The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს მოამბე 11 (1863.11.)


საქართველოს მოამბე 11 (1863.11.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 რედაქციისაგან.

▲back to top


რედაქციისაგან.

წარსულმა დრომა მრავალჯერ დაგვიმტკიცა, რომ რასაც ჩვენ თითონ ვჰსთხოვდით ჩვენს ჟურნალსა, რასაც მისგან მოველოდით – ამას ყველაფერს წინ კედელი დახვდა. რასაკვირველია, ყოველს საქმეს დაბრკოლებაც თან მოსდევს ხოლმე, მაგრამ ჟურნალის საქმეში ზოგი იმისთანა დაბრკოლება, რომელიც უნდა ჰსძლიოს რედაქციამა და რომლის ძლევაც შეიძლება; ზოგი იმისთანაა, რომელთანაც ყოველი ბრძოლა, მეცადინეობა და თავგამოდება უქმია. „დრონი მეფობენო“ ნათქვამია, – ჩვენც ნებით თუ უნებლიეთ გულზედ ხელი უნდა დაგვეკრიფნა.

ხოლო თუმცა გზა გახიდული გვქონდა, მაგრამ გულ წრფელად და გაბედვით ვიტყვით, რომ სხვის მოსაწონად არც ერთის ჩვენის გულითადის აზრისათვის არ გვიღალატნია, სხვის მისაფერებლად არც ერთი გრძნობა არ გაგვიყიდნია. რომელიმე ანგარიშისათვის ყალბი ვერცხლად არ გაგვიყვანია. ჩვენ დავჩუმებულვართ და . სვინიდისისათვის კი არ გვიღალატნია. როგორც გონება ჩვენი ჰსჭრიდა, როგორც გული გვითხრობდა – ისე ვლაპარაკობდით, როცა კი შეგვეძლო და კვლავაც ისე მოვიქცევით – თუნდ რომ ამით ჩვენს ჟურნალს ბოლოც მოეღოს.

ნაკლულოვანება ჩვენს ჟურნალს, რასაკვირველია, ბევრი ჰქონდა. სირცხვილი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ეგ ნაკლულოვანება დავფაროთ. ეგ მკითხველის და თავის თავის მოტყუება იქნება – და ჩვენ ამაზედ შორსა ვართ. ყველაზედ დიდი ნაკლულოვანება ჩვენის ჟურნალისა ის იყო, რომ სხვათა შორის დროების ინტერესი არ ჰქონდა, – ეგ ინტერესია ყოველი ჟურნალის სული, ეგ აცხოვლებს, ეგ აბრუნებინებს მას სულსა. არც ერთი ჩვენი შინაგანი ცხოვრების გამოჩინება, არც ერთი თითქმის ფაქტი, არც ერთი საქმე, რომელიც ყველას თვალწინ გვიტრიალებს და რომელიც ყოველი ცოცხალი კაცისათვის საინტერესოა, არამც თუ ვერ აღსნა ჩვენმა ჟურნალმა, არამედ ვერც კი გაბედა, რომ მიჰკარებოდა, თუმცა ზოგჯერაც ჰსცადა, კიდევ იმავე მიზეზით, რომ „დრონი მეფობენო“. ამის გამო ჩვენს ჟურნალს ფერი დააკლდა, „მოამბემ“ შორიდამ დაუწყო ტრიალი მას, რაც ახლოდ გასაშინჯავი იყო და „ცისკარმაც“ – თავის ჩვეულების წინააღმდეგ – მართლა ჰსთქვა, რომ „მოამბე“ „სბორნიკსა“ ჰგავსო. სხვა ნაკლულოვანება, რომელიც ჩვენის საზოგადოების განათლებულმა ნაწილმა შენიშნა, ზოგი იმისთანაა, რომელიც ყოველის ახალ დაწყობილის საქმისათვის აუცილებელია, ზოგი კიდევ იმისთანა, რომელიც ჩვენს საკუთარს გამოუცდელობას მიეწერება. დროთა და ჩვენის გამოცდილების შემწეობით შეიძლება, რომ ეგ ნაკლულოვანება აღარ იყოს.

კულავ იქნება ჩვენს ჟურნალს დარი დაუდგეს და კარგი ნაყოფი მოიტანოს; ამის იმედი მით უფრო არის, რომ ბევრმა აღგვითქვა გულმოდგინე შემწეობა. ღმერთმა ქმნას, რომ იმათი სურვილი, ჩვენს სურვილთან ერთად, უნაყოფო არ დარჩეს!

ჟურნალი ისევ თვე და თვე გამოვა იმავე პროგრამით, სივრცით შვიდ თაბახზედ არ ნაკლები. ფასი რვა მანეთი იქნება შინ გაგზავნით, გაუგზავნელად შვიდი.

ქალაქ გარედ მცხოვრებთაგანი, ვისც პირდაპირ რედაქციაში გამოგზავნის ფულს, იმათ პირობას მივცემთ, რომ ყველაფერში პასუხის მგებელნი ვიქნებით. თორემ შარშან ბევრს სხვისთის მიეცა ჟურნალის ფული რედაქციაში გადასაცემათ და ზოგიერთ მათგან არამც თუ ფული, ხელის მომწერთა სახელებიც დღევანდლამ-ინ არ მიგვიღია, ზოგმა კიდევ დააგვიანა ფულის გადმოცემა და ამის გამო რედაქციას ბევრი უსამართლო სამდურავი და საყვედური დაედო. რომ ეს ურიგობა აღარ იყოს, ვისაც სურს პირდაპირ რედაქციაში გამოგზავნოს ფული ამ ადრესით:

Въ Редакцию журнала «Грузинскій Вѣстникъ»

ქალაქში მცხოვრებთა ხელის მოწერა შეუძლიანთ უფ. ტერ-მიქელიანცის წიგნის მაღაზინში, რომელიც არწრუნის ქარვასლაში არის, კაპანაძის პირდაპირ. ფულის მომტანმა საკუთარის ხელით საკუთრად ამისათვის შედგენილს წიგნში უნდა ჩასწეროს თავისი გვარი და ადრესი და ბილეთი, რედაქტორისაგან ხელმოწერილი დ მისის ბეჭდით დაბეჭდილი, უნდა ჩამოართოს.

ამასაც ვითხოვთ, რომ ჟოველი ადრესის გამოცვლაზედ ან ჟურნალის ჟურნალის დაგვიანებაზედ, ან სრულიად არ მიღებაზედ, მაშინვე რედაქციას აცნობონ წერილითა, რომ საბუთი გვქონდეს ან ფოშტას მოვჰსთსოვთ, ან წიგნების დამტარებელსა.

ვისაც დღემდე ისევ შარშანდელი ჟურნალის ფასი გამოუგზავნია დანარჩენს ფულს უკანვე ვუგზავნით.

რედაქტორი ილია ჭავჭავაძე.

2 ლოტო ვოდევილი

▲back to top


ლოტო ვოდევილი.

ერთ მოქმედებად.

გამოსვლა პირველი

(ბაღში მწვანეზედ სხედან ქალები თხილს სჭამენ.)

1. ქალი.

დღეს ქეიფი არ ექნება ჩვენს ლოტოს; პარტია ცოტა არის ქალებო?

2. ქალი.

სრულიად არა! ოთხი ხომ ჩვენ, ივანე და ლუარსაბიც ჩავაჯდინოთ, ეს ექვსი. თეკლე და მარიამიც მოვლენ შვიდი და რვა.

1. ქალი.

თეკლე და მარიამ ვგონებ არ მოვლენ. ისინი საგულავოდ მიდიოდნენ.

3. ქალი.

დიაღ მეც დავინახე რომ მიდიოდნენ.

2. ქალი.

რა ვყუოთ! იკატავებენ, იკატავებენ და მოვლენ. მე მითხრეს მოვალთო.

4. ქალი.

რა ბრძანებაა, აღარ მოვლენ....

2. ქალი.

არა, მოვლენ სწორეთ მოვლენ.

1. ქალი.

ქალო. რათ გიყვარს სპორი, რას გვესპორები აღარ მოვლენ ცხადია....

4. ქალი.

ძალიან არ არის.....

3. ქალი.

როგორ არ ხედავ ხეებს ამტვრევს !

1. ქალი. (მიდის.)

ნუ წამოხვალთ სანამ პროშენია არ გამოგიგზავნოთ.

(მიდიან ყველანი სახლში.)

გამოსვლა მეორე.

(ლოტო იწყება. ქალები ჯდებიან ლოტოს არიგებენ.)

1. ქალი.

ერთი ქაღალდიც მორჩა ჩავაჯდინოთ ვინმე?

ერთ ხმად ყველა.

შენ ჩაჯექი ივანე. ითამაშე კამპანიის გულისათვის.

ივანე.

არ ვიცი ბატონებო, ჩემს დღეში არ მითამაშია.

4. ქალი.

რა არ იცი, ციფირები არ იცი?

ივანე.

როგორ არ ვიცი, მარა თამაშობა არ ვიცი.

5. ქალი.

ეხლავ დაგასწავლი; ვთქვათ: პიატნაციტ დაიძახეს, თუ შენ ქაღალდშია დასვამ, და თუ სიგანაზე ორი დასვი ერთ წყებაზედ მას ანბო ქვიან, სამს თუ დასვამ ვიიგრალა გაკეთდება, ვიიგრალა ქვიან, ოთხზედ ოთხი ქვიან, ხუთზედ კონჩილა გაკეთდება. ეხლა კი ვიიგრალაზედ ვთამაშობთ.

ივანე.

ეხლა კი გავიგე, მიბოძეთ ქაღალდი! ვითამაშებ.

თეკლე.

ფულს ჩამობძანდით. (ჩადიან ფულს.)

2. ქალი.

პომილუტე თვითონ მითხრეს მოვალთო.

3. ქალი. (მეორეს სიცილით.)

შენ ძალიან ბედი გაქვს ლოტოში; გინდა ამაღამაც მოგვიგო?

1. ქალი.

არა ამაღამ ეგ სწორეთ წააგებს, იმ გვარი სიზმარი ვნახე......

2. ქალი.

რა ვუყოთ, ისე ხომ არ წავაგებ, რომ სხვასაც არ წაეგოს, ბევრი, ბევრი სამი წავაგო. სამი მანეთი ბევრი არ არის ?

4. ქალი.

თეკლე საშინლად სჩასტლივოდ თამაშობს.

3. ქალი.

აბა ქალო, შენგან არ მიკვირს მაგის თქმა? ხომ კარგად იცი, რომ ის სულ იპარავს და ტყუილს თამაშობს და ვინც უნდა მოიგოს ისიც იძახის: „ია ტოჟე ვიიგრალა“. აბა ვინ უნდა აწყენინოს ის შურზე.

ერთ ხმად ყველა.

პოვერკა იყოს, პოვერკა უქმნათ.

1. ქალი.

კარგი იქნება, მაგრამ როგორ ვითამაშოთ: ანბოზედ, ვიიგრალაზედ თუ კონჩილაზედ?

2. ქალი.

კონჩილაზე დიდ ხანს არ გათავდება, არც ოთხზედ ვარგა. სამ სამი ქაღალდი და ვიიგრალაზედ გავათავოდ.

ერთ ხმად ყველა.

ჰო, კარგია! კარგია! ვიიგრალაზედ, ვიიგრალაზედ.

3. ქალი.

ქალებო! აწ კი წავიდეთ შინა თუ არა ხომ ხედავთ რა საშინელი სპაზნოი ვეტერია, არ გავცივდეთ.

3. ქალი (მეორეს ეუბნება).

ჩადი, ქალო, ჩემ მაგიერ, ეხლა მე არ მაქვს დაჩი და მერე მე ჩავალ. (ჩადის.)

მარიამი (ლობიოს დებს.)

ჩემი ეს იყოს აჰა!

ივანე.

მე მაშ სიმინდის მარცვალი უნდა ჩამოვიდე?

1. ქალი.

დიაღ შეგიძლიან, მაგრამ რამდენ მარცვალს წააგებ იმდონს, რაც უსლოვიით ვთამაშობთ ფულს გადიხდი.

ივანე (სიცილით.)

მე მგონია, ბატონებო, თუ სიმინდის მარცვალზედ ვთამაშობდით. (ლოტოს იწყებენ.)

1. ქალი (ჰკითხულობს.)

პიატნაციტ, ტრიცი დვა, დვა, ჩუთირნაციტ. ოსიმ, დევანსტო.

6. ქალი.

ვიიგრალა, კმარა ბატონებო? (შეკრთება) თუ არ უკაცრავად, უკაცრავად შემეშალა დავანასტო არ ყოფილა შასდესიად ყოფილა

(ყველა ერთი ხმად ჩურჩულობენ)

ეს რას გავს, შეგვაშლევინა. ავყაროთ.

2. ქალი.

ხელ ახლა წაიკითხეთ, მგონია კიდეც მოვიგე.

1. ქალი.

პიატნაციტ, ტრიციდვა, დვა, ჩეთირნაციტ, ოსიმ, დევანასტო.

2. ქალი.

უკაცრავად მერამდენე ნომერია უკანასკნელი?

1. ქალი. (თავისთვის, რა ამბავია მოვიღალე ამდენი ყვირილით).

კითხულობს: ჩეთირნაცატ, დავანოსტო, სოროკ.......

4. ქალი.

კონჩილა. კმარა. აქ გახლავთ: პიატნაციტ, ტრიცი დვა, სოროკ.

5. ქალი.

წეღან არიეს რას გაიგებს კაცი თუ არა ეგების კიდევაც მოვიგე. (ლოტო თავდება რამოდენიმე ხელი).

3. ქალი.

ვინ არია ეს ლოტო? რა ბაიყუში ქაღალდები მომცა? შევშალოთ ხელ ახლა ვარიგოთ?

2. ქალი.

ჩემს ქაღალდზე სულ არაფერი წერია.

თეკლე.

გეთაყვა რა ბაიყუში რამ არის ეს ბაშვი, რას დამდგომია თავზედ. როდის მოიგებს კაცი

ნინო.

ერთი ხელი კი მოვიგე და როგორც გავასესხე მოგებული ისე გამიდგა ხელი.

5. ქალი.

არ იცი რომ, როდის უნდა გაასესხო თუ არა მაშინვე ხელი გაგიდგება.

3. ქალი ივანეს.

ივანე?

ივანე

ბატონო, შენი ჭირიმე.

3. ქალი.

ვგონებ თქვენ არც ერთი ვიირალა არ გიქნიათ.

ივანე

მართალს ბრძანებთ, თვალით ვერასფერს ვხედავ ლოტოზე, სულ გარშემოსხედულ ვარსკვლავებს მივჩერებივარ. (ამ დროს ფეხი მოხვდება. თავისთვის: ეს რა ამბავია? ეს ფეხი ვინ მკრა სწორეთ ნინოა. უცებ თუ მოუხვდა: მოდი ერთი თვალით ვანიშნო რას მეტყვის. ანიშნებს თვალით).

ნინო.

თვალს არიდებენ ვითომც არ დაუნახავს.

ივანე. (თავისთვის).

სწორეთ შერცხვა თვალით ჩვენება, თუ არა ის ფეხი წეღან ნინოსი იყო. მოდი ერთი მეც ვკრა (აცოვილებს ფეხს). ჰუ, გაკეთდა ჩემი საქმე, ეს ორ ჯერ მომხვდა ფეხი, სწორეთ მივხდი, თვალით ნიშნება არ შეიძლო. სხვა ქალს რომ შეემჩნია მის მუქვრას ვერ მორჩებოდა. სტოლს ქვეშ ფეხს ვინ დაინახავს ? აი გამოცდილით ჭკუანი ქალი ისეთი უნდა, როგორც ის არის.

2. ქალი ნინოს (ჩუმათ).

რა კარგი კეთილი რამ სახე აქვს ივანეს ?

ნინო.

მართლა, ძვირათ მინახავს მაგის თანა სახე

ივანე.

(გაიგონებს მათ ჩურჩულს და იტჟვის:) სწორეთ ბედნიერი კაცი ვარ, რა ქალმაც უნდა მნახოს, ყველას შეუყვარდები.

ნინო მეორე ქალს (ჩუმათ).

რა საშინლად გაუხარდა ივანეს, გგონებ ჩვენი ჩურჩული გაიგონა?

2. ქალი. ხმა მაღლა.

ჰო, მართალია რასაც მელაპარაკები ნინო.

ივანე თავისთვის.

ჩემი საქმე გაკეთებულია, წეღან ჩემის ყურით გავიგონე მაქვს; ეხლაც სწორეთ ჩემზე უთხრა ნინომ იმ ქალს. მოდი ერთი კიდე ფეხი ვკრა, ან კი რაღა ფეხის კვრა უნდა, აი ხელს მიპოტინებს. მოდი ერთი ბეჭედს მივცემ. (იძრობს აძლევს). იმანაც მომცა (იდებს ჯიბეში). ყოჩაღ ლუარსაბ! ოჰ, შენი ჭირიმე ბიჭო! რა კარგი რამ ყოფილა ლოტოს თამაში. ამიტომაც შამცივებოდა ნინოეს აჰზრი ქონდა.

ნინო.

სულ ლუარსაბი იგებს ნუღა გითამაშებთ.

(ერთ ხმად ყველა.)

ადე, ადე, ადე, ადე, (დაჰკივიან და წამოაგდებენ ზეზედ).

ნინო.

ჩვენც გავათავოთ კმარა სამი საათია.

ივანე.

არა, ცოტა ხანს კიდე ვითამაშოთ.

(ერთ ხმად ყველა).

კმარა, კმარა (დგებიან).

3. ქალი.

უი ჩემო უბედურო თავო, სამი მანეთი წავაგე.

(ერთ ხმად ყველა.)

მეც წავაგე, მეც, მეც, მეც ...................

ივანე.

მაშ ვინღა მოიგო. ბატონებო ? (გადიან მეორეს ოთახში).

ივანე.

სამი მანეთი კი წავაგე, მარა სამ მილიონს კი მირჩევნია ის მე რომ ვიცი.

ივანე და ლევან.

ივანე (ოთახიდგან გამოდის).

ლევან რა ქენი, მოიგე ქაღალდში?

ლევან.

დიაღ შვიდი მანეთი, შენ რა ქენი ისწავლე ლოტო ?

ივანე.

მასწავლეს, სამი მანეთი კი წავაგე, მაგრამ ... იცი რა გითხრა, მითხარი პოჟალუსტა ვინ არის ის ქალი? თითით უჩვენებს.

ლევან

აბა რომელი ? ეს ? რათ გინდა? ვერ ვიცნობ. (თავისთვის, ჩემი ცოლისას მკითხავს).

ივანე.

კარგი ყოფილა, ლოტო, რა გემასხრე იმ ქალს, ფეხები ერთი მეორეს ვეცით. მერე ბეჭედი მივეცი და მაგიური ბეჭედი მომცა სიყვარულის ნიშნად.

ლევან.

(გაყვითლდება) ვაიმე რა უქნია იმ უნამუსოს. (მიდის ცოლთან იჭვნეულად ჰკითხავს:) ბეჭედი რა უყავ, რათ ჩაგიცვამს ხელი თათმანები.

ნინო.

დათვრი? რას კითხულობ. სხუმის როდის იკითხე?

ლევან.

არა ფერი ისე ვიკითხე. (თავისთვის; რომ არ წითლდება ეს უნამუსო ვერ მომატყუებ! მაცალე შენ სეირს გაჩვენებ.)

(მეორე ოთახში ივანე და ლუარსაბი ლაპარაკობენ).

ლუარსაბი.

ფულს ვინ დასდევს? იცი ლევანის ცოლმა რა მქნა?

ივანე.

ვინ არის ლევანის ცოლი?

ლუარსაბ.

აი ის ქალი.

ივანე (შეშინებული).

ნუ ხუმრობ, ვაი აკი დავიღუპე კაცი, მის ქმარს ყოველი ამბავი უამბე რაღა მეშველება.

ლუარსაბ.

არშიყობა დამიწუო: ფეხი მკრა, მეც ვკარი ბეჭდებიც შევცვალეთ სიევარულის ნიშნად.

ივანე (შეკრთომით).

შენ კი შერცხვი! განა შენ იყავი, ნინო მეგონე, (ამოიღებს ბეჭედს და უჩვენებს) ეს შენია?

ლუარსაბ.

ვაი; ვინ მოგცა. განა ნინომ გამამხილა; თუ არა საცინლად მიგიღებდა?

ივანე.

ნინომ კი არა, მე და შენ ვყოფილვართ; როგორ უნდა იყოს კაცი ისე ჭკუა გაბნეული როგორთაც შენ.

ლუარსაბ.

თუ ასე იყო, შენ დაწყევლილო რას მიჩუჩხურებდი ფეხებს?

ივანე.

კარგი მე თუნდ და აგრე იყოს, მაგრამ შენ რაღას მიჩუჩხურებდიდ ისე უგრძნობელი ყოფილ ხარ რომ ხელში ბეჭედი მოგეცი და ჩემი ვეება ხელი ქალის ხელად გეჩვენა. აფერუმ ბიჭო, აფერუმ!

(აიშლებიან, ყვირიან და მათ ყვირილზე გამოდიან ყველანი; და გაკვირვებით ისმენენ მათ ამბავს.)

ლევან.

(გახარებული ყვირის) თუ არა ასე იყო ეს ამბავი. მივარდება ცოლს ხელს კოცნის და ეუბნება: მომიტევე გეთაყვა ცუდი აზრი მქონდა შენზედ ამ სულელი კაცის მიზეზით.

ნინო. (გაკვირებით ჰკითხამს).

რა ამბავია გეთაყვა, კიდე ვერა გამიგია რა?

ლევან.

(მოუყვება, დაწვლილებით ეუბნება ყოველ საქმეს). ეს კაი ხუმრობა არის აჰ! აჰ! ხა! ხა! ხა! ხა! ...

ეგრეთვე ქალები.

უი თქო აჰ ხა! ხა! ხა! ხა! ხა!

ლუარსაბი მღერის:

გულით ურჩევ ქართველ ქალებს,
ლოტო შიდა დაწაფუებს
ნუ დააკოტრებენ ქრმებსა.
და ნუ დაღუპვენ ფულებსა. ......
..მოერიდონ ღმერთის წყენას!
ნუ სტანჯავენ ქართულ ენას
კონჩილა და ვიიგრალა
მეტად სტანჯავს ჩვენსა სმენას.
თავის ოჯახში გაჩერდნენ
ნუ დახტიან აქა იქ!
და ჩითის კაბას დასჯერდნენ
თუ არ აქვთ მორე – ანტიკა.
ხელთ აიღონ საქნარები!
ნუ დააღარიბეს ქრმები!
სჯობს, კეთილად მოიხმარონ
იმათი ჯამაგირები! ..............

ს. აბაშიძე.

1860 წელს. 17 ნოემბერს.

3 ჩვენის დროების გმირი.II (შემდეგი)

▲back to top


3.1 მაქსიმ მაქსიმიჩი

▲back to top


მაქსიმ მაქსიმიჩი

მაქსიმ მაქსიმიჩის განშორებულმა, მე მალე გავირბინე თერგისა და დარიალის ხეობაები, ვისაუზმე ყაზიბეგში, ჩაი დავლიე ლარსში, და ვახშმად მივაშურე ვლადიკავკაზსა. განგათავისუფლებთ თქვენ მთების აღწერილებისაგანა, ხმაურობისაგანა, რომელნიცა არაფერს არ გამოხატვენ, მეტადრე მათთვის, ვინც იქ არა ყოფილან, და სტატისტიკურის აღწერილებისაგან, რომელსაც სრულობით კითხვას არავინ დაუწყებს.

მე დავდექი სასტუმროში, სადაც დგებიან ხოლმე ყველა გამლელ-გამომვლელნი, და სადაც, სხვათა შორის, არავინ არის, რომ შეაწვევინო. ხოხობი, ან შჩი მოახარშვინო, ამისთვის რომ სამი ინვალიდის სალდათი, რომელთაც ის აბარია, ისრეთი სულელები რიან, ან ისრეთი ლოთები, რომ ვერაფერს გააგებინებ.

მე გამომიცხადეს, რომ აქ უნდა დავრჩენილვიავი კიდევ სამი დღე, ამისათვის რომ აკაზია (შემთხვევა) ჯერ არ მოსულიყო. ეკატირინოგრადიდგანა, და მაშასადამე დაბრუნება არ შეეძლო.. რა აკაზია! ... მაგრამ ცუდი ხმა უნუგეშოა რუსეთის კაცისთვისა, და მე გასართობლად, დავიწყე მაქსიმ მაქსიმიჩის ნალაპარაკევის წერა ბელაზე, ამას კი არა ვფიქრობდი, რომ ეს იქმნებოდა პირველი დასაწყისი გრძელი მოთხრობაებისა: ხედავთ, როგორ, ზოგჯერ მცირე შემთხვეულობას, მოსდევს სასტიკი დასასრული! ... და თქვენ, იქმნება, არ იცოდეთ რა არის „აკაზია?“ ეს არის ნახევარ როტა სალდათი ერთის ზარბაზნით, რომელთა მფარველობასა ქვეშეც გაივლიან ხოლმე ბარგიანი ურმები ყაბარდოში ვლადიკავკაზიდგან და ეკატერინოგრადიდგან.

პირველი დღე უსიამოვნოთ გავატარე, მეორეს დღეს დილაზუ ეზოში შამოვიდა პავოზკა ... ოჰო! მაქსიმ მაქსიმიჩ! ... ჩვენ შევხვდით ერთმანერთს, როგორც ძველი მეგობრები. მე ჩემი ოთახი უთავაზე. ის არ გამინაზდა, ასრე გაშინჯე მხარზედაც დამკრა ხელი და მოიღრიჯა ცხვირპირი, თითქო. გასაღიმებლათა. ისრეთი უცხო. ხასიათის კაცი იყო! ...

მაქსიმ მაქსიმიჩმა ზედ მიწევნით იცოდა მზარეულობის ხელობა: საკვირველად კარგა შესწვა ხოხობი. მარჯვეთ მოასხა ზედ კიტრის წნილის წვენი, და მე უნდა მოგახსენოთ, რომ უიმისოდ ხმელი პურის სამარად უნდა დავრჩენილვიყავი. ერთმა ბოთლმა კახურმა დაგვავიწყა მცირედი რიცხვი საჭმელებისა, რომელნიც გვქონდა მხოლოდ ერთ ნაირი, და გავიკეთეთ ჩიბუხები და მივსხედით: მე ფანჯარასთანა, და ის ანთებულ ბუხართან, ამისათვის რომ ნესტიანი და ცივი დარი იყო, ვისხედით ჩუმათა რაღაზე უნდა გველაპარაკნა? ... იმან კიდეც მიამბო თავის თავზე სულ, რაც შესანიშნავი იყო, და მე არაფერი მქონდა სალაპარაკო. მე ფანჯარაში ვიყურებოდი. მრავალი მდაბალი სახლები, გაფანტულები თერგის ნაპირზე, რომელიცა უფრო განივრად და განივრად მორბის, მოსჩნდნენ ხეებს უკან, და იმათ იქით ლურჯად გამოსჭვიოდნენ დაკბილული კედელივით მთები, იმათ იქით იმჭვრიტებოდა ყაზიბეგი თავისი თეთრი კარდინალის ქუდითა. მე ჩემს გუნებაში მათ ვეთხოვებოდი: დამნანდნენ მე ისინი ....

ესრე ვისხედით ჩვენ დიდხანს. მზე იმალებოდა ცივს მთების წვერს უკანა, და მოთეთრო ჯანღი გაიშალა მინდვრებში, როდესაც ქუჩაში დაიწკარუნა სამგზავრო. ზარის ხმამა და იზვოშჩიკების ხმაურობა შემოგვესმა. რამდენიმე პოვოზკა ტალახიანი სომხებით შემოვიდნენ სასტუმროს ეზოში, და მათ უკან შემოჰყვა ცარიელი სამგზავრო კალიასკა; მას მსუბუქ ტარებას, მოხერხებულ გამართულობასა და კოხტა შეხედულობასა ჰქონდა რაღაც სხვა ქვეყნის აღბეჭდულობა. იმას უკან მოსდევდა დიდ ულვაშებიანი კაცი, ვენგერკით, კარგად ჩაცმული, მოსამსახურის არ შესაფერად; მის გვარიშვილობაზე ძნელად შესცდებოდი რომ გენახა, მისი ბრიყული მოძრაობაა, რომლითაც ბერტყამდა ჩიბუხიდგან ნაცარსა და უჭყიოდა იამშჩიკებსა. ის ცხადად იყო გათამამებული მსახური ზარმაცის ბატონისა, – რაღაც რუსულ ფიგაროსავითა. – მითხარი, საყვარელო, დაუძახე მე ფანჯრიდგანა, რა ამბავია – აკაზია მოვიდა, თუ რა? – იმან შემომხედა მე კარგა შეუპოვრად, გაისწორა ყელსახვევი და გაბრუნდა: იმის გვერდით მომავალმა სომეხმა ღიმილით, მიპასუხა იმის მაგივრად, რომ დიახ აკაზია მოვიდა და ხვალ დილაზე დაბრუნდება უკანაო, – „მადლობა ღმერთსა!“ – სთქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა, ამ დროს ფანჯარასთან მოსულმა „ეს რა ჩინებული კალიასკა არის!“ დაუმატა კვლავ იმან: „ალბათ ჩინოვნიკი მიდის ვინმე თფილისში გამოსაძიებლად. სჩანს ჯერ არ იცის ჩვენი პატარა მთები! არა, ხუმრობ, საყარელო: არ მოგეფერებიან, დაგინჯღრევენ, თუ გინდ ანგლიურიც იყვეს! ეს ვინ უნდა იყვეს – აბა წავიდეთ გავიგოთ ... გამოველით ტალანში (კორრიდორში), ტალანის ბოლოში, გვერდის ოთახის კარები ღია იყო. მოსამსახურე და იამშჩიკი ზიდავდნენ იქა ჩემოდნებსა.

„გამიგონე, ძმობილო“, კითხა იმას შტაბს-კაპიტანმა: „ვისია ეგ ჩინებული კალიასკა? ... ჰა? ... მშვენიერი კალიასკაა?“ მსახური მიბრუნებული ბურტუუნებდა რაღასაც თავისთავად, და ხსნიდა ჩემოდანსა. მაქსიმ მაქსიმიჩი გაჯავრდა: შეახო ხელი მხარზე უზრდელსა და უთხრა: „მე შენ გეუბნები, საყვარელო...“

– ვისია კალიასკა? ... ჩემი ბატონისა.

„ვინ არის შენი ბატონი?“

– პეჩორინი ...

„რას ამბობ? რას? პეჩორინი? ... ახა, ღმერთო ჩემო! .. კავკასიაში ხომ არ უმსახურნია?“ წამოიძახა მაქსიმ მაქსიმიჩმა, და წამომკრა ხელი სახელოზე. სიხარულისაგან თვალებიც უცინოდა.

– უმსახურნია, მგონია – მაგრამ არ არის დიდიხანია რაც მე იმასთანა ვარ.

„მაშ ეგრეა! ... ეგრე! ... გრიგორი ალექსანდროვიჩი ? .. ასრე ჰქვიან ხომ იმასა? ... მე და შენი ბატონი მეგობრები ვიყავით, უთხრა იმან, მეგობრულად ხელის დაკვრით, ლაქიასა, ისრე, რომ შეარყია.

– მამითმინეთ, ბატონო; თქვენ მე მიშლით, უთხრა იმან ცხვირ-პირის მოსუპვით.

„ეჰ, ძმობილო! იცი შენ? მე და შენი ბატონი გულითადი მეგობრები ვიყავით, ერთად ვსცხოვრობდით... და სად არის თვითონ? ..“

მსახურმა გამოგვიცხადა, რომ პეჩორინი ვახშმად და მოსასვენებლად, პოლკოვნიკი ნ ... დარჩაო.

„ხომ არ ამოივლის საღამოზე აქეთ?“ უთხრა მაქსიმ მაქსიმიჩმა: „ან შენ საყვარელო, ხომ არ წახვალ რისთვისმე მას თანა? .. თუ წახვიდე, უთხარი, რომ მაქსიმ მაქსიმიჩია აქა თქო; ესრე უთხარი ... იმან იცის ... ოთხიოდე აბაზს გაჩუქებ ოტკის ფულსა ...“

მსახურმა შერაცხებით მოიღმიჭა პირი, რო გაიგონა ისრეთი მცირე დაპირება, მაგრამ მაინც კი დაარწმუნა მაქსიმ მაქსიმიჩი, რომ აუსრულებდა დაბარებულს.

– ეხლავ მოირბენს! .. მითხრა მე მაქსიმ მაქსიმიჩმა მხიარულის შეხედულობით წავალ გარეთ მოუცდი ... ვსწუხვარ, რომ ვერ ვიცნობ ნ...

მაქსიმ მაქსიმიჩი გარეთ დაჯდა სკამზედა და მე შეველ ჩემს ოთახში. სწორეთ მოგახსენოთ, მეც როგორღაც მოუთმენლათ ველოდი იმ პეჩორინს: თუმცა, შტაბს-კაპიტანის ლაპარაკით მე იმაზე შევადგინე მისთვის უსარგებლო ჰაზრი, მაგრამ ზოგიერთი თვისება იმის ხასიათისა მეჩვენენ გონების გასადევნებელად. ერთს საათს შემდგომ ინვალიდმა მოიტანა ადუღებული სამოვარი და ჩაიდანი. „მაქსიმ მაქსიმიჩ, ჩაის არ მიირთმევთ?“ გადავძახე ფანჯრიდგანა.

– გმადლობთ; როგორღაც არ მინდა.

„ეი, მიირთვით! უყურეთ, ხომ დაგვიანდა, ცივა“

– არა უჭირს რა; გმადლობთ ...

„მაშ თქვენი ნებაა!“ მე დაუწყე ჩაის სმა მარტო. ათს წამს შემდგომ შემოვიდა ჩემი ბერი კაცი. –

თქვენ ხომ მართალი ბრძანეთ: ჩაის დალევა სჯობია მაინც, – მე სულ ველოდი. იმისი კაცი დიდიხანია მასთან წავიდა, და სჩანს დაპრკოლება მიეცა რამე.

საჩქაროდ შეხვრიტა ერთი ფინჯანი, მეორესი უარი სთქვა წავიდა ისრევ გარეთ როგორღაც აღშფოთებული: ცხადი იყო, რომა პეჩორინის დაუდევნელობამ გაამწარა ბერი კაცი, და მით მომატებულათა, რომ ამ ცოტას ხანში მიამბო მათი მეგობრობა და ერთის საათის წინად კიდევ ისრე დარწმუნებული იყო შტაბს-კაპიტანი, რომა მაშინვე მოირბენდა პეჩორინი, როცა კი გაიგებდა იმის სახელსა.

კარგა გვიან იყო და ბნელოდა, როცა მე კიდევ გადავაღე ფანჯარა და დაუწყე ძახილი მაქსიმ მაქსიმიჩსა, და უთხარი, რომა დრო არის მეთქი ძილისა; ის ცხვირში რაღასაც ბუტბუტებდა, მე განუ მეორე მოწვევა – მან პასუხი არ მომცა.

მე გავეხვიე შინელში და დავსწექი დივანზე, და მთელი ღამე ტკბილად მეძინებოდა, თუ, ძალიან გვიან, მაქსიმ მაქსიმიჩი არ შემოსულიყო და არ გავეღვიძებინე იმან დააგდო ჩიბუხი სტოლზე, დაიწყო ოთახში სიარული, ბუხარში ჩხიკინი, ბოლოს დაწვა, მაგრამ დიდხანს ახველებდა, აფურთხებდა, ტრიალობდა...

– ბაღლინჯოები ხომ არა გკბენენ? ვკითხე მე.

„დიაღ, ბაღლინჯოები ...“ მიპასუხა იმანა, მძიმე ოხვრითა.

მეორე დღეს დილით ადრე გამომეღვიძა; მაგრამ მაქსიმ მაქსიმიჩმა წამომასწრო, მე ვნახე ის გარეთ სკამზე მჯდომარე. „მე კომმენდანტთან უნდა წავიდე“. მითხრა მე: „და თუ ღმერთი გწამს, პეჩორინი თუ მოვიდეს ჩემთან გამოგზავნეთ ვინმე“.

მე დავპირდი. ის გაიქცა, თიქო იმის ასოებს ხელახლად ყმაწვილური ჯანი და სიმარჯვე მიეცათო.

დილა იყო გრილი და მშვენიერი ოქროს ფერი ღრუბლები აჩურჩლულიყვნენ მთებზე, თითქო მეორე რიგიაო ჰაერის მთებისა; კარებს წინ იყო გაშლილი განიერი მეიდანი; იმას იქით ბაზარი დუღდა ხალხითა, ამისათვის რომ იყო კვირა: ფეხიშველა ოსის ბიჭებს ეკიდათ ზურგზე გუდები უცეცხლო თაფლითა, და დამტრიალებდნენ თავსა; მე ვსწყევლიდი იმათა: საიმათოთ არ მეცალა, – კეთილი შტაბს-კაპიტანის მწუხარება მეც მეწილადა.

არ გაიარა ათმა წამმა, რომა მეიდნის ბოლოში გამოჩნდა ის, ვისაც ველოდით. ის მოსდევდა პოლოკოვნიკს ნ ..., რომელმაცა მოიყვანა სასტუმრომდისინ, გამოეთხოვა და ციხისაკენ გაბრუნდა. მე მაშინვე გავგზავნე ინვალიდი მაქსიმ მაქსიმიჩთანა.

პეჩორინს გაეგება მსახური, და მოახსენა, რომ ემ საათში ცხენებს შეაბმენო; მიართვა ყუთი სიგარებითა, მოისმინა რამდენიმე ბრძანება და წავიდა საცოდვალოდ. იმისმა ბატონმა მოუკიდა სიგარასა, ორიოდელ დაამთქნარა და დაჯდა სკამზე კარების მეორე გვერდზე. ახლა მე უნდა დაგიხატოთ იმისი სურათი.

ის იყო საშუალო ტანისა, ტანადი, მისი წვრილი ტანი და განიერი ბეჭები ამტკიცებდნენ მაგარ აგებულებასა, ყოველის მოგზაურობისა და ჰაერის ცვლილების სიძნელის ატანის ნიჭიერებასა, დაუმარცხებელსა დედა-ქალაქის გარყვნილი ცხოვრებისაგან და არცა სულის ვნებათა აღშფოთებისაგან; მტვრიანი პატარა ხავერდის სერთუკი მისი, შეკრული მხოლოდ ქვემო ორი ღილითა, მაძლევდა განხილვის შეძლებასა მისი სუფთა სპეტაკი საცვალისასა, რომელიცა ამხილებს რიგიანი კაცის ჩვეულობას; მისს ჭუჭყიან ხელთათმანებს უტყობოდათ თითქოს საგანგებოთ იყვნენ შეკერილნი იმის პატარა დიდკაცურ ხელზე. და როდესაც გაიხადა ერთი ხელთთათმანი, მე გამაკვირვა იმის ფერ-მკრთალი თითების გამხდრობამა, მისი სიარული იყო დაუდევარი და ზარმაცული, მაგრა მე შევნიშნე ხელებს არ აქნევდა სიარულში, – ნამდვილი ნიშნით ცოტაოდენი დაფარული ხასიათისა. მაგრამ ეს ჩემი საკუთარი შენიშნულია, დაიფუძვნილი ჩემსავე გაშინჯვაზედა, და მე სრულიადაც არა მსურს თქვენ ამაზე განუსჯელად დაგარწმუნოთ. როცა ის დაეშვა სკამზე, მაშინ იმისი სწორე ტანი მოიკაკვა, თითქო წელში არა ქონდა არც ერთი ძვალიო; მთელი ტანის მდებირებამ გამოხატა რაღაც ძარღვების სისუსტე; ის იჯდა ისრე. როგორცა ზის ხოლმე ბალზაკის ქალი, ოცდა ათის წლის კეკლუცი, თავის ყუთუკის კრესლაზე მოღალული წვეულების შემდგომ. პირველის შეხედულობით ოც და სამის წლის მეტისა არ მეგონა, თუმცა შემდგომ ოც და ათისაც მეჩვენა. იმის ღიმილში იყო რაღაც ყმარწვილური. იმის პირის კანს ჰქონდა რაღაც ქალური სინაზე; ქერა, ბუნებით ხუჭუჭი თმისაგან, ისრე ცხოვლად ჰქონდა შემოხაზული, ფერ მკრთალი, კეთილშობილური შუბლი, რომელზედაც მხოლოდ დიდხანს დაკვირვებით, შეიძლებოდა შემჩნევა შეკეცილის კვალისა, გადახლათულისა ერთმანეთში, და რომელნიცა ვეჭოფ უფრო ცხადად გამოჩნდებოდნენ ჟამსა განწყრომისსა ანუ გულის აღშფოთებისასა. თუმცა თმა ჰქონდა ქერა, მაგრამ მისი ულვაშები და წარბები იყვნენ შავი – ნიშანი ჯიშისა კაცში, ისრე, როგორათაც შავი ძუა-ფაფარი თეთრ ცხენსა. სურათის დასასრულებლად, მე მოგახსენებთ, რომა იმას ქონდა ოდნავ აბზეკილი ცხვირი, კბილები თეთრ სპეტაკი დ გრემა თვალები; თვალებზე მე უნდა ვსთქვა კიდევ რამდენიმე სიტყვა

პირველი ესა რომ, ისინი არ იცინოდნენ, როცა თვითონ პატრონი იცინოდა! – თქვენ არ შეგმთხვევიათ რომ შეგენიშნოთ ამისთანა გასასტერელობა ზოგიერთის კაცში? ... ეს არის ნიშანი ან ბოროტის ზნისა, ანუ ღრმა, სამარადისო მწუხარებისა. ნახევრად ჩამოშვებულ წამწამ ქვეშედგან ისინი ანათებდნენ რაღაც სხვანაირს კაშკაშით, თუ შეიძლება ესრედ ვსთქვათ: ის არ იყო სულის სიფიცხის ოტება, ანუ გონების ძნობისა: ის იყო სხივი, გაფერილი ფოლადისა მგზავსი, დამაბრმავებელი, მაგრამ ცივი; შეხედვა მისი მაშრაფლი, მაგრამ გამსჭვირვალე და მძიმე: დანერგვიდა თვის შემდგომ უსიამოვნო ჰაზრსა უზომიეროდ მქცევისასა, და შეიძლებოდა სჩვენებოდა უმართებულოდ, თუ რომ არა ყოფილიყო. ესოდენ გულ-გრილად მშვიდი. ყოველი ესე ჩემგან შენიშნული იქნება, მომივიდა ჭკუაში მხოლოდ მისთვის, რომ მე ვიცოდი ზოგიერი მისი ცხოვრება დაწვრილებით, და იქნება, სხვას სრულიად სხვანაირად ჩარჩენოდა გუნებაში მისი შეხედულობა; მაგრამ რადგანაც თქვენ იმაზე ვერ გაიგონებთ სხვისგან ვერაფერს, ჩემს გარდა, ამისთვის ნებით თუ უნებურად, უნდა კმაყოფილ იყვნეთ ამ გამოხატვისა. მოგახსენებთ ამის დასასრულებლად, რომ ის იყო ერთობით სანდომიანი შეხედულობისა, და ჰქონდა იმა ნამდვილ პირის სახის ნაკვთიერებათაგანი, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ ქალებს.

ცხენებიც შებმულები იყვნენ; ზარი ხანდახან წკრიალებდა რკალ ქვეშ, და მსახური ორჯელაც მივიდა პეჩორინთან მოსახსენებლად, რომ სუყოველისფერი მზათ არისო, და მაქსიმ მაქსიმიჩი ჯერ არსად სჩანდა. მის ბედზე, პეჩორინი იყო. ჩაფიქრებული, კავკასის ცისფერ ღრჭილების ყურებაში, და მგონია სულაც არ ეშურებოდა მგზავრობა: მე მივედი იმასთან: „თუ ინებებთ ცოტას ხანს შეცდასა“, უთხარი მე „მაშინ გექმნებათ სიამოვნება ძველი მეგობრის ნახვისა...

– ოჰ! მართლა! მსწრაფლ მიპასუხა იმანა: მე გუშინ მითხრეს და სად არის ისა? – მე გამოვბრუნდი მეიდნისაკენ და დავინახე მაქსიმ მაქსიმიჩი, რომ მორბოდა რაც შეეძლო ... ერთს წამზე მოიჭრა კიდეც ჩვენთანა; ძლივს სუნთქამდა, ოფლი გადმოსდიოდა ცხვირპირზე წყაროსავითა; აბურძგვნილი ჭაღარა თმა ქუდ გარეთ გამოყოფილი, შუბლზე ქონდა დაკრული, მუხლები უკანკალებდნენ ... იმას უნდოდა პეჩორინს მოხვეოდა კისერზე, მაგრამ იმან საკმაო ცივად, თუმცა ალერსიანის ღიმილით გაუშვირა ხელი, შტაბს-კაპიტანი ერთს წამს გასტერდა, მაგრამ, შემდგომ ხარბად წაავლო ხელზე ორივე ხელი ჯერ კიდევ არ შეეძლო ლაპარაკი.

– რა ნაირად მესიამოვნა, ძვირფასო მაქსიმ მაქსიმიჩ! აბა, რასა იქმთ? უთხრა პეჩორინმა.

„... შენ? .. თქვენ! ..“ წიბურტყუნა ცრემლით ბერი კაცმა ... „რამდენი წელიწადია ... რამდენი დღეა ... და ეს საით?..“

– მივალ სპარსეთში – და იმის იქითაცა ..

„განა ეხლავ? .. მოითმინეთ, შენი ჭირიმე! ... განა ეხლავ უნდა განვშორდეთ ერთმანეთსა? .. ამდენი ხანი აღარ შევხვედრი ვართ ...

– დრო არის, მაქსიმ მაქსიმიჩ, – უპასუხა.

„ახა ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! განა საით მიეშურებით ეგრე? .. რამდენი რამ მინდოდა მეთქვა თქვენთვისა ... იმდონი მეკითხნა ... მაშ რა? სამსახურიდგან გამოხველ? .. როგორ? .. რას აკეთებდით?

– ულხენოდ ვიყავი! მიუგო პეჩორისმა ღიმილით.....

„გახსომსთ ჩვენი ყოფა ცხოვრება ციხეში? .. ჩინებული ქვეყანაა ნადირობისათვის! .. თქვენ ხომ საშინლად გიყვარდათ თოფის სროლა ... ბელა? ..

პეჩორინს ოდნავ ფერმა გადაჰკრა და იქით მიბრუნდა ......

– ჰო, მახსოვს! სთქვა იმან, თითქმის ძალათ დამთქნარებით.

მაქსიმ მაქსიმიჩი ეხვეწებოდა, რომ დარჩენილიყო იმასთან ორიოდ საათი. „ჩვენ კარგად სადილი ვჭამოთ“, ეუბნებოდა შტაბს-კაპიტანი: „მე მაქვს ორი ხოხობი; კახურია აქ ჩინებული ... რასაკვირველია, იმისთანა კი არა როგორც საქართველოში, მაგრამ თავი ღვინისაა ... ჩვენ მოვილაპარაკებთ ... თქვენ თქვენს პეტერბურგში ცხოვრების ამბავს მიამბობთ ........ ჰა? ..“

– სწორეთ გითხრა, მე მოსალაპარაკებელი არა მაქვს რა, ძვირფასო მაქსიმ მაქსიმიჩ ... სხვებრ, მშვიდობით! დრო არის .... მეჩქარება ..... გმადლობ, რომ არ დაგვიწყებივარ .... უთხრა კიდევ, და ხელი ჩამოართვა.

ბერიკაცმა წარბები მოიწუფხა .... ის მწუხარე და გაჯავრებული იყო, თუმცა ცდილობდა ამის დაფარვასა. „დავივიწყო!“ წაიბუტბუტა: „მე კი არაფერი დამვიწყებია მაგრამ, ღმერთმა მშვიდობა მოქცეს! ... ასრე არ მეგონა ჩვენი შეხვედრა ....

– ოჰ, კარგია, კარგი! უთხრა პეჩორინმა და მოეხვია მეგობრულად: განა მე ისრევ ის არა ვარ? ... რა ვქმნა? .. ყველას თავისი გზა აქვს შევხვდებით ღა ოდესმე კიდევ ერთმანეთსა – ღმერთმა იცის! ... ამას რო ამბობდა, მაშინ კალიასკაში იჯდა კიდეცა, და იამშჩიკი იკრეფამდა კიდეც, აღვირების ტოტებს ხელში.

„მოიცა, მოიცა! უცეფ დაუძახა მაქსიმ მაქსიმიჩმა, და წაავლო ხელი კალიასკის კარებსა: „კინაღამ სულ დამავიწედა ... ჩემთან დარჩა თქვენი ქაღალდები გრიგორი ალექსანდროვიჩ ... მე იმათ თან დავათრევ ... მეგონა საქართველოში გიპოვნიდი, და აი ღმერთმა სად შეგვახვედრა .. რა უყო მე იმ ქაღალდებსა?

– რაც გინდოდესთ! მიუგო პეჩორინმა. მშვიდობით ...

„მაშ თქვენ სპარსეთისაკენ გასწიეთ? ... როდისღა დაბრუნდებით?..“ უყვიროდა მაქსიმ მაქსიმიჩი...

კალიასკა იყო შორს; მაგრამ პეჩორინმა ანიშნა ხელით, რომელიც შეიძლებოდა გადმოთარგმნილიყო ამ გვარად: ძნელადღა! და ან კი რიღასთვის! ...

დიდი ხანია აღარ ისმოდა არც ზარის წკარა-წკური. არც თვლების გრიალი, კაჟიან გზაზე, – მაგრამ საწყალი ბერიკაცი იდგა ისრევ იმ ადგილას ღრმად ჩაფიქრებული.

„დიახ“, სთქვა ბოლოს იმანა, გულ-გრილი შეხედულობის მიღების მოწადინეობით, თუმცა ცრემლი მწუხარეებისა ხანდახან ბრწყინავდა მისს წამწამებზე: რასაკვირველია, ჩვენ ვიყავით მეგობრები, – მაგრამ, ანკი რა არის მეგობარი ამ საუკუნეში! .. იმას რა ეგულება ჩემში? მდიდარი არა ვარ, არც დიდი ჩინის მექონი, და ხნითაც სრულიად იმისი ტოლი არა ვარ უყურე რა ნაირად გაკოხტავებულა. მეორეთ პეტერბურგში ყოფნით რა ნაირი .... კალიასკაა! რამდენი ნივთი! .. აქვს ..

და მსახურიც იმითანა ამპარტავანი!“ ეს სიტყვები იყვნენ გამოთქმული გამკიცხველი ღიმილით, „მითხარით“ სთქვა კიდევ და ღიმილით, მომიბრუნდა მე, „აბა, ამაზე რასა ფიქრობთ? .. აბა, რა ეშმაკი მიათრევს იმას ახლა სპარსეთში! .. სასაცილოა ღმერთმანი, სასაცილო ... მე კი ყოველთვის ის ვიცოდი, რომა ქარაფშუტა კაცი იყო ეგა, რომელის იმედიც არ

უნდა გქონდეს ... და სწორეთ ვსწუხვარ, რომ ცუდად გაათავებს თავის ყოფა ცხოვრებას... რო არც შეიძლება უიმისოთა! .. მე ყოველთვის ვამბობდი, რომა ის კაცი უგულისხმოა ვანც ძველ მეგობრებს დაივიწყებს! ... აქ მაქსიმ მაქსიმიჩი გაბრუნდა, თავის აღშფოთების დასაფარველად, და დაიწყო. ეზოში სიარული თავის პავოზკებთან, თითქო თვლებს უშინჯამდა, მაშინ როდესაც ყოველს წამს თვალები ცრემლით ემსებოდა.

მაქსიმ მაქსიმიჩ, უთხარი მე, ახლოს მისულმა, ის რა ქაღალდები დაუტოვებია თქვენთვის პეჩორინსა?

„ღმერთმა იცის! რაღაც წერილებია ..“

– რას უზამთ თქვენ იმათა?

„რასა? თოფის წამალსა და ტყვიას გავახვევინებ შიგა.“

– სჯობს, რომ მე მომცეთ.

შემომხედა მე გაკვირვებით, ცხვირ წინ წაიბუტბუტა რაღაცა და დაუწყო ქექა ჩემადანსა; აი ისინი, ამოიღო ერთი რვეული და გადმოაგდო. შეურაცხებით მიწაზე; შემდგომ მეორეც, მესამეც და მეათეც მიეცენ ამ განსაცდელსა: იმის წყენაში იეო რაღაც ყმაწვილური; მე სასაცილოდ მეჩვენა და შევსწუხდი...

– აი ისინი სულ, მითხრა მან: მომილოცამს, კაი საშოვარი!..

„მე შემიძლიან როგორც მინდა ისრე მოვიხმარო?“

– თუ გინთ გაზეთებში დააბეჭდინეთ მე რა მენაღვლება! .... მითამ მე რა ?, მე განა მეგობარი ვარ იმისი, თუ ნათესავი? ... მართალია, ჩვენ დიდხანს ერთ ჭერ ქვეშა ვცხოვრობდით ... მაგრამ რა უყოთ, განა სხვებთან კი არ მიცხოვრია? ...

მე მაშინვე წამოვკრიფე ქაღალდები და საჩქაროთ წავიღე, შიშით, რომ შტაბს-კაპიტანმა არ ინანოს მეთქი. მალე მოვიდნენ დ გამოგვიცხადეს, რომ ერთს საათს უკან აკაზია დაიძვრისო: მე უბრძანე ცხენების შებმა. შტაბს-კაპიტანი შამოვიდა ოთახში იმ დროს, როცა მე ქუდს ვიხურამდი; იმას ეტეობოდა, რომ არ ემზადებოდა წასასვლელად; რაღაც ნაირი ძალდატანებული, ცივი შეხედულობა ქონდა.

– „თქვენ, მაქსიმ მაქსიმიჩ, განა არ მოდიხართ?“

– არა.

„ეგ რატომ?“

– მე ჯერ კომმენდანტი არ მინახამს, და უნდა ჩავაბარო ზოგიერთი სახელმწიფო. ავეჯები ...

„აკი იყავით იმასთანა?“

– ვიყავი, რასაკვირველია, მითხრა ენის ბორძიკით: მაგრამ შინ არ დამიხვდა და ... მე ვეღარ მოუცადე.

მე მივხვდი: საწყალ ბერიკაცს, იქმნება პირველად თავის სიცოცხლეში, დაუნებებია თავი სამსახურის საქმეებისათვის, თავის საკუთარ საქმის გამო, (რომ ვსთქვათ მწიგნობრულის ენით) – და რა ნაირად იყო დაჯილდოვებული!

– ძალიან საწუხრათა მაქვს, უთხარი მე იმასა, ძალიან საწუხრათა მაქვს, რომ დროებით ჩვენ ერთმანეთს უნდა განვშორდეთ.

„სად უნდა გდიოთ ჩვენ, გაუნათლებელმა ბერიკაცებმა! ... თქვენ გამოჩენილი ყმაწვილი ხალხი ხართ, ამპარტავნები; თქკენ ვიდრე ჩერქეზის ნასროლ ტყვიას უდგეხართ წინა, ხომ კიდევ-ჰო... და შემდგომ შეგვხვდებით, და გრცხვენიათ, რომ ხელი გაუშვიროთ ჩვენისთანა კაცსა.

– მე მაგ წყრომის ღირსი არა ვარ, მაქსიმ მაქსიმიჩ.

მე, მოგეხსენებათ, ისრე, სიტყვაზე მოგახსენებ; და სხვებრ, მსურს თქვენთვის ყოველი ბედნიერება და მხიარული მგზავრობა“.

ჩვენ გამოვეთხოვეთ ერთმანეთს ძალიან გულ-გრილად.

კეთილი მაქსიმ მაქსიმიჩი შეიქმნა ახირებულ, მეშფოთარ შტაბს-კაპიტნათა! რისაგან? იმისაგან, რომა პეჩორინმა გულ-მავიწყრობით, თუ სხვისა რაისამე მიზეზით, ჩამოართვა ხელი მაშინ, როდესაც იმას უნდოდა ყელზე მოხვევნა! სამწუხარო სანახავია, როდესაც ყმაწვილი კაცი დაკარგამს თავისს უკეთეს იმედსა და ოცნებასა, როდესაც მის წინ გადაიშლება ვარდის ფერი მარმაში, რომელშიაც უყურებდა საქმესა და გრძნობას კაცისასა, თუმცა არის იმედი, რომა ის შეიცვლის ძველს შეცთომილებას ახლით, უფრო გამლელით, მაგრამ უფრო უტკბოესით ... მაქსიმ მაქსიმიჩის ხანში კი ძნელია ამისთანა შეცვლა? ნებით თუ უნებურად გული დაჭკნება და სული დაეხურება ...

მე წავედი მარტო.

მ. ყიფიანი.

4 მცირედი რამ მოთხრობა როსიისა

▲back to top


მცირედი რამ მოთხრობა როსიისა[1]

შესავალი წიგნისა ამისს, რომელიცა არს მცირედი რაიმე მოთხრობა როსიისა.

აღვაღო ბაგენი ჩემნი ხელითურთ.
და დასტკბე მე ყოველითურთ

განცხადება მნებავს უკვე, ძმანო და უსაყვარლესნო მეგობარნო და უმოწყალესნო ხელმწიფენო ჩემნო, სურვადისა აზრისა ამის ჩემისა და ამბავთა ამათ კეთილთანი, ვითარცა იტყვის ბრძენი სოლომონ: ამბავნი კეთილნი მხიარულ ჰყოფენ გულთა კაცთასაო. ვინადგან უსახმარესს ჩემდა იყო. მხიარულ ყოფა სასტიკად სევდისაგან ვნებულისა გულისა ჩემისადმი, და ვსასოებდიცა რათა მხიარულ ვიქმნე აღწერითა ამით, ვითარცა წარსწერენ ფილასოფოსნი: სასოება არს ყოფადი სიხარულისაო. ხოლო მიზეზსსა ამას მხიარულ ჰყოფისასა და გამდევნულისა სევდისასა შეუდგე და ვამოგზაურენ ამბავნი ესე განსაღვიძებელად გონებისა ჩემისა.

აჰა განვამრჩობლები მოხსენებასა ჩემსა ყოვლითურთ, რათა განისვენოს აზრმან მაღალ კეთილ გონებისა თქვენისამან, თუ რაი არს მაშვრალობა ესე ჩემი, ანუ ვისთვის და ანუ რაისათვისს, უუმოწყალესნო ხელმწიფენო ჩემნო, არს უკვე ჩემდა ფრიადი და მოუთმენელი მწუხარება მოშორვებისათვის თქვენისა, არს ჩემთვის ცეცხლი შემწველი გონებისა ჩემისა მოგონება თქვენი, უაზნაურესნო ბუნებანი საქართველოისანო, და არს გულისა ჩემისადმი უაღლესილესი მახვილი ორკერძოდვე მჭრელი და სასტიკად მღვრელი სისხლისა ჩემისა, ოდესცა მესახვიან და ანუ მეხატვიან ტკბილ სასაუბროდ შემკულნი ბაგენი თქვენი. ვისთვისმე იყო. ესე ვითარი ქარი შემაბინდებელი გონებისა, ვისდამი გვიტაცებდა მიდრეკედ უბედურებისა ნავთ საყუდელად. ვისდამი მოგვიყვანა ჩვენ მწუხარებისა სახლად და სევდისა სადგურად. – განკვირვებულმან გონებითა ვიხილენ უკანონოდ ბერვა ქარისა ამის მომზიდველის ჩვენისა, რამეთუ არა ჯერ იყო მისდა დაბერვად აღმოსავლეთით ჩრდილოვეთად, გარნა ჩარხნი ბედნიერებისანი უკმობრუნდებოდა პირსა ზედა უბედურებისასა და მასცა ეს! ევითარად ამოქმედებდა ძალითად. რაისათვის გვექმნა ესე რამეთუ ბედნიერება ჩვენი ყოველივე უბედურად შეგვეცვალა ჩვენ და ვიქმნენით მომწყდარნი სამყოიფთაგან ჩვენთა და მოშორვებულ მშობელთა და საყვარელთა ჩვენთა ეოველთა? აწე რაისათვის ვინმე შემრაცხდეს მე ბედნიერად მოსვლისათვის უცხოთა ამათ ქვეყანათა შინა, და არა სრულად უბედურად? რაისათვის ვინმე იტყოდეს მხიარულებასა ჩემსა და არა ფრიადსა მწუხარებასა და სევდას შინა ყოფასა, რამეთუ რა მოვიწიე აქა ევროპიად, ყოვლითა მით მწუხარებითა აღვივსე, და ვექმენ სადგურ ნისლსა მას სევდისასა და იგი მეუფლა მე ყოვლითურთ.

ბინდი დამწყლულებელი გონებისა გარე მოიდვა მან ზღუდედ და თვით გააზნაურებულმან გარე შემიცვა მე და არღარა მცა მე ადგილი შვებისა, არამედ მწუხარებისა. არცა ღა ესე იკმარა მან, არამედ შემზადა სახლი ოთახნი სევდისანი და დახშო ოთახითა მით კრეტსაბმელითა და დამიტევა მე მას შინა მკვნესარე და სალმობიერი და ნაცვლად ნუგეშისა ცრემლოვანი. განვიხილე რა თავი ჩემი ესრეთ ვნებული და ყოვლით კერძო დაწყლულებული, მაშინ აღმოკვნესით წარმოვსთქვი: ჰო ცხოვრებაო ჩემო დამწარებულო! სადა იპოები შვების სანაცლოდ აქ მწუხარებასა შინა? ...

რაჟამს განვიფრთხე სევდა იგი, და გამოველ სახლისაგან სევდისა ძალითად გამოხვებული, მაშინ დაწუნარებულმან გონებითა ვარქვი ესრეთ თავსა ჩემსა: ხედავაა გონებასა შენსა ესრეთსა მწუხარებასა შინა? აღდეგ, ისწრაფე და განიფრთხვე და თუ რაიმე უწყოდე წყლულთა ამათ შენთა სალბუნი ნუ ჰყოვნი. მაშინ სლმობიერმან მომიგო: მოყვასო ჩემო, მე მცირედი რაიმე სალბუნი გამოგირჩიო შენ და აწ გრქვა შენ უკეთუ ისმინო ჩემი მოიღე შენ ქარტა და დაწერე მას ზედა ამბანი წინად წყებულნი, რომელიცა გვიხილავს და ანუ გვსმენიესვე, მისათხრობელად უძვირფასესთა და უსატრფიალესთა ძმათა და მეგობართა ჩვენთადმი, რათა მათცა სცნან მიზეზითა ჩვენითა ესე ყოველივე, და მოსაგონებელ მათდა ვიქმნეთ საუკუნოოდ. აჰა ესე იქმნების ჩვენდა სიამე პირველი, და მეორედ რომელ განვიფრთხობთ სევდასა ამას მოუთმენელსა.

იკანკლედების მოთხრობა ესე ჩემ მიერ, რომელსა შინა მაქვს მე ფრიადნი ღვაწლი დებულებანი. ნუ ვინ გონებდეთ უკეთუ სხვათა ვითთამე შეწევნითა, ანუ სხვათა მოქენეობითა და ანუ ბრძვილისა შესავებითა, და ანუ სხვათა მიერ წარმოთქმითა დამეთხზას წიგნი ესე ნუ იყოფინ, არამედ თავით ჩემით და გონებით ჩემით, რომელი მგზავსად ნაკადისა ემოყვსებოდა კალამსა, და მხიარულებდა მოთხრობისათვის თქვენისა. ეს კვალად განვამტკიცებ გულთა უფრორე ამისსა, რათა სცნათ სიყვარული ჩემი თქვენდამი დადებული, რომელიცა იხილვების აწ ცხადად, ვითარმედ რაოდენნი ვიხილენ მოსვლითა ჩემითა აქა როსიასა შინა და ანუ ვისმინე ყოველივე აღვსწერე მოსახსენებელად და საამბობელად თქვენდა, არა სხვისა შეწევნისა მოქენემან, არამედ თვით თავით ჩემით მწყარობელმან სიტყვისა ამისმან. რაოდენსაცა განმაბრძნობდა მე უწიგნოდ განმაბრძნობელი გონება ჩემი, არა დავზოგე დაშრომად თავი ჩემი, რათა საამებელ თქვენდა ყოფილიყო რაიმე ჩემმიერ ნამუშაკევნი მცირედნი ესე ამბავნი.

ილმენით გულით სევდის წყლულით, ინებეთ ჩემთვის მოხსენებანი, რამეთუ მცირესა ამას მოთხრობასა მგზავს და არმაღანისა მოგიძღვანებთ თქვენ, ყოვლად მოწყალეთა ხელმწიფეთა ჩემთა, აღმომკითხველთა ისტორიისა და ლექსისა ამისთა. გარნა არა ჯერ იყო ჩემდა ესე ვითარნი კადნიერებანი და ჩხაბანი ისტორიათა და ლექსთა ამათ მცირეთანი. არამედ სიყვარულის ცეცხლმა აწ არა მიტევა მე ცუდ მაშვრალობად, რომელი აღეტყინებოდა სასტიკად გულსა შინა ჩემსა ხსენებანი თქვენნი, და უზომონი სიყვარულნი. ვინაიდგან ვიყავ მე მწირ ქვეყანასა ამას შინა როსიისა, და მებრძოდა მე სიყვარული თქვენნი; დამატკბობელად უაღრესს სიყვარულისა მოვიგონენ ესე მართმად თქვენდა.

ხოლო აწ ვითხოვ ყოველთა მიერ რათა ჩემ უმდაბლესისა მომართ მარად ჰყოთ ხსენება კეთილ მსიტყველი, სიყვარულისა მის წილ, რომელმან ვიგულისმოდგინენ და ვიმუშაკენ ამბავნი ესე, ყოვლად უმდაბლესმან და უერთგულესმან მონამან კნიაზ გაბრიელ ბენიამენისძემ რატიშვილმა.

შაირი.

ღმერთო რომელსა გაქებენ, უსხეულო და სხეულნი,
გიღაღადებენ ანგელოზთა დასნი არ სიტყვა რეულნი,
გმონებენ მოძრავ უძრავნი, სულით მკვდარ ქმნილნი გრძნეულნი.
და გიძრწიან ქარნი ღრუბელნი, ღამე და დღენი თეულნი.
შენ გაქებს შარად ყოვლი პირები, ღირსნი, წმინდანი, კვალად ხშირები,
მომხედე საწყლად ვარ ნატირები სოფლის სიმუხთლით ვითვიგმირები,
აჰა ვიჩივლო ჩემნი ჭირები, გულს ვით დამასო ისრის პირები,
და არა იწამა სჯული ფირები, რად მწყლავს არ უწყი ვარ ნაკვირვები.
ცუდად ჯდომას ვამჯობინე მცირედისა ამბავთ თქმევა,
სევდით ურობილს არა მაქვნდა, სუნელთ სუნთა მარად კმევა,
მოშორვებულს სამყოფთაგან, გვაქვნდა უხკად ცრემლთა ფრქვევა,
და ვიდრე სიკვდილი მიწურვილთა სხვა დაგვერთო სამსალთ ხმევა.

ტაეპი.

ვერ ვიქმნები თქვენად მჭვრეტად. ამად მქმნია ცნობა რეტად. ოდესცა მოენება მათსა დიდებულებას. იმპერატორს, პავლე პირველსა პეტრესძესა და თვით მპყრობელს ყოვლისა როსიისასა და სხვათა, და სხვათა, და სხვათასა ხლება და ხილვა საქართველოს მეფის მეათცამეტის გიორგის ძეთა, იოანესი, ბაგრატისა და მიხაილისა, უბრძანა კარლი ფედრიიჩისა კრონიღის ისპეხტორისთვის ვითარმედ მსურს ხილვა მეფის ძეთა, აწე მიუწერე მათ რათა მოვიდნენ პალატსა სამეუფოსა ჩვენსა და ვიხილო იგინიო, რა მიიეღო ბრძანება ესე ისპეხტორსა, მასვე ჟამსა წარმოევლინა კურიელი და გამოეცხადებინა ბძანება ესე ხელმწიფისა მეფეთ ძეთათვის. მოვიდა კურიელი იგი, მოსცა მათ წიგნი და გამოუცხადა ბრძანება. რა ესმათ მათ ბრძანება ესე ხელმწიფისა, თუცა შეუძლებელი იყო მათგან მარა ბრძანებისა მორჩილთა იწყეს მზადება ორსა კვირას და რა სრულ იქმნენ მომზადებისაგან, თვესა მარტსა შვიდსა, დღეს ანდრიაობისასა ქორონიკონს უ პ თ, ბრძანა მეფისა ძემან და კაველერმა იოანემ ცხენთა მოყვანება. აღდგა ზე შემოირტენა წელთა იარაღნი, გამოესალმა საყვარელთა თვისთა, ძმათა, დათა და ნათესავთა და სხვათაცა მუნ მყოფთა ხალხთა, რომელნიცა მას დღე შეკრებილ იყვნენ წარსვლასა მისსა.

ჩახრიხაული

როს მეფის სძალმა, გულ ბროლ ფიქალმა, სცნა ესე ყოვლნი, მას ელდა ეცა,
უჭვრეტდა მასა, არა თუ სხვასა, იტყოდა მჭვრეტი აქვე დაეცა,
კოცნიდა ხელთა, მას თვისსა მკვლელთა, ევედრებოდა მიახელ მეცა,
და თან წარგევები, აქ ვერ დავდგები, ვისი მარად მკლავს სურვილი მეცა.

რაი ვიკადრო აწ მოხსენებად დღეს იგი მწუხარებისა მისისა, და მე ესრეთ ვგონებ მგზავს იყო განყოფასა სულისა და ხორცისასა, და მტირალმა აკოცა მარჯვენეს ხელსა მისსა და გამოესალმა. მაშინ მოვიდნენ შინა. ყმანიცა და ეთაყვანენ ხელთა და მუხლთა. გამოვიდა გარე, შეჯდა ცხენსა ზედა და წარმოვედით. მაშინ თანა მყოლნი მეფის ძის იოანესნი ესენი ვიყვენით: მდივანი და არტერელიისა პოლკოვნიკი იოანე ქობულოვი, ზაალის შვილი ზაზა ენდრონიკოვი, ნიკოლოზ ონიკოვი და მე გაბრიელ რატიევ მეფის ძისა ატუტენტი ოთხას ჩვენისა მონითა და სხვანიც ხუთნი მსახურნი მეფის ძისანი.

ტაეპი.

დავაგდეთ ჩვენი არენი, გვხდა დღენი გასამწარენი.

ამა მცირედ დარჩომილთა ბატონ-ყმათა ვლეთ ტფილისით და მას ღამე მივედით მცხეთას. განვისვენეთ ღამე მუნ და მეორესა დილასა აღვდეგით, შევედით წმინდასა მას ეკკლესიასა, სადა არს მუნ კვართი მირონ აღმომაცენი, მოვილოცეთ წმინდანი იგი ადგილნი და აღჭურვილნი მადლითა მისითა შევსხედით ცხენთა ზედა და წარვედით. ხოლო აქავე მცხეთის მახლობელ მყოფობდა მას ჟამსა საქართველოს მემკვიდრე და მისი დიდებულების ღერანაალ ლეიტენანტი და კაველარი დავით, რომელსა უწოდებენ მას ადგილსა სამთავრო. საეპისკოპოსო ეპარხიას, და მსურველმა ნახვისთვის ძმისა თვისისა, მიისწრაფა მუნ: შევიდა სახლსა მას თანა, მოიუბნეს მცირესა ხანსა და შემდგომად განეშორნენ ურთიერთარს მკოცნელნი ბაგეთანი, და მას ჟამსა ვინცა სხვანი საქართველოისას ხალხნი იმყოფებოდნენ გამოესალმნენ მეფის ძესა და ჩვენცა გვესალამნენ.

შაირი.

დავკოცნიდით ურთიერთარს, ჩვენ მათ და იგი ჩვენა,
აწ იხილეთ მწუხარებით, სიყვარულის გამოჩენა,
ცრემლთა ცვარით, მოთქმა ზარით, გვაქვნდა კვნესით აღმოქშენა,
და კვლავ ვეაჯდით ურთიერთარს, გვაქვნდეს დაუვიწება თმენა.

მათთა გამყრელთა ვლეთ მუნით და მივედით მუხრანს, მოვის. მინეთ ლოცვა, მივიღეთ სანოვაგე, შევსხედით ხენთა და წარვედითდა მას ღამე ვისადგურეთ ლამისყანას, ხოლო მე მახლობელ სოფლისა ამის მაქვნდა მამული და მჰყვა მას შინა მშობელნი და მივიელ ნახვად. მათთანა და ვიყავ დღე ორი და შემდგომად ორისა დღისა გამოვეთხოვე მათ.

შაირი.

მშობელნი ჩემნი დავყარენ, მტირალი შეწუხებულნი,
მარად დღე ცრემლთა მფრქვეველნი, გულითა ვაგლახებულნი,
მოშორვებისა ჩემისთვის ჭმუნვითა აცაღვსებულნი,
და არ უწყი მეღირსებისცა კვლა ვიყვნეთ ერთად შვებულნი.
საყვარელთ შინადაგება კარნი გაუშვი ზე ბანი,
ცრემლით მოვრწყევდი ადგილთა, ჯდომა მქონდა თუ რებანი,
და სულთქმით დავცალი გულისა კვამლი და ცეცხლთა დებანი.

გამოვესალმე მათ მივიღე ლოცვა მათგან და წარვეთ, და იგინი დაუტევე მწუხარებასა შინა მოხუცებულნი და სიკვდილად მიწურვილნი მოშორვებისათვის ჩემისა. ვლე მუნით და მივეწიე ახალგორს სადაცა მეფის ძე იმყოფებოდა. მიიღო წმინდა საიდუმლო შემდგომად სადილი და ძილად წვა სახლსა შინა. რა ძილისაგან აღდგა, შეჯდა ცხენსა ზედა და მას ღამე მცირესა სოფელსა იკოთს აღვედით. მუნუმასპინძლესს ყმათა თვისთა მხიარულად და მერმედ განვისვენეთ.

დილასა ადრე აღვდეგით და წარსასვლელად ვიწყეთ მზადება. რა ეცნათ ყმათა მეფის ძისათა, შეკრბენ ყოვლნი აზნაურნი, მოხელენი და გლეხნი, ესალმებოდენ და ეტყოდენ: რად დაგვიტეობ ობლად უმდაბლესთა შენთა მონათა და ვისა მიხვალო? ხოლო მეფისა ძემან განამხნო იგინი ბრძანებითა ამით და რქვა ესრეთ: ერჩდით ჩემ წილ ბძანებასა მეფის სძლის ქეთავანისასა და ძისა ჩემისა გრიგოლისასა და მეცა მადლითა ღვთისათა მოვიწიო მალედ თქვენდა, აღვსებული წყალობითა მისისა დიდებულებისათა. რა გამოგესალმენით ყოველთა მათ შევსხედით ცხენთა და წარვედით. მაშინ ყოველნი თანა ზრდილნი ყვებოდნენ მეფისა ძესა მათცა გამოესალმა და დააბრუნა ნატირებნი და მწუხარენი, ვითა მოყმემან ჭაბუკმან ავთანდილ მონა თვისი შერმადინ.

შაირი.

უკუბრუნდნენ და წავიდნენ იგი ყმანი ნატირებნი,
იგლოვდიან, იტყებდიან ვის ვიახლნეთ თქვენი მხლებნი,
შენსა ნაცვლად ვის უჭვრეტდეთ, ვინ არს ჩვენი შემწყნარებნი,
და რადმცა გვინდეს ვლა უშენოთ, ცუდ არს ჩვენი მონაგებნი.

ხოლო ჩვენ მათთა გამყრელთა ვლეთ და მას ღამე ანანურად მივიწიენით. მუნ დაგვხვდენ ორნი მეფისა ძენი ბაგრატ და მიხაილ, და მათთანა სარდარი გიორგი ციციანოვი და ერთიცა ყაზახისა კაპიტანი ეფემ სტეფანიჩი ოთხმოცისა ყაზახის მხედრობითა. მას ღამესა ერთად განვისვენეთ და დილასა მეორესა შევედით წმინდასა მას ეკკლესიასა და თავანის ვეცით ყოველთა სასოსა ანანურისა მღვთის მშობელსა. გამოვედით გარე, შევსხედით ცხენთა და წარვედით, და მას ღამე კაიშაურის კარად ვისადგურეთ, და დილასა მეორეს ადრე აღვდეგით და ვლეთ მთა ხევისა თოვლიანი, და ვითა მას მთასა შვენოდა არა იუო ეგრე სიცივე. ოდეს მივიწიენით ჯვარად წოდებულსა ადგილსა, მუნ წინა შემოგვხვდენ რუსთა მხედრობანი საქართველოსა შინა მომავალნი. ჩვენ მას დღე ვლევით და ღამე სტეფან წმინდად განვისვენეთ. გვიმასპინძლეს მათ ვითა ფერობს მათსა ქვეყანათა, და ხვალისა დღე წარვედით. ვლევით გზანი ცუდნი, კლდიანი და წყლიანი, და მას წყალსა, რომელსა თრუსოს წყალს უწოდებენ და შემდგომად შეიქმნების თერგი, იდო მას ზედან ხიდნი ოცდა ორნი, გავხედით გაღმართ და გამოვხედით ამიერ და შემდგომად მივიწიენით ოსთა სოფელსა ლაარსს.

შაირი.

ყოვლად მოწყალის ხელმწიფის რუსეთში წარგზავნილებმა,
დავაგდეთ მზღვარი ქართლისა, ვლეთ ერთად თანა ზრდილებმა,
ვეჭ ვეღარ გვნახონ მშობელთა, ვერც ცოლთა გინა შვილებმა,
და თვალთ უხვად ცრემლი ადინონ, მართ ვითა ბანთა მილებმა.

მუნ მოსახლეთა თაგაურთა გვიმასპინძლეს, იქ დაგვხვდა ტფილისისა ნაცვალი – მიკირტუმ სურგუნოვი და მან გვისტუმრა და მხიარულისა გულითა მასპინძლობდა რა მივიღეთ სანოვაგე შევსხედით ცხენთა და მას ღამე კვალად ოვსთა სოფელსა განვისვენეთ. მეორესა დილასა მოიღეს სოფლის კაცთა მათ ურემნი და რაცა ბარგნი გვაქვნდა დაუწყეთ ზედან. მივეცით მათ განწესებულნი ქირანი და წარიღეს და ჩვენცა შევსხედით ცხენთა და წარვედით, და განვლევით მინდორი დიდი ჩერქეზისა. მას ჟამსა შინა იყო მას მინდორსა შიში ანგუშთა და ჩაჩანთაგან, და მეფისა ძესა იახლნენ თაგაურნი ვითარ ასორმოცი ოდენ ცხენოსანი და მას დღე მივიწიენით ძველად ნასოფლარსა რუსთასა ღუმბალად, და მას წყლისა შორსა ვისადგურეთ მას ღამე, და ხვალისა დღე აღვდეგით და მივხვდით მცირესა ყაბართოს, კარგ სახილველთა სოფელთა. იგინი არიან მოსახლენი ერთსა გორისა ძირსა არა ერთს სოფლად არამედ უბანი უბნად, აქვსთ სწორესა ხაზსა ზედან სახნლი წნულისანი თეორისს მიწითა გალესილი, ვითა ემგზავსება ქვითკირისა ნაშენსა. თვით კაცნი არიან მხნენი და მამაცნი, სტუმართ მოყვარენი, კარგ თვალადანი და სჯულის მახმადიანი. ტანთა საცმელი მათი კაცთა დ ქალთა ვით უწყით ჩერქეზისა. დავყავით მათთანა ორი საათი, მოკრბენ ყოველი ხალხნი და უხაროდათ ნახვა ჩვენი, გვიმასპინძლეს რითაცა ძალედვათ. შემდგომად ორი საათისა წარვედით და მივიწიენით მოსდოგისა პირისპირ თერგისა წულისა პირსა.

შაირი.

ქვეყანა მცირის ყაბართოს არისცა კარგ სახილველნი,
სახლს აქვსთ სრულად წნელისა, თეთრად ნალესნი კედელნი,
ქალნი მშვენიერ თვალადნი, კაცნი მხნე მტერთა მომწყვლელნი.
და მახმადის სჯულის მჭირავნი, შიხის კანონის დამცველნი.

– ოდეს უცნათ მასვე ჟამსა მუნ მყოფი გოროდნიჩი, კამენდატი, პოლიცმეისტრი, და ჯარისა უფროსნი მოვიდნენ იმიერ წყლისა პირსა, მოიღეეს ბორანი, დაგვსხეს ცხენ კაცნი ზედან და გავხედით ჩვენცა იმიერ წელს, მოგვესალმონენ იგინი და ჩვენცა მათ უსალამეთ, მცირესა ხანსა დავყავით მუნ და მოვიდნენ ხალხნო მრავალნი ჭვრეტად ჩვენდა და უხაროდათ ნახვა ჩვენი, რამეთუ არიან უმრავლესნი საქართველოსა ხალხნი. გაგვიძღვნენ წინა და მიგვიყვანეს სახლსა აუშტაროვის სტუფანასასა, და მასპინძლობდა კაცი იგი მხიარულისას გულითა, რამეთუ არს იგი სტუმართ მოყვარე, და აწვევდაცა გული ერთგულებასა მეფისა ძეთასა, ვინათგან არს საქართველოისა კაცი. ეგრეთვე დღე ყოველ სხვანიცა ხალხნი საქართველოსანი გვძღნობდიან და სატრფოდ უჩნდათ ყოფა ჩვენთანა და ამა ყოფითა დავეავით მათთანა დღე სამი.

აწ გკადროთ ვითარება მოსდოგისა.

მოსდოგი არს მცირე ქალაქი თერგისა წყლისა პირსა ზედან, წყალი ესე უვლის ორსა მხარესა პირველად სამხრეთით, და შემდგომ აღმოსავლეთით. აქავე წყლისა პირსა ზედა, სადაცა ბორნისა გასავალ არს, არს სასახლე ხისა და მას შიგან ჯარი დგას მცველად ქალაქისა მის. აქვე არს სხვა სახლი, რომელსა შინა არის მარად ორი ლეკრი, რომელ არს აქიმი – ესე იგი კარახტინი და ვინცა უცხოსა ქვეყანისა კაცი მივალს პირველად უნდა მათ გააშიშვლონ იგი და ნახონ, უკეთ მრთელია ანუ სნეული და არიან განკრძალულ ამას ზედან. ოდეს მას გავლი, არს თხრილი ერთი დიდი და ღრმა, რომელი იქნება სიგანითა ადლი რვა, და სიღრმითაცა ადლი შვიდი და ანუ მცირედ მეტი. თხრილთა ამათ აქვსთ კარნი რვანი, და ყოველთა კართა ჯარი სდგას მცველად. აქავე პირველსა კარსა რა შევი მარჯვნივ მხარეს არს სასახლე საისპეხტორო, და არს დღეს პოლიციად და სხვასა შიგან დგას კამენდატი. მახლობელ ამისსა არს ეკლესია გუმბათიანი ხისა სულის წმინდის მოფენისა, და გარე ესრეთ არს შეღებილი, რომელ უმეცართა კაცთაგან საგონებელ არს ვითა კირისა და აგურისა მიერ იყოს აღშენებული, შიგან ხატნი დახატულნი და კანკელიცა უცხონი, კრებულნიცა გაწყობილნი მღვდელნი, დიაკონნი და მწიგნობარ მგალობელნი. სხვაცა არს ქართველთი ეკკლესია, რომელსა აწ აშენებდენ სომხისა ეკკლესია არს ორი, და ფრანგისა ერთი. ქალაქი იგი არს უცხოსა არხიდეკტურობითა ნაშენნი, ვგონებ ერთი მისებრი ქალაქი მას ვერა ესწორებოდეს, ქუჩანი და ფოლორცნი ეგრეთვე სწორეს ხაზსა ზედან განზიდულ, ბაზარნი და სახლნი მუნებურნი სრულიად ხისანი, და სახლთა შინა მცირედ ბახჩანი. სავაჭრო ბაზართა მათთა არს იეფად და იშოება ყოველივე, არს უმეტესს სხვათა რუსთა ქალაქისაგან, პური, ღვინო, ოტკა და თევზი. არიან მუნ მოსახლენი ჩერქეზნი და ოვსნი მრავლად, არიან რუსნი მცირედ, ქართველნი, სომეხნი და ფრანგნიცა მრავლად, სრულიად საქართველოსანი, ტანთა საცმელი მათი არს ვითა ჩვენი, და ლაპარაკი ქართული, სომხური და თათრული. არს გარე ქალაქისა ამის აღმოსავლით და ჩრდილოვეთით კერძო. ვენახნი, ბაღნი და ბახჩანი და ყოველი ხილი იშოვების და მოვალს მუნ თვინიერ ნიგვზისა, არს აქავე ერთი მონასტერი ხისა მიერ ნაშენი და აწ ცალიერი.

შაირი.

მოსდოგი მცირე ქალაქი, არს სავსე ქართველთ ძეებით,
კარგნი პურადნი კაცნი და ქალნიცა მათთა მწეებით,
აქვსთ სახლ კარნიცა გაწეობილ, სრულიად ნაშენი ხეებით
და ვაი ტფილისისა მშორაო, გულო, დაბმულხარ დაებით,
რადგან თვისი ჩვეულება საწუთომა ჰყო ჩვენზედა,
მაშინ მშვილდის ფალაურით განგვასრევდა, განგვაბნევდა,
სიტყვით გუდრსა არ ისმენდა, არზასაცა მსწრაფლად ხევდა,
და მშობელთ ქვეყნით სხვასა არეს ბატონ ყმათა ერთად გვკრეფდა.

– შემდგომად სამისა დღისა მოგვივიდა წიგნი კარლი ფედრიჩისა ისპეკტორის, ვითა მსურს ხილვა თქვენი, და ინებოს უგანათლებულესობამან თქვენმან და ვიხილოთ ერთმანერთიო. ოდეს მიიღეს წიგნი ინებეს მეფისა ძეთაცა, მასვე ჟამსა მოიღეს კარეტანი, და კალასკანი სამნი, ჩავსხედით შიგან და წარვედით, და სწრაფისა სიარულითა ვლეთ ვითა არს მათი ჩვეულება, ორსა ალაგსა გამოვიცვალეთ ცხენნი და სამოცდა ათექვსმეტი ვერსი, რომელიცა თხუთმეტი აღაჯი იქნების, სამ საათ ნახევარზედ გავირბინეთ და მივედით ნურს სადაცა კრონიღი იმყოფებოდა. რა სცნეს მისვლა ჩვენი მოგვაგება წინა პოლკოვნიკი ერთი და მიგვიძღვა იგი სახლსა ღერანალან შეფისა ივან მიტრიჩისასა, მოგვეგება კაცი იგი და შეგვიწვია შინა სახლად. კაცი იგი არს კარგი და სახელოვანი, აწ არღა არს სამსახურსა შინა, არამედ სცხოვრებს მამულსა და სახლსა თვისსა, არს იგი გულითა მდიდარი და ნივთითაცა. აქვს კაველარი ანნასი, ალექსანდრე ნევსკისა, წმინდის გიორგისა და ვლადიმერისა. კაცისა მის ქება თქმად საჭირო არღა არის, რამეთუ არს ყოვლთა სამამაცოსა ზნითა სრული, და ვითა ანუ მეფისა ძეთა შვენოდა დ ანუ მისსა კარგ კაცობასა ზომისაგან უმეტესად მასპინძლობდა.

ფისტიკაური.

მნებავს შეუთხზა ლექსი მკობისა და სთქვა სიუხვე პურადობისა.
ვიქმენ ტრფიალი მისის ცნობისა, მსურს ვიქმნე მონად ერთგულობია,
უქო ზნეობა სიტყვა წყობისა, კვალად მასთანვე საქმე მხნობისა,
და ვავრცო სიქველე გულადობისა, არა მაქვს სიტყვა სათნოობისა.

– რა შინა შევედით მცირისა ჟამისა მოაღემინა სასმელი ჩაი და მივიღეთ იგი. შემდგომად მიღებისა მისს მოაღებინა კარეტა თვისი, ჩავსხედით და წარგვიძღვა სადაცა ისპეკტორი იმყოფებოდა. ოდეს სცნა მისვლა ჩვენი გარე კარსა ზედა გამოეგება მეფის ძეთა, მიესალმა მეფისა ძეთა, მოიკითხნა და გზასა ზედან გარჯილობა ჰკითხა, მერმედ მოვიდა ჩვენთან მოგვესალმა და მოგვიკითხნა და შემდგომად შეგვიძღვა შინა სახლად. მსწრაფლად მოიღეს ჩაი მუნცა, და მიღებისა მისისა, მოიუბნეს მცირე და მერმე გამოვეთხოვენით და წარმოვედით შინად. რა მოვედით სადაცა ვიმყოფებოდით დაგვხვდა მუნ სტოლი მზად და ვითა გვწადდა შევექეცით და მიღებისა მისისა აღვდეგით სტოლით, მოვიუბნეთ მცირესა ხანსა და მერე განვისვენეთ. რა დილა გათენდა მოვიდა თვით კარლი ფედრიჩი ისპეკტორი და სთხოვა მხიარულისა პირითა მეფისა ძეთა ვითა ინებოს უგანათლებულესობამან თქვენმან და დღეს სადილი მიიღევით უმდაბლესსა სახლსა შინა ჩემსაო. მათ მადლობა კადრეს და თვით წარვიდა კრონიღი, და შემდგომად მცირისა ხანისა მოეგზავნა კარეტეები და დავებარებინენით. ჩვენ ჩავსხედით შიგან და წარვედით. ოდეს მივედით სახლსა მისსა, დაგვხვდა სტოლი მზა, პირველად ჩვეულებისამებრ მათისა მივიღეთ სხვასა სახლსა ზაკუსკა, რომელსა საუზმეს უხმობენ, და მერმედ გამოვედით გარე, სადა იყო სტოლი და დავსხედით სადილად, და ვითა მისსა მაღალ მსვლელობასა შვენოდა უმეტესად მხიარულობდა და მასპინძლობდა. რა სტოლისაგან აღვდეგით შეგვიძღვა სხვასა სახლსა, მოიღეს მრავლად უცხოდ შემზადებულნი მურაბანი და ხილნი, და ეგრეთვე სხვა და სხვა გვარნი ღვინონი, ფუნჯი და ყავა, და ვისა რა ეწადა მას მიიღებდის, ხილსა თუ სასმელთა, და ამა უოფითა არა მცირესა ხანსა შევექეცით და შემდგომად წარმოვედით.

ფისტიკიური.

ისპეკტორისა ვით ვსთქვა ქებანი, მისი სიბრძნული სიტყვის გებანი,
ანუ ლხინთ ჯდომა ანუ შვებანი, ანუ მის გარე ხალთა კრებანი,
ან ნივთთ ქონება ან დიდებანი, ანუ მის სახლთა გარიგებანი,
და ანუ სტუმართა მიგებებანი, შეტკბობით ხილვა შეყვარებანი.

– ღამეცა იგი ამ ლხინითა, გამოვატარეთ, და ხვალის დღე რა გათენდა, ოდეს მივიღევით ჩაი მოვიდა კაცი ისპეკტორისა და ეთხოვა კვალად სადილად მისვლა სახლსა თვისსა. ჩვენცა ჩავსხედით კარეტათა შინა და წარვედით, და ვითა პირველსა დღესა მეორესა უმეტესად მასპინძლობდა, და სადილის მიღებისა შემდგომად გამოვეთხოვენით. მანცა ნება გვცა, და ვითა მეფის ძეთა ჰშვენოდათ და ანუ აქვნდა ბრძანება ეგრეთ მომზადებულნი გაგვისტუმრნა. ხოლო ჩვენ ჩავსხედით კარეტათა შინა და წარმოვედით, ვლეთ ეგრე სწრაფისა სიარულითა და მოვედით კვალად მოსდოგად დღესა ხუთშაბათსა ქრისტესს ვნებისასა, განვისვენეთ მოსდოგსა შინა დღე ოთხი. ვიდღესასწაულეთ აღდგომა, და ვიყავით მეორეცა დღე მუნვე და მესამესა დღესა ავემზადენით წარსასვლელად. მოგვიტანეს კარეტანი, კალასკანი და ბარგთათვის პოუსკანიცა, რომელი არს მუნებური მცირე ურემი, ჩავაწყევით ბარგნი, ჩავსხედით შიგან ჩვენცა სხვათა ურემთა შიგან და წარვედით, და აწ ღმერთმან უწეის რა მოხდება და ანუ ამის შმდგომად ვითა იქნების? ...

შაირი.

განვისვენეთ ერთს კვირას მუნ, რაც ძალგვედვა შევექეცით,
ქართლის ამბავს ვერას ვსცნობდით, კაცით იყო. ანუ მხეცით,
ვსჭვრეტდით მგზავრსა არსიდ რა ჩნდა, თვალი გზაზე დვააბეცით,
ამ დღის მომსწრებ დამხვედარნი, სოფელ გაღმა გავექეცით.
აწე არ უწყით რასა იქმს, ელმად მბრუნავი ჩალხნიდა,
სით გვდევნის სადით წარგვიევანს? ზღვა დაგვნთქავს ანუ არხნიდა?
ღარიბად მოვკვდეთ უცხოს, თემს, ვინ გვიგლოვს აქა ხალხნიდა,
და ჩვენსა შემდგომად საყვარელთ იცონ ძაძა და თალხნიდა.

– მოგვცეს კანვოდა ყაზახი ოცდა ათი ცხენოსანი, დღე და ღამე განუშორებელად ტულისა ქალაქამდინ, გამოცვლით სოფლით სოფლამდინ. მოსდოგით წარსრულთა მას დღე გავიარეთ ვერსი ოცდა ათ ჩვიდმეტი, და მას ღამე სოფელსა ეკატრინაღრადს განვისვენეთ. გვიმასპინძლეს მუნ მყოფთა ყაზახთა, და მეორესა დილასა ჩავსხედით ურემთა შინა და გავირბინეთ ოთხმოცდა ექვსი ვერსი დ მივიწიენით მცირესა ქალაქსა იეგორცკას, მოგვეგება მუნ მყოფი კამენდატი დ მუნ ჯარისა ღერანალი მიგვიძღვნენ, და სადაცა იყო სახლი სახელმწიფო მუნ გარდავხედით. მას ღამესა გვიმასპინძლეს, რამეთუ აქვნდათ ბძანება ისპეკტორისა, და მერმედ განვისვენეთ. რა გათენდა ვიყავით სახლსა შინა, შემოვიდა მის ქალაქისა კამენდატი და რქვა ესრეთ მეფისა ძეთა, ვითა მოიწია დღეს ხმა სამწუხარო და სავალალებელი, რამეთუ გარდაცვალებულ არს მისი დიდებულება იმპერატორი პავლე პირველიო, და ამიერ სოფლით სხვადა სავანედ დამკვიდრებულ არსო. სმენასა ამას ზედან არა მცირედი მწუხარება შეედგათ მეფისა ძეთა, და ჩვენცა მათთანა მყოფთა. შემდგომად გვიბრძანეს მეფისა ძეთა გამოვარჩიოთ და რომელიცა ჯერ იყოს იგი ვქმნათო, ბრძანეს თვით და ვკადრეთ ჩვენცა, ვინადგან ხართ აქს წარმოვლენილი ისპეკტორისა მიერ, ვაცნობოთ მას და რაიცა მის მიერ მოგხსენდესთ იგი ვჰყოთო. მოეწონათ მეფისა ძეთა რჩევა ესე, მოიღესს საწერელი და ქაღალდი და მიუწერეს ვითა რაი იქმნების და რა ვჰყოთ.

შაირი.

რა გათენდა შემოვიდა გამენდატი ქალაქისა,
მოახსენა მეფის ძეთა, რისხვა მოგვხდა ჩვენ დღეს ცისა,
მოგვივიდა კურიელი, სიკვდილი სთქო ხელმწიფისა,
და აწ ვით გმართებსთ უნდ იხრუნოთ, წასვლისა და თქვენის გზისა.

მისცეს კურიელსა წიგნი და სწრაფად სვლას ევედრნენ – გამოხდა დღე იგი და მეორესა დღესა მწუხრისა ჟამსა მოვიდა კაცი იგი, და მოიტანა მან წიგნი რომელსა შინა ეწერა ესრეთ: „გვმართებს ტირილი და გლოვა გარდაცვალებასა ზედან ხელმწიფისასა, არამედ მივსცეთ მადლობა ღმერთს ყოველთასა, რამეთუ იგი არს ნუგეში ყოველთა მწუხარეთა, და შემდგომად მისსა ვადიდოთ ძე მისი ალექსანდრე პერვოი, და თქვენ ამას ზედან ნუ იყოვნით, არამედ რაიცა ძალ გედვასთ ვლეთ მისდამიო“. ჩვენ მსმენელთა ამისთა ვიწყეთ მზადება. მოვაღებინეთ კარეტანი ჩავსხედით და წარვედით და მას დღესა გავიარეთ ვერს ას ცხრა და ღამე სოფელსა სივერნიას ვისადგურეთ.

შაირი.

მუნით წასრულთა მივმართეთ რუსეთის სამფლობელოსა,
ვხედევდით მინდორს მშვენიერს, უცხოს და უცხოს მდელოსა,
ნიავსა ტკბილათ მომბერსა, მშვიდსა წყნარსა და ნელოსა,
და ვგონებ ამისთა მხილველთა, მართ თავი ასახელოსა.

ხვალისა დღე აღვდეგით და წარვედით. გზასა ზედან მივხვდით მცირე ქალაქსა ალექსანდრიას, და გავიარეთ მას დღე ვერსი სამოცდა თვრამეტი, და ღამე ქალაქსა სტავრაპოლს დავყავით. გვიმასპინძლეს განგვასვენეს და დილასა წარვედით და გავიარეთ ვერსი ორმოცი, გატყდა გზასა ზედა კარეტა და ურემნი ბარგისანი, და მიზეზისა ამისთვის დავშთით მუნ ღამე ორი და დღე ერთი სოფელსა მოსკოვსკას. მესამესა დღესა ჩავსხედით ურემთა შინა და მას დღე ორმოცდა ორი ვერსი გავიარეთ და ღამე სოფელსა მცირეს დონსკას შევისვენეთ. რა გათენდა ადრე წარვედით ვიარეთ ჩქარად, ცხრასა ადგილსა გამოვიცვალეთ გზასა ზედან ცხენნი და მივედით ქალაქსა ფრიად მშვენიერსა ჩერქეზ ქირმანს.

შაირი.

ექვსე დღე ვლევით ყაზახთ სოფელს, მერე მივხვდით სხვასა არეს,
კარგსა ქალაქ ჩერქეზ ქირმანს, თვისთა ტოლთა დაუდარესს,
კაცთა კარგთა მხნეთ მამაცთა, ქალთა მზეთა შესადარესს,
და როს გვიხილეს გარე მოკრფენ, ნახვისათვის გაიხარესს.

– რა მივიწიენით დონისა პირსა ეცნათ მისვლა ჩვენი და მოგვეგება წინად მუნ მყოფი ღერანალი და ერთი პოლკოვნიკი ყაზახისა ჯვარისა. ამოდ გვესალამნენ და ამოდ გვესაუბრნენცა. შემდგომად მცირისა ჟამისა მოაღებინეს ორნი დიდნი ლოტკანი და ჩვენ ჩვენისა ურმითა ჩაგვსხეს შიგან, ამართეს ფრანი და წარგვიყვანეს. რა მცირედი გავიარეთ წყალთა შინა, მას ღერასალსა მოუვიდა ერთი მცირე ნავი, და იყო მას შინა მრავალ გვარნი ოტკანი და ღვინონი და საჭმელნი. მოაღებინა წინა ჩვენსა, დავიდგით სტოლი და ამოდ შევექეცით, და ამა ყოფითა ვიარეთ წყალთა შინა საათი სამი და გავხედით გაღმართ წყლისა მის პირსა ქალაქსა მას შინა. ოდეს ნავით გარდავხედით სცნესს ხალხთა მუნებურთა და მოკრფენ ნახვად ჩვენდა ეგეოდენი, რომ არღა იტევდა ადგილი იგი. მაშინ ღერანალი იგი, რომელი წინა მოგვეგება, წარგვიძღვა წინად და მიგვიყვანა სახლსა დიდ ვაჭრისასა. ოდეს შევედით. მასვე ჟამსა მოიღეს სასმელნი, და შემდგომად მოიღეს ვახშამი. მივიღეთ, და მერმედ განვისვენეთ და ამა ყოფითა დღე სამი დავჰყავთ მათთანა.

______________

1 ეს წერილი ეკუთვნის თ. გაბ. რატიშვილს, რომელიც ჩვენ მეფის შვილებს თანა ხლებია, როცა ისინი გაუსახლებიათ რუსეთში. რაც უნახავს ტფილისიდამ პეტერბურგამდე, რაც გადახედია ყველაფერს გვიამბობს, და ის ნაამბობი უინტერესო არ არი.

5 ლექსი

▲back to top


5.1 ხმა სამარიდამ.

▲back to top


ხმა სამარიდამ.

I.

სამართალს ფულითა ვსჭრიდი,
გროშისთვის კაცსა გავყიდდი,
თვით ძმას ორმოს გაუთხრიდი
და ჩემ ჯიბეს ნელნელ კზდიდი;
საზდოს გლეხსა წავართმევდი,
მშიერს, მწყურვალს დავაგდები;
თუ შიმშილით მოკვდებოდა,
მე ის არ შემბრალდებოდა.
რაც კი რამ ჰქონდა საწყალსა
ჩემს ჯიბეს აძლევდა ხარჯსა;
ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე,
ისე მოვკვდი ვერ გავტენე.

II.

ობლის ვედრება, ტირილი,
ჩემთვის იყო გაუგებრად,
განა ვიყავ მე გულჩვილი?
სხვის ტირილი მიჩნდა მღერად.
წვრილ შვილნი გლეხთა ქვრივებსა
შიმშილით ეხოცებოდნენ;
მათთაც კი ვსთხოვდი ფულებსა,
როს საქმისთვის მოვიდოდნენ.
იხჩობოდა კაცს ვხედავდი,
მე შემეძლო მის მორჩენა:
მის მორჩენას გავბედავდი,
თუ მესმოდა ვერცხლის ბზენა.

III.

თუ არა და ხელსა ვკრავდი
და მას წყალში მე ჩავკლავდი;
ბევრსა საქმეს ამის მგზავსა
მე ვიქმოდი მეტად კარგსა.
სიცოცხლეს კარგად ვიცნობდი
და იმ ცნობით ვსარგებლობდი:
დროზედ სიბრმავე ვიცოდი,
დროზედ თვალის ახილება,
დროზედ სიფიცხით ვიწოდი,
დროზედ მქონდა დაზანტება.

IV.

გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,
ტუტუცი ნაჩალნიკთანა;
უხმოსთან ვიყავ ხმიანი
და უსიტყვო ხმიანთანა.
ვინც მე შიშით მიყურებდა,
მას ბრაგი-ბრუგს დაუწყობდი;
და ვინც კი დამიყვირებდა
მას მე ფეხ-ქვეშ უძვრებოდი;
ღმერთმან მომცა მარდი ხელი
დაუღლელი თავის დღეში,
მუნით ცურდებოდა ჭრელი
ჩემ გაუმაძღარ ჯიბეში.

V.

სულ ჯიბისთვისა ვსცდილობდი
მისთვის კაცსა ტყავს ვაძრობდი;
ეს წყეული ვტენე, ვტენე,
აჰა მოვკვდი ვერ გავტენე.
რაღა გითხრათ? ვიყავ კარგი
ქვეყნისათვის დიდი მარგი.
არც ვიყავ დიდი, არც მცირე,
ჩემს დღეში ცრუათა ვსწირე,
არც ვიყავ გლეხი, არც ბეგი;
მაშ რა ვიყავ? მდივან-ბეგი!
და აწ მეხი გლეხებისა
ერთგული ყმა ფულებისა
მტვრათა ვდევარ სამარესა,
მოდი, ენდე ცრუ სოფელსა!
შეიბრალეთ ჩემი გვამი!..
თუ ოდესმე ვინმემ მნახეთ,
საიქიოს თუა ქრთამი
გამახარეთ, ჩამამძახეთ.

6 ჩრდილოეთის ამერიკის შეერთებული შტატები და იქაური ტყვეობა

▲back to top


ჩრდილოეთის ამერიკის შეერთებული შტატები და იქაური ტყვეობა

„Самсонъ поробощенный, ослђпленный
Есть и у насъ въ странђ. Онъ силъ лишенъ,
И цђпь на немъ. но-горе! если онъ
Подниметъ руки въ скорби изступленной.“

Лонгфелло.[1]

დროების დახედვით, საჭიროდ ვნახეთ წავაკითხოთ „საქართველოს მოამბის“ მკითხველებს ბიჩერ-სტოუს რომანი „ბიძია ტომის ქოხი“ ანუ „ტყვეობა ჩრდილოეთის ამერიკაში“. – მაგრამ ვიცით ამასთანავე, რომ რომელიმე ნაწილისათვის მკითხველებში საჭიროა წინათვე გავაცნოთ რამოდენმედ ჩრდილოეთის ამერიკის შტატები, მოვახსენოთ იმათი გარეგანი და შინაგანი ისტორია ძლიერ მოკლედ მაინც, ვაჩვენოთ მოკლედვე იქაური პოლიტიკური დაწყობილება, ტყვეობის ისტორია, მნიშნველობა, ეხლანდელი მდგომარეობა და ბოლოს, როგორც დამატება, მიზეზები ეხლანდელის ომისა ჩრდილოეთის ამერიკაში. ძლიერ ადვილი იყო, რომ რაც ამ საგნებზედ რამე ვიცოდით ჩვენისავე სიტყვებით გვეამბო, ე.ი. ისე როგორც ჩვენ გვინდოდა; ამ შემთხვევაში იმედი იყო დანაწერი გვარიანი ქართული გამოსულიყო, მაშასადამე უფრო ადვილად გასაგებიც. მაგრამ ჩვენ, სხვა და სხვა გარეგანი გარემოებებისა გამო, ვარჩიეთ რუსულიდამ ორი სტატიის თითქმის მრთლად გადმოთარგმნა და რაც ისტორიას შეეხება ისტორიის კურსებიდამ გადმოწერა, სიტყვითი სიტყვად თითქმის. ამისათვის იქნება ნათარგმნი ზოგიერთს ალაგს ძნელი წასაკითხი დარჩეს და გასაგები რომ იქნება ამაზედ დარწმუნებული ვართ. – ისტორიული ნაწილი, რომელიც შედის შემდგომს სტატიაში, ჩვენის აზრით შენიშვნაა იმ ორის სტატიისა ჩრდილოეთის ამერიკის შტატების პოლიტიკურს დაწყობილებაზედ და ტყვეობაზედ. მაგრამ ჩვენ ბევრი უცხო ენების სიტყვების ახსნა დაგვჭირდა და ისტორიული ნაწილიც რომ შენიშნვაში დაგვებეჭდა ბევრს ადგილსაც დაიჭერდა და მკითხველსაც შეაწუხებდა, მეტადრე იმისთვის რომ შენიშნვას კიდევ შენიშნვა ექნებოდა. ამიტომაც ამოვუყენეთ ის გვერდით რუსი მწერლების სტატიებსა. –

_____________

11. ეს ლექსია ამერიკელის პოეტის ლონგფელლოს დანაწერი და რუსულს ენაზედ გადმოიღო ერთმა რუსეთელმა მწერალმა. აი რას ამბობს ლონგფელლო თავის სამშობლოზედ: „ჩვენშიაც არის დატყვევებული და დაბრმავებული სამსონი. მისთვის ღონე მიუხდიათ, ბორკილიც შეუყრიათ. მაგრამ – ვაი! როცა ის ხელებს გაიქნევს მწუხარებისაგან გაცოფებული ...“

6.1 ჩრდილოეთის ამერიკის შტატების დაფუძნება და იმათი განთავისუფლება ინგლისის მფლობელობისაგან.

▲back to top


ჩრდილოეთის ამერიკის შტატების დაფუძნება და იმათი განთავისუფლება ინგლისის მფლობელობისაგან.

ეხლანდელის ჩრდილოეთის ამერიკის აღმოსავლეთს კიდეებს მიადგა პირველად (ვიწყებთ იმას აქედამ, კოლუმბმა რომ ამერიკა გამოაჩინა,) ერთი ვენეციელი, რომელიც იყო ინგლისის სამსახურში; ეს იყო 1497 წ. მაგრამ რადგანაც ეს ქვეყანა არ მიიზიდავდა ევროპიელებს არც ოქროსა და არც ვეცხლის მადნებით, ამისათვის მრთელი საუკუნის განმავალობაში დავიწყებული ჰქონდათ. 1584 წ. ინგლისის კოროლის ელისაბედის ნებით დააფუძნეს აქ კოლონია[1], რომელსაც ქალწულის მეფის სახსოვრად დაარქვეს ვირგინია და რო მელიც მალე მოიშალა. კოლონიების მყარე საფუძველის დადება მოხდა ინგლისის კოროლის იაკობ I-ის დროს. საფუძველის დამბდები იყო ორი სავაჭრო კომპანია ლონდონისა და პლიმუტისა, რომელთაც იაკობ I-მა მისცა ჩრდილოეთის ამერიკაში კოლონიების დაფუძნების უფლება. პირველმა დააფუძნა ჯერ ვირგინიაში. კარლო I-მა წაართვა ამ კომპანიას ეს უფლება და ვირგინიაც, რომლის ჩრდილოეთის ნაწილი უბოძა ლორდ ბალტიმორს; ამან დაარქვა ნაჩუქარს მიწას მერილენდი (დედუფლის პატივის ცემისათვის). – 1669 წ. დაფუძნდა კაროლინა, რომელიც შემდგომში გაიყო ორად, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კაროლინად. პლიმუტის კომპანიამ დააიფუძნა 1620 წ. პლიმუტი იმ მხარეში, რომელსაც შემდგომ დაერქვა ახალი ინგლისი და საცა გაჩდნენ მასსაჩუზეტსი, როდ-ეილანდი, კონნეკტიკუტი, მენი და ნიუ-გემშირი. შემდგომისათვის კიდევ ჩრდილოეთის ამერიკაში დაარსდა ნიუ-იორკი, ნიუ ჯერზეი დ 1682 წ. პენსილვანია, მერმე გეორგია, ასე რომ მეთვრამეტე საუკუნის შუამდის ინგლისს ჰქონდა აქ 13 კოლონია.

ამ კოლონიებში ინგლისის მმართებლობას ჰყავდა გუბერნატორები, რომელნიც იყვნენ მხოლოდ ზედამხედველები, მცხოვრებლებს კი თავისი მმართებლობა ყავდა. მხარეს მართვიდნენ სჯულის მდებელობითი კრებები, ხალხისაგან გამორჩეულის წარმომადგენელებისაგან ანუ დეპუტატებისაგან შედგენილი. სანამდის ეს სიმართლე ჰქონდათ კოლონიებსა, თავის მეტროპოლიასთან[2] კარგად იყვნენ. მაგრამ როცა კოროლმა ვილგელმ III-ემ მისცა იმათ ახალი დაწყობილება, რომლითაც ყველა მაღალი თანამდებობა ეძლეოდა ინგლისის მმართებლობისაგან ამორჩეულს მოსამსახურე კაცებს, როცა მან შეავიწროა იმათი ვაჭრობა, კოლონისტები დიდად უკმაყოფილოდ დარჩნენ. ეს უკმაყოფილება უფრო გაადიდა შემდგომმა გარემოებებმა. ჩრდილოეთის ამერიკაში ინგლისს გარდა ჰქონდა კოლონიები საფრანგეთსა და ისპანიას. პირველის სამფლობელო აკადია და კანადა მდებარებდა ინგლისის სამიფლობელოს ჩრდილოეთით და უკანასკნელის – ფლორიდა – სამხრეთით და როცა კი ამ სახელმწიფოებს შუა ატყდებოდა ევროპაში ომი, აქაც ჩხუბს დაუწყებდნენ ერთმანეთსა. აგრე, ერთხელ ისპანიის მემკვიდრეობისათვის ომი იყო ევროპაში და აქაც დაიწყეს და უტრეხტის გარიგებით 1712 წ. აკადია ერგო ინგლისს; მაგრამ რადგანაც სამზღვრები კარგად არ იყვნენ დანიშნულნი, ამისათვის საფრანგეთსა და ინგლის შუა მოხდა კიდევ ომი, იმ დროს, როცა ევროპაში შვიდის წლის ომი იყო. საფრანგეთს დაეხმარა ისპანიაცა. გათავდა 1763 წ. მითი, რომ კანადაცა და ფლორიდაც ინგლისს დარჩა. ინგლისს თავისი სამფლობელოს გავრცელება ძლიერ ძვირად დაუჯდა, იმას დაედვა 184 მილლიონი გირვანქა სტერლინგი[3]. მმართებლობამ სთქვა, ამ ვალის გადახდაში კოლონიებიც უნდა შევიყენოო, რადგანაც იმათის მართვისათვის ბევრი ფულებიც მეხარჯებაო და ეს სამფლობელოს გავრცელება იმათის ვაჭრობისათვისაც სასარგებლოაო. ამერიკელები რასაკვირველია ვერ დაეთანხმებოდნენ ამაზედ, ერთი ამისათვის, რომ ამ შემთსვევაში პარლამენტს[4], რომელშიც კოლონისტებს არა ჰყოლიათ თავისი წარმომადგენელები, უფლება არა ჰქონდა მოემატებინა იმათთვის ხარკი; მეორე ამისთვის, რომ კოლონისტებს ომი სრულიადაც არ სურვებიათ, ომის დაწყება მმართებლობის საქმე იყო, მაგრამ გამარჯვება კი იმათ ეკუთვნოდათ. ამ საქმეში ამერიკელების მომხრე იყო გამოჩენილი ორატორი[5] პიტტიცა, რომლის პარტიასაც ერთი ბრძოლა ჰქონდა მმართებლობის განკარგულებაზედ ზედა-პარლამენტშიაცა და ქვედაშიაც. მაგრამ მმართებლობამ მაინც მიიღო ხარკის დადების უფლება და გამოსცა აკტი, რომ შაქარსა, ყავას, ლილის ხესა, ღვინოსა და ინდოურს აბრეშუმის მატერიებში ბაჟი უნდა იხადონო. ეს, თუ არ ცხადად, დაფარულად მაინც ხარკს ახდევინებდა კოლონისტებსა, რადგანაც ამ საქონლების ყიდვა ძვირად უჯდებოდათ ბაჟის მიზეზით. ამ საქმემ არათუ ამერიკაში, ინგლისშიაც ბევრი ააყაყანა, როგორც ზევით მოგახსენეთ. უფრო მეტი უკმაყოფილება ჩამოაგდო კოლონიებსა და მეტროპოლიას შუა შტემპელის აკტმა (1765 წ.), რომლის ძალითაც შემოიღეს ღერბის ქაღალდი კოლონიებში საქმეთ-წარმოებისათვის. ესეც ხარკის დადება იყო. იმათვის. ამას გარდა ცოტა ხანს იქით მოითხოვეს კოლონისტებისაგან სხვა ხარკიც ინგლისის მმართებლობის ჯარებისთვის. ამაზედ ყველა კოლონიების დეპუტატთ კრებაებმა შეადგინეს საზოგადო კონგრესსი ანუ კრება ნუიორკის ქალაქში და გამოაცხადეს მმართებლობის განკარგულებაების უკანონობა. ამერიკელმა ვაჭრებმა გადაწყვიტეს, რომ ინგლისიდამ საქონელი აღარ გამოვიტანოთო. ამან ძლიერ შეძრა ინგლისის ვაჭრები და პარლამენტმა 1706 წ. გააუქმა შტემპელის აკტი, მაგრამ ის კი გამოაცხადა, მმართებლობას შეუძლიანო, რომ კოლონისტებს ხარკი დაადვასო.

ამ დროს იყო ლონდონში მასაჩუზეტისაგან გაგზავნილი დეპუტატი ფრანკლინი, რომელმაც დაიჭირა მასსაჩუზეტსის გუბერნატორისაგან უმაღლესს მმართებლობასთან გაგზავნილი ქაღალდები, რომელშიაც ის ურჩევდა მმართებლობას, სჯობიაო რომ სასტიკად მოვექცეთო. კოლონისტებს და ეს ქაღალდები ფრანკლინმა გაგზავნა ამერიკაში. ამისთვის ის მიიხმეს საიდუმლო რჩევაში; მმართებლობა მოექცა მას როგორც მოღალატეს. ამერიკელები გაცხარდნენ. მმართებლობამ დაარღვია ბაჟის აქტი, დასტოვა მხოლოდ ჩაის ბაჟი, გირვანქაზედ სამი პენსი[6]; მაგრამ კოლონისტებს მითი გული არ შეუჯერდათ. არც ერთს ნავთსადგურთან არ მიუშვეს ჩაით დატვირთული ოსტინდიის კომპანიის გემები. იმათ მხოლოდ ბოსტონში მიდგომა შეეძლოთ, რადგანაც იქ ინგლისის სამხედრო გემები იცავდნენ მათ. მაგრამ 18 დეკემ. 1773 წ. რამოდენიმე დაიარაღებული ბოსტონელები, ველურ კაცებსავით ჩაცმულნი, შემოეხვივნენ გარეშემო ჩაით დატვირთულს გემს და 18 ათასი გირვანქა სტერლინგის საქონელი გადაუყარეს ზღვაში. მმართებლობამ რომ ეს შეიტყო, ბოსტონის ნავთსადგურიც დახურა დ მასსაჩუზეტსის თავისუფლებაც დაარღვია. ამისთანა რომაებმა უფრო შეაერთა კოლონისტები თანხმობითა. 1774 წ. სეკტემბრის თვეში 12-მა კოლონიამ შეადგინა ფილადელფიის ქალაქში საზოგადო კონგრესსი, რომელსაც შემდგომს წელიწადში მიემატა ჩრდილოეთის კაროლინაცა და გადასწევიტეს, რომ ამას იქით ინგლისთან ვაჭრობა მოსპობილიაო. შემდგომ კონგრესსი დაიხურა და მეორე შეკრებისათვის დანიშნეს 10 მაისი 1775 წ.; მაგრამ კრებამდის ომიც დაიწყო მეტროპოლიასა და კოლონიებს შუა. ჩვენ არ გიამბობთ ომის მსვლელობას, ვიტყვით მხოლოდ, რომ ამერიკელები ძლიერ მამაცად ომობდნენ, ქალები სწირავდნენ საზოგადო საქმისათვის თავის ქონებასა, მღვდლები ამხნევებდნენ ხალხს ქადაგებაებითა. ერთი სიტყვით ისე კარგად მიჰყავდათ ამერიკელებს თავისი საქმე, რომ მრთელი ევროპა იმათ შეჰყურებდა. ვინ არ იყო იმათს ბაირახს ქვეშ, ფრანცუზები, პოლშელები, ირლანდიელები თუ ვინ? ამ ომში ამერიკელების მომხრეებათ იევნენ თითქმის მრთელი ევროპის სახელმწიფოები. ომი გათავდა აი ამითი: 3 სეკტემ. 1783 წ. მოხდა ვერსალში[7] გარიგება, რომლის ძალით ჩრდილოეთის ამერიკის კოლონიები განთავისუფლდნენ ინგლისის ხელქვეშიდამ. განთავისუფლდნენ კი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საქმეები ჰქონდათ წინა. ამ ახალს სახელმწიფოს დაადვა ომმა 43 მილლიონი დოლლარი ვალი; ჭკუიანური პოლიტიკური დაწყობილება ჯერ არ იყო შტატებში, საცა იყვნენ ორი პარტია სხვა და სხვა დაწყობილების მოსურნე. 1787 წ. კონგრესმა მიიწვია ფილადელფიაში პოლიტიკურის დაწყობილებისათვის კანონების შესადგენად დეპუტატები, ამორჩეული განგებ ამ საქმისათვის. ამ დეპუტატების კრებამ შეადგინა ის ფედერაციულ-დემოკრატიული კანონები, რომელნიც მიიღეს 1739 წ. ყველა შტატებმა და რომელნიც არიან აქამდისაც, თუმცა რამოდენიმედ შეცვლილნი.

_____________

1ვსთქვათ საქართველოდამ გავიდა რამოდენიმე კაცი ან ადგილის ნაკლულევანების გამო, ან აღებ-მიცემითის ჰაზრით, ან სხვა რამე მიზეზის გამო და დაესახლა უცხო ქვეყანაში. ამ გადასახლებულების სოფელს დაუძახებენ საქართველოს „კოლონიას“, თვითოს კოლონიაში მცხოვრებლებლებს „კოლონისტებს“ და საქართველო იქნება იმათი „მეტროპოლია“. – ერთის ქვეყნიდამ მეორე ქვეყანაში ამ გვარ გადასახლებას ქვიან „კოლონიზაცია“

2 ვსთქვათ საქართველოდამ გავიდა რამოდენიმე კაცი ან ადგილის ნაკლულევანების გამო, ან აღებ-მიცემითის ჰაზრით, ან სხვა რამე მიზეზის გამო და დაესახლა უცხო ქვეყანაში. ამ გადასახლებულების სოფელს დაუძახებენ საქართველოს „კოლონიას“, თვითოს კოლონიაში მცხოვრებლებლებს „კოლონისტებს“ და საქართველო იქნება იმათი „მეტროპოლია“. – ერთის ქვეყნიდამ მეორე ქვეყანაში ამ გვარ გადასახლებას ქვიან „კოლონიზაცია“

3 გირვანქა სტერლინგია ფულის ანგარიში ინგლისში და უდრის 6 მან. და 5 შაურს.

4 პარლამენტი ჰქვიან წარმომადგინებლობითს კრებას, ე.ი. იმ პირთა კრებას, რომელნიც გამოირჩია ხალხმა იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ხალხის სურვილის და ჰაზრის წარმომადგენელნი, რომ იმათ ისე განსაჯონ ყოველივე საზოგადო საქმე, როგორც ხალხს უნდა და როგორც ხალხის საჭიროება მოითხოვს. ძველს საბერძნეთის სახელმწიფოებში, ათინაში და სპარტაში, ყოველივე საზოგადო საქმეს სწყვეტდა თვითონ ხალხი. მაგ. ვსთქვათ გამოჩნდა ერთი იმისთანა საქმე, რომელიც შეეხება მრთელს სახელმწიფოს, მაშინ ყველანი შეკრბებოდნენ, საქმეს განსჯიდნენ, დასდებდნენ განკარგულებას, გარდაწყვეტილებას, და იმის ასრულებას მიანდობდნენ ერთს ვისმე საიმედო კაცს. აი ეს არის იდეალური წარმომადგინებლობა და პარლამენტი. ახლანდელს დასავლეთის ევროპის სახელმწიფოებში თუმცა არიან პარლამენტები, მაგრამ ამ გვარი წარმომადგინებლობა და პარლამენტი შეუძლებელია, რადგანაც ძლიერ დიდრონი სახელმწიფოებია და ბევრი მცხოვრებლებიც არის შიგა, რადგანაც რამდენიმე ათასი, ან რამდენიმე მილლიონი კაცის ჩქარად და ერთად შეკრება არ მოხერხდება. ამისათვის საზოგადოება ირჩევს დეპუტატებს, რომელნიც შეადგენენ წარმომადგინებლობითს კრებას. ევროპიულს სახელმწიფოებში წარმომადგინებლობას აღარა აქვს არც ის იდეალური გარეგანი ფორმა, არც შინაგანი არსება. წარმომდგინებლობა უნდა იყოს ხალხის აზრის და ნების გამომთქმელი. თვითონ წარმომადგინებლობის აზრი მოითხოვს, რომ წარმომადგინებლობითს კრებაზედ უნდა იყოს დამოკიდებული აღსრულებითი უფლება. ამ გვარად არის მხოლოდ ინგლისში, ჩრდილოეთის ამერიკის და შვეიცარიის შტატებში. ინგლისში თუმცა ხელმწიფება არის მემკვიდრეობითი, მაგრამ კოროლს არაფერი არ შეუძლიან უპარლამენტოდ. ამერიკაში პრეზიდენტია ხალხისაგან ამორჩეული და თავის ნებაზედ მოქმედება სრულიად არ შეუძლიან. ამ გვარადვე უჭირავს ხალხს ხელში აღსრულებითი უფლება შვეიცარიის შტატებშიც. სხვა ევროპის სახელმწიფოებში, სადაც კი არის წარმომადგინებლობა, ყოველგან გადასხვაფერებულია პარლამენტები, ასე რომ თითქმის ფორმისათვის არიან, მისთვის რომ არაფერს პარლამენტის გარდაწყვეტილებას არა აქვს ძალა, თუ ხელმწიფემ არ დაამტკიცა, მაგალითად, როგორც საფრანგეთშია. ამ სახელმწიფოებში პარლამენტის აღსრულებითი უფლების მორჩილი მოსამსახურე – ეხლანდელი პარლამენტები საზოგადოდ განიყოფებიან ორ ნაწილად, ზედა პალატად და ქვედად. ზედა პალატაში არიან ან უმაღლესი წოდების და უმაღლესი ხარისხის კაცები, როგორც საერო, ისე სასულიერო, რომელთაც ან მემკვიდრეობით აქვსთ პარლამენტის წევრად ყოფნის სიმართლე, ან დროებით აქვსთ მიცემული ხელმწიფეებისაგან; ან არა და, ამ პალატაში არიან ხალხისაგან ამორჩეული პირები, მაგ. როგორც ამერიკაში. ზედა პალატას ჰქვიან სხვა და სხვა სახელმწიფოში სხვა და სხვა სახელები, მაგ. ინგლისში „ლორდების პალატა“, საფრანგეთში „სენატი“ და სხვ... ქვედა პალატაში არიან ხალხისაგან ამორჩეული პირები. ამასაც სხვა და სხვა სახელი ჰქვიან, მაგ. ინგლისში „საზოგადოებაების პალატა“, საფრანგეთში „სჯულის-მდებულობითი კრება“ და სხვ. დეპუტატების ამორჩევა სხვა და სხვა სახელმწიფოებში სხვა და სხვა რიგზეა, ზოგან ხალხის რიცხვზედ არის დამოკიდებული და ამასთანავე უძრავ-მოძრავის ქონების სიდიდეზედ (ცენზზედ) (ბელგიაში), ზოგან ქალაქებზედ და სოფლებზედ, რომელთაგან ზოგს აქვს დეპუტატების გამორჩევის უფლება, ზოგს არა. ერთი პატარა სოფელი ირჩევს მაგ. ორს დეპუტატს, ქალაქი შეიძლება რომ ერთის მეტს არ ირჩევდეს, ამისათვის რომ, როცა იმათ ეს სიმართლე მიიღეს, მას აქეთ დიდი ხანი გავიდა, ქალაქი გადიდდა, მაგრამ დეპუტატების რიცხვი კი არ მოუმატებიათ იმისთვის, ამასთანავე ცენზიც არის, ასეა ინგლისში. ზოგ სახელმწიფოში, მაგ. ჩრდილოეთის ამერიკის შტატებში, ცენზი არ არის, გამორჩევა ხალხის რიცხვზედ არის დამოკიდებული. მცირე წლოვანებსა და ჭკუა შეშლილებს გარდა ყველას ხმა აქვს რჩვვაში.

პარლამენტიანი სახელმწიფოების კანონებს, რომელშიაც არის გამოხატული როგორც პარლამენტის, ისე ხელმწიფის სიმართლე დ სახელმწიფოს დაწყობილების საზოგადო საფუძვლები, ეძახიან „კონსტიტუციას“. – სახელმწიფოსა და ხელმწიფეს ამ შემთხვევაში ქვიან „კონსტიტუციული სახელმწიფო“, „კონსტიტუციული ხელმწიფე“.

5აქ ორტორი იმ კაცს კი არ ნიშნავს, რომელიც მარტო მჭევრად ლაპარაკობს ე.ი. მარტო ყურისათვის სასიამოვნოდ, რასაკვირველია ზოგიერთი ყურის სასიამოვნოდ; ასე რომ ყოფილიფო, იქნება ჩვენშიაც და მეტადრე ტფილისში (რადგანაც იქ ბევრი მცხოვრებლების) გამოჩენილიყვნენ ზოგი ორატორები. აქ ორატორი ნიშნავს იმ კაცს, რომეილც სჯის საქმეებზედ საზოგადოების წინ. – მაგ. დეპუტატი, რომელიც ლაპარაკობს პარლამენტში, არის ორატორი; ხალხის კრებაში რომ ვინმე წამოდგეს და სჯა, დაიწყოს რამე საქმეზედ ისეც ორატორი იქნება; შეიძლება მჭევრად ლაპარსკობდეს ორატორი, შეიძლება არა, მაგრამ საქმეზედ კი უნდა ლაპარაკობდეს, ენის ხმარებაში ვარჯიშიბა მისი საკადრისი არ არის. მაგრამ ესეც კი უნდა ვსთქვათ რომ ზოგიერთს პარლამენტში და ზოგიერთი საზოგადოების წინ სწორედ მარტო სიტყვების გადაბმაში ვარჯიშობენ.

6 პენსი ინგლისელი ორკაპეიკ ნახევრიანი ფულია

7ვერსალი – ქალაქი პარიჟის სიახლოვეს

6.2 II. ამერიკის დემოკრატიის დასაწყისები და ევროპიელების ამერიკაში გადასახლების მიზეზები. – ჩრდილოეთის ამერიკის შტატების პოლიტიკური დაწყობილება

▲back to top


II. ამერიკის დემოკრატიის დასაწყისები და ევროპიელების ამერიკაში გადასახლების მიზეზები. – ჩრდილოეთის ამერიკის შტატების პოლიტიკური დაწყობილება

ამერიკის დემოკრატია[1] მომდინარეობს იმ ისტორიულის გარემოებისაგან, რომელთა გავლენითაც შეკავშირდნენ იქაური პირვანდელი მოსახლეების პოლიტიკური რწმუნებაები; ამის განსამარტებელად ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ძველი ქვეყნის[2] ისტორიასა.

ისტორიის სრული მსვლელობა გვიჩვენებს, რომ პიროვნობის სიმართლე თანდის თან მატულობდა, რომ კაცები განთავისუფლდებოდნენ იმ ავტორიტეტებისაგან[3], რომელნიც დაჰბადა ცრუ მორწმუნეობამ და უმეცრებამ. შუა-საუკუნეების ევროპის ისტორია არის ამ აზრის ერთი უცხადეს დამტკიცებათაგანი. პაპების ავტორიტეტის თანდისთანი გაქრობა, ფეოდალური სისტემის[4] დაცემა, სამოქალაქო საზოგადოებების გამძლავრება, პარლამენტების დაფუძნება, – ეველა ეს შუასაუკუნური ისტორიის წარმოებები ავიწროებდნენ არისტოკრატიულს პრინციპებს[5] დაცემა და ავრცელებდნენ პიროვნობის კაცობრივს სიმართლეს რეფორმაციის ეპოქის[6] დროს პიროვნობამ ცხადად მოითხოვა თავისი სიმართლე: რელიგიაში[7] ჭკუამ მოითხოვა თავისუფლება საღვთო წერილის ასახსნელად, ურთი ერთმანეთს შორისს საქმეებში მოინდომეს უფრო მტკიცე გარანტიები[8], აღარ ერწმუნებოდნენ კერძოობითის პირების თვით მონებლობას და მოითხოვდნენ ცხადად განსაზღვრულს კანონებს საზოგადოს და კერძოობითის საქმიანობისათვის. ეს წარმოებები რომელნიც იყვნენ საზოგადოდ მრთელს ევროპაში XV და XVI საუკუნეში, ძლიერ გავრცელებული იყვნენ ინგლისში, საიდამაც გამოვიდნენ ჩრდილოეთის ამერიკის პირველი მოსახლეები. ხალხის პოლიტიკური განათლება ინგლისში იდგა ამ დროსაც უფრო მაღლა, ვინემ ევროპის სხვა მხარეებში. პარტიების ასწლობითი ბრძოლა, ნიადაგ მიიზიდავდა მრავალს მოქალაქეებს იმათ სამშობლოს პოლიტიკურის საქმეებისათვის, და ამითი რასაკვირველია უნათლდებოდათ მათ აზრები სიმართლესა და კანონიერებაზედ და ეხსნებოდათ ჭეშმარიტის თავისუფლების საჭიროება. კომმუნური დაწყობილება[9], რომელსაც ძლიერ ღრმად გაესხა ფესვები ინგლისელების საზოგადო ზნეში, მხარს აძლევდა ხალხისაგან თავისის ძალის გრძნობას; და რელიგიური სეკტები[10] გამოითხოვდნენ საზოგადოებას უმაღლესის სასულიერო კითხვაების მართლად განსჯისათვის და ამითი დაასრულებდნენ მის ზნეობითს განათლებას. ახალი ინგლისის კოლონიების საფუძველი დასვეს. XVII საუკუნის დასაწყისში ერთის ძლიერ მაღალი ზნეობის სეკტის კაცებმა. ესენი იყვნენ პურიტანები, რომელნიც გავიდნენ სამშობლოდამ რელიგიურის შევიწროებისაგამო სტიუარტების დროს[11] გადასახლების დროს იმათ ცხადად განისაზღვრეს მიზანი და მოქმედებების ხასიათი, რომელთაც ისინი უნდა მიყოლოდნენ. მათის გარდაწევეტილების სახსოვრად დარჩენილა. შემდგომი აქტი, შედგენილი იმათგან ამერიკაში მისვლისთანავე:

„ჩვენ ქვემოთ ამისა ხელის მომწერნი, რომელნიც გამოვემგზავრეთ აქეთკენ, იმისთვის, რომ ღვთის სადიდებელად, ქრისტიანობის განსავრცელებელად, ჩვენის კოროლისა და სამშობლოს სასიქადულოდ დავაფუძნოთ კოლონია ჩრდილოეთის ვირგიანიაში, საქვეყნოდ, ღვთისა და კაცის წინაშე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვადგენთ ერთს პოლიტიკურს და სამოქალაქო საზოგადოებას, იმ ჰაზრით, რომ დავიცვათ ერთმანეთს შორის წესიერება და ავასრულოთ წინათ განზრახული მიზანი. ამ პირობით ჩვენ ჩვენს საზოგადოებაში უნდა მივიღოთ იმისთანა კანონები, იმისთანა წესდებულება, დავაფუძნოთ იმისთანა დაწესებულებები და მივსცეთ თანამდებობა იმისთანა კაცებს, რომ ჩვენთვის მიუცილებელი იყოს და სასარგებლო. იმათ ჩვენ შევპირდეთ სრული მორჩილება, ქრისტეს აქეთ 1620 წ. 11 ნოემბერს.“

ამ აკტს დავუმატოთ კიდევ რამოდენიმე სიტყვა, რომ ავხსნათ, თუ რა მიზეზებისაგამო გადასახლდებოდნენ პურიტანები ინგლისიდამ.

„ქვეყანას, საცა ჩვენ ვცხოვრებთ (ამბობდნენ გადასახლების მსურველნი) მგონია მობეზრდა თავისი მცხოვრებლები; კაცს, ქმნულებათაგანს უკეთლშობილურს, უფრო ცოტა პატივსა სცემენ აქ, ვინემ მიწას, რომელზედაც ის დადის. ყმაწვილებს, მეზობლებს, მეგობრებს უყურებენ იმ ნაირის თვალით, როგორც მძიმეს ტვირთს. ღარიბს კაცს ყურს არ უგდებენ. შეურაცხჰყოფენ ყველაფერს, რაც უნდა იყოს კაცისთვის უუდიდესი ქვეყანაზედ სიამოვნება, თუ რომ ბუნებითი წყობილება არ იყოს დარღვეული. ჩვენმა სურვილმა იმდენზედ მიაწია, რომ კაცს არ შეუძლიან კმაყოფილებით იცხოვროს, ისე იცხოვროს, რომ დაიცვას თავისი ღირსება თანასწორების წრეში. დ თუ ვინმემ ვერ მოახერხა ესა, ყველას ის ეზიზღება, ყველა მას სამასხაროდ იგდებს. აქედამ ეს გამოდის, რომ ყველა გვარ საქმიანობაში გართული კაცი იმას სცდილობს, რომ როგორმე გამდიდრდეს, თუნდ ბოროტის ღონისძიებითაც. ამისათვის პატიოსანს კაცებს ძლიერ უჭირთ კმაყოფილებით ცხოვრება, ისე რომ არ შეურაცხჰყონ ისინი. – სასწავლებლები,რომელშიაც ასწავლიან სხვა და სხვა მეცნიერებასა და რელიგიას, ისეთები არიან, რომ უმეტესი ნაწილი ყმაწვილებთაგან სრულიად ფუჭდება და ხშირად ძლიერ ნიჭიერებიც, რომელთაგანაც ძლიერ ბევრს უნდა მოვლოდებოდით; ფუჭდებიან იმისათვის, რომ ცუდს მაგალითებსა ხედვენ, ცუდს ზნეობას. განა მრთელი ქვეყანა ღვთისა არ არის? განა ადამს და ევას და მათს შთამომავლობას არ მისცა ის ღმერთმა დასამუშავებელად? რასთვის ვკვდებით აქ შიმშილით უმიწობისაგამო, მაშინ როდესაც ფართო ფართო ქვეყნები, რომელნიც არიან ყველას საკუთრება, უდაბურად და დაუმუშავებელად რჩებიან?“

აგრე, პურიტანების გადასახლება წარმოსდგებოდა რელიგიურის გრძნობისაგან. მაგრამ იმათი რელიგია კი იმისთანა იყო, რომ იმას არა ოდეს არ ექნებოდა ის შედეგი, რომელიც წარმოსდგა კათოლიკის რელიგიისაგან. ახალის ინგლისის პირველს მოსახლეებს პიროვანის ავტორიტეტების წინ დამდაბლება დ ჭკუის სიმართლის დამცირება კი არ გამოუცხადებიათ, იმათ გამოაცხადეს საზოგადოების ყველა წევრის თავისუფალი ძმობა და სწავლათა გავრცელებას დიდი თავისუფლება. ამერიკის სამართლის წიგნში, შედგენილს 1620 წ. არის შემდგომი მუხლი: „რადგანაც სატანა, კაცობრივობის მტერი, ყოველთვის უსწავლელს კაცებს შეუჩნდება და რადგანაც ამისათვის საჭიოა, რომ მეცნიერების ნათელი, რომელიც მოუტანიათ აქ ჩვენს მამებს, არ ჩაჰყვეს მათ საფლავში; რადგანაც ყმაწვილების გაზრდა შეადგენს სახელმწიფოს უპირველესს ინტერესს ანუ საჭიროებას, ამისათვის ვსდებთ ყველა საზოგადოების ვალად, რომ გაიკეთოთ თავთავისთვის შკოლები და თუ ვინიცობაა ეს არ აასრულეთ გადაგხდებათ ჯარიმა“. აი თუ როგორ წარმოსდგა კანონიერად გახსნილის რელიგიურის გრძნობისაგან ხალხის საზოგადო განათლების მოთხოვნილება. ამავე გრძნობისაგან მომდინარეობს პურიტანების სამოქალაქო თავისუფლებისადმი მისწრაფებაც. აი იმთი აზრი ამ საგანზედ:

„ჩვენ არ უნდა ვატყუვებდეთ ერთმანერთს იმაში, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ჩვენი დაუმოკიდებლობა ანუ თავის უფლება. არის ერთი გვარი თავისუფლება, თავისუფლება უგუნური, საზოგადო კაცისა და ცხოველებისათვის, რომელიც მოითხოვს: რაც გსურდეს, ის იმოქმედეო; ამისთანა თავისუფლება ყოველ გვარის მთავრობის მტერია; იმას სძულს ყოველი წესი, ყოველი კანონი; იმითი ჩვენ თავს ვიმდაბლებთ; ის არის ჭეშმარიტებისა და მშვიდობის მტერი, თვით ღმერთია მისი წინააღმდეგი. მაგრამ არის კიდევ მეორე თავისუფლება, სამოქალაქო და ზნეობითი, რომელიც დამყარებულია ერთობაზე და რომელსაც მხარი უნდა მისცეს ყოველმა მთავრობამ. ეს არის ჭეშმარიტი თავის უფლება, რომლითაც უშიშრად ვმოქმედობთ მას, რაც კარგია და სამართლიანი. ეს წმინდა თავისუფლება უნდა დავიცვათ ჩვენ ყოველს შემთხვევაში და, თუმც საჭირო იქნეს, შევსწიროთ მას თავისი სიცოცხლეც“.

ცხადია, რომ ამგვარად თვისუფლების განმარტებით ამოიფხვრება ბრმა, უგუნური თვით მონებელობა და შეიწყნარებს ჭკუიანურის რწმუნების სიმართლე. კაცმა უნდა იმოქმედოს, მაგრამ, რაც მოაგონდება ყველა კი არა, მხოლოდ ის, რაც კარგია და სამართლიანი. ამითი ძლიერ დიდი თავისუფლება ეძლევა კაცს სჯაში; მას შეუძლიან თავისუფლად განსაჯოს, თუ რაა სამართლიანი და რა უსამართლო, რა არის კარგი და რა ცუდი; ................................................................................................................................................................................................................................... იმათ საზოგადოებაში ამ დასაწყისისაგან სწარმოებს აზრი ძმობაზედ და ყოველის წევრის სამართლის თანასწორობაზედ. მართლა აგრე მოხდა იმ საზოგადოებებშიც, რომელნიც შესდგენ ჩრდილოეთის ამერიკაში. სრული დემოკრატიული თავისუფლება არის ყველა იმათის კანონების საფუძველი.

მაგრამ, რომ სთქვას კაცმა, მარტო პურიტანული ჰაზრები არ შეწევნიან ახალს ინგლისში დემოკრატიის გავრცელებას, გარეგან გარემოებებმაც ბევრი უშველეს. პირველად აი რამ: იმ კაცებს, რომელნიც გადასახლდნენ ამერიკაში, სრულიად არაფერი ცილება არა ჰქონიათ ერთი ერთმანეთის უფროსობაზედ. თუმცა სამშობლოში სხვა და სხვა ხარისხი ჰქონდათ იმათ, მაგრამ საერთო უბედურებამ გაასწორეს ისინი. რაკი ახალს ნიადაგზედ ფეხი დაადგეს, ძლიერ კარგად მიხვდნენ, რომ აქ ყველასი სიმართლე ერთიაო და რომ ყოველს გვაროვნობითს პრივილეგიას[12], ყოველს საზოგადოებითის იერარხიის[13] სხვადასხვაობას, რომელნიც დასტოვეს იმათ ოკეანეს იქით, აქ არაფერი ჰაზრი არ ექნებაო. ამას გარდა, ამერიკაში რას უნდა ეკვება და დაეცვა არისტოკრატიული ჰაზრები. ყველამ იცის, რომ არისტოკრატიის საფუძველი ყოფილა ყოველთვის მიწის საკუთრება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის მამისაგან შვილზედ. მიწაზედ იყო დამყარებული ყოველთვის არისტოკრატების დიდი მნიშნველობა, იმაზედ იყო. დაფუძნებული მათი სიმართლე, უმიწოდ არაფერს არ ნიშნავდა იმათი მაღალი ხარისხი, მათი საპატიო წოდება. ამერიკაში მიწა არ ყოფილა არავის განსაკუთრებითს მფლობელობაში. პურიტანების ჰაზრით, მიწა იყო ღვთის საკუთრება, რომლითაც ყველას ერთ ნაირად შეუძლიან ისარგებლოს. მართლადაც რომ ყოველს ახალს მოსახლეს მიჰქონდა იმ თვალუწთომის და ხელუხლებელის მიწებისაგან იმდენი, რამდენის დამუშავებაც შეეძლო, რამდენიც მისთვის საჭირო იყო. თავდაპირველად, როგორც ახალს ინგლისში, ისე ვირგინიაშიაც მიწის დამუშავებაც საზოგადო იყო, საიდამ უნდა გაჩენილიყო მიწის საკუთრებაზედ დამყარებული არისტოკრატია? თუმცა მართალია ამერიკაშიაც გადასახლდნენ იმისთანები, რომელნიც მედიდურობდნენ თავის ფეოდალური მნიშვნელობით, რომელნიც თავისდა წილად ისაკუთრებდნენ დიდს ადგილებს და ამაში მოდავე არა ჰყავდათ; მაგრამ მათს მიწაზედ ვინ დაესახლებოდა, რომ იმათ ვასსალად გამხდარიყო, რომ იმათთვის უძლია ღალა; – თვალუწთომელი დაუჭერელი ადგილები იწვევდნენ ყოველს ახალს მოსახლეს. აგრე, მიწის საკუთრებაზედ დამყარებულმა არისტოკრატიამ თავდაპირველად ფეხი ვერ დაიდგა ჩრდილოეთის ამერიკაში: ის ვერ შეითვისა ვერც იქაურმა ნიადაგმა, ვერც პირვანდელის მცხოვრებლების ზნემ და რწმუნებებმა.

ვირგინიაში, საცა გადასახლდნენ არისტოკრატები, რომელნიც არ ჰკადრულობდნენ მუშაობას, თუმცა კარგად ხედვიდნენ, რომ მათს ადგილზედ არავინ სახლდებოდა, მაშასადამე პურის ჭამა არ შეეძლოთ, ვირგინიაში ძლიერ ადრე დაფუძნდა ტყვეობა, რომელიც თანდისთან განვრცელდა სხვა შტატებშიაც. მაგრამ ესეც ვერ შეეწია არისტოკრატიის გავრცელებას. პირველად ამისთვის, რომ ტყვის ყოლა მარტო ზოგიერთი კაცების უფლება კი არ ყოფილა, ყველა მოქალაქეებისა იყო; მეორედ – ტყვეებს არ რაცხდნენ საზოგადოების წევრებად, ისინი ითვლებოდნენ რაღაც სხვა დაბალი ხარისხის. არსებაებად. მაშასადამე ტყვეების ყოლა არაფერს განსხვავებითს მნიშნველობას არ აძლევდა კაცს მისს საზოგადოების წრეში, და ტყვეობის დაფუძნება სრულიად არ უშლიდა დემოკრატიის გავრცელებასა. ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ტყვის ყოლა არ იყო კიდევ არისტოკრატობა.

ვინ იცის, ახალს ინგლისში პირვანდელის მოსახლეების დემოკრატიული მიდრეკილება იქნება კიდევაც გაექრო ახალი ემიგრანტების იქ მისვლასა, ემიგრანტების[14], რომელთ რიცხვშიც ხანდის ხან გამოერეოდა არისტოკრატიულის ზნეობის კაცებიც, რომელნიც ამაყობდნენ სახელით და სიმდიდრით. მაგრამ პირველს დროებში ამისთანა კაცები მრავალნი არ ყოფილან; უფრო ხშირად მიდიოდნენ იქით ისინი, ვისაც არ შეეძლო მოეთმინა ევროპაში პოლიტიკური და რელიგიური დევნულება და შემდგომისათვის კი გადასხლებულებმა შეადგინეს სამოქალაქო, საზოგადოებაები და დაიწყეს თავისი საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება. მაშინ ძლიერ გვიან იყო, ძველი ევროპიული დასაწყისების განვრცელება ამერიკის საზოგადოებაებში შეუძლებელი იყო. მაშინ, მეტადრე იმისთვის, რომ ჩრდილოეთის ამერიკის პოლიტიკური დაწყობილება სულ სხვა გზით წავიდა, ვინემ ევროპისა. ევროპაში სახელმწიფოების ფორმა დაწესდა უფრო უწინ, ვინემ ხალხებში გავრცელდებოდა პოლიტიკური შეგნება. თვითოეულს საზოგადოებას არაოდეს არა ჰქონია აქ საკუთარი, განკერძოებითი მყოფობა; სახელმწიფოს ცხოვრების დასაწყისები იმათში კი არ გავრცელებულან თავდაპირველად, ისინი გავრცელდნენ უმაღლესს წოდებაებში, რომელნიც მოცილებული იყვნენ ხალხის ცხოვრებისაგან. ამ გარემოებას გავლენა ჰქონდა ევროპიელ სახელმწიფოების დაარსებაზედ შემდგომისათვის. აქ ყველაფერი იმისთანა წესდებოდა რაც სახელმწიფოს განსამძლავრებლად ჰქონდათ სახეში: სულის მდებელობას სახეში ჰქონდა უმაღლესი პოლიტიკური ინტერესები, ადმინისტრაცია[15] სახელმწიფოის თვითოეულის ნაწილისათვის იყო იმისთანა, როგორც საზოგადო, მაგრამ საზოგადო საქმეებში კი ძლიერ იშვიათად ეძლეოდა ხალხს მონაწილეობა. ამერიკაში სულ სხვა ამბავი მოხდა: სახელმწიფოს ესე იგი მეტრაპოლიას, დიდი გავლენა არა ჰქონია კოლონიებზედ საზოგადოდ და ახალი ინგლისი მაინც სულ ფუჭის ქვეშევრდომობის ფორმას ასრულებდა. ინგლისის მმართებლობამ მისცა ემიგრანტებს ის სიმართლე, რომ იმათ შეეძლოთ სამოქალაქო. საზოგადოებაები შეედგინათ და თავისი მმართებლობაც ჰეოლოდათ, მაგრამ ყოფილიყვნენ კი ინგლისის მფარველობას ქვეშ. აი ამ გვარად, დასაწყისიდგანვე ამერიკელი საზოგადოებები ცხოვრებდნენ საკუთრის პოლიტიკურის წესდებულებით. ინგლისის მმართებლობა იყო იმათი გარეგანი მფლობელი, მაგრამ შინ კი თავისუფალნი იყვნენ და აფუძნებდნენ დემოკრატიულს დაწესებულებაებს. საზოგადოებაებისაგან შესდგა საგრაფო, რომელიც დაწესებულებაებით სრულიად ემსგავსებოდა საზოგადოებასა; რამოდენიმე საგრაფომ შეადგინა შტატი და ბოლოს შეერთებულის შტატებისაგან ინგლისი ხელ ქვეშიდამ განთავისუფლების შემდეგ შეკავშირდნენ ჩრდილოეთის ამერიკის შეერთებული შტატები. მაშასადამე, აქ ცალკე ნაწილები კი არ შემდგარან სახელმწიფოის გავლენით, სახელმწიფო შესდგა პატარვანი საზოგადოებაების თანდისთანი შეერთებით. აქედამ გამოვიდა ის ჩრდილოეთის ამერიკის შტატების განსხვავებითი თვისება, რომ იმათში სრულიად არ არის ადმინისტრაციული ცენტრალიზაცია[16] და თვითეული საზოგადოება შინაურს საქმეებში სრულიად თავისუფალია საგრაფოს და შტატის მმართებლობისაგან. სახელმწიფოის ნაწილების ამ გვარი შეკვშირება ადვილად გაგაგებინებსთ იმ ხალხის დემოკრატიულს სრულის სიმართლის ქონებას, რომელიც დაუმკვიდრა ჩრდილოეთის ამერიკაში. ქალაქებისა და სოფლების საზოგადოებაები სდგანან აქამდისაც პირველს ადგილზედ შეერთებულის შტატების პოლიტიკურს წყობილებაში. იმათშია საქმიანი ცხოვრება, იქ დაიბადებიან უპირველესი შინაგანს საქმეებზედ კითხვები, რომელნიც შემდეგ გადადიან კონგრესში განსასჯელად. განცალკევებულის საზოგადოები; მნიშნველობა და დაწყობილება უფრო შესანიშნავია ჩვენთვის და საცოდნელათაც სასურველი, რადგანაც იმისაგან აიხსნება შეერთებული შტატების მრთელი კონსტიტუცია[17]. საზოგადოდ, უმაღლესი დაწესებულებაების დაწყობილებას ისეთი დიდი მნიშნველობა არა აქვს სახელმწიფოში, როგორათაც იმათ, რომელთაც პირდაპირ ხალხთან აქვსთ საქმე. ხალხის პოლიტიკურ ცხოვრებაში სასამართლოებს, რომელნიც ეკუთვნიან განცალკევებულის საზოგადოების დაწყობილებას, იმ ნაირივე მნიშნველობა აქვსთ, როგორათაც სახალხო შკოლებს ხალხის განათლებისათვის. უნივერსიტეტებისა და აკადემიების დაწყობილებით კი ვერ შევიტყობთ ჩვენ, თუ რა ხარისხზედ სდგას განათლება რომელიმე ხალხში; აგრეთვე კონგრესსით და სამინისტროებით კი არ იცნობება ხალხის მდგომარეობა. ყველაზედ უკეთესი და უფრო საიმედო აშ შემთხვევაში არის თითქმის მხოლოდ უმდაბლესი დაწესებულებების დაწყობილება, რომელიც შეეხება პირდაპირ კერძოობითს პირებს და პატვრანს საზოგადოებებს. ამ საფუძვლით, ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ დაწვლილებით საზოგადოებაების შინაგანი დაწყობილება შეერთებულს შტატებში და მერმე შემოკლებით მოგელაპარაკოთ იმ დაწესებულებაებზედ, რომელნიც ეკუთვნიან განცალკევებულის და ყველა შეერთებულის შტატების წყობილებას.

ახალს ინგლისში თვითოეული საზოგადოება, როგორც ქალაქისა, აგრეთვე სოფლისა ჩვეულებრივ შესდგება ორი, ანუ სამი ათასის მცხოვრებისაგან. რა საზოგადოებაშიაც მარტო ამდენი კაცია, იქ შესაძლებელია, რომ კარგი და ერთგვარი ადმინისტრაცია იყოს. ერთს ადგილზედ და ერთსა და იმავე პირობებს ქვეშ მცხოვრებთ საჭიროებების შეთანხმება ძნელი არ არის, მეტადრე თუ ბევრნი არ ცხოვრებენ ერთად. მოქალაქეებს ადვილად შეუძლიანთ ერთმანეთში მოლაპარაკება საკუთარს საქმეებზედ; იმათში ყოველთვის მოიპოვება იმისთანა კაცები, რომელთაც შეეძლებათ წარმატებით წაიყვანონ საზოგადო საქმე, რომელსაც მათ მიანდობენ თანამოქალაქეები. ამ სახით, ახალი ინგლისის საზოგადოებაში შეუძლიან სრულად გამოცხადდეს ხალხის უფლება, რომელიც შეადგენს შეერთებულის შტატების ზოგად-წყობილების საფუძველს, მართლა, ახალის ინგლისის შტატებში თითქმის წარმომადგინებლობასაც მხოლოდ საზოგადო საქმეებში ხმარობენ, საქმეებში, რომელნიც შეეხებიან მრთელს შტატს და საზოგადოებებში კი ყველა საქმეები, რომელნიც საქვეყნო განსჯას მოითხოვენ, სწვდებიან საზოგადოების ყველა წევრთა კრებაში; მხოლოდ დიდრონს და შეერთებულს საზოგადოებაებში, მაგალითად ქალაქებში არიან მერები[18] და იმათთან ქალაქის რჩევნები. –

უმთავრესი ნაწილი საზოგადოების ადმინისტრაციისაგან არის რამოდენიმე მოხელე კატების ხელში, რომელნიც გამოირჩევიან ყველა წევრებისგან და იწოდებიან „გამორჩეულებად“. ისინი ირჩევიან ყოველ წლივ პატარვან საზოგადოებებში სამ სამი და ძლიერ დიდრონებში ცხრა ცხრა. იმათ აქვთ განსაზღვრული თანამდებობის წრე, ცხადად ნაჩვენები კანონებში და დადებულის კანონების ასრულებაში სრულიად თავისუფლად მოქმედებენ, ისე რომ საზოგადოებას სრულიად არა ფერსა ჰკითხვენ. მაგრამ, თუ საქმე რამოდენიმედ საიჭვოა, თუ საჭიროა, რომ რომელიმე დადებული კანონი შეიცვალოს, ან ახალი შემოიტანოს, მაშინ გამორჩეულები არიან საზოგადოების ნების მორჩილი მოსამსახურე. ამ შემთხვევაში იმათ უფლება აქვსთ, რომ შეჰკრიბონ გამომრჩეველი მოქალაქეები და მოახსენონ მათ საქმე განსასჯელად. ვთქვათ რომ ქალაქში შკოლის გახსნაა საჭირო; გამორჩეულები მაშინვე დაუძახებენ მოქალაქეებს და იმათ კრებას ეტყვიან, თუ რა არის საჭირო ახალი შკოლის დაწესებისათვის, უჩვენებენ, რა ღონისძიებებიც არიან ამ საქმის ასრულებისათვის, უანგარიშებენ საზოგადოებას, თუ რავდენი უნდა გადიხადონ ხარჯისათვის, აცნობებენ მას თავის ჰაზრებს, რამ სიდიდე უნდა იყოს ახალი შკოლა, სად უნდა აიშენოს და სხვა. საზოგადოება მოუსმენს იმათ, ან მიიღებს მათ აზრებს, ან არა და თუ იმათ უმთავრესს აზრს დაეთანხმა ესე იგი იმას, რომ შკოლის გახსნა საჭიროაო, მაშინვე განიხილავს საქმეს და დაწვლილებით განსაზღვრის ხარჯს, დანიშნავს გადასახადს, რომელიც უნდა დაედვას საზოგადოების ყველა წევრებს ახალის შკოლის დასაფუძნებელად და სარჩოდ – ამის შემდეგ გამორჩეულებმა მხოლოდ უნდა აასრულონ საზოგადო კრების ნება. –

რასაკვირველია, გამორჩეულებს შეეძლებოდათ ბოროტად მოეხმარათ თავისი უფლება, თუ რომ მოქალაქეების საზოგადო კრების შედგენა მათს მიწოდებაზედ იყოს დამოკიდებული. საქმე ის არის, რომ საქმეების განსჯისათვის მოქალაქეების შეკრების უფლება მარტო იმათ არ ეკუთვნისთ. იმათაც რომ არ სურდესთ, ათი მოქალაქის მოთხოვნილებითაც შეკრბება საზოგადოება; საზოგადოება გამოუცხადებს თავის სურვილს გამორჩეულებს და ისინი ვერაფერში უარს ვერ ეტყვიან. აქედამ სჩანს, რომ საზოგადოების საქმეების მართვა თავის დღეში ვერ ასცილდება ხალხის კონტროლსა[19] და ისე შეზღუდულია, რომ გამორჩეული მოხელეების თვით მნებელობა იმას ვერას ავნებს.

ამ რჩეულებს გარდა, რომელნიც უნდა ზრუნვიდნენ ადმინისტრაციის საზოგადო მსვლელობაზედ, ახალი ინგლისის საზოგადოებაში არის კიდევ ოციოდე მოხელე, რომელთაც აქვსთ მინდობილი მმართველობის რომელიმე განკერძოებითი შტო; აგრე, ზოგი იმათგანია გადასახადის შემწერად, ზოგი შემკრებად, საზოგადოების ხაზინადრად, პოლიციურის ზედამხედველობისათვის, საზოგადო კრების მოლაპარაკების და გარდაწყვეტილებების დამწერად და სხვ. ეს მოხელეები ამოირჩევიან ყოველ წლივ მოქალაქეების საზოგადო კრებაში: თვითოეულს მოქალეს შეუძლიან „გამორჩეული“ იყოს და ვერც ერთი იმათგანი უარს ვერ იტყვის იმ თანამდებობის აღებაზედ, რომდისათვისაც ის აირჩიეს. მაგრამ, ან კი რასთვის უნდა სთქვას უარი: ვინც საზოგადოებას ემსახურება, ჯეროვნად აკმაყოფილებენ და ყოველს წევრს შეუძლიან შესწიროს საზოგადო საქმეს თავისი შრომა და დრო, ისე რომ ზიანი სრულიად არა ჰქონდეს მატერიალურს მდგომარეობაში. აქ უნდა შევნიშნოთ კიდევ ამერიკის ზოგად წყობილების ერთი განსხვავებითი თვისება: უმრავლესს ნაწილს მოხელეებთაგან არ ეძლევათ განსაზღვრული ჯამაგირი, მაგრამ ყოველის მათგან გარიგებულის საქმისათვის იღებენ დანიშნულს ფასს, ასე რომ, ისინი იღებენ ერთი ერთმანეთზედ მეტნაკლებს ჯამაგირს, საზოგადო სარგებლობისათვის სამსახურისა და გვარად.

სხვა თანამდებობებთა შორის, რომელნიც არსებობენ საზოგადოებებში არიან იმისთანანი, რომ ძლიერ გააოცებს იმ კაცს, რომელსაც თვალი შეუჩვევია ევროპიულის ადმინისტრაციისათვის. ახალი ინგლისის საზოგადოებაებში ნიშნვენ, მაგალითად, საკუთარ მოხელეს, რომელიც უნდა ზედამხედველობდეს ღარიბთ შესახების კანონების ასრულებაზედ; არიან კაცები, რომელნიც ამორჩეულნი არიან ზედამხედველებად სასწორებსა და საწყავებზედ, პურის მკაზედა და ყველა მოქალაქეების მოქმედებაზედ ცეცხლის დროს და სხვ. ამ გვარებზედ... ჩვენ ამას ჩავთვლით შევიწროებად, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულს თავისუფლებას, რომელითაც განირჩევიან ყველა საზოგადოებითი დაწესებულებაები ჩრდილოეთის ამერიკაში. მაგრამ ადმინისტრაცია სულ სხვანაირად ესმისთ ამერიკელებს, ვინემ ჩვენ. ისინი ხედვენ იმაში უბრალო შრომის განზიარებას საზოგადოების წევრებთ შორის და პირს, გამორჩეულს, საზოგადოებისაგან რომელიმე საქმისათვის, სრულიადაც არ მიეჩემება იმ გვარი უფლება, როგორსაც მივაწერთ ჩვენ ჩვეულებრივ თვითოეულს ადმინისტრაციულს პირს. ამერიკის საზოგადოებაებში არ არის, მაგალითად, საკუთარი ცეცხლის მქრობელი ჯარი, მაგრამ ცეცხლის წაკიდების დროს კი ყველა მოქალაქეები ვალდებული არიან, რომ ცეცხლი გააქრონ. საჭიროა, რომ ამ დროს იყოს ვინმე თავი კაცი, რომელიც განმგებლობდეს მოქალაქეების მოქმედებას, მაგრამ ამერიკელს არა სურს, რომ დაემორჩილოს ამ შემთხვევაში იმ მოხელეების ბრძანებას, რომელთაც მინდობილი აქვსთ საზოგადო ადმინისტრაცია; იმას სურს, რომ უფლება და შრომა როგორც კი შეიძლება ისე იყოს განზიარებული, განაწილებული საზოგადოების წევრებს შორის და ცეცხლის წაკიდების დროებისათვის გამორჩეული ჰყავს სხვა კაცი, რომელიც ბრძანებლობს ცეცხლის დროს, მაგრამ სხვა შემთხვევაში კი სრულიად არაფერი უფლება არა აქვს. ამ სახით განკერძოობითის თანამდებობაების განაწილება მრავალ პირებს შორის სრულიად ეთანახმება იმ მხარის დემოკრატიულს ხასიათსა.

ახალს ინგლისში საზოგადოების წევრებთ შორის არის საზოგადოდ სიმართლის სრული თანასწორობა. ისინი ვინც განაგებს, მართავს, და ისინი, ვინც იმთ უმორჩილება, სრულიადაც არა გრძნობენ ერთი ერთმანერთისაგან შევიწროებასა პირველებს ძლიერ კარგად ესმისთ, რომ თვითონ იმათი უფლება არის მხოლოდ სხვა გვარი სამსახური საზოგადოების სასარგებლოდ და რომ ის უფლება დარჩებათ ხელში იმათ მხოლოდ მაშინ, თუ კეთილ სინიდისიანად მოიქცევიან. სხვები ემორჩილებიან უფლებასა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ის ვითომც იმათი უფროსი იყოს, ემორჩილებიან იმისათვის, რომ საკუთარს სარგებლობას ხედვენ საზოგადო სამსახურის განაწილებაშია. როცა რომელიმე უფლებას მიიღებს ამერიკელი საზოგადოების კაცი, ძლიერ კარგად სცნობს, რომ ის არის გამორჩეული საზოგადოებისაგან და ამისთვის არ შეუძლიან, რომ იმან უყუროს საზოგადოებას, როგორც მაზედ უმაღლესმა, მეტადრე რადგანაც ყოველთვის გრძნობს მაზედ დამოკიდებულებას თავის თანამდებობის ასრულების დროს. აგრეთვე მოქალაქეები, რომელნიც ირჩევენ მოხელეს რომელიმე საქმისათვის, გამორჩევით ამტკიცებენ, რომ ისინი დანდობილი არიან გამორჩეულის ნიჭიერებასა და პატიოსნებაზედ. ამის გამო საზოგადოების ადმინისტრაცია არც არავის ამძიმებს და არც არავის ავიწროებს; ადმინისტრატიული პირები არ შეადგენენ განსაკუთრებულს, პრივილეგიებიან წოდებას და როგორც ამერიკაში მოგზაურები ამბობენ, თუ ძლიერ არ დააკვირდა კაცი, სრულადაც არ დაინახება, თუ ვინ მართავს ამ მხარეს და როგორ.

მაგრამ რა გვარად იცვის შტატების ერთობა? რა და რა იმედებია იმისათვის, რომ თვითოეული საზოგადოება და ქალაქი საერთო. კონსტიტუციის კანონებს არ გადახდნენ და უწესოება არ მოახდინონ მმართველობაში? ეს კითხვები აიხსნებიან სამსაჯულო ადგილების დაწესებულებით. თითქმის ყველა საქმე ადმინისტრაციისათვის სამძიმო სამსაჯულო რიგით სწყდება, და ამის გამო მსაჯულებს ძლიერ დიდი მნიშნველობა აქვსთ, თითქმის პოლიტიკურიცა. სამსაჯულო ნაწილის დაწყობილება და საქმიანობა არის აი ამ გვარი. შტატის გუბერნატორის დანიშნვით და ზოგიერთს შტატებში ხალხის გამორჩევით განწესდებიან იმდენი მსაჯულები, რამდენიც რიგია. ამათგან სამი კაცი შეადგენს სამსაჯული პალატას. ამ მსაჯულების ვალდებულებაა, რომ დადიოდნენ ხალხში და განასამართლებდნენ საქმეებს შეფიცებულებისა და ადვოკატების[20] შემწეობით. მსაჯულმა მხოლოდ კანონი უნდა შეაფარდოს, შეურჩიოს კერძოობითს შემთხვევას და საქმის განსჯა კი მინდობილი აქვს შეფიცებულებს, რომელთაც ირჩევს თვითონ საზოგადოება. ამისათვის, ვისაც მსაჯულად ნიშნვენ, ის უნდა იყოს იურიდიკულად განათლებული[21], იმან უნდა იცოდეს მარტო კანონების სიტყვები კი არა, მას უნდა ესმოდეს სჯულისმდებელობის აზრი და საზოგადო კონსტიტუციის კანონებთან კერძოობითი კანონების კავშირი – მსაჯულს შეუძლიან დასდვას გადაწყვეტილება, დაფუძნებული კერძოობითს კანონებზედ კი არა, საზოგადო კონსტიტუციის მოთხოვნილებაზედ; იმას უფლება აქვს, რომ გამოაცხადოს, ესა და ეს კანონი კონსტიტუციის წინააღმდეგიაო და საქმეებში ამითი ხელთმძღვანელობა არ შეიძლებაო. მოხდება კიდევ ამ გვარი საქმეებიცა: სთქვათ რომ სენატმა ანუ დეპუტატო კრებამ დასდვა რომელიმე კანონი; თუ ხალხმა ნახა, რომ ეს კანონი არ ეთანხმება კონსტიტუციას, წავა და მსაჯულს შესჩივლებს ამ კანონზედ. მსაჯული საქმეს განიხილავს და თუ ხალხის საჩივარს სამართლიანად იცნობს, მაშინ კანონს დაეკარგება ვალდებულებითი ძალა და ცოტ-ცოტად გამოდის ხმარებისაგან. აქედამ სჩანს, რომ მსაჯულს დიდი მნიშნველობა აქვს და რომ მისგან მოითხოვება უმაღლესი კეთილ-სინიდისიანობა, უმაღლესი იურიდიკული განათლება და დაუმოკიდებლობა. აი ამას სცდილობენ ამერიკაში, ამისთვის ირჩევენ უბრალოს, ხალხის საყვარელს კაცებს კი არა, იურისტებს, გამოცდილს კაცებს, რომელთაც წინათვე სახელი მოუპოვიათ ადვოკატობითა. რომელიმე შტატებში მსაჯულებსაც ხალხი ირჩევს; მაგრამ სხვებში კი გუბერნატორებსა და მისს რჩევაებს აქვსთ მინდობილი მსაჯულების დანიშნვა. დემოკრატიისათვის მავნე ბოროტება ვერ შემოიპარვის ამ გვარს არჩევის დროსაც, ერთი იმისათვის, რომ გუბერნატორიცა და მისი რჩევაც თვითონ ხალხისაგან არიან ამორჩეულები, მეორე – გუბერნატორს არ შეუძლიან, რომ გამოცვალოს მსაჯული, რომელიც თვითონ დააყენა; – მსაჯულის თანამდებობას ასრულებს ერთი და იგივე პირი მრავალს წელს და გუბერნატორები კი ყოველ წლივ ახალ-ახალი ირჩევიან. მეორეს მხრით – მსაჯული ხალხის ზედმოქმედებისაგანაც განთავისუფლებულია ცოტაოდენად, რადგანაც იმას უძლევა გვარიანი დიდი ჯამაგირი: მასსაჩუზეტსში მსაჯულს აქვს გაჩენილი 5000 მანეთზედ უფრო მეტიც.

მსაჯულები განიხილვენ ჩვეულებრივ ყველა იმ გადახდომას შტატების საზოგადო კანონებზედ, რომელიც მოხდება ხოლმე საზოგადოების მოხელეების, ანუ რომელიმე წევრის მხრით. ამ გვარი გადახდომაები იშვიათად მოხდებიან, მისთვის რომ, როგორც ზევით არის ნათქვამი, სახელმწიფო (შტატი) არ ერევა საზოგადოებაების კერძოობითს საქმეებში, ის აძლევს მათ სრულს თავისუფლებას, ასე რომ, ყოველს საზოგადოებას შეუძლიან ისეთი წესდებულება იქონიოს, როგორიც უკეთესად მიაჩნიან. მაგრამ არის საზოგადო მოთხოვნილებაებიც, რომელნიც უნდა აასრულოს თვითოეულმა საზოგადოებამ. ეს მოთხოვნილებაები სამუდამოდ დაწესებულია კანონებით, და იმათ ასრულებას არავინ არ უყურებს თვითონ საზოგადოების წევრებს და მსაჯულებს გარდა. საგრაფოს, რომელიც შესდგება რამოდენიმე საზოგადოებისაგან, არაფერი დიდი მნიშვნელობა არა აქვს ადმინისტრაციაში, იმას აქვს სამსაჯულო მნიშნველობა. ყოველ საგრაფოში არის სამსაჯულო პალატა, შერიფი, რომელიც არის სამსაჯულოს განჩინებაების ამსრულებელი და საპყრობილე დანაშაულებისათვის. ადმინისტრაციულის საქმეებისაგან – საგრაფოში ადგენენ მხოლოდ ბიუდჟეტის პროეკტს[22], რომელსაც შემდგომ განიხილვენ მრთელი შტატის სჯულის მდებელობითს კრებაში და შემდეგ, ამ კრების გარდაწევეტილებისა და გვარად, შეეწერება საზოგადოებაებს გადასახადი. ამას გარდა – გზების გაკეთება და მოვლაც საგრაფოის სამსაჯულო პალატას ადევს კისერზედ. საზოგადოებას მიუდის მხოლოდ მიწერილობა, რომ ამდენი და ამდენი უნდა გადიხადოო და ესა და ეს გააკეთოო დასს. ზოგადოების წევრებს შორის გადასახადის განაწილება და კანონის ასრულების ფორმის შეცვლა თვითონ საზოგადოებაზედ კიდია. საზოგადოებაში უთუოდ უნდა იყოს, მაგალითად, შკოლა; თორემ ჯარიმას გადაახდევინებენ „უმეცრებისა და ცუდის ზნეობის გავრცელებისათვის“. მაგრამ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს შკოლა, ფულები როგორ უნდა შეაგროვონ იმისთვის, რა რიგი უნდა მისცენ სწავლას და სხვ. ყველა ეს საზოგადოების საქმეა. მაგრამ, თუ საზოგადოების წევრების სიძუნწის გამო ცუდი შკოლა გაკეთდა, ან თუ რომელიმე იმათგანი, ვინც შკოლის მომვლელად არიან დაყენებული, თანამდებობას კარგათ და გულდადებით ვერ ასრულებს, ყოველ მამას შეუძლიან ამ პირებზედ, ან არა და მრთელს საზოგადოებაზედ, საჩივარი შეიტანოს სამსაჯულო პალატაში. მაშინ საქმე განიხილვება სამსაჯულო რიგით და თუ საჩივარი საფუძვლიანი გამოდგა, საზოგადოებას ჯარიმას დებენ. ამ გვარადვე იქცევიან ყოველგვარ საქმეში. ინსტანციები[23] სრულიად არ არიან, უმცროს მოხელეს უფროსისაგან არაფერი მიწერილობაები, არაფერი განმეორებები და კითხვები და სხვ. ამ გვარი არ მიუდის; მაგრამ, თუ იმან თავისი ვალდებულება კარგად არ აასრულა, ყოველთვის შეიძლება როშ სამსაჯულოში მიიხმონ. არის, მაგალითად, საკუთარი მოხელე გზების ზედა მხედველად; იმას გადასცემენ ხოლმე გადასახადის მკრეფელები გზის გასაკეთებელად შეგროვებულს ფულებს. თუ გზა ყოველთვის რიგიანი არ არის, ყველას, ვისაც კი ურმის თვალი გაუტყდება ოღროჩოღროიანობის გამო, ან გზის სიცუდის გამო რამე უსიამოვნება დაემართება, შეუძლიან სამსაჯულოში მიიყვანოს ზედამხედველი მოხელე. მოხელემ იცის ეს და ამისთვის თვითონვე სცდილობს, რომ გზის გასაკეთებელი ფულები მიიღოს. თუ საზოგადოებამ ფულები არ მისცა გადასახადის მკრეფელებს გზების ზედამხედველს უფლება აქვს თვითონვე მოითხოვოს, თუმცა ამითი ჩვეულებრივი რიგი ირღვევა. თუ არა და საქმე სწედება ისევ სამსაჯულოში.

ამ გვარი საზოგადო საქმეებში გარევის უფლება, რომელიც აქვს ყველა მოქალაქეს, პირველის შეხედვით საფრთხილო უნდა ყოფილიყო, რადგანაც შეიძლებოდა რომ მას ბევრი შარის მოგონება და ურიგობა მოჰყოლოდა. ამერიკაში კი უფრო მოხდებოდა ესა, ამისთვის რომ უკანონო საქმეების მთხრობელს ხშირად მიაქვს იმ ჯარიმის ნაწილი, რომელსაც დამნაშავეს ახდევინებენ. მაგრამ დაწყობილება სიტყვითი სამსაჯულოების, ადვოკატებითა და შეფიცებულებით და ამას გარდა საქმეების სახალხოდ განსჯა სრულიადაც არ ეწევიან შარის მოგონების გავრცელებას. ამას გარდა, არის კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც ხდის ამერიკელებს კეთილ გონიერებისა და სამართლიანობის მოევარულებად, – ეს არის განათლების დასაწეისების მრთელს ხალხში გავრცელება. ყოველ გვარი ცრუ და უსამართლო დავა არის ხოლმე განუხსნელს საზოგადოებაებში, საცა არა აქვს მართალი აზრები საგნებზედ; განათლების განვრცელებისთანავე ერთმანეთს შორისი კავშირი განისაზღვრება უფრო ადვილად, ჭკუიანურად და მეგობრულად. ეს ძლიერ კარგად გაიგეს ამერიკელებმა და ამისთვის ყოველი იმათი საზოგადოება ვალდებულია, რომ ქონდეს შკოლა, თავდაპირველ სასწავლებელად. ყმაწვილებს ასწავლიან სახელმწიფო ხარჯით და ყოველს საზოგადოებაში არის საკუთარი კაპიტალი შკოლებისთვის. თვითოეულმა მოქალაქემ უნდა შესწიროს შკოლისათვის საკუთარის შემოსავალის ნაწილი, რადგანაც ყველა სარგებლობს საზოგადო განათლების ნაყოფითა: შვილებიც რომ არ ჰყავდეს ვისმეს, მაინც სასარგებლოა მისთვის შკოლა, რადგანაც საზოგადოებაში მაშინ არის წესიერება და კეთილ-დღეობა, როცა წევრები განათლებულები არიან. ამისათვისაც ვისაც შკოლაში არ უსწავლია იმას ფაბრიკაზედ მუშადაც არ მიიღებენ; მაგრამ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ სასწავლებლის დაფუძნებასა და იმათ კარგს მდგომარეობაში მოყვანისათვის არაფერი არა შურსთ ამერიკელებს და ყოველს დაუდევნელობას ამ შემთხვევაში სასტიკად სდევნიან ისინი. ფულებით გადასახადს გარდა შკოლების სასარგებლოდ, ყოველის საზოგადოების დაფუძნების დროს, საერთო მაწებისაგან გამოჰყოფენ ერთს და მეოცდა თექვსმეტე ნაწილს; ამ მიწას ყიდიან და აღებული ფულებით ადგენენ საშკოლო კაპიტალს[24], რომელიც არას შტატის განკარგულების ქვეშ, – მაგალითად 1857 წლის ანგარიშებისაგან სჩანს, რომ მასსაჩუზეტსის შტატში ყოველ წლივ იკრიფება 2,300,000 დოლლარი (3 მილ. მანეთამდის) შკოლების სასარგებლოდ და საშკოლო კაპიტალი ადის 1,625,000 დოლლარამდის; უკანასკნელის ნამთავნია წელიწადში 50 ათასი დოლლარი, რომელსაც უნაწილებენ სხვა და სხვა ქალაქების შკოლებს. ამ შემწეობის მიღების უფლება მხოლოდ იმ საზოგადოებას აქვს, რომელიც ყოველ წლივ თითო ახალგაზდა ყმაწვილზედ, 5 წლის ყმაწვილიდამ დაწყებული 15 წლისამდის, არ იხდის ნახევარ დოლლარზედ ნაკლებს[25]. – შკოლების მმართველობაშიაც სრულიად არ არის ცენტრალიზაცია. ყოველი საზოგადოება მართავს საკუთარს შკოლას ისე, როგორც სამჯობინაროდ ჰპოებს; ეს კიდევ არაფერი; თუ რომელიმე საზოგადოება, განსაკუთრებით ქალაქებში, ძლიერ დიდია, მაშინ ის განიყოფება მაზრებად და მრევლებად: ამ გვარად, ბოსტონის ქალაქი არის გაყოფილი მაზრებად და ყოველს მაზრაში თვითონ მოქალაქეები ირჩევენ სასწავლებელთ კომიტეტის წევრებს, რიცხვით ექვსს და ამასთანავე ისე, რომ ორი იმათგანი სამის წლის სამსახურის შემდეგ გამოდის კომიტეტიდამ და იმათ ადგილზედ აყენებენ ახლად არჩეულებს, თუ რომ ხელმეორედ არ გამოირჩიეს ისინივე. ეს ექვსი სასწავლებელთ კომიტეტის წევრები თავის მაზრისათვის ირიცხებიან საკუთარ კომიტეტად და განკერძოებითი შკოლების ადგილობრივის მართვისათვის იყოფენ სასწავლებლებს ერთმანეთს შუა ისე, როგორც მათ სურსთ; ასე რომ, მხოლოდ სამძიმოსა და განსაზღვრულს შემთხვევაებში საქმეები გადადიან ადგილობრივის კომიტეტებიდამ მაზრისაში და უფრო იშვიათად ქალაქის საზოგადო კომიტეტში. მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ შკოლების მმართველობის დაწყობილება ყოველ შტატში ამ გვარი არ არის. ნიუიორკის შტატში, მაგალითად, არის რაღაც რუსული სასწავლებელთ მაზრების учебный округъ-ების მსგავსი და ადგილობრივი შკოლები არიან შტატის საზოგადო მოხელეების მთავრულს ზედამხედველობას ქვეშ.

საზოგადო ჰაზრი განათლებისა ჩრდილოეთის ამერიკაში არის ყმაწვილების მომზადება საშოქალაქო საქმიანობისთვის, რომელიც მოელით მათ შკოლიდამ გამოსვლის შემდეგ. – ამისთვის ელემენტური შკოლები[26] ითვლებიან მიუცილებელ საჭიროებად ყველასთვის; შემდეგ უპირველესად ითვლებიან საშუალო შკოლები, რომელნიც აძლევენ კაცს საზოგადო განათლებას და რომელშიაც პირველს პლანზედ სდგას მათემატიკის, ახალი გეოგრაფიის, შეერთებული შტატების ისტორიის და მათი კონსტიტუციის სწავლება, სხვა – კლასსიკური სწავლა, ღვთის მეტყველებითი და ფილოსოფიური და სხვ. თვითოეულის ნებაზედ ჰკიდია და მსურველები არ არის ძლიერ ბევრი. მაგრამ ამერიკელს ამის რა დარდი აქვს, იმას სცდილობს, რომ მოქალაქეები იმდენად განათლებული იევნენ, რომ ხალხის ნების აღსრულება შეეძლოსთ, – სწავლულები კი მისთვის ნამეტანია.[27]

საზოგადოდ ყმაწვილების სწავლებაში და შკოლების დაწყობილებაში სჩანს იმ გვარივე მიმართულება, როგორიც ყველაფერში განასხვავებს ამ მხარეს, სახელდობრ ისა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ასარგებლოს ხალხსა და რაც შეიძლება უფრო ცოტა ნება მისცეს არისტოკრატიულის ჰაზრების გავრცელებასა. ამ შემთხვევაში კარგია ვიცოდეთ ამერიკული ყმაწვილთ აღზრდის შედარებითი თვისება ინგლისურთან. ინგლისში იშვიათი არ არის უსწავლელი კაცის ნახვა, მაშინ როდესაც ვერა რომელის ქვეყნის უმაღლესი უწყება ვერ შეედრება ინგლისის არისტოკრატიას კლასსიკურს განათლებაში. მაგრამ აქამდისაც დარჩენილა აქაურს აღზრდაში შუა საუკუნური მონასტრული ხასიათი, რომელიც ჰქონდა მას მრთელი საუკუნეების განმავალობაში. ძველი ენების, ბერძულისა ლათინურის, სწავლა ნამეტანს დროს ართმევს განსაკუთრებით უმაღლესს შკოლებს ინგლისში და ავიწროებს ცხოველი ენების და უფრო გამოსადეგი საგნების სწავლას. – ცხადია რომ ამერიკელებში არც ამ გვარი ნაკლებობა იქნებოდა სწავლისა და არც ცალკერძოობა; სწავლის სხივებს უნდა გაენათლებინათ ყველა მათგანი, მის ნიჭიერებისა და განათლებისადმი მისწრაფების შესაფერად. და იმას ხომ სრულიად ვერ ვიტყვით, რომ ამერიკაში მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ სხვა და სხვა წოდების დახედვით, როგორც ინგლისშია, მაგალითად, უმაღლესი წოდების ყმაწვილებისათვის ცალკე სასწავლებელი გაკეთებული და უმდაბლესისათვის ცალკე, ან არა და ერთსა და იმავე შკოლაში სხვა და სხვა ოთახები აქვთ მიჩენილი, ან სხვა და სხვა სტოლები და ამასთანავე განირჩევიან ტანისამოსითაც.

ამ ნაირია თვითოეული საზოგადოების დაწყობილებისა და მდგომარეობის საზოგადო სახე ჩრდილოეთის ამერიკაში. საზოგადოებაებსა და შტატს შორის შემაკავშირებული გრგოლი არიან საგრაფოები, რომელთაც თითქმის არაფერი მნიშვნელობა არა აქვსთ. შტატის მმართებლობას შეადგნენ სენატი და წარმომადგენელათ დეპუტატთ, პალატა. ეს ორი დაწესებულება ძლიერ გვანან ერთმანეთს და სრულიადაც არა აქვსთ იმ ნაირი კავშირი, როგორც ორს პალატას ინგლისში. ისინი იმითი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ სენატს, სჯულის მდებელობითს საქმიანობას გარდა აქვს ხანდისხან კიდევ ადმინისტრაციულიცა და სამსაჯულოც. და დეპუტატთ პალატა განსაკუთრებით სჯულის მდებელობაშია და სამსაჯულო. ნაწილში ერევა მხოლოდ იმითი, რომ საჩივარი შეაქვს სენატში იმ მოხელეებზედ, რომელნიც არ ასრულებენ თავის ვალდებულებას. ამას გარდა, ის განსხვავებაა კიდევ იმათ შორის, რომ სენატის წევრები უფრო ცოტანი არიან რიცხვით და აირჩევიან უფრო დიდის ხნით, ვინემ დეპუტატები. ერთის მაგიერ ორ პალატის დაწესების არსებითი აზრი კი ის არის, რომ სჯულის მდებელობითი უფლება გაიყოს ორ პოლიტიკურ დაწესებულებაებს შორის და ამითი უფრო მეტი გარანტიები ჰქონდეს ხალხს კანონების მართლმსაჯულებისა და კარგად მოფიქრებისათვის.

აღსრულებითს უფლებას შტატში წარმოადგენს გუბერნატორი, რომელსაც ირჩევენ ყოველწლივ მას შეუძლიან, რომ სენატის გარდაწევეტილება შეაჩეროს და ამ შემთხვევაში საქმე გადადის კონგრესში[28] განსახილავად. თვითონ გუბერნატორს კი არ შეუძლიან არც კანონების გამოცემა და არც ადმინისტრაციაში შერევა. იმას შეუძლიან მხოლოდ, რომ სჯულის მდებელობითს კრებას აჩვენოს შტატის საჭიროებები და ღონისძიებაები, რომელთაც მოხმარება მისი აზრით სასარგებლოა. სხვა – მას მართებს მხოლოდ აასრულოს სენატის და წარმომადგენელთა პალატის განჩინებაები. საჭიროების დროისათვის მის ხელშია სამხედრო უფლებაცა.

ფედერალური კონგრესსი იმ გვარი იყო, როგორც თვითოეულის შტატისა. იმას შეადგენს სენატი და დეპუტატთ პალატა. ასრულბითი უფლებაა პრეზიდენტის ხელში, რომელსაც მაშასადამე იმ ნაირივე მნიშნველობა აქვს ყველა შტატებში, როგორც გუბერნატორს ცალკე შტატში. ორი პალატის არსებობას აქვს ისტორიული საფუძველი. როცა პირველად კონგრესის შედგენა დააპირეს, გამოჩნდა ორი პარტია: ერთს უნდოდა, რომ შეერთებულს შტატებს შეედგინა უბრალო ხალხთა შორისი კონგრესსი, რომელშიაც უნდა ყოფილიყო თვითოეულის შტატიდამ რიცხვით თანასწორი დეპუტატები; მეორე პარტიას სურდა უფრო მჭიდრო და ნაციონალური შეერთება, რომელისათვის საჭირო იყო, რომ წარმომადგინებლების რიცხვი დამოკიდებული ყოფილიყო მცხოვრებთ რიცხვზედ და არა შტატებისაზედ. ძნელი არ იყო ამ ორი მოთხოვნილების შეთანხმება და ამისთვის მიიღეს ორივე. იმისთვის რომ დაიცვან სრული დაუმოკიდებლობის და თანასწორობის პრინციპი შტატებს შუა დაწესებულია სენატი, რომლისათვის თვითოეულის შტატიდამ ჰგზავნიან ორ ორ წარმომადგენელს; ისინი ჩვეულებრივ ინიშნვებიან ექვსის წლის ვადით, შტატის სენატორებისაგან. მაგრამ შტატის მცხოვრებლებს რომ რიცხვისა და გვარად ჰქონდესთ გავლენა საერთო წარმომადგინებლობაზედ, დეპუტატთა პალატისათვის იგზავნებიან სხვა და სხვა შტატებიდამ რიცხვით მეტნაკლები დეპუტატები. მაგალითად, ნიუ-იორკის შტატი გზავნის კონგრესისათვის 40 დეპუტატსა და დელავარი მხოლოდ ერთს. ახლა ხალხის წარმომადგენელთა რიცხვია 234, ასე რომ, 93 ათასი კაცის თავზედ მოდის ერთი დეპუტატი.

საერთო კონგრესის განსჯაშია: საქმეები უცხო ქვეყნელს პოლიტიკაზედ, ჯარების და ფლოტის შენახვა, საერთო საქმეებისათვის საჭირო ვალების აღება, ახალი შტატების შემოერთება, კანონები უცხო ქვეყნელების ქვეშევრდომობაში მიღებაზედ. ბანკროტობაზედ[29], თეთრზედ და სხვ. სჯულის მდებელობითს უფლებას გარდა საერთო კონგრესს აქვს სამსჯულოცა, მაგრამ მარტო იმ საქმეებში, რომელიც გამოდის ერთის შტატის უფლების წრიდამ, – მაგ. ორ შტატს შუა. ან რომელიმე შტატის მოქალაქესა და უცხო ქვეენელს შუა საცილო საქმეებში და სხვ. ამ გვ. მაგრამ საზოგადოდ კი, კონგრესსი სრულიად არ ავიწროებს შტატის შინაგანს ცხოვრებას.

პრეზიდენტის მნიშნველობა ისევ ის არის, რაც გუბერნატორისა ცალკე შტატში. ის მოახსენებს კონგრესს, თუ რა სჭირია მხარეს, უჩვენებს რისი ასრულება შესაძლებელი და როგორ, განიხილავს კონგრესსის წესდებულებებს და შეუძლიან შეაჩეროს ისინი თავის წინააღმდეგობით; ამ შემთხვევაში წესდებულება გადადის ისევ ორივე პალატაში განსახილავად და მიიღებს ძალას მხოლოდ მაშინ, როცა ორი მესამედი კონგრესსის წევრებთაგან არ დაეთანხმება პრეზიდენტის აზრსა. გარეგანს პოლიტიკაში პრეზიდენტს შეუძლიან, რომ კონგრესის თასახმობით ჰქონდეს მოლაპარაკებაები და შეკრას ტრაკტატები[30] უცხო ქვეყნელს მმართებლობაებთან; ის არის საერთო ჯარების უფროსი ომის დროს. სამსახურისათვის ეძლევა მას 25 ათასი დოლარი წელიწადში თუ პრეზიდენტმა უღალატა სახელმწიფოს რამეში, ან ქრთამი აიღო ან სხვა რამე დააშავა კონგრესსი დასჯის იმას.

თუმცა ეს შეერთებული შტატების დაწესებულებაებისა საზოგადო აღწერა (დანიშნული იმათთვის, ვინაც სრულიად არაფერი არ იცის ჩრდილოეთის ამერიკისა) ზედაპირია, მაგრამ ცხადად კი აჩვენებს, რომ შტატების დაწყობილების საფუძველია ხალხის ნება დ თუმცა რომ ამ მხარის მმართებლობაში არის ზოგიერთი ცენტრალიზაციის ნიშანი, მაგრამ ადმინისტრაციაში (მმართებლობაში) კი ძლიერ სრული დეცენტრალიზაციაა. –

რასაკვირველია, არ შეიძლება რომ ბევრი ნაკლულევანება არ ჰქონდეს ჩრდილოეთის ამერიკის ზოგად-წყობილებას და უმთავრეს. ამათგან არის. ტყვეობა, დაშთენილი ინგლისის მმართებლობის დროიდამ, ტყვეობა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება შტატების კანონების ხასიათსა.

(შემდეგიც იქნება )

_____________

1 დემოკრატიაა ხალხის მმართებლობა ე.ი. იმისთანა ხალხის მმართებლობა, რომელშიაც უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ხალხსა, რომლის წევრებსაც თანასწორი სიმართლე აქვსთ. იმ კაცს, რომელიც ხალხის მმართებლობის დაწესებისათვის ზრუნავს, ეძახიან „დემოკრატს“. რამოდენიმე სახელმწიფო ერთად შეერთებული, ისე რომ თვითოეული მათგანი საკუთარს საქმეებს თვითონ სწყვეტდეს, მაგრამ საზოგადო საქმეებისათვის კი ჰქონდესთ მათ დანიშნული საერთო მმართებლობა, არის ფედერაციული სახელმწიფო ანუ ფედერაცია. ვინც ამ გვარის სახელმწიფოის შედგენას სცდილობს იმას ფედერალისტი ჰქვიან. თუ ფედერაცია და დემოკრატია ერთსა და იმავე სახელმწიფოშია, მაგ. როგორც ამერიკაშია ისე, მაშინ იტყვიან ეს სახელმწიფო. „ფედერაციულ-დემკრატიულიაო“.

2 ძველი ქვეყნების ევროპა, აზია და აფრიკა და ძველებ იმისათვის ეძახიან იმათ, რომ ძველთგანვე იცოდნენ იმათი არსებობა ევროპიელებმა. აქ ძველი ქვეყანა ევროპას ნიშნავს.

3 ავტორიტეტი – ის, რასაც, ან ვისაც განუსჯელად ერწმუნები, შენი ავტორიტეტია. – მაგ. ერთი ვინმე რომ დარწმუნებული იყოს ყარამანიანში რაც სწერია ყველა მართალი არისო და ამბობდეს, მისს წინააღმდეგს რასმეს ყურში არ შევუშვებო; ან, მკითხავები რასაც ამბობენ ყველა მართალი არისო, მაშინ იტყვიან ამ კაცს ყარამანიანისა და მკითხავის ავტორიტეტი სწამსო, ამ კაცის აუტორიტეტი ესა და ეს არისო. თუ დაუმტკიცე ყარამანიანის სიცრუე და მკითხავის სიფლიდე და ის კაცი აღარ ერწმუნა იმათ, მაშინ იტყვიან იმის ავტორიტეტები დაეცნენო, ის განთავისუფლდაო ავტორიტეტებისაგან. იმ კაცზედა, რომელიც სხვის ჭკუაზედ დადის და არა თავისაზედ, იტყვიან ავტორიტეტი ჰყავსო. – კიდევ: შუა საუკუნეებში პაპების ავტორიტეტი ისე დიდი იყო, რომ მრთელი დასავლეთის ევროპის სახელმწიფოები თითქმის მისს ხელში იყო, ისე ეშინოდათ იმისი და კანკალებდნენ იმის წინ; თითქმის ის ატრიალებდა მაშინდელს პოლიტიკურს საქმეებს. მას შეეძლო. ხელმწიფეები და მრთელი სახელმწიფოები შეეჩვენებინა. პეტრეს საყდრისათვის რომ ფულები, ან ადგილი მამული შეეწირა ვისმეს, პაპა განათავისუფლებდა მას შენდობის წიგნით (ინდულგენციით) არა თუ იმ ცოდვებისაგან, რომელნიც უქმნია. მას თავის სიცოცხლეში, ის განათავისუფლებდა წინდაწინ შემდგომის ცოდვებისაგანაც; ასე რომ როგორც იმ დროში სწამდათ, კაცს შეეძლო ინდულგენცია აეღო და მერმე რამდენიც უნდოდა იმდენს ცუდს საქმეს იქმოდა, რადგანაც იმედი ჰქონდა, რომ ამ ინდულგენციით სამოთხის. კარებს შევამტვრევო.

4 სისტემა ნიშნავს რიგს, წესს; დაწეობის რიგს; რომელიმე სწავლის რიგზედ მოყვანას და გარდამოცემას.

შუა საუკუნეებში იყო. დასავლეთს ევროპაში ერთნაირი წოდებაების ერთი ერთმანეთზედ დამოკიდებულება, რომელიც ემგზავსება ჩვენებურს თავად აზნაურების და გლეხების დამოკიდებულებას. როცა მაგალითად, რომელიმე გერმანიელი კოროლი დაიპყრობდა რომის იმპერიის ნაწილს, მიწას ჰყოფდა სამ ნაწილად, ერთი ნაწილი და ამასთანავე ყველა საიმპერატორო საკუთრება მიჰქონდა თვითონ კოროლს; მეორეს უნაწილებდა მხლებელებს, იმ პირობით რომ მშვიდობის დროს სასახლეში ემსახურნათ და ომის დროს სამხედრო სამსახური აესრულებინათ; მესამეს უტოვებდა ადგილობრივს ხალხს, იმ პირობით, რომ ღალა ეძლიათ. მხლებელები, რომელთაც მიწა უბოძა კოროლმა, შეადგენდა თავის უფალს წოდებას. კოროლს უნდოდა რასაკვირველია, რომ ეს თავისუფალი კაცები ძლიერ ერთგულები ყოფილივნენ მისი და ამისთვის, ვინც იმათგანი ცოტაოდენს სიერთგულეს და სიმხნეს გამოიჩენდა, იმას აძლევდა ისა საჩუქრად თავისი საკუთარი მიწის ნაწილს (ლენი, ბენეფიციუმი); ამ დასაჩუქრებულს ეწოდებოდა „მელენე ყმა“ ანუ „ვასსალი“, და კოროლს „მელენე უფალი. ნაჩუქარი მიწა ან დროებით იყო მიცემული, ან პიროვნებით საკუთრებად, რომელსაც კოროლი წაართმევდა, თუ რომ ვასსალი კარგად არ აასრულებდა პირობას. მაგრამ შემდგომში, დროებითი საკუთრება სამკვიდროდ მიითვისეს ვასსალებმა და ისე გაძლიერდნენ, რომ თვითონაც კოროლსავით ცხოვრებდნენ; ჰქონდათ თავიანთი სასახლეები, ციხეები; ომის დაწყება, შერიგება და სხვ . თვითონვე შეეძლოთ უკოროლოდ. თავის მხრით ვასსალები სხვა ღარიბ-თავისუფლებს ასაჩუქრებდნენ ლენებით თავის საკუთრებისაგან. აგრეთვე ეპისკოპოსები და აბბატებიც, რომელნიც კაროლის ვასსალები იყვნენ, აძლევდნენ ლენებს რაინდებსა, რომელთაც უნდა დაეცვათ მონასტრები – ზოგიერთი თავისუფლები, თუ იმისათვის რომ სამხედრო სამსახურისაგან განთავისულდნენ, თუ იძულებული უმდიდრესის ვასსალობისაგან, სრულიად ეყმენ კოროლის ვასალებს, მიწა იმათ შეატოვეს თუ ნებით, თუ უნებურად; ბეგრად დაადვეს ამ ყმებს მიწის ღალა, სამსახური და მუშაობა. იმ დროში იყვნენ კიდევ სხვა გლეხებიც, რომელნიც მიწას ეკუთვნოდნენ, ე.ი. ვისაც მიწას მისცემდნენ, ეს გლეხებიც იმას უნდა ყმობოდნენ. ამ გლეხებს არაფერი სიმართლე არ ჰქონდათ მიცემული, ეპყრობოდნენ იმათ ისე, როგორც ტყვეებს. თავისუფლებთაგან ზოგიერთმა დაიცვეს დაუმოკიდებლობა, თავისი სიმდიდრის გამო, და ისინი იწოდებოდნენ ბარონებად. მტაცებლობა, ომი, გზაზედ ცარცვა, კაცის კვლა და სხვა ამ გვარი თითქოს ხელობა იყო მაშინდელი საერო და სასულიერო კაცებისა; ვასსალები ერთმანეთს აიკლებდნენ; ღარიბები იმისთვის ემორჩილებოდნენ მძლავრ ვასალს რომ დაიცვას ისინი, რომ ის ყოფილიყო იმათი შემწე, პატრონი. მაგრამ ვაის გავუარე და ვუის შევეყარეო, ისე დაემართათ იმათ. სანამ თავისუფალნი იყვნენ, მანემდის იმისთვის იკლებდნენ, რომ ღარიბიაო და როცა ვასსალს ეყმენ, ახლა იმისთვის აოხრებდნენ მათ სახლ კარს, რომ ჩემს მტერს ვასსალს ეკუთვნიანო – აგრე, ყველაზედ უფროსი იყო კოროლი, იმას ქვევით ვასსლი, როგორც სასულიერო წოდების, აგრეთვე საეროს; კოროლის ვასსალებზედ უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ მათზედ დაუმოკიდებელი, იყო. ბარონი. ვასსალს შემდეგ უცროსი ვასსალი და რაინდი; ბოლოს გლეხი და ტყვე. ეს სხვა და სხვა წოდებაების ერთმანეთზედ დამოკიდებულება, რომელიც ართმევდა თავისუფლებას, როგორც მაღალის წოდების კაცებს, ისე დაბალისას, და რომელის პირობებიც ძლიერ დაიხლართა შემდგომისათვის, იწოდება ლენურ დაწყობილებად, ფეოდალურ სისტემად, ფეოდალიზმად.

5 პრინციპი ნიშნავს საფუძველსა, რომელზედაც დამოკიდებულია კაცის აზრის გამოხატულება ყოველივე საგანზედ, ან კითხვაზედ; – გზასა, რომელსაც შესდგომია კაცი ყოველს თავის მოქმედებაში; – საზოგადო აზრს, რომლისაგან, როგორც წყაროისაგან, მომდინარეობს ყოველივე კერძოიბითი ანუ დაწვლილებითი ჰსჯა.

6 რეფორმაციაა სარწმუნოების გადასხვაფერება რომელიმე ხალხში, გადაკეთება. მაგ. ლიუტერმა რომ კათოლიკების სარწმუნოება გადააკეთა და უმრავლესმა ევროპის ხალხმა მიიღო ის, ამასა ჰქვიან რეფორმაცია; თვითონ ლიუტერს ეძახიან რეფორმატორს. რეფორმაცია შესანიშნავი შემთხვევაა ევროპის ხალხთ ცხოვრებაში. ამისთანა შემთხვევაებს უწოდებენ ეპოქად. მაგ. ქრისტეს დაბადება ეპოქაა ქრისტიანებისათვის, მაჰმადის – თათრებისათვის და სხვ.

7 რელიგია – სარწმუნოების აღსაარება რომელიმე სწავლის კანონთამებრ; სჯული. –

8 გარანტია – თავისი სიმართლის დაცვის იმედი ლაპარაკში, ან მოქმედებაში, ან კუთვნილებაში. საზოგადოების გარანტიაა სამართლიანი კანონები. იმ საზოგადოებაში, საცა ერთს პირს მეორესი დაჩაგრვა შეუძლიან, იტყვიან, პიროვნობას გარანტია არა აქვსო. – ფულის გამსესხებელის გარანტიაა ვექსილი, ან გირაო, –

9 ვსთქვათ რომ არის ერთი საზოგადოება, რომელშიაც კერძოობითი საკუთრება არ არის, ე.ი. საცა მიწა საზიაროა (საერთო, დაუყოფელი), საცა საზოგადოების წევრები ყველაფერს ზიარად მუშაობენ და შრომის ნაყოფს ზიარად ხარჯავენ, საცა ყველა წევრები თანასწორი სიმართლით სარგებლობენ, ყმაწვილებს საზოგადო ხარჯზედ ზრდიან და ასწავლიან, მმართველობა და მსაჯულება თვითონ ხალხს ეკუთვნის, აი ამისთანა საზოგადოებას უწოდებენ „კომმუნას“. ძველს დროში ყოველს ხალხის საზოგადოებაებს რაღაც ამის მსგავსი დაწყობილება ჰქონიათ ე.ი. კომმუნური, და ახლაც არის ზოგიერთს ხალხში. ისტორია წარმოგვიდგენს მრავალს მაგალითს. ერთი ამათგანია გერმანიელი ხალხების ძველი ზოგადაწყობილება. ინგლისელები, რომლებსაც აქ იხსენებს რუსული მწერალი, არის გერმანიელი ხალხი, რომელიც მეხუთე საუკუნეში გადასულა ბრიტანიის კუნძულზედ, სადაც გადიტანეს იმათ თავისი წესიც. ინგლისელებს (უწინ ანგლები და საქსები) ჰქონდათ პირველად საზოგადო მიწა; საზოგადო საქმეებს სწყვეტდა ხალხის კრება; ჰყავდათ ხალხისაგან ამორჩეული მოხელე კაცები. – მეთერთმეტე საუკუნეში ბრიტანიაში დაეფუძნა ფეოდალური სისტემა და მას აქეთ ინგლისელებს არა ჰქონიათ საზოგადო მიწა. მიწა ჩაიგდეს ხელში დამპყრობელმა კოროლმა და მის მხლებელ მხედრებმა. მაგრამ თავისუფლება, მონაწილეობა საზოგადო საქმეებში და კომმუნური ხასიათი არას დროს არ დაუკარგავთ ინგლისელებს. ამ თვისებაებით განირჩევიან შემდგომში როგორც ქალაქებისა და სოფლების საზოგადოებაები, ისე საერთო შრომა პატარ-პატარა საზოგადოებებში (ასსოციაციები). ერთის სიტვით ინგლისელებმა იმდენზედ გაიტანეს საქმე, რომ ეხლანდელს ინგლისელს მსაჯულებაში დ მმართველობაში ისევ ის უწინდელი წყობლებაა საფუძვლად. – მუდამ ყოფილან და არიან კიდეც იმისთანა კაცები, რომელნიც სრულს კომმუნურს დაწყობილებაში ხედვენ ზოგად-წყობილების იდეალსა, და ამბობენ რომ კაცობრივობა ამ იდეალისკენ მიისწრაფისო, რომ კაცობრივობის ზოგად-წყობილების პროგრესსი, წინ მსვლელობა ის არისო, რომ ახლდებოდესო. ძველუბური კომუნური წყობილება, მაგრამ ამასთანავე უფრო იხსნებოდესო, უფრო სისრულეში მოდიოდესო. – კაცობრივობას ჯერ ვერ მიუწევიაო ამ იდეალთან სხვა და სხვა გარეგან გარემოებების გამო და ამისთვის ყოველი კაცი იმას უნდა სცდილობდესო, რომ ეს გარემოებები ღო-ესავით გადაამტვრიოსო, მაგრამ იმათ ვინ აჰყვება.

10 რელიგიური სექტა-რელიგიური პარტია, რომელიც დასცილებია სარწმუნოებას მხოლოდ იმისთვის, რომ არ ეთანხმება მას ზოგიერთს წვრილმან დოღმატებში ან ღვთის მსახურების გარეგან წესში.

11 სტუარტები იმ კოროლების გვარია, რომელნიც მეფობდნენ ინგლისში მრთელს მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაში.

12პრივილეგია – განსხვავებული ან მომეტებული სიმართლე. მაგ. ჩვენში თავად აზნაურებს უფრო ბევრი სიმართლე აქვსთ მიცემული, ვინემ გლეხებს. –

13იერარხია – უცროს უფროსობა რომელიმე საზოგადოების დაწყობილებაში, ან მმართველობაში. მაგ. გლეხი, აზნაური, თავადი არის საზოგადოებითი იერარხია; დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი სასულიერო წოდების იერარხია. – მართველობაში – მაზრის ნაჩალნიკი, უეზდის ნაჩალნიკი, გუბერნატორი და სხვ...

14 ემიგრაცია – გადასახლება ერთის ქვეყნიდამ მეორეში. ემიგრანტი – იძულებით გასული ერთის სახელმწიფოსაგან მეორეში, და ამასთანავე დროებით. –

15 ადმინისტრაცია – მმართველობა.

16 თუ რომელიმე სახელმწიფოში უოველივე მაზრა თავისუფლად მართავს თავის თავს, როგორც მმართველობაში ისე მსაჯულებაში, საცა მაზრის საქმეები იშვიათად მიაწევს ხელმწიფის ყურამდის, ან ყველა მაზრების საზოგადო სასამართლომდის, მაშინ იტყვიან იმ სახელმწიფოში დეცენტრალიზაციაო; თუ თავუყუღმა არის ე.ი. თუ სახელმწიფოის ყველა საქმეები ერთის კაცის ხელში ან ერთს საზოგადო სამართლოში გადის, მაშინ იქ ცენტრალიზტია იქნება

17 კონსტიტუცია – ნახე მეხუთე შენიშვნა.

18 მერი – ქალაქის თავი, ქალაქის მსაჯული.

19 კონტროლი ზედა მხედველობაა ვისმეს მოქმედებაზედ და ანგარიშის მოთხოვა. –

20 ადვოკატი – მოსარჩლე, ვექილი. კაცი რომელიც ლაპარაკობს მოდავეების მაგიერ სახალხო პირადს სამსაჯულოში – შეფიცებულები – საქმის გამსჯელები, ე.ი. ისინი რომელნიც გარდასწევეტენ, ეს დანაშაულიაო და ეს მართალი. –

21 იურიდიკულად განათლებული – ვინც კანონები კარგად იცის, – იურისტი. – იურისპრუდენცია – კანონების ცოდნა; სწავლა კანონებზედ. –

22 პროეკტი – რამე საგანზედ ჰაზრის გამოხატვა, რჩევა პლანის შედგენა – ბიუდჟეტი – ხარჯი, საჭირო რომელიმე დაწესებულებისათვის, ანუ საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსათვის – შემოსავალი და გასავალის ანგარიში.

23 ხარისხი მმართველობის ან სამსაჯულო სასამართლოებისა იწოდება ინსტანციად. –

24 კაპიტალი – სერმია, ნაღდი ფული, რომლითაც ვაჭრობს ან რამეს აკეთებ; ყოველისფერი რაც კი სარგებლობს, მთავნობს. ყველა ის სასარგებლო ან გამოსადეგი ნივთები, რაც ერთს კაცს ან საზოგადოებას აქვს და ატრიალებს თუ აღებ მიცემაში, თუ სხვა რამეში.

25 დოლლარი უდრის 1 მან. და 31 კოპ. –

26 ელემენტი – შემადგენელი ნაწილი რისამე. ელემენტური პირველ-დაწყებითი, თავ და პირველი – ელემენტური შკოლები – უმდაბლესი შკოლები

27 სწავლაზედ ბევრი სიტყვა გვაქვს ჩვენ თუ დამტკიცებითი, თუ უკუთქმითი, და ამათი განმარტება მსურს: „უსწავლელი, უმეცარი, გაუნათლებელი; ნასწავლი, სწავლული, მეცნიერი, განათლებული,“ – შეიძლება რომ კაცს სრულიად არაფერი არ ესწავლოს, მაგრამ უმეცარიაო ვერ ვიტყვით ხანდისხან, ვიტყვით კი, უთუოდ გაუნათლებელიაო; შეიძლება კაცი ნასწავლი იყოს, და ამათთან სწავლულიცა და მეცნიერიც, მაგრამ შეიძლება რამ გაუნათლებელიც იყოს ამ შემთხვევაში; ნასწავლი და განათლებულიც შეიძლება იყოს კაცი და სწავლული კი არა, ახლა მიხვდით ვგონებ, რომ ამერიკელებს არა სურთ არც უსწავლელები და არც მარტო სწავლულები და მეცნიერები, რომელთაც ჩვენში დიდი პატივისცემა აქვსთ, რადგანაც ისინი ხმა მაღლად მჭევრ მეტყველებენ. –

28 სენატსა და დეპუტატთ კრებას ჩრდილ. ამერიკაში ეწოდება ორივეს ერთად კონგრესსი. –

29 ამ სიტყვის ახსნა მგონია საჭირო არ იყოს, იმედია ყველამ იცის –

30 ტრაკტატი – შეკრულობა, პირობა ორს სახელმწიფოს შუა.

7 II ორ ნაირი სწავლა

▲back to top


II ორ ნაირი სწავლა.

(სტატია ბასტიასი)[1]

მე, მგონია, მკითხველი, რაკი გაათავებს წინად თქმულის წაკითხვას – თუ კი გაათავებს – დაიძახებს: „მართლა უჩივიან ეკონომისტებს, რომ პირწყლიანობა და სიცხოვლე აკლიათო. ვერაფერი კაცობრიობის სურათია! როგორ! მაშ მცარცველობა ყოფილა რაღაც ბედის წერის და ჩვეულებრივი ძალა, რომელიც სხვა და სხვა სახით, სხვა და სხვა მიზეზით, კანონ ქვეშ და კანონ გარეთაც გაუწყვეტლად მოქმედებს, რომელიც უსამღთოეს საგანთაცა ბოროტად ხმარობს, რომელიც ადამიანის სისუსტით და გაუნათლებლობით სარგებლობს და რომელიც ამ ორ საზდოსაგან იზდება! განა შეიძლება კაცმა ამაზედ უფრო შემაწუხებელი სურათი დახატოს ქვეენიერობისა?“

საქმე იმაში კი არ არის, რომ შემაწუხებელია, საქმე იმაშია, რომ მართალი და ჭეშმარიტია, თუ არა? ამის პასუხს ისტორია იტყვის.

საპოლიტიკო ეკონომიის საქმე ის არის, რომ კაციც და ქვეყანაც გასინჯოს, ისე როგორც ნამდვილად არის. საპოლიტიკო ეკონომია არ იკვლევს იმას, თუ როგორი იქნებოდა საზოგადოება, რომ ღმერთს ადამიანი ისე არ გაეჩინა, როგორც გააჩინა. შეიძლება ვიწუხოთ, რომ შემოქმედმა ზოგიერთი ბრძენი და საზოგადოობის დამწყობი არ მოიწვია, როცა კაცს აჩენდა, რომ რჩევა ეკითხნა. რასაკვირველია, მაშინ საზოგადოება ის საზოგადოება აღარ იქნებოდა, რომელშიაც ჩვენ ეხლა სულს ვიბრუნებთ, ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ. მაგრამ რადგანაც ღმერთმა ბრძენთა დაუკითხავად გააჩინა ქვეყანა და მის გაჩენილს საზოგადოებაში „ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ დ ვარსებობთ“ (in eo vivimus, movemus el sumus) ჩვენ მარტო ისღა დაგვჩენია, რომ ამ საზოგადოების კანონები გამოვიკვლიოთ, ავღსნათ – ერთის სიტყვით – ვიცნოთ, ნამეტნავად მაშინ, თუ საზოგადოების გამჯობინება ამ ცოდნაზედ დამოკიდებულია.

ჩვენ არ შეგვიძლიან ისე მოვახდინოთ, რომ კაცის გულს გაუმაძღარი სურვილი არა ჰქონდეს.

ჩვენ არ შეგვიძლიან ისე მოვახდინოთ, რომ სურვილთა აღსრულებისათვის შრომა საჭირო არ იყოს.

ჩვენ არ შეგვიძლიან ისე მოვახდინოთ, რომ კაცს შრომის სიმძულვარე იმოდენად არა ჰქონდეს, რამოდენათაც სიამოვნების სიყვარული აქვს.

ჩვენ არ შეგვიძლიან კაცის გულიდამ გაუწყვეტელი – ნდომა სიამოვნების მომატებისათვის წავართოთ და ისე მოვახდინოთ, რომ მაგ ნდომის გამო თავისი შრომის ტვირთი სხვას არ მოახვიოს კისერზედ ან ძალით, ან ცდუნებით და მოტყუებით.

ჩვენ არ შეგვიძლიან მთელი ქვყენიერობის ისტორიის გაუქმება, ჩვენ არ შეგვიძლიან პირში ბურთი ჩაუდოთ წარსულს, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ამ ნაირად წარმოებდა საქმე დასაბამითვეო. ჩვენ არ შეგვიძლიან უარ ვყოთ, რომ ჩხუბი, ტყვეობა, ბატონ-ყმობა, ძალის ბოროტ-მოქმედება, ყოველი გვარი მოტყუება წარმოადგენენ დაურღვეველს და საშინელს მოქმედებას ამ ორის გრძნობისას, რომელნიც კაცის გულში შეერთებულნი არიან: „სიამოვნების წყურვილისა და შრომის მძულვარებისა“.

„ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ...“ მაგრამ ყველას ის უნდა, რომ ბევრი პური იშოვოს და ცოტა ოფილი დაღვაროს. ეს ისტორიული დასკვნაა.

ღვთის მადლით, ისტორია ამასაც გვაჩვენებს, რომ დღე და დღე როგორც სიამოვნება, ისე შრომა თან და თან ყველასათვის თანასწორად იყოფება.

თუ ეს ესრეა მაშ საზოგადოებაში ყოფილა იმისთანა ბუნებითი და უმაღლესი ძალა, რომელიც თან და თან უსამართლოების თესლს განსდევნის და უფრო და უფრო ამოყავს თესლი სიმართლისა.

ჩვენ ვამტკიცებთ რომ საზოგადოებაში არის ამისთანა ძალა და იგი თვით ბუნებისაგან ჩანერგულია.

მაშ ვეცდებით გაჩვენოთ ის კეთილ მოქმედი ძალა, რომელიც წარმატებით მიილტვის, რომ დაამარცხოს ძალა ბოროტმოქმედი, რომელსაც ჩვენ „მცარცველობის“ სახელი დავარქვით.

ყოველს ბოროტს საქმეში ორი პირია გარეული: ერთი ის კაცი, რომელიც ბოროტს მოქმედობს და მეორე ისა, რომელზედაც ბოროტს მოქმედობენ, ანუ „აგენტი და პაციენტი (agent et patient) პირი“ „მოქმედებითი“ და „პირი ვნებითი“.

მაშასადამე ორი ღონისძიება არის ბოროტის მოსპობისათვის: ან მოქმედებითმა პირმა თავის ნებით უნდა მოიშალოს ბოროტის ქმნა, ან ვნებითმა პირმა არ უნდა აქმნევინოს ბოროტი საქმე.

აქედამ გამოდის ორ ნაირი სწავლა. რომელნიც არამც თუ ერთმანეთის წინააღმდეგნი არიან, არამედ ერთად მოქმედობენ: ერთი „სარწმუნოებისა, ანუ ფილოსოფიური“, მეორე „ეკონომიური“.

რომ ბოროტება მოსპოს, სარწმუნოება მიჰმართავს თავის სწავლას ბოროტის მიზეზს, ესე იგი, კაცს, რომელიც ბოროტსა იქმს. სარწმუნოება ეუბნება მას: „გაჰსწორდი; გაიწმინდე; თავი დაანებე ბოროტს; ჰქმენ კეთილი, გულის ვნებანი შენნი შეიმაგრე; ნუ შეაწუხებ მოყვასსა, რომელიც შენ უნდა გიყვარდეს, როგორც თავი შენი და რომელსაც შენ უნდა შველოდე; იყავ ჯერ მართალი, მერე მოწყალე. ეს სწავლა არის და იქნება ქვეყნის დასასრულამდინ თვით უმშვენიერესი, თვით ულმობიერესი, მისთანა, რომლითაც მთელი ახოვანება და დიდება კაცობრიობისა უნდა გამოჩნდეს და რომელიც ყოველთვის საკვირველი და თანა საგრძნობელი იქნება კაცთაგან.

საპოლიტიკო ეკონომიის წადილიც ეგ არის, მაგრამ ეს სხვა გზით მოქმედობს: ეს იმაზედ მოქმედობს, რომელიც ვნებითია, ესე იგი, იმ კაცზედ, რომელსაც ბოროტს ადენენ, იგი აჩვენებს კაცს რა ბოლოც მოსდევს ყოველს მოქმედებას და ამ უბრალო საქმით იძულებულ ყოფს წინააღმდეგი გაუწიოს იმ საქმეს, რომელიც მავნებელია და პატივი სცეს მას, რომელიც სასარგებლოა. საპოლიტიკო ეკონომია ცდილობს დაჩაგრულებში განავრცელოს მოდენა მახვილგონიერება, განათლება და სამართლიანი უნდოობა, რომ დაჩაგვრა უფრო და უფრო ძნელად ხდებოდეს და დამჩაგვრელისათვის საშიშარი იყოს.

უნდა ვსთქვათ, რომ საპოლოტიკო ეკონომია თითონ დამჩაგვრელზედაც მოქმედობს. ყოველ ბოროტ-მოქმედებაში კეთილიც არის და ბოროტიც: ბოროტი მისთვის, ვისაც ადენენ და კეთილი მისთვის, ვინც ბოროტს იდენს. ეს რომ არ იყოს ვიღა იქმოდა ბოროტსა. მაგრამ კეთილი ამ შემთხვევაში თავის დღეში ვერ ჰსძალავს ბოროტსა. ბოროტი ყოველთვის და აუცილებლად მეტია ხოლმე კეთილზედ და თვით დაჩაგვრის ბოლოც ის არის, რომ ღონე ეკარგება, განსაცდელში აგდებს დამჩაგვრელსა, შურისგებას აღვიძებ თავის წინააღმდეგ, და ძვირად უჯდება ის სიფრთხილე, რომელიც მან უნდა იქონიოს. მაშასადამე დაჩაგვრა, არამც თუ მარტო დაჩაგრულების მტრობას აღვიძებს, არამედ სიმართლის მხარეზედ გადმოიყვანს ხოლმე მათ, ვისიც გული გარყვნილი არ არის და აშფოთებს თვით დამჩაგვრელების მშვიდობიანობას.

ადვილი მისახვედრია, რომ ეკონომიური სწავლა გულს კი არ ელაპარაკება, არამედ ჭკუასა; იმას კი არა ცდილობს რომ დააჯეროს, არამედ იმასა, რომ დაამტკიცოს; რჩევას კი არ აძლევს, არამედ გამოცდილებას აჩვენებს; მისი დანიშნულება ის კი არ არის, რომ გული ატკინოს ნახულით, არამედ ნახული აღსნას და გამოიკვლივოს და მარტო იმითი ჰძლევს ბოროტებასა, რომ საზდოს უწყვეტს; ადვილად გასაგებია, ვამბობ მე, რომ ამ სწავლას ემდურიან: პირწყლიანობა და სიცხოველე არა აქვსო.

სამდურავი სწორეა, მაგრამ უსამართლო კი არის. ეს სწორედ იმასა ჰგავს, რომ ჰსთქვათ: რატომ საპოლიტიკო ეკონომია ყველაფერს არ გვიხსნისო, ყველაფერს ხელს არ მოჰხვევსო? რატომ მთელი ქვეყნიერობის მეცნიერება არ არისო? როდის დაიჩემა ეგენი, რომ მაგაებსა ჰსთხოვთ?

ეგ სამდურავი მაშინ იქნებოდა საბუთიანი, როცა საპოლიტიკო ეკონომიას თავისი მოქმედების ღონისძიების გარდა სხვა ყოველი ღონისძიება გაეკიცხა და უარეყო; როცა ეთქვა, რომ ჩემს იქით ხსნა არ არისო; როცა ფილოსოფიისათვის და სარწმუნოებისათვის დაეშალა ადამიანის გასწორება და ეთქვა: დაანებეთ თავი, თქვენი ღონისძიება ამაო არისო; მარტო მე შემიძლიან ადამიანის გასწორებაო.

წარმოვიდგინოთ, რომ ერთ და იმავე დროს სარწმუნოებაც დ ეკონომიაც ერთად მოქმედობენ სარწმუნოება თვით ბოროტების წყაროს მოჰკიდებდა ხელს, ეტყოდა ბოროტის მსურველს: ნუ იქმ ბოროტს; აი ბოროტი რა საძაგელი რამ არის. საპოლიტიკო ეკონომია კი ეტყოდა: ნუ აქმნევინებთ ბოროტსა; აი ამ ბოროტს რა ბოლო მოსდევს. ერთი ბოროტების წყაროს დაშრობას ეცდებოდა, მეორე ბოროტების წინააღმდეგობას.

ამასაც კი ვიტყვი, რომ სარწმუნოების ძლევა მოსილობა უფრო მშვენიერია, სანუგეშო და ძირეული; ხოლო ამავე დროს ძნელია არ მივიღოთ, რომ ძლევა საპოლიტიკო ეკონომიისა უფრო ადვილია და უებარი.

უ. ბ. სეიმ[2] რამდენიმე სტრიქონით, რომელიც მრავალ ტომებზედ უფრო ძვირია, ჰსთქვა, რომ „ერთს ოჯახში ბოროტების და ურიგობის მოსპობისათვის ორი ღონისძიება იყოვო: „ან ტარტუფი უნდა გაესწორებინათ, ან ორგონი გაესწავლებინათო“ (ესე იგი, ან პლუტი გაესწორებინათ, ან უსწავლელი გაესწავლებინათ.) მოლიერი – ეგ კაცის გულის საოცარი და დიდი გამომხატველი – ყოველთვის მეორე ღონისძიებას ხმარობდა, როგორც უფრო საიმედოს და ადვილსა.

ქვეყნიერობაზედაც ეგრე არის ხოლმე.

თქვენ მითხარით რას იქმოდა ხოლმე ცესარი, მე გეტყვით, რანი იყვნენ მაშინდელი რომაელნი.

თქვენ მითხარით, რას შვრება ეხლანდელი დიპლომატია, მე გეტყვით და აღგიხსნით ხალხთა ზნეობითს მდგომარეობასა.

თუ თითონ ფრანცია ამაო დიდებით ატაცებული არ უოფილიყო, მისი გამოჩენილი მინისტრი უფ. გიზო ამას ვერ იტეოდა: „ფრანცია საკმაოდ მდიდარიაო, რომ თავის დიდებისათვის ფული ხარჯოსო“.

თუ თითონ ფრანციას ჰსცოდნოდა, რომ „დიდი ხარჯი და თავისუფლება ერთად ვერ მოთავსდებიან“ იგივე მინისტრი ამას არ იტყოდა: „თავისუფლება საკმაოდ ძვირფასია, რომ ფრანცია მასზედ ვაჭრობას არ მოჰყვესო“.

ამორჩევაში, რომ ქრთამის ამღებნი არიან. იმიტომ კი არა რომ არიან ქრთამის მძლეველები, არამედ ქრთამის მძლეველები მიტომ არიან, რომ ამღებნი არიან. ამათზედ არ არის დამოკიდებული ქრთამის აღმოხოცვა?

მაშ დაე სარწმუნოების მცნებამ გული გაუკეთოს. ტარტიუფებსა, ცესარებსა, კოლონიების და დიდისა და შემოსავალიანი თანამდებობის პატრონებს. საპოლიტიკა ეკონომიის საქმე კი ის არის, რომ გაანათლოს ისინი, ვისაც ეგ ბატონები ატყუებენ.

ამ ორ ღონისძიებათა შორის, რომელი უფრო ადვილია და უებარი საზოგადოების წარმატებისათვის? ამას თქმა უნდა? მე ვგონებ მეორე. მე ვშიშობ კიდეც, რომ კაცობრიობამ ჯერ საპოლიტიკო ეკონომიის სწავლა არ დაიწყოს ყველაზედ უწინ.

რასაც კი ვხედავ, ვკითხულობ, ვჰსინჯავ და გამოვიკითხავ ხოლმე, მე არცერთს ბოროტს მოქმედებას არა ვხედამ, რომ თითონ ბოროტმომქმედის ნებით მოსპობილიყოს.

მაგრამ კი ბევრი ბოროტი მინახამს მოსპობილი იმათგან, ვინც მისგან ტანჯულან.

მაშასადამე იმის აღწერა რა ბოლოც მოსდევს ბოროტმოქმედებასა უფრო უებარი ღონისძიება ყოფილა ბოროტის მოსპობისათვის.

ეხლა ეს უნდა ვიკითხოთ: მარტო ამ გვარს სწავლას, ესე იგი მარტო. საპოლიტიკო ეკონომიას შეუძლიან განა იმისთანა სისრულე მისცეს საზოგადოებას, რომლის იმედიც და ლოდინიც უ და გვქონდეს კაცის სულის სიკეთისაგან და მის პატიოსან ნიჭთაგან? არა, არ შეუძლიან. წარმოვიდგინოთ, რომ გარცელებულია საპოლიტიკო ეკონომიის სწავლა, რომელიც იმის მეტი არ არის რა, რომ ცნობიერად გაგებული იყოს სარგებლობა, ყოველთვის ზედ გადაბმული საზოგადო სარგებლობასთან და სამართლიანობასთან. რა იქნება ის საზოგადოება? მაგდენი არაფერი. ძალიან უფერული იქნებოდა ის საზოგადოება, თუმცა კარგად გაწყობილი კი, საცა პლუტები არ იქნებოდნენ მარტო იმისთვის, რომ სულელები არ არიან; საცა საკმაო იქნებოდა მცირედი მიზეზი, რომ გაცოცხლებულიყო. ბიწიერება, რომელიც მიმალული იქნებოდა და მიდუნებული შიმშილისაგან; საცა სიფთხილე თვითეულის პირის დამოკიდებული იქნებოდა საზოგადო. მღვიძარებაზედ და დასასრულ საცა სიკეთე გარეგანს სახეზედ კი დაეტყობოდა ყოველს საქმეს, მაგრამ გულამდინ კი ვერ მიახწევდა. მაგისთანა საზოგადოება ეგვანებოდა იმ კაცსა, რომელიც ყველაფერზედ მტკიცეა, სწორეა, დამჯდარია, სამართლიანია; რომელიც ყოველთვის მზათ არის, რომ უარ-ჰყოს მცირედი ბოროტმოქმედობაცა და ყოველის მხრით დაიცვას თავისი თავი და ღირსება; პატივსაცემია ამისთანა კაცი, საკვირველია, მაგრამ მას დეპუტატად კი ამოირჩევდით და მეგობრად კი არ გაიხდით.

მაშ დაე სარწმუნოებამაც და საპოლიტიკო ეკონომიამაც იმის მაგიერ, რომ ურთი ერთი ჰკიცხონ, ერთად შრომა იკისროს და ბოროტს შეებან სხვა და სხვა მხრით. როცა ეკონომისტები თავის საქმეს აკეთებენ, თვალებს უხილვენ სულელებსა, ცრუ სწავლას ძირიანად ჰსთხრიან, იკვლევენ და ხსნიან მოქმედების და საგნის ჭეშმარიტს ბუნებასა, დაე იმავე დროს სარწმუნოების მსახურმა თავის მხრით ხელი მიჰყოს თავის საქმეს უფრო სანდომიანს და მიმზიდველს, მაგრამ უფრო მძიმესაცა. დაე იგი პირის პირ ბრძოდეს უსამართლოებასთან; დაე სდევნოს მას კაცის გულის სიღრმემდინა; დაანახვოს ხალხს თავს გადადების, კეთილმოქმედების, სიყვარულის და გულშემატკიერობის სიტკბოება; დაე პირი მოხსნას კეთილ მოქმედების წყაროს იქ, სადაც ჩვენ მარტო ბიწიერების წყაროს ამოშრომა შეგვიძლიან; – აი სარწმუნოების მსახურის საქმე: იგი პატიოსანია, კეთილშობილიურია და მშვენიერი. მაგრამ იგი რად უნდა გვეცილებოდეს იმ საქმესაცა, რომელიც ჩვენა გვრგებია?

იმ საზოგადოობაში, რომელიც გულით კეთილ მოქმედი არ იქნებოდა, მაგრამ ეკონომიის სწავლით კი კარგად გაწყობილი, განა იმ საზოგადოობაში უფრო ადვილი და შესაძლებელი არ იქნებოდა სარწმუნოების სწავლის გავრცელება?

ამბობენ ჩვეულება – რჯულთ უმტკიცესიაო.

ის ქვეყანა, საცა ყველანი გადაეჩვევოდნენ უსამართლობას, საკუთრად იმის გამო რომ საზოგადოების განათლებული ნაწილი წინააღმდეგობას გაუწევდა, იქნება ვერაფერი ყოფილიყო. მაგრამ მე მგონია, რომ იგი იქნებოდა კარგად მომზადებული უფრო უმაღლეს და უწმინდაეს სწავლის მიღებისათვის. ბოროტობას რომ გადაეჩვივოს – ეს დიდი ნაბიჯია სიკეთისაკენ გადადგმული. ადამიანს უძრავად ყოფნა არ შეუძლიან. კაცნი, ბიწიერების გზიდამ გადმოსულნი, რომელიც მხოლოდ გასაკიცხავად გახდიდა მათ, მით უფრო მომეტებულად იგრძნობენ კეთილ მოქმედების სიმშვენიერესა.

იქნება კაცთა საზოგადოებამ ჯერ ეგ უფერული მდგომარეობა უნდა გამოიაროს, რომელშიაც კაცნი კეთილ მოქმედნი იქნებიან ანგარიშისაგამო და არა გულითა, რომ ბოლოს აქედამ აიწიონ იმ მდგომარეობამდინ, რომელიც უფრო პოეტიური იქნება და რომელშიაც კაცნი კეთილს იქმონენ არა რომელიმე ანგარიშისაგამო, არამედ წრფელის გულითა და მოწადინეობითა.

_____________

1 ამისი დასაწყისი არის ავგუსტოს საქართველოს მოამბეში, სახელდობრ სტატია: მცარცველობის ფიზიოლოგია.

2 გამოჩენილი ფრანციის მწერალი და ეკონომი.

8 საბრალონი

▲back to top


საბრალონი

(დასაწყისი იხ.№9)

სკამს სხვები ეფარნენ, თუ იმიტომ, რომ ზალა კარგათ განათლებული არ იყო და ბნელოდა.

სწორეთ იმ დროს, როცა მადლენი ოთახში შევიდა, დასასჯელ ტუსაღის ადვოკატმა, იმ გასასამართლებელის დასაცველი და დასაფარავი სიტყვები გაათავა.

ადვოკატი ურიგოთ არ ამბობდა და კარგათაც ლაპარაკობდა. ის ტუსაღის ქცევას ამართლებდა, რომელშიაც მართლა გასამტყუნარიც არ იყო. ავდოკატმა ჯერ ვაშლების მოპარვაზე დაიწყო და ამბობდა, შანმატიეს ქურდობა ვაშლებისა ნათლად და საბუთებით არ არი დამტკიცებულიო. ვინ მიასწრო, ვის უნახავს როცა შანმატიე კედელზედ გადამძვრალა და ვაშლის ტოტი მოუტეხიაო? მართალია, როცა ეს დაუჭერიათ, ვაშლის ხის ტოტი ხელში სჭერია; მაგრამ ეს თითონ ამბობს გზაზე ვიპოვნე და ავიღეო. ვინ იტყვის და რით დამტკიცებს რომ შანმატიე სტეფის? რაღა თქმა უნდა, რომ ვინმე ავაზაკი კედელზედ გადამიკრალა, ტოტი მოუტეხია, მერე რისამე შეშინებია და ხელიდამ გაუგდია.

რასაკვირველია ქურდი ვინმე უთუოდ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ვინ დაამტკიცებს, რომ ხის ტოტი ამას მოუტეხია და არა დედამიწიდამ აუღია? ვინ დაამტკიცებს, რომ ვაშლების ქურდი სწორედ შანმატიეა? უჭკი მარტოდ ამაზე იმიტომ უფრო გაქვსთ, რომ ეს ძველი კატორღელია, ამაში მეცა ვარ დამტკიცებული და მჯერა რადგანაც ოთხი მოწმები ამის უწინდელი ამხანაგები ამტკიცებენ. მართალიაო, ადვოკატმა სთქვა, ეს უბედური ყველაზედ უარს ამბობს, ქურდობაზედაც და კიდევ იმაზე, რომ ეს, ვითომც უწინ კატორღული არა ყოფილა, ერთის სიტევით არა ტყდება, მე ურჩიე, რომ ამას ყველა წრფელის გულით ეღვიარებინა; მაგრამ გაკერპდა, მაგა რათ დადგა, ასე მგონია ამითი გადარჩებაო, და არ აღვიარა რა რასაკვირველია ამაში დამნაშავეა, მაგრამ ამასთანვე ჩვენ, შანმატიეს უგუნურობას და უსწავლელობას არ უნდა დავხედოთ და ამითი მაინც ცოტაოდე არ შევიბრალოთ! ნათლად ჩანს, რომ ეს კაცი ბრიყვი და უჭკუოა. გალერაზე, კატორღაში ყოფნას, უბედურობას და სისაწყლეს ეს ამ ყოფაში ჩაუგდიათ, გაუპირუტყვებიათ და სხ. და სხ. აქაო და თავის თავი ვერ დაიცვა და კარგად არ გაიმართლა, განა ამისთვის ეს უნდა გაამტყუნოთ, ამ მიზეზით უნდა დასაჯოთო? ადვოკატმა ლაპარაკი ამით დაასრულა, რომ მსაჯულებს და მოსამართლეებს უთხრა და სთხოვა: თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს შანმატიე ჟან-ვალჟანიაო, მე გევედრებით თუ შეიძლება ამ უბედურს კანონების დაგვარად მსუბუქი სასჯელი დაუნიშნოთო და არა დიდი, სასტიკი და საზარელიო, როგორსაც კატორღელებს უნიშნამენო, როცა ისინი ხელმეორედ კიდევ სიავაზაკეში ჩავარდებიან და ხელახლად რასმეს დააშაებენო.

ამის შემდეგ შანმატიეს გასამართლებელ ნალაპარაკზედ, რაც იმის დამცველმა ადვოკატმა თქვა, იმის წინააღმდეგად და დასარღვევად ადვოკატების უფროსმა დაიწყო მკაფიათი და მაღალ ფრაზიანი მჭევრ-მეტყველობა. დასასჯელი ტუსაღი პირი ღია და გაოცებული ყურს უგდებდა იმის ნათქვამს. უთუოდ იმას კვირობდა, რომ ადამიანს ისეთი ლაპარაკი როგორ შეუძლიანო. ზოგჯერ, როცა ადვოკატი იმ შანმატიეს და ბევრ ათასნაირ მშვენიერ, აჭრელებულ სიტყვებს მიაერიდა ხოლმე, ის მძიმედ, მარტო თავს გაიქნევდა, გარდი-გარდმო იღებდა და თავისთვის უჩუმრათ იყო. ერთხელ თუ ორჯერ, შანმატიესთან ახლო მდგომ ხალხს შეეტყოთ, როგორც ის, თურმე ჩუმათ თავისთვის ამბობდა: „აი რას ნიშნავს, რომ ფალ ბალუს არა ფერი არ გამოჰკითხეს. !“

ადვოკატების უფროსის შემდეგ, რომელმაც შანმატიე გამტყუნა, იმიტომ რომ ხმას არ იღებდა და ყოველ კითხვაზე ჩუმათ იყო და ამითი მსაჯულებს აუხსნა, რომ ტუსაღი ეშმაკობს, თავს იკატუნებსო და ამ გვარად მთავრობის მოტყუილება უნდაო, თუმცა ეს აზრი კი არ აუსრულდებაო, კიდევ პირველმა, შანმატიეს დამცველმა ადვოკატმა დაიწყო თქმა. დამცველი წამოდგა, ჯერ ადვოკატების უფროსს მიულოცა იმის „საოცარი მჭევრ-მეტყველობა“ და მერე ისევ ტუსაღის გამართლება დაიწყო, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც წინად.

8.1 XVI. უარის თქმა

▲back to top


XVI. უარის თქმა

ბოლოს გასამართლების გათავების დროც მოახლოვდა. პრეზიდენტმა დასასჯელ ტუსაღს უბძანა, რომ ფეხზედ წამომდგარიუო და ჰკითხა:

– თქვენის თავის გასამართლებლად კიდევ სათქმელი ხომ არა გაქვთ რა?

შანმატიე ფეხზედ წამოდგა, თავის ქუდს ხელში ათამაშებდა და თითქო ვერა შეიტყო რაო.

პრეზიდენტმა ხელახლად კითხვა გაუმეორა.

ეხლა კი შეიტყო, თითქო გაიგოო: როგორც ძილიდამ გამოფხიზლებულმა, ტანში ისე შეირეა, გარშემო თვალი გადაავლო, ხალხს შეხედა, შეხედა ჯანდარმებს, თავის ადვოკატს, მსაჯულებს, თავის საოცარი მუშტი სკამ წინ მოაჯარზე დასდო, ყველას ერთხელ კიდევ შეხედა და უცებ პრეზიდენტს დაუწეო ცქერა და ლაპარაკს მოყვა. მაგრამ რა ლაპარაკს? იმის ნათქვამში კაცი აზრს ძნელად მიხვდებოდა; თითქო ნაღმით ამოსროლილი, არეულ-დარეული სიტყვები ამოსდიოდაო. პირიდამ და ერთი ერთმანერთზედ აყრიდაო.

აი მე რას ვიტევი, იმან სთქვა: მე პარიჟში გორგოლაჭების და თვლების გამკეთებელ ხელოსნათ ვიყავ უფალ ბალუსთან. ეს ძნელი ხელობაა, მთელი დღე ცის ქვეშ, კარში მუშაობ, ან ჩალურის ქვეშ და არა სახელოსნოში, იმ მიზეზით, რომ ადგილი ბევრი უნდება. ზამთარში ისე ცივა, რომ ხელებს ისრეს, ეგება გავთბეო; მაგრამ ოსტატები, ვისთანაც ვმუშაობთ, ამის ნებასაც არ გვაძლევენ, გვეუბნებიან დროსა კარგავთო. რკინის დაჭედვა კი სიცივეში, როცა ქვასაც კი ყინავს, ძალიან ძნელია. კაცს, ეს მალე ღონეს უკარგავს. ამ ხელობაში კაცი მალე დაბერდება. ორმოცი წლისა ადამიანი თავდება კიდეც. მე ორმოც და ცამეტი წლისა ვიყავ. ბევრი გამომივლია, ვეღარ მიმუშავნია. ამასთანვე სხვა ხელოსნებიც ავი ადამიანები არიან! როცა იმათი ამხანაგი მოხუცდება ხოლმე, ისინი ბებერ ქოფაკს ეძახიან! მე დღეში სამუშაო ფასს მარტო ოც და ათ სუს ვიღებდი; აქო და მოხუცდიო, რაც კი შეეძლოთ ცოტა ფასს მაძლევდნენ. ამისა გარდა მე მევდა ქალი, რომელიც წელის პირას მუდამ სარეცხობდა ხოლმე.

„ისიც, თავის მხრით, ცოტას იგებდა. მაგრამ როგორც იყო ძლივს ძლივათ ჩვენ გვყოფნიდა. ისიც ძალიან გაჭირებაში და ჯაფაში იყო. მთელი დღე თაბახზე დახრილი, ჩალუმპული, თოვლი მოდიოდა თუ წვიმს, ან ქარი ქროდა, არას დასდევდა, მეტი ილაჯი არ იყო უნდა ერეცხა. იმისთანა ადამიანები არიან, რომელთნც საცვლები ცოტა აქვსთ და უნდა იცდიდნენ მანამდის გაურეცხდნენ. თუ არ გაურეცხდა არ აიღებ, მუშტარი დაგეკარგება, აღარ მოქცემენ. ფიცრები ცუდათ არის დაკრული, თაბახი დამსკდარია და სარეცხი წელი სულ ზედ დაგდისთ. ტანისამოსი თავით ფეხამდის გისველდებათ, ეს ძნელია. ზოგ არის სამოსარეცხოში სარეცხობი და, საცა წყალი ლულებიდამ ჩამოდის. იქ თაბახი არ არის საჭირო, ლულის ქვეშ ყველა თავისთვის რეცხამს და მერე სუფთათ აუზში გაავლებენ და ამოიღებენ ხოლმე. იქ სამოსარეცხოში ისერა ცივა, გარშემო სულ დახურულია. მაგრამ ზამთარში, ნაცარტუტის წყლის ორთქლი თვალებს უფუჭებს. საღამოზე, საათის შვიდზე შინ მოვიდოდა ხოლმე და იმწამსვე დაიძინებდა, იმიტომ, რომ მეტად იღალებოდა და იქანცებოდა: ის გათხოვილი იყო, ქმარი ყავდა, რომელიც იმას სცემდა ხოლმე. და მომიკვდა. ჩვენ ბედნიერნი არ ვიყავით. ძალიან კაი ქალი იყო, მშვიდი ხასიათისა და არასდროს ბალში არ დაბძანდებოდა. მე მახსოვს, რომ ერთხელ, სამშაბათ დღეს, ყველიერში, საღამოს რვა საათი იყო, რომ დაწვა და დაიძინა. მე მართალს ვამბობ, თუ გინდათ გამოიკითხეთ. მაგრამ რა ბრიყვი ვარ! რას ვამბობ! პარიჟი ხომ უფსკშრულია. იქ მოხუცებელ შანმატიეს აბა ვინ იცნობს? მაშ უფალ ბალუს ჰკითხეთ ჩემ სიმტყუნისათვის. მე მაინც ვერ გამიგია, არ მესმის, თქვენ ჩემგნით რა გინდათ!

მოხუცი დაჩუმდა. ის სიტყვები ხრინწიანის შინ სთქვა, მაღლა აჩქარებით, ცოტათი გაჯავრებით და გაუთლელ წრფელის გულით. იმ ლაპარაკში ერთხელ დადგა და ხალხში ვიღასაც თავი დაუკრა. თითო თითო სიტყვას იმ ნაირად ამბობდა, თითქო ასლოკინებდაო. როცა იმან თავის ლაპარაკი დაასრულა, ხალხს, მსაჯულებს სიცილი წასქდათ. შანმატიემ ხალხს შეხედა, და რა კი დაინახა, რომ ყველანი იცინოდნენ, და იმის მიზეზი არ ესმოდა, თონაც სიცილი დაიწყო.

პრეზიდენტმა, კეთილმა და გულის-ხმიერმა კაცმა ხმა აიმაღლა:

იმან მსაჯულებს უთხრა, „რომ უფალი ბალუა, ადრინდელი გორგოლაჭების ოსტატი და უფროსი ხელოსანი, რომელთანაც, როგორც ტუსაღმა სთქვა, ვითომც ხელოსნათ ყოფილაო, გაკუტრდა, არავინ არ იცის სად არის და ვერ უპოვნიათო. მერე შანმატიეს მიუბრუნდა და უთხრა:

— თქვენ ეხლა უნდა გაშინჯოთ და კარგათ იფიქროთ თუ რა მდგომარეობაში ხართ. თქვენზე დიდი იჭვნეულობა გვაქვს და ბოლოს ეს უბრალოდ არ ჩაივლის. გასასამართლებელო! თქვენ სასარგებლოთვე, თქვენის სიკეთისათვის, უკანასკნელად გკითხავ, მე გთხოვ ეს ორი რამ ამიხსნა: პირველად, თქვენ პიერრონის ბაღის ღობეზე გადამძვრალხართ, თუ არა? ვაშლის ხის ტოტი მოგიტეხიათ და იმ ტოტზედ ვაშლები ესხა? ესე იგი: ისე მოიპარეთ, რომ ბაღის ღობეზე გადაჰკერით? ჰო, თუ არა? მეორედ, თქვენა ხართ განთავის-უფლებული კატორღელი ჟან-ვალჟანი?

ტუსაღმა თავი მძიმედ გაიქნია, ისე თითქო შეიტყოო, მისვდაო რასაც კითხავდნენო და იცოდაო. რაც უნდა ეპასუხნაო. ის პრეზიდენტს მიუბრუნდა და უთხრა:

— თავ და პირველად…

მერე თავის ქუდს დახედა, ჭერში აიხედა და დაჩუმდა.

— გასასამართლებელო, ადვოკატების უფროსმა გაჯავრებულის და სასტიკის ხმით უთხრა, ყური კარგა მიგდეთ. თქვენ რასაც გკითხამენ სწორე პასუხს არას ამბობთ ეგ თქვენი არეულობა და შეკრთომა თქვენვე გამტყუნებს. ნათლად სჩანს რომ თქვენ სახელად შანმატიე არა გქვიანთ, თქვენ კატორღელი ჟან-ვალჟანი ხართ,რომელიც იმალებოდა და ჟან-მატიე დაირქვა, თავის დედის სახელი; თქვენ ოვერნში ყოფილხართ და ფავეროლეში დაბადებულხარ, საცა ხეხილის მსხვლელი ყოფილხართ. ნათლად სჩანს, რომ თქვენ ბაღის ღობეზედ გადამძვრალხართ და ვაშლები მოგიპარავსთ. მსაჯულები თქვენ გაგასამართლებენ და განაჩენს წაგიკითხვენ.

იმ დროს ტუსაღი სკამზედ იჯდა. როცა ადვოკატების უფროსმა ლაპარაკი გაათავა, ის უცებ წამოხტა და დიყვირა:

— ოჰ თუ რა ავი კაცი ყოფილრთ! აი მე რა მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ დამეწყო. მე არაფერი არ მომიპარავს, მე იმისთანა კაცი ვარ, რომელსაც მუდამ ცისმარე დღეს პურის ჭამა არ შეხვდება ხოლმე. მე ალიიდამ ქვეითი მოვდიოდი, გზაზე მოტეხილი, ზედ ვაშლებით, ტოტი ვიპოვნე და ავიღე; არ ვიცოდი, რომ ის ტოტი ამოდენა ხათაბალაში და ჭირში ჩამაგ დებდა! აი ეს სამი თვეა, რაც მე ციხეში ვარ დაჭერილი და ყოველ-მხარეს და ეველგან მათრევენ. ამას იქით მე რაღა მეთქმის? ყველანი მე გადამკიდებიან, მე მამტყუნებენ, ჩემ წინააღმდეგს ამბობენ და ყველა მე მეუბნება: „სთქვიო! გვიპასუხეო“ ჯანდარმიც, ის კაი კაცი, გვერდში ნიდაევსა მკრამს და ჩუმათ მეუბნება: უპასუხეო და! მე კარგი ლაპარაკი არ ვიცი, ჩემთვის არ უსწავლებიათ, უსწავლელი ვარ. მე უბრალო საწყალი კაცი ვარ. ამას არ უყურებთ თქვენ, არ არჩევთ — ეს კი ცოდვაა. მე არ მომიპარავს, მე დედამიწიდამ ის ავიღე, რაც ზედ იყო იქ. თქვენ ამბობთ ჟან ვალჟანიო, ჟან. მატიეო. მაგ ადამიანებს მე არ ვიცნობ. ეგენი უთუოდ სოფლელები არიან, გლეხები. მე უფალ ბალუსთან ვმუშაობდი, ლაზარეთის ბულვარზე. მე შანმატიე მქვიან. რა ჭკუიანები ყოფილხართ! საცა მე დავბადებულვარ, ეს როგორ შეიტევთ! მე კი ეგ, თითო საც არ ვიცი. ყველა კაცს ხომ თავის საკუთარი სახლი არ ექნება იმისთვის, რომ უთუოდ იქ დაიბადოს.

„ესე რომ იყოს, კარგი იქნებოდა. მე მგონია, რომ დედ-მამა ჩემი უსახლკარო. იყვნენ და ქვეყნის ქვეყნად დაწანწალებდნენ; მაგრამ სწორედ არ ვიცი; როცა მე პატარა ვიყავი, ყმაწვილს მეძახოდნენ, ეხლა კი ბებერს მეძახიან. აი ჩემი სახელები. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა; როგორც გინდათ ისე იფიქრეთ. ჰო, მე ოვერნში და ფავეროლეშიც ვყოფილვარ - რა დიდი რამ არი? განა არ შეიძლება, რომ კაცი ოვერნშიც ყოფილიოს, ფავეროლეშიცა და კატორღაში გალერაზედ კი არა? მე თქვენ გეუბნებით, რომ მე არ მომიპარავს მეთქი; მე ბიძია შანმატიე ვარ, მოხუცებული. მე უფალს ბაკუსთან ვიყავი ხელოსნათ, იმის სახლში ვიდექი, აკი გითხარით. მაგდენ უთავბოლო კითხვით თქვენ მე თავის ტვინი წამართვით, მომაბეზრეთ! რა არი? როგორც ცოფიანები, ყველანი მე მომცვივდით და არ ვიცი, რას გადამკიდებიხართ!

ადვოკატების უფროსი, რომელიც იმ მთელ ლაპარაკის დროს ფეხზე იდგა, პრეზიდენტს მიუბრუნდა და უთხრა:

— უფ. პრეზიდენტო, ამგვარ მის ოსტატურ და ეშმაკურ გაკერპებას, რომ ვხედავთ, რომლითაც, როგორცა სჩანს, თავს სიგიჟეზედ დებს და ამითი თავის გამართლება უნდა, თუმცა ეს არ აუხდება, ტუსაღს ეს წინათვე ვაცნობოთ და ჩვენ თქვენის და მსაჯულების ნების დართვით გთხოვთ, რომ უბძანოთ და ამ ოთახში კიდევ შემოუძახოთ, ის კატორღელები მოწმები: ბრევე, კომპალია და შენილდი და პოლიციის ზედამხედველი ჟავერი და ერთი კიდევ უკანასკნელად ვკითხოთ: ეს კაცი სწორეთ ის კატორღელი ჟან-ვალჟანია, თუ არა?

— მაგაზედ მე, უფალი ადვოკატების უფროსს გამოუცხადებ, რომ პოლიციის ზედამხედველ ჟავერს რაღაც საჭირო საქმე გამოუჩნდა და თავის სამსახურის და თანამდებობის ასასრულებლად აქაურ მაზრის ახლო ქალაქში წავიდა და ეხლა აქ არ არის.

— ეგ მართალია, უფალო. პრეზიდენტო, ადვოკატების უფროსმა უპასუხა: მაშ რაც წეღან ჟავერმა გვითხრა და იმას, როგორც მოწამეს ჩვენება, რომ ჩამოვართვით და დავწერეთ, მე გთხოვთ იმის ნათქვამი მსაჯულებს წაუკითხოთ. ჟავერი პატიოსანი კაცია და სვინიდისიანი და სასტიკი თავის თანამდებობის აღმსრულებელი. აი ჟავერის ნათქვამი სიტყვები: „ტუსაღის გაუტეხრობის გასამტყუნებლად, ჩემთვის არც ზნეობითი და არც საბუთიანი დამტკი ცებაა საჭირო. მე მაგას ძალიან კარგად ვიცნობ. მაგ კაცს სახელად შანმატიე არა ჰქვიან, ეგ უწინდელი კატორღულია, საშინელი ავაზაკი, სახელად ჟან ვალჟანი. მაგას კატორღაში ყოფნის დანიშნული ვადა რომ შეუმთავრდა, ეგ გაანთავისუფლეს. ცხრამეტი წელიწადი იყო დამწყვდეული კატორღაში ქურდობის გამო. ხუთჯერ თუ ექვსჯერ იქიდამ გამოპარვა დააპირა. პატარა ჟერვეს გაქურდვის და ვაშლების მოპარვის გარდა, მე ამაზედ კიდევ ეჭვი მაქვს, რომ იქნება ქალაქ დ-ის განსვენებული ეპისკოპოსიც მაგან გაქურდა. ეს მე ბევრჯელ მინახავს მაშინ, როცა მე ტულონში ვმსახურობდი გალერების ზედამხედველად. მე ხელახლად ვიმეორებ, რომ ამ კაცს ძალიან კარგად ვიცნობ.

ამისთანა ნამდვილმა მოწმობამ და გამტყუნებამ ხალხი და მსაჯულები ძალიან და ორგიალა და დააბრკოლა. ავდოკატების უფროსმა მოითხოვა, რომ, რადგანაც ჟავერი იქ არ იყო, მოწმები: ბრევე, შენილდიე და კოშპალია ხელმეორედ შემოეძახნათ ოთახში, ეკითხნათ და ჩვენება, ნათქვამი ჩამოერთვათ.

პრეზიდენტმა ბძანება გასცა და პატარა ხანს უკან მოწმების თახის კარებები გაიღო. კარის კაცმა და თან ჯანდარმმა ბრევე ოთახში შეიევანეს.

ხალხმა და მსაჯულებმა ყურები გაცქვიტეს და ყველას გული ბუფანცქალდათ, თითქო ყველას ერთი სული ქონდათო.

კატორღაში ნამყოფ ბრუვეს ტანთ ბლუზი ეცვა ნახევარი შავი და ნახევარი ნაცრის ფრისა, როგორიც ქალაქის ტუსაღებს აცვიათ ხოლმე. ბრევე სამოცის წლისა იყო, სახეზე საქმიან კაცს და ამასთანვე ავაზაკს გავდა.ამისთანა თვისებების ადამიანები იშვიათნი არ არიან. ციხეში, საცა ჩასვეს ახალ დანაშაულობის გამო, ბრევე მეკარედ და ზედამხედველად გახადეს. ეს ისეთი კაცი იყო, რომელზედაც იმის უფროსები ამბობდნენ: „ეს თავის გასწორებას ცდილობსო და კარგი და სასარგებლო კაცი დგებაო; ციხის მღვდლები ბრევეს სულიერ ადამიანად იცნობდნენ და იმაზე მუდამ კარგს ამბობდნენ. ეს ამბავი რესტოვრაციის დროს იყო.

— ბრევევ, პრეზიდენტმა უთხრა: — რადგანაც თქვენ დასჯილი ხართ და ტუსაღი იყავით, ამ მიზეზით ჩვენ ვიცას ქვეშ ვერა გკითხავთ, ვერ დაგაფიცებთ.

ბრევემ ძირს დაიხედა.

— მაგრამ, პრეზიდენტმა კიდევ დაიწყო,იმ კაცში, რომელიც კანონს და მთავრობას დაუსჯია და დაუმცირებია, ღვთის მადლით, იქნება კიდევ დარჩენილიყოს პატიოსნობის გრძნობა და სიმართლე. ამ გაჭირების დროს მე მაგ გრძნობას მივმართამ, თუ ცოტაოდე მაინც თქვენში დარჩენილია, მე იმედი მაქვს, რომ ეგ გრძნობა თქვენში ჯერ სრულიად არ ამოხოცილ იყოს და მანამდის მიპასუხებდეთ, ჯერ კარგად იფიქრეთ, არ დაივიწყოთ, ერთით, რომ თქვენს ერთ სიტყვას შეუძლიან ეს კაცი სრულიად დაღუპოს და მეორით, რომ იმავე ერთ სიტყვით შეიაძლება მთავრობას და მართლმსაჯულობას ჭეშმარიტება და სიმართლე ნათლად დაანახოთ. გახსოვდესთ, რომ უკანასკნელი წამია მოახლოებული; თუ თქვენ შესცდით, ან შემცდარი ხართ, ჯერ კიდევ დრო გაქვსთ და შეგიძლიანთ თქვენ სიტყვას გადუდგეთ და უარი ჰყოთ. გასასამართლებელო, ფეხზედ წამოდექი! ბრევევ, მაგ ტუსაღს კარგად დააცქერდი, დაფიქრდით, ყველა კარგად მოიგონეთ და თუ შენი სულის წაწყმედა არ გინდა, სწორეთ სთქვი: ამ კაცს, როგორც ამის წინათ გვითხარი, კატორღის შენ ძველ ამხანაკად, ჟან-ვალ- ჟანად იცნობ თუ არა?

ბრევემ ტუსაღს შეხედა, მერე მსაჯულებს მიუბრუნდა და უთხრა: — დიაღ, უფალო. პრეზიდენტო, ეს კაცი პირველმა მე ვიცანი და ეხლაც ვიმეორებ და ვამტკიცებ. ეს ჟან-ვალჟანია, ეს ტულონში გალერაზედ მოვიდა წელსა 1796-ში, იქიდამ გაანთავისუფლეს და გამოვიდა წელსა 1815-ში, ამის უკან, ერთი წლის შემდეგ მეც გამომიშვეს. ეხლა ეს უგრძნობელ პირუტყვსა ჰგავს, ბრიყვს; მოხუცებას ამ დღეში ჩაუგდია; მაგრამ კატორღაში ეს ეშმაკი და გველაძუა იყო. ამ კაცს მე სწორედ და ნამდვილად ვიცნობ.

— დაბძანდით, პრეზიდენტმა უთხრა. ტუსაღო, თქვენ ფეხზედ იდექით. ზალაში მერე შენილდიე შეიყვანეს, რომელიც, როგორც ეცნეოდა იმის წითელ მაუდის სატუსაღო. კაბაზე და მწვანე ქუდზე, საუკუნოდ იყო. დასჯილი კატორღაში, უვადოთ. ამ საქმის თაობაზე შენილდიე განგებ მოიყვანეს ტულონიდამ. ეს კაცი ტანადაბალი იყო, ორმოცდა ათის წლისა იქნებოდა, პირისახე მოხუცისა ჰქონდა, გამხდარ გამხდარი იყო, გაუვითლებული, საბრალო და ყველა სხეულში, მთელ ტანში - სისუსტე ეტყობოდა, მაგრამ იმის ერთ შეხედულობაში ძალიან დიდი ღონე სჩნდა: კატორღის ამხანაგებმა ამას დაარქვეს Je-nie Dieu (ღმერთს უარსა ვყოფ).

პრეზიდენტი მიუბრუნდა შენილდიეს, თითქმის ისევ იმ სიტყვებით და ისა კითხა, რაც წეღან ბრეკეს უთხრა, მაგრამ იმ დროს, როცა პრეზიდენტმა მოაგონა, რომ რადგანაც ის დასჯილია, კანონი იმას დაფიცებას უკრძალავს და ვერ დააფიცებენ. შენილდიემ თავი აიღო და ხალხს პირდაპირ, სწორედ შეხედა. პრეზიდენტმა უთხრა, რომ ის მოთმინებით ყოფილიყო და როგორც წეღან ბრევესა კითხა, ამასაც ისე უთხრა: როგორც უწინა სთქვით, ამტკიცებთ, რომ ეს სწორედ ის კაცია და იცნობთ?

შენილდიემ დაიწყო ხარხარი და ჩაიკასკასა.

— ვიცნობ თუ არა? მეც რომ არ ვიცნობდე, მაშ ვიღა იცნობს! ხუთი წელიწადი ერთ ბორკილზე ვიყავით დაბმული და ერთად ვისხედით. შენ გწყინს, ბებერო, იბერები? ჩემზედ ჯავრობ?

– თქვენც მანდ ჩამოჯექით, პრეზიდენტმა უთხრა შენილდიეს. კარის კაცმა, შემდეგ, კოშპალი შეიყვანა იმ ზალაში. ესეც საუკუნოდ დასჯილი იყო კატორღაში და როგორც შენილდიეს, იმისთანა წითელი კაბა ეცვა. ეს გლეხი კაცი იყო ლურდიდამ, — პირინეთის მთების დათვსა გავდა, მთებში მცხვრებს აძოებდა და მწყემსიდამ ავაზაკად გადიქცა. კოშპალიც ისე გაუთლელი იყო, როგორც შანმატიე და იმაზედ უფრო ბრიყვსა და უგუნურსა ჰგავდა. ეს ერთი იმ გვარ უბედურ კაცებისაგანი იყო, რომელთაც ბუნება გარეულ ნადირებათა ქმნის და საზოგადოობა კატორღელებათა ხდის.

პრეზიდენტს დაყვაებით და რავდენიმე ტკბილ სიტევებით უნდოდა აღეძრა იმის გული და გრძნობა და ჰკითხა, როგორც ამის წინად იმ ორთა: იმეორებთ და ამტკიცებთ, რომ ამ კაცს, რომელიც თქვენ წინა დგას, იცნობთ?

— ეს ჟან-ვალჟანია,—კო შპალიამ სთქვა, ჩვენში ამას ჟან-ბერკეტს ვეძახდით, ისეთი ღონიერი იყო.

ამ სამის კაცის თითო-თითო წრფელ და სვინიდისიან მოწმობაზე, ხალხში ჩოჩქოლი და უუანი ვარდებოდა, რომელიც შან- მატიესთვის კეთილს და კარგს არ მოასწაებდა. თითონ ტუსაღი კი, მოწმების ნათქვამს გაოცებით უურს უგდებდა. იმის გაოცებაზე ხალხი ამას ამბობდა: შანმატიეს ესეთი ხერხი ამოურჩევიაო, თავის თავის გასამართლებლათო, რომ ყველაფერზე უარსა ყოფსო. და ოცდებაო. პირველ მოწამის ნათქვამზე, იმის ახლოდ მდგომ ჯანდარმებს შეეტყოთ, რომ შანმატიემ თურმე ცხვირ წინ წაიდუდუნა: „კარგი ამბავი აი ეს არის!“ მეორე მოწმის ნათქვამზე, ცოტა ხმა მაღლივ სთქვა: „კარგია!“ და ბოლოს, მესამის ლაპარაკზედ დაიძახა: „ჩინებულია!“

პრეზიდენტი მიუბრუნდა ტუსაღს და ჰკითხა:

— შანმატიევ, შეიტყეთ და გაიგეთ თუ არა?

თქვენ ამაზედ რას იტყვით?

იმას უპასუხა:

— მე ვიტევი—ჩინებულია, მეთქი.

ხალხში და თითქმის მსაჯულებშიაც ყაყანი ჩავარდა. ნათლად სჩნდა, რომ შანმატიე დაიღუპა.

— ხალხი დააწყნარეთ და დააჩუმეთ, პრეზიდენტმა სამჯავროს მოსამსახურეს უთხრა, მე გასამართლება მინდა გავათო.

იმ დროს პრეზიდენტის ახლო ხალხი რაღაზედაც შეიძრა და ვიღამაც მაღლის ხმით დაიკივლა:

— ბრევევ, შენილდიევ, კოშპალო! აქეთ მომხედეთ!

ეს ხმა ვინც კი შეიტყო, ყველას ტანში ჟრუანტელმა გაუარა, ისეთ შესაბრალისის, სამწუხარო და საზარლის ხმი იყო ნათქვამი ის სიტყვები. ყველამ იმ მხარეს დაიწყეს ცქერა საიდამაც შემოესმათ. კაცი, რომელიც პატიოსან რჩეულ კაცებში იჯდა, მსაჯულების უკან, წამოდგა, პატარა კარები გააღო, რომელიც ხალხსა და მსაჯულებსა ჰყოფდა, და ზალის შუაგულში დადგა. პრეზიდენტმა, ადვოკატების უფროსმა, უფ. ბამატაბუამ და კიდევ სხვებმა, ოცმა კაცმა ის იცნეს და ერთის ხმით ყველამ დაიძახეს:

— უფალი მადლენი!

8.2 XVII. შანმატიე უფრო და უფრო გაოცებულია.

▲back to top


XVII. შანმატიე უფრო და უფრო გაოცებულია.

ის მართლა მალენი იყო. სანთლის შუქი იმის პირისახეს ანათებდა. ხელში თავისი შლიაპა ეჭირა; ტანისამოსი რიგზე სუფთად ეცვა; კაბას მთელი ღილები შეკრული ჰქონდა. მადლენი ძალიან გაცრეცილი და ჩაყვითლებული იყო და ცოტათი აკანკალებდა. იმას თმები, რომელიც არრასში მისვლამდის ჭაღარა ჰქონდა, ეხლა, იმ ერთ საათში სრულიად გასთეთრებოდა. ყველამ თავი აიღო და შეხედა. ხალხი ძალიან დაბორგიალდა. თითონ მადლენი კი, რომელიც ოთახის შუა გულში იდგა ისე მშვიდათ იყო, რომ ხალხმა პირველშივე ვერა შეიტუორა. ყველანი ერთი-ერთმანეთს კითხავდნენ; „ეს ვინ დაიყვირაო?“ არავის არა სჯეროდა, რომ იმ მშვიდობიანმა კაცმა, ისე საზარელის ხმით დაიკივლა.

მაგრამ ამ იჭვნეულობაში ხალხი დიდ ხანს არ იყო. ჯერ პრეზიდენტს და ადვოკატების უფროსს ხმა არ ამოეღოთ და მანამ ჯანდარმები და მოსამსახურები ხალხს დააწყნარებდნენ, უეცრად, ის კაცი, რომელსაც უფ. მადლენს ეძახოდნენ, მოწმებთან: კოშპალთან, ბრუვესთან და შენილდიესთან მივიდა.

— თქვენ მე არ მიცნობთ? იმან უთხრა.

სამთავე მოწმებმა გაოცებით შეხედეს იმ კითხვაზედ, თავები გაიქნიეს და ანიშნეს რომ იმას არ იცნობენ. კოშპალი შეკრთა და ისე გამოშტერდა, რომ სამხედრო სამსახურის წესის და გვარად გამოიჭიმა და პატივი მისცა, როგორც სალდათმა. მადლენ მსაჯულებს მიუბრუნდა და წყნარის ხმით უთხრა:

— უფალნო მსაჯულნო, უბძანეთ, რომ ტუსაღი შანმატიე გაანთავისუფლონ და გაუშონ უფალო პრეზიდენტო, უბძანეთ, რომ მე დამიჭირონ და დამამწუვდიონ. ვისაც თქვენ ეძებთ, ის კაცი ეგ კი არ არის, მე ვარ, ჟან ვალჟანი.

ყველას სუნთქვა შეეკრათ და პირველ გაოცების შემდეგ გამშრალნი და განაბულნი იდგნენ ზალაში საშინელი სიწყნარე ჩავარდა. მარტო პრეზიდენტს სახეზედ შებრალება და სიმწყხარე ეცნეოდა: იმან საჩქაროდ ადვოკატების უფროს შეხედა, მსაჯულებს ერთი ორი სიტყვა ჩუმათ წაუჩურჩულა და მერე ხალხისკენ მიბრუნდა და ისეთ ნაირ ხმით იკითხა, რომ ამ სიტყვების ძალა; და თვით ხმასაც ყველა მიხვდა, რა გულითაც იყო. ნათქვამი:

— აქ თქვენში ჰექიმი არავინ არი?

ადვოკატების უფროსმა დაიწყო ლაპარაკი:

— უფალნო. მსაჯულნო, ესეთი საოცარი და მოულოდინებელი შემთხვევა,რომელმაც მთელი ხლხი დააბორგიალა,ჩვენ უგულას გულის-ტანჯვას და მწუხარებას გვაძლევს, რომლის გამოქმასაც ჩვენ საჭიროდ არა ვრაცხავთ. თქვენ ყველანი, ცოტაა თუ ბევრი, იცნობთ ან გაგონილი მაინც იქნებით უფალს მადლენზე, ქალაქ მ-ის მერზედ. თუ ამ საზოგადოებაში, ჩვენში ექიმი ვინმე არი, ჩვენც უფ. პრეზიდენტს შეუდგეთ და ყველამ ერთობრივ ვთხოვოთ ექიმს, რომ უფ. მადლენს რამ უშველოს, სამკურნალო შემწეობა მისცეს და საცა მადლენი დგას, იმ სახლში მიიყვანოს.

უფ. მადლენმა ადვოკატების უფროსს ლაპარაკი არ დაასრულებინა და წყნარის ხმით, მაგრამ ბძანებლობით სიტყვა შეაწყვეტინა. აი იმის ნათქვამი სიტყვები; ჩვენ აქ ისე ნამდვილად მოგვყავს, როგორც ერთს იქ მყოფს და ყურით გაგონილ მოწამეს იმწამშივე დაეწურა და როგორც ჯერ კიდევ აქნობამდის ბევრს ახსოვსთ იმის ნათქვამი, რომელიც ამ ორმოცი წლის წინათ შეუტყვიათ.

— მადლობას მოგახსენებ უფ. ადვოკატების უფროსო, მე ჭკუაზედ ატაცებული და შეშლილი არა ვარ; — ამაში თქვენ თითონვე მალე დარწმუნდებით. კინაღამ, ცოტა გაწყდა თქვენ ძალიან არ შესცდით. ეს კაცი გაანთავისუფლეთ; მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ვიხდი. მე სწორედ ის უბედური ავაზაკი ვარ, რომელიც თქვენ გინდათ. აქ მარტო მე ვხედამ საქმეს ნათლად, ყველა ვიცი და თქვენ მართალს გეუბნებით. რასაც მე ეხლა, ამ წამში ვჩადი ამას ის ზეციერი, მაღალი ღმერთი ხედავს, ესეც მეუოვა და ამითი კმაყოფილი ვარ. თქვენ შეგიძლიანთ მე დამიჭიროთ და დამამწყვდიოთ, ამიტომ, რომ მე ეხლა თქვენ ხელში ვარ. მაგრამ მე ყველა ნაირი ღონისძიება მოვიხმარე, რაც კი ადამიანს შეუძლიან, რომ ამას ავცდენოდი და ამ დღეში არ ჩავარდნილ ვივავ. მე სხვა სახელი დავირქვი და ვიმალებოდი, გავმდიდრდი, მერი გავხდი, მე მინდოდა ნამუსიანი, სვინიდისიანი კაცი გავმხდარვიყავ და პატიოსან ხალხში ფეხი შემედგა და გავრეულვიყავ, მაგრამ, საქმით სჩანს, რომ ეს შეუძლებელი იყო. ამასთანვე ბევრი რამ არი ჩემ გულში, რომლის თქმაც მე არ შემიძლიან. მთელ ჩემ თავ-გარდასავალს და სიცოცხლეს ხომ ვერ გიამბობთ; ამას, როდესმე, როცა იქნება, თქვენ თითონ შეიტყობთ. მონსინიორი ეპისკოპოსი სწორეთ მე გავქურდე, ეს მართალია; პატარა ჟერვეც მე გავქურდე — ესეც მართალია. ესენი არა სტყუიან, მართალს ამბობენ, რომ ჟან-ვალჟანი ძალიან ავი კაცია და ავაზაკიაო. მაგრამ ამაში ის იქნება, სრულიად ბრალიერი არ იყოს. გამიგონეთ, უფალნო. მსაჯულნო, იმ კაცს, რომელიც ასე ჩემსავით დამცირებულა და დაცემულა, უფლება არა აქვს და არ შეუძლიან განგებას დააყვედროს, ან საზოგადოებას რჩევა მისცეს და დაარიგოს. . . მაგრამ იცით რა არი, — გაუპატიურება დ სახელის გატეხა, რომლის გადარჩენისაგანაც მე ვცდილობდი, მავნებელი და ცუდია. კატორღა ქმნის და ბადავს კატორღელებს. თუ გნებავსთ, ეს შეიტყეთ, იცოდეთ და ნუ დაივიწყებთ. იმის წინად, მანამ მე კატორღაში გამგზავნიდნენ, მე საწყალი, საცოდავი გლეხი კაცი ვიყავ, ჭკუა და გონება ძალიან ცოტათა მქონდა გახსნილი, თითქმის ბრიყვი ვიყავი; კატორღამ მე გამომცვალა, სულ სხვა გავხდი. მე ბრიევი ვიყავ, კატორღაში მე ავი გავხდი; მე ვიევ გამხმარი შეშა, მუგუზალი გავხდი. ბოლოს, ამის შემდეგ მოწუალებით შებრალებამ, მოტევებამ და სიკეთემ მე ისე დამიფარა, გამასწორა და გადამარჩინა, როგორც სისასტიკემ მე დამღუპა. მაგრამ, მომიტევეთ, ჩემ ნათქვამ სიტყვებს თქვენ ვერ გაიგებთ. ჩემ ოთახის ბუხერში, ნაცარში, თქვენ ორმოც სუან თეთრ მანეთს იპოვნით, იმ მანეთს, რომელიც მე, ამ შვიდი წლის წინად, პატარა ჟერვეს მოვპარე. ამაზედ მეტი, სათქმელი მე აღარა მაქვს რა. დამიჭირეთ საპყრობილეში ჩამსვით. ღმერთო ჩემო! თქვენ, უფალო ადვოკატების უფროსო, თავს იქნევთ, არა გჯერათ და ამბობთ: — „უიფალი მადლენი ჭკუაზე შემცდარაო, გაგიჟებულაო.“ უბედურობა და სამწუხარო აბა ეს არი, რომ თქვენ მე არ მიჯერებთ! ამ კაცს მაინც ნუ ამტყუნებთ და ნუ გაასამართლებთ. ეს კაცები მე როგორ არ მიცნობენ? გავშტერებულვარ! ჟავერი ნეტავ მაინც აქ იყოს; ის მე უთუოთ მიცნობდა.

ენა ვერ გამოსთქვამს, თუ რა ნაირი წრფელის გულის სიმწუხარით და ნაღვლით გამოსთქვა მადლენმა ეს სიტყვები.

მერე ის სამ კატორღელებს მიუბრუნდა და უთხრა: — მე კი თქვენ გიცანით! ბრევევ! გახსოვს?

ის ერთ წამს დაჩუმდა, თითქო ვერ გაებედნო და მერე მაინც კითხა:

— შენ ის მაუდის, ჭრელი შალვრის ასაჭიმავები გახსოვს, რომლებსაც კატორღაში ქამრის მაგიერად ხმარობდი?

ბრევე გაოცდა, შიშით შეკრთა და თავიდამ ფეხებამდის იმას გაოცებით ყურება დაუწკო ჟანვალჟან კიდე, მოჰყვა ლაპარაკს:

— შენილდიევ, მარჯვენა მხარი შენ ძალიან ამომწვარი გაქვს, ამ ნიშნობით, რომ შენ ერთხელ გაღვიებულ მუხლს მხარი დაადე და დადაღული სამი ასოები T, F, P, გინდოდა მოგეშალა და აღარ გქონოდა, თუმცა ვერ ამოშალე და ეხლა მაინც ზედ გაჩნევია. სთქვი მართალია თუ არა?

— ეგ მართალია, შენილდიემ უპასუხა.

ჟან ვალჟანი მერე კოშპალს მიუბრუნდა:

— კოშპალო, შენ მარჯვენა ხელზედ ნიდაყვზეით თოფის წამლით ამომწვარი გაქვს და ზედა დადაღულია ის რიცხვი, როცა იმპერატორი კანნასშიდ მივიდა, მარტის 1 წელსა 1815. აბა კაბის სახელი აიწიე.

კოშპალმა მკლავის სახელი გადიწია, ყველამ იმის ტიტველა მკლავს დაუწყო ცქერა ჯანდარმმა სანთელი ახლო მიიტანა: მართლა ის რიცხვი თოფის წამლით იყო მკლავზე ამომწვარი და ნათლად სჩნდა.

საბრალო კაცმა, ჟან ვალჟანმა ხალხს და მსაჯულებს იმ ღიმილით შეხედა, რომელიც ჯერ კიდევ დღეის აქნობამდის არ დავიწყებიათ და როცა მოიგონებენ ხოლმე, ვისაც ის ღიმილი უნახავს, გული უკვდებათ. ის ღიმილი თურმე იყო დიდებისა, გამარჯვებისა და ამასთანვე უკანასკნელ განწირულებისა.

— თქვენ ეხლა ნათლად ხედავთ და დიჯერეთ, —იმან სთქვა, — რომ მე ჟან ვალჟანი ვარ?..

იმ ზალაში ეხლა აღარც მსაჯულები იყვნენ, აღარც გამამტყუნებელნი და აღარც ჯანდარმები, ყველანი ვინც კი იმ ოთახში იყო, იმას შებრალების თვალით და გულით უყურებდნენ. თავთავისი, სამსახურის ვალდებულება ყველას ფიქრიდამ გადუვარდათ; ადვო-კატების უფროსს დაავიწყდა, რომ იმ ტუსაღის გამამტყუნებელი იყო, პრეზიდენტსა, რომ ის იმ სასამართლოში პირველი და უფროსი მსაჯული იყო და ადვოკატსაც სულ ფიქრიდამ გადაუვარდა, რომ ის ტუსაღის დამცველი იყო და გასაოცარი ეს არის, რომ იმ დროს ხმა კრინტი არავინ არ ამოიღო, არავინ იმას არა ჰკითხა რა და უფლების ძალაც არავინ არ გამოიჩინა. გასაოცარ ამბავს და სანახავს ესეთი თვისება აქვს, რომ ყველას გულს აუძრავს ხოლმე და ყველა მოწამეს მაყურებლათა ხდის. ვერავის თავისთვის ანგარიში ვერ მიეცა და არ იცოდნენ თუ გულში რას გრძნობდნენ; და რასაკვირველია არავინ არც აცნევდა და არც ამბობდა, რომ ისინი სინათლეს ხედავდნენ, თუმცა კი გულში, შიგნიდამ უველანი დაბრმაებულნი იყვნენ.

რაღა თქმა უნდოდა, რომ იმ ხალხის წინ ჟან-ვალჟანი იდგა. ამას უველა ნათლად ხედავდა. ამ კაცის გამოჩენამ სრულიად გაანათა და ახსნა იმ შანმატის საქმე, რომელიც ამ რამდენიმე წუთის წინად ისე დახშული, დაბნელებული და ძნელი შესატეობი იყო. მთელმა იმოდენმა ხალმა, აუხსნელად და ურარაოდ, ერთ წამშივე მიხვდა და შეიტყო. იმ კაცის უბრალო და ჩინებული ქცევა, ამბავი და თავგარდასავალი, რომელმაც თავის თავი იმიტომ გასცა და დააბეზღა მთავრობასთან, რომ იმის მაგიერად სხვა არ დასჯილ იყო.

— მე არ მინდა ამაზედ მეტად მსაჯულები და აქ მყოფნი შევაწუხო, ჟან-ვალჟანმა სთქვა. მე ეხლა მივალ, რადგანაც ვიცი, რომ არ დამიჭერენ და არ დამამწყვდევენ. მე ჯერ წინ ბევრი საქმე მაქვს, ბევრი რამ მაქვს ასასრულებელი. ბატონი ადვოკატების უფროსი მე მიცნობს და იცის ვინცა ვარ, იცის საცა ეხლა მე წავალ და როცა კი მოინდომებს და ინებებს შეუძლიან მე შემიპყრას და დამამწყვდიო.

ჟან-ვალჟანმა კარებისაკენ გაიწია.

არავინ ხმა არ აიმაღლა და ხმა არ გასცა, არავინ ხელი არ გამიშვარა და არ გაიღო, რომ ის დაეყენებინათ და დაეჭირათ; ყველანი იმას ჩამოეცალნენ და გზა მისცეს. იმ დროს იმ კაცში ყველანი რაღაცა სიწმიდეს ხედავდნენ, რომლის მიზეზითაც მთელი ხალხი ჩამოეცალა და გზას აძლევდნენ გასასვლელად. ჟან-ვალჟანმა მძიმედ და წყნარად ხალხში გაიარა. როცა ის ოთახის კარებთან მივიდა, კარები ღია დახვდა, ვიღამაც გაუღო; ვერავინ ვერ შეიტყო, თუ ვინ იყო იმის კარების გამღები. რაკი კარებთან მივიდა, ჟან-ვალჟანი ხალხისკენ მობრუნდა და სთქვა:

— ბატონო ადვოკატების უფროსო, მე თქვენ ხელში და უფლებაში ვარ.

შემდეგ მაუურებელ და ყურის მგდებელ ხალხს მიუბრუნდა და უთხრა:

— თქვენ ყველას, ვინც კი აქა ხართ, თქვენ მე გებრალებით განა? ოჰ! ღმერთო ჩემო! როცა დავიფიქრდები და მოვიგონებ იმას, რაც, ბეწვი გაწყდა, მე კინაღამ არ ჩავიდინე! ვხედავ და ვაცნევ რომ მე დასანატრი და შესაშურვებელი ვარ. მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა და მინდოდა კიდეც, რომ ყველაფერი ესე არ მომხდარიყო.

ჟან–ვალჟანი გავიდა. კარებები როგორც წეღან უჩუმრად გაუღეს, აგრეთვე ისევ მოუხურეს, ამიტომ, რომ ადამიანები, რომელნიც დიდ გამოჩენილ კეთილ საქმეებს სჩადიან, მუდამ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ხალხში უთუოდ ერთერთი ვინმე გამოვა და იქნება იმათი მშველელი და ერთ-გული.

თითქმის ერთ საათის შემდეგ მსაჯულებმა შანმატიე სრულიად გაამართლეს და გაანთავისუფლეს. იმავ წამს განთავისუფლებული შანმატიე მეტად გაოცებული შინ მიდიოდა და ეგონა, რომ მთელი ხალხი გაგიჟებულაო, ყველას გიჟებად სთვლიდა, გაშტერებული იყო და არა გაეგებოდა რა.

8.3 XVIII. მადლენი რა ნაირ სარკეში ხედავს თავის თმებს

▲back to top


XVIII. მადლენი რა ნაირ სარკეში ხედავს თავის თმებს

თენდებოდა. ფანტინამ მთელი ღამე ციებ-ცხელებაში დ უძილობაში გაატარა; მარტო გათენებისას ცოტა ჩაეძინა. ავათმყოფების ზედამხედველმა დედა-კაცმა სიმპლუციამ, რომელმაც მთელი ღამე მასთან თეთრად გაათენა, რაკი დრო ჩაიგდო და ნახა, რომ ფანტინას ჩაეძინა, წამლის მოსამზადებლად თავის ოთახში გავიდა, საცა რავდენიმე ხანი წამლის გაკეთებაში დაჰყო და მერე, როცა ადგა და მობრუნდა, უეცრად შეჰკივლა . . . იმის წინ უფალი მადლენი იდგა. ის იმ ოთახში უჩუმრად შესულიყო.

— თქვენა ბძანდებით უფ. მერო? სიმპლეციამ დაიძახა. მადლენმა ჩუმათ ჰკითხა:

— საცოდავი ავათ-მყოფი დედა-კაცი რასა იქს?

— ეხლა ისე ავათ აღარ არი, დედაკაცმა უპასუხა. მაგრამ უნდა იცოდეთ, თუ ჩვენ როგორა ვწუხდით, და გვეფიქრებოდა თქვენზედ, და როცა ფანტინას უთხრეს, რომ მადლენი კოზეტტას მოსაყვანად. მონფერმელში წავიდაო, მარტო მაშინ ძლივს ცოტა უკეთ შეიქნა.

— ძალიან ჭკვიანად მოქცეულხართ, რომ აგრე გითქვამთ, მედი მიგიციათ და დაბრკოლებიდამ გამოგიყვანიათ.

— მაგრამ ეხლა, სიმპლეციამ უთხრა, რომ თქვენ გნახავს და თავის ყმაწვილს კი ვერა, მაშინ რა უთხრათ?

მადლენი ერთ წამს ჩაფიქრდა და მერე წამოიძახა:

— ღმერთი რასაც გვაგონებს, იმას ვეტყვით.

— რაც უნდა იყოს, სიმპლეციამ წაიდუდუნა, ხომ ვეღარ მოვატყვილებთ. იმ დროს სრულიად გათენდა კიდეც და მადლენს სიმპლეტი კარგათ არჩევდა. და უეცრად შეხედა თუ არა, დაიკივლა:

— დიდება შენთვის ღმერთო! ბატონო მერო, რა დაგმართებიათ? თავის თმები თქვენ სრულიად გაგთეთრებიათ !

— გამთეთრებია! მადლენმა სთქვა.

დედაკაც სიმპლეციას ოთახში სარკე არა ჰქონდა და როგორც იყო. საიდამღაც პატარა სარკე ამოიღო, რომელსაც ლაზარეთის ექიმი ნელ ავათმყოფებს პირთან მიუტანდა ხოლმე და იმითი შეიტყობდა ადამიანი სუნთქავდა კიდევ თუ არა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მადლენმა პატარა სარკე დედაკაცს გამოართო, შიგ ჩაიხედა და სთქვა: „მართლა!“

ის სიტყვა იმან ისე გულგრილად წამოსთქკა, თითქო სხვა რასმეზუდ ფიქრობდესო.

შემდეგ მადლენმა კითხა:

— არ შეიძლება, რომ მე ფანტინა ვნახო?

— განა იმის კოზეტტას აქ მოიყვანთ? ძლივს გაბედვით მოახსენა სიმპლეციამ.

— უეჭველად, მაგრამ ჩამოუვანას, გზაზედ სულ ცოტა, ორი ან სამი დღე მოუნდები.

—თუ თქვენ ყმაწვილის ჩამოუვანამდის არ დაენახვებით, სიმპლეციამ კრძალვით და მორიდებით უთხრა, იმას ეგონება, რომ თქვენ ჯერ მგზავრობიდამ არ დაბრუნებულხართ და კიდევ როგორც არი შეიძლება ის დავამშვიდო და ნუგეში მივცე, და როცა ყმაწვილს აქ ჩამოგვრით, მაშინ ისე იფიქრებს რომ უფ. მერს ჩამოუყვანიაო ჩემი კოზეტტა. თუ ასე იქთ, ტყვილის თქმა აღარ დაგვჭირდება.

მადლენი თითქო, რადენიმე ხანს ფიქრობდაო და მერე წყნარად კითხა:

— არა, ჩემო დაო, მე ფანტინა უთუოდ უნდა გნახო.. იქნება მე მეშურება.

სიმპლეციამ მადლენის ნათქვამს: „იქნება“, მგონია ყური ვერ მოჰკრა, რომელიც მერის სიტყვებს რაღაც საოცარ და ბნელ აზრს აძლევდა. დედაკაცმა მორჩილის ხმით უპასუხა:

— მაშ რაკი აგრეა, თუმცა სძინავს, მაგრამ თქვენ შეგიძლიანთ ნახოთ.

მადლენი ავათმყოფის ოთახში შევიდა და იმის ლოგინის თავით გაშეშებული დადგა.

ფანტინამ თვალები გაახილა და რაკი მადლენი დაინახა მშვიდადა და დაწყნარებით ჰკითხა:

— კოზეტტა სადღაა?