![]() |
საქართველოს მოამბე 12 (1863.12.) |
საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.
იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:
წმინდა სალიტერატურო
„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.
სალიტერატურო ჟურნალი გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.
![]() |
1 ჩვენის დროების გმირი. |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენის დროების გმირი.
(შემდეგი.)
წინა-სიტყვაობა.
ამ ცოტას ხანში შევიტყე, რომა პეჩორინი სპარსეთიდგან დაბრუნებაზე გარდაცვლილა. ამ უწყებამ მე დიდად მასიამოვნა: მით მეძლეოდა ნება ამ აღწერილების დაბეჭვდისა, და მე ეს შემთხვევა მოვიხმარე სასარგებლოდ და სხვის თხზულება ჩემს სახელობაზედ დავბეჭდე. ღმერთმა ჰქმნას, რომ წამკითხველთა არ დამსაჯონ ამ უბრალო სიყალბისათვის!
ეხლა მე უნდა რაოდენადმე გამოვაცხადო. მიზეზი, რომელმაც გამაბედვინა გახმიანება იმ კაცის გულითადი საიდუმლოსი, რომელის ცნობაც არაოდეს არა მქონია. მეგობარი მაინც ვყოფილვიყაკი მე იმისი: მზაკვრული დაუცველობა ჭეშმარიტი მეგობრისა ყოველთათვის მისახვედრია; მაგრამ მე ვნახე ის მხოლოდ ერთხელ ჩემს სიცოცხლეში დიდ გზაზე: მაშასადამე, არ შეიძლება მქონდეს მისი ის გამოუთქმელი სიმძულვარე, რომელიცა დაფარულია ვითომ მეგობრულის მცბიერობით და მოელის ანუ სიკვდილსა, ანუ უბედურებას საყვარელი საგანისასა, რომ ამოსთქვას ათასი საყვედური, რჩევა, დაცინება და შებრალება.
როცა გარდვიკითხე ეს აღწერილებაები, მე დავერწმუნე მისს გულის სიწრფელეს ვინც ისრე უწყალოდ ამბობდა თავის საკუთარს ნაკლულებასა და ბიწიერებასა. ამბავი კაცის სულისა, რაც უნდა მცირე სულიც იყოს, თითქმის უფრო მეტად შესანიშნავი და უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ამბავი მთელის ხალხისა, მეტადრე, როდესაც იგი წრფელის ჭკუით არის გაშინჯული თავის თავზე, და როდესაც არის დაწერილი უთავ-მომწონო სურვილით, რომ აღძრას ვისშიმე მონაწილეობა და განკვირვება. რუსსოს აღსარებას აქვს ჯერეთ ის ნაკლულება, რომ იმან ის წაუკითხა თავის მეგობრებსა.
და ესრედ, მხოლოდ სარგებლობის სურვილმა დამაბეჭდინა ნაწილი წერილისა, რომელიც მერგო მე შემთხვევით. თუმცა სულ გამოვსცვალე საკუთარი სახელები, მაგრამ ისინი, რომელნიც ამაში არიან მოხსენებულები, ვეჭობ, იცნობენ თავის თავსა, და იქმნება მათ თავი იმართლონ იმ მოქმედებაში, რომელსაც აქამომდის აბრალებდენ კაცსა, რომელსაც დღეის შემდგომ აღარა აქვს რა არაფერი საერთო ამ ქვეჟანასთან: ჩვენ თითქმის ყოველთვის მიუტევებთ ხოლმე მას, რაც გვესმის.
ამ წიგნში დავტიე მხოლოდ ისა, რაც პეჩორინის კავკასიაში ყოფნას შეეხებოდა. ჩემს ხელში დარჩა კიდევ სქელი რვეული, სადაც ამბობს სრულიად თავის სიცოცხლის ამბავსა. როდესმე ისიც გამოცხადდება ქვეყნის განსასჯელად; მაგრამ ამ ჟამად არ შემიძლიან ვიკისროთ ეს პასუხის-გება ბევრის შესაწყნარებელი მიზეზებისა გამო.
იქმნება ზოგიერთთა წამკითხველთა ინებონ ჩემი აზრის ცნობა პეჩორინის ხასიათზე. ჩემი პასუხი არის სახელი ამ წიგნისა. „ეგ ხომ ბოროტი დაცინებაა“ იტყვიან ისინი. – არ ვიცი.
ტამანი.
ტამანი ყოვლად საძაგელი პატარა ქალაქია, ყოველ რუსეთის ზღვის პირა მდებარე ქალაქებს შორის. მე იქ კინაღამ შიმშილით არ მოვკვდი და კიდევ დახრჩობასაც მიპირებდნენ. მე მოვედი აქა ფოჩტის ცხენებით გვიან ღამე. იამშჩიკმა გააჩერა დაღალული ცხენები ერთ განსაკუთრებულ ქვითკირის სახლის წინა, რომელიც შესავალშია. მოდარაჯემ, ჩერნომორიის ყაზახმა, რო გაიგონა ზარის ხმა, ნამძინარევმა წამოიძახა მხეცური ხმითა: „ვინა ხართ?“ გამოვიდნენ ურიადნიკი და გზირი. მე იმათ უამბე, რომ მე ვარ აფიცერი, მიმავალი ჯარში სახელმწიფო საჭიროებისათვის და დაუწყე სახელმწიფო სახლის თხოვნა. გზირმა წაგვიყვანა ქალაქში•რომელ ქოხთანაც მივალთ – დაჭერილია. ციოდა; სამი ღამე არ მძინებია, დავიღალე, და დავიწყე ჯავრობა. „წამიყვანე სადმე, შე ავაზაკო! თუ გინდ ეშმაკებთან, ოღონც სადგომი ადგილი იყვეს!“ შემოუტიე მე – არის კიდევ, ერთი სახლი, მიპასუხა გზირმა, კისრის ქექითა: მაგრამ თქვენს კეთილშობილებას არ მოეწონება, – ჯადოიანია! – მე ვერ მივხვდი ამ უკანასკნელი სიტყვის მნიშვნელობასა, გავიმძღვარე წინა და ბევრის წოწიალის შემდგომ ტალახიან ვიწრო ქუჩებში, სადაც გვერდებზე ვხედავდი მხოლოდ ძველ ღობეებსა, ჩვენ მივედით პატარა სახლთანა ზედ ზღვის პირზე.
სრული მთვარე ანათებდა ჩემი ახალი სადგომის ჩალით დახურვილ ერდოსა და თეთრ კედლებსა; გარეთ სიპის ქვით შემოვლებულს გალავანში, იდგა დოინჯ შემოყრილი მეორე ქოხი უფრო პატარა და უფრო ძველი პირველზე. ზღვის ნაპირი მის კედლის ძირში იწყობოდა ფლატით ზღვამდინ და ძირს განუწყვეტელი დრტვინვით შხაპუნობდა ლილის ფერი ტალღა. მთვარე მშვიდობიანად უყურებდა დაუდეგარს, მაგრამ მის მორჩილს სტიხიონსა. მე გავარჩიე მთვარის შუქზე, ნაპირიდგან შორს, ორი გემი, შავი მოსაკმაზავი იარაღი რომლებისაცა, ობობას ბუდის მსგავსად, უძრავად იყვნენ გამოხატული ფერმკრთალ ცის თაღის ხაზზე – ნავთ-სადგურში ხომალდები ყოფილა, ვიფიქრე მე: ხვალ წავალ გელენჯიქში.
ჩემთან მსახურის თანამდებობას აღსრულებდა ლინიის ყაზახი. უბრძანე ჩემოდნის გადმოღება და იამშჩიკის დათხოვნა, და მე დავეხმაურე, სახლის პატრონს, ჩუმათ არიან; დაუბრახუნე – ჩუმათ არიან ... ეს რა არის? ბოლოს დროს დერეფნიდგან გამოძვრა ერთი თოთხმეტის წლის ბიჭი.
„სად არის სახლის პატრონი?“ არ არის – „როგორ? სრულიად არ არის? – არა ... – „დედაკაცი?“ – სოფელში გაიქცა. – „მაშ ვინ გამიღებს?“ უთხარი და ვკარი წიხლი კარებსა. კარები თვითონ გადიღო; ოთახიდგან ნესტის სუნი გამოვიდა. მე ავანთე სპიჩკა და მიუტანე ცხვირთან პატარა ბიჭსა: იმან გაანათა ორი თეთრი თვალი. ის იყო ბრმა, სრულიად ბრმა ბუნებით. ის უძრავად იდგა ჩემს წინა, და მე დაუწყე შინჯვა იმის პირის სახესა.
უნდა მოგახსენოთ, მე მაქვს დიდი წინდ ჩარჩენილი ჰაზრი სუყოველს ბრმაზე, მრუდეზე, ყრუზე, მუნჯზე, უფეხოზე, უხელოზე კუზიანზე და სხვათა. მე შენიშნული მაქვს, რომა ყოველთვის რაღაც საკვირველი შეფარდებაა კაცის გარეგანი შეხედულობასა და მის სულს შორის: თითქო ასოს დაკარგვით, სულიცა ჰკარგამს რომელსამე გრძნობასა.
და ესრედ ვშინჯამდი ბრმის სახესა; მაგრამ, მიბრძანეთ, რა შევატყო სახესა, რომელსაც არა აქვს თვალები? ... დიდხანს უყურე უნებელად გულის-შეტკივებით, როდესაც უცეფ ოდნავ შესამჩნეველმა ღიმილმა გაურბინა იმას სუფთა ტუჩებზე, და, არ ვიცი რისთვის, ის ღიმილი ისრე ძრიელ უსიამოვნოდ ჩამრჩა გულში ... ჩემს გონებაში დაიბადა ეჭვი, რომ ის ბრმა ისეთი უსინათლო არ იყო, როგორც მეჩვენა; ამაოდ ვეცადე, რომ ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ თვალებში განგებ ბისტების გაკეთება არ შეიძლებოდა, და ან კი რისთვის? მაგრამ რა ვქმნა? – მე ხშირად მიზიდული ვარ წინა-ჩარჩენილი ჰაზრით ...
„შენ სახლის-პატრონის შვილი ხარ?“ ბოლოს ვკითხე. – არა. – „მაშ ვინა ხარ?“ – ობოლი, გლახაკი. – „სახლის პატრონს შვილები ჰყავს?“ არა: ჰყვანდა ქალი და თათარს წაჰყვა ზღვის გაღმა. – „რომელ თათარსა?“ – რა ეშმაკმა იცის! ყირიმელი თათარია, მენავე კერჩიდგანა.
მე შევედი ოთახში: ორი ლუსკმა და სტოლი, და უშველებელი სკივრი ფეჩთანა რთავდა იმ ოთახსა. კედელზე რომ არც ერთი ხატი არ იყო – ცუდი ნიშანია! გატეხილი ფანჯრიდგან უბერამდა ზღვის ქარი. ამოვაძრე ჩემადნიდგან წმინდა სანთლის ნამწვი და ავანთე, დავალაგე ბარგი, მივაყუდე კუთხეში ხმალი და თოკი, დამბაჩები დავაწყე სტოლზე, გავშალე ნაბადი ლუსკმაზე, ყაზახმა თავისი მეორეზე; ათს წამს შემდგომ იმან ხვრინა დაიწყო, მაგრამ მე არ დამეძინა: ჩემს წინ ბნელაში ტრიალობდა პატარა ბიჭი თეთრი თვალებიანი.
ესრე გაიარა თითქმის ერთმა საათმა. მთვარე ანათებდა ფანჯარაში, და მისი შუქი. თამაშობდა ოთახში მიწაზე. უცეფ ოთახში გაშლილ ნათელ შუქზე გადირბინა ჩრდილმა. მე წამოვჯექი და შევხედე იფანჯარაში ვიღამაც მეორეთ გაირბინა ფანჯარასთანა, და დაიმალა ღმერთმა იცის საითა. მე ვერ მოვიფიქრებდი, რომ იმ სულიერს ჩაერბინა იმ კედელივით დაშვებულ ფლატეზე; მაგრამ უიმისოთ არ შეიძლებოდა. წამოვდექი, წამოვისხი ახალუხი, შემოვირტყი ხანჯალი და ჩუმ ჩუმად გამოვედი კარზე შემომხვდა ბრმა ბიჭი. მე გავინაბე ღობესთანა და იმან სწორე, მაგრამ ფრთხილის ნაბიჯით გამომიარა გვერდით. იღლიაში ეჭირა რაღაც ბოხჩა, და ნავთ-სადგურისაკენ გაბრუნებული, დაეშვა თავდაღმართზედ აქნილს გზაწვრილზე – იმ დღეს მუნჯნი შეჰღაღადებენ და უსიათლონი იხილვენ, ვიფიქრე მე, და მივყევ იმ სიშორეთ, რომ თვალიდგან არ გადამცდენოდა.
ამასობაში მთვარე ღრუბლით შეიმოსა და ზღვაზედაც ასტყდა ბურსლი; იმ ბურსლში ოდნავ-ღა სჩანდა სანათი ახლო მდებარე ხომალდის ბოლოზედ დანთებული; ნაპირზე ელვარებდა ქაფი ზვირთისა, ყოველს წამს მემუქარე მის დასაღუპავად. მე ძლივს ძლიობით დავეშვი თავდაღმართზე, და აი ვხედამ: ბრმა შეჩერდა, შემდგომ გაბრუნდა მარჯვნივ ქვეით; ის მიდიოდა ისრე ახლო წყალზე, რომ გეგონებოდა ეხლავ ტალღა სტაცებს და წაიღებსო; მაგრამ, სჩანს, რომა ის სეირნობა არ იყო. იმისთვის პირველი, რომ განვშინჯოთ მისი სიფრთხილით ფეხის გადადგმა ქვითგან ქვაზე, და მორიდება ღრანტეებისა. ბოლოს გაჩერდა, თითქო ყურს უგდებდა რაღასაცა, დაჯდა მიწაზე და მოიდო გვერდით ბოხჩა. მე იმის მოძრაობას უყურებდი ნაპირიდგან წამოწეული კლდეს უკან დამალული. რამდენსამე წამს შემდგომ, მეორე მხრიდგან გამოჩნდა რაღაც თეთრი ნაკვთი; ის მივიდა ბრმასთანა და მოუჯდა გვერდით ... ხანდა-ხან ქარს მოჰქონდა იმათი ლაპარაკი ჩემთან.
„რაო, ბრმავ?“ უთხრა ქალის ხმამა: „დიდი ღელვაა; იანკო არ მოვა“. – იანკოს არ ეშინიან ღელვისა, უპასუხა ბრმამა – „ბურუსი უფრო და უფრო სქელდება“, უთხრა კიდევ ქალის ხმამ მწუხარებით.
– ბურუსში სჯობია გამოვლა მოდარაჯეების ნაკების სიახლოვესა, იყო მისი პასუხი. „და რო დაიხრჩოს?“ – რა უყოთ? კვირას უახალ ლენტოთ წახვალ უკლესიაში.
შემდგომ დაჩუმდნენ; მე იმან გამაკვირვა მხოლოდ, რომა ბრმა მე მალოროსიულად მელაპარაკებოდა და ეხლა კი წმინდა რუსულ ენაზედ ემუსაიფებოდა.
– ხედამ, ჩემი სიტყვა გამართლდა, სთქვა კიდევ ბრმამა ტაშის კვრით: იანკოს არ ეშინიან არც ზღვისა, არც ქარისა, არც ჯანღისა, არც ნაპირის მოდარაჯეებისა; აბა ყური დაუგდე ეს წყლის შხაპუნი არ არის, მე ვერ მომატყუებ, – ეს იმისი გრძელი მოსასმელი ნიჩბები.
ქალი წამოხტა და დაუწყო შორს ყურება შფოთვითა.
„შენ სიზმარში ხედავ, ბრმავ“, უთხრა ქალმა: „მე ვერაფერსა ვხედამ“.
უნდა მოგახსენოთ, რომ რამდენი ვეცადე გამერჩია რამე შორს ნავის მსგავსი, მაგრამ სულ ამაოდ. ასრე გაიარა ბარე ათმა წამმა; და აი გამოჩნდა ზვირთის მთებს შუა შავი წერტილი: რომელიც ხან დიდად სჩნდა, ხან პატარად. ხან ნელნელა ადიოდა ზვირთის ქედზე, ხან დაეშვებოდა თავქვე, მოახლოვდა ნავი ნაპირზე. – გულადი იყო მცურავი, რომელმაც გაბედა მგზავრობა იმისთანა ღამეში, და გამოიარა ზღვის ტოტი, რომელსაც აქვს სიგანე ოცი ვერსტი, და დიდი მიზეზიც უნდა ყოფილიყო, რომელმანცა გააბედვინა ისრეთი მგზავრობა. ესრედ ჩაფიქრებული, მე, უნებლიეთ გულის ფანცქალით უყურებდი საწყალ ნავსა; მაგრამ ის, როგორც იხვი, ჩაიყურყუმელავებდა, შემდგომ საჩქაროდ მოუსვამდა ნიჩაბსა ფრთასავითა, და ამოხტებოდა ქაფის ნაშხეპრებიდგანა; – და აი ეხლა გამოისვრის, მოარტყამს ნაირსა და გაიბნევა ლუკმა-ლუკმა, ვფიქრობდი მე; – მაგრამ ის მარჯვეთ მობრუნდა გვერდზე და შემოვარდა პატარა ყურეში დაუზარალებელი. ნავიდგან გამოვიდა კაცი საშუალო ტანისა, თათრული ცხვრის ქუდითა; იმან ხელი დაუქნია, – და სამივემ დაუწყეს რაღაებსაც ზიდვა ნავიდგანა; ტვირთი ედვა იმდენი, რომა მე აქამდისინაც არ მესმის, რატომ არ ჩაძირა. სათითაოთ თითო ბოხჩა შეიგდეს მხარზე, გასწიეს ნაპირ-ნაპირა და მალე გადამცდნენ თვალიდგანა, უნდა დავბრუნვებულიყავი შინა; მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, ეს საკვირველება მაწუხებდა და ძლივს გავათენე.
ჩემ ყაზახს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიღვიძა და მნახა სრულიად ტანთ ჩაცმული; მაგრამ იმისათვის მაინც კიდევ არ მითქვამს მიზეზი, შევტრფოდი რამდენსამე ხანს ფანჯარიდგან ლურჯ ცასა, რომელზედაც გაფანტული იყვნენ ნაგლეჯ-ნაგლეჯი ღრუბლები, შორს მდებარე ყირიმის კიდეებზედ, რომელიც ლურჯად არის გაგრძელებული და თავდება ციცაბითა და რომელის წვერზედაც მოჩანს გზის მანიშნებელი კოშკი; შემდგომ წავედი. ფანაგორიის ციხეში კომმენდანტთან; მინდოდა შემეტყო, რომელ საათზე უნდა წავსულვიყავი გელენჯიგში.
მაგრამ, ვაი! რო კომმენდანტმაც ვერა მითხრა რა გადაწყვეტილი. ხომალდები, რომელნიც იდგნენ ნავთ-სადგომში, იყვნენ სულა ან მოდარაჯეებისა, ანუ ვაჭრებისა, რომელთაც ჯერ არც კი დაეტვირთათ. „იქნება ამ სამ ოთხ დღეში მოვიდეს ფოჩტის ხომალდი“, – მითხრა კომმენდანტმა: „და მაშინ ვნახოთ“. მე დავბრუნდი შინა სევდიანი და გაჯავრებული. ჩემი ყაზახი დამიხვდა კარებში შეშინებულის სახითა.
– ცუდია თქვენო კეთილ-შობილებავ! მითხრა მე იმანა.
„ჰო, ძმობილო, ღმერთმა იცის როდის წავალთ აქედგანა!“ აქ, ის უფრო მომატებულად აღშფოთდა, გადმოიხარა ჩემსკენ და მიჩურჩულა: – აქ ჯადოქარობა არის! დღეს შევხვდი ჩერნამორიულ ურიადნიკსა; ნაცნობია ჩემი, – შარშან ჯარში იყო; როგორც ვანიშნე ჩვენი ბინა, იმან მითხრა: იქ, ძმაო, ხალხნი უკეთურნი არიან ო!.. და მართლაც, რა ნაირი ბრმა არის ეს! – დადის ყველგან მარტო, ბაზარშიაცა, პურისთვისაცა, და წყალზედაცა ... სჩანს, აქ ამას დაჩვეულნი არიან.
„როგორ სახლის პატრონი დედაკაცი მაინც არ გამოჩენილა?
– დღეს, თქვენს იქ ყოფნაში, მოვიდა ბებერი და იმასთანაც ერთი ქალი.
„რომელი ქალი? მას ქალი არა ჰყავს“.
– ღმერთმა იცის, ვინ არის, თუ არა ქალი; აიგერა თავის პატარა სახლში ზის ბებერი.
მე შევულ ქოხში. ფეჩი იყო ძრიელ გახურებული, იხარშებოდა ღარიბთათვის საკმაოდ მდიდრული სადილი. ბებერი ყოველს ჩემს კითხვაზე პასუხს მიგებდა, რომ ყრუ იყო, და არა ესმოდა რა. რა უნდა გამეწყო იმასთანა? მე მიუბრუნდი ბრმასა, რომელიც ფეჩს წინ იჯდა, და აწყობდა ცეცხლში ფიჩხსა, „აბა, პატარა ბრმა ეშმაკო“, წავავლე ყურში ხელი და უთხარი: სთქვი სად დაეთრეოდი წუხელღამ ბოხჩით, ჰა?“ უცებ ჩემმა ბრმამ დაიწყო ტირილი, დაიყვირა, ამოიოხრა: – სად მივლია?.. არსად მივლია „ბოხჩით?“. რა ბოხჩით? – ბებერმა ამ ჟამად გაიგონა, და დაიწყო ბუტბუტი: „აი მოიგონებენ და ისიც გლახაკზე! მაგას რას ერჩით? რა დაგიშავათ?“ მე ეს მომწყინდა და გამოვედი განზრახვით, რომ უთუოთ უნდა მეპოვნა გასაღები ამ გამოცანისა.
გავეხვიე ნაბადში და ღობესთან დავჯექი ქვაზე და შორს ვიყურებოდი ჩემს წინ იყო გაგრძელებული ღამის ბურსლივით აღელვებული ზღვა; და ერთ ნაირმა მისმა ხმაურობამ მომაგონა წარსული დროებანი, გარდიტანა ჩემი აზრები ჩრდილოეთისაკენ, ჩვენს ცივ დედა-ქალაქში. აღშფოთებული მოგონებისაგან შევიქმენ გონება-განბნეული ... ისრე გავიდა თითქმის ერთი საათი, იქმნება, მეტიც ... უცებ რაღამაც სიმღერის მსგავსმა განაღვიძა ჩემი ყურთა-სმენა. მართლაც ის იყო სიმღერა და ქორფა ხმა ქალისა, – მაგრამ საიდგან?.. დაუგდე ყური – კილო გაწყობილი იყო, ხან გაგრძელებული და სამწუხარო, ხან ჩქარი და ცოცხალი. მივიხედ-მოვიხედე გარეშე არა ვინ არ არის; კიდევ დაუგდე ყური – ხმა თითქო ციდგან ჩამოდიოდა. ავიხედე ჩემი პატარა სახლის ერდოზედ იდგა ყმარწვილი ქალი ზოლ-ზოლი კაბით, თმა გაშლილი. თვალებზე ხელთ მოეჩრდილა და ისე თვალ გაშტერებული შორს გაჰყურებდა, ხან იცინოდა და სჯიდა თავის თავათ, ხან იწყობდა ისრევ სიმღერასა.
მე დავიხსომე ეს სიმღერა სიტყვითი სიტყვამდე:
მოლურჯო. ზღვაში
თავის ნებაზედ
დარბიან ნავნი
თეთრ აფრიანნი.
და იმათ შორის
დადის ჩემიცა
პაწაწა ნავი მოუკმაზავი.
აღდგება ქარი
და ძველნი გემნი
ფრთებს გაიშლიან
გაიფანტვიან.
მე კი მდაბლად თავს
დავუკრამ ჩვენს ზღვას
„ნავი, ჰე ზღვაო,
არ დამინთქო !
„მას მოაქვს ბევრი
ძვირფასი ნივთი,
მას მართავს თავი
შეუშინავი“.
მე უნებელად მომივიდა ჭკუაში, რომ იმ ღამეს ისრევ ის ხმა მესმოდა; მე ერთს წამს ჩავფიქრდი, და როდესაც მეორეთ შევიხედე ერდოზე, გოგო. იქ აღარ იყო. უცებ ჩემ გვერდზედ გამოირბინა, დამღეროდა სხვას რაღასაცა, და თითების ტკაცუნით, შევარდა ბებერთანა, და მოუვიდათ ერთმანერთში ლაპარაკი. ბებერი ჯავრობდა, ის კი ხმამაღლა ხარხარებდა. და აი ვხედამ, მორბის კიდევ ხტომით ჩემი ალი; როცა გამითანასწორდა, დადგა და დაცეცებით შამომხედა თვალებში, თითქო ჩემი აქ ყოფნა გაუკვირდაო. შემდგომ დაუდევნელად გაბრუნდა, და ნელ-ნელა წავიდა გემთ-სადგურისაკენ. ამითი არ გათავებულა: მთელი დღე დასტრიალებდა ჩემს სახლსა: სიმღერა და ხტომა არ გაუწყვეტია არც ერთს წამსა. საკვირველი სულიერია! სახეზედ არა ეტყობოდა რა ნიშანი უჭკუობისა; მისი ცოცხალი თვალები გამსჭვირვალებით დამაცქერდებოდნენ ხოლმე მე, და ამ თვალებს თითქო რაღაც მაგნიტიზმური მიმზიდველი ძალა ჰქონდათ, და ყოველთვის თითქო ელოდნენ რისამე კითხვასა. მაგრამ როგორც, რომ დავიწყობდი ლაპარაკსა, მაშინვე გაიქცეოდა ვერაგულის ღიმილით.
სრულიად არას დროს ამისთანა ქალი არ მინახამს. სილამაზეზე ძრიელ შორ იყო, მაგრამ მე მაქვს წინად-ჩარჩენილი ჰაზრი აგრეთვე სილამაზე ზედაცა. იმაში იყო ბევრ ნაირი ჯინში ... ჯინში ქალისა, როგორათაც ცხენისა, დიდი საქმეა: ეს გამოჩენა მიეწერება ჭაბუკ ფრანციას. ჯინში შეეტყობა თითქმის ყოველთვის სიარულში, ხელებზე და ფეხებზე; მეტადრე ცხვირს აქვს დიდი მნიშვნელობა. სწორე ცხვირი უფრო იშვიათია რუსეთში პატარა ფეხზე. ჩემი მოღიღინე, იქმნებოდა, თითქმის თვრამეტი წლისა. საკვირველი მიმყოლი ტანი, განსაკუთრებული, საკუთრად მისი თვისება, თავის მოხრა, გრძელი ქერა თმები, რაღაც ნაირი ოქროს ფერი ღელვა ოდნავ მზე მოკიდებული სახე და მხრების კანი და მეტადრე სწორე ცხვირი, – ესე სუყოველის ფერი იყო ჩემი შემაცთუნებელი. თუმცა მისს მრუდე ყურებაზე ვატყობდი რაღაც მხეცურს და საეჭვოსა, მაგრამ ეს არის ძალი წინად – ჩარჩენილი ჰაზრისა: სწორე ცხვირმა გამაგიჟა: მე მეგონა ვიპოვნე მეთქი გიოტეს მინიონი, – ეს უხიაკი ქმნილი მისი ნემეცური ჰაზრისა; და მართლაც, ბევრი მგსავსება იყო მათ შორის: იმასავით მსწრაფლ დიდის შეწუხებიდგან სრულს დამშვიდებაში გარდასვლა, იმასავით გამოცანებით ლაპარაკი, იმისთანავე ხტომა, გასაოცარი სიმღერები.
საღამოზე გავაჩერე კარებში და დაუწყე შემდგომი ლაპარაკი:
„მითხარი ერთი, მშვენიერო“, ვკითხე მე: „რას აკეთებდი დღეს ბანზედ შენა?“
– უყურებდი საიდგან უბერამს ქარი. – „რათ გინდოდა?“ – საიდგანაც ქარია, იღბალიც იქიდგან მოდის. – „როგორ? განა სიმღერით უძახოდი იღბალსა?“ – საცა იმღერება, იქ ბედი იბადება. – „ბედის მაგივრად, რომ მწუხარება მოიზიდო?“ – რა უყოთ? საცა უკეთესი არ იქმნება, იქ იქმნება ცუდი, და ცუდიდგან კეთილამდისინ მაინც კიდევ დიდი მანძილი აღარ არის – „ვინ გასწავლა ეგ სიმღერა?“ – არავის არ უსწავლებია; მოვიაზრებ – ვიმღერი; ვისაც უნდა გაიგონოს, ის გაიგონებს; და ვისაც არ უნდა გაიგონოს, ის ვერ მიხვდება. – „სახელად რა გქვიან, ჩემო კარგო?“
– ვინც მომნათლა, იმან იცის. – „ვინ მოგნათლა?“ – მე რა ვიცი – „რა დაფარული ხარ? აი მე შენზე რაღაებიც გავიგე“ (ის არც სახეზე გამოიცვალა, არც ტუჩები დასძრა, თითქო იმაზე არა ლაპარაკობენო). „მე გავიგე, რომ შენ ზღვის ნაპირზე იყავი წუხელი, ღამე“. აქ მე ძალიან კარგად უამბე ყოველის ფერი, რაც მენახა, მეგონა შეკრთებოდა; სულაც არა! რაც შეეძლო ისე გაიხარხარა. – ბევრი გინახამთ და ცოტა იცით; და რაც იცით; მაგრად შეინახეთ. – „მე რომ,—სიტყვაა, მოვინებო და ვაცნობო კამმენდანტსა მერე?“ აქაც ხუმრობა გაშვებით და სასტიკად მოვიქეცი. ის უცებ შეხტა, დაიწყო სიმღერა, და მიიმალა, როგორც ბუჩქიდგან გამოფრენილი შეშინებული ფრინველი. ეს უკანასკნელი ჩემი ნათქვამი სიტყვები უადგილო იყო; მე მაშინ ეჭვი არა ფრისა მქონდა, მაგრამ ბოლოს დროს მქონდა შემთხვევა ისრეთი, რომ ვინანე. როგორც დაბინდდა, მე უბრძანე ყაზახს მოგზაურულად ჩაიდანის მოდუღება, ავანთე სანთელი, დავჯექი სტოლთან და ჩიბუხის წევა დავიწყე. მე მეორე სტაქან ჩაის ვათავებდი, როდესაც უცებ კარებში დაიჭრიალა, და ჩემს უკან შემომესმა ნელი კაბის შრიალა და ფეხის ხმა; მე შევკრთი და მივიხედე, – ეს ის იყო, ჩემი ალი. ის დაჯდა ჩემს პირდაპირა წყნარად და ჩუმათ, და დამაცქერდა მე, არ ვიცი რისთვის, მაგრამ ის ჭვრეტა საკვირვლად ნაზად მეჩვენა მე; მე იმან მომაგონა ერთი იმ ჭვრეტათაგანი, რომელიცა უწინდელ დროებაში ისრე თავის ნებაზე ათამაშებდნენ ჩემს სიცოცხლეს. ის, ვგონებ ელოდა ჩემგან კითხვასა, მაგრამ მე გაჩუმებული ვიყავი, სრული გამოუთქმელის შეკრთომით. მისი პირის სახე იყო გაცრეცილი, და ზედ ეტყობოდა გულის აღშფოთება; ხელებს უსაგნოდ დაათრევდა სტოლზე, და შევატყე მცირე თრთოლვა; მის მკერდი ხან ამაღლდებოდა ხოლმე, ხან თითქო სუნთქვას იოკებდა. ეს კომედია მომეწყინა, მე განმზადებული ვიყავი, ეს უხმაურობა გამეხმიანებია თვით უპირველესი პროზაიკურის წესით, ესე იგი მინდოდა ერთი სტაქანი ჩაი მიმერთმია, ამ დროს უცებ წამოხტა, მომეხვია ყელზე, და ცხელმა, ცეცხლებრ აღგზნებულმა კოცნამ ხმა ამოიღო ჩემს ტუჩებზე. თვალთ დამიბნელდა, თავბრუ დამესხა, მე ჩავიკარი გულში ყოვლის ყმაწვილური ღონის გულის-ვნებით, მაგრამ ის როგორც გველი მიცურამდა ხელში, და წამომჩურჩულა უურში: „ამაღამ, როცა ყველამ დაიძინოს, გამოდი ზღვის პირზე“, და ისარივით გავარდა კარში ოთახიდგან. დერეფანში წააქცია ჩაინიკი და სანთელი, რომელიც ძირს იდგნენ. „აი შე წყეულო, გოგო!“ დაიძახა ყაზახმა, რომელიც თივაზე წამოწოლილი, ფიქრობდა დანაშთენი ჩაით კუჭის გათბობასა. მხოლოდ ამ დროს მეც გონებაზე მოვედი.
ორ საათ შემდგომ, როდესაც გემთ-სადგურზე ხმა მიწყდა, გავაღვიძე ჩემი ყაზახი. „თუ ვინიცობაა, დამბაჩა გავცალო“, უთხარი მე იმას: „მაშინ ზღვის პირზე ჩამოირბინე“. იმან გამოაჭყიტა თვალები და მიუხდომლად მითხრა: „ბატონი ბრძანდები“. მე გავირჭე დამბაჩა წელში და გამოვედი. ის ქალი მელოდა მე ჩასავლის ნაპირზე; იმას ეცვა საშინელი მსუბუქი ტანისამოსი, პატარა ხელცახოცი ერტყა წელზე.
„მომყევიო მე!“ მითხრა, ჩამავლო და ხელი ხელში დავეშვით თავქვე. არ მესმის რატომ კისერი არ მოვიტეხე; ძირს გავბრუნდით მარჯვნივ და წავედით ისრევ იმ გზაზე, რომელზედაც წინა ღამეს ბრმა ბიჭს დავედევნე. მთვარე ჯერ არ ამოსულნიყო, ორი ვარსკვლავი, ვითა ორი მხსნელი მნათობი, კაშკაშებდენ ლილის ფერ ცაზე. ზღვის მძიმე ტალღები ზომიერად და ერთნაირად მისდევდნენ ერთი ერთმანერთს გორვით, ოდნავ არხევდნენ განმარტოებულ ნავსა, ნაპირზე მომდგარსა. „ჩავსხდეთ ნავში“. მითხრა ჩემმა თანა-მომგზავრემ. მე ვტორტმანობდი – მე არა ვარ ზღვაში სეირნობის მოყვარული; მაგრამ დაბრუნების დრო აღარ იყო. ის გადახტა ნავში, მეც თან გადავყევი, და მიხედ-მოხედვა ვერ დავასწარი, რომ შევატყე, რო ჩვენ მივცურამთ. „ეს რას ნიშნამს?“ ვსთქვი მე განრისხებით. – ეს იმას ნიშნამს, დამსვა სკამზე, მომხვია წელზე ხელი და მითხრა: ეს იმას ნიშნამს, რომ მე შენ მიყვარხარ.... და იმისი ლოყა ჩემს ლოყას მოეკრა და ჩემს სახეზე ვიგრძნე მხურვალე სუნთქვა. უცებ რაღამაც წყალში ჭყაპუნი მოიღო; მოვისვი სარტყელზე ხელი – დამბაჩა აღარ არის. ოჰ, აქ საშინელ ეჭვში შევედი, სისხლი ამივარდა თავში! მოვიხედე – ორმოც და ათ საჟენზე გამოვცილვბულვართ ნაპირს; მე ცურვა არ ვიცი! მინდა ხელის კვრით განმეშორა იქით – იმას კატასავით ჩაევლო ხელი ტანისამოსში და უცებ ღონიერის ქისტის წაკვრით კინაღამ ზღვაში არ გადამაგდო. ნავი შეირყა, მაგრამ გავსწორდი, და შეგვექმნა დიდი ბრძოლა; სიშმაგემ ღონე მომიმატა, მაგრამ მალე შევატყე, რომ ისა მჯობნიდა სიმარდითა. „რა გინდა?“ დაუყვირე მე, და მაგრად მოუჭირე პატარა ხელებზე; თითები უტკაცუნებდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღია: მისმა გველებურმა ბუნებამ მოითმინა ეს ტანჯვა.
– შენ ნახე, მიპასუხა იმანა: შენ აცნობებ! და ზესთა-ბუნებითის ძალით წამაქცია ნავის ფიცარზე; ჩვენ ორივენი სასარტყლემდისინ გადმოვეკიდეთ ნავიდგან; მისი თმები წყალში ევლებოდნენ; უკანასკნელი წამი იყო. მე მივებჯინე მუხლით ნავის ძირსა, წავავლე ერთი ხელი თმაში, მეორე ყელში, იმან ჩემს ტანისამოსს ხელი მიანება, და მსწრაფლად გადუძახე ზღვის ზვირთში.
კარგა ბნელოდა კიდეცა; ორიოდჯერ ზღვის ქაფში ამოჰყო. თავი, და იმაზე მეტი აღარა დამინახავს რა...
ნავის ძირზე ვიპოვნე ძველი მოსასმელი ნიჩბის ნახევარ ნახეთქი და დიდის წვალების შემდგომ, როგორც იყო, გამოვიტანე ნაპირზე ნავი. ნაპირ-ნაპირ შინისაკენ მიმავალი, უნებელად დავაცქერდებოდი ხოლმე იმ მხარესა, სადაც ბრმა წარსულს ღამეს ელოდა ღამის მცურავსა; მაშინ მთვარეც მოგორამდა ცაზე, და მე მეჩვენა, რომა ვიღაც თეთრი ტანისამოსით იჯდა წყლის პირზე; მე მივეპარე, ძრიელ მინდოდა გამეშინჯა, და წავწექი ნაპირის ფლატის პირზედა; გამოვჰყავი ცოტათი თავი, მე შემეძლო დანახვა სუყოველისფრისა ქვეით იმ ფლატიდგან, და არც ძრიელ გამკვირვებია, თითქმის გამეხარდა კიდეცა, როცა ვიცანი ჩემი ალი. ის იწურამდა ზღვის ქაფსა გრძელი თმებიდგანა; სველი პერანგი აჩენდა მის მიმყოლ ტანსა და მაღალ მკერდსა. მსწრაფლ გამოჩნდა შორიდგან ნავი, მალე მოახლოვდა; იქიდგან, როგორც წინა ღამეს, გამოვიდა კაცი თათრული ქუდით, მაგრამ თავი გაკრეჭილი ჰქონდა ყაზახურათა, და ქამარზე ეკიდა დიდი დანა. „იანკო“, უთხრა ქალმა: „ყოველი საქმე მოგვეშალა“! შემდგომაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისრე ჩუმათ, რომ ვეღარა გავიგონე რა. – სადღა არის? კითხა ბოლოს იანკომა ხმა მაღლად. „მე გავგზავნე“, უპასუხა მან მცირეს ხანს შემდგომ მოვიდა ბრმაცა, და მოათრევდა მხარზე შეგდებულ ტომარას, რომელიც ნავში ჩასდეს.
„გამიგონე, ბრმავ“! უთხრა იანკომს: „შენ იმ ადგილს გაუფრთხილდი ... იცი? იქ ძვირფასი საქონელია. უთხარი (სახელი გერ გავიგონე), რომა მე იმისი მსახური აღარა ვარ; საქმეები ცუდად მოგვდის; დღეის შემდგომ მე ვეღარა მნახამს; ეხლა საშიშია; წავალ საქმის მოსაძებნელად სხვაგანა. ის ჩემისთანა მარჯვეს ვეღარ იშოვნის. და უთხარი, ჯაფის ფასი, რომ კარგად ეძლია, მაშინ იანკო იმას თავს არ დაანებებდა; მე ყველგან გზა გახსნილი მაქვს, საცა ქარი ჰქრის და ზღვა შუვის“! მცირე ხნის გაჩუმების შემდგომ იანკომ კიდევა სთქვა: ეს ქალი მე წამომყვება; ამისი აქ დგომა აღარ შეიძლება; ბებერს უთხარი, დრო არის სიკვდილისათქო, დიდ ხანს იცოცხლა, პატივიც უნდა იცოდეს. ჩვენ კი ამის შემდგომ ვეღარა გვნახამს.
– მე ! სთქვა ბრმამ შესაბრალისის ხმითა.
„შენ რათ მინდიხარ“? იყო პასუხი.
ამასობაში ჩემი ალი ჩახტა ნავში და გაუქნია ხელი თავის ამ ხანაგსა. იანკომ რაღაც ჩაუდო ბრმას ხელში და უთხრა: „აჰა, იყიდე შენთვის შაქრის პურები“.
– მარტო ესა? უთხრა ბრმამა: „აი, კიდევ“. – და ქვაზე დაცემულმა ფულმა წკრიალი მოიღო. ბრმამ არ აიღო. იანკო ჩაჯდა ნავში; ქარი უბერამდა ნაპირიდგან: გაშალეს პატარა აფრა და საჩქაროდ გასწიეს. დიდ ხანს მთვარის შუქზე კაშკაშებდა თეთრი აფრა შავ ზვირთებში; ბრმა ისრევ იჯდა ნაპირზე, და აი, შემამესმა რაღაც მსგავსი ტირილისა: ბრმა ბიჭი მართლა სტიროდა, და ძალიან დიდ ხანაცა. მე შევსწუხდი. რათ უნდოდა ბედისწერასა, რომ ჩამაგდო მშვიდობიან ამხანაგთ შორის, დარბაისელთ აღკრძალული საქონლის მზიდველებში? როგორათაც ქვა, გდებული მდორედ მდგომარე წელში, ისრე აღვაშფოთე მათი მშვიდობიანი ცხოვრება, და როგორათაც ქვა, ისრე მეც კინაღამ არ ჩავიძირე წყალში.
დავბრუნდი შინა. დერეფანში ტკრციალებდა სანთლის ნამწვი ხის ფიალაში, და ჩემს ყაზახს, ჩემი ბრძანების წინააღმდეგად, ეძინა ტკბილის ძილითა და ორივე ხელით ეჭირა თოფი. ის ისრევ იმ განცხრომაში დავსტოვე, ავიღე სანთელი და შეველ ჩემს ოთახში, ვაი! ჩემი პატარა ცუთი, ხმალი ვერცხლით შეჭედილი, დაღესტნური ხანჯალი, – მეგობრის ნაჩუქები, სულ განჰქრნენ. აქ კი მივხვდი, რაღაც ნივთები მიჰქონდა წყეულ ბრმასა გავაღვიძე ყაზახი უზრდელურის ქიმუნჯითა, გავლანძღე, ვიჯავრე, მაგრამ რაღას უზამდი! სასაცილო არ იქმნებოდა, რო შეცნობებია მთავრობისათვის, რომ ბრმა ბიჭმა გამქურდა და თვრამეტის წლის ქალმა კინაღამ არ დამახრჩო? მადლობა ღმერთსა, მეორეს დილაზე მოხერხდა ჩემი წამოსვლა და დავტოვე ტამანი. რა დაემართათ ბეერსა და საწყალ ბრმასა – არ ვიცი. ან კი რა ჩემი საქმეა, რომ შევიდე კაცთა შთამომავლობის მხიარულებისა და უბედურების განხილვაში, – მე მგზავრი აფიცერი და მეტადრე სახელმწიფო საჭიროების პოდაროჟნის მქონებელი....
მიხეილ ყიფიანის.
![]() |
2 მცირედი რამ მოთხრობა როსიისა |
▲ზევით დაბრუნება |
მცირედი რამ მოთხრობა როსიისა.
(შემდეგი.)
ჩერქეზკისა ვითარება.
ქალაქი იგი ჩერქეზ ქირმანი არს დონისა წყლისა პირსა ზედან. იგი დონისა წყალი არის მცირისა ზღვისა ოდენნი, და იგი წყალი არს გარე ქალაქისა მის აღმოსავლეთით მხარეს დასავლეთით და სამხრეთით, და ჩრდილოეთით არს ხმელი. წყალი ესე განდიდნების მაისით ვიდრე ივლისს გასვლამდინ ეგეოდენ, რომელ ქალაქისა მის დაბალთა სახლთა იპყრობს წყალი იგი და აღავსებას-ცა და ბევრ გზის წარუხდენია ნივთნი სახლისანი. ამა წყლისა პირსა ავლია სრულიად ხისა კედელნი მოჭდეულნი და სქლად. ამა წყალთაგან შემომდინარობს ქალაქსა მას შინა წყალნი ათორმეტ ტოტად, არა მცირედ მცირედ არამედ რაოდენობენ ჩვენებურთა წყალთა არაგვსა და დიდსა ლიახვსა, და არს წყალთა მათ ზედა ხიდნი ახლოს ახლო. ხშირად კარგ გაკეთებულნი. წყალთა მათ შინა იპოვების თევზი მრავალ გვარი რაიცა გნებავს და გწადს, თვინიერ კალმახისა, და არს ესრეთ იეფად ვითა ერთია აბაზისა, რაიცა თევზი სთქვათ კმა საყოფელ არს ოცთა კაცთათვის. დაიპყრობენ მუნებურნი ხალხნი მრავალთა, დამარილვენ და ინახამენ გასასყიდად, და მიაქვსთ შიგნით რუსეთსა შინა. მე გკადროთ მოხსენება თევზთა სიმრავლე მუნებური, და იქნების მსმენია არა რწმუნებულ იქმნეთ, ოდეს წყალთა შინა ნავით მივიდოდით, შორით ვნახეთ ათორმეტსა ადგილსა დიდროვანნი ზვინნი თევზთანი. ზოგთა თქვეს შუშისა ხორად, ზოგთა სათივედ და ზოგთა ყანისა ძნად დაზვინებულად, და ოდეს ახლოსრე მივიწიენით, ვიხილეთ რომელ იყო ახლად დაჭერილი თევზი დაწლული დამარილული და ეგრეთ დაზვინებული. სასახლენი მუნებურნი არიან უმეტესს ქვითკირისანი და ხისაცა კარგ შენებული, მარა არა რუსთა არხიდეკტურობითა ნაშენი, და არცა ქუჩანი და ფოლორცნი სწორესა ხაზსა ზედან, არამედ ვიწროდ და არეულად ადგილთა სივიწროვისა მიერ, და სახლნი ოთხნი და ხუთი ერთად ერთი მეორესა ზედან, მაღლად შენებული, წყალთა შიშისა მიერ. ბაზარნი და ქარვასლანი მათნი უცხოდ ნაშენი ქვითკირისა და სავაჭროო მრავლად, რაიცა გნებავს. არს მუნ იეფად ღვინო და პური და ხორცი და სხვა ხორაგიცა არს ამ ქალაქსა შინა ეკკლესია ათშვიდმეტი გუმბათიანი, არს სობორო, რომელ არს პირველი ეკკლესია დიდი ქვითკირისა, გარე სრულიად რკინისა თუნუქითა გარდაჭედილი და სხვა და სხვად ფერად სამხრონი შეღებილნი. შიგნით უცხოდ ნახატნი და კანკელი მაღლად გაკეთებული და სრულიად მოჭედილნი ზოგი ვერცხლითა, ზოგი ოქროთი და ზოგი თვლითა პატიოსნითა და სხვითაცა ნივთითა მდიდარი. ჰყავსთ მათთა კანონთა მებრ მწიგნობარ მგალობელნი გაწყობილნი. ეგრეთვე სხვანიცა ეკკლესიანი გავშინჯეთ ყოველი და იგიცა კარგ ნაშენნი და გაწყობილნი იყო.
მას ქალაქსა შინა მოსახლენი არიან სრულიად ყაზახნი, – კაცნი მხნენი და მამაცნი, უხვნი სტუმართ მოყვარენი, მოწყალენი, უცხოთა შემწყნარებელნი და პატივის მიმცემნი, თვით სჯულითა მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი; ტანთა საცმელი მათი, მათნი იარაღნი და მათთა ცხენთა იარაღნი ემგზავსება ჩერქეზისა იარაღთა თვინიერ მშვილდისრისა, ქუდნი ქართული და არა ჩერქეზისა. ქალნი მათნი მშვენიერნი და ახოვანნი თეთრ ყირმიზნი, შავთა წარბ წამწამთა და თვალთა მექონი. ტანისამოსი მათი გრძელნი, და ერთიცა გარედ ჩაცმულნი, ვიდრე ადგილად და კალთანი გარდადებულ არა რუსთა გვარად არამედ სხვად. და ვერა ვსცან, თუ რომლის ქვეყანისა იყო ქუდნი ხურავს სომხის ეფისკოპოზისა ქუდის მგზავნი, ზოგი თვლითა მოჭედილნი, ზოგი მძივით ნაკერნი და ზოგი ფარჩისანი, ვისა ვითა ჰფერობს და ძალუძსთ. მარა არა ძალმიცს აღწერად ქები პურადობისა მათისა, ამად რომელი თუ რომელი რომელსა უსწრებდა მასპინძლობასა სატრფოდ უჩნდათ. და ეგრე მხიარულისა გულითა გვიმასპინძლიან, არა მარტოდ ჩვენ, არამედ არს ადრითვე წესი და ჩვეულება მათი და აქვსთ სჯულად დადებული. ..მაჯამა.
შაირი.
თუცა ძალ მაძს მართებს ქება მათი ასრე მაჯამითა,
არა დავშვრე წერად ამბავთ, მოცა წარხდეს მაჯა მითა,
ვით გვისტუმრნეს, ვით შეგვიტკბეს, ლხინი გვასვეს მაჯამით,
და დაგვავიწუეს ყოვლი ჭირი, შეისმინეს მაჯამითა.
მე იმ გვარი უოფა ქცევა, არ მინახავს არა სადმე,
მხიარულნი კარგ მსიტყველნი, პირველითგან მცირეთადმე.
შეგიტკბობენ მასპინძლობენ, შეგაქცევენ უცხოდ რადმე,
და ესე წესი ძველადვე უძსთ, უოვლთა უცხოს სტუმართადმე.
შემდგომად სამისა დღისა გამყრელთა მათთა მოვაღებინეთ კვალად იგივე ლოტკანი, ჩავსხედით შიგან, ამართეს აფრანი, იყო სამხრით ქარი და ვლეთ წყალთა შინა ორ საათ ნახევარი, და გავხედით იმიერ სოფელსა იახსიას. მათცა მხიარულისა გულითა გვიმასპინძლეს და მას ღამე განგვასვენეს. მეორესს დილასა მოგვივიდა ატუტანტი, რომელ არს ეშიკაღაბაში, მუნ მყოფისა ისპეკტორისა და ეთხოვა მეფის ძეთა თვის ინებოს უგანათლებულესობა მან თქვენმან, და თქვენისა თავადითა ინებეთ განათლება სახლისა ჩემისაო, და გამოეგზავნა კარეტა სამი უცხოდ მორთული. ჩვენ კი კითხეთ ვითარება მისი და გვითხრეს კაცი იგი არს თავადი გვარითა გარჩაკოვი, და მდიდარი გულითა და ნივთითაცა. ხოლო ჩვენ ჩავსხედით კარეტათა შინა და წარვედით. ვიარეთ მუნით ვერსია ცხრა და მივედით მისსა სახლად. როს სცნა მოგვეგება წინად მოცინარისა პირითა, და შინად შეგვიწვია. აქვნდა სახლნი კარგი ქვითკირისა მიერ ნაშენი და კარგ გაწყობილი. რა მცირე ხანი გამოხდა სხვასა სახლსა შეგვიწვიეს და იყო ზაკუსკა დაგებული. რა მივიღეთ იგი, სხვასა სახლსა იყო სტოლი და დავსხედით მუნ სადილად. მარა რა ვიკადრო ქება, ანუ ვითარი სტოლი აქვნდა, ანუ სტოლის იარაღნი, ძვირფასნი და ვითა უცხოთა შეწყნარებისა ჩვეულება არს ეგრეთ მიგვიღო და შეგვაქცია სტოლსა მას ზედან.
ფისტიკაური.
მოუბარი არს უცხოს ენითა, აცვრევს სიტკბოსა ველსა ფენითა,
მარად განსცხრების იგი ლხენითა, ვერა სჭვრეტ მასა თავ შეწყენითა.
იშვებს და ტანცობს საკრავ შტვენითა, და მონარნარობს აღმა ფრენითა,
და მსურს იგი ვაქოთ ამა წერითა, თუცა არ დაშვრა მაჯა სენითა,
მაჯამა.
რადგან დღეს მისთვის სოფლისა დარი აწ დარობს დარული,
არა სწვავს ჭმუნვის ალები, ცეცხლი გეენის დარული,
მისსა ვერ მჭვრეტსა მტირალსა, ცრემლი სდის ვითა დარული.
და საკვდავად შესვამს სამსალას, მკვდრის სახედ იქმნის დარული.
შევექეცით სტოლსა ზედან ვითარ საათი სამი და სტოლის შემდგომად რა ზე აღვდეგით შევედით სხვასა სახლსა. იყო ხილისა სტოლი დაგებული, მრავალნი სხვა და სხვა გვარნი მურაბანი და ხილნი და ეგრეთვე სასმელნიცა. შევექეცით ვის ვითა სწადდა და მერმედ გამოვეთხოვენით, გამოგვესალმა ყოველთა, და ჩვენცა მადლობა გკადრეთ. ჩავსხედით კარეტათა შიგან და წარმოვედით.
მას გზასა ზედან ვიხილეთ მრავლად ალაჩუხნი სრულიად შავნი. რა სიახლოვესა მათსა მივედით, მათ ალაჩუხთაგან გამოვიდნენ კაცნი და ქალნი, სრულიად შავნი ვითა არაბნი, მოგვეგებნენ წინა და ითხოვდნ ყოველნი მოწყალებასა დიდიდგან ვიდრე მცირეთადმდე. ჩვენ ვიკითხეთ მათი ვითარება და გვითხრეს ესრეთ, მაგა ხალხთა სახელად ეწოდების ციგანკები, რომელ არს ბოშა. ეგენი არარიან ბუნებით თვისით ეგრეთ შავნი, არამედ ბინძურობითა და ჩვეულებათა მიყოლითა არიან უსახონი და შავნი. არა ჩაიცმენ ახალთა ტანისამოსელთა, და რომელიცა მოსიესთ იგიცა დახეულნი, და სურსთ შიშვლად ტარება ხალხთა შინა კაცსა და ეგრეთვე ქალთაცა ეგე ყოველი ხალხი რაიცა იხილეთ და სხვასაცა ქვეყანასა არიან მგზავსნი მათნი რუსეთსა შინა. დღე ყოველ ითხოვენ მოწყალებასა ქალაქთა და სოფელთა შინა და მით გამოზარდონ თავნი თვისნი წლითი წლად. სიმდიდრე მათი ეგე არს, რომელ თითოსა კომლსა აქვსთ ალაჩუხნი სადგომად. ჰყავსთ თითოცა ურმისა ცხენი. არა იქმნების ერთსა ალაგსა დგომა მათი, არამედ სადაცა სურსთ ვლიან პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ზამთარ და ზაფხულ არიან ცასა ქვეშე, არა იციან მუშაკობა რაიმე და არცა შემატება თავის თვისისა. არამედ არიან სავსენი ყოვლისა გრძნეულობითა, ჯადოობითა, თილისმითა და სხვითა საეშმაკოსა ქცევითა. ვითა კაცსა გრძნეულობითა თვისითა სხვა და სხვასა ცხოველთ სახედ შესცვლიანო. ოდესცა გვესმა ყოველივე ამბავი მათი ფრიად საზარო იყო და ვითა სახილველნი იყვნენ ეგრეთცა ამბავი და ვითარება მათი იყო.
შაირი.
პირთა სახე მათი იყო, ვით არაბნი შავნი ცუდნი,
ქალ კაცამდის სრულ შიშველნი, არ ეხურათ თავთა ქუდნი,
მნახავთათვის საზაროდ ხმა, გრძნეულობით სავსე მრუდნი,
და ვწყევ მათ ქცევას ეგრე ყოფნას, რომ არიან უწყლად ქურდნი.
რა ვისმინე ვითარება, მათ წეეულთა შავთა ხალხთა,
შეგვიზარდა ხილვა მათი, ფერად გვანდნენ ცუდთა თალხთა,
ჯადოქართა დაუწყვეტლად, ეშმაკისა გრძნების ჩარხთა,
და ავ მსიტყველთა სახის მგზავსად, ავ საქციელთ ავად ფრაზთა.
განვეშორენით მათ და მას ღამე გვალად იახსიას განვისვენეთ და დილას წარვედით. განვლევით მას დღე ვერსი ას ორმოცდა ორი და მივედით სოფელს კამენცკას. ღამე მუნ დავჰყავით და ხვალის დღე ვიარეთ ვერს ას ხუთი და აქაცა დონისა პირსა კაზანცკას დავყავით ღამე იგი. მეორესა დილას წარვედით მუნითცა, გავიარეთ ვერსი სამოც და შვიდი და მას ღამე ბიჩკოვს განვისვენეთ. და დილასა ადრე აღვდეგით ვლევით ვერსიას ორმოცდა ხუთი და ღამე მოსვენებად სოფელსა იეგორცკას გარდავხედით. დილას ჩავსხედით ურემთა შიგან, განვლევით ვერსი ორმოცდა ხუთი და მივედით ქალაქსა ვარონიჟსა.
ვითარება ვარონიჟისა.
აქა პირველად მისავალსა ალაგსა არს წყალი დიდი, რომელიცა იქმნების ოთხისა მტკვრისა ოდენნი და სახელად ეწოდების წყალსა ამას ვარონია. ძევს მას ზედა ხიდი ხისა სიგძითა ვერსი ერთი. რა მას ხიდსა განვლი არს ბორანი დიდი. დასჯდები და განხვალ იმიერ ნახევარსა ვერსისა ოდენსა წყალსა. ქალაქი იგი სახლობს ამა წყლისა პირსა, კარგ ნაშენნი სახლნი ხისანი, მარა უმეტეს ქვითკირისა მიერ. ქუჩანი და ფოლორცნი არა მათითა არხიტეკტურობითა არამედ არეულად და დაფენილი სრულიად ქვითა ბაზარნი და ქარვასლანი ქვითკირისანი და სავაჭროცა მრავალი რაცა გნებავს. ეკკლესია კარგ ნაშენი ათ ცხრამეტი გუმბათიანი არს არხიერი არსენიოს კაცი მშვიდი და წყნარი გულ მხიარული, უცხოთა პატივისა მცემელი. არს აქავე მონასტერი ერთი დედათი და ერთი მამათი. სახლობენ სრულიად რუსნი, და არა სხვის სარწმუნოებისა მექონნი. ტანთა ცმა, ლაპარაკი და ყოფა ქცევა როსიისა აქვსთ. აქავე ჯარი დგას მცველად ქალაქისა ამის.
ოდეს გავედით წყალსა მას მოგვეგება წინა მუნ მყოფი ღუბერნატორი და კამენდატი, წარგვიძღვნენ და მიგვიყვანეს სახლსა დიდ ვაჭრისასა. მას ღამე განვისვენეთ, და მეორესა დილასა ჩავსხედით კარეტათა შიგან და წარვედით ნახვად სობოროსა, დღესა შუა ზადიკობისას, იყო მწირველი თვით არხიერი. ჰყვა კრებულნი კარგად გაწყობილნი, და ეკკლესიაცა მდიდრად მორთული, ყოვლისა საეკკლესიოსა ნივთითა. ოდესცა აღასრულა ჟამისა წირვა, გამოვიდა ყოველი იგი ერი კარს გარე და შემდგომად არხიერიცა იგი კრებულითა თვისითა გამოვიდა ეზოსა მის ეკკლესიისასა, მოიღო წყალი აკურთხა და სცა ყოველთა მათ ერთა, რომელნიცა შეკრებულ იყვნენ მუნ. რამეთუ არს ჩვეულება ესე როსიასა შინა, ვითარცა ნათლისღებისა დღესა ეგრეთ შუა ზადიკობასა და შვიდსა მაისსა აკურთხებენ წყალსა. მერმედ იწყო ლიტანიობა გარემო ეკკლესიისა მის. და ჩვენცა ვიყვენით ხალხთა შინა დასრულებადმდე. და შემდგომად წარმოვედით სახლად ჩვენდა. რა შინა მოვედით, მოვიდა არქიერი იგი ნახვად მეფისა ძეთა თანა, მოიღო ორი ხატი ხარებისა და ერთი დიდი პური მარილ დაყრილი და მით მოულოცა დღესასწაული იგი. რამეთუ იციან ევროპასა შინა დიდ კაცთა მიეგების ხალხი და მიულოცვენ პურსა და მარილსა, იყო მცირესა ხანსა ჩვენთანა, მარა კაცი უკეთესი არა მინახავს, მხიარული და კარგი შემყრული. რა მიიღო. ზაკუსკა გამოეთხოვა მეფისა ძეთა და წარვიდა.
შაირი
კაცი იყო მხიარული, პირ მოცინრად მოუბარი,
სიტყვა მჭევრი, ენა ტკბილი, გულ მწყრალთ კაცთა დამტკბობარი,
გულად უხვი და მდიდარი, ყოვლით უცხოთა შემტკბობარი,
და მე ვით ძალი მის ქება მისი, მრავლად უვის მაქებარი.
შემდგომად ჩვენცა რა მივიღეთ სადილი მოვაღებინეთ კარეტა. ჩავსხედით შიგან ვლეთ ქალაქთა შინა ნახვად ბაზართა, ქარვასლებთა და სახლებთა. ვიხილეთ მუნ მონასტერი ერთი დედათი, რომელსა შინა იყვნენ ორმოც და ოთხნი მონოზანნი, შემოსილნი ბარტყულითა, კუნკულითა და ანაფორითა. და ერთიცა მათ შორის ცქემოსანი, რომელიცა იყო იღუმენი მათი. აქვსთ მათ ეკკლესია უცხოდ გაწყობილი, ეგრეთვე სასახლე და ბაღი, და იზრდებიან წლითი წლად მოწყალებითა მისისა დიდებულებისათა გარდა ამისა სხვაცა ვიხილეთ მონასტერი მამათი. იგიცა კარგ გაწყობილი და ქალაქსა მას შინა ეგრეთ ცხოვრებენ ვითა მეუდაბნოვენი. ვიარეთ ქალაქსა შინა საათი ოთხი და მერმედ სახლსა ჩვენსა მივედით.
შაირი
შეკრებილნი მუნ დედანი, ღირსი ხსოვნის სიბრძნის ჭურნი,
განკრძალულნი მარად ლოცვას, მიუპყრიესთ თვისნი ყურნი,
არა რა აქვსთ სოფლის ზრუნვა, მზად მიუვათ საჭმლად პურნი,
და ვისცა ესმეს ნახვა სურდეს, სახილველად მოსაწყურნი.
ღამე განვისვენეთ და მეორესა დილასა წირვისა ჟამსა მოგვივიდა ატუტანტი მის ქალაქის ღუბერნატორისა. მოეგზავნა კარეტტა ორი და ეთხოვა მეფისა ძეთა თვის მას დღე სადილად მისვლა სახლსა თვისსა. სცეს ნება, ჩავსხედით კარეტათა შინა და წარვედით. რა მივედით ვიხილეთ სასახლე დიდი და კარგ ნაშენ გაწყობილი. ოდეს სცნა მისვლა ჩვენი მოგვეგება წინა და შეგვიწვია სახლად. მოიღეს ჩაი, მივიღეთ მცირისა ჟამისა ზაკუსკა და მერმედ სადილი შევექეცით ვითა ჩვენსა უცხოებასა შვენოდა და აღვსდეგით სტოლით, შევედით მეორესა სახლსა, იყო შაქარლამისა და ხილისა სტოლი დაგებული და ეგრეთვე სასმელნი მრავალ გვარნი. იყო გარე სახლისა მის მუზიკანტნი და უკრევდნენ საამოვნოსა ხმასა სხვასა. სახლსა იყო დაგებული ჭადრაკი, ქაღალდი, და სხვანი სათამაშონი და ვითა ვისა რა გვარ სწადდა შეექცეოდა. ზოგნი ტანცაობდნენ, ზოგნი ქაღალდთა და ჭადრაკთა შეექცეოდნენ და ზოგნი ხილთა და სასმელთა და ამა ყოფითა დავჰყავით საათი ოთხი მათ თანა,
შემდგომად მოაყვანინა საბელსა ზედან მოთამაშე, გააბა მან თოკი მაღლად ვითა ადლი ათი და არა ჯამბაზის თოკისა სახედ გაჭიმა, არამედ მოშვებულად. მოიღო. სხვა თოკი, ერთი მოაბა მას მაღლად გაბმულსა თოკსა, მოვიდა კაცი იგი და იმა დაკიდებულსა თოკსა ზედან აცურდა და აღვიდა მაღლად. მოვიდა სხვა დედა-კაცი ერთი იპყრა ხელთა. იგი ძირს დაკიდებული თოკი და აქანებდა ძირით მას კაცსა. ხოლო კაცსა მას არ ეპყრა ხელთა ლანგარი. არამედ ეჭირა ორისა ხელითა თოკი იგი და მრავალი სხვა და სხვა ვარჯიში აღასრულა არაბიჯანისა სახედ. მერმე მოიღო მან დედაკაცმან ერთი მცირე სტოლი. სტოლსა მას ზედა დააწყო პური, ხორცი და ღვინო. გადმოვიდა კაცი იგი თავქვე დაკიდებით, დასთალა პური და ხორცით და სჭამა, მოიღო სტაქანი დაასხა ღვინო და დალია ეგრეთ ქვე დაკიდებულმან. გაგვიკვირდა თუ ვითარ სჭამა და ანუ ვითარ დალია ღვინო იგი.
შაირი.
მას უცხოდ მოთამაშესა, ყოვლნი უძღვნიდენ ქებასა,
უფრო იგ იყო საქები, ვით გარდმოვიდა ნებასა.
ხელთ ეპყრა დანა ჩანგალი, დასთლიდან ხორცსა ხლებასა,
და სვა ღვინო, სჭამა საჭმელი, ეგრეთ ქვე დიკიდებასა.
მერმედ ავიდა თოკსა და ითამაშა მრავალი სხვა და სხვა გვარი და სრულ ჰყო. ჩვენ ამდენისა უცხოსა მასპინძლობისათვის და კარგ შექცევისათვის მადლობა გკადრეთ მას მასპინძელსა ჩვენსა, გამოვეთხოვენით და წარმოვედით სახლად ჩვენდა. გზასა ზედა ვიხილეთ ღორი ერთი ანგლიისა ქვეყნისა, რომელი იყო სიმაღლითა მოზვრისა ოდენნი და სისქითა უმეტესობდა, ყურნი ესხა მსხვილნი და ბრტყელნი ვითა მტკაველ ნახევარი სიგძე და სივრცე, ყურთა და თვალთა ზედან დაფარებული აქვნდა, მარამ საკვირველად მშვენიერი იყო, წმინდა ბეწვი აქვნდა და ლამაზად შავი იყო და კარგად გასუქებული. უჭვრიტეთ მცირესა ხანსა და წარვედით, მას ღამეცა მუნვე განვისვენეთ და დილასა მეორესა ჩავსხედით კარეტათა შინა და მას დღე გავიარეთ ვერსი ოთხმოც და ათი და მივედით დონისა პირსა მცირესა ქალაქსა ზადონსკას. ქალაქი იგი არს მცირე მარა კარგ ნაშენი რუსთა არხიდეკტურობითა. ქალაქის ამის გარე არს მონასტერი ერთი ღირსისა მამისა ტრიფონისა და არს გვამი მისი მთლად ეკკლესიასა მას შინა. ეკკლესია იგი კარგ გაწყობილი, ხატი არს ერთი ღვთის-მშობლისა დიდი და მძიმედ მოჭედილი, და მრავალ სასწაულიანი ესრეთ, რომელ რაცა ქალაქსა მას დაიკარგების ორისა და სამისა დღისა ქურდი იგი მიიტანს მის ეკკლესიისა გარე და დასდებს. ამ ეკკლესიასა ავლია გალავანი უცხო, და ბაღი შიგან და უცხო წყარო ბაღსა შიგან, ცალს მხარესა სასახლე კარგ ნაშენი, მუნ მყოფნი მამანი არიან ოთხმეოცი, უზისთ წინამძღვარი მრავალ მოღვაწე და ღირსი. წარვედით ნახვად. როს სცნა შემოსილია თვით და კრებულნი გარე ეკკლესიისა მოეგება მეფისა ძეთა, შეუძღვა ეკკლესიად, ისადა პარაკლისი, მერმედ თაყვანის ვეცით წმიდათა ხატთა და გვამსა ღირსისასა. გამოვედით რა გარე შეგვიპატიჟა თვისსა სენაკად. ამოდ გვეუბნა და შეგვიტკბო. დაგვიგო სტოლი ხილისა და მრავალ გვართა სასმელთანი. შევექეცით ვის რა გვარი გვეწადა. დავჰყავით მას თანა საათი ერთი და მერმედ გამოვეთხოვენით და წარმოვედით.
შაირი
კაცი არს ღირსი ხსოვნისა, საგონად მოსასურვები,
ტკბილი მოუბარი მარადის, მსმენთათვის მოსაწყურები,
არს სამღთოს მადლით მოსილი, სიბრძნის მოსადგურები,
და მისი მხილველი ყოველი, ვინ იქმნეს დანამდვრები.
მას ღამე განვისვენეთ ქალაქსა მას შინა, და დილასა აღვდეგით, დავსხედით ბორანს ზედა და გავხედით იმიერ წყალსა, ვლეთ ვერსი ორმოც და ხუთი და მივედით ქალაქსა ალესიიას მოგვეგებნენ წინად მუნებურნი ხალხნი და უხაროდათ ნახვა ჩვენი, ვინადგან ვიყვენით უცხონი მის ქვეყანისანი. მარა მათებრი მშვენიერი ხალხი არა მიხილავს როსიისა მამულსა შინა, რომელ კაცი ქალთა უმჯობესობდა, და ეგრეთვე ქალნი უმეტეს კაცთა.
შაირი
რა განვლევით ქუჩა გძელი, იდგა მრავლად ქალთა ჯარი,
მივიდოდით უკან გვდევდნენ, წინ გვიხლტოდენ ვით კანჯარი,
თეთრ ყირმიზნი ბაგე ლალნი, ქერა თმანი ხუჭუჭარი,
და მათ შვენოდათ ჭრელთა თვალთა, ინდოთა რაზმი მოაჯარი.
მოგვეგება წინა გოროდნიჩი მის ქალაქისა, შეგვიწვია შინად, მოაღებინა ჩაი, დავლიეთ და მერმედ სადილი შევექეცით ვითა გვეწადა. და შემდგომად სადილისა ვჰკადრეთ მადლობა. ჩავსხედით კარეტათა შინა და წარვედით და მას დღე გავიარეთ ვერსი სამოც და თორმეტი, და მას ღამე მცირეს ქალაქს ეფრემოვს განვისვენეთ. ხვალის დღე ადრე აღვდეგით და განვლეთ ვერსი ას რვა და მივედით ქალაქსა მშვენიერსა ტულს.
ვითარება ტულისა
ქალაქი იგი ტული არს მშვენიერ სახილველი სასახლენი და ქუჩანი უცხოსა ევროპიულისა არხიდეკტურობითა ნაშენნი. ბაზარნი და ქარვასლანი კარგ ნაშენნი და სავაჭრო მრავლად რაიცა გნებავს. არიან მუნ მუნებურნი უცხონი რკინისა მჭედელნი, კარგისა თოფისა, ხლმისა, დამბაჩისა და სხვათა იარაღთა მკეთებელნი, რომელ ევროპასა შინა საქებნი არიან, არს ეკლესია ოც და ათი გუმბათიანი. არის სხვა სობორო დიდი და ზის არქიერი – კაცი კარგი და მხიარული. მუნ მოსახლენი არიან რუსნი და ფრანგნიცა. ლაპარაკი და ტანთა ცმა როსისა აქვსთ და სხვაცა ყოფა ქცევა. აქა დღე ორი დავყავით. დღესა ერთსა წარვედით ნახვად სადაც სახელმწიფო ჯარისა იარაღი იყო. მიგვიძღვა მუნ მყოფი ღუბერნატორი. ვიხილეთ სასახლე დიდი იყო, გარე გალავანი და დაკეტილი კარნი და კართა ზედან ჯარნი მცველად. რა მივედით გააღეს კარნი, შევედით შინა, ვიხილეთ სახლი ერთი, რომელიცა იყო სიგრძითა ადლი ოთხმეოცი, სიგანითა ადლი ოც და ხუთი და სიმაღლითა ადლი ოცი. სახლი იგი იყო სრულიად ხისა უჯრად გაკეთებული ვითა ბაზაზისა დუქნისა ვაფაზა გიხილავსთ. და იუო სრულიად ძირიდგან ვიდრე ჭერად სავსე თოფითა, დამბაჩითა, ხლმითა, შპაგითა, შუბითა და შტიკითა სავსე, უჯრა უჯრად დაწყობილი. მასვე სახლსა ვიხილეთ ორი დიდი თოფი ძველთა კაცთა ნაქონი. იქმნებოდა სიმსხოთი კაცისა წვივისა სიმსხო და სიგრძითა ადლი სამი. მუნვე ძველი შუბი, ნაჯახი და ლასტი. გავშინჯეთ ესე ყოველი და გამოვედით გარე, სხვასა სახლსა ვიხილეთ გაწეული რკინა მრავალი და გვითხრეს: ესე არს სრულიად სამასი ათას ხუთ ასი ფუთიო და ეგრეთვე მრავლად ფოლადი იყო. და ესე იმისთვის არს აქა, რომელ სახელმწიფოდ ჯარისათვის იარაღი უნდა გაკეთდეს, და იყოს აქაო და ოდეს დასჭირდეს ქვეყანასა მაშინ წარიღონო. ვნახეთ იგიცა და წარმოვედით, ვლეთ ქალაქსა შინა საათი სამი ნახვად და მურმედ მოვედით სახლსა ჩვენსა. ღამეცა იგი მუნ დავჰყავით და მეორესა დღესა წარვედით.
შაირი
რუს ქალაქებში სათქმელად, მცირე არს ესე ტულია,
მარა ყოვლითურთ საქებლად, მშვენივრად დასახულია,
სასახლე კარგად ნაშენი, ეკკლესიანიც მკულია,
და მუნ მოსახლენი ხალხნიცა, მშვიდნი წყნარნი და სრულია.
განვლეთ მას დღე ვერსი ოთხმოც და ოთხი და მივედით ქალაქსა სარპუხოვს. ამა ქალაქსა შინა ვეწვიენით ვაჭარსა მისს ქალაქისასა. პირველ ამოდ შეგვიტკბო და ამოდ გვესაუბრა. გვთხოვა: უფალნო რა გნებავსთ მიღებად გვებძანოს და ყოველი მზა არსო. ჩვენ ვსთხოვეთ მას ჩაი ვითანადგან არს დილა და ვართ დამაშვრალნი გზისა ამისგან. მოიღო. მასვე წამსა და მივიღეთ ფინჯანი ოთხი. და შემდგომად მცირისა ჟამისა გამოვეთხოვენით და მადლობა ვკადრეთ ოდეს ძირს ჩამოვედით, და კარეტათა შინა ჩავსხედით. მასვე ჟამსა დაგვიჭირა კარი და გვითხრა: უფალნო ამა ჩემსა სახლსა იყვენით, ჩაი მიიღეთ აქა და აწ ინებეთ ფასისა ამის მოცემა. ხოლო ჩვენ ვჰკითხეთ მას: ძმაო რა არს ფასი და გვითხრა მან: რვა რუბლი. გაგვეცინა ჩვენ სიტყვასა მისა ზედა და კვალად ვსთხოვეთ: გვითხარ სწორე და მიიღე ფასი. და ითხოვა ექვსი რუბლი. რა ვნახეთ კაცი იგი, რომელ ცუდსა კაცსა, გვანდა მივეცით რუბლი ხუთ. ბოდიშით და მერმედ გაგვიშვა და ამისთანა მასპინძლობისათვის უფალმან მიაგოს ჩვენ წილ.
შაირი.
გვედრით ყოვლნი განეშორნეთ, მისებრ ცუდსა მასპინძელსა,
პირველ ფლიდსა უცხოდ დამხვედრს, სიტყვა ტკბილსა ამოდ ნელსა,
თვალად ავსა, გონსა, შავსა, თმითა მგზავსსა დათვის ბელსა,
და უსამართლოდ ფასის მიმღებს, თვისს სტუმრათა გულის მწყვლელსა.
ფისტიკაური.
პირველ რა გვითხრა სოტყვა ტკბილები, შავ პირს შეშვენდა თეთრად კბილები,
დასიებოდა ყვითლად ღრძილები, ქერა წვერს შიგან უსხდა წილები,
წირპლით ავსიყო თვალთა მილები, ფერს შეატყობდი სჭირდა სილები,
და დავგმო მარადის იგი დილები, კვლავ აღარა გვხვდეს ეგრე ცილები.
განვეშორენით მას ვიარეთ მას დღე ვერსი ოთხმეოც და ათი და მივიწიენით სამეფოსა ქალაქსა მოსკოვს რა სიახლოვეს მივიწიენით ვითა ვერსი ხუთი მოგვეგება წინად პოლკოვნიკი ერთი, რომელიცა წარმოეგზავნა სალტიკოვს ივან პეტროვიჩს, რომელი არს დღესს ნემესნიკი, და ხალხნი ყოველნი მოსკოვსა შინა მცხოვრებნი ხადიან მას ხელმწიფისა მაგიერად, და არს მბრძანებელი მის ქალაქისა. წარგვიძღვა წინად პოლკოვნიკი იგი და მიგვიყვანა სახლსა სამეფოსა და მუნ განგვასვენეს.
ვითარება მოსკოვის ქალაქისა ვითა ჩემ მიერ შესაძლებელ იქმნების აღწერად.
შაირი.
მივედით და გარდავხედით, სახლსა სამეფოდ გებულსა,
რად ეჭირება აწ ჩემგან, ქება მას ძველად ქებულსა,
ყოვლის სასახლის ნივთითა, გაწყობილ გარდავსებულსა,
და მას უნდა მცოდნე ვაჭარი, ნივთსა მას შიგან დებულსა.
როს მიხვალ ამ მისავალსა ადგილსა დგას ხალხი მცირე და ადგილი ესე არს მაღალი რომელ კარგად დახედავ ქალაქსა მას, რა მცირედ განვლი მას, არს წყალი, რომელსა მოსკოვრიკს უწოდებენ, და წყალი იგი არს მტკვრისა ოდენი. წყალი ესე შევალს ქალაქსა შინა დასავლეთით, და შემდგომად დაიყოფის ქალაქსა მას ქუჩათა შინა. ბევრსა ადგილსა არს პირნი ამა წყლისანი ხითა ამოტანილი, და უმეტესად არს ქვითკირითა და თლილისა ქვითა პირნი მოზღუდვილნი, ოთხსა ადგილსა არს ქვითკირისა ხიდნი და სხვასა ალაგსა ხიდნი რაიცა არს სრულიად ხისა მიერ ქმნილი. ამა წყლისა პირნი ზევით ხისა მოაჯარითა მოკრული და ბევრსა ალაგსა რკინისა მოაჯარითა და ახლოს ახლო ჩასასვლელად კიბენი ვიდრე წყლადმდე, რომელი აღმოივსონ ხალხთა წყალნი, და ასვან ცხენთა, და სხვათა პირუტყვთაცა. იცის წყალმან მან თევზიცა მგზავსი ფიჩხულთა და ნაფოტათა მგზავსნი და სხვანიცა, მარა არა იქნების დიდი თევვზნი მას შინა.
ქუჩანი და ფოლორცნი არა მათთა არხიდეკტურობითა სწორესა ხაზს ზედან, არამედ ქუჩანი ვიწროდ და არეულადცა. ქუჩანი ყოველნი ქვითა დაფენილნი რამეთუ იცის ტალანი და წვიმანი მრავლად. ქუჩათა შინა ორსავ პირსა ზედან ფანარნი მინისანი დიდროვანნი ახლო ახლოს ღამე სანათობელად ხალხითა. კვალად ქუჩათა შინა ახლო ახლოს ასასნი მდგომარენი დღივ და ღამე გაუწყვეტლად. სასახლენი უმეტეს ქვითკირისა მიერ ნაშენი და ხისაცა მრავლად და ესრეთ არს ნაშენი ძირისა სახლნი არს ფოგრებად, რომელსა სარდაფს უხმობენ მას ზევით ოთახებადაა არს იგი ქირითა მიცემული და სხედან მას შინა ბაჰყალნი, მესანთლენი და სხვანი ამ გვარნი მოხელენი, და მას ზევით არს სახლი ორი სამი და ოთხი, გარეგან შეღებილი სხვა და სხვა ფერად. ბანნი სასახლეთანი არიან ანუ რკინითა და ანუ ტყვივითა გადაჭედილი და შეღებილი სრულიად. ბუხართა და ფეჩებთა თავნი უცხოდ ნაშენი და მრავალთა სახლთა ანდრიატნი კაცთა და ქალთა სახენი და სხვათა მფრინველთა და ცხოველთანი. ბევრსა ადგილსა ქულაიფრანგი უცხოდ ნაშენი და საამოვნოდ სახილველი. მრავლად დატანებულნი რკინის მილნი გძლად ვიდრე ქუჩადმდე წვიმიანობისა ჟამსა წყლისა ჩამოსასვლელად. სასახლეთა ავლიათ გარე გალავანი ქვითკირისანი და ზემო მისსა მოჯარნი რკინისანი, უცხოდ მუნაბათად ქმნილნი. ეზოსა კარნი მაღალნი და დიდროვანნი, რომელ ექვსს ცხენოვანი კარეტა დაუყოვნებელად უნდა შევიდეს. კართა ზედან აქვს გამოჭრილი და დაწერილი გვარი, სახელი და ხარისხიცა და ეგრეთვე თუ რომლისა კაველარისა მექონი არს პატრონი მისი იგიცა გამოჭრილი და ესეცა არს დახატული, თუ რომელი ვაჭარი ზის და ანუ მოხელე ოდეს შეხედავ მათ სცნობ. ბევრთა აქვსთ მას გალავანთა შინა ცალი მხარე და ანუ ორივე მხარეს ბაღად. მას შინა მოვალს წვრილი თეთრი ქლიავი, პანტა და მთიური ვაშლი, და სხვა არა რა ხე ნაყოფიერი იპოება, მარა უცხოდ ნაშენი არს. აქვთ ყოველთა ჭანი ეზოთა შინა და მას სმენ. გარეგანი არს ასე გაწყობილი.
ხოლო შინაგან ხალხნი, რომელთამე უცხოდ ნახატნის კედელნი და ლამფანიცა, რომელთამე ფარჩითა მოკრული, რომელთამე ქაღალდითა და სხვათა თეთრად ცარცითა გალესილი. იეტაკნი სახლისანი სრულიად ფიცრითა დაფენილი და სანდალოზითაა გალესილი და დახატული, რომელ პირისა სახესა იხილავ მას შინა, და საშუალი მრგვლად და სამკუთხედ გაკეთებული და დახატული. ფანჯარანი დიდროვანნი ახლოს ახლო, კარგისა ბროლისანი, და დაკიდებულნი ფარდანი სხვა და სხვა გვართა ყალამქართანი. ფანჯართა პირსა წვრილნი სტოლნი ზოგი მარმალიროსი, ზოგი ბროლისა და მინისა და ზოგი ხისა კარგად დახატული. არს სკამნი ხშირად და რიგზედ მდგომარე ზოგი კრესლი, ზოგი სტული, და ზოგი კანაფა, რომელი არს გძელი ვითა კაცი ერთი გაშლით დაწვების და ესე სრულიად ზოგი ფარჩითა მოკრული და ზოგი ყალამქარითა და ჩითითა. არს მრავლად სარკენი დიდროვანნი კაცთა სიმაღლენი და უფროსნიცა არს საათი ვეცხლისა, თითბრისა და ხისა და ეგრეთვე ჩინისა და ქაშანურისა. ზოგი მაღლად მიკრული და ზოგი სტოლსა ზედან მდებარე მათგანი არის ზოგი მფრინველთ სახედ მხმობარე, ზოგი ორღანსა მკვრელი და ზოგი ზარისა მცემელი, საათისა დაკვრისა ჟამსა. არს პატრეტნი მრავლად კიდებულნი ძველთა და ახალთა ხელმწიფეთანი და ძველთა ბოღინათანი და მის სახლის პატრონისა და მასთა ცოლთა შვილთა და მონათესავეთანი. არის კვალად ხატი დასვენებულ მაღლად, როს შეხვალ კარით პირის პირ შენსა იხილავ და არს ჩვეულება როსიასა შინა პირველად შესვლასა უნდა გამოისახო სამ გზის პირ ჯვარი და შემდეგად მას სახლსა შინა მყოფთა დაუკრა თავი. არს მრავლად ხომლნი დაკიდებულნი ბროლისა და მინისანი მსხვილნი და წვრილნი. ესეცა არს ასე გაწყობით.
არს მას ქალაქსა შინა ეკკლესია ათას ექვსასი გუმბათიანი და უგუმბათო, რომელ ესე მრავალთა მუნ მცხოვრებთა და მეოფთა დაგვარწმუნეს.
შაირი
არა ვგონებ თუ სად იყოს, ეგრე მრავლად ეკკლესია,
ერთი ერთს სილამაზით, მატობს და უმჯობესია,
მდიდრად შემკული უოვლითურთ, ვითა არს მათი წესია,
და ვის არ უყვარდეს მის ნახვა, თუცა სწამს ქრისტე მესია.
მუნ არს ეკკლესია პირველი, რომელსა უსპენსკის სობოროს უხმობენ, ესე არ არს დიდი არამედ არს ტფილისისა სიონისა ოდენი სიგრძითა და სივრცითაცა. მარა ძველ ნაშენი და მხატვრობაცა ძველ გვარი, რომელი სრულიად დახატული არს ძირით ვიდრე თავადმდე. გაწყობილი უცხოდ სხვათა ეკკლესიათა ზედან და მდიდარიცა. მუნ არს ორი გვამი დასვენებული მთლად მოუშლელი წმიდათა მამათა, და ყოველსა წირვისა და ლოცვისა ჟამსა ადგას თითო მღვდელ მონოზანი შემოსილი და უკმევს მარად ვიდრე გამოსვლადმდე. აქვე არს ლურსმანი ერთი, რომელიცა სულსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ყოფილ არს დამსჭვალული. მუნვე არს ღვთასმშობლის მიცვალების ხატი დიდი და მძიმედ ნაჭედი თვლითა და მარგარიტითა, პატიოსნითა და ეგრეთვე კანკელნი კარგ ნახატნი, და არს მრავალნი ნაწილნი მწინდათანი. მარჯვნივ მხარეს არს იმპერატორისა და იმპერატრიცასათვის ტახტნი დასადგომელად, კარგ ნაშენნი და კარგად დახატულნი. ოდესცა მიიღებს კურთხევასა როსიისა ხელმწიფე, გარდა ამისა არა სადა იქმნების, თუ არ აქა მოსკოვსა და ამა სობოროსა შინა. მარცხნივ მხარესა არს არქიერისათვის დასადგომელად იმა ღვთის-მშობლისა ხატისა პირის პირ. არს მრავალნი ხომლნი ბროლისა, მინისა, ვეცხლისა, და თითბრისა და სხვა არს ხომლი ერთი ვეცხლისა დიდი, რომელთაცა დაგვარწმუნეს ვითა არსო ას ორმოც და ათი ათასისა რუბლისა ხელფასითა და კარგ ხელოვნებითა გაკეთებული, რომელიცა იქს ჩვენებურს თეთრს თხუთმეტი ათასსა თუმანსა და ესე არს ერთისა თავადისა მიერ შეწირული. არს ამა ეკკლესიისა არქიერი პლატონ კაცი ღირსი, მართალი და ეკკლესიათა შემმატებელი, მოწყალე, ყოველთა პატივის მცემელი და ყოვლისა მეცნიერებითა აღსავსე. იგი არს მოსკოვისა და სხვისა მიტრაპოლიტი და არხიმანდრიტი სამების ეკკლესიისა, რომელიცა არს მოსკოვით ოც და ხუთი ვერსი. იგი სობორო არს ღვთის-მშობლის დაძინებისა უკკლესია.
ფისტიკაური
მწადს ღირსად ვაქო ღირსად საქები, მას უღონო ვარ მისი მაქები,
ვის შეუსწორო, წარვსთქვა ფაქები, მეტყველი ენა მიმოსაქები,
სიბრძნე აქვს სრული, გულს ნაქები, რიტორ მეტყველი, არ ცუდ ბაქები,
და ენაგ მარადის, მასა აქები, ნურსად განივლტი, კვალად აქ ები.
შაირი
უღვთოთ უსჯულოთ მდევნელი, არს მგზავსად ლომის გულადო,
ნიადაგ დამდაბლებული, ხელის მიმწდომი სულადო,
ყოვლთ კაცთა მიუფერებლად, სიტყვას უგებს მტრულადო,
და მდაბალთა არად მიიჩნევს, დიდთაც არ ექმნის მხდულადო.
ამა არხიერსა აქვს სასახლე აქავე კარგ ნაშენი; მარა არა იმყოფება მუნ, არამედ სხვასა ალაგსა აქვს სახლნი კარგნი ეკკლესიითა გაწეობილნი და მუნ არს. აქა სობოროსა ახლოს არს სამრეკლო, რომელი აღუშენებია თავადსა ივან ველიკოვს, და სახელიცა აღმაშენებელისა უწოდებიათ. ეს არს მაღლად აშენებული, ვითა მას ქალაქსა შინა არა რაი არს ნაშენი უმაღლეს მისსა და ოდეს მას ზედა ახვალ მუნით უცხოდ დახედავ ქალაქსა მას; იგი არს მცირისა, გალავნისა ოდენნი. მარა ბურჯთა სახედ არს ნაშენი; ძირით კართა შევლი მცირეთა, და დგას მუნ ყარაული; ავლი მაღლად კიბესა ქვითკირისასა ორ ასს ათექვსმეტსა ფეხსა, კიბისა ფეხის სიმაღლე არს ჩარექი ერთი. მასზე ვით არს სახლი ოთხი. მას ოთხსა სახლსა არს ზარი დაკიდებული ოც და ათექვსმეტი, მსხვილი და წვრილი. მას ზარებსა შინა არს ზარი, რომელსა სივრცე გული აქვს ადლ ნახევარი, ორი ადლი და მეტიცა და ეგრეთვე სიმაღლეც. მას ოთხსა სახლსა ზევით არღარა აღისვლების, არამედ უფროსად არს წვრილად ასული, და თავსა ზედან ადგას ჯვარი დიდი. და მე ესრეთ ვგონებ, რომელსა არღა აღისვლების იყოს სიმაღლითა ადლი ოცი და მეტიც.
ამა სამრეკლოსა ძირსა არს ზარი ერთი დიდი და გდია ძირსა და ადგას ყარაულნი მარად დდე. იგი ზარი არს სიმაღლითა ადლი ექვსი, და სიგანითა ადლი ხუთი. და უცხოსა ხელოვნებითა არს გაკეთებული, ესრეთ ამას ზედან გამოყვანილი არს ათორმეტნი მოციქულნი და ოთხნი მახარებელნი და უცხოდ ხენი და ყვავილნიცა. აქვს მცირედ მოტეხილნი პირნი და მუნით შიგან შევალს კაცი და გაშინჯავს ეგრეთ. არს წონითა ზარი იგი, რომელიცა გვითხრეს ათორმეტი ათასი ფუთიო, რომელ იქნება სამოცი ათასი ლიტრა.
ამისსა სიახლოვესა არს სახლი ერთი დიდი ქვითკირისა, და მას შიგან აწევია ოთხნი ზარბაზანი ურემთა ზედა გაწყობილნი. ა, აქვს სიგრძე ადლი სამი, და სიმსხოცა ადლი ერთი; ბ, აქვს ადლი სამ ნახევარი და სისქეცა ადლი ერთი და მცირედ მეტიცა; გ, აქვს ადლი ოთხი და სიმსხოცა ხუთი ჩარექი, და მეოთხესა აქვს ადლი სიგრძე ხუთი და სისქეცა ადლ ნახევარი. ამ ზარბაზანთა ადგას მარად ორნი ყარაულნი.
გარე ამისსა არს გალავანი დიდი ქვითკირისა, და გარე ამისსა ბაზარი, რომელსა გოსტისნი დვორს უწოდებენ და გოტინნი დვორ სტუმართ უზოდ ითქმის რუსულად. ესე ბაზარი არს სწორესა ხაზსა ზედან ნაშენი სრულიად ქვითკირისა და მერმედ დაიყოფება ქუჩა ქუჩად; და იგი თითო ქუჩანი არს თითოსა ნივთისა ბაზრად, რომელი სადაცა იყიდების ერთი რაიმე ნივთი, მუნ სხვასა ვერას ჰპოვებ სავაჭროდ. დუქანნი აქვსთ გაწობილნი უცხოდ და სავაჭროცა ყოველივე, რაცა გნებავს. ყოვლისა ბაზრისა თავსა და ბოლოსა არს მაღლად დასვენებული ხატნი, მძიმედ მოჭედილნი, და წინად მისსა. ხომლნი კიდებულნი. ვაჭარი არს მუნებური დიდადრე ძვირად დამფასებელნი სავაჭროსა თვისისა. ვითარ ხუთისა აბაზისასა დაგიფასებს ხუთ ექვს მინალთუნად და მერმედ ბევრისა ლაპარაკითა მოგცემს ისრევ ხუთ აბაზად. ამა ყოფითა არს ვაჭარი მათი.
შაირი
მუნებური ვაჭაში არს, ესრეთ მქცევი თანასწორად,
თვისთა ხალხთაც ეგრე ვაჭრობს, ახლოს იყოს გინა შორად,
არა გეტყვის მართალს სიტყვას, დაგიფასებს ერთსა ორად,
და აწ ირწმუნეთ სიტყვა ჩემი, არა არის ესე ჭორად.
მუნებურნი ხალხნი არიან სრულიად ქრისტიანენი, და მცირედ სომეხნიცა. არს კვალად ფრანგნი, ფარმაზონნი, კალვინნი, ლუტერანი, ფრანცუცნი, ურიანი და ვგონებ სხვისა სარწმუნოებისა მექონნიცა არიან მცირედ ბერძენიცა, და აქვსთ ეკკლესია გაწყობილი კარგად და ყავსთ კრებულნიცა. ყოფა ქცევა მუნებური არს რუსთა და უმეტეს ფრანციცული. ეგრეთვე ტანთა საცმელი ქალთა და კაცთაცა ფრანციცული. და აქვს მოდად ყოველი ქცევა მათი. ლაპარაკი მათი არს რუსული, და უმეტესად ფრანგული, ფრანციცული, ნემეცური და სხვა ენა ევროპიისა. არიან მდიდარნი ხალხნი და არა რა არს ზრუნვა მათი თვინიერ განცხრომისა, რომელ მარად დღე და ღამე იშვებენ და განსცხრებიან ერთი მეორისა თანა.
ამა ქალაქს ავლია გალავანი ერთი და გარე გალავანისა თხრილი დიდი და ღრმა, სადაცა არს სობოროსა ეკკლესია, სახელმწიფო სასახლე და სხვანი სასახლენი ხელმწიფის ხაზინათანი, და ეგრეთვე კარისა კაცთანი, რომელ არიან გამგენი სასახლეთა, ქვეყანათა, და ანუ ჯართანი. სხვა გალავანი არს და გარე თხრილი დიდი, სადაცა არს ბაზარი. მარა გალავანთა და ბურჯთა მათთა ქება შეუძლებელ არს ყოველსა გალავნისა კართა დგას ჯარნი, ზღრუბლთა კარისათა ასვენია ხატი დიდადრე მძიმედ ნაჭედნი, სადაცა არს შიგნით გალავნისა კარსა დასვენებული ხატი ივერიისა ღვთის-მშობლისა. როს მივა სიახლოვესა მისსა კაცი დიდი გინა მცირე მოიხდის ქუდსა თაყვანისცემს და ესრეთ განვლის კარსა მას. და უკეთუ არა მოიხადა ქუდი კარეტათა შინა მჯდომმან და ანუ თუ ეგრეთ განმვლელმან, რომელიცა მუნ მყოფი ყარაული არს იგი მოხდის ძალითა და ეგრეთ გაატარებს კარსა მას. რამეთუ ესე არს ძველად დადებული. სრულიად გარე ქალაქისა არს თხრილი და გალავანი არა აქვს, ვერა ვსცან სწორედ თუ რაოდენნი კარნი აქვს მთლად ქალაქისა მის თხრილთა, რომელსა ზედან ყოველსა ზასტაოსა სდგანან ჯარნი, – და უბაშბორთოთა ვერა ვინ იკადრებს შესვლასა და ეგრეთვე განსვლასა. ქალაქისა მის სიგრძე და სიგანე არს ორივე ერთი, რომელთა მუნ მყოფთა დაგვარწმუნეს ვითა გიორგი ცარევიჩსა გარე შემოევლოს ქალაქისა მისთვის ათორმეტსა საათს კარგისა მოსიარულისა ცხენითა.
გარე ქალაქისა ამისს არს ჩრდილოეთით ბაღნი, რომელსა შიგან მოჰყავსოთ კომბოსტო წითელი და თეთრი, სალათა, სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი, მიწის ვაშლი, სატაცური და არა ჩვენისა ქვეყანის მგზავსი; ხახვი და ნიორი მრავლად და კარგი. ეგრეთვე ოხრახუში და ქინძი და გარდა ამისა სხვა არა რაიმე. ხოლო ვისაცა აქვსთ ორანჯერეი, რომელსა შინა ყოველსა ხილთა მოიყვანენ, გარდა ყურძნისა. ყურძენი, ნესვი და საზამთრო მოვალს ასტარხნით და არს იეფად ვითა მას ქვეყანასა შვენის, სხვაცა ხორაგნი არს იეფად ეგრეთვე ღვინო და ოტკა უმეტესად პეტრებუხისა.
შაირი.
ნუ ვინ გონებს აწე სრულად, დამეწეროს ქება მათნი,
ვით შევიძელ ანუ მივხვდი, აწარმოვსთქვი სიტყვა ათნი,
მათ ბრძენი ხამსთ მაქებარი, მუნ არიან მინა სათნი,
და ბაგე ლალნი მაელვარნი, უცხოდ რადმე მოვა მათნი.
არა რა აქვსთ ზრუნვა სოფლის, მარად დღე აქვსთ სიხარული,
შეუტკბათ ერთმანერთი, მიუციათ სიყვარული,
ან იხილავ თეატრ კლოპში, ან არს ბაღთა მოარული,
და იშვებენ და განცხრებიან, აღვსილი უძსთ ყოვლით გული.
ოდეს ეცნათ მისვლა ჩვენი მუნ მყოფთა და მუნ მცხოვრებთა ხალხთა საქართველოსთა, რომელნიცა ძველად გარდასრულნი არიან, მოვიდნენ ნახვად ჩვენდა. რა ვსცანით მოსვლა მათი გავეგებენით გარე კარსა მოვიწვიეთ შინადა და ამოდ უმასპინძლეთ. უხაროდათ მათ ნახვა ჩვენი, და ჩვენ უმეტესად მათი ვინადგან ვიყვენით უცხონი მის ქვეყნისანი. დაჰყვეს ჩვენთანა ჟამი მცირე და მერმე წარვიდნენ.
ღამე განვისვენეთ და მეორესა დღესა წარვედით ნახვად. ივან პეტროვიჩის სალტიკოვისა. რა მივედით სახლსა მისსა მოგვეგება წინად მოესალმა მეფისა ძეთა, მოიკითხნა და შეიყვანა სახლად, მოიუბნეს მცირესა ხანსა და შემდგომად წარმოვედით და მოვედით სახლსა ჩვენსა.
დღესა ერთსა წარვედით ფრანცუცისა და ლუტერანისა ეკკლესიისა ნახვად. ვნახეთ ეკკლესია ფრანცუცისა მცირე გუმბათიანი, და შემკობილი უცხოდ იყო ყოველი ხატი დახატული. იყო გძლად სკამნი უჯრა უჯრად, ორსავე მხარესა ისხდენ წინად ქალნი, და უკანა კაცნი, ეპყრათ ყოველთა ფსალმუნი და იკითხევდენ. იყო მაღლად ორღანო დიდი და იდგა მას ორღანოსა თანა ოც და ოთხნი მგალობელნი მარჯული და მარცხულ. მოვიდა მათი ფესტორი, რომელი არს მღვდელი მათი. ეცვა ოფიცრისა ტანისამოსი, ეკერა მხართა ზედან შავი განდიდური გძლად ვიდრე მიწად და სიგანე მისი იყო ადლი ერთი. მივიდა თაყვანისცა ცალმუხლ დაჩოქებით ტრაპეზსა, და შემდგომად საკურთხეველსა. საკურთხეველი მათი ემგზავსება სომხისასა და ეგრეთვე აქვსთ ხატთა წყობილებაცა. შეიმოსა შესამოსელი თეთრისა ნარმისა სტიხრისა მგზავსი, წელთა სარტყელი ფარჩისა პტყელი, და მას ზევიდამ სხვა ჩაცმული, იგიცა ფარჩის ბისვნისა მგზავსად არამედ მოკლედ ვიდრე სარტყლადმდე, და არცა აქვნდა სადამე ღილნი შესაკრავად. გამოვიდა ტრაპეზსა ზედა მოიღო ბარძიმი დაფარებული წითლისა მარმაშითა, დასდგა ტრაპეზსა ზედა და ილოცა ჩუმისა ხმითა. მოვიდა უკანა მისსა კაცი ერთი, რომელსა ეპყრა ხელთა მცირედი ზარი და ურეკდა მას. მერმედ მოიღო ორისა წვრილისა ჩარექითა ღვინო და წეალ შთაასხა ბარძიმსა მას, მოიღო თხელი სეფისკვერი და შთადო. მას შინა და მერმედ იწყეს ორღანოსა კვრა: იწყეს მასთან მდგომთა მგალობელთა გალობა და ეგრეთვე სრულიად ხალხთა ქალითგან კაცადმდე. მცირისა ჟამისა მოიღო ბარძიმი იგი, შესჭამა სეფისკვერი, და შესვა ღვინო იგი და წყალი სრულიად. მერმედ განსწმინდა ბარძიმი იგი და დასდგა ტრაპეზსა ზედა. ჰყვა მას დღე მაზიარებელნი კაცნი რვა, მივიდნენ და დაიჩოქეს წინაშე ტრაპეზისა. იყო ტრაპეზსა ზედა განჯინა ერთი მცირე, გააღო იგი და მუნით ამოიღო შაურისა ოდენნი თხელნი პურნი და თითოსა მათგანს მისცა თითოდ. შეჭამეს იგი თაყვანისცეს ტრაპეზსა მას და თვისავე ალაგსა მოვიდნენ. მოვიდა კაცი იგი, რომელიცა მცირესა არსა ურეკდა, მოიღო სტაქნითა განზავებული ღვინო და წყალი და ასვა მათ კაცთა, და ესე იყო ზიარება მათი, ხოლო მღვდელმან მან შეიღო საკურთხეველად ბარძიმი იგი გაიხადა შესამოსელი, გამოვიდა გარე თაყვანისცა ტრაპეზსა, და მერმედ დაუკრა თავი ხალხთა და სრულ იქმნა წირვა და წარვიდენ.
შაირი
არ სად მიხილავს მათ კიდე, წირვა ამ სახედ გებულნი,
ისხდენ ყოველნი ქალ ყმანი, სკამზედან ჩარიგებულნი,
ხელთ ეპყრათა ლოცვა ფსალმუნთა, იტყოდენ გაკვირვებულნი,
და უჭვრეტდენ თვისსა ფესტორს, არ უკვე ცრემლით ვებულნი.
რა მუნით წარვედით მივედით ლუტერანისა ეკკლესიად. იყო ეკკლესია დიდი, ხატი ათორმეტთა მოციქულთა და სხვა არა. ვითა ფრანცუციისა ეკლესიისა ეგრეთ იყო მუნცა სასხდომნი ქალთა და კაცთანი, ყოველთა ხელთა უპყრათ ფსალმუნი და იკითხვიდნენ, და ორღანოს მას ოდეს დაუკრავდნენ ვითა მგალობელნი ყოველი იგი ხალხი გალობდა შემდგომად მოვიდა მათი ფესტორი, რომელ არს მღვდელი. იგიცა ეგრეთ ოფიცრისა ტანისამოსითა, და მასცა ეკერა ბეჭთა ზედან განდიდური შავი, დაათრევდა ადგილად. მივიდა თაყვანისცა ტრაპეზსა, წარვიდა სხვასა ალაგსა დაჯდა და ილოცვიდა. მერმედ მოკიდა წარიკითხა სახარება ტრაპეზსა ზედა და კვალად მუნვე წარვიდა და ერი იგი გალობდა სმასა მას ზედა ორღანოსასა. და ესრეთ სრულ ჰყვეს ცისკრისა ჟამსა. მერმედ მოვიდა სხვა ფესტორი, შევიდა საკურთხეველად შეიმოსა იგიცა მგზავსად ფრანცუცისა, მოიღო ბარძიმი შთაასხა ღვინო და წყალი და შთადვა სეფისკვერი, ილოცა მცირედ და წარიკითხა სახარება, და კვალად ლოცა და რაიცა აქვნდა ბარძიმსა შინა მიიღო სრულიად. და ორღანოს მას უკრავდენ და გალობდენ საამოვნოს ხმასა. ჰყვა მას ცა მაზიარებელნი, მისცა სეფისკვერი თითოოდ, და აქვნდა სხვა ბარძიმი და აზიარნა მათ ათაევანს ტრაპეზსა და წარვიდენ, მერმედ რა სრულ ჰყო წირვა აღვიდა ფესტორი იგი მაღალსა კათედრასა და იქადაგა ენითა ლათინურით. უჭვრიტეთ მცირესა ხანსა და სახლად ჩვენდა მოვედით.
შაირი.
ოდეს მივედით მუნ სხედრად, დავყავით მათთან ხლებანი,
მწადდა სრულიად შემეტეო, მე მათი ვითარებანი,
ან რაგვარ აქვნდათ წირვანი, ანუ სად აქვნდათ კლებანი,
და მათსა მნახავსა არ ძალ მიძს, წარმოვსთქვა მათი ქებანი.
მაისსა ა აქვნდათ დღესასწაულობა და განვიდა ქალაქისა მის ერი ვიდრე ვერსი რვა, და ჩვენცა წარვედით მათთანა. რა ვიხილეთ ხალხი იგი მე ესრეთ ვგონებ კაცთა თვალი უკეთესსა ვერასა იხილვიდა, იგი ხალხი იყო ტყესა მას შინა, სადაცა არს სრულიად ფიჭვისა ტყე და ესრეთ მშვენიერ სახილველი, რომელ გონებ კაცთა მიერ დარგულსა და ნამუშაკევსა. იყო ცალს მხარეს სავაჭრო რაცა გნებავს, და ამ ახალთა შეკრილობასა შინა დავჰყავით საათი ექვსი, და ვხედევდით განცხრომასა მათსა, და შემდგომად სახლად ჩვენდა წარმოვედით. მეორესა დღესა რომელ გამოვიდა ამბავი რაცა ხალხი ყოფილიყო. მუნ, კარეტა სამი ათას შვიდი ასი, კალასკასა, ლინეიკასა, და დროშკასა, გარდა და ქვევითთა ხალხთა რიცხვსა ვინ შეიგებდა.
შაირი.
ჩვენცა მათთან განვცხრებოდით, სვლით ხალხშია ერთად მყოლნი,
შეტკბობილნი მეგობარნი, თანა ზრდილნი ვითა ტოლნი,
რუსნიც მრავლად მოარულნი, ხელთა ეპერათ თვისნი ცოლნი,
და იშვებდენ და თამაშობდნენ, ფერხით ლახნეს მრავლად მოლნი.
ღამე განვისვენეთ და ხვალის დღე გვიწვივა ჩვენმა არხიერმა მროველ მიტრაპოლიტმა გედეონის ძემ იონამ. ამოდ გვიმასპინძლა და შეგვაქცია და დღეცა იგი ამა უოფითა დავჰყავით.
მეორესა დღესა მოვიდა კამუნდატი მის ქალაქისა და რქვა უკეთუ სურსთა მეფის ძეობასა თქვენსა ხილვა ხელმწიფისა სასახლეთა და სალაროთა ინებეთ და მობძანდითო. ხოლო ჩვენ მისვე ჟამსა მოვაღებინეთ კარეტა ჩავსხედით მიგან და წარვედით. ვიხილეთ სახლი სახელმწიფო, რომელიცა იყო. ოთხმეოცდა რვა სახლი, იყო მას შინა ზალა დიდი ოთხი, და იყო ოთხსავე ალაგსა ტახტი სამეფო გაწყობილი ბალდაღინითა. მარა ქება სახლთა შენებისა, და ანუ გაწყობისა რა ვიკადრო. ვითა მისსა დიდებულებას შვენის სასახლეცა ეგეთი იყო, და გაწყობილიცა ეგრევე. რა სრულიად გავშინჯეთ წარვედით ნახვად სალაროთა.
ა, სახლსა ვნახეთ ვეცხლის იარაღი სტოლისა სრულიად ოქროთა სხურვებული, და იგი სხვა და სხვად გვარად იყო ნამუშავარი, ზოგი მხეცთა სახედ, ზოგი ფრინველთ სახედ, ზოგი კაცთა და ქალთა სახედ. ამავე სახლსა მიერ დიდსა პეტრეს ნაქონი ჩექმანი ესრეთ დიდი, ვითა აწ ჟამსა ერთისა დიდის კაცისა ორთა ფერხთათვის კმაა, იყო მისივე ხმალი ისპენტონი, რომელ არს შუბი, და სხვანი იარაღნი მისსი ყოველი გავშინჯეთ და შევედით სხვასა სახლად.
ბ, სახლსა ვიხილეთ ორნი სახელმწიფონი სკამნი დიდნი, სრულიად მოჭედილნი ოქროთა თვლითა და მარგარიტითა პატიოსნითა და ფირუზითა, რომელიცა ჟამსა კურთხევისასა იმპერატორი და იმპერტრიცა დაჯდება მას ზედა, სხვასა მხარესა ორნი ხელნი ქალთა და კაცთა სახელმწიფონი ტანისამოსელნი. იყო მუნვე გვირგვინი, სკიპტრა და სპერა, პორფირი და სხვანი, ვნახეთ იგიცა და წარვედით.
გ, სახლსა ვიხილეთ უცხოდ ნამუშაკევნი საათნი, ოქროსა, ვეცხლისა, და ზოგი თვლითა პატიოსნითა მოჭედილნი. მათგან საათისა დაკვრისა ჟამსა ზოგთაგან გამოვა კაცი, ზოგთაგან ქალი და ზოგთაგან მხეცი და ფრინველი და გამოსვლასა მათსა იკვრის ორღანო საამოვნოსა ხმად. მუნვე იყო ცალსა მხარესა უცხონნი ბურნუთისა კოლოფნი, ზოგი ოქროსა და ზოგი მძიმედ ნაჭედი ბრილიანტითა ეგრეთვე დანა ჩანგალნი, რომელსა ტარნი მძმედ ბრილიანტითა აქვნდა გაკეთებული. იყო. მათ შორის თვალნი და მარგარიტნი უცხონი, ეგრე წყობით ვიხილეთ იგიცა.
დ, სახლსა ვიხილეთ ცხენის იარაღნი უნაგირნი, უზანგონი და რახტნი ზოგი ვეცხლისაო აქროთა სხურვებული, ზოგი ოქროსა და ზოგი თვლითა მოჭედილნი, ეგრეთვე ორთუქნი, დიდროვანნი ყაჯარნი მძიმედ ნაკერნი და ხშირად მარგარიტისა ფოჩნი დასხმულნი, და ამა იარაღთა შორისა იყო აზიისა, ოსმალთი და ევროპიისა უმრავლესი, აქავე ამავე ქვეყანათა კაცთა საჭურველნი ყოველნი ძველნი თუ ახალნი იგიცა სრულიად გავშინჯეთ.
ე. სახლსა ვიხილეთ მარტო რქის რქა ერთი, რომელსა აქვნდა სიგრძე ადლი ორ ნახევარი და სიმსხო მკლავისა ოდენნი. მუნვე იყო ოცი ხელი იმპერატორის მძიმე ფარჩისა და ეგრეთვე ნაკერი ტანისამოსი, და ოცი ხელი იმპერატრიცასი მგზავსი მისივე. და გვითხრეს ოდეს როსიისა ხელმწიფე იქნების ცხებულ, რაცა მას დღე ანუ იმპერატორსა, და ანუ იმპერატრიცას მოსიათ, დღისა მისა შემდგომად აქა უნდა დაეწყოსო, გავშინჯეთ იგიცა ყოველი.
ვ. სახლსა ვიხილეთ პატრეტნი მრავლად ქალთა და კაცთანი და გვითხრეს ესე ყოველნი ძველნი მეფენი და დედოფალნი არიანო, და ანუ ვინცა იმყოფებიან მათი სახე არსო და მათთა ძეთა, რძალთა და ასულთაო. მასვე სახლსა იყო საათი ერთი ოქროსა დიდი. ოდეს მოიწია ჟამი საათის დაკვრისა იწყო ორღანოსა ჰკვრა. შემდგომად გაეღო კარნი ძირით გამოვიდა ექვსნი ყმაწვილნი კაცნი, და ზემო მისსა ათორმეტნი ქალნი, და ხმასა მას ორღანოსას იგინი ტანცაობდნენ და ტრიალობდენ, მცირისა ხანისა მიეხურა კარი იგი, და იგინიცა უჩინო იქმნენ, და დაჰკრა რაოდენსა საათსა გაევლო. გავშინჯეთ იგიცა და გაგვიკვირდა ხელოვნება იგი მისი.
ზ, სახლსა ვიხილეთ, იყო ორი დიდი სახე თუჯისა მიერ ქმნილი და ცხენსა ზედან მსხდომი. ერთი ალექსანდრე მაკედონელი, და მეორე მეფე დარიოზ. ალექსანდრესა უპყრა შუბი ხელთა და დარიოზს ხმალი, და ერთი ერთისა მიმართ მრისხანედ იყვნენ მაყურებულნი, იყვნენ შეკაზმული ყოვლისა, სამამაცოსა იარაღითა და ესრეთ კარგ ხელოვნებითა იყვნენ ქმნილნი, რომელ მნახავი მათი იტყოდა მათსა ცხოველობასა. იყო მუნვე მრავალი სხვა და სხვა გვარი იარაღი ძველთა კაცთანი, გავშინჯეთ იგი ყოველი და გარე გამოვედით კარსა მისს სასახლისასა ვიხილეთ მარმარილოსა მიერ ქმნილი ანდრიანტები კაცია თუ ქალთა და ეგრეთვე მფრინველთა და მხეცთანი კარგ სახილველნი, და ზოგი ეგრეთ ცხოველთ სახენი, რომელ კაცთა შეხედვა მათი შეზარავდა. რა ესეცა გავშინჯეთ წარმოვედით, და მუნით მიგვიწვია კმენდატმა თვისსა სახლად. მოაღებინა ზაგუსკა და მით გვიმასპინძლა. შემდგომად ვკადრეთ მადლობა პირველად იმოდენისა უცხოსა სანახავისათვის და მერმედ მასპინძლობისათვის და წარმოვედით. და ამავე სასახლის ახლოსვე არს მონასტერი ჩუდოვისა, რომელსა შინა არიან არხიერნი ჩვენი, და მას დღე სადილად მიგვიპატიჟა ჭერემელ ეფისკოპოზმა ევლოღიმ ავალის შვილის ძემ, და ამოდ შევექეცით მას დღეცა მასთანა.
შაირი.
ამ ნივთთ მხილველნი ყოველნი გამოვდით კარსა გარე,
ვიგონებდი განცვიფრებით, გული მისკენ დავამყარე,
მასა ლართა სიმრავლესა, ვერა მივხვდი ვერას ვერე,
და ვისსა ძალუძს იგი აღრიცხვად, ანუ ვინ არს მისი მწერე.
ოქროთ და ვეცხლთა სიმრავლე, ანუ თვალთ პატიოსანთა,
სხვა და სხვა გვართა ბრილიანტთ, მუნ მდებარეთა ვით ქანთა,
ფარჩათა ძველთა ძვირ ფასთა, დას მწყობარეთა ვით ლართა,
და საათთა უცხოდ მხმობართა, ხანით დამკვრელთა და ხანთა.
ღამე იგი განვისვენეთ და მეორესა დღესა სადილის შემდგომად მოვაღებინეთ კარეტანი ჩავსხედით შიგან, და წარვედით ხილვადა ხელმწიფისა ბაღთა, სადაცა ვიხილეთ მრავლად ჩინებულნი ხალხნი და ესრეთ იყო ხალხთა სიმრავლე, რომელ თუ არა დიდისა გაჭირვებითა ვერას გაივლიდი მარა უამესი სახილველი არა რა იქმნებოდა უმეტეს მათსა, ვითა ეგეოდენი ჩინებულნი კეთილნი გვამნი, ერთი ერთისა მიმართ რა გვარ განსცხრებოდნენ და შეექცეოდნენ. მას ბაღსა შიგან ვიხილეთ სამსა ალაგსა ტბანი დიდროვანი, და მას შიგან თევზნი მსხდომარენი, და იყო გარე ტბისა მის პირთა მაღლად სასხდომნი სკამნი, და ისხდა ხალხი მრავლად, და უჭვრეტდენ თამაშობასა თევზთასა. ამავე ბაღსა შინა არს სასახლე მცირე სახელმწიფო კარგ ნაშენი და კარგად გაწყობილი. ამას სასახლეთა წინა არს ხიდი ქვითკარისა, რომლისაგან მოსდის წყალი მოსკოვ-რიკისა და სხვასა მხარესა განვალს, და ამა ხიდისა პირთა არს უცხოდ ნამუშაკევნი შადრევნები, სხვათა და სხვათა მფრინველთა და მხეცთა სახენი. ხოლო ამა ცხოველთა, ზოგთა პირსა და ცხვირთა, ზოგთა ყურთა და შუბლთა, და ზოგთა ხელთა და ფერხთა აღმოსდის წყალი, საამოვნო სახილველად. კვალად ამა სასახლისა მხარესა არს ბაღი ინჯინერისა, რომელსა მოიყვანენ გათბობით მას შინა ხილსა, არს სრულიად ოთხივე მხარე მინის ფანჯრითა დაფარებული ორკეცად ოდეს ვიხილეთ იყო მას შინა ფეხები მრავლად, და ხილნი მრავლად მდგომარე გარშოკებსა შინა იყო ქლიავი სხვა და სხვა, ვაშლი, სხალი, ლეღვი, ატამი, ბალი, აპელცინი, ლიმონი, ანანასი, და სხვანი გარდა ყურძნისა, იყო ვაზიცა ერთი მცირე და არა აქვნდა ნაყოფი. ამათგან ზოგი მწიფობდა, ზოგი თვალშესულიყო, და ზოგი ახლად ყვავოდა, და უცხოსა ნაშენობითა შვენიერ სახილველი იყო, ეგრეთვე მრავალი ყვავილნი სხვისა და სხვისა სუნისა მექონნი და ეგრეთვე ფეროვანიცა. გავშინჯეთ იგი ყოველივე გამოვედით გარე და ხალხთა მათ შინა შევექეცით საათი სამი ვითა ჩვენსა უცხობას შეეფერებოდა, და მერმედ წარმოვედით.
შაირი
ოდეს გვიხილეს მათ ხალხთა, სცნეს ჩვენი აზიელობა,
შედგომით დიდ ხანს გიჭვრეტდენ, მით უწყლად გვიყვეს მკვლელობა,
ქერა წამწამთა ისრითა, გულს დააჩნიეს მჭრელობა,
და მათსა მოშორვსა აწ მარად. გვმართებს მართ ვითა ხელობა.
უცხოდ რადმე შევექეცით, მტირე ხანსა იმ ხალხში,
ერთმანერთსა ეკითხევდიან, ვინა ვლიან იგი ბაღში,
იტყოდიან იგი სამნი, რო შვენიან უცხოდ თალხში,
და საქართველოს მეფის ძენი, ქველი ქებულნი ხმალს და ლახტში.
მათთა გამყრელთა განვისვენეთ ღამე მუნ, და დილასა მეორეს დავემსადენით, მოვაღებინეთ კარეტა, კალასკა და პოუსკანი, ჩავსხედით შიგან და წარვედით პეტრებუხისკენ. დილით ვიდრე მწუხრადმდე ვლიდით, და ღამე განვისვენეთ და გზასა ზედა დავშთით ღამე რვა და მეცხრესა დღეს მივედით სოფელსა ცარსკისელოს რომელი ითარგმანების სამეფო სოფლად. აქა არს სასახლე სახელმწიფო და ბაღი საზაფხულო. მარა ქება სასახლეთა ესე არს ვითა რუსეთის ხელმწიფესა არა აქვნდეს მისებრი სახლიო. და ჩვენ შიგნითა ვერა ვიხილეთ, ვინადგან არა იყო მას ხანსა უპრავიტელი, რომელარს განმგე მისი იყო მას დღე დღესასწაული სულის წმიდის მოფენისა. მოვისმინეთ წირვა მუნ. მივიღეთ სადილი და შემდგომად სადილისა მოგვივიდა კარეტანი, ჩვენის თავადის გარსევან ჭავჭავაძისა მიერ, რომელიცა იყო ელჩად წარგზავნილი სანატრელის მეფის მეათცამეტისა გიორგის მიერ. ჩავსხედით კარეტათა შიგან და წარვედით. ოდეს საშუალსა მისს ქალაქისასა შევედით, სადაცა იყო სახლნი სერგი ლაზარიჩის ლაშქარევისა, რომლ არს შტატისა ღერანალ პორუჩიკი და კავალერი. მიგვიძღვნენ სახლსა მისსა და ჩამოვხედით. იგი კაცი თვით მეფისა ძეთა გამოეგება კართა ზედა, მოესალმა მოიკითხნა, და ჩვენცა შემდგომად მოგვესალმა და მოგვიკითხნა, და შეგვიძღვა შინა სახლად.
მასვე ჟამსა მოიღეს ჩაი დავლიეთ. შემდგომად მცირისა ჟამისა ადგა გამოგვიძღვა წინ ქვევითად და მოგვიყვანა ახლოს თვისსა სახლსა დიდი ვაჭრისა ვასილი მათეიჩისასა, ფანთალკაი ულიცას წოდებულსა. ამისთვისს დაგვაყენა მახლობელად თვისსა, რამეთუ იყო. ყოველი საქმე საქართველოსა ხელთა მისთა, და ჩვენც მას ვებარენით. მოგვცა. სახლი თვისი თვისად მეფისა ძეთა და ეგრეთვე ჩვენცა, და ჩვენთა მოსამსახურეთაცა. გვიმასპინძლა სამსა დღესა ყოვლითავე, რომელ ნაკლულევანება არა რა გვაქვნდა. და შემდგომად სამისა დღისა მოგვცეს ულუფად დღეში ას ორმოც და ათი რუბლი, რომელ ჩვენებურს იქს თხუთმეტს თუმანსა. მოგვცეს სტოლისა იარაღი ოც და ოთხისა კაცისა ყოველივე უნაკლულოდ. ეგრეთვე ჩაისა და ყავისა იარაღნი, და ეგრეთვე სამზარეულოსნი. მოგვცეს ლაქია ორი, მზარეული ერთი. ჩასაოდ მარად სალდათი ოთხი, სახლასა მგველად სალდათი ორი, და წყლის მზიდავიცა კაცი ერთი თვისითა ცხენითა და ურემ ბოჭკითა გაწყობილი.
მოგვიჩინნა პრისტავად, რომელსა ჩვენ მემანდარს უძახით, ერთი შვილი თვისი სერგი სერგეიჩი, შტატისა მაიორი, მეორე გერასიმ სერგეიჩი იგიცა მაიორი, და პრეოჩიკად ვასილი მათეიჩი ჩილაევი, კაპიტანი. და გარდა ამისა მაიორი ერთი სასახლეთა მათ ჩვენთა რაცა გაწყობა უნდის მას უნდა გაეწყო. ლეკრი ერთი სასახლისა, ეგრეთვე ყაზახისა ოფიცარი ორი და ბაზარსა შიგან მატარებლად სხვა კაცი. ეს ყოველნი დილით ვიდრე ღამისა ნახევრობადმდე იყვნენ განუშორებულად ჩვენთანა მოსცეს მეფისა ძეთა კარეტა სახელმწიფო სასახლისა ექვს ცხენოვანი, ხელმწიფისა ლაქიითა და კუჩრითა გაწყობილნი და კარეტაცა უცხოდ მორთული, ეგრეთვე ვინცა სხვანი თავადნი გახლდით მეფისა ძეთა მოგვცეს ჩვენცა ორი კარეტა ოთხ ოთხ ცხენოვანი, იგი არა სასახლისანი, არამედ ქირითა დაჭერილი და კარგად გაწყობილნი. პირველად ამა პატივითა მიგვიღეს და შეგვიტკბეს. და შემდგომად ღმერთმან უწყის ვით იქმნების, და ვითა მოხდების საქმე ჩვენნი ბედნიერად და ანუ უბედურად, ვითა ცრუსა ამა სოფელსა შვენისა.
შაირი
ცრუმან სოფელმან ყოვლითურთ, ასე უწყლად დაცაგვსაჯა,
მყის შეგვიკრნა ხელნი მაგრად, არა ოდეს არ გვინჯა,
გადმოგვკარგნა უცხოს თემსა, მოგვაყენ ამით ჯაჯა,
და აწე დავჯდე წერად ამბავთ, თუნდა დაშვრეს ამით მაჯა.
![]() |
3 უბედური ჭკუისაგან (კომედია 4 მოქმედებად) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 მოქმედება I-ლი. |
▲ზევით დაბრუნება |
უბედური ჭკუისაგან (კომედია 4 მოქმედებად)
ლექსად.
თხზულება გრიბაედაოვისა.
მოქმედება I-ლი.
(გოსტინა. იქ დგას დიდი საონი, მარჯვნივ სპალნის გარეთა, საიდანაც ისმის ფორტოპიანის და ფლეიტის ხმა, რომელიც შესწყდება მალე. ლიზას შუაგულს ოთახში კრესლაზედ სძინავს.)
გამოსვლა I-ლი.
ლიზა. (უეცრად გამოეღვიძება. აგება სკამზედ აქეთ იქით იყურება).
ვაი შენს ლიზას, გათენებულა,
ხალხი ამდგარა, მზე ამოსულა;
ერთი ჩამთვლიმა, არ მძინებია,
ღამეს რა მალე გაურბენია.
ველით საყვარელს, ვყარაულობდი,
თვლემაში სკამით ძირს ჩამოვარდი.
დრო არის ახლა ამათი გაყრის
და საყვარლისგან აქედგან წასვლის.
სოფი პავლოვნა ...შიშითა ვკვდები...
გეყოფათ კარგი ... არ მოშორდები!
ალექსეი სტეფანიჩ! დაყრუებულა.
არ ეშინიან, გაგიჟებულა
ეხლა რომ მამა აქ შემობძანდეს,
უფალს მალჩალინს ზედ წამოაწყდეს.
მოახლეობა იქ არის ძნელი
თუ ქალბატონს ჰყავს საუვარელი!
კარგი გამოდით ... ვიშ ხასიათი.
სოფ.
ლიზო რამდენი არის საათი?
ლიზა.
სუყველას ღვიძავს არ ესმით ჩემი
სოფ.
რამდენი არის ? ჯერ მამა ჩემი
ხომ არ ამდგარა, ისევა ბნელა?
ლიზა.
ვერ გავაგონე, რომ არ მეშველა
რვა, ცხრა, შუა დღე აი ეს არი!
სოფ.
მართალს არ ამბობ, ტყუილი არი.
ლიზა.
ხედავ წყეულსა, პაწაწა ამურს!
ამათ გაურისას არ აძლევს დასტურს
მოდი მე წავწევ საათის სტრელკას
დავაკვრევინებ ისე მუზიკას;
თუმცა ძალიან გამიწყრებიან
მაგრამ, მე ვგონებ, გაიერებინ
(ავა სტოლზედ გადასწევს სტრელკას დარეკს საათი და უკრავს მუზიკა.)
გამოსვლა 2-რე.
ლიზა და ფამუსოვი.
ლიზა.
ვაიმე ბატონი!
ფამუს.
დიაღ ბატონი, (დააყენებს საათს და სტრელკას.)
აი შე ცელქო. დაუდგრომელო.
ჰსწორეთ ეშმაკო, მოუკვდომელო
თავში სრულებით არ მომივიდა
საიდან მოდის დიდათ მიკვირდა,
ეს მუზიკის ხმა, ხან ფლეიტისა
ფორტუპიანის ხან კლარნეტისა
ვსთქვი, ჯერ სონუშკა არ ადგებოდა.
ლიზა.
საათს ჯაჭვი ცუდათ გაბმოდა
უეცრად სტრელკას მოვარტყი ხელი.
ფამუს.
აი შე ცრუო, მე ვერ გიშველი
თუ სონამ ცოტა შემოგსილაქა
პაწაწა ხელით შემოგკრა აქა (უჩქმეტს ლოჟაზედ).
პაწაწა ცრუო, რათა ხარ ურჩი,
მოდი გაკოცო, მომეცი ტუჩი !
ლიზა.
აღარ გიხდებათ თქვენ ეგ ანბები.
ფამუს.
შენ თავში გბერავს მხოლოდ ქარები.
ლიზა.
თითონ თქვენ ცელქობთ და ქარიანობთ
დაბერებულ ხართ ნუღარ ყმაწვილობთ!
ფამუს.
თითქმის დავბერდი, მაგრამ რა არი ?
ლიზა.
შემოვა ვინმე სირცხვილი არი!
ფამუს.
არ ვინ შემოვა; სონას ხომ სძინავს
ჩვენ აქ, ლიზეტავ, ვერავინ გვხედავს!
ლიზა.
ქალს აქამდისინ არ ჰსძინებოდა.
ფამუს.
ნეტა მთელ ღამეს მაშ რას შვრებოდა.
ლიზა.
დაჩვეულია წიგნს კითხულობდა,
ფამუს.
ახალი ჟინი დასჩემებია,
ნეტა რომელ ქალს უსწავლებია?
ლიზა.
რა მოგახსენო, წევს კარებ ხშული
ხელში უჭირავს ქალს ფრანციცული
წიგნი და ისე ათენებს ღამეს.
ფამუს.
წიგნს ნუ კითხულობს წაუხდენს თვალებს,
წიგნის კითხვითა ან რა გამოვა?
ახლა ეგეცა მოდათ შემოვა
ფრანციცულ წიგნით ძილი უფთხება
მე რუსულითა დღეც მეძინება.
ლიზა.
მე მოვახსენებ, როცა ადგება,
წაბძანდით კარგი, გაეღვიძება.
ფამუს.
გაეღვიძება თითონ რეკს ზარსა
მაგ მუზიკითა აღადგენს მკვდარსა.
ლიზა. (მაღლა)
წაბძანდით კარგი, შიშით ვკანკალებ.
ფამუს.
ხომ არ გაგიჟდი, რასა ღრიალებ?
ლიზა.
აქედგან ცუდი საქმე მოხდება.
ფამუს.
აბა მითხარი რა გამოხტება?
ლიზა.
უნდა იცოდეთ, აღარ ხართ ჩვილი,
ქალს დილის ძილი მეტათ აქვს ფთხილი.
მცირეთ რომ აქა დაიჭრაჭუნოს,
ვგონებ მაშინვე იქ გაიგონოს!
ფამუს.
შენ მაგას სტყუი ...
(სოფიას ხმა ისმის.) ეი ლიზა.
ფამუს.
ტს... (თითის წვერებით გაიპარება).
ლიზა.
ძლივს არ მამშორდა, გადავრჩი ჭირსა,
აი თუ შეჰყროდა აქ მალჩალინსა!...
ღმერთო! დამისხენ ორს საქმისაგან
ბატონის წყრომის, და ტრფობისაგან.
გამოსვლა 3-მე.
ლიზა.
სოფიო (სანთლით მოდის და მოსდევს მალჩალინი.)
სოფიო.
ლიზავ! რა იყო? რათა ყვიროდი?
ლიზა.
შიშით, არ ვიცი, რასა ვშვრებოდი?
ბატონი ეხლა აქ ბძანდებოდა,
ვყბედობდი, რაც კი მაგონდებოდა.
თქვენ რა გიჭირდათ? კარები დახშული
ისხედით მყუდროთ, მე კი ეს გული
შიშისგან თითქმის ამომივარდა,
ეხლაც კანკალი არ გადმივარდა.
სოფიო.
ოჰ! მართლა კი მზე ამოსულა
რა სისწრაფითა ღამე გასულა.
(აქრობს სანთელს) ოჰ! დღის ნათელო, რა საჭმუნო. ხარ!..
ლიზა. (მალჩალინს).
თავი დაუკარ რაღას უდგეხარ?
წადით არ გესმის! გული არ შვრება?
არ გინდათ განა თქვენ მოშორება!
საათს დახედე, ქუჩას გახედე
იქიდგანა სცნობ უნდა წახვიდე.
სახლს გვიან, სწმენდენ, აბრახუნებენ,
ხალხი ბაზარში მიაშურებენ!
ლიზა.
არის ეგ თქვენი სრულიად ნება,
მაგრამ თქვენ წილად მე გადამხდება.
სოფიო. (მალჩალინს)
წადით ვიქნებით ჭმუნვით დღე მთელი.
ლიზა. (ხელს აშვებინებს)
კარგი, მშვიდობით გაუშვი ხელი!
(მალჩალინი მიდის, შეეკეტება კარებში ფამუსოვი.)
გამოსვლა 4-ხე.
ფამ.
ოჰ! მალჩალინო, თქვენა ბძანდებით?
მალჩ.
დიაღ ........................
ფამ.
ამ დროს, მიბძანეთ, აქ რათ ბძანდებით,
სოფია შენცა? ....... ადრე ამდგარხარ
რა შემთხვევაა აქ რისთვისა ხარ ?
ამ რაჟრაჟზედა, თქვენ ვინ აგყარათ
და უდროო დროს აქ ვინ შეგყარათ?
სოფია.
ეს არის ეხლა აქ შემოვიდა.
ფაშ.
ვსთქვათ ეგ ეგრეა რისთვის მოვიდა?
მალჩ.
მე ისე დილით დავსეირნობდი.
ფამ.
ამ დილით შენ აქ რას დაეძებდი?
აბა რას როხამ შენ გამიკითხე!
სეირნობისთვის გიჯობს სხვა კუთხე
გამოირჩიო შენ მოშორვებით.
აქ რისთვისა ხართ, ან რა შემთხვევით ?
შენ, ქალბატონო, შენ მაინც მითხარ?
ქვეშსაგებიდგან ძლივს წამომხტარხარ!
და ყმაწვილ-კაცსა მიგებებიხარ!
კარგათ ატარებთ თქვენ დილით დროსა
ვიშ ქალსა ყმაწვილსა გასათხოვარსა!..
ღამე კითხულობ ფრანციცულ წიგნებს,
აი მანდიდგან კრეფამ რა ხილებს!
იცით საიდგან ჩვენ ვიღუპებით:
კუზნეცის ხიდით და ფრანცუზებით,
ღმერთმა დაღუპოს ის წყეულები
მათი მუზები და ავტორები
მათი მოდები, მათი შლაპები
მათი ლენტები ქინძის თავები
ბესკივიტისა და წიგნის დუქნები.
სოფია.
ნუ ჰყვირით, მამავ გულს, მიწუხდება
თქვენის უეცრათ აქ შემოსვლითა
ასე შევშინდი მაგ ყვირილითა
რომ არაფერი არ მაგონდება.
ფამ.
მე შევაშინე! ... მადლობელი ვარ!
მაგრამ მიბძანე, აქ რისთვისა ხარ
სოფი პავლოვნა? მეც ავათა ვარ,
მთელი დღე როგორც გიჟათ დავდივარ.
სამსახურში ხომ არ მასვენებენ,
ხან ვინ შემოვა ხან რას ყბედობემ
მაგრამ მე როგორ მოვიგონებდი
რომ შენ მამის გულს ლოდს დაადებდი.
სოფია.
რას ბძანებ მამავ? რა გაწყეინე?
ფამ.
მაცალე ქალო, შემაშლეინე..
აი ბატონო, მე მაყვედრებენ,
თავიანთ შეურას მე მაბრალებენ,
კარგი, ნუ სტირი, დამიგდე ყური:
ჩემთვის არ არის ეგ სამური,
მაგ გვარი ქცევა არაფერია:
დედა მოგიკვდა, იყავ ყმაწვილი
მადამ როზიე დამიჭერია –
უცხო ქცევისა, კარგი მსწავლული
ნაცვლად დედისა შენ ისა გწრთვნიდა.
არ არის ეჭვი ის არ გაგრყრვნიდა,
ესაა ჰქნა ცუდი ფულებს დახარბდა
რო მოუმატეს ჩემგან გაბძანდა
მაგრამ არ ვკმარვარ მე ზნეობითა
სამაგალითოდ კარგის ქცევითა.
ლიზა.
გავბედამ თქმასა ................
ფამ.
ჩუმათ!
ხედავ ამ დროსა რა ამბავია?!
რა დროს მოვესწარ, საკვირველია,
ყველა უდროოთ ჭკვიანდებიან
მეტადრე ქალნი თამამდებიან
(ფამუსოვი მერე პეტრუშა
ფამუს.
პეტრუშა! (შემოვა პეტრუშა)
ერთი შეხედეთ ამ საძაგელსა,
იდაყვ დახეულს, პირუბანელსა...
მოიტა, ბიჭო, ეგ კალენდართ
ის წაიკითხე სადაც რომ არი
ჩემგან ნიშანი ლენტ ჩადებული
და კარანდაშით ხაზი გასმული.
არ წაიკითხო ტუტუცურათა
სხაპასხუპითა დიაკვნურათა;
მაშ წაიკითხე ნელა გრძნობითა
ხმა შეუენებით, დამშვიდებითა. –
მოიცა ჯერა მომავალ კვირას
ჩვენ პრასკოვია ფეოდოროვნას
მიწვეული ჰყავს სადილათ ხალხი,
სადაც ექნება კარგი კალმახი.
საკვირველია ჩვენი სოფელი!
შემზადებულა ჩვენთვის ყოველი!
იფილოსოფებ, თავბრუ გეხვევა
რაღაც რამ შავი სევდა გეწვევა.
თან უფთხილდები, არა სჭამ ვახშამს
თუ კარგათ გასძღე კუჭი ვერ ხარშამს.
აბა დანიშნე სწორეთ ამავ დღეს
ხუთშაბათს, არა, დიას პარასკევს
მიწვეული ვარ დასაფლავებლად
დიდის კაცისა დასაბინებლად.
ჵი კაცო, კაცო დაბრმავებულო,
ხმიან სოფლისგან დაყრუებულო!
რატომ არა გაქვს უოვლთვის გულშია
რომ უნდა ჩაწვე კიწრო ყუთშია
სადაც ჩასწვები,
ვეღარ ადგები !
მაგრამ კაცს მართებს დაშთეს სახელი
კეთილ-ცხოვრების, ჰსტირდეს სოფელი
მაგალითად ვსთქვათ განსვენებ ლი
ხელმწიფისაგან ჯილდოებული
უბედური ჭკუისაგან
ხარისხი ჰქონდა კამერღრობისა,
და გასაღები მოლარობისა.
შვილსაც უშოვნა ის გასაღები,
ქმარი და ცოლი იუვნენ მდიდრები;
შვილებსაც შერთო კარგი ცოლები
იმათ ეყოლათ შვილის შვილები!
კუზმა პეტროვიჩ, კეთილო სულო,
განსვენება შენ სოფლით წასულო!
ჰეი თუ მოსკოვში იბადებიან
დიდი კაცები, მაგრამ კვდებიან!
ფამ.
ვინ არის ბიჭო!
ბიჭი.
პოლკოვნიკი სკალაზუბი!
ფამ.
მხეცო! რამდენჯერ მე თქვენ გიბძანეთ;
როცა მობძანდეს, შემოიყვანეთ.
ჩაცკის.
ჩემო ხელმწიფე! გთხოვ ვედრებითა
იმ კაცთან იყავ გაფთხილებითა.
დიდი კაცია, დარბაისელი
ჯვრებით სავსე აქვს გული და ყელი;
პოლკოვნიკია, თუმც ყმაწვილია,
დღესა თუ ხვალე ღენერალია!
კარგათ მოექეც, გთხოვ გევედრები
ეჰ, ძმაო ჩემო, ცუდათა შვრები...
ჩემთან ეგ დადის რადგან ხშირათა
ეს სიარული დადის ჭორათა,
ვითამ იმას სურს სოფიოს შერთვა.
არას ნაღვლის! შე არ უნდა ვსთქვა!
სონას ქორწილი არ მეშურება
სხვებრ ყოვლი ფერი არს ღვთისა ნება.
ღვთის გულისათვის, გთხოვ მე ვედრებით,
იმასთან ბაას ბრუნდი აზრებით
ნუ რას დაიწყებ მაღალ მჭევრობას.
ამით პატივი სცემ ჩემს მეგობრობას!
ნეტა რისათვის დააგვიანა?
კაბინეტისკენ თუ შეიყვანა (გავა).
ფამისოვი და სკალაზუბი.
სერგეი სერგეიჩ, აქ შემობძანდით,
აქ უფრო თფილა, ტახტზედ დაბანდით;
ეხლავ გავაღებ მე ფორტუჩკასა.
რატომ არ იხსნით მაგ თქვენ შპაგასა?
აი სოფაზედ აქ წამოწექით
როგორც თქვენ სახლში, შლაპა დადევით
სკალაზ.
დიდათ მცხვენიან აგრე ჰსწუხდებით,
როგორც მიბძანებთ, ისე დავჯდებით.
ფამ.
არ დამავიწყდეს, ძლივს მოვიგონე:
თქვენის ძმისაგან მე გავიგონე,
ანნა პეტროვნა თქვენ გნათესაობთ
ხშირათ დადიხართ, როგორ მეგობრობთ?
სკალ.
რა მოგახსენო? ჩემს სიცოცხლეში!
არ მემსახურნოს იმასთან ჯარში.
ფამ.
სერგეი სერგეიჩ, აბა რას ბძანებ
ჩემს ნათესავებს მოვნახავ განგებ
ვეძებ ცოცვითა ამ ქვეყანაში,
ვიპოვნი იმათ, გინდ იყვნენ ზღვაში.
ვინც მსახურებენ ჩინოვნიკები
ჩემნი არიან ბიძაშვილები,
ზოგი ძმის წული, ზოგი დისწული.
ნათესავების ვარ მე ერთგული...
მალჩალინი მყავს მე მხოლოდ უცხო,
რადგან რომ არის მწერალი უცხო.
ხშირად წარვადგენ მე მათ ჩინებზედ,
ხან მადლობაზედ და ხშირად ჯვრებზედ.
თვის გვარი ტომისა ბედნიერება
არავისაგან დაიძრახება –
თ. გ. ერისთავთ.
![]() |
4 ჩრდილოეთის ამერიკის შეერთებული შტატები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 III. ტყვეობის ისტორია. |
▲ზევით დაბრუნება |
ჩრდილოეთის ამერიკის შეერთებული შტატები
შემდეგი.
III. ტყვეობის ისტორია.
როცა მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ისპანიელები დააპატრონდნენ მექსიკისა და პერუს სახელმწიფოებს, იპოვეს ძალიან მდიდარი ოქროსა და ვერცხლის მადნები; იპოვეს ახალი მცენარეებიც რომელთაც ყანათ დადება ძლიერ სასარგებლო იყო. ზოგი მცენარე თვითონ ევროპიელებმა გადარგეს ამერიკის ნიადაგზედ, რომელმაც უკეთესი არ შეიძლება ისე შეითვისა ისინი. თან და თან უფრო ხშირდებოდნენ შაქრის ლელწმის, ბამბის და თამბაქოს ყამნები. თან და თან უფრო იხოცებოდნენ ჯაფისაგან ბუნებითი ამერიკელები, რომელნიც სუსტის აგებულებისანი იყვნენ და რომელნიც, როგორც დაპყრობილს ხალხს, აიძულებდნენ ისპანიელები მადნებსა და ყანებში მუშაობას. ბევრი ეცადეს დომინიკის ორდენის ბერებმა, ბევრი უქადაგეს მათ ისპანელებს, რომ შეებრალებინათ სუსტი ამერიკელები და ისე სასტიკად არ მოქცეოდნენ მათ; მაგრამ რაკი აღარა გაუვიდათ რა, ერთმა ეპისკოპოსმა ურჩია მათ, რომ მოეყვანათ აფრიკიდამ ნეგრები, მაგარის აგებულების ხალხი, რომელთაც შეეძლოთ იმის ფიქრით ჯაფის ატანა. ამ რჩევით ეპისკოპოსმა ლასკაზასმა ვერ გამოიხსნა გაჭირვებისაგან ამერიკელები და ნეგრებს კი ავნო. სანამ ამერიკელები საკმაოდ იყვნენ, მანამდის არავინ გაუგონა ამ ეპისკოპოსს; და რაკი დაატყეს, რომ აი ეს ეს არის ამოწყდება მრთელი ხალხიო, რაკი დასჭირდათ მომეტებული მუშა და ხედავდნენ, რომ ევროპიდამ მუშების მოყვანა ძვირად ჯდებოდა, მისთვის რომ არავინ მიდიოდა იმ ახალს ქვეყანაში, რომელსაც კარგი შეჩვევა უნდოდა, და თუ წავიდოდა ისიც დროებით, ისპანელებმა მაშინვე სტაცეს ხელი ბერის პროეკტსა, რომელმაც ერთი სიბოროტე ვერ მოსპო და მეორის მიზეზი გახდა. აქედამ იწყება ვაჭრობა ნეგრებითა, რომელიც აქამომდე სდებს ჩირქს კაცობრივობაზედ და მეტადრე ქრისტიანებზედ, რომელთა სჯულის მდებელის სწავლასაც სრულიად ეწინააღმდეგება ეს მოქმედება.
ნეგრების მოყვანას უფრო სასარგებლოდ რაცხდნენ პირველად ამისთვის, რომ ნეგრები მაგარის აგებულებისა იყვნენ და შეეძლოთ ევროპიელებზედ უფრო მეტი ემუშავნათ, მეტადრე ამერიკელებზედ; მეორედ, ნეგრები იყვნენ ცხელის ქვეყნიდამ, მაშასადამე ადგილის გამოცვლა ისე არ აწყენდათ მათ; მესამედ, იმათ ყიდულობდნენ ვაჭრები ძლიერ იაფად და თუმცა ამერიკაში ყიდდენ ძვირად, მაგრამ ევროპიელების მოყვანაზედ უფრო იაფად უჯდებოდათ პლანტატორებს.
შესდგა კომპანიები, რომელთაც ჰქონდათ არა თუ განსაკუთრებითი უფლება ნეგრების აფრიკიდამ გამოყვანისა, საჩუქარიც ეძლეოდათ მმართებლობაებისაგან. მაგალითად, მეჩვიდმეტე საუკუნეში, საფრანგეთში გვინეის და სენეგალის კომპანიები თითო აფრიკიდამ გამოყვანილის ნეგრის თავზედ ღებულობდნენ ცამეტ-ცამეტ ლივრს, მაგრამ იმ პირობით, რომ წელიწადში ათასზედ ნაკლები არ გამოეუვანათ. ისპანიის მემკვიდრეობისათვის ომის შემდეგ უტრეხტის გარიგებით (1712 წ.) ინგლისმა მიიღო განსაკუთრებითი უფლება ნეგრებით ვაჭრობისა და ამას რაცხდნენ იმ დროს ერთ უპირველეს სარგებლობად, რომელიც კი გამოიტანეს მეომარმა მმართებლობაებმა ამ გარიგებიდამ.
მაგრამ უსამართლოება და ცუდი საქმე დიდ ხანს ვერ იმყოფებენ, ისე, რომ წინააღმდეგნი არ გაუჩნდნენ. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულში გამოჩნდნენ ფილოსოფოსები და ეკონომისტები, რომელთაც ააყენეს საზოგადო ჰაზრი ტყვეობის წინააღმდეგ. ამ დროს გამოჩნდნენ ინგლისშიც და ჩრდილოეთის ამერიკის შტატებშიაც კაცთ-მოყვარენი, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ უსამართლოებააო ტყვეობა, მავნებელიაო. და ქრისტეს სწავლის წინააღმდეგიო. როგორც ახალი აზრების და სიმართლის მქადაგებლებს, ისე ამათ დაუწყეს დევნა. მაგრამ მაინც ჭეშმარიტებამ აჯობა. საფრანგეთმა მოიშალა ნეგრებით ვაჭრობა პირველის რევოლიუციის დროს და ინგლისმა 1807 წელსა ვილბერფორსის და სხვა კაცთ-მოყვარეების მეცადინეობით. აქედამ ინგლისი ყოვლის ღონით სცდილობდა გამოეხსნა ნეგრები ამ ნაირის განსაცდელისაგან. 1841 წ. მისის მეცადინეობით უპირველესმა ევროპის მმართებლობაებმა დასდვეს კანონად, რომ აღარავის ევაჭრებინათ ნეგრებით და ვინაც ივაჭრებდა იმას ჩასთვლიდნენ მეკობრედ და მტაცებელად და დასჯიდნენ სიკვდილით. ამ ჰაზრით დააყენეს მოდარაჯედ ხომალდები, რომელთაც უნდა აეარ-ჩამოეარათ ხოლმე აფრიკის კიდეებზედ და, თუ რომელიმე ნეგრებიანს ხომალდს შეხვდებოდნენ, უნდა დაუჭირთ.
ამ კეთილ-შობილურმა განკარგულებამ ვერ უშველა საწყალს ნეგრებს. სანამ აღკრძალული არ იყო ნეგრებით ვაჭრობა, მანემდის ვაჭრები კარგად ექცეოდნენ მათ გზაზედ აფრიკიდგან ამერიკამდის, საჭირო იყო კარგად მიეყვანათ ისინი ამერიკაში, რადგანაც უფრო ფასს აიღებდნენ. მაგრამ რაკი მოდარაჯეებმა დაიჭირეს რამოდენიმე ნეგრებიანი ხომალდი, ვაჭრები გაფრთხილდნენ, უპყრობოდნენ ნეგრებს ცუდათ, გაჭირვების დროს, როცა მოდარაჯეები გამოუდგებოდნენ მათ უკან, სცდილობდნენ კარგად დაემალათ ხომალდში და ერიდნენ მათ სადმე ჭერებსავით, თუ ამწყვდევდნენ ბოჭკებში და, დაჭერის შიშის დროს, ჰყრიდნენ მათ ზღვაში. მაგრამ ის ნეგრები, რომელნიც ზღვას გადურჩებოდნენ, ვითომც ბედნიერებას მოელოდნენ ამერიკაში? ვნახოთ აბა ამათი მდგომარეობა ჩრდილოეთის ამერიკის სამხრეთელს შტატებში.
![]() |
4.2 IV. |
▲ზევით დაბრუნება |
IV.
ნეგრების სადგომი. – როგორ ექცევიან პლონტატორები ტყვეებს მუშაობის დროს და როგორ ინახვენ. – ტყვეობითი სჯულის მდებელობა, როგორც ჰაზრის გამომეტყველი ხალხის უმცირესი ნაწილისა – როგორ ექცევიან პლანთ ტატორები თავისუფალ ნეგრებს და თეთრს ხალხს. – თეთრების ზნეობითი დათცემა და იმისი მიზეზები. – როგორ ექცევიან პლანტატორები აბოლიციონისტებსა. – ძალდატანებული შრომის მავნებელობა და თავისუფალის სარგებლობა – განსხვავება სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატებს შუა. – უსამართლო მოთხოვნილებაები სამხრეთისა ჩრდილოეთისაგან – დასკვნა ტყვეობაზედ.
მშვენიერი სამხრეთის ცა დაჰყურებს პატარა შენობაა, სიმგრგვლივ დაფარულს მცენარეების ფოთლებით. აი შეხედეთ ამ სახლს, ეს არის ნეგრების სადგომი. „როგორ ტყუვილად უჩივიან პლანტატორებს, რომ ნეგრებს ცუდად ინახვენო, რა სჯობს ამისთანა სახლში ცხოვრებასო“, იტყვის ზოგიერთი კაცი, „სხვა რაღა ეჭირვებათ ნეგრებსო“. მაგრამ ამ კაცს ერთი უნდა ვკითხოთ, რა არის კაცი? განა კაცი ცხოვულია, – ის ცხოველი, კაცს რომ დაუმონებია და ხან მიწას ახვნევინებს და ხან აზიდვინებს? ცხენისა და ღორისათვისაც გაუკეთებია კაცს კარგი სადგური, მაგრამ კაცისათვის მარტო ერთი კარგი სადგური არ არის საკმაო. კაცი არც ცხენია და არც ღორი. ყოველი მოქმედება, რომელიც აგდებს კაცს უმეცრებაში და უშლის კაცად გახდომას, ყოველი ამისთანა მოქმედება, უღვთოობაა, სიმხუცვა, შემაძრწუნებულია. თუ კაცის ზნეობითი არსება ე.ი. ჭკუა და ცნება დათრგუნვილია, არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ იმას კარგად ინახვენო, რადგანაც გადახურულს ქვეშ სძინავს, წმინდა ჩალაზედ ანუ ჩიჩაბზედ, კარგი პური აქვს საჭმელად და ასე ჩაცმულია, რომ მუშაობა შეუძლიანო, მაგრამ პლანტატორები რომ არც კი ინახვენ აგრე ნეგრებს! აბა მკითხველო, შემომყევით, ერთი ვნახოთ რა სადგომია ეს გარეთიდამ მშვენიერი ნეგრების სახლი. აი ოთახი საცა განურჩეველად ყრილ არიან მამაკაცები და დედა კაცები, მოხუცებულები და ყმაწვილები და სძინავთ ატალახიანებულს, აყროლებულს მიწაზედ, პოლის მაგიერ, გამოჭრილს კედლებში არც მინა აქვს დატანებული, არც ქაღალდია გაკრული, ისე ასრულებენ ფანჯრების მაგიერობას, სანთელს მის დღეში არ გაუნათებია ამ გადახურულის ქვეშ და ვერც გაანათებს. მუშაობისაგან დაქანცულები და მკვდარ-ცოცხლები ბნელს ღამეში მოდიან შინისაკენ, სიბნელეში სჭამენ პურსა ამ აყროლებულს მიწაზედ და ძალს ესწრაფებიან, იქნება რამდენიმე საათს მაინც დაივიწყონ რა ტანჯვაც გარდხედით და რაც მოელისთ. ამ საღორეს მზგავსს სადგომში არ არის არც სკამი, არც სტოლი, არც სხვა რამე ოთახის მოსართავი მებელი, არც წიგნი. აქ არ არის ადგილი არც სამხიარულო, არც ყმაწვილის სასწავლებელი, დედა შვილს ვერ მოეფერება აქ, ერთის სიტყვით, არა რომელიმე კაცობრივის გრძნობის აღძრვას ადგილი არა აქვს აქა.
ვინც უნდა იყოთ თქვენ, კაცო, რომელიც ამბობ, რომ ნეგრების ცხოვრება კარგიაო, ერთი მიიხედ-მოიხედეთ ამ სახლში თქვენის გონების და გულის თვალით და მიბრძანეთ, შეგიძლიანთ ამ სახლში ცხოვრება, შეგიძლიანთ ამ საწყლების მდგომარეობის ატანა, ჩააგდებთ თქვენს ცოლ-შვილს ამისთანა მდგომარეობაში, თუ არა? არა, შეძრწუნებული უთუოდ უკან დაიხევთ და ჟრუანტელი, რომელიც გაირბენს თქვენს ტანში, დამიმტკიცებს, რომ თქვენ ძლიერთ კარგად იცით, რომ კაცს არ შეშვენის ამ ნაირი მდგომარეობა რომ თქვენ ამას მხოლოდ „ტყვისათვის“ ჰპოებთ ბედნიერებად. „რა მიუწთომელი ქმნულებააო კაცი“ იტყვის ჯეფფერსონი ჩრდილოეთის ამერიკის დემოკრატიულის კანონების შემდგენელი. „განთავისუფლებისავთის ბევრს შრომას გასწევს კაცი, შიმშილს, რტყმევას და ტყვეობას, თავს არ იზოგავს, მაგრამ თავის გრძნობას ივიწყებს და უყრის თავის მოყვასს ანუ ძმას იმისთანა ბორკილს, რომელიც ბევრჯელ უმძიმესია იმ ბორკილზედ, რომლის გაგლეჯისათვისაც თვითონ მას ბევრი შრომა და ბევრი უბედურება გარდასწყდომიაო“.
ორ ნაირად ექცევიან კაცები მუშა პირუტყვს. ზოგი ამუშავებს მათ ბევრს ხანს და ძალას ატანს, ურტყამს, თუმცა იცის, რომ მითი ცხოველი წახდება და ამასთანავე კარგად არ ინახვენ. ზოგი იმდენს ამუშავებს რამდენაც პირუტყვს შეუძლიან, უფრთხილდებიან მას, კარგად ინახვენ, კიდევაც სწამლობენ, ერთის სიტყვით სცდილობენ, რომ დიდს ხანს გასძლოს პირუტყვმა და კარგად. – პლანტატორებიც ამ ორ ნაირად ეპყრობიან თავის ტყვეებს, ზოგი ასე, ზოგი ისე. მეორე ღონის-ძიება რასაკვირკელია უფრო კეთილ გონიერულია, ჭკუიანურია, მაგრამ სასიქადულო არ არის პლანტატორებისათვის. მითომ მისთვის ინახავს ტყვეს ასე კარგად, რომ კაცობრივი გრძნობა ჰქონდეს ჩვენს პლანტატორს, არა! თუ კარგად არ აჭამა და არ ასვა ტყვეს, ცოტას უმუშავებს ეს მისი ორ ფეხი ცხენი. უნდა უყუროთ რა ბედის წყევლით ხსნის თავის ქისასა ეს ცრუ კაცთ მოყვარე. იქნება ზოგიერთს პლანტატორს კიდევაც უყვარდეს ცოტათი რომელიმე ტყვე, რომელიც ემორჩილება მას ყველაფერში; მაგრამ კატები, ძაღლები და ჩიტები უფრო უყვარსთ ამ ჩვენს დროში, ვინემ ეს ტყვე თავის მებატონეს. აბა ერთი წარმოიდგინეთ ყანა, საცა ხის ძირში, ან ბამბის კარავში, განისვენებს ხელმათრახიანი მებატონე პლანტატორი. მის სიახლოვეს მუშაობენ ტყვეები. უთუოდ კაცურად ექცევა ფეხებ გაწვდილი პლანტატორი იმ ნეგრებსა, შუბლზედ რომ ოფლი მოსდით ... მაგრამ, აი წამოხტა ზეზე ხელმათრახიანი და გარდუჭირა ზურგში ჯერ ერთსა, ცოტა ხანს იქით მეორესა... რისთვის? მისთვის რომ ერთი დილის რიჟრაჟიდამ საღამოს რიჟრაჟამდის შეუსვენებელმა მუშაობამ დაქანცა და დანიშნული პატრონისაგან გოდორი ბამბით ვერ გაავსო. მეორემ როგორ გაბედა, რომ პირველს გოდორი გაუვსო ქურდულად, რადგანაც თვითონ გოდორზედ მეტიც მოკრიფა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ პირველს შეეწიოს და სხვ. ამგ. ერთი იმათგანია ყმაწვილი ქალი, რომელსაც სახეზედ ქალობა არ ატყვია, გეგონება საფლავიდამ ამოუღიათო. დედობა როგორ შეუძლიან ამ გამქრალს არსებასა, ვის შეუძლიან, რომ ეს უმსგავსო არსება შეიყვაროს? მეორე ამასთან დასჯილი არსება არის მოხუცებული კაცი, რომელსაც კიდევ უფრო დასჩნევია ტყვეობის დაღი,....
მკითხველი იტყვის: „იმ ქვეყანში, საცა ამისთანა პოლიტიკური დაწყობილება არისო, რასთვის არაფერს არ იტყვიანო. თავის სასარგებლოდ ეს შეწუხებული კაცები?“ ამაზედ პასუხის გამგონს გულის დამწველმა ღიმილმა უნდა გადურბინოს პირის სახეზედ. სამხრეთის ხალხს შეადგენს: 187 ათასი მებატონე; 160 ათასამდის ქირაჯა ნეგრებთ მყოლი; 4 მილლიონი ნეგრები, 7 მილლიონი ღარიბი თეთრები. ამას გარდა ზოგი ერთს სამხრეთის შტატებში არიან ცოტაოდენი თავისუფალი ნეგრები. აქედამ სჩანს, რომ ტყვეობით სარგებლობს მხოლოდ უუმცირესი ხალხის ნაწილი – სრულიად 30 ათასამდის. აი ეს უკანასკნელები ამბობენ, „ჩვენ, ვართო სამხრეთის შტატების ჭეშმარიტი წარმომადგენელები. თეთრებს რა ხელი აქვთ საზოგადო საქმეზედ, ერთი ნამცეცი მონაწილეობაც არ უნდა ჰქონდესთო. მათ საზოგადო საქმეებში; საზოგადო საქმე ჩვენი საქმეა, ჩვენი სარგებლობა, ჩვენი ინტერესი, სამხრეთის ინტერესიაო“. ამ სიტყვებზედ კაცი ხმას არა სცემს მათ; მხოლოდ იმათი ხმა ისმოდა ვაშინგტონის სენატში სამხრეთის მხრით და ისმის ახლაც რიჩმონდის სენატში, საზოგადო კრებაებში და სამხრეთის გაზეთებში, ბროშიურებში და პამფლეტებში. ცხადია, რომ ამისთანა ურიგობა მის დღეში ფეხს დაიდგამდა, თუ პლანტატორებს არ მიეღოთ რაღაც განსხვავებითი ზომაები ნეგრების და ღარიბი თეთრების შესახებ. მართლადაც, რომ ამისთანა ზომაების ნაკლულევანებს ვერ ვიპოვით ვერა რომელს პლანტატორების მოქმედებაში. ყველა მიხვდება, თუ როგორნი უნდა იყვნენ ეს ზომები. უპირველესი პლანტატორების მეცადინეობა ის უნდა ყოფილიყო, რომ როგორმე ისეთებათ გაეხადათ ტყვეები, რომ იმათ თავისი მდგომარეობის საზარელობა ვერ ეგრძნოთო. თუ უნდოდათ, რომ ვინმე პირუტყვის მაგიერ ემუშავებინათ, ჯერ უნდა გაეპირუტყვებინათ ისა; ჯერ უნდა დაებრმავებინათ მისი სულიერი მხედველობა ე.ი. აზრი; თუ პლანტატორები ასე არ მოიქცეოდნენ ტყვე უთუოდ დაინახავდა თავის საზარელს მდგომარეობას, თავის დაჩაგრვას. უნდა განეშორებინათ ის „ფანატიკებისაგან, ცეცხლის წამკიდებლებისაგან“, რომელნიც „სატანურის“ მზაკვარებით აგინებენ „სამართლიანს, ბრძნულს და სასარგებლოს“ წეს-დებულებას; თორემ ტყვის ყურამდის უთუოდ მიაწევდა თავისუფლების გამხრწნელი ხმა და უთუოდ ეცდებოდა მაშინ იმ ბორკილის გაგლეჯას, ფეხებში რომ შეუყრიათ მისთვის. მართლადაც რომ ასე მოქცეულან პლანტატორები: რომელს სამხრეთის შტატების ქალაქშიაც არ უნდა მიხვიდეთ, იშვიათად დაინახავთ შავს მუშასა და უფრო იშვიათად შავს ტყვესა შარა გზებზედ, აქეთ იქით სადამდისაც კაცის თვალი კი მისწვდება, ან საცა შეიძლება, რომ მოგზაურმა – თავისუფალმა-კაცმა გაიაროს, გაგაშტერებსთ ესევე ამბავი. გეგონებათ მრთელს სამხრეთის შტატებში ტყვეობა მოუსპიათო, ტყვეობა აღარ არსებობსო. მაგრამ თქვენ თვალი გატყუვებსთ. ცხადია, რომ პლანტატორებმა გაიგეს, თუ როგორი მავნებელი გავლენა აქვს თავისუფალ კაცებთან მისვლა მოსვლას. ქალაქებში ყაფაზების ზედ-წარწერაებიც ასწავლიდნენ ტყვეს კითხვასა; იქ უთუოდ ჩაუვარდებოდა მას ხელში რომელიმე უვარგისი მაინც ბროშიურა, იქ იქნება კიდევაც ეკითხა თავისთვის: ეს რა არის, თავისუფალი კაცები რომ ქირას იღებენ და მე კი ტყუილად მამუშავებენო? რა, საჩქაროდ უნდა მოვაცილო ტყვე ამ საცდურებს, საჩქაროდ უნდა წავიყვანოო. მივარდნილს, უკაცურს ადგილს – განმარტებულს, ცხოვრებისაგან განშორებულს პლანტაციაზედ, ამბობს პლანტატორი. იქ, უდაბნოში, ტყვე იმუშავებს დაუპრკოლებლად. იქ იმისი აზრი თავის დღეში ვერ გამოიფხიზლებსო; იქიდამ მისი გამოშვება ერთს წამსაც არ შეიძლება და არც არაფრის გულისათვის შეუშვებ იქ უცხო კაცსო. აფრიკის უდაბურის ადგილების შუა გულამდის კი მიაწევს გულს მოდგინე ევროპიელი მისსიონერი; მაგრამ ტყვეებინს თავისუფალისა და განათლებულის ამერიკის პლანტაციებამდის კი ვერა ოდეს ვერა; თუ ვინიცობაა გამოჩნდა იმისთანა ღვთის მოყვარე პლანტატორი, რომ მიუშვა მღვდელი პლანტაციამდის, მხოლოდ იმ პირობით, რომ მან დაივიწყოს ყველა ის იდეაები, რომელნიც შეადგენენ ქრისტეს სწავლის არსებასა, ძალასა ამას, გარდა ქალაქში ისე თავისუფლად ვერ მოეპყრობოდა მებატონე ტყვეებს. აქ უდროო დროს ანთებულის ნაპერწკალისაგან ცეცხლი აეგზნებოდა. – ეს კიდევ არა ფერი, მესაზღვრე შტატებში თან და თან აკლდება ნეგრების რიცხვსა და ამისთვის გამოცდილი მებატონეები გზავნიან თავის სულიერს საქონელს უფრო საიმედო ადგილებისაკენ.
უფრო შესანიშნავია პლანტატორების პოლიტიკა თავისუფალი ნეგრების შესახებ იჭვი არ არის, რომ ყველაზედ უფრო დიდი გავლენა ტყვე ნეგრებზედ იმასა აქვს, თუ დაინახეს, რომ ყოვლითურთ კმაყოფილნი არიან იმათი მოძმეები, რომელთაც როგორმე უშოვიათ თავისუფლება. – პლანტატორებისათვის საჭიროა შეეძლოსთ დამტკიცება, რომ ნეგრისათვის თავისუფლება მავნებელიაო. მართლათაც რომ პლანტატორები დიდის კმაყოფილებით აჩვენებენ მგზავრ-კაცებს: ხომ ხედავთო, რომ მრთელს სამხრეთის შტატებში ერთი თავისუფალი ნეგრების საზოგადოება არ არისო კეთილმდგომარეობაში. ან კი რა უნდა ქნან იმ საწყლებმა, როცა იმათ საქმიანობას ყოველს ბიჯზედ დაბრკოლება ებლანდება ფეხებში, როცა თავისუფალი ნეგრების მოჯამაგირედ დაყენება დანაშაულობად ირიცხება სამხრეთის შტატებში და შეიძლება რომ აღას ბევრი უსიამოვნობა დაემართოს ამისთვის, ვინიცობაა სიკვდილიც მიადგეს კარზედ. მაგრამ ამისთანა გარემოებაებშიაც ძლიერ სასაშიშრო დარჩა პლანტატორებისათვის რამოდენიმე ნეგრების თავისუფლება და დიდი ხანი არ არის იმას აქეთ რაც უმრავლესმა სამხრეთის შტატებმა დასდვეს ის კანონი, რომ თავისუფალი ნეგრები უნდა გავყაროთო. აქედამ. გამოიცა ბრძანება, რომ თუ ამა და ამ დრომდის რომელიმე თავისუფალი ნეგრი არ გავიდა შტატიდამ დატყვევებული იქნებაო. ამისგამო მრავალ ათას კაცს, რომელთაც სრულიად არაფერი არ დაეშავებინათ განუჩინეს ერთი უუმძიმესი სასჯელთაგანი – განგდება. განგდებას რომ სხვა აღარაფერი მოყოლოდა კიდევ კარგი. მოკლეს დროში ნეგრს უნდა გაეყიდა მრთელი თავისი ყოფა-ცხოვრება, რომელსაც ხელს არავინ ჰკიდებდა, თუ თითქმის მუქთად არ მისცემდნენ. ამის შემდეგ ნეგრი თავის ცოლ-შვილით უნდა გაქცეულიეო. საჩქაროთ იმ შტატიდამ, საცა ცხოვრებდა და მგზავრობაში გადაეჭრა რამოდენიმე შტატები, საცა ყოველს ბიჯზედ შეეძლოთ დაეჭირათ ისა, როგორც უსაქმოდ მოტანტალე ან დაგეშილი ძაღლები მოეტოვებინათ მისთვის, როგორც მებატონისაგან გაპარულისათვის. დაიჭერენ რა ამისთანა კაცს ჯერ შეაგდებენ საპერობილეში და მერმე სახალხოდ გაჰყიდიან, რომ გადუხადონ ხაზინას ის ფულები, რაც ამ საპერობილეში ნეგრის შესანახავად დახარჯულა. გაყიდიან მას რასაკვირველია ცოლშვილიანათ, მაგრამ ისე, როგორც ჩვეულებრივ იყიდებიან ცოლშვილიანი ნეგრები: მამას ერთი კაცი უიდულობს, დედას მეორე, მათს ქალს მესამე და სხვ. ამ გვარად, განათლებულისა და თავისუფალის ამერიკის უმეტესმა ნაწილმა მიიღო კანონი, რომლითაც სრულიად უდანაშაულო კაცებს ტანჯვენ ისე, რომ ამისთანა სატანჯველი უუდიდესის დანაშაულობისათვისაც არ უნდა დაენიშნათ. –
გასაოცარია აგრეთვე ის, თუ როგორ ექცევიან პლანტატორები თეთრის ხალხის მასსას, თეთრ – ღარიბებს. ეს უკანასკნელები რომ ცოტათი მაინც იყვნენ გახსნილნი, განათლებულნი, რასაკვირველია იტყოდნენ რამეს თავის სასარგებლოდ, წაიყვანდნენ საქმეს ისე, როგორც მათ სურდათ, გამოირჩევდნენ კარგს წარმომადგენელებს და გააუქმებდნენ პლანტატორების ყვირილსა. – ცხადია რომ თეთრების ჰაზრის გახსნა ძლიერ მავნებელი იქნებოდა პლანტატორებისათვის და რომ საჭირო იყო თავიდგანვე ამოეფხროთ ისა. – პლანტატორები არაფერს ღონისძიებას არ შეუშინდნენ თავის მიზანის ასრულებისათვის, მრთელს ხმელეთზედ იმისთანა ქვეყანას ვერ იპოვის კაცი, რომ ცენზურა ისეთი სასტიკი იყოს იქა, როგორც სამხრეთის შტატებში; სისასტიკეს გარდა თან დაჰყობიან ცენზურას განსხვავებული და ძლიერ საკვირველი ფორმები. რევოლვერი და დანა პირველს პლანზედ გახლავან ეველგან. რევოლვერი ხელში უჭირავს და ისე უგდებს ყურს პლანტატორი მღვდლის ქადაგებასა საყდარში; ხელ-რევოლვერიანი ხსნის ის ფოჩტის საპალნესა, რომ კონფისკაცია უყოს ფანატიკურს წიგნებსა და ჟურნალებს. ის კაცი, რომელიც პლანტატორებისაგან აღკრძალულს ჟურნალს ან წიგნს კითხულობს ძლიერ სასაშიშრო მდგომარეობაშია, მუდამ იმის ფიქრშია რომ აი დღეს, თუ ხვალ სახჩობელაზედ დავლევ ჩემს სიცოცხლესო. თეთრ-ღარიბების აღებმიცემითი საქმიანობაც შევიწროებულია ყოველის მხრით. პლანტატორები იყვნენ იმათ ქირაჯად მხოლოდ დიდის გაჭირვების დროს, რასაკვირველია მისთვის, რომ ტყვის მუქთს შრომას არჩევენ. ღირსი სჯულის მდებლების მეცადინეობით იმდენზედ მიაწია საქმემ, რომ არიან მრავალი ასი ათასი თეთრები, რომელთაც მდგომარეობა სრულიადაც არ არის ტყვეების მდგომარეობაზედ უკეთესი და რომელნიც ჩავარდნილან უკანასკნელს სიღარიბეში. კაცი ვერ დაიჯერებს, თუ რა უმეცრებაშია შავის და თეთრის ხალხის მასა სამხრეთის შტატებში. მაგალ. ჩრდილოეთის კოროლინაში ირიცხება
288,588 ტყვეები.
27,463 თავისუფალი ნეგრები.
80,163 თეთრი ღარიბები.
______________________
სრ. 396,114 კაცი, რომელთაც სრულიად არ იციან კითხვა წერა. – ამ ციფრების უფრო კარგად ასახსნელად უნდა დავუმატოთ, რომ თავისუფალს მასაჩუზეტსში ორი ათასამდისაც არ იქნებიან კითხვა წერის უცოდინარნი. ამ შტატში იწერენ 8,157 Nev-Jork Tribune-ის გაზეთის ეკზემპლიარს და 1,058 ეკზემპლიარს Nev-Jork Heralb-ისას ჩრდილოეთის კოროლინა იწერს მხოლოდ 57 ეკზ. პირველის გაზეთისას და 44 მეორესას; მაგრამ ამათაც ფოჩტაში იჭერენ. წიგნთ-გამსყიდველს, რომელიც თავის მაგაზინის თაროებზედ მისცემს ალაგს რომელიმე „წყეულს აბოლიციონურს სისაძაგლეს“, უთუოდ ჩამოახჩობენ ან დაჰხვრეტენ და ამ საქონელს დასწვენ. ამისთანა განსამართლებისათვის ისიც საკმაოა, რომ უნახონ კუპერის პოემა, საცა წაიკითხავთ ლექსებს, რომელთ თარგმანიც აქვე მოგვყავს:
„მე არა მსურს, რომ ჩემმა ტყვემ მიხნას, მატაროს აქა იქ, მინიავოს მარაოთი მძინარესა და შიშით კანკალებდეს ჩემ წინ, როცა გამოვიღვიძებ. მე ეს არ მინდა, თუნდა მომცენ ყველაიფერი, რაც რომ დაუმუშავნია დასაბამიდამ ტყვეების ხელებსა. თავისუფლებას უველაზედ უფრო ძვირად ვაფასებ; მაგრამ, რაც უნდა ძვირად მიღირდეს მე ესა, ისევ ის მირჩევნია, რომ ტყვედ გავხდე, ვინემ შევუყარო ბორკილი სხვასა“.
ამ ფაკტების ახსნა საჭირო არ არის; მაგრამ იმასაც ადვილად მიხვდება მკითხველი, რომ უპირველესი პლანტატორების ღვაწლის რეზულტატი ის კი არ არის, რომ ხალხმა არ იცის კითხვა წერა, არამედ ის, რომ თეთრი ღარიბების უმთავრესი ნაწალი საზარლად დათრგუნულია ზნეობითად, გამოჩერჩეტებულია. არიან იმათ რიცხვში ასი ათასობით იმისთანა საწყლები, რომელთაც სრულიად აღარა გაეგებათ რა, აღარაფერი შრომა არ შეუძლიანთ და გამხდარან პლანტატორების უგუნურ ორღანოდ – ცხადია, რომ ისე ადვილია ამისთანა ხალხის აღძვრა, როგორადაც ადვილია მისი რამე ცუდ საქმეზედ შეგულიანება. პლანტატორებისათვის თითქმის სრულიად არ არის საჭირო, რომ ჯიბეს ხელი გაიკრან ამ უსაქმურის და ზნეობა დაცემულის ხალხის ასარევად. მხოლოდ ერთი მუქარით, რომ ფანატიკ-აბოლიციონისტებს უნდათ ნეგრებზედ უფრო ცუდს მდგომარეობაში დაგაყენონო., პლანტატორებს შეუძლიანთ, რომ ძლიერ ადვილად მოახდინონ, მაგალითად ამისთანა საქმე: ერთმა ირლანდიელმა, რომელიც იყო ქირაჯა მუშად ერთს სამხრეთის კოროლინის ქალაქში, ინება იმისი თქმა, რომ ტყვეობა არ მომწონსო. ეს სიტყვები რასაკვირველია მაშინვე შეატყობინეს პოლიციას საწყალი მუშა დაიჭირეს და წაიყვანეს სასამართლოში, გზაზედ მისდევდა მას დუნდგო ხალხი და აგინებდა ორ ნეგრს, რომელთაც მიჰყავდათ ეს საწყალი, ნაბრძანები ჰქონდათ რომ, თუ სადმე ტბორე ან ტლაპო შეხვდებოდათ, უნდა ჩაეგდოთ შიგ ისა. სასამართლოში გაატიტვლეს, დაჰკრეს მას ოცდა ცხრამეტი, ისე რომ, თითო დაკვრა გრძელ-გრძელს სისხლიანს ზოლებსა სტოვებდა მის ზურგზედ – მერმე შესვარეს ის კუპრით თავიდამ ფეხებამდის, გარეშემო აყარეს ბუნტყლი და ბამბა და გაიყვანეს შტატის გარეთ. გამოჩნდნენ იმისთანა ჟურნალები, რომელნიც დიდის სიხარულით ლაპარაკობდნენ ამ შემთხვეულებაზედ. მაგრამ უნდა შევნიშნოთ რომ ეს უბრალო შინაურული საქმის გარიგებაა. პოლიტიკურს საქმეებში პლანტატორებს ბევრად უფრო უკეთესი ღვაწლები შეუსრულებიათ ამავე გარყვნილის, გაპირუტყვებულის, უსახლ-კარო დუნდგო ხალხის შემწეობით. ეხლა უნდა ვკითხოთ მკითხველსა, გაიგო. მან თუ არა, რა არის ამერიკელების საზოგადო ზნის სახელოვანი ბარბაროზობა, რომელსაც უთუოდ დასცინებს პატიოსანი მკითხველი და იტყვის, რომ ევროპის განათლებას უკან ჩამორჩენიაო. ამერიკა. მართალია რევოლვერს და დანას თუმცა კი ხმარობენ ამერიკაში, მაგრამ პატიოსნები და შრომის მოყვარეები კი არა, არამედ რამოდენიმე უწყალო პლანტატორები, რომელნიც კისერზედ დასხდომიან საწყალს სამხრეთსა და როგორც წურბელა სწოვენ სიცოცხლეს უხვ ნაყოფიერის ადგილებისაგან, რომელნიც ჩაუგდიათ თავის უწმინდურს და ავაზაკურს ხელში.
ერთი ვკითხოთ ამდენს დავიდარაბას რათა სწევენ პლანტატორები? ჩვენ მზათა ვართ ვსთქვათ, რომ ყოველივე კაცობრივს გრძნობას – სამართალს, სიბრალულს, სინიდისს, – პრაკტიკულს საქმეებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამ გვარის კითხვების ასახსნელად წინ უნდა გაიძღვანოს კაცმა მხოლოდ თავისი სარგებლობა. მაგრამ ვნახოთ, შეუძლიანთ პლანტატორებსა, რომ სთქვან ტყვეობისაგან სარგებლობა გამოგვაქვსო იმისთანა სარგებლობააო, რომ ცოტათი მაინც შეჰფეროდესო. იმ ადგილების სიმდიდრეს, რომელნიც ჩვენ გვრგებიაო, ძლიერ კარგ მოსავლიანს 1860 წ. სამხრეთის შტატებში მოიკრიფა ოთხი მილლიონი საპალნე ბამბა. თითო საპალნე რომ 50 დოლ. დავაფასოთ ამისი ფასი შეადგენს 200 მილ. დოლ. ამავე წელს დაიმუშავეს 250 ათასი გოგსგედი შაქარი, რომლისაც ფასი შეადგენს 18 მილ., თუ რომ გოგსგედი 72 დოლ. დავაფასეთ. ორივეს ფასი იქნება 218 მილ. ნახევარი. ეს ფული შეიძლება მოგებად ჩაითვალოს სრულიად, მისთვის რომ ცოტაოდენს ხარჯში ტყვეების შესანახავად ძლიერ ადვილად გამოდიან წვრილმანის შინაურის ნამუშავერის ფასით და მუქთის მოსამსახურეების გამო. ამას გარდა ამ ჯამსა, აგრეც დიდს, უფრო დიდი მნიშნველობა ემატება იმითი, რომ მხოლოდ რამოდენიმე ტყვეთ მეპატრონეს ეკუთვნის ამდენი ფულები. – აი ეს არის პლანტატორების უპირველესი და იმათი სულის დამატკბობელი დამტკიცება; და თავდა პირველად მართლა ყურადღების ღირსად ჩასთვლის კაცი ამას. მაგრამ ამ დამტკიცების მნიშნველობა მაშინათვე განქრება, თუ რომ პლანტატორების შემოსავალი შევაფარდეთ ჩრდილოეთის შტატების საწარმოებთან. აშკარად დავინახავთ მაშინ სამხრეთის შეთანასწორებითს სიღარიბესა.
ჩვენ მოგახსენეთ, თუ როგორს შესაბრალებელს მდგომარეობაშია სამხრეთის მცხოვრებთ მასსა. ჩვენ ვნახეთ ნეგრების შესაზარებელი სადგომები და შევნიშნეთ, რომ არიან მრავალი ასი ათასი „თეთრი-ღარიბები“, რომელთაც კეთილ მდგომარეობა ისეთსავე დაბალს ხარისხზედ სდგას, როგორც ნეგრების კეთილ მდგომარეობა. იქ, საცა მასსა ამისთანა შემაძრწუნებელს სიღარიბით ტანჯება, ქვეყანასაც უნდა აჩნდეს სიღარიბის ბეჭედი. – მართლადაც რომ ასეა: სამხრეთის შტატები რომ გაიაროთ, არ შეიძლება არ გაგიკვირდესთ იმა მხარის საზოგადო უდაბურობა და მრავალი ადგილის აოხრებული და გაღარიბებული შესახედაობა. ყველაფერი, რაც კი გაუკეთებია კაცის ხელს, ისე გაფუჭებულია, რომ საცოდავი შესახედაობა მიუცია იმ მხარისათვის, რომელიც ბუნების სიმდიდრით არ დაუვარდება არა რომელს მხარეს. თუმცა კი მოგახსენეო, ამისთანა და ამისთანაა ნეგრების სადგომები მეთქი და სხვ., მაგრამ ამითი რაც სათქმელი გვქონდა ყველა არ გამოგვითქვამს ჩვენ ტყვის შრომას, უნაყოფიერებას გარდა კიდევ ის ვნება მოაქვს, რომ შინაურს ეკონომიაში მაშინების და საზოგადოდ ახალი მეტოდების შემოღებას უშლის კაცს. ამის მიზეზი პირველად ის არის, რომ მუქთს შრომას ცუდი გავლენა აქვს პლანტატორების ნიჭიერებასა და უნერგიაზედ; მეორედ, ტყვეები სცდილობენ, რომ დანიშნულს დროს რაც შეიძლება ცოტა დაიმუშავონ თავის მებატონეებისათვის და ეს იმათი ცდა ბუნებითია და საქები. ეს გარემოება და ამასთანავე ის, რომ ბამბა ძლიერ მალე ღალავს მიწას, აიძულებენ ძლიერ ბევრს პლანტატორებს დასტოვონ ძველი ნაყანევები და გაიწიონ სამხრეთისა და დასავლეთისაკენ, ახალი პლანტაციების გასამართავად. ამის გამო სამხრეთის შტატებში მოგზაური ზედი-ზედ დაინახავს სრულიად აოხრებულს ადგილებს, დაქცეულს სასახლეებს, რომელნიც დრუფარავს გარეული მცენარეებს, ეს შესახედაობა მით უფრო შეაწუხებს კაცს, რომ იცი, თუ როგორ ცოტა ხელი და მეცადინეობა იყო საჭირო, რომ ერთს ამ უხვს მიწაში ჩათესილს მარცვალს მოეცა ასი მარცვალი. – ნიუ-იორკის, მასსაჩუზეტის და კონნეკტიკუტის შტატებში ამის მგზავს ვერაფერს იპოვის კაცი. მასსაჩუზეტსი სხვა შტატებთან შედარებით ცივია და უნაყოფო; მაგრამ სამხრეთის კაროლინასთან მშვენიერად დამუშავებულს ბაღად სჩანს. მოგზაური წამი და უწუმ დაინახავს აქ დიდრონს ქალაქებს, მშვენიერს სოფლებს და აგარებს, აშენებელს ახალის არხიტეკტურითა – ერთის სიტყვით მრთელი მხარე მოფენილია კაცის ნაყოფით. – ყველა სამხრეთის შტატებში ვერ იპოვით იმდენს წიგნების მაგაზინებს, რამდენსაც მარტო მასსა ჩუზეტსში. 1850 წლის ცენზით სამხრეთის კაროლინაში სცხოვრებდა 274,563 თეთრი ხალხი, რომელიც შეადგენს მარტო ერთი ნიუ-იორკის ქალაქის მცხოვრებთ მესამედს. ამას გარდა ნახევარი ამ მცხოვრებთაგანი ჩავარდნილია პირუტეყულს უმეცრებაში და უკანასკნელს სიღარიბეში. ერთი აკრი მიწის საშუალო ფასი სამხრეთის კაროლინაში, 1854 წ, ერთ დოლლარ ნახევარზედ არ გადასცილდებოდა ხოლმე. ამ ბუნებისაგან მდიდრად შემკობილის შტატის მცხოვრებლებს ცხრა მილლიონ დოლლარზედ მეტის დამუშავება არ შეუძლიანთ წელიწადში, თუმცა იმათ ეხმარება 23,548 ტყვე; მასსაჩუზეტსა კი 288 მილლიონამდის დაიმუშვებს ყოველ წლივ. მიწის მუშაობისა და აღებმიცემის კაპიტალი მასსაჩუზეტსში შეადგენს 112 მილლიონზედ მეტსა. ჩრდილოეთის კაროლინა ექვს ჯერ უვრცელესია ამ შტატზედ. მაგრამ იქაური კაპიტალი 72 მილიონამდისაც ვერ ადის. უძრავ-მოძრავის საკუთრების ფასი მასსაჩუზეტსში 600 მილლიონა და ჩრდილოეთის კაროლისაში მხოლოდ 230 მილ., თუმცა ამ რიცხვშია 288 ათასი ტყვის ფასიც. მასსაჩუზეტს შეუძლიან, რომ მრთელი ჩრდილოეთის კაროლინა იყიდოს და თვითონ კიდევ იმდენი კაპიტალი დარჩება, რომ შეუძლიან ძლიერ კარგად წაიუვანოს მუშაობა თავისუფალის შრომით, რომლითაც რასაკვირველია ჩქარა დაიბრუნებს თავის კაპიტალს მოგებით. 1855 წ. მასაჩუზეტმა გაჰყიდა 28 მილ. დოლ. საქონელი, იყიდა 45 მილლიონისა. ჩრდილოეთის კაროლინაში პირველი ციფრი ადის მხოლოდ ნახევარ მილ. გირვანქა სტერლინგამდის და მეორე 300 ათასამდის. მასსაჩუზეტსში 1285 მილი რკინის გზაა; ჩრდილოეთის კაროლინაში, რომელიც ექვს ჯერ უვრცელესია არის მშოლოდ 612 მილ. ჩრდილოეთის კაროლინაში ურთი აკრი მიწის საშუალო ფასი 3,06 დოლი და ნიუ-იორკში 3 6, 97., მაშინ როდესაც პირველი შტატის მიწა არ დაუვარდება სიკეთით მეორესა. ახლა დავწეროთ თუ რავდენი აკრია ჩრდილოეთის კაროლინა და ეს რიცხვი განვამრავლოთ იმით, რაც 36, 97 საგან 3,06 ის გამორების შემდეგ დარჩება ხელში. ათი ჩვენ იმას შევიტყობთ, თუ რავდენს ჰკარგავს ეს შტატი ტყვეობის გამო
32,450,560 აკრი.
33,91
___________
შეადგენს 1,000,398,499 დოლლარს.
აი ეს არის საჩუქარი ჩრდილოეთის კაროლინის თავისუფლად (ე.ი. უტყვეოდ) გარდაქმნისათვის, ამ რიცხვიდამ რომ გამოურიცხოთ 288 ათასი ნეგრის ფასიც (ოთხას ოთხასი დოლლარი თითოში) სარგებელს დააკლდება მხოლოდ 116 მილ – ჩრდილოეთის კაროლინაში 28,303 ტყვეთ მეპატრონეა; ამას გარდა სხვა მცხოვრებთ რიცხვი შესდგება 840,735 დის. განა შეაძლება შეუშფოთებლად ჩააგდოს კაცმა ეს მასსა იმ სასაშიშრო აოხრებასა და სიღარიბეში, რომელიც ზევით აგიწერეთ? შეიძლება რომ მილლიონი ხალხი შეიწიროს რამოდენი ათასის გულისათვის? შეიძლება რომ რომელიმე საზარელმა სურათმა მოგვიმატოს კიდევ შიშის ზარი ამ ციფრების შემდეგ?
„კეთილი; ვსთქვათ რომ არ შეიძლება; ვსთქვათ რომ ყველა ეს ძლიერ შემაძრწუნებელია, მაგრამ ამითი რა გინდა დაამტკიცოო“, მეტყვის მკითხველი. „აკი გარდავწყვიტეთ მე და შენ, რომ სარგებლობაზედ ხელის აღება უპრაკტიკობაა; თქვენი ნალაპარაკევი სრულიადაც არ ამტკიცებსო ტყვეობის უსარგებლობას პლანტატორებისთვის. ქურდობა სასარგებლო არ არის გაქურდულისათვის; მაგრამ ძლიერ სასარგებლოაო მარდის ქურდისათვის. აბა ერთი დამიმტკიცეთ, რომ ქურდი ამითი აგებს, რომ მისთვის უკეთესია სხვა რამე ხელობას შეუდგეს და მაშინ დაგეთანხმებითო“. კეთილი, თუ ამას კი დასჯერდება, ამის დამტკიცება ძლიერ ადვილია. თვითონ ჩრდილოეთის კაროლინის მებატონეები აფასებენ თავის ნეგრებს 120 მილ. დოლ. – ამ მებატონეებს ჩრდილოეთის კაროლინაში ეკუთვნისთ 14 მილ. აკრი მიწა. ეს რიცხვი რომ გავამრავლოთ ჩკენგან ცნობილის ნაშთით 33,91, მივიღებთ 474 მილლიონს. აქე- დამ რომ ტყვეების ფასი 120 მილ. გამოვრიცხოთ დავინახავთ, რომ ტყვეების ემანციპაცია შეძენდა პლანტატორებს უშველებელს სარგებელს 354 მილ. დოლლარს. „ღმერთმა თქვენი მოწყალება ნუ მოგვაკლოსო“ იტყვიან პლანტატორები, „კარგი სარგებელია, მაგრამ როდის უნდა მივიღოთო? მაგას ჩვენ ვეღარ მოესწრებითო; და ამ თავდაპირველად რა უნდა ვქნათ? ხომ დავგლახაკდებითო?“ ეჰ, რას როტავთ? ვითომ რა დაგმართებსთ ამისთანა უბედურებას? თქვენგან ხომ რამე მომეტებულს მსხვერპლს არა თხოულობენ; ხომ მხოლოდ იმასა თხოულობენ თქვენგან, რომ მუშებს ქირა აძლიოთ, რომ თქვენ არ ჩამორჩეთ უკან განათლებულს კაცებს, რომელთან თანასწორობას აგრე ამაყად იქადით. – ხომ ბევრი ღარიბები მდიდრდებიან თავისუფალის შრომის წყალობით; და თქვენ მაგრე მდიდრები განა გაღარიბდებით? ხომ არაფერი არ შეიცვლება თქვენს გარეშემო; არაფერს არ წაგართმევენ. თქვენი სახლი თავისსავე ადგილს იდგმება; სავანე მიწები არ დაჰკარგვენ ნყოფიერებასა; თქვენი პირვანდელი ტყვეების ქოხები იქვე იქნებიან. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ჯოხის მაგიერ ფულით უნდა მოიწვიოთ. ისანი სამუშაოდ; მაგრამ დანახარჯს უხვის სარგებელით დაგიბრუნებსთ თავისუფალის შრომის ნაყოფიერება ტყვე მუშაობს ყოველთვის გულდაუდებელად, სცდილობს, რაც შეიძლება ცოტა დაიმუშაოს, ახდენს ყველა მაშინებს. მაგრამ ამაზედ კიდევაც მოვილაპარაკეთ და განმეორება საჭირო აღარ არის. ამას მხოლოდ ის უნდა დავმატოთ, რომ თუ ვისმე თქვენგანს იმდენი ფული არ ექნება, რომ პირველს წელიწადს მუშაობა გამართოს, შეგიძლიანთ აიღოთ ვალი, რომელიც სრულიადაც სამძიმო არ იქნება. ამისთანა საქმისათვის აღებული სესხი ყოველთვის მარგებელია და სრულიად არა ჰგავს ბედოვლათობასა. –
1860 წ. გამოვიდა ნიუ-იორკში ერთი წიგნი, დაწერილი ჩრდილოეთელ-ამერიკელისაგან, რომელმაც მოიარა კუბის კუნძული და ჩრდილოეთის ამერიკის სამხრეთის შტატები. იმ წიგნისაგან რუსულს მწერალს გამოწერილი აქვს რამოდენიმე სიტყვა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორი იყვნენ მაშინ ერთმანერთან ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატები, თუ რაზედ ცილობდნენ. საქმის სიცხადისათვის ჩვენც წაგაკითხებთ იმ გამონაწერის ნაწილს.
„მაგრამ ჩვენთან რა საქმე გაქვსთო, ამბობენ ტყვეობის მომხრეები. თავს რასთვის იტეხთ? ვსთქვათ რომ ჩვენ უსინიდისოდ ვიქცევით; ვსთქვათ რომ ჩვენს ქვეყანასაც ვაოხრებთ და თავსაც ვიღუპავთ; ვსთქვათ რომ სტატისტიკური ციფრები გვიმტკიცებენ, რომ მარტო ერთს ნიუ-იორკის შტატს შეუძლიან იყიდოსო. მრთელი არკანზასის, დელავარის, ფლორიდის, მერილანდის, მისურის, მისისსიპის, ტენესსის, ტეხასის და კოლუმბიის საკუთრება, – ვსთქვათ რომ ჩვენ ყველავერში მტყუანი ვართ; მაგრამ ჩრდილოეთს მაინც რა ხელი აქვს ჩვენთან? ჩვენ ხომ იმას არაფერს ვუშლით, ჩვენ მხოლოდ მოვითხოვთ მისგან, რომ ჩვენს საკუთარს საქმეში ნუ შეგვეჩრება.“ მაგრამ ეს სიტყვები ტყუილია, ჩრდილოეთისათვის ბევრი შეურაცხება მიუყენებია სამხრეთსა და მისგან საქმეში გაურეველობაზედ უფრო მეტს მოითხოვენ; მისგან მოითხოვენ შემწეობასა. როცა უწყალოს ტანჯვით ილაჯ-ნაწევეტი ტყვე გამოგეპარებათ, თქვენ მოითხოვთ ჩვენგან, რომ მის დაჭერაზედ შეგეწიოთ. თქვენ ძლიერ კარგად იცით, თუ რავდენი, თითქმის უძლეველი, დაბრკოლება ხვდება გზაზედ გაპარულს ნეგრსა. მიიპარვიან დედები ყმაწვილებით მიიპარვიან საწყლები ტანჯვისაგან ღონე მიხდილი, არასად არ შეუძლიანთ იმათ თავი შეიფარონ, არსად არ შეუძლიანთ დაისვენონ; მიდიან საწყლები ტყე-ტყე, ებრძვიან შიმშილსა; თუ ზამთარია, იყინვებიან სიცივითა. ასე იტანჯებიან, რომ ბევრი გზაზედვე იღუპება; თუმცა თქვენ უკან გაედევნებით ხოლმე გაპარულს ტყვესს, გაედევნებით ძაღლებით, რომელნიც გაგიზრდიათ თავის თავის მზგავსად, მაგრამ, როცა ის გადმოგასწრებთ თავისუფალს შტატში, თქვენ მოითხოვთ ჩვენგან, რომ შეგეწიოთ თქვენ და თქვენს ძაღლებს, რომ მოვკლათ ის საბრალო, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია, მხოლოდ თავისუფლებას ეძებს. და აქამდის ჩვენ, ჩვენდა საუკუნო სამარცხვინოდ, ვასრულებდით თქვენს მოთხვნილებაებს, ვიჭერდით თქვენგან გაპარულს ტყვეებს. დიაღ, ჩვენდა საუკუნო სამარცხვინოდ მხოლოდ ინგლისის სამფლობელოში პოულობდა ხოლმე გაპარული შესაფარსა, და ჩვენ თავდაბლად უნდა მიგვეღო მოყვასისა და თავისუფლების სიყვარულის მაგალითი, რომელსაც ზიზღით გვიჩვენებდა ჩვენ ინგლისი. ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი თქვენის ბოროტებისათვის; ჩვენ დაგვცინებდნენ ხოლმე „თავისუფალო და განათლებულო ამერიკაო“ და ამითი გვაჯავრებდნენ; ჩვენ მოგვწყინდა ეს როლი, ჩვენ მოგვწყინდა იმ მოქმედების პასუხის მგებელად ყოფნა, რომლისაც მონაწილე არა ვყოფილვართ. ამდენის წლის ომანობის შემდეგ დრო არის რომ დავემორჩილოთ სინიდისის ხმასა, რომელიც დიდი ხანია ყურში ჩაგვძახის და მოითხოვს ჩვენგან, რომ მოვსპოთ შემაძრწუნებელი საქმეთ მდგომარეობა.“ –
„თქვენ მოითხოვთ, რომ ნება მოგცეთ ჩვენს შტატებში მოსვლის დროს თან იყოლიოთ ტყვეები რამდენ დროსაც გსურსთ; თქვენ მოითხოვთ კანონების წახდენას ისე, რომ შეგეძლოსთ მუშობით ტუვის უწყალოდ ტანჯვა. თქვენ გინდათ, რომ ჩვენშიც შემოიტანოთ ტყვეობის კანონები, რომელნიც ეწინააღმდეგებიან ყოველს ჩვენს გრძნობას და სჯულის მდებელობის ხასიათს. და ამ მოთხოვილობაზედ უარის თქმისათვის გვაგინებთ უშვერის სიტყვებით, რაც კი მოიპოვება ჩვენს ენაზედ.“
„ჩრდილოეთის მცხოვრებმა თუ გაბედა სამხრეთში მოგზაურობა და თან იყოლია თავისუფალი ქარაჯა – მოსამსასურე ნეგრი, თქვენ მაშინვე დაიჭერთ ამ მოსამსახურეს და შეაგდებთ საპყრობილეში, საცა უნდა იყოს დაჭერილი მისი აღის სამხრეთიდამ გასვლამდის. თქვენკენ გამოგზავნილს ხომალდზედ თუ შავი მატროსი დაინახეთ, ან მზარეული, ან ვინმე სხვა იმასაც იჭერთ ხომალდის გამობრუნებამდის. თქვენ გინდათ, რომ ამითი ჩვენშიაც შემოიტანოთ ტყვეობითი სჯულის მდებელობა და ნებას არ გვაძლევთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვისარგებლოთ ჩვენის თავისუფალის კანონებით და აი თქვენი სამარცხვინო საფუძველი: ჩვენშია ტყვეებმა თუ დაინახეს, რომ თქვენ ქირას აძლევთ მოსამსახურეებს, მუქთად მუშაობა აღარ იამებათო და ქირას მოგვთხოვენო.“ –
„როცა ვეღარ მოითმინეს მოსამსახურის ძალ-დატანებითი დაცილება, იმისი საპყრობილეში ჩაჯდენა, მასსაჩუზეტსულებმა გაგზავნეს სამხრეთის კაროლინაში ერთი უპატივცემულესი მოქალაქეთაგანი, რომ მეგობრულად ეკითხა: „არ შეიძლება რომ ეს ბოროტება მოიშალოთო?“ ამ ელჩის გაგზავნა იყო მშვიდობიანი, იმაში ცუდი არაფერი ყოფილა, ერთი ნამცეცი მუქარაც არა: მიდიოდა უიარაღო ელჩი თავის ქალით.“ –
„მაგრამ რაკი დანიშნულს ადგილს მივიდა იმდენი უშვერი შეურაცხება მიაყენეს, რომ მგზავსს ვერ ვიპოვით ისტორიაში. ჯენტლმენების დუნდგო. გამოუძღვა წინ თეთრი-ღარიბების დასებს და შემოეხვივნენ საწყალს ელჩს ერთის ყვირილით და ვაიუშველებელით, ემუქრებოდნენ ნავთით და ბუნტყლით და მხოლოდ საჩქაროდ შტატიდამ გასვლამ გადაარჩინა ელჩი ვინ იცის რავდენს უბედურებას, ევროპაში ერთი იმისთანა ხალხი არ იპოვეს, რომ ამ გვარის საქციელისთვის ომი არ დაიწყოს.“ –
„ამ ბოლოს დროს თქვენ მიიღეთ ახალი პრინციპი, რომელსაც დაარქვით „უმთავრესი მოსახლეების სიმართლე“ და რომლის ძალითაც ახალს მიწაზედ დასახლებულებს ნება აქვსთ დაიწერონ თავისუფალი ან ტყვეობითი სჯულის მდებელობა. – როცა დაატყეთ, რომ კანზასში უმეტესმა ნაწილმა მოისურვა თავისუფალი სჯულის მდებელობა, თქვენ შეკრიბეთ მისსურის ქუჩებში მოტანტალე უსაქმური კაცების ჯარი, დააიარაღეთ დანებით, თოფებით, კეტებით და რევოლვერებით; მერმე უთხარით გამამხნევებელი სიტყვა, რომ თქვენის შემწეობით უნდა დავარღვიოთო. ყოველი კანონი და ძალა დავატანოთო. კანზასელებს ტყვეობითის სჯულის მდებელობის მიღებაზედ; ერთის სიტევით მოვსპოთო იქ ყველაფერი რაც არ უთანხმება ტყვეთ -მეპატორონეების ინტერესს; და რასაკვირველია კიდევაც აასრულეთ რაც გსურდათ; და საწყალი ვირგინიელის ნეგრების წინამძღოლი ბროუნიც ჩამოახრჩეთ; ამ გვარს მოქმედებაებს თქვენ კანონიერად რაცხთ. მაგრამ შეიძლება რომ ეს მოქმედება კანონიერებას შევადაროთ?“
„კანზასის საქმეებზედ. ვაშინგტონის სენატში გაცხარებული ბაასი ჰქონდათ. სენატორმა სომნერმა წარმოსთქვა სიტყვა და დაწვლილებით და მართლად უამბო სენატს იქაური საქმეების მსვლელობა თავიდან ბოლომდის. ეს სიტყვა ისე იყო წარმოთქმული, რომ პარლამენტის წესი არ დაურღვევია. ეს იმისაგან სჩანს, რომ ორატორი ლაპარაკის დროს არ შეუჩერებიათ.“
„მაგრამ ტყვეთ-მეპატრონეები განძვინდნენ. იმათ ხომ მოახერხეს ბეჭდვის და სატყვის თავისუფლების ამოფხვრა კანზასში, და ეხლა ის უნდოდათ რომ ყველა თავისუფალი ჰაზრების კაცები ჩაეჩუმებინათ შეერთებულის შტატების სენატშიაც. მასსაჩუზეტსელის სენატორის დამტკიცებაების დარღვევა შეუძლებელი იყო. მაშასადამე მეტი გზა აღარ იყო, ჯოხით უნდა ესწავლებინათ მისთვის ჭკუა.“ –
„უფ. პრესტონ ბრუკსი, სამხრეთის კაროლინის წარმომადგენელი, დაიარაღებული ჯოხით და რევოლვერით, შეიპარა სენატის ზალაში ერთის თანაშემწით, რომელიც უნდა მოხმარებოდა მას გაჭირვების დროს. – სომნერმა რასაკვირველია არ იცოდა თუ რამოელოდა მას, იჯდა კანტორკასთან და ფეხები ისე გაეშვირა, რომ ჩქარა ადგომა არ შეეძლო. ბრუკსი ვეება კაცი იყო, თითქმის ერთი საჟენი სიმაღლე ჰქონდა და ძლიერ ძალიანიც იყო. ფრთხილად მიეპარა ის უკანიდამ მჯდომარე სომნერს და დაუწყო. მას თავში ცემა გუტტაპურჩის ჯოხითა, რომელიც ისეთი სხვილი და მძიმე იყო რომ იტყოდი სულიერი ამას ვერ გადურჩებაო. სომნერი გარეტდა და არ იცოდა რა ექნა. ავაზაკი სცემდა ისე, რომ სომნერს თავზედ ტყავი გადასძვრა და სისხლმა ღვარივით გადმოასხა. მეთხუთმეტე, თუ მეოცე დაკვრაზედ მიუსწრეს რამდენმა კაცმა. ერთი ბრუკსს ეცა ხელში, მეორემ დაიჭირა საბრალო სომნერი, რომელიც პოლზედ ეცემოდა სრულიად გრძნობა დაკარგული.“ –
„რასაკვირველია ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მტერობით მოეხდინოს ბრუკსს, რომ ტყვეთ-მეპატრონეებმა არ უნდა აგონო პასუხი თავის წარმომადგენელის სიმხეცისთვის, პლანტატორებმა ერთბაშად დაუკრეს ტაში ბრუკსის მოქმედებას, ამითი დაამტკიცეს, რომ ეს მოქმედება ჩვენი მოქმედებააო და გააშვენეს ის ეპიტეტებით: „რაინდული“ და „გმირულიაო“ – ვინ აცის რავდენი ქება შეასხეს ბრუკსს თვითონ სენატის ზალაში პლანტატორების სენატორებმა. სამხრეთის შტატების მცხოვრებლებმა დიდრონს კრებაებში გარდასწყვიტეს ოვაცია გავუკეთოთო და მიართვეს მას სახალხოდა ფაიფურის სერვიზი. მისმა სამშობლო შტატმა სულ თავი იტეხა, უნდოდა მოეგონებინა, თუ რა საჩუქარი ეჯობინებსო. მისატანად, ბოლოს გაუგზავნა მას დიდის ცერემონიით, ახალი ჯოხი იმ ჯოხის მაგიერ, რომელიც მას წაუხდა პატიოსანის კაცის თავზედ ცემით. ამ ახალს ჯოხზედ დაეწერათ: „სცემე.“ –
„იქნება ზოგიერთმა არ დაიჯეროს და სთქვას, სამხრეთის შტატები როგორ იქნებოდნენო ამ გვარის საზარელის კაცმკვლელის თანამგრძნობიო, ამ სამწუხარო ფაკტის დამტკიცება ძნელი არ არის:
„ვირგინიის ჟურნალი „Richmond whig“ ამბობს:
„ტელეგრაფმა ამბავი მოგვიტანა, რომ გუშინ, სენატის შეკრებილობის შემდეგ, მისტერ ბრუკსსმა, სამხრეთის კაროლინის შვილმა, დაარბილაო ჯოხის ცემით სენატორი სომნერი მოურჯულებელი და ენაბოროტი მასსაჩუზეტსელი აბოლიციონისტი. თუმცა ამან ძლიერ გაგვახარა, მაგრამ მაინც გვწყინს, რომ მისტერ ბრუკსს ჯოხის მაგიერ სახრე არ უხმარია; ეს უფრო შესაფერი იქებოდა იმ საძაგელის ცილის მწამებელის ზურგისათვის. იმედი გვაქვს, რომ ის სასარგებლო. კაცი არ დასცხრება მოქმედებისაგან. სიუარდი და სხვებიც უნდა გაეცნონ მას ამ მოკლეს დროში“.
„Petersburg Jntelligencer“-ში (ვირგინიის ჟურნალივე) ნათქვამია:
„ჩვენ ძლიერ შეგვაწუხა იმან, რომ მისტერ ბრუკსს თავისი ჯოხი აბოლიციონისტის სომნერის ზურგზედ ცემით გაუსვრია. ჩვენ გვწყინს ეს იმისათვის კი არა, რომ სომნერი ცემის ღირსი არ ყოფილიყოს, იმისთვის, რომ ეს შემთხვევა შეეწევა აბოლიციონისტებს საძაგელს საქმეში და დაიწყებენ ყვირილს, რომელიც ყურებს გამოუჭექს საზოგადოებას ... სხვებრ ჩვენ სრულიად თანახმანი ვართ, რომ კარგად შუტყეპა თუ ასწავლის ჭკუას აბოლიციონისტებს, თორე სხვა არა ფერით“.
„კიდევ გადმოვიწერთ რამოდენიმე სიტყვას მესამე გაზეთის „Richmond Enquirer“-ისაგან, რომელიც გამოიცემის ვირგინიაშივე:
„ყველა სამხრეთის გაზეთები და ჟურნალები ბრუკსის მოქმედების ქებაში არიან. ჩვენც ძლიერ მოგვწონს ეს მოქმედება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრუკსის მოქმედება კარგია ჰაზრით, კიდევ უკეთესია ასრულებით და სულ უფრო უკეთესია შედეგითა. ეს მოქმედება სრულიად კანონიერია, ასრულებულია კანონიერს დროს და კანონიერს ალაგს და სხვ.“•
მგონია რომ ეს სიტყვები საკმაო იყვნენ. ვინ იქნება იმისთანა, რომ ამ სიტყვებისაგან ვერ გაიგოს ბრუკსის მოქმედების ჭეშმარიტი მნი შნველობა? მაგრამ ეს კი უნდა დავმატოთ, რომ ეს მოქმედება და სხვა, რაც კი ზევით მოგახსენეთ, არ შეადგენს პლანტატორების უმთავრეს ღვაწლს. მკითხველი ძლიერ ადვილად მიხვდება, თუ ვინ არის დამნაშავე სამხრეთის შტატების სიმხეცეშ თუ რავდენი ტანჯვა სწყდებათ საწყლებს, რომელნიც ამისთანა კაცების ხელში ჩავარდნილან. –
ენით უთქმელი სიღარიბე, მოუთმენელი ფიზიკური ტანჯვა ყოველის კაცობრივის გრძნობის შეურაცხება, ყოველის კავშირისაგან მოშორება, ყოველის სიხარულის მოსპობა, უკეთესს მდგომარეობაზედ უიმედობა და ამათთანავე პლანტატორის მათრახი ყოველთვის, ყოველგან და ყველაფრისთვის – აი ამ გარემოებებში მუშაობს ტყვე. და როგორი გრძნობა უნდა აღძრას ამისთანა მუშაობამ მშრომელის გულში? როგორი ნაყოფი უნდა მოიტანოს ამისთანა შრომამ? მგონია ცხადად სჩანდეს. მაგრამ ჭკუის წინააღმდეგის შეჩვეული საქმის მოსპობა ძნელია და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შეეხება ჯიბესა და კაცებს, რომელთაც გაუსვრიათ თავისი თავი უუსაძაგლესი დანაშაულობით არ უნდათ გაიგონ, ან ვერ გაუგიათ, რომ სრულიად ტყვილად იჩირქვენ თავის თავს და თავის თავისვე უსარგებლოდ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ თავის უსარგებლოდ იქცევიან ტყვეთ-მეპატრონეები; ცხადია რომ ისინი თავის დღეში არ იქნებიან ბედნიერნი. ისინი მოითხოვენ თავის ტყვეებისაგან იმისთანა კეთილ-მოქმედებებს, რომელნიც თვითონ ამათშიაც არ იპოვებიან, თუმცა ტყვეებზედ უფრო სიამოვნებით ცხოვრებენ, და რომელთაც ვერც ანგელოზი გამოიჩენდა, თუ რომ ის ტყვის ალაგს დაეყენებინათ. რასაკვირველია, რომ მებატონეები ყოველთვის გაჯავრებულნი არიან თავის ტყვეებზედ და ყოველთვის უკმაყოფილო პირებს ხედვენ თავის გარეშემო. განა ძნელია გაიგოს კაცმა, თუ არა და შენიშნოს, რომ ამ გვარს მდგომარეობაში მყოფი არასდროს არ იქნება ბედნიერი. ხარჯი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ უკმაყოფილო პირები არ გიცქერდნენ ყოველის კუთხიდგან, სრულიად არ ნიშნავს უანგარობას, თუმცა პირველის შეხედვით უანგარობას გავსო; ამისთვის რომ ეს ხარჯი უფრო გააბედნიერებს კაცს, ვინემ მომეტებული მებელი, მშვენიერი ლამპა, მომეტებული შლიაპა და განსხვავებული ფასონის კარეტა. ეგრეთვე მოსამსახურეებთან მოფერებით და მეგობრულად მოქცევა სრულიადაც არ არის თავის თავის განწირვა, ან შეურაცხება, მისთვის რომ ეს უფრო ბევრს სიამოვნებას გვაჩვენებს, ვინემ ალერსი მომბეზრებელს სტუმრებთან სასტუმროში. სიყვარულსა და თანხმობას აქვს ისეთი განსხვავებული და გამაბედნიერებელი ძალა, რომლისაც გავლენას მხოლოდ ის არ დააფასებს, ვისაც თავის თავზედ არ გამოუცდია ისინი. სიყვარულსა და თანხმობას შეუძლიანთ გაამშვენიერონ ღარიბი მდგომარეობა; უიმათოთ ბედნიერება შეუძლებულია მდიდარს მდგომარეობაშიც. სიყვარული და თანხმობა არიან საჭირონი იმისათვის, რომ შრომას მიმზიდველობა და ნაყოფიერება მიეცეს, უიმათოთ შრომა ძლიერ უსარგებლო ტანჯვა იქნება ყოველთვის, თითქმის ამ შემთხვევაშიაც, როდესაც კაცი მუშაობს მათრახის შიშით კი არა, შიმშილისა და საჭიროების გამო კი არა, უფრო მოსათმენის იძულებისაგამო, რომელიც წარმოსდგება ცხოვრებაში წინ დახედვისა და ზნეობითის ვალდებულებისაგან.
აი რა არის ტყვეობა, აი მისი წარმოებები, მისი მატერიალური და ფსიხოლოგიური შედეგები. ისინი აუცილებელნი არიან როგორც ტყვეთ მეპატრონისათვის, ისე ტყვეებისათვის იმათ აღარ მოვაგონებთ მკითხველებს მათდა შესაწუხებლად; ვიტყვით მხოლოდ ამას: თუ რომ პლანტატორები ნეგრებს თვალებსა სთხრიდნენ, ან ხელ-ფეხ სა სჭრიდნენ, შემდგომში უთუოდ გაიგებდნენ თავის სიმხეცეს და შეეზიზღებოდათ თავისივე თავი. მაგრამ სწორედ რომ ვსთქვათ, უფრო ცუდათ იქცევიან ისინი, მისთვის რომ უშლიან კაცებს ფიზიკურის ასოების მოხმარებას და უხშვენ მათ გონებასა.
ტყვეობა დარჩება საუკუნო, განუბანელ ჩირქად ყველაზედ, ვინცკი ამ საქმეში შეწევია როგორმე პლანტატორებსა და იმ საწყლების საუკუნო გამართლებად, იმათ უღელს ქვეშ, რომ დაუკარგავსთ კაცობრივი სახე და ყოველი კაცობრივი ნიჭიერება. —
თერგ დალეული.
![]() |
5 ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ჩემი ეპიტაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემი ეპიტაფია
ძმაო მკითხველო! დამზერ ჩემს საფლავს,
გახსოვდეს შენცა ლოდზედ ნაწერი;
ყოველი კაცი სიკვდილს უძალავს,
გმირიც, ღარიბიც, მეფეც ძლიერი.
ვერცხლით ვერ იხსნი სიკვდილისაგან
შენს სიცოცხლესა, გარდაიცვლები;
როგორც შექმნილხარ შენ მიწისაგან,
ისეც მიწადა გარდიქცევი.
ფუჭია მთლათა წუთის სოფელი,
რასაც კი ხედავ, შესაცვლელია,
კაცს შეუძლიან სძლიოს ყოველი,
მარტო დრო მისგან უძლეველია.
თ. გიორგი ორბელინი.
![]() |
6 საბრალონი |
▲ზევით დაბრუნება |
XIX. ფანტინა გაბედნიერებულია.
(დასაწყისი იხ.№11)
ეს უბრალო სიტყვები: „კოზეტტა სადღაა?“ ისე მტკიცე დარწმუნებით, დაჯერებით და ისე დამშვიდებით, უშფოთლად და იმ სახით კითხა, რომ მადლენმა არ იცოდა რა ეპასუხნა. ფანტინა მოყვა ლაპარაკს:
— მე ვიცოდი, რომ თქვენ ჩამოხვედით და აქა ხართ, მართალია, მეძინა, მაგრამ მე თქვენ გხედავდით, მთელი ღამე მე თქვენ თვალს გადევნებდით. თქვენ რაღაც ბედნიერებაში, პატივში იყევით და გარს ანგელოსების მსგავსნი გერტნენ.
მადლენმა აიხედა და ლოგინის თავით ჩამოკიდებულ ჯვარცმას შეხედა.
— მაგრამ, ფანტის კიდევ მოჰყვა, მითხარით მე და, კოზეტტა სად არი? რატო ამ ჩემ ლოგინზედ არ დასვით? რაკი გამომეღვიძებოდა იმ წამსვე დავინახავდი. მადლენმა გაუგებრივ და გამოშტერებით რაღაც უპასუხა, რომელიც შემდეგ თითონაც ვერ მოეგონებინა, თუ რა უთხრა მაშინ ფანტინას.
ბედობაზედ იმ დროს ექიმიც მოვიდა, რომლისათვისაც მადლენის მოსვლა შეეტყობინებინათ; ექიმი იმას მოეხმარა და უთხრა:
— ჩემო დაო, დამშვიდდით, თქვენი ქალი აქ არის. ფანტინას თვალები გაუბწყინდა და მთელი სახე აენთო. გულხელი დაიკრიფა, რომლითაც თავის სასოებითი და მშვიდი ლოცვა-ვედრება და სიხარული გამოსთქვა.
— ოჰ! ფანტინამ დაიკივლა, — აქ მომგვარეთ ჩემი ქალი!
დედის სამწუხარო და გულის გასაგმირალი შეცდომა! იმის ფიქრით კოზეტტა ჯერ კიდევ ისე პატარა ძუძუ-მწოვარი ყმაწვილი იყო, რომელსაც ხელში ატარებენ ხოლმე.
— პატარა ხან კიდევ მოიცადეთ, მოითმინეთ, — ჰექიმმა უთხრა, ეხლა არ იქნება ციებას თქვენგნით ჯერ ხელი არ აუღია. თქვენი შვილის ნახვა თქვენ აგაღელებსთ და გავნებსთ, ჯერ ავათმყოფობისაგან სრულიად განთავისუფლდით, მორჩით და მერე.
ფანტინამ ექიმს სასწრაფოთ სიტყვა გააშვებინა და უთხრა: —მე ხომ მოვრჩი, მე თქვენ აკი გეუბნებით შეუძლოთ. აღარა ვარ მეთქი! რა გირია ეს ექიმი! გესმისთ, თუ არა? მე ჩემი ქალი მინდა ვნახო!
— აი ხედავთ, როგორ შფოთობთ და ცხარობთ, ჰექიმმა უპასუხა. თუ აგრე მოიქცევით და აგრე იქნებით, მე თქვენ, ნებას არ მოგცემთ, რომ თქვენი ქალი გიჩვენონ. მარტო ის ხომ არ არი, რომ თქვენი ყმაწვილი ნახოთ, იმისთვის თქვენი თავის სიცოცხლეც უნდა ინატროთ. თუ თქვენ რიგზე მოიქცევით, მე თითონვე შემოვიყვან და გიჩვენებთ.
საწყალმა დედამ თავი გვერდზედ გადააგდო.
— ბატონო ექიმო, ღვთის გულისათვის მომიტევეთ, ფანტინამ დაღონებით უთხრა. ადრე, უწინდელ დროს ესე რომ შემმთხვევოდა, მე ასე არ ვილაპარაკებდი და ამას არ ვიტყოდი, მაგრამ, რადგანაც მე იმდენი უბედურობა თავს გარდამხედია, მერწმუნეთ, ზოგჯერ მე თითონაც არ გამეგება და არ მახსოვს, რასაც ვიტყვი ხოლმე. მე მესმის: თქვენ ჩემ აღელებას ერიდებით; მე მოვიცდი და მოვითმენ, რავდენ ხანსაც თქვენ მიბძანებთ, მაგრამ ღმერთსა ვფიცავ, რომ ჩემ ქალის ნახვა, მე არ მაწყენს, ავათ არ გამხდის და უარეს დღეში არ ჩამაგდებს. მე იმას ვხედავ, გუშინ საღამოს ხანიდამ თვალი არ მომიშორებია. იცით რა არი? თქვენ რომ ეხლა ის აქ მომგვაროთ, მე იმას ტკბილად და მშვიდად ალერსს და ლაპარაკს დაუწყობ. მორჩა და გათავდა, აქ საიმისო რა არი? განა ეს ბუნებითი და უსაცილო არ არი, რომ მე ჩემი ქალის ნახვა ძალიან გულითა მსურს, რომლის ჩამოსაყვანათაც განგებ მონფერმელში წავინდნენ? მე არა გშფოთობ, არ ვჯავრობ. მე ძალიან კარგათ ვიცი, რომ ბედნიერი ვიქნები. მთელი ღამე, მე ძილში, მხიარული და მოცინარ სახეებს ვხედავდი. როცა ბატონი ჰექიმი ინებებს, მე ჩემ კოზეტტას მომგვრის. მე აღარ მაციებს, იმიტომ რომ მოვრჩი და კარგათა ვარ, აღარა ფერი აღარა მტკივა; მაგრამ მე ავათ მყოფსავით მოვიქცევი, ტყვილად ლოგინში დავწვები და არ გავინძრევი, ოღონც ამითი აქაური ქალები ვასიამოვნო. როცა დაინახამენ, რომ მე მშვიდად და წყნართა ვარ, მაშინ ასე იტუვიან: „ამას თავისი ყმაწვილი უნდა მოვგვაროთო“.
უფ. მადლენი, ავათმეოფის თავით სკამზედ ჩამოჯდა. ფანტინამ თავი მიიღო, იმას შეხედა და ცდილობდა რომ იმისთვის წყნარი და მშვიდობიანი სახე ეჩვენებინა. მაგრამ, თუმცა ძალიან თავს იმაგრებდა, მაინც გულმა არ მოუსვენა, ვერ მოითმინა და მადლენს ათასნაირად დაუწყო კითხვა:
— კაი მგზავრობა გამოიარეთ უფ. მერო? ოჰ თუ რა კეთილი ადამიანი ყოფილხართ, რომ თქვენ თითონ წახვედით იმის ჩამოსაყვანად! ეს მაინც მითხარით, როგორ არი ჩემი ქალი ? რასა იქს? ვაი თუ ის მე აღარც კი მიცნობდეს! რამდენი ხანია შე იმას აღარ უნახვივარ! ვინ იცის დავავიწყდი კიდეც და სულ აღარ ვახსომვარ, საცოდავს! ყმაწვილებს ხომ სრულებით დახსომვა არ აქვსთ. ისინი სწორედ მფრინვლებსა ჰგვანან, რომლებიც დღეს ერთ რასმეს ხედამენ, ხვალ მეორესა და არაფერზედ არა ფიქრობენ. ჩემ ქალს სუფთა საცვლები ქონდა? ტენარდიები იმას ფაქიზად და სუფთად ინახავდნენ? კარგად აჭმევდნენ? რო იცოდეთ, თუ მე ჩემ სისაწყლის დროს, როგორ ვიტანჯებოდი და ვწუხდი ამეებისთვის, რომ ჩემ შვილს ნაკლებულობს არ გამოეარა! ის დრო წავიდა, იმ სიღარიბეში აღარა ვარ. მე ეხლა მოხარული ვარ! ოჰ თუ რა გულითა მსურს მე იმის ნახვა! ბატონო მერო, ჩემი ქალი როგორია? ძალიან ლამაზია? განა მართალი არ არი, რომ ჩუმი ქალი ძალიან მშვენიერია? არა? ვინ იცის იმ დილიჟანში, რომლითაც თქვენ მოხვედით, როგორა ციოდა? არ იქნება ის ერთ წამს მე აქ მომგვაროთ, თვალით დამანახოთ და მერე თუნდ იმავე საათს წაიყვანოთ? ნება მიბოძეთ! ეს მითხარით ამ სახლში უფროსი და პატრონი განა თქვენ არა ბძანდებით? ნებას არ მიბოძებთ?
მადლენმა ფანტანას ხელი გამოართვა და დაუჭირა.
— კოზეტტა მეტად მშვენიერია, — იმან უთხრა: — კოზეტტას არა უჭირს რა, ჯანზედ ძალიან კარგად არი. თქვენ იმას მალე ნახავთ, დამშვიდდით. თქვენ ახირებით ბევრს ლაპარაკობთ, ხელებს საბნიდამ იღებთ და საბანს იხდით, აი მაგის გამო თქვენ ხველა გემატებათ და გიცხოვლდებათ.
მართლათაც, ფანტინას ისე ახველებდა, რომ ლაპარაკს უშლიდა და ქანცს უწყვეტდა.
ის არ ჩიოდა და უმადური არ იყო, ამიტომ, რომ ეშინოდა ბევრის ჩივილით ვაი თუ ნდობა დავკარგოო, რომლის მოპოებასაც ცდილობდა და ამ მიზეზით სხვა საგნებზედ მოუვა ლაპარაკს:
— მონფერმელი, მე მგონია, კაი ადგილია? ზაფხულში საქეიფოთ იქ ბევრნი მიდიან? იმ ტენარდიების საქმე კარგად მიდის? მივარდნილი ადგილია და მუშტრებიც, მე მგონია, ბევრი არა ჰყავთ. იმათი ტრახტინი მიკიტნის დუქანზე უკეთესი არ არი.
უფ. მადლენს მაინც კიდევ იმის ხელი ეჭირა და დაღონებული იმას შესცქეროდა. ეცნეოდა, რომ ის ფანტინასთან რაღაზედაც სალაპარაკოდ მისულიყო, მაგრამ ვერ გეებედა და დაბორგიალებული იყო. ამასობაში ექიმიც წავიდა და მადლენთან მარტო დედა-კაცი სიმპლუცია დარჩა.
როცა ყველანი გაჩუმებულნი იყვნენ, უცებ ფანტინამ დაიკივლა: — მე ის ხმა მესმის! ღმერთო ჩემო! მე იმის ხმა მესმის! ხელი გაიშვირა და ანიშნა, რომ ყველანი ჩუმათ ყოფილივნენ თითონ სუნთქვა გაინაბა და სიამოვნებით ყური დაუგდო.
კარზე, იმ სახლში, ყმაწვილი თამაშობდა, უთუოდ მეკარე დედა-კაცის ქალი იქნებოდა, ან ვისიმე ხელოსნისა. ის პატარა ქალი ეზოში თამაშობით დარბოდა, დახტოდა, იცინოდა და თან მაღლის ხმით დამღეროდა. აი იმ პატარა ქალის სიმღერა შეესმა ფანტინას.
— ჰო! ამან დაიწეო ლაპარაკი: ეს ჩემი კოზეტტაა! მე იმის ხმასა ვცნობ!
პატარა ქალი გაიქცა; იმის ხმა აღარ ისმოდა. ფანტინა რამი დენსამე ხანს კიდევ ყურს უგდებდა, მერე სახე შეიხმუჭა, დაეშო და უფ. მადლენს შეესმა, როცა ფანტინამ თურმე ჩუმათ წაიდუდუნა: „ეს ექიმი რა ავი ადამიანიაო! ნებას არ მაძლევს ჩემი ქალი ვნახოო! - ამ კაცს სახეც ცუდ და ავი აქვსო!“ მაგრამ ისევ მალე გამხიარულდა, თავი ბალიშიდამ არ აიღო და თავის თავს ჩუმათ დაუწყო ლაპარაკი:
— რა ბედნიერნი ვიქნებით ჩვენ! პირველად ჯერ ეს ერთი, რომ ჩვენ პატარა ბაღი გვექნება — მე ბატონი მადლენი დამპირდა. ჩემი ქალი ბაღჩაში ითამაშებს ხოლმე. რასაკვირველია, ეხლა იმას ანბანი ეცოდინება; მე იმას ჩათვლით კითხვასაც ვასწავლი. ბალახებში პეპელებს დასაჭერად გამოუდგება — მე იმას ყურებას დაუწყებ. მერე პირველად საზიარებლად სუდარში წავიყვან. მოიცა! მართლა, რა ხნისა იქნება, როცა პირველად ეზიარება?
ავათ-მყოფმა თითებზედა თვლა დაიწყო.
— ერთი, ორი, სამი, ოთხი….
ჯერ შვიდი წლისაა. ხუთი წლის უკან ეღირსება. თავზედ თეთრ ლეჩაქს მოვახვევ, ჭრელ უჯრა-უჯრა წინდებს ჩავაცმევ, პატარა დედა-კაცს ეგვანება. ვაი! ჩემო კეთილო დობილო! სიმპლეციას უთხრა, არ იცი თუ რა ბრიყვი ვარ, მე ეხლავე დღე ადრევე იმაზედ ვფიქრობ, ჩემი ქალი პირველი საზიარებლად, როგორ მეყოლება მომზადებული მეთქი და როგორ ეზიარება.
ესა სთქვა და დაიწყო კასკასი.
მადლენმა ფანტინას ხელ დაანება, იმის ნალაპარაკევს ის თავ-ჩაღუნული და ღრმათ დაფიქრებული ისე ყურს უგდებდა, როგორც ქარის ქროლის ხმაურობას. უეცრად კანტინა დაჩუმდა; მადლენმა გაოცებით თავი აიღო და შეხედა. ფანტინას სახე საოცრად შეეცვალა.
ის ხმას აღარ იღებდა და აღარც სუნთქავდა; ლოგინში ნახევარზედ წამოჯდა და გამხდარი მხარ-მკერდი გამოუჩნდა. სახეზე, რომელიც ამ რავდენიმე წუთის წინად ისე ბრწყინვალე ჰქონდა, ეხლა მკვდრის ფერი დაედო, შიშით გაუშტერდა თვალები და ოთახის ბოლოს რაღაცას დაუწყო ცქერა.
– ღმერთო ჩემო! მადლენმა უთხრა, რა დაგემართათ, რა არი ფანტინავ?
იმან არ უპასუხა, რასაც უცქეროდა, იმას თვალი არ მოაშორა. ბოლოს ერთი ხელი მადლენს ახლო და მეორე კი გაიშვირა და იმას ანიშნა, რომ უკან მიეხედნა.
მადლენმა მიიხედა და ჟავერი დაინახა.
![]() |
6.1 XX. ჟავერი კმაყოფილია. |
▲ზევით დაბრუნება |
XX. ჟავერი კმაყოფილია.
აი რა მოხდა:
საათმა პირველის ნახევარი დაჰკრა, როცა მადლენი არრასის სასამართლოს ზალიდამ გამოვიდა. ის სასტუმრო სახლში, საცა ჩამომხტარი იყო, სწორეთ იმ დროს მიკიდა, როცა მალპოსტი უნდა გასულიყო, ქალაქ მ-ის მალპოსტი, რომელშიაც, თუ მკითხველს მოაგონდება, მადლენმა თავისთვის ჩასაჯდომი ადგილი იქირავა. დილის ექვს საათზე, ცოტა უფრო ადრე ის ქალაქ მ-ში მივიდა და პირველი ამას ფიქრი ის იყო, რომ ლაფიტთან გასაგზავნი წიგნი კოჩტაში ჩაეგდო და შემდეგ ფანტინას სანახავათ თავის ლაზარეთში მისულიყო.
რაკი მადლენი სასამართლოს ზალიდამ გამოვიდა, ადვოკატების უფროსი, პირველ გაოცების შემდეგ, ჭკუას მოეგნო. და სთქვა რომ მე დიდათა ვწუხვარო ქალაქ მ-ის პატივსაცემის მერის ჭკუაზე ატაცებაზედაო; ამ საოცარმა შემთხვევამ მე მაინც წეღანდელი აზრები არ შემიცვალაო და გთხოვთ ჯერ ეს შანმატიე დასაჯოთო, რომელიც მართალი ჟან-ვალჟანიაო. ხალხი და მსაჯულები ამის წინააღმდეგ დადგნენ და უარი უთხრეს. ტუსაღის დამცველმა ადვოკატმა დაარღვია ადვოკატების უფროსის აზრი და დაუმტკიცა, რომ რადგანაც უფ. მადლენი, ესე იგი ნამდვილი ჟან-ვალჟანი, თითონ გატუდა და ყველა აღვიარაო, ამიტომ მთელი ეს საქმე სრულიად შეიცვალაო და ეხლა მსაჯულების წინაშე უბრალო და მართალი კაცია ეს შანმატიეო. ამ აზრზედ პრეზიდენტიც დათანხმავდა დ მსაჯულებმა ერთი ბეწო ხანში შანმატიე გაამართლეს და გაანთავისუფლეს.
მაგრამ ადვოკატების უფროსისათვის ერთ ერთი ვინმე ჟან-ვალჟანი საჭირო იყო, და რადგანაც შანმატიე აღარა ჰყავდათ, მადლენს ჩამოეკიდა.
იმავ წამს, შანმატიეს განთავისუფლების შემდეგ, ადვოკატების უფროსი და პრეზიდენტი ცალკე, ოთახში შევიდნენ, კარები ჩაიკეტეს და დაიწყეს რჩევა, რომ „საჭირო იყო ქალაქ მ-ის უფ. მერის დაჭერა და დაპყრობა“. რაკი პრეზიდენტი ცოტათი დამშვიდდა, ადვოკატების უფროსს ამაზე აღარ აუხირდა და არც წინააღმდეგი ღარამ უთხრა. მთავრობა და სამართალი თავის სწორე გზაზედ უნდა წასულიყო. ამასთანვე სწორედ უნდა მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტი კეთილი და ძალიან ჭკუიანი კაცი იყო და ამასთანვე კოროლის ერთ გული ე.ი. როიალისტი, და თურმე პრეზიდენტს ეწყინა, რომ ქალაქ მთის მერმა კანნაში მისვლაზე ახსენა იმპერატორი და არა ბუონაპარტე.
ამ გვარად, ბძანება, მერის დაჭერაზე, დასწერეს და გაგზავნეს კიდეც. ადვოკატების უფროსმა ის ბძანება ერთ სანდო კაცს მისცა და გაატანა ქალაქ მ-ში. მერის დაჭერა და დაპყრობა პოლიციის ზედამხედველს, ჟავერს ჩააბარეს.
ესეც ვიცით, რომ ჟავერი იმავ საათს ქალაქ მ-ში დაბრუნდა, რაკი არრასში შანმატიეს თაობაზედ სასამართლოში, როგორც იმ საქმის მოწამეს, წერილით ჩვენება ჩამოართვეს.
ჟავერს ის ის იყო გაუღვიძნა და ლოგინიდამ დგებოდა, როცა გაგზავნილმა კაცმა მადლენის დაჭერის ბძანება მიუტანა.
ბძანების მიმტანი პოლიციაში მსახურებდა და ძალიან მარდი დ გამოცდილი კაცი იყო. იმან მოკლედ ერთ ორ სიტვით ჟავერს ყველა უამბო, რაც არრასში მოხდა იმის წასვლის შემდეგ.
ადვოკატების უფროსის ხელით მოწერილ ბძანებაში ეწერა: „პოლიციის ზედა მხედველი ჟავერი დაიჭერს და დაიპერობს უფ. მადლენსა, ქალაქ მ-ის მერს, რომელიც დღევანდელ გასამართლებაში ვიცანით განთავისუფლებულ კატორღელად, ჟან-ვალჟანად“.
ჟავერი ადგა და ლაზარეთში მივიდა; სახეზედ არაფერი არ ეცნეოდა, გულ გრილობის მეტი.
თან ოთხი სალდათი წაიყვანა, რომლებიც ლაზარეთის პირველ ოთახში შესვლის უმალ, გარეთ დასვენა და მეკარე დედა-კაცს უბძანა, რომ იმას, ის ფანტინას ოთახში მიეყვანა; მეკარე დედა-კაცმა ბძანება აუსრულა და არა იეჭვა რა, რადგანაც დაჩვეული იყო. შეიარაღებულ კაცების ნახვას, რომელნიც მალ-მალ მივიდოდნენ ხოლმე და უფ. ქალაქის მერსაც კითხულობდნენ.
რაკი ჟავერი ფანტინას ოთახთან მივიდა, კარების გასაღები გადაატრიალა, კარები ნელა უჩუმრად გააღო, და როგორც დამზვერალი ისე კარის ღრუბლში დადგა, ქუდ დახურული. კაბის ღილები სულ ერთიანათ შეკრული ჰქონდა და ხელში ვეებერთელა ჯოხი ეჭირა.
ერთ წამს ასე იდგა კარებში აუუდებული და ვერავინ თვალი ვერ შეასწრო. უეცრად, როცა ფანტინამ თვალები აახილა, ჟავერი დაინახა და მადლენს ანიშნა, რომ უკან მიეხედნა.
იმ დროს, როცა მადლენმა ჟავერი დაინახა, ჟავერმა ფეხი არ მოიცვალა, არ შეირყა. საზარელი სანახავი იყო. სიხარულით არ იცოდა რა ექნა. ადამიანის სახე ისე არაფრისაგან არ შეიცვლება ხოლმე ძალიან, როგორც სიხარულის დროს.
იმ დროს ჟავერს სახე ეშმაკს მიუგავდა, რომელიც თითქო ნაყვიდ სულის წასაყვანათ მისულიყოს.
ფანტინას ჟავერი თვალით არ ენახა იმ დღის შემდეგ, რაც მადლენმა ის იმ კაცს ხელიდამ გამოგლიჯა და დაიხსნა. თუმცა მის ავათმყოფ, სუსტ ჭკუას არ ესმოდა რა, მაგრამ მაინც არ ეჭობდა, რომ ჟავერი იმისთვას მოსულიყო. გრძნობდა, რომ იმ საზარელ სახის ნახვას ვერ უძლებდა; შიშით კვდებოდა და ხელები თვალებზედ მიიფარა, რომ ის არ დაენასა და გაშფოთებით დაიკივლა:
უფ. მადლენო მიშველე! დამიხსენ!
ან-ვალჟანი, ამას იქით ჩვენ მადლენს ასე დაუძახებთ, — ადგა და ფანტანას მშვიდობიანის და ტკბილის ხმით უთხრა:
— დამშვიდდით. ეს აქ თქვენთვის არ მოსულა.
მერე ჟავერს მიუბრუნდა და უთხრა:
— მე ვიცი რისთვისაც გასჯილხართ და რაც გინდათ. ჟავერმა უპასუხა:
— აბა, მაშ დროით ჩქარა!
ეხლა ჟავერი ისე არ მოიქცა, როგორც ჩვეულობათა ჰქონდა და იცოდა ხოლმე, დაჭერის მოწერილი ბძანება არც უჩვენა და არც წაუკითხა. იმისთვის ჟან-ვალჟანი რაღაც ნაირი საოცარი, საიდუმლო. და ჭკუის მიუწდომელი წინააღმდეგი მტერი იყო, რომელსაც მთელი ხუთი წელიწადი ფუჭად ეომებოდა, სდევნიდა და დამარცხება უნდოდა.
ამის დაჭერა ჟავერისათვის საქმის დასაბამი კი იყო ბოლო და დასასრული იყო.
ამ სიტყვებსაც საკმაოდ რაცხდა, რომ უთხრა: „აბა, მაშ დროით, ჩქარაო!“
ამ სიტყვების თქმაზედ ჟავერმა ფეხი არ მოიცვალა; ჟან-ვალ- ჟანს ისე სასტიკად და ბძანებლობის სახით შეუბღვირა თითქო ქამანდი გადუგდოო, რომლითაც ის ავაზაკებს თავისკენ ითრევდა.
სწორედ იმ ნაირად შეხედა, როგორც ამ ორი თვის წინად ფანტინას შეუბღვირა, რომელსაც იმის ერთმა შეხედვამ ძვლებიდამ მოყოლებული ტვინამდის გაუარა.
ჟავერის ხმაზე, ფანტინამ თვალები გაახილა უფ. მერი ხომ აქვე გვერდით უდგა, რიღასი ეშინოდა?
ჟავერი შევიდა; ოთახის შუაგულში დადგა და დაუყვირა:
— შენ, წამოხვალ, თუ არა?
საცოდავმა ავათ-მყოფმა მთელ ოთახს თვალი გადაავლო. იქ რავინ არ იყო დედა-კაც სიმპლიციას და უფ. მერის გარდა; მაშ ჟავერმა ვის უთხრა ის საზარელი და საოცარი სიტყვა „შენ“? თუ არ მეო, ფანტინამ თავის გულში სთქვა და კანკალმა აიტანა.
მაშინ იმან ისეთი გასაოცარი და ყურით გაეგონარი საქმე ნა ხა, რომელიც არც სიზმარში და არც ცხელების შფოთვაში და ბოდვაში იმ გვარი არა მოსჩვენებია რა.
ფანტინამ თვალით დაინახა, როცა ენატანია ჟავერმა უფ. მერს საყელოში ხელი ჩაავლო; იმას დაინახა, რომ უფ. მერძა თავი დაიხარა და დამორჩილდა.
ავათ მყოფს ასე ეგონა ქვეყანა ყირაზე დატრიალდაო.
ჟავერმა მართლა ჟანვალჟანს საყელოში ხელი მოკიდა.
— უფ. მერო! კანტინამ დიკივლა.
ჟავერმა კბილები დააღრიჭა, საზარელის ხმით დაიწეო ხარხარი და სთქვა:
აქ, ეხლა, უფ. მერი აღარ არი!
ჟან-ვალჟანი არც კი ცდილობდა, რომ ჟავერის ხელიდამ თავის საყელო გაენთავისუფლებინა.
მარტო ეს უთხრა:
– ჟვერო.
ჟავურმა სიტყვა გაწყვეტინა:
აგრე, ნუ მეძახი. შენ მე დამიძახე „უფ. პოლიციის ზედამხედველო“.
— მოწყალეო წელმწიფევ, ჟან-ვალჟანმა უთხრა, მე მინდა თქვენთ მან საიდუმლოდ, ჩუმათ, მოვილაპარაკო.
— მაღლა! მაღლის ხმითა სთქვი, ჟავერმა უპასუხა; ჩემთან ჩუმათ ლაპარაკი არ შეიძლება, მე მაღლის ხმით მელაპარაკებას ხოლმე.
ჟან- ვალჟანმა ხმა დაიდაბლა და მოჰყვა:
— თქვენთან მე ბურთი სათხოვარი მაქვს.
— მე შენ არ გეუბნები: მაღლა სთქვი მეთქი!
— მაგრამ, ის რაც მინდა გითხრათ, მარტო თქვენ უნდა იცოდეთ.
— რა მენაღვლება? მე არც ყურს გიგდებ და არც მინდა შევიტყო.
ჟან-ვალჟანი მიუბრუნდა და საჩქაროდ, ჩუმათ ყურში წასჩურჩულა:
სამი დღე მოითმინე! სამი დღე დღე ვადა მომეც, რომ წავიდე და ამ საწყალ დედა-კაცის ყმაწვილი ჩამოვიყვანო! ფულს, რამდენიც გინდა, მოქცემ. თუ მოინდომებ, წამომყევით, ერთად წავიდეთ.
— შენ მე დამცინი და მეხუმრები? ჟავერმა დაუყვირა. მე სულობით არ მეგონა, რომ შენ მაგგვარი ბრიყვი ყოფილხარ! შენ სამს დღეს, ვადას იმიტომა მთხოვ, რომ გაიპარო და გაიქცე! შენ შეუბნები, ამ გოგოს ყმაწვილის მოსაყვანათ უნდა წავიდეო! ხა, ხა, ხა! ეგ კარგი ამბავია! ძალიან კარგია!
კანტინა კანკალმა იტანა.
— ჩემო შვილო! იმან დაიკივლა: — ჩემ ყმაწვილის მოსაყვანათ ეხლა უნდა წავიდნენ! მაშ სჩანს ის ჯერ აქ არ არის დაო, მითხარ, კოზეტტა სად არის? მე ჩემი ქალის ნახვა მინდა, მომგვარეთ, მომეცით უფ. მადლენო! უფ. მერო!
ჟავერმა ფეხები დაუბრაგუნა.
— ეხლა ამან დაიწყო! ხმას ჩაიწყვეტ შე საძაგელო, თუ არა? ამისთანა გარყვნილი და საძაგელი ქვეყანა გინახავსთ! საცა კატორღელებს მერების თანამდებობა უჭირავსთ და ლირფ, საზოგადო დედა-კაცებს ისე ანაზებენ, თითქო თავადი შვილის ცოლები იყვნენო! ამას რითიმე ბოლო უნდა მოეღოს! დროა!
ჟავერი თვალი დაკვირვებით დააცქერდა ფანტინას; მერე ჟან-ვალჟანს ყელსახვევში, პერანგის და კაბის სხუელოში ერთად, ხელი წაავლო, დაბღუჯა, ფანტინას მიუბრუნდა და უთხრა:
— მე შენ აკი გითხარი და ეხლა კიდევ გიმეორებ, რომ აქ ეხლა უფ. მადლენი არ არი, უფ. მური აღარ არი; აქ არი მარტო ქურდი, ავაზაკი, კატორღელი, სახელად ჟან-ვალჟანი! რომელიც მე ეხლა ხელში, კისრიდამ მიჭირავს! აი ეს ! გაიგე?
. ფანტინამ უცებ თავის გამხდარი ხელები ლოგინზე დააბჯინა, წამოიწია და გასწორდა, ჟან-ვალჟანს შეხედა, მერე სიმპლეციას, ბოლოს ჟავერსა . პირი დააღო, თითქო რაღაზედაც ლაპარაკი უნდოდო, მაგრამ ყელში ხრიალი ამოუშო, კბილი კბილს აცემინა, დააძაგძაგა, სამწუხაროდ ხელები გაიშვირა, თითები განაჭრეა და თავის გარშემო რაღასაც ძებნა დაუწყო, თითქო იხრჩობოდაო და შემდეგ უეცრად ბალიშებზედ გადეშო.
დაშვების დროს თავის ქალა ჯერ კაროტს დაჰკრა და მერე პირღია და თვალებ შეშუპებული თავი გულზე გადმოიგდო.
ფანტინა მოკვდა.
ჟან-ვალჟანმა ჟავერს ხელი გამოართვა, თითები და ხელისგული ისე გაუშალა, როგორც ყმაწვილსა და უთხრა:
— ეს დედა-კაცი თქვენ მოჰკალით.
— კმარა! გაათავებ თუ არა? გაანჩხლებულმა ჟავერმა დაუყვირა. მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენ დარიგებას და ზღაპრებს ყური უგდო. გეყოფა, ეგ სხვა დროსთვის გამოიყენე; სალო დათები ქვემოდ არიან, წამოდი ეხლავ, თორე ბორკილებს გაგიყრი!
ოთახის ერთ კუთხეში, ძველი რკინის კაროტი იდგა, რომელზედაც ავათ-მყოფებთან ღამის-მთევლები დედაკაცები იძინებდნენ. ჟან–ვალჟანი იმ კარაოტთან მივიდა, ერთ-თვალის დახამხამებაში იმ რკინის კარაოტს თავი გადაუტეხა, იქიდამ ერთი, ყველაზე დიდი რკინის ჯოხი ხელში აიღო და ჟავერის შეხედა. ჟავერი გარებისაკენ დაიწია.
ჟან ვალჟანი ხელში რკინის ჯოხით ნელ-ნელა ფანტინას კარაოტთან მივიდა. როცა იმასთან მიახლოვდა, ჟავერს მიუბრუნდა და ისე დაბალი ხმით უთხრა, რომ ადამიანი ძლივ შეიტყობდა:
— მე თქვენ გირჩევთ, რომ ეხლა, ამ წამს არ შემაწუხოთ. ჟავერი ათრთოლდა. ეს მართალია.
იმან იფიქრა სალდათებს დაუძახეფო, მაგრამ თავის გულში სთქვა: მანამდის მე იმათ დაუძახებდეო. ვაი თუ ჟან-ვალჟანმა დრო ჩაიგდოს და გაიქცესო! ის იმ ოთახში დარჩა. თავის ჯოხი ხელში მაგრა დაიჭირა, კარების ჩარჩოს მეეუდა, დაუწო ჟან-ვალჟანს ცქერა და თვალი არ მოაშორა.
ჟან-ვალჟანი კარაოტის თავზე დნეყუდა, ცალ ხელზედ თავი დაიბჯინა და გაშეშებულ და გაშოტილ ფანტინას დაუწყო ცქერა. ასე დამუნჯებული, ჩაფიქრებული და დაღვრემილი იდგა; რასაკვირველია, ქვეყნიერობაზე, არაფერს არა ფიქრობდა! სახეზე და მთელ შეხედულობაზე მარტო გამოუთქმელი მწუხარება ეცნოდა. ასე ჩა ფიქრებული რავდენიმე ხანი დაჰყო, შემდეგ დაიხარა და კანტინას რაღაცა წაუჩურჩულა.
რა უთხრა იმას? ამ წყეულ კაცს, რომელიც დასასჯელათ უნდა წაეყვანათ რა შეეძლო ეთქვა იმ მკვდარ დედაკაცისთვის? რა სიტყვები წაუჩურჩულა? ქვეყანაზედ ძე ადამიანს არ შეუტყვია დ არავინ არ იცის. მარტო ეს კი უეჭველია, რომ დედაკაცი სიმპლეცია, რომელიც ერთად-ერთი მოწამე იყო ამ ამბისა, იტყოდა ხოლმე, რომ იმ დროს, როცა ჟან-ვალჟანი დაიხარა და ფანტინას ყურში რაღაც წასჩურჩულაო, მაშინ მე ჩემის თვალით ნათლათ დავინახე, რომ მიცვალებულს ფერ წასულ, გალურჯებულ, ტუჩებზე გამოუთქმელი და საოცარი ღიმილი მოუვიდა, რომელიც დახუჭულ, მკვდარ თვალებზედაც შეეცნია.
ჟან-ვალჟანმა ორთავ ხელით კანტინას თავი დაუჭირა, ასწია და ბალიშზედ გაუსწორა, იმ ზრუნვით, თითქო დედამ თავის ყმაწვილი ჩააწვინაო; მერე პერანგის საკინძი შეუკრა და თმები გაუსწორა. ეს რომ გაათავა, ჟან ვალჟანმა ფანტინას თვალები დაუხუჭა.
ფანტინას სახეს იმ დროს, თითქო რაღაც ნათელი ადგაო. მიცვალებულს ცალი ხელი გადმოშვებული ჰქონდა ლოგინიდამ. ჟან-ვალჟანმა იმ, ხელის წინ დაიჩოქა, თავის ხელი მიიტანა, ფანტინას ხელი წყნარად აიღო და აკოცა.
მერე ისე იდგა, მიუბრუნდა ჟავერს და უთხრა: — ეხლა კი მე თქვენი ვარ.
![]() |
6.2 XXIV. შესაფერი და რიგიანი სამარე. |
▲ზევით დაბრუნება |
XXIV. შესაფერი და რიგიანი სამარე.
ჟავერმა ჟან-ვალჟანი ქალაქის საპყრობილეში წაიყვანა და იქ ჩააბარა.
მადლენის ციხეში დაურთე ქალაქ მ-ის ხალხი ძალიან აშფოთებაში მოვიდა და აირია. აქ ჩვენ სამწუხაროდ უნდა ვაღვიაროთ რომ მარტო ამ ერთ სიტყვის ოქმზედ: „ის კატორღელიო“, თითქმის ყველამ, თუ დიდმა და თუ პატარამ ის დაივიწა და გაოშორდნენ. ორმა საათმა არც კი გაირა და მადლენის ყველა ნაქნარი სიკეთე დაივიწყეს. ეხლა ის მარტო „კატორღელი“ იყო. მაგრამ სამართალი მოითხოვს რომ ესეცა ვსთქვათ: რაც არრასში ამბავი მოხდა, ქალაქ მ-ში ხალხმა დაწვრილებით არ იცოდა. მთელი დღე. ყველგან მთელ ქალაქში ხალხში ამას ლაპარაკობდნენ, აი ამ ნაირად:
— შეიტყთ? თქვენ არ იცით? ის ხომ განთავისუფლებული კატორღელი ყოფილა!
— რას მეუბნები! ეგ ვინ? უფ. მადლენი? დიაღ —გათომც, ეგ მართლი იყოს ? — მას სახელად მადლენი არა რქმევია; იმას რაღაც საოცარი და საზარელი სახელი ჰქვიან, ასე: ბეჟანი, ბოჟანი, თუ ბუჟანი, —
ახა ღმერთო ჩემო! —ის ციხეში დაუჭერიათ?
— დაუმწყვდევიათ! ჯერ ხანობით ქალაქის ციხეშია დაჭერილი და მერე სხვაგან გადიყვანენ. — მანამ გადიყვანეს! სად გადიყვანენ?
იმას სისხლის სამართალში მისცემენ და დიდგზაზედ ქურდობისათვის, რომულიც მას ერთხელ, როდესღაც ჩაუდენია, სამსჯავროში გაასამართლებენ.
— იცით რა არი? მე დიდი ხანი ვეჭობდი: ის კაცი მეტისმეტად ძალიან კეთილი, სრული და უმანკო იყო. იმან ჯვარი და ხარისხი არ ინდომა, ყველა გამვლელ-გამომვლელ პატარა ბიჭს და ვინც კი საწყალი ქუჩაში შეხვდებოდა, მოწყალეებას აძლევდა მე ჩემ გულში მუდამ ვფიქრობდი, ამაში ერთი ავი რამ იქნება მეთქი დაიფარული.
ამ გვარი ლაპარაკი ბევრი წილი უფრო ყავახანებში და სასტუმრო სახლებში იყო.
ერთმა ბებერმა დედაკაცმა, რომელსაც მოსდიოდა ხოლმე ჟურნალი: სახელად „თეთრი ბაირაღი“, ეს სიტყვები სთქვა, რომლის ჰაზრის სიღრმე ძნელი გამოსაცნობია:
— ამაზედ მე დიდად მოხარული ვარ. ამითი ბუონაპარტისტები ჭკუას ისწავლიანო,
ასე ამნაირად, ის მოჩვენება, რომელსაც სახელად „უფ. მადლენს“ ეძახოდნენ, ქალაქ მ-ამ გაქრა მთელ ქალაქში მარტო სამი თუ ოთხი კაცი იყო იმის ერთგულნი მომგონებელი და გულმატკივარნი. ერთი ამათგანი იყო. მოხუცებული დედაკაცი, მეკარე, რომელიც მადლენს ემსახურებოდა.
იმავე დღეს, საღამოზედ, ეს კეთილი მოხუცებული დედა კაცი, ჯერ კიდევ შიშისაგან გამოშტერებული თავის ოთახში იჯდა და დაღონებული ფიქრობდა. მადლენის ქარხანა მთელი დღე დაკეტილი იყო, ალაფის კარებიც ჩაკეტილი იყო და ქუჩაში არავინ არ ჭაჭანებდა. იმ სახლში მარტო ორნი მოლოსანი და ამასთანვე ავათმყოფების ზედამხედავი დედაკაცები, იყვნენ, რომელნიც მიცვალებულ ფანტინასთან ისხდნენ.
სწორედ იმ დროს, როცა უფ. მადლენი ჩვეულებრივ შინ ბრუნდებოდა ხოლმე, მეკარე დედაკაცმა განჯინიდამ უფ. მადლენის ოთახის გასაღები და შანდანი, რომლითაც ის მუდამ საღამოზედ კიბეს ინათებდა ხოლმე, როცა თავის ოთახში ადიოდა, გამოიღო; შემდეგ ის გასაღები ლურსმანზედ ჩამოკიდა, სადედამაც მადლენი იღებდა ხოლმე და შანდანიც ახლო დაიდო, თითქო უფ. მერს მო ელოდაო. მერე ისევ სკამზედ ჩამოჯდა და თავი ფიქრს მისცა. საწყალმა ბებერმა ეს ყველა უნებურათ ჰქნა, ასე, რომ თითონაც არ ესმოდა რას სჩადიოდა.
მარტო ორ საათ შემდეგ იმ ჩაფიქრებიდამ გამოირკვია და დაიძახა: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! მე კი გასაღები ლურსმანზედ ჩამოვკიდე!“
იმავ წამს, იმ სიტყვების უკან, ოთახის ფანჯარა გაიღო, ვიღამაც ხელი შიგ შეყო, გასაღებს და შანდანს დასტაცა, აიღო და სანთელი იქვე ანთებულ შანდანს მოუკიდა და აანთო.
მოხუცებულმა მეკარე დედა-კაცმა შეხედა, პირი დააღო და გასახტებული დარჩა; უნდოდა დაეკივლა, მაგრამ შიშით ხმა გაუწყდა. ეს ბებერი იმ ხელს და იმ კაბის სახელს იცნობდა.
ის მადლენი იყო.
რავდენიმე წუთმა გაიარა, მანამ ის დედა კაცი ხმას ამოიღებდა და იტყოდა.
— დიდება შენთვის ღმერთო! ბატონო მერო, იმან ბოლოს დაიძახა, მე ასე მეგონა, რომ თქვენ…
დედა კაცი შედგა და სიტყვა შეწყვიტა, ამ მიზეზით, რომ ბოლონდელი სიტყვა, რომელის თქმაც იმას უნდოდა, საკმაოდ პატიოსანი და შესაფერი არ იყო ამის წინად ნათქვამთან. იმისთვის ჟანვალჟანი ჯერ კიდევ უფ. მერი იყო.
იმან დაასრულა იმის ნათქვამი:
— ციხეში ვარ? ჟან–ვალჟანმა უთხრა. მე თუმცა იქ ვიყავი მაგრამ ფანჯრის რკინა გავტეხე. ბინიდამ გადმოვხტი და აქ მოვედი. მე ჩემ ოთახში ავალ. დედაკაცი სიმპლეცია დამიძახეთ. ის ეხლა, უთუოდ, მიცვალებულის ოთახში იქნება.
ბებერი დედა-კაცი საჩქაროდ წავიდა ბძანების ასასრულებლად. ჟან-ვალჟანმა იმას არა ფერი არ უთხრა, არც გააფრთხილა, რადგანაც კარგად იცოდა და დარწმუნებული იყო, რომ ის დედა-კაცი იმაზედ, უფრო კარგად დაფარავდა და გაუფრთხილდებოდა იმას, ვინემც ის თითოს. არავი არ იცის, თუ როგორ შევიდა თავის სახლის ეზოში, მეტადრე რომ ქუჩის კარები შიგნიდამ დაკეტილი იყო. ის, თავისთვის, თან მუდამ ატარებდა მეორე გასაღებს, ქუჩის კარებისას, მაგრამ რაღა თქმა უნდა, რომ როცა ციხეში ჯიბეებს გაუჩხრეკდნენ, იმ გასაღებსაც მაშინ ამოართმევდნენ.
ის კიბეზედ ავიდა თავის ოთახში. რაკი ოთახის კარებთან მიახლოვდა, შანდანი ბოლონდელი კიბის ნაფეხურზედ დასდო, მერე ნელა ოთახის კარები გააღო, ბნელში ფეხაკრეფით შევიდა, და ფანჯარა მიხურა, ფიცრები ეყუდა და მერე გამობრუნდა, სანთელი აიღო და ისევ ოთახში შევიდა.
ეს სიფრთხილე ურიგო და უბრალო იმიტომ არ თუ მოგაგონდებათ, იმის ოთახის ფანჯრები ქუჩის პირზედ იყო და სანთლის შუქი ქუჩიდამა სჩნდა.
ჟან-ვალჟანმა ოთახში გარშემო. მიიხედ-მოიხედა, სტოლს შეხედა, სკამს და მერე კაროტს. მეკარე დედა - კაცს დაელაგებინა და ყველა რიგზე იყო. დამლაგებელს მარტო ბუხრის ნაცრიდამ იმის ჯოხის რკინის თავი და ბოლო და ორმოც სუანი მანეთი, რომელიც ცეცხლს გაეშავებინა, ამოეღო და სუფთად სტოლზე დაეწყო.
ჟან-ვალჟანმა ერთი თაბახი ქაღალდი აიღო და დასწერა: „აი თავი და ბოლო ჩემი რკინის ჯოხისა და ორმოც სუანი მანეთი, პატარა ჟერვეს რომ მოვპარე, რომელზედაც მე არრასის სასამართლოში ვილაპარაკე“. ის ორმოც სუანი მანეთი და რკინის ჯოხის ნაჭრები იმ ერთ თაბახ ქაღალდზედ დასდვა, ისეთ ალაგს, რომ ვინიცობაა იმ ოთახში ვინმე შესულიყო, იმ ნივთებს მაშინგე დაინახავდა. განჯინიდამ თავის ძველი პერანგი ამოიღო და ნაჭერი ნაჭრად დაიფხრიწა. პერანგის ნახევებში ორი ვეცხლის შანდანი შეახვია. ამ საქმის გაკეთებაში ჟან-ვალჟანი არცა ჩქარობდა და არც აშფოთებულიყო. ეპისკოპოსისაგან მიცემულ ვერცხლის შანდნებს რომ ნაჭრებში ახვევდა, თან შავ პურსა სჭამდა. ეს პური უთუოდ ციხისა იყო, ტუსაღების საჭმო, რომელიც იქიდამ წამოეღო გამოქცევის დროს.
ეს იმითი დამტკიცდა და შეიტყეს, რომ შემდეგ, როცა პოლიციის მსახურებმა ის ოთახი გაჩხრიკეს, ფილაქანზედ იმ პურის ნამცეცები იპოვნეს.
ოთახის კარები ვიღამაც ორჯელ ნელა დაარახუნა.
შემობძანდით, იმან სთქვა.
მოლოზანი სიმპლეცია ოთახში შევიდა.
სახეზედ ფერი სულ აღარ ედო, გაყვითლებულიყო, თვალები ნამტირალევი ჰქონდა, დაწითლებული და შანდანი, რომელიც ხელში ეჭირა უკანკალებდა.
ჟან-ვალჟანმა ერთი ორი რიგი დასწერა ქაღალდზედ, ის დაწერილი ბარათი მოლოზანს მისცა და უთხრა:
დაო, ეს ბარათი მღვდელს მიეცით.
დაწერილი ქაღალდი დაკეცილი არ იყო და სიმპლეციამ ზედ დახედა.
— თქვენ შეგიძლიანთ წაიკითხოთ, ვალჟანმა უთხრა. იმან წაიკითხა: „მე გთხოვთ მამაო, რომ თვალყური გეჭიროსთ და იზრნვოთ ყველაზედ, რასაც მე აქ ვანებებ. ამ ჩემ ფულებიდამ მე გთხოვთ მისცეთ რაც გადასახდელი ხარჯია საჭირო ჩემ გასამართლების დროს და ამ დედაკაცის დასაფლაებაზედ, რომელიც დღეს გარდიცვალა. დანარჩენი ფული საწყლებს დაურიგეთ.“
მოლოზანს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გული აუჩუყდა და რაღაც ძნელად შესატყობი სიტყვები კრუსუნით წამოსთქვა. ბოლოს რის ყოფით უთხრა:
— ბატონი მერი განა არ ინებებს, რომ ერთი კიდევ, უკანასკნელად შეხედოს იმ საცოდავ დედაკაცსა?
— არა, იმან უპასუხა, ჩემ დასაჭერად მე ეხლა დამედევნებიან და თუ ისინი მე იმის ოთახში მნახვენ და დამიჭერენ, ამითი მიცვალებულს სიმშვიდეს გაუკრთობენ.
რა კი ესა სთქვა და დაასრულა, კიბეზედ დიდი ხმაურობა შეესმა. ფეხის ხმაურობა და ლაპარაკი ისმოდა; მეტადრე, ყველაზე მაღლა და ზახი ხმით მეკარე დედაკაცი გაჰკიოდა:
ჩემო კეთილო ბატონო, გამჩენს ღმერთს გეფიცები, რომ აქ დღეს, თუ დილაზე და თუ საღამოზე, არავინ არ შემოსულა და მთელი დღე მე კარებს არ მოვშორებივარ.
ვიღამაც უპასუხა:
- მაშ ამ ოთახში სანთელი რათ ანთია?
ეს ჟავერის ხმა იყო. ჟან-ვალჟანმა იცნო.
ოთახი იმ გვარად იყო აშენებული, რომ როცა კარებს შეაღებდნენ ხოლმე, კარი იმ ოთახის მარჯვენა კუთხეს ფარავდა ჟან-ვალჟანმა სანთელი გააქრო და იმ კუთხეში მიიმალა.
მოლოზანი სიმპლეცია სტოლის ახლო დაეცა და დაიჩოქა.
კარები გაიღო.
ოთახში ჟავერი შევიდა.
კიბეზედ რამდენიმე კაცის ჩურჩული და მეკარე ბებერი დედა-კაცის ფიცი და რწმუნება ისმოდა.
მოლოზანი სიმპლეცია თავდახრილი იყო და ლოცულობდა. ბუხრის თავზედ ქონის სანთელი ენთო და ოთახს ცოტათი ანათებდა.
ჟავერმა მლოცავი მოლოზანი დაინახა თუ არა, აირია და შედგა.
მკითხველო თუ მოიგონებთ, ჟავერი საშინელი დიდი პატივის მცემელი იყო ყოველ ნაირ მთავრობისა და უფლებისა. და რასაკვირველია, სასულიერო მთავრობა ყველაზედ უფრო მეტად უმაღ-ლესად მიაჩნდა. ჟავერი ღვთის მოშიში, მოყვარე და ამასთანვე ამაოდ-მორწმუნე იყო. ის დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ მღვდელი, თავის გაჩენაში არას დროს, არაფერში არ შესცდებოდა, შეუმცდაჰყო და მოლოზანი ისეთი რამ სულდგმული იყო, რომელიც არას დროს ტყუილს არ იტყოდა და არ შესცოდავდა. იმის ჭკუით ის ისეთი სულები იყვნენ, რომელთაც გარს მაგარი კედელი ერტყათ და შიგ ერთად-ერთი კარებები ჰქონდათ და ის კარები მარტო იმისთვის იღებოდა, რომ ჭეშმარიტება და კეთილი იქიდამ გამოსულიყო.
რაკი იმან მოლოზანი დაინახა, იმ წამსვე ერთგზით ჯერ უკანვე გაბრუნება დააპირა.
მაგრამ სამსახურის და თავის თანამდებობის ვალდებულებამ შეაეყნა, ძალა დაატანა და უკუღმართი საქმე აქნევინა. ამიტომაც იქ დარჩა, ვალდებულებამ გააბედვინა და მარტო ერთი სიტყვა აკითხვინა.
იმის წინ მოლოზანი სიმპლეცია იდგა, ისეთი დედა-კაცი, რომ მელსაც თავის დღეში ტყუილი არ ეთქვა. ჟავერმა ეს კარგათ იცოდა და ამ მიზეზითაც ძალიან დიდი პატივი და ხათრი ქონდა მისი.
— დაო, იმან უთხრა, ამ ოთახში მარტოდ თქვენა ბძანდებით? იმ საშინელ დროს მეკარე დედა-კაცს ღონე წაერთვა და კანკალმა აიტანა.
მოლოზანმა შეხედა და უპასუხა:
— დიაღ.
— მაშ, ჟავერი ხელახლად ლაპარაკს მოჰყვა, — მომიტევეთ, რომ მე ასე დაჟინებითა გკითხავთ, რა ვქნა, ამას ჩემი ვალდებულება მოითხოვს, მაშ თქვენ დღეს, ამ საღამოზედ ციხიდამ გამოქცეული კაცი არ გინახავსთ, რომელსაც ჩვენ ვეძებთ — ჟან-ვალჟანი. თქვენ ის არ გინახავსთ?
— მოლოზანმა უპასუხა: — არა.
იმან მოატყვილა; ორჯელ ზედი-ზედ საჩქაროდ ტყვილი სთქვა და არ აირია.
— მომიტევეთ, ჟავერმა უთხრა, მდაბლად თავი დაუკრა და გავიდა.
სულიერო წმიდა დედა-კაცო! ეს ტყვილი შენ იქ საიქიოს სასუფეველში ჩაგეთვალოს.
მოლოზნის სიტყვები ჟავერმა ისეთ ჭეშმარიტებით მიიღო და დაიჯერა, რომ ვერც დაფიქრდა და ვერც შეატყო, რომ იმ წუთში გამქრალი სანთელის ფილთა, რომელიც სტოლზედ იდგა, ჯერ კიდევ ბოლავდა.
ერთ საათ შემდეგ, ვიღაცა კაცი ქალაქ მ-ს სცილდებოდა და ბუჩქები და ხეებ შუა საჩქაროდ პარიჟისაგენ მიდიოდა. ეს კაცი ჟან ვალჟანი იყო. როგორც ორი, თუ სამი, მეურმეები ამბობდნენ, რომელთაც ის გზაზედ შეხვედროდათ, იმას ტანზე თურმე ბლუზი ეცვა და იღლიაში რაღაც გამოკრული ბოხჩა ჰქონდა ამოდებული. არავინ არ იცის, თუ სადედამ იშოვნა ის ბლუზი. რავდენიმე წინა დღით, ქარხანის ლაზარეთში ერთი ხელოსანი კაცი გარდიცვალა, ის ბლუზი იმ კაცისა თუ იყო.
უკანასკნელი სიტყვა ფანტინზე.
მღვდელს ეგონა, რომ ის კარგს სჩადიოდა, — იქნება მართლათაც კარგად მოიქცა, რომ ბევრი წილი ფული, რომელიც ჟან- ვალჟანმა დაუნებს იმას, სულ საწყლებს დაურიგა. მაგრამ, ამ საქმეში ვინ ერივნენ? ვინ იყვნენ? კატორღელი და საზოგადო უნამუსო დედა-კაცი! აი ამ მიზეზით მღვდელმა ყოველი ღონის-ძიება იხმარა და რაც კი შეეძლო იმის დასაფლაებაზედ ცოტა დახარჯა, ასე რომ ფანტინა ცალკე საიფლავში კი არა, საერთო საწელების სამარემ დაასაფლავა.
ფანტინა, მუქთად დამარხეს ერთ სასაფლაოს კუთხეში, რომელიც საერთოდ ყველას ეკუთვნის და საცალკეოდ არავის, საცა საწყლები შიგ ერთად იკარგებიან. ფანტინა სხვა მიცვალებულის ძვლებთან ჩააგდეს საზოგადო, საერთო ორმოში. იმის საფლავი იმის საწოლ-ლოგინსა ჰგავდა.
მეორე ტომის დასასრული.
გ. ჩიქოანი.