![]() |
ივერია (36)1877.03.10 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
ივრის ხეობიდამ. სოფელი საგარეჯოში მე უცებ შევხვდი გლეხთა კრებას; ჩვეულებრივი ყაყანი არ ისმოდა და ამისათვის ამ კრებამ მიიზიდა ჩემი ყურადღება. მე მივუახლოვდი და დავინახე, რომ ერთი მღვდელი კითხულობდა ივერიის იმ ნომერს, რომელშიაც იყო კავთელის წერილი „თუ როგორ იღუპენ გლეხებს და როგორ მდიდრდებიან მისი დამღუპველნი“. გლეხებს კი გეეკმინდნათ ხმა და ისე გულმოდგინედ უგდებდნენ ყურს, თითქო იმ წერილით ბოლო მოეღებოდათ იმ „კბენარებს და ან როგორ არ უნდა ჰგონებოდათ, ესრე როდესაც დამწერს ისე მშვენივრად დაეხატნა ისინი, ვინც მუდამ კარზედ ადგანან და წურბელასავით სწოვენ ცხოვრების სისხლსა! უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სოფელთ სომეხ-ვაჭრებით არის სავსე, რომლებიც ღვიძლი ძმები არიან „ალექოსი“, — კავთელის წერილის გმირისა. ყველას ამათგან კუდა ვირით დაუწევია საქმე და დღეს მოქალაქებათ თავი მოაქვთ. ისეთი მდიდრები არიან, რომ უფროსები მხოლოდ ამათთანა კადრულობენ პურ-მარილის მირთმევას. ეჰ, რას იზამს კაცი, როდესაც ყველას დაკარგული აქვს ზნეობითი მიდრეკილება და ცხოვრებენ მარტო პირუტყვის წადილითა და როდესაც მეფობს ფულის ტომარა და უსვინიდისობა ამ წყეულ წუთის სოფელში! — ამ ყოფაში რას უნდა მოელოდეს საზოგადოება?!... დღესაც ბლომათა დგანან კუდა ვირებითა იმავე ბილიკზედ, რომელზედაც „ალექო“ ისე თამამად ვიდოდა და რამდონსამე წელიწადს უკან სოვდაგრებად გახდებიან. ასე სოფლის მცარცველებთა რიცხვი მრავლდება თან-და–თან, გლეხნი კი თან-და-თან ღონით იცლებიან. რა უნდა ქმნას ამ ყოფაში საზოგადოებამ! გათავდა თუ არა წერილის კითხვა, გლეხებმა ერთბაშად ამოიოხრეს და ყველამ თავისი აზრი წარმოსთქო; ბევრნი იძახოდნენ, არა ჩემზეა დაწერილი, არა ჩემზედაო და ანიშნებდნენ ვაჭრებზედ, რომლებიც უგრძნობელის თვალებით უყურებდნენ ამ სახილველსა. გლეხები ბევრს ლაპარაკობდნენ მასზედ თუ როგორ მოხდა ის, რომ რამდენიმე წლის წინად ეს მდიდარი სოფელი ახლა ასე უწვალოდ გაღარიბდა. ამისთანა მდიდარი ვაჭრები ბევრ სოფელში არ იქნებიან და არც ამაზედ საწყალი გლეხები სადმე მოიპოვებიან. ამ გლეხთა უილაჯობამ ეს სიკეთე მაინც მოიტანა, რომ ამ სოფელში ასე მშვენივრად წავიდა ბანკის საქმე: თუმცა მარტო ორი წელიწადია რაც დარსებულია, მაგრამ ახლა რვა ასს თუმანს ატრიალებს. ამ უკანასკნელ დროში დეპოს წესდებაც დამტკიცდა; მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამ მშვენიერ სოფლის ნიადაგზედ დიდ ძირკვებს გაიდგავს დეპო. ბოლოს გლეხებმა მოინდომეს, რომ ეყიდნათ ის ნომერი ივერიისა და რადგანაც ერთის მეტი არ იყო, ფული შეაგროვეს, რომ იყიდონ და ჯიბეში იქონიონ სახსოვრად.
მთელი ივრის-ხეობა სისხარულით მოელოდა „ლესნიჩის“ გამოცვლას, მაგრამ გლეხებს ბედი გვიან გაუღიმებთ. ნუ თუ საკმარი არ არის ის, რაც ამოჩნდა ამ მეტყევეზედ გამოძიებაში! ამათ კი თავისი დაემართებათ, თუ პატარა ხანსაც დარჩება ეგ მეტყევე და მემრე რაცა გნებავდეთ, ის უყავით; შარშანდელი ზამთარი უშეშოდ და უფიჩხოდ გაატარებინა ხალხს და წრეულ უარესს უშვრება. საწყალ გლეხებს ერთი პატარა ღეროს გამოტანის ნება აღარა აქვთ და გამოძიებამ ის მოუტანათ, რომ ამ ყოვლად უბედურს გლეხებს ცეცხლზედ წყალი დაესხა.
გლეხები მოუთმენლად მოხელეების გამოცვლას მოელიან, რადგანაც ვადა გაუვიდათ, მაგრამ გამომცელელებს სძინავთ. რაც ღვინო ჰქონდათ, სულ ძველმა მოხელეებმა დაულიეს საწყალ გლეხებს და არ ვიცი ახლებს რიღით დაუხვდებიან. გლეხებს გამომცელელებსედ დიდი იმედი აქთ, რომ შველებს კარგად უანგარიშებენ, რაც შეჭმული აქვსთო და ახლებს კი ნებას აღარ მისცემენო. — იმედი კი აქვთ, თუ იმედმა არ უმტყუნათ.
ამ ცოტა ხანში მე ვახლდი თბილისის უეზდის მომრიგებელ მოსამართლეს (Мировой Судья) და შევნიშნე, რომ მსაჯულმა ივრის-ხეველები გაიყვანა და მოპირდაპირე კი არც ერთს არ ჰყვანდა. გლეხებმა საქმის დაბოლოება სთხოვეს და მსაჯულმა ნება არ მისცა. სწორედ ღირსია, რომ ვისიც რიგია ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენას და ქალაქში ტანტალით ისინი საქმეს არ აცდინონ. აქვე სამჯავროში ერთი გლეხი ჩიოდა, რომ თავ-პირი დამამტვრიესო. მსაჯულმა უთხრა, რომ რადგანაც ექიმმა შეამოწმა, რომ ცოტათი იყავ ნაცემიო, სოფლის სასამართლოში იჩივლეო. მთარგმნელმა უთხრა გლეხს: „სელსკი სუდში იჩივლეო.“ გლეხს რუსული არა ჰსცოდნოდა და იქავ ერთ ორ გროშიან მწერალს ფასით დააწერინა არზა და იმავე მსაჯულს მიართვა.
15 ოკტომბერი.
შაქ.
ბაკურციხე. რამდენჯერ მქონდა შემთხვევა სოფელ ბაკურციხეს ყოფნისა, რომელიც არის სიღნაღიდამ თორმეტ ვერსტზეა. აქ სსვა და სხვა საქმეებს შორის ვნახე ორიოდე. სიღნაღის „ნაჩალნიკიდამ“ მოუვიდათ ბრძანება, რომ ოცდახუთი მანეთი უნდა წარედგინათ, რომ პურის მაღაზიის საწყაო მისცემოდათ. მე ეს კი აღარ მახსოვს მას აქეთ რამდენი წელიწადი არის ამ საწყოებით უნდა აეღოთ და გაესესხებინათ კიდეც და რა კასრებით, რომლითაც ხალხს ბევრი ლაპარაკი მოსდით. ეს დიდი სამადლობელი საქმე იყო. ადგილობრივ მთავრობისგან, მაგრამ ვაი შენ მტერს, მკითხველო. რაც ეს საქმე არ ასრულდა. მოკრიფეს ფული ბრძანებისა მებრ და ჩააბარეს დანიშნულ ჩინოვნიკს და მიღების ბარათიც ჩამოართვეს, ის ვიცი ნამდვილად ჩინოვნიკი ვინ იყო და ვინ არა, ფული კი აკრიფეს და ბარათიც დღესაც შინ აქვთ ბაკურ-ციხელებს. ჩინოვნიკი სიცოცხლე გაქვთ მკითხველო, რომ ამ იფულს შეექცეოდა. გავიდა რამდენიმე ხანი კიდევ მოუვიდათ ბრძანება, რომ ფული შეეტანათ და პურის მაღაზიის საწყაო მიეღოთ. მამასახლისი მეორე დღესვე წავიდა ნაჩალნიკთან თავის ბარათით, უჩვენა და მოახსენა, რომ ფული პურის მაღაზიის საწყაოსი გვაქვს ჩაბარებული. ამ მამასახლისთან ყოფილიყვნენ მთვლი მაზრის მამასახლისები, ამ საქმეზედ ისინიც. ეს ფული მოიკრიფა ყველგან სიღნაღის მაზრის სოფლებზედ. ნაჩალნიკმა ნახა თუ არა, რომ ფულები მიუღია ყველადამ ჩინოვნიკს, მაშინათვე დაეთხოვნა თავიანთ სახლებში მამასახლისები ახლა რა ქმნა ნაჩალნიკს ამ ჩინოვნიკისათვინ ამ ნაირ ქცევისათვინ. მე როგორც შევიტყე ეჭვად, მგონი მართალიც ყოფილიყო, დაებარებინა ჩინოვნიკი ფულების მოსატანად. როგორ გაათავეს თავიანთი საქმე ამათ, ის აღარ ვიცი. ბაკურციხელებისა უნდა მოგახსენოთ საქმე რაღაში მდგომარეობს. ისინი ამას იძახის: „ეს ფულები ხომ წაგვართვესო, როდის იქნება რომ იმ ფულებმა საწყაო შობოსო, მოლა მასრადინის ზღაპარია ჩვენი საქმეო.“
ფშაველი.
სურამი 22 ოკტომბერს. ერთი კვირის წინად, თუ ადრე, სურამში მოსკოვის აზნაურთა საზოგადოების ავათმყოფები რაღაც ფაცა-ფუცში იყვნენ: ერთი ფიცრულიდამ ჯოხებით დაგოგმანებდნენ მეორეში — ეტყობოდათ წასასვლელად ემზადებოდნენ.
თორმეტსა ამ თვის დილის საათის ათზე მატარებელმა აიკიდა ოთხმოც-და-ცამეტი ავათმყოფები თავისის განწყობილებით და წითელ ჯვაროსან გულშემატკივარ ძმებით და დებით და გააქანა ქალაქისკენ.
ისინი წავიდნენ, სურამიც დაცარიელდა. სურამის ქუჩაში, საცა მის წინად სიცოცხლე დუღდა, ახლა სიჩუმეა. მიწას არავინ ამტვერებს, სასტუმროებში ხომ თუ გინდა ჯირითი ითამაშეთ.
ეს შემოდგომაც ახლა თავზე დაგვაწვა, ამან უფრო აგრძნობინა სურამს; ამის არე-მარეში ბუნება გამოიცვალა და შეიმოსა სამწუხარო სამოსით.
ესეც შემოდგომა; ახლა ვნახოთ სურამელების ცხოვრება; ბუნებამ და ხალხმა ზურგი შემოგვაქციეს, მართალია, მაგრამ კიდევ დაგვრჩა ერთი საგანი, გამამხიარულებული, ჯიბის დამაცარიელებელი და დროს განმატარებელი — ბილიარდი, ბატონებო!
აქ ბილიარდს სხვა სახით თამაშობენ: მოგროვდებიან დიდი კაცები სასტუმროში, ახ, მომიტევეთ უნდა მეთქვა ტრაკტირებში, და გარშემოერტემიან ბილიარდს, როგორც თათრები მაჰმადის საფლავსა და არიქა, აგორებენ სპილოს ძვლის ბურთსა და არიან ერთ ყოფაში. გათავებას ნუღარ მოელით. თამაშობის დროს ხან ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, ხან მოუსხდებიან უკვდავების წყაროს – ნუნას ხოლმე და ხან ჭორიკანაობენ. უფრო მომეტებულად დაშაირდებიან ერთმანეთსა. დაშაირება ჩვენში დიდ მოდაში გახლავთ. ჩემდა საუბედუროდ და მკითხველის სამწუხაროდ შეუძლებელია, თორემ აქ მოვიყვან ერთ-ორ ნიმუშს იმ შირებისას ახლო რო იყო, მკითხველო. ყურში ჩაგრჩუჩულებდი; შორსა ხარ და ის შაირებიც იმისთანანი არიან, რომ ხმა მაღლივ არ შეიძლება თქმა.
ასე და ამ ყოფით დაშუაღამებენ და გაიფანტებიან სახლებში. შინ რომ მიდიან, ზოგი მხიარულად არის, რადგან მოგებაშია, ზოგი კი დაღრეჯილია, რადგან წაგებაშია კიდეც და ვახშამიც ძვირად დაჰსჯდომია...
სურამის გარედ ერთი კუთხეა, საცა სულ სხვა ცხოვრებაა. პატარა გაშლილ მინდორში, ტყის ძირში გაფენილია თეთრი კარვები. ამ კარვებში არიან მე 31 და 34 ნომრების საავათმყოფოები. აი მარტო ესენი დარჩნენ სურამელის სომხების სანუგეშოდ. ამ საავათმყოფოებიდამ ერთი უნდა გადაიტანონ გორში, მეორესთვის კი კეთდება სახლები, რომლებშიაც უნდა ზამთარი გაატარონ ავათმყოფებმა.
— ოჰ, ეს რა ადგილია სურამი, კაცი სადგომ ოთახებსაც ვერ შოულობს. სურამში სახლები სულ ნოტიანი და გამოუსადეგია, ამბობს ერთი ექიმი.
მაგრამ იმას კი არ ამბობს, რა ამბავია კარვებში სიცივისაგან…
— ამ ფიცრულს და ბოგირს ხედავ? (ბოგირი გაკეთებულია რამდენიმე ფოშტის ფიცრებისაგან, ფიცრული რასაკვირველია ფიცრებისაგან. ფიცრულში თავსდება საავათმყოფოს აფთექა). ეს ბოგირი ღირს 25 მან. ის ფიცრული 10,000, მეუბნება კიდევ ის ექიმი... ახლა შენ წარმოიდგინე, მკითხველო, რა უნდა ღირდეს ოთხი რიგი სასხლები კარგად გაჭიმულ მინდორზე მშვენიერად გაკეთებული ფიცრით და ქვითკირითა!..
თქმა რა საჭიროა წრეულს მენარდი — ვაჭრების და ინჟინერების ბაირამია..
სურამში ყველაფერის სიძვირეა. აქ მოვიყვანდი რამდენსამე საგნის ღირებულობას და ფასს, მაგრამ რადგან სურამელ სომხებს ყველას თავისი მაზანდა და ფასი აქვსთ დადებული ყველა საგანზე, მისთვის იძულებული ვარ ვსთქვა — დარჩეს…
ს. ბავრელი.
საგარეჯო. საშინლად არის ქურდობა გავრცელებული სოფელ საგარეჯოში. არა ღამე არ გაივლის ისე, რომ ან მარანი არ გატყდეს, ან სახლი და ან გომი. ხალხი მეტად შეწუხებულია ამ ნაირის ჩუმის და გახელებულის ქურდობისაგან. მოხელეები ქურდებს ხშირად იჭერენ, მაგრამ ისევ უშვებენ დაუსჯელად. ამ გახელებულის ქურდობის მიზეზს ზდებენ ზოგიერთა მუდუქნეთ, რომლებიც ნაქურდლებს ჩუმ-ჩუმად ყიდულობენ ქურდებისაგან და დუქანში ასაღებენ. ამის დასამტკიცებლად აი რა მოხდა: ენკენისთვეს, არ მახსოვს რა რიცხვში, მიხეილ ქურდოანიძეს დაეკარგნა ტყავი კამბეჩისა, რომელიც პურის გოდორზე ჰფარებოდა სახლში. ქურდოკანიძე ჩამოვიდა ბაზარში და დაიწყო ძიება ტყავისა პარველად მივიდა ალექო ავთანდილოვის დუქანში; ავთანდილოვმა ნება არ მისცა, გაშინჯვისა. ქურდოკანიძემ მაშინვე ეჭვი შეიტანა და დაუძახა მამასახლისს, გზირებს და ხალხს. ჯერეთ უთხრა ნიშნები დაკარგულის ტუნვისა, მემრე კიდევ გაიწია დუქნისკენ, ალექო კიდევ უარზე იდგა; ქურდოკანიძემ, მოთმინებიდგან გამოსულმა, ერთი ლაზათიანი სილა აჭამა ალექოს. შევიდნენ დუქანში, ნახეს ექვსი საქალამნებად დაჭრილი შოლტი კამბეჩის ტყავისა; ნიშნები ნაჩვენები ქურდოკანიძისგან აღმოჩნდა ნამდვილად. ქურდოკანიძემ სთხოვა მამასახლისს, რომ შეედგინა ოქმი, მაგრამ მამასახლისმა არ შეადგინა და გადასცა სოფლის სასამართლოში, ისინი შეადგენენ ოქმსაცა და განჩინებასაცაო. გავიდა თითქმის სამი კვირა, ყური არავინ ათხოვა ამ საქმეს. როგორც იყო თექვსმეტს ოკტომბერს დაიბარეს ალექო მსაჯულებმა და კითხეს თუ როგორ ჩაიგდო ეს ტყავი. ალექომ უპასუხა: „რა ვიცი თქვენი ჭირიძე, არ მახსოვს ვისგან ვიყიდე. რასა ჩივის? თუ უნდა უზღამ მაგ ტყავს რაცა ღირსო.“ კარგი პასუხია, ბატონებო, როცა ნაქურდალი უპოვონ, უზღავს. როცა არა, გაჰყიდის ჩუმად ჩალის ფასად ნასყიდ ნაქურდალს. მსაჯულებმა ქურდოკანიძეს გამოუცხადეს, რადგან ავთანდილოვი არ ეკუთვნის ამ საზოგადოებას და თვითონ ქურდო კანიძე არის აზნაური, ამიტომ მაგ საქმის გარჩევა ჩვენ არ შეგვეხებაო, ქურდოკანიძემ ამოიჩარა ტყავები ხელში და გამოვიდა გარეთ. იქ მყოფთ ხალხთან შორის შეიქმნა საშინელი ჩოჩქოლი „კაცო! მაგისთანა თითო ოხერი გადმოვარდება ჩვენ საგარეჯოში, ხუთმეტი წელიწადზე მეტია საგარეჯოში ცხოვრობს, არ აქვს ბილეთი თუ რომელ საზოგადოებას ეკუთვნის, ჩვენ გვატყუეებს ხარჯს კაკაბეთში ვეწევიო, თურმე იმათ ატყუებს საგარეჯოში ვეწევიო. აქ ხალხს ცალკე ჰყვლეფავს, ცალკე ეს ნაქურდლები ჩნდება დუქანში, ამ წინაზედაც ნაქურდალი ფარაჯა იპოვეს მაგის დუქანში, ეხლა ეს არ ტყავია ჩვენ კიდევ ნებას ვაძლევთ აქ ვაჭრობისას! უთაურობა მეტიღა იქმნება სოფლისა, რომ ეს არის?„მსაჯულებსაც გამოუცხადეს ეს ანბავი, მაგრამ ვინ იყო ყურის მგდებელი. განა თვითონ მამასახლისმა არ იცის ალექოს საქმე, მაგრამ ნატურნია ანდაზაა ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო.
1877 წ. 18 ოკტომბერს.
ა. კავთელი.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ხმები შერიგების შესახებ. ლაპარაკი შერიგების თაობაზედ არამც თუ კლებულობს, არამედ უფრო მკვიდრდება. საქმე იქამდინაც მივიდა, რომ თითქო გერმანია, ავსტრია, ინგლისი და იტალია მორიგებულან ერთმანეთში, რომ თუ ვინიცობაა პლევნა დაეცემაო. შემდეგი შერიგების პირობანი წარუდგინონ მეომართაო: 1) რუმინია და სერბია ოსმალოს დამოკიდებულებისაგან თავისუფალ იქმნანო. 2) რუმინიას შეემატოსო დობრუჯა ტროანეს ბექამდე დუნაის სათავითა და ნავთსადგურებითა კიუსტენჯისა და სულინისა და კისტენჯი-ჩერნოვოდის რკინის გზით; 3) ჩერნოგორიას შეემატოსო ის ადგილები, რომელნიც დღეს მის ჯარს უპყრიაო; 4) ბოსნიას, გერცოგოვინას და ბოლგარის თვით-მმართველობა მიეცესო. და ქრისტეანთაგან გუბერნატორი დაენიშნოთო; 5) რუსეთს დაუბრუნდესო მცირე ნაწილი დობრუჯისა და მასთან ერთი სათავეთაგანი დუნაისა; მცირე აზიაში კი ისე დარჩეს საქმეო, როგორც აქამომდე იყოვო და 6) რუსეთს საომარი ხარჯი უზღოსო. იმ ზომით, რომელიც განსაზღრულ იქმნებაო.
თუმცა ამას იწერებიან, მაგრამ არავის არა ჰსჯერა, რომ ასე იყოს, მით უფრო, რომ გერმანიას, გაზეთების სიტყვით, ამ საგანზედ არავისთან ლაპარაკიც არა ჰქონია. ეს კი უფრო დასაჯერად მიგვაჩნია, რომ პლევნის დაცემის შემდეგ, რომელიც ადვილად მოსალოდნელია ევროპიის სახელმწიფონი, ნამეტნავად ავსტრია და ინგლისი დიდ ცდაში იქმნებიან, რომ მეომართა შუა ჩადგნენ მოსარიგებლად. ევროპიის გაზეთები ამბობენ კიდეც ვითომც თავადს გარჩაკოვს შეეთვალოს ინგლისისათვის, რომ ინგლისის შუამდგომლობაზედ უარს არ ვიტყვით მაშინ, როცა ოსმალო სრულიად დამარცხებული იქმნებაო. არ ვიცით, მართლა ესე შეუთვლია თუ არა, და ამაზედ კი გულდაჯერებით ითქმის, რომ ეს სიტყვები სრულიად ეთანხმება რუსეთის სურვილსა.
31 ოკტომბერს ლონდონიდამ ქალაქში ამბავი მოვიდა, რომ ინგლისის პირველს მინისტრს ლორდს ბიკონსფილდს წარმოუთქვამს საპოლიტიკო სიტყვა აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. მას უთქვამს, რომ ინგლისი საკულავოდაც სათუო ნეიტრალიტეტზედ იდგებაო, ამასთანაც გამოუცხადებია, რომ თვითონ რუსეთის იმპერატორი და ოსმალეთის სულთანი შერიგების მოწადინებულნი არიანო და იმედიაო ამ ახლო ხანში ევროპაში მშვიდობიანობა ჩამოვარდესო ისეო, რომ ოსმალეთის დაუმოკიდებლობას არა შეეხოს რაო. გაზეთი „Nord,“ რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან დაახლოებულია, ჰკილავს ამ სიტყვას და ამბობს, რომ მაგგვარი ლაპარაკი მხოლოდ ოსმალოს გაათამამებსო ომის გასაგრობათაო, თუმცა კი საქმის მიმდინარეობას ვერ ფრით დააბრკოლებსო.
საფრანგეთი. ამ ბოლოს დროს ქალაქში მოვიდა ცნობა, რომ დეპარტამენტების არჩევანში 60 დეპარტამენტში ვითომ სულ რესპუბლიკელნი ამოარჩიესო და ერთს დეპარტამენტში მაკ-მაჰონის პირველი მინისტრი ჰერცოღი ბროლი ყინულზედ გააცურესო. თუ ეს მართალია, ესეც კარგი წკიპურტია საფრანგეთის ხალხისაგან მაკ-მაჰონისა და მის სამინისტროსათვის, ცხადია, რომ საფრანგეთის ხალხი თვის სახსნელად მარტო რესპუბლიკას ხადის და ამას მტკიცედ აღიარებს, თუმცა ათას–ნაირი მანქანება და მახე დაგებული იყო მთავრობისაგან, რომ ხალხის სურვილი შეეშალა და გაებრუნდებინა. ეს ყველას ესმის, მხოლოდ ამის გაგება არა სურს მაკ-მაჰონს, რომელსაც დაუჟინია თავისი და ხალხი და მთელი საფრანგეთი თავისის უჯიათობით თითქმის განწირულებამდე მიჰყავს. მთელი სიფრანგეთი და არამც თუ საფრანგეთი — ევროპაცა, იმის განსჯაში და ბაასშია, თუ რით გათავდება ეს ურჩობა მაკ-მაჰონისა და მის სამინისტროსი. ზოგი რას ამბობს, ზოგნი რასა. ზოგნი იძახიან, რომ სამინისტრო მაკ-მაჰონის სამსახურიდამ გადადგებაო და მაკ-მაჰონი ეცდება ახალის შედგენასაოა ზოგი კიდევ ამას ამბობს, რომ სამინისტროს გადადგომა ყინულზედ დაწერილი თამასუქიაო, თვითონ მაკ-მაჰონი კი, რომელიც — ღმერთო კი შეგცოდე—თავის დღეში ჭკვის კოლოფად არ ბძანებულა და არცა ბძანდება, ყოველთვის და ყველასათვის ქვევრს წარმოადგენს: რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიყრანტალებს ხოლმე. ეს კარგად იციან ბონაპარტიელებმა, რომელთაც დიდი გამბედავი კაცი ჰყავთ წარმომადგენელად მთავრობაში. ეგ კაცი შინა-საქმეთა მინისტრი ფურტუ არის. ამისა და სხვათა მეოხებით ბონაპარტიელები ცდილობენ მაკ-მაჰონს ხელი გამოაღებინონ და ჯარის შემწეობით რესპუბლიკას ფეხები გააჭიმინონ და მის საფლავზედ წამოფარფარონ იმპერია, ამბობენ, რომ ამ გვარის მეცადინეობის ეჭვი თვით ჰერცოგ ბროლმა აიღოვო და ამის გამო მისა და ფურტუ შორის უკმაყოფილობა ჩამოვარდაო. გაბედავს ამას თუ არა მაკ-მაჰონი არ ვიცით, ეს კი ვიცით, რომ საფრანგეთის გული ამღვრეულია და დამშვიდებული არ არის, რადგანაც ხვალისა არავის ვერა გაუგია რა. ეს მთავრობითი უწესოება არამც თუ მარტო საფრანგეთს აწუხებს, არამედ ევროპასაც. ამბობენ, გერმანიამ თავისის ელჩის პირით შეუთვალა საფრანგეთის მთავრობასაო, რომ ასეთი ძალმომრეობითი მმართველობა საფრანგეთისა, არ ეშესაბამება ევროპიის მშვიდობიანობასაო.
იქნება ამის გამოც მაკ-მაჰონმა მოიწვივა პარიჟში საფრანგეთის ელჩები სხვა და სხვა ევროპიის სახელმწიფოთა წინაშე დანიშნული, რომ იმათგან შეიტყოს თუ რას ფიქრობს ევროპა საფრანგეთის აწინდელს მდგომარეობაზედ.
ბევრს გაზეთს კი საფრანგეთში არა სჯერა, რომ მაკ-მაჰონი უღალატებს რესპუბლიკას და ამბობენ, ბოლოს საქმე იქამდე მივაო, რომ მაკ-მაჰონი რესპუბლიკელთ მოურიგდებო, რესპუბლიკელნი გაზეთები კი ამ ბობენ, ჩვენ რა გვაქვს მოსარიგებელიო? ხალხი ჩვენკენ არისო და ხალხს ჩვენი პოლიტიკა მოსწონსო; თუ მშვიდობიანობა უნდათო, მაკ-მაჰონი პრეზიდენტობიდამ უნდა გადადგესო. მორიგებაც ეს იქმნებაო და ყველაფერიცაო, საფრანგეთში მართლადაც ხმა დადის. ამ ბოლოს დროს, რომ ვითომც მაკ-მაჰონის გადადგომა ჭკვაზედ ახლო საქმეაო. თვითონ მაკ-მაჰონს უთქვამს ერთის გარეშე კაცისათვის, რომ ტიერი ცოცხალი იყოს, გადავდგებოდიო, რადგანაც მარტო იმას შეეძლო წესიერება ჩამოეგდოო და რადიკალები დაელაგმაო.
ერთის სიტევით მაკ-მაჰონს, საფრანგეთის გაზეთების სიტყვით, ოთხი გზა აქვს წინ გასსნილი: ან უნდა აჰყვეს ბონაპარტიელებს და რესპუბლიკას ბოლო მოუღოს, ან უნდა დაუთმოს რესპუბლიკელთ, ესე იგი, მათგან ახალი სამინისტრო შეადგინოს, ან პრეზიდენტობაზედ ხელი აიღოს, ან კიდევ ბოლომდე ეურჩოს და ეწინააღმდეგოს ხალხის სურვილსა. პირველი და უკანასკნელი გზა მეტად საშიშარია თვითონ მაკ-მაჰონისათვის, ამიტომაც იმედია, რომ მაკ-მაჰონი ვერც ერთსა და ვერც მეორე გზაზედ ფეხის დადგმას ვერ გაჰბედავს. უფრო დასაჯერია, რომ აწინდელს სამინისტროს გადააყენებს და ეცდება ახალის შედგენას ისეთისას, რომ ან პალატის უმრავლესის მოსაწონი იყვოს და ან სენტისა. რასაკვირველია, სენატისას უფრო ირჩევს, რადგანაც სენატის უმრავლესობ უფრო მაკ-მაჰონის პოლიტიკის მიმდევარია და პალატის უმრავლესობა კი ცხადად მოწინააღმდეგ. ამიტომაც ჰერცოგ ბროლის ურჩევნია მაკ-მაჰონისათვის, სენატს წერილი გაუგზავნეო. და სთხოვეო, რომ ჩვენის პოლიტიკის მოწონება აღიაროსო. მაკ-მაჰონსაც დაუჯერია ეს რჩევა და სენატისათვის მაგნაირი წერილი გაუგზავნია. ეხლა დიდის-გულის ცემით ელიან სენატის გადაწევეტილებას ამ საგანზედ. თუ სენატმა მოუწონა თურმე პოლიტიკა და პალატამ მომავალის წლის შემოსავალ-გასავალი არ დაუმტკიცა სამინისტროს, მაშინ მაკ-მაჰონი აპირებს თურმე ამ პალატის გადაყენებასაც, რასაკვირველია, სენატის თანხმობითა, მაგრამ ამ ეშმაკობს რესპუბლიკულნი წინადვე ზამინებს უმზადებუნ. ამათ გადუწყვეტიათ, რომ თუ შემოსავალ-გასავალი საფრანგეთისა წარმოგვიდგინეს პალატაშიო, დავამტკიცებთო. ყოველსფერს, ხოლო უარს ვეტყვითო. პრეზიდენტისა, მინისტრების და პრეფექტების ჯამაგირებზედაო, მაშინ წავიდნენ და ირიკავონო, ახლა თუნდ მართლაც ეს ახალი პალატიც გადააფენონ, ხელახლად არჩევანი ხომ მაინც უნდა დანიშნონ ხალხმა რომ ისევ რესპუბლლიკულნი ამოარჩივოს და წარმოგზავნოს პალატაში, მაშინ ნეტა რაღას იქმონენ მაკ-მაჰონი და მისი ამქარი!
ეხლანდელი მოთავე რესპუბლიკელთ დასისა უფ. გრევი მოსულა პარიჟში. ამბობენ, რომ უფ. გრევი ძალიან არ უარობსო. მაგ-მაჰონთან მორიგებასაო და მშვიდობის-მყოფელის სურვილსაო. ბევრი მომხრე ჰყავსო რესპუბლიკელთ შორისო, ერთი გაზეთი ურჩევს მაკ-მაჰონსა, პირველ მინისტრად დანიშნე გამბეტაო, და ამით ჰსცადეთო რესპუბლიკელთა დასი შეიქმნება თუ არ მთავრობის დასათაო. ამ ცოტას ხანში ხმა იყო ვითომც რესპუბლიკელი პუი კარტიე, უწინ მინისტრად ყოფილი, მიიწვივა მაკ-მაჰონმა პირველ მინისტრადაო, მაგრამ ბოლოს დროს ეს ხმები მიჰსწყდა.
პარიჟიდამ 25 ოკტომბრიდამ ცნობა მოვიდა, რომ დეპარტამენტების არჩევანში რესპუბლიკელთა გაუმარჯვიათ. 1,357 არჩეულთ შორის 764 რესპუბლიკელია და 511 მოწინააღმდეგე. რესპუბლიკელთა 107 კაცი მოჰმატებიათ. ამას გარდა 84 ადგილას ხელახლად უნდა არჩევანი მოხდეს. აქაც იმედი აქვთ, რომ 40 კაცი რესპუბლიკელი იქმნება მორჩეული. რას იქმონენ მაკ-მაჰონი და მისი მინისტრები ამის შემდეგ, დრო გვაჩვენებს. იმედია, რომ მაკ-მანონი თვის პოლიტიკას შეჰსცვლას და „ძალად მაცხონობას“ თავს დაანებებს. დროებით პალატის პრეზიდენტად გრევი ამოურჩევიათ.
ოსმალეთი. ოსმალეთი, მას შემდეგ რაკი ამისთანა მარცხი მოუვიდა მცირე აზიაში და ლევნის ახლო ღენერალ გურკოსაგან დიდს საგონებელში ჩავარდნილა. ნემეცურის გაზეთის „Politiche Correspondenz-ისა 19 ოკტომბერს სტამბოლიდამ იწერება, რომ სასელმწიფო კაცნი ოსმალეთისანიო ეხლა ისეთის იმედით აღარ არიან, როგორც აქსმომდე იყვნენო. ეხლა ის იმედი შიშზედ შეეცვალათო. პლევნას სიმტკიცის იმედი, გადუწყდათო და გონიათო რომ დღესა თუ ხვალე ესეც ხელიდამ გამოეცლებათო. მორე გაზეთი, მომხრე ოსმალეთისა, კიდევ გვარწმუნებს, რომ ოსმალოს ფული ძალიან უჭირსო და ამისგამო თუმცა მიმართა საფრანგეთის ბანკირებსაო სესხისათვის, მაგრამ ვერას გაურიგდა რაო ეხლა ცდილობსო, რომ წვრილ-წვრილად ესესხოს გერმანიის და შვეიცარიის ბანკირებსო ესეა თუ არა, ნამდვილი არ ვიცით, ეს კი ყველასათვის ცხადია, რომ ოსმალონი დიდს მეცადინეობაში არიან, რომ არზრუმთან დიდძალი ჯარი გამოგზავნონ და ახალი ანატოლიის ლაშქარი შეადგინონ. ამბობენ გაზეთები ვითომც 10,000 კაცი კიდეც ჩაუსვავთ ხომალდებში და ტრაპიზონისაკენ გამოუგზავნიათ. ამასგარდა ადრიანოპოლის გამაგრებაც შეუთავებიათო, ოსმან-ფაშის მისაშველებლათაც ახალს ჯარს ამზადებენო, ერთის სიტყვით, როგორც სჩანს ოსმალეთი, თუმცა ამ ბოლო დროს ორგან დამარცხდა, მაინც იღვწის და მოქმედებს.
სტამბოლიდამ 23 ოკტომბერს იწერებიან, რომ სოფტიებთა შორის ამღვრეულობა რამ არისო. ამას წინადაო ერთი ჯგუფი სოფტებისა მოგროვილა სამხედრო სამინისტროს წინ და მუქარით უთხოვნია, რომ ჩვენის ჯარისა და ომისა მართალი რამ გვაცნობეთო. ამსთანავე ხმა-მაღლა, მთავრობა უძრახავთ, რომ ჩვენი საქმე ცუდად მიგყავთო.
სერბია. რუსეთის ორგან გამარჯვებამ ხელახლად ხელი გაანძრევინა სერბიას და ჯარის მოგროვებას ლამის, ვერ გაათავა ამ პატარა ქვეყანამ ტორტმანობა, საწყალს შიშით ვერც ჰო უთქვამს და ვერც არა. ერთმაც და მეოორემაც შეიძლება ბოლოს ცხვირიდამ ძმარი ადინოს და ამისგამო ამისთანა პატარა ქვეყანას, როგორც სერბიაა, ეგ ტორტმანობა უნდა მიეტევოს.
ამ ბოლოს დროს კი სერბიის გაზეთი „ზასტავა,“ რომელსაც ყველა გაზეთებზედ უფრო დიდი ხმა აქვს სერბიაში. ამბობს, რომ სერბია ოსმალოს ომს დაუწყებსო, რაკი პლევნას რუსები აიღებენო. სერბიას ვალად აწევს ეგე ჰქმნასო, რადგანაც მისი დანიშნულება იმაშიაო, რომ შეაერთოს მთელი სერბები ოსმალოსი და შეჰქმნას მათგან ერთი სახელმწიფოო“.
21 ოკტომბრიდამ დაიწყო ბელგრადში გამოსვლა ახალმა გაზეთმა. მასში მოსხენებულია შემდეგი: „სერბიას და ჩერნოგორიას აწინდელს შევიწროებულს საზღვრებში არ აქვთ მკვიდრი ძირი სასელმწიფოებრივის ცხოვრებისათვის და თვითონ სერბიის ხალხიც იძულებულ იქმნება დამორჩილდეს ოსმალოს, თუ თავის ძმებთან არ შეურთდება და ერთად უღელს არ გაჰსწევს. ცხოვრებითნი ძარღვნი სერბიულთა დამოკიდებული არის თვის მოძმეთა განთავისუფლებასა და სახელმწიფოებრივს გაერთებაზედ. შარშან შესაძლო იყო ეგ წადილი აგვსრულებოდა, მაგრამ მაშინ არც ჩვენ ვიყვით მომზადებული და არც ოსმალო იყო ისე ღონე მიხდილი, რომ ჩვენ მათზედ გაგვემარჯვნა. შარშანდელმა ჩვენმა თავ-გამოდებამ უნაყოფოდ არ ჩიარა, სერბიის ხალხის ღვაწლი და არა მცირე ღვაწლიცა იმაში მდგომარეობს, რომ მან შარშანდელის ომით აღმოსავლეთის საქმე გამოაღვიძა, და ამის გამო. თვით რუსეთი იძულებულ იქმნა ხმალი ამოეღო აღმოსავლეთის ქრისტიანთა განსათავისუფლებლად. რუსეთთან კავშირი მიაღწევინებს სერბიას თავის წადილამდე. აქედამ სჩანს რომ სერბიის გაზეთები მეტად ომის გუნებაზედ არიან.
ჩერნოგორია. ჩერნოგორიის მთავარმა ბძანება გაჰსცა, რომ ვისაც იარაღის ხმარება შეუძლიანო, ქუდზედ კაცი გამოვიდეს და 5-ს ნოემბრამდე საომრად მზად იყოსო.
![]() |
3 ომის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ომის ამბები
თიქმიდამ 27 ოგტომბერს იწერებიან: ღენერალ გეიმანის მოხსენებიდამ ჰსჩანსო, რომ ომი 23 ოკტომბერს დევე-ბოინაზედ დილას ცხრის ნახევრიდამ საღამოს შვიდის ნახევარ საათამდე ყოფილა. ოსმალოს ჯარი არზრუმისაკენ გაქცეულა. წვიმასა და თოვლს დაუშლია და ჩვენი მდევარი ვერ გამოსდგომია. ჩვენს ჯარს ღამე გაუტარებია ოსმალთა სადგურზედ. დავლად დაგვრჩომია 40 ზარბაზანი, და მრავალი ტყვია წამალი; ტყვედ დაგვრჩომია 8 აფიცერი და სამასზედ მეტი ჯარის კაცი. ჩვენი ზარალია არ უმეტეს 80 აიფიცერისა და 800 ჯარის კაცისა მკვდრითა და დაჭრილებითა.
- 24 ოქტომბერს, როცა ღენერალ ლაზარევის ჯარს დაუჭერია ადგილი ყარსის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანგლის პირდაპირ ციხის ბატარეის დასაყენებლად, ოსმალოს ჯარი ცდილა იერიშით დაცემასა. ხოლო ეს სწადილი ვერ აუსრულებიათ, მოსვლიათ მარცხი და ერთმანეთში არეულნი უკუ ქცეულან. ჩვენები დასდევნებიან და უდევნიათ ქაფის-ფაშა ტბამდე. დევნით წახალისებული ორი ბატალიონი ქუთაისის პოლკისა პოლკოვნიკის ფადეევის წინამძღოლობით შევარდნილა ჰაფის-ფაშის სანგალში და მომატებული რიცხვი მეციხოვნეთა ამოუჟლეტიათ, წაუხდენიათ ზარბაზნები, ტყვედ დაუჭერიათ 10 აფიცერი და 40 ჯარისკაცი და ისე დაბრუნებულან. დ შედარებით ბევრი ზარალი არ მოსვლიათ, მტრის ზარალი კი დიდია.
- ღენერალ ადიუტანტის თავად ლევან მელიქიშვილის ჯარს 19 ოკტომბერს ხელახლად დაუმარცხებია დაღისტანში აჯანყებულნი. დიდი გუნდი ცუდახარულებისა და ყაზიყუმუხელებისა, რომელიც შეფარებულა სოფლის ცუდას რის სიმაგრეში, დაუმარცხებიათ და თვით სოფელი სრულად აუოხრებიათ, თუმცა აჯანეებულთ მედგრად და უბრძოლიათ. ბევრი ალამი, თოი იარაღი და 100 კც- ზედ მეტი ტუვე ჩვენებს დარჩენიათ. ყუმუხიდამ შუაკაცნი მოუგზავნიათ და დანაშაულის შენდობას ითხოვენ. ამ საქმეში ჩვენებისა ერთიაფიცერი მოუკლამთ და რვა დაუჭრიათ; ჯარის კაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.
— დევე-ბოინის ომზედ ლონდონის გაზეთს „ Morning Post“–ს სწერენ სტამბოლიდამ რომ მუხთარ-ფაშამ მცირეს ომის შემდეგ დევე-ბოინს თავი დაანება და ერზინგანისა და ტრანსზონისაკენ დაიწივაო. აქ თურმე მრავალი სურსათიაო და შესაძლოა დიდის ჯარის მოშველებაცაო.
— ქობულეთის ჯარიდამ 19 ოკტომბერს იწერებიან,რომ ქობულეთელებს სროლა აუტეხნიათ გურიის დრუჟინისათვის კაკუთის ხიდთან, მაგრამ ჩვენებს გარს მოუვლიათ და უკუ-უქცევიათ. 26 და 27 ოკტომბერს მუხაესტატედამ ჩვენებს ზარბაზნის სროლა დაუწყვიათ ხუც-უბანის სიმაგრეებზედ. საცა ოსმალნი არიან, იმ აზრით დაუწყვიათ, რომ აღმოეჩინათ რამდენი ჯარი ჰყავთ ოსმალთ და რა რიგად დგას ის ჯარი. აღმოჩენილა, რომ ოსმალოს თვისი ძალა არ შეუმცირებია და ხუც-უბანზედ ყავთ ბლომა ქვევითი ჯარი და არტილლერია. ამ ხანებში ჩვენებისა ერთი აფიცერია დაჭრილი, ჯარის კაცთა შორის 8 მკვდარია, 33 დაჭრილია და 3 გაკენწლილი. სუბუქად გაკენწლილია ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.
— ალიბეგის დამარცხებამ დაღისტანში სრულად დაამშვიდა ანდიელები. დასავლეთს დაღისტანში, დიდოელებს გარდა, სრული მშვიდობაა ჩამოვარდნილი. დაღისტანის მხედრობის წინამძღვანს უცნობებია მთავრობისათვის, რომ მთელს ყაზიყუმუხის ოლქას მორჩილება გამოუცხადებია, ყაზიყუმუხთა აჯანყებულთა გუნდი, რომელიც სამხრეთ დაღისტანში მოქმედობდა, დაშლილა და თავ-თავის სახლებში დაბრუნებულან. მათი მეთაური, უპირატესი ამჯანყებელი ხალხისა, გადამდგარი მაიორი ჯაფარ მოსულა და თავი დაუკრავს. იმედია რომ ამის გამო სამხრეთ დაღესტანტანშიაც მშვიდობიანობა ჩამოვარდება.
— დუნიაზედ არაფერი შესანიშნავი ამბავი არა მომხდარა რა ამ ერთის კვირის განმავალობაში. საქმე ეხლა ისეა მოწყობილი, რომ დღე-დღეზე პლევნას აღებას მოელიან. ყველანი ამტკიცებენ, რომ პლევნა სრულიად გარს შემორტყმულია რუსის ჯარითა და უკუსაქცევი გზაც ოსმალოს ჯარისათვის გადაჭრილია ღენერალ გურკოსაგანაო, პლევნიდამ გამოქცეულნი ოსმალნი ამბობენ, რომ სურსათი ძალიან შემოჰკლებიათ ოსმალოს ჯარსა. იმათის სიტყვით 4 ოკტომბერიდამაო ნახევარ ულუფაღა ეძლევოდა ჯარის კაცსო და 24-ს სეკტემბრიდამ კი ერთი მეოთხედი ჩვეულებრივის ულუფისაო. თუ ეს ასეა, პლევნის ჯარის სარდალი ოსმან-ფაშა იძულებულ იქმნება ორში ერთი ჰქმნას: ან ტყვედ მიეცეს რუსებს, ან არა რუსის ჯარი გაარღვიოს და გავიდეს. ამბობენ, რომ რუსის ჯარის გარღვევა ძნელად მოსაფიქრებელიაო. ოსმალნი თურმე დიდს ჯარს ამზადებენ ოსმან-ფაშის გაჭირებიდამ გამოხსნისათვის.
ამ ბოლოს დროს ევროპის გაზეთებმა ხმა დაჰყარეს ვითომ რუსეთი 70,000 კაცს ახალს ჯარს ამზადებსო, რომელიც პირ-და-პირ ადრიანოპოლისაკენ უნდა წავიდესო; პლევნის აღებას და სულეიმან-ფაშის დამარცხებას აღარ მოუცდიანო.
- 28 ოკტომბერს ღამით ღენერალ გეიმანი დევებოინიდამ არზრუმისკენ წასულა. სიბნელისა გამო ჯარს გზა არევიათ და დანიშნულს ადგილს ვერ მიუხწევიათ. სამი ბატალიონი ბაქოს პოლკის შევარდნილა ოსმალთა სანგალში, დაუპყრია იგი, დაუხოცნია მეციხოვნენი, 19 , აფიცერი და 540 ჯარის-კაცი ტყვედ წამოუყვანი. გათენების დროს ჩვენს ჯარს დიდი ჯარი ოსმალოსი დაუნახავს და უკუ ქცეულა. ჩვენგანი მკვდარი, დაჭრილი და გაკენწლილი 32 აფიცერია და 600 ჯრის-კაცია.
![]() |
4 ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა
(შემდეგი)[1]
„ხალხს მხოლოთ განათლებით შეუძლიან გამდიდრდეს და გონიერად გამოიყენოს თავის შრომის ნყოფი “
ლავლეი
„ცოდნა არის ძლიერება ანუ ძალა“
ბეკონი.
„იგი არს საძირკველი ხალხის კეთილდღეობისა.“
ვივერშამ.
IV
თუ მეურნეობის და ხელოსნობის შესწავლა სასოფლო სასწავლებელში მოუფიქრებული საქმეა, მაშ სასოფლო სასწავლებელი რა აზრს უნდა მიზდევდეს და როგორ უნდა იყვეს მოწყობილი?
სასოფლო სასწავლებელმა უნდა განაღვიძოს მოწაფეებში უველა სულიერი ძალა, სამოქმედოს ბავშვების ნიჭიერებანი, შეაჩვიოს მსჯელობას და ამა მსჯელობის და მაგალითის შემწეობით დააყენოს ისინი წმინდა ზნეობით გზაზე, მიაჩვიოს გაფთხილებას, სიფაქიზეს და სისუფთავეს; აგრეთვე სასწავლებელმა ბავშვების ჭკუა-გონება უნდა შეავსოს ნამდვილის ცნობეებით ბუნების შესახებ — ერთი სიტყვით სასოფლო სასწავლებელმა სხვა და სხვა გონივრულის სახსრებით, მეთოდიურ და დიდაკტიურ შუამავლობით სოფლის ყმაწვილები ფიზიკურათ და სულიერათ იმნაირათ უნდა მოამზადოს, რომ ისინი შეიქმნენ ბოლოს ჭკუა-დამჯდარი კაცები, ყველაფრის ადვილად გამგებნი, რომ კურსის გათავების შემდეგ დიდის სიამოვნებით ეძიებდნენ სწავლის გაგრძელებას და სიყვარულით მიზდევდნენ დაბიურ ენაზე დაწერილ წიგ-ნების კითხვას; შეეძლოთ თამამათ ბასი და ლაპარაკი იმ საგნებზე, რომლებიც იმათ გარეშემო ახვევიათ და კრიტიკულად გარჩევა იმ ცრუ მორწმუნეების, რომლებითაც აგრე სავსეა გლეხი-კაცის ცხოვრება. აი ეს უნდა იყვეს სასოფლო სასწავლებელის მიზანი და აი მას უნდა მიზდევდეს ის განუწყვეტლივ. რაც შეეხება საგნებს, რომლებსაც უნდა ასწავლიდნენ სასოფლო სასწავლებელში, ეს საგნები უნდა იყვნენ შემდეგნი: წერა-კითხვა, სხვა (repreuie), თვლა, საღმრთო ისტორია, ზოგი ერთი ლოცვები, ქართული ენა, მოთხრობეები ჩვენის სამშობლო ისტორიიდამ, (რასაკვირველია — მასწავლებელის ყურადღება უნდა იყვეს მიქცეული უფრო დავით აღმაშენებელზე, თამარ-დედოფალზე, ირაკლის და სხვა გამოჩენილ საქართველოს მეფეებზე), ხალხის სიმღერები, დაკვირვებითი სწავლა, (llarusoe onyuenie), და გეოგრაფიული ცნობები და უფრო საქართველოს გეოგრაფია, აგრეთვე სოფლის თვით-მართველობის (Cauo- VIIpaBeinie) წესდებანიც არ უნდა დატოვებულ იყოს უყურადღებოდ ამას გარდა, რადგანაც საქართველოს ბედი შეკავშირებულია რუსეთის ბედთან და რუსული ენა შეადგენს ადმინისტრაციის ენას, მისთვის რაღა ლაპარაკი უნდა, რომ სასოფლო სასწავლებელში რუსულს ენასაც უნდა ასწავლიდნენ. ამ ენის შესწავლას ბავშვები უნდა შეუდგნენ საქმით და დაკვირვებით მეორე წელიწადის უკანასკნელ თვეებში, როცა კარგად იქმნებიან დახელოვნნებულნი ღვიძლის ენის წერა-კითხვაში. ხოლო მესამე წელიწადს კი უნდა შეუდგნენ რუსულის ენის წერა-კითხვის შესწავლას. საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ სასოფლო სასწავლებელმა ყოველი-ღონისძიება უნდა იხმაროს, რომ ბავშვებს გაუადვილოს უცხო ენის შესწავლა და უდროვოთ სწავლით არ დახშას მათი ნიჭიერებანი; რომ ბაშვები არ დაუძლურდნენ, აგებულებით არ დასუსტდნენ და ამით მათი გონება და გულის-ყური არ დაიძალოს და არ დაჩლუნგდეს. სასოფლო სასწავლებელი უნდა ავარჯიშებდეს მათ ფიზიკობრივის მოქმედებითა, რომ მათმა აგებულებამ ჯეროვანი ზრდა და განვიითარება მიიღოს. ამ საქმეში ძრიელ გამოსადეგი იქმნება ბაღი სასწავლებელის წინ. რასაკვირველია, ამ ბაღს ის მნიშვნელობა კი არ ექმნება, რომ რა არი ბავშვებმა აქ შეისწავლონ მეურნეობა. არა. ამას ის დანიშნულება ექნება, რომ ბავშვები აქ იმუშავებენ და ამ სახით თვის აგებულებას ძალი და სიმაგრე მისცენ და მით მომზა დებულ იქმნან სოფლის მძიმე მუშაობისათვის.
სწავლის შეთვისებაში, სულისა და აგებულების განვითარებისათვის, ერთის სიტყვით — ბავშვების რიგიანად მომზადებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენ წელიწადს დარჩებიან იგინი სასწავლებელში. ამ საგნის შესახებ ევროპიის სხვა და სხვა სახელმწიფოში სხვა და სხვა წესია. მაგალითად, საქსონიაში ყმაწვილები სწავლობენ სასოფლო სასწავლებელში ანუ პირველ დაწყებით სასწავლებელში რვა წელიწადს. ექვსის წლიდამ მოკიდებული; პრუსიაშიაც თითქმის ამდენია; ინგლისში კი ნაკლებია — ხუთ ანუ ექვს წელიწადზედ მეტს არ არჩენენ ყმაწვილებს სასწავლებელში. რაც შეეხება რუსეთს - აქ ერთ კლსიან სასწავლებელში ბავშვები რჩებიან სამ წელიწადს, ორ კლასის სასწავლებელში კიდევ ხუთ წელიწადს, რაღა თქმა უნდა, რომ ბავშვების დარჩენა სასწავლებელში ექსვს-შვიდ წელიწადს კარგი საქმეა, მაგრამ დაბალს ხალხს საერთოდ და ჩვენ ხალხს საკუთრივ არ შეუძლიან დიდის ხნობით მოიშოროს შვილები და ამასთ ითანავე აქ სოფლების მდებიარება იმ გვარია, რომ ექვსის წლის ბავშვებს ვერ შეუძლიანთ სასწავლებელში სიარული. ამის გამო ჩვენ უნდა დავჯერებულყაევით სამ წელიწადს, ერთ კლასიან სასწავლებელში და ხუთ წელიწადს ორ კლასიანში; მაგრამ რადგანაც საქართველოს სასოფლო სასწავლებელმა ბევრად, თუ ცოტად უნდა შეასწავლოს ბავშვებს ადმინისტრატიული ენაც ე. ი. რუსული ენა, ამისათვის აქ საქართველოში სამის წელიწადის მაგივრათ ბავშვები უნდა დარჩნენ ხოლმე ოთხ-ოთხი წელიწადი ერთკლასიან სასწავლებელში და თუ სადმე მოინდომეს ორ კლასიან სასწავლებელის გამართვა, იქ ბავშვები უნდა დარჩნენ ექვს წელიწადს, რადგანაც ახლად კეთდება სასწავლებლები, ამისათვის არ შეიძლება დავაწესოთ, რომ მხოლოდ შვიდი წლის ანუ რვა წლის ბავშვებმა უნდა დაიწყონ სწავლაო. სასწავლებელი უნდა გაიღოს ორივე სქესის ბავშვებისათვის, მხოლოდ ეს ბავშვები ხნით შვიდ წელიწადზედ ნაკლები და თორმეტ წელიწადზედ მეტი არ უნდა იყვნენ სასოფლო სასწავლებელმა უნდა იქონიოს დაახლოებითითი კავშირი როგორც კურს შესრულებულებთან, ისე ყველა წერა-კითხვის მცოდნე გლეხთან ეს კავშირი იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ სისოფლო სასწავლებელმა იმათ ძლიოს ხოლმე საკითხავად ადვილი გასაგები და მათთვის სასარგებლო წიგნები. აი ამისთვის სასოფლო სასწავლებელს უნდა ქონდეს თავისი ბიბლიოტეკა, რამდენადაც შესაძლოა სრული საკითხავის და სასარგებლო წიგნებითა, როგორც მოზდილებისთვის. ისე მოზარდ ყმაწვილებისთვის გამოსაყენებითა რასაკვირველია, ურიგო არ იქნება და ადვილი მოსახერხებელიც არის, რომ ამ ბიბლიოტეკასთან, იყვეს მოწყობილი „სახალხო საკითხავი ადგილი,“ სადაც გლეხსებს შეეძლოთ თავის მოყრა და წიგნების კითხვა.
V
წარმოვიდგინოთ, რომ სასოფლო სასწავლებელი მოიმართა ისე, როგორც სანატრელია, რომ იგი თავის გზას მიზდევს განუწყვეტლივ და გვიმზადებს ბავშვს გონივრულათ, განა მარტო ეს დაკმაყოფილებს ჩვენის ხალხის მოთხოვნილებას? არა ბუნებით მდიდარ საქართველოს მცხოვრებლებს ხელიდამაც უნდა გამოზდიოდეთ რამე აი ამისათვის მკითხველებს ყურადღებას მივაცევ იმაზე, თუ რა გზით შეიძლება გონივრულის ხელოსნობის და მეურნეობის გავრცელება საქართველოში.
ჯერეთ ავიღოთ ხელოსნობა. როგორც ზემოთ შევნიშნე, ხელოსნობის გავრცელება ხალხში სასოფლო სასწავლენელის შემწეობით მოუფიქრებელი საქმეა. ამას უნდა ჰქონდეს სრულებით სხვა გზა და აი, ჩვენის აზრით, ეს გზა კიდევ: ჩვენ ბედზე ქალაქში ამ ჟამათ მოიპოვებიან გამოჩენილი ხელოსნები. აქ ნახავთ თქვენ გამოჩენილ მეჩექმეს, დერციკს, დურგალს, მებელის მკეთებელს, კალატოზს, მჭედელს, ერთი სიტყვით სხვა და სხვა გამოჩენილ ხელოსანს. ამ გამოჩენილ ხელოსნებს შორის საქართველებიც ურევიან. ვის არ გაუგონია დერციკის ანდრია კაპანაძის სახელი, ანუ კიდევ სახლის მოწყობილობის — მებელის მკეთებელის — ძე? ეს უკანასკნული კაცი ისეთი დახელოვნებულია თავის საქმეში, რომ არც ურთი უცხო. ქვეყნიდამ მოსულთაგანი ამას ვერ სჯობიან და ყველა ცდილობს იგი ან ამხანგათ გაიხადოს, ან კიდ ჯამაგირით დაიჭიროს. თუ ეს ასეა, თუ გვარიანი ხელოსნები მოიპოვებიან ჩვენ თბილისში, მაშ რაღა თქმა უნდა, რომ ჩვენ შეგვიძლიან თამამათ დავადგეთ საქმიან და ნამდვილ გზას ხელოსნობის შესასწავლებლად.
ვთქვათ ყმაწვილებმა შეასრულეს სასოფლო სასწავლებელი და აი მათ შორის არიან ეულ — კაცების შვილები. ეს ბავშვები უნდა ჩამოვიევნოთ ქალაქში და მივაბაროთ შეგირდებათ გამოჩენილ ხელოსნებს ზოგი დერციკს, ზოგი დურგალს, ზოგი მჭედელს, ზოგი მებელის მკეთებელს, ზოგი კიდევ სხვა და სხვა ხელოსნებს რასაკვირველია, ხელოსნებს კარი პირობეები უნდა დავუდოთ. შეგირდები იმათთან უნდა იყვნენ სამი წელი წადი. ამ სამის წლის განმავლობაში უნდა შეისწავლოს მთ თავიანთი ხელობა სამი წლის შემდეგ შეგირდები უნდა გამოიცადნონ და თუ გამოჩნდება, რომ მათ გვარიანად შეუსწავლიათ ხელოსნობა, მაშინ ქარგლებათ დარ ჩებიან თავიანთ ოსტატებთან ორ ორი წელიწადი გამოცდილ ქარგლებზედ ცოტა ნაკლებ ფასად. ქარგლის ჯამაგირიდამ ოსტატი ორ წილს თვითონ ქარგალს მისცემს და ერთ წილს განათლების სასარგებლოდ გადაასდებს, ახლა იკითხამ, თუ რამ უნდა შეინახონ ბავშვები ანუ შეგირდები იმ სამის წლის განმავლობაში? რადგანც ოსტატები მათ პირველად არავითარ ფასს არ მოსცემენ, ამისათვის ისინი დიდის სიამოვნებით იკისრებენ მათ სმა-ჭამას და ჩაცმა დახურას. თუ არა ვცდები, ხელოსნებს შორის ამ გვარი წესი დღესაც არის, რომ რა არი ხელოსნები სინიდისიანათ მოიქცნენ, ცემა-ტყეპაში არ ამოართვან ჩვენ მიბარებულ შეგირდებს სული და კაცურად მოეფეროს, ასეთი წესი უნდა დაარსდეს: იმ ოსტატებს, რომლებიც თავიანთ პირონეებს კარგად ასრულებენ და ბავშვებს გვარიანად მოამზადებენ, უნდა მიეცეთ ჯილდოები და მოწმობაები კთილ-სვინიდისიანობისა და მოვალეობის კეთილად აღსრულების ნიშნად. მასთანავე მათი სახელები აქაურს გაზეთებში ქებით უნდა გამოცა ხადდეს ხოლმე. ერთის სიტყვით, მათ წასაქეზებლად შეგირდების მომზადებაში ყველა ღონისძიება უნდა ვიხმაროთ. ეჭვი არ არის, რომ გამოჩენილ ხელოსნებთან ნასწავლი შეგირდები მალე მოჰფენენ ჩვენ სამშობლოში ხელოსნობის სწავლას და ეგრე რიგათ აღარ შევხვდებით იმ გულ-საკვდავს, იმ სულის აღმშფოთებელ სურათს, რომელსაც წარმოგვიდგენს ხოლმე ეხლა ეული კაცი ანუ კიდევ ბრიულ მცირე მამულის პატრონი და არც იმას რომ გაგვიტყდება, თუ წაგვიხდება რამე გამკეთებელ ვერსად ვიშოვით და თუ ვიშოვით იმასაც ცრუს, ფლიდსა და უცოდინარს.
აბა ახლა მივმართოთ მეურნეობის გავრცელების გზას საქართველოს მცხოვრებლებს შორის.
საქართველოს მთები, მინდვრები, ღელეები, წყალი მიწისაური, ერთი სიტყვით საქართველოს ბუნებით სიმდიდრე ყველა ნაბიჯზე ჩასჩიჩინებს კაცს, რომ იმა აქ მეურნეობით უნდა იცხოვროს, რომ იგი რიგიანის მეურნეობით დიდი სიმდიდრეს შეიძენს. დაუმატეთ მას ისიც, რომ აქაური მიწა-წყლის პატრონები, უნამეტნავესად სოფლებში, არიან ქართველები. მართალია უკანასკნელ წელიწადებში ვაჭრებმა ბევრი მამული შეიძინეს. მაგრმ მაინც ქართველები არიან მიწის თავ მიფლობლები. ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მით უფრო, რომ თავად-აზნაურობას გარდა ბევრ გლეხებსაც ეკუთვნის მიწა-წყალი. მართლაც ჩვენ მეფეებს მარტო თავად-აზნაურობისათვის არ უძლევიათ მიწის მფლობელობა; ამათ ბევრი გლეხიც უსაჩუქრებიათ დედულ-მამულით. ხშირათ შეხვდებით გლეხს ქართლში და კახეთში, რომელსაც ნაბოძები აქვს მიწა წყალი რომელიმე ქართველის მეფისაგან. აგრეთვე ბევრ გლეხს შეუძენია მამული ყიდვით სხვა და სხვა დროს თავად-აზნაურობისაგან. ეხლაც ბევრი გლეხი ყიდულობს საბატონო მამულს ქართლში — უფრო კავთისხევში, გომში, მეტეხში, ახალქალაქში, ქარელში და სხვა გორის ახლო-მახლო სოფლებში. ა უკანასკნელ წელიწადებში რამდენმა გლეხმა შეისყიდა მამული თავადებისაგან! იმას ნუღარ ვიტყვით, რომ ბევრ გლეხს უჭირავს საბატონო, საეკკლესიო და სახელმწიფო მამული, ასე რომ რიცხვი ეულის კაცებისა სრულებით მცირეა საქართველოში. თუ ეს ასეა, მაშ რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ყველა ჩვენი ძალა მიქცეული უნდა იყვეს რიგიანის მეურნეობის გავრცელება ზე მწარმოებლებს შორის, ესე იგი, მხვნელ-მთესველებს შორის, რომლებზედაც არის დამოკიდებული საქართველოს ბედი.
ქვემო ქართლელი.
(შემდეგი იქმნება)
_________
1 „ივერია“ №№33.34 - 35.
![]() |
5 გლეხების სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
გლეხების სიმღერა
(დიუპონისებრივი)
ჩვენ რომლებისაც ცეცხლი კერაზედ
რა ირიჟრაჟებს მსწრაფლ აღენთება,
და ჩვენთა შვილთა მღერით მინდორზედ
ფრინველთ და ცხოველთ ძილი უფრთხება.
ჩვენ, რომლებიცა უღვთო შრომითა
სიყმაწვილითვე ვართ დატანჯული
და ბედნიერთა ჩვენის ოფლითა
ჩვენის ცოდვითა არ სტკივათ გული–
ძმანო! ცოტას ხანს შრომა ვივიწყოთ
გავშალოთ წელი, ვახაროთ გული,
და ჩვენი ღვაწლი ჩვენვე დავხარჯოთ
ჭირის ოფლითა დასველებული.
რითია. წლეხის სვე უბედური!
მას: ხელთ უპყრია ღვინო და პური...
იმის ოფლითა ქვეყანა ირწყვის,
მის შრომით ველნი იმოსებიან,
რომ ის არ იყოს, ქვეყანამ იცის,
უქმნი შიმშილით ამოპსწვდებიან...
ძმანო! ცოტას ხანს შრომა ვივიწყოთ,
გავშალოთ წელი, ვახაროთ გული,
და ჩვენი ღვაწლი ჩვენვე დავხარჯოთ
ჭირის ოფლითა დასველებული.
ჩვენ უღვთო შრომით ღონე აღარ გვაქვს,
მის ნაყოფით კი სხვანი ჰსტკბებიან, _....
ამაზედ კრინტსა თუ ეინმე დასძრავს
„წესსა არღვევო"4 ეუბნებიან.
ღმერთო! ნეტავი როს გვეღირსება,
რომ ყველა თავის ღვაწლით ჰსტკბებოდეს.
და ამოდენა მუქთად მყლაპავნი
ჩვენის ოფლითა არ სარგებლობდეს.
ძმანო! (ცოტას ხანს შრომა ვივიწყოთ,
გავშალოთ წელი, ვახაროთ გული,
და ჩვენი ღვაწლი ჩვენვე დავხარჯოთ:
ჭირის ოფლითა დასველებული.
შვილნი მდიდართა, მწვანე, ყვითლები,
ჩვენთა ცოლთ საღის რძით იზრდებიან,
თუ გაიზარდნენ ეს ტვინ-თხელები,
ჩვენივე მტარვალ მტრებად ხდებიან.
ჩვენში არ ხედვენ კაცურსა გრძნობებს,
ქურდნი გაცარცულთ არ გვკადრულობენ,
უიმისოდაც ბედით ჩაგრულებს
უკანასკნელსა სისხლსა გვწოვებენ.
ძმანო! ცოტა ხანს შრომა ვივიწყოთ,
გავშალოთ წელი, ვახაროთ გული,
და ჩვენი ღვაწლი ჩვენვე დავხარჯოთ:
ჭირის ოფლითა დასველებული.
ძმანო! გამხნევდით!', ჩვენ სიყმაწვილით
სინაზეს არ ვართ მიჩვეულები...
თუ აწ ვიჩაგვრით მტარვალთა ხელით
შემდეგ ვიქნებით თავისუფლები...
მხოლოდ ერთმანეთს ხელი-ხელს მივსცეთ,
ისე აღუდგეთ ჩვენსა მცარცველებს;
უსამართლობას თავზარი დავცეთ,
მაშინ მზე ჩვენცა, გამოგვინათებს.
ძმანო! (ცოტა ხანს შრომა ვივიწყოთ,
გავშალოთ წელი, ვახაროთ გული,
და ჩვენი ღვაწლი ჩვენვე დავხარჯოთ
ჭირის ოფლითა დასველებული.
1877წ.
ს. ოქრიაშვილი
![]() |
6 ბრძოლა რომის დასაპყრობლად კონსტანტინოპოლში |
▲ზევით დაბრუნება |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად კონსტანტინოპოლში
(შემდეგი)
არ გასულა ბევრი ხანი, რომ ცეტეგი იდგა წინაშე თეოდორისა, რომელიც იყო თავის ოთახში ტახტზედ მიწოლილი. გალატეამ მიართვა თეოდორას დასალევი წამალი, რომელიც ერჩია მისთვის სპარსელს მკურნალსა. ბერძნის მკურნალნი ვეღარას შველოდნენ.
– მე მადლობელი ვარ შენი თეოდორავ. უთხრა ცეტეგმა: თუ საქმე ისე უნდა მოხდეს, რომ მე თვითონ ვერას დავავალებ ჩემს თავს, არამედ სხვის მადლობელი უნდა ვიყო და მერე ვისი? დედა-კაცისა, მე ბედნიერი ვარ, რომ ის დედა კაცი ჩემის ყმაწვილ-კაცობის მეგობარია.
— ყური მომიგდე, პრეფექტო, - უთხრა თეოდორამ და მიაპყრა თვალნი ცეტეგსა:
– შენ სწორედ იმისთანა კაცი ხარ, რომ შეგიძლიან კლეოპატრას ჰკოცნიდე და იმავე დროს ჰფიქრობდე: ახ, ნეტავი შენი თავი კაპიტოლიაში დამამწყვდევინაო, რომ იქ ჩემის ხელით დაგახრჩოო. სწორედ იმას იქმოდი, რასაც იქმოდა ოტავიანი, რომ კლეოპატრას არ დაესწრო სხვა გვარის სიკვდილის ამორჩევა — ესე იგი, გველის დაშხამვისაგან არ მომკვდარიყო. კლეოპატრა ყოველთვის ჩემი მაგალითი ყოფილა და იქმნება. თუმცა ცეზარი არ შემმთხვევია. მაგრამ გველისაგან და შხამას კი არ გავექცევი...შენ ჩემი მადლობა არა გმართებს. მე ვლაპარაკობდი და ემოქმედობდი ჩემის რწმენისამებრ. სირცხვილი, მოყენებული ჩვენზედ გოთთაგან, სისხლით უნდა ჩაირეცხოს. მე როგორც ცოლს ყოველთვის არ მიერთგულნია იუსტინიანესათვის, თუმცა მას ეგ აქამომდე არ შეუტყვია, ხოლო როგორც ვეზირს მე იმისათვის არას დროს არ მიღალატნია. შეუძლებელია რომ ბელიზარი და ნარზესი გაიგზავნონ იტალიაში ერთად და ცალ-ცალკედ ხომ უფრო არა. შენ უნდა წახვიდე: შენ გმირი ხარ, შენ ხარ სარდალი, სახელმწიფო კაცი და იმავე დროს უშიშარი ხარ იუსტინიანესათვის, შენ იუსტინიანეს ვერას ავნებ.
— მადლობელი ვარ, რომ ეგრე კარგად ჰფიქრობ ჩემზედ, უპასუხა ცეტეგმა.
— მეგობარო, შენ ხარ სარდალი ულაშქრო,შენ ხარ იმპერატორი უიმპერიო, შენ ხარ მმართველი ხომალდისა უხომალდო, ხოლო შენ გაბოროტებბით გძულან ბარბაროზნი. მეორე სარდლად და ამხანაგად გეყოლება პრეობლადი. იგი შენ არაფერს დაგიშლის. მე მოხარული ვარ, რომ შენ ჩემი ყმაწვილ ქალობის ამხანაგი, ამ სიკეთეს შეგამთხვიე. ვიშ, ცეტეგ, სიჭაბუკე დიდი განძი ყოფილა! თქვენ მამა-კაცთათვის — სიჭაბუკე სიცოცხლეა. ახ, ნეტავი ერთად-ერთი დღე დამაბრუნებია იმ დროთაგან, როცა მე გიძღვნიდი შენ ვარდებსა და შენ მიგზავნიდი ლექსებს!
— შენი ვარდები მშვენიერნი იყვნენ თეოდორავ,ხოლო ჩემი ლექსები არ ვარგოდნენ.
— მე კი ძალიან მომწონდნენ და სხვისა რა ფიქრი გაქვს: იმ ლექსებს ჩემთვის არა ჰსწერდი! ხოლო ეს კი უნდა იცოდე, რომ არა მარტო წარსული სიყვარული მაიძულებს სარდლად დანიშვნას შენსას, არამედ იმასვე მაიძულებს მძულვარებაცა. ბელიზარი დღეის იქით ვეღარ უნდა ეღირსოს, დაფნის ფოთოლსა; არა, იგი უნდა ძირს დაემხოს. მიწასთან გასწორდეს შეუბრალებლად და სამარადისოდ.
— ნარზესი? მე უფრო მიამებოდა და უფრო ადვილადაც მიგიხვდებოდი მიზეზს, რომ ეს უხელო თავი გაგენადგურებინა, ვიდრე ის უთავო ხელი. — მოთმინება უნდა ყველას: ერთს მეორეც ზედ მოჰყვება:
— ეს კი არ ვიცი, რა დაგიშავა შენ იმ გულკეთილმა გმირმა.
— ბელიზარიმ? არაფერი. სიტყვა — ცოლია მისი! მიზეზი ის გომბიო ანტონინაა - ანტონინაა რომლის სიტურფე მარტო იმაშია, რომ ჯანმრთელი სისხლი აქვს.
ამის თქმაზედ თეოდორამ თრთოლით შეიკუმშა მუშტი.
— აჰა ქვეყნის სასაცილობა, გაიფიქრა გულში ცეტეგმა: ნუ თუ დედა-კაცის გაბოროტებაზედ დამოკიდებული უნდა იყოს ბედი კაპიტოლიისა! არა, კლეოპატრა უნდა წარწყმდეს.
— სულელს სიხარულით ტვინი დაებნივა, აქაო და ჩემმა ქმარმა სახელი და დიდება მოიპოვაო. წამოიძახა თეოდორამ: მე იმას სწორედ ამ ჩანგალზდ დავიჭერ კიდეც. დამაცადოს!
თეოდორას მტკივნეულად შეეკრა წარბი, თავისმა ჩვეულებრივმა ტკივილმა გაუელვა და მსწრაფლ გადიქცა ბალიშზედ.
— ჩემო გვრიტო, უთხრა გალატეამ: გულს - ნუღარ იშფოთებ, განა აღარ გახსოვს რა გითხრა სპარსელმა მკურნალმა. ყოველივე მღელვარება. სიყვარული იქძნება, თუ მძულვარება.....
— ერთშიაც და მეორეშიც, უთხრა თეოდორას ცეტეგმა: მე შენთან შაგირდად გამოვჩნდები. შენ „კიპრიდის სირინოზი“ ხარ. ამ სახელს გეძახოდა შენ ყოველთვის. თავის დღეში კაცი, რომელიც შენ გკოცნის და გეხვევა, დაჯერებული არ არის ხოლმე, რომ იმას შენ როგორც სხვერპლს შუაზედ არ გახლეჩ — სიყვარულით, ანუ სიძულვილით, ერთი მითხარ, რამ გარდაჰსცვალა შენი მეგობრობა ანტონინასადმი მტრობად?
— იგი კეთილის ქცევისა შეიქმნა და ფარისეველია. ანუ იქნება მართლა ისე ჭკვა-მოკლეა? ეგ შესაძლოა. იმის თევზისავით ცივი სისხლი თავისდღეში არ ადუღდება; მას არც ძლიერი ტრფიალების და გულისთქმის ნიჭი აქვს. არც თავ-გამომეტებულის და გაბედულის მოქმედებისა. იგი მეტად თავ-მომწონეა, რომ უსიყვარულოდ გაჰსძლოს, მეტად სულ დაბალია, რომ სიყვარულს სიყვარული შეუწონოს. მას აქედ რაც ქმარს თან-დევნა დაუწყო ომებში, იგი კვთილ-ქცევის გზაზედ დადგა. ხა, ხა, ხა! მეტი გზაც არა ჰქონდა. მე დავარჩუნე აქ მისი თაყვანის-მცემელი.
- ანიცი, ბოეცის შვილი განა! მე ეგ ამბავი შეტყობილი მაქვს.
- დიაღ, იტალიაში იგი ხელახლად მიეცა თავითფეხამდე ბელიზარის, განუზიარებდა ხოლმე მის ბედს და უბედობას და მას აქედ შეიქმნა პენელოპად, სამაგალითო მეუღლედ. აქ იცი რაებსა ჰსჩადის ეგ ბატი! მომდგომია და მაყვედრის, რომ შენ მაცდუნე და გარყვნილების გზაზედ დამაყენეო; ჰფიცავს რომ ანიცის ჩემის მხიდამ გამოისხნის. ის ისეთი გველია რომ ამას სწორედ იქმს კიდეც. იგი იმ სულელს სინიდისს უღვიძებს, რამ დენიც დღე გადის, იმდენად მე მაშორებს ჩემს მოღალატე ჭაბუკს, რასაკვირველია, იმისთვის, რომ თვითონ დაიახლოვოს და უცილოდ დარჩომილოს.
— მაშ შენ ფიქრადაც არ მოგდის, ჰსთქვა (კეტეგმა: რომ ამ გვარს შემთხვევაში დედა-კაცი ჰსცდილობდეს კაცის სულის დასხნას და არა იმას... რომ სარგებელი აიღოს? მაგას თავის დღეში არ დავიჯერებ. იგი ატყუებს თავისთავსაც და იმასაც ღვთისნიერის სიტყვებითა. რა რიგის სიხარულით მიჰსცა იმ ჭაბუკმა ნება მის აღყვავებულს სათნოებას, რომ დაუსხნას სული გადამჭკნარის, სნეულის და ადრე და მალე მომაკვდავის ხელიდამ. ვიშ! ვიშ! დაიძახა გულის-თქმით ანთებულმა თეოდორამ და წამოხტა ტახტიდამ: რა საშინელი რამ არის ხორცით დაუძლურება მაშინ, როდესაც ჯერ სულს არ მოუკლავს მეათასედი ნაწილი მაინც სიცოცხლის წყურვილისა... სიცოცხლე ბძანებლობაა, სიძულვილია, სიყვარულია.
— შენ, როგორც ვხედავ, გაუმაძღარი ხარ მაგ ხელოვნებასა და დატკბობაში.
სწორედ, და ამით თავს ვიქადი კიდეც. და მაინც მე უნდა გამვეთხოვო ტაბლას მრავალის სანოვაგით მოფენილს, მაინც უნდა ჩამოვიდე იმპერატორის ტახტიდამ მაშინ, როდესაც მე ვიწვი მთლად სიცოცხლისა და ბძანებლობის სიტკბოების წყურვილითა! მარტო რამდენიმე წვეთიღა დამრჩენია დასალევად! ჰოი ბუნებავ, შენ ხარ შესაბრალისი და უხეირო ხელოსანი! ამ აუარებელ კოჭლებ შორის, ხორცით დამახინჯებულთა და ჭკუითა უძლურთა შორის, შენ როგორღაც მოგივა ხოლმე. რომ შეჰქმნი ერთს არსებას და მიანიჭებ ხოლმე ხორცს და სულს თეოდორისას ძლიერს და მარად მწყურვალს. ისიც რა! ოც-და-ათი წელიწადი გავი და თუ არა, ძლივძლივს მივაკარე თუ არა ბაგე ჩემი სავსეს ფიალას დასაწაფებლად, ბუნება მოდის და მეუბნება: გეყო, დადეგ! მოჰკედი ე მაგ სიცოცხლის წყურვილითა. წყევა თქვენ, ჰოი შურის-მყოფელნო ღმერთნო! მაგრამ ადამიანთაც შეუძლიანთ შურისძიება: შურისძიება ადამიანს სატანადა ჰხდის. სხვანი არ უნდა ჰსტკბებოდნენ. იქ - მე ვერ დავჰსტკბები. მე იმათ არ გავაცინებ საცა მე ყოველ ღამ ვიწვი საშინელის ტკივილებისაგან! მე არ ვაფარფარებ ანტონინას ორ- ანიცისთან, რომელიც ეკუთვნოდა რა თეოდორას, ჰფიქრობდა სხვაზედ. თუნდ ის სხვა თვით თვით განხორციელებული სათნოება იყოს, თუნდ თვით იყოს დედამიწაზედ ჩამოსული. დღეს ანიციმ მითხრა, რომ მე ვეღარ ამიტანიაო ეს უპატიოსნო სამარცხვინო ცხოვრება შენს კალთაშიო, რომ და ქვეყანა ჩემდამი სირცხვილს ღაღადებსო. ერთსაც და მეორესაც ამ სიტყვებს შევანანებ! აქ მო ცეტეგ, უთხრა თეოდორამ და ხელი მოჰკიდა: „ორთავეს ბოლო მოვუღოთ“...
- შენ უნდა იცოდე, უპასუხა ცეტეგმა: რომ მე არა რაიმე მიზეზი არა მაქვს ან ერთის მტრობისა, ან მეორისა. მაშასადამე თუ რასმეს გავბედავ, მარტო შენის გულისათვის.
— არა, მაგას ჰსტყუი შენ ჭკვიანი რკინის კაცო ხარ: შენ იქნება გგონია, რომ შენს გულში მე არას ვკითხულობდე?
— „იმედი მაქვს. რომ ამ შემთხვევაში ტყუილად იჩემებ გულთა-მხილაობას“ გაიფიქრა თავისად, ცეტეგმა. თეოდორამ განაგრძო სიტყვა:
- განა არ ვიცი, შენ არ გინდა, რომ ბელიზარი იტალიაში გამოჩნდეს. შენ გინდა, რომ მარტო შენ იყო იქ და არავინ სხვა… დავიჯერო, რომ იუსტინიანესათვის იზრუნებ? შენთვის იუსტინიანე რა არის?
ცეტეგს გულმა თრთოლა დაუწყო.
— რომის თავისუფლებისთვის იღვწი მითომ თვითონ შენ არ გეცინება მაგაზედ! მარტო ღონიერი მდაბიო ხალხი იშვნევს თავისუფლებასა თუ არ იცნობ თქვენს მებატონეებსა? არა, შენი სადილი უფრო ზევით ადის.
„ნუ თუ ამ დედა-კაცმა გამოიცნო, ის, რაც ეჭვად აღებულიც არა აქვთ არც ჩემს მტრებს და მეგობრებსა? გაიფიქრა გულში შეფიქრიანებულმა ცეტეგმა. თეოდორამ განაგრძო:
— შენ მარტო ის გინდა რომ გაანთავისუფლო იტალია და მაზედ მარტო იმფლობელო, ვითარცა იუსტინიანეს მემკვიდრემ, ვითარცა მის ტახტთან მახლობელმან, ვითარცა პირველმან და უპირატესმან თეოდორას შემდეგ: ამაზედ ზევით კიდევ რამ იყოს, შენ იმისთანა კაცი ხარ, არც ამას იკმარებდი და უფრო ზევით მოინდომებდი ასვლას.
ცეტეგმა თავისუფლად ამოიქშინა. „ყოველივე ეს შრომადაც არა ღირს“— გაიფიქრა გულში.
— თამამი და სასიქადუდო წადილია—იუსტინიანეს მოსამსახურეთა შორის პირველობა! ჰსქვა თეოდორამ.
„თუმცა ეს ქალბატონი ყოველდღე ღალატობს თავის ქმარსა. მაგრამ მაინც მის გარედ ვერც კი წარმოუდგენია საგანი თავისის ცხოვრებისა“ — გაურბინა გულში ცეტეგს: რაო? თეოდორას თანამოზიარობა ვიკადრო და ისე ვატრიალო იმპერატორი! თავის დღეში არა! პირფერობა, რომლითაც ასე მოწამლულია აქაური ჰაერი. თვით უბრწყინვალესს ჭკვასაც დააბნელებს. ეგ უფლების უგუნურება იქმნება.“
— დიაღ. ცეტეგ, — განაგრძო სიტყვა ისევ თეოდორამ: მაგაზედ ფიქრსაც ვერავინ გაბედავს გულში გაიტაროს, მაგრამ შენ კი ხელს შეგიწყობ, შენ კი განგიზიარებ ჩემს ბძანებლობას მთელს ქვეყნიერობაზედ: ჩემის იუსტინიანის გამო, მე ვბრანებლობა აღმოსავლეთზედ, ჩემის ცეტეგისა გამო მე მსურს ვიბრძანებლო დასავლეთზედ. ხოლო ყველაზედ უწინარეს უნდა თავიდამ მოვიშოროთ ბელიზარი. იუსტინიანეს აქამდე ჰსწამს მისი ძაღლისებრივი ერთგულება, საჭიროა რომ სამარადისოდ დარწმუნდეს მის ღალატობაზედ.
— ეგ ძნელი საქმე იქმნება, ჰსთქვა ცეტეგმა: უფრო საფიქრებელია, რომ თეოდორა გაუერთგულა დეს, ვიდრე ბელიზარი მოღალატედ შეექძნას.
ამის პასუხად აცეტეგს სუბუქი სილა მოხვდა თეოდორას პატარა ხელითა.
— შენ რომ ერთგულობით შეგრჩი, ეგ, რასაკვირველია, ჩემგან სულელობაა, ჰსთქვა თეოდორამ ერთგულობით კეთილის მსურველობაში, სხვა არა იფიქრო რა. განა გინდა, რომ ბელიზარი იტალიაში იყოს.
- არას გზით.
- მაშ მიშველე, ბოლო მოუღოთ მას და მასთანავე ანიცისაც
— როგორ უნდა მოხდეს ეგ? როგორ დავამტკიცოთ ღალატობა ბელიზარისა? თუ იცი. ჰსთქვი.
— ყური მიგდე: ხოლო ეს ასეთი მძიმე საქმეა, რომ შენ, გალატეავ, უნდა გთხოვო, გვიდარაჯო. აქ არავინ შემოგვესწრას. არა, დედოჯან, შიგნიდამ კი არა, გთხოვ კარს გარედ დადგე; მე პრეფექტთან მარტოდ მინდა დავრჩე. საიდუმლო საქმე გვაქვს მაგრამ, ვიშ! ის საიდუმლოება მძულვარებისაა და არა სიყვარულისა!
რამდენსამე წუთს შემდეგ ცეტეგი გამოვიდა თეოდორას ოთახიდამ და თავისთავს ეუბნებოდა: „ეგ რომ მამაკაცი იყოს ცოცხლად დასარჩენი არ აქნებოდა. იგი უფრო მომეტებულად საშიშარი იქნებოდა ვიდრე ბარბაროზნი, უმეტესად გასაფრთხილებელი ვიდრე ბიზანტია. მაგრამ ესეც კია, რომ მაშინ თვითონ ბოროტება. ესე ეშმაკულ-სატანებრივ განუზომელიც არ იქმნებოდა.“
(შემდეგი იქნება.)
![]() |
7 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკი
გამგეობა ზემოხსენებულის ბანკისა უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების §§16 ძალითა ამით აცხადებს, რომ 13-ს დეკემბერს 1877 წ. ბანკის სადგომში, ქალაქს თილისშა, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღა ნოვის სახლში ისეიდება საჯაროს ვაჭრობით უძრავი ქონეა ქვემოსსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასახდელად ვადის ფული, დაწესებული წესდების §§29, 30, 34 და 36 მუხლითა.
ტერ-მკტჩიანც ქრისტეფორე ნიკიტის ძე სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველგვარის შენობითა და მიწითა ზომით 634 1/2, ოთხ-კუთხე საჟენი, ქ. ტბილისში, 2 განყოფილების 12 ნაწილში. ჩუღურეთში, ნიკოლაევის ქუჩაზედ. ვალის თავნია 78.734 მანეთი და 88 კაპეიკი, შემოსატანია ბანკში 3.927 მანეთი და 40 კაპ. - სულ 82,662 მან, და 28 კ.
ზემიანსკისა, ნატალია ივანეს ასული, ერთ-სართულიანი ქითკირის სახლი და ყოველგვარის შენობითა და მიწით. ზომით 518 ოთს-კუთხე საჟენი, ქ. თბილისში, 2 განყოფილების 10 ნაწილში, ნემენცების კოლონიაში, ბაღის ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,230 მან. და 56 კ. შემოსატანია ბანკში 234 მან. და 61 კ. – სულ 5,465 მან. და 17კ.
სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სართულიანი, ორი ორ-სართულიანი და თერთმეტი ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქნები. ქ. თბილისში, ა) 1 განყოფილების 1 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში. ვალის თავნია 17,435 მან. და 21 კ. შემოსატანია ბანკში 874 მან. 60 კ. - სულ 18,309 მან. და 81კ.
თეთრაძე: გლახა ზურაბის ძე. ა) სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი სამ-სართულიან შენობითა და ბ) ორსართულინი ქვითკირის სახლი ერთსართულიანის სამზვარეულოთი და მიწით ზომით 125 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. ტფილისში, 1 განყოფილებას 1 ნაწილში, დავიდოვის ქუჩაზედ. ვალის თავნია 6,446 მან. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 389 მან. და 53 კ.-— სულ 6,836 მან. და 52კ.
პავლიევი, იაკობ სვიმონის ძე. ორ-სართულიანი ქკითკირის სახლი უოველ გვარის შენობითა და მიწით ზომით 72 ოთხ-კუთხე საჟ ქ. ტფილისში 1 განყოფილების 5 ნაწილში, ნემენცების ქუჩაზედ. ვალის თავნია 5,860 მან. 31კ. შემოსატანია ბანკში 202 მან. და 20 კ.—სულ 6,169 მან. და 41 კ.
ამილახვრები, კნ. ივანე და კნეინა ელისაბედ თეიმურაზის ძენი. სახნავი და საძოვარი მიწები ზომით 151 დესეტინა 1,756 ოთს-ქუხე საჟ. გორის მაზრის სოფ. ნაწრეთში. ვალის თავნია 3,481 მან. და 67 კ., შემოსტანია ბანკში 159 მან. და 79 კგ. - სულ 3,641 მან, და 46 კ.
აბხაზი, კნ. ირაკლი კოსტანტინეს ძე. სახნავი, სათიბი და საბაღო მიწები, ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლით, ეზოთი და ხეხილიანის ბღით ზომით სულ 177 დესეტინა და 7 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის მაზრის სოფელ თხინვალში. ვალის თავნია 5,968 მან. და 62 კ. შემოსატანია ბანკში 265 მან. სულ 6,233 მან. და 86 კ.
ერისთავი, კნ. გიორგი (კიაზო) გიორგის ძე. სახნავი, სათიბი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 800 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმას. ვალის თავნია 4,775 მან. 1 კ., შემოსატანია ბანკში 434 მან. და 31 კ. — სულ 4909მან. 32 კ.
ბებუთოვი, დავით მელიქსადის ძე. საძოვარი მიწები ტყით და ხეხილიანის ვენახით ზომით 208 დესეტინა 378 ოთს-კუთხე საჟი ტფილისის მაზრის სოფ. წყნეთში. ვალის თავნია 4,476 მან. და 45 კ., შემოსტანია ბნკში 200 მან. 84 კ. - სულ 4,677 მან 29კ.
გაბაევი, ანდრია მიხაილის ძე. სახნავი და საძოვარი მიწები და ტყე ზომით 106 დესეტინა 320 ოთხკუთხე საჟ. თბილისის მაზრის სოფ. ერტისში. ვალის თავნია 4,973 მან. და 85 კ. შემოსატანია ბანკში 57 მან. და 21 კ.– სულ 5,034 მას. და 6 კ.
ზანდუკელი, ოტია გიორგის ძე. სახნავი მიწა ზომით 80 დესეტინა. თიანეთის მაზრის სოფ. ბაკნიანთკარს. ვალის თავნია 797 მან და 97 კ. შემოსატანია ბანკში 48 მან. და 86 კ — სულ 846 მ. და 83 კ.
თარხან-მოურავისა, კნეინა მარიამ ბიძინას ასული. სახნავი და სათიბი მიწები და ტყე ზომით სულ 545 დესეტინა 1,643 ოთხ-კუთსე საჟ. გორის მაზრის სოფ. ცხოვერში. ვალის თავნია 6682 მან. და 99 კ. შემოსატანია ბანკში 291 მან. და 23 კ. — სულ 6974 მან. და 22 კ.
ადამაშვილი, გიორგი ადამის ძე. ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანის შენობითა და მიწით ზომით 90 ოთს-კუთხე საჟ. ქ. თბილისს, 1 განყოფილების 1 ნაწილში, ვალის თავნია 270 მან. შემოსატანია ბანკში 27 მან. და 46 კ. – სულ 297 მან. და 46 კ.
საყვარელიძე, მინადორა ზურაბის ასული. სახნავი მიწა ზომით 25 დესეტინა 600 ოთხ-კუთხე საჟი გორის მაზრის სოფ. ზენოტში, ცოცხნარში და ზინდისში, ვალის თავნია 500 მან. შემოსატანია ბანკში 37მან. 20 კ — სულ 537 მან. და 20კ.
ვართანოვი, მინასა მანუკას ძე. ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი შენობითა და მიწით 57 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. თბილისში 2 განყოფილების 13 ნაწილში, ავლაბარში, ვალის თავნია 600 მან. შემოსატანია ბანკში 41 მან. და 44 კ — სულ 641 მან. და 44კ.
მეხტიევი, სადიხ-ოსპარ-ოღლი, ორ სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ-სართულიანი შენობითა და ბაღით ზომით სულ 347 ოთხ-კუთხე საჟ ქ. თბილისს 1 განყოფილების 9 ნაწილში, ბოტანიკურ ბაღის მახლობლად. ვალის თავნია 1,200 მან. ბანკში შემოსატანია 66 მან. და 88 კ. — სულ 1,266 მანეთი და 88 კაპ.
მირიანოვისა, ნანა დავითის ასული. ხე-ხილიანი ვენახი ზომით 1,440 ოთხ-კუთხე საჟენიანი გორის საჟნიანი მაზრის სოფელ ხიდის თავს. ვალის თავნია 400 მნ. ბანკში შემოსატანია 32 მან. და 96 კ — სულ 432 მან. და 96 კაპ.
ვაჩნაძისა, კნეინა მართა მიხაილის ასული. ვენახი ზომით 3 დესეტინა. სიღნაღის მაზრის სოფელ კარდანხში. ვალის თავნი 2000 მან. შემოსატანია ბანკში 36 მან. და 53 კ — სულ 2,036 მან. და 53 კ.
ვაჩნაძე, კ. გიორგი ნიკოლოზის ძე. ვენახი ზომით 1 დესეტინა 1,200 ოთხ-კუთხე საჟენიანი სიღნაღის მაზრის სოფ. ბაკურციხეს. ვალის თავნია 1,000 მან, შემოსატანია ბანკში 37 მან. და 20 კ. — სულ 1,037 მან, და 20 კაპ.
ვაჭრობა, თანხმად წესდების 19 მულისა, დაიწყობა იმ ფულის რაოდენობიდამ რაც ზემოდ მოხსენებულია ხოლო მასზედ დაერთვის კიდევ თუ რამ ვალია სახელმწიიფო ან საერო გარდასახადისა. ვალის თავნი შეიძლება მოშორებულ იქმნას გირობის ფურცლითაცა, რომელსაც ბანკი იმ ფასად აიღებს რა ფასისაც არის, ესე იგი, მანეთს მანეთად. შეიძლება მსყიდველმა თავისზედ გადიტანოს ვალის თავნი ბანკის თანხმობითა, ხოლო ვადაზედ შემოსატანი ფული და სხვა ნაშთები უნდა უსათუოდ ნაღდად იყოს შემოტანილი.
თუ 13-ს დეკემბერს 1877 წ. რომელიმე მამული არ გაიყიდება, მაშინ წესდების 22 მუხლის ძალითა დაინიშნება გასასყიდად მეორე უკანასკნელი ვადა 28 დეკემბერს 1877 წ.