![]() |
ივერია (38)1877.17.11 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
საქართველოს მატიანე
ტფილისი. 15 ნოემბერს მოხდა ტფილისში მეორე საზოგადო კრება ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა კრებაზედ დაესწრო ოცდა ცამეტი წევრი, მაგრამ რამდენიც უნდა მოსულიყვნენ ამ კრებაზედ, კრება მაინც კანონიერი იქმნებოდა წესდების ძალითა, რადგანაც ეგ მეორედ დანიშნული კრება იყო.
ძალიან სამწუხაროა ყველასთვის, ვინც კი საქმის მოყვარეა, რომ ასე ცოტა ხალხი მოვიდა პირველს კრებაზედაც და მეორეზედაც. ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენები ესე გულგრილად ეკიდებიან იმ საზოგადო საქმეს, რომელსაც წარმოადგენს ბანკი. იმედი ვიქონიოთ რომ შემდეგში ამისთანა შეუნდობარს გულგრილობას ჩვენს შორის ადგილი აღარ ექმნება.
კრებამ განიხილა ოთხი საგანი და გადასწყვიტა 1) ორის სტიპენდიის დაარსებისათვის გადიდოს ბანკის ორის წლის მოგებიდამ იმოდენა ფული, რომელსაც შეეძლოს წელიწადში ორმოცდა თერთმეტის თუმნის სარგებლის მოტანა და ამ სარგებლის ფულით გაიზარდოს: ერთი ქალი ამიერ კავკასიის ინსტიტუტში მის იმპერატორების უმაღლესობის დიდის მთავარინას ოლღა თეოდორას ასულის სახელითა და მეორე — ერთი ყმაწვილი რომელსამე სამხედრო გიმნაზიაში მის იმპერატორების უმაღლესობის დიდის მთავარის მიხაილ ნიკოლოოზის ძის სახელითა.
2) რაც ამასა და 1876 კრებისაგან დანიშნულს საგანს ფული გადურჩება ამ ორის წლის მოგებიდამ — ის ფული სრულად გადიდოს ღარიბთა ყმაწვილთა სწავლისათვის.
3) მიღებულ იქმნას აღსასრულებლად ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომელნიც მეომარ ჯარში იმყოფებიან, დასცალდეს ბანკში შემოსატანი გადის ფული 1877 წლის 1-ს ივლისიდამ 1878 წლის 1-ს ივლისამდე.
4) ზედამხედველ კამიტეტს მიენდოს უფლება გადააყენოს ბანკის სამსახურიდამ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ შეასრულებენ.
სხვა რაც გასარჩევი საგნები იყო დანიშნული კრებამ გადაჰსდო. მომავალის მაისის კრების განსახილველად. ხოლო არჩევანი კი მოახდინა დირექტორისა დაფარულის კენჭითა. ამ არჩევანში დაესწრო მხოლოდ ოცდა ათი კაცი, რადგანაც სამი ადრევ წავიდა კრებიდამ. ამოარჩიეს ისევ ძველი დირექტორი თ. დ. ივ. ავალიშვილი, რომელსაც ოცდა ათივე კენჭი სულ თეთრი მოუვიდა.
(„ივერიის“ კორრესპონდენციები.)
ქუთაისიდამ გვწერენ: „მოგეხსენებათ, რომ სტუდენტებს ჩვეულებად აქვსთ იდღესასწაულონ დაარსების დღე იმ უნივერსიტეტისა, სადაც გაუტარებიათ „თვისის სიცოცხლის უკეთესნი დღენი“ — როგორც ამბობს ერთი გამოჩენილი რუსის მწერალი. ცხრას ნოემბერს რამდენიმე სტუდენტმა კიევის უნივერსიტეტისამ აქ ქუთაისში ისურვეს ამ უნივერსიტეტის დაფუძნების დღის დღესასწაულება. მათ მიემხრნენ სხვა უნივერსიტეტის ზოგიერთნი სტუდენტიცა და ამ ნაირად შეიყარნენ სადილად 25 კაცი. მათ შორის იყო ტფილისელი დოქტორი უფ. კარპოვიჩი, რომელიც იმ ჟამად მგზავრად იმყოფებოდა ქუთაისში და შეეტყო თუ არა რის თობაზედაც შეყრილიევნენ სტუდენდები სადილად „ლივადიის“ სასტუმროში და რადგანაც თვით პირველი სტუდენტი ყოფილ კიევის უნივერსიტეტის დაფუძნების დროს, გულმა ვეღარ მოუთმინა თურმე და მიირბინა, რომ სადილს დასწრებოდა. ყველას იამა ამ მოხუცებულის მოსვლა და ის სტუდენტების „ვეტერანი“ ამოირჩიეს ნადიმის თავ-მჯდომარედ. წარმოითქვა რამდენიმე მხურვალე სიტყვა სტუდენტობის მნიშვნელობაზედ — განგვიახლდა მახსოვრებ იმ მშვენიერის დროებისა, როდესაც კაცი ისე უანგაროდ. ისე თავ-დუზოგველად გატაცებულია საზოგადო სიკეთისათვის, და სშირად მშიერ მწყურვალი, გაჭირებული და შეიწროებული იბრძვის სწავლის შეძენისთვის, ვიგალობეთ საზოგადო სტუდენტების ლექსი „gaudeamus igitur“ და მართლათაც „მოხუცნი აღორძინდნენ და ჭაბუკნი კისკასობდნენ.“
ამ ჩვეულებრივს სიამოვნებას ზედ დაერთო არა ჩვეულებრივი სიხარულიცა: სწორედ იმ დროს მოგვივიდა უყარსის აღების ამბავიცა. რამდენჯერმე დავლიეთ ჩვენის ძლევა-მოსილის ჯარის სადღეგრძელო.
აქვე ზოგიერთმა წარმოსთქვა, რომ კარგი იქმნებოდაო, ჩვენ სტუდენტებმა შევადგინოთ საზოგადოებაო ღარიბ-მოსწავლეთა შეწევნისათვის ქუთაისის გიმნაზიაში და პროგიმნაზიაშიო. მათ გამოსახეს ის გაჭირებული მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება უფრო ბევრი ნაწილი მოსწავლეთა, აღიარეს რომ მშვენიერის ნიჭის და გულის ყურის პატრონები არიანო, მაგრამ უილაჯობით ვერას გახდებიანო. „ნუ დავივიწყებთო, განმარტა ერთმა,რომ გიმნაზია უმზადებს უნივერსიტეტს სტუდენტებსო; იგია მისი სათავე და საფუძველიო, სხვათა შორის წარმოსთქვეს ჰაზრი, რომ ამ საზოგადოების მეოხებით უნდა აღიზარდნენო ყვლა ღარიბნი რა ტომისა, შთამომავლობისა და სარწმუნოებისაც უნდა იყვნენო. ეს აზრი ყველამ მოიწონა და იქვე ამოირჩიეს ხუთი კაცი რომელთაც მიანდეს ამ საგანზედ წესდების შედგენა, წარდგენა მთავრობის წინაშე დასამტკიცებლად და წევრთა მოწვევა ამ საზოგადოების შესადგენად. აქვე მოგროვდ ათ თუმნამდე შესადგენად თავნისა ამ საქმისათვის. ჩვენ შევიტვეთ, რომ მორჩეულთ პირთა დაუწევიათ კიდეც წესდების შედგენა და იწვევენ ყველას თანამგრძნობელ წევრად ამ მართლა და საკეთილო საზოგადოებისათ ამასთანავე შევიტყეთ, რომ ამ მოკლე ხანში კონცერტი და ცხოველი სურათები იქმნება გამართული ამ საქმის სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ, რომ ამ ქველურ საქმეში მიიღებენ მხურვალე მონაწილეობას (რასაკვირველია თვითვეული თავის შეძლებისაგვარად) ჩვენი ნასწავლი ახალგაზდობა, ჩვენი თავად-აზნაურობა, სამღვდელოება და ვაჭარი ხალხიცა. მოვიხხენიოთ თუ რამდენი მშვენიერი ნიჭი იკარგება ღონისძიების უქონლობის გამო, რამდენი ნიჭიანი ყმაწვილი იძულებულია თავი დაანებოს სწავლას და მესამე თუ მეოთხე კლასიდამ, გამოვიდეს მოვიხსენიოთ რომ რუსეთის ყველა გუბერნიის და თითქმის უეზდის ქალაქებშიაც გამართულია ამ ნაირი საზოგადოება და რა ცუდი იქმნება, რომ ჩვენშიაც თავი გამოვიდოთ და ამ საკეთილო საქმეში სხვას უკან არ ჩამოვრჩეთ თუ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი ხალხობდეს, დროა შევხედოთ რას შვრება ყველა განათლებული ხალხი სხვის შვილთა ალსაზრდელად, როგორ უწყობენ მათ ყოველნაირად ხელს და ამით გზას იხსნიან კარგისა და ბედნიერის მომავალისათვის. თუ ჩვენ გვსურს საზოგადოების სახლი ვიქონიოთ, დროა გულმტკივნეულად დაუკვირდეთ ჩვენის სასწავლებელის და მოსწავლის ბედს და უბედობას.
10-ს გიორგობისთვეს
1877 წ. ქუთაისი.
თელავი . მადლობა ღმერთს ძლივს არ გვეღირსა თელავში ტელეგრაფი! ეს ორი კვირაა რაც მუშაობა, რაკა-რუკი ისმის თელავის ტელეგრაფის სტანციიდამ, თუმცა ტელეგრაფი დიდი იმედია თელავის საზოგადოებისათვის, მაგრამ თელაველები რომ საზოგადო საქმის მომჭირნენი იყვნენ, უფრო დიდს სარგებლობას გამორჩებოდნენ ტელეგრაფიდამ ნამეტნავათ ეხლა, როდესაც ყოველის ცოტათი მაინც „ცოცხალის კაცის ყურები და გონება მიპყრობილია ბრძოლის ველზე, საიდგანაც მოელის სასიხარულო ან სამწუხარო ამბებს.... ნეტავი იმ საზოგადოებას, რომელშიაც რამოდენიმე პირი მაინც არის, რომელიც საზოგადოების წარმატებაში შესვლისათვის სცდილობენ და იბრძვიან; ნეტავი იმ საზოგადოებას, რომელსაც გულშემატკივარი წევრნი ჰყავს!.. თელავის საზოგადოებაში იპოვებიან ამისთანა წევრნი? ნუ თუ სანთლით მაინც ვერ მოიძებნებიან სასარგებლო წევრნი?! საუბედუროთოს მაგივრათ სამწუხარო და გულმოსაკლავი „არა“ უნდა ვსთქვათ! თელავის საზოგადოებას ჯერ ისევ სძინავს „გმირულის ძილით“ და ყურსაც არ იბერტყავს თავის ყოფა ცხოვრების გაუკეთესობისათვის. ესენი სრულებით არც-კი სცდილობენ, რომ სხვა კეთილის მზრუნველობას მიბაძონ და თავის უკან ჩამორჩომილი საზოგადოება ცოტათი მაინც წარმატებაში შეიყვანონ. თვალით ჰხედვენ და კარგათაც იციან. რომ ესა-და-ეს საქმე რომ გაკეთდეს, ჩვენი ცხოვრება უკეთ წავაო; მაგრამ შენ ნუ მომიკვდე, ესენი სრულებით არც-კი სცდილობენ გაკეთებას. კაცი ვერც-კი გამოსთქვამს ენით, როგორი მშვენიერი მდებარება აქვს თელავს, და კაცი ვერ გამოსთქვამს იმასაც, როგორი უსუფთაო, ტალახიანი, გაუნათებელი და საზოგადოთ დამახინჯებულია საზოგადოებითურთ ეს ჩვენი თელავი, რომელსაც ნეტარ-ხსენებულმა არხიმანდრიტმა ტარასიმ (მესხიევმა) „ქვეყნიური სამოთხე“ უწოდა. აბა ჩაიარეთ, თელაველებო, ქუჩებში, მაგრამ ქუჩები ხომ არ არის თელავში, ერთის მეტი (ბულვარი), ორღობეებია, რომლებიც ყველა კახეთის სოფლების ორღობეებზე უფრო ტალახიანი და ოღრო-ჩოღროა. აბა ერთი გაისეირნეთ ძველ გალავნისკენ. გაკეთებულია „დაბღების“ აღმართი? ამ ერთის თუ ორის წლის წინათ დაბღებთან ხევზე (ძველ-გალავნის და მაწანწარის შუა ჩამოდის) ბოგირი აღმართეს და თითქო შეგვცდაო - ...დაიძახეს: აფუო! და არ ვიცი ვასის განკარგულებით, ისევ დაანგრიეს... ჩაიარეთ თელაველებო, კაზარმის ქუჩაზე, რა მშვენიერი სურათი წარმოუდგება თქვენს დაბრმავებულ თვალებს და რა საძაგელი სუნი ეცემა, თქვენს ბევრის ლოთობით ყნოსვა დაკარგულს ცხვირს: მე მგონია მუხლებამდინ-კი ჩავარდეთ ტალახში და ხელს-სახოცები მიიფაროთ ცხვირზე და! მაგრამ აკი წეღანვე ვსთქვი: რომელი ქუჩაც უნდა ავიღოთ, ყველა ტალახიანი და ოღრო- ჩოღროა... ქალაქის განათებაზე ხომ, არ ვიცი, რა ვსთქვა. მთელ თელავში სულ ხუთი-ექვსი ფარანია! ორი ბულვარზე, ერთი მაზრის უფროსის სახლთან — ერთი გაგუნანთ უბანში, პატარა საყდრის უკან, ერორი ბაზარში,— აი თელავის განათება! ღმერთს ერწმუნე, მკითხველო, ღამე როცა მთვარე არ არის, კაცი ცხვირ-პირს დაიმტვრევს, თუ „თელაველი მებულვარის“ ხელობა უჭირავს, რომელსაც უსაქმობის გამო, ქუჩები სულ ნაბიჯით აქვს დაზომილი. თელავის საზოგადოების უზრუნველობას თავის ცხოვრების განკარგებისათვის ცხადათ გვიმტკიცებს ყასაბხანების გარშემო, არე-მარე: ისეთი ტალახი და აყროლებული სუნი წარმოუდგება იქ მიმსვლელს, რომ სრულიად გული არ მიუვა კაცს იქ დაკლულის საკლავის ხორცის ჭამაზე. ამ ცოტა-ხანში ერთი ყასაბის დუქანი გააღეს, ბატონის წყაროს გვერდით და ისე აატალახეს ბატონისწყაროს გარშემო ადგილი, რომ კაცი ვერ მისულა წყლისათვის, ჯერ შორი-ახლოც რომ გაიაროს კაცმა, მაშინაც-კი საშინელ მყრალ სუნსა ჰგრძნობს. ვინ არის თელავის ამ უსუფთაობაში დამნაშავე? ყველა დამეთანხმება, რომ თელავისავე საზზოგადოება და არა პეკინისა. თუმცა ამბობენ, რომ ჩინელები სრულებით არ მისდევენ და სრულებით არა სცდილობენ თავის ცხოვრების განკარგებასაო. და გაჩერებულნი არიან ერთ და იმავე წერტილზედაო, მაგრამ, დამერწმუნე, მკითხველო, თელაველებმა ამ შემთვევაში ჩინელებს გადააჭარბეს. თელაველებმა ღვინო კი გადაჰკრან, თორემ ცხოვრების განკარგება რათ უნდათ, რა ამათი ხელობაა! განა განათლებული ევროპიის ხალხის მეცადინეობა კი არ ეყოფა ქვეყნიერობას!? ესენი ამბობენ: თუ სხვა ხალხებმა განათლება დაიქადეს, ჩვენ ღვინის სმას დავიქადებთო, თუნდა გამოვითხოვთ ვისაც უნდა ღვინის სმაშიაო. თელაველები პარიჟის გამოფენაზე გზავნიან რამოდენსამე თავის წევრს ღვინის სმის საჩვენებლად. საქმით ხომ ყოჩაღები არიან ღვინის სმაში, და მწიგნობრობითაც აპირებენ დაამტკიცონ იგივე თსზულებით, რომლის სახელიც „философiя здраваго винопитiя“ იქნება. აი როგორ აკეთებენ თელაველები საზოგადო საქმეებს: თუ სადმე არიფანაა პიკნიკიაე, რასაკვირველია მაშინვე თითოს-კი არა, ხუთ-ხუთს მანეთსაც მისცემენ, და თუ რამე საზოგადო და სასარგებლო საქმისთვის აგროვებენ ფულებს, მაშინ თითო აბაზსაც არ გაიმეტებენ. ამას ცხადათ გვიმტკიცებს ტელეგრამმის უქონლობა: როგორც გავიგე თვეში ტელეგრამმის დაბარება ღირს 43 მანეთი და თელაველებს ვერ მოუხერხებიათ, რომ ეს მაინცა ჰქმნან. რა იქნება–თითო მეკომურს (მგონი 2,000 კომლამდინ არის თელავში) სულ ორ-ორი — თუ სამ სამი კაპეიკი შეხვდება და ესეც ვერ უთავებიათ. ყველა ქალაქებში და ზოგ სოფლებშიაც კი სხვა და სხვა სასარგებლო საზოგადოება სდგება და თელავში-კი ფიქრადაც არ მოსდით. უხეირო საზოგადოება-კი, რამდენიც გნებავთ მოიკითხეთ!... უბედური თელავი! ფოშტა ორჯერ მოდის კვირაში და ისიც თავის დროზე არა; ორშაბათის მაგივრათ სამშაბათს საღამოს მოდის ხოლმე. ნათქვამია: „როგორიც ალხანა ისეთი ჩალხანო;“ „როგორიც მღვდელი, ისეთი ერიო.“ თელავსაც ისე მოსდის: რასაც სთესავენ თელაველები, იმასვე მკიან... სად არის ერთი დიოგენი, რომ თელაველებს არ ეტყვის: „თქვენ ხალხი -კი არა — თელაველები ხართო!..“ ზოგი შემდეგში.
კახეთი გაგვიჭირეს საქმე ამ წვიმებშა! ოკტომბერმა ისე გაიარა, რომ ცივის წვერებს ჯანღი არ მოშორებია ცივი თელავის ბარომეტრად იწოდება, რადგანაც თუ იქ ჯანღია, კახეთი დარს არ უნდა მოელოდეს. წამოვა ერთი საშინელი ნოტიოიანი და ცივი ჯანღი და მოეფინება მთელს კახეთს 5 ნოემბერიც დადგა, მაგრამ გაუწყვეტელი წვიმების გამო ბევრს ჯერ პური არ დაუთესია. ლეკებისა არაფერი ისმის. საუბედუროდ კახეთში, გაღმა მხარეს, საქონლის ჭირი მისდევს სოფლებს ალვანიდგან და აქცევს ათობით და ოცობით საქონელს და ღუპავს უიმისოდაც დაღუპულ გლეხ-კაცს. ჯერ ნაფარეულამდინ არის ეს საშინელი ჭირი და შემდეგ — არ ვიცი. ამბობენ, რომ ზამთარში უფრო ძალიან ვრცელდება ეს ჭირიო, და, თუ მართალია, სულ ერთიან დაიღუპება კახეთი! ნეტავი ვიცოდე ე ვეტერინარებს რომ ეძახიან, არ შეიძლება რომ ყურები გაიბღერტონ, და, თუ მაინც-და-მაინც კახეთში წამობძანებას არ ინებებენ, პატარ-პატარა დარიგებანი გამოუგზავნონ სოფლებში, რითაც და როგორც უნდა შეინახონ და მოუარონ საქონელს, რომ ამ საშინელის ჭირისაგან გადაარჩინონ კახეთის უიმისოდაც დაზარალებული საქონელი?...
ქართველი.
ქ. თელავი.
1877 წ. 4 გიორგობისთვე
სიღნაღის მაზრა. ს. მაღარო 5 გიორგიბისთვეს 1877წ. წარსულს თვეებში შემთხვევისა გამო, მე მომიხდა ზემო მ-ნის სასოფლო სასამართლოში შესვლა; აქ ჩვეულებისამებრ ხალხის ყრილობა იყო; ზოგი სასამართლოში ისსდნენ და რაღაზედაც ლაპარაკობდნენ, ზოგი გარეთ ეზოში ჩხუბობდნენ და იწევდნენ ერთი-ერთმანერთზედ საცემლად. მხოლოდ მსაჯულები ისხდნენ ერთს გძელ ოთხ ფეხიან ფიცარზედ და ასამართლებდნენ ერთ რაღაც გლეხების საქმეს. ამ დროს ერთი ოჯახი შვილი მ-ში მცხოვრებელი მ. გ- შვილი, შემოვიდა და გამოუცხადა პირათ მოსამართლებს: თქვენის სოფლის მცხოვრებელს მავანსა და მავან კაცს, ჩემი ფული ემართა ორის თამასუქითა და ის ერთი კვირაა რაც გარდაიცვალა, გთხოვთ დაიბაროთ იმისი შვილი და გარდაახდევინოთო.
მსაჯულებმა ფიცხლავ გაგზავნეს გზირები მოსაყვანათ მოვლის შვილისა, რომელიც ცოტას ხნის შემდეგ მოიყვანეს. თამასუქის პატრონმა რა წამსაც დაინახა მოვალის შვილი მძიმე-მძიმეთ ამოიღო ჯიბიდგან ორი გაცვეთილი, გახუნებული და გაქონილი ქაღალდი ერთი 34 და მეორე 33 წლისა და მისცა მსაჯულებს.
ამ ორივე თამასუქების თავნი იყო 45 მანეთი. მსაჯულებმა უთხრეს მოვალის შვილსა, რომ უნდა მისცე ამის შენის ნავალები ოთხი თუმანი და ნახევარიო. მან მრ იკისრა და სთქვა: თუ ემართა მამა ჩემსა რატო ართხელ სიცოცხლის დროს არ მოვიდა და არა სთხოვაო? რადგანაც მამაჩემმა წერა არ იცოდა რატო შემოწმებული არ არის თამასუქებიო? მე გამიგია, რომ თამასუქი ათ წელიწადზედ მეტი ხანი თუ დარჩა და არსად გამოუცხადებია ძალა აღარ ექმნება? ეხლა მე არას მივცემ რადგანაც ვერაფრით ვხედავ მამიჩემის ნავალევსა და არც თქვენ მოსამართლეებს შეგიძლიანთ, რომ ჩემზედ ძალა მოიტანოთ და გადასწყვიტოთ, რადგანაც ჩემი მოდავე, ჩვენ საზოგადოებას არ ეკუთვნის, წავიდეს და სიღნაღის მომრიგებელთან მიჩივლოს და თუ დამავალებენ მე რაღა ძალა მაქვსო:“
მსაჯულებმა დაუწყეს ცემა და ლანძღვა: როგორ თუ არ მისცემ და როგორ თუ არ შეგვიძლიან, რომ ჩვენ ძალა მოვიტანოთ შენზედაო. (აქ გადმოსქდა საწყალს სისხლი თავიდგან.) ამისი მოხუცი დედა მოიჭრა ტირილითა და თავში ცემით, და ეხვეწებოდა: „ნუ მიკლავთ შვილს თქვენი ჭირიმეთ!“ უნდა ვსთქვა, რომ ამ მოხუცის დედაკაცის შემხედველს უნდა ქვის გული ქონოდა, რომ იმის საცოდაობისთვის ეყურებინა; ისე საცოდავად და გულ-საკლავად ბღაოდა. მსაჯულებმა ამოჰკრეს ახლა ამ მოხუც დედაკაცს წიხლი და გააგორეს დედამიწაზედ. საწყალმა თავ-პირი დედა-მიწაზედ წააგალა. ახლა ამ სათ ცოდავ მოხუც დედაკაცს გადმოსკდა სისხლი. მსაჯულებს დამიხედეთ, მსაჯულებს! ბოლოს ორნი დედა-შვილნი წავიდნენ ისე თავ-პირ დამტვრეულნი და მოსვრილნი სისხლში საჩივლელად სიღნაღის მაზრის უფროსთან, მაგრამ უფროსს, მათთვის ზედაც არ შეეხედნა და როცა დაღალულიყვნენ იქ დგომით დაეპირებინათ შინისკენ დაბრუნება, მაშინ შეხვედროდათ ერთი ვიღაც მადლიანი პირი და ეთქვა, როცა ამათი ბოროტება გაეგო, რომ ხუთი დღეც სხვა იდგეთ ამ უფროსის კარზედ, მაინც თქვენ არაფერს გზას არ მოგცემთ და კიცეც გაგყრით, აქედგანაო; ისევ მომრიგებელს მოსამართლეს მიმართეთო, იქ კარგი მოსამართლეა, უთუოთ გეშველებათ რამეო. ასე ამის დარიგებით კიდეც მიმართეს თურმე, და მომრიგებელმა მოსამართლემ იმავ წუთს დაუნიშნა ვადა და დაიბარა პასუხის-მგებელნი. ესენი რომ საჩივლელად წავიდნენ, აი მოსამართლეებმა რა მოახდინეს: გაგზავნეს გზირები მოვალის სახლში, უღელი კამბეჩი რომ ჰყავს აქ მოიყვანეთო, ვალში უნდა გავუყიდოთო, ქუდ-იქიდგანს ეხვეწებიან გლეხი-კაცები: „თქვენი ჭირიმეთ, მაგას კი ნუ გაუყიდით და თუ გინდ ჩვენ ყელები დაგვჭერითო, მაგისი ცხოვრება ეგ არის, მაგითი ასაზრდოებს ცოლშვილსა, ობლებსა და იშორებს სახელმწიფო გარდასასადსაო. თუ მაგასაც გაუყიდით რიღათი უნდა იცხოვროს? ხომ დაეხოცება შიმშილისაგან ცოლ-შვილი და ამოდენა ობლებიო?“
ჯერ არ უგონებდნენ და ილანძღებოდნენ: „წავიდეს მაგისი.....ასე და ისე, ვნახოთ ნაჩალნიკისაგან როგორი პანჩური ამოკრულები გამოვლენო.“
ბოლოს მსაჯულებმა დაანებეს კამეჩებს თავი და მოახერხეს ასე: მოატანინეს თამასუქის პატრონს ერთი ვექსილის ქაღალდი და ის 34 და 33 წლის თამასუქები, რომლებიც იყო მამის ნავალები (თუ მართლა იყო ნავალები) გადმოიღეს შვილზედ, იმ დღის რიცხვით, როდესაც მოხდა ეს ამბავი, ვითომც და იმ რიცხვით ამან ივალა.
მწერალს დააწერინეს 50 მანეთის ვექსილი, თუმც კი ძველებიდგან სჩანდა 45 მანეთი ამ დაწერის დროს. ერთ მსაჯულს დ. ნ — შვილს ფიქრები საითღაც წასვლოდა და როცა მოუბრუნდა საქმეს, მაშინ დაინახა, რომ მწერალი 50 მანეთსა სწერს ვალად. წაუსვა ხელი 50 ციფირსა და წაშალა ამ სიტყვებით: „ხუთი თუმანი ცოტაა, დააწერეთ ექვსი თუმანი იმისი.... ასე და ისე.“ (თუმცა კი თვით ძველის თამასუქის პატრონს 50 მანეთიც ებევრებოდა...) ასე ამ რიგათ 50 გადაასწორეს 60 მანეთად ორ ადგილას, თან ერთი თვე ვადაც დაუდგეს.
ვექსილი იმ მოსაზრებით დასწერეს, რომ ვითომც იმ დღეს, როდესაც მოხდა ზეაღწერილი ამბავი, დაეთვალნოს ვექსილის პარტონს მოვალისთვის ნაღდი ფული და არა ძველი თამასუქებიდგან გადმოეღოთ. სამთავ მსაჯულთ თავიანითის კრებით ე. ი. მამასახლისით და მწერლით მოუწერეს ხელი. რადგანაც ვალის ამღებმა წერა არ იცოდა, (ეგ წინადვე იცოდნენ) იმის მაგივრადაც მწერალმა მოაწერა ხელი. თუმც კი სთხოვეს გარეშე პირთ და თვითონ მეც, რომ იმის უწიგნოებისა გამო ჩვენ მოგვეწერა ხელი, მაგრამ ვინ გავბედავდით, რადგანაც მოვალე იქ არსად იყო დაჰკრეს ბეჭდები და მისცეს ძველის თამასუქების პატრონს.
ამანაც იქავ ახლო დუქანში, გააკეთებინა სადილი (არ ეკუთვნოდა, თუ?) მოიწვივა კეთილის მყოფელნი მოხელენი და დილით ათ საათიდგან მოკიდებული, საღამოს 5 საათამდის ძალზედ დაიჟენთნენ ღვინისაგან და საღამოს 5 საათზედ ცოტათ შეზარხოშებულ გზირებს ზურგზედ წამოკიდებული გუდურასავით ტალახში ამოსვრილი მსაჯულები მიჰყავდათ შინისკენ. ესეც ამათი უიღბლობა! იმ დროს ძრიელ წვიმიანი დღეები იყო და თავ-პირი ისეთეთები დახდომოდათ, უფრო ორ მსაჯულს დ. ნ - შვილსა და ნ. ბ-შვილს, რომ როგორც ჩურჩხელა ახლდათ ამოვლებულ თათარაში ისე მოსვრილიყვნენ ტალახში.
მეხუთე დღეს მოუვიდათ სიღნაღის მომრიგებლისაგან უწყებები, როგოთაც მოჩივარს და მეპასუხეს, აგრეთვე მთელ კრებას მსაჯულებისას და მოწმებსაც. რაღა თავი შეგაწყინოთ: რაც ზევით მოგახსენეთ ყოველი ასე დაწვრილებით მოწმებმა ილაპარაკეს სასამართლოში და მოსამართლემაც ვექსილი გააუქმა, რადგანაც საკმაოდ დაამტკიცეს სიყალბით შედგენა ვექსილისა და მთელი კრება მისცა სიყალბისათვის სისხლის სამართალს.
ეს სოფლის მოხელეები, აბა ახლა ვნახოთ მათზედ უფროსნი მთავრობის კაცნი. ერთი დალაქი მივიდა სიღნაღის უფროსთან საჩივლელად მოხელეებზედ. უფროსმა ყური ათხოვა იმ დრომდე, ვიდრე დალაქი თავისას მოახსენებდა. გაათავა დალაქმა თუ არა, დაუბრაგუნა უფროსმა ფეხები და ეს პატიოსანი კაცი კარში კი გამოაგდო. იქ ბევრი დამსწრე ყოფილა ამ ამბავისა, დალაქს ბევრი მათგანი მოწმათ დაუწერია და ეხლა, ამბობენ, გუბერნატორს საჩივარი მიართოვო. რადგანაც სხვა გზა არ არის და ამისგამო ყველამ რომ ესე მოუაროს თავის-თავსა, როგორც დალაქმა, ესე დაიცას თვისი ღირსება მაშინ მე ვგონებ არც იმისთანა უფროსნი იქმნებიან, რომელნიც უპატიურად ექცევიან ხალხსა და თუ იქნება. შიში მაინც ცოტაოდნად შელაგმავს და გააფრთხილებს, მაგრამ წელმოწყვეტილს, უცოდინარს, მიწასთან-გასწორებულს გლეხ კაცს სად შეუძლიან თავისის ღირსებისა თვის თავი გამოიდოს. ეს იციან გამაუპატიურებულთა ძალიან კარგად და ხმისთვისაც ესე თამამობენ დაუსჯელად და გაუკითხავად.
ს. შ.
სურამი. 7 ნოემბერს. ამ გავლილ კვირა დღესა სურამში იყო ნაცვლის აღმოსარჩევად ხალხის ყრილობა. აქაურის მამასახლისის არჩევას და საფრანგეთის ახლანდელ პოლიტიკას თითქმის ერთმანეთში ცოტა მგზავსება აქვსთ.
სანამ ვიტყოდე ამ ყრილობაზე რასმეს, ნება მიბოძეთ ჯერ ერთი-ორი სიტყვა ვსთქვა აქაურს მაკ-მაჰონზე და იმის ვინაობაზე, მერე მოგიყვებით ლაპარაკს ზემოთქმულს არჩევანზე.
სურამელი მაკ-მაჰონი ლ. აგერ სამი წელიწადია, რაც მამასახლისის თანამდებობას ასრულებს. სურამის ქუჩაში რომ გაიაროთ და შეგვხდეს პირველათ ტან- დაბალი კაცი, მძინარე რომელიმე ბოგირის მოაჯირზე, ხელში ჯოხი, დაპხრეწილის მაღალის ქუდით, დახეულის ჩოხით და დაგლეჯილისა თუ არა, მაინც ქუსლებ დაგრეხილის ყარაბახულის წაღებით ის გახლდებათ სურამის მამასახლისი.
ისეთი საბრალო სანახაობა აქვს, რომ პირველსავე ნახვაში ისე შეგებრალებათ, რომ მოინდომებთ ჩუქებას ერთი-ორის გროშისას, მაგრამ ნუ სწუხდებით, მკითხველო, შეინახეთ ეგ გროშები სხვა საჭიროებისათვის; ის ღარიბი არ გახლავს. იმას აქვს კაი ოჯახი და კაი გაწყობილება ოჯახისა თავისდა–გვარად. სიმდიდრე და ქონება იმასთან ძალიან მეგობრათ არიან.
ამას არც კუდა ვირი ჰყოლია და არც ხუთი მანეთი, მაგრამ რაღაც მოვლენით მიხწევნილა იმ ხარისხამდისინ, რომ სურამის იმამათ აღმორჩეულა.
მართალია, სამი წელიწადია რაც მამასახლისად ბრძანდება, მაგრამ ამ სამი წლის გამომავლობაში მას რის უფროსის ბძანებების ასრულების და უწყებების დარიგების მეტი სხვა საქმეს ვერას დასწამებთ და რაც შეეხება სასოფლო სამმართველო და საზოგადო საქმეებს ჰკითხევით იმის გზირს-ქოსუნას, ის მოგცემსთ ანგარიშს. მთელს სურამის საზოგადოებაში თუ ერთი კაცი გამოვიდეს მადრიელი ჩვენის მაკ-მაჰონისა მე ხელს მოვიჭრი; მაგრამ სამი წელიწადია ის სამსახურში უძრავ კლდესავით იყო, რათა? იმიტომ, რომ პირველად სომეხია, მეორედ-მდიდარი.
აი ეს სამაგალითო კაცი ჯოხით ხელში დარბოდა ქუჩა-ქუჩა და ხალხს აქეზებდა, რომ ისევ ის აღმოერჩიათ მამასახლისათ. ჰაი თუ მადა ჰქონია!...
არჩევანის დროს სურამის საზოგადოება განიყო სამ დასად. პირველს დასს შეადგენდნენ სომხები, მეორეს ურიები, მესამეს ქართელები. ყველა დასს სახეში ჰყავდა თავისი კაცი და ცდილობდა, რომ ის აღმოერჩიათ.
პრისტავმა მოიხმო ხალხი სახლის თავზე თითო კაცი, არჩევანი მოახდინა თავისის სადგომის წინა, შეიყარნენ ეს სამი გვარის კაცნი და დაიწყეს ჩვეულებრივი ყაყანი. ზოგი ანს იძახდა და ზოგი ბანს ამას მოემატა სხვა ორი კერძო საქმე, რომლებიც ისე გაადომხალეს ლაპარაკი, რომ ეს ყრილობა წარმოადგენდა ბაბილონის გოდოლის აშენებას — ერთის ლაპარაკი მეორეს არ ესმოდა. ორი საათი იქ ვიდექი და რაზე ლაპარაკობდნენ ვერ გავიგე. ეს კერძო საქმეები იმაში მდგომარეობენ, რომ სურამის გზირმა მოიტანა იქ ხალხში მთელი გოდორი სავსე ხორცი, რომელიც ეპოვნათ სურამის გარეთ განზრახ იმისთვის გაკეთებულ სარდაფში. აქაური ადგილის ჯარის და საავათმყოფების მოსამსახურე სალდათებს ტყეში გაუმართიათ საყასპო და მათის წყალობით ბევრი ძროხა და ცხვარი საღდება. მეორე საქმე იმაშია, რომ ამის წინათ სურამის ადგილის ჯარის უფროსმა სურამელებს სთხოვა, რომ სადგომი სახლი მიეცათ ჯარისათვის, სურამელებმა უარი უთხრეს სახლი არ არისო. იმათ ჯავრზე ჯარის უფროსმა დღეს დაარიგა სახლის თავზე ორ-ორი სალდათი, რომელთაც უნდა ბინას ჰქონდეთ მცხოვრებთა ცოლ-შვილში. სურამელებს ეს არ ეჭაშნიკათ და ამაზეც დაიწყეს ყაყანი.
პრისტავმა უბძანა ხალხს წასულიყვნენ საყდრებში და დაეფიცნათ, რომ სინიდისით აღმოირჩევენ ნაცვალსა. ხალხი წავიდა. ორი საათის შემდეგ კიდევ განაახლეს სურამელებმა ყრილობა, ყველანი საფიცნი და სინიდისის განახლებულნი მოვიდნენ დანიშნულ ალაგას და ყარეს კენჭი ორ კაცზე რომლებიც იყვნენ დანიშნულნი ამოსარჩევად მამასახლისის თანამდებობისათვის ერთი სომეხი იყო და მეორე ქართველ ურიებმა ბევრი იღრიალეს და იძახეს: რჯულის მადლმა ე ჩვენც ადამიანები ვართ ე — ჩვენგანაც ერთი იყოს ე. მაგრამ იმათ ტიტინს არავინ ყური არ ათხოვა. კენჭებმა ქართველი გააშავეს, სომეხი კი იქმნა აღმორჩეული მამასახლისად.
ბავრელი.
გაკვრით
ჩვენ შევიტვეთ, უფ. რედაქტორო, რომ ამას წინად თუშ- ფშავ–ხევსურეთის მღვდლებსა ჰქონიათ კრება შესახებ შკოლების საქმისა (არ ვიცი ქრისტიანობის აღმადგენელის საზოგადობის წინადადებითა და ნებართვითა, თუ თავიანთის ნებითა) თიანეთის მაზრაში. ამას გკწერს თვით ერთი წევრთაგანი ამა კრებისა. კრება ესე არის ღირს შესანიშსავი, როგორც მით, ვისგანაც იყო შემდგარი, ისე იმითაც რა ნაყოფიც გამოიღო. წარმოიდგინეთ, ისეთს ძნელსა დართულ საგნებზედ, როგორიც არის ხალხის განათლება და ნამეტნავად მისთვის ღონისძიების მოპოება ისიც ისეთს ალაგსა, როგორც ფშავ-ხევსურეთია და თუშეთია, შეკრებულან წ. მამანი, რომ გადასწყვიტონ, თუ რა ღონისძიებით უნდა მოხერხდეს ეს საქმე. წ. მამანი მეთქი, რომელთა შორის ძვირად მოიპოვება სულ სამიოდე, რომ მიეღოთ სწავლა სასულიერო სემინარიაში მაინცა, წ. მამანი, რომელთა უმრავლესობა არის ნასწავლი ან მონასტერშა, და ან შინა, სადაც მარტო ჟამნი დავითნის უგვზო-უკვლოთ ღიჯვნა და ცოტაოდენი ბღანა შეადგენს ალფას და ომეღას იმათ განათლებისასა! აი ესეთი გვამნი შეკრებილან ამას წინად, რომ გადასწყვიტონ ბედი და უბედობა განათლების გავრცელების ფშავ-თუშეთ-ხევსურეთში, სადაც ამ საგნის დადგენა და განვითარება უფრო ძნელია, ვიდრე სხვაგან საქათველოში. მე ვამბობ, რომ ეს საგანი, (თუ როგორ უნდა გავრცელდეს აქ განათლება) არის ძრიელ ძნელი მეთქი მით უფრო, რომ, როგორც იყო ნათქვამი „ივერიის“ მე-31 №-ში, აქ ხალხი ისე რის გაფანტული, რომ პრიელ იშვიათია ისეთი სოფელი, რომელიც თავის მცხოვრებლების სიმრავლით აძლევდეს კაცს ნებას შკოლის გამართვისას. მეორეც ესე, რომ სოფლები ძრიელ ახლო არ არიან ერთმანეთზედა, და ამ მიზეზით სხვა და სხვა - სოფლებიდგან ერთს რომელსამე სოფელში ვერ ივლიან ყმაწვილები სასწავლებლად. საუბედუროდ ამ ძრიელ უბრალო გარემოების გაგება არ უნებებიათ ამ ჩვენს მღვდლებსა. თურმე რამდენადაც კაცი უფრო სუსტი და ჭლექი, ყოფილა გონებითა, იმდენად უფრო გაბედვით მოუკიდნია ხოლმე ხელი იმისთანა საქმისთვის, რომლის გაკეთებაც შეუძლებელი საქმეა იმისის სუსტის გონებისათვისა. არ უნებებით ამ უბრალო გარემოებების გაგება და გადაუწყვეტნიათ კიდეც საქმე ძრიელ გონივრულად! ჩვენს კეთილ-გონიერსა და გონებით გამჭრიახე კრებასა დიდის გულისსმიერებით დაუნახავს საჭიროდ, რომ ერწოში დაიკეტოს რამდენიმე სასწავლებელი ქრისტიანობის აღმადგენელის საზოგადოებისა და იმათ მაგივრათ გაიმართოს თუშეთში და ხევსურურთში. საკვირველიც არის, რომ ამისთან კრებას მისთანა გამჭრიახობა გამოუჩენია. „მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესრე ბრძენთაგან თქმულია“-ო ამბობს ჩვენი უკვდავი რუსთველი. ეხლა ვკითხავ ამ ხალხის განათლების მომჭირნეს კრებასა: რა დააშავეს საწყალმა ერწოელებმა, რომ იმათ დაუკეტონ შკოლები, რომ იმათ გამოართონ ლუკმა პირიდანა, და მისცენ სხვასა? ან სად უფრო საჭიროებს ეხლა ხალხი განათლებასა, ერწოში, თუ თუშეთში და ხევსურეთში? აბა თქვენი ჭირიმეთ, რა თავში მოსასვლელია კაცმა დაკეტოს შკოლები იქ, სადაც ხალხს უფრო ძლიერ ესმის განათლების მნიშვნელობა და იმათ მაგივრათ გახსნას შკოლები იქა, — სადაც ხალხს უფრო სუსტათ ესმის და სუსტთა აქვს გაღვიძებული სწავლის სურვილი, ან აქვს ქრისტიანობის აღმადგინებულს საზოგადოებას იმდენი ღონისძიება, რომ გამართოს ისეთი შკოლები, რომლებიც გამოდგება თუშებს და ხევსურეთის ალაგებს? მე ამითი ის უნდა ვსთქვა. რომ რადგანაც დიდი სოფლები არ არის აქ, და წვრილ-წვრილი სოფლებიც ერთმანეთზედ მოშორებულნი არიან, ამის გამო აქ იმისთანა შკოლა ვერ გამოდგება, რომ ყმაწვილებმა მარტო სწავლისათვის იარონ. აქაური შკოლა უნდა იყოს ისეთი, რომ შეგირდები სცხოვრებდნენ, შიგ შკოლაშივე. მარტო ეს ადგილობრივი გარემოება საკმარია, რომ დავინახოთ, თუ რავდენად წინადაუხედავია თუშ-ფშავ-ხევსურეთის მღვდლების კრების გარდაწყვეტილება და რავდენათ მავნებელი იქმნება, უკეთუ ეს გარდაწყვეტილება იქმნება მოყვანილი აღსრულებაში.
ძრიელ კარგი იქმნებოდა, რომ შემეტყო ამ კრების სსვა დასკვნანიცა, მაგრამ საუბედუროდ მე შევიტე მარტო ერთი. ვინ იცის, რამდენი ღირს-შესანიშნავი აზრი წარმოითქვა ამ ღირს-შესანიშნავს კრებაში? ვინ იცის რამდენჯერ დაამთქნარებდნენ ამისი „პატივ-საცემი და პატივ-ცემულნი წევრნი“ და ზედ პირ-ჯვარს დააყოლებდენ? ეჰ, რა საჭიროა ამაზედ ლაპარაკი!
მღვდლების გარდაწყვეტილებას აღსრულებაში მოეყვანა მით უფრო მიგვაჩნია მავნებელად, რომ ისინი როგორც მე მტკიცეთ ვარ დარწმუნებული, უფრო ბევრს ავნებენ ხალხსა, მანამ სარგებლობას მოუტანენ. თუ რისთვის ვამბობ მე ამას, სხვა დროს უფრო ვრცლად მოვილაპარაკებ, როცა მოვიცლი. მხოლოდ ეხლა კი ვისურვებდი, რომ ისეთმა პირებმა არ მოკიდონ ხალხის განათლების საქმეს ხელი, რომელთაც ამ საქმეში რაიფერი ესმით. „ქაჩალი თუ ექიმი იყოს, თავის თავს მოარჩენდო“ ამბობს ერთი ანდაზა. მღვდლებს თუ შეეძლოთ შკოლის საქმის ხეირიანათ განსჯა და სრულიად ბრმები არ იყვნენ ამ საქმეებში, თავიანთ ერთად-ერთის მრთელს - კახეთში სასწავლებელის (თელავის სასულ. სასწავ.) ზრუნვაზედ გამოუჩნდებოდათ! „უკეთუ ბრმა ბრმას წინაუძღოდეს, ორნივე მთხრებლსა შთაინთქანო,“ მოგვითხრობს წმინდა სახარება.
დ. რ.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საფრანგეთი. აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც გათავდა, დეპარტამენტებისაც, ყველგან რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, ყველგან და ყოველის ფერში საფრანგეთის ხალხმა საქვეყნოდ აღიარა, რომ ჩვენ მარტო სარესპუბლიკო. პოლიტიკა გვინდაო, მაგრამ მაინც ქვეყანას იმედი გაუმტყუნდა. მთელი ქვეყანა ფიქრობდა, თუ ასე მოხდებაო, მაკ-მაჰონი ან უნდა გადადგესო და ანუ გულწრფელად და გულ ახდილად უნდა მიეცესო რესპუბლიკელთ მიმართულებასაო. საქმე ისე გათავდა როგორც ელოდნენ, მაგრამ ისე კი არ დაგვირგვინდა როგორიც იმედი ჰქონდათ: მაკ-მაჰონი თავისთვის ბძანდება რეზიდენტის ტახტზედ და ამბობს: არც ამ ტახტიდამ ჩამოვალო და არც ხალხის ნებაზედ გავივლიო.
პალატიც გაიმართა, პალატმა აშკარად გამოსთქვა თვისი სამდურავი და უკმაყოფილება მაკ-მაჰონის და ამქრის პოლიტიკაზედ; მთელს სამინისტროზედ გამოძიება დანიშნეს შეწამებულის ბოროტ-მოქმედების გამოსაკვლევად, მაგრამ მაინც არც მაკ-მაჰონი და არც მისი სამინისტრო ამაზედ ყურსაც არ იბღერტავს. თუ თქვენ არ მოგწონვართო, ეუბნებიან ეს ვაჟბატონები პალატს, სხვას მოვსწონვართო. ის სხვა კიდეც სენატია, რომელშიაც მომეტებული წევრი უფრო მაკ-მაჰონისაკენ არის. ეგ ცხადად დამტკიცდა მით, რომ 7 ნოემბრიდამ ტფილისში მოვიდა ამავი, რომ სენატის უმრავლესობა თითქმის მიემხრო მაკ-მაჰონს და მის სამინისტროსა. ამ სახით ამ ორთა უმაღლესთა გამგებელთა სახელმწიფო საქმისათა, სახელდობრ პალატს და სენატს, შეიძლება ერთმანეთში განხეთქილება მოუვიდეთ და რით გათავდება ეგ განხეთქილება — ეგ ღმერთმა უწყის და იმათ ვისი სინიდისიც ხალხის სურვილს ეურჩება და ბოროტმოქმედობს.
ამ ბოლოს დროს ამბავი მოვიდა, რომ მაკ-მაჰონი გამოსალმებია ადრინდელს სამინისტროს და ასალი სამინისტრო შეუდგენია. ახალის სამინისტროს წევრთა წაუკითხავთ პალატის წინაშე წინადადება თვისი და აუხსნიათ რა პოლიტიკასაც მიჰყვებიან. ამ წინადადებაში მოხსენებულია, რომ ახალი სამინისტრო ეცდებაო აწინდელის რესპუბლიკის წყობილება ყოველიფერში დაიცვასო დ სხვას იძულებული ჰყოს პატივი სცესო ამ ძირეულს კანონს სახელმწიფოისასაო. პალატას გამოუცხადებია, რო იგი არავითარს საქმეს არ დაიჭერს ამ ახალს სამინისტროსთანაო.
ცუდად ირევა საფრანგეთის საქმე და აირევა კიდეც თუ მალე ბოლო რითიმე არ მოეღო ამ უწესოებას რომელიც შინ აშინებს საფრანგეთს და გარედ კიდე მშვიდობის მოსურნეს ევროპასა.
ინგლისი .ინგლისში ყარსის აღებაზედ სწორედ ყალხზედ შემდგარან მწუხარებისაგან ოსმალთა კეთილ მყოფელნი გვამნი. მით უფრო უნდა იყოს შეწუხებული ის ინგლისელი, რომელსაც ოსმალოსათვის გული შეჰსტკივა, რომ ევროპამ ინგლისს თითქმის ზურგი აჩვენა, როცა იგი ცდილობდა ევროპა დაეყოლიებისა და თვით მიემხრო რუსეთის წინააღმდეგ. ინგლისი, როგორც გვარწმუნებენ გაზეთები ნამეტნავად რუსისანი, ეხლა სრულიად განმარტოებულია და მაშასადამე რუსეთისათვის საშიშიც არ არისო. თუ ასეა, ლორდ ბიკონსფილდის პოლიტიკას და მეცადინეობას დიდი მარცხი მოსვლია. ამ მარცხს ინგლისის ხალხი, რასაკვირველია, ითაკილებს და იქნება ამის გამოც ხმა გავარდა ლორდ ბიკონსფილდის პირველ მინისტრობიდამ გადადგომაზედა. ტელეგრამმა ამბობს ჯერ ეს ხმა სარწმუნო არ არისო.
ლორდს გლადსტონს, ლიბერალთა დასის მეთაურს სიტყვა წარმოუთქვამს და მოუხსენებია, რომ ვიდრე ჩვენი სამინისტროო „სათუო ნეიტრალიტეტზე“ იდგებაო, ლიბერალთა დასივა „სათუო“ მშვიდობიანობას ეცდებაო.
ოსმალეთი. ოსმალეთი, როგორც ეტყობა იმედს მაინც არ კარგავს და თუმცა ასეთი საგრძნობელი მარცხი მოუვიდა მცირე აზიაში, თუ ევროპაში, მაგრამ მაინც დაუძინებელს მეცადინეობაშია. იმოდენა ძალი შეიკრიფოს, რომ ომის ბედი თავისაკენ მოატრიალოს და თუ ეს არ მოხდა, ომი გაუსწოროს მაინცა რუსეთსა. დასდგომიან ხონთქარს გაშალოს წმინდა დროშა მჰამადისა, მაგრამ ხონთქარი ჯერ მზედ უარს ამბობს და რჩეობს თვით ჩაჰსდგეს რაზმში და ლაშქარს უწინამძღვანოს. თუმცა ესეა, მაგრამ შიგ სტამბოლში კი დიდი ჩოჩქოლია თურმე და დიდი უკმაყოფილება საქმეთა მიმდინარეობის გამო, აი რას იწერება ინგლისის გაზე- „ Times“-ის კორრესპონდენტი სტამბოლიდამ სტამბოლის აწინთელს მდგმოიარობაზედ: „ძნელია კაცმა გამოიცნოს. მიზეზი მისი თუ რისგან არის ასე დაფეთებული სტამბოლი და რომ დაფეთებულია, — ეს კი უეჭველია. წარსულს კვირას სტამბოლის ქუჩებზედ გაკრული იყო პროკლამაცია, რომელიც იწვევდა ყოველს მამულის მოყვარეს მთავრობის წინააღმდეგ ხელის გამოღებისათვის; ბრალსა სდებდა მთავრობას ვითომც მან ბძანება მისცაო. ღენერლებს რუსსებს ძალიან ნუ გამოიმეტებთო, რუსეთთან იდუმალი ლაპარაკი აქვსო, რომ ჩვენთვის საუბედურო შერიგება ჩამოაგდოსო; ამაზედ თავის დღეში თანახმა არ გახდება ოსმალოს ხალხიო და ყოველის ჩვენგანის მოვალეობა არისო. ვიომოთ უკანასკნელ განწირულებამდე და განვდევნოთო მტერი ჩვენის საზღვრებიდამო“ თუო, ჰწერია ბოლოს: ჩვენდა სასარგებლო შერიგება არ მოხდებაო, თუო მაღალი ღმერთი ჩვენზედ ხელს აიღებსო, მაშინ ჯერ მოვაკვდინოთ საძაგელი მაჰმად-დამათიო (სიძეა ხონთქარისა და ამსთანავე დიდი შინა კაციც) და მერე ჩვენ თვითონ დავიხოცნოთო“. ამბობენ რომ ეს ამბავი შეთქმულობის საქმეაო. ეხლანდელი ხონთქარი არ მოჰსაწონს ხალხსა, ამის გადაყენება უნდათ და ამის ძმის მურადის ხელახლად აყვანა სულთანის ტახტზედ ჰფიქრობენო.
თუმცა ომის მომხრეთა დასი ძლიერია სტამბოლში ჯერ კიდევ, მაგრამ შერიგების სურვილი დღე და დღე უფრო მატულობსო.
![]() |
3 ომის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ომის ამბები
ყარსის აღების შემდეგ ჩვენს კავკასიის ლაშქარს ოსმალოსთან ომი აღარ ჰქონია გარდა ამისა, რომ გაზეთის Кавказъ-ის კორრესპოდენტის სიტყვით, ყარსიდამ გაქცეულის მეციხოვნე ჯარისათვის ჩვენებს გზა გადუჭრიათ ოლთისაკენ. სხვა ამას გარდა შესანიშნავი რამ მცირე აზიაში არა მომხდარა რა ჯერ ხანად. დუნიაზედ კი მაინც ყოველი კაცის ყურადღება პლევნაზედ არის მიქცეული. რუსნი უფრო და უფრო მჭიდროდ გარს ერტყმიან და სულ იმის ცდაში არიან, რომ არც ოსმან-ფაშა გამოუშვან ჯარით პლევნიდამ და არც ვინ შეუშვან მის მისაშველებლად. რუსებმა ბევრგან, საცა კი ლევნის გარეშემო შეხვდნენ, დაამარცხეს ოსმალნი, ბევრი სიმაგრეები წაართვეს და თვით დაიჭირეს იმისთანა ადგილები, რომ ოსმნ-ფაშას წასასვლელი გზა შეუკრან.
გაზეთის Голосъ -ს ვენიდამ 13 ნოემბერს ცნობა მოსვლია, რომ ვითომ რუმინიის მთავარს კარლოსს ლაპარაკი დაუწყვია ოსმან ფაშისათვის იარაღი დააწყეო ოსმან-ფაშას შეუთვლია, რომ მე მაზედ საუბარს დაუწყობ სხვას ვინც უნდა იყოს რუსის ღენერალსაო და შენ პირობათ მასა ვდებო, რომ რუმინიის ჯარი აქედამ წავიდესო და ჩემს ნიზამის ჯარსაო. თავისუფალი გზა მიეცეს, საცა უნდა იქ წავიდესო. რუსის მხედრობის მთავარ-სარდალი ამაზედ თანახმა არ გამხდარა და შუთვლია მარტო აფიცრებს თავისუფლებას მივცემო და პატიოსანს სიტყვას კი ჩამოვართმევო, რომ არსად არ წავლენო. ხონთქარი არა ნდომულობსო ევროპის შუამდგომელობას შერიგებისათვის და სულ იმ აზრზედ დგასო, რომ პირ-და-პირ, უშუამავლოდ რუსთ ხელმწიფეს სიტყვა ჩამოუგდოს ამ საგანზედაო.
![]() |
4 წერილები პეტერბურღიდგან |
▲ზევით დაბრუნება |
წერილები პეტერბურღიდგან
წერილი მეორე
ამ ათი-თორმეტის წლის განმავლობაში, თითქმის მას აქეთ რაც რუსეთი განახლდა მას რაც მას ახალი ტალღა მოედო და გაიტაცა მისი უწინდელი უმსგავსობა და უხეირობა, რუსეთის ცხოვრებაზედ დატრიალდა რაღაცა შავი ნისლი და დააწვა სევდა. ეს გასოცარი მოვლენა ისე მტკიცედ დაეტყო საზოგადოებას და მწერლობას, რომ ყოველი კაცი აშკარად გრძნობდა მის არსებობას. გასაოცარი მეთქი რადგანაც განახლებულს ცხოვრებას არამც თუ სევდა, არ უნდა აეშლევინებინა, არამედ მხნეობა, ძალა და სასოება უნდა მოემატებინა საზოგადოებისათვის. მაშ თუ ასე არ მოდა, თუ ცვლილებამ ასეთი უკუღმართი ზედმოქმედება იქონია ცხოვრებაზედ,ჰ გავს მძიმე და შესანიშნავი მიზეზი უნდა ყოფილიყო ამ არაჩვეულებრივის მოვლენას წარმოებისათვის. იყო კიდეც.
ვისაც თვალ-ყური - უდევნებია რუსეთის ახალის დროის ცხოვრებისათვის, ან დასწრებია იმ მობრობას, რომელიც დაეტყო საზოგადოებას ყირიმის ომიანობის შემდეგ, კარგად ეხსომება ის აღტაცება გულის ძგერა, ცხოველი იმედი და სასოება, რომლითაც აღსავსე იყო როგორც კერძო - გვამი, აგრეთვე მთელი საზოგადოება. არავითარი კუთხე არ მოიპოვებოდა, მოძრაობა ცხადი და საგრძნობული არ ყოფილიყო ყველასთვის. ამ მოძრაობას თავს ედგა ცსოველი მწერლობა, რომლის მოღვაწეთ მაღლა ეჭირათ განვითარების და წარმატების დროშა. საზოგადოებას ენდობოდა ჟურნალ-გაზეთობას; ლიტერატურასაც ჰქონდა გულწრფელი სიყვარული საზოგადოებისადმი, და ამ გვარად ძმურად, ხელი-ხელს გაყრილნი შეუდგნენ ახალს გაკაფულს გზას. გლეხების განთავისუფლება და მთის ცხოვრების ახალი განწყობილება; საზოგადოების საქმეთა თვით განჩინება, ახალი საჯარო სამართალი — ის ახალი ნიადაგი, რომლის შემუშავებისათვის გამოწვეული იყო ყოველი მომქმედი ძალა როგორც კერძო გვამისა, აგრეთვე მთელის საზოგადოებისა. „ნუ თუ ეხლაც იტყვიო, — ეუბნებოდა მწერლობა თვის მკითხველს, — რომ საქმე არა მაქვსო? ნუ თუ ეხლაც გულ-ხელ დაკრეფილი მიეცემიო შენს ჩვეულებრივს ოხვრას და კვნესას? დასაძრახისია ცუდათ ჯდომაო ამ ჟამად, როდესაც და სხვ.
აი გაავიდა ხანი და ახალს მოძრაობას თითქო რაღაცა საწამლავი ჩაჰყვა. მართალია ცხოვრებამ ფერი იცვალა, მაგრამ მისი შინაგანი თითქო იგივე დარჩა. განახლებასთან მოჰყვა ის მოვლენა, რომელიც აუცილებული შედეგია ყოველ გაწყვეტილის იმედისა და ტყუილ-უბრალო ლოდინისა. ყველასთვის სასიქადულო ახალი გამოვიდა რაღაც კისერ-მოგრეხილი და ფრთა-მოკვეთილა, „რას მოველოდით და რა გამოვიდაო, ფიქრობდნენ მოძრაობის უკეთესნი მოღვაწენი. ნუ თუ ეს იყო. ჩვენი იმედი, ჩვენი გულის წადილი? სად არის ის საყოველთაო ბედნიერება, ის უანგარო სიყვარული მომეთადმი, ის გულ-წრფელი სამსახური საზოგადოებისა და ხალხისათვის, რომელნიც წარწერილნი იყვნენ მოწინავე აზრის დროშაზედ? მის მაგიურ ახალმა ნიადაგმა აღმოაცენა იგივე ავ-მუცლობა, იგივე გულ-გრილობა, იგივე ზრუნვა მხოლოდ თავის თავისთვის და არა თვის მოძმეთათვის, იგივე სყოველთავო სიგლახაკე, საყოველთავო უმეცრება და ზნეობითი უსინათლობა. ნუ თუ გაქრა ის მნათობი, რომელიც გზას უყენებდა საზოგადოებას და მოასწავებდა მის მომავალს?“ მართლა და გასაოცარი რამ მოხდა. კაცს თითქო მიეცა რასაც თხოულობდა, მაგრამ არამც თუ კმაყოფილი არ დარჩა, არამედ თითქო შერცხვა კიდეც. თითქო გაეღო კაცს იმ ტაძრის კარი, რომელსაც ისე გულწრფელად აკაკუნებდა, მაგრამ ბედნიერება კა ვერ ჰპოვა.
ერთის სიტვით გაქარწყლებულმა იმედმა, მოტყუებულმა გულის წადილმა დაბადა ის სევდა და ნისლი, რომელიც მოაწვა ცხოვრებას ამ უკანასკნელს დროს. მიძინებულს საზოგადოებაში, დადუნებულ ცხოვრებაში თითქო არსიდგან არ მოჩანდა შვება, სანუგეშო ნაპერწკალი უკეთესის მომავალისა. ამ გვარი გარემოებაში უცბათ გავარდა ხმა ჩაგრულთა სლავიანების განთავისუფლებისა. ადვილად წარმოსადგენია თუ რა გვარი შთაბეჭდილება უნდა ჰქონოდა ამ საქმეს იმ გვარ საზოგადოებაში და ცხოვრებაში, რომელიც ზემოდ მოგახსენეთ. მართალია ეს გარედამ შემოსული მოძრაობა ჯერ- ჯერობით არავითარი არ სცვლიდა შინაურობას, შინაგან განწყობილებას და ცხოვრებას. მაგრამ ცოტაოდენადაც რომ გაუნათა გარშემორტემული სიბნელე და მცირე სიცოცხლეც რომ ჩაებერვა დადუნებულს გულში — ისიც საკმაო იყო. უანგარო სიყვარული, უანგარო მიდრეკილება ჩაგრულთა სიკეთისადმი საზოგადოდ ძვირფასი და სასიკეთოა ვანც უნდა იყვნენ ეს ჩაგრულნი, ჩვენები თუ სხვანი.
აღმოსავლეთის საქმე ბევრჯელ წამომდგარა, და აგრეთვე ბევრჯელ უომნია რუსეთს ოსმალეთთან. მაგრამ აწ წამოყენებულს საქმეს და აწინდელს ომიანობას ერთი ხასიათი სჭირს, რომელიც ისე მტკიცედ და აშკარად არ სუფევდა წარსულში. მე მოგახსენებთ ოსმალეთის სლავინთა განთავისუფლებაზედ და მათი ბედის განწყობილებაზედ. სლავიანების სამწუხარო მდგომარეობა ეს ორი წელიწადია იპყრობს საზოგადოებისა და მწერლობის ყურადღებას. იგივე საგანი წარწერილია აწინდელის ომიანობის დროშაზედ. აღმოსავლეთის საქმე გადიქცა სლავიანთა საქმედ. უწინ თუ რუსეთს უომნია ოსმალთან, ამ ომის საგანი ყოფილა რომელიმე სახელმწიფო სარგებლობა. აწ ომიანობის საგნად საჯაროდ გამოცხადებულია მხოლოდ სლავიანთა განთავისუფლება. ღირს-შესანიშნავია დავხედოთ თუ როგორ დაუხვდა რუსული მწერლობა ამ საგანს, ე.ი წამოყენებულს სლავიანთა საქმეს. მართალია, რუსული მწერლობა იმ გვარ მდგომარეობაში არ არის, რომ გულ-წრფელი და ნამდვილი გამოხატვა შეეძლოს ყოველგვარის აზრისა და მიმართულებისა, რომელიც კი დასტრილებს საზოგადოებას, მაგრამ მაინც ცოტად თუ ბევრად, პირდაპირ თუ გადაკვრით, თუ საზოგადოებისა არა, თვით მწერალთა (რომელნიც, უნდა ვიფიქროთ მოწინავე გვამნი არიან) აზრი და მიმართულება ხომ იხატება. ესეც ღირს-საცნობია. ომიანობის წინედ რუსულს მწერლობაში წარმოთქმულ იქმნა ორგვარი აზრი და შეხედულობა სლავიანების განთავისუფლების შესასებ. ზოგნი იმ აზრზედ იდგნენ, რომ სლავიანების საქმე თუმცა ახლო ეხება რუსეთსაო, მაგრამ მაინც მისთვის გარეშე საქმეა და არა შინაგანიო. ოსმალეთის სლავიანთა მდგომარეობსო, ავია თუ კარგი, იმ გვარი საგანი არისო, რომელზედაც დამყარებული არ უნდა იყოს თვით რუსეთის ბედ-იღბალიო, მართალიაო სლავიანების მდგომარეობის შემსუბუქება საჭიროაო, მაგრამ ერთგვარად საჭიროაო, როგორც რუსუთისათვის აგრეთვე მთელ ევროპიისათვისაო. ჩვენ თვითონ ჩვენ შინაობაში ბევრი რამ გვაკლიაო და სხვებისათვის ზრუნვა ჯერ რა დროსიო. ამ აზრისა და მიმართულების მოწინააღმდეგენი ამბობდნენ: სლავიანები თვის გვარტომობით ენათესავებიან რუსებსაო, ერთის სისხლისა და ღვიძლისა არიანო; მაშასადამე მათი განთავისუფლება პირდაპირ რუსეთის მოვალეობააო და ყველაზედ უწინარეს რუსეთმა უნდა იკისროსო. ამ უკანასკნელებს ჰსურდათ ომი, და ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ თვისის სურვილის გატანისათვის. სრულის ჭეშმრიტების დასაცველად აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ უკანასკნელის აზრის მიმდევართა შორის ზოგნი ალალ-მართლად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომიანობა უნაყოფოდ არ ჩაივლის თვით რუსეთის შინაგან ცხოვრებისათვისაც; ომიანობაო, მეტადრე იმისთაანა მაღალის განზრახვით, უსათუოდ გააღვიძებს და დასძრავს საზოგადოებასო და სიცოცხლეს მოუმატებს ცხოვრებასო. ზოგნი ამას მოელოდნენ სხვა და სხვა პირადის სარგებლობისათვის (როგორც ზოგიერთი გაზეთები ომს ქადაგობდნენ იმ იმედით გულში, რომ ხელის მომწერლები მოგვემატებაო)... სტუდა ომი ბედკრულთა დასაცველად. მისი მიმდინარეობა, რომელიც ჯერაც არ გათავებულა, კარგად მოგეხსენებათ. მოგეხსენებათ აგრეთვე ისიც თუ რა დაბრკოლება, რა განსაცდელი დაუხვდა წინ ამ საქმეს როგორც თვით მხედრობის შესახებ, აგრეთვე საპოლიტიკოს მხრითაც ახლა დავაკვირდეთ იმას თუ რა გამოჩნდა საქმის მიმდინარეობაში.[1]
ბევრი რამ კი გამოჩნდა ღვთის წინაშე. დიდი თავში ცემა ისმოდა სლავიანებისთვის, სახელდობრ ბოლგარიელთათვის, ის კი არა თუ ამავე ბოლგარიელთა ჭეშმარიტი მდგომარეობა არავინ იცოდა. გამოჩნდა, რომ ბოლგარიელნი ისე მოშენებულნი და გაკეთებულნი არიან, რომ ერთის ინგლისის გაზეთის (რომელიც, უნდა მოგახსენოთ, რუსეთისა და სლავიანთა საქმის კეთილის მოსურნეა) კორრესპონდენტს შურიც მოუვიდა — ნეტავი ჩვენი გლეხებიც ამ ყოფაში იყვნენო, როგორშიც ბოლგარიის გლეხები არიანო. ამავე კორრესპონდენტის სიტყვით რუსის აფიცრები დიდის განცვიფრებით შესცქეროდნენ მდიდარსა და კეთილ მდგომარეობით აყვავებულს ბოლგარიას, „იმათ, ამბობს კორრესპონდენტი, ეგონათ, რომ ბოლგარიის ხალხი არის დაჩაგრული და გლახა, რომელსაც მრავალი დაბრკოლება უდევს წინ თვისის სარწმუნოების აღიარებისათვის; რომელიც დაუდგრომელ შიშშია თავისის სიცოცხლისათვის და თავისას ცოლ-შვილის ნამუსისთვის, ეხლა რაღა გამოჩნდა? ამბობენ რუსები. ბოლგარიელნი ძლიან კარგა ცხოვრობენ; რუსის გლეხი ფიქრშიაც ვერ შეედრება ბოლგარიელს სიმდიდრით და ცხოვრების მოწყობილობით. მას მე ჩემის მხრით დავუმატებ, რომ დიდად გავიხარებდი ინგლისის გლეხ-კაცობაც რომ ამ ყოფაში იყოს, ბოლგარიელთა პურის ბეღლები, ბლომად ავსებულნი დიდ მანძილზედ რიან დამწკრივებულნი. ყოველ სოფელში შეხვდებით მრავალ საქონელს, ცხენს, თხას და ცხვარს. სახლები სწორედ სასახლენი არიან მოლდავის და ვლახის გლეხის ქოხ-მახების შედარებით. შარშანდელი ჩალა ჯერაც არ არის მთლად ხმარებული ისე ბლომადა აქვთ. რძეს იყიდით ყოველ ოჯახში. სოფლებში მეჩითზედ ექვსი საქრისტიანო ეკკლესია მოდის. ოქროს დახურდავება თეთრ ფულზედ ადვილია. ბოლგარიის გლეხი დიდის აღტაცებით არ მოეგებება თვის განთავისუფლებას, მეტადრე როდესაც მას აუცილებლივ თან მოსდევს მისის სახლის გადაწვა ან ყელის გამოწვა ბაშიბუზუკების მიერ.“ აი კიდევ რას ამბობს რუსის კორრესპონდენტი გაზეთის «Новое Вркмя»: „რუსის აფიც რთა უმრავლესობა ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც დაინახეს ბოლგარიაში აყვავებულნი სოფლები და საშუალოდ იმგვარი კეთილმდგომარეობა, რომელიც გულით სანატრელია ჩვენის გლეხისათვის. ხალხის დაცემაც ვერ ვჰპოვეთ; პირიქით, აქაური ხალხი (ე.ი. იმ სოფელს საიდგანაც იწერება კორრესპონდენტი) პატიოსნურად დაუხვდა რუსის ჯარს და არავითარი სულ მდაბლობა არ გამოუჩენია, სხვაფრივი სანახაობა ვნახე მსოლოდ სისტოვში, სადაც ყველა ჩევნ წინ შიშით თრთოდა“. («Новое Вркмя», №510). აი კიდევ რას იწერება იგივე კორრესპონდენტი იმავა სოფლიდგან: „ჩვენ გვინდოდა შეგვეტყო თუ როგორა ცხოვრობდნენ ურთიერთ შორის ოსმალები და ბოლგარიელები, რადგანაც მესამედი ნაწილი ამ სოფლისა ოსმალოსია. ამაზედ ყველამ გვიპასუხა, რომ სცხოვრობდნენ მეგობრულად და ყველანი ერთნაირად შეწუხებულნი იყვნენ მხოლოდ ჩერქეზებისაგან“. ამ გვარი ცნობა მრავალი მოიპოვება აწინდელს რუსულს ჟურნალ-გაზეთობაში, რომელნიც საკმაოდ გვიჩვენებენ რა მდგომარეობაში იყვნენ ბოლგარიელნი ოსმალეთში.
აი კიდევ, მაგალითებრ, რას იწერება იგივე კორრესპონდენტი სწავლისა და სარწმუნოების შესახებ: „შვიდი წელიწადია მას აქეთ, რაც ეკკლესია აშენდა (სოფ. პავლოს, სიდგანაც იწერება კორრესპონდენტი) სისტოვის არქიერის ნება-რთვით, შკოლა კი დაარსდა უფრო ადრე მიდჰად-ფაშის თაოსნობით. ამ გამოჩენილმა კაცმა მტკიცე და კარგი სახელი დაიმკვიდრა როგორც პავლოს, აგრეთვე ახლო-მახლო სოფლებში. ჩვენის სახლის პატრონის მოხუცებულმა დედამ გვიამბო, რომ მიდჰადფაშა ბევრჯელა ყოფილა სოფ. პავლოს და დიდხანსაც ულაპარაკნია მცხოვრებლებთან, და ყოველთვის აგონებდა თურმე ხალხს (ოსმალებს და ბოლგრიელებს) უსათუოდ შკოლა უნდა დაარსოთო და შვილები გაგზავნოთ სასწავლებლადო. ჩვენ კიდევ ისე არ გვეჩიჩინებოდაო, – ამმობდა მოხუცებული დედა-კაცი ― როგორც ოსმალებს, რომელთაც ეუბნებოდა რომ სწავლას არ დასდიოთო ვერც რუმინიელებს გამოუხვალთ ხელიდგან, ვერც ბოლგარიის ვაჭრებსაო. ამის შემდეგ ოსმალებმა დაარსეს მედრესსე (შკოლა).
ამ გვარი ცნობათა თაობაზედ ერთი მწერალი[2] ამბობს: ახლა მიბძანეთ მოიპოვება თუ არა კიდევ სადმე ევროპაში იმისთანა ქვეყანა, სადაც მცხოვრებნი, როგორც ქალაქისა, აგრეთვე სოფლისა იმ გვარ სიმდიდრეში და კმაყოფილებაში იყვნენ, როგორც ბოლგარიელნი და აგრეთვე თავისუფალნი და დამოუკიდებელნი იყვნენ თავის საგვარტომო (нацiональнй) მიდრეკილების წარმოებაში და განვითარებაში? - ყოვლად შესძლებელია, რომ იმ მამა-პაპურ მდგომარეობაში, რომელშიაც იმყოფება ოსმალეთის ადმინისტრაცია და სამართალი (судъ), ბოლგარიში ხშირად მოხდეს კერძო უსამართლობა. ძალადობა და უდიერობა; მაგრამ ნეტავი მიჩვენონ ევროპაში იმისთანა კეთილ-მოწყობილი ქვეყანა, სადაც ამ გვარი შემთხვევა არ დასტრიალებდეს დაბალის წოდების კაცებს, რომელნიც, მასთანავე, მოკლებულნი არიან როგორც ბოლგარიელების კეთილმდგომა რეობას, აგრეთვე იმ თავისუფლობას, რომელიც უპურით ბოლგარიელებს იმ გარემოების ძალით, რომ მათზედ არავითარი საპოლიტიკო და საპოლიციო ზედამხედველობა არ სუფევს“. ეს რას ჰნიშნავს? მაშ ბოლგარიელთა აჯანყება რაღა არის? მაზედ მერე მოგახსენებთ და ამისათვის წინ გავიმძღვარებთ ამავე წერილ («Письма о войне»). ეხლა კი განვაგრძოთ პირდაპირ ჩვენი საუბარი. ვჰსთქვათ ინგლისელს მიეტევება ბოლგარიელთა მდგომარეობის უცოდინრობა — იგი არც ნათესაობას ჩემებდა, არც გულში ცემა ჰქონდა. მაგრამ რუსული გაზეთი კი რომ თვის ნათესავს ვერ იცნობდნენ, — ეს კი ვერაფერია, სწორე მოგახსენოთ.
______________
1ქვემო მოყვანილს რუსულის მწერლობის სიტყვითვე მოგახსენებთ. რუსული ანდაზა „заднимъ умомъ крбпокъ“ სწორედ აწინდელს რუსულს ჟურნალ-გაზეთობაზედ არის გამოჭრილი.
2«Письма о войн». «Отеч. Зап.» 1877, № 9.
![]() |
5 ბრძოლა რომის დასაპყრობლად |
▲ზევით დაბრუნება |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად
კონსტანტინოპოლში.
(შემდეგი)[1]
„იუსტინიანეს“ ახალქალაქში წითელს სასახლეში, ბელიზარის დარბაზში, იჯდა ბელიზარის ცოლი ანტონინა და თითქო სრული თვისი გონება მიეცა იმ ხელ-საქმისათვის, რომელიც ხელში ეჭირა. იგი ოქრომკედით ჰკერავდა დაფნის ფოთოლსა მანტიაზედ. იმ მანტიას უმზადებდებდა გმირს, ბელიზარის. მის ახლო პატარა ტაბლა იდგა, მრავალის ძვირფასის თვლებით მოჭედილი და იმ ტაბლაზედ იდვა წითელის მელნით დაწერილი მდიდრად მორთული წიგნი პროკოპისა სახელად „ბრძოლა ვანდალთა თანა“. ამ წიგნში გაწერილი იყო ერთი იმისთანა ომი ანტონინას ქრმისა, რომელიც ყველაზედ ბრწყინვალე და სახელოვანი იყო. ანტონინას ფეხთა წინ იწვა მშვენიერი დაშინაურებული ვეფხვი, რომელიც სპარსთა მეფეს ეჩუქებინა ბელიზარისათვის. ეს საჩუქარი მით უფრო ძვირფასი იყო, რომ საშინაოდ გაგეშა ვეფხვისა ძალიან ძნელია. ეს ლამაზი, დიდი და ღონიერი მხეცი ისევ გაგარევდებოდა ხოლმე, როცა სანადიროდ წაიყვანდნენ და ამიტომაც ბელიზარიმ მის სანადიროდ წაყვანაზედ ხელი აიღო. ვეფხვი დიდის ქეიფით გაშოტვილიყო, როგორც კატა, ანტონინას კაბის კალთაზედ ეთამაშებოდა ოქრომკედის გორგალს. იქნევდა კუდს და თავის მრგვალს და გონიერს თავს თავის ქალბატონის ფეხებზედ წაუს-წამოუსვამდა ხოლმე.
მოახლემ მოახსენა ანტონინას სტუმრის მოსვლა. იგი მოვიდა, ჰსთქვა მოახლემ: უბრალოს საკაცითა, თავიდამ ფეხამდე წამოსასხამშია გახვეული. ჯერ უთხრეს რომ ბატონი შინ არ არის, და ქალბატონი კი, როცა ბატონი შინ არის, არავის მიიღებს ხოლმეო. მაგრამ,დაუმატა მოახლემ: იგი თავიდამ ვერ მოიშორეს. ბოლოს გვიბძანა, შენ მოგახსენოთ, რომ ცეტეგს შენთან სალაპარაკო რამ აქვსო.
— ჩქარა მოიწვიე, დაიძახა ანტონინამ.
ანტონინას მოაგონდა, როცა ცეტეგი პირველად ენახა იტალიაში; მოაგონდა რომ იმ პირველ ნახვაშივე (ცეტეგმა თავი მოაწონა, მოაგონდა რამდენიმე შემთხვევა, საცა ცეტეგმა საკვირველი სიკეთე და ქველობა გამოიჩინა და თავისი უკეთესობა არ აგრძნობინა ბელიზარის. ჯერ კიდევ ანტონინა ამ ფიქრებიდამ გამოსული არ ტეგის ფეხის ხმაც მოესმა. ანტონინა მსწრაფლ ფეხზე წამოდგა. ამ უეცარს ქცევაზედ ვეფხვიც წამოდგა, აილურსა, მრისხანებით მიაპყრა თვალნი ფარდასა, ყრუდ მოჰყვა ღრინვასა და ყვითელი კბილები წამოყარა.
ფარდა გადიწივა და მუნით გამოჩნდა რიდე მოხვეული თავი ცეტეგისა. შეშინდა ვეფხვი, თუ მოაგონდა, რომ რიდე მოხვეულნი კაცნი ჰსწურთვნიდნენ მას სპარსეთში – უფრო აილურსა, მოემზადა გადასახტომად, კამარა შეჰკრა, კუდის ქნევა აუჩქარა და პირიდამ ქაფი წამოუვიდა. ანტონინას ელდა ეცა და ისე ელდა ცემული დაჰყურებდა ვეფხვსა.
— გაექე, გაექე, ცეტეგ! დაიძახა ანტონინამ.
ცეტეგს რომ დაეჯერებინა, სწორედ დაიღუპებოდა, იმიტომ რომ მის და მხეცის შორის ერთი კარიც არ იყო, რომ გასვლის შემდეგ მიეკეტნა, ყველგან კარის მაგიერ ფარდები ეკიდა. ხოლო ცეტეგი თამამად და სისწრაფით შემოვიდა ოთახში. და თვალი კი არ მოაშორა ვეფხვს; ხელით რაღაც ანიშნა და გაიძრო ხანჯალი: „დაწე, დაწე, შენ გახურებულო რკინავ!, უთხრა მან სპარსულად და თვით მიიწივა ვეფხვზედ. მხეცმა დაიღმუილა, მაგრამ კამარისათვის შეკრული ძარღვები მოეშვნენ.
შიშით აკანკალდა ვეფხვი, ცოცვით მივიდა ცეტეგთან და მარცხენა ფეხს ლოკვა დაუწყო. ცეტეგმა მარჯვენა ფეხი დაადგა ვეფხვს მარცხენა ფეხზედ. ანტონინა გაოცებით უყურებდა ამ სანახავსა.
– „დარეიოსი-შენთა ფერხთა წინაშეა! ჰსთქვა ანტონინამ მაგას თავის დღეში ეგ არ უქმნია კინაღამ არ გააფთრდა, როცა ბელიზარიმ მოინდომა ეგ ექმნევინებინა. სად გისწავლია. ცეტეგ, ეგ ოსტატობა?
– რასაკვირველია, სპარსეთში, მიუგო ცეტეგმა. ამის თქმაზედ ასე ძალიან დააჭირა ფეხი მეშინებულ ვეფხვს წელზედ, რომ ვეფხვმა ტკივილისაგამო დაიღმუილა, წავიდა და შორს ოთახის კუთხეში მიწვა, ხოლო ცეტეგს კი თვალს არ აშორებდა.
– ბელიზარიმ მარტო სპარსთა ციხეების დამორჩილება იცის,ჰსთქვა ცეტეგმა: მაგრამ სპარსთა ენა კი ვერ დაიმორჩილა ამ ცოფიანებს კი ბერძნული არ ესმისთ. შენ კარგი გუშაგი გიდგა, როცა ბელიზარი შინ არ არის, განაგრძო. ცეტეგმა და ჩააგო ხანჯალი.
– რამ მოგიყვანა ჩემთან? ჰკითხა ანტონინამ ჯერ აქამომდე არ დამშვიდებულმა მღელვარებისაგან.
- ეგრე ხშირად უარყოფილმა მეგობრობამ. შენი ქმარი უნდა გადავარჩინოთ განსაცდელს: მას თუმცა ვაჟაცობა ლომისა აქვს, მაგრამ მოხერხება კი თაგვისაც არა აქვს. ბელიზარის თავს დიდი უბედურება მოდის, საჭიროა იმ უბედურებიდამ დავიხსნათ მოწყალება იმპერატორის…
- ხმალია, მე ეგ კარგად ვიცი. მაშ სამსახური და ღვაწლი ბელიზარისა.....
— სწორედ ეგ ღვაწლი და სამსახური ღუპვენ კიდეც ბელიზარის. იუსტინიანეს შენის ქრმისა ეშინიან.
— ეგ არა ერთხელ და არა ორჯელ შეგიმცნევია ჩვენ თვითონ.
- მაშ იცოდე შენ პირველმან ის, რაც კარის კაცთა გარე არა ვინ იცის — იმპერატორმა ღღეს ომი ბძანა გოთთა წინააღმდეგ.
– ძლივს! დაისახა ანტონინამ და სახე სიხარულით გაუნათლდა.
– ეგ კარგი, მაგრამ საწყენი იცი რა არის? ის არის, რომ ბელიზარი არ გაუძღვება ჯარს.
– მაშ ვინა? ჰკითხა მრისხანედ ანტონინამ.
– ორში ერთი მე ვარ დანიშნული.
ანტინინამ ეჭვით შეხედა ცეტეგს.
– დიაღ, მე დიდიხანია მაგას ვცდილობდი. მეორე იქმნება არჟობინდი, ხოლო ამ ადამიანის ჩრდილთან ერთად მე ვერას გავხდები, მე არ შემიძლიან გამარჯვების იმედი ვიქონიო. მარტო ბელიზარის შეუძლიან გოთთა დამარცხება. ამის გამო ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმარო, ბელიზარი ჩემთან იყოს თუნდა ჩემს უფროსად. მთავარ-სარდლად. ყური მიგდე, ანტონინავ, მე ჩემს თავს ვხადი პირველ სახელმწიფო კაცად.
– ჩემი ბელიზარი გმირია, იგი სახელმწიფო კაცი არ არის, ჰსთქვა თავ-მოწონებით ანტონინამ.
– სასაცილო იქნება, განაგრძო ცეტეგმა: მე შემადაროს ვინმემ მასთან, ვინც ძლევით იმოსა, დაამარცხა ვანდალნი. სპარსნი და გოთნი. მე პირდაპირ გეტყვი: მე წინ მიძღვის. განა მარტო სიკეთე ბელიზარისა, არამედ ჩემი საკუთარი სარგებლობაცა. მე იგი უნდა მყვანდეს ამხანაგად ამ ომმია გოთთა წინააღმდეგ.
— ეგ აშკარაა. ჰსთქვა უმზაკვროდა ანტონინამ.
– ხოლო ძნელია რომ იუსტინიანე მაგაზედ დავიყაბულოთ. იუსტინიანე ეხლა ისეთის ეჭვით უყურებს ბელიზარის, რომ თავის დღეში ესე არ უყურებია.
– რათა, ღმერთო ჩემო?
– თუმცა ბელიზარი დამნაშავე არაშია, მაგრამ მეტად გაუფხილებელია. აი ეს რამდენიმე თვეა, რაც ბელიზარის მოდის ბარათები და წერილები, რომლითაც იწვევენ მას შეთქმულობაში მონაწილეობა მიიღოს. მაგ წერილებით სულ თან ჰსდევენ. ხან წამოსასხამში გაუხვევენ, როცა საბანაოდ დადის, ხან ბაღში გადმოუგდებენ ხოლმე.
– ღმერთო ჩემო, მაშ შენც გცოდნია ეგ ამბები! იკითხა ელდა ცემულმა ანტონინამ.
– ჩემდა სამწუხაროდ მარტო მე კი არა, სხვებმაც იციან, თვითონ იმპერატორმაც იცის!
– ძალიან კარგი და აქ ხომ საქმე არც იუსტინიანეს მოკვდინებაზეა და არც ტახტიდამ ჩამოგდებაზედ.
მართალია, მაგრამ მის თავისუფლად გამგეობას ეხებიან. „ომი გოთთა წინ ააღმდეგ“ — „ბელიზარი დანიშნონო სარდლად“...სამარცხვინოა უმადურს კაცი ემსახუროსო, ძალა დაატანე იმპერატორსაო, მაგას საკუთარი მისი სარგებლობა ითხოვსო, —ამას ანუ თითქმის ამას იწერებიან იმ ბარათებსა და წერილებში. ტყუილია თუ? რასაკვირველია, ბელიზარმა ყოველს ამას ყურიც არ ათხოვა, მაგრამ მისი ბრალია ეს არის, რომ ყოველივე ეს არ აცნობა იმპერატორს. ეს ისეთი რამ არის, რომ იქნება ბელიზარს თავის მოკვეთად დაუჯდეს.
— ვიშ, მაღალო ღმერთო! დაიძახა ანტონინამ და მწუხარებით ხელების მტვრევა დაიწყო: არ ცნობა იმისთვის, რომ მე ვურჩიე, მე ვჰსთხოვე. პროკოპი ურჩევდა უთხარ ყველაფერი იუსტინიანესაო, ხოლო მვ, მე მეშინოდა, იჰფიქრობდი რა იუსტინიანე შეიტყობს რომ ბელიზარის ამ გვარს საქმეში იწვევენ, აღარ ენდობა ბელიზარს, გულს აიყრის მეთქი; ვფიქრობდი რომ ამაში ბელიზარის დანაშაულობაზედ ეჭვს აიღებს მეთქი.
— ვითომ, მარტო მაგის გულისთვის ურჩიე არა თქმა, ჰსთქვა ცეტეგმა
— მაშ სხვა რა იქმნებოდა? ნეტა რა გგონია? ჰკითხა ხმა-დაბლა ანტონინამ და თან და თან სახე. სიწითლით ენთებოდა.
— შენ კარგად იცოდი რომ შეთქმულობაში შენი კარგი მეგობრებიც ურევიან, შენ გინდოდა წინ დასწრებით მათთვის გეცნობებინა და მით დრო მიგეცა, რომ როგორმე შეთქმულობიდამ თავი დაეხწიათ, ვიდრე გაჰსცემდნენ.
— მართალია, წაიდუდუნა ანტონინამ: ბელიზარის თავ-დასხნილი ფოტიუსიც ერია.
— ერთი კიდევ სხვაც არის. ჩამოართვა სიტყვა ცეტეგმა: ის, რომელიც შენ დაიხსენი თეოდორას ოქროს საპყრობილედამ და რომლის გადაკარგვაც ბოსფორში შენ ვერაფრად გიამება.
ანტონინამ ხელები პირისახეზედ მიიფარა.
— მე ყოველივე ვიცი, ანტონინავ, ჰსთქვა, ცეტეგმა: შენი უწინდელი ცოდვანიცა და ბოლონდელი კეთილ მიდრეკილებანიც. მის მაგიერ, რომ მარტო ბელიზარისათვის. გეფიქრნა, შენ იმისათვისაც ჰფიქრობდი. ახლა ბელიზარის უბედურება რამ შეემთხვას, ვისი ბრალი იქმნება?
— გაჩუმდი, ცეტეგ, მეყოფა! შემიბრალე მე. შემიბრალე, დაიკვნესა ანტონინამ.
— სასოწარკვეთილებაში ნუ შეხვალ, განაგრძო ცეტეგმა: შენ დიდი მფარველი და შემწე გყავს იუსტინიანეს წინაშე. თუ ბელიზარის ექსორიად დაჰკარგვენ, შენ შეგიძლიან დაისხნა იგი უფრო დიდის სასჯელისაგან, ოღონდ ყოვლად შემძლებელს დედოფალს მიჰმართე.
— დედოფალსაო! დაიკივლა ანტონინამ: ვიშ! მან ფიცი დაჰსდვა რომ ჩვენ ამ ქვეყანაზედ არ გვაცხოვრებს.
— მაშ საქმე ვერაფრად ყოფილა, ჰსთქვა ცეტეგმა: ძალიან ცუდად ყოფილა. იმიტომ-რომ თეოდორამ იცის შეთქმულობის ამბავიცა და ისიც რომ ბელიზარის გარევა უნდოდათ. შენ კარგად იცი, რომ ამაზედ ნაკლებ ბრალისათვისაც....
– თეოდორამ იცისო, ამბობ შენ? მაშ დავღუპულვართ. მხოლოდ შენ თუ დაგვიხსნი, თორემ სხვა არავინ. დაგვიხსენ გვიშველე რამ.
თავ-მომწონე ანტონინა ორივე მუხლზედ დაეცა ცეტეგის წინ.
ოთახის კუთხიდამ. მოისმა მწუხარე ღმუილი: უეჭველია ვეფხვი ამის დანახვაზედ შეშინდა. ცეტეგმა მრისხანეს თვალით შეხედა ვეფხვს და იმავე დროს დაჩოქილი ანტონინა წამოაყენა.
— აღზდეგ ბელიზარის მეუღლევ, სასოებას ნუ წარიკვეთ. დიაღ, არის ღონისძიება ბელიზარის და ხნისა, მხოლოდ ერთად ერთი ღონისძიება კია.
– ისა რომ ეხლავ ყოველი ფერი გაუმჟღავნოს?
– არა, ეხლა ეგ გვიან არის. ეხლა ბელიზრის აღარ დაუჯერებენ, საქმით მოჰსთხოვენ დამტკიცებას და არა სიტყვით. მან უნდა სულ ერთად მოაგროვოს შეთქმულნი და სულ ერთად ხელში ჩაუგდოს იმპერატორსა.
– როგორ უნდა მოაგროვოს სულ ყველანი ერთად?
– თვითონ უნდა მოაგროვოს. ამაღამ იგინი შეიკრიბებიან ფოტიუსის სახლში. ბელიზარი იმათ მოთავედ გაუხდეს. მაშინ იმისათვის ადვილი იქმნება ყველანი ხელში ჩაიგდოს. ანიცი კი წინადვე ცნობილია თეოდორასაგან, თვითონ ანიციმ მითხრა.
– დაე იგი მოკვდეს, ბელიზარი უნდა დახსნილ იქმნას.
– განა ბელიზარი თანახმა იქმნება თავისი თავ-დასხნილი მონა ფოტიუსი გაჰსწიროს?
– რა დროს ფოტიუსია? თუ მე მიმიძღვის რამე ბელიზარის წინაშე, დღესვე დაგიმტკიცებ მაგასა. დარწმუნებული იყავ, რომ ბელიზარი ყოველს ფერში დაჰყვება ჩემს, ჩვენს ერთხმად გადაწყვეტილს რჩევასა.
– ძალიან კარგი. მაშ, შუაღამისას ბელიზარი ფოტიუსის სახლში უნდა იყოს. როცა გუშაგი დაიყვირებს თორმეტი საათიაო,მე შემოვარდები დარბაზში. ბელიზარიც შემოვა იქ, რაწამსაც დაინახავს ჩემს ზანგს სიფაქსა სახლის ნიშში, პეტრეს ლუსკუმასთან. კარგი იქნება, რომ რამდენიმე გუშაგი დააყენოს სახლის წინ; თუ საჭირო იქნება, ისინი მიეშველებიან და ბოლოს მოწმებათაც გამოადგებიან. ბელიზარის დიდი ხერხიანობა არ დასჭირდება. იგი მივა რამდენიმე წუთით ჩემზედ წინად. მარტო ყური უგდოს და თვითონ კი ხმასაც ნუ ამოიღებს. არც არაფრის ნიშანი გვინდა ჩვენ მისგან, ჩვენ თვითონ თავის დროზედ ჩვენ თავად მივალთ.
– სწორედ კი მიხვალ?
– ნამდვილად. ეხლა კი მშვიდობით, ანტონინავ!
ცეტეგ მსწრაფლად წამოდგა და ისე წამოვიდა კარებისკენ, რომ თველი არ მოუშორებია ვეფხვისათვის და ხელი ხანჯლისათვისა. მხეცი თითქო, კარგს შემთხვევას ელოდაო, რომ ზედ შეხტომოდა ცეტეგს.
– „დაწე დარიოს, გახურებულო რკინავ!“ დაუყვირა ცეტეგმა და ხანჯალი დაანახვა. ამ სიტყვებით გავიდა გარედ. ვეფხვმა დაღუნა თავი და მწუხარედ დაიღმუილა.
(შენდეგი იქნება)
______________
1 ივერია № №12, 21, 22, 23, 24, 28, 32, 35 დ. 36.
![]() |
6 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება
გამგეობა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთ, საადგილ-მამულო ბანკისა ამით აცხადებს, რომ მეხუთე ტირაჟში, რომელიც იქმნა 7-ს ნოემბერს ამ 1877 წლისას, გამოვიდა შემდეგი ნომრები ამ ბანკის გირავნო ის ფურცლისა.
I სერია
18 წლის და შვიდის თვის ვადისანი, ათ თუმნიანები: №№ 32, 99, 48, 60, 1, 25. 85, 75.
II სერია
54 ½ წლისა ვადისანი, ათ თუმნიანები :№№ 53 და 43.
27 ½ წლის ვადისანი, ას თუმნიანები: №№ 87 და 200.
III სერია
54 ½, წლის ვადისანი, ათ თუმნიანი. № 81.
27 ½ - - - - - - - - ას თუმნიანი. № 140.
27 ½ - - - - - - - - - ორმოცდა ათ თუმნიანი №148
27 ½ - - - - - - - - - ათ თუმნიანი № № 66 და 120
IV სერია
54 ½, წლის, ვადისანი, ათ თუმნიანი №12.
27 ½ - - - - - - - - - - - ორმოცდა ათ თუმნიანი №19.
V სერია
54 ½ , წლის ვადისნი ორმოც და ათ თუმნიანი №№ 21.
27 ½ - - - - - - - - - - - - - ათ თუმნიანი №№40, 1, 23, და 36
VI სერია
27 ½ წლის ვადისანი ათ თუმნიანები №№1, 8, 6 და 7.
თუმცა წესდებულების ძალით ამ გირავნობის ფურცლებში ნაღდი ფული უნდა მიეცეს ამ წლის 2-ს იანვარსა, მაგრამ შეძლება კასსისა ნებას აძლევს გამგეობას დღეიდამვე ამ გირავნობის ფურცლებში ფული დაურიგოს ხოლო შვიდს წლის-სარგებელს უკან გამოვა იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, რაოდენიც 2-ს იანვრამდე დარჩება.