![]() |
ივერია (3)1878.19.01 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
ზოგიერთი მასწავლებელი. ამ უკანასკნელს სამიოდე წელიწადში ძრიელ გაიღვიძა ჩვენში და ნაეტნავად კახეთში შკოლების საქმემ. რომ ჩვენმა გლეხებმა დიდი სურვილი გამოიჩინეს სწავლის, ეს ცხადია, მაგრამ ვაი რომ საწყალს გლეხობას ვერ უსრულდებათ კეთილი სურვილი. ამის მიზეზი ის არის, რომ მომეტებული ნაწილი ჩვენის სოფლის შკოლების ოსტატებისა მოუმზადებელია თავისის საქმისათვის. მაგალითები, რომელნიც ცოტად თუ ბევრად გვაჩვენებს, თუ რამოდენად თავის ადგილას ეხლანდელი არიან სოფლის შკოლის ოსტატები.
ნაფარეულის მასწავლებელი უფ. წერეთელი სრულებით ტყუილად იღებს ჯამაგირსაო და არას ასწავლის ყმაწვილებსაო, ამბობდა ამას წინად ერთი კორრესპონდენტი. ეს არამც თუ მართალია, არამედ ძრიელ ცოტა არის, რაც კი უნდა ითქვას უფ. წერეთთელზედა. ეს უფალი არა სჯერდება მარტო იმას, რომ ითვლება ნაფარეულის მასწავლებლად (თუმცა თავის შკოლისთვის ისეთივე სასარგებლო პირია, როგორც ცხრა მთას იქით მცხოვრები კაცი ნაფარეულის შკოლისათვის). ამას მოუკიდნია ხელი ნაფარეულის სასოფლო ბანკისათვისაც. ორ კურდღელს გამოსდგომია უფ. წერეთელი, მაგრამ ორივე ხელიდგან წასვლია. გარდა ამისა სხვა და სხვა მანქანება სხვა და სხვა პირების შუა ერთმანეთზედ გადაკიდება, – აი წერეთელის გულითადი და საყვარელი საქმე. უნდა ვსთქვათ ისიც, რომ ყოველივე ესე ამცირებს მასწავლებელს ხალხის თვალს წინ და უკარგავს ყოველს გავლენასა. მისი მეზობელი ფშავლის მასწავლებელი უფ. ბადუროვი არ არის შორს წასული თავის ამხანაგზედ არც ზნეობითა და არც თავითა. წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელიც ახალი გადმოვარდნილ რუსის სალდათივით თავს იხრჩობს ღვინოში, სადაც კი შეჰხვდება! მე ნამდვილად ვიცი, ისე გახდება ხოლმე, რომ სანახავად ვერაფერია, როცა კი შესწირავს მსხვერპლსა თავის საყვარელს ღმერთს ბახუსსა. რაც შეეხება იმის ოსტატობის მოქმედებასა, საკმაოა ვსთქვათ, რომ საცხენისის სამხედრო შკოლიდგან გამოვარდნილისაგან (შეუსრულებლივ) და ბახუსის ესრეთი გულმხურვალე მოსამსახურესაგან ვინ უნდა მოელოდეს ხეირსა? ამას ჰყავს შკოლაში ხუთიოდე ყმაწვილი, მაგრამ მედუქნეს რომ მიაბარონ ყმაწვილები ის უფრო ბევრსა და უკეთესადაც ასწავლის. მანამ ეს უფალი ფშავლის პესტალლოცი.
მესამე იმათ მეზობელს ალვანის მასწავლებელს, თუმცა (სინიდისს ქვეშ ვიტყვი) არ ვიცი ზნეობა როგორი აქვს, მაგრამ შკოლა მისი კი სულაც ვერ დაჰხედავს მაღლიდგან ამპარტავნებით თავის ზემოთ მოყვანილის მეზობლების შკოლებს და ვერას დაიქადებს იმათ წინა.
წავიდეთ ახლა თიონეთისაკენ. თიონეთის მასწავლებელი ქალი ღმერთმა შეინახოს! ძვირად ვინმე დაურჩა თიონეთში, რომ იმასთან ჩხუბი არ მოხდენოდეს როგორც მე მახსომს, „დროებაში“ იყო როდესღაც აღწერილი იმისი ზნეობითი ვითარება ვიღაც კორრესპონდენტისაგან. აქ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ ქალს ბაიათები და მრავალჟამიერი უფრო ეხერხება, მანამ მასწავლებლის ხელობა, და რომ ის სრულებით ტყუილად იღებს ჯამაგირსა და არას ასწავლის, ეს ცხადია, როგორც დღე აჭორებენ, ვითომც უ.ლიხაჩოვმა ყოველივე ესე იცის ამ ქალზედაო, რევიზიის დროს ცხადად დაინახა ამ ქალის უხეირობაო, მაგრამ ისეთი სახე მიიღო კი, თითქო აქ ცუდი არ არის რაო და კიდეც შენი შენაში დაუწერაო: „ეტყობა, საქმე უწარმოებია კეთილ სინიდისიანად“ იქმნება უფ. ლიხაჩოვის ლექსიკონში ეს სიტყვა სხვას რასმეს ჰნიშნავდეს!.
რაც შეეხება ს არტანის ოსტატს. (ს. არტანი არის თიონეთის მაზრაში თორმეტ ვერსტზედ თიონეთიდგან) უფ. კრუღლენკოს, ამაზედ უნდა ვსთქვათ, რომ ამან გადააჭარბა ყოველს ჩამოთვლიღს მასწავლებლებს თავისის სასარგებლო მოქმედებით. თუ როგორი საოსტატო კაცია ეს უფალი ამას ცხადად გვიჩვენებს ის გარემოება, რომ თავის შეგირდებს ოსტატი ცხვირ პირიდამ სისხლს ადენს ხოლმე ცემითა. მარტო სილებს გიღა ჩივის, მეორეთ გაუცოცხლებია ამ ახალ მიმართულების მონა პედაღოღს ნეტარ-ხსენებული ადრინდელი როზგის ხმარება! შეშინებულები ამ მტარვალის მასწავლებლისაგან, შეგირდები თითქმის ყოველ კვირა გარბიან შინ და ეუბნებიან თავიანთ დედ-მამასა, რომ თუნდა დაგვხოცოთ არ წავალთ შკოლაში, „უჩიტელი“ გვცემსო. ამისთანა სწავლას ისევ ძროხაში და ცხვარში სიარული გვირჩევნიაო, მაგრამ ვინ არის ამ უბედურების ნებაზედ! გააგზავნინებს უფ. მასწავლებელი და სულ ცემა ტყეპითა და ბღავილით მორეკავენ ხოლმე. უფ. მაზრის უფროსს რომ მოსწყინდა თურმე ყოველთვის ჩაფრების ძლევა შეგირდების მისარეკავათ, უფ. ლიხაჩოვს გამოეცხადა, რომ დაგვიხსენი ამისთანა მასწავლებლისაგანაო; ის სცემს შეგირდებსაო და იმისთვის ხალხი არ აძლევს თვის შვილებსაო. გარდა ამისა თვით უფ. ლიხაჩოვი დარწმუნდა რევიზიის დროს, რომ უფ. კრუღლენკო სრულებით არაფერს აკეთებს, მაგრამ ის ისევ თავის ალაგზედ არის შეგირდების იჭირათ და სულ იმას იძახის: „бывало хуже, съ рукъ сходило“.
აი, როგორს მასწავლებლებს უყურებს ჩვენი ხალხი; აი ის ქვეყნის განმანათლებლები, რომლებისაგანაც უნდა ხალხმა შეადგინოს აზრი სწავლის სარგებლობაზედა! ჯერ მღვდლებს აღებინა ჩვენმა გლეხობამ ფულები (შკოლებისათვის,) და ვერაფერი სარგებლობა მიიღო, ახლა კიდევ ამისთანა სინიდისიან მასწავლებლებს შეჰყურებს. ის არის საკვირველი, რატომ გული არ გაუტყდა ჩვენს გლეხობას ამოდენ ის ქარაფშუტების ყურებაში და კიდევ მიიღვწის სწავლისათვის! როგორც ერთი „ივერიის“ კორრესპონდენტი მოგვითხრობს, ეხლა კახეთში ბევრი სოფელი შეეხვეწა რევიზორს შკოლები გაგვიმართეთო. საწყალი ჩვენი გლეხობა! თუმც ბევრსა ჰღვართლიან, ბევრს ატყუებენ იმისი უსინიდისო მოსამსახურეები, მაგრამ ისევ იმას იძახის: არა უშავს რა, მოვითმენ, რა მან ტყუილათ დამახარჯინეთო, ოღონდ კი ცოტა რამ მაინც მასწავლეთო. აი ეს არის, ერთი პოეტისა არ იყოს: „ერი პურადი, გულადი, მებრძოლი შავის ბედისა.“
აი კიდევ რას მწერს ზაქათალის მაზრიდგან იქაურის სამოქალაქოს სასწავლებლის ზედამხედველზეც ისეთი პირი, რომელსაც არა მაქვს არავითარი საფუძველი, რომ არ დავუჯერო. „აქ არამ ხადობას უფრო ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს: რაც სახელ მწიფოთ არის ყმაწვილებზედ ფული დანიშნული ამას ნახევარსაც არა ჰხარჯავს მათზედა — სულ თითონა ჰყლაპავს — ცოლით, ერთი ნახირის შვილებით და სხვა მჭამლებითურთ. ამ ორს წელიწადში უნდ გამოეცვალა შეგირდების ჭურჭელი ზედამხედველს ფულები მიეცა, მან იყიდა ახალი ჭურჭელი, მაგრამ... ზედამხედველმა სულ თავისთვის ხმარებაში დაამტვრია. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ თითო ყმაწვილზედ არის დადებული 125 მანეთი, მაგრამ ამათ ლურჯ მაუდის ბლუზისა და შავი უხეირო მაუდის პალტოს მეტი არაფერი აცვიათ, ხელსახოცების ძლევაც კი ეხლახან დაიწყო. მოსამსახურეებისათვის 800 მანეთი არის დანიშნული წელიწადში. მაგრამ აქამომდე მარტო ორი მოსამსახურე არის; ისიც ერთი იმათგანი პურს აცხობდა, მეორე კი მასწავლებლებს ემსახურება. ოთახების დაწმენდა და იატაკების რეცხა კი კლასებში, სასადილოში და საძილო ოთახებში ყოველ დღე ყმაწვილების კისერი არის. დილით რომ შეხვალთ საძილოში, დაგხვდებათ ათიოდე იატაქის (პოლის) მრეცხელი ბავშვი. აბა ამათ სად შეუძლიანთ იატაქების გარეცხვა, როდესაც ორთა შუა რიცხვით თოთხმეტი წლის მოსწავლეები არიან. ამიტომაც ამ სასწავლებელში ყველგან საშინელი მტვერი და ნაგავი არის. თითქმის შეგირდები შიგ იღჩვებიან. სიწმინდის მხრით ამ ვაგლახში არის სასწავლებელი, თუმცა 800 მანეთით თუნდა ათის მოსამსახურის დაჭერა შეიძლებოდა მზვარეული მარტო ყმაწვილებს სადილს უმზადებს, დანაშთენს ყველაფერს თვითონ შეგირდებივე აკეთებენ. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ აქაური მოწაფეები გარეგან შეხედულობით ფაბრიკებში ნამუშავარ ბავშვებს ჰგვანან. ყველა ამას ჯანი გაჰვარდეს, ნეტავი სწავლა მაინც იყოს ხეირიანი! არც იმას ვინმე ინაღვლიდა, თუ ზედამხედველს რაც ფული რჩება, თვითონვე ინახავდეს და მდიდრდებოდეს. რაც ფული უვარდება, მაშინვე კლუბში გააქანებს და იქ ქაღალდის თამაშობაში მიჰფლანგავს ხოლმე!! ქვევით ამ წერილის ავტორი ამბობს, რომ ზედამხედ ველი ნუნუასაც ეწყობა თურმე და სხ. „ზედამხედველის მოწყალეობით წელს არც ერთი ჟურნალ-გაზეთი არ დაუბარებია სასწავლებელს (გარდა „კავკაზისა“) თურმე ზედამხედველი იძახის, ფული დიდი ხანია გამიგზავნიაო და არ ვიცი, რატომ არ მოგვდისო. აქედან ხომ ცხადი სჩანს, საითაც არის ფული გაგზავნილი? მოსამზადებელს კლასში ათიოდე წიგნის მეტი შეგირდებს სრულიად არაფერი აქვთ. ამაშიც დამნაშავეთ ხდის სოლომონ ვართანოვს: იგი არა გზავნისო; აბა ამასობაში მასწავლებელმა რა თავში ქვა უნდა იხალოს და რითი უნდა ასწავლოს? დასასრულში უნდა ვსთქვა, რომ ზედამხედველი ყოველთვის მასწავლებლებსა ხდის ხოლმე დამნაშავეთ, რომელნიც, სხვა რაიმე იქით იყოს, თავის დღეში გაკვეთილებს არ აკლდებიან. ყოველ-წლივ მათზედ ჩივის ხოლმე, როცა შკოლის ანგარიშს აძლევს მთავრობას, ამისათვის - ისინი ძლიერ შეშინებულები არიან, და რასაც იგი ეუბნება მათ, ისინიც ყურმოჭრილი ყმებისავით ასრულებენ.
დ. რ.
საგარეჯო. რამდენჯერმე იყო გამოთქმული „ივერიის“ ფურცელზე და სხვა გაზეთებშიაც ივრის დამზოგველ-ამხანაგობის დაარსებაზე და ბოლო კი არა სჩანს, თუ რითი დაბოლოვდა საქმე. ამიტომ მსურს მის დაარსებაზე და საქმის წარმოებაზე დაწვრილებით მოგახსენოთ. ამ საზოგადოების ყრილობა შესდგა ღვინობისთვის ათსა, ამოირჩიეს: გამგებელი და ზედამხედველი კამიტეტები, გამგებელს კამიტეტს მიანდეს, რომ უსათუოდ უნდა მაღაზია გაეღო იანვრის პირველს, 1878 წელსა. გამგებელის კამიტეტის წევრნი გულმოდგინეთ შეუდგნენ საქმეს, ყოველისფერი პირველ იანვრისათვის მოამზადეს, ივაჭრეს, მაგრამ სახლის პატრონს არა ქონდა მომზადებული მაღაზია. საქონელი მოვიდა თუ არა, ხალხში შეიქნა რაღაც ფაცა-ფუცი და თხოვნა დუქნის გასსნისა. გამგებელმა კამიტეტმა მაღაზიის გახსნა გადასდო. რვას იანვრისთვის; მაგრამ ახალწელიწადს კი საახალწლო ხილებს და ზოგიერთ საჭირო ნივთებს დაუწყო სარდაფიდამ უიდვა. ხალხი აღტაცებული იყო სიიაფეზე. პირველ დღეს ივაჭრა ხუთმეტის თუმნისა, მეორე დღეს, ექვსის თუმნისა — ამის შემდეგ რვა იანვრამდინ ექვს თუმასზე ნაკლები აღარ უვაჭრია დღეში. საკვირველად თანაუგრძნობს ხალხი, ბაზარში გლეხის ჩამი-ჩუმი აღარც კი იყო სულ ამ მაღაზიას ეტანებოდნენ, მხოლოდ ზოგიერთნი გლეხნი კი, რომლებიც ნისიათ ეზიდებოდნენ ბაზრის დუქნებიდამ, კანტი-კუნტად მიდიოდნენ ისევ ბაზარში. ბაზელებს შეუდგათ ფაცა-ფუცი, ამათაც დასწიეს ფასებს და ხალხს სთხოვდნენ „აქეთ, აქეთო,“ მაგრამ ხლსი პასუხათ აძლევდა, „მადლობა ღმერთს მოგშორდითო“. რვა იანვარს შესდგა ყრილობა შკოლის სახლში. აქ თავსმჯდომარედ ამოირჩიეს უფ. ნიკოლოოზ ავალიშვილი. ყრილობამ განიხილა სხვა და სხვა საგანი. დილის თერთმეტის საათიდგან დაწყებულმა ყრილობამ გაათავა საქმე საღამოს ხუთ საათზედ. ყრილობის შემდეგ ხალხმა მღვდლები გაიძღოლა წინ და მივიდნენ ახლად გახსნილს მაღაზიაში. მანა მღვდლები პარაკლისს დაიწყობდნენ, წამოდგა ერთი გამგებელის კამიტეტის წევრთაგანი და წარმოსთქვა შესაფერი სიტყვა.
ამ სიტყვის შემდეგ შეიქნა ტაშის კვრა და ურა. შემდეგ დაიწყეს მღვდლებმა პარაკლისი, პარაკლისის შემდეგ ამავე ხალხის ფსონით სადილი გაიმართა შკოლაშივე. შკოლაში სუფრა ქართულათ იყო დამზადებული. მშვენიერი სანახავი იყო ეს სადილი, სწორეთ მეფე ერეკლეს დრო. წარმოგვიდგებოდა, როდესაც ხალხს ერთმანეთი უყვარდა, ჭირს სჭამდნენ ერთმანეთისას და არ იყო წოდებათა შორის გარჩევა. აქაც თუმცა სხვა და სხვა წოდებისანი იყვნენ, თავადნი, მღვდელნი, აზნაურნი და გლეხნი, მაგრამ რაღაც მიმტაცებელი ერთობა ეტყობოდათ; მართლაც თითქო დღეს განთავისუფლდნენ მონებიდგანაო, თითქო მართლა დღეს დაამარცხეს მტერნი და გამარჯვებულნი გამოვიდნენო. თუ ამ თანაგრძნობამ და ერთობამ გასტანა და ერთმანეთში შურისძიება არავინ ჩამოაგდო, ამ ამხანაგობას უსათუოდ კარგი ნაყოფი ექნება. ღმერთო, — ფერი გაუდგი ამ ამსანაგობას ჩვენში და მით აღადგინე ძირს დაცემული, ვაჭრებისაგან გათახსირებული ჩვენი საცოდავი სალხი.
ა. კავთელი.
1878 იანგრის 9 დღესა.
სურამი 8 იანვარს. საშინელი სუსხიანი ზამთარი დაგვიდგა. წრევანდელი ზამთარი გვაგონებს შარშანწინდელს მძიმე ზამთარსა. წრეულს ჩვენში ზამთარი დაიწყო ჯერ ქარით და ხმელის სიცივით, მემრე გადავიდა თოვლზე. გადავიდა მაგრამ ხუმრობით კი არა! დღევანდელ დღემდისინ თითქმის ყოველ ღვთის განაჩენს დღეს ბარდნავს თოვლი — გეგონებათ . მთა და ბარის გასწორების განზრახვა აქვსო...
მართალია, სურამში ყველას სახეზე კაეშნის დაღი აჩნია და სასაფლაოს მყდროება მეფობს, მაგრამ მაინც ცოტად თუ ბევრად კმაყოფილი ვიყავით იმით, რომ ახლანდელის საქმეების აქოთებულობაში ჩვენ თითსაც არავინ გვაკარებდა. საუბედუროდ, ეს უკანასკნელიც წაგვერთვა და გაგვიძვირდა: შემოგვეჩვია უფ. ტატო წულუკიძე და მალმალე გვესტუმრება. ამ ერთისთვის წინეთ დაეცა თავისის ამალით აქაურ მოხუცებულს მ., რომელთანაც ეგულებოდათ ფულები და კიდეც წაიღეს ათი თუმანი და თვითან საწყალი მ. დასჭრეს, მაგრამ სასიკვდილოდ კი არა უშავს რა. განვლილის ქრისტიშობის თვის 28-ს შუვაღამისას ანთებულის ფარნებით ხელში და „არალოს“ ძახილით იგივე წულუკიძე თავისივე ამალით ესტუმრა აქაურ მდიდარს – მიხეილ ხანუმაშვილს, რო მიადგნენ მიუწვეველნი სტუმრები კარებს, დაუძახეს: „მიხა, სტუმრები არ გინდაო?“ ხანუმაშვილს ეგონა მართლა სტუმრები იქნებიანო (მატარებელიც მაშინ მოსულიყო) მოდი და ნუ დაიჯერებ, კაცები სიმღერით მოდიან, როცა ხანუმაშვილმა კარი გაუღო სტუმრებს და სცნა ვინც იყვნენ, მაშინვე კარები მიკეტა თურმე და მოასწრო საკეტი ჩანგლის ჩაგდება. მაგრამ სუსტმა ჩანგალმა ვერ გაუძლო სტუმრების ღონეს, შეამტვრიეს კარები ავაზაკებმა და შევარდნენ სახლში, საცა იმათ დაუხვდათ ხუთი სუსტი ქალი, თვითონ ხანუმაშვილი და იმისი თოთხმეტის წლის შვილი. როცა ხანუმაშვილმა დაინახა თავისი თავი ცუდ მდგომარეობაში, შემდეგ მცირე წინააღმდეგობისა და ბრძოლისა, აღუთქვა ავაზაკებს მიცემა ყოველის ქონებისა ოღომც კი სიცოცხლე შემარჩინეთო, მაგრამ ავაზაკებმა არ იკმაარეს გატეხეს თურმე ზანდუკები და შვიდმეტი ათასი მანეთი ფულათ, ვერცხლათ თუ ოქროთ ამოიღეს, უხვი მასპინძელიც მოკლეს და ამით მოაშორეს თავის ცოლ-შვილს და სურამს ერთი სასარგებლო და კეთილი კაცი.
ავაზაკები თავიანთ საშოვრით გაიქცნენ. დედაკაცების ყვირილზედ მოვიდნენ, როგორც ჩვენში წესია, ჯერ ხალხი და მერმე აქაური პოლიცია ღამის გუშაგები სად იყვნენ? მართლა კარგა მამაგონდა! ისინი ზოგი ჯამიტოვის დუქნის წინ ფარანს უყარაულებდნენ, რომ არავინ წაიღოს, ზოგი ვაგზალზე იყვნენ, რომ მატარებელს არაფერი დაემართოს...
მეორე დღეს გორის პოლიციას გაეგო, რაღაც მანქანებით, რომ ტატომ უნდა გაიაროს მატარებელით (ღამისა) ქალაქისკენ ქარულიდამ, ფიცხლაგ დაუნიშნა ჩინოვნიკი ტატოს დასაჭერად. „არიქა, ბიჭო, გვიშველე, ერთი დაიჭირეო!..“
მაგრამ შენც არ მომიკვდე, იმას კარგი საქმე არი მოსვლია. უფ. ჩინოვნიკი კასპამდისინ მატარებელით წასულა და სულ იმ ფიქრში ყოფილა: რა მოახერხოს, რომ დაიჭიროს და ბოლოს გამოუფიქრია, რომ მაგისთანა კაცის — შეურაცხყოფა, ხალხში გაუპატიურება არ შეიძლება, უნდა მოქალაქურად მოვიქცეო. რო მოსულან კასპში, თვითონ შებძანებულა სადგურში და შეუგზავნია მატარებელში ჟანდარმის უნტერ აფიცერი: „წადი, მატარებელში ავაზაკია, მოიხმე, აქ დავიჭერო.“ ჟანდარმი შესულა და უთქვამს ტატოსათვისა: „შენ პოლიციის პრისტავი — თუ ჩინოვნიკი გიხმობსო“, „ბატონი ბძანდები, ეხლავ! უთქვავს პასუხად და გამოსულა გარედ და როცა ჩამოსულა კიბეზე, მაშინვე მარდათ ნაბადა გადუგდია, უშიშვლია ხანჯალი და დაუყვირია: „გზა მომეცით თქვე მ...ბო, დაუკვრავს ფეხი და გაქცეულა. პოლიციის ჩინოვნიკი საუბარი ზაფხული რომ ყოფილიყო, ერთი მუჭა ბუზი შეუცვივდებოდა პირში“…
მაგრამ ეგ რა გასაკვირველია, როცა იგივე ავაზაკები შუბლღია და თავისუფლად დადიან დედა-ქალაქში — ტფილისში და გაზეთებში წერილებს აბეჭდინებენ! პატარა ხანს უკან ბანკშიაც ფულებს შეიტანენ…
— ამ თვის 3-ს ქარელის და ღომის შუა ხაშურისკენ მომავალი მატარებელში მოხდა პატარა უბედურება : ბუფერების შუა ჩავარდნილიყო ვიღაც ჩინოვნიკი; მთლათ მატარებელს დაესრისა და გაეჭელიტა საბრალო. იმისი წელების და ფაშვის ნაწყვეტებმა ღერძებზე ჩამოკიდებულებმა სურამი და ფოთი ნახეს.
ს. ბავრელი.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
დაიწყებს კაცი ლაპარაკს თუ არა ეხლანდელს პოლიტიკაზედ, წახვალ–მოხვალ და ისევ ინგლისზედ შედგები ხოლმე. საკვირველია ამ ინგლისის საქმე ხომ ამბობენ, ევროპაში არავინ არ აძლევს მხარსა ინგლისსო, რომ თავისი გაიყვანოსო, არცა ერთი ევროპიის უმთავრესი სახელმწიფო ვერ მიიბირა ინგლისმაო და ინგლისი სულ მარტოდ მარტო გამოდის მოედანზედ და იმუქრებაო, მაგრამ მაინც კიდევ ინგლისის მუქარა იაფად არ უჯდება ევროპასა; მაინც კიდევ ინგლისის ხმას დიდი ზედ მოქმედება აქვს ეხლანდელთა საქმეთა მსვლელობაზედ. ბევრნი უმეცარნი ყვირიან, რა საშიშია ინგლისიო ბევრი-ბევრი, ძალიან საქმე რომ გაიჭიროსო, ვსთქვათ 60,000 კაცი გამოიყვანოს საომრათაო, ეს ხომ წვეთია ზღვაშიო, ამ ძალით ინგლისს რა შეუძლიან, რომ ასე თამამად იმუქრებაო; სირცხვილიც არის კაცი ამ მუქარას შეუშინდესო. თუ ყოველივე ეს მართალია, მაშ რიღას შიში აქვთ მათ, ვისაც ეხლანდელის პოლიტიკის თავი და ბოლო ხელთუპყრიათ? აუქციონ გვერდი გათამამებულს და უღონოს ინგლისსა და თავისით გაიყვანონ. დეე ინგლისმა, თუ მართლა უღონოა, იქნიოს თავისი ხმალი ჰაერში, დეე იყეფოს და ქარვანი კი თავის გზაზედ წავიდეს. საქმე ის არის, ინგლისის ყეფა ისეთი ყეფაა, რომ ქარვანიც ამის გამო შეფერხებულია და წინ თითქმის ფეხი ვერ წაუდგამს. ყველანი ძალიან ცდილობენ, რომ ამ უღონო ინგლისმა თავისი ხმალი ქარქაშიდამ არ ამოიღოს; ყველას უნდა, თავისი ისე გაიყვანოს, რომ ინგლისს ძალიან არ აწყენინოს და გული არ აუმღვრიოს. აქედამა სჩანს, რომ ინგლისს საიდგამაც ზურგი მაგარი აქვს და საიდგამა აქვს ეგ ზურგი მაგარი იქნება იცოდეს მარტო ხერხიანმა ბიკონსფილდმა და მის მომხრეებმა და სხვამ კი არავინ. დიპლომატია დიდის ხნის გამოცდილი და მოხერხებული ფეიქარია, ეხლაც, როგორც მრავალჯერ, იქნება ისეთი ქსელი აქვს გამბული ევროპაში, რომ თვით ეშმაკიც ფეხს მოიტეხს. ვინ იცის ამ დიპლომატიის ქვეშ ვინ მოჰყვება და ვინ არა.
ჩვენ კიდევ ამას ვიტყვით, რაც გვითქვავს რამდენჯერმე: არც თვითონ ლორდი ბიკონსფილდია სულელი, არც სხვა უპირატესნი გამგებელნი ინგლისის საქმეებისა, რომ ეგრე ტყუილ-უბრალო მუქარასათვის გამოვიდნენ მოედანზედ. მუშტი დაანახონ თავის მოპირდაპირეს და მერე აიკრიფონ კალთები და ბაშვებსავით უკანვე გაიქცნენ, სჩანს ამათ იციან, რასაც შვრებიან, როცა გამოდიან და იძახიან: აქ ჩვენს ხმასაც ადგილი უნდა ჰქონდესო, სჩანს ამ ხმას დიპლომატების თვალში ცოტა ოდენი პატივ-სადები რიხი და ფხაც აქვს, რომ დიპლომატებს ყური ინგლისისკენ ბეჯითად მიქცეული აქვთ ინგლისის ხმის გამო ფრთხილობენ და შიშობენ.
თვითონ ინგლისში კი ორგვარი მიმდინარეობა აზრისა აღმოსავლეთის საქმის შესახებ ლიბერალების დასი, რომლის მეთაურად გლადსტონი ირიცხება, არ ნდომულობს ომსა და ამბობს ოსმალოსათვის ომში გარევა ჩვენის მინამდე ინგლისის ჭეშმარიტს სარგებლობს არა რიმე შიში არ მოელისო, ჩვენ ომში არ უნდა გავურიოთო. ამ აზრზედ მტკიცედ დგანან და ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, რომ ეს აზრი ხალხშიაც გაიყვანონ და უფრო მომეტებული ნაწილი ხალხისა გადმოიბირონ. ხომ ყველამ ვიცით, რომ ინგლისში იმისთანა წყობილებაა, რომ ამისთანა საქმეს, როგორც ომი, მთავრობა ვერ დაიწყობს, თუ ხალხის ნებართვა არ ექმნება. მეორეს აზრისანი არიან მთავრობის კაცნი და იმათში ყველაზედ მოხერხებული, მეტად კარგად გამოცდილი და ჭკვიანი ლორდი ბიკონსფილდი, ინგლისის პირველი მინისტრი. ამბობენ ამის მომხრენი არიან თვით ინგლისის დედოფალიც და ტახტის მემკვიდრეცაო. რასაკვირველია, იქ საცა თვითონ ხალხი განაგებს თავის საქმეებს, როგორც ინგლისში, იქ დედოფლისა და მემკვიდრის მომხრეობა ბევრს არასფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც კიდევ ამათი მომხრეობა ცოტაოდენს ძალას აძლევს ბიკონსფილდს და მის მიმდევართა.
ამ უკანასკნელს დროს ლორდი ბიკონსფილდი როგორღაც ჩაჩუმებულია, თუმცა მისი გულის წადილი კი ყველამ კარგად იცის. ვინ იცის, ისე კუთხეში მიმჯდარი, ჩუმად რაგვარს საპოლიტიკო ბადესა ჰქსოვს ეგ დაუძინებელი მოპირდაპირე რუსეთისა. ამ წინა დღეებში ტელეგრამამ გვაცნობა, რომ ორი მინისტრი ინგლისისა სამსახურიდამ გამოსვლას თხოულობსო. ერთი საგარეო საქმეთა მინისტრია დერბი და მეორე კანერვორნი. ორრთავ ამათ ცოტად ფერი უცვალეს ბიკონსფილდის პოლიტიკას და ცხადად გამოთქვეს, რომ რუსეთის მოქმედებაში ჯერ ჩვენს საზიანოს არასა გხედავთო და ამიტომაც ჩვენგან ნეიტრალიტეტის დარღვევა შეცდომა იქნებაო.თუ ამათი სამსახურიდამ გამოსვლის სურვილი მართალია, ჰსჩანს რომ ბიკონსფილდის პოლიტიკას აღმოსავლეთის საქმის შესახებ სრულიად თავი გაუტანია ინგლისის მთავრობაში მაინც, თუ არ ინგლისის ხალხში, ის ვერფერი ნიშანია მშვიდობიანობისათვის. მაგრამ ქინც კიდევ ჯერ არა თითქმის რა, ვიდრე ინგლისის პარლამენტის ბაასს დაწვრილებით არ გვაცნობებენ გაზეთები. საქმე ის არის პარლამენტი რას იტყვის. ჯერერობით რაც ვიცით, იქიდამ ცხადადა სჩანს, რომ მთავრობაც ფრთხილობს მეტი სიტყვა არა წამოსცდეს რა და ლიბერალთა დასიც ყურ-ცქვეტილი შეჰყურებს მთავრობისცა პარლამენტში მთავრობის კაცნი რა საგანს ჩამოაგდებენ საბაასოთაო.
ჯერ-ჯერობით ინგლისის გაზეთები ამბობენ, რომ ლორდ ბიკონს ფილდი და ერთობ ინგლისის მთავრობა ისე იქცევაო პარლამენტში, რომ მშვიდობიანობის იმედიო. ამ გვარი ქცევა თვით ლიბერალთა დასის მეთაურს გლადსტონს მოჰსწონებია კიდეც.
შერიგების თაობაზედ ხმები. ლონდონიდამ 14(26) იანვარს შემდეგი ამბავი მოვიდა: ინგლისის გაზეთებს „Times“ და „Daily Newest“ მოჰყავთ შემდეგი პირობები მორიგებისა: ბოლგარიის ავტონომია, ქრისტიანის გუბერნატორის გამგებლობის ქვეშ; ბალკანიის სამხრეთის მხარეს, აგრეთვე ბოსნიას და გერცოგოვინას უნდ მიეცეს ახალი წესი მმართველობისა და ქრსტიანი გუბერნატორი უნდა დაენიშნოთ; თავდებობა მისი რომ სხვა ადგილებშიაც ოსმალეთში უკეთესი მმართველობა დაიდგინება; სრულიად განთავისუფლება რუმინისა, სერბიისა და ჩერნოგორიისა; ამ უკანასკნელს ქვეყნებიც მიემატება, ხოლო არ მიეცემა ზღვის პირი ადგილი ნავთსადგურად, რადგანაც ავსტრია ამაზედ წინააღმდეგობსო; ბესსარაბია, ბათუმი, ყარსი არზრუმი და მათ გარეშემო მაზრები ოსმალომ რუსეთს უნდა დაუთმოსო; ოსმალეთმა საზღაური უნდა უზღას რუსეთს; დარდანელის თაობაზედ კი საქმე ევროპიის სახელმწიფოთა გასაბჭობლად გარდიცემა.
ლონდონიდამ ამბავი მოვიდა, რომ რადგანაც ოსმალომ მიიღო ყოველივე პირობა რუსეთისაო, ამის გამო შერიგების საქმე გათავებულია, თუმცა ჯერ კი ჯეროვნად არ არის დამტკიცებულიო.
თუ ეს ამბები მართალია, მაშ დღე დღეზედ უნდა მოველოდეთ, რომ ამდენს ვაი-ვაგლახს და სისხლის ღვრას ბოლო მოეღება. დიდად გვინდა რომ ეს ამბები გამართლდეს, მაგრამ ეს ეჭვით სავსე დრო ეჭვით ავსებს კაცის გულსაც ეხლანდელი საპოლიტიკო. საქმეთა მიმდინარეობა ასეთი რთულია, თვალ გაუვლელი და დახლართული, რომ ვინ იცის, მშვიდობიანობის მაგივრად იქნება უფრო უარესი დღეც დაგვადგეს. საქმე ინგლისია, ის უღონო. ინგლისი!...
![]() |
3 ომის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ომის ამბები
— რვას იანვარს ღენერალ სტრუკოვს დაუპყრია ადრიანოპოლი უომრად. იქაური მცხოვრები თურმე აღტაცებაში არიან და დიდს მადლობას უცხადებენ რუსის ღენერალს დაისხნა რომ ხალხ. ჩერქეზების და ბაში-ბუზუკების მტარვალობისა და მცარცველობისაგან. თვითონ დიდი მთავარი ნიკოლოოზ ნიკოლოოზის ძე თორმეტს ამ თვეს წაბძანებულა ადრიანოპოლს.
— ღენერალი გუროს გამარჯვება 3, 4 და 5 იანვარს უფრო დიდი და სახელოვანი ყოფილა, ვიდრე აქა. მომდე ეგონათ. ეხლა გამოშკარებულა, რომ გურკოს ჰქონია საქმე მთელს სულეიმან-ფაშის ჯართან; თვითონ სულეიმან-ფაშას უსარდლა ჯარისათვის სულეიმან ფაშის ჯარი 40 000 კაცზედ მეტი უოფილა. რუსის ჯარს შუა 40,000 გაურღვევია სულეიმან-ფაშის ჯარი; ერთს ნახევარს ფუად-ფაშის სულქვევითს უომსია ორი დღე 4 და 3-ს იანვარს რომლის შემდეგ დამარცხებულა, დაუყრია 46 რბაზანი და 6 იანვარს ღამით გაქცეულა მთებში; გზაზედ გადუყრია ხევში კიდევ 12 ზარბაზანი. მეორე ნახევარიც სულეიმან-ფაშის წინამძღოლობით იმავე ღიმეს გაქცეულ მთებში სხვა მხრივ. რუსის ჯარი დასწევია, მიუტანია იერიში და ორმოცი ზარბაზანი დაუგდებინებია. ამ სახით სულეიმან-ფაშის ჯარს დაუკარგავს მთელი თავისი არტილლერია. სულეიმანს, ტყვეების სიტყვით, მარტო მთის ზარბაზნებიღა დარჩენია. გაქცეული სულე მან ფაშასთან ჯარი ან შეეხლება თურმე ხასკიოეში სობელევის ჯარს, ან გაიცევა სამხრეთისაკენ მთებში.
— 7 იანვრის წინა ღამეს რუსის ჯარს ხასკიოდამ ხერმანლში მიმავალსა მოუსწვრია ოსმალოს ქარავანისთვის და წაურთმევია ოცი ათასი პოვოზკა ბარგითა და ბარხანით.
— ათის იანვრის წინა ღამეს ღენერალ კამაროვის ჯარს იმერთ-ხევის ხიდი დაუჭერია, დაჰსცემია ოსმალო სიმაგრეს დოლის ხანის სოფელთან და სრულიად დაუმარცხებია. ოსმალოს ჯარი ზოგი არტვინისაკენ გაქცეულა, ზოგი ახლო-მახლო მთებს შეჰფარებია.
— რუსის ცეცხლის გემს „კონსტანტინეს“ კიდევ ერთი სახელოვანი საქმე ოსმალოს ხომალდებს მოუხდენია. მიჰპარვია ბათუმის ნავდსადგურში მდგარს, მიუგზავნია ნავები და ერთის ოსმალოს ცეცხლის გემის ქვეშ ნაღმი უფეთქებია, სხვათა ოსმალთა ხომალდების თვალ წინ ეს ცეცხლის გემი დაძირულა და უფრო მომეტებული ნაწილი ზღვის ჯარის-კაცთა წყალში დაღუპულა. ჩვენები მშვიდობით გადარჩენილან.
![]() |
4 საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)
(შემდეგი)[1]
როგორც მოვიხსენეთ, ქალდეო-ასსირიის დამოკიდებულობა ჩვენ მხარესთან უფრო ხშირი ყოფილა, მათი შარა-გზები ბაბილონიდამ მიემართებოდნენ — ერთი - მიდიის ქალაქისკენ, ეკბატანისკენ, და შემდეგ კასპიის პირის შესვლით ჰირკანაიისკენ; მეორე მესსოპოტამიით ეფრატზე და კილიკიით კაპპადოკიაში. ეფრატი იყო ბუნებითი გზა, რომლითაც ქალდეო-ასსირიის მოვაჭრენი აღებ-მიცემობდნენ არმენიაში და კავკაზში. საზოგადოდ ხსენებულ გზებზე აქა-იქ გამართული თურმე იყო ქარვასლები საქონლის დასაწყობად. ჰეროდოტის თქმით, ეფრატზე სავაჭროები გაქონდათ და შემოჰქონდათ ნავ-ტიკებით, რომელნიც ახლაც თურმე იხმარებიან ტიგრის მდინარეზე. ამ გზით ქალდეო-ასსირიაში შედიოდა არმენიიდამ ღვინოები, ჩვენის მხრიდამ სხვა და სხვა მადნეულობა და აგრეთვე ყმაწვილნი ქალ-ვაჟნი, რომელნიც ფასობდნენ მათის სიტურფის გამო. ეს ჩვეულება შემდეგშიაც არ ამოკვეთილა, „თვით ჩემს დროსაც, ამბობს ჰეროდოტი (მე-V საუკ.), კოლხიდელთ და მათ მოსაზღვრე მცხოვრებთ ხარკათ ედოთო, რომ ყოველს ხუთ წელიწადს ას-ასი ვაჟი და ქალწული ქალი ეძლიათო სპარსეთისათვის“,[2] ახლად გარკვეული ლურსმებრივი მწერლობა ჰმოწმობს, რომ იშვიათი არ ყოფილა ქალდეო–ასსირიელებთაგან გალაშქრება ურარტში ანუ აწინდელს არმენიაში, ილლიბში (ალბანია ანუ დაღისტანი) და ტუბალ-მოსხეთში. ამ საგანზე და თვით მოსხო-ტუბალის გვარ-ტომობაზე მოგვყავს ერთი ახალი აზრი ჟიულ სურისა, — აზრი, რომელიც დაფუძნებულია მცირე-აზიის უკანასკნელს არხეოლოგიურს შესწავლაზე, 1861 წელს, საფრანგეთის მართებლობის მინდობილობით, გამოჩენილის არხეოლოგის ჟორჟ პერროს მიერ „ვინ იყვნენ, ჰკითხავს თავის-თავს სური, ტუბალი და მოხოხი ანუ ტიბარენნი და მოსხნი, რომელთაც ტირის ქალაქში შექონდათ სპილენძის ჭურჭლეულობა და რომელნიც ყოველთვის შეერთებით არიან ხსენებულნი ბიბლიაში და თვით ჰეროდოტის მიერ? მოსხნი იყვნენ პირველნი მცხოვრებნი კაპპადოკიისა, რომლითაც ასსირიის გავლენა მოფენილია მცირე-აზიაში. უეჭველია, რომ ძველი მაზაკი, მდებარე დათოვლილის მთის არგეს ძირად, ჰალისზე, შეადგენდა ვრცელს სამფლობელოს ტურნელებისას. ბევრით შემდეგ, სტრაბონის დროს, როდესაც კაპპადოკიაში ბინადრობდნენ სემიტნი, „მოსხეთი“ შეიცავდა კოლხიდას, იბერიას და ნაწილს არმენიისას. რაც კი შეეხება ტუბალს ბიბლიისას, ტაბალს ლურსმები რიგის მწერლობისას ანუ ტიბარენებს ჰეროდოტისას, ეს ტურანელი ხალხი გავრცელებულა შავი ზღვის პირამდე, ტრაპეზონსა და სინოპს შუა. უეჭველია ნათესავური დამოკიდებულობა მოსხო-ტიბარენთა მიდიის ტურანელებთან.[3] უეჭველია აგრეთვე მათი ერთ-გვარტომობა ძველ ქალდეველებთან, რომელთაც დაუმხვიათ მესოპოტამიაში ქუშიტნი და ეფრატო-ტიგრის ქვემო ნაპირზე დაუფუძნებიათ ქალდეა[4]. იმათგან მიუღიათ, დაჰმატებს სური, — სემიტებს და სემიტებთაგან არიელებს პირველ-დაწყება სწავლა-ხელოვნებისა; იმათვე შეუტანიათ ლურსმებრივი მწერლობა როგორათაც მესოპოტამიაში, აგრეთვე არმენიაში და თვით სუზიანში. სულ ძველისძველად მოსხნი, ტიბარენნი და ქალდეველნი პირველნი განვითარებულან მადნებისა და მეტალღების შემუშავებაში — მე XII საუკუნეში ქრისტეს წინად მეფემ თიღლათ ფალასარ I-მა ორჯელ თურშე სძლია მოსხებს და მათ ხუთ მეფეს, რომელთაც სჭერიათ უმეტესი ნაწილი კაპპადოკიისა და პონტისა. როგორც სჩანს, მოსხეთის აღმოსავლეთად ტიბარენებს ჰქონიათ დიდი სამფლობელო, რადგანაც სალმანასარ II-ის წარწერით, „ჩემის მეფობის ოც და მეორე წელს მე ოც-და-ერთხელ გავედიო ეფრატს გაღმა, შევედიო ტაბალის ქვეყანაში და ოც-და-ოთხს მეფეს ამ ქვეენისას ხარკი დავდეო.“[5]
ამტკიცებენ, ვითომც მიდიის მეფეს კიასგარს (635-595 წ.) ეფრატის სათავეებიდამ - შეერეკოს პონტისა და კავკაზის მხარეში ის ნაწილი ქართველის ტომისა, რომელიც იქ თურმე ცხოვრობდა, და მის ადგილში დაესახლებინოს ფრიგიელი ტომი კაიკანელნი და ირანელი ტომი კატპატუკა.[6] მის დროსვე სკვითნი, ქართლის-ცხოვრების ხაზარნი, კავკაზისა და კასპიის ზღვის ჩრდილოეთად მცხოვრებნი, კავკაზით დასხმიან მიდიას, სადაც უმფლობელნიათ და უმძლავრნიათ 28 წელიწადი. სპარსეთის მეფეს კიროსს (559-529 წ.) დაუმონავებია ალბანელნი და იბერნი, კოლხიდელნი და მაკრონნი, ხალიბნი და ტიბარენნი, რომელნიც მის შემდეგაც სპარსეთის მფლობელობაში დაშთენილან. მეფეს დარიოსს (522-506) მთელს თავისს ვრცელს იმპერიაში ახალი სახელმწიფო წესი დაუმყარებია და სასატრაპოები ანუ ჩვენებურად საერისთავოები დაუარსებია; მათ შორის ჰეროდოტის თქმით მეთვრამეტე სასატრაპოს შეადგენდა არაქსსა და კავკაზს შუა მდებარე იბერია და ალბანია, რომელთაც ხარკად სდებიათ 200 ტალანტი; მეცხრამეტე სასატრაპოც ყოფილა პონტი და მისნი მცხოვრებნი–მოშიანნი, ტიბარენნი, მაკრონნი და მოსინეკნი; იმათი ხარკი ყოფილა 300 ტალანტი.[7]
სპარსეთის პოლიტიკური ძალა და გავლენა ჯერ ისევ მოქმედებდა, როდესაც ევროპაში და მცირე აზიაში აღყვავდა მის მოწინააღმდეგე ელლინელი ტომი, რომელშაც მცირე ხანში ის შეარყია და დაამხო. მთელი შავიზღვის პირი და უმეტესი ნაწილი საშუალო-ქვეენის ზღვის კიდისა და ელლინების კოლონიებით მოიფინა. მათ შორის. ყველაზე მეტად განვითარდნენ ფოკეა და მილეტი. ჩვენის მხრით განსაკუთრებით ღირს სახსოვარია მილეტი, რომელიც მდებარებდა კარის დასავლეთად, ლათმიკის ნავთ-საყუდელის მახლობლად. მილეტში დამყარდა ბინა ელლინების წარმატებისა. მილეტელთაგანი იყვნენ: ფილოსონოსნი ნალესი, ანაქსიმანდრი და ანაქსიმენი; ისტორიკოსნი-ჰეკატე და კადმი; ორატორები-ესხინი, ასპაზი და არისტიდი, მილეტს ჰქონდა ასამდე სამხედრო გემი; მილეტმა გაიჩინა მრავალი ცხვრის ფარები და თავისი მშვენიერი ხალები დაქსოვილები მთელს მაშინდელს ხმელეთზე გაავრცელა. მილეტი აღებ-მიცემობდა ერთის მხრით აზიის შუაგულამდე, მეორის მხრით. გიბრალტარის ბოღაზამდე. უმთავრესი ასპარეზი მისის ვაჭრობისა იყო. შავი ზღვის პირი, სადაც მან მოფინა საკუთარი კოლონიები ერთი მეორესთან დაკავშირებული, იმათი კოლონიები გაშენებული იყო უმთავრესის მდინარეების შესართავებში, ზღვის მოხერხებულს ყურეებზე და ხეობაების შესავალში. იმათ შორის ოლბია მდებარებდა დნეპრისა და სცვლიდა სკვითების მდიდარ სამკალზე საბერძნეთის ღვინოს და ნაყოფს; ტანაისი იყო გაშენებული დონის შესართავში, იქ, სადაც ციმბირის ქარვანები იკრიბებოდნენ. ტანაისის ვაჭრობა იყო ციმბირის ბეწვეულობა, ინდოეთის ფარჩეულობა და სურნელსურნელობა. ფანაგორია იყო დაფუძნებული ყუბანის შესართავში და იმისი ნავთ-სადგური დასცქეროდა პონტს და ბოსფორს კიმმერიისას. აქ იკრიბებოდნენ აზიელნი ბოსფორიელნი, მეოტნი და ჩრდილო-კავკაზის ტომნი. შემდეგ ტანაისმა და თანაგორიამ თავის მეტროპოლიად ანუ დედა-ქალაქად აღიარეს პანტიკაპეა. ტორიკოსი და ბატა მდებარებდნენ გელენჯიკის და სუჟუკკლეს ყურეზე; დიოსკურია მდებარებდა აფხაზეთის შუა-გულში. დიოსკურიას შექონდა კავკაზის მთიულებში პანტიკაპეის მარილი და ნაცვლად კავკაზიდამ გამოქონდა ტყავი და სხვა მისი ნაწარმოები. ფაზი ანუ შემდეგ ფოთი შეადგენდა სავაჭრო ქალაქს კოლხიდისას, რომელსაც გაჰქონდა სელი, კანაფი, წმინდა სანთელი, ფისი, ტილო. ხე-ტყე და თაფლი.[8]
საზოგადოდ მცირე-აზიის ელლინებმა შეჰკრიბეს და გადმოგვცეს თავიანთი ცნობები თვით კავკასზე... აქ ჯერ ეს უნდა ვთქვათ, რომ კავკაზს აქამომდე სხვა და სხვა ტომნი სხვა და სხვა სახელს მისთვისებენ. იმას უწოდებენ-თურქნი კარ-თაგად, სპარსნი იალბუზად, ქართველნი იალბუზის მთად. უკანასკნელნი თვით კავკაზადაც სახელ-სდებენ. ზოგნი ამტკიცებენ, ვითომც იალბუზი ანუ ელბრუსი ძველს სპარსულს ენაზე ჰნიშნავდეს მაღალ ტანს, სიმაღლეს და ვითომც აქამომდე სპარსნი ელბრუსად უწოდდნენ მაღალ მთას ჯიბრაილის მაზრისას სპარსეთში. კლაპროტის აზრით კაფი უდრის ძველს მიდიურს სიტყვას კაფსპს, კასპს და კასპიის ზღვისა და თვით კასპიელების სახელ-წოდება ამ მთიდამ არის წარმომდგარი, რადგანაც ერათოსთენის მოწმობით, რომელიც მოჰყავს სტრაბონს, კავკაზიელნი კავკაზს კასპიის მთად უწოდდნენ.[9] ზოგნი კავკაზს ეძებენ არიელთ უპირველესს საცხოვრებელში, საიდამაც მრავალი გეოგგრაფიული სახელ-წოდება გავრცელებულა სხვა და სხვა მხარეში, ზემო-აზიაში ძველად კავკაზად თურმე უწოდდნენ იმ თოვლით დაბურულს მთა-ადგილს, რომელიც მდებარებს სამხრეთად გიმალაისა, ბაკტრიანსა და არიანს შორის. ვივიან სენ-მარტენის აზრით, იქ, სადაც ინდუსს აქვს სათავე, ცხოვრობდა და ცხოვრობს გავრცელებული ტომი ჰაზ-აზნი. იმათ მთებს სანსკრიტნი უწოდნენ ჰაზა-გირს (გირი სანსკრიტულად არის მთა, ქართული გორა); ეს სიტყვა მიდო-სპარსულს ენაზე გადაქცეულა კოხ–კაზად, რადგანაც ამ ენაზე კოხი მთასვე ნიშნავს. ამ სახელ-წოდების შემოტანაზე ჩვენში ვივიანე დე-სენ-მარტენი ამბობს: „უძველესნი ელლინთ მწერალთაგანნი არიან ჰორფეი და ჰომერი, რომელნიც ჰყვავოდნენ მე-IX საუკუნეში ქრისტეს წინად. ამათ სახელწოდება კავკაზი არა ჰსცოდნიათ. ესეც უნდა ითქვას, რომ ჰომერისაგან არ არის მოხსენებული არც აზია, არც კოლხიდა, არც პონტი და არც ფაზი. კოლხიდას ის აღნიშნავს აეტის სამფლობელოდ; მხოლოდ ორფეი უჩვენებს ფაზს. მართალი, ორფეის (მე-XIV საუკ.) არგონავტიკაში რომელიც წარმოგვიდგენს არგონავტების მოგზაურობას კოლხიდაში, მოხსენებულია კავკაზი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არგონავტიკა შემდეგშია შეცვლილი და დამატებული ნამდვილი გეოგრაფიული ცნობა ჩვენ მხარეზე ელლინებში იმ დროდამ იმ ვრცელდება, როდესაც მილეტელებს დაუფუძნებიათ კოლონები შავი-ზღვის პირად პირველად კავკაზს და კოლხიდას იხსენიებენ ესხილი, ფერესიდი და პინდარი, რომელნიც 550-500 წ. ცხოვრობდნენ.“ ვისგან და რა დროს დარქმევია კავკაზს ეს სახელი, აი ამაზე რას ამბობს სენ-მარტენი: „ძველის თქმულებით ჩრდილოეთად კავკაზისა და გარეშემო აზოვის ზღვისა მკვიდრობდნენ კიმ-მერიელნი, რომელნიც ხსენებულნი არიან თვით მოსე წინასწარ-მეტყველისაგან და რომელთ სახელი, კიმმერიის ბოსფორი, მისთვისებია აზოვის ზღვის შესავალს. კიმმერიელნი ამ ადგილიდამ შეუძრავთ და განუდევნიათ, ჰეროდოტის ცნობით, მე-VII საუკუნის გასულს, მათთავე მოსაზღვრე სკვითთა. ამასთანავე სკვითნი დასხმიან ირანის ტომს მიდიაში და აქედამ იმათ გადაუსახლებიათ ჩრდილოეთად კავკაზისა მიდიის მცხოვრებნი, რომელნიც ქართლის-ცხოვრებაში ცნობილნი არიან ოსებად, უცხო ტომთ მწერალთაგან კი აზებად. მართლა და მიდიური მომდინარეობა ოსებისა უეჭველი ფაკტია. იმათი ენა ირანული ენა; ისინი იქამომდე თვით თავის ტომს ირონებად იხდიან. აზიებად ისახელწოდებოდნენო იგინი, იტყვის სენ-მარტენი, იმ ჰაზ-აზიზების სახელით, რომელნიც ინდოეთში სცხოვრობდნენო და ეჭვი არ უნდა გვქონდესო, რომ იმათგან არისო. პირველად სახელ-წოდებული კავკაზის ჩრდილოეთი მხარე აზიად და თვით უმთავრესი ზურგი კავკაზისა კავკაზად.[10]
მილეტელების დროის შესანიშნავნი ელლინელნი მწერალნი, რომულნიც ჩვენ მხარეს შეეხებიან, არიან: სკილაქსი, ეროდოტი და სტრაბონი. სამნივე ეკუთვნიან მცირე-აზიას, სკილაქსი დაბადებულა კარიის ქალაქში კარინადაში, მაგრამ რა დროს ცხოვრობდა დაჭეშმარიტებით არ ვიცით, თუმცა საზოგადოდ იხსენიება მე-V საუკუნეში, როდესაც ჰყვაოდა ჰეროდოტი,(486-406წ.) შობილი ჰალიკარნასში. სტრაბონი დაბადებულა პონტის ქალაქში ამასიაში, ცხოვრობდა უკანასკნელს საუკუნეში ქრისტეს წინად და იყო თანა-მედროე რომის იმპერატორებისა, აგვისტოისა და ტიბერისა. სკილაქსისაგან არის დატოვებული აღწერა საშუალო ზღვისა, პროპონტიდისა, ევქსინის პონტისა ანუ შავის-ზღვისა და მეოტიდის ტბისა. ჰეროდოტს შეუდგენია ცხრა ისტორიული წიგნი, რომელშიაც მოხსენებულნი არიან პონტის მხარე და, როგორც ზემოდ ვთქვით, თვით ჩვენი ტომიც. სტრაბონს დაუწერია ორგვარი თხზულება — ისტორიული, საუბედუროდ, დაკარგული და გეოგრაფიული, რომელიც ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპიულს ენაზე აქ საჭიროდ ვხადით შევდგეთ მხოლოდ სტრაბონზე, რადგანაც რა ცნობებიც კი შემოუკრებიათ ჩვენ მხარეზე სკილაქს, ჰეროდოტს და სხვა ელლინელთ მწერალთ, თითქმის ყოველივე ჩართულია სტრაბონის გეოგრაფიაში.
სტრაბონს მიმოუვლია სირია, ეგვიპეტი, საბერძნეთი, იტალია და თვით ჩვენი მხარე, როგორათაც ჰეროდოტს კოლხიდა.[11] თუმცა სტრაბონი თავის მოგზაურობაზე ჩვენში არას ამბობს, მაგრამ ეს ცხადად იგულისსმება მისის წიგნის კითხვის დროს. შეუძლებელიც იყო, ამისთანა ცნობის მოყვარე კაცს არ ესარგებლა შემთხვევით: იმისი დედის ბიძა მოაფერნესი ყოფილა მიტრიდატის დროს, როგორათაც თვითონვე გვიამბობს, გამგე კოლხიდისა[12] . სტრაბონის „გეოგრაფიაში,“ რომელიც დაყოფილია 27 წიგნად, სამი (მე-X, მე-XI და მე-XII) წარმოგვიდგენს მცირე-აზიის აღწერას და იმათ შორის მე-XI და მე-XII შეიცვენ თვით იმ ცნობებს, რომელნიც ჩვენის მხარის სურათს გამოგვიხატვენ, თუმცა ზოგიერთნი მათგანნი აქა-იქაც მთელს თხზულებაში გაბნეულნი არიან. სტრაბონი არის სწავლა-მეცნიერებაში დიდად განვითარებული. თავის გამოკვლევაში ის ადგა კრიტიკულ მეტოდს: ერთ ავტორს მეორეს უთანასწორებს, ერთს მეორით ჰმოწმობს ან არღვევს; რაც სტრაბონს დასაჯერებელი ჰგონი, იმას ის მკაცრად სჯის და ჰკიცხავს, რაც საეჭვოდ მიაჩნია, იმას სიფრთხილით იხსენიებს. სტრაბონის წყაროებია — ზეპირ-გარდამოცემა, მიფები, ძველი და თანამედროე მწერლები და თვით მის მიერ გაგონილი და ნახული. კავვაზის შესწავლის მასალებად ის ჰხადის უფრო მიტრიდატისა და რომელების დროს შეგროვილს ფაკტებს. ერთ ადგილს ის ამბობს: „რაც კი შეეხება იმ ქვეყნებს, რომელიც მეოტიელთ კიდემდე მდებარებენ და რომელნიც კოლხიდას ჰსაზღვრავენ, იმ ქვეყნებზე ცნობანი გარდმოცემული გვაქვს მიტრიდატ ევპატორისაგან და იმის მოადგილეთაგან“[13] ამ მოადგილეთაგან იყო თვით სტრაბონის დედის ბიძა. გარდა იმისა ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ცნობა კავკაზზე ეკუთვნის „ომპეის ისტორიკოსს“ პოსიდონიოსს. შენიშნეთო, იტყვის სტრაბონი, რომ პოსიდონიოსი იყოო მეგობარი პომპეისა, რომელმაც კოლხიდის ზღვის კიდით კასპიის ზღვის კიდემდე გაიარაო და თავისი მხედრობა იბერიელებში და ალბანიელებში შეიყვანაო 66-62წ.[14] სტრაბონი აფუძნებს აგრეთვე თავისს აღწერას როგორათაც თეოფანეზე, რომელიც, მიისავე სიტყვით, „პომპეის თურმე დაჰყვებოდა და თვით ყოფილა ალბანიაში,“ აგრეთვე მეტროდორ სკეპსისზე და ჰფსიკრატზე, რომელთაც ჩინებულად იცოდნენო მთელი ეს მხარე[15] . მაშასადამე, სტრაბონს დაწვრილებით უნდა გამოეკვლია კავკაზი. ამასთანავე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სტრაბონისაგან აღნიშნული მიმართულება მთებისა და მიმდინარეობა მდინარეებისა თითქმის სრულებით ეთანხმება ახლანდელს ტოპოგრარიულს გამოკვლევას და თვით იმათი ნომენკლატურა, სტრაბონისაგან დატოვებული, აქამომდე მიღებულია უკეთესს ევროპიულს კარტებზე. — ჩვენს შრომაში ჩვენ ვსარგებლობთ უკანასკნელის ფრანცუზულის თარგმანით Géographie de Strabon par Amedée Tardieu, რომელმაც აქამომდე, 1867—1873 წ., გამოსცა პარიჟში მოლოდ XII წიგნი: რადგანაც ქვემოდ გამოკრებილი ფაკტები გაბნეულია, როგორც ვთქვით, აქა-იქ სტრაბონის „გეოგრაფიაში“ ჩვენ იმისი ციტატები არ მოგვყავს, რომ სტატიის სტრიქონები არ აჭრელდეს.
(შემდეგი იქნება)
_________
1 ივერია № 2 1878 წლისა,
2 Hérod., III, 195.
3აქ უნდა შევნიშნოთ, რომ თუმცა არხეოლოგია ჩვენ ტომს ტურანელებთ ჰხადის, მაგრამ ლინგვისტიგის ეჭვი აქვს. რა საბუთები მოერგთ ერთსაც და მეორესაც, ამაზე შემდეგ გვექნება საუბარი.
4ამ საგანს სხვა მწერლებიც შეეხებიან. მათ შორის ზოგნი ამტკიტებენ, ვითომც მსოპოტამიის ქალდეველნი გამოსულიყვნენ. გორდიენიდამ, აწინდელის ქურთისტანიდამ (Renan, Hist. de lang semit , 60, 66, 68); ზოგნი მათ პირველ საცხოვრებელს უჩვენებენ პონტის ქალდეაში (Langlois, Collection des histor. armén., I, 3, 44).
5Revue de Deux Mondes, 15 oct. 1873, Asie Mineure d' aprés les nouvelles découvertes_archéologiques, 909—910.
6 Maspero, Hist., 398-399, 478.
7Herodote, III, 194.
8Dubois, Voyage, I, 56-58.
9Voyage_au mont Caucase, Paris, 1823., I, 132-137.
10Recherche 6-13, 145, 151–152, 189.
11 Hérodote, Introduct. de Quiquet, p II, livre II, p. 122.
12 Strabon, XI, 401, XII, 513.
13 Strabon, I, 22.
14 Ibid., XI, 389.
15Ibid., XI, 411—412.
![]() |
5 უბინაო კაცი ნუიორკში |
▲ზევით დაბრუნება |
უბინაო კაცი ნუიორკში [1]
თარგმანი
ეს ამბავი მოხდა ერთს ზამთრის ცივ ღამეში. გარაშამო ძალიან ბნელოდა, მხოლოდ განიერი კიბე სტეინ-უეი-გოლლისა გაჩაღებული იყო. ქუჩის ბიჭები ბუზსავით ირეოდნენ ამ კიბესთან და თვალით აცილებდნენ მორთულს ხალხს, რომელიც ამჟამად კონცერტიდამ გამოდიოდა. ამ მორთულს ხალხში ერია ფილიპე ტეტლოუ თავისის ცოლით; არც ცოლი და არც ქმარი სრულიად არ მოელოდნენ მას, რაც ბოლოს შეემთხვათ
ფილიპე ტეტლოუ ოცდაათის წლის კაცი იყო, დამჯდარის კაცის სახისა; ხოლო როცა იამებდა რამე ან თანაუგრძნობდა რასმეს, სახე გაუცოცხლდებოდა, როგორც ბაშვსა. არ იყო დიდის შეძლების კაცი, დღედღეურად ჰსცხოვრებდა მით, რასაც თავისის ჭკუით და ხელობით შოულობდა. ძალიან იშვიათად გამოიმეტებდნენ ხოლმე ცოლ-ქმარნი ფულს იმისთანა შექცევისათვის, როგორც კონცერტია; მაგრამ იმ ღამეს კი როგორღაც გაებედნათ წასვლა კონცერტში, რომლის გათავების შემდეგ მოდიოდნენ შინ კმაყოფილებით სავსენი. მუზიკას ისეთს აღტაცებაში მოეყვანა ცოლ-ქმარნი, რომ მარტო მაშინ იგრძნეს თოვლი მოდისო, როცა მიაწიეს მეთოთხმეტე ქუჩის ყურემდინა. გაიარეს ერთი ქუჩა კიდევ და დაიწყეს ლოდინი კაბრიოლეტისა, რომელსაც იგინი შინ უნდა მიეყვანა, მაგრამ კაბრიოლეტი არსაით ჩნდა. მაშინ ცოლ-ქმართა გასწიეს ფეხით შინისაკენ და გაუსწორდნენ ერთს ოქრომჭედლის მაღაზიასა, რომელიც ამჟამად დაკეტილი იყო. ამ მაღაზიის გასწვრივ ღვინის სარდაფი იყო და იქიდამ სინათლე ჰსცემდა ქუჩის პირს და ანათებდა თოვლჭყაპისაგან მოგუბებულს აქა-იქა წუმპეებსა. აქ, ამ სინათლეზედ, ტეტლოუმ თვალი შეასწრო, რომ ვიღაც კაცია ატუზვილი. ამ კაცს ჭაღარამორეული წვერი ჰქონდა და გახვეული იყო ვიწრო წამოსასხამში, რომელიც დასველებოდა თოვლისაგან. ამ კაცმა რაღაც წარმოსთქვა დაბლა და შესაბრალისად. ტეტლოუ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მოწყალებას სთხოვდა, როცა ამ კაცს გასცილდა; ხოლო გულმა ტკივილი დაუწყო და უთხრა ცოლს:
- მე ძალიან მინდა ის კაცი ისევ ვნახო, - და დაიწყო ჯიბეში რაღაცის ძებნა.
- გინდა და წადი, ჯერ ხომ გვიან არ არის? - უპასუხა ცოლმა.
ორივ როგორღაც გაუბედავად შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ასე გონია, თვის მოქმედებას ვიღასაც უმალავენო. მართალია, ვისმეს რომ ამათი შემოსავლ-გასავლის ანგარიში ენახა, ანუ ამჟამად რომ შეჰსწრებოდა ერთი ვინმე მაღლის ზნეობის ნაცნობთაგანი, გულს დაუთუთქავდა მწარეს რჩევითა და დარიგებითა, მაგრამ გულის სიკეთემ თავისი ჰქმნა და ტეტლოუ მოუბრუნდა მთხოვარასა. აბურძგნულმა, თავიდამ ფეხამდე დასველებულმა ადამიანის აჩრდილმა ჩამოართო მოწყალება ისე, თითქო ჰსცხვენიანო და წაიბუტბუტა რაღაცა მადლობის მგზავსი. ტეტლოუს ძალიან იამა, რომ პასუხად არ მიიღო ჩვეულებრივი: "ღმერთმა სამაგიერო გადაგიხადოს". ხოლო როცა მოვიდა ცოლთან იმ მორცხვობითა, რომელიც თან მოჰყვება ხოლმე ჭეშმარიტს კეთილს საქმეს, უეცრად მოესმა უკანიამ ფეხის ხმა. ტეტლოუმ უკან მოიხედა. მის წინ იდგა ის ადამიანის აჩრდილი
- მომიტევეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, მაგრამ უნდა...
ამ სიტყვებს ზედ დაერთო სხვა გაუგებარი სიტყვებიცა. ცეტლოუმ მხოლოდ ის გამოარჩია ამ ლაპარაკი დამ, რომ მთხოვარა რაღასაც ჰკითხავს. ბოლოს მოესმა სიტყვაც: „შეცდომით“
- როგორ თუ შეცდომით? - მკითხა გეტლოუმ.
- თქვენ არ მიბოძეთ ეხლა მე ნახევარ დოლარი?[2] - უთხრა პირდაღვრემილმა ბოგანამ, რომელიც ცდილობდა სიცივისა და შიმშილისაგან თრთოლა შეეკავა.
- სწორედ, - უპასუხა ტეტლოუმ: - იქნება ნაკლები მოგეცი სიბნელეში, ხოლო სურვილი კი მაგდენის მოცემისა მქონდა.
- სურვილიო? - გაიმეორა საწყალმა აკანკალებულის ხმითა, - მე მხოლოდ ეგ უნდა შემეტყო, იმიტომ რომ ჩემს დღეში მე არ შემმთხვევია ამის მგზავსი რამ.
აქ ხმა გაუწყდა უბედურსა, ეტყობოდა გულის ღელვამ სიტყვა მოუჭრა. ტეტლოუც ისე გაოცებული იყო, რომ ხმა ვეღარ ამოიღო.
- დიახ, მოწყალეო ხელმწიფევ, - განაგრძო სიტყვა იმ უცნაურმა ადამიანმა; - ჩემს დღეში არ შემმთხვევია! დიდი ხანია, - ვაი ჩემს თავს, - რაც მე მოწყალებას ვთხოულობ ამ ქუჩებში, მაგრამ ჩემს დღეში ჩემთვის ორი შაურის მეტი არავის მოუცია. ამის გამო მინდოდა შემეტყო, შეცდომით ხომ არ მოგივიდათ. იქნება ბნელაში ვერ გაიგეთ და მეტი მიბოძეთ.
ხმაამოუღებლივ ორივემ ერთმანეთს ყურება დაუწყეს. მთხოვარის სახე თავის დღეში არსად არ ენახა, მაგრამ ისე კი მოეჩვენა, თითქო ეს ფერმკრთალი სახე, რომელიც თვალწინ ედგა ამ ბნელა-ბუქში, უფრო ახლოდ ნაცნობია, ვიდრე სხვა ვისიმე სახე ქვეყანაზედ. რამდენისამე წუთის განმავლობაში ის სახე ისე დაისწავლა, რომ დარწმუნებული იყო, თავის დღეში აღარ დაავიწყდებოდა.
- ყმაწვილო კაცო, - უთხრა უბინაო ბოგანამ, თითქო თავის თავს ძალას ატანსო, - თქვენ ათასში ერთი ყოფილხართ. თქვემ ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დააჩნიეთ.
როცა იგი ლაპარაკობდა, მთელი მისი სახე მეტყველებდა ერთ რაღაც უპირატესობას, რომელიც დიდი ხანია დაჰკარგოდა, იგი უპირატესობა გამოჰკრთა მის მაღალ და ცოტად მოხრილ ტანშია, გამოჩნდა მის დაძონძებულს და შესაბრალისს ტანისამოსშია, გამოითქვა მის მიბერებულს და წვალებით მოქანცულს სახეზედა.
- თქვენ ჩემ ცხოვრებაში დიდი კვალი დააჩნიეთ, - განმეორა კვლავ უბედურმა.
ტეტლოუ, გაჩერებული თავის ცოლის ახლო, ჰკვირობდა ყოველს ამას. ამისთანა უცნაური, არაჩვეულებრივი ამბავი აოცებდა მას. არ იცოდა, რა პასუხი მიეცა და იდგა ისე, თითქო მიკერებულიაო იმ ერთს ადგილს რაღაც უცნაურის გრძნებითა, რომლისაგანაც თავი ვერ დაეხწია.
როცა ის უბედური ლაპარაკობდა, ტეტლოუმ შეამჩნვა, რომ ლოყებზე საწყალს წყალი წურწურით ჩამოჰსდიოდა, რადგანაც სულ სველი იყო თოვლისაგან. ეხლა კი შეატყო, რომ მთხოვარის თვალში სხვა რიგი სისველეა. ცრემლი ჰსდიოდა დამჭკნარს სახეზედა. ტეტლოუს გული ამოუჯდა და გაუწოდა უბედურს ხელი.
- მადლობელი ვარ, მადლობელი, - წარმოჰსაქვა მთხოვარამ და ჩამოართო გრძნობით ხელი; საწყალს, დიდის ხნის მარტოობისა გამო, დავიწყებოდა კიდეც მეგობარი მეგობარს ხელს როგორ უჭერს: - მეყოფა, მე არა მსურს, რომ ამაზე მეტად მოგაცდინოთ თქვენ და თქვენი მეუღლე.
ამ სიტყვაზედ საწყალმა თავი დაუკრა, თუმცა როგორღაც უხერხოდ, მაგრამ ისეთის გრძნობით და გულწრფელობით, რომ ტეტლოუსის ახალგაზრდა ცოლს გული ამოუჯდა. მერე რამდენიმე ფეხით უკან დაიწია და თვალი კი ვერ მოაშორა ცოლქმარს.
- მე ძალიან ბედნიერი ვარ, - უთხრა თავდაბლად ტეტლუმ, - რომ ცოტათი მაინც თქვენი სამსახური შევიძელ.
ამის თქმაზე თვალი შეასწრო ღვინის სარდაფს და მაშინვე დაუმატა: - მაგ ფულს სასმელზედ ნუ დახარჯავთ.
- მაგაზე ნუ შეჰსწუხდებით, - უპასუხა გლახაკმა ისეთის ნელის ხმითა, თითქო აჩრდილად იქცაო და გასწია.
- ღამე მშვიდობისა, - მიჰსძახა ტვტლოუმ.
- ღამე მშვიდობისა, - განუმეორა აჩრდილმა. - მე თავის დღეში არ დავივიწყებ...
ამ დროს კაბრიოლეტიც მოვიდა, ცოლ-ქმარნი ჩაჰსხდნენ და წავიდნენ. იმ ღამეს ტეტლოუს ძალიან გვიან დაეძინა. გული ჰსტკიოდა იმ ბოგანოსადმი სიბრალულითა. ამ სიბრალულს ხანდისხან ზედ დართოდა რაღაც გაცოფებული სასოწარფეთილებაცა იმის მგზავსი, რომელსაცა ჰგრძნობს ხოლმე უბედური, დაშთომილი უმწედ, უნუგეშ და ცის ანაბარად. რამდენიმე დღეს შემდეგ, როცა ეს ამბავი გულიდამ გადაუვარდა კიდეც ტეტლოუს, იგი ძალაუნებურად შევიდა ბიბლიოტეკაში წიგნებისა და გაზეთების საკითხავად. ზამთრის ღამეებში იქ მეტად ჭრელი საზოგადოება იკრიბებოდა ხოლმე.
იმ წამს, როცა ტეტლოუმ გაათავა კითხვა გაზეთებისა და გამოსვლა დააპირა, ერთმა დაგლეჯილს ტანისამოსში შეხვეულმა კაცმა მიიპყრო იმისი ყურადღება. შეკრთა ეს ყმაწვილი კაცი, როცა იმ დაგლეჯილს ტანისამოსში იცნო იგი, რომელიც კარგა ხანია დავიწყებისათვის მიეცა. ეწყინა, რომ ხელახლად შეხვდა და ამ შეხვედრამ აუმღვრია სინიდისი... ტეტლოუ შედგა, რომ პირისპირ არ შეჰყროდა მთხოვარას, რომელიც ამ დროს კარებისაკენ მიდიოდა. ამავე დროს შეაჰნიშნა, რომ პოლიციის მოხელეს, კარებში მდგომს გუშაგად, დიდის ყურადღებით თვალი ეჭირა მთხოვარაზედ.
- აი, კარგი შემთხვევა, - იფიქრა ტეტლოუმ: მე ვკითხავ, იცნობს თუ არა მაგ მთხოვარას.
ზორბამ, მხარბეჭიანმა პოლიციის მოხელემ მოიბრუნა კისერი, როცა ტეტლოუმ მთხოვარის ვინაობა ჰკითხა.
- ვიცნობ იმას თუ არა? - უპასუხა მოხელემ. - რასაკვირველია, ვიცნობ იმოდენად, რამოდენადაც შეიძლება ამგვარის წყალწაღებულების ცნობა. ეგ ბატონი აქ ყოველ დღე მოდის ხოლმე, თუ სადმე სხვაგან არ დაეთრევა ავის საქმთსათვის.
- ლოთი ხომ არ არის? - ჰკთხა ტეტლოუმ.
- მგონია, რომ ლოთი უნდა იყოს, - წარმოჰსთქვა უგუნურად პატივცემულმა წესისა და რიგის დამცველმა. - მე ეგ არსად არ შემხვედრია, თუ არ აქ. აქ არა სვამს, მაგრამ ჰსჭამს კი ხოლმე. დიაღ, ბატონო, განაგრძო მან რაკი შეატყო, რომ მისი მსმენელი ყურადღებით უსმენს ლაპარაკსა, მაგ კაცს იმოდენად დავიწყებული აქვს ყოველივე მართებულები, რომ აქ მოდის ხოლმე საჭმელად. აქ, როგორც ხედავთ, საზდოა ჭკუისათვის და მაგ ბატონმა კი ეს ადგილი დუქნად გადააქცია. ის ჩემ თვალწინ მთელს დღეებს ატარებს აქ დიდ სიცივეებში და ერთი ფურცელი წიგნისა კი არ გაუბრუნებია თავის დღეში. მოვა ხოლმე და ჯდება თავის დაგლეჯილის ტანისამოსით და შუადღის დროს ამოიღებს ხოლმე ჯიბიდამ რაღაც ქონსა და იცოხნება... მურტალი ცხოველია! ერთხელ მთელი ნაჭერი ქონისა გამოვარდა პირიდამ და ქაღალდი გასვარა. მე მაშინ ვუთხარი, რომ აქ სიარული დაიშალოს და მეგონა, მართლადაც დაიშლი მეთქი, რადგანაც ჩემი სიტყვა გულს მოხვდა და იწყინა. მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა თვით რჯული ხალხია მაგგვარი ხალხი. ჯანაბას მაგათი თავი! მე ძალიან ადვილად გავაბრძანებდი ქედამ მაგას და ერთს ორიოდე სხვასაც, მაგრამ მე მაგოდენა მოვალეობა არა მაქვს...
- დღეს ესე ადრე რად წავიდა ქედამ? - ჰკითხა ტეტლოუმ კრთომითა და თითონა ეშინოდა ამ მომეტებულის ცნობისმოყვარეობის გამო მეც გარედ არ გამაბრძანოს ამ ულმობელმა მოხელემაო.
- იმიტომ, წამოიძახა მედიდურის სახით მოხელემ, - რომ მაგ ვირმა მოთმინებიდამ გამომიყვანა; მე მივედი და ვუთხარი: "ყური მიგდეთ, ჯონნი, მაგგვარად ქცევა აქ არ შეიძლება. თქვენ უნდა გახვიდეთ ქედამ, თუ არა და მე თვითონ გაგიყვანთ. მე მგონია თქვენთვის უკეთესი იქმნება, რომ აქედამ უჩემოდ გაბრძანდეთ”. ეს სიტყვები საკმაო იყო, რომ ის აბარგებულიყო და წაბრძანებულიყო. მაშინვე აიბარგა და გასწია იქით, საცა ჰსცხოვრებს.
- განა სადა ჰსცხოვრებს? - ჰკითხა ტეტლთუმ.
- გადახსნილის ცის ქვეშ.
- როგორ თუ ცის ქვეშ?
- დიაღ, ისე, ცის ქვეშ, ქუჩაში. მაშ, რა უყოს კაცმა მე გშმაკსა და ქაჯსა? საპყრობილეში ხომ ვერ ჩავაგდებთ.
- რასაკვირველია, - უპასუხა ტეტლოუმ და მოხელეს სიტყვა მოუწონა, მაგრამ ვაი მაგ მოწონებასა!.. გულის ტკივილი, სიბრალული, რომელსაც იგი იგრძნობდა რამდენსამე ღამეს, როცა ფიქრობდა იმ უბედურს კაცზე, ხელახლად მოაწვა გულზე. ტეტლოუ წამოვიდა იქიდამ იმ იმედით, რომ დაეწევა საწყალსა, მაგრამ ხმაამოუღებელი, შესაბრალისი ადამიანი იგი ვეღარსად შეხვდა. ტეტლოუ მივიდა შინ გულნაკლულად.
„საპყრობილეში ხომ ვერ ჩავაგდებთ!“ - ფიქრობდა იგი და იმეორებდა მოხელეს სიტყვას. - მართალია, მართალი!... მაგრამ რა ძნელი სათქმელია, ცის ქვეშ... ქუჩაში ჰსცხოვრებსო! ცოტაღა უნდა, რომ ქედამაც ჭიტლაყი ჰკრან... და მაშინ იგი აღარ იქნება არსად... ვიშ! რა კარგად არის მოგონილი, რომ ქვეყანაზედ ქუჩებია... ქუჩები რომ არ იყოს, რა უნდა გვექნა ამოდენა უბედურ ადამიანის შვილებისათვის, რომელთაც არც არა რა აქვთ და არც არა ვინ ჰყავთ. მაშინ ის უბედურები ან უნდა ჩაგვეყარა საპყრობილეში, ან უნდა ხეზედ ჩამოგვეხრჩო. ესეც კია... ჩვენ ხომ ყველანი არა აცხოვრებთ ქუჩაში... .რატომ? ის რად უნდა ჰსცხოვრებდეს და ეს კი არა?
იქნება საოცრად ეჩვენოს კაცსა, რომ ტეტლოუმ უეცრად ასეთი გულის ტკივილი გამოიჩინა თვისთა უბედურთთა მოძმეთადმი. ბევრნი დადიან კონცერტში, ბევრს შეხვდება ხოლმე წინ წყალწაღებული და უბედური ადამიანი, მაგრამ არავის გული არა ჰსტკენია მარტო მით, რომ ერთხელ შემთხვევიათ ამისთანა ბედისაგან განწირული ადამიანი. ბედნიერად მცხოვრებთა შორის მომეტებულს ნაწილს ადრე თუ გვიან შეხვდებათ ხოლმე იმისთანა დღე, როცა მათ თვალწინ გულგადიხსნის ხოლმე წყვდიადი სიღრმე ადამიანის ცხოვრებისა და მაშინ იგინი თავის თავს აღარ ატყუებენ მაცდურის ოცნებითა. ეგ დღე დაუდგა ტეტლოუსაც. მას ყოველთვის ეგონა, რომ დედამიწა მშვენიერად მოწყობილი სადგურია და ამ ცოტას ხანში იმ ფიქრმა, რომ შეიძლება შვილები ეყოლოს, სხვა თვალით დაანახვა ეს ქვეყნიერება. სულ აურ-დაურივა ფიქრები. მაგრამ მაინც და მაინც შინ რომ მივიდა, იმ ღამეს უთხრა თავის ცოლს საამოვნებითაც და სიბრალულითაც: - მე მგონია იმ საწყალს ვეღარსადა ვნახავ. შემთხვევამ ორჯელ შეგვახვედრა ერთმანეთს; მესამედ კი იმედი აღარა მაქვს.
ამაში ტეგლოუ შემცდარი იყო.
II
რამდენიმე დღეს შემდეგ ძალიან ციოდა და ჟინჟღლიანი დღე იყო. ამ ხანად ტეტლოუ მიდიოდა ერთს რომელღაც ქუჩაზე და წინ გაასწრო ერთს კაცს, ცუდად ჩაცმულს, თავიდამ ფეხამდე ამოწუნწლულს. ამ კაცს რაღაც დაეკუმშა და მაგრად ეჭირა ხელში. ტეტლოუმ ალმაცერად შეხედა და იცნო თავისი მთხოვარა, რომელმაც იმ წუთს მიიტანა ხელი პირთან და მოჰკბინჩა მწვანე ვაშლი. საწყალმა, მგონი, ვერ იცნო თავისი კეთილისმყოფელი, მიდიოდა თავისთვის გულგრილად მაყურებელი გარშამო და თუ ფიქრობდა რაზედმე, ისევ თავის ვაშლზე, რომელიც ამ წუთს შეადგენდა მხოლოობითს საგანს მის ცხოვრებისას. ტეტლოუმ რამდენიმე ფეხი კიდევ წინ წადგა, მაგრამ მერმე შეიცვალა განზრახვა, მობრუნდა საწყლისაკენ და დაუწყო ლოდინი.
- სად მიდიხართ? - მკითხა მთხოვარასა.
უბედურმა კაცმა მძიმედ აიხედა მაღლა და შეხედა ტეტლოუს და მოიკითხა. არც მის სახემ, არც მის ხმამ არავითარ. გრძნობა არ გამოაჩინა.
- მაშ, როგორც ჰსჩანს, თქვენ მე მიცანით, - ჰკითხა ხელახლად ტეტლოუმ.
- მაგას რა თქმა უნდა. მე თქვენ არ დამვიწყებიხართ.
- მაშ, რატომ ხმა არ გამეცით?
- მე მეტიჩარობა არ მინდოდა და არც შვმშვენის, - უპასუხა უბინაომ თავდაბლად და არა პირფერობითა და სულ დაბლობით.
- ამისთანა ავდარში რათა ხართ ქუჩაში? - ჰკითხა მოწიწებით ტეტლოუმ: - სად მიხვალთ?
- არსად.
ამ საწყალს ასეთი შეწუხებული და გათახსირებული ხახე ჰქონდა, რომ ტეტლოუს გულმა ტკივილი დაუწყო. ტეტლოუ მიხვდა, რომ იმ კონცერტის ღამის შემდეგ საწყალი რამდენიმე ფეხით ძირს ჩამოსულა იმედის კიბიდამა.
- ამას წინად თქვენ მე მოწყალება მთხოვეთ, - განაგრძო სიტყვა: - ეხლა რატომ აღარ ვქმენით ეგ.
- ოხ, მაშინ ღამე იყო, მე დღისით თავის დღეში არა ვთხოულობ, მაგრამ... - თითქო საწყალს უნდოდა კიდევ სხვა მიზეზი ეთქვა, მაგრამ შედგა ამ უკანასკნელ სიტყვაზედა. ტეტლოუ მიუხვდა გულის წადილს. იმ საწყალს იმოდენად კიდევ მქონდა თავის პატივი, რომ არ იკადრა ხელმეორედ თხოვნა იმის წინაშე, ვინც ერთხელ ხელი გაუმართა. პირველი მოწყალება იმოდენად დიდი ეჩვენა, რომ შიშობდა, ვაი თუ მეორეს თხოვნაზედ უარი მივიღოვო და შევრცხვეო.
- მოწყალების გარდა სხვაფრივ არაფერი ღონისძიება არ არის, რომ გეშველოთ რამე? - ჰკითხა ტეტლოუმ.
- არა მგონია იყოს, მე ვცდილობდი სამუშავო რამ მეშოვნა, მაგრამ ყველგან აყებული ქვა დამხვდა. მე დიდი ხანია აბანოში არა ვყოფილვარ და ტანისამოსიც ჩემი ისეთი ძველა ამ წუთს, რომ ვერ ვბედავ წავიდე ვისთანმე.
- ბევრგან არის ღართბთათვთს დაწტებული სახლი და ბინა, რატომ ერთერთში არ მისულხართ.
- მე მივმართე ეკლესიას, რომლის მრეგლთაგანნი მეცა ვარ, - უპასუხა ბოგანამ.
- თქვენ განა ეკუთვნით რომლსამე ეკკლესიას? - ჰკითხა გაკვირვებულმა ტეტლოუმ.
იგი თითქმის გაოცდა რომ საქრისტიანო ეკკლესიის მწევრთაგანი დაეთრევა ეგრე ქუჩებში ამ უბედურის ყოფითა.
- მე ერთხელ როდესღაც ვეეკუთვნოდი საქრთსტიანო ეკკლესიას - უპასუხა უბედურმა იმ სახით, თითქო რაკი სიღარიბეში ჩავარდაო, წაერთვაო ყოველივე კუთვნილება ადამიანისა.
- ნუთუ თქვენის ეკკლესიის მრევლი ცოტაოდენს შემწეობას მაინც ვერ მოგცემს?
- მე მივმართე იმათ და ვეღარ მიცნეს. აღარვის აღარ ვახსოვდი. მითხრეს, მოდიო და ჩვენს გამგებელებთან გამოცხადდიო. ამ სიტყვამ ფრთა მომკვეთა და სირცხვთლით მეორედ აღარ მივსულვარ.
ტეტლოუ დაფიქრდა.
- წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლთან კი არ გიცდიათ ბედი?
- არა.
- ისინი, მგონი, ღარიბებს შემწეობას აძლევენ.
ტეტლოუს უფრო ის უკვირდა, რომ ამ უბედურმა კაცმა არც ერთი სამდურავი და ჩივილი არ წარმოჰსთქვა არავისზედ. მაშინ როცა პირველად შეხვდა, მისი გულითადი სიტყვები ტეტლოუს საეჭვოდ ეჩვენა; მაგრამ ეხლა კი მისმა სასოწარკვეთილებამ, რომელშიაც მცირედი რამ მაცდურებაც არ ერია, ტეტლოუს ღრმად ატკინა გული.
- დიდი ხანია ამ ყოფაში ხართ? - განაგრძო ტეტლოუმ მცირეს დაჩუმების შემდეგ.
- არ ვიცი.
- როგორ თუ არ იცით?
- დიაღ, არ ვიცი. მე არ შემიძლიან გითხრათ, როდის აქეთია, რაც ქვეშაგებში აღარ ვწოლილვარ. ზოგჯერ მიშოვნია აქა-იქ სამუშავო, ხან ერთი, ხან მეორე, მერე კი ხელახლად ისევ უქმად დავრჩომილვარ. ოხ, რა ცუდი რამ არის ხან მუშაობა, ხან უქმობა. ეგ სწორედ სნეულებაა, რომლისაგანაც კაცს იმედი აქვს, თავს დავახწევ და მოვრჩებიო. დიაღ, როცა მართლა სნეული ხარ, მაშინა გაქვს ქვეშსაგები. ამ გვარი სნეულება კი მაშინ გეწვევა, როცა სრულებით ქვეშსაგები არა გაქვს.
ამ ლაპარაკმა ღიმი მოჰგვარა ტეტლოუს და შესცინა უბედურს გულმტკივნეულობის ღიმილითა.
- ნება მომეცით, რითიმე დაგეხმაროთ, - უთხრა ტეტლოუმ უმოძრაობით თავმობეზრეულმა: - ხომ არა გნებაეთ, ცოტა რითიმე დანაყრდეთ?
- განა ეს ჟამი თქვენის სადილის დროა? - კათხა საწყალმა სიხარულით, რომელიც მაშინვე გულში მოიკლა: - დიაღ... დაუმატა მან დინჯად: მე დიდის სიამოვნებით დავნაყრდები, თუკი იქნება რამ.
ტეტლოუმ მოიწვია, ორივენი ამოეფარნენ ტეტლოუს ქოლგის ქვეშ და დაბრუნდნენ უკან. ყმაწვილი კაცი ცდილიადა ისე ევლო, რომ მისი საწყალი ამხანაგი, რომელიც ძლივს მიათრევდა ფეხებს, უკან არ დარჩომოდა.
- მართლა, თქვენი სახელი? - ჰკითხა ტეტლოუმ.
- ფილიპე ერნი.
ტეტლოუ შეკრთა. თითონაც ხომ ფილიპე ერქვა და ამ შემთხვევითმა ერთგვარობამ სახელისამ უფრო მეტად მიუბრუნა გული იმ უბედურისკენ. ხოლო რადგანაც ამისთანა სეხნიის ყოლა სასიქადულოდ არ მიაჩნდა, თვითონ მარტო თავისი გვარი უთხრა: - მე ტეტლოუს მეძახიანო.
მერე ისევ ჰკითხა, ნუიორკში ხართ დაბადებული თუ სხვაგანაო.
- ნუიორკში ვარ, - უპასუხა ერნმა, - იმ ქუჩაში, რომელიც თქვენ არ უნდა გეხსომებოდეთ იმიტომ, რომ ის ქუჩა დიდი ხანია აღარ არსებობს. მე იქ გამიტარებია ბედნიერად ჩემი სიყმაწვილე; ჩვენ არაფრის გაჭირება არა გვქონია, მინამ მამაჩემი ცოცხალი იყო. მაგრამ ეჰ, ისე მოკვდა, რომ არასფერი არ დაუტოვებია.
- რა ხელობის კაცი იყო?
- კამანდორი იყო.
- სასოვდაგრო ხომალდის პატრონი?
- არა, მთავრობის ხომალდზე იყო. იმას რომ ეცოცხლა, მეც ხომალდზედ სამსახურში შევიდოდი. მამა მომიკვდა და მეც იძულებულ ვიქმენ, სხვა ხელობა ამომერჩია. მე ხარატობა ვისწავლე.
- რა იყო თქვენის უბედურების მიზეზი?
- საქმე ხელთ არ მოდიოდა. დავანებე თავი და საომრად წავედი. მას აქეთ ერთი უბედურება მეორეს ზედ მოჰყვა. მე მტერს ჩავუვარდი ხელში ტყვედ და ექვსი თვე დამწყვდეული უყვანდით.
ამ ლაპარაკით ჩვენი მგზავრები მიუახლოვდნენ დუქანს, საცა ფულით ყველას შეუძლიან ისადილოს. ტეტლოუმ შეიყვანა თავისი ამხანაგი ერთს ამისთანა დუქანში, რომელიც სხვაზე უფრო ფაქიზი და წმინდა იყო.
- აქ ვისაუზმოთ, - უთხრა ტეტლოუმ: - თქვენ რას დალევთ? ელი გნებავთ?
- გმადლობთ. განა თქვენ ელს მიირთმევთ?
- დიაღ.
- არა, მე ყავა მირჩევნია.
ტეტლოუმ მახე კარგად გაუბა, რომ შეიტყოს, ლოთობს თუ არა ის უბედური. ერნმა კი არა იცოდა რა. რა სასმელიც კი დაუსახელა ტეტლოუმ, ყველაფერზედ უარი სთქვა.
- მე ჯარში შევეჩვიე ყავას და ეხლა ყავა ყოველს სასმელს მირჩევნია, - სთქვა უბედურმა.
ჭამის დროს ერნი მოჰყვა ჯარის ამბავსა. დაიწყო ლაპარაკი მასზე, თუ რა წვალება გამოიარა ტყვეობის დროს; რამდენიმე ღამე ცარიელ მიწაზედ ცის ქვეშ ვეყარენით ყველა ტყვეები ერთადაო, ერთიერთმანეთზედ მიყრილნიო. ისც უამბო, რომ კინაღამ თოფით არ დამხვრიტესო. ყველაზე მომეტებულად კი შიმშილი მტანჯავდაო.
- რაწამს თვალს დავხუჭავდი და დამეძინებოდა, მაშინვე გემრიელი საჭმელები მომელანდებოდნენ ხოლმე, მაგრამ თვალს ავახელდი თუ არა, შიმშილი გულ-მუცელს უფრო მომეტებულად მწვავდა, ვიდრე წინად.
- მაგ წვალებას ისევ თოფით დახვრეტა ჰსჯობდა მგონი, - უთხრა ტეტლოუმ.
რას იქმოდით! თვითონ იმათაც ვერა მოეხერხებინათ რა; თვითონ ისინიც ყოველდღე ვერ იძღებდნენ ხოლმე მუცელს. მაგრამ რა უცნაური რამ არის კაცის ბედი! აქაც, ნუიორკში იმავე შიმშილით ვიტანჯები. აქ მაინც შიმშილისგან განთავისუფლებული უნდა იყოს კაცი, რომელსაც თავისის ქვეყნისათვის სისხლი უღვრია...
- არ შეიძლება, მთავრობისაგან პენცია რამ დაგენიშნოს? - ჰკითხა ტეტლოუმ.
- არა, მე სუბუქად ვიყავ დაჭრილი. აი, მე რომ იქ მოვეკალით, მაშინ სხვა იქმნებოდა. მაშინ უსათუოდ პენციას გამიჩენდნენ, თუ რომ ამღები იქმნებოდა ვინმე.
ამ ოხუჯობამ გამოაჩინა, რომ ერნი ცოტაც გამხიარულდა. იქნება ეს ამბავი საჭმელმაც მოახდინა. რარიგის სისწრაფითა ჰსჭამდა საწყალი საჭმელს! აშკარა იყო, რომ ამ უბედურს ყოველდღე არ ეღირსებოდა ხოლმე რისამე ჭამა. როცა სადილი გაათავეს და მედუქნეს გაუსწორდნენ, ტეტლოუმ იფიქრა, რომ სხვა რამ შემწეობაც უნდა მიჰსცეს ამ უბედურსა. ტეტლოუმ შეამცნივნა, რომ ზემო ტანისამოსის ქვეშ პერანგის მაგიერ რაღაც ძონძები აქვს; წაიყვანა და უყიდა ახალი თბილი პერანგი. ამას გარდა მიჰსცა ფული ვახშმისათვის და ღამის ბინისათვის და ბოლოს გამოეთხოვა და შეუკვეთა, რომ მეორეს დღეს დილაზე ადრე მასთან მისულიყო.
(შემდეგი იქნება)
______________
1 ნუიორკი უმთავრესი ქალაქი ამერიკის რესპუბლიკისა.
2დოლარი ამერიკის ფულია, ჩვენს ფულზედ ერთი მანეთია, ექვსი შაური და ექვსი გროში.