
საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნა“
ბაქანიძე
ოთარ
ილია ჭავჭავაძე და უკრაინა
ლექტორის დასახმარებლად
თბილისი 1987 Баканидзе Отар Акакиевич ИЛЬЯ ЧАВЧАВАДЗЕ И УКРАИНА В помощь лектору (На грузинском языке) Общество «Знание» Грузинской ССР 1987 © საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნა“. 1987 წ. რედაქტორი რ. ხვედელიძე გარეკანი მხატვარ გ- ავსაჯანიშვილისა გადაეცა წარმოებას 9. 04. 87. ხელმოწერილია დასაბეჭდად 30. 07. 87. ქაღალდის ზომა 84X1081/კ; ნაბეჭდი თაბანი 1,68; სააღრ,-საგა
მომცემლო თაბახი 5. ტირაჟი 35000 შეკვეთა № 961. ფასი 10 კაპ. საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობის შრომის წითელი დროშის რდენოსანი სტამბა, თბილისი, ლენინის ქ. N 14 Ордена Трудового Красного Знамени типография изд-ва ЦК КП Грузии, Тбилиси, Ленина 14. მეცხრამეტე საუკუნის მოწინავე ქართველი ინტელიგენლეცია ძმური სიყვარულითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული რუსი, უკრაინელი თუ სხვა ხალხებისადმი, მათი კულტურისადმი. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი თუ სხვანი ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ რუსეთის თვითმპყრობელობისა და მშრომელი ხალხის ინტერესებს. ამიტომაც იყო, რომ ისინი შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდნენ ცარიზმის წინააღმდეგ, ხოლო მშრომელი ხალხის მიმართ ღრმა სიმპათიებით იყვნენ განმსჭვალულნი. ისინი ქადაგებდნენ რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნის მოწინავე წარმომადგენლებთან, მშრომელ ხალხთან ძმობისა და მეგობრობის, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის იდეას. გამოჩენილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ნათლად გამოვლინდა და მძლავრად ახმიანდა სხვა ერის შვილებთან, ხალხებთან ძმობისა და მეგობრობის იდეა, სხვა ერის კულტურისადმი, მოწინავე ლიტერატურისადმი ღრმა ინტერესი. ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა მოწინავე უკრაინულ ხელოვნებასა და ლიტერატურას, მწერლობას, გულთან ახლოს მიჰქონდა უკრაინელი ხალხის სიხარული თუ ტკივილები. ამის დასტურია მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. რუსეთის ცარიზმის პოლიტიკის შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობლიური ქვეყნის მომავალი იყო ილია ჭავჭავაძისა და, მასთან ერთად, ახალი თაობის საზრუნავი და საფიქრალი, მოღვაწეობის შინაარსი თუ შემოქმედების ძირითადი თემა. მაგრამ აღსანიშნავი ის არის, რომ სამშობლოს სიყვარულს არასოდეს გაუბრუებია ისინი ნაციონალისტური გრძნობით, არ დაუბნელებია მათი ინტერნაციონალისტური, პატრიოტული ხედვა. დიდმა ილიამ და მასთან ერთად ქართველმა სამოციანელებმა კარგად იცოდნენ, რომ სხვა ერის სიყვარული და პატივისცემა ამაღლებდა და აკეთილშობილებდა ყოველ ადამიანს.
* * *
ილია ჭავჭავაძე წლების მანძილზე სათავეში ედგა პოლიტიკურ და სალიტერატურო ყოველდღიურ გაზეთსა თუ ჟურნალ „ივერიას“. ქართული საზოგადოებრივი აზრის ღვაწლმოსილი მეთაური თავისი გაზეთისა თუ ჟურნალის მეშვეობით. ახერხებდა მოწინავე საზოგადოებრივი აზრის პროპაგანდას.
„ივერიის“ მეშვეობით რედაქციის გარშემო შემოკრებილი მოღვაწენი ადამიანებს საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრებოდნენ, აჩენდნენ ერის წყლულს, წინ წამოსწევდნენ მტკივნეულ საკითხებს, მსჯელობდნენ წარსულ, თანამედროვე თუ მომავალ ცხოვრებაზე და აღვივებდნენ მათ გულებში სამშობლოსადმი სიყვარულის, მეგობრობისა თუ მოძმისადმი პატივისცემის გრძნობას, ასწავლიდნენ მტერ-მოყვარის გარჩევას. „ივერია“ ხალხთა ძმობისა და მეგობრობის იდეის ერთერთი ენერგიული მეხოტბე-მებაირახტრე იყო. მისი რედაქტორის ილია ჭავჭავაძის ზრუნვითა და მეთაურობით გაზეთი ამ თემაზე სისტემატურად აქვეყნებდა მასალებს და დაუღალავად იღვწოდა ხალხთა შორის ძმური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის გასაღვივებლად. ილია ჭავჭავაძეს ღრმად სწამდა, რომ სხვა ერებთან, მათ მოწინავე საზოგადოებასთან ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება — მისივე ბედნიერების საწინდარი იყო. მე გამსჭვალული ვარ იმ აზრით, — ამბობდა ქართველი მგოსანი, — რომ ხალხთა შორის კარგი დამოკიდებულების გარეშე არა აქვს შვება საქართველოს. დიდი ილიას ეს აზრი მოწინავე ქართველი საზოგადოების შეხედულებათა გამოხატულება იყო. თავისი საზოგადოებრივი და ლიტერატურული პოზიციებიდან გამომდინარე, ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ ფურცლებზე დიდი ყურადღება დაუთმო, სხვა ერების გვერდით, უკრაინელი ხალხის კულტურის საკითხებს, ამ ქვეყნის ყოფა-ცხოვრების მდგომარეობაზე საუბარს. როცა ნიკო ლომოურმა თარგმნა ტარას შევჩენკოს „მუშა ქალი“, ილია ჭავჭავაძემ იგი 1881 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა. უკრაინული ლიტერატურისადმი ილიას ინტერესზე ღაღადებს ის ფაქტიც, რომ მის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა ეკრაინელი მგოსნის ა. ნავროცკის ხელნაწერი თხზულებანი. დიდმა ქართველმა მამულიშვილმა უკრაინული რეალისტური დრამატურგიისა და ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ივერიის“ მკითხველებს უკრაინელების შესახებ უაღრესად საინტერესო ცნობები მიაწოდა. ცნობილმა მოღვაწეებმა ა. ფრონელმა (ყიფშიძემ), კ. მესხმა და სხვებმა საქართველოს საზოგადოებრიობას გააცნეს უკრაინული ლიტერატურისა და თეატრის მიღწევები, უკრაინული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის ძირითადი ნაწარმოებები, თეატრალური კოლექტივების ჩამოყალიბებისა და მათი ხელმძღვანელების, ზოგიერთი წამყვანი მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრების ისტორია. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში თეატრს უდიდეს ფუნქციას აკისრებდა. როგორც ამას აღნიშნავდა აკად. გ. ჯიბლაძე.
„თეატრი ილია ჭავჭავაძისათვის ხელოვნების ისეთი დარგია, რომელსაც დიდი განმანათლებლური, აღმზრდელობითშემეცნებითი ფუნქცია აქვს და კარგი რეპერტუარის ჰირობებში უდიდესი საზოგადოებრივი როლის შესრულება შეუძლია. ამ მხრივ იგი მთლიანად განმანათლებლების პოზიაზე დგას, იცავს და ხელს უწყობს ქართული თეატრის განვითარებას, როგორც დიდი ლესინგი მე-18 საუკუნის გერმანიაში ცდილობდა ჰამბურგის თეატრის განვითარებას.* |
|
* გიორგი ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე, 1966, გვ. 607, თეატრისადმი განმანათლებლების დამოკიდებულების შესახებ იხ. აგრეთვე გიორგი ჯიბლაძე, ხელოვნება და სინამდვილე, ტ. 1, 1955, გვ. 130-155. |
ი. ჭავჭავაძე დიდ ყურადღებას აქცევდა პრესაში ამ საკითხის გაშუქებას. ილიას უშუალო ხელშეწყობითა და მეთაურობით „ივერიამ“ უკრაინელი ხალხის საუკეთესო თვისებებისა და ტრადიციების, მისი ლიტერატურისა და ხელოვნების მიღწევების პროპაგანდა-პოპულარიზაცია გასწია. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს საქართველოში ჩამოვიდნენ პირველი უკრაინული პროფესიული დასები გამოჩენილი ლიტერატორებისა და ხელოვანების — მიხაილო სტარიცკის, მარკო კროპივნიცკისა და სხვათა მეთაურობით. ილია ჭავჭავაძის გაზეთმა „ივერიამ“ საქართველოში უკრაინელი მოძმეების ჩამოსვლისთანავე თავის ფურცლებზე გულთბილი საუბარი გამართა მკითხველებთან სტუმრების შესახებ.
„ქართველთა გაძლიერებული ინტერესი უკრაინელთა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი, მათი ისტორიისადმი, კულტურისადმი, — აღნიშნავს ვ. იმედაძე, განაპირობა ტონმა შეხვედრისა, რომელიც მოწინავე საქართველომ მოუწყო მოძმე ხალხის ხელოვნების წარმომადგენლებს, როდესაც ისინი პირველად ჩამოვიდნენ თბილისში 1889 წლის ოქტომბერში“* |
|
* ვ. იმედაძე, ტარას შევჩენკო და ქართული კულტურის მოღვაწენი, 1964, გვ. 77. |
საქართველოს თეატრალურ სცენაზე წარმოდგენილი პიესების მეშვეობით ხალხს საშუალება ეძლეოდა ერთგვარად მთლიანობაში გაეაზრებინა ძველი და ახალი უკრაინული დრამატურგია, შეეფასებინა უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსთა, გამოჩენილ წარმომადგენელთა და დამწყებ მწერალთა ნაწარმოებები. ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ საგანგებო გულისხმიერებით წერდა უკრაინელი ხალხისა და ლიტერატურის დამახასიათებელ თვისებებზე, მათი თეატრის წამყვან მსახიობებზე.
მიხაილო სტარიცკის დასის ერთ-ერთ დამსახურებად მას საოცრად შეთანხმებული
თამაში, „გასაოცარი ანსამბლურობა“ მიაჩნია. მსახიობთა მართალი თამაში
მაყურებელს სიამოვნებას ჰგვრიდა. „თითქმის ყველანი რიგიანად და მარილიანად
თამაშობდნენ, — წერს გაზეთი „ივერია“ მ. სტარიცკის პიესა „ოი, ნუ წახვალ,
გრიციუს“ შემსრულებელთა შესახებ, — ისე რომ კაცს ეგონებოდა მართლა
მალოროსიაში ვარო“.* |
|
* „ივერია“, 1889, * 217, გვ. 2 |
|
|
|
„ივერია“ გულწრფელად აღაფრთოვანა პიესის „საუკეთესო საგალობელმა ხოროსამ“* ქართული გაზეთი ხშირად მიმართავს უკრაინული დასის მიმართ აღტაცების გამომხატველ სიტყვებს. აღნიშნავს, რომ ესა თუ ის სპექტაკლი „საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო“. ** რომ წარმოდგენა „უნაკლოდ ჩატარებულა“ *** თბილისში უკრაინული დასის გასტროლებს „ივერიამ“ უაღრესად საყურადღებო სტატია მიუძღვნა 1889 წლის 2 დეკემბერს. გაზეთმა თავის მოწინავე სტატიად დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი თანამებრძოლის ა. ფრონელის (ყიფშიძის) ვრცელი სტატია. |
|
* „ივერია“, 1889, * 217, გვ. 2 ** „ივერია“, 1889, * 217, გვ. 2 *** „ივერია“, 1889, * 256, გვ. 2 |
ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მოწინავე წერილი, რომელშიაც პროგრესული პოზიციებიდან ობიექტურად და რეალისტურად გაშუქდა პროფესიული უკრაინული ლი დასების ჩამოყალიბების ისტორია, თეატრის ზნეობრივgggg, ძალა თუ მასთან დაკავშირებული საკითხები, მხოლოდ მისი ავტორის ა. ფრონელის პირად მოსაზრებათა და შეხედულებათა გამომხატველი როდია. იგი უთუოდ არის უკრაინულ ხელოვნებაზე გაზეთის მეთაურის ილია ჭავჭავაძის შეხედულებათა ამსახველიც. რა თქმა უნდა, ა. ფოონელის სტატიის „ივერიის მოწინავედ დაბეჭდვა უშუალოდ ილია ჭავჭავაძის თანადგომით მოხდა. როგორც გაზეთის რედაქტორი, ილია ჭავჭავაძე და აგრეთვე სტატიის ავტორი, ა. ფრონელი, ფიქრობდნენ, რომ საჭირო იყო ქართველ საზოგადოებრიობას უკრაინელი ხალხის წარსულზე, უკრაინული ეროვნული თეატრის აღორძინების საკითხებზე და მის თანამედროვე მდგომარეობაზე უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდა, ვიდრე თბილისის რუსული და ქართული გაზეთები აწვდიდნენ. საჭირო იყო ამავე დროს საზოგადოებრიობას სწორი, მართებული შეხედულება ჰქონოდა პროფესიული დასების ჩამოყალიბების ისტორიაზე. ამიტომაც ასე ფართოდ გააშუქა ილია ჭავჭავაძის გაზეთმა სტუმრად ჩამოსულ მოძმეთა კულტურისა და ტრადიციის საკითხები. 1890 წელს საქართველოს თეატრების კარები შეაღო უკრაინული ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწის მაოკო კროპივნიცკის მეთაურობით ჩამოსულმა დასმა. ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ კვლავ სიხარულით ეგებება უკრაინელთა სტუმრობას. „ივერიის“ ფურცლებზე ხშირად ქვეყნდება ინფორმაციები თუ სტატიები უკრაინული ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. კვლავაც განსაკუთრებით აქტიურობს ა. ფრონელი. მისი სტატიები მ. კროპივნიცკის „ობობას“, გ. თ. კვიტკა-ოსნოვიანენკოს ნაწარმოებების „შელმენკო-დენშჩიკის“, „ნიშნობა გონჩარის უბანში“ და სხვათა შესახებ სისტემატურად იბეჭდება „ივერიაში“. „ივერია“ ერთგულად აცნობს მკითხველებს უკრაინელთა წარმატებებს ქართულ სცენაზე, ესაუბრება პიესის ღირსებანაკლოვანებებზე, მსახიობთა შესრულების ოსტატობაზე. გაზეთის რედაქტორის შეხედულებით უკრაინელთა გასტროლები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ-უკრაინული კულტურულ ურთიერთობაში, ამითაც აიხსნება იმის აშე, გვარი ყურადღება უკრაინელებისადმი. 1890-იან წლებში საქართველოს ხშირი სტუმრები იყვნენ უკრაინული პროფესიული დასები. მოძმე თეატრალები საქართველოს საზოგადოებაში ყოველთვის პოულობდნენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ისტორიულად ესოდენ დამახასიათებელი იყო მათი ურთიერთობისათვის. აკად. გიორგი ჯიბლაძე წერს:
„ყოველ წვრილმანს, რომელსაც შეეძლო თეატრის ავტორიტეტი აემაღლებინა ან ქართველი საზოგადოების ეროვნულმორალური სიმაღლე ეჩვენებინა, ილია ჭავჭავაძე უმალ იყენებდა „ივერიაში“ განმანათლებლური მიზნებისათვის“ *. |
|
* გიორგი ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე, 1969, გვ. 612 |
ილია ჭავჭავაძე ამავე პოზიციიდან უდგებოდა საქართველოში უკრაინული თეატრის გასტროლების თავის გაზეთში გაშუქების საკითხსაც. სპექტაკლების ანალიზი, რეცენზიებში უკრაინული დასის ხელოვნებისადმი ქართველი მაყურებლის კეთილ განწყობილებათა ასახვა, ხსენება იმისა, თუ როგორი აღტაცებითა და სიხარულით ხვდებოდა ქართველი საზოგადოება ყოველ ახალ ჭეშმარიტად ეროვნულ უკრაინულ სპექტაკლს, — ემსახურებოდა დიდი ილიას მიერ ჩაფიქრებულ ერთ საერთო მიზანს. ილია ამ გზით ფიქრობდა ეჩვენებინა არა მარტო ის, რომ ქართულ სცენაზე წარმოდგენილი უკრაინული პიესები ერთგვარად ეხმაურებოდნენ ჩვენს სოციალურსა თუ ეროვნულ ტკივილებს, არამედ აგრეთვე ისიც, თუ რაოდენ დიდი იყო ქართველ ხალხში მეგობრობისა და ძმობის გრძნობა, სხვა ერებისადმი სიყვარული და პატივისცემა. თერგდალეულებისა და ქართველი ხალხის წინამძღოლი ამ გზით თავის მშობელ ერში ამ გრძნობათა გაღვივებასა და განმტკიცებასაც ცდილობდა. აკად. გ. ჯიბლაძეს სავსებით მართებულად აქვს შენიშნული, რომ
„ილია ჭავჭავაძემ თავისი
დროის ქართულ თეატრს ისეთივე სამსახური გაუწია რეცენზიებით, როგორიც თავისივე
თანამედროვემქართულ ლიტერატურას კრიტიკული წერილებით. ორივე შემთხვევაში მას
უხდებოდა ყამირი გადაეხნა“* |
|
*გიორგი ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე, 1966, გვ. 633. |
ერის მეთაურმა ასეთივე დაუფასებელი სამსახური გაუწია უკრაინულ თეატრს ქართველ ხალხში მისი დრამატურგიის აქტიორული თუ რეჟისორული შემოქმედების განხილვა-პროპაგანდით. მართალია, ამ შემთხვევაში დიდი ილია მიმოხილვითი სტატიებითა თუ თეორიული ხასიათის წერილებით — „ივერიის“ ფურცლებზე თვითონ არ გამოდიოდა, მაგრამ „ივერია“ ხომ მისი სულიერი მოძღვრის სულისკვეთებით გამსჭვალულ სტატიებს აქვეყნებდა უკრაინულ თანამოძმეთა ხელოვნებაზე. ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დიდი როლი შეასრულა უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.
* * *
ილია ჭავჭავაძის დიდმა ჰუმანიზმმა, ღრმა პატრიოტიზმმა და ინტერნაციონალიზმმა, უკრაინელებისადმი გულწრფელმა მეგობრულმა გრძნობებმა თავისი გააკეთა. ქართველ ხალხში ახალი ძალით გაღვივდა ისტორიული მეგობრებისადმი — უკრაინელი ხალხისადმი — სიყვარულის გრძნობა, გაიზარდა პატივისცემა მათ მიმართ, განმტკიცდა ამ ორი ერის მეგობრობა.
ილია ჭავჭავაძე მხოლოდ ბეჭდვითი სიტყვის ანდა საქართველოში სტუმრად ჩამოსული უკრაინელების მეშვეობით როდი იცნობდა უკრაინას. ამ ქვეყნისა და დაჩაგრული ხალხის სიღატაკე-სიბეჩავეს გულდათუთქული მწერალი ბევრჯერ ჩაუფიქრებია. ამიტომაც იყო, რომ როდესაც დიდი ილია ბატონყმური ცხოვრების შემზარავ სურათებს ხატავდა, იგი თავის ჩაგრულ თანამოძმეებზედაც ფიქრობდა, ხოლო უკრაინელი ხალხი ქართველი შემოქმედის მხატვრულ ნააზრევში თავის ფიქრებსა და მისწრაფებებს პოულობდა. სწორედ ამიტომ ასე გასაგები და მახლობელი იყო ილიას შემოქმედება უკრაინელებისათვის, ამიტომაც იყო, რომ სიცოცხლეშივე შეიყვარა იგი უკრაინელმა ხალხმა. საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეებმა: ლევან ასათიანმა, არსენ კასპრუკმა და ოლექსა სინიჩენკომ კარგა ხნის წინათ, მიაქციეს ყურადღება ფაქტებს, რომლებიც ჭეშმარიტად ღაღადებენ უკრაინული ლიტერატურისადმი ილია ჭავჭავაძის დიდ დაინტერესებაზე: 1881 წელს ილიას „ივერიაში“ ტარას შევჩენკოს „მუშა ქალის“ ნ. ლომოურისეული თარგმანის გამოქვეყნებასა და ილიას პირად ბიბლიოთეკაში ა. ნავროცკის თხზულების არსებობას. ამ მონაცემებს კიდევ ერთი ახალი ფაქტი ემატება. ხარკოვის არქივში აღმოჩნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმართვა ხარკოვის ასეთივე საზოგადოებისადმი. მიმართვაში უკრაინელ კოლეგებს სთხოვენ გამოუგზავნონ მათ მიერ გახსნილი სკოლების პროგრამა და აცნობონ ზოგი მათთვის საინტერესო საკითხი*. წერილი გაგზავნილია 1894 წლის 5 აპრილს, თბილისიდან და მას ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.
როგორც ამ ბარათიდან ჩანს და ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდებიდან ირკვევა, საქართველოსა და უკრაინის ამ საზოგადოებებს ერთმანეთთან მიმოწერა, კავშირი ჰქონდათ. |
|
* იხ. ხარკოვის საოლქო არქივი, ფ. 200, ს. 153, ფურ. 7. 10 |
უნდა ვივარაუდოთ, რომ ილია ჭავჭავაძე ამ საქმეს მეთაურობდა და ყოველმხრივ უწყობდა ხელს ხარკოვის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან კავშირის დამყარებასა და განმტკიცებას. სწორედ ამაზე უნდა მეტყველებდეს ილია ჭავჭავაძის ზემოხსენებული მიმართვაც ხარკოველი კოლეგებისადმი.
* * *
მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის სახელოვანი წარმომადგენლის ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენია უკრაინის ინტელიგენციას. 90-იანი წლების უკრაინის პერიოდულ პრესაში ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა შორის ილია ჭავჭავაძეს საგანგებო ადგილი ეთმობოდა.
უკრაინული პროგრესული საზოგადოება ილია ჭავჭავაძეს იცნობდა, როგორც საქართველოს მოწინავე მოღვაწე-მოაზროვნესა და შემოქმედს. 80-იანი წლების უკრაინულ პრესაში გამოჩნდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, რომელთა თარ, გმანებიც შესრულებული იყო ბორის გრინჩენკოს, პავლო გრაინული ბოვსკისა და სხვათა მიერ. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის ლექსები პირველად 1893 წელს გამოქვეყნდა. ლვოვის ჟურნალ „პრავდაში“ 1983 წელს* „პოეზიისა და დრამის“ განყოფილებაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“. „პრავდა“ იყო უკრაინული ყოველთვიური ლიტერატურულ-სამეცნიერო და პოლიტიკური ჟურნალი. თავდაპირველად იგი ბურჟუაზიულ-ლიბერალური მიმართულებისა იყო, გამოდიოდა ლვოვში 1867—1898 წლებში (წყვეტილად). |
|
*„პრავდა“, პოლიტიკური, მეცნიერებისა და მწერლობის ერთთვიური, ტ. XVI, გამოცემა XI-XII, იანვარი, 1893, გვ. 35. |
იმის გამო, რომ იმდროინდელ უკრაინაში არ არსებობდა სხვა მიმართულების ორგანო, ჟურნალ „პრავდაში“ აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსები და მხატვრული სიტყვის გამოჩენილი ოსტატები — პანას მირნი, მიხაილო სტარიცკი, ივან ფრანკო, იური ფედკოვიჩი, ვ. სამიილენკო, ივან კარპენკო-კარი, მიხაილო კოციუბინსკი, ივან ნეჩუი-ლევიცკი და სხვანი. ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ 1861 წელს პეტერბურგში დაწერილი ლექსი „გაზაფხული“ და როგორც მინაწერიდან ჩანს, იგი თარგმნილი უნდა იყოს 1892 წლის 30 ოქტომბერს. ილია ჭავჭავაძის ამ ორსტროფიანი ლექსის უკრაინულ თარგმანში შენარჩუნებულია ორიგინალის ზომა და რიტმიც. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინულად აჟღერებული ილიას ლექსი შინაარსობლივად და ფორმითაც კი ძირითადად სწორად იმეორებს ორიგინალს. ილია ჭავჭავაძის პოეზიით დაინტერესებულა მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე ბორის გრინჩენკო. მან 1893 წელს გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსის თარგმანი. ილიას ლექსისათვის „გ. აბხ...“ ბ. გრინჩენკოს მიუცია ახალი სათაური, ათმარცვლოვანი ქართული ლექსის სტრიქონი თერთმეტ და თორმეტ მარცვლიანი სტრიქონებით გაუმართავს, ახლოს მისულა დედანთან და მისი სულისკვეთება კარგად გადმოუცია. ამ ლექსის ბ. გრინჩენკოსეული თარგმანი თითქმის დედნის ადექვატურია. შედარებით სუსტია ბ. გრინჩენკოს მიერ უკრაინულად გადაღებული ილიას მეორე ლექსი„მას აქეთ, რაკი...“ ამ თარგმანში თუმცა დაცულია ორიგინალის შინაარსობლივი სიზუსტე, საერთო იდეა, მაგრამ გვხვდება გადახვევები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თარგმნა პავლო გრაბოვსკის მიერ. იგი უკრაინული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენელია, უკრაინელი პოეტი-რევოლუციონერია. მისი იდეური ევოლუცია რევოლუციური დემოკრატიზმიდან მარქსიზმისაკენ მიემართება. პავლო გრაბოვსკი პროფესიონალი რევოლუციონერი იყო. სიცოცხლის ნახევარზე მეტი მან მეფის თვითმპყრობელობის ციხეებსა და გადასახლებაში გაატარა. პავლო გრაბოვსკის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თარგმანებს. რუსული მწერლობიდან მას უთარგმნია ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ნეკრასოვის, ნ. დობროლიუბოვისა და სხვათა ნაწარმოებები. პოეტისათვის სათარგმნი მასალა შემთხვევითი და განურჩეველი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მისი დაინტერესებაც ქართველი პოეტების შემოქმედებით ასევე არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი. გადასახლებაში მყოფი პავლო გრაბოვსკი 1896 წელს ერთ-ერთ ბარათში წერდა: „გიგზავნით „ზორიასათვის“ ორ პროზაულ შენიშვნას... აგრეთვე ოთხი ლექსის თარგმანს, რომელთაგანაც ორი ეკუთვნის ამერიკელ პოეტს ედგარ პოს, ხოლო ორი ქართველ პოეტს — ილია ჭავჭავაძეს, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინულად ჯერ არ თარგმნილა“. წერილში დასახელებული იყო ი. ჭავჭავაძის ლექსები — „პოეტი“ და „გაზაფხული“, რომლებიც სულ მალე ბეჭდური სახით იხილა ლვოვის საზოგადოებამ. შორეულ გადასახლებაში მყოფ პოეტს შემდგომშიაც არ განელებია ინტერესი დიდი ილიას შემოქმედებისადმი. მან უკრაინული პოეზია გაამდიდრა ჭავჭავაძის ისეთი ლექსების თარგმანებით, როგორიცაა „გუთნის-დედა“, „ელეგია“, „მას აქეთ, რაკი...“ და „ქართვლის დედას“. „ზორია“, სადაც შემდგომში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსების პავლო გრაბოვსკისეული თარგმანები, იყო ორკვირეული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. იგი 1880—1897 წლებში დასავლეთ უკრაინაში ქალაქ ლვოვში გამოდიოდა. ივან ფრანკო „ზორიაში“ მოღვაწეობისას ცდილობდა ჟურნალისათვის დემოკრატიული მიმართულების დამკვიდრებას, მის გადაქცევას ლიტერატურულ და სამეცნის ერო ორგანოდ. ივან ფრანკოს დროს. ამ ჟურნალის ფურცლებზე ქვეყნდებოდა გამოჩენილი რუსი და უკრაინელი მწერლების მხატვრული, პუბლიცისტური თუ ლიტერატურულ-კრიტიკული ნაწერები. 1890—1897 წლებში ჟურნალს სათავეში ჩაუდგა მ. ვ. ლევიცკი (ლუკაჩი), რომელიც შეეცადა მასში პროგრესული ტენდენციების აღდგენას. „ზორიაში“ კვლავ გამოჩნდნენ მოწინავე უკრაინელი მწერლები — მიხაილო კოციბინსკი, ლესია უკრაინკა და სხვები. ჟურნალი „ზორია“ მკითხველებს აწვდიდა ინფორმაციებს უკრაინის ლიტერატურული თუ კულტურული ცხოვრების შესახებ. 1897 წელს ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსის თარგმანი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დევნილმა და გადასახლებაში მყოფმა პოეტმა არ იცოდა რომ ილიას ორი ლექსი, რომელიც მან უკრაინულად აახმიანა, ამავე ენაზე უკვე იყო ოთხი წლით ადრე თარგმნილი. ამიტომაც წერდა იგი პანკოვსკის: რამდენადაც ვიცი, უკრაინულად არ არისო გადმოტანილი. ამ ხელმეორე თარგმნით, უკრაინულ პოეზიას არაფერი წაუგია, გრაბოვსკის თარგმანში ილიას პოეზიამ ახლებური ჟღერა შეიძინა. ეტყობა, პ. გრაბოვსკის მიერ გადასახლებიდან გამოგზავნილ ბარათზე დაყრდნობით გამოუთქვამს თავისი მოსაზრება ზოგ უკრაინელ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეს იმის თაობაზე, თითქოს პავლო გრაბოვსკი იყოს ილია ჭავჭავაძის პოეტური ნაწარმოებების უკრაინულ ენაზე პირველი მთარგმნელი. თუმცა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში ალ. ხახანაშვილმა რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებულ წერილებში მიუთითა, რომ ილიას „გაზაფხული“, და „მას აქეთ, რაკი...“ უკრაინულად ორგზის იყო თარგმნილი.“ ილია ჭავჭავაძის ლექსების თარგმნა პავლო გრაბოვსკიმ კოს მიერ უკრაინულად გადაღებული ილიას მეორე ლექსი„მას აქეთ, რაკი...“ ამ თარგმანში თუმცა დაცულია ორიგინალის შინაარსობლივი სიზუსტე, საერთო იდეა, მაგრამ გვხვდება !! გადახვევები. , | საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თარგმნა პავლო გრაბოვსკის მიერ. იგი უკრაინული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენელია, უკრაინელი პოეტი-რევოლუციონერია. მისი იდეური ევოლუცია რევოლუ ციური დემოკრატიზმიდან მარქსიზმისაკენ მიემართება. პავლო გრაბოვსკი პროფესიონალი რევოლუციონერი იყო. სიცოცხლის ნახევარზე მეტი მან მეფის თვითმპყრობელობის ციხეებსა და გადასახლებაში გაატარა. . | პავლო გრაბოვსკის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თარგმანებს. რუსული მწერლობიდან მას უთარგმნია ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ნეკრასოვის, ნ. დობროლიუბოვისა და სხვათა ნაწარმოებები. პოეტისათვის სათარგმნი მასალა შემთხვევითი და განურჩეველი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მისი დაინტერესებაც ქართველი პოეტების შემოქმედებით ასევე არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი. გადასახლებაში მყოფი პავლო გრაბოვსკი 1896 წელს ერთ-ერთ ბარათში წერდა: „გიგზავნით „ზორიასათვის“ ორ პროზაულ შენიშვნას... აგრეთვე ოთხი ლექსის თარგმანს, რომელთაგანაც ორი ეკუთვნის ამერიკელ პოეტს ედგარ პოს, ხოლო ორი ქართველ პოეტს — ილია ჭავჭავაძეს, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინულად ჯერ არ თარგმნილა“. | წერილში დასახელებული იყო ი. ჭავჭავაძის ლექსები — „პოეტი“ და „გაზაფხული“, რომლებიც სულ მალე ბეჭდური სახით იხილა ლვოვის საზოგადოებამ. შორეულ გადასახლებაში მყოფ პოეტს შემდგომშიაც არ განელებია ინტერესი დიდი ილიას შემოქმედებისადმი. მან უკრაინული პოეზია გა– ამდიდრა ჭავჭავაძის ისეთი ლექსების თარგმანებით, როგორიცაა „გუთნის-დედა“, „ელეგია“, „მას აქეთ, რაკი...“ და „ქართვლის დედას“. ისეობის სების სისტ 1 ძირი | „ზორია“, სადაც შემდგომში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსების პავლო გრაბოვსკისეული თარგმანები, იყო ორკვირეული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. იგი 1880—1897 წლებში დასავლეთ უკრაინაში ქალაქ ლვოვში გამოდიოდა. ივან ფრანკო „ზორიაში“ მოღვაწეობისას ცდილობდა ჟურნალისათვის დემოკრატიული მიმართულების დამკვიდრებას, მის გადაქცევას ლიტერატურულ და სამეცნის ერო ორგანოდ. ივან ფრანკოს დროს. ამ ჟურნალის ფურცლებზე ქვეყნდებოდა გამოჩენილი რუსი და უკრაინელი მწერლების მხატვრული, პუბლიცისტური თუ ლიტერატურულ-კრიტიკული ნაწერები. 1890—1897 წლებში ჟურნალს სათავეში ჩაუდგა მ. ვ. ლევიცკი (ლუკაჩი), რომელიც შეეცადა მასში პროგრესული ტენდენციების აღდგენას. „ზორიაში“ კვლავ გამოჩნდნენ მოწინავე უკრაინელი მწერლები — მიხაილო კოციბინსკი, ლესია უკრაინკა და სხვები. ჟურნალი „ზორია“ მკითხველებს აწვდიდა ინფორმაციებს უკრაინის ლიტერატურული თუ კულტურული ცხოვრების შესახებ. 1897 წელს ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსის თარგმანი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დევნილმა და გადასახლებაში მყოფმა პოეტმა არ იცოდა რომ ილიას ორი ლექსი, რომელიც მან უკრაინულად აახმიანა, ამავე ენაზე უკვე იყო ოთხი წლით ადრე თარგმნილი. ამიტომაც წერდა იგი პანკოვსკის: რამდენადაც ვიცი, უკრაინულად არ არისო გადმოტანილი. ამ ხელმეორე თარგმნით, უკრაინულ პოეზიას არაფერი წაუგია, გრაბოვსკის თარგმანში ილიას პოეზიამ ახლებური ჟღერა შეიძინა.
ეტყობა, პ. გრაბოვსკის მიერ გადასახლებიდან გამოგზავნილ ბარათზე დაყრდნობით გამოუთქვამს თავისი მოსაზრება ზოგ უკრაინელ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეს იმის თაობაზე, თითქოს პავლო გრაბოვსკი იყოს ილია ჭავჭავაძის პოეტური ნაწარმოებების უკრაინულ ენაზე პირველი მთარგმნელი. თუმცა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში ალ. ხახანაშვილმა რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებულ წერილებში მიუთითა, რომ ილიას „გაზაფხული“, და „მას აქეთ, რაკი...“ უკრაინულად ორგზის იყო თარგმნილი.* |
|
* ამ საკითხზე სწორი მითითება აქვს აგრეთვე ო. სინიჩენკოს და ა. კასპრუკს. იხ. ო. სინიჩენკო, თქვენი თხზულებანი ჩვენს გულებს. წვდება, „ლიტერატურნაია გაზეტა“ 1957, # 205; ა. კასპრუკი, ილია ჭავჭავაძე და უკრაინა, „რადიანსკე ლიტერატურაზნავსტვო“, 1962, # 5. |
ილია ჭავჭავაძის ლექსების თარგმნა პავლო გრაბოვსკიმ ციმბირში დაიწყო. უკრაინელმა პოეტმა ქართული ენა არ იცოდა. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მას, ჯერ ერთი, ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის შესახებ რაღაც წყაროები უნდა ჰქონოდა, ან ქართველებისაგან მომდინარე, ანდა საქართველოს ცხოვრების მცოდნე სხვა ერის წარმომადგენლისაგან, ხოლო შემდეგ, ვინმე უნდა შეშველებოდა ქართული ლექსის გაგებაში, ბწკარედის გაკეთებაში. პავლო გრაბოვსკი ილია ჭავჭავაძეზე მაღალი შეხედულებისა რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდა მისი ნაწარმოებების თარგმნას. ამგვარი წარმოდგენის შემუშავება კი მას იმდროისათვის თამამად შეეძლო. ქართველი მგოსნის სახელი იმ ხანად უკვე, როგორც ერის გამოჩენილი მოღვაწისა და შემოქმედისა, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ფართო საზოგადოებისათვის იყო ცნობილი. ამის დამადასტურებელია ის დიდი ყურადღება და პატივისცემა, რასაც მაშინ ქართველი მგოსნისადმი პროგრესული უკრაინული ინტელიგენცია იჩენდა. სავარაუდოა, რომ ილიას ლექსების თარგმნის დროს პავლო გრაბოვსკის დახმარებას უწევდა ქართული პოეზიის მცოდნე პირი, შესაძლოა, ქართველი პოლიტიკური დევნილიც. ამავე დროს, მათ შეხვედრებს მაინც არ უნდა ჰქონოდა რეგულარული ხასიათი. ამას გვაფიქრებინებს პოეტის ერთი პირადი ბარათი, სადაც აღნიშნულია: „იყო შემთხვევები, როცა ქართულ ლექსებს ვთარგმნიდით პოლონურად უკვე თარგმნილი ლექსებიდანო“. გრაბოვსკისათვის პოეტური სიტყვა რევოლუციური იდეების პროპაგანდის იარაღს წარმოადგენს. „ძალადობა დათრგუნე შენ ბრძნული სიტყვით“ — ასეთი იყო ის ამოცანა, რომელიც მან თავის მუზას დაუსახა. ასეთივე მნიშვნელობა. ჰქონდა მისთვის მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ამიტომაც მიიჩნევდა იგი, რომ თარგმნის დროს პოეტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ნაწარმოების საერთო იდეური მიმართულება. „ყოველ ნაწარმოებში ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მის საერთო ხასიათს და მთავარ ჩანაფიქრს, — წერდა იგი გრინჩენკოს, - მე ანტიკვარი არა ვარ და წვრილმანი არ მაინტერესებს და ამიტომ მუშაობის ამგვარ ხერხს სავსებით შესაძლებლად ვთვლი“. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პავლო გრაბოვსკიმ ილიას „პოეტი“ თარგმნა. პოეტის დანიშნულების საკითხი, მისი მონაწილეობა და როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის აღელვებდა უკრაინელ რევოლუციას ონერ პოეტს. მისი ღრმა რწმენით, მგოსანმა „მთელი თავისი გრძნობა“, მთელი ნიჭიერება, პოეტური შესაძლებლობანი უკლებლივ უნდა მიიტანოს ერის სამსხვერპლოზე. პავლო გრაბოვსკი თავის ცნობილ ლექსში — „მე არა ვარ მშვენიერი ბუნების მომღერალი“, — ამბობდა: მე არა ვარ მშვენიერი ბუნების მომღერალი, თავიდან არ მცილდება ხალხის უბედურება, მათ უბედურებას ვუძღვნი მე მთელ ჩემ გრძნობებს. ამგვარი შეხედულების მქონე პოეტისათვის, რა თქმა უნდა, ახლობელი იქნებოდა ქართველი ერის მგოსნის აღიარება:მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
პავლო გრაბოვსკის ესმოდა ილიას გულისტკივილი, ძირითადად იზიარებდა მის შეხედულებას პოეტის დანიშნულების შესახებ და ამიტომაც იყო, რომ ის ერთ-ერთი პირველი ლექსი, რომელიც მან ილიას შემოქმედებიდან სათარგმნელად შეარჩია იყო „პოეტი“. პავლო გრაბოვსკის მიერ ილიას „პოეტის“ თარგმანის შესახებ ა. ხახანაშვილი აღნიშნავდა, რომ იგი „ნათარგმნი არის მშვენიერის ენით“ * |
|
* ა. ხახანშვილი, ქართული პოეზიის ნიმუშები მალოროსიულად, „ივერია“, 1900,
№ 103, გვ 2 3. |
|
|
|
შესანიშნავი აზრისა იყო უკრაინელი პოეტის თარგმანზე ვალერიან იმედაძეც. იგი წერდა: |
|
|
|
„პავლო გრაბოვსკის ოსტატური თარგმანი („პოეტისა“ — ო. ბ.) თავის იდეურ-მხატვრული ღირსებებით თითქმის ქართული სამოქალაქო პოეზიის, ამ საყურადღებო პოეზიის, დონეზე დგას“.* |
|
* ვ. იმედაძე, ტარას შევჩენკო და ქართული კულტურის მოღვაწენი, 1964, გვ. 89. |
ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ პავლო გრაბოვსკისეული თარგმანი ილიას „პოეტისა“ ჭეშმარიტად ოსტატურადაა შესრულებული. უკრაინელ პოეტს მოხდენილად აუმეტყველებია ქართველი მგოსნის პოეტური ნაწარმოები უკრაინულად და შესანიშნავი ლექსიც გამოსვლია. - რაც შეეხება დედნის იდეურ, შინაარსობლივ მხარეს, ამ მხრივ პავლო გრაბოვსკის მეტი თავისუფალი დამოკიდებულება გამოუჩენია დედნის მიმართ. „პოეტის“ თარგმნის დროს პავლო გრაბოვსკის, მართალია, არ დაურღვევია დედნის საერთო იდეა, მკვეთრად არ გადაუხვევია ავტორის მიერ დასახული მიზნიდან, მაგრამ გარკვეული ცვლილებები კი შეუტანია ლექსის თავდაპირველ იდეურ შინაარსში, ერთგვარად დაუკონკრეტებია იგი და თავისებურად დაუსრულებია ილიას რევოლუციური პოეტური ფრაზა. პავლო გრაბოვსკი საერთოდ სიტყვა-სიტყვით არ თარგმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს. თავის თარგმანებს იგი მიიჩნევდა გადამღერებად, გადაკეთებად. არჩეულ გზას მიჰყვებოდა იგი ილიას ნაწარმოებთა თარგმნის დროსაც. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თარგმნისას პავლო გრაბოვსკი ცდილობს, ლექსს შეუნარჩუნოს ავტორისეული იდეური ჩანაფიქრი, პატრიოტული სულისკვეთება თუ სოციალური ჟღერა. მაგრამ, როგორც ვიცით, არის შემთხვევები, როდესაც უკრაინელ პოეტს ქართველი მგოსნის ნაწერებში საკუთარი აზრები და იდეებიც შეაქვს, ცვლის ორიგინალის სტროფებს თუ სტრიქონში მარცვალთა რაოდენობას. ამგვარი პოზიციიდან უდგება გრაბოვსკი ილია ჭავჭავაძის „გუთნის-დედის“ თარგმანსაც. ილიას მიერ სტუდენტობის ხანებში დაწერილი „გუთნისდედა“, როგორც ცნობილია, ფაქტიურად წარმოადგენს ბატონყმური მონობის იმ გაბედული კრიტიკის დასაწყისს, რომელიც შემდგომ დამახასიათებელ მოტივად იქცევა ამ დიდებული ქართველი მწერლისათვის. ლექსის ლირიკული გმირი (გლეხი) გულმოკლულია ამგვარი მონური ყოფით, მაგრამ ცხოვრებას პესიმისტურად მაინც არ უყურებს. ქართველმა მგოსანმა ამ ნაწარმოებში ერთგვარად უკვე შეამზადა ფერები იმ შემზარავი, მაგრამ დიდებული სურათებისა, რომლებიც შემდგომში ბატონყმურ ურთიერთობაზე შექმნა. თვითმპყრობელობისა და უსამართლობის წნააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი პოეტისათვის ქართველი მგოსნის ეს ნაწარმოები ახლობელი და გასაგები იყო. წამით! ტომაც მოჰკიდა მან ხელი მის თარგმანს. ილია ჭავჭავაძის „გუთნის-დედა“ რვა ათმარცვლოვანი სტროფისაგან შედგება. გრაბოვსკის იგი ექვს და რვამარცვლოვანი ლექსით გადაუღია და ოც სტროფად გაუწყვია. უკრაინელი მთარგმნელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას ავტორისეული არც ერთი მნიშვნელოვანი აზრი თუ ფრაზა თარგმანში არ დაუკარგავს და მისთვის მხატვრული დონეც შეუნარჩუნებია. პოეტს სწორად მიუგნია ლექსის ზომისათვისაც და ამით შექმნია შესაძლებლობა ქართული ლექსის სიმშვენიერე უკრაინელი მკითხველისათვის რამდენადმე გასაგები გაეხადა. პავლო გრაბოვსკის, მართალია, არ გადაუხვევია დედანში დასახული ძირითადი აზრისათვის, მაგრამ ერთგვარი დამატებანი მაინც შეუტანია თარგმანში, ზოგ შემთხვევაში კი ქართული ლექსის ცალკეული სტრიქონები და მათში გამოთქმული აზრები თარგმანში უფრო გავრცობილი სახით გადმოუტანია. „გუთნის-დედის“ გრაბოვსკისეული თარგმანი თავისუფალი თარგმანია, რომელიც სწორად ასახავს დედნის აზრობრივ თუ იდეურ ჩანაფიქრს, ინარჩუნებს მის მძაფრ სოციალურ ხასიათს. „გუთნის-დედის“ მთარგმნელის მიმართ, მართებული იქნებოდა, თუ გამოვიყენებდით ილიას სიტყვებს: „გადმომკეთებელს ის ღონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს, და ამის გარდა თვითმოქმედი ძალიც შემოქმედებისა“. უფრო თავისუფლად ეპყრობა სათარგმნ ტექსტებს გრაბოვსკი ილია ჭავჭავაძის „ელეგიის“ უკრაინულად ამღერების დროს. პეტერბურგში 1859 წელს შექმნილი ილიას ეს დიდებული ლირიკული ლექსი პავლო გრაბოვსკის უკრაინელებისათვის სათუთი გრძნობების აღმძვრელი პოეტური სტრიქონებით მიუწოდებია. სათარგმნი მასალისადმი ასეთივე თავისუფალი მიდგომა შეინიშნება ილიას ლექსის „მას აქეთ, რაკი...“ მიმართაც. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ეს ლექსი გაცილებით უფრო ადრე ნათარგმნი ჰქონდა ბორის გრინჩენკოს. პავლო გრაბოვსკის თარგმანი საკმაოდ განსხვავდება მისი წინამორბედის თარგმანისაგან. პავლო გრაბოვსკიმ თავისი პოეტური კალამი ილიას „ქართვლის დედის“ თარგმანზეც სცადა. უკრაინელი პოეტისკენ) ვის სავსებით ნათელი იყო, ამ ლექსის იდეური მიზანდასახუ. ლება. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თარგმანში საგრძნობლად არის შენარჩუნებული ილიას ლექსის ღრმა პატრიოტული იდეა. მიუხედავად ამისა, ამ ნაწარმოებს უკრაინულ ენაზე გადატანისას მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებანი განუცდია. პავლო გრაბოვსკის „ქართვლის დედის“ რვა სტროფიდან ექვსი სტროფი გაუკეთებია, ათმარცვლოვანი სტრიქონები თორმეტმარცვლოვანით გაულექსია. გარდა ამისა, არის სხვა გადახვევებიც. უკრაინელი მგოსანი, თარგმნიდა რა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, მასში აქსოვდა თავის რევოლუციურაზრებს, საკუთარი მსოფლმხედველობისა და მეოცე საუკუნის კარიბჭის ეპოქის სულისკვეთებას. პავლო გრაბოვსკის ეკუთვნის აგრეთვე ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსის „გაზაფხულის“ თარგმანიც. როგორც ნათქვამი იყო, ეს ლექსი ბორის გრინჩენკოს ჰქონდა უკვე თარგმნილი. მასთან შედარებით პავლო გრაბოვსკის თარგმანი მეტი პოეტურობით ხასიათდება. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ პავლო გრაბოვსკის ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის კიდევ ერთი ლექსის თარგმანი. ამ ლექსის უკრაინული სათაური ქართულად ოროლს, მახვილს ნიშნავს. ამ ნაწარმოებში მახვილთან არის შეპირისპირებული კალამი და უპირატესობა მას აქვს მინიჭებული, რადგან, ავტორის აზრით, კალამი სისხლისმღვრელ მახვილზე მეტ საქმეს აკეთებს.
მკვლევარ ვალერიან იმედაძის აზრით, ხსენებული ლექსი პავლო გრაბოვსკის მიერ შექმნილია ილიას ლექსების მოტივზე.* სხვა აზრისაა დოც. რევაზ ხვედელიძე: მისი აზრით, ეს ლექსი არის ილიას ერთსტროფიანი ლექსის თარგმანი, რომელიც გრაბოვსკისეულ თარგმანში გავრცობილი სახითაა წარმოდგენილი. |
|
* იხ: ვ. იმედაძე, ტარას შევჩენკო და ქართული კულტურის მოღვაწენი, 1964, გვ. 89 |
ასეთივე განსხვავებული აზრისაა დოც. რ. ხვედელიძე 1893 წელს „ლიტერატურნო-ნაუკოვი ვისნიკში“ დაბეჭდილი ლექსის „სიყვარულის“ წარმომავლობის შესახებ. მისი აზრით თუმცა ამ ლექსს აქვს მინიშნება — ილიას პოეზიიდანო, მაგრამ იგი მხოლოდ მოტივით უკავშირდება ილია ჭავჭავაძის, ამავე თემაზე დაწერილ ლექსებს და არ წარმოადგენს რომელიმეს ზუსტ თარგმანს. თუ თვალს გადავავლებთ ილია ჭავჭავაძის ლექსების უკრაინულ თარგმანებს, დავრწმუნდებით რომ უკვე იმ დროისათვის ქართველი პოეტის უკრაინულ ენაზე ამეტყველების ორი ხერხი იყო გამოყენებული. ერთი, როცა მთარგმნელი ცდილობს თარგმანი ახლოს იდგეს დედანთან, იყოს მისი ადეკვატური (ბ. გრინჩენკოსა და ნაწილიც გრაბოვსკის მიერ შესრულებული თარგმანები), ხოლო მეორე, როცა თარგმანს უფრო თავისუფალი გადამღერების კვალი აჩნია (მაგალითად, გრაბოვსკის ზოგი თარგმანი). ილია ჭავჭავაძის პოეტური ნაწარმოებების უკრაინულ ენაზე ახმიანებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გამოჩენილმა უკრაინელმა რევოლუციონერმა პოეტმა პავლო გრაბოვსკიმ. მან შეარჩია და უკრაინულად ააჟღერა ქართველი მგოსნის ის ნაწარმოებები, რომლებიც თავისი შინაარსით, იდეური დანიშნულებით ეხმაურებოდა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის ეპოქალურ მოთხოვნილებებს. ი ილია ჭავჭავაძის ლექსების თარგმნისას პავლო გრაბოვსკი თავისი რევოლუციური მრწამსის მიხედვით ამახვილებდა ყურადღებას და აქცენტი გადაჰქონდა ქართველი მგოსნის ისეთ ნაწარმოებებზე, რომლებიც ეპასუხებოდნენ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის რევოლუციურ განწყობილებებს. ბორის გრინჩენკომ და პავლო გრაბოვსკიმ უკრაინულ ენაზე თარგმნეს ილია ჭავჭვაძის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც („გ. აბხ...“, „გუთნის-დედა“), რომლებიც სხვა (მაგალითად რუსულ) ენაზე ჯერ კიდევ არ იყო გადატანილი. ისინი ილია ჭავჭავაძის ლექსების თარგმნით ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებს აცნობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ უკრაინას. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ქართველი პოეტის ლექსები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, რომლებშიაც ქვეყნდებოდა გამოჩენილი უკრაინელი შემოქმედის ი. ფრანკოსა თუ პანას მირნის, მ. კოციბინსკისა თუ ი. კარპენკო-კარის, ლესია უკნაინკასა თუ ი. ფედოვიჩისა და სხვათა ნაწერები.
* * *
უკრაინელ შემოქმედთა ინტერესი ქართული პოეზიის მიმართ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქართველ ლიტერატორებსა და მკითხველებს. უკრაინულ ენაზე ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმნას საქართველოში პირველად გამოეხმაურა ცნობილი მეცნიერი და მოღვაწე ა. ხახანაშვილი. მან გაზეთ „ივერიაში“ და ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ ქართულ და რუსულ ენებზე მოათავსა სტატიები, რომლებშიაც ბიბლიოგრაფიულად მიმოიხილა. უკრაინულ ჟურნალებში „ზორიასა“ და „პრავდაში“ გამოქვეყნებული ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმანები.
ა. ხახანაშვილი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა უკრაინული მწერლობა ყურადღებას აქცევს სხვა ერის წარმომადგენელთა ლიტერატურას და თარგმნის კიდევაც მას თავის ენაზე. ამგვარი ინტერესი გამოუწვევია უკრაინელებში ქართველ მწერალთა შემოქმედებასაც და უთარგმნიათ და დაუბეჭდავთ კიდეც რამდენიმე ქართული ლექსი ლვოვის ჟურნალებში. ა. ხახანაშვილი გაკვრით ახასიათებს იმ ჟურნალებს, რომლებშიაც გამოქვეყნდა ქართველ პოეტთა ნაწერები და ბიბლიოგრაფიულად აღნუსხავს უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ამ ნაწარმოებებს. ა. ხახანაშვილის დასახელებულ სტატიებში, გარდა ილია ჭავჭავაძის ლექსთა თარგმანებისა, საუბარია აგრეთვე ლვოვის ჟურნალებში გამოქვეყნებულ სხვა ქართველ პოეტთა თარგმანებზე და „ზორიაში“ დაბეჭდილ ქართული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვაზე. ა. ხახანაშვილი მკითხველებს აცნობდა ფაქტს, რომ ლვოვის ჟურნალებში „პრავდასა“ და „ზორიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის („ჩემი ლოცვა“), აკაკი წერეთლის („ავადმყოფი“, „ახალი წელი“, „ნატვრა“), რაფიელ ერისთავის („რად გინდა სარკე, შე ცელქო, შენა!“), მამია გურიელის, იოსებ დავითაშვილის ლექსების თარგმანები, შესრულებული ბორის ჩაიჩენკოს (გრინჩენკოს); პავლო გრაბას (გრაბოვსკის) და ო. ლ-ის მიერ. ეს იყო მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც ჯერ კიდევ ათას ცხრაას წელს მიეძღვნა უკვე რაინულ ენაზე ქართული პოეტური ნაწარმოებთა თარგმნას. უკრაინულ ენაზე ილია ჭავჭავაძის პოეტური თხზულებების თარგმნით ფართოვდებოდა მეგობრობისა და ურთიერთგაგების ის გზა, რომელზედაც შემდგომში გაივლიდნენ საქართველოსაკენ მიმავალი ლესია უკრაინკა თუ სხვა უკრაინელი მოღვაწენი.
* * *
უკრაინელი პროგრესული საზოგადოებრიობა ილია ჭავჭავაძეს იცნობდა, როგორც საქართველოს მოწინავე მოაზროვნესა და შემოქმედს. ჯერ კიდევ 1894 წელს ჟურნალ „პრავდაში“ გამოქვეყნდა ნარკვევი — „საქართველოს ისტორიულლიტერატურული პერსპექტივები“, სადაც საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მიმოხილვის დროს შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ალ. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის გვერდით მოხსენებული იყო ილია ჭავაჭავაძეც. ილიას პოეზიას იცნობდა დიდი უკრაინელი პოეტი-რევოლუციონერი და საზოგადო მოღვაწე ი. ფრანკო. იგი დაინტერესებული იყო პ. გრაბოვსკის შემოქმედებით, ჰქონდა მიმოწერა მასთან, წერდა სტატიებს მის შემოქმედებაზე და ხელთჰქონდა პ. გრაბოვსკის პოეზიის კრებული — „დოლია“, რომელშიც მოთავსებული იყო ი. ჭავჭავაძის ლექსების თარგმანებიც. საყურადღებოა ამ ორი დიდი პოეტის იდეური თუ შემოქმედებითი შეხვედრები. ასე მაგალითად, ბევრი რამა აქვთ საერთო ი. ფრანკოს ფილოსოფიურ პოემა „ივან ვიშენსკის“ და ი. ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“ იდეური გადაწყვეტის თვალსაზრისით. ილიას შემოქმედებას უთუოდ იცნობდა დიდი უკრაინელი მგოსანი ლესია უკრაინკა, არა მარტო პ. გრაბოვსკისა და სხვათა თარგმანების მეშვეობით, არამედ, ალბათ, ნ. ღამბარაშვილის დახმარებითაც. გარდა ამისა, თბილისში, თელავში, სურამში ცხოვრებისას, ქართველ მოღვაწეებთან ოლქშიო ჩიტაძესა და სხვებთან ურთიერთობისას იგი უსათუოდ გაიგო, ნებდა ილია ჭავჭავაძის სახელს და უთუოდ დაინტერესდებოდა მისი შემოქმედებით. აბლა ვას ოთ ის, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ასევე უთუოდ იცნობდნენ უკრაინული"კულტურის ისეთი წარმომადგენლებიც, როგორიც იყვნენ უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციბინსკი, ვოლოდიმირ სამიილენკო და სხვანი:
ილია ჭავჭავაძისა და უკარინელი საზოგადეობის ურთიერთობაში ერთობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი მგოსნის იუბილესთან იყო დაკავშირებული. 1897 წელს ილია ჭავაჭავაძის სამწერლო მოღვაწეობის ორმოცი და დაბადებიდან სამოცი წელი სრულდებოდა. საქართველოს საზოგადოებრიობამ ილიას საიუბილეო დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.
1897 წლის 17 ოქტომბერს ანტონ ფურცელაძის თავმჯდომარეობით ქართული თეატრის
შენობაში გაიმართა კრება,. რომელზედაც აირჩიეს საიუბილეო კომიტეტი შემდეგი
შემადგენლობით: ანტონ ფურცელაძე, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი,
კიტა აბაშიძე, ქრისტეფორე მამაცაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, კოტე მესხი,
ვალერიან გუნია და სხვები.* |
|
იხ. ჟურნ. „კვალი“, 1897, № 44.
|
კომიტეტმა ფართოდ გაშალა მუშაობა. იმართებოდა კრებები, მუშავდებოდა გეგმები, რათა ქართველი ერის სასიქადულო შვილისათვის ღირსეული იუბილე მოეწყოთ. მაგრამ ხელისუფლებასა და რეაქციას არ ეძინა. იგი შეშფოთებული ადევნებდა თვალს საიუბილეო სამზადისს. ხელისუფლების მესვეურნი გრძნობდნენ, რომ ილია ჭავჭავაძის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი აზრის გამოცოცხლება და იმ მიმართულებით ამოძრავება, რომელიც მთავრობისათვის არ იქნებოდა კარგის მომასწავებელი, სასურველი. უნდა ითქვას, რომ ამგვარი შიშის საფუძველი მათ ნამდვილად ჰქონდათ. წინა წლების გამოცდილება. ამას უკარნახებდა მათ.
| 1893 წელს ქალაქ განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების დროს ქუჩებში ზღვა ხალხი გამოეფინა; სამგლოვიარო პროცესია ხალხთა საპროტესტო
• დემონსტრაციას დაემსგავსა. ამ ფაქტმა სინანულიც კი გამი. ათქმევინა პოლიციურ ხელისუფლებას ნეშტის გადასვენებაზე ნებართვის გაცემის გამო. 1895 წელს ცარისტულ ციტადელს საზოგადოებრივი. ასევე, რის გამოღვიძების ახალი ტალღა მიაწყდა. ამ წელს სამწერ ლო მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე რაფიელ ერისთავს გადაუხადეს. ზეიმს სათავეში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ედგნენ. ყოველივე ეს მეფის ხელისუფლებას თავსატეს ამოცანად უხდიდა ილიას იუბილეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ, თუ ასეთი საერთო სახალხო აღტყინება გამოიწვია ზემოთდასახელებულმა ფაქტებმა, ილიას იუბილე გაცილებით უფრო ძლიერი აღმგზნები იქნებოდა საზოგადოებისათვის. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მასშტაბი, მისი შემოქმედებითი, იდეური მიმართულება საზეიმო განწყობილების უფრო მეტ საშუალებას აძლევდა ხალხს. გადაუჭარბები ლად შეიძლება ითქვას, ხელისუფლებას ეშინოდა ამ იუბილისა და მისით გამოწვეული სახალხო მოძრაობისა, საზოგადოებრივი აზრის გაღვიძებისა.
როგორც ჩანს, პოლიცია იუბილეს მოახლოებამდე კარგა ხნით ადრე იწყებდა ილიას წინააღმდეგ შეტევას და საფუძველს ამზადებდა; რათა ეს ზეიმი არ შემდგარიყო. ხელისუფლება რეაქციული ძალების დახმარებით ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ დაეშვა ილია ჭავჭავაძის იუბილეს ჩატარება. ამის გამო ჭიანურდებოდა ზეიმის გამართვა.
მთავრობამ ილიას იუბილეს გასამართავად ყოველი გზა ჩაკეტა. იგი იქამდე მივიდა, რომ იუბილეს გადადების ცნობაც კი არ გამოაქვეყნებინა გაზეთებს: საცენზურო კომიტეტმა ასეთი ცნობა გაზეთში არ გაუშვა. 1898 წლის მარტში. გაზეთ „ცნობის ფურცელს“ აუწყვია ცნობა: „თავად
ილიეა ჭავჭავაძის იუბილეს გადადება“, სადაც ნათქვამია: „ჩვენი პოეტის ილია ჭავჭავაძის იუბილე, რომელიც დანიშნული იყო 9 აპრილს, რაღაც მიზეზების გამო გადადებულ იქნა“. ამ ცნობას ცენზორის ხელით მიწერილი აქვს: „საგანგებო განკარგულების გამო აიკრძალოს. 1898 წ. 8 მარტი“.
მიუბილეს ერთი მოთავეთაგანი სოფრომ მგალობლიშვილი 1898 წლის 28 მარტს ნიკო ნიკოლაძეს ატყობინებდა:
როგორც ცნობილია, 1898 წლის 24 მაისისათვის საზოგადოებას კვლავ განუზრახავს ილიას იუბილეს ჩატარება, მაგრამ მთავრობის აქტიური ჩარევის გამო იგი კვლავ არ შემდგარა. ილია ჭავჭავაძის იუბილე ჩაშალეს მეფის მოხელეებმა.
ამგვარი დევნის ვითარებაში ქართველ ხალხს გვერდში ედგნენ უკრაინელი თანამოძმენი. უკრაინელი ხალხის სახელით მათ საგანგებო დელეგაცია გამოგზავნეს საქართველოში, რომელმაც მათ საპატივცემულო და საყვარელ მწერალს ილია ჭავჭავაძეს ადრესი მიართვა, ადრესში ნათქვამი იყო:
„ხალხის წინაშე, რომელმაც მოიპოვა თავისუფლება და დაუოკებლად მიისწრაფვის უკეთესი ცხოვრებისაკენ — თავსა ვხრით; ჩვენი ხალხი დამონებულია, მაგრამ მისი გული თავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს. საქართველო, ეს მომაჯადოებელი ქვეყანა, რომელიც სამოთხე შეიძლება ყოფილიყო დედამიწაზე, ჩვენს უკრაინასთან ერთად იზიარებს უწყალო ბედს. აქაც ისეთივე უცხო რეჟიმი, ისეთივე ჩაგვრაა ხალხის ცოცხალი გულისა. ჩვენი პოეტის შევჩენკოს მისანი სული დაჰფრენდა რა მშვენიერ საქართველოს, ასე გვიხატავდა თქვენს ქვეყანას პოემა „კავკასში“:
მთების იქით მთები, შებურვილი ნისლით,
მწუხარებით სავსე და მორწყული სისხლით,
ძველთაგანვე პრომეთეოსს
აქ არწივი სძიძგნის
გულს უკორტნის,
მოთქრიალებს ნაკადული სისხლის.
ეწაფება და ვერ აშრობს
სისხლის ცხოველ წყაროს,
მყიდელებმა გული ისევ მიცოცხლდება
ძველებურად ხარობს.
დიადი გული პრომეთეოსისა, რომელმაც მოუპოვა კაცობრიობას ღვთაებრივი ნაპერწკალი, არ უშინდება ველური ძალის სასჯელს, არაა საბოლოოდ დამსხვრეული, იგი ცოცხლდება პოეტიპატრიოტების, ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლთა გულებში, რომელთაც ეკუთვნით თქვენ, დიდად პატივცემულო ბატონო!
რაც არ უნდა ქნას მტერმა, იგი მაინც ვერ შებორკავს ცოცხალ სულს, ცოცხალ სიტყვას!
ამის დამადასტურებელია თქვენი ლიტერატურა, რომელიც, რაც ხანი გადის; უფრო ძლიერდება. ამ ლიტერატურაში კი, რომელიც შექმნა რიცხობრივად არც თუ დიდმა, მაგრამ სულით ძლიერმა ხალხმა, თქვენი სახელი საპატიო ადგილს იკავებს.
თქვენი დიდება კარგა ხანია გასცდა კავკასიის საზღვრებს და ჩვენ, უკრაინელებს, უკვე გვქონდა ბედნიერება უდიდესი სიამოვნებით წაგვეკითხა ზოგი თქვენი ნაწარმოები ჩვენს ენაზე, და ისინი ისევე მოგვხვდა გულს, როგორც თქვენი თანამემამულეების გულებს.
დღეს, როდესაც გესალმებათ თქვენი ხალხი, პატივისმცემელს თქვენი ფასდაუდებელი ხანგრძლივი შრომისა მშობლიური ლიტერატურის ასპარეზზე, ჩვენ, შვილები იმ ხალხისა, რომელიც თქვენთან ერთად ერთ ჭერქვეშ არის და რომელსაც სურს ისე, როგორც თქვენ ხალხს, თავისუფალი განვითარება, ვუერთებთ ჩვენს ხმას. იმ გუნდს, რომელიც თქვენ გიმღერით დიდებას. დიდება სახელო. ვან პოეტ-პატრიოტს. იცოცხლეთ კიდევ მრავალ წელს თქვენი ხალზისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. თქვენი შრომა — ხალხის სულის სიცოცხლისათვის ბრძოლაა, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა არავის მისცემს მისი დაღუპვის საშუალებას. დასასრულს, ჩვენი პოეტის სიტყვებით ვიტყვით: „იბრძოლეთ —
გაიმარჯვებთ“.
დიდი ილიასადმი გამოგზავნილ ადრესს უკრაინელები მათთვის ყველაზე მტკივნეული მომენტის გახაზვით იწყებენ. ისინი ესალმებიან იმ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და უკეთესი მერმისისათვის.
უკრაინელებმა კარგად იციან, რომ საქართველო იზიარებს უკრაინელების მძიმე ხვედრს, ცარისტული რეჟიმის სისასტიკით იტანჯება, ეწამება ისე, როგორც კავკასიის მთებზე მიჯაჭვული პრომეთე. მაგრამ შორეულ მოძმეებს ის ახარებს, რომ, როგორც პრომეთე არ შეუშინდა ტანჯვას, ისე არ შედრკა
ქართველი ხალხი, სულთამხუთავებმა ვერ შებორკეს მისი ცოცხალი სული, ცოცხალი სიტყვა.
უკრაინული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენლები თუ საზოგადო მოღვაწენი — მიხაილო კოციბინსკაფუ, 1942 ბორის გრიჩენკო, ვლადიმერ სამიილენკო თუ მარია ზაგირნია, ო. რუსოვი თუ გრ. კოვალენკო — ქართველ მგოსანს, ილია ჭავჭავაძეს, ერის სახელოვან შვილად მიიჩნევენ, მათი აზრით, ილია ჭავჭავაძეს საპატიო ადგილი უკავია ქართველი ხალხის სულიერ კულტურაში და არა მარტო მშობლიური ხალხისა. გამოჩენილმა უკრაინელმა მოღვაწეებმა თავის ადრესში გახაზეს ის გარემოება, რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებამ, მისმა დიდებამ გადალახა კავკასიის მთაგორები და დაატყვევა უკრაინელი მკითხველიც.
უკრაინული ლიტერატურის გამოჩენილმა მოღვაწემ მიხაილო კოციბინსკიმ და მისმა თანამოკალმეებმა სავსებით სწორად შენიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა ხალხის სასიკეთოდ იყო მიმართული, მშობლიური ერის საკეთილდღეოდ იყო გამიზნული და ამიტომაც მათ ღრმად სწამდათ, რომ ქართველი მგოსნის ეს ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლიდა. ქართველი და უკრაინელი ხალხების სოლიდარობისა და მეგობრობის ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო მიხაილო კოციბინსკი, უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი. 1890-იანი და 1900-იანი წლების დამდეგისათვის მიხაილო კოციბინსკის შემოქმედებაში. რეალიზმი დიდ სიმაღლეზე ადის. მწერალი სინამდვილეს ასახავდა თავის განვითარებაში, გვისურათებდა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ ძვრებს, გვიჩვენებდა იმ ახალს, რაც იბადებოდა. ცხოვრებაში. ავტორი მოვლენათა მაღალმხატვრული ანალიზის საფუძველზე გვარწმუნებდა მომავლისათვის მებრძოლთა უძლეველობაში და მნიშვნელოვანი, აქტუალური პრობლემების დამუშავებისას პროტესტანტულად განწყობილთა და რევოლუციონერთა ნათელ სახეებს წარმოაჩენდა. მწერალი ამხელდა კონსერვატორობასა და პატრიარქალურ ჩამორჩენილობას, ამსხვრევდა ხალხოსან-კულტუროსანთა ილუზიებს.
უკრაინელი კლასიკოსების — მარკო ვოვჩოკის, ტარას შევჩენკოს, პანას მინისა და სხვათა მემკვიდრეობის შემოქმედებითი ათვისებითა და მოწინავე რუსი მწერლების გლებ უსპენსკის, სალტიკოვ-შჩედრინის, კოროლენკოს, ჩეხოვის მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით მიხაილო კოცვებინაფიქ, დიდ შემოქმედებით წარმატებებს აღწევდა.