
მდგრადი განვითარება საშუალებას აძლევს ქვეყნებს,გაუმკლავდნენ დღევანდელ გამოწვევებს და უზრუნველყონ სტაბილური მომავლის მშენებლობა.
მიზნების წარმატებით შესრულება დამოკიდებულია 4 ძირითად ელემენტზე:
ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა, გარემოს დაცვა და ძლიერი ინსტიტუტები.
ათასწლეულის განვითარების მიზნებისგან განსხვავებით, რომელიც ღარიბი ქვეყნებისკენ იყო მიმართული, მდგრადი განვითარების მიზნები უნივერსალურია და ყველა ქვეყნის მოცემულობას შეესაბამება.
მდგრადი განვითარების მიზნები
მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული ძალისხმევა. 2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე:
ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის

მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას. ისინი პასუხობენ ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა:
![]() |
მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა. |
![]() |
მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. |
|||
![]() |
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კვების გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. |
![]() |
მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
|
|||
![]() |
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისთვის. |
![]() |
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება. |
|||
![]() |
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის. |
![]() |
მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება. |
|||
![]() |
მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება. |
![]() |
მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის. |
|||
![]() |
მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა. |
![]() |
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. |
|||
![]() |
მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო უზრუნველყოფა. |
![]() |
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე |
|||
![]() |
მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული დასაქმება და ღირსეული სამუშაო პირობები ყველასთვის. |
![]() |
მიზანი
17:
მდგრადი განვითარების განხორციელების საშუალებების განმტკიცება და მსოფლიო პარტნიორობის მნიშვნელობის ხელახალი გააზრება. |
|||
![]() |
მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა. |
|
მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში.
მომდევნო 11 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით დაგეგმავს ეროვნულ პოლიტიკას.

ეროვნულ დონეზე მონაწილე მხარეები
მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მრავალმხრივი პროცესია. მასში მონაწილეობენ:
თითოეული მოქალაქე
ცენტრალური ხელისუფლება
ადგილობრივი თვითმმართველობები
სასამართლო ხელისუფლება
საკანონმდებლო ხელისუფლება
საერთაშორისო ორგანიზაციები
სამოქალაქო საზოგადოება
ბიზნესი
მასმედია
რა შედეგს მივიღებთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით?
მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესრულება უნდა გაიზომოს კონკრეტული შედეგებით:
ადამიანები
ვგეგმავთ აღმოვფხვრათ სიღარიბე და შიმშილი, და უზრუნველვყოთ, რომ თითოეულმა ადამიანმა გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი ღირსეულ, თანასწორ და ჯანსაღ გარემოში.
დედამიწა
ჩვენი მიზანია დავიცვათ პლანეტა, ხელი შევუწყოთ ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას, შევამციროთ კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული საფრთხეები და, ამავე დროს, დავაკმაყოფილოთ დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებები.
წარმატება
უნდა შევქმნათ წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად.
მშვიდობა
მიზნად ვისახავთ, მივაღწიოთ მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალი იქნება შიშისა და ძალადობისგან. მშვიდობა და მდგრადი განვითარება ურთიერთდამოკიდებული ღირებულებებია.
პარტნიორობა
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებისთვის, მნიშვნელოვანია საშუალებების მობილიზება პარტნიორობის გზით, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული ღარიბი და მოწყვლადი ადამიანის საჭიროებებზე.