The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უქარქაშო ხმლები


უქარქაშო ხმლები



უქარქაშო ხმლები XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

uqarqaSo xmlebi Uqarqasho khmlebi uqarqaSo xmlebi uqarqasho khxmlebi Uqarqasho khmlebi

1 კარი მეათე

▲ზევით დაბრუნება


1.1 აზმა პირველი

▲ზევით დაბრუნება


1.1.1 პატარა კახი სიჭაბუკის ჟამს

▲ზევით დაბრუნება


1.1.1.1 სიკვდილი რენეგატისა

▲ზევით დაბრუნება


იქმენინ საქართველო!

აზმა პრველი

პატარა კახი სიჭაბუკის ჟამს

სიკვდილი რენეგატისა

 

 

 

რაც მოგახსენე, მოგვგვარა ჩვენ ერთმანერთის ბრძოლამა! ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა; მით ჩვენმა სისხლმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა. სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა! (სტრ. 323)

 

დავით გურამიშვილი  „დავითიანი"

 

 

„ოსმალობისა“ და „ლეკიანობის“ ორლესულთა ჯვარედინში მოქცეულიყო საქართველო.

თურქეთი უკვე ლეკებით გატენილ ჭარ-ბელაქანს, ანუ გალეკებულ ქართულ ელისენის მხარეს, ისე უყურებდა, როგორც თავის სისხლხორცეულ „ფილიალს“ მეორეთი.

ლეკები ჭარ-ბელაქანში ქართულ მოსახლეობას ისევე ექცეოდნენ, როგორც ოსმალები სამცხეში. ისინი შემეჯდნენ მიწას, და ხშირად სიცოცხლესაც, ყველას, ვინც ქრისტიანობა. არ დააგდებდა და სუნიტურ მაჰმადიანობას არ მიიღებდა.

ასეთი ნაძალადევი გზით გამაჰმადიანებული და ლუკთაგან დაყმევებული ქართველი გლეხები ღებულობენ შემდგომში  „ინგილოების“ სახელს.

1727 წელს აქაურ ლეკებს ოსმალეთის ფადიშაჰმა ისლამის წარმატებით გავრცელების ათვის ჭარ-ბელაქანი საგანგებო ფირმანით საკუთრებად დაუმტკიცა.

ასე შეიქმნა აღმოსავლეთ კახეთის მიწაზე უცხო, მუსლი. მანური, ლეკ-აბრაგთა და აღალართა სახელმწიფო - ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სხეულზე.

მაგრამ გრძელდებოდა ბრძოლა, დაუმცხრალი და სისხლდამდინარი. 

 

1724 წლის ზაფხულში თურქთა სერასქერმა რაჯა ფაშამ ერევანი აიღო და მისი ბატონი ალი-ყულიხან ციციშვილი ტყვედ აიყვანა. გამარჯვებულ თურქს დამარცხებული ქართველი მოეწონა, სიცოცხლე აჩუქა და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. გათათრებულმა ქართველმა „სამშობლოდ“ საქართველოს სპარსეთი არჩია და სამხრეთისაკენ გაქუსლა. _ იმ ჟამსვე ვახტანგ მეფისგან მიტოვებულმა ქართლის პატ. რიოტებმა კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანი მოიხმეს და ოსმალთა წინააღმდეგ ქართლელთა და კახელთა გაერთიანებული ბრძოლა შესთავაზეს.

კონსტანტინე მოვიდა კახთა, თუშთა და ფშავ-ხევსურთა ჯარით.

შიოწმინდას მოიყარეს თავი ქართველებმა.

ქართლელებს გივი ამილახორი  ედგა სათავეში, კახელებს - თვითონ კონსტანტანე.  

ქართველთა გაერთიანების ამბავი რომ შეიტყვეს, ოსმალებმა წინ ისევ იესე-მუსტაფა  წამოიმძღვარეს და წამოემართნენ გამგელებულნი.

ბრძოლა მოხდა გუფთასთან.

ქართველები გააფთრებით „ეკვეთნენ და ივლტოდნენ, „ურუმნი“.

მაგრამ არ დაანება მარცხი იესე გაყიდულმა საქართველოს მოსისხლეებს. ხმლის ზაპაზუპით უკანვე შემოაბრუნა გამოქცეული ოსმალნი. ერასტი ყაფლანიშვილიც გამწარებით მიერეკებოდა ქართველთა შემოტევით დამფრთხალ ოსმალებს ბრძოლის ველისკენ. ბოლოს და ბოლოს, მოღალატე ქართველები იმდენს „გაისარჯნეს“, რომ თურქთა მხედრობა ახალ ლის ძალით შეარკინეს მამულიშვილ ქართველთა ლაშქარს.

ახლა კი დამარცხდნენ ქართველები.გივი ამილახორი გაიქცა.

კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი ტყვედ მოიხელთეს ოსმლებმა.

უმეთაუროდ დარჩენილ ქართველებს გამოენთნენ იესესგან და ყაფლანიშვილისგან გახელებული ოსმალები; მრავალი ამოსწყვიტეს; ქართველთა წარკვეთილი თავებით დატვირთელი ურმები ერასტი ყაფლანიშვილმა ტფილისში ძღვნად მიართვა რაჯა ფაშას.

რაჯამ „ერთგულ გურჯს“ ოცდაათი დრაჰკანი მისცა ორი — ურემი ქართული თავების სამაგიეროდ!

ოსმალებმა „დაიპყრეს ყოველი ქართლი“.

1725 წელს ხონთქარმა სერასქერობა (მთავარსარდლობა) მისცა მუსტაფა ფაშას, ერევნის მბრძანებლობა რაჯა ფაშას აკმარა, ხოლო ქართლის პატრონმა ისაყ ფაშას დაუნარჩუნა.

ხოლო, იესე-მუსტაფა იყო „ვითომ მეფე“. თურქები მას, „თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდენ და იქმოდენ საქმესა ქართლისასა მის მიერ“. მთავარი „საზრუნავი“ მაინც გამდიდრება ჰქონია იესე რენეგატს და კიდევაც „წარმატებით ახერხებდა“ ქონების მოალაფებას: „იგი ხვეჭდა და იღებდა ქვეყანათა“ ნარდად და ამით მოირჭმოცა ფრიად“.

 დომენტი კათალიკოსი მკაცრად ჰკიცხავდა გაოსმალებული ძმის ხარბ ანგარებს. — იესემ ავი თვალი შემოუბრუნა „აბეზარ ძმას“.

1727 წელს სიკვდილმა მოიკითხა იესე ბატონიშვილი, ვახტანგ მეექვსის უღირსი ძმა და მომავალი ანტონ კათალიკოსის უღირსი მამა, „ქართველობაში“ — გამყიდველი და გაყდული რენეგატი, „ყიზილბაშობაში“ — ალი-ყული-ხანი, „ომალობაში“ — მუსტაფა,

რთადერთი ნათელი სხივი, რაც მისი ბნელი და შმორიანი სიცოცხლის გზაზე გამოსჩანს — არის გმირობა და რაიმდობა საქართველოდან შორს, ავღანეთის ალმოდებულ უდაბნოებში მხოლოდ ერთხელ აჯდა მხარზე ბოროტ კაციშვილს

საქართველოდან გაყოლილი ფერმკრთალი ანგელოსი...

1.1.1.2 შეჯიბრი საქართველოს ძარცვა-რბევაში

▲ზევით დაბრუნება


შეჯიბრი საქართველოს ძარცვა-რბევაში

 

 

 

დამპყრობელი ყველა დამპყრობელია, მაგრამ ვერც რომაელები, ვერც არაბები,

ვერც მონღოლები და ვერც სპარსელები

ვერ უბედავდნენ ქართველებს იმდენ დაჩაგვრასა და დაკნინებას,  რამდენსაც თურქ-ოსმალონი.

 ლ. ს

 

   

იესეს შემცვლელი ოსმალებს აღარ უძებნიათ.

ისაყ ფაშა დარჩა „ვითარცა მეფე“.

ხოლო ისაყ ფაშამ ქართლი „უკეთ მოსავლელად“, ექვს ნაწილად დაჰყო და „ადგილზე სამართავად“ უკვე „მოშინაურებულ“ ქართველ თავადებს ჩააბარა:

ზემო ქართლი —გივი ამილახორს,

ქვემო ქართლი — ერასტი ყაფლანიშვილს,

მუხრანი — მამუკა მუხრანბატონს,

მტკვრის მარჯვენა მხარე — ბაგრატ ციციშვილს,

არაგვის საერისთაო — თეიმურაზ ერისთავს,

ქსნის საერისთაო — შანშე ერისთავს.

ოსმალებმა ხალხი აღწერეს და ხარკი გააწერეს: „ხოლო ვინადგან არღარავინ ჰყავთ წინააღმდგომნი ოსმალთა აღწერეს ქართლი სრულიად და დასდვეს ხარკი კაცს სულზედ დრაჰკანი, ცხვარზედ ორი შაური, ზროხაზედ აბაზი, კამბებსა და ცხენზედ ექვსი შაური, მოსავალსა ზედა ხუთის თავი ხილითურთ, და ამის გამო იქმნა ჭირი დიდი“.

ქართლში ოსმალებმა დაადგინეს გადასახადი „მირი“, ანუ „მირის თეთრი“, რაიც გულისხმობდა ადგილობრივ მიწათა ოსმალეთის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას და მძიმე ფულადი გამოსაღებით დახარკვას.

საზღვარი არ ჰქონდა ჩაგვრას, დაკნინებას, დამცირებას, აბუჩად აგდებას.

ყოველი დამპყრობელი — რომაელი, არაბი. თუ სპარსელი — ქართველ კაცში რაღაც სიკეთის დამნახავი და დამფასებელი იყო ყოველთვის.ხოლო ბნელგონებოვანი ველური თურქი არც ქართველში და არც სომეხში სიკეთის ნატამალსაც არა - ჰხედავდა. ის კი არა და, მას უარესად ახელებდა და ამხეცებდა ქართველისა და სომხის მაღალი, კულტურული სული.

საკმარისი იყო ხარკის დროისად გადახდაში ქართველს მცირეოდენად ხელი შეშლოდა და ან სიკვდილი არ ასცდებოდა, ან სიკვდილზე უარესი შეურაცხყოფა.

მანუჩარ ყაფლანიშვილსა და გიორგი ქავთარიშვილს დაპირებული ცხენების „მალე მსრბოლისად“ მიყვანა დაჰგვიანებოდათ. ამის გამო ოსმალებმა ცხენის აღკაზმულობით აღკაზმეს თვითონ ეს თავადნი, ზედ ამხედრდნენ პირს. ლაგამი ამოსდეს და დეზების ცემით ფერდები ჩაუხეთქეს.

იყო ჯარიმად „ვერცხლი დიდძალი“.

იყო ჩამოხრჩობა („ჩამოარჩვიან ანძასა“),

იყო „ძელზე გასმა“.

იყო „ჩამოცმა ანძასა“.

ოსმალებმა ხარკის დროზე გადაუხდელობისათვის დემეტრე ამილახორი „ჩამოაცვეს ანძასა ორითა მსახურითა“.

ქართველ თავადთა ურთიერთშური, მტრობა და „ურთიერთწახდენა“ კიდევ უარესად ათავხედებდა ველურ გადამთიელებს („შურითა ურთიერთთათა ქართველთა იყო უფროსესი ჭირნი და ართმიდიან და ძარცვიდიან ოსმალნი შესმენითა მათითა“.)

მძვინვარებდა ჟამი ოსმალური და ლეკური ურჯუკობისა იდგა წვიმა და თქეში სისხლისა.

მაგრამ მაინც მამულიშვილობდა მამულიშვილი საქართველოში,

მაინც იბრძოდა ქართველი გლეხი ქართული მიწა-წყლის დასაცავად და ქართველობის გადასარჩენად.

თეიმურაზ მაჩაბელი ქართველ შურისმგებელთა გუნდით დაჰქროდა და, სადაც მოახელებდა, უწყალოდ ჟლეტდა ოსმალოებს.

აჯანყდა ქსანი

აჯანყდა არაგვი.

ლეკებმა დაასწრეს ოსმალებს. „გამოვიდა ლეკის ჯარი - გულხადარა, ააოხრეს ზემო ქართლი, საციციანო, აბუსალ.. გუჯარეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, სამსრები, საბარათაშვილი თავით ბოლომდე, ქციის გაღმართი, დმანისს ქვეითი, წავიდ ნენ უზიანოთ. ამავე ქორონიკონს გამოვიდნენ ჭარელნი, ააოხი რეს ბოლნისები და სომხითი“.

ისაყ ფაშას არ მოეწონა, „მოძმე ლეკებმა“ რომ ლამის მთლიანად ჩასანსლეს ოსმალთა „ჩასასანსლავი“. მაშინვე „იას ლა ჯარი ურუმთა და ქართველთა, მიეწია ბაიდარში, შეიქნა ომი ფიცხელი, ბრძანებითა ღვთისათა გაემარჯვა ფაშასა, ამოსწყვიტნეს ლეკნი“.

ისევ მძვინვარებდა აჯანყებანი ქსანსა და არაგვზე.

მაგრამ ისევ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან „განლტოლვილნი“, იბრძოდნენ არაგვისა და ქსნის ერისთავნი.

1731 წლის ზაფხულში ისაყ ფაშა დიდის მხედრობით შე)ჭრა არაგვის ხეობაში, აიღო დუშეთი, გააძევა თეიმურაზი და მის ნაცვლად არაგვის ბატონობა მისცა რევაზ ერისთავს,

მაგრამ იმ დღეებშივე რევაზ ერისთავიც აუჯანყდა ოსმალთა სარდალს. მაშინ ისაყ ფაშამ დასახმარებლად მოუწოდა კონსტანტინე კახთა მეფეს და ახალციხის ოსმალთ მხედრობას.

კახელთა და ოსმალთა გაერთიანებულმა ჯარებმა დაამარცხეს არაგველები. ისაყმა ახლა რევაზი გააძევა და არაგვის ერისთავად დასვა პაპუა ზურაბის ძე.

არაგვიდან ქსანზე გადავიდნენ ოსმალნი. გადავიდნენ და მრავალი სული დაატყვევეს, დასწვეს სოფლები, კლდე, თუ კოშკი და მესერი, საცხენისი და ქვაბები, დააქციეს ციხე ვანათისა“.

შანშე ერისთავმა თავი დამარცხებულად სცნო, „მისცა ქრთამი ოსმალთა“ და შერიგება ითხოვა.

„და შეირიგეს“ თურქებმა ქსნის ერისთავი.

ქსანიდან ისაყ ფაშამ. კონსტანტინე მაჰმად-ყული ხანი კა. ხელთა ჯარით გაიყოლია და ოსმალთა მმუსვრელი თეიმურაზ მაჩაბელის წასახდენად წარემართა. თურქებმა „აიღეს ციხე სვერისა და დააქციეს გაღმა-გამოღმა ორივ ციხე, გარდიარეა, მთა ოსეთისა, მიუხდენ მუგუთსა, კოშკი იყო მაგარი და ა. გილი კლდოვანი, შეექნათ სროლა, დაიხოცა თათარა არა მკირედი, იყო სროლა, დილიდამ ბინდამდი, უსწრო ღაშემამ".

თეიმურაზ მაჩაბელმა ბრძოლა წაგებულად სცნო და თანამებრძოლებთან ერთად შუაღამისას ციხიდან იდუმალ გააღწია და წყვდიადში გაუჩინარდა. იგი რაჭაში გადავიდა ცოლშვილით.

თურქები გორამდე მოვიდნენ ძარცვა-რბევით და ნგრევაოხრებით. აქ ისაყ ფაშამ მუხანათური დაცემა და შეპყრობა გაუმზადა თავის „მოკავშირეს“.

კონსტანტინე კახთა მეფეს, რომელიც მას ახლა აღარც სჭირდებოდა და აღარც სანდოდ მიაჩნდა.

მაგრამ კონსტანტინემ ოსმალო ფაშას მზაკვრობა შეუტყო და კახთა ჯარით დროზე გაასწრო თურქთა ბანაკიდან. - თითქოს შეჯიბრება დაეწესებინოთ თურქებსა და ლეკებ! საქართველოს სათარეშოდ და საოხრებლად.

ერთი სიტყვით, — თუ ოსმალო და თუ ლეკი!

და ახლაც, როცა ოსმალებმა ნათარეშალი მუხლი მოიკეცეს, უმალვე ამოსხლტნენ თვალსაწიერზე ლეკები, ოსმალთა მოჯიბრე-მოთარეშენი.

„ამა ამბავთა შინა მიუხდნენ ლეკნი ჯავახეთს. ააოხრეს ხეობა ზანავი, გარდვიდენ მთასა ნუნისისასა, ააოხრეს ხარაგეული ნუნის ქვეითი, გარდმოიარეს ქვიშხეთს, წაახდინეს ციხისძირი, ააოხრეს საციციანო. კიდევ მეორედ გარდმოიპარნეს მთას იქით, დაწვეს მზვარე და ჩრდილი, იშოვეს მრავალი. შეიყარნენ მთას იქით კაცნი სააბაშიო და საჩხეიძო, უყვეს წინა უკანა, შეექნათ ცემა, ამოწყვიტნეს ლეკნი, დააყრევინეს ნაშოვარი, ვინც მორჩა დაიფანტნენ მთაში გზისაგან უცოდინარი, რომელიც ქართლში გადმოვიდნენ ყველა დაიჭირეს და ამოსწყვიტეს“.

მერე სურამს მოუხდნენ ლეკები, „გარშემო ააოხრეს, დას. წვეს ოსიაური, ახალსოფელი, სატივე, ლუბრმაცედანი, ოძისი, წაიღეს ნაშოვარი, ტყვე, თუ პირუტყვი, გავიდნენ ყრისისხევს, ჩაიარეს წრომს, დაამსხვრიეს გალავანი, შეუხდნენ“ ეკლესიას, ამოსწყვიტეს მლოცველნი. იქიდან ჭალას გადიშლიგინეს და ამილახორის სასახლეს დაეცნენ ანაზდაითა.

ერასტი ამილახორი დაუხვდა მტერს ქართველთა მცირე გუნდით. „შეექმნათ სროლა დილიდან ბინდამდის, მოკლეს ლეკნი ასოცი“, მაგრამ ერასტი ამილახორც დაეცა ბრძოლაში. იმძლავრეს ლეკებმა, აიღეს ჭალის ციხე, „წაიღეს ტყვე, თუ საქონელი“ და გაქუსლეს.

ისაყ ფაშას ვაჟი — უსუფ ფაშა გამოედევნა ლეკებს ოსმალთა და ქართველთა ჯარით (ახლა ეს ორი ურთიერთმოსისხლე მისდევდა მესამე მოსისხლეს!).

მუხრანთან წამოეწივნენ და გასწყვიტეს უმრავლესნი ლეკნი. სიკვდილს გადარჩენილმა ლეკებმა შიოსუბნის ციხეში შეასწრეს და ჩაიკეტნენ.

თურმე სადღაც მახლობლად ათასკაციანი ლეკთა ჯარი მოთქარუნობდა და საომარი ხმაური რომ შემოესმა, შიოსუბნისკენ გადმოუხვია.

გადმოუხვიეს და მიუხდნენ უსუფ ფაშას სროლით და ყიჟინით. ალყაში მოქცეულებმა თანამოძმეთა მოსვლა რომ შეიტყვეს, გამხნევდნენ და ისინიც გამოიჭრნენ გარეთ საომრად. - ძლივს გაასწრო უსუფ ფაშამ სიკვდილს, „და მოსრნეს ლეკთა ოსმალნი უმრავლესნი“.

მხოლოდ ქართველებს დაუშინდნენ და ბრძოლის ველს გაეცალნენ სწრაფი სრბოლით ლეკები/

 

     
     
ისევ მოდიოდნენ ლეკები — „ჯარად და ჯარად“, ათასათასად. >მათი მორიგი „გამოსვლა“ ნადარბაზევთან მოხდა.

თურქი სარდალი მაჰმად-ბეგი შეებრძოლა ოსმალთა და ქართველთა ჯარით. პირველნი ეკვეთნენ ქართველნი. ლე კებმა მაშინვე ზურგი აქციეს და ტყისკენ გაქუსლეს. ოსმალები მიჰყვნენ კვალდაკვალ. ტყეში საფარი გაეწყოთ წინასწარ ლეკებს, „და რა მივიდნენ ოსმალნი უწყეს ლეკთა იმიერამიერ თოფთა ცემა, მოსწყვიტნეს ოსმალნი და აოტნეს, ვითარ მცირედნი განერნენ“.

მცირე ხნის შემდგომ გორიდან მიმავალი ოსმალთა ჯარი ნიჩბისთან უეცრად გადაეყარა ლეკთა ჯარს, მაშინვე დაეტაკნენ ერთმანეთს. ეკვეთნენ და “კვეთებასვე“ ლეკებმა გააქციეს ოსმალნი. გააქციეს და გამოედევნენ. ბევრი ოსმალო ამოსწყვიტეს. დახოცილებს უკან განსავალში ჩიბუხები ტარებით დაურჭეს „ხუმარა“ ლეკებმა!

თითქოს კიდევაც „ლეკიანობამ“ დასჯაბნა „ოსმალობა! მძიმე დღეები დასდგომოდა ქართულ მიწა-წყალს. „არღა-ოადარჩა და დაშთა მსახლობელნი მუხრანს, ქართლს და საც0ციანოს და ადგილ საბარათიანოს სომხითსაცა“. მხოლოდ სიმაგრეებში ცხოვრობდა ხალხი, და სამუშაოდ „პარვით-მალვით ჩამოვიდიან“ ციხიდან და თუკი ლეკი მოთარეშენი სადმეიდან გაიელვებდნენ, უმალვე „მათი მხილველნი ივლტოდიან სიმაგრეთა“.

მორიგი დაცემა ჯავახეთზე მოაწყვეს ლეკებმა. ქართველებმა ოსმალებს შეატყობინეს, მაგრამ მათ მოსვლას არ დაე: ლოდნენ და ლეკებს შეებნენ.

ბრძოლა მოხდა დიდგორ-ასყელის კოშკთან.

ქართველებმა დაამარცხეს და ასწყვიტეს ლეკნი. გადარჩენილებმა „ დაჰყარნეს ნატყვენავი სრულიად და ივლტოდნენ“. გაქცეულებს თელად-გორიევის ბოლოს ქართველთაგან მოხმობილი ოსმალები დახვდნენ და ახლა იმათ „მოსწყვიტნეს “ ლეკნი.

- მაგრამ ოსმალო ისევ გაეჯიბრა ლეკს ქართული კერის დაქცევაში.

— 1732 წელს ისაყ ფაშას ხონთქარი შემოსწყრა, სტამბოლის გაიწვია და მის სამაგიეროდ ქართლის მმართველად დანიშნა როსტომ ფაშა. მაგრამ აპრილს მოსული როსტომ ფაშა მაისში გარდაიცვალა რაღაც მძიმე სენით.

ხონთქარმა ქართლში ახალი გამგებელი გამოგზავნა, ახალი მხედრობით — ოსმან ფაშა.

სანამ ფაშები ერთმანეთს „ენაცვლებოდნენ“, მანამ ლ)კებმა ისევ განასრულეს „ლეკიანობა“ ქართულ მიწაზე. " ჯერ ქვემო ქართლს ჩაიჭრნენ და სამშვილდეს დაეცნენ. აქ იესე რენეგატის შვილი, სამშვილდის მეპატრონე აბდულა ბეგი დაუხვდათ. აბდულა-ბეგს საბარათაშვილოს სპასპპეტი ქაიხოსრო ყაფლანიშვილი და მისი სახლისკაცები წამოეშველნენ და სრულად გამოსწყვიტეს ლეკნი“/

ზედმიყოლებით, ლეკებმა „ტეზერი, ბეკამი, გვერდისუბანი ააოხრეს, წავიდნენ ნაშოვრანი, გავიდნენ წრომს“. გორის ფაშა გამოეგებათ, მაგრამ პირველ დატაკებასვე დაასიკვდალეს ლეკებმა. მეჯვრისხევს რომ გააღწიეს, გივი ამილახორი გამოუხტათ. გაემარჯვა გივის. ქართველებმა!“ „ამოწყვიტეს ლეკნი და დარჩათ ნაშოვარი“

იმავე წელს, 8 ივლისს, „მოვიდა ლეკის ჯარი ღამით, ამოიარეს ბეკამი ღამით, გარდიარეს წიფის მთა, ჩაუხდენ წიფას, ზოგი ვინმე წაახდინეს, გარდმაიარეს იტრია და ჩუმათელეთს წაახდინეს“.

მეოთხედ, 21 ივლისს, ლეკები დაეცნენ ქვიშხეთს. ერთი ღამე ქვიშხეთის მეციხოვნენი — „სააბაშიო კაცნი“ — მედგრად ებრძოდნენ მომხდურთ. მათ „მოკლეს ლეკი მცირედი და დარჩათ ლეკის ბაირახი ორი“. მესხეთისკენ იქციეს ლეკებმა, „მიუხდნენ დვირს, წაახდინეს ასპინძა, ოშორა, სხკა ბევრი სოფლები, გარდმოიარეს ციხისჯვარი და შემოადგნენ სადგერს, ზეით თედიაშვილის-ციხესა, თერთმეტი დღე ადგნენ“.

სწორედ იმჟამად გამოჩნდა ქართლის შუაგულისკენ მიმავალი ოსმან ფაშა, რომელმაც ოსმალთა ჯარი გამოუსა ლეკთა წინააღმდეგ. ავალიშვილებიც გაჰყვნენ საომრად თურქებს. „განთიადისას დაესხნენ ლეკთა, ამოსწყვიტნეს ლეკნი, ვინც მორჩა გაიქცნენ, გარდაიარეს საციციანოზე და გ0ვიდნენ იკორთას“. ისევ წინ გადაეღობათ გივი ამილახორი. ისევ ამოსწყვიტეს ქართველებთა მპარავ-მარბიელნი.

იმავე წელს ხონთქრის ახალი ბრძანებით, ოსმან ფაშა არზრუმის ბეგლარ-ბეგად დაინიშნა, ქართლის გამგებლობა ისევ ისაყ ფაშას ებოძა, ხოლო მის ვაჟს უსუფ ფაშას — ახალციხის საფაშო-ვილაიეთი.

1732 წლის 9 დეკემბერს ისევ „მოუხდნენ ლეკნი ააო“რეს გომარეთის ხეობა, ჩამოიარეს გომიჯვარზე, გავიდნენ ქსოვრის წეწია წლევის ბოლოს“. დაეძგერნენ ქართველები გივი ამილახორისა და თარხან ლუარსაბის მეთაურობით, „დი. დათ გაემარჯვათ და ამოსწყვიტეს ლეკნი“.

„ამავ თვესა დაარბიეს ლეკთა სომხითი, მოვიდა ამბავი ქალაქსა, შეჯ და ისაყ ფაშა, ჯარი ურუმთა, ქართველთა, დახვდნენ ნიჩბისსა, მოვიდნენ ლეკნი ხეკორძის თავს წვერზე საყდართა, დიდი სიმაგრე იყო, დაქვეითებს ქართველთა და ურუმთა ენგიჩართა, იყო სროლა დილითგან შუაღამემდი. დემარცხდა ლეკთა, ამოსწყვიტეს ქართველებმა, გაიქცნენ ლეკნი უკანვე დიდგორისაკენ და ღამე კოწახურის ფონს გაეიდნენ“.

ლეკთა სხვა „ათასოვანს“ ზემო ქართლი დაურბევია მაშინ. ისაყ ფაშა ქართველთა და ურუმთა ჯარით იქიდანვე — ხეკორძიდან დაედევნა მოთარეშეებს. „მიეწივნენ იკორთის ბოლოს, გაიქცნენ ლეკნი, დარჩათ ნაშოვარი“ ქართველებს და ოსმალებს.

ყოველი უბედურება ერთად მიესია სვეგამწარებულ ქართულ ქვეყანას.

„განმრავლდა სიძვა-მრუშება, სოდომია, ტყვის-ყიდვა, შური, სხვა ურთიერთთა და სხვანი ბოროტნი“. • ამოწყვეტილ ნასახლარებს, ნასოფლარებსა და ნაფუძარებს მოედო ტყე, ბუჩქი, ნარი, ძეძვი და ეკალი.

გამრავლდა და გათამამდა ნადირი, დაიბრიყვა ადამიანი, „მხეცნიცა მოეტევნენ და სჭამდენ ურიდად მრავალთა კაციშვილთა.

ფრინველი რომ ფრინველია, ისიც კაცის საზიანოდ გამრავლებულა, — „კვალად მოვდა სირი ჭივჭავი, რომელთა დააბნელიან მზე სიმრავლით და მოჭამა ნაშრომი სრულიად, — რომელი არა თქმულ არს საუკუნით“.

შავი ჭირიც შემოიჭრა სადღაციდან უიმისოდაც ამოწყვეტილ ქართულ ოჯახში, — „კვალად იყო სრვაცა, მომსრველი ჟამითა ძლიერი“.

   

1.1.1.3 აღმა ხვნა და დაღმა ფარცხვა

▲ზევით დაბრუნება


აღმა ხვნა და დაღმა ფარცხვა

მცირედად უკან დავიხიოთ, ქართლის ამბებს კახეთის თავგადასავალი შემოვუტოლოთ და უწინარესად ეს გავიხსენოთ, კეთილო მკითხველო: 1723 წელს, თურქები რომ ტფილისს მოადგნენ, ქალაქის კლიტენი დამპყრობლებს კახთა მეფე კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა მიართვა, მაგრამ ოსმალებმა კონსტანტინეს ეს „დამსახურებას არ დაუფასეს და მეორე ქართველის თხოვნით ციხეში ჩააგდეს.

ეს „მეორე ქართველი“ გახლდათ ბაქარი, ძე ვახტანგ მეექვსისა.

მერე კონსტანტინე ისევ ბაქარს შემოევედრა, ციხიდან გამაპარეო და ბაქარმაც აღასრულა ეს თხოვნა.

ციხეში თვითონ ჩააგდო და ციხიდანაც თვითონ გააპარა.

კონსტანტინე ტფილისიდან მარტყოფს მივიდა, იქ დატოვებული ოჯახი აიყოლია და თელავს დაფუძნდა.

მაშინვე, ცალკე ოსმალებს და ცალკე ლეკებს, მოციქულები გაუგზავნა შერიგება-დაზავების თხოვნით.

ამის პასუხად იმავე წელს ოსმალებმა დალაშქრეს მარტყოფი — „მოსწყვიტნეს, მოსტყვევნეს, ხატნი და ჯვარნი შემუსრნეს, მოსწვეს და მოაოხრეს და წარვიდნენ ტფილისვე“.

ხოლო, ლეკებმა „პასუხი“ მომავალი წლისთვის გადასდეს, — 1724 წლის გაზაფხულზე „იყო ლაშქრობა ლეკთაგან ძლიერი, ხდომანი, სრვანი, ტყვევნანი, ოხრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა“. “ კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა თელავი საიმედო სადგომად ვეღარ მიიჩნია და „დედოფლით, დედა-წულით და წარჩინებულით, თიანეთს გადასახლდა“.

ისევ გამართა სამშვიდობო, „სამეგობრო“ და „კეთილ.. სამეზობლო“ მოლაპარაკება კახთა მეფემ ჭარელებთან. დათანხმდნენ ჭარელნი. მაგრამ მაინც ძნელი სანდობი იყო „ლეკური ზავი“.

გამორჩევით, კონსტანტინეს ძმა თეიმურაზ ბატონიშვილი არ ენდობოდა ლეკებთან მეგობრობას. ამიტომ მან თიანეთი მიატოვა და ანანურს მიაშურა საცხოვრებლად. მას, ოჯახთან ერთად, თან გაჰყვნენ ეპისკოპოსნი და „უმეტესი კახნი დედა-წულით“.

ანანურს მიმავალ კახელ „წმიდა მამებს“ თან მიჰქონდათ წმინდანთა ძვლები, მათ შორის — ნაშთნი სახელოვანი მეთევან წამებულისა.

რაგვს რომ გადადიოდნენ, შუა მდინარეში ცხენს აგორებულ ქვაზე ფეხი დაუცდა, დაეცა და ტვირთი წმინდანთა ნაშთებისა წყალმა გაიტაცა.

მართლაც, რომ უცნაურია ბედი ადამიანისა“ დიდი მარტვილი ქალის, საქართველოს დედისა და დედოფლის სისხლი ერანის ცხელმა მიწამ შეიშრო, ხოლო ძვალთაგან ნაწილი ევროპას განისვენებდა, ნაწილი ინდოეთს, ნაწილი რუსეთს და ნაწილსაც ახლა ქართული მდინარე მიაქანებდა სადღაც, ადგილსა მიუსაფარსა, მიუგნებელსა და სამარადჟამოდ მიუწვდომელსა!).

ანანურს დასახლდა თეიმურაზ ბატონიშვილი. თითქოს ეს „უნდობლობა“ იწყინეს „მოკავშირეებმა“. მაშინვე წამოემართნენ ლეკები და გარს შემოადგნენ ანანურს. გამოუხდნენ კახელები ციხის გარეთ და შეებნენ. მაშინვე უკუიქცნენ და გაუჩინარდნენ ლეკნი.

„შემდგომად მცირედისა“ ახალგაზრდა ჭარელთა ჯარი წამოემართა კახეთის შუაგულისკენ. კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა „არა კეთილად“ შეაფასა „კეთილ მეზობელთა სტუმრობა“ და ქიზიყისკენ გაემართა, ალბათ, გზის ჩასაჭრელად. მაგრამ მომხვდურნი და დამხვდურნი გზაზე ერთმანეთს შეცდნენ. ლეკები ანაზდაითად დაეცნენ თიანეთს, „შემოეხვივნენ დედოფალსა და ქონებასა მისსა“, მაგრამ რაკი მეფე ვეღარ იპოვნეს, მხოლოდ ქონების დატაცება იკმარეს და ჭარს გაბრუნდნენ.

სულ ერთი ყოფილა — რაღა თელავი და რაღა თიანეთიო, — იფიქრა გამწარებულმა კონსტანტინემ და ისევ თელავს გადმოვიდა ატირებულა ჯალაბით.

თელავიდან მეფემ ჭარელებს შეუთვალა: სტუმარ-მონდობილად მიგიჩნიეთ და ასეთი რაიმე როგორ მაკადრეთო! " ლეკთა უხუცესებმა კახეთის მეფეს ქონება უკანვე დაუბრუნეს და თან ასეთი ბოდიშიც შემოუთვალეს: რაც მოხდა, სულ „ჯეილმა ლეკებმა“ მოახდინეს ჩვენდა უცნობებლად: ამისთვის ისინი კიდევაც „ვსტანჯეთ“, ხოლო ამიერიდან ჩვენ „კვალად ვართ მეგობარნი შენნი მტკიცედვეო“.

ერთჯერ კიდევ დაზავდნენ და „დამეგობრდნენ“ კონსტანტინე და ჭარელნი.

ჭარელები პირობას იძლეოდნენ, კახეთის მოსახლეობას ხელს აღარ ახლებდნენ, თუ კახთა მეფე ქართლისაკენ მიმა ვალ გზებს არ დაჰკეტავდა.

კონსტანტინესაც სწორედ ეს უნდოდა: ლეკებს მუდმივი თარეშით დაესუსტებინათ ქართლში ჩაბუდებული ჭალები და ამდენად ოსმალებს ხელი აეღოთ კახეთის დაპყრობის ფიქრზე. ამ შემთხვევაში კონსტანტინეს სრულებითაც არ ენაღვლებოდა, რომ ქართლისკენ გზახსნილი ლეკები მარტო ოსმალებს კი არა, ქართლელებსაც გააჩანაგებდნენ. მთავარი იყი ოსმალებს და ლეკებს ერთმანეთი დაესუსტებინათ და კახეთის მიწა არ შეეწუხებინათ.

აკი ასეთი იყო კახეთის მესვეურთა „პოლიტიკა“ მას შემდეგ, რაც საქართველო „საქართველოებად“ დაქუცმაცდა და „დაიპანტა“!..

1724 წელს, როგორც ზემოთ მოვახსენე ჩემს მკითხველს, მაინც იყო ცდები ქართლელთა და კახელთა გაერთიანებისა, „ყოველი მტრის“ წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის „განაზრახით“, — პირველად — ბაქარსა და კონსტანტინეს, მეორედ — გივი ამილახორსა  და კონსტანტინეს შორის.

მაგრამ არც ერთჯერ და არც მეორეჯერ არაფერი გამო.

ოსმალებმა ისევ გაიმარჯვეს, ქართლს მტკიცედ დაეუფლნენ და კახეთი მიზანში ამოიღეს.

კახეთი სპარსეთის ყმად ითვლებოდა. კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანიც შაჰის დანიშნული კაცი იყო და კიდევაც სამაგიერო და „სამაგალითო“ ერთგულებით აღიარებდა სპა.სეთის „მფარველობასა“ და „პატრონობას“.

მაგრამ იმჟამად სპარსეთს კახეთის „პატრონობა“ კი არა, საკუთარი თავის მოვლაც აღარ შეეძლო. ამიტომ თვითონაც „უფრო დიდი“ მფარველის ძებნა დაიწყო კახეთის მეფემ.

და ისევ რუსეთი აემართა თვალწინ იმედად კახეთის საჭეთმპყრობელს.

1724 წელსვე კონსტანტინემ წერილები გაუგზავნა რუსეთის საიმპერატორო კარს. ვახტანგ მეფეს შევურიგდი, მეც მზად ვარ ქრისტიანობისთვის ვიბრძოლოო, თავს არ დავიზოგავ, რომ ოსმალებს საქართველო არ დავანებოთ, სწერდა კახთა მეფე.

ჯერ ვინმე როსება გაგზავნა ელჩად რუსეთში, მერე – ბერი ზებედე, ბერი ქრისტეფორე და თავადი დავით ბეჟანის ძე.

ელჩები 1725 წლის 3 მარტს ჩავიდნენ მოსკოვს.

მაგრამ დედოფალმა ეკატერინე პირველმა არ მიიღო ისინი.

ეს გასაგებიც იყო: აკი რუსეთის საიმპერატორო კარს საქართველო ოსმალეთის „გავლენის სფეროდ“ ჰქონდა აღიარებული და ხელმოწერილი.

დავით ბეჟანის ძემ ჩამოუტანა ეს სამწუხარო ამბავი რუსეთიდან კონსტანტინეს.

ზებედე და ქრისტეფორე მოსკოვში დარჩნენ — „სესენცკელ ქართველებთან“ (ზებედე ადრეც ცხოვრობდა რუსეთში. გენერალ-ფელდცეზმეისტერ ალექსანდრე არჩილის ძეს ახლდა რუსეთ-შვეციის ომში).

მაშ, კახეთი სავსებით „უპატრონოდ“ და უმწეოდ დარჩენილიყო ოსმალური ვეშაპის ხახასთან.

ხოლო ოსმალებს აშკარად „ნებავდათ დაპყრობა კახეთისა, მსგავსად ქართლისა“.

მეტი საშველი აღარსაიდან ჩანდა, ისევ თავისი „სავვარელი სპარსეთისკენ“ გაიპოტინა ხელი კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა. მან შაჰთან გაგზავნა სახლთუხუცესი საზვერელი  და სთხოვა „ნიჭნი საგანძურთა“ ოსმალთა წინააღმდეგ საომარი ხარჯებისათვის. .

სანამ სპარსეთიდან პასუხი ჩამოვიდოდა, მანამ კონსტანტინე, კახთა და ლეკთა ჯარით, ყაზახისაკენ დაიძრა.

ოსმალებმა, სასწრაფოდ ამხედრდნენ და მოულოდნელად თავს დაეცნენ „ხილხილას მდგომს“ კახთა მეფის ბანაკს.

ძლივს გაასწრო კონსტანტინემ. მისი ქონება და „გულის სალაღობედ“ წამოყვანილი ხარჯები ოსმალებს დარჩათ.

გაქცეული კახთა მეფე მივიდა განჯას, სადაც მაშინ შაჰის ბრძანებით მმართველად იჯდა კონსტანტინეს ძმისწული მაჰმად-მირზა მაგრამ ძმისწულმა არ შეუშვა ბიძა ქალაქში, „ვინადგან ეშინოდათ განჯელთა ოსმალთაგან“.

ქალაქგარეთ კი უძღვნეს გასჯელებმა კონსტანტინეს „დიდნი მიწები“, მაგრამ აღარ დადგა და კახეთისკენ გამოს " კახთა მეფემ.

ღამით მოჰყვებოდა მტკვრის ნაპირს, რამეთუ „ აქვნდა შეში ლეკთაგან“. მეგზურ-ატიკად ჩვენთვის უკვე ცნობილი. ტურა რამაზაშვილი მოუძღოდა.

საგარეჯოს მოატანა მეფემ და მაშინვე დაეცნენ ლეკები თავზე. ბეწვზე გაასწრო კონსტანტინემ — „განივლტო ღამით და მივიდა თელავს და განამაგრა იგი“,

იდგა 1725 წელი.

ლეკები მოსდებოდნენ კახეთის ციხე-ქალაქებს, სოფლებს და „დაბნებს“. უკვე „დაპყრობილად“ და „ დასაკუთრებულად თვლიდნენ ლეკები კახეთს. ის რაც დიდმა თემურ ლენგმა და შაჰ აბასმა ვერ შეძლო, თითქოს მარა გზის ქურდ-ბაცაცებმა შეძლეს. მოლებიც კი გაუსიეს ახალმა „დამპყრობლებმა“ კახეთის სოფლებს, სუნიტური მაჰმადიანობის გასავრცელებლად.

სწორედ მაშინ მიიწვიეს ქართლის თავადებმა კონსტანტინე თავისი ჯარებით ოსმალთა წინააღმდეგ საომრად. როგორც ითქვა, კონსტანტინეც მივიდა მუხრანს, კახთა და თუ მფშავ-ხევსურთა თანხლებით. მაგრამ ისიც მოგახსენეთ, რომ ამ „ერთობას“ არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

კონსტანტინე ახალგორს გადავიდა და ოჯახიც იქ გადაიყ. ვანა, „რამეთუ ვერღარა შთავიდოდა კახეთს ლეკთა გამო“.

აქვე კახთა მეფეს ეახლა სახლთუხუცესი საზვერელი, რომელიც მას ელჩად ჰყავდა გაგზავნილი შაჰ თამაზთან. ყაენს თავისი „ერთგული მაჰმად-ყული-ხანის“ თხოვნა მართლა შეუწყნარებია და გამოეგზავნა 13 400 დრაჰკანი. მაგრამ ეს ფულე მეფეს იქვე, ქსანზე შემოეჭამა, „რამეთუ დაუძვირეს ყოველნი საზრდელნი ქსნის ხეველთა“.

კონსტანტინემ შანშე ქსნის ერისთავისგან ასეთი უპატივცემულობა „ვერღარა იტვირთა“ და ფშავის მთებს მიაშურა, თან წაიყვანა საკუთარი ოჯახი და ძმა, თეიმურაზი „დედაწულითურთ“.

ერთი წელიწადი გაატარა მეფემ ფშავში „იწროებითა დიდითა“.

კახთა მეფის „გადაკარგვამ“ კიდევ უფრო გაათამამა ლეკები. ისე გათამამდნენ, რომ ჭარელმა ლეკებმა დაღესტნელი თვისტომნი ჩამოიყვანეს და დიდძალი ჯარებით გარს შამოადგნენ თელავს.

ერთი სიტყვით, საქმე იქამდე მისულა — ლეკებმა კახე-- თის სატახტო უნდა აიღონ და ამ დიდებული ქართული ქვევნის „დაპყრობის საქმე“ ერთხელ და სამუდამოდ გაათავონ:

ერთი კვირა ებრძოდნენ ერთურთს მომხვდურნი და დამხვდურნი.

მერე ქალაქის გალავანს გარეთ გამოიჭრნენ თელაველნი და „კახური გახელებით“ დაეტაკნენ ლეკებს. დაეტაკნენ და „მოსრნეს ბანაკნი მათნი, აოტნეს და აღიღეს ალაფნი მათნი“,

თელაველთა გამარჯვების ამბავი რომ შეიტყვეს, კახელებმა ყველგან კახეთში, ყოველი ლეკი, რომელსაც კი ხელი დაატანეს, ყველას მუსრი გაავლეს.

ლეკთაგან რომ „განიწმინდნენ“, კახელებმა კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანს ფშავში კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს,

მოდი, ქვეყანას უმეთაურე და მოუარეო. . კონსტანტინე თელავს მობრძანდა და დაბრძანდა მზამზარეულზე. - მაშინვე ჭარში მოციქულები გაგზავნა და ლეკებს ისეც ზავი შესთავაზა.

ლეკებმა იფიქრეს: კახელები მაგრები არიან, ხოლო ქართლი მდიდარი და უპატრონოო. ამიტომ სჯობია, კახელებთან დავზავდეთ და მათი გზებით და მეგზურობით ქართლში ვითარეშოთო.

ასედაც მორიგდნენ: კონსტანტინე ლეკებს ქართლისკენ გზებს გაუხსნიდა და მეგზურებსაც გააყოლებდა. სამაგიეროდ ქართლში მოალაფებული ნადავლის მეხუთედს ლეკები კახთა მეფეს მისცემდნენ.

ასე „გაათავა. საქმე კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა, ლეკების „მეგობარმა, ძმამ და მეყვისმა“.

მაგრამ მანვე იცოდა, რომ ლეკები „ბოლომდე სანდონა“ მაინც არ იყვნენ და მაღაროში დიდი ციხესიმაგრე გაამარg)ვინა, „მოკავშირეთა“ მოსალოდნელი თავდასხმის უკუსაგდებად.

იმჟამად ოსმალები აჯანყებული შანშე ქსნის ერისთავისა და რევაზ არაგვის ერისთავის დასალაშქრავად მიდიოდნენ და თუ კონსტანტინეს დახმარება სთხოვეს. კახთა მეფე. „სიამოვნება ბით“ დათანხმდა, „ვინადგან მტერ-იყო მაჰმად-ყული-ხან შანშესი უპატიო ყოფისათვის წინთქმულთა“. წაჰყვა კონ.). ტანტინე დამპყრობლებს მოძმეთა ასაოხრებლად, მარტო კახთა ჯარით კი არა, „მოკავშირე“ ლეკთა ნიჯადის (დამხმარე ჯარი) თანხლებით.

ასე შეესივნენ ქსანსა და არაგვს ოსმალები, კახელები და ლეკები,

რევაზ არაგვის ერისთავი მთიულეთს გაიქცა. მის ნაცვლად არაგვის ბატონად ოსმალებმა დასვეს პაპუა ერისთავი.

შანშე ქსნის ერისთავმა ქრთამით ისევ დაინარჩუნა ქსნ 55 მფლობელობა.

კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანმა ანანურის ციხესიმაგრეს ზარბაზნები აჰყარა და თელავს გაგზავნა.

არაგვისა და ქსნის დალაშქვრის შემდგომ, როგორც ითქვა, ოსმალებმა დალაშქრეს ლიახვის ხეობა, დაამარცხეს და გააქციეს თეიმურაზ მაჩაბელი.

ხოლო, უკან რომ გამობრუნდნენ, სწორედ მაშინ „ინებეს ოსმალთა ღალატით შეპყრობა მაჰმად-ყული-ხანისა“. მაგრამ კონსტანტინემ ისაყ ფაშას მზაკვრობა დროისად შეუტყო, გამოიქცა და მშვიდობით ჩააღწია თელავს.

ერთი წლის შემდგომ, ისაყ ფაშას შვილმა და ახალციხის მმართველმა უსუფ ფაშამ კონსტანტინეს შეუთვალა: მე ახლა ყარაღაჯს მივდივარ, იქ სურხაი-ხანს უნდა შევხვდე და შენც იქ უნდა მოხვიდე, რამეთუ ბოლოს და ბოლოს კახეთი ხონთქრის მორჩილად სცნო და აღიაროო.

კონსტანტინემ ოსმალო ფაშას შემონათვალის პასუხად დაჰკრა ფეხი და ისევ ფშავის მთებს მისცა თავი. - უსუფ ფაშამ ალავერდის ეპისკოპოსი და სარდალი თარ. ხან ლუარსაბი გაუგზავნა გაქცეულ მეფეს: დაარწმუნეთ, თავისი ფეხით მოვიდეს და არას ვავნებო, თუ არა და მერე ყველაფერი თავის თავს დააბრალოსო,

შეუჩდნენ და ეჩიჩინენ ალავერდელი და თარხან ლუარსაბი კონსტანტინეს: ფიცით გარწმუნებთ, ეახელ უსუფ ფაშა) და წყალობის მეტს არაფერს შეგყრისო, ხოლო უკეთუ არ ეახლები, ერთის მხრიდან ისაყ ფაშა წამოვა ოსმალთა მწLI. რობით, მეორეს მხრიდან სურხაი-ხანი ლეკთა ჯარით, ხესაც მოთხრიან, შენც ხელთ ჩაგიგდებენ და სასიკვდილოდა; აღარ დაზოგავენო.

დაიჯერა კონსტანტინემ. შეჯდა ცხენზე, კახთა მცირე მხედრობა აიყოლია, ალავერდელი და თარხან ლუარსაბიც -ახლა და გაემართა ბეჟანბაღისკენ, სადაც მაშინ იდგა ოსმალთა ბანაკი. “- დიდის ამბით, ხელგაშლითა და „სიყვარულით“ შემოეგე - ბა უსუფ ფაშა კახთა მეფეს. დიდად „პატივსცა“ და მერე სთხოვა: ეხლა უკან გაბრუნდით და, როცა მოგიწოდოთ, მაშინ უფრო დიდის ჯარით მეწვიეთო.

ერთმანეთს დაემშვიდობნენ, იქვე მ ა რ მ ად-ბეგი იდგა, ისაყ ფაშას „მესაჭურჭლე". იმასაც გამოეთხოვა კონსტანტინე და ცხენისკენ გაემართა.

უზანგში ფეხი შედგა. ის იყო ცხენს მოახტა და უნაგირზე შესწორდა, რომ ზურგში მძლავრი დარტყმა შეიგრძნო.

ეს მაჰმად-ბეგმა შესტყორცნა შუბი.

კონსტანტინემ დარტყმა შეიგრძნო-მეთქი, მაგრამ ვეღარ კი შეიცნო: იგი უკვე უსულოდ ეგდო დედამიწაზე.

„მერმე მიეტევნენ ოსმალნი კახთა, მოსწყვიტნეს და ტყვეჰყვეს მრავალნი“.

შეიპყრეს ალავერდელიც და თარხან ლუარსაბიც. ისინი უკვე აღარ სჭირდებოდა უსუფ ფაშას და მისი ბრძანებით იქვე ორივეს თავები დააგდებინეს.

ერთად მოაქუჩეს წარკვეთილი თავები — კონსტანტინე კახთა მეფისა, ალავერდის ეპისკოპოსისა, თარხან ლუარსაბისა და „სხვათაცა მრავალთა“ და ისაყ ფაშას ჩაუმახარობლეს ტფილისში. | ისაყ ფაშამ ეგზომ „ძვირფასი და საამური ძღვენი“ თავის მბრძანებელს— ოსმალეთის ფადიშაჰს გაუგზავნა სტამბოლში.

ეს ამბები 1732 წელს დატრიალდა.

ამის შემდგომ შეხვდნენ ერთმანეთს ყარაღაჯში უსუფ ფაშა და ყაზი-ყუმუხის ბატონი სურხაი-ხანი. შეხვდნენ, ითათბირეს, გადაწყვიტეს და დაშორდნენ. ოსმალთა ბელადი ტფილისს დაბრუნდა.

ლეკთა ბელადი კახეთს შეესია.

ლეკები ჯერ თელავის სასახლეს დაეცნენ.

კონსტანტინეს ცოლ-შვილი თავისი ნებით ჩაბარდა სურხაი-ხანს.

ამის შემდგომ სურხაი-ხანმა „შემუსრა შილდა, ყვარელი და გავაზი, მოსრნა, მოსტყვევნა, წარიყვანნა მრავალნი სული და წარვიდა თვისადვე“.

ყარაღაჯის ციხე საგანგებოდ განამტკიცეს ოსმალებმა - „განამაგრეს ზარბაზნებითა და შეაყენნეს გუშაგნი და სპანი დაუდგინნეს“. ეს არ მოეწონათ ლეკებს, რადგან ფრიად იზღუდებოდა მათი ძარცვა-რბევის წრეწირი კახეთის მიწა-წყალზე. არ მოეწონათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

მაშინ ქართლისაკენ დაიძრნენ ჭარელნი. მოვიდნენ და „მოსტყვევნნეს ბოლნისები“. გამოუხტათ ისაყ ფაშა ოსმალთა და ქართველთა ჯარით, — „და მოსწყვიტნეს ურიცხვნე ლეკნი, აოტნეს და მოყვნენ ხოცითა და სრვითა დღე და ღამე ალაზნამდე, ვითარ მცირედნიღა გარდაეხვეწნენ და უკან იქცა გამარჯვებული ისაყ ფაშა ტფილისვე. არამედ ჭარელთა მიერითგან ვერღარა იკადრეს რბევად და კირთებად...“.

ამ დროს თეიმურაზ ბატონიშვილი ფშავს აფარებდა თავს, „ფრიად უპოვარი“.

რუსეთს წასვლა „მოინება“ თეიმურაზმა.

მაგრამ ხელი ააღებინეს მისმა მრჩევლებმა, გაუთავებელი ჩიჩინით.

მაშინ თეიმურაზმა ისაყ ფაშას მოციქული გაუგზავნა და ხელშეუხებლობის პირობა ითხოვა. - კახეთი ხონთქარმა ისაყ ფაშას შვილს, უსუფ ფაშას დაუმტკიცა, მაგრამ ისაყ ფაშა კარგად ხედავდა, რომ კახეთს მორჩილება იყო მხოლოდ „სახელით ოდენ და ვერა რის მოქმედებითა“. ამიტომ ოსმალთა მთავარსარდალმა კახელებთან ისევ შერიგება ამჯობინა და თეიმურაზი ტფილისს მიიწვია „სახურე ველ სტუმრად“.

თეიმურაზს ყოყმანი შეუდგა, მაგრამ ბოლოს „განზრახვითა და იძულებითა კახთათა“, მაინც წავიდა ტფილისს:

ისაყ ფაშამ „კეთილად შეიწყნარა“ თეიმურაზი და „წარმოავლინა კვალად კახეთსავე, რათა დაადგრეს ერთგულებასა ზედა და იყოფებოდეს თელავს“.

ასე იწყებდა კახეთს მეფობას თეიმურაზ მეორე (1733 — 1762 წწ.).

ერთი წელიწადი აცალეს ტახტზე „მორჩილად“ მჯდომრეს თურქებმა.

ხოლო „წელსა 1734 უსუფ ფაშა მოვიდა დიდის ჯარით ქისიყსმაღაროს და დასდგა მუნ, რათა ნებისაებრ თვისისა დაიპყრას კახეთი“.

აგრე არ უნდაო, თეიმურაზმა და — „შემოიკრიბნა კახნი, მოვიდა ღამე და თავს დაესხა და გაემარჯვა ოსმალთა ზედა და მრავალნი მოსწყვიტნეს“.. | თავ-პირის მტვრევით მოცოცხა უსუფ ფაშამ და მისმ, განახევრებულმა მხედრობამ.

„მიერით ვერღარა იკადრეს ოსმალთა შესვლად კახეთად“.

არც ისე „თვინიერი“ ჩანდა ახალი მეფე კახეთისა, მეფე თეიმურაზ მეორე, მამა „პატარა კახისა“.

ხოლო პატარა კახი — ერეკლე ბატონიშვილი — მამის მეფედ აღზევების ჟამს იყო ცამეტი წლისა.

ნაადრევად და სამუდამოდ გამოსულიყო უმკაცრესი, უნებივრო ბავშვობისა და ყრმობის წლებიდან. სამუდამოდ უკავ დაეტოვებინა ხამუშ-ხამუში სიხარული გლეხებთან და მწყემსებთან გატარებული დღეებისა. უკვე უმღეროდნენ კახეთში . პატარა კახის „ბუნებისშვილობას“:

ბატონიშვილს ერეკლესა

ირმის ძუძუ უწოვნია;

საჩალეში გადაეგდოთ,

მონადირეს უპოვნია;

წყალი უსვამს ალგეთისა,

თრიალეთზე უძოვნია.

ბავშვობის საყვარელი ცხენის — ბაჩას ზურგზე ესწავლა; ცხენოსნობა.

საომარ ხელოვნებას აბელ ანდრონიკაშვლი ასწავლიდა, ღვთისმეტყველებას — ონოფრე ბოდბელი, გალობას — დიმიტრი ხელაშვილი.

ეს ტკბილ-მწარე ამბავიც ჩავლილი იყო: ერთხელ ერეკლეს ნადირობის დროს შვლის ნუკრი დაუჭერია, ბიჟინა დაუ. რქმევია, თავის ხელით გაუზრდია და შეუზრდია. უფლისწულისგან გათამამებული ბიჟინა ბევრს დარბოდა და დახტოდა თურმე სასახლეში, ბევრსაც გულზე ჭვალად ესობოდა შვლის სითამამე. და ერთხელ, როცა ყრმა უფლისწული შინ არ იყო, ბიჟინა შეიპყრეს და ყელი გამოსჭრეს.

თეიმურაზი უკვე „კარგა ხნის“ პოეტი გახლდათ და ლექსიც შეთხზა წუხილით შეპყრობილი ძის სანუგეშოდ:

ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხდომა ჰქონდა სულისა:

„სად მყავს აწ ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?

უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა“.

და აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნობლად სიკვდილი მის ბედკრულისა.

ცამეტი წლისა იყო უფლისწული მამის გამეფების ჟამს, 1733 წელს. ყმაწვილს ყმაწვილობისთვის აღარ სცალოდა.

 

   

1.1.1.4 გამოსვლა ნადირ ავშარისა

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა ნადირ ავშარისა

ერანი ჩვენ ორი ყაენის მბრძანებლობის ქვეშ დავტოვეთ; ისფაჰანში ავღანელი მირ-მაჰმუდი იჯდა, ხოლო თავრიზში -- სეფიანური სისხლის „კანონიერი ხელმწიფე“, თამაზ მეორე — უნიჭო, უწყალო, უგუნური, ლოთი და გარყვნილი დესპოტი“.

1725 წელს მირ-მაჰმუდს მისი სისასტიკით მოთმინება დაცლილმა ავღანებმა შეთქმულება მოუწყვეს და ყელი გაგამოსჭრეს.

ისფაჰანის ტახტზე მირ-მაჰმუდის ბიძაშვილი, აშრაფი ავიდა.

ახლა ეს ორი ხელმწიფე დაუდგა ერთმანეთს პირისპირ, ხმალზე ხელდადებულნი — თამაზ შაჰი და აშრაფ შაჰი.

თამაზ შაჰს ერთი სარდალი გამოუჩნდა, დიდად ნიჭიერი, ხერხიანი, მამაცი და თავზეხელაღებული, სახელად — ნადი რ. შვილი მწყემსისა, ყმაწვილობაში თვითონაც მწყემსი, წარმომავლობით ავშართა ყიზილბაშური ტომისაგან (გახსოვს, მკითხველო, შვიდი ყიზილბაშური ტომი: შამლუ, რუმლე, თექელუ, უსთაჯლუ, ავშარი, ყაჯარი და ზულყადარი).

ძალიან მალე მოხიბლა და დაატყვევა შაჰ თამაზი „უერთგულესმა, უნიჭიერესმა და უმამაცესმა“ ნადირ ავშარმა. ბოლოს, ნადირმა ხელმწიფის საამებლად და „საბოლოოდ დასატყვევებლად“ ახალი სახელიც კი დაირქვა — თამაზ-ყული-ხანი, ანუ „თამაზის მონა ხანი“. - ერთ დღეს თამაზ შაჰმა ნადირ-თამაზ-ყული-ხანი დაიბარა და უთხრა: ჯარები უნდა გაამზადო, ისფაჰანზე გაილაშქრო და ავღანელები გაანადგუროო.

- დიდის სიამოვნებით ვკისრულობ ეგზომ საპატიო ბრძანების აღსრულებასო, — უპასუხა თამაზ-ყული-ხანმა, — მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ თხოვნას წინასწარ შემისრულებო.

- რა თხოვნა არის?! – იკითხა შაჰმა.

- ყოველი საომარი და სახელმწიფო საქმეების წარმაო. თვა მე უნდა მომანდო, შენ ყაენის ტახტითა და პატივით დაკმაყოფილდე და ჩემს მოქმედებაში არ ჩაერიო; დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასე აჯობებს; იმედი მაქვს, ჩემს ერთგულებაში ეჭვს არ შეიტან და ყველაფერს ისე წავიყვან და განვასრულებ, როგორც შენს უმაღლესობას სურს განხორციელდეს, — მიუგო ნადირ თამაზ-ყულიმ. აღმოსავლელი დესპოტის კარზე ასეთი კადნიერი სიტყვანი ერთის შეხედვით წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ როცა გავიხსენებთ თამაზ შაჰის სრულ უსუსურობას და ახლად აღზევებული ავშარის სიძლიერეს — მისდამი საომარი ძალების თაყვანისცემას, პირად ნიჭსა და სიმამაცეს — მაშინ ადვილად გასაგები ხდება ნადირ თამაზ-ყული-ხანის სითამამეც და თამაზ შაჰის „შემწყნარებლობაც“: ყაენმა ერანის „ყოველი საქმის“ წარმოება „დამოუკიდებლად“ მიანდი დროის გმირს.

დაიძრა ნადირ ავშარი სპარსთა მხედრობით, ისფაჰანს ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა და დაიბანაკა.

აშრაფ შაჰიც გამოვიდა ქალაქიდან ავღანთა ჯარებით და შეება „გულდედალ ყიზილბაშებს“.

სასტიკი ბრძოლა გახურდა. მრავალი მეომარი ჩაწვა და ჩაიხლიცა ორივე მხრისა.

უკუიქცა დამარცხებული აშრაფ შაჰი და შეასწრო ისფა"ჰანის კედლებში.

ყიზილბაშები გარს შემოადგნენ ერანის სატახტოს. ალყა ერთი კვირა გაგრძელდა; კვირის თავზე კი გამოირკვა, რომ ტყუილად მდგარან ასე გაფაციცებით და გაწამაწიით: ქალაქის კარიბჭეები რომ შელეწეს და შევიდნენ, მაშინ შეიტყვეს, რომ შაჰ აშრაფი თავისი სახლეულით და ამალით მარცხის ღამესვე გაპარულიყო და გაქცეულიყო ისფაჰანიდან.

ნადირ თამაზ-ყულიმ შაჰ თამაზი მოიწვია, სეფიანთა ტანტზე დააბრძანა და „დიადი გამარჯვება“ მიულოცა.

ისფაჰანიდან შირაზს გაქუსლა ნადირმა, გარეკა იქ შეხიზნული ავღანელნი და ეს დიდი საბეგლარბეგოც დაუმორჩილა თავის ხელისუფალს.

მხრებში გაიშალა და გაზვიადდა ერანის ხელმწიფე.

ოსმალეთის და რუსეთის მთავრობებს მოთხოვნა დაუგ“ ზავნა: ერანის კუთვნილი ქალაქები, რომლებიც თქვენ ავღანთა ძალმომრეობის დროს. ერანისთვის წაგირთმევიათ, კეთილ ინებეთ და უკანვე დაგვიბრუნეთო.

რუსეთის საიმპერატორო კარი აღარ აპირებდა კასპიის პირეთისათვის სისხლი დაექცია. გაჩაღდა დიპლომატიური წიაღსვლაწი ისფაჰანსა და პეტერბურგს შორის. ლ. IMI JJJJJ

- ხოლო მანამ ნადირ თამაზ-ყულიმ ოსმალეთს შეუტია და ზედიზედ დააგდებინა ერანული ქალაქები — თავრიზი, ქერმანშაჰი, ჰამადანი და მიწა-წყალი ზენჯანის დასავლური მხარისა.

მერე აღმოსავლეთისკენ გაეშურა ნადირ ავშარი, დაიპყრო ხორასანი, აიღო ჰერათი, ყანდაჰარი და მიწასთან გაასწორა ყიზილბაშთა მოსისხლე ავღანისტანი.

სანამ ნადირი აღმოსავლეთში იბრძოდა, მანამ ოსმალებს ისევ დაეპყროთ ჰამადანი. მაშ, ერთჯერ კიდევ „აყვირდა“ უმწეობა თამაზ შაჰისა! მან ხელის განძრევაც ვერ მოახერხა „უნადიროდ“. ისფაჰანი და თავრიზი შიშმა აიტანა. ყაენმა ოსმალო სერასქერთან მოლაპარაკება გამართა. სერასქემა უმძიმესი საზავო პირობები წამოაყენა. ის „პირობები“ შაჰ თამაზმა ნადირ თამაზ-ყული-ხანს გაუგზავნა „შესათანხმებლად“.

აზვავდა და აიშალა ნადირ ავშარი შაჰის ეგზომ ლაჩრობითა და სამარცხვინო გადაწყვეტილებით, და მაშინვე წერილი აფრინა ისფაჰანს: „იქონიეთ მოთმინება, სანამ მე თქვენ გინახულებთ. ღვთის წყალობით მე მოგევლინებით იმ ჯარით, რომელიც ძლიერია მუდმივი გამარჯვებებით, შეჩვეულია ყოველ ჭირთა თმენას საომარ ველზე; უთვალავია, ვითარცა ჭიანჭველას ბუდე, მაგრამ ამასთანავე მამაცი, როგორც ლომები, ახალგაზრდული გამბედაობისა და შუა ასაკის კეთილგონიერების შეზავებით. მოვალ და მაშინ დაინახავთ, რომ ჩვენი მტერი, ცეცხლის მოთაყვანე, თავზე ღადარს დაიყრის, ვინადგან ამბობს ბრძნული ანდაზა: „ვისაც ტალღებში სხვისი დახრჩობა სწადია, თვითონ ჩაიხრჩობა წყლის მორევში“.

ეს მოიწერა და მოწერილს თვითონვე გამოჰყვა თავისი ერთგული და მრავალრიცხოვანი ჯარებით. მაგრამ შაჰ თამაზის დასახსნელად უკვე აღარ მოდიოდა ნადირ ავშარი...

ისფაჰანს მოვიდა და ამოქმედდა ნადირი.

შაჰ თამაზის ერთგული ჯარები პროვინციებში დაგზავნა და დაქსაქსა. თვითონ შაჰი საგანგებოდ გამართულ ნადიმზე მიიწვია, უგრძნობლად დაათრო, ხელ-ფეხი შეუბოჭა და ბორჯ კილდებული ხორასანს გადაჰკარგა.

მეორე დილით სპარსელი მხედართმთავრები და წარჩინებულები შეჰყარა და გამოუცხადა: თამაზ შაჰი ყაენის ტახტზე უღირსი გამოდგა, იგი მე ხორასანს გავგზავნე და სახელმწიფო ტახტზე მისი შვილი აბას-მირზა უნდა დავსვათ, სპარსული ფულიც მისი სახელით მოვჭრათ, ყოველი საქვეყნო საქმე მისი სახელით აღვასრულოთ, მისი სახელითვე ვიომოთ, ვინადგან მისი ვარსკვლავი ნათელი და ბედნიერიაო.

ვის რა ეთქმოდა, როცა ნადირ ავშარი ბრძანებდა?

ასე გამოცხადდა ხელმწიფება შაჰ აბას მესამისა.

ხოლო ერანის ახალი ხელმწიფე მაშინ ექვსი თვისა იყო, ჯერ ისევ აკვანში იწვა და ღინჭილ-ავგაროზებს ეფოთარებოდა...

ავი ხუმრობა უყვარდა ნადირ ავშარს.

„ხალხსაც მოეწონა მისი საქციელი, შეიყვარეს ის, აქებდნენ მის სიბრძნეს და მზრუნველობას“.

იმავე 1732 წელს ნადირ ავშარი ხელმეორედ დაეძგერა ჰამადანში შემოჭრილ თურქებს, დაამარცხა და განდევნა ისინი ქალაქიდან. " იმ წელსვე, „რეშტის ტრაქტატით“, რუსეთისაგან დაიბრუნა კასპიის ზღვის სამხრეთი სანაპიროები, მაზანდარანისა და ასტრაბადის მხარენი.

1734 წელს შირვანში შეიჭრა და შემახადან დაიფრინა ოსმალები.

1735 წელს, „განჯის ტრაქტატით“, რუსეთმა ერანს დაუბრუნა გილანისა და ბაქო-დარუბანდის მხარეები.

(სწორედ მაშინ რუსეთში მყოფმა ვახტანგ მეექვსემ საბოლოოდ დაჰკარგა იმედი „თათარ დამპყრობთა“ წინააღმდეგ რუსული დახმარების მიღებისა).

 

დავით გურამიშვილი  სრულად დახატა შაჰ თამაზ მეორის სახე:

იჯდა ყაენად შახ-თამაზ, ძე ძისა შააბაზისა.

მან შექმნა ბილწად დრანჯობა,  ბევრი ღვინო სვა ვაზისა,

აღარ ახსოვნდის სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,

მით სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა.

შეყვარებოდა ორივ მას - ლოთობა, მეძაობანი;

მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი.

მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,

მის გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი.

მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი?

სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი:

ჩრდილოეთის მხარეს რუსეთსა გილანით მისცა დავღანი,

დაღისტნით ქართლსა, კახეთსა წაართო ყუმაშ-ყავღანი.

 

მით გასახმილდა წინწკალი, გირგლად გარდიქცა სიონი,

მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი;

მან ვახტანგ, ძე ლევანისა, შეიპყრა ბაგრატიონი,

უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი.

 („დავითიანი") 

1.1.1.5 ოსმალები მიდიან

▲ზევით დაბრუნება


ოსმალები მიდიან

ამიერკავკასიას მოაპყრო ხარბი თვალი ნადირ ავშარმა.

ერევანი უსისხლოდ დანებდა, მაგრამ მაინც დაუნდობლად გაძარცვა და ბევრი ოჯახიც სომხეთიდან ხორასანს გადაასახლა.

ისაყ ფაშას ერანელთა შემოსევის საფრთხეც უგრძვნია, ლეკთა თავდაცემაც და ქართველთა აჯანყების „გარდუვალობაც“. ამიტომ აუშენებია მას „ციხე ავჭალისა, კოშკები დიღმის და ციხენი გომისა და მუხრანისა“.

ქართველები უკვე ამხედრებულიყვნენ ოსმალთა გასადევნად და გადასაშენებლად.

ეს დიახაც სასიამოვნოდ უნდა დარჩენოდა ერანის მბრძანებელს.

ჯერჯერობით მაინც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან მას ოსმალებთან ბრძოლაში ძალიან სჭირდებოდა ქართველთა „კავშირი“ და „მეგობრობა“.

„მაშინ ქართველთა მოსწყვიტნეს ოსმალნი ტფილისის გარეჟნი სრულიად“.

ზემო ქართლელებიც გივი ამილახორს დაეყენებია ფეხზე.

ნადირ ავშარს მოციქულად თავისი ერთი სარდალი გამოეგზავნა გივი ამილახორთან  და მამუკა მუხრანბატონთან, განჯას მივდივარ ოსმალთა გასანადგურებლად და ქართველებით. მომეშველეთო.

გივი ამილახორმა  თანხმობა განაცხადა, მაგრამ განჯაში, წასვლამდე მას გორში ჩამდგარი ოსმალების ამოწყვეტა განეზრახა.

გორელებიც წინასწარ დაჰპირებოდნენ დახმარებას... და დღისით, მზისით, ამილახორის მეომრები თითო-თითოდ, გლეხურად გადაცმულნი, შეესახლნენ გორელ მცხოვრებლებს.

ოსმალები ციხისთვის ხის ნამორებს იმარაგებდნენ და ოთხი რჩეული ქართველი ვაჟკაცი ისე შეეტყუათ, როგორც ქირის საძებრად მოსული მუშა-მტვირთავნი. გვიან ღამემდე ათრიეს ნამორები „შეჩენილებმა“, ხოლო დილით, როგორც დათქმული ჰქონდათ, ციხის კარებში აქეთ-იქით ძელები ჩაუტნიეს, ოსმალებმა კარები ვეღარ დაკეტეს და გივი ამილახორის  მეომრებიც შეცვივდნენ ციხეში. იმ „რჩეულ, ოთხეულს“ უკვე გუშაგებიც ამოეწყვიტათ და იანიჩართა უფროსი „ადაც“ მოეკლათ,

- დიდი ხანი არ გასულა და ოსმალთა ციხიონი მთლიანად დაწყვეტილი და დარეცილი ელაგა მიწაზე.

გივი ამილახორმა გორში ქართული ციხიონი ჩააყენა, დახოცილ ოსმალო მეთაურებს თავები დააყრევინა და ნადირ ავშარის სარდალს გაუგზავნა.

ამასობაში ნადირ ავშარს ჯუძუხში ლაშქრობა მოუწყვია, სურხაი-ხანი დაუმარცხებია, მოუკლავს და განჯას გაბრუნებულა.

ისაყ ფაშაც წამოსულა ოსმალთა მხედრობით და ქიზიყს დამდგარა.

სასწრაფოდ შეეთქვა თეიმურაზ მეფე ქიზიყის მოურავს, აბელ ანდრონიკაშვლს, კახთა ჯარი შემოიყარეს და ღამით თავს დაეცნენ ისაყ ფაშას ბანაკს. კახელებმა „მოსრნეს მრავალნი, აღიღეს ალაფნი დიდ.-ძალნი და წარმოვილნენ ღამითვე“.

დილით ისაყ ფაშამ რომ დღის სინათლეზე მისი ამოწყვეტილი ბანაკი იხილა, თავპირის მტვრევით გაიქცა ტფილისისკენ.

ნადირმა კახელებთან დაახლოება „დამოყვრებით“ დაიწყო. მან თეიმურაზ მეფეს  შემოუთვალა, შენი უფროსი ძმის, დავით იმამ-ყული-ხანის ასული გამომიგზავნე ცოლადო.

თეიმურაზმაც შეუსრულა ეს შემონათვალი.

მაგრამ ნადირთან პირად გამოცხადებას მაინც აგვიანებდა კახთა მეფე.

არადა, უკვე მოეყარათ თავი ერანელ მბრძანებელთან ქართლის დიდებულებს — გივი ამილახორს, მამუკა მუხრანბატონს, შანშე ქსნის ერისთავს და პაპუა არაგვის ერისთავს.

ბოლოს მაინც წავიდა ნადირთან თეიმურაზი, ეპისკოპოსთა და წარჩინებულთა ამალით.

გულცივად შეხვდა ერანელი ამპარტავან კახელებს, მაგრამ მაინც სცა პატივი მათ „მცირედითა ნიჭითა“. მაინც დაარწმუნა თეიმურაზმა იგი თავის ერთგულებაში და მაშინვე დაითანხმა კიდეც: მარტო ოსმალები კი არა, ლეკების წინააღმდეგაც შეერთებული ძალებით ვიომოთო.

ამ პირობით დაშორდნენ იმჟამად ერთმანეთს.

თელავს მიბრუნებულ თეიმურაზს სასახლეში უცხო სტუმარი დახვდა — რუსი ელჩი სერგეი გოლიცინი.

ნადირ ავშარმა შეიტყო კახეთის კარზე ჩრდილოელის სტუმრობის ამბავი.

- პასექის წინა დღის, აღვსების წირვას დასწრებია ალავერდის ტაძარში გოლიცინი, თეიმურაზისათვის დიდი საჩუქრე ბიც მიუძღვნია, რაღაც დიდი ბჭობაც ჰქონიათ.

ძალზე დაჭმუნდა ნადირი. რუსები ოსმალებზე უფრო აფიქრებდნენ ერანის მომავალ ყაენს...

ფიქრი ჩაუწყვიტა თეიმურაზმა: აღთქმა რომ დავდევით — ჯარი გამომიგზავნე ჭარის დასალაშქრავადო.

ნადირმაც გაუგზავნა „სპანი დიდნი შემუსრვად ჭარისა“.

ლეკებზე ადრე ყარაღაჯში მდგარი ოსმალები დაფრთხნენ, — „დაუტევეს ყარაღაჯის ციხე და ივლტოდნენ ტფილისს“.

კახელებმა ყარაღაჯი დაიჭირეს, ზარბაზნები აჰყარეს და თელავს გაგზავნეს.

მას უკან კახელთა და ყიზილბაშთა ჯარებით ჭარელ ლეკებს მიუხტა თეიმურაზი.

გაძალიანდნენ ჭარელნი. მაინც იმძლავრეს ქართველებმა, „მოსწყვიტნეს მრავალნი, შემუსრნეს კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოსტყვევნნეს, აღიღეს ალაფი დიდი და წამოვიდნენ“.

ამ ამბის გასწვრივ, ავჭალასთან ქართველებმა და ყიზილბაშებმა გაანადგურეს ოსმალთა ჯარი.

მეორე დღეს კოჯორზე ამოსწყვიტეს ოსმალნი ქართველთა და ერანელთა ლაშქარმა.

სადგურთან, ბორჯომის ხეობაში, ავალიშვილებმა დაამარცხეს და გააქციეს ოსმალთა ჯარი.

იდგა 1735 წელი.

დასრულებულიყო თორმეტწლოვანი „ოსმალობა“ ქართლსა შინა.

   

1.1.1.6 ყიზილბაშები მოდიან

▲ზევით დაბრუნება


ყიზილბაშები მოდიან

მაგრამ „ოსმალობის“ ნაცვლად „ყიზილბაშო“ აპირებდა „შემობრძანებას“.

1735 წლის გაზაფხულზე ნადირ ავშარი განჯიდან წამოვიდა, „შემოვლო სომხითი, დბანისი, გარდავლო ყაიყულს და მივიდა ყარსს“. • ყარსთან დიდი მხედრობით იდგა ოსმალთა სერასქერი ქოფრული.

ნადირი ყარსთან შეტაკებას განერიდა, ერევანს მოვიდა და დაბანაკდა.

ფეხდაფეხ მოჰყვა ქოფრული მოსისხლეს და ბაგავანთან, ერევნის ახლოს, გაიმართა საშინელი ხოცვა-ჟლეტა ყიზილბაშთა და ოსმალთა შორის.

ბრძოლის სასწორი მანამ წონასწორად ქანაობდა, სანამ განგმირული არ დაეცა თვითონ ქოფრული. მთავარსარდლის სიკვდილმა მარცხი არგუნა ოსმალებს.

ყიზილბაშები გაქცეულ მტრებს გამოედევნენ და „ერთი ასთა შეიპყრობდა“. ორმოცი ათასი ოსმალო ესვენა ბაგავანის ველზე.

დიდი შედეგი მოუტანა ერანს ამ გამარჯვებამ. ოსმალეთმა სამუდამოდ დასთმო ტფილისი, განჯა, ერევანი, ლორე და სრულიად აღმოსავლეთ ამიერკავკასია.

დიდი გამარჯვება აიღო, მაგრამ მაინც გულს ეძმარებოდა ნადირ ავშარს: ქართველებმა ოსმალები მოიშორეს, მაგრამ ყიზილბაშებისთვის როდი მოეშორეს; ქართველებს უღლის გამოცვლა კი არა, ყოველნაირი უღლის გადაგდება და გადაშენება სდომებიათ!.. "

ქართლს მეფე აღარ ჰყავს (აკი „ნამდვილმა მეფემ“, ვახტანგ მეექვსემ, თვითონ დააგდო უპატრონოდ და უთავოდ თავისი ქვეყანა). მეფე ჰყავს მხოლოდ კახეთს — თეიმურაზ მეორე. მაგრამ ეს თეიმურაზიც რაღაც ისე „იქაჩება“, ვაიმე ეგეც თავისი თანამოსახელე პეპერას — თეიმურაზ პირველის კვალსი გაუყვეს და მისებრ დაუძინებელ მტრად ექცეს ყიზილბაშთა ქვეყანას!

ისე ძალიან ძლიერნი ყოფილან კახელნი, ძლიერ ქართველ ტომთა შორის უძლიერესნი. ასე ამბობენ, კახელებს არც სპარსელების ეშინიათ და არც თვითონ ნადირ ავშარისაო!..

და დაიბარა ნადირ ავშარმა ერევნის ბანაკში თეიმურაზ მეფე და ქართლ-კახეთის უსაჩინოესი მესვეურები: თეიმურაზის ძმისწული ალექსანდრე, ანუ ალი-მირზა დავითის ძე, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, გივი ამილახორი, ქაიხოსრო ავალიშვილი და ქაიხოსრო ყაფლანიშვილი.

პირველი შეხვედრისთანავე ნადირი გივი ამილახორს მიადგა და უთხრა: შენი ასული ცოლად უნდა მომცეო (აკი უკვე ჰყავდა ქართველი ქალი ცოლად ნადირს — თეიმურაზ მეფის ძმისწული, დავით მეფის ასული. მაგრამ შაჰ აბასის არ იყოს, რაც შეიძლება. „მეტი“ უნდა ჰყოლოდა ქართველი ქალი ცოლად ერანის მბრძანებელს!): -

გივიმ უპასუხა: ჩემი ასული ვახტანგ მეფის ძმისწულზე, თეიმურაზზე გახლავთ დანიშნულიო,

ავად გაეცინა ნადირ ავშარს.

სოფელი ჭალა.

აივანზე ქალ-ვაჟი ზის. ნარდს თამაშობენ. მაგრამ ვითომც თამაშობენ: იდუმალი ტრფიალებით თვალებში უსახლდებიან ერთმანეთს.

ვაჟი არის მეფე ვახტანგ მეექვსის ძმისწული, თეიმურ აზ იესეს ძე.

ქალი — გივი ამილახორის ასული.

ეზოში სპარსელებმა შემოაგელვეს გახვითქული ცხენები. დაქვეითდნენ და ჯიქურ მოადგნენ აივანს.

მასპინძლები გამოცვივდნენ. შეიყარა დიდი და პატარა, ქალი და კაცი.

სპარსელები ქალს მიადგნენ და უფროსმა ჩაფარმა თქვა: გივი ამილახორის ასული ეს იქნებაო!

ვის რა ეთქმოდა და დაუდასტურეს.

ჰოდა, ეს ქალი ერანის დიდმა ხელმწიფემ ნადირ ავშარმა ცოლად ინება და ჩვენც მის წასაყვანად მოვედითო, თქვენ, ქალს ხელი ჩაავლეს, ცხენზე შემოიგდეს და გაიტაცეს.

დამეხილი დარჩა სუყველა — სტუმარიც, მასპინძელიც და - თვითონ სასიძოც. - ალბათ იმ სვემწარე დღეს გადაწყვიტა თეიმურას ესეს ძემ — აღარასოდეს აღარ შეერთო ცოლი.

იგი გარეჯის უდაბნოში წავიდა, ბერად აღიკვეცა და სასულიერო სახელად ანტონი დაირქვა.

ასე იწყება სახელოვანი ანტონ პირველი კათალიკოსი.

სამი დღე „დიდ პატივში“ ჰყავდა ქართველები ქართველთა სიძეს — ნადირ ავშარს.

ხოლო მეოთხე დღეს უეცარი დაცემით ყიზილბაშებმა შეიპყრეს ყველანი, „თვინიერ ქაიხოსრო ყაფლანიშვილისა“.

(ქაიხოსრო არ იყო ცოტნე დადიანი და გულგრილად შეხვდა მოძმეთა შეპყრობას).

ნადირმა ქართლ-კახეთის ახალი „ვალი“ გამოაცხადა — ალექსანდრე ანუ ალი-მირზა, ვაჟი დავით იმამ-ყული-ხანისა, ძმისწული თეიმურაზ მეორისა. თანაშემწეებად ალი-მირზას ნადირმა დაუნიშნა ას ლამაზ-ხან ორბელიანი და ალი ყული-ბეგ ამირეჯიბი.

ასე „გაარიგა“ ქართველთა საქმენი ნადირ ავშარმა და ყველა „თავისი გზით“ გამოუშვა საქართველოსკენ — ტყვენი ტყვეებად და მეუფენი მეუფეებად.

თეიმურაზი, ნადირის ბრძანებით, ტფილისში უნდა ჩავა კეტათ და იქვე, ქმრის მოწოდებით, უნდა ჩამოსულიყო დედოფალი თამარი...

მაგრამ მოხდა ის, რასაც ნადირ ავშარი ნაკლებად ელოდა.

ყურყუთას რომ მოატანეს, უეცრად ტყვეებმა აიწყვიტეს, ბორკილები დაიწყვიტეს, მცველები შემოიწყვიტეს და გაუჩინარდნენ.

რამდენიმე დღეში ყველანი თავის ადგილზე იყვნენ — მეფე სამეფოში და ერისთავები საერისთავოებში.

გველის კაჭრობამ შეიპყრო ნადირ ავშარი.

ერთადერთ ნუგეშად მხოლოდ ეს აცნობეს: მისგან დანიშნულმა „ვალი“ — ალექსანდრე დავითის ძემ ტფილისს მშვიდობით მიატანა და ერანის მბრძანებლის სახაზინოდ დიდძალი გადასახადი ამოიღო — ტფილისიდან რვა ათასი თუმანი, „ანასო სოფლებიდან“ სამი ათასი თუმანი და სამი ათასის ხარვალი (75 000 ფუთი) ხორბალი. ამას გარდა ალექსანდრე ნუ დირს უგზავნიდა ორი ათას ქართველ მეომარს.

ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ მაინც არასაკმარისი ნადირის ნადირული გულის დასაწყნარებლად.

და წამოემართა იგი საქართველოსკენ, 1735 წლის ზაფხულს.

ალექსანდრე დავითის ძემ ტფილისი საზეიმოდ გაწყობილი შეახვედრა დამპყრობელს.

„ფიანდაზი გაეშალათ ციხის კარიდამ ჩარდახამდის“. ბრწყინვალედ მორთულ ჩარდახში დადგა ნადირი, თავის ჰარამხანით.

ნადირ ავშარი რომ ტფილისს მოვიდა (6 ოქტომბერს), თეიმურაზი თელავიდან ცოლშვილიანად აიყარა და ფშავის მთებში შეიხიზნა.

გივი ამილახორი იმერეთს გაიქცა. მამუკა მუხრანბატონი რუსეთს გადაიხვეწა.

აიმღვრა და აიშალა ნადირ ავშარი. მაშინვე სალაშქროდ წამოჰყარა ყიზილბაშთა მხედრობა. ზედიზედ დააქცია თაბორისა და გორის ციხენი. მას უკან „გაუსივა ჯარი არაგვის ერისთავს ბარძიმს, ოთხი ათასი ზემო ქართლს, ოთხი ათასი საციციანოს. არაგვის ერისთავა ანანური და იმას აქეთ ქსნის ერისთვისა, მონასტერს ქვეით, აწერის-ხევს ქვეით დაატყვევეს, დასწვეს, ზემო ქართლისა ვახანიდამ დაწყებული მუხრანამდი ააოხრეს, დაატყვევეს, დასწვეს, სადგრიდამ სკრამდის დაატყვევეს, დასწვეს, შებილწეს ეკკლესია, ყოველგნით გააოხრეს მღვიმე ხატითა და მორთულობითა, წაიყვანეს ქართლიდამ კომლად რვაასი, — ვინ იცის, სახლში რამდენი სული იყო. ეს ტყვე ხუთი ათასი საავალიშვილოსი და საციციანოსი, ხუთასი კომლათ და ათი ტყვე, საერისთაოსი ხუთასი ტყვე, მოსრეს ყმაწვილნი ეროდეს მსგავსად, ჩვილს ყრიდენ და დიდი რომელიც დავარდის ცხვირსა და ყურებს აჭრიდიან“.

ხორასნის გზას შეუყენეს დატყვევებული ქართველნი. შაჰ აბასის დრო ცოცხლდებოდა საქართველოში.

„იხილე რისხვა, რამეთუ არა კმა იყო პირველი, არამედ ხილხილიდამ ინჯამდე სამასი დედათაგან მოგდებული ჩვილნი, ეყარნეს მკვდარნი“.

სავსებით მოთხრას, გადასახლებას და გადაშენებას იპირებდა ნადირი ქართლს, მაგრამ იმჟამად მოერთვა მოულოდნელი საშფოთარი ამბავი: ყირიმელ თათართა მხედრობა წამოსულა დარუბანდისკენ, იქიდან სპარსთა გასადევნად. ამიტომ „ჯერ-ჯერობით“ ქართლს თავი მიანება და მთელის მხედრობით აღმოსავლეთისაკენ წარემართა.

გზად კახეთი გაიარა, და „გაუწყრა კახეთს“. გაუწყრაო?!

ცეცხლითა და მახვილით მოედვნენ ყიზილბაშ-ურდოელნი, „აჰყარეს სულ კახეთი გაღმა-მხარი და გამოღმა, შეაბილწეს ალავერდი“.

ჭარს გავიდა ნადირ ავშარი, ჭარიც დააქცია. მას უკან შემახა აიღო შირვანს.

ყველგან, სადაც „ქართლელნი და კახნი იყვნენ, ყველას იარაღი შემოხსნეს...“.

ბოლოს, ნადირის ბრძანებით, კახეთსა და ქართლს აყრი)ლი ოჯახები და ტყვეები დიდიან-პატარიანად ერთად შეჰყარეს და ხორასნის გზას გაუყენეს.

თვითონ ნადირი დარუბანდისკენ გაეშურა ყირიმელებთან შესაბრძოლებლად.

განჯის მიმართულებით მიჰყავდათ ტყვეები სპარსელებს. ღამის განზოგების ჟამს მიადგნენ მტკვარს. უეცრად აიშალა ქარავანი. ქართული ყიჟინა გაერია წყვდიადს. მაგრამ ეს არ იყო მხსნელთა საომარი ყიჟინა.

თვითონ ტყვეები დასძგერებოდნენ სპარსელ გუშაგებს, თავით, კბილებით, შებოჭილი მხრებით და მკერდით.

ბევრმა ქართველმა კიდევაც გაიტანა „გასატანი“, „მოსრნეს მტარვალნი თვისნი, განთავისუფლდნენ და მოვიდნენ კახეთსავე და ქართლელნი ქართლს“.

მაგრამ სხვანი ტყვენი ქართველნი „წარიყვანეს ხორასანსავე“.

 

 

1.1.1.7 პირველი გამოსვლა პატარა კახისა

▲ზევით დაბრუნება


პირველი გამოსვლა პატარა კახისა

ეს ამბავიც იმავე 1735 წელს მოხდა, შემოდგომის მიწურულს.

ფშავიდან თეიმურაზ მეფის ძე ჩამოსულიყო — თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილი.

„პატარა კახი“! — ასე ეძახდნენ ტანმორჩილ უფლისწულს. - ტანმორჩილიო?! რა ვუყოთ, — ტანმორჩილი იყვნენ ალექსანდრე მაკედონელიც, ჰანიბალიც, კეისარიც, ნაპოლეონიც ... სხვანი და სხვანი.

სალი კლდის სიმტკიცე და სიმკვრივე ედგა სხეულში პატარა კახს.

თვალები არწივისა — მზის დამკორტნელნი.

სისწრაფე — ფიქრისა,

მკლავი — რვალისა.

მუხლი — მგლისა.

გული — ლომისა.

თელავს მოსულიყო ერეკლე ბატონიშვილი.

სამშობლო დახვედროდა აორხებული, აწიოკებული და ატირებული.

და უცებ აცნობეს ბოღმით ავსებულ ბატონიშვილს. „მოვიდნენ ლეკნი და ქისიყი მოარბივეს!“. ლეკებიო?! -

მაშ, დრო დაიცეს, ქვეყანა დაშინებულად და დამცრობილად დაიგულეს აბრაგებმა, არა?!

მაშინვე ახლომახლო სოფლებში შიკრიკები აფრინა ერეკლემ, — ყველა გამოიყვანეთ, ვისაც საომრად ფეხზე დგომა შეეძლოსო.

თვითონაც აღიკაზმა და ამხედრდა. ამ მოიჭრა სახელდახელოდ შეყრილ კახთა ლაშქარი. გაუძღვა და გავარდა ბატონიშვილი.

ნეიშნის მინდორზე წამოეწია ტყვეებითა და ნაძარცვით. დატვირთულ, არხეინად მიმავალ ლეკთა ჯარს. ცხენთა გამალებული თქარუნი რომ შემოესმით, შემოტრიალდნენ ლეკნი.

შემოტრიალდნენ და მანიცდამაინც საშიში არაფერი!“ უხილავთ: ქართველთა მცირე გუნდი მოჰქროდა, წინ მომცროა? ტანის, უწვერული ყრმა მოუძღოდა.

და „ძლიერად შემოებნენ ლეკნი“ ქართველებს.

ერთ ხანს ერთ ადგილზე შენივთდა ბრძოლა.

ეტყობოდა, რიცხვით სიმრავლეს თავისი უნდა გაეტანა.

იგრძნო ერეკლემ — გული გასტეხოდათ ქართველებს.

მაშინ მტრის შუაგულს დაეძგერა ბატონიშვილი, ხმას ბრკიალით და ავი ყიჟინით.

ლეკთა ბელადი ამოარჩია და მიუხდა ცხენდაცხენ.

შემოეგება ლეკთა სარდალაც.

ორმა ხმალმა გაიკრიალა და განაკრთო ცეცხლი,

წამსვე ძირს ეგდო ლეკური ხმალი.

წამწამისად დაცემულ ხმალს ზედ დაენარცხა შუაგაჩეხილი მისი პატრონი.

და „ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინა წარიქციეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტნეს უმრავლესნი. და მოვიდა მაღაროს გამარჯვებული, რომლისათვის ფრიად მხიარულ იქმნენ კახნი, იხილეს რა სიმხნე და მამაცობა მემკვიდრისა თვისისა“.

დაიმახსოვრე, კეთილო მკითხველო, 1735 წელი — პირველი გამოსვლა თხუთმეტი წლის პატარა კახისა, — დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა და მამულიშვილი.

მაშ, ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი!

„ და სამოცდაათი წელიწადი ვერ ჩამოხდება საომარი უნაგირიდან“, — გაიგულისხმა მისი წუთისოფლის ეტლისმწაფელმა.

   

1.1.1.8 ბადალი შახ-აბასისა

▲ზევით დაბრუნება


ბადალი შაჰ აბასისა

ნადირ ავშარმა ყირიმელი თათრები დარუბანდთან დაამარცხა და უკანვე გააქცია.

დარუბანდიდან სამხრეთისკენ დაუყვა ნადირი.

მუღანის ველზე გავიდა და დაბანაკდა.

აქ მან მოიწვია და თავი მოუყარა ერანის ყოველი კუთხის მფლობელს, ხანებს, ბეგებს, ბეგლარბეგებს, წარჩინებულებს, ყველას, ვისაც ქვეყნის ბედიღბლისა რაიმე ეკითხებოდა.

ყოველ ჯარისკაცს ნადირმა ცალკე ქეჩის კარავი დაუდგა,

საპატიო სტუმრებისთვის (მათ შორის ქართველები) - ლერწმის კარვები, სპარსული ხალიჩებითა და ფარჩა-აბრეშუმით გაწყობილნი.

საკუთრად — უზარმაზარი კარავი, თორმეტ ვერცხლის სვეტზე დაყრდნობილი, უძვირფასესი ქსოვილებით და ჭურჭლეულით მორთულ-მოკაზმული.

საქართველოდან მიწვეულ იყვნენ: ვალი ალექსანდრე დავითის ძე, იესე რენეგატი-მეფის ძე აბდულა-ბეგი, ალიყულიბეგ ამირეჯიბი და ქაიხოსრო ყაფლანიშვილი.

მაშ, 1736 წლის 26 თებერვალი, ნავრუზ ბაირამობა, მაჰმადიანთა ახალი წელი, დიდი საკრებულო მუღანში.

ლაპარაკობს ნადირ ავშარი:

„ალბათ გაიგებდით დიდად სამწუხარო ამბავს, — ისფაჰანში გარდაცვლილა შაჰი აბასი! “.

დიახ, ყველამ შეიტყო ეს „სამწუხარო ამბავი!“

(მხოლოდ არავის გაუბედავს ეთქვა: მცირეწლოვანი შაჰ აბას მესამე ნადირ ავშარის აეშაგებმა მოწამლეს).

ისევ განაგრძობს ნადირი:

„ალბათ მიხვდებით რისთვისაც მოგიხმეთ ჩემთან. აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, რაც მე თქვენი გულისთვის ხმალს ვიქნევ. დღეს თქვენი მტრები — ავღანელები, ოსმალები და მოსკოველები გაძევებული არიან ჩვენი ქვეყნიდან და ერანის ყველა ქალაქი გათავისუფლებულია მათგან. ახლა, როდესაც ყოველივე დავასრულე, დავბრუნდი და აქ მოვედი, ამის შემდგომ, — რაც მე დავიმორჩილე ყოველი მეფის და - განვამტკიცე საიმედო მშვიდობა — თქვენ შეგიძლიათ ერანის შაჰის ტახტზე დასვათ ღირსეული ხელმწიფე“.

სიჩუმე ჩამოწვა

ნადირმა გაიმეორა:

„დაასახელეთ შაჰი ერანისა!“

ისევ მდუმარება.

ნადირმა მესამედ იყვირა:

„დაასახელეთ შაჰი ერანისა“.

მაშინ გამოვიდა რომელიღაც წარჩინებული ყიზილბაშა და სთქვა:

„დიდებულად ბრძანებ, რასაც ბრძანებ, ჩვენო უფალო, და რაკი ასეა, მოიყვანე ისევ შაჰ თამაზი, დასვი თავის ტახტზე და იყოს იგი ჩვენი მბრძანებელი“

ისევ მდუმარებამ მოიცვა საკრებულო.

ისევ დაარღვია სიჩუმე ნადირმა: კიდევ ვინ ფიქრობს ასე და ვის სურს შაჰ თამაზიო.

ერთი წარჩინებული კიდევ გამოუჩნდა მომხრე შაჰ თამას.

სხვას აღარავის გამოუჩენია ეგზომი „უჭკუობა“.

ნადირის ბრძანებით იქვე, ყველას თვალწინ, ჯალათემა „უჭკუო“ თავები დააყრევინეს შაჰ თამაზის „მიმდევრებს“.

მას უკან მიუბრუნდა ნადირი საკრებულოს და ბოროტე ღიმილით იკითხა:

„ახლა რაღას იტყვით ვინ გსურთ ხელმწიფედ?“

უცებ ვიღაც „ყველაზე ჭკვიანმა“ წამოიყვირა და ხალხიც აღრიალდა.

„შენა ხარ ჩვენი ხელმწიფე!“

„შაჰ ნადირ!“

„ნადირ შაჰ!“

„მხოლოდ შენ — ჭეშმარიტი ყაენი და მბრძანებელი“

„შაჰ ნადირ!“ „ნადირ შაჰ! “ ბღავილი რომ ჩათავდა და ჩაიწურა, ნადირმა გამოაცხადა:

„რაკი თქვენ ჭეშმარიტად გსურთ ჩემი გამეფება, კეთილ ინებეთ და ხელწერილი მიბოძეთ!“

მაშინვე შესდგა ხელწერილიც, გინა — სიგელი, რომელშიც ეწერა: „ნადირ ყული-ხან ავშარი არის ჩვენი შაჰი და თვინიერ მისსა არავინ გვსურს ხელმწიფედ“.

დაწერეს და სიგელს ყველა იქ დამსწრემ „დიდის სისარულით“ დაუსვა თავისი ხელრთვა.

ამას მეფედ კურთხევა მოჰყვა, იმ დღესვე.

მეფედკურთხევას მრავალღდიანი ნადიმები გადაება.

ერანის ტახტზე ადიოდა ნადირ შაჰ ავშარი.

იმ დღესვე მოიჭრა ვერცხლის ფულიც, რომელზეც ეწერა: „დაე, მსოფლიოს ეუწყოს მისი მომავალი დამპყრობლის –– ნადირის გამეფება!“.

თითქოს შაჰ აბასი გაცოცხლებოდა ერანს.“ - მაგრამ ვაი, რომ საქართველოსაც გასცოცხლებოდა შაჰ აბასი!

ხოლო, სომეხი ისტორიკოსის ბრძანებისა არ იყოს, ახლა ერანი ნადირ ავშარისა კი არა, ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსის სამფლობელო უნდა ყოფილიყო.

დიახ!

მაგრამ ვაი, რომ ვერ იგრძნო ვახტანგ მეექვსემ იმ საბედისწერო 20-იან წლებში „ხელსაყრელობა“ დრო-ჟამისა!

ვერ იგრძნო, ვერ შეიცნო და ვერ ითამაშა „მსოფლიო ჰეროიკის“ მთავარი გმირი.

ახლა სხვა „თამაშობდა“ ამ „გმირს“ — არაქართველი, ტომით ავშარი!

- რა გაეწყობა, — ესეც საქართველოს ბედი ყოფილა!

ვახტანგ მეექვსე ასტრახანის ლორწოიან მიწაში იწვა. ხოლო ერანის ტახტზე მისი „მაგიერი“ ადიოდა.

 

   

1.1.1.9 გამარჯვებულიც, გაწბილებულიც

▲ზევით დაბრუნება


გამარჯვებულიც, გაწბილებულიც...

მუღანში მეფედ კურთხევისა და ნადიმ-ღრეობათა მოთავების შემდეომ, ნადირ შაჰმა საქართველოდან ჩამოსული სტუმრები, დიდის თავაზით და ძვირფასი საჩუქრებით, უკანვე გამოისტუმრა. საქართველოს „ვალი“ ისევ ალექსანდრე ანუ ალი-მირზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ „დამატებით“ მის გვერდით შაჰმა დანიშნა თავისი სარდალი სეფი-ხანი, რომელსაც გამომგზავრების წინ ყაენი საგანგებოდ და საიდუმლოდ ეთათბირა.

მას უკან ნადირ შაჰი ისფაჰანს გაემგზავრა.

ქართლის მესვეურებიც ქართლში მობრუნდნენ.

ტფილისს მოსვლისთანავე სეფი-ხანმა ქართლს ახალი გადასახადი შეაწერა: სამი ათას სამასი თუმანი ფული და ხუთასი ნოქარი (ჯარი) საომარი აღჭურვილობით, ცხენეთილობითა და ცოლ-შვილით ტფილისში სადგომად.

ქართველები არ შეურიგდნენ ახალ ხარკს და დამცირებას.

თავადთა შორის ისევ დაირღვა ერთსულოვნება გათავხედებული დამპყრობელის ასალაგმავად. სეფი-ხანის წინაშე ქედი დაიდრიკეს ბარძიმ არაგვის ერისთავმა, ციციშვილებმა და ბარათაშვილებმა.

თავადთა მეორე ნაწილი წინაღუდგა სეფი-ხანის ბრძანებას. „უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე, ამილახორი გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით, თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი“.

განდგომილნი უთვლიდნენ შაჰ ნადირის სარდალს: ჩვენ ყაენის, ყმები ვართ, მაგრამ გვიმსახურეთ ისე, როგორც წინარე ყაენისთვის „გვიმსახურების ან სამსახური გვდებია“ და ახალს ნურაფერს დაგვაკისრებთო.

მაგრამ სეფი-ხანმა არაფრად ჩააგდო ქართველთა შემონათვალი.

მაშინ ქართველებმაც იარაღი მოისინჯეს და მოივარგეს.

ტფილისიდან ყიზილბაშთა მარბიელი ჯარები გავიდნენ, „დადგნენ ფხვენისს და იწყეს იქიდამ თარეშის გასევა“. რამდენჯერმე მიუხდნენ ქსნის საერისთავოს. მაგრამ „რამდენჯერაც მივიდნენ, ბრძანებითა ღვთისათა, იმდენჯერ გაემარჯვა“ შანშე ერისთავსა და ქსანელთა ლაშქარს.

სამჯერ გივი ამილახორს მიესივნენ ყიზილბაშები.

გამართულ სამივე ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და აოტეს მტერი.

სევ „გამოუსია თარეში“ სეფი-ხანმა. ამჯერად სპარსელები „მოუხდენ დილაბინდზე სააბაშიოს, საჩხეიძოს და სურამის ხეობას, ბევრი წაახდინეს და დაწვეს საფალავანდისშვილო და გამოყოლება ააოხრეს, დაწვეს, სადაც სიმაგრე იყო“.

მცირე ხნის შემდგომ სეფი-ხანმა ახალი ჯარი გაგზავნა აჯანყებულთა დასასჯელად. სარდლად აბდულა-ბეგი უჩინა, ძე იესე რენეგატისა. აბდულა-ბეგს თვითონაც მიჰყვა სეფეხანი მთავარი მხედრობით.

ანაზდაითად შეესივნენ ყიზილბაშნი ციხისძირს, ნუნისსა და ჩრდილს. მაშინ ვახანიდან ვახუშტი აბაშიძე წამოემართა და თავს დაეცა ჩრდილთან დაბანაკებულ მოთარეშეთა მხედრობას. სპარსელები დამარცხდენენ და გაიქცნენ. ქართველები გამოედევნენ „ცემითა და ხოცითა. ამისთანა გამარჯვება ერთსა და ორს კი არა (იტყოდით) ვის უნახავსო“. დიდი ნადავლიც დაინარჩუნეს - გამარჯვებულებმა, — „სხვას გარდა ორასი ასეთი ცხენი შეკაზმულობითა, ზოგი ვერცხლის რახტითა აბაშიძეს მოართვეს“. თანაც ისე გაიმარჯვეს, აბაშიძეს „ერთი კაცი არ მოკვდომია“.

სეფი-ხანი ფხვენისის გადავიდა და იქ დადგა განადგურებული ჯარის ნაშთებით. სპარსელებმა ქართველთაგან ნაწვნევი მარცხი მარცხად არ ჩააგდო და ფიცხელი ბრძანება გაუზავნა ქართლ-კახეთის თავკაცებს: ჯერ კიდევ გვიან არ არის, და, თუ მართლა ქვეყნისა და თქვენი თავის დაღუპვა არ გადაგიწყვეტიათ, ჩემთან მოდით, შევრიგდეთ და პირობას გაჰლევთ, შაჰთანაც შეგარიგებთო.

ქართველებს ყიზილბაში სარდლის შეგონება ჭკუაში დაუჯდათ და ფხვენისს მივიდნენ: თეიმურაზ კახთა მეფე, მისი სახლთუხუცესი გივი ჩოლოყაშვილი, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, თარხან ლუარსაბი, თამაზ ანდრონიკაშვილი და ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი.

არ გამოცხადდა მხოლოდ შანშე ქსნის ერისთავი, და ძალიან კარგადაც მოიქცა.

სეფი-ხანმა მოუსვა ხელი და ასე ცხვრებივით მომემილა. ქართველები ერთბაშად და „ერთპირად“ შეიპყრო, ბორკილები გაუყარა და ყველანი ერანს გაგზავნა, შაჰ ნადირთან.

დატყვევებულ თეიმურაზ მეფეს თავის ნებით ერანს გაჰყვნენ: ხარჭაშნის ეპისკოპოსი, რამდენიმე კახელი თავად, რამდენიმე ერთგული ყმა და მსახური…

სეფი-ხანმა, ტყვეთა გასტუმრებისთანავე, ქსანზე ჯარები გაგზავნა შანშე ერისთავის გასანადგურებლად და შესაპყრობად.

ბრძოლა იკორთას გაიმართა.

ქსანელებმა ისევ დაამარცხეს და უკუაქციეს მტერი.

სეფი-ხანმა გამოქცეული და გაჩანაგებული სპარსელთა ჯარი გორის ციხეს შეაფარა და „ნაიბად“ აბდულა-ბეგი დაუნიშნა.

1737 წელს სეფი-ხანმა ერანიდან ახალი ჯარები მიიღო და მაშინვე დაიძრა ქსნის საერისთაოსკენ.

ისევ მხნედ დაუხვდა მტერს შანშე ერისთავი ქსანელთა ლაშქრით.

მაგრამ ამჯერად იძლივნენ ქართველნი.

სპარსელებმა აიღეს ციხენი — იკორთისა, ვანათისა, კულბითისა.

მერე ყიზილბაშნი „მოუხდნენ აბაშიძეს ვახუშტის, აიღეს ციხე ციხის-ძირისა და ციხე სურამისა“.

შანშე ერისთავი იმერეთს გადავიდა ცოლ-შვილით.

იმერეთიდან რუსეთს წავიდა და თან ქართველ თავადთა საერთო სათხოვარი გაიყოლია: იქნებ როგორმე დახმარება გამოეწირა რუსეთის მეფეს, ხოლო ვახტანგს (ჯერ ისევ ცოცხალს) თავისი ვაჟი ბაქარი მაინც გამოეგზავნა „უთავოდ დაგდებული“ საქართველოს „საპატრონოდ“. მაგრამ რასაც ვარტანგ მეფე ვერ შეწვდა, ქსნის ერისთავი რას „შეწვდებოდა“. რუსმა დიპლომატებმა შანშე ახლოსაც არ გაიკარეს, ვახტანგიც „აშთრახანის“ მლაშე მიწას ჩაუწვა და ამით ყველაფერი გათავდა.

შანშე ერისთავი საქართველოში გაწბილებული და პირშიჩალაგამოვლებული დაბრუნდა.

დაბრუნდა და, რაკი ჯერ „პირში სული ედგა“ ისევ ჩაავლო ხელი ყიზილბაშურ სისხლზე დაგეშილ ხმალს.

   

1.1.1.10 მეოთხე მეფე-პოეტის საგოდებელი

▲ზევით დაბრუნება


მეოთხე მეფე-პოეტის საგოდებელი

მეოთხე მეფე-პოეტის საგოდებელი

ნადირ შაჰმა „სიამტკილობით“ მიიღო საქართველოდან გამოგზავნილი, ძვირფასი ტყვეები: თეიმურაზ კახთა მეფე, გივი ჩოლოყაშვილი, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, თარხან ლუარსაბი, თამაზ ანდრონიკაშვილი, ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი და „თავისი ნებით“ წამოყოლილი ხარჭაშნელი ეპისკოპოსი, კახელი თავადნი და ყმა-გლეხნი.

თითქოს კიდევაც გაიკვირვა ყაენმა; იმ თავხედმა სეფიხანმა ბორკილები როგორ შეგბედათ, როცა თქვენის სურვილითა და ჩემის ერთგულებით სწვევიხართ ეგზომ საპატიო სტუმრებიო.

ისეთი „გულითადი საუბარი“ გაიმართა, თითქოს შაჰ აბასი ემუსაიფებოდა თავის „უსაყვარლეს“ ქართველებს — თეიმურაზ პირველს, ლუარსაბ მეორეს, სააკაძეებს და უნდილაძეებს.

ნაცნობი იყო, ეს სურათები.

ერანის მბრძანებელს ისევ გარდუვალად სჭირდებოდა ქართველთა გონებისა და მკლავის ძალა.

შაჰ ნადირსაც, შაჰ აბასის მსგავსად, ქართველები მათი მარად ცხოველმყოფელ ძალმოსილების გამო, კიდევაც სძულდა და კიდევაც „უყვარდა“, მათი ეშინოდა და მათით იმედოვნებდა…

ყანდაჰარს ლაშქრობას ეპირებოდა შაჰ ნადირი და ძალიან სჭირდებოდა ავღანისტანის მიწა-წყალზე სახელგანსმენილ ქართველთა სიმამაცე და სიქველე (აკი თვითონ ამბობდნენ ავღანელნი: ჩვენ ყიზილბაშებთან ლომები ვართ, მაგრამ ჩვენთან ქართველები არიან ლომებიო!..

ნადირმა, „შესმენითა ქართველთათა“, სეფი-ხანი ერანს გაიწვია და მის ნაცვლად ტფილისში ხანჯან ხანი გამოაგზავნა.

შაჰს ესეც ებრძანებია სეფი-ხანისთვის: ერანს რომ ჩამოხვალ, ქართველი დიდებულები კიდევ წამოიყვანე, რამეთუ ყანდაჰარს სალაშქროდ მჭირდებიანო.

ასე მივიდა ნადირ შაჰის კარზე ქართველთა „ახალი ნაკადი“. ოთარ ამილახორი, ქაიხოსრო ყაფლანიშვილ-ორბელიანი, ზაზა ციციშვილი, ქაიხოსრო ჯავახიშვილი, ავთანდილ ფალავანდიშვილი, ფარსადან ბარათაშვილი და ბაადურ ამირეჯიბი.

გაემართა ნადირ შაჰი, 1737 წელს, ყანდაჰარისკენ, თავისი ერანელებით და „თავისი ქართველებით“.

ქართველებმა შემუსრეს ყანდაჰარის კარიბჭეები და ქალაქში („ნაცნობ ქალაქში“) შეიჭრნენ. ყიზილბაშებიც მიყვნენ უმოწყალო სიკვდილის თესვით. ავღანთა მთავარი ქალაქი გააცამტვერეს და მიწასთან გაასწორეს.

ნადირმა ყანდაჰარის აღების შემდგომ ქართველი წარჩინებულნი დიდი ძღვენითა და მადლობით გამოისტუმრა საქართველოსკენ.

მაგრამ თეიმურაზ მეფე თავისთან დაიტოვა ყაენმა. ნადირმა ეს უთხრა შეუვალი სიტყვით: საქართველოში მხოლოდ მაშინ გაგიშვებ, თუ ჩემთან შენს შვილებს — ქეთევანსა და ერეკლეს გამომიძახებო.

რისთვის მთხოვ შვილებსო, შიშრეულად იკითხა თეიმურაზმა.

შენი ასული რძლად მინდა, ჩემი ძმისწულის — ალი-ყულიხანის მეუღლედ, ხოლო ერეკლე ინდოეთს სალაშქროდ უნდა ვიახლოო, ბრძანა შაჰმა.

ალბათ, არ მენდობა და უფრო მძევლად უნდა ჩემი ირაკლიო, იფიქრა ნაღვლით დარეგვილმა თეიმურაზმა, მაგრამ რას გააწყობდა, რაკი „არა რაი იყო სხვა ღონე“, კახეთში კაცი გამოგზავნა და შვილს ასე მოსწერა:

„სასურველო ძეო, ჩემო! სადაცა ბოროტი შეგვემთხვევის, იქ სიკეთეცა მოგველის. მეცა იძულებითა მოგიწერ ესრეთ, რომე შაჰს ჰსურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისაგან, გარნა მხოლოდ ითხოვს მოსვლასა შენსა და რათა თანა წარმოიყვანო ასულიცა ჩემი და დაი შენი ქეთევან. მხოლოდ მოსვლაი შენი აქა, სპარსეთად, მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისაგან. ესრეთია ნება შაჰისა“.

სადარბაზოდ შეყრილმა დიდებულებმა არ ურჩიეს ერეკლეს სპარსეთს გამგზავრება, მაგრამ თვითონ არ დაიშალა ბატონიშვილმა.

„მამა ჩემი იქ უნდა ჰყვანდეთ, ჩემის იქ მისვლით გამოუტევებდნენ და მე არ წავიდე, ეგ როგორ იქნების“, — სთქვა და წავიდა ერეკლე სპარსეთში, წავიდა და თან წაიყვანა და ქეთევან მცირე ამალად მისდევდათ რამდენიმე კახელი თავადი და აზნაური, რამდენიმე ქართლელი და კახელი ყმა გლეხი, ოთხიც ერთგული მუსლიმანი მსახური — მეჯინიბე, მეუზანგე, მალემსრბოლი, პირფარეში და თარჯიმანი.

დიდის „სიყვარულით“ მიიღო შაჰ ნადირმა ქართველი ბავ, ტონიშვილები.

ქეთევანი მაშინვე შერთო ცოლად ძმისწულს, ალი-ყულიხანს (ეს ალი-ყული-ხანიც არ დაივიწყო, მკითხველო).

ქორწილი რომ განესრულა, შაჰ ნადირი ერეკლეს მიადგა და შეუღრინა: ქრისტიანობა უნდა განაგდო და მაჰმადის სჯულზე მოინათლოო.

მაგრამ პატარა კახმაც მაშინვე შეანარცხა სუსხიანი სიტყვა: „ჩემი მოკვლა შესაძლებელ არს, მაგრამ ჩემი სულის შეცვლა და შერყვნა არას ძალით არ მოხერხდება; ამიტომ ტყუილად ნუ შეეცდები ჩემს გამაჰმადიანებასო“.

კარგა ხანს მდუმარედ უცქირა შაჰმა ქართველ ბატონიშვილს — „წლითა და დღითა ყრმასა და გონებითა ბრძენსა“. და ბოლოს თქვა „თვინიერის“ ხმით:

„კარგი, იყოს ნება შენი! მე აღარ გაიძულებ... მხოლოდ ჩემთან დარჩი და ინდოეთს ერთად ვილაშქროთ!“

ერეკლე დარჩა.

თეიმურაზი საქართველოში გამოისტუმრა შაჰმა. მოდიოდა და გული მოუტიროდა შვილებდაყრილ მეფეს:

თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:

გამომართვა ქალი პირ-მზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,

ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,

მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.

იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,

სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,

ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავსმისი დარია,

იგ თვით იახლა, მე დავრჩი - სიცოცხლე დასაზარია!

თეიმურაზ II  „თავგადასავალი"

   

1.1.1.11 „ისევ ქართველის ჭკუამ გასჭრა“

▲ზევით დაბრუნება


„ისევ ქართველის ჭკუამ გასჭრა“

1738 წელი.

შაჰ ნადირი 180-ათასიანი ერანული მხედრობით ინდოეთისკენ მიეშურება.

სპარსეთის ხელმწიფეს ქართული რაზმით გვერდით მიჰყვება თვრამეტი წლის ერეკლე ბატონიშვილი.

ინდოეთში მაშინ თემურლენგის შთამომავალი „დიდი მოგოლების“ დინასტია მბრძანებლობდა. ნადირ შაჰიც მოგოლთა იმპერიის დასამხობად და დასაპყრობად მიილტვოდა. მთავარ სამიზნედ მთავარი ქალაქი შახჯანაბადი, ანუ დელი დაეგულებინა ერანის გვირგვინოსანს. მაგრამ სანამ შახჯანაბადს მიაღწევდა, მანამ გზაზე დიდ - ძალი ხალხი გაუწყდა ნადირს — ზოგი მოთარეშე-მოსაფრე მტრებთან შეტაკებებში, ზოგი სნებისგან, ზოგიც შიმშილ-წყურვილისაგან.

ხაიბერის უღელტეხილზე ინდოელი სარდალი ნასარ-ხანი და მისი ლაშქარი დარაჯობდა შახჯანაბადისკენ მიმავალ მტერს. ნადირ შაჰმა საიბერს გვერდი აუქცია და ჯარები საცალფეხო, კლდოვან ბილიკებს შეუყენა. უკუნეთ წყვდიადში ჩირაღდნებით მიიკვლევდნენ გზას. შეუსვენებლივ ვიდოდნენ. ოთხმოცი კილომეტრი თვრამეტ საათში გაიარეს და ნასარხანის ჯარს ზურგში მოექცნენ. ამ ლაშქრობის ამბავი ერეკლემ ასე მოსწერა თავის დას, ანას:

„..სხვა აქაური ამბავი ეს მოგახსენო, რომ ახალი რომ შარშან წამოვიდა გიორგობის თვეს, თუ არ ვიცი ღვინობის თვეს, იმ მანძილიდამ ორ დღეში გამოვიარეთ, და მესამე მანძილიდამ დილას ავიყარენით, ოთხი აღაჯი გამოვიარეთ, ჩამოვხდით. ნახევარი საათი რომ ჯერ არ გასულიყო, დაიძახეს: ყაენი შეჯდაო. ბინა აქ დააგდო. თითოს ღამის ჭერით წავედით სანამდინ ან ჯარისკაცი, და ან ჩვენ მოვემზადებოდ ყაენს ორი აღაჯი გაევლო. შევსხედით ჩვენცა საღამოზედ, და ღამით წინ და წინ გაგვესწრო ხელმწიფისათვის. ორი ათასი ყარაულისათვის და ერთის აჯიხან ბეგისათვის ებრძანებინა: თქვენ წინ წადითო, ჩვენ იმათ რომ ხელმწიფესაგან წინ გვნახეს, დაგვაყენეს, რომ ხელმწიფესთან იარეთ თქვენცაო. ამაში უკან სამი მაშხალა გამოჩნდა. დავდექით, მოვუცადეთ, და ხელმწიფეც მობრძანდა, და იმის თიფში გავერიენით. დავიწყეთ სიარული. იმ ღამეს მთვარეც იყო და მოვადექით ერთს უგზოს მთასა და კლდეს, ოცდაათი ათასი კაცი შამოვედით ვიწროში, რომ ორი სამი ურემი ალაგ-ალაგ თუ გაიმართებოდა. ერთი ასეთი ციოდა, რომ თითქმის დაგვამხო ცხენი და კაცი. დაგუბდის ამ ვიწროში ეს ჯარი, დავდეგით ამ სიცივეში და იძახიან: ალლა! ალლა! მაგრამ ერთი ასეთი დატრიალდის ჯარი, ვეცით ერთმანეთსა, გული-ფირტვი ცალკე ჩავიყრევინით ხოლმე, და ცხენმა და კაცმა და მუხლების მტვრევა ცხენის წიხლისაგან, რასაკვირველია, რომ მეტად ვახლდით ფეხებს, მაშ რა ექნათ, ამ ყოფაში ვიყავით, სანამდინ იმ ხევს მოვრჩებოდით. ის ხევი ნახევარი აღაჯი იყო და ხუთს საათს ძლივს გავედით. მოვხვდით კიდევ მთასა და კლდეს დიდსა. ვიარეთ და არ ვიცოდით, თუ სად მივიდოდა ხელმწიფე. ამ ბევრ სიარულში ჯარიც დიაღ დაიღალა, და თავწვრილათ დაიფანტა. იმ დღეს გვევლო, იმ ღამეს ვიარეთ. მეორე დღეს რომ დასამხრდა, ყაენს კაცი მოუვიდა, რომ ნასარ-ხან დავიჭირეთო, და ჯარი გაექცივათ. მასუკან ყაენიც მიბრძანდა. აჯიხან-ბეგს ხალათი უბოძა, და ყარაულის მიმბაშებსაც. იმ საღამოზე სპილოს სანახავად წაველ მე, და ყაენმა დამინახა. ნასარ-ხანის კარავსა და ფარდაში ბრძანდებოდა. დამიძახა და მიბრძანა: შენც წამოსულხარო? მე მოვახსენე; მაშ ვისთან უნდა დავმდგარიყავ-მეთქი, მიბრძანა: ბარაქალა! კარგა გიქნიაო, წინ ქორები უსხდა. მიბრძანა: რომელიც გინდა აიყვანეო. მიველ, ერთი ქორი ავიყვანე. მიბრძანა: კარგა გააძღობდეოს თავი დავუკარ და წამოველ, იქ დავდეგით ოთხ დღეს, სანამდინ ბინა ხეიბარში გამოვიდა. ხეიბარი დიაღ ვიწრო 51 gvdan.

ადგილია და იმიტომ შეეკრა ნასარ-ხანს ის გზა... ყაენს ის, ჩემთვის ებრძანებინა ჯარჯიბაშის პირით, რომ შენთან დადგესო... ვიარეთ და რომ მივუახლოვდით ლაურის წყალს, ქალაქს ძირზე ჩამოუდის, რომელზედაც გასავალი იყო, იმათ შეეკრათ თოფხანით. ამაში აღარ მიბრძანდა ხელმწიფე, ორს აღაჯზე ზეით წავედით. ჯერ ყარაული გავიდა წინ. ყარაულს უკან ხელმწიფემაც გამოაცურა ცხენი. ასიოდეს ყულით თვათონ გავარდა საჩქაროთ. ამასობაში გაწვა წყლის პირზე მე - მარჯვენე და მემარცხენე ჯარი, შეიქნა კიდევ ვიწროობა ამათი, რომ ვერ დამიწერია. თითქმის მივადექით ერთს ლაფს, იქნებოდა ერთის, ორის გუთნის გაშლა. ასეთი ტალახი იყო, რომ ლასტის ხიდს რომ ზანზარი გაჰქონდეს, ისე ზანზარებდა. და რაც ჯარი იყო ყველამ ზედ გავირბინეთ. და წყალში რომ შევედით, ორი ურმის ტოლი გზა ძლივ იყო. ამას თუ გარდასცილდებოდა, იმ წყალში კაცი საფლობისაგან ვეღარ ამოვიდოდა. გაიჭედა ამ წყალში ჯარი, და ცურვა დაიწყო ცხენებმა. ვიდეგით ერთს ალაგსა, და გვიცურევდა ცხენები შიგ. მოგვხედა ღმერთმა და გამოველით. თურმე ერთი ხანი ლაურზე დაშვებელად მოვიდოდა, და შიგ კი ჩამოგვერია. ერთს ორს დასტას უბრძანეს და ასს ყულს მივიდენ და ყათლანი უყვეს, იმაში ჩვენი კაცებიც დაესწრნენ და ცამეტი თავი იმათაც მოართვეს ყაენს...“

როგორც იქნა, მიუახლოვდნენ შახჯანაბადს.

შაჰმა საომარი ძალები გადათვალა.

180 ათასიდან 90 ათასი მეომარი დარჩენილიყო.

ინდოელმა ხელმწიფემ სამას ორმოცი ათასი მეომარი, სამასი ზარბაზანი და ორი ათასი სპილო შემოაგება მტერს.

ნადირმა წინ მძიმედ შეჭურვილი ცხენოსნობა დააყენა, მათ უკან მეორე წყობად — აქლემები, რომელთაც ზურგზე მანგლები ჰქონდათ გაწყობილი. მერე მოდიოდა ქვეითი ჯარები, რომელთა მარჯვენა განაკიდურს ქართველები იჭერდნენ, მარცხენას — ბახტიარები.

ბრძოლა დაიწყო.

შაჰ ნადირის ბრძანებით აქლემთა კუზებზე მანგლები აანთეს და ცეცხლისგან გახელებული ცხოველები შემაზრზენი ყროყინ-ბღავილით ინდოელთა სპილოებზე მიუშვეს.

სპილოები დაფრთხნენ, აირივნენ და თავისიანთა ლაშქარში შეტრიალდნენ გაცოფებულნი.

ინდოელთა წინა რიგები ჩაიშალა და ჩაითელა.

შაჰ ნადირმა მაშინვე მტრის შუაგულისკენ გააქანა ცხენოსანი ჯარები.

მარჯვენა განაკიდურზე ერეკლე ბატონიშვილმა და მისმა ქართულმა გუნდმა შეუტია გაალმასებით, მარცხენაზე — ბახტიართა ლაშქარმა.

ინდოელთა უმრავლესობა დაილეწა და დაირეცა.

გამარჯვებულებმა დიდძალი აღჭურვილობა და საომარ სპილოთა უმრავლესობა ჩაიგდეს ხელში.

ერეკლემ ერთი ინდოელი ტყვის გათავისუფლება სთხოვა, შაჰ ნადირს.

„რისთვისო?“ - იკითხა შაჰმა.

„საარაკო სიმამაცისთვის, რაიც ვიხილე ჩემის თვალით შერკინების ჟამს“, - უპასუხა ერეკლემ.

კარგი ვაჟკაცის ფასი ნადირ შაჰმაც იცოდა და უთხრა ქართველ ბატონიშვილს:

„იყოს ნება შენი, მიდი და თვითონ მოუარე შენგან არჩეულსო“.

გამოიყვანა ერეკლემ ტყვეთა რიგიდან მამაცი ინდოელი, თავისი ხელით აჰყარა ბორკილები, ხმალი დაუბრუნა და ანიშნა, — საითაც გინდა, იქით წაბრძანდიო.

— დიდხანს ვერ ჩადგა გულისხმაში ინდოელი, ხოლო როცა მიხვდა, მაშინვე ერეკლეს წინ დაემხო და მუხლებზე შემოეჭდო, მთრთოლვარე ხელებით.

აღარ დაანება ერეკლემ, ფეხზე წამოაყენა „სიმამაცით ნათესავი“ უცხო ვაჟკაცი.

შაჰ წადირი შახჯანაბადს მიადგა. ინდოეთის სატახტო უომრად დანებდა. ქალაქის ციხიონმა იარაღი აიყარა და მტერს მიართვა. ინდოეთის მბრძანებელი, დიდი მოგოლი, ნადირს ეახლა და მის წინაშე მუხლი მოიყარა. ნადირმა დიდსულოვნება გაითამაშა: დიდი მოგოლი თავის ტახტზე დატოვა, ქალაქი ჯარს არ დაარბევინა, მხოლოდ ხარკის აკრეფა აკმარა. სამაგიეროდ თავისი ვაჟისთვის — ნასრულა-მირზასათვის დიდ მოგოლს ასული სთხოვა საცოლედ.

ძნელი მისახვედრი არ იყო: ნადირს სურდა, თავისი შვილი ინდოეთის ტახტის მემკვიდრედ დაესვა.

ინდოელ დიდებულთა საკრებულომ უარი გაბედა ეგზომ „უსწორო ქორწინებაზე“: ნადირ შაჰი და მისი ძე მეფური წარმომავლობის არ არიანო!

მაშინ კი იფეთქა და იჭექა ნადირმა:

„ნასრულა-მირზა ჩემი მახვილის ძე გახლავთ და უფრო მაღალი კეთილშობილება მას არა სჭირდებაო!“

უმალვე სხვანაირად „ამღერდნენ“ დამფრთხალი არისტოკრატები. დიდმა მოგოლმა თავისი ასული ცოლად მიართვა ნადირის ძეს.

თითქოს ყველაფერი ჩაცხრა და ყველა დამშვიდდა. მაგრამ ერთ დღეს სპარსელმა მსტოვრებმა შახჯანაბადში შეთქმულება გახსნეს: ინდოელ პატრიოტებს მათი დამპყრობელი ერანის შაჰის მოკვლა ჰქონიათ განზრახული.

გაცოფდა შაჰ ნადირი.

შეთქმულები ცეცხლზე დააწვევინა ცოცხლად.

ქალაქს ჯარები შეუსია — გააძარცვინა, ააოხრებინა, ააწიოკებინა, გაათახსირებინა, გააჟლეტინა.

შელეწა ინდოეთის საჭურჭლეთა კარიბჭენი და გამოიტანა უთვალავი თვალ-მარგალიტი — ალმასნი, იაგუნდები, ლალები, საფირონები, სარდიონები, ქრისოლითები, ოქრო და ვერცხლი, სამკაულები, უძვირფასესი ქსოვილები; ოქროს სვეტებიანი ტახტი, ფარშევანგის მსგავსი ბალდახინით, რომელიც კუნაპეტ წყვდიადსაც მზის შუქმოსიერებით ანათებდა.

გაძარცვული და გაუპატიურებული შახჯანაბადიდან სინდეთისკენ დაეშვნენ ერანელნი. სინდეთის რაჯა უნდა დაესაჯა შაჰ ნადირს, ხარკის გადაუხდელობისა და ურჩობისათვის.

მძიმე გზა ჰქონდათ, უზღვრო უდაბნო და უსაშველო პაპანაქება.

შუა უდაბნოში ქვის სვეტს გადააწყდნენ.

სვეტზე კერპი იყო აღმარშული.

კერპზე ეწერა: „შვილით და ძირით, სახლით და კარით, იყოს წყეულ უკუნითი უკუნისამდე, ვინც ამა სვეტს წინ უსწრებს და გადააბიჯებს“.

ერთიანად გაქვავდა ყველა — შაჰიდან დაწყებული უკანასკნელ მევირემდე.

უკან დაბრუნებას მაინც სიკვდილი ერჩია ნადირს და უბრძანა ჯარებს განგრძობა გზისა.

მაგრამ ფეხიც არ მოიცვალეს ავი ბედისწერის შიშით დარეგვილმა ჯარებმა.

ვერაფერს გახდა ნადირ შაჰი, — ვერც მჭევრმეტყველებით, ვერც აღთქმით, ვერც მუქარით, ვერც მუდარით.

იქნებ ისევ ქართველმა გვიხსნასო, და მავედრებელი თვალით მიაშტერდა ყაენი ერეკლეს.

ერეკლეც დაწინაურდა, ხელმწიფეს თავი დაუკრა და მოახსენა მტკიცე ხმით:

„აქ ბევრი საფიქრალი არა-რა გახლავთ, ხელმწიფეო, – დავშალოთ ეგ ავბედითი სვეტი, სპილოებს ავკიდოთ, წინ გავიძღოლოთ თავის კერპიანად და წყევლა-კრულვიანად. ჩვენც უკან მივყვეთ და, რაკი აღარ გადავასწრებთ, აღარც რაიმეს გვავნებს ეგ წყევლაო“.

თვალები დააჭყიტა გაოცებულმა და აფოფინებულმა შაჰმა.

ბრძანა და დაშალეს „მაწყევარი სვეტი“. სპილოებზე აჰკიდეს ნაწილ-ნაწილად და წინ გაირეკეს.

მიჰყვა ლაშქარი უკან, დამანძილებით.

„ისევ ქართველმა გვიხსნა!“

„ისევ ქართველის ჭკუამ გასჭრა!“

„რატომ სხვამ ვერ მოისაზრა ამ მილეთის ხალხში და მაინცადამაინც ქართველი მიხვდა ეგზომ „უბრალო მისახვედი რელს!“

„ქართველს შეუძლია უეჭველად დაგიხსნას“.

„ქართველს შეუძლია უეჭველად დაგღუპოს“.

„ძლიერია ქართველი, ძალიან ძლიერი...“

„ და საბედნიეროდ, ცოტაა ქართველი...“.

ყარყაშებდა ბედისწერას მიდევნებული ლაშქარი.

თახთახებდა სიცხით ატანილი უდაბნო.

სინდეთიც დაიპყრო „ბედისწერისგან თავდახსნილმა“ ნადირ შაჰმა.

სინდეთიდან ყანდაჰარს მობრუნდა.

ერეკლე გამოიძახა, წინ დაისვა და უთხრა: უსაზღვროდ მადლიერი ვარ შენის ერთგულებით, სიმამაცით და გონგამჭრიახობითო; ვიცი, გული საქართველოსკენ მიგიწევს, ძალიანაც ეჭირვები შენს ქვეყანას და მეც აღარ დაგაბრკოლებ, — ნება მომიცია შენს ქვეყანაში წასვლისა და მარადის ჩვენის წყალობის მოიმედე იყავიო.

მძლავრად უცემდა გული ქართული ცისა და მიწის მინატრულ ბატონიშვილს... |

1739 წლის 13 დეკემბერი იყო, ნაშუაღამევის ოთხი საათი.

ერეკლე მოვიდა ალავერდს.

ცხენიდან გარდახდა, დაემხო და ეამბორა მიწა-ღვთაებას.

   

1.1.1.12 განადირება მონადირისა

▲ზევით დაბრუნება


განადირება მონადირისა

 

განადირება მონადირისა

„საქართველოს დარბაისელნი არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანასა და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონოდათ, ვერცა რას უზამდნენ, ვერც არას სხვა მტერი წაართმევდა რასმე, ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც მოუშლიათ“.

ჟამგულანი ყანჩაეთისა

 

 

   
სანამ ერეკლე ბატონიშვილი ნადირ შაჰის სამსახურში იდგა, მანამ ქართლის მიწაზე დიდი ცოდვა-ბრალის კალო ტრიალებდა.

ყიზილბაშები ადვილად ახერხებდნენ ქართველ თავადთა შორის მტრობის ჩამოგდებას, შინაქართულ სისხლთა თხევასა და შინადაქცევას.

ყველაზე ძლიერნი — ქსნის ერისთავი შანშე და ზწმო ქართლის მფლობელი გივი ამილახორი ერთიმეორეს დანასისხლად გადაჰკიდებოდნენ და მათი მძიმე ეროვნული ხმლები უფრო მწარედ შინაურს ხვდებოდა ხოლმე, ვიდრე გარედან მომხვდურს. ამილახორს ქსნის საერისთავო „სათათრეთზე“ ნაკლებ სამტრო ქვეყნად არ მიაჩნდა და არც შანშეს ეზოგებოდა საამილახვროს ქართველობა ყიზილბაშებზე ნაკლებად. ამილახორი ყიზილბაშებით შეიჭრებოდა და აოხრებდა ქსნის ხეობას, შანშეც ლეკთა ჯარებით ესხმოდა და აწიოკებდა საამილახვროს... "

მკითხველს ახსოვს, რომ შანშე ქსნის ერისთავი 1737 წელს რუსეთში გაიქცა, სეფი-ხანისგან დამარცხებული. მერმე ისევ მობრუნდა, ვახტანგ მეფისგან გაწბილებული.

მაგრამ ვიდრე შანშე რუსეთს იყო და საქართველოში დაბრუნდებოდა, მანამ მის ოჯახსა და საყმო-საპატრონოს ახალი უბედურება და ვაი-ვაგლახი დაატყდა თავს.

ყიზილბაშებთან ბრძოლას განაგრძობდა შანშეს უმცროსი ძმა, იესე. ბრძოლა ისევ იყო უთანასწორო და უიმედო, მით უფრო, რომ ყიზილბაშებს ქსანელებთან ომში ეხმარებოდა არაგვის ერისთავი უ თ რ უ თ, ბოლოს, ძმისა და რუსეთიდან დახმარების მოლოდინში, სასოწარეკვეთა იესეს. ბრძოლა დააგდო, ოჯახი აჰყარა და კახეთს გაიქცა თავშესაფარად.

ორ წყებად მიდიოდნენ ლტოლვილნი — იესეს ოჯახი და შანშეს ოჯახი.

კახეთისკენ მიმავალ ქსანელებს გზა „მტრულ ქვეყანაზე“ — არაგვის საერისთავოზე ედოთ…

უთრუთ არაგვის ერისთავს იმ დღეს ყიზილბაში სარდლები ჰყავდა სტუმრად. ქართველი რის ქართველი იქნებოდა, თუ „უცხოთმოყვარეობის სასწაულს“ არ დაატრიალებდა. კარგად, „ქართული რჯულით“ რომ რჯულზე ანადიმა, მასუკან ბაზალეთის ტყეებში სანადიროდ გაიყვანა უთრუთ ერისთავმა „ძვირფასი სტუმრები“.

და სწორედ მაშინ მოხდა ეს მანამდე გაუგონარი „ქართულფეოდალური სიწამხდრე“.

მონადირე ერისთავმა ბაზალეთის ტბასთან თვალი მოჰკრა კახეთისკენ მიმქროლავ „უცხო ცხენოსნებს“.

გამოედევნენ არაგველები და შეიპყრეს ქსანელები.

„ძვირფასი ნანადირევი“ აღმოჩნდა: იესე ერისთავის ცოლი და მისი მსახურეული ამალა.

ქალი ძალიან ლამაზი იყო.

„ესეც ჩემს ძვირფას სტუმრებს მოუხდებაო,“ გონება „გაიბრწყინა“ არაგვის „სტუმართმოყვარე“ მბრძანებელმა.

და ქართველი ქალი, მეზობლის ცოლი, საქართველოს დამაქცევარ ყიზილბაშებს მიართვა „ქართველმა ვაჟკაცმა“.

ას ათი წელიწადი გასულიყო ცოდვიანი „ბაზალეთური ომიდან“.

ახლა ახალი სირცხვილით იწვოდა ბაზალეთის მიწა — განადირებული ქართველი ვაჟკაცისგან ნაღალატევი ქართველი ქალის სირცხვილით.

 

1.1.1.13 განადირება გაბახებულისა

▲ზევით დაბრუნება


განადირება გაბახებულისა

დაბრუნდა შანშე ერისთავი.

დახვდა საერისთავო აკლებული, ოჯახი ატირებული, ძმა და რძალი გაბახებული.

სახე დაილეწა სილაქის ცემით, წვერულვაში დაიწიწკნა, სადაც კი კბილი მიიწვდინა — ხორცი კბილებით შემოიგლიჯა.

ხოლო, როცა გონს მოეგო, მაშინვე „გონივრულ შურისგებას“ შეუდგა.

ჭარში წავიდა, თორმეტი ათასი ლეკი წამოიყვანა და საარაგვოს შემოუსია.

ჯერ ხაშმის ციხეს მიუხდნენ, ციხე აიღეს და „იავარ-ჰყვეს საქონელი ანუ ტყვე ურიცხვი“.

უთრუთ ერისთავი ცოლ-შვილით, ძმებით, სახლეულები და არაგველთა ჯარით ანანურის ციხეში ჩაიკეტა.

გარს შემოარტყეს ანანურს ლეკთა ჯარები შანშემ და იასემ/

დღე და ღამე სცემდნენ თოფებს მოალყენი და „შიგნით მყოფნი ციხისანი“.

მაინც სჯაბნიდნენ მტერს ანანურისანი: „ამდონი ლეკი ამოსწყვიტეს“. რომ ცოცხალი ლეკები მკვდარ ლეკებს გარშემო „სანგრად ივლებდნენ და ისე განაგრძობდნენ თოფის სროლას.

ალყა გაჭიანურდა. ლეკთა გვამებით ნაშენი სანგარი იზრდებოდა, ანანური კი ნირშეუცვლელად ანანურობდა.

მაგრამ ბოლოს მაინც მოიმარჯვეს მოალყეებმა გაძალიანებული ციხესიმაგრის დაჩოქების ძველთაძველი „წესი“: შანშემ ანანურის შემოგარენი მოაჩხრეკინა საგულდაგულოდ; ციხეში შემავალ წყლის ნაკადს მიაგნო და წამსვე გადააგდო კალაპოტიდან. მაცოცხლებელი ძარღვი დაეხშო ანანურს. წყალდამშრალ ციხესიმაგრეში მზე უარესად გახელდა და გაცეცხლდა. სიკვდილიც გაშინაურდა სიცხით და წყურვილით ხელდარეულ არაგველთ შორის.

სხვა გზა ვეღარ იპოვნა უთრუთ ერისთავმა და შერიგება სცადა გამძვინვარებულ ქსნის ბატონთან. ძმებს გამოგიგზავნი მოსალაპარაკებლადო, ოღონდ წინასწარ უვნებლობის ფიცი უნდა მომცეო, — უთვლიდა უთრუთი შანშეს.

შანშემ უვნებლობის ფიცი გასცა.

გამოვიდნენ ციხიდან უთრუთის ძმები — ბარძიმი, აბელი და გიორგი. - სამივენი მძევლებად აიყვანა შანშემ და ახალი მოთხოვნა შეუგზავნა უთრუთს: თუ მართლა შერიგება გსურს, ახლა შენ თვითონ შენი ცოლ-შვილით გამოდი, შემხვდი და შევრიგდეთო.

არ ენდო უთრუთი მისგან გაბახებული მეტოქის შემონათვალს და ანანურის უმაღლეს და უმტკიცეს კოშკში ავიდა ცოლ-შვილით („შეუპოვარ კოშკს“ ეძახდნენ არაგველები იმ სიმაგრეს). - მაშინ თავები დააყრევინა შანშემ სამივე ძმას — ბარძიმს, აბელს და გიორგის. ბარძიმს და აბელს ცოლ-შვილიც გაუწყვიტა, ხოლო გიორგის ცოლს ზურგზე ქვამარილი ატვირთა და ისე შეაგდო ლეკთაგან ნატყვევარ ქართველთა რიგში.

მასუკან „შეუპოვარ კოშკს“ მიუსია ლეკები შანშემ. ცეცხლი შეუგზავნეს საძირკვლის გასწვრივ. ერთი დღე და ღამე განუწყვეტლივ აყრიდნენ შეშას. ერთი დღე-ღამე წვერს ზემოთ ევლებოდა გოდოლს ხანძარი.

უთრუთ ერისთავი ცოლ-შვილით ჩაიხრჩო და ჩაიწვა ცეცხლსა და კვამლში.

ბოლოს იჭექა სიცხით გულგაპობილმა კოშკმა და ძირს დაენარცხა, ნანგრევ-ნალეწად, ქვიან-მკვდრიანად.

შეიჭრნენ ლეკები ანანურში, „აიკლეს, ააოხრეს მონასტერი, დაამტვრიეს ხატნი პატიოსანნი, გამოასხეს ტყვე უთვალავი... უყვეს ყათლანი (ხოცვა-ჟლეტა) ქალით კაცამდის“...

სხვა რაღა უნდოდა შანშე ერისთავს!

მისი „სირცხვილი ჩამობანილი იყო“.

ჩამობანილი ისევ ქართული „წვრილი ერის“ წმიდათა სისხლით.

ლეკებმა ხაშმისა და ანანურის ციხეებში ნატყვენავი და ნაშოვარ-ნაალაფარი ახალგორში დააბინავეს და მყისვე ქვემო ქართლისკენ წამოემართნენ „დამატებით“ სარბევად და საძარცვავად. დმანისის ციხეს დაეტაკნენ, მაგრამ ძვირად კი დაუჯდათ. გამოუხდნენ მეციხოვნე ქართველები ქაიხოსრო ყაფლანიშვილის სარდლობით. გამოუხდნენ და „მაშინვე გაიქცივეს ლეკნი, ასე ამოსწყვიტეს, რომ რისხვა ღვთისა დასცეს, ათს დღემდის ტყეში იჭერდნენ მრავალს და მოყვანდათ ცოცხალი დმანისსა ციხესა შინა“.

ყიზილბაშებმაც მოუსწრეს განჯიდან სეფი-ხანის სარდლობით და იმათაც დაიდეს „თავისი წილი“ ლეკთა „მოსპოლვაში“.

სიკვდილს გადარჩენილმა ლეკებმა ისევ გაქუსლეს ახალგორისკენ.

გამოედევნენ სეფი-ხანი და ქართლის მაშინდელი გამგებელი ასლამაზ-ხანი (ტომით ქართველი, ორბელიანთა საგვარეულოდან).

ლეკებმა მოასწრეს ახალგორიდან ტყვეთა და ნაძარცვთა გაყოლიება და კახეთს გაღწევა, მაგრამ ახმეტას დაუხვდნენ ქართველები და ყიზილბაშები და ყველანი ამოსწყვიტეს, — სულ ათას ხუთასი ლეკის თავი „წამოიძღვანეს“ გამარჯვებულებმა.

იმავე 1738 წლის მიწურულს ასლამაზ-ხანი და კიდევ „ორი სხვა ხანი“ მიუხდნენ ქსანზე შანშე ერისთავს ყიზილბაშთა და ქართლელთა მხედრობით. ძლიერად დაუხვდნენ ქსანელნი „ორივე მტერს“ — გადამთიელსაც და თანამოძმეებსაც. მაინც აიღეს და დააქციეს ყიზილბაშებმა იკორთა და კულბითი. შანშე ერისთავი ვანათის ციხეში გამაგრდა. ოცდაორი დღე ამაოდ მიჰქონდათ იერიშები მომხვდურებს ვანათის კედლებზე. ქსანელებმა შიგნიდან სროლით „ბევრი თათარი და ქართველი მოკლეს“. მერე ამინდი აიშალა, თოვლი მოვიდა, ყინვამ მოუჭირა, მოალყეებმა ვეღარ გაუძლეს ტაროსის ჭირვეულობას, აიყარნენ და ტფილისისკენ დაბრუნდნენ ცარიელტარიელნი.

თვითონ ასლამაზ-ხანმა ტფილისამდეც ვეღარ მიატანა: გორს გარდაიცვალა მოულოდნელად. შაჰ ნადირმა მის მაგივრად, ქართლის გამგებლად გამოგზავნა ხვარასნელი იმამ ყული-ხან; რომელსაც უახლოეს მრჩევლად და „მარჯვენა ხელად“ ტფილისში ისევ დახვდა აბდულა-ბეგი, იესეს ძე, ვახტანგ მეექვსის ძმისწული.

იმამ-ყული-ხანმა შანშე ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა და ქსანზე მოლაშქრე მხედრობას სწორედ აბდულაბეგი უსარდლა.

აბდულა-ბეგმა არაგვის საერისთავოზე გაატარა ჯარი, ლომისაზე გადაიარეს და ცხრა-ძმისაზე დადგნენ. აოხრებულ მიწა-წყალზე საზრდო ვერარა მოიხელთეს, დაიმშნენ და უკანვე ისე ჩამობრუნდნენ, რომ „ვერა ავნეს რა ერისთავს შანშეს“.

ქართლში „პირველობა“ არ იკმარა შანშე ერისთავმა და იმერეთის საქმეებშიც ჩაერია: ლეკთა ჯარი მიაშველა იქაურ მეფეს... თუმცა ამ ამბავზე ქვემოთ გიამბობ, ჩემო მკითხველო…

 

   

1.1.1.14 „მაინც არ შეუძლიათ უქართველებოდ“

▲ზევით დაბრუნება


„მაინც არ შეუძლიათ უქართველებოდ“

ინდოეთის დალაშქვრის შემდგომ ნადირ შაჰმა თურქესტანი დაიპყრო, ბუხარა და სამარყანდი აიღო.

თემურ ლენგის მემკვიდრეობის დაჭერის შემდგომ კავკასიისთვის მოიცალა მთლიანად.

ერანის ხელმწიფემ უწინარესად ლეკთა ქვეყნების დაპყრობა ამოიჭრა გულს. დაღესტნისა და ჭარის დაუფლებით შაჰს შეეძლო გადაჭრით აღეკვეთა რუსეთისა და ოსმალეთის ჟინიანი სწრაფვა აღმოსავლეთ კავკასიის დასაკუთრებისა.

აზიისა და ევროპის კავკასიური გზაკვეთილი იმჟამად ყველაზე ძლიერ ხელმწიფეს უნდა სჭეროდა „მაინცდამაინც“..

მაგრამ ესეც იცოდა შაჰ ნადირმა: ლეკებთან ბრძოლა ყიზილბაშებს უქართველებოდ არასგზით არ გამოსდიოდათ. ნადირსაც კარგად მოეხსენებოდა ლეკთაგან ამ ოცი წლის წინათ ნათქვამი და „გაჰქვეყნებული“ სიტყვა: ოღონდ ქართველი ლომებისგან გადაგვარჩინა და ყიზილბაშების ხმლებისა ჩვენ ვიცოდეთო!..

ქართლი ერანის ყმა იყო და ტფილისშიც შაჰის ქვეშევრდომი ხანი იჯდა ნაიბად. ამდენად ყიზილბაშებს მათი „კანონიერი უფლების“ ძალით ყოველთვის შეეძლოთ „მთავარი საქართველოდან“ ლეკთა მზარავი ჯარების გაყვანა. მაგრამ ჯერ ისევ საქმეს ართულებდა შანშე ქსნის ერისთავი, რომელიც ლეკებთან „ძმობას“ განაგრძობდა და მათი თანადგომით ყიზილბაშებთან ბრძოლას მაინც არ ელოდა. ლეკთა ბელადი მალაჩი უახლოესი „ძმა და მეგობარი“ გამხდარა ქსნის ერისთავისა.

ისევ კახეთი აღმოჩნდა „უფრო საიმედო“ ძალა ერანისათვის.

თეიმურაზ მეორე ნადირ შაჰის „ძმა და დოსტი“ იყო, ხოლო ბატონიშვილი ერეკლე თეიმურაზის ძე — მისი „მოწაფე და გაზრდილი“.

მთავარი მაინც ის გახლდათ, რომ კახეთის მესვეურები ახლა ნადირ შაჰს კი არა, თუნდაც სატანას შეეკვროდნენ კავშირად, ოღონდაც ლეკიანობის უბოროტესი ფესვები ამოეგდოთ და ამოეშანთათ კახურ მიწა-წყალზე.

ამიტომ თეიმურაზი „სიხარულითა დიდითა“, დაეთანხმა ერანის ხელმწიფეს ლეკების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე…

1739 წელს შაჰ ნადირმა ჭარის დასაპყრობად გამოგზავნა თავისი ძმა იბრაჰიმ-ხანი. ბრძანება მიიღეს და იბრაჰიმ-ხანს შეუერთდნენ: განჯის ბეგლარბეგი უღული-ხანი, თეიმურაზ მეფე კახელთა ჯარით, ხანჯან-ხანი ქართლელთა ჯარით და ტფილისში მდგარი ყიზილბაშებით.

ჭარს მიადგნენ.

ქართველები წინ გაიძღოლეს ერანელებმა.

გამოუხდნენ ლეკნი, ცქაფად აღჭურვილნი და ამხედრებულნი.

გაალმასებით შეუტიეს და უკუაქციეს ქართველებმა.

ცეცხლით, რკინით, ძარცვა-რბევითა და ტყვევნა-ოხრებით მოედვნენ ყიზილბაშნი უმამაკაცოდ დაგდებულ „გაქართველებულ ლეკთა“ და „გალეკებულ ქართველთა“ სახლ-კარს.

კავკასიონის ქედამდე მივიდნენ და ყველა ლეკური (თუ ქართული) ციხესიმაგრე დაანგრიეს და მოთხარეს.

რაკი ჭარი „საბოლოოდ დაიპყრეს“, ქართველების იქ ყოფნა აღარ დაისაჭიროვეს ერანელმა სარდლებმა და დიდის „პატივით გამოისტუმრეს“ თეიმურაზი თავისი კახელებით და ხანჯან-ხანი ქართლელებით.

(იბრაჰიმ-ხანმა და უღული-ხანმა ან არ იცოდნენ, ან დაივიწყეს ლეკთა „გაჰქვეყნებული“ ნათქვამი: ქართველ ლომებს თუ მოვრჩით, ყიზილბაშებისა ჩვენ ვიცოდეთო...).

ქართველების წასვლის შემდგომ სამი დღე კიდევ დათარეშობდნენ ყიზილბაშები „დიდსა“ და „მცირე“ ჭარში. მას უკან სამხრეთისკენ დაეშვნენ ნაალაფებით და ნატყვენავით დატვირთულნი.

ყიზილბაშთა მხედრობა წინ მოდიოდა. მოშორებით სარდლები მოჰყვებოდნენ მცირე რაზმით, არხეინად და გულდანდობილად.

სადღაც რომელიღაც მცირე მინდორი გამოჩნდა, ლერწმიანით გარშემოჯარული. ეს „ადგილი შვენიერი“ მოიწონა იბრაჰიმ-ხანმა ყალიონისა და ყავის მისართმევად. ცხენიდან გარდახდა და საუზმე მოითხოვა. უღული-ხანიც დაქვეითდა. მცველი რაზმელებიც ჩამოხდნენ და ცხენები საძოვრად მიუშვეს.

ფეხი მოირთხეს. ჩიბუხები და ყავა გაიწყვეს.

და ლერწმიანიდან თოფმა იჭექა.

იბრაჰიმ-ხანი პირში ყალიონ-შეყინული დაემხო მიწას.

დაიგრიალეს ისევ თოფებმა.

წამოდგომა ვერც უღული-ხანმა მოასწრო, ვერც დანარჩენებმა, ყველანი სულგავარდნილი ჩალაგდნენ ერთურთის მიჯრით.

ელვასავით გამოიჭრნენ ლეკები ლერწმიანიდან, პატრონამოწყვეტილ ცხენებს მოახტნენ და უმეთაუროდ დარჩენილ სპარსთა ლაშქარს გამოედევნენ ავი ჟღავილით. წამოეწივნენ, ჯერ უკანა კერძი ასჩეხეს უწყალოდ. ერანელებმა ხელის შებრუნებაც ვერ შეუბედეს ლეკებს, ისე დაფრთხნენ და გაქუსლეს დაფანტულად, უგეშოდ და უმისამართოდ. მისდევდნენ ლეკები და სჩეხდნენ დაუნდობლად. ვერც ერთმა ყიზილბაშმა ცოცხალი თავით ვეღარ გაასწრო ალაზნის მარჯვენა მხარეს.

ისევ მართალი აღმოჩნდა მოარული ნათქვამი, რომელსაც ერთნაირად იძახდნენ მტრებიც და მოყვრებიც: ერანელებს უქართველებოდ ბრძოლის მოგება ჭეშმარიტად არ შეუძლიათო.

ლეკების გამარჯვებით და ძმის „უჭკუო სიკვდილით“ გაცოფებული შაჰ ნადირი არდაველს მოვიდა და თეიმურაზი გაიძახა კახეთიდან. თეიმურაზიც ეახლა კახთა ამალით. ყაენმა ქართველ მეფეს გულდასმით მოუსმინა და დარწმუნდა, რომ ჭაოში დატრიალებული მარცხის მიზეზი თვითონ სპარსელი სარდლების უჭკუობა ყოფილა: იმ უბედურებმა ქართველები მოიშორეს, ქართველთა გამარჯვების ნაყოფიც დაჰკარგეს და საკუთარი სიცოცხლეც ზედ მიაყოლეს.

რაკი ასე მოხდა და თითქმის ყოველთვის ასე ემართებათ — „უქართველებო ერანელებს“), ახლა თვითონ ქართველმა მეფემ უნდა უსარდლოს „საკუთრად და დამოუკიდებლად“ ჭარის დალაშქვრას და დაქცევას. თეიმურაზი მიიღებს ყიზილბაშთა ჯარს, თავის კახელებსაც შეუერთებს და გაეშურება ჭარისაკენ. ასეთი გახლავთ ნება და ბრძანება ნადირ შაჰისა.

შემოიყარა თეიმურაზმა კახთა და ყიზილბაშთა მხედრობა და შეესია ჭარს. დაამარცხა და აწყვიტა ლეკთა ჯარები, დაანგრია და დააქცია მათი საბუდარი და სახიზარი სიმაგრეები, დიდძალი ალაფი აიღო, მრავალი ტყვე აიყვანა და ყველა და ყველაფერი ნადირ შაჰს მიართვა.

გაიხარა ნადირმა. ნადავლი ნადავლად მიირთვა, ტყვეთაგან მამაკაცები გააწყვეტინა, ხოლო ქალები თავის მეომრებს დაურიგა „თავშესაქცევად“.

თელავს მობრუნდა თეიმურაზი, ყაენის მადლიერებითა და პატივით „მომწვანილებული“.

 

   

1.1.1.15 საგოდებელი შანშე ერისთავისა

▲ზევით დაბრუნება


საგოდებელი შანშე ერისთავისა

იმავე წელს ნადირ შაჰს ქართლიდან ერთი მეტად სასიამოვნო ამბავი მოუვიდა. აჯანყებულ შანშე ქსნის ერისთავს შვილი — იოანე გამოქცეოდა, ტფილისში იმამ-ყული-ხანს სწვეოდა, ერანის ქვეშევრდომობა შეუთავაზებია და შაჰთან შეხვედრის შუამდგომლობაც უთხოვია. იმამ-ყული-ხანმა „განიხარა ფრიად და მიიჩნივა პატივით, დააყენა მემანდრად, გაუწესა ულუფა, დაპირდა ხელმწიფისაგან დიდის წყალობის მოტანასა“. " მართლაც „დიდის წყალობით, შეხვდა შაჰ ნადირი ქსნის ერისთავის მოღალატე შვილს.

(აკი ყოველთვის დიდად ფასობდა მოღალატე ქართველი საქართველოს მოსისხლე სახელმწიფოთა კარზე).

სხვა ქართლელი დიდებულებიც ეახლნენ ნადირს — გივი ამილახორისა და სარდალ ქაიხოსრო ორბელიანის მეთაურობით. იმამ-ყული-ხანიც იქ იყო — ქართლის ნაიბი-გამგებელი, აბდულა-ბეგიც, იესეს ძე, ყიზილბაშთა ბატონის „მარჯვენა ხელი“.

„ქართლის ჭირად“ ორი საჭირველი მოახსენეს ქართლის - მესვეურებმა ნადირ შაჰს — „ქვეყნის გაოხრება ლეკისაგან“ და შანშე ქსნის ერისთავის აქამდე გაუთავებელი აჯანყება.

ლეკსა და მის დაღესტანს სულ მალე მოვუღებ ბოლოსო,] ხოლო შანშე ერისთავი თქვენ უნდა დამიჭიროთო, ბრძანა ყაენმა.

ბრძანა და მაშინვე დასძინა ლბილი, ნოტიო სიტყვით:

„თუ შანშეს დამიჭერთ და მომგვრით, მე აღვასრულებ თქვენს ყოველ საწადელსა და მოგცემთ წყალობას უშურველსა“!

მაინც ვის უნდა, დაეჭირა“ მამაცი და თავზეხელაღებული შანშე ერისთავი, — ამათგან რომელს, ქართველს თუ სპარსელს? რასაკვირველია მაინც ქართველს, ვინაიდგან არავის ისე არ ემარჯვება ქართველის დამარცხება, როგორც თანამოძმე და თანამომტერე ქართველს!...

გივი ამილახორს დაადგა თვალი ყაენმა.

აი, ვის შეუძლია შანშე ერისთავის „დაჭერა“ — გივი ამილახორი, მძლავრტანოვანი და მძლავრგონებოვანი, პატივმოყვარეობით აღვსილი ქართველი თავადი, მეზობელი ქსნის ხეობის დაურწყულებელი მოხარბე და შანშე ერისთავის დაუძინებელი მეტოქე.

მერე — გივი ამილახორი სიმამრი გახლავთ შაჰ ნადირისა. ხომ გახსოვს, ჩემო მკითხველო, 1735 წელს სოფელ ჭალაში დატრიალებული დრამა: სპარსელმა ჩაფრებმა სასიძოს რომ საცოლე წაართვეს და ერანის მბრძანებელს მიართვეს. სასიძო ხომ თეიმურაზ იესეს ძე იყო, შემდგომში ანტონ კათალიკოსი, ხოლო საცოლე — გივი ამილახორის ასული, იმ დღიდან ნადირ შაჰის ერთ-ერთი ქართველი ცოლი (მანამდე ნადირს ცოლად შეერთო თეიმურაზ მეორის ძმისწული, დავით მეფის ასული)...

და უთხრა შაჰ ნადირმა გივი ამილახორს: დღეიდან შენთვის მიბოძებია ქსნის ერისთავობაც და შანშე ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლის ბელადობაცო.

სიხარულით ლამის საგულედან ამოუვარდა გული ამილახორს.

დაიმუხლისთავა და ეამბორა „მწყალობელი ხელმწიფის“ კალთას.

იმამ-ყული-ხანს მიუბრუნდა ნადირ შაჰი: შენ ამდენ ხანს ქართლის ნაიბი იყავი, ახლა ბეგლარბეგობაც მიბოძებიაო. შენი თანაშემწე და თანამდგომი ისევ აბდულა-ბეგი იქნებაო.

აბდულა-ბეგს ცხვირი და გული დაეძმარა, „მოადგილეობაზე“ მეტი წარჩინება რომ ვეღარ მიიღო „ამდენ ხანს“.

ისევ იმამ-ყული-ხანს უბრძანებდა ყაენი: შენი მთავარი საზრუნავი ახლა ის იქნება, გივი ამილახორს შეუდგე მხარში და ერთობლივად მიესიოთ შანშე ერისთავსო; შანშე დაიჭიროთ, მე გამომიგზავნოთ და ქსნის საერისთავო გივის დაუმორჩილოთო; იმედი მაქვს, ორივეს — გივი ამილახორსა და იმამ-ყული-ხანს, ერთი გათავხედებული თავადი ლუკმად არ გეყოფათ და თქვენი ქართლიდან დაღესტანშიდაც გამომიგზავნით ჯარებსო; მე ახლა დაღესტნის დასასჯელად მივდივარ და ძალიან დამჭირდება ქართული ჯარებიო.

ყაენმა დაამთავრა და პასუხს დაელოდა.

იმამ-ყული-ხანს პასუხი შეუგვიანდა.

ნადირი უძრავი თვალით ჩააცივდა გაქვავებულ ყმას.

გივი ამილახორმა ჩასჭრა უამური მდუმარება: ქართლი ისეა ამოწყვეტილი, არამც თუ დაღესტნის, არამედ ქსნის დასაპყრობადაც გაჭირდება საკმარისი ლაშქრის შემოყრაო, ჯიქურად უთხრა სიმამრმა სიძეს.

იმამ-ყული-ხანმაც გაბედა და მოახსენა; გავწყდებით და შანშე ერისთავს ვერ მოვერევით, თუ ახალი ჯარებით არ დაგვადგა საშველიო.

„ახალი ჯარებიო?“ — ჩაფიქრდა შაჰი.

მოგართმევთ ახალ ჯარებს, ისეთებს — საქართველოს მიწაზე აქამდე რომ ფეხიც არ დაედგათო, თქვა ნადირმა სიცილით.

მაშინვე ბრძანებაც გასცა: საქართველოში გაიგზავნოს ინდოელი და ავღანელი მხედრობანი, რამეთუ მოისრას შანშე ერისთავი და სამუდამოდ დაწყნარდეს მუდამ დაუწყნარებელი გურჯისტანიო.

იდგა 1740 წლის ივლისი.

ყოვლისმომსწრე და ყოვლისმხილველი ტფილისელები გაოცებით, შეცბუნებით და ცნობისმოყვარეობით უჭვრეტდნენ ქალაქში შემომავალ უცხო რჯულის ჯარებს.

წინ მოდიოდნენ „ინდოელნი, ლაურელნი და ფაშნურელნი, ოთხი სულთანი ექვსი ათასის კაცით... შემდგომად ამისა მოიწივნენ ჯარი ავღანთა, იყვნეს კაცნი შავნი და დუხჭირნი, შიშველნი, მცირე რამ საბარდნელი ეფარათ ტანსა ზედა, ვითარცა ზერდაგი, გინა ზეწარი ჩამოეფარათ თავსა ზედა, მსგავსად დედათა ფხოველთასა“.

აგვისტოს დამდეგს მუხრანს შეიყარა ყველა რჯულის მხედრობანი: ქართველნი, ყიზილბაშნი, ინდოელნი და ავღანელნი.

მთავარსარდლობა გივი ამილახორს ებარა, რადგან თვითონ შაჰ ნადირს „ბელადობა მისთვის დაედვა“.

ამილახორმა სამად გაჰყო ლაშქარი; ერთს ბეჟან არაგვის ერისთავი უჩინა სარდლად და ლომისზე გაგზავნა, მეორე — სულ ყიზილბაშნი, ინდოელნი და ავღანელნი, იმამ-ყული-ხანის მოთავეობით ლიახვის ხეობას შეუსია, ხოლო თვითონ საამილახვროს ჯარით პირდაპირ ქსანისკენ დაიძრა.

ასე, სამის მხრიდან „უყვეს თარეში, ააოხრეს ქსანი, დაწვეს, დაატყვევეს და ამოწყვიტეს ურიცხვი, დააქციეს ციხეები, ან საცა კოშკი იყო, არსად გაუშვეს შენობა“.

აწერის ციხეში გამაგრდა ყველგან ფეხამოკვეთილი შანშე ერისთავი ოჯახით, სახლეულით, მსახურეულით, ძმითა და რძლით.

აწერის ციხესაც მიუსია „მრავალ-თესლოვანი ჯარები“ ყოვლის მხრიდან გივი ამილახორმა.

ერთი კვირა გაგრძელდა ალყა და იერიში.

გამარჯვება ვეღარ იჭეშმარიტა შანშე ერისთავმა და ერთ წვიმაჯანღიან ღამეს, ძმასთან ერთად, „გაიპარა ციხიდამ“.

დილით დაეცა უპატრონოდ დაგდებული აწერის ციხე. გამარჯვებულებმა „შეიტყეს გაპარვა ერისთავისა, აიკლეს ციხე და იავარჰყვნეს საქონელი ანუ ტყვე“.

ტყვედ ჩავარდა იესე ერისთავის ოჯახი, სახლეული და მსახურეული.

ეძებდნენ შანშეს ცოლს. ვერსად იპოვნეს; თუმცა იქვე კი იყო, მდაბიო ტყვე ქალთა შორის. ვერ იცნეს, რადგან გლეხის ქალის „სამოსელი უშვერი“ ჩაეცვა ერისთავის თანამეცხედრეს.

მაგრამ რომელიღაც გათათრებულმა ქართველმა თავადმა, რომელსაც ადრე, „ქრისტიან-ქართველობის ჟამს“ შანშე ერისთავის კარზე პურმარილი მიეღო — იცნო „ქსნის დედოფალი“ და მაშინვე უჩურჩულა იმამ-ყული-ხანს: იმ უშვერ, გლეხურ ფლასებში ჩაცმული ქალი შანშე ერისთავის მეულლე გახლავთო.

მაშინვე ირწმუნა „ერთგული ქართველი თავადის“ სიტყვა იმამ-ყული-ხანმა, შანშეს ცოლი „მდაბიო ტყვეთაგან“ გამოიყვანა, ძლიერი დაცვა მიუყენა და „მაშინვე ტფილისს გამოისტუმრა პატივით“.

ამის შემდგომ ყიზილბაშთა სარდალმა „დააქცივა ციხე აწერისა და ანუ სადა სიმაგრენი იყვნეს სრულიად ააოხრა. გაუშვა მარბიელი ავღანისა და საცა რამ დარჩომილი იყო, დაატყვევეს“.

მთელი ზემო ქართლის უმეტესი ნაწილი, ქსანი და საამილახვრო, იმამ-ყული-ხანმა გივი ამილახორს ჩააბარა და თვითონ ჟამურის ხეობას შეესია სარბევად და საძარცვავად.

მაგრამ გამოუხდნენ ჟამურელი ქართველები და ოსები მაოხარ მტერს, „შეუკრეს ერთი ვიწრო ალაგი, დაუშინეს, გამოაქცივეს ყიზილბაშნი“, სდიეს და ჩეხეს უწყალოდ; ხმლებით აჰკუწეს მოღალატე პაპუა მუხრანბატონი. ძლივს ჩამოიტანა ტყავი ტფილისში იმამ-ყული-ხანმა.

ნადირ შაჰი დაღესტნის დასაპყრობად გამგზავრებულიყო დიდძალი მხედრობით, დერბენდს მისულიყო და იქვე შეეტყო ქსნის აჯანყების ჩახშობის ამბავი.

უსაზღვროდ გაიხარა ყაენმა და მაშინვე წარმოგზავნა საგანგებო რაყამი საქართველოში: „აჯანყებულ ქართველთაგან ვინც ტყვედ წამოიყვანეთ — კაცი თუ ქალი, დიდი თუ პატარა — სუყველა ავღანელ მეომრებს დაურიგდესო“.

სულ ცხრაასი ქართველი წამოეყვანათ ყიზილბაშებს ქსნის ხეობიდან. ცხრაასივე, შაჰის ბრძანებისამებრ, ავღანებს მისცეს.

„იყო ტირილი და ვაება ტყვეთაგან“. ხოლო თვითონ ავღანელნი ჰყიდდნენ „საკუთარ“ ტყვე ქართველებს. ასე, ფულით დაიხსნეს თავი იმათ, ვისაც გამოუჩნდა პატრონი, მოკეთე ან სხვა ვინმე გულმოწყალე მოყვასი, ხოლო ვინც ვერ გაჰყიდეს და ფული ვერ ამოიგეს, იმათ ავღანელებმა ცხვარსავით („ცხვრულებ“) ყელები დასჭრეს ან წყალში ჩაახრჩვეს.

უწინარესად შანშე ერისთავი მოიკითხა ნადირ შაჰმა.

მოახსენეს: შანშე ერისთავი, თავის ძმა იესესთან ერთად, აწერის ციხიდან გაიპარა, ახალციხეს გადაასწრო და იქაურ მმართველს — უსუფ ფაშას სთხოვა თავშესაფარი. უსუფ ფაშამ სიამოვნებით მიიღო ერანის ხელმწიფისაგან ლტოლვილი გურჯი ძმანი.

მაშინვე ბორჩალუს გამგებელი ნალბეგი გაგზავნა ჯარით ახალციხეს ნადირ შაჰმა და შეუთვალა უსუფ ფაშას, დაუყოვნებლივ გამომიგზავნე „კრული“ (შებორკილი) ერისთავები, თორემ იმერეთის მეფეს ალექსანდრეს, — რომელიც თქვენ გამოგიძევებიათ და ახლა ტფილისში იმყოფება, მე თვითონ გამოვგზავნი ჩემის ჯარებით ქუთათისშიო.

დაფრთხა და დადედლდა ახალციხის ფაშა.

მყისვე ბრძანა: გაეცით ქართველებიო.

დაასწრეს შანშემ და იესემ. ციხეში შეცვივდნენ და მეციხოვნე იანიჩარებს სთხოვეს შემწეობა. იანიჩარებმაც გამოიღეს მფარველობის ხელი.

მაშინ შევარდა ციხეში თვითონ უსუფ ფაშა და ძალით გამოიყვანა შანშე და იესე გარეთ.

ორივე ძმას და „მათ კაცებს“ კისერზე, ხელებზე და ფეხებზე უმძიმესი ბორკილები დაადეს და აგრე „კრულად“ გამოუყენეს ტფილისისაკენ.

ტფილისში ცოლები უცდიდნენ ქმრებს. მაგრამ ყიზილბაშებმა არ შეახვედრეს მეუღლენი ერთმანეთს. ერთიმეორის „მი-მო-სვლისა“ არაფერი იცოდნენ, ისე გაუყენეს დარუბანდისკენ, ცალკე ძმები და ცალკე მათი ტანჯული თანამეცხედრენი.

ნადირ შაჰს წარუდგინეს „კრული“ შანშე ერისთავი.

დიდხანს შესცქეროდნენ ერთმანეთს მდუმარენი.

შანშე ელოდა, რას ბრძანებდა ყაენი. ყაენი კი ჯიუტად სდუმდა და თითქოს თვითონ ელოდა პირველ სიტყვას ამ „კადნიერი და უტეხი“ ქართველისაგან.

ბოლოს დასძრა სიტყვა შანშე ერისთავმა.

მაგრამ დასძრა თუ არა, წამსვე ჩააწყვეტინა ნადირმა: თავის მართლება საჭირო არ არისო…

ქართველებისკენ შეაბრუნა მზერა შაჰმა.

აქ იდგნენ: ბატონიშვილი აბდულა-ბეგ იესეს ძე, გივი ერისთავი, გივი ამილახორი, ოთარ ამილახორი, პაატა აბაშიშვილი, ქაიხოსრო ციციშვილი, ლუარსაბ თარხანი და ორბელიანნი — ქაიხოსრო, ელიზბარი, დავითი, ყაფლანი, სულხანი და რევაზი.

ყველა მათგანს წეღან, შანშე ერისთავის შემოყვანამდე, ახალი თანამდებობა და ახალი ჯამაგირი გაუჩინათ ერანის „მწყალობელმა ხელმწიფემ“.

ახლა ყველანი მდუმარედ დგანან და გაყინული თვალებით უცქერიან სატანჯველად (იქნებ სასიკვდილოდ) განწირულ თანამოძმეს.

უცქერიან და ალბათ ამ უსულგულო რენეგატთა შორის არც ერთი არ ფიქრობს, რომ მათებრ ღალატით ნაყიდ, ნაწყალობევ და ნამათხოვრალ კეთილდღეობას მაინც შანშე ერისთავის ეკლის გვირგვინი და სამომავლო შარავანდედი სჯობს.

ისევ შანშე ერისთავზე გადაიტანა მზერა ნადირმა. მერე „მოღალატე ქართველისგან“ კვლავ „ერთგული ქართველებისკენ“ შებრუნდა და მოულოდნელად შესძახა:

თუ თქვენს შორის ერთიც აღმოჩნდება, რომელიც შუამდგომლობას და თავდებობას იკისრებს, მე შევუნდობ, ვაპატიებ და თავისუფლებას მივანიჭებ შანშე ერისთავსო,

სამარეული სიჩუმე და სიყმუვნე ჩამოწვა.

ქართველებს (ანუ „ნაქართველარებს“) სახეზე ნაცარი დაედოთ, მაგრამ არც ერთს არ უცდია პირიდან სიტყვის წაცდენა.

- მაშ, არავინ არ კისრულობს, არა?

„შანშე ერისთავი რომ სპარსელი იყოს, მაშინ ალბათ ერთიმეორეს არ დაანებებდნენ — არა მე ვიკისრებ და არა მეო! ამნაირი არიან ქართველები — თავისი სისხლის მომტერენი და უცხო სისხლისთვის თავგადამკვდარნი! მადლობა ალლაჰს, რომ ასეთები არიან!“ — ფიქრობდა შაჰი…

ბოროტად გაიცინა და სიცილი რომ ჩაითავა, ეს ბრძანა:

— რა გაეწყობა, — რაკი თავდებობა არც ერთმა ქართველმა არ იკისრა, შანშე ერისთავი და მისი ძმა იესე, ასე ბორკილდადებულნი, ხორასანს წაიყვანეთ და იქ დაჰყარეთ სიკვდილამდე საცხოვრებლად!

ნორასნისკენ მიმავალი „შაჰ რა“.

სიცხით მუცელგაფატრული მძვინვარე მზე.

ალმურით მოთახთახე უდაბნო.

ტყვეები მიდიან, ბორკილდადებულნი და ყიზილბაში მეომრებით გარშემორტყმულნი.

წინ ორი მამაკაცი მიჰყავთ. უკან, ორი ვერსის დაშორებით — ორი ქალი.

არ იციან წინამავალთა: ვინ მოჰყავთ უკან?!

არ იციან უკანმავალთა: ვინ მიჰყავთ წინ?!

როგორც იქნა ჩავიდა, ჩაშვავდა და ჩაშავდა დორბლიანი მზე.

უკუნი ჩამოწვა.

ღამე განზოგადდა.

უეცარმა ხმაურმა, იარაღის ჟღრიალმა, თათრულმა ყივილმა და წივილ-კივილმა მოიცვა გარემო.

— ტუსაღი გაგვექცაო!

— შანშე ერისთავი გაგვეპარაო!

– წყეული გურჯი თვალსა და ხელს შუა გაგვიქრაო!

იესე წამოაქციეს და გულზე დააჯდნენ ყიზილბაშები.

დილამდე იდგა გნიასი უდაბნოში.

დილით მოათრიეს შანშე ერისთავი.

სადღაც ქვიშაში ეპოვნათ ჩაჩუმქრული; მძიმე ბორკილებით არაქათმიხდილი და ხელ-ფეხ დაწყვეტილი.

უკანასკნელი დილა იხილეს იმ დღეს ძმებმა ერისთავებმა.

ისიც — დილა უცხო ცის ქვეშ.

ორივე ძმას გახურებული თოფის ზუმბებით გამოსთხარეს თვალები.

ხორასანს რომ მიატანეს, ცოლები მიუშვეს ბრმა ქმრებთან.

— უკანასკნელად აწერის ციხეში გიხილე, ხოლო ამიერიდან ვეღარც შენ გიხილავ, ჩემს მეუღლეს, ვეღარც შვილთა ჩემთა, ვეღარც სამშობლოს ჩემსას! — უთხრა თვალდაშრეტილმა შანშემ ცოლს.

მაინც ბედნიერი იყო შანშე ერისთავი, რამეთუ ვერ ხედავდა, როგორ დაებერებია და გაჭაღარავებია მისი მშვენიერი თანამეცხედრე უკიდეგანო მწუხარებას.

 

   

1.1.1.16 „მოსვლა მუმეიზისა“.

▲ზევით დაბრუნება


„მოსვლა მუმეიზისა“.

ნადირ შაჰს ეგონა, რომ „თავის კუთვნილ“ დაღესტანს ხმლის ერთი მოქნევით დაიმორჩილებდა. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ომები გაჭიანურდა. მიუვალ მთებსა და ტყეღრეებში ჩასაფრებული ლეკები ადვილად ახერხებდნენ მრავალრიცხოვან ერანელთა შემოტევების გაქარწყლებას. აღალფორანიც მოეშალა ნადირ შაჰს, სურსათი სავსებით შემოელია, ჯარები დაემშა, — ისე დაემა, რომ შიმშილით გამგელებული მეომრები დახოცილთა გვამებსაც ეტანებოდნენ საჭმელად.

ეპიდემიური სნებაც შეიჭრა ადამიანის ლეშზე მიმლტოლვარე სპარსთა ბანაკში. საომარი ბრძოლისუნარიანობა და შინამხედრული განწესრიგებაც მოიშალა, ჯარიდან გაქცევაც გახშირდა, მაროდიორობაც (მკვდართა ძარცვა), მეთაურის წინაშე ხელქვეითის ურჩობაც...

ისევ ძალიან „დასჭირდა“ საქართველო და ქართველები შაჰ ნადირს, „ეალერსებოდა და ეფინდილებოდა მასთან „მარად მდგარ“ ქართველებს.

დერბენდში კათალიკოსი დომენტი ეწვია შაჰს. როგორც იქნა, გამოეშვა იგი ხონთქრის მთავრობას სტამბოლის ტყვეობიდან. დიდის „პატივით შეიწყნარა“ ნადირმა დომენტი და „წარმოავლინა ქართველსავე კათალიკოზად“.

მაგრამ ამნაირი „შემწყნარებლობა“ ვერ გაუძღებდა კუჭს შიმშილით ჯანმიხდილ ერანულ ლაშქარს, და უფრო მკაცრი განაზრახი გამოიღო შაჰ ნადირმა.

მან მანამდე გაუგონარი სიმძიმით და სისასტიკით დახარკა საქართველო. ჯერ მუმეიზი (აღმწერელი) გამოგზავნა, ქვეყანა ყოველი სულიერი და უსულო საგნით, ყოველი უძრავ-მოძრავით, ყოველი ვარგისით და უვარგისით, ააწერინა, აზომვინა, ათვლევინა და ისე დაახარკვინა.

ხარკი დაადეს ყოველ სოფელს და ნასოფლარს,

ყოველ შენობას და ნაშენობარს,

ყოველ წისქვილს — დოლაბსაც და ბუჭულასაც,

დაბეგრეს ყოველი ცხოველი: ცხენი — ულაყიც და ჭაკიც, რქოსანი — მეწველიც და უწველიც, კამეჩი — ზაქიანიც და უზაქოც, ღორი — გოჭიანიც და უგოჭოც, ვირი — მუტრუკიანი და უმუტრუკო, ცხვარი — კრავიანი და უკრავო, თხა — თიკნიანი და უთიკნო.

მიწა საბელით ზომეს და ერთი გოჯიც არ დარჩენიათ დაუხარკავი.

ვაზები თვალეს და ყოველ ძირს ვაზს გადასახადად დაადეს თითო ბისტი.

ხეხილიც თვალეს და ყოველ ძირს ხეს გადასახადად დაადეს თითო შაური.

ადამიანებსაც დაადეს გადასახადი, ასაკის მიხედვით: სრულასაკოვან კაცს ორი მინალთუნი (ორი მანეთი) უნდა გადაეხადა, „ასაკოვან ყმაწვილს“ — ხუთი აბაზი (ერთი მანეთი), „ხარჯი დასწერეს ყმაწვილზეც“ (ათ წლამდე).

ასევე — „პირუტყვზე ყოველს ზედ განაწესს, ბოსტანსა, წისქვილსა, ყოველს ფერს შენობას ანუ ოხერს ადგილს ასეთი ხარჯი დასდვეს, რომ ყოვლის კაცისაგან დიდად შეუძლებელი იყო“.

უმძიმეს თურქულ გადასახადებსაც გადააჭარბა სისასტიკით ნადირ შაჰის ახალმა საგადასახადო განწესებამ.

გამწარებულმა ქართველმა გლეხმა ჯავრი საკუთარ, ღვიძლ ნაჭირნახულევ მეურნეობაზე „იყარა“:

„ამა ამბავთა შინა მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა, მრავალი კაცი ვენახებსა და ბაღებსა თავისის ხელით კაფიდის და აოხრებდის, ვინც დარჩა, კიდევ ამისი იმედი ქონდათ, რომ ერთი მემკვიდრე პატრონი გამოუჩნდებოდათ“.

ერთ თვეში სამასი ათასი კოდი პურისა და ქერის მარცვალი გაიტანეს ყიზილბაშებმა ქართლიდან.

მეორედ სამი ათასი მძიმედ დატვირთული ხარ-ურემი გაიყვანეს.

მესამედ ორი ათასი ხარი, ყოველ ურემზე ორი ხარვალი (ოთხასი ლიტრა) ხორბლით.

ხორბალს რომ თავი დავანებოთ, არც ერთხელ აღარც ხარი დაბრუნებულა უკან და აღარც ურემი, და „აღარ დარჩა ქართლში ხარი“.

ქართლმა შაჰ ნადირის ჯარები შიმშილისაგან დაიხსნა და „სამაგიეროდ“ თვითონ ჩადგა საშინელ შიმშილში. ისედაც მოუსავლიანი წლები იყო ეს წლები (1741—1742).

ყური ვუგდოთ პაპუნა ორბელიანს, ამ ამბების თვითმხილველს:

„ქართლში პური ასე ძვირად იყო, რომ თქვენმა მზემა, ბევრჯელ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდნენ, დაფქვიდენ და იმას სჭამდენ. დაუწყეს თხოვნა პურისა, ეკიდა კაცი და დედაკაცი, მრავალი სული ჯოხით მოკვდა; თუ პურს სადმე გასასყიდს იშოვიდენ, თავისის ხელით შვილებს აძლევდენ. მრავალი სული აიყარა ამ ქვეყნით და უცხოთა ადგილთა გარდაიხვეწა. ურუმის ქვეყანა (თურქეთი) ქართლის კაცით აივსო“.

ნადირ შაჰი არ სცხრებოდა. 1742 წელს კიდევ მოსთხოვა ქართლს ხორბალი, ამჯერად სამი მილიონი ლიტრა!

ეს კიდევ ვითომც „სხვათა შორის“,-უარესი ის იყო, რომ ნადირმა ქართულ მიწაზე მუდმივი გადასახადი — მალუჯათი გააწერა. სამხედრო სამსახურიც ხომ ცალკე ხარკად აწვა ქართველობას და გადიოდა „ნოქარის“ სახელით ქართული ჯარი ყიზილბაშთა სამსახურში; გადიოდა ორმაგი ხარჯით — ხარჯით თავისთვის და ხარჯით ყიზილბაშთა ჯარისთვის.

„ყიზილბაშობა“ მძლავრად „ყიზილბაშობდა“ ქართლის მიწაზე.

მაგრამ უქარქაშო ხმლებიც ისევ იჭედებოდა ქართულ ქურაზე.

   

1.1.1.17 გამოსვლა გივი ამილახორისა

▲ზევით დაბრუნება


გამოსვლა გივი ამილახორისა

1741 წელი ახალი დამდგარი იყო.

ნადირ შაჰს ებრძანებია, ქართლის თავადებმა თავიანთი ჯარებით და ოჯახებით ტფილისში მოიყარონ თავიო.

იგულისხმებოდა: ქართული ჯარები ლეკებზე სალაშქროდ სჭირდებოდა ყაენს, ხოლო მოლაშქრე თავადთა ცოლ-შვილნი — მძევლებად („ყოველ შემთხვევისათვის“).

ქართველებმა ბრძანება აღასრულეს. ტფილისს მობარგდნენ და შაჰის ახალ ბრძანებას დაელოდნენ.

ერანის ხელმწიფის მორიგი განკარგულების მიღებამდე გარდაიცვალა კათალიკოსი დომენტი. დაკრძალეს მცხეთას. ქართული ეკლესიის მომავალ საჭეთმპყრობელად დომენტის სიცოცხლეშივე ეგულებოდათ ანტონი, ერისკაცობაში თეიმურაზი, იესეს ძე (ნადირ შაჰმა რომ საცოლე წაართვა — გივი ამილახორის ასული), მაგრამ ანტონმა „არა რა ინება და არღარა მიიღო უმაღლესი ხარისხი სიმდაბლისა და სათნოებისათვის“. რაკი ანტონმა არ ინება, დომენტიმ სიკვდილის წინ საქართველოს კათალიკოსად აკურთხა ურბნელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე.

ახალი კათალიკოსის კურთხევის ჟამს დიდძალი შესაწირავი შემოვიდა მცხეთის ტაძარში. სიხარბემ გაახელა ქართლის გამგებელი იმამ-ყული-ხანი, იასაული გაგზავნა და სვეტიცხოველში დაგროვილი საღვთო სიმდიდრენი, ძველიც და ახალიც, მოაბოჭვინა და თავისთან სახლში მიატანინა.

თავი გამოიდვეს რევაზ და ქაიხოსრო ორბელიანებმა და გივი ამილახორმა. იმამ-ყული-ხანს მიადგნენ, მინატაცებზე ხელი ააღებინეს, „ისევ დაიხსნეს და მიაბარეს უკლებლივ კათალიკოზს საქონელი მცხეთისა“.

ბოლოს მოვიდა ტფილისს ახალი ბრძანება „მსოფლიო მბრძანებლისა“.

ქართლმა ერანისათვის სასწრაფოდ უნდა „გამოიღოს“ სამასი ახალგაზრდა ქვრივი ქალი, სამასი გოგო-ქალწული, სამასი ვაჟი-ყმაწვილი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური...

ეს სწორედ მეტისმეტი იყო.

ხოლო, ქართველებსაც ხომ ხასიათად მოსდგამთ: სწორედ „მეტისმეტ დაწოლას“ მამაზეციერსაც ვეღარ მოუთმენენ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას მიეცემიან თავდავიწყებით.

იმ ღამით გივი ამილახორი ეთათბირა დანარჩენ თავადებს. უმტკიცესი იდუმალებით განესრულა თათბირი ესე.

ყველაზე მტკიცედ, გამორჩევით და დაჟინებით გაისმა სიტყვა:

„აპრილსა თერთმეტსა, ღამესა ბზობისასა!“...

შეითქვნენ და შემტკიცდნენ ფიცითა მტკიცითა.

მეორე დღეს გივი ამილახორმა ურჩია იმამ-ყული-ხანს: ბარემ გავეშუროთ ჭარზე სალაშქროდ, ჯერ შენ დაიძარ სპარსთა ჯარებით, ივრის ხეობაში დამელოდე და მეც იქ გეახლებით ქართველთა მხედრობითო.

— კი, მაგრამ რატომ რჩება და ახლავე არ მიჰყვება ამილახორი სპარსელთა სარდალს?!

— იმად არ მიჰყვება, რომ ჯერ გივიმ შაჰის ბრძანება უნდა აღასრულოს, ნაბრძანები სამასეულ-ხუთასეული ქართველობა შეჰყაროს, ერანს გაგზავნოს და ამის შემდგომ გამოცხადდება ამილახორი ივრის ბანაკში.

იმამ-ყული-ხანმა „შეისმინა“ ამილახორის განასაჯი და სპარსთა ჯარებს ლაშქრად გასვლა უბრძანა. მაგრამ ბოლომდე, მაინც არ ენდო და ქართველი თავადები გივის „წაართვა“ და თან წაიყვანა იორზე.

გივი ამილახორი მარტო დარჩა ტფილისში.

ძლივს გაითრია წელი კიდევ რამდენიმე დღემ.

მერე, როგორც იქნა დადგა თერთმეტი აპრილი, — დადგა, მიიწურა და შემოვიდა ღამე ბზობა-დღესასწაულისა.

და ერთბაშად გავარდა ხმა ტფილისის ცისგვამში: თურმე, გივი ამილახორი „ქალაქიდამ ღამე გაპარულა“, თავის ცოლშვილიც წაუყვანია, პაატა აბაშიძისა და სარიდან ერისთავის ცოლების გაყვანაც მოუხერხებია.

იმავე ბზობის ღამეს ივრის ბანაკიდან გაიქცნენ პაატა აბაშიძე, სარიდან ერისთავი და კიდევ „ზოგი ვინმე თავადნი ზემო-ქართლისანი“. გაიქცნენ და მტკვრისა და არაგვის შესაყარში შეეყარნენ ტფილისიდან მოვარდნილ გივი ამილახორს.

ასე დაიწყო გივი ამილახორის აჯანყება.

მცხეთასთან ბეჟან არაგვის ერისთავი ჩამოეგებათ ჯარით.

მცხეთის ხიდი ადიდებულ მდინარეს ჩაენგრია. ბეჟანმა ნავტიკები დაახვედრა აჯანყებულებს, ყველანი უვნებლად გადაიყვანა და დუშეთისაკენ წარუძღვა, ვითარცა მასპინძელი და აჯანყების თანამდგომი.

დუშეთში გივი ამილახორმა „შემოიყარა ქსნისა და არაგვის-ხევის კაცნი, მისცა მისაცემელი და გამოართვა ფიცი და იერთგულა, ყოველნი თავადნი ზემო-ქართლისანი გაიერთა“.

გაცოფებულმა იმამ-ყული-ხანმა ქართველები, რომლებმაც ამილახორთან გაქცევა ან ვერ მოასწრეს, ან საერთოდ სპარსელთა ღალატი არც უფიქრიათ, ყველანი შეიპყრო და ტფილისის „მაღალ ციხეში“ ჩაჰყარა. მათი ჯალაბნი ცალკე სახლში დაამწყვდევინა და ძლიერი ყარაული მიუჩინა.

მას უკან იმამ-ყული-ხანმა თავისი მოადგილე, აბდულა-ბეგ იესეს ძე აიყოლია და განჯაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგთან, ფათალი-ხანთან ჩავიდა და ქართლში დატრიალებული ამბები შეატყობინა.

ფათალი-ხანი ყაენის ცოლისძმა იყო და ამიერკავკასიის მმართველთა შორის, თეიმურაზისა და ერეკლეს შემდგომ, ნადირი ყველაზე უფრო მას ენდობოდა. ამიტომ იმამ-ყულიხანმა და აბდულა-ბეგმა სწორედ ფათალი-ხანი აირჩიეს „შუამავალ მაცნედ“ მრისხანე ყაენთან.

ფათალი-ხანი პირადად ეწვია შაჰს და ყოველივე ისე მოახსენა, როგორმე ხელმწიფე ნაკლებად შემოსწყრომოდა „ერთგულ იმამ-ყულის და აბდულა-ბეგს.

შემოწყრომა მართლაც „არ ინება“ ნადირ შაჰმა, მაგრამ ქართლში აჯანყების აფეთქებამ სწორედ რომ ძალიან დააფრთხო და დააღონა იგი.

ქართველთა აჯანყება ერანელთათვის ისედაც, „პირველი რიგის საფრთხედ“ ითვლებოდა ყოველთვის. ხოლო ქართველთა აჯანყება ასეთ დროს, შეიძლებოდა უაღრესად საბედისწეროც გამომდგარიყო „მსოფლიო მბრძანებლისათვის“.

დაღესტანში ლაშქრობები უშედეგო მსხვერპლად დაუჯდა და მეტი არაფერი? |

დასავლეთიდან თურქეთი იმუქრება.

ჩრდილოეთიდან ისევ მოიწევს დიდი რუსეთი.

ქართველი უფლისწულიც — ბაქარ ვახტანგის ძე მოსკოვიდან ასტრახანს ჩამოსულა და „კუთვნილი ტახტის დასაუფლებლად საქართველოსკენ აპირებს თურმე დაძვრას.

რაღა თქმა უნდა, ქართველის „მძლავრი ზურგი“ ისევ და ისევ არის რუსეთი...

ეჭვი არ არის, რომ გივი ამილახორი კავშირს შეკრავს ერანის ყოველ მტერთან — ლეკთან, თურქთან, რუსთან და რუსთა მფარველობის ქვეშ მდგარ ქართველ ბატონიშვილითან.

ყოველთვის ძნელი „ქართული ომი“ ამნაირ დროს გამორჩეულად საძნელო იქნება ერანისათვის. ამიტომ იქნებ როგორმე ისე გასტეხონ ქართველები, როგორც აქამდე გაუტეხიათ, ისე — თვითონ ქართველები რომ: „ციხის შიგნიდან გატეხვას“ ეძახიან…

და შემოუთვალა შაჰ ნადირმა იმამ-ყული ხანს:

ქართველები რომ ციხეში ჩაგიყრია და მათი ცოლ-შვილიც დაგიმწყვდევია, ახლავე გამოუშვი, პატივით იყოლიე და განდგომილ თავადთა მიმართ ან სამშვიდობოდ „გაიხარჯე“, ან სამტროდო. მერე, გაიგე, რად აგვიჯანყდა თვითონ გივი ამილახორი, რას გვერჩის, რა დავუშავეთ, სიკეთის მეტი რა გვიქნია მისთვისო…

იმამ-ყული-ხანმა ქართველები, თავიანთი ოჯახებით, საპატიმროებიდან გაათავისუფლა და ამილახორთან „შეკითხვა“ გაგზავნა: რა მოხდა და რატომ „წახველი“ ჩვენგანო?!

მობრუნდნენ შუამავალნი და მოიტანეს გივი ამილახორის პასუხი: ერანელებმა იმდენი გადასახადი დაგვადევით, ქვეყანა ერთიანად გაღატაკდა და გაოხრდა, თქვენ კიდევ არ იშლით და კიდევ მოითხოვთ, ქვეყანას კი აღარ შეუძლია თქვენი ხელმწიფის ახალ გადასახადთა გადახდა; მეც „ვეღარ შევძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო“.

ეტყობოდა, ჯერჯერობით გივი ამილახორი შერიგებისკენ პირს არ იჩენდა. იგი გორისაკენ მიეშურებოდა აჯანყებულთა ჯარით.

იმამ-ყული-ხანმა „ ციხის შიგნიდან გატეხვა“ სცადა. გივის ბიძაშვილი გამოიძახა — რევაზ ოთარის ძე ამილხორი. გამოიძახა, განდგომილი გივის სამფლობელოები აღუთქვა და გორისაკენ აფრინა ჯარით — ვინძლო დაასწრო და შენ დაიკავო გორის ციხე გივის ნაცვლადო.

რევაზ ამილახორის მამა, ოთარი, სხვა ქართველ თავადებთან ერთად ადრე დარუბანდში ეწვია შაჰ ნადირს. ქეშიკჩიბაშობა უბოძა მაშინ ნადირმა ოთარს. უკან დაბრუნებისას ოთარი გზაზე გარდაიცვალა და ქეშიკჩიბაშობა მის შვილს გადაეცა „მემკვიდრეობად“. "

აი, ახლა ეს ქეშიკჩიბაში ამილახორი მიაჭენებს ცხენს გორისაკენ.

გივიც მოფრინავს თავის მხედრობით.

რომელი მიასწრებს და რომელი შეასწრებს გორის კარიბჭეში?

ორივემ „მოასწრო“.

ზედ ქალაქის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს.

გივი ამილახორის ჯარი საომრად შემართულიყო, ყველა ხმალშიშველი და შუბგაწვართული.

რევაზი ამილახორის სპათაგან არც ერთს ხმლის ვადა არ შეუწუხებია.

რევაზი ცხენიდან გარდახდა, გივის ეახლა და მუხლზე ეამბორა. გივი სასწრაფოდ დაქვეითდა და სიხარულით ატანილმა ჩაიკრა მკერდში ბიძაშვილი.

ორივე ჯარი შეერთდა.

ბიძაშვილები ერთად შევიდნენ გორში.

საქართველოს მტრებს (შინაურს და გარეულს) ამჯერად არ გაუმართლდათ: ციხე შიგნიდან არ გატყდა.

გივი ამილახორმა გორიდან ასტრახანს თავისი მეორე ბიძაშვილი, ბარძიმ ამილახორი გაგზავნა და ბაქარ ბატონიშვილს შეუთვალა: ნუღარ დააყოვნებთ, მობრძანდით და ბარემ ჩაიბარეთ ქართლის მეფობაო.

ისევ დათმობა არჩია ნადირ შაჰმა. ამჯერად ბარდის ხანი გამოეგზავნა გივისთან, შესარიგებლად. ბევრი ეჩიჩინა ბარდელი, ბევრი ეფიცა და ემტკიცა, წამოდი, ეახელი ყაენს და უეჭველად შეგირიგებს, არაფერს გავნებს და არარას დაგიზიანებსო, მაგრამ გივი ცივ უარზე დადგა.

მესამედ წარმოგზავნა ნადირმა კაცი ამილახორთან. გამოგზავნა საგანგებო, „უღალატო“ რაყამით, რომელშიც ეწერა: ოღონდ ჩემთან ჩამოდი, შემხვდი და „ყოველი შენი ცოდვა მოგვიტევებიაო“ ისევ გადაჭრით უარი შეუთვალა გივი ამილახორმა ნადირ შაჰს.

რისხვით ბანალაშლილმა ყაენმა გივი ამილახორობიდან „გადააყენა“ და მის ნაცვლად ამირინდო ამილ ახორი „დააყენა“. ამით ნადირმა უბრალოდ გული თუ მოიფხანა, რადგან ამირინდო ამილახორი მცირე ზომის ყურმოჭრილ ყმად შედიოდა სპარსელთა სამოხელეო სამსახურში. ეს იყო და ეს. გივი ამილახორის წინააღმდეგ ისევ ქართლის გამგებელი უნდა გამოსულიყო და უბრძანა შაჰმა იმამ-ყული-ხანს, ილაშქრე ამილახორზე, ააოხრე, ძარცვე, ააწიოკე და დააქციე ქართლის განდგომილი სოფელ-ქალაქებიო.

 

   

1.1.1.18 „გაუცხოებულ ქართველთა უნარი“

▲ზევით დაბრუნება


„გაუცხოებულ ქართველთა უნარი“

და ისევ აღიძრა და აგორდა ყიზილბაშური ურდო ქართული მიწა-წყლის საჯიჯგნად და სატანჯველად.

გორისაკენ მიუძღოდა იმამ-ყული-ხანი ჯარებს. ხოლო, „რა მიეახლა ხანი გორს, დაუწყო რბევა ქართლსა და წვა მოსავლისა გორს“.

თვითონ გორი მედგრად დაუხვდა და უკუჰყარა გარს მომდგარი მტერი. თუმცა გივი ამილახორი გორში არ იმყოფებოდა იმჟამად. იგი ზემოქართლის ციხეებს ამაგრებდა გაცხოველებით. გამორჩევით სურამი გაამაგრა და გაამზადა მტერთან საომრად. სურამის ციხეში რომ „თვისნი მისანდო კაცნი“ ჩააყენა, მას უკან ბორჯომის ხეობაში გადავიდა და პეტრეს ციხე განამტკიცა საომარი განწესრიგებით.

იქიდან ოსმალეთთან გააბა კავშირი ამილახორმა. სულთანის ბრძანებით, სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს ჩვეულებრივ ახალციხის ფაშა ეხმარებოდა ყოველთვის. ეხმარებოდა ტყვია-წამლით, იარაღით და ზოგჯერ ჯარითაც. ახლაც ახალციხის მბრძანებელმა, უსუფ ფაშამ გივი ამილახორს უხვად ტყვია-წამალი მისცა და „სხვა დახმარებაც გაუპირდა.

ახალციხიდან გივი ამილახორი ისევ ზემო ქართლის მოვიდა, ცხინვალისა და სხვა ციხესიმაგრეთა ბრძოლისუნარიანობა ისევ გასინჯა, განამტკიცა, მერე სხვილოს ციხეში მივიდა და იქ დაბანაკდა.

შაჰ ნადირმა ბრძანება გამოუგზავნა განჯისა და ერევნის ხანებს, სასწრაფოდ თქვენის ჯარებით იმამ-ყული-ხანს მიეშველეთ და გივი ამილახორს დროზე მოუღეთ ბოლოო.

წამოვიდნენ განჯელი და ერევნელი დიდძალი მხედრობით და შეუერთდნენ იმამ-ყული-ხანის ყიზილბაშობას.

ამიერიდან სამივე ხანი ერთად მოდიოდა საომრად, ყოველდღე გაესეოდნენ „მთის აქეთ ქართლს“, ყოველდღე არბევდნენ, ძარცვავდნენ, ყანებს წვავდნენ, ვენახებს სჩეხდნენ, ქვა-ქვაზე მდგარს შლიდნენ და ანგრევდნენ.

ქვეყანას ცეცხლი ეკიდა.

აჯანყების ცეცხლი კი არ კლებულობდა.

ისევ სცადეს ყიზილბაშებმა „ციხის შიგნიდან გატეხვა“.

ისევ მიუგზავნა შუამავალნი იმამ-ყული-ხანმა გივი ამილახორის თანამებრძოლ თავადებს, „დაპირდა წყალობასა უშურველსა, მისცა ფიცი უშიშობისათვის“, და გამოიღო ნაყოფი ყიზილბაში სარდლის საღალატო ფანდმა და ხერხმა: „მოვიდნენ ზოგნი ვინმე თავადთაგანი“ აჯანყებულთა ბანაკიდან, მოვიდნენ, ყიზილბაშთა წინაშე შეცოდებანი“ მოინანიეს და ერანის ხელმწიფისათვის „თავგადამკვდარი სამსახურის“ პირობა დასდეს.

აფოფინებულმა იმამ-ყული-ხანმა ისინი „დიდსულოვნად შეიწყალა“, განდგომისათვის „არა ავნო რა“ და ყველას თავისი ხელით ჩააცვა სპარსული ხალათი — სიმბოლო „მარადიული სპარსელობისა“, გინა „თათრობისა“.

იმამ-ყული-ხანმაც კარგად იცოდა, რომ „გაუცხოებული ქართველი“ საქართველოსთვის ყოველ „სისხლიერ უცხოელზე“ უარესი მტერი იყო.

ათკეცი ძალით ვლინდებოდა მსხვერპლზე დაცემული „გაუცხოებული ქართველის“ ნიჭი, სიმამაცე, თავზეხელაღებულობა და „ილათიანობა“. ხოლო, გამორჩევით მაშინ, როცა „მსხვერპლი იგი“ იყო თვითონ მშობელი საქართველო.

იმამ-ყული-ხანმა თავადი ზაალ როსტომის ძე ავალიშვილი ამოარჩია „მოშინაურებულ ქართველთაგან“, ამოარჩია, მისაცემელი აღუთქვა“ და პეტრეს ციხის ასაღებად გაგზავნა, ბორჯომის ხეობისკენ.

„მიეპარა“ პეტრეს ციხეს ზაალ ავალიშვილი, მიეპარა და „შეაპარნა კაცნი, აიღო ციხე და გამოასხა კაცნი ამილახორისანი, შეიყვანა კაცნი თვისნი“ (გინა ყიზილბაშნი).

ასეთი „გმირობისთვის“ იმამ-ყული-ხანმა ავალიშვილს „უბოძა ხალათი და უიმედა წყალობა ფრიად“.

მტრისთვის გაწეული სამსახურის „მოცულობა“ არ იკმარა „დიდმა ზაალ ავალიშვილმა“ და ისე, არავის რომ არ მოუთხოვია, მძევლად შვილი გაუგზავნა სპარსელთა სარდალს.

გაიხარა „ქართული თავდადებით“ განცვიფრებულმა იმამყულა-ხანმა. ზაალ ავალიშვილს საპასუხოდ „გაუგზავნა წიგნი წყალობისა“, ხოლო დანარჩენ ქართველებს მიანიშნა, მიებაძათ დიდი ზაალისათვის“.

სამშობლოსთან განდგომილებს „მიბაძვა“ აღარ გასჭირვებიათ, ბევრი მათგანი მხოლოდ შურმა შეაწუხა, ავალიშვილმა რომ „აჯობა“ და დამპყრობელის თვალში „სანიმუშო მისაბაძის“ ტიტულით „ დაწინაურდა“.

მხოლოდ ვახუშტი აბაშიძეს „დავიწყნია“ შვილების მძევლად გაგზავნა. იმამ-ყული-ხანმაც წყრომის წერილი გაუგზავნა „გულმავიწყ“ ქართველს: რაკი შენი შვილები არ გამოგიგზავნია, არც ჩვენი ხელმწიფის ერთგული ბრძანდებიო.

თავი გამოიდო ვახუშტიმ, იმამ-ყული-ხანს ეახლა და იმდენი იფიცა და „იდავა ყოველი სამსახური ხელმწიფისა, დააჯერა ფიცით და განუტევეს მშვიდობით...“

 

   

1.1.1.19 ისევ — ქართველები ქართველებზე

▲ზევით დაბრუნება


ისევ — ქართველები ქართველებზე

ისევ დაიძრა იმამ-ყული-ხანი „ჯარითა მძიმითა“ გივი ამილახორის წასახდენად. ამჯერად ჭალას მიაშურა — ამილახორთა მთავარ „სატახტოს“.

გივი სხვილოდან გამოვიდა და ჭალასთან ახლოს დასცა ბანაკი.

ყიზილბაშებიც მოახლოვდნენ და დაიბანაკეს.

ხუთი დღე დადგნენ და იერიში ერთმანეთს ვერ შეუბედეს.

ხუთი დღე მხოლოდ ფალავნები გამოდიოდნენ ორივე მხრიდან, ერთმანეთს იწვევდნენ, ზედ ასკდებოდნენ და აწყდებოდნენ ერთიმეორეს.

ხუთი დღე ასე ჩალიბ-ჩალიბად ბრძოლაში „დაიხოცის ორგნითვე ურიცხვი“.

განერიდა გადამწყვეტ ბრძოლას იმამ-ყული-ხანი. ჯარი აჰყარა და მუხრანს ჩამოიყვანა. მუხრანიდან არაგვის საერისთავოსაკენ გაემართა.

დროზე შეიტყვეს არაგველებმა და „რაც შესავალი გზები იყო, სულ შეუკრეს“ მტერს, ოტია ერისთვიშვილი მოუძღოდა საარაგვოს ჯარს.

პირველი ძგერებით არაგვის შვილებმა მრავალი ყიზილბაში ჩახოცეს და დანარჩენები გამოაქციეს თავპირისმტვრევით.

„რა გაეწყობა, — სპარსელებმა ვერ შევძელით და ისევ ქართველებმა „მოუარონ“ ქართველებსო“, გაივლო იმამ-ყული-ხანმა და მოიხმო რევაზ ორბელიანი.

— აბა, მიდი და მიუძეღ საბარათაშვილოს ჯარებსა და შეუტივეთ ისე, ვითარცა შვენოდეს სიკეთესა, სიმამაცესა და სიმხნევესა თქვენსასა! — უთხრა ყიზილბაშმა მთავარსარდალმა ქართველ სარდალს.

და გაუძღვა რევაზ ორბელიანი ქვემო ქართლელთა ჯარს.

და მივიდნენ ქართველები ქართველებზე.

და უცქერდნენ ყიზილბაშნი გაოცებით, გაშტერებით და მწყურვალე წადნიერებით ქართველთა რკენას.

მძვინვარედ სჩეხდნენ ერთმანეთს ქვემო და ზემო ქართლელნი.

უკუიქცნენ არაგველები.

ორბელიანის მეომრებმა საარაგვოს ყველა გზა დაიხელთავეს და ყიზილბაშთა სარდალს მიართვეს.

„ფასი არ აძევს ქართველთა ძალას, გამორჩევით — ქართველების წინააღმდეგ“, — ფიქრობდა იმამ-ყული-ხანი.

მან არხეინად გაატარა სპარსელთა მხედრობა ქართველთა ხელით დაქცეულ ქართულ სისხლზე.

დუშეთზე იერიში მაინც ვერ გაბედეს და ბაზალეთის პირას გავიდნენ, „შეკრეს მაგარი სანგარი და დაადგნენ მაშიგან“ სპარსელნი.

ოტია ერისთვიშვილიც მოვიდა არაგველთა ჯარით და დასცა ბანაკი მტრის პირისპირ.

ისევ დაიწყო და გახურდა საფალავნო ბრძოლა — ჩალიბი ჩალიბს, წყვილეულად, გახელებით და გაალმასებით.

ჯავრით გულადუღებულ არაგველებს იმამ-ყული-ხანმა ვეღარც სპარსელებით შეუბედა ბრძოლა და ვეღარც ქართველებით. საფალავნო ბრძოლათა მეთხუთმეტე დღეს მან ბაზალეთის სანგრებიდან ჯარი ამოჰყარა, მუხრანს ჩამოვიდა და იქიდან გორისაკენ გაუტია.

გორის მახლობლად დაბანაკებულმა ყიზილბაშმა სარდალმა „დაიბარა ვექილ-ვეზირი და მუსტაფი“ და უბრძანა მათ „ახალი რიგება და მალუჯათი“ გაეწერათ ზემო ქართლის მოსახლეობაზე.

ახალი ხარკის ჩამოგდებამ, როგორც იქნა, დაარწმუნა რენეგატი ქართველი თავადები, ძაღლის კუდი რომ არ გასწორდებოდა და სპარსელი მოხელენი მათი კუთხე-ფეოდების სულის ამოხდას არ დაიშლიდნენ. ამიტომ, სანამ უფრო არ დაგვიანებულიყო — თავისა და ტყავის შველა გადაწყვიტეს…

ერთ „მშვენიერ“ დილას იმამ-ყული-ხანმა გამოიხედა და დაინახა, რომ „მისი ქართველებიდან“ უმრავლესობა ისევ გაპარულიყო!

გაცოფებული მოახტა ცხენს ყიზილბაშთა მთავარსარდალი. ჯარები აიყოლია და ცეცხლითა და მახვილით შემოენთნენ ზემო ქართლის სოფელ-ქალაქებს. ჯერ საქართლის ციხის მიდამოები „სულ მოაოხრეს და ურიცხვი დაატყვევეს“, მას უკან „წაახდინეს სურამის გარეშემო“ მერე გომში ჩამოვიდა იმამ-ყული-ხანი, გომიდან კასპის ციხეს გაუხატა და დაანგრია, ჯარი ისევ გომს მიაბრუნა, იქ დააბანაკა და თვითონ ტფილისს დაბრუნდა.

 

   

1.1.1.20 ნადირ შაჰის კარზე

▲ზევით დაბრუნება


ნადირ შაჰის კარზე

„ამა ხანთა შინა შეიქნა ძვრა საშინელი, რომ ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა. დიდი საშინელება შეიქნა ქვეყანარყევისაგან, არღარა დადგა კახეთს, ალავერდის საყდარი დაიქცა, იალბუზის მთები ბევრს ალაგს გარდმოიქცა და მრავალი სული, მსახლობელი კაცი შიგ მოიტანა, ქართლშიაც მრავალი შენობა დაიქცა“.

1742 წელი იდგა.

და ეს ავი წელიწადი ძალიან ჰგავდა 1088 წელს, როცა ქართულ მიწა-წყალს ერთნაირი გახელებით ანგრევდა მტრის ბოროტი ხელი და ბუნების სტიქიონი...

კახეთის „ღვთის-საყვარელმა და ზენათა სურვილის მოტრფიალე“ მეფე-დედოფალმა — თეიმურაზ მეორემ და თამარმა — ფეხით, ჩოქვით, ლოცვით და ტირილით შემოიარეს კახეთისა და ქართლის წმიდა სალოცავი ადგილნი და „ევედრებოდნენ ღმერთსა მყუდროებასა ქვეყანისასა“.

როგორც იქნა, ბუნებამ „შეიწყნარა და შეიცოდა“ მტრის ხელით ისედაც დაქცეული ქვეყანა, და ჩადგა მიწისძვრა.

მიწისძვრა ჩადგა, მაგრამ იმავე 1742 წელს მიწაზე დაიბადა ადამიანიშვილი, რომელსაც შობითგან ორმოცდაცამეტი წლის თავზე კიდევ ახალი უბედურება უნდა დაეგზნო ქართულ მიწა-წყალზე.

იგი დაიბადა თურქმანულ-ყიზილბაშური ტომის, ყაჯართა ბელადის, მაჰმად-ჰასან-ხანის კარავში.

დაიბადა მუშტის სიმსხო, მაგრამ გატენილი მსოფლიო შხამით.

სახელად დაარქვეს აღა-მაჰმადი.

აქედანვე დაიმახსოვრე, ჩემო მკითხველო, — ეს ახლად ნაშობი „ძე იქედნისა“ — შემდგომში აღა-მაჰმად ხანი ერანის ყაჯარული დინასტიის დამაარსებელი, ქართველთა უკანასკნელი სისხლისდამაქცევარი.

ნადირ შაჰს მორიგი „დაძახება“ ჰქონდა ქართველებისა ისფაჰანს.

ქვემო ქართლელი თავადებიდან ელიზბარი და ქაიხოსრო ორბელიან-ყაფლანიშვილები ამოიჩემა.

„შენი დაი მოღალატე გივი ამილახორს ჰყავს: ცოლად, არა?“ — ავზნიანად ჰკითხა შაჰმა ელიზბარს.

„დიახ, ასე გახლავს“ — უპასუხა ქართველმა.

„შენი უმრწემესი ძმა ვახტანგი და შენი ბიძაშვილები — გიორგი და სულხანი — ჩემგან გაიქცნენ და გივი ამილახორს მიუვიდნენ, არა?“ - ისევ იკითხა რისხვეულად ყაენმა.

„არა, ხელმწიფეო, ვახტანგი, გიორგი და სულხანი, გივი ამილახორთან კი არა, რაჭას გადავიდნენ გრიგოლ ერისთავთან“ — მშვიდად უპასუხა ელიზბარმა.

„რისთვის გადავიდნენ რაჭას, მაინც ჩემს საღალატოდ, არა?“

„არა, ხელმწიფეო, თქვენს საორგულოდ კი არა, სიღარიბემ შეაწუხათ და რაკი იმერეთს კარგი მოყვრები ჰყავდათ, იქ წავიდნენ; მერე გრიგოლ რაჭის ერისთავმა ისტუმრა და სამივეს საზრდელი გაუჩინა“.

„ეგ ყველაფერი არის ზღაპარი, და ეგეც არ იყოს, იცი თუ არა, რომ თქვენს გზებზე თურქი ვაჭრების გაძარცვაც და დახოცვაც შენ გბრალდება?“ — ახალი ბრალდება ატაკა შაჰმა ელიზბარს.

„ეგ მხოლოდ ცილისწამება არის“, — უბრალოდ თქვა ელიზბარმა, — „უბრალოდ“, ვინადგან არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა სიმართლის მტკიცებას; მთავარი იყო, რა ჰქონდა გულში ამოჭრილი თვითონ ნადირ შაჰს.

ხოლო, ნადირს ელიზბარის სიკვდილი ჰქონდა გულს ამოჭრილი.

ჯალათებს ანიშნა. ჯალათებმა ელიზბარი გაიყვანეს და დაახრჩვეს.

მერე ქაიხოსროს მიუბრუნდა ყაენი. „თურქი ვაჭრების აწიოკება შენც რომ გბრალდება, თუ იცი?

„ვიცი, მაგრამ ცილისწამება გახლავთ“, — გაიმეორა მოკლული ელიზბარის „მტკიცება“ ქაიხოსრომ.

ერთ ხანს ფიქრს გაუყვა ყაენი. ამ ფიქრში უნდა გაწყვეტილიყო კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლის ძაფი.

მაგრამ ამჯერად „არ გაწყდა“.

ქაიხოსრო გადარჩა. მხოლოდ ქაიხოსროს ხუთასი თუმანი უნდა გადაეხადა გაძარცვული და დაწიოკებული თურქი ვაჭრებისათვის.

(იმჟამად თურქეთთან მშვიდობის დარღვევა ხელს არ აძლევდა ქართველთა აჯანყებით შევიწროებულ შაჰს).

ორბელიანთა განჩინების შემდეგ ბარათაშვილები „მოიკითხა“ შაჰმა.

ორ ბარათაშვილს, ხარკის („საზრდელის“) შეგვიანებისათვის, ნადირის ბრძანებით, იქვე ყურები დაათალეს ძირში.

ისევ გივი ამილახორი გაახსენდა შაჰს, ისევ შეიპყრო ცოფმა და დაიღრიალა „წადირული ხმით“:

„იცოდეს ყველამ, საქართველოში ქართველს კი არა, მიწასაც არ გავუშვებ წაუხდენელს!“

კარგა ხანს იღრიალა და ილოშქრა, მერე, როგორც იქნა, დაწყნარდა, დამშვიდდა და „მოუბრუნა ღმერთმან გუნება ხელმწიფეს“.

მუმეიზს ქართველთა საგადასახადო დავთრები მოატანინა და ერთჯერ კიდევ წააკითხვინა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს „დიდსულოვნურად“ გამოსწირა: „ხუცებისა და საყდრების ხარჯი მიპატივებიაო“; ღვინის ხარჯებიც შეგვიმცირებიაო; სულ სამი ათასი თუმანი მიპატივებიაო ქართლისათვის, მალიც გამიუქმებია ქართველებისთვისო; მხოლოდ სომხებმა გადაიხადონ მალი საქართველოშიო.

აუდიენცია დასრულდა.

როგორც იქნა, „მორჩნენ ქართველნი შიშსა და გამობრუნდნენ მხიარულად“.

ნადირ შაჰი ქართველთაგან ისევ კახეთის ბატონ მამაშვილს ენდობოდა ყველაზე მეტად. ორივე ძალიან „უყვარდა“ — თეიმურაზიც და ერეკლეც. ერთი „ძმად“ მიაჩნდა და მეორე „გაზრდილად“.

ბოლო შეხვედრა მაინც „ნამდვილი ძმური“ გამოდგა ნადირსა და თეიმურაზს შორის. რაც თეიმურაზს „მოეხსენებინა ხელმწიფისათვის, ყველა კარგად შეესმინა“. ბოლოს, ისე მოხიბლა ნადირ შაჰი თეიმურაზ მეფის „ჭუკჭუკმა“, რომ კახეთი სულაც გაათავისუფლა ხარკისაგან. მხოლოდ კახთა ჯარი უნდა გამოსულიყო საჭირო შემთხვევაში და ისიც მხოლოდ თეიმურაზის ან ერეკლეს მეთაურობის ქვეშ უნდა მდგარიყო.

სხვა მხრივაც „ძალიან სჭირდებოდა“ თეიმურაზი ერანის მბრძანებელს. ბატონიშვილი ბაქარ ვახტანგის ძე რომ ასტრახანიდან ტფილისისკენ „სამეფო“ ხელს აპოტინებს, ნუ დაავიწყდება ნურც ბაქარს, ნურც გივი ამილახორს და ნურც მათ ზურგში მდგარ რუსთა ხელმწიფეს, რომ ქართლის ტახტზე „არანაკლები კანონიერი“ გახლავთ თეიმურაზი, რამეთუ მისი მეუღლე, თამარ დედოფალი აგრეთვე „ქართლის დიდი მეფის“ ვახტანგ მეექვსის ასული ბრძანდება!..

ბოლოს ასეთი მწყალობელი სიტყვებით გამოისტუმრა ნადირმა თეიმურაზი:

„მხოლოდ ერთი ჩვენი მუსტაფი დაიყენე შენთან, როგორც გინდოდეს ისე იმსახურე, სხვა შენი ქვეყნისა არა მინდა რა; ამას გარდა, მუდამ იყავი მოიმედე ზღვაზე უუხვესი ჩემი მოწყალებისაო“.

დაბრუნდა „ბედნიერი თეიმურაზი თავის „ბედნიერ კახეთში“.

გივი ამილახორი კი ისევ იბრძოდა.

„ისევ „ჩემი თეიმურაზი“ მომეშველება“, — იფიქრა ნადირ შაჰმა და შემოუთვალა კახეთის მეფეს:

„შენ თავდებად დაუდექ ამილახორს, რომ ჩემგან არა დაუშავდების რა; და იქნებ როგორმე შემარიგოო“.

 

   

1.1.1.21 სიკვდილის ჯირითი

▲ზევით დაბრუნება


სიკვდილის ჯირითი

თეიმურაზი ჯერ ავჭალას ჩამოვიდა, მას უკან მცხეთას და აქ მიიწვია აბდულ-ბეგ ბატონიშვილი და ქაიხოსრო ორბელიანი. ეთათბირა, დამოძღვრა და გაგზავნა ორივე გივი ამილახორთან.

ღვთის ფიცით უთვლიდა თეიმურაზი გივის, მე ვარ თავდები ღმერთისა და კაცის წინაშე, რომ ჰაში არაფერს გაწყენს, ოღონდ იარაღი დაალაგე და შეურიგდიო.

გივიმ მაშინვე ასეთი მოულოდნელი პასუხი შემოაგება მოციქულებს:

„ამდენი ლეკი შინ მიდგას და თუ ამ ლეკებს თავიდან მომაშორებთ, მაშინ წამოვალ, მოგენდობით და შაჰსაც შევურიგდებიო“.

თურმე შვიდი ათასი ლეკი გადმოეყვანა ნიჯად (დამხმარე) ლაშქრად გივი ამილახორს სპარსელებთან საომრად. სპარსელებს კი ებრძოდნენ ეს ლეკები, მაგრამ არც ქართველების ძარცვა-რბევას აკლებდნენ ხელს. ამიტომ თვითონ გასჭირვებოდა გივი ამილახორს „თავგასული მოკავშირეებისაგან“. ახლაც სწორედ ამას უთვლიდა გივი თეიმურაზს: თუ ამ ლეკებისგან დამიხსნი, შერიგებაზე მერე ვილაპარაკოთო.

ეს დიაღ უცნაური და ძნელი პირობა წამოაყენა გივი ამილახორმა. ლეკებთან ომის გამართვა არც ისე ხელწამოსაკრავი საქმე იყო, თანაც ისეთ ბელადებთან, როგორიც იმ შვიდი ათას ლეკს ჰყოლია — მალაჩი და გალეგა. გამორჩევით მალაჩის დაეგდო დიდი სახელი მთელს კავკასიაში.

თუმცაღა თეიმურაზს ლეკებთან ომის არ ეშინოდა, — პირიქით, ლეკებს ჰგვრიდა ძრწოლას მისი ხმლის პირნაკვეთიანობა, — მაგრამ იმის თავდები ვინ იქნებოდა, რომ ლეკებთან ომის შემდგომ მართლა დაჰყრიდა იარაღს გივი ამილახორი?

მეორედ გაგზავნა თეიმურაზმა მოციქულები ამილახორთან - ამჯერად, თავისი ეშიკაღასბაში სულ ხანი და თარხან ლუარსაბი.

ისევ უარი გამოგზავნა გივი ამილახორმა.

ისევ იარაღით სცადა ზემო ქართლის აჯანყების ჩახშობა ნადირმა და უბრძანა ფათალი-ხანს, განჯა-აზერბაიჯანის ბეგლარბეგს, ახლავე გაეშურე საქართველოში და აჯანყებული ქართველებიც ამოჟლიტე და მისი მოკავშირე ლეკებიცო.

წამოვიდა ფათალი-ხანი დიდის მხედრობით განჯიდან. ჯერ ყარაღაჯს მოვიდა, მერე ტფილისს. თანაშემწედ აჯი-ხანი ახლდა, ადრე თურქეთის კარზე ელჩად ნამყოფი, გვარიანი სახელის მქონე დიპლომატი და სარდალი. სწორედ აჯი-ხანს მისცა ფათალი-ხანმა სრული მხედრობა და გორისაკენ გაგზავნა ამილახორის ჯარებთან საომრად.

თვითონ ფათალი-ხანი, „კაცი დიაღ ღვინის მსმელი და მოთამაშე“, სანადიმოდ და „სათრიაქოდ“ ჩაუჯდა ნადიმობით და დროსტარებით განთქმულ ტფილისს. რიყეზე ზარდახები გააჭიმვინა, უმდიდრესი სანადიმო სუფრები გაამართვინა, მუტრიბნი და მესაკრავენი დაისვა, მოცეკვავე ქალები შემოიყარა და შეუდგა ქეიფს.

აჯი-ხანი კი გორისაკენ მიეშურებოდა ყიზილბაშთა მხედრობით. მან გორთან მიახლოებისას შეიტყო, რომ ერეთის ციხეში „ერთგული გურჯი“ — იორამ ფავლენიშვილი ჩამდგარიყო სპარსთა ციხიონით, ხოლო გარედან ქართველთა და ლეკთა მოალყენი შემოსდგომოდნენ, რევაზ ამილახორისა და ლეკი გალეგას მეთაურობით.

აჯი-ხანმა ფავლენიშვილის მისაშველებლად დასძრა ლაშქარი. გამხნევდა ქართველთა მოღალატე ქართველი და შუაღამისას ყიზილბაშთა ციხიონით გულსრულად გამოუხტა მოალყე ქართველ-ლეკთა ჯარს.

პირველი დატაკებისთანავე სამი ლეკის ბელადი დააწვინეს ფავლენიშვილის მეომრებმა.

მძიმედ დაიჭრა გალეგა.

რევაზ ამილახორმა ალყა მოხსნა და გაქუსლა.

გალეგა გზაზე მოკვდა ჭრილობისაგან. გზაზედვე დაფლეს.

ჭალას მივიდნენ დამარცხებულნი.

ყოველივე მოახსენეს გივი ამილახორს.

გივიმ მალაჩი მოიხმო სათათბიროდ…

დილით, სისხამზე გამოვიდნენ ქართველები და ლეკები ორ ცალ-ცალკე ნაკადად.

ლეკებმა, მალაჩის მეთაურობით, ქვემო ქართლს მიაშურეს, ორბელიანთა მამულებს დაეცნენ, „დასწვეს, არსად გაუშვეს შენობა, თვინიერ ციხეებისა“, და დიდძალი ნადავლით დატვირთულნი კახეთისაკენ გამობრუნდნენ...

ამასობაში გივი ამილახორი მეჯვრისხევთან შეეტაკა ფათალი-ხანის ჯარებს.

ყიზილბაშთა მხედრობას ალიხან ავღანი მოუძღოდა.

გაალმასებით მიეშვნენ ქართველები.

ვეღარ შეიკავა ალიხან ავღანმა უკუქცეული მებრძოლები.

გამოედევნენ ქართველები ოტებულ მტერს.

ვერ მიხვდა და გაქუსლა ფათალი-ხანმა ლეკებთან შესახვედრად.

უკვე კახეთის გზებზე შეეყენებია ნაძარცვით დამძიმებული ჯარი მალაჩის.

ფათალი-ხანს წინასწარ მალემსრბოლი ეფრინა თეიმურაზთან, ლეკებზე მივდივარ და შენი კახელები მომაშველე სასწრაფოდო.

თემურაზმაც მაშინვე ლაშქარი შეჰყარა, სუფრაჯი თადია ჩოლოყაშვილი უსარდლა და გაგზავნა ყიზილბაშებთან შესაერთებლად.

თვითონ ფათალი-ხანი ლალისყურს დადგა და ლეკების მადევრად თადია ჩოლოყაშვილი და ბორჩალუს ხანი გაუმძღვარა ჯარებს.

„ერთს მთაზე მიეწივნენ“ სპარსელები და კახელები ლეკებს.

მეწინავეობა, როგორც წესი, ისევ არ დაანებეს გადამთიელებს და კახელებმა მილეწეს ლეკნი. ბევრი დახოცეს, ხოლო ნაშოვარ-ნაალაფარი სპარსლებმა დაიტაცეს.

მაგრამ არავის შეუმჩნევია რომ ბრძოლაში არ გამოჩენილა თვითონ მალაჩი.

ახლა კი გამოჩნდა ლეკთა უმამაცესი ბელადი.

თურმე ორად გაეყო თავისი ჯარი მალაჩის: ერთი ნაწილი დადევნებული მტრისთვის დაეხვედრებია, მეორე თვითონ ჩაესაფრებია მოულოდნელი იერიშისათვის.

და გამოსხლტა ანაზდაითად, ელვასავით. დაერია დაშლილ-დაფანტულ სპარსთა და კახთა ჯარებს.

პირველ მისვლაზედვე ლეკებმა ხმლებით აჰკუწეს ბორჩალუს ხანი.

დამბაჩის ტყვიით ჩამოაგდეს თადია ჩოლოყაშვილი. უკუიქცნენ კახელნი.

კახელებს თავი მიანებეს და გამოქცეულ სპარსელებს გამოედევნენ ლეკები. სდიეს და სწყვიტეს ჭუკებივით. ნაძარცვ-ნაშოვარიც ხელახლა ამოიგეს და გალაღებული სრბოლით გაიგდეს გზა ჭარისაკენ.

ფათალი-ხანი ლალისყურიდან თელავს ჩავიდა და თეიმურაზ მეფესთან ნადიმობაში „დაიწყნარა“ მარცხით აფორიაქებული გული.

თელავიდან ყეშყალას მოვიდა ფათალი-ხანი. აქ ნადირის ბრძანება დაახვედრეს, ეტყობა, შემოსწყრომოდა შაჰი ცოლისძმას: სასწრაფოდ წამოდი საქართველოდანო და მანდაური საქმეები შენს ნაცვლად დანიშნულ ქერიმ-ხანს ჩააბარეო.

ქერიმ-ხანიც, „რომელი იყო ნათესავი ხელმწიფისა“, „კაცი დიდებული, მსგავსად ხელმწიფისად მქცეველი“, უკვე შემოსულიყო ქართლში „დიდის ჯარით“.

ფათალი-ხანი წავიდა. ქერიმ-ხანმა და იმამ-ყული-ხანმა მოსული და დამხვდური ყიზილბაშობით უზარმაზარი მხედრობა შეადგინეს და აჯანყებულ ქართველთა „საბოლოოდ წასახდენად“ გაემზადნენ.

ამასობაში ბეჟან არაგვის ერისთავის დამამხობელი შეთქმულება შეკრულა, სახლთუხუცეს ამინა-კობიაშვილის მოთავეობით. უნდა მოეკლათ ბეჟანი, „ვითაც მრავალჯერ მოეკლათ ერისთავი არაგვისა“.

ბეჟან ერისთავი გივი ამილახორის სიძე იყო, მისი მოკავშირე და ერთგული „ქვევრდომი“. ბექანის სიკვდილი ამილახორის მთელს საარაგვოსაც დააკარგვინებდა და არაგველთა წაბაძვით, „ვეღარც ქსნის კაცსა დაიმორჩილებდა“.

ამიტომ სწრაფად ამოქმედდა ამილახორი, ყველა შეთქმული შეიპყრო და ციხეში ჩაჰყარა. ამინა კობიაშვილი დაჰშას ციხიდან გადმოაგდებინა და დაალეწვინა. მას უკან „მივიდა ანანურს, იავარ-ჰყვნა ორგულნი და უწყალობნა ერთგულთა“.

საარაგვო რომ „მოითავისა“, ყიზილბაშთა ახალ ჯარებთან შესახვედრად გაემზადა ამილახორი. იგი „თავისი ჯარით სხვილოს ზეით მთაში დადგა“.

უზარმაზარი მხედრობით მიადგნენ და მიაწვნენ ქერიმ-ხანი და იმამ-ყული-ხანი.

ჩამოეგებნენ ქართველები, „ქართული თავგანწირულობით“.

ვეღარ შეამაგრეს სპარსელებმა, გული დაუდედლდათ, მკლავი დაუძაბუნდათ და უკუიქცნენ უგზოუკვლოდ და უთავბოლო სრბოლით.

ერანელმა სარდლებმა სხვილოს თავი მიანებეს, ჯარები ხელახლა შემოიყარეს და სამთავისს მიუხდნენ ანაზდაითად.

სამთავისი დაეცა.

გამხნევებული შემობრუნდნენ ყიზილბაშები სხვილოს ციხესიმაგრეს.

და „იყო ბრძოლა ყოველ-დღე შიგნით მეციხოვნეთაგან და აქეთ ყიზილბაშთაგან“.

„ამა ამბავთა შინა“ ნადირ შაჰის ახალი ბრძანება მოვიდა: ქართლის გამგებლობა იმამ-ყული-ხანს ჩამოერთვას და მის ნაცვლად ყოჯა-ხანი დაინიშნოსო.

„რა ჰსცნა ამილახორმა გამოცვლა იმამ-ყული-ხანისა ,მაშინვე გამოუგზავნა აზნაურიშვილები ქერიმ-ხანს და დაპირდა შერიგებასა. იამა დიდად (ქერიმ-ხანს) და მისცა ხალათები, მისწერა წიგნი ამილახორს: „თუ ჩამოხვიდე, ყოველი შენი საქმე მე თავს მიდვიაო“.

მაგრამ ისევ გადაიფიქრა და გააჭიანურა „ჩამოსვლა“ გივი ამილახორმა.

 

   

1.1.1.22 შაჰი აღარ იხვეწებოდა

▲ზევით დაბრუნება


შაჰი აღარ იხვეწებოდა

ქართლში ნადირ ყაენის წარმოგზავნილი ახალი გამგებელი მოვიდა — ყოჯა-ხანი, ტომით ქურთი. მოვიდა „სიტკბოებითა და სიმართლის ჩემულობითა“.

ამილახორის ყურსაც მისწვდა „სიტკბოება და სიმართლე“ ახალი მეტოქისა. ამიტომ ამჯობინა ყოჯა-ხანთან გარიგება.

წინასწარ „თავისი მისანდო კაცნი და ფეშქაში“ გამოუგზავნა გივიმ ყოჯა-ხანს. გახარებულმა ხანმა ამილახორის მოციქულები ძვირფასი ხალათებით დამოსა, მერე ნიკოლოზ კათალიკოსს სთხოვა შუამდგომლობა და გაგზავნა გივისთან. გაგზავნა და „შეუთვალა ფიცი: „თუ ჩამოხვიდე, არაფერი შენი საზიანო არა გვინდოდეს-რაო“.

ნიკოლოზ-კათალიკოსმა ასეთი დანაბარები ჩამოუტანა გივისგან ყოჯა-ხანს: „ბატონიშვილმა აბდულა-ბეგ და ვექილ-ვეზირმა მნახონო და ჩემს სიტყვას სწორეს იმას ვეტყვიო“.

ყოჯა-ხანმაც გაგზავნა აბდულა-ბეგი და ვექილ-ვეზირი. ამათ კიდევ ასეთი სიტყვა დაახვედრა ამილახორმა: „შაჰს შეატყო ზინეთ, უვნებლობის რაყამი მიბოძოს და პირადად მაშინ გამოვცხადდები, ხოლო სანამ შაჰის პასუხი მოვიდოდეს, მანამ მძევლებს მოგცემთო.

ეს თქვა და გამოატანა აბდულ-ბეგს და ვექილ-ვეზირს მძევლები — „საამილახვროს, ქსნისა და არაგვის აზნაურ-შვილები“.

ყოჯა-ხანი გომს იდგა ჯარით და იქ აახლეს გივი ამილახორის მძევლები და შემონათვალი.

ყოჯა-ხანმა მაშინვე შეატყობინა თავის ხელმწიფეს: გივი ამილახორმა მძევლები გამომიგზავნა, უვნებლობის რაყამს ითხოვს და პირადად გეახლებათო.

ეს ამბავი შაჰ ნადირს მაშინ მიუტანეს, როცა მას მორიგი დრამა ახლად ხელმოთავებული ჰქონდა, შვილი და ბიძა „შეუსწრია“ შეთქმულებაზე და ორივესთვის თვალები დაუთხრია.

სიშლეგისგან დაიხსნა საქართველოდან შემონათვალმა.

გივი ამილახორს მძევლები გამოუგზავნიაო?!,

„უეჭველად ძალიან მისჭირვებია კადნიერ ქართველსო!“ სიხარულმა აიტანა ნადირი.

მაშინვე ასეთი ბრძანება აფრინა საქართველოში:

„ამდენი ქვეყანა ჩემს საბრძანებლოში არისო, ვის გამოვართვი მზევალი, რომ ეგ მზევლით ვიმსახურო. თუ ჩემის ბრძანების მორჩილი არისო, ჩამოვიდეს და ბრძანებისაებრ ჩემისა მემსახუროსო და თუ არა ქნას, ყოვლის წახდენით წაახდინეთო“.

დრო შეცვლილიყო.

შაჰი აღარ იხვეწებოდა.

შაჰი ბრძანებდა.

ნადირმა ერევნისა და დონბოლის ხანებს ბრძანება გაუგზავნა, საომარ ძალთა მთელი სისრულით ქართლში მიდით და ყოჯა-ხანს მიეშველეთო.

1743 წელი იდგა.

გომში თავი მოეყარა ყიზილბაშთა ერთიან მხედრობას.

ოთხივე ხანი აქ იყო: ყოჯა-ხან, ქერიმ-ხან და ერევნისა და დონბოლის ხანები.

საქართველოსგან გამდგარი ქართველი თავადებიც იქ იდგნენ თავიანთი ჯარებით.

გივი ამილახორის მძევლები გაუშვეს სპარსელებმა და ამით აჯანყებულ ქართველებს აგრძნობინეს, რომ „შერიგება-გარიგებაზე“ ლაპარაკი დამთავრდა. ისევ იარაღს უნდა გადაეწყვიტა გადასაწყვეტი.

დაიძრა ერანული ურდო.

წინ ქართველთა ჯარი გაიმძღვარეს, იორამ ფალავანდიშვილის სარდლობით.

„დაესხნენ სამაჩაბლოს. მრავალი სული დაატყვევეს, ააოხრეს ის ქვეყანა“.

აჯანყებულმა ქართველებმაც არ დაამშივეს უქარქაშო ხმლები. „იმათაც ომი აკიდეს და ყიზილბაშნი ბევრი დახოცეს“.

უფრო გამძაფრებით შეუტიეს ერანელმა სარდლებმა,

„შეასხეს ჯარი მთლივ და ათარეშეს ზემო-ქართლის ქვეყანა, საფალავანდისშვილო და ის ძირობა სულ გააოხრეს; მიუხდნენ სურამის ციხეს, გარეთი სულ წაახდინეს, ჩამოვიდა ეს ჯარი დიდის ნაშოვრით და დადგა გომს“.

მაინც ვერ იქნა და ვერ „წაახდინეს“ გივი ამილახორი „ყოვლისა წახდენითა“.

ვერ იქნა და ვერ წააქციეს ერანის რჩეულმა სარდლებმა ქართულ მიწაზე დროშა აჯანყებისა.

„ასეთი ხმალი გაიჩინეს ქართველთა მას ჟამში, რომ რაც კაი ჯარი ჰყვანდა ხელმწიფეს (ნადირ შაჰს), აქ ქართლში გამოგზავნიდის“, მაგრამ მაინც ყოველივე ამაო გამოადგა ნადირს, — ტყუილუბრალოდ ეღუპებოდა ქართლში გამოგზავნილი ყოველი „კაი ჯარი“.

ოთხივე ხანი გაიწვია და გადააყენა ნადირ შაჰმა და ქართლის გამგებლად ისევ ახალი კაცი გამოგზავნა.

ეს იყო ალი-ხან, ხორასნელი ყიზილბაში, ნიჭიერი და მამაცი სარდალი.

მოვიდა ტფილისს და ერთად შეჰყარა თანმოყოლილი და ადგილზე დახვედრილი ჯარები: ყიზილბაშნი, ავღანელნი, ყაზახ-ბორჩალოელნი და... ქართველნი (უმეტეს წილ — ქვემო ქართლელნი).

მოადგილედ და „მარჯვენა ხელად“ ერანელ ხანს ისევ აბდულა-ბეგ იესეს ძე დახვდა. მოსვლისთანავე ეს ბრძანა ალიხანმა აბდულა-ბეგზე; „ამის შეუკითხავ არა იქნას რაო“ ქართლში.

დიდი საჩუქრებიც ჩამოიტანა ალი-ხანმა საქართველოსგან, განდგომილი თავადებისათვის.

ცალკე, საგანგებო და გამორჩეული ფეშქაში გამოეგზავნაია შაჰ ნადირს თეიმურაზისა და მისი მეუღლე თამარისათვის. კახეთის მეფისთვის „საკადრისად თავისი ხალათი და თეთრი ინამად, აგრეთვე. დედოფლისათვის ხალათი მძიმე, ინამი და ექვსასი თუმანი ჯამაგირი“. აკი ქართლის ტახტის „კანონიერ მემკვიდრედ“ თვლიდა თამარ ვახტანგის ასულს ერანის ხელმწიფე (ასე „სჭირდებოდა“ მას „რუსეთის კაცის“ ბაქარ ვახტანგის ძის წინააღმდეგ).

ესეც იცოდა ნადირ შაჰმა: „ქართლისაგან ამდენი ღალატი სათხოვარის ამდენის რთმევის მიზეზი იყო“. ამიტომ გადაეწყვიტა, ხარკი მცირეოდნად შეემჩატებინა ქართველობისთვის, — იქნებ „ამაყი გურჯების“ გული მოვიგო და ამილახორის ბანაკი შევათხელოო.

გამოიძახა შაჰმა „ნავეზირალი“ მირზა აშუმა და უთხრა:

„ქართველნი ჩივიან, ქვეყანა ხარაბა (გავერანებული, გაპარტახებული) არისო და მიდი, დაწერე და მართალი მომახსენეო“.

წამოვიდა მირზა აშუმა საქართველოში, „მოვიდა, დაიარა, დაწერა, მაგრამ არათუ ციხენი, შენობაც ვერსად დაახელა“. ასეც მოახსენა ხელმწიფეს მისმა მოხელემ: ქართლი ხელიერთპირად დაქცეულაო. მაგრამ „ვიღაცეებმა“ სხვანაირი დასმენა გაუგზავნეს შაჰს: „ქართველები შენს მოხელეს ქრთამს აძლევენ და ისიც იმიტომ წერს ქვეყანას ხარაბადო“.

ყაენმა მირზა შუმას ცხვირ-პირი დაათალა და ქართლში ახალი მოხელეები გამოგზავნა — „ნავექილარი მამად ალი-ბეგ და ორი პირველი მუმეიზთაგანი“.

ესენიც მოვიდნენ და დარწმუნდნენ: „ქართლი გათავებულიყო თავად ლეკისაგან მერმეთ ბევრის სათხოვარისაგან, რომ ამას ხელმწიფის დროს ამდენი არასდროს გარდახედოდა“ ქართველთა ქვეყანას. „დაიარეს ქვეყანა და მრავალი ხარაბა დაწერეს, წავიდნენ ეს მუმეიზები... და წაიღეს დავთარი“ ქართლის სიდუხჭირისა. ისიც მოახსენეს ყაენს, თქვენი დანიშნული მუსტაფი (გადასახადის ამკრეფი) დადგენილ ხარკზე მეტს ახდევინებს ქართველებსო.

შაჰმა ის მუსტაფი იქვე ჯოხის ცემით მოაკვლევინა და ქართლის „ხარაბა ადგილები“ გადასახადისგან გაათავისუფლა.

ამის შემდგომ ქართლის ახალ გამგებელს ალი-ხანს უნდა გაადვილებოდა ამილახორთან ბრძოლა.

გივიმ საფრთხე იგრძნო და გამორჩეული სიფრთხილით და სიმტკიცით ამოქმედდა. გამორჩევით ქვემო ქართლის თავადთა „გულმოდგინე თათრობა“ აფიქრებდა ამილახორს. ამიტომ ისევ გაგზავნა ლეკთა ჯარი, ელვამხდომელი მალაჩის მეთაურობით, ქვემო ქართლის დასარბევად.

დაეცნენ ლეკები „ბოლნისებს და მრავალი ტყვე და საქონელი წაიღეს“. მაგრად დაუხვდათ ქვემო ბოლნისის მამასახლისი მადათა. იგი თავისავ სახლში გამაგრდა, არც-რა დაანება და ხუთ ლეკს თავიც მოსჭრა“.

ბოლნისიდან დმანისისკენ გაქუსლეს ლეკებმა, „დმანის ქვეითი ააოხრეს, აღარსად გაუშვეს შენობა, თვინიერ ციხეებისა“ და დიდძალი ნაშოვრით დატვირთულნი დაბრუნდნენ სურამს.

ალი-ხანმა საბარათიანოს სარდალი ქაიხოსრო ორბელიანი გამოიძახა და უთხრა: წადი და „შენი ქვეყნები შენვე გაამაგრეო“, გაემართა ქაიხოსრო ქვემო ქართლს და შეუდგა ციხეების შეკეთებას, გამაგრებას, განმტკიცებას.

თვითონ ალი-ხანი მივიდა ატენს, გუფთის მინდორზე ჯარს სანგრები გააჭრევინა და შიგ ჩაასაგრა. აქ სამი ციციშვილი მიიწვია — ალექსანდრე, დავითი და ოთარი. მიიწვია და დაემუქრა: ცნობები მაქვს, თურმე ამილახორს „ელაპარაკებითო“. ციციშვილებმა იუარეს: ამილახორთან მტრობის მეტი არაფერი გვაქვს „სალაპარაკოო“. როგორც იქნა გაუძვრნენ ციციშვილები ალიხანს და, თავი სამშვიდობოს დაიგულეს, მართლაც ეახლნენ ამილახორს, ერთგულება შეჰფიცეს, აბუხალისა და მძოვრეთის ციხეები ჩააბარეს და შიგ საამილახოროსა ციხიონები შეაყენეს.

თვითონ გივი ამილახორი სურამს იდგა მაშინ და ახალ, ორკეც გალავანს ავლებდა ციხე-ქალაქს.

ისევ გაგზავნა გივიმ დამსჯელი რაზმები ქვემო ქართლს: ისევ მალაჩი მიუძღოდა ლეკებს. ლეკთა ბელადს თავისი ბიძაშვილიც გაატანა გივიმ — რევაზ ამილახორი. „გამოვიდა ეს ჯარი, საბარათაშვილოში მრავალი ადგილი წაახდინეს, ღამე შეიპარნენ წვერის ციხესა, აიღეს, იავარჰყვეს ტყვე ანუ საქონელი ამოწყვიტნეს კაცნი, მაშინ გატეხეს ქვაბები მწყნეთისა და აიკლეს ტყვით და საქონლით“.

იმავე 1743 წელს კიდევ გაგზავნა გივი ამილახორმა ლეკთა ჯარები საბარათაშვილოს დასარბევად და დასაქცევად.

ამჯერად უფრო ძლიერად დაუხვდათ ქაიხოსრო ორბელიანი.

ხელიდან ხელში გადადიოდა ქვემო ქართლის ციხესიმაგრე.

„მიუხდნენ ლეკნი სანაინს და ის ქვეყანა სულ წაახდინეს, წამოიღეს ნაშოვარი ანუ ტყვე უთვალავი. სარდალი ქაიხოსრო ქვეშის ციხეში იდგა და ლორის ხანიც იქ იყო. რა ჰსცნეს ეს ამბავი, წამოვიდნენ მაშინვე, დახვდნენ წინ, ამოწყვიტნეს

ლეკნი და თუ რამ მიჰქონდათ, სულ დააყრევინეს“, • ზემო ქართლელთა ჯარი ჩააშველა ლეკებს გივი ამილახურმა.

შეიჭრნენ ქართველნი ქართველთა მიწაზე ცეცხლითა და მახვილით.

„არას დროს ზემო-ქართლის კაცისაგან ასე საბარათაშვილოს მტრობა არ გაგონილიყო, რომ ახლა იჩემეს და აშკარად ლაშქრობდენ“.

ისევ შეცვალა ქართლის მმართველი შაჰ ნადირმა.

ალი-ხანი დააქვეითა და აჯი-ნანი დააყენა მის ადგილზე:

(ეს მეექვსე შეცვლა იყო ქართლის მმართველისა წელიწადნახევარში!).

და „მოვიდა ქართლში აჯი-ხან დიდის ჯარით და დადგა ქალაქსა“.

მოსვლისთანავე კაცი აფრინა კახეთს და სთხოვა „მობრძანება“ თეიმურაზ მეფეს. თეიმურაზიც სასწრაფოდ მოვიდა კახელ წარჩინებულთა ამალით. აჯი-ხანი ძვირფას სტუმარს „დახვდა მხიარულის პირით“ და მოართვა ყაენისეული მდიდარი საჩუქრები მეფესაც და მის მხლებლებსაც. - შეხვედრაზე იყო თეიმურაზის სიძეც — დიმიტრი ორბელიანი (მას ცოლად ჰყავდა ანა, თეიმურაზის და თამარის უფროსი ასული). აჯი-ხანმა შაჰისგან ცალკე, ძვირფასი ხარლათი მიართვა დიმიტრი ორბელიანს.

ბოლოს „ტკბილი მიძღვნა-მოძღვნის“ შემდგომ, აჯი-ხანმა თეიმურაზს აცნობა „ყველაზე მთავარი“. მწყალობელმა ყაენმა არაგვის საერისთავო შენ გიბოძაო; რაღა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ კახეთის მეფეს გადაჭრით გამოეღო ხელი გივი ამილახორის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიდევაც „დაპატიჟა“ აჯი-ხანმა თეიმურაზი საარაგვოზე სალაშქროდ.

კახთა ბატონმაც „მოსცა პირობა და წაბძანდა კახეთს, შექმნა მზადება და თადარიგი“.

 

   

1.1.1.23 არაგვის ხეობაშია…

▲ზევით დაბრუნება


არაგვის ხეობაშია…

უკეთესად კი გამოეწყო თეიმურაზისა და აჯი-ხანის განაზრახი. იმავე 1743 წლის ივნისში არაგვის საერისთავოში შინაური აჯანყება მოხდა.

ბეჟან ერისთავი სასტიკი, გინა „ნამდვილი ფეოდალი“ იყო და სწორედ მას გადაემტერნენ მძიმე გადასახადით ილაჯგაწყვეტილი ქვეშევრდომები, უმეტეს წილ — მთიულნი.

აჯანყებას მეთაურობდნენ: პაპა ღუდუშაური, ნადიბაიძე, ზარიბეგი, ტეტია ნახიჩა გელდაშვილი და კიდევ სხვა თხუთმეტი გლეხი.

ბაქან ერისთავს დაეცნენ და ანაზდაითი დარტყმით გაათავეს.

ზედ ბიძაშვილიც დააკლეს — ოტია ერისთავი.

ცოლ-შვილი გივი ამილახორსა და ბეჟან ერისთავს თავიდანვე მთიულეთს ჰყოლიათ გახიზნული.

ორივე საჯალაბოს მიუხტნენ აჯანყებულები. ყველაფერი დაიტაცეს და იავარჰყვეს, ოღონდ ქალებს ხელი არ ახლეს, ისე — „ცარიელნი დედაკაცები გაუგზავნეს ამილახორსა“.

ეს საქმეც რომ მოითავეს, აჯანყებულებმა თეიმურაზს მოციქული გაუგზავნეს და აცნობეს: „თქვენს მეტი ბატონი ჩვენ არ გვინდაო, და გთხოვთ მობრძანდეთ, გვიბატონოთ და გვიპატრონოთო.

თეიმურაზსაც სხვა რაღა უნდოდა. იგი ისედაც „განმზადებული იყო და მაშინვე წაბრძანდა“.

ანანურში მივიდა. დიდის ამბით შეხვდნენ „მისი მონატრული“ არაგველნი თავკაცნი.

თეიმურაზმა მადლი უბრძანათ, საჩუქრები დაურიგათ და გამოაცხადა: „რაც ძველი ერისთავებისაგან არა გდებიათ, მის მეტს მე თქვენ არას გთხოვთ და ხელმწიფის სამსახურსაც მე გარდავსწყვეტო“.

მაინც მძევლები „დაისაჭიროვა“ თეიმურაზმა. აიყვანა კიდეც „ყოველი უფროსი კაცის“ შვილები და კახეთს გაგზავნა.

საარაგვოზე მომხდარი ამბები რომ შეიტყო, ერთობ გაიხარა შაჰ ნადირმა. მაშინვე გამოუგზავნა თეიმურაზს „რაყამი წყალობისა“. რომელშიც ეწერა: მარტო არაგვის საერისთავო კი არა, ქსნის ხეობასაც თუ დაიჭერ, ისიც შენთვის მიბოძებიაო.

თეიმურაზს საქმის გადადება არ უყვარდა და უმალვე მიადგა ქსანს. მიადგა და გაუმართა „საერთობო ლაპარაკი“ ქსნისხეველებს. ამათაც მაშინვე შემოაგებეს: „ამდენი ლეკი შინ გვიდგას და უკეთუ ამ ლეკებს მოგვაშორებ, ჩვენ თვითონ გეახლებით ქვეშევრდომად და სამსახურადო“.

„ლეკებისა მე ვიცოდეო!“ — სთქვა თეიმურაზმა და იარაღი მოივარგა.

ცხელი წელიწადი დასდგომოდა გივი ამილახორს.

დაჰკარგვოდა არაგვის საერისთავო.

დაკარგვის პირას მისულიყო ქსნის საერისთავო.

მაგრამ არ იცნობდნენ ერთმანეთს სასოწარკვეთა და გივი ამილახორი. ხელახლა გაამაგრა სხვილოს, კეხვის, სურამისა და საქართლის ციხენი. მას უკან საარაგვოზე კაცი გაგზავნა და შეთვალა: ვისაც ბეჟან ერისთავისა და ჩემს ღალატში ხელი ურევია, ან ცოცხლად ჩამაბარეთ, ან მკვდრადო; ხოლო, უკეთუ ჩემს ბრძანებას არ აღასრულებთ, იცოდეთ, რასაც კი ღმერთი შემაძლებინებს, არაფრით აღარ დაგზოგავთ, აღარც მტყუანს გავიკითხავ და აღარც მართალსა; თორმეტი ათასი მეომარი მზადა მყავს და — მარიამობისთვე, ენკენისთვე და ღვინობისთვე სულ თქვენს მამულებში ჩავდგები და ასეთ საქმეს გიზამთ კაცთაგანს რომ თავის დღეში არ ექნასო.

არაფრად ჩაიგდეს არაგველებმა ამილახორის მუქარა. მათ „ბედნიერი კახეთის მეფის“ იმედი ჰქონდათ. იმ „ბედნიერი მეფის“ უკან კიდევ ერანის „ბედნიერი ხელმწიფე“ იდგა...

ამილახორი არაგვის დასალაშქრავად ემზადებოდა, როცა აჯახანი მოიჭრა ზემო ქართლში დიდის მხედრობით.

გამოედევნა ამილახორი ქართლის სოფლების სარბევად გავარდნილ მტერს.

ჯერ დირბის წყალზე შეეტაკნენ ერთმანეთს სპარსნი და ქართველნი, მერე ყორნისთან გაიწყვეს მძიმე, ხუთსაათიანი ბრძოლა, ორგნითვე სძლიეს ქართველებმა რიცხვნაჭარბ მტრებს.

გაქცეულ ყიზილბაშებს გივი ამილახორის ძმა გამოედევნა, მოულოდნელ საფარში მოექცა და შუბებით დაცხრილეს გარშემოყრილმა სპარსელებმა.

ძმის სიკვდილმა აფთრად აქცია გივი. ამხედრდა და დაედევნა ყიზილბაშთა მხედრობას. დაეწია და ხუთასი სპარსელი გამოასალმა წუთისოფელს, ძმის „სისხლის ამოსაღებად“.

კიდევ ხუთი ბრძოლა გაიმართა იმ წელიწადს აჯი-ხანისა და გივი ამილახორის ჯარებს შორის, ხუთივეჯერ ისევ ქართველებმა დაინარჩუნეს კვერთხი ძლევისა.

მაგრამ მაინც უიმედო, უსასოო და უმომავლო ჩანდა ყველა გამარჯვება და ყველა გმირობა ამილახორის ბანაკისა.

უსაზმნოდ იღვრებოდა და იწრიტებოდა უკეთილშობილესი სისხლი უზემოესი მამულიშვილობისა.

სისხლი გადიოდა და სამაგიერო აღარ შემოდიოდა.

საარაგვოს მძლავრი „სასისხლო ნაკადი“ ხომ ერთბაშად მოეკვეთა აჯანყებულთა ბანაკს.

ქსანის „ნაკადიც“ სადაც არის უნდა მოჰკვეთოდა.

საციციანო შემორჩენოდა გივი ამილახორს. მაგრამ იქ ახლა ციციშვილები თვითონ დარევიან ერთიმეორეს…

ესეც იცოდა გივიმ, — თეიმურაზი კახეთის „უკეთესი ცხოვრებით“ იმხრობდა და იზიდავდა მუდამდღე აწიოკებული ქართლის ქვეშევრდომებს.

კარგა ხანია, რაც ქართლის დიდკაცობაც და გლეხკაცობაც დედაბუდიანად იყრება და „ბედნიერ კახეთში“ მიილალება.

დიახ, თეიმურაზი ამილახორისთვის უფრო საშიშიც არის ვიდრე რომელიმე სპარსელი აჯი-ხანი თუ სხვა მისთანა - დარდუბალა!

დღეს თუ ხვალ ამილახორს თეიმურაზთან შეტაკება მოუხდება და მერე... მერე ვინ იცის, ვის როგორ „მოუხდება“ ეს შერკინება — ქართლელს, კახელს, თუ... სპარსელს?!

ვაი ჩვენი ბრალი, რომ საქართველოს მოსისხარნი ასე იოლად ახერხებენ ქართველთა წაკიდებას!

თანაც, ყოველმა გადამთიელმა ისწავლა ახლა:

არავის ისე არ ეხერხება და ემარჯვება ქართველის დამარცხება, როგორც ქართველს!...

 

   

1.1.1.24 ყაენსაც უჭირდა.

▲ზევით დაბრუნება


ყაენსაც უჭირდა.

მაგრამ ის 1743 წელი არც ნადირ შახისთვის ყოფილა გრილი ჟამსაქცევარი.

ერანს შიმშილი შემოსდგომოდა უმძვინვარესი სიკვდილის თესვით. ლუკმა პურში ღვიძლ შვილს ჰყიდდნენ სპარსელნი.

ერან-თურქეთის ომიც განახლებულიყო, უმძიმესი წიაღსვლებით. ოსმალო სერასქერი ასეათასიანი მხედრობით მოემატოთებოდა ყარსისა და ჯავახეთისკენ. სხვა არმიები კიდევ ბაღდადისკენ და ქურთისტანისკენ გაუგზავნია თურქეთის ფადი-შაჰს.

აღმოსავლეთიდან ოზბეგები მოიწევდნენ გაალმასებით; ხორასანი დაექციათ ცეცხლით და რკინით.

დაღესტანიც წამოიშალა და ერთმორწმუნე სუნიტურ თურქეთს უფრო შეეკრა შიიტური სპარსეთის „გასალახავად“ და „გასათახსირებლად“.

შირვანელებიც აჯანყებულან „დიდი ნადირის“ წინააღძდეგ. მისი მოხელენი ზოგი დაუხოციათ, ზოგი პატიმრად ჩაუყრიათ.

ორი „კანონიერი ტახტის მემკვიდრეც“ გამოჩენილა „უკანონო ნადირის“ საპირისპიროდ. ძმები იყვნენ ორი, „შაჰზადა“ — ერთი დაღესტანს მისულიყო და იქაურ ლეკებს აყვირებდა — „ეს კაცი ძველი ყაენის, შაჰ სულთან ჰუსეინის შვილი არისო და ერანის ტახტი ამას ეკუთვნისო“; მეორე შაჰ-ზადა ჯავახეთისკენ მომავალ ოსმალო სერასქერს ახლდა და ოსმალებს აბღავლებდა — „აი, კაცი, ჭეშმარიტი მემკვიდრე ერანის ტახტისა, რომელმაც უნდა შეცვალოს მოძალადე. ვიგინდარა ნადირ ავშარიო“.

თვითონ გივი ამილახორი ასე სწერდა ასტრახანში ჩამოსულ ბაქარ ბატონიშვილს:

„ოსმალო და დაღისტანი ერთი შეიქმნა. ორივე ყიზილბაშსა სცემენ. ჯამაგირიც ბევრი გაუჩინა (ლეკთა) თავკაცებსა და ბელადებს ხონთქარმა. წელიწადში რვაასი ქისა ულუფა მისცა. თამაზხანი (ნადირ შაჰის სარდალი) თავისი ჯარით ბაღდადის მიწაში ქარქუთს მივიდა. უწინ ოცი ათასი კაცი გაგზავნა (ნადირმა) ქურთისტანზე და ძალბასი ჰქვიან იმათზედ და და იმათი ელი დაარბიეს. ბევრი ნაშოვარი ქნეს (ყიზილბაშებმა). რომ წამოვიდნენ, მოსწეოდა (თურქთა) მდევარი. ნაშოვარიც წაართვეს და ყიზილბაში ნახევარი კაცი ვეღარ მორჩა, სულ ამოწყვიტეს (თურქებმა). თითონ (ნადირ შაჰი) მოსულს მოვიდა. იქ ბაღდადის ფაშას შემოება. თორმეტი ათასი ყიზილბაში მომკვდარა. თვითონ თავის პირით ამბობენ ყეზილბაშები. ერთი სარასკარი აზრუმს არის ასი ათასი კაცითა, და იმის ჯარი ყარსს, არფაჩაის და ჯავახეთსა არის უფროსი ერთი სტამბულს რომ ყაენის შვილი იყო ასეთი, ისიც ბაღდადს წამოუყვანიათ. თურქისტანიც აშლილი არის. ოზბეგს და ხორასანს არბევენ. ერანში შენობა ხომ არ გაუშვა. შვალებს ყიდიან თავისი ხელით... ამ ახლოხანში ოსმალოს ჯარი ადერბეიჯანში ჩამოდგება“.

ასეთი ამბები ხდება ჩვენში და ჩვენს სამტრო ქვეყნებში და დიდი ხანია დროც დადგა, მოხვიდე და შენს სამეფოს დაეპატრონოო, სწერდა ამილახორი ბაქარს.

მაგრამ ბაქარ ვახტანგის ძე ვერც „დროზე“ მოვიდა და ვერცა საერთოდ მოვიდა. მას ქართულ მიწაზე ფეხის დაბიჯებაც აღარ უნდა ჰღირსებოდა…

ნადირ შაჰმა შირვანელთა დასასჯელად აჯი-ხანი გაიწვია და ქართლში უმაღლეს ხელისუფლად ისევ ალი-ხანი დატოვა.

გივი ამილახორმა ლეკები არ იკმარა და ნიჯადი ჯარები ოსეთ-ჩერქეზეთიდან გადმოიყვანა.

ახლა ერთად შეესივნენ ლეკები, ოსები და ჩერქეზები ქვემო ქართლს — „დაესხნენ საბარათაშვილოსა, ბირთვისის გარშემო და იმას ზეით სულ წაახდინეს; ასე გათამამდნენ რომ ქალაქის პირიდამ მუდამ ნაშოვარი მიქონდისთ“.

უკან მობრუნებისას გაიყვნენ მძარცველნი. ოსები და ჩერქეზები შიდა ქართლისკენ წამოვიდნენ და ამილახორის ბანაკში უვნებლად დაბრუნდნენ. ხოლო ლეკები კახეთის გზებით დაეპირნენ დაღესტანში გადასვლას.

მაგრამ საგურამოსთან ერეკლე ბატონიშვილი დაუხვდაო კახელთა ლაშქრით. დაუხვდათ და შავი დღე გაუთენათ. კახელებმა ლეკებს „ნაშოვარი მრავალი დააყრევინეს, დახოცნეს ლეკნი და დასჭრეს თავები, გამოუგზავნეს ქართლის ხანს“.

ლეკთა ბელადი მალაჩი თავისი რაზმით ახალციხეში ყოფილა მაშინ, უსუფ ფაშასთან. ყარსში მოსულმა თურქმა სერასქერმა გაიძახა იგი საგანგებოდ. ოსმალთა მთავარსარდალი მდიდარ ხაზინას აგზავნიდა დაღესტანში, ხაზინას თურქ იანიჩართა და ლეკთა ჯარები უნდა გაჰყოლოდნენ მცველად და

პატრონად.

„წამოვიდა ეს ჯარი ხაზინით, ჩამოიარეს ორბელიანთ მამულზე, ჩავიდნენ, დადგნენ ორი დღე გატეხილ ხიდზე, ასეთი ჯარი იყო, რომ ქართლში ამისი დამხდომი აღარ იყო“.

მტკვარზე რომ გადავიდნენ, იქ დაღესტნიდან საგანგებოდ წამოსული ლეკთა ჯარი დახვდათ. ლეკებმა ხაზინა დაღესტნისკენ გაუყენეს.

თურქები გამობრუნდნენ, მაგრამ ვაი იმისთანა გამობრუნებას. მათიშის ხიდთან ქაიხოსრო ორბელიანს საბარათაშვილოს ჯარი ჩაესაფრებია, და ქართველებმა „რისხვა ღვთისა დასცეს“ თურქ-ურუმთ, „დააყრევინეს საქონელი, ამოწყვიტეს ურუმნი, გამობრუნდნენ ესენი გამარჯვებულნი და ურუმნი მივიდნენ დამარცხებულნი ყარსსა“.

 

   

1.1.1.25 ქსანზე

▲ზევით დაბრუნება


ქსანზე

თეიმურაზ მეფეს შაჰ ნადირის წაქეზება რად სჭირდებოდა, როცა ქსნის ხეობის დაუფლება თვითონაც ძალიან სწყუროდა.

ჯერ უსისხლოდ, „შემორიგებით“ უნდოდა ქსანზე გაბატონება, კიდევაც „ეცადა მრავლის წყალობის დაპირებითა და ქსნის ხევის კაცნი ვერ შემოირიგა“.

მაშინ იარაღი მოივარგა თეიმურაზმა. ერეკლეც გვერდით დაიყენა. კახთა და თუშთა ჯარს პირაქეთელი ლეკებიც შეურია და ქსნის ხეობაში შეიჭრა.

გივი ამილახორმა ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გაყვანა ქსნიდან სხვილოს ციხეში.

ყველაზე ძლიერად წიქორის ციხე დაუხვდა ქსნის ხეობაში კახთა ბატონებს. წიქორის დაცვას რევაზ ამილახორი მეთაურობდა — გივის ბიძაშვილი.

უთოფხანოდ ვერ ავიღებთ ამ ციხესო, თქვა თეიმურაზმა და ერეკლე ქართლის მმართველთან, ალი-ხანთან გაგზავნა, წერილით და „თოფხანის“ თხოვნით.

წავიდა ერეკლე, ინახულა ალი-ხანი, და „მოსცეს და წამოიღო თოფხანა ჯაბახანით და შეეყარა მამასა თვისსა“.

(ყველაფერში „ხელგამომავალი“ და „ილათიანი“ ჩანდა ჭაბუკი).

მაინც არ მოხერხდა აღება წიქორის ციხისა. გააფთრებით იცავდა თავს რევაზ ამილახორი.

მაშინ „ლაპარაკი დაუწყეს“ კახელებმა ალყაში ჩავარდნილებს. თეიმურაზი რევაზს აღუთქვამდა „უზომო წყალობას“, ოღოდ ციხე დაეთმო და კახეთის მეფეს მისვლოდა შესარიგებლად.

მართლაცდა, — არავითარი თოფ-დამბაჩების ბათქაბუთქი არა ყოფილა საჭირო. სულ ერთია, აჯანყების საქმე მაინც წასულია ხელიდანო, უფიქრია რევაზ ამილახორს — ახლა, სანამ უფრო დაგვიანდებოდეს, სჯობს შევურიგდე „ბედნიერი კახეთის“ მეფესო. ასე იფიქრა და შემოუთვალა თეიმურაზს: ფიცის წიგნი მიბოძე და გეახლებიო იარაღაყრილი.

თეიმურაზმაც მაშინვე შეუგზავნა „ფიცის წიგნი“; თუ შენ და შენი ხალხი ჩემთან მოხვალთ, დიდი წყალობა გელით; ამას გარდა, — თუ ღმერთმა და ყაენმა ქართლი მიბოძა, ამილახვრობა უეჭველად ჩემგან მოგერთმევა; ხოლო, უკეთე ქართლი ვერ მივიღე, მაშინ, რაც კახეთში ქართლიდან წამოსული ყმაგლეხია, ყველა შენთვის მიბოძებია, ერთი სოფელიც ცალკე საზრდელად მომიცია; არც ყიზილბაშს მივცემ და დავანებებ შენს თავს, არც მე არას გავნებ და არც რა საზიანოს მოგინდომებო.

გამოვიდა რევაზ ამილახორი წიქორის ციხიდან, იარაღაყრილ ქართლელთა ციხიონით, ციხის გასაღებით და ეახლა თეიმურაზ მეფეს. ეახლა და შეჰფიცა „ერთგულება კუბოს ფიცრამდე“.

თეიმურაზმა ძვირფასი ხალათი ჩააცვა რევაზს და ისევ გაუმეორა დაპირება „უმეტესი წყალობისა“.

ასე სჯობდა რევაზ ამილახორისათვის — „ბედნიერ კახეთში“ სჯობდა, ვიდრე „უბედურ ქართლში“. მიდიოდა იგი კახეთს ოჯახით, აზნაურითა და ყმით. მანამდეც ხომ „მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართლელნი კახეთს, ვინადგან მუნ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან“.

 

   

1.1.1.26 „გაუცხოება“ მამულიშვილისა

▲ზევით დაბრუნება


„გაუცხოება“ მამულიშვილისა

მაშ, დგას 1744 წლის იანვარი, მკაცრი ზამთარი — თოვლიანი, ყინვიანი, „ნეფხვიანი“.

ყინული დგას გივი ამილახორის სულსა და სხეულში.

უაღრესად შევიწროებულა მისი საომარი თალპიონი. მისთვის დაკარგულა „ყოველი ქართლი“ — ზემოც, ქვემოც, შიდაც. აღარ არიან მისი საომარი დროშის ქვეშ „უმაღლესი საომარი სიმამაცით“ აღჭურვილნი არაგველნი და ქსანელნი. აღარც საციციანოს სცალია მისთვის (ვინადგან თვითონ ციციშვილები ჟლეტენ ერთმანეთს). აღარც რუსეთიდან ჩანს რაიმე იმედი აღარც ბაქარისგან ისმის სიტყვა რაიმე საიმედო.

მარტო დარჩენილა გივი ამილახორი, მცირე ციხიონები გაფანტული — სხვილოში, ჭალაში, სურამში, ცხინვალში, კეხვში, აჩაბეთში და საქართლში.

მაგრამ გივი ამილახორი სიკვდილს უფრო „გაიშინაურებს“, ვიდრე სასოწარკვეთას.

თუ ღმერთი გასწირავს, ეშმაკსაც გაიღმერთებს ამილახორი.

ასედაც მომხდარა — უკვე შეჰკვრია ეშმაკს „ძმობა-ერთობით“.

ოსმალებთან შეუკრავს კავშირი კაცს, რომელსაც ერთნაირი უსაზღვროებით სძულდა „ოსმალობაც“ და „ყიზილბაშობაც“.

მთავარი ახლა მისთვის ის გახლდათ, რომ ოსმალები და ყიზილბაშები ისევ „სძულობდნენ. ერთმანეთს, უსაზღვრო მძულვარებით და მესისხლეობით.

ხოლო, რაკი ამილახორი ახლა ყიზილბაშებს ებრძოდა, ოსმალები — მისი გუშინდელი მოსისხლენი, ახლა მისი მოკავშირენი და „მოკეთენი“ შექნილან.

— ასე „დასჭირდა“ და ასე „მოიქცა“ ახლა ამილახორი: იგი თურქებს მოუწოდებდა საქართველოში.

(გიორგი სააკაძის „მოქცევანი“ თუ გაგახსენდა, ჩემო მკითხველო?!).

გივი ამილახორის მაღალ შუბლზე სამამულიშვილო გვირგვინი ჩამოჭკნა, ჩამოხუნდა და ჩამოიშალა.

მას ამიერიდან „რენეგატი“ უნდა დარქმეოდა, გინა „ოსმალეთის აგენტი“.

თურქები კი მოდიოდნენ..

მოდიოდნენ — გივი ამილახორის მოწვევით.

ხონთქარს უსუფ ფაშა ახალციხელისათვის დაევალებია ქართლში გალაშქრების გაწყობა.

„არაოდეს ოსმალთაგან ზამთარს ლაშქრობა არ გაგონილიყო“. ახლა კი მოდიოდნენ ზამთარში, ვინადგან საქართველოში ზამთარიც „ეზაფხულებოდათ“.

საავალიშვილო ბორჯომის ხეობა მშვიდად და არხეინად გამოიარა ოსმალთა მხედრობამ, რადგან „ავალიშვილები უკუმდგარნი იყვნენ და გზა დაანებეს“ ოსმალებს.

სურამს მოვიდა თურქთა მხედრობა.

აქვე შეეგებათ გივი ამილახორი.

ერანის ტახტის მაძიებელ შაჰ-ზადას გივისთვის გამოეგზავნა ძვირფასი ხალათი, ოქროთი დარახტული ცხენი და დიდძალი ვერცხლის ფული. „ვინც ჩვენს სამსახურზე ხმალს იქნევდეს, იმათ მიეციო და კიდევ უმეტეს. წყალობას მოელოდეთ“, — უთვლიდა შაჰ-ზადა ამილახორს.

შეერთდნენ: თურქები, ლეკები, საამილახვროს ქართლელნი, წამოუძღვა გივი ამილახორი და გაემართნენ „კახ-ბატონზე“ თავდასასხმელად.

მაგრამ დაასწრო ერეკლე ბატონიშვილმა. აჩაბეთის ციხეს მიუხტა, კახთა, თუშთა და ლეკთა ჯარით. მიუხდნენ, დაიქვეითეს და „გარდაუცვივდნენ ციხეში. აიღეს ციხე, იავარ-ჰყვეს საქონელი“.

გვიან მოსულმა გივი ამილახორმა ალყა შემოარტყა „მის ციხეში“ ჩამდგარ კახელებს.

ალყაში დგომა ერეკლეს „საქმე“ არ იყო.

იმ ღამესვე გამოიჭრა ციხიდან კახთა და თუშთა ჯარით.

თურქები წამოიშალნენ ღრიალით და ზრიალით.

და „დაუშინეს ერთმანერთსა, რომ თოფის ხმისაგან ყურთა ხმა აღარ იყო“.

მძვინვარედ შეუტიეს კახელებმა და „გააქცივეს თურქნი“.

გააქციეს და სდიეს გაქცეულებს „კაფით“.

ცხინვალამდის სდიეს და აკაფეს უწყალოდ.

შემობრუნდნენ გამარჯვებულნი, ქსანზე მოვიდნენ თეიმურაზთან.

ერეკლე ბატონიშვილის სახელი დაიკერა პირზე სუყველამ — მტერმა და მოყვარემ.

„მას დღესა რომ გენახათ ბატონიშვილი ერეკლე, ამას ბრძანებდით: „თუცა ლომი, ეგრე იბრძვისო“. ჰასაკითა იყო მცირე (23 წლისა), მაგრამ რასაც საქმეს იქმოდა, ფალავანის შესადარისი იქნებოდა...“.

მეორედ აბო-წმინდას, ცხინვალის მახლობლად, შეხვდნენ ერთმანეთს ერეკლე ბატონიშვილი და გივი ამილახორი.

ერეკლეს ექვსასი მეომარი ახლდა — სამასი ქართველი და სამასი ლეკი.

გივი ამილახორს — ხუთი ათასი ოსმალო, ლეკი და „ვიეთნიმე ქართველნიცა“.

მოულოდნელად, დილა-ბნელზე დაეცა თავზე გივი ამილახორი კახთა უფლისწულს. მაგრამ ისევ ივაჟკაცა ერეკლემ. მძლავრად შეუტია მოიერიშე მტერს.

ფიცხელი ომი ისევ ერეკლეს გამარჯვებით გათავდა.

ამილახორმა სურამს გაქუსლა და იქ ჩაიკეტა.

ერეკლე კახეთს გაბრუნდა.

ცხინვალს დიდხანს ვერ დამაგრდნენ თურქები. შიში ვერ დაითრგუნეს, ვაითუ ერეკლე ბატონიშვილი აქაც შემოგვიხდესო და აიყარნენ, „რაც შენობა იყო დასწვეს და წავიდნენ“. ბორჯომის ხეობაც შიშრეულად აიარეს და ახალციხეს მივიდნენ დამარცხებულნი, დაზაფრულნი და „სირცხვილეულნი ჯარი ურუმთა“.

 

   

1.1.1.27 თედო-წმინდა

▲ზევით დაბრუნება


თედო-წმინდა

ყარსში მდგარმა სერასქერმა უსუფ ფაშას ფადიშაჰის ბრძანება გამოუგზავნა, ქართლში ახალი ლაშქრობა ისევ შენ უნდა მოაწყოო, ახალციხის ფაშა ხარ და ქართლის ბელადობაც შენ იციო; ისედაც — „ზემო ქართლი ხომ ჩვენი არისო, ჩაიარე იმაზე და ალაზანის პირზე დადექ, იქ ლეკი შემოიყარეო, ხაზინა გაუყავო და ქართლი დაიჭირეო“.

უსუფ ფაშაც სასწრაფოდ შეუდგა სალაშქრო სამზადისს. წინასწარ ქართლში პური და ქერი გამოგზავნა საომარ მარაგად, — იმდენად ბევრი გამოგზავნა, რომ სურამის გარშემო რაც საყდარი და ეკლესია იყო, სულ აავსეს პურით და ქერით.

სწორედ მაშინ ერთი თავადი კიდევ შეემატა გივი ამილახორის ბანაკს. ეს დავით თარხნიშვილი იყო. იგი ძალიან შეუწუხებია სპარსელი მოხელეების ძალადობას. და თავხედობას, ტფილისიდან იდუმალ გაქცეულა და აჯანყებულ თანამოძმეებს შეერთებია სპარსელთა უღლის დასაქცევად.

ამილახორმა „მისცა პატივი უზომო“ დავით თარხნიშვილს…

1744 წლის ზაფხული ახალი დამდგარი იყო.

უსუფ ფაშა მოდიოდა ხონთქრისაგან ნაბოძები „სპითა დიდითა“. უმდიდრესი ხაზინაც გამოეტნია სულთანს დაღესტანში ლეკთა ჯარების დასაქირავებლად.

სურამთან გივი ამილახორი შეეგება და შეუერთდა უსუფ ფაშას. სურამიდან რუისში მივიდნენ და იქ დაბანაკდნენ თურქები და ამილახორისანი.

ოსმალებმა ოსმალობა არ დაიშალეს და შექმნეს ქართული სოფლების ძარცვა და რბევა.

რუისსა და ურბნისში „შეაბილწეს მონასტრები, დაამტვრიეს ხატნი პატიოსანნი, გორს გარშემო საცა რამ ყანა იდგა სულ გათიბეს, აღარსად გაუშვეს წაუხდენელი, თვინიერ გორისა“.

ტფილისში მდგარმა ალი-ხანმა, როგორც კი ოსმალთა მოსვლა შეიტყო, მაშინვე შეუთვალა თეიმურაზს, სასწრაფოდ მომეშველე შენის ჯარებითო. ყიზილბაში სარდალი გორში უნდა შეხვედროდა კახეთის მეფეს.

თეიმურაზმაც მგლური სვლით მოიყვანა კახთა ჯარი გორს და შეუერთდა ყიზილბაშთა და ქვემო ქართლელთა ლაშქარს.

უსუფ ფაშამ და გივი ამილახორმა თავისი ჯარები რუისიდან გამოიყვანეს და თედო-წმინდას დააყენეს.

აღარც თეიმურაზმა და ალი-ნანმა დააყოვნეს. თვითონაც ყიზილბაშ-ქართველთა ლაშქარი აჰყარეს და თედო-წმინდას მოქუსლეს.

დიდხანს დგომა ვერც ერთმა მხარემ ვერ დაითმინა. ორივე ერთად აღიმართა, გამოქანდნენ და „იკვეთნენ ძლიერად“.

მეწინავე კახელებმა პირველი დატაკებისთანავე მისდრიკნეს და უკუაქციეს თურქთა მეწინავენი.

ყიზილბაშები გამხნევდნენ და მიჰყვნენ კახელებს გახელებით.

მაგრამ „დროზე“ ჩაჭრა ბრძოლა გივი ამილახორმა.

„ამილახორიანებმა“ თავგანწირული ხმალთაკვეთებით ერთ ხაზზე შეანივთეს თეიმურაზს მეომართა შეტევა.

სული აღმოთქვეს თურქებსა და ველური ბღავილით წამოვიდნენ უკუიერიშზე.

ბრძოლას გაექცნენ ყიზილბაშები.

კახელები ერთხანს კიდევ აკავებდნენ „ამილახორის ქართველთა“ და ოსმალთა გააფთრებულ შემოტევებს.

ბოლოს თეიმურაზმაც ბრძანა უკუქცევა.

გამოედევნენ თურქები და „ამილახორის ქართველები : ყიზილბაშთა და „თეიმურაზის ქართველთა“ ლაშქარს.

გორში შეასწრეს დამარცხებულებმა.

გორის გალავანის მთავარ კარებთან შედგნენ თურქნი და ამილახორისანი. გამარჯვებულებმა გამარჯვება იკმარეს და ისევ რუისს გაბრუნდნენ.

ბოღმით გატენილმა თეიმურაზმა მალემსრბოლი აფრინა ერეკლესთან.

 

   

1.1.1.28 ვინ იფრენს და ვინ დამიწდება

▲ზევით დაბრუნება


ვინ იფრენს და ვინ დამიწდება.

გამარჯვებით გაიმარჯვეს თურქებმა, მაგრამ ლეკთა დასაქირავებლად წამოღებული ხაზინა ლეკეთში ჯერ კიდევ წაეკ ღებელი რჩებოდა.

სანამ თედო-წმინდას ბრძოლა მოხდებოდა, მანამ უსუფს ერთი ვინმე „ხონთქრის კარისკაცი“ გაუგზავნია დაღესტანს, „ფარვნები და ხალათები“ გაუტანებია იქაურ ლეკთა ბელადების „გულგასახარად“. მცველთა გუნდად „ცოტა რამ ლეკი და ურუმიც“ აახლა თურმე უსუფ ფაშამ.

მაგრამ გზაზე ერეკლე ბატონიშვილი გადაჰყრიათ დაღესტნისკენ მიმქროლავ თურქებს და ლეკებს. გადაჰყრია და მაშანვე დასტაკებია ერეკლე, ყველანი დაუჭერია, დაუბორკილებია და ეგრე გაუგზავნია ნადირ შაჰისთვის სპარსეთს.

ეს, ასე ვთქვათ, ცუდი „შესავალი“ იყო დაღესტანში მთავარი ხაზინის გატანისა, არადა, უსუფ ფაშას დაღესტნისკენ მთელი ძალებით წასვლა და ზემო ქართლის დატოვება სახიფათოდ მიაჩნდა.

ისედაც, — თურქეთიდან დაღესტნისაკენ მიმავალ კაცს უმოკლეს გზად საქართველო ედო. ხოლო „ქართული გზები“ ფეხისგულებს უწვავდა ოსმალოს...

ბოლოს მაინც მოისაზრა უსუფ ფაშამ — ლეკების საქმე ისევ ლეკმა უნდა გადაწყვიტოსო და გამოიძახა მალაჩი, ლეკთა უპირველესი ბელადი.

მალაჩის უკვე რამდენჯერმე შეხვდა ჩემი მკითხველი.

„მალაჩი იყო იმ ჟამის წარჩინებული დაღესტნის პირველ ) ბელადი და ყოველნი დაღისტნელნი მორჩილ-იყვნენ მისსა“.

და გამოიძახა უსუფ ფაშამ მალაჩი, ჩააბარა ხაზინა და უთხრა: ეს ხაზინა დაღესტანში უნდა მიიტანოთო, მეც მოგვებითო ჯარით, ალაზნის პირზე ჩამოვალ და იქ შემომეყრებით უკან მობრუნებულიო, მაგ ფულით ლეკის ჯარები უნდა გამოვიყვანოთ და, აქედან და იქიდან ჩვენს მომტერე ქართლსა და კახეთს ყათლამი (ამოწყვეტა) უნდა მოვუწყოთო.

„ეს ხაზინა, რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა მიიტანო დაღესტანშიო!“ — დაბეჯითებით გაუმეორა უსუფ ფაშამ.

„რადაც უნდა დაგიჯდესო?!“ — გაეცინა და გაუკვირდა ლეკს.

რად „უჯდებოდა“ დაღესტნის არწივს მადლიან და დოვლათიან ქართულ მიწაზე ამდენი ხნის ლაღი თარეში, თვინიერ უმდიდრესი ნადავლისა, ნატყვენავისა და „უბადლო ვაჟკაცის“ სახელისა?!

ახლაც ეს „დაჯდება“: დიდი ნაშოვარი და დიდი სახელი, მორჩა და გათავდა!

მაშ, მზად გახლავთ მალაჩი.

ორი ათასი ლეკი ჰყავს ჯარად.

ორი ათასი ოსმალო უსუფ ფაშამ მისცა, ხინიზ-ბეგის მეთაურობით.

ხინიზ-ბეგი წარმომავლობით შირვანელია და თანაშემწედ გამოადგება ლეკთა ბელადს.

შუაღამე გადასულა. მესამე მამლისყივილი ჩამომდგარა.

ოთხი ათასი მუსლიმი მხედარი მოდის ჭენებით.

მოჰქრიან და მოაქვთ „ხაზინა ურიცხვი“.

ხაზინა, რომლის მეოხებით, ყალთამი უნდა უქნან ქარველთა მოდგმას.

მაგრამ საგურამოს გასწვრივ, არაგვის მარცხენა ნაპირს, ერეკლე ბატონიშვილი მომდგარა ხუთასი მეომრით.

დიახ, ერეკლე ბატონიშვილი!

თუმცა ბევრს გაიძახიან მალაჩი ბელადზე.

თურმე კიდევაც ადარებენ ერთმანეთს ერეკლეს და მალაჩის.

ზოგი ერთს ამჯობინებს, ზოგიც მეორეს.

ყველას საწადნიეროდ მიაჩნია ამ „ორი არწივის“ შეხვედრა. დიახაც არის საწადნიერო!

აგრემც იყოს და დღეს გადაწყდება, არწივითაგან რომელი იფრენს და რომელი დამიწდება.

ერეკლე კი აქ დგას, მამისგან წინარე დღით გაფრთხილებული — მალაჩი მოდისო, ლეკთა ბელადი; ორი ათასი ლეკით და ორი ათასი ურუმით.

ხოლო ერეკლემ, რაც მოასწრო, მოასწრო — სამასი კახელი კახეთიდან მოჰყვა, ორასი ყიზილბაში მცხეთიდან ამოიყვანა და ხუთასი მეომრით ხვდება ოთხი ათასის სათავეში მდგა უმამაცეს კავკასიელს.

რა გაეწყობა — ჩვეულებრივი საომარი სასწორი გახლავთ ომის ღმერთის ხელში.

წყვდიადი გაწყდა. დილა ჩამოდგა, გრილი, ცვრიანი.

არაგვი მღვრიედ მოედინება, წყალი მატულობს თვალშესატყობად. ალბათ მდინარის სათავეში წვიმს და თოვლიც დნება.

ჯერ კიდევ შეიძლება ცხენით მდინარის გადალახვა, მაგრამ თუ შეაგვიანდა, უფრო საშუადღეზე, არაგვი ყველა ფონს ამოიგდებს კალაპოტიდან.

ერთბაშად მოასკდა მალაჩის ჯარი დასავლეთ ნაპირს.

წუთით შედგნენ, მაგრამ უმალვე იჭექა მალაჩიმ და ცხენებით ჩაუხტნენ მდინარეს.

თოფებმა დაიგრიალეს აღმსავლეთ ნაპირიდან.

რამდენიმე თურქი და ლეკი გადმოეშვა ცხენიდან.

წამსვე თითქოს თოფის ლულიდან გამოვარდა ხმა „ჰკა მაგათ!“

და იმ ძახილთან ერთად ცხენი არაგვში გადააგდო ერეკლე ბატონიშვილმა. ჯარიც მიჰყვა ყიჟინით და თქარუნით.

დასავლეთიდანაც გაისმა თოფთა გრიალი.

რამდენიმე ყიზილბაში ჩაემხო მდინარეში.

არად ჩააგდო ერეკლემ.

შუა მდინარეში შეასკდნენ ერთმანეთს მოპირდაპირენი.

„და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი“.

წინ გამოჭრილი მუსლიმი მხედარი მოითვალისა ერეკლემ და მიუხდა მკვირცხლად.

ეს ხიზინ-ბეგი იყო, თურქთა სარდალი. ისიც წამოემართა ხმალამართული.

ცხენი ცხენს დაუძგერა ერეკლემ.

ხინიზ-ბეგი უნაგირზე შევარდა და სანამ გაიმართებოდა, ელვასავით სწყვიტა ერეკლემ.

მხარიღლივ გაჩეხილი გადმოეშვა ხინიზ-ბეგი.

ბელადის სიკვდილმა დააფრთხო და დაძაბუნა თურქთა მხედრობა. ცხენები გააბრუნეს და ნაპირისაკენ გაიქცნენ.

განახევრებული ჯარით ბრძოლის გაგრძელება სახიფათო ჩათვალა მალაჩიმ. თვითონაც ცხენი გააბრუნა და ლეკებიც გაიყოლია.

ერეკლემაც გამოაბრუნა ჯარი: საშიში იყო, ვინადგან გაქცეულები დაასწრებდნენ ხმელეთიდან ტყვიის დაშენას.

ორივე ჯარი ჩასაფრდა და ჩამკვიდრდა ორივე მხარეს

კარგა ხანს გაგრძელდა „თოფთა ცემა ამიერ და იმიერ“.

ერეკლე ხედავდა, როგორ დიდდებოდა არაგვი. ცოტაც კიდევ და შეუძლებელი იქნებოდა მისი გადალახვა.

არადა, ვაითუ აიყარნენ და წავიდნენ მტერნი უვნებლად და ხელდაურევლად.

თოფის სროლაც შეთხელდა დასავლის მხრიდან, მერე სულ შეწყდა. ჩანდა, მალაჩის ტყვია-წამალი შემოელია.

წამოიჭრა და ცხენს მოახტა ერეკლე, მათრახი უჭირა ცხენს, მდინარეში გადაეშვა და — „მომყევითო!“ — დაუგდო ჯარს.

„ხოლო მხილველთა სპათა არღარა ჰრიდეს საშინელებასა წყალთასა“ და ისინიც გადაცვივდნენ აზვირთებულ არაგვის წყალში.

გაირინდა და გაქვავდა მალაჩის ბანაკი.

ჭკვიანი იყო ლეკი: ასე სჯობდა — ხმელეთზე დაუცდიდნენ მდინარესთან ბრძოლით დაღლილ-დაქანცულ მტერს.

გააღწიეს და გასდგეს ფეხი ქართველებმა მდინარის ნაპირს და მაშინვე წამოასია მალაჩიმ ლეკთა და ოსმალთა ჯარები.

„და იქმნა ბრძოლა უძლიერესი“.

იაზრა ერეკლემ: ვერ გაუძლებდა მისი მცირერიცხოვანი და დაქანცული ლაშქარი, თუ ამ მუსლიმანურ ურჩხულს, რასაც ლეკთა და ურუმთა მხედრობა ერქვა, დროზე თავს არ გააგდებინებდა.

დიახ, ბრძოლის ბედი უნდა გადაეწყვიტა ბელადთა შერკინებას.

და, აჰა, ძებნა აღარ დასჭირვებია ერეკლეს.

ელვასავით მოიჭრა მალაჩი.

ელვას ელვა დაუხვდა.

იელვეს თვალებმა.

იელვეს ხმლებმა.

იელვა სისხლმა.

მარტო თავი დაენარცხა დედამიწაზე.

უთავო ტანი უნაგირზე ჩაკეცილი გაიტაცა დამფრთხალმა ცხენმა.

აღარ იყო ქვეყნად მალაჩი — „იმ ჟამის დაღისტნის პირველი ბელადი“...

მალაჩი მოგვიკლესო?!

მეხივით დაუარა ლეკთა და ოსმალთა რიგებს.

ჯადოდაკრულივით ერთსხეულად შებრუნდნენ და გაქანდნენ.

„ჰკა მაგ წუნწკლებსა!“

და გამოედევნა მძლეველი „უძლეველი მალაჩისა“.

მიჰყვნენ გმირ ბატონიშვილს ქართველები.

არაგვიდან ქსანამდე, ქსანადან ოკმამდე სდიეს და კაფეს ლტოლვილი მოსისხლენი ქართველებმა.

„მრავალი მოსწყვიდეს და მრავალი დაიჭირეს“. ~

„რისხვა ღვთისა დასცეს“.

„და რაიცა წარვიდნენ ნაშათნი ოსმალ-ლეკნი“, რუისში მევიდნენ და უსუფ ფაშს აუწყეს მათ თავზე დატრიალებული უბედურების ამბავი.

ის ღამე ვეღარ დაიმაგრა შავი თურქთა სარდალმა, „გარნა ფრიად შიშნეულობის გამო მასვე ღამესა წარივლტო“, ბორჯომის ხეობა ჭენებით აიარა და ძლივს მიიტანა „ჯავრის სენით“ შეპყრობილი სული ახალციხეში.

ერეკლე ბატონიშვილის სახელი ეკერა პირზე ყველას - მტერსაც და მოყვარესაც.

„ვინ იფიქრებდა მალაჩის დამარცხებას?!“

„თვალი ჰქონია საოცარი ერეკლე ბატონიშვილს და თვალით გაუჩხიბავს მალაჩი“.

„მეხის ძალა ჰქონია მკლავში ჭაბუკ უფლისწულს“.

„მარტო მხედარი კი არა, სპასალარიც საოცარი ყოფილა ერეკლე“.

„ბატონიშვილი ერეკლე რომ გენახათ იმ დღესა, ასე ბრძანდებოდა, არათუ ფალავანი, თვარემ ესე ვის შეუძლია სათვისოსა ომსა გარდა, ვითა ისარდლა, შეაბა ჯარი, განუკვირდებოდათ ყოველთა“.

უკვე მღეროდნენ ხალხში.

ერეკლე ბატონიშვილი

განა უბრალო კახია,

საგურამოში ლეკისა

ჯარი მარტომან გახია.

ალი-ხანმა ნადირ შაჰს აცნობა ყოველივე.

ქუდი ჭერს ჰკრა სიხარულით ერანის ხელმწიფემ.

მე ვიცოდე და ჩემმა გაზრდილმა ასეთი სიამოვნებისთვისო, და გამოუგზავნა ერეკლეს ნადირმა „ცხენი ოქროსა აღკაზმულობითა და ხრმალი მძიმედ მოჭედილი“:

 

   

1.1.1.29 ისევ „ქართულობას“ უჯობნია

▲ზევით დაბრუნება


ისევ „ქართულობას“ უჯობნია

და მაშინ მოხდა ყველაზე მთავარი, რაც საგანგებოდ უნდა მიინიშნო, კეთილო მკითხველო:

ნადირ მაჰმა ბრძანა: ამიერიდან ქართლის მეფედ დანიშულია თეიმურაზ მეორე, ხოლო კახეთის მეფედ — ერეკლე თეიმურაზის ძე!

საოცარი და მარად სახსოვარი ის გახლავთ, რომ „ორივე საქართველოს“ ორივე მეფე არის ქრისტიანი და არც ერთი მათგანისგან ერანის მბრძანებელს არ მოუთხოვია განტევება ქრისტიანობისა ანუ „ქართველობისა და მიღება მაჰმადიანნობისა ანუ „თათრობისა“.

ჭკვიანი ხელმწიფე ბრძანდებოდა ნადირ ყაენი: ისტორიასაც კარგად იცნობდა საერთოდ და საქართველოს ისტორიას გამორჩეულად — რა არ სცადეს და როგორ არ სცადეს მისმა წინაპრებმა, ერანის დიდმა თუ მცირე ხელმწიფეებმა, მაგრამ საქართველოს გათათრება ვერ მოახერხეს.

საკითხი ასედაც იდგა: საქართველო ან უნდა გაეთათრებინათ, ან უნდა მოეკლათ, მაგრამ ერთიც და მეორეც შეუძლებელი შეიქნა.

ქართველ ხალხს არ ჰქონდა „უნარი“ არც გადაგვარებისა

და არც სიკვდილისა.

არამედ მისი „მარდიული უნარი“ იყო „მარადიული ქართველობისა“ და „მარადიული უკვდავებისა“.

მხოლოდ ერთ რაიმეს ახერხებდნენ ასე თუ ისე საქართველოს გადაგვარებისა და ამოგდების მოწადინენი: „მბრძანებლობას საქრთველოზე“ ჟამ-ჟამეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, იალ-კიალად.

მაგრამ ესეც იყო მარად ნიშანდობლივი: რამდენიც არ უნდა „იმბრძანებლო“, იგი მანიც არის „თავისთვის საქართველო“, თავის „მარადიული ფერუცვლელობით“. ამდენად ამნაირი „მბრძანებლობა საქართველოზე“ არის ყოველთვის პირობითი, უფესვო, უნიადაგო და წარმავალი.

ესეც საცნაური გახდა ბოლოს და ბოლოს: ქართველობას კიდევ უარესად აღიზიანებს თათარი და გათათრებული მბრძანებლის დანიშვნა. ქრისტიანი თეიმურაზი და ერეკლე უფრო „ამშვენებენ“ ქართულ მიწა-წყალს, ვიდრე ეს უამრავი მუსლიმი და გამუსლიმებული „ხანი“ და „ბეგი“...

ქართველთა თვალში გარეგნულ სახესაც ძალიან დიდი ფასი ჰქონია: ოღონდ ერქვას „ქრისტიანი“, ოღონდ ერქვას „ქართველი“.

მოკვდება შიმშილით, დაიხრჩვება წყურვილით, ჩაირღვნება წყალში, ჩაიწვება ცეცხლში — ოღონდ ცოცხალის თავით არ დაგანებებს ქართულ სინდისს, ქართულ ენას, ქართულ სუფრას, ქართულ ტირილს, ქართულ სიმღერას...

და ასე გადაწყვიტა ერანის დიდმა ხელმწიფემ: დაე, იყვნენ ქართლისა და კახეთის მეფენი რჯულშეუცვლელი და სინდისშეუცვლელი ქვეშევრდომნი.

ასე სჯობია — საქართველში „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეიცვალოს „ზემოდან“, ვიდრე ამას თვითონ ქართველები მოახდენენ „ქვემოდან“ (როგორც მოუხდენიათ მრავალგზის).

მაშ, დგას 1744 წლის ივლისი.

გამოვლინება ქართველი ხალხის ასორმოცდაათწლიანი სამამულო ბრძოლებისა — ქართული სამეფოების სათავეში დგანან „რჯულშეუცვლელი“ ქრისტიანი მეფენი.

130-ე წელიწადი გასულა 1614 წლიდან, როცა მეფე ლუარსაბ მეორე, ვითარცა „უკანასკნელი ქრისტიანი მეფე“, შაჰ აბასმა წაიყვანა (სასიკვდილოდ წაიყვანა) საქართველოდან. მას შემდგომ „გათათრებული“ ქართველები განაგებდნენ აღმოსავლეთ „საქართველოებს“.

და ახლა, 1744 წელს, 130 წლის შემდგომ, ისევ ქრისტიანი ქართველი მეფენი: ქართლს — მეფე თეიმურაზ მეორე, კახეთს — მეფე ერეკლე მეორე.

ერთგული ყმა და კარისკაცი იბრეიმ-ბეგი გამოეგზავნა ნადირ შაჰს. იმან ჩამოუტანა ხელმწიფის რაყამნი თეიმურაზს და ერეკლეს. ჯამაგირიც ენიშნებოდათ მეფეებს — თეიმურაზს ორი ათასი თუმანი, ერეკლეს ათას ოთხასი თუმანი.

ალი-ხანს ქართლის დროშა ჩამოართვა იბრეიმ-ბეგმა და თეიმურაზს გადასცა.

და „იყო სიხარული ქართლსა და კახეთს, სიხარული უზომო“.

9 ივლისს შევიდა თეიმურაზი ტფილისს, ვითარცა მფე ქართლისა და „მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფეინდაზი მძიმე ლართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო, ავლაბრით ალყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით, იყო სამი დღე და ღამე გაუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი“.

„რა მეფე ვახტანგ ქართლით წაბრძანებულიყო 20 წელი გადევლო და მემკვიდრე მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შემჭირვება დაავიწყდათ ქართველთა“.

ასევე დიდის ზეიმით „იქმნა მეფედ კახეთისად მეფე ერეკლე, დაიდვეს ნადიმი და დასხდნენ მეჯლიშად მეფენი ქართლისა და კახეთისანი“.

ჭეშმარიტად — ჰქონდათ საზეიმო, სანადიმო, სალაღობო და სასიხარულო ქართველებს!

 

   

1.1.1.30 საქვეყნოც... საოჯახოც…

▲ზევით დაბრუნება


საქვეყნოც... საოჯახოც…

იმავე 1744 წელს ნადირ შაჰი აბოცს მოვიდა.

ჩაეგებნენ თეიმურაზი, თამარ დედოფალი და ერეკლე.

აბოციდან ბორჩალუ გამოიარეს, დებედას ნაპირები მოიხილეს და გოგთაფას დადგნენ რამდენიმე დღე.

შეუჩნდა თეიმურაზი ნადირს და ქართლის სახარკო გამოსაღების ნახევარზე ხელი ააღებინა.

ეს დიდი სიკეთე იყო სპარსული გადასახადებით წელში გაწყვეტილი ქართლელი მოსახლეობისათვის.

მეორე თხოვნა ეს აღავლინეს მეფე-დედოფალმა და მათმა ძემ: უბედური, თვალებდათხრილი შანშე ერისთავი და მისი სახლეული გამოუშვი ხორასნის ტყვეობიდანო.

ყაენი ამაზეც დათანხმდა და „მიუწერა განთავისუფლებისა და გამოტევებისა“ წამებული ერისთავისა და მისიანებისა.

იმ დღეთა სიხარული მაინც ჩაუმწარდათ მეფე-დედოფალს.

ვიღაც ტარიელ თაზიშვილმა „ერთის უბრალო მიზეზისათვის ზურგიდან სატევრის დაკვრით მოჰკლა საქართველოს კათალიკოსი ნიკოლოზი.

ხალხი მკვლელს დაედევნა. მკვლელმა რიყეს ჩაასწრო, მაგრამ სატივეზე წამოეწივნენ და ქვის ცემით „განტვინეს“.

ნიკოლოზის ცხედარი მცხეთის სვეტიცხოველში დაკრძალეს.

კათალიკოსობა ისევ ანტონ იესეს ძეს სთხოვეს.

ისევ იუარა ახალგაზრდა ასკეტმა.

მაგრამ აღარ მოეშვა თამარ დედოფალი „ჯიუტ ბიძაშვილს“, — დაითანხმა, აკურთხეს მცხეთას და ასე დაიწყო კათალიკოსობა სახელოვანი ანტონ პირველისა.

საქართველოს ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ოცდაოთხი წლისა იყო.

ერან-თურქეთის ომი ისევ მძვინვარებდა.

ნადირ შაჰი „ყარსის ციხეს ადგა და იყო ყოველ დღე ორი საშინელი და ხოცდნენ ყიზილბაშნი ურუმთა, ვითა კატა“. სპარსელებმა ყაენის ბრძანებით, ყარსის გარემონი და არუმის მხარე სულ მოაოხრეს და მოსპეს. ყარსი ალყაში მოაქციეს და წყალი დაუწყვიტეს. „ციხესა მყოფნი თითოს ფალას წყალს თითოს ფლურად ვერა შოულობდნენ“. თურქი მეზარბაზნეები სროლით ყელგაცხელებულ ზარბაზნებს ვეღარ აგრილებდნენ და ვეღარც აყეფებდნენ“. ათასი ლეკი ჯამაგირზე ჰყავდათ თურქებს, ათასივე გამოეპარათ ერთ ღამეს.

ვერც სპარსელებმა შეიტყვეს ლეკების გამოძრომა მათი ალყიდან. ხოლო, როცა გაიგეს, ნადირ ყაენმა თეიმურაზს შემოუთვალა: „ლეკის ჯარი გამოგვეპარაო და ჩემი ერთგულობა ახლა გაგიჩნდებაო, მაგათ დაუმარცხებელს ნუ გაუშვებო; და მათკენ რაც ჩვენებური ჯარები იყოს, ისინიც თან იახელიო“.

თეიმურაზმა შიკრიკები აფრინა აჯი-ხანთან, ალი-ხანთან და აშურხანთან: ხელმწიფის ბრძანებით ლეკებზე მივდივარ და თქვენც მომეშველეთ თქვენის ჯარებითო.

თვითონ მეფე მარტყოფს მივიდა ხუთასი ქართველი მხედრით და იქ დაელოდა ყიზილბაშ ხანებს.

ხანები კი არ მოდიოდნენ.

მზვერავებმაც ვერაფერი შეატყობინეს თეიმურაზს ლეკების სამოძრაო გზებისა და გეზისა.

ნაშუადღევს ანაზდაითად მოიჭრა ლეკთა ჯარი.

წამოიშალნენ, აიმართნენ და ამხედრდნენ ქართველები და „ შეუტიეს“ მრისხანედ.

თვითონ თეიმურაზი, „ვითა ლომი ეგრე მიესივა, ბატონს ჯარი ცოტა ჰყავდა... მაგრამ არაოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი“.

იძლივნენ და გაიქცნენ ლეკნი.

გზა მოუჭრეს ქართველებმა და ასწყვიტეს ყველა.

„ერთი შამხილის სახლის კაცი ცოცხალი დაიჭირეს“.

ლეკთა დაკვეთილი თავები თეიმურაზმა ლუარსაბ თარხანს ჩააბარა და ნადირ შაჰთან გაგზავნა.

ნადირმა ისევ გაიხარა ქართველი მეფის გმირობით და ერთგულებით. თარხან ლუარსაბს სამახარობლოდ ხალათი და „თეთრი“ (ვერცხლის ფული) უბოძა. თეიმურაზს კი გამოუგზავნა „ხალათი, ცხენი მძიმედ შეკაზმული და რაყამი დიდის წყალობისა“.

აჯი-ხანს, ალი-ხანს და აშურ-ხანს წყრომის წერილი გამოუგზავნა ყაენმა: როგორ გაბედეთ, თეიმურაზს ბრძანება არ შეუსრულეთ და ჯარებით არ მიეშველეთო!

თავი ძლივს გაიმართლეს ყიზილბაშმა სარდლებმა: თეიმურაზის ბრძანებაც შევისმინეთ, მისაშველებლადაც წავედით, მაგრამ ბრძოლას ვეღარ მივუსწარითო.

ეს ამბებიც 1744 წელს მოხდა.

ნადირ ყაენისათვის მთავარი მაინც „ამილახორიანთა აჯანყების“ მოსპობა იყო და თეიმურაზსაც სწორედ ეს ევალებოდა უწინარესად ყოვლისა: გივი ამილახორი ან შემოერიგებანა, ან გაენადგურებია.

გივი სურამში იდგა მაშინ.

თეიმურაზმა მოციქულები გაუგზავნა — ვახუშტი აბაშიძე და თარხან ლუარსაბი.

(მკითხველი ნუ დაივიწყებს — ვახუშტი აბაშიძე თეიმურაზის ქვისლი იყო. მას ცოლად ჰყავდა თამარ დედოფლის უმცროსი და ანუკა).

ვახუშტი და ლუარსაბი გივის ეწვივნენ და მოახსენეს თეიმურაზის დანაბარები: თავდები ვარ, ერანის ხელმწიფე ყოველივეს გაპატიებს, დიდ წყალობასაც მოგაგებს, ოღონდ მოდი და შემოგვირიგდიო.

ისევ უარი შემოთვალა ამილახორმა. - თეიმურაზმა აჯანყებული თავადის პასუხის გადახარშვაც“ ვერ მოასწრო, რომ თელავიდან ამბავი მოვიდა „საზარელი და ყოველთა შესაწუხარი: მეფის ერეკლეს მეუღლე, დედოფალი კახეთისა, ქეთევან დამარცხებულიყო“.

სასწრაფოდ გაეშურნენ თეიმურაზი და თამარი ქართლელ წარჩინებულთა ასაბიით.

ალავერდის ტაძარში დაკრძალეს დიდი გლოვა-გოდებით დედოფალი ქეთევან, ასული ვახტანგ ორბელიან-ყაფლანიშვილისა, მეუღლე მეფე ერეკლე მეორისა. - ქეთევანისგან ერეკლეს დარჩა სამი შვილი — რუსუდანი, ვახტანგი და სახელით უცნობი ბავშვი.

 

   

1.1.1.31 დაცემა გივი ამილახორისა

▲ზევით დაბრუნება


დაცემა გივი ამილახორისა

1744 წლის ნოემბერში ნაადრევი, მძიმე ზამთარი დადგა.

ყარსთან მდგარ სპარსულ ჯარებს ყინვამ მოუჭირა. ვეღარ გაუძლეს, აიყარნენ, ახალქალაქს მოვიდნენ და იქ დაეყარნენ.

ნადირ შაჰმა თეიმურაზი, თამარი და ერეკლე მიიწვია ჯავახეთს. იქვე გაიძახა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი და ქვემო ქართლის სპასპეტი ქაიხოსრო ორბელიანი.

„მხიარულისა პირითა“ და დიდი პატივით შეხვდა ყაენი „ძვირფას სტუმრებს“. გული არავის დასწყვიტა, ყველა და ასაჩუქრა, მაგრამ გამორჩევით თამარი „მოიკითხა ტკბილად და უბოძა ბატონს დედოფალს ხალათი მძიმე, თეთრ ინამად - საკადრად თვისად“, „პირველ სტუმრად“ დაისვა სათაყვ ქალი, დიდი ვახტანგ მეექვსის ასული, ქართლის ტახტის „კანონიერი მემკვიდრე“ (ისევ ბაქარ ვახტანგის ძის „საკბენად“).

სულ მოიარა ნადირ ყაენმა ქართველთა თანხლებით ჯავახეთი, აბოცი, ტაშირი, ლორე, აღჯაყალა და ყაზახი.

გამოთხოვების ჟამი რომ დადგა და ახალი საბოძვარი გასცა, ნადირმა თეიმურაზს მხარზე ხელი მოხვია და უთხრა: „ვითა შვილი ჩემი, ეგრე გიყურებ და იცოდე, მარტო ქართლი ბორჩალუთი და ყაზახითა არ მიმაჩნია შენს საკმარისად; მალე სხვა ქვეყნების მოიმედეც იყავი!“

თავი დაუკრა და მადლი მოახსენა თეიმურაზმა.

იაზრა თანაც: ალბათ, რაიმე ახალ დავალებას მაძლევს ყაენიო.

თითქოს ნაფიქრალს მიუხვდა ნადირი, მაშინვე შეაგება: ისევ გივი ამილახორისა გაარიგეო, ან შემომარიგე, ან მოთხარე და მომასვენეო!

იქვე მდგარ ყიზილბაშ სარდლებს მიუბრუნდა, ერთს დაადგა თვალი და უბრძანა:

„ალი მარდან-ხან, ოთხი ათასი მეომრით ეახლები მეფე თეიმურაზს და ილაშქრებთ გივი ამილახორზე. გახსოვდეს, რაც თეიმურაზ მეფემ გიბრძანოს, იმ ბრძანების მორჩილი იყავ!“

გამოეთხოვენ ქართველები ყაენს.

წამოჰყვა თეიმურაზს ალი მარდან-ხანი ოთხი ათასი ყიზილბაშით და „მორჩილებენ მეფეს ჯარი ყიზილბაშისა და ეშიშვოდენ, ვითა ყმანი მისნი“.

1744 წლის 3 დეკემბერს თეიმურაზ მეფე ქართლელთა და ყიზილბაშთა ჯარებით მიადგა სურამს.

გამოუშვა თავისიანები გივი ამილახორმა და შეატაკა მომხდურებს. მაგრამ დამარცხდნენ და ისევ შეიკეტნენ სურამის კედლებში მეციხოვნენი.

ციხისგან მოშორებით დაიბანაკა თეიმურაზმა. სანგრები გაათხრევინა და ჩაასაგრა ჯარები. შეუკრა გზები სურამს, ყოველი „მისაქციელ-მოსაქციელი“.

მოციქულები გაუგზავნა ზემო ქართლის თავადებს, სანამ გვიან არ არის, მოდით და შემირიგდითო. უმრავლესობამ შეისმინა და მოვიდა თეიმურაზთან. ყველამ მიიღო „ინამად თეთრი და ჯამაგირი“.

ახალდაბის ციხეში გივის ძმა დიმიტრი ამილახორი იყო გამაგრებული. დიმიტრის ცოლად ჰყავდა ყაფლან ორბელიანის ასული, და თეიმურაზმაც გაუგზავნა სიძეს სიმამრი: ჩვენსკენ გადმოხვალ — საამილახოროც შენი იქნება და დიდი წყალობაცო, არ გადმოხვალ და — სასტიკ სასჯელს ვერ გაექცევიო.

„ვითაც ორბელიანთ წესი არის ბატონის ერთგულობა და სამსახურის ბეჯითობა — ყაფლან ორბელიანიც აგრე გულსმოდგინებით გაისარჯა და მიადგა სიძეს მეფის ბრძანებით.

ადვილად დათანხმდა დიმიტრი ამილახორი მეფის დანაპირებს. ციხეც ჩააბარა და თვითონაც თეიმურაზს ჩაბარდა.

თეიმურაზმაც შეასრულა სიტყვა: გამოსწირა რაყამნი ნადირ ყაენს და მისცა დიმიტრის საამილახოროს მბრძანებლობა, ძვირფასი ხალათი და ჯამაგირად ორმოცდაათი თუმანი.

ახალდაბის დაკარგვით ახალციხისა და ოსმალეთის გზები მოეჭრა გივი ამილახორს.

რამდენჯერმე კიდევ შეუგზავნა მოციქული მეფემ გივის და „გამოეპატიჟა გამოსვლასა ციხიდამ“. მაგრამ მაინც უარზე იდგა ამაყი თავადი. მაგრად იდგა, „ცოტა რამ ლეკიც ჰყავდა. ციხეში და ციხეც კარგად დაწყობილი ჰქონდათ სანოვაგითა და მრავლითა და ჯაბახანითა ფრიადითა.

მტკიცედ იდგა სურამის ციხე.

„იყო დღე და ღამ სროლა ზარბაზანთა და ყუმბარათა, რომე (კომლისაგან ციხე აღარა ჩნდის: აგრევ ესროდენ ციხიდამ ზარბაზანთა“.

ყოველ ღამით ხუთასკაციან ყარაულს ცვლიდა თეიმურაზი სურამის გზების შესაკრავად — „რომ ციხიდამ არავინ გაპარვოდათ“.

კიდევ ერთი სიმაგრე შემოსდგომოდა სურამს „მცირე ძმად“ — კეხვის ციხე. იქ ბრმა სარიდან ერისთავი ჩასდგომოდა სათავეში აჯანყებულთა ციხიონს.

თეიმურაზმა ამირინდო ამილახორი და ზურაბ მეითარი გაგზავნა ჯარით კეხვის დასაუფლებლად.

ოთხი თვე დღეღამსწორებით ამაოდ მიჰქონდათ იერიშები ხელმწიფის სარდლებს კეხვის ციხეზე.

ყაფლან ორბელიანი მიაშველა მეფემ, საბარათაშვილის ჯარით.

უწყვეტელი ცეცხლი გაუხსნეს ბარათაშვილებმა ზარბაზნებიდან და ჯაზაირებიდან გაძალიანებულ ციხეს.

ბოლოს და ბოლოს „შეწუხდნენ მყოფნი ციხისანი“.

მოციქული გამოგზავნა უსინათლო სარიდან ერისთავმა: სარდალი ქაიხოსრო მოვიდეს, იმას მოვენდობი და გამოვალო“.

მაშინვე გაგზავნა თეიმურაზმა ქაიხოსრო ორბელიანი.

გამოჰყვა ქაიხოსროს სარიდანი, ეახლა მეფეს, მიართვა კეხვის ციხის გასაღები და შეჰფიცა ერთგულება „კუბოს ფიცრამდე“.

ისევ გასცა წყალობა თეიმურაზმა.

სურამი მარტო დარჩა.

მასთან მარტოსულად დარჩენილიყო გივი ამილახორი.

მაინც „არ ჰქონდათ ციხის აღების იმედი“ მოალყეებს.

დამდგარიყო 1745 წელი.

ნადირ შაჰსაც დაელია გული ამდენი ლოდინით და ერთჯერ კიდევ იკადრა დათმობა. გამოგზავნა თავისი ერთგული უსეინბეგი რაყამით: მაინც მიპატიებია ყოველი შეცოდებანი გივი ამილახორისათვის, ოღონდ მოვიდეს და შემირიგდესო.

შეუგზავნეს სურამში გივის ყაენის რაყამი.

როგორც იქნა, გამოსწირა „საიმედო სიტყვა“ გივიმ: „მეფე თეიმურაზი მობრძანდეს, სიტყვა მაქვს, მოვახსენებ და გამოვალ მისი ბრძანებითო“.

ციხის ახლოს კარავი დაადგმევინა თეიმურაზმა და ამილახორს შემოუთვალა, მობრძანდიო. თვითონ კარავში შევიდა და დაელოდა.

ამილახორიც მოვიდა და შევიდა. შეხვდნენ, დასხდნენ და გააბეს მუსაიფი.

ძელ-ჭეშმარიტზე შეჰფიცა ამილახორმა თეიმურაზს: არასოდეს შენს ორგულობას გულშიც არ გავივლებო.

თეიმურაზმა „უბოძა ხალათი მძიმე და დაპირდა დიდსა წყალობასა“.

მაგრამ ნადირ შაჰი?

ისევ აჭოჭმანდა გივი ამილახორი.

და ბოლოს, როგორც იქნა, გამოსწირა:

„მე თქვენი სარწმუნო დიახაც ვარ, მაგრამ ყაენისგან მაინც ერთი ისეთი რაყამი მომიტანე, რომ ჩემი გული შესჯერდეს და ციხესაც მაშინვე მოგართმევო“.

დათანხმდა თეიმურაზი.

ჯარი ახლოს იდგა და შეეძლო... მაგრამ მუხანათობა არ შეეძლო თეიმურაზს და დათანხმდა.

რევაზ ამილახორი გამოიძახა, გივის მოთხოვნა გააცნო და ნადირ შაჰთან აფრინა.

გივი ამილახორი თეიმურაზს დაემშვიდობა, კარვიდან გამოვიდა და სურამს დაბრუნდა არხეინად.

ბრძოლა შეწყდა.

ორივე მხარე მოუთმენლად ელოდა ყაენის პასუხს.

გუშინდელი მტრები და მოსისხარნი — მოალყენი და ალყაში ჩავარდნილნი — ერთმანეთში მიმოდიოდნენ, ვაჭრობდნენ, საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, პურს ტეხდნენ.

რევაზ ამილახორიც გამოჩნდა ნადირ შაჰის რაყამით და ფიცით გივი ამილახორისადმი: „შენი დანაშაული და სისხლი ჩვენის სიმაღლისა და განძლიერების მდომებელის თეიმურაზისათვის გვიპატივებიაო“.

გივის ეს „უეჭველი რაყამიც“ შეუგზავნეს და იმანაც წაიკითხა, მაგრამ მაინც არ ენდო და არ გამოვიდა ციხიდან.

თეიმურაზს უკვე ნაღმები ჩაელაგებინა სურამის გარესაძირკვლებში.

ამილახორმა მეომრები ჩამოგზავნა იმ ნაღმების ამოსაყრელად.

გარისხებულმა მეფემ იერიში უბრძანა ჯარს.

გარეთ გამოსული მეციხოვნენი უკუიქცნენ. ერთი კაცი მოუკლეს ამილახორს, დანარჩენებმა შეასწრეს ციხეში.

ისევ ატყდა სროლა შიგნიდან და გარედან. ისევ ჩაინთქა კვამლში სურამი. გახურდა ომი, „ფიცხელი უმეტეს პირველისა“.

ერეკლე მეფე მოვიდა სურამს. მამას ეახლა და ქორწინების თაობაზე გაუბა სიტყვა.

ერეკლეს დეიდა, ანუკა, ვახუშტი აბაშიძის მეუღლე, ურიგებდა თავის მაზლიშვილს ანას, ზაალ აბაშიძის ასულს.

ანა იყო „ქალი მშვენიერი და შემკული ყოვლითა ბრწყინვალებითა“.

იმერეთიდან ქვიშხეთს გადმოეყვანათ ანა, ბიძა-ბიცოლას ოჯახში.

თეიმურაზმა ჯარი საომარ მდგომარეობაში დატოვა და თვითონ შვილს წაჰყვა ქვიშხეთში.

ერეკლემ და ანამ ჯვარი დაიწერეს, . თეიმურაზი სურამს მიბრუნდა და ისევ „იყო სროლა მუდამისად ყუნბარათა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყვის“.

კიდევ სამგან ჩაუგდეს ნაღმი თეიმურაზის „მენაღმებმა“ სურამის ციხეს.

ისევ აფრინეს ჩაფარი შაჰ ნადირთან და შეატყობინეს ამილახორისგან პირის გატეხა, უნდობლობა და ციხის ხელახალი გამაგრება.

მოელოდნენ ხელმწიფის რისხვას, მაგრამ თეიმურაზ „მაინც სხვა“ იყო ნადირ ყაენისათვის. ისევ მოუვიდა წყალობის რაყამი ქართველ მეფეს ერანელი მბრძანებლისაგან: „რაც გინდოდეს და გჭიროდეს, ჩემი ხაზინა დახარჯე, ყველა შენგან ეხთბარი გვაქვსო“.

რაყამთან ერთად, სამი „დიდი კაცი“ კიდევ გამოეგზავნა შაჰს „თავისის დასტებით“ და თან ეს დაებარებინა მკაცრად იცოდეთ, თეიმურაზს ისე დაემორჩილეთ და იმის ბრძანების მაყურებელნი იყავით, როგორც მე დამემორჩილებოდითო!

ერთი მხატვარიც გამოეგზავნა შაჰ ნადირს: სურამის ციხე გადმომიხატე და ჩამომიტანეო.

დახატა და ჩაუტანა სურამის ციხის სურათი მხატვარმა. ატრიალა, ათვალიერა და ჩხრიკა ნადირმა და ბოლოს ასეთი ბრძანება აფრინა თეიმურაზის ბანაკში:

„მაგ ციხეს ირგვლივ ასეთი გალავანი შემოავლევითო, რომ კაცს გარდასვლა არ შეეძლოსო და გარს ამ გალავანს ჯარი მოუყენეთო და თქვენ გამოეცალენითო, ხოლო ეგ ამილახორი სანამდის იყოს, იყოსო, რამეთუ მერე თითონვე შემოიხვეწიოსო“.

ასედაც მოიქცნენ. მაღალ, აუწვდენელ გალავანში მოაქციეს სურამის ციხე. გალავნის გასწვრივ ჯარი ჩაარიგეს სადარაჯოდ.

სიკვდილის ჩრდილი გადაეფოფრა სურამს.

ახალციხის ახალ ფაშას, ისაყს, წერილი გამოეგზავნაგი. გივი ამილახორისათვის: მტკიცედ იყავი, სულ მალე წამოვალ დასახმარებლადო.

მაგრამ ეს წერილი გივის აღარ მისვლია. იგი ქაიხოსრო ავალიშვილს ჩავარდნოდა ხელში და იმან თეიმურა მეფეს მოართვა.

თეიმურაზს წინასწარ რევაზ ამილახორი და პეტრე ავალიშვილი გაეგზავნა ახალციხის გზების შესაკრავად. ახლა კიდევ საამ და პაპუა ბარათაშვილები გაგზავნა ქვემო ქართლის ჯარით ბორჯომის ხეობაში.

ფარსადანა ციციშვილი გუჯარეთის გზების დასაკეტად წარგზავნა თეიმურაზმა.

„მენაღმეებიც“ აამოქმედა მეფემ.

და „მისცეს სურამის ციხეს ერთი ნაღმი და ვერა ავნო რა, მისცეს მეორე ნაღმი და ციხის ნახევარი სულ დაანგრია, ბევრიც ავნო მყოფთა ციხისათა“.

გატყდა გივი ამილახორი.

ესეც შეეტყო იმჟამად თავადს: ბაქარს სამუდამოდ უარი ეთქვა ქართლის ტახტის დაბრუნებაზე. რომ წავიდე, რას გავაკეთებ, ბრძოლასაც წავაგებ და სამშობლოსაც ზიანის მეტს ვერაფერს ვარგებო, უთქვამს თავისი „უკანასკნელი სიტყვა“ ვახტანგის ძეს....

დიახ, გატყდა გივი ამილახორი და ღაღადისად გადმოაგდო ციხიდან:

„ბატონი დედოფალი მობრძანდეს და იმას მოვენდობითო!

შეატყობინა ტფილისში თეიმურაზმა მეუღლე-დედოფალს ამილახორის თხოვნა.

მაშინვე „წაბრძანდა დედოფალი თამარ და მიბრძანდა სურამს“.

„მაშინვე გამოვიდა ამილახორი გივი და ეახლა ბატონ დედოფალს“.

ძელი-ჭეშმარიტი შემოასვენეს.

ამილახორი მუხლებზე დაეცა, პირჯვარი ისახა, ჯვარს ეამბორა, მას უკან დედოფალს კალთა დაუკოცნა და ფიცით შეჰღაღადა: არასოდეს თქვენი მოღალატე არცა ვყოფილვარ და არცა ვიქნებიო.

თეიმურაზიც შემოსულიყო და დამდგარიყო მეუღლის გვერდით.

და ქართლის მეფე-დედოფალმა მისცა სიტყვა გივი ამილახორს:

„თავდები ვართ, არცა წახდენითა და არცა სიკვდილითა არა დაგიშავდეს-რა!“

ისევ დაიმუხლისთავა ამილახორმა და მიართვა დედოფალს კლიტენი სურამის ციხისანი.

წამოვიდა თამარ დედოფალი ტფილისს და წამოიყვანა გივი ამილახორი.

თეიმურაზმა სურამი ჩაიბარა და ქაიხოსრო ორბელიანი ნადირ შაჰთან გაგზავნა: ამილახორი შევირიგეთო და სურამი დავიჭირეთო. თან ამილახორის დანაშაულთა პატიებას ითხოვდა ქართველთა მეფე.

აღტაცებაში მოვიდა ყაენი.

ერანელთა ჯარების წინაშე აქო, ადიდა თეიმურაზი „და დაპირდა ფრიადსა წყალობასა“.

ქაიხოსრო ორბელიანს სამახარობლოდ უბოძა „ხალათი, ხუთასი თუმანი თეთრი და ხმალი უცხოდ მურასად გაკეთებული“.

ბოლოს, ასეთი რაყამი გამოატანა თეიმურაზ მეფესთან შაჰმა ქაიხოსროს: „ამილახორი თავისის საქონლით შენთვის გვიბოძებიაო და მაგის სისხლიც შენთვის გვიპატივებიაო“.

სიხარულმა მოიცვა სამეფო სასახლე. მეფესა და დედოფალს სიტყვა არ გაუმტყუნდათ გივი ამილახორთან.

გახარებულმა თეიმურაზმა ქაიხოსრო უხვად დააჯილდოვა და „დაიდო ნადიმი, ნახა ლხინი უზომო, გასცა საბოძვარი უშურველი“.

ხოლო გივი ამილახორს სახლთუხუცესობა მიუძღვნეს მეფემ და დედოფალმა.

 

   

1.1.1.32 „ამილახორული შიშის“ გამო

▲ზევით დაბრუნება


„ამილახორული შიშის“ გამო

მაინც ვერ იქნა და ვერ დაასვენა ნადირ შაჰმა „ამილახორული შიშისაგან“. რაკი ამილახორი და მისი ცხენი ფეხზე იდგნენ, ეტყობა, ტკბილად ვერ დაისვენებდა მსოფლიო მბრძანებელი.

ორი თვე ძლივს შესრულდა „შერიგებიდან“ და მოვიდა შაჰის ბრძანება საქართველოში: ამილახორის ციხეები დააქციეთო სასწრაფოდ.

თეიმურაზმა ამირინდო ამილახორი გაგზავნა და სურამისა და კეხვის ციხენი დაანგრევინა.

ერთი კვირის თავზე სპარსეთიდან ორი ხანი ჩამოვიდა ტფილისს მეფე-დედოფალს ეწვივნენ და ყაენის ბრძანება მოახსენეს, მკაცრი და სიტყვაშეუქცევარი: გივი ამილახორი უნდა შეიპყროთ და სპარსეთს წასაყვანად მოამზადოთო.

უსაზღვროდ შეწუხდნენ თეიმურაზ მეფე და თამარ დედოფალი. ცალკე გივი ამილახორი ენანებოდათ, ცალკე ნაფიცარი სიტყვის გაცუდებისა რცხვენოდათ. ტყუილი გამოდგა მეფე-დედოფლის დაპირება: „თავდები ვართ, არცა წახდენითა და არცა სიკვდილითა არა დაგიშავდეს-რაო“.

მაგრამ რა გაეწყობოდა, — შაჰ ნადირი „ასეთი მძლავრი ხელმწიფე იყო, რომ იმისი წინააღმდეგი არ იქნებოდა რა“.

მაინც ეს უთხრა თამარ დედოფალმა ნადირ შაჰის ხანებს: ჩვენ შაჰის მოთხოვნაზე უარის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ვერც ამილახორს გავცემთ, რამეთუ მისი უვნებლობა ჯვარზე მაქვს შეფიცულიო; ამიტომ თქვენ თვითონ მიდით ამილახორთან და პირადად უთხარით თქვენი სათქმელიო.

სპარსელებიც ადგნენ და ეახლნენ ამილახორს.

გივი სტუმრებს სპარსეთში შეხვედროდა, იცნობდა და დიდის პატივით შეეგება „ძველს ნაცნობებსა და მეგობრებს“.

უცებ სპარსელმა ხანებმა ხმამაღალი ტირილი მორთეს, გაშტერებულ ამილახორს აქეთ-იქით ამოუდგნენ, ცერა თითებში ხელი წაავლეს და ვაი-ვუის ძახილით მოახსენეს ყაენის ბრძანება.

(სპარსთა ჩვეულება იყო ასეთი — ტირილით და ცერებზე ხელის წავლებით უნდა ემცნოთ ადამიანისთვის მისი უბედურება).

გივი მაღალღირსეული სიმშვიდით შეხვდა. სიკვდილის მაუწყებელ ამბავს. „შეწუხებულ სტუმრებს ხელები გამოართვა, მკერდზე დაიკრიფა და დინჯად სთქვა: დაე, აღესრულოს დიდებული შაჰის ნება მის ფერხთა მტვერზე, მის უმორჩილეს მონაზეო.

სპარსეთს გამგზავრებამდე ტფილისის „მაღალ ციხეში“ შეიყვანეს ამილახორი და იქ ამყოფეს სამი დღე ღამე.

ციხიდან პატიმარმა წერილი მისწერა თამარ დედოფალს: ფიცი რომ გასტეხე, ეს წყალობა მაინც მიყავ, თვალები ამომთხარე და შაჰს გაუგზავნე, ხოლო მე, თუნდაც ცოცხალმკვდარი, სამშობლოში დამტოვე, რამეთუ მშობელ მიწაში დამიწება მაინც მეღირსოსო.

დიდმა წუხილმა მოიცვა თამარის გული. როგორ თუ ფიცის გამტეხი შევქნილვარ ამილახორის თვალშიო. მაგრამ მე ყველას დავანახვებ ფიცის გატეხვა გულშიდაც რომ არ გამივლია და გამოაცხადა საქვეყნოდ: გივი ამილახორს მე თვითონ გავყვები სპარსეთს და პირადად გამოვთხოვ ყაენს მის შეწყალებასო.

უარი ვერავინ შეუბედა უკიდურესად გულშეძრულ დედოფალს — ვერც მეფემ, ვერც სხვამ სახლეულთაგან და მსახურეულთაგან.

ისევ გივი ამილახორმა დაიხსნა ქართლის სამეფო სახლი სახიფათო უხერხულობიდან: არასგზით არ დავუშვებ დედოფალი მეახლოსო ეგზომ გრძელსა და მძიმე გზაზეო, და თავისი გაიტანა ამაყმა თავადმა: თუ გადარჩენაა, ჩემი სამშობლოს სიყვარული გადამარჩენს, თუ არა და სიკვდილისაგან მაინც ვერავინ დამიხსნისო.

„თავისი კაცნი“ მაინც გააყოლეს თამარმა და თეიმურაზმა გივი ამილახორს — ერეკლეს „მორდალი სოლომან და ყაზახის სულთანი“. ცალკე კიდევ ეშიკააღასბაშ სულხან ორბელიანს თეიმურაზის წერილი მიჰქონდა ყაენთან. წერილში ისევ გივი ამილახორის პატიებისა და შეწყალების თხოვნა ეწერა.

 

   

1.1.1.33 შეხვედრა „შაჰ რაზე“

▲ზევით დაბრუნება


შეხვედრა „შაჰ რაზე“  

სიცხით მუცელგაფატრული მძვინვარე მზე მდუღარეს ასხამს სპარსულ „შაჰ რას“.

საქართველოდან სპარსეთისკენ მიემართება მცირე რაზმი ადამიანებისა.

წინ, უნაგირზე ჩაკრული, მხარმკლავგაკრული ახოვანი კაცი მიუძღვით.

ეს გივი ამილახორია.

სპარსეთს მიჰყავთ — ან მოჰკლავენ, ან თვალებს დასწვავენ…

სპარსეთიდან საქართველოსკენ მოემართება მეორე მცირე რაზმი ადამიანებისა.

წინ, ცხენზე მოშლილად მჯდარი, უსინათლო კაცი მოუძღვით.

ეს შანშე ქსნის ერისთავია.

იგი ხომ სიკვდილს გადაურჩა. მარტო თვალების დათხრა აკმარეს.

ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი, ორი მოსისხლის მოთავეობით.

გივიმ იხილა და იცნო შანშე, — იხილა, ვინადგან ჯერ არ დაეთხარათ მისთვის თვალები.

შანშემ კი ვერ იხილა გივი, — ვერ იხილა, ვინადგან კარგა ხნის დათხრილი ჰქონდა თვალები.

საქართველოდან მიმავალთ არ გაჰკვირვებიათ შანშე ერისთავის გამოჩენა. ყველამ იცოდა, მეფე-დედოფლის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ შაჰს დაბრმავებული შანშე და მისი ძმა, იესე, ხორასნის ტყვეობიდან. ძმა გზაზე მოკვდომოდა შანშეს. მოდიოდა, კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლებისა და მსახურთა თანხლებით.

გივი ამილახორი იდგა და განიგებული მიშტერებოდა გაუბედურებულ მეტოქეს.

გაუბედურებულსო?! თუ ბედნიერს?.. დიახ ბედნიერს ბედნიერს...

„ვინ არიან“? — იკითხა ბრმამ.

გივი ამილახორი მიჰყავთ შეპყრობილი სპარსეთისკენ, — უპასუხეს ბრმას.

გივი ამილახორიო?!

— მაშ, მოჰკითხა ზენაარმა გივი ამილახორს შანშე ერისთავის სისხლისა და გაუბედურებისათვის?!

„გივისთან მიმიყვანეთ“, — უბრძანა მხლებლებს შანშემ.

მიიყვანეს.

„გამარჯობა, ამილახორო! “

„გამარჯვება, ერისთავო! “

„ხელი მომეცი, ამილახორო!“

„ხელს ვერ მოგცემ, ერისთავო!“

„რადა, ამილახორო?“

„ხელები გაკრული მაქვს, ერისთავო!“

„მაშინ, მე, ბრმა, თვითონ მოვნახავ შენს ხელებს, ამილახორო! “

„მადლობელი ვარ, ერისთავო! “

„შენ სტირი, ამილახორო“.

„საიდან მიხვდი, ერისთავო? “

„ჩემს ხელებზე ცვივიან შენი ცრემლები, ამილახორო“.

„შენი ცრემლებიც ცვივიან ჩემს ხელებზე, ერისთავო“.

„შენ რისთვის სტირი, ამილახორო?“.

„შენი უბედურების გამო, ერისთავო“.

„მე კი შენი უბედურების გამო ვსტირი, ამილახორო“.

„ჰო, შენ ჩემზე ბედნიერი ხარ, ვინადგან მაინც საქართველოსკენ მიეშურები, ერისთავო“.

„ჰო, მე სწორედ ბედნიერი ვარ, თუმცაღა ვეღარ ვიხილავ, მაგრამ შევიგრძნობ საქართველოს და მის მიწად გადავიქცევი, ამილახორო“.

„ხოლო, მე... რა მელის იქ, ერისთავო?“

„რა მოგახსენო, ამილახორო! “

„მაინც მითხარი, ერისთავო!“

„გახსოვს ანდაზა, ამილახორო?“

„რომელს გულისხმობ, ერისთავო?“

„წასული ბევრი მინახავს, დაბრუნებული აღარავინ, ამილახორო“.

„იქნებ ღმერთმა დამაბრუნოს, ერისთავო!“.

„ღმერთმა ინებოს, ჩემებრ ცოცხალი მოგაბრუნოს საქართველოში, ამილახორო!“

„მარტო ცოცხალი, ერისთავო?“

„მაშ, კიდევ რაღა, ამილახორო?“

„იქნებ თვალებიც დამინარჩუნოს მაღალმა ღმერთმა, ერისთავო!“

„ამინ, ღმერთმა ინებოს, ამილახორო!“

დიდხანს სტიროდნენ.

სტიროდნენ ერთიმეორის გაუკუღმართებულ წუთისოფელს.

სტიროდნენ მათი სამშობლოს გაუკუღმართებულ ჟამსაბრუნავს.

წრფელი სინანულის ცრემლებმა შეარიგა აქამდე დანასისხლად გადამტერებული ორი ქართველი.

ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაშორდნენ.

„ბედნიერი უსინათლო“ საქართველოსკენ მოისწრაფვოდა.

„უბედური თვალხილული“ ისფაჰანისკენ მილასლასებდა.

რომელიღაც მცირე ქალაქი გაიარეს.

ვიღაც კაცი წამოექციათ და შიშველ ფეხისგულებზე სქელი ჯოხებით უმოწყალოდ სცემდნენ ხარჯთამკრებნი. წარჩინებული კაცი ყოფილა ის კაცი. ვალის გადახდაზე უთქვამს უარი. ყაენის ბრძანებით, ნახევარი მილიონი ქონება წაურთმევიათ. ხარჯთამკრებნი კიდევ ცალკე მოითხოვდნენ „თავისას“. ხოლო, რაკი დაზარალებულს უარი უთქვამს „დამატებით გამოსაღებზე“, ახლა ხარჯთამკრებნი „მათ კუთვნილს“ თვითონ „იღებდნენ. თავის ხელით იმ „ურჩი გადამხდელის“ ფეხისგულებიდან.

უცებ ისეთი ხმით დაჰკივლათ გივი ამილახორმა, უმალვე გაუვარდათ ხელიდან ჯოხები ჯალათებს. მაშინვე ეს იკითხა ამილახორმა. რამდენს ითხოვენ ამ კაცისგან ეს ჯალათებიო. მოახსენეს. უკანასკნელი ქისა ამოიღო და მიუგდო ქართველმა მძარცველებს.

გაოცებამ გამოალენჩა სპარსელები.

ქართველებმა კი უსაყვედურეს გივის: ეგ არ უნდა გექნა, ვინადგან არავინ იცის, სად როგორ დასჭირდება გროშები შენს დღეში ჩავარდნილ კაციშვილსო.

მწარე სიცილით უპასუხა ამილახორმა:

„ეჰ, მეგობრებო, თუ მომკლეს, ფული რაღად დამჭირდება, ხოლო თუ ცოცხალი დავრჩი, მაშინ მე უნდა ვმბრძანებლობდე ფულზე და არა ფული ჩემზე!

წინ გადაუდგა ის დასჯილი კაცი თავის მხსნელს, მუხლებში ჩაუვარდა და მანამ არ მოეშვა, სანამ გვარ-სახელი და ვინაობა არ ათქმევინა.

სპარსეთს მივიდნენ.

გივის გამოჩენამდე, თეიმურაზის წერილი მიართვა სულხან ორბელიანმა ყაენს.

ნადირმა დიდი „სიყვარულით“ წაიკითხა „ძვირფასი თეიმურაზის“ ბარათი.

მაშ, ისევ გივი ამილახორის შეწყალებას და პატიებას „მოითხოვს“ ქართველი მეფე.

აქამდე თეიმურაზის არც ერთ თხოვნაზე არ უთქვამს უარი „სიტყვის ხელმწიფეს“. და რაღა ახლა უნდა უთხრას მაინცდამაინც!

მაგრამ გივი ამილახორის დანახვა აღარ შეუძლია ნადირს.

ბოქაულს ჩააბარეთ და მე თვალით არ დამანახოთ, თორემ მაგის ყოველი ავკაცობა გამახსენდება და უეჭველად შემომაკვდებაო, იყვირა ყაენმა.

ბოქაული „სპარსელი ქართველი“ იყო, „ტომით არღუთიშვილი“ იმასთან დააბინავეს გივი ამილახორი.

ყოველ საღამოს გივისთან ვახშმობდნენ სპარსეთის ეთიმადოვლე (პირველი ვეზირი) და მთავარსარდალი, ორივე „წარმომავლობით ქართველნი“.

ერთხელ ეს უთხრა გივი ამილახორმა თავის ერთგულ აზნაურს სიცილით: ნუღარ გეშინია, ყაენი აღარ მომკლავს, რადგან ეთიმადოვეს ფული ვთხოვე და მასესხა; განა, აქ ვინმე ისე ბრიყვია, სიკვდილმისჯილ კაცს ფული ასესხოს?

ბოლოს ინება ნადირ შაჰმა გივი ამილახორის ნახვა.

აი, დგას იგი ერანის ხელმწიფის წინაშე.

უკანასკნელად დარუბანდში ენახათ ერთმანეთი ხუთი წლის წინათ.

ისეთივე ახოვანი, მძლავრსხეულოვანი, ჭკვიანი და მძვინვარე იერსახით, ოღონდ შფოთიანი წუთისოფლისგან შუბლგადახნული და თმაშევერცხლილი.

ისევ მოხიბლა დიდი ხელმწიფე ქართველი თავადის სიდარბაისლემ, გონებიერმა სიტყვა-პასუხმა, კეთილშობილურმა მიმოხმამ და ნაქცეურობამ.

სიკვდილით დასჯაზე აღარ უფიქრია ნადირს, არც თვალების დათხრაზე.

მხოლოდ ხორასანს გადასახლება მიუსაჯა.

თეიმურაზს კი ასეთი რაყამი გამოუგზავნა ყაენმა:

„ჩემი დოვლათის მონახევრე შენა ხარ და ყოველ-ჟამ ჩემის უხვის მოწყალების მოიმედე იყავ. ამილახორის სისხლი შენთვის მიპატივებია და ცოტა ხნის უკან ისევ შენთანვე გამოვისტუმრებ“.

გაიხარეს დიდად თამარმა და თეიმურაზმა, ჯერ „ამილახორის სისხლის პატივებისთვის და მერე ამისთვის უფრო, რაც რაყამი მოუვიდეს, ამისთანა რაყამი არას ქვეყნის მეპატრონესა და ბეგლარბეგს არ მოუვიდის“.

 

   

1.1.1.34 ,,ქართველი ლუთერის“ მოთავეობით

▲ზევით დაბრუნება


,,ქართველი ლუთერის“ მოთავეობით

გივი ამილახორი რომ ხორასანს გადაასახლა, მეორე დღეს ნადირ შაჰი თურქებთან საომრად გაეშურა ყიზილბაშთა მხედრობით.

ორი დიდი ბრძოლა მოხდა — ალაგიოზის მთის ძირას და მდინარე არფაჩაიზე.

ორივეგან სასტიკად გაანადგურა ნადირმა თურქთა უზარმაზარი არმიები. უამრავი თურქი გაჟლიტეს სპარსელებმა, აურაცხელი ალაფი აიღეს, ოთხმოცი ათასი იანიჩარი ტყვედ აიყვანეს. ბრძოლაში დაიღუპა თვითონ სერასქერი ოსმალთა არმიებისა, დისწული სულთანისა.

ნადირ შაჰის ორივე გამარჯვების გამო თეიმურაზმა ორივეჯერ ტფილისში დიდი, სამდღიანი ზეიმი გადაიხადა, „იყო შადლუხი ზარბაზანთა, ცემა ქოსთა და სპილენძ-ჭურთა, მორთვეს ქალაქი ჩირაღდნით, მისცეს მადლობა ღმერთსა ქართველთა, იჯდის მეფე ნადიმსა და გასცის საბოძვარი და აქლევდის ნუგეშს ქართველთა“.

ერანისკენ მიემართებოდა ძლევამოსილი ნადირ ყაენი.

გზაზე დაახვედრეს ამბები, თეიმურაზმა და მისმა ქართველებმა გასაოცარი სიხარულით და ზარ-ზეიმით აღნიშნეს შენი გამარჯვებანიო.

„საზღვარი არა აქვს ჩემდამი თეიმურაზის სიყვარულსა და ერთგულებასო“, გაივლო შაჰმა და მაშინვე ახალი წყალობანი მიუგო მისი „დოვლათის მონახევრეს“: მთელი დებედის ხეობა, ლორე და ბორჩალუ და ბაიდარი (ყოველივე რაც შაჰ აბასმა ჩამოჰგლიჯა საქართველოს) — ყველანი ერთად დაუბრუნა თეიმურაზს ნადირ შაჰმა.

ეს სწორედ რომ დიდი წყალობა იყო.

და წყალობას კიდევ „წყალობა“ დაურთო „დიადმა ხელმწიფემ“: თეიმუზამი და ერეკლე მე ქრისტიან მეფეებად დავსვი და ბარემ ქრისტიანული წესით და რიგით ეკურთხონო.

მართლაც რომ საოცარი იყო ერანის მბრძანებლის შემწყნარებლობა. არც იყო გასაკვირი, რომ მარტო ქართლისა და კახეთის სამეფო სახლეულნი კი არა, სრულიად ქართველობა შეხვედროდა დიდი სიხარულით ქრისტიანული მეფედკურთხევის მკვდრეთით აღდგომას, — „თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არ მჯდარიყო...“

ქრისტიანულ მეფედ-კურთხევას ანტონ კათალიკოსი უნდა ჩასდგომოდა სათავეში — ოცდახუთი წლის დიდი საქრისტიანო მოძღვარი, დიდი მამულიშვილი, ეროვნული განმანათლებელი, სულიერ-კულტურული რეფორმატორი, ჭეშმარიტად — ქართველი ლუთერი.

გულწრფელად უყვარდა თეიმურაზი და ერეკლე ანტონს. ერთი ბიძა იყო მისი, მეორე ბიძაშვილი (ანტონის დედა ელენე-ბეგუმ ხომ თეიმურაზის და იყოს, მაგრამ აქ ბიძა-ბიძაშვილობა როდი იყო მთავარი „წყარო სიყვარულისა“. Მთავარი გახლდათ სიყვარული მამულისა, თავდადება და თავგანწირვა საქართველოსთვის. ის კი არადა, ქართული სამეფო ტახტგვირგვინი უფრო ანტონს ეკუთვნოდა — მეფე იესეს ძეს — ვიდრე თეიმურაზს და ერეკლეს, მაგრამ ანტონმა ესეც იცოდა, რომ საქართველოს ხელმწიფობის მძიმე უღელს უფრო თეიმურაზი და ერეკლე მოერეოდნენ, ვიდრე თვითონ. ამიტომ უანგარო მამულიშვილს ფიქრადაც არ გაუვლია, ეზრუნა „კუთვნილი“ და „კანონიერი“ სამეფო მემკვიდრეობის დასაუფლებლად. მან მხოლოდ საქართველოს სულიერი საჭეთმპყრობელობა „იკმარა“ და ეს „საკმარისზე“ მეტიც აღმოჩნდა საქართველოსთვის.

გამორჩევით ბიძაშვილ-მამიდაშვილს — ერეკლეს და ანტონს უყვარდათ ერთმანეთი. ისედაც ერთი კბილა იყვნენ: ერეკლე მხოლოდ ხუთი დღით უფროსი იყო მამიდაშვილზე…

თეიმურაზის მეფედკურთხევა დაინიშნა 1745 წლის 1 ოქტომბერს.

წინასწარ კახეთის მეფე-დედოფალი გამოიწვიეს ანტონმა და ლეიმურაზმა.

წამოემართნენ თელავიდან ერეკლე და ანა, კახელ თავად-აზნაურთა თანხლებით.

იარაღასხმულნი მოდიოდნენ, ვინადგან მაინც იდგა „შიშიანობა“, გინა „ლეკიანობა“.

არც „გაუცუდდათ“ ვარაუდი: ერთბაშად ამოსხლტნენ ლეკები საფარიდან.

აგრე არ უნდაო და „გაერივნენ კახნი ხმალ-და-ხმალ, გარდუცვივდნენ დასაფრებულთა ლეკთა და რისხვა ღვთისა დასცეს, ამოწყვიტნეს ლეკნი, დასჭრეს თავები ლეკებსა და წამოიღეს მოსართმევად მეფის თეიმურაზისა“.

ასე „ძღვნით ხელდამშვენებული“ მოეშურებოდნენ კახელნი თეიმურაზის მეფედ-კურთხევაზე.

ერეკლე და მისი ნაომარი ამალა ტფილისს მიუახლოვდნენ, „გაეგებნენ სრულიად ქართველნი, აგრევე დასნი სამღვდელოსი და მოქალაქენი და შეასხეს ქება, ვითა შვენოდა. თავნი ლეკთანი წინ მოუძღოდა და ჯარი აქეთ და იქით დასათ მოსდევდა“.

თვითონ ერეკლე „მარტივად მობრძანდებოდა“, წითელ ტაიჭზე ამხედრებული. „თქვენმა მზემა, ერთი უკეთესი სანახავი კაცის თვალით აღარ ინახებოდა...“

მიეგებნენ თამარი და თეიმუზარი შვილსა და რძალს. „მოეხვივნენ სურვილით... დაიდვეს ნადიმი, გარდიხადეს მეჯლიში“.

28 სექტემბერს დაიწყო საზეიმო სვლა ტფილისიდან მცხეთისაკენ. ანტონ კათალიკოსს საგანგებოდ შეესწავლა ყოველი „ძველი ქართული წესი“ („მართლად გამოიკვლევდა წერილთაგან კურთხევასა მეფისასა“.) და ასედაც განასრულეს, „ვითაც ძველად რიგი ყოფილიყო“.

თეიმურაზმა ბრძანა „დროშათა გაგებება“.

გამოიტანეს „ოთხი დროშა ჯვარითა მოცულნი“.

ჯარებიც ოთხ სადროშოდ დაალაგეს.

პირველი დროშა ქაიხოსრო ორბელიანს ჩააბარა მეფემ, მეორე — კონსტანტინე მუხრანბატონს, მესამე — დიმიტრი ამილახორს, მეოთხე თვითონ სამეფო კარის წინ აღამართვინა.

ასე „გაემართნენ მცხეთას მეფენი ორნი და დედოფალნი, ერნი და დარბაისელნი ქართლისა და კახეთისანი სახლეულითურთ, აგრეთვე დასნი სამღვდელონი სრულიად, ვინ ვისა დროშაზე ჯარი ყოფილიყო, ისევ ძველსა რიგზე განაწესეს და შემოეხვივნეს თვის-თვისი ჯარი დროშით“.

მცხეთას მივიდნენ.

საზეიმოდ მორთული კარვებით იყო მოფენილი საქართველოს ძველი სატახტო.

ოქსინოს უზარმაზარი სევან-კარავი გაემართათ მეფის სავანედ. შევიდნენ თეიმურაზი და ერეკლე. დასხდნენ. ეახლნენ ქართლისა და კახეთის წარჩინებულნი, ეთაყვანენ და ორივ მხრივ ჩარიგდნენ, ზოგი ჯდომითა („ვინცა ჯდომისა ღირს იყვნეს“) და ზოგიც დგომითა („ვინცა დგომისა ღირს-იყვნეს“).

ბოხჩებით შემოიტანეს სამეფო შესამოსელი — პორფირი, ბისონი და დიადემა. მოიღეს გვირგვინი, ხმალი, სკიპტრა და სფერა დედამიწისა. „ესე ყოველი ამიერ და იმიერ მოუწყვეს“ თეიმურაზს.

მთავარეპისკოპოსი არსენი შემოვიდა მთავარდიაკონთა თანხლებით და საკმევლის კმევით.

ჯვარისმტვირთველმა ჯვარი პატიოსანი შემოიტანა.

მგალობელთა გუნდნი მოსდევდნენ და „გალობდენ გალობასა ჯვარისასა“.

ერთი ხელი სამოსელი და საჭურველი მეფისა მთავარეპისკოპოს არსენს ატვირთეს ორსავე მკლავზე და გალობითა და ღიღინით შეიტანეს სვეტიცხოველში.

მწუხრის ზარები დაარისხეს.

სექტემბრის მიწურულ-მიმწუხრი იდგა.

1 ოქტომბერი მოდიოდა — დღე მცხეთობა-სვეტიცხოვლობისა.

მეფის კურთხევა იწყებოდა.

სვეტიცხოვლის ტაძარი გაჩირაღდნებული ეკიდა ცასა და მიწას შორის.

ღამის თევა იწყებოდა.

მეფეც გაეშურა ტაძრისკენ.

მაშინ „ჰკრეს ქოსთა და სპილენძ ჭურთა; მოეგებნენ ეპისკოპოზნი ბატონს წინ და თაყვანისცეს, დაიწყეს ლოცვა მწუხრისა, განსრულდა ლოცვა მცირედი, დაიყოვნეს და შევიდნენ ეკკლესიასა“.

ბრწყინვალედ გაეწყო ყოველივე ანტონ კათალიკოსს; „ყოველივე სრულიად გარდაიხადა პურის კურთხევით, სანთლის გაყოფით, ზეთისცხებით და ყოვლისა წესითა“.

გათენდა 1 ოქტომბერი.

სადღესასწაულო სეფას მიუსხდნენ ხელმწიფენი.

ისევ „მოვიდნენ დასნი სამღვდელონი შემოსილნი, კარისა დეკანოზსა ხატი პატიოსანი თავსა ედვა, ჯვარის მტვირთველსა ჯვარი ეპყრა, მთავარდიაკონნი აკმევდეს საკმეველთა, მღვდელნი უკანა უვიდოდეს, ყოველთა დიდრონი ლამპარნი ეტვირთვნეს და მგალობელნი გალობდნენ; მოვიდნენ ეგრე და ბატონს თაყვანისცეს“.

კათოლიკეთა და სომეხთა სამღვდელოებაც მოსულიყო სადღესასწაულოდ შემოსილი, მართლმადიდებელ თანაქრისტიანთა ზეიმში წილის დასადებად და თეიმურაზ მეფის სათაყვანოდ. მარტო ქრისტიანები კი არა, „რაც ყიზილბაშნი ქალაქს იყვნეს, ყოველივე ნახვად მოსულ იყვნეს და იქ ისხდნეს“.

კათალიკოსმა ტაძრად მიიწვია მეფე.

უზემოესი საზეიმო წუთები დადგა.

მეფე აიმართა და პროცესია დალაგდა.

წინ მეთოფენი წარუძღვნენ, ზაალ ორბელიანის მეთაურობით.

მეფეს „მახლობელ წინა უძღოდა სიძე თვისი დიმიტრი ორბელიანი, რომელიც იყო მანდატურთუხუცესი და განმგე დიდებულისა კარისა“.

მარჯვენა ხელი ხელმწიფისა ხელებზე დაისვენა მთავარსარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა, მარცხენა — კონსტანტინე მუხრანბატონმა.

უკან წარჩინებულთა შვილნი მიჰყვნენ, ყოველი მათგანი მეფის საჭურვლით ხელდატვირთული.

სამეფო დროშა დავით ორბელიანს აღემართა, დანარჩენი „სამივ დროშანი თვისის ჯარებით ამიერ და იმიერ მოსდევდეს“.

აზანზარებდა მცხეთის ცისგვამს გრიალი ქოსთა, დაფდაფთა და სპილენძ-ჭურთა. ამას ერთოდა მგალობელთა გალობანი და ღიღინი ოსანასი.

ტაძრის შესავალთან დააყენეს სამი დროშა, ხოლო სამეფო დროშა ტაძარში შეიტანეს და აღსავლის კართან აღმართეს.

კარიბჭეში თეიმურაზს კათალიკოსი შემოეგება ეპისკოპოსთა თანხლებით, თაყვანისცემით და საკმევლის კმევით.

ანტონი მარჯვნივ დაუდგა მეფეს, მარცხნივ — არსენი. დანარჩენი სამღვდელონი წინ წაიმძღვარეს, „ხატითა, ჯვარის წინაძღოლითა და ლამპრებითა მთებარითა და ეგრე გალობით შეიყვანეს ეკლესიასა შინა“.

„ფეინდაზი ეშალა კარითგან საყდრისა შუა გულობამდის“.

აღსავლის კარის წინ დააყენა თეიმურაზი ანტონმა.

ორივე მხარეს ეპისკოპოსთა დასნი დაუყენა.

„ამიერ და იმიერ მოუდგინეს, აგრეთვე სომეხთა დასნი და ფრანგნი (კათოლიკენი) და განკრძალულ ისმენდეს“.

ისევ მიეახლა ანტონი თეიმურაზს, „ჰკითხა სარწმუნოება. და მერე აღთქმისა ეპისტოლე წაუკითხა“.

მას უკან ტაძრის შუაგულისკენ წამოვიდნენ ანტონი და თეიმურაზი.

აქ, ოთხსაფეხურიან კვარცხლბეკზე, ორი სელის ტახტი იდგა.

ერთზე მეფე დასვა კათალიკოსმა, მეორეზე თვითონ დაუჯდა.

თეიმურაზის მხარეს კახეთის მღვდელთ-მთავარი ალავერდელი დადგა, ანტონის მხარეს მთავარეპისკოპოსი არსენი. დანარჩენი თორმეტი ეპისკოპოსი ამიერ და იმიერ დალაგდნენ ექვსეულებად.

ბისონი მოიტანეს და ჩააცვეს თეიმურაზს.

დაიწყო წირვა.

კათალიკოსი „შებრძანდა წმიდა წმიდათასა“.

და მიიწვია მეფე საკურთხევლად.

ისევ დაისვენა ხელებზე მეფის მარჯვენა ხელი ქაიხოსრო ორბელიანმა, ხოლო მარცხენა — კონსტანტინე მუხრანბატონმა, და წაიყვანეს კათალიკოსთან.

აღსავლის კარზე შემოეგებნენ არსენი და ალავერდელი და შეიყვანეს „ადგილსა წმიდა წმიდათასა“.

მიიღო მეფე კათალიკოსმა და „სცხო საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვარის სახედ“. მას უკან „სამღთო მადლი“ თქვა ანტონმა.

ბოლოს ჩააცვა თეიმურაზს ბისონზე დიადემა, წამოასხა ძოწიპორფირი, თავზე დაადგა სამეფო გვირგვინი, მარჯვენა ხელში მისცა სკიპტრა, მარცხენაში — სფეირა დედამიწისა.

დადგა ჟამი ზიარებისა.

ჯერ სამღვდელონი ეზიარნენ.

მას უკან წმინდა ბარძიმი გადმოასვენეს და „მიიღო მეფემ ზიარება პატრიარქის ხელითა“.

სკიპტრა რევაზ ორბელიანმა ჩამოუტვირთა ხელიდან მეფეს, სფერა — ზურაბ მეითარმა.

ახლა მარჯვენა ხელი თეიმურაზისა პატრიარქმა იპყრო, მარცხენა — მთავარეპისკოპოსმა არსენმა.

ეგრეთ გამოიყვანეს და დასვეს თეიმურაზი სამეფო ტახტზე.

მიეახლა ქაიხოსრო ორბელიანი და მიართვა სამეფო ხმალი. აიღო ანტონმა, დალოცა და შეარტყა წელზე თეიმურაზს.

დაიძრნენ სამღვდელონი და საერონი, რიგრიგად მიეახლნენ და ამბორჰყვეს ხელი და კალთა ხელმწიფისა და კვარცხლბეკი მისი ხელმწიფური ტახტისა.

ტაძრიდან გამოვიდა მეფე, მეფედ ნაკურთხი.

„შეიქნა სროლა ზარბაზანთა და თოფთა, სცემდენ ქოსთა და სპილენძ-ჭურთა, რომ ყურთა ხმა აღარ ისმოდა. მადლობდენ მორწმუნენი ღმერთსა, აკურთხევდენ დასნი სამღვდელონი, აქებდენ ერნი, ამკობდენ მგალობელნი, ლოცვიდენ - გლახაკნი, აღამაღლებდენ ხმასა ქვრივნი, შეფრფინვიდენ ობოლნი და ყოველნი სულნი შეასხმიდენ ქებასა მეფესა მეფეთასა“.

იდგა 1745 წლის 1 ოქტომბერი.

ქართლის ტახტთან ქართულად მონათლული ქართველი მეფე იდგა.

ზეიმი იდგა ამოწყვეტილ საქართველოში.

მაინც „ქართულობის ზეიმი იდგა.

ზეიმობდნენ ქართველნი და ზეიმობდნენ ქართველთა მოკეთენი, გამორჩევით — სომხები. წერდა სომეხთა ისტორიკოსი ლეო: ქართველთა გამარჯვებას „დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სომეხი ხალხისთვისაც. ბრუნდებოდა ვახტანგ მეექვსის დროება, როცა ქართსა და კახეთში ქრისტიანული პოლიტიკა ბატონობდა“.

 

   

1.1.1.35 „ოსმალუს ქვეყანა შეაშინეს“

▲ზევით დაბრუნება


„ოსმალუს ქვეყანა შეაშინეს“

მცხეთიდან თეიმურაზ მეფე ტფილისს დაბრუნდა, „დაჯდა ტახტსა ზედა და იპყრა სასწორი სიმართლისა“.

ტფილისში ოქრო-ვერცხლითა და ლარით დატვირთული აქლემები დაახვედრეს. თურმე სიძეს გამოეგზავნა ერანიდან - ალი-ყული ხანს, ნადირ შაჰის ძმისწულს (მკითხველს ახსოვს: თეიმურაზის ასული, ქეთევანი, ნადირ შაჰმა ცოლად შერთო თავის ძმისწულს ალი-ყული-ხანს).

ტახტზე დაჯდომა ძლივს მოასწრო თეიმურაზმა და უმალვე შეატყობინეს: ლეკთა ჯარს ქვემო ქართლი გაუძარცვავს და ნაძარცვით დატვირთული ახლა კახეთისკენ მიეშურებო.

მაშინვე ამხედრდა მეფე. ჯარი აიყოლია და გაქუსლა გურამოსთან წამოეწივნენ ქართველები და „ამოწყვიტეს ლეკნი, თუ რამ მიჰქონდათ, სულ დააყრევინეს“ და „შემობრძანდა გამარჯვებული ქალაქსა შინა“ თეიმურაზი.

უსინათლო შანშე ერისთავმაც მოატანა ტფილისს. პატივით მიიღო მეფემ, დაუბრუნა ქსნის საერისთავო და გაუშვა „ტკბილად“.

შანშე წავიდა და ისევ მოვარდა შიკრიკი: ისევ გამოჩნდნენ ლეკებიო. ისევ გაიჭრა თეიმურაზი ჯარით. ძეგვთან დაეწივნენ ქართველები და უწყალოდ ასწყვიტეს მაოხარნი.

წლობით ნაომარ-ნაპარტახევი ქართლის ფეხზე წამოყენება ძალიან უნდა გაჭირვებოდა თეიმურაზს. 1745-1746 წლებში „პურისა და ღვინის მოსავალი არ მოდიოდა“ და „ქვეყანა დიდად ჰსწუხდა“. მეფემ ნადირ შაჰთან ყაფლან ორბელიანი გაგზავნა, ქართლის გასაჭირი აუწყა და ხარკის შემცირება სთხოვა.

სანამ ერანიდან ორბელიანი მობრუნდებოდა და პასუხს ჩამოიტანდა, მანამ ქართლის „ქუეყანაში“ და სასახლეში ბევრი დრამა დატრიალდა.

1746 წელს, ახალწლის ღამეს, უეცრად გარდაიცვალა ანუკა ბატონიშვილი, მეუღლე ვახუშტი აბაშიძისა, და თამარ დედოფლისა, ცოლისდაი თეიმურაზ მეფისა. დაკრძალეს სიონის ტაძარში. „შეწუხდა ფრიად დედოფალი თამარ, ვითაც დიად საყვარელნი დანი იყვნეს, ასე დაჭმუნდა დედოფალი, რომ სნეულობასა ფრიადსა მიეცა“.

სანამ ანუკა ბატონიშვილს გლოვობდნენ, მანამ ჯავახეთში ჩაბუდებულმა ლეკებმა რამდენჯერმე დალაშქრეს ქვემო ქართლი: „გარდმოვიდის, დაკრის ქართლს, გარდვიდის, აგრევ მოვიდის, მოაოხრის საბარათაშვილო და გარდიგანის საქონელი ჯავახეთს“.

მეფემ „ჯერჯერობით“ ლეკებთან შერიგება ამჯობინა და ამოარჩია კიდევაც შესაფერისი კაცი უნდო მტრებთან ზავის ჩამოსაგდებად. ეს იყო ლევან ზედგინიძე, ბევრჯერ „ლეკში ნამყოფი“, ბევრჯერ მათი ბელადი და მათთან ერთად აბრაგობაში გაწაფული.

წავიდა და მართლაც წამოითრია ლეკთა ლაშქარი ლევან ზედგინიძემ თეიმურაზთან შესარიგებლად. ტინის ხიდამდე მოიყვანა, იქ დააბანაკა და შემოუთვალა თეიმურაზს, თეიმურაზმაც წინასწარ ულუფა გაუჩინა „სტუმრებს“. მაგრამ არ იქნა და არ მოშინაურდნენ ლეკები. ერთ ღამეს აიყარნენ და წყვდიადში გაუჩინარდნენ.

მაინც მიაგნეს ქართველთა მზვერავებმა ლეკთა სამოძრაო გზებსა და გეზს. დაღესტნისკენ მიდიოდნენ კახეთის გზებით. დღისით ტყე-ღრეს ეხიზნებოდნენ, ღამით მიჰქროდნენ შეუჩერებლივ.

თეიმურაზმა ერეკლესთან აფრინა მალემსრბოლი.

ერეკლემ ქიზიყის მოურავი თამაზ ანდრონიკაშვილი და თუშეთის მოურავი ჯიმშერი გაიძახა საომრად.

ალაზანზე წამოეწივნენ ლეკთა ჯარს ქიზიყელები და თუშები.

წამოეწივნენ და „დაერივნენ ხმალ-და-ხმალ, დასცეს ლეკთ რისხვა ღვთისა, იმ დღეს გენახათ მოურავი თამაზ, ამას ბრძანებდი, ერთის კაცისაგან ძნელად შესაძლისი არისო, გაერივა შუბით და მრავალი კაცი დასცა. მაგრამ ეს უფრო საქებური იყო, რომ ასეთის სარდლობით შეაბა ჯარი, რომ ლეკნი სულ ამოწყვიტეს და ამათ ერთი კაცი არ მოუკვდათ; აგრევე ჯიმშერ მოურავი იბრძოდა მხნედ და აძლიერებდა ჯართა. ვინც კახთა თავადნი დაასწრეს, ჯაბნად არავინ იყვეს, დასჭრეს თავი ლეკთა მრავალთა და ეგრე გამარჯვებულნი შემობრუნდნენ“.

ამ ამბის გასწვრივ, თეიმურაზს ფარსადან ციციშვილი გაეგზავნა „მცველად გზებთა“. აქაც გადაჰყროდნენ ქართველები „ნაშოვრით“ მომავალ ლეკებს, დაერივნენ ქართველები ავაზაკთა ჯარს, „გაემარჯვათ, დააყრევინეს ტყვე ანუ საქონელი“ და შემობრუნდნენ გამარჯვებულნი.

ისევ წამოვიდა ჯავახეთიდან ლეკთა ახალი ჯარი, „წაახდინეს საბარათაშვილო, წაიღეს ურიცხვი“. თეიმურაზმა ზაზა თარხნიშვილი და ბეჟან გოსტაშაბიშვილი დაადევნა საბარათაშვილოს ჯარით. მანგლისთან დაეწივნენ ქართველები მძარცველთა ლაშქარს, „დაერივნენ ხმალ-და-ხმალ, მრავალი თავი მოსჭრის ლეკისა, აგრეთვე ცოცხალი დაიჭირეს ფრიადი, და ჩამოვიდნენ ქალაქს გამარჯვებულნი“.

ეს გამარჯვება ახალი ჩავლილი იყო და გარდაიცვალა თმარ დედოფალი, რომელიც ანუკა ბატონიშვილის სიკვდილის შემდგომ „მოეცვა სნეულობასა ფრიადსა“.

აღსრულებულიყო ქალი, რომლის ბადალი, ქეთევან დედოფლის შემდგომ, აღარ მოსწრებია ქართულ სამეუფო სახლს.

დედოფალი მაღალი სულით, სპეტაკი ზნეობითა, ფართო სახელმწიფოებრივი სიბრძნით.

პირმშო ასული ვახტანგ მეექვსისა, მეუღლე თეიმურაზ მეორისა, დედა ერეკლე მეორისა.

დიდმა ანტონ კათალიკოსმა აუგო წესი.

დაკრძალეს მცხეთას, სვეტიცხოვლის „აღსავლის კარის ჩამოსწორ, იქავ წინ შუაგულობასა“.

გლოვად დასხდნენ „საბნელოსა შინა“ თეიმურაზი და ერეკლე.

„უცხო გლოვა“ შეიქნა საქართველოში.

თამარის დაკრძალვიდან თხუთმეტი დღის შემდგომ ყაფლან ორბელიანი დაბრუნდა სპარსეთიდან. დაბრუნდა და ჩამოიტანა შაჰ ნადირის სამძიმარი და „წუხილი ფრიადი“ თამარ დედოფლის სიკვდილის გამო. რაყამიც მოართვა თეიმურაზს, მისი თხოვნის საპასუხოდ.

ქართლის გასაჭირს მატყობინებ და ხარკის შემცირებას მთხოვ, და, აჰა, როგორც შენ გწადდეს, ისე მამსახურე შენი ქვეყანაო, სწერდა ნადირ შაჰი თეიმურაზს.

მაშ, ისევ არ გაუწბილა თხოვნა და არ გაუცუდა იმედი ერანელმა ხელმწიფემ ქართველ მეფეს.

კიდევ მცირე დრო გამოხდა და ყაენმა ძვირფასი ხალათები გამოუგზავნა თეიმურაზს და ერეკლეს: გლოვა გეყოფათ, შავები გაიხადეთ და ეს ხალათები ჩაიცვითო. ათასი თუმანიც „ დამატებით“ გამოეგზავნა თეიმურაზისთვის.

თეიმურაზმაც „ დააფასა“ ყაენის წყალობა და ერანელთა დასახმარებლად და ოსმალებთან საომრად ქვემო ქართლელთა ჯარი გაგზავნა, სულხან ორბელიანის სარდლობით.

„მივიდა ყარსის ქვეყანას“ ეს ჯარი. — დაფრთხნენ და დაშინდნენ ოსმალნი, ქართველთა ჯარის ხილვისას.

„ქართლის ჯარისაგან ოსმალუს ქვეყანა ასე შეშინებული იყო, რომ ყოვლის ქვეყნის კაცს ციხესა და სიმაგრესა შინა მიემართნეს“.

ყარსის ახლოს ერთი ციხე იდგა, მძლავრი კედლებით, ეს ძველთაგანვე თლილის ქვით გაკეთებული, რომ მის ციხის კეთეს ყოველი მნახავი აქებდეს, რომელსა ეწოდებოდა ციხე ზარიშადისა“.

ამ ციხეს მიადგნენ ქართველები, „დაუწყეს ომი ფიცხელი და უყვეს იერიში“.

ვინმე „გაბაშვილის ყმა თამაზა“ პირველი გადავიდა კედელზე საიერიშო კიბით. „რა ჩავიდა, შიგ სამი ხმალ-და-ხმალ მოკლა და რამდენიმე დააწყლულა, ართმევდის შიგნით ციხის მეომართა იარაღთა და ყრიდის გარეთ ჯარსა შინა. რა დაშვრა ომისგან, მოკლეს“ .

ამასობაში სულხან ორბელიანმა მოახერხა რჩეულ მეომართა გადაყვანა კედლებზე.

„აიღეს ცინე, უყვეს ყათლამი და იავარ-ჰყვეს საქონელი უთვალავნი“.

მობრუნდა თუ არა გამარჯვებული სულხან ორბელიანი, მაშინვე ყაფლან ორბელიანი აფრინა თეიმურაზმა ახალციხის საფაშოს ასაოხრებლად და გასაძარცვავად.

და შეიჭრნენ ქართველები „გათურქებულ საქართველოში“, მოაოხრეს, მოძარცვეს და მოატიალეს ახალციხე, „რისხვა ღვთისა დასცეს!“. მობრუნდნენ და მოართვეს თეიმურაზს „ურიცხვი ტყვე და საქონელი“.

1746 წელს მთის მოსახლეობა აუჯანყდა თეიმურაზს. არაგვის, ქსანისა და თრუსოს მთიანეთში მეფის მოხელენი არ შეუშვეს და გადასახადის გადახდაზე უარი შემოთვალეს. აჯანყებას სათავეში ედგნენ ბეჟან არაგვის ერისთავის მკვლელები.

თეიმურაზმა ერეკლეს სთხოვა აჯანყებულთა დასჯა და ქართლის მთიანეთში სიმშვიდის აღდგენა.

წავიდა ერეკლე კახთა და თუშთა ჯარით. მეწინავეებს ჯიმშერ თუშთა მოურავი უჩინა სარდლად.

„მოეგებნენ ოსნი და შეიქნა ომი“. ეკვეთნენ თუშნი, „ დაერივნენ ხმალ-და-ხმალ, გააქციეს ოსნი და მიჰყვნენ, შეყარეს კოშკებში და შემოადგნენ გარს“. უბრძანა იერიში ერეკლემ. მივიდნენ კახნი და თუშნი და „რასაც კოშკს იერიში უყვეს მაშინვე გატეხეს. ორმოცი კოშკი აიღეს და დაწვეს“

თვითონ ერეკლე „გორგასლურად“ იბრძოდა კავკასიოზე: „ვითა ვახტანგ გორგასალ თხუთმეტი წლისა მბრძოლი ოსეთში და დამჯაბნი ბუმბერაზთა, ეგრე მეფე ერეკლე უმხნეს იქცეოდა, ასაკითა იყო მცირე, რომელსაც საქმეს და ან ძნელსა საბრძოლსა მოინდომებდა, წინ ვეღარავინ აღუდგებოდა“.

მთა დაწყნარდა და დადუმდა.

ერეკლე ანანურს მოვიდა და ბეჟან ერისთავის მკვლელები შეიპყრო. ზოგს თვითონ დათხარა თვალები, ზოგიც მამას გამოუგზავნა თვალთა დასაშრეტად. დასჯილთა ცოლ-შვილი კახეთს გადაასახლა.

არა, არც სისასტიკე აკლდა პატარა კახს…

1746 წელს ნადირ შაჰს ყაჯართა ტომი აუჯანყდა, მაჰმად-ჰასან-ხანის მეთაურობით.

— ყაენმა ძმისწული და ქართველთა სიძე, ალი-ყული-ხანი აფრინა აჯანყებულთა ამოსაჟლეტად.

აჯანყება დამარცხდა. ეს მაჰმად-ჰასან-ხანი გადაიხვეწა.

ალი-ყული-ხანმა ნადირ შაჰს ტყვეები მოჰგვარა — გაქცეული ყაჯართა ბელადის ორი მცირეწლოვანი ვაჟი.

ერთს სახელად აღა-მაჰმადი ერქვა.

ყაენმა თვალი დააშტერა ოთხი წლის ბალღს.

„ყოვლისმჭვრეტელმა“ მბრძანებელმა მაინც ვერ შეიგრძნო, რომ მისი ხელმწიფური ტახტ-გვირგვინი ბოლოს და ბოლოს სწორედ ამ ცრიმოლა ყრმას უნდა დარჩენოდა.

ჯალათს ანიშნა ნადირმა.

ჯალათმა ბალღი გააშიშვლა, ალესილი ბებუთი ლაჯებში შეუცურა და... გამოასაჭურისა.

ბიჭობაწართმეული ბიჭი სასახლის კარზე დატოვეს, ვითარცა ამანათი-მძევალი.

იმავე 1746 წელს თეიმურაზი მესამედ დაქორწინდა. ცოლად შეირთო ანა ხანუმ, ასული ბეჟან იოთამიშვილისა, ქვრივი ქაიხოსრო ციციშვილისა. მოჰყვა გერი — გლახა ციციშვილი.

რვა დღე-ღამე არ აღებულა საქორწინო სუფრა.

თამარის გარდაცვალების შემდგომ, თეიმურაზის ქორწინება, ცოტა არ იყოს ნაჩქარევი ჩანდა, მაგრამ შიშობდა თურმე თეიმურაზი — ვაითუ ნადირ შაჰმა დამასწროს და ვინმეს თათრის ქალი გამომიგზავნოს ცოლადო.

მაგრამ ეს „მიზეზი“ მიზეზად არ დაინარჩუნა ერეკლემ. იგი უკმაყოფილო დარჩა და „ დედის უპატივცემულობისათვის“ კიდევაც შეუმდურდა მამას ერთ ხანზე...

ნადირ შაჰმა თეიმურაზს „ქორწილის შემოსაწევრად“ გამოუგზავნა „ოქრო, ვერცხლი და ლარი ურიცხვი“.

ეს იყო „ბოლოს წინარე“ წყალობა ნადირ შაჰისა.

 

   

1.1.1.36 „ყაენს ხმალი დავკრათო“

▲ზევით დაბრუნება


„ყაენს ხმალი დავკრათო“

ერანის „მეორე ლომიც“ სიბერისა და სიკვდილის შვილი იყო.

მისი უზარმაზარი სახელმწიფოც „უზარმაზარი ტკივილებით“ იყო აღსავსე.

დღედაულევნელ უმძიმეს ომებს სწორედ დღენი უნდა დაელია და დაემოკლებინა სისხლზე და ცრემლზე აგებული იმპერიისა.

ვერც ოსმალეთზე დიდმა გამარჯვებებმა მოუტანა დიდი შედეგები ნადირ შაჰს.

1746 წელს ისევ შერიგდნენ მსოფლიო მოსისხარნი — ერანი და ოსმალეთი. ძველ საზღვრებში ჩაბრუნდნენ და ჩაიკეტნენ სამომავლო ომის ჟინით გულგასიებულნი.

ქვეშევრდომთაგან შაჰ ნადირი ყველაზე მეტად ისევ ქართლისა და კახეთის მეფეებს ენდობოდა. მაგრამ მაინც აწუხებდა და აფიქრებდა „ზოგიერთი რამ: ერანის ეჭვიან მბრძანებელს. ქართული ჯარები ხომ „ქართულად“ ჰყავდა თეიმურაზს და, — საოცარი უფრო ის იყო, რომ ტფილისში მდგარი ყიზილბაშური ლაშქარიც ძალიან „გაუშინაურებია“ ქართლის ხელმწიფეს. სასაყვედურო მაინც არაფერი უნდა ჰქონოდა ნადირს; — აკი თვითონვე ატყობინებდა ხოლმე თეიმურაზს: სპარსელებიც ისე იმსახურე, როგორც შენი საკუთარი ქართველებიო. მაგრამ მაინც ნამეტანი იყო: ქართველებთან. ერთად ყველგან თან ახლავს თურმე თეიმურაზს ყიზილბაშები — ბრძოლაშიც, ჭირშიც, ლხინშიც, ნადირობასა და ნადიმობაში. მეფედ კურთხევის ჟამს ხომ ყიზილბაშებიც ქრისტიანებში იყვნენ არეულნი „შინაურულად“, ახლა ქორწილშიც არ მოუშორებია თურმე თეიმურაზს „თავისი სპარსელნი“. ძალიანაც უქეიფნიათ და ძალიანაც „მოსწონებიათ ყოველი რიგი და ლხინი ქართლისა“ ქართველებთან ხელგადახვეულ სპარსელებს.

ერთ დღეს ათასკაციანი ავღანური ჯარი მოადგა ტფილისს. ნადირ შაჰს გამოეგზავნა საგანგებო რაყამის თანხლებით. თეიმურაზს სწერდა ნადირი: ტფილისში რომ სპარსული ჯარი გიდგას, ის ჯარი სპარსეთს გამომიგზავნე და მათ მაგივრად ეს ავღანელები ჩაისახლეო.

თეიმურაზს რომ არ „გაჰკვირვებოდა“, ამასაც დასძენდა „მუდამ მწყალობელი“ ყაენი: ეს ავღანელებიც, „როგორც ქართლის ჯარი ეგრე იმსახურაო“.

თეიმურაზსაც შესწევდა უნარი უცხო თესლთა „მოშინაურებისა“ და ავღანელებიც მას მოსვლის დღიდანვე „ასე მონებდნენ, ვითა თვისი მისანდო ყმანი ყოფილიყვნეს“.

მაგრამ მაინც უნდა ჩაეფიქრებინა ფრთხილი ქართველი ხელმწიფე ერანის მბრძანებლის „რაღაც ახალ“ განაზრახს.

უეჭველად დიდი ამბები მზადდებოდა ერანში.

მზადდებოდა და. კიდევაც მოხდებოდა მოსალოდნელი, რამეთუ უკვე საცნაური იყო ერანის ყველა მტრისა და მოკეთისათვის: ნადირ შაჰის სახელმწიფო ხანგრძლივი ომებით სისხლისაგან დაცლილიყო, ნივთიერად დაკნინებულიყო, შიმშილით დაოსებულიყო, სულიერად მოშლილიყო.

ლეკებმაც იგერშეს ლეშის სუნი და წამოვიდნენ მადააშლილნი.

თხუთმეტი ათასი ლეკი დადგა ბელაქანს.

ბელადად ედგათ „სურხავის შვილი“.,

ერეკლე მეფეს შემოუთვალეს ჯიქურ: „შეგვირიგე, შეგვიერთე და ყაენს ხმალი დავკრათ, ხოლო თუ არ შეგვირიგებ, კახეთსაც წავახდენთ და ქართლსაცო“.

ერეკლეს ლეკებთან არც კავშირი სურდა, არც მუდარის მოსმენა შეეძლო და არც მუქარის მოთმენა. მაშინვე მამასთან შიკრიკი აფრინა და ჯარის შეყრასაც შეუდგა.

თეიმურაზი ქართლელთა ლაშქრით სწრაფად გაჩნდა კახეთში.

მამა-შვილი შეიყარნენ და მაშინვე აფრინეს პასუხი სურხავის შვილთან: ან უომრად უკან გაბრუნდით, ან ომი მიიღეთო.

გრიგალივით გამოქანდა ლეკთა ჯარი.

ქიზიყელები შეაგება მეწინავე ლაშქრად ერეკლემ.

ისევ მიუძღოდა თავის სამოურავოს თამაზ ანდრონიკაშვილი — „მხნე, გოლიათი და მოუდრეკელი“.

მიეჭრნენ და „ დაერივნენ ხმალ-და-ხმალ“ ქიზიყელნი მტრებს.

ვეღარ გაუძლეს და გაექცნენ ბრძოლას ლეკები.

გამოედევნენ ქიზიყელნი უწყალო „ხოცით“.

ძლივს გადაასწრეს ალაზანზე სიკვდილს გადარჩენილებმა.

ხელცარიელად მაინც არ დაირჩინეს თავი ლეკებმა: საქართველოს მოეშვნენ და აზერბაიჯანს მიეშვნენ; ქალაქ შემახას დაეცნენ. გაძარცვეს და ნაშოვარ-ნატყვენავით დატვირთულებმა მთებს მიაშურეს.

მეფეებმა იმ ბრძოლის გმირი თამაზ ანდრონიკაშვილი და სპასპეტი ქაიხოსრო ორბელიანი ნადირ შაჰთან გაგზავნეს ლეკებზე გამარჯვების ამბით.

ძალიან გაიხარა ნადირმა.

ისევ ირწმუნა ერთგულება ქართველი მეფეებისა — „ყველაზე ძლიერი ქვეშევრდომებისა“.

მან თამაზ ანდრონიკაშვილს და ქაიხოსრო ორბელიანს სასიხარულო ამბისათვის ძვირფასი ხალათები და ორმოცდაათორმოცდაათი ოქროს თუმნიანი უბოძა, ხოლო თეიმურაზისა და ერეკლესათვის ათას-ათასი თუმანი და „წყალობის რაყამი“ გამოატანა.

ეს იყო უკანასკნელი წყალობანი ნადირ შაჰისა.

 

   

1.1.1.37 უქართველოდ ქართველს ვერ მოერევი

▲ზევით დაბრუნება


უქართველოდ ქართველს ვერ მოერევი

სავსებით გავარდნოდა ფსკერი ერანის სახელმწიფო ხაზინას.

მაგრამ სანამ სახელმწიფოში ხალხს სული უდგას, ხელწიფეებიც აწერენ და აწერენ გადასახადებს.

შაჰ ნადირიც ჩვეულებრივი, გინა ტრაფარეტული“ დესპოტი გახლდათ, ფული სჭირდებოდა და რაკი მის სახელმწიფოშიც ხალხს ჯერ კიდევ „პირში სული ედგა“, ისიც შეუდგა ახალი გადასახადის გაწერას.

ერქვა ამ გადასახადს „არბაბი“.

უმძიმესი ფულადი გადასახადი.

ყაენი არ ზოგავდა არავის — არც „საკუთარ სპარსელს“ და მით უფრო, დაპყრობილ ხალხებს.

„დაუვიწყარი საქართველო“ ხომ არ გამორჩებოდა და არ დაავიწყდებოდა „ქართველთა მოყვარე“ შაჰს.

ის კი არადა, გამორჩევით „ქართლზე ეძებდა მიზეზსა, რათა თეთრის ჯარიმა დაედვა“ ქართველთა „ყოვლის მძლე“ ქედზე.

1747 წლის გაზაფხული.

ერანიდან ყაენის იასაული მოვიდა საქართველოში.

ნადირ შაჰი ისფაჰანში იწვევდა თავის მოხელეებს — „ომალებს“, „ვექილებსა“ და „ვეზირებს“, რომლებიც ქართლსა და კახეთში საგადასახადო და საფინანსო საქმეებს „პატრონობდნენ“.

და წავიდნენ ერანს „ყოველივე მოხელენი ქართლისა და კახეთისანი“. მათგან უმაღლესი მოხელენი — ვეზირი მირზაიბრეიმი და ვეზირი მუსტაფა.

თეიმურაზმაც თავისი კაცი გააყოლა — ზურაბ მეითარი.

გზას გაუდგნენ გაწვეულნი.

თეიმურაზი და ერეკლე ტფილისში დარჩნენ, ნაწინათგრძნობევი უამური ამბის მოლოდინში…

შაჰ ნადირმა მისვლისთანავე მიიღო საქართველოდან ჩამოსული მოხელენი და წამსვე ასეთი კითხვა დაატაკათ:

„აბა, ახლავე მომახსენეთ, საქართველოში ან ჩემმა გაგზავნილმა ხანებმა და ან დიდრონმა ქართველებმა რა შეჭამესო?!

ენა დაებათ მისულებს.

რა გამოსაღებიც გაჰქონდათ საქართველოდან, დიახაც იცოდნენ, მაგრამ ცალკეულად ვინ რას „სჭამდა“ სპარსელი თუ ქართველი დიდებული — ეს არც არასოდეს უანგარიშიათ და არც არასოდეს იცოდნენ.

შაჰმა კითხვა გაიმეორა.

იმათაც დუმილი „გაიმეორეს“.

ძალიან კარგიო, რაკი აგრეა, თითო თვალი დათხარეთ ამ ჩემს ერთგულ მოხელეებსო, ბრძანა შაჰმა და იქვე ჯალათებმა „პირნათლად“ აღასრულეს მისი ბრძანება.

ზურაბ მეითარს რომ წაეტანენ ჯალათები, შაჰმა არ დაანება ქართველის დასახიჩრება.

ყაზახის ვექილმა ცალი თვალის დაკარგვა არად ჩაიგდო და ყაენს ქართლისა და კახეთის ახალი არბაბის განწესება წარუდგინა.

მაგრამ ნადირმა მაშინვე დაიწუნა და ყაზახის ვექილს მეორე თვალიც გამოსთხარა.

მერე თვითონ დაბრძანდა ნადირ შაჰი და თავისი ხელით გააწერა ახალი გადასახადი ქართლსა და კახეთზე:

200 000 თუმანი!

ეს ბრძანა, ისევ „მოეხუშტურა“, ყველას ის თითო დარჩენილი თვალიც დაუშრიტა და ასე დაბრმავებულნი საქართველოსკენ გამოისტუმრა.

ბრმების გუნდი ზურაბ მეითარმა ტფილისს მოიყვანა.

შემზარავი იყო ეს სურათი, მაგრამ უარესი ზარი დასცა ქართველებს ახალმა გადასახადმა: ორასი ათასი თუმანი!

თან ამას სწერდა ნადირ ყაენი, მანამდე უჩვეულო სიმკაცრით, თეიმურაზ და ერეკლეს: „ეს ფული მზათ დაიჭირეთ სამასი ათასი ყიზილბაშისთვისო“.

სწორედ რომ მეტისმეტი იყო.

ამოდენა გადასახადის გადახდა ქართლსა და კახეთს მაშინ არც შეეძლო და კიდევაც რომ შეძლებოდათ, ისევ ხმალში გასვლა ერჩიათ ქართველებს.

მაშ, ისევ აჯანყება!

მაშ, ისევ ხმალი და... „ჰკა მაგ წუნკლებსა!“

— რა გაეწყობა, — გასაკვირველიც არაფერია. ჩვეულებრივი ბედ-იღბალი ქართველებისა: ომი დღენიადაგ, ომი გაუთავებლად, ომი სახლისა და კერის გადასარჩენად, ომი მშობლიური მიწის დასახსნელად, ომი თავისუფლების დასაბრუნებლად!

მთისკენ დაიძრა ბარი იარაღასხმული.

თეიმურაზი და ერეკლე ანანურში გამაგრდნენ.

ანანურს შეაფარეს თავი აგრეთვე ძმებმა — აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა და ანტონ კათალიკოსმა.

მეფეს და პატრიარქს გაჰყვნენ ტფილისის წარჩინებული საერონი და სასულიერონი, ოჯახებით, დედაბუდიანად.

სპასპეტი ქაიხოსრო ორბელიანი, მეფის ბრძანებით, ახალდაბაში ჩადგა და მტრის დასახვედრად გაემზადა.

პაპუნა და ყაფლან ორბელიანები ხრამის ხეობაში ჩადგნენ ჯარებით. ქვემო ქართლის მოსახლეობა დედაწულიანად ციხეებსა და სახიზარებში დახიზნეს ორბელიანებმა.

ლორის ხანი გაქცეულიყო და ლორეს მცხოვრებთაგან მოციქულები მოვიდნენ ორბელიანებს: ჩვენ ყოველთვის ორბელიშვილთა შემწეობით გადავრჩენილვართ და ახლაც მოგვხედეთ და მოგვიარეთ ჩვენ, უპატრონოდ დაგდებულებსო.

წავიდა ყაფლან ორბელიანი, ლორეს მივიდა, ჯარი შეაყენა, იქაური ხალხი დაამშვიდა და ისევ დმანისს მოვიდა.

ქვემო ქართლში გაბნეული და სამტროდ მიხიზნულ-მონიზნული ლეკებიც შემოიკრიბეს და შემოირიგეს ორბელიანებმა. სოფელ ჩინჩახურს დააბინავეს ლეკები, მამული და ულუფა გაუჩინეს და ყიზილბაშებთან საომრად გაამზადეს.

ქართლის ყოველმა თავადმა გაამაგრა და საომრად დააყენა თავისი ციხენი.

საომარ ბანაკებად დადგა კახეთიც.

მთავარი ძალები ერეკლემ ოთხგან განალაგა: კალაურს, ბოჭორმას, ლოპოტსა და თიანეთს.

საომარ ბანაკად იდგა ქვეყანა.

ავღანთა და ყიზილბაშთა ციხიონები შიშით ჩადუნდნენ და ჩაიჩუმქრნენ.

თეიმურაზი საგანგებოდ მეთვალყურეობდა „შინაურ გადამთიელებს“.

ქართველები ყაენს აუჯანყდნენო?!

გული მოიცეს აზერბაიჯანმა და ერევანმა. ისინიც განდგომას აპირებდნენ, თურმე, ყაენის ახალი გადასახადი გამწარებულნი. მთელს ქვეყანაზე არის განთქმული ქართველთა სიმამაცე და თუ ჩვენც შეგვიერთებენ, უეჭველად ჩვენსას გავიტანთ და უკან დავაწევინებთ ერანის ხელმწიფესო, — და სასწრაფოდ ფაიქები აფრინეს საქართველოში აზერბაიჯანისა და ერევნის ხანებმა. აფრინეს და შემოუთვალეს თეიმურაზ მეფეს: რაკი შაჰისგან განდგომა ინებეთ, ჩვენც შეგვიერთეთ. „თქვენს ყმასავით გვიმსახურეთ და, სადაც გეპრიანებოდეთ, ჩვენს ჯარს იქ გაახლებთო“.

თეიმურაზმაც მეზობლებს „შესაფერი პასუხი მისწერა“ თანადგომისა და თანაბრძოლისა.

მაშინვე თეიმურაზმა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი და ქაიხოსრო ორბელიანი ქვემო ქართლს გაგზავნა „მენაპირე სარდლებად“. ესენი მტერს პირველნი უნდა შეხვედროდნენ, თუ ვინიცობისაა საფრთხე რაიმე გამოჩნდებოდა სამხრეთიდან.

შეატყობინეს შაჰ ნადირს, თეიმურაზ და ერეკლე გადაგიდგნენ, ხარკის გადახდაზე უარს ამბობენ, ხალხი მთებში დახიზნეს და საომრად ემზადებიანო.

ეს რომ შეიტყო, „მიეცა ფრიადსა შეჭირვებასა“ ნადირი.

და „გამოუსივა მაშინვე ჯარი დიდი“ საქართველოსკენ.

„გამოუსივა“, ცოფი ჩაუცხრა და, როგორც იქნა, ჩაწყნარებით ჩაუღრმავდა „ქართულ საფიქრალსა“ და სათავცემოს.

ბევრჯერ უნახავს ქართველთა ხმლის ძალა და ქართული სიჩაუქე „ყოვლისმხილველ ნადირს“;

რამდენი იომა, იწვალა, იშრომა და „თვისი საწადელი ქართლში ვერ იქნა და ვერ აღისრულა“; ყველგან აღისრულა — ინდოეთში, ავღანისტანში, თურქეთში – ყველგან, ყველგან, საქართველოში კი ვერა.

სრულიად ქართლი და კახეთი კი არა, ცალკე რომელიმე ქართველი თავადის, შანშე ერისთავისა და გივი ამილახორის მსგავსთა აჯანყებასაც ვერ მოერია „მსოფლიოს მომრევი“ ნადირ ავარი საკუთარი, სპარსული ძალებით. მხოლოდ და მხოლოდ ქართველთა ხელით დაუმარცხებია განდგომილი ქართველები ნადირს:

და მარტო ნადირს კი არა, შაჰ აბასსაც, და ყოველ სხვა შაჰსა და ყოველი რჯულის ხელმწიფეს, მხოლოდ ქართველთა ხელით მოუხერხებიათ აჯანყებულ ქართველთა მოუგრეხელი კისრის მოგრეხვა;

ჰო და, ცალკე თავადს რომ ქართველებოდ ვერას აკლებდა, ახლა გაერთიანებულ ქართლსა და კახეთს რაღას დააკლებდა;

მერე, — როგორი სარდლები და ხელმწიფენი ჩასდგომიან სათავეში ქართლსა და კახეთს!

„თეიმურაზის სახელი ასე გაფენილ არის, რომ ერანში ერთმანეთისა საქადურად და საყვედურად მისი სახელი აქვთ“;

ახლა კიდევ — ერეკლე მეფე, პატარა კახი, ტანად პატარა და საქმით დიადი, ალექსანდრე მაკედონელივით!..

„ახლავე უკან დააბრუნეთ საქართველოში გაგზავნილი მხედრობაო!“ — დაიღრიალა ნადირ შაჰმა.

 

   

1.1.1.38 კვანძი იხსნება მოულოდნელად

▲ზევით დაბრუნება


კვანძი იხსნება მოულოდნელად

როცა ჯარები დაბრუნდნენ, ნადირმა ორი რაყამი გაამზადა, ორივე „სიტკბოებისა და წყალობისა“, და სასწრაფოდ გამოგატანა ჩაფარს საქართველოში.

200 000 თუმნიდან 25 000 თუმანზე ჩამომხტარიყო ნადირ შაჰი.

თხუთმეტი ათასი თუმანი თეიმურაზმა გადაიხადოს, ათი ათასი ერეკლემ და ამით გავათავოთო, იწერებოდა დამცრობილი ყაენი.

მართლაც რომ გაუგონარი და გასაოცარი იყო ნადირ შაჰის ამნაირი დათმობა!

თანაც ასეთ რაიმეს სწერდა ნადირი თეიმურაზს:

„რაც იყო, დაივიწყე და როგორც შენ გინდოდეს ისე გაარიგეო, ბრძანება კი გააგონე ხალხს ჩემიო, ისევ ქალაქში ჩამოდი და ქვეყანას მოუარეო“.

მაგრამ ერთობ დამაფიქრებელი ჩანდა შაჰის რაყამი ერეკლესადმი.

- ერეკლე პირადად მეწვიოს და რასაც თვითონ მომახსენებს, ყოველივე გარიგებულად ჩასთვალოს! — ირწმუნებოდა ყაენი.

მაგრამ ვერ ირწმუნებდნენ ქართველნი მძვინვარე ნადირის „სიწრფოებას“.

მაინც სულ ერთი იყო, იქცეოდა თუ არა მგელი ცხვრად; ქართველებს უნდა გადაეწყვიტათ: ან აღესრულებიათ შაჰის ბრძანება, ან უარი ეთქვათ და ისევ შემდგარიყვნენ საომარ გზაზე.

თეიმურაზს ასედაც უნდოდა – უარი შეეთვალა ყაენისათვის. მაგრამ საომარი ცეცხლი უკვე განელებულიყო ქართველთა მთავარ ბანაკებში. თავადთა დიდი ნაწილი ამას მოითხოვდა: „ჩვენს ალაგებში წავალთ ჩვენის ცოლ-შვილითა და ჩვენს ქვეყნებს გავამაგრებთო“; ამასთან — „მთის ქვეყნის ჯარებმაც უარშიობა დაიწყეს“; ბევრი სპარსეთის ხელმწიფესთან შერიგების გუნებაზე დადგა.

სხვა გზა დახშული ჩანდა და ისევ ხელმწიფეს უნდა გაეწირა თავი თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის.

ერეკლემაც დაიჩემა. უეჭველად ვეახლები შაჰ ნადირსო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა თეიმურზმა: შენს მეტი ძე მე არ გამაჩნიაო, შენც რომ დამეღუპო, ქვეყანას ვინღა მიჰხედავსო; ეყო შაჰ ნადირს, რაც მისთვის თავი გაგიწირავს ინდოეთსა და სხვა დასაკარგავ ქვეყნებშიო.

— მე თვითონ წავალ და ვეახლები ნადირ შაჰსო! — სთქვა შეურყევლად თეიმურაზმა.

სთქვა და გაიტანა კიდეც.

„მოხდეს რაც მოსახდენიაო, ჩემი თავი ქვეყნისათვის დამიდვიაო, თუ ქვეყანას რამე ვუშველე და ყაენს ჩემი სიტყვა შევასმინე, ქართლს პირველს რიგზე დავაყენებ და თუ ვერ შევასმინე რა, მერე ყველამ თქვენს თავს უშველეთო“.

ეს ბოლო სიტყვები მაინცადამაინც ვერ ჩაითვლებოდა „ დიდხელმწიფურ ანდერძად“. მაგრამ ასე კი დაუბარა თავისიანებს.

ანახანუმ დედოფალი ორკეცად იყო, თვეში იდგა, ძეობას ელოდა, მაგრამ დრო არც „ამდენს“ ითმენდა და თეიმურაზიც დაემშვიდობა მწუხარე თანამეცხედრეს.

1747 წლის 10 მაისს გავიდა თეიმურაზი ტფილისიდან.

(მან არ იცოდა, რომ სპარსეთში წინა დღით უკვე მომხდარიყო მოსახდენელი).

მეფემ თან წაიყვანა ქაიხოსრო ორბელიანი, თარხან ლუარსაბი, ქაიხოსრო მარტყოფის მოურავი, პაატა მოლარეთუხუცესი, რევაზ ამილახორი და სუფრაჯი მაჰმად-ჰუსეინი.

სამშვილდეში აბდულა-ბეგ ბატონიშვილი დაუხვდა და ორი დღე აქ შერჩა სტუმრობას. აქედან ბოლნისამდე ჩააცილა აბდულა-ბეგმა. გამომშვიდობებისას ეს დაუბარა ქართველებს მეფემ:

„ბატონიშვილ აბდულა-ბეგს ნუ გაეყრებითო და ჩვენის ერთგულებით ამისი სიტყვის გამგონნი იყავითო“.

იქვე აბდულას მიუბრუნდა და უთხრა:

„რადგან მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლისო, ქართლს მოუარეო და ერთმანეთის ნებით და შეკითხვით ორივე ქვეყნები მტრისაგან კარგა გაამაგრეთო და ჩემდა მოსვლამდის მშვიდობიანად იყავითო“.

ეს სიტყვებიც მძიმე სისხლად დაუჯდებათ ქართველებს „თავის დროზე“.

თეიმურაზი რომ სპარსეთის გზაზე გაიგულა, აბდულა-ბეგი გამალებით შეუდგა სამშვილდის გამაგრებას. ლორედან ზარბაზნები და ჯაბახანები ჩამოიტანა და ციხის ყოველ კუთხეში ჩააწყო და ჩაასაგრა...

თეიმურაზი კი მიაბიჯებდა ერანის ღველფიან მიწაზე.

ყაზვინს რომ მივიდა, იქ შეაჩერეს და უთხრეს ამბავი ქვეყნის დაქცევასავით მოულოდნელი და „დაუჯერებელი“.

ის, ვისთანაც შენ მიდიხარ, ცოცხალთა შორის აღარ არისო!

თურმე მოუკლავთ ნადირ შაჰი!

9 მაისს მოუკლავთ, თეიმურაზი რომ ტფილისიდან გამოვიდა — იმის წინა დღეს.

უკანასკნელ ხანს ნადირ შაჰს „მართალი ჭკუა აღარ ჰქონდა“.

საშინელი ეჭვიანობის, უნდობლობისა და ჰალუცინაციების მონად ქცეულიყო დიდი აზიელი ხელმწიფე.

ერთხელ ღამით ვიღაცამ თოფი ესროლა სასახლის აივანზე შილიფად გამოსულ ყაენს. ტყვია აცდა მიზანს. ყაენს კი შეაგონეს: თოფის გასროლა შენი შვილისა და ტახტის მემკვიდრის — რეზა ყული-მირზას ჩაგონებით მოხდაო.

მაშ, ჩემს შვილს ჩემი დამხობა სდომებიაო და ისე, რომ არავითარი გამოძიება არ გახსენებია — უსაყვარლეს ვაჟიშვილსა და მემკვიდრეს თვალები დაუშრიტა.

მცირე ხნის შემდგომ კი დაარწმუნეს: შვილი სავსებით უსამართლოდ დასაჯეთ ეგზომ სასტიკადო.

სულ განადირდა ნადირი: როგორ თუ უდანაშაულო შვილის დასახიჩრებაში ხელი არ შემიშალეთო და კარისკაცთა უმრავლესობა ზოგი ამოწყვიტა, ზოგს თვალები დათხარა.

მთელი ერანი ამოსაწყვეტი არისო, ყველა მოღალატეა და ყველა ჩემს მოკვლას ოცნებობსო, ბღაოდა ყაენი.

შეძრწუნებული იყო ყოველი ქვეშევრდომიც და ახლობელიც „დიდიც“ და „მცირეც“.

ყველაზე უფრო ფხიზლობდა ალი-ყული-ხანი, ნადირ შაჰის ძმისწული და თეიმურაზ მეფის სიძე...

ნადირ შაჰი ხორასანს, მეშჰედის ჩრდილო მხარეს იდგა ბანაკად.

ერთბაშად ხმა დაირხა, რომ ყაენი ბანაკში ყველა სპარსელის ამოჟლეტას აპირებსო; ჟლეტა შუაღამისას დაიწყებაო, როცა წყვდიადში საგანგებოდ გასროლილი მაშხალა აიჭრებაო.

ეს ამბავი პირველად ვინმე „ერთი ქართველის“ პირით ითქვა თურმე.

და რაკი ქართველმა თქვა, კიდევაც ირწმუნეს უყოყმანოდ და უეჭვოდ საშინელი საფრთხის სიახლოვე...

საფრთხის დაძლევის ცნობილი საშუალება შეთქმულება იყო, ხოლო შეთქმულებას სპარსეთში იმდენი ხნის ისტორია ჰქონდა, რამდენიც თვითონ სპარსეთს.

ალი-ყული-ხანი ვითომც „გვერდზე იყო“ და არაფერი იცოდა. შეთქმულებას სათავეში ჩაუდგნენ თავრიზის ბეგლარბეგი მაჰმად ხანი (დედით პაპა ალი-ყული-ხანისა) და ცხენოსანთა მეთაური — ყორჩიბაში.

ერთიც ძლიერი მკლავისა და გრილი თვალის მქონე მკვლელი შეურჩევიათ, ყულის ჯარის მეთაურთაგან, სახელად შალეხ-ბეგ.

ოთხი თანამკვლელიც თვითონ აიყვანა შალეხ-ბეგმა.

დაღამდა.

ნადირ შაჰი ჩვეულებრივ გვიან იძინებდა. ჯერ ჰარამხანა ეწვეოდა, იმ ღამის რომელიმე „რჩეულ ცოლთან“ სატრფიალოდ.

ღამე განზოგადდა.

ძილის საუფლოში ესვენა კაცი ყოველი.

ხუთი კაცი გაეშურა ყაენის კარვებისაკენ.

მცველებს გაუძვრნენ, „რაღაც სასწრაფო საქმის მომიზეზებით“.

შიგ რომ შევიდნენ, სასახლის საჭურისი შემოეყარათ.

შალეხ-ბეგმა ხმალი შემოჰკრა და უხმოდ დაუშვა მკვდარი.

მცირე ხნით შედგნენ, არ იცოდნენ, რომელ კარავში განისვენებდა თვითონ ხელმწიფე.

ერთ კარავს დაადგეს თვალი, მკრთალი სანთელით განათებულს. ძვირფასად გაწყობილი კედელიც მოჩანდა იმ კარავში.

იქ უნდა იყოსო, და მიაშურეს სწრაფი ნაბიჯით.

კარავთან ქალი გამოჩნდა ანაზდაითად.

ისევ მოიქნია ხმალი შალეხ-ბეგმა.

ქალი მკვდარი დაეცა, მაგრამ შეკივლება მაინც დაასწრო სიკვდილს.

ახლა მხოლოდ სისწრაფე თუ იხსნიდა მკვლელებს.

ელვასავით შეცვივდნენ კარავში შიშველი ხმლებით.

ნადირიც წამოიჭრა სარეცლიდან შიშველი.

ხმლის გაშიშვლებაც მოასწრო.

წამით ყველა გაიყინა, მომხვდურებიც და დამხვდურიც.

ამაყად იდგა ნადირი, ისევ ძალუმი სხეული ჰქონია ორმოცდაცხრამეტი წლის კაცს, ოღონდ ქალთან წეღანდელი ტრფიალებით მოთენთილი და მოღნაშული.

- რა გნებავთ, და რა გადაგიწყვეტიათო? - იკითხა შაჰმა

უხმოდ მიესივნენ მკვლელები.

იწივლეს ხმლებმა.

ორი ზედიზედ უსულოდ დასცა ნადირმა.

და შალეხ-ბეგმაც მხარზე გადაჰკრა და ლავიწი ჩაულეწა გავეშებულ ყაენს.

დაიღრიალა დაჭრილმა და კარვის სიღრმისკენ დაიხია ნასწრაფევი ნაბიჯებით.

კარვის დაჭიმულ თოკებს გადააწყდა და დაეცა.

დაეცა და ვეღარ წამოდგა, რამეთუ სამი ხმალი დაბჯენოდა სხეულზე მძიმედ, ერთი ყელზე და ორი ორსავ ძუძუზე.

„შემიბრალეთ და ყველას გაპატიებთ!“ — ამოიხრიალა განწირულმა.

მძლავრად დააწვნენ ხმლებს მკვლელები.

„შენ არასოდეს არ იყავი შემბრალებელი და არც არავინ არ შეგიბრალებს“, — მოასწრო უკანასკნელი ადამიანისმიერი ხმის შეცნობა სიკვდილში ჩათრეულმა და ჩაძირულმა კაცმა.

იდგა 1747 წლის 9 მაისი და მკვდარი იყო ნადირ შაჰ ავმარი, დიდი ხელმწიფე, მსოფლიო დამპყრობელი და მსოფლიო სისხლმათხევარი.

ერანს მოჰკვდომოდა „მეორე ლომი“, გინდა „მეორე შაჰ აბასი“.

კაციშვილი, რომელმაც ცხოვრება დაიწყო მეჯოგეობით და დაამთავრა მსოფლიო მბრძანებლობით.

შალენ-ბეგმა ნადირს თავი მოჰკვეთა და მაჰმად ხანს მიართვა.

გახარებულმა მაჰმად ხანმა მოკლულის თავი და ტანი დრომადე აქლემზე აჰკიდა და მეშჰედისაკენ გაჰქუსლა. იქ მას ალი-ყული-ხანი ელოდა.

ნადირ შაჰის სიკვდილის ხმა რომ გავარდა, ერანის უზარმაზარი სახელმწიფო თავმოკვეთილი დევივით აფართხალდა, აგორდა და აშვავდა.

ერთმანეთს დაერივნენ სპარსელნი, ავღანნი, თურქმანნნი, ოგუზნი და სხვანი და სხვანი, ნადირ შაჰის სასტიკი ხმლით ერთ „სახელმწიფო ქართაში“ შერეკილნი და შემწყვდეულნი.

მეშჰედისკენ მიმქროლავ მაჰმად ხანს გზაზედ ავღანელები დაუხვდნენ და ნადირის თავი დააგდებინეს.

ხელმწიფის უთავო ტანი ახლა ალი-ყული-ხანს მაჰმად ხანმა.

ნადირის ტანი რომ მიართვეს, ალი-ყული-ხანი ბიძის ცხედარს მიეახლა, „მწარედ“ იტირა, გამოიტირა, დაკრძალა და გამოაცხადა: ჩემი ძვირფასი ბიძის ნებით ერანის ხელმწიფე . ყაენი ამიერიდან მე გახლავართო; ამიერიდან ალი-ყული-ხანი დაივიწყეთ და ადილ შაჰი (,,სამართლიანი მეფე“) მიწოდეთო.

უარს ვინ გაბედავდა: ახალ ყაენს სამოცი ათასი მხედარი ედგა საომრად ჩასილაღებული.

ადილ შაჰმა დაიწყო იმით, რომ ნადირის თორმეტ ძეს ყელი გამოსჭრა და ამით ტახტის მოსალოდნელი მოცილენი სამუდამოდ ჩამოიცილა.

მერე ადილ შაჰი მიადგა კელატის კოშკს, ტყესა და კლდეში ამოშენებულ უზარმაზარ, მიუვალსა და შეუღწეველ ნაგებობას, სადაც ნადირ შაჰი თავს უყრიდა ყველა თავის სიმდიდრეს, ნადავლს, ნაძარცვს, ნაალაფევსა და ნაძღვნევ განძს, ოქრო-ვერცხლს, თვალ-მარგალიტს, ლარსა და საჭურჭლეებს.

ოთხსართულიანი აღმოჩნდა ეს „ჯადოსნური კოშკი“.

პირველი სართული სულ ნემსებით იყო გამოტენილი. არავინ იცის, რა ახირების წყალობით უგროვებია უცნაურ ხელმწიფეს ამდენი ნემსი!

მეორე, მესამე და მეოთხე სართულები კი აღარ იყო „საუცნაურო“. მხოლოდ ადამიანის ხარბ გულს უნდა გაეძლო და არ გამსკდარიყო ეგზომ უთვალავი სიმდიდრისა და ბრწყინვალების ხილვის ჟამს.

ყველაფერს ადილ შაჰი დაეპატრონა.

მაგრამ, რაც მთავარია, სახელმწიფოს ვერ მოუხერხა რიგიან-პირიანი „დაპატრონება“ ადილ შაჰმა, ჭკუით, ნებით და ვაჟკაცობით „ქვესაშუალო წონისა და განზომილების“ საჭეთმპყრობელმა.

სრულიად ერანი მოეცვა „სრულიად არეულობას“.

ყოველი ცალკე კუთხის „ხანი“, „ბეგი“, თუ „ბაში“ ცალკე „ყაენად“ იქაჩებოდა.

სახსრებდაშლილი ქვეყანა ავსებულიყო მძარცველებით, ავაზაკებით, მკვლელებით, დერვიშებით, შარლატანებით, სოდომიტებით.

ძალიან სჭირდებოდა ქართველები ადილ შაჰს.

გივი ამილახორი გაიხსენა, შაჰ ნადირისგან ხორასანს გადასახლებული.

იმ არეულობის ჟამს გივი ამილახორს ათასამდე ქართველი შემოეკრიბა თავის გარშემო.

მოჰგვარეს გივი ამილახორი და მისი ქართველები ყაენს.

ადილ შაჰმა მაშინვე ყულის ჯარის („ გვარდიის“) მეწინავე ძალად აიყვანა ქართველობა. ხოლო თვითონ გივი ამილახორი ყულარაღასად, გინა „გვარდიის უფროსად“ დანიშნა.

ნათლიობაც თვითონ იკისრა შაჰმა: გივის ახალ სახელად შაჰ -ყული-ხანი უწოდა.

ადილ შაჰმა სულ მალე გივი ამილახორი „ინდოეთის ერთი გამაგრებული ქალაქის“ ასაღებად გაგზავნა. გივიმ „ის ქალაქი“ კიდევაც აიღო და დიდი ნადავლიც მოართვა ყაენს.

გახარებულმა ადილ შაჰმა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი ხმალი შეიხსნა და თავისი ხელით შეარტყა წელზე „ერთგულ შაჰ-ყული-ხანს“.

დიდი სახელი დაუვარდა ამილახორს მთელს სპარსეთში.

მერე მაზანდარანი ჩააბარა სამმართველოდ და საპატრონოდ ადილ შაჰმა გივი ამილახორს.

თეიმურაზმაც მიატანა შაჰის სასახლეს.

ეს ყველაზე დიდი სიხარული და იმედი იყო ადილ შაჰისათვის.

გულში ჩაიკრა „ძვირფასი და საყვარელი სიმამრი“ შაჰმა.

ჩაიხუტა და აღარ გაუშვა.

იმ ქვეყანაში, სადაც მამანი და შვილნი ერთმანეთს ყელს სჭრიან და თვალებს თხრიან, სიძესიმამრობას ნაკლები ფასი ექნებოდა, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ქართველი მეფე „ქართველად“ სჭირდებოდა ერანის მოლიპულ ტახტზე მოცოროზად დასკუპებულ ხელმწიფეს.

 

   

1.1.1.39 აბდულა-ბეგის ვნებანი

▲ზევით დაბრუნება


აბდულა-ბეგის ვნებანი

თეიმურაზი ერანში ორი წელიწადი ჩარჩა.

მის დაბრუნებამდე საქართველოში კიდევ ბევრი სისხლი დაიქცა, ბევრი სიცოცხლე ჩაქრა, ბევრი ლეჩაქი გაშავდა, ბევრი ხმალი დაილეწა და დამიწდა.

აბდულა-ბეგ ბატონიშვილი შეიქნა გმირი ახალი ომების და სისხლის წვიმებისა.

იგი ყრმობითგანვე გათათრებული ქართველი იყო. თათრული სახელიც და სარწმუნოებაც გათათრებული მამის წყალობით მიეღო, მაგრამ „სხვაზე ნაკლებად“ არ ქართველობდა და ქართლის სამეფო ტახტ-გვირგვინის „ყველაზე კანონიერ მფლობელადაც მიაჩნდა თავი.

მამამისი იესე ლევანის ძე ხომ თავის დროზე სავსებით კანონიერად მეფობდა ქართლში. ხოლო იესე მეფის უფროსი ვაჟი და „ნამდვილი მემკვიდრე“ სწორედ აბდულა გახლავთ.

(იესეს ორი მომდევნო ვაჟიდან ერთი — სვიმონი - რუსსეთში გადაიკარგა, ხოლო ყველაზე უმცროსი - თეიმურაზის ახლა ანტონ კათალიკოსის სახელით „პირველობს“ საქართველოში).

ქართლის მეფედ დიახ თეიმურაზი „ითვლება“. მაგრამ ეს დიდი „უკანონობაა“, რამეთუ თეიმურაზი ქართლის კი არა, კახეთის ბაგრატიონების სახლიდანაა, ქართლის ტახტზე ის ქალმა მოიყვანა, თამარ ვახტანგის ასულმა, და ისიც წაწყმედილი ნადირ შაჰის წყალობით!

იქნებ სინდისმაც შეაწუხა თეიმურაზი, გამომშვიდობებისას რომ უთხრა ქართველებს: ბატონიშვილ აბდულა-ბეგს ნუ გაეყრებითო და, თუ ჩემი ერთგულები ხართ, ამის სიტყვის დამჯერენი იყავითო. მერე თვითონ აბდულასაც ხომ უთხრა ყველას გასაგონად: „ქართლს მოუარეო“ (მაგრამ „ერეკლესთან ერთადო“, — ეს დაივიწყა აბდულამ).

დიახ, „მოუვლის“ ქართლს „კანონიერი უფლისწული“. ერეკლემ კი, „უკანონომ“, ხელი უნდა აიღოს ქართლზე. თეიმურაზიც ხომ „უკანონოა“, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, თეიმურაზი შეიძლება სულაც ვერ დაბრუნდეს სპარსეთიდან... ამიტომ ახლა მთავარი არის ერეკლე მეფე!... ერეკლე კახეთის მეფე... და არა ქართლის მეფე…

და აი, დგას ახლა აბდულა-ბეგი სამშვილდეში, ქართლის მეფობისთვის ტანში იჭმება და საომრად ემზადება, ლორედან ხომ ზარბაზნები და ჯაბახანები ჩამოიტანა; ციხე-გალავნის კედლებიც განასრულა; ორი ახალი ბურჯი აღმართა; ორივე მხარეს ორი უზარმაზარი აუზი ამოათხრევინა, წყლის სამარაგოდ; სურსათიც უხვად შეიტანა. ვარაუდით, სულ ცოტა, ორი წელიწადი მაინც უნდა ჰყოფნოდა ციხე-ქალაქს საჭმელ-სასმელი.

სამშვილდის გამაგრება-გამარაგებას რომ მორჩა, ბირთვისის ციხის განმტკიცებას შეუდგა. აქ ციხის უფროსად თავისი უმცროსი ძმა უსეინ-ბეგი ჩააყენა.

მაგრამ მარტო ციხეებით რას გააწყობდა სამეფო ტახტის მაძიებელი. მთავარი იყო ჯარი და ხალხი, არც ეს დავიწყებია აბდულას. მიადგა და რაც ქვემო ქართლში ლეკი იდგა, ჯარად თუ მაწანწალად, სუყველა მოისყიდა, ყველას „საზრდელი“ და ჩასაცმელი გაუჩინა. სამშვილდე და ბირთვისი ლეკის ჯარებით გაავსო.

ბორჩალუსა და ყაზახის მუსლიმანობა ხომ მოიმხრო და „მოივარგა“ აბდულამ.

საბარათაშვილოს „რაოდენნიმე ქართველნი“ გაიერთგულა და შემოიფიცა. „შენს მეტი ბატონი არ გვინდოდესო“, — დააფიცა ისინი აბდულამ.

თეიმურაზისა და ერეკლეს მწყალობელი ნადირ შაჰი უკვე მკვდარი იყო. ადილ შაჰი ხელმწიფედ იყო და არც იყო. ერანს „მრავალყაენობის“ დრო დასდგომოდა.

უცებ გამოჩნდა თავრიზში ერთი „იმ ბევრთაგანი“. ეს იყო საამ-შაჰი, მისი ჭკუით — ზღაპრული რუსტამის გვარისა, ბოროტი და ბნელი ისლამიტი-ფანატიკოსი.

ადამიანთა მოდგმიდან ყველაზე მეტად ქართველები სძულდა და ყველაზე მეტად ქართველებისა ეშინოდა საამ შაჰს.

სწორედ „ამნაირი ყაენი“ აირჩია აბდულა-ბეგმა თავის „შეფად“. ოღონდ ქართლის ბატონობის დასტური მიბრძანეთ და მთელი ჩემი სიცოცხლე თქვენი ყმა და მსახური ვიქნებიო, მისწერა მან საამ შაჰს.

საპასუხო „რაყამიც“ მალე მიიღო: მიბოძებია ქართლის ბატონობა და პატრონობაო, ატყობინებდა თვითმარქვია შაჰი თვითმარქვია ქართლის მეფეს.

მაშინვე წერილი აფრინა აბდულა-ბეგმა ერეკლე მეფესთან:

„მეფობა ქართლისა ჩემია, დამანებე, შენ კი შენს კახეთს მიჰხედე!“

რისხვამ მოიცვა გული პატარა კახისა.

ერეკლემ ჯარები შემოიყარა — კახნი, თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევენი,

არაგველნი.

ქსანში ერისთავად მისგან აღდგენილი ბრმა და მოხუცი შანშე იდგა. შანშე ქსანელთა ჯარიც აახლა მეფეს.

მცხეთას ჩავიდა და ანტონ კათალიკოსს ეწვია ერეკლე.

უნდა შეეტყო, როგორ ეხატებოდა გულზე „ქართველთა მამას“ განდგომა აბდულა-ბეგისა.

ვის გაეგება ბოლომდე „ხასიათი სისხლისა“. ვინ იცის, იქნებ თანაუგრძნობს კიდეც ანტონი ძმის „კანონიერ მოთხოვნებს“.

მიეგება ერეკლეს კათალიკოსი და კითხვაც არ აცალა, ისე მისცა ღმერთი შუამდგომლად: მამაშენისა და შენს მეტი არავინ ვიცი არცა მეფე, არცა ბატონი, არცა პატრონიო.

გაიხარა პატარა კახმა.

რაკი „დიდმა კათალიკოსმაც“ ასე ინება, ახლა ნახოს ყოველმა ერისწყეულმა ნაკვეთიანობა ერეკლეს უქარქაშო ხმლისა!..

აბდულა-ბეგს ქართლის თავადებისათვის დაეგზავნა წერილები: ქართლი მე მეკუთვნის, ნამდვილმა ყაენმაც მე დამიმტკიცა და თქვენც ნუღარ დააყოვნებთ, ჩემს სამსახურში მობრძანდითო.

ზემო და შიდა ქართლის თავადთაგან არავის უფიქრია თეიმურაზისა და ერეკლეს ღალატი. ზოგს გულწრფელი მოწამებრივობით სწამდა მირონცხებული მამა-შვილის სამამულიშვილო განზრახულობათა სისწორე: ზოგსაც, ვისაც ღალატის „უნარი“ გველის წიწილასავით კვერცხის გულიდან უწიოდა, ვერ გაებედნა განდგომა სიკეთისგან და „მისვლა ბოროტებასთან“.

აბდულა-ბეგმაც ყველასგან ერთნაირი პასუხი მიიღო: ჩვენგან შენი ყმობა არასგზით არ იქნებაო…

ერეკლეც მოახტა სალაშქრო მერანს.

ჯერ აბდულას „მოკავშირეებს“ მიუხდა — ბორჩალუსა და ყაზახის თურქმანობას. მიუხდა და შავი დღე გაუთენა. ბევრმა მაშინვე იარაღი დაჰყარა და ქართველ მეფეს პატიება შეჰღაღადა, ასეთებს „არა აწყინეს რა“ ქართველებმა, მალე მოიჭრნენ ერეკლესთან ყაზახისა და ბორჩალუს მმართველნი, მოართვეს ფეშქაში და ითხოვეს დანაშაულის ფარვანი (პატიება).

 

   

1.1.1.40 ალი-ხანის ვნებანი

▲ზევით დაბრუნება


ალი-ხანის ვნებანი

ერეკლემ პატიება გაიღო, ყაზახ-ბორჩალუს ქვეშევრდომობა აიღო და ის იყო, სამშვილდისაკენ უნდა გაექუსლა, რომ ამ დროს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ახალი საფრთხე გამოჩნდა,საფრთხე ერთნაირად — ერეკლესთვის და აბდულასთვის.

ეს იყო ალი-ხანი, ნადირ შაჰისგან რომ ერთ ჟამს ქართლის მმართველად იყო დანიშნული. ნადირის სიკვდილის შემდგომ აშლილ „მაწანწალა ყაენთა“ შორის არც ალი-ხანი დარჩენილა სხვაზე ნაკლები. ქართლში ყოფნის ჟამს დარწმუნებულა ალი-ხანი: ვინც საქართველოს დაეუფლება, „ნამდვილ ყაენობასაც“ ბოლოს და ბოლოს ის დაისაკუთრებსო.

დიდი იყო, ძალიან დიდი მუსლიმანური სამყარო და „ბევრი დიდი“ მხედრობის გაღება შეეძლო მისი წიაღიდანვე ამონარწყევი „ბევრი ყაენისათვის“.

ალი-ხანიც მოდიოდა „თავის წილხვედრი“ დიდის მხედრობით.

ჯერ მას მხოლოდ ჩემირი“ ერქვა, მალე „ყაენი“ დაერქმეოდა, თუ...

თუ საქართველოს დაიპყრობდა.

ესეც შეეტყო ალი-ხანს, ერეკლე და აბდულა-ბეგი რომ დასტაკებოდნენ ერთმანეთს ქართლის ტახტისათვის.

ესეც მის წისქვილზე დაასხამდა წყალს უეჭველად.

ისედაც, — არც ერეკლე და არც აბდულა დიდ სახიფათო ძალად არ მიაჩნდა ალი-ხანს. მას ქართველთაგან ყველაზე მეტად თეიმურაზის ძალმოსილება აფიქრებდა და ახლა ისე მხნედ და გულნებიერად იმიტომ მოდიოდა, რომ თეიმურაზი სპარსეთს იყო გადაკარგული.

ერეკლემ რომ ალი-ხანის ამხედრებისა და მისი საომარი ზომა-წონის ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა შინაურ მეტოქეს შერიგებოდა და აბდულა-ბეგს მოციქულად ეპისკოპოს ათანასე ტფილელი გაუგზავნა. „სარჩოდ“ საუფლისწულო მამულს მოგცემო, ერთმანეთსაც შევხვდეთო და მშვიდობიანობა აღვადგინოთო, უთვლიდა მეფე მეფობის მაძიებელს.

დაბრუნდა ტფილისს ათანასე ტფილელი. აბდულა-ბეგის ელჩიც ჩამოჰყვა — ზაალ მუსხელიშვილი, აბდულა ისევ თავისას უთვლიდა ჯიუტად ერეკლეს: „ქართლი ჩემიაო და კახეთი შენიო; შენ კახეთს დასჯერდი, მე კი ქართლი დამანებეო“.

შერიგება არ შედგა.

ალი-ხანი კი ყაზახს მოსულიყო, მისეოდნენ აქაური მუსლიმები და შეერთებიან „ქართველთაგან მხსნელს“. ყაზახის მმართველი თალი-ბეგი შეჰპირებია ალი-ხანს, „ქართლს მე დაგაჭერინებო“, და წამოჰყოლოდა თავისი ლაშქრით.

გატეხილი ხიდი გადმოიარეს. ალი-ხანმა ორი ჩაფარი აფრინა ორი წერილით: ერთი ერეკლესთან ტფილისს, მეორე აბდულა-ბეგთან სამშვილდეს. ერთნაირი იყო ორივე წერილი, ერთნაირად კადნიერი და თავხედური: ჩემის მხედრობით მოვდივარ და, ან მეყმეთ და მემონეთ, ან მანდედან გადაიკარგეთ; ქართლი მე მეკუთვნისო.

ერეკლემ ბრაზი შესჭამა და მშვიდად უპასუხა: „თუ ყაენის ბრძანება და რაყამი გაქვს, ის შემატყობინეო და, თუ სამტროდ მოხვალ, მეც მზად გახლავარო“.

აბდულა-ბეგმა სულ არ შეუშვა ალი-ხანის ჩაფარი სამშვილდეში.

გაცოფდა ალი-ხანი. „ჯარი დიდი ჰყავდა“ და წამოვიდა გავეშებული ტფილისისკენ.

ერეკლემ ჯარს დიმიტრი ორბელიანი უთავა და მტერთან შესახვედრად გაუშვა.

თვითონ ზურგში დადგა. თუ ვინიცობაა და საჭირო გახდებოდა, გადამწყვეტი მოქნევით დაერტყა მტრისთვის.

მაგრამ ერეკლეს ხელის გამოღება აღარ დასჭირვებია.

დიმიტრი ორბელიანმა ჯარი საომრად განალაგა და მტერს დაელოდა.

გამოჩნდა ყიზილბაშთა მხედრობა, ქარიშხლოვანი ჭენებით მომავალი.

ქართველებმა „მაშინვე დაწკიპეს ცხენები“, ხმლები აღმართეს და მტერს „შიგ დაერივნეს, გაიქცა ყიზილბაშის ჯარი; მიყვნენ ხმალ-და-ხმალ, ამოწყვიტეს მრავალი, რომ რისხვა ღვთისა დასცეს“. კუმისის ტბამდე ხოცეს ყიზილბაშნი ქართველებმა, უამრავი ცხენი და იარაღი დააყრევინეს. ალი-ხანმა ძლივს გაასწრო სიკვდილს, დამარცხებული და დაფერთხილი ჯარებით.

ყიზილბაშთა წარკვეთილი თავებით დატვირთულნი მიუვიდნენ ერეკლეს მისი მეომრები ტფილისს.

განჯას ჩავიდა ალი-ხანი, ქართველთაგან „სირცხვილეული“. ქართველებზე სამუდამოდ ხელი აიღო და სხვა გზით სცადა გალახული სახელის აღდგენა და აღზევება. მან თავი ადილ შაჰის უერთგულეს ყმად გამოაცხადა და ბრძოლა გამოუცხადა თავრიზის ბატონს, საამ შაჰს. ასეთმა გადაწყვეტილებამ ბევრი მომხრე გაუჩინა ალი-ხანს. დიდძალი ჯარიც შემოიყარა და საამ შაჰს დაეტაკა მოულოდნელად. საამ შაჰი ტყვედ ჩავარდა. ალი-ხანმა ის ადილ შაჰის ერთგულ სარდალს, ამირ-არსლან-ხანს ჩააბარა.

ამირ-არსლან-ხანმა სამ შაჰს თვალები დასთხარა და ისე გაუგზავნა ადილ შაჰს.

 

   

1.1.1.41 „განიფინა ამბავი გამარჯვებისა“

▲ზევით დაბრუნება


„განიფინა ამბავი გამარჯვებისა“

საამ შაჰის დაცემამ ერთობ დაჭმუნა აბდულა-ბეგი, მაგ რამ მკვდარს რაღას მიეწეოდა და ახალ „შეფად“ თვითონ ამირ-არსლან-ხანი აირჩია.

ამირ-არსლან-ხანი „რიცხვმრავალსა და მშვენივრად გაწყობილს ჯარს წინაუძღოდა“ და თვითონაც „სპარსეთის უმჯობეს სარდლად ითვლებოდა“.

სწორედ ამნაირი ძალა სჭირდებოდა აბდულა-ბეგს „გაძალიანებული ერეკლეს“ წინააღმდეგ.

და აი, აბდულამ „გაუგზავნა კაცი და ფეშქაში“ ამირ-არსლან-ხანს. გაუგზავნა და სთხოვა შემწეობა ქართლის ტახტის დაკავებისთვის.

ამირ-არსლან-ხანმაც გამოუგზავნა აბდულას „წიგნი დიდის იმედისა“.

ერეკლემ პირაქეთელი ლეკები მოიმხრო და ქართლ-კახურ ჯარებს შეურია.

მიუხდნენ სამშვილდეს. ატყდა თოფ-ზარბაზანთა ბაგაბუგი შიგნიდან და გარედან.

ვერც ერთი მხარე ვერაფერს გახდა.

მაინც მისჭირვებოდა აბდულა-ბეგს. მოციქული გამოგზავნა ერეკლესთან: „დიდრონი კაცები“ გამომიგზავნე მოსალაპარაკებლადო.

ერეკლემ გაგზავნა — „სახლთუხუცესი კახისა გრიგოლ, თუშთ მოურავი ჯიმშერ და ელისეთ მოურავი დავით“.

გარიგება ამჯერად თითქმის შედგა. ერეკლე და აბდულა პირობას სდებდნენ: „მანამდისინ მეფე თეიმურაზ ერანის ქვეყნიდამ მობრძანდებოდესო, ჩვენ ორნივ მყუდროებით ვიყვნეთო“.

ერეკლე ტფილისში მოვიდა.

ორივე მხარემ კი იცოდა, დღეს თუ ხვალ ისევ უნდა ამტყდარიყო უამური ბღავილი საომარი ნაღარისა.

იმ დღეებში ერანიდან „მოვიდა მეფის თეიმურაზისა ამბავი მშვიდობისა, რომ ადილ შაჰს თავისთან მიეწვია, რომელი იყო სიძე მისი, მიეცა პატივი, დიდი იმედი და მამაშვილური, ებოძა ურიცხვი საქონელი“.

ამის გამო „შეიქნა სიხარული ფრიადი ქართველთა შინა“.

სანამ ქართლის ტახტისთვის ბრძოლა განახლდებოდა, მანამ კიდევ რამდენჯერმე გამოხდნენ ლეკნი სათარეშოდ და საყაჩაღოდ.

ჭარიდან წამოსულნი ღამით „დაესხნენ სოღანლუღს, მრაცალი ცხვარი და ზროხა წაასხეს“.

დიმიტრი ორბელიანი გამოადევნა მძარცველებს ერეკლემ, „მცირის კაცით“. ყარაიაზე დაეწივნენ ქართველები ლეკებს, სასტიკად დაამარცხეს, გააქციეს და ნაშოვარი დააყრევინეს.

მეორედ ბოლნისის ხეობაში შემოიჭრნენ ლეკები ძარცვა რბევით. ყაფლან ორბელიანი „შეება გუსრულად ისევ გაიმარჯვეს ქართველებმა, მაგრამ ძვირად კი დაუჯდათ: მძიმედ დაიჭრა ლეკის ტყვიით ყაფლანი. ბოლნისამდე ძლივს მიიყვანეს ცოცხალი. იმ ღამით გარდაიცვალა.

ცალკე ათასმა ლეკმა საკირისციხე და ატენის ციხე გაძარცვა, „წამოიღეს ორისავ ციხის საქონელი და ტყვე უთვალავი“ და საბარათაშვილოში გადავიდნენ. აქ აბდულა-ბეგმა მოისყიდა ლეკთა ათასეული და კრწანისში დააყენა.

ისევ მოვიდა ჩაფარი ერანიდან. ადილ შაჰი ერეკლეს „მძიმე ხალათსა“ და „დიდი წყალობის რაყამს“ უგზავნიდა. რაყამში ესეც ეწერა: „რადგან მეფე თეიმურაზი ჩვენს სამსახურში არისო, ქართლსა და კახეთს ორსავ კარგა მოუარეო“.

თეიმურაზი კიდევ ცალკე წიგნს, დარიგებებსა და სიყვარულს იწერებოდა.

„შეიქნა დიდი სიხარული და განცხრომა, რომ უკეთესი აღარ ეგებოდა, შესწირეს ქართველთა მადლობა ღმერთსა“.

ხოლო სამშვილდეში ჯავრით და ბოღმით ტანში იჭმებოდა აბდულა-ბეგი.

იმჟამად, იმავ 1747 წელს, კიდევ ახალი ამბავი მოხდა ერანელთა თავგზააბნეულ სახელმწიფოში. აზერბაიჯანის მმართველი, გამოჩენილი სარდალი, მანამდე ადილ შაჰის ერთგული ამირ-არსლან-ხანი ხელმწიფეს გაუორგულდა და თვითონ მოინდომა თავზე ერანის შაჰის გვირგვინის დადგმა.

ამირ-არსლან-ხანსაც „ბევრჯერ ენახა ქართული ხმალი“ და იმანაც იცოდა, რომ ქართველთა „მეწინავეობის გარეშე ხელმწიფობას ვერ ეღირსებოდა.

აბდულა-ბეგი ხომ თვითონ სთავაზობდა ერთგულ სამსახურს ყაენობის ახალ მაძიებელს, მაგრამ მას ისევ ერეკლე ერჩივნა, ერეკლეს ხმლისა და მკლავისა უფრო სჯეროდა და ამიტომ ამირ-არსლანმა ქართველ მეფეს „კავშირი“ და „მეგობტობა“ შემოსთავაზა.

ერეკლე მარტყოფში იყო და მშობელ-შვილობის სიხარულით ხარობდა: მეუღლემ, დედოფალმა ანამ, პირველი შვილი აჩუქა, ასული, სახელად — თამარი.

სწორედ მაშინ მოუტანეს ამირ-არსლან-ხანის სამოციქულო ბედნიერ მამას.

ერეკლემ ცივად იუარა. ან რა „კავშირზე“ უნდა ელაპარაკნა კაცთან, რომელიც მისი მამისა და პირადად ერეკლეს მწყალობელ შაჰს გადასდგომოდა…

„ამირ-არსლან-ხანმა აბდულა-ბეგი გამოიძახა.

აბდულამ სამშვილდეში თავის ნაცვლად უმცროსი ძმა, უსეინ-ბეგი დატოვა და თვითონ აღმოსავლეთისკენ გაქანდა. ყაზახში გაიარა, იქაური მმართველი თალი-ბეგი მიიმხრო, აიყოლია და მისი თანხლებით განჯას მივიდა.

შემოეგებათ ამირ-არსლან-ხანი.

აბდულა-ბეგს ორივე „მოსცა — ქართლიც და კახეთიც“.

დამხმარე ძალაც გამოატანა — რვა ათასი ყიზილბაში მეომარი, ქაზემ-ხანის წინამძღოლობით.

ერეკლემ ცოლ-შვილი მარტყოფიდან ბოჭორმას გაგზავნა. ბოჭორმის ციხესიმაგრეს შეეხიზნენ წარჩინებულთა ოჯახებიც.

სოფელ კოდასთან მოიყარა თავი აბდულა-ბეგის საომარმა ძალებმა: ყიზილბაშებმა, ავღანელებმა, ლეკებმა, „რაოდენნიმე ქართველებმა“.

ტფილისის ყიზილბაშურ ციხიონს აბდულა-ბეგის მხარე ეჭირა.

აბდულამ მოკლედ მოსწერა ერეკლეს: „ქალაქი დაგვიცალეო“.

ერეკლემაც მოკლედ უპასუხა: „სანამდის სული მიდგას, ჩემგან იქიდან გასვლა არ იქნებაო“.

აბა, ისევ ხმალმა და სისხლმა უნდა გადაჭრას გადასაჭრელი!

1747 წელი, 23 მარტი, პარასკევი, ლაზარობის წინადღე. დილა სისხამი.

აბდულა-ბეგმა კოდადან გამოყვანილი მხედრობა თაბორზე მოიყვანა.

ანტონ კათალიკოსმა ჯარი და მეფე აკურთხა და საომარი გზა დაულოცა. ერეკლემ სწრაფი მხედრულით გაიყვანა ჯარი ქალაქიდან.

გასვლისთანავე ორად გაიყვნენ. ტფილისელები და ქიზიყელები ერთად დააკორომა ერეკლემ. სარდლებად უჩუნა რევაზ ორბელიანი და პაპუა ანდრონიკაშვილი (ქიზიყის მოურავის ძე) და თაბორისკენ გაგზავნა. თვითონ ერეკლემ მარჯვენა მხარე დაიჭირა, ქართლელთა და თუშ-ფშავხევსურთა ჯარი გაიყოლია და წავკისისკენ გაემართა.

მარჯვენა ფრთაზე აბდულა-ბეგს თავისი ძმა უსეინ-ბეგი დაეყენებია ბარათაშვილთა, ლეკთა და ავღანთა ჯარებით. მარცხნივ, წავკისისაკენ, თვითონ დამდგარა ლეკთა ჯარით. აქეთ ერეკლე ეგულებოდა აბდულას. ამიტომ თავისი მარცხენა ფრთა რომ საგანგებოდ გაეძლიერებინა, გვერდით დაუყენებია ქაზემხანი და თალი-ბეგი, ყიზილბაშთა და ყაზახელთა ჯარებით.

შეიქნა ომი ფიცხელი, რომ თოფის ხმისაგან აღარა ისმოდა რა და კომლისაგან ჯარი აღარა ჩნდა“.

უწინარესად ყოველთა ქიზიყელებმა, პაპუა ანდრონიკაშვილის მეთაურობით, გაარღვიეს უსეინ-ბეგის მარჯვენა ფრთა.

მიჰყვნენ ტფილისელები, რევაზ ორბელიანის სარდლობით.

ზურგი აჩვენეს საბარათაშვილოს მეომრებმა ბრძოლის ველს. ავღანელებიც გაექცნენ ქიზიყელთა აფთრულ იერიშს. სავსებით მოერღვა მარჯვენა განაკიდური აბდულა-ბეგის საომარ განწესრიგებას.

ერეკლეც გამოიჭრა საომარ ველზე.

მიჰყვნენ ყიჟინით ქართლელნი და კახელ-მთიელნი.

პირველ დატაკებისთანავე ზურგი უჩვენეს ერეკლე მეფეს სამივე მტერმა — აბდულა-ბეგმა, ქაზემ-ხანმა და თალი-ბეგმა.

მათი მხედრობაც „გაიქცა მთლივ“.

კვალში ჩაუდგნენ ქართველები გაქცეულებს და „დაუწყეს კაფა, რომ ღვთის რისხვა დასცეს“.

სიკვდილისგან თავდასახსნელი ინსტინქტიც დაჰკარგვოდათ აბდულას აყოლილებს. გარბოდნენ მხოლოდ პირუტყვული შიშით მოცულნი. ქართველებმაც შეუწყვიტეს სიკვდილის თესვა და ახლა შუბისა და ხმლის უბრალო მოსმით, ჭუკებივით ცოცხლად იჭერდნენ ნუთ-ხუთს და ექვს-ექვსს.

იაღლუჯას მთის ბოლომდე გაგრძელდა დევნა, ჭერა და ალაფალა.

აბდულა-ბეგმა სამშვილდისკენ გაქუსლა თავპირის მტვრევით, უსეინ-ბეგმა — ბირთვისს, ქაზემ-ხანმა — განჯას, თალი-ბეგმა — ყაზახს.

ერეკლე მეფე შემოვიდა ტფილისში გამარჯვებული ჯარით. „მიეგებნენ დასნი სამღვთონი და ანუ გუნდნი საერონი და შეასხმიდიან ქებასა“.

ათას შვიდასი მტრის წარკვეთილი თავი გამოატარეს გამარჯვებულებმა ტფილისის ქუჩებში (რა გაეწყობოდა, — ქართველებიც მისდევდნენ მუსლიმანური სამყაროდან შემოსულ „მხედრულ ზნეობას“). მრავალი ტყვე შემოიყვანეს — ლეკი, ავღანი, ყიზილბაში, თურქმანი და „რაოდენნიმე ქართველნი“. მდიდარი იყო ნადავლი — ძვირფასი საომარი აღჭურვილობა, ცხენთა მოკაზმულობა, კარვები, „მოფენილობა“, მაჰმადიანურ მხედრობათა საომარი დროშები და ბაირაღები.

ერეკლე მეფე დიდი შემწყნარებლობით შეხვდა ტყვეებს — მაჰმადიანებსაც და ქრისტიანებსაც. ყველას — მათ შორის მოღალატე ქართველებსაც — „აპატივა ცთომა თვისი“, ყველა გაათავისუფლა, „ყოველი თავ-თავის ქვეყნებში გაისტუმრა და ამით უფრო განიფინა ამბავი გამარჯვებისა“.

 

   

1.1.1.42 „ლაპარაკით“ ვერაფერს გახდა

▲ზევით დაბრუნება


„ლაპარაკით“ ვერაფერს გახდა

ერეკლეს ახალმა გამარჯვებამ ისევ განადიდა და გააბრწყინა ახალგაზრდა ქართველი მეფის სახელი. ქართველებსა და ქართველთა მოყვრებს უფრო განუმტკიცდათ იმედები სამომავლო ამაღლებისა და აღზევებისა. ხოლო მტრებს შიში, რიდი და კრძალვა ჩაუყენა „საოცარი პატარა კახის“ გამარჯვებებმა.

ყაზახ-ბორჩალუ-ბაიდარის ქეთხუდებმა (ბელადებმა) იფიქრეს — სანამ გვიან არ არის, აბდულა-ბეგის შემწეობას მოვეშვათ და ერეკლეს შევურიგდეთო. იფიქრეს, გადაწყვიტეს, „მოსართმევი ურიცხვი“ გამოუგზავნეს და შემოეხვეწნენ მეფეს: რაც ჩავიდინეთ, გვაპატიე და ამიერიდან სამარადჟამოდ ერთგულ ყმებად და მოხარკეებად მიგვიღეო.

ერეკლემ მაშინვე უპასუხა ქეთხუდებს „დიდის თავაზით“: რაც იყო, იყო, — მიპატიებია, ოღონდ მოდით, თქვენი, ოჯახებით მობრძანდით და ჩემთან დასახლდით ტფილისშიო.

მეტი გზა აღარ იყო. ქეთხუდებს ქართველი მეფის თავაზიანობა უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც: ცოლშვილიანად აიყარნენ და ტფილისში გადასახლდნენ.

„თავაზიანობის ზნე“ მოითხოვდა, არც ერთ მხარეს არ გაემხილა, რომ ერეკლე უნდო მეზობლებს არ ენდო და მათი ბელადები ოჯახებიანად მძევლებად აიყვანა!

მხოლოდ ლეკები არ იხვეწებოდნენ „შემორიგებას“.

არც ერეკლე აპირებდა ლეკებთან „ლაპარაკს“.

აბდულა-ბეგი კი ისევ იყრიდა ლეკთა ათასეულებს სამვილდისა და ბირთვისის გარშემო.

კარგად „ერკვეოდნენ“ ლეკები „შექმნილ მდგომარეობაში“, ერეკლე მეფე ცეცხლითა და რკინით სდევნიდა საქართველოს მაოხარ ლეკებს, ხოლო აბდულა-ბეგი აქეზებდა მათ — ცეცხლითა და რკინით მოეთხარათ ქართული მიწა-წყალი...

იმჟამად კიდევ გამოჩნდა ლეკთა ერთი ბელადი, სახელად ზუბეიდალა. მან ყაზახი გამოიარა შვიდასი ლეკით, „წაახდინეს მრავალი ადგილი, წამოიღეს ტყვე ანუ საქონელი და მოვიდნენ, შეურიგდნენ აბდულა-ბეგს ბატონიშვილსა, დააყენა ციხესა სამშვილდისასა და იქიდამ დაუწყეს ცემა ქვეყანასა ქართლისასა“.

რამდენჯერაც გაუხტა ერეკლე ჯარით, იმდენჯერ შეასწრეს ლეკებმა სამშვილდისა და ბირთვისის ციხეებში.

შამშადილუმ წამოყო თავი. ერეკლესგან განდგომა და აბდულა-ბეგის ქვეშევრდომობა მოინდომა. ჯარი აფრინა ერეკლემ. მიუხდნენ შამშადილუს ქართველნი, „წაახდინეს და მოიტანეს ნაშოვარი ურიცხვი“.

„შეეშინდა ადრიბეჟანის ქვეყანას და ყველამ დაუწყეს ხვეწნა და ლაპარაკი მეფე ერეკლეს, მოვიდა ხილხილის ხანი, მოართვა მრავალი და შემორიგდა“.

არ ცხრებოდნენ ლეკები. სამშვილდიდან გამოიჭრნენ და სომხითს შეესივნენ სასტიკი დაუნდობლობით და შეუწყალებლობით. ვეღარ გაუძლო სომხითის მელიქმა, ვეღარც იქაურმა წარჩინებულებმა — არღუთაშვილებმა, აიყარნენ ოჯახებით, სახლეულებით. ყმით, მსახურეულით და ტფილისს მოვიდნენ. თავშესაფარად და სამუდამო საცხოვრისად. დედაბუდიანად აიყარა სანაინისა და ახპატის ხეობანი. ტფილისს მოვიდნენ სომეხი ლტოვლილნი. ტფილისიდან მუხრანს გავიდნენ და კონსტანტინე მუხრანბატონმა დაასახლა და დაამკვიდრა ყველანი ქართულ მიწაზე, ქართველთა მარადჟამეულ „ძმად და მეზობლად“.

იცლებოდა ქვემო ქართლის განაწამები მიწა. „ბოლნისის მეტი და სამწევრის მეტი შენობა აღარსად არ იყო, ორბელიანთ მამულიც ასე დაიცალა, რომ დმანისსა და ფიტარეთის მეტი შენობა აღარსად იყო“.

ისევ სცადა ერეკლემ სამშვილდე-ბირთვისის ბოროტ მუწუკთა მოშლა და მობალასინება. ჯარი შემოიყარა, საბარათაშვილოს გადავიდა, დაღეთში დადგა და ბირთვისში უსეინბეგს მოციქულები შეუგზავნა — ზურაბ საზვერლიშვილი და პაპუნა გაბაშვილი.

მეფე უთვლიდა აბდულა-ბეგის უმცროს ძმას: სანამ გვიან არ არის, შემომირიგდიო; თუ ჩემს სამსახურში შენის ნებით მოხვალ, ფიცს გაძლევ, არა დაგიზიანდეს რა, ხოლო, უკეთუ არ შეისმენ იცოდე, მწარედ წაგახდენო.

აიწურ-დაიწურა უსეინ-ბეგი და გამოუგზავნა ერეკლეს „აწურულ-დაწურული“ პასუხი: ბატონი ჩვენი სამშვილდეს ზის, ჩვენ ამისი ყმანი და მორჩილნი ვართ და უმისოდ ვინ რას გვეკითხებაო; თუ აბდულა-ბეგი შეგირიგდებათ, ჩვენც მაშინვე თქვენს სამსახურში გეახლებით, ხოლო უკეთუ არ შეგირიგდებთ, უმისოდ ჩვენ თქვენთან მოსვლა არ შეგვიძლიაო.

რაკი უმცროსმა ძმამ უფროსი არ გაყიდა (თუ ვერ გაყიდა), ერეკლეს ისევ ძალისთვის უნდა მიემართა, მაგრამ სამშვილდისა და ბირთვისის ციხეთა აღება მარტო შიშველი ხმლის პრიალით და თოფ-დამბაჩების ფათქაფუთქით შეუძლებელი იყო.

ის კი არადა, სამშვილდის ციხესთან მიახლოებაც ერთობ სახიფათო გამხდარიყო, რადგან ციხის გარშემო აბდულა-ბეგს უმტკიცესი სანგრები შემოერტყა და შიგ ლეკის რჩეული ჯარი ჩაეყენებია.

ისევ „ლაპარაკით სცადა ერეკლემ სამშვილდის გატეხვა.

ოთხი ლეკის ბელადი ჰყავდა მეფეს თავის ბანაკში. ოთხივე „აბდულას ლეკებთან“ გაუშვა მოსალაპარაკებლად და შემოსარიგებლად. თუ ამ გააზრებას წარმატება მოჰყვებოდა, აბდულას ვეღარაფერი დაიხსნიდა, რადგან მისი ძალა ხომ უმთავრესად ლეკის ჯარები იყო.

და წავიდნენ „ერეკლეს ლეკები“ მოსალაპარაკებლად „აბდულას ლეკებთან“.

მაგრამ აბდულა არ აღმოჩნდა ნიბლია ჩიტი. „მისმა ლეკებმა“ ერეკლეს ლეკი მოციქულები სამშვილდეში შეიტყუეს, შეიპყრეს და ბორკილები გაუყარეს.

აბდულა-ბეგმა ოთხი ტყვესაგან ერთი ამოირჩია, ყველაზე მამაცი და ერეკლეს უსაყვარლესი ლეკი, სახელად ბენდა, და ხელებშეკრულს შიგ გულში სატევარი შეუგდო.

ერეკლემ თითები დაიჭამა, როცა მისი განაზრახის ჩაშლის ამბავი და ბენდას სალახანური სიკვდილის ამბავი შეიტყო. გაცოფებული მეფე მისდგა და სამშვილდისა და ბირთვისის შემოგარენი ნაცარტუტად აქცია, სიმწიფეში შესული ყანები გაათიბვინა, ვენახები და ბაღები გაკაფვინა (ვის ეგონა, თუ ერეკლე მეფეს საკუთარ ქვეყანაში უბოროტესი „თემურლენგობაც“ დასჭირდებოდა!).

წინააღმდეგობა შეუბედა გამდგარმა საბარათაშვილომ ერეკლეს. თავადი საამიშვილი გამოუძღვა ჯარსა. თვითონ ერეკლემ ბრძოლაში გასვლა არ იკადრა და ქვეითი ლაშქარი მიუშვა ბარათიანთა ჯარზე.

„შეიქნა ომი ფიცხელი, დილითგან შუადღემდის სროლა იყო“. ნაშუადღევს ერეკლესანებმა მილეწეს მოწინააღმდეგე ქართველნი. საამიშვილს სასახლე გადაუწვეს და დაუქციეს, თვითონ საამიშვილი, ოჯახით, ერეკლეს ბრძანებით, აჰყარეს და ტფილისში გადაასახლეს.

ალგეთზე გავიდა და ბურნუკის ბოლოს დაიბანაკა გულჯავრიანმა მეფემ.

სპარსეთიდან მომავალი ფაიქები გამოჩნდნენ, ადილ შაჰისგან და თეიმურაზისგან გამოგზავნილი. მოართვეს ერეკლეს ყაენის ახალი რაყამი. ისევ ტკბილად მოიკითხავდა ადილ შაჰი ერეკლე მეფეს, ისევ უდასტურებდა კახეთის ხელმწიფობას და „აახლებდა“ ქართლის გამგებლობას, „ძვირფასი თეიმურაზის“ საქართველოში დაბრუნებამდე. „მრავლის წყალობის მინიჭებასაც ჰპირდებოდა შაჰი „უახლოეს ხანში“ ერეკლეს.

წარბი გაიხსნა ერეკლემ. ტფილისს მივიდა და შეიქმნა ცემა ქოსნაღარათა და სპილენძ-ჭურთა, სროლა ზარბაზანთა...“

 

   

1.1.1.43 „მეფე-ზარბაზნით“

▲ზევით დაბრუნება


„მეფე-ზარბაზნით“

მაგრამ ახალი „მრავლის წყალობის მინიჭება“ დაუგვიანდა „ქართველების თაყვანისმცემელ“ ერანის ხელმწიფეს.

მკითხველმა იცის, რომ ადილ შაჰს მისი სარდალი ამირარსლან-ხანი უპირებდა ტახტის წართმევას, მაგრამ ვერაფერს გახდა. მან ერეკლე მეფე ვერ მიიმხრო, ხოლო აბდულა-ბეგი თვითონ ყოფილა მისაშველებელი.

ბოლოს მიხვდა ამირ-არსლანი, რომ ყაენობას თვითონ ვერასგზით ეღირსებოდა და ადილ შაჰის ნაღდ მეტოქედ სხვა ვინმე მოიძია. ეს „სხვა ვინმე“ თვითონ ადილ შაჰის უმცროსი ძმა იბრაჰიმ-მირზა გახლდათ.

იბრაჰიმ-მირზა ჯერ იმაზე ყოფილა გამწარებული, უფროსმა ძმამ ნადირ შაჰის საგანძურები რომ არ გაუნაწილა. ახლა ყაენობაც მოესურვა და კიდევაც შეუდგა ფარულ ბრძოლას ძმის დასამხობად.

სანამ ძმები სპარსეთის შაჰის ტახტ-გვირგვინისთვის ხმლებს გაიძრობენ, მანამ ქართლის მიწაზე კიდევ მრავალი სამამულიშვილო და სამამულმტერო ხმალი შეელეწა ერთიმეორეს.

ამირ-არსლან-ხანმა და იბრაჰიმ-მირზამ კარგად იცოდნენ, რომ თეიმურაზი და ერეკლე ადილ შაჰს არ უღალატებდნენ. ამიტომ ადგნენ და ისევ აბდულა-ბეგს შემოუთვალეს: „თუ ქართლს ჩვენ გვამსახურებ, ქართლზე შენს მეტს არავის ვაბატონებთო“.

ასევე შემოეთვალათ ადილ შაჰის წინააღმდეგ შეთქმულებს ტფილისის მუსლიმანური ციხიონის უფროსისათვის: „ვინც ჩვენი ერთგული ყმა არ იქნებაო, ციხეს ნუ მიანდობთო“. რასაკვირველია, ასეთი შემონათვალით პირველ ყოვლისა ერეკლე მეფე იყო მიზანში ამოღებული.

ორივე ციხე, ნარიყალაც და მეტეხიც, მუსლიმანურ ციხიომებს ეპყრათ. აქამდე ციხიონები შეფარვით მტრობდნენ ქალაქის ქრისტიან მოსახლეობას და ქართლის სამეფოს თავისუფლებას. ხოლო ახლა, „მომავალი ყაენის“ მოწოდება რომ მიიღეს, მტრობა გულს აღარ დაიკრძალეს და აშკარა ომი გამოაცხადეს.

და ატყდა ცემა თოფ-ზარბაზნებისა ტფილისში, ციხეებიდან ქალაქისკენ და ქალაქიდან ციხეებისკენ.

ქალაქის ცისგვამი ნათოფარი კვამლით გაიტენა, ნათოფარი წამლის სუნით აყროლდა, ნათოფარი ბაგაბუგით და გრიალით დაყრუვდა.

ერთ ღამეს აბდულა-ბეგმა სამშვილდიდან ტფილისში თავისი ვაჟიშვილი აღასი გამოგზავნა, საბარათაშვილოელი სამოცი თავად-აზნაურის თანხლებით. ისინი ერეკლეს მცველებს გაუძვრნენ და ნარიყალაში შეასწრეს.

ამის შემდგომ აბდულა-ბეგი განუწყვეტლივ პურსა და ღვინოს უგზავნიდა ტფილისის ციხეში ჩაჭედილ მუსლიმანობას.

ერეკლემ შეიტყო და ხუთასი მეომარი გაგზავნა სამშვილდე-საბარათაშვილოდან მომავალი გზების შესაკრავად.

მაშინ აბდულა-ბეგმაც ლეკთა გუნდი გაგზავნა სურსათ-სანოვაგის მზიდველთა დასაცავად.

ახლა ამ გუნდთა შორის გახურდა ბრძოლა. ხან ქართველები წაართმევდნენ სამშვილდიდან მომავალთ პურ-ღვინოს და ერეკლეს ბანაკში მიიტანდნენ, ხან კიდევ ლეკები დაინარჩუნებდნენ და ნარიყალაში შეიტანდნენ.

ქალაქის მელიქიც ქართველებს გადასდგომია და მუსლიმანურ ციხიონთან იდუმალი კავშირი გაუბამს. ერეკლემ მოღალატეს მელიქობა წაართვა, ათასი თუმანი ჯარიმა გადაახდევინა, ოჯახით აჰყარა, ავჭალას ჩაიყვანა და ციხეში გამოჰკეტა.

ზარბაზანთა გრიალი კი არ წყდებოდა ქალაქში, არც დღით არც ღამით. მეტეხიდან მეფის სასახლეს ესროდნენ ჩაცივებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ევნოთ.

როცა ზარბაზანთა სუსტი ყუმბარები ქალაქის ქუჩაბანდებში უსაზმნოდ იმსხვრეოდა, მაშინ ამას გადმოსძახებდნენ ციხიონნი ქართველებს: ჩვენ მხოლოდ შადლუხად ვისვრითო სიხარულის გამო; სიხარული კი იმიტომ გვაქვს, იბრაჰიმ-შაჰისა და ამირ-არსლან-ხანის რაყამი მოგვივიდაო, ადილ შაჰი გაუფუჭებიათო; ალბათ, თეიმურაზიც ვეღარ დაბრუნდებაო.

მართლაც დამაფიქრებელი და იქნებ სარწმუნოც ყოფილიყო ერეკლეს ბანაკისათვის მუსლიმან ციხოვანთა ასეთი ძახილი, ვინადგან აღარც ადილ შაჰისგან და აღარც თეიმურაზისგან ბაიბურიც აღარ ისმოდა.

მაგრამ სულიერად მოშლა და დაცემა უცხო იყო ერეკლესათვის, „არა მოუძლურდა მეფე ერეკლე და უმხნეს იქცეოდა და გოლიათობის ძალსა გამოიჩენდა“.

ერეკლემ ციხის მოედნიდან კლდის უბნამდე საფრები გაამართვინა და შიგ ჯარი ჩაასაფრა.

ყოველი ქართველი, საბარათაშვილოს გარდა, ერთგულად დასდგომოდა მხარში ახალგაზრდა მამაც ხელმწიფეს. კახელები და მთიელები ხომ ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ „კახთა ბატონს“. თვითონ ტფილისელი მოქალაქენი, „ვისაც თოფის აღება შეეძლოთ, ყოველნი საფრებსა არა დააკლდენ, დიდნი და მცირენი ერთგულად და დაუზარებლივ სამსახურსა არა დააკლდებოდნენ“.

ერეკლემ შენიშნა, — ნარიყალას წავკის-თაბორის ციხეგოდოლები აძლევდნენ სიმტკიცეს. სურსათსაც აქედან აწვდიდა აბდულა-ბეგი სპარსულ ციხიონს. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა თაბორის დანგრევით დაეწყო ტფილისის ციხეთა დაუფლება.

გორში ერთი უზარმაზარი ზარბაზანი იდგა, ნადირ შაჰის ბრძანებით ერევნიდან ჩამოტანილი. ერეკლემ ჩამოატანინა გორიდან ეს „მეფე-ზარბაზანი“, ათლიტრიანი ჭურვის მტყორცნელი. მტკვარზე გადაათრიეს, ფონიჭალასთან, თელეთზე შემოატარეს და აღმოსავლეთიდან, შინდისის მხრიდან მიაყენეს თაბორს.

მეფემ ჯარი საიერიშოდ გაამზადა და ნიშანი მისცა.

ოთხჯერ დაიგრიალა ზარბაზანმა ზედიზედ.

მიწა შეირყა და შექანდა.

თაბორის ციხე ატორტმანდა.

ერეკლეს ჯარი იერიშზე გაქანდა.

„არ ავად“ დახვდნენ თაბორისანი.

ჩამობზარულ-ჩამოქცეულ კედლებს შეესივნენ ერეკლესანი.

მთავარ კომპზე პირველი გადაიჭრა შავერდა მღებრიშვილი, ყმა პაპუნა ორბელიანისა. შემოესივნენ ყოველის მხრიდან მეციხოვნენი. მძიმედ დაწყლულებული მოჰგვარა ერეკლეს პაპუნამ თავისი ყმა. მეფემ ვაჟკაცობა შეუქო და უხვი საჩუქრები მიუძღვნა შავერდას.

ხოლო ამ დროს მისი ჯარისკაცები ხელს უთავებდნენ ციხის დამცველებს. გაძალიანებულებს ხოცავდნენ და თავს ჰკვეთდნენ, მორჩილებს ბორკილს უყრიდნენ.

მეფემ თაბორის ციხეს ოსტატები დაახვია, სასწრაფოდ აღადგინა, შიგ კახთა ციხიონი შეაყენა და თვითონ ტფილისისკენ დაეშვა.

 

   

1.1.1.44 „სდექით ფხიზლად და მტკიცედ!“

▲ზევით დაბრუნება


„სდექით ფხიზლად და მტკიცედ!“

სანამ ერეკლე თაბორს აიღებდა, სამშვილდედან ერთი ლეკის ბელადი, სახელად ყოჯახ, დაღესტანს წასულიყო, დიდი კარი შეეყარა და ქართლის სარბევ-საძარცვავად წამოსულიყო.

თაბორიც დაეცა, ერეკლე ქალაქში ჩამოვიდა და ნარიყალა-მეტეხის საიერიშოდ ჯარებს ამზადებდა. სწორედ მაშინ მოუხდნენ ლეკები ავჭალას, მარტყოფს, ლილოს და გაძარცვეს უსაშველოდ. ტყვე „უფრო მცირედი“ აიყვანეს, მაგრამ საქონელი იმდენი მოიძარცვეს, რომ სიმრავლისაგან სიარული მისჭირვებოდათ.

„ერეკლე მეფეს არ სცალია, ქართველები ციხეს ადგანან, იმას ვერ მიატოვებენ, არავინ გამოგვიდგება და ეს საქონელი ჩვენ შეგვრჩებაო“. არხეინად იძახდნენ ლეკნი.

„მაგრამ ერეკლემ, გოლიათობის საფუძველმან, არა ინება მათი აგრე წასვლა“. ჯარები ხელუხლებლად ქალაქში დატოვა, საიერიშო სამზადისით და განწესრიგებით. თვითონ კი ორასი კაცით ამხედრდა, სატივესთან მტკვარი გადალახა და მტრის ძებნას შეუდგა გაალმასებით. წინასწარ მალემსრბოლი აფრინა საგარეჯო-მანავისაკენ სახელდახელო ლაშქრის შესაყრელად. მანამ ერეკლემ მაოხართა სამოძრაო გზები და გეზი მოიგერშა და მოიძია ნადირული გერშიანობით.

შირაქს შესდგომოდნენ ლეკები.

შემოეყარნენ მეფეს საგარეჯოელნი და მანაველნი.

შირაქის ბოლოს წამოეწივნენ ლეკებს.

„ვისაც ღმერთი და საქართველო უყვარს და ჩემი ერთგულებაც არ დაუკარგავს, გულსრულად შეებას მტერსა!“ — შეუძახა ლაშქარს პატარა კახმა, ხმალი აღმართა და მოსხლიტა ცხენი.

მიჰყვა ლაშქრიონი ხმაზახიანი ყიჟინით.

შემოტრიალდნენ ლეკები.

მეწინავე ახოვანი ლეკი ბელადად შეიცნო ერეკლემ.

ცხენი მიაგდო ელვასავით.

ხმალი მოიქნია ლეკმა.

უმალვე თავში უჭირა ერეკლემ.

შუაგაპობილი გადმოეშვა ლეკი.

თუმცა მოკლული არ აღმოჩნდა ბელადი.

ყოჯახ ბელადი უკან მდგარა და იქიდან მოერეკებოდა მეომრებს, ცოფიანი ყივილით.

ახლა, ყველაზე მამაცი ლეკი რომ დაეცა, მის წამაქცევარს ყოჯახი დაუშინდა და გასაქცევად მყისვე ცხენი გაატრიალა.

ამის მხილველნი დადედლდნენ და „ერთობით გაიქცნენ ლეკნი“.

გამოედევნენ ქართველები „ხმალ-და-ხმალ და ხოცდენ ლეკთა ვითა კატათა, ამოწყვიტეს, რისხვა ღვთისა დასცეს“.

ვინც გაასწრო, გაასწრო.

წანაგლეჯი საქონელი, ლეკთა თავებთან ერთად, ქართველებმა დაინარჩუნეს.

დაღამდა.

ერეკლემ დაღლილი ჯარი შირაქის ბოლოს, დედოფლის წყაროსთან დაბანაკა ღამის სათევად...

გაქცეული ყოჯახი და სიკვდილს გადარჩენილი მისი ლეკები „ერთს მომავალს დიდს ლეკის ჯარს“ შეეყარნენ და აუწყეს: ჩვენ ნაშოვრით დატვირთულნი მოვდიოდით, უცებ კახელები დაგვესხნენ და ყველაფერი დაგვატოვებინესო.

| — რამდენი არიან ქართველები, — იკითხა მოსულთა ბქლადმა.

— ძალიან ცოტანი, — უპასუხა ყოჯახმა.

— თუ იმ თქვენგან ნაშოვარ და ახლა დაკარგულ საქონელში წილს დაგვიდებთ, ჩვენც მოგეშველებით და ქართველებს დავესხმებით, შორს არ იქნებიან, დავეწევით, დავხოცავთ და საქონელსაც დავინარჩუნებთ, — უთხრა მოსულმა.

„რა ეს ყოჯახს ესმა, ფრიად მხიარულ-იქმნა; შეითქვნენ და წამოვიდნენ, იმ ღამეს იარეს და...“

დილა აწვებოდა ცის კამარას, მაგრამ ჯერ ისევ ბნელი მძლავრობდა დედამიწაზე.

ცისკარი დნებოდა.

ქართველთა ბანაკს ეძინა.

ცხელი ღამე იყო და შიშვლად ეყარნენ.

თითო-ოროლა კაცი წამომდგარიყო, გლეხურ ალიონობას დაჩვეულნი.

ვიღაც ოხრავდა.

ვიღაც ლოცულობდა.

ვიღაც ღიღინებდა.

ცხენთა თქარუნის ხმა მოაგდო სიომ.

დაიგრიალეს თოფებმა.

„ლეკები!!!“

დამეხილი წამოვარდა ფეხზე ბანაკი ქართველთა.

„სდექით ფხიზლად და მტკიცედ!“

ერეკლე უკვე ცხენზე იჯდა.

„მომყევით! ღმერთი და საქართველო!“

წამოცვივდნენ და, „ვინც ცხენი მოისწრო, ერთმანეთს არ დაუცადეს“, ისე მიჰყვნენ მტრისკენ გაფრენილ მეფეს.

თოფი აჭექა ერეკლემ, უმალვე ხმალიც აღმართა და გაექანა.

„ის იყო მისმა ტყვიამ მეწინავე ლეკი უსულოდ მოსწყვიტა და წამსვე ხმლით გაჩეხილი ჩამოაგდო მეორე.

მეწინავე გუნდს უნდა გაეძლო, სანამ დარჩენილი ქართველები მოასწრებდნენ იარაღის მოვარგებას და ამხედრებას.

ისევ აარჩია მეწინავე ლეკი ერეკლემ და უხეთქნა ხმალი.

უსულოდ დაირეცა ლეკი.

შუაგულში შეიჭრა ქართველთა გუნდი.

დანარჩენებიც წამოეშველნენ მძლავრი ყიჟინით.

„შეუტივეს, გააქცივეს, გაერივნენ შიგა“.

ცხენებიდან ჩამოჰყარეს ლეკები და უწყალოდ დაჩეხეს, ვინც გაქცევა ან ხელების აპყრობა ვერ მოასწრო სიცოცხლის ვედრებით.

მახლობელ ტყეში შეცვივდნენ და გაუჩინარდნენ სიკვდილს გადარჩენილი ლეკები.

„ეგეთი ომი გარდაიხადა იმ დღეს მეფე ერეკლემ, რომ პირველი ომი ლაღობად ჩაიგდებოდა“.

მეომრებმა მეფეს „მოართვეს თავი მრავალი და ცხენსა და იარაღს რიცხვი არ ჰქონდა“.

ნაძარცვი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს გამარჯვებულებმა ავჭალასა, მარტყოფსა და ლილოში.

იდგა 1748 წელი.

 

   

1.1.1.45 „შემქმნელი ქართველობისა“

▲ზევით დაბრუნება


„შემქმნელი ქართველობისა“

ერეკლეს არყოფნის ჟამს, სულის აღმოხდენამდე მისჭირვებოდა მეტეხში ჩაჭედილ მუსლიმურ ციხიონს.

მეფეს მარტყოფიდან ფეხი არ გამოედგა, რომ მეტეხიდან წამოსული მოციქული შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და შეეხვეწა: შენდობა გვიბოძე, კაცი გაგვაყოლე და ციხე ჩაიბარეო.

ესიკაღასბაშ სულხან ორბელიანს და ჯიმშერ თუშთა მოურავს უბრძანა ერეკლემ მეტეხის მიღება.

მივიდნენ ჯარით სულხან და ჯიმშერ მეტეხზე.

გალავნის კარი გააღეს მუსლიმანებმა და შეუშვეს ქართველები ქართულ სიმაგრესა და სალოცავში.

იარაღაყრილნი ჩაბარდნენ მუსლიმანი გამარჯვებულებს. ერეკლეც მოვიდა ტფილისს. მცირე ხანს გაახარეს და მერე ცუდი ამბავი მოახსენეს.

თეიმურაზ მეფე რომ სპარსეთს გაემგზავრა, მისი თანამეცხედრე-დედოფალი, ანახანუმ, ხომ ორკეცად დარჩა, თვეში ჩამდგარი.

თეიმურაზი ჯერ ისევ გზაზე იყო, როცა (1747 წლის 24 მაისს) დედოფალს შეეძინა „ძე კეთილ-ნერგად აღმოცენებული...“. სახელად დაარქვეს სოლომონ. 1748 წლის მაისში მომკვდარიყო ყმა სოლომონ უფლისწული. სიონს დაეკრძალათ იგი.

თეიმურაზი ვერ დაესწრო ვერც მის დაბადებას, ვერც მის უჟამო სიცოცხლეს, ვერც მიცვალებას და დატირებას.

ხანმოკლე სიცოცხლით ცხოვრობენ მაისის თვეში ნაშობი ყმაწვილებიო, ამბობდნენ ხალხში.

ნარიყალას სპარსულ ციხიონსაც დალეოდა დღენი.

„დაბლა ციხეს“ მიაყენა ჯარები ერეკლე მეფემ.

მეწინავენი კონსტანტინე მუხრანბატონს ჩააბარა და მიუშვა იერიშზე.

მეორე ნაკადად მიჰყვნენ იოანე და პაპუნა ორბელიანები. მძლავრად მიაწვნენ ქართველები ქართულ ციხესიმაგრეს.

სპარსელებმა „დაბლა ციხე“ ქართველებს შეატოვეს და „ნარიყალაში“ გადაინაცვლეს.

მაგრამ ეს „გადანაცვლებაც“ ტფილისში ყიზილბაშობის სამუდამო „გარდაცვალებას“ ნიშნავდა.

გავეშებული მიჰყვნენ ქართველები საუკუნოვან მტანჯველებს.

უიარაღო ხელებით, უაზრო თვალებით და უსისხლო ძარღვებით შემოეგებნენ „უკანასკნელი ყიზილბაშნი“ ქართველებს ქართულ ციხე-ქალაქში.

ნარიყალაში ერეკლემ კახელთა ციხიონი ჩააყენა, მერაბ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

მეტეხშიც კახელნი, ალადაღ ჩერქეზიშვილის სარდლობით.

ტფილისის ციხეთა დაცემის ამბავი რომ შეიტყო, სავსებით მოიშალა და მოიღნიშა აბდულა-ბეგი.

სამშვილდიდან მოციქულები ეახლნენ ერეკლეს. ეახლნენ და შეჰღაღადეს აბდულა-ბეგის დანაბარები: „თუ დანაშაულს გვაპატივებო და არ დაგვხოცო, ციხეს დაგანებებთო“.

„ვინც შეინანის, მიეტევის ცთომა მათიო“, გაიხსენა ერეკლე მეფემ და აპატია აბდულას ამდენი კადნიერება, ურვა, ტანჯვა და ვაება.

გაგზავნა მეფემ თამაზ ანდრონიკაშვილი და სულხან ორბელიანი სამშვილდისა და ბირთვისის ჩასაბარებლად.

აღესრულა. გამოვიდნენ გატეხილი და სულ-ხორცით მიწასთან გასწორებულნი — აბდულა-ბეგი, მისი ვაჟი აღასი, მისი ძმა უსეინბეგი, ბარათიანნი წარჩინებულნი და ეახლნენ ერეკლეს.

ერეკლემაც „სიტყვა უბრძანა მიტევებისა“; ყველას დაუდგინა „სადგომი თვისი“, „ულუფა თვისი“, „საზრდელი თვისი“.

(აკი ყველას შეეძლო ერთნაირად ეჭამა თბილი და ტკბილი ლუკმა ქართულ მიწაზე — ერთგულსაც და მოღალატესაც!)...

ხოლო, ხალხმა აბდულა-ბეგს „პამპულა-ბეგი“ დაარქვა და ეს ლექსიც ზედ დაანათლა და დააქვესკნელა:

პამპულაი შეიკაზმა

თოფითა და ჯინჯილითა,

რაც შეეძლო ლაღი იყო

ტომ-მოდგმობით, სინსილითა,

უნდა ქალაქსა წავიდე,

ამოვხოცო შიმშილითა,

ისე გავუხადო საქმე,

სულ იწვოდნენ სირცხვილითა,

მეომრებს ხელ-ფეხს შევუკრავ,

გულს გავუტეხ სიწბილითა.

ეს რომ ერეკლემ გაიგო,

გადაბრუნდა სიცილითა:

— მეფე ერეკლე მოგიკვდეს,

ვერ გაგხეთქო სირბილითა,

კოჟორი მოგარბენინო,

მონასტერი ტირილითა!

იდგა 1748 წლის ივნისი.

იდგა ზეიმი საქართველოში.

ყოველის მხრიდან მიაწყდა ხალხი „სავსებით განწმენდილ“ სატახტოს.

ქართული დროშების ფრიალით მიილტვოდნენ ზეცისაკენ ნარიყალა და მეტეხი.

აღტაცების ცრემლთა ემბაზში ხელახლა ინათლებოდა ტფილისი.

ვინადგან „შექმნილიყო ქართველობა!“

და 28 წლის მეფე ერეკლე შექმნილიყო „შემქმნელი ახალი ქართველობისა“.

ვიღაც კვეთდა მეტეხის კედელზე, მღელვარე გულით და ნაჯაფარი ხელით:

მეფე ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართვა ძალადო,

აიღო ჯვარი ქრისტესი, წინ წაიმძღვარა ფარადო,

დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქვს საყდრის კარადო,

ღვთის მოყვარესა ხელმწიფეს ასე სჭირს, ამის გვარადო.

 

   

1.1.1.46 „ქართულ-სპარსული მი-მო-სვლანი“

▲ზევით დაბრუნება


„ქართულ-სპარსული მი-მო-სვლანი“

„ამა ამბავში მოუვიდა ხალათი მეფე ერეკლეს ადგილ შაჰისგან, შეიქნა სიხარული დიდი და შადლუხი, სროლა ზარბაზანთა, ებოძა მეფის თეიმურაზისთვის ყაენს ურიცხვი ოქრო და ვერცხლი და ყოველივე ხელმწიფური შესაფერი საქონელი, აგრევე სარდალ ორბელიან ქაიხოსროსათვის ხუთასი თუმანი და ცხენი შეკაზმული, დანა მურასა ძვირფასისა და ხალათი მძიმე, აგრევე ვინც ქართლელნი, ანუ კახნი დარბაისელნი ახლდენ, საქონელით აღევსო. მეფე თეიმურაზის წიგნი და ეს ამბავიც მოვიდა, უფროსად განიხარეს, მეფის მშვიდობიანი ამბავი და მრავლის შოვნა დიდად ეამათ. მაგრამ სარდალი ქაიხოსრო ავად გამხდარიყო, გამოესტუმრებინა ბატონს (თეიმურაზს) მრავლის საქონლით. მაგრამ აღქანთას რომ მოსულიყო, იქ დამარცხებულიყო (მომკვდარიყო) ქაიხოსრო. მიცვლილიყვნენ აგრეთვე თარხანი ლუარსაბ, პაატა მოლარეთუხუცესი და ზურაბ მეითარი. ბატონს (თეიმურაზს) დარჩომოდა ქაიხოსრო მარტყოფის მოურავი და ამილახვარი რევაზ...“.

აშკარად ჩანდა, თეიმურაზს სპარსეთის უმაღლესი კარი „დაბმული ჰყავდა. სანამ თეიმურაზი სპარსეთის სასახლის კარზე იყო, შაჰის ხელისუფლებას ქართლ-კახეთისთვის „ბუზიც არ აუფრენია“. ნადირ შაჰი ქართველებს დიდ პატივს სცემდა და დიდ ანგარიშს უწევდა, ვინადგან ქართველები მას ძალიან ძლიერნი გეჩვენებოდა“. ეს გადაჭრით უნდა ითქვას: არც ერთ ქვეშევრდომს იმდენს არ უთმობდა და არ უთმენდა მრისხანე ნადირ შაჰი, რამდენსაც ქართველებს. ეტყობოდა, ასევე იყო განწყობილი ქართველებისადმი ადილ შაჰიც.

მაგრამ ადილ შაჰსაც ელეოდა დღენი თვისი ყაენობისა.

ადილ შაჰს რომ ძმა იბრაჰიმ-მირზა უპირებდა ტახტის წართმევას. ერთ ხანს დედამ ჩამოაგდო ზავი წაჩხუბებულ ძმებს შორის, მაგრამ საომარი საჭურველი მაინც არც ერთს არ გაუხდია ტანიდან. ამირ-არსლან-ხანიც არ სცხრებოდა და დღენიადაგ უჩიჩინებდა იბრაჰიმს, დაასწარი თორემ ერთი დღეც იქნება, ბოროტი ძმა მოგზავნილ მკვლელებს დააკვლევინებს შენს თავსო.

ბოლოს, 1748 წლის ზაფხულის მიწურულს, ჰამადანთან დაეტაკნენ ძმები ერთმანეთს, ადილ შაჰს ჯარმა უღალატა და მოპირდაპირის მხარეზე გადავიდა. იბრაჰიმ-მირზამ გაიმარჯვა, ძმა დაიჭირა, თვალები გამოსთხარა და ჰამადანის ახლოს, ერთ მიყრუებულ კოშკში ჩააგდო სიკვდილის მომლოდინედ.

ასე მოშორდა მუხთალ წუთისოფელს ოცდაათი წლის ადილ შაჰი, სიძე თეიმურაზ ქართველთა მეფისა.

ერანის საჭეთმპყრობელი შეიქნა მისი უმცროსი ძმა იბრაჰიმ შაჰი.

მაშინვე ნადირ შაჰის საგანძურ-საჭურჭლეები მოიკითხა ახალმა ყაენმა.

ყოველი ქონება და ძვირფასეულობა ადილ შაჰმა ბრძოლის წინ თეიმურაზ ქართველს მიაბარა შესანახავადო, უპასუხეს იბრაჰიმ შაჰს.

ახლავე მომგვარეთ თეიმურაზიო, იღრიალა ყაენმა...

თეიმურაზი მაზანდარანის გზას ადგა „ცოტას კაცით“.

უთვალავი ქონება მიჰქონდა აქლემებზე აკიდებული.

ეს იყო სწორედ „ნადირ შაჰის ქონება“, ადილ შაჰმა რომ მიაბარა სიმამრს შესანახავად.

გზაზე ავაზაკთა გუნდი დაეცა თავს.

შეიპყრეს და სიკვდილი დაუპირეს.

„ხელი არ მახლოთ, შაჰ-ყული-ხანის ძმა ვარო“, იყვირა თეა იმურაზმა.

ცივად უშვეს ხელი. ისიც გაუსინჯეს, რაც მიჰქონდათ „შაჰყული-ხანის ძმას“. იოტის ოდენაც არაფერი წაურთმევიათ, ბოდიში მოუხადეს და გადაიკარგნენ.

შაჰ-ყული-ხანს ხომ გივი ამილახორს ეძახდნენ.

ხოლო გივის, გინა შაჰ-ყული-ხანს, თეიმურაზზე დიდი სახელი ჰქონია სპარსეთში დავარდნილი.

ერთხელ ისფაჰანის ქუჩებში შეტაკების დროსაც იხსნა ამ შეძახილმა სასიკვდილოდ შეპყრობილი თეიმურაზი – „შაჰყული-ხანის ძმა ვარო“.

ის იყო, მაზანდარანს უახლოვდებოდა თეიმურაზ მეფე, იბრაჰიმ შაჰის მდევრები რომ წამოეწივნენ.

ახლა კი ვეღარ უშველა მას შაჰ-ყული-ხანის „ძმობამ“ „ნადირ შაჰის ქონება“ პირწმინდად ჩამოართვეს. პირადი ქონება წაართვეს.

მას და მის მხებლებს მხოლოდ თითო ცხენი და თითო ხელი იარაღი დაუნარჩუნეს.

როგორც იქნა, მიატანეს გივი ამილახორთან.

დიდის პატივით, სიხარულის ცრემლის ფრქვევით შეეგება გივი ამილახორი „თავის მეფეს, ბატონს და პატრონს“.

(უცხო მიწაზე, სისხლიერი ძმობის ცრემლებში, დავიწყებას ეძლევა მშობლიური მიწიდან წამოყოლილი ყოველგვარი წყენა, ქიშპი, მტრობა და სიძულვილი).

იბრაჰიმ შაჰმა, ნადირ შაჰის ქონება რომ დაიხელთავა, მაშინვე ცოლიც შეირთო, თავისი რძალი, ადილ შაჰის ქვრივი, თეიმურაზ ქართველთა მეფის ასული — ქეთევან „მზისა სადარი“.

თეიმურაზი ისევ მოიკითხა ყაენმა: „მეფე თეიმურაზი ჩემს ძმასთან თუ იყო, რატომ ჩემთანაც არ უნდა მსახურობდესო, სასწრაფოდ მოიძიეთ და მომიყვანეთო“.

მაზანდარანიდან ისევ ისფაჰანს წაიყვანეს თეიმურაზი.

დიდი პატივით შეხვდა „ახალი სიძე-ყაენი“ ქართველთა მეფეს „მრავალი უბოძა და თვისისა დიდების საკადრად დაადგინა“.

მაშინვე იბრაჰიმ შაჰმა ერეკლეს გამოუგზავნა საქართველოში „ხალათი მძიმე და რაყამი წყალობისა: რადგან მამა შენი მეფე თეიმურაზ ჩვენს სამსახურში არის, შენ ქართლსა და კახეთს კარგად მოუარეო“.

ამასაც დიდი სიხარული გამოუწვევია საქართველოში, რადგან, ერეკლემ რომ „ერანის ჯარს ხმალი დაჰკრა“, შიშობდნენ, ვაითუ ახალმა ყაენმა გაწყვეტილ მუსლიმანთა სისხლი მოგვთხოვოსო...

იბრაჰიმ შაჰმა, ტახტზე ასვლის შემდგომ, საჭიროდ აღარ მიიჩნია მისი დიდი კეთილისმყოფელი სარდლის ამირ-არსლანხანის სიცოცხლე, რომელიც თურმე საყვედურის ბურტყუნსაც ბედავდა, — როგორ თუ „ჩემგან გაყაენებულმა“ იბრაჰიმმა ნადირ შაჰის ქონებიდან მცირეოდენი წილი მაინც არ დამითმოო.

ამირ-არსლან-ხანმა საშიშროება იგრძნო, ჩრდილოეთისკენ გამოიქცა და აზერბაიჯანის მეფედ გამოაცხადა თავი.

იბრაჰიმ შაჰი დაედევნა მეამბოხეს, დაეწია, დაამარცხა, თავი გააგდებინა და თავრიზის მთავარ მოედანზე გამოჰკიდა თვალსასეიროდ.

ერეკლესა და აბდულა-ბეგის შერიგებაც უცდია თავრიზში მოსულ იბრაჰიმ შაჰს. ეთიმადოვლე სელიმ-ხანი გამოუგზავნია შუამავლად.

გადაწყდა კიდეც: ერეკლე მეფემ აბდულა-ბეგს საუფლისწულოდ უბოძა „საბარათაშვილო, ბოლნისები და წინწყარო“.

ამით საბოლოოდ ამოიწურა აბდულა-ბეგის შმორიანი „კაზუსი“.

ასეთი „დიდსულოვნებისათვის“ ისევ მოუვიდა ერეკლეს იბრაჰიმ შაჰის ახალი საჩუქრები: ხალათები, ოქროთი დარახტული ბედაური და ათასი ოქროს თუმნიანი.

მაგრამ თურმე ერეკლეს მარტო „დიდსულოვნებისთვის“ როდი მოსდიოდა ყაენის საჩუქრები ზედიზედ. მცირე ხანი რომ გამოხდა, იბრაჰიმ შაჰს რომელიღაც ხანი გამოეგზავნა სამოცი კაცით საქართველოში. მოსვლისთანავე ყიზილბაშებმა ყაენის დავალებით, ერეკლეს მოსთხოვეს თხუთმეტი თავი მეომარი ქართლიდან და კახეთიდან.

გაჯავრდა ერეკლე და მაშინვე სთქვა გადაჭრით:

„ ჩვენგან ეს არ გარიგდება!“

ეს პასუხი წაიღეს სპარსელებმა სპარსეთს და სანამ „პასუხის პასუხს“ მიიღებდნენ, ხმალზე ხელდადებული იდგა ქართლი და კახეთი.

„პასუხის პასუხი“ კი ასეთი მოვიდა: შაჰი თანახმაა, არ გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, ოღონდ სამაგიეროდ ასი რჩეული თავადი და აზნაური უნდა გაიგზავნოს სპარსეთს - სამოცი ქართლიდან და ორმოცი კახეთიდან!

ამ მოთხოვნას უარი „აღარც“ ეთქმოდა და „ვეღარც“.

რჩეულ ქართველთა მორიგი წასვლა მოსისხლე სპარსეთის სასახლის კარზე სპარსეთსაც სჭირდებოდა და... საქართველოსაც.

იმავ ჟამს ერანის ყულარაღასსა და მაზანდარანის გამგებელს, გივი ამილახორს (რომელსაც სპარსელები „შაჰ-ყული-ხანის“ სახელით იცნობდნენ) დიდი სიმდიდრენი გამოუგზავნია საქართველოში: „ფეშქაში მეფისათვის და ქართლის დიდრონის კაცებისათვის, აგრევე პატრიარქ ანტონის ორასი თუმანი უდაბნოებისათვის, ცალ-ცალკე ფრანგების საყდრებისათვის, და იმერეთს და ახალციხესა, ამა ქვეყნებში ვისაც იცნობდა დიდრონის კაცებისათვის ყოველთათვის მრავალი ოქრო და ანუ ლარი ტურფა მოუძღვნა ყოველთა ცალ-ცალკე“.

კიდევ ერთი „სანიშნობელი“ ამბავი მოხდა თავრიზში იმ ჟამად. იბრაჰიმ შაჰი ჯერ ისევ თავრიზს იყო.

კახელმა პაპა ბებურიშვილმა და ორმა მისმა ძმამ „რაღაცის გამო“ ხმლებით აჰკუწეს ვეზირი აბით ურაბეგი.

ასი ყიზილბაში წამოესია სამ ქართველს ყოველი მხრიდან

შეუტივეს ბებურიშვილებმა გაალმასებით. ბევრი სპარსელი დააწვინეს, ალყა გაარღვიეს, ცხენებს მოახტნენ და გაუჩინარდნენ.

მდევარი მდევრად დაედევნა, მაგრამ ბებურიშვილები კარხეთს ისე მობრუნდნენ, მოსისხლეებით გატენილ გზებზე ერთი ნაკაწრიც არ დასდებიათ.

„ჩვენთან რომ ამას ბედავენ, მათსავ ქართულ მიწაზე ქართველებს ვინღა დაუდგება და დაუკავდებაო?!“ — ნაღვლიანი განცვიფრებით წამოიძახა ყაენმა.

 

   

1.1.1.47 სპარსეთიდან მობრუნებულნი

▲ზევით დაბრუნება


სპარსეთიდან მობრუნებულნი

1749 წლის გაზაფხული იდგა.

ერეკლე მეფე და ანტონ კათალიკოსი გაცხოველებით განაგრძობდნენ ქართული სასულიერო და საერო მაღალკულტურული ტრადიციების აღდგენას, გაწმენდას, გამართვასა და აღზევებას.

მათ „მოიძიეს სჯულნი ქრისტესნი და სიმართლით და ღვთისმსახურებით წეს-ქცეულებანი ქართლისანი“.

აღმოფხვრეს და ამოძირკვეს სპარსულ-თურქულ უკუღმართ ჟამთაგან დანერგილი „ზნენი უზნეონი“ — გარყვნილებანი ხორცითა და სულით, სისხლიერი აღრევანი ნათესავთ შორის.

აღადგენდნენ და განამტკიცებდნენ მაღალ ეროვნულ თვითშეგნებას ქართველთა შორის.

ქართველ ეკლესიიდან გააძევეს უვიცი, უზნეო და ეროვნულ თვითშეგნებასმოკლებული მღვდელმთავარნი და რიგითი მოწესენი.

საეკლესიო კრება მოიწვიეს ტფილისში და იქ „განარჩივეს და აღმოფხვრეს ყოველნივე უწესოდ ქცევანი და დაუდვეს მოციქულთ და მღვდელთმოძღვართ კანონით სჯული მტკიცე და შეურყეველი ქრისტიანობისა“.

მოძებნეს, „გამოიღეს“, აღადგინეს და გამართეს ვახტანგ მეექვსის სტამბა, რომელიც სავსებით დადუმებულიყო და მიკარგულიყო მისი შემოქმედის გადაკარგვის შემდგომ.

სტამბის ხელმძღვანელად დანიშნეს განათლებული მღვდელი კეჟერაშვილი.

ორ წელიწადში შვიდი ათას ოთხასი წიგნი დაბეჭდილიყო, სასულიერო და სახორციელო.

„აღავსეს წიგნითა ქართლი“.

ხოლო თეიმურაზ მეფე უკვე გამოეშვა საქართველოში ერანის შაჰს — 1749 წლის 29 მარტს.

ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიეძღვნა სიმამარისათვის სიძეს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც შაჰის ეს სიტყვები უნდა ყოფილიყო: „საქართველოსთან ერთად ყაზახ-ბორჩალუც მიბოძებია და ორივე ეგრე იმსახურე როგორც თვითონ საქართველოო“.

წინასწარ იბრაჰიმ შაჰს ყაზახ-ბორჩალუშიც უფრენია ბრძანება: ეყმეთ და ემონეთ ქართველთა მეფესო.

მართლაც, როგორც კი თეიმურაზი გამოჩნდა, „მიეგებნენ ყაზახისა და ბორჩალუს სულთნები, თავისის ჯარებით, დახვდნენ ყმურად და მიართვეს მისართმევი“.

მეფემ ყმანი იყმო, ქვეშევრდომი იქვეშევრდომა და წამოვიდა საქართველოსკენ.

ერეკლეც გაემართა მამასთან შესახვედრად, ქართლისა და კახეთის ჯარებით, სასულიერო და საერო თავკაცთა ამალით.

ბაიდარს შეეყარნენ ერთურთს.

ორი წელიწადი აღარ ენახა სამშობლო თეიმურაზს.

ცხენიდან გარდახდა, მიწას დაემხო და დაჰკოცნა.

ერეკლემ მოუსწრო.

ერთმანეთს გადაეხვივნენ.

„მერე მიესალმა წმიდა პატრიარქი ანტონი და შემდგომად დასნი სამღვდელონი, შემდგომად მოვიდნენ ქართლელთა დარბაისელნი, მიესალმნეს მუხლს-კოცნით და ეგრევე კახთ დარბაისელნი და შორით თაყვანი სცეს ჯართა ყოველთა“.

იმ ღამეს მარნეულში გაატარეს, დიდის ლხინით და მეჯლისით.

მეორე დღეს, სადილად კოდაში დასხდნენ.

საღამოს, 1749 წლის 20 აპრილს, ქართლის მეფე თეიმურაზ მეორე უკვე ტფილისში იყო.

„მიეგებნენ მოქალაქენი, დასნი სამღვდელონი, შემოსილნი შეასხმიდენ ქებასა და მადლობდენ ღმერთსა ბატონის მობრძანებისათვის. გაუშალეს მოქალაქეთა ფეინდაზი, მორთეს ბაზარნი და აღლამპარნეს ჩირაღდნით. შებრძანდა ბატონი სახლთა პატიოსანთა, მოეგებნეს დედოფალნი, მშვენიერი და ასული თვისი ანნა, ნათლით მოცული, იყო სიხარული უზომოდ... შეიქნა სროლა თოფთა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო და კომლისაგან ქალაქი აღარ ჩანდა...“.

მოვიდა თეიმურაზი და შეუდგა მამა-შვილი ერთად „ქვეყნის შემატებასა და აშენებასა“.

შეუდგნენ მტერთაგან დახანჯლული ჭრილობების მოშუშებას.

აშენებდნენ და განამტკიცებდნენ ციხესიმაგრეებს.

გამორჩევით — სამტრო გზების გასწვრივ.

აღაშენეს ციხე ბოკოწინისა.

აღაშენეს ციხე ჭოეთისა.

განასრულეს ციხე ბოჭორმისა.

აბდულა-ბეგის მომხრე თავადები გამოყარეს ქვემო ქართლის ციხეებიდან. ყველანი ტფილისს გადმოასახლეს და მკაცრი თვალის ქვეშ დააყენეს.

საგანგებოდ დაიჭირეს და განამტკიცეს ბირთვისის და ბოლო ნისის ციხენი.

ახალი შინააშლილობის ამბავი მოიჭრა სპარსეთიდან.

თეიმურაზის წამოსვლიდან ორი თვე თუ იქნებოდა გასული და ერანის ხელმწიფობისათვის ერთმანეთს დასტაკებიან იბრაჰიმ შაჰი და შაჰ-როჰი.

შაჰ-როჰი იყო შვილიშვილი დიდი ნადირ შაჰისა და შვილი მამისგან უსამართლოდ თვალებდათხრილი რეზა ყული-მირზასი (მკითხველს ემახსოვრება, როგორ დაუშრიტა თვალნი ნადირ შაჰმა შვილსა და ტახტის მემკვიდრე რეზა ყული-ხანს).

დიახ, დაეტაკნენ ერთმანეთს 1749 წლის 17 ივნისს იბრაჰიმ შაჰი და შაჰ-როჰი. გაიმარჯვა შაჰ-როჰმა, შეიპყრო იბრაჰიმი, გააგდებინა თავი და თვითონ დაიდგა თავზე ერანის შაჰის სისხლიანი გვირგვინი.

ერთობ მისჭირვებოდათ ერანელ ქართველებს უთავბოლობით, უწესრიგობით, შიმშილითა და სნებით ხელდარეულ ქვეყანაში.

შეყრილან და საქართველოსკენ წამოსულან.

წამდაუწუმ შეტაკებაში იარაღი შემოემტვრათ, ტანსაცმელი შემოადნათ, საჭმელი შემოელიათ.

ისევ გივი ამილახორი მოევლინათ მხსნელად და პატრონად.

„დიდი შაჰ-ყული-ხან ყულარაღასი“ და მაზანდარანის გამგებელი ისევ დიდებულად და მდიდრულად ცხოვრობდა.

და შემოიყარა ყოველი ქართველნი, ყველა დააპურა, მდიდრულად დამოსა, მდიდრულ იარაღში დაასილაღა, სულით და ხორცით განამტკიცა და თვითონ წამოუძღვა საქართველოსკენ.

მრავალჯერ გადაუდგნენ წინ ყიზილბაშნი.

მაგრამ ყოველთვის „ასე ლომ-გულად და კაის სარდლობით მოიქცა“ გივი ამილახორი, რომ ქართველებმა, „საცა მტერი აუჩნდისთ, რისხვა ღვთისა დასციან“.

გამოაღწიეს „მსოფლიო კრაზანას ბუდიდან“.

ქართულ მიწაზე შემოსდგეს ფეხი.

მშობელ მიწას დაემხნენ და დაეკონენ…

ზეიმით შეხვდა საქართველოს სატახტო სისხლიერთა დაბრუნებას.

გივი ამილახორს „ დიდი პატივი მისცა მეფემან თეიმურაზ და მეფემან ერეკლემ და დადგა ქალაქში და აღარ წავიდა სამკვიდროსა თვისსა და სუფევდა მდიდრობით ქალაქსა ტფილისისასა“.

 

   

1.1.1.48 ერევნის დასახსნელად

▲ზევით დაბრუნება


ერევნის დასახსნელად

ისევ 1749 წელი.

„შეიქნა დაღესტანში ყრილობა, შეიყარა დიდი ჯარები ლეკისა, რომ ამისთანა ჯარი ჯერ ერთად არ შეყრილიყო“.

კახეთის დალაშქვრა ჰქონია სახეში „ლეკურ ყრილობას“.

დროზე შეეტყოთ მეფეებს.

 

   

1.2 აზმა მეორე

▲ზევით დაბრუნება


1.2.1 ჭინჭში გახვეული სამართებელი

▲ზევით დაბრუნება


აზმა მეორე

 ჭინჭში გახვეული სამართებელი

 

 

 

რაც „ერო ჩემო! მთავარი შენი გაცთუნებენ შენ..“

ისაია, III, 12 ა! (სტრ. 323)

 

 

თურქეთი

დასავლეთ საქართველოში გადაუღებლად წვიმს... სისხლი.

 გადაუღებლად წვიმს... ცრემლი.

 უმძიმესი ცრემლი ტყვეთა-სყიდვისა!

 მომძლავრებული და მოძალებული ოსმალეთი.

 ცალკე — იმერეთი.

 ცალკე — სამეგრელო.

 ცალკე — გურია.

 ცალკე — აფხაზეთი.

 ყველას ერთად, ერთიან „იმერეთად“ და თავის „საკუთრებად“ თვლიდნენ იმერეთის მეფენი. მაგრამ ერთობ დამცრობილი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რას უთვლიდნენ“ ბაგრატიონთა საგვარეულოს ყველაზე სუსტი ნაკადისანი — იმერელ ბაგრატიონთა ნაკადისა. ამ კრუხის პალო მეფუკების ყველაზე „მაღალი“ ტიტულატურა ეს იყო:

 „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“.

 ცალ-ცალკე — სათავადო „სახლები“: ჩიქვან-ლიპარტიან-დადიანნი, გურიელნი, შარვაშიძენი, ერისთავნი, გელოვანნი, დადეშქელიანნი, აბაშიძენი, მხეიძენი, ჩხეიძენი, მაჭუტაძენი, ნაკაშიძენი, წერეთელნი, ჭილაძენი, მიქელაძენი, წულუკიძენი, ჩიჯავაძენი, აგიაშვილნი, იაშვილნი.

 გარყვნილი საერონი.

 გარყვნილი სასულიერონი.

 ღალატი სიტყვისა.

 ღალატი ფიცისა.

 ღალატი მოყვასისა მოყვასის მიმართ.

 ღალატი ერისწყეულისა ერის მიმართ.

 ისევ „მიხდომ-მოხდომა“ დაუნდობარი, ვინადგან - ვინ-ვის „ტახტზე“ დაჯდეს, ვინ ვის „სახელოში“ გაძვრეს, ვინ ვის სარეცელში ჩაწვეს.

 გაბზარული და გახლეჩილი ქართული სული!  

რაინდული ხმლის მაგივრად — ჭინჭში გახვეული სამართებელი! 

 

1724 წლის ზაფხულში თურქთა სერასქერმა რაჯა ფაშამ ერევანი აიღო და მისი ბატონი ალი-ყულიხან ციციშვილი ტყვედ აიყვანა. გამარჯვებულ თურქს დამარცხებული ქართველი მოეწონა, სიცოცხლე აჩუქა და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. გათათრებულმა ქართველმა „სამშობლოდ“ საქართველოს სპარსეთი არჩია და სამხრეთისაკენ გაქუსლა. _ იმ ჟამსვე ვახტანგ მეფისგან მიტოვებულმა ქართლის პატ. რიოტებმა კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანი მოიხმეს და ოსმალთა წინააღმდეგ ქართლელთა და კახელთა გაერთიანებული ბრძოლა შესთავაზეს.

კონსტანტინე მოვიდა კახთა, თუშთა და ფშავ-ხევსურთა ჯარით.

შიოწმინდას მოიყარეს თავი ქართველებმა.

ქართლელებს გივი ამილახორი  ედგა სათავეში, კახელებს - თვითონ კონსტანტანე.  

ქართველთა გაერთიანების ამბავი რომ შეიტყვეს, ოსმალებმა წინ ისევ იესე-მუსტაფა  წამოიმძღვარეს და წამოემართნენ გამგელებულნი.

ბრძოლა მოხდა გუფთასთან.

ქართველები გააფთრებით „ეკვეთნენ და ივლტოდნენ, „ურუმნი“.

მაგრამ არ დაანება მარცხი იესე გაყიდულმა საქართველოს მოსისხლეებს. ხმლის ზაპაზუპით უკანვე შემოაბრუნა გამოქცეული ოსმალნი. ერასტი ყაფლანიშვილიც გამწარებით მიერეკებოდა ქართველთა შემოტევით დამფრთხალ ოსმალებს ბრძოლის ველისკენ. ბოლოს და ბოლოს, მოღალატე ქართველები იმდენს „გაისარჯნეს“, რომ თურქთა მხედრობა ახალ ლის ძალით შეარკინეს მამულიშვილ ქართველთა ლაშქარს.

ახლა კი დამარცხდნენ ქართველები.გივი ამილახორი გაიქცა.

კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი ტყვედ მოიხელთეს ოსმლებმა.

უმეთაუროდ დარჩენილ ქართველებს გამოენთნენ იესესგან და ყაფლანიშვილისგან გახელებული ოსმალები; მრავალი ამოსწყვიტეს; ქართველთა წარკვეთილი თავებით დატვირთელი ურმები ერასტი ყაფლანიშვილმა ტფილისში ძღვნად მიართვა რაჯა ფაშას.

რაჯამ „ერთგულ გურჯს“ ოცდაათი დრაჰკანი მისცა ორი — ურემი ქართული თავების სამაგიეროდ!

ოსმალებმა „დაიპყრეს ყოველი ქართლი“.

1725 წელს ხონთქარმა სერასქერობა (მთავარსარდლობა) მისცა მუსტაფა ფაშას, ერევნის მბრძანებლობა რაჯა ფაშას აკმარა, ხოლო ქართლის პატრონმა ისაყ ფაშას დაუნარჩუნა.

ხოლო, იესე-მუსტაფა იყო „ვითომ მეფე“. თურქები მას, „თუცა არა უწოდდენ მეპატრონედ, გარნა მასვე ჰკითხვიდენ და იქმოდენ საქმესა ქართლისასა მის მიერ“. მთავარი „საზრუნავი“ მაინც გამდიდრება ჰქონია იესე რენეგატს და კიდევაც „წარმატებით ახერხებდა“ ქონების მოალაფებას: „იგი ხვეჭდა და იღებდა ქვეყანათა“ ნარდად და ამით მოირჭმოცა ფრიად“.

 დომენტი კათალიკოსი მკაცრად ჰკიცხავდა გაოსმალებული ძმის ხარბ ანგარებს. — იესემ ავი თვალი შემოუბრუნა „აბეზარ ძმას“.

1727 წელს სიკვდილმა მოიკითხა იესე ბატონიშვილი, ვახტანგ მეექვსის უღირსი ძმა და მომავალი ანტონ კათალიკოსის უღირსი მამა, „ქართველობაში“ — გამყიდველი და გაყდული რენეგატი, „ყიზილბაშობაში“ — ალი-ყული-ხანი, „ომალობაში“ — მუსტაფა,

რთადერთი ნათელი სხივი, რაც მისი ბნელი და შმორიანი სიცოცხლის გზაზე გამოსჩანს — არის გმირობა და რაიმდობა საქართველოდან შორს, ავღანეთის ალმოდებულ უდაბნოებში მხოლოდ ერთხელ აჯდა მხარზე ბოროტ კაციშვილს

საქართველოდან გაყოლილი ფერმკრთალი ანგელოსი...

1.2.2 დამდეგი „იმერული საუკუნისა“

▲ზევით დაბრუნება


დამდეგი „იმერული საუკუნისა“

უეჭველად, წინარე წიგნიდან ემახსოვრება ჩემს მკითხველს: მეთვრამეტე საუკუნის შემოსვლას დასავლეთ საქართველოს ცოდვიანი მესვეურები – გიორგი აბაშიძე, გიორგი ლიპარტიანი და მამია III გურიელი — მათი „ღირსების შესაფერისად“ შეეგებნენ, — ფეხისადგილთან თოფი გავარდა და იმ თოფიდან გავარდნილმა ტყვიამ იმერეთის მეფედ განზრახული სვიმონ ალექსანდრეს ძე მოკლა (ძე იმ ალექსანდრე IV-ისა, რომელიც ქართლის მეფე გიორგი XI-მ მოაკვლევინა რუისში).

სვიმონის მკვლელობის „პირობათა“ შესაბამისად, 1701 წელს იმერეთის სამეფო ტახტი დაიჭირა მამია III გურიელმა.

მოკლული სვიმონის ქომაგნი იყვნენ — ქართლ-კახეთის მაშინდელი მეფე ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი და ახალციხის ფაშა ისაყ ჯაყელი.

თავი გამოიდო ერეკლე ნაზარ-ალი-ხანმა და გადაწყვიტა დაესაჯა გიორგი აბაშიძე, მთავარი „მქნელი“ სვიმონის მკვლელობისა. იგი ჯარით მივიდა დაღალულას. აბაშიძეს ელჩები გაუგზავნა და შეუთვალა: ან სეფინის-ხევი მომეცი, ან სვიმონ მეფის სიკვდილი უნდა შეგანანოო.

ვერც შემანანებს და ვერც ვერაფერს მივცემო, შეაგება აბაშიძემ ერეკლეს მოციქულებს.

ერთმა ელჩმა ეს უთხრა გათამამებულ იმერელ თავადს: არ გამოგადგება მაგნაირი ქცევა, რამეთუ მეფეს, სხვა სიკეთესა და სიძლიერესთან ერთად, თორმეტი საუკეთესო ცხენი მოჰყვებაო!

გაეცინა გიორგი აბაშიძეს: ერთდროულად თორმეტივე ცხენზე ხომ ვერ შეჯდება თქვენი მეფე, არამედ თითოზე უნდა შევჯდეთ მეც და ისიცო; ჩემი ცხენის იმედი კი ძალიანა მაქვს, — თუ მეფემ დამამარცხა, გამოქცეულს ვერ დამეწევა, ხოლო თუ მე დავამარცხე, გაქცეულს უეჭველად დავეწევიო.

ეს უთხრა და მერე „ხუმრობის გარეშე“ მოეთათბირა ელჩებს, უხვი საჩუქრებიც მიართვა და დაიყოლია, იქნებ მოახერხოთ და ეგ თქვენი მეფე უკანვე გააბრუნოთ უომრად და სისხლდაუქცევლადო.

მიბრუნებულმა ელჩებმა მართლაც დაარწმუნეს ერეკლე ნაზარალი-ხანი: იმერეთში ლაშქრობა არცა ჰღირს და მაინცადამაინც არც საიმედო უნდა იყოსო. და გამობრუნდა უკან ქართლ-კახეთის მეფე.

თვითონ მამია III გურიელს ძალიან ძვირი უჯდებოდა ქუთათისის ტახტი და გვირგვინი. მეფე ერქვა, მაგრამ იმერეთის სამეფო „ქვეყნები“ მაინც გიორგი აბაშიძესა და მის ასულს, თამარს, ემორჩილებოდა. მამია „მისი გურიის“ ხარჯითა და წარსაგებელით ცხოვრობდა და „მეფობდა“, გურულ ყმებს ოსმალეთის ბაზრებზე ჰყიდდა და ცოდვიან შემოსავალს იმერეჟისთვის „ხარჯავდა“.

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მამია იმავე 1701 წელს, რამდენიმე თვის „მეფობის შემდგომ, ისევ გურიაში დაბრუნდა და ისევ გურიელის სამთავრო ტახტზე დაეტია.

ისევ „მთავრობდა აბაშიძე და განეგებოდა მის მიერ ყოველი იმერეთი“.

1702 წლის დამდეგს სამეგრელოს მთავარმა გიორგი ლიპარტიანმა დახმარება სთხოვა გიორგი აბაშიძეს. აფხაზები ენგურამდე მოდიოდნენ მაოხარი თარეშით, და ახლა ლიპარტიანს გადაეწყვიტა სამაგიერო სისხლის დაქცევა აფხაზეთში.

შეუერთდა აბაშიძე იმერთა ჯარით სამეგრელოს მთავარს. წარემართა ორივე გიორგი აფხაზეთს. „ვერ წინააღუდგა შარვაშიძე“. მოაოხრეს და მოსტყვევნეს აფხაზეთი. მას უკან აბაშიძემ დააზავა შარვაშიძე და ლიპარტიანი.

იმავე 1702 წელს საგანგებო თავყრილობაზე შეიყარნენ: გიორგი აბაშიძე, გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა რაჭის ერისთავი, გიორგი მიქელაძე, წულუკიძე, ჭილაძე, ჩიჯავაძე, ჩხეიძე, იაშვილი, წერეთელი, ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ქვარიანი.

საერთო ზავი შეკრეს.

ქუთათისის ციხიდან თურქების განდევნა დაადგინეს.

როგორც კი დრო დადგებოდა (ალბათ, „შესაფერ დროდ“ რუსთა გამოჩენას ვარაუდობდნენ), თურქეთის წინააღმდეგ საომრად ერთსულოვნად და ერთმანეთის უღალატოდ გამოვიდოდნენ.

ეს ერთიანი საომარი განაზრახი წერილობით გამართეს:

„დღეის შემდგომათ იმერეთის წასახდენად და ასაოხრებლად ჩვენ თათარს არც პირი მივსცეთ, და ვინ იცის, და თათარი აქ ლაშქარით ჩამოვიდეს იმერეთის წასახდენად, ჩვენ არც მივიდეთ მასთან და უწინამძღვროთ და არც მათი ვიწამოთ და ამ იმერეთის წახდენის საქმეზედ და კიდეცა ამ ციხის აღება და წახდენა მართლის გულით მოვიჭირვოთ და არ ვუსუსტოთ ციხის აღების საქმე“.

ერთმანეთს ფიცი მისცეს და მტკიცე სულით და გულით წავიდ-წამოვიდნენ. " მაგრამ შინაური თავადური შური და მტრობა მაინც თან გაჰყვა მათ „მტკიცე სულსა და გულს...“.

მაინც შიშრეულად იჯდა იმერეთის ტახტზე გიორგი აბაშიძე. მაინც ემუქრებოდა მას „მეფური სისხლი“ სისხლგამრალი იმერელი ბაგრატიონებისა. სვიმონ ალექსანდრეს ძე ხომ მოჰკლეს (ფეხისადგილთან), მაგრამ ისევ იყო ცოცხალი მისი ძმა, გიორგი ალექსანდრეს ძე, რომელიც ისაყ ფაშა ჯაყელს ქართლიდან ახალციხეში გადმოეყვანა და იქ ზრდიდა იმერეთის „ნამდვილ მეფედ“.

როცა „დრო დადგა“, მისწერა ხონთქარ მუსტაფა II-ს ისაყ ფაშამ: გიორგი აბაშიძე აღარ გვემორჩილება და „ქრთამსაც“ იმერეთიდან წინანდებურად აღარ გვაძლევსო.

მთავარი მაინც ის გახლდათ, რომ თურქეთის მთავრობა შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის გამოსვლას ელოდებოდა და პეტრე პირველს თურქეთთან მოსალოდნელ ომში უერთგულეს მოკავშირეებად დასავლეთ-ქართველები ეგულებოდა.

უეჭველად რუსების იმედით გაბედეს ქართველმა მთავრებმა თურქეთისათვის ხარკის შეწყვეტა.

მაშ, იმერეთმა ხარკის ძლევა შეუწყვიტა ოსმალეთის მთავრობას!

მაშ, ბაში-აჩუკის ქვეყანა ასჯანყებია დიდ ფადიშაჰს.“

1703 წელი, იანვარი.

ჟამი „დიდი თურქობის“ დასაწყისისა დასავლეთ საქართველოში.

ხონთქარმა მუსტაფა II-მ არზრუმის ბეგლარბეგს ქოსა ხალილ ფაშას სერასქერობა (თურქეთის საომარ ძალთა მთავარსარდლობა) უბოძა და საქართველოსკენ გამოუშვა „სპითა დიდითა ზღვითა და ხმელით“.

ქოსა ხალილ ფაშას, ხონთქრის ბრძანებით, „ქართულ ლაშქრობაში“ ემორჩილებოდნენ: ტრაპიზონის გამგებელი სალიმ ფაშა, აღმოსავლეთ ყარა-ჰისარის სანჯაყის მუთესარიფი მუსტაფა ფაშა, გონიოს სანჯაყის ბეგი აჰმედ-აღა, ახალციხის (ანუ ჩილდირის) გამგებელი ისაყ ფაშა ჯაყელი, ყარსის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა.

ოთხმოცი ათასი ოსმალო მონა-სპა მოდიოდა ზღვით და ხმელეთით.

შვიდი წელიწადი უნდა დარჩენილიყო არზრუმის ფაშა იმერეთში. შვიდი წელიწადი უნდა ეოხრებინა ქვეყანა და დაენგრია ყოველი ციხესიმაგრე და ნაშენები-თავშესაფარი.

თვითონ გურიის გეზით წამოვიდა ხალილ ფაშა, ხოლო თავისი ქეჰაია (თანაშემწე სარდალი) ახალციხეს გაგზავნა, სამცხის ჯარების გადმოსაყვანად.

როგორც კი თურქთა შემოტევის ამბავი შეიტყო, გიორგი აბაშიძემ შემოიყარა იმერელი თავადები, გურიელი, ლიპარტიან-დადიანი, დახიზნა ხალხი, შემოიყარა ჯარი და ჩაკეტა იმერეთში შემოსასვლელი გზები.

არზრუმელმა სერასქერმა ჭოროხი ნავებზე გაწყობილი ხიდით გადმოლახა, ბათუმში შემოვიდა, ციხე ააგო და ციხიონი შეაყენა, ბათუმიდან გურიისკენ წამოემართა ქოსა ხალილი.

მისმა თანაშემწემ და ისაყ ფაშა ახალციხელმა ზეკარი გადმოლახეს და კაკას ხიდთან მოვიდნენ.

დაუხვდა გიორგი აბაშიძე იმერთა ჯარით, მაგრამ თურქთა ჯაზირების ცემას ვერ გაუძლეს და უკუიქცნენ.

თურქებმა და მესხებმა დაიკავეს ბაღდადი. აქ თხმელის ციხე გამართეს დაშიგ შეიხიზნენ.

ფიცი გასტეხეს მამია გურიელმა და გიორგი მიქელაძემ და ქედდადრეკილნი მიუვიდნენ თურქთა სერასქერს.

სერასქერმა და მისმა თანაშემწემ ერთმანეთისა არაფერი იცოდნენ, რადგან იმერლებს მტკიცედ შეეკრათ გზები. მაგრამ ახლა გიორგი მიქელაძემ თურქთა ყოლაუზობა (მეგზურობა). იკისრა და დაასწავლა ყოველი დიდი და მცირე გზანი მტრებს. თვალახსნილმა ქოსა ხალილ ფაშამ ბრძანება გამოუგზავნა თანაშემწე-ქეჰაიას, უფრო ღრმად შეჭრილიყო იმერეთში, არგვეთის მხრისკენ.

წამოვიდა ქეჰაია, მოადგა არგვეთს, აიღო და გადასწვა სრულიად.

არგვეთიდან ჭალატყისკენ წამოვიდნენ ოსმალნი.

ჭალატყის სამი მაღალი კოშკი თხრილებით და მიწაყრილებით გაემაგრებინა აბაშიძეს.

ჭალატყის დამცველები ავად დაუხვდნენ მტერს. მრავალი თურქი ჩახოცეს კოშკებიდან ატეხილი სროლით.

ქეჰაია უკუიქცა და ისაყ ფაშა ჯაყელმა მიიტანა იერიში სამცხელთა ჯარით.

(„უებარი წამალი“ იყო თურქებისთვისაც — ქართველები ქართველთა წინააღმდეგ!).

გააფთრებით შეუტიეს მესხებმა იმერლებს.

თხრილებიდან ამოჰყარეს იქ ჩასანგრებულნი და თვითონ ჩასანგრდნენ. დენთის ნაღმები უფეთქეს, სამივე კოშკი მოთხარეს და წამოაქციეს.

ნანგრევებში ჩაიხოცნენ ჭალატყის მეციხოვნენი.

ერთი იმერი გადარჩენილიყო სასწაულად. ცოცხლად გაუშვეს მესხებმა...

ოდიშის სამთავროს კი ზღვიდან მოსდგომოდნენ ოსმალნი.

რუხის ციხემდე მოვიდნენ.

ციხე დაანგრიეს და ყარაული მიუყენეს.

მრავალი მეგრული სოფელი დაანგრიეს, დაარბიეს და მოსტყვევნეს.

ანაკლიაში ჩავიდნენ და იქ ახალი ციხე ააგეს.

შვიდი წელიწადი უნდა გაგრძელებულიყო რბევა, ნგრევა, ტყვევნა და ხოცვა დასავლეთ საქართველოსი. ასეთი იყო ბრძანება სულთან მუსტაფა II-ისა.

მაგრამ 1703 წელს „შეიწყალა ღმერთმა ქვეყნანა ესე - და სტამბოლში დიდი აჯანყება მოხდა. აჯანყებულებმა სტამბოლის მთლიანად დაიჭირეს. სულთანი მუსტაფა მეორე ადრიანოპოლს გაიქცა, აჯანყებულებმა სახელმწიფოს მთავარ ვეზირად გათათრებული ქართველი აჰმედ ფაშა გურჯი აირჩიეს და სულთანის წინააღმდეგ ბრძოლის მეთაურობა მიანდეს. მუსტაფა გადადგა და სულთნის ტახტზე ავიდა მისი ძმა აჰმედ მესამე (1703-1730 წწ.). სტამბოლში ისევ „დიდი შფოთი“ იდგა, ხოლო „დიდმა შფოთმა“ დაისაჭიროვა სერასქერისა და მისი ჯარების გაწვევა საქართველოდან თურქეთს.

სერასქერი არზრუმელი სწრაფად წავიდა და ქეჰაიას დაუბარა, გიორგი აბაშიძეს დაუზავდი და შენც გამომყევიო.

ქეჰაიამ აბაშიძეს შეუთვალა, ჩვენ მოყვრები ვართ და სურვილი მაქვს შევრიგდეთო. აბაშიძესაც ჭკუაში დაუჯდა თურქისგან „გამოჩხრეკილი მოყვრობა“, მაგრამ მაინც ვერ ენდო და პასუხად ეს გაუგზავნა: დიახაც ძალიან მახარებს ჩვენი მოყვრობა, მაგრამ ნება მომეცით შერიგების პაემანზე მაინც მცირე ჯარით მოვიდეო. ქეჰაია დათანხმდა.

გიორგიმ ხუთასი მხედარი აირჩია — ორასი იმერი, ორასი რაჭველი და ასი ლეჩხუმელი. სარდლად ქაიხოსრო იაშვილი უჩინა. თვითონ შუაზე გადგა, წინ იმერლები გაიძღოლა, უკან რაჭველები და ლეჩხუმლები გაიყოლია და ასე მივიდა შორაპანს, სადაც თავისი ამალით უკვე მოსულიყო თურქთა სარდალი.

დასხდნენ „შესარიგებლად“.

„ჩვენ ჩვენის ჯარებით გავდივართ იმერეთიდანო, თქვა ქეჰაიამ.

და ეს იყო სწორედ მთავარი.

მაგრამ სამაგიეროდ ოსმალო სარდალი, ყოველგვარ ბჭობაჭრის გარეშე მოითხოვს: გიორგი აბაშიძემ უნდა იშვილოს ახალციხის კარზე აღზრდილი უფლისწული გიორგი ალექსანდრეს ძე, დასვას მეფედ და თვითონ, როგორც „მეურვე-მამილო“, დაუდგეს გვერდით. ამას გარდა აბაშიძემ სერასქერისთვის უნდა გაიღოს ძღვენი (გინა — ქრთამი) და დაანგრიოს შორაპნის ციხე.

ოღონდ თურქები გასულიყვნენ იმერეთიდან, და ყველაფერზე დათანხმდა აბაშიძე: მეფედ და „შვილად დაისვა - გიორგი ალექსანდრეს ძე, გასცა ქრთამი და დაანგრია შორაპნის ციხე.

თურქები გადიოდნენ საქართველოდან.

მაინც ვერ დაითმინა აბაშიძემ და გამოადევნა იმერთა ჯარი.

ფერსათის მთაზე ჩაუსაფრდნენ და გამოუხდნენ თოფით და ხმლით.

მრავალი ოსმალო ჩახოცეს.

მოკლეს კოლის ფაშა.

ხელში მძიმედ დაჭრეს ახალციხის ფაშა ისაყ ჯაყელი.

დიდძალი ნადავლი აიღეს და დატვირთული ჯორ-აქლემით ეახლნენ აბაშიძეს ქუთათისს.

„დიდი თურქობა“ დასრულდა. დანაწილაკებულმა, დაწიწილაკებულმა და „დალაწირაკებულმა“ დასავლეთ-ქართულმა სამწყსოებმა მაინც მოახერხეს „ზოგად-ქართული მამულიშვილობის“ განსრულება.

 

 

1.2.3 „მრავალ-გიორგისათა“

▲ზევით დაბრუნება


„მრავალ-გიორგისათა“

იდგა 1703 წელი.

მეფედწოდებული გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი ქუთათისის ტახტზე იჯდა, მაგრამ გიორგი აბაშიძე „ნამდვილ ხელმწიფობას“ მაინც არ ანებებდა „მეფე-შვილობილს“.

„მეფობა კი არა, იქნებ „მამილომ“ სასიკვდილოდაც არ დამინდოსო, იფიქრა გიორგი ალექსანდრეს ძემ და ქუთათისის ციხეში ჩაიკეტა, „უკეთესი ამინდის“ მოლოდინში.

ციხეში თვითჩაკეტილ მეფეს ქომაგად და „პატრონად“ გიორგი მიქელაძე დაუდგა.

გიორგი მიქელაძის ასული ქართლის სახელოვან მეფეს გიორგი მეთერთმეტეს ჰყავდა ცოლად. ამათ შეეძინათ ქალი, სახელად როდამი. ისფაჰანში გამგზავრების წინ გიორგი მეფემ თავისი ერთადერთი ასული სიმამრს გაუგზავნა იმერეთში.

და ახლა ეს შეუთვალა გიორგი მიქელაძემ ქუთათისის ციხეში ჩაკეტილ გიორგის: მამაშენი ალექსანდრე ქართლის მეფე გიორგის მტრობის გამო მოჰკლესო; ჟამი გამოხდა და მტრობა მოყვრობით უნდა წაიშალოსო; გიორგი მეთერთმეტე ძლიერი ხელმწიფეა და მე დაგამოყვრებ მასთან — ცოლად შეგრთავ მის ქალს, როდამს, და მძლავრი სიმამრის დახმარებით მტკიცედ დაიპყრობ იმერეთის ტახტსო.

ასედაც მოხდა. გიორგი „თვითპყრობილმა“ ცოლად შეირთო როდამ გიორგის ასული.

მაგრამ დიდად მაწიერი არც „დიდი მეფის“ ასულზე ქორწინება გამოდგა „თვითპყრობილისთვის“. იგი ისევ ვერ ბედავდა ციხის გალავანს გარეთ ფეხის გამოდგმას. ისევ ხელმოკლედ და „ფარაღათად“ ერეკებოდა წუთისოფელს, ხანდახან ვახტანგ ჯანიშინი თუ გამოუგზავნიდა რაიმე ნივთიერ შემწეობას ქართლიდან. ეს იყო და ეს. თორემ მის „ დიდ სიმამრს“, ავღანისტანში გამწესებულს, თავისი სიძე არც თვალით ენახა და არც გულით განეცდებოდა.

გიორგი აბაშიძე კი „უმეტესად განდიდნა და განმდიდრდა, ვინადგან დადიანი, გურიელი მოწოდებითა მისითა მის წინაშე იყვნენ მარადის“.

მალე მიქელაძესაც მიადგნენ „ამოსაგდებად“.

გიორგი მიქელაძე ხომ თავიდანვე მტრობდა თამარის ქმარს, გიორგი ლიპარტიანს. მიქელაძე მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგიც იყო (მკითხველს ყოველივე ეს ემახსოვრება წინარე წიგნიდან).

თამარს ხალხში „ოდიშისა და იმერეთის დედოფლად“ უხმობდნენ და ახლა იმასაც ვერ შერიგებოდა, გიორგი მიქელაძემ რომ გიორგი „თვითპყრობილს“ ცოლად (ანუ „დედოფლად“) თავისი შვილიშვილი შერთო.

გიორგი მიქელაძე დიდი მამულების პატრონი იყო. სამიქელაძეოს გარდა, საჭილაოც მის საკუთრებად ითვლებოდა

და შეუჩნდა თამარი ქმარს, გიორგი ლიპარტიანს, და მამას, გიორგი აბაშიძეს — „მოეთხარათ გიორგი მიქელაძე, ძალზე საშიში „მესამე გიორგი“.

ასეც მოხდა. გიორგი მიქელაძეს წაართვეს ყოველი - მამული, სამიქელაოც და საჭილაოც.

ყველა ეს მამული დაიჭირა გიორგი ლიპარტიანმა.

გიორგი მიქელაძე ქართლში გადაიხვეწა.

გიორგი ლიპარტიანსაც ერთ ხანს აეშალა მისი „დალაგებულ-დაწესრიგებული“ სამთავრო. ლეჩხუმის მმართველად მას ძმა დაეყენებია — იესე ჩიქოვანი (მკითხველს ემასოვრება, რომ ლიპარტიანები წარმომავლობით ჩიქოვანები არიან, გორდიდან).

და „განევლტო ლიპარტიანსა ძმა თვისი იესე“. ლეჩხუმი თავის მისანდო კაცებს დაუტოვა და თვითონ გიორგი მეფეს მიუვიდა ქუთათისის ციხეში. მიესვლებოდა კიდეც, რადგან იესეს ცოლად ჰყავდა გიორგი „თვითპყრობილის“ მამიდა, მარიამი.

ძმის განდგომა, ლეჩხუმის დაკარგვა და გიორგი „თვითპყრობილის“ გაძლიერება გიორგი ლიპარტიანისა და გიორგი აბაშიძის დამხობას მოასწავებდა.

ამიტომ სწრაფად ამოქმედდა ლიპარტიანი. ლეჩხუმში გაჩნდა, იესეს მისანდო კაცები გამოჰყარა, თავისი ხალხი ჩააყენა და ლეჩხუმი სამმართველოდ უმცროს შვილს ბექანს ჩააბარა.

სხვა შვილებიც მაშინვე „დააბინავა“ გიორგი ლიპარტიანმა. უფროს ძეს კაციას დადიანობა მისცა, მომდევნოს, გაბრიელს — ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსობა.

თვითონ ისევ „ლიპარტიანობდა“ გიორგი. „ჰყოფნიდა“, ერთდროს მდაბიოფესვებიანს — პაპამისი რომ თაფლს დაათრევდა სავაჭროდ გორდსა და სვანეთს შორის. „ჰყოფნიდა“, რამეთუ ახლა ყველა „მისი ძირი“ და მორჩილი იყო — „დადიანიც“, „ჭყონდიდელიც“ და „ლეჩხუმელიც“.

მეფის ხელისუფლების უმწეობით ესარგებლათ გაზულუქებულ ფეოდალებს და მიეტაცნათ სამეფო-სახასო მამულები, „აზნაურები, დაბანი და ციხენი; ერისთავს რაჭა-გლოლა ჯაფარიძითურთ, იაშვილს კვარა, წულუკიძეს ხოტევი, აბაშიძეს სვერი, ლიპარტიანს ლეჩხუმი და საჭილაო სამიქელაოთურთ, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი მარადის იყვნენ წინაშე მისსა“.

მაინც „მაგრობდა“ გიორგი აბაშიძე. მან „დაამშვიდა იმერეთი ხდომა-ოხრებათაგან ფრიად, რამეთუ ვერვინ იკადრებდა პარვად რაისამედ, კვალად ვერცაღა-ვინ იკადრებდა განყიდვად ტყვისა, თვინიერ მისსა“.

„დიდი შეღავათი“ იყო სწორედ: მარტო თითონ ჰყიდდა ტყვეებს, რამდენიც სურდა, როგორიც სურდა, საითაც სურდა!

გურიასა და სამეგრელოში კი ისევ „ფართო მოცულობით“ იყიდებოდა მოტაცებული და დატყვევებული ქართველი... ქართველისაგან. გამორჩევით, ოდიშ-სამეგრელო რჩებოდა ტყვეთა-სყიდვის „სამაგალითო ქვეყნად“, ხოლო თვითონ ლიპარტიანი — ტყვეთა სყიდვის „კლასიკოსად“.

1705 წელს ვახტანგ ქართლის „ჯანიშინმა“ გიორგი აბაშიძეს დამძახლება შემოსთავაზა. გიორგის ვაჟი ჰყავდა, სახელად ლევანი. ვახტანგი სწორედ ლევანს ითხოვდა სიძედ, თავისი ასულის ქმრად.

— გამომიგზავნე ძე შენი, დავისვამ სიძედ და მივსცემ სამფლობელოდ სააბაშიოს ქართლისას და იქნება სიმტკიცე ჩვენს შორის, — სწერდა ქართლის გამგებელი იმერეთის პირველ მესვეურს.

ერთობ „განიხარა“ აბაშიძემ ვახტანგის შემონათვალით, მაგრამ უმალვე ჩაუქრეს სიხარული. როგორც კი შვილს გაუგზავნი, სიძედ კი არა, მაშინვე ერანის შაჰს მიართმევს ფეშქაშადო, — „მიუთხრეს კაცთა მზაკვართა“. ისედაც ხომ იცი, ვახტანგი გიორგი მეთერთმეტის ძმისწულია, გიორგი მეთერთმეტე კი აქაური გიორგის (ქუთათისის ციხეში ჩაკეტილის სიმამრია; ეს გიორგი ჩუმ-ჩუმად ვახტანგს წერილებსა სწერს და შემწეობასაც სთხოვს; ვახტანგიც უგზავნის უშურველად: ერთობ საეჭვო და საშიშია, ვაითუ „მოყვრობა“ უმალვე „მტრობად“ გადაგვექცესო, — უჩიჩინეს აბაშიძეს და აბაშიძემაც უარი შეუთვალა ვახტანგს დამოყვრებაზე.

იწყინა ვახტანგმა. იწყინა და ამოქმედდა გიორგი აბაშიძის დასამხობად. კავშირი შეკრა კათალიკოსთან, გენათელ ეპისკოპოსთან და შოშიტა რაჭის ერისთავთან, გიორგი აბაშიძე იმერეთის ტახტს უნდა მოვაშოროთ და გიორგი ალექსნდრეს ძე ბოლოს და ბოლოს „ნამდვილი მეფობით“ გავამეფოთო.

შოშიტა რაჭის ერისთავი ისედაც გულადუღებული იყო გიორგი აბაშიძის ოჯახზე. ცოლად მას გიორგის შვილიშვილი ჰყავდა („ასულის-წული“), ქალი ერთობ ჭკუანაკლული, ავი და „სულელი“. სძულობდა ამ ქალს ერისთავი, უნდოდა გაეშვა, მაგრამ გიორგის რიდით (თუ შიშით) ვერა ბედავდა. ახლა კი საშუალება ეძლეოდა რაჭის ბატონს — ორივე მოეშორებია თავიდან, „აუტანელი ცოლიც“ და „აუტანელი აბაშიძეც“.

კიდევაც აღესრულა.

1707 წლის ზაფხულს, ვახტანგ ქართლის გამგებელმა, შოშიტა ერისთავმა, კათალიკოსმა და გენათელმა ეპისკოპოსმა გიორგი ალექსანდრეს ძე ქუთათისის ციხიდან გამოიყვანეს და ქუთათისის ტახტზე დააბრძანეს.

გიორგი აბაშიძე კრინტდაუძვრელად გავიდა სასახლიდან.

 

1.2.4 ფარცხანაყანევის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


ფარცხანაყანევის ბრძოლა

მაშ, იმერეთის სამეფო ტახტზე კიდევ გამოჩნდა ერთი გიორგი (1707-1711 წწ.).

ძნელი ხდება მისი „სამეფო ნომრის“ დადგენა. თუ „ნამდვილ მეფეებად“ ჩავთვლით გიორგი გურიელს, გიორგი გოჩიას და გიორგი აბაშიძეს, მაშინ ეს ახალი მეფე იქნება „გიორგი მეექვსე“, არა და — „გიორგი მეოთხე“.

თუმცა დიდი არაფერი დაშავდება მისი „ნომრის“ დაუზუსტებლობით: ეს „ახალი გიორგიც“ არის, მის წინარე თანამოსახელეთა მსგავსად, სავსებით მცირე, „მიკრო-გიორგი“...

მაინც ამნაირი ჩანს მისი სურათი: „ცუნდრუკი, მომხვეჭელი, ანგარი, ვერცხლისმოყვარე“.

დამაგრდა თუ არა ტახტზე, გიორგი მეფემ გიორგი აბაშიძეს შეუთვალა მკაცრად: რაც ჩემი სამეფო-სახასო მამულები დაგიტაცნია, ახლავე უკან დამიბრუნე და შენ შენს სათავადო მამულში ჩაეტიეო.

აბაშიძემ კათალიკოსი და გენათელი მიუგზავნა შუამავლად მეფეს, შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ და „ვჰყოთ ზავი და მშვიდობაო“.

მაგრამ მისვლისთანავე გაყიდეს სასულიერო მამებმა აბაშიძე: მეფეს ურჩიეს, ჩვენ ორივენი აქ დაგვიჭირე, არ გაგვიშვა და როცა გახმიანდება, იმერეთის თავადები აბაშიძეს მიატოვებენ და შენ მოგემხრობიანო.

მეფე დათანხმდა, კათალიკოსი და გენათელი „შეიპყრო“ და აღარ გამოუშვა. იმერეთის თავადებმა იფიქრეს, გიორგი მეფეს ახლა აბაშიძეზე მეტი ძალა მისცემიაო და, „სანამ გვიან არ იყო“, აბაშიძეს ჩამოშორდნენ და მორჩილება „გამძლავრებულ“ მეფეს გამოუცხადეს.

არ შეელია „პირველობას“ გიორგი აბაშიძე. მოუწოდა გიორგი ლიპარტიანს — სიძეს და თანამზრახველს.

ვაკეს მოიყარეს თავი გიორგი ლიპარტიანმა და გიორგი აბაშიძემ თავიანთი ჯარებით.

მეფე ქუთაისში იდგა, შოშიტა ერისთავის, მისი რაჭველებისა და იმერთა თანხლებით.

რაჭველები და „იმერნი რაოდენნიმე“ გაგზავნა მეფემ ვაკის გარემარე სოფლების ასაოხრებლად.

ჯარი შეახვედრა აბაშიძემ.

დამარცხდნენ რაჭველნი. უმრავლესნი ტყვედ წაიყვანეს. აბაშიძემ ყველანი გაჰყიდა.

შოშიტა ერისთავმა რაჭისკენ გაქუსლა ახალი ჯარების ჩამოსაყვანად.

მოულოდნელმა შემთხვევამ აშალა საომარი სასწორი. რაღაც „სენითა ბოროტითა“ გარდაიცვალა თამარი, მეუღლე გიორგი ლიპარტიანისა და ასული გიორგი აბაშიძისა. დედინაცვლის სიკვდილმა აღაფრთოვანა ლიპარტიანის შვილები და მამაზე იძიეს შური მათი დედის განტევებისათვის (მკითხველს ეს ამბავიც ემახსოვრება წინარე წიგნიდან). ლიპარტიანს შვილები განუდგნენ და მეფეს მიუვიდნენ.

მაშინვე გიორგი აბაშიძეც მისმა ძმისწულებმა — ზურაბმა, სვიმონმა და ვახუშტიმ — მიატოვეს და ისინიც მეფე გიორგის სამსახურში ჩადგნენ.

ვახუშტი აბაშიძეს ხომ ცოლად ჰყავდა ვახტანგ ქართლის გამგებლის უმცროსი ასული, ანუკა, უეჭველად ამ მოყვრობამაც შეუწყო ხელი ვახტანგის „არასასურველი კაცის“ გიორგი აბაშიძის ბანაკიდან მისი ძმისწულების წასვლას.

როგორც იქნა, გაბედა გიორგი მეფემ ქუთათისის გაგარეთ ფეხის გამოდგმა. მისი ჯარი დადიოდა სოფელ-სოფელ და აოხრებდა ყველას, ვისაც მეფის „მხარეზე“ გადასვლა ვერ მოესწრო და ისევ აბაშიძის „მხარეზე“ დარჩენილიყო.

გიორგი აბაშიძეც იბრძოდა თავგამოდებით „და იყო ხდომა მარადის“.

აბაშიძის უმთავრესი სიმაგრე იყო კაცხის ციხე. შემოერტყნენ მეფის მოლაშქრენი კაცხს.

მაშინ გიორგი ლიპარტიანი მივიდა რაჭას, შოშიტა ერისთავს ეწვია სამგლოვიარო ძაძით მოსილი და უთხრა: „ძე ხარ შენ მისი (გიორგი აბაშიძისა) და არა ჯერ არს განწირვად შენგან იგი“.

ძნელი დასაჯერებელია, მარტო ასეთ „გრძნობიერ“ სიტყვას, ან ლიპარტიანის საეჭვო გულწრფელობის მგლოვიარობას აეჩუყებინოს ამაყი ერისთავის გული. ალბათ, ითქვა სხვა რაიმე „უფრო ძლიერი“, ან მეფე ესუსტებოდა თვალში შოშიტას, ან უკმაყოფილო იყო მისი. არაფერი არ ჩანს გარდა იმისა, რომ შოშიტა ერისთავმა მართლა გადაწყვიტა მეფისგან განდგომა და აბაშიძის მიმხრობა.

ფარცხანაყანევში მოიყარეს თავი ერისთავმა და ლიპარტიანმა, რაჭველთა და მეგრელთა ჯარებით.

გიორგი აბაშიძეც ფრთამალედ გაეშურა მათთან შესაერთებლად.

მეფეს ურჩიეს და შეაგნებინეს, რომ საჭირო იყო დაესწრო და, სანამ მოწინააღმდეგენი გაერთიანდებოდნენ, მანამ გაენადგურებია ლიპარტიანი და ერისთავი.

ღამით წავიდნენ მეფის ჯარები, ალიონზე მივიდნენ ფარცხანაყანევს და მაშინვე დაესხნენ მეგრელთა და რაჭველთა ბანაკს.

„იქმნაცა ბრძოლა ფიცხელი“.

„ილტვოდნენ მეგრელნი“.

რაჭველები მარტო შერჩნენ ბრძოლას.

მეფის ჯარებმა გაიმარჯვეს.

მრავალი ტყვე აიყვანეს ლიპარტიანის გაქცეული ჯარიდან რაჭველთა უმრავლესობა დაიხოცა.

ტყვეები „დაჰყიდეს ვეცხლსა ზედა“. ასე განესრულა ფარცხანაყანევის ბრძოლა 1709 წელს.

 

1.2.5 რაჭაზე გაჯავრებული

▲ზევით დაბრუნება


რაჭაზე გაჯავრებული

გიორგი აბაშიძემ გზაში შეიტყო მისი მოკავშირეების განადგურების ამბავი. მიტრიალდა და სვერის ციხეს შეაფარა თავი.

მეფის ჯარები ისევ კაცხის ციხეს შემოადგნენ ალყად.

კაცხის დაცვას გიორგის ვაჟი პაატა აბაშიძე უდგა სათავეში.

ციხიონს მისჭირდა და პაატამ მეფეს შემოუთვალა: თუ სიცოცხლეს გვაჩუქებთ და ტყვედ არ გაგვყიდით, ციხეს ჩაგაბარებთო.

მეფემაც პასუხი ფიცით შეუგზავნა: თქვენს თხოვნას აღვასრულებთ, ოღონდ ციხე ჩაგვაბარეთო,

გამოვიდა პაატა აბაშიძე და მიართვა კაცხის კლიტენი მეფეს. გამოვიდნენ ციხოვანნი იარაღაყრილი.

მიესივნენ მეფის მეომარნი. ყველას ბორკილები გაუყარეს.

ყველა გაჰყიდეს.

„ძვირად უღირდა“ მეფუკას სიტყვა და ფიცი...

კაცხიდან სვერისკენ გაეშურა გიორგი მეფე.

სვერში თვითონ იდგა გიორგი აბაშიძე.

მივიდა მეფე ჯარით, მაშინვე დარწმუნდა, რომ „მტკიცე არს სვერი“ და „მოეცალა“ სასწრაფოდ.

ახლა რაჭველებისა და მათი ერისთავის დასჯა „მოუხუშტურა“ მეფემ.

ნაჯიხურები გადაიარა, შაორს ჩავიდა და იქ დაბანაკდა.

შოშიტა რაჭის ერისთავს სტუმრები ჰყავდა იმ ღამეს სიძე გიორგი წერეთელი, იაშვილი და ჯაფარიძენი.

მეფის შემოჭრის ამბავი შემოიტანეს მზვერავებმა.

სახლთუხუცეს ჩხეიძეს, ცბიერსა და ქვეგამხედვარ კარისკაცს წაუქეზებია და წამოუყვანია გიორგი მეფე რაჭას სალაშქროდ, თორემ თვითონ მეფე რაის მომფიქრებელი და მოქმედი არისო!..

რამდენიმე კაცი გამოიძახა შოშიტა ერისთავმა.

ცხენებს მოახტნენ და წყვდიადს შეერივნენ „ის კაცნი“.

წყვდიადი იდგა კიდევ, როცა შაორის ბანაკში შესრიალდნენ და სახლთუხუცესი ჩხეიძე საწოლზე დააკლეს.

ჩხეიძის სიკვდილმა გააშლეგა გიორგი მეფე.

ბანაკი აჰყარა და ხოტევისკენ დაეშვა.

ხოტევის ციხე მედგრად დაუხვდა იმერთა ჯარებს.

ეს ციხეც მაგარი ყოფილაო, დაასკვნა მეფემ და რაჭიდან ისევ იმერეთს გადმოვიდა.

გადმოვიდა და ახლა ნავარძეთის ციხეს შემოადგა გარს.

კარგა ხანს გაგრძელდა ალყა.

ნავარძეთს დგომისას შეიტყო მეფემ; შოშიტა რაჭის ერისთავს აბაშიძის ქალი ცოლობიდან განუტევებია და მის ნაცვლად შეურთავს იესე ჩიქოვანის ცოლი — მარიამი, მამიდა გიორგი მეფისა.

გულგრილად შეხვდა ამ ამბავს მეფე.

მას უკან გიორგი ლიპარტიანის შვილები — კაცია და ბეჟანი შეუჩნდნენ მეფეს: მამაჩვენი მუდამ შენი დაუძინებელი მტერია და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაუსწოროთ ანგარიშიო; ნუღარც დავაყოვნებთ, ვილაშქროთ ჯარით, მამაჩვენი გიორგი ლიპარტიანი დავამხოთ და ოდიშ-სამეგრელო-ლეჩხუმი შენი იქნებაო.

ჭკუაში დაუჯდა მეფეს მამის მესაფლავე შვილების მონაზრახი, ნავარძეთის ალყის გასაგრძელებლად ქველი წერეთელი დატოვა, თვითონ კი ოდიშისკენ გაქუსლა ჯარით. გიორგი ლიპარტიანი ვეღარ გაუმკლავდა მეფეს და შვილებს, ბრძოლა მიატოვა და აფხაზეთში გაიქცა. მიმხდურებმა ოდიში დაიჭირეს და გაქცეულს მისდიეს. შარვაშიძე შემოეგებათ. მალე შერიგდნენ, დაზავდნენ. და მტრად მისულნი, სტუმრებად გამობრუნდნენ.

მეფე გიორგის ბრძანებით, ოდიშ-სამეგრელოს მთავარი, გინა დადიანი შეიქნა კაცია.

ლეჩხუმის ბატონად დარჩა ისევ კაციას უმცროსი ძმა ბეჟანი.

მეფე იმერეთს დაბრუნდა.

ქველი წერეთელს უკვე აეღო ნავარძეთის ციხე.

ნავარძეთის ზარბაზნები, მეფის ბრძანებით, კაცხს მიიტანეს და გაძალიანებულ ციხეს გარს შემოუწყვეს.

ესეც მომხდარა ოდიშში მეფის წასულობის ჟამს: შოშიტა რაჭის ერისთავი გადმოსულა რაჭველთა ჯარით, აბაშიძის დასახმარებლად, და თავს დასცემია ჭალატყეს, აუოხრებია, ტყვეები წაუყვანია და არხეინად გაბრუნებულა რაჭას.

„რაჭული ლაშქრობის“ განმეორება აღარ უფიქრია გიორგი მეფეს. მაგრამ გურიელის დასჯა კი გადაწყვიტა. ნაწყენი იყო, მამია გურიელი რომ არ დაეხმარა გიორგი აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წავიდა ჯარით გურიაში მეფე. „ვერ წინა-აღუდგა გურიელი“, ციხეში შეიხიზნა და შეხიზნა ჯარი. იმერლებმა გურია დაარბიეს და მოსტყვევნეს.

მხოლოდ საჯავახოსთან მოახერხეს გურულებმა „გულის მოფხანა“. აქ მათ სასტიკად დაამარცხეს და გააქციეს ბეჟან ლიპარტიან-ჩიქოვანი ლეჩხუმელთა ჯარით.

გიორგი მეფე ისე მოდიოდა იმერეთს, ხეირიანად ვერც კი გარკვეულიყო, მოიგო თუ არა მან „გურული ლაშქრობა“.

ესეც თავსატეხ საფიქრალად მოჰყვებოდა: რატომ არ მიიღო გურიის დალაშქვრაში მონაწილეობა კაცია დადიანმა, მართლა ავად არის, თუ...

მართლა ავად ყოფილა და იმით დადასტურდა, რომ მალე კიდევაც მოკვდა კაცია დადიანი „ნუნაგითა“ (ყელჭირვება, გინა — ანგინა).

შვილის სიკვდილი რომ გაიგო, მაშინვე წამოვიდა აფხაზეთიდან გიორგი ლიპარტიანი, ოდიშს მოვიდა და ისევ დაჯდა დადიანის ტახტზე. „გადადიანდა“ და ცოლად შეირთო ასული მამია გურიელისა, თამარ.

ამასობაში გიორგი აბაშიძემაც უშველა თავს. მისთვის ვახტანგ ჯანიშინს გამოეგზავნა „კაცნი და ცხენნი და ურველნი სახმარნი“, ციხიდან გააპარეს და ქართლს გადაიყვანეს.

თავისი სიძე, ვახუშტი აბაშიძე, ცოტა ადრე წაეყვანა ვახტანგს ქართლში.

მაინც რაჭის ჯავრი მოურჩენლად ადგა ყელზე გიორგი მეფეს.

ამისთვის აპატია გიორგი ლიპარტიანს ხელახალი „გადადიანება“ და ბოლოს შემოირიგა და „შემოიკავშირა“ კიდეც.

ხოლო, „შერიგებისა“ და „კავშირის“ თავიდათავი პირობა სწორედ რაჭის დალაშქვრა იყო, იმერთა და მეგრელთა გაერთიანებული ჯარებით.

1711 წელს გიორგი მეფე და გიორგი ლიპარტიანი რაჭას გაემართნენ დიდძალი მხედრობით. შაორზე გადავიდნენ და სხვავამდე „მოსწვეს და მოსტყვევნეს“.

სხვავასთან ნაბიჯი მოეშალა მეფეს.

ისევ უღალატა გიორგი ლიპარტიანმა და სამეგრელოსკენ გამობრუნდა მეგრელთა ჯარით.

დაშინებულმა მეფემაც მაშინვე მოცოცხა ქუთათისისკენ.

გიორგი ლიპარტიანმა გადაწყვიტა ბოლომდე მიეყვანა საქმე. იგი „შეეზრახა“ მამია გურიელს, შოშიტა რაჭის ერისთავს, ზურაბ აბაშიძეს, შვილიც შეიერთა — ბეჟან ლეჩხუმის ბატონი, და ყველამ ერთად გორგი მეფე დამხობილად გამოაცხადეს.

მაგრამ სამაგიერო მეფე?

მეფედ განიზრახეს ისევ მამია მესამე გურიელი.

განიზრახეს და დასვეს კიდეც ქუთათისის ტახტზე.

ეს ამბავიც 1711 წელს მოხდა.

 

 

1.2.6 გიორგი ჩხარი და ოკრიბა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ჩხარი და ოკრიბა

გიორგი მეფემ „მეფობა“ ვერ დაინარჩუნა და ქართლში გაიქცა. ვახტანგ ჯანიშინმა იგი გორში მიიღო დიდი პატივით,

გიორგი აბაშიძეც ხომ იქ იყო, მოსისხლე მტერი, და მოითხოვა მისი გადაცემა გიორგი ნამეფარმა.

როგორც იქნა, შეარიგა ისინი ვახტანგმა.

მას უკან აბაშიძე ისევ იმერეთში დაბრუნდა, მამია გურიელთან, ხოლო გიორგი ნამეფარი სამცხეს წავიდა, ახალციხეში, ისაყ ფაშა ჯაყელთან.

მაშ, მამია მესამე გურიელი მეორედ ჩამოჯდა იმერეთის ტახტზე.

გურიის სამთავრო თავის ვაჟს, გიორგის დაუტოვა.

მამიას, ვითარცა „მეფის“, პირველი „ღონისძიება“ ის გახლდათ, რომ გაუშვა ცოლი, ელენე, ასული გიორგი აბაშიძისა, და დაქორწინდა შოშიტა რაჭის ერისთავის დაზე, თამარზე, რომელიც „თავის მხრივ“ გაჰყარეს ქმარს, პაპუნა ჩხეიძეს.

ხოლო გიორგი მეფედყოფილს უფრო გაძევებაში გამოუჩენია „სამოქმედო ფხა“. ჯერ ერთი, ისაყ ფაშას ეხვეწებოდა და ხვეწნაც არ უნდოდა, თვითონაც აპირებდა ახალციხის ფაშა ქუთათისის ტახტზე გიორგის, ვითარცა „თავისი კაცის“ აღდგენას. მეორეც, — გიორგიმ, თვითონ გააბა კავშირი ბეჟანთან, ლეჩხუმის ბატონთან, მამია გურიელის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამას გარდა, გიორგი აბაშიძის ძმისწული, ზურაბი, ახალციხეში მიუვიდა გიორგი ნამეფარს და თავისი სამსახური მისთავაზა.

წამოვიდა გიორგი ნამეფარი ახალციხიდან, ზურაბ აბაშიძეც წამოიყოლა, იმერეთს გადმოვიდნენ, უჩინოდ და უწყინრად გაიარეს იმერეთი და მივიდნენ ლეჩხუმს.

ლეჩხუმში საომრად დაიკაზმნენ სამივე – გიორგი ნამეფარი, ზურაბ აბაშიძე და ბეჟან ლეჩხუმის ბატონი. დაიკაზმნენ, ლეჩხუმელთა ჯარი აიყოლიეს, იმერეთს დაეშვნენ და არგვეთს დაბანაკდნენ.

მამია გურიელსაც შემოეყარა ჯარები ქუთაისში გურულნი, იმერნი – გიორგი აბაშიძის სარდლობით, და რაჭველნი — შოშიტა ერისთავის წინამძღოლობით.

ქუთათისიდან წამოვიდნენ, ჩხარს მოვიდნენ და დაბანაკდნენ.

გიორგი ნამეფარმა ვერ დაითმინა, არგვეთიდან აიყარა, თხილთაწყარო გადმოიარა და თვითონაც ჩხარს მოვიდა.

1712 წლის ზაფხული.

ბრძოლა ჩხართან.

სასტიკი და დაუნდობარი.

ვითარცა სჩვევია ძმათაშორის დაკვლას.

ძლიერად შეუტიეს თოფთა ცემით ფლანგებიდან ბეჟან ლეჩხუმის ბატონმა და ზურაბ აბაშიძემ.

ტყვია მარცხენა ძუძუში მოხვდა და ცხენიდან სულგავარდნილი გადმოეშვა გურიელის ლაშქართა მარჯვენა განაკიდურის სარდალი გიორგი წულუკიძე. ბრძოლას გაექცა მემარცხენე სარდალი პაატა ფხეიძე, მამია გურიელიც მოეხსნა ბრძოლას, შოშიტა ერისთავიც.

მეფის ჯარი მიესია გაქცეულებს და გაფანტულებს. ბევრი გაწყვიტეს, უმრავლესი ტყვედ აიყვანეს. გამორჩევით, გურულები აღარ დაზოგეს იმერლებმა.

მამია გურიელი რაჭაში წაჰყვა შოშიტა ერისთავს.

გიორგი ნამეფარი ისევ შეიქნა მეფე იმერეთისა.

მისი ბრძანებით, ტყვე გურულები ოსმალო ვაჭრებს მიჰყიდეს.

ამის გამო გურიაში მწარედ მღეროდნენ:

„ჩვენი თეთრი ჩვენვე შემოგვაქციესო“

(ჩვენს ვერცხლზე ჩვენვე გაგვყიდესო).

გიორგი მეფედყოფილი უკვე აღარ იყო „ყოფილი“. იგი. მეორედ ჩამოჯდა იმერეთის სამეფო ტახტზე.

გიორგი აბაშიძე სვერს მივიდა, იქაც ვეღარ დამაგრდა და ქართლში გაიქცა.

გიორგი მეფემ სვერს ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერაფერს გახდა და გაეცალა.

არ მოეშვა ზურაბ აბაშიძე. მეციხოვნეებს ოქრო მისცა და მათაც მოსცეს ციხის კლიტენი.

ასე ჩაიგდო ხელში იმერეთის მეფემ სვერის ციხე.

ხოლო, მამია გურიელი რაჭიდან ქართლში გადავიდა. იგი ბაქარმა დიდის პატივით მიიღო ცხინვალში. დომენტი კათალიკოსმა კიდევ გამორჩევით „მოუალერსა“ ლტოლვილს. მეგზურები მისცეს და ჯავახეთში, სიძესთან — ასან-ფაშასთან გადაიყვანეს მამია. ასან-ფაშამ კი გურიაში დააბრუნა სიმამრი.

გიორგი აბაშიძეც მალე დაბრუნდა ქართლიდან, კუდარო გადაიარა და რაჭას მივიდა. შოშიტა ერისთავთან.

შემოდგომა და ზამთარი რაჭაში გაატარა გიორგი აბაშიძემ. მისი ერთი ქალიშვილი ცოლად ჰყავდა გიორგი ნიჟარაძეს, რომელიც რამდენჯერმე ეწვია კიდეც სიმამრს რაჭაში.

ზურაბ აბაშიძემ მიურიდინა ენა მეფეს: გიორგი ნიჟარაძე რაჭას დადის და ყოველი შენი ნაბიჯისა და „ნაქმარის“ შესახებ სიმამრს უამბობსო. თან ამას დასძენდა ზურაბ აბაშიძე: კალმით აუწერელი სილამაზისა გახლავთ ჩემი ბიძაშვილი — გიორგი ნიჟარაძის ცოლიო.

„გარდარეულად“ შეუყვარდა გიორგი მეფეს გიორგი ნიჟარაძის ცოლი. საკუთარი მეუღლე, როდამი სძულდა, განტევებაც „ესურვილებოდა“, მაგრამ ვერ ბედავდა ვახტანგ მეექვსის რიდით (როდამი ხომ ვახტანგის სახლეულიდან იყო — მეფე გიორგი მეთერთმეტის ასული). არა და, ვერ დაივიწყა „ცუნდრუკმა მეფემ“ ნიჟარაძის მეუღლე. ბოლოს სულ „უბრალოდ“ გადაწყვიტა მეფემ ეს „საქმე“: გიორგი ნიჟარაძე შეიპყრო, თვალები დაუშრიტა და მისი ცოლი საყვარლად დაისვა.

სიხარულით ცაზე ხელი ეკიდა ზურაბ აბაშიძეს, „მტერობითა ბიძისათა“.

ისევ შეიზრახნენ გიორგი მეფის დასამხობად მამია მესამე გურიელი გიორგი ლიპარტიან-დადიანი გიორგი აბაშიძე, შოშიტა რაჭის ერისთავი და ბეჟან ლეჩხუმის ბატონი.

ჯარები მოიყვანეს და თავი მოიყარეს ოკრიბას, 1713 წლის აპრილს.

გიორგი მეფე ქუთათისს იდგა. არ შორდებოდნენ გიორგი აბაშიძის ძმისწულებიც — ზურაბი და სვიმონი. აქვე შემოიყარეს თავისი თანამდგომი იმერთა ჯარები. გაემართნენ, ოკრიბას მივიდნენ და მოწინააღმდეგის ახლოს დაბანაკდნენ.

ასე იდგნენ რამდენიმე დღე-ღამე.

ერთ დილას სვიმონ აბაშიძე წავიდა რაზმით მტრის საგუშაგოების დასაზვერად.

გურიელის გუშაგებმა შენიშნეს და ფიცხლავ საომრად გამოუხდნენ.

სვიმონმა დაამარცხა და უკუაქცია ისინი, მაგრამ გურიელმა მოუსწრო ჯარით და ახლა სვიმონ აბაშიძე გამოაქციეს.

მეფეც გამოვარდა მთელი თავისი მხედრობით ბრძოლის გელზე.

შოშიტა ერისთავი და გიორგი ლიპარტიანიც ჩაერივნენ.

მტრები ერთმანეთს „ეკვეთნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი“.

მეფემ ყველას მოასწრო ბრძოლიდან გაქცევა.

მისი ჯარიც გაიქცა და დაიფანტა.

გამარჯვებულმა ქართველებმა დამარცხებული ქართველები ბევრი გაჟლიტეს, უფრო მეტი შეიპყრეს.

ახლა გურულებმა მიჰყიდეს იმერლები „თეთრზე“ (ვერცხლზე) ოსმალებს.

მიჰყიდეს და უკვე ხალისიანად მღეროდნენ გურულნი:

„ჩვენი თეთრი ჩვენვე შემოგვაქციესო“

 

 

1.2.7 „ტკბილი“ მამაშვილობა

▲ზევით დაბრუნება


„ტკბილი“ მამაშვილობა

მაშ, თავისი მეორე, ათთვიანი მეფობის შემდგომ, გიორგი მეფედყოფილი, დამარცხებული და შერცხვენილი, გაიქცა ტფილისს, სადაც იგი პატივით და მისართმევლით მიიღო ქართლის დროებითმა გამგებელმა სვიმონ ბატონიშვილმა. ქართლიდან გიორგი ისევ ახალციხეს გადავიდა, ისაყ ფაშა ჯაყელთან.

ხოლო, იმერეთის ტახტზე, ოკრიბის ბრძოლის შემდგომ, მესამედ ჩამომჯდარიყო მამია მესამე გურიელი.

მაგრამ მას უკან დიდხანს აღარ უცოცხლია „გურულ მეფეს“. იგი გარდაიცვალა 1714 წლის 5 იანვარს. გურიაში წაასვენეს და დაკრძალეს შემოქმედში, გურიის მთავართა საძვალეში.

გურიის სამთავრო დაიჭირა მამიას ვაჟმა გიორგი IV გურიელმა.

ახალციხეში გიორგი ნახევარი ამოქმედდა „ძლიერად“. ზურაბ აბაშიძე ისევ მასთან იყო, მარად თანამდგომი და თანამყოლი. ისევ ბეჟან ლეჩხუმის ბატონთან გააბა „ლაპარაკი“ მეფედყოფილმა.

შეფიქრიანდა შოშიტა რაჭის ერისთავი და გადაწყვიტა ჩაეშალა „სამთა კავშირი“. მისი სიძე, ბააკა ჩიქოვანი, ჭყვიშში იჯდა ბატონთან. შოშიტამ ბააკა ჭყვიშიდან გამოიყვანა და ეს კუთხე, დანარჩენ ლეჩხუმთან ერთად, ბეჟანს მისცა სამფლობელოდ.

ასე „შეიმტკიცნენ“ შოშიტა და ბეჟანი.

მაგრამ ერთმანეთისგან იდუმალ ცალ-ცალკე ორივე ცდილობდა მეფესთან დამოყვრებას. ორივეს ჰყავდა და და ორივეს სურდა მაინცდამაინც მისი და შეერთო ცოლად გიორგი მეფეს.

თვითონ მეფეს კი ისევ მისგანვე თვალებდაშრეტილი გიორგი ნიჟარაძის ცოლის შერთვა უნდოდა. ქალის მამას გიორგი აბაშიძესაც უთვლიდა მეფე, არავის მიათხოვო შენი ქალიო.

მაგრამ მაინც ძალიან „იყოჩაღეს“ შოშიტამ და ბეჟანმა: მერაბ წულუკიძეს ცოლი გააშვებინეს და ბრმა გიორგი ნიჟარაძის ცოლყოფილი შერთეს. ეს ქორწინება არ სურდა არც ქალის მამას, არც ნაქმრევს, არც ახალ ქმარს, არც მეფეს, მაგრამ მაინც თავისი გაიტანეს რაჭის ერისთავმა და ლეჩნუმის ბატონმა.

1714 წლის გაზაფხულზე გიორგი ახალციხიდან გადმოვიდა და ისევ ჩამოჯდა იმერეთის ტახტზე.

მისი „მესამე მეფობა“ ისევ მკვლელობით დაიწყო. მეფის ჩაგონებით უსინათლო გიორგი ნიჟარაძე „შემთხვევით“ კლდისკენ გაასეირნეს, „შემთხვევით“ ხელი უბიძგეს და... მიწამდე სული არ დაჰყოლია ლამაზი ცოლისა და ბოროტი მეფის პატრონს.

მერე გიორგი მეფემ როდამი და მასთან შეძენილი ქალ-ვაჟი სასახლიდან განუტევა და ცოლად შეირთო შოშიტა რაჭის ერისთავის დაი, ქვრივი მამია გურიელისა, თამარ.

რაჭიდან დაბრუნდა და დადიანი და გურიელი „მოისტკიცნა“ მეფემ.

ახლა ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ზურაბ აბაშიძე განუდგნენ ტახტს. განუდგნენ და „ეკირთებოდნენ ქვეყანათა“.

იმხანად ქართლს მეფედ ჰყავდა იესე, რომელმაც დიდი საყვედური შემოუთვალა იმერეთის მეფეს მისი ბიძაშვილის, როდამის განტევების გამო.

გიორგიმ მაშინვე უპასუხა იესეს: ხელახლა დავიბრუნებ როდამს, ოღონდ თქვენ დამიბრუნეთ ჩხარის ჯვარი, რომელიც ახლა ატოცში ინახებაო.

იესემ ჯვარიც გამოუგზავნა და როდამიც თავის შვილებით, ოღონდ კიდევ ეს მოითხოვა ძმის, ვახტანგ მეექვსის, მოძულემ: რაჭაში რომ ვახტანგის ცოლ-შვილი შეხიზნულა, უნდა აჰყარო და ტფილისს გამომიგზავნოო..

ამის შესრულება კი „არა ძალ-ედვა“ გიორგის. რადგან რაჭის ერისთავი სიკვდილს მისცემდა თავს და ვახტანგის ოჯახს არ უღალატებდა.

იმერეთის მეფემ ჩხარის ჯვარი ჩხარის ეკლესიაში დაასვენა, ხოლო ისევ შემოჩეჩებული ძველი ცოლ-შვილი სვანეთს გადაასახლა.

იმ წელს კიდევ ერთი ქორწინება „ჩაიდინა“ გიორგი მეფემ: მერაბ წულუკიძეს წაართვა „საყვარელი თამარი“, მისგანვე დაბრმავებული გიორგი ნიჟარაძის ცოლყოფილი.

ახლა ორი თამარი ჰყავდა სახლში მეფეს: შოშიტა რაჭის ერისთავი დაი და გიორგი აბაშიძის ასული, ნიჟარაძე-წულეკიძის ნაცოლარი.

ბეჟან ლეჩხუმის ბატონი -და პაატა ფხეიძე მოსისხლე მტრები იყვნენ. პაატა აქამდე მეფეს ერთგულებდა და ჩხარის ბრძოლაშიც მის მხარეზე იბრძოდა, მაგრამ ახლა, მეფე რომ ბეჟანს დაუახლოვდა, პაატა მეფეს განუდგა და საწირის ციხეში გამაგრდა.

მეფემ საწირეს ალყა დაარტყა. მისმა ოსტატმა მნგრეველებმა ციხეს ბალავრები „შეუთხარნეს“ და ასაფეთქებლად დენთის ნაღმები შეულაგეს. მაგრამ ციხის დამცველებმა შიგნიდან „ჩამოსთხარნეს“, ნაღმებიც და მისი შემლაგებლებიც. შიგნით შეითრიეს და ყველანი ამოწყვიტეს. მას უკან მეციხოვნენი „განმაგრდნენ უმეტესად“.

მეფეს სასოწარკვეთა, საწირეს ალყა მოხსნა და გეგუთს წავიდა.

გეგუთში ბეჟან ლეჩხუმის ბატონი ეწვია მეფეს, ოთხი ათასი მარჩილი მიართვა და ევედრა, რათა მამამისი გიორგი ლიპარტიანი დადიანობიდან გადაეგდო, გაეძევებინა და მის ნაცვლად დადიანად თვითონ ბეჟანი დაესვა.

ვერცხლმა აურია სუსტი გონება გიორგი მეფეს. „მოკავშიტე“ შოშიტა რაჭის ერისთავს „დაემდურა“, იმერთა ჯარი შემოიყარა და, ბეჟანისა და ზურაბ აბაშიძის თანხლებით, ოდიშს მიუხტა.

„ვერ წინა-აღუდგა“ გიორგი ლიპარტიანი და დათმო ტანტი დადიანისა.

და შეიქნა დადიანი შვილი მისი ბეჟაწ, 1715 წელს.

მაგრამ ოდიშის ციხეები ისევ გიორგი ლიპარტიანს ემორჩილებოდა.

მეფემ ციხეების აღებაზე თავი აღარ აიტკივა, სამეგრელოს სოფლები მოძარცვა, მოაოხრა და იმერეთს დაბრუნდა.

მას უკან, ბეჟანის მოცემული ქრთამი რომ შეუთხელდა, ისევ შემოიყარა ჯარი გიორგი მეფემ შოშიტა რაჭის ერისთავიც შემოირიგა და მისი თანადგომით კვლავ მიაშურა ოდიშს. ჩამოაგდო დადიანის ტახტიდან ბეჟანი და კვლავ აღადგინა მამამისი გიორგი ლიპარტიანი.

მეფე იმერეთს დაბრუნდა. მცირე ხნის შემდგომ ლიპარტიანი მოიხმო და უთხრა, სასწრაფოდ დალაშქრე ლეჩხუმი და სამუდამოდ გაანადგურე შენი შვილი ბექანი, თორემ ის არ დაისვენებს და კიდევ ახალ უბედურებას შეგყრისო.

ასე „დამოძღვრილი“ წავიდა გიორგი ლიპარტიანი იმერეთიდან ოდიშს. ან სხვისი დამოძღვრა რად სჭირდებოდა, როცა „თავისი ლეკვის“ ამბავი თვითონ ყველაზე უკეთ იცოდა... - მაგრამ ბექანმა უფრო სწრაფად „იხმია მზაკვრობა“. მან კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინებია და შუამავლობა სთხოვა მამასთან. ოღონდ მამაჩემი შემახვედრეთ და იმ წუთიდან სიკვდილამდე მისი მორჩილი შვილი და ყურმოჭრილი მონა ვიქნებიო, შეჰფიცა ბეჟანა კათალიკოსს...

კათალიკოსი ფიცს ენდო და შუამავლობა იკისრა. გიორგი ლიპარტიანიც მიენდო მღვდელმთავარს და შვილს ეწვია, „მცირედითა მონითა“. — „ტკბილად“ და „სიყვარულით შეხვდა შვილი მამას, თვალთაგან „სინანულის“ ცრემლებიც გამოიჟურა. გვიან ღამემდე ილხინეს, ძველი „გაუგებრობანი“ დავიწყების ქარს გაატანეს და ღამის მარადიულ მოსათხოვარს — ძილს მიეცნენ.

გიორგი ლიპარტიანს კი მაინც არ სცნობია „თავისი ლეკვი“.

შუაღამისას ბეჟანი, წინასწარ გაზრახებული ერთგული ლეჩხუმლებით თავს დაეცა მამის მხლებლებს, ყველანი შეიპყრო და მამის საჭურჭლეებიც „მოიპარა“. თვითონ მამა „შეეცოდა“ შვილს და ძილი არ გაუფრთხო. მხოლოდ დილას, გამოძინებულზე, „პატიმარჰყო“ და ჩააგდო „ციხესა შინა“.

მაშინვე შვილმა მამას მოაშორა ცოლი, თამარი, მამია გურიელის ასული, და ხელახლა შერთო თავისი დედა, გიორგისგან განტევებული პირველი ცოლი, და „მოუდგინა ქმარსავე“, რამეთუ ეცხოვრათ ერთად „ზოგად აღსასრულამდე მათდა“.

სამეგრელოს დედოფლობიდან მოკვეთილი თამარ გურიელი ახალციხეს წავიდა...

დედ-მამას რომ თავი მოუყარა და „ძველებურად შეახმატკბილა“. მას უკან ბეჟანი დადიანის ტახტზე დაბრძანდა.

ტახტზე ასვლისთანავე დაერია ბეჟან დადიანი მამამისის ერთგულ, „მისანდო“ ადამიანებს, ზოგი სულ ამოწყვიტა დედაწულიანად, სხვები ოსმალეთს დაჰყიდა.

 

 

1.2.8 ისევ მეფე გიორგი „უნომრო“ და სხვანი

▲ზევით დაბრუნება


ისევ მეფე გიორგი „უნომრო“ და სხვანი

1716 წლის იანვარს გიორგი იმერთა მეფე ზურაბ აბაშიძეს წაეჩხუბა მიუხდა. „მოსტყვევნა მამული მისი და წარვიდა“.

ზურაბ აბაშიძე ბეჟან დადიანს შეეთქვა. ორივემ ახალციხის ახალ ბატონს ასლან ფაშა ჯაყელს დიდი ქონება აღუთქვეს და სამაგიეროდ დახმარება გამოსთხოვეს — გირგი მეფის დასამხობად და გიორგი გურიელის გასამეფებლად.

წამოემართა მესხთა და ოსმალთა ჯარით ასლან ფაშა. კაკას ხიდთან მიეგებნენ და წამოუძღვნენ ზურაბ აბაშიძე და ბექას დადიანი.

იმ დღეს, მტრის შემოსევა რომ შეატყობინეს, გიორგი მეფეს სასახლეში კუბო ედგა. საყვარელი ცოლი თამარი მოკვდომოდა და გლოვობდა მწარედ. გელათს დაკრძალეს თამარი.

მაშინვე „შეიკრიბნა სპანი“ ძაძით მოსილმა მეფემ.

გაეგება, მაგრამ „ვერა წინა-აღუდგა“ ქართველთა და ოსმალთა ერთიან მხედრობას.

რაჭას მიაშურა მეფემ.

გამოედევნენ თურქები.

ქვაციხეს მივიდნენ და იქ იდგნენ ერთი თვე.

რაჭაში შეჭრა ვეღარ გაბედეს, უკან გამობრუნდნენ და ქუათისში დაბანაკდნენ.

გიორგი მეფე რაჭველთა ჯარით წამოემართა და სიმონეთს დადგა.

ასლან ფაშაც წამოვიდა ქუთათისიდან თურქთა მხედრობით.

1716 წლის ზაფხულს მოხდა სიმონეთის ბრძოლა.

გიორგი მეფე დამარცხდა და ქართლში გადაიხვეწა.

თურქებმა ისევ დაიჭირეს ქუთათისი.

ზურაბ აბაშიძე და ბეჟან დადიანი სვანეთს გადავიდნენ და გიორგი მეფის ცოლ-შვილი — როდამი და მისი შვილები — გაძარცვეს, ააწიოკეს და უკან დაბრუნდნენ ბოროტებით გულნაჯერნი.

„მოკავშირეებმა“ — ბეჟან დადიანმა, ზურაბ აბაშიძემ და ასლან ფაშა ჯაყელმა — იმერეთის ტახტზე დასვეს გიორგი გურიელი.

გიორგი გურიელს, ბეჟან დადიანს და ზურაბ აბაშიძეს მაინც ერთობ აფიქრებდათ რაჭის ერისთავის ძალმოსილება, ამიტომ გადაწყვიტეს შეერიგებინათ შოშიტა ერისთავი. „პოლიტიკური ქორწინებაც შეიძლებოდა გაჩარხულიყო და გაიჩარხა კიდეც: შოშიტას ასული გულქანი, ცოლად შერთეს ბეჟან დადიანის ვაჟს, ოტიას.

რაჭის საერისთავო ასე „შეიმტკიცეს“ იმერეთის მესვეურებმა, მაგრამ მაინც მოხდა „უხერხული შემთხვევა“ ასეთი „გულითადი შეხმატკბილების“ ჟამს.

აწ გამეფებული გიორგი გურიელის ბარგი მოჰქონდათ გურიიდან ქუთათისს. სალომინაოს რომ მოატანეს, მოულოდნელად რაჭველები გამოუხდნენ გურულებს, მეფე-გურიელის ქონება წაართვეს და დაიტაცეს, თვითონ გურულები შეიპყრეს და ოსმალო ვაჭრებს მიჰყიდეს.

ეს რომ გიორგი გურიელმა შეიტყო, საპასუხოდ სხვა ვერაფერი მოისაზრა და იმერეთიდან ისევ გურიაში გაიქცა!

ასე განესრულა მისი სამთვიანი „მეფობა“.

„მაშინ სამთა ამა მთავართა (შოშიტა ერისთავი, ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე) განიყვეს იმერეთი თვის-თვისნი მხარენი და დაიპყრნეს“.

უსაშველოდ იუკადრისა გურიელის დედამ, ელენემ, უფროსი შვილის სილაჩრე და უჭკუობა. „ძლიერი ნების“ ქალმა და „დიდი გიორგი აბაშიძის“ ასულმა ქრთამები დაურიგა „ძლიერ სამეულს“ — შოშიტას, ბეჟანს და ზურაბს — სამივე „მოიმწო“, ადგილობრივი ძლიერი ფეოდალებიც, გურიის ერისთავი“ და ბექა ნნაკაშიძეც, დაიხმარა და ყველას შემწეობით გააძევა „უღირსი ძე“ გიორგი გურიიდან. მის მაგივრად უმცროსი ვაჟი, ბერად რომ ჰყავდა აღკვეცილი, ბერობიდან გაკრიჭა, საერო სახელი — ქაიხოსრო დაუბრუნა და ის გამოაცხადა გურიის მთავრად.

გიორგი გურიელყოფილი ახალციხეს გაიქცა.

იქ მას შეეგება მისი დანი, თამარი, მისებრ ლტოლვილი და გაძევებულ სამეგრელოდან. გიორგი გურიელის გაქცევის ამბავი რომ შეიტყო, ისევ დაუბრუნდა გიორგი მეფედყოფილი ქართლიდან იმერეთს. დაბრუნდა და „ეზრახა“ ისიც „ძლიერ სამეულს“, მაგრამ არც შოშიტა ერისთავმა, არც ბეჟან დადიანმა და არც ზურაბ აბაშიძემ ახლოსაც არ გაიკარა „მაწანწალა მაძიებელი“. დაფრთხა და დაშინდა გიორგი ნამეფარი და ისიც გაიქცა გაქცევათა „საიმედო თავშესაფარში“ — ახალციხეში.

ისევ შეარიგა ლტოლვილობამ და ხიზნობამ მოსისხლენი გიორგი გურიელი და გიორგი ნამეფარი. დამოყვრდნენ კიდეც იქვე, ახალციხის „მყუდრო საბუდარში“. ქვრივმა გიორგი ნამეფარმა ცოლად შეირთო გიორგი გურიელის დაი, თამარი, ნაცოლარი გიორგი ლიპარტიანისა.

„მაძიებლებმა“ ახალციხეში იმჯერად მაინც ვერაფერი „მოიძიეს“.

მათთვის აღარავის ეცალა, რამეთუ ასლან და ისაყ ჯაყელნი თვითონ ებრძოდნენ ერთმანეთს ახალციხის ფაშობისათვის.

ამიტომ ორივე გიორგი 1717 წლის ზაფხულს ახალციხიდან აიყარა და სტამბოლს გაემართნენ „საშველის საძებრად“.

გიორგი გურიელს სტამბოლს ჩასვლა აღარ დასჭირვებია, რადგან გზაზე, არზრუმის ფაშამ ჯარი მისცა დამხმარედ. წამოვიდა იგი თურქთა ჯარით, დაიპყრო გურია და გურიელის ტახტი, მტრად გადაკიდებული დედა, ელენე, და ძმები — უწინარესად ქაიხოსრო — ყველანი გააძევა გურიიდან.

ბეჟან ნაკაშიძე და „გურიის ერისთავი“ ისევ მტრულად შეხვდნენ გიორგი გურიელის დაბრუნებას.

ბეჟან ნაკაშიძემ ბეჟან დადიანს მოუწოდა გურიაში სალაშქროდ (ორი ბექანი მძახლებიც იყვნენ — დადიანის ასული ცოლად ჰყავდა ნაკაშიძის ვაჟს, გიორგის).

შეიჭრა ბეჟან დადიანი ოდიშართა ჯარით გურიაში.

გიორგი გურიელი „ვერ წინ-აღუდგა“ და ბათუმში გაიქცა. • დადიანმა გურია გაძარცვა, ტყვეები გაირეკა და ოდიშს გაბრუნდა.

გიორგი ბათუმიდან დაბრუნდა და ისევ დაჯდა გურიელის ტახტზე.

ბეჟან დადიანმა ამჯერად გურიას თავი მიანება და რაღაცის გამო „მიზეზ-ჰყო“ ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ. შოშიტა რაჭის ერისთავიც აიყოლია და ორივე მეგრელთა და რაჭველთა ჯარებით, 1718 წლის იანვარში თავს დაეცნენ აბაშიძის სამფლობელოს.

ზურაბს ხმალი გაუცუდდა და სვერის ციხეს შეაფარა თავი.

მომხვდურებმა სვერი ვერ აიღეს მისი გარემონი კი დაარებიეს, ტყვეები წაასხეს და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

ოდიშს მისულ ბეჟან დადიანს ისევ „რაღაცის გამო ეჭვები აღეძრა ძმის, მანუჩარის, მიმართ. აღარც აცივა; აღარც აცხელა — მანუჩარი შეიპყრო და დეხვირის ციხეში ჩააგდო ხუნდებგაყრილი.

ამასობაში ზურაბ აბაშიძემ მოახერხა „ენის გამონახვა“ შოშიტა რაჭის ერისთავთან.

„ენა გამონახეს“ და ბააკა ჩიქოვანი გაიმეტეს.

ბააკა ორივეს მოყვარე იყო: მას ხომ შოშიტა ერისთავის დაი ჰყავდა ცოლად, ხოლო ზურაბ აბაშიძის ცოლი ბააკას დაი გახლდათ.

ახლა ერისთავმა და აბაშიძემ ბააკა ჩიქოვანს ცოლი წაართვეს და ზურაბის ძეს — დავითს შერთეს, ასე რომ, დავით აბაშიძეს ბიცოლა ჩაუწვინეს სარეცელში. ასე მოისაზრეს და მოიზრახეს შოშიტამ და ზურაბმა ურთიერთ „სიახლოვისა“ და „სიმტკიცისათვის“.

გიორგი გურიელმაც ტახტის განმტკიცება ისევ ძლიერ დადიანთან კავშირისა და მოყვრობის ძებნით გადაწყვიტა. თუ ამას მიაღწევდა, მერე შინაურ ნაკაშიძეს და ერისთავს ადვილად გაუსწორდებოდა გიორგი, ამიტომ ბეჟან დადიანს დიდი ძღვენი გაუგზავნა და შეუთვალა: ნება მომეცი, შენი ასული, გიორგი ნაკაშიძეს რომ ცოლად ჰყავს, მე შევირთო და გურიის დედოფლად დავსვაო.

„მისცა ნება ბეჟან დადიანმან“.

რაკი დადიანის „ნება“ მიიღო და სამეგრელოდან საფრთხე მოეხსნა, გიორგი გურიელი შიგნით გაარშივებულ თავადებს დაერია. გურიის ერისთავი გურიიდან გააძევა და ნაკაშიძეებს მიუხტა. აიღო მათი ციხე, მამა-შვილი ნაკაშიძენი, ბეჟანი და გიორგი, შეიპყრო; გიორგის ცოლი (დადიანის ასული) წაართვა და თვითონ შეირთო. ხოლო პირველი ცოლი, შარვაშიძის ქალი, განუტევა და აფხაზეთს გაუბრუნა მამას.

ასე „მოიმტკიცა გურია დადიანის-გამო“ გიორგი გურიელმა.

„ძლიერი სამეულიც“ შინაურებს მისდგომოდა ცეცხლით და რკინით.

შოშიტა ერისთავმა რაჭიდან დედაბუდიანად გამოაძევა იაშვილები და სამუდამოდ დაიპყრო მათი საგვარეულო ციხეკვარა.

ზურაბ აბაშიძემ ბაჩანა ჩხეიძის მოდგმა ამოწყვიტა, ცოცხლად დარჩენილი ჩხეიძენი დედაწულიანად აჰყარა და ოსმალეთს მიჰყიდ-მოჰყიდა. საჩხეიძო მამულები სააბაშიოს შეუერთა აბაშიძემ.

ასევე ბეჟან დადიანიც „მოსრვიდა ოდიშარ-ლეჩხუმელთა და დაიპყრობდნენ ესრეთ“.

გიორგი ნამეფარი სტამბოლიდან ახალციხეში დაბრუნდა, სულთან აჰმედ III-ის ფირმანით ხელში.

მაშინ ისევ ისაყ ფაშა ჯაყელი განაგებდა ახალციხის საფაშოს და სწორედ ისაყს უბრძანებდა ხონთქარი — სასწრაფოდ ჯარი მიეცა გიორგისათვის, იმერეთის ტახტის დასაკავებლად.

და 1719 წლის აგვისტოში გადმოიყვანა გიორგიმ თურქთა ჯარი იმერეთს.

(ისედაც უყვარდათ თურქებს აგვისტოს თვე საქართველოში სალაშქროდ: „მარადის ჩამოვიდოდნენ ოსმალნი თთვესა ამას“).

ქუთათისში შემოვიდნენ და დადგნენ.

ოკრიბაში მოუყარეს საომარ ძალებს თავი შოშიტა ერისთავმა, ბეჟან დადიანმა და ზურაბ აბაშიძემ.

არც ერთი წარჩინებული არ მიუვიდა მეფობის მაძიებელს. მხოლოდ „მდაბიონნი“ თანაუგრძნობდნენ ზოგი შეფარვით, ზოგი აშკარად.

გიორგიმ წინასწარ მოციქული გაუგზავნა „ძლიერ სამეულს“ და უსისხლოდ მოითხოვა დამორჩილება და შერიგება.

მტკიცე უარი მიიღო. მაშ, ისევ ბრძოლა, სასტიკი და სისხლდამდინარი.

დილით დაწყებული ჩეხვა მიმწუხრამდე გაგრძელდა.

ქართველებმა წააგეს და უკუიქცნენ.

ზურაბ აბაშიძე ბეჟან დადიანს წაჰყვა ოდიშში. შოშიტა ერისთავმა ისევ რაჭას მიაშურა და იქ ჩაიკეტა „მომავლის“ მოლოდინში.

ოსმალებმა დამარცხებულ ქართველთაგან მკვდარიც ბევრი დაინარჩუნეს და ცოცხალიც. მერე ოკრიბას მოედვნენ! საშინელი რბევით, ოხრებით, დიდსა და პატარის ტყვევნით; შემუსრეს და იავარჰყვეს კოშკნი, ციხენი, სახიზარნი და თავშესაფარნი.

ოკრიბიდან სამეგრელოს გაუხტნენ ოსმალნი. „ვერ წინააღუდგა“ ვერც ბეჟან დადიანი. ოდიშ-სამეგრელოც აიკლეს, არცრა სახლი დაინდეს, არც ციხენი, არც ეკლესიანი. ყველაფერი გაძარცვეს, შებილწეს, დაანგრიეს, ხალხი ტყვედ გაირეკეს.

„უღონოქმნილმან დადიანმან მისცა ქრთამი დიდი“ გიორგი მეფეს, სცნო მისი მეფობა და ასე დაიზავა და ააღებინა ხელი სამთავროს დაქცევაზე.

ქუთათისს მობრუნდა გიორგი მეფე. ყველა მთავრებს დაუზავდა და ასე „დაიპყრა იმერეთი მშვიდობით“.

(მაგრამ ერქვა ამას „მშვიდობით დაპყრობა“?!).

ასე ჩამოჯდა მეოთხედ, 1719 წელს, ქუთათისის გაცვეთილ ტახტზე გიორგი „უნომრო“.

მაგრამ დიდი ხნის მეფობა კი არა, დიდი ხნის სიცოცხლეც აღარ ეწერა მეოთხედ გამეფებულს.

მაინც არ დაისვენა „სამმა ძლიერმა“ — შოშიტამ, ბეჟანმა, ზურაბმა.

მკვლელი მიუჩინეს მეფეს.

ეს იყო სვიმონ აბაშიძე...

თხმელის ციხეს იყო გიორგი მეფე.

სვიმონ აბაშიძე ეახლა და სტუმრობა ეაჯა.

მეფე სტუმრად წაჰყვა „ერთგულ ქვეშევრდომს“.

იყო 1720 წელი, თევდორობის დღე, შაბათი, სანადიმო სუფრას უჯდა გიორგი მეფე გულდანდობილად.

და სვიმონ აბაშიძის მსახურებმა სუფრაზევე ღორივით დაჰკლეს მეფე.

მოკლულის ყველა მხლებელი შეიპყრეს და ტყვედ გაჰყიდეს. რაჭის ერისთავმა შოშიტამ საწალიკეს მთა გადმოლახა, ყვირილას ხეობაზე დაეშვა, კაცხი დაიჭირა და იქ დაცულ საგანძურებსაც დაეუფლა.

მაშინვე ხელი გამოიღეს ბეჟან დადიანმა და ზურაბ აბაშიძემ.

ისევ სამივემ გაიყო იმერეთი — შოშიტამ, ბეჟანმა, ზურაბმა.

 

 

1.2.9 ისევ — მეფე კვაწია გულითა

▲ზევით დაბრუნება


ისევ — მეფე კვაწია გულითა

 

 

რა საწყალი და ავი კაცი ხარ!

ამირანდარეჯანიანი

 

   

ქართლის მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, „შეექნა წყენა და გლოვა“, როცა გიორგი იმერთა მეფის მკვლელობა შეიტყო, მოკლული მეფე ხომ ქართლის სამეფო სახლეულის სიძე იყო, მეფე გიორგი მეთერთმეტის ასულის, როდამის ქმარი. როდამი იმჟამად სვანეთს იყო, ხოლო მოკლული გიორგისგან შეძენილი ძე, სახელად ალექსანდრე, ქართლის სამეფო კარზე იზრდებოდა.

ვახტანგმა გადაწყვიტა ალექსანდრე გიორგის ძე ახალციხეს გაეგზავნა და ეთხოვა ისაყ ფაშასთვის იმერეთის ტახტზე მისი გამეფება. მაგრამ თხოვნაც არ დასჭირვებია. ისაყ ფაშას თვითონ გაეგზავნა მოციქულად შავშეთის ბეგი ქართლში, ვახტანგ მეფესთან თხოვნით — ალექსანდრე ბატონიშვილი კამომიგზავნეთ და იმერეთის ტახტზე დავსვამ მეფედო.

ვახტანგმა გაგზავნა ალექსანდრე ახალციხეს, „ნიჭითა დიდითა“. თავისი ვაჟი ვახუშტი ბატონიშვილიც გაატანა ქართ - ლელთა რაზმით.

ზურაბ აბაშიძე კი მთელი ზამთარი ხარაგოულის ციხეს ადგა და, ვერ იქნა, ვერ „მისწურა დაცემად“, რადგან ვახტანგ მეფე ეხმარებოდა ხარაგოულელებს.

შოშიტა რაჭის ერისთავიც უმძრახად იყო აბაშიძესთან, ხარაგოულის გამო.

1721 წელს ხმა დაირხა: ხონთქარის ბრძანებით, ისაყ ფაშას ალექსანდრე ბატონიშვილი მოჰყავს იმერეთში გასამეფებლადო.

ზურაბ აბაშიძემ ხარაგოულს თავი მიანება და ბეჟან დადიანთან გაემართა.

გადაწყვიტეს აბაშიძემ და დადიანმა: არც მიეგებონ და არც მეფედ სცნონ ალექსანდრე გიორგის ძე.

ხოლო შოშიტა რაჭის ერისთავი მიეგება ალექსანდრეს, რომელსაც ისაყ ფაშა მოსდევდა ოსმალთა და მესხთა ჯარებით. მიეგება, კაცხიდან წამოღებული საგანძურებიც მისცა და კაცხის ციხე-დარბაზებიც.

ალექსანდრემ კაცხის საჭურჭლეები იქვე ისაყ ფაშას მიართვა „ქრთამად“.

მერე გაურჩებულ თავადებს მიუტრიალდნენ ალექსანდრე და ისაყ ფაშა.

ზურაბ აბაშიძე ცუცხვათის ციხეში იყო გამაგრებული.

მიადგნენ ცუცხვათს ოსმალთა და გაოსმალებულ მესხთა ჯარები.

ქართველები მედგრად დაუხვდნენ მტერს.

ერთ თვეს გაგრძელდა ბრძოლა.

თვის თავზე ოსმალებმა ციხეს გარშემო ჩაუთხარეს, ნაღმები ჩაულაგეს და ცეცხლი მისცეს.

აფეთქებამ „შეგლიჯა მცირე ზღუდე“. მაგრამ ეს „მცირეც“ საკმარისი გახდა მეციხოვნეთა გასაქცევად და გასაპარავად.

დილას ოსმლებმა „იხილეს ციხე უკაცური“, დაცარიელებული და დაყრუებული.

იანიჩართა ციხიონი ჩააყენა ისაყ ფაშა ჯაყელმა ცუცხვათის ციხეში.

ზურაბ აბაშიძე გაქცეულიყო ლეჩხუმს, სადაც მაშინ ბეჟან დადიანიც გადასულიყო საომარი თადარიგისთვის.

ოსმალები ლეჩხუმში გადავიდნენ, ქვემო რაჭის გზებით.

ბეჟან დადიანმა საომრად ხელი გამოიღო, მაგრამ უმალვე ხელიც აიღო ბრძოლის გაგრძელებაზე.

თურქებმა ლეჩხუმი „მოსწვეს, მოსტყვევნეს“ და ისევ რაჭის გზებით ქუთათისში დაბრუნდნენ. იყო ერთი, ოტია ჩხეიძე, რომელიც ერთთავად სულ ამას ჩასჩიჩინებდა ისაყ ფაშას, შენი ერთგული მხოლოდ რაჭის ერისთავია, ხოლო ბეჟან დადიანი არ იქნება და მტრობას არ მოგიშლისო.

მაგრამ ოტია ჩხეიძეს „ჩიჩინი გაუცუდდა: შერიგება შედგა.

ბეჟან დადიანმა ისაყ ფაშა ჯაყელს ქრთამად თორმეტი ქისა გამოუგზავნა. ისაყ ფაშამ ქრთამი მიირთვა და ოტია ჩხეიძეს თავი გააგდებინა. ალექსანდრე იმერეთის ტახტზე დასვა, მეურვედ ბეჟან დადიანი დაუყენა და თვითონ ახალციხეს გაბრუნდა.

მაშ, იმერეთის ხელმწიფობას იწყებს ალექსანდრე მეხუთე (1721—1752 წ. წ.).

მხოლოდ რაჭის ერისთავი აღარ ემორჩილებოდა იმერეთის ახალ ხელმწიფეს. რაჭის ბატონი ალექსანდრესა და დადიანის გარიგებას გაემწარებინა.

ბეჟან დადიანი პირველი კაცი შეიქნა ქუთათისის კარზე, — „უფრო პირველიც“, ვიდრე თვითონ მეფე ალექსანდრე („არამედ თუმცა იყო ალექსანდრე მეფედ, გარნა ბეჟან დადიანი იყო მოქმედი ყოველისავე“). ბეჟანის ეს „პირველკაცობა“ გამორჩევით გამოიკვეთა მას შემდგომ, რაც მან ალექსანდრეს ცოლად შერთო თავისი ასული, მარიამი.

ბექანის აღზევება გულზე ჭვალად დაერჭო მის ძმას, გაბრიელ ჭყონდიდელს და გიორგი მეფის ქვრივს, რაჭის ერისთავის დას, თამარს. ესენი შეითქვნენ და ისაყ ფაზა არზრუმის ფაშასთან დააბეზღეს: ახალციხის ბატონმა ბეჟან დადიანისგან ქრთამი აიღო და სამაგიეროდ ალექსანდრე მეფემ ბეჟან დადიანის ტყვედ და მონად აქციაო.

არზრუმელმა გამოიძახა ახალციხელი, თამარი წარუდგა და „მრავალი ბოროტი შეაჩვენა ისაყ ფაშასა, უპატიურობა და პყრობილება“.

დაფაცურდა ბეჟან დადიანი, მოელაპარაკა ალექსანდრეს და ორივემ ერთად გაუგზავნა არზრუმის ფაშას „განმართლება“ ისაყ ფაშასი. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ „განმართლებას“ თან გააყოლეს „ქრთამი დიდი“. ისაყ ფაშამ კიდევ თავის მხრივ გაუგზავნა ქრთამი არზრუმელს. ამდენმა ქრთამმა ბოლოს ის „ქმნა“, რომ შეპყრობილი და შებოჭილი თამარი და გაბრიელი ბეჟან დადიანს გამოუგზავნეს საქართველოში.

თამარი დეხვირის ციხეში ჩააგდო დადიანმა.

ხოლო, ძმა თავისი, გაბრიელი ჭყონდიდელის თანამდებობიდან ჩამოაგდო და კერძო, უპატიურ კაცად დააგდო სანანურად არავის დარჩენია, რადგან გაბრიელი, „სულიერი მამობის“ დროსაც „იყო უღვთო, მეძავ-მემრუშე, სოდომია და ტყვის-მყიდველი და სავსე ბოროტითა“...

1722 წელს გიორგი აბაშიძე ერთხელ კიდევ წავიდა იმერეთიდან ქართლს და იქვე მოკვდა ეს დაუღალავი მტერი საქართველოს მტრებისა და შინაური მოძმეებისა; ერთ დროს ბერი, მას უკან „ნაბერალი“, ტალანტებით ღარიბ მაშინდელ იმერეთში პირველი თავადი; უღირს გვირგვინოსანთა შორის ღირსეული ხელმწიფე და მამულიშვილი.

ოქტომბერში გადმოასვენეს და კაცხის მონასტერში დაკრძალეს.

1723 წლიდან რაჭველები და იმერლები ნიჯადად ახლდნენ ვახტანგ მეექვსეს აზერბაიჯანში ლაშქრობის ჟამს. მაგრამ ჩემს მკითხველს ისიც ახსოვს, როგორ გაუცუდდა ქართლის ხელმწიფეს „იმ ლაშქრობის“ იმედები.

1723 წლიდან უარესად მოემძლავრნენ თურქები დასავლეთ საქართველოს.

ბათუმიდან აზოვამდე ჩაფრინდნენ ნახევარმთვაროსანი დროშები შავი ზღვის აღმოსავლეთ განაკიდურს.

თურქებმა ხელახლა გაამაგრეს და განამტკიცეს ციხენი: ბათუმს, ჩაქვს, ფოთს, ანაკლიას, ბიჭვინტას და ანაკოფიას.

ახალი ციხიონები ჩააყენეს: ციხისძირში, ქობულეთში, სეფში, გრიგოლეთში.

ქუთათისში ხუთასი იანიჩარი იდგა, ცუცხვათში — ასი, ბაღდადის თხმელის ციხეში — ასი, ცხუმში — ასი, ანაკოფიაში — ათი, ანაკლიაში — ათი, ფოთში — ორასი.

1725 წელს ფოთში ორთუღიანი ფაშა შემოვიდა და დაჯდა, ვითარცა მთელი შავი ზღვის აღმოსავლეთი განაკიდურის ბატონი და გამგებელი, მისი ბრძანებით რუხის ციხე დაანგრიეს და „ნარღვევითა მისითა“ ანაკლიის ციხე გაამაგრეს.

ქართველები კი „თავისას“ ფიქრობდნენ: არც თურქთა ბატონობა მიაჩნდათ ბატონობად (მით უფრო — „მარადიულ ბატონობად“) და არც შინაური უბედურება უბედურებად. ...)

ისევ გულსრულად ებრძოდა ქართველი თურქს და ქართველი... ქართველს.

ისევ იტაცებდა და ბაზარზე ჰყიდდა ქართველს თურქი და ქართველს... ქართველი.

ისევ ჰზარავდა ქართულ ცისგვამს კივილი შვილწართმეული ქართველი დედისა.

 

   

1.2.10 გეგუთის „გმირები“

▲ზევით დაბრუნება


გეგუთის „გმირები“

შოშიტა რაჭის ერისთავი ისევ განდგომილი იყო იმერეთის ტახტისაგან.

და „რაჭველთაგან იყო მარადის ხდომა და კირთება იმერეთისა“.

გენათის ეპისკოპოსი გედეონი შოშიტას ძმა იყო და ისიც თავგამოდებით ებრძოდა მეფეს და მის „მეურვეს“.

გენათელის მთავარი საყრდენი სიმაგრე ჯვარის ციხე იყო, ოკრიბაში.

1724 წელს ალექსანდრე მეფემ და ბეჟან დადიანმა ალყა შემოარტყეს ჯვარის ციხეს ბალავერი გამოუთხარეს და იწყო ნგრევა ციხის კედლებმა. ფეხი აიჩქარეს გედეონ გენათელის მეციხოვნეებმა და სავსებით ჩამონგრევამდე ჩააბარეს ციხე ალექსანდრეს.

რაჭველების წინააღმდეგ ბრძოლის განზოგება მაინც ვეღარ შეძლეს იმერეთის მესვეურებმა. ამის თავი და თავი მიზეზი იქვე, ქუთათისის სასახლის კარზე ყოფილა „მიჩუმათეზული“. ბეჟან დადიანი ალექსანდრე მეფეს თურმე ერთგულებდა მხოლოდ სიტყვით, „ზეპირ“, სინამდვილეში კი მისი მოკვლა სდომებია და ბევრჯერ უცდია კიდეც ნაირ-ნაირი ვერაგობით და ხვანჯებით. მაგრამ ვერ იქნა და ვერ განასრულა დადიანმა თავისი ბოროტი განზრახი, ვინადგან ფხიზლობდა მისი ასული მარიამი, ალექსანდრე მეფის მეუღლე-დედოფალი. ფხიზლობდნენ მეფის ერთგულნი ყმანი და მსახურნი.

1728 წელს ალექსანდრე სკანდას ისვენებდა და იქ მიუხტა შოშიტა ერისთავი რაჭველთა ჯარით.

მეფემ ძლივს შეასწრო ციხეში.

რაჭველებს ციხის აღება არც უცდიათ. ერისთავმა სკანდის გარემონი „მოსრნა, მოსტყვევნა, რაოდენიცა ჰპოვნა“ და ისევ რაჭას გაბრუნდა.

ბეჟან დადიანმა არ დააყენა ალექსანდრე, უეჭველად სამაგიერო უნდა მიეზღოს რაჭველებსო. ალექსანდრეც იმერთა ჯარით „შეუხდა რაჭას“. საწულუკიძეო მოაოხრეს და მოსწვეს იმერლებმა. სევამდე მივიდნენ, სევის ციხე-კოშკებიც დაანგრიეს და დიდძალი ნადავლით და ოსმალეთს გასაყიდი ტყვეებით იმერეთს მობრუნდნენ.

გიორგი აბაშიძის ვაჟი, ლევანი, დედით რაჭის ერისთავის ძმა და ალექსანდრე მეფის მომტერე იყო. თავის მხრივ ზურაბ აბაშიძე ემტერებოდა ბიძაშვილს.

იმავე 1728 წელს ლევან აბაშიძე რაჭას გადავიდა შოშიტა ერისთავთან. დრო მოივარგა ზურაბ აბაშიძემ და წააქეზა მეფე და დადიანი: სანამ ლევანი რაჭას სტუმრობს, მანამ მისი მთავარი ციხესიმაგრე შორაპანი, დავიპყრათო.

შინაურებზე ხომ გულიც ერჩოდათ, მკლავიც ევაჟკაცებოდათ, ხმალიც უჭრიდათ, და მიუხდნენ შორაპანს ალექსანდრე მეფე, ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე. შორაპნელებმაც „მცირედისა შემდგომად მოსცეს ციხე“. შორაპნიდან წამოღებული ქონება ბეჟან დადიანმა მიირთვა, თვითონ ციხე ზურაბ აბაშიძეს მიართვეს.

1726 წელს გიორგი მეოთხე გურიელი მოკვდა და გურიის სამთავროს ტახტზე დაჯდა მისი ვაჟი (განტევებული შარვაშიძის ქალისაგან) — მამია მეოთხე.

გიორგის მეორე ცოლი (ნაკაშიძის ნაცოლარი) ხომ ბეჟან დადიანის ასული იყო. დიდი ხნის ქვრივობა აღარ დასჭირვებია დადიანის ქალს. იმჟამადვე შოშიტა რაჭის ერისთავს მოუკვდა ცოლი, მარიამი, და ერთმანეთზე „დამთხვეული ეს ორი ქვრივობა“ ბეჟან დადიანმა გამოიყენა თავის „საპოლიტიკოდ“. რაკი დადიანმა ვერც შოშიტა ერისთავისადმი შიშველი ხმით და ვერც ალექსანდრე მეფისადმი ჭინჭში გახვეული სამართებლით ვერაფერი „იშოვნა“, ისევ რაჭის ბატონთან შერიგება-შეკავშირება ამჯობინა და კიდევაც „შეუზრახდა“ შოშიტას: შევრიგდეთ, შევერთდეთ და დავმოყვრდეთო, — ცოლად შეირთე ჩემი ასულიო.

შოშიტა ერისთავს კარგად ესმოდა, რომ ასეთი „მოყვრობა“ დანასისხლად გადამტერებული მეფის ბანაკს დაასუსტებდა და ამიტომ მაშინვე დათანხმდა დადიანის მითავაზებას — შეურიგდა და ცოლად შეირთო მისი ასული, აწ გარდაცვლილი გიორგი გურიელის ცოლყოფილი.

რაჭისა და სამეგრელოს ბატონთა დამოყვრებამ მარტო მეფე კი არა, ზურაბ აბაშიძეც ძალიან დააფრთხო და დააშინა. მან ახალციხეში ფაიქი აფრინა და ისაყ ფაშა ჯაყელს შეუთვალა: ბეჟან დადიანი თურქეთის ყმას, იმერეთის მეფეს გადაუდგა და რაჭის ერისთავს მიეკედლაო.

ისაყ ფაშამ თავისი ძე უსუფ ფაშა გამოგზავნა ჯარით იმერეთში.

გეგუთს მოვიდნენ ახალციხელნი. ალექსანდრე და ზურაბი მიეგებნენ იმერთა ამალით.

სტუმარ-მასპინძლობა გასწიეს, მცირედ, ითათბირეს და უსუფ ფაშამ ბეჟან დადიანს შეუთვალა: გეგუთს ვარ და სასწრაფოდ მეწვიეო.

ბექანმა უვნებლობის ფიცი ითხოვა წინასწარ.

უსუფ ფაშამ უყოყმანოდ გაუგზავნა ფიცის წერილი.

ბექანიც მოვიდა უჯაროდ და „ურიდლად“.

მხოლოდ ოდიშართა მცირე ამალა და თავისი ძე ოტია მოთ აყვანა გეგუთს.

შევიდა ბექანი კარავში.

უსუფ ფაშა ფეხმორთხმით იჯდა ხალიჩაზე.

აქეთ-იქით ალექსანდრე მეფე და ზურაბ აბაშიძე უდგნენ.

ბექანს სწორედ ქართველებმა წაართვეს გულისყური და ამიტომ არ შეუმჩნევია რომ კარებიდანვე ზურგიდან ფეხაკრეფით გაჰყვა უსუფ ფაშას მესაჭურვლე მამად-ბეგ.

დადიანი უსუფს მიუახლოვდა და თაყვანსაცემად წელში მოიმშვილდა.

გასწორება კი ვეღარ მოასწრო. მამად-ბეგმა ზედ მარიცხენა ბეჭის ქვეშ, გულის გასწვრივ შეუგდო სატევარი.

„თავს უშველე, ოტია!“ — ბღავილი დაასწრო სიკვდილს ჟანმა.

სიკვდილშეყრილი მამის ღრიალმა მამა დაავიწყა კარავში ფეხშედგმულ ოტიას. მყისვე გამოტრიალდა, წინწიფურასავით მოახტა ცხენს და გაფრინდა. ოდიშართა ამალაც მიჰყვა ბატონიშვილს თავაწყვეტილი ჭენებით.

გამოენთნენ იანიჩარები. ოდიშართა უმრავლესობა გზა-გზა აჰკაფეს, მაგრამ ოტიას ვერ იქნა და ვერ დაეწივნენ.

ბეჟან დადიანს უსუფ ფაშამ თავი მოჰკვეთა და მამას გაუგზავნა ახალციხეში. ისაყ ფაშამ „ძვირფასი ძღვენი“ ხონთქარს აახლა სტამბოლში.

ეს ამბავიც 1728 წელს მოხდა...

ბეჟან დადიანი რომ გაათავეს, რაჭის ერისთავი შოშიტა გაიხსენეს გეგუთის „გმირებმა“.

გეგუთს ვარ და სასწრაფოდ მეწვიეო, ახლა რაჭის ბატონს შეუთვალა უსუფ ფაშა ჯაყელმა.

წამოვიდა შოშიტა, მაგრამ წამოვიდა საგანგებოდ დარჩეული ლაშქრით.

დაიძმარნენ უსუფ ფაშა, ალექსანდრე მეფე და ზურაბ აბაშიძე, როცა შოშიტა ერისთავი საომრად დასილაღებული რაჭველებით მოადგა გეგუთს.

კარავში რომ შევიდა, ჯარიც რაც შეეტია, შიგ შეიყოლია შოშიტამ, რაც არა და, გარს შემოადგნენ რაჭველები კარავს.

დაფრთხა და დაიბნა გეგუთის ბანაკი.

ისევ შერიგება ამჯობინეს დადიანის მკვლელებმა.

„დიდი სიყვარულით და პატივისცემით“ შეეგება უსუფ ფაშა რაჭის ერისთავს.

ალექსანდრე მეფეც დიდი „სიწრფოებით მიეალერსა“ მტერს.

ჩადგა შუაში იმერეთის „მუდმივად მზრუნველი“ ახალციხის ფაშა და შეარიგა მეფე და ერისთავი.

ეს საქმე რომ ასე „კეთილად“ გაარიგა, უსუფ ფაშა ახალციხეს გაბრუნდა.

 

 

1.2.11 შინა-გარე მაოხარნი

▲ზევით დაბრუნება


შინა-გარე მაოხარნი

მოკლული ბეჟან დადიანის ვაჟმა, თურქთაგან გამოქვეულმა ოტიამ, დადიანობა ისე დაიპყრო და დაიმაგრა, რომ ვერც ახალციხის ფაშამ და ვერც იმერეთის მეფემ სამტროდ ხელი ვერ გამოიღეს.

მაგრამ თვითონ სამეგრელოს მთავრის კარი აიშალა სამტროდ და სასისხლოდ. ოტია დადიანს უმცროსი ძმა, კაცო, „შეუშურდა“ დადიანობისთვის. ოტიამ დაასწრო, კაცო შეიპყრო და რაჭის ერისთავს გაუგზავნა ბორკილგაყრილი. შოშიტამ კვირას ციხეში ჩააგდო გაარშივებული ცოლისძმა.

იმერეთშიც ისევ აირია წუთისოფელი. ზურაბ აბაშიძე მეფისა და რაჭის ერისთავის შერიგებამ გაანაწყენა, ქუთათისის ტახტს განუდგა და შორაპანში გამაგრდა.

ალექსანდრე ჯარით წარემართა და ალყა შემოარტყა შორაპანს. მეფის მოლაშქრეებმა ციხე ასაღებად ვერ „მისწურეს“, მაგრამ ალყა მაინც არ მოხსნეს.

მაშინ ზურაბ აბაშიძემ ისევ მიმართა თავადთა „ნაცად ხერხს“; ახალციხეს გადავიდა, ოსმალთა ჯარი გადმოიყვანა და შორაპანში შეუშვა.

ალექსანდრემ თურქებს ომი ვერ შეუბედა და ქუთათისს გაბრუნდა, ბოღმის ჩინჩახვით ყელდაჩიხული.

ქართველი მეფე იმდენად იმაზე კი არ ჯავრობდა, შორაპანში თურქები როგორ ჩადგნენო, არამედ — ჩემმა ყმამ, ზურაბ აბაშიძემ, როგორ მაჯობაო.

ასე იყო მაშინდელ იმერეთში „გარკვეული“, ვის რა სადარდებელი და საწყინარი უნდა ჰქონოდა!..

„ამა ამბავთა შინა“ რაჭის შინაური საქმეები აირია და ალექსანდრე მეფემ იფიქრა, იქნებ რაჭაში ბოლოს და ბოლოს მაინც ვთქვა ჩემი „მეფური სიტყვაო“.

სადმელელი აზნაური იაშვილი ასჯანყებოდა შოშიტა ერისთავს; შოშიტა ჯარით შემოსდგომოდა სადმელის ციხეს. ალექსანდრემ რაჭის ერისთავს ლევან აბაშიძე გაუგზავნა და შეუთვალა, სასწრაფოდ სადმელს მოეშვი და იაშვილიც მტრად აღარ ჩაითვალოო.

ლევან აბაშიძე დედით შოშიტას ძმა იყო, მაგრამ ძმისგან კმის დანდობაც ხომ ბევრს არაფერს „ნიშნავდა“ და შოშიტამ. ლევანი ღალატით შეიპყრო და ოტია დადიანს გაუგზავნა შე„სანახავად“.

ამით, ასე ვთქვათ, სამაგიერო „პატივი“ მიუძღვნა რაჭველმა მეგრელს; უფრო ადრე ხომ ოტია დადიანმა გაუგზავნა თავისი ბორკილდებული ძმა, კაცო, შოშიტა ერისთავს.

ხოლო ალექსანდრემ ჯარი შემოიყარა, საწალიკეს მთა ღამით გადავლო, რიონიც გადალახა და დილით ადრე თავს დაეცა სადმელის ციხესთან მდგარი ერისთავის ბანაკს.

შოშიტა დამარცხდა და უკუიქცა, ბარაკონისკენ.

იმერლებმა „მოსრნეს და შეიპყრნეს მრავალნი“ რაჭველთაგანნი.

მეფემ იაშვილი, „დამოუკიდებელი“ სადმელის ციხით, რაჭის ერისთავს კბილის მატლად ჩაუყენა და თვითონ, ნადავლით და გასაყიდი ტყვეებით, ქუთათისს დაბრუნდა.

შოშიტა ერისთავს იმჟამად ძმაც გადაემტერა — გენათის ეპისკოპოსი გედეონი. გენათელმა ცოლი წაართვა ძმისწულს, პაპუნა შოშიტას ძეს, და ალექსანდრე მეფის მომხრეებს შეუერთდა, მეფემაც დაუფასა ერისთავის სახლეულთა ღალატი გედეონს. მან „შურითა ერისთვისათა“, ვაკე იმერეთში ცალკე საერისთავო შექმნა — „ბარის საერისთო“, და საბაჟონოდ სწორედ გედეონს უბოძა.

ამის შემდგომ შოშიტა ერისთავს დიდხანს აღარ უცოცხლია.

რაჭის ერისთავად დაჯდა ძე მისი გრიგოლ.

ოტია დადიანმა ლევან აბაშიძეს მძევლები გამოართვა და ტყვეობიდან გაათავისუფლა. ლევანი მეფეს ეახლა და მის სამსახურში ჩადგა.

კაცო დადიანი კვარას ციხიდან გამოვიდა და ისიც მეფეს მიუვიდა.

ალექსანდრეს ცოლი მოუკვდა, მარიამი, ბეჟან დადიანის ასული. წაასვენა და გელათის მონასტერში, „თამარის ეკვდერში“ დაკრძალა.

(იქნებ მაშინ მოიშალა დიდი თამარის ძვალთა სავანე?! ან რა გასაკვირი იქნებოდა ალექსანდრეს მსგავსი მეფუკასაგან!).

მალე გამოიგლოვა მარიამი ალექსანდრემ. ახალი ცოლიც მალე შეირთო, ლევნ აბაშიძის ასული. ქორწილს ქორწილი მიჰყვა, მეფემ მამია მეოთხე გურიელი დაიმოყვრა ცოლად მისცა თავისი ასული.

ყველა ეს ამბავი 1732 წელს მოხდა.

ალექსანდრე მეფის, მამია გურიელის, ლევან აბაშიძისა და კაცო დადიანის დამოყვრებამ დააფრთხო და დააფეთა ოტია დადიანი, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ზურაბ აბაშიძე.

აღიძრა ახლა ეს „ახალი სამეული“. მეფე ალექსანდრეს ძმა გადამტერეს — მამუკა ბატონიშვილი. იმერეთის ტახტს შეპირდნენ მამუკას. ოტია დადიანმა დაიმოყვრა „უახლოესი დღეების მეფე“ — ცოლად შერთო თავისი დაი. ჯარებიც შემოიყარეს: გრიგოლ ერისთავი რაჭველებით, ზურაბ აბაშიძე „მისი წილი“ იმერლებით, ოტია დადიანი მეგრელებით და აფხაზებით.

ყველა ამ ჯარმა თავი მოიყარა გეგუთს და აქედან „აოხრებდნენ ქვეყანათა“.

ალექსანდრე მეფემ და ლევან აბაშიძემაც შემოიყარეს „მათი წილი“ იმერეთის ჯარები. — ეპისკოპოსი გედეონ გენათელიც მოვიდა „ბარის საერისთოს“ ლაშქრით.

მოპირდაპირენი გეგუთის ახლოს შეეტაკნენ ერთმანეთს. დიდი სისხლი კი არ დაღვრილა, რადგან ალექსანდრემ პირველ ხმალზევე თავისი ჯარებით ბრძოლას ზურგი აქცია და ქუთათისის კედლებს შეაფარა თავი.

ქუთათისს მიადგნენ ოტია დადიანი გრიგოლ ერისთავი და ზურაბ აბაშიძე. მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ალყად დადგომაც, „შიშითა ოსმალისათა“, ვერ გაბედეს და ისევ თავიანთ საბატონოებში წავიდ-წამოვიდნენ.

იდგა 1733 წელი.

და „ამათ ჟამთა მოვიდა სხვა ფაშა ფოთს სპითა, რათა დაიპყრას ურჩნი ზღვის კიდისანი, ვიდრე აზავამდე“.

ფაშამ ალექსანდრეს შემოუთვალა, შენის ჯარებით შემომიერთდიო.

ოსმალო ფაშას მიწვევა ალექსანდრემ „ფრიად ხელსაყრელად“ მიიჩნია წავალ, ვემსახურები ოსმალებს, სამსახურს დამიფასებენ და მათი დახმარებით ჩემს გაურჩებულ იმერლებს გავუსწორდებიო.

(მეფე და ხალხის პატრონი ასეთი უნდა!).

ოსმალო ფაშას დადიანიც და შარვაშიძეც მიეწვია ჯარით ფოთს, მაგრამ ორივეს უარი გამოეგზავნა.

ალექსანდრე კი გაეშურა ჯარით. გზა ოდიშზე ედო, მაგრამ დადიანს შებრძოლება არ უფიქრია. მხოლოდ „სალაპარაკოდ“ შეხვდა მეფეს.

შეხვდა და უთხრა ალექსანდრე მეფეს ოტია დადიანმა:

ნუ წახვალ და ნუ დაეხმარები თურქებს ზღვის ნაპირთა დაპყრობაში, ვინადგან, არ იქნება სასიკეთო არც შენთვის, არც ჩემთვის და არც სრულიად ქართველთათვის თურქთაგან ზღვის განაკიდურთა დაპყრობაო („არა კეთილ-არს დაპყრობა მათგან ზღვის კიდისა ჩვენთვის“).

მაგრამ ალექსანდრეს ბრჯგუ გონებას რა უნდა შეესმინა „სრულიად ქართული“ გააზრებებისა, და განაგრძო გზა ფოთისკენ.

შემოეგება ოსმალთა ფაშა და „პატივ-სცა“ მეფეს.

მცირე ხანს ითათბირეს და უცებ გადაწყვიტეს: აზოვი კი არა, ჯერ „ურჩი“ და „მოღალატე“ ოტია დადიანი უნდა დაესაჯათ სასტიკად.

და ასე, „მოღალატე დადიანის დასჯის მიზნით, სამეგრელოს ცეცხლით და რკინით შემოესივნენ თურქები და... იმერლები.

ოტია დადიანს მოესწრო ხალხის დახიზვნა მთასა და ტყეში.

მაგრამ მაინც „არბევდნენ ოსმალნი და იმერნი და სტყვენვიდენ, სადა ვის ჰპოვებდნენ“.

ილორის წმინდა გიორგის ტაძარში შეგლიჯინდნენ მაოხარნი.

მეგრელ მოწესეებს დროზე გადაემალათ „ხატნი და ჯვარნი და სახმარი ეკლესიისანი“. ამან გააცოფა ისედაც გამხეცებული ველურნი.

ბრპენის (ტყვიის) კრამიტები გადააძვრეს ეკლესიას და დაიტაცეს. — ფრესკები ჩამოფხიკეს და ჩამოჩიჩქნეს.

რის მოძრობაც შეიძლებოდა, მოაძრეს და მოაღლიტეს.

ბოლოს ცეცხლი მისცეს და გადასწვეს.

ოდიშიდან აფხაზეთს გადავიდნენ თურქნი და იმერელნი.

აფხაზეთშიც „ოსმალთა მოარბივნეს და ტყვე-ჰყვნეს, სადა რაი ჰპოვეს“.

შარვაშიძემ შენდობა და შერიგება ითხოვა.

ფაშა „დიდსულოვანი“ იყო და შეუნდო: შარვაშიძე და მთელი მისი სახლეული თურქულ-სუნიტურ მაჰმადიანობაზე მოაქცია.

აფხაზეთიც რომ „მოითავეს“, მდინარე კოდორზე შესვენების ჟამს, თურქთა სარდალმა უთხრა ალექსანდრე მეფეს: ახლა ჯიქეთს და ჯიქეთიდან აზოვს მივდივარ სალაშქროდ და შენც უნდა წამყვე შენის იმერლებითო.

თავზარი დაეცა ალექსანდრეს. მისი „პიროვნული მოცულობა“ ვერ ითავსებდა ეგზომ შორეულ ლაშქრობათა გააზრებას. ამდენი მაინც მოახერხა მეფემ: შეშფოთება არ შეიმჩნია და ჯიქეთ-აზოვის ლაშქრობებზე „სიამოვნებით“ განაცხადა თანხმობა.

შუაღამისას ალექსანდრემ იდუმალ ბანაკი აჰყარა, მეომრებს ყოველი სამძიმო ტვირთი დაატოვებინა და შემსუბუქებული ჯარით კოდორიდან იმერეთისკენ მოჰკურცხლა.

იმ ღამითვე შეიტყვეს ოსმალებმა იმერთა გაქცევა.

მაშინვე გამოედევნა ფაშა ოსმალთა და აფხაზთა ჯარებით.

ორი დღე-ღამე ირბინეს მუხლჩაუკრეფავად დევნილებმა და მდევრებმა.

ენგურს მოადგნენ იმერნი და მდევარი ჯარებიც წამოეწივნენ.

მდინარის მარჯვენა ნაპირზე გამაგრდნენ იმერნი.

გამაგრდნენ და მოიერიშე მტერი მინამ შეაკავეს, სანამ ალექსანდრე წარჩინებულთა ამალით გადმოასწრებდა ენგურის მარცხენა მხარეს.

გადმოასწრო კიდევაც ალექსანდრემ.

იმერთა ნაწილმაც გადმოლახა მდინარე.

იმერთა ნაბანაკარ ქონებას ოსმალები და აფხაზები დაეუფლნენ. ტყვედ და თურქეთის საბაზროდ ჩავარდა მრავალი იმერელი, რომელმაც ენგურის გამოცურვა ვეღარ მოასწრო.

ოდიშის მიწაზე მომავალ იმერლებს მეგრელები დაედევნენ, ვითარცა ამასწინდელ მოსისხლე მოთარეშეებს. დაედევნენ და ზოგი გაწყვიტეს, ზოგიც ტყვედ აიყვანეს.

თვითონ ალექსანდრე ერთ მეგრულ ციხეში შევიდა. აქ მას კაცო დადიანი ეგულებოდა და ისიც დახვდა ისევ ერთგულ თანამდგომად და თანამებრძოლად.

წამოემართა ოტია დადიანი და გარს შემოადგა „კაცოს ციხეს“.

ალყა სამ დღეზე მეტი არ გაგრძელებულა.

ოტიამ მეფე და ძმა შემოირიგა. ალექსანდრეს მძევლები გამოართვა და ისე „შემორიგებული“ გამოუშვა იმერეთისკენ.

იმერთა ქონებით „გამდიდრებული“ ოსმალები და აფხაზები გზაზე, სწორედ იმ ქონების გაყოფისას, ვერ მორიგდნენ და ერთმანეთს დაერივნენ.

რამდენიმე დღე გაგრძელდა მიხდომ-მოხდომა, ჩასაფრება, ამოსაფრება, თავდაცემა და თავგაჩეხვა.

გზადაბნეული ოსმალო ფაშა ოდიშის მიწაზე შემოვარდა.

აქ მეგრელები მიესივნენ მოსისხლეებს.

სამეგრელოდან ისევ აფხაზეთისკენ გაჭენდნენ ოსმალები.

ისევ გამოენთნენ აფხაზნი.

ფაშამ ძლივს გადაასწრო ზღვაზე.

თურქთაგან ყველა გაწყდა, ვინც ქართული ხმელეთიდან ვერ გადაასწრო.

ძალით გათათრებულმა აფხაზებმა მაჰმადიანობა დააგდეს და ისევ დაიბრუნეს „თვისივე სჯული“ — ქრისტიანობა.

 

 

1.2.12 ჩიხორი, მოდინახე, ხარაგაული

▲ზევით დაბრუნება


ჩიხორი, მოდინახე, ხარაგაული

ისევ შეითქვნენ: ოტია დადიანი, გრიგოლ რაჭის ერისთავი, ზურაბ აბაშიძე.

ისევ ჩაითრიეს მამუკა ბატონიშვილი მეფე-ძმის დასამხობად.

ალექსანდრე ან უნდა მოვკლათ, ან უნდა გავაძევოთო, ერთხელ კიდევ დაასკვნეს და ერთხელ კიდევ შეუდგნენ ჯარების შეყრას.

მეფე ჩიხორს იდგა, ეს ამბები რომ შეატყობინეს.

თვითონაც ამოქმედდა სასწრაფოდ.

ისევ შემოიყარა მამია გურიელი, ლევან აბაშიძე, ბარის ერისთავი გედეონ გენათელი, მერაბ წულუკიძე „და იმერნი სხვანი ნეშტნი“. კაცო დადიანმა ისევ მიატოვა ძმის ბანაკი და ეახლა მეფეს.

1734 წლის იანვარი. ჩიხორი.

ბრძოლა დაიწყო სუსხიან დილას, თოვლით დაფარულ მინდორზე.

ერთ საათში თოვლი მუქ-წითელ ალიზად იქცა.

ისევ ჟლეტენ ქართველები ქართველებს გამხეცებით.

სათრიელა ტახტისათვის იქცევა სისხლი და იჟლიტებიან ორგნითვე უმრავლესნი“.

დიდის „აღმავლობით“ ხოცავენ ერთმანეთს, ვინადგან ძმამან ძმისა უკეთ იცის, სად უნდა შემოჰკრას, რა ადგილზე დანაკრავი უფრო „სრულქმნილად“ მოუღებს ბოლოს...

განგმირული გადმოეშვა ცხენიდან კაცო დადიანი. მძიმედ დაიჭრა დავით აბაშიძე, ძე ზურაბისა.

მძინვარედ იბრძოდა ოტია დადიანი. სამჯერ შემოჰკრეს ხმალი. სამივე აისხლიტა, მცირე სისხლის დადენით: მეოთხედ, მოკლული კაცო დადიანის მსახურმა ესროლა თოფი ოტიას.

მძიმედ დაჭრილი მოწყდა ცხენს ოდიშის მთავარი.

ალექსანდრე მეფის გამარჯვებით დაქანდა ბრძოლის სასწორი.

გამოედევნენ გამარჯვებული ქართველები დამარცხებულ ქართველებს და, „რამეთუ იყო თოვლი დიდი, მოსრნეს. შეიპყრნეს რაჭველნი და ლეჩხუმელნი და ოდიშარნი უმრავლესნი და დაჰყიდეს სრულიად ოსმალთა ზედა“.

დაჭრილი ოტია დადიანი ალექსანდრე მეფემ თავის სასახლეში წაიყვანა. თავზე აქიმები დააყენა და მალე „გაამთელა“ კიდეც.

„ალბათ, რაღაც უნდა გამომცინცლოს, ასე რომ მეხაფიფება“, - ფიქრობდა დადიანი და მართალიც აღმოჩნდა.

ფეხზე დამდგარ „სტუმარს“ მეფემ ლეჩხუმის დათმობა სთხოვა.

დადიანმა თხოვნა მოთხოვნად არ ჩათვალა, რადგან იცოდა როგორ მეფესთანაც ჰქონდა საქმე. ამიტომ მაშინვე ცივი უარი სტკიცა.

მეფემაც უარი „იტკიცა“, მაგრამ იმედი მაინც არ დაკარგა და ხანგრძლივ „ღიჯინზე“ გადავიდა.

ოტია დადიანი კი სწრაფად მოქმედებდა. ზურაბ აბაშიძეს შეატყობინა ყველაფერი. ზურაბმა ახალციხეს, ისაყ ფაშასთან აფრინა კაცი, „ქრთამითა დიდითა“.

ისაყ ფაშამ უბრძანა თავის სარდალს მაჰმად-ბეგს და „სთხოვა“ ქართლის „პირველ თავადს“ ოთარ ამილახორს, სასწრაფოდ წამოსულიყვნენ თავიანთი ჯარებით იმერეთს.

ალექსანდრე ისევ „ეღიჯინებოდა“ ოტია დადიანს, როცა ანაზდაითად ატაკეს ბავთი ამბავი: მაჰმად-ბეგ ახალციხელა და გივი ამილახორი საჩხერეს მოსულან ოსმალთა და ქართლელთა ჯარებითო.

დაფრთხა და დაიბნა ალექსანდრე.

მაშინ ლევან აბაშიძემ, სიმამრმა, გამოიყვანა „დაბნეულობიდან“: ლეჩხუმს თავი დაანებე, დადიანს საჭილაო-სამიქელაო სთხოვე და სისხლის ღვრას მორჩებიო.

მართალი აღმოჩნდა ლევან აბაშიძე. საჭილაო-სამიქელაოს დათმობაზე დათანხმდა ოტია დადიანი.

დაზავდნენ.

ოტია დადიანი ოდიშს დაბრუნდა.

ალექსანდრე მეფე საჩხერეში ავიდა და მაჰმად-ბეგს თავისი დაი ცოლად აუყვანა.

სიძე-თათარი ახალციხეს გაბრუნდა, ოსმალთა ჯარით.

გივი ამილახორიც საამილახვროს გაეშურა.

მეფეს სამშვიდობო პირობა მოსცეს გრიგოლ რაჭის ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ. ამათაც ასე ამჯობინეს, რაკი დადიანი „გამოეთიშათ“.

ძმას, მამუკა ბატონიშვილს, ალექსანდრემ საუფლისწულოდ დადიანისგან აღებული საჭილაო-სამიქელაო უბოძა და ამით „ჩააწყნარა“.

მაგრამ ეს არ იკმარა მამუკამ. გადავიდა ბეჟან ჩიჯავაძის სამფლობელოს, „მოპარვით აღიღო ციხე სებეკისა, მერმე აღიღო ციხე ბეჟანისა და დაიპყრა საჩიჯავაძო“.

მეფეს კრინტიც არ დაუძრავს ამის გამო.

1735 წელი იყო.

საგანგებოდ მიინიშნე, მკითხველო:

ამ წელს იმერეთის მეფეს, ალექსანდრე მეხუთეს, ლევან აბაშიძის ასულისაგან შეეძინა მეორე ვაჟიშვილი.

სახელად დაარქვეს სოლომონი.

როგორც იქნა, ეღირსა „აღმოცისკრება“ იმერეთის ბაგრატიონთა ფუტურო მოდგმას.

ისევ ჰკრა აჯანყების ბუკი ზურაბ აბაშიძემ.

ზემო იმერეთის ბატონი პაპუნა წერეთელიც აიყოლია ზურაბმა.

ხარაგაულის ციხეში მეფის ერთგული აზნაური იდგა, გვარად მამუკაშვილი, ზურაბ აბაშიძემ ციხისთავი მოისყიდა, კლიტენი მიიღო, მამუკაშვილი მოჰკლა და ხარაგაულს თვითონ დაეუფლა.

ალექსანდრემ ჯერ პაპუნა წერეთლის დასჯა განიზრახა და ჯარით შეუხდა საწერეთლოს. შეუხდა და მოაოხრა იქაურობა. მერე მოდინახეს ციხეს მიახტა, მაგრამ უკუაქცია იგი პაპუნა წერეთელმა.

საწერეთლოდან ხარაგაულს გაქუსლა მეფემ.

ხარაგაულის ციხისთავი დიდი „ფულის გიჟი“ ყოფილა. ზურაბ აბაშიძისგან აღებული ქრთამი მაინც აღებული იყო, ხოლო აღებულს ასაღები ამჯობინა ციხისთავმა, ალექსანდრეს ფული გამოართვა და ახლა მას ჩააბარა ხარაგაულის ციხის კლიტენი.

მეფემ, ციხე რომ თავისად დაიგულა, იმ „ფულის გიჟს“ ჯერ ხელები მოჰკვეთა, მერე ფეხები, ბოლოს თვალები გამოსთხარა და ხარაგაული მოკლული მამუკაშვილის ვაჟს ჩააბარა საბატონოდ და საპატრონოდ.

ზურაბ აბაშიძისა და პაპუნა წერეთლის განადგურება მეფემ, მაინც უიმედო საქმედ მიიჩნია. ამიტომ მან ორივეს შეუთვალა, მოდით, მეწვიეთ და შევრიგდეთო.

პაპუნა წერეთელმა თანხმობა შემოთვალა, უეჭველად გეწვევით სასახლეშიო.

ზურაბ აბაშიძემ კი ეს უპასუხა მეფეს: მე შეუძლოთ გახლავართ და ვერ გეახლებითო, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს ძესა და თქვენს სიძეს, დავითს გამოგიგზავნითო.

დავით აბაშიძეს ცოლად მეფის და ჰყავდა და ამიტომ იმედოვნებდა ზურაბი, სიძეს არ გასწირავსო ალექსანდრე.

(ადრე დავითს შოშიტა ერისთავის დაი ჰყავდა ცოლად, მაგრამ მეფემ გააშვებინა და თავისი დაი შერთო).

მაგრამ სანამ პაპუნა და დავითი მოვიდოდნენ, მანამ რაჭიდან მოიჭრა საშფოთარი ამბები.

რაჭაში ხომ ერისთავის „კბილის მატლად“ სადმელელი იაშვილი დაეტოვებინა ალექსანდრე მეფეს. იაშვილს ხელმწიფე იმასაც ავალებდა იდუმალ, როგორმე რაჭის ყველაზე ძლიერი ციხე — კვარა ჩაიგდო ხელშიო.

ბევრი უტრიალა იაშვილმა კვარა-ციხეს და ბოლოს მიაგნო გასაღებს.

მდინარე კრიხულაზე ერთი კრიხელი მეთევზე იპოვნა. იმას სცოდნოდა ცადატყორცნილ ციხეში შესასვლელი იდუმალი ხვრელი.

ერთს ბნელსა და წვიმიან ღამეს იაშვილები, სადმელელი ყმებით, ციხეში შეძვრნენ, მძინარე მეციხოვნეები ამოწყვიტეს და თვითონვე დაეუფლნენ კვარას.

გრიგოლ ერისთავი ნოღას იდგა, როცა კვარას დაცემის ამბავი შეატყობინეს.

სასწრაფოდ წამოემართა გავეშებული.

ღამით მიადგნენ ერისთავისანი კვარას.

ერთნი იმ იდუმალ ხვრელს შეუყვნენ, მეორენი — კლდეზე აღმართულ კიბეებს.

შევიდნენ და „შეიპყრნეს სრულად მას შინა მყოფელნი“.

ყველანი გაჰყიდა გრიგოლ ერისთავმა, ხოლო კვარაში ისევ თავისი ციხიონი ჩააყენა.

ბრაზმა აადუღა ალექსანდრე მეფის კვაწია გული.

როგორც იქნა, რაჭის საქმენი „დაივიწყა“ ალექსანდრემ და ისევ მოიწვია წერეთელი და აბაშიძე „ზავსაყოფად“.

1740 წლის ივლისი იდგა.

მეფე ვარციხის საზაფხულო სასახლეში განისვენებდა.

იქვე ეწვივნენ პაპუნა წერეთელი და დავით აბაშიძე.

ის იყო, აივანზე ფეხი შედგეს და ზურგიდან დაეძგერნენ ჩასაფრებული მკვლელები.

გამოვიდა მეფე, ბოროტი ღიმილით სახედამეწყრილი. ჯერ წერეთელს დააშტერდა, მერე სიძეს — დავით აბაშიძეს.

თავები დააყრევინეთო, ბრძანა.

იქვე გაათავეს ორივე.

მაშინვე საწერეთლოში გაქუსლა ჯარით მეფემ. მოდინახეს მიუხტა. მაგრამ პაპუნა წერეთლის ქვრივმა და ვაჟიშვილმა გააფთრებით შემოაგებეს ციხიონი.

მეფე ისევ დამარცხდა და უკუიქცა.

 

 

1.2.13 ლეკები — პირველად. თურქები — მერამდენედ?!

▲ზევით დაბრუნება


ლეკები — პირველად

თურქები — მერამდენედ?!

პაპუნა წერეთლისა და დავით აბაშიძის მუხანათურმა მკვლელობამ ბევრ თავადს აუჟრჟოლა კისრის ძარღვები. ეტყობა, ალექსანდრეს „ჰნებავს ყოველთა მოწყვეტა და დამდაბლებაო“, იძახდნენ წარჩინებულნი.

აისხა იარაღი შვილის დამკარგველმა ზურაბ აბაშიძემ. მაშინვე „ეზრახა ერისთავს გრიგოლს“.

(გრიგოლ რაჭის ერისთავს ცოლად ჰყავდა ზურაბის ძმისწული, ვახუშტი აბაშიძის ასული).

თავის მხრივ, რაჭის ერისთავმა ისევ მოუხმო ოტია დადიანს.

ისევ შეიყარა „ძლიერი სამეული“. მეფე ალექსანდრე მეხუთის დასამხობად.

ალექსანდრემ მოიმწო გურიის მთავარი მამია მეოთხე და ლევან აბაშიძე.

ახალი, იმერეთისთვის „უცხო“ ძალაც მოიძია ალექსანდრემ. მან ქართლში კაცი აფრინა და შანშე ქსნის ერისთავს შეუთვალა: გთხოვ, შენი ლეკის ჯარი მომაშველო ჩემზე აღმდგარი ქვეშევრდომების ჭკუის სასწავლებლადო,

შანშემ არ დაამადლა შეწევნა მეფეს და ხუთასი ლეკი გამოუგზავნა თავის ბელადით იმერეთში.

გაუძღვა ალექსანდრე იმერთა და გურულთა ჯარებს, წინ ლეკები ჩაიყენა და შეიჭრა სამეგრელოში.

„ვერ წინა-აღუდგა“ დადიანი.

ალექსანდრეს მოლაშქრეებმა „შემუსრნეს ციხენი და მრავალნი კოშკნი, მოსწვეს და მოსტყვევნნეს“.

გამორჩევით „უძვირესნი ბოროტნი ჰყვნეს“ ლეკებმა. ისინი პირველად იყვნენ დასავლეთ საქართველოში და ეს ძარცვა-ტყვევნას „შეჩვეული“ ქვეყანაც გააოცეს გაუგონარი, ნამდვილი, „ლეკურად დახვეწილი“ სისასტიკით.

ლევან აბაშიძე მივარდა მეფეს და უთხრა აღშფოთებით და შეშფოთებით: თუ ლეკები ახლავ არ მოვიშორეთ თავიდან, დიდი შემუსვრა ელოდება ჩვენს ქვეყანას; თუ კიდევ ვაგემეთ ჩვენებური ადგილები, შემოგვეჩვევიან და ისეთსავე განუწყვეტელი თარეშის ქვეშ მოგვაქცევენ, როგორც აქამდე ქართლი და კახეთი მოუქცევიათო.

ალექსანდრემ შეისმინა სიმამრის ნათქვამი. თვითონაც შეუშინებია მეფე ლეკთა თავაწყვეტილობას. მყისვე ჯარი გამოაბრუნა ოდიშიდან, ლეკები გააცალკევა, დიდი მადლობა უთხრა, დაასაჩუქრა, მათი „ნაოფლარი“ ნადავლიც გაატანა, ოღონდ ტყვეებზე ხელი ააღებინა, და ისევ გაისტუმრა იმერეთიდან.

1741 წელი იდგა, წელიწადი ლეკთა პირველი თარეშისა დასავლეთ საქართველოში.

იმავე წელს, ლეკთა „მოშორების შემდგომ, ალექსანდრე იმერთა მეფემ ქართლში გაგზავნა თავისი ძმა გიორგი და ლევან აბაშიძე. ამათ ევალებოდათ ზურაბ აბაშიძის ძმის — ვახუშტის შეპყრობა და იმერეთში გადმოყვანა.

გიორგი და ლევანი იმერთა ჯარით გადავიდნენ ქართლს და „მალვით დაესხნენ თავსა“ ტეზერს, სადაც მაშინ ცხოვრობდა ვახუშტი აბაშიძე.

მიუხტნენ, მაგრამ ძვირად დაუჯდათ, ვინადგან ძლიერად დაუხვდათ ვახუშტი. „იგი განმაგრდა სახლსა შინა, და იწყო ცემა თოფითა“.

ტყვიით და ხმლით რომ ვერაფერს გახდნენ, მომხვდურებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლს. მაშინ კი დარწმუნდა ვახუშტი, რომ სიკვდილი გარდუვალი იყო, თუ ცოცხლად არ დანებდებოდა, მაინც ბიძაშვილს მიენდო, ლევან აბაშიძეს, ამას ჩააბარა იარაღიც და სიცოცხლეც ვახუშტიმ.

მოჰგვარეს მეფე ალექსანდრეს ძვირფასი ტყვე.

მისი ბრძანებით, ვახუშტი აბაშიძეს ბორკილები გაუყარეს და ნავარძეთის ციხეში ჩააგდეს.

და შეუჩნდა ალექსანდრე მეფე ხუნდებით „კრულ“ ვახუშტის: ხუთასი ქისა ვერცხლი და ვახანის ციხე მომეცი და გაგათავისუფლებო.

არ დანებდა ვახუშტი, არც ციხე მისცა და არც „თეთრი“ მეფეს.

დომენტი კათალიკოსი ეწვია საგანგებოდ ალექსანდრეს და შეეხვეწა, გაათავისუფლე ვახუშტი აბაშიძეო, მაგრამ გაჯიქებულმა მეფემ არც კათალიკოსის თხოვნა ჩააგდო ჩირის ფასად.

ვახუშტი აბაშიძეს ხომ მეფე ვახტანგ მეექვსის ასული, ანუკა ჰყავდა ცოლად. ქმარწართმეულმა ქალმა დახმარება ისა ფაშა ჯაყელს სთხოვა. ისაყმა იკისრა შუამდგომლობა. მან ალექსანდრეს გამოუგზავნა ძვირფასად აღკაზმული ცხენი, ძვირფასი ქურქი, ოცი ქისა თეთრი და ვახუშტის განტევების თხოვნა.

მაინც „არა ინება მეფემან“. არც „ხონთქრის კაცს“ გაუწია ანგარიში. ეს კი ერთობ დიდი გაბედულება (თუ გაუაზრებლობა) იყო ალექსანდრესთანა „ვაჟკაცის“ მხრივ.

ისაყ ფაშა ჯაყელი ალექსანდრეს კადნიერებას ყურს ვერ გაუსქელებდა, მაგრამ იმჯერად არ დასჭირდა ხელის გამოღება.

„ხონთქრის კაცს“ ისევ შინაურებმა დაასწრეს. კვლავ აღსდგა „ძლიერი სამეული“. ოტია დადიანმა ოდიშართა და აფხაზთა ჯარები დასძრა. მაშინვე შეუერთდნენ გრიგოლ ერისთავი რაჭველებით და ზურაბ აბაშიძე არაგვეთის იმერლებით.

მეფე ბრძოლას გაექცა.

გამარჯვებულმა სამეულმა ჯარები სათარეშოდ მიუშვა, „სამეფო იმერეთს“.

„მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს, მოაოხრეს, და მოსწევს იმერეთი და წარვიდნენ“.

1741 წელი იდგა, გაზაფხული.

ისაყ ფაშა ჯაყელს „თავისი სიტყვა“ უნდა ეთქვა — არც ანუკა ბატონიშვილისთვის მიცემული აღთქმა გაეტეხა და არც იმერეთის — „მეფუკას“ კადნიერება დაეტოვებია დაუსჯელი.

და შეჰყარა ისაყ ფაშამ ჯარი, სარდლად უჩინა „ფირიაღის შვილი, სიძე თვისი“, და გამოგზავნა იმერეთს.

თურქებს ჩამოსვლისთანავე მიერთვნენ ოტია დადიანი, გრიგოლ ერისთავი და ზურაბ აბაშიძე.

ალექსანდრემ თავისი უახლოესი ქვეშევრდომები ხარაგაულის ციხეში შეხიზნა, თვითონ იმერეთიდან აიყარა და ქართლში გაიქცა.

თანატოლვილებად მეფეს წაჰყვნენ ძმა მამუკა, ლევან აბაშიძე და ბარის ერისთავი გედეონ გენათელი.

მთავარი, თითქოს და რისთვისაც გადმოვიდნენ თურქნი დასავლეთ საქართველოში — ვახუშტი აბაშიძე — ალექსანდრემ თან გაიტაცა, ისე ბორკილ-კრული და დატყვევებული.

„ახლა ნავარძეთიც დანგრევას გადარჩება და ვახუშტი აბაშიძესაც ვერავინ გამომწიწკნისო“, ფიქრობდა მეფე ალექსანდრე...

ოსმალები მაინც არ დაბნეულან. მართლა ვახუშტი აბაშიძისთვის როდი იცხელებდნენ თავს. მთავარი ხომ ეს იყო - იმერეთის ტახტზე ჭეშმარიტი „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“ სჭირდებოდათ. და რაკი ალექსანდრე მეხუთე გაარშივებული და გაქცეული იყო, ოსმალებმა მოიყვანეს კიდეც ქუთათისის ტახტზე ნამდვილი „ყმა ხონთქრისა“.

ეს იყო გიორგი ბატონიშვილი, გადახვეწილი ალექსანდრეს ნახევარძმა (გურიელის ქალის ნაშობი).

დასვეს გიორგი იმერეთის ცოდვიან ტახტზე ოსმალებმა, მეურვეებად „მოუდგინეს“ ოტია დადიანი, გრიგოლ ერისთავი, ზურაბ აბაშიძე და თვითონ გაბრუნდნენ ქუთათის-ახალციხის უღვთოდ ნაჯირგალევ გზაზე...

 

 

1.2.14 სიკვდილის წინარე უკეთურობა

▲ზევით დაბრუნება


სიკვდილის წინარე უკეთურობა

ხარაგაულიდან გაქცეული ალექსანდრე მეფესთავის, თანალტოლვილებით ჯერ ჩხერის ციხეს მივიდა. აქ უნდა გადაეწყვიტა, ვინ უნდა ხლებოდა პირველად ქართლში და ვისთვის ეთხოვა შუამდგომლობა ქართლის ყიზილბაში გამგებლის წინაშე. იგი შანშე ქსნის ერისთავს იცნობდა ყველაზე კარგად (აკი შანშესგან „იშოვა“ წინა წელს ლეკები), მაგრამ ქსნის ერისთავს მაშინ ყიზილბაშებთან ცხარე ომი ჰქონდა და მასთან მისვლა ქართლის მაშინდელი „პატრონის“, იმამ-ყულიხანის მტრობას შესძენდა და არა მასპინძლობას.

ისევ გივი ამილახორი „სჯობდა“ და ამჯობინა კიდეც ალექსანდრემ.

ერთი რამეც უნდა დაეთმო თავშესაფრის მაძიებელს. ვაი ხუშტი აბაშიძე, ვახტანგ მეექვსის სიძე, ქართლში დიდი სახელითა და პატივით სარგებლობდა. ამიტომ, როგორც იქნა, მიხვდა ალექსანდრე,

ვახუშტის პყრობილობა მტრობას არგუნებდა ქართლში ხიზნად მიმავალ მეფეს. ერთი სიტყვით, ვახუშტი უნდა გაეთავისუფლებია ალექსანდრეს, და გაათავისუფლა კიდეც.

მას უკან ალექსანდრე ჩხერიდან, „ასი-ოდენ კაცით“, სურამს გადავიდა და გივი ამილახორს აცნობა ყოველივე.

გივიმ იმამ-ყული-ხანს მოახსენა: იმერეთიდან ალექსანდრე მეფე გამოქცეულა, თავშესაფარს გვთხოვს და როგორ მოვიქცეთო. იმამ-ყულიმ ამილახორი უკანვე შეატრიალა, ალექსანდრესთან „მემანდრად“: „კეთილი და პატიოსანი, მობრძანდით და შეგხვდებით თქვენდა საკადრისადო.

მართლაც, ყიზილბაშმა გამგებელმა „დასდვა დიდი პატივი“ ლტოლვილ მეფეს, „ვითა შეეფერებოდა“, თუმცა გვირგვინდაკარგულ, მაგრამ მაინც „გვირგვინოსანს“.

ნადირ შაჰი მაშინ დარუბანდს იყო, ლეკებთან საომრად (ეს ახსოვს ჩემს მკითხველს) და იქ აცნობა იმამ-ყული-ხანმა თავის მბრძანებელს იმერთა მეფის ამბავი.

ნადირმა ალექსანდრეს „მოსწერა რაყამი დიდი იმედისა და წყალობისა“, იმამ-ყული ხანს კი ცალკე შემოუთვალა:

ქართველ ხელმწიფეს „ხელმწიფურის რიგით ყოველი რიგი განუწესეთო“.

ესეც აღასრულეს. ალექსანდრე ტფილისში „დააყენეს ხელმწიფურად და ვითა მეფეთ წესია, ეგრე ყოველივე ულუფა განუწესეს“.

იყო ასე ასორმოცდაათამდე იმერელი ხიზანი ტფილისში, „დღე და ღამ ლხინსა და შექცევაშია, არა აკლდისთ-რა თვინიერ თვისა ქვეყნისა“.

იმერეთი აკლდა, სხვა არაფერიო!

მაგრამ მცირე ხანი გამოხდა და ვიღაცამ აცნობა იმამ-ყული ხანს: ალექსანდრე იმერთა მეფე ერანელთა დაუძინებელ მტერს — შანშე ქსნის ერისთავს იცნობს კარგადო, და შესაძლოა, ქართლშიც ამად გადმოსულა, რომ...

და უცებ, ალექსანდრე მეფე სანადიმო სუფრას ააგლიჯეს, ხელფეხზე ბორკილები ატვირთეს და ნარიყალაში შეაგდეს.

მამუკა ბატონიშვილი, ლევან აბაშიძე და „სხვანი იმერნი მრავალნი“ ბორკილებს დაუსხლტნენ და იმერეთს გაიქცნენ.

მხოლოდ გედეონ გენათელმა არ მიატოვა პყრობილი მეფე.

ალექსანდრემ გედეონი დარუბანდს გაგზავნა შაჰ ნადირთან, გაგზავნა ხვეწნით, მუდარით, ცრემლით და ქვევრდომით, უსაზღვრო ერთგულებას და ყურმოჭრილ ყმობას ეფიცებოდა და დაკარგული ტახტის დაბრუნებას სთხოვდა ერანის დიდ ხელმწიფეს:

ისაყ ფაშასაც გამოეგზავნა ნადირ შაჰისთვის თხოვნა: თქვენთან შემოხიზნული ალექსანდრე უკანვე გვიბოძეთ და ისევ იმერეთის ტახტზე დავსვამთო.

ნადირ შაჰი შერიგებული იყო იმას, რომ იმერეთი, ჯერჯერობით მაინც, თურქეთის „საკუთრებად“ ითვლებოდა. ამიტომ თურქი მოხელის თავაზიან თხოვნას უარს არ ეტყოდა და „წყალობას გამოსწირავდა“.

მართლაც, გამოსწირა წყალობა ყაენმა. ისაყ ფაშას რაყამი გამოუგზავნა, ალექსანდრე წაიყვანე და დააჯინე იმერეთის ტახტზეო.

ჩაიყვანეს ალექსანდრე ახალციხეს. გამოუძღვა ჯარით ისაყ ფაშა და იმავე 1741 წლის შემოდგომაზე, გადმოიყვანეს იმერეთს.

ტახტიდან ჩამოსვეს გიორგი. შესვეს ალექსანდრე.

ფაშამ მოიწვია ოტია დადიანი, გრიგოლ რაჭის ერისთავი, ზურაბ აბაშიძე და სამივე ერთგულებაზე „შეამტკიცა“ მეფეს.

მაგრამ ახალციხის ფაშას ზეკარი ახალი გადავლილი თუ ექნებოდა, რომ ისევ აიშალა და აისვარა „შემტკიცული“ ერთობა მეფისა და თავადებისა.

ტახტიდან გადაგდებული გიორგი ოდიშს გაიქცა (თუ გააქციეს).

მეფისგან „უკუდგნენ კვალად დადიანი, ერისთავი და ზურა“.

ეს ახალი არეულობანი ალექსანდრე მეფემ დააბრალა დედინაცვალს, გურიელის ქალს, გაქცეული გიორგის დედას, სახელად — კოჭიბროლას.

შეიპყრო ალექსანდრემ კოჭიბროლა და ხმლით გააგდებინა თავი.

მას უკან გიორგის სხვა ახლობლებს მისდგა ალექსანდრე მეფე.

გიორგის „მისანდო კაცი“, საჩინო ბარათაშვილი, შეიპყრო, იმასაც თავი გააგდებინა და ოჯახი დედაწულიანად გაუყიდა. ამნაირადვე „იავარ-ჰყო ყოველნი გიორგის მიმდგომნი“.

ზურაბ აბაშიძემ სიკვდილის საფრთხე იგრძნო და ქართლში გაიქცა.

ოტია დადიანი და გრიგოლ წერეთელი თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. სასწრაფოდ შეერთდნენ და გეგუთს მიადგნენ ოდიშართა და რაჭველთა ჯარებით.

მეფე გეგუთიდან გაიქცა, ქუთათისის ციხეში შეიკეტა და „არა განვიდა ბრძოლად“. მხოლოდ შიკრიკი აფრინა ახალციხეს, ისაყ ფაშასთან: ოტია დადიანი და გრიგოლ ერისთავი ისევ მომესივნენ, დამხობას მიპირებენ, სასწრაფოდ მომხედე და მომე შველეო.

ისაყ ფაშამ ისევ შეიწყნარა თხოვნა მთხოვარა მეფისა და „წარმოავლინა მცირე სპანი“.

თურქები მოვიდნენ და ბაღდადს, თხმელის ციხეში შედგნენ „არსებული მდგომარეობის გასარკვევად.

ალექსანდრემ ახალციხელ სტუმრებთან შესახვედრად ლევან აბაშიძე და ბარის ახალი ერისთავი, გიორგი გაგზავნა.

ქუთათისის ციხეში მდგარი თურქული ციხიონის ნაწილიც მათ გაჰყვა, ახალციხიდან მოსულ ნათესავთა შესახვედრად.

ბნელი ღამე იყო, მოულოდნელობათა საბარტყე-საბუდარი.

და მოხდა კიდეც მოულოდნელი..

დადიანი და რაჭის ერისთავი მძიმედ შეფიქრიანებია ოსმალთა მოსვლას. გადაუწყვეტიათ კიდეც ღამით ბანაკის აყრა და საკუთარ საბატონოებში დაბრუნება.

მეგრელმა მზვერავებმა აჯამეთის ტყეში მორიალე ლანდები შენიშნეს და ახალციხიდან მოდენილ ოსმალებად მიიჩნიეს.

სინამდვილეში კი ის „მორიალე ლანდები“ ბაღდადისკენ მიმავალი ლევან აბაშიძე და მისი მხლებლები იყვნენ.

არიქა, ოსმალები მოდიან თავდასაცემად! — შემოაგდეს ბანაკში „დამანგრეველი ცნობა“ დადიანის მზვერავებმა.

ოტია დადიანი ცხენს მოახტა და გავარდა, — საით, თვითონაც აღარ იცოდა.

მიჰყვა ოდიშართა ჯარი.

მიჰყვნენ რაჭველებიც.

ლევან აბაშიძე, გიორგი ბარის ერისთავმა და „ქუთათისელმა თურქებმა“ მტრის გაქცეული ბანაკი რომ დალანდეს, თვითონაც გამოედევნენ ყიჟინითა და თოფების ცემით.

მეგრელები გასაქცევად უწინ აღიძრნენ და უფრო ფიცხელი სრბოლითაც ივლტოდნენ.

რაჭველებს კი შეაგვიანდათ და უკანაკერძად მისდევდნენ დადიანის ლაშქარს. ამიტომ მდევართა ყოველი ტყვია, ჰაიჰარად ნასროლიც, უცდენლად ხვდებოდა რაჭველთა ზურგს.

ეჭვი აღეძრა მაინც გრიგოლ ერისთავს და ცხენი შემოაბრუნა, „რათა იხილოს ვინაობა“ მდევართა.

და შიგ გულში გაუარა იბედივად ნასროლმა ტყვიამ. უსულოდ მოსწყდა უნაგირს გრიგოლ რაჭის ერისთავი.

მოულოდნელი გამარჯვების ამბავი და გვარიანი „ნაშოვარი“ მოუტანა ლევან აბაშიძემ ქუთათისში ჩაყუჟულ ალექსანდრე მეფეს. ამოძვრა და „ამოიზარდა“ მეფე.

ახალციხელი ოსმალონი ისევ ახალციხეს გაბრუნდნენ.

რაჭის ერისთავად დაჯდა მოკლული გრიგოლის ძმა ვახტანგ შოშიტას ძე.

ვახტანგს „ეზრახა მეფე და ზავ-ჰყო მის-თანა“.

დადიანიც დაუზავდა ალექსანდრეს.

ასე „ჰყვეს მშვიდობა“, მაგრამ...

მაგრამ ახლა „ყველაზე ერთგული“ თავადი გამოეშალა იმერეთის ხელმწიფეს - ლევან აბაშიძე.

ბრძოლა ატყდა ქართლში გაქცეული ზურაბ აბაშიძის მემკვიდრეობისათვის.

მეფეც და თავადიც ერთნაირად „ფულის გიჟები“ იყვნენ. მეფეს თავადთან „შესათანხმებელი“, სამართლებრივად და ზნეობრივად, რა უნდა ჰქონოდა და ასე „დამოუკიდებლად“ აპირებდა ალექსანდრე მეფე ზურაბ აბაშიძის მთავარი სამყოფელის, ციხესიმაგრისა და საჭურჭლეთა საცავის — სვერის დაუფლებას.

მაგრამ ლევან აბაშიძესაც „დამოუკიდებლად“, მეფისგან დაუკითხავად მოუნდომებია სვერის ციხის მიტაცება.

ყველას კი ქალმა დაასწრო — „მაჭავარიანის ქალმან“. ამ ქალმა (?) „მოიპარა“ სვერის ციხე.

ლევან აბაშიძემ სვერს მიაშურა, „რათა მიიღოს“ მაჭავარიანის ქალისაგან (ან ძალით წაართვას) სვერი.

მაგრამ ალექსანდრეს მიესწრო მისთვის.

ქალს სწორედ მეფისთვის ჩაებარებინა (არავინ იცის, ნებით თუ ძალით) ზურაბ აბაშიძის მემკვიდრეობა.

ზურაბ აბაშიძის მეორე დიდი ციხე იყო შროშას.

აქ ზურაბის ძე — ზაალ აბაშიძე იდგა მცირე ციხიონით.

ლევან აბაშიძემ იფიქრა, აქაც არ დამასწროს ჩვენმა გაუმაძღარმა მეფემო და ფრთაჭალედ მიუხტა შროშას.

ზაალ აბაშიძემ ბრძოლას გაცლა ამჯობინა და გაიქცა ქართლში, მამასთან.

დანატოვარ ციხეში ლევან აბაშიძე შევიდა.

ბარიბარს იყვნენ მეფე და თავადი: სვერი — ალექსანდრე მეფეს, შროშა — ლევან აბაშიძეს.

1752 წელი ახალი დამდგარი იყო.

მეფე ალექსანდრე მეხუთის სიხარბე და ბოროტება პირდაპირ საარაკო შეიქნა.

გელათის ტაძარში შევიდა და ხელთუქმნელი ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა.

რამდენიმე დღეში მძარცველი გვირგვინოსანი დაბრმავდა — „წამოსცვივდნენ ორნივე თვალნი“.

რაკი დაბრმავება ქურდობას დაერთო, ვიღას დააჯერებდი, რომ მეფეს გამწყრალმა ღვთისმშობელმა არ დაუშრიტა თვალთა სინათლე.

ასედაც იძახდა ხალხი: მეფეს ისევე „ამოუყარნა“ თვალნი წმინდა მარიამმა, როგორც მეფემ „ამოუყარნა“ ძვირფასი თვალნი ხახულის ხატსო.

„სასწაულებრივი დაბრმავებიდან“ ერთი თვის თავზე მეფე ალექსანდრე მეხუთე მოკვდა.

გელათის მიწას მიაბარეს კიდევ ერთი „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“, კიდევ ერთი, ალექსანდრედ წოდებული კრუხის პალო გვირგვინოსანი.

(ბაგრატიონთა იმერული ნაკადით: ყველა ალექსანდრე და ყველა გიორგი — მეფედ უჯერო და უვარგისი).

ალექსანდრე მეხუთეც „თამარის ეკვდერში“ დაკრძალეს.

საბოლოოდ მოიშალა „შვიდმნათობიერის“ წმიდა ძვალთა სამკვიდრებელი.

(საფიქრებელია ისიც, რომ დიდი თამარის წმიდათაწმინდა ნაშთებს შეერია ალექსანდრე მეხუთის უღირსი ძვლებიც).

რა გაეწყობა, — გელათის საღვთო მიწაც „ზოგად მიწასავით“ გულგრილი ყოფილა...

 

 

1.3 აზმა მესამე - შუა წუთისოფელი პატარა კახისა“

▲ზევით დაბრუნება


1.3.1 თუ?!

▲ზევით დაბრუნება


აზმა მესამე - შუა წუთისოფელი პატარა კახისა“

 

 

 

მაღლის მაღალსა მთაზედა

კურდღლისა სისხლი მდგარიყო,

ჩამოჩვეულა არწივი,

უსვამს და ვერა მძღარიყო,

ერეკლე ბატონიშვილი

ნაურვალ ცხენზე მჯდარიყო,

შამაუვლია ხმელეთი,

მაშინ-ღა ჩამომხდარიყო,

ხალხური

თუ?!

ისევ - აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოვხდეთ, ჩემო მკითხველო.

მაშ, არის მეთვრამეტე საუკუნის შუა სამანი და, გმირი მამა-შვილის გონებისა და ხმლის ძალით, ისევ პირველობენ (გინა — „ჰეგემონობენ“) კავკასიაში ქართლ-კახეთის სახელმწიფონი.

სახსრები მოშლიათ „ხანებს“, „ბეგებს“, „ბაშებს“, „ემირებს“.

ერანსაც აზანზარებს ქართველთა წინსვლა.

ისევ შესდგომია მუსლიმანური სამყაროს ცისგვამს „ქართული შიში“.

აღდგენილი არის აღმოსავლეთ საქართველოში „ქართველობა“.

დაძლეულ არის „ოსმალობა“. დაძლეულ არის „ყიზილბაშობა“. მაგრამ დასაძლევი არის „ლეკიანობა“.

უსაშველოდ ძნელი იყო ლეკთან ბრძოლა, გაცილებით ძნელი, ვიდრე თურქთან, გინა სპარსელთან, გინა არაბთან.

მონღოლის შემდგომ, არავისთან ისე საძნელო არ იყო ბრძოლა, როგორც ლეკთან.

ქართველთან პირისპირ შეხვედრაში ლეკს ყოველთვის სიკვდილი ან მარცხიანი უკუქცევა ელოდა, მაგრამ ლეკისთვის აუცილებელი არ იყო „პირისპირ შეხვედრა“. იგი მოდიოდა ქურდულად, მიპარვით, ჩასაფრებით, ანაზდაითი დაცემით და „მიხდომ-მოხდომით“.

მთავარი ის გახლდათ, რომ ლეკისთვის ყოველივე ეს — ქურდობა, ძარცვა, მიტაცება, ტყვევნა და ალაფალა — მიუცილებელი სასიცოცხლო „სამეურნეო დარგი“ იყო, ძირითადი და მთავარი დარგი, ურომლისოდაც მას, მწირი და ბერწი მიწის შვილს, არსებობაც არ შეეძლო.

ლეკის მთავარი საარსებო წყარო იყო ნაძარცვი, ნაქურდალი და ნატაცები. გამორჩევით — „მსოფლიო ბაზარზე“ ყველაზე დიდი „ლეკური საქონელი“ გახლდათ ტყვე ადამიანი, ხოლო „უმაღლესი ლეკური საქონელი“ — ქართველი ტყვე.

ამიტომ მოდიოდა ლეკი სათარეშოდ გასაოცარი თავგანწირულებით, სიკვდილთან შერიგებული, სიკვდილთან წილნაყარი.

ან სიკვდილი, ან მუდმივი თარეში. ასეთი იყო ტრაგიკული მოწოდება „ლეკური არსებობისა“.

სწორედ რომ ძნელი უნდა ყოფილიყო, უსაშველოდ ძნელი, ისეთ მტერთან ბრძოლა, რომელსაც ყოველდღიურ საარსებო-სამეურნეო ცხოვრების წესად სიკვდილთან წილნაყარი აბრაგობა გაუხდია.

ქართველი კაცის მთავარი საარსებო-სამეურნეო დარგი კი მიწათმეურნეობა იყო. ხოლო ომი მის ცხოვრებაში იძულებით ნაკარნახევი, „ნაძალადევი დარგი“ გახლდათ.

ლეკს სამეურნეო იარაღად ჰქონდა თოფ-დამბაჩა, ხმალ-ხანჯალი (ზურგიდან დასაკრავად) და თოკი (ტყვის ხელ-ფეხის გასაკრავად).

ქართველს „სამეურნეო იარაღად“ სამეურნეო იარაღი ჰქონდა — თოხი, ბარი, გუთანი და მისთანანი; მორჩა და გათავდა. ხოლო „საომარი საჭურველი“ მხოლოდ საომარი იყო, ესეც მორჩა და გათავდა. საომარი საჭურველი, რომლის მოპოვებას და მომარჯვებას მხოლოდ კაცთმაწყინარი უბედურება არგუნებდა ქართველ კაცს მთელი მისი საისტორიო თავგადასავლის გასწვრივ.

მოდიოდა ლეკი, „მეომარი-მეურნე“.

ხვდებოდა ქართველი „მიწათმოქმედი-მეურნე“.

მაგრამ იცოდა ლეკმა: მისი „საომარი მეურნეობა“ მასვე სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, თუ „სამიწათმოქმედო მეურნეობას“ თავმიცემული ქართველი კაცი გუთნის ხელიდან გაგდებასა და ხმლის მოხელთებას მოასწრებდა!

თუ მოასწრებდა!

თუ!

დიახ, „თუ მოასწრებდას“ იმედად მოდიოდა ლეკი „საომარ. სამეურნეოდ“.

და თანვე იცოდა ლეკმა: ათიდან შვიდჯერ მაინც მოასწრებდა ქართველი კაცი გუთნის დაგდებას და ხმლის აღებას; მაშ, ათიდან შვიდ სიკვდილს ვერ აიცდენდა ლეკი, მაგრამ მაინც მოდიოდა იგი, სიკვდილთან წილნაყარი, მოდიოდა ათიდან „სამი იღბლის“ იმედად, მოდიოდა; ვინადგან სხვაგვარად არსებობა არც შეეძლო და აღარც უნდოდა.

ან თარეში ნადავლიანი, ანდა სიკვდილი!

მაგრამ ქართველსაც ათიდან „სამი ვერ მოსწრება“ ძალიან ძვირი უჯდებოდა, ვინადგან განუწყვეტლივ, ცისმარე და დღენიადაგ მოდიოდა ლეკი — ან ნადავლისთვის, ან სიკვდილისთვის!

(თითქოს, რაღაც აუხსნელ, მისტიურ განგებას დაეწყევლა და დაერისხებია ლეკისთვის: ან ქართველი მოეტაცებია, ან ქართულ ხმალს შეკვდომოდა!

ჭეშმარიტად — ლეკის ბედისწერა იყო ქართველი!

ჭეშმარიტად — ლეკის „პური არსობისა“ იყო „ქართული ლუკმა“.

აქედანვე მისი ბუნებრივი „საარსებო მოწოდება“: ან უნდა ვიპყრო ქართული ლუკმა, ან უნდა ვიქცე ქართულ ხმლის ლუკმად!). - მაშ, საჭირო იყო ათიდან ათივეჯერ მოესწრო ქართველს უქარქაშო ხმალის აღება!

უნდა მოესწრო, მაგრამ მხოლოდ მაშინ მოასწრებდა, თუ იგი სამუდამოდ დააგდებდა და დაივიწყებდა გუთანსაც, თოხსაც, ბარსაც, საჭრეთელსაც, კალამსაც, ყალამსაც და ლეკივით მარტო ხმალსა და თოფს გაიხდიდა „სამეურნეო იარაღებად“.

ხოლო, თუ ამას იქმოდა, მაშინ ქართველიც აღარ იქნებოდა ქართველი.

ამიტომაც იყო ასე:

მოდიოდა ლეკი ლეკად.

ხვდებოდა ქართველი ქართველად.

ლეკისთვის მთავარი იყო — ქართველს არ მოესწრო ხმლის აღება.

ქართველისთვის მთავარი იყო — ყველაფერი მოესწრო: ყანაც, ვენახიც, ბაღიც, ბოსტანიც, შენებაც, წიგნიც, კალამიც, ძერწვაც, ხატვაც, და... ხმალის აღებაც!

მთავარი იყო, „თუ მოასწრებდა“!

თ უ!

სხვა საშველი არარა სჩანდა სპარსულ-თურქული მოწოლისა და შინათავადური დაქუცმაცება-დანაკუწების ჟამს.

1.3.2 გარდამოსვლა ყოველი ლეკისა

▲ზევით დაბრუნება


გარდამოსვლა ყოველი ლეკისა

ქართლ-კახეთის აღმმეფე „წვრილი ერისა“და ზაფრა შეიტანა ჭარსა და დაღესტანში. - ჭარის ლეკობა ქართულ მიწაზე იჯდა და ქართული ხმალი იქ ხშირად და მაძღრისად იმკიდა „მოსამკელს“. მაგრამ დაღესტანს თვით დაღესტანში ჯერ არ ეგემნა სიმწვავე და სიმწარე ქართული ფოლადლეულისა.

ახლა კი აედგა ფეხი დაღესტანში შიშრეულ ზრინვას: ვაი, თუ ქართველები თვითონ გადმოვიდნენ დაღესტანსო!

და იქნებ სჯობდეს, სანამ ქართველები დაღესტანს გადმოვიდოდნენ, დავასწროთ და ჩვენ გადავიდეთ ქართველებთანო!

ჰო, სწორედ სჯობია ჩვენ „გადავიდეთო“, თორემ...

„თუ ჩვენ არ გადავალთო, ქართველი ჯარი აქ დაღისტანში გარდმოვლენო“, — დაასკვნეს და დაბეჭდეს ლეკთა ბელადებმა, ყველამ, — „რაც დაღისტანში ბელადი იყო“.

თეიმურაზი და ერეკლე კი დიდი აღმშენებლობითი საქმეებით იყვნენ გართულნი.

ციხისა და ქალაქის გამყოფი გალავანი მოშალეს ტფილისში. ციხე ციხედ დატოვეს და ქალაქი „გაამთელეს“ (ყიზილბაშური ბატონობის შხამიანი ხსოვნა იქნებ როგორმე ამორეცხილიყო ტფილისელთა ფიქრთმეტყველებიდან).

თეიმურაზმა ქვემო ქართლის დანგრეულ და დარეცილ ციხეთა ასაშენებლად დიმიტრი ორბელიანი გაგზავნა. ორბელიანმაც „ისმინა ბრძანება და აღაშენა მალიად ციხე შულავრისა, ციხე მარნეულისა და ციხე რატევნისა, დააყენა მეთოფენი მცველად და დაასახლნა გლეხნი, რაოდენი დაიტევდნენ ციხენი ესენი“.

მტკვრის პირას ახალი სამეფო სასახლე აღაშენა ქართლის ხელმწიფემ — „შვენიერი და შემკული ყოვლით კერძო“.

ერეკლემ მიწისძვრისაგან დაქცეული ალავერდის ტაძრის აღდგენა დაასრულა (ადრე დედამისმა თამარმა დაიწყო იგი).

ქართული სულისა და სჯულის „აღმშენებლობასაც“ შესდგომოდნენ მეფენი და ანტონ კათალიკოსი. ადრე, „დრო და ჟამის შესაფერი“ კარნახით გათათრებული და ერანელთა წინაშე ჩოქვით მუხლებგადატყაული ქართველი არისტოკრატები ისევ „ქართველობას“ უბრუნდებოდნენ, ხელახლა ინათლებოდნენ „კვლავ-ქრისტიანდებოდნენ“, „თათრობისგან“ იწმინდებოდნენ.

და ისევ იდგა 1750 წელი, როცა თეიმურაზსა და ერეკლეს მოახსენეს, დაღესტნის ლეკები წამოსულან, ჭარელი თანასისხლიერნი აუყოლიებიათ და ყველანი ერთად ქართლ-კახეთის დასარბევად მოილტვიანო.

შეჰყარეს ჯარები მამამ და შვილმა.

მაღაროსთან დადგნენ ბანაკად.

კახთა და ქართლელთა „შეყრილობის“ ამბავი რომ შეიტყვეს, ლეკებმა „ვეღარ გაბედეს გარდამოსვლა და უკუდგნენ“.

თეიმურაზმა და ერეკლემ ლაშქარი დაშალეს და ისევ შინაურ საქმეებში ჩაიძირნენ.

მეორედ წამოემართნენ დაღესტნელნი და ჭარელნი „გარდამოსვლად“ ქართლსა და კახეთს.

ისევ ფრთამალედ შემოიყარეს თეიმურაზმა და ერეკლემ ქართლ-კახური მხედრობა და ბანაკად დადგნენ ხაშმს.

ისევ უკუიქცა და „მოიმალა“ ჯარი „ყოველი ლეკისა“.

მამა-შვილიც წავიდ-წამოვიდა, თეიმურაზი ტფილისს, ერეკლე — თელავს.

მაგრამ სანამ თელავს მივიდოდა, ერეკლემ გზაზე შეიტყო, ლეკთა ჯარი, ქართველებს რომ „მოშლილი“ ეგონა, თუშეთს მიხდომოდა სარბევ-საძარცვავად.

ლეკებმა ხმალი შემოგვბედესო?!

სასტიკი ხმალთაკვეთებით გამოუხდნენ თურმე თუშები მომხვდურებს.

ერეკლემაც აუსწრო „სამთო-საარწივო“ ბრძოლას.

ლეკებმა მკვდრები და დაჭრილები დაყარეს და დაღესტანს გადაიხვეწნენ.

გაგრძელდა, დაბერდა 1750 წელი.

მესამედ დაიწყო „გარდამოსვლა“ იმ წელს ლეკთა ჯილაგმა:

გულსრულად და რიცხვსრულად მოდიოდნენ. „რაც დაღისტანში ბელადი იყო, სულ შეყრილიყვნენ, დიაღ დიდის ჯარებით“.

ასედაც მოახსენეს შიკრიკებმა ცალკე ერეკლეს და ცალკე თეიმურაზს: „ლეკის ჯარი ამისთანა არასდროს არ გარდმოსულაო“.

ჭარში მოვიდნენ დაღესტნელნი.

პირობისამებრ, „ჭარელნიც შეეყარნენ, ჯარსაც უსადგურეს, ულუფაც მისცეს“ და მას უკან ყველა ერთად დაიძრა ალაზნისკენ.

შვიდი ათასი მარტო ცხენოსანი მოთქარუნობდა, ორი იმდენი ქვეითი ლეკი მოსდევდა, „ქართულ საშოვარზე“ გახელებულნი.

ქიზიყს შემოიჭრნენ.

აფთრულად დაუხვდა მოურავი თამაზ ანდრონიკაშვილი, ქიზიყელთა ლაშქრით.

ერეკლეც მოიჭრა გაალმასებით.

თოფები შემოიხარჯეს და ხმლებს მისწვდნენ მოპირდაპირრენი.

ხმლებს გაექცნენ ლეკები.

მეორე დღეს ისევ შეიბნენ, სისხამ დილაზე.

იმ დღესაც უებრო გმირები იყვნენ ერეკლე მეფე და თამაზ ანდრონიკაშვილი.

ისევ აჩვენეს ზურგი ლეკებმა.

ჭარში გადაშლიგინდნენ დამარცხებულნი.

„მაგრამ ასეთი ჯარი იყო ლეკისა, რომ ამ დამარცხებით არ გაბრუნდებოდნენ“.

ჭარელებიც მტკიცედ ჩაფრენოდნენ დაღესტნელებს: ძმები ვართ, ბოლომდე ძმებად უნდა დავრჩეთ და მარტო არ დაგვყაროთ ქართველთა შურისსაძიებლადო.

კარგი, დავრჩებითო, — თქვეს დაღესტნელებმა, — მაგრამ სანამ „საქართულოდ“ ძალას მოვიკრებდეთ, მანამ ყაზახს შამოვჰკრათო.

და მიუხდნენ ყაზახს ლეკები, სასტიკად დაარბიეს, გაძარცვეს და ააწიოკეს.

თეიმურაზ მეფემ მოატანა საგარეჯოს, ქართლელთა ჯარით. იქ შეაგებეს ყაზახის აწიოკების ამბავი.

გული აუდუღა მეფეს ქვეშევრდომი ქვეყნის წახდენამ.

საგარეჯოდან წავიდა თეიმურაზი და ერეკლეს შეუერთდა. მაღაროს დადგა ქართლელთა და კახელთა ბანაკი.

ყაზახის დარბევით „სისხლშევსებული“ ლეკები ისევ მოვიდნენ ქართულ მიწაზე, ივრის ხეობაში — „მოვიდნენ მოპარვის გვარად, ვითარცა არს მარადის ჩვეულება მათი“. მოასწრეს კიდეც: „მოარბიეს ელები და მრავალი იშოვეს ტყვე და საქონელი“.

მოახსენეს თეიმურაზს და ერეკლეს: „ლეკის ჯარი იორზე ჩამოვიდაო“.

ამხედრდნენ და აამხედრეს ჯარები მეფეებმა.

შირაქი ჩაიარეს. გზა-გზა ყოველი მიმოსავალი შეკრეს და მტრის ნაკვალევიც უტყუვრად მოიგერშეს.

გამოჩნდნენ ლეკები. ქართველთა წამოსვლა შეეტყოთ და სამხრეთისკენ გაქცეულიყვნენ, იორის გასწვრივ.

ცხენები ააჩქარეს ქართველებმა.

ლეკებმაც უმატეს სრბოლას.

ნახევარი დღე და მთელი ღამე გაგრძელდა სრბოლა.

მომდევნო დღეს განთიადზე, იორისა და ალაზნის შესაყარზე, ზედ დანღისთან, წამოეწივნენ ქართველები ლეკებს.

დანღისს გაღმა შაქი-შირვანის სახანო იწყებოდა.

ხოლო, შაქის ხანი, ჰაჯი ჩალაბი...

ჰაჯი ჩალაბი, ალბათ, ლეკებს „ეიმედებოდა“ და... ქართველთა გამოწვევა მიიღეს დანღისს მიმწყვდეულმა ლეკებმა.

ერეკლემ მამას სთხოვა, ალაზნის გამოღმით „მეფური მორჭმულობით“ დაბრძანებულიყო, ბრძოლის ცქერით „დამტკბარიყო“, ხოლო ბრძოლის მეთაურობა მისთვის მიენდო.

თეიმურაზი, საომარ საქმეთა განსრულების ჟამს, „ურჩი მამა“ არ გახლდათ.

მან კარგად იცოდა თავისი „უპირატესობა“ შვილის მიმართ და შვილისა მის მიმართ: მამა „საპოლიტიკო“ განჭვრეტა-გარიგებაში სჯობნიდა შვილს, ხოლო შვილი საომარ ველზე სჯობნიდა მამას.

ახლაც ერეკლეს „სამჯობინარო ასპარეზი“ იყო გაშლილი და თეიმურაზმა მიიღო შვილის თავაზიანი რჩევა და დაბრძანდა ალაზნის პირას „მეფური მორჭმულობით“.

ერეკლემ ჯარს მიაშურა ფიცხელი ნავარდით.

ლეკებიც აძაგრულიყვნენ საომარი ცეცხლით და ჟრჟოლვით.

მაშ, ბრძოლა დანღისთან.

1750 წლის 28 ოქტომბერი. მზემ წვერი აჰკრა და დაიწყო ომი.

ბრძოლა „ფიცხელი“, ისეთი, „რომ უფროსი ომი აღარ იქნებოდა“.

გლეხის სადილობამდე წონასწორად იძვროდა ბრძოლის სასწორი.

მას უკან ერეკლემ გამოჰგლიჯა ხელიდან ომის ღმერთს „სასწორი იგი“.

ქართველებმა გასტეხეს ლეკთა სიმკვრივე და უკუაქციეს სასტიკი ჩეხვით.

ხმელეთი შემოელიათ და ალაზანს მისცეს თავი ლეკებმა.

გაალმასებით გამოენთნენ ქართველნი.

გაქცეულები ვეღარ არჩევდნენ ფონსა და მორევს.

მისდევდნენ, სჩეხდნენ და წყალში ახრჩობდნენ გააფთრებული ქართველები ლეკებს.

ალაზანსა და აგრისს შუა ამართულ მთაზე გააღწიეს და თავშესაფრად შეცვივდნენ შიგ ლეკები.

მთაზე ცნენი არ ივარგებდა, ერეკლემ ჯარი დააქვეითა და ისევ გაუძღვა საიერიშოდ. იგი კვლავ „მოწინავეს ჯარში ბრძანდებოდა და ისე აბრძოლებდა და აძლიერებდა წყალობისა სიტყვით“, რომ ისედაც ბრძოლის ცეცხლით გახელებული მეომრები მეფის სიჩაუქით და გამამხნევებელი შეძახილებით უარესი სიმძაფრით და თავდავიწყებით ეტევებოდნენ მტერს.

ომი დასრულდა.

ქართველებს დიდი გამარჯვების კვერთხი ეტვირთათ.

ლეკები ისე დაირეცნენ, მათგან „მატყვიცა ვერღარა განერა“.

ერეკლემ შვიდასი „დარჩეული“ ლეკის თავი და ათასხუთასი „ნალეკარი“ ცხენი მოართვა მამას.

ქართველებმა რომ ერთჯერ კიდევ „ამისთანა გამარჯვება და ძალიანი ხმალი“ აჩვენეს, მაშინვე მოლოცვის, „ერთგული ყმობისა და ქვეშევრდომობის“ წერილები მოაყარეს თეიმურაზს და ერეკლეს მათს „მფარველობაში“ აყვანილმა მოხარკე ხანებმა. მოულოცეს, „მოართვეს მოსართმევი და შეასხეს ქება“ მათ „პატრონ“ მეფეებს.

მომლოცველთა შორის აღმოჩნდა ისეთი მბრძანებლის ელჩიც, რომელიც ქართველ მეფეთა ქვეშევრდომად არ ითვლებოდა (იქნებ მათ თავსაც უტოლებდა), მაგრამ მაინც „წრფელი თავაზით“ ულოცავდა და ასხამდა ქებას „დიდებული მეზობლების“ კიდევ ერთ „დიდ გამარჯვებას“.

ეს იყო ისევ ჰაჯი ჩალაბი,

შაქი-შირვანის ხანი,

წარმომავლობით სომეხი,

სულით, გულით და ფიქრმეტყველებით ლეკი,

სარწმუნოებით მაჰმადიანი-სუნიტი,

გონებით და მკლავით ძლიერი,

ზნით ცბიერი, მზაკვარი, გველაძუა, მანქანიერი.

 

 

1.3.3 ბედისწერა ცთომილებისა

▲ზევით დაბრუნება


ბედისწერა ცთომილებისა

ერანში მაშინ ისევ შაჰ როჰი ხელმწიფობდა, ნადირ შაჰის შვილიშვილი.

არც შაჰ როჰს შეეძლო „უქართველებოდ“ და სასწრაფოდ წარმოეგზავნა საქართველოში მოლოცვა და მოსართმეველი ლეკებზე გამარჯვებისათვის. რაც მთავარია, შაჰ როჰი აგზავნიდა საგანგებო რაყამს, რომელიც თეიმურაზ ქართველთა მეფეს აცხადებდა „ერაყისა და ადრიბეჟანის სპასალარად“, ხოლო ერეკლეს მის ნაიბად, გინა თანაშემწედ.

ეს კიდევ ახალი გამარჯვება იყო ქართველებისა.

ზეიმს ზეიმი გადააბეს მეფეებმა.

მას უკან, ის წელიწადი ქორწილით დაასრულეს.

ერეკლე მეფემ, მესამე ქორწინებით, ცოლად შეირთო ოტია დადიანის ასული დარეჯანი.

„იყო შვიდ დღესა და ღამეს შვება და განცხრომა უზომო“. ქორწილს ქვეშევრდომი ხანებიც ესწრებოდნენ.

მოპატიჟებული იყო შაქი-შირვანის ბატონიც.

მაგრამ „თავის მაგიერ“ ძმისწული გამოეგზავნა ჰაჯი ჩალაბს, ასკაციანი ამალით, მოლოცვით და მოსართმეველით.

(ეტყობოდა, თვითონ უფრო „დიდი საქმით“ იყო დაკავებული ჰაჯი ჩალაბი!).

საგანგებო წერილით შაქის ბატონმა ქართველ მეფეებს, „ დააჯერა ფიცით ერთგულობა თვისი“.

არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება თეიმურაზს და ერეკლეს: რატომ იყო მაინც და მაინც ასე მოწადინებული და თავგამოდებული ჰაჯი ჩალაბი ერთგულების მტკიცებაზე, როცა მას არავინ სთხოვდა არც ფიცსა და არც მტკიცს.

დანღისის მარცხმა ლეკები დაარწმუნა, რომ ამიერიდან ქართველთა წინააღმდეგ „ჯარად გამოსვლაზე“ ხელი აეღოთ და ისევ „ქურდად ხდომაზე“ გადასულიყვნენ.

ხოლო ქართველი მეფეები დანისის გამარჯვებას იმოდენა მნიშვნელობას აძლევდნენ, რომ ამიერიდან ქართულ მიწაზე

სამუდამოდ უნდა მოშლილიყო ლეკთა „ჯარობაც“ და „ქურდბაცაცობაც“.

საქმე იმაში გახლდათ, რომ თეიმურაზი და ერეკლე ახლა თვითონ ემზადებოდნენ ჭარზე სალაშქროდ, ლეკთა ბუნაგების დასანგრევად, ერთჯერ და სამუდამოდ მოსაშლელად, მოსათხრელად და აქაური ქართული მიწა-წყლის კვლავ საქართველოს სამანებში მოსაქცევად.

ახლა მხოლოდ ჭარი დაგვრჩა „მოსავლელიო“, — ბეჯითი რწმენით ამბობდნენ მეფენი. ვითომ „ჭარს გარდა მტერი აღარავინ ჰყავდათ“.

ყაზახი ჩვენია,

ბორჩალუ ჩვენია,

ერევანი ჩვენია,

განჯა ჩვენია,

ყარაბაღი ჩვენია,

ნახიჭევანი ჩვენია,

ხოლო, შაქი-შირვანი…

შაქი-შირვანი და მისი „სხვანაირი“ ბატონი ანგარიშში არ ჩაუგდიათ.

ან თუ „ჩაუანგარიშებიათ“, ისე რომ — ჯერ ჭარს მოინელებდნენ და მერე შაქსაც მიაყოლებდნენ.

(აკი შაქი-შირვანიც ხომ საქართველოს ყმა იყო, ხშირად და მეტნაკლებ დროით).

მაგრამ ეს კი აღარ გაუაზრებიათ მეფეებს, ჰაჯი ჩალაბი ასე იოლი „მისაყოლებელი“ რომ არ უნდა ყოფილიყო.

არც ის შეუტყვიათ, ჰაჯი ჩალაბის ღამეული ფაიქები რომ მიმოქროდნენ ნუხას, ჭარსა და განჯას შორის.

1751 წლის თებერვალი.

ჯარები შემოიყარეს ქართველმა მეფეებმა.

განჯა-ყარაბაღისა და ყაზახ-ბორჩალუს ხანებიც მოწვეული ჰყავდა თეიმურაზს თავიანთი ჯარებით.

იორზე შეერთდნენ ქართლ-კახელთა და „ქვეშევრდომ თათართა“ მხედრობანი.

„გულთბილი“ გამარჯობა-გაგიმარჯოსა და სალამ-ქალამის შემდგომ, პირდაპირ დაიძრნენ ჭარისაკენ.

მოცვივდნენ და ფეხებში ჩაუცვივდნენ მეფეებს ჭარელი - მოციქულები — თქვენი მონები ვართ, მონებად დავრჩებით, ოღონდ ლაშქრობაზე ხელი აიღეთო.

ქართველ გვირგვინოსნებს ჭარ-ბელაქანის, ანუ კაკ-ენისელის ქართულ მიწაზე ლეკი არც „მონად“ უნდოდათ, არც „ყმად“ და არც „მეზობლად“. ლეკის ფესვის ამოსაგდებად მიდიოდნენ ისინი ჭარში. ამიტომ უარით გააბრუნეს ლეკის ელჩები.

ალაზანს მიადგნენ მეფენი. „ფადარში ხიდი გადვეს“. მეწინავე სადროშო, ქვემო ქართლის ჯარი, რევაზ ორბელიანის სარდლობით, პირველი გადავიდა ხიდზე. ამათ ქიზიყელები მიჰყვნენ, თამაზ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

და ახლა შეიტყვეს ქართველებმა: მთელი ჭარ-ბელაქანის მოსახლეობა დედა-ბუდიანად „გამქრალიყო“; „ზოგი სიმაგრეებში შესულიყო და ზოგი ჰაჯი ჩალაბის ქვეყანაში დახიზნულიყვნენ.

ჰაჯი ჩალაბიო?!

მაშ, ნუხელ ხანს დაუდევს „მფარველობის ხელი“ ჭარისათვის!

მაშ, ჰაჯი ჩალაბი...

მაგრამ დიდი ბჭობა და განსჯა სრულებითაც არ ყოფილა საჭირო.

თვითონვე გამოუგზავნია კაცი ჰაჯი ჩალაბს. ის კაცი ახლა ქართველი მეფეების წინაშე დგას და ცივი ხმით კენჭავს მისი ბატონის ცივ სიტყვას:

„თუ მოეცლებით და მოეშვებით ჭარელთა, ხომ კარგი, თუ არა და, ჭარელებთან ახლა მეც ვდგავარ და თუ ამოწყვეტაა, მეც ჩემი ქვეყნით მაგათთან ერთად ამოვსწყდებიო“.

ნათლად იყო ნათქვამი, — ნათლად, პირდაპირ, შემტევად, სწორედ „ლეკურად“.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა ქართველთა ბანაკში ჰაჯი ჩალაბის სიტყვა, ამ სიტყვის ტოლად არც კი მიაჩნდათ თეიმურაზს და ერეკლეს ნუხის კანი. ძალიანაც იუკადრისეს — „ეს მუქარა და ამაყიანი სიტყვა“ როგორ შემოგვბედაო, და იქვე გადაწყვიტეს „გათავხედებულის“ დასჯა.

ქვემო ქართლისა და ქიზიყის ჯარები უკანვე გადმოიყვანეს ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ხელახლა შეერთდნენ, დალაგდნენ და დაიძრნენ.

ახლა ჭარზე კი არა, პირდაპირ ჰაჯი ჩალაბის საბატონო: მაქი-შირვანისაკენ მიჰყავდათ ჯარები გაჯავრებული. ქართველ მეფეებს.

ერთი დღე იარეს და „მეორე დღეს ჰაჯი ჩალაბის მამულში გადავიდნენ“.

კიდევ ერთი დღეც და ქართველები მიადგნენ აგრი-ჩაის.

და უეცრად მათ წინაშე „მიწიდან ამოძვრა“ თვითონ ჰაჯი ჩალაბი; უკან შაქისა და შირვანის მხედრობა უდგა, მარჯვნივ კაკის სულთანი, მარცხნივ ჭარელი ლეკები, „ქუდზე კაცით“ გამოყრილნი სააბრაგო ბუდეებიდან.

სულ ცხენოსნებად იდგნენ.

ქვეითთა ჭაჭანებაც არ ჩანდა.

(არც ამაზე უფიქრიათ მეფეებს...)

მყისვე საომრად დალაგდნენ ქართველები: წინ, გვერდიგვერდ — ქვემო ქართლელნი და ქიზიყელნი, რევაზ ორბელიანისა და თამაზ ანდრონიკაშვილის სარდლობით, მარჯვნივ -ზემო ქართლელნი, მარცხნივ — მუხრანელნი, ზურგში — სამეფო ლაშქარი და „თათრული ჯარები“.

წინაკერძს ერეკლე დაუდგა პირველ წერტილზე, უკანაკერძს — თეიმურაზი...

მაშ, აგრი-ჩაი, 1751 წლის 15 თებერვალი, სუსხიანი ორმაბათ-დილა.

ძგერა-კვეთება უმძაფრესი და უსასტიკესი. შუაგულს მიაწვა გაალმასებით ერეკლე მეფე.

მძლავრად უტევდნენ რევაზ ორბელიანი და თამაზ ანდრონიკაშვილი, — „ასე იყვნენ, ქება აღარ უნდა“.

ჰაჯი ჩალაბს მიაშურა ერეკლემ.

ჰაჯიმ ცხენი გაატრიალა და გაფრინდა.

მოწყდა სრულად ლეკთა მხედრობა და გაჰყვა მის ბატონს დაოთხებული.

გამოედევნენ ქართველები ყიჟინით და უწყალო ჩეხვით.

ცვივოდნენ და ირეცხებოდნენ ლეკნი.

მალე უნდა „დასრულებულიყო“ კიდეც ბრძოლა, მაგრამ...

მაგრამ უეცრად მოხდა „სასწაული“. ცხენოსან ლეკებზე დევნაში გართულ ქართველებს ყოველის მხრიდან ზარისმტეხელი ყიჟინით მიესივნენ „მიწიდან აღმოხდენილი“ ლეკთა ქვეითი ჯარები.

თურმე „ჩასაფრების ხერხზე“ აეგო თავიდან ბოლომდე ბრძოლა ჰაჯი ჩალაბს.

ხოლო მეფეებს ვარაუდიც არა ჰქონიათ ამ უძველესი და უმარტივესი საომარი „ხერხისა“, ქართველები რომ „წინა-უკანას“ ეძახდნენ.

(არა და, რამდენჯერ წაუგიათ „პატიოსნად მეომარ“ ქართველებს ბრძოლა ასე „უპატიოსნოდ“ დაგებული „წინა-უკანას“ წყალობით!).

თურმე ჰაჯი ჩალაბი ბრძოლას მაშინ იწყებდა, როცა იგი ქართველებს ლამის დამთავრებული ეგონათ.

შემოესივნენ ჩასაფრებული ქვეითი ლეკები ქართველებსა და მყისვე ჰაჯი ჩალაბმაც შემოაბრუნა „თანატოლვილი“ მხედრობა.

გატყდნენ, შედრკნენ ქართველნი. ამაოდ ამხნევებდა ერეკლე გულგატეხილებს.

თეიმურაზმა ბრძოლაში ჩააბა სამეფო კარიც, ყაზახ-ბორჩალუსა და განჯა-ყარაბაღის „თათრობაც“.

გული მოიცეს მეწინავე ქართველებმა და ისევ მხნედ მიეტევნენ სამის მხრიდან გააფთრებით მომდინარე მტერს.

„მიმართეს ძლიერად და ორი და სამიცა დასტა დაამარცხეს. ჰაჯი ჩალაბისა ქართლელ-კახთა და ორი ძლიერი სანგარიც დააგდებინეს“.

მაშინ მოპირდაპირის მარჯვენა ფრთისკენ წამოუძღვა თავის მხედრობას ჰაჯი ჩალაბი. აქ თათართა ჯარები იდგნენ სქელ კედლად განჯის ხანის სარდლობით.

და, როგორც კი ჰაჯი ჩალაბი მოუხდათ, მაშინვე, თოფისა და ხმლის „უკრავად“, ბრძოლიდან გაიქცა განჯის ხანი შავერდი, გაიქცა და გაიყოლია მაჰმადიანთა სრული მხედრობა უკანმოუხედავი სრბოლით.

მერე შეიტყობენ ქართველები, საიდანაც დაწყებულიყო ქვეშევრდომ მუსლიმანთა ღალატი: თურმე წინასწარ ყოფილან გარიგებული ჰაჯი ჩალაბი და შავერდი ხანი — როგორც კი ნუხელი შეუტევდა, განჯელი ქართველებს მიატოვებდა და ბრძოლის ველს გაეცლებოდა.

არც ასეთი ღალატის გერში აუღიათ ქართველ მეფეებს.

ღალატმა კი თავისი გაიტანა. ქართველები აირდაირივნენ და ბრძოლას გამოექცნენ.

ძალიან „ეცადნენ ორივე მეფენი“, მაგრამ „ჯარი ვეღარ დააყენეს“ და „გამოიქცა ჯარი, ვერსად შემაგრდა“.

ფრთა გამოისხეს ლეკებმა და გამოეკიდნენ გამოქცეულებს სასტიკი ცემით.

ალაზნამდე სდიეს და ხოცეს. ალაზანში გადმოეშვნენ ქართველები.

ხოლო, „ვინაც ქვეითი კაცი ალაზანს ვეღარ გამოვიდა, სულ დარჩათ ლეკთა“ — ზოგი მკვდარი, ზოგი ცოცხალი.

ზოგიც მდინარემ ჩაითრია და ჩაიხრჩო „თავის წილად“.

უცხენონი ცხენიანებს ეჭიდებოდნენ და ყველანი ერთად იძირებოდნენ.

ლამის ერეკლეც დაღუპულიყო. მის ცხენსაც ფუტკრის ბარანივით მისეოდნენ ქანცდალეული ჯარისკაცები.

მივარდა პაპა ბებურიშვილი და, „მოსწყვიტა კაცნი“ მეფის ცხენისგან.

ნაპირს მიატანა ერეკლემ, მაგრამ ახლა შლამიან მიწაში ყელამდე ჩაიძირა ცხენი.

ძლივს გადმოასწრო მხედარმა.

ფეხით ამოფორთხდა და ფეხით გაუყვა ბოღმით ატირებული.

მხედარი წამოეწია, უმალვე დაქვეითდა, ცხენი მიართვა. „მიირთვი და შებრძანდი, მეფევ ბატონო!“

„რომელი ხარ?“ — ჰკითხა მეფემ.

„მაჩხაანელი გლეხი გახლავარ, დათუნა ბოსტაშვილი“.

ერეკლე ცხენზე შეჯდა. „მადლობელი ვარ, ჩემო ერთგულო!.. ოღონდ ქალაქში უნდა მესტუმრო!“ — უთხრა ბოსტაშვილს, მადლიერი ღიმილით.

„შენი სიცოცხლე ნუ მოგვიშალოს მაცხოვარმა, დიდო მეფეო! “

ერეკლემ ცხენს მათრახი სწყვიტა.

ასე განესრულა „შავი ორშაბათი“ 1751 წლის 15 თებერვლისა.

მძიმედ დამარცხებულნი ბრუნდებოდნენ ქართველები.

„დაუმარცხებელთა“ პირველი დიდი მარცხი!

მიზეზნი მარცხისა — განჭვრეტის სისუსტე მეფეებისა და ღალატი ქვეშევრდომი მაჰმადიანებისა.

ხოლო, ხალხში ეს ლექსი დაიბადა და დარჩა სამარადჟამოდ:

ერეკლემ, ჩვენმა ბატონმა, შეჰყარა დიდი ჯარია, <br>

ორპირ აავსო ქიზიყი, ხელთ მისცა წინამხარია,

ალაზანს გასდო ჯაშირი, ზედ გადის ჩვენი ჯარია,

ალაზანს გაღმა გავედით, პატარა ნაბაღჩარია,

შიგ იმამი დამალულა ჭარბელაქნელთა ჯარია.

მივედით — გამოგვაქციეს, როგორც ნადირმა ცხვარია,

ბატონსა ცხენი მოუკლეს, ფერდში ჰკრეს ზარბაზანია,

ქვეითი მოჩანჩალებდა ჩვენი ერეკლე-ხანია,

ქვეითი მოჩანჩალებდა, ხელში ეჭირა ხმალია,

ეს ბოსტაშვილი დათუნა ცით ჩამოსული ჯარია,

ბატონსა ცხენი მიართვა, ოთხითაც დაჭედილია.

– ცხენზედ შებრძანდი ბატონო, თუ გიყვარს ჩემი თავია!

ცხენზედ შებრძანდა ბატონი, ქვეშ უქრის ნიავ-ქარია,

ერთი მათრახიც გადაჰკრა, ქიზიყს ამოჰყო თავია.

– დათუნი, ქალაქს ჩამოდი, თუ გინდა საჩუქარია!

ქალაქს ჩავიდა დათუნა ეხვევა დედოფალია:

— შენი ჭირიმე დათუნი, შენ მამირჩინე ქმარია,

აზნაურობა უბოძა, მამული საკუთარია.

 

 

1.3.4 „კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელი იყო

▲ზევით დაბრუნება


„კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელი იყო

„კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელი იყო თურმე შეგვძლებია „ქართველი ლომების“ დამარცხებაო, — და გათამამდნენ ლეკები ფრიად.

ისევ აიწყვიტეს და წამოვიდნენ თარეშად — ყაზახს, ქართლსა და კახეთს. შემოიჭრნენ და „მრავალი ადგილი წაახდინეს“.

აგრე არ უნდაო და, ისევ გაუხტთ ერეკლე მეფე. მანავთან მიუსწრო მოთარეშე ლეკთა ჯარს. მიესივნენ კახელნი და ისე ასწყვიტეს, მოამბეც აღარ გაუშვიათ ლეკთაგანი.

მეორედ, „სხვა ჯარი ლეკისა“ ავჭალას დაეცა, გაძარცვა და გაიქცა.

ქართლელთა ჯარი შემოიყარა თეიმურაზმა.

ერეკლემაც მოუსწრო კახეთიდან. მარტყოფთან შეიყარნენ და გამოედევნენ ლეკთა ლაშქარს.

ივრის ნაპირას წამოეწივნენ და „რისხვა ღვთისა დასცეს“, ორასი ლეკი დააწვინეს და დახლიწეს, ას სამოცი ტყვედ აიყვანეს. აბრაგთაგან მცირეოდენმა გაასწრო ქართულ ხმალს.

მესამედ საგურამოს დაეცა ლეკთა ჯარი, გაძარცვა და გაიქცა.

ისევ გამოედევნენ მეფენი, წამოეწივნენ, ასჩეხეს, აკუწეს, სიკვდილს გადარჩენილმა ლეკებმა ნაძარცვი მიატოვეს და გადაიხვეწნენ.

ლეკები კვლავ დააშინეს ქართველებმა, მაგრამ „ამა ამბავთა შინა წამოთამამდნენ ყიზილბაშნი და მოინდომეს მტრობა ქართლისა“.

ასპარეზზე გამოჩნდა აზატ-ხან, ტომით ავღანი, ერანის ტახტის მაძიებელი, მამაცი და თავზეხელაღებული მხედარი.

აზატ-ხანი აზერბაიჯანში ბატონობდა ავღანთა და უზბეკთა ჯარებით, იგი შაჰროჰის ყაენობას არ სცნობდა და თვითონ მიილტვოდა ყაენობისაკენ. გამორჩევით იმას გაერისხებინა აზატ-ხანი, შაჰ როჰმა რომ თეიმურაზი და ერეკლე აზერბაიჯან-ერაყის სპასალარებად დანიშნა.

აღჯდა საომარ ცხენზე აზატ-ხანი და ზედიზედ აიღო თავრიზი, ურმია, ხოი, ალმასი და ქართველთა საბატონოებს დაადგა თვალი — ნახიჭევანს, ერევანს, განჯას, ყარაბაღს.

ჯერ ამათ, „ქართველთა მოდგომილებს“ მოვუვლი და მერე საქართველოსაც „მივხედავო“ — ფიქრობდა ერანის „მომავალი ხელმწიფე“.

საქართველოს მპყრობელი „მაძიებელი“ კი უეჭველად „მოიძიებს“ ერანის შაჰის ტახტს!).

ნახიჭევნით დაიწყო აზატ-ხანმა.

ხოლო ნახიჭევანს თეიმურაზის ყმა ბაამან-ხანი განაგებდა.

მიუხდა „ქართველთა კაცს“ აზატ-ხანი და გამოაძევა იგი ნახიჭევანიდან.

საშინლად არბევდნენ და აწიოკებდნენ ნახიჭევნელებს ავღანელნი. „ჯერ პირუტყვულ ვნებას იკმაყოფილებდნენ ქალებთან, მერე წითლად ავარვარებულ შანთებს ძუძუებში და საშოში ურჭობდნენ, გამოსატეხად — სად ჰქონდათ ფული გადამალული“.

სანამ გამოქცეული ბაამან-ხანი ტფილისს ჩამოაღწევდა, მარამ აზატ-ხანმა ერევნისკენ გაგზავნა ჯარი.

ერევნის დასაპყრობად მიმავალ მხედრობას სარდლად ედგა აზატ-ხანის „მარჯვენა ხელი“, მაჰმად-ხანი.

(ეს ის მაჰმად-ხანი გახლავთ, ნადირ შაჰის მკვლელობას რომ მეთაურობდა, მერე ერევნის დაუფლება რომ განიზრახა და ქართველებმა გაანადგურეს სასტიკად, 1749 წელს).

მოილტვოდა მაჰმად-ხანი ერევნისკენ, „ერევნული სირცხცილის“ ჩამორეცხვის ჟინით ადუღებული.

ერევნის ხანმა წერილები აფრინა ქართველ მეფეებთან: „ვინადგან მიიღებთ ხარკსა და ვართ მორჩილებასა ქვეშე თქვენსა, გაქვსთ ვალი და თანამდებობა, რათა განგვათავისუფლოთ ესევითარისა მძლავრის ხელისაგან“.

ერევნის დაკარგვა საფრთხეს უქმნიდა ქართველთა პირველობას ამიერკავკასიაში. ასედაც შეაფასეს „ერევნული საფრთხე“ მეფეებმა: „თუ ერევანი ყიზილბაშთა ძალათ დაეჭირათ, განჯა და ყარაბაღიც ხელთ დარჩებოდათ და მერე სულ ადრიბეჟანის ქვეყნები ქართლზე დაიწყებდნენ მტრობას“. მით უფრო, რომ ნახიჭევანი უკვე განეკვეთა აზატ-ხანს ქართული სამფლობელო საზღვრებიდან.

მეფეებმა საომარი წვევა დაგზავნეს ქართლში, კახეთში, ოვსეთში, ჩერქეზეთში, ყაზახში და განჯაში. - წინასწარ მეფეებმა ბაამან-ხანი და ზაალ ორბელიანი გაგზავნეს სომხეთს, „თათრის ჯარით“ და ქვემო ქართლის ლაშქრით.

„სანამდის ჩვენ გამოვემართეთ, ჩვენ გვაუწყევით ყოველივე ამბავნი და ძლიერებითა ღვთისათა, ჩვენც ადრე მოვალთ და დავსცემთ რისხვასა მტერთა ჩვენთა ზედა“. — დაუბარეს მეფეებმა ბაამანსა და ზაალს.

ბამბაკს მივიდნენ მეფეთაგან წარგზავნილები და იხილეს, რომ ბამბაკიდან ერევნამდის სრულიად აეღო და მოეოხრებინა ქვეყანა აზატ-ხანის ჯარს. „ერთი ციხის მეტი აღარ დარჩომილიყო რა, სულ მტერს ეჭირა“.

შემოთვალეს ყოველივე ბარამან-ხანმა და ზაალ ორბელიანმა ტფილისს.

ქართლ-კახეთის მთავარი საომარი ძალები უკვე შეყრილიყო სატახტო ქალაქში.

სამეფო დარბაზი თათბირად იჯდა. უნდა გადაეწყვიტათ — ორივე მეფე წასულიყო, თუ ერთი, „ერევნის ომ მი“. ერეკლეს წასვლა აუცილებელი იყო და არც სხვას ჰქონია რაიმე სხვა აზრი. მაგრამ თეიმურაზსაც სდომებია საომრად წასვლა. არა და, არ შეიძლებოდა ორივეს მიეტოვებია უთვალავი მტრის თვალზე აყვანილი ქართ-კახეთი. „ქართლი მტრით სავსე იყო, რომ ალაგი აღარ იყო, რომ ლეკი არ იდგა. მაგრამ სხვის მტრების ფიქრებიც ჰქონდათ“ (თუნდაც, ჰაჯი ჩალაბისა).

მაშინ ერეკლემ უთხრა დაბეჯითებით მამას:

„ბრძანდებოდე აქა და დადექ ქალაქის გარეთ ჯარით და მე მიბრძანე და წავალ, მე ვეპასუხები მტერთა ჩვენთა“.

სიტყვა აღარ შეუბრუნებია, ისე „უსმინა რჩევა ძესა თვისსა“ თეიმურაზმა.

ჩრდილო კავკასიიდან ჯარების ჩამოსვლას ვეღარ დაუცდიდნენ. ქართლისა და კახეთის ლაშქარი უნდა ეკმარათ.

შუა გაყვეს ტფილისს შეყრილი ლაშქარი მეფეებმა.

ერთი ნაწილით ერეკლე სომხეთისკენ გაეშურა. მეორეთი თეიმურაზი ქვეყნის საპატრონოდ დარჩა.

ბამბაკს მივიდა ერეკლე.

აქ ბაამან-ხანი და ზაალ ორბელიანი შეუერთდნენ.

მაჰმად-ხანს კი ალყაში მოექცია ერევანი.

ქალაქში საშინელი შიმშილი იდგა. დღე-დღეზე უნდა დაცემულიყო ერევანი.

ბამბაკში აღარ შეყოვნებულა ერეკლე. მისვლისთანავე ერევნისკენ გაქანდა ჯარით.

მაჰმად-ხანს ერეკლეს ხმლის სიმწვავე ნაწვევნი ჰქონდა, ქართველებთან პირისპირ შეხვედრას დაუშინდა, ერევანს ალყა მოხსნა და ჯართან ერთად გაუჩინარდა.

გამოცვივდნენ შიმშილით ღონემიხდილი ერევნელები და „შეასხეს ქება“ მხსნელად მოსულ ქართველობას.

უწინარესად დამშეული ქალაქის დასაპურებლად იზრუნა ქართველმა მეფემ.

ივნისი იდგა, პურის მკის დრო.

მაგრამ „ასე მოოხრებული იყო ერევნის ქვეყანა, მკის მუშაც აღარ იშოებოდა. ერევნის ციხისა და ეჩმიატის მეტს ალაგს შენობა აღარსად იყო“.

ერეკლემ ჯარი მიუსია ყანებს სამკელად.

მომკეს ქართველებმა, გალეწეს და ათი ათასი კოდი პური შეუტანეს სომეხთა დედაქალაქს.

შევიდა ერეკლე ერევანში. ხალხი დაამშვიდა და დააწყნარა, მოღალატეებიც მოიძია — „ზეიდალიხან, ერევნის მინბაში ბადიმ-ბეგ და ოთხი კიდევ დიდებული კაცი“ — ყველა ცოლ შვილიანად აიყვანა და ტფილისს გამოგზავნა „ დასაყენებლად“.

„განაგებდა ერეკლე საქმეთა ერევნისათა“.

მაჰმად-ხანი მაინც არ ისვენებდა. ჟამ-ჟამად თარეშად გამოდიოდა.

გაუხდებოდნენ ქართველები.

გაიქცეოდა და გაუჩინარდებოდა მაჰმად-ხანი.

მაშინ ერეკლემაც გაუსია ჯარები აზატ-ხანის საბატონო ქვეყნებს სარბევად. „სრულიად მოარბივეს, ააოხრეს, იავარჰყვეს ნახჩევანს აქეთი არეზის პირამდის ქართლელთა და კანთა, აღივსნენ ყოვლითა ხოვსტანგითა. ეგრე აღვსილნი საქონლით მოვიდნენ“.

ერეკლემ ყირხ-ბულახთან დააბანაკა ლაშქარი, ერევნიდან თორმეტ ვერსზე...

აზატ-ხანმა რომ მისი ჯარების მარცხისა და ქართველთა გამარჯვების ამბები შეიტყო, „აღბორგდა მხეცი ცოფოვანი და განიზრახა საქმე ბოროტი — ყათლამი ქართველთა და მოონრება ქართლისა“.

და წამოვიდა აზატ-ხან, თვრამეტი ათასი მეომრით, ოცდაოთხი ზარბაზნითა და ორასი ზამბურაკით. ქართველთა ბანაკს მიუახლოვდა და თვითონაც დაიბანაკა.

ხოლო ერეკლეს სამი ათასი მეომარი ჰყავდა და, თანაც „ამა რიცხვთა შინა იყო თათარი ხუთასი და ავადმყოფი ხუთასი“.

ასე, რომ თვრამეტი ათასის წინააღმდეგ ორი ათასი გამოსვლა სავსებით უიმედო სჩანდა.

თათბირი შეჰყარა ერეკლემ.

სარდალთა უმრავლესობამ ბრძოლაზე ხელის აღება და უკან გაბრუნება ურჩია.

მაშინ თვითონ თქვა ერეკლემ, მტკიცე, განურღვეველი სიტყვით:

„იცოდეთ, აზატ-ხანის შეუბმელი მე არ დავსდგები; თავი ჩემი საკვდავად დამიდვია და მე აქედან ხმალ მოუქნევლად არ გავალ. ისედაც ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი ჰსჯობსო: ეს ყველამ უწყით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ორის დღის სიცოცხლისათვის ნუ მოვაყივნებთო“.

სიტყვა აღარავის შეუბრუნებია. ერეკლემ ჯარი საომრად დაალაგა.

აზატ-ხანს ვერ წარმოედგინა, რომ მტრის ეგზომ მცირე ლაშქარი შებრძოლებას გაუბედავდა და ქართველა მეფისაგან, თუ გაქცევას არა, შერიგების თხოვნას მაინც ელოდა. მაგრამ მოციქულს რომ დააგვიანდა, ჯარი ექვს რიგად დააყენა და წამოვიდა ზარბაზან-ზამბურაკთა გრიალითა და ბაგაბუგით.

ერეკლემ მეწინავედ ქვემო ქართლელნი და ქიზიყელნი დააყენა „ერთად რეულნი“, სარდლად რევაზ ორბელიანი უჩინა და მოიერიშე მტერზე მიუშვა.

მთავარი იერიში მარცხენა ფრთაზე მოიტანეს მუსლიმანებმა.

„პირველ გაემარჯვათ ქართველთა“.

„მერე გაემარჯვათ ავღანთა“.

„დიდი ომი გარდაიხადეს“.

„დაიხოცა ორგნითვე“.

დღის მიწურულს ქართველთა ჯარს ყოველის მხრიდან გზა მოჭრილი ჰქონდა.

ღამემ გაჰყარა მომტერენი.

ხვალ დილით ადრე ერეკლე-ხანი უეჭველად გამომიგზავნის მოციქულს მორჩილებისა და სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნითო, — გადაწყვეტით ფიქრობდა აზატ-ხანი.

დილაც ჩამოდგა.

1751 წლის 27 ივლისი.

ერეკლეს ჯარი ფეხზე იდგა.

მეფეს ლოცვა მოეთავებინა და სიტყვას ამბობდა, ისევ მშვიდი, განურღვეველის ხმით:

„ვინც ვაჟკაცი ხართ, ესე არს ჟამი ვაჟკაცობისა და გულოვნობისა. ვიცა, ძმანო, მე ღმერთის წინა თქვენი დიდი მოვალე ვარ და, რაც ახლა გითხრათ, ის დამიჯერეთ და სისხლსა თქვენსა მე ვინდობ კისრად. ახლა მე გაგიძღვებით და ასე ქვეითად წავალთ პირდაპირ მტერზე. სანამ მე ცხენზედ არ შევჯდე, თქვენც ნურვინ შესხდებით და სანან ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენც ნურვინ გაისვრით თოფსა“.

„მეფეო და დიდებაო ჩვენო, სისხლი ჩვენი თქვენთვის შემოგვიწირავს და ბრძანებასა თქვენსა და ნებასა თქვენსა აღვასრულებთ!“ — ეს იყო ქართველთა პასუხი.

ერთხელ კიდევ დალოცა ჯარი ერეკლემ.

ნაჯაფარი წარბების ჩეროში მოიქცია საქართველო.

ხუთასი კაცი გადათვალა და ბანაკში დააყენა ცალკე დასტად.

დანარჩენები, ათას ხუთასი კაცი, აიყოლია და გაემართა მტრის შუაგულისკენ, იქ, სადაც თვითონ აზატ-ხანი იყო საგულვებელი.

ქვეითად მიდიოდნენ, მგლური ნაბიჯით. მარცხენა ხელით ცხენები მიჰყავდათ, მარჯვენაში ლულადაშვებული და ჩახმანშეწკიპული თოფები ეჭირათ.

ფეხზე იდგა აზატ-ხანის ბანაკიც, ქართველთა გარშემო ტყე-მაღნარად ჩამდგარი და ჩაკორომებული.

უკვე კარგად მოთენებულიყო და თანაშემწე სარდლებით გარშემორტყმული აზატ-ხანიც ნათლად ხედავდა, როგორ მოჩქაროდნენ მისკენ დაქვეითებული ქართველები.

უკვე სათოფეზე იყვნენ ქართველები.

რომელიღაც ხანი-სარდალი წარუდგა აზატ-ხანს და შესძახა:

„დასტური მომეც. რათა წარვიდე და ერეკლე-ხანი ცოცხლად შეპყრობილი მოგართვაო“.

— რაღა ვაჟკაცობაა, როცა თვითონ მოეშურებიან ჩემს წინაშე იარაღის დასაყრელად და სათაყვანოდ, მაგრამ მაინც წადი და მოიყვანეო, — ბრძანა აზატმა.

ცხენს მოახტა, შუბი გაწვართა და წამოვიდა ჭენებით.ნანი-სარდალი.

ქართველებს მივარდა და დაიღრიალა:

„ჰამამან ჰანიერ ერეკლე ხან! სად არის ერეკლე მეფე?“ —

„მე გახლავარ ერეკლე მეფე!“ — შეანარცხა ძახილი ერეკლემ და წამსვე მისი თოფიც გავარდა.

სანამ მუსლიმი სარდალი გულგანგმირული მიწას დააღწევდა, მანამ ერთად იგრიალა ათას ხუთასმა ქართულმა თოფმა.

ათას ხუთასი მუსლიმი მეომარი ჩაწვა და ჩაირეცა იმავე წამში.

„ცხენებზე!“ — იქუხა უკვე ამხედრებულმა და ხმალგაშიშვლებულმა ერეკლემ.

„ხმალი მაგ წუნკლებს!“ — და გაფრინდა მეფე მტრის შუაგულისკენ.

გამოენთნენ ქართველები, ამხედრებულნი, ხმალთა ბრკიალით, მძლავრი ყივილით.

ყველაფერი ეს წამიერად დატრიალდა, ყველასთვის მოულოდნელი, წარმოუდგენელი და გაუაზრებელი.

გონზე მოგებას ორიოდ წუთი მაინც დასჭირდებოდა. ის წუთებიც აღარ დაანებეს ქართველებმა მტერს.

მათის თოფებით დარეცილი მტრის გვამები გადათქერეს და სასტიკი ჩეხვით დაერივნენ მეწინავეებს.

ხელშემოუბრუნებლად შეტრიალდა ავღან-ყიზილბაშთა ურდო.

შეტრიალდა, მეწყერივით ატორტმანდა, მოწყდა და თავაწყვეტილი სრბოლით გაქანდა პირუტყვული შიშით ატანილი.

გამოენთო ერეკლე, „ვითა ლომი დაუშრომელი“.

მოჰყვნენ ქართველნი გაქცეულ მტერს ჩეხვით და ტყვევნით.

მთელი დღე სდიეს, ოცდაათი ვერსის სიგრძეზე. ყირხ-ბულახიდან არეზამდე გზა მოსისხართა გვამებით მოფინეს და მოაგეს.

არეზს ძლივს გადაასწრო აზატ-ხანმა, მისი „დიდი ჯარის“ ნაფლეთებით.

თითო ცხენის მეტი აღარაფერი გაჰყოლიათ არეზს გაღმა გადასწრებულებს.

ყველაფერი ქართველებს დარჩათ — „24 ზარბაზანი 200 ზამბურაკი თავისის ასი აქლემით და დროშა მრავალი და ორი ათას ხუთასი კარავი და ტყვისა და საქონლის რიცხვი აღარ აღირიცხებოდა“.

ზარბაზნების საზეიმო გრიალით შეხვდა ერევანი გამარჯვებულ ქართველთა დაბრუნებას.

ტფილისში იოანე მეითარი და ბერი მამუჩიშვილი მოიჭრნენ მახარობლად. „მოულოცეს მეფეს თეიმურაზს, განიხარა ფრიად და უბოძა საბოძვარი მახარობელთა. დაჯდა მეჯლიშად, შეიქნა ლხინი და სიხარული უზომო, ბრძანა შადლუხი და ჩირახდანი ბაზართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომ კომლისაგან ქალაქი აღარ ჩანდა, მორთვნეს ბაზარნი და აღალამპრნეს და იყო სიხარული დიდი ქართლსა და კახეთში.

ერეკლემ ერევნის ბეგლარბეგობა აბდულა-ხანს მისი ცა და „თანამმართველებად“ ქართველი თავადები დაუნიშნა.

ნახიჭევანს ისევ ბაამან-ხანი გაგზავნა და დამხმარედ ზაალ ორბელიანი გააყოლა. ამათ, — „რა ჩავიდნენ, დაიჭირეს ისევ. ნახჩევანი და დადგნენ შიგ“.

ელვის სისწრაფით განეფინა ქვეყანას ქართველების გასაოცარი გამარჯვების ამბავი.

„ესე საქმე კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელი იყო“, — გაიძახოდნენ ქართველთა მტერნი და მოყვარენი.

ჰაჯი ჩალაბის შარავანდედი ერთბაშად ჩააქრო აზატ-ხანზე ერეკლეს საარაკო გამარჯვებამ. ნუხელი ხანის მოიმედეებსა და მეხოტბეებს ქართველთა დაკნინების იმედი სავსებით დაეშრიტათ.

ისევ ყველას პირზე ეკერა „კავკასიის პირველი გმირის“ — ერეკლე მეფის სახელი.

ტფილისს მოაწყდნენ მოციქულნი ამიერკავკასიის „ხანებისა“, „ბეგებისა“, „ბაშებისა“, „ემირებისა“. ულოცავდნენ ერთგულ „დოსტობასა“ და ყურმოჭრილ ქვეშევრდომობას ეფიცებოდნენ თეიმურაზს და ერეკლეს — „ერაყისა და ადერბაიჯანის სპასალარსა და მის ნაიბს“, გასაოცარი „სისხლისა და ჯიშის“ მქონე მამასა და შვილს.

ხოლო, ხალხში ეს ლექსი დაიბადა და დარჩა სამარადჟამოდ:

ისე ადიდდა აზატ-ხან, თავი ძირს აღარ დაიღო:

აქ მე ვარ, სტამბოლს ხონთქარი, ყეენი ჩემთან რა იყო?

ერევანს შემოუტია, სურსათი ბევრი აიღო.

საქრისტიანოს გულისთვის ერეკლემ ხმალი აიღო;

ერეკლემ რომ ცხენი დასძრა, სისხლმა გაიღო თქაფანი,

სისხლისა შედგა მორევი, ცხენს შეეღება ფაფარი;

უკრავად კაცსა მოჰკლავდა იმისი ცხენის ქაქანი...

ისეთი გარბის აზატ-ხან, როგორც ხორასნის ჩაფარი.

 

1.3.5 რაჭაზე გაჯავრებული

▲ზევით დაბრუნება


მგლები მგლის ტყავს მაინც არ ჰხევენ  

საქმე მოხდა აუგი და სამძიმარი.

ამირან დარეჯანიანი

 

ერეკლე მეფე ერევნიდან ბრუნდებოდა, გამარჯვებული ჯარითა და ნადავლით.

ქვემო ქართლში რომ შემოვიდა, ლეკთა ჯარს გადააწყდა ანაზდაითად.

ქართულ სოფლებში აღებული ნაძარცვ-ნაალაფარი მოჰქონდათ ლეკებს.

მაშინვე ხმალი იშიშვლა ერეკლემ და მიუსია ჯარი მძარცველებს.

თავების დაყრევინებას იარაღის დაყრა გერჩივნოთო, — მრისხანედ უბრძანა მეფემ ალყაში მოქცეულებს.

ლეკებმა იარაღის დაყრა ამჯობინეს და მინებდნენ გამარჯვებულებს.

მხარგაკრული ლეკების თანხლებით შევიდა ტფილისში ერევნის გმირი.

„იყო სიხარული და განცხრომა ფრიადი“.

ახლა ისევ „ლეკიანობის საქმენი“ უნდა მოეგვარებიათ ქართველ მეფებს.

1751 წლის მეორე ნახევარში კიდევ სამჯერ შემოიჭრნენ ლეკები ქართულ სამანებში.

სამჯერვე ასწყვიტეს ქართველებმა მაოხარნი.

მაგრამ მარტო „ყათლამი“ როდი შველოდა საქმეს. საჭირო იყო წყარო დახშობოდა „ლეკურ დინებას“. არ კმაროდა ბუნაგიდან გამოვარდნილი ნადირის მოკვლა. საჭირო იყო ბუნაგში შეღწევა და მოშლა ლეკთა საბუდარ-საზრდელისა.

მომავალი წლისთვის ამზადებდნენ თეიმურაზი და ერეკლე ლეკების საბუდართა „საბოლოოდ“ მოშლასა და მოთხრას.

მაინც შაქი-შირვანის განადგურებით უნდა დაეწყოთ მეფეებს.

აკი ისევ ჰაჯი ჩალაბი ასულდგმულებდა და აღძრავდა „ლეკიანობას“ ქართველთა „პირველობის“ შესარჩევად და დასამხობად კავკასიაში.

თეიმურაზი და ერეკლე მარტო კავკასიაში კი არა, ერანის ტახტზედაც აპირებენ დაბრძანებასო, — გაიძახოდა ჰაჯი ჩალაბი — და თუ დროზე არ აღიკვეთნენ, მთელს ისლამიტურ სამყაროს ურჯულო ქრისტიანები დაეპატრონებიანო.

მარტო ჰაჯი ჩალაბი კი არა, სხვა ბევრი მუსლიმანი ბატონი აფრთხილებდა თანამორწმუნე მაჰმადიანებს, ქართველი მეფენი ნამდვილად მიილტვიან ერანის ტახტის დასაუფლებლადო.

საფუძველიც ჰქონდათ ასეთი ხმების გავრცელებისა. თეიმურაზი და ერეკლე მართლა ერეოდნენ ერანის საქმეებში. მათ დიდი ხმაც ჰქონდათ ისფაჰანის კარზე. ვითარცა „ერაყ-აზერბაიჯანის სპასალარსა და ნაიბს“. ჯერჯერობით შაჰ როჰს ამაგრებდნენ ტახტზე ქართველი მეფენი, რადგან მათთვის ჯერჯერობით „დამჯერე“ შაჰ როჰი სჯობდა აზატ-ხანის მსგავს უფრო მტკიცე ძლიერ ტახტის მაძიებლებს. ჯერჯერობით ასე იყო და მომავლისათვის იქნებ მართლა ჰქონდათ ქართველ მეფეებს უფრო დიდი „ერანული განზრახვანი“.

ჯერ მხოლოდ ეს იყო ცხადი და უეჭველი: შაქის, დაღესტნისა და ჭარისათვის უნდა „მოევლოთ“ ქართველებს.

მაგრამ 1752 წელიც მოულოდნელი ამბით დაიწყო.

ისევ ამდგარიყო და წამოსულიყო აზატ-ხანი.

ისევ შემოჭრილიყო ნახიჭევანს, გამოედევნა იქიდან ბაამან-ხანი და ზაალ ორბელიანი და ავღანური ციხიონები ჩაეყენებია იქაურ ციხეებში. იქიდანვე ხმა დარხეულა, რომ აზატ-ხანი საქართველოში ლაშქრობამდე, ნახიჭევნიდან საქართველომდე ყველა სახანოს დაპყრობას აპირებსო. მოიჭრნენ ტფილისში მოციქულნი განჯის, შუშის, ყარადაღის, ბარგუმათისა და შაისევანის ხანებისაგან:

„ეს ქვეყნები თქვენი არისო, თქვენ ავღანზე მოგვეხმარენითო, ბევრსაც მოგართმევთო და ჩვენ ეს ქვეყნები ჩვენი ჯარითა და ხარჯით ლეკზე მოგეხმარებით და თქვენთან დავიხოცებითო“, — უთვლიდნენ დაფეთებული ქვეშევრდომნი თეიმურაზს.

თითქოს კარგი პირი უჩანდა თეიმურაზისა და ერეკლეს განზრახვათა აღსრულებას. ქვეშევრდომი მაჰმადიანი ხანები, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ქართველებთან ერთად გამოდიოდნენ მთელი თავისი საომარი ძალებით. ქართველებს ასეთი თანადგომით მართლაც რომ შეეძლოთ სრული გამარჯვება აეღოთ ორივე მიმართულებით — ჰაჯი ჩალაბ-ლეკებთან და აზატ-ხანთან ბრძოლებში.

წინარე წლის მიწურულს პაატა ბატონიშვილი მოვიდა ტფილისს.

პაატა ვახტანგ მეექვსის ვაჟი იყო, ხარჭისგან ნაშობი, იგი თან წაჰყოლოდა რუსეთში მამას. „რუსეთს სასწავლო ში ყოფილიყო, ესწავლა არტილერია, საქმე თოფხანისა“. ვახტანგი რომ მიიცვალა, რუსეთიდან საფრანგეთს გაპარულიყო. საფრანგეთი მოევლო და თურქეთში ჩამოსულა, სტამბოლს. სტამბოლიდან ტფილისს მოვიდა.

საკადრისი პატივით მიიღეს იგი მეფეებმა.

აკი ერეკლეს ბიძად მოხვდებოდა დედამისის, თამარის ნახევარ-ძმა.

ნაახალწლევს მეფეებმა უთხრეს პაატას: ამ დღეებში განჯას მივდივართ და შენც უნდა წამოგვყვე ჰაჯი ჩალაბის წასახდენადო.

პაატამ ცივი უარი თქვა.

მეფეებმა აღარც აცივეს, აღარც აცხელეს, სტაცეს ხელი და ციხეში ჩააგდეს „გაუცხოებული“ ბატონიშვილი.

1752 წლის 9 იანვარს მეფეებმა ქართ-კახეთის ჯარები ტფილისიდან გაიყვანეს და განჯისკენ გასწიეს. „იქიდან ენებათ ჰაჯი ჩალაბის წახდენა“.

გატეხილ ხიდთან ბორჩალოელები შემოეგებნენ და შეუერთდნენ.

გზაზე კიდევ ჭარისა და კაკის მმართველთა მოციქულები დაუხვდნენ მეფეებს. შერიგებას იხვეწებოდნენ ლეკები. მეფეებმა უარით გაისტუმრეს.

ყაზახშიც ჯარი აიყვანეს თეიმურაზმა და ერეკლემ.

ერევნის ბეგლარბეგი აბდულა-ხანიც მოვიდა თავისი მხედრობით.

განჯას რომ მიუახლოვდნენ, შავერდი-ხანი მოეგებათ დიდის ფეშქაშით და თაყვანისცემით.

აგრი-ჩაიზე განცდილ მარცხს თეიმურაზი და ერეკლე განჯის ხანის ღალატს აბრალებდნენ. მაგრამ ახლა ამის გახსენება საჭირო არ იყო და თვითონაც „მხიარულად“ შეხვდნენ შავერდი-ხანს.

მალე მოვიდნენ ყარადაღის ხანი ქაზუმ-ხან, ბარგუმათის ხანი ფანა-ხან (ერეკლემ რომ სასტიკად დაამარცხა) და ხანი შაისევანისა.

მოვიდნენ ყველანი „კაის ჯარებით“ და „მოართვეს ფემქაში“ ქართველ ხელმწიფეებს.

მოკითხვა, „მოსიყვარულება“ და „მონადიმება“ რომ განესრულა, მეფეებმა გამოაცხადეს: აბა, დრო დადგა და უნდა გავეშუროთ ჰაჯი ჩალაბის გასანადგურებლადო.

რომელიღაცამ ფრთხილად გააგორა სიტყვა: ხომ არ სჯობდა, ჯერ აზატ-ხანზე გაგველაშქრებინაო? მაგრამ მეორედ აღარ განმეორებულა მსგავსი „კადნიერება“. ქართველებს უწინარესად ყოვლისა ჰაჯი ჩალაბისა და ლეკების განადგურება ჰქონდათ გულს ამოჭრილი.

გადაწყდა კიდევაც ჰაჯი ჩალაბზე გალაშქრება.

მაგრამ უზომოდ ადიდებულმა ალაზანმა ახლოსაც არ მიიკარა მოლაშქრენი.

დროის ჩარხი ქართველთა სამტროდ ბრუნავდა.

ჰაჯი ჩალაბს საომრად შემოეყარა შაქი-შირვანი, პირაქეთა დაღესტანი, ჭარი, კაკი და ბელაქანი.

სამი თვის თავზე კიდევ მოულოდნელი ამბავი შეიტყვეს ქართველებმა.

თურმე ქართველთა საღალატო მიმოწერა გაუმართავთ ჰაჯი ჩალაბსა და მეფეთა „მოკავშირე“ ხანებს.

„შენ გამოდი შენის ჯარებით და როდესაც შენ გამოხვალ, ჩვენ შინ ვუღალატებთ ქართველებსო“, — სწერდნენ ხანები ნუხის ბატონს

ერეკლეს მსტოვრებმა ჩაიგდეს ხელში ამნაირი ბარათი.

აშკარა იყო, მგელი მგლის ტყავს არ ჰხევდა. ქრისტიანი მეფეების ბატონობას ისევ მაჰმადიანი ჰაჯი ჩალაბის მბრძანება ლობა ერჩივნათ მაჰმადიან ხანებსა და ბეგლერ-ბეგებს.

იდუმალ ითათბირეს ერეკლემ და თეიმურაზმა... თავის კარავში მიიწვია თეიმურაზმა ხანები.

ისინიც მოვიდნენ, რადგან მხოლოდ „ლხინსა და მეჯლიშს მოელოდნენ“.

ყავა და ყალიონები შემოუტანეს სტუმრებს.

მცირე ხანმაც რომ განვლო, ჩასაფრებული ქართველი თავადები შემოიჭრნენ, ხანებს დაეტაკნენ, მიწას გააკრეს და ხელფეხი დაუბორკილეს.

თათართა ჯარებში რომ მათი ბატონების შეპყრობის ამბავი გავარდა, „ასეთი არეულობა და შფოთი შეიქნა, რომ მეორედ მოსვლის დღეს დაემსგავსა“.

გონს მოსვლა აღარ აცალეს ქართველებმა, დაეძგერნენ თათრის ჯარებს. იარაღი აჰყარეს, „აიკლეს, აიფორიაქეს“, ვინც გაასწრო, გაასწრო, ვინც არა და, „დაიჭირეს, დაატიტვლეს, რომ აღარ შეარჩინეს რა“.

განჯას მიაყენეს ჯარი მეფეებმა. „ენებათ განჯის ციხე დაეჭირათ, თვისი მისანდო კაცნი დაესვათ და წამოსულიყვნენ ქართლში და ხანებიც ქართლში დაჭერილი მოეყვანათ“.

მაგრამ განჯელებმა „დაკლიტეს ციხის კარები და აღარ შეუშვეს ქართველთა კაცი“.

ამასობაში ჰაჯი ჩალაბს უკვე მოსვლოდა განჯასთან დატრიალებული ამბავი. ფანა ხანის ძმისწულს გაესწრო და იმას ეამბნა ყოველივე ნუხის ბატონისთვის. ოღონდ გვიშველე, ქართველებისაგან დაგვიხსენ და ჩვენც შენი ვიქნებით და ყველაფერიც შენი იყოსო, — უთვლიდნენ შეპყრობილი ხანები „მუსლიმანთა ბელადს“.

ჯარები ხომ უამისოდაც გამზადებული ჰყავდა ჰაჯის — მთელი შაქი-შირვანი, შამახია, დაღესტანი, კაკი, ჭარი და ბელაქანი.

და ზვავით დაეშვა სამხრეთისკენ ჰაჯი ჩალაბი...

ვნებათ-კვირის პარასკევი, 11 აპრილი.

დღე იწურებოდა და დაღვრემილი მეფენი საქართველოში წასასვლელად ამზადებდნენ ჯარებს.

უცებ ამოიმართა ჰაჯი ჩალაბი და მისი მხედრობა სამგზავროდ აღძრულ ქართველთა გზაზე.

ქართველებმა ბარგს ხელი უშვეს და იარაღი მოივარგეს.

უკვე ღამე წვებოდა და მტრებმა სიკვდილის თესვა მეორე დღემდე დაითმინეს.

ის დღეც გათენდა, 1752 წლის 12 აპრილი, დიდი შაბათი.

გამხეცებით ეკვეთნენ ერთურთს.

აისიდან დაისამდე წონასწორად ქანაობდა ბრძოლის სასწორი.

„განძლიერდა ომი“.

„დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი“.

ერევნელთა ჯარი თადარიგში ეყენათ მეეფებს.

ბოლოს, გადამწყვეტ ჟამს, უბრძანა თეიმურაზმა ერევნის ხანს იერიშზე მისვლა.

გაექანა და გააქანა აბდულ-ხანმა თავისი ჯარი იერიშზე.

დაეჯახნენ ერევნელები და... უკუიქცნენ მყისვე!

გამოედევნენ ლეკები აღტაცებული ყივილით უკუქცეულ ერევნელებს.

მაშ, ისევ ღალატი!

ესეც „ჩაწყობილი“ ჰქონდა ჰაჯი ჩალაბს. აბდულა-ხანიც შეჰპირებია: მე რომ „შემოგიტევთ“, თქვენ დაგვიხვდით, „გამოგვაქციეთ“ და გამოგვედევნეთო.

(ყველაზე ერთგული კი ეგონათ ქართველებს ერეკლესგან აღზევებული აბდულა-ხანი).

და ქართველებს შემოასკდნენ „გამოქცეული“ ერევნელები.

აირია ქართველთა ჯარი.

სულის მოთქმა აღარ აცალათ ჰაჯი ჩალაბმა.

მეფეებმა ვეღარ შეიმაგრეს ჯარები, „ვერცა რისხვით და ვერც წყალობის დაპირებით.

სამი მხრით გარბოდნენ ქართველნი — ტფილისის, სიღნაღისა და ერევნის მხარეს.

გამოქცეულებს შამშადილოელი თურქმანები დაუხვდნენ, „ზოგი ხოცეს და ზოგი ატიტვლეს, რომ საქართველოს სისხლი შამშადილოელთ დადვეს“.

ის უბედური ღამე განჯის მთაში გაათიეს თეიმურაზმა და ერეკლემ.

დილა-ბნელზე გააღწიეს სამშვიდობოს.

ტფილისის გზას დაადგნენ ბოღმით და სირცხვილით ადუღებულნი...

1.3.6 მაინც გაიმარჯვეს

▲ზევით დაბრუნება


მაინც გაიმარჯვეს

ესეც მეორე მძიმე მარცხი ქართველი მეფეებისა.

ისევ ჰაჯი ჩალაბისაგან, „ერთის ამისთანა დაბალის კაცისაგან“.

დიდი ძალა ჰქონია სარწმუნოებას.

მგლებმა მგლის ტყავი არ დახიეს.

მაჰმადიანმა ხანებმა ქრისტიანი მოკავშირეები მიატოვეს და მაჰმადიანი მტრის მხარე დაიჭირეს.

მაჰმადიანებს „მაჰმადიანი მტერი“ ერჩივნათ „ქრისტიან მოყვრებს“.

ხოლო, მაჰმადიანურ სამყაროს მოეცვა კავკასიის ორ მესამედზე მეტი.

მხოლოდ ქართველები იყვნენ „სხვა სახოვანნი“ ერთრჯულიერ, რიცხვით უმრავლეს ისლამიტურ სამყაროში.

მაგრამ საქართველოს გარეთ კი არა, აკი თვითონ საქართველოშიც მრავლად ესახლა მაჰმადიანურ-თურქმანული მოსახლეობა.

ეს ვითომ გაქართველებული ხიზნები ქართველთა სიმტკიცისა და სიძლიერის ჟამს თვითონაც „გულმხურვალედ“ ქართველობდნენ და შეფარვით, ჭინჭში გახვეული სამართებელივით მოქმედებდნენ, ხოლო ქართული ხმლის სისუსტისა და გარედან მომძლავრებული მტრობის ჟამს ცხვრის ქურქს იხდილნენ, სამართებელს ჭინჭს აშორებდნენ და ქართველების სისტლის საქცევად მგლის კბილს ილესავდნენ.

შამშადილუს თურქმანებმა ხომ ახლახან, მეფეები რომ დამარცხებული დაიგულეს, უხვად ანთხიეს „მოძმე ქართველების“ სისხლი.

ახლავე უარეს მაგალითებსაც დავიმოწმებთ.

გამარჯვებული ჰაჯი ჩალაბი განჯას მივიდა.

ქართველთაგან დაპატიმრებული ხანები გაათავისუფლა და იქვე „სიკვდილამდე ერთგულებაზე“ შემოიფიცა.

ქართველთა დამამხობელი მაჰმადიანური სამხედრო კავშირი სავსებით ბუნებრივად შეიკრა.

განჯელები ჰაჯი ჩალაბს ისე შეხვდნენ, როგორც ქართული ბორკილებისაგან „გამათავისუფლებელ გმირს“.

განჯაში ჰაჯი ჩალაბმა ტფილისელი ვაჭრები გაძარცვა; ააწიოკა და უთვალავი ნაძარცვითა და ნაშოვარით ნუხას გაბრუნდა.

ნუხა კავკასიელ მუსლიმანთა მექად გადაიქცა.

ჰაჯი ჩალაბი გამალებით შეუდგა ქართველთა წინააღმდეგ „საღვთო ომის“ სამზადისს.

მისგან დახსნილი „თანამოძმე ხანები“ ხომ „შეიფიცა და თავისად გაიხადა“, ესეც საკმარისად არ მიიჩნია და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს შემოუთვალა: მე გადავწყვიტე, ამიერიდან ქართველ კაცს მაჰმადიანი აღარ ვაყმო, თქვენც ნუღარ ემსახურებით ქართველ მეფეებს, შეიგნეთ, მე თქვენი დახსნა მინდა ურჯულო ქრისტიანებისგან, ხოლო თუ არ შეიგნებთ, უეჭველად „ყათლამსა გიზამთო“.

მუქარა საჭირო არ ყოფილა.

საქართველოს ქვეშევრდომი მუსლიმანური მოსახლეობა, გამორჩევით — ყაზახის, ბორჩალუს, ბაიდარისა და დემურჩიასანლუს თურქმანული ელჩები — ქართველობას განუდგა და თავის ბატონად და პატრონად შაქის ხანი გამოაცხადა.

ქართული პურ-ღვინით დაზრდილი „შინაური გადამთიელები“ ჰაჯი ჩალაბს ეახლნენ, მდიდარი ფეშქაშები მიართვეს „და დაიდვეს სამსახური და მისცეს პირი ყმობისა და ერთობისა“.

გამობრუნდნენ „ქართველი თათრები“ საქართველოში, მათი ახალი „გმირისა და მოძღვრისაგან“ დამოძღვრილნი და მანამდე რომ ჭინჭში გახვეული სამართებლით მოქმედებდნენ, ახლა იმ სამართებელს ჭინჭი მოაშორეს და აშკარად შეუდგნენ ქართული სოფლებისა და ოჯახების ძარცვას. ტყვევნას, აწიოკებას, ხოცვას. პირისპირ შეხვედრას გაურბოდნენ. მოდიოდნენ ქურდულად, ღამეულად, ქალის და ბავშვის დაბრიყვებით, მამაკაცის ზურგში დაკვრით.

ხშირად ლეკებს იწვევდნენ თურქმანი ელები და აბრაგობის ამ „კლასიკოსებთან“ ერთად აოხრებდნენ ქართულ მიწაწყალს.

გამორჩევით ქვემო ქართლი, სომხით-საბარათაშვილო დააზარალა თურქმანთა და ლეკთა თარეშმა. „დაწვეს ნაშრომი და აღარსად გაუშვეს შენობა, თვინიერ სამშვილდისა, ქვეშისა, ბირთვისისა და ციხე-ქვაბის მეტი. საცა მთებში ან ჯავახეთის ქვეყნებში, საქართველოს ქვეყნების საქონელი სადმე იყო, იპოვეს და სულ წამოიღეს, საცა პური სადმე იყო სომხით-საბარათაშვილოში, სულ გაზიდეს. ამისთანა მტრობა ყიზილბაშს არ უქნია, რაც ამათ ქნეს. აღივსო საქონლით ყაზახ-ბორჩალუ და ბაიდარი. დაიდვეს თავს ორგულობა ქართველ ბატონისა ყაზახელ ბორჩალუელთა და ბაიდარელთა, აგრევე დაუწყეს ცემა ქვეყანათა ჯავახეთისათა და ყარსისათა, თავისის ძალით წავიდნენ ქართველ ბატონს და ემსახურებოდნენ ჰაჯი-ჩალაბს, მიიყოლეს დე-მურჩასალის ელებიც და თათრი ვინც იყო, სულ დაიჭირა ჰაჯი ჩალაბმა, ჩამოუყენა თავისი მისანდო კაცნი ამ ელებს და ართმევდა ძალიან ხარჯს“.

მძიმედ, ქართველთა მარცხიანი დღეებით ვიდოდა 1757 წელი.

იმ წელს ერევანიც დაჰკარგეს ქართველებმა.

მოღალატე აბდულა-ხანიც აზატ-ხანს ეახლა, ქართველთაგან განდგომა აუწყა და მისი ყურმოჭრილი ყმობა შესთავაზა.

აზატ-ხანმა აბდულა-ხანი თავისთან დაიტოვა და ერევანში ასან-ალი-ხანი გამოგზავნა. ასან-ალი-ხანმა ერევანი აზატ-ხანს დაუმორჩილა.

აზატ-ხანმა საქართველოშიც იშოვნა - მომხრეები — ნახიჭევანის ყოფილი ბატონი ბაამან-ხანი და უსეინ-ბეგ იესეს ძე (აბდულა-ბეგ ბატონიშვილის უმცროსი ძმა).

თეიმურაზმა შეიტყო და ორივე ციხეში ჩაჰყარა.

მალე საქართველოსაც შევუნგრევ კარიბჭეებსო, — იქადნიდა აზატ-ხანი.

დღე-დღეზე მოელოდნენ ჰაჯი ჩალაბის შემოსევას.

იქნებ დასავლეთ საქართველოდან ეშოვნათ რაიმე „სანსარი“ დახმარებისა თეიმურაზს და ერეკლეს?

მაგრამ ისევ საშინელი შინამტრობა სუფევდა იმერთა ქვეყანაში.

ეგზომ დაჩიხულ ჟამს იქნება სჯობდა შერიგებოდნენ „მუსლიმანთა გმირს?“

კიდევაც სცადეს თეიმურაზმა და ერეკლემ.

ტფილისში განჯელი მძევალი ჰყავდათ დამწყვდეული, შავერდიხანის ბიძა, ყოჯა-ხან, და ამას მიაწერინეს წერილი მეფეებმა ჰაჯი ჩალაბთან: თუ ქართლისა და კახეთის მეფეებთან შერიგება გწადია, ორივესთან მე შეგარიგებო.

ჰაჯი ჩალაბმაც სწრაფად უპასუხა: შენ თვითონ წამოდი, მეფის მისანდო კაციც წამოიყვანე და ვნახოთ, იქნებ შევრიგდეთო.

მეფეებმა გაგზავნეს ყოჯა-ხანი, რევაზ ამილახორი და ედიშერ მდივანი.

ჰაჯი ჩალაბი ცივად და ქედმაღლურად შეხვდა ელჩებს.

ჯერ ეს მითხარით, რას ითხოვთ და რას მიკვეთავთო, — იკითხა, დაცინვით.

ქართველებმაც მოახსენეს მეფეების „შეკვეთილი“.

მაგრამ ჰაჯი ჩალაბმა ქართველ მეფეთა „შეკვეთილი შერიგების ამბავი არც ერთი არ იყაბულა“ და თვითონვე „შემოუკვეთა“: ქართველ მეფეებს რომ თათრობა ემორჩილება, ყველაზე ხელი აიღონო და მათს ქართლსა და კახეთს დასჯერდნენო; აზერბაიჯანის ქვეყნებში, და საერთოდ საქართველოს გარეთ, ქართველ მეფეებს ამიერიდან აღარავითარი ჩარევის უფლება აღარ უნდა ჰქონდეთო; თუ ამას ყოველივეს მიიღებენ, შევრიგდები, ხოლო, თუ არა — მაშინ ქართველების მტრობაზე ხელს არ ავიღებო.

ეს ისე მტკიცედ და შეუვალად თქვა ჰაჯი ჩალაბმა, რომ ელჩებმა შეპასუხება ზედმეტად ჩათვალეს და წამოსასვლელად აიშალნენ.

მაგრამ ვინ გამოუშვათ! ჰაჯი ჩალაბმა ელჩები, ტფილისის მაგივრად, განჯაში გაგზავნა და დამცინავი სიტყვაც დაადევნა: მეც განჯაში მალე გეახლებით და იქიდანაც გაგისტუმრებთო.

რევაზ ამილახორი და ედიშერ მდივანი „დააყენეს განჯას და აღარ გამოუშვეს“. მხოლოდ ჰაჯი ჩალაბის ნათქვამის შემოთვლა მოასწრეს ტფილისს.

მაშ, ჰაჯი ჩალაბი ქართველებისგან „კავკასიაში პირველობის“ გადაცემას და აღიარებას ითხოვდა; ქართველი მეფეები არამცთუ სხვა სახანოების საქმეებში ვეღარ ჩაერეოდნენ, არამედ საკუთარ ქვეშევრდომთა საქმესაც ვეღარ მოიკითხავდნენ.

ძლიერ მისჭირვებოდა ქართველთა ქვეყანას.

ძლიერი მოქმედება მართებდათ მის მესვეურებს.

და ამოქმედდნენ კიდეც...

ზურაბ ზედგინიძე ჩერქეზეთში გაგზავნეს ჯარების დასაქირავებლად.

ქართლში მოთარეშე ლეკებთან და ელებთან ბრძოლის მეთაურობა დააკისრეს ტფილისის მოურავს, სახელოვან გივი ამილახორს და სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს. „ასე რომ ამათსა უნებურსა და გარდუვალა ვერცა მეფენი და ვერცა თავადნი ვერა-რას იქმოდენ“.

არაგვის საერისთავო ერეკლე მეფის ერთგულ თანამებრძოლს, ჯიმშერ ჩოლოყაშვილს მისცეს საპატრონოდ.

ქვემო ქართლი დედა-ბუდიანად დახიზნეს. ციხეები გაამაგრეს და განამტკიცეს. სარდალი რევაზ ორბელიანი სამშვილდეში ჩადგა, ქვემო ქართლის სამეთვალყუროდ და შესანახად.

სამი ათასი რჩეული ტფილისელი მოქალაქე გამოიყვანეს — „კაი ვაჟკაცნი, კარგ-იარაღითა“, და სატახტოს სადარაჯოდ და მტრის პირველ დასახვედრად დააყენეს ქალაქის წინარე ციხესა და ზღუდე-გალავანზე.

მოქირავნე ჯარისთვის ფული სჭირდებოდათ. მეფეებმა პირადი სალაროებიდან გამოიტანეს ოქრო-ვერცხლის იარაღი, ნივთები და ზარაფხანაში ყოველივე ფულად აქციეს.

30 მაისს მეფეებმა რუსეთს გაგზავნეს მიტროპოლიტი ათანასე ტფილელი და თავადი სვიმონ მაყაშვილი.

„აოხრდა ქართლი უსჯულოსაგან, შეიბილწა მონასტერი და დაიჩაგრა ქრისტიანობა. ვევედრებით შენს ხელმწიფობას და სიმაღლეს გვიხსნა უსჯულოს ხელთაგან და ვაქოთ ხელმწიფება და სიმაღლე შენი“, — სწერდნენ ქართველი მეფენი რუსთა ხელმწიფეს, ელისაბედ დედოფალს.

მაგრამ რუსეთი შორს იყო, ხოლო საქართველოს მტრები ჩქარობდნენ.

სწორედ მაისის თვეში ჰაჯი ჩალაბმა შემოიყარა შაქი-შირვანის ჯარები, სარდლად თავისი ვაჟი აღა-ქიში უჩინა და გამოუშვა ქართველთა დასამხობად და ამოსაგდებად.

დათქმულ ადგილზე აღა-ქიშის განჯის ბატონი შავერდიხანი შეუერთდა განჯა-ყარაბაღის ჯარებით.

დიდის ამბით შეეგებნენ ყაზახის, ბორჩალუს და დემურჩასანლუს ბატონები ნუხელ ბატონიშვილს: „თქვენ მობრძანდით და ქართველებისა ჩვენ ვიცოდეთო!..

ბაიდარში დადგა მაჰმადიანთა უზარმაზარი მხედრობა.

„უშიშრად დასდგნენ“ და დიდი გამარჯვების იმედიც ჰქონდათ, „ვინადგან ქართველ-კახნი ახალნი დამარცხებულნი იყვნენ და დასუსტებულნი“.

ერეკლე მეფემ სასწრაფოდ სტეფანწმინდას გაქუსლან ჩერქეზთა ჯარის დასაჩქარებლად. ხოლო თეიმურაზი თუშ-ფშავხევსურთა ჯარს გაუძღვა და ბაიდარისკენ გაემართა.

ქართლ-კახეთი, მთა და ბარი, ერთხელ კიდევ დგებოდა ფეხზე მტრის სასიკვდილოდ ან შესაკვდომად.

აღა-ქიში თეიმურაზის მოახლოებამ შეაფიქრიანა და ხმლის ვადაზე ხელი შეეყინა.

ამასობაში ლეკთა ბელადი ზუბე იდალა ჩამოდგა ზემო ქართლში ათასხუთასი ლეკი-აბრაგით. „მრავალი ალაგი ააოხრეს, ციხეები აიღეს, ბევრი იშოვეს“. თიღვას ციხეზე ათი დღე მიჰქონდათ იერიში ლეკებს.

მიუსწრეს გივი ამილახორმა და ჯიმშერ ჩოლოყაშვილმა. ორმოცდაათი ქართლელი ვაჟკაცი აარჩიეს, ქაიხოსრო ამირეჯიბი უთავეს და თიღვასთან დაბანაკებულ ლეკებზე მიუშვეს. შუაღამისას ტყვიისა და ხმლის ცემით დაესხა თავს ქართველთა გუნდი აბრაგთა ჯარს, „მრავალი ლეკი მოკლეს“.

თიღვას თავი მიანება ზუბეიდალამ და ლიახვს შეუყვა ხმალითა და ხანძრით.

გამოედევნენ კონსტანტინე მუხრანბატონი, გივი ამილახორი, ჯიმშერ ჩოლოყაშვილი და ამირინდო ამილახორი. ერეკლესგან გამოგზავნილმა ხუთასმა ჩერქეზმაც მოუსწრო.

წამოეწივნენ კულბითის ბოლოს. „შეიბნენ, გაემარჯვათ ლეკზე დიდად, ამოწყვიტეს მრავალი ლეკი, მიჰყვნენ ორბოქლის მთის ძირამდის, გამობრუნდნენ გამარჯვებულნი მრავლის ნაშოვრით ჩერქეზნი და ქართველნი“.

ზუბეიდალა გადაიხვეწა.

ერეკლე მეფემ სტეფანწმინდიდან „დიდ ჩერქეზეთს“ იესე მაჩაბელი გაგზავნა „კიდევ ჯარისთვის“.

აგვისტოს დაბრუნდა ერეკლე. ოთხი ათასი მეომარი მოჰყავდა — ჩერქეზი და ოსი.

ამ დროს, 1752 წლის დამდეგს, „მოვიდა რუს ხელმწიფის ბრძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელი არს ხუთასის თავი, ქალაქსა თბილისისასა ცნობად ამბავთა ქართლისათა“.

ეს არის და ეს. სხვა არაფერი ჩანს.

უეჭველად ათანასე ტფილელისა და სვიმონ მაყაშვილის ელჩობის შედეგი უნდა ყოფილიყო, რუს ხელმწიფე რომ ასე დაინტერესებულა „ცნობად ამბავთა ქართლისათა“.

მაჰმადიანთა „დიდი ბანაკი“ კი ისევ იდგა ბაიდარს.

მაინც ვერ გაებედათ გადამწყვეტ ბრძოლაში გასვლა, რამეთუ მაინც „ქართველთ ხმალი ბევრჯერ ენახათ“.

ბოლოს, ხმალი კი არა, შერიგება ითხოვა მაჰმადიანთა „დიდმა იმედმა“.

აღა-ქიშმა დატყვევებული ქართველი ელჩები, რევაზ ამილახორი და ედიშერ მდივანი გამოუშვა ტფილისს; ყოჯა-ხანიც გამოეტანებია და თავისი მისანდო კაციც — აჯი-ფრინა. ამათ მოუტანეს მეფეებს აღა-ქიმის დანაბარები: ომს ნუღარ ვინებებთ, შევრიგდეთ და შერიგების პირობები გვიბრძანეთო.

ცივი უარით გამოისტუმრეს მეფეებმა ყოჯა-ხანი და აჯიფრინა: რის შერიგება, რა შერიგება! რაკი კარზე მოგვხდომიხართ, უომრობა რაღა საკადრისიაო?!..

აღა-ქიშიმ და შავერდი-ხანმა ბაიდარიდან ყაზახს გადაიყვანეს და იქ „დაამაგრეს“ ჯარები.

ქართველი მეფეები კი სალაშქრო გზაზე იდგნენ.

გატეხილ ხიდთან ლეკთა ჯარი გამოუხტათ უეცრად.

ერეკლემ ჩერქეზები მიუშვა ფიცხლავ.

მიუხდნენ და მიასიკვდილეს ჩერქეზებმა ლეკები.

მეფეებმა ლაშქარი ააჩქარეს.

ყაზახს მივიდნენ.

მტერს გაქცევა მოესწრო.

ერეკლემ მდევარი მხედრობა აარჩია, სულ ქიზიყელნი, ჩერქეზნი, ოსები და ქართლელი თავადიშვილნი.

მამას სთხოვა, დანარჩენ ჯარებს, ცხენოსანსაც და ქვეითსაც, წამოსძღოლოდა საომარ წყობით.

ცხენი გამოცვალა ერეკლემ — „გაჯდა უკეთეს ცხენსა, ჰკრა მათრახი და წავიდა, ვითა შავარდენი“.

მიჰყვნენ ჭენებით „მისი რჩეულნი“.

თულქითაფასთან, ყაზახ-შამშადილოს საზღვარზე წამოეწივნენ მაჰმადიანთა მხედრობას.

მაშ, თულქითაფა, 1752 წლის 1 სექტემბერი.

მტრის დაოთხებულ თქარუნზე აღა-ქიშიმ ჯარები შეაყენა, შემოაბრუნა და საომრად დაალაგა.

მძლავრი კვეთებით და ხეთქინებით შეიბნენ მტრები,

მაჰმადიანებმა „ასე ძალიან მოინდომეს, რომ სახმლოდ შიგ ჯარში შემოვიდნენ, ცოტას ალაგს ოსის ჯარიც გამოაქციეს“.

მაშინ — „მეფე ერეკლემ იწყინა, მიბრძანდა თვითონ, მიუძღვა ჯარს და ვითა ლომი ეგრე მიესივა, გაერია ხმალ-დახმალ, ამის მნახველი ვინღა დადგებოდა უომრად.

მიჰყვა „მეორე გმირად“ ერეკლე მეფეს თამაზ ანდრონაკაშვილი.

„კაი ხმალი მოიქნიეს“ ქიზიყელებმა და ჩერქეზებმა.

ყველა გმირი შეიქნა იმ დღეს — თავადიც, აზნაურიც, გლეხიც.

ბოდბელმა გლეხმა პაატა ბაღაშვილმა ცხრა თათარი გააპო ხმლით, სამი ცოცხლად შეიპყრო და გათოკა.

შუაგულ ბრძოლას მიუსწრო თეიმურაზმა და თავისი ჯარიც მიუშვა იერიშზე.

გასაქცევად ატრიალდა და აგორდა თათართა ურდო.

„გაერივნენ ქართველნი, კახნი, ჩერქეზნი ყიზილბაშთა ჯართა შინა, გაიყარეს წინ და ხოცით განჯის მინარამდის მიყვნენ, ამოწყვიტეს, ყათლამი დამართეს, მკვდარს გარდა ათას ხუთასი ჰაჯი ჩალაბისა და განჯის ხანის ჯარისკაცი დაინარჩუნეს, შირვან-შამახისა დიდროვანი კაცები დაიჭირეს, ჰაჯი ჩალაბის სარდლები დახოცეს, დარჩათ საქონელი, ჯორი, აქლემი, ყოველივე საცხოვრებელი მათი“.

აღა-ქიში ნუხისაკენ მიჰქროდა კისრისტეხით.

შავერდი-ხანი განჯის ციხეში შევარდა- და ჩაირაზა.

მაჰმადიანი მეომრები, ვინც სიკვდილსა და ტყვეობას გადაურჩა, უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ.

გამარჯვებული ქართველები ნაომარ ადგილზე მობრუნდნენ და შამშადილოელებს ამასწინდელი ბოროტი მტრობა გაუხსენეს, — ჰაჯი ჩალაბისგან დევნილი ქართველები რომ ძარცვეს, აწამეს და ხოცეს. მეფეებმა „გაუსივეს მარბიელი შამშადილოს ქვეყანასა, მოარბივეს ქვეყანა მათი, დაწვის, მოაოხრეს, ვითარცა ემართლებოდნენ ქართველნი“.

მას უკან ყაზახში შევიდნენ და იქაური მოღალატეები მოიძიეს. ზოგი წყალში ჩაახრჩვეს, ზოგს თავი გააგდებინეს, სხვები ტყვედ აიყვანეს. ერთგულნი უხვად დააჯილდოვეს.

ასეთივე სამართალი გააჩინეს ქართველთა მეფეებმა ბორჩალუსა და ბაიდარში. მოღალატე ბორჩალუს ხანმა და ბაიდარის სულთანმა ერევანს გაასწრეს თავშესაფარებლად.

გამარჯვებული ჯარი შემოდიოდა საქართველოს სატახტოში.

სეიდაბადში ანტონ კათალიკოსი დაუხვდათ უმაღლესი სამღვდელოებითა და მოწესეებით.

თეიმურაზმა და ერეკლემ ფერხთ გაიხადეს და სიონის ტაძრამდე ფეხშიშველი მიჰყვნენ კათალიკოსს.

სიონი გაჩირაღდნებული ელოდა ძლევამოსილთ.

ამბიონზე ანტონ კათალიკოსი აბრძანდა.

სამადლობელი პარაკლისი დაიწყო.

ისევ ბრწყინავდა ქართველთა ბედის ვარსკვლავი ამიერკავკასიის ცრემლიან ცაზე.

 

 

1.3.7 „ქართველთა ჯარი მოვიდა შენზედაო“

▲ზევით დაბრუნება


„ქართველთა ჯარი მოვიდა შენზედაო“

ისევ ჩამოაჭკნათ გვირგვინები ჰაჯი ჩალაბსა და აზატ-ხანს.

ორივემ ენა ჩაიდუმა და გონება ჩაიჩლუნგა.

ისევ შემოვიდა ქართველთა საბატონოში განჯა, ყარაბაღი, ყაზახი და ნახიჭევანი.

მსოფლიოში ლაპარაკობდნენ „ქართველ ლომზე“ — მეფე ერეკლე მეორეზე.

ევროპელ მოგზაურთა და მწერალთა „თემა“ შეიქნა ახალგაზრდა ქართველი გვირგვინოსანი და მხედართმთავარი.

ევროპაში იმასაც იძახდნენ: ლომმა ერეკლემ სპარსეთი უკვე დაიპყრო და დღეს თუ ხვალ თურქეთსაც შეუმუსრავს კარიბჭეებსო.

თეიმურაზი და ერეკლე დღე-ღამ სწორებით იღვწოდნენ ქვეყნის გასამაგრებლად და ასამაღლებლად.

„მარად ცდილობდნენ მეფენი ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითაც ლეკისაგან ქართლისა და კახეთის ქვეყანა დიდათ შეწუხებული იყო, მოინებიეს, სადა მოსავალი გზა იყო ციხეების აშენება“.

ციხესიმაგრეებითა და ხალხის სახიზარებით მოჰფინეს ქართლ-კახეთი.

ქართლში: საშაბურო, სატიხარი, ხადუოიანი, ბიკარი, ფცა, არადეთი, ლამისყანა, ქსანი, მუხრანი, კორდი, ქვემოჭალა, მჭადისჯვარი.

კახეთში: ბატონის ციხე, ვახვახიშვილის ციხე, ბოჭორმა, სიღნაღი, ახმეტა, რუისპირი, საბუე, ალავერდი, გრემი, ყვარელი, ლალისყური, ნაფარეული, შილდა, იყალთო.

თულქითაფას გამარჯვებიდან ათი დღის თავზე მეფეებმა ჩერქეზებს ქირა დაურიგეს უხვად დააჯილდოვეს და სამშობლოში გაისტუმრეს. წასვლისას კიდევ ეს დაიბარეს ჩერქეზთა ბელადებმა: რა დროსაც დაგჭირდეთ და რამდენიც დაგჭირდეთ, გვაცნობეთ და „მაშინვე ჯარით გიახლოთ, ჩვენი თავი თქვენს სამსახურზე დაგვიდვიაო“.

ყალმუხეთის ხანის მოციქულებიც მოვიდნენ ტფილისს ფეშქაშით. ესენიც ამას იძახდნენ: „რაერთსაც ჯარს გვიბრძანებთ, კაის ჯარს გაახლებთო“.

მომავალი გაზაფხულისთვის შემოგითვლითო, უპასუხეს მეფეებმა და ყალმუხებიც საჩუქრებით გაისტუმრეს უკან.

ქართლელთა და კახელთა ლაშქარი დაშალეს თეიმურაზმა და ერეკლემ.

„შეიტყეს გარემო მტერთა, რომ საქართველოსა და კახეთის ჯარები მოიშალაო“, — და ისევ აიშალნენ ქართული მიწა-წყლის ჩასალუკმავად.

ჰაჯი ჩალაბი წამოვიდა შაქელთა და ჭარელთა ჯარებით, შავერდხან განჯელმაც ისევ ქართველთა მტრობა არჩივა, ყარაბაღელთა ჯარი შემოიყარა, შამშადილუს თურქმანებიც აილესნენ, და ყველა ერთად ყაზახს შემოესია.

„თქვენგან დამემართა რაც დამემართაო, თქვენ წამკიდეთ ქართველებთან და რაც ქართველთაგან მარცხი ვჭამე და ჯარი გამიწყდა, იმის სისხლი სულ თქვენის კისრიდან უნდა ამოვიღოო!“ — გამოუცხადა ჰაჯი ჩალაბმა ყაზახელებს და შეუდგა გულნებიერ ძარცვას, ნგრევას და სისხლისქცევას.

თეიმურაზმა ქართლელთა ჯარი შეჰყარა, სარდლად კონსტანტინე მუხრანბატონი უჩინა და ყაზახს გაუშვა.

აღჯაყალს მიაღწია კონსტანტინემ და მოახსენეს მსტოვრებმა ჰაჯი ჩალაბს: „ქართველთა ჯარი მოვიდა შენზედაო“.

ქართველები მოდიანო?! რბევა-ოხრებას ხელი უშვეს და თავის საშველად გაიქცა ყველა ერთად — შაქელიც, ჭარელიც, განჯელიც, ყარაბაღელიც და შამშადილოელიც.

ქართველებმა მტერს ვეღარ მიუსწრეს.

ყაზახი და მისი მიმოსახედნი დანგრეული და დარბეული დახვდათ.

გარისხებული ქართველები განჯას მიუხდნენ და სასტიკად ააოხრეს მისი შემოგარენი.

შავერდ-ხან განჯელმა ისევ ითხოვა პატიება.

ქართველებსაც ჰქონდათ „ისევ პატიების“ უნარი...

ერეკლეც წამოსულიყო ქიზიყელთა ჯარით.

პატარა კახმა „გაუსწორებელ მოღალატეს“ — შამშადილუს მიაგო რისხვა. ქიზიყელები „მიუხდნენ შამშადილუს, მრავალი კაცი ამოწყვიტეს და საქონელი წაუხვნეს“.

სასწრაფოდ გაბრუნდა ერეკლე.

გაქცეული ჰაჯი ჩალაბის კვალი იგერშა და გამოედევნა გავეშებით.

წამოეწივნენ ქართველები „ნაშოვარით“ დატვირთულ მტრებს.

წამოეწივნენ და შავი დღე გაუთენეს.

„ლეკი ბევრი მოკლეს, ტყვე ანუ საქონელი, რაც ჰქონდათ, სულ დააყრევინეს“.

თვითონ ჰაჯი ჩალაბმა ყველაზე ადრე გაასწრო ერეკლეს ხმალს.

მაინც არ იშლიდნენ ლეკნი „ლეკობას“, ახლა უფრო წვრილ-წვრილად „ორასობით და სამასობით დავიდოდნენ მრავლად მრავალთა ადგილთა და დიდათ შეამჭირვეს ქართლი“.

ერეკლეც იჯდა და აღარ ხდებოდა სალაშქრო უნაგირიდან და მარად უქარქაშო ხმლით დასდევდა, სჩეხდა და ჟლეტდა უწყალოდ ნადირული ჟინით მომლტოლვარე მძარცველებს.

 

 

1.3.8 „ჩაუარათ ცუდმა თათბირმან“

▲ზევით დაბრუნება


„ჩაუარათ ცუდმა თათბირმან“

ესეც ეფიქრებოდათ თურმე მამასა და შვილს: სანამ ცოცხლები იყვნენ, ქართლ-კახეთის ორი ტახტის „ერთიანობას“ საფრთხე დიახაც არ ემუქრებოდა, მაგრამ სიკვდილს ხომ ახსოვდა რომ თეიმურაზიც და ერეკლეც,. სხვა კაციშვილთა მსგავსად, მისი „საყვარელი შვილები“ იყვნენ.

ამიტომ მამა-შვილს საჭიროდ გაუხდა, აქედანვე, მათს სიცოცხლეშივე გადაეწყვიტათ „ერთიანი ქართლ-კახეთისა“ და მათი მომავალი „ერთტახტიანობის“ საკითხი.

თვითონ თეიმურაზს „მისი ქართლის“ ტახტისთვის „ცალკე ძე“ არ ესვა.

ერეკლე იყო მისი ერთად ერთი ძე.

ხოლო, თვითონ ერეკლეს, იმჟამად 32 წლის კაცს, სამი ქორწინება მოელია და შვილებიც მოსწრებოდა და ძირებიც.

ერეკლე თავისი წუთისოფელი 24 შვილის მამა შეიქნება.

ახლა უკვე ჰყავდა შვილების „პირველი წყება“: რუსუდანი, ვახტანგი, სახელით უცნობი შვილი (პირველი ცოლის, ქეთევანისაგან), გიორგი, თამარი (მეორე ცოლის, ანასაგან), ელენე, მარიამი (მესამე ცოლის, დარეჯანისაგან).

ვახტანგ ბატონიშვილი აირჩია ქართლ-კახეთის ერთიანი ტახტის მომავალ მემკვიდრედ თეიმურაზმა.

ერეკლეს თანხმობისა და მადლობის მეტი რაღა ეთქმოდა.

ასე, 1752 წლის მიწურულს, მომავალი ერთიანი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა „ორთავ მეფეთა სასურველი ვახტანგ“, ძე მეფე ერეკლე მეორისა, შვილიშვალი მეფე თეიმურაზ მეორისა, „შვენიერი და ყოვლითა სიკეთითა შემკობილი“..

ვახტანგს უბოძეს მამამ და პაპამ, „რაც ქართლში და კახეთში საბატონიშვილო მამული იყო, სოფელი ან ციხე და ალაგი, აგრეთვე არაგვის ერისთავის მამული, მთლივ მთა და ბარი საუფლისწულოდ გაურიგეს“.

ვახტანგი „ასაკითა იყო მცირე“, თუმცა „ამას იტყოდა მისი მნახველი: „ახლავე ხელმწიფობა შეეფერებაო“.

მაგრამ ბავშვი ხომ მაინც ბავშვია და, უფლისწულს აღმზრდელად“ და „პატრონად“ (გინა „რეგენტად“) დაუნიშნეს საარაგვოს გამგებელი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი.

მეფეებმა ასე დამოძღვრეს ერთგული „რეგენტი“: „სანამდის ეს ჩვენი შვილი გაიზრდებოდესო, ან ქვეყნის მოვლას შეიძლებდესო, ეს ჩვენი შვილიცა და ეს ქვეყნებიც შენთვის მოგვიბარებია, რიგიანის საქმით ამ ქვეყნებს მოუარეო და ჩვენს შვილს ამსახურეო“.

ეს „სამომავლო საქმეც“ ესე განესრულა იმ წელიწადს.

ხოლო მომავალ წელს, გივი ამილახორი რომ მოკვდება, ტფილისის მოურავობასაც ვახტანგ ერეკლეს ძეს მისცემენ.

ამნაირად, სათავადო მამულები და სათანამდებო „სახელოები“ სამეფოს სახასო საკუთრებად იქცევიან, თანდათანობით და თანმიმდევრობით.

1753 წელი ახალი ჩამომდგარი იყო.

ერეკლე მეფე ქრთლელთა და კახელთა ჯარით ბაიდარს ჩავიდა.

მარად სამტროდ გატრუნული ქვეშევრდომი თურქმანები ერთჯერ და სამუდამოდ უნდა შეებოჭა მეფეს.

ყაზახში ხუთასი ცხენოსანი „მენაპირე ჯარად“ ჩააყენა, რევაზ ამილახორის სარდლობით.

ბაამან-ხანიც (ადრე რომ ნახიჭევანს იდგა) აქ დატოვა „თავისის კაცით“.

შანშე ქსნის ერისთავის ვაჟი, ზურაბი, ბაიდარის „საპატრონოდ“ დააყენა ერეკლემ.

ყველგან — ყაზახში, ბაიდარში, შამშადილუში, ბორჩალუში და დემურჩი-ასანლუში — ადგილობრივი მაჰმადიანი ბატონები და ქეთ-ხუდები ცოლ-შვილიანად აჰყარა და მძევლებად წაიყვანა ტფილისს..

გარეშე მტრებთან საომარ კვეთებაში თავმიცემულ მეფეს შინაური ფეოდალის „თავგამზიდაობა“ დავიწყნოდათ.

ქსნის საერისთავოში თავადური შეთქმულება შეკრულა.

ღალატის სათავეში აღმოჩნდნენ ბრმა შანუ ერისთავის ვაჟი ზურაბი და მათი სიძე ბაამან-ხანი.

ერეკლემ რომ ზურაბი და ბანანი ბაიდარ ყაზახში მენაპირე ჯარების სარდლებად დატოვა და თვითონ ტფილიხს გამობრუნდა, შეთქმულებმა დრო დაიცეს და ჯერ განჯის ხანთან გაიქცნენ, მერე განჯიდან შაქის ხანს მიუვიდნენ ნუხას. |

აუჯდნენ და უჩიჩინეს ჰაჯი ჩალაბს ზურაბ ერისთავის შვილმა და ბაამან-ხანმა: ჯარებს მიუწოდე და თავს დაეცი საქართველოსო; შენი გამკლავება თეიმურაზს და ერეკლეს ბრ შეუძლიათო; ჩვენმა სულმა ხღოს თუ საქართველოს არ დაეუფლებიო. ისევ აჰყვა ცდუნებას ჰაჯი ჩალაბი. ისევ მოუწოდა სამუსლიმანოს ქართული საქრისტიანოს წინააღმდეგ „საღვთო ომში“. შეიყარნენ შაქი-შირვანის, ჭარის, განჯა-ყარაბაღის, ბარდისა და ბარგუშათის ჯარები.

ორად გაჰყო ჰაჯი ჩალაბმა მუსლიმანური მხედრობა.

ერთი ნაწილი ბაამან-ხანს ჩააბარა და ქართლზე გამოუშვა, მეორეს ზურაბ ერისთავის შვილი უჩინა სარდლად და კახეთისაკენ წარმოგზავნა.

მაგრამ მოულოდნელად შამახიისა და ყუბის ხანები აუჯანყდნენ ნუხის ბატონს.

ჰაჯი ჩალაბი იძულებული შეიქნა დასავლეთისკენ აღძრული მხედრობანი აღმოსავლეთისკენ შეებრუნებია.

სასტიკ შეტაკებაში შამახილსა და ყუბელს გაემარჯვათ.

ასეთი მარცხის შემდეგ ჰაჯი ჩალაბი გიჟი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოში ლაშქრობა კიდევ გაევლო გულს.

მარცხიანი ბრძოლის შემდეგ ზურაბ ერისთავის შვილი და ბაამან-ხანი შავერდი-ხანთან ერთად განჯაში გაიქცნენ.

მოღალატეებს „ჩაუარათ ცუდმა თათბირმან და დარჩნენ განჯას შეწუხებულნი“.

მოღალატე შვილის მამა მოიკითხეს მეფეებმა — შანშე ერისთავი, საქართველოს მოსისხარ სპარსთა და ოსმალთა წინააღმდეგ დაუღალავი და გაუტეხელი მებრძოლი.

თურმე სცოდნია შანშეს შვილის ღალატი.

აღარ დაინდეს მეფეებმა უსინათლო გმირი. შეიპყრეს და ტფილისის ციხეში ჩააგდეს, იქვე დაასრულა შფოთიანი წუთი სოფელი — „შეიპყრა სენმა და მოკვდა შანშე“.

ქსნის ერისთავად თეიმურაზმა შანშეს ძმისწული დავით იესეს ძე დანიშნა.

მაჰმადიან მბრძანებელთაგან ისევ აზატ-ხანი პირველობდა აღმოსავლეთ კავკასიაში.

ვერ იქნა და ვერ მოერია „ქართულ ჯავრს“ ერანის ყაენობის თავაწყვეტილი მაძიებელი.

თულქითაფასთან ქართველთა ძლევამოსილების შემდგომ აზატ-ხანს ერთხელ კიდევ წარეკვეთა იმედი ქართველებთან „მათი სწორი“ ბრძოლის გამართვისა და ბოლოს და ბოლოს უიმედო ხმლით „თამაშას“ ისევ შერიგება ამჯობინა ამ „გასაოკარ ხალხთან“.

და შემოუთვალა მოწიწებით აზატ-ხანმა ქართველ მეფეებს: ყოველივე წარსული მტრობა დავივიწყოთო, შევრიგდეთო, ჩემი სამსახური „გეპრიანებათ“ და არ გაწყენთო; თან დავმოყვრდეთო — „ერთი თქვენი სახლის ქალი საცოლოდ მომეცითო და მერე მე ვიცი რამდენს თქვენს ქვეყანას შევმატებო“.

თეიმურაზსა და ერეკლეს დიახაც უნდა სიამოვნებოდათ აზატ-ხანის შემოთავაზება. ასეთი კავშირი და მოყვრობა იმას ნიშნავდა, რომ ჰაჯი ჩალაბის ცდა ქართველთა წინააღმდეგ „სრულიად მაჰმადიანური კავშირის“ შეკვრისა — სავსებით იშლებოდა და ირღვნებოდა.

ქართლის ტახტის მაძიებლის, აბდულა-ბეგის შვილებიც აზატ-ხანს აფარებდნენ თავს; ზოგი თავადიც ამათ დაბრუნებას ელოდა და თეიმურაზ-ერეკლეს სიძულვილს გულში „დროებით დაკრძალულად“ ინახავდა. ახლა აზატ-ხანთან მეფეთა კავშირი და მოყვრობა საქართველოს შიგნით „თავგანმზიდავთა“ იმედებსაც აქარწყლებდა და ქვეყანას შინაგანად განამტკიცებდა.

ამიტომ თეიმურაზმა და ერეკლემ აზატ-ხანის თხოვნას დასტური მისცეს და საცოლეც აარჩიეს — თეიმურაზის დისწული მარიამ ბეგუმ.

უბრწყინვალესი ამალა და უმდიდრესი საქორწინო ძღვენი გამოგზავნა აზატ-ხანმა საქართველოში.

ქორწილიც შედგა, მოყვრობაც, შერიგებაც, კავშირიც, მშვიდობაც.

აზატ-ხანმა ქართველების წინაშე ისევ ქედი მოიხარაო?

და მაშინვე ისევ მოაწყდნენ ტფილისს „მშვიდობის“, „ქვეშევრდომობისა“, და „მეგობრობის“ თხოვნით მოციქულები ერევნიდან, განჯიდან, შირვანიდან, შუშიდან, ნახიჭევანიდან.

ეს ამბავიც 1753 წელს მოხდა.

 

1.3.9 ნურსალ-ბეგ და ლეკნი სხვანი

▲ზევით დაბრუნება


ნურსალ-ბეგ და ლეკნი სხვანი

ლეკები კი ისევ ლეკობდნენ.

იმავე წელს დაღესტნიდან გადმოეშვა ლეკთა „დიდრონი ჯარები“, ბამბაკს დაეცნენ, „გატეხეს ციხეები, დაატყვევეს, ამოწყვიტეს, ურიცხვი ტყვე და საქონელი წამოიღეს“.

ბამბაკიდან ყარსში გავარდნენ, იქაც „წაახდინეს მრავალი ალაგი, ვერსად გამოუჩნდათ წინააღმდეგი“.

მას უკან გოგჩას მიეჭრნენ, „აიღეს ციხე და აიკლეს ყოველი საცხოვრებელი მათი“.

გოგჩიდან ერევანს მიუხდნენ და მისი მიმოსახედი ქვეყანა ააოხრეს, ერევნიდან კი ტფილისისაკენ წამოემართნენ.

მარაბდასთან დაუხვდნენ მეფენი ქართლელთა და კახელთა ჯარებით.

„შეუტივეს გულსრულად“ და „გაწყვიტეს ჯარი ლეკისა ორად“.

ერთი „ნაწყვეტი“ ლეკთა ჯარისა ბირთვისისკენ გაიქცა, მეორე — იაღლუჯასკენ.

გამოუდგნენ ქართველნი „ხოცითა და ხმალ-და ხმალ კაფით“. ერეკლე — ბირთვისისკენ, თეიმურაზი — იაღლუჯასკენ: ორგნით „ასე ამოწყვიტეს ლეკნი, რომ მცირედნიღა გადარჩნეს“.

იაღლუჯასთან ბრძოლაში დიდი სახელი დაიგდო კონსტანტინე მუხრანბატონმა, რომელიც „ფალავნისა მსგავსად იბრძოდა“. დაიჭრა მუხრანბატონი, მაგრამ მაინც ლეკთა სრულ დამარცხებამდე არ მიატოვა ბრძოლა...

იმავე 1753 წელს, ერეკლე რომ თელავის გალავანს განასრულებდა, დედოფალმა დარეჯანმა „შვა ასული ელენე“.

1754 წლის გაზაფხულზე ერეკლე ქართლში იყო, მამასთან.

და კახეთიდან ახალი, საშფოთარი ამბავი მოიტანეს შიკრიკებმა: ავარია-ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი „გადმოსულა ლეკთა ჯარით, შილდის თავს დადგა, კახეთზე მოდის; იმუქრება — ქართლსა და კახეთს ორივეს დავიჭერო; ჯარიც ასეთი ჰყავს, რომ ჯერ ამისთანა ჯარი ქართლსა და კახეთს არ ჩამოსულაო“.

სასწრაფოდ, მარტივად და უბრალოდ გადაწყვიტეს მეფეებმა: თეიმურაზი ქართლში დარჩებოდა, ერეკლე კახეთს გაფრინდებოდა. „თუ კახეთს გაუჭირდებოდა, ქართველი ბატონი მიეშველებოდა და თუ ქართლს გაუჭირდებოდა, კახი ბატონი მიეშველებოდა: თუ თავ-თავისად მტრის პასუხს შესძლებდნენ, ეს ქართლს გაამაგრებდა, ის კახეთსა“.

ერეკლე თელავს ჩავარდა. ჯარების მალიად შეყრას შეუდგა.

ხალხი დიდიან-პატარიანად აჰყარა და ციხეებში შეხიზნა.

თეიმურაზმაც სრულიად დახიზნა ქართლი.

ნურსალ-ბეგი კი ისევ „იდგა შილდის თავში და ყოველდღე ემატებოდა დაღისტნიდამ ჯარი ლეკისა“.

ნურსალ-ბეგის გალაშქრება რომ შეეტყოთ, პირი შეეკრათ სხვა მაჰმადიან ხანებს — ჰაჯი ჩალაბს, ფანა-ხანს, შავერდიხანს, ჭარისა და კაკის ბატონებს: თუ ხუნძახის ბატონი ერეკლეს და თეიმურაზს დაამარცხებსო (რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელიაო), მაშინ ჩვენც ქართველებს მტრად ვექცეთ და ქართლ-კახეთს შევესიოთ სარბევად და საძარცვავადო.

შემოყრილი ჯარები ეცოტავათ მეფეებს და ისევ აფრინეს მალემსრბოლნი ჩერქეზთა და ოსთა გადმოსაყვანად.

სანამ ჩრდილო კავკასიიდან რაიმე პასუხი მოვიდოდა, ამოძრავდნენ ლეკები.

ჯერ წალკიდან წამოვიდა ლეკთა ერთი ნაკადი, საციციანო გადმოთქერეს, ზემო ქართლი დაარბიეს.

გამოედევნა, მაგრამ ვერ დაეწია თეიმურაზი.

ნურსალ-ბეგმაც შილდადან დასძრა ჯარები.

ცქაფად მოილტვოდნენ ლეკები. ალაზანი გადმოლახეს და ზედიზედ გადასწვეს რუისპირი, ახმეტა და ავიდნენ გაგნაკორას.

ერეკლეს ჯარი ცოტა ჰყავდა, მაგრამ მეტი ცდაც არ შეეძლო და გამოედევნა მტერს.

ნურსალ-ბეგმა კახეთი დააგდო და ქართლისაკენ წამოვიდა.

შემოუთვალა ერეკლემ მამას: გაფრთხილდით, ლეკები ქართლზე მოდიან, მეც ფეხდაფეხ მოვდევარო.

ავარიელ-ხუნძახელმა ჯარი ოთხ ნაკადად დაალაგა და „გამოვიდა არაგვს ოთხ-პირათ, შემოუშვა ჯარი არაგვის ერისთავის მამულში, დაწვეს, აიკლეს, ააოხრეს, ანანურს აქეთ აღარსად-რა გაუშვეს-რა წაუხდენელი. მივიდნენ დუშეთს, დაწვეს სასახლე ერისთავისა, შებილწეს მონასტერი, ჩამოხდენ იქ დიდის ნაშოვრით“.

თეიმურაზმა ერეკლეს გარეშე საარაგვო ვერ დაიცვა და ახალგორს გადავიდა და იქ დაელოდა ძესა თვისსა.

ნურსალ-ბეგი დუშეთიდან მუხრანისკენ წამოშვავდა და მჭადისჯვარს მიაშვავდა.

მჭადისჯვრის ციხე ახლად აეშენებინა კონსტანტინე მუხრანბატონს. მუხრანელთა ციხიონი ძლიერად დაუხვდა მტერს.

ლეკთა ბელადმა ციხის ბოლოს, ჭალაში, „გაათხრევინა სანგარი მაგარი, დაადგმევინა კარავნი, დადგა შიგ და აბრძოლა ციხესა ჯარი ლეკისა. იყო დღე-და-ღამ ბრძოლა და ომი გაუწყვეტლად. არ ავად იყვნენ მყოფნი ციხისანი, მრავალი ლეკი მოუკლეს და დიდათაც გულმამაცად იყვნენ ციხის კაცნი, უგზავნიდა მუხრანბატონი ყოველდღე კაცსა და ტყვიაწამალსა, აძლიერებდა, უთვლიდა იმედსა, დაპირდებოდა წყალობასა და მოხმარებასა“.

ერეკლე კახთა ჯარით დუშეთს მოსულიყს და მამა დაებარებინა სასწრაფოდ.

თეიმურაზმა ახალგორს ანტონ კათალიკოსი და იოანე ორბელიანი დატოვა და თვითონ დუშეთს წამოემართა ფრთამალედ.

შეიყარნენ მამა-შვილი.

ლაშქარი მოითვალეს.

ფრიად ემცირათ.

ჩრდილო კავკასიიდან ჯარი არ ჩანდა.

ერეკლე ჯარსა და მამას წამოუძღვა და „ზევით მთიდამ ერთჯერ კიდევ დაზვერა მტერი.

პატარა კახს „ბევრი დიდრონი ჯარები ენახა ერანის ქვეყანაში, ბევრი ხანი დაეყო ჰინდოეთს, თან ახლდა ყაენს და ჯარის ბევრსა და ცოტაობას კარგად იცნობდა“. მაგრამ „ნახა რა ჯარი ლეკისა, დიდათ მეტი იყო ქართლისა და კახეთის ჯარზე, ამით რომე ეს ხუნძახის ბატონი დაღისტნის ერთის ქვეყნის პატრონი იყო და მერე რა ქართლზე და კახეთზე წამოსულა, უცნობებია ლეკთათვის და რაც დაღისტანში ბელადები და უფროს ჯართა კაცები იყვნენ, ყველანი თან გამოყოლოდნენ და ამისთვის დიდი ჯარი შეყრილიყო“.

ლეკთა აშკარა რიცხობრივი სიჭარბე საომარ სასწორზე ფრიად საეჭვოს ხდიდა გაცილებით მცირერიცხოვან ქართველთა წარმატებას.

არა და, მჭადისჯვარი სადაცაა უნდა დაცემულიყო.

ნურსალ-ბეგს საიერიშო საფრები („სიბა“) გაემზადებინა. დილით ადრე გადამწყვეტი იერიში უნდა მიეტანა ციხეზე.

მაგრამ იმ ღამით ვიღაც მოხუცი ქართველი დედაკაცი მიეპარათ, ცეცხლი გაუჩინათ და ხელიერთპირად გადაუწვათ საფრები.

ლეკებმა მძიმე წამებით მოჰკლეს ეს უცნობი გმირი ქალი...

ახალ საიერიშო „მანქანებს“ ამზადებდა ხუნძახის ბატონი.

ითვლევინებოდნენ მეციხოვნენი: „თუ არ მოგვეშველებითო, ამის მეტი ღონე აღარა გვაქვსო“.

ეგზომ ძლიერი ციხის დაცემა კი ძალზე გაათამამებდა ისედაც გათავხედებულ მტერს. შეიძლებოდა, წალკელი ლეკებიც შეერთებოდნენ ხუნძახის ბატონს.

ყოყმანის დრო გაქცეულიყო,

ერეკლეს ხასიათშიც ხომ სულ ვერ თავსდებოდა ყოყმანის მატლი.

ბრძანა და დაეშვნენ ქართველნი, „ჭილურტის მხარეს, ზევიდამ“. - ბრძოლა მიჰყავდა ერეკლე მეფეს.

ორი მხრიდან მიუახლოვდა ჯარი ლეკთა ბანაკს – ცალკერძ ქართლელნი და ცალკერძ კახელნი.

ორგნითვე უკანაკერძად ცხენოსნები დააყენა, წინ ქვეითნი მიუმძღვარა.

ქვეითთა წინაკერძად კიდევ, ვითარცა საფარა (გინა — „ბარიკადა“), ერთმანეთზე მიჯრით ერეკლემ ჩაარიგა ურემსაზიდრები, „აღვსილნი მრავალი ჯარჯითა“.

მაშ, 1754 წლის 16 აგვისტო, მჭადისჯვარი.

ბრძოლა განახვნეს ქვეითმა ჯარებმა, თოფ-დამბაჩათა ბათქაბუთქით და ზამბურაკთა გრიალით.

ქართველთა გაჭიმულ „ბარიკადაზე“ ამოისხლიტნენ ლეკები.

უმალვე ჩაკაფეს ქართველებმა ხმალდახმალ.

ლეკთა მომდევნო რიგმა გულსრულად გადმოიარა თავისიანთა გვამები და სასტიკი ხმალთაკვეთებით შემოება ქართველობას.

მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს მეოთხე...

ლეკთა ცხენოსნობაც „სამად გაყოფილიყო და ყოველის მხრიდამ მოვიდნენ, ქართველთა ჯარები დიაღ თვალში ეცოტავათ და დიდათ ამაყად მოინდომეს ომი ლეკთა“.

„შეიქნა ომი ფიცხელი, რომ უფიცხე აღარ ეგებოდა“.

მისჭირდა ქვეით ქართველობას. „ლეკებს ცოტაღა უკლდათ ხმალდა-ხმალ ჩვენს ჯარსა შინა შემოსვლა“.

„დაიქვეითეთ-“ — დაიღრიალა ერეკლემ, ცხენიდან გარდახდა და თოფი შიგ გულში აძგერა „ბარიკადაზე“ ამოფრენილ ლეკს.

წამსვე დაქვეითდნენ ქართველი მხედრები და ტყვიები მიუშვეს იერიშზე მომავალ მტერს.

ისევ ჩაიცელა ლეკთა „მორიგი რიგი“.

„ცხენებზე!“ — იჭექა კვლავ ამხედრებულმა კახმა ბატონმა.

ყველა ამხედრდა წამწამისად.

„ხმალი!“

იელვეს ქართულმა ხმლებმა.

და კვლავ იქუხა ერეკლე მეფემ:

„ეს არის დღე ვაჟკაცობისა, სიყვარული რჯულისა და სამშობლოისა! ხმალი მაგ წუწკლებს!“ - იყივლა და გაფრინდა ლეკთა უფრრისად მძლავრი ტევრისკენ.

მიჰყვნენ ყიჟინით და „შეუტივეს ქართველთა და კახთა გულ-სრულად.

მისვლისთანავე „მეფემ ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდა-ხმალ“.

ისევ „ჩამოკაფა“ მეორე... მესამე... მეოთხე...

ნურსალ-ბეგს ეძებდა, — თავი უნდა წარეკვეთა ლეკთა ჯარისთვის.

მაგრამ არ ჩანდა „თავი ლეკისა“.

ხოლო ბიძა და ბიძაშვილნი ხუნძახის ბატონისა დაეცნენ „ხმალ-და-ხმალ ჩამოკაფულნი“.

ისევ იბრძოდა ერეკლე მეფე „გატაცებით“, სიკვდილთან გულგრილი წილყრით. „ხან იქით და ხან-და-ხან აქა, აძლიერებდა ჯარსა, დაპირდებოდა წყალობასა“.

გასტეხეს მტერი ქართველებმა და „გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა“, მყისვე „ჰკრეს ეს გაქცეული ჯარი მეორესა ჯარსა“ და ყველა ერთად „აირივა ეს საშინელი ჯარი ლეკისა“.

გაიქცნენ ლეკნი.

გამოედევნენ ქართველები. „შეუტივეს ხმალ-და-ხმალ, დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა ეგრე ხოცდენ ლეკთა“.

„მამაცად და ლომ-გულად“ იბრძოდნენ: კონსტანტინე მუხრანბატონი, რევაზ ორბელიანი, დავით ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი, ამირინდო ამილახორი, ალექსანდრე ციციშვილი და „ყოველივე თავადნი“ ქართლისა და კახეთისანი. ყველანი „უზომოდ გაისარჯნენ, მხნედ ხმალი მოიქნივეს, თითონაც შეიბნენ და ჯარიცა კარგად შეაბეს და განაძლიერნეს“.

ყოველი ქართველი გმირი იყო იმ დღესაც — „თავადნი გლეხზე უმჯობეს და გლეხნი თავადზე უკეთეს“.

მისდიეს ქართველებმა გაქცეულ მტერს, „მიყვნენ ხოცით არაგვამდის, რომ მათის მძოვრით აღავსეს ტყე და ველი“. ბევრი ლეკი ხმლისა და ხელის „უკრავად კლდეზე გარდაცვივნით დაიხოცნეს“.

ხუნძახის ბატონს ბრძოლის ველზე „დარჩა კარავნი და ყოველივე საცხოვრებელი და დიდება, რომელიც კი წამოეღო დაღისტნიდამ“.

ლეკთაგან არაგვამდე ვინც გადარჩა და კახეთს გააღწია, იქ სახლში დარჩენილი კახელები გამოუხტნენ დასაცა გაიარეს, ყველგან ხელახლა „დაუმარცხეს“.

როგორც იქნა, სიცოცხლე დაინარჩუნა და ისე „მივიდა ხუნძახის ბატონი სირცხვილეული დაღისტანში“.

   

1.3.10 წვრილი ლეკიანობა

▲ზევით დაბრუნება


წვრილი ლეკიანობა

მჭადისჯვრის გამარჯვებამ ისევ მძლავრად დაარისხა ქართული ზარები მაჰმადიანური კავკასიის ცისგვამში.

მაგრამ ლეკს „ლეკიანობის“ გარეშე არსებობა ხომ არ შეეძლო და მაინც მოდიოდა, მოდიოდა თუნდაც სიკვდილზე, თუნდაც ათიდან შვიდ სიკვდილზე.

მჭადისჯვართან „ლეკური ჯარობის“ კიდევ ერთი კატასტროფის შემდგომ ისევ წვრილ-წვრილი „მოხდომ-გახდომა“ გააჩაღეს ლეკებმა.

და ჩვენც, კეთილო მკითხველო, ღმერთს მოთმინება ვთხოვოთ და ვიხილოთ ეს წვრილ-წვრილი, გულის გამაწვრილებელი „ლეკიანობის“ ნუსხა, მჭადისჯვრის შემდგომ, ნახევარი წლის სიგრძეზე:

აგვისტოს ოცდაერთს ლეკები დაეცნენ წავკისს, მოკლეს ხუთი კაცი, წაიყვანეს ხუთი ტყვე;

აგვისტოს ოცდასამს დაეცნენ ვერეს. აქ ერეკლე გავიდა მათ წინააღმდეგ. ლეკები გაიქცნენ;

აგვისტოს ოცდაათს ლეკები დაეცნენ სხალტბას; თოთხმეტი ტყვე მოიტაცეს;

სექტემბრის სამს დაეცნენ ტაბახმელას. ოთხი კაცი მოკლეს, ორი ტყვე იშოვეს;

ამავე დღეს მტკვარზე ოთხი ტივი წაახდინეს;

სექტემბრის ექვსს წყნეთს მიუხდნენ, სამი ტყვე მოიტაცეს;

სექტემბრის თოთხმეტს დიღომს მიუხდნენ, ერთი ტყვე იშოვეს;

ამავე დღეს ვერეს მიუხდნენ, ორი ტყვე მოიტაცეს;

ამავე დღეს ხოვლეს მიუხდნენ, თოთხმეტი ტყვე იშოვეს;

სექტემბრის თექვსმეტს წავკისს მიუხდნენ, ერთი ტყვე იშოვეს;

ამავე დღეს მოხისს მიუხდნენ, ორი გუთნეული და ორი ტყვე მოიტაცეს;

სექტემბრის ოცს საავალიშვილოს დაეცნენ, ბრძოლაში სამი ქართველი დაიჭრა, ხუთი ლეკი მოიკლა, ვერაფერი წაიღეს;

სექტემბრის ოცდახუთს ხაშმზე ქარავანს დაეცნენ, სულ აიკლეს;

ამავე დღეს ყოშა-ქილისას დაეცნენ, ბრძოლაში ერთი ლეკი მოკვდა, ხუთი ტყვე მოიტაცეს;

სექტემბრის ოცდაექვსს მცხეთას დაეცნენ, პირუტყვი წაასხეს;

იმავე დღეს ავჭალას დაეცნენ, პირუტყვი წაასხეს;

სექტემბრის ოცდაშვიდს ბოლნისს მიუხდნენ, ბრძოლაში ერთ ლეკი მოიკლა, ხელცარიელი გაბრუნდნენ;

ოქტომბრის პირველს ნუნისს დაეცნენ და სააბაშიოს სხვა სოფლებსაც შეესივნენ, ნუნისში ოცი ტყვე იშოვეს, დანარჩენი სოფლებიდან კიდევ ორმოცი ტყვე მოიტაცეს;

ამავე დღეს სოღანლუღს მიუხდნენ, შვიდი ტყვე იშოვეს;

ამავე დღეს თელათგორს დაეცნენ და ნახირი სულ წაასხეს;

ოქტომბრის სამს ბოლნისის გზაზედ ორი შებმული ურემი და ორი ტყვე იშოვეს;

ოქტომბრის ხუთს გორის მიდამოდან ერთი შებმული გუთნეული, ერთი ტყვე და ოცი ცხენი მოიტაცეს;

ოქტომბრის შვიდს ღოუბანს და მონასტერს დაეცნენ, მოკლეს ხუთი კაცი, მოიტაცეს სამი ტყვე;

ოქტომბრის ათს ალგეთზე წისქვილებს დაეცნენ, ბრძოლაში ერთი ლეკი მოკვდა, ოთხი ტყვე მოიტაცეს;

ამავე დღეს საფალავანდიშვილოს შეესივნენ, აქედან ორმოცი ტყვე მოიტაცეს;

ამავე დღეს საგარეჯოს დაეცნენ, სამოცი ტყვე იშოვეს, მაგრამ მტაცებლებს მარტყოფელები დაუხვდნენ და ომით ტყვეები დააყრევინეს;

ამავე დღეს მანავს დაეცნენ, ბრძოლაში ხუთი ლეკი მოიკლა, ცარიელი წავიდნენ;

ამავე დღეს ქისტაურს მოუხდნენ, ორი კაცი მოკლეს ექვსი გუთნეული მოიტაცეს და ორი ტყვე;

ამავე დღეს შილდას მიუხდნენ, სამი კაცი მოკლეს, ოთხი ტყვე მოიტაცეს.

ამავე ოქტომბრის ათს კუმისს დაეცნენ ბრძოლაში ერთი ლეკი მოკვდა, ოთხი ტყვე მოიტაცეს და ხუთასი ცხვარი;

ოქტომბრის თხუთმეტს ისევ კუმისს დაეცნენ, ცხრა ტყვე მოიტაცეს;

ოქტომბრის თექვსმეტს ვერეს მიუხდნენ, ბრძოლაში სამი ლეკი მოკვდა, ცარიელი წავიდნენ;

ოქტომბრის ოცს წყნეთს დაეცნენ, სამი ტყვე და შებმული ურმები მოიტაცეს;

იმავე დღეს კოდას მიუხდნენ, ორი ტყვე მოიტაცეს;

ოქტომბრის ოცდარვას ქალაქელი მეშე შეები მოიტაცეს სამი;

ოქტომბრის ოცდაათს ქალაქს მიმავალი ოთხი მგზავრი მოიტაცეს;

ოქტომბრის ოცდათერთმეტს ქალაქელი მეშეშეები მოიტაცეს და ორმოცი ვირი;

ნოემბრის პირველს ბოლნისს დაეცნენ, ორი კაცი მოკლეს, ორმოცი ხარი მოიტაცეს;

ნოემბრის ხუთს ქალაქელი მეშე შეები წაიყვანეს ცხრა;

ამავე დღეს არაგვის პირის სოფლებიდან თერთმეტი ტყვე მოიტაცეს;

დეკემბრის ჩვიდმეტს მარნეულის გზიდან ოთხი მგზავრი მოიტაცეს;

დეკემბრის ოცდაექვსს თხილოვანის გზიდან სამი მგზავრი მოიტაცეს;

დეკემბრის ოცდაცხრას ვაყას დაეცნენ, თორმეტი ტყვე მოიტაცეს;

„ქართლში ქურდის ლეკისაგან დიდი ძალა სჭირს. თუ დიდი ჯარი გამოვა, პირდაპირ შეებმიან და ქართველები აჯობებენ, თუ არა ქურდობით ძალას შვრებიან. ჩღნდ მკათათვის ლ ჩღწე მკათათვის გასვლამდის (1754 წლის 30 ივლისიდან 1755 წლის 30 ივლისამდე) რომ ჩემის შეტყობით, დატყვევებულა და მოუკლავთ კაცით-ქალით შვიდას-რვაასამდის, აგრეთვე ლეკი, რომ თვითონ უთქვამთ, ექვსას-შვიდასამდის, მაგრამ მეტს იტყვიან ხოლმე“, — დაასკვნის „წვრილი ლეკიანობის“ მომსწრე და მომთხრობელი ოთარ თუმანიშვილი.

 

1.3.11 მუდმივი ჯარი(ვით)

▲ზევით დაბრუნება


მუდმივი ჯარი(ვით)

მჭადისჯვრის მიწას კაცთა სისხლი კარგად არ შეშრობოდა, რომ ჩრდილოკავკასიიდან ქართველთა „შემწე“ ჯარები გადმოვიდნენ: „ჯარი ჩერქეზისა, კალმუხისა, ჯიქისა, ქიშტისა, ღლიღვისა, ნოღისა და ოსისა. ამა ქვეყნების ჯარები თავთავისისა უფროსითა კაცითა იყვნეს. ესენი სხვა-დასხვა რჯულთა მსახურნი, მაჰმადიანნი და უფრორე, კერპთმსახურნი, ავად-მქცევნი და საჭმელთა ფინთთა და არაწმიდათა მჭამელნი. ზოგნი კარგი თვალად ტანადნი და ზოგნი დუხჭირნი და ავ-სანახავნი, თმათა-წვერთა უქონელნი და ცხვირთა ძნიად ჩენილ, კარგ-ცხენოსან-მოისარნი და ფიცხადმქცეველნი“.

ანანურში მიიღო ისინი არაგვის ბატონმა ვახტანგ უფლისწულის „რეგენტმა“ ჯიმშერ ჩოლოყაშვილმა. ანანურიდან წამოუძღვა, დიდუბეში დააყენა, ბინა და ულუფა გაუჩინა და მეფეებს შეატყობინა ტაბახმელაში.

ტაბახმელას „საზაფხულო განსასვენებლად“ როდი ბრძანდებოდნენ მეფენი. ზემო ქართლიდან დაღესტანში მიმავალი გზები უნდა შეეკრათ წალკაში ჩაბუდებული ლეკებისათვის.

ახალციხის ფაშასაც მოეწერა თეიმურაზ-ერეკლესათვის: „ჩემი ქვეყანა მაგ ლეკმა გააოხრაო და მრავალი საქონელი მოაქვთო, თქვენი სახელი და ხმალი გვასმიაო და მოგვეხმარენითო“.

როგორც კი მეფეებმა მოქირავნე კავკასიელთა მოსვლა შეიტყვეს, მაშინვე იხმეს ყველანი ტაბახმელაზე.

ახლა გზებზე ჩასაფრება საჭირო აღარ იყო. ამიერ და იმიერ კავკასიელი ჯარები გააერთეს და პირდაპირ წარუძღვნენ მეფენი ლეკთა მოსაწყვეტად მათი „ქართული ბუნაგის“ მოსათხრელად.

წალკის თავს, ბედენის მთაზე მივიდნენ ღამით. დილაზე თავს უნდა დასცემოდნენ მტერს. მაგრამ ლეკებმა ნადირულზ გერშით იგერშეს და იმ ღამითვე გაიპარნენ, ნაძარცვთა წაღებაც მოასწრეს და დმანის-ტაშირის გზით ახპატის ხეობაში გაჩნდნენ. მეფეები. ბედენიდან აიყარნენ და ნახიდურს ჩამოვიდნენ. აქედან ყაზახ-ბორჩალუში ბრძანება აფრინეს, მანდეთ წამოსულ ლეკებს გზები შეუკარითო.

მაგრამ მოხდა ის, რაც ძალიან ხშირად მომხდარა ქართველთა უბედური „სტუმართმოყვარეობის“ ისტორიაში: ქართულ მიწებზე შემოსახლებულმა ელ-თურქმანებმა ისევ მოიმარჯვეს ჭინჭში გახვეული სამართებლები და ახპატის ხეობაში ჩაჩუმქრულ ლეკებს აცნობეს — ქართველები დიდის ჯარებით მოდიან, ყათლამი უნდა გიქნან და თავს უშველეთო.

აიყარნენ ლეკები ახპატიდან ღამით და ისევ „ქართლის თათრების“ მეგზურობით, ბეწვის დაუკარგავად, გააღწიეს დაღესტანს.

ხელცარიელი მობრუნდნენ მეფენი ტფილისს.

ხოლო, ხმა მაინც ძლიერი გავარდა მტრისა და მოყვრის სამრეკლოებზე:

„ქართველ ბატონს უცხო ჯარები უშოვნია და დიდი ჯარი შეუყრიაო“.

საქართველოს მტრებმა ისევ მოძებნეს „სამშვიდობო“ და სათვალთვალო სოროები. ჩაძვრნენ და თან ჩაიტანეს მწარე სალოკად მჭადისჯვარი და იმიერ-ამიერ კავკასიელთა „ძმობა“. - მაგრამ მოქირავნეები ხომ სამუდამოდ ვერ დარჩებოდნენ საქართველოში. კიდევაც მოითხოვდნენ ჩრდილოელნი: „ან გვაჩვენეთ მტერი თქვენი და ზედ შეგვახოცეთ, ან დასტური გვიბოძეთ, ჩვენს ქვეყანაში რომ წავიდეთო“.

ისედაც შეუძლებელი აღმოჩნდა რაიმე მონაჭრევ დროით ამ ხალხის შენახვა. „ქართლი მტრისაგან დიდად შეწუხებული იყო და ღარიბნი შენახვასა დაზარდენ, რომ ხარჯი ბევრი უნდებოდათ“.

მეფეებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ, — იმიერკავკასიელებს ქირა და საჩუქრები დაურიგეს და გაისტუმრეს.

ოსებმა ესეც „გაახსენეს“ თეიმურაზს და ერეკლეს: ძველი ბაგრატიონი მეფეები ჩვენ დარიალის საებგუროდ ჯამაგირს გვაძლევდნენ და თქვენც უნდა გაგვიახლოთ, რას გვერჩითო...

ესენიც „რას ერჩოდნენ“ და „მისცეს პირობა“ ჯამაგირისა თეიმურაზმა და ერეკლემ.

გამომშვიდობებისას მტკიცედ შემოფიცეს ყველა ჩრდილოურ მოლაშქრეთა თავკაცებმა ქართველ მეფეებს: „როდესაც ბრძანება თქვენი მოგვივიდეს, ვითა ყმანი ეგრე სწრაფად შეგეყარნეთ და თქვენს სამსახურში დავიხოცნეთო“.

1754 წელს რუსეთიდან თომა ბარათაშვილი ჩამოვიდა საქართველოში.

ჭაბუკი თომა ვახტანგ მეფის ამალას გაჰყოლოდა რუსეთს.

რუსეთის სამსახურში შესულიყო, იქავ გაჭაღარავებულიყო, იქაური ქუდი დაეხურა, იქაური სული ჩაედგა სასულეში.

ახლა თომა ბარათაშვილი რუსეთის სასახლის კარს საქართველოში გამოეგზავნა, რამდენიმე რუსის თანხლებით, ხოლო, მიზეზი და მიზანი გამოგზავნისა — ერთობ მოულოდნელი და უცნაური: საქართველოში უნდა შეეძინათ რუს ხელმწიფისთვის „შესაკადრნი ცხენნი ბედაურნი“!

და „წავიდა ეს თომა ახალციხის ქვეყანასა, გადავიდა იმერეთს, ოდიშ-გურიასა და სადაც პოვა ცხენნი ბედაურნი, იყიდნა ძვირ-ფასად და გარდმოიყვანა და დააყენა სურამს, ბრძანებითა ქართლის მპყრობელისა მეფისა თეიმურაზისათა, მოუყენა რუსნი, რომელნიც ახლდნენ რუსისა ხელმწიფისა გამოტანებულნი. თვითონ თომა ჩამოვიდა ქალაქსა თბილისისასა, დააყენა პატივით მეფემ“.

ეს არის და ეს. არ ჩანს, მართლა მხოლოდ „ცხენების შესაძენად“ გამოგზავნეს მაშინდელ პირობებში თომა ბარათაშვილი და „მისი რუსნი“ საქართველოში?!

ბოლოს, როგორც იქნა, მაინც „გაირკვა“ რუსეთში გაგზავნილი ელჩობის ამბავი.

დაბრუნდა სვიმონ მაყაშვილი.

არ დაბრუნდა და „სნეულების მიზეზით“, მოსკოვს დარჩა ათანასე ტფილელი.

ჩამოვიდა სვიმონ მაყაშვილი და ჩამოუტანა თეიმურაზსა და ერეკლეს რუს ხელმწიფე ელისაბედისაგან „ბეწვნი სიასამურისანი და ლარნი ოქრო-ქსოვილნი, ძვირ-ფასად ღირებულნი და ხელმწიფობისა შესაკადრნი“.

ქართველი მეფეები ხომ ჯარით დახმარებას სთხოვდნენ. რუს ხელმწიფეს.

რუს ხელმწიფესაც „მოხმარებისთვის იმედი ებრძანა“.

მაგრამ „ჯარი კი არ მოეცა“.

1755 წელს ნუხაში გაქცეულმა ბაამან-ხანმა, ქსნის ერისთავთა სიძემ და ნახიჭევნის ყოფილმა გამგებელმა, ისევ აშალა ლეკები საქართველოზე სალაშქროდ. „ექვსი ბელადი, დაღისტნის უფროსი კაცი წამოეყვანა“ თავისი ჯარებით. ყაზახში მოსულან და იქ დაბანაკებულან.

ყაზახიდან ბაამან-ხანმა „ლაპარაკი დაუწყო მეფეთა“; მანდ რომ ჩემი ცოლ-შვილი გყავთ, გამომიგზავნეთ და ჯარებსაც უკან გავაბრუნებ და თქვენს საწყენსაც აღარასოდეს არაფერს მოვიმოქმედებო.

ნადირ შაჰმა რომ შანშე ქსნის ერისთავი და მისი ძმა იესე დასასჯელად გაიძახა, მაშინ იქ, ერანში შეერთო ბაამანს ცოლად იესეს ასული.

ახლანდელი ქსნის ერისთავი, დავით იესეს ძე, აღარ აძლევდა სიძეს აღარც დას და აღარც დისწულებს. აღარ აძლევდა მარტო იმიტომ კი არა, რომ ბაამანი „დაბალი კაცისშვილი და თათარი“ იყო, არამედ უფრო იმიტომაც, რომ საქართველოს უღალატა.

მეფეებმა ბაამან-ხანს ცოლ-შვილის თხოვნაზე არაფერი უპასუხეს, ხოლო, რევაზ ორბელიანი და სულხან ვაჩნაძე ჯარით აფრინეს ყაზახისაკენ.

ბაამან-ხანმა და ლეკთა ბელადებმა, ქართველთა წამოსვლა რომ შეიტყვეს, ყაზახიდან აიყარნენ, სომხითის ტყეში შევიდნენ და იქ დაბანაკდნენ.

ბაიდარში შედგნენ რევაზ ორბელიანი და სულხან ვაჩნაძე.

ბაამან ხანმა დაასწრო და ხელახლა გაგზავნა „მისანდო კაცნი“ მეფეებთან: „ცოლ-შვილი მიბოძეთ და შემირიგეთო, ორი თქვენი მისანდო კაცი მიბოძეთო, გული დამაჯეროსო და მე თქვენს სამსახურში მოვალო“.

კარგი, აგრე იყოსო, და გამოიძახეს მეფეებმა რევაზ ამილახორი და ქაიხოსრო მარტყოფის მოურავი. ცალკე ეთათბირენ, ცალკე „დამოძღვრეს და გამოუშვეს „მისანდო კაცებად“.

აღჯაყალის ციხეში მოვიდნენ რევაზი და ქაიხოსრო და მოიწვიეს „სალაპარაკოდ“ ბაამან-ხანი.

ბაამან-ხანმა შემოთვალა, შუამავლად ლეკის ბელადებს გამოვგზავნიო, მაგრამ ისე არ წამოვლენ, თუ წინასწარ მძევალს არ გამოგვიგზავნითო.

გაგზავნეს ქართველებმა მძევალი — შიოშა არღუთაშვილი.

და მოვიდნენ აღჯაყალას ლეკის ბელადები.

ერთ მათგანს, ზუბეიდალას, უკვე იცნობს ჩემი მკითხველი, ქართლ-კახეთის მოთარეშესა და მაოხარს. მეორე ლეკს ამირ-ხანი ერქვა, მესამეს — ამირი, და კიდევ იყო „ორი სხვა“ ლეკი.

ხუთივე გულდანდობილად შევიდა „სალაპარაკო“ დარბაზში.

მისალმება და...

დაეძგერნენ ქართველები; ხუთივე შეიპყრეს, იარაღი აჰყარეს და ხელ-ფეხი შეუკრეს.

ასე დაებარებინათ მეფეებს რევაზ ამილახორისა და ქაიხოსრო მოურავისათვის — ბაამან-ხანი იქნება, თუ ლეკთა ბელადები, ვინც მოახელოთ, ისინი დაიჭირეთ და წამოიყვანეთო.

მაშ, ბაამან-ხანი „არ მოენდო“ და ლეკთა ბელადები გამოგზავნა.

ქართველებმაც „ლეკური მუხანათობით“ შეიპყრეს ლეკები.

ლეკთა ჯარების ერთი ნაწილი ბორჩალუში ჩამოსულიყო „პურისათვის“. არხეინად იყვნენ, — შესარიგებელი „ლაპარაკი“ მიდის და საშიშიც არაფერიაო.

მიესივნენ ქართველები იმ ლეკებს და ისე ასწყვიტეს, მოამბეც აღარ გაუშვიათ ცოცხალი.

ერეკლემ ტყვე ლეკების ჩამოყვანას აღარ დაუცადა და თვითონაც გაეშურა ბორჩალუში კანელთა ჯარით.

წარასყურთან რევაზ ამილახორი და ქაიხოსრო მოურავი შემოეგებნენ: გამარჯვება მიულოცეს და დაბორკილი ლეკთა ბელადები მოართვეს. ერეკლემ მაშინვე მამას გამოუგზავნა ხუთივე.

ზუბეიდალა, როგორც „რჩეული“, თეიმურაზის ბრძანებით, გამოარჩიეს და ავლაბრის კლდეზე გადასჩეხეს.

დანარჩენ ოთხს „უბრალოდ“ თავები დააყრევინეს.

ხოლო, ერეკლე ბაიდარს მივიდა.

აქ ბორჩალუში ამოწყვეტილ ლეკთა თავები მოართვეს.

სომხეთის ტყეში ჩამალულ ბაამან-ხანს და ლეკთა ჯარს შეატყობინეს: „მობრძანდა მეფე ერეკლე დიდის ჯარით თქვენზედაო“.

ტყიდან გამოცვივდნენ და გაიქცნენ არტეხილნი. დღე და ღამ შეუსვენებლივ ირბინეს განჯამდე.

მძევლად წაყვანილი შიოშა არღუთაშვილი ლეკებს გზაზე მოეკლათ — თავში ქვა ერტყათ და „განეტვინათ“.

ერეკლე გაქცეულებს აღარ დაედევნა, ბორჩალუს დარჩა რამდენიმე დღეს. მენაპირე ჯარები ხელახლა განაწესრიგა და ტფილისს მობრუნდა.

ეს ალბათ შეცდომა იყო. განჯაში ლეკები ისევ შეიყარნენ, შემტკიცდნენ, ახალი დასტებიც შეიერთეს და წამოემართნენ. სომხითს შემოვიდა ლეკის ჯარი და „დაუწყო ცემა აქა-იქ და დადგა გზებზე, მრავალი მიმსვლელ-მომსვლელი ქარავანი წაახდინა“.

დიმიტრი ორბელიანი გაგზავნა ჯარით თეიმურაზმა.

ლეკები სომხითიდან ჯავახეთის მთებში გაიქცნენ, იქაური გზები შეკრეს და ახლა იქიდან დაიწყეს ჟამ-ჟამი „ცემა“.

იმავე ჟამს „მოვიდნენ რუსეთის ქვეყნიდამ კაცნი თომას წასაყვანებლად, რომელიც იყო ბარათაშვილი და ყმა რუსეთის ხელმწიფისა, მოვლინებული საქართველოში... უბოძეს მეფეთა საბოძვარი და გაისტუმრეს, წავიდნენ და წაიყვანეს ცხენები, რომელიც ეყიდა თომას რუს ხელმწიფისათვის“,

ხოლო, ლეკებმა „ქართლსა და კახეთზე მტრობა აღარ დაშალეს, ზამთარ და ზაფხულ ჩამოდგის და აოხრებდის, უმეტეს ქართლსა“.

ბოლოს და ბოლოს, მუდმივი (გინა „რეგულარული“) ჯარი იყო საჭირო.

მაგრამ ისეთი სიდიდის მუდმივი ჯარის შექმნა, ლეკთა და სხვათა მტერთა საშიშროებას რომ მოსპობდა, შეუძლებელი იყო მაშინდელ საქართველოში.

ჯერ ერთი, ძნელი იყო ამნაირი ჯარის შენახვა, მოვლა, განწესრიგება. ძნელი იყო შრომისუნარიან მოსახლეობას შრომაზე ხელი აეღო და მხოლოდ „ბრძოლისუნარიანობაზე“ ჩამომხდარიყო, მეორეც — შეუძლებელი იყო ქართველ ვაჟკაცს ოჯახი მიეტოვებინა და ჯარში წასულიყო „მუდმივ სამსახურად“. მისი ოჯახიდან ერთი ღამით გასვლაც და მაშინვე ლეკი იჭერდა ვაჟკაცმოკლებულ ქართულ ოჯახს.

მაგრამ მაინც რაღაც უსაშველეს თეიმურაზმა და ერეკლემ ამ ერთობ დაჩიხულ საქმეს: „გამოართვეს ქართლსა და კახეთს ათასი კაი ვაჟკაცი, ჯამაგირი გაუწესეს, უზბაშები განაწესეს და დააყენეს ქალაქსა თბილისსა. საცა ვისმე გაუჭირდებოდათ, იმათ მიაშველებდნენ და თუ დიდი მტერი მოვიდის, თვით მეფენი მიეშველებოდენ ქვეყნის ჯარებითა“.

დავით აღმაშენებლის შემდგომ, პირველად გაჩნდა „მუდმივი ჯარი(ვით)“ გვიანდელ საქართველოში...

ორას-ორას მეომრად იყოფოდა მუდმივი ჯარი.

მეთაურები იყვნენ:

ნიკოლოზ ამილახორი,

აზა ამირეჯიბი,

თეიმურაზ ციციშვილი, მამუკა თარხნიშვილი,

რევაზ იოთამიშვილი.

 

 

1.3.12 „მიენდვნენ ხმალსა და მამაცობასა“

▲ზევით დაბრუნება


„მიენდვნენ ხმალსა და მამაცობასა“

1755 წელს ისევ აჰყარა დაღესტანი ნურსალ-ბეგ ავარიელ-ხუნძახელმა ქართლ-კახეთის მოსათხრელად და მოსაძირკვავად.

მჭადისჯვარული სირცხვილი რომ ახრჩობდა და აშეთებდა ლეკთა უპირველეს ბელადს. „მჭადისჯვრის ციხეზე რომ ჯარი ამოუწყვიტეს და დამარცხებული და სირცხვილეული გაიქცა, იმ დღის ნაცვალს ცდილობდა“ ნურსალ-ბეგი.

ერთი წელიწადი კრებდა და ამზადებდა ჯარებს.

გზები შეეკრა და წვრილ-წვრილ ნაკადად აღარავის უშვებდა. ყველას თავისი საომარი დროშების ქვეშ აყენებდა. „ყველას დაპირდა დაღისტნის ლეკთა: „სულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერო და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვინებთო, რომ შვილითიშვილამდის გეყოთო“.

თარღუს შამხალი და ყაზიყუმუხის სურხაი-ხანიც გვერდში დაუდგნენ თავიანთი ჯარებით ავარია-ხუნძახის ბატონს.

ოცი ათასი ლეკი მოწყდა ამიერ-იმიერ დაღესტნის მთიანეთს. — მოწყდა და მოასკდა საქართველოს (ეს მერამდენედ?!).

ერეკლემ ჯარი შემოიყარა თელავს (ეს მერამდენედ?!)

სრულიად კახეთის ოჯახები ციხეებში შეხიზნა ოთხი თვის ხარჯით — „პურით, ღვინით, აგრევე მეთოფით და ტყია-წამლით“.

ვახტანგ ბატონიშვილი ფშავში აფრინა „და იმ ქვეყნების ჯარებიც შემოიყარა“.

„თეიმურაზმა ტფილისის კედლებს შეაფარა საგარეჯოს და მარტყოფის მოსახლეობა. დანარჩენი ქართლის სოფლები დედა-ბუდიანად ციხეებში შეხიზნა, სურსათით და იარაღით.

მას უკან გორს მიიჭრა და „შემოიყარა ჯარი ქართველთა, რომ იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა გლეხი, თორე თავადი და აზნაურთაგანი ვინ დააკლდებოდა“.

გორიდან ახალგორს ავიდა მეფე. იქ დავით ქსნის ერისთავი შემოეყარა იქაური ჯარით.

რევაზ ორბელიანიც მოიჭრა საბარათაშვილოს ლაშქრით.

ანანურს დადგა თეიმურაზი ქართლის სრული მხედრობით „და მოელოდა ამბავსა ძისა თვისისა მეფის ერეკლესა“.

მეფეები ლეკების შემოსევას თავიდანვე ელოდნენ და წინასწარ რამაზ ანდრონიკაშვილი გაეგზავნათ ჩრდილოეთ კავკასიაში იქაური ჯარების გადმოსაყვანად. წამოჰყოლოდა კიდეც ანდრონიკაშვილს „მცირე-რამ ჯარი ჩერქეზისა, კალმუხისა და ოსისა“. ჩერქეზთა ბატონი გიორგი ბატონიშვილის სიმამრი იყო და იგი პირადად წამოსძღოლოდა თავის „ცოტა ჯარს“ მოყვრების საშველად.

თეიმურაზ მეფემ ანანურიდან ისევ გაგზავნა იესე მაჩაბელი ჩრდილო კავკასიაში „უფრო დიდი“ ჯარების გადმოსაყვანად. მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა მაჩაბელი. „მთელი დაღისტანი წამოვიდაო და ჩვენ იმათთან ომი არ შეგვიძლიაო“, — შორს დაეჭირათ იმიერ-კავკასიელებს...

ყვარლის თავზე მოდგა, დადგა და დაწვავდა ლეკთა ურდო.

მაშინვე ნურსალ-ბეგმა იქიდან შამხლის შვილი გაბაგ-ბეგი ჭარს გაგზავნა და ჭარელთა ჯარი დაიბარა.

სხვანი გაგზავნა შაქი-შირვანის ხანთან, კაკის სულთანთან, განჯის ხანთან და „ამათ ყველას ჯარი და მოხმარება სთხოვა“.

მოვიდნენ ჭარელნი.

ჰაჯი ჩალაბის შვილი, აღა-ქიში, თვითონ მოუძღვა შაქისა და შირვანის ლაშქარს.

თვითონ მოიყვანა თავისი ჯარი კაკის სულთანმაც.

შავერდი-ხანი ფანა-ხანის თავდასხმას ელოდა, თვითონ ვერ წამოვიდა, მაგრამ განჯელთა ჯარი მაინც გამოუგზავნა ნურსალ-ბეგს.

გაიზარდა და გასივდა ყვარლის თავზე დაშვავებული ლეკური ურდო.

შემოუთვალა ერეკლემ მამას: „დრო ეს არის მოშველებისა და მობრძანდითო“.

გაფრინდა თეიმურაზი თელავისკენ.

ქართლისა და კახეთის ჯარები შეერთდნენ.

ნურსალ-ბეგმა ანკესი ისროლა: ხუთასი ლეკი გამოუშვა.

ქართულ მიწაზე სათარეშოდ, ვინძლო მეფეები იმ წუთას ლეკს გამოჰკიდებოდნენ მთელის ჯარებით, ან ნაწილით მაინც და ამით დაესუსტებინათ თელავში მდგარი „დიდი ქართული ბანაკი“.

შემოიჭრა ეს ხუთასი ლეკი, „გამოიარა, ავჭალის საქონელი წაიღო, შეიარა არმაზის წყალზე, ავიდა კავთისხევისა ხანდაკსა და ის შეყოლება, საცა რომ ციხეებს გარეთ დაახელეს, წაახდინეს, წაიღეს ნაშოვარი და ავიდნენ ატენის მთაში, იქიდამ დაუწყეს რბევა გორისა გარეშემოთა“.

მაგრამ ნურსალ-ბეგს „ამ მხრიდან“ ვარაუდი არ გაუმართლდა: მეფეებმა არ დაშალეს თელავის ბანაკი.

მაშინ ჭარელთა იმედი დაიჭირა ხუნძახის ბატონმა. მისი ბრძანებით, ჭარელები ქიზიყს შეიჭრნენ სარბევად, — იქნებ ქიზიყის მისაშველებლად გაქუსლონ მეფეებმაო. მაგრამ „ამ მხარეს“ უარესად გაუცუდდა ვარაუდი ნურსალს: ქიზიყელებმა, მოხდომა აგრე არ უნდაო, და გამოუხდნენ ჭარელებს, გამოუხდნენ და შავი ცრემლით ატირეს და სისხლი აქცევინეს.

„ანკესებს“ ხელი უშვა ნურსალ-ბეგმა, სრულის მხედრობით აღიმართა და თავს დაეცა ყვარლის ციხეს.

ყვარლის ალყა 1 სექტემბერს დაიწყო.

ლეკთა ჯარები ჯარებად დადგნენ ირგვლივ, ხოლო თვიcტონ ციხე კიდევ საფრებით შემორაგვეს, ისეთი საფრებით, საიდანაც თოფს ზემოდან ჩაისროდნენ ციხის შიგნით. „ამით შეაწუხეს“ ლეკებმა ყვარლის ციხის დამცველები, „თორემ სხვა რიგად არა უჭირდათ-რა“.

„იყო ომი დღე-და-ღამ. კარგად, კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მყოფნი ციხისანი“ რკინის სალტედ მოდენილ მტერს.

„მუდამ დღე უგზავნიდნენ მეფენი კაცსა, ტყვია-წამალსა ანუ რომელი რამ აკლდათ ციხეში და აძლიერებდნენ იმედით მყოფთა ციხისათა“.

მაგრამ ამნაირი „გაძლიერება“ არა კმაროდა. ციხეს სასწრაფოდ უნდოდა შველა. ორივე მხარემ კარგად იცოდა — ლეკმაც და ქართველმაც — თუ ყვარელი დაეცემოდა, გაღმა მხარე ლეკს დარჩებოდა, ხოლო თუ ლეკები გაღმა მხარეს „იშოვნიდნენ“, მთელი „კახეთის შოვნაც გაუადვილდებოდათ“, ხოლო თუ ქართველები კახეთს დაჰკარგავდნენ, დასუსტებულ ქართლს რითღა შეიმაგრებდნენ!“

სწორად აფასებდნენ იმჟამინდელ „ყვარლის დღეებს, ერეკლე და თეიმურაზი.

მაშ, საჭირო იყო მოქმედება ელვის სისწრაფით.

მაგრამ პირდაპირ ჯარით ხმალ და ხმალ მისვლა ქართველებს არავითარ იმედს არ აძლევდა: ლეკთა ჯარი გაცილებით რიცხვმრავალი იყო და მათი ბანაკიც მიუვალი და მიუდგომელი.

არა და სისწრაფე იყო საჭირო-მეთქი.

მოულოდნელი, იდუმალი ხერხი და „ილათი“, თავგანწირულ გმირობა-ვაჟკაცობასთან ჩაკირული!..

მეფეები ჯარს მიადგნენ და გამოუცხადეს:

- რჯულისა, ქვეყნისა და ჩვენის სიყვარულისა და ერთგულებისათვის ვიწვევთ ვაჟკაცებს, რომლებიც ლეკთა ბანაკს გააღწევენ და ციხის დამცველებს მიეშველებიან. ვინც ჩვენს მოწოდებაზე გამოვა, ჩვენც წყალობას უზომოდ მივუგებთ: თავადიშვილს შესაფერის სახელოს ვუძღვნით, რომელ სამსახურსა და მამულს შემოგვიკვეთს, იმას მივართმევთ, აზნაურისა და გლეხკაცს თვითეულს ოთხ თუმანს, ორ საკომლო მამულსა და სათარხნეს მივცემთო.

მაშინვე ჯარს გამოეყვნენ და წინ წამოვიდნენ:

ქვემო ქართლელნი — რევაზ იოთამიშვილი, ვახტანგ გუგუნაშვილი, ტარიელ სოლოღაშვილი და „ზოგნი ვინმე გლეხთაგანი“; •

ზემო ქართლიდან -- ძაღლუა მაჩაელი, მუხრან - ბატონის შვილი, ზედგინიძე, ერასტი ნამორაძე;

კახეთიდან — პაპა ბებურიშვილი, სოლომონ მდივანიშვილი, ფარემუზ თაყაშვილი და ბექა რატიშვილი („მახლობელი ყმა მეფის ერეკლესი“).

სულ გმირთა გუნდში ასსამოცამდე კაცი შეგროვდა:

ცხრა თავადიშვილი,

ორი აზნაურიშვილი,

ერთი ხუცესი,

ასორმოცდაათამდე გლეხი — ამათგან ასოცდაათი ქიზიყელი.

ქიზიყში მოუყარა თავი ამ გუნდს ერეკლემ.

იარაღით, ტყვია-წამლით დატვირთა, დამოძღვრა, დალოცა და გაუშვა.

ღამე გასცურეს ალაზანი.

ღამითვე მიადგნენ მტრის ბანაკს.

დაზვერეს.

გავაზის მხარეს იდგნენ ჭარელნი, კაკელნი და შაქ-შირვანელნი.

ზემო მხარეს იდგნენ დაღესტნის ჯარები — თვითონ ნურსალ-ბეგი, შამხალი და სურხავი.

ქართველებმა გავაზის მხარე აირჩიეს და „მიენდვნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა“.

ჭარელმა გუშაგებმა განგაში ასტეხეს.

წამოიშალა ლეკთა ბანაკი.

ატყდა თოფთა ცემა და ხმალ-სატევართა წკრიალი და ჩახჩუხი.

ქართულმა გუნდმა, „გულოვნობისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა“, სისხლიან სვრელად გაკვეთა და გაიტანა ლეკთა ჯარი — მაღნარი.

ყვარლის დამცველებიც წამოიშალნენ ფრთაგამოსხმულნი: „ჩვენები მოსულან! შემოსულა ქართველთა ჯარი ციხებიო! “.

და კიდევაც შეაღწიეს ციხეში მოიერიშე გმირებმა.

გამძლავრდა ყვარელი.

„ხოცდენ ლეკთა ციხიდან და განძლიერდნენ ფრიად ციხოვანნი“.

„ამა ამბავთა შინა“ ქიზიყში მდგარმა ერეკლემ განასრულა სრული საომარი განაზრახის კიდევ ერთი სვლა: მან ქიზიყელთა შორის „აარჩივა კაცნი გულოვანნი და კარგ-ცხენოსანნი“, და ჭარს შეუსია პირდაპირ.

სასტიკად დაარბიეს ბრძოლისუნარიან მამაკაცთაგან დაგდებული ჭარი ქიზიყელებმა, ურიცხვი საქონელი გამოასხეს, ტყვეები აიყვანეს და ყოველივე ერეკლეს მიართვეს ქიზიყს.

ყვარელთან მდგარმა ჭარელებმა რომ მათი ოჯახის –აწიოკების ამბავი შეიტყვეს, „დაჭმუნდნენ დიდად“. ნურსალბეგს მიცვივდნენ და შეუძახეს: „ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღლებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებსო“.

ხუნძახის ბატონი ჭარელთა დამშვიდებას შეეცადა: „ცოტაც მოითმინეთ, აგერ ამ ციხეს ავიღებო და კახეთიც ხელთ დამრჩებაო და თქვენს გარჯას გადავიხდიო“.

როგორც იქნა, შეიმაგრა მაშინ ჭარელნი ნურსალ-ბეგმა.

მაგრამ ერეკლეს საომარი განაზრახიც მისი ხმალივით ჭრიდა და კვეთავდა.

ახლა პირდაპირ ქართლ-კახელთა ჯარი მიუშვა ერეკლემ ჭარზე, იასე ანდრონიკაშვილის, სულხან ვაჩნაძისა და ქაიხოსრო მარტყოფელის სარდლობით.

როგორც კი ქართველებმა ალაზანი გადალახეს და ჭარში ფეხი შედგეს, მოწყდნენ და გამოქანდნენ ყვარელიდან ჭარელები, ქვეყნისა და კერის გადასარჩენად.

ქართული ჯარი ისევ ერეკლესთან მობრუნდა ქიზიყს.

მიზანი განაღდებული იყო: ნურსალ-ბეგის ბანაკი აირია და აიჭრა.

ჯერ სიტყვიერად დაერივნენ ერთმანეთს ჭარელი და დაღესტნელი ლეკები.

„ამ ციხეს მეფეებმა ჯარი მოაშველეს და ვეღარ ავიღებთო; მერე, ჩვენს ქვეყანას ქართლელებმა და კახელებმა ცემა დაუწყეს, ჩვენ კი აქ ტყუილად ვიხოცებითო“, — ყვიროდნენ ჭარელები.

დაღესტნელებმაც თავისი იყვირეს, ამათ კიდევ თავისი: - მერე სიტყვას ხმალიც შემოურიეს და ერთმანეთს დაერივნენ. რამდენიმე ლეკი მკვდარი დაეცა, უფრო მეტი დაიჭრა.

ბოლოს ყველაფერი ისე გათავდა, როგორც ერეკლე ვარაუდობდა: „შემომწყრალმა“ ჭარელებმა ნურსალ-ბეგის ბანაკი სულ მიატოვეს და ჭარში დაბრუნდნენ. კაკის სულთანმაც იყვირა: სადაც ჭარია, კაკიც იქ არის, ქართველები არც ჩემს ქვეყანას დაინდობენო და თვითონაც თავისიანებთან ერთად გამოეშალა ხუნძახის ბატონს. კაკის სულთანს აღაქიშიც მიჰყვა შაქი-შირვანის ჯარით.

ასე დაცარიელდა გავაზის მხარე ლეკებისაგან.

ყვარლის ციხის აღებაზე უკვე აღარავითარი იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ დარჩენილი ლეკებს. ყვარელი კი არა, საკუთარი ტყავის გადარჩენაზე უნდა ეზრუნათ: სადაც არის გაიელვებდა ხმალი ერეკლე მეფისა!

ახლა სურხაი-ხანი აეშალა და გამოეშალა წურსალ-ბეგს და ისიც თვალს მიეფარა თავისი ჯარით.

ნურსალ-ბეგი მარტო დარჩა, შამხალთან ერთად.

ყოველ წუთში მოსალოდნელი იყო ქართველთა „ქართული მოვარდნა“.

თავზარდაცემული ლეკები 28 სექტემბერს აიყარნენ და ყვარლიდან გაქუსლეს.

 

1.3.13 ლეკები — პირველად. თურქები — მერამდენედ?!

▲ზევით დაბრუნება


„წითელი ქარი“

დაღესტნის დიდმა ბელადმა ორჯერ ილაშქრა და ორჯერვე განადგურდა საქართველოში. მჭადისჯვარი და ყვარელი ორი დიდი ქართული სამსჭვალი იყო ნურსალ-ბეგის სიხარბითა და პატივმოყვარეობით გატენილ გულში.

ყვარელთან მარცხი მარტო მარცხად კი არა, პამპულობად ექცა ხუნძახის ბატონს.

შარაგზის სასაცილოდ და სასიმღეროდ შეიქნა შარაგზის აბრაგთა წინამძღოლი:

ხუნძახმა ცხენსა მიჰმართა, მუხლი ვერ გაიტანაო, კუდ ქვეშა სდებდა ლაგამსა, თავი სად დამემალაო? — რა დაგემართა, ხუნძახო, რა სახიდამ შეიშალე, შენ ეგ ცხენი არ დაგაგდებს, ცოტა წელში გაიშალე. ისე შეშინდა ხუნძახი, ვეღარ ჩაიცვა ჩუსტური, მე აქეთ აღარ წამოვალ, ქართველთ სცოდნიათ ხუსტური,

ყვარელის შემდგომ ნურსალ-ბეგმა „დიდ სარდლობაზე“ ხელი აიღო და ისევ „ნაცადი“ ავაზაკობისა და ქურდობის გზაზე შედგა. „ორი-სამი ათასი კაცით ქართლში დიდროვანს ტყეებსა და სიმაგრეებში დადგა, ყაზახობდა და ქურდობდა, სოფლით სოფლამდის დიაღ ძალას შვრებოდა“.

ქართველებიც დასდევდნენ გახელებულნი, მაგრამ ვერ იქნა და „მინდვრად ვერ დაახელეს“. გამუდმებით ადგილს და სამალავს იცვლიდა ნურსალ-ბეგი; „ხან ერთს სიმაგრეში დგებოდა, ხან მეორეში“.

შამხალი-ხანიც, თავისი აბრაგ-ჯარით, ჯერჯერობით არ შორდებოდა ავარია-ხუნძახის ბატონს.

ღვინობისთვეში ნურსალი და შამხალი, ხუთპირი ნაკადით მიუხდნენ ბაიდარს, ბორჩალუს და დემურჩი-ასანლუს. ვერც ერთი ციხე ვერ აიღეს, მაგრამ მოარბიეს, მოძარცვეს, მოსტყვევნეს და რამდენი იშოვნეს, რომ სხვა კიდევ ყოფილიყო, იმის მეტს წაღებასაც ვერ შეიძლებდნენ“.

ახპატის ხეობაში გაზიდეს და იქ გაიყვეს ნაალაფარი.

იქიდან, განჯის გზით, ნურსალ-ბეგი და შამხალი დაღესტანს დაბრუნდნენ.

„სხვა დაღისტნის ჯარი“ ბამბაკში, ყარაქილისში დაბინავდა.

ყარაქილისიდან ლეკები „წავიდნენ, ერევნის ქვეყანა დაარბიეს, მერე წავიდნენ, დაკრეს ყარსის ქვეყანათა, მოიტა. ნეს მრავალი საქონელი და ტყვე, აგრევე გარდვიდნენ ჯავახეთს, დაარბივეს ბარალეთი, წამოიღეს მრავალი ნაშოვარი“.

მეფეებმა ჩრდილოკავკასიური ჯარი გაისტუმრეს და გაუშვეს. ქართული ჯარიც დაშალეს და ქართულ ოჯახს დაუბრუნეს. ხალხი სახიზარებიდან გამოიყვანეს და ისიც ჩვეულებრივ „სამიწე ცხოვრებას“ შეუყენეს.

ისევ გაიტანა ქართველმა გლეხმა ყანაში გუთანი, თოხი, ბარი და ხმალი უქარქაშოდ.

და ისევ წამოემართა ლეკი მისი „ბუნებრივი მოწოდებით“.

ან ვიპყრო „ქართული ლუკმა“, ვითარცა „პური ჩემი არსობისა“, ან ვიქცე ქართული ხმლის ლუკმად!..

შემოიჭრნენ და „დაიფანტა ჯარები ლეკთა ყაზახობით და დაუწყეს ცემა და მოიცვეს ყოველნი ალაგნი“.

მიუხდებოდნენ ქართველნი, „ასწყვეტდიან“, „გააყრევინის და გააქცევის“, ახლა მეორეს მხრიდან აღმოხდებოდნენ მიწიდან, გამოხდებოდნენ ტყიდან, ჩამოხდებოდნენ, კლდიდან.

და ასე დღენიადაგ, განუწყვეტლივ, გულის გამაწყალებლად, სულის გამაწვრილებლად...

სისხლიანი ქავილის აღმძვრელი, მოურჩენელი (გინა — „ქრონიკული“) წითელი ქარი (გინა — „ეგზემა“) ქართულ სხეულზე...

„შევიდნენ ლეკნი ტყეთა და კლდეთა სომხითისა და საბარათაშვილოსათა, იქიდამ დაუწყეს რბევა ქალაქისა გარეშემოთა სოფლებთა. ასეთსა კლდეთა შეიტანიან ნაშოვარი, რომ ქართველთა ჯარი იქ ვერ მიუდგიან“.

დაეცნენ ლეკნი ერტისის ციხეს, აიღეს, „აიკლეს, აიფორიაქეს და ისევ ღამით წაასხეს ტყვე ანუ საქონელი, აიტა. ნეს ბირთვისის მახლობელ ტყეთა შინა“.

გაგზავნეს, მეფეებმა ქვეითი მეთოფეები, „დაესხნეს ღამეს, ამოწყვიტნეს ლეკნი და წაართვეს ნაშოვარი ანუ ტყვე ყოველი“.

ახლა სამწევრისის ციხეს დაეცნენ ლეკნი, მეციხოვნეები „ქვეით პატარას კარიდამ“ გაძვრნენ და ბოლნისის ციხეს შეეფარნენ.

მოიჭრა ცხენოსან ლეკთა ჯარი და დაეტაკა ბოლნისის ციხეს. კიბეები მიადგეს და „გარდაცვივდნენ“ შიგ.

მედგრად დაახვედრა ციხიონი დავით იოთამიშვილმა.

გალავანს შიგნით ბევრი ქალი და ბავშვი აღმოჩნდა. ყველანი ეკლესიის სახურავში შეხიზნა იოთამიშვილმა.

ქართველებმა „დაუშინეს თოფი, დახოცეს ლეკნი, რომ გალავანი სულ ლეკის სისხლით შეღებნეს, ხოცდენ ლეკთა გალავანზე“, მაგრამ მაინც თითქოს სიკვდილზე დახარბებული მოდიოდნენ ლეკნი. „აივსო ლეკითა ციხე, იყო ერთი დღე და ღამე ერთმანეთში სროლა“.

კონსტანტინე მუხრანბატონი წამოსულიყო ბოლნისის საშველად, მაგრამ გზაში შეატყობინეს: ქართველებმა ლეკები გაწყვიტეს და ბოლნისი დაინარჩუნესო.

მაგრამ სიკვდილი და „მოსპოლვა“ ვერ აცხრობდა „წითელ ქარს“.

„შეიკრა გზები მტრისაგან, რომ მგზავრი აღარ გაატარეს, აღარც ზემო-ქართლიდამ ჩამოუშვეს და აღარც ახალციხის ქვეყნიდამ ქარავანი. ამით ქალაქს თბილისს ძვირობა შეიქნა და ხალხი დიახ შეწუხდენ“.

გავარდა თეიმურაზ მეფე მცხეთას, შემოიყარა არაგვისა და ქსნის ჯარები, მფრინავ გუნდებად დაგზავნა და როგორც იქნა აჰყარა „ლეკური საკეტები“ ქართულ გზებს. ისევ „გაიხსნა გზები და უკუდგა მტერი, ჩამოვიდა ურიცხვი პური, ღვინო, თუ რაც რაფერი საზრდო. აივსო ქალაქი ყოვლითა სანოვაგითა“.

თეიმურაზი რომ ქართლის გზებს ათავისუფლებდა და ქართველ ყარაულებს აყენებდა, მაშინ ერეკლე კახთა ჯარით სამხრეთ-აღმოსავლეთ სამფლობელოებს „ანჯღრევდა“ და ჩაწესრიგებდა“.

ჭინჭში გახვეული სამართებლები ისევ აჰყოლოდნენ ლეკურ სატევრებს.

ბაიდარს, ყაზახს, ბორჩალუს კახთა ჯარი ჩამოარიგა ერეკლემ. ადგილობრივი გამგებლები და ქედხედები დაიბარა, სუსხიანად „დამოძღვრა“ და „დაალამაზა“.

ლეკებმა ერეკლეს გაელვებაზე „მიჰმართეს ტყეთა და ნაპრალთა“. მიჩუმდნენ, მიიმალნენ, მისამარდნენ.

ერეკლე ტფილისს მობრუნდა.

თეიმურაზი მცხეთას იდგა მაშინ.

ერეკლემ ცხენიდან ჩამოხდომა ძლივს მოასწრო და აცნობეს: ლეკები დასცემიან კუმისს, ტყვე და საქონელი გაუტაცნიათ და გაქცეულან.

ისევ მოახტა ცხენს პატარა კახი და „გაუდგა ფიცხად, ვითა შავარდენი“.

იმ დღესვე მიეწივნენ ქართველები მტაცებლებს, „სამღერეთს ტყეთა შინა“, მიეწივნენ და ასწყვიტეს სრულიად. ტყვე და საქონელი ისევ კუმისს დააბრუნეს და ტფილისს შემოვიდნენ გამარჯვებულნი.

ერეკლემ მცხეთაში ძაღლუა მაჩაბელი გაგზავნა და მამას გამარჯვების ამბავი შეატყობინა.

გახარებულმა თეიმურაზმა ყვარელის ბრძოლის გმირი ხალათით დააჯილდოვა.

„ამა ამბავთა შინა“ ჭარელი ლეკები ავლაბარს დაეცნენ, „მრავალი ძროხა და ცხვარი წაასხეს“ და გაქუსლეს.

ერეკლემ ქიზიყის მოურავი თამაზ ანდრონიკაშვილი აიყოლია და ლეკებს დაედევნა.

წამოეწივნენ. ლეკები შემოუბრუნდნენ და შემოებნენ.

თამაზ ანდრონიკაშვილმა თოფით ძირს ჩამოაგდო ლეკთა „უფროსი კაცი“ და „შეუტივა მეორესა ხმლითა“.

ლეკმა დაასწრო, ჰკრა თოფი და მძიმედ დაჭრილი გადმოეშვა უნაგირიდან ქიზიყელი გმირი.

ერეკლემ მოუსწრო და შუაში გასჩეხა ლეკი.

დანარჩენებს დაერია გაალმასებით.

გაიქცნენ ლეკნი.

დაედევნენ ქართველები.

ყველა დაწყვიტეს. თავები დააწყვიტეს და ტფილისს მოიტანეს.

1756 წლის 2 თებერვალს, ტფილისში, კახეთის დედოფალს დარეჯანს შეეძინა ძე.

სახელად დაარქვეს ლევან.

ყველაზე უკეთესი შვილი მეფე ერეკლე მეორისა.

 

1.3.14 სიკვდილის წინარე უკეთურობა

▲ზევით დაბრუნება


ნიჩბისი, კარალეთი, სკრა

„წითელი ქარი“ კი მძვინვარებდა ქავილ-დაუმცხრალად.

გივი ციციშვილის სახლობას მიუხდნენ ლეკები ნიჩბისს.

ციციშვილი შინ არ იყო.

ლეკებმა ორი ოჯახი აიყვანეს ტყვედ — გივის და მისი ბიძაშვილისა.

ჭარის გზას გაუდგნენ ძვირფასი ტყვეებით და ნაძარცვწაოხარით

მოხსენდა ერეკლეს. ამხედრდა და გავარდა.

ლეკებმა ჭარს გადაასწრეს.

მაგრამ უქმად მაინც არ დარჩენილან კახელნი. ღამით სახვა ლეკის ჯარს გადააწყდნენ, ნაძარცვ-ნატყვენავით დატვირთულს. „შეუტივეს ხმალ-და-ხმალ მაშინვე და გაემარჯვათ ფრიად, გააყრევინეს ტყვენი და დახოცეს ლეკნი“.

მობრუნდა ერეკლე ტფილისს. დარეჯან დედოფალი წაიყვანა და თელავს დაბრუნდა.

ყრმა ლევან ბატონიშვილი თეიმურაზის მეუღლემ, დედოფალმა ანახანუმმა დაირჩინა აღსაზრდელად.

ისევ მოიჭრნენ ლეკები ქართლს და „წაახდინეს სათარხნოს სოფლები“.

ამხედრდა თეიმურაზი ქართლელთა ჯარით. დიდგორთან წამოეწია და ეკვეთა მტერს. ეკვეთა და „გაემარჯვა დიდათ, ამოწყვიტეს ლეკნი და გააყრევინეს ტყვენი და საქონელი და უბოძა თვისთა პატრონებსა და შემობრძანდა ქალაქსა გამარჯვებული“.

1756 წელს ანტონ კათალიკოსმა ტფილისში ფილოსოფიური სემინარია დააფუძნა.

ანტონს უკვე დაწერილი ჰქონდა „მზამეტყველებაი“ და ქართული გრამატიკის სახელმძღვანელო.

იმჟამად საცნაური გახდა ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი კათოლიკურ სარწმუნოებაზე „მოქცეულიყო“.

არავის უნდოდა გაეგო, რომ მაღალგონიერი განმანათლებლის „კათოლიციზმი“ წმინდა პოლიტიკურ განზრახულობას ემსახურებოდა და არა ბრმა რელიგიურ რწმენას. ანტონს, სულხან-საბა ორბელიანის მსგავსად, კათოლიკობის გზით დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური და კულტურულლი დაახლოება სურდა და სხვა არაფერი.

მაგრამ ფანატიკოსმა მართლმადიდებლებმა ანტონს ერეტიკოსობა „დაუმტკიცეს“ და თეიმურაზ მეფეს მისი მოკვეთა მოსთხოვეს.

„ანტიანტონურ მოძრაობას“ სათავეში ედგა ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ზაქარია გაბაშვილი, გამოჩენილი პოეტის, ბესიკის მამა.

საგანგებო საეკლესიო კრებაზე თეიმურაზ მეფემ, მხარი ზაქარია გაბაშვილს დაუჭირა და ანტონი კათალიკოსობიდან გადააყენეს.

1756 წლის აპრილში ანტონი რუსეთში გაემგზავრა.

ანანურიდან დარიალამდე არაგვის საერისთავოს გამგებელმა, ჯიმშერ ჩოლოყაშვილმა გააცილა კათალიკოსი.

უკან მობრუნებული ჯიმშერი ღამის სათევად ნაზღაიძის ოჯახში მივიდა, მთიულეთს.

და იმ ღამითვე თოფით მოჰკლეს შეთქმულებმა ერეკლე მეფის ერთგული თანამებრძოლი.

ანანურს მოასვენეს და ტაძარში დაკრძალეს.

„დაჭმუნდნენ მეფენი ამ ამბავზე, ფრიად უმეტეს მეფე ირაკლი“, რადგან მისი „თანაშეზრდილ იყო ჯიმშერ და კაი ყმა“.

მაგრამ „რა გაეწყობოდა, საერისთაოს კაცნი ჩვეულ-იყვნენ ერისთვების სიკვდილს და არცა მას რიდეს“.

ხოლო, ანტონი რუსეთის უმაღლესმა საეკლესიო სინოდმა დიდი პატივით მიიღო, შეიწყნარა და ვლადიმირის არქიეპისკოპოსად აკურთხა,

1756 წლის ივლისის თვეში სამი ათასი ლეკი შემოიჭრა ქართლში. „ზოგი მიუხდენ ახალციხისა ქვეყანათა და მრავალი ტყვე და საქონელი წამოიღეს, რომ სიმრავლისაგან ძლივღა მიუდიოდათ. ზოგნი დაიფანტნენ საქართველოსა შინა და იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცა და ტყვეთა წასხმა“.

თეიმურაზმა ერეკლე იხმო. ისიც მოვარდა. ისევ შეერთდა მამა-შვილი ქართლელთა და კახელთა ჯარით.

ნიჩბისთან სასტიკად დაამარცხეს ლეკები ქართველებმა, „გააქცივეს ლეკნი, მიჰყვნენ უკან ხოცით ერთს აღაჯზე, ამოსწყვიტეს, დახოცეს ბელადები ლეკისა და ეგრე გამარჯვებულნი ორივ მეფენი მიბძანდნენ გორისა ქალაქსა შინა“.

გორიდან ახალდაბას გაეშურნენ მეფენი, მაგრამ ზურგში ლეკთა სხვა შემოსევის ამბავი წამოაწიეს: კარალეთს დასცემიან მაოხარნი, გალავანში გადასულან, დიდძალი ტყვე და საქონელი გაუტაცნიათ და გაქცეულან.

შემობრუნდნენ მეფენი და ჩაუდგნენ კვალში მტერს.

საციციანოს მთაზე გადაასწრეს ლეკებმა.

მეფეებმა ქვეითი ჯარი დატოვეს და ცხენოსნებით გამოენთნენ ცქაფად მიმავალ ლეკებს.

სოფელ სკრასთან წამოეწივნენ.

წამოეწივნენ და ისე ასწყვიტეს, მოამბეც აღარ გაუშვეს.

იმ ბრძოლის გმირი შეიქნა ჭაბუკი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ძე თამაზ ქიზიყის მოურავისა, „იმ დღეს რომ გენახათ ზაქარია, ამას ბძანებდით ერთის ფალავანდისგანაც ძლივ შესაძლებელ არისო, რომ ის მამაცურად გაისარჯა, კაცი და ცხენი იშოვნა და ლეკის სისხლით შესვრილმა ორთავ მეფეებს თავი და ლეკის ცხენი და იარაღი მიართო. ასაკითა იყო მცირე, მარა დიდად მამაცურად ომსა შინა შევიდა და გამარჯვებული სახელოვნად გამოვიდა“.

მეფეებმა ვაჟკაცობა შეუქეს და წყალობა „უიმედეს“ ახალგაზრდა გმირს.

დირბისის ბოლოს დადგნენ მცირე ხნით, მუხლის ჩასაკრეფავად.

ცხენებს ჯერ კიდევ ასდიოდათ ნაოფლარი ოხშივარი.

და ისევ მოვარდა ბავთი ამბავი: ქარელს დასცემიან ლეკნი, საქონელი და ტყვეები გაუტაცნიათ და გავარდნილან.

ისევ ამხედრდნენ და დაედევნენ მეფენი. წამოეწივნენ.

ლეკებმა დაყარეს ნაძარცვ-ნატყვენავი და ტყეს მისცეს თავი.

„აყვა ჯარი ქართლელთა და კახთა ტყეთა შინა, დახოცეს ლეკნი და მოართვეს თავნი მეფეთა“.

ერთ ხანს შიმშილი არჩივეს სიკვდილს ლეკებმა — „უკუდგნენ და წავიდნენ ქართლისა ქვეყნიდამ“.

ავარია-ხუნძახის ბატონმა ნურსალ-ბეგმა საქართველოს „წახდენაზე“ ფიქრს სამუდამოდ დაანება თავი. მისანდო კაცები გამოგზავნა და შერიგება „შემოეხვეწა“ ქართველ მეფეებს დაღესტნის „ყველაზე დიდმა ბელადმა“.

თეიმურაზმა და ერეკლემ ეს უპასუხეს ნურსალ-ბეგს:

„თუ შენ ჩვენზე არა იმტყუნო რაო, ჩვენც შეხზე არა ვიმტყუნოთ-რაო“.

ხუნძახელი ბატონი სრულიად დაღესტნის ბატონი როდი გახლდათ და სწორედ იმ წელსვე დაღესტნელებმა, ერეკლე რომ ქართლს გადასულად დაიგულეს, ისევ ილაშქრეს კახეთს.

ჯერ რუისპირს დაეცნენ, აიკლეს და ააოხრეს. იქიდან გომბორი ჩამოიქროლეს, დედოფლის წყარო და თოფ-ყარაღაჯი გაძარცვეს და აქ კახ-ქიზიყელთა მდევარი წამოეწიათ.

სასტიკ შეტაკებაში იძლივნენ კახნი და „მოსწყდნენ უმრავლესნი მუნ, რაოდენისამე თავადთა ძეებითურთ“.

მოვარდა ერეკლე თელავს. თუშთა ლაშქარი ჩამოიხმო მთიდან, კახელებიც შეურივა, სარდლად თუშ-მოურავის ძმა, ჯანდანი უჩინა და დაღესტნის სარბევად გაუშვა.

გაქუსლეს თუშთა და კახთა, „გარდუხდნენ დაღესტნის სოფლებს, წამოიღეს მრავალი ცხვარი და ძროხა, ვინცა ლეკნი მოეწივნენ, დახოცნეს და უვნებლად ნაშოვარი კახეთგადმოსხეს“.

დაღესტნური ლაშქრობის გასწვრივ, ერეკლემ ქიზიყელებს ჭარი დაალაშქვრინა, „მიუხდნენ ქიზიყელნი, ააოხრეს ჭარული სოფლები, წამოიღეს ნაშოვარი, მოიტანეს ქიზიყში“.

 

1.3.15 ჩონჩოლ-მუსა და კოხტა-მალაჩილა

▲ზევით დაბრუნება


ჩონჩოლ-მუსა და კოხტა-მალაჩილა

იმავე 1756 წლის შემოდგომის დამდეგს კიდევ შემოიჭრა და ჩამორიგდა ქართლის სამალავებსა და სახიზარებში ლეკების ჯარი.

ყველაზე დიდი ნაწილი ღართისკარს ჩამოდგა და შიდა ქართლიდან ტფილისისკენ მომავალი გზა დაიჭირა.

ქართლის სახლთუხუცესი კონსტანტინე მუხრანბატონი მოდიოდა ამ გზაზე, მცირე ჯარის თანხლებით.

დღე დაილია, როცა ღართისკარი ჩაათავეს და ვიწროებში ჩავიდნენ გულდანდობილად.

უცებისად დაიგრიალეს თოფებმა.

ზურგდაცხრილული გადმოეშვა ცხენიდან კონსტანტინე.

მხლებლები ხელგამოუღებლად გაიქცნენ და გაუჩინარდნენ.

ლეკებმა მოკლული გაძარცვეს და თვითონაც მიიმალნენ.

კონსტანტინე მუხრანბატონის სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო ქართველებისთვის. იგი აქამდე დაუცხრომლად იბრძოდა ლეკთა თარეშის აღსაკვეთად საქართველოში.

მეფეებმა მწარედ დაიტირეს მამაცი მამულიშვილი.

დაკრძალეს მცხეთას, „სასაფლაოსა თვისსა შინა“.

ერეკლემ მალე მოიძია მუხრანბატონის მკვლელები.

დიდძალი ნაშოვრით, წასულიყვნენ ლეკები ღართისკარიდან. უკვე კახეთის გზაზე იყვნენ.

ლალისყურს მიაღწია ლეკთა ჯარმა და ერეკლეც გამოჩნდა კახთა და თუშთა ლაშქრით.

დაეტაკნენ და „გაემარჯვათ დიდათ“ ქართველებს. ისე გაემარჯვათ, რომ „მოამბე არ წასვლიათ, დაერივნენ კახნი და თუშნი ხმალ-და-ხმალ შიგა და ყათლამი დამართეს“. ამოწყვეტილ ლეკებს „დასჭრეს თავები“, აჰკიდეს ულაყთა და საპალნებით მოართო მამასა თვისსა მეფეს თეიმურაზს ქალაქსა შინა“.

მას უკან მუხრანს მივიდნენ მეფენი. კონსტანტინეს ქვრივს, ბარბარეს (ბარძიმ არაგვის ერისთავის ასული) მიუტირეს, მიუსამძიმრეს და ნუგეში სცეს.

ბარბარეს ხუთი შვილი დარჩენოდა კონსტანტინესგან: ორი ვაჟი — დავით და იოანე, და სამი ასული. ამათგან უფროსი ქალი, ქეთევანი, ბატონიშვილი ვახტანგ ერეკლეს ძეს ჰყავდა ცოლად.

(მერე კიდევ იოანე გახდება ერეკლეს სიძე).

1757 წელი ყოვლად უბედური წელიწადი შეიქნა საქართველოს ჟამსაბრუნავში.

ამ წლისათვის „დაიცალა საბარათაშვილო, სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზოგნი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთავოებში, აღარსად დარჩა შენობა იმ მხარეს, მცირედნი კაცნი ქვეშის ციხეში იდგა და ყარაბულახის-შვილები სამშვილდესა შინა. იყო ცემა ლეკთაგან მარადის და ოხრება საქართველოსა შინა. გავიდიან მეფენი ქალაქით, შეებმიან, ზოგჯერ გაემარჯვისთ ლეკზე და ზოგჯერ წაიღიან ფრიადი“.

საქართველოსთვის დაკარგულ საინგილოს „მიმდევარი“ უჩნდებოდა: ხელიდან მიდიოდა ქვემო ქართლი.

ქართული მოსახლეობისგან იცლებოდა დიდი ქართული ქვეყანა. დამბლადაცემულ ქართულ ნაფუძარზე რჩებოდა თურქმანი და.. ჭინჭში გახვეული სამართებელი...

იმ წელს კიდევ ათასი ლეკი გამოჩნდა ბორჯომის ხეობაში, ავალიშვილების საბატონოში.

აიღეს და ააოხრეს ყვიბისი და მისი ციხე.

მას უკან მიადგნენ ჭობისხევის ციხეს.

გაძალიანდა ჭობისხევი.

თეიმურაზმა სურამიდან მეშველი ჯარი გაგზავნა, ოთარ ამილახორის სარდლობით.

ქართლის მეფე თვითონ ქვიშხეთს დადგა და დაელოდა ხეობიდან ამბის მოტრიალებას.

ჭობისხევთან რომ ქართველთა ჯარი გამოჩნდა, ლეკები მაშინვე ციხეს გაეცალნენ და ქართველებს გაექცნენ. ისინი ჯავახეთს აიჭრნენ და იქაური სოფლების რბევა-ოხრება გაახურეს.

შემობორძიკდა ახალი წელიწადი — 1758.

ისევ „წვრილი ლეკიანობა“, ისევ სისხლიან-ქავილიანი „წითელი ქარი“.

„მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი ზემო ქართლს ბრძანდებოდნენ და წვრილს ლეკის ჯარებს სდევნიდნენ“.

მაგრამ უფრო დიდი, ომის ბადალი ლეკიანობაც არგუნა ამ წელიწადმა ქართულ მიწა-წყალს.

ზაფხული იყო.

მეფეები ცხინვალს იდგნენ.

ჯარი დაეშალათ და „სუბუქად“, მცირე ამალით მოსულიყვნენ.

ხოლო დაღესტანს ახალი „დიდი ბელადი“ გამოსჩენოდა, სახელად — ჩონჩოლ-მუსა.

და წამოსულიყო ეს ჩონჩოლ-მუსა ოთხი ათასი ლეკი კახეთი გამოევლო ჭენებით, მერე ქართლის დიდი წილით და ერთბაშად მოუხდა ცხინვალს.

უჯაროდ შთენილი მეფენი და ამალა ციხეში გამაგრდნენ.

დავით ქსნის ერისთავი იმერეთს აფრინეს და სოლომონ მეფეს დახმარება სთხოვეს.

ერთი დღე-ღამე სცემდნენ თოფებს ცხინვალის შიგნიდან და გარედან ქართველები და ლეკები.

ჩონჩოლ-მუსამ ფეხი აიჩქარა. ცხინვალის აღება გამიძნელდებაო, ამასობაში ქართველთა ჯარიც მომისწრებსო და, ცხინვალს მოეშვა, იქიდან გამოჭენდა და ალის ციხეს დაეცა ქორივით.

ლეკებმა ალი აიღეს, მრავალი ტყვე აიყვანეს, გაძარცვეს, გაატყავეს და ახალციხისკენ გაქუსლეს.

ახალციხის ფაშამ, ჰასან ჯაყელმა, „მისცა პატივი და ულუფა“, ქართველთა მოსისხლეებს.

სოლომონ მეფე გადმოვიდა იმერთა ჯარით, თუმცა ლეკებს ვეღარ გადმოუსწრო.

გორში შეხვდა ერთმანეთს ქართველ მეფეთა „დიდი სამეული“.

და ითქვა ამა 1758 წლის ზაფხულში „ყველაზე დიდი“. სამამულიშვილო სიტყვა ფიცითა და „პირითა მტკიცითა“.

„რომელსაც ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო“.

ეს პირობა დადვეს — ერთმანეთის მიშველებისა, საერთო მტრების წინააღმდეგ თანაბრძოლისა და თანადგომისა — და სოლომონ იმერეთს გაბრუნდა თავისი ჯარით.

მაგრამ იმერეთს უკვე მომხდარიყო ახალი უბედურება.

ახალციხის ფაშას, ჰასან ჯაყელს ჩონჩოლ-მუსა და მისი მხედრობა დაექირავებია და იმერეთის ასაოხრებლად გამოეშვა.

ეს ლეკების მეორე დიდი ლაშქრობა იყო დასავლეთ საქართველოში (პირველი ხომ გახსოვს, ჩემო მკითხველო — 1751 წელს).

„ქუთაის ქვეით და ზევით სულ დაატყვევეს“ ლეკებმა, „გააოხრეს იმერეთი, მრავალი იშოვეს... გელათის ეკლესია მაშინ წახდა“.

სოლომონს დააგვიანდა. ვერც საკმაო ჯარის შეყრა მოასწრო, ვერც ქართლ-კახეთის მეფეთა გადაწვევა.

ახალციხეს გაბრუნდნენ უამრავი ტყვეებითა და ნაძარცვით დატვირთული ლეკები. ჰასან ფაშამ თავის მხრივ, კიდევ გასამრჯელო უბოძა ლეკებს და ისე გაუშვა დაღესტანს.

ერეკლემ მაინც მოასწრო დაღესტნისკენ ცქაფად მიმავალ ლეკებზე სისხლის დადენა.

დაუხვდა, დაჰკრა, გაემარჯვა, მაგრამ მაინც გაასწრო ჩონჩოლ-მუსამ და მისმა ჯარმა, ტყვიანად და ნაშოვრიანად.

1758 წელს თითო ბრძოლა კიდევ გადაიხადეს მეფეებმა.

თეიმურაზი პატარძეულის ციხეს აშენებდა. ლეკები გამოჩდნენ. გაუხტა მეფე, დაამარცხა და გააქცია ლეკთა ჯარი.

აზამბურს ერეკლემ გაანადგურა ლეკები, გაწყვიტა „უმეტეს სამასისა“. ოღონდ ბრძოლაში დაიღუპა ედიშერ საამისშვილი.

ახალმა 1759 წელმა კიდევ ახალი დიდი ბრძოლები შემოსთავაზა ქართველ მამულიშვილებს.

დაღესტანს კიდევ ახალი „დიდი ბელადი“ გასჩენოდა, სახელად - კოხტა-მალაჩილა.

და შეერთებულან კოხტა-მალაჩილა და ჩონჩოლ-მუსა, ქართლის წასახდენად და დასაქცევად.

რვა ათასი ლეკით შემოიჭრნენ ზემო ქართლში. აქ ორად გაიყვნენ: კოხტა-ბელადი ატოცის ციხეს შემოადგა თავისი ჯარით, ხოლო ჩონჩოლ-მუსა და მისი ლეკები აჩაბეთს დაეტაკნენ, აიღეს, წარტყვევნეს, ლიახვს აუყვნენ, სამაჩაბლოს ოსები დაარბიეს, იქიდან გამობრუნდნენ და ავნევის ციხეს შემოერტყნენ.

ერეკლესა და თეიმურაზს ჯარები შემოეყარათ.

იმერეთის მეფეც გადმოეწვიათ მაშველად.

სოლომონიც ფრთამალედ მოიჭრა იმერთა ჯარით.

ყორნისთან შეიყარნენ, ითათბირეს და გადაწყვიტეს — ჯერ კოხტა-მალაჩილას დასცემოდნენ ატოცთან, მერე ჩონჩოლ-მუსას ავნევთან.

სთქვეს და ქმნეს: დილით, სისხამზე მიუხტნენ ქართველები ლეკთა ბანაკს ატოცთან.

კოხტა-ბელადმა მხნედ შემოაბა თავისი ჯარი მოიერიშე ქართველობას.

მაინც მალე დაიხელთავეს ქართველებმა ბრძოლის სასწორი.

შეუტიეს და „აოტეს კოხტა-ბელადი და ლეკის ჯარნი მრავალნი მოსწყვიტნეს“.

გამოედევნენ ქართველები ჩეხვით და კაფვით გაქცეულებს.

ავნევს მიატანეს ლტოლვილებმა და აქ კოხტა-მალაჩილამ ჩონჩოლ-მუსას მიუგდო ატოცთან განცდილი მარცხისა და ქართველთა გამოდევნების ამბავი.

ჩონჩოლ-მუსაც დამდუღრულივით ავარდა, ბანაკი აიყოლია, ავნევიდან დვანში ჩავარდა და იქაურ ციხეში გამაგრდა.

ქართველები ავნევს მივიდნენ და იქ რომ ლეკები აღარ დახვდნენ, თვითონაც დვანს გაქუსლეს და მტრის პირისპირ დაიბანაკეს.

დღე იწურებოდა და თითო-ოროლა თოფის დაცლა მოასწრეს მტრებმა.

მეფენი მეორე დღისთვის იყვნენ გადამწყვეტი ბრძოლის იმედეულნი, მაგრამ დილა რომ გათენდა, მაშინღა სცნეს — კატასავით იდუმალ გაპარულიყო დვანის ციხიდან ყოველის ლეკით ჩონჩოლ-მუსა იმ წყვდიად ღამეს.

გამოედევნენ ქართველები, მაგრამ ვერ მიეწივნენ ნაადრევად და ნასწრაფებად გადაკარგულ მტერს.

შიშით ჩაიკეტა დაღესტანი.

დაღესტნის ლეკთა და „დიდთა ბელადთა“ მარცხმა ქართ„ველებთან ზავის გუნებაზე დააყენა ჭარელი ლეკები. ერეკლეს შემოეხვეწნენ: შევრიგდეთ, ერთჯერ და სამუდამოდ პირი დავსდოთ მშვიდობისთვისო.

დათანხმდა კახთა ხელმწიფე.

მან კარგად იცოდა, რამაც აუწვა კუდი ჰარის ბატონებს „სამშვიდობოდ“ და „სამეზობლოდ“. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ასე სჯობდა და „შეიქნა მისლვა-მოსვლა კახთა და ჭარელებში“.

წლის მიწურულს ჯავახეთიდან გადმოცვივდნენ ლეკები, ტეზერს მოადგნენ და ძარცვას შეუდგნენ.

სასწრაფოდ მიიჭრა თეიმურაზი. ქართელებმა ისევ დაამარცხეს და ასწყვიტეს ლეკნი.

ტეზერთან ბრძოლაში დაიღუპა გლახა ციციშვილი,გერი თეიმურაზ მეფისა.

 

1.3.16 თეიმურაზ მეორის საწუთროს დასასრული

▲ზევით დაბრუნება


თეიმურაზ მეორის საწუთროს დასასრული

ერანში უკიდურესად გამძაფრდა ბრძოლა შაჰის ტახტისათვის.

ახლა ყაენობის სამი უძლიერესი მაძიებელი ებრძოდა“ ერთმანეთს: ზენდი ქერიმ-ხანი, ავღანი აზატ-ხანი და ყაჯარი მაჰმად-ჰასან-ხანი.

(ჩემ მკითხველს გაახსენდება, — ეს ის მაჰმად-ჰასან-ხანია, ადრე ნადირ შაჰს რომ აუჯანყდა, დამარცხდა, გადაიხვეწა და შვილები გამარჯვებულებს შეატოვა. ხოლო, შვილთაგან — აღა-მაჰმადი — ნადირის ბრძანებით გამოასაჭურისეს).

ამა სამთა მაძიებელთაგან ჯერ მთავარი ბრძოლები ავღანმა და ყაჯარს შორის გაიმართა. მაჰმად-ჰასან-ხანმა, რომელიც მაშინ გილან-მაზანდარანს ფლობდა, აზატ-ხანი დაამარცხა და ქურთისტანში გააქცია. გამარჯვებული ყაჯარი მუღანს მოვიდა და ამიერკავკასიის ხანები იხმო. უარი მიიღო. გაბრაზებული მაჰმად-ჰასან-ხანი ჯერ თავრიზს დაეტაკა, აიღო, მას უკან ყარაბაღის ბატონს, ფანა-ხანს შემოუტია და ქალაქ შუ"შას ალყა შემოარტყა.

შუშადან ყაჯარმა ქართველ მეფეებს შემოუთვალა, დამეხმარეთო.

თეიმურაზმა და ერეკლემ მაჰმად-ჰასან-ხანს ჯერ ელჩები გაუგზავნეს, ფეშქაშით. ამით მდგომარეობა უნდა შეესწავლათ იდუმალ, რამეთუ შემდგომ „უმჯობესი განაზრახი“ განეზრახათ და ისე ემოქმედათ.

მაგრამ ქართველმა ელჩებმა ვეღარ ჩაუსწრეს მაჰმად-ჰასან ხანს. თურმე ქერიმ-ხან ზენდს შემოეტია და ყაჯარიც სასწრაფოდ წასულიყო მასთან საომრად.

თეიმურაზმა და ერეკლემ კარგად იცოდნენ, რომ მათი ქვეყნის სამომავლო ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერანის შიგნით დატრიალებულ ცვლილებებთან.

ესეც კარგად მოეხსენებოდათ ქართველ მეფეებს: არც ერთი მაძიებელი — არც ავღანი, არც ყაჯარი და არც ზენდი — საქართველოს „მპყრობელობაზე“ ხელს არ აიღებდა.

ისევ საჭირო იყო საიმედო ძალა, რომლითაც ქართლ-კაზეთის მესვეურები ერანის საქმეებს ან „თავის სასარგებლოდ“ მოაგვარებდნენ, ან — თუ ჩარევით ვერ ჩაერეოდნენ — ტახტზედ განმტკიცებული შაჰის მუქარა მოეგერიებიათ და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ.

ასეთი „საიმედო ძალა“ იყო ჯარი და იყო ფული.

ხოლო, ქართველ მეფეებს არც ერთი გააჩნდათ საკმარისად და არც მეორე.

ქართული ჯარი ლეკიანობასთან დღენიადაგ ბრძოლას უნდებოდა.

ჩრდილო-კავკასიელთა ჯარის დაქირავებაც ძნელი იყო (ფულის უკმარობის გამო) და დასაქირავებლად შოვნაც.

ისევ რუსეთის მოიმედე შეიქნა საქართველოს სამეფო კარი.

თეიმურაზმა რუსეთს წასვლა გადაწყვიტა.

უეცრად მოკვდა ბატონიშვილი ვახტანგ ერეკლეს ძე, მემკვიდრე ქართლის ტახტისა.

როგორც იქნა, გლოვა ჩათავდა.

თეიმურაზმა ქართლის ტახტის მემკვიდრედ ისევ ერეკლე დანიშნა.

1760 წლის აპრილის დამდეგს, — ისე რომ პეტერბურგის საიმპერატორო კარისათვის მიწვევაც არ უთხოვნია — თეიმურაზი რუსეთს გაემგზავრა. ამალას, ერეკლეს რჩევით, სათავეში უდგნენ მისი ერთგულნი — ქაიხოსრო მარტყოფის მოურავი და დავით ენისელის მოურავი.

26 აპრილს კანცლერმა ვორონცოვმა თეიმურაზი პეტერბურგში წარუდგინა რუსთა ხელმწიფეს, ელისაბედ დედოფალს.

ქართველი მეფე დიდი რუსეთის საჭეთმპყრობელს, სიტყვიერად და წერილობით, დახმარებას სთხოვდა. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროჟამი დამდგარა საქართველოს „გამოხნისა და აღდგომისაო“. ერანში საშინელი არეულობა გახლავთ, ოსმალეთიც განზე დგას და ერანის საქმეებში ჩარევას ვერ ბედავს. ლეკიანობა გასაქანს არ აძლევს, თორემ საქართველო თვითონ მოუვლიდა ერანს. ამიტომ სთხოვს ქართველი მეფე რუსთა ხელმწიფეს ჯარს. ხოლო, უკეთუ ჯარით დახმარება არ მოხერხდება, მაშინ იქნებ ფულადი სესხი გაიღოს რუსეთის ხაზინამ, რამდენიმე წლის ვადით. თუ რუსე06 საქართველოს ჯარით ან ფულით დაეხმარება, ქართველი შეფეები ლეკებსაც ალაგმავენ, „გამორჩეულის დასით“ ერანშიც შევლენ, იქ „ჩინებულთა სპარსთა შეკრებასაც“ მოახდენენ და მათის „ერთხმობით“ ერანის ტახტზე რუსეთისა და საქართველოს, „სასურველ შაჰს“ აიყვანენ (ასეთ „სასურველ“ ყაენად თეიმურაზი მიიჩნევდა შაჰ როჰის შვილს).

არაფერი არ გამოვიდა.

რუსეთის საიმპერატორო კარს ისევ არ ეცალა საქართველოსთვის.

„შვიდწლიანი ომით“ იყო გართული მაშინდელი მსოფლიო და გამორჩევით თვითონ რუსეთი. პრუსიისა და ინგლისის განადგურება ჰქონდათ დღენიადაგ საზრუნავად რუსეთის მესვეურებს, ხოლო „სამხრეთულ საქმეთა“ გართულება იმჟამად არასგზით ხელს არ აძლევდა სანკტ-პეტერბურგის სასახლეებს.

1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზი უეცრად გარდაიცვალა პეტერბურგს.

მეფის დაკრძალვის ხარჯები რუსეთის საიმპერატორო კარმა იკისრა.

ელისაბედ დედოფლის სახელით, ერეკლეს სამძიმარი და მდიდარი საჩუქრები გამოუგზავნეს.

თეიმურაზი ასტრახანს მოასვენეს და მიძინების ტაძარში დაკრძალეს მისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით.

აღსრულებულიყო მეფე თეიმურაზ მეორე, ღირსეული ქართველი საჭეთმპყრობელი, ნიჭიერი პოეტი, მამაცი მხედარი და მხედართმთავარი.

გამეფდა 44 წლისა, იმეფა 18 წელიწადი, აღესრულა შობიდან 62 წლისა (ვახტანგის კბილა, ვახტანგის გვერდით ჩაწვა ასტრახანის მლაშე მიწაში).

თეიმურაზ პირველის, არჩილ მეორისა და ვახტანგ მეექვსის მსგავსად, არც ამ მეოთხე, მეფე-პოეტს ეღირისა მშობლიურ მიწაზე სულის დალევა.

 

1.3.17 ერთხელმწიფობა პატარა კახისა

▲ზევით დაბრუნება


ერთხელმწიფობა პატარა კახისა

მეფე ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის ერთხელმწიფედ გამოცხადდა.

მაშინვე რუსეთში ანტონთან წერილი აფრინა. მე უშენოდ არც გაძლება შემიძლია და არც ცხოვრება მეამებაო, — სწერდა იგი საქართველოდან უსამართლოდ განკვეთილ მამიდაშვილს — სასწრაფოდ დაბრუნდი, კათალიკოს-პატრიარქის ტახტი შენ გელოდება და ყოველივე ისე აღესრულება, როგორც შენ მოგესურვებაო.

ანტონი დაბრუნდა.

ზაქარია გაბაშვილი, მთავარი „ჭური ეშმაკისა“, იმერეთს გაიქცა.

საეკლესიო კრებამ გაქცეულები შეაჩვენა და ანტონი ისევ კათალიკოს-პატრიარქად აირჩია.

რუსეთმა თბილად მიიღო ერეკლე მეორის ერთხელმწიფობა.

ხოლო ერანში ქერიმ-ხან ზენდს დაემარცხებინა მაჰმადჰასან-ხან ყაჯარი. უჯაროდ დარჩენილ ყაჯარს მისმა მსახურმა თავი მოჰკვეთა და გამარჯვებულ ზენდს მიართვა. ქერიმ-ხანმა მკვლელსაც თავი გააგდებინა და ორივეს თავი ერთ სანაგვეში ჩაჰყარა.

მაგრამ მოკლული მაჰმად-ჰასან-ხანის ვაჟი, საჭურისი აღამაჰმადი ისევ გადაურჩა სიკვდილს (ალბათ, ქართველთა საუბედუროდ). ეს „მორჩილი“ და „საცოდავი“, ჭაბუკობაწართმეული ჭაბუკი ცოცხლად დაიტოვა სასახლის კარზე ქერიმ-ხანმა.

საჭურისი მაშინ თვრამეტი წლისა იყო, ტანი ათი-თორმეტი წლის ბიჭისა ჰქონდა. ეს ნამლევა ქონდრის კაცი რაც გასაოცარი ხერხიანობითა და ცბიერებით მოქმედებდა. უნდობლობისა და ვერაგობის სამყაროში არავინ იყო მისებრ ვერაგი და კაცთმოძულე, მაგრამ ყველას გასაოცარი დამარწმუნებლობით თავს აჩვენებდა, ვითარცა უაღრესად ერთგული, თვინიერი, მოყვარული და თავდადებული მოყვასი. ზედმიწევნით დახვეწილი ვერაგობის საუფლოში საჭურისი ჩანდა მხოლოდ როგორც მაჰმადის რჯულის უპირველესი მოგვიფანატიკოსი და ხელმწიფის მრჩეველთაგან უერთგულესი და უნიჭიერესი კარისკაცი.

ნიჭიერი დიახაც გახლდათ (ესეც ქართველთა საუბედუროდ).

რომაელმა სარდალმა კვინტუს ცეცილიუს მეტელუსმა თქვა: „მე ჩემს ტუნიკასაც დავწვავ, თუ შევიტყობ, რომ მან ჩემი განზრახვები იცისო“. კონსტანტინოპოლის დამამხობელს, მუჰამედ მეორეს უთქვამს: „ჩემს წვერში ერთი ღერიც რომ აღმოჩნდებოდეს ჩემი საიდუმლოს მცოდნე, მთელს წვერს დავიგლეჯდიო“. უფრო დამაჯერებლად თქმის უფლება ჰქონდა საჭურის აღა-მაჰმადს. მის ნამლევა სხეულში ხომ მსოფლიო სიძულვილი და შურისგება საოცარი თავშეკავებულობითა და შენიღბულობით იყო ჩამკვრივებული და ჩაკრძალული. არავითარი გამჟღავნება! მხოლოდ სატახტო დარბაზში, აუდიენციების დროს, საჭურისი წამოსასხამში მიმალულ დანას იღებდა და ძვირფას ხალიჩებს იდუმალ ჭრიდა და ფლეთდა. ვერც ვერავინ ამ „ბოროტი გულის ფხანას“ შეიტყობდა ოდესმე, თვითონ რომ არ ეთქვა შემდგომში აღამაჰმად-ხანს, ჟამსა ხელმწიფობისასა. ამას იტყოდა თავის ამალაში და ზედვე დასძენდა: სულელი ვიყავი, იმ ხალიჩებს რომ ვჭრიდი. რამეთუ ვერ გამეთვალისწინებია, ბოლოს და ბოლოს ხომ მე უნდა გავმხდარიყავი პატრონი იმ დაჭრილი ხალიჩებისა!

სიმწიფეში შედიოდა მწიფობის უნარდაკარგული კაცუნა (საუბედუროდ ქართველთა).

მაჰმად-ჰასან-ხანს რომ ბოლო მოუღო, ქერიმ-ხან ზენდს მეტოქედ დარჩა აზატ-ხან ავღანი.

შემოუტია ზენდმა.

აზერბაიჯანისკენ გამოიქცა ავღანი.

ერეკლეს მოსწერა ქერიმ-ხანმა „ძმობით და სიყვარულით“:

„აზატ-ხან ადრიბეჟანის მხრისკენ წამოვიდა და ქვეყნებს არბევს და აოხრებს და უკეთუ მაინთ გამოჩნდეს სადმე, დაიჭირე და გამომიგზავნე, რომლისთვისცა ერანზედ დიდი ვალდებულება გექმნებაო“.

ერეკლემ მაშინვე მოიძია და მოიგერმა აზატ-ხანის ასავალ-დასავალი.

დაღესტნისკენ მიეშურებოდა თურმე აზატ-ხანი.

ერეკლემ ყაზახთან გზა ჩაუჭრა ქართველთა ჯარით. ჩაუჭრა, დაეტაკა და ჯარიანად ტყვედ აიყვანა აზატ-ხანი.

აზატ-ხანი ქერიმ-ხანს გაუგზავნა ერეკლემ, ბორკილდადებული, ხოლო მისი ჯარი მთლიანად გაათავისუფლა და გაუშვა.

ქერიმ-ხანმა ერეკლეს ეს სამსახური „დიდად დაუმადლა და მრავალი ფეშქაშები წარმოუვლინა“.

ერევანიც მაშინვე დაუმორჩილა ქერიმ-ხანმა ერეკლეს. „შენ რაიცა ხარკი სახელმწიფო გედვას, ყოველსავე მეფეს ირაკლის მისცემდეო და ჰმორჩილებდე, ვითარცა არს წესი მორჩილებისაო“, — უბრძანებდა წერილობითი ბრძანებით ქერიმი ერევნის ხანს.

ამიერიდან სამი ათას თუმანს უხდიდა ყოველწლიურ ხარკად ერევანი ქართველთა მეფეს.

ერევნის გარდა, ქერიმ-ხანმა „მოსწერა სხვათაცა ხანთა ადრიბეჯანისათა მორჩილება მეფის ირაკლისა“.

მაგრამ ქერიმ-ხან ზენდი რუსეთში თეიმურაზის წასვლას მაინც ერთობ შეუშფოთებია. შემოუთვალა კიდეც ერეკლეს, — უნდა გამაგებინო, რისთვის გაემგზავრა თეიმურაზ მეფე „რუსთა ქვეყანაშიო“.

არაფერიც არ ვიციო, — შეუტრიალა ერეკლემ — მამაჩემს რუსეთში წასვლის განზრახვა ჩემთვის არ გაუნდვია, თვითნებად წავიდა, თავისი წასვლით ასი ათასი მანეთისა ზარალიც მოგვაყენაო და სამაგიერო საზღაურად არაფერი არ მიგვიღიაო.

არ დაიჯერა მამა-შვილის წაჩხუბება ქერიმ-ხანმა. არ და"იჯერა და უფრო „მწვავე დიპლომატიით“ შეეცადა პატარა კახის „კბილის გასინჯვას“; საქართველოში ელჩები აფრინა და ერეკლეს შემოუთვალა — თუ მართლა ჩემი ერთგული ხარ, სასწრაფოდ თორმეტი წყვილი უმშვენიერესი ქართველი გოგო-ბიჭი ამირჩიე და გამომიგზავნეო.

ცეცხლი აკვესა თვალებიდან ერეკლე მეფემ.

მე თქვენი ქერიმ-ხანი რას მომატყუებს, როცა მე თვითონ ეშმაკზე ერთი დღით ადრე ვარ დაბადებულიო, — ბრაზიანი სიცილით შეაფრქვია სპარსელ დესპანებს და მაშინვე განუტევა ისინი სასახლიდან.

ცოფით ბანალი აეშალა ქერიმ-ხანს, ქართველი მეფის ამნაირი, „დამანგრეველი პასუხი“ რომ მოისმინა. კარგახანს იბორგა და ითავცემა, მაგრამ ბოლოს ისევ „დრომდე დათმობა“ ამჯობინა.

ამჯობინა, რამეთუ „ნადირ-შაჰის გაზრდილი“ და თანაც „ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებული“ ქართველი მეფე ძლიერად გამოიყურებოდა. და ისევ „დოსტობა“ სჯობდა მასთან, ვიდრე მტრობა.

მაშ, ერეკლე მეორის ერთხელმწიფობა ერანის ახალმა მბრძანებელმაც სცნო. მაგრამ ეს იყო „ცნობა“ არა მარტო ქართლ-კახეთის ერთმეფობისა, არამედ სრულიად აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ერთმფლობელობისა.

ქართველი მეფის უზენაესი ხელისუფლება კავკასიონიდან მდინარე არეზ-არაქსამდე ვრცელდებოდა.

1760 წელს ყარაბაღის ბატონი ფანა-ხანი მოულოდნელად განჯას დაეცა და აიღო, განჯის ხანი შავერდი საქართველოში გამოიქცა, ერეკლეს მუხლებში ჩაუვარდა და შემწეობა სთხოვა.

შავერდი-ხანი ქართველებს ხშირად ღალატობდა და ერეკლეს ხელით დასანდობი მაინცა და მაინც არ ყოფილა, მაგრამ აქ საქმე ქართველი მეფის უმაღლესი ხელისუფლების „ცნობა-არცნობას“ ეხებოდა და ამიტომ ერეკლეს უეჭველად უნდა დაესაჯა ფანა-ხანი.

თანაც, ერეკლეს ახლა საშუალება ეძლეოდა უფრო მტკიცედ დაეპყრო განჯა — ეს მარადიული სამტრო, საყმო და სამეგობრო ქალაქი საქართველოს აღმოსავლეთ კარიბჭეებთან.

ორი ათასი მეომარი შეჰყარა ერეკლემ, სარდლად ტფილისის მინბაში ამილახორის შვილი უჩინა და განჯას გაგზავნა.

ფანა-ხანი ქართველების გამოჩენისთანავე გაიქცა, ისევ შუშის ციხეში ჩაიკეტა და ქართველ მეფეებს ბოდიში და „ხელახალი ყმობა“ შემოუთვალა.

ქართველებმა შავერდი-ხანი განჯაში შეიყვანეს და ისევ დასვეს მის გასაცოდავებულ „ტახტზე“.

წამოვიდნენ ქართველები. ტფილისს მიატანეს და ისევ წამოეწიათ ახალი საშფოთარი ამბავი განჯიდან: შავერდი-ხანი შეთქმულებს მოუკლავთ, თავი მოუკვეთიათ და მისი შვილები განჯიდან გამოუძევებიათ.

ახლა შავერდის ძენი ეყარნენ ერეკლეს ფეხებში, ხვეწნით და მუდარით.

ერეკლემ შემოაბრუნა ჯარი განჯისკენ.

ქართველები ისევ დაეუფლნენ განჯას. დაეუფლნენ და ხანად დასვეს მოკლული შავერდის პირმშო ძე, მაჰმად-ასანი.

ფანა-ხანი კი არ ისვენებდა. იგი ისევ ემზადებოდა განჯისკენ სალაშქროდ.

მაგრამ ყარაბაღის ხანს ამ დროს ახალი მტერი გამოუჩნდა — თავრიზის ბეგლარბეგი ფათალი-ხან ავშარი. ამან ფანა-ხანი დაამარცხა და გააქცია. ფანა ისევ შუშის ციხეში ჩაიკეტა. ფათალი-ხანმა ერეკლეს შემწეობა სთხოვა. ერეკლემ ჯარი გაუგზავნა. ფათალი-ხანი თავრიზელთა და ქართველთა ჯარებით შუშას შემოერტყა.

ფათალი-ხანი აღტაცებული იყო ქართველთა „მიმხრობით“.

ერეკლემაც კარგად „მოივარგა“ ფათალი-ხანის „მეგობრობა“. საქართველოდან ყარაბაღში წასული ელ-თურქმანები ისევ საქართველოში დააბრუნა.

ამას გარდა, ქართველთა მეფემ ყარაბაღიდან წამოიყვანა და საქართველოში დაასახლა ხუთასი კომლი სომეხი.

მალე გამოირკვა, რომ ფათალი-ხან ავშარიც ერანის ყაენობას ეძიებდა და ქერიმ-ხან ზენდს მტრობდა.

გადამწყვეტ ჟამს, როცა ქერიმ-ხანი თავრიზს მოადგა, ქართველთა ჯარი ფათალი-ხანს ბრძოლაში არ გაჰყვა. ბუნებრივად ასე უნდა მომხდარიყო, რადგან ერეკლე მეფეს ერანის „ერთადერთ ხელმწიფედ“ სწორედ ქერიმ-ხანი ჰყავდა აღიარებული.

ქერიმ-ხანმა ფათალი-ხანიც დაამარცხა, შეიპყრო და ამით ყველა მეტოქესთან ანგარიშის გასწორება კიდევაც მოითავა.

ეს მოხდა 1761 წელს.

ამიერიდან ქერიმ-ხან ზენდი ოცი წელიწადი უმეტოქეოდ და „უშფოთავად“ განაგებდა ერანის სახელმწიფოს.

როგორც იქნა, ჩაწყნარდა ერანი.

თითქოს მოუხდა ქვეყანას ახალი ხელმწიფის „მშვიდი ვექილობა“, — იგი უარს ამბობდა „შაჰის“ ტიტულზე და უბრალოდ „ვექილის“ თიკუნით კმაყოფილდებოდა.

ქერიმ-ხანი და ერეკლე მეფე ერთმანეთს „სცნობდნენ“.

ერანის ხელმწიფემ ქართველი მეფისგან მხოლოდ „ერთგული დოსტობა“ იკმარა...

ერანის კარზე მაინც ჯიუტად „მწიფდებოდა“ მწიფობის უნარდაკარგული, მჭკნარი საჭურისი, აღა-მაჰმად ყაჯარი.

 

1.3.18 სად იბადებიან, სად იხოცებიან

▲ზევით დაბრუნება


სად იბადებიან, სად იხოცებიან

 

  „ხოლო ესე ვითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან და ამად ყოველივე ვერ მოვიხსენეთ, არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელიც ღირსად-ხსოვნისა იყო და სხვანი მრავალნი წვრილნი გამარჯვებაები დავიდუმეთ“,  
 

ომან ხერხეულიძე

 
   

1760 წლის მაისის მიწურულს ლეკებმა ჯავახეთი მოარბიეს, მრავალი ტყვე აიყვანეს და დაღესტნისკენ გაქუსლეს.

ერეკლემ 4 ივნისის ღამეს, ყაირაიაზე გზა უყელა მოთარეშეებს. ქართველებმა ლეკები ამოწყვიტეს, საქონელი უკანვე ამოიგეს, ტყვეები დაიხსნეს.

1761 წელს „წარმოვიდა დაღისტნის ჯარი საქართველოს ასაოხრებლად“. ისე სწრაფად შემოიჭრნენ, ერეკლემ ჯარის შეყრა ვერ მოასწრო და მცირე ამალით წარემართა მტრის დასაზვერად.

სუჰყულიანში, „ნათლისმცემლის მონასტრის კერძო“, ჩაასაფრა ამალა. ღამით თვითონ დაზვერა ლეკთა ბანაკი, გაზომგამოზომა, აწონ-დაწონა, გამობრუნდა და „ასეთს ადგილს დაახვედრა და ესრეთ შეაძგერა ეს თავისი ამალა, რომ მისვლისთანავე აოტნეს და მრავალნი მოსწყვიტნეს“ ლეკნი ქარცველებმა.

1762 წელს, „შიგნით კახეთს ახმეტას სოფელს ლეკის ჯარი მივიდა და ამათ მყის-თანად მიუხდა მეფე ირაკლი, შეება და დაამარცხა და მრავალნი მოსწყვიტნა და დანაშთნი წა- რივლტნენ სირცხვილეულნი“.

1763 წელს სამაჩაბლოში შემოიჭრნენ „ლეკთა შეყრილობანი“.

დაედევნა მეფე ერეკლე, კეხვთან დაეწია და მოსწყვიტა სრულიად“ მაოხარნი.

1764 წელს, „დახვდა მეფე ირაკლი ლეკის ჯარს მრავალწყაროზედ, გაიმარჯვა და „მრავალი მოსწყვიტეს“ ქართველებმა ლეკები.

1765 წელს, ლეკებმა „გორი დაარბივეს და ტყვენი წარასხეს; დაუხვდა მეფე ირაკლი სამგორის მინდორში ღამე“. ქართველებმა „ეს ლეკის ჯარიც სრულიად მოსწყვიტეს და ტყვენიცა განათავისუფლეს“.

1767 წელს, „დაღისტნის ჯარი გარდავიდა იმერეთს, რაჭის სოფლები მოარბიეს, სამასამდის ქრისტიანე ტყვე იშოვნეს და წარმოვიდნენ. ჰსცნა ესე მეფემან ირაკლიმ, შემოიყარა ჯარები, წარვიდა და იორის წყალზედ დასდგა, ყარაულნი განაწესნა, ცნობისათვის მათი მიმავლობისა, მივიდნენ ლეკნი საქონლით და ტყვით სავსენი, ამათ შეება მეფე, ტყვე და საქონელი სრულიად დააყრევინა და ის ლეკნი ასე გასწყვიტნა, რომ დაღისტანში იმათი მოამბე ვეღარა მივიდა“.

რა გაეწყობა, — თურმე ლეკები დაღესტანში იმიტომ იბადებოდნენ, რომ საქართველოში დახოცილიყვნენ და დამიწებულიყვნენ.

 

1.3.19 „მარკოზაშვილის დარბაზელები“

▲ზევით დაბრუნება


„მარკოზაშვილის დარბაზელები“

მარტო ლეკსა და თათარს კი არა, შინაურ ქართველ თავადსაც სულს უმღვრევდა და გულს უგმირავდა ერეკლე მეფის გამძლავრება და აღზევება.

ახალი აქ არაფერი იყო. ყველაფერი ისევ ძველი, ძველი ქ მსაბრუნავიდან მოდიოდა, „თავადური საქართველოს“ განწესრიგებიდან. „თავგანმზიდავი“ თავადი, ფეოდალი, კანიდან ძვრებოდა, როგორმე მეფეს „დამსგავსებოდა“, და არა, თავის ფეოდში მაინც დარჩენილიყო ნამდვილ, „დამოუკიდებელ მეფედ“.

„საკუთრივ მეფის“ ხელისუფლების გაფართოება და განმტკიცება ფეოდალ „შინა-მეფეთა“ შეზღუდვას გულისხმობდა. უამისოდ შეუძლებელი იყო მოძალებულ უთვალავ გარემტერთა უკუსაგდებად ქვეყნის საერთო ძალთა თავმოყრა და გასწესრიგება. ერთხელმწიფის ძალაუფლების სრულქმნილად ამაღლებისა და „მრავალ-ხელმწიფეთა“ (იგულისხმე — თავადთა) დაკნინების გარეშე შეუძლებელი იყო დაძლევა ყოველგვარი „თათრობისა“ და „აღდგომა“ და განმტკიცება „ქართველობისა“.

ყოველი „თათარი“ დამპყრობელიც კარგად აფასებდა „უძლეველ ქართველთა“ დაძლევის ამ თითქმის ერთადერთ უტყუარ წყაროს — ფეოდალურ „დაპანტულობას“, ცალკე თავად0თა განკერძოება-გაძლიერებას, სახელმწიფოებრივ ძალთა შემაკავშირებელი სამეფო ხელისუფლების დასუსტებას.

აფასებდა და თავგამოდებით იბრძოდა ყოველი მომტერე-დამპყრობელი საქართველოსი — როგორმე არ დაშრეტილიყო ეს „ერთადერთი წყარო“ ქართველთა დაცემისა და დამხობისა.

ხოლო საქართველოს მტერს საქართველოს შიგნით მოკავშირე ჰყავდა, საქართველოს დამამხობელი იმ „ერთადერთი წყაროს“ გაძლიერებისათვის ბრძოლაში.

ეს თვითონ ქართველი თავადი იყო.

ერთობ ცოტა მოიძებნებოდა ასეთი თავადი, რომელიც ზოგად „ქართველობის“, მისი „აღდგომის“, განმტკიცებისა და აღზევების სამსხვერპლოზე საკუთარ „შინა-მეფობას“ დასდებდა.

თავადებს სუსტი, უილაჯო მეფეები „უყვარდათ“, იმიტომ, რომ სუსტი გვირგვინოსნების ჟამს ხერხდებოდა სწორედ თავადთა „შინამეფობის“, გინა „მიკრო-მონარქობის“ აყვავება.

ხოლო, თეიმურაზი და, გამორჩევით, ერეკლე, ძლიერი მეფეები აღმოჩნდნენ და მათი „შეყვარება“ სწორედ რომ არ შეეძლო „ტიპურ“ ქართველ თავადს.

ანდა, თუ ერეკლესთანა მეფეს თავადი „შეიყვარებდა“,

ეს „შიშისგან შექმნილი სიყვარული“ იყო და სხვა არაფერი. ამნაირი მაიძულებელი „სიყვარულის“ უკან ყოველთვის მალული სიძულვილისა და ბოროტი ღალატის „სუნჯე“ იყო დამარხული.

სანამ საქართველოს მტერი მტერობდა, მეფეზე აშკარად თუ მალულად გადამტერებული ფეოდალი საქართველოს მტერთან კავშირსაც არ ერიდებოდა და არც „სამშობლოს მოღალატის“ სახელს თაკილობდა. მაგრამ როცა თეიმურაზისა და ერეკლეს უქარქაშო ხმლებმა საქართველოს მტრები დაასუსტეს და ამნაირ მტრებთან კავშირი შინაურ ფეოდალს სარისკო გაუხდა, — მაშინ „ძლიერი მეფეების“ მტრებმა მათი დამხობა და „სასურველი ხელმწიფის“ გამეფებისათვის ზრუნვა „კანონიერი გზების“ ძიებით დაიწყეს.

ჩემმა მკითხველმა უკვე იცის, როგორ აიკვიატეს ქართლის თავადებმა, — თეიმურაზი, კახი ბაგრატიონების შტოის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ქართლის ტახტზე იჯდესო; ეს „უკანონობა“ უნდა მოიშალოს და ქართლის ტახტზე „კანონიერ მეფედ“ მუხრანის ბაგრატიონები აღსდგნენო, ასეთ „კანონიერ მეფედ“ ჯერ ბაქარ ვახტანგის ძეს თვლიდნენ, მერე ბაქარის შვილებს, მას უკან ბაქარის ნახევარძმებს, ძმის, წულებსა და ნახევარ-ძმათა ძმისწულებს! აბდულა-ბეგი ხომ ბაქარის ნახევარ-ბიძა იყო და აკი იმასაც მიემხრო ზოგიერთი ქართლელი თავადი „კახი ბაგრატიონების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მერე „პამპულა-აბდულას“ ძმები, შვილები და ძირები მოიჩხრიკეს ქართლის „კანონიერ ბატონიშვილებად“ თეიმურაზ-ერეკლეზე გულგასივებულმა ფეოდალებმა.

ყველა ამ „კანონიერ გამოხდომას“ საკადრისი პასუხი გასცეს თავის დროზე ერეკლემ და თეიმურაზმა — „პამპულებიც“ ალაგმეს და ქსნის „მიკრო-მონარქებიც“ მოითავისეს და ყოველი „დიდი“ და „მცირე“ თავადი „ყოველ ქართლში“ ძლიერი ნებით „მოითოკეს“.

თავადებისთვის გამორჩევით „აუტანელი“ შეიქნა ერეკლე — უკვე ქართლ-კახეთის ერთხელმწიფე.

ერეკლე თავადს უკრძალავდა მეფის უნებართვოდ ყოველნაირ „საპოლიტიკო მი-მო-სვლას“, ტყვის ყიდვა-გაყიდვას, ყმისა და მიწის მიტაცებას, ქვეშევრდომის განუკითხავ დასჯას, სამშობლოს ღალატს. უკრძალავდა ყოველივეს, რაიც აქამდე ქართველი თავადის სისხლსა და ხორცში მის „ნამდვილ მედ“ ქცეულიყო. უკრძალავდა მთელი სისასტიკით სიკვდილით, წამებით, დასახიჩრებით.

(ერეკლეც იყო მეფე — „ბოროტების ბოროტებით მკურნავი“).

და უეცრად, 1765 წელს შეთქმულება გაიხსნა.

პაატა ბატონიშვილი ახსოვს ჩემს მკითხველს, მეფე ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი, ხარჭისგან ნაშობი. აკი ასეთი იყო გზანი მისი „მი-მო-ქცევისა“: რუსეთი-საფრანგეთი-რუსეთი-სტამბული-საქართველო.

მოვიდა ნასწავლი, განათლებული, არტილერიისა და „თოფხანის“ მცოდნე.

და თურმე — მსურველი ქართლის ტახტ-გვირგვინის „შოვნისა“.

მაგრამ ეს მაშინ არავინ იცოდა.

თეიმურაზმა და ერეკლემ ისე მიიღეს, როგორც მოყვარეს და ნათესავს ეკადრებოდა — „მისცეს პატივი, დააყენეს მიჩნევით ქალაქსა“.

(თეიმურაზისთვის იგი ცოლისძმა იყო, ერეკლესთვის — ბიძა).

მაგრამ პირველი ეჭვის ჭია მაშინ აღოღდა, როცა თეიმურაზი და ერეკლე ჰაჯი ჩალაბის წინააღმდეგ სალაშქროდ იკაზმებოდნენ.

მეფეებმა „დაიბარეს პაატა ბატონიშვილი განჯას წასაყოლად“.

პაატა „არ წავიდა“.

ამისთვის მეფეებმა პაატა „დაიჭირეს ქალაქსა შინა, დატპატიმრეს“.

განჯის ომიდან დაბრუნებულმა ერეკლემ დაითანხმა თეიმურაზი — შეენდო „პირველი შეცოდება“ პაატასთვის. თემურაზი დათანხმდა.

და ერეკლემ „აუშვა ბატონიშვილი, კახეთს წაიყვანა, ამ ყოფა პატივით“. მაგრამ არ გასწორდა ძაღლის კუდი. პაატა ერეკლეს

„გამოეპარა კახეთიდან, გადავიდა იმერეთს, შეეხვეწა, აბაშიძე ლევანს“.

მაგრამ ვერც ლევან აბაშიძემ და ვერც რაჭის ერისთავმა ვერაფერი უშველეს ტახტის მაძიებელს. იგი რაჭიდან წამოვიდა და განჯას ჩავიდა, შავერდი-ხანთან. აქ, ქართველთა მოძულე „თათარ-ხანთა“ შუაგულში, პაატა ბატონიშვილი იმედოვნებდა, ბედისაგან დაწინაურებული რომელიმე „გმირის“ დახმარებით „ეშოვნა“ ქართლის „კანონიერი მემკვიდრეობა“.

მაგრამ არც „თათარ-ხანების“ სამყაროდან გამოდნა რაიმე. ჰაჯი ჩალაბი განადგურდა, შავერდი-ხანი და ფანა-ხანი თვითონ ძლივს მაგრდებოდნენ „საკუთარ ტახტებზე“, მათ შორის ყველაზე დიდმა აზატ-ხანმაც თავისივე თხოვნით ზავი ჩამოაგდო ქართველ მეფეებთან.

ბოლოს ქერიმ-ხან ზენდი „მოიწონა“ და იმას ეახლა პაატა ბატონიშვილი. მაგრამ არც ამან გაუმართლა. ქერიმ-ხანმა ერეკლე ყველაზე ერთგულ „დოსტად“ და საქართველოს „ჭეშმარიტ მეფედ“ აღიარა.

გაბოროტებული მაძიებელი საქართველოში მობრუნდა.

მობრუნდა და დაიჯერა, რომ შოთის ჩასაკრავად თონე გახურებული დახვდა.

ქართლის თავადთა ძლიერი ჯგუფი „უკანონო მეფის“ დასამხობად ემზადებოდა.

შეთქმულება შეიკრა.

მისი სულისჩამდგმელი და „მთავარი გმირი“ პაატა ბატონიშვილი გახლდათ. ხოლო, მთავარი მონაწილენი: დიმიტრი ამილახორი, მისი ძე ალექსანდრე ამილახორი, დავით აბდულა-ბეგის ძე ბატონიშვილი, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი, ელიოზ დიასამიძე.

იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაზე.

„მარკოზაშვილის დარბაზელებს“ განუზრახავთ მეფის მოკვლა და დედაბუდიანად ამოწყვეტა და მის ნაცვლად ქართლის ტახტზე „კანონიერი მეფის“ — პაატა ბატონიშვილის გამეფება.

უკვე მოენიშნათ ღამე, როცა თავს უნდა დასცემოდნენ ერეკლეს და მის ოჯახს.

მაგრამ წინა დღით შეთქმულება გაამჟღავნა მისმა ერთმა მცოდნემ, სამშვიდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა.

შეიპყრეს „მარკოზაშვილის დარბაზელნი“.

ერეკლემ გადაწყვიტა შეთქმულთა საქმე ფართო საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოეტანა, რადგან შეპყრობილთა ზურგს უკან ბევრი იდუმალი მომხრე უნდა ყოფილიყო მიმალული და მიყუდებული: „პირველი ოჯახებიდან თვითო გვარში ორი და სამი მაინც იყო მეფის ირაკლის მტერი და იმათი კუდები ხომ რამდენი“.

მეფემ სასამართლო წარმოება სამეფო დარბაზს მიანდო, თვითონ კი მომჩივნად დადგა.

სასამართლო დარბაზმა მოისმინა „მომჩივანიც“ და „მოპასუნენიც“ და დაადგინა:

შეთქმულთა ქონების ჩამორთმევა და მეფისთვის „ნასისხლად“ მიცემა;

პაატა ბატონიშვილს — თავის მოკვეთა;

დავით აბდულა-ბეგის ძეს — თავის მოკვეთა;

ელიზბარ თაქთაქიშვილს — კოცონზე დაწვა;

დიმიტრი ამილახორს — უკუღმა ვირზე შესმა ხალხში ჩამოტარებით და მას უკან ციხეში ჩასმა;

ალექსანდრე ამილახორს — ცხვირის და ფეხისგულის მოჭრა;

გლახა ციციშვილს — ენის მოჭრა;

ელიოზ დიასამიძეს — ცალი თვალის გამოთხრა.

ერეკლემ სცადა სასჯელთა შემსუბუქება, მაგრამ სასამართლომ არ შეიწყნარა და განაჩენი სისრულეში მოიყვანა.

მთელი წლის გასწვრივ თავის კანკალი სტანჯავდა მეფეს.

 

1.4 აზმა მეოთხე. „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე“

▲ზევით დაბრუნება


1.4.1 „ქვახეთქია“

▲ზევით დაბრუნება


აზმა მეოთხე - „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე“

„ქვახეთქია“

გავიხსენოთ:

იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთე 1752 წელს მოკვდა (ხახულის ხატის გაძარცვის ერთი თვის თავზე).

დარჩა სამი ვაჟი:

იოსები,

სოლომონი,

არჩილი.

ალექსანდრეს მის სიცოცხლეშივე სოლომონი ამოერჩია იმერეთის ტახტის მემკვიდრედ.

(ყველაზე უკეთესი არჩევანი, რაიც მთელი თავისი უმწეო მეფობის ჟამს გაუკეთებია ალექსანდრე მეხუთეს).

შესაძლოა, უცნაურიც იყოს, რომ სამეფო ტახტის ახლოს დაბადებულ უფლისწულებს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა — „ნამდვილი ძმობა“ — ჰქონიათ.

ძმათაგან უფროსი იოსები ერთობ რელიგიური ბუნების ადამიანი იყო. მშვიდი, მოკრძალებული ცხოვრების მოყვარული და ამდენად „კანონიერი საკუთრების“, საუფროსო-საუფლისწულო ტახტისგან განრინებას მისთვის მაინცა და მაინც გული არ უტკენია.

უმცროსი, არჩილი, უმცროსობის გამო ბედს სრულებითაც არ ემდუროდა. იოსების მსგავსად, ისიც უყოყმანოდ, ექვისა და შურის მატლის გარეშე სცნობდა შუათანა ძმის აშკარა მეფურ ღირსებებსა და უპირატესობებს. თვითონ არჩილი იყო გულით უშიში, სხეულით მძლავრი, ერთობ ახოვანი, ხმელი, მხარბეჭიანი, ძვალმტკიცე და ძარღვიანი. იყო უბადლო მობურთალი, მოჯირითე, დიდოსტატი ხმლისა, თოფისა და მხტომელი „სამსა ნაბადზე“. ფიცხელი, დაუდგრომელი ბუნებისთვის, „არჩილ გიჟს“ ეძახდნენ ტოლბიჭობაში. ხალხში „წმინდა გიორგის მოწაფესაც“ უწოდებდნენ უმცროს უფლისწულს.

ხოლო, სოლომონი...

იყო გულით „უშიში, ვითარცა უხორცო“.

მძლავრი იყო გონება სოლომონისა.

ახოვანებით უმცროს ძმას ვერ შესწვდებოდა, მაგრამ გასაოცრად მძლავრი იყო მისი სხეული, ჩაკირული და ჩამკვრივებული.

ყმაწვილობითვე თანატოლ ბიჭთა შორის პირველობდა სიმამაცით, სულისა და მკლავის სიმტკიცით, მიზანსწრაფულობით, სწრაფსაზრიანობით.

ჰქონდა ფართო მაჯები და ქვის მკოდავის ხელის მტევნები.

ყველაზე მძლავრი მაინც თვალები ჰქონდა სოლომონს — მზის დამკორტნავი და ქვის გამხეთქავი.

ხალხში ხმა იყო დარხეული: სოლომონმა თუ მოინებია, მისი თვალის წამიერი დაშტერება წაახდენს კაცსაც, ჯარსაც, ნადირსაც და გახეთქავს ქვასაც.

ამიტომ „ქვახეთქიას“ ეძახდა ხალხი.

უბრალო ჩაცმა-დახურვა უყვარდა. რუხი მაუდის ჩოხითა და წუღა-მესტით დადიოდა. ცხენ-უნაგირი, თოფ-დამბაჩა და ხმალ-ხანჯალი, რიგითი მეომარივით, ოქრო-ვერცხლით გაუწყობელი ჰქონდა ბრძოლაში მიმავალს.

უბრალო ადამიანებში, გამორჩევით გლეხებში ყოფნა უყვარდა, თვითონაც გლეხური ანაგების უფლისწულს.

ოკრიბელ ტოლ-ბიჭებში იზრდებოდა, სოფელ მამაწმინდაში, წვრილი აზნაურის ოჯახში. ძიძა ნაფიჩავაძის ქალი ჰყავდა, მამამძუძე — მესხის გვარისა.

ოსმალებს, იმერეთის შინაგამცემთა ხელწყობით, ადრიდანვე გამოუჩენიათ „ყურადღება“ ყრმა უფლისწულისადმი; პეშაგიც მიუჩენიათ, ვიღაც ვაჭარი.

შეიტყო მესხმა „იმ ვაჭრის“ ბოროტი განზრახვანი, ოჯოლას წყალთან წაეწია და შიგ ჩაახრჩო დაუნდობლად.

ყრმობის ჟამს უფლისწულს საყმაწვილომ გაუარა.

ძლივს გადარჩა მაშინ, მაგრამ ავი ზნე სამუდამოდ ჩაუჯდა ტანში.

მაშ, იმერეთის სამეფო ტახტზე ადიოდა ჩვიდმეტი წლის სოლომონ პირველი (1752—1784 წწ.).

როგორც იქნა, ეღირსა ქუთათისის ტახტს ღირსეული მემკვიდრე ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებლისა, თამარ შვიდმნათობიერისა, გიორგი ლაშასი და დავით ნარინისა.

 

 

 

1.4.2 მეფე „წვრილი ერისა“

▲ზევით დაბრუნება


მეფე „წვრილი ერისა“

სოლომონი ტახტზე ავიდა და ცოლად დაისვა აფხაზეთის მთავრის შარვაშიძის ასული თინათინი.

უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო ჭაბუკმა მეფემ.

თურქული უღელი, თურქული წელში გამწყვეტი გადასასადები.

გადასახადი ნატურით.

გადასახადი — ახალგაზრდა ქალ-ვაჟთა გაგზავნა თურქეთს.

გადასახადი — „ყველაზე საუკეთესო საქონლისა“ — ქართველი ტყვის გაყიდვა.

თურქული ციხიონებით ჩამდგარიყვნენ: ქუთათისში — მამედ-ალი-კიკიანი ფაშა (წარმომავლობით ქართველი), ბაღდადში — უსეინ ფაშა, ცუცხვათში — ალი-ბეგ ფაშა, შორაპანში — ახმედ ფაშა.

იმერეთის ტახტისათვის ბრძოლაზე ხელს არ იღებენ სოლომონის ბიძები — მამუკა და გიორი.

ჭაბუკი მეფის დასამხობად მახვილს ლესავენ: მამია IV, გურიელი, რაჭის ერისთავი როსტომ შოშიტასძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, და ასე გასინჯეთ, თვითონ სოლომონის დედაც (სოლომონის დედა ლევან აბაშიძის ასული იყო).

ამათ მეფის წინააღმდეგ ემხრობოდათ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობელი, როსტომ რაჭის ერისთავის ძმა, ბესარიონ კათალიკოსი.

ერთი წელიწადიც არ მოეთია სოლომონს ტახტზე და ჯარებით წამოემართნენ როსტომ ერისთავი და ლევან აბაშიძე.

სოლომონმაც შემოიყარა თავისი ერთგულნი, — ერთმანეთს დაეტაკნენ და „დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი“.

მეფე დამარცხდა და ახალციხეს გადაიხვეწა. ჰაჯი-აჰმედ ფაშა ჯაყელთნ.

ახალციხიდან სტამბოლს გაგზავნა თხოვნა, სულთან მაჰმუდ პირველთან.

მაჰმუდმა ბრძანება გამოუგზავნა ჰაჯი აჰმედს, ახლავე წაჰყევი ჯარით სოლომონს და აღადგინე იმერეთის ტახტზეო.

მაშინვე აღასრულა ახალციხის ბატონმა ფადიშაჰის ბრძანება. ჯარით გადმოიყვანა სოლომონი ფერსათზე, თავადები უკუიქცნენ. სოლომონი ისევ დაჯდა იმერეთის ტახტზე, ამჯერად მკვიდრად, შეურყევლად, შეუვალად.

დაიწყო მტერთა და ორგულთა დასჯით.

დედა სატახტოდან მოიკვეთა და სამეგრელოში გააქცია.

ბიძა — მამუკა, იმერეთიდან გააძევა.

ბიძა — გიორგი, საპყრობილეში ჩააგდო.

პაპას — ლევან აბაშიძეს, მთავარი სამყოფელი, კაცხი წაართვა და ამით ერთობ „დაამდაბლა სახლი თავადთა აბაშიძეთა“.

მამია გურიელს შეუხტა, მთავრის ტახტიდან გადააგდო და გურიელად მისი უმცროსი ძმა, გიორგი დაადგინა.

მამია და ბესარიონ კათალიკოსი რაჭის გზით ქართლში გაიქცნენ და თეიმურაზსა და ერეკლეს სთხოვეს სოლომონთან შერიგება. თეიმურაზმა და ერეკლემ გამოსარჩლება და იმერეთის მეფესთან შუამავლობა ახალციხის ფაშას სთხოვეს. ჰაჯი-აჰმედ ჯაყელმა მამა-შვილ გვირგვინოსნებს ხათრი ვეღარ გაუტეხა და სოლომონს დევნილთა შეწყნარება სთხოვა.

სოლომონი დათანხმდა.

მამია გურიელი გურიელად აღსდგა და „კუბოს ფიცრამდე“ მეფის ერთგულება დაიფიცა.

ბესარიონიც აღსდგა „მორჩილ კათალიკოსად“.

მხოლოდ რაჭის ერისთავი „შეიწყალა“ მეფემ ჯერჯერბით მაინც ასე უჯობდა, რამეთუ ძლიერი იყო რაჭის ერისთავი, ერთობ ძლიერი.

დიდი განზრახვები ჰქონდა გულს დაკრძალული ახალგაზრდა გვირგვინოსანს: ურჩი თავდების დათრგუნვა, ერთგულთა დაწინაურება. სამეფო ხელისუფლების ამაღლება, მაჰმადიანობის აღკვეთა, ქრისტიანობის განმტკიცება, ტყვეთა სყიდვის აკრძალვა, ოსმალური უღლის დამხობა და დასავლეთ საქართველოს მტკიცე, ერთიანი მორჩილება-პატრონობა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ დასავლეთ საქართველოს ჭეშმარიტად მოვლენოდა „დიდი ქართულობისთვის“ ბრძოლის უკეთილშობილესი გმირი და თავკაცი.

დასაყრდენად ეკლესია, წვრილი აზნაურობა და გლეხობა დაიგულა სოლომონმა. |

ყმა-გლეხობა ორი უმძიმესი საგადასახადო ტვირთის ქვეშ იწნიხებოდა და ისრისებოდა. ერთს საური, ანუ „სახვანთქრო“ გადასახადი ერქვა, მეორეს — საუდიერო, ანუ „საძალოდ სათხოვარი“. ამ გადასახადთა ლომის წილი მიჰქონდა თურქეთს, ნაწილი — ადგილობრივ ფეოდალს.

სოლომონმა ორივე ამოკვეთა და გააუქმა — საურიც და საუდიეროც.

გლეხმა შვებით ამოისუნთქა და მისი მხსნელი ახალგაზრდა მეფე სალოცავ ხატად გაიხადა.

თურქმა დამპყრობელმა ბალანი აიშალა და ქართველ მეფეს „ქართველობისათვის“ მტრული თვალით დაუწყო ცქერა, — ქართველმა ფეოდალმაც უარესად შეიძულა „ხალხოსანი ხელმწიფე“.

ფეოდალური სამართალი ბატონს ყმის განუკითხავი გაყიდვის უფლებასაც აძლევდა. სოლომონმა „შესწორება“ შეიტანა ამ „უსამართლო სამართალში“, მისი ბრძანებით, ამიერიდან მხოლოდ ისეთი ყმის გაყიდვა შეიძლებოდა, რომელსაც რაიმე დანაშაული ექნებოდა ჩადენილი.

სოლომონ მეფე თურქული უღლის დასამხობად ემზადებოდა და გლეხობა, მარადიული მთავარი საომარი ძალა, სავსებით მის მხარეზე უნდა ყოფილიყო მომავალ სამამულო ხმალთაკვეთებაში.

გლეხობიდან აზნაურობისაკენ გადმოიხედა მეფემ. აზნაურები ერთობ შეევიწროვებიათ და დაეკნინებიათ მსხვილ თავადებს, მათი მამულები და სამკვიდრებელნი მიეტაცნათ. მეფემ სწორედ გაზულუქებულ დიდ ფეოდალთა საპირისპიროდ აღამაღლა, გააძლიერა და დაიახლოვა მანამდე დამცრობილი აზნაურნი.

ქაიხოსრო აგიაშვილს წართმეული სამკვიდრო პატრიკეთი და საციხისთავო დაუბრუნა და სასახლეში ქეშიკთუხუცესად დაიყენა სოლომონმა.

ვახტანგ იაშვილს მანამდე წართმეული გეგუთი დაუბრუნა სამეფო სახლმა.

სოლომონმა ლევან აბაშიძისა და როსტომ რაჭის ერისთავის საპირისპიროდ დააწინაურა და აღამაღლა მანამდე დამცრობილი წერეთლები, მაჭავარიანები, იოსელიანები, ლორთქიფანიძეები, მესხები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები.

მერე მთავარი ციხეების დაუფლება-დაპატრონებას შეედგა მეფე. ლევან აბაშიძეს კაცხის წართმევა არ აკმარა და ხარაგაულიც გამოსტაცა. ხარაგაულის ციხე, მისი მიმოსახედი, ყმა და მამული იქ მდგარი გიორგი მამუკას ძე აბაშიძისაგან იყიდა მეფემ.

ცოტა გვიან სოლომონმა ნიკოლოზ ფინეზის ძე აბაშიძისაგან შეიძინა ჩხერის ციხე და მისი „ქუეყანა“.

ყველაზე მძლავრ ფეოდალურ ძალად ისევ ოდიშის მთავარი გამოიყურებოდა. თურქთა წინააღმდეგ სამამულო ომის კვირაძალს დადიანთან მშვიდობა, კავშირი და მოყვრობა სჭირდებოდა სოლომონს. სჭირდებოდა და ყველაფერი ერთად მოიპოვა კიდევაც: ცოლი განუტევა მეფემ, შარვაშიძის ქალი თინათი, და მის ნაცვლად მეუღლე-დედოფლად დაისვა ოტია დადიანის ასული მარიამი.

ამრიგად, „ერთმანეთის მგვანი“ სოლომონი და ერეკლე ქვისლები შეიქნენ. — ხოლო ახალი სიძე ასე იხსენიებდა სიმამრს: „კეთილმეგობარი და ნებაყოფლობით მორჩილი სიტყვისა ჩვენის, მამად სახადი ჩემი, დადიანი ოტია“.

დადიანსაც ძალიან სჭირდებოდა იმერეთის მეფის დაახლოება და დამოყვრება. აფხაზები აწუხებდნენ ოდიშის მიწა-წყალს მძარცველური შემოსევებით. დამოყვრების წელსვე (1754 წელი), სიმამრი შეეხვეწა სიძეს, მომეხმარე აფხაზების ასალაგმავადო. მაშინვე გაეშურა სოლომონი. იმერლები და მეგრელები შეესივნენ შარვაშიძის სამფლობელოებს, აიკლეს, ააწიოკეს, დაარბიეს და გაძარცვეს.

ბოლოს, მაინც ყველაზე მთავარი, რაიც სოლომონ მეფემ თავისი ზეობის პირველ წლებშივე გადაწყვიტა, ერთის დაკვრით, ყველასათვის მოულოდნელად და სულმოუთქმელად:

აკრძალა ტყვის სყიდვა.

აკრძალა მთელის სისასტიკით, სიკვდილის მიგებით.

უმძიმესი ცრემლი, კაეშანი და სირცხვილი მოუხსნა ქართულ ოჯახს უდიდესმა მამულიშვილმა.

 

1.4.3 ფიცის კაცნი

▲ზევით დაბრუნება


ფიცის კაცნი

ტყვის სყიდვა აკრძალაო?!

საური და საუდიერო ამოკვეთაო?!

აიშალა და აზვავდა ოსმალეთის სასახლის კარი.

ფაიქები ფაიქებს მოსდევდნენ სტამბოლიდან და ახალციხიდან.

ტყვის სყიდვაც სასწრაფოდ აღადგინე და ყოველი საოსმალო გადასახადი და გამოსაღები ისევ გაუცდენლად გადაიხადეო, თორემ... იმუქრებოდნენ ხონთქარი და ქართველთა „უახლოესი ფაშა“ ახალციხიდან.

სოლომონმა წინასწარ იცოდა, უსისხლოდ არც ოსმალო დამპყრობელი შეურიგდებოდა ტყვის სყიდვის აკრძალვას და არც შინაური ფეოდალი. მისი „ქვახეთქი თვალები“ ორივე მტერს არწივულად უთვალთვალებდნენ და თან ქვეყანას საომრად ამზადებდა მეფე.

გამორჩევით ფიცის კაცებს ენდობოდა სოლომონი.

„ფიცის კაცებში“ თორმეტი გვარი შედიოდა, გავისი ყმით და მამულით:

ლორთქიფანიძე — ახალბედისეულიდან,

მესხი — დედალაურიდან,

ავალიანი — ცხუნკურიდან,

იოსელიანი — გვიშტიბიდან,

ღოღობერიძე — ჩუნეშიდან,

მიქაბერიძე — წყალტუბოდან,

ყიფიანი — ქვილიშორიდან,

ქორქაშვილი — გუმათიდან,

იაშვილი — ჯიმასტაროდან,

უგრეხელიძე — ოფურჩხეთიდან,

გრიგოლაშვილი — ნამახვანიდან,

ჭაბუკიანი — რიონიდან.

სოფელ გურეშევის ახლოს, გაშლილ მინდორზე, რომელსაც ლეკერწას ეძახდნენ, იდგა უზარმაზარი, ლაზათიანად ტოტებგაშლილი მუხა. ყოველ 15 მაისს ამ მუხის ქვეშ იყრიდნენ თავს ფიცის კაცნი თავიანთი ყმებით, სამღვდელოებით, ხატით და ჯვარით.

მოვიდოდნენ, კარვებს დასცემდნენ, ბარგს დაალაგებდნენ, დაიბანდნენ, დაწესრიგდებოდნენ და მუხისკენ „საფიცარზე“ გასწევდნენ.

რიგრიგობით მიდიოდნენ დიდი ჯვარცმის წინ ფიცის კაცნი თავიანთი ყმების თანხლებით, და ერთჯერ კიდევ იტყოდნენ წინა წლის სწორზე დადებულ ფიცს:

ვიყო ერთგული მეფისა და ქვეყნისა,

ვიყო მტერი მათი მტრისა და მოყვარე მოყვრისა,

ვიყო ერთგული ჩემი ოჯახისა,

ვიყო მტერი ჩემი ოჯახის მტრისა და მოყვარე მოყვრისა!

ბატონი რომ ამ ფიცს მოილევდა, ყმები რიგრიგობით ეახლებოდნენ, ხელებზე ხელებს დაუწყობდნენ და იტყოდნენ: ჩვენი ბატონი მართალ ფიცს ბრძანებს ამ პირჯვრის მადლმაო, — და წამსვე პირჯვარს გამოისახავდნენ.

სანამ ფიცი და ზენაარი მიდიოდა, მანამ მზარეულნი, ხაბაზნი და მწდენი სანადიმო სუფრას აწყობდნენ, ჭამა-მის „ყოველივე სამკაულით“.

მიუსხდებოდნენ სუფრას ნაფიცარნი.

პირველი საწესო სადღეგრძელო ყოველთვის ეს იყო:

„დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფეს და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!“

მერე მიდიოდა სმა, ზმა, შაირი, სახუმარო სიტყვის გორება, ცეკვა, სიმღერა, თოფ-დამბაჩის სროლა ყაბახზე.

არცრა უღირსი საქციელი, არც უზომო თრობა, არც ჭინჭყლი და უგვანი აყალმაყალი, არც უთმინარი პირში ჩახტომა და უსმინარი ჭირვეულობა.

ყოველ დილით ყაბახზე სროლა.

ყოველ საღამოს ჯირითი.

პირველ ყაბახს, ბრტყლად გაჭედილ ვერცხლს, მეფე უგზავნიდა ფიცის კაცებს.

ყოველი ოჯახიდან ყაბახად ცალკე ვერცხლის ნივთი მოჰქონდათ — აზარფეშა, თასი, სასმურნი, იარაღნი და მისთა. ნანი. ყველა ეს ნივთი ყაბახის სვეტის ქვეშ გროვდებოდა.

ჯერ მეფის გამოგზავნილს დასდებდნენ სამიზნედ. იმას რომ ჩამოაგდებდნენ, მერე ქაშანურს აღმართავდნენ და იმის წილობაზე ვერცხლის რომელიმე ნივთს ჩაუთქვამდნენ. ვინც მსროლელი ყაბახ-ქაშანურს ჩამოაგდებდა, ჩათქმულ ვერცხლსაც ის დაინარჩუნებდა.

და ასე გრძელდებოდა ლხინი და შექცევა ორი კვირა ლეკერწას მინდორზე...

მეფეს ერთგულებდნენ და მეფისგან დიდი უფლებებიც მიეღოთ ფიცის კაცებს. ასე გასინჯეთ, მეფისგან სიკვდილმისჯილი კაცი თუ გაქცევას მოასწრებდა და ფიცის კაცის საყმო • საზღვარში შეასწრებდა, მდევარს ნება აღარ ჰქონდა შეჰყოლოდა და ფიცის კაცის ნებართვის გარეშე უკანვე გამოეყვანა. უკეთუ ის ლტოლვილი კაცი მეფისა და ქვეყნის მოღალატე არ იყო, სხვა დანაშაულის პატიებისათვის თავს გა• მოიდებდნენ ფიცის კაცნი. ისინი შეიკრიბებოდნენ, ქუთათისის „ქუეყანაში“ შევიდოდნენ და მეფეს შეუთვლიდნენ: ვინაითგან ამა და ამ კაცს შენი და შენი ქვეყნის ღალატი გულს არ გაუვლია, სხვა მისი შეცოდებანი ჩვენ გვაპატივე და ეს კაცი დაუსჯელი გაუშვი. და არ ყოფილა შემთხვევა, მეფეს რომ ფიცის კაცთა შუამდგომლობა გაეწბილებინოს.

დიდი და საიმედო ძალა იყო მეფისთვის ფიცის კაცნი. ამათგან მეომრად მარტო თავადი და აზნაური ათასი ცხენოსანი გამოდიოდა, ათჯერ მეტი კიდევ მათი ყმანი ქვეითი მეომარნი.

ბრძოლაში ერთად შედიოდნენ ფიცის კაცნი.

ერთად, მხარმიბრჯნით უტევდნენ მტერს.

დაჭრილს და მკვდარს ცოცხალი თავით მოსისხლეს არ დაანებებდნენ.

შიშრეულად და ხელგამოუღებლად მოკლულს დაუმარხავად დააგდებდნენ, ფრინველთა და მხეცთა არჩივად.

ცოცხლად დარჩენილ ლაჩარს ოჯახიანად აჰყრიდნენ და გააძევებდნენ. მის მიწა-წყალს თვითონვე შეისყიდდნენ ფიცის კაცნი, ნაწილ-ნაწილად.

 

 

1.4.4 ხრესილამდე

▲ზევით დაბრუნება


ხრესილამდე

იმერეთის ხელში მოქანავე სასწორის ერთ პინაკზე ერთგული ფიცის კაცები იყვნენ, მეორეზე — მოსისხლე როსტომ ერისთავი და ლევან აბაშიძე.

ჯერ მაინც ისევ მოსისხლენი და მოღალატენი სძლევდნენ საიმერეთოს ცოდვიან სასწორს.

გამორჩევით „დიდი როსტომი“ მძლავრობდა და კადნიერობდა ბარაკონისა და ხიდიკრის საბუდრიდან. სამეფო-სახასო სოფლებიც დაეტაცებია რაჭაში. მერე, მარტო რაჭა კი არა, ზემო იმერეთის რამდენიმე სოფელიც თავის საყმოდ მიუთვლია გათამამებულ ერისთავს.

როსტომ ერისთავი და ლევან აბაშიძე ქუთათისში მდგარ „მთავარ ფაშას“, მამედ-ალი კიკიანს ჩასჩიჩინებდნენ: სოლომონი თქვენგან ნამალევად საომრად ემზადება, სანამ გვიან არ არის, ხელი გამოვიღოთ და გავანადგუროთ ჭაბუკი მეფეო; ისედაც, დადგა დრო იმერეთში ბაგრატიონთა საგვარეულოს აღმოფხვრისა და ამოკვეთისა; მოვსპოთ ბაგრატიონები და იმერეთი ჩვენ გაგვიყავი, ოსმალეთის ერთგულ ყმებსო; სამაგიეროდ, ხარკს ხარკად მოგართმევთ ქრისტიანობას დავამხობთ და მთელს საიმერეთოს გავამაჰმადიანებთ და გავათათრებთო; ეკლესიებს მოვთხრით და მეჩეთებს აღვმართავთ ქუთათისს, ბაღდადს, შორაპანს, ხრესილს, საჩინოს, ორპირს, კულაშს, ხონს, ნიკორწმინდას, ონსა და ამბროლაურშიო.

მამედ-ალი კიკიანმა სტამბოლს შიკრიკი აფრინა და ხონთქარს იმერეთში ჯარების „დასქელება“ სთხოვა.

ხონთქარ ოსმან III-ს წაქეზება აღარ სჭირდებოდა. მას მტკიცედ გადაეწყვიტა „ურჩი ქვეშევრდომის“ დასჯა და იმერეთში ტყვეთა სყიდვისა და ყოველი სათურქო გადა„სახადის „სამუდამოდ“ აღდგენა.

მტერმა და მოყვარემ ყველამ იცოდა, რომ ოსმალეთის მსახვრალი ხელი ქართველთა მიმართ ახალციხის ფაშა იყო. ამიტომ სოლომონის მოღალატეებმაც ახალციხეს მიაშურეს. ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავის მისანდო კაცი, წულუკიძე, ეწვივნენ სალაშქროდ გამზადებულ ჰაჯი-აჰმედ ჯაყელს. ეწვივნენ, იმასაც სოლომონ მეფის საომარი სამზადისი აცნობეს, იმერეთში სალაშქროდ ააჩქარეს და დამხმარე ძალად „საკუთარი“ რაჭველ-იმერთა ჯარიც აღუთქვეს. რაღა თქმა უნდა, საქართველოში მოლაშქრე ოსმალთა მხედრობის მეგზურებიც აბაშიძე და წულუკიძე იქნებოდნენ.

1757 წლის აღდგომა დილა შემოადგა ქუთათისს.

ოქროს ჩარდახში სოლომონ მეფე სტუმრად თავის საერო და სასულიერო თანამოღვაწეებს ელოდებოდა.

სასახლის სამზარეულოში მეფისა და მისი სტუმრებისთვის სააღდგომო საუზმეს ამზადებდნენ.

ქუჩაში მიმავალ თურქ ჯარისკაცს შემწვარი ხორცის სუნი ეტაკა, ისიც სუნს აედევნა, სამზარეულოში შეალაჯა, შემწვარ ცხვარს ბარკალი ააგლიჯა, იქვე შეათქლაფუნა, გამოხრა, ძვალიც იქვე იატაკზე დასთხლიშა და არხეინად განაგრძო გზა.

მეფეს ასონაკლული ცხვრის მიტანას ვინ გაუბედავდა

და მზარეულთუხუცესი მაშინვე ახალი ცხვრის დაკვლა-გატყავებას შეუდგა. თანვე მომხდარი ამბავი პაპუნა წერეთლის შეატყობინა.

პაპუნა წერეთელს სამი სახელო ჰქონდა სოლომონისაგან ბოძებული: მთავარვეზირობა, სახლთუხუცესობა და ცხენოსანი ჯარის სარდლობა. იგი ძალიან გაშინაურებული ჰყავდა მეფეს, მაგრამ თურქის უზრდელობისა და უსაქციელობის შეტყობინება მაინც ვერ შეუბედა გულფიცხელ ხელმწიფეს წერეთელმა.

ისევ ეს ამჯობინა პაპუნამ: ოქროს ჩარდახისკენ მიმავალ სტუმრებს დაუხვდა, ყოველივე აუწყა და სთხოვა, მეფეს მანამ ნუ ვეწვევით, სანამ ახალი ცხვარი არ შეიწვებაო.

სოლომონს სტუმრების მოუსვლელობა და საუზმის დაგვიანება გაუკვირდა და ვეზირი თამაზა მ ე ს ხ ი გამოიძაზა.

თამაზა შემოვიდა, შიშრეული სახით და ნაბიჯით.


— რა მოხდაო, — იკითხა მეფემ, — სად არიან ჩემი დარბაისლები, ან კათალიკოსი რატომ არ მობრძანდა სუფრის კურთხევად, ან პაპუნა წერეთელი საუზმეს და აღდგომის გახსნილებას რატომ მიგვიანებსო.

თამაზამ მეფეს მოტყუება ვერ შეუბედა და პირწმინდად აუწყა, რაც ჩაედინა ოსმალო ჯარისკაცს.

გველცემულივით წამოვარდა მეფე ფეხზე და დაიღრიალა: სიკვდილი არ სჯობს ამისთანა სიცოცხლეს?! ღმერთმა მეორე აღდგომა ნუღარ გამითენოს, თუ ეგ წუნკლები იმერეთიდან სამუდამოდ არ დავიფრინო და გადავაშენოო!

სასახლეში ვეღარ დადგა გამწარებული მეფე. ცხენს მოანტა და ვარდციხეს გაქუსლა.

დარბაისლებიც მიჰყვნენ.

აღდგომა დღე ვარდციხის სასახლეში ბოღმის ცრემლით გაცვითეს.

ნაბოღმეზე ითათბირეს.

ნააღდგომევს სარდლები შემოისვა გარშემო მეფემ — ბრჩილ ბატონიშვილი, პაპუნა წერეთელი, ქაიხოსრო აგიაშვილი, ბერი წულუკიძე და გიორგი აბაშიძე.

დათქმულ დღეს, ქაიხოსრო აგიაშვილი ბაღდადის ციხეში ჩაკეტილ თურქებს შეუტევსო, არჩილი და გიორგი აბაშიძე შორაპნის ციხესო, ხოლო მე, პაპუნა წერეთელი და ბერი ულუკიძე ახალციხიდან წამოსულ მხედრობას შვებმებითო. ბრძანა მეფემ.

ქუთათისის და ცუცხვათის ციხენი?

ქუთათისის ციხეს ჩემი ერთგული ფიცის კაცები მოუვლიან, ხოლო ცუცხვათისკენ ახალციხიდან გადმოსულ ოსმალებთან ერთად ჩვენ თვითონ გავეშურებითო, — თქვა ავი სიცილით სოლომონმა.

მეფის მთავარი საომარი განაზრახი ეს იყო: იმერეთის მთავარ ციხეებში ჩასაგრებულ თურქულ ციხიონებს მანამ ხელის განძრევა ვერ უნდა მოეხერხებინათ, სანამ ქართველობა, თვითონ მეფის სარდლობით ახალციხიდან გადმოსულ მთავარ მხედრობას გაანადგურებდნენ. ხოლო, შემდგომ (თუ მანამდე არა) იმ ოთხ მთავარ ქართულ ციხეებსაც დააგდებინებდნენ ოსმალებს.

მთავარი მაინც ქუთათისი იყო და ფიცის კაცთა წინამძღოლს, ბერი ლორთქიფანიძე ს, ასეთი წერილი მისწერა მეფემ:

„თავადს ბერ ლორთქიფანიძეს მეფე სოლომონ სიყვარულით მოგიკითხავ. ამასთანავე გიბრძანებთ, რომ მიღებისთანავე ამა ბრძანებითი წერილისა შეკრიბო ფიცის კაცნი: თავადნი და აზნაურები თავისის ყმებით და ისინიც, რომელნიც ჩემი სახასო ყმები არიან და ანუ ეკლესიისა; ვისაც იარაღის ხმარება შეეძლოს თავად-აზნაურობისაგან სუყველა და გლეხებისგან მხოლოდ თვითო გამოაწვიე. შემოჰკარი ქუთათისის ციხეს, დაამწყვდიეთ შიგ ოსმალეთის ჯარი, არავინ გამოუშვათ! ვინც გამოვიდეს და ქრისტიანობის მიღება განაცხადოს, ის დაიტოვეთ და შემდეგ ჩემთან მოიყვანეთ,

მეფე იმერთა სოლომონ“.

მეფემ იმერეთის მთავარ ციხეებში ჩამაგრებულ თურქულ ციხიონთა შებოჭვა რომ გაიგულისხმა, არც დასავლეთიდან თურქთა წამოსვლის შესაძლებლობანი დაივიწყა და შავი ზღვის სანაპიროებიდან მომავალი გზების ჩაკეტვაც გადაწყვიტა. სწორედ ამისათვის გაუგზავნა სოლომონმა ზურაბ მიქელაძეს ეს წერილი:

„თავადს ზურაბ მიქელაძეს სიყვარულით მოგიკითხავ და გიბრძანებ: ახლავე შეკრიბე ჯარი, გამოაწყვე ყველა თავად აზნაური და გლეხნი, საჩინოს სოფლიდან მთელი მთის მცხოვრებნი, ვიდრე გურიის საზღვრამდე; ვაკიდან ორპირი, კულაში, ჯაგანი, გეზათი, მაედანი, ორივე ჯიხაიში, გუბი და ეწერი. კომლზე თითო გლეხი გაიყვანე; თავად-აზნაურს, რომელსაც იარაღის ხმარება შეეძლოს, რამდენიც იყოს ოჯახში, ნუ დატოვებ გაუწვეველს. შეკარი ფოთის გზა, სადაც გურიის და ფოთის გზა შეერთდება იქ, ესე იგი ეკალმუხურში დაბინავდით. ოსმალოს ჯარი არც აქეთ მომავალი და არც იქით მიმავალი არ გაუშვათ, სრულებით გაწყვიტეთ!

მეფე იმერეთისა სოლომონ“.

ამ ბრძანების მიღებისთანავე ზურაბ მიქელაძე მივიდა ორპირს და დაგზავნა შიკრიკები ჯარის შემოსაყრელად — ყველა ბრძოლისუნარიანი თავად-აზნაური და გლეხთა ოჯახებიდან თითო მეომარი.

მოლაშქრენი სწრაფად გროვდებოდნენ.

ჭალადიდიდან ნაქორწილევი ახალგაზრდა მიქელაძეები მოდიოდნენ.

ფოთის შუა გზაზე თურქები შემოჰყროდნენ. იმერელი ტყვე ქალ-ვაჟნი მიჰყავდათ. მიქელაძეებმა ტყვეების დახსნა იფიქრეს, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრეს, — ვაი, თუ სოლომონ მეფის დასტურით მიჰყავთ ოსმალებს ტყვეებიო.

მაგრამ ახლა, სოლომონის საომარი მოწოდება რომ შეიტყვეს, მაშინვე ცხენები გააბრუნეს, ზედ ფოთის კარებთან იმ თურქებს წამოეწივნენ, ხმლებით დაერივნენ, ყველანი ასჩეხეს და ტყვეები გამოიხსნეს.

მამედ-ალი კიკიან ფაშას შეატყობინეს ეს ამბავი საქართველოს მტრებმა.

კიკიანმა ფაიქი აფრინა ფოთში და ჯარები დაიბარა მიქელაძეების დასასჯელად.

წამოვიდა თურქთა ჯარი ფოთიდან ქუთათისისკენ.

დაუხვდნენ ეკალ-მუხურში მიქელაძენი და მათი ყმანი.

დაუხვდნენ და „შეიქნა დიახ ფიცხელი ომი და სულ ცხვრის ფარასავით გადაყარეს თათრები რიონის წყალში“ ქართველებმა.

ახალი ფაიქების „მი-მო-ქროლა“ ვეღარ მოასწრო კიკიან ფაშამ.~

ფიცის კაცნი და მათი ჯარი შემოერტყა და შემოერკინა ქუთათისში ჩაკეტილ ოსმალთა ციხიონს.

იმავ ჟამს ქაიხოსრო აგიაშვილი ბაღდადს შემოადგა, ხოლო არჩილ ბატონიშვილი და გიორგი აბაშიძე — შორაპანს.
 

 

1.4.5 ხრესილი

▲ზევით დაბრუნება


ხრესილი

უკვე გადმოსულიყო თურქთა და გათურქებულ ქართველთა მხედრობა ახალციხიდან.

ახალციხისა და აჭარის სანჯაყთა ჯარები იყვნენ.

ორმოცი ათასი მეომარი მოთქარუნობდა იმერეთის წასახდენად და დასაქცევად.

სამი სარდალი მოუძღოდათ — გოლა ფაშა, ქერაია ფაშა და ბაშ-აღა.

მეგზურებად ლევან აბაშიძე და წულუკიძე მოჰყვებოდნენ.

გამოიარეს კაკას ხიდი, წყალთაშუა, ბაღდადი ქართველთა ალყაში დახვდათ და ისევ ცუცხვათისკენ აიღეს გეზი.

ცუცხვათიდან ალი-ბეგ ფაშა გამოვიდა და შეუერთდა ახალციხელებს.

ალი-ბეგ ფაშა, ვითარცა უკეთესი მცოდნე საიმერეთოს ასავალ-დასავალისა, მთავარსარდლად აღიარეს ახალციხიდან მოსულმა ფაშებმა.

ცუცხვათიდან ხრესილს მივიდნენ და მდინარე წყალწითელას ხეობაში, ფართო მინდორზე დააბანაკა ჯარები ალი-ბეგ ფაშამ.

აქ ელოდებოდნენ თურქები რაჭისა და სააბაშიოს ჯარების მოსვლას.

მოვიდნენ კიდეც.

რაჭველებს ისევ რაჭველი წულუკიძე მოუძღვა.

როსტომ ერისთავმა ბრძოლაში პირად მონაწილეობაზე, ხელი აიღო.

სააბაშიოს ჯარები კი თვითონ მოიყვანა ლევან აბაშიძემ.

ამათ მოჰყვა გედეონ აბაშიძეც, მანამდე რომ სოლომონს ეფიცებოდა ერთგულებას.

ალბათ, სულ ცოტა სამი-ოთხი ათასი იმერელი და რაჭველი მაინც შეუერთდებოდა ხრესილის მინდორზე დასაძოვრებულ თურქობას.

სოლომონს გახლეჩილი იმერეთის ჯარი არ ეყოფოდა მტრის უზარმაზარ მხედრობასთან შესახვედრად.

დახმარება სთხოვა სამეგრელოსა და გურიის მთავრებს. ერთიც მაშინვე დათანხმდა და მეორეც.

ოტია დადიანი სიბერეს დაეუძლურებია და შვილი გამოგზავნა სიძის საშველად — კაცია დადიანი.

კაციამ, მეგრელებთან ერთად, სოლომონს მოუყვანა ლეჩხუმელნი და სამურზაყანოელნი, ახალგაზრდა ხუტუნია შარვაშიძის წინამძღოლობით.

სულ თერთმეტი ათასი მეომრით მივიდა სოლომონ მეფე ხრესილის ველზე.

მაშ, ხრესილი. 1757 წლის 14 დეკემბერი,

ომის ღმერთს ხელთ უპყრია ბრძოლის სასწორი, რომლის ერთ პინაკზე ძევს სიცოცხლე 44 000 თათრისა და „გათამირებული თათრისა“, ხოლო მეორე პინაკზე სიცოცხლე 11 000 „წმინდა ქართველისა“.

დაასვენა ჯარი სოლომონმა თვითონ არ დაუძინია.

არც პაპუნა წერეთელი და ბერი წულუკიძე მოშორებიან მეფეს.

წინა დღით რომ მტრის ბანაკი დაზვერეს, თურქთა მარცხენა მხარე უფრო სქლად დალაგებული ეჩვენა სოლომონს. მაგ მხარეზე, ჩემი მარჯვენა კერძიდან, სწორედ მე უნდა შეგუტიოო — იფიქრა მეფემ და პაპუნა წერეთელს უთხრა: ზქამდე ყოველთვის შენ იყავი მემარჯვენე, მაგრამ ახლა მე უნდა დამანებო მარჯვენა კერძიო.

ასე გადაწყვიტეს: მარჯვენაზე მეფე იქნებოდა, მარცხენაზე — პაპუნა წერეთელი, შუაგულში — ბერი წულუკიძე.

კაცია დადიანი და ხუტუნია შარვაშიძე მეფესა და წულუკიძეს შუა უნდა ჩამდგარიყო, მამია გურიელი კი წულუკიძესა და წერეთელს შუა...

იწვა ხრესილი, მცირე სოფელი, დიდი სახელის მოლოდინში.

მესამედ იყივლეს მამლებმა.

„ღვინო!“ — ბრძანა სოლომონ მეფემ.

მოართვეს. აზარფეშა შეუვსეს.

„დიდება ღმერთსა! წმინდა გიორგი, შენ გაუმარჯვე საქართველოს და საქრისტიანოს, მეოხ ეყავ ჯარსა ჩვენსა სამშობლოს ხსნისთვის მსხვერპლად გამზადებულს!“ — თქვა მღელვარედ, დასცალა და გადააწოდა პაპუნა წერეთელს.

„ღმერთო უსმინე ჩვენს ბატონს, მეფე სოლომონს!“ — შესძახა წერეთელმა და იმანაც გადაჰკრა სასმური.

ჯვარი ისახეს და ზედმიყოლებით დასცალეს აზარფეშა ბერი წულუკიძემ, კაცია დადიანმა, მამია გურიელმა და ხუტუნია შარვაშიძემ.

ხემსი დააყოლეს, კარვიდან გავიდნენ და ცხენებს მოახტნენ.

ჯარი შემართული იდგა საომრად.

სოლომონი მხედრობის შუაგულს მიეახლა და უნაგირზე შეიმართა.

„შვილებო, — დაიწყო ოცდაორი წლის მეფემ — ძმებო, ქართველებო! მჯერა, არ შეგაკრთობთ მტერთა სიმრავლე; აკი ყოველთვის ასე გვჭირდა ქართველთა; მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს. დღესაც მარტონი როდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი იესო მაცხოვრისა. მისი თანადგომით დღეს უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მაშ, მომყევით გულმხნედ და ვაჟკაცურად, ჩემო შვილებო!“

ხმალი ამართა, ცხენს მათრახი სწყვიტა და მტრისკენ გაფრინდა.

მიჰყვნენ ქართველნი მძლე ყიჟინით, ბუკ-ნაფირის ცემითა და ხმლების შხუილით.

თურქთა ბანაკიც საომრად შემართული შემოეგება მოიერიშე ქართველობას.

დადგა უმძიმესი ხმალთაკვეთება.

ჯერ ისევ ღამე იდგა, მაგრამ სრული მთვარის შუქზე მაინც არჩევდნენ ერთმანეთს მტრები.

არჩევდნენ და გამხეცებით სჩეხდნენ ერთმანეთს.

დილაც შემოდგა უკვე სისხლით ნაჯერ ხრესილის მინდორზე.

დღის სინათლეზე უცნაურად აჭრილი ამოიკვეთა ბრძოლის სურათი.

სოლომონ მეფე ოსმალთა შუაგულში შეჭრილიყო და გაალმასებით სცემდა ჯუჩქად ჩაწყობილ მტრებს.

მაგრამ მეფის ზურგშიც შემოჭრილიყვნენ თურქები.

თვალი შეასწრო სოლომონმა: სამეფო დროშა მის მედროშეს აღარ ეჭირა.

ქართველი მედროშე მოეკლათ.

ქართული დროშა ახლა ოსმალთა თავზე რიალებდა, ნახევარმთვაროსანი თურქული დროშის წინ დამცრობილი.

დროშის დაკარგვა დამკარგავი მხარის სამარცხოდ აშლის ბრძოლის სასწორს. ამიტომ დროზე უკანვე უნდა ამოეგოთ ქართველებს მარად უტყუარი სიმბოლო გამარჯვებისა.

მამია გურიელმა შენიშნა, როგორ მიაშტერა და მიაქვავა მეფემ „ქვახეთქია თვალები“ გატაცებულ დროშას.

„მომყევით!“ — უყვირა გურიელმა თავის ჯარს და გაალმასებით დაეძგერა ქართული დროშის გასწვრივ ჩაკორომებულ ოსმალობას.

მიჰყვნენ გურულები ცქაფი სრბოლით და შემარყეველი ყიჟინით. გაარღვიეს და გაკაფეს ოსმალთა „კორომი“, თურქი მედროშენი ასჩეხეს, ქართული დროშა აიტაცეს და გამოიტაცეს.

ისევ გასწორდა ბრძოლის სასწორი. — კარგა ხანს „წონასწორად“ ეტევებოდნენ მტრები ერთმანეთს.

ხოლო სოლომონ მეფეს ბრძოლის „დაბერება“ არ უყვარდა და „სასწორის გადაწონვა“ ეჩქარებოდა.

მთავარსარდლის თავის დაგორება გადაჰკვეთს ბრძოლის მთავარ ძარღვს... და წინ გამოიჭრა სოლომონ მეფე.

უნაგირზე შეიმართა და თურქულად დაიქუხა ცისგვიმის შემარყევლად:

„მთავარსარდალ ალი-ბეგ ფაშას ვიწვევ დავლურში!“

გამოვარდა ალი-ბეგ ფაშა, მიუხდა და აძგერა შუბი.

ფარით ისხლიტა სოლომონმა, წამსვე იგივე ფარი დაუკრა და დააგდებინა შუბი ოსმალოს.

„ხმალი!“ — უყივლა მეფემ.

ხმალს მიეტანა ალი-ბეგი, ნახევრამდის ამოშიშვლება მოასწრო და სოლომონის ხმალმაც იწივლა.

მიწას დაენარცხა ალი-ბეგ ფაშას თავი, ცხენმა თრევით გაიტაცა უთავო კაცი.

აირია და ატორტმანდა თურქთა ლაშქარი. გასაქცევად აემზადა. „ყველაზე მამაცი“ სარდლის სიკვდილითა და ქართველი მეფის სატანური შემოკვრით ზარდაცემული.

„ნუ შეშინდებით! გასაქცევად ფეხი არავინ წაიცდუნოს. ახლა მე ვარ თქვენი მთავარსარდალი! მომყევით!“

ეს ლევან აბაშიძე იყო.

დაიღრიალა და წამსვე წარუძღვა იერიშზე „თავის იმერლებს“.

მიჰყვა წულუკიძე რაჭველთა გუნდით.

გული მოიცეს გოლა ფაშამ, ქეჰაია ფაშამ და ბაშ-აღამ.

შეამჭიდროვეს, შეამკვრივეს და მეწინავე იმერ-რაჭველებს მიადევნეს ოსმალთა, მესხთა და აჭარელთა ჯარები.

ისევ სწორდებოდა ბრძოლის სასწორი.

ისევ აპირებდა „დაბერებას“ სიკვდილის ჯირითი ხრესილის მიწაზე...

მზე საშუადღეიდან გადაგორდა ნელი ზმორებით.

იბრძოდა სოლომონ, ვითარცა შვენოდა „ლომებრ მყეფეს“.

დიდი გმირული გზნებით იბრძოდნენ კაცია დადიანი, მამია გურიელი, პაპუნა წერეთელი და ბერი წულუკიძე.

საოცარი აღმოჩნდა სიმამაცე და სიკისკასე ხუტუნია შარვაშიძისა. თექვსმეტი თურქი მეომარი ასჩეხა ხმლით სამურზაყანოს მთავარმა.

შეჩვიდმეტეს შისწვდა და...

გულდაგულ ნასროლი თოფებით მკერდდაცხრილული დაეცა ხუტუნია შარვაშიძე...

შენივთდა ომი...

ბრძოლის ველს უზარმაზარი ცაცხვის ხე დასცქეროდა. იმ ცაცხვზე მეფის ერთი მეომარი, გლეხი ბრეგაძე ავარდა და ასტეხა ყვირილი:

„ფაშა ალი-ბეგი მოკლეს, ქართველებმა გაიმარჯვეს, თათრის ჯარი და ლევან აბაშიძე გაიქცნენ!!!“

ქართული ძახილი „ყველა რჯულის“ ქართველსაც უნდა შეეტყო და მათგან კიდევ — ყოველ ოსმალოს.

აირია „აბაშიძელთა“ ბანაკი.

„მისმა იმერლებმა“ და რაჭველებმა მეფის მხარეს იწყეს გადასვლა.

ლევან აბაშიძემ მოულოდნელად წამხდარი საქმის გამოსწორება სცადა. თოფი მოიმარჯვა და ხეს ნავარდი დაარტყა, ვინძლო იქ შემალული „ავად მოქადაგე“ კაცი დაენახა და ცხელი ტყვიით ჩამოეგდო დედამიწაზე.

მიაგნო კიდეც, თოფი შემართა და...

უმალვე გეგელა თევდორაძის თოფმა იგრიალა.

ლევან აბაშიძე მკერდშენგრეული და სულგავარდნილი მოსწყდა უნაგირს.

მახლობელ ჩირგვში ყოფილიყო თევდორაძე ჩასაფრებული. აბაშიძე ეცნო და საბედისწერო გასროლა დაესწრო კიდეც...

„ლევან აბაშიძე მოჰკლეს!“ — დაარისხა ბრძოლის ველს ზემოდან ბრეგაძემ.

„მოღალატე აბაშიძეც მოჰკლეს, ალი-ბეგ ფაშაც მოკლულია ჩვენი გმირი ხელმწიფის ხელით, გაწყდნენ თათრები, გაიმარჯვა ქართველობამ!!!“ — არ სცხრებოდა „ჰეროლდი ხიდან“.

თურქები მარცხს შერიგებოდნენ და სიცოცხლის საშველად გარბოდნენ უგზოუკვლოდ, თავპირის მტვრევით.

სდევნიდნენ და იჭერდნენ ჭუკებივით ქართველები ოსმალებს.


ოდიშარმა მეომრებმა შეიპყრეს თურქთა სამივე სარდალი — გოლა ფაშა, ქეჰაია ფაშა და ბაშ-აღა.

რაჭველებმა თვითონ შეიპყრეს მათი სარდალი წულუკიძე.

იმერლებმა კიდევ თავისი „ბელადი“ გედეონ აბაშიძე მიჰგვარეს მეფეს მხარგაკრული.

ბრძოლა გათავდა.

თორმეტი ათასი ოსმალო მეომარი დარეცილიყო ხრესილის ველზე.

თხუთმეტი ათასი ტყვედ აეყვანათ გამარჯვებულებს.

ყოველ ქართველ „კაცსა ერთსა მოჰყავდა ათი ოსმალი შოებული“.

დანარჩენმა მუსლიმანებმა ძლივს გაასწრეს იმერეთიდან.

ასე დასრულდა ხრესილის ომი — ყველაზე დიდი სამამულიშვილო ბრძოლა დასავლეთ საქართველოს მიწაზე.
 

   

1.4.6 ხრესილის შემდგომ

▲ზევით დაბრუნება


ხრესილის შემდგომ

„უმაღლესი ტყვეები“ მოჰგვარეს მეფეს.

ბრძანა სოლომონმა და იქვე თავები დააყრევინეს გოლა ფაშას, ქერაია ფაშას და ბაშ-აღას.

წულუკიძეს და გედეონ აბაშიძეს თვალები დაუბნელეს.

მოღალატე ლევან აბაშიძის ცხედარი მოიკითხა მეფემ. მიიყვანეს. მუხლი მოიყარა სოლომონმა, დალეწილი მკერდი დაუკოცნა ცრემლები აპკურა, დაიტირა, ვითარცა ეკუთვნოდა პაპას შვილიშვილისაგან.

ნაბადი მოიხსნა და გადააფარა. კუბო შეაკვრევინა, შიგ ჩაასვენა და „დიდი პატივით გაგზავნა თავის სახლში“.

„ვინ მოჰკლა პაპაჩემიო“ — იკითხა ბოლოს მეფემ. ხმა არავის ამოუღია.

„ვინ მოჰკლა-მეთქი ლევან აბაშიძე?“ — მკაცრად გაიმე ორა სოლომონმა.

ისევ სდუმდა ჯარი.

„ნუღარ აყოვნებს მოღალატის მკვლელი, შეახლოს და ჯილდო მიიღოს!“ — ბრძანა უცებ მეფემ.

მაშინ კი გამოაგდეს წინ მეომრებმა ახალგაზრდს ჩასკვნილი გლეხი.

„რა გქვია, ვაჟკაცო?“ — ჰკითხა სოლომონმა.

„გეგელა თევდორაძე, მეფევ ბატონო“.

„სადაური ხარ?“

„სოფელი მესხეთიდან“.

„მერე, როგორ გაბედე შენ პაპაჩემის მოკვლა?“

„პაპათქვენი კი არა, მე ქვეყნის მტერი და ორგული მოვკალი, მეფევ მწყალობელო“.

გლეხის გულწრფელობა და პირდაპირობა მოეწონა გვირგვინოსანს. მძიმე, მაშვრალი ხელი მხარზე დაადო და უთხრა მადლიერი ღიმილით:

„გეგელა თევდორაძევ, აზნაურობა მიბოძებია და ამიერიდან შენ და შენმა შთამომავლობამ გეგელაშვილთა სახელით იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე. ამას გარდა, ათი გლეხი და სახნავ-სათესი მიწები მიჩუქებია შენთვის გეგუთში“.

მერე ბრეგაძე მოიკითხა, — ცაცხვიდან რომ დაჰყიოდა ბრძოლის ველს — და იმასაც აზნაურობა უბოძა მეფემ.

ის ღამე ცუცხვათში გაატარა სოლომონმა. იქვე შეიქნა „ერთი დიდი მილოცვა და სიხარული“.

ტყვე თურქებს ძალის ძალათი ღორის ხორცი აჭამეს ქართველებმა...

დილით ადრე სოლომონი გაემართა ქუთათისს.

ოქროს ჩარდახში ახალი მისული იყო, რომ შიკრიკები მოცვივდნენ — ქაიხოსრო ჭაჭიაშვილი და კონსტანტინე კოპაძე. ერთი არჩილ ბატონიშვილს გამოეგზავნა შორაპნიდან, მეორე — ქაიხოსრო აგიაშვილს ბაღდადიდან.

ორივე ციხიდან განუდევნიათ და გადაუშენებიათ ქართველებს თურქები.

სიხარულს სიხარული დაერთო და მეფემ მაშინვე დააჯილდოვა მახარობელნი: ქაიხოსრო ჭაჭიაშვილს არგვეთში ჩვიდმეტი კომლი გლეხი აჩუქა, კონსტანტინე კოპაძეს — „წაგლარასხევას მთა-ნახევარი“.

იდგა ჯერი ქუთათისის ციხისა.

იმავე დღეს მეფეს ეახლა და გამარჯვება მიულოცა ფიცის კაცთა ბელადმა ბერი ლორთქიფანიძემ.

ქუთათისში ვართ და ქუთათისის ციხისას რას მეტყვიო, ჰკითხა მეფემ.

ეს ოცდახუთი დღე გადის, რაც ქუთათისის ოსმალთ ციზიონს გარს ვადგივართო, — დაიწყო ლორთქიფანიძემ — გალავნის გასწვრივ ჯერ ჩიტიც ვერ გაფრენილა, ოღონდ ექვს კაცს მოუხერხებია ციხიდან გამოღწევა, ახლაც აქ მახლავან, ოდესღაც ქრისტიანი ქართველები ყოფილან, უნდათ გეანლონ და ნება დართოთ მამა-პაპის რჯულს დაუბრუნდნენო.

მომიყვანეთო, ბრძანა სოლომონმა.

შემოიყვანეს.

ღვიძლი დაეწვა მეფეს, როცა შემოსულები მაჰმადიანური წესით ეთაყვანენ მას.

ექვსნი იყვნენ:

კვინიხიძე — აჭარიდან,

ქვარიანი — შავშეთიდან,

ჭოღოშვილი — ასპინძიდან,

კიკიანი — ჭანჭეთიდან,

ინაკავაძე — ჩაქვიდან,

კეჟერაძე — ქობულეთიდან.

„მაშ, ქრისტიან-ქართველობას გინდათ დაუბრუნდეთ?“ — იკითხა მეფემ.

— „დიახ, მეფევ ბატონო!“ — მხურვალედ შესძახა ექვსივემ.

„იქნებ, შიში გაიძულებთ და გული უარს გეუბნებოდეთ. თუ ასეა, ძალას არ დაგატანთ, გაგათავისუფლებთ და საითაც მოგესურვებათ, იქეთ წახვალთ“, — დაბეჯითებით სთქვა მეფემ.

ექვსივე წამსვე მუხლებზე დაეცა და ისევ ერთბაშად შეჰღაღადეს: ქრისტეს სჯულს გვინდა დავუბრუნდეთ და, აქამდე ცოდვილნი, ჭეშმარიტ ქართველებად უნდა დავიხოცოთო.

კარგი, აღესრულება თქვენი თხოვნაო, - ბრძანა მეფემ.

პაპუნა წერეთელს მიუბრუნდა და უთხრა, ეპისკოპოსს ჩემი სახელით სთხოვე მონათლოს, ხოლო ნათლია შენ თვითონ იქნებიო.

ყოველივე აღასრულეს. ოქროს ჩარდახის გასწვრივ, რიონში ჩააყენეს ექვსივე, „თათრობისგან განწმინდეს“ და „ქრისტეს სისხლიანები“ ისევ ქრისტიანებად მოაქციეს.

როცა პაპუნა წერეთელმა თავისი „ნათლულები სასანლეში ხელახლა შემოიყვანა, მეფე ექვსივეს სათითაოდ მოეხვია, მიულოცა და ყველას აზნაურობა და მამულები უბოძა.

ერთი მათგანი, ანანია ჭოღოშვილი, მალე კიდევაც დაწინაურდა გულმოდგინე სწავლა-განათლებით. სასახლის მწერლობაც მიიღო. სამეფო განჩინებებისა და სიგელების მეკალმე შეიქნა.

ფიცის კაცებს რკინის სალტეში მოექციათ ქუთათისის ციხე.

ბოლო ორი კვირა საშინელი შიმშილი მძვინვარებდა მამედ-ალი კიკიანის ბანაკში.

ფოთის იმედიც სავსებით მოსხლეტოდათ ქუთათისელ თურქებს, რამეთუ ზურაბ მიქელაძეს და მის ჯარს სრულად ჩაეჭრა და ჩაეკეტა ფოთიდან ქუთათისისკენ მომავალი გზები.

სამი ათასი საიერიშო კიბე გაემზადებიათ ფიცის კაცებს.

ბერი ლორთქიფანიძეს საიერიშო ღამეც დაენიშნა, მტრისგან იდუმალ.

ნაფირის დამკვრელი გაეზრახებინა: როცა მე ციხის კედელზე ავალ და ნიშანს მოგცემ, ნაფირს მხოლოდ მაშინ შემოჰკარიო.

მოიერიშეებმაც იცოდნენ ლორთქიფანიძის ბრძანება: ნაფირის შემოკვრა და ყველანი ერთბაშად გადავევლებით ციხის გალავანსო.

ღამე განზოგადდა.

სამი ათასი კიბე აცოცდა ქუთათისის ციხის გალავნის ირგვლივ.

სამი ათასმა მოიერიშემ აირბინა კატის სიმარდით და სიჩუმით.

თვალი მოავლო ბერი ლორთქიფანიძემ, ყველა ადგილზე მოითვალისა და მისცა ნიშანი.

ნაფირის ხმამ შეარყია შავი ცისგვამი.

უმალვე სამი ათასი ქართველი ჩაეშვა თურქებით ავსებულ ქართულ ციხეში.

იარაღს მიეტანენ შიმშილით ჯანგატეხილი ოსმალნი.

გაფიცხდა ბრძოლა.

სისხლით შეღებილი შეეგება ქუთათისის ციხე მზის დაბადებას და დღის დაბრძანებას.

თურქთა უმრავლესობა გაჟლეტილი და დარეცილი ელაგა მიწაზე.

უკანასკნელ თურქებს ათავებდნენ ქართველები,

არგვეთელი აზნაური, ჩიკვაიძე, აგერ მეათე თურქს მისდევდა მოსაკლავად სისხლიანი ხმლით.

უცებ კატის კნავილი გაისმა და ნახატურივით გაშეშდა ჩიკვაიძე.

ხეს ახედა. იქიდან ხატაველი, გინა დიდი ბარგის კატა იცქირებოდა.

ჩიკვაიძე „კატის გიჟი“ ყოფილა და ხატაურას დანახვაზე თურქიც დაავიწყდა და საკუთარი თავიც.

ხალხო, მიშველეთ, ეს კატა დამაჭერინეთო, — იყვირა კატის მოყვარულმა, ხმალი ქარქაშში ჩაიგო, ფეხზე წაიძრო და ხეს დაეტაკა ასაცოცებლად.

სიმამრმა, ავალიანმა შენიშნა და შესძახა: რას სჩადიხარ, ადამიანო, მოგვეჭრა თავი. კატა, რის კატა, თურქებს მიჰხედეო,

მაშინვე ეს ჩამოსძახა ხეზე ავარდნილმა ჩიკვაიძემ სიმამრს: რა თურქი, რის თურქი, ადამიანო, ამისთანა კატას თურქს ვანაცვალებო? — და წასწვდა კატას „კატის გიჟი“.

კატამ გაიბრძოლა, ჩიკვაიძეს ფეხი დაუცდა და მიწაზე ზღართანით დაენარცხა. კატა კი აღარ გაუშვა.

სულ ახლოს კიკიან ფაშამ ჩაიქროლა.

ჩიკვაიძემ ხელი მაინც არ გამოიღო, რადგან ორივე ხელი კატის დასაჭერად დასჭირვებოდა.

სხვები წამოესივნენ და აჰკუწეს თურქთა სარდალი, მამედ-ალი კიკიანი ფაშა.

ქართული ხმლებით მოიკლა, ქართულ მიწაზე დამიწდა, ქართული სჯულისა და სულის მოსისხლე ქართველი კაციშვილი...

ოსმალთაგან აღარავინ გადარჩენილა.

გამარჯვებულებმა დიდი ნადავლიც აიღეს და მეფეს მიართვეს.

სოლომონმა ყველაფერი უკანვე დაუბრუნა მეომრებს. მხოლოდ ზარბაზნები დაინარჩუნა და ისევ ქუთათისის ციხეში ჩაალაგა, მოსალოდნელ მტერთა სამიზნედ.

მობრძანდა 1758 წელი.

იმერეთის სამეფო დახსნილი იყო ოსმალური უღლისა და კირთებისაგან.

მეფე სოლომონ პირველის წინამძღოლობით მოგებული იყო დიდი გამათავისუფლებელი, სამამულო ომი.

სამუდამოდ მოისპო და დაქვესკნელდა წინარე იმერელ მეფუკების სამარცხვინო თიკუნი: „მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა“.

ხრესილის ძლევამოსილებისა და თურქული უღლის გადაგდების შემდგომ სოლომონმა საბოლოოდ დაიბეჭდა ბეჭედი, ღირსი მისი დიდხელმწიფობისა:

„ლომებრ მყეფე,
მტერთ სისხლ მჩქეფე,
იმერს მეფე —
სოლომონ“.

 

1.4.7 ხმალიც და ჯვარიც

▲ზევით დაბრუნება


ხმალიც და ჯვარიც

ხრესილის მარცხმა და იმერეთის ციხეების დაკარგვამ შეარყია და შეაზანზარა „ბრწყინვალე პორტა“.

გაცოფებულმა სულთანმა მუსტაფა III-ემ ახალციხის ფაშას იმერეთის დასჯა და ხელახალი დაპყრობა უბრძანა.

სოლომონმაც იცოდა, რომ ოსმალეთი ქართული მიწაწყლის დაკარგვას ასე იოლად არ შეურიგდებოდა და თვითონაც ემზადებოდა მტრის მოსალოდნელი შემოსევის უკუსაგდებად.

ქართველ მეფეს მხოლოდ ქართველების იმედი ჰქონდა.

ქართლის მეფე თეიმურაზ მეორე სოლომონ პირველ, „საიმედოვნოსა“ და „ყოვლის სიკეთის მქონებელს ძმას“ უწოდებდა.

მკითხველს ახსოვს — 1758 წლის ივლისში, გორში, თეიმურაზმა და ერეკლემ „იმერელ ძმასთან“ ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დასდეს.

ესეც იქვე ითქვა, რომ სანამ სოლომონი გორიდან დაბრუნდებოდა, ლეკებმა ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, იმერეთის აოხრება და გელათის გატიალება მოასწრეს („ქუთაის ქვეით და ზევით სულ დაატყვევეს... გააოხრეს იმერეთი, მრავალი იშოვეს... გელათის ეკლესია მაშინ წახდა“).

ლეკები სწორედ ახალციხის ფაშამ, ჰაჯი-აჰმედ ჯაყელმა გამოგზავნა მაშინ იმერეთის ასაოხრებლად.

დროზე გაექცნენ მაოხარნი „ხრესილურ ხმალს“ და ახალციხეს გადაასწრეს.

თითები დაიჭამა სოლომონმა.

მეორედ სამი ათასი ოსმალო მეომარი გამოგზავნა ჰაჯიაჰმედ ფაშამ იმერეთის დასარბევად და ციხეების დასაუფლებლად.

წყალთაშუას, ხანისწყლისა და საირმის წყლის შესაყარში, დაუხვდა სოლომონი იმერთა ჯარით. დაუხვდა და ისე ამოჟლიტა ოსმალნი, მოამბეც აღარ წასვლია ახალციხეს.

ბრაზით ბანალაშლილმა მუსტაფა ხონთქარმა ჰაჯი-ახმედი.

დაახრჩობინა და ახალციხის ფაშად მისი ბიძაშვილი ჰასან ჯაყელი დანიშნა.

ასე გადაგორდა 1758 წელი.

თუმცა ამავე წელს მიიცვალა ოტია დადიანი და სამეგრელოს მთავრის ტახტი საბოლოოდ დაიმკვიდრა მისმა ძემ, კაციამ.

კაცია დადიანმა ცოლობიდან განუტევა აფხაზი ინალიშვილის ქალი და მის ნაცვლად შეირთო მეფე თეიმურაზ მეორის ასული და ერეკლე მეფის დაი ელისაბედი, „რომლისა ქებანი წარწერებოდნენ ამა სამეფოთა და სამთავროთა კიდით კიდემდე“,

ასე გამოვიდა: დები გაეცვალათ ერთმანეთისთვის ერეკლე მეფეს და კაცია დადიანს.

თურქეთმა „დრომდე“ ხელი დაიმოკლა იმერეთისგან.

სოლომონი შინაურ საქმეთა განწესრიგებას შესდგომოდა გამალებით.

აღმოსაფხვრელი იყო თურქული ბატონობის შხამიანი ფესვები. ქართული სარწმუნოება შელახული და შებილწული იყო.

ეკლესიები დანგრეული.

მათ ადგილზე აყუდებული მეჩეთები.

საეკლესიო ყმა და მამული დატაცებული, ან გავერანებული.

საეკლესიო კათედრები დაშლილი და დაუქმებული.

გაუქმებული იყო თვით ქუთათისის მრავალსაუკუნოვანი, სახელოვანი საეკლესიო კათედრა. „ქუთათისის ეკლესია ხელთ ეგდო მძვინვარეს აგარიანს და მიზეზითა ამით საქუთათლო მამული და სამრემლო მიმობნეულიყო, და რომელიმე დაშთომილიყო, საეროთ გამხდარიყო. და ქუთათელი აღარ იჯდა,

1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ მეფემ ქუთათისს შეჰყარა საეკლესიო კრება.

ესწრებოდნენ საერო წარჩინებულებიც, მათ შორის — სამეგრელოსა და გურიის მთავარნი.

კრებამ აღადგინა ქუთათისის საეკლესიო კათედრა.

ქუთათელად აკურთხეს მაქსიმე აბაშიძე.

აღდგენილ იქნა ყმა და მამული საქუთათლო საკუთრებაში.

კრებამ საგანგებო დადგენილებით ყველა ეკლესია და საეკლესიო კათედრა გაათავისუფლა ყოველი გადასახადისა და ვალდებულებებისგან, თვინიერ „სალაშქრო“ და „სანადირო“ ვალდებულებებისა.

საერო ფეოდალებს ეკრძალებოდათ საეკლესიო ყმა-მამულთა ხელყოფა.

გადაყენებულ იქნენ უღირსნი, უნიჭო და ანგარი მღვდელმთავარნი და მათ ადგილზე დაინიშნენ ღირსეულნი, ნიჭიერნი და უანგარონი.

მეორე დღეს, 5 დეკემბრის სხდომაზე, ფიცი დადეს. „ტყვის სყიდვის“ აკრძალვაზე.

სასულიერო ხელისუფლება შეაჩვენებდა და ხატზე გადასცემდა ტყვის მყიდველ-გამყიდველთ.

საერო ხელისუფლება სიკვდილით დასჯიდა.

დაადგინეს და დაწერეს: „...ახალციხის ფაშამ ასეთი საშინელი და საზარელი სიტყვა შემოგვითვალა, ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო. ახლა ამაზედ ასე ერთპირობით დაგვიმტკიცებია ღვთის შუამდგომლობით, რომ სანამდის სული გვედგას, ეს საქმე ჩვენგან არ იქნეს, არც მაშინ ერთმანეთს, ვუსუსტოთ, კიდეც ერთმანეთს მივუდგეთ, კიდეც მეფე სოლომონის მორჩილი და ბრძანების აღმსრულებელი ვიქნეთ... ამ საქმეზედ ჩვენი თავი არ დავიშუროთ“.

ტყვის სყიდვის აკრძალვა ქართველი ერის ახლადშობილებას უდრიდა.

1761 წლის 23 აპრილს სოლომონ მეფემ მეორედ მოიწვია იმერეთის საეკლესიო კრება. ამჯერად აღდგენილ იქნა ხონის საეკლესიო კათედრა და დადგინდა მისი სამფლობელო ყმა და მამული. ხელახლა დამტკიცდა და განმტკიცდა წინარე კრების გადაწყვეტილებანი.

აღადგენდა და აშენებდა ქვეყანას სოლომონ მეფე. ნივთიერად აღონივრებდა და სულიერად განამტკიცებდა.

ხელახლად აღაშენა კაცხის, ჭალატყისა და გოგნის ეკლესიები, „რკინის ყავრულით“ გადახურა და ძვირფასად შეამკო გელათის ტაძარი.
 

 

1.4.8 სოლომონ მაინც სოლომონობდა

▲ზევით დაბრუნება


სოლომონ მაინც სოლომონობდა

1759 წელს სოლომონ მეფე იმერთა ჯარით თეიმურაზს და ერეკლეს ეხმარებოდა ქართლში, ლეკებთან ბრძოლაში. მკითხველმა უკვე იცის, როგორ გაანადგურა მაშინ დიდმა ქართულმა სამეულმა კოსტა-მალაჩილასა და ჩონჩოლ-მუსას ლეკური მხედრიონი.

იმავე წელს ხონთქარმა ჰასან ფაშა გადააყენა და ახალი ციხის გამგებლად იბრეჰიმ ჯაყელი დანიშნა.

იმერეთს მობრუნებულ სოლომონ მეფეს ერთჯერ, კიდევ მოუვიდა ბრძანება, ამჯერად იბრეჰიმ ფაშასაგან: ტყვის სყიდვა აღადგინე და ციხეებში თურქული ციხიონები დააყენეო.

სოლომონმა ისევ ცივი უარი შეუთვალა.

მაგრამ სწორედ იმ დღეს ახალი ღალატის ამბავი შეიტყო მეფემ. მისი ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე, თურქეთს გაქცეულიყო და ხონთქრისათვის ეცნობებინა: იმერეთი დალაშქრეთ, სოლომონი ჩამოაგდეთ, ტახტზე მე დამსვით და ტყვის სყიდვასაც აღვადგენ, ხარკსაც მუდმივად მოგართმევთ და, თუ თქვენ მიბრძანებთ, იმერეთს სულსაც ამოვართმევო.

სულთანმა მუსტაფამ იმერეთის დალაშქვრა და სოლომონის განადგურება ბრძანა.

1760 წლის გაზაფხულზე ოციათასიანი თურქული მხედრობა შემოიჭრა იმერეთს.

მოუძღოდა სერასქერი მოლა-აბდულა ფაშა.

მიეგება სოლომონ მეფე ხუთი ათასი მეომრით.

სძლიეს ქართველებმა რიცხვმრავალ მტერს.

მრავალი ასწყვიტეს, მრავალი დაატყვევეს, მოლა-აბდულამ მცირეთა თანხლებით გაასწრო სიკვდილს.

მომდევნო 1761 წელს მეორედ შემოიჭრნენ ოსმალები იმერეთში.

ისევ მიეგება სოლომონი. ისევ გასწყვიტეს და გააქციეს ქართველებმა მოსისხარნი.

ხონთქარმა იბრეჰიმ ჯაყელი არზრუმის ფაშად გადაიყვანა და ახალციხის გამგებლად ისევ ჰასან ფაშა ჯაყელი აღადგინა.

1763 წლის იანვარში მესამედ წამოემართნენ თურქი იმერეთისკენ.

ცამეტი ათას მეომარს მოუძღოდა არზრუმის ფაშა იბრეჰიმ ჯაყელი. ორ ნაკადად მოთქარუნობდნენ.

სოლომონი მტერს მოეჩვენა და უმალვე გაუჩინარდა.

იბრეჰიმ ფაშამ იმერთა უკუქცევა დაიჯერა და გულდანდობილად წამოვიდა ქვეყნის სიღრმეში.

გზაზედ საბეკას ციხე აიღეს და შემოგარენი გაძარცვეს.

უეცრად დაეცა თავს სოლომონი გათამამებულ მტერს.

ხუთი ათასი ქართველი ეკვეთა ცამეტი ათას ოსმალოს.

მწარედ დამარცხდნენ ისევ ოსმალნი.

თოვლიანი ბრძოლის ველი სისხლით შეიღება და გვამებით დაიხერგა.

ახალციხის გზას მიაშურეს სიკვდილს გადარჩენილმა და შიშით ატანილმა ოსმალოებმა.

გამოედევნენ ქართველები და კვლავ მრავალი დახოცეს თოვლით და შიშით მუხლმოკვეთილი მოსისხლენი.

გამარჯვებულებს ხელთ ჩაუვარდათ თურქული დროშები, ცხენები, საჭურველნი.

ხმები დაირხა აზიასა და ევროპაში: სოლომონ მეფეს თურქებთან ბრძოლაში ერეკლე მეფე და მისი მეგობარი რუსი ოფიცრები ეხმარებოდნენო...

იმ წლის შემოდგომაზე მეორედ წამოემართნენ თურქები იმერეთისკენ.

ამჯერად ახალციხე-ბორჯომ-კორბოულით აპირებდნენ ზემო იმერეთს ჩასვლას, მაგრამ ერეკლე მეფე გადაუდგათ ხმალზე ხელდადებული, — არც ქართლში შემოგიშვებთ და არც იმერეთისკენ გაგატარებთო, — მკაცრად ბრძანა პატარა კახმა.

თურქები თურქეთს გაბრუნდნენ გაწბილებულნი.

სულთანი მომავალი წლისთვის შეუდგა ახალი, „გადამწყვეტი“ ლაშქრობის სამზადისს.

„დიდი და პატარა საქართველო“ (იმერეთი და ქართლკახეთი) ერთად უნდა მოვსპო და გავანადგუროო, — იქადნიდა ოსმალეთის ფადიშაჰი.

ცოტა რომ ჩაწყნარდა, მუსტაფა ხონთქარმა ერეკლე მეფეს ელჩი გამოუგზავნა და დაემუქრა: იმერეთს რომ ფარულად ეხმარები, გიჯობს ხელი აიღო, თორემ იმერეთი კი არა, იქნებ შენი ქვეყანაც დაჰკარგოო.

ერეკლემ ტყვიასავით ატაკა პასუხი: ეგ მუქარა უკანვე მიირთვით და თუ ომს ინებებთ, არც ჩვენ დაგხვდებით ჯაბანნიო.

რუსეთის სტამბოლელი ელჩი ჩაერია და ხონთქარს ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობაზე ხელი ააღებინა.

იმერეთის განადგურება კი ისევ „მთავარ საკითხად ჩარჩა ოსმალეთის სასახლის კარზე.

1764 წლის გაზაფხულზე არზრუმში თავი მოიყარეს იმერეთის მოლაშქრე ჯარებმა.

რვა საფაშოს მხედრობანი — არზრუმის, ახალციხის, ჭაწეთის, ამასიის, თოკათის, ტრაპიზონის, ბაიაზეთისა და დიარბექირის საფაშოებისა.

სულ — ასი ათასი მეომარი.

მთავარსარდალი — ახალციხის ბატონი, ჰასან ფაშა ჯაყელი.

გვერდით ედგა იმერეთის „კანონიერი“ ტახტის მემკვიდრე — თეიმურაზ მამუკას ძე.

1765 წლის გაზაფხულზე აზვავდა და წამოზვავდა ოსმალური ურდო საქართველოსკენ.

ჯერ გურიაში შემოიჭრნენ ცეცხლით და რკინით.

ბერიძის ციხესთან ბევრი სისხლი ადინეს გურულებმა ოსმალო ურჩხულს. მაგრამ მაინც თავისი გაიტანა ჰასან ჯაყელმა. გურია დაიპყრო. მამია IV გურიელი ჩამოაგდო და გურიის მთავრად მისი ძმა, გიორგი დანიშნა (გიორგი V გურიელი).

ურთიერთუნდობლობამ და ურთიერთისგან განკერძოებულობამ ისევ დაღუპა დასავლეთ საქართველო. გურია მარტო შერჩა მტერს. სამეგრელოს მთავარს, კაცია დადიანს, ჰასან ფაშამ დახმარება სთხოვა „საერთო მტრის“ — გურიელის წინააღმდეგ ბრძოლაში. დადიანი ნამდვილ მტერს შეუშინდა და თურქთა მბრძანებლობა უხმოდ მიიღო. მან ჯერ სურსათი გაუგზავნა ოსმალთა ჯარებს, მერე გამოსაზამთრებლად ჩაიყენა ყველა, უკლებლივ, სამეგრელოში.

1766 წელს იმერეთს შემოესივნენ ოსმალნი.

ჰასან ფაშას და თეიმურაზ მამუკას ძეს მაშინვე ეახლნენ და ეყმნენ სოლომონ „ხალხოსანის“ მოძულე თავადები და ტყვით ვაჭრობის მოტრფიალე ერისწყეულნი.

თურქებმა ხელთ იგდეს ქვემო იმერეთი, საჩინო, აიღეს საბეკას ციხე.

სვერის ციხე დაუხვდათ მედგრად. მაგრამ სვერიც დაცა, ერთთვიანი თავგანწირული ბრძოლის შემდგომ.

ქუთათისში შემოვიდნენ და თეიმურაზ მამუკას ძე იმერეთის მეფედ გამოაცხადეს.

მოღალატე თავადებმა თავისი უღირსი ხელრთვით დაადასტურეს ახლად გამომცხვარი მეფუკის „კანონიერი მეფობა.“

სოლომონის დამხობა და თეიმურაზის გამეფება სცნეს: კაცია დადიანმა, გიორგი გურიელმა, როსტომ რაჭის ერისთავმა და მისმა ძმამ ბესარიონ კათალიკოსმა.

როსტომ ერისთავის ასული ცოლად ჰყავდა თეიმურაზს; ამდენად „დიდ სიმამრს“ გამორჩევით უნდა გამოედო თავი სამეფო ტახტზე აღზევებული სიძისათვის.

მაგრამ სანამ სოლომონ პირველი ფეხზე იდგა და თავისუფლების ჰაერით სუნთქავდა, მანამ თურქებისა და მათი თოჯინა-მეფისათვის ყოველივე „მიღწევა“ და „გამარჯვება“, სავსებით პირობითი და უნიადაგო იყო.

სოლომონი ზემო იმერეთს, მოდინახეს ციხესიმაგრეში შეიფარეს ძმებმა ქაიხოსრო და ნიკოლოზ წერეთლებმა.

იქიდან ჩრდილო კავკასიაში მდგარ რუსულ სარდლობას დახმარებას ეაჯებოდა სოლომონი. ქაიხოსრო წერეთელი ყიზლარის კომენდანტთან გაგზავნა თხოვნით, თუ თურქები დამამარცხებენ, რუსეთში მომეცით თავშესაფარიო.

მეფემ პასუხი ვერ მიიღო, ვერც ავად, ვერც კარგად.

მაინც არ მოეშვა სოლომონი. ახლა თურქეთის ხელი სუფლებასთან შესარიგებელ შუამდგომლობას სთხოვდა ყიზლარის გულდრკუ კომენდანტს: თურქებმა სამეფო დამიბრუნონო, ტყვეების დატაცებაზე ხელი აიღონ და ხარკის აღება იკმარონო.


არც ამ თხოვნაზე მიუღია პასუხი სოლომონს.

რუსეთის საიმპერატორო კარს მიაჩნდა, რომ იმერეთისთვის არ ღირდა თურქეთის გადამტერება. თურქების გარისხება უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე „არასაიმედო ქართველების“ შეძენაო, — ამბობდნენ ჩრდილოეთის დიპლომატიურ პალატაში.

სტამბოლის კარი მაინც ეჭვიანობდა, - რუსეთი ქართველებს ეხმარებიანო. რუსეთის ელჩს დასჭირდა დაბეჯითბით განეცხადებია სულთანის ტახტთან: ჩემი მთავრობა „იოტისოდენა“ ინტერესსაც არ იჩენს იმერეთის საქმეებისადმიო.

მაგრამ სოლომონი მაინც სოლომონობდა.

ხალხი თავის სათაყვანო მეფეს ერთი წუთითაც არ ივიწყებდა, მის მოწოდებაზე სალაშქროდ იარაღდებოდა, თეიმურაზის „მეფობას“ მეფობად არ აგდებდა.

სოლომონმა თარეშული ომი გაუმართა თურქებს.

თურქი მეომრები ფეხის გამოდგმას ვეღარ ბედავდნენ ციხეებიდან.

ყოველი საფრიდან, ხევიდან, ბუჩქიდან, კლდიდან და ფლატედან შურისმგებელი „სოლომონელის“ თვალი და ხმალი ელავდა.

ძვირი უჯდებოდა თურქებს იმერეთს ლაშქრობა. მარტო 1765 წელს ქართულ მიწა-წყალზე დამპყრობლებს 1200 ქესა 360000 მანეთი) დაეხარჯათ.

სოლომონი კი ვერ დაიჭირეს.

ვერც მეფობა წაართვეს.

ვერც ხალხი ჩამოაშორეს...

1766 წელს ჰასან ფაშა ჯაყელი ახალციხეს გაბრუნდა.

იმერეთში ოთხი ათასი მეომრით დატოვა ჰაჯი-ა ლ იბეგი, წარმომავლობით ჭანი-ქართველი. ამათ ხარკი უნდა ეკრიფათ და თეიმურაზის უმწეო ხელმწიფობა როგორმე შეენახათ.

ოსმალთა მთავარი ძალები რომ იმერეთიდან გადაქარდა, სოლომონი მაშინვე აღჯდა სალაშქრო უნაგირზე.

„იმერნი შეკრბნენ წინაშე მეფისა და უყვეს ზედა დასხმა ოსმალთა მრავალგზის“.

ორასი ლეკიც დაიქირავა მეფემ, ყოველ მეომარს თვიურად ორ-ორ თუმანს აძლევდა.

სულ მალე მთელი იმერეთი ისევ სოლომონს ეკუთვნოდა.

თეიმურაზი ისევ თურქებთან გაიქცა.

სოლომონი უხვად აჯილდოებდა ერთგულ თანამებრძოლებს.

როსაფ მაჭავარიანს თურქთა ჟლეტისთვის ყმამამული უბოძა.

ამირან და პაატელა მესხებს საურის გადასახადი ამოუკვეთა.

ქაიხოსრო წერეთელს, „ნამეტნავად თავდადებულ“ ქვეშევრდომს, უშვილძიროდ გადაგებულ ძმათა — პაპუნასა და ქველის ნაქონი ყმა-მამული მიუბოძა.

გიორგი აბდუშელიშვილი „თათრობიდან“ გამოიხსნა, თვითონ მეფე ნათლიად დაუდგა, ქრისტიანობაზე მოაქცია და სოფელი შალაური მისცა, თავისი მოსახლეობით.

1766 წლის გაზაფხულზე სულთანმა მუსტაფა III-ემ ისევ შეჰყარა ჯარები ახალციხის, არზრუმის, ტრაპიზონის, დიარბექირის, ჭანეთის, ალბანეთისა და ყარამანიის საფაშოებისა.

ბევრი მოხალისე მაწანწალაც შეუერთდა საქართველოს წასახდენად აღძრულ მხედრობას.

სულ ორმოცდახუთი ათასი მეომარი იდგა ნახევარმთვაროსანი დროშის ქვეშ.

ოცდაათი ათასი მანეთი გაეღო ამ ლაშქრობისათვის სტამბოლის ხაზინას.

ალბათ, ამ ჯარების შეყრის ამბავს რომ შეიტყობს, სოლომონი შეშინდება და შერიგებას მოგვთხოვსო, — უთქვამთ ფადიშაჰის კარზე.

მაგრამ სოლომონმა, შერიგების თხოვნა კი არა, უფრო გაამძაფრა ბრძოლა იმერეთში შემორჩენილი თურქების გასანადგურებლად.

მალე საცნაური გახდა, რომ თურმე ოსმალეთის უმაღლესი ხელისუფლება დამდგარიყო სოლომონთან შერიგების გუნებაზე. ის ჯარები კი, თურმე, იმიტომ შეეყარა ხონთქარს მისი ქვეყნის „პრესტიჟი რომ არ შელახულიყო“ და ზავიც ისე დადებულიყო, „გარეგნულად მაინც პორტასთვის საპატიო ყოფილიყო“.

ერთი სიტყვით, ოსმალეთი იმერეთს სამშვიდობო მაგიდასთან იწვევდა.

შუამავლად ორივე მხარემ მეფე ერეკლე მეორე აირჩია:

იმერთა ელჩობას სოლომონ მეფის ძმა, იოსებ გელათის მიტროპოლიტი მეთაურობდა.

1766 წელს სტამბოლს ჩავიდნენ სოლომონისა და ერეკლეს ელჩები.

მოლაპარაკება ერთი წელიწადი გაგრძელდა. ზავი ორივე. მხარემ 1767 წელს დაამტკიცა.

ხოლო თვით ზავი ასეთი გახლდათ: ვით ზავი ასეთი გახლდათ:

იმერეთი აღარ არის თურქეთის ყმა; იგი შედის მხოლოდ თურქეთის „მფარველობაში“; თურქეთის მთავრობა მეფედ სცნობს ისევ სოლომონს; იმერეთის მეფეს, თავისი ერთგულების გამოსახატავად, ოსმალეთის ხონთქრისათვის ყოველწლიურად უნდა გაეგზავნა სამოცი ქალი, იმ „შეღავათით“, რომ სავალდებულო აღარ იყო მაინც და მაინც ქართველები ყოფილიყვნენ.

ერთი სიტყვაც არ დაძრულა ტყვეთა სყიდვის აკრძალვაზე.

ყველას გაუკვირდა ოსმალეთის ხელმწიფის ეგზომი დათმობანი იმერეთის მეფის წინაშე.

რუსები კი ამბობდნენ: ოსმალები ამ დამამცირებელ ზავს იმიტომ დათანხმდნენ, რომ იმერეთს ვეღარ მოერივნენ და „იძულებული შეიქნენ“, როგორმე ბოლო მოეღოთ ამ „სამარცხვინო, თავისმომჭრელი, გაუთავებელი ომისთვისო“.

სულთანმა მუსტაფამ ჯარები დაშალა...

1767 წელსვე, ზავის დადებიდან ორი კვირის თავზე, ახალციხის ფაშამ ჰასან ჯაყელმა სოლომონს შემოუთვალა: პირობისამებრ, სამოცი ქალი გვეკუთვნის და გამოგზავნას ნუღარ დააყოვნებო.

რა ქალი, რის ქალიო, - იყვირა სოლომონმა — ქალების გაგზავნას ხონთქარს როგორ შევპირდებოდი, როცა სწორედ მაგნაირი ხარკის აღკვეთისათვის ვიბრძვი და ვიწვი მთელი ჩემი წუთისოფელიო!

ჰასან ფაშამ შეატყობინა მუსტაფა ხონთქარს სოლომონის შემონათვალი.

ლამის ჭკუაზე შეცდა ბრაზისგან ხონთქარი.

მაშ, მოუტყუებია ცბიერ გურჯს ოსმალეთის ფადიშაჰი!

გამწარებულმა მუსტაფამ ჰასან ჯაყელი ისევ ჩამოაგდო და ახალციხის ფაშად სულეიმან ჯაყელი დანიშნა.

ხოლო, სოლომონს, „წყრომის წერილი“ გამოუგზავნა.


სოლომონმა წაიკითხა, ამრეზით გაიცინა და შორს შორისროლა წერილი იგი.

რა ვუპასუხოთ ხონთქარს?“ — ჰკითხა პაპუნა წერეთელმა.

„არაფერი“, — მშვიდად ბრძანა მეფემ და ხმლის ვადა მოისინჯა,
 

 

1.4.9 მუხურას ტყვე

▲ზევით დაბრუნება


მუხურას ტყვე

გარეშე მტერი თითქოს გატყდა და ხმა გაიკმინდა.

მაგრამ შინა მტერმა არ იქნა და არ დაისვენა.

თეიმურაზი კუტ-მეფობას არ ელეოდა.

დიდი „ზეპურნი თავადნი“, როგორც ფეოდალური დროჟამის „წესი“, ისევ მცირე, „სათამაშო მეფუკას“ ამჯობინებდნენ, ვიდრე სოლომონისებრ „ქვახეთქია“ მბრძანებელს.

ისევ ხმალს უნდა გადაეჭრა გადასაჭრელი.

1768 წლის 13 აპრილი. ჩხარი, ცხრაწყარო.

აქ შეიყარნენ კიდევ ერთი „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ხმალთაკვეთებისათვის ქართველნი.

თეიმურაზის „საცოდავი მეფობის“ გადასარჩენად მოსულა თურქნი, როსტომ რაჭის ერისთავი, კაცია დადიანი, გიორგი გურიელი.

ერთობ მცირედ გამოსჩანს ბანაკი სოლომონისა.

მაგრამ უსაზღვრო სიკეთისა და სიმართლის შარავანდედი განამტკიცებს „ხალხოსანი ხელმწიფის“ ლაშქარს.

შეუძლებელია, მუდამჟამს იმარჯვებდეს ბოროტება და ეცემოდეს სიკეთე. — შეუძლებელია, ისევ აღსდგეს „ტყვეთა სყიდვა“, დამაქცევარი ქართული კერისა და ოჯახისა.

გამჩენი ბუნება აღარ გასწირავს მრავალგვემულ ქართველობას და აღარ მოუშლის მას სოლომონის მძლე მარჯვენას, სალმასურ ხმალსა და მტრის „გულის მხეთქავ“ საოცარ თვალებს...


კვეთება მძაფრი, აფთრული, დაუნდობარი, სიცოცხლის ცეცხლთა ჩამქრობელი.

| J3I135J...] — საშუადღეოზე დაითრია ბრძოლის სასწორი სოლომონ მეფემ.

თურქნი პირველნი გაექცნენ „სოლომონისათა“.

უთურქოდ რას გავხდებითო, — ალბათ, ეს იფიქრა თეიმურაზმა და ისიც გაჰყვა ოსმალებს, უკანმოუხედავი ჭენებით.

„ჩვენი მეფე“ გაიქცაო? — და ერთმანეთზე მიყოლებით მოუსვეს ბრძოლის ველიდან გურიელმა, დადიანმა და ერისთავმა.

ტყვეები მიჰგვარეს სოლომონს.

ყველანი განუტევა.

„უცნაურობა“ იყო იმჟამინდელ იმერეთში: ომი გათავდა და გამარჯვებულებს მარცხნაჭამ ტყვეთაგან არავინ გაუყიდიათ, არავინ დაუსახიჩრებიათ.

ტყვეთა შორის აღმოჩნდა მეფის ბიძა, გიორგი ბატონიშვილი.

არც ეს ბოროტი სიცოცხლე ჩააქრო სოლომონ მეფემ.

გიორგის ბორკილები დაადო და ციხეში ჩასვა.

თეიმურაზი კი აღარ მოუკითხავს, ძაღლადაც აღარ ჩაუგდია.

თვითონ „მოიკითხა“ თეიმურაზმა სოლომონი. მოციქული გამოუგზავნა და შერიგება ითხოვა.

მოვიდეს და მეჩვენოსო, ბრძანა სოლომონმა.

სიცოცხლის შენარჩუნების ფიცი შემომითვალოს და ვეანლებიო, — „გაინაზა“ თეიმურაზი.

გაუგზავნა სოლომონმა ფიცი, „ღვთის შუამდგომლობით“.

მოვიდა თეიმურაზი.

დააშტერდა სოლომონი.

ცახცახი აუვარდა და ლაჯები ჩაუსველდა თეიმურაზს.

ულვაშები შეუცინდა მეფეს.
ხარხარი აუვარდათ „დარბაზელებს“.

ბორკილები გაუყარეს და მუხურას ციხეში ჩააგდეს „ქვესველია მეფე“.

ფიცი არ გაუტეხია სოლომონს, იგი მართალი იყო ღვთისა და კაცის წინაშე. თეიმურაზმა სიცოცხლე სთხოვა და აკი აჩუქა კიდეც მეფემ სიცოცხლეო, — ამბობდა ხალხი.

მუხურას ციხეში გაატარა „ნაჩუქარი სიცოცხლე. მეფობაზე შეყვარებულმა ბატონიშვილმა.

იქვე აღესრულა — დამწყვდეული, დამცრობილი და დავიწყებული.
.

 

1.4.10 სადედოფლო „ხუმრობა“

▲ზევით დაბრუნება


სადედოფლო „ხუმრობა“

გარდაიცვალა დედოფალი იმერეთისა მარიამ, მეუღლე მეფე სოლომონ დიდისა, დაი ოდიშის მთავრის კაცია დადიანისა.

დაკრძალეს გელათს.

დაქვრივებული მეფე ოცდათორმეტი წლისა იყო.

ერთი წელიწადი იგლოვა.

მესამედ უნდა შეერთო ცოლი, — ვითარცა კაცს და ვითარცა ხელმწიფეს.

არავინ იცის როგორ მოხდა, რომ არჩევანი შეჩერდა „მდაბიო ქალზე“, მიქელაძის ყმის, ვინმე აზნაურ ქაჯაიას ნაცოლარზე.

ქალი ქვრივი იყო, ერთი ვაჟიშვილიც დარჩენოდა „მომავალ გერად“.

სახელად ერქვა გულქან ი.

და იყო ძალიან ლამაზი.

მაგრამ სილამაზე „არ კმაროდა“. მეფის მეუღლე-დედოფალი დიდგვაროვანი ქალი უნდა ყოფილიყო, — თუ ბაგრატოვანი არა, მაშინ არანაკლებ დადიან-გურიელ ერისთავ-შარვაშიძისა.

ქალი თვითონ თავადი წულუკიძის ასული იყო, მაგრამ რაკი ცოლად ქაჯაიას ჰყოლია, მაინც „ქაჯაიას ქალს“ ეძახდა ყველა.

იდგა ბუზღუნი და უზრუზი სასახლეში.

„ვინ ოხერმა ურჩია მეფეს მდაბიო ქალი? “

„მდაბიო და ისიც ნაქვრივალი“.


„მდაბიო, ნაქვრივალი, ნატრიკალით“.

„მაინც რა უცნაურია ჩვენი მეფე!“

„თვითონაც გლეხური ბუნებისაა ეგ დალოცვილი.“

„არა, არა, ჩვენ აზნაურის ნაცოლარს ვერ გავიდედოფლებთ!“

რუზრუზობდნენ თავადიშვილნი.

იოსებ გენათელიც უარს ეუბნებოდა მეფე-ძმას — ჯვარს არ დაგწერ მდაბიო ქალზეო.

მერე, თუ რამ სიმახინჯე იყო, ყველაფერი იმ ქალს მიაყარეს:

„კოჭლია“,

„ბრუციანი“,

„ყრუ“,

„ბლუ“,

„ბებერი“,

„კბილებჩაცვენილი“,

„დაბმულ ქაჯს ააწყვეტინებს“.

ერთგულ კარისკაცს, გიორგი აბაშიძეს დაუძახა მეფემ:

„თუ გიყვარდე წადი, ის ქალი დაათვალიერე და, როგორია შენ მაინც მომიტანე ნამდვილი ამბავი!“ — უთხრა და გაუშვა.

წავიდა გიორგი აბაშიძე, ნახა ქალი, ძალიან მოეწონა, მაგრამ, თავადებისა და იოსებ გენათელის შიშით, მაინც ეს უთხრა მეფეს: ქალი მართლაც ყოვლად მახინჯი გახლავთ და, თქვენთვის კი არა, წვივჩატყაული გლეხისთვისაც არ გამოდჯება საცოლოდო.

მეფე დარდიან გულზე ადგა და სანადიროდ წავიდა. სულ მოიარა და მოთელა ანარიას ბაძგნარები. ხელი მოეცარა. ვერაფერი მოინადირა. ერთი ხოხობი აუფრინდა. ბაზიერებმა ქორი გაუსიეს, მაგრამ ხოხობი ქორს დაუსხლტა და გადაიკარგა.

აღრენილმა მეფემ ცხენი გამოაბრუნა ქუთათისისკენ. უცებ ერთი ყმაწვილი გადაუდგა წინ და მოახსენა:

„მეფევ ბატონო, თქვენ რომ ხოხობი გაგიფრინდათ, აგერ ჩემს ეზოში გახლავთ“.

„რა გვარი ხარ, ბიჭო, შენ“ — ჰკითხა მეფემ.

„ქაჯაია, მეფევ ბატონო“.

„ქაჯაიაო?!“

„დიახ, ბატონო“.

„მერე... მერე, სად არის ის ხოხობი? “

„ჩემს ეზოში, მეფეო“.

„აბა, მაჩვენე!“

„მობრძანდით, მწყალობელო!“
ახალგაზრდა კაცი იშვიათ სტუმარს თავის ეზოში შეუძღვა.

სოლომონმა თვალით მოჩხრიკა იქაურობა. ხოხობი ვერსად იხილა, მაგრამ სამაგიეროდ...

სახლს რომ თვალი შეავლო, ფანჯრიდან ქალის გასაოცარმა სიმშვენიერემ გაიელვა.

მეფე გაშტერდა და მანამ ასე გაშეთებული იჯდა უნაგირზე, სანამ ქალი თვალს არ მიეფარა.

„სად არის, ბავშვო ის ხოხობი, მომატყუე, არა?“ — მოუბუნდა მეფე იმ ყმაწვილს.

„არა, ჩემო ხელმწიფევ, - სწრაფად მიუგო ყმაწვილმა — ქაჯაიას გვარს მის დღეში მეფისთვის ტყუილი არ გაუბედნია. ის ხოხობი, თქვენ რომ გაგიფრინდათ, აქ გახლავთ, მაგრამ დარბაისლების ეშინია, და იმათ ემალება“.

კეთილმა ღიმილმა დაამშვენა სოლომონის სახე.

ცხენი გამოაბრუნა...

ერთი თვის თავზე ჯვარი დაიწერა.

გადედოფლებულ ქალს სახელი გამოუცვალეს და დაარქვეს მაკრინე.

ნადიმად ისხდნენ მეფე სოლომონ და დედოფალი მაკრინე.

მეფე შექეიფიანდა და ხუმრობის გუნებაზე დადგა.

„ახლა რას იტყვით, როგორ მოგწონთ დედოფალი?“ — უეცრად ხმამაღლა მიმართა დიდებულთა სუფრას.

„დიდებულია“,

„ბრწყინვალეა“,

„შესანიშნავია“,

„მშვენიერია“,

„უსათნოესია“,

„უკეთილშობილესია“,

აღრიალდნენ დარბაისელნი.

„აკი კოჭლიაო, ბრუციანიაო, ყრუაო, ბუაო, ბებერიაო, ტარტაროზიაო?“ — ჩაჭრა მეფემ.

მგონი აღარ ხუმრობსო და შიშმა ჩაურბინა მონადიმეებს.

„ჩვენ არ გვენახა“,

„განაგონებს მოგახსენებდით“,

„ერთგულებისთვის ნუ შეგვრისხავთ!“

გაისმა შიშრეული ხმები.

„გიორგი აბაშიძევ, შენ რაღას იტყვი, შენ ხომ შენის თვალით იხილე და მაინც აძაგე ეს ქალი? თუ დაგავიწყდა, რომ ტყუილს არავის შევარჩენ?“ — თვალი დაადგა სოლომონმა გიორგი აბაშიძეს.

აბაშიძე არ დაბნეულა. მეფეს თვალი თვალში განუწონა და მტკიცე ხმით შესძახა:

„მე ტყუილი არც მაშინ მომიხსენებია, ჩემო ხელმწიფევ!

„მაშ, ახლაც ის მახინჯი გეჩვენება?“ — გაიოცა მეფემ.

„ახლა მზეთუნახავი ბრძანდება! “ — ისევ წყნარად მიუგო აბაშიძემ.

„ეს რანაირად, მაშინ მახინჯი, ახლა მზეთუნახავი! ასეთი რამე შეიძლება?“

„რატომაც არა, შენი ჭირიმე? მამათქვენი ალექსანდრე რომ მიიცვალა და სამეფო თქვენ დაგრჩათ, მაშინ იმერეთი კოჭლიც გახლდათ, ყრუც, ბრმაც და კბილებჩაცვენილიც, მაგრამ დღეს კი ყველაფერი კარგად ესმის, შორსაც ჰხედავს, მაგრადაც დგას და კბილებიც ამოუვიდა, მისი მტრები რომ მაგრად დაკბინოს... ჰო და თუ მთელი სამეფო ასე გამობრუნდა და გაკეთდა, რაღა გასაკვირველია ერთი უბრალო აზნაურის ნაქვრივალის გადასხვაფერება თქვენს ხელში?!“

წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.

ვერავინ მიხვდა, მეფეს ეწყინა, თუ ესიამოვნა გიორგი აბაშიძის სიტყვა.

უცებ მეფეს სახე გაებადრა და სიცილი აუტყდა:

დარბაზი მიხვდა, სიცილი ყოფილა საჭიროო, და ისიც ახარხარდა.

მეფემ იმ „ბრძნული ხუმრობისთვის“ გიორგი აბაშიძეს სოფელი ჯოყოეთი უწყალობა.
 

 

1.4.11 წვევა რაჭველთა

▲ზევით დაბრუნება


წვევა რაჭველთა

მაინც არ დაუშინდნენ „ქვახეთქია მეფეს“ როსტომ რაჭის ერისთავი, კაცია დადიანი და გიორგი მეხუთე გურიელი, თურქეთისკენ ხელის პოტინს მოუხშირეს და „მოუფართოვეს“. ახალციხის ახალ ფაშას, სულეიმან ჯაყელს ელჩები ელჩებზე მიაყარეს და სოლომონის დამამხობელი „დიდი ლაშქრობანი“ გამოსთხოვეს.

სულეიმან ფაშამ დამოუკიდებლად ვერ გაბედა სოლომონის წინააღმდეგ საომარ ცხენზე შეჯდომა და ხონთქარს შეატყობინა ყოველივე.

ხონთქარმა მუსტაფა მესამემ სოლომონს „წყალობის სიგელი“ გამოუგზავნა და „შორიდან მოვლით“ გაახსენა, რომ შენი სამეფო მაინც ჩემი ქვეშევრდომია და მანდაური ყოველი საქმე ოსმალეთის სურვილებს არ უნდა არღვევდესო.

ეს იყო და ეს. ამ მორცხვი მუქარის მეტი სტამბოლის კარს არაფერი გაუბედნია იმერეთის ხელმწიფისათვის.

დაშინდნენ „მუდამ დაუშინებელი“ მთავრები და თავადები.

სოლომონ მეფის უმაღლესობა აღიარეს დადიანმა, გურიელმა და შარვაშიძემ.

როსტომ რაჭის ერისთავმა მეფესთან პირადი წვევა ითხოვა, „სამუდამოდ შესარიგებლად“ და „კუბოს ფიცრამდე მორჩილების“ გამოსაცხადებლად.

სოლომონმა ერთგულ დარბაზისერთა თათბირი შეჰყარა.

როსტომ ერისთავმა მეფის წვევა მიიღო.

მიღება ვარდციხის სასახლეში იყო დანიშნული.

წინა დღით, „წყვილი ირემი და საქებარი სახორცეები“ მოუვიდა მეფეს რაჭიდან.

მეორე დღეს თვითონ როსტომ ერისთავიც მობრძანდა.

შვილებიც თან ახლდნენ: გიორგი, მეთოდე, ცაგუნი, უხნიტი, გივი, ბარძიმი, სვიმონი.

ნაძვებივით ჩამოისვეტნენ რაჭველები ვარდციხის სასახლის ეზოში.

სახლთუხუცესი პაპუნა წერეთელი მიეგება და წარუძღვა სტუმრებს მათთვის გაწყობილი სასტუმროსაკენ.

დაბინავდნენ ერისთავები. დაისვენეს, სადარბაზო ტსნსაცმელში დაიკაზმნენ და სასახლისაკენ წარემართნენ.

ეახლნენ და თაყვანი სცეს მეფეს „კვანტ გადადებით“.

როსტომი დაწინაურდა, მეფეს ჯერ ხელზე ეამბორა, მერე გულზე, უკუდგა და მოახსენა: „ყოვლად ძლიერო მეფეო იმერეთისა, დიდო სოლომონ! მოგილოცავ ყველა გამარჯვებას, რათა ძლევაშემოსილმა მარჯვენამა თქვენმა დათრგუნა წინააღმდეგნი მტერნი თქვენნი ქვეშე ფერხთა თქვენთა. თქვენ დააგვირგვინეთ სამეფო თქვენი ესე, ვითარცა წინაპარმან თქვენმან ლეონ ბაგრატოვანმა, რომელსაც დაადგა თვით ანგელოზმა თავსა ზედა ზეგარდმო ხელთუქმნელი გვირგვინი, ვითარცა უბრძანა მაცხოვარმა მოციქულსა პეტრეს: შენ ხარ კლდე და ამ კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო, ეგრეთვე შენ ხარ კლდე გმირობისა და სიმტკიცე, ქრისტიანობისა. თქვენ შეიმოსეთ ძალი ძლიერი, განათლეთ იმერეთი და ამიერიდან მაჰმადიანის მძორებითა აღარ შეიბილწების ნათელღებული სამშობლო ჩვენი. ვთხოვ ზეგარდმო განგებას, ესრეთ განაგრძოს დღენი თქვენი მრავალ წელს და შემდეგ თქვენი მეფობისა მემკვიდრეთა თქვენთა ასეთივე ძალა და დიდება შეიმოსონ, ვითარცა თქვენ! “

ცივად, სახეუცვლელად და თვალუძვრელად ისმენდა სოლომონი.

აი, ეს გახლავთ როსტომ ერისთავი. ტანად და სახედ უმშვენიერესი ვაჟკაცი, ენით და გონებით დიდებულად მეტყველი, მაგრამ სულით შეუღწეველი და შეუცნობელი, აქამდე მოღალატე და დაუნდობელი, ხოლო ახლა... ახლა, ნუთუ გასწორდა კუდი ძაღლისა და კირჩხიბმაც ისწავლა მართლად სვლაი?..

სიჩუმე დამძიმდა.

და ბრძანა სოლომონ მეფემან:

„მადლობელი ვარ, როსტომ ერისთავო! ღმერთსა ვთხოვ, ის შემესრულებიოს შენთვის და ჩემი სამეფოსთვის, რაიცა მსურდეს და გულში მედვას!“

„ამინ! ,, — ერთბაშად ამოიძახა დარბაზმა.

„ამინ, ამინ!“ — ორჯერ იყვირა პაპუნა წერეთელმა.

მეფე ტახტიდან წამოდგა და ნაბიჯი წარსდგა სტუმრისაკენ.

ახლა პირი უღიმოდა სოლომონს.

მიეჭრა როსტომი და ისევ ეამბორა მარცხენა მკერდზე.

სოლომონმა თავზე ამბორჰყო ერისთავი.

როსტომმა შვილებს წამყო.

უფროს-უმცროსობით ეახლნენ ერისთვიშვილები ხელმწიფეს და დაუკოცნეს ხელები.

სოლომონმა როსტომი გვერდით დაისვა.

ერისთვიშვილები მოდარბაზეთა წინ ჩარიგებულ სელის სკამებზე დასხდნენ.

„ისეთი რამ სანახავები იყვნენ ერისთავები, რომ უცნობი ვინმე როსტომს მეფედ ჩათვლიდა და მის შვილებს მეფისშ ვილებად“.

მოულოდნელი გვარი ჰქონია რაჭის ერისთავსო, — გაუელვა სოლომონს, წამსვე ჯანის სიმრთელით აყვავებულ სტუმოებს თვალი მოსწყვიტა და თავის ძეს, უფლისწულ ალექსანდრეს გაჰხედა ცერად.

ტახტის მემკვიდრეს სახეზე მისი საკუთარი ფერი ეფინა — მიწის ფერი.

სადილი დიდხანს გაგრძელდა.

როსტომი გრძნობდა, რა ჭაპანწყვეტით ლხინობდნენ და ალხენდნენ მასპინძლები სტუმრებს.

ერისთვიშვილებს კი ეგონათ, გულწრფელი იყო ყოველივე — სიმღერაც, ხუმრობაც, სმაც, ზმაც, სიცილიც და მეფის „უზომო ალერსიც“.

როგორც იქნა, გათავდა. სუფრა აიყარა: სტუმარ-მასპინმელნი ისევ „უსაზღვრო სიყვარულით“ დაშორდნენ ერთმანეთს, დაშორდნენ ხვალინდელი დღის უფრო დიდი „სიყვარულის“ მოლოდინში.

სასტუმროში რომ დაბრუნდნენ და მარტო დარჩნენ, ერისთვიშვილებმა ერთმანეთს არ დააცალეს, ისე მიაძახეს მამას: სწორედ რომ არ მოველოდით, ისე ალერსიანად გვეპყრობა მეფეო!

მაშინ თქვა მწარე ღიმილით მამამ:

„ნუთუ ვერ ატყობთ, შვილებო, რომ ეგ ალერსი რისხვაზედაც უარესია?!“

„როგორ, მამა?“

„დაგავიწყდათ, რა სთქვა მეფემ: ღმერთმა ის შემასრულებინოს, რაც შენთვის მსურდეს და გულში მედვასო“.

„ჰო, ასე კი სთქვა“.

„ჰო და, ვინ იცის, რა სურს და რა უდევს გულში ჩვენთვის მეფეს? მერე, იმ გველაძუა პაპუნიკა წერეთელმაც ისე საგანგებოდ დაუკრა კვერი და ორჯერ დასძახა „ამინ-ამინო!“

„არა მგონია, ასე ვერაგი იყოს სოლომონ მეფე“. — სთქვა გიორგიმ.

„თქვენ არ იცნობთ, ჩემო შვილებო, სოლომონ მეფეს“.

„თუ ვერაგობა მზადდება, არც ჩვენ დავრჩებით ხელცარიელნი!“

იარაღი ააჟღრიალეს ერისთვიშვილებმა.

„არა, აგრე ტყუილად შევაკვდებით. აქ სხვა რამ არის საჭირო“, — თქვა როსტომმა და ფიქრს ჩაუღრმავდა...

მცირე ხნის შემდეგ პაპუნა წერეთელი, თამაზა მესხი და მამუკა მდივანი მოიხმო როსტომ ერისთავმა და სთხოვა, ეს სიტყვა გადაეცათ მეფისათვის:

„რადგანაც სიშორისა გამო თქვენთან ხშირად ხლება, სამსახური ყოველდღე ერთგულების გამოჩენა არ შემიძლია, გთხოვთ თქვენ მიიღოთ ჩემი ყოველივე სამკვიდრო: ბარაკონში ციხე და სასახლე, ამბროლაურში კოშკები და სასახლე, სევას ციხე და სასახლე, ონის ციხე-სასახლე და თვით პატარა ქალაქიც. ამასთანავე ყოველი ჩემი რაჭის სამფლობელო აზნაურ-გლეხებით და სამაგიერო აქ მახლობლად სადმე მიბოძოთო“.

ეს სიტყვა იმ დღესვე მოახსენეს სოლომონ მეფეს მისმა უახლოესმა კარისკაცებმა.

განცვიფრდა სოლომონი.

ნუთუ მართლა ასე გამოიცვალა როსტომ ერისთავი?!

ალბათ, ისევ ის ხდება, რაიც თითქმის ყოველთვის მომხდარა: „შიში შეიქმს სიყვარულსა“, — სიყვარულსაც და სინანულსაც.

თუ ეს ასეა, როსტომს ვეზირობას მივცემ, გიორგი სარდლობას და მეთოდეს მდივანბეგობასო, - ბრძანა მეფემ.

მეორე დღეს დარბაზი შეჰყარა და ითათბირა.

თუ გულწრფელია ერისთავი, ჩვენც გულწრფელად მივუგოთ სამაგიერო, თუ „გვეთამაშება“ და, ჩვენც „გავეთაშაშოთ“, — ასეთ განასაკს დაადგა დარბაზი.

და იქვე, თათბირის ჟამს, მამუკა მდივანს და ოტია ჩხეიძეს ეს სიგელი დააწერინა იმერეთის მეფემ:

„ჩვენ მეფეთმეფემან იმერეთისმან სოლომონ პირველმან და დედუფალთ დედუფალმან მაკრინემ ესე წყალობის წერილი გიბოძეთ შენ, ჩვენს ერთგულს დიდებულ თავადს როსტომ ერისთავს, შვილთა და მომავალთა თქვენთა, ასე რომ გიბოძეთ ყმად სოფელს გეგუთში მცხოვრებნი გლეხნი ყოველივე გვარისანი, გარდა ამისა სოფლები: პატრიკეთი, უკანეთი და მესხეთი, რაც ამ სოფლებში მცხოვრებნი გლეხნი და აზნაურნი არიან საჩემო — ყველანი შენ გიბოძეთ; გარდა ამისა, სამოსახლოდ გიბოძეთ გეგუთს თამარ მეფის ნასახლი, ციხე და ეკლესია; რაც ნაკლულობა აქვს, მე უნდა გავაკეთო. გარდა ამისა, საშეშედ საღორიას ტყე ქუთაისიდან სამხრეთით ხანისწყლის ღელემდის, აღმოსავლეთით წყალწითელას მდინარის ღელე, დასავლეთით რიონის მდინარე. გიბოძეთ მთა საჯოგეებით — სახელწოდებული „ტიტვლათ“. აღმოსავლეთით ქართლის საზღვარი, დასავლეთით — ჩიკვაიძის საზღვარი, სამხრეთით — ახალციხის საზღვარი, ჩრდილოეთით — სოფლები. ესე ზემოხსენებულნი აზნაურნი, გლეხნი მიწა-წყალ-მთებითურთ შენთვის გვიბოძებია. უკეთუ ჩვენი ერთგული და ბრძანებისა ჩვენისა მორჩილი იქნები, ესე წყალობა არცა შენ და არცა შენს შვილსა და მამულს არ მოეშალოს არასოდეს ჟამსა. აწ არიან სიგელისა ამისა მოწამენი ვეზირნი და დიდებულნი კარისა ჩემისანი: წერეთელი პაპუნა, აბაშიძე პაატა, მიქელაძე ზურაბ, წულუკიძე ბერი, ჩხეიძე ოტია, ლორთქიფანიძე ბერი, თამაზა მესხი მამუკა მდივანი, პაპუნა და ქაიხოსრო აბულაძეები, თანდარუხ იოსელიანი და დარბაზის ერნი“.

სიგელს მეფემ ბეჭედი დაუსვა და პაპუნა წერეთელს გაატანა როსტომ ერისთავთან.

ეს სიგელი რომ წაიკითხა, როსტომმა შვილები აიყოლია და ისევ ეახლა მეფეს, თავი დაუკრა და დიდი მადლობა მოახსენა. ერისთვიშვილებმაც ხელმწიფეს ისევ „კვანტ გადადებული მადლობა შესწირეს“ და ბოლოს როსტომმა შესთხოვა, მეფეს ახლა ნება დაგვრთეთ განტევებისა და ბარემ თქვენი მეციხოვნეებიც გაგვატანეთ, რამეთუ აღთქმული ციხეები ჩაიბარონო რაჭას.

მეფე სამუდამოდ დარწმუნდა, რომ ერისთავის გულიდან ყოველგვარი ვერაგობა სამუდამოდ ამორეცხილიყო. მაშინვე გამოიძახა ორი მეციხოვნე, ძმები — ბასილა და კვირიკა იამანიძენი — და უბრძანა, ერისთავებს წაჰყევით და რაჭის ციხესიმაგრენი მიიღეთო.

ძმები იამანიძეებიც გაჰყვნენ რაჭველ სტუმრებს.
 

 

1.4.12 ,,კაზმულსიტყვაობა“ რაჭის ერისთავისა

▲ზევით დაბრუნება


,,კაზმულსიტყვაობა“ რაჭის ერისთავისა

ოკრიბა გაიარეს და ნაქერალას შეუდგნენ.

ზედ ნაქერალას წვერზე ერთი ვინმე აზნაური შემოხვდათ, რაჭიდან ქუთათისს მიმავალი.

როსტომმა გაინაპირა ის აზნაური, უბეში წერილი ჩაუდო და მკაცრად უთხრა: ეს წიგნი მეფეს უნდა გადასცე, ხოლო უკეთუ არ გადასცემ, იცოდე, რაჭის მიწაზე ფეხს ვეღარ დაადგამ და რაჭის ცას თვალით ვეღარ იხილავო.

აზნაურმა იცოდა, რასაც ნიშნავდა როსტომ ერისთავის მუქარა, თან რაჭის ცისა და მიწის დათმობა არასგზით არ შეეძლო და მაშინვე შეჰფიცა აცახცახებულმა: ორივე ხელი რომ მომკვეთოს, მაინც მივართმევ ამ წიგნს სოლომონ მეფესო.

ერთი დღის შემდეგ სოლომონს უკვე წაეკითხა რაჭის ერისთავის „წიგნი“. მასში ეწერა:

„შენსა მოველ და შევამკობ შენს ატანა დობასა,
შენი უდასტურობა-კი არღვევს ბატონ-ყმობასა“.

პაპუნა წერეთელი გამოიძახა სასწრაფოდ მეფემ. ისიც მოვარდა, მაშინვე.


„პაპუნა ჩემო, როგორ ატყობ, ხომ არ დაგვატყუა დ ხელიდან გაგვიძვრა რაჭის ერისთავი?“ — ჰკითხა სოლომონმა.

„რა ბრძანებაა, ბატონო, რატომ კადრულობთ? - შეიცცხადა წერეთელმა.

„თუ ვგავარ მე სამოველსა და სატანას, სახლთუხუცესო?“ — ისევ ამოიხრიალა მეფემ.

„ეს რაღას მივაწეროთ, მწყალობელო ხელმწიფეო?!“ — სულ დაიბნა პაპუნა წერეთელი.

„ასე კი მიწოდებს რაჭის ერისთავი — სამოველ და სატანაო!“

„სად, როდის, როგორ, ბატონო?!“

„აბა, წაიკითხე“ — და გადასცა ერისთავის წერილი მეფემ კარისკაცს.

წაიკითხა და შუბლში იტკიცა ხელი წერეთელმა. — „ღმერთო, ამას როგორ წარმოვიდგენდი... მერე, რაც ის გახარებული მიდიოდა!“

„გახარებულიც თურმე იმიტომ მიდიოდა, ჩვენ რომ მოგვატყუა და ხელიდან გაგვიძვრა,“ — ჭმუნვით თქვა მეფემ და დარბაზის შეყრა უბრძანა სახლთუხუცესს.

ერისთავებს კი უკვე ჩაევლოთ შაორი ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, ხოტევი, ამბროლაურს ჩასულიყვნენ და რიონის ხეო"ბას ჩასდგომოდნენ.

ბარაკონისკენ მიდიოდნვენ და ერთჯერ კიდევ სწონიდნენ მრავალგზის ნათქვამს.

„ძალიან კი მოვახერხეთ, - ეუბნებოდა როსტომი შვილებს — სხვანაირად დაგვამარცხებდნენ. ხომ შენიშნეთ, როგორ წვრილ-წვრილად იკრიბებოდნენ მეფესთან ფიცის კაცნი – ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები და "სხვანი. ოთია მესხი და მისი ძმა ივანე ცალ-ცალკე მობრძანდნენ, ვითომ და ეჭვში რომ არ ჩავეგდეთ“.

„ეგ ორი ძმა მესხი და არჩილ ბატონიშვილი სწორედ რომ საშიშნი იყვნენ, სხვებისა კი რა მოგახსენოთ“, — თქვა მეთოდემ.

„შენმა გაზრდამ, არც სხვები იყვნენ მაგათზე ნაკლები. ბევრი უკეთესებიც არიან იმერეთში, მაგრამ ერთხელვე მაგ მესხებს და არჩილ გიჟს დავარდნიათ ვაჟკაცობის სახელი და ეგარის!“ — მიუგო გიორგიმ უფროს ძმას.

ბარაკონს მივიდნენ.

იმ ღამეს რაჭის ერისთავის ბრწყინვალე სასახლეშ ინადირეს და განისვენეს ძმებმა იამანიძეებმა.

დილით ადრე ადგნენ, „ციხების მისაღებად“ აემზადნენ.

როსტომ ერისთავმა ასაუზმა სტუმრები.

საუზმეც ჩათავდა.

ალბათ, ახლა შევუდგებით ციხეების მიღებასო, — „საბოლოოდ“ გაიფიქრეს ბასილამ და კვირიკამ.

როსტომ ერისთავმა „საბოლოოდ“ გადაწყვიტა.

მან სტუმრებს ახალი წერილი ჩააბარა და უბრძანა, თქვენს მეფეს მიართვითო. ამ წერილში ეწერა:

„ესე ასე არ იქნების, ბასილა და კვირიკაო!
ციხეს მართმევს, მინდორს მაძლევს, დავჯდე უნდა ვირიკავო?! ადით, უთხართ თქვენსა მეფეს: მე გახლავარ დიდი როსტომ
მე ერთგულად გეახელი, მიპირობდი ღალატს რატომ?
სიტყვით გითვლი, წიგნსაცა გწერ, ხელი აიღე რაჭაზედ!
მიხვდი რომ აღარ გმორჩილობ, სწორი გიდგები ძალაზედ!
რაჭის ბეგერას ავიღებ, არ გერიდები ამაზედ.
უბაწროდ ვირი დამაბით დამტვრეულ ჩელტის ბაგაზედ?
თუ მიპირებ ამოწყვეტას, აწ მობრძანდი, რაღას ყოვნი?
ციხე მიდგას მაღალ კლდეზე და ზედ მოკვრით ბარაკონი,
სიდისკარში მცველები მყავს და კოშკები სამაგრონი.
ჩემი იყო, ქვეც წაგართვი კუდარო და რაჭა-ონი.
ჩემი წინაპარი იყო ერისთავი კახაბერი,
თამარ მეფის მამობილსა ყმანი ჰყავდა ორი ბევრი.
მე ვარ მისი ტომისაგან, ვერ მატირებ, ტყვილა მღერი,
გემორჩილო, არ გახლავარ ქაჯაია შენი გერი!“

იამანიძეებმა სოლომონთან მისვლა ვერ გაბედეს და რაჭის ერისთავის ლექსი-წერილი პაპუნა წერეთელს გადასცეს.

კარგა ხანს ატრიალა პაპუნამ მფის საწყინარი წერილი ხელში. მაგრამ დამლვა და დაფიცვა მაინც შეუძლებელი იყო.

„მიწა გამხეთქოდა, შიგ ჩავეტანე და ასეთი რამ თვალით. არ მენახა!“ — შევიდა და შესძახა პაპუნამ მეფეს.

„ასეთი რა მოხდა, პაპუნა ჩემო? “

„აჰა, რა მოუჩმახავს როსტომ ერისთავს!“ — და გადასცა წერილი.

სოლომონმა წაიკითხა.

წაიკითხა და გაშავდა. წერეთელი შეშინდა, ვაი თუ ავიზნემ გაუაროს მეფესო.

„ბერი წულუკიძე მომინახე!“ — დაიღრიალა სლომონმა.

გავარდა პაპუნა წერეთელი.

მოვარდა ბერი წულუკიძე.

შემოსვლისთანავე დაეტაკა და დააყარა გაცეცხლებულმა მეფემ:

„ახლავე რაჭას გაეშურე, ბარაკონს დაეცი, ერისთავები დედაბუდიანად ამოწყვიტე, ციხეები, კოშკები და ყოველივე ნაშენები დაწვი და დაანგრიე, ხიდისკარი და მისი ყოველივე სიმაგრე დალეწე! ვიცი, სალი კლდეა, მაგრამ ოსტატები წაიყვანე, ლაღუმები შეუდე, შეუფეთქე და მოშალე, ქვა-ქვაზე არაფერი დატოვო, ყოველივე დააქციე და დაადუღე!“

პაპუნა წერეთელს დარბაზის შეყრაც მოესწრო.

„იუცხოვეს“ მოდარბაზეებმა — რაჭას ლაშქრობა, ანუ „ასე მძიმე საქმე ბატონ მეფეს უჩვენოდ არ უნდა გადაეწყვიტაო, ერისთავთან ომი როგორ ეკადრება: ერთი მის თავადთან ბრძოლა სირცხვილი არისო. ამას გარდა, ერისთავთან, იმის სიმაგრეების პატრონთან, არც ისე ადვილია შებმაო“.

შევიდნენ მეფესთან, ეთაყვანენ და აემზადნენ „ბჭობად“, მაგრამ უმალვე ენა ჩაიდუმეს, როგორც კი მათი მზერა მეფის „ქვახეთქია“ თვალებს შეეჭრა.

იჯდა მეფე უძრავად, შუბლგადახნული და გულადუღებული.

პაპუნა წერეთელმა მდივანს გადასცა როსტომ ერისთავის წერილი და უბრძანა, წაიკითხეო.

მდივანმაც წაიკითხა, ხმამაღლა.

ყველანი განაცვიფრა და ააღელვა რაჭის ერისთავის კადნიერებამ.

პაპუნა წერეთელმა მიმართა დარბაზს:

„რაც მოისმინეთ, მოისმინეთ! მეფემ გადაწყვიტა რაჭაში ჯარის გაგზავნა, ერისთავების ამოწყვეტა, ყოველი მათი შენობის დაქცევა, დაწვა და გაცამტვერება. თქვენ რას იტყვით?“

ყველას დაასწრო პაატა აბაშიძემ: „როსტომ ერისთავი ღირსია ყოველგვარი სასჯელისა. როგორ გაბედა ჯერ მეფის მოტყუება და შემდეგ ამნაირი კადნიერი წიგნის მოწერა?! დიახ, კარგად უნებებია მეფეს რაჭას გალაშქრება“.

აბაშიძის გვერდით ბერი წულუკიძე იჯდა. მოკლედ მოჭრა წულუკიძემ:

„მე ნაბრძანები მაქვს საომრად წასვლა, მორჩა და გათავდა. სხვას არაფერს ვიტყვი“.

ბერი ლორთქიფანიძეს მიაპყრო თვალი სოლომონმა.

ლორთქიფანიძე დინჯად წამოდგა და დადგა მდუმარედ!

„რას უცდი, ბერო?“ — ჰკითხა მეფემ.

„მეშინია, მეფევ, ბატონო, მოხსენებისა“.

„ნებას გაძლევ და კიდევაც გიბრძანებ, ყოველივე გულწრფელად მითხრა!“

მაშინ თქვა ბერი ლორთქიფანიძემ:

„ერისთავი შენი ყმა არის, საკადრისი არ გახლავთ ერთი თავადისათვის აგრე აჩქარება, ბატონო მეფევ! ამასაც ნუ დაივიწყებთ, რომ მარტო ბარაკონში როსტომ ერისთავს იარაღში ჰყავს სამასი კაცი იმერეთიდან, ოდიშიდან და გურიიდან, ყველანი კარგი ოჯახისშვილნი და ძლიერ მარჯვენი; იქვე ორასი რაჭველი, სვანი, ოსი და ჩერქეზი ახლავს. ესეც ხუთასი მეომარი. ამას გარდა, თავისი საკუთარი ოჯახის გამგე და მოსამსახურენი, ყველა იარაღის ქვეშ უდგას. ხიდისკარის კოშკებიც ხომ არის და არის, ორივე მხრით სალი კლდეებია გამოკვეთილი. რიონის ხიდის საძირკვლის თავები ორივე მხრით კოშკების კარზე გახლავთ მიბჯენილი. თითოში ორმოც-ორმოცი კაცი ჰყავს ყარაულად. ერთი ათასს დაამარცხებს. ამბროლაურის აღება კი არ არის საძნელო, თუმცა ჯარი იქაც ჰყავს კოშკებში ერისთავს, მაგრამ რადგან გაშლილი ადგილი გახლავთ, ხოტევიდან ჩამავალ ჯარს დაინახავენ, სასახლის კოშკებს დატოვებენ და ხიდისკარის ყარაულებს მიემატებიან. ეს კოშკები ისე, მიუდგომელია, რომ ზარბაზანი არ მიუდგება და თოფიც არ მიეხერხება და იმათ კი ხელისგულზე ეყოლებათ მიმსვლელები. ამ ხიდისკარს გარდა სხვა გზა არ არის ბარაკონზე გასასვლელად. ონის მხრიდან რომ მოიაროს ჯარმა, ცალი მხრით რიონის წყალი ჩაივლის ციხისა და სასახლის ძირზე და მეორე მხრით სალი კლდე აღმართულა, შუაში ვიწრო გზა მიჰყვება ცინე მისთანა ადგილას აქვს, რომ არც ონიდან მიმსვლელი და არც ხიდისკარიდან მიმსვლელს არ ააცდენენ ზარბაზნის ტყვიას, უეჭველია, დიდ ზარალს მოგვცემს ერისთავო და შევრცხვებით...“

ზურაბ მიქელაძემ წაართვა სიტყვა ლორთქიფანიძეს:

„ეჰ, შე დალოცვილო, თუ მეფე ერთ თავის ყმას ვერ მორევია, რაღა მეფობა ჰქვია ამისთანა მეფობას? ყმა კი არა, ამხანაგი ყოფილა და ის არის!“

„მაგრამ ერთი ერისთავის დასამორჩილებლად რომ რამდენიმე ათასი თავად-აზნაური დავკარგოთ, რა მოგება იქნება?

სიტყვა ჩაუჭრა მიქელაძეს ოტია ჩხეიძემ.

„თუ ერთის თავადის დამორჩილება ჩვენს ქვეყანაშივე ასე გაგვიძნელდა, გარეშე მოსაზღვრე მტერი რაღად ჩაგვაგდებს და არც ჩასაგდები ვიქნებით რაიმედ!“ — იყვირა თამაზა მესხმა.

თუ „ბრძენთაგან თქმულა: ხერხი სჯობია ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო, ძალაც და ხერხიც ჩვენს ხელთ არის და რა საქები იქნება, ერთს კაცს თავი შევაკლათ. მერე ისიც ვის? ისევ ჩვენს ყმას! იგი შემძვრალა კლდეში ისე, როგორც დათვი სოროში და იქიდან გვექადნება. ამიტომ, საჭიროა მოტყუებით გამოვიყვანოთ და მერე, რაც ეკადრება...“, — აღარ დაასრულა ისედაც მისახვედრი სიტყვა მამუკა მდივანმა.

პაპუჩა აბულაძემ გადააბა მამუკა მდივნის სიტყვას:

„ესეც ნათქვამი გახლავთ, — სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო. კაცი შემძვრალა გამოქვაბულ კლდეში, შენი ნასროლი ვერას აკლებს, ხოლო მისი არ აგცილდება. ამისთანა ადგილზე ომს უომრობა სჯობია. ერთხელაც იქნება, ისეც ჩაგვივარდება ხელში“.

„ერთ კაცზე რომ ათი ათასი მეომარი გაიგზავნოს, სირცხვილიც იქნება. როსტომ ერისთავი არც მეფეა და არც მთავარი. იმისთანა დიდებული თავადები სხვებიც არიან ჩვენს სამეფოში .მისი ძალა მხოლოდ ადგილის სიმაგრე გახლავთ და რისთვის შევაწყდეთ? სჯობია როგორმე გამოვიტყუოთ“, — თქვა ქაიხოსრო აბულაძემ.

„შეიძლება არც კი შეგვებას, დაგვიტოვოს ციხეები, გადავიდეს საზღვარს გადაღმა, დიდი ომისთვის მოემზადოს, შემოიყაროს ჯარი ოსეთისა, მოიმხროს ჩერქეზის მთავარი — ყიზილყო ბატონი, მისი დიდი მეგობარი. ამას გარდა, სვანეთის მთავართან მძახლობა აქვს, აფხაზეთის მთავარი ქელეშბეგ-შარვაშიძეც მაგის შვილობილია. ესენი ყველა ჯარს ათხოვებს როსტომ ერისთავს; ერთი სიტყვით, ყოველის კუთხით შფოთსა და უკუღმართობას აგვიტეხს. ამიტომ არ ივარგებს ჯარის გაგზავნა. ვაცალოთ რამოდენსამე ხანს და მერე მოვიტყუოთ რამენაირად“, — თქვა თანდარუხ იოსელიანმა.

ბოლოს, არჩილ ბატონიშვილმაც ეს მოახსენა მდუმარე მეფე-ძმას: ასე აჯობებს, რაჭას ლაშქრობაზე თავი შევიკავოთ, ერთ ხანს ვაცადოთ, ვითომ წყენა დავივიწყოთ და მერე როგორმე ხელში მოვიგდოთ ის უკეთურიო.

სოლომონი კი იჯდა, ქვასავით უტყვი და უძრავი.

მოდარბაზენი რიგად წამოდგნენ, მეფეს თავი დაუკრეს და დარბაზიდან გაიკრიფნენ.


მაინც არ დაიშალა სოლომონ მეფემ.

1769 წლის 28 იანვარს იგი თვითონ გაუძღვა რაჭაში მოლაშქრე ჯარს.

როსტომ ერისთავი ბარაკონიდან გაიქცა.

მეფემ რაჭის ციხეები დაიჭირა, საქონელი გამოასხა, თავად-აზნაურთა ოჯახებიდან მძევლები აიყვანა.

როსტომმა თავისი ვაჟი, გიორგი, ყაბარდოს მთავართან — ნავრუზ მისოსტოვთან გაგზავნა ჯარის სათხოვრად, მაშინვე ძმა, ბესარიონ კათალიკოსი ახალციხეს აფრინა „ახალციხური საშველის“ მოსაძიებლად.

ნავრუზ მისოსტოვი რუსეთს ებრძოდა და ამიტომ სოლომონმა ყიზლარის კომენდანტს გიორგი ერისთვიშვილის შეპყრობა სთხოვა. კომენდანტმა უარი შემოთვალა: ერისთვიშვილის დევნა რუსეთს არ სჭირდებაო.

მაგრამ გიორგიმ მაინც ვერ ჩამოუყვანა მამას ყაბარდოელი ჯარი. ნავრუზს მისოსტოვს რაჭის დასახმარებლად კი არა, თავის გადასარჩენად აღარ ჰყოფნიდა ძალა, რუსთაგან მთებში გადახიზნულს.

ვერც ახალციხეში იშოვა „საშველი“ რაჭის ბატონმა. ახალციხის ფაშამ, სულეიმან ჯაყელმა, ბესარიონ კათალიკოსს დახმარების ნაცვლად ბორკილები მისცა ფეხებში და ციხეში ჩააგდო. ასე ამჯობინა, რამეთუ სოლომონ მეფისათვის „ესიამოვენებინა“.

სოლომონმა ბესარიონი კათალიკოსობიდან მოკვეთილად გამოაცხადა და მის ადგილზე დასავლეთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად თავისი ძმა, იოსებ გენათელი დანიშნა.

ბესარიონმა ახალციხიდან გაქცევა მოახერხა და სამეგრელოს შეეფარა კაცია დადიანთან.

კაცია დადიანმა ბესარიონი „თავისი“ სამეგრელოს „კათალიკოსად“ გამოაცხადა.

სამეგრელოს კათალიკოსობა სასაცილოდაც არავის ეყო — არც შინაურს და არც გარეულს, არც ქრისტიანს და არც მაჰმადიანს. ბესარიონი უჩინო და „უწესო მოწესედ“ იქცა...

ყოველის მხრით გზამოჭრილმა როსტომ ერისთავმა დახმარებისათვის მეფე ერეკლე მეორეს მიმართა. თქვენი ხელმწიფობის სიმაღლეს ვთხოვ, ჩაერიოთ და სოლომონ მეფეს რაჭიდან ჯარები გააყვანინოთო, — ეაჯებოდა ქედგატეხილი ერისთავი ქართლ-კახეთის მეფეს.

ერეკლე, ჯერ ერთი, სოლომონის ერთგული მოკავშირე და „ძმა“ იყო, მეორეც — იგი როსტომ ერისთავს მარტო სოლომონის კი არა, მთელი საქართველოს მოღალატედ თვლიდა: ამიტომ პასუხის ღირსადაც არ გაუხდია რაჭველი ფეოდალის თხოვნა.

ამ დროს რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა.

ყოველი ქართველობა, როგორც ყოველთვის, ჩრდილოელ თანამორწმუნეთა მხარეზე იყო.

ტფილისში რუსეთის წარმომადგენელი ხვაბულოვი (ქობულაშვილი) ჩამოვიდა, ერეკლეს ეწვია და ერეკლესთან სოლომონ მეფეც მიიწვია. უნდა ეთათბირათ სამივეს: როგორ წარემართათ „ერთობლივი ომი“ თურქეთის წინააღმდეგ.

სოლომონმა გაიაზრა: ამჯერად შინაური მტრობა არ გამოდგებაო და რაჭის ერისთავთან შერიგება გადაწყვიტა. გადაწყვიტა და მაშინვე განასრულა. როსტომი ბარაკონს დააბრუნა, „კუბოს კარამდე“ ერთგულებაზე დააფიცა, რაჭიდან ჯარები გაიყვანა და თვითონ ტფილისისაკენ გაქუსლა. “ ეს ამბავი 1769 წლის მაისში მოხდა.


ტფილისში თათბირი დასრულდა.

სოლომონ მეფე იმერეთს მობრუნდა.

რუსის ჯარიც მოჰყვა.

სოლომონმა როსტომ ერისთავი „მოიკითხა.

იგი „ცბიერ რაჭველზე“ უფრო ჭკვიანი (გინა — „უფრო ეშმაკი“) გამოდგა.
 

 

1.4.13 რაჭას წასვლა

▲ზევით დაბრუნება


რაჭას წასვლა

13 აგვისტო 1769 წლისა.

ოქროს ჩარდახის წინ, დიდი ჭადრის ძირას, სხედან ორნი.

ძმანი. სოლომონ მეფე და იოსებ კათალიკოსი.

წყნარად, უშფოთველად მასლაათობენ.

და უცებ, „სხვათა შორის“ გააგორა სიტყვა სოლომონმა:

„რა ვქნა, პირდაპირ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და როგორ მოვექცე როსტომ ერისთავს!“

„როსტომ ერისთავიო?“ — გაიკვირვა კათალიკოსმა ასე მოულოდნელად წამოძახილი მეფისა.

„ჰო, სწორედ როსტომი“.

„აკი შემოგირიგდა რაჭის ერისთავი?

„შენ გჯერა, რომ გასწორდა ძაღლის კუდი?“

„აკი შემოგფიცა ერთგულება და უღალატობა!“

„დავიჯეროთ და საკმარისად მივიჩნიოთ? “

„მაშ, კიდევ რაღაა საჭირო?“

„აი, მაგისთვის გიხმე სწორედ. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვექცეთ რაჭის ერისთავს“.

„როგორ, ისევ ომს ხომ არ აპირებ?“ — შეშფოთდა კათალიკოსი.

„არა, ომი არც მინდა და აღარც მეკადრება ჩემს ქვეშევრდომთან“.

„აბა, რა გაგიზრახავს? “

„როსტომ ერისთავი რომ ისევ მეწვეოდეს თავის შვილებით ვარდციხის სასახლეში და წარსულ ორგულობას საბოლოოდ შეინანებდეს, მეც ყოველსავე მივუტევებ, შევირიგებ და დავიახლოებ“.

„კი, მაგრამ ამ სამი თვის წინათ რომ შემოგვფიცა რაჭაში, განა მაშინ არ შეინანა კიდევაც?“

„არა, მაშინ მე ტფილისს მივიჩქაროდი და რაჭის ერისთავის ფიცი და შემორიგება ერთობ ნასწრაფევად მოხდა. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა გაეწყოს — შენანებაც, აღსარებაც, ფიციც და ყოველივე, რაიც საჭიროა სამუდამო შერიგებისათვის. თუ ეს ასე არ მოხდა, არ იქნება და არ დაწყნარდება ქვეყანა“.

კათალიკოსი ფიქრებში ჩაეფლო.

„ეს საქმე შენ უნდა იკისრო, ძმაო და მამაო!“

ფიქრი ჩაუშალა სოლომონმა იოსებს.

„მე?!“

„დიას, შენ უნდა ჩამომიყვანო შესარიგებლად ერისთავი და ერისთვიშვილები რაჭიდან ვარდციხეს“.

„ოღონდ მშვიდობას ვეღირსებოდეთ და მე თავს როგორ დავზოგავ, — თქვა კათალიკოსმა, – მაგრამ წამომყვებიან ერისთავები?“

„უეჭველად წამოგყვებიან. შენი ისეთი ნდობა და პატივისცემა აქვთ, უნდობლობას გულთანაც არ გაიკარებენ“.

„ჰო, ალბათ, მენდობიან და წამომყვებიან, მაგრამ... უცებ სიტყვა გაუწყდა კათალიკოსს.

„რა მაგრამ?“

„მაგრამ, როცა ჩამოვიყვან... საფრთხე რაიმე ხომ არ დაემუქრება ერისთავების სიცოცხლეს?“

„როგორ კადრულობ, ძმაო და მამაო. თუ გინდა, ახლავე ხატზე შემოგფიცავ, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდება ერისთავთა სიცოცხლეს!“

იოსებს შერცხვა, ეჭვი რომ შეიტანა ძმის გულწრფელობაში.


რაჭის გზას ადგას იოსებ კათალიკოსი.
მიჰყვება ქაიხოსრო აბაშიძე და კიდევ იმერელ თავად-აზნაურთა და სასულიერო მოწესეთა მცირე ამალა.

გაიარეს ოკრიბა, ნაქერალას გადავიდნენ და შაორის ველს, გაუდგნენ.

ნიკორწმინდას როსტომ ერისთავისგან წარმოგზავნილი წარჩინებული საერონი და სასულიერონი შემოეგებნენ, ზარ-ზეიმით, თაყვანისცემით.

რაჭის ერისთავს კათალიკოსისთვის მაღალი სისხლის ბედაური გამოეგზავნა, ძუა-ფაფარ შეღებილი და ძვირფასად მორთულ-მოკაზმული.

ნიკორწმინდის ჩუქურთმოვანში მოილოცეს და დაეშვნენ რიონის ხეობისკენ. ჩაიარეს ჭელიაღელე, ხოტევი და ამბროლაურში ჩავიდნენ.

დიდძალ რაჭველობას მოეყარა თავი ამბროლაურის სასახლესთან. მოსულიყვნენ კათალიკოსის შესახვედრად და სათაყვანოდ.

ზარები დაარისხეს და ჯაზაირები დააქუხეს ამბროლაურის ციხე-კოშკებიდან.

პირჯვრის წერით და ოსანას ღიღინით შემოეგება ხალხი დასავლეთ საქართველოს მწყემსმთავარს.

ჯვარით ხელში მოუძღოდათ ერისთავის კარის მღვდელი იოანე ბაქრაძე.

კათალიკოსი ცხენიდან გარდახდა და ჯვარს ემთხვია.

„ბაქრაძემ უმალვე აღძრა შესხმა დიდი სტუმრისა:

„მღვდელმთავრობისა კვართითა შემამკობელმან ღვთის მეცნიერად ქადაგებენ, სახარება სასუფეველისა, იოსებ, და მართლმადიდებლობისა სწავლანი აღმოთქვენ და ეკლესია განამდიდრე მოძღვრებითა და აწ განათლებულად მამისა თანა ძესა სულით წმინდითურთ ღვთის მეტყველებდეთ და ვადიდებდეთ ყოველნი მეუფებასა შენსა, რომელსა ევედრე ცხოვრებად და განათლებად სულთა ჩვენთათვის“.

კათალიკოსმა ჯვარი გარდასახა ხალხს.

ერისთვიშვილები მიცვივდნენ, ეთაყვანენ და ეამბორენ სელსა ზედა.

მას უკან გიორგიმ კათალიკოსს მოჰგვარა როსტომის ნაჩუქარი ბედაური. თვითონ ლაგამი დაუჭირა, მეთოდემ - უზასგი, დანარჩენი ძმები იოსებს მიესივნენ და შესვეს ცხენზე.

ბარაკონისკენ გაემართნენ, რიონის აღმართ და გასწვრივ.

ხიდისკართან კიდევ მრავლად შემოეგებნენ ერი და ბერი, საერო და საეკლესიო დროშების ფრიალით, გაღმა-გამოღმა კოშკებიდან თოფებისა და ჯაზაირების ბათქაბუთქით.

ხიდისკარიდან სოფელი წესი გაიარეს და შევიდნენ ბარაკონს – „რაჭის გულში“.

მინდა-ციხიდან ზარბაზნები დააგრიალეს იოსების, — ვითარცა კათალიკოსისა, ბაგრატიონისა, ბატონიშვილისა და ხელმწიფის ძმის პატივსაცემად.

რიონისა და ლუხუნის წყალთაშუა ხმელეთი ხალხით იყო გაჭედილი. ერისთავის სასახლის კარიბჭესთან ორ ნაკადად შემოეგებნენ სტუმრებს. საეროებს თვითონ როსტომ ერისთავი მოუძღოდა, სასულიეროებს — ერისთავის მეუღლე და ელისაბედ მონაზონი.

ბარაკონის ეკლესიიდან ზარებს არისხებდნენ, ყოველი ხმის ხარისხით.

მღეროდა ხალხი, სასულიერონი — „ოსანას“, საერონი — მრავალჟამიერს“.

ხვევნა-კოცნით და ცრემლების ღვრით შეეყარნენ ერთურთს მასპინძლები და სტუმრები.

ეკლესიის კართან როსტომმა ოქრომკედით ნაქარგი წამოსასხამი და კეთილშობილი ქვებით მოოჭვილი არგანი მიართვა იოსებს.

მაშინვე ერისთვიშვილებმა უგალობეს მაღალ სტუმარს: „იესო მთავარი მშვიდობისა მოვიდა დღეს...“ მერე, საგანგებო მგალობლებმა: „უფალო, ღაღად უყავ შენდამი, ისმინე, ისმინე ჩემი, უფალო...“ და სხვანი და სხვანი.

ეკლესიაში შევიდნენ. კათალიკოსმა დაჰკოცნა ხატები, ტრაპეზი, ისევ გამოვიდა, ხალხს ჯვარი გარდასახა და სასახლისაკენ გაემართა.

მცირედ განისვენეს სტუმრებმა.

კათალიკოსმა დიდი ნადიმი არ ინება და მხოლოდ მცირე სერობის უფლება დართო მასპინძელს.

სერობის ჟამს „სიყვარულით აღსავსე“ მუსაიფში გაურია იოსებ კათალიკოსმა „მთავარი სათქმელი“.

— იცი თუ არა, — უთხრა მან ერისთავს, — ახლა დადიანი და გურიელი ჩვენს მეფეს ისე ემორჩილებიან, რომ ცხენზე აღჯდომისას ერთი აღვირს უჭერს და მეორე უზანგსო.

უამურმა ღიმილმა დაუსერა სახე როსტომ ერისთავს.

„ვიცი, ჩემო მეუფებავ, — დაიწყო მან ძაღლუმადური სიმშვიდით, — ყველანი, დიდნი და მცირენი, თავადნი და მდაბიონი, მეფის უზემოესი ძალაუფლების წრეში უნდა ვიდგეთ, რამეთუ მეფობა გარეშემოუწერელ მბრძანებლობას წარმოადვენს თვისთა ქვეშევრდომთა ზედა“.

„მერე, თუ აგრე კარგად იცი, რაი არს მეფობა და რაც ქვეშევრდომობა, ეგ შენი ურჩობა რაღას ნიშნავს?!“ — უცებ ატაკა იოსებმა.

„მე უკვე მივეცი მეფეს ერთგულების ფიცი“ — შეაგება როსტომმა.

„ეგ არ არის საკმარისი“.

„აბა, კიდევ რაღაა საჭირო?“

„ყური მიგდე, შვილო და ძმაო, — ხელი ხელზე დაადო მოსაუბრეს და ისე განაგრძო მღვდელმთავარმა — შენც კარგად იცი, ღვთისგან ხელდადებულ კანონში სწერია ეს: უკეთუ მეფეს მეფობა არ გაუვა, უნდა დატოვოს მეფობა იგი და კერძოითი ცხოვრებით იცხოვროს ამ ქვეყანაზე. ამასაც ჰხედავ, როგორ აღადგინა და განაძლიერა სოლომონმა ჩვენი დამხობილი სამეფო. შენ კი ერთი დიდებული თავადთაგანი არ ემორჩილები შენს მეფეს. ქვეყნის მხსნელსა და ღირსეულ პატრონს. განა, ეს სამარცხვინო არ არის მეფისთვის? გარეშე მტრები რომ ამას შეიტყობენ, ხომ შეიძლება შემოგვესიონ და ქვეყანაც დაგვიქციონ და სარწმუნოებაც შეგვირყიონ. კარგად იცი ესეც, — ჩვენს მეფეს შენი დამორჩილება არ გაუჭირდება, მაგრამ ბევრი უბრალო სისხლი დაიქცევა და ამას ერიდება გვირგვინოსანი. გირჩევ ახლა, როგორც სულიერი მამა, დაუფიქრდი და ყოველივე ისე განსაჯე“.

ერთ ხანს იყუჩა რაჭის ერისთავმა და მერე დაიწყო:

„თქვენც კარგად გახსოვთ, უნეტარესო მეუფებავ, მე ვეახელი მეფეს. გულში ღალატი არ გამივლია, მაგრამ აშკარად ვიგრძენი, ღალატს თავად მიმზადებდა მეფე“.

„ნუ სცოდავ, ერისთავო, — მკაცრად მოუჭრა სიტყვა კათალიკოსმა, — მეფეს რად სჭირდება შენი მტრობა, თუ მტრობისა და ღალატის სათავე ქვეშევრდომისგან არ მოდის განა, ვისმეს დაავიწყდება ხრესილი და ჩხარი, მეფეს რომ ებრძოდი და საქართველოს მტრებს ეხმარებოდი? .

აუდუღდა ზვიადი გული რაჭის ერისთავს. ძლივს ამოიგლიდა სიტყვა ბოღმით დაჩიხული ყელიდან:

„რაც იყო, იყო — ღმერთმა განსაჯოს, ვინ ვისთან იყო უსამართლო და სამართლიანი, მაგრამ ახლა ხომ მშვიდობა გვაქვს მე და ჩემს მეფეს, ფიცით შევფიცე ერთგულება და უღალატო სამსახური კუბოს კარამდე“.

„ეგ არ არის საკმარისი-მეთქი“.

„მაშ, კიდევ რა არის საჭირო-მეთქი?“

„ვარდციხეს უნდა ეწვიო მეფეს“

„ვარდციხეს?!“

„სწორედ, და უნდა ეწვიო შენის შვილებით“.

„ჩემი შვილებით?“ - ნახატურივით გაუშეშდა სახე ერისთავს.

„დიახ, ხელახლა უნდა მოინანიო და შვილებთან ერთად შეჰფიცო მეფეს ერთგულება და უღალატობა“.

„მერე, ვინ არის იმის თავდები, რომ...“

„მე ვარ თავდები, მე შეგარიგებთ მეფეს და ქვეშევრდომს წრფელი გულით და წრფელი ფიცით!“ — მხურვალედ შესძახა იოსებმა.

„მაშ, წამობრძანდით ეკლესიაში და წმინდა ბარძიმზე შემომფიცეთ, რომ არც მე და არც ჩემს შვილებს მეფე სიკვდილს არ შეგვყრის ვარდციხის სასახლეში!“

წმინდა ბარძიმზე შემომფიცეო?!

დაფრთხა იოსებ კათალიკოსი. შევფიცო და ფიცი გამიწბილდეს, ხომ წავწყდი სულით და ხორცითო.

ბოლოს გადაწყვიტა იოსებმა: ჯერ სოლომონს მოვახსენებ ყოველივეს, თვითონ მეფეს შემოვიფიცავ, — როსტომს რომ არ უღალატებს — და ისევ რაჭას მოვბრუნდები ერისთავების წასაყვანადო...

დაბრუნდა იგი ქუთათისში.

მეფე ნაწყენი შეეგება ხელცარიელად დაბრუნებულს.

კათალიკოსმა ყოველივე უამბო და ბოლოს ეს დაასკვნა: „ცხადზე ცხადია, მხოლოდ სიკვდილის ეშინია ერისთავს და მხოლოდ იმიტომ შიშობს ვარდციხეში მოსვლასო“.

მწარედ გაეცინა მეფეს, — ისე ეტყობა, მარტო როსტომ ერისთავი კი არა, შენც აღარ მენდობი, ბარაკონის წმინდა ბარძიმზე რომ არ დაგიფიცნიაო.

სწორედ ვერ გავბედეო, — გულახდილად უთხრა იოსებმა.

სოლომონს ისევ გაეცინა, მერე სიცილი ჩააცხრო და მტკიცე, მხურვალე ხმით უთხრა კათალიკოსს:

„ვფიცავ ხახულის ღვთისმშობელს, — გელათში რომ გვისვენია — არც როსტომ ერისთავს და არც მის შვილებს სიცოცხლე არ წავართვა და სიკვდილის მაგივრად ისეთი პატივისცემით მივიღო, სწორედ რომ საარაკოდ დარჩეს მომავალ შთამომავლობებს“.

ძლიერად, დამაჯერებლად იყო ნათქვამი. და ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა კათალიკოსს.

იგი რაჭას მიბრუნდა, როსტომ ერისთავს ბარაკონის ტაძარში შეჰყვა და მის წინაშე წმინდა ბარძიმზე დაიფიცა „ფიცითა საშინელითა“, — რომ რაჭის ბატონს და მის შვილებს არავითარი საფრთხე არ ელოდა იმერეთის მეფის კარზე.
 

 

1.4.14 რაჭიდან წამოსვლა

▲ზევით დაბრუნება


რაჭიდან წამოსვლა

იმერეთის გზას ადგას როსტომ რაჭის ერისთავი.

მიჰყვებიან შვილები — გიორგი, მეთოდე, ცაგუნი, კუხნიტი, გივი, ბარძიმი, სვიმონი.

ბარაკონს მხოლოდ მცირეწლოვანი ანტონ როსტომის ძე დაეტოვებინათ.

საშიშარი და საშფოთარი მაინც არაფერია, რამეთუ არის ფიცი მეფისა, ფიცი კათალიკოსისა და თვითონ კათალიკოსი მიუძღვის მეფესთან სტუმრად მიმავალ რაჭველებს.

მოდის როსტომ ერისთავი, ასი მეომარი მოსდევს, ასი კიდევ მსახური — მეაბჯრე გინდა, მეჯინიბე, პირფარეში, ხაბაზი, მზარეული, მეჯოგე, მეღვინე თუ მერიქიფე. სახორცე საქონელი და ფრინველიც მოჰყავთ — ხბო, ერკემალი, ირემი, ინდაური, ქათამი და ხოხობი. დახერხილი თონეები მოაქვთ. სადაც მოემშევათ, იქ დადგებიან ინახად, თონეებს ააწყობენ, ცეცხლს ჩაანთებენ, პურს ჩააკრავენ, სახორცეს წამოაქცევენ...

ნაქერალაზე ძაღლი დაეწია როსტომს, ერთგული ბომბორა. თეოზე აეწყვიტა და გამოქცეოდა ბარაკონის მსახურეულთ.

სადილი ტყიბულში ჭამეს.

ღამე ცუცხვათს გაათიეს, ქაიხოსრო აგიაშვილის საზაფხულო სავანეში.

მეორე დღეს, გლეხის სადილობაზე, ქუთათისს მიატანეს.

მეფეს ხუთასი მეომარი გამოეგზავნა სტუმრების შესახვედრად.

სტუმრებს ეუცხოვათ მეფის ეგზომი „პატივისცემა“. ვარდციხისაკენ გაეშურნენ. თოფის სროლით მიდიოდნენ.

რაჭველთა თოფები უფრო ხმიანად გრიალებდნენ, რადგან, ერისთავის ბრძანებით, მის ყმებს სვანური წამლით დაეტენათ თოფები (თოფის წამალსაც ბარაკონს ამზადებდა რაჭის ერისთავი).

მივიდნენ ვარდციხეს.

გამოეგებათ მეფე და მეფის სახლეული.

ერისთავმა და ერისთვიშვილებმა ხელები და მკერდი დაუკოცნეს მეფეს. დანარჩენებმა მუხლი მოიყარეს და ისე ეთაყვანენ.

საგანგებოდ გაწყობილი სასტუმროებისკენ უნდა წასძღოლოდათ სახლთუხუცესი პაპუნა წერეთელი, მაგრამ როსტომმა არ ინება. ჩვენ ჩვენი სადგომები თან გვახლავს და თქვენ თავს ნუ შეიწუხებთო.

ნაბდის კარვები გაშალეს რაჭველებმა. ბატონისა და მისი შვილებისთვის გამორჩეული, უზარმაზარი კარავი დადგეს, კარ-ფანჯრებით და სასულეებით.

ოცი დღე ინადიმეს და ინადირეს სტუმრებმა და მასპინძლებმა.

მას უკან საიდუმლო თათბირად დაისვა სოლომონმა თავისი კარისკაცები.

არ მოუწვევია მხოლოდ იოსებ კათალიკოსი.

„ხომ ჰხედავთ, რა სიფრთხილით და უნდობლობით გვეკიდება ერისთავი? გეუბნებოდით, ძაღლის კუდი არ გასწორდების-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, ქვეყნის მოღალატეს საკანონო მოვახდევინოთ!“ - ბრძანა მეფემ.

აიწურ-დაიწურა დარბაზი.

არჩილ ბატონიშვილმა უთხრა მეფე-ძმას: სისხლის დაქცევას ნუ ვიკადრებთ; ისეთი რა უნდა გვიყონ ერისთავებმა, თუ მაინცა და მაინც, ცალკეულად გავიპიროვნოთ, და, ვინიცობაა მართლა რაიმე გაბედეს, ჩვენ ჩვენი კერძის დასათრგუნავად ხელი გამოვიღოთო. მაგათში გიორგი ერისთვიშვილი ყველაზე დიდი ვაჟკაცია და გიორგის მე ავიჩემებ სათვალთვალოდ, დანარჩენებს თქვენ მიჰხედეთო.

არც ბერი წულუკიძემ, ზურაბ მიქელაძემ და მამუკა მდივანმა ურჩიეს მეფეს სისხლის საქცევრად ხელის გამოღება.

პაპუნა წერეთელმა მეფეს დაუკრა კვერი, — ერისთავები უეჭველ უნდა ამოვწყვიტოთ, ოღონდ ჯერ უფრო გავძლიერდეთ — ოთია და ივანე მესხები მოვიწვიოთ თავისი ჯარებითო.

არავითარი დაცდა არ გვჭირდება, ახლავე მივუნდეთ და გავჟლიტოთ მოღალატეებიო, — თქვა თამაზა მესხმა.

არც ერთმა მოთათბირემ „თავისი თათბირი“ არ დასთმო.

მაშინ პაპუჩა აბულაძემ მიმართა მეფეს: როგორც ვხედავთ, ვერ შევთანხმდებით, არა და, მე ერთი რჩევა მაქვს და, თუ ინებებთ, საიდუმლოდ მოგახსენებთო,

„ასეთი რა უნდა მითხრა?“ — წადნიერება მოერია მეფეს.

„ცალკე უნდა მოგახსენოთ“, — ჟინიანად ჰკადრა აბულაძემ.

სოლომონმა დარბაზი დაითხოვა.

მარტო პაპუჩა აბულაძე ჩაიტოვა და ჩაიკეტა.

 

 

1.4.15 ნადირობა“ გეგუთისა

▲ზევით დაბრუნება


„ნადირობა“ გეგუთისა

1 დეკემბერი თოვლით შემოვიდა რიონის, ხანისწყლისა და ყვირილას შესაყარში.

მკრთალი, კრძალული სინათლით შემოსულმა რიჟრაჟმა გააღვიძა როსტომ ერისთავი.

სარკმელში გაიხედა. მეფე დაინახა, სასახლის ეზოში მოსეირნე.

ისე მოეჩვენა ერისთავს, სოლომონი სიარულისას თითქოს მისი კარვისკენ მოიწევდა მონუსხულივით.

სწრაფად ჩაიცვა და გამოეწყო როსტომი. გავიდა, ეახლა და ეთაყვანა მეფეს. ასე ადრე რად აბრძანებულხართო, — ესეც ჰკადრა „სხვათა შორის“.

ეს ოცი დღეა სანადიროდ ფეხი არ გამიდგამს; დღეს კურდღლაობის სურვილმა ამიყოლია და აღარ დამეძინაო, — ბრძანა სოლომონმა.

ნადირობის ხსენებაზე ბალღივით გაიხარა ერისთავმა. თვითონაც ნადირობის გიჟი იყო რაჭის ბატონი.

„მოდი ერთი საქმე ვქნათ, როსტომ ბატონო, — გავიდეთ, ვინადიროთ, მუხლი და თვალი გავიმართოთ, გული გავიყვავილოთ. გეგუთს მივიდეთ, იაშვილისას, საღამოს იქ ვიკურდღლავოთ, ხვალ დილით ჩემი კურძუალები ბევრ სეირას გვაჩვენებენ; გეგუთიდან ქუთათისამდე დიდებული სანადირო ადგილებია; შენ ხომ ჯერ არ გინახავს ბროწეულას კურდღლები, რა ცქვიტები და მალხაზები არიან!“ — თვითონაც ბალღივით გახარებული ლაპარაკობდა სოლომონი.

და გამოეწყვნენ სანადიროდ „ბალღები“.

მეფემ პაპუნა წერეთელი წინასწარ აფრინა გეგუთს, ვახტანგ იაშვილთან.

თვითონ სანაოზე გავიდნენ. ვარდციხესა და გეგუთის ჭალებს რიონი ჰყოფს და მეფის სასახლის გასწვრივ უნდა გადაელახათ მდინარე.

რიონზე გადასვლას პაპუჩა აბულაძე აწესრიგებდა.

პირველად მეფე ჩაჯდა ნავში. მერე მისი ამალა მიჰყვა და ყველანი გადაიკრიფნენ მეორე ნაპირს. იქ აღარ შეჩერებულან. მაშინვე გეგუთს გაეშურნენ, იაშვილის სახლს, სადაც ბოლოს თავი უნდა მოეყარა ყველას — სტუმარსაც და მასპინძელსაც.

აი, როსტომიც გაიყვანეს მენავეებმა, პაპუჩა აბულაძის ბრძანებით.

გაიყვანეს როსტომის შვიდი ვაჟიც.

გაიყვანეს რვა რაჭველი აზნაურიც, ერისთავების თოფ-იარაღი რომ ეტვირთათ.

ჯერი მიდგა ერისთავთა ცხენებსა და მეომრებზე.

ნავი გააბრუნეს მენავეებმა ცხენებისა და „რაჭული ჯარის“ გადმოსაყვანად.

პაპუჩა აბულაძემ სმა დააწია მენავეებს:

„აბა, ჩქარა, თუ გიყვარდეთ, ბატონი მეფე მანამ სადილს პირს არ დააკარებს, სანამ ბატონი ერისთავი არ მიბრძანდება თავისი შვილებით! ჯერ ცხენები გადმოიყვანეთ და მოართვით სტუმრებს, მერე ჯარიც მოაყოლეთ“!

მენავეებმა ნავი გააქანეს, ნაპირზე ჯილდს დაატაკეს და გადააბრუნეს. თვითონ მდინარეში გადაცვივდნენ და დაიძირნენ. ნავი რიონმა გაიტაცა.

რაჭველებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ ყველაფერი უბედური შემთხვევის გამო მოხდა — ნავის გადაბრუნებაც და მენავეების „დახრჩობაც“.

შეწუხდნენ სტუმრები.

„შეწუხდა“ პაპუჩა აბულაძეც, მაგრამ „წუხილისათვის“ სადღა „ეცალა“. მაშინვე იაშვილთან კაცი აფრინა — ერისთავებისთვის სასწრაფოდ ცხენები გამოგვიგზავნეო. გაღმა დარჩენილ რაჭველთა ჯარს კი გასძახა: ქუთათისიდან მოიარეთ და გეგუთში ისე ჩამოდითო...

„არ არის ეს კარგი ნიშანი!“ — თქვა ერთმა აზნაურმა.

„რას გულისხმობ?“ - ჰკითხა გიორგი ერისთვის შვილმა.

„უჯაროდ რომ დაგვტოვეს“.

„დაგვტოვეს... თუ დავრჩით?!“

„დაგვტოვეს“.

„ქუთათისიდან ხომ მოივლიან და მოვლენ ჩვენი მეომრები!“

„მოივლიან, მაგრამ მოგვისწრებენ?“

„რას ჰქვია მოგვისწრებენ?“

„რა ვიცი... ისე მოგახსენებთ“.

„ხომ არ შეშინდი, ბიჭო?“

„შიში რა ბრძანება, ოღონდ სიფრთხილე გვმართებს, გიორგი ბატონო“.

როსტომ ერისთავი კი განზე იდგა და მდუმარედ გასცქეროდა, როგორ მიდიოდა მისი ჯარი ქუთათისისკენ, გაღმით, რიონის აღმართ და გასწვრივ.

გასცქეროდა და ეჩვენებოდა რომ ნელა, აუჩქარებლად მიდიოდნენ მისი მეომრები...

ცხენები მოიყვანეს, იაშვილისგან გამოგზავნილი.

როსტომს მიართვეს რჩეული ბედაური.

მაგრამ რაჭის ბატონს არ ეჭაშნიკა „რჩეულად“: იგი თვითონ მეფის ცხენს ელოდა, ან მღვდელმთავრისას.

„ვაი, თუ მართლა ღალატს მიმზადებენ!“ — გულმა ზარავით დაარისხა ერისთავის მკერდში.

„მაგრამ კათალიკოსი წმინდა ბარძიმს როგორ უღალატებდა?!“ — ისევ დაუმშვიდა გული „მეორე გულმა“.

ცხენზე მეჯდა როსტომ ერისთავი.

ყველა ამხედრდა.

გეგუთისკენ გაეშურნენ.

წინ ისევ პაპუჩა აბულაძე მიუძღოდათ.

მდუმარედ ვიდოდნენ.

მაღალ ხიდან ჩიტის ძახილი შემოესმა.

ცუდ რამეს გვამცნობს ეს სკვინჩა ჩიტიო, — წაილაპარაკა ცაგუნიმ.

გიორგიმ თოფი ჩამოართვა მხლებელს. ცხენდაცხენ ესროლა და თავმოწყვეტილი ჩამოაგდო ის ჩიტი ხის კენწეროდან.

„ყველა ჩემი მტრისთვის ასე მექნას!“ — თქვა სიცილით გიორგიმ.

„ამინ!“ — ამოიგმინა ღვრემამორევით მხლებელმა.

გეგუთს მივიდნენ.

ვახტანგ იაშვილის კარ-მიდამოს მიადგნენ.

მეფე ეზოში იჯდა, განმარტოებით და მდუმარებით.

ვახტანგ იაშვილი წამოვიდა სტუმრების შესახვედრად. ათი-თორმეტი კაცი მოსდევდა, ახოვანნი და ძალოვანნი, ყველანი სამასპინძლო ღიმილით პირდამშვენებულნი.

სტუმრები დაქვეითდნენ და მასპინძლებს მიესალმნენ.

და ის იყო, მეფისკენ წარსდგეს ნაბიჯი და უეცრად გოლიათებით გაიჭედა იაშვილის ეზო.

ოთხეულებად დანაწილდნენ და დაეტაკნენ წინასწარ არჩეულ თითო რაჭველს.

ყველა მიწას გააკრეს, შებოჭეს და შეაბორკილეს.

გიორგი ვეღარ დაიმაგრეს.

ორი ზედიზედ დასცა. ჯიმშელა ორჯონიკიძე ყვიროდა: მე მიმიშვით, მაგასთან მომხმარე რად მჭირდებაო. მიუშვეს. გიორგიმ ხანჯალი დააგდებინა და თავთსი ხანჯლით გული გაუპო ორჯონიკიძეს.

მეფისკენ გაიწია გიორგიმ. კიდევ ორი ზორბა ვაჟკაცი დაეძგერა გავეშებულ ერისთვის შვილს — კიკნაძე, დევდარიანი, გურგენიძე და თეიმურაზა ორჯონიკიძე. შებოჭეს. მაინც ყველანი ერთად გაითრია. მეფისკენ მიითრევდა თავსაც და თავდამსხმელებსაც გიორგი.

სოლომონი არ გარყეულა, ისევ გაქვავებული იჯდა სავარძელში.

მხოლოდ მძლავრი, „ქვახეთქია“ თვალები დააშტერა გამხეცებულ ჭაბუკ ერისთავს.

თოფის კონდახები დაუშინეს გიორგის. მაინც ვერ წააქციეს. რომელიღაცამ ჩახმახით დაჰკრა თოფი, ჩახმახის ვერძმა ჩასტეხა კეფა.

გიორგი დაეცა.

გულაღმა გადმოატრიალეს.

მივარდა თეიმურაზა ორჯონიკიძე, გიორგის ხელით მოკლული ჯიმშელას ძმა, და დანით ამოჰკუჭა თვალები ძმის მკვლელს.

ღირსეული მდუმარებით გამოეთხოვა გიორგი ერისთვის შვილი თვალთა სინათლეს.

მდუმარედ ჰხედავდნენ გათოკილი მამა და ძმები მის უნაპირო ტანჯვას.

ჰხედავდნენ... ჯერ ჰხედავდნენ და მალე ვეღარაფერს დაინახავდნენ.

როსტომ ერისთავი გადმოატრიალეს გულაღმა.

დიდხანს აწვალეს, აცოდვილეს და თვალები ვერ ამოსთხარეს განწირულს.

„ხელები ნუ გიცახცახებთ, თქვე საცოდავებო, ჯერ თვალთა კილოები ჩასჭერით და თავისით ამოცვივდებიან თვალთა კაკლები“, — გასაოცარი სიმშვიდით უთხრა ერისთავმა ჯალათებს.

მსხვერპლისგან „განსწავლულმა“ ჯალათებმა მოუთავეს ხელი თვითონ მსხვერპლს.

მივიდა ძაღლი ბომბორა და გაულოკა სისხლიანი ღაწვები პატრონს.

დანარჩენებს ჩამოუარეს ჯალათებმა.

დაუშრიტეს თვალები მეთოდესა, ცაგუნის, კუხნიტის, გივის, ბარძიმსა და სვიმონს.

არც ერთი კვნესა, არც ერთი გმინვა, არავითარი ჩივილა, საყვედური და სინანული არ წასცდენია არც ერთ განწირულს.

ასპიტცემულივით წამოიჭრა სოლომონ მეფე და შევარდა სახლში.

შეჰყვა პაპუნა წერეთელი.

იდროვა ქაიხოსრო აგიაშვილმა, ერისთავის მხლებელ აზნაურებს ბორკილები ახსნა და უთხრა: ახლავე გაიქეცით, ქუთათისისკენ წასულ თქვენებურ ჯარს შეხვდით და ყველამ ერთად რაჭისკენ გაქუსლეთ, თორემ ვერც ერთი ცოცხალი ვეღარ დარჩებითო.

„მერე, ეს უბედურები ასე დავყაროთ?“ - იკითხა ერთმა,

„ამათ თვალებს რაღა ეშველება და დანარჩენად ჩვენ მოვუვლით. აბა, ნუღარ აყოვნებთ, სანამ მეფე და სახლთუხუცესი გამოვიდოდნენ, წადით, რაჭას მიჰხედეთ!“

ააჩქარათ აგიაშვილმა. — რაჭველი აზნაურები ცხენებს მოახტნენ და გაფრინდნენ...

 

2 სანიკიძე ლევან

▲ზევით დაბრუნება


 

ლევან სანიკიძე levan sanikize

დაბადების თარიღი:

26 იანვარი, 1925

გარდაცვ. თარიღი:

29 იანვარი, 2001  (76 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი:

ვერის სასაფლაო, თბილისი

კატეგორია:

ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ მოიწვიეს. 1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ,"გაიუს გრაკხუსი", რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები, "მედეა", "სპარტაკი", "ქუთათურები",  რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე. 1976-81 წლებში გამოქვეყნდა ლ. სანიკიძის საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება "უქარქაშო ხმლები", რომელმაც რამდენიმე გამოცემას გაუძლო. ლევან სანიკიძის კალამს ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: "ანტიკური ქვეყნების ისტორია", "ამბავი კოლხი ასულისა", "რომის იმპერია", "მარიუსი და სულა", "კვერთხი ეშმაკთა", "კეისარიადა", "სამას-სამასი", "ალექსანდრე მაკედონელი", "გიორგი სააკაძე", "დედა ისტორია", "დავით აღმაშენებელი", "თამარიანი", "სავედრებელი გიორგი ათონელისა", "მესამე დასის საქართველო", "წიგნი მოწამეთა", "პონტოელნი", "მკვლელობა ხობის წყლის პირას", "პუნიკური ომები". ლევან სანიკიძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე: პიესები და წერილები.

ბიბლიოგრაფია

წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი