რჩეული თხზულებანი
ექვს ტომად
ტომი
VI
წერილები გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“
თბილისი — 1964
სარედაქციო კოლეგია
აბაშიძე ირასკლი ჭილაია
სერგი ნატროშვილი გიორგი
მასალები ლექციისათვის
„რანი ვიყავით გუშინ“. ი. გოგებაშვილი
ზის ბერძენი ტრაპიზონში და სტირის...
ზის მ.-ი სტამბოლში და ისიც სტირის. ორივენი დასტირიან დაკარგულ სამშობლოს.
მსგავსება გარეგნულია, განსხვავება კი ძლიერი: ბერძენი სტირის იმის გამო, რომ მას
დაეღუპა ელლადა და ბიზანტია — სამშობლო, კულტურა და ერი გენიალური, ბრწყინვალე და
უეჭველად უუზენაესი. მ.-ის სულიერ ტანჯვასა და ცრემლს სულ სხვანაირი ფსიქოლოგიური
სარჩული უდევს. მართალია, ისიც მოსწყდა სამშობლოს, მაგრამ მას გარდახვეწის სევდა კი
არ აწვალებს, არამედ ათჯერ მეტი და ასჯერ უარესი — თვისი ხალხისა და სამშობლოს
არარაობა, ბერწობა, უბადრუკობა.
ზის პოეტი ბოსფორის ნაპირებზე და სწერს მეგობრებს:
„ჩვენი შემოქმედება შეკვეცილია, ფრთა შეჭრილი, დამცირებული და გაუშლელია. (ავტორი
ჰგულისხმობს ქართველ მწერლებსა და საერთოდ ქართველი ხალხის სულიერ შემოქმედებას) და
ეკითხება თავის თავს: „სამშობლო პოეტისათვის, (ხელოვანისათვის) თუ პოეტი
სამშობლოსათვის?“ და თვითონვე იძლევა პასუხს: სამშობლო უნდა იყოს პოეტისათვის. იგი
„უნდა იყოს სტიქია, ატმოსფერა, ნოყიერება, რომელიც აღმოაცენებს შემოქმედებას“. ეს
სქოლასტიური ძიება ძალიან ჰგავს კლასიკურ დავას — რა (თუ ვინ) რისგან (თუ ვისგან)
გაჩნდა, ქათამი კვერცხისგან თუ კვერცხი ქათმისგან? ასეთი კვლევა-ძიება ლოღიკის
ვარჯიშობისთვის სასარგებლოც იქნებოდა, რომ მას არ მოსდევდეს გულის გამტეხი და სულის
გამშავებელი დასკვნა და დასკვნები. პოეტი არც ერიდება ამას, „ბოლოს და ბოლოს ეს
სიტყვა უნდა ითქვას“, და გაბედვით, თავგანწირულებით ვარდება ეჭვიანობისა და
ნიღილიზმის მორევში. საქართველო მას ეჩვენება „იმგვარ ქალად, რომელსაც, სოფელში რომ
იტყვიან, უშვილობის წამალი აქვს დალეული“... „სამშობლო არ აძლევს პოეტს რასმეს და
პირიქით, პოეტი სცდილობს მისცეს მას“ (ისევ ქათამი და კვერცხი მაგონდება)...
დღევანდელი თაობის სულიერი შემოქმედება არარაობას უდრის: „ვერ ნახავ ვერც პოეზიას,
ვერც საქართველოს, და ასეთი ყუმი და უმია ჩვენი პროზაც — აძიგძიგებული, როგორც
ციებიანი ქათამი სამეგრელოში“... „მე მას (საქართველოს) ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ,
და მეშინია: ნუ თუ საქართველო მარტო ეთნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში
გადასული?“... ჩვენი წარსულიც სრული უბადრუკებაა:
„იქ (საქართველოში) მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა
ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და
ყიყვი... არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს
ქართულის იდეისა მე ვერ ვპოულობ, და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში“...
„ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას („ნათლის სვეტს“, „ჯვარს“) და
მეეჭვება თვით რუსთაველიც, თუ ის ჩვენი ცხოვრებისგანაა — უსათუოდ გაუგებრობაა ის,
თუ არა და — ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოემა ადვილად ნაშოვნია
სადმე“....
ამის დამწერს თვითონვე შეეშინდა თავისი უიმედობის: „მე ვიბნევი და მეშინია ასეთი
კითხვების. მაწუხებს ეს აქ (სტამბოლში) ისე, როგორც არასოდეს და ირყევა ჩემი
სიმტკიცე და გული.“ ეშინია, მაგრამ თავაშვებით მისცურავს ნავი ნაღველის ფსკერამდე.
„მე არ მინდა უარვყო საქართველო წარსულში (უკვე უარჰყო) და მომავალში“. და
მომავალსაც ხუთი სტრიქონის შემდეგ უარჰყოფს: „ეს საუკუნე (რაღა მარტო ეს საუკუნე?)
ვერ მისცემს საქართველოს ვერც ერთ პოეტს, ვერც ერთ ჭეშმარიტ მწერალს“.
და პოეტის აფართხალებული აზრი და გრძნობა მტკივნეულად გაჰკივიან:
„შეიძლება ჩვენც ჩაგვყლაპოს იმ არარაობამ, რომელიც სვამს საქართველოს ბედს, მის
სულს და სისხლს საუკუნეთა განმავლობაში“...
„ჩვენ ვვარდებით სკეპტიციზმში (მართალია!), რომელიც ალბად მიგვიყვანს ცინიზმამდე
(ესეც მჯერა!)...
„საქართველო პასიური მოვლენაა“...
„საკუთარ, შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო, და მოკლებული იყო,
მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო
გამართლებას, საკუთარ ათასს ინგლისელ ჯარისკაცს ხელში უჭირავს სამასი მილიონიანი
ინდოეთი. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთი იმიტომ კი არ გაირინდა, ვითომ მისთვის ვინმეს
ჩაეგონებინოს მისი არარაობა, ვერც დააჯერებს ვინმე, რადგან მას ბრწყინვალე წარსული
და დიდებული მომავალი აქვს. იმის პასიურობას მეტად რთული მიზეზები აქვს. ე მ.-ი
მარტო არ არის. ურწმუნობით მრავალია შეპყრობილი და ასეთი სულიერი მოდუნება გადამდებ
სენივით ედება ჩვენი ხალხის მჩატე ნაწილს. აი, ამიტომ ეძლევა მ.-ის წერილს დიდი
ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. მე - თუ ერმა ოც საუკუნეში მართლა ვერაფერი შეჰქმნა და
მეოცდაერთში განგაში ასტეხა — ეხლა კი მთელ ქვეყანას გავაოცებო, ნუ დაუჯერებთ.
დამჩატებულს, გაბერწებულსა და გამოწურულ ხალხს აზრის შეცვლა ვეღარაფერს უშველის.
მაგრამ ჩვენი ბიოლოგიური მოდუნება და სულიერ-პოტენციალური გაბერწება ზღაპარია,
საფრთხობელა, ლანდი, რომელიც პოეტს ღამით ბოსფორის სრუტეში მოეჩვენა.
ნუ მეტყვიან — ფიზიკური ჯიში ანგარიშში ჩასაგდები არ არისო. კულტურების მსოფლიო
გამოფენაზე ანტროპოლოგიურ ჯიშიანობასაც ისეთივე ფასი აქვს, როგორც სულისა და
გონების ამა თუ იმ ნაყოფს, რადგან დახვეწილი ჯიშიც დიდი კულტურის შედეგია, ვისაც
ჰხიბლავს ელლინის პროფილი, რომაელის შუბლი ან ასურელის კუნთი, მას ქართველის თვალი
და ცხვირიც მოაჯადოებს. ოღონდ ჩვენს თვალ-ტანადობას სათანადო გატანა სჭირდება
მსოფლიო გამოფენაზე. ეს საქმე კი პოეტსა და ხელოვანს აქვთ დაკისრებული. და თუ პოეტი
მ.-ი ვერა ხედავს ძველ ბრინჯაოსაგან გამოკვეთილ ქართველის ტიპს, ან იმის ნაცვლად
კრეტინი ელანდება — ეს მისი დაბინდული თვალის ან ნატკენი გულის ბრალია.
ჩვენს ფიზიკურ აღნაგობაში განუყრელად ჩაღვრილია ბიოლოგიური გამძლეობაც. მარტო ეს
ერთი მაგალითიც ნათლად ამტკიო ცებს ჩვენს უბერებლობას: მარტო წინა აზიაში, ჩვენს
გვერდით და გარშემო ოციოდე დიდი ერი და სახელმწიფო დაიღუპა, ზოგნი კი მიილივნენ და
დაიშრიტნენ. ეს ერები რიგრიგად გვფლობდნენ, შემდეგ ბატონები რიგრიგადვე
დაგვეხოცნენ, ჩვენ კი ისევ ფეხზე ვდგევართ და ჩვენი გზით მივაბიჯებთ — დინჯად,
მტკიცედ და უდრეკად. ამ გზაზედ მრავალჯერ ჩავვარდით სამარეში — ზოგჯერ ცალი ფეხით,
ზოგჯერ კიდევ ყელამდის. ეს - ხალხთა ულეველ ჭიდილში ქართველ ხალხს, ებრაელთა უკვდა»
ვება და ჭიანჭველას ძალა აღმოაჩნდა: ვინც ჩვენი შეჭმა დააპირა, ჩვენი შხამით
მოიწამლა.
* * *
რადგან უკან მივიხედეთ, ბარემ ისტორიაც გავიხსენოთ — მოკლედ, თვალის ერთი
გადავლებით. ვინც ამბობს — არაფერი ვიყავითო, თვითონ არაფერი იცის ჩვენს წარსულზე
და უკან მიხედვა - ხშირად სათაკილოდაც მიაჩნია. მე კი ვიტყვი: მხოლოდ ველურები არ
იხედებიან უკან, რადგან დასანახავიც არაფერი აქვთ. მაგრამ ველური არც წინ იხედება:
ერთი ყლუპი რომისთვის დილით საბანს ჰყიდის, ღამით კი სიცივისგან იყინება.
თავდაპირველად ერთი რამ უნდა გავიხსენოთ და დავიხსომოთ: ყოველი ერის ისტორია —
წარსული, აწმყო და მომავალიც — განუწყვეტელი ჯაჭვებით არის გადაბმული მისი ქვეყნის
გეოგრაფიულ მდებარეობასთან. ამ ფაქტორს ყოვლად უძლეველი და გარდუვალი ძალა აქვს.
მას თანაბრად ერთვის ამავე ერის ხასიათი და პოტენციალური წონა. აი, ეს ფაქტორები
ჰქმნიან და ხსნიან ამა თუ იმ ერის წარსულსაც და მყობადსაც.
ძველი ბერძნები პამირის მთიანეთზე ვერ შეჰქმნიდნენ ბრწყინვალე ელინურ კულტურას.
სამაგიეროდ ვერც მონგოლები გასწევდნენ ინგლისელობას. რომაელების კანონიერება და
იმპერია ვერ დაარსდებოდა სოლომონის კუნძულებზე, ხოლო ევროპაში ინდო-გერმანელების
ნაცვლად ჩინელები რომ მოსულიყვნენ, მსოფლიოს ისტორია სულ სხვა გზებით წავიდოდა.
ერთმა დიდმა პოეტმა სთქვა: ღმერთმა თვისი კალთა საქართველოს დააბერტყაო. მეორემ კი
დაიძახა: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა!“ თუ მარტო ბუნებას
ჰგულისხმობდნენ — მართალი უთქვამთ. მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა რომ
მოჰგონებოდათ, ჩემთან ერთად იტყოდნენ: ღმერთმა _ თავისი რისხვა სწორედ ჩვენს
ქვეყანას დააბერტყა. და
ამ მხრივ ჩვენი ბედი საზარელია. გადაავლეთ თვალი ჩვენი მნათობის რუკას და გაიხსენეთ
მსოფლიო კულტურის მთავარი გზა. ყოველივე აღმოსავლეთიდან წამოვიდა — მეცნიერება,
ხელოვნება, რელიგიები და სოციალურ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სისტემებიც. ეს
დიდი მდინარე ჩინეთ-ინდოეთ-შუა აზიიდან ჯერ მცირე აზიაში ჩამოვიდა, შემდეგ
ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს მოედო (საბერძნეთი, ეგვიპტე, რომი, კართაგენი, არაბეთი),
შემდეგ ლათინთა ქვეყნები ააყვავა და დასასრულ ევროპის ჩრდილო-დასავლეთსა და
ჩრდილოეთისკენ შეუხვია. . ეს მდინარე საქართველოს ასცდა. ჩვენ გვერგო მხოლოდ
სანაპირო ტალღები. ამ წინწკლებითაც კი, როგორც დავინახავთ, უხვად ვისარგებლეთ. და
თუ ჩვენი კულტურის ტაძარი ზეცას ვერ მივაბჯინეთ, არც ეს არის ჩვენი ბრალი: მუდამ
გვინგრევდნენ, გვმუსრავდნენ, გვახრჩობდნენ.
ამასაც ქვეით დავუბრუნდები. ეხლა კი ერთხელ კიდევ გადავხედოთ რუკას. მსოფლიო
კულტურის მდინარე მუდამ ზღვის ნაპირებს მისდევს. რამდენადაც უფრო გრძელია რომელიმე
ქვეყნის საზღვაო ხაზი, იმდენად უფრო ძლიერია ამ ხალხის საერთო კულტურა ან წარსულში,
ან ეხლაც, ან მომავალში. გაიხსენეთ ძველი საბერძნეთი, რომი, ჩინეთი, ან ეხლანდელი
ინგლისი, ამერიკა და იაპონია. როცა კოლუმბმა ახალი ქვეყანა აღმოაჩინა და კულტურის
ცენტრი ჩაკეტილ ზღვებიდან ოკეანეში გადაიტანა, იტალიის საზღვაო ქალაქებმა საჯაროდ
იგლოვეს თავიანთი მომავალი დაქვეითება. და მათი გლოვა და შიში მალე გამართლდა.
ბევრმა ხალხმა შეაკლა თავი ზღვისთვის და საზღვაო გზებისთვის ბრძოლას: საბერძნეთმა,
ფინიკეთმა, კართაგენმა და მრავალმა სხვამაც. ინგლისმა რიგრიგად მოუჭრა ეს გზები
თავის მეზობლებს -- ჰოლანდიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და საფრანგეთსაც — და მხოლოდ
ზღვების წყალობით დაიმკვიდრა დღევანდელი ადგილი. უკანასკნელი მსოფლიო ომის საბოლოო
სათავეც აქ არის: გერმანიასაც ისევ ინგლისმა მოსჭრა ზღვებისკენ — დიდი ბაზრებისკენ
გაწვდენილი მარჯვენა. და რუსეთის გაზრდა და განუწყვეტელი ომებიც — პეტრე დიდიდან
მოყოლებული უკანასკნელ დიდ ომამდე — გამოწვეული იყო ჯერ ზღვის მოპოების, შემდეგ
საზღვაო ხაზის გაფართოებისა და ბოლოს შავი ზღვიდან გასვლის უძლეველი წყურვილით.
შავი ზღვის ნაპირებზე არ გაშლილა და ვერც გაიშლებოდა მსოფლიო მასშტაბის
ცივილიზაცია. მხოლოდ ბერძნებმა და გენუელებმა ოდნავად შთაბერეს მას სიცოცხლის სული,
რადგან ხელში ეჭირათ მისი გასაღებიც — ბოსფორი და დარდანელი. ამ მხრივ პორტი ზღვას
უდრის — ვისაც ეს გასაღები ხელში აქვს, და ჩაკეტილ ტბად უნდა ჩაითვალოს იმისთვის,
ვინც მის ნაპირებზე მოსახლეობს.
ჯერ ერთი: ეს ზღვა მიკუნჭულია თაგვის სოროსავით, მოწყვეს ტილია მსოფლიო გზებს.
მეორე: მისი გასაღები მუდამ სხვის ჯიბე“ ში იდო. მესამე: საქართველოს აქ მხოლოდ
ერთი მტკაველი ალაგი ჰქონდა, და მეოთხეც — ჩვენდა საუბედუროდ, ქართველსაც
ებრაელივით ეშინოდა წყლისა. ასე ავცდით მსოფლიო კულტურის გზებს, რადგან თვითონ ეს
გზებიც ასცდნენ საქართველოს. არა მჯერი, ვითომ საქართველოზე დიდი სავაჭრო გზა
გადიოდა, ვითომ აღმო სავლეთისა და დასავლეთის აღებ-მიცემობა აქ იხლართებოო
ვითომ შუა აზიიდან ოქსუსის მდინარით, კასპიის ზღვით, მტკვრით, რიონით და შავი ზღვით
დიდძალი საქონელი გადიოდა და შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ასეთი გზა არსებობდა, მაგრამ
იგი უფრო მთის ბილიკს ჰგავდა, ვიდრე სავაჭრო გზას და ამ დახლართულდაწყვეტილ მილებით
ერთი მუჭა საქონლის დატრიალებაც ძლივს შეიძლებოდა.
დიდი სავაჭრო გზები ასცდა საქართველოს. სამაგიეროდ — და ჩვენდა საბედისწეროდ — დიდი
პოლიტიკურ-სტრატეგიული გზები არ აგვცდენია. და ჩვენც მუდამ ამის გამო ვიღუპებოდით,
ვინგრეოდით იმ სოფელივით, რომლის თავზე და გარშემო განუწყვეტლივ, იბრძვიან ძლიერი
მეზობლები.
ვინ არ მოჰყავდათ ჩვენსკენ ამ გზებს, ვინ არ გადაიარა ჩვენს ზურგზე?! თუ რომელიმე
ტომი დაიძროდა აზიიდან ევროპისკენ. ჩვენს კისერზე უნდა გაევლო, თუ ჩრდილოელები
დააპირებდნენ აზიისკენ თარეშობას, ჯერ საქართველო უნდა გადმოელახნათ. მონგოლები რომ
ვეღარ დაეტივნენ თავიანთ უდაბნოში, ჯერ საქართველო უნდა გაესრისათ და შემდეგ
შეჭრილიყვნენ აღმოსავლეთ ევროპაშე. ორი საუკუნე ვზიდეთ არაბების უღელი, ირანი,
სელჯუკეთი და ბიზანტია ჩვენს თავზე შეასკდნენ ერთმანეთს. საქართველო ყველასთვის ან
მარცხენა ფლანგი იყო, ან მარჯვენა ფრთა, ამიტომ მცირე აზიაში ომი არ ატყდებოდა, რომ
მებრძოლნი ჩვენს ქვეყანაშიც არ შემოჭრილიყვნენ, ხოლო ათიოდე წელიწადიც იშვიათად
გაივლიდა რომ ჩვენს გვერდით და ჩვენს თავზედაც ცეცხლის გრიგალი არ ავარდნილიყო. ვინ
არ გვახვევდა შანთითა და სიკვდილით თავის ეკლესიებსა და ბავრაყებს! ქრისტიანი
ბერძნები ხატებს ამსხვრევდნენ ჩვენს თავებზე და ჯვარის აღიარებისათვის ამავე ჯვარზე
გვაკრავდნენ. სპარსელები ჯერ ზარატუშტრას ცეცხლზე გვწვავდნენ, მერე სუნისტურ
შახსეი-ვახსეით გვჩეხავდნენ. ელლინებს და რომაელებს პოლიტეიზმი მოჰქონდათ, ოსმანები
ნამგალა მთვარის წინ გვაჩოქებდნენ, ასურეველნი იშტარს გვაჩეჩებდნენ. და ვინც კი
მოდიოდა საქართველოში, ყველა ჩვენს სულზე და ნაშრომზე ნადირობდა. მაგრამ ჩვენს
წინაპრებს თავიანთი სულიც, ნაშრომიც და მიწა-წყალიც თავიანთვის უნდოდათ, ამიტომ
დავა თითქმის მუდამ იარაღით სწყდებოდა.
სორბონის, პროფესორმა კოლინიონმა — განთქმულმა არქეოლოგმა და აღმოსავლეთის მცოდნემ
— ერთხელ მითხრა ბაასის დროს: „ქართველი ხალხი სხვაგან სადმე რომ ყოფილიყო
დასახლებული და ნორმალურად განვითარებულიყო, ეხლა ას მილიონზე მეტი იქნებოდა. ამ
პატარა კუნძულს მეტად დიდი ზღვები სჭამდნენო“.
და კინაღამ შესჭამეს. მიუვალმა რუსეთმა მხოლოდ ხუთიოდეჯერ თუ განიცადა უცხოთა ფეხი,
ჩვენ კი ხიდზე ვიჯექით და მუდამ ვითელებოდით. ამიტომ არც საკვირველია, რომ
შედეგებიც სხვადასხვანაირი მოგვყვა. შორეულს თავი დავანებოთ და შედარებით მახლობელი
გავიხსენოთ. არაბებმა ორი საუკუნე გაატარეს ჩვენს ზურგზე. ბუღა-თურქმა მარტო
ტფილისში 50.000 კაცი ამოსწყვიტა. მონგოლებმა თავზე დაგვანგრიეს ბრწყინვალედ
აშენებული შენობა. თემურ-ლენგები, მურვან-ყრუები და ჯელალ-ედინები ერთმანეთს
ეცილებიან ჩვენი ხალხის შემუსვრაში. შემდეგ სპარსეთი და ოსმალეთი საქართველოს
ინაწილებენ, ამავე დროს ხელახლად იწყება — მეათეჯერ თუ მეოცეჯერ — ჩვენი ყოფნა არ
ყოფნის ხანა. შაჰ-აბასი და ოსმალეთი ხელშეკრულებას სდებენ ქართველი ხალხის სრულიად
ამოჟლეტისათვის. აბასი თითქმის აღწევს მიზანს: არღვევს ჩვენს სამხრეთ-აღმოსავლეთს,
ასიათასობით გვმუსრავს, ასიათასობით გვერეკება სპარსეთში და მახვილით გაწმენდილ
ალაგებს ასახლებს იქიდან მოყვანილ ერებით. ამავე გზას მისდევს ოსმალეთიც და გვჭრის
მარჯვენა მკლავს — სამცხე-საათაბაგოს და ტაო-კლარჯეთს. ან სიკვდილი, ან სულის
გამოცვლა — აი მათი მიზანი, რომელსაც ნახევრად მაინც აღწევენ. ტფილისში უკვე
ქართველი როსტომ ხანები და შაჰ-ნავაზები სხედან, ქოშ-ხალათი აცვიათ, შუბლზე ნამგალა
მთვარე აკრავთ, მეჩეთებს აშენებენ, ხოლო ხალხი ათიათასობით იყიდება და სწყდება
სპარსთა და ოსმალების სისხლის გადახალისებისა და დიდი პოლიტიკისათვის. აღმოსავლეთის
ბაზრები სავსეა ქართველი მონებით. ზოგი მტრის ნადავლია, ზოგი ხარკია, ზოგი კიდევ
ჩვენივე გაყიდულია: ერთმანეთს ვიჭერდით და ცხვრებივით ვყიდდით. დიდებს ვიღა სჩივის,
საქმე იქამდე მივიდა, რომ ლეკების მოხარკეობაც კი ვიკისრეთ. თითქმის ორი საუკუნის
განმავლობაში იშვიათად გავიდოდა წელიწადი, რომ მემატიანეს რამდენჯერმე არ ჩაეწერა:
„კვლავ მოვიდა ჯარი ლეკისა, წაახდინეს საქართველო, დასწვეს მრავალი, წაიღეს და
წაიყვანეს ურიცხვი“. ისხდნენ ჩვენს ციხეებში, გვიჭერდნენ ბატებივით და გვყიდდნენ.
სახიფათო იყო სოფლიდან სოფლამდე გავლა ან მინდორში სამუშაოდ გასვლა. ბორჩალო ისე
აიკლეს, რომ ზოგჯერ ერთ კომლსაც ვეღარ პოულობდნენ. ამ დროს — და სხვა დროსაც, ათჯერ
და ათასჯერ — ხალხი ქვაბულებსა, ხევ-ხუვებსა და ტყეებში ცხოვრობდა და იმუსრებოდა —
სიმშილით, სიცივით, ათნაირი სენით და ჭირით
ევროპამ ერთხელ იხილა ჰუნების საშინელება, ჩვენთვის კი რკინისა და ცეცხლის სეტყვა
შეჩვეული ჭირი იყო. ევროპას დღესაც აჟრჟოლებს ატილას და ალარიხის გახსენებაზე,
ზოგმა ქართველმა კი მალე დაივიწყა ათჯერ მეტიც და უარესიც: ჯელალ-ედინი,
მურვან-ყრუ, თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი, აღა-მაჰმადი, შაჰ-თამაზი, ნადირ-შაჰი და კიდევ
მრავალი მათი მსგავსი უცხოელი და შინაური. მაგრამ ამათ უმთავრესი დაივიწყეს:
ქართველმა ხალხმა მაინც გასძლო და მოინელა ეს საზღაპრო ჟლეტა და მუსვრა. მარტო ერთი
ცნობაც ელვასავით აშუქებს და ახასიათებს ჩვენს ბედსა და გზას: დედაქალაქი ტფილისი
ოცდათექვსმეტჯერ წაგვართვეს და დავიბრუნეთ. _ ყოველ ასეთი აკლების შემდეგ ჩვენ
გვრჩებოდა მოპარსული მიწა და ზედ დამდგარი ქართველი — უიარაღო, უსაქონლო,
ხელცარიელი. და მეასეჯერ ხელახლად იწყებდა ქვაბულის კაცივით დანგრეულის აღდგენას.
ტოლსტოი მშვენივრად ადარებს ხაჯი მურატის გამძლეობას თავცეცხლას ეკალს. სდგას იგი
გზის ნაპირას. ყველა სთელავს და უტყაპუნებს. დაგლეჯილ-დაფლეთილია, დამტვრეულია,
მაგრამ მა– ინც სდგას და არა ხმება. ჩვენც ამას ვგევართ და ჩვენი ბედიც ასეთი იყო.
შარა გზა, თავცეცხლა, ათასი გამვლელი, თელვა, ცემა, მსხვრევა და... მაინც ზეზე
ვართ, მაინც ვცხოვრობთ, მაინც ვიცხოვრებთ.
ჩვენ მუდამ ცეცხლში ვცხოვრობდით და ჩვენი კულტურის ტაძარს უფრო მახვილით
ვაშენებდით, ვიდრე ჩაქუჩით და წერაქვით. ხერხემალი მრავალჯერ დაგვიმსხვრიეს, მაგრამ
ისევ ვიმრთელებდით და ისევ ვაშენებდით.
ვიცით, რატომ შესცქერიან ალმაცერად ზოგიერთები ჩვენს წარსულს და მომავალსაც. ჩვენი
წარსული ზოგჯერ მართლა საზარელია. იგი სავსეა შავი ფურცლებით, საზღაპრო
საზიზღრობით. ყოველნაირი ლენცოფა და შხამიანი ბალახი უხვად არის გაბნეული ჩვენს
გზაზე: ურთიერთის ჭამა და მუხანათობა, ღალატი და მზაკყრობა, „ყიყვი და ეშმაკი“.
მაგრამ ამის გამო ჩვენი წარსულისა და საკუთარი თავის დაფასების დროს საღი მსჯელობის
უნარს ნუ (თავკარგავთ და უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. გავიხსენოთ და დავიხსომოთ
ბუნების ერთი კანონი, რომელსაც ვერავინ გაექცევა: დავრდომილის, დამარცხებულის
სხეულში და ტანზედაც მუდამ ჩნდება ათასნაირი შხამიანი ბაცილა, მუწუკი და ჭირი. ჩვეი
შინაური რღვევა და აღრევაც, მზაკვრობა და მუხანათობაც, ყიყვი და ეშმაკიც“ მუდამ
შედეგი იყო ჩვენი დამარცხებისა გარეშე
მტრისგან. ძარღვგადაჭრილი, იმედდაკარგული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს
საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას. ამიტომ მოსდევდა ხოლმე ჩვენს დამარცხებას
ანარქია, სიმშილი, ეპიდემია, ზნეობრივი გახრწნა, განდგომა, კონდოტიერობა და დაშლა
პროვინციებად. გამარჯვებული მუდამ ხელს უწყობს ამას: შლის, არღვევს, აქეზებს,
ერთმანეთზე უსევს და ამრავლებს „ყიყვს და ეშმაკს“ ღა ჩვენს ისტორიაში წითელი
ზოლებივით მოჩანს გამარჯვებული მტრის მომუშავე მკლავი. ამით და მხოლოდ ამით
აიხსნება რომ საქართველო თითქმის მუდამ დაქსაქსული იყო. ეს არის იმის მიზეზიც, რომ
საქართველოში ვერ გამკვიდრდა თვითმპყრობელი მეფობა. სპარსეთი ჩვენში მუდამ იცავდა
ფეოდალიზმს, რადგან ათმეფობა ერჩივნა ერთმეფობას. მისი პოლიტიკა ბუნებრივიც იყო:
Divide et impera — გაჰყე და განაგე! აი, საიდან შემოვიდა ჩვენს ისტორიაში — და არა
ჩვენს ბუნებაში — „ყიყვი და ეშმაკი“. მომეცით ხელში ანგელოზი და, თუ ყოველივე
ვიკადრე, ეშმაკად გადავაქცევ. შემდეგ გაანთავისუფლეთ — ისევ ანგელოზად გადაიქცევა,
რადგან მისი ბუნება და ხასიათი უცვლელია. „საქართველოში მე ღვთის ხელს ვერ
ვნახულობ“ — სწერს მ.-ი და მეორე სტრიქონშივე პოულობს მას: „ჩვენშია ჩამჯდარი
ეშმაკი და ანგელოზი“ — იგივე ღვთის ხელი. და სწუხს პოეტი ამის გამო — ლამის
დასწყევლოს ან უკვე სწყევლის ქართველობას. დავამშვიდებ მ.-ს: - ჩვენ, ქართველები,
ანგელოზები არა ვართ. ამ ქვეყნად ცალცალკე მარტო ანგელოზები ან ეშმაკები არცა
ცხოვრობენ. ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც სხვები — ყველანი, და ჩვენცა
გვყავს (თუ გვაქვს) ეშმაკიც და ანგელოზიც. ცალთვალა მხოლოდ ერთ-ერთს ხედავს: ან
მარტო ანგელოზს (რომანტიზმი), ან მხოლოდ ეშმაკს (ნიგილიზმი, პესიმიზმი). ორთვალა კი
ყოველი ხალხის ხასი“ ათსა და ისტორიაში ადვილად აღმოაჩენს ორივეს. არ არსებობს
ტომი, რომ თავისი გენიალობა (ანგელოზი) არა ჰქონდესო, და ყვე“ ლა ხალხში ვპოულობთ
გენიალობის ელემენტებს.
მ.-მა სიტყვა „ანგელოზი“ ახსენა, მაგრამ ქართველის გულში თვალიც ვერ მოჰკრა
სიმართლეს, ღვთის ხელს ან. ამ ანგელოზს, რადგან ცალი თვალი დახუჭული ჰქონდა, ხოლო
ცალთვალობაში რომელიმე უკიდურესობაში — სიმართლეს არასოდეს არ შეუნეო. ნია — თუნდაც
ისევ ცალის თვალით. ჩემთვის კი ერთი რამ არის ცხადზე უცხადესი: საჭიროა, უეჭველად
საჭიროა სიმართლის აღდგენა, ანგელოზის მოძებნა და პოვნა, თორემ არ ძალუძს უანგ.
ლოზოდ ცხოვრება და განვითარება არც ცალკე პიროვნებას, არც ეროვნებას, არც რომელიმე
მის ნაწილს. ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომ ვინც (ერმა თუ
პიროვნებამ) თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან განთავისუფლებული
ალაგიც ჩიყვსა და ეშმაკს დაუთმო. ხოლო ვისაც მარტო ეშმაკი დარჩა, თვითონაც
გაეშმაკდა — გონებითაც, სისხლითაც და სული– თაც. რწმენა ვინმესი ან რამესი —
ქრისტესი, მაჰმადისა, ეროვნებისა, პროგრესისა ან თუნდაც რომელიმე კერპისა — აი,
მხოლოდ ეს რწმენა და განვითარებული გონება ანსხვავებს მეტყველ ადამიანს ურწმუნო
პირუტყვისგან. სრულს ურწმუნოებას ისევ სატანიზმი სჯობია. ძველი ქალაქების — სუზისა
და პერსეპოლისის ნანგრევებზე დღესაც დარჩა ერთი მუჭა ხალხისა, რომელიც სატანას
სცემს თაყვანს. ურწმუნოებას კი ფეხდაფეხ მოსდევს სკეპცისი და ცინიზმი (ამას მ.-იც
აღიარებს), გარინდება და ნირვანნა, ნებისყოფის აბულია და სიკვდილი, ანუ უფრო
უარესიც — ზნეობრივი გახრწნა, ეროვნულ-ფიზიკური დეგენერაცია, ასნაირი ბოროტება,
ავაზაკობა და ისევ უსახელო სიკვდილი.
* * *
წარსულში ეშმაკები ვიყავით — ამბობენ ზოგნი — ხვალ კი ანგელოზებად გადავიქცევით. ნუ
დაუჯერებთ ასეთ ცალთვალებსაც, ვინაიდან არარაობისაგან არარა გამოვა გარდა
არარაობისა.
გუშინ ანგელოზები ვიყავით, დღეს კი ეშმაკებად გადავიქეცით და მუდამ ეშმაკებად
დავრჩებითო — გვარწმუნებენ მეორენი. ნურც ამათ დაუჯერებთ, რადგან ამათ გულშიც
თითქმის მარტო ეშმაკიღა ცხოვრობს.
ყიყვი და ეშმაკი წარსულშიც, დღესაც, მომავალშიც — დაგვჩხავიან მესამენი. და ჩემი
წერილიც ამ ყორნების საპასუხოდ არის დაწერილი (დიდი ბოდიში მ.-ის წინაშე). წარსულში
ეშმაკეული ნაჭარბევიც გვქონდა. ზოგი აღვნიშნე, ზოგი თვითონ მკითხველმაც გაიხსენოს.
ეხლა კი ანგელოზიც უნდა დავანახო ცალთვალებს. ზოგი უკვე მოვაგონე, ზოგსაც ეხლა
მოვახსენებ.
ყოველ ერს აქვს სამი დარგი კულტურის: მატერიალური, გონებრივი და სულიერ-ზნეობრივი.
მათი ჯამი შეადგენს ეროვნულ კულტურას. გაკვრით მაინც გადავავლოთ თვალი ჩვენს
წარსულს და ვიპოვოთ დაკარგული ანგელოზი.
ჯერ კიდევ ჩვენი უძველესი წინაპრები — ხეთები პირველობას ედავებოდნენ მაშინდელ
უუმძლავრეს სახელმწიფოს — ასურეთს. მაშადამე, ჩვენი დასაბამიც ყოველ მხრივ მსოფლიოს
სიგრძე — სიგანისა ყოფილა. ყიყვი და ეშმაკი მაშინდელ ასურეთს კრინტსაც ვერ
შეუბედავდნენ. მაგრამ იმ ჭიდილში დავმარცხდით, ნელ-ნელა კავკასიონის ქედს მივეყუდეთ
და აქ დავიწყეთ ახალის აშენება.
მოსხებმა და ხალიბებმა — იმავე ქართველებმა — ლითონის მრეწველობა შეჰქმნეს, და ჯერ
კიდევ სადაოა, სად აქვს ლითონის კულტურას სათავე — აღმოსავლეთში, ატლანტიაში თუ
საქართველოში. არგონავტებიც ჩვენმა დიდმა სიმდიდრემ მოიზიდა. რაც უნდა იყოს, ამ
მხრივ არავის ჩამოვრჩით, და ისიც ცხადია, რომ ხეთების მომდევნო ქართველებსაც
შეუნარჩუნებიათ უუმძლავრესი კულტურა და საქვეყნოდ გამოუჩენიათ დიდი გენიალობა.
მოგვებისა და ორმუზდის რელიგია ქრისტიანობით გავდევნეთ. ბერძნები მრავალი საუკუნის
განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენს გაბერძნებას ქრისტეს სახელით, მაგრამ ქართულმა ენამ
უკვე VII — VIII ს-ში ლაზიკამდე განდევნა დიდად კულტურული ბერძნული.
ამავე ხანებში ჩვენი საერო ლიტერატურა ნელ-ნელა თავს იხსნის ეკლესიის
მზრუნველობისგან, სხვაგან კი პირუკუღმა ხდება: მონასტერი თითქმის სავსებით
იმორჩილებს საერო კულტურას, როცა ევროპა-ბიზანტია შავმა ფანატიკოსობამ მოიცვა,
ჩვენში დიდი ჰუმანისტური ეპოქა დაიწყო. ამ მოვლენას უუდიდესი მნიშვნელობა ეძლევა
ქართული კულტურისა და ხასიათის დასაფასებლად და გასაგებად. ჩვენ, ქართველებმა
ევროპას დავასწარით ჰუმანისტურ ეპოქის შექმნაში. უდავოა და ზემოხსენებულს
ადასტურებს მეორე ფაქტიც: საბერძნეთიდან ნეოპლატონიზმი განიდევნა, საქართველოში კი
თითქმის თავისუფლად ვითარდებოდა. გაიხსენეთ თუნდაც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსი
პეტრიწონელი და მრავალი მათი მიმო დევარი. ამ ხანებში ევროპა იცნობდა პროკლეს
სახელმძღვანელოს — შემოკლებულსა და დამახინჯებულს, პეტრიწონელმა კი დაგვიტოვა
მშვენიერი თარგმანი და თავის მიერ შესანიშნავად დაწერილი განმარტებანი ამ წიგნის.
მისი მსგავსი თავისუფალი მოაზროვნე მრავლად გვყავდა, საბერძნეთსა და ევროპაში კი
ასეთ ხალხს მრავლადვე სწვავდნენ, იქ შოთას და იოანეს ცეცხლი არ ასცდებოდათ, ჩვენმა
ნათელმი გონებამ და მომთმენმა სულმა კი, ვინ იცის, ვის და რას არ მისცა არსებობისა
და განვითარების ასპარეზი.
დავით აღმაშენებელი ამშვიდებს ფეოდალებს, აწესრიგებს სასულიერო ცხოვრებას, დიდად
ზრუნავს მწიგნობრობისათვის, კულტურისათვის და უცხოელთათვის. ეს უცხოელები
ადასტურებენ. რომ მუსლიმანები მაშინ საქართველოში უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე თავიანთ
ქვეყნებში. დავითი აარსებს ჩვენში უმაღლეს სკოლას, სადაც თავს იყრიან უცხოელი
მოსწავლენიც. თავის თავს ქრისტეს მახვილს უწოდებდა, მაგრამ ამავე დროს მუსლიმანებს,
სუფებს და პოეტებს თავშესაფარს უშენებდა, საცხოვრებელს აძლევდა, აჯილდოებდა. იმის
შვილს დიმიტრის სინჯარის სულთანთან არაბულ და სირიულ ენებზე აქვს მიწერ-მოწერა.
ცხადია, იმ დროის თაობამ —და დიმიტრიმაც — ბერძნულიც და სპარსულიც კარგად იცოდნენ.
ამ ხანებში XI საუკუნიდან მონგოლების მოსვლამდე (ადრეც და შემდეგაც) — ქართველებმა
მთელ ქვეყანას ცხადად დაუმტკიცეს, რომ მათ ომის გარდა წესიერი სახელმწიფოს აშენებაც
და უცხოელების გამოყენებაც შეეძლოთ. ყველანი მუშაობდნენ საერთო სახლის აგებისათვის:
ქართველები, სომხები, მუსლიმანები, ოსებიც და აფხაზებიც.
იმ ხანებში უკვე არსებობდნენ და უმაღლესამდე ვითარდებიან სახელმწიფოებრივი
ორგანოები: ჯარი, ბეგარა, ფულის სისტემა, მიმოსვლა, გადასახადი, აღწერა,
სასამართლო, საერთოდ უფლება და დანარჩენი ატრიბუტები ნორმალურ ორგანიზმისა.
„ერთმანეთში ითქვიფებოდნენ ნასესხი იურიდიული ნორმები, საერო და საეკლესიო — სწერს
აკადემიკოსი ნიკო მარი — ადგილობრივი ტრადიციები და ჩვეულებანი. განყენებული
მწიგნობრული ფორმულები შეუთვისეს ქართულ რეალურ ცხოვრებას. მუსლიმანური უფლება
ჩაექსოვა რომისას, არაბული ნორმები ჩაეხლართა ბიზანტიურს“.
ჩვენ მარტო ჰუმანიზმით არ დაგვისწრია ევროპისთვის. ჩვენებური დარბაზი ჩანასახია
პარლამენტარიზმის. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა ალაგმა ფეოდალიზმი, ხოლო თამარის
დროს უგვარიშვილო მსახურნი ამირ-სპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი
სახელმწიფოს უმაღლეს საფეხურზე ადიან. ამავე ხანებში ჩნდება ერთგვარი
პარლამენტარული მოძრაობა. მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ-არსლანის დასი თუ წრე თხოულობს
თამარ მეფისგან „კარავში დასხდომ: “ — პარლამენტის მსგავსი დაწესებულების
შემოღებას. მართალია, ეს აზრი და მოთხოვნა ფეოდალებისგან მოდიოდა, მაგრამ ინგლისის
„ჰაბეას კორპუს“ და პარლამენტარიზმის საძირკველიც ხომ ფეოდალების შექმნილია!
შედარებით აღმოსავლეთთან ჩვენი დედაკაცი თავისუფალია. თითქმის მამაკაცის სწორია,
თამარი და რუსუდანი ტახტზე ადიან. იყო პერიოდები, როცა წერა-კითხვას და ცოდნას უფრო
დედაკა(პი ავრცელებდა და ინახავდა, ვიდრე მამაკაცი. შავ მთაზე, ანტიოქიის მახლობლად
ქართველი მონაზონები სთარგმნიან, რედაქტორობენ და მასწავლებლობენ. იგივე ხდებოდა
ჩვენშიც. ამორძალობა ზღაპარი არ არის, უკვე საშუალო საუკუნეებში ერთი ევროპიელი
მწერალი (V. Belovacensis) ადასტურებს, რომ ზოგი ქართველი ქალი სამხედრო
ხელოვნებასაც სწავლობსო. როცა ქართველ ქალს ჩვენს მწერლობასა და ხელოვნებაში თვისი
წვლილი შეჰქონდა, აღმოსავლელი დედაკაცი ჰარამხანასა და ჩადრში იხრჩობოდა. ისიც
არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ მუდამ ვიბრძოდით ქალის ხელების გახსნისა და
პირბადის გადაგდებისათვის, ჩვენზე გამარჯვებულ აღმოსავლეთს კი თან მოჰქონდა ჩადრი,
ჰარამხანა და საჭურისთა ინსტიტუტი.
მონგოლთა შემოსევამ რომ აღგავა ჩვენი ძველი კულტურის დიდი ნაწილი — ეს უდავო
ამბავია. მაგრამ იმ ეპოქის მცირე ნაგლეჯები მაინც დაგვრჩა.
დავითისა და თამარის დროს საქართველოში საავადმყოფოები ჰქონიათ. ამ ერთ წვეთში
თვალხილულს შეუძლიან დიდი კულტურულლი ქვეყანა დაინახოს. ჩიყვი და სურავანდი იმ
ხანებში სამკურნა– ლოებს ვერ დააარსებდნენ. ჰკითხეთ ექიმს, რომელიც კარგად იცნობს
ჩვენებურ სახალხო წამლობას. ბევრისგან . გამიგია, რომ მკითხაურ მეთოდებთან ერთად
შესანიშნავი სამკურნალო წამლები მოგვეპოვებაო. არის ცნობა, რომ მეფე ლუარსაბის ძმა
დაუთ-ხანი აქიმობით მთელს მცირე აზიაში ყოფილა განთქმული. მარტო ქვემორე ამბავი
რამდენად ეღირებოდა ევროპიელ რომელიმე ერისათვის: ყვავილის აცრა ინგლისელმა
მეცნიერმა ჯენერმა მოიგონა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ბერძენი ემანუილ ტიმონი
კი სწერს 1713 წელს, რომ ქართველები დიდი ხანია ყვავილს აცრით სწამლობენო. ჯენერი
ამშვენებს ინგლისურ მეცნიერებას, ჩვენზე კი არავინ ლაპარაკობს. მაგრამ ჭეშმარიტება
ხშირად სდუმს, როცა პლაკატი საქვეყნოდ გაჰკივის.
ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ ობსერვატორია გვქონდა ტფილისში. იმავე ხანებში და უფრო
გვიან — ისევ მონგოლების შემოსევამდე — საქართველო დასერილი და სავსე იყო გზებით,
არხებით, ქვითკირის შენობებით, მშვენიერი ციხე-სიმაგრეებით და საუცხოვო ტაძრებით.
ცხადზე უცხადესია, რომ ამისთვის უდიდესი შრომისა და სიმდიდრის გარდა საჭირო იყო
ცოდნა მექანიკის, ჰიდროტექნიკის, მათემატიკისა და მრავალი დამხმარე საგნების.
„იმ მხარეში — სწერს მარი კლარჯეთის შესახებ — ეხლაც სჩანან ნანგრევები საუცხოვო
ქართული ტაძრების და სამონასტრო შენობების, ნაშთები მშვენიერი გზების, რომელნიც
გამოჭრილი იყო პიტალო კლდეებზე, ღრმა ხევების კიდურებზე, ერთკამარიანი ხიდები,
რომელნიც გადებულნი იყვნენ მთის მდინარეებზე და ნაწილობრივ ეხლაც ვარგისნი არიან,
ნანგრევები კიბეების (ტერასები) ფერდობებზე ვენახებისა და ბაღებისათვის, სარწყავი
სისტემა — არხები, რომელთაც ალაგ-ალაგ აქამდე შერჩათ ქართული სახელები, უუზარმაზარი
საწნახელები და მარნები, იქვე მოჰყავდათ ვაზები — რამდენიმე ათეული ქართული ჯიშის,
რომელთაც შერჩათ ქართული სახელები... ნანგრევები და განვლილი ეპოქები ცხადად
გვიჩვენებენ ხალხის იმდროინდელ საოცარ კეთილდღეობას — მატერიალურსა და სულიერს.
ყოველივე ეს და მრავალი სხვაც, უფრო ინტელექტუალური ხასიათის ნაშთები, აღმოჩენილნი
აქა-იქ დარჩენილ ქართული ლიტერატურის ადგილობრივ ძეგლებიდან ნათლად გვაჩვენებენ თუ
რა შეეძლო პატარა ქართველი ხალხის გენიალობას, როდესაც ეს ხალხი ნაწყვეტ-ნაგლეჯებად
მოიპოვებდა ხოლმე თავის კულტურულ ძალ-ღონის მშვიდობიანსა და თავისუფალ განვითარების
საშუალებას.
ასევე ცხოვრობდა და ვითარდებოდა დანარჩენი საქართველოც. კიდევ ერთი პატარა ფაქტი,
რომელიც დიდ ტომს უდრის: მარტო მტკვარზე, ტფილისიდან მტკვრის სათავეებამდე ოციოდე
ქვითკირის ხიდი იყო გადებული, დანარჩენს თავი დავანებოთ: ოციოდე • ხიდი, რამდენიმე
ათეული ქართული ჯიში ვაზის, ფერდობ-გორებზე გაშენებული საწნახელები და მარნები,
კლდეებში გამოჭრილი გზები, გრძელი დიდრონი არხები — მხოლოდ განზრახ თვალდახუჭული
ვერ დაინახავს ამას, ვერ გადააბამს ერთმანეთს და ვერ გამოიტანს აქედან ერთს მთლიან
სურათსა და დასკვნას: მარტო ჩიყვი, ეშმაკი და არარაობა ვერ ააყვავებდნენ ამრიგად
მთაგორიან ქვეყანას. ამის შექმნა შეეძლო მხოლოდ „ანგელოზსა და ღვთის ხელს“,
რომელნიც აჟინებული სიკერპით გაურბიან ზოგიერთებს, რადგან — (ცხადია ჩემთვის —
თვითონ ზოგიერთებიც გაურბიან ჩვენს „ანგელოზსა და ღვთის ხელს“. ასეა მუდამ: ვინც
ანგელოზს გაექცა, მას თვითონ ანგელოზიც გაუწყრა და სასჯელად დაბრმავების განაჩენი
დაუტოვა. ახია მათზე! იარონ ამიერიდან თვალდახუჭულებმა და „ნგელოზის ნაცვლად ატარონ
ჩიყვი და ეშმაკი, ვნახოთ როდემდის გაუძლებენ!
მაგრამ ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით გულის მოფხანით. საჭიროა კვალდაკვალ გავყვეთ
ურწმუნოებით შეპყრობილებსა და დავრდომილებს და ზოგი რამ კიდევ გავახსენოთ — თუნდაც
მხო(ლოდ გაკვრით და ზერელედ. შპენგლერი ფიქრობს, რომ არაბების გენიალობამ შეჰქმნა
არაბესკა — ჩუქურთმა, ელლინებისამ — ქანდაკება, ხოლო ევროპისა — ფუგა. ამ დიდ
ადამიანს ერთი რამ არა სცოდნია: ფუგა ევროპიელებზე ადრე ქართულ მუსიკაში
მოიძებნებოდა. აქაც დავასწარით ევროპას, და შპენგლერს რომ ყური მოეკრა ამ
ამბავისთვის, თავის კლასიფიკაციას სხვანაირად ააშენებდა და ფაუსტურ ცივილიზაციას
სხვა საფუძველს მოუძებნიდა. ასეა თუ ისე, დიდი შპენგლერი დიდი ევროპის დიდ კულტურას
ფუგით ახასიათებს, ეს ფუგა კი ქართველმა ხალხმა დიდიხანია ჩააქსოვა „მუმლი და
მუხასა“ და მრავალ სხვა ხალხურ კილოებში. ამის შემდეგ კიდევ გამოვა ვინმე და
იტყვის: მე ღვთის ხელს ვერ ვხედავ ქართველ ხალხშიო!
რაკი მუსიკა გავიხსენეთ, ბარემ კიდევაც გავყვეთ მას. უდავოა, რომ რიტმიკის მხრივ
ვერც ერთი ერი ვერ შეედრება ქართულ სიმღერას. მუსიკისა და სიმღერის დიდი მცოდნე
პროფ. კონდაკოვი და მრავალი სხვაც — აღტაცებული იყო ჩვენი სიმღერებით. ჩვენი
ორხმოვანი და სამხმოვანი სიმღერა ხომ არავის უთმობს პირველობას კულტურულ დავთარში.
უკვე რამდენიმე საუკუნის წინ ჩვენ გვქონდა ჩვენებური ნოტები, რომელნიც ეხლაც
წაუკითხავი არიან.
რაღაც ათიოდე წლის წინად პირველად დაიდგა ქართული ოპერა, დღეს კი ათიოდეც
მოგვეპოება. იმავე ხანებში ქართველი მუსიკოსი — მომღერალი, შემსრულებელი — თითებზე
დაითვლებოდა, დღეს კი საცაა მარტო ჩვენივე ძალებით დავდგამთ ჩვენებურსა და უცხოელთა
ოპერებს. მაგონდება ერთი ამბავი: რუმინეთში მხოლოდ რამდენიმე წლის წინად დასდგეს
პირველი რუმინული ოპერა. ეხლა გაიხსენეთ, რომ ეს ქვეყანა თითქმის შუა ევროპაში
მდებარეობს, მას ჰყავს ჩვიდმეტი მილიონი მოსახლე და მრავალი ათასი მუსიკოსი,
გაიხსენეთ და შეადარეთ ჩვენს ქვეყანას, პასუხი ცხადია: შედარებით — სხვა მეთოდი
მსჯელობისა არც ! არსებებს — შედარებით სხვებთან ამ მხრივაც საჩივლელი არაფერი
გვაქვს, ხოლო დასაქანი ძალიან ბევრი მოგვეპოვება.
რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვყავს კარუზო, პატტი, შალიაპინები, ბეტჰოვენები და
ვაგნერები, მაგრამ ასეთი დიდი არტისტები და კომპოზიტორები მთელ ქვეყანაზე ოთხიოდე
ერს თუ ჰყავს. ინგლისელებს კი ამ დარგში მცირეხარისხოვანი ხელოვანიც არა ჰყავს,
სამაგიეროდ მათ შემოქმედების სხვა დარგებში გამოიჩინეს თავიანთი გენიალობა.
ქანდაკება არასოდეს ყოფილა ჩვენში განვითარებული. ამჟამად კი ხუთიოდე კარგი
მოქანდაკე გვყავს და ახლებიც იზრდებიან, მოდიან, მოაბიჯებენ, სამაგიეროდ ერთ დროს
უმაღლეს საფეხურს მიაღწია ქანდაკების მონათესავე დარგმა — ჩუქურთმამ და ბარელიეფმა.
საფარის ბარელიეფებმა დიუბუა დე მონპერე, კონდაკოვი და სხვებიც გააოცეს და
აღაფრთოვანეს. მერე ვინ იცის, რამდენი მისი მსგავსი დაიკარგა და დაინგრა.
არქეოლოგმა უვაროვამ ალაბასტრის კანკელი მოარღვია და ყუთებით წაიღო, ხოლო
სპარსელები, ოსმალები, მონგოლები და ლევაშოვები ჩვენი ხელოვნების საუკეთესო
ნიმუშებს, სამკაულებსა და თვალ-მარგალიტს პარკებით, აქლემებით, ურმებით და
ფურგონებით ეზიდებოდნენ. და საუკუნეთა განმავლობაში თითქმის დააცალიერეს საქართველო
შესანიშნავ ორნამენტალურ ხელოვნებისაგან. ხელთ შეგვრჩა მხოლოდ ტაძრების ნანგრევები,
ჩუქურთმიანი ქვები და ეგზარხოსების მიერ შელესილი ფრესკები. ხოლო მინანქრობის,
ოქრომჭედლობის და მინიატურების საუკეთესო ნაწილი დაიკარგა, განიავდა.
ზოგი რამე მაინც შეგვრჩა. და ეს ზოგიც საკმარისია, რომ წელში გავსწორდეთ და მტკიცედ
შევხედოთ თვალებში ჩვენს შორეულსა და მახლობელ მეზობლებს.
„ქართული ხელოვნების მხატვრული ნაწარმოები შესანიშნავის ტექნიკით არის შესრულებული,
— სწერს კონდაკოვი, — „ორნამენტი აქ განსაკუთრებულად იფურჩქნება და ბრწყინავს
ხელოვნებით... ნაკეთობის მეტს სრულყოფას ვერ შეხვდებით თვით ბიზანტიაშიც კი“.
ასეთი ამონაწერებით მთელი წიგნის გავსება შემეძლო, მაგრამ ესეც კმარა. ქანდაკების
დარგშიც არა გვყოლია მირონი, სკოპასი, პრაქსიტელი და მიქელ ანჯელო, მაგრამ ასეთი
გოლიათები არც. სხვებს ჰყოლიათ. სამაგიეროდ ჩვენი ორნამენტი, მინანქარი და ფრესკა
არავის დაუვარდება — არც ბიზანტიას, არც იტალიას, სადაც უმაღლესობამდე განვითარდა
ეს დარგები ხელოვნების. - ჩვენი ფრესკა უკვე განთქმულია მცოდნეთა შორის. მაგრამ
დღეს თუ ხვალ ისინიც გაოცდებიან, როცა გადაშლიან უბისის პატარა ეკლესიის მხატვრობის
ალბომს და დაინახავენ ვინმე „ცოდვილ დამიანეს“ გენიალობას.
მხატვრობაც უმთავრესად საეკლესიო გვქონდა. საერო კაცების პორტრეტებიც მონასტრების
კედლებზე იხატებოდა. გაწყვეტილი ძაფი ძლივს-ძლიობით გადაება წარსულ საუკუნის
მიწურულში, დღეს კი ოციოდე ძალიან კარგი მოქანდაკე და მხატვარი გვყავს. ხოლო
ზოგიერთები იმდენად დაწინაურდნენ, რომ მათი შემოქმედების შესახებ მონოგრაფიები
იწერება რუსეთსა და საფრანგეთში. ამ ფაქტსაც უდიდესი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა
აქვს. მაგრამ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“. და ამ ბრძნულ ანდაზასაც ჩვენში
ასჯერ უფრო მეტი ძალა ჰქონდა და ეხლაც აქვს, ჩიორე გვგონია. რიდი, მორცხობა,
ურწმუნოება საკუთარი ძალების — ასეთია ბუნებრივი ფსიქიკა პატარა ხალხის. და ამ
კანონს ვერც ჩვენ წავალთ, ამიტომ საკუთარის დამცირებაც, მე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ
მოვლენად მიმაჩნია. მეტად ღრმა და ზოგჯერ უძლეველი მიზეზები აქვს ამ მომღუნავ სენს,
ამიტომ მისი განკურნებაც საუკუნეების მანძილზე შეიძლება. ე
ვუბრუნდები წარსულს. ჩვენი ხელოვნების ერთმა დარგმაც — ხუროთმოძღვრებამაც —
უუმაღლეს საფეხურს მიაღწია. სრასასახლეები დაინგრნენ. იქნება ვატიკანი, ესკურიალი
და პერსეპოლისი არცა გვქონია. სამაგიეროდ დარჩნენ ციკლოპიური მანგლისი, უფლისციხე,
ვარძია და დიდი ტაძრები მცხეთის, ბანასი, გელათის, ოშკისა და მრავალი მათი
მსგავსისა და ტოლის. მათს წერილობას ნახავთ ხელოვნების ისტორიებში, ასეულ ტომებში
და დიდ ლექსიკონებშიც.
ყოვლად უდავოა, რომ ქართველის გენიალობამ ამ დარგშიც შეჰქმნა საკუთარი სტილი.
ჩვენში ნახავთ ბაზილიკას, მრგვალსაც, ჯვარსაც და მათს თავისებურად
შეერთება-შეხამებასაც. ქართული გუმბათი თავისებურია, უნიკუმია. ხელოვნების
ისტორიკოსი ვერ ასცდა ჩვენს ხუროთმოძღვრებას, ხოლო გერმანელმა მეცნიერმა კოხმა
სთქვა და დასწერა: აღმოსავლეთში ორი უუდიდესი ნაშთია არქიტექტურის — აია სოფიო და
ბანას ტაძარიო. " აია სოფიოს ათიათასობით უძღვნეს ხოტბა, რადგან იგი ქვეყნის
გზაჯვარედინზეა გამოჭიმული, ბანას სანახავად წასვლა კი დღესაც საგმირო მგზავრობად
არის მიჩნეული. სპეციალისტებმა კი იციან, რომ სადაც გამოიფინება ბერძნული
პართენონი, ეგვიპტური პირამიდა ან კარნაკის ტაძარი, ინდიური პაგოდა ან სუზის
სასახლე, არაბული ალჰამბრა ან სპარსული მიზგითი -— ქართული ბანა და ვარძიაც გვერდით
ამოუდგებიან და შინარწმენით იტყვიან: ჩვენც აქ გახლავართ!ვიცი - მაგრამ — რას იზამ!
— ასეთია ბედი ისტორიულად დაჩაგრული ხალხის. ქართველი კაცი ათობით და ასობით
ჩამოგითვლისთ უცხოელ გენიოსებს, ხოლო საკუთარს — დიდ მწერალთა სახელების გარდა —
ვერაფერს გეტყვისთ. ის არ იცნობს „ცოდვილ და მიანეს“ და ბასილ ხურციძეს, არ
გაუგონია ბეშქენ და ბექა ოპიზარები, ყურიც არ მოუკრავს არსენ ტფილელის
სახელისათვის, ხოლო ხანძთელი, პეტრიწონელი და მათი ტოლი კულტურული მოღვაწენი რაღაც
მითიურ და ბუნდოვან ლანდებად მიაჩნია.
არის კულტურის ერთი დარგი, რომელიც მუდამ მძლავრად სჩქეფდა — მეტყველება,
ლიტერატურა. მისი და ხელოვნების დარგები ყოველთვის სხვადასხვანაირი სიმძლავრით
ვითარდებოდნენ სხვა და სხვა ხალხებში. ინგლისს უმდიდრეს ლიტერატურის გარდა თითქმის
ვერაფერი შეუქმნია. რუსებმა სახელი მოიხვეჭეს უმთავრესად ლიტერატურით და მუსიკით.
გერმანელებმა — მუსიკით, ფილოსოფიით და შედარებით სუსტი ლიტერატურით. იტალიელებმა
იმძლავრეს მხატვრობით, ქანდაკებით, ხუროთმოძღვრებით, ხოლო ლიტერატურაში მოგვცეს
მარტო დანტე და პეტრარკი. მარტო ბერძნებმა მოგვცეს ლიტერატურისა და ხელოვნების
თითქმის ყველა დარგების დიდებული ნიმუშები. თავს ვანებებ აღმოსავლეთს. - ჩვენშიც
უმთავრესად განვითარდა ლიტერატურა. დანარჩენებზე უკვე მოგახსენეთ.
ქართული ალფაბეტი და ორთოგრაფია უკიდურესობამდე მარტივია, მკაფიო და ნათელი. და
სწორედ ამ მარტივობაშია მისი _ გენიალობაც. იშვიათად შეხვდებით ასეთს ადვილ
მართლწერას.
როგორც ვლაპარაკობთ, ისევე ვწერთ, და როგორც იწერება, ისევე გამოითქმის.
დღევანდელი გერმანელი — და ბევრი სხვაც — უცხო ენასავით სწავლობს მე-16 საუკუნის
დედა ენას, ჩვენ კი ადვილად გვესმის თუნდაც მეხუთე საუკუნის ნაწერი. იაკობ ხუცესის
თხზულებას დღევანდელ ქართველისთვის მხოლოდ ოციოდე სიტყვა აქვს განმარტებული.
ზემოხსენებული მარტივობა ორთოგრაფიის, თითქმის ერთიგივეობა ხალხურისა და
ლიტერატურული ენის — აი ამან დაამკვიდრა უუმჭიდროესი და უუხანგრძლივესი სულიერი
კავშირი მოწინავეთა და უკანათა შორის და ერთხელ კიდევ ნათელჰყო ჩვენი ხასიათი და
გენიალობა.
1927 წ.