ქართველნი მოსწავლენი კიევში და მათი მდგომარეობა ვინ მოევარესა არ ეძებს,
ყველამ კარგად იცის, თუ რაგვარს მდგომარეობაში არიან ქართველნი მოსწავლენი რუსეთში,
რომელთა რიცხვი დღითი-დღე მატულობს, იზრდება. უკანასკნელი მოვლენა დიაღ
სანეტარო-სასიხარულოა ჩვენთვის, მაგრამ მაგარი ის არის, რომ რუსეთში ჩავლენ თუ არა,
იქაურს უკიდურესს და ქონებრივ შეწუხებულს მდგომარეობას ვერ უძლებენ, ემორჩილებიან
და მერმისში ჩამოდიან ჩვენში დასუსტებულ-დაავადებულნი, რომელთაც დღე-თვეები ხშირად
გამოთვლილია. ამის დასამტკიცებელი და ნათლად დამასურათ-ხატებელი მაგალითები რომ
ჩამოვთვალო, მეტად მიმაჩნია, რადგან, ჩემის აზრით, ყველა გულ-შემატკივარმა
ქართველმა კარგად უნდა იცოდეს ამ ოც-დაათი წლის განმავლობაში უდროოდ დაკარგულ
ქართველ ნასწავლ ახალგაზდათა რიცხვი. ვინ იტყვის, რომ ეს უბედურება არ არისო?
არავინ.
რად ხდება ეს ასე, რა არის უმთავრესი მიზეზი, ამის შესახებ ეხლა ლაპარაკს ჩვენ არ
დავიწყებთ, რადგან დრო-გამოშვებით ამის შესახებ არა ერთხელ და ორჯელ ულაპარაკნია
ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს. ამ წერილით, როგორც სათაური ამტკიცებს, სულ სხვა მინდა
ვსთქვა.
მართალია, ყველა მოსწავლეთა მდგომარეობა არაფერი სასიამოვნოა. მაინცა-და-მაინც,
ნივთიერად ყველანი ცუდს მდგომარეობაში არიან ჩაცვივნულნი, მაგრამ მთელს რუსეთში
მოსწავლე ქართველთა გუნდში, ვინც კარგად დააკვირდიბა, შენიშნავს ერთ ნაწილს ამ
გუნდისას, ეს ნაწილი მიიპყრობს თქვენს თვალს, გულ-სულს, გონებას; ამ ნაწილის
მდგომარეობა გაგაკვირვებთ და გათქმევინებთ ძალა-უნებურად: „ნუთუ მართლა ასეთნაირად
დასჯილნი არინო!“ მართლა რომ დასჯილნი არიან კიეველი მოსწავლენი, თორემ რა დააშავეს
კიევის უნივერსიტეტის მოსწავლე ქართველებმა, რომ არც ერთი სტიპენდია არ არსებობს
(რასაკვირველია, კავკასიელი) მოსწავლეთა რიცხვი-კი 30-დის ადის! ეს ხდება მაშინ,
როდესაც სხვა უნივერსიტეტებში (მაგალითად ოდესის უნივერსიტეტში), მზრუნველი რომ არ
ჩავთვალოთ, ჩვენებურნი კერძო პირნი ნიშნავენ, აარსებენ სტიპენდიებს. კიეველები -კი
ვის ახსოვს... განა პირველს „პლანზედ“ წამოსაყენებელი არ არის კიეველები უფრო უარეს
მდგომარეობაში ჩაცვივნულნი! ოდესაში თითქმის ყველას ეძლევა სტიპენდია
(რასაკვირველია, ქართველებზედ ვამბობ), ჩვენს უნივერსიტეტში-კი ნახევარსაც ვინ
ჩივა, ან მესამედს ვინ დაეძებს, ნეტავ ოთხს ან სამს კაცს ჰქონდეს. არ დაივიწყოთ,
რომ ამ ვაჟბატონებს სახლიდგან (საქართველოდგან) სულარაფერი არ მოდით... საკმარისია,
ვგონებ, ეს უკანასკნელი ფრაზა იმათის მდგომარეობის გამოსარკვევად... ამას წინად
ამის შესახებ მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა ჩვენის პერიოდულ გამოცემის საშუალებით,
მაგრამ სამწუხაროდ გაგზავნილი წერილი რაღაც მიზეზის გამო არ დაიბეჭდა.
აი, ამგვარმა განსხვავებულმა მდგომარეობამ აიძულა კიევის მოსწავლეთა ამხანაგობა
მიენდო ზოგიერთ ამხანაგთათვის, გაემართათ წარმოდ გენა ან სხვა რაიმე ამგვარი
„კიევის ქართველ მოსწავლეთა სასარგებლოთ“. ერთი უკვე იქმნა კიდეც ამას წინად
გამართული ბორჯომში ალ. ბეთანიშვილის მიერ. მეორე მწარმოდგენა გვინდოდა ქუთაისშიც
გაგვემართა, მაგრამ თეატრის უქონლობის გამო ვეღარ მოვახერხეთ. ნაცვლად ამისა ამ
თვის ოცს რიცხვებში გამართული იქნება ქალაქის ბაღში ბულვარში“ სეირნობა ამავე
აზრით. იმედია ზემოდ დასურათებულს განსხვავებულს მდგომარეობას 1 კიევის ქართველ
მოსწავლეთა ჩვენი საზოგადოება გულ-გრილად არ შეხვდება და არ დაიზარებს
საქველ-მოქმედო სალაროში პაწია წვლილის შეტანას! შემოწირულება მიიღება ჩემს
კიევის უნივერსიტეტის მოსწავლე მალაქია ბოლქვაძე
იგი თავისა მტერია.