კეშელა პლატონ
ილიას იუბილეს ჩაშლა
მნათობი“, 1957, # 10, გვ. 168 1895 წ. 22 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ინიციატივით ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით გადაიხადა ცნობილი პოეტის რაფიელ ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი. ამ იუბილემ შეკრიბა საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი, გააერთიანა ქართველი ხალხის ყველა თაობა და სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. საზეიმო ვითარებაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს: ხევსური და აჭარელი, ინგილოელი და მეგრელი, სვანი და მესხი, ქართლელი და გურული, კახელი და იმერელი, რაჭველი და თუში. ზეიმში გულთბილი მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე მოძმე ხალხთა წარმომადგენლებმა.
დიდად გაამხნევა საზოგადო მოღვაწეები სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთიანობის ასეთმა აშკარა გამოვლინებამ; ცოტა ხანს როდი გრძელდებოდა ეს ზეიმი და სიხარული, იგი რომ არ შეწყვეტილიყო, განიზრახეს კვლავაც გაემართათ ხოლმე იუბილეები ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამსახურებელი ადამიანებისათვის.
ამ მოვლენაში გაზეთმა „ივერიამ“ დაინახა „სიმპტომი ერის მოქალაქეობრივი მომწიფებისა და განვითარებისა“.
ერთი წლის შემდეგ, 1897 წელს ლიტერატურული მოღვაწეობის 40 და დაბადებიდან 60 წლის თავი უსრულდებოდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც ერთბაშად იქნა აღიარებული იუბილეს ღირსად.
ილია ჭავჭავაძის იუბილეს ინიციატორები იყვნენ: ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილი, ვალერიან გუნია, კოლა ერისთავი და სხვები.
რ. ერისთავის იუბილეს ამბებით გაღიზიანებულ პოლიციას ილია ჭავჭავაძის იუბილეს გამართვის საკითხის წამოჭრამ ახალი კიდევ უფრო სახათაბალო საქმე გაუჩინა. ილია იყო პოლიციის გამუდმებული ფარული ზედამხედველობის ქვეშ, ფეხდაფეხ მისდევდნენ მის ყოველ საქმიანობას. იგი კი არ ცხრებოდა, განაგრძობდა თავგამეტებით მუშაობას, საზოგადოებრივი მოძრაობის ცენტრში ტრიალებდა, იკრებდა გარშემო სასიცოცხლო ძალებს, ებრძოდა ხალხის მტრებს.
1896 წ. მაისში ილია ჭავჭავაძეს, როგორც „რედაქტორს, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს თავისუფალ მოაზროვნეთა წრეებში, რომელიც ანგარიშს არ უწევს ცენზურას და ავრცელებს მავნე აზრებს“ დაუხურეს თავისი გაზეთი „ივერია“ 8 თვით. საქართველოში აღარ გამოდიოდა ყოველდღიური არც ერთი გაზეთი. ამავე წელს ილია ეწვია რამდენიმე დღით ქუთაისს. პოლიციამ თან დაადევნა დეპეშები: „Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажеть“*. ილია ჩასვლისთანავე გააფრთხილეს, რომ ასეთი დავალება მიიღო პოლიცმეისტერმა, მაგრამ იგი მაინც გამოვიდა პატრიოტული სიტყვით გაბრიელ ქიქოძის დასაფლავებაზე.
|
|
* იხ. ლიტ. მატიანე წ. 6, გვ. 10. ექვ. თაყაიშვილის „მოგონებანი ქართველ მწერლებზე“,
|
ამავე 1896 წ. 20 ივლისს „ილიაობაზე“ საგურამოში მომავალ იუბილარს საზეიმო ვითარებაში, როცა მასთან სტუმრად იყვნენ რუსი, უკრაინელი, სომეხი მწერლები, ქართველი მოღვაწეები, უცხოელი მწერლები: არტურ ლაისტი, მარჯორი უორდროპი მშობლების თანხლებით, ყვარლისა და საგურამოს გლეხობის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები, იშვიათი პატივისცემის ნიშნად მიართვეს შვინდისფერი დიდი ზომის დროშა, რომელზედაც ოქროთია ამოქარგული ილიას სიტყვები „დიმიტრი თავდადებულიდან“:
„კაცი უნდა კაცად იყვეს
სანთელივით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათებდეს“.
პრესაში პირველად საიუბილეო თარიღის მოახლოების შესახებ ცნობა გამოაქვეყნა გაზ. „კვალმა“ 1897 წლის იანვარში *. როგორც ახლა ირკვევა ამ ცნობის გამოქვეყნებას აუმხედრებია ილიას იუბილეს წინააღმდეგ პოლიცია, რომელსაც სასტიკი საგანგებო განკარგულება გაუცია, რომ ამიერიდან იუბილეს შესახებ ცნობები აღარ გამოქვეყნებულიყო.
|
|
* იხ. ც. არქ. საქმე # 114, ფურცელი 14—17.
|
ამ ფაქტს გვიდასტურებს საქართველოს ცენტრ. არქივში დაცული საბუთები.
1898 წლის მარტში გაზეთ „ცნობის ფურცელს“, აუწყვია შემდეგი ცნობა: „თავად ილია ჭავჭავაძის იუბილეს გადადება.
ჩვენი პოეტის ილია ჭავჭავაძის იუბილე, რომელიც დანიშნული იყო 9 აპრილს, რაღაც მიზეზების გამო გადადებულ იქნა“. ამ ფურცლებზე ცენზორის ხელით: днем нар „В виду особого распоряжения [запретить). 1898 г. 8 марта“ *.
|
|
* იხ. გაზ. „კვალი“ 1897 წ. # 4, გვ. 95.
|
9 აპრილიდან იუბილე გადაიდო ამავე წლის 24 მაისისათვის. საიუბილეო საჩუქრებისა და ადრესების უმეტესობას აწერია: „9 აპრილი 1898 წ.“.
ორი წელიწადი მუშაობდა საიუბილეო კომიტეტი, იუბილეს გამართვის ნებართვის მიღება კი არ ხერხდებოდა, რაც ხალხში მღელვარებას იწვევდა. პოლიცია ავრცელებდა ხმებს, რომ საიუბილეო კომიტეტი აგვიანებდა. ბოლოს გუბერნატორს დაუბარებია ილია ჭავჭავაძე და უთხოვია, რომ თვითონ ეთქვა უარი იუბილეს გამართვაზე.
იუბილე ჩაშალეს მეფის მოხელეებმა, მაგრამ საიუბილეო განწყობილება ხალხში გრძელდებოდა, მისალოცი ადრესები და საჩუქრები ბინაში მიჰქონდათ ილიასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იუბილეს წლებში არა ერთი და ორი საღამო გამართულა ილიას საპატივცემულოდ. მაგალითად, მხცოვანი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სეით იაშვილი გვიდასტურებს, რომ 1897 წ. ნოემბერში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ და გამგე კომიტეტმა გიმნაზიის შენობაში მოუწყვეს ილია ჭავჭავაძეს იუბილე. და
ილია ჭავჭავაძის იუბილეს გამართვის უკანასკნელ თარიღად დარჩა 1898 წ. 24 მაისი. ამ დღისათვის, როგორც ახლა გარკვეულია, დელეგაცია გამოუგზავნიათ უკრაინელებს ჩერნიგოვიდან. უკრაინელი სტუმრები მისულან ილიასთან ბინაზე ხუთშაბათ დღეს, როცა ილიასთან, მისი მასლობლები იკრიბებოდნენ.
აი უკრაინელების მიერ მორთმეული საიუბილეო ადრესი:
„თავადს ილია ჭავჭავაძეს.
საქართველოს პოეტს
უკრაინელებისაგან
ჩერნიგოვიდან
24 მაისი 1889.
თავს ვიხრით იმ ხალხის წინაშე, რომელმაც გამოიჩინა ნებისყოფა და უტყუარი გზა პოვა უკეთესი მომავლისაკენ; გულით ვართ იმ ხალსთან, რომელიც მოკლებულია დამოუკიდებლობას, მაგრამ თვისუფლებისაკენ მოგვიწოდებს.
საქართველო, ეს მომხიბლავი კუთხე, რომელსაც შეეძლო სამოთხედ გამხდარიყო ქვეყანაზე, ჩვენს უკრაინასთან ერთად განიცდის შავბედობას, ისეთივე უცხო რეჟიმს, ხალხის ცოცხალი გულის ისეთსავე ჩაგვრას.
ჩვენი პოეტის შევჩენკოს ბრძენი სული, დაჰქროდა რა თავს დიდებულ საქართველოს, ასე გვიხატავდა თქვენს ქვეყანას პოემაში „კავკასი“:
მთების იქით მთები, შებურვილი ნისლით, მწუხარებით სავსე და მორწყული სისხლით.
ძველთაგანვე პრომეთეოსს
აქ არწივი სძიძგნის,
გულს უკორტნის,
მოთქრიალებს ნაკადული სისხლის,
ეწაფება და ვერ აშრობს
სისხლის ცხოველ წყაროს,
გული ისევ მოცოცხლდება,
ძველებურად ხარობს.
ასე, გაუტეხელი დარჩა დიაღი გული პრომეთეოსისა, რომელმაც არ შეუშინდა რა მტაცებელთა სასჯელს, ღვთიური ცეცხლი მოუპოვა კაცობლიობას. ის ცოცხლობს პოეტების — პატრიოტების გულში, ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლთა გულში, თქვენც იმათ რიცხვს ეკუთვნით, მოწყალეო ხელმწიფევაძე:
რაც არ უნდა ეცადოს მტერი, ვერ შებოჭავს ვერც ცოცხალ სულს, ვერც ცოცხალ სიტყვას. ამას ამტკიცებს თქვენი ლიტერატურა, რომელიც თანდათან უფრო ვითარდება. და იმ ლიტერატურაში, რომელიც ძლიერია არა ერის მრავალი რიცხოვანებით, არამედ ხალხის სულით, თქვენს სახელს საპატიო ადგილი უჭირავს. დიდი ხანია, რაც თქვენი სახელი გასცილდა კავკასიის საზღვრებს, და ჩვენ, უკრაინელებმა სიამოვნებით გადავიკითხეთ ზოგიერთი თქვენი ნაწერი ჩვენს ენაზე, რადგანაც ის სწორედ, ისევე ესაუბრება ჩვენს გულს, როგორც თქვენი თანამემამულეების გულს.
და იმ დღეს, როდესაც ხალხი აფასებს თქვენს ხანგრძლივ ძვირფას მოღვაწეობას მშობლიური ლიტერატურის სარბიელზე, ჩვენ შვილები იმ ხალხისა, რომელიც თქვენს ხალხთან ერთად ერთ ბედ ქვეშაა და მოსურნეა, როგორც თქვენი ხალხი, თავისუფლად განვითარებისა, ჩვენს ხმასაც ვუერთებთ იმ გუნდს, რომელიც დიდებას გიმღერით თქვენ. დიდება სახელოვან პოეტს-პატრიოტს: იცოცხლეთ კიდევ მრავალ წელს თქვენი ხალხისა და კაცობრიობის სასახელოდ. თქვენი მოღვაწეობა ბრძოლაა ხალხის სულის განმტკიცებისათვის, და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ბრძოლა იხსნის ხალხს დაღუპვისაგან. ბოლოს ვიტყვით ჩვენი პოეტის სიტყვებით: „იბრძოლეთ — გაიმარჯვებთ“.
მიხაილო კოციუბინსკი,
ბორის გრინჩენკო,
ვლოდიმირ სამიილენკო,
მარია ზაგირჩია,
ოლექსანდრ რუსოვი,
ოლ. გლიბოვა.
ლიდია კოციუბინსკა,
გრ. კოვალენკო, და სხვები სულ 17 კაცი.* |
|
* 1. მ. მ. კოცუბინსკი (1864 — 1919) უკრაინული მწერლობის კლასიკოსი, პუბლიცისტი, რევოლუციონერ-დემოკრატი, დიდი საზოგადო მოღვაწე.
2) ბორის გრინენკო — პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფr.,
3) ვლ. სამივლენკო — პოეტი სატირიკოსი...
4) მარია ზაგირნია — მწერალი, პროზაიკოსი, მთარგმნელი. იგი
5) ოლ. რუსოვი — მწერალი პუბლიცისტი. 6) ოლ. გლიბოვა — მეუღლე ცნობილი მწერალისა, საზოგადო მოღვაწე. დ ა
7) ლ. კოპიუბი. სკა — მეუღლე მიხაილო კოციუბინსკისა, საზოგადო მოღვაწე.
8) გრ. კოვალენკო — მწერალი, პოეტი. შემსრულებელი ფანქრით ნახატი სურათისა, რომელიც ადრესს მიუძღვის წინ. |
ადრესი მოთავსებულია ძვირფას ტყავგადაკრულ ყდაში, რომელსაც ამკობს უკრაინული. ორნამენტები. აღრესის ტექსტს წინ უძღვის ფანქრით ნახატი სურათი, რომელიც გამოხატავს პეიზაჟს დნეპრის ნაპირზე. მუხის ჩრდილში სხედან უკრაინელი ქალი და მოხუცი ბანდურისტი, რომელიც მღერის. ტექსტი წარმოდგენილია ორ ენაზე უკრაინულად და ფრანგულად. ორივე ტექსტი თანაბარი ხელნაწერის სახით ორსვეტად გაშლილია სამ გვერდზე.
ადრესი გადაცემის დროს, როგორც დაგვიდასტურეს თავის დროზე ვალერიან გუნიამ, არტემ ახნაზაროვმა და მოსე ჯანაშვილმა, დელეგაციის წევრებს წაუკითხავთ უკრაინულადაც და ფრანგულადაც. ადრესის შინაარსი ძალიან მოსწონებიათ, განსაკუთრებით აუღელვებია ილიას ღირსეული მეუღლე ოლღა, რომელიც ამ ადრესს ყოველთვის თავის საყვარელ საბუთებთან ინახავდა და რომელსაც იგი გადაუცია ისტორიკოს მოსე ჯანაშვილისათვის გამოსაქვეყნებლად 1927 წელს.
ილიას სიტყვით მიუმართავს უკრაინელებისათვის. სიტყვის ბოლო-ნაწილი ჩაუწერია არტემ ახნაზაროვს და თან ახლავს ადრესს. აი ეს ნაწილიც ილიას სიტყვისა:
„Вы мне преподнесли очень лестный для моего самолюбия адрес. Скромная роль моя проявляется в стремлении быть по мере сил моих в чем либо полезным не только моему народу. Я проникнут мыслью о необходимости указать своим соотечественникам, что вне хороших отношений между народами нет спасення для Грузии. я трепещу за будущее не только моего народа, я не забываю, что моя роль ограничена“.
დედანი ამ ადრესისა ინახება ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის გამოფენის სპეციალურ ვიტრინაში ქართულ, რუსულ, უკრაინულ და ფრანგულ ენაზე. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იგი ათიათასებმა ნახეს, ბევრმა გადაიწერა, მაგრამ, მთლიანი სახით პირველად ქვეყნდება.
ეს ძვირფასი საბუთი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელი ხალხის სახელოვან შვილებს ქართველი ხალხის ღვაწლმოსილ შვილებთან, რაც არც თუ ისე ადვილი იყო იმ შავბნელ ხანაში, როცა მეფის რუსეთი ხალხთა საპყრობილეს წარმოადგენდა.
ასეთი უნიკალური საბუთები არც ჩვენს ბედნიერ ხანაში კარგავენ თავის დიდმნიშვნელობას, როცა საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ბრძნულმა პოლიტიკამ ურყევად განამტკიცა მეგობრობა ჩვენს ქვეყანაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილეს ქართველი პროგრესული საზოგადოებრიობა მაშინ დიდ როლს ანიჭებდა. დიდძალი თანხა შეგროვდა იუბილეს ხარჯებისათვის, ყველას ხალისით შეჰქონდა ამ ფონდში თავისი წვლილი, რადგან იცოდნენ, რომ ილიას იუბილე მარტო პოეტის პატივისცემით არ ამოიწურებოდა.
ილიას საიუბილეო კომიტეტი საქვეყნო საქმეზე ზრუნავდა: „აი, სწორედ ამ ზრუნვამ და მეცადინეობამ აფიქრებინა თ. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრთ დაედგინათ, — ვკითხულობთ გაზ. „ივერიაში“, — რომ თუ რაიმე, გადარჩებოდა ხსენებულის იუბილეს სადღესასწაულოდ შეგროვილს თანხას, იგი გადადებულიყო მუზეუმის ასაშენებლის თანხის გასაძლიერებლად“.
იხ. გაზ. „ივერია“ 1858 წ. # 18 დ. კარიჭაშვილის წერილი საერთო მუზეუმი და მისთვის აგების საჭიროება.
ილია ჭავჭავაძის იუბილეს ჩაშლაში პოლიციას და მეფის მოხელეებს ხელს უწყობდა თბილისის ბურჟუაზიული პრესა: (წერდა: „თ. ი. გ. ჭავჭავაძე დღესასწაულობს თავის იუბილეს, ამიტომ უზომოდ პატრიოტობს... ამისთანა პატრიოტულ ღაღადითა თ. ი. გ. ჭავჭავაძეს, ამ ყოფილ პოეტს, უნდა აღადგინოს თავისი აბრუ ქართველ საზოგადოებაში.
ამ ცილისწამებას ილიამ თავის „ივერიის“ ფურცლებზე „ლიტერატურული ოინბაზობა“ უწოდა და ბრძნული თქმა მოაგონა თავის მოწინააღმდეგეებს: „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნოთ, არ მობრუნდეს“.
ილია ჭავჭავაძის მტრები პირშერცხვენილნი ჩამორჩნენ ისტორიას, თვითონ ილია კი პირნათელი, გულმართალი და ვალმოხდილი დგას დღესაც ხალხთა წინაშე, როგორც ქვეყნის საქ'მისათვის, გმირულად დაცემული მებრძოლი.