|
ქართველთა ამხანაგობის გამოცემა № 33.
გლოვა ერაკლე მეორეს
თუშ-ფშავ-ხევსურთაგან ტფილისი სტამბა წიგ. გამ. ქართვ. ამხანაგ. Tиз Гp. Изд. T - ва
|
||
![]() |
|||
![]() |
|||
![]() |
|||
![]() |
|||
![]() |
|
||
|
|||
გლოვა სანატრელისა და ღვთისადმი განსვენებულისა საქართველოს მეფის
ირაკლი მეორისა |
|||
აღსდეგ გმირთ გმირო, ნუ გძინავს,
არ განახოს მტერმა ძალუნად, |
|||
![]() |
|
||
გაშალე დროშა მძლეველი, წვერ-მახვი, მტერთა ზარია, მოყმეთა ნახონ ფრიალნი, მუნ მოსქდეს მთა და ბარია; ქუხდეს მაქარი, შაშხანა, ვით ზეცით მეხის გვარია, განვფანტოთ მტერნი ჩვეულად, ვასვათ სასმელი მწარია. განიფთხე ძილი, ხე აღსდეგ, შთაიცვ წვრილ-თვალა რკინისა, აღიღე ხელთა მაჟორი, მტერთა განმბნევი ტვინისა; წინ მივალთ შენნი მეჭვრენი, ვითა მეგონნი ლხინისა, შევჰსვამთ სისხლსაცა მტერთასა, უტკბეს კახეთის ღვინისა. |
|||
![]() |
|
||
მტერს წინ წარვიქცევთ დიაცებრ, უკან იხედდნენ ვეღარა, მოვლთვის ყოფილა ეს ესრეთ, ვინ შენზედ დაიკვეხარა; წარვუღებთ სრულად საუნჯეთ, მთად ვჰგზავნით, დიაცთ ესარა; არ განიღვიძებ, ბატონო? მოქმეთა რამც გაეხარა.
აღვიღოთ, ძმანო, ფარ-ხმალნი, ვასმინოთ ჩაჩქანთ ჩხერანი, დავსხდეთ, დავიწყოთ ღრეობა, უყვარდის ჩვენნი მღერონი, ცხენი მზად უდგას გმირთ-გმირსა, კაზმული ტურფად მერანი, არ განიღვიძებს, მოსრულ-არს
ბედისა ჩვენის წერანი. |
|||
![]() |
|
||
მეფე ერეკლე ჰსცოცხლებდინ აწცა და უკუნისამდე, მტერთა თავ-მტეხი მეხისა, მოქმეთა მცველი აქამდე; აწ სძინავს ბრძოლით მაშვრალსა და განიღვიძებს დილამდე, თუ სადმე წარვალს, წარგვიყვანს, არღა გაგვიშვებს შინამდე. გათენდა დილა, ბატონო, დრო არის მტერთა დასხმისა, აღკაზმა ცხენთა და ჯორთა და მათი აღვირასხმისა, კვეთა თავ-მკლავთა მტერთასა და სისხლის ველად დასხმისა, უბრძანე ბუკთა ტკრციალი, ბანაკით ჯართა განსხმისა. |
|||
|
|||
![]() |
|
||
მზეცა აღმოხდა ქვეყანად, მოხდა ქვეყანად, მაგრამ ჩვენთვის კი ბნელია, თუ შენ არ გნახავთ კაზმულსა, ჩვენი შინ წარსვლა ძნელია; არ ჩვენ ვჰსცრემლეობთ მარტონი, ჰსტირს შენთვის მთა და ველია, დავლეწნეთ, ძმანო, ფარ-ხმალნი, რადღა გვეურების ხელია.
თავშიგან ვიცეთ ლოდებით, მირულებია ნეტარსა, წარსულ-არს ღვთისა წოდებით,
შევბღავლოთ ცრემლთა ფრქვევითა, /font>
თუმცა ისმინოს
გოდებით,
აწ წახდა ჩვენი ცხოვრება,
გულითაც დავიკოდებით. |
|||
|
|||
![]() |
|||
რაღადმე გვკიდავნ ფარ-ხმალნი,
უმისოდ ცუდი ბარგია, დამიწდნენ თოფნი და შუბნი, მიწათ შეჰსჭამნეს კარგია; იგი არა გვყავს საჭვრეტლად, სხვა ვიღა ვსძებნეთ კარგია, ჰე წარხდი, ჩვენო ნუგეშო, დიდებავ, დაგვეკარგია. მე წარვიდეთ პირთა ხოკითა, სახლთა მივუთხრათ გლოვანი, ვაგლოვნეთ მთანი და კლდენი, დავობლდით ჩაღმა წოვანი; ჩვენთანა ფშავი, ხევსურნი, — ერმანი ჭაბუკნი მხცოვანნი; ნუ შეგვშინ ცრემლნი თვალთაგან, და გულთა მისი ხსოვანი. |
|||
|
|||
![]() |
|||
დაშთნენ მას ძენი, ძის ძენი,
მათსა ვიტყოდეთ ქებასა, გმირნი მამაცად აღზრდილნი, ჰყოფენ კეთილსა ძმობასა, მტერთა მისცემენ პასუხსა, მოქმეთა თანხმობასა, აწ-ღა გამოვსცნათ, მოძმენო, ვინმცა იქმს ერეკლობასა. |
|||
![]() |