გალაკტიონ ტაბიძე ნიკოლოზ ბარათაშვილზე
ტაბიძე, გ. (გალაკტიონ, 1892-1959)
თხზულებანი : 2 წიგნად / [შეადგინა ვ. ჯავახაძემ ; წინასიტყვ. ავტ.: აკაკი გაწერელია]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1988. - 22 სმ.см.[MFN: 1190]
• ჯავახაძე, ვ. (შემდგ.);
წ. 2 : პოემები, პროზაული ნაწერები. - 1989. - 623 გვ.. - 3 მ. 20 კ., 80000 ც.[MFN: 2715]
UDC: 821.353.1 + 821.353.1-11 + 821.353.1-32 ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნ. ბარათაშვილის წინანდელი საფლავი მიტოვებულია, ძალიანადაც რომ ეძიოთ, თურმე,
ვეღარ იპოვით მას. მისი ეხ- ლანდელი სამარე კი არაფრით არ განირჩევა ჩვეულებრივი
სამარისაგან. ბარ.
ბარათაშვილმა, როგორც ყველა ბუნებით დაბადებულმა მგოსნებმა, იმ თავითვე დაიმონა
ფორმის სიძნელე, და გახდა ბატონი თავისი სტილისა, რომელსაც შემდეგ [თანდ.]
დროთსვლასთან ერთად ასწორებდა და აშალაშინებდა.ლიტერატურაც ისეა, როგორც დღის
მოძრაობა. მას აქვს თავისი განთიადი, თავისი შუადღე, თავისი საღამო და ღამე.
ბარათაშვილი.
ლიტერატურაც ისეა, როგორც დღის მოძრაობა: მას აქვს თავისი განთიადი, თავისი შუადღე,
თავისი საღამო და ღამე. ყოველ მომენტს ესაჭიროება თავისი პალიტრა: [და] განა
შუა-ღამეს [და საღამოს] არა აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე, როგორც,
მაგალითად, მზის ამოსვლას? განა სისხლისფრად წითელი მზის ჩასვლისას [არა აქვს] არ
გხიბლავთ იმგვარივე იდუმალი ფერები, როგორც მზის ამოსვლის დროს? ყველა ეს ფერები,
რომლებიც ენთებიან და იღვრებიან დიდი დღის ალმურში, ეს სხივებით გაკვეთილი
ფანტასტიური ღრუბლები, ჰაეროვან ბაბილონის ნანგრევებათ რომ გეჩვენებიან, განა
იმათში ნაკლები პოეზიაა, ვინემ ფერუმარილიან ავრორაში, რომელიც არასგზით არ გვინდა
დავივიწყოთ? განა შეიძლება ვინმემ უარყოს ბარათაშვილის შემოღამება ისე, როგორც მისი
მერანით გაფრენა მზით დამწვარ ცხელ უდაბნოში? ეს დრო ჩვენს ლიტერატურაში არ
დადგება; [სანამდი კიდევ დარჩებიან...] ბარათაშვ.
ბევრს მგოსანთაგანს, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარების, სამწუხაროდ,
არ ემჩნევა ასეთი მისწრაფება, ისინი, ჩვეულებრივათ იმით კმაყოფილდებიან, რომ შეაქვთ
ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრიან მასში იმ
საიდუმლოების წვეთებს, რომელიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში..
უფრო ბევრი დიდის სიამოვნებით [ეტმასნება] იკალათებს მეფისტოფელის კოჭლ ფეხებთან,
მაგრამ თვით მათში კი არ სუფევს ბოროტი სული, წინამძღვრად მოხმობილი. მოიგონეთ
სამაგიეროთ ის ბოროტი სული, რომელიც შეჭრილია ბარათაშვილის არსებაში... ეს ისეთი
ლექსია, რომ თვით ექიმი ფაუსტი, თავის საკანში ძველებურ წიგნებითა და ალქიმიკურ
იარაღებით მუდამ შეიყვარებს ბარათაშვილს, როგორც თავის სიყმაწვილის მეგობარს.
ბარათ.
წაიკითხეთ ლექსი: „რად ყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას“, რომელშიდაც
ბარათაშვილის სული ოცნებობს ქალის მშვენიერ სულზე... ქალის მშვენიერი სული ელანდება
ბარათაშვილს მეორე ლექსშიაც: „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო“. ამ
ლექსებში, ამ შავ ლაბირინტში, შორს, დაუსრულებელ სილაჟვარდეში მოსჩანს
სათაყვანებელი ლანდი ბეატრიჩესი, მუდმივად სასურველი, და მუდამ მიუღწეველი იდეალი,
ციური, ღვთაებრივი [იდეალი] სილამაზე, [განსახიერებული] ჰაეროვანი, უსხეულო ლანდი
შორეულ ქალის, შექმნილი სინათლისა, ალის და სურნელებისაგან, ღრუბელი, ოცნება,
ანგელოსთა ქვეყნის ანარეკლი. ამ ქალს ბარათაშვილის ლექსებში არ აქვს სახელი. მაგრამ
შეიძლება განა ამ ბეატრიჩეში, ამ ლაურაში დავინახოთ რომელიმე ქალწული ან ახალგაზრდა
ქალი, რომელიც მხურვალე გრძნობით უყვარდა მგოსანს სინამდვილეში? ბარათაშვილის
ბიოგრაფები ამის შესახებ არაფერს არ გვეუბნებიან, მაგრამ ამ აზრის დადებითად მიღება
ძალიან რომანტიული იქნებოდა. ჩვენ შევეცდებით მაინც აღვადგინოთ ბარათაშვილის
დროინდელი ქალები ბარათაშვილისა და მისი თანამედროვეების ლექსების საშვალებით.
ზოგიერთები ამ ქალთაგანნი იყვენ უსირცხვილო, თითქმის პირუტყვული პროსტიტუციის
გამომსახველნი, თავიანთი ნიღაბებით, ფერუმარილით, თვალებით. მათი ბაგეები
გასისხლიანებულ ჭრილობას ჰგავდა, [თმები ყალბი ჰქონდათ და] მათ თავიანთი სხეულის
ბიწიერება გადაჰქონდათ აგრეთვე სულზედაც.
ისინი, დაჯილდოებულნი შემაშინებელ სილამაზით, უსიცოცხლო სილამაზით, სახე მკრთალნი,
გრძნობას მოკლებულნი, მიდიან თავიანთ მიზნებისკენ, დადიან გულებზე, და ჭეჭყენ მათ
თავიანთი ფეხსაცმლის ქუსლებით (ფაშ.).
[და როდესაც შორდებიან ამგვარ სიყვარულს (განა ეს სიყვარულია? ეს ხომ მხოლოდ
ზიზღია) შორდებიან ამ შხამიან სიყვარულს] მაგრამ მე ძალიან შორს მივდივარ,
არავითარი [ლექსი] თემა არ საჭიროებს [დიდ] გრძელ ახსნა-განმარტებას.
ნ. ბ. როდესაც იგი მთაწმინდაზე ადიოდა - მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომელიც თანდათან
ფითრდებოდა. იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს, შეღამებულ დროს,
როდესაც ბედნიერებას სძინავდა და სცხოვრობდენ მხოლოდ აჩრდილები, ჭოტები და
ცოდვები.რაც შეეხება მის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ შეხედუ- ლებებს, მას ძლიერ
ბევრი საერთო ჰქონდა ედგარ პოსთან. ბარ.
მაგრამ ბარათაშვილი მაინც სატანისტი არ იყო. სატანისტის დამახასიათებელი ისაა, რომ
მას არაფერი არ უყვარს და არავის წინ [მუხლს] თავს არ ხრის. მზის სხივები სჭრიან
მის სულს, და დიდების მოჩვენებაც კი ისე ემძიმებათ, რომ თვალებზე ხელები უნდა
აიფარონ.
ბარათაშვილის ენა უფრო უახლოვდება თანამედროვეობას, თანამედროვე სიყვარულისა და
მწუხარების გამოსახატავად. ბარათაშვ. ბარათაშვილის ენა უფრო უახლოვდება თანამედროვეობას, თანამედროვე სიყვარულისა და
მწუხარების გამოსახატავად. მისტიურობა არის წინააღმდეგი [მხარე] პოლიუსი იმ
მიმართულების, რომელიც ბარათაშვილის წინამორბედი მგოსნების... მგოსნებს აუცილებლად
ტლანქი და ჭეშმარიტად პორნოგრაფისტები, ესმოდათ, როგორც უკიდურესი სქესობრივი
გრძნობიერება. ბარ.
რაც შეეხება მის ფილოსოფიურ და ლიტერატურულ შეხედულებებს, მას ძლიერ ბევრი საერთო
ჰქონდა ედგარ პოსთან.
ბევრს მგოსანთაგანს, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარების, სამწუხაროდ,
არ ემჩნევა ასეთი მისწრაფება, ისინი, ჩვეულებრივათ იმით კმაყოფილდებიან, რომ შეაქვთ
ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრიან მასში იმ
საიდუმლოების წვეთებს, რომელიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში..
უფრო ბევრი დიდის სიამოვნებით [ეტმასნება] იკალათებს მეფისტოფელის კოჭლ ფეხებთან,
მაგრამ თვით მათში კი არ სუფევს ბოროტი სული, წინამძღვრად მოხმობილი. მოიგონეთ
სამაგიეროთ ის ბოროტი სული, რომელიც შეჭრილია ბარათაშვილის არსებაში... ეს ისეთი
ლექსია, რომ თვით ექიმი ფაუსტი, თავის საკანში ძველებურ წიგნებითა და ალქიმიკურ
იარაღებით მუდამ შეიყვარებს ბარათაშვილს, როგორც თავის სიყმაწვილის მეგობარს.
წაიკითხეთ ლექსი: „რად ყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას“, რომელშიდაც
ბარათაშვილის სული ოცნებობს ქალის მშვენიერ სულზე... ქალის მშვენიერი სული ელანდება
ბარათაშვილს მეორე ლექსშიაც: „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო“. ამ
ლექსებში, ამ შავ ლაბირინტში, შორს, დაუსრულებელ სილაჟვარდეში მოსჩანს
სათაყვანებელი ლანდი ბეატრიჩესი, მუდმივად სასურველი, და მუდამ მიუღწეველი იდეალი,
ციური, ღვთაებრივი [იდეალი] სილამაზე, [განსახიერებული] ჰაეროვანი, უსხეულო ლანდი
შორეულ ქალის, შექმნილი სინათლისა, ალის და სურნელებისაგან, ღრუბელი, ოცნება,
ანგელოსთა ქვეყნის ანარეკლი. ამ ქალს ბარათაშვილის ლექსებში არ აქვს სახელი. მაგრამ
შეიძლება განა ამ ბეატრიჩეში, ამ ლაურაში დავინახოთ რომელიმე ქალწული ან ახალგაზრდა
ქალი, რომელიც მხურვალე გრძნობით უყვარდა მგოსანს სინამდვილეში? ბარათაშვილის
ბიოგრაფები ამის შესახებ არაფერს არ გვეუბნებიან, მაგრამ ამ აზრის დადებითად მიღება
ძალიან რომანტიული იქნებოდა. ჩვენ შევეცდებით მაინც აღვადგინოთ ბარათაშვილის
დროინდელი ქალები ბარათაშვილისა და მისი თანამედროვეების ლექსების საშვალებით.
ზოგიერთები ამ ქალთაგანნი იყვენ უსირცხვილო, თითქმის პირუტყვული პროსტიტუციის
გამომსახველნი, თავიანთი ნიღაბებით, ფერუმარილით, თვალებით. მათი ბაგეები
გასისხლიანებულ ჭრილობას ჰგავდა, [თმები ყალბი ჰქონდათ და] მათ თავიანთი სხეულის
ბიწიერება გადაჰქონდათ აგრეთვე სულზედაც.
ისინი იყვენ ამაყი, ცივი, როგორც ყინვა და სასტიკნი. მათი დატკბობა გამოიხატებოდა
მხოლოდ [ბოროტი გულის] გესლიანობის დაკმაყოფილებაში... ისინი დაუმცხრალნი არიან,
როგორც უნაყოფობა... მოღუშულნი არიან, როგორც მოწყენილობა, მათ აქვთ მხოლოდ
ისტერიული და უგონო ფანტაზიები, და, როგორც დემონი, მოკლებულნი არიან სიყვარულის
ნიჭს (ფაშ.).
ისინი, დაჯილდოებულნი შემაშინებელ სილამაზით, უსიცოცხლო სილამაზით, სახე მკრთალნი,
გრძნობას მოკლებულნი, მიდიან თავიანთ მიზნებისკენ, დადიან გულებზე, და ჭეჭყენ მათ
თავიანთი ფეხსაცმლის ქუსლებით (ფაშ.).
[და როდესაც შორდებიან ამგვარ სიყვარულს (განა ეს სიყვარულია? ეს ხომ მხოლოდ
ზიზღია) შორდებიან ამ შხამიან სიყვარულს] მაგრამ მე ძალიან შორს მივდივარ,
არავითარი [ლექსი] თემა არ საჭიროებს [დიდ] გრძელ ახსნა-განმარტებას.
ნ. ბარათ. ეხლა ძალიან ხშირად ურევენ ერთმანეთში პოეტურსა და პოეზიას. ამათ ხომ ერთმანეთში
არავითარი დამოკიდებულება არა აქვთ. ყაზბეგი, მაგალითად, ნინოშვილი, ესენი [უფრო
ბელეტრისტებია, ვინემ] სრულიად არ არიან პლასტიკები. პოეტური აღწერები და სურათები
ყაზბეგისა ძალიან დაშორებულნი არიან პოეზიას.
ამ სპეციალურ ნიჭით დაჯილდოებულნი არიან უფრო ნაკლებად დამსახურებული ადამიანები,
ვინემ ზევით ნათქვამი [განთქმული] გამოჩენილი მწერლები.
ნ. ბ. ნ. ბარათაშვილის წინანდელი საფლავი მიტოვებულია. ძალიანაც რომ ეძიოთ თურმე, ვეღარ
იპოვით მას. მისი ეხლანდელი სამარე კი არაფრით არ განირჩევა ჩვეულებრივი
სამარისაგან.
ისინი იყვენ ამაყი, ცივი, როგორც ყინვა და სასტიკნი. მათი დატკბობა გამოიხატებოდა
მხოლოდ [ბოროტი გულის] გესლიანობის დაკმაყოფილებაში... ისინი დაუმცხრალნი არიან,
როგორც უნაყოფობა... მოღუშულნი არიან, როგორც მოწყენილობა, მათ აქვთ მხოლოდ
ისტერიული და უგონო ფანტაზიები, და, როგორც დემონი, მოკლებულნი არიან სიყვარულის
ნიჭს (ფაშ.).
ბარათაშვ.
ბარათ.
სურვილი, რომ გამოყონ ლექსი პოეზიისაგან, ეს ერთი თანამედროვე უგუნურებათაგანია,
არც აქით, არც იქით, უარყოფს თვითონ ხელოვნებას. ამ გარემოებისკენ მივაქცევ მე
ახალგაზრდა მგოსნების ყურადღებას.
მე აქ არ დავასახელებ თუ ვის, მაგრამ ჩვენს დიდებულ მწერლებში არიან ისეთები,
რომელთაც აქვთ ლექსები.