პაპავვა თამარ
papava
მეფე ერეკლეს ქალები mefe erekles qalebi
„დაბინდდა ხმელთა არენი,
მარიამ რეკლე II-ის ასული ბატონიშვილი
მოვჰსთქვამ სულთქმითა
იმ სასახელო და თავგამოდებულ ხანგრძლივ ბრძოლებში, რომელთაც
საქართველოში რუსების ბატონობის წინააღმდეგ ერეკლეს ვაჟები აწარმოებდენ,
მათ შესანიშნავ დებს უკანასკნელი ადგილი არ ეჭირათ; შეიძლება იმათ უფრო
მეტის სიმწვავით აწვათ სათუთ და მგრძნობიარე მკერდზე ციციანოვის რუსული
ჩექმა; შეიძლება ისინი უფრო მეტის ტრაღიკული იერით განიცდიდენ საქართველოს
განგვირგვინებას, სახელმწიფოს სხეულის დარღვევას და ტახტის მოშლას.
ის „თხოვნითი პუნქტები", რომლებიც ელჩმა გარს. ჭავ- ჭავაძემ გიორგი
მეფისაგან პავლე I-ს წარუდგინა, მარტო გა- რეგნულად თუ ინახავდენ სამეფოს
და მეფის სახელს. არსე- ბითად რომ ამას ყველა სახელმწიფო ფუნქციების სრული
გა- უქმება უნდა მოჰყოლოდა, ეს სოლომონ ლეონიძის ჯგუ- ფისთვის თავიდანვე
ნათელი უნდა ყოფილიყო. აქ მზადდებო- და დიდი ხიფათი და საჭირო იყო რუსეთთან
შემაერთებელ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ყველა ძაფების დროზე გადა- ჭრა და
დინასტიის გადარჩენა. ეს კი არც გიორგი მეფეს შეეძ- ლო და დედოფალ
დარეჯანის და მისი გარემოცვის აზრით, არც რუსეთის ტრადიციაზე აღზრდილს და
პავლეს კარზე მინ- დობილს ბატონიშვილ დავითს; ეს მემკვიდრე ალექსანდრე l-ის
დეკაბრისტობით და ვოლტერიანობით იყო გატაცებული და რუსულ ილიუზიებით უხვად
მოჭედილი. საჭირო იყო სხვა ყალიბის კაცის შოვნა ტახტის მემკვიდრეთ; კაცის,
რომელიც არ იყო გაჟღენთილი რუსულის „კულტურით" და დამძიმებული რუსის
ღენერლის ეპოლეტებით... ასეთ კაცად დედოფალ დარეჯანს იულონი მიაჩნდა,
რომელიც (ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად) თავიდანვე უფრო სპარსეთზე იყო
გადაბმუ- ლი, ვიდრე რუსეთზე. იქნებ დარეჯანს ატყუებდა დედის გრძობა და
მეტისმეტი სიყვარული უფროსი ვაჟისადმი საშუალებას არ აძლევდა უფრო
ობიექტურად შეეხედა მოვლენისათვის, მა- გრამ მოტივი კი წმინდა იყო და ის
საქართველოს სამეფოს განთავისუფლებიდან გამოდიოდა. არსებითად ქართულ ტრადიციულ პოლიტიკასთან დედო- ფალ დარეჯანის და მისი
ქალების ხაზი უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო, ვიდრე მეფე გიორგისა და ბატონი-
შვილ დავითის. მართალია, მამაშვილთ, ვოლტერიანობის ირგვლივ დიდი დავა
ჰქონდათ და ბოლოს ერთმანეთს ხმასაც კი არ სცემდენ (იხილეთ დუბროვინი და
პოტტო), მაგრამ ორივენი უკვე სავსებით მინდობილნი იყვნენ რუ- სეთზე და
ოპოზიციას ყოველის საშუალებით სდევნიდნენ. დედოფალის და მისი გარემოცვის,
ე. о. იულონის მომხრეთა, გზა ნაცადი გზა იყო: სამაჰმადიანო ქვეყნებთან, ორ
დიდ მე- ზობლებთან — შეძლებისადაგვარად — ლოიალური განწყო- ბილების დაცვის
და მათ ინტერესთა წინაღმდეგობაზე მუდმივი თამაში. ამ შეგუების პოლიტიკამ
მართალია საქართველოს ტერიტორიას მრავალი მიწა-წყალი დააკარგვინა და ერთო-
ბილი სახელმწიფო დააქუცმაცა, მაგრამ სუვერენული ერი და ტახტი მაინც შეინახა
საუკუნეთა მანძილზე. ბატონიშვილთა მიმდევრების დაჯგუფებას ალბად სოციალური საფუძველიც ჰქონდა.
„ბატონიშვილი იულონი, რომე- ლიც მუდამ პროვინციებში ცხოვრობდა, წამოსწია
ფეოდალურ- მა არისტოკრატიამ, ხოლო დავითი, რუსულად სამხ. განათლებუ- ლი,
რომელსაც ცოლადა ჰყვანდა ერევნელი მდიდარი სომხის მელიქ აღამალის ქალი,
მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტფი ლისის ვაჭრებთან (ე. ი. სომხობასთან),
რომლებიც უკვე აშკარად იცქირებოდენ
ჩრდილოეთისაკენ
ამ ახალ ტენდენციას გააფთრებით ებრძოდენ დედოფალი და
მისი მომხრენი და რუსეთისაგან თავის დასახსნელად ისევ ირანისაკენ
იცქირებოდნენ...
* * * რუსეთს, რომელსაც კავკასიის პყრობა მარტო მაშინ შეეძლო, თუ საქართველოს
„ავანპოსტად“ გაიხდიდა და დარიალის კარებს თვითონ ხელთ დაიჭერდა.
რასაკვირველია, 12 სექტ. 1801 წლის მანიფესტის გამოცხადების შემდეგ, არ
შეეძლო ამ ანტი-რუსულ ფრთისათვის დროზე თავი არ მოეკვეთა; ამიტომაც,
უპირველესყოვლისა, ის საჭიროდ სცნობდა დედოფალ დარეჯანის და მისი სამი
ქალის პეტერბურგში ყოლას, — ამხანად თუნდაც უდიდეს ფუფუნებაში. იმპერატორ
ალექსანდრე I-ის უახლოესი დავალება უერთგულეს ციციანოვისადმიც სწორედ ეს
იყო
). ცოტა უფრო ადრე ამავე საგანზე პეტერბურგიდან საგანგებო
ადგილობრივ აღრევათა და გართულებათა შესასწავლად წამოგზავნილი სოკოლოვი
ვიცე კანცლერ კურაკინს სწერდა : „საქართველოში უშიშრობისათვის და
დამშვიდებისათვის, აუცილებელია აქედან დაუყონებლივ ყველა ბაგრატიონთა
რუსეთში გადაგზავნა, რომელთა შორის უმთავრესნი და უსაშიშრესნი
თვისის ცდა-ინტრიგებითა არიან დედოფალი. მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ ქეთევან ბატონიშვილთან ერთად
(ქვრივი იოანე მუხრან-ბატონისა და დედა კონსტანტინესი), მისი დები და
რძლებიც იღებდენ ახლო მონაწილეობას მაშინდელ შეთქმულებაში რუსთა
წინააღმდეგ. ქეთევანის პირადი მსახური ყოფილა შიკრიკი და საიმედო
პირი ამ შეთქმულების დროს. ამ შიკრიკს თვითონ წამოუღია სპარსეთიდან
ბაბა-ხანის ფირმანები, რომლებიც შაჰს არაგველებისათვის, ოსებისათვის,
ფარნაოზ ბატონიშვილისათვის, თამაზ ორბელიანისათვის და თვით ქეთევანის
ვაჟისათვის (კონსტანტინესათვის) გამოეგზავნა. შაჰი დიდ მადლობას უცხადებს კონსტანტინე მუხრანბატონს
გაწეულ ერთგულება-სამსახურისათვის და დიდ წყალობასაც ჰპირდება,
საქართველოდან „გიაურ რუსების“ გარეკისა და ქართულ სახელმწიფოს აღდგენის
შემდეგ; „იყავით მხნედ, როგორც აქამდე ყოფილხართო“, სწერს ბაბა-ხანი, „არ
შესწყვიტოთ დაუღალავი წინააღმდეგობა რუსებისადმი... ვით აქამდე, აწიც
ჩაუნგრიეთ რუსის მხედრობას ხიდეები და მოუჭერით გზები, რომ ვერც ერთი ვეღარ
გაგვექცესო (oხ. „აქტები", II, გვ. 818). ციციანოვი, რომელიც მაშინ კავკასიას დიდ რისხვად
მოევლინა, შეშინებული, რომ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში
(განსაკუთრებით კი მთიულეთში და ოსეთში) აჯანყება საშიშო სახეს იღებს და
თვით ტფილისსაც ემუქრება, რომ დარიალის ხეობა დაჰკეტეს და რუსთ გზები
მოუჭრეს და მრავალი სტრატეგიულ ადგილი უკვე აჯანყებულთა ხელშია, — ერევნის
ალყას ხსნის და დიდძალის ჯარებით ისევ საქართველოსაკენ გამოეშურება
ამბოხების ჩასაქრობად... კონსტანტინე მუხრანთან ერთად, რასაკვირველია, მისი
დედა ქეთევაწიც დიდ ეჭვების ქვეშ ჰყავდა მრისხანე ციციანოვს; ამის გამო
დაგვიანებით მიღებულ ფირმანთა დანიშნულებისამებრ გადაცემა ბატონიშვილმა
ქეთევანმა ვეღარ შესძლო და იანვარში 1805 წ., აჯანყების ცეცხლითა და
მახვილით ჩაქრობის შემდგომ, ეს წერილები სხვა საეჭვო მასალებთან ერთად
ციციანოვმა აღმოაჩინა. ამასთან დაკავშირებით ციციანოვმა პირადათ მოახდინა
დაკითხვა ტყვედ ჩავარდნილ ფარნაოზ ბატონიშვილისა, რომელიც მთიულეთის
აჯანყების სულის ჩამდგმელი იყო და გამოარკვია, რომ ქეთევან ბატონიშვილი მის
ძმასთან, ალექსანდრე ბატონიშვილთან, ამ ამბოხების გამო მიწერ-მოწერაში იყო,
და, სხვათა შორის, ქეთევანი აჩქარებდა ბატონიშვილს საქართეელოში
შემოსაჭრელად; ალბად იმ მოსაზრებით, რომ რუსების ჯარის დიდი ნაწილი და
კერძოდ ყველაზე უფრო დიდი საფრთხე — ციციანოვი, ამ დროს საქართველოს
საზღვრების გარეშე იმყოფებოდენ (ერევანთან). ბაგრატიონების პოეტური მემკვიდრეობა, რომლითაც ქართული
მწერლობა გამართლებულია და კერძოდ კი ერეკლეს და გიორგის ოჯახთა ლირიკა
ბევრ მხრივაა შესანიშნავი და თან უკეთილშობილეს პატრიოტულ განცდათა
გამაღვიძებელი... ამავე დროს,
არ უნდა დავივიწყოთ,
რომ საუკეთესო ნაწილი და
აქტიური წევრნი მაშინდელი პოლიტიკური ცხოვრებისა,
თვითონ სტოვებდენ
საქართველოს და დედოფალთან და ბატონიშვილებთან ერთად „ნებაყოფილობით“
ექსორიაში მიდიოდენ...
ამათ არ სურდათ ერის ბელადების
დატოვება და რუსეთის წინაშეც მარტო ეს საშუალებაღა დარჩენოდათ პროტესტის
გამოსახატავად:
—
თქვენ მიერ „დახსნილ,
გაბედნიერებულ"
საქართველოში ყოფნას,
გვირჩევნია ჩვენს
გადასახლებულ ბატონებს თან ვეახლოთო...
წარჩინებულთა მეორე ნაწილი კი
ბატონიშვილ ალექსანდრესა და თეიმურაზთან გარბოდა და „ბედისწერის
შეტრიალებას"
უცდიდა.
მწარე იყო მაშინ საქართველოს
ყოფა,
განსაკუთრებით იმ უსაშინელეს
ეგზეკუციებით შეწუხებულის,
რომელიც გენერალ
ციციანოვმა მთიულეთს გასანადგურებლად მიუსია.
ამიტომაც არის ასეთი
უსაზღვრო პესიმიზმით დატვირთული ქეთევან ბატონიშვილის მაშინდელი
შემოქმედება...
იმ დროს,
როცა საუკეთესო შვილნი
საქართველოსნი რუსეთმა უწყალოდ „აღმოფხვრნა"
და „თვისთა
მამულთა ჰყო განავარდნი",
თვითონ ქეთევან
ბატონიშვილსაც არ ასცილებია შავი დღე
: —
„მეცა მეწია ბედითა ჩემითა",
ამბობს ის:
—
„მიმცა პატიმრად წვიმის
ცრემლითა,
„მათთვის ცეცხლითა არ მწვავს
ნელითა
„ეინცა
არს ჩემი მაცოცხლებელი“...
თუ რამდენად ჰუმანიური და
„რაინდული"
იყო რუსის დარაჯების და
განსაკუთრებით ციციანოვის მიერ მიჩნეულ გამომძიებელ-ჯაშუშთა
მოპყრობა ამ ყოვლად ღირსეულ ქალისადმი,
ეს ამ ლექსის შემდეგ
ადგილიდანაც სჩანს:
„გუშაგნი მრავლად ჩემთვის
მცველობენ,
„სხვა და სხვა ჰაზრით გველებრ
ჭრელობენ,
„არ მცემენ ნუგეშს, მსწრაფლად
მწყრალობენ,
„მათნი მახვილნი გულსა
მჭრელობენ,
„კვლავ სხვანი მოვლენ, სადგურს
მცველობენ,
„მჭმუნვარეს გულის
დამწყლულებელნი“...
აქ აშკარად სჩანს ციციანოვის
მიერ მიღებულ ზომათა უსაზღვრო სისასტიკე ქეთევანის გამოსატეხად.
რუსეთისათვის ნათელი იყო,
რომ ქეთევანმა ბევრი რამ
იცოდა 1802
წლის და
1804 წლის შეთქმულებათა
შესახებ;
რომ ერთ დროს მისი
მეშვეობით იყო გაბმული მთავარი ძაფები სპარსეთიდან ტფილისამდე და
მთიულეთამდე...
რომ ძირები აჯანყების ჯერ
კიდევ არ იყო მთლად ამოგდებული
(რაც მალე დადასტურდა)
და ალექსანდრე
ბატონიშვილი ამ დროს მირზა-ხანის
დახმარებით ბორჩალოში და ყაზახში შემოჭრას ლამობდა ტფილისის დასამუქრებლად...
მაგრამ ქეთევანი მათ ვერ
გასტეხეს და სამაგიეროდ ეხლა რუსეთში გადასახლებით დაუწყეს წამება:
—
„არ დამაჯერა აქ პატიმრობას
„ესდენ უწყალოდ განაწირობას,
„უთმინოს სევდით გულის
შეპყრობას,
„მსწრაფლად მპირდება ჩრდილოდ
მგზავრობას,
„უცხოს, მწირს ადგილს გრძლად
სადგურობას,
„მყისვე სიკვდილის ვარ
მახლობელი"...
და ყოველ მხრივ განაწამები,
უიმედოთ მიტოვებული,
გლოვით მიმართავს
სამშობლოს ერთგულ შვილთ და მარტო გლოვასვე ითხოვს მათგანაც:
—
„აწ მე მიგლოვეთ,
სატრფონი ძმანო,
„ყოვლნო მოყუასნო და ზრდილნო
ყმანო"...
ბატონ ექვთ.
თაყაიშვილს თავის
„აღწერებში"
მოყვანილი აქვს
ბატონიშვილ ქეთევანის კიდევ ერთი ლექსიც:
„სატრფო მემთხვია
სავარდეს,
ბუნებით ისატებოდა"
და სხვა
(იხ.
„ოპისანიე",
II,
გამოცემა I,
გვ.
175).
*
* *
ქეთევან ბატონიშვილის
პატიმრობისას აღმოხეთქილი კვნესანი არ დარჩენილან გამოუხმაურებლად და
ყველაზე უწინ მას ეს ხმა იმ ქალმა მისცა,
ვისაც მისებურად ძლიერ
სწვავდა ცეცხლი „სადავითო
შტილის აღმოფხვრისა",
ვინც ქეთევანის გულის
თქმასთან და ზრახვებთან ბავშობიდანვე აგრე-რიგად
შეზრდილი იყო.
ეს გახლდათ თეკლა
ბატონიშვილი,
მეფე ერეკლეს ყველაზე
უმცროსი ქალი,
განთქმული შეუდარებელ
სიკეკლუცე-სილამაზესთან
ერთად,
თვისი ვაჟური მხნეობით
შემძლეობით და უცნაური სითამამით.
ცნობილია,
რომ თვითონ ერეკლე
„ვაჟკაცს"
ეძახდა და
16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია
ჩაცმული და თავისთანაც ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს).
თეკლა ყოფილა სამაგალითო მხედარი
ქალიც,
რომლის შესახებ მრავალი ეპიზოდია
შენახული.
ის იყო მეუღლე ვახტანგ
ორბელიანისა,
რომელიც დედოფალ დარეჯანს
გადასახლებისას თან გაჰყვა პეტერბურგს.
მას სამი ვაჟი ჰყავდა:
ცნობილი პოეტი ვახტანგ
ორბელიანი,
ისტორიკოსი ალექსანდრე და
დიმიტრი.
აქ ზედმეტი არ იქნება
მოვიყვანოთ ვ.
ფრაიგანგის წიგნიდან
მცირედი ამონაწერი,
საიდანაც ირკვევა რომ
ბატონიშვილ თეკლას მისის მშვენიერებით უცხო ავტორიც მოუხიბლავს:
„გენერალ-გუბერნატორის
მეუღლე ყოველ საღამოობით იწვევს ქართველ მანდილოსანთ,
რომელთაგან მეტი ნაწილი
ადგილობრივ თავადის ქალები არიან და ზოგნიც საქართველოს მეფის ოჯახს ეკუთვნიან.
მათში ყველაზე უფრო
უშესანიშნავესად მე მიმაჩნია სახელოვან მეფის ირაკლის ქალი თეკლა,
რომელიც არის მეუღლე
თავად ორბელიანისა;
ის მართლაც ამტკიცებს
თავისის მაგალითით
—
თუ რა ჯიშისა და მოდგმისაც არის.
ეს ქალები მოდიან
ცხენებით,
რომელსაც ქართველი
მხლებელი მოჰყვება"
და სხვა
(оხ.
Briefe
über
Kaukasus und Georgian von Wilhelm von Freygang. 1817).
თეკლას პიროვნებაზე საკმაო
ცნობები ისტორიკოს სარ. კაკაბაძესაც ამოუკრეფნია. ერთ ადგილს ის, სხვათა
შორის, ამბობს: „თავის
სიკვირცხლით და სიმარჯვით მშვენიერი თეკლა სასახლის წევრთა სათაყვანებელი
იყო... თეკლა ბუნებრივ მშვენიერებასთან ერთად, შესანიშნავი იყო, როგორც
საუცხოვო მონადირე, ცხენზე მოჯირითე და მკვირცხალი ბუნებისა"... (იხ. სარ.
კაკაბაძე „წერილები და
მასალები", წიგ. I. გვ. 133).
თეკლა ბატონიშვილი ჩვენს საზოგადოებრივ
ცხოვრებას არასდროს ჩამორჩენია და ჩვენ მას უკვე ჭაღარა მოსილს 1832 წლის
შეთქმულებაშიაც ვხედავთ —
თავის სახელოვან
შვილებთან ერთად... ბატონიშვილი თეკლა თავის ლექსში „პასუხად
ქეთევან ბატონიშვილს", კიდევ უფრო ცხოვლად და მუქის ფერებით გადმოგვცემს
თავისი დის ტყვეობის ამბავს, მტრების სისინს და მისი დის ვაება-გლოვის
მიზეზს.თითქო აქ ქეთევანის ლექსთა ცალკე ხანათა ხაზგასმითი განმეორება
იყოს: „სტირ შესაწყალად
წალკოტთა რგულთა", ნათქვამია ამ „პასუხში"
:
„ზამბახთა თხზულთა, უზადოდ
მკულთა
„თვისთა მამულთა აწ
განკარგულთა...
„იგლოვ მაღალს ტახტს, ვაი
წახდომილს,
„დიდებულს პალატს, მსწრაფლად
დამხობილს,
„შვების სიხარულს, ტრფობით
შეტკბობილს,
„ეტლს დაბრუნებულს, მოყვასთგან
გმობილს,
„გსურს მყის სიკვდილი გულ-ლახვარ
ცემულს,
„აღარა გნებავს სიტყვის
გებანი"...
და თუმცა ბატონიშვილ თეკლასათვის
ოდნავადაც არაა დაფარული აუტანელი ყოფა საყვარელ დისა, მუქარა რუსეთის
მაღალ მოხელეთა მისი „ჩრდილოდ“
გამგზავრებაზე „გრძლად
სადგურობის" მიზნით, მაგრამ ის მაინც არ სთვლის საქმეს წაგებულად და
ქეთევანისებურ უსაზღვრო პესსიმიზმს არ ეძლევა, ცოტათი უსაყვედურებს კიდეც
და ეუბნება: „აბა რადა
გაქვს —
„გუშაგთ სიმრავლით თვალთა
შინება,
„მათგან უწყალოდ ჭირთა სმინება;
„რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ
ინება,
„კრძალვით ითმინე სახმილთ
გზნებანი“...
მას იმედი აქვს, რომ მზე
ხელ-ახლა გამოანათებს და ქეთევანის ტანჯვა გამოსყიდული იქნება; ხოლო ეხლა
კი მარტო მოთმინება, ატანა და გაძლებაა საჭირო...
ეს „ნუგეში"
გარკვევით არას იძლევა, არას ამბობს: საიდან, რა გზით იქნება ხსნა? მაგრამ
მაინც საკმაოდ აშკარაა, თუ რა უნდა ყოფილიყო თეკლას გულის სალბუნებელი.
პატიმარს რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა?:
„რად გკვირს პატიმარს
მწუხარებანი,
„მცირე ხანს ლხინთა
განმწარებანი"?
კითხულობს
ის და ბოლოს მაინც გაუტეხელად დასძენს:
—
„ნუ სწუხს დაშრტება ცეცხლთა
დებანი"-ო.
მაშინდელ ქართულ საზოგადოებრივ
ურთიერთობის გამოსარკვევად საინტერესოა კიდევ ერთი დეტალიც... თეკლას და
ქეთევანს არასოდეს არ შეუწყვეტიათ კავშირი რუსეთში გარდახვეწილებთან; და
ლექსებშიაც ხომ ამ გარდახვეწილთ დასტირიან... სხვათა შორის აღსანიშნავია
მათთან მიწერ-მოწრა ემიგრაციაში მყოფ ნიჭიერ პოეტის დიმიტრი გიორგის ძე
ბაგრატიონისა*).
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,Описание“-ში
(T. Ц, вып.
I, გვ. 222), ბატონი ექ. თაყაიშვილი ასახელებს „სანატრელ
მეფის ირაკლის ასულის თეკლა ბატონიშვილისაგან თქმულ" მეორე ლექსსაც:
„მოგახსენებთ ყოველთა აზიელ ერთა
„მოყუარეთა თვისთა
ამერთ-იმერთა" და სხვა. სამწუხაროდ, ამ ლექსს ჩვენ ვერსად შევხვდით. * * *
სამშობლოს დიდების დაცემით და „ძველთა
პალატთა" რღვევით გამოწვეული პესსიმიზმი ქეთევანისა მისს მეორე დას,
ბატონიშვილ მარიამს უფრო ენათესავება, ვიდრე თეკლას.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ
მარიამ ბატონიშვილი იყო ერეკლეს ქალებში ყველაზე უფრო უხვად დაჯილდოვებულ
პოეტური ნიჭით (მარიამი იყო მეუღლე ქალაქის მოურავის დავით ციციშვილისა).
ის დროშასავით გაშლილი პესსიმიზმი, მაღალი სტილი და გამართული პოეტური
ფორმა, რომელიც შემდეგ თაობაში პოეტ ვახტანგ ორბელიანს (თეკლას ვაჟს)
ახასიათებდა, უხვად პოულობს სათავეს მარიამის შემოქმედებაში.
შედარებით უფრო ნაირი პოეტური
ღირსება, ღრმა პატრიოტულ გრძნობათა უშვალობა ლირიკაში და სევდის
გულგამგმირავი სისადავე ახასიათებენ ბატონიშვილ მარიამის შემოქმედებას; და
ამიტომაც ვიმეორებთ, რომ ერეკლეს პოეტ ქალთა შორის ის უდავოდ პირველ ადგილს
იჭერს; ყოველ შემთხვევაში, იმ, სამწუხაროდ, არც თუ მდიდარ მასალების
მიხედვით, რაც დღემდე ცნობილი და გამოუქვეყნებულია
).
ქართლის საბედისწერო „ეტლშია"
უმთავრესი და, შეიძლება ითქვას, ამომწურავი მოტივი მარიამის კეთილშობილ ლირიკისა : და დღეს
უსამართლოდ ამ „ეტლმან
—
სჩივის ბატონიშვილი:
—
„დასთრგუნვა ჩემი დღე-კეთილობა,
„ბნელ ჰყო ქართლოსის ძვირფას
მტილობა,
„აღფხვრა წალკოტსა ვარდთა
შლილობა,
„მესისხლე მარიხს აქვს
ხმალ-წვდილობა
მართალია,
ციციანოვი (და ხელმწიფე ალექსანდრე I-იც) ყველა მიმართვაში და ყოველ
შემთხვევის დროს იმეორებდა, რომ ბატონიშვილები რუსეთში ბევრად უკეთესს
პირობებში იცხოვრებდენ: ხელმწიფურ დიდებას და პატივს მიიღებდენ და ყოველ
„ბედნიერებით"
მათ ყელამდე აავსებდენ,
—
მაგრამ
ბატონიშვილებში არ აღმოჩენილა არც ერთი, რომელიც ამ „ფუფუნებას"
და „ოქროს
მთებს“
დახარბებოდა; წინააღმდეგ
—
არც ერთი
იმათგანი რუსეთს ნებით არ დამორჩილებია და არ წასულა, არ აჰყოლია ზოგთა
რჩევა-დარიგებას: რომ საქმე უკვე წაგებულია და როგორც სხვებს, იმასაც ბოლოს
დაპატიმრებულს წაიყვანენ რუსეთში და სჯობია ნებას დაჰყოლა და „წყალობის"
მიღება...
ამ შემთხვევაში
პირველი ტრადიცია ხომ დედოფლებმა შექმნეს, რომელთაგან მარიამმა ღენ.
ლაზარევი იმსხვერპლა;
) ხოლო დარეჯანი კი გამგზავრებისას ყოველ სოფელში
ძალად ჩერდებოდა მთელი დღეები და, მიუხედავად ათას ძალდატანებათა, ნელის
ტემპით სთმობდა საყვარელ საქართველოს მიწის ყოველ ნაკვეთს... და
ბატონიშვილებიც ხომ მანამ არ დაიძრენ, ვიდრე „გადაჭედილის
კიდობანით“
არ წაიყვანეს დატყვევებულნი; ხოლო, ვინც ხელიდამ
დაუსხლტა, ის სიკვდილამდე არ დანებებია მტერს (ალექსანდრე, ლევან
იულონისძე, ვახტანგ იმერეთის ბატონიშვილი და სხვანი).
დედოფლის მიერ
ლაზარევის ხანჯლით განგმირვის ამბები დაწვრილებით მოთხრობილი აქვს პოლკოვ.
როტიერს (Journal Asiatique, 1827, juin, თარგმანი მოყვანილია ჟურნალ
„მოამბე"-ში
1894 წ. №
7).
აქ
საილიუსტრაციოთ აღსანიშნავია წერილი იოსებ მიშკაბაშისა (იოსებ
ბებუთაშვილისა) ალექსანდრე ბატონიშვილისადმი, რომელიც მოჰყავს პროფ. ექ.
თაყაიშვილს *). ეს წერილი დაწერილია 1814 წ., როცა საქართველოს მზე კარგი
ხნით ჩასვენებული იყო, კახეთის აჯანყებაც (1812 წ.) ალექსანდრე
ბატონიშვილის მეთაურობით უშედეგოდ დამთავრებული და რუსის მტერი
—
ნაპოლეონიც დიდ
დამარცხებას განიცდიდა. „აბა,
ხომ ხედავთ —
საქმე
გათავებულია და ვერას გახდითო“,
სწერს მიშკაბაში ალექსანდრეს; „ამდენი
ხალხი ტყვილა დაღუპეთ: ზოგი ციმბირს დაჰკარგეს, ზოგნი თქვენთან არიან და
მაგათი ცოლშვილნი ციმბირს არიან გაგზავნილი, მამული და ყმა ჩამორთმეული და
სხვა"... ის სწერდა, რომ რუსთ უკვე ყველა შეურიგდა (ირანი, ოსმალეთი),
ბონაპარტეც წაახდინესო და ეხლა, აბა, რაღას უცდიო?!.. ჩამოდი და კიდევ დიდ
წყალობებს მიიღებო, ყველაფერი გეპატიებაო... მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილი
დარჩა ერთგული თავისი ფიცისა ქართულ დროშისადმი და სიკვდილამდე აღარ
უღალატია მისთვის.
არა! ყოველი
ბაგრატიონთაგანი მართლაც ბრძოლით სტოვებდა თვითეულ კვალს საქართველოს
მიწისას და სწორედ დაპატიმრებას
—
ძალად გაგზავნას
და ციციანოვის უხეშ და ტლანქ „შემოკვრის"
დამორჩილებას ამჯობინებდა ნებით გაცლას... **).
ამიტომაა, რომ
მგოსანი ქალები ერთნაირად დასტირიან ყველა ამ გარდახვეწილთა ბედს; ჩვენ
ვნახეთ —
თუ როგორ
იხ. „საქართველოს
სიძველენი“,
გვ. 119.
თუ დარეჯან
დედოფალმა, რომელმაც ყველაზე მეტი წინააღმდეგობა გაუწია ციციანოვს, ბოლოს
„წაბრძანებაზე"
ორბელიანს თანხმობა განუცხადა, ეს იყო მარტო დედოფლის ხერხი, მოფიქრებული
მოვლა, რასა თავის მიზეზები ჰქონდა და რაზედაც სხვა დროს გვექნება
შემთხვევა გამოვსთქვათ ჩვენი აზრი.
იღვრებოდენ მათთვის ცრემლად
ქეთევან და თეკლა; მოვუსმინოთ ეხლა მარიამსაც:
„ედემის ბაღსა ზრდილნი ყვავილნი,
„ვარდნი კოკობნი, ნაზად
გაშლილნი,
„გულ დამატკბობლად ახლად
ფურჩვნილნი,
„ვაჰმე, უწყალოდ მყვეს
აღმოფხვრილნი,
„შორად მიმტაცეს მე მათნი
ჩრდილნი".
და კიდევ
—
„ჩრდილოს კერძომან საბავთო
ქარმან,
„მძვინვარედ მქროლმან და
დაუწყნარმან
„ჩემი მთიები ჰყო გარის-გარმან
„მიმოაბნივნა შავბედის
ღვარმან“...
და განა ამის შემდეგ გასაგები
არაა პოეტი ქალის დიდი ვაება? განა მისთვის ვისმეს მოეპოვება კიდევ ნუგეში?
არა...
„ჩემსა მომლხენსა", განაგრძობს
ის, „ვერა ვსჭვრეტ მთვარეს,
„ამად ვზი, დავსტირ, ვღვრი
ცრემლს მდუღარეს,
„ვინ მანუგეშებს მარად მწუხარეს?
„მრისხანე ჯალათთ აქვთ
ხმალ-წვდილობა"...
მამულის
ერთგულნი, ტახტისა და საქართველოს დროშის მცველნი, რომელთაც საუკუნოებრივ
თან მოჰქონდათ ჩვენი ერის დიდება, ან შორს იყვნენ გარდახვეწილნი, ან
ციხეებში ჩაყრილნი და უფრო მეტად კი ბრძოლებში გმირულად დახოცილნი;
საქართველოში კი პარპაშებს მარტო ჯალათი და მასა აქვს „ხმალ-წვდილობა"...
აი, ვინ დაეპატრონა მას; ვის დარჩა დღეს, ვის საჯიჯგნად გამხდარა ჩემი
ედემის მსგავსი ქვეყანაო, ვალალებს მგოსანი:
—
„ჩემი წალკოტი აყვავებული,
„ყვავილთ სიმრავლით
გამშვენებული,
„იქმნა, ამად ვსტირ,
ცეცხლ-მოდებული,
„ოთხ კიდე სახელ განდიდებული,
„ვაიმე მათგან მოოხრებული,
„ვის შეხვდა მათი მოადგილობა?"
(იხ. „ჰოი დამწარდეს დროთა
ტკბილობა").
და უნუგეშო პოეტი
მოსთქვამს, თუ რად შეესწრო დიდებულ სამშობლოს აგრე დაცემას და მოოხრებას!
მართალია, წინადაც ხშირად უნახავს საქართველოს ბნელი დღეები, მაგრამ
მაშინდელი მტერი ახლად შემოჭრილს არა ჰგავდა;
მართალია, ის
ქვეყანას დაარბევდა, გადასწვავდა, იავარად ჰქმნიდა, მაგრამ ქართველი ხალხის
დაუშრეტელი პოტენცია, მისი უაღრესი სიყვარული ერისა და სამშობლო
ქვეყნისადმი, მის ისევ აძლევდა ულეველ ძალას მამულის ხელახლა გასაშენებლად
და აღსადგენად. არა იყო რა საშიშო, ვიდრე მის რაობას, სუვერენობას,
ერთბაშად არ მოიშლიდენ და დიდი იმპერიის პატარა ნაწილად არ
გამოაცხადებდენ...
ეხლა კი სულ სხვა რამეს ხედავს
მგოსანი ქალი; იცის —
რუსეთი საქართველოს მომავალშიაც
გადაგვარების მეტს ვეღარას არგუნებს და ამის გამო მისი ვაება ეხლა მართლაც
უძიროა და „სევდით გრაგნილი":
„ჰე, რად შევესწარ ამა დარესა,
ძნელ სახილველსა, შესაზარესა,
„სადავითოს მტილს, მოფხრულს
არესა,
მხედველ სისხლისა ცრემლ
საღვარესა,
„ვაჰ, ვერ ვსჭვრეტ დიდთა მნათობთ
გვარესა...
რადგან მზე ჩვენი ჩრდილოთ
ჰფარესა...
„სევდით გრაგნილსა ძნელ
სამყარესა“...
არ აკმარა
უფლების და ღირსების აყრა „ჩრდილოეთმა"
განაწამებს საქართველოს და მის ტრაღიკულ ფერებით სავსე მწუხრის ჟამს,
სატანისებური ცინიზმით შეხვდა: კნორრინგმა, ციციანოვმა, რტიშჩევმა და
სხვებმა უმდაბლესი უტიფრობით და უმაღლესი პათეთიურობით განიმეორეს, რომ
საქართველოს დამოუკიდებლობის და ტახტის გაუქმება თვით ქართველი ერის
„სურვილით" და
მისდა „საკეთილდღეოდ"
მოხდა.
მაგრამ როგორ
ფიქრობდა ქართველი ერი და რა „სურვილები"
შეიძლებოდა მას ჰქონოდა ამ დროს, ამის შესახებ ბატონიშვილი მარიამიც
მოგვითხრობს:
—
„დაჰფარნა ჩრდილოთ ღრუბელმან
მნათობთ არენი ბნელითა;
„წარხდეს წალკოტნი მაღალნი, ჰოი
საცთურითა ძნელითა;
„ვაჰ, დიდებულნი პალატნი იქმნა
მტერთ საცინელათა...
„დაბრუნდა ეტლი უკუღმა წარხდა
დღე კეთილ მზიანი,
„დაემხო ტახტი მაღალი, რა
ბედნიერი, სვიანი“...
მოთმენა?
შერიგება? არა, არც ერთის წუთით... არ შეიძლება ეპატიოს მტერს ასეთი
საშინელი დაცინვა და თუ ძალა აღარ არის, რომ მას გმირულად ეკვეთოს და
საქართველოს ძველი, რაინდული ყიჟინით შიშის თავზარი დასცეს თუ გათავდა და
ამოიწურა წინააღმდეგობის ძალა, თუ ვეღარ მოიქნევს ხმალს ძლიერი მკლავით
ქართველი ვაჟაი, და დატყვევებულ დედას თავისუფლებას ვერ დაუბრუნებს,
—
მაშინ აღარ აქვს
აზრი სიცოცხლესაც, წუთიერ ყოფასაც... განა ქართველები არიან ისინი, ვინც
ციციანოვს გვერდით ამოუდგენ და რუსის ჯარი ცეცხლითა და მახვილით შეასიენ იმ
ადგილებს, სადაც აჯანყების და თავისუფლების დროშა კიდევ ფრიალებდა? არა და
მათთვის იმდენი ზიზღი აქვთ ერეკლეს ამ სამივე პოეტ ქალთ დაგროვილი, რომ მით
სარგებლობა შემდეგ თაობებსაც შეეძლოთ, თუ ეს საჭირო იქნებოდა... ამიტომ 130
წლის წინად დაწერილი მარიამის ბევრი სიტყვები არ ჩაითვლებიან შემდეგ
თაობათა პოეზიისათვის უცხოდ:
—
„განცვიფრდი, ცაო, განკრთი,
მიწაო, მეცა დამფარეთ ღრუბელ-ნისლთაო,
„აჰა დანთქმული ჩრდილოთ ზღვითაო,
მარად აფრქვევდე ღრუბელ-ნისლთაო,
„ვა, განგვაშორეს მზენი სითაო,
ჰყვეს განდევნილი შორის გზითაო...
და ან კიდევ შემდეგი ადგილი:
—
„დახდა მზე იგი აზიით, აწ
ჩრდილოთ მოეფინება,
„მოგვიხვნეს მსწრაფლად მთიები,
ვით უძლოს გულმან თმინება...
„არ დასცხრა ჩვენზედ მარადის
სოფლის საცთურთა შინება,
„ამად მაქვს თვალთა მარადის
სისხლისა ცრემლთა დინება.
„ვაჰმე, მას აქეთ ცოცხალსა
არღარა მომელხინება"...
* * *
საინტერესოა ს.
კაკაბაძის მიერ ნაპოვნი „ჩანაწერები
ბარბარე ქობულიშვილის მიერ ზოგიერთ ისტორიულ პირებზე" მარიამის შესახებ, აქ
შემდეგს დამახასიათებელ სტრიქონებს ვკითხულობთ: „ციციშვილი
ევსტატე, იყო შვილი მეფის ირაკლის ასულის მარიამისა და ეს მარიამი იყო დიდი
ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმთოს წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ასე
ამბობდენ -–
დიდი
მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოუვაო ამ ქალსაო. იყო დიდათ მუზიკის მოყვარე და
თითონაც იცოდა ქართული მუზიკები, იყო სევდიანი, ვითარცა ბაგრატიონნი,
რომელთაც გვარად მოსდგამსთ, და უყვარდა მხიარულება და ისეც ჰქონდა თავისი
სახლი დაჩვეული. ოთხი ვაჟი ყვანდა და ოთხთავ იცოდენ ქართული საკრავები და
ამხიარულებდენ დედასა და როდესაც სამშობლო რუსეთში გადაუსახლდა, ყოველივე
მხიარულება დაივიწყა; წავიდა თავის სოფელს ქარელში, სწერდა სამგლოვიარო
ლექსებსა, რომელიც ბევრსა აქვს საქართველოში და იყო ლოცვაში და ღვთის
ვედრებაში. რომელიც ძმა მოუკდებოდა, ანუ ძმისწული რუსეთში, ვერავინ ეტყოდა
და ისე გარდაიცვალა"... (იხ. ს. კაკაბაძის „საისტორიო
კრებული", ტ. IV, გვ. 118-19). ეს ცნობები სრულიად ეთანხმება ამ პოეტის
ნაზს და სევდით დაისრულ ბუნებას, რომელიც მის ნაწერებში დღესაც ასე
ნაღვლიანად გამოიყურება. აქედანვე სჩანს, რომ ბაგრატიონთა
მუსიკალურ-პოეტური ნიჭი მარიამის შვილებსაც თან დაჰყოლიათ... განსაკუთრებით
მარიამის უფროს ვაჟს, ევსტატე ციციშვილს გადაცემია ერეკლეს ოჯახის
სიყვარული პოეზიისადმი; პროფ. ექ. თაყაიშვილი თავის ,‚0писание“-ში
დიდი ერეკლეს ამ შვილის-შვილის ორ ლექსსაც ასახელებს:
1) „ჰოი, საყვარელო, თვალთა
ნათელი, ვერსღა სად ვჰპოვე, მისთვის ვარ ხელი“...
და
2) „პირად-პირად
მნათობ დასთა თვალვაგენ“... და სხვა).
ბატონ ექვთ.
თაყაიშვილის ,‚0писание“-ში
(№ 203),
ჩვენ გვხვდება ბატონიშვილ მარიამის ადრინდელი ლექსიც (დაწერილი ჯერ კიდევ
მისი სიყრმის ჟამს), იმ მწუხარე შემთხვევისა გამო, რომელიც წილად ხვდა
მაშინ მეფე ერეკლეს ოჯახს, ალექსანდრე ბატონიშვილის დანიშნულის, ყაბარდოს
მთავრის მზეთ უნახავი ქალის, უდროოთ გარდაცვალების გამო; ამ ქალს,
მონათვლისას სახელად ნინო უწოდეს და დიდებულ მეფის კარზე სარძლოთ
ამზადებდენ და წვრთნიდენ. ერეკლემ მას აღმზრდელად სასახლის ეტიკეტის და
საღმთო სჯულის შესასწავლად, თვისი საყვარელი რძალი, სალომე (ამილახვრის
ასული) მიუჩინა; დიდ ფუფუნებაში და სიყვარულში ჰყვანდათ ახალი საპატარძლო,
მაგრამ ეს ულამაზესი და შესანიშნავი ტანადობის ქალი მალე დასნეულდა და
ჭლექით მიიცვალა. ამ გარემოებამ ალბად მთელი სასახლე დიდ ჭირს და გლოვას
მისცა და სათუთმა პოეტმა მარიამმა ლექსად გამოხატა ეს გლოვა: „ყაბარდოს
იყო ერთი მზე ბრწყინვალე მანათობელად,
იხ. „ოპისანიე"
II, გვ. 222-3). „მისივე
ხანთა ასული, ვინ არის ჩერქესთ მფლობელად, „რძლად
მოუწოდა მეფემან, პალატის შესამკობელად, „იესოს
ქრისტეს სძლად ექმნა უმანკო დაუჭკნობელად“...
და სხვა. (იხ. 0писание,
გვ. 80-81). ირაკლის ქალებში სასახლის ნამდვილი პოეტი სწორედ მარიამი უნდა
ყოფილიყო, რომელიც ალბად ამ მრავალ შესანიშნავ ეპიზოდებით სავსეს და
ისტორიულ მნიშვნელობათა ცოცხალ მატიანეს
—
ირაკლის სახლს
—
ბევრნაირად
შეამკობდა და შეასხამდა
), მაგრამ ამ „შესანიშნავ,
პოეტ ქალის" (როგორც მას პროფ. ექ. თაყაიშვილი თავის „აღწერებში;უწოდებს) შემოქმედებიდან ძლიერ მცირედმა ნაწილმა თუ მოაღწია ჩვენამდე).
* * *
ასე დაბინდდა ამ
კეთილშობილ პატრიოტ ქალთათვის, რომელთა ვაებაში ბევრი მოჭარბებული გრძნობაა
სევდის, მაგრამ სულ პატარა იმედი. იმ შავ-ბნელ დროს ხომ ძნელი იყო რაიმე
იმედზე ოც ნებაც კი;
საქართველოს „ეტლი"
ამ მგრძნობიარე არსებათ სამუდამოთ შებრუნებულად მიაჩნდათ და მარტო იმასა
მოსთქვამდენ, რომ თავის ძმებთან, ქმრებთან და შვილებთან ერთად ისინიც
უსწორო ბრძოლაში არ იგმირებოდენ...
მაგრამ
მიუხედავათ ამ საშინელი წყვდიადისა, ერთი პატარა ნაპერწკალი მაინც ღვიოდა
სადღაც შორს; და ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონიშვილ თეკლას მცირედი იმედი კიდევ
დაშთენოდა, რაკი ხედავდა, რომ მისს ძმას
—
ალექსანდრე
ბატონიშვილს ჯერ ხმალი ქარქაშში არ ჩაეგო და ვინძლო „ქართლისა
ბედი" კიდევ ერთხელ შეთამაშებულიყო.
საინტერესოა, რომ
სწორედ თეკლას შვილმა, დიდმა პოეტმა ვახტანგ ორბელიანმაც, რომელსაც ასეთივე
უიმედობა ახასიათებდა, მარტო ერთხელ, მაგრამ უფრო მძლავრად გამოსახა ეს
დედის ბუნდოვანი „იმედი")
რომელიც ძველის
დიდების, დაუვიწყარ დმანისის ნანგრევებზე უნდა აღმოცენებულიყო...
* * *
ტფილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ამ ხანად გამოცემულ „ლიტერატურულ
მემკვიდრეობა“-ში
(წიგნი პირველი) ვხვდებით ბ. ლევ. ასათიანის საინტერესო ნაშრომს:
— „ძველი
საქართველოს პოეტი ქალები". ამ შრომაში ავტორი ერეკლე მეფის ქალების
შემოქმედებასაც ეხება და მათი ლექსებიც უფრო ვრცლად მოჰყავს, ვიდრე ეს
აქამდე ცნობილი იყო. რედაქციას განზრახვა ჰქონია ბ-ნ ასათიანის შრომა
მთლიანად ცალკე წიგნად გამოსცეს, საცა სხვა ნაწარმოებებთან ერთად ერეკლეს
ქალების შემოქმედებაც (რამდენათაც ამათ დღემდე მოუღწევიათ) სრულად იქმნება
მოცემული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მკვლევარნი ამ ნაწერებში კიდევ ბევრს
ახალს და საინტერესოს აღმოაჩენენ, რაიც ამ ღირსეულ ქალთა პიროვნებას მეტის
სრულობით და გაქანებით გაშლის... ამ ქალთა პოეზიის ეროვნულ ჰანგების
დასახასიათებლად სამართლიანია ბ. ასათიანის შენიშვნა, რომ „ლექსები
ბატონიშვილებისა-ან ჩამორთმეულ ხმლების მოვალეობას ასრულებდენ"-ო. ეს იყო
ბრძოლის პოეზია, დამარცხებულ ბაგრატიონთ და საქართველოს რომ ჭირისუფლობდა
და მის გარდასულ დიდებაზე გოდებდა*)...
)
აღარ აქვთ ვარდთა შლილობა“...
და ეს განა ბუნებრივი არ არის? მათ ხომ არა ჰქონდათ საშუალება ძმებთან და
ძმისწულებთან ერთად ბრძოლის ყი- ჟინაზე გადასულიყვენ და ან გარეშე ძალებს
შემოძღოლოდენ (ალექსანდრე და თეიმურაზ
ბატონიშვილებივით) და რუსის მხედრობისათვის სასტიკად შეეტიათ, ან შიგნით
(ვახტანგ, იულონ, ფარნაოზ და ლევან ბატონიშვილებთან ერთად) საქა- რთველოს
სხვა და სხვა ადგილში აჯანყების დროშა აეფრია- ლებიათ და მტერთ და
მოღალატეთ დარეოდენ?..
არა!.. ამ სახელოვან ქალთ ასეთი გზით სვლა არ შეეძლოთ; (თუმცა დიდებული
მეფე ერეკლე ზოგ მათგანს „ვაჟად დაბა- დებულთ" ეძახდა: თეკლას). მაგრამ
საკმაოდ ბევრია იმის საბუთი, რომ ერეკლეს ქალები ერთის წუთითაც არ
შერიგებიან საქართველოზე უცხო ძალის გაბატონებას; და ამ მოპატიჟე- ბულ
სტუმარს, რომელსაც ერთმორწმუნე პატარა ხალხისა- თვის რაინდული მფარველობა
უნდა გაეწია და რომელმაც ნამდვილად მისი სახლი მთლად მიისაკუთრა, - ამ
„სტუმარს" ერეკლეს ქალები მაღალის ზიზღით უცქეროდენ და მისთვის უხვად
ჰქონდათ დაგუბებული ნაღველი ამაყ მკურდ ქვეშ...
შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალები თვისი უშუალო ინ- სტიკტით უფრო ნათლად
ხედავდენ იმ ნამდვილ სახეს ეკა- ტერინა მეორესას და პავლე პირველისას,
რომელსაც ესენი თეთრ პარიკებისა და უფრო თეთრ პუდრის ქვეშ ფარავდენ...
მამა-კაცებს, რომელთაც ამ დროს საქართველოს დიპლო- მატიის საჭე ხელთ ეპყრათ
და დაუღალავად და გულმოდგი- ნედ ტფილისსა და პეტერბურგს შუა მოგზაურობდენ,
არა ჰქონდათ საკმაოდ შეთვისებული რუსული დიპლომატიის წე- სები; ამ
უკანასკნელს ხომ პირმოთნეობა და დაფარული ზრა- ხვა უფრო ახასიათებდა, ვიდრე
რაინდობა, „მფარველად" მო- ვლინებულს რომ უნდა ჰქონოდა. ამიტომ ჭავჭავაძე,
ფავლე- ნიშვილი და ავალიშვილი, მძიმე ღრამოტანი აქეთ-იქით რო დაჰქონდათ,
სრულებით ვერ ამჩნევდენ, რომ იმათ თვალის ასახვევად დაატარებდენ და
„წყალობათა"ნამდვილი ღრამოტები კი
კნორრინგს პირდაპირ
მიდიოდა
„ლინიაზე"
კოვალენსკის ტფილისის
სასახლის კარზე, საცა ის მოუთმენლად ელოდა მეფე გიორგის მე-13-ის
სიკვდილს
პავლე l-ის „მაღალ" სურვილის თანახმად ის ყველაფერს ამზადებდა, რომ ბატონიშვილი დავითი რუსულ ღენერლის მუნდირითაც დაკმაყოფილებულიყო, ხოლო საქართველოს ტახტი კი რუსეთის მუზეუმში მოსათავსებლად გარდაეგზავნა.
კარზე მომდგარი საფრთხე, საუბედუროდ, ბევრმა მაინც ვერ დაინახა და ვერც იმ გარემოებამ გამოაფხიზლა, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ დავითი ტახტზე აღარ აუშვეს და ინვესტიტურებს მანამდე ალოდინეს, ვიდრე თვითონ შეპყრობილი ვახტანგ ბატონიშვილთან ერთად რუსეთში არ გაგზავნეს... (თებერვალი, 1803 წელი).
მაგრამ ამ გულუბრყვილობით და დიდი რუსეთის „რაინდობის" ილუზიებით ყველანი არ ყოფილან შეპყრობილნი ერეკლეს სასახლეში და ერთი ნაწილი მაინც შიშით და გულის ძგერით უცქეროდა რუსთა იმ ბატალიონებს, ტფილისში რომ იდგენ და განსაკუთრებით - სახელმწიფო საბჭოს მიერ კნორრინგის გამოგზავნას: ვითომდა ადგილობრივ მდგომარეობის
შესასწავლად.
ამ პირთ უფრო ძველი, ნაცადი გზა და ორიენტაცია ერჩივნა იმ „უჩვეველ ლხინს",
რომელსაც ჭავჭავაძე და ავალიშვილი რუსეთიდან ჩამოტანილ ღრამოტებით
ჰპირდებოდენ საქართველოს და ბაგრატიონებს. ამ ჯგუფს, ამ ანტირუსულ
მიმართულებას სწორედ ქალი უდგა სათავეში და ეს ქალი იყო დარეჯან
დედოფალი, რომელსაც თვისი ღირსეული და მრავალრიცხვოვანი ვაჟების და
ქალების ხომლი ერტყათ მაგრამ ყველაზე უფრო ახლო მასთან მაინც მისი ქალები
იყვნენ და სწორედ ისინი აძლევდენ ძალას და მხნეობას საყვარელ დედასა და
დედოფალს.
რასაკვირველია, ჩვენ იქ დაწვრილებით ვერ შეეუდგებით იმის გამორკვევას — თუ
რა ამოძრავებდა და რისთვის იღწვო- დენ დარეჯანი და მისი ჯგუფი. იმისთვის,
რომ ტახტი გიორ- გის შვილზე, დავითზე არ გადასულიყო და თანახმად ერეკლეს
ანდერძისა (?) იულონს დარჩენოდა? მართლაც ამის გამო უარ ჰყვეს მათ რუსული
ხაზი და პავლეს „წყალობანი“ (რომლითაცა მან გიორგის ინვესტიტურები უბოძა და
დავითი მემკვიდრეთ იცნო) - თუ უფრო იმიტომ, რომ ეს ჯგუფი აშკარად ხედავდა
დიდ ისტორიულ საფრთხეს; ატყობდა, რომ რუსეთი საქართ ველოს დროებით იყენებდა
- ვიდრე კავკასიაში ფეხს მაგრად მოიკიდებდა და შემდეგ ამ ძველ სამეფოს
ერთიანად გააუქმებდა და იმპერიას შეუერთებდა.
ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ეს მეორე მოსაზრება იყო მაშინდელ
„ოპოზიციის" მთავარი მამოძრავებელი ძალა. ზოგიერთ ისტორიულ საბუთების
დაკვირვება მაინც გვაძლევს ნებას ვიფიქროთ, რომ დარეჯან დედოფალი და მისი
ღირ სეული ქალები თავიდანვე იმ ხაზს მიეკედლენ, რომელსაც მსაჯულთუხუცესი
სოლომონ ლეონიძე და სარდალი დავით ორბელიანი მეთაურობდენ; ამის გამო ამათ
რუსეთის ორიენტა- ციის პოლიტიკაში ურყევი ერეკლეს დიდი რისხვა დაიმსა ხურეს
1793 წ. (იხ. ს. კაკაბაძის ერეკლე II-ს „დრო"; გვ. 183).
ოპოზიციის ხაზი აშკარად მიმართული იყო 1783 წ. ტრაქ- ტატის წინააღმდეგ.
ისტორიკოსი ბუტკოვი აღნიშნავს, რომ „დედოფალი დარეჯანი მუდამ საყვედურით
ავსებდა მეფეს, რომ მან ამ ტრაქტატით დაანგრია საქართველოს სამეფო"-ო.)
დარეჯანს და მის ქალებს არას დროს არ შეუნელებიათ ღრმა სიძულვილი რუსეთისადმი და არ დავიწყებიათ მათი ღალატიერეკლეს
მრავალ ლაშქრობათა მანძილზე. ამიტომაც იყო, რომ რუსთა მეფე ალექსანდრე I,
ჯერ განურისხდა კნორინგს და კოვალენსკის, ხოლო მალე მათი ადგილი სულითა და
გულით გარუსებულს, ჭკვიანს და ცბიერ ციციანოვს დაუთმო და მყისვე გადაჭრითი
ინსტრუქცია მისცა, რომ ყველაზე ადრე დედოფალი დარეჯანი და მისი სამი ქალი
წარმოეგზავნა მასთან პეტერბურგში „საპატიო სტუმრად".)
* * *
ეს უკანასკნელიც ენერგიულად შეუდგა ამ ვერაგულ გეგმის გატარებას
საქართველოში ჩასვლის პირველ დღიდანვე; მაგრამ სულ მალე საშინელ
წინააღმდეგობას გადაეღობა, რაზედაც ხელმწიფეს 10/II/1803 წ. სწერს: „ქვრივი
დედოფალი დარეჯანი, რომელიც აქ ყველა ამ ამბების (ესე იგი შეთქმულებათა)
მეთაურია, გადაჭრით უარს ამბობს წამოსვლაზე და მიზეზად თავისი ავათმყოფობა
მოჰყავს“-ო (აქტი, П ტ.); და ეს გაუცხადებელი ბრძოლა მათ შორის სრული 9 თვე
გაგრძელდა... ჭეშმარიტად, მძიმე დრო იყო ეს მამაც ციციანოვისთვის.
ჩვენის აზრით, ეს სამი ასული, რომლებსაც რუსთა მეფე ალექსანდრე I-ლი
პეტერბურგში დედასთან ერთად ასე დაჟინებით იწვევდა, უნდა ყოფილიყვნენ
სწორედ ის სახელოვანი პოეტი ქალები, მოხუც დედის მესაიდუმლენი, რომელთა
შესახებ ქვევით გვექნება ლაპარაკი.
საინტერესოა რამდენიმედ მაინც გაცნობა ამ ქალთა განცდების და დაწვდენა მათ
კეთილშობილ ვაებამდე, საქართველოს განგვირგვინების გამო რო აღმოხდენიათ —
განსაკუთრებით მარიამს, ქეთევანს და თეკლას (რამდენადაც ეს მათი დღემდე
აღმოჩენილ პოეტურ შემოქმედებიდან გამოსჭვივის) მათ
ერეკლეს სახელისა და ძლევამოსილების ამბები ჯერ კიდევ ცხოვლად ახსოვდათ,
რომ ასე ერთბაშად არ შერიგებოდენ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. ეს
ქალები ყოველის მხრივ ღირსეულ მამის მაღალ ტრადიციების მატარებლები იყვნენ,
თან დედის სიმტკიცე და კეთილშობილი თავმოყვარეობა უხვად ჰქონდათ
გადმონერგილი, და მონობას, თუნდაც დიდ ფუფუნებაში გახვეულს, ისინი წუთითაც
ვერ აითვისებდენ... მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე მათი მოქმედების საშუალება
შემოფარგლული იყო და განსაკუთრებით შევიწროვდა დედოფალ დარეჯანის
გადასახლების შემდგომ (1803 წლიდან).
ქეთევანმა ხომ არა ერთხელ დაიმსახურა საყვედური, გაფრთხილება და ბოლოს
რისხვაც კი, არა მარტო ციციანოვისა, არამედ თვით ხელმწიფე ალექსანდრესიც
კი; განსაკუთრებით, როცა გამოირკვა მისი მონაწილეობა 1804 წლის აჯანყებაში.
ამ აჯანყებაში, როგორც ვიცით, ქეთევანის ვაჟი კონსტანტინეც დიდ
მონაწილეობას იღებდა და არა მარტო ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილთ
ჰქონდათ მასთან კავშირი, არამედ თვით ფეჰტ-ალი ხანიც (ბაბა-ხანი-შაჰი
სპარსეთისა), მასზე დიდ იმედებს ამყარებდა...
ეს ფირმანები ცეცხლდანთებული მოწოდებებია რუსთა წინააღმდეგ ასამხედრებლად
და მათდა გასაჟლეტად. ბაბა-ხანი ქეთევანის ვაჟს რომ დიდ როლს აკუთვნებდა,
ეს იქიდანაც სჩანს, რომ მას თითქმის სიტყვა-სიტყვით იმასვე სწერს, რასაც
ბატონიშვილ ფარნაოზს, რომელიც მთიულეთის (1804 წლის) აჯანყებას მეთაურობდა.
შაჰის ეს ფირმანები საყურადღებო ინსტრუქციებით, და უნდა ვიფიქროთ, თვით
ალექსანდრე თეიმურაზ და ლევან ბატონიშვილთაგან გამოგზავნილ დავალებებით,
სპარსეთიდან ქეთევანისათვის გადმოუციათ, მაგრამ უკვე მოგვიანებით (1804
წლის დეკემბერში). ამ დროს კი საქართველოში უკვე საშინელი რეაქცია
მძვინვარებდა.
ამის გამო ციციანოვმა ბატონიშვილი ქეთევანი თავის სასახლეში დააპატიმრა და
მისი საქმეც საიდუმლო საგამომძიებლო კომისიას მიანდო
). ქეთევანის შესახებ ცნობებს გენერალი ციციანოვი 29/11/1805 წ.
ხელმწიფე ალექსანდრე I-ს აწვდის და ითხოვს ამ ღონისძიებათა (დაპატიმრების)
სანქციას, რაც, რათქმა უნდა, მიიღო („აქტები" 2)
). ციციანოვი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ბატონიშვილი
ქეთევან რასაკვირველია, უფრო სასტიკ მოპყრობის ღირსი იყო, მაგრამ შიშობს, —
ვაი თუ ამით უფრო გააღიზიანოს „ქარაფშუტა“ და „ყოველ ჭორებს ადვილად
ამყოლი" ქართველი ხალხი...
სწორედ ამ პატიმრობის ხანას უნდა ეკუთვნოდეს ბატონიშვილ ქეთევანის
მრავალ-მხრივ შესანიშნავი ლექსი: — „ჰოი ვითარ ვსთქვა“...
საერთოდ ერეკლეს ქალებმა (ქეთევან, — მარიამ, — თეკლამ) ღირსეულად და დიდის
სასოებით შეინახეს ბაგრატიონთა მწერლობითი ტრადიცია და ზოგი მათი
ნაწარმოები ბევრით მაინც არ ჩამოუვარდება მათი ძმების (ფარნაოზ, მირიან,
იოანეს) და ძმის შვილების (დავითის, ბაგრატის) პოეტურ
შემოქმედებას*.
მაგრამ მათში შეიძლება ერეკლეს ქალების პოეზია უფრო ბევრის და
დამახასიათებელის მთქმელია მე-XIX ს. დასაწყისისათვის. ქეთევანის — „ჰოი
ვითარ ვსთქვა“-ც ამის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს:
„ჰოი, ვითარ ვსთქვა განსარკრთომელი",
მოსთქვამს ის:
„ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი,
„ჩრდილოთ ვიხილეთ მცირე ღრუბელი,
„აზიის მთიებთ დამბნელებელი,
„ბედნიერთ პალატთ დამამხობელი,
„მშვენიერთ წალკოტო არ მფურჩვნებელი,
„ჰოი ვითარ ვსთქვა..."
ეს „ჩრდილოეთიდან" წამოსული ღრუბელი, რომელიც „მფარველად" უნდა მოვლინებოდა
განაწამებ ივერიას, ქეთევანს — თავის დედა დარეჯან დედოფალთან — თავიდანვე
„მთიების დამბნელებლად“ მიაჩნდა და კარგად იცოდა, რომ „ბედნიერთ პალატთ
დამამხობელი"-ც იქნებოდა ეს დიდი და ულმობელი სახელმწიფო... ამიტომ
უდგნენ ირაკლის ქალები მხრებში საყვარელ და შორსმჭვრეტელ დედას.
საუბედუროდ, გადაჭარბებულის სიუხვით გამართლდა ამ ქალთა წინადგრძნობა:
მოვიდა ის ჩრდილოეთიდან მოწოლილი „ღრუბელი" და საქართველოში უჩვეულო სუსხი
მოჰყვა
მას ციციანოვის სახით — და
„აღმოფხვრნა ვარდნი, უცხოდ ნაზარდნი,
„თვისთა მამულთა ჰყო განავარდნი"...
სჩივის ბატონიშვილი ქეთევან და დასძენს:
„აღარ ჰყვავიან ზამბახნი, ვარდნი,
„განჰქრივნა ყოველგნით, მკლავს მათნი დარდნი,
„მათი მგონები აწ, გულო, დადნი,
„არ გაქვს წამალი მამთელებელი"...
საქართველოს წალკოტში, მის წიაღში „გაფურჩქვნილი და ნაზარდი" - მისი
სიამაყე და დამამშვენებელი იყო მისი დამოუკიდებლობის ემბლემის მატარებელი,
მუდამ მის წინარიგებში მდგომი მეფე ერეკლეს ოჯახი და სწორედ მას დაეძგერა
ყველაზე უფრო სასტიკად გენერალი ციციანოვი. მან არ იკმარა თვით ალექსანდრე
პირველისაგან მისთვის პირადათ ბოძებული ინსტრუქცია მეფის ოჯახის ზოგ
სახიფათო წევრთა რუსეთში გადასახლებაზე და თვითონ აცნობა პეტერბურგს, რომ
საქართველოში მინამ არ იქნება მშვიდობიანობა, ვიდრე ყველა ბაგრატიონს არ
გადავასახლებ აქედანო და მანაც რკინის ხელით დაიწყო საქართველოს
სახელმწიფოს სხეულის დაშლა. პავლე პირველის მიერ ნაჩქარევად
გამომუშავებული, ხოლო ალექსანდრე პირველისაგან უფრო დახვეწილი „მანიფესტი"
არა კმაროდა; ციციანოვმა სწორად „გასჭვრიტა"...
საჭირო იყო ტახტის განიავებით ბაგრატიონთა მუსრის გავლება და ამავე დროს
მათი ქონებრივი განიარაღებაც", — ციციანოვმა მათი სიმდიდრე მალე სახაზინოდ
გამოაცხადა და ცარიელზე დარჩენილ ბატონიშვილებს — მათის მრავალრიცხოვან
ოჯახებითურთ, „ულუფას" რუსეთში ჰპირდებოდა. ამავე დროს საქართველოს
სუვერენობის ერთგულთ ულლობელი ტირანი მკერდს ცინიზმით უგმირავდა.
ჭეშმარიტად, ცალკე შესწავლის ღირსია ის უხეში და ყოველ ზომას გადაცილებული
მატერიალური დევნა და ეკონომიური ჩაგვრა, რომელიც მაშინდელმა რუსეთმა ყველა
ბაგრატიონებს მიაყენა და მერმეთ — გამოაცალა რა არსებობის ეკონომიური ბაზა
— მარტო იმის საშუალება ღა მისცა, რომ რუსეთის ერდგულებით და სამსახურით
მოეპოებიათ ჩინ-ორდენი და მხოლოდ როგორც „ერთგულ" სამხედრო პირთ, ან
მოხელეთ თავის თავის გატანა შესძლებოდათ...
ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლისთანავე აწვდის ციციანოვი პეტერბურგს თავის
ვერაგულ გეგმას, თანახმად ჩამოტანილ ინსტრუქციებისა, რომ „მათი"
(ბატონ~ლთა), „მამულები სახაზინოდ გამოცხადდეს და ამას გარდა, — “дабы
прекратить всевозможныя притязания их на грузинския имкщества, домы их
намереня обратить на публичныя заведенияи под постой генералитета,
которой сам нуждаются квартирами, а деревни поступят в казенное
ведомство“ (იხ. ციციანოვის მოხს. რუსთა ხელმწიფისადმი 3/3/1803 წ. N 116.
Акты II).
ამ მოხსენების თანახმად ალექსანდრე I-ლი უბრძანებს შინაგან საქ. მინისტრს,
რომ ქართული სამეფოს სახლის ყველა მამულები სამუდამოდ გადაირიცხონ ხაზინის
სასარგებლოდ. და შემდეგ, ამის თანახმად, 22 აგვ. 1804 წელს, სახელმწიფო
საბჭო ადგენს: მიეცეს ბატონიშვილთ მამულები რუსეთში*). ამ ადმინისტრატიულის
ზომებით გამოეცალა ბატონიშვილებს არსებობის სახსარი და ისინი უნდა
გადაბარგებულიყვნენ რუსეთში და იქ ცდილიყვნენ ხელმწიფის ტახტისთვის სრული
ლოიალობა დაემტკიცებინათ და ამასთანავე ყოველივე ოცნებაც კი საქართველოს და
მის სამეფოს აღდგენაზე სამუდამოდ დაეტოვებიათ, რათა ამ გზით მცირე პენსია
და თან რაიმე სამსახური ეშოვნათ; ან და იმ დღეში უნდა დარჩენილიყვნენ თავის
ქვეყანაში, რომ ჭერიც კი არა ჰქონოდათ თავშესაფარი. და ეს მახვილი მართლაც
რომ მწვავე გამოდგა ბატონიშვილთათვის. ამის შემდეგ ჩვენ არ უნდა
გვაკვირვებდეს ის წერილები და საბუთები, რომლებშიაც ბატონიშვილთა უსაზღვრო
მატერიალურ გაჭირვებაზეა ლაპარაკი.
ეს ბედი, რა თქმა უნდა„ ყველაზე აღრე ერეკლეს ქალებს უნდა ხვედროდათ წილად;
მაგალითისათვის ჩვენ აღვნიშნავთ პროფ. ექვთ. თაყაიშვილის „საქართველოს
სიძველენი"-დან მარტო ორ ბარათს მეფის ასულის მარიამისას, რომელსაც ის
მიშკაბაშის ცოლს ქალუას სწერს: ... „ვიცი, მწყალობელი ბრძანდები და
ამისთვის ვიკადნიერე მოხსენება, ვითხოვ: ცოტა ბრინჯი მიბოძოთ თავისის
ერბოთი, ეგების მეც მაგიერი სამსახური შევიძლო". (გვ. 123) და შემდეგიც:
„თქვენს ბრწყინვალებას 2 ოქრო ებოძა; გმადლობ მრავლად, ღმერთმან მრავალს ამ
ბრწყინვალეს დღესასწაულს დაგასწროსთ კარგის ქმრითა და შვილებითა და ჩემი
თავიც გამსახუროსთ". (ibid).
აი, ასეთის გადაჭარბებით შეასრულა პეტერბურგის დავალება ციციანოვმა და ასე
მალე ჩააყენა დიდებული მეფის ოჯახის წევრები საშინელსა და დამამცირებელ
მდგომარეობაში და ვინ იცის — როგორ ხითხითებდენ რუსეთის დიდი მოხელენი,
რომლებიც ბატონიშვილთა სასახლეებში მოკალათებულიყვნენ და მათი მამულების
შემოსავლით რუსულ ხაზინას ავსებდენ, ხოლო „პენსიაზე" აყვანილ ბატონიშვილთ
„მათხოვრებს" ეძახდენ!..
მართლაც დიდი სამსახური გაუწია თავიდანვე რენეგატმა ციციანოვმა რუსეთის
ტახტს და რუსეთმაც ამ ერთგულ ყმას, სიკვდილის შემდეგაც, თავმოკვეთილს)
კიდევ იმდენი „საშუალება“ მისცა, რომ ის მძიმე შეურაცხყოფის ქვეშ სტოვებს
დღემდე ქართველი ერის ღირსებას: ციციანოვი რუსეთმა ჩვენს საამაყო და
წმინდათა — წმინდა ისტორიულ სიონში დაჰფლო რუსულის ძეგლით და რუსულის
წარწერით... და რუსეთი არ გააწითლა ამ ამბავმა... ის ამას უკვე ჩვეული იყო;
განა დედოფალ მარიამის მიერ განგმირული ლაზარევიც, ამ ქართველ წარჩინებულთა
სავანეში — სიონში არ დაფლო?.. რუსეთი იმ დროს თავის ტახტის უკეთეს
დამცველს და უერთგულესს კავკასიაში ვერავის იშოვიდა და ვინ იცის —
შესძლებდა უმისოდ რუსეთი მოტყუილებულ საქართველოს მტკიცედ დანარჩუნებას? —
გვგონია, რომ ვერა, (ისტორიკოსი ფრონელი თვითმპყრობელობის დროსაც კი
ახერხებდა ამ ეჭვების აშკარად გამოთქმას. (იხ. „კახეთის ამბოხება“
შესავალი).
იმ დროს, როცა ბატონიშვილი ქეთევან „ჰოი ვითარ ვსთქვა“-ს მწარე სიმღერას
ამბობდა, ციციანოვს უკვე შესრულებული ჰქონდა თითქმის მთლად თავისი
დანაპირები რუსეთის კარისადმი: — გადასახლებული იყვნენ: დავით (საქართველოს
ტახტის მემკვიდრე) და ვახტანგ ბატონიშვილები, რომელთაც თავის ნებით გაჰყვა
ქეთევან კონსტანტინეს ასული („კარგი" ვახტანგის, ირაკლის ვაჟის ქვრივი),
დედოფალი მარიამ, ბაგრატ ბატონიშვილთან და ყველა დანარჩენ მის შვილებთან
ერთად, დარეჯან დედოფალი (უკვე დაპატიმრებული მოზდოკისაკენ მიჰყავდათ) 1804
წლის აჯანყების გმირები იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები, ხოლო მეორე წყება
ბატონიშვილთა კი სპარსეთში იყო გადახვეწილი...