The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


კონსტიტუცია და დემოკრატია


ადამიანის უფლებათა ისტორია

ნინო რუსიშვილი
 ნინო ღლონტი

კურსი: კონსტიტუცია და დემოკრატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

თემა: ადამიანის უფლებათა ისტორია

მოსწავლის სახელმძღვანელო

2014

ძირითადი კითხვები

1. თქვენი აზრით, რა არის კონსტიტუცია?
2. თქვენი აზრით, რა არის კონსტიტუციის შექმნის მიზანი?
3. როგორ ფიქრობთ, ვინ ქმნის (წერს) კონსტიტუციას?
4. რა იცის საქართველოს კონსტიტუციებზე?

ბოლონიის უნივერსიტეტი

Università di Bologna-ბოლონიის უნივერსიტეტი, (დღეს ალმა მატერი, იტალია), ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტად ითვლება ევროპაში, მისი დაარსების დრო მართალია ზუსტი არ არის, მაგრამ 1088 წლით თარიღდება. (ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ ეს იყო 1158 წელი, ეს თარიღია ასევე მოხსენიებული ბოლონიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეც). უნივერსიტეტმა სახელი სამართლის სკოლით გაითქვა, აქ ასწავლიდნენ კანონიკურ და საერო სამართალს, ბოლონიის უნივერსიტეტს უკავშირდება რომის სამართლის აღმოჩენა და ხელახალი გამოკვლევაც. სწორედ ეს კვლევები იქცა ადამიანის უფლებვებიოს სამართლებრივად გააზრების წინაპირობად.

განმანათლებლები და ადამიანის უფლებები

განმანათლებლები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს აქვს ბუნებითი უფლებები და ისინი თანდაყოლილია. ეს არის „ჯანსაღი გონების წინაპირობა“, რაც ღმერთის მიერაც კი არ შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს. გრაციოსი მიიჩნევდა, რომ „სახელმწიფო არის თავისუფალი ადამიანების სრულყოფილი კავშირი, რომელიც იქმნება სამართლის დაცვისა და საერთო სარგებლობისათვის“. და რომ ადამინის ბუნებითი უფლება, რაც მას ადამიანობას უნარჩუნებს არის სამართლიანობა, ანუ უსამართლობისთვის წინაარმდეგობის გაწევა იმ უსამართლობისთვის, რასაც მას სახელმწიფო ავალებდა.

თქვენი აზრით რა როლი აქვს არჩევნებს დემოკრატიის მშენებლობისთვის?

არიშვილი მირიან

ნემსიწვერიძე სალომე

დემოკრატია და მისი არსი

შესავალი

დემოკრატია ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“. ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა.

დემოკრატია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პროცესი და არა ფიქსირებული სისტემა, რომელიც არასოდეს იცვლება. ეს არის განვითარების ეტაპები განსაზღვრული მიზნებისა და იდეალების გათვალისწინებით.

XXI საუკუნის მიჯნაზე სამართლის მკვლევარები ფიქრობენ, რომ იდეოლოგიური რეჟიმების დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოება პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთ კანონიერ სისტემად მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებს აღიარებს. აშკარა ანტიდემოკრატიულ მმართველობათა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

საერთოდ, ყოველ მმართველობას თავისი ბუნება და პრინციპი აქვს. ამდენად, სწორედ ძალაუფლების პრინციპთან მიმართებაში განისაზღვრება პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობა*.

თანამედროვე დემოკრატია, ფართო გაგებით, გულისხმობს არსებითად სამი, ერთმანეთისაგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი პრინციპის თანაარსებობას: ხალხის ნების უზენაესობა (ხელისუფლების არჩევითობა), კონსტიტუციონალიზმი და პიროვნების უფლებები. დემოკრატიული ლეგიტიმურობის გასააზრებლად სამივე ამ პრინციპს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.

ეს საინტერესოა!

ძვ. წ. V-IV საუკუნეებში არსებობდა ე.წ. ათენის დემოკრატია, რომელიც წარმოადგენდა გამართულ პოლიტიკურ სისტემას.

სახელმწიფო მმართველობა ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს: არჩევითობას, თანამდებობების დაკავებას მოკლე ვადით, კოლეგიალობას, ანგარიშვალდებულებას, თანამდებობაზე ყოფნისას გასამრჯელოს მიღებას.

მაშინდელ ათენში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა სახალხო კრება - ეკლესია, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო მიეღო 20 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს, მიუხედავად მისი საქმიანობისა თუ ქონებისა. ამავე დროს ის უნდა ყოფილიყო ათენის სრულუფლებიანი მოქალაქე.

„სახალხო კრების წევრები სახელმწიფო კმაყოფაზე იყვნენ. ეკლესია იღებდა კანონებს, წყვეტდა ომისა და მშვიდობის საკითხებს, ირჩევდა თანამდებობის პირებს, ისმენდა მაგისტრატების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ მას შემდეგ, რაც მათ გაუვიდოდათ უფლებამოსილების ვადა, წყვეტდა ქალაქის პროდუქტით მომარაგების საკითხებს, განიხილავდა და ამტკიცებდა ბიუჯეტს, ზედამხედველობას უწევდა მოზარდთა აღზრდას და სხვა.

თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ”კანონსაწინააღმდეგო საჩივრის” ინსტიტუტს, რომელიც არსებული კანონმდებლობის დაცვის გარანტი იყო. ამ კოლეგიაში საჩივარი შეეძლო შეეტანა ნებისმიერ მოქალაქეს იმ პირზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევდა ათენის კანონმდებლობას. სახალხო კრებაზე გამომსვლელს ეკრძალებოდა ოპონენტის შეურაცხყოფა და უსაგნო საუბარი.“

მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ათენის მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სრულწლოვანი მამაკაცი და ათენის მოქალაქედ არ ითვლებოდნენ მონები, უცხოელები, ბავშვები და ქალები. ანუ აქ ჩამოთვლილ პირებს, მიუხედავად დემოკრატიული ათენისა, არ ჰქონდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა სახალხო კრებაში.
 

განმანათლებლები და ადამიანის უფლებები

განმანათლებლები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს აქვს ბუნებითი უფლებები და ისინი თანდაყოლილია. ეს არის „ჯანსაღი გონების წინაპირობა“, რაც ღმერთის მიერაც კი არ შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს.

გრაციოსი მიიჩნევდა, რომ „სახელმწიფო არის თავისუფალი ადამიანების სრულყოფილი კავშირი, რომელიც იქმნება სამართლის დაცვისა და საერთო სარგებლობისათვის“. და რომ ადამინის ბუნებითი უფლება, რაც მას ადამიანობას უნარჩუნებს არის სამართლიანობა, ანუ უსამართლობისთვის წინაარმდეგობის გაწევა იმ უსამართლობისთვის, რასაც მას სახელმწიფო ავალებდა.სპინოზა - ადამიანის ბუნებით უფლებას წარმოადგენდა აზრის, სინდისის და საქმიანობის თავისუფლება. მისი განმარტება ბუნებითი უფლებების და სამართლის შესახებ ემთხვევა ჰობსის იდეას, როდესაც ყველა ადამიანი ერთმანეთის მტერია, რადგან ბუნებრივად მათ ერთნაირი ძალები აქვთ და თუ ერთი მათგანი განახორციელებს მის უფლებას, ეს ავტომატურად უნდა ლახავდეს სხვათა ბუნებით მდგომარეობას. ჰობსი ამას უწოდებდა „ომი ყველასი ყველას წინაარმდეგ“. სპინოზას თეორიაში, აღსანიშნავია ერთი ნაწილი, რომ ის ერთმანეთისაგან გამოყოფს საერო და სასულიერო ხელისუფლებას; მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

ჰუფენდორფი მე-17 საუკუნის მორვაწეა მის ნაშრომებში ვხვდებით, თანასწორობის იდეას, მისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა სოციუმში, ხელისუფლების წინაშე, ერთი და იმავე საშუალებით პირთა შესაძლებლობა მიაღწიონ მათ მიზანს. ადამიანი ეს სოციალური არსებაა, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ნება და ჯანსაღი გონება.

თომაზიუსი მოაზროვნე აღნიშნავს, რომ უმთავრესია თავისუფლების უფლება, უფლება რომლის გარეშეც ყველა მის ქმედებას აზრი ეკარგება.

ჰუმბოლტი გერმანელი მოაზროვნე, მისთვის ამოსავალი წერტილი სახელწიფოსი არის ადამიანი, მაგრამ ის კი არ უნდა ელოდოს რას გააკეთებს სახელმწიფო მისი კეთილდღეობისთვის, არამედ თავად, შინაგანად უნდა სწამდეს მისი უფლებებისა; და სახელმწიფოს უდიდესი ვალდებულებაა ადამიანს მიანიჭოს თავისუფლება.

იმანუელ კანტი, მე_18-19 საუკუნეები ადამიანები გაერთიენაბული არიან ერთ დიდ ჯგუფში, მათივე ნებით. იგი ამას პირველად ხელშეკრულებას (შეთანხმებას) უწოდებს, თუმცა მისთვის ამოსავალი წერტილია, ადამიანის ღირსება, მისი ღირებულება, ,,ადამიანი საკუთარ თავში ყოველთვის უნდა ხედავდეს თავის სახეს და პატივს სცემდეს თავის თავს, ის ისე უნდა აეწყოს, რომ თავისი პატივისცემის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ თავისი თავის პატივისცემის ინსტანციის სახით ცნოს - უამისოდ ადამიანური არსება გამორიცხულია”. შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755) „ადამიანური კანონების ბუნება ისაა, რომ ისინი აქვემდებარებენ ყველა იმ შემთხვევითობას, რომელთაც ადგილი აქვს ადამიანთა ყოფაში და ცვალებადობენ ადამიანის ნების ცვალებადობასთან ერთად“. ის თვლიდა, რომ ადამინის ჭეშმარიტი უფლება სწორედ რომ პოზიტიური (კანონმდებლობაში წერილობით ჩამოყალიბებული) სამართლის ჭრილში არსებობდა; მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური უფლებები მისთვის, სწორედ ამიტომ მიიჩნევდა ის უფლებების გამოყენებისა და განხორციელების მთავარ მამოძრავებელ ძალად ხელისუფლების დანაწილებას. (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო).

ჟან-ჟაკ რუსო - თავისუფლების წიაღიდან შობილ პირვანდელ უფლებებს ადამიანი მიჰყავს მათი დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებამდე, რის გამოც იგი საერთო ნების საფუძველზე საზოგადოებრივ ხელშეკრულებას დებს (შეთანხმება პირებს შორის, პირებსა და სახელმწიფოს შორის, დღეს საქართველოს რეალობაში ეს არის კონსტიტუცია) . სწორედ ამ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს ხელისუფლების ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლება, უფლება სიცოცხლეზე, საკუთრებასა და სახელმწიფო მართვაში მონაწილეობაზე.

რუსოსათვის მნიშვნელოვანია სიცოცხლის და სიკვდილის უფლება (სიკვდილის უფლება ეკუთვნის სახელმწიფოს წინააღმდეგ წასულ პირებს, რადგან მათ სიკვდილით სჯიდნენ) მნიშვნელოვანია, რწმენის და გამოხატვის თავისუფლების იდეა და მათი დაცვა.

ჯონ სტიუარტ მილი - ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელსაც მხედველობიდან არ გამორჩენია, უფლებების შეზღუდვა, რომელიც დღეს დღეობით ფრთხილი გამოსაყენებელია და მისი გადაჭარბება უფლებებს არღვევს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს მკაცრად გაწერილი და გაკონტროლებული, საყოველთაო კეთილდღეობის პრინციპი არის ის საფუძველი, რომელიც უშვებს სწორედაც, რომ ამ უფლებების შეზღუდვას. უმნიშვნელოვანესია თავისუფალი საზოგადოების იდეა, უმნიშვნელოვანესია პირადი ცხოვრების თავისუფლად არჩევის იდეა, სინდისის და რწმენის თავისუფლება.[2]

შუალედური შეჯამების სახით: განვიხილეთ არაერთი მოაზროვნე, რომელთაც ასე თუ ისე საფუძველი დაუდეს ადამიანის უფლებებს, დასახელებული იყო, სიცოცხლის, სიკვდილის უფლება, ღირსება, თუცა ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი მოაზროვნე მისი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, თუ სხვა შემთხვევებში, თავისუფლებას, სინდისს და აზრის (სიტყვის) თავისუფლებას ასახელებენ. ეს ბუნებითი უფლებაა, თუ ადამიანს არ ექნება თავისუფლების უფლება, თუ მას არ აქვს უფლება ქონდეს აზრი, არ აქვს უფლება საკუთარი სინდისით შეაფასოს მოვლენები, არ აქვს უფლება თავისუფლად იმოქმედოს როდესაც, საქმე ეხება მის პირად სივრცეს, მაშინ ის ფუნდამენტური უფლება, რომელის არსებობის გარეშე სხვა ვერცერთი უფლება ვერ იარსებებს, სიცოცხლის უფლება, მაშინ ხომ ისინი აზრს დაკარგავდა და პირიქით, რათქმა უნდა. ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა გამოხატვის, შეკრების უფლებით დაიწყო, და მაშინ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ერთი გილიოტინას ფასიც არ ქონდა, ადამიანებმა ბრძოლა დაიწყეს შენარჩუნებული სიცოოცხლისთვის, კანონის ძალით, რომელიც სახელმწიფო ბოროტებას მოქმედების არეალს შეუზღუდავდა.

რევოლუციონერები და ადამიანის უფლებები

1. ხალხის გამარჯვება მონარქზე

ადამიანის უფლებები-თავისუფლების კონკრეტულ-ისტორიული საფეხურების ყველაზე დახვეწილი სამართლებრივი, ფორმა, ყოველი ადამიანი ფლობს მას თუმცა საზოგადოების მკვეთრი პოლარიზაცია მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ცივილიზაციათა თავისებურება, არ აძლევდა მათ თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული უნივერსალური ხასიათის შეძენისა და თანამედროვე სახით მიღების შესაძლებლობას.

რომში ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-6_5 საუკუნეებში არსებობდა დემოკრატიის (ხალხის მმართველობა) იდეები და მოქალაქეობის კულტურა. ესენი იყო პოლიტიკური უფლებები: თავისუფლების უფლება, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლება და სხვა.

ისტორიულად ადამიანები უფლებებს და პასუხისმგებლობას იძენდნენ მათი ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნების მიხედვით - იქნებოდა ეს ოჯახი, დომინანტური ერი, რელიგია, კლასი, საზოგადოება თუ სახელმწიფო. მრავალ საზოგადოებაში არსებობდა ე.წ. „ოქროს წესის“ - „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა, რომ მოგექცნენ“ - მსგავსი ტრადიციები. ინდური ვედები, ბაბილონური ჰამურაბის კოდექსი, ბიბლია, ყურანი და კონფუცის აფორიზმები ხუთი უძველესი წერილობითი წყაროა, რომლებიც ადამიანთა მოვალეობების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების საკითხებს შეეხება.

გარდა ამისა, ინკებისა და აცტეკების ქცევისა და მართლმსაჯულების კოდექსები და იროკეზების კონსტიტუცია იყო ადგილობრივი ამერიკული წყაროები, რომლებიც მე-18 საუკუნემდე კარგა ხნით ადრე არსებობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობდა ზეპირი თუ წერილობითი ტრადიცია, რომელიც ქცევისა და მორალის წესებსა და მართლმსაჯულებასთან ერთად მიზნად ისახავდა თავისი წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განვითარების, მათი ბუნებრივად და განუსხვისებლად აღიარების გზაზე „წინამავალად“ შეიძლება ჩაითვალოს ინგლისი. მიზნად ისახავდა თავისი წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განვითარების, მათი ბუნებრივად და განუსხვისებლად აღიარების გზაზე „წინამავალად“ შეიძლება ჩაითვალოს ინგლისი.

სამეფო ხელისუფლებასა და გაბატონებულ წოდებებს შორის კონფლიქტის პერიოდში, რომლებიც მოითხოვდნენ თვითნებობის შეზღუდვას ხელისუფლების მხრიდან, 1215 წელს მიღებულ იქნა თავისუფლებათა დიდი ქარტია (Magna Charta Libertatum). ეს აქტი აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“. და ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“; გატარებულია ადამიანის ჩინოვნიკების თვითნებობისაგან, კანონზე დაუფუძნებელი ნებისმიერი ჯარიმებისაგან დაცვისა და მისი ძირითადი ქონების ხელშეუხებლობის იდეა. „თავისუფალ ადამიანს წვრილმანი გადაცდომისათვის დაეკისრება ჯარიმა მხოლოდ გადაცდომის ხასიათის შესაბამისად და აგრეთვე მსხვილი გადაცდომისათვის გადაცდომის მნიშვნელობის შესაბამისად, ამასთან, მისი ძირითადი ქონება ხელშეუხებელი უნდა დარჩეს; ასეთივე წესით დაეკისრება ჯარიმა ვაჭარს, და მისი საქონელი დარჩება ხელშეუხებელი, გლეხსაც, და მისი ინვენტარი დარჩება ხელშეუხებელი, თუ ისინი დაჯარიმდებიან ჩვენი მხრიდან, და არც ერთი ზემოთ აღნიშნული ჯარიმის დაკისრება არ მოხდება სხვაგვარად, თუ არა სამეზობლოში არსებული პატიოსანი ადამიანების ფიცით დამტკიცებული ჩვენების საფუძველზე“.

თავისუფლებათა დიდი ქარტიის უდიდეს მონაპოვარს სწორედ სასჯელის შემსუბუქება „დამნაშავებისთვის“ და სახელმწიფოსთვის გადახდილი ჯარიმა წარმოადგენდა, რომელიც ორივე მხარისთვის უფრო მეტად მისაღები იყო, შედარებით იმ პერიოდში არსებული სიკვდილით დასჯისა თუ დატუსაღების ნაცვლად.

ეს არის დოკუმენტი რომელმაც აიძულა მონარქი მიეცა შეპირება, რომ დაიცავდა კანონებს და თავისუფლებებს.

შემდგომი ნაბიჯი იყო Habeas Corpus 1697 წელს მიღებული აქტი, რომელმაც უზრუნველყო პირთა მიმართ უკანონო ან ხანგრძლივი ტუსაღობის შეცვლა სხვა რაიმე სასჯელით, იმ ხნის მანძილზე, ვიდრე მისი საქმე სასამართლოში იმყოფებოდა. პარალელები, რომ გავავლოთ დღევანდელ კანონმდებლობასთან ეს იყო თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება, რომელიც გულისხმობს რომ არავინ შეიძლება იქნას დაკავებული ან თავისუფლება აღკვეთილი, თუ ეს არ ემსახურება კანონიერ მიზანს ან არ სრულდება სასამართლოს განჩინება ან გამამტყუნებელი გადაწყვეტილების აღსრულება.

ბილი უფლებათა შესახებ 1689 წელი, დოკუმენტი მიმართული იყო მონარქის უფლებების შეზღუდვისკენ, დაუშვებელი იყო მშვიდობიანობის პერიოდში ჯარის მოწვევა და მათი შენახვისთვის გადასახადების გადახდევინება, უმიზეზოდ გადასახადების მომატება, გვირგვინის სასარგებლოდ ყოველგვარი გადასახადების გადახდევინება.2. აშშ

1787 წლის აშშ_ის კონსტიტუციის პრეამბულა, „ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, უფრო სრულყოფილი კავშირის შექმნის, მართლმსაჯულების დადგენის, შიდა სიმშვიდის გარანტიების, ერთობლივი თავდაცვიის უზრუნველყოფის, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ხელშეწყობისა და ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისათვის თავისუფლების განმტკიცების მიზნით ვაცხადებთ და ვადგენთ წინამდებარე კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის“.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველ რედაქციაში, გარდა პრეამბულისა, არა არის ჩამონათვალი ადამიანის უფლებებისა, ჰამილტონი მიიჩნევდა, რომ უფლებები ეს ბუნებითი და თანდაყოლილია და სწორედ ამის გამო არ იყო გათვალისწინებული ის კონსტიტუციაში. აშშ_ის კონსტიტუციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რომ ერის თვითგამორკვევის უფლება იყო, ანუ როდესაც ერი მიდის გადაწყვეტილებამდე თავი გაითავისუფლოს პოლიტიკური მარწუხებისაგან, იყოს დამოუკიდებელი და თანაბარი ადგილი ეკავოს მსოფლიოს სხვა ქვეყანათა შორის.

1776 წლის 4 ივლისი აშშ_ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც სადაც ხელისუფლების დანაწილებისა და ფედერალიზმის იდეების გვეერდით ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების იდეა ამერიკული კონსტიტუციონალიზმის საფუძველს წარმოადგენს. პეინი (ამერიკის რევოლუციის მამები: ჯეფერსონი, ფრანკლინი, მედისონი და სხვები) ბუნებით უფლებად მიიჩნევდა „ყველა ინტელექტუალურ და ბუნებით უფლებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებას, მიაღწიოს კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუკი ამით არ იზღუდება სხვების ბუნებითი უფლებები“. როგორც ვხედავთ, გარდა იმისა, რომ ამერიკის რევოლუციის მამებისათვის მნიშვნელოვანი იყო ინგლისის მარწუხებისაგან გათავისუფლება, უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებები, ბუნებითი უფლებები, რომელიც ერის თვითგამორკვევისაკენ იყო მიმართული და რომ არა მათი გადაკვეთა, თითოეული ადამიანის სურვილი და უფლება ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, მხოლოდ იდეა და კვლავ ახალი ძალაუფლების მმართველი იქნებიდა; აშშ კიდევ დიდხანს იქნებოდა ინგლისის კოლონიის რიგებში.

3. ევროპა

ამერიკაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ევროპაში საფრანგეთის დიდი რევოლუცია მიმდინარეობს, ადამიანებმა ვეღარ გაუძლეს მონარქის მოთხოვნებს, მაღალ გადასახადებს, ხანგრძივ სამუშაოს და მცირე ანაზღაურებას, ყველაზე მძიმე მათთვის იაკობინელტა დიქტატურა აღმოჩნდა.

რევოლუციონერთა ლოზუნგი იყო „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. 1789 წლის ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია- ეს იყო დოკუმენტი რომელიც საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვრად იქცა, რომელმაც ამერიკის კონსტიტუციასთან ერთად საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციონალიზმს. მასში აისახა განმანათლებლობის ჰომანური იდეები, ესენი იყო, თავისუფლება, თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტი, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, კანონის უზენაოსობა, ადამიანის უფლებები. დეკლარაციის პრეამბულაში ვკითხულობთ „ადამიანის უფლებათა

უგულებელყოფა წარმოადგენს საზოგადოებრივ უბედურებათა და მთავრობათა გარყვნილების ერთადერთ მიზეზს“ . დეკლარაცია სიცოცხლის, საკუთრების, სამართლიანი სასამართლოს უფლების გვერდით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სწორედ გამოხატვის უფლებას.

გამოხატვის უფლება კი სწორედ იმ უფლების განხორციელება იყო, რამაც მათ დამოუკიდებლობა მოუტანა საფრანგეთის რევოლუცია დასაბამი აღმოჩნდა რესპუბლიკის.

ადამიანის უფლებების გლობალიზაცია

მეოცე საუკუნის დასწყისში ომის შემდგომ შეიქმნა ერთა ლიგა, რომელმაც სამწუხაროდ მოლოდინები ვერ გაამართლა და 1939 წლის 1 სექტემერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მისი დასრულებისთანავე მსოფლიო საზოგადეობის გადაწყვეტილებით შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო, რომელიც 1945 წლიდან ზრუნავს მსოფლიო მშვიდობაზე.

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს მიერ მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მის პრეამბულაშვე იმერორებს საფრანგეთი დეკლარაციის იდეას, და მაღალხელშემკვრელ მხარეებს მოუწოდებს რომ ერთმანეთის მიმართ განიმსჭვალონ ძმური სულისკვეთებით. „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეტის მიმართ ძმობის სულისკვეტებით უნდა იქცეოდნენ.“

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, ის უმნიშვნელოვანესი პირველი საერთაშორისო დოკუმენტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის სთავაზობდა სახელმწიფოებს მათ ქვეყანაში განევიტარებინათ უფლებები „გენერალური ასამბლეა ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად აცხადებს, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიიწარაფოდეს, სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათ საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ისე ამ სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში“[3]

ადამიანის უნივერსალური უფლებების ევოლუცია

მეცნიერები, უფლებების სამ თაობას გამოყოფენ:

პირველი თაობის უფლებებს სწორედ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ; აღნიშნული აქტები წარმოადგენენ უფლებათა საერთაშორისო ბილს, მათ უნივერსალური ხასითი გააჩნიათ, საყოველთაოდაა გამოყენებული და ადამიანის უფელაბათა პირველწყაროდაა გამოყენებული.[4] პირველი თაობის უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რომელიც ნეგატიურ ხასითს ატარებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას არ ჩაერიოს და არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები. უფლებათა მეორე თაობას წარმოადგენს სოციალურ ეკონომიკური უფლებები, რომლებსაც პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ.

პოზიტიური უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას ერთი ადამიანის უფლება მესამე პირების ხელყოფისაგან, და დარვეული უფლება აღადგინოს მისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს სთხოვს, არამარტო უმოქმედობას, რომ თავად არ ჩაერიოს არამედ მოქმედების ვალდებულებასაც აკისრებს, რითაც მან უნდა შეინარჩუნოს ან აღადგინოს პირველნდელი სიტუაცია.

სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას ითხოვს, შექმნას პირობები, მაგალითად, პირობები განათლებისთვის, შრომისთვის, ჯანდაცვისათვის და ა.შ. არნიშნული უფლებები სოციალურ ნაწილს წარმაოდგენს, იურისტთა ერთი ჯგუფი მიიჩნვს, რომ მეორე თაობის უფლებები არ წარმოადგენს ფუნდამენტურ ზირეულ უფლებებს, და მათ „დამატებითი სერვისის“ სახელით მოიხსენიებს. თუმცა როგორც ყველა იდეას თუ აზრს მასაც ჰყავს მომხრეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოციალური უფლებები ჭირდება ინდივიდს განვითარებისთვის, მისი თავის რეალიზაციისა და უფლებებში გარკვევისატვის, ამასთანავე სახელმწიფოს ჭირდება განათბელული, დასაქმებული ინდივიდები ქვეყნის განვითარებისათვის, (მაგალითად მე ვფიქრობ). მესამე თაობის უფლებებს მიეკუთვნება ე.წ. „კოლექტიური უფლებები’ ანუ ხალხთა უფლებები.ზემოთნახსენები თვითგამორკვევის უფლება ერთერთია კოლექტიური უფლებებიდან, ამასგარდა, კოლექტიურ უფლებებს წარმოადგენს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის უფლება, მშვიდობის უფლება და სხვა, როგორც ვხედავთ ამ უფლებების ადრესატები არიან ხალხი, ჯგუფი, გუნდი. კოლექტიურ უფლებეში იკვეთება მაგალითად პოლიტიკური უფლება გამოხათვა და შეკრება, მაშინ როდესაც 2 ან მეტი ადამიანი ახორციელებს თავის ამ უფლებას ისინი კოლექტიური უფლებითაც შეიძლება სარგებლობდნენ, მათი შეკრების მიძნიდან და შინაარსიდან გამომდინარე.

ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებათა დილემები

ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი(კ.უ-ის ასეთ მაგალითს წარმოადგენს ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება”. ერების უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან - ეს ტიპიური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა, ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი იგულისხმება არა ერების, საზოგადოებრივი კლასების, ფენების და ჯგუფების, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები.

კოლექტიური უფლებები ცნობილია, აგრეთვე, როგორც სოლიდარული უფლებები. ეს არის მესამე თაობის უფლებები. მათი თავისებურება ისაა, რომ ამ უფლებით სარგებლობა ინდივიდს არ შეუძლია დამოუკიდებლად. მხოლოდ ადამიანთა ჯგუფისადმი კუთვნილება აძლევს მას უფლებას, მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ უფლებათა რეალიზებაში. კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს შორის არსებობს მყარი ურთიერთდამოკიდებულება, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიათი ბუნებით. კუ–ს განხორციელებისას არ შეიძლება შეილახოს ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები \\nკუ–ს მიეკუთვნება განვითარების უფლება, უფლება მშვიდობაზე, უფლება კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაზე. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება თვითგამორკვევის უფლება, უმცირესობათა უფლებები და სხვა ( იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ეროვნული უმცირესობანი).

ადამიანის უფლებები და ეთიკური დილემები

ცხოველებს ისევე როგოც ადამიანებს გააჩნიათ უფლებები. მართალია ეს უფლებები მცირე მოცულობისაა მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ იარსებონ ჩვენს გვერდით ”ბედნიერებმა” თუ დავიცავთ და პირნათლად შევასრულებთ ამ უფლებებს. ცხოველთა უფლებები აგებულია მორალურ და ეთიკურ ნორმებზე, რომელთა თანახმადაც დაუშვებელია ცოცხალი არსების სიცოცხლის, ჯნმრთელობისა და თავისუფლების ხელყოფა.

სამწუხაროდ ეს უფლებები არ არის მოხსენიებული იურიდიულ დოკუმენტებში, მგრამ არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლებიც კრძალვენ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც:

~1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა)ჯგუფურად; (ბ)არაერთგზის; (გ)მცირეწლოვნის თნდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”

ეს უფლებები არ ეხება ფერმებში, საექსპერიმენტო ლაბორტორიებში, გასართობ სანახაობებზე არსებულ სიტუაციებს. ამიტომაც ცხოველთა უფლებების აქტივისტები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ შეცვალონ არსებული კანონები ცხოველთა სიცოცხლის, ჯნმრთლობისა და თავისუფლების დაცვის მიზნით.

სამი ძირითადი უფლება, რომელსაც მოიცავს ცხოველთა დაცვა:

1. სიცოცხლის უფლება: გაუმართლებელია ცხოველის მოკვლა ხორცის, ტყავის, ბეწვეულის, ძვლისა თუ სხვა ნივთიერების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ პროდუქტს ჰუმანური ალტერნატივა გააჩნია. ხორცის ნაცვლად ჩვენ შეგვიძლია მცენარეული საკვები მივიღოთ, ტყავისა და ბეწვეულის ნაცვლად შეგვიძლია მცენარეული ან სინთეტიური წარმოშობის მატერიისგან დამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვათ და ა.შ. ადამიანს, რომელიც ხორცზე უარს ამბობს, ვეგეტარიანელი ეწოდება, ხოლო მას ვინც უარს ამბობს ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტზე – ვეგანი.

2. ჯანმრთელობის უფლება: საგანგებო ლაბორატორიებში ცხოველებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ, რომელთა უმეტესობა ცხოველის სიკვდილით სრულდება. ამ ექსპერიმენტებს განსაკუთრებული სისასტიკე ახასიათებს – ცხოველის ხელოვნური დასნეულება, გაკვეთა, დასახიჩრება და ნელი და მტანჯველი სიკვდილი. ცხოველებს ტკივილის ისეთივე შეგრძნება გააჩნიათ, როგორც ჩვენ. ექსპერიმენტების შეცვლა შესაძლებელია ალტერნატიული პროგრამებით, რომლებიც გაცილებით რაციონალურია და გამორიცხავს ცხოველის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლების ხელყოფას.

3. თავისუფლების უფლება: ცხოველებს ფართოდ იყენებენ ცირკებსა თუ სხვა გასართობ სანახაობებში, სადაც მათ დაშინების, ცემისა თუ სხვაგვარი სასჯელის გზით აიძულებენ არაბუნებრივი მოძრაობები შეასრულონ. ამგვარი სანახაობების მესვეურები უმეტეს შემთხვევაში სრულიად არ ზრუნავენ ცხოველთა მდგომარეობაზე, თვითონ კი ყოველივე ამისგან დიდ ფულად მოგებას იღებენ. ცხოველები არ უნდა იყვნენ გართობის, დამცირებისა და ექსპლოატაციის ობიექტები.

გაეროს წესდებისა და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებით, ადამიანის უფლებათა დადგენის ხარისხობრივად ახალი ეტაპი იწყება. დეკლარაციამ ასახა როგორც სამოქალაქო–პოლიტიკური, ასევე სოციალურ–ეკონომიკური უფლებები, თუმცა შემდგომში ეს უფლებები ცალცალკე საერთაშორისო–სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა. ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრტერიუმის მიხედვით ხდება ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში განასხვავებენ: ადამიანის და მოქალაქის უფლებებს; უფლებებსა და თავისუფლებებს (იურიდიული ბუნებით ორივე იდენტურია); ძირითად ანუ ფუნდამენტურ და სხვა უფლებებს; უფლებებს განასხვავებენ აგრეთვე საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროს მიხედვით (პირადი, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული) და წარმოშობის დროის მიხედვით (ადამიანის უფლებათა თაობები).

სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების თანამდეროვე წყაროს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები წარმოადგენს, იგი ისტორიულ სათავეს იღებს (1789 წლის) საფრანგეთის კონსტიტუციისგან ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციისაგან და (1791 წლის) უფლებათა ბილისაგან.

ნაწილი სამოქალაქო და ოლიტიკური უფლებებისა აბსოლიტური არ არის იგი შეიძლება შეიზღუდოს კერძო და საჯარო ინტერესებით,მაგრამ არის არის უფლებები რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია: წამების აკრძალვა ,სიცოცხლის უფლება,მონობის აკრძალვა, აზრისა და რელიგიიის თავისუფლება და ა.შ.

სამოქლაქო და პოლიტიკური უფლებების გარდა საყოველთაო დეკლარაცია მოიცავს აგრეთვე სოციალურ ეკონომიკურ უფლებებს. მათ მიეკუთვნება თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ქალებისა და უმცირესობათა მიმართ, სამუშაოს შოვნის შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობები,პროფესიული კავშირების შექმნისა დაკოლექტიური შეთანხმების უფლება, სოციალური უსაფრთხოება, შესაბამისი ცხოვრების სტანდარტი(რაც მოიცავს შესაბამის საკვებს, ჩაცმას და ბინით უზრუნველყოფას) ჯანმრთელობის დაცვა და განათლება.(ადამიანსი ფლებები)

თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ყველაზე უფრო გარცელებული და მიღებულია უფლებათა კლასიფიცირება თაობების მიხედვით, მიღებულია უფლებათა 3 თაობის გამოყოფა: პირველი თაობის უფლებებს მიაკუთვნებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს (ნეგატიური უფლებები); მეორე თაობის უფლებებში იგულისხმება სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული უფლებები (პოზიტიური უფლებები); მესამე თაობას მიაკუთვნებენ კოლექტიურ უფლებებს ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია წარმოშობის დროის მიხედვი: I თაობა (XVIII ს–ის ბოლო) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; II თაობა (XX ს–ის მეორე ნახევარი) სოციალურ–ეკონომიკური უფლებები; III თაობა (XX –ის 70– იანი წლები) კოლექტიური (სოლიდარული) უფლებები. საზოგადოებრივი ურთიერთოების სფეროს მიხედვით: სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური; სოციალური, კულტურული. პიროვნების პოლიტიკური სამართლებრივი სტატუსის მიხედვით: ადამიანის უფლებები (ყოველი ინდივიდის უფლებები), მოქალაქის უფლებები. უფლებების მატარებელი სპეციალური სუბიექტის მიხედვით: ლტოლვილების უფლებები, ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, აპატრიდების უფლებები, პირთა უფლებები შეიარაღებული კონფლიქტების დროს, მიგრანტთა უფლებები, ინვალიდების უფლებები, სხვა ჯგუფების უფლებები. დროში მოქმედების შეზღუდვის მიხედვით: აბსოლუტური უფლებები, შეფარდებითი უფლებები, სახელმწიფოს როლის მიხედვით: პოზიტიური უფლებები, ნეგატიური უფლებები, კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ნორმებში განმტკიცების მიხედვით: ძირითადი (კონსტიტუციური) უფლებები, წარმოებული უფლებები.

გარემოს დაცვა

თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობა სათავეს იღებს მე-20 საუკუნის 50, 60 და 70-იან წლებში, რასაც სათავე დაუდო რამოდენიმე ინციდენტმა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერება. ეს იყო როგორც კალიფორნიის სანაპიროსთან კატასტროფულმა ნავთობის დაღვრამ, ასევე ატომური იარაღის გამოცდის შედეგები, დიდი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის კატასტროფულმა დაბინძურებამ, ფერმებისა და ტყეების განადგურება ქალაქების ზრდის ხარჯზე და ა.შ. 63 წელს ქვეყნდება მეცნიერის რეიჩელ კარსონის წიგნის „მდუმარე გაზაფხული“, რომლემაც ფაქტობრივად რევოლუციური წვლილი შეიტანა თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობის ჩამოყალიბებაში. კარსონმა მოახერხა, უკვე არსებული ფაქტების საფუძველზე თვალნათვლივ ეჩვენება, რომ ბიოსფეროში მოხვედრის შემდეგ პესტიციდი DDT არა მხოლოდ კლავს „მავნებელ მწერს“, არამედ ხვდება საკვების ჯაჭვში, რის შედეგადაც იწამლება არა მხოლოდ ჩიტი და თევზი, არამედ საბოლოოდ ავადებს ბავშვებს.

მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური საშიშროებების წინაშე აღმოჩნდა მხოლოდ 60–იანი წლებიდან, ბირთვული იარაღის ტესტირებიდან გლობალური კლიმატის ცვლილებამდე, რამაც გამოიწვია მწვანე პოლიტიკის განვითარება. თუმცა გარემოსდაცვითი პრობლემები არ გაჩენილა XX საუკუნეში. მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში ჰაერის და წყლის დაბინძურების კანონები XIII საუკუნიდან მოქმედებს. ძველინდური ლიტერატურის ძეგლი, მანუსმრტი - მანუს კანონთა კრებული, ხაზს უსვამს რომ არავინ უნდა მოკლას ცხოველები და გაანადგუროს მცენარეული სამყარო, აუცილებელია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და ეკოსისტემების შენარჩუნება „ბუნების კაცისა“ და „ტყეების კულტურის“ კონცეფციით. გარემოს დაცვამ მოითხოვდა გარემოს და მისი ელემენტების შენარჩუნებას ადამიანების კეთილდღეობისა და პროგრესისათვის. მწვანეთა პარტიები ადრეულ 70–იან წლებში ჩაისახა, 80–იან წლებში კი, გაიზარდა და ჩამოყალიბდა. დღეს მწვანე პოლიტიკა გლობალური მოვლენაა. მისი მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა, რათა მოხდეს პლანეტის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. თუმცა, მწვანე პოლიტიკა თავისთავად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გარემოს დაცვა.

მწვანე იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს მდგრადი საზოგადოება, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვას, სოციალურ ლიბერალიზმსა და მონაწილეობით დემოკრატიას. შესაბამისად, ეყრდნობა რამდენიმე ძირითად პოსტულატს, მათ შორის:

1. ეკოლოგია - მწვანე პოლიტიკის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიცვათ დედამიწა მომხმარებლური დამოკიდებულებისგან და ვუზრუნველყოთ მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება;
2. სოციალური სამართლიანობა - გარემოს დაცვა არ შეიძლება განხორციელდეს ღარიბების ხარჯზე და/ან მიგვიყვანოს სოციალურ უთანასწორობამდე;
3. მონაწილეობითი დემოკრატია - მწვანე პოლიტიკის თანახმად აუცილებელია ხალხის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.გლობალური მწვანე პოლიტიკა ემხრობა დეცენტრალიზაციას, რითიც ის ძირეულად განსხვავდება ტრადიციული სოციალისტური იდეოლოგიისაგან, რომელიც ძირითადად საზოგადეობის ცენტრალიზებულ მართვას ემხრობა.
4. არა-ძალადობას - მწვანე პარტიათა შეხედულებები ეფუძნება სამშვიდობო მოძრაობებს და ეწინააღმდეგება ომს, იარაღით ვაჭრობის და ძალის გამოყენებაზე დამყარებულ გადაწყვეტილების მიღების გზებს.

მწვანე ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის და სხვა ბუნების შვილთა სიცოცხლე და კეთილდღეობა დედამიწაზე, თავისთავად ღირებულებაა. ეს ფასეულობები მნიშვნელოვანია იმის და მიუხედავად თუ რა სარგებლობა მოაქვს დედამიწას და მის რესურსებს კაცობრიობის მიზნებისთვის, შესაბამისად, კაცობრიობას არა აქვს უფლება გაანადგუროს დედამიწაზე არსებული რესურსების (როგორც ბიოლოგიური, ასევე არაბიოლოგიური) მრავალფეროვნება საკუთარი სასიცოცხლო მიზნების დაკმაყოფილებისთვის. მწვანეებს მიაჩნიათ, რომ მათ უნდა შეუნარჩუნონ მომავალ თაობებს დედამიწაზე არსებული მრავალფეროვნება. ამასთან, მწვანეთა განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი წონა როდესაც ვწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს და პრობლემებს.„მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა“ მწვანე ალტერნატივა 2013

[1] http://www.unibo.it/en/university/who-we-are/our-history/famous-people-guests-illustriousstudents/famous-people-guests-and-illustrious-students [2] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0-- 0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1- 0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.3&d=HASH56910d4f15c15dff19eaa7.2

[3] ადამიანის უფლებები - თავისუფლების ინსტიტუტი, 2005 წელი, გვ.33

[4] ლობჟანიძე გვ.25

შემაჯამებელი კითხვები? 1.ვინ იღებს კონსტიტუციას?

2. დღემდე რამდენი კოსტიტუცია იქნა მიღებული საქართველოში?

3. თუ შეიძლება ჩამოაყალიბეთ, მთავარი განმასხვავებელი ნიშნები საბჭოთა კონსტიტუციასა და დღევანდელ კონსტიტუციას შორის?

5. რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამ არ იმუშავა?

დავალება:

დაწერეთ ესსე, რას გვეუბნება ჩვენი კონსტიტუცია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ხელისუფლების დანაწილებაზე?

[საქართველოს კოსნტიტუციის პირველი თავის მიხედვით] DD