![]() |
კრწანისის ყაყაჩოები |
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
კრწანისის ყაყაჩოები
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ
ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
ოჟა ჟურხაის
ფარისა - მტერთან ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცის
ჯურხას ფარი, რომელიც ომის წინ თურმე ნიშანს იძლეოდა.
![]() |
1 ასათიანი ლადო |
▲ზევით დაბრუნება |