The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ადრესი

ადრესი

ჩვენო ძვირფასო, მხცოვანო პოეტო,
ბ-ნო რაფიელ!

კაცი ის არის, ვინც მამულს,
გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრათ აქვს,
თავი სამსხვერპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,
მისი ღიმილი–ლხინათა,
ვინც მისთვის თავსა შესწირავს,
მას შემოავლებს ფთილათაა.
თ, რ, ერისთავი.

ყველა შეგნებული ქართველი განუსაზღვრელის სიხარულით ეგებება დღევანდელ დღეს, როდესაც ვდღესასწაულობთ თქვენს დაუღალავ და ნაყოფიერ მოღვაწეობას სალიტერატურო ასპარეზზედ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში. თქვენ თავიდანვე ადამიანის იდეალად დასახეთ ის კაცი,

„ვინც მოძმეს გულსა გაუხსნის,
თავს აუცილებს ვნებასა,
.............................................
„იბრძვის და იბრძვის ერისთვის
ქვეყანას მისცემს შვებასა“...

მოქმისათვის შველა, ერისათვის. ბრძოლა და სამშობლოსათვის მსხვერპლად თავის დადება, აი რა შეადგენდა თქვენს უპირველეს აზრს, თქვენს „წმიდა წმიდათას“. გულწრფელად, დაუღალავად და ერთგულად ემსახურებოდით ამ აზრს ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ხელოვნური, სიმშვენიერით აღსავსე ნაწარმოების საშუალებით ავრცელე-ბდით მას ქართველ საზოგადოებაში, და აყენებდით სწორ გზაზედ სიბნე-ლით გარემოცულ, დაჩაგრულ თანამემამულეებს. არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა არ დაგიტოვებიათ უყურადღებოდ, ძვირფასო პოეტო! თქვენ შეიქენით „გლეხთა მგოსნად“ და სავსებით და მარტივად დაუხატეთ საზოგადოებას გლეხის მდგომარეობა; ხელოვნურად, ცოცხალი ხალხურის ენით დაასურათეთ სიმპატიური თვისება გლეხისა, რომელიც „მუშა კაცია, მშრომელი, მექონი დიდის სულისა“, და ღირსი არ არის სხვას ემონებოდეს. თქვენ თითონ გაუხდით დაჩაგრულს მოძმეს გულშემატკივარ ჭირისუფლად და გაინახევრეთ მისი ბედნიერება და უბედურებაც, რითაც უჩვენეთ თანამემამულეებს, რომ ისინიც ვალდებულნი არიან თქვენსავით მოიქცნენ. მაგრამ ამითი არ თავდება თქვენი ნაყოფიერი შრომა ქვეყნისათვის: დიდი სამსახური გაუწიეთ თვით სამშობლოს, სახელოვან მოხუცო, იმ გასაჭირს დროს, როდესაც ქართველი ერი გადაგვარების გზას ადგა, როდესაც სამშობლოსადმი სიყვარული მიუცილებელ საჭიროებად არ ითვლებოდა და დედაენის ცოდნა და მასზედ ლაპარაკი თითქმის სამარცხვინოდ მიაჩნ. დათ, თქვენ აცნობეთ ერს, რომ

„სამშობლო დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა,
.....................
როგორც უფალი სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა“. ი.
დიდ-მნიშვენელოვანი იყო იმ დროს ქართველი ერისათვის თქვენი სიტყვები:

„ნუ გრცხვენის, ძმაო,
თავს როცა გაქვს წყენა
მშობელ ენაზედ მოთქმა,
შიგნით ცრემლთ დენა
აკვანს და საფლავს
ნუ ჰკარგავ შენა,
თორემ დაგწყევლის
შენ დედა-ენა!..“

გრძნობით, ჭეშმარიტებით სავსე ქადაგებამ წინასწარმეტყველისა ნიადაგი მოიპოვა ცხოვრებაში, თქვენს თვალწინვე მოიტანა ჯეროვანი ნაყოფი და ყოველს შეგნებულს ქართველს, გარდა კოსმოპოლიტურის მიმართულების მიმდევართა, ცხოვრების დროშაზედ დააწერინა:

„სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ
და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის,
იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ,
ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

და თავ მომწონედ წარმოათქმევინა:

„მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა,
რომლითაც ნანას მეტყოდა ისა,
• • • • • • • •
ენით ვცოცხალვარ,
მით მიყვარს ლხენა,
მიყვარს სამშობლოს ენით,
მე დედა-ენა!“

> დაუფასებელია თქვენი ღვაწლი სამშობლოსა და ერისადმი, სასიქა - დულო მამულისშვილო! ქართველმა გლეხმა, ქვეყნის მრჩენელმა, ამ დედა-ბოძმა ერის კეთილდღეობისა, თქვენში იპოვნა თავ-გამოდებული მომხრე და გულის მემატკივარი ჭირისუფალი; თვით ქართველი ერი თქვენისა და თანამედროვე მგოსანთა ხელოვნური ნაწარმოების შემწეობით ასცდა საშინელს გზას. გადაგვარებისას. ქართველი ერი აღტაცებით ეგებება დღევანდელ დღესასწაულს და ადიდებს მისთვის თავგანწირულს მოღვაწეს; ნება გვიბოძეთ, საყვარელო პოეტო და გზის მაჩვენებელო ბელადო, ამ შორის ქვეყნიდამ შეუერთდეთ საერო დღესასწაულს და, ვითარცა მამას, კადნიერად გამოგიცხადოთ ჩვენი სურვილი: იყოს მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, რათა ღვაწლით მოსილი მოხუცი დამრიგებელ მამათ ჰყოლოდეს ქართველ ახალგაზდობას და მისი თავ-განწირული მამულისადმი სიყვარული მისაბაძავ მაგალითად გაეხადოს მას.

ხარკოვის ქართველი სტუდენტები.
ხარკოვი,
22 ღვინბოისთვე, 95 წ.