![]() |
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი GEORGIAN FOUNDATION FOR STRATEGIC AND INTERNATIONAL STUDIES |
|
ექსპერტის აზრით
საქართველო და ამერიკა: თანამედროვე ორმხრივი ურთიერთობების ევოლუციის ძირითადი შტრიხები 2017 |
||
![]() |
პუბლიკაცია დაიბეჭდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს თვალსაზრისს. |
ტექნიკური რედაქტორი: არტემ მელიქ-ნუბაროვი
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.
წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება გადაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექანიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი 2017 წელი
ISSN 1512-4835
ISBN 978-9941-0-9652-5
ეძღვნებაქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25-ე წლისთავს |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების 25-ე წლისთავს აღნიშნავენ. ამ ურთიერთობების დაწყების თარიღად 1991 წლის 25 დეკემბერი შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა * მალე ამას მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, 1992 წლის 24 მარტს, ხოლო 23 აპრილს - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა. აშშ-ში საქართველომ საელჩომ 1993 წლის აგვისტოდან დაიწყო ფუნქციონირება. ამ პერიოდიდან იწყება ორმხრივი ურთიერთობების ნაბიჯ-ნაბიჯ შენება. დღეს სრული საფუძველი არსებობს ითქვას, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ატარებს საქმიან და მეგობრულ ხასიათს და, ამავდროულად, არის სამაგალითო ფართო რეგიონული მასშტაბით. |
www.nytimes.com/1991/12/26/world/end-soviet-union-text-bush-s-address-nationgorbachev- s-resignation.html |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
*** | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განვლილი 25 წლის მანძილზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძირითადად, იმ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ვითარდებოდა, რაც დაკავშირებული იყო, ერთი მხრივ, აშშ-ის ინტერესებთან რეგიონში და, მეორე მხრივ, საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის საჭიროებებთან. ხშირად ხსენებული ინტერესები და საჭიროებები ერთმანეთს ესადაგებოდა და ამის გამო იყო, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა დროთა განმავლობაში სტრატეგიული ხასიათი შეიძინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თანამშრომლობის დღის წესრიგში გარკვეული კორექტივები შეჰქონდა ვაშინგტონში დემოკრატიული და რესპუბლიკური ადმინისტრაციების მონაცვლეობას ან საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას, მის ხასიათს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნულ ფაქტორსაც ჰქონდა მნიშვნელობა. „ცივი ომის“ დამამთავრებელ ეტაპზე ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად შეძენილი პოლიტიკური კაპიტალის გამო საქართველოში დაბრუნებული ე. შევარდნაძის ფაქტორმა გადამწყ ვეტი როლი ითამაშა აშშ-ის მხრიდან დამოუკიდებელი საქართ ველოს მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. პირადად ე. შევარდნაძის მიმართ მმართველ ელიტას, როგორც პრეზიდენტის, ისე მთელი ადმინისტრაციისა და კონგრესის ჩათვლით, გამოკვეთილი პატივისცემა და ნდობა ჰქონდა.* ხსენებული კეთილგანწყობა მალე გადაიზარდა მყარ გულშემატკივრობაში, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოიკვეთა საქართველოს სტრატეგიული არჩევანის კონტურები. ამ თვალსაზრისით, სხვა ფაქტორებთან ერთად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს და მისი ლიდერის პირად წვლილს სამხრეთ კავკასიაზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფნის შექმნაში. |
* ე. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აშშ-ს სამი სხვადასხვა პრეზიდენტი ჰყავდა. ჯ. ბუშის (უფროსის) მხრიდან პატივისცემა წინა წლებში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებით იყო გამყარებული. რაც შეეხება ბ. კლინტონსა და ჯ. ბუშს (უმცროსს), მათი დამოკიდებულება ე.შევარდნაძის მიმართ ამ უკანასკნელის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტით იყო განპირობებული. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოგვიანებით, მ. სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა, განსაკუთრებით ზ. ჟვანიამ,* „ვარდების რევოლუციის“ იდეალებით მოხიბლული ამერიკული ისტებლიშმენტის წამყვან წარმომადგენლებთან პირადი, ხშირად მეგობრული, ურთიერთობების დამყარება მოახერხეს. ამგვარმა პირადმა კავშირებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების სწრაფ გაღრმავებას.** 2005 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტის ჯ. ბუშის საქართველოში ისტორიული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დაწყებული მჭიდრო ურთიერთობების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იყო. ვიზიტის დროს |
* ზურაბ ჟვანიას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში „ვარდების რევოლუციამდეც“ კარგად იცნობდნენ და ე. შევარდნაძის მთავრობის ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით, ზ. ჟვანიას გარდაცვალებას დიდი წუხილით შეხვდა ამერიკული ისტებლიშმენტი. სენატმა ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო. ** 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტ ჯ. ბუშის ადმინისტრაციის პრიორიტეტი „თავისუფალი სამყაროს“ გაფართოება გახდა. შესაბამისად, დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალების გავრცელება, ზოგან დახმარების პროგრამებით წახალისებით, ზოგან კი რეჟიმის ცვლილებით, სტრატეგიულ იმპერატივად იქცა. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი საქართველო და მმართველი ელიტის რიტორიკა ზუსტად მიესადაგა ვაშინგტონის პოლიტიკურ გემოვნებას. შედეგად, დასაბამი მიეცა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძლიერ ინერციას. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯ. ბუშმა „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რაღაც წელიწად-ნახევრის თავზე საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. ხოლო რამდენიმე თვით ადრე სენატორებმა ჯ. მაკკეინმა და ჰ. კლინტონმა მ. სააკაშვილი (უკრაინის პრეზიდენტ ვ. იუშჩენკოსთან ერთად) მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2012 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და, აგრეთვე, კონსტიტუციურად გადანაწილდა ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის,* დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების დეპერსონიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი მიესალმა საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებას, იგი აღარ იყო იმგვარ ეიფორიაში, როგორიც მას „ვარდების რევოლუციის“ დროს ახასიათებდა. | * კონსტიტუციური ცვლილებებით, რომლებიც ძალაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე შევიდა, აღმასრულებელი ძალაუფლების ნაწილი პრემიერ-მინისტრთან გადავიდა. ამ ცვლილების თანახმად, კომპეტენციების გამიჯვნა არ იყო მკაფიო, რის გამოც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს შორის ზოგჯერ დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდა უცხოელი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ხშირად იბნეოდნენ, რადგანაც არ იცოდნენ რა საკითხში ვისთვის მიემართათ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
*** |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან წმინდა დახმარებითი ხასიათის იყო. ეს დახმარება, როგორც წესი, ფინანსური იყო, თუმცა, ჰუმანიტარული დანიშნულების დახმარებაც (ძირითადად, ხორბალი და მაზუთი) ხშირად გაუწევია ამერიკის მთავრობას. მოგვიანებით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწესრიგების თუ ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკური სახის დახმარების წილმაც იმატა. აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით აქტუალური 1995-1999 წლებში იყო, როდესაც საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმებული და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზოგადად, 1995-1999 წწ. მნიშვნელოვანი პერიოდი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ ამ დროს გააკეთა ქვეყანამ სტრატეგიული არჩევანი.* ეს ერთმანეთთან დაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებლი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული მიმართულებით რამდენიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღებითა თუ პროექტის განხორციელებით გამოიხატა. პირველ რიგში, აღსანიშნავია პოლიტიკური გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილიყო საქართველოს მოქცევა დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების არეალში.** 90-იანი წლების შუაში უკვე ნათელი გახდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი ნეოიმპერიული ხასიათის წარმონაქმნი იყო და მასთან პირისპირ დარჩენით საქართველოს გაუჭირდებოდა არათუ ცივილიზებული ქვეყნების გზით განვითარება, არამედ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაც კი. შესაბამისად, საქართველოს „უნდა აესრულებინა საუკუნოვანი ოცნება და დაბრუნებულიყო ევროპაში.“*** მალე ხსენებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა საქართველოს გაწევრიანება NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (Partnership for Peace), რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად დაიწყო ამერიკულ მხარესთან სამხედრო თანამშრომლობა. მოკლე ხანში საქართველო ამ პროგრამის ყველაზე აქტიური წევრი გახდა. პარალელურად, სწრაფად განვითარდა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზაც. 1997 წელს გაფორმდა მეტად მნიშვნელოვანი სამთავრობო ჩარჩოშეთანხმება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ. ამ ხელშეკრულებით, სხვასთან ერთად, საფუძველი ჩაეყარა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოგვიანებით თბილისში აშენდა ულტრათანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (“ლუგარის ლაბორატორია“) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა. სხვადასხვა შეფასებით, ამერიკული მხარის მიერ ამ ლაბორატორიაში ჩადებული ინვესტიცია §300 მლნ-ია. აღსანიშნავია, რომ 2-3 წელიწადში, ხსენებული ჩარჩოშეთანხმების გარდა, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო თუ უწყებათაშორისი დოკუმენტი გაფორმდა, რომლებმაც დასაბამი მისცეს სხვადასხვა პროგრამას. ასე, მაგალითად, „სახელმწიფოთა შორის პარტნიორობის“ პროგრამის (State Partnership Program) ფარგლებში ასეულობით ღონისძიება გაიმართა, კერძოდ: საშტაბო ვიზიტები და გაცვლები, კომბინირებული წვრთნები, სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელთა ვიზიტები და გაცვლები, სასწავლო კურსები, სემინარები, ასევე ღონისძიებები საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიების ერთობლივი მონაწილეობით და სხვ. მეტად მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას „უსაფრთხოების სფეროში დახმარების“ პროგრამა (Security Assistance Program),**** რომლის ფარგლებში საქართველოს ათეულობით სამხედრო პირმა მიიღო განათლება აშშ-ის სხვადსხვა პროფილის სამხედრო სასწავლებლებში, გადაწყდა საქართველოსთვის ამერიკული წარმოების 10 სამხედრო ვერტმფრენისა და სანაპირო დაცვის 2 კატარღის გადმოცემა და სხვ. ცალკე უნდა აღინიშნოს ორმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ფორმატის შექმნა და ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. |
* სტრატეგიული არჩევანის გაკეთება არ ყოფილა ერთი და ორი დღის საქმე. სინამდვილეში, ეს იყო მოკლე, მაგრამ მაინც ისტორიული პროცესი, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის მხრიდან დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე აშშსთან [და დასავლეთ ევროპასთან] თანამშრომლობის მზარდმა დინამიკამ, შეთანხმებულმა ქმედებებმა, კონსულტაციებმა, საექსპერტო დახმარებამ და სხვ. ** მიუხედავად კეთილგანწყობისა, აშშ [და ევროპა] 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უფრო მეტად ჰუმანიტარული და მორალურ-პოლიტიკური დახმარების ობიექტად განიხილავდა. *** Alexander Rondeli - The Choice of Independent Georgia, კრებულში: The Security of the Caspian Sea Region, ed. Gennady Chufrin, Oxford University Press, 2001, p. 14 **** ეს არის “ქოლგა” პროგრამა, რომელიც მოიცავს „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“(International Military Education and Training – IMET), „საგარეო სამხედრო გაყიდვების“ (Foreign Military Sales – FMS), „საგარეო სამხედრო დაფინანსების“ “ (Foreign Military Financing – FMF) და „ჭარბი თავდაცვითი აღჭურვილობის“ (Excess Defense Articles – EDA) ქვეპროგრამებს. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის წარმატებით მიმდინარეობის დასტური იყო 1999 წელს საქართველოში აშშის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც დაისახა სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გეგმები.* ერთ-ერთი საკითხი კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში აშშ-ის სექტორში ქართული ოცეულის მივლენა იყო. აქედან დაიწყო ქართული კონტინგენტების გაგზავნა სხვა კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, კერძოდ, ერაყსა და ავღანეთში. მას შემდეგ, რაც 2001 წლის ცნობილი ტერაქტის შემდეგ აშშ-ის ლიდერობით შექმნილ ანტიტერორისტულ საერთაშორისო კოალიციას საქართველოც შეუერთდა, გადაწყდა 2002 წელს ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამის დაფუძნება, რომელსაც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (Georgia Train and Equip Program – GTEP) ** ეწოდა. პროგრამას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, ვინაიდან პირველად მოხდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გამოჩნდნენ. იმავე წელს NATO-ს სამიტზე, რომელიც ქ. პრაღაში გაიმართა, საქართველომ ოფიციალურად განაცხადა ალიანსში გაწევრიანების სურვილი. |
* უ. კოენმა ე.
შევარდნაძესთან შეხვედრაზე კმაყოფილება გამოხატა საქართველოს აქტიური
მონაწილეობის გამო „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამასა და
ევროატლანტიკური საბჭოს ფარგლებში და პირველად გამოთქვა მოსაზრება
სპეციალური ჯგუფის გამოგზავნის თაობაზე, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის
მინიჭების მიზნით სამუშაო გეგმას შეიმუშავებდა. იქვე
ე. შევარდნაძემ დაამატა, რომ საქართველოს სურს რეგიონში აშშ-ის
ყველაზე სანდო მოკავშირე იყოს, ისეთი, როგორიც ისრაელია ახლო აღმოსავლეთში.
უ. კოენმა დაუდასტურა, რომ სტრატეგიულად ეს აშშ-ის მიზნებს
შეესაბამება (შეხვედრის ჩანაწერი ავტორის პირადი არქივიდან). ** GTEP თავიდან ორიენტირებული იყო პანკისის ხეობის ჩეჩენი ბოევიკებისგან გაწმენდის მიზნით სპეცდანიშნულების რაზმების მომზადებაზე. მოგვიანებით ამ პროგრამით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეები საზღვარგარეთ მიმდინარე სამშვიდობო მისიებშიც იგზავნებოდნენ. GTEP-ის ფარგლებში სულ 2600 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა მომზადება. დაწვრილებით იხ.Globalsecurity.org, www.globalsecurity.org/military/ops/gtep.htm |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრატეგიული არჩევანის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა. ყველაფერი 1993 წლის „ბრიუსელის დეკლარაციით“ დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა TRACECA-ს სახელით ცნობილ რეგიონულ პროგრამას. პროგრამის მიზანს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კონვენციური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ევროპის სატრანსპორტო სისტემებთან ინტეგრირება წარმოადგენდა. TRACECA-ს ფარგლებში ათეულობით საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, მათ შორის – საქართველოში.* აღსანიშნავია ასევე ის პროექტებიც, რომლებიც ხსენებული პროგრამის მიღმა ხორციელდებოდა. პირველ რიგში უნდა გამოიყოს საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების წარმართვა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის და თბილისი-ახალქალაქის არსებული მაგისტრალის რეაბილიტაციის შესახებ. პარალელურად ვითარდებოდა სატრანზიტო დერეფნის ენერგეტიკული შემადგენელიც. მას შემდეგ, რაც 1994 წელს ხელი მოეწერა ე.წ. „საუკუნის პროექტს“, დაიწყო კასპიისპირეთში ნავთობის მოპოვების ასწლოვანი ისტორიის ახალი ეტაპი. ჯერ იყო და 7 ქვეყნის 11 ნავთობკომპანიისგან შემდგარმა კონსორციუმმა დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 870 კმ სიგრძის ნავთობსადენის მშენებლობა ბაქოდან საქართველოს ზღვისპირა დასახლება სუფსამდე. §600 მლნ-ის ღირებულების ობიექტი 1999 წელს შევიდა ექსპლოატაციაში და გამიზნული იყო აზერბაიჯანის ე.წ. ადრეული ნავთობის ევროპის ბაზრებზე გასატანად. ხსენებული ნავთობსადენის მშენებლობის ირგვლივ სერიოზული გეოპოლიტიკური „აჟიოტაჟი“ იყო ატეხილი, ვინაიდან მისი მარშრუტი, პირველად კასპიისპირეთის ნავთობმრეწველობის ისტორიაში, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლას ითვალისწინებდა. რომ არა აშშ-ის მთავრობის აქტიური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევა ძნელი იქნებოდა. ბაქო-სუფსის ნავთობსადენმა, თავის მხრივ, გზა გაუკაფა ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტებს _ საქართველოს გავლით გაზრდილი გამტარუნარიანობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთკავკასიური გაზსადენის მშენებლობას. ისევ და ისევ რუსეთის ღია თუ ფარული წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის აქტიური მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა და 1999 წლის ქ. სტამბოლში გამართული ეუთოს სამიტის დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და რეგიონის სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ ბ. კლინტონთან ერთად ხელი მოაწერეს ამ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებას.** საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის ირგვლივ მცირე გეოპოლიტიკური ომი წარმატებით დასრულდა. ამის ერთ-ერთი არსებითი შედეგი ის იყო, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა და ამით მყარად დაიმკვიდრა ადგილი ვაშინგტონის, ზოგადად დასავლეთის, ისტებლიშმენტის მენტალურ რუკაზე. |
*
ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად მიიჩნევა საქართველოსა და აზერბაიჯანის
საზღვარზე „წითელი ხიდის“ რეაბილიტაცია და ქ. ფოთში სარკინიგზო საბორნე
გადასასვლელის მშენებლობა. ** იმხანად აშშ-ის მმართველი ელიტა დიდ ყურადღებას უთმობდა რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული სატრანზიტო მაგისტრალის საკითხს. პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით მოხერხდა შესაბამისი პოლიტიკური და საინვესტიციო რესურსების მობილიზება ბაქოსუფსის ადრეული ნავთობსადენის ასაშენებლად, ასევე ბაქო-თბილისიჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. შემდგომ ეს პროცესი გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა ჯ. ბუშის პრეზიდენტობის დროს. აღსანიშნავია აშშ-ის კონგრესის თანადგომაც. ასე, მაგალითად, 1999 წელს გავლენიანი სენატორების ჯგუფმა შეიმუშავა მეტად მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონპროექტი - „აბრეშუმის გზის სტრატეგია“ (Silk Road Strategy Act of 1999), რომელიც, გარდა საკუთრივ სატრანსპორტო კავშირებისა, კონფლიქტების მოგვარების, ფინანსური დახმარების და, ზოგადად, რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ინიცირება მოხდა სენატორ ს. ბრაუნბეკის მიერ. 19 თანასპონსორს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ყოფილი თუ დღესაც მოქმედი სენატორები, როგორებიც არიან ჯ. მაკკეინი, რ. ლუგარი, ჩ. ჰეიგელი, ჯ. ჰელმსი, ო. ჰეთჩი და სხვ. კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია იხ.www.congress.gov/106/bills/s579/BILLS-106s579rs.pdf |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1999 წლის ეუთოს სამიტს სხვა დატვირთვაც ჰქონდა საქართველოს სტრატეგიული არჩევანის კონტექსტში. გარკვეული ხნით ადრე საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლის შემდეგ აქტიურად გაგრძელდა საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი 4, ამჟამად უკვე რუსული, სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის შესახებ მოლაპარაკებები. პირველ რიგში აშშ-ის აქტიური დიპლომატიური მხარდაჭერით მოხერხდა კრემლის დაყოლიება და უკვე სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო.* ამავე წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ყოველივე ეს დაგვირგვინდა 2002 წელს საქართველოს ოფიციალური განაცხადით ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ეს იყო კულმინაცია, რომლითაც მკაფიო პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებასთან ერთად დასრულდა სტრატეგიული არჩევანის გაფორმება. |
* სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთხიდან პირველი ბაზა 2001 წელს დაიხურა. მეორე ბაზა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რუსული მხარის მტკიცებით, ასევე დაიხურა, თუმცა ამ ფაქტის შემოწმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბაზას, მათი გაყვანა სხვადასხვა საბაბით ფერხდებოდა. საბოლოოდ, ბაზების ტერიტორია უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა 2007 წელს დატოვა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
*** | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
90-იანი წლების ბოლო პერიოდი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უარყოფითი ტენდენციებით აღინიშნა. მმართველ ელიტაში იმძლავრეს კორუმპირებული კლანების დამცველმა ძალებმა და, შედეგად, ქვეყანაში შენელდა რეფორმები და დაისადგურა ტოტალურმა სტაგნაციამ. შესაბამისად, შეიცვალა აშშ-ის მხრიდან დახმარების აქცენტები. ამჯერად მეტი ყურადღება დაეთმო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველობის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დახმარების დიდი ნაწილი მიემართებოდა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და ამით ადგილი ჰქონდა ერთგვარ მცდელობას (სხვა დონორებთან ერთად), გარედან „გაეკეთილშობილებინათ“ კორუმპირებული და ნდობადაკარგული სახელმწიფო ინსტიტუტები. თუმცა, ხსენებულმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა და საქმე „ვარდების რევოლუციამდე“ მივიდა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
„ვარდების რევოლუცია“ მნიშვნელოვანი მიჯნა იყო ქართულამერიკულ ურთიერთობებში. ურთიერთობების პერსონიფიკაციამ ხელი შეუწყო დახმარების პროგრამების შემდგომ გაფართოებას. ამასთან, დახმარების მოცულობის ზრდასთან ერთად მოხდა მისი მიმართულების ცვლილებაც. საქმე ისაა, რომ სამოქალაქო სექტორის ბევრი აქტივისტი, რომლებიც რევოლუციამდე დახმარების დიდი ნაწილის მიმღები იყო, ახლადჩამოყალიბებული მმართველი ელიტის ნაწილი გახდა. მიიჩნიეს, რომ ხსენებული დახმარება მათ „თან უნდა გაჰყოლოდათ“, რათა ამჯერად, სამთავრობო პოსტებზე მყოფთ, საშუალება ჰქონოდათ დახმარებით გათვალისწინებული სახსრები, ნაცვლად სამოქალაქო სექტორისა, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე მიემართათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს მთავრობა ეფექტურად იყენებდა პირად კავშირებს, რათა შეენარჩუნებინათ დახმარების ამგვარი სტრუქტურა. თუმცა დახმარების სახსრებზე სამთავრობო მონოპოლიამ დროთა განმავლობაში თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო: ერთი მხრივ, დასუსტდა სამოქალაქო სექტორი და პრაქტიკულად ჩაკვდა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არაადეკვატურად დიდი რესურსები მიმართეს სამხედრო ტექნიკის შესაძენად და კონფლიქტის ზონებთან სიახლოვეს სამხედრო წვრთნებისა და მანევრების ჩასატარებლად. ამან კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციებთან, რაც ვაშინგტონში, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი რჩებოდა.* | * Lincoln Mitchell, Alexander Cooley – After the August War: A new Strategy for U.S. Engagement with Georgia, Harriman Review, 2010, p.14. იხ.www.academiccommons.columbia.edu/catalog/ac%3A138653 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მერე ასევე არსებითი ცვლილებები მოხდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაში. მნიშვნელოვნად იმატა სამშვიდობო ოპერაციებში გაგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვმა, პირველ რიგში, ერაყში, სადაც 2005 წელს ამ მაჩვენებელმა 1100 კაცს გადააჭარბა. ამგვარი მკვეთრი ზრდა, საკუთრივ პოლიტიკური ნების გარდა, განაპირობა GTEP-ის არსებობამ. 2005 წლიდან GTEP-მა სახე იცვალა და „საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების“ (Georgia Sustainment and Stability Operations Program - SSOP)* სახელით გაგრძელდა. პროგრამა გამიზნული იყო ერაყში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით სამხედრო კონტინგენტების მომზადებისთვის. | დაწვრილებით იხ.Globalsecurity.org, www.globalsecurity.org/military/ops/gssop.htm | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამ პერიოდისთვის საქართველომ უკვე მოიპოვა ფასეული რეპუტაცია, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე პარტნიორმა ქვეყანამ. ქართველი სამხედროების კვალიფიციური და ხშირად გმირული სამსახური სათანადოდ ფასდებოდა აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში. განსაკუთრებით ხშირად და ღიად აღნიშნავდნენ ამას ამერიკელი სამხედრო პირები და ამიტომაც პირად საუბრებში საქართველოს ჭეშმარიტ მეგობრად და „ბრძოლის ველზე გამოცდილ მოკავშირედ“ მოიხსენიებდნენ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
*** | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამასობაში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა ვითარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით. რუსეთი მეტად მგრძნობიარედ რეაგირებდა კოსოვოს სუვერენიზაციის პროცესზე, რომელსაც დასავლეთი, კერძოდ, აშშ, აქტიურად უჭერდა მხარს. მეორე მხრივ, საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების პერსპექტივა, რომელიც მკაფიოდ გამოიკვეთა NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის კონტექსტში,* აძლიერებდა საპასუხო ნაბიჯების გადადგმის მოტივაციას. საქართველო ამ მხრივ ყველაზე კარგი სამიზნე იყო: იგი ერთდროულად იყო დასავლეთის ფავორიტიც, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ჯარით, და „კოსოვოს სცენარის“ გამეორების ასპარეზიც. ამიტომ საქართველოსთვის „კომბლის მოქნევით“ რუსეთი ღირსეულ სამაგიეროს გადაუხდიდა აშშ-ს და, ზოგადად, დასავლეთს. ამიტომაც იყო, რომ რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირების გზით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარების მაქსიმალურად დაძაბვას. ასეთ ფონზე საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, აშშ-ის დახმარების იმედით, ემზადებოდა საპასუხო ქმედებებისთვის, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გამოყენებით.** სახელისუფლო წრეებში მიამიტურად ფიქრობდნენ, რომ აშშ-ის მიერ გაწვრთნილი და ერაყში ბრძოლაგამოვლილი სამხედრო კონტინგენტები თავის წვლილს შეიტანდნენ რუსეთის შეკავებაში. ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდა დასავლეთში, კერძოდ, აშშ-ში. საქართველოს ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები არაერთხელ გააფრთხილეს როგორც პრეზიდენტის, ისე სახელმწიფო მდივნის დონეზე, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ქართველებს არავითარ შემთხვევაში არ გამოეყენებინათ ძალა.*** წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩენა მოუწევდა და, საბოლოოდ, რუსეთთან ორთაბრძოლას აუცილებლად წააგებდა მძიმე თანამდევი შედეგებით.**** მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ვითარების დეესკალაცია და 2008 წლის აგვისტოში მოხდა მოკლე, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. ომის წინაპირობებსა და მიზეზებზე, აგრეთვე იმაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება, ბევრი დაიწერა, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის მიერ.***** სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება რუსეთის მხრიდან ომის სურვილით ვითარების დაძაბვის განსაკუთრებულ ინტერესთან დაკავშირებით. ამავდროულად, ცხადია, რუსეთის გარდა, პასუხისმგებლობის ტვირთი საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტულ რეჟიმებზე, ასევე დასავლეთის მთავრობებსა და ინსტიტუტებზეც უნდა განაწილდეს, თუმცა სხვადასხვა დოზით.****** |
*
სამიტზე ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ცხარე დებატების შემდეგ გადაწყდა,
რომ საქართველო (და უკრაინა) ვერ მიიღებდა MAP-ს. სამაგიეროდ, გაკეთდა
განცხადება, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი, თუმცა ვადა არ
დაკონკრეტებულა. ამიერიდან საქართველო
NATO-ს ასპირანტი ქვეყანა გახდა, რაც
რუსეთისთვის არანაკლებ გამაღიზიანებელი იყო, ვიდრე MAP-ის მინიჭება
იქნებოდა. ** Ronald D. Asmus - A Little War that Shook the World: Georgia, Russia, and the Future of the West, Palgrave Macmillan, 2010, gv.143-144.*** The ADST Foreign Affairs Oral History Project, Ambassador Richard M. Miles, p. 290, იხ. www.adst.org/wp-content/uploads/2013/12/Miles-Richard-M1.pdf
*** Report, Independent International Fact Finding Mission on Conflict in Georgia, September 2009, იხ.www.georgica.tsu.edu.ge/files/05-Security/Tagliavini-2009Eng3.pdf ანგარიშის სამივე ტომის ქართულენოვანი თარგმანი იხ:
I ტომი
www.smr.gov.ge/Uploads/11415b.pdf **** ა. გეგეშიძე, „აგვისტოს მოვლენები: კრიზისის საფუძველი, მიზეზები და აღმოფხვრის პერსპექტივა“, კრებულში: „2008 წლის კრიზისი საქართველოში_ წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა“, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, 2009, გვ. 6-9. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
*** |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2008 წლის ომი საქართველოსთვის, როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე შედეგებით დასრულდა. გარდა იმისა, რომ სერიოზულად დაზარალდა ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, რთული ვითარება შეიქმნა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. ეთნიკური წმენდის შედეგად ათი ათასობით ქართველი გამოიდევნა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, პირველ რიგში, ქართველებით დასახლებული რეგიონებიდან და სოფლებიდან. პოლიტიკურად ყველაზე მძიმე შედეგი კი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების დამკვიდრება და კრემლის მიერ საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობა იყო.* აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომი და მისი შედეგები დაემთხვა ცნობილი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებას, რომლის პოტენციური გავლენაც, თავის მხრივ, სერიოზულ საფრთხეს უქადდა საქართველოს ეკონომიკას და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობას. | * რუსეთის გარდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს საკუთარი გადაწყვეტილება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა ომის თავიდან აცილება, ჯ. ბუშის წარმავალმა ადმინისტრაციამ*, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის ცხელი ფაზის შესაჩერებლად და ამით საქართველო, სავარაუდოდ, ფიზიკური განადგურებისგან იხსნა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გამო რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის არსებული მძაფრი დაპირისპირების მიუხედავად, რუსეთის ქმედებების არაადეკვატურობის აღქმა და საქართველოს მიმართ სიმპათიები ორივე პარტიისთვის თანაბრად იყო დამახასიათებელი. შესაბამისად, ომის შემდგომი საქართველოს მხარდამჭერი ინიციატივები ადვილად გადალახავდა ბიუროკრატიულ ბარიერებს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მილიარდდოლარიანი დახმარების პაკეტი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ჯ. ბაიდენის აქტიური მონაწილეობით მომზადდა. აშშ-ის კონგრესში სათანადო სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ ჯ. ბუშის ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა სახსრების მობილიზება, რომელიც ტრანშების სახით მიეწოდებოდა საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის სტაბილიზაციის, დევნილების განსახლების და ომით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. აშშ-ის მხრიდან ამ ოდენობის დახმარების მობილიზებამ სტიმული მისცა სხვა დონორებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე სამსჯელოდ 2008 წლის 2 ოქტომბერს სპეციალურად შეიკრიბნენ. კონფერენციაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გაეროსა და მსოფლიო ბანკის მიერ წინასწარ გაკეთებული საჭიროებათა ერთობლივი შეფასება,** §4.5 მლრდ მოცულობის ფინანსური რესურსები იქნა მობილიზებული. აქედან დიდ ნაწილს შეადგენდა გრანტები, დანარჩენს _ იაფი კრედიტები. ეს დიდი შეღავათი იყო ომისშემდგომი საქართველოსთვის.*** |
*
2008 წლის აგვისტოში ჯ. ბუში საპრეზიდენტო ვადის დამამთავრებელ ეტაპზე
იმყოფებოდა და წინასაარჩევნო კამპანიაც უკვე გახურებული იყო. ** Joint Needs Assessment, იხ.www.mof.ge/common/get_doc.aspx?doc_id=8990*** მოცემული დახმარების წყალობით საქართველოს, განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, პრაქტიკულად არ უგრძვნია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენა. თუმცა, საკუთრივ ომის ფაქტორმა მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკა: შემცირდა უცხოური ინვესტიციების შემოდინება და უცხოეთში მომუშავე თანამემამულეებისგან სავალუტო გადმორიცხვები; გაჩერდა სამშენებლო სექტორი, ეკონომიკის სხვა დარგები. შედეგად, მკვეთრად დაეცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მთავარი საჭიროება, რაც 2008 წლის ომის მიზეზებისა და შედეგების ანალიზმა გამოავლინა, იყო ორმხრივი ურთიერთობების ახლებურ ხედვაზე დაფუძნებულ ჩარჩოში მოქცევა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაცია უნდა შეცვლილიყო, დღის წესრიგში დადგა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი ხაზის განგრძობადობის უზრუნველყოფა. ამავე დროს ისიც ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო თანამშრომლობის დღის წესრიგში ახალი პრიორიტეტების შეტანა და არსებული აქცენტების კორექტირება.* ყოველივე ამის გათვალისწინებით და ისევ და ისევ ხსენებული მორალური ვალდებულებიდან გამომდინარე, 2009 წლის 9 იანვარს წარმავალი ჯ. ბუშის ადმინისტრაციის მიერ ხელი მოეწერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას.** მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ის მხრიდან მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კ. რაისმა მოაწერა ხელი, შეთანხმებული იყო ბ. ობამას მომავალ ადმინისტრაციასთან. ქარტიის საფუძველზე შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პირველ სხდომაზე 2009 წლის 22 ივნისს, ქ. ვაშინგტონში, უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გადაწყდა სამუშაო ჯგუფების შექმნა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: დემოკრატიის და მმართველობის; თავდაცვის და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის; ხალხთა შორის ურთიერთობების და კულტურის დარგში გაცვლების. სამუშაო ჯგუფები უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე ყოველწლიურად იკრიბებიან, აჯამებენ განვლილ პერიოდს და თანხმდებიან სამომავლო გეგმებზე. წელიწადში ერთხელ საქართველოსა და აშშ-ში მონაცვლეობით იმართება კომისიის პლენარული სხდომა. |
* ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტად
განისაზღვრა თანამშრომლობა რუსეთისა და რამდენიმე სახელმწიფოს მიერ
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობით შექმნილი ახალი
რეალობის არაღიარების და საქართველოს დეოკუპაციის ხელშეწყობის მიზნით.
ასევე, მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ადამიანისა და საკუთრების უფლებების
დაცვაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და მმართველობის
დეცენტრალიზაციაზე. ** Joint Needs Assessment, იხ.www.state.gov/p/eur/rls/or/121029.htm
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ისტორიული მნიშვნელობა მდგომარეობდა ისაა, რომ ეს იყო პირველი დოკუმენტი, სადაც ორი მხარე ვალდებულებას იღებდა, ძირითადად, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და სახელმწიფოს მოდერნიზაციის მიზნით შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმის თაობაზე - ანუ ამ დოკუმენტით შეიქმნა პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, აწესრიგებდა სხვადასხვა უწყების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების მენეჯმენტის და მონიტორინგის პროცესს და, მეორე მხრივ, საშუალებას აძლევდა მხარეებს რეგულარულად განეხილათ და შეეთანხმებინათ თანამშრომლობის (ფაქტობრივად, აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების) ახალი მიმართულებები. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
* * * |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველივე ხანებიდან ქარტიას როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ბ. ობამას ადმინისტრაცია ინარჩუნებდა საქართველოს მიმართ ზოგადად თბილ ურთიერთობებს, თუმცა, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ეს ურთიერთობები აღარ იყო აგებული პირად კავშირებზე. თანამშრომლობამ მიიღო უფრო საქმიანი სახე, უფრო რუტინული გახდა. გრძელდებოდა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ 5-წლიანი მსხვილი პროგრამა სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ასევე პროგრამები და პროექტები UშAID-ის, OPIჩ-ისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით. თუმცა, ნაკლები იყო ახალი წამოწყებები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. მეტიც, აგვისტოს მოვლენების მერე საქართველოს მიმართ ადგილი ჰქონდა ერთგვარ „ჩუმ ემბარგოს“ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით. პარალელურად, აშშ-ის მთავრობამ წამოიწყო რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, რაც საქართველოს მიმართ მგრძნობიარე პოლიტიკურ და სამხედრო თემებზე ადმინისტრაციის მხრიდან მეტ სიფრთხილეს განაპირობებდა. ამის მიუხედავად, ადმინისტრაცია განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მოუწოდებდა რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობილი შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისკენ, გმობდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ა.შ. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მ. სააკაშვილის და მისი გუნდის პირადი კავშირები და მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდა კონგრესთან, ასევე ანალიტიკურ ცენტრებსა და მედიასთან. აქტიურად ხდებოდა ლობისტური ორგანიზაციების გამოყენება ამ კავშირებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით. შემთხვევითი არ იყო, რომ 2010 წლის დეკემბერში აშშ-ის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.* | * რეზოლუციის ავტორი გახლდათ გავლენიანი სენატორი ჯ. შაჰინი, ხოლო თანასპონსორები იყვნენ ასევე ავტორიტეტული სენატორები ლ. გრემი და ჯ. ლიბერმანი. რეზოლუციის ტექსტი იხ.: www.congress.gov/bill/111th-congress/senate-resolution/698/text | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მნიშვნელოვანია, რომ აშშ ასევე აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი სახელმწიფო. 2011 წლისთვის აშშ-ის მხრიდან დახმარებამ ჯამში 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა.* აქ შედიოდა თანხები არა მარტო 2008 წლის ომის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნებისთვის, არამედ გრძელვადიანი ამოცანებისთვისაც, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობდა. | * www.globalsecurity.org/military/world/georgia/intro-fp-us.htm დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 4.5 მლრდ დოლარს აჭარბებს. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიუხედავად ხსენებული „ჩუმი ემბარგოსი“, საერთო ჯამში, წარმატებით გრძელდებოდა თანამშრომლობა სამხედრო ხაზით: სულ უფრო მეტი ქართველი სამხედრო პირი იღებდა განათლებას აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში, IMET-ის პროგრამის ფარგლებში; GTEP--ისა და SSOP-ის წარმატებით განხორციელებას* 2010 წლიდან ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე უსაფრთხოების ხელშემწყობ ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობის მისაღებად ქართული სამხედრო შენაერთების მომზადების და განთავსების პროგრამა მოჰყვა.** პროგრამით მომზადებული ქართველი სამხედროების სულ უფრო მზარდი რაოდენობა იგზავნებოდა ავღანეთში და მალე საქართველო აღმოჩნდა ლიდერი NATO-ს არაწევრ ქვეყანათა შორის ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეთა მაჩვენებლით.*** მთელი ამ ხნის მანძილზე არ წყდებოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაწყებული თანამშრომლობა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ასევე - აშშ-ის მე-6 ფლოტსა და სანაპირო დაცვასთან, რომელთა ხომალდები და კატარღები განაგრძობდნენ საქართველოს პორტებში პერიოდულ შემოსვლას. |
*
2008 წლისთვის SSOP-ის ფარგლებში რამდენიმე ასეულმა სამხედრომ გაიარა
მომზადება და შედეგად ქართული კონტინგენტის რიცხოვნობამ ერაყში 2 ათასი
კაცი შეადგინა. ** Georgia Deployment Program – International Security Assistance Force (GDP-ISAF), www.globalsecurity.org/military/ops/gdp-isaf.htm დღეისათვის საქართველოს ამერიკული პროგრამებით გაწვრთნილი და ხშირ შემთხვევაში საბრძოლო გამოცდილების მქონე 12 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის ასპარეზზე აქტიურად იდგა დღის წესრიგში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სათანადო რეაგირება. პირველ რიგში, ეს შეეხებოდა საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის შეჩერებას და, შეძლებისდაგვარად, შემობრუნებას. ასევე, „ჟენევის დისკუსიების“ დროს გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებასა და დევნილების პოლიტიკური და ჰუმანიტარული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ აქტიურად უჭერდა მხარს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მათ შორის, 2010 წელს შემუშავებულ დოკუმენტს „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ _ ჩართულობა თანამშრომლობის გზით“.* ასევე, 2012 წლის ივნისში ქ. ბათუმში სტრატეგიული ქარტიის კომისიის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო მდივანმა ჰ. კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერდა საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის შემოღებულ ნეიტრალური სტატუსის სამგზავრო დოკუმენტებს.** |
* დოკუმენტი ბევრ საინტერესო იდეას შეიცავდა და საქართველოს და მისი პარტნიორების „რბილი ძალის“ ეფექტზე იყო გათვლილი. თუმცა, მიუხედავად აშშ-ის და ევროპის სხვა ქვეყნების მხარდაჭერისა, მას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში, ვინაიდან პრეამბულაში ღიად და მოურიდებლად იყო გაცხადებული კონფლიქტის მეორე მხარისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მიზანი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება. შესაბამისად, დოკუმენტის განხორციელებას ბედი არ ეწერა. ტექსტის ნახვა შეგიძლიათ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე: www.smr.gov.ge/Uploads/__7db17f7a.pdf** იხ. ერთობლივი განცხადების ტექსტი: www.state.gov/r/pa/prs/ps/2012/06/192396.htm |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერა რჩებოდა.* ასევე, აშშ ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს საქართველოს და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავებას, ხოლო 2008 წლის ომის მერე გაააქტიურა ძალისხმევა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კუთხით. აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით ალიანსში მიიღეს გადაწყვეტილება NATO-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ. კომისია წარმოადგენს საქართველოსა და NATO-ს შორის პოლიტიკური კონსულტაციების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციისთვის.** 2008 წლის დეკემბრიდან, ასევე აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით, საქართველომ დაიწყო წლიური ეროვნული პროგრამების*** (Annual National Program – ANP) შესრულება. |
*
საქართველო და აშშ ერთად ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები არიან,
როგორიცაა გაერო, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, ეუთო, საერთაშორისო
სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. საქართველო
ასევე არის დამკვირვებელი ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში და მონაწილე
NATO-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ** www.nato.int/cps/en/natohq/topics_38988.htm
***
ყოველწლიური ეროვნული პროგრამა არის MAP-ის ძირეული კომპონენტი და ალიანსში
გაწევრიანების მთავარი ინსტრუმენტი. იგი ასახავს საქართველოს მოკლე და
საშუალოვადიან პერსპექტივას სამხედრო რეფორმების, საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. დაწვრილებით იხ.:
www.eu-nato.gov.ge/en/nato/relations/integration/anp
* ფედერალური კანონი, რომელიც
განსაზღვრავს პენტაგონის ბიუჯეტს. ** საბოლოოდ, ხსენებული
შესწორება ვერ მოხვდა კანონში.
*8* აშშ-ის ადმინისტრაციის
ერთ-ერთმა ცნობილმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან პირად საუბარში ასე
ახსნა ისტებლიშმენტის ამგვარი რეაქცია: „ამერიკის
ისტორიაში ყოფილა პრეზიდენტების იმპიჩმენტის, ძალისმიერი გადაყენების, თვით
მკვლელობის შემთხვევებიც კი. მაგრამ არასდროს ახლადარჩეულ ხელისუფალს არ
დაუწყია წინამორბედის სამართლებრივი დევნა. ეს ჩვენს გენეტიკურ კოდში არ
დევს. ამიტომაც მიუღებელია ის, რაც ხდება საქართველოში“. ****
Georgia 2014 Human Rights Report, Department of State,
www.state.gov/documents/organization/236738.pdf
**
2012 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა სასამართლო
სისტემის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი, რომელიც
გულისხმობდა რეფორმებს შრომის კანონმდებლობის, მართლმსაჯულების სისტემის,
სისხლის სამართლის, კერძო სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის,
არბიტრაჟის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებებით.
***
როდესაც რუსეთის ზეგავლენით სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების
პროცესზე, ხოლო „ურჩი“ უკრაინა ყირიმის ანექსიით დაისაჯა, საქართველოს
ხელისუფლების განუხრელი სწრაფვა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
უფრო მეტად დაფასდა. მას შემდეგ აშშ-ის მთავრობამ უფრო გაააქტიურა
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ლობირება ევროპელ პარტნიორებთან
როგორც მრავალმხრივი, ისე ორმხრივი დიალოგის ფორმატებში. ამავე თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო
NATO-ს 2014 წლის სამიტზე საქართველოსთვის არსებით ღონისძიებათა პაკეტის* დამტკიცება. პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს
NATO-საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმი - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი(Joint
Training and Evaluation Center – JTEC) წარმოადგენს.** სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ასპირანტ ქვეყნებს შორის
NATO-სთან ყველაზე თავსებად პარტნიორად(Joint Training and Evaluation
Center – JTEC) აღიარეს და სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია)
ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (Joint Training
and Evaluation Center – JTEC) ჯგუფში მიიწვიეს. ყოველივე ეს აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით გაკეთდა.
**
ცენტრი 2015 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა და უკვე უმასპინძლა NATO-ს ეგიდით
საერთაშორისო ბრიგადის პირველ საწვრთნელ კურსს.იხ.:
.www.eu-nato.gov.ge/ge/nato
2015 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირდა საქართველოს მხარდამჭერი
ჯგუფი,* სადაც ორივე პარტიიდან ორმოცამდე კონგრესმენია გაერთიანებული. მხარდამჭერ ჯგუფთან აქტიური მუშაობით მოხერხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რასაც 2016 წლის სექტემბერში მხარი ხმათა უპრეცედენტო რაოდენობამ
(410) დაუჭირა.** რეზოლუცია იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში ლაპარაკია აშშ-ის მხრიდან ფაქტობრივად სამუდამო ვალდებულებაზე
- არასდროს აღიაროს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დამოუკიდებლობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ასევე ფართო რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვან მხარდამჭერ დებულებებს შეიცავს 2017 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტიც.**
* მხარდამჭერ ჯგუფს (Georgia Caucus) თანათავმჯდომარეები არიან კონგრესმენები ტედ პო (რესპუბლიკელი
ტეხასიდან) და ჯერი კონოლი (დემოკრატი ვირჯინიიდან).იხ.:
www.congress.gov/bill/114th-congress/house-resolution/660/text
**.
***. ორმხრივ ურთიერთობებში უკანასკნელი პერიოდის გამორჩეულ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოში სახელმწიფო მდივნის
ვიზიტი.* ვიზიტი წინ უძღოდა NATO-ს სამიტს ქ. ვარშავაში და ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მთავარი შედეგი იყო აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის
გაღრმავების შესახებ მემორანდუმის** ხელმოწერა. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემდეგ ხელმოწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული დოკუმენტი. მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს აშშ-ისა და საქართველოს გრძელვადიან და ეფექტურ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა, სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. მემორანდუმის საფუძველზე ახლო მომავალში დაიწყება „საქართველოს მზადყოფნის პროგრამის“
(Georgia Readiness Program) განხორციელება, რომელიც დასაბამს მისცემს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით წვრთნისა და აღჭურვის მიმართულების თვისებრივად განსხვავებულ პროცესს. როგორც მემორანდუმშია გაცხადებული, საქართველოს შეეძლება თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა. ეს კი ფორმალურად ადასტურებს ხსენებული „ჩუმი ემბარგოს“ გარკვეული ხნით ადრე მოხსნას. *** ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აღმავალი გზით ვითარდება. იგი, მრავალი თვალსაზრისით, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და სამაგალითოა რეგიონში. მთავარი მამოძრავებელი ძალა ფასეულობებისა და რეგიონში სტრატეგიული ინტერესების მზარდი თანხვედრაა. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს, მისი მოსახლეობისა და პოლიტიკური კლასის გაცნობიერებული არჩევანია. თავის მხრივ, იზრდება საქართველოს ცნობადობა აშშ-ში. ვაშინგტონის ისტებლიშმენტს კარგად ესმის ერთიანი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველოს მნიშვნელობა, პირველ რიგში, რეგიონში საკუთარი ინტერესებისთვის. დღეს საქართველო აღიარებული ლიდერია რეგიონში დემოკრატიული და მმართველობითი რეფორმების ტემპებით. განუხრელად უმჯობესდება მისი საერთაშორისო რეიტინგები. ამ ტენდენციის შენარჩუნებას კი მშვიდი და სტაბილური განვითარების პირობების შექმნა სჭირდება. ამრიგად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ეტაპის ძირითადი ამოცანა ხსენებული პროცესისთვის მყარი ეკონომიკური და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა. |