The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს ისტორია


საქართველოს ისტორია



საქართველოს ისტორია

ტომი 3

 ლაშა-გიორგის მეფობიდან საქართველოს ანექსიამდე

ავტორები:

დ. მუსხელიშვილი, ო. ჯაფარიძე, გ. მელიქიშვილი, ა. აფაქიძე, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, მ. სამსონაძე, ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, გ. ოთხმეზური, მ. ნათმელაძე, ალ. ბენდიანიშვილი, ალ. დაუშვილი

1 თავი XXXIV. აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება

▲ზევით დაბრუნება


  თავი XXXIV. აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება

ოსმალთა ბატონობა ქართლ-კახეთში. კასპიისპირეთში რუსეთის წინსვლის შეჩერების შემდეგ, ოსმალეთს ირანის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისთვის ხელები გაეხსნა. საამისო საბაბად მას შეეძლო 1722 წელს შირვანიდან მიღებული თხოვნა გამოეყენებინა შიიტების ძალადობისაგან სუნიტების დაცვის შესახებ. ამ თხოვნის საპასუხოდ, თურქული პოლიტი-კის განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების მომწიფებით გულმოცემულმა, ოსმალეთის შეიხ ულ ისლამმა ჯარისადმი გამოსცა ფეტვა*, რაც ფაქტობრივად შიიტობის მოსპობას, შიიზმის საბოლოოდ აღმოფხვრის მოწოდებას შეიცავდა.

1723 წელს მაჰმადყული ხანმა (ქართლ კახეთის მმართველი კონსტანტინე), ლეკთაგან დარბეული თბილისის კლიტეები უომრად ოსმალეთს გადასცა. სტამბულში ამ ფაქტმა უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია; საერთო სახალხო ზეიმი ილუმინაციებით დაამშვენეს.

თბილისის გამგებლობა კი არზრუმის სერასკირმა, იბრეიმ ფაშამ, სასტიკმა და თვითნება პიროვნებამ, ჩაიგდო ხელში. მან ადგილობრივ ხელი-სუფალთაგან ვერავისთან ვერ შეძლო ურთიერთობის მოგვარება, ამიტომ შეცვალეს და ახლა სერასკირად ყარსის მუსტაფა ფაშა დანიშნეს. უკანასკ-ნელმა ქართლის გამგებლობა იესეს (ვახტანგის ნახევარ ძმას) გადასცა, რომელიც ახლა სუნიტურად მონათლულიყო და მუსტაფა ფაშად იწოდებობა. იესეს ძალაუფლება ქართლში ნომინალური იყო. მისი გარდაცვალების (1727 წ.) შემდეგ კი დამპყრობლებმა აქ მეფობა საერთოდ გააუქმეს და ქვეყანა 6 დიდ თავადს შორის გაანაწილეს, რომელთაც ახალციხის (ჩილდირის) ფაშა ხელმძღვანელობდა. კონსტანტინემ კვლავ კახეთს მიაშურა. მან ოსმალთა ბატონობის პირობებში კახეთში კიდევ ექვსი წელი იმეფა — ეს იყო მეტად მშფოთვარე და უბედური წლები მისთვის და ქვეყნისთვი-საც. იგი ხან ლეკებთან კავშირში ოსმალეთს ებრძოდა, ხან ოსმალების დახმარებით ლეკთა ალაგმვას ცდილობდა. ერთხანს (იესეს სიკვდილის შემდეგ), კახეთში ლეკთა მოძალების გამო, ქართლში გადმოვიდა და აქაური ტახტის დაპატრონებასაც კი აპირებდა; ვერც ქართლელებთან გამონახა საერთო ენა; ვიდრე ოსმათლაგან დაგებულ მახეში არ გაება.

უკანასკნელთ არც კახეთის დათმობა ემეტებოდათ და ვერც მაჰმად ყული ხანის განდგომას ურიგდებოდნენ. ამიტომ ვერაგული გეგმა განახორციელეს: ისაყ ფაშას ძემ, უსუფ ფაშამ იგი, ვითომ კახეთის გადაცემის თაობაზე სულთანის ბრძანების საბოძებლად, თავისთან დაიბარა. კონსტანტინე ოსმალებს არ ენდობოდა, მაგრამ, ალავერდელი ეპისკოპოსის ჩაგო-ნებით, მაინც გამოცხადდა ფაშასთან; იგი პატივით მიიღეს, ხოლო, როცა ნადიმის შემდეგ ცხენზე ჯდებოდა, მიპარვით ზურგში ხანჯალი ჩასცეს და იქვე გაათავეს. შემდეგ მის თანმხლებ კახელებს დაერივნენ და ერთიანად გაჟუჟეს; მათ შორის, თურქებთან გამოცხადების მრჩეველი და ინიცი-ატორი, ალავერდელი ეპისკოპოსიც.

1723 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობა დამყარდა. ახალი დამპყრობელი ახალი ენერგიით შეუდგა ქვეყნის ძარცვა-აოხრებას. ოსმალებმა საგანგებო გადასახადები დააწესეს: “აღწერეს ქართლი სრულად და დასდვეს ხარკი კაცს სულზე დრაჰკანი, ცხვარზედ ორი შაური, ზროხზედ აბაზი, კამეჩსა და ცხენზედ ექვსი შაური, მოსავლის ზედა ხუთისთავი ხილითურთ და ამის გამო იქმნა ჭირი დიდი”.

ქვეყანაში არ დარჩენილა არც ერთი კლასი თუ ფენა, რომელსაც მტკივნეულად არ განეცადა ახალი დამპყრობის უღელი. ოსმალ მოხელეთა ძალადობა, მექრთამეობა, უვიცობა, მათი უგულობა, სისასტიკე, თავხედობა, მეტნაკლებად აწუხებდა ქვეყნის ყველა მოსახლეს. აბუჩად აგდებას თვით დიდებული თავადებიც ვერ აღწევდნენ თავს: “გარნა დაიმორჩილეს... ოსმალთა ესრეთ, რამეთუ უკეთუ მალემსრბოლისად არა მიეცათ მყის ცხენი, შესხდიან თვით მას ზედა, ვითარცა უყვეს მანუჩარ ყაფლანი-შვილს და გიორგი ქავთარიშვილსა, აღუდვეს ლაგამნი, შესხდნენ და ჩხუტელდნენ დეზითა წასვლად”. ყველაფერმა ამან ხალხის არნახული აღშფოთება და რისხვა გამოიწვია. ოსმალთა ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში 12 წელიწადს

გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში “არც ერთი დღე არ გასულა, რომ ქვეყანა მთლად დამშვიდებული ყოფილიყოს. ყველგან აჯანყებების ცეცხლი ღვიოდა. მისი ალი ხან ერთ კუთხეში ამოვარდებოდა ხან მეორეში”.

დამპყრობნი, კონსტანტინეს ვერაგული მკვლელობის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაერივნენ კახეთს. “უსუფ ფაშას დავალებით სულხავი მოვიდა და მოადგა თელავს... მერმე შემუსრა შილდა, ყუარელი და გავაზი, მოსრნა, მოტყვევნა, წარიყვანა მრავალნი სულნი” (ვახუშტი).

ქართლსა და კახეთში უმძიმესი ვითარება შეიქმნა; მოსახლეობა ამოწყვეტის პირას იყო მისული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო კახეთი; ლეკთა თარეშისა და ურთიერთ რბევის გამო, ტყვის ყიდვა მომა-კვდინებელ სენად ექცა ისედაც გავერანებულ ქვეყანას. ვინც სიკვდილს და ტყვეობას გადაურჩა, ბევრი მათგანი პერმანენტულ შიშს და მუდმივ ძალადობას მაჰმადიანობაზე გადასვლას არჩევდა. მთელი ქიზიყი და ალაზნის გაღმა მხარე თითქმის გალეკდა და გადაგვარების გზაზე იყო დამდგარი, მხოლოდ ზოგიერთი თავდადებული, ჯერ კიდევ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ეროვნებას. კახეთის ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობა, ფაქტობრივად, მუდმივად ციხეებში იყო ჩაკეტილი.

კონსტანტინეს (მაჰმადყული ხანს) შვილი არ დარჩენია და კახეთის ტახტის მემკვიდრედ მისი უმცროსი ძმა თეიმურაზი ითვლებოდა (ვახტანგ VI-ის სიძე), მაგრამ ერთი მხრივ ლეკთა, ხოლო მეორე მხრივ ოსმალთა მოძალების ვითარებაში, მას კახეთში არ დაედგომებოდა და ოჯახით ფშავს შეაფარა თავი. დიდებულთა დაძალებით და მეუღლის, დიდი ვახტანგ VI-ის ქალიშვილის, დედოფალ თამარის რჩევით, კახეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

როგორც ითქვა, ქართლ-კახეთის ფაქტობრივი ხელისუფალი ამ დროს ახალციხის ისაყფაშა იყო, კახეთის გამგებლობა კი მის შვილს იუსუფ ფაშას ჰქონდა მინდობილი. მაგრამ იგი რეალურ ძალაუფლებას ვერ ანხორციელებდა; ამიტომ, 1732 წელს, ისაყ ფაშამ თეიმურაზი თბილისში დაიბარა და ქრისტიანობით კახეთის გამგებლობა უბოძა.

ყიზილბაშობის აღდგენა აღმოსავლეთ საქართველოში. ამასობაში ირანში მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა. შაჰ თამაზ ყაენის ნიჭიერმა და მამაცმა სარდალმა ნადირ ხანმა, 1728 წელს ავღანელები ისპაჰანიდან განდევნა, ხოლო 1730 წელს მათგან მთელი სპარსეთი გაწმინდა, რის შემდეგაც თამაზ ყული ხანად იწოდებოდა (თამაზის მონა). იგი მეთოდურად იბრუნებდა ირანის კუთვნილ ტერიტორიებს და, ერთდროულად, უმაღლესი ხელისუფლების დასაკავებლად ემზადებოდა.

ნადირმა, ერთ-ერთი პირველი, თავისი მახვილი თურქეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიების გასაწმენდად მიმართა. 1734 წელს ირანელთა სარდალი ამ მიზნით შირვანში შევიდა, ერთდროულად მან განჯისა და ერევნის წინააღმდეგაც გაილაშქრა.

შექმნილი ვითარება, კახელმა პოლიტიკოსებმა ოსმალთა საძულველი რეჟიმის გადაგდებისთვის ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს. ქართველთა რაზმები ოსმალთა შემახიისკენ მიმავალი დამხმარე ჯარს დაესხა და გაანადგურა. შესაბამისად, თამაზ ყული ხანს კარგი სამსახური გაუწია. ამით გულმოცემული თეიმურაზი ეპისკოპოსთა და დიდებულთა თანხლებით თამამად წარუდგა ირანელ სარდალს. ნადირმა იგი საკმაოდ ცივად მიიღო*, მაგრამ

ჯარი მაინც გამოატანა და ჭარის დალაშქვრა უბრძანა. თეიმურაზმა დავალება წარმატებით შეასრულა და მშვიდად გაემგზავრა ერევნისაკენ, სადაც ირანის ფაქტობრივმა გამგებელმა ხელმეორედ დაიბარა. აქ კი კახეთის განმგებელი მოულოდნელად დაიჭირეს, თბილისისკენ წამოიყვანეს და თამარ დედოფლის იქ დაბარებაც უბრძანეს. გზაზე თეიმურაზმა გაქცევა მოახერხა, კახეთს მიაშურა და, ბუნებრივია, დედოფალთან ერთად თბილისს ჩასვლა არც უფიქრია, თუშეთს შეაფარა თავი.

თამაზ ყული ხანმა კახეთი დალაშქრა, აქედან ჭარს შეუტია, მაგრამ დიდი ზარალი ნახა და უკან გაბრუნდა. კახელი და ქართლელი პატიმრების დიდი პარტია კი ირანს გააგზავნა. გზაზე ტყვეებმა დრო იხელთეს და მათმა დიდმა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს.

ნადირი თბილისში შემოვიდა, მაგრამ აქ მხოლოდ 17 დღე დაჰყო და ოსმალთა დასახმარებლად დაგვიანებით მოსული ყირიმელი თათრების ლაშქრის გასანადგურებლად სასწრაფოდ დარუბანდისკენ გაეშურა. ყირიმელები უკუიქცნენ, ხოლო გამარჯვებული ხანი მუღანს მივიდა, იქ მთელი ირანის დიდებულები დაიბარა და თავი შაჰად გამოაცხადა. ეს ნაბიჯი მან წინასწარ ფრთხილად მოამზადა: ჯერ 1732 წ. 26 აგვისტოს, ხანებთან შეთანხმებით, შაჰ თამაზი ტახტიდან გადააყენა და ყაენად მისი 6 თვის ვაჟი დასვა, რომლის რეგენტობა თავადვე იკისრა. მუღანში ღრმად ჩაფიქრებული სპექტაკლის მხოლოდ ბოლო აქტი გათამაშდა. ნაურუზობის დღესასწაულის დროს აქ მოვიდა ცნობა, ყმაწვილი შაჰ აბას III-ის გარდაცვალების შესახებ. ეს ამბავი რომ საგანგებოდ იყო დამთხვეული ნადირის მუღანში ყოფნას და ნაურუზობის დღესასწაულს, ეს აშკარაა. ვინაიდან ჩვილი შაჰ აბას III სეფიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ნადირის ტახტზე ასვლას წინ არაფერი ეღობებოდა.

ოსმალები იძულებულნი შეიქნენ ამიერკავკასიაში ირანელთა გამარჯვებას შერიგებოდნენ და ეს რეგიონი ისევ ძველი “პატრონისთვის” დაებრუნებინათ.

1735 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალობა ისევ ყიზილბაშობით შეიცვალა, რასაც ახალი გადასახადები, დარბევები დაპატიმრებები და გადასახლებები მოჰყვა.

ქართლ-კახეთი კვლავ აჯანყებათა ცეცხლმა მოიცვა.

მოძრაობა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 1735 წელს ნადირმა ქართლ-კახეთის მმართველობა თეიმურაზის ძმისწულს ალექსანდრე დავითის ძეს (ალიმირზას) უბოძა, რომელიც მუღანის თათბირს ესწრებოდა და ნადირის შაჰად გამოცხადებაში მონაწილეობდა. მუღანიდან ახალმა შაჰმა იგი ჯარით საქართველოში გამოისტუმრა. ამ ჯარს სეფი ხანი (იგივე ხანჯალ ხანი, გასპარსებული ქართველი ორბლიშვილი) სარდლობდა, რომელმაც, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო ქართლ-კახეთის მართვა-გამგეობა.

ქართლ-კახეთი აჯანყების ცეცხლში იყო გახვეული, მაგრამ აჯანყებულთა შეუთანხმებელი მოქმედების და დამხმარე ძალების არყოლის გამო, ბრძოლის ეფექტი დიდი არ ყოფილა. ირან-ოსმალეთის ახალი ზავის გაფორმების შემდეგ ქართველებს ოსმალთა მხარდაჭერის იმედი არ შეიძლება ჰქონოდათ. ერთადერთ, სავარაუდო დამხმარე ძალად მათ ალბათ ისევ რუსეთი წარმოედგინათ და სულ რაღაც 2-3 წლის განმავლობაში საქართველოდან იქ რამდენიმე ელჩობა ჩავიდა. უნდა ითქვას, რომ მათ ორგანიზებაში თეიმურაზს პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია,

რაც მის დიპლომატიურ შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს. დიდებულთა მიერ რუსეთში დახმარების თხოვნით გაგზავნილ ელჩობებს კი, ბუნებრივია, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რაც შეეხება თეიმურაზს, იგი რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ საქართველოში ირანრუსეთის 1735 წლის შეთანხმების საფუძველზე, ქართლის ტახტის დასაკავებლად ბაქარ ვახტანგისძის გამოგზავნას ითხოვდა. სხვათა შორის, ბაქარს ამასვე ურჩევდნენ რუ-სეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგრამ იმჯერად სამშობლოში დაბრუნება თვით ბაქარმა არ ისურვა ნადირ შაჰის ვერაგობის და მოსალოდნელი უპირობის შიშით. ა. ოსტერმანისადმი გაგზავნილ ბარათში იგი აყალიბებს თავის პოზიციას, ანუ პოზიციას ვახტანგის და მისი მომხრე დასისას, რომლის განხორციელების იმედით უკანასკნელნი, თავის დროზე, რუსეთს დაუკავშირდნენ, რომლის, რუსთა დახმარებით გადაწყვეტის იმედი, ჯერაც არ დაუკარგავთ: “და უკეთუ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მაღალი წყალობა მოხდა, ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობს და ვიმედოვნებ, რომ საქართველო (როგორც ვხედავთ საუბარია მთელ საქართველოზე — ავტ.), მისგან (შაჰისგან – ავტ.) ნებაყოფილობით თუ სხვა რაიმე საშუალებით მოვიპოვო და ასევე სხვა იქაურ ხალხთა მიწებიც შემოვიერთო და სრულიად რუსეთის იმპერიის მტრებს ბოროტად მოვეკიდო, ხოლო მოკეთეებს კეთილად მოვექცე”. როგორც ვხედავთ, აქ არსებითად გამჟღავნებულია ის კურსი საქართველოს გაერთიანებისა, რომელსაც ასე დაბეჯითებით ანხორციელებდა ვახტანგ VI და მისი მომხრეები.

დახმარებაზე რუსეთის უარის შემდეგ ქართველი აჯანყებულები მარტონი დარჩნენ. ასეთ ვითარებაში, საქართველოში ყიზილბაშთა ჯარის სარდალმა სეფი ხანმა, აჯანყების მოთავეებს პატიება, ყაენთან შუამდგომლობა და ხარკის შემცირება აღუთქვა და მოსალაპარაკებლად თავისთან მიიწვია. შემდეგ სიტყვა გატეხა, მისულები დააპატიმრა და ისპაჰანში, ნადირ შაჰთან, გააგზავნა. მათ შორის იყო თეიმურაზ IIც.

თეიმურაზ II კახეთის ტახტზე. ვერც გამაჰმადიანებულმა ქართველმა მმართველებმა და ვერც მათ დასახმარებლად გამწესებულმა ყიზილბაშმა სარდლებმა, ქართლ-კახეთში ირანელთათვის სასურველი წესრიგი ვერ დაამყარეს. სეფი ხანსა და ალექსანდრე დავითის ძეს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო, ნადირმა უკანასკნელს ტახტი ჩამოართვა და სამართავად იესეს გამაჰმადიანებულ ვაჟს არჩილს ანუ აბდულა ბეგს მისცა.

ნადირ შაჰმა ისპაჰანში თეიმურაზი წყალობით მიიღო. ქართველთა გაუთავებელმა აჯანყებებმა ირანის მბრძანებელი დათმობების განწყობაზე დააყენა. მან თეიმურაზს კახეთის ტახტზე დამტკიცება შესთავაზა, სამაგიეროდ კი ვაჟის, ერეკლეს და ქალიშვილის, ირანში გამოძახება მოსთხოვა. ერეკლე ამ დროს მხოლოდ 15 წლის იყო, მაგრამ სახელმწიფო საქმეებში აქტიურად ერეოდა. სამხედრო შეტაკებებშიც მონაწილეობდა. თეიმურაზმა კახეთში შაჰის პირობები შემოთვალა და შვილები ირანში დაიბარა.

კახელი პოლიტიკოსები საგონებელში ჩავარდნენ. ბატონიშვილებს რომ ხელში ჩაიგდებდა, არავინ იცოდა, შეასრულებდა თუ არა ვერაგი ნადირი თეიმურაზისთვის მიცემულ სიტყვას. ქვეყანა უპატრონოდ რჩებოდა და ამ მოტივით, დიდებულები ერეკლეს გამგზავრებას არ გაუპირდნენ; მაგრამ საკითხი ახალგაზრდა ბატონიშვილის პრინციპულმა პოზიციამ

გადაწყვიტა. “მამა ჩემი იქ უნდა ჰყავდეთ და ჩემის იქ მისვლით გამოუტევებდნენ და მე ამაზე დავბრკოლდე და არ წავიდე, ჩემგან შეუძლო არისო” — განუცხადებია მას.

1737 წლის თებერვალში ბატონიშვილები ირანს გაემგზავრნენ, მარტში კი შაჰთან გამოცხადდნენ. ნადირმა თეიმურაზის ქალიშვილი თავის ძმისწულს მისცა ცოლად, ერეკლე თავისთან დაიტოვა, რათა ინდოეთის ლაშქრობაში ეახლა, თეიმურაზს კი კახეთის მეფობა ქრისტიანობით უბოძა და საქართველოში დააბრუნა.

თითქმის ორნახევარი წელი დაჰყო “პატარა კახმა” ნადირთან. ახალგაზრდა ბატონიშვილისთვის ეს იყო შესანიშნავი სკოლა, სადაც მან საფუძვლიანად შეისწავლა ირანის სამხედრო და სამოქალაქო წყობა, გაიწაფა აღმოსავლეთის პოლიტიკაში, დიპლომატიასა და სტრატეგიაში.

1739 წლის 28 მაისს შაჰმა სახელოვნად ნამსახური ბატონიშვილი დიდი ქებითა და საჩუქრებით სამშობლოში გამოისტუმრა. იმავე წლის 13 დეკემბერს ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილი ჭაბუკი ღამის 4 საათზე ალავერდის სასახლეში გამოცხადდა, სადაც იმჟამად მეფე და დედოფალი იმყოფებოდნენ.

ირანიდან დაბრუნებული ბატონიშვილი ჩქარა ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ პერიოდში შეუდგნენ თეიმურაზის კარზე ქვეყნის გაერთიანების გეგმის დამუშავებას, რაც პირველ რიგში ქართლ-კახეთის გაერთიანებით უნდა დაწყებულიყო და რომლის ერთ-ერთი მთავარ ინიციატორად და წარმართველად ვახტანგ VI-ის ასული, კახეთის დედოფალი თამარი გვევლინება.

თეიმურაზის და თამარ დედოფლის საშინაო პოლიტიკა. 1739 წელს ქსნის ერისთავმა შანშემ არაგვის საერისთაოს შეუტია, დაიმორჩილა და ახლა სამუხრანბატონოს და საამილახვროს დაადგა თვალი. ამდენად, შანშე ერისთავი გივი ამილახვარს, დაუპირისპირდა და როცა 1741 წელს, დაღესტნის დასალაშქრავად ამიერკავკასიაში მოსულმა ნადირმა ქართლის თავადები თავისთან მიიწვია, წყალობას შეჰპირდა და შანშეს წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა, გივი ამილახვარმა ეს დავალება სიხარულით მიიღო. ქართველთა და ყიზლბაშთა ერთობლივი ლაშქარი ქსანს შეასია. შანშე დამარცხდა და ახალციხეში გაიქცა. ქსნის ერისთავობა გივი ამილახვარმა შეითავსა.

თეიმურაზი ამ დაპირისპირებაში არ გარეულა, იგი ამ ხანებში დაღესტნელთა წინააღმდეგ იბრძოდა.

1741-1742 წწ. ქართლში ყიზილბაშთა წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მზადდებოდა, რომელსაც თურქეთიც მხარს უჭერდა. ამ შეთქმულების მეთაურად გივი ამილახვარი გვევლინება. აჯანყების საბაბი გახდა ნადირ შაჰის მიერ ქართლისთვის ხარკის სანაცვლოდ პურის მოთხოვნა: 1741-1742 წლებში ქართლში დიდი მოუსავლიანობა იყო. პური ზღაპრულად გაძვირდა. ხალხი შიმშილობდა და ამ დროს ყიზილბაშებმა ხარკის მაგივრად პურის ჩაბარება მტკიცე ფასში მოითხოვეს. ქვეყანას ამბოხება მოედო. გივი ამილახორმა აჯანყებაში მონაწილეობა თეიმურაზსაც შესთავაზა, მაგრამ კახეთის მეფე მას არ აჰყვა.

როგორც ჩანს, თეიმურაზმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო: გივი ამილახვარი ყიზილბაშებთან ბრძოლას ოსმალეთის მხარდაჭერით აპირებდა, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში მათი ბატონობა დამყარდებოდა; ოსმალები კი, როგორც ქართველებმა სულ ცოტა ხნის წინ გამოსცადეს, ყიზილბაშებზე უარესი დამპყრობლები იყვნენ.

დაღესტნის ლაშქრობაში ნადირ შაჰმა რაიმე არსებით წარმატებას ვერ მიაღწია. ამან მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შელახა. თურქეთთან ომი კი კარზე იყო მომდგარი.

ქართლში კახ პოლიტიკოსთა პოზიციების განმტკიცება. 40-იან წლებში თამარი და თეიმურაზი მოხერხებულად იყენებდნენ ქართლში შექმნილ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას და იქ თავის გავლენას მეთოდურად აძლიერებდნენ.

ქართლ-კახეთში ირანის ბატონობის სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი დამრღვევი გივი ამილახვარი ჩანს. მას საამილახვრო და ქსნის საერისთაო ეჭირა, არაგვის ერისთავი კი მისი მოკავშირე იყო. ამდენად ეს ფეოდალი ფაქტობრივად ქართლის მთელ ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს აკონტროლებდა.

1742 წელს არაგველები ბეჟან ერისთავს აუჯანყდნენ. ამილახვარმა მოკავშირეს დაუჭირა მხარი და აჯანყება სასტიკად ჩაახშო. ქართლის ფლობისთვის არაგვის საერისთაოს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და მისი გივი ამილახვრისთვის ჩამოცილება, ქართლზე ბატონობის ერთერთი მთავარი პირობა იყო. ამის გამო, ნადირმა კახეთის გამგებლები თავისთან სათათბიროდ მიიწვია: “გამოეგზავნა ხელმწიფეს ერთი მახლობელი ყული, ფრიდონბეგ, დაეპატიჟა დედოფალი კახეთისა თამარ და მეუღლე აბდულ ბეგისა, ბატონიშვილისა, რომელი იყო ასული კახეთის ბატონისა — ბეგუმ”. იანვარში აღნიშნული მანდილოსნები და მათთან ერთად თეიმურაზ IIც ყაენს ეახლნენ. ნადირმა ისინი გამორჩეული პატივით მიიღო. “მიიჩნივა ფრიად. დასდვა პატივი უზომო. უბოძა ხალათი მძიმე და ინამი ფრიადი” — გვაუწყებს პ. ორბელიანი.

აშკარაა, ქართლში დაძაბული ვითარების დროს, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია, ყაენმა რაღაც დიდმნიშნელოვან საკითხზე მოსათათბირებლად დაიბარა. თუ რა საკითხებზე იყო მსჯელობა შეხვედრისას, ამაზე წყაროები არაფერს ამბობენ. მაგრამ ამ საიუდმლოების ამოხსნაში იმ ამბების ანალიზი გვეხმარება, რაც აღნიშნულ თათბირს მოჰყვა. პირველ რიგში ქართლში სახელგატეხილი ყიზილბაშური ადმინისტრაცია შეიცვალა. ჩანს, ეს ფაქტი ხალხის თვალში დამპყრობთა ბატონობის უღლის შემ-სუბუქების მანიშნებლად უნდა აღქმულიყო და გივი ამილახვრის ბანაკის შესუსტებას ისახავდა მიზნად. მალე კი არაგვის ხეობაში ახალი შეთქმულება მომზადდა: “მას ჟამსა შინა უღალატეს არაგვის ერისთავს ბეჟანს და მის ბიძაშვილს ოტიას არაგვის კაცთა და ორივე მოკლეს, იავარჰყვეს საქონელი” — გვაუწყებს პ. ორბელიანი.

ამრიგად, არაგვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ხეობა აჯანყების შემდეგ კახეთის ბატონმა დაიკავა, ხოლო ირანის შაჰმა მას საერისთაოს მფლობელობა ოფიციალურად დაუმტკიცა, თან შეჰპირდა: “თუცა ქსნის ხევსაც დაიჭერო, ორსავ საერისთაო შენთვის მოგვიცემიაო”.

არაგვის ხეობის დაუფლების შემდეგ, ქსნის ხეობის ხელში ჩაგდება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მაგრამ თავდაპირველად, თეიმურაზი და მისი მომხრეები შეეცადნენ ეს პრობლემა ძმათა შორის სისხლისღვრის გარეშე გადაეჭრათ, ამიტომ “ეცადა მეფე თეიმურაზ მრავლის წყალობის დაპირებითა და ქსნის ხევის კაცნი ვერ შემოირიგა”. მაშინ იძულებული შეიქნა კახეთიდან ერეკლე ეხმო ჯარით და მართლაც ჩქარა შევიდა კახი ბატონი თეიმურაზ დაიმონა ხმლით ქსნის ხევი დადგა შიგ”.

საამილახვროს შემოერთება. იმ ხანებში ნადირ შაჰს საკმაოდ გაურთულდა მდგომარეობა: ოსმალეთთან ომი გრძელდებოდა. იმპერიის არაერთ კუთხეში აჯანყების ალი მძვინვარებდა. თურქეთის წაქეზებით დაიმედებული, აჯანყების პირს იყო ამიერკავკასიის არაერთი სუნიტური სახანო. ასეთ ვითარებაში გივი ამილახვრის ბრძოლა, რომელიც უშუალოდ თურქეთის მოსაზღვრე ქართულ ტერიტორიას აკონტროლებდა, საქართველოში ირანის ბატონობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ აჯანყების ჩაქრობა ირანს უჭირდა, რადგან ქვეყნის ეს ტრადიციული მტერი ხალხის მასებში სიძულვილს და უნდობლობას იწვევდა. ნადირისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ის იყო, რომ ქართველ ფეოდალთა აჯანყებისთვის ისევ ქართველები დაეპირისპირებინა. ამ ამოცანისთვის იგი თეიმურაზზე უკეთეს კანდიდატურას ვერ იპოვიდა. ქრისტიანი მეფე ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ამდენად თანამემამულეთა მხარდაჭერა მას გარანტირებული ჰქონდა. მაგრამ ეს შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა კახეთის მეფის აქტიური დაინტერესება იყო აუცილებელი და აქ თამარის და თეიმურაზის გამაერთიანებელი მისწრაფებები ნადირის გეგმებს დაემთხვა.

კახეთის მესვეურთა ბრძოლა იდეოლოგიურადაც გამართლებული იყო, რადგან გივი ამილახვრის აჯანყება ოსმალთა მხარდაჭერას ითვალისწინებდა და, შესაბამისად, ქვეყანაში მათი გავლენის გაძლიერებას მოასწავებდა, რომელნიც, როგორც ქართველებმა სულ ცოტა ხნის წინ გამოსცადეს, სპარსელებზე უფრო მკაცრი და მიუღებელი დამპყრობლები იყვნენ.

არაგვისა და ქსნის ხეობების შემოერთების შემდეგ, კახეთის ხელისუფალთ გზა ეხსნებოდათ უშუალოდ გივი ამილახვარზე შეტევისთვის. როგორც ჩანს, შესაბიმისი ვალდებულება მათ რეგიონის დაუფლების სანაცვლოდ და ამასთან ახალი ტერიტორიის მიღების იმედით, ნაკისრი ჰქონდათ. ომან ხერხეულიძის თქმით: “ხოლო შაჰ-ნადირ უბოძა არაგვის საერისთაო მეფეს თეიმურაზს და მოუმცნო ბრძოლა და კირთება გივი ამილახვრისა”.

ამრიგად, 1743 წლიდან, აჯანყებული გივი ამილახვრის საკითხის გადაწყვეტა ირანის კარმა უშუალოდ თეიმურაზს დააკირსა. ამ ბრძოლას კახეთის მესვეურთა გამაერთიანებელ მისწრაფებებთან ერთად, მორალურად და იდეოლოგიურად ის გარემოება ამაგრებდა, რომ საციციანოს და ბორჯომის ხეობის დაუფლების შემდეგ, ეს ფეოდალი უშუალოდ ახალციხის საფაშოს დაუკავშირდა და ქვეყანას თურქთა შემოსევის საშიშროება შეუქმნა.

ამავე დროს, ნადირ შაჰი ხედავდა, რომ საყიზილბაშო გადასახადის სიმძიმე ქართლის მოსახლეობას აჯანყებულთა სასარგებლოდ განაწყობდა და ბრძოლისთვის რაზმავდა, ამიტომ, იძულებული შეიქნა, ეს გადასახადები მნიშვნელოვანწილად შეემსუბუქებია, რითაც პროტესტის განწყობილება არსებითად შეანელა.

გივი ამილახვრის აჯანყების ხანებში კახელ პოლიტიკოსთა პოზიცია, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ აფასებდნენ, ან ურიგდებოდნენ ირანელთა ბატონობას. ისინი რეალურად აანალიზებდნენ ვითარებას და მიიჩნევდნენ, (ჩვენი აზრით სწორად) — რომ იმჯერად ეს პოლიტიკა ეროვნული პრობლემის გადაწყვეტის — ქვეყნის გაერთიანების ინტერესებით იყო გამართლებული.

გივი ამილახვრის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა. ქსნის ხეობის აღების შემდეგ ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარი უშუალოდ ამ ფეოდალს დაუპირისპირდა, რომელსაც “ჰქონდა გამაგრებული სხვილოს ციხე, ორი ჭალა, სურამი, ქეხვი, ქ. ცხინვალი და საქართლის ციხე ქსნაზე, კიდევ წიქორი”. აღნიშნული ციხეების აღება არტილერიის გამოყენებას მოითხოვდა. ამიტომ თეიმურაზის ბრძანებით, ერეკლემ თბილისიდან “წამოიღო თოფხანა ჯაბახანით და შეეყარა მამასა თვისსა”.

ამასობაში აჯანყებულთა დასახმარებლად ოსმალთა დიდი ლაშქარი გამოემართა. მოკავშირეებმა ეს ლაშქრობა დიდი მონდომებით მოამზადეს, ქართლის თავადებს მოწოდებები, წყალობის დაპირებები გამოუგზავნეს და ზოგიერთი მათგანის გადაბირებაც მოახერხეს.

მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ენერგიულად და ხერხიანად მოქმედებდნენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებს ეუფლებოდნენ. მაგალითად, როდესაც ოსმალთა და ამილახვრის ლაშქარი, აჩაბეთის ციხეს მიადგა, აღმოჩნდა, რომ იქ ერეკლე იყო გამაგრებული. ციხისელებმა მტრის შეტევა მოიგერიეს და მომხდურნი სასტიკად დაამარცხეს. აჩაბეთის ციხის შეტევის ჩაშლის შემდეგ ოსმალებს ცხინვალის ციხის დათმობაც მოუხდათ. რასაც მათ მიერ ქართლის საზღვრების დატოვება მოჰყვა. ამილახვარი კი, თავისი მომხრეებით სურამის ციხეში გამაგრდა.

თეიმურაზ II ქართლის ტახტზე. ამრიგად კახეთის ხელისუფლებმა ქართლში პოზიცია მნიშვნელოვნად განიმტკიცეს და მისი პოლიტიკური შეერთების საკითხიც დღის წესრიგში დააყენეს. თეიმურაზის და ერეკლეს ერთგული სამსახურით მადლიერი ნადირი მზად იყო მათთვის ქართლის სამეფო მფლობელობაში დაემტკიცებინა, მაგრამ ამ პრობლემის წარმატებით გადაწყვეტას არა ერთი სერიოზული დაბრკოლება ეღობებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ჩანს, ირანის მბრძანებელი მაინცდამაინც არ ჩქარობდა ქვეშევრდომისთვის ესოდენ სასურველი “საჩუქრის” მიძღვნას. მას ამ საკითხის გაჭიანურება აწყობდა, რათა პრეტენდენტი თავდადებულ სამსახურზე კიდევ უფრო წაექეზებინა. მაგრამ იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ობიექტური გარემოებაც, ქართლ-კახეთის პოლიტიკურ შეერთებას რომ ეღობებოდა. მართალია ყიზილბაშთა ბატონობის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ქართლში არაერთი განმგებელი (ხანი) გამოიცვალა, მაგრამ ისინი ირანის ჩვეულებრივი მოხელენი იყვნენ, რომელთაც ამ სახელოს მემკვიდრეობით გადაცემის არც უფლება ჰქონდათ და არც პრეტენზია. ქართველი პროგრესული მოღვაწენი, თეიმურაზისა და თამარის მეთაურობით ქართლის ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთვის იბრძოდნენ.

მეფეთა ბრძოლის ენერგიამ ყველა დაბრკოლება დაჩრდილა და 1744 წლის ივლისში ნადირ შაჰმა, ქართლის ბატონობა თეიმურაზს, ხოლო კახეთისა ერეკლეს უბოძა.

ამ ცნობას ხალხის არნახული აღფრთოვანება გამოუწვევია, რადგან მემატინის სიტყვებით “კ(20) წელს გადევლო და მემკვიდრე მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემ-კვიდრე ქრისტესმოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყველა შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთა” (ხაზი ჩემია — ავტ.)

თანამემამულეებმა ღირსეული პატივი მიაგეს ამ დიდი ისტორული მოვლენის ინიციატორსა და შემოქმედს. ირანიდან სასიხარულო ცნობა რომ მოვიდა, თამარ დედოფალი კახეთში ბრძანდებოდა. თეიმურაზმა მასთან დელეგაცია გაგზავნა და მისი თბილისში ჩამოსვლა საგანგებო ზეიმით მოაწყო: “ქალაქს დააყენა სიძე თავისი, მანდატურთუხუცესი, გასაგებად საქმისა და მზადყოფად ბატონის დედოფლის დასახდომელ. მსწრაფლ აღასრულა ბრძანებანი მეფისანი, მოამზადნა და მოაფარდაგნა სარაია საყოფელნი. კუალად განაწესნა მოქალაქენი ანუ დასი სამღუდელონი, რომელნიმე მიმგებელ და შემსხმელ ქებათა, რომელიმე შლად ფიანდაზთა, მიმრთმეველ შაქარ საყნოსელთა და რომელიმე იყვნენ ცდად მეჯლისისათა”. თამარს ერეკლე მეფე და ანტონ კათალიკოსი მოაცილებდნენ, რადგან დედოფალს მათ გარეშე წამოსვლა არ უსურვებია. “გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთა გუნდნი და დედათა ბანაკნი, შეასხეს ქება და მადლობდნენ ღმერთსა... შემობრძანდა ქალაქში და დაბრძანდა ტახტსა ზედა დედისა თვისისა, რუსუდან დედოფლისათა”.

ქართლ-კახეთის ფაქტობრივი გაერთიანების დასრულება. ირან თურქეთის ომი გრძელდებოდა. საქართველო (ქართლ-კახეთი) ამ ომში თურქეთის წინააღმდეგ ორ ფრონტზე იბრძოდა: ერთი ბორჯომის ხეობის ყელთან გადიოდა, სადაც გივი ამილახვარი იყო გამაგრებული, მეორე — ქვემო ქართლში, სადაც თურქებს დმანისის ციხე ეჭირათ. ცხადია ამგვარი ვითარება ძალთა დაქსაქსვას იწვევდა და ბრძოლის ეფექტს ამცირებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ თურქეთის წაქეზებით საქართველოში ლეკთა შემოსევები გახშირდა. მაგრამ ენერგიული მოქმედების შედეგად თეიმურაზმა დმანისის ციხის აღება შეძლო, შემდეგ კი მთელი ქვემო ქართლიც გაწმინდა მტრისაგან და აქედან უკვე ჯავახეთში გადაიტანა საბრძოლო მოქმედება.

იმ ხანებში ირანის ლაშქარი ყარსის აღებას ცდილობდა, მაგრამ ზამთრის სიცივეების გამო ნადირმა ალყა მოხსნა და ჯარით უკან გამობრუნდა. ირანში გზად მიმავალმა თეიმურაზი, ერეკლე და თამარ დედოფალი თავისთან დაიბარა. ჯერ ქართლისა და კახეთის მეფეები ეახლნენ ხელმწიფეს; შემდეგ კი აღჯაყალას, სადაც ნადირი იყო გაჩერებული, თამარ დედოფალიც ჩავიდა ბეგუმისა და ანუკა ბატონიშვილის თანხლებით. შაჰმა მანდილოსნები არაჩვეულებრივი პატივით მიიღო და უეჭველია ქართლ-კახეთის პოლიტიკოსებთან მნიშვნელოვანი თათბირი გამართა. თუ რა საკითხები განხილეს აქ, ამაზე მონაცემები არ გვაქვს. ის კი ცნობილია, რომ შაჰმა ამიერკავკასიაში მოქმედი ირანის ჯარების ხელმძღვანელობა თეიმურაზს მიანდო, თან მრავალმნიშვნელოვნად დააიმედა: “ვითა შვილი ჩემი ეგრე გიყურებო, მარტო ქართლი შენი საკადრისი არ არისო, სხვის ქვეყნისაც მოიმედე იყავიო”. ეს დაპირება ქართლ-კახეთის პოლიტიკოსთა პერსპექტიული პროგრამის თვალსაზრისით მეტად საგულისხმოა და, ცხადია, შემთხვევით არ გაჩენილა. იგი მოკავშირეთა ინტერესების გათვალისწინებით აღჯაყალას თათბირის შინაარსის, სავარაუდო, წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

ნადირ შაჰის მიზნები და მოთხოვნები ნათელია. მას ოსმალეთთან ომი ჰქონდა; ომის ასპარეზი საქართველოს გარშემო იყო გაშლილი. მაგრამ ირანის წარმატებას მნიშვნელოვნად აფერხებდა ზემო ქართლში გივი ამილახვრის განდგომა და მტრული ოპერაციები. შესაბამისად ირანი ხედავდა, რომ ქართლი და კახეთი მისი ნიჭიერი და ერთგული მეფეების ხელმძღვანელობით მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი დასაყრდენები იყვნენ. მაშასადამე, აღნიშნულ თათბირზე იგი ქართველ პოლიტიკოსებს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას თხოვდა და კონკრეტულ ოპერაციებს უგეგმავდა. უნდა ვიფიქროთ, თავის მხრივ ქართველი დიპლომატები ხელმწიფეს თავდადებულ ბრძოლას ჰპირდებოდნენ და მტერზე გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებული თურქეთის ხარჯზე ტერიტორიების შემომტკიცებას თხოვდნენ. ნადირ შაჰს ამგვარი მოთხოვნის საწინააღმდეგო, ერთი შეხედვით, არაფერი უნდა ჰქონოდა და საფიქრებელია, რომ მან ამგვარი დაპირება იოლად გასცა. სხვა საქმეა, თუკი მიზანი მიღწეული იქნებოდა, როგორ შეასრულებდა ირანის მბრძანებელი ამ დაპირებას. მისი კეთილგანწყობა ხომ მოცემულ მომენტში ირანის ინტერესებით იყო განპირობებული.

აღჯაყალის თათბირიდან შაჰის დავალებითა და დაპირებებით გულმოცემული და ყიზილბაშური ჯარის ნაწილებით გაძლიერებული, მეფეები პირდაპირ განმდგარი გივი ამილახვრის წინააღმდეგ ილაშქრებენ. აქ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ: რამდენიმე გავლენიან თავადს თავის მხარეს იბირებენ, რითაც მოწინააღმდეგის ბანაკს მნიშვნელოვანწილად ასუსტებენ. შემდეგ საერთო ენას ნახულობენ ამილახვრის ვაჟთან — დიმიტრისთან, რომელიც ახალდაბის ციხეში იდგა, მას ამილახვრობას (სახელოს) ჰპირდებიან და ციხეს ხელთ იგდებენ. ჩქარა მათ ხელში კეხვის ციხეც გადავიდა.

ამ მარცხის შემდეგ, აჯანყებულთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან ახალდაბის ციხის დაკარგვით მოკავშირესთან (ახალციხის საფაშოსთან) უშუალო კომუნიკაცია დაეხშოთ და აქედან დახმარების მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივად მოესპოთ. ამავე დროს, ქართველ მეფეებს ახალციხეზე პირდაპირი შეტევისთვის გზა გაეხსნათ და მათაც მაშინვე ისარგებლეს: სურამის ციხეს სადაც გივი ამილახვარი იყო გამაგრებული ღრმა თხრილი შემოავლეს და მოალყეები დაუყენეს.

ამის შემდეგ, კვლავ თამარ დედოფლის, აქტიური ჩარევისა და ავტორიტეტის წყალობით მეფეებმა ამილახვრის აჯანყების ჩაქრობა მოახერხეს. მოკავშირეთა დახმარებას მოკლებული, ეს ძლიერი თავადი დედოფლის სიტყვას ენდო და სურამის ციხიდან გამოვიდა. ქართლი მთლიანად თეიმურაზ მეორის მფლობელობაში მოექცა. ამდენად დასრულდა ქვეყნის გაერთიანების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

ქართლისა და კახეთის ფაქტობრივი შეერთებით, ეს ქართული პოლიტიკური ერთეული ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანეს ძალად იქცა, რომელსაც შეეძლო ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით შემდგომ წინსვლაზე ეზრუნა.
 

   

2 თავი XXXV. ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა XVIII საუკუნის შუა ხანებში

▲ზევით დაბრუნება


 

 

თავი XXXV. ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა XVIII საუკუნის შუა ხანებში

ქართლ-კახეთის ძალაუფლების განმტკიცება და გაფართოება. 1745-1750 წლებში ქართლ-კახეთი თანდათან ძალას იკრებდა და ამიერკავკასიაში თავის გავლენას აფართოებდა. ეს მეტად რთული და მტკივნეული პროცესი იყო: მარცხი და წარმატება, სიხარული და იმედგაცრუება, ერთმანეთს ცვლიდნენ. ჯერ იყო და ამდენ ნაფერებ და ნაპატიებ ქართველებს ნადირშაჰი მოულოდნელად შემოსწყრა და უზარმაზარი გადასახადი (200 000 მ.) შეაწერა. ასეთი გაავება, სავარაუდოა, რუსეთს და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავებას, მათ შორის მოსალოდნელ ომს და ქართველთა ტრადიციულ რუსოფილურ მისწრაფებებს უკავშირდებოდეს.

მეფეები ომისთვის მოემზადდნენ, ხალხი მთებში გაიხიზნა. შემდეგ ყაენი თითქოს მოლბა და ქვეყანას გადასახადი აპატია. მაგრამ ერეკლე მეფე თავისთან დაიბარა. ერეკლეს წასვლას ქართველი პოლიტიკოსები არ გაუპირდნენ და ეს მისია თეიმურაზმა იკისრა. არავინ იცის რით დასრულდებოდა მისი ვიზიტი ირანის ცბიერ გამგებელთან, მაგრამ 1747 წელს, ვიდრე თეიმურაზი ირანს მიაღწევდა, ნადირ შაჰი შეთქმულებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

ირანის საქმეები კლავ აიშალა. ტახტის მაძიებლები ერთმანეთს დაერივნენ.

თეიმურაზმა ირანში ორი წელი დაჰყო, ამ ხნის განმალობაში იქ არაერთი ხელმწიფე შეიცვალა, მაგრამ გამოცდილი დიპლომატი ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას და იმასაც კი მიაღწია, რომ ახალი ტერიტორიების დაუფლებით სამეფოს საზღვრები მდინარე აღსტაფის ხეობამდე გააფართოვა.

1749 წელს თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა.

იმ ხანებში, ირანის კარზე დაწყებული არეულობების გამო, უპატრონოდ დარჩენილი ამიერკავკასიის მცირე სახანოები ერთმანეთს დაერივნენ. შექმნილი ვითარებით მოხერხებულად სარგებლობდნენ ერეკლე და თეიმურაზი და რეგიონში თავის გავლენას ზრდიდნენ. გაერთიანებული ქართლ-კახეთი ამიერკავკასიაში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო. მეზობლის მიერ შევიწროვებული ესა თუ ის ხანი “დახმარებამფარველობას” ქართლ-კახეთის მეფეებთან ეძებდა. როდესაც, 1749 წელს ერევნის ხანმა მისი სამფლობელოს დასაპყრობად წამოსული მაჰმად ხანის წინააღმდეგ დახმარება ითხოვა, ქართველებმა მომხვდური დაამარცხეს და გააქციეს, ხოლო ერევანს ყოველწლიური ხარკი განუწესეს.

იმავე წელს, ქართლკახეთმა ნახიჩევანის ბამან ხანის მფავრელობაც იკისრა და ეს სახანოც თავის გავლენის სფეროში მოაქცია.

იმ დროს ყარაბაღის გაძლიერებული ფანა ხანი განჯასა და ნახიჩევანს ავიწროვებდა. განჯის შავერდიხანმა დახმარებისთვის ქრისტიან მეფეებს მიმართა და ისეთივე ხარკი და მორჩილება იკისრა, როგორც, ერევნისამ. საქართველოსთვის განჯას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკურეკონომიკური თვალსაზრისით.

მეფეებმა კოალიციური ლაშქრის შეკრება მოახერხეს, რომელშიც განჯის ხანის, გიულისტანის მელიქის, განძასარის (ყარაბაღის სომეხთა) კათალიკოსის და სხვ. გარდა გაერთიანებულნი იყვნენ აგრეთვე “იმერნი, ოსნი, კავკაზნი, ერევნელნი, ყაზახი, შამშადილნი, ლეკნი”. გაერთიანებულმა ქართულმა ლაშქარმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია. განჯის ხანმა ლაშქრობის საზღაურად მეფეებს ფულადი გასამრჯელო გადაუხადა, შამშადილუს პროვინცია დაუთმო, ამასთან ყოველწლიური ხარკი და მორჩილება ივალდებულა.

ყარაბაღის ლაშქრობის ძლევამოსილი დასრულება უდაოდ გარკვეული ეტაპი იყო ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბარგუშეთში ქართველებმა და ყარაბაღის ფანა ხანმა ქართველებისთვის სასურველი ხელშეკრულება დადეს, რომლითაც ხანი ქართველთა პირველობას აღიარებდა და მის მოკავშირეობას კისრულობდა. ქართველთა ძალა და ავტორიტეტი მთელს ირანში იყო განთქმული. 1750 წელს შაჰ როჰმა, რომელსაც ერთხელ უკვე ედგა შაჰის გვირგვინი და თუმცა ჩქარა დაკარგა, ბრძოლას მაინც არ წყვეტდა და ქართველთათვის სასურველ პრეტენდენტად ითვლებოდა, ერეკლეს და თეიმურაზს მხარდაჭერა და 30 ათასი მანეთის გაგზავნა თხოვა.

სპარსეთის ტახტის გარშემო დიდი ცილობა იყო გამართული. შაჰ როჰს ქართველთა მხარდაჭერამ არ უშველა, მისი პოზიციები შესუსტდა. ამასობაში ერთობ გაძლიერდა ალი გარდან ხანი, რომელმაც ისპაანიც კი დაიკავა. 1751 წელს მის წინააღმდეგ ერეკლეს წინამძღოლობით ქართველთა ჯარი ამხედრდა. ლაშქარმა თავრიზს მიაღწია და აქედან ცენტრალურ სპარსეთში აპირებდა შეჭრას, მაგრამ მისი წინსვლა ავღანთა საპასუხო მოქმედებებმა შეაფერხა. მათ ტახტის პრეტენდენტის აზატ ხანის მეთაურობით, არეზი გადმოლახეს და ნახიჭევანს და ერევანს დაემუქრნენ, რომელთა დაკავების შემდეგ ყარაბაღის და განჯის დაკავებას გეგმავდნენ. ერეკლე 4 ათასიანი რაზმით ერევნის სახანოში გადავიდა. მის საწინააღმდეგოდ აზატ ხანმა 18 ათასიანი ლაშქარი დაძრა. პირველ შეტაკებაში ავღანელებმა ქართველთა მოწინავე რაზმი დაამარცხეს. მაშინ ძირითად შენაერთებს თვით ერეკლე ჩაუდგა სათავეში და ისე ხერხიანად და ნიჭიერად წარმართა ბრძოლა, რომ ავღანთა 4ჯერ აღმატებული ლაშქარი დაამარცხა და გააქცია. ქართველებს უამრავი დავლა დარჩათ. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც სამხედრო ხელოვნების ნებისმიერ სახელმძღვანელოს დაამშვენებდა.

ქართველთა გამარჯვებები ძილს უფრთხობდა მაჰმადიან ხანებს, თუკი ქრისტიანი მეფეები ირანში თავის კანდიდატურას გაამეფებდნენ, მათი გავლენა უზომოდ გაიზრდებოდა და მთელს ამიერკავკასიაზე გავრცელდებოდა.

ამიტომ მაჰმადიან მფლობელებში ანტიქართული კოალიციის შექმნის სულისკვეთება გაძლიერდა.

ამ ხანებში ქართლ-კახეთის საერთაშორისო ავტორიტეტი შესამჩნევად გაიზარდა: “გაითქვა ხმა ყველგან ადრიბეჟანის ქვეყანაში: ქართლის ჯარი ჩამოდგაო” და პირველისებრ ადრიბეჟანის ქვეყანა ბატონმა დაიჭირაო, შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდნენ მეფესა ქართლისასა თეიმურაზს და ძესა მისსა, მეფესა კახეთისასა ერეკლეს” გვაუწყებს პაპუნა ორბელიანი. მისივე თქმით: “შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდნენ ქართველ ბატონს ხმლის ძალით გარეშემონი

ქვეყანანი”. ქართველთა გამარჯვებების ექო შორს გასცდა კავკასიის ფარგლებს და ევროპის საზოგადოებრივი აზრის ყურადღებაც კი მიიქცია.

ქვეყნის პოლიტიკური გაძლიერება ქრისტიანობის განმტკიცებაშიც გამოიხატა. მრავალი რენეგატი, რომელმაც პირადი ინტერესების გამო უღალატა მშობლიურ ეკლესიას, კვლავ მას უბრუნდებოდა, ოსური მოსახლეობა ინტენსიურად ექცეოდა მართლმადიდებლურ რჯულზე.

ქართული სამღვდელოების სამისიონერო მოღვაწეობა ჩრდილოეთ კავკასიაში. აღნიშნულმა ტენდენციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველი სამღვდელოების სამისიონერო მოღვაწეობას ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ რეგიონის ხალხებთან საქართველოს უძველესი დროიდან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა. საქართველოს სამეფო კარი და ქართული ეკლესია ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ხელს უწყობდნენ სამისიონერო მოღვაწეობას ჩრდ. კავკასიაში, რადგან ქრისტიანულ რელიგიას აქ ქართული კულტურის და ქართული პოლიტიკური ორიენტაციის გაძლიერება მოჰყვებოდა. თემურლენგის მიერ ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის გამაჰმადიანებისა და განსაკუთრებით ირან-ოსმალეთის კავკასიაში გაბატონების შემდეგ ქართულჩრდილო კავკასიური ურთიერთობები საგრძნობლად შესუსტდა. ფაქტიურად შეწყდა ქართული სამღვდელოების სამისიონერო მოღვაწეობაც.

1724 წ. საქართველოდან ლტოლვილი ვახტანგ VI ამალაში სასულიერო პირებიც შედიოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ჩრდ. კავკასიაში გააგრძელა მოღვაწეობა. მათ შორის აღსანიშნავია იოანე მანგლელის (სააკაძე) ღვაწლი დაღესტანში, ოსეთსა და ინგუშეთში ქრისტიანობის გავრცელებაში. თავის აღზრდილ გერმანე თბილელთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად XVIII სის 2040-იან წწში მან ეკლესიები აღაშენა დარუბანდში, ასტრახანსა და ყიზლარში, სადაც მრავალი ადამიანი იქნა მონათლული. ყიზლარის ეკლესიასთან კი სასულიერო სასწავლებელი დააარსა. იოანეს მატერიალურად დიდად ეხმარებოდა ვახტანგ VI.

ეს პროცესი განსაკუთრებით ფართედ გაიშალა და გეგმაზომიერი ხასიათი მიიღო “ოსეთის სასულიერო კომისიის” დაარსების შემდეგ (მოზდოკი, 1744 წ.). იოსებ სამებელმა და ნიკოლოზ ქართველმა 1742 წ. რუსეთის იმპერატორს წარუდგინეს მოხსენება “ოსეთში სამისიონერო მიზნით ქართველი სასულიერო პირების გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ”.

რუსეთის საიმპერატორო კარსაც კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ ოსმალეთთან დაპირისპირების ვითარებაში ქრისტიანობა მძლავრი იარაღი იქნებოდა ჩრდ. კავკასიელ ხალხთა რუსეთის მხარეს გადმოსაბირებლად. სარწმუნოების საკითხს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო პოლიტიკური ორიენტაციის არჩევაში. ამან განაპირობა, რომ წმ. სინოდმა უყოყმანოდ დაამტკიცა იოსებ სამებელის, იოანე მანგლელისა და ნიკოლოზ ქართველის შედგენილი და იოსებ სამებელის ხელმოწერით წარდგენილი პროექტი კავკასიის მთიანეთში სპეციალური მუდმივმოქმედი მისიის დაარსების შესახებ. არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთი იძულებული იყო “ოსეთის სასულიერო კომისია” მთლიანად ქართველებით დაეკომპლექტებინა. 1739 წის ბელგრადის ზავის პირობებით ყაბარდო და მისი ვასალი ოსეთი ნეიტრალურ ზონად იყო გამოცხადებული რუსეთსა და ოსმალეთს შორის. რუსეთის

ხელისუფლებამ სწორედ განსაზღვრა, რომ ქართველთა და ჩრდ. კავკასიის ხალხთა ისტორიული ურთიერთობა გააადვილებდა მთიელებში ქრისტიანობის გავრცელებას და თან თავიდან ააცილებდა ირან-ოსმალეთის პრეტენზიებს . “კომისიის” დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ბაქარ ბატონიშვილმა (ვახტანგ VI ძემ), რომლის 1743 წის ელჩობის შედეგად ყაბარდოელები დათანხმდნენ ოსეთში მისიონერების მიღებას. მისიის ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა იოანე მანგლელი (1751 წ.), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ასევე ქართველი, არქიმანდრიტი პახომი. მართალია ოფიციალურად მისიას მხოლოდ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა ემოღვაწა, მაგრამ მან საქმიანობა მთელი ჩრდილო კავკასიის მასშტაბით გააჩაღა. “კომისიის” მოღვაწეობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რომის პაპმა მაშინვე გაგზავნა ოსეთში კათოლიკე მისიონერები, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ისინი უკან დააბრუნა.

მისიის მოღვაწეობა უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. “კომისიამ” პირველსავე წელს აცნობა სინოდს, რომ ოსების თავკაცებს სურდათ პეტერბურგში ჩასვლა და რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების თხოვნა . სინოდისადმი გაგზავნილ პირველივე წერილში (1745 წ. 12 ივლისი) აღწერილია ოსების ზნეჩვეულებები და მათი ცხოვრების პირობები. 1751 წ. მისიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა პახომმა რუსეთის მთავრობის წინაშე ქურთაულის ხეობაში სკოლის გახსნის საკითხი დააყენა, მაგრამ სკოლის გახსნა მხოლოდ 1764 წელს მოხერხდა მოზდოკში. ცოტა მოგვიანებით, XVIII სის 60-იანი წწ-დან, “კომისიის” ინიციატივითა და მხარდაჭერით ოსეთში სამი სამთო ექსპედიცია მოეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ “კომისია” რუსული ორგანიზაცია იყო, რუსეთიდან ფინანსდებოდა და სინოდის ინსტრუქციით მოქმედებდა, ქართველი მისიონერები ცდილობდნენ თავისი ძალისხმევა ჩრდ. კავკასიაში ქართული გავლენის გავრცელებისაკენ მიემართათ. ოსთა შორის ქართულ მწიგნობრობას ავრცელებდნენ; სინოდის მოთხოვნით ოსურად თარგმნიდნენ საეკლესიო წიგნებს და საამისოდ ოსურ ანბანს ქართული გრაფიკა დაუდევს საფუძვლად (1771 წდან რუსებმა ქართული ანბანი რუსულით ჩაანაცვლეს). აგროვებდნენ შემოწირულობებს სპეციალურად ჩრდ. კავკასიაში ტყვეობაში მყოფი ქართველების დასახსნელად და სხვ. “კომისიის” მოქმედების პირველ წლებში ადგილი ჰქონდა ქართველი მისიონერების მცდელობას ოსეთი ქართული სამეფოების ქვეშევრდომობაში შემოეყვანათ. ამ მიზნით თბილისში ჩამოვიდნენ “კომისიის” წევრები: ეფრემ ჯანდიერი, თეიმურაზ II და ანტონ I, რომელნიც დიდი პატივით მიიღეს და ყოველმხრივი დახმარებაც აღუთქვეს. სამწუხაროდ “კომისიის” წევრებმა ნიკოლოზ და ქაიხოსრო მახათელიშვილებმა ამ საქმის ინიციატორი პახომი სინოდში დაასმინეს და ეს საქმე ჩაიშალა.

“კომისიის” წევრებს საკმაოდ მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება და მოღვაწეობა. ზოგ შემთხვევაში მათი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იდგა. მაგ.: გერმანე თბილელი ლეკებმა ისე მძიმედ დაჭრეს, რომ ძლივს გადარჩა; არქიმანდრიტი პახომი ყაბარდოელმა მთავრებმა გაძარცვეს — წაართვეს ქართველი ტყვეების გამოსახსნელად შეგროვებული ფული; “კომისიის” წევრი გრიგოლ რომანიშვილი თურქეთის აგენტებმა მოკლეს გურიაში 1768 წ. და სხვ. მიუხედავად ამისა ქართველმა მისიონერებმა ღირსეულად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მათ უაღრესად პროგრესული როლი ითამაშეს ჩრდ. კავკასიის ხალხთა

განვითარებაში XVIII-სის I ნახსა და შუა ხანებში. მათი უანგარო და თავდაუზოგავი მოღვაწეობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანული რელიგიის აღორძინებასა და განმტკიცებას, ზნეჩვეულებების, ცხოვრების წესისა და ბუნებრივ სიმდიდრეთა შესწავლის საქმეს. ეს კი თავის მხრივ მთიელთა განათლებისა და კულტურის განვითარების და საქართველორუსეთჩრდ. კავკასიის ხალხთა პოლიტიკური დაახლოების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ლეკთა საკითხის სირთულეები. ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერების პროპორციულად მწიფდებოდა ჭარბელაქანის საკითხი. ეს იყო დაღესტნის მოავაზაკო ელემენტების მეზობელ ბარელებზე თავდასხმის ფორპოსტი და თავშესაფარი; მათი საკითხის გადაწყვეტა XVII საუკუნიდან იდგა ირანის ქვეშევრდომობაში მყოფი ხალხების ერთერთ ძირითად ამოცანად. მაგრამ მისი მოგვარება ირანის ტახტის მესვეურებმაც კი, მათ შორის ნადირ შაჰმა, ვერა და ვერ შეძლო.

მომაგრებული ქართლ-კახეთის სამეფო თავს მშვიდად მანამდე ვერ დაიგულებდა, ვიდრე ჭარბელაქნის პრობლემა არ გადაწყდებოდა. მართალია, ქართველთა ძალა რომ იგრძნეს, იქაურმა აღალარებმა ერთგულების პირობების გაცემა დაიწყეს, მაგრამ ამ ცრუ დაპირებებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. მეტიც, ქართველთა წარმატებებმა კავკასია შეაშფოთა. მაჰმადიანური სახანოები საქართველოს დაქცევადასუსტებას ესწრაფოდნენ. ამჯერად ბრძოლის ინიციატიორად ჭარბელაქანის “უბატონო თემები” გამოვიდნენ (ისინი გრძნობდნენ, რომ ქართველთა პოლიტიკა იქითკენ მიდიოდა, რომ ჩქარა ჭარბელაქანისა და კაკენისელის ქართლ-კახეთის შემადგენლობაში დაბრუნების საკითხს დააყენებდნენ).

1750 წელს ლეკებმა ქართლკახეთზე გენერალური შეტევა წამოიწყეს, მათმა 7000-ანმა ლაშქარმა ერთდროულად კახეთს და ყაზახს შეუტია. ქართველებმა ენერგიული მოქმედებით, ამ საფრთხის უკუგდება მოახერხეს; მტერი სასტიკად დაამარცხეს და ახლა უბატონო თემების დაპყრობისთვის სამზადისს შეუდგნენ. ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ საქმის წარმატებით დაგვირგვინებას თითქოს ვერაფერი დააბრკოლებდა, მაგრამ ამ დიდ წამოწყებას წინ შექიშირვანის ხანი, აჯი ჩალაბი აღუდგა, რომელიც ამიერკავკასიაში ერთერთი უძლიერესი მაჰმადიანი მფლობელი იყო და ქართველთა წარმატებებს ერთდროულად შურის და შიშის თვალით უყურებდა. 1751 წელს ჭარელების წინააღმდეგ გალაშქრებულ მეფეებს მოულოდნელად სწორედ აჯი ჩალაბის რაზმთან მოუხდათ შეტაკება. უკანასკნელმა სამხედრო ხერხი იხმარა. ქართველები მის ფანდს წამოეგნენ და 15 თებერვალს აგრიჩაის ნაპირებთან სასტიკად დამარცხდნენ.

ამრიგად ჭარბელაქნის და კაკენისელის საკითხის გადაწყვეტა კიდევ ერთხელ გადაიდო. აგრიჩაისთან მოულოდნელი მარცხის ტკივილი ერთგვარად გაანელა აზატხანზე ბრწყინვალე გამარჯვებამ ყარაბულახთან. მაგრამ აჯი ჩალაბის დასჯა ამიერკავკასიაში ქართლ-კახეთის პრესტიჟს უკავშირდებოდა. ქართველთა მოკავშირე ჯარები (განჯა, ერევანი, ყარაბაღი, ნახიჭევანი) განჯასთან იდგნენ და თითქოს შაქში შესაჭრელად ემზადებოდნენ. აქ ცნობილი გახდა, რომ მათ მტერთან ფარული ურთიერთობა დაამყარეს. მოღალატე ხანების შეპყრობამ და დასჯამ საქმეს ვერ უშველა და მეფეებმა უკან გაბრუნება გადაწყვიტეს. მაგრამ მოულოდნელად მათ გზა ჩასაფრებულმა აჯი ჩალაბის ლაშქარმა გადაუკეტა და 1752 წლის აპრილში ფიცხელ

ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხდნენ. ვითარებამ კრიტიკული ხასიათი მიიღო. ქართლ-კახეთი სამი თვე ემზადებოდა შერყეული პრესტიჟის აღსადგენად. ამ ხნის განმავლობაში მეზობელი ხანებისგან წაქეზებული ლეკები საქართველოს წუთითაც არ ასვენებდნენ. არბევდნენ, ანადგურებდნენ, ყაჩაღობდნენ. ერთი პირობა ყუბის, ყარაყაიდდაღის და ავართა მფლობელებთან კავშირში აჯი ჩალაბმა თბილისზე ლაშქრობაც კი განიზრახა, მაგრამ მეფეებმა ენერგიული ღონისძიებები გაატარეს: ლაშქარი შეყარეს და შეფიქრიანებულმა შაქის ხანმა თეიმურაზს ზავი შესთავაზა, მაგრამ უკანასკნელმა შეთავაზება არ მიიღო. მისი გულწრფელობა არ დაიჯერა. იმ ხანებში ერეკლემ ყაბარდოში 2000 მებრძოლი დაიქირავა და ერთგვარად თავისი ლაშქარი გააძლიერა.

აჯი ჩალაბის რაზმები თბილისიდან 60 კილომეტრზე იდგნენ. ერთდროულად ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ავართა დიდი ლაშქარი მოქმედებდა.

ამასობაში ქართველებმა მზადება დაასრულეს. ერთი პირობა რუსეთსაც კი სთხოვეს დახმარება, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მიიღეს. სამაგიეროდ ჩრდილოეთ კავკასიაში მოახერხეს გარკვეული კონტინგენტის შეგროვება. ძირითადად კი საკუთარი ძალებით ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად.

1 სექტემბერს თბილისიდან 20 კილომეტრზე ქართველებმა ლეკთა დიდი ლაშქარი გაანადგურეს, 5 სექტემბერს კი გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართეს აჯი ჩალაბის ლაშქარს და თულქი თაფასთან, ყაზახისა და შამშადილის საზღვარზე, მისი ჯარი მთლიანად გაჟლიტეს. ამასთან სამაგალითოდ დასაჯეს ყაზახი და შამშადილელი მოღალატეები.

აზატ ხანმაც ხელი აიღო საქართველოს დაპყრობის განზრახვაზე და ზავი შემოთვალა.

ქართველებმა ამიერკავკასიაში თავისი უპირატესობა განიმტკიცეს.

მაგრამ მეფეებს ესმოდათ, რომ ეს დროებითი წარმატება იყო და ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის გარშემო, განსაკუთრებით სპარსეთში.

აშკარა იყო, რომ ქართველი მეფეები ამიერკავკასიის შეკავშირებაგანმტკიცებით და ირანში საკუთარი კანდიდატის დასმით, სათანადო პოლიტიკის გატარებას ესწრაფვოდნენ. ამ გარემოებამ განსაკუთრებით შეაშფოთა თურქეთი, რომელიც მზად იყო დახმარება აღმოეჩინა ყველა ძალისთვის, რომელიც ქართლკახეთს გაანადგურებდა. მისი წაქეზებით ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლის ავანგრადში კვლავ აჯი ჩალაბი ივარაუდებოდა.

რუსეთში 1752 წლის ელჩობის მომზადება. ქართველთა გეგმები. ასეთი იყო ქართლ-კახეთის მდგომარეობა იმ ხანებში, როცა თეიმურაზმა და ერეკლემ (1752 წ. 30 მაისს) რუსეთში ელჩობა გააგზავნეს მიტროპოლიტ ათანასე თბილელისა და თავად სვიმონ მაყაშვილის მეთაურობით. მეფეები ელჩობას რუსეთში ცარიელი ხელებით როდი ისტუმრებდნენ; მათ მიჰყვებოდათ ამიერკავკასიაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებების ექო და მოპოვებული დიდი ავტორიტეტი. მეფეები ხედავდნენ, რომ წინა აზიაში შექმნილი ამინდი ისეთი იყო, რომ თუ ძლიერი და დაინტერესებული მოკავშირე ეყოლებოდათ, მათ ახალ, უფრო შორს მიმავალ, გამარჯვებებს ვერაფერი აღუდგებოდა. ამ მოკავშირედ ისინი რუსეთს მიიჩნევდნენ, რადგან კარგად იცოდნენ კასპიისპირეთში მისი ინტერესები და მისწრაფებები. გაძლიერებული ქართლ-კახეთის და რუსეთის მიზნები თითქოს ერთმანეთს ემთხვეოდნენ.

ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ელჩობის ამოცანა ზოგადად “ატეხილი მტრების წინააღმდეგ” დახმარების თხოვნა იყო. ეს დებულება ზოგადად, რა თქმა უნდა, სწორია, რადგან მტრულად განწყობილი პოლიტიკური ერთეულებით გარშემორტყმულ ქვეყანას დამხმარე და გულშემატკივარი ყოველთვის სჭირდებოდა, მაგრამ ელჩობის გაგზავნის კონკრეტულ პირობებში საქართველო უშუალო მტრებს თვითონაც უმკლავდებოდა. თუ არ ჩავთვლით ლეკთა ავაზაკურ თავდასხმებს, რომლის აღკვეთის ფორმა, ვერა და ვერ მოიძებნა კავკასიაში.

ლეკების საკითხი მთელი XVIII საუკუნის მანძილზე (ადრეულ პერიოდებზე, რომ არაფერი ვთქვათ) მართლაც, ერთერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართველთათვის: მიუხედავად სერიოზული წარმატებებისა და სამეფოს გავლენის სფეროების მნიშვნელოვანი გაფართოებისა, თეიმურაზმა და ერეკლემ ეს პრობლემა არა თუ ვერ გადაჭრეს, ამ მიმართულებით რაიმე არსებით წარმატებასაც ვერ მიაღწიეს. მართალია, ქართული რაზმები წარმატებით ებრძოდნენ ლეკთა მსხვილ ურდოებს, მაგრამ მცირე ჯგუფების გაუთავებელი, სისხლისმღვრელი შემოტევები იმდენად საზიანო იყო, რომ მეფეთა დიდ წარმატებებს ანეიტრალებდა.

რუსეთს ამ საქმეში მართლაც არსებითი დახმარება ხელეწიფებოდა. იმ 3000იან რაზმსაც კი, რომელსაც მეფეები ითხოვდნენ, (გაწვრთნილ, რეგულარულ შენაერთებს) მართლაც დიდი ამოცანები შეეძლო გადაეწყვიტა, ამ შენაერთს ერთ მხრივ გამამხნევებელი და იმედის ჩამნერგავი, ხოლო მეორე მხრივ მტერზე მორალური ზემოქმედების როლი უნდა ეთამაშა.

საკითხთა ჯაჭვში, რომლის დაყენება ელჩებს ევალებოდათ, ცენტრალური ადგილი ირანის პოლიტიკურ მდგომარეობას ეკავა. ქართველმა მეფეებმა შესანიშნავად იცოდნენ ირანის მიმართ პეტრე Iის პოლიტიკის არსი, რომელიც მან შთამომავლობას დაუტოვა გადასაწყვეტად და რაც კასპიის ზღვაზე გაბატონებას და, დასუსტებული ირანის ხარჯზე თურქთა მოსალოდნელი გაძლიერების აღკვეთას ითვალისწინებდა. პერსპექტივაში კი მთელ ირანზე გაბატონებას და დიდი სავაჭრო გზის ხელში ჩაგდების ოცნებასაც შეიცავდა.

ქართლ-კახეთისთვის ასეთი პერსპექტივა მიმზიდველი იყო, რადგან მაჰმადიან სიუზერენს ქრისტიანი მეზობელი ჩაენაცვლებოდა. მთავარი ის იყო, რომ, რაკი საქართველო პოლიტიკურად და იურიდიულად ირანის ქვეშევრდომ ქვეყნად ითვლებოდა, მისგან თავის დახსნა, განთავისუფლება, ირანის დაცემის გარეშე შეუძლებელი იყო. ქართველები ვარაუდობდნენ, რომ, თუკი მათ მეზობლად რუსეთი მოიკიდებდა ფეხს, იგი ქრისტიან ქვეყანას დახმარების გარეშე არ დატოვებდა (რაშიც, როგორც ქვემოთ დავინახავთ სასტიკად ცდებოდნენ); მაგრამ როგორც არ უნდა განვითარებულიყო მომავალში მოვლენები, მათ არ შეეძლოთ არ ეზრუნათ, რათა ირანში შექმნილი გართულებები თავის სასარგებლოდ და დამპყრობთა უღლის გადასაგდებად გამოეყენებინათ. ამგვარ პერსპექტივას მათ უმტკიცებდა ქართველთა უდიდესი ავტორიტეტი ირანის იმპერიაში და ის გავლენა, რომლითაც მეფეები მთელს აღმოსავლეთში სარგებლობდნენ.

ირანში შექმნილი ვითარება ქართველთა გეგმის განხორციელებას ესადაგებოდა. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულნი რუსეთის პოლიტიკის დეტალებზე. როგრც ჩანს, მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ 1747-1748 წლებში, ჯერ კიდევ ნადირის სიცოცხლეში და მის შემდეგაც, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ კინაღამ ომამდე მივიდა საქმე. საკითხი დგებოდა გილანის ხელში ჩასაგდებად ახალი ექსპედიციის მოწყობაზე. თუმცა საგარეო საქმეთა კოლეგიამ იმჯერად თავი შეიკავა რადიკალური ნაბიჯისაგან, მაგრამ საგანგებო ღონისძიებები დასახა, რეგიონში თურქეთის მოსალოდნელი აქციების შემთხვევაში, საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

ამრიგად, დასუსტებული ირანის მიმართ თურქეთსაც და რუსეთსაც სერიოზული პრეტენზიები გააჩნდათ, მაგრამ ერთმანეთის შიშით მათი გამოააშკარავებისა და განხორციელებისგან თავს იკავებდნენ.

ამგვარი ვითარების დაუსრულებლად გაგრძელება არ შეიძლებოდა. იგი ასე თუ ისე უნდა გადაწყვეტილიყო. ქართველების გეგმა ირანში სასურველი კანდიდატის დასმას ისახავდა მიზნად, რომელიც მის მეურვეთა მორჩილი და მადლიერი იქნებოდა. მაგრამ დამოუკიდებლად ქართველებს ამის გაკეთება გაუჭირდებოდათ; თუმცა, როგორც ქვევით დავინახავთ, მთელს ირანის იმპერიაში ტახტისთვის ბრძოლაში ორი შესაძლო დაპირისპირებული ძალა განიხილებოდა ქართველები და ავღანელები.

მაგრამ ჩამოთვლილთა გარდა კიდევ იყო ერთი პრობლემა, რომლითაც ქართველი მეფეები სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებული და რომლის გადაწყვეტა მაშინ მხოლოდ რუსეთის მეშვეობით შეიძლებოდა, ეს იყო ქართლისა და კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების ოფიციალური, იურიდიული ცნობა თეიმურაზ IIის მეთაურობით და მის მემკვიდრედ ერეკლე II-ის აღიარებით.

რუსეთის მდგომარეობა და განწყობა ამიერკავკასიის საქმეების მიმართ. 50-იანი წლების დასაწყისში ევროპაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და იქ რუსეთის სახელმწიფოს ადგილი და მიზნები ირანის საქმეებში აქტიური ჩარევის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ამიტომ რუსეთის ხელისუფალთა მთელი გულისყური იქითკენ იყო მიმართული, რომ არ დაეშვათ ირანის საქმეებში თურქეთის ჩარევა და თავისი მოქმედებით ასეთი ჩარევის საბაბი არ მიეცათ.

იმჟამად საქართველოსთვის დახმარების არგაწევა, ანუ ირანის საქმეებში ჩაურევლობა, რუსეთის პოლიტიკის ხაზი იყო. მართალი არიან ის მკვლევარები, რომლებიც კრიტიკულად უდგებოდნენ და მიუღებლად მიიჩნევდნენ პაპუნა ორბელიანის ცნობას იმის შესახებ, რომ ელჩობის წარუმატებლობა რუსეთში მყოფი ქართველების ინტრიგებმა განაპირობეს.

წინააღმდეგობა ელჩობაში. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ინტრიგებს მაინც ჰქონდა ადგილი. იმავე პაპუნას ცნობით, რუსეთის ხელმწიფეს ქართველებისთვის, “იმედი ებრძანა, ჯარი კი არ მოეცათ შურითა ვისიმე და ეჩხუბა ისევ ქართველთა შვილსა, თორემ დიდი მოხმარებისა და ჯარის იმედი გვქონდა...” და შემდეგ “მას აქეთ (პეტრე პირველის გარდაცვალების მომდევნო ხანაში — ავტ.) ვინცა ხელმწიფენი დასხდნენ რუსეთისა მპყრობელად, იმათაც მოინდომეს რომ პეტრე ხელმწიფის ანდერძს ვერ მოშლიდნენ, მაგრამ ვინა

ქართველთა შვილნი რუსეთსა შინა იმყოფებოდნენ, იმათ ერთმანეთის მტრობა და შური არ მოშალეს და ამათის მიზეზით ქართლში მოხმარება რუსთა აღარ ინებეს”.

რუსეთში მყოფ “ქართველთა შვილთა” ელჩობის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დოკუმენტური მასალა ჩვენ დღესდღეობით არაფერი გვაქვს, მაგრამ თვით ელჩებს შორის არაერთსულოვნება, შემდეგ კი დაპირისპირებაც რომ იყო, რამაც უარყოფითად იმოქმედა მისიის საქმიანობაზე, სრულიად აშკარაა.

როგორც ირკვევა, ათანასე თბილელი ოფიციალურად ქართლის სამეფოს წარმომადგენელი იყო, სვიმონ მაყაშვილი კახეთისა. დელეგაციის ხელმძღვანელად ათანასე თბილელი ჩანს. მაშასადამე ქართველ მეფეთა დავალების შესრულება ძირითადად მას ეკისრებოდა. მაგრამ, როგორც მაყაშვილს შეუმჩნევია, იგი ამ მისიის განხორციელებას არ ჩქარობდა. მიზანი: რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ტახტზე თეიმურაზ IIის ცნობა, რაც ფაქტობრივად აღნიშნული დიასპორის წარმომადგენელის ქართლის ტახტზე ლეგიტიმური უფლებების აღკვეთას მოასწავებდა. ბუნებრივია, ისინი შეეცდებოდნენ ელჩობას დასახული მიზნები ვერ განეხორციელებინა. რაკი ელჩობის მეთაური ათანასე თბილელი მათი ინტერესების დამცველი იყო, ელჩობის ჩასაშლელად მათ მიერ მიღებულმა ზომებმა სათანადო შედეგი გამოიღეს.

ამრიგად ქართლ-კახეთის იურიდიული ცნობის საკითხი კვლავ ღია დარჩა და მისი მოგვარება ახალ ძალისხმევას მოითხოვდა. ეს საკითხი კიდევ უფრო გაართულა თამარ დედოფლის, ვახტანგ VI ასულის და თეიმურაზის მეუღლის, გარდაცვალებამ, რომელიც როგორც ითქვა, ვახტანგ V ქალიშვილი იყო და, ამდენად, ქართლის ტახტთან გარკვეული კავშირი ჰქონდა.

ქართლ-კახეთის გაერთიანების იურიდიული აღიარების და მემკვიდრეობის საკითხი. 1752 წლის ელჩობის მსვლელობის გასარკვევად და მის არსში სინათლის შესატანად საჭიროა ზოგიერთი ფაქტის გათვალისწინება: 1744 წლის აქტით ქართლ-კახეთი ფაქტობრივად გაერთიანდა, მაგრამ იურიდიულად ისინი ცალკე სამეფოებად დარჩნენ, მთელი თავისი სამოხელეო აპარატით და სხვა ატრიბუტით. ეს, ცხადია, შემთხვევით არ მომხდარა. ნადირ შაჰმა კარგად იცოდა თუ რას აკეთებდა, როცა თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის მეფეებად დაამტკიცა. გარდა იმისა, რომ ეს დამპყრობელი, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებული იყო თავისი ქრისტიანი ქვეშევრდომებისადმი ლმობიერება გამოეჩინა, და დათმობებზე წასულიყო, იმასაც ითვალისწინებდა, რომ შეცვლილ ვითარებაში, შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება დასჭირვებოდა. ამდენად მას ქართლისა და კახეთის გაძლიერება მხოლოდ გარკვეულ დროს და გარკვეულ ვითარებაში აინტერესებდა. ნადირ შაჰი ისე გარდაიცვალა, რომ ქართველებისათვის ეს საჭირბოროტო საკითხი გადაუჭრელი დატოვა. ამ დროს თეიმურაზ II ირანში იყო და ტახტისათვის გაჩაღებული ბრძოლის არეულობაში, სხვადასხვა პრეტენდენტებთან ცდილობდა საქართველოსთვის საინტერესო საკითხების მოგვარებას, რომელთა შორის ქართლ-კახეთის გაერთიანების და მისი საერთო მემკვიდრის ოფიციალური ცნობის საკითხი მთავარი იყო. უკანასკნელი, ვისთანაც თეიმურაზს აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ჰქონდა შაჰრუხშაჰი იყო. ამასობაში თეიმურაზიც სამშობლოში დაბრუნდა, ახალმა შაჰმა კი კვლავ დაადასტურა თეიმურაზის პირველობა ამიერკავკასიაში და, რაც მთავარია, ერეკლე მეფის მისი მოადგილეობა და, უნდა ვიგულისხმოთ, მემკვიდრეობა: “მოვიდა ჩაფარი შაჰრუხშახ ყაენისაგან და ებოძა რაყამი და ებოძა მეფის თეიმურაზისთვის, ერაყისა და ადრიბეჟანის სპასალარობა და მეფის ერეკლესთვის ამის ნაიბობისა და დიდის წყალობისა...” ეს დიდი წარმატება იყო, მაგრამ ჯერ არ იყო გაერთიანების ოფიციალური აღიარება. ამის მეტს კი მეფეებმა ყაენისაგან ვერაფერს მიაღწიეს, რადგან ამასობაში ირანის საქმეები ისევ აირია, იქ ფაქტობრივად შაჰი არ იჯდა და ქართველებისთვის არავის ეცალა.

ქართლკახეთმა, საუკუნეში მეორედ, თავი ირანისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ირანს ყოველგვარი გადასახადი (სიმბოლურიც კი) შეუწყვიტა და საქართველოს ციხეებში ირანული გარნიზონები ქართულით შეცვალა.

ასეთ ვითარებაში, თეიმურაზმა და ერეკლემ კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს — ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ გააერთიანეს: (1750 წ.) “მას ჟამსა გააერთნეს ქართლი და კახეთი, იურვიდნენ საქმესა ორსავ ქვეყნისას ერთად. ვითაც მამაშვილნი იყვნეს მეფენი ჩვენნი, სახელმწიფოც გააერთნეს. დაადგინა მეფემ ერეკლემ დედოფალი დარეჯან სახლსა მამისა თვისისა”.

ქართლისა და კახეთის გაერთიანება ერთბაშად უარყოფითად წყვეტდა ქართლის ტახტის რუსეთში მყოფ პრეტენდენტთა უფლებებს და, შესაბამისად, ამტკიცებდა ერთიანი ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრეობის საკითხს. რაკი ქართლის სამეფო, როგორც დამოუკიდებელი ერთეული აღარ არსებობდა, მაშასადამე ავტომატურად იხსნებოდა ვახტანგის სახლისშვილთა პრეტენზიებიც. ამ ღონისძიების ბოლომდე წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ერეკლეს შეეძლო ქართლ-კახეთის მომავალ მფლობელობის საკითხი გადაწყვეტილად მიეჩნია და ყურადღება სხვა მნიშვნელოვან (ქვეყნის ფარგლების შემდგომი გაფართოება) საკითხებზე გადაეტანა.

მაგრამ ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება მეტად გართულდა. ამგვარი ვითარებით იყო განპირობებული განხილული 1752 წლის ელჩობა, რომელიც ფაქტობრივად ჩაიშალა და ქართლ-კახეთის გაერთიანების იურიდიული ცნობის საკითხი კვლავ გადაუწყვეტი დარჩა.

ბაქარ ვახტანგის ძის ცდები ქართლის სამეფოს მემკვიდრეობის აღსადგენად. ჯერ კიდევ 1748 წელს ბაქარ ვახტანგის ძემ რომელიც ვახტანგ VI მომხრე სხვა ემიგრანტებთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა ქართლის ტახტის დასაბრუნებლად ენერგიული ბრძოლის დაწყება მოინდომა. იმპერატრიცა ელიზავეტასადმი მიწერილ წერილში, იგი მეფობის მისაღებად ირანში წასვლის სურვილს გამოთქვამდა. გასათვალისწინებალია, რომ არსებული ინფორმაციით 1744 წელს გივი ამილახვარმა, მაშინ ყაბარდოში მყოფ ბაქარს, თეიმურაზის წინააღმდეგ, საქართველოში მოუხმო, მაგრამ ტახტის პრეტენდენტი დარწმუნდა, რომ წარმატებას ვერ მიაღწევდა, ხოლო მისი გამოჩენა სამშობლოს მეტ ზიანს მოუტანდა ვიდრე სიკეთეს და განზრახვისაგან თავი შეიკავა.

ოთხიოდე წელიწადში მისი განწყობილება რადიკალურად შეიცვალა და გულმა სამშობლოსაკენ გამოუწია. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი ამ ხანებში მომხდარ რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტშია საძებნი: თამარ დედოფლის გარდაცვალება, ნადირ შაჰის სიკვდილი, დიდებულთა ქართლ-კახეთის მეფეების წინააღმდეგ შეთქმულების სავარაუდო მომზადება, და, რაც მთავარია, თეიმურაზისა და ერეკლეს გააქტიურება ქართლისა და კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების მიმართულებით, რასაც შეიძლება საქმე იქამდე მიეყვანა, რომ ბაქარს ტახტზე ყოველგვარი იურიდიული უფლება დაეკარგა.

როგორც ჩანს, ქართლის ტახტის მაძიებლის, ბაქარის სურვილს აქ რაღაც ძალები ამაგრებდა, რომელთაც რეშტისა და განჯის ხელშეკრულებებში ხსენებული მუხლების ამოქმედება სურდათ. მით უმეტეს, რომ ირანის კარმა ქართლის სამეფო კი ჩააბარა, მაგრამ იურიდიულად ერეკლე II ქართლის მეფედ არ აღიარა. საინტერესოა, რომ ელიზავეტასადმი მიწერილ წერილში ბაქარი შენიშნავდა, რომ თუ მისი ირანში გამგზავრება რაიმე მიზეზის გამო რუსეთის კარისთვის მიუღებელი იქნებოდა, იგი მზად იყო პირდაპირ საქართველოში ჩასასვლელად.

იმჟამად რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას ადგა. ბაქარის გაშვება კი სწორედ ამგვარ ჩარევად შეიძლებოდა შეფასებულიყო. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, მომავალი გეგმების თვალსაზრისით რა უფრო აწყობდა რუსეთის დიპლომატიას, ის, რომ ქართლის ტახტი “კანონიერ” მემკვიდრეს სჭეროდა თუ საქართველოს გამგებლებს ეს საკითხი გადაუწყვეტელი დარჩენოდათ, და მათზე ზემოქმედებისთვის მემკვიდრე პრეტენდენტი, ყოველი შემთხვევისთვის, რუსეთს თავისთან ჰყოლოდა. როგორც ქვევით დავინახავთ, საჭირო ვითარებაში, მან მეტად მოხერხებულად და ეფექტიანად გამოიყენა ქართველ მეფეზე ზემოქმედების ეს საშუალება. მართალია მაშინ აღარც თეიმურაზი იყო ცოცხალი და აღარც მისი ცოლისძმა ბაქარი, მაგრამ ქართლის ტახტის პრეტენდენტის როლში ახლა ალექსანდრე ბაქარის ძე გამოდიოდა, რომლის მოქმედებამ რადიკალური ზემოქმედება მოახდინა ერეკლე II პოლიტიკაზე.

ეს გვიან მოხდა, მანამდე კი რუსეთის კარისაგან მიღებული უარის მიუხედავად, ბაქარ ვახტანგის ძე ჯიუტად ცდილობდა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას, მას შემდეგაც კი, რაც რუსეთის გამგებლები დაემუქრნენ: თუ შენსას არ დაიშლი, რაც ჩვენგან წყალობა მიიღე, მამულების თუ სხვა სახით, ყველაფერს ჩამოგართმევთო. არ დაიშალა. ჩამოართვეს. მერე შეჰპირდნენ: თუ ჩვენს სიტყვას დაიჯერებ და საქართველოში დაბრუნებაზე ხელს აიღებ, ყველაფერს უკან დაგიბრუნებთო. კვლავ არ დაიშალა და ძნელი განსასაზღვრავია, რა ამბავი შეიძლება დატრიალებულიყო საქართველოში, რომ მოულოდნელად, 1750 წლის 1 თებერვალს ბაქარი არ გარდაცვლილიყო.

შემთხვევითი იყო თუ არა ბაქარის მოულოდნელი გარდაცვალება არავინ იცის, მაგრამ დამაფიქრებელია, ბაქარის ამგვარი სიჯიუტე და სწრაფვა. როგორც აღვნიშნეთ, თავის დროზე თეიმურაზი თვითონ ეპატიჟებოდა მას რათა კუთვნილი ტახტი დაეკავებია, მაგრამ უარი თქვა. ახლა, როცა ქართლ-კახეთის გაერთიანება რეალური შეიქმნა, სავარაუდოა, რომ, ქართლის განაწყენებული დიდებულების ჩარევით, აქ რაღაც შეთქმულების სამზადისი იყო, რომელსაც ბაქარი უნდა ჩადგომოდა სათავეში. ასე იყო თუ ისე, იმჯერად საშიშროებამ ჩაიარა.

ბაქარის სახით თეიმურაზს და ერეკლეს ერთერთი მთავარი მოცილე ჩამოსცილდა.

მაგრამ თეიმურაზს და ერეკლეს გაუჭირდათ ქართლისა და კახეთის გაერთიანების ცხოვრებაში გატარება. ყოველ შემთხვევაში, არსებული მასალების მიხედვით არ ჩანს, რომ გარდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებისა, მათ ამ მიმართულებით სათანადო ღონისძიებების გატარების პოლიტიკა გაეგრძელებინათ. (სახელმწიფო აპარატის შეერთება, გარდაქმნა და სხვა). ამას თვით ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ერეკლე და თეიმურაზი ორივე მეფედ იხსენიება თანაც ერთი ქართლისა, მეორე კი კახეთისა.

ქართლ-კახეთის გაერთიანების სამართლებრივი ცნობის პრობლემა. ამრიგად, ქართლისა და კახეთის გაერთიანების იურიდიული გაფორმების საკითხი გართულდა. ადგილზე მისი გადაწყვეტა შეუძლებელი შეიქნა. საჭირო იყო გარეშე ძალა, დიდი ავტორიტეტული სახელმწიფო, რომელიც ამ პოლიტიკურ აქტს ცნობდა და ვახტანგის სახლისშვილთა პრეტენზიებს მოხსნიდა.

იქ არსებული მდგომარეობა და, განსაკუთრებით, თეიმურაზისა და ერეკლეს შემდგომი გეგმების განხორციელების პერსპექტივები, ირანის, საკითხს უკანა პლანზე აყენებდა და ერთადერთ სასურველ გამოსავალად ზემოხსენებული აქტის, რაღაც ფორმით, რუსეთის მიერ ცნობა და დამტკიცება რჩებოდა. მით უმეტეს, რომ ქართლის ტახტის ძირითადი პრეტენდენტები რუსეთში ცხოვრობდნენ და თავიანთი სურვილების განხორიცლებეაში ძირითადად რუსეთზე იყვნენ ორიენტირებულნი.

მაგრამ რთული საერთაშორისო ვითარებისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსხვავებული მიმართულების გამო, რუსეთის მხრიდან რაიმე რეალური დახმარების იმედი იმჯერად უპერსპექტივო იყო.

ურთიერთობა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან. რუსეთი და თურქეთი, ერთმანეთის შიშით არ ერეოდნენ ირანის და მისი ყოფილი ქვეშევრდომების საქმეებში, ირანში ცენტრალური ხელისუფლების, ფაქტობრივი არარსებობის პირობებში, მის ხელდებულ კავკასიაში ჩვეული თანაფარდობა და ნომინალური წესრიგიც დაირღვა. ირანის ფორმალური ქვეშევრდომები თავისი თავის იმედზეღა რჩებოდნენ. ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანის ხანები ძრწოლით შეჰყურებდნენ, თუ როგორ აფართოებდნენ თავის გავლენის სფეროს ქრისტიანი მეფეები — თეიმურაზი და ერეკლე და მათ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდნენ.

მეფეები აშკარად შეცდნენ, თუ მართლაც გაამჟღავნეს თავიანთი გულისნადები (როგორც რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი ირწმუნება), კერძოდ, განზრახვები ირანის ტახტის დაკავების თაობაზე.

ყოველ შემთხვევაში 1752 ელჩობის საიდმულო პუნქტები, ირანში შეჭრისა და იქ სასურველი შაჰის ტახტზე აყვანის თაობაზე, გავრცელდა და ამ ხმებმა ამიერკავკასიის სახანოებამდე თავისებური შეფერილობით მიაღწია: ქართველებს თვითონ სურთ ირანის ტახტის ხელში ჩაგდება, ირანის და მისი ქვეშევრდომი მოსახლეობის გაქრისტიანება და ა. შ.

სახანოების ანტიქართული და ანტი ქრისტიანული სულისკვეთება, ასეთ ვითარებაში, კიდევ უფრო მწვავდებოდა. “დამპყრობი” გურჯისტანის განადგურება გარემომცველ სამყაროს თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ესახებოდა. ამ განწყობილებას მოხერხებულად ნერგავდა

და აღვივებდა თურქეთის აგენტურა, რომელიც მიუხედავად დიდი სურვილისა, საქმეში აშკარა ჩარევისაგან, რუსეთის გამო, თავს იკავებდა.

ამ ხმებს ევროპელი თანამედროვენიც ადასტურებდნენ. მაგალითად ინგლისელ მოგზაურს, ჰანვეისაც მიაჩნდა, რომ ერეკლე შაჰის ტახტისთვის იბრძოდა, თუმცა ქრისტიანობის და, აგრეთვე, თურქეთთან მოსალოდნელი დაპირისპირების გამო, ამ მიმართულებით მის წარმატებას ერთობ საეჭვოდ თვლიდა.

ერეკლე რეალისტი პოლიტიკოსი იყო და, ძნელი დასაჯერებელია, ირანის ტახტის დაკავების თვალსაზრისით რაიმე ილუზიები გასჩენოდა. სხვა საკითხია, ამ პატივის მისაღები კანდიდატურისთვის მინიჭება, რის სურვილსაც იგი არ მალავდა და არაუსაფუძვლოდაც თვლიდა, რომ იმპერიაში თავის მდგომარეობის (გურჯისტანის ვალი) გამო იგი ამ საქმეში სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.

ისე იყო თუ ასე, ირანის ცენტრალური ხელისუფლების სისუსტემ ამიერკავკასიის საქმეები კიდევ უფრო არია და ამის მოწესრიგებაში ერეკლე და თეიმურაზი მართლაც სასიცოცხლოდ იყვნენ დაინტერესებულნი. წესრიგის აღსადგენად კი თავისი ძალაუფლების დამტკიცება იყო საჭირო.

ლეკთა შემოსევების ხასიათი, მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. საქართველოს მრავალრიცხოვან მტერთაგან 1750-1760 წლებში, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით ლეკები მძვინვარებდნენ. მათი თავდასხმის ტრადიციული და ნაცადი მეთოდი ის იყო, რომ მთებიდან ჩამოსულები და წვრილწვრილ გუნდებად დანაწილებულები, ბარში უღრან, მიუვალ ადგილებში იბუდებდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვას და ტაცებას ეწეოდნენ. ამასთან სამოქმედოდ ძირითადად ისეთ დროს ირჩევდნენ, როცა ბარის მცხოვრებნი გაცხოველებულ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი. ამ დროს მინდვრად მშრომელ მიწის მოქმედთა წინააღმდეგ ბრძოლაც ადვილი იყო და ოჯახში უმამაკაცებოდ დარჩენილ ქალბალღებისაც. ისინი იტაცებდნენ ყველაფერს: ადამიანებს, საქონელს, იარაღს, ჭურჭელს, სურსათს და ა. შ. იყო შემთხვევა, როცა მათ კერაზე ქვაბით მდუღარე ლობიოც კი წაუღიათ. უკან კვლავ მიუვალი უღრანი ხევ ხუვებით ბრუნდებოდნენ და ჭარს რომ მიაღწევდნენ სამშვიდობოს იყვნენ გასული. აქ შეეძლოთ დაესვენათ, ნაძარცვი შეენახათ და, ახალი რბევისთვის, უკან დაბრუნებულიყვნენ.

მოტაცებულ ტყვეებს ძირითადად ყირიმელ ვაჭრებზე ასაღებდნენ.

ქართველებს, წლების განმავლობაში მათ წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მეთოდი ჰქონდათ შემუშავებული: მდევრის დაუყოვნებლივ შეკრება და მისი მატერიალური დაინტერესება, სიგნალიზაცია და ხალხის სასწრაფოდ ციხეებსა და მიუვალ ადგილებში გახიზვნა, ბოლოს ჭარისა და დაღესტნის სოფლებზე საპასუხო თავდასხმები, მაგრამ განსაკუთრებულ ეფექტს მაინც ვერ აღწევდნენ.

ლეკების წინააღმდეგ ბრძოლას უშუალოდ ერეკლე ხელმძღვანელობდა. არსებული ცნობებით იგი, ფაქტობრივად, ზოგჯერ 23 დღის განმავლობაში უნაგირზე იჯდა და ლეკთა ურდოებს ებრძოდა კახეთში, საგურამოში თუ ქართლის სოფლებში.


ძნელი არ არის იმის წარმოდგენა თუ რა ფიზიკურ და მატერიალურ ზარალს აყენებდა ეს შემოსევები ქვეყანას. ლეკების შიშით ხშირად მთელი სოფლები იცლებოდა.

იმ ხანებში გათამამებულმა ავაზაკებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს და წვრილწვრილი ძარცვების პარალელურად ქართლ-კახეთის ერთიანი განადგურება გადაწყვიტეს.

ქართლ-კახეთის განადგურების გეგმის ჩაშლა. მჭადიჯვრის ბრძოლა. 1754 წელს ხუნძახის ბატონმა დიდ ლაშქარს მოუყარა თავი და ალაზანი გადმოლახა. გზადაგზა მას ლეკთა ახალი რაზმები ემატებოდა.

კახეთის მოსახლეობა ერეკლემ ციხეებში და მიუვალ ადგილებში შეიყვანა. ქართლის გახიზვნას თეიმურაზი ჩაუდგა სათავეში. მტერი კახეთს მიადგა, იქაურობა დაარბია, შემდეგ არაგვის ხეობაში გადავიდა და მჭადიჯვრის ციხეს შემოარტყა ალყა, რათა იქ შეხიზნული ხალხი დაეტყვევებინა.

ჯარის სიმცირის მიუხედავად, ერეკლე მხნედ შეეგება რიცხვმრავალ მომხდურს. სასტიკი ბრძოლა 16 აგვისტოს დუშეთის მიდამოებში გაიმართა. ლეკთა ქვეითი ლაშქარი ქართველებისას მნიშვნელოვნად აჭარბებდა “მაგრამ ერეკლეს სიმხნემ და სამხედრო ნიჭმა”, ომის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბრძოლის ერთერთი მონაწილის სიტყვებით რომ ვთქვათ “რა გასჭირდა ომი, ბრძანა ბატონმა (ე. ი. ერეკლემ) დაქვეითება ჯარისა. გადახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან და უბრძანა გადახდომა ყოველთა: — “ეს არის დღე ვაჟკაცობისაო და სიყვარული სჯულისაო” — დაიქვეითეს ქართველთა და კახთა, შეიქნა სროლა თოფთა, რომ კომლისაგან კაცი აღარა ჩანდა. მეფე ერეკლე ხან იქით, ხან აქა აძლიერებდა ჯარსა და პირდებოდა წყალობასა. შეუტიეს ქართველთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბურაკნი და ზარბაზანნი. გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა, ჰკრეს ეს გაქცეული ჯარი მეორისა ჯარსა, აირივა ეს საშინელი ჯარი ლეკისა. გაიქცნენ, შეუტივეს ხმალდახმალ (ქართველთა), დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა ეგრე ხოცდნენ ლეკთა. თვითონ მეფემ, ერეკლემ, ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიყვეს ხოცვით არაგვამდის”... მაგრამ ლეკთა უბედურება ამით არ დამთავრებულა “წავიდა ეს დამარცხებული ჯარი, გაიარა, დახვდნენ კახნი და დაუმრცხეს. მივიდა ხუნძახის ბატონი სირცხვილეული დაღისტანში”.

ქართველები ზეიმობდნენ, მაგრამ ლეკთა წვრილწვრილი, ქურდული თარეშები გრძელდებოდა.

ყვარლის ციხის გმირული დაცვა. მჭადიჯვართან განცდილმა მარცხმა, ნურსალ ბეგს ჭკუა ვერ ასწავლა. სირცხვილი რომ გამოესყიდა ქართლ-კახეთის განადგურებისთვის მზადებას გულმოდგინედ შეუდგა. მთელი დაღესტანი და ჭარბელაქანი ფეხზე დააყენა. ოციათასიანი ლაშქარი შეჰყარა და ყვარლის ციხესთან დადგა. აქედან იგი მოციქულებს აგზავნიდა განჯას, შაქს და ა. შ. და მებრძოლებს იმატებდა.

ქართველებმა წინასწარ მიიღეს ზომები და მოსახლეობა ციხეებსა და სხვა გაუვალ ადგილებში გახიზნეს. გაღმა მხრის მოსახლეობა ყვარლის ციხეში იყო თავშეფარებული. გახიზნულებს ოთხი თვის სურსათი ჰქონდათ. სწორედ ყვარლის ციხეს შემოადგა შაქის ხანი ოციათასიანი ლაშქრით.

იმის გამო, რომ ლეკის ჯარი რიცხობრივად ჭარბობდა ქართველებს (ერეკლეს არ შეეძლო სხვა ციხეები უგარნიზონოდ დაეტოვებინა და მთელი ძალები ყვარელთან მოეყვანა), ამიტომ ლეკებთან პირდაპირ შებმა მიზანშეწონილი არ იყო, მტრის დამარცხება მხოლოდ მოქნილი ტაქტიკით შეიძლებოდა.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ დამცველები, რადგან მოალყეებმა მოახერხეს ისეთი მაღალი საფრების შეკვრა, რომ შიგ ციხეში ჩაისროდნენ თოფს.

ერეკლემ მეციხოვნეთა გასამხნევებლად და გასაძლიერებლად ციხეში დამხმარე რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. მოხალისეებს თუ თავადი ან აზნაური იქნებოდა მეფემ თანამდებობები აღუთქვა, გლეხებს კი გააზატება (ბატონყმობისგან განთავისუფლება). საგმირო საქმეზე 206 ვაჟკაცი შეიკრიბა: 6 თავადიშვილი, 2 აზნაური, ერთი მღვდელი და დანარჩენი გლეხები, რომელთაგან ასსამი ქიზიყელი იყო.

თავდადებულმა პატრიოტებმა მოქმედება ღამით დაიწყეს, გადალახეს ალაზანი და ციხისკენ ხმალდახმალ გაიკაფეს გზა. ლეკთა ყარაულების ხელჩართულ ბრძოლაში დამარცხებით ციხეს მიაღწიეს და შიგ თოფისწამლის მარაგი შეიტანეს. გამხნევებულმა ციხისელებმა გაათამაგებული ენერგიით გაშალეს ბრძოლა და მოალყეთა გალავნის გარშემო აგებული საფრების დაწვა მოახერხეს. მტრის ბანაკში მერყეობა დაიწყო.

ამასობაში ერეკლემ მამაც მეომართა რაზმი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ქართველებმა დაუცველად დატოვებული ჭარიდან დიდძალი საქონელი და ტყვე გამორეკეს. ყვარელთან მდგარი ჭარლელები შეშფოთდნენ და სახლში წასვლა დააპირეს, ერთხანს ნურსალ ბეგმა მოახერხა მათი შეკავება, მაგრამ, როცა ქართველებმა ამ ოპერაციის უფრო დიდი მასშტაბით გამეორება სცადეს, მოალყეთა შემადგენლობა აირია. ჭარელები სახლებს დაუბრუნდნენ. ერეკლემ ხერხი იხმარა ჯარს მათთან შებმა კი არ უბრძანა, არამედ ალაზნის პირას გაჩერება, რომ ჭარელ ჯარს სახლების მიტოვება არ შეძლებოდა.

ერეკლეს ხერხმა გაჭრა. ჭარელებმა ციხე მიატოვეს და მთლიანად უკან დაბრუნება განიზრახეს, ამის გამო მათსა და ლეკებს შორის დაპირისპირება ჩამოვარდა და ერთმანეს დაერივნენ.

ჭარელებს კაკის სულთანიც მიჰყვა, რადგან ქართველთა თავდასხმა მის სამფლობელოს ემუქრებოდა, ამის შემდეგ ნუხის ხანმაც თავის ქვეყანას მიაშურა. მარტოდ დარჩენილ დაღესტნელებს ციხის აღების იმედი გადაეწურათ და თანდათან ისინიც ჩამოსცილდნენ მას. ბოლოს ნურსალ ბეგმა და შამხალმაც მიატოვეს პოზიციები.

ნურსალბეგმა შურისძიების ნაცვლად ახალი მარცხი იწვნია. საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა. თუმცა ლეკთა წვრილი შემოტევები არ წყდებოდა, ცხადია, ნაკლები ინტენსივობით.

1756 წელს დაღესტნელებს ახალი ორგანიზატორი კოხტა ბელადი გამოუჩნდათ და ზემო ქართლს შეესივნენ, 1757 წელს კი ლიახვის ხეობას მოედვნენ. ქართველებმა ეს შემოსევებიც წარმატებით მოიგერიეს და დაღესტნელთა ჟინი მნიშვნელოვნად დააშოშმინეს. მაგრამ ეს დროებითი შესვენება იყო.

მტრული პოლიტიკური ერთეულებით გარშემორტყმული ქართლ-კახეთის სამეფო მოკავშირის და დამხმარე ძალის ძიების აუცილებლობის წინაშე იდგა.
 

   

3 ერეკლეს სახელი და ზავთი

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ახელი და ზავთი

ერეკლეს ზავთი და სახელი შორეულ ქვეყნებშიაც განითქვა. თვით ქართველებმა იგი დაადარეს მთელს კახეთს და „პატარა კახი“ დაარქვეს. ლეონიძე ამბობს, რომ ერეკლეს გმირული მოქმედება პრუსიის მეფეს ფრიდრიხ დიდს აკვირვებდაო. ერეკლეს ხმლის კვეთა, მისი ზავთიანი სიტყვა გრგვინავდა საქართველოს გარშემო მცხოვრებ ერთა შორის. ინდოეთის გმირი ერეკლე, თანამხედარი შაჰნადირისა, რომლის წინაშე პირქვე ემხობოდნენ მეფენი და მთავარნი, არ შეუშინდა ამ ყეენს, რომელიც ავალებდა მას მაჰმადიანობის მიღებას‚ და უშიშრად უთხრა: „ჩემი სიკვდილი შეგიძლიან და ეს კი არ შეგიძლიან‚ რომ მე ქრისტე მაგმობინო‚ არას მიზეზით ჩემი გათათრება არ იქნება“. ამისთანა მრისხანე პასუხის გამო მრისხანე შაჰნადირმა თავი კი არ გააგდებინა „პატარა კახს“, არამედ ლმობიერად უთხრა: ‚,ნუ გეშინიან, მე შენ მაგაზედ ძალას არ დაგატანო“.

აი ამ პატარა კახისა, ამ ლომგულის მეფის შიში ჰქონდათ მეზობელ ხალხებს. მეტადრე შიშობდდნენ ერანელნი. ომან მდივან-ბეგი სწერს: „ერეკლეს მოუვიდა ფეშქაში და ელჩი თავრიზის ხანისა, ხოის ხანისა, ურუმის ხანისა, მაყაყის ხანისა‚ მარაღის ხანისა, ბაიაზეთის ფაშისა, ხოლო ყმად მოეცა შამადინ-აღა-ქურთი, ძლიერი კაცი და მრავალთა ქურთთა მეპატრონე, აგრეთვე შორაგელის სულთანი ყარამან მოვიდა და მოერთვა ყმად ყოვლითა შორაგელისა ხალხით და მამულითა. და ესოდენ გაძლიერდა ერევანს ყოფნის ჟამსა მეფე ერეკლე, რომელ ელოდენ ერანელნი უთუოდ გახელმწიფდება და ერანის ნაწილებსაც დაიჭერსო‚ ვინაიდგან ჰქონდათ ცნობა ნადირ-შაჰთან მყოფობითა და ესმოდათ მარადის სიმხნე მისი და ვერც არავის ჰხედვიდნენ მოპირდაპირედ ერეკლე მეფისა, ამისთვის დიდად ჰფიქრობდნენ და ყოველთვის ელოდდენ, რომ ერანისკენ წამოვაო“.

მაგრამ ერეკლე არ წავიდა ერანისკენ, არამედ ქარიმხანს დაეხმარა, რომ იგი გაყეენებულიყო სპარ- სეთში. ამის შემდეგ ერეკლე მოსვენებას არ აძლევ- და ოსმალებს, ჰსურდა სამცხეში მშვიდობიანობა და- ემყარებინა, და ათაბაგი სულეიმან ფაშა დაესაჯა. ოსმალეთის ხონთქარს გაუჭირდა საქმე და ყაენს გა- უგზავნა ელჩი და შეუთვალა: „თუმცა ჩვენსა და თქვენში არს მშვიდობა და ზავ გვიყოფიეს‚ გარნა აგიშვიათ ერთი ლომი საქართველოს მეფე ირაკლი და აოხრებს მარადის ქვეყნებსა ჩემსა და მის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი‚ რომლისათ- ვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა, რათა დააყენოთ იგი ესე ვითარისაგან მძლავრებისა“.

მსმენელი ამისი ქარიმხან ეტყოდა ვეზირთა თვის- თა და ადირბეჟანის ხანებს, რომელნიც აბეზღებ- დენ ერეკლეს: „შეჰხედეთ მეფე ერეკლეს. მე მეფე ერეკლე როგორ არ უნდა მიყვარდეს, რაც ჩემთვის უმსახურნია. ამას გარდა ეს უმეტესი ჩემი დიდება არის, რომ ხვანთქარი დააჩოქა და ჩემთან აჩივლებ- სო. ამისთანა კაცი ერანის ხელმწიფისაგან დიდად პა- ტივ-საცემელ არისო". ამისათვის ქარიმ-ხანმა მეფეს განუახლა სიყვარული და მოსწერა წიგნი და წარმოუგზავნა ხრმალი და ცხენი ოქროს იარაღის აღკაზმულობითა.

   

4 ერეკლეს ომები

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ომები

თავის სიცოცხლეში ერეკლეს გადაუხდია 64 დიდი ომი და, თითქმის ამდენივე ჯერ გაუმარჯვნია წვრილ-წვრილ შეტაკებაში. საკვირველი ის არის‚ რომ ამ ომებში ერეკლეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღია. მეფე თუმცა სულ მუდამ მოწინავე ლაშ– ქარში იყო და მოწინავეთა შორის იბრძოდა, მაგრამ მაინც მტრის ტყვია და ხმალი ვერ მიეკარა მას. ისე უვნებლად გამოდის ერეკლე ბრძოლის ველიდამ‚ რომ უნებლიედ იჯერებ მას ჰფარავს განგების იდუმალი ძალაო. ისიც გასაკვირველია, რომ ამდენ ომებში ერეკლეს მარტო ორჯელ დაუმარცხდა — ერთხელ, როდესაც იგი‚ მოკავშირეთა ღალატის გამო, დაამარცხა აჯი–ჩალაბმა და მეორედ, როდესაც ტფილისს შემოესია აღა-მაჰმად-ხანი 70,000 მეომარით.

ერეკლე ჯერ ისევ 13-14 წლი ჭაბუკი იყო, როდესაც მამა მისმა იგი დანიშნა სარდლად კახეთის ჯარისა. ამ დროიდგან მას აღარ დაუტოვებია ეს ლაშქარი. ჯერ ისევ 14 წლისა იყო ერეკლე, როდესაც შემუსრა ლეკთა ჯარი ქიზიყის ბოლოში. ამის შემდეგ ერეკლეს აღარ დაუსვენია და ამის შემდეგ ეს გმირი ჭაბუკი შეიქმნა ნუგეშ-იმედად ყოველის ქართველისა. მეფე ერეკლე მთლად გაიტაცა იმ აზრმა‚ რომ როგორმე განდევნოს სამშობლოდგან მისნი მტერნი — ოსმალნი, სპარსნი და ლეკნი. ამ დროს ლეკნი ოსმალთა შემწენი იყვნენ. იგინი დასტა–დასტა გამოდიოდნენ მთების ბილიკებიდგან ქვეყნის წვაბუგვით ახალციხის ფაშასთაწ მიიპარებოდნენ. ლეკების მოთავე იყო მათი ბელადი მალაჩი, მაგრამ ერეკლესაც, როგორც ვსთქვით, არ ეძინა. დღე-მუდამ იგი სწრთვნიდა თავისს მეომრებს‚ თავისს „ვეშაპებს" და სასტიკ ომს უპირებდა მტრებს. ხალხი მოელოდა რაღაც დიად ამბებს. პოეტი კარგად ახასიათებს ავ დროს და ერეკლეს სულის კვეთებას:

აჰა ივერის ნუგეშ–დიდება‚
თვისის დროისა გამშვენებელი,
მამაცთა შორის საკვირველება‚
პატარა-კახი მეფე ერეკლე!

წარბ შეჭმუხვნილი‚ ხმალ-ხელ-მოწვდენით ვაი მას მტერსა, სად აღჩნდებოდა!
 

   

5 ბრძოლა არაგვზედ

▲ზევით დაბრუნება


 

 

ბრძოლა არაგვზედ

1744 წელს ხონთქარმა გამოგზავნა დიდი ხაზინა და ათაბაგს უსუფ-ფაშას დაავალა ეს ხაზინა ლეკების ბელადის მალაჩისთვის ჩაებარებინა და წარეგზავნა დაღისტანს ლეკთა მოსაწვევად საქართვე- ლს დასარბევ-დასაბუგად. მალაჩის‚ რომელიც ამ დროს ახალციხეში იყო, ჰყვანდა ორი ათასი მეომარი და ერთი ამდენიც ჰყვანდა მის მომხრე სულეიმან ფაშას. ამ ჯარს წამოუძღვა მალაჩი‚ გამოიარა ქართლი, და ჰსურდა არაგვის ხეობიდგან დაღისტანს წასულიყო. სცნორა ეს ამბავი ერეკლემ, აღარ დაიხანა და სისწრაფით გამოეშურა, რომ შეუკრას გზა გალაღებულს მალაჩის. ერეკლეს მაშინ ჰყვანდა ათასი მეომარი. იგი მტერს ჩაუსაფრდა არაგვის მარცხენა ნაპირას, საგურამოში. მტერი უშიშრად მოდიოდა, რადგან ქართლის ჯარები ამ დროს სხვა ადგილებში იდგნენ. დილა თენდებოდა, ლეკებმა იწყეს არაგვში გაცურვა. ერეკლე გამოუხტა სამალავიდგან და ეკვეთა მტერს‚ რომელიც უკანვე გაბრუნდა და არაგვის მეორე ნაპირზედ სანგალი შეჰკრა. ერეკლემ აღარ დაახანა. გასცურა არაგვი და მიესია მტრის ბანაკს. მეფის პირველმავე ტყვიამ სული გააყრევინა მალაჩის. ლეკ-ოსმალნი შეშინდნენ და მუხრანისაკენ გაიქცნენ.  ქართველები ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ, ჰკაფავდნენ და ლეწავდნენ წუნკალებს, რომელთა მცირე დასტამ ძლივს-ღა მიაღწია ახალციხემდე. აი ხალხის სიმღერა ამ ამბავის შესახებ:

ერეკლე ბატონიშვილი
განა უბრალო კახია:
საგურამოში ლეკისა
ჯარი მარტომან გახია.
 
ერეკლეს ლაშქრობათა შორის ყველაზედ შესანიშნავია გალაშქრება ხარგვირაბის ციხის ასაღებად (1749 წ.) ყარათაფის ომი (1750 წ.) , ომი ჭარს (1770 წ. 20 აპრ.) და სხ. ამ ომების შესახებ დაწვრილებითი ცნობები მოიპოვება ჩვენს „საქართველოს ისტორიაში“ (გვ. 441-454), ხოლო აქ არ შეგვიძლია არ მოვიხსენიოთ გენიოსური და გმირული ბრძოლა პატარა კახისა აზატ-ხანთან.

   

6 ბრძოლააზატ-ხანთან

▲ზევით დაბრუნება


 

 

ბრძოლააზატ-ხანთან

გამოჩენილი ნადირ-შაის სარდალი აზატ-ხან‚ რომელსაც გაყეენება ჰსურდა, შემოვიდა ადირ-ბეჟანის ქვეყანაში 40,000 მეომრით და ერთი დიდი რაზმი შემოუსია ერევნის სახანოს, რომელიც საქართვე- ლოს სამფლობელოდ ითვლებოდა და ყოველ წლივ იხდიდა 200,000 მანეთ ხარჯს. ამ რაზმმა მოაოხრა ერევნის არე-მარე და ალყა შემოარტყა ერევნის ციხესაც. ერევნელებმა, როგორც ერეკლეს ქვეშევრდომებმა, შეატყობინეს მეფეს თვისიგაჭირვება. ერეკლემ ფიცხლავ შემოიკრიბა 5,000 მეომარი და ერევანს „გადაფრინდა". აზატ-ხანის რაზმი მოეცალა ერევანს, საცა უკვე დიდ სიყმილი იყო; მეფემ დაამკევინა ყანები‚ გაალეწინა და 10,000 კოდი პური მიაწოდა დამშეულ ერევნელებს‚ მერე შარურის იალაღებზედ დადგა და აქედგან გაუსია თავისი ჯარი და მოაოხრებინა არეზს აქეთი მხარე. აზატ-ხანი განძვინდა‚ აღბორგდა და წამოვიდა თავის ჯარით‚ რომელთაგან I8,000 შუბოსანი იყო. მას ჰქონდა 14 ზარბაზანი‚ 200 ზამბურაკი. აზატ-ხანმა თავისი რაზმი გააწყო გარნისის ნაპირა.‚ იგი დარწმუნებული იყო‚ რომ ერეკლეს მცირე ჯარს გაჟლეტდა და მერე ქართლსაც დაიპყრობდა. თვით ქართველთა ლაშქარში ბევრნი იყვნენ ისეთნი‚ რომელთაც გამარჯვების იმედი არა ჰქონდათ და მეფეს ურჩევდნენ დაბრუნებას. მაშინ ერეკლემ თავის ჯარს უთხრა: „იცო– დეთ‚ მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავსდგები.ამაღამ რომ გავიქცევით, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან, და უნებუ- რად სიკვდილს ნამუსიანი სიკვდილი სჯობს. სიკვდილის შვილები ვართ და ჩვენს გვარსა და სახელს ნუ მოვაყივნებთ“.

მეორე დღეს მტერთან საბრძოლველად ერეკლე გავიდა მხოლოდ I,500 კაცით, აზატხანიც მალე გამოჩნდა. ქართველებმა მტერი რომ დაინახეს, ყველანი, ერეკლეს ბრძანებისამებრ, დაქვეითდნენ‚ ცხენიდგან ჩამოხტა თვით ერეკლეც და თავის ლაშქარი ასრე დაარიგა: „სანამდის მე ცხენზედ არ შევჯდე, თქვენ ნურავინ შეხჯდებითო და ვინემდის ჩემი თოფი არ გავარდე,ს მანამდისინ თოფს ნურავინ გააგდებთო".

შემდეგ ამისა ერეკლე წყნარად გაუძღვა თავის ჯარს. იგი მტრის იმ დასტისაკენ მიდიოდა, რომელიც უფრო დიდი იყო. ქართველნი რომ მიუახლოვდნენ მტერს‚ აზატ-ხანმა მათ ოთხივ კუთხივ ჯარი შემოახვია: „ყველას ცოცხლებსავე შევიპყრობო“‚ ჰფიქრობდა იგი. ამ დროს ერთმა წარჩინებულმა ხანმა გამოაქანა ცხენი და იკითხა: „ჰანი ირაკლი ხან (სადაა ერეკლე ხანიო). „მე ვარ ერეკლე მეფეო“, დასძახა მეფემ და თოფს ცეცხლი მისცა. ხანი გადმოვარდა უსულოდ, ერთბაშად იჭექეს ქართველთა თოფებმა, პირქვე გაეფინა მრავალი მტერი. აღჯდა ერეკლე ცხენზედ. შეაფრინდნენ ცხენებს სხვებიც.იკრეს ხმალს ხელი და შეუტიეს გაოცებულ მტრებს, რომელნიც ვეღარ დადგნენ და გაიქცნენ. მეფე და მისნი მხედარნი მიჰყვნენ‚ დაჰკრეს, კაფეს‚ სრისესგათელე,ჯ გაფანტეს და გააშავეს სახელი გაამაყებულ აზატ-ხანისა,რომელიც არეზს იქით გადიკარგა. გამარჯვებულნი ქართველნი დაბრუნდნენ და შემოალაგეს მტრის ბარგიბარხანა: 14 ზარბაზანი, 200 ზამბურაკი თავისის ასის აქლემით, მრავალი დროშა, 3,500 კარავი და უთვალავი რიცხვი საქონელი და ტყვე.
 

   

7 ერეკლეს ომი კრწანისში

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლეს ომი კრწანისში

კრწანისში ქარიმ ყაენის შემდეგ სპარსეთში დიდი არეულობა მოხდა. ეს არეულობა დასრულდა მხოლოდ 1791 წელს‚ როდესაც აღა-მაჰმად ხან ყაჯარმა, 80 წლის ხადუმმა, სპარსეთის ტახტი დაიჭირა. ამ ყაენმა შეჰკრიბა 100,000 მეომარი, თოფხანა ფრანგებს ჩააბარა და ადირბეჟანის ხანებსა და ერეკლე მეფეს შემოუთვალა დამემორჩილენით, ხარკი და მზევლები გამომიგზავნეთო. ყაენს ჰსურდა ხანები და ერეკლე მეფე ერთად შეეყარა და მათ წინაშე საყაენო გვირგვინი დაედგა თავისს თავზედ. ზოგი ხანი შიშით დამორჩილდა მას, ზოგმა უარი შეუთვალა. უარი შეუთვალეს აგრეთვე შუშისა და ერევნის ხანებმა, რომელნიც ერეკლეს მოხარკენი იყვნენ (პირველი ყოველ წლივ იხდიდა 120,000 მან., ხოლო მეორე — 200,000). განჯის ხანი ჯავათი, თუმცა მოხარკე იყო ერეკლესი და ყოველ წლივ იხდიდა 50,000 მან., განუდგა მეფეს და ყაენს მიემხრო. ერეკლემაც უკუ-აგდო ყაენის შემოთვლილი. ყაენმა 8‚000 მეომარი გამოუსია ერევანს‚ მაგრამ ეს ჯარი შემუსრა ალექსანდრე ერეკლეს ძემ და განაბნია.

აღა-მაჰმად-ხანი სწრაფის სიარულით მოადგა შუშის ციხეს, მაგრამ იგი ფრიად გამაგრებული იყო და ამიტომ ყაენი აიყარა და განჯით ტფილისზედ გამოეშურა 70,000 მხედრობით.

ყოველივე ეს ისე სწრაფათ დამოულოდნელად მოხდა‚ რომ ერეკლემ ვერ მოასწრო თავისის მხედრობის შემოკრება. ამ დროს ერეკლეს კაი ძალი ლაშქარი ჰყავდა. თვით ერეკლეს წერილიდგან სჩანს, რომ 16 ივნ. 1795 წელს მარტო თუშ-ფშავ-ხევსურეთში უნდა შემოკრებილიყო 40,000 მეომარი‚ თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობით, აღა-მაჰმადხანის საბრძოლველად ყოველ ბატონიშვილს თავისს საუფლისწულოდამ უნდა მოეყვანა 10,000 მეომარი. მაგრამ ეს ჯარი ვერ შემოიკრიბა დროიანად. ყაენი 10 ენკენისთვეს 1795 წელს კრწანისის მხრით ტფილისს მოადგა‚ მაგრამ ამის შემდეგ თუ რა მოხდა, ამის შესახებ სიტყვა დავუთმოთ თანამედროვეს —  ბატონიშვილს თეიმურაზს ერეკლეს განუყრელს თანამხლებელს, შემდეგში ბროსეს მასწავლებელს და წევრს სამეცნიერო აკადემიისას. „... დღესა ორშაბათსა‚ ათსა რიცხვსა სექტემბრისასა (1795 წ.) ბრძოლა უყო მეფის ძემან და- ვით მეწინავეთა აღა-მაჰმადისათა ველსა ზედა კრწანისისასა მეწინავითა თვისითა მხედრობითა და ჰყვა– ცა თვისთანა იმერთა მხედარნი მცირეოდენიცა. და ხუცესი წერეთელი ზურაბ, და სარდალი მემარჯვენე ქართლისა ჯარისა ამილახვარი ოთარი‚ იოანე მუხრანის ბატონი თავადი მემარცხენე სარდარი‚ ქიზიყის მოურავი და თავადი ზაქარია ანდრონიკას შვილი. ფრიად მხნედ ბრძოდეს სპარსთა მეწინავეთა და აოტნეს იგინი და მრავალნი სპარსნი მოსრნეს მას დღესა შინა. ხოლო დღესა სამშაბათსა ია რიცხვსა ენკენისთვისასა განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა (7,000-მდე კაცითა) ბრძოლად სპარსთა. და დაადგინა მხედრობანი თვისნი დასასრულსა სეიდაბადის ბაღისა და განჰყვა იგინი ხუთ ნაწილად:

 

თეიმურაზის მემუარები ამ ბრძოლის შესახებ იხ. Chronidu Geotginne-ში (ბროსეს 1833 წლის გამოცემა პარიჟში) და იგივე სიტყვა-სიტყვით 1890 წლის „ივერიის“ №№-ებში: 51, 52, 53, 54, 55, 56. არტემ არარატელის მოთხრობა შესახებ ტფილისის აოხრებისა და ერეკლეს უნუგეშო მდგომარეობისა შემდეგ ქალაქის დაპყრობისა მოგონილ თხზულებად აღმოჩნდა (იხ. „ნოვოე ობოზრენიე“ 1892 წლ.).

     

ა) მარჯვენასა მხარესა დაადგინა შვილის-შვილი თვისი დავით, რომელიცა ზემოთ გზით ტფილი- სიდამ შემოვალს და გზასა მას შეეყრებიან გზანი სოლოლაკის და ტაბახმელისანი და ეგრეთვე სეიდაბათსაცა საშვალცა გარდმოვლის ყორჩიშვილის კერძო მიყოლით გზაჲ იწრო და შეეყრების იგიცა ქვემოსა გზასა ტფილისისასა. ხოლო შუათა ამათ გზათა და ადგილთა მიდამონი ყოველნივე კლდიერნი, მთიურნი და იწრონი არიან. დასდგა მუნ პირისპირ მტერთა დავით და დასცვნა ყოველნივე გზანი კანონიერად. და აქვდა თვისთანა ნაწილიცა არტილერიისა — ექვსი საშუალო და წვრილნი ზარბაზანნი ცეცხლ სასროლნი.

ბ) მეწინავედ განაწესა მხედრობანი რჩეულნი, რომელთაცა მძღვნად ჰყო შვილის-შვილი თვისი იოანე. მარცხენა კერძი მისცა იოანე მუხრანის ბატონსა.

გ და დ) კვალად ქმნა ორნი სხვანი გუნდნი და დაადგინნა მხედართ-მძღვანად ერისა — მეფის ძე მახტანგ. მეორე მისცა მძღვანელობასა ქვეშე ამილახვრის ოთარისა და დაადგინა იგინი მახლობელ თვისსა, რათა რომელსაცა კერძსა საჭირო იყოს ბრძოლასა შინა, მიაშველოს მუნ იგინი.

ე) ხოლო იმერთა მხედრობანი იყვნეს მძღვანელობასა ქვეშე ზურაბ წერთლისასა. დასდგეს იგინი მარჯვენით კერძო მეფისა. ყოველთა მხედრობათა მეფისათა იყვნეს ქვეითნიცა და ცხენოსანნიც‚ დაწესებულ კანონიერად თვის-თვისთა მძღვანთა ხელის ქვეშე.

მაშინ უბრძანა მეფემან‚ რათა მეწინავენი იგი მხედრობანი განვიდნენ ხევსა მას, სადაცა დგა მეფე მახლობელ მისსა მყოფსა და მყისვე მძღვანებითა მეფის ძის იოანესითა განვიდა მხედრობა ველსა ზედა კრწანისისასა, ხოლო მარცხენით კერძო ხევისა მის პირისა, სადათცა მისწვდებოდა ტყვია ზარბაზნისა მტერთა, დაადგინა მუნ არტილერია და მსუბუქნი ზარბაზანნი იყვნეს ყოველთა შორის მწყობრთა.
ეგრეთვე მეორესა მხარესა მტერთა მხედრობანი განაწყვნა აღა–მაჰმად-ხანმან‚ რომელნიცა ადგილნი გამოურჩია მათ სარგებლად და დაადგინა მათზედ ათოთხმეტნი სხვანი და სხვანი დიდდიდნი მწყობრნი, რომელთა შორის აქვნდეს ზარბაზანი და ზამბურაკნი საკამაონი.

აღმოვიდეს მაღალთა ზედა გორათა სოღალუხისა, ყაენებადისა, თელეთისა, კრწანისისა და გარემოთა მისთასა მხედრობანი სპარსთანი და მომართეს მხედართა ქართველთასა. მაშინ მოიგონა ღონე საკვირველი აღა-მაჰმად-ხანმან: ჰყვეს მას მარადის თავისთანა განუშორებლად მხედარნი შინაგანთაგან თურქმანთა, მომიზდულნი კაცნი ექვსი ათასნი, რომელნიცა არა ეგრეთ მოყვარე არიან სპარსთა და არცა სპარსნი მათნი არიან მოყვარენი, არამედ სძულთ მათ ფრიად ურთი ერთი... (ამათ დაავალაო ყაენმა დახოცვა მათი, რომელნიც ბრძოლის ველს გამოექცევიანო).

„იწყეს ბრძოლა დილასა შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა და ბრძოდეს მეწინავენი მხედარნი მეფისანი საკვირველად. მაშინ მიაშველნა მეფემან კვალად ძე თვისი ვახტანგ მეწინავეთა მხედრობათა და სხვათაგანცა გუნდთა აღმორჩეული მებრძოლნი. შეუხდეს სპარსთა მხედრობასა მაღალთა მათ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა და ბრძოდეს მათ ესრეთითა სიმხნითა, რომელ კნინღადა მისდრიკნეს მხედრობანი სპარსთანი სივლტოლად.

კვალვდ მცხოვრებთაგან ტფილისისათა გამორჩეულ იქმნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაც აღირჩიეს წინამძღოლად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსა საზანდრად უხმობენ. ეს იყო ერთი წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუსიყი და კომედიანტი, და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი. იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითაცა ქართველი, რომელსაცა სახელსდებენ მაჩაბელად. ესე მოუძღვა გუნდსა ტფილისელთასა მტერთა მიმართ, და ეპყრა ხელთა მისთა ბარბითი, ე. ი. დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ე. ი. ხმასა მას, რომელსა ლხინსა შინა დაუკვრენ, ჟამსა შინა უმეტეს სიხარულისასა‚ ვინა- იდგან ხმა ესე განამხიარულებს მსმენელთა. მბრძოლნი ესე იყვნეს მკვირცხლნი და მიმართეს ქვეითთა ამათ და ბრძოდეს მტერთა ფიცხელად და შველოდა გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა არაგველთა და ქიზიყელთასა. და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიაწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისა და მოსტაცნეს დროშანი რაოდენნიმე მხედართა აღა- მაჰმად-ხანასათა და მრავალნი სპარსთაგანნი მოსწ- ყვიტნეს წინაშე მისსა. იხილა-რა აღა-მაჰმად-ხანმან სიმხნე ესე ვითარი ქართველთა მხედრობისა, განუ- კვირდა ფრიად და იტყოდა: „სიყრმითგან ჩემით, ვიდრე აქამომდე, დამიყოფიეს ბრძოლას შინა და არასადა მიხილავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კა- ცნი ჩემდა მიმართ ჰყოფენ ბრძოლასა“.

ამათ ყაჯარმა შემოახვია დასვენებული ურიც- ხვი ჯარი, ესენი იბრძოდნენ სიმხნითა უაღმატებულესითა, გასწირნეს თავნი თვისნი და შეიწირნეს მსხვერპლად საყვარელისა მამულისა და წინაშე მე- ფისა თვისისა სახელოვნად დასთხიმს სისხლნი თვისნი.

იხილა-რა მეფემან სიძნელეი ესე ბრძოლისა, რაოდენნიცა ძალ-ედვა და ჰყვეს მხედარნი, მიაშველნა. უმრავლესნი და კნინღა სრულიად მოსწყვიდნე- ბოდეს და მცირეოდენი-ღა განერინის. გაგრძელდა ბრძოლა ესე დილისა დაწყებიდგან შვიდის ჟამით ვიდრე საღამოს მეხუთის ჟამამდე. თუმცა-ღა მეფესა კვალად არა ნებავდა უკუნ ქცევა‚ არამედ მახლობელთა მისთა მოახსენეს რჩევით, რათამცა მოარიდოს მეფემან და თავი თვისი სიკვდილსა და განსაცდელსა. ეტყოდეს მეფესა: „უწყის ყოველმან სკიპტრისა თქვენისა ქვეშ მყოფმან სიმხნე და გულოვნება თქვენი რომელ არა რიდებთ თავსა თქვენსა სიკვდილსა ერისათვის შენისა და მსხვერპლი ექმნები მამულსა საყვარელსა‚ მაგრამ თუ სადამე გეწიოს შენ ძვირი ანუ ბოროტი რაჲმე‚ უმეტეს განლაღდენ მტერნი და უყოფენ ძვირსა ქვეყანასა ჩვენსა.“ თუმცა-ღა მოახსენებდეს მეფესა ესრეთ, გარნა კვალად იმყოფებოდა მუნვე.

ხოლო მხარესა მას, რომელსაცა სდგა მეფის ძე დავით, ოდეს იგი იბრძოდეს სპარსნი და ქართველნი ურთიერთსა, აღა მაჰმად-ხანმან მიგზავნა მას ზედა მხედრობა ცხენოსანნი სამი-ათასი რჩეულნი მებრძოლნი‚ არამედ ჰსძლო მათ მეფის ძემან დავით და იოტნა იგინი ვიდრე მხედრობამდე სპარსთა და თვით ეგრევე სცვიდა მითვალულსა მისსა მხარესა. მაშინ სპარსთა შეუკრეს გზანი უკანით კერძო მეფის ძეთა ვახტანგ და იოანეს, რათამცა შეიპყრან იგინი. მაგრამ სიბრძნითა თვისითა განაპნეს მათ მხედრობანი მტერთანი და ესრეთ მოვიდეს მეფისა მიმართ დაშთომილითა მათისა მხედარითა, რომელთაცა მოეწყვიდნეს მრავალნი სპარსთაგანნი და თვით მეფის ძე- ნიცა განბასრულ იყვნენ სრულიად სისხლსა შინა. მაშინ მიეახლნენ სპარსნი, სადა იგი იყოფოდა მეფე და მომართეს აღმატებულითა ძლიერებითა და კნინღადა მოჰკვლიდეს მეფესა ანუ შეიპყრობდეს‚ უკეთუ შვილის-შვილი ამ მეფისა იოანე არა იყომცა მუნ. ეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელ პაპისა მისისა მოსულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთა მეფე. ვითარმცა იხილა აღამაჰმად-ხანმან უკუნქცევა მეფისა, მოუწოდა მყისვე სხვათა ჯართა შესვენებულთა თვისთა მხედრობათა და მიმართა მეფესა და შეუდგა უკანა დიდისა ძლიერებითა და თუმცა ტფილისის ციხით ჰსცემდეს ზარბაზნებითა მხედრობასა სპარსისა, ვინაიდგან აღალუა ვინმე უფროსთაგან ტფილისის ციხისა ფრიად მხნედ იყო მას ჟამსა შინა და ზევითგან მაღალთა მათ მთათა კლდიერთა ზედა მდგომრისა ტფილისის ციხით სეიდაბადის გარდმოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს, და მრავალნი სპარსნი აღწყვიტეს, არამედ შემოვიდეს ტფილისსა შინა, რომელიცა ყოვლითურთ განუმაგრებელ იყო. არცა იყვნეს მხედრობანი მას შინა‚ არცა მოქალაქეთა ერნი სრულიად ქალაქისა მის. და ოდეს შემოვიდა მხედრობა სპარსთა ქალაქად, მეფე განვიდა ქალაქის ხიდსა ზედა ავლაბრისასა და განემგზავრა არაგვისა კერძოსა.

   
     

მოსწყდეს მის ბრძოლასა შინა სპარსნი უმეტეს რვა ათასთა, , ხოლო მხედრობისაგან მეფისათა მცი– რეოდენ-ღა დაეტევნეს. ხოლო თავადთაგან მეფისათა მოსწყდეს თავადი აბაშიძე იოანე, ძე ნიკოლოზ დიამბეგისა‚ რომელიცა იყო მახლობელი ნათესავი მეფისა ირაკლისა დედისა კერძოთი‚ თავადი გურამიშვილი გიორგი ქუმელად სახელდებული და ესე იყო ერთი უპირველესი მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერი არტილერიისა ხელოვნობის, მოიკლა მუნვე გაბრიელ მაიორი არტილერიისა, კაცი ფრიად მხნე და განსწავლული. ესენი ფრიად საყვარელ და პატივცემულ იყვნეს მეფისა. ესენი ყოვ ლითა მოზარბაზნეებითა თვისითა მოსწყდეს ერთობრივ ზარბაზანთა თვისთა თანა, კვალად მოსწყდეს სხვანიცა ჩინებულთაგანიცა, კაცნი მხნენი. გარდა მებრძოლთაგანნი ეგეოდენნი მოსწყდეს, რომელ ოდეს განვიდა ტფილისით მეფეჲ‚ გაჰყვეს უკვე მხოლოდ კაცნი ვითარ ას-ორმოც–და–ათნი და უმრავლესნი მათნი იყვნეს და დაკოდილნი. ხოლო ოდეს განვიდა მეფე ტფილისით, განუტევა მეფე იმერეთისა სოლომონ სამეფოდ თვისად. იბრძოლეს მხედრობათაცა მისთა მტერთა მიმართ სახელოვნად. არამედ უკანასკნელ‚ ოდეს იგი მეფე სოლომონ წარემართა გზასა თვისსა, მაშინ უცნობად მისსა განეყენეს მის მხედრობისაგან კაცნი რაოდენნიმე; ჰგონებდა წინარე წარსვლასა მათსა, გარნა დაადგრენ იგინი ადგილსა დაფარულსა უკანით და ოდეს განეშორა მათ მეფეჲ, იწყეს მათ ავაზაკებრივ მოქმედებაჲ.

მეფის ძე დავით გუნდითა თვისითა ჰსდგა მასვე ადგილსა ვიდრე მახლობლად ჟამადმდე მწუხრისა და რავდენ გზისცა მივიდეს მას ზედა სპარსნი, მარადის სძლია მათ და უკუნაქცივნა, ხოლო იხილა-რა, რომელ აღივსო ტფილისი მხედრობითა სპარსითა და მეფეცა განვიდა ტფილისით‚ მაშინ იძულებულ იქმნა იგიცა მიქცევად მთათა მათ კლდიერთა და იწროთა გორათა და დამალნა ზარბაზანნი იგი‚ რომელნიცა აქვნდა, ხევსა შინა საგუბრისასა, ვინაიდგან შეუძლებელ იყო განვლად ურემთა გზათა მათგან... და ესრედ განარინნა ზარბაზანნი იგი და არა მისცნა ხელთა შინა მტერთა და ეგრეთ იწროთა გზით განვიდა და განეშორა მტერთა და დღესა მესამესა მივიდა არაგვსა ზედა მთიულეთს პაპასა თვისსა თანა ირაკლის და იყოფოდა მეფისა თანა განუშორებლად ვიდრე მიქცევამდე აღა-მაჰმად-ხანისა.

მეფე ერეკლე, თეიმურაზის თქმით, იდგა კაიშაურთ კარს. მასთან იყო მისი სახლობა და დიდი მხედრობა. ბატონიშვილები გიორგი და იულონ ქიზიყსა და ქართლში აგროვებდნენ დიდძალს ჯარს, რადგან მეფე ემზადებოდა შებმოდა მტერს‚ თუ იგი არ დაუბრუნდება ტყვეებს და არ აუნაზღაურებდა ზარალს, ტფილისის აოხრებისა გამო მოხდენილს. მეფე ერეკლემ აღა-მაჰმად-ხანს დესპანად გამოუგზავნა კენკია ავალიშვილი და ითხოვა ზავი და ტყვეთა დაბრუნება, აღა-მაჰმად-ხანს ძლიერ იამა, დიდად დაასაჩუქრა დესპანი და აღუთქვა მეფეს მოთხოვნილის აღსრულება, ხოლო ითხოვა მზევლად ერთი მეფის ძეთაგანი და ანუ შვილის-შვილთაგანი. ერეკლემ მზევლად ამოირჩია ბატონიშვილი დავითი. მაგრამ ეს ზავი ჩაიშალა განჯის ხანის ჯავათის ვერაგობით, ამან შეატყობინა ყაენს, რომ ერეკლეს დიდძალი ჯარი მოუგროვებია და აპირებს მოულოდნელად თავს დაგვესხას და ამოგვწყვიტოსო. აღა მაჰმად ხანი მაშინვე აიყარა და მსწრაფლის სიარულით განივლტო და წავიდა სპარსეთს. იგი იქვე მოკლულ იქმნა ღალატით. მას თავი მოჰკვეთეს მისმავე ხელის მოსამსახურეებმა და ეს მოკვეთილი თავი წაიღეს ჭარს. ჭარელებმა ყაენის თავი მიაბარეს მიწას. ყაენის გაქცევის შემდეგ ერეკლემ გამოგზავნა ტფილისს ბატონიშვილები ქალაქის ასაშენებლად.

 

და სულ-კი 13,000 სპარსთა მხედარი მოკლულ იქმნა ქართველთა ჯარისა და მოქალაქეთაგან.

8 განჯის აღება

▲ზევით დაბრუნება


 

 

განჯის აღება

ოდეს მოიწია გაზაფხული, მეფემან ირაკლი უბრძანა და წარავლინა ძის ძეჲ თვისი დავით მეწინავეთა მხედრობითა განჯასა ზედა და შეუდგინა მას კვალად სხვათა მხედრობითა ძე თვისი ალექსანდრე. და მივიდნენ ესე მეფის ძენი განჯას და აღიღეს ქალაქი განჯაჲ წელსა 1796-სა, აპრილის 3-სა, დღესა ხუთშაბათსა.

მაშინ იბრეიმხან ყარაბაღისა მოსრულიყო მახლობლად განჯისა და სდგა ქურაქჩაისა მდინარესა ზედა, რომელი შორავს განჯას ორისა მილითა, ე. ი. ათოთხმეტისა ვერსითა. ხოლო ჯავათხან, — ვინაიდგან სასახლეცა თვისი აქვნდა ციხესა შინა და ყოველნი სახლეულობანი მისნი ჰყვეს მისთანა‚ განა– მაგრნა მან ციხეჲ. ჰყვეს მას მეციხოვნენი გამოცდილნი და გულოვანნი და აქვნდა საჭმელთა სიმრავლე და სახმართა ყოველთავე ციხისათა ადრიდგანვე მზადებულნი. გარე შემოზღუღნეს ციხეჲ მხედრობამან მეფის ძეთამან. ხოლო იხილა-რა ხანმან ყარაბაღისამან იბრეიმ ესე, მოვიდა და დასდგა ერთ კერძო გარე ქალაქისა განჯისა, ადგილსა‚ რომელსა ეწოდების იმამზადა. და არა მოვიდეს ესენი ბრძოლასა ზედა ციხისასა, ვინაიდგან იყვნეს ყარაბაღელნი ყოველნივე ცხენოსანნი მხედარნი და არა მკვირხცხლნი და არცა აქვნდათ მათ ზარბაზანნი.

და ვითარცა იხილა განჯის ხანმან სიმცირე მხედრობისა მეფის ძეთა,რომელთაცა შემოეზღუდათ ციხეჲ, იდუმალისა კარითა გამოვიდა იგი ციხით განთიადისა ჟამსა და ზედა დაესხა მხედრობათა მეფის ძეთა. მაშინ აღმხედრდეს მეფის ძენი და მიმართეს მტერთა‚ ჰსძლეს და შეიპყრნეს იგინი ლტოლვილნი ციხესა შინა და შეიპყრეს მათგანნი კაცნი სამასნი და რომელნიმე მათგანნი იყვნეს ლეკნი, მათგანნი, რომელნიცა მოეყიდნეს ჯავადხანს და ჰყვეს ციხესა შინა თვისსა თანა. ხოლო ესე ძლევაჲ მეფის ძეთაგან განჯელთა იქმნა მაისის 9-სა დღესა შაბათსა. ვალად სწორსა ზედა მის გამარჯვებისას მაისის თექვსმეტს, გამოხდეს ციხით უმრავლესნი მხედრობანი და ლეკნიცა მათ თანა. მაშინ დღესა მას ძლეულ ჰყვნა იგინი მეფის ძემან დავით მცირედითა მხედრობითა თვისითა და მოიკლა ბრძოლასა მას შინა არზუმან ვინმე ჩინებული გულოვანი ერთგული, და დიდად საყვარელი ჯავადხანისა და მხედართ-მძღვანი მისი. ესე არზუმან იყო სომეხი გვარითა და სარწმუნოებითა და იყო იგი ყარაბაღელთა სომეხთაგანი‚ გარნა ადრიდგანვე მცხოვრები ჯავადხანისა თანა. ხოლო ესე არზუმან მოიკლა ჴულითა მეფის ძის და– ვითის ბავრაყის მტვირთველის (ალამდარის) გიჟისა მიერ, რომელიცა იყო გვარეულობითა ჩინებულთა ოსთაგან და ესე იყო სიყრმითგანვე აღზრდილი მეფის ძესა დავითსა თანა. და გამოჩინებული გულოვანი იყო ესე. მას დღესა განჯის ციხით გამოსრულთა მათ მებრძოლთაგანნი მრავალნი მოსწყვიტნეს და შეიპყრნეს ცოცხალნი მხედრობამან მეფის ძისამან. და დაშთომილნი მათგანნი სირცხვილეულნი შეივლტნენ ციხესავე შიგა. ხოლო ამას შემდგომ ვიდრე თიბათვის ნახევრამდე ათექვსმეტ გზის მოუხდათ ბრძოლაჲ მეფის ძეთა მხედრობასა და განჯელთა და მარადის იძლივნეს განჯელნი. და მოიკლა მელიქ მანჯუმ, რომელიცა იყო სომეხი, მელირთაგან ჩალაბირთისათა.

ამას შინა მოვიდა ყოვლითა მხედრობითა თვისითა მეფე ირაკლი და ჰყვეს თანა ძენი თვისნი, პირმშო და მემკვიდრე გიორგი და ძის ძენი იოანე და ბაგრატ. აქვნდეს კახთა მხედრობასა ურუმნი მრა– ვალნი საზრდოჲთა აღსავსენი და კაცნი მებრძოლნი ფრიად რჩეულნი. და აქვნდა სახილველობა მხედრობასა მას და ურუმთა მათთა ფრიად ზარის საცემელი მტერთა. ურემნი მათნი იყვნეს დიდ (ვითარცა არხ ჩვეულებისამებრ) და ყოველსა ურემსა ებნეს თვითოეულსა ოთხ-ოთხნი კარნი ან კამბეჩნი და თვითოეულსა ურემსა ზედა იყვნეს კაცნი ოროლნი თოფისანი და სრულიად ყოვლითა საჭურველითა მკვირცხლითათა შეჭურვილნი. ხოლო ურემნი იგი იყვნეს ვიდრე რვა ათასამდე (8,000). და აქვნდათ ურემთა ზედა ყოველნივე საჭურველნი მოსახმარებელნი ციხისა აღებისათვის და იარაღნი. და გარდა ამისა ჰყვეს მეფესა სხვანიცა კვალად უმეტესნი მხედარნი ქვევითთაგან და რჩეულთა მხედრობათა ცხენოსანთანი მრავალნი.

ურემთა მათ აქვნდათ განწესებაჲ თვისი — თუ ვითარ და სადა, რომელსა კერძოსა შემთხვევისამებრ წინააღმდგომისა და ადგილისა დასდგებოდეს იგინი ბრძოლისა ჟამსა და თვითოეული კაცი ურმისა მის წარვიდოდეს ბრძოლად პირის პირ მტერთა. ხოლო თვითოეულ დადგრებოდა ურემსა თვისსა და ოდესცა დაშვრებოდეს ბრძოლისაგან ბრძანებისამებრ მხედართ-მძღვანთა თვისთათა მოიქცეოდეს ურემთა მიმართ და სხვანი შესვენებულნი ურემთა მყოფნი მივიდოდეს ბრძოლად. გარნა არცა ერთსა მებრძოლთაგანსა ძალ ედვა თავით თვისით მიქცევა ანუ უკუნქცევაჲ თვინიერ ბრძანებისა უფროსთა თვისთა მაშინ‚ ოდესცა უბრძანებდეს მათ მხედართ-მძღვანი. ხოლო ბანაკთა შინა აქვნდათ იგი გარემო ბანაკისა — გარემო მოხვეულნი, ვითარცა ზღუღე რაჲმე და ზედა დასხმისაგან მტერთასა არა რაჲმე აქვნდათ შიშნი ამისთვის ინება მიტევება‚ რათა არა მოწყვეტილ იქმნენ მხედრობისაგან მისისა. თუმცა-ღა მიუტევნა მას, გარნა არა ინება წარდგინებაჲ ჯავად-ხანისა თვის თანა და არცა მიუშვა იგი წინაშე მისსა‚ არამედ დასდვა მას ხარკი ვითარცა პირველ და გამოართვნა ტყვენი ტფილისისანი, რაოდენიცა იყვნეს განჯასა შინა ანუ ჯავად-ხანის მიერ წარყვანილნი, ანუ გასყიდულნი მისგან მხედრობათა სპარსთაგან‚ ანუ განჯელთაგან გასყიდულნი და წარყვანილნი ყოველნივე უკლებლად გამოართვნა, ხოლო იყვნეს ტყვენი ტფილისისანი უმეტეს ათასთასა. კვალად მიუხვნა ნივთნიცა იგი‚ რომელნიცა წარეღოთ ანუ მოესყიდათ სპარსთაგან ჯავად-ხანს ანუ განჯ,ელთა ტფილისით. და რაჲცა წარეგო მეფესა ლაშქრობასა მას ზედა, ანუ ხანსა ყარაბაღისასა‚ იგიცა აღზევა მეფემან‚ გარნა ვინაიდგან სრულად არა ძალ-ედვა მას მიცემა რომელნიმე აპატივა მას და ესრეთ მოიქცა მეფე და განუტევა ხანი ყარაბაღისა სახლად თვისად მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა და ეგრეთვე ჩინებულნი მისნი და ფრიადისა მადლობითა წარვიდა იბრეიმ ხან. ხოლო მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა მოიქცა ძლევა-მოსილი ტფილისად და ანიჭნა მხედრობათა თვისთა, რომელნიცა ღირს იყვნეს სიმხნი. მცირედ ჟამ დაჰყო მეფემან ტფილისს და მიიქცა კახეთადვე — თელავს‚ სადა იგი ჰყვეს თვისნი სახლუულობანი.

ვითარცა მიეხალა მეფე განჯას, მოეგება მეფე- სა იბრეჲმ-ხან და მიიღო იგი მეფემან ესაბამითა პატივისცემითა და შეიტკბო იგი ფრიად. ხოლო ვითარცა იხილა იბრეიმ-ხანმან ესეოდენი ძლიერება და დიდებული მისვლა მეფისა, დაუკვირდა ფრიად, და ვითარცა მძრწოლარე, ეგრე იქმნა ხილვასა მას ზედა მეფისა და მხედრობათა მისთასა. მაშინ მოიკითხა მოწლედ მეფემან იბრეიმხან და ნუგეშინი სცა მას მასზედა, ვინაიდგან მრავალი წაუხდა მოსავალზედა აღა-მაჰმად-ხანისასა ხანსა მას ყარაბაღისასა და ანიჭნა ნიჭნი მდიდარნი მეფემან, ვინაიდგან ნაკლულევან იყო ფრიად მას ჟამსა ხანი. მიბრძანდა განჯას მეფე და შთამოხდა.
ვეღარა იკადრეს მაშინ განსვლად გარე ციხისა მხედრობამან და მეციხოვნეთა ჯავად-ხანისთა. რადგან შემოზღუდეს და აიწრეს ფრიად მხედრობამან მეფისამან ციხესა შინა მყოფნი და განმზადნეს პატნეზნი და კიბენი და ყოველნი სახმარნი ნივთნი აღებად ციხისა. მაშინ ევედრა მეფესა ფრიად ჯავად-ხან მიტევებასა ბრალთა მისთასა და შემდგომად მრავლისა ვედრებისა და შუამდგომელობისა მოდრკა მეფე მოწყალებად ერთ-კერძო სიბრალულთა განჯის მცხოვრებთათა. ვინაიდგან განდიდნა სენი სიცხისა მიერ და იწროებისა ციხესა შინა შემწყვდეულთა და დღი დღე იხოცებოდეს მცხოვრებნი მას შინა ურიცხვნი. და ვინაიდგაწ დედა-წულნიცა იყვნეს მრავალნი მათგანნი, შეეწყალნა იგინი მეფესა და

ხოლო ჯავად-ხან დაშთა ციხესავე შინა განჯისასა. არღა-რა დაშთა მას სრულიად განჯასა სამზღვარსა შინა არცა ერთი–ღა სოფელი შენად. აღუოხრდა ქალაქი მისი სრულიად. ციხესა შინა მისსა ჟამსა მას გარე-მოდგმისა მეფისასა მოსწყდეს სენისა- გან მცხოვრებთაგან განჯისთა ათი-ათასი სული. მიეღო (მას ჯავად-ხანს) ნივთნი იგი‚ რომელსა ზედაცა აქვნდა მას სასოება, და ესრეთ ყოვლითურთ განწირულებასა შინა მოწევნილსა, ვერღარა რაჲსმე მწე ექმნა აღა-მაჰმად-ხან‚ ვერცა-ღა სპარსნი და ვერცაღა სხვანი მახლობელნი მისნი და სინანულსა შორის იყოფოდა იგი.
 

  განჯის აღება - თეიმურაზ ბატონიშვილის მოთხრობისა

9 მეფე ერეკლეს სიკვდილი

▲ზევით დაბრუნება


 

 

მეფე ერეკლეს სიკვდილი

შემდგომად დასნეულდა მეფე ირაკლი. სენი მეფისა იყო წყლით მანკიერება.

შემდგომად არა მრავლისა ჟამისა მოვიდა სენი მომსრველი ტფილისს, რომელსაცა ქართველნი ჭირსა უხმობენ. მაშინ, ვითარცა არს ჩვეულობა ტფილისისა ერისა‚ გინა სხვა მცხოვრებთა საქართველოჲსათა, რომელ თუ სადმე მოვალს სენი მომსრველი, მოერიდების ერი და განვლენ ქალაქით დედაწულითურთ, გარე ქალაქისა მთიელთა და კეთილთა ჰაერთა ქვეშე და იყოფებიან მუნ და ოდეს შემსუბუქ- დებიან მცხოვრებნი ქალაქისანი‚ ამისთვის სენი არა ხანგრძლივ დაადგრების ამისთვის ბრძანებითა მეფის პირითა განვიდეს მცხოვრებნი ტფილისისანი გარემოთა ტფილისისათა შორეულთა და კეთილ-ჰაეროვანთა ადგილთა. ხოლო მეფის ძემან მემკვიდრემ, გიორგი წარავლინნა სახლეულობანი თვისნი ქსნის ხეობასა ზედა, მცირესა ქალაქსა თვისსა ახალგორს, და თვით წარვიდა თელავს, წინაშე მამისა თვისისა, ვინაიდგან მას ჟამსა მიიღო წერილი მამისა თვისისა, რომელსაცა ეხმო თვისთანა.

წელსა 1798‚ იანვრის 5-სა, ესრეთ შემძიმდა მეფე სენითა ამით‚ რომელ საგონებელ იყო სიკვდილი მისი. გარნა შემდგომად სამისა საათისა, რომელსაცა ვითარცა მკვდარი იდვა სარეცელსა ზედა თვისსა, მახლობელ მწუხრისა ჟამისა კვალად მოეგო თავსა თვისსა და განცოცხლდა. და ესეოდენ მხნე იყო იგი მოხუცებულებასა და ეგრეთსა სნეულებასა შინა მყოფი‚ რომელ შემდგომად ესრეთ დამძიმებულისა მისგან სენისა მობრუნებისა, კვალადცა მსახურთა თვისთა შეწევნითა‚ რომელნიც უპყრობდეს მკლავთა, აღსდგის სარეცელით თვისით და საჭიროებისათვის ბუნებითისა განვიდის იგი გარეგან სახლისა მის და ეგრეთ მოიქცის საწოლადვე თვისად.

ხოლო მწუხრსა დღისა კვირიაკისასა, რომელი- ცა განთენდებოდა ორშაბათად, ათერთმეტსა იანვრისა რიცხვად, შემძიმდა ფრიად და განთიად‚ შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა გარდაიცვალა დიდებული სახელოვანი ესე მეფე ირაკლი მეორე, ძე მეფისა თემურაზ მეორისა, წელსა განჴორციელებიდან სიტყვისა ღმრთისა 1798-სა, შობითგან თვისით მეოთხმოცესა შინა წელიწადსა, სახლსა და პალატსა მას შინა სამეფოსა, თვით მასვე საწოლსა შინა, რომელსაცა შინა იშვა სახელოვანი ესე მეფე, აღესრულა.

იქმნა უკვე მას ჟამსა შინა დიდი მგლოვარება სახლსა შინა სამეფოსა და ყოველთა ერთა შორის საქართველოჲსათა, ესრეთტყება და მწუხარება, რომელ ყოველი უკანასკნელიცა მცხოვრებთაგანი საქართველოჲსა იგლოვდა უმეტეს ყოველთა მახლობელთაგან თვისთა. და ვგონებ, რომელ ყოველი კაცი უმეტეს ნახევარისა სიცოცხლისა თვისისა იყვნეს დიდისა კმაყოფილებითა, რათამცა ემსხვერპლათ, თუ სადმე შესაძლებელი იყო საყვარელისა მეფისა მათისა სიცოცხლისა ბრუნებაჲ, იგონებდეს მოხუცებულნი სახელოვანთა და გმირულთა საქმეთა მისთა, ჭაბუკნი ჭირნახულისა და კეთილისა და სამამაცოთა ზნითა და უხვისა მოწყალებითა აღზრდასა მათსა; ერნი ზოგად ქველის საქმეთა, მართლმსაჯულებათა და მარადის ხსნისათვის მამულისა თავისა თვისისა მსხვერპლობასა მეფისაგან და ღაღადება მათი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე...

შეამკეს უკვე გვამი მეფისა ირაკლი მეორისა ჯეროვანისა პატივისცემითა და იყოფოდა მაშინ კათოლიკოსი მწყემსი სულიერი სრულიად საქართველოჲსა ანიონი მეორე, ძვ ამა მეფისა ირაკლისა. და შემოკრბეს სხვანი ყოველნი მღვდელმთავარნი სრულიად საქართველოსანი ბრძანებითა კათალიკოსისათა და ყოველნი ჩინებულნი სამღვდელონი და განაშვენეს და აღასრულეს მათ წესი მიცვალებულისა მეფისა. ეგრეთვე დედოფალნი მგლოვარებისა წესსა აღასრულებდეს: მეუღლე მეფისა ირაკლისა დედოფა– ლი დარეჯან და სძალი მისი დედოფალი მარიამ‚ მეუღლე მეფისა გიორგისა‚ და სხვანი წევრნი სამეფოჲსა სახლისანი, ხოლო ძეთაგან მეფისათა არავინ ყოფილა მუნ თვინიერ ვახტანგისა. და ასულნი მეფისანი, სახლეულობანი მეფისა გიორგისანი და ვიყოფოდი მეცა თვით აღმწერელი ამა მოთხრობათა მეფის ძე თეიმურაზ ჯერეთ სიყრმისა ასაკსა მყოფი მუნ, რამეთუ მზრდიდა მე პაპაჲ ჩემი მეფე ირაკლი და განუშორებლად ვიყოფოდი მისთანა და ფრიადა სიყვარუდი აქვნდა ჩემი, ვინაიდგან სიჩჩვილესავე შორისა ჩემისასა სახელ-მსდვა მე სახელი მამისა თვისასა და ოდეს იყოფოდა მეფე ვიდრე სნეულებას მას შინა, ვმსახურებდი მას, ძალისამებრ ჩემისა და ასაკისა...

დღესა ორმეოცსა ესვენა გვამი მეფისა ირაკლისა თელავს რადგან მოვიდოდიან კახეთით, ქართლით და ყოველთაგან სამეფოთა მისთა დედა-წულითურთ მცხოვრებნი და ჰყოფდეს იგინი გოდებასა და ტყებასა დიდთა გვამსა ზედა მისსა. ყოველნი თვითეულნი გვარნი მცხოვრებნი ქართველნი კავკასიისა მთათაგანნი და თათართაგან საქართველოისა და სხვათაგან ყოველთაგან ადგილთა მოვიდოდიან და ჰყოფდენ გლოვასა წესისამებრ მათისა.

ხოლო დღესა ოცსა ესვენა გვამი იგი მომკვდრისა მეფისა სამეფოსა პალატსა შინა. და შემდგომად ოცისა დღისა განმზადნეს მონასტერი ჴელით ქმნულისა ხატისა მდგომარე ციხესა მას, რომელსაცა შინა მოსახლეობენ თავადნი ყორჩიბაშიანნი‚ ვინაიდგან მუნით უმარჯვე იყო წასვენებად მცხეთად და დიდისა დიდებითა მიასვენეს მუნ‚ უკუ უდგეს მცხედარსა მისსა სახლეულებანი მეფეთა და ყოველნი წარჩინებულნი, გლოვითა დიდითა. და მახლობელ მონასტრისა მის‚ პირველვე მომზადებულსა კათედრასა ზედა, დაასვენეს გვამი იგი. და იტირეს მუნ ჴმითა მოთქმითა და ზარისა თქმითა.

ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი, ქვრივი მოხუცებულებისა ასაკსა მიწევნილი; თუმცა-ღა იყო იგი მდაბიოთა ერისაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნა- რებული კარსა ზედა მეფისასა. იწყო ამან ჴმითა მაღლითა ტირილად. და ესრეთისა შესაბამითა სიტყვებითა ტირილსა მას შინა მოიღებდა თვითოეულთა ღირს-სახსოვართა საქმეთა მეფისა მიერ ქმნულთა, რომელ ყოველნი მსმენელნი სიტყვათა მათ უმეტეს ლმობიერ იქმნებოდეს და სტიროდეს გოდებითა დიდითა და ყოველთა მიეპყრათ ყური მისა მიმართ. და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან მსოფლიომან დედაკაცმან ესრე „შესაბამისა სიტყვებითა დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა... თუმცაღა მრავალთა იტირეს გვამი მეფისა შესაბამად, გარნა ორნი მათ შორის აღემატნეს სხვათა: ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიცა იყო კაცი განსწავლული და პატიოსანი და მეორე ქვრივი იგი ქიზიყელი‚ რომელიცა წინარე მოვიხსენიეთ.

ხოლო შეიღეს გვამი მეფისა ეკკლესიასა შინა და დაასვენეს მუნ ოც დღე, ვიდრემდის განმზადებდეს ყველა საჭიროებასა დაფლვისასა. და წარიღეს მუნით და დაფლეს დიდითა დიდებითა სასაფლაოსა მეფეთასა, რომელიცა არს უპირველესი კათოლიკე ეკკლესია სრულიად ივერიისა მცხეთა, სადაცა არს კათედრაცა კათალიკოსთა სრულიად მწყემსთა საქართველოჲსათა და დაფლეს მუნ‚ მარჯვნით კერძო შინაგან დიდისა მის ეკკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა მეფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა...

   

10 თავი XXXV. ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა XVIII საუკუნის შუა ხანებში

▲ზევით დაბრუნება


 

მეფე ერეკლეს სიკვდილი

შემდგომად დასნეულდა მეფე ირაკლი. სენი მეფისა იყო წყლით მანკიერება.

შემდგომად არა მრავლისა ჟამისა მოვიდა სენი მომსრველი ტფილისს, რომელსაცა ქართველნი ჭირსა უხმობენ. მაშინ, ვითარცა არს ჩვეულობა ტფილისისა ერისა‚ გინა სხვა მცხოვრებთა საქართველოჲსათა, რომელ თუ სადმე მოვალს სენი მომსრველი, მოერიდების ერი და განვლენ ქალაქით დედაწულითურთ, გარე ქალაქისა მთიელთა და კეთილთა ჰაერთა ქვეშე და იყოფებიან მუნ და ოდეს შემსუბუქ- დებიან მცხოვრებნი ქალაქისანი‚ ამისთვის სენი არა ხანგრძლივ დაადგრების ამისთვის ბრძანებითა მეფის პირითა განვიდეს მცხოვრებნი ტფილისისანი გარემოთა ტფილისისათა შორეულთა და კეთილ-ჰაეროვანთა ადგილთა. ხოლო მეფის ძემან მემკვიდრემ, გიორგი წარავლინნა სახლეულობანი თვისნი ქსნის ხეობასა ზედა, მცირესა ქალაქსა თვისსა ახალგორს, და თვით წარვიდა თელავს, წინაშე მამისა თვისისა, ვინაიდგან მას ჟამსა მიიღო წერილი მამისა თვისისა, რომელსაცა ეხმო თვისთანა.

წელსა 1798‚ იანვრის 5-სა, ესრეთ შემძიმდა მეფე სენითა ამით‚ რომელ საგონებელ იყო სიკვდილი მისი. გარნა შემდგომად სამისა საათისა, რომელსაცა ვითარცა მკვდარი იდვა სარეცელსა ზედა თვისსა, მახლობელ მწუხრისა ჟამისა კვალად მოეგო თავსა თვისსა და განცოცხლდა. და ესეოდენ მხნე იყო იგი მოხუცებულებასა და ეგრეთსა სნეულებასა შინა მყოფი‚ რომელ შემდგომად ესრეთ დამძიმებულისა მისგან სენისა მობრუნებისა, კვალადცა მსახურთა თვისთა შეწევნითა‚ რომელნიც უპყრობდეს მკლავთა, აღსდგის სარეცელით თვისით და საჭიროებისათვის ბუნებითისა განვიდის იგი გარეგან სახლისა მის და ეგრეთ მოიქცის საწოლადვე თვისად.

ხოლო მწუხრსა დღისა კვირიაკისასა, რომელი- ცა განთენდებოდა ორშაბათად, ათერთმეტსა იანვრისა რიცხვად, შემძიმდა ფრიად და განთიად‚ შუაღამიდგან მეშვიდესა ჟამსა გარდაიცვალა დიდებული სახელოვანი ესე მეფე ირაკლი მეორე, ძე მეფისა თემურაზ მეორისა, წელსა განჴორციელებიდან სიტყვისა ღმრთისა 1798-სა, შობითგან თვისით მეოთხმოცესა შინა წელიწადსა, სახლსა და პალატსა მას შინა სამეფოსა, თვით მასვე საწოლსა შინა, რომელსაცა შინა იშვა სახელოვანი ესე მეფე, აღესრულა.

იქმნა უკვე მას ჟამსა შინა დიდი მგლოვარება სახლსა შინა სამეფოსა და ყოველთა ერთა შორის საქართველოჲსათა, ესრეთტყება და მწუხარება, რომელ ყოველი უკანასკნელიცა მცხოვრებთაგანი საქართველოჲსა იგლოვდა უმეტეს ყოველთა მახლობელთაგან თვისთა. და ვგონებ, რომელ ყოველი კაცი უმეტეს ნახევარისა სიცოცხლისა თვისისა იყვნეს დიდისა კმაყოფილებითა, რათამცა ემსხვერპლათ, თუ სადმე შესაძლებელი იყო საყვარელისა მეფისა მათისა სიცოცხლისა ბრუნებაჲ, იგონებდეს მოხუცებულნი სახელოვანთა და გმირულთა საქმეთა მისთა, ჭაბუკნი ჭირნახულისა და კეთილისა და სამამაცოთა ზნითა და უხვისა მოწყალებითა აღზრდასა მათსა; ერნი ზოგად ქველის საქმეთა, მართლმსაჯულებათა და მარადის ხსნისათვის მამულისა თავისა თვისისა მსხვერპლობასა მეფისაგან და ღაღადება მათი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე...

შეამკეს უკვე გვამი მეფისა ირაკლი მეორისა ჯეროვანისა პატივისცემითა და იყოფოდა მაშინ კათოლიკოსი მწყემსი სულიერი სრულიად საქართველოჲსა ანიონი მეორე, ძვ ამა მეფისა ირაკლისა. და შემოკრბეს სხვანი ყოველნი მღვდელმთავარნი სრულიად საქართველოსანი ბრძანებითა კათალიკოსისათა და ყოველნი ჩინებულნი სამღვდელონი და განაშვენეს და აღასრულეს მათ წესი მიცვალებულისა მეფისა. ეგრეთვე დედოფალნი მგლოვარებისა წესსა აღასრულებდეს: მეუღლე მეფისა ირაკლისა დედოფა– ლი დარეჯან და სძალი მისი დედოფალი მარიამ‚ მეუღლე მეფისა გიორგისა‚ და სხვანი წევრნი სამეფოჲსა სახლისანი, ხოლო ძეთაგან მეფისათა არავინ ყოფილა მუნ თვინიერ ვახტანგისა. და ასულნი მეფისანი, სახლეულობანი მეფისა გიორგისანი და ვიყოფოდი მეცა თვით აღმწერელი ამა მოთხრობათა მეფის ძე თეიმურაზ ჯერეთ სიყრმისა ასაკსა მყოფი მუნ, რამეთუ მზრდიდა მე პაპაჲ ჩემი მეფე ირაკლი და განუშორებლად ვიყოფოდი მისთანა და ფრიადა სიყვარუდი აქვნდა ჩემი, ვინაიდგან სიჩჩვილესავე შორისა ჩემისასა სახელ-მსდვა მე სახელი მამისა თვისასა და ოდეს იყოფოდა მეფე ვიდრე სნეულებას მას შინა, ვმსახურებდი მას, ძალისამებრ ჩემისა და ასაკისა...

დღესა ორმეოცსა ესვენა გვამი მეფისა ირაკლისა თელავს რადგან მოვიდოდიან კახეთით, ქართლით და ყოველთაგან სამეფოთა მისთა დედა-წულითურთ მცხოვრებნი და ჰყოფდეს იგინი გოდებასა და ტყებასა დიდთა გვამსა ზედა მისსა. ყოველნი თვითეულნი გვარნი მცხოვრებნი ქართველნი კავკასიისა მთათაგანნი და თათართაგან საქართველოისა და სხვათაგან ყოველთაგან ადგილთა მოვიდოდიან და ჰყოფდენ გლოვასა წესისამებრ მათისა.

ხოლო დღესა ოცსა ესვენა გვამი იგი მომკვდრისა მეფისა სამეფოსა პალატსა შინა. და შემდგომად ოცისა დღისა განმზადნეს მონასტერი ჴელით ქმნულისა ხატისა მდგომარე ციხესა მას, რომელსაცა შინა მოსახლეობენ თავადნი ყორჩიბაშიანნი‚ ვინაიდგან მუნით უმარჯვე იყო წასვენებად მცხეთად და დიდისა დიდებითა მიასვენეს მუნ‚ უკუ უდგეს მცხედარსა მისსა სახლეულებანი მეფეთა და ყოველნი წარჩინებულნი, გლოვითა დიდითა. და მახლობელ მონასტრისა მის‚ პირველვე მომზადებულსა კათედრასა ზედა, დაასვენეს გვამი იგი. და იტირეს მუნ ჴმითა მოთქმითა და ზარისა თქმითა.

ხოლო მოვიდა დედაკაცი ვინმე მაშინ ქიზიყისა მცხოვრებთაგანი, ქვრივი მოხუცებულებისა ასაკსა მიწევნილი; თუმცა-ღა იყო იგი მდაბიოთა ერისაგანი, მაგრამ ცნობილი მეფეთა მიერ და შეწყნა- რებული კარსა ზედა მეფისასა. იწყო ამან ჴმითა მაღლითა ტირილად. და ესრეთისა შესაბამითა სიტყვებითა ტირილსა მას შინა მოიღებდა თვითოეულთა ღირს-სახსოვართა საქმეთა მეფისა მიერ ქმნულთა, რომელ ყოველნი მსმენელნი სიტყვათა მათ უმეტეს ლმობიერ იქმნებოდეს და სტიროდეს გოდებითა დიდითა და ყოველთა მიეპყრათ ყური მისა მიმართ. და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან მსოფლიომან დედაკაცმან ესრე „შესაბამისა სიტყვებითა დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა... თუმცაღა მრავალთა იტირეს გვამი მეფისა შესაბამად, გარნა ორნი მათ შორის აღემატნეს სხვათა: ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიცა იყო კაცი განსწავლული და პატიოსანი და მეორე ქვრივი იგი ქიზიყელი‚ რომელიცა წინარე მოვიხსენიეთ.

ხოლო შეიღეს გვამი მეფისა ეკკლესიასა შინა და დაასვენეს მუნ ოც დღე, ვიდრემდის განმზადებდეს ყველა საჭიროებასა დაფლვისასა. და წარიღეს მუნით და დაფლეს დიდითა დიდებითა სასაფლაოსა მეფეთასა, რომელიცა არს უპირველესი კათოლიკე ეკკლესია სრულიად ივერიისა მცხეთა, სადაცა არს კათედრაცა კათალიკოსთა სრულიად მწყემსთა საქართველოჲსათა და დაფლეს მუნ‚ მარჯვნით კერძო შინაგან დიდისა მის ეკკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა მეფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა...