ასეთი დარი თუ იყო მაშინ?
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში და მიაშურეს ლილისფერ მთათა... ასეთი დარი თუ იყო მაშინ, ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?
1 კალანდაძე ანა