

|
|
|
|
![]() |
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ღ-ჰ |
![]() |
1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ღ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ღაზავათ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. რეაქციული „წმინდა ომი“, რომელიც, ყურანის მოთხოვნით, უნდა აწარმოონ სხვა სარწმუნოების მიმდევარ ხალხებთან მუსლიმანებმა ისლამის გავრცელების მიზნით. იხ. აგრეთვე: ისლამი, რელიგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.2 ღვთის ანაბარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უპატრონოდ, ზრინვა-პატრონობის გარეშე სინონიმი: ღვთის ანაბარად იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ღ
![]() |
1.3 ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“
![]() |
1.4 ღმერთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი ,,ყოველთა არსთა მაარსებელი“, მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად. იხ.აგრეთვე: ათენა, აპოლონი, არესი, არტემისი, არტემიდე, ასკლეპიოსი, აფროდიტე, დეიმოსი, დემეტრა, ერისი, ეროსი, ზევსი, თეტისი, ირისი, ლეტო, ნეტარი ღმერთი, პლუტონი, პოსეიდონი, პროტეუსი, სკამანდროსი, ფობოსი, ჰადესი, ჰერა, ჰერმესი, ჰეფესტო წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,
![]() |
1.5 ღორჯოსებრნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Gobiidae ლათ. gobius cephalarges constructor თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აერთიანებს 200 გვარის 600-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 7,5 მმ-იდან (ფილიპინის კუნძულებზე) — 50 სმ-მდე მერყეობს. მუცლის ფარფლები ერთმანეთთანაა შეზრდილი და მისაწოვარ დისკოს ქმნის, რითაც ემაგრებიან ჩქარ მდინარეში ქვებს. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან და მტკნარ წყლებში ცხოვრობს 14 სახეობისა და ქვესახეობის ღორჯო, რომელთაგან მდინარეებში გვხვდება მხოლოდ 1 ქვესახეობა — კავკასიური მდინარის ღორჯო უმეტესად იკვებებიან უხერხემლოებით. ბევრ მათგანს (შავპირა ღორჯო, მეშლამია, გომბეშოსთავა და სხვა) სარეწაო მნიშვნელობა აქვს — იყენებენ ნედლად და დაკონსერვებულს. წყარო: ვიკიპედია ღორჯოსებრნი
![]() |
2 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ყ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ყავლის გასვლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვადის გასვლა; მოძველება, ფასის დაკარგვა. არაბულად კავლ ნიშნავს პირობას. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ყ
![]() |
2.2 ყათლანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ამოხოცვა წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
2.3 ყარაჩოღელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
(ყარაჩოხელი) - ძველ თბილისში – წვრილი ვაჭარი ან ხელოსანი (გამოირჩეოდა სიდარბაისლით, დარდიმანდობით). იხ. აგრეთვე: კინტო წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.4 ყორღანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თურქ. kurgan რუს. курга́н პოლონ. kurhan გორასამარხის, უმეტესად ხის ოთახი, რომელიც შემდგომ მიწის ბორცვით იფარებოდა. სიტყვა ნაწარმოებია თურქული კურგანიდან რომელიც ითარგმნება როგორც ნაყარი, ბორცვი.[1] ყორღანი წარმოაგენს ქვების და მიწის მთას, რომელიც ერთ ან რამდენიმე საფლავზე აღიმართება. ეს სიტყვა გორასამარხის აღსანიშნავად ძირითადად საბჭოთა არქეოლოგიაში გამოიყენებოდა, საიდანაც დღემდე შემორჩა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის არქეოლოგიას. უძველესი აღმოჩენილი ყორღანები მდებარეობს კავკასიაში[2] და თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით, რომლებიც ასოცირდება პროტოინდოევროპელებთან.[3] ყორღანებს ენეოლითის ხანიდან შუა საუკუნეებამდე აგებდნენ. ყორღანების კულტურა იყოფა რამდენიმე ქვე კულტურად: სკვითური, სარმატული, ჰუნების, ყივჩაყური. ყორღანი როგორც ტოპონიმი გვხვდება ბაიკალიდან შავ ზღვამდე. წყარო: ვიკიპედია ყორღანი
![]() |
2.5 ყურანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. არაბ. al-qur’ān წიგნი, რომელშიც გადმოცემულია მუსლიმანური რელიგიის დოგმები და დებულებები, მუსლიმანური მითები და სამართლის ნორმები. იხ. აგრეთვე: რელიგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - შ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 შარლ ლუი დე მონტესკიე (1689–1755) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შარლ ლუი დე მონტესკიე ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და კრიტიკოსი, რომლის იდეებიც კონსერვატივიზმისა და პროგრესივიზმის საუცხოო სინთეზია, ერთი მხრივ იცავდა არისტოკრატიული ფენის ინტერესებს, რომელსაც მისი აზრით შესწევდა უნარი დაეცვა სახელმწიფო აბსოლუტური მონარქიისა და მასობრივი ანარქიისგან. მონტესკიე იცავდა ღირსებასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ მონარქიას. გამოდიოდა რესპუბლიკური მმართველობის მხარდამჭერად, თუმცა თვლიდა, რომ ამ ტიპის მმართველობა მხოლოდ მცირე მასშტაბებზეა გათვლილი და დიდი სახელმწიფოს შემთხვევაში რესპუბლიკური მმართველობა სახეს იცვლის. დიდი სახელმწიფო შემდგარია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ცენტრალურ მთავრობაშია კონცენტრირებული. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: სამოქალაქო განათლება შარლ ლუი დე მონტესკიე
![]() |
3.2 შაბლონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Schablone 1. ნიმუში, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ერთნაირ ნაკეთობებს. 2. მოწყობილობა მზა ნაწარმის ფორმის შესამოწმებლად. 3. (გადატ.). ერთხელ და სამუდამოდ მიღებული ნიმუში, რომელსაც ბრმად ბაძავენ; ტრაფარეტი, შტამპი. 4. არქიტექტურული დეტალის ნახაზი ნატურალური სიდიდისა. იხ. აგრეთვე: ფორმა, ტრაფარეტი, შტამპი, არქიტექტურა, ნატურალური, დეტალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3.3 შაბლონური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაცვეთილი; ტრაფარეტული. იხ. აგრეთვე: სტანდარტული, ტრაფარეტული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
3.4 შაგრენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. Шагрень განსაკუთრებული ხარისხის ტყავი, რბილი და ოდნავ დანაოჭებული იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
3.5 შავ დღეზე გაჩენილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უბედური, ბედუკუღმართი, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ შ
![]() |
3.6 შაითანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარს. < არაბ. šaitān შაითან-ი - ავი სული, ეშმაკი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3.7 შამაში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, იშთარი, ნანარი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
3.8 შამჰათი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, იშთარი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
3.9 შაჰნამე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფირდოუსის „შაჰნამე“ არის ირანის შაჰების დინასტიის ისტორიის – სასანიდების ისტორიული ქრონიკების „ხვატაის“ წიგნი. ის დაწერილია შუა სპარსულ ენაზე. ფირდოუსის ეპოპეა ორიგინალური ნაწარმოებია. პოემა წერილობითი წყაროების გარდა („მანსურთა შაჰნამე“ და სხვა) მხატვრულადაა გადამუშავებული (ხალხური, ზეპირი თქმულებები). მწერალმა მასში შეიტანა თავისი განმარტებები, მოვლენათა გადმოცემის პარალელურად, იგი ქმნიდა ფსიქოლოგოურად ჩამოყალიბებულ სახეებს. მოვლენათა აღწერებსა და გადმოცემებში შეჰქონდა თავისი განმარტებები. ამით ის ქმნიდა ფსიქოლოგიურ სახეებს. ეპოპეაში მკაცრადაა დაცული პოეტური სტილი, დაწერილია თავიდან ბოლომდე ერთი გამართული ეპოსისათვის დამახასიათებელი რითმით. ეპოპეა შეცავს ორსტრიქონიანი ლექსის 50 000 ბეითს, გამოირჩევა მდიდრული სახეებით, ლაკონიურობითა და პლასტიკურობით, ფრაზების ბუნებრივი დიალოგებითა და ლექსიკური არქაიზმებით. ყველაფერი ეს შინაარს აძლევს განსაკუთრებულ ემოციურობას. წყნარი ეპიკური გადმოცემა ზოგჯერ იცვლება მოკლე ამაღელვებელი ლირიკული გადახვევებით. „შაჰნამეს“ გმირები რეალური ადამიანები არიან, თუმცა მათ ახასიათებთ ფანატიკურ-ზღაპრული თვისებები, რომელნიც წარმოსახულია აღზევებულ ტონში. „შაჰნამე“ სამი დიდი სხვადასხვა ზომის ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილია მითოლოგიური ამბები და იგი მოიცავს მოტივებს 3223-დან 782 წლამდე (ძვ. წ.-აღ-ით), მასში აღწერილია პირველი 10 მეფის მოღვაწეობა (თეირანის საიუბილეო გამოცემის მიხედვით ეპოპეაში 5700 ბეითია), ასევე მოთხრობილია სახალხო აჯანყებაზე მეფე დრაკონის ზახხოკის წინააღმდეგ, რომელსაც მჭედელი კოვა ხელმძღვანელობდა. ამ მაწილში პირველად გამოჩნდება ეპოპეის მთავარი გმირი როსტომი: მეორე ნაწილი – „დევგმირული“ მოიცავს 782-50 ძვ.წ.აღ-ით პერიოდს. ეს ნაწილი არსებითად მიძღვნილია როსტომისადმი. მასში გადმოცემულია შაჰების – კაინიდების რომანტიკული სერიები („ზოლი“ და „რუდომა“, „ბეჟანი“ და „მანიჟა, აგრეთვე „თქმულება სიაუშზე“). ყველაფერი ეს მთავრდება უკანასკნელი აქამენიდებითა და ალექსანდრე მაკედონელით. სულ აქ 28,1 ათასი ბეითია. მესამე – ისტორიული ნაწილი – (50 ძვ.წ.აღ-ით და 651 ახ.წ.აღ-ით) მიძღვნილია სასანისებისადმი და გრძელდება არაბების მიერ სპარსეთის დაპყრობამდე. ამ ნაწილში განსაკუთრებული და საინტერესოა ამბავი სასანიდი შაჰის ბაჰრამგურის, ბაჰრამ ცუბინის აჯანყებისა და აზდაკის სახალხო ბუნტის შესახებ (18.7 ათასი ბეითი). ეპოპეის იდეური კეთილისა და ბოროტის ორთაბრძოლა იწყება პირველი მეფეების ბრძოლის ეპიზოდით. მათ სწამდათ, რომ სიკეთისა და ბედნიერების ღმერთები იბრძოდნენ დევების წინააღმდეგ, აგრეთვე ირანის ბრძოლა ბიზანტიელთა და არაბების წინააღმდეგ. მართალია, ეპოპეა ირანის დამარცხებით მთავრდება, – იმარჯვებენ არაბები, მაგრამ პოეტის მთელი სულისკვეთება კეთილის გამარჯვებითაა გამსჭვალული, ირანელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რწმენითაა გაჟღენთილი. პოემაში მთავარ გმირად გამოყვანილი არიან თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები – რუტამი – ტაჯიკური ფოლკლორის უსაყვარლესი გმირი, მჭედელი კოვა და მეფეები, ლეგენდარული „კაი ხოსროვი“ და სასანიდი „ანუშირვანი“. რუსტამი არის ე. წ. სისტანის გმირული ეპოპეის მთავარი გმირი. ფირდოუსის „შაჰნამეში“ ჩანს ორი, ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული იდეა. ერთი ასახვას პოულობს არისტოკრატიული წრეებისათვის დამახასიათებელ მიზნებსა და ამოცანებში, ღვთისა და სატანის ქებაში, აბსოლუტური მონარქიის თანმიმდევრულ დაცვასა და დიდებაში, წარსულის გაიდეალებაში, არისტოკრატიულ-გმირული ეთიკის ხოტბაში. მეორე მიმართულება გამოხატულებას პოულობს ისლამამდე არსებული სახალხო გმირების ქებასა და გლეხური სოციალური თანასწორობის ქადაგებაში, სამართლიანობის დამკვიდრებაში, რაც ანტიისლამური მიმართულების იდეებს ქადაგებს; ძლიერი ბრძენი ქალების სახეების წარმოსახვაში, მაზდაკის გლეხთა აჯანყებისადმი თანაგრნობის გამოხატვაში, „კარგი“ მეფის არსებობის სარგებლიანობაში. პოემის ორი მესამედი მიძღვნილია ხალხში უაღრესად პოპულარული გმირის – რუსტამისადმი. პოემა (ეპოპეა) მთავრდება მმართველი სულთანის მუჰამედისადმი მიძღვნილი სატირით. ფირდოუსის შემოქმედებაში იმარჯვებს მეორე – სახალხო მოტივი. ეპოპეაში აისახა იმდროისათვის პროგრესული ფილოსოფიური რაციონალიზმი, ჰუმანური და პატრიოტული იდეები, რომლებიც იზიარებდა ხალხის შეხედულებებს ისტორიულ მოვლენებზე. ფირდოუსი გონებას ანიჭებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ღრმადაა დარწმუნებული წინსვლის მარადიულობაში. ფირდოუსი რჩება იდეალისტად. ალაჰს (ღმერთს) თვლის უმაღლეს არსებად. მას დასაშვებად მიაჩნია სტიქიური, ხოლო გულუბრყვილობად – დიალექტიკურ-მატერიალური მსოფლმხედველობა. ფირდოუსის „შაჰნამე“ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის მშვენებაა. შემოქმედმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა სპარსეთისა და ტაჯიკეთის კულტურაზე. „შაჰნამე“ სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. ხალხური სიტყვიერების ოსტატები გადმოსცემდნენ მეტყველების განსაკუთრებული მანერით. იყვნენ რჩეულები, რომელთაც „შაჰნამე“ ზეპირად იცოდნენ. „შაჰნამეზე“ შექმნეს ლექსები. პოემის სტრიქონებით ალამაზებდნენ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობათა ფასადებს, აბანოებს, საყოფაცხოვრებო საგნებს. „შაჰნამე“ თარგმნილია ძალიან ბევრ ენაზე, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენებზე. ასეთია ფირდოუსი და მისი ძვირფასი ლიტერატურული მემკვიდრეობა. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ფირდოუსი (934-940) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
3.10 შედლუხი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1.ორომტრიალი, ღრიანცელი, კორიანტელი. „ეხლა კი მინდა შედლუხით დავუხვდე ახალ წელსა“ (ბაბილინა, „ოქტ.“, 1937 წ., № 12). 2. ილუმინაცია. წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
![]() |
3.11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (შშმ) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბავშვი, რომლის მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვითაა განსაზღვრული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აღენიშნება განვითარების დარღვევის ერთი ან რამდენიმე სახე. ასეთ მოსწავლეს განსაკუთრებული საგანმანათლებლო მოთხოვნები და მოთხოვნილებები აქვს. სიტყვა „ინვალიდი“ 1995 წლიდან, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ამოღებულია ხმარებიდანდა ჩანაცვლებულია ტერმინით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. იხ. აგრეთვე: ბავშვი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი (მოსწავლე) წყარო: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკუზიური განათლება) – 2009 – რედ.: მანანა მიქელაძე
![]() |
3.12 შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მათ შორის ქართულადაც, მისი პიესები ქართული დრამატული თეატრის სცენაზე საუკუნეზე მეტია ჩვენი მაუყრებლის აღტაცებას იწვევს თავისი უზადო შინაარსით. თვით უილიამ შექსპირის ბიოგრაფიის ცალკეული დეტალები ბურუსით არის მოცული და, ძირითადად, ვარაუდებია მათ შესახებ. მხოლოდ უკანასკნელ ხანს დაზუსტდა, რომ მისი მამა, ჯონ შექსპირი, ინგლისის ქალაქ სტრეტფორდის მერი ყოფილა. იგი ხშირად მართავდა საქველმოქმედო სპექტაკლებს. უილიამის დედის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული; არის ვარაუდი, რომ უილიამი ქალაქში არსებულ ერთადერთ კლასიკურ სკოლაში სწავლობდა, სადაც მას საკმაოდ ღრმა და მყარი განათლება უნდა მიეღო. სავარაუდოა, რომ მას მოღვაწეობა თეატრის მეჯინიბედ ან სუფლიორობითა (მსახიობის მოკარნახე) და მსახიობობით დაუწყია. შემდეგ პიესების წერასაც შესდგომია და თეატრის მფლობელთა კორპორაციაშიც შესულა. არის სხვადასხვა მოსაზრებები მისი ლონდონში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ სრულ სიმართლეს შეეფერება ის, რომ გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ წმინდა სამების ეკლესიაში დაკრძალეს. ჩვენამდე მოაღწია თითქმის ყველა ნაწარმოებმა, რაც შექსპირს შეუქმნია. ინდენად მდიდარი და მრავალფეროვანია შექსპირის შემოქმედება, რომ მის შესასწავლად ჩამოყალიბდა ლიტერატურულ-კვლევითი მიმართულება შექსპიროლოგიის სახელით. შექსპირი თავისი დროის ესქილეც იყო და არისტოფანეც. მის ნაწარმოებებში დიდი მხტვრული ძალით არის ასახული აღორძინების ანუ რენესანსის განვითარების რთული გზა როგორც ადამიანის ღრმა სულიერი ტრაგედიის ჩვენების, ისე მათი ხასიათებისა და ურთიერთობების კომიკურ პლანში დახატვის თვალსაზრისით. შექსპირის მსოფლმხედველობა და ესთეტიკური იდეალები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სოციალური და პოლიტიკური საკითხები, როდესაც ნაწარმოებებში ისტორიული სიუჟეტები და პერსონაჟებია ასახული. მაგალითად, ტრაგედიაში „იულიუს კეისარი“ მას ნაკლებად აინტერესებს კონკრეტული ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციები და მათ ჩვენებას იგი უფრო რთული და ზოგადსაკაცობრიო იდეების მხატვრულად გადმოცემით ცდილობს. ასეთივეა მისი „მეფე ლირი“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „ჰენრიხ მეოთხე“, „რიჩარდ მესამე“ და სხვ. მრავალფეროვანია შექსპირის შემოქმედებაში სიცილის, კომიკური სამყარო: ხშირად სიტუაციური კომიზმი ენაცვლება ხასიათების კომიზმს, გონებამახვილური დიალოგები და ლირიზმი ხშირად გადადის იუმორისტულ ან დრამატულ სიტუაციებში. შექსპირის მთელი შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება, რენესანსის ეპოქის ჰუმანიზმის გამოხატულება ის არის, რომ მას აქვს სამყაროს და ადამიანის ერთიანობის, ჰარმონიის რწმენა, ამიტომაც არის მისი შემოქმედება ღია, ცოცხალი, ხალისიანი ფერებით მდიდარი. გენიალური ტრაგიკოსის პოპულარობას საქართველოში ასევე გენიალურმა თარგმანებმაც შეუწყო ხელი. ივანე მაჩაბელმა დაუდო სათავე შექსპიროლოგიის მძლავრ მიმდინარეობას ჩვენში. შექსპირის გენიას განსაკუთრებული ხარკი მიუზღო დიდმა ილიამაც, რომელმაც ახალგაზრდა ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნა „მეფე ლირი“. შექსპირის პირველი თარგმანი (რუსულიდან) შეასრულა გ. ერისთავმა და ლ. არდაზიანმა, ხოლო დიდი ივანე მაჩაბლის საქმეს ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა გიორგი გაჩეჩილაძისა და ვახტანგ ჭელიძის სახით. შექსპირის სცენურ ხორცშესხმას უკავშირდება ლ. მესხიშვილის, კ. მესხის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, უშანგი ჩხეიძისა და სხვათა სახეები. მსოფლიო კულტურული სამყარო გააოცა დიდი მსახიობების აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის მიერ განსახიერებულმა ოტელომ და იაგომ, ხოლო ქ. სტრედფორდის სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა ჩვენი დიდი თანამედროვე მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის მიერ ხორცშესხმულმა რიჩარდ III-ემ. დღემდე თვით ინგლისში არის გავრცელებულია აზრი, თითქოს შექსპირი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო „ოტელოს“, „მეფე ლირის“, „ჰამლეტის“, „რომეო და ჯულიეტას“ და ა. შ. დრამატულ მაწარმოებთა შექმნა. ფიქრობენ, რომ ამ სწორუპოვარი ტრაგედიების უკან დგას თვალსაჩინო ფილოსოფოსი – ფრენსის ბეკონი (მით უმეტეს, რომ მაღალი წრის წარმომადგენელთათვის მაშინ არცთუ სასახელოდ ითვლებოდა დრამატურგობა), მაგრამ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტება, თუ ყურადღებით წაიკითხავთ შექსპირის სონეტებს, რომელშიც ჩვენ მიერ განსახილველი დრამების სული ტრიალებს. სონეტების შექსპირისეულობა კი არავითარ ეჭვს არ იწვევს. რა ვუყოთ, ასეთი ბედი მხოლოდ შექსპირისთვის როდია ნიშანდობლივი. იხ. აგრეთვე: პერსონალია, არისტოფანე, ესქილე, რენესანსი, რომეო და ჯულიეტა, მეფე ლირი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
3.13 შეხიჭვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზედაპირული მოყინვა. შეხიჭული – ზევიდან მოყინული. „სიცივე იყო ისრეთი, რო გუბიები სუ შეხიჭა“. წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
![]() |
3.14 შია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შიიტი წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
3.15 შიზოფრენია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შიზოფრენია - (schizophrenia), აშლილობა, რომელიც ზოგადად ხასიათდება აზროვნების და აღქმის პროცესების ფუნდამენტური და დამახასიათებელი დარღვევებით, არაადეკვატური და შესუსტებული აფექტით. ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტიური დეფიციტი. დარღვევები ეხება ფსიქიკის ბაზისურ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალურობის, უნიკალურობისა და მიზანმიმართულების განცდებს. შიზოფრენიის დროს ხშირია განცდა, რომ ადამიანის დაფარული აზრები, გრძნობები და მოქმედებები სხვებისთვის ცნობილია, ანდა სხვები ცდილობენ ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას. ეს ხშირად ხელს უწყობს უცნაური ბოდვითი იდეების ფორმირებას, რომლებიც ინდივიდის აზრებსა და ქმედებებზე ზეგავლენას ბუნებრივი ან ზებუნებრივი ძალების ჩარევით ხსნიან. მაგრამ შიზოფრენიის წმინდა პათოგნომური სიმპტომები გამოყოფილი არ არის, ძალზე მნიშვნელოვან ფსიქოპათოლოგიურ ფენომენებს კი მიეკუთვნება: აზრების ექო; აზრების ჩადება ან წართმევა, აზრების გახსნილობა ან გადაცემა, ბოდვითი აღქმა, ბოდვითი ზემოქმედება, ზეგავლენა ან პასიურობა, ჰალუცინაციური ხმები, რომლებიც პაციენტზე მე-3 პირში საუბრობენ, განსჯიან ან კომენტარს უკეთებენ, აზროვნების მდგრადობის დარღვევა, კატატონია და, აგრეთვე, ნეგატიური სიმპტომები. წყარო: შიზოფრენია
![]() |
3.16 შიიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. sia – მიმდევრები ისლამის ორი ძირითადი მიმდინარეობიდან (იხ. სუნიზმი) ერთ-ერთი, რომლის მიმდევრები მრწამსის წყაროდ მხოლოდ ყურანს აღიარებენ. ამასთან, თვლიან, რომ მის ოსმალურ რედაქციაში გამოტოვებულია აიათები (მუხლები), რომლებიც ეხება ხალიფა ალის. უარყოფენ სუნის დებულებების უმეტესობას, ცნობენ მხოლოდ იმ მუხლებს, რომლებიც უკავშირდება ხალიფა ალის. არ აღიარებენ სუნიტების სხვა ხალიფებს და მუსლიმანების კანონიერ მეთაურად მიიჩნევენ იმამს. მათ მიაჩნიათ აგრეთვე, რომ მუჰამედის მისიის მემკვიდრის უფლება აქვს მხოლოდ მის პირდაპირ შთამომავლებს, ანუ ხალიფა ალისა და ფატიმას შთამომავლობას. იხ. აგრეთვე: ისლამი, სუნიზმი, ხალიფა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
3.17 შინობი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპ. ჯაშუშთა და დაქირავებულ ჯარისკაცთა სპეციალური, გაწვრთნილი ჯგუფები, სენგოკუს პერიოდში, XV საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა, შესაძლოა ნინძები ერთი საუკუნით ადრე, XIV საუკუნეშიც იყვნენ, და კიდევ უფრო ადრეც, XII საუკუნეში ჰეიანისა ეპოქასა ან ადრეულ კამაკურას ეპოქაში). იხ. აგრეთვე: ნინძა წყარო: ვიკიპედია ნინძა
![]() |
3.18 შიშველთესლოვანი მცენარეები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბოტ. Gymnospermae ასეთი მცენარეების თესლები წყვილწყვილადაა განლაგებული გირჩის ქერქლებზე და შიშვლად, დაუფარავად სხედან მათზე. შიშველთესლოვნებს მიეკუთვნებიან წიწვიანი მცენარეები: ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, ღვია, ლარიქსი და ა.შ. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
3.19 შოვინიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Chauvinism ეთნიკური ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმა. იგი ქადაგებს საკუთარი ერის გამორჩეულობას, ეროვნულ მტრობასა და სხვა ერების სიძულვილს. შ მიზნად ისახავს დაამტკიცოს სხვა ერების „არასრულფასოვნება“ და ამით გააამართლოს მათზე ბატონობა. განსაკუთრებით საშიშია დიდმპყრობელური შ., რომელიც დიდი ერებისთვის არის დამახასიათებელი და მიმართულია პატარა ერების დაპყრობის, ასიმილაციისა და ზოგჯერ განადგურებისაკენ. ასეთ უკიდურესობათა გამოვლინება დამახასიათებელი იყო ველიკორუსული, ჩინური, იაპონური და გერმანული (ნაციზმის პერიოდში) შოვინიზმისათვის. დღეს შ აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ იარაღად არის ქცეული. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ალმაათის სამიტზე დაგმობილ იქნა შ, ისევე როგორც აგრესიული სეპარატიზმი, ნაციონალიზმი და ფაშიზმი. სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ მათი აღმოფხვრის ღონისძიებანი. წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.] საკუთარი ერის გამორჩეულობის ბაზაზე სხვა ერებისადმი სიძულვილის იდეოლოგია და პრაქტიკა. ტერმინი პოლიტიკურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნაპოლეონის დაპყრობითი ომების აპოლოგეტის, ვინმე შოვენის სახელიდან. როგორც წესი, შოვინისტები ერთი ერის გამორჩეულობის ან მისი „მსოფლიო ისტორიული მისიის“ მტკიცების საფუძველზე ამართლებენ ამ ერის მიერ სხვა „არასრულყოფილი“ ერების დამორჩილებას. შ-ს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივი ხასიათიც, როდესაც მრავალეროვნულ სახელმწიფოში „სატიტულო“ ერი იწყებს სხვა ეთნოსებთან შედარებით თავისი გამორჩეული როლის მტკიცებას. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ფრანგ. chauvinisme, – შოვენ (chauvin) ფრანგი დრამატურგების, ძმები კონიარების პიესის „სამფერა კოკარდა“ (1830) - გმირის, ფრანგი ერის იდეისა და ნაპოლეონ პირველის ფანატიკური მომხრე - უკიდურესი ნაციონალიზმი, რომელიც ეროვნულ და რასობრივ განკერძოებულობას ქადაგებს და აღვივებს ნაციონალურ შუღლსა და მტრობას. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
3.20 შოკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ფრანგ. choc ორგანიზმის ფუნქციების საერთო მძიმე მოშლილობა, რასაც იწვევს ძლიერი ფიზიკური დაზიანება ან ფსიქიკური შერყევა. იხ. აგრეთვე: შოკური თერაპია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3.21 შოკური თერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ფრანგ. (უმთავრესად პოლონურ-რუსული ვერსიით), ან „დიდი აფეთქება“, „დიდი დარტყმა“ („Big Bang“,), ან „მწარე აბი“ („Bitter Pill“) უმოკლეს ვადებში რადიკალური გარდაქმნების რიცხვის მაქსიმიზებას გულისხმობს, რომელთა შორის უმთავრესი გამიზნულია უზრუნველყოს ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, ფულის ნომინალური მასის ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში. „შოკური თერაპიის“ შინაარსი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული სცენარიდან გამოდის, როცა ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება ფულის ნომინალური მასის, ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში ძალზედ სწრაფად, დროის შემჭიდროებულ ვადებში ხდება. ამასთან წარმატება დიდადაა დამოკიდებული პოლიტიკურ სტაბილურობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შოკური თერაპია“ ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ იდენტური, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტრანსფორმაციული პროცესებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებს უდევს საფუძვლად. „შოკური თერაპიის“ მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული დასავლეთ გერმანიის რეფორმირებისათვის. „მეორე სიცოცხლე“ ამ მეთოდს, პოსტკომუნისტურმა პოლონეთმა შესძინა და შემდგომ სხვადასხვა ვარიაციით და მეტნაკლები წარმატებით ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც, მათ შორის ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც იქნა რეალიზებული; კერძოდ, თუ პოლონეთში შემუშავებულ იქნა „ბალცეროვიჩის გეგმა“, იუგოსლავიაში მიიღეს „მარკოვიჩის გეგმა“, უნგრეთში „კუპას გეგმა“, ჩეხოსლოვაკიაში „კლაუსის გეგმა“. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თითოეული ეს გეგმა არსით პრაქტიკულად იდენტურია, და ერთმანეთისაგან მხოლოდ ცალკეული დეტალით თუ განსხვავდება. იხ. აგრეთვე: შოკი, თერაპია წყარო: ბალცეროვიჩი, ლეშეკ სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში/პოლონ. თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა. - თბ., 2002. - 216გვ. ; 20სმ.. - ISBN: 99928-0-290-1 : [ფ.ა.][MFN: 16552] UDC: 338(438) + 338.24.021.8(438)
![]() |
3.22 შტამპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. mark, stamp გერმ. Stamfe იტალ. stampa – ბეჭედი 1. როგორც წესი, ოთხკუთხა ფორმის ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც დაისმება საქმიანი ქაღალდის ზემო ნაწილში; 2. მზა ნიმუში, რომელსაც ბრმად მისდევენ. იხ. აგრეთვე: დეტალი, შაბლონი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
3.23 შტრაიკბრეხერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Streikbrecher კაპიტალისტურ ქვეყნებში: პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს წარმოებაში. იხ. აგრეთვე: კაპიტალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3.24 შუბა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. шуба ქურქი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი შუბა (ბარბარიზმი)
![]() |
3.25 შურტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. šurta -პოლიცია არაბ ამირას დაქვემდებარებული საპოლიციო მოხელე. შურტათა მოვალეობას ქალაქში წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა შეადგენდა. ქართულ წყაროებში შურტა უკვე XI ს-დან გვხვდება, როგორც ქართული სამოხელეო სისტემის ნაწილი. იგი მოიხსენიება გიორგი II-ის სიგელში მოხელეთა ჩამონათვალის ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზე. ქართულ საბუთებში, როგორც ჩანს, იგი ფისკალურ მოხელეს აღნიშნავდა. ტერმინი არსებობას განაგრძობს ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგაც. XII ს-ის სიგელში დადასტურებულია საშურტაო გადასახადი. მოგვიანო ხანის საბუთებში შურტას თანამდებობა აღარ ფიქსირდება. სავარაუდოდ, მისი ფუნქციები სხვა უწყებამ შეითავსა. შურტას (შულტას) ინტიტუტი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებით დიდხანს იყო შემორჩენილი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში - ხევსურეთსა და თუშეთში. ყველგან მას დაკისრებული ჰქონდა თემის წევრებისაგან პურის აკრეფა და სახატე დღესასწაულების დამსწრეთა მომარაგება ლუდითა და პურით. იხ. აგრეთვე: ამირა, მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი შურტა
![]() |
3.26 შურუპაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უძველესი ქალაქი, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთ–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კმ–ში. იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, უთნაფიშთიმი, ნიპური, სიდური, სიპარი, ურუქი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
4 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ჩაილდ ჰაროლდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაირონს უდიდესი აღიარება მოუტანა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის“ გამოქვეყნებამ. ნაწარმოების გმირი - ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე ჩამოყალიბდა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემა გამსჭვალულია არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ პროტესტის გრძნობით. მას, ფრანგი განმანათლებლის იდეური მრწამსის ზეგავლენით, ცხოვრებაში არსებული სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზად მიაჩნია უმეცრება და გაუნათლებლობა. ბაირონი, მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური განწყობილებით, ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველ პოეტად არის აღიარებული. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბაირონის გავლენით ჩამოყალიბდა ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც „ბაირონიზმი“ ეწოდა. საქართველოში პოეტური განწყობილებითა და პირად ცხოვრებაში მომხდარი მსგავსებით, ბაირონს ენათესავება დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824 წწ.) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
4.2 ჩაილურის წყალი დალია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ჩ
![]() |
4.3 ჩაინიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. чайник ჩაიდანი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჩაინიკი (ბარბარიზმი)
![]() |
4.4 ჩაკვარახჭინება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მჭიდროდ შეკვრა, მოჭერა; საქმის მოგვარება (ქეგლი). წყარო: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. „დაუცხრომელთა სამყოფელი“ - გურია / თბილისი.: 2016.
![]() |
4.5 ჩარტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. charter 1. პრივილეგია, უპირატესობის უფლება; 2. საბუთი, რომელშიც არის სახელმწიფო ორგანოს თანხმობა კორპორაციის შექმნაზე. იხ. აგრეთვე: ადენდუმი, ხელშეკრულება ჩარტერის, ჩარტერული, პრივილეგია, ორგანო, კორპორაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
4.6 ჩარტერული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. არარეგულარული იხ. აგრეთვე: ჩარტერი, ხელშეკრულება ჩარტერის, რეგულარული წყარო: საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი : (2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) / ლევან ბეჟაშვილი, თამარ ჩხაიძე, შოთა თარხნიშვილი ; საქ. პარლამენტის იურიდ. საკითხთა კომ-ტი. - თბილისი : [სიესტა], 2008. - 365 გვ. ; 20 სმ.. - [ფ.ა.][MFN: 110759]
![]() |
4.7 ჩაშკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. чашка ფინჯანი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჩაშკა (ბარბარიზმი)
![]() |
4.8 ჩერჩილი უინსტონ (1874–1965) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953). უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია უინსტონ ჩერჩილი
![]() |
4.9 ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კოლუმბამდელი ცივილიზაცია სამხრეთ ამერიკაში. ცივილიზაციის ცენტრი მდებარეობდა ბოგოტის ზეგანზე (თანამედროვე კოლუმბია). ამ რეგიონში ჩამოყალიბებული ცივილიზაცია (V-XV სს.) გამოირჩეოდა სამეთუნეო საქმის მაღალი დონით, საფეიქრო საქმით, ქვანახშირის ამოღება-გამოყენებითა და ზურმუხტების დამუშავებით. ისივე, როგორც სხვა ამერიკულ ცივილიზაციებში, აქაც ადგილი ჰქონდა ქონებრივ უთანასწორობას, რამაც თავის ასახვა ჰპოვა რელიგიურ მითოლოგიაში: ღმერთი ჩიბჩაკუმი („ჩიბჩას ხალხის დასაყრდენი“) წარმოადგენდა უბრალო ხალხის მფარველს, ხოლო ღმერთი ბოჩიკა - დიდებულთა მფარველს. ცალკეული მკვლევარები თვლიან, რომ ჩიბჩა-მუისკები ძველი ამერიკის ერთადერათი ხალხი იყო, რომელთაც შემოიღეს ფული, რომლის როლსაც ოქროსგან მოჭრილი პატარა დისკები ასრულებდა. უფრო ფრთხილი მეცნიერები თავის დასკვნებში მიიჩნევენ, რომ ეს დისკები წარმოადგენდნენ მაღალი მოთხოვნილების სამკაულებს, რომლებსაც სხვა საქონელზე ცვლიდნენ. ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ლეგენდა ზღაპრულად მდიდარი ქვეყნის - ელდორადოს შესახებ. პირველ ესპანელ კონკისტადორებს ადგილობრივი მაცხოვრებლები მოუყვნენ ერთ-ერთ ტომში ბელადის არჩევის რიტუალის შესახებ, როდესაც საზეიმოდ კურთხევის დღეს ბელადს ტანზე ნელსაცხებელს წაუსვამდნენ, შემდეგ კი ოქროს ფხვნილით დაფარავდნენ. თანატომელები ამ ოქროში ამოვლებულ ბელადს ძვირფასი ტახტრევანით მიიყვანდნენ რომელიღაც ტბამდე, სადაც იგი ჩამოიბანდა ოქროს ფხვნილს, პროცესიის მონაწილენი კი ტბაში ისროდნენ ოქროს ნივთებსა და ძვირფას ქვებს. ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, რამდენი ამგვარი ცერემონიალი ჩატარდებოდა?! ასე აღმოცენდა ლეგენდა უცნობი ქვეყნის - ელდორადოსა და მისი უსაზღვრო სიმდიდრის შესახებ. წყარო: ვიკიპედია ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაცია
![]() |
4.10 ჩინკვეჩენტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. cinquecento ჩინკვეჩენტო - მე-16 საუკუნის სახელწოდება; აღნიშნავს იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავებისა და კრიზისის პერიოდს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.11 ჩინოვნიკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. чиновник 1. რევოლუციამდელ რუსეთში: მოხელე. 2. (გადატ.). თანამდებობის პირი, რომელიც დაკისრებულ საქმეს ფორმალურად, უსულგულოდ ასრულებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.12 ჩოლკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. чёлка შუბლზე შეჭრილი თმა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჩოლკა (ბარბარიზმი)
![]() |
4.13 ჩონგური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აჭარა) გავრცელებული ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი სამუსიკო საკრავი. მეოთხე სიმს (ქვემოდან მეორეს, დანარჩენებზე მოკლეს) ზილი ეწოდება. იგი სააკორდო ბგერას იძლევა და ყველა სიმზე მაღლაა აწყობილი. თავში სამი მოქლონი აქვს გაყრილი, ზილისათვის კი შუა ნაწილზე სიმები სიმაღლის მიხედვით მსხვილდება (დაბალ ბგერებს უფრო მსხვილი სიმები გამოსცემს და პირიქით). ყველაზე წვრილია ზილი. ჩ-ის წყობა და საკრავის კილო ჰარმონიულ საფუძველზეა აგებული. ჩ. სოლო და საანსამბლო საკრავია. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
4.14 ჩულქი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. чулок, чулки ქალის მაღალყელიანი წინდა ჩულქები, წინდები იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჩულქი (ბარბარიზმი)
![]() |
4.15 ჩუხჩარეხი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერმინი ჩუხჩარეხი დასტურდება XII-XV საუკუნეების ნარატიულ და დოკუმენტურ წყაროებში. მისი ეტიმოლოგია მთლად ნათელი არ არის. რადგან ჩუხჩარეხის სემანტიკური ვარიანტები უკავშრდება ტერმინ „ეზოს“ (ეზოთუხუცესი-ჩუხჩერახი, ეზოს ჩუხჩერახი), პ. ინგოროყვამ იგი დაუკავშირა „ეზოთუხუცესის“ თანამდებობას და მეფის პირადი სპასპეტის აღმნიშვნელ სახელწოდებად მიიჩნია. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი ჩუხჩარეხი
![]() |
5 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ც |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, თავისუფლად, უდარდელად, მოურიდებლად იქცევა, ზვიარია, არაფერი არ ადარდებს. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ც
![]() |
5.2 ცაიტნოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Zeitnot, zeit დრო + not საჭიროება, აუცილებლობა ინგლ. time trouble დროის მწვავე უკმარისობა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.3 ცარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. царизм, царь – მეფე სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება განუსაზღვრელად ეკუთვნოდა თვითმპყრობელ მეფეს (რევოლუციამდელ რუსეთში). იხ. აგრეთვე: რევოლუცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.4 ცეზურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ლათ. caesura 1. პაუზა ლექსის სტრიქონში. 2. პაუზა მუსიკალურ მელოდიაში. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.5 ცეკვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნების დარგი, რომელშიც მხატვრული სახეები იქმნება ადამიანის სხეულის გამომსახველი მდგომარეობებისა და პლასტიკურ მოძრაობათა მეშვეობით. გამოყოფენ ხალხურ, კლასიკურ და სამეჯლისო ცეკვებს. ცეკვის ხელოვნებას შორეულ წარსულში ჩაეყარა საფუძველი უძველეს ადამიანთა ყოფასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა დამკვიდრების პროცესში (სანადირო თამაშობები, ხალისიანი როკვები და ა.შ.). საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და სრულყოფილ სახეს ღებულობდა თითოეული ხალხის ქორეოგრაფიული კულტურა, რომელიც განუყოფელია ხალხური მუსიკისაგან და ნათლად ასახავს ეროვნულ თავისებურებებს, ისტორიულ ბედ-იღბალს, ყოფას და ა.შ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველ საბერძნეთსა და რომში გამოიყო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობა - სცენური ცეკვა. თანდათანობით ხდება ცეკვების თეატრალიზაცია - ვითარდება სიუჟეტური ხაზი, შემოღებულ იქნა კოსტიუმები. აღმოცენდა ცეკვის ახალი სახე - ე.წ. ფიგურული (გამომსახველობითი) ცეკვა, რომელსაც ესპანეთში ეწოდა «ბაილე», საფრანგეთში - «ბალე», იტალიაში - «ბალო ფიგურატი». დროთა განმავლობაში გართულდა ცეკვის ტექნიკაც. XVIII ს-თვის ჩამოყალიბდა სცენური ცეკვის თანამედროვე ფორმები: კლასიკური ცეკვა (როგორც ევროპული თეატრალური ცეკვის ძირითადი სისტემა) და სახასიათო ცეკვა. კონკრეტული ცეკვისა თუ, საერთოდ, საცეკვაო სპექტაკლის შექმნის ხელოვნებას ქორეოგრაფიას უწოდებენ. ქორეოგრაფები საგანგებო პირობითი ნიშნების საშუალებით ახდენენ საცეკვაო მოძრაობების, ილეთების ჩაწერას. ტერმინი პირველად გამოიყენა 1700 წელს ფრანგმა ცეკვის მასწავლებელმა რ. ფეიემ. იხ. აგრეთვე: ბალეტი, მუსიკა, ფოლკლორი წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.6 ცელიბატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. caelibatus, ნაწარმოები სიტყვიდან caelebs „დაუქორწინებელი“ იტალ. Celibato საღმრთო წერილის მიერ რეკომენდებული (შდრ. მათ. 19:12 უქორწინებლობა „ცათა სასუფევლისთვის“; 1 კორ. 7:7; 7:32-34) უქორწინებლობა თავდაპირველად საღმრთო მსახურთათვის სავალდებულო არ იყო, მიუხედავად იმ მნიშვნელობისა, რომელიც უბიწოებას ენიჭებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი კანონი დაახლოებით 300 წელს იქნა მიღებული, ელვირას (გრანადა) კრების მიერ (კან. 33). კანონმა აბსოლუტური თავშეკავება სავალდებულოდ გამოაცხადა in sacris ხელდასხმულთათვის, სასჯელის სახით კი თანამდებობიდან გათავისუფლება დააწესა. მათ აეკრძალათ არა ქორწინება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. ლატერანის I და II კრებებზე (1123 და 1139) მღვდელთა ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და დამკვიდრდა ცელიბატის კანონი, რომელიც დღესაც ძალაშია ლათინურ ეკლესიაში. საეკლესიო ცელიბატს ეკლესია განიხილავს, როგორც საღმრთო მსახურებისადმი სრული მიძღვნისა და მზადყოფნის მდგომარეობას და კაცობრიობის სასრული ვითარების წინასწარ განცდას. მართლმადიდებელთა შორის ქორწინების აკრძალვა ეხება მხოლოდ ეპისკოპოსებს, თუმცა ტრულის II კრებამ (691) დაადგინა, რომ მღვდლებსა და დიაკვნებს მხოლოდ ხელდასხმამდე აქვთ დაქორწინების უფლება. ამავე წესს იცავს აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიაც. იხ. აგრეთვე: ნადიმი, სამღვდელოება წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
5.7 ცენზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. census - ცენზი 1. პირობები, რომლებიც საშუალებას აძლევს პიროვნებას ისარგებლოს ამა თუ იმ პოლიტიკური უფლებებით (პირველ რიგში საარჩევნო უფლებით). 2. სტატისტიკური აღწერა. 3. პირობა, რომელიც აუცილებელია წარმოების შესატანად გარკვეულ სიაში, რეესტრში. 4. ძველ რომში: მოქალაქეთა ქონების პერიოდული შეფასება; მიზნად ისახავდა მოქალაქეთა დაყოფას საგადასახადო თანრიგების მიხედვით. ქონებრივი ცენზი. განათლების ცენზი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.8 ცენზურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. censura ხელისუფლების მეთვალყურეობა ნაბეჭდ პროდუქციაზე, სასცენო დადგმებზე, რადიო და ტელეგადაცემებზე, ხოლო ზოგჯერ კერძო მიმოწერის შემოწმება, რათა არ დაუშვან ან შეზღუდონ ხელისუფლებისათვის მიუღებელი მანკიერი და მავნე ინფორმაციის გავრცელება. დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა აღიარებს ინფორმაციის თავისუფლებას და კრძალავს ცენზურას. იხ. აგრეთვე: ალეგორია, პროდუქცია, სცენა, ტელე, ინფორმაცია წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
5.9 ცენტრალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1) ერთ ცენტრში თავმოყრა, ერთ ადგილას გაერთიანება (ცენტრალიზება). 2) რკინიგზის ტრანსპორტზე ისრებისა და სიგნალების მართვა ცენტრალური პუნქტიდან. იხ. აგრეთვე: დეცენტრალიზაცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
5.10 ცენტრალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. centralis 1. ცენტრთან (მნიშ. 1) დაკავშირებული. 2. ცენტრში (მნიშვ. 2) არსებული. 3. ყველაზე არსებითი, ძირითადი. 4. ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული; მთავარი. 5. უმაღლესი, ხელმძღვანელი ორგანოების მიერ განხორციელებული, მათგან მომდინარე. 6. რაც მთელ სისტემას ამოქმედებს, ემსახურება. მაგ., ცენტრალური გათბობა. ცენტრალური ნერვული სისტემა - ნერვული სისტემის ძირთადი ნაწილი, რომელიც შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. იხ. აგრეთვე: ტროპი, ცენტრი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.11 ცენტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. centrum 1. (მათემ., ფიზ.). რაიმე ღერძების, ხაზების გადაკვეთის წერტილი ფიგურაში; რაიმე ფარდობათა თავმოყრის წერტილი სხეულში. 2. რისამე შუა ნაწილი, შუაგული. 3. ადგილი, სადაც თავმოყრილია რაიმე საქმიანობა, რისამე ხელმძღვანელობა, მმართველობა. 4. ქალაქი, დიდი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული, სამრეწველო, კულტურული და სხვა მნიშვნელობა რაიმე ადგილისათვის, ქვეყნისათვის და ა.შ. 5. უმაღლესი ორგანო (ან ორგანოები), რაც რაიმე საქმიანობას ხელმძღვანელობს, წარმართავს. 6. ზოგი ისეთი დაწესებულების ან განყოფილების სახელწოდების შემადგენელი ნაწილი, რომელიც რასმე განაგებს. მაგ.,სატელევიზიო ცენტრი. გამოთვლითი ცენტრი. 7. (ფიზიოლ.). ჯგუფი ნერვული უჯრედებისა, რომლებიც ორგანიზმსა ამა თუ იმ ფუნქციას აწესრიგებენ. 8. ბურჟუაზიულ პარლამენტში: მემარჯვენეთა და მემარცხენეთა შორის არსებული შუალედური ბურჟუაზიული პარტიების, ჯგუფების სახელწოდება. სიმძიმის ცენტრი - რისამე არსი; მთავარი რამ. იხ. აგრეთვე: ცენტრალური, პერიფერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.12 ცენტრისტული პარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური სპექტრის ერთგანზომილებიანი განაწილების პირობებში ასეთად ითვლება პარტია, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს სხვა პარტია ჰყავს. სოციალური სტრუქტურის ჭრილში ც.პ. გამოხატავს საშუალო კლასების ინტერესებს, მაშინ როდესაც ცენტრისტების მარცხნივ და მარჯვნივ მყოფი სხვა პარტიები იცავენ ან მშრომელი, ან საზოგადოების უმაღლესი ფენების ინტერესებს. პარტიების ერთ სპექტრზე განაწილების ამგვარი სტრუქტურა მხოლოდ ერთია სხვა შესაძლო განაწილებებს შორის და, შესაბამისად, თავად ც.პ-ის გაგება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთგვაროვანია. ასე მაგ., იმპერიულ გერმანიაში ც.პ-დ იწოდებოდა კათოლიკური პარტია, რომელიც თუმცა კონსერვატიული იყო თავისი იდეალებით, მაინც თვალსაჩინოდ განსხვავედებოდა ნაციონალისტური მემარცხენე პარტიებისაგან. შვეციაში ც.პ. დაარსდა 1910 წელს. ეს იყო ფერმერების კავშირი. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, როდესაც სოფლის ცხოვრება, თავად ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, პარტიამ სახელი შეიცვალა და მოგვევლინა „შვეციის ცენტრისტულ პარტიად“. ც.პ-ების წარმატება-წარუმატებლობა პოლიტიკურ არენაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე, ასევე კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაზე. გერმანიის ც.პ., თავისუფალი დემოკრატიები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ისინი სჭირდებოდათ როგორც ქრისტიან-დემოკრატებს, ასევე სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც მარტო უჭირდათ უმრავლესობის მოპოვება ბუნდესტაგში. ორპატიული საარჩევნო სისტემის პირობებში, საპირისპირო ვითარებაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის ცენტრისტული, ლიბერალური პარტია. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.13 ცეპი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. цепь ჯაჭვი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ცეპი (ბარბარიზმი)
![]() |
5.14 ცერემონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. caerimonialis – „წმიდა ქმედება“ იტალ. Cerimonia ლიტურგიულ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ფორმულის ან პროგრამის თანახმად აღსრულდება იხ. აგრეთვე: მღვდელმსახურება წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
5.15 ცვილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცვილს მუშა ფუტკრები ცვილის ჯირკვლებში გამოიმუშავებენ. იგი შეიცავს რთულ ზეთებს, ნახშირწყალბადებს, ორგანულ მჟავებს, სხვადასხვა სპირტებს, მცენარეულ პიგმენტებს, ფისებს, მინერალურ და არომატულ ნივთიერებებს, წყალს და სხვ. ფართო გამოყენება აქვს კავშირგაბმულობაში, ავიაციაში, გემთმშენებლობაში, პარფიუმერიაში, სპორტსა და მედიცინაში (კერძოდ, ფიჭიანი თაფლის დაღეჭვით მიღწეულია მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები ბრონქული ასთმის და ჰაიმორიტის შემთხვევებში. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და სხვ.) წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
5.16 ცივი ომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ–სა და დასავლეთის სხვა წამყვან სახელმწიფოებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს შორის, რამაც თავი იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და 90–იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ. სვოუპს და ფართოდ გავრცელდა უ. ლიმპანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად. ც.ო. გამოხატვდა XX ს–ის მეორე ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად შინაარს, როცა მსოფლიოს ორ ძირითად პოლუსს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა. 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდგ, სსრ კავშირი და აშშ წარმოადგენენ მსოფლიოს ორად ორ სუპერსახელმწიფოს. სსრ კავშირმა ფაშიზმისაგან გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ თვითონვე მოახდინა მათი ოკუპაცია. ასევე აშშ–მა გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებაში. დამარცხებული გერმანიის ტერიტორია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო (სსრ კავშირის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის). 1947 წლისათვის ცხადი გახდა, რომ სსრ კავშირს განზრახული ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე, აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების თეორია“. ეს დაპირისპირება ლიტერატურაში ხშირად „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ დაპირისპირების სახელით მოიხსენიება. ც.ო–ის ძირითადი კრიზისული მომენტებია: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება (1945–48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962), ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვა. ამ დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ც. ო–ის პერიოდში აშშ–მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას, რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას. ამიტომ აშშ–ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური (იხ. იზოლაციონიზმი) პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით. კომუნიზმის შეჩერების საბაბით აშშ–მა განახორციელა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარება (მარშალის გეგმა), საბერძნეთისა და თურქეთისათვის სამხედრო მხარდაჭერა, ნატოს ჩამოყალიბება, გფრ–ისათვის ყოველნაირად ხელშეწყობა და მისი ნატოში გაწევრიანება, სეატოსა და სენტოს სამხედრო ბლოკების შექმნა და სხვა. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა. ამ ერთგვარი „განმუხტვის“ (დეტანტის პოლიტიკისა, როგორც ამას აშშ–ში უწოდებენ და პრეზიდენტ ნიქსონის სახელს უკავშირებენ) შედეგები იყო ოთხმხრივი შეთანხმება დასავლეთ ბერლინის შესახებ (1971), სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები აშშ–სა და სსრკ–ს შორის (1972 და 1979), ვიეტნამის ომის დამთავრება (1973), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირი (1975) და სხვ. თუმცა ამ გარეგნული სიმშვიდის ფონზე გრძელდებოდა სერიოზული დაპირისპირება უფრო ფარული ფორმით და, რაც მთავარია, ახალ გეოპოლიტიკურ რეგიონებზე (ახალო აღმოსავლეთი, ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია,ცენტრალური ამერიკა) გავლენის მოპოვების მიზნით. 70-იანი წლების ბოლოსათვის ც. ო–ს ძირითადად აქცია–რეაქციის სახე ჰქონდა, როდესაც ერთი მხარე დაუყოვნებლივ ახდენს საპასუხო რეაქციას მეორე მხარის მოქმედებაზე. ც. ო–ის მიზეზებისა და შინაარსის შესახებ არსებობს სამი განსხვავებული შეხედულება. პირველი მათგანის მიხედვით, რომელიც დასავლეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული, ც. ო–ის წარმოშობაში მთავარი დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი და მისი კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც მიზნად დაისახა მთელი მსოფლიოს „გაწითლება“, აშშ კი იძულებული გახდა წინ აღდგომოდა საბჭოთა ექსპანსიონიზმის საფრთხეს და გადაერჩინა დასავლური ფასეულობანი. მეორე შეხედულებით (საბჭოური შეხედულება), ც. ო. გამოიწვია აშშ–ის იმპერალისტურმა მისწრაფებებმა მსოფლიო ბატონობისაკენ და კომუნიზმის განადგურების განზრახვამ. მესამე შეხედულებით, გერმანიის განადგურებამ წარმოშვა ძალის ვაკუუმი ევროპაში და ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) ცდილობდა შეევსო ეს ვაკუუმი. მაშასადამე, ც. ო. იყო ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა. 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები შეიტანა ც. ო–ისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ც. ო. ისტორიის კუთვნილება გახდა. იხ. აგრეთვე: იზოლაციონიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.17 ცივილიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობიერების, მენტალიტეტის, რელიგიის, კულტურის, ცხოვრებისა და აზროვნების წესის ერთობლიობა, რომელიც ერის, სოციუმის, სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კავშირების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავს. წყარო: დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი ლათინური სიტყვა civitas-იდან წარმოქმნილი ეს ტერმინი თავისუფალ მოქალაქეთა (cives) სამართლებრივ ერთობლიობას ნიშნავს. მხოლოდ ესეც საკმარისია იმის დასანახად, რომ ცივილიზაცია, ბარბაროსობისგან განსხვავებით, ცნობს მხოლოდ წესებს და არა მიზნებს. წყარო: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2008 №8 (17) სექტემბერი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი კაცობრიობა იყოფა ქვეჯგუფებად - ტომებად, ერებად და უფრო ფართო კულტურულ ერთობებად, რომელთაც ცივილიზაცია ეწოდება. წყარო: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 ჰანთინგტონის აზრით ცივილიზაცია არის კულტურული იდენტიფიკაციის ყოვლისმომცველი ცნება, რაც კონკრეტულად განისაზღვრება „როგორც საერთო ობიექტური ელემენტებით - ენა, ისტორია, რელიგია, ჩვეულებები, წეს-წყობილება - ისე ხალხის სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით“. წყარო: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999 ტერმინ ,,ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა „civiliser“ – „to civilize“ და ზმნიზედა „civilisé“ – „civilized“ შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა. შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად. დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე: 1) ლოკალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკი, ო. შპენგლერი, ა. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევრები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება. 2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა ,,შუბის ცივილიზაცია”, ,,მშვილდ-ისრის ცივილიზაცია”10 და ა. შ. 3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ. ჰ. მორგანი, ფ. ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუ, დ. ბელი, ო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ. წყარო: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
![]() |
5.18 ციკლოვკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. циклёвка пола–იატაკის მოხვეწა, шлифовка пола– იატაკის გახეხვა იატაკის მოხვეწა, იატაკის გახეხვა იატაკის ციკლოვკა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ციკლოვკა (ბარბარიზმი)
![]() |
5.19 ციკლოპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ციკლოპები ცალთვალა გოლიათები იყვნენ. ისინი მჭედელი ღმერთის ჰეფესტოს თანაშემწეები იყვნენ და ეტნას მთაზე ცხოვრობდნენ იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – X წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.20 ცილისწამება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. წყარო: საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1
![]() |
5.21 ცინკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. цинк თუთია იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ცინკი (ბარბარიზმი)
![]() |
5.22 ცირცე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. გრძნეული ნიმფა, რომელიც კუნძულ აიაიაზე იყო დავანებული. ჰელიოსისა და პერსეს ასული. აიეტისა და პასიფაეს და. მედეას მამიდა, კოლხი. ჰომეროსის თანახმად, აიაია არის კუნძული, „სადაც აისზე შობილი ეოსის სასახლე და საფერხულო ადგილია და სადაც ჰელიოსი იწყებს აღმოსვლას“. ამ დიდებულ კუნძულზე ცხოვრობს მშვენიერი და გრძნეული კირკე. როდესაც ოდისევსი თავისი ხომალდით მიადგება ამ კუნძულს, მის დასაზვერად გაგზავნის რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კირკე ღორებად გარდასახავს. ჰერმესი, ღმერთების მაცნე, ოდისევსს ურჩევს, თუ როგორ დაიმორჩილოს კირკე. გმირი ჯადოსნური მცენარის, მოლის ძირების მეშვეობით თავს დააღწევს კირკეს გრძნეულებას, კეთილად განიწყობს ქალღმერთს და ისიც მის მეგობრებს ადამიანის სახეს დაუბრუნებს. ერთი წელი ნეტარებდა ოდისევსი აიაიაზე და როდესაც სამშობლოს სევდა შემოაწვა, კირკემ მას უკან დასაბრუნებელი გზა ასწავლა. ოდისევსსა და გრძნეულ ნიმფას დაებადებათ ვაჟიშვილი, რომელსაც ტელეგონოსს (ან ლატინუსს) შეარქმევენ. კირკეს სახე არგონავტების მითოსშიც ჩნდება. როდესაც ხომალდი „არგო“ კოლხთა დევნას თავს დააღწევს, ერთ მშვენიერ დილას მიადგება აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც აიეტის და – კირკე სახლობდა. თავად კირკე კი, საშინელი სიზმრით აღელვებული, განთიადის დადგომისთანავე სანაპიროზე გასულიყო თმის და სამოსის განსაწმენდად. მას თან ახლდა უჩვეულო ნადირთა გუნდი: ცხოველებს სხეულის ასონი აღრეულად ჰქონდათ შეერთებული. კირკემ თვალი მოჰკრა თუ არა გმირებს, ხელით ანიშნა, მას გაჰყოლოდნენ. მაგრამ იასონის ბრძანებით, ყველა ხომალდთან დარჩა. თავად კი მედეას თანხლებით დაედევნა მას. როდესაც სასახლის დარბაზში შეაბიჯეს, დედოფალმა მათ სავარძელი შესთავაზა. კირკე გრძნეული იყო და უმალ შეიცნო, რომ მის წინ მკვლელები იდგნენ (მედეამ ხომ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა აფსირტოსი, რომლის ასო-ასო აკუწული სხეული ზღვის ზვირთებს მისცა, რათა კოლხთა დევნა შეენელებინა). არგონავტებს ზევსი მფარველობდა და მისი ბრძანებით კირკემ მაინც აღასრულა მათი განწმენდის რიტუალი. შემდეგ ვინაობა გამოჰკითხა. როგორც კი მედეამ ძირს დახრილი თვალები გაუსწორა კირკეს, მან თვალთა სხივით უმალ შეიცნო ჰელიოსის ბადიში, თავისი ძმისშვილი, რომელსაც ასე მიმართა: „საზარელი რამ ჩაგიდენია და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას. მაგრამ ჩემი ახლობელი ხარ და ჩემგან ელი შეწყალებას. მე ვერ გაგწირავ, მაგრამ გამშორდი და დაედევნე ამ უცხოელს. ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“. აი, ასე შთამბეჭდავად წარმოადგინა კოლხი კირკეს სახე ბერძენთა ფანტაზიამ არგონავტებისა და ტროას მითოსში. საგულისხმოა, რომ ჰომეროსი კუნძულ აიაიას აღმოსავლეთში ათავსებს, სხვა ავტორები კი – დასავლეთში. ისინი კირკეს კუნძულს ტირსენიელების (ეტრუსკთა) მიწას უკავშირებენ, სადაც ჰელიოსმა თავისი ასული კოლხიდადან გადაიყვანა (აიაია). აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრება კოლხი კირკეს ეტრურიასთან კავშირის თაობაზე, რაც მეცნიერებს ეტრუსკულ-ქართველური ურთიერთობების კვლევის საფუძველს აძლევს. სინონიმი: კირკე იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, ნიმფა, კირკე წყარო: ოდისეა, ბიბლიოვიკი კირკე
![]() |
5.23 ციტატა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. quotation, citation გერმ. Zitat რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვასიტყვით მოყვანილი ადგილი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ტექსტი, ეპიგრაფი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.24 ციტრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Zither ბერძნ. kithara სიმებიანი მომცრო მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაჭიმულია 36-42 სიმი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.25 ციფრული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Digital ინფორმაციის წარმოდგენის მეთოდი ამა თუ იმ ფიზიკური სიდიდის სახით (ან რამდენიმე სიდიდის სახით), რომელიც იღებს მთელ რიგ ფიქსირებულ მნიშვნელობებს. დამახინჯებები და ხელშეშლები, რომლებიც წარმოიქმნება ინფორმაციის გადაცემისას, პრაქტიკულად ზეგავლენას ვერ ახდენენ ინფორმაციაზე, რომელიც კოდირდება ამ სიდიდეებით. მაგალითად, ინფორმაციის გადასაცემად მორზეს რადიო ანბანის საშუალებით, გამოიყენება ორი სიგრძის ტონალური სიგნალი - „წერტილი” (მოკლე) და „ტირე” (გრძელი). აქ ფიზიკური სიდიდეს წარმოადგენს დრო. მონაცემების ან ფაქსის ხმოვანი არხის საშუალებით გადაცემისას გამოიყენება სხვადასხვა სიხშირის რამდენიმე ტონის კომბინაცია. ფიქსირებული სიდიდეების კომბინაციის რაოდენობა შეიძლება იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა. მაშასადამე ციფრული წარმოდგენა წარმოადგენს ინფორმაციის ანალოგურად გადაცემის ალტერნატივას უწყვეტი მახასიათებლების (ხმა), დამახასიათებელია ინფორმაციის დამახინჯების უკიდურესად დაბალი შესაძლებლობა. ინფორმაციის გარდაქმნის მეთოდი, რომელიც იყენებს ორობით კოდს, რომელიც სედგება მხოლოდ „1” და „0”. კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებების უმეტესობა იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს. იხ. აგრეთვე: გრინსტოუნის ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკა, კოლექცია წყარო: ციფრული
![]() |
5.26 ცოდნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება: ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება; კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა; ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა; კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა; სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით; იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, წიგნიერება წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ცოდნა
![]() |
5.27 ცქვიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცოცხალი, მარადი, ცქაფი, მკვირცხლი, მალი, გულმარდი, ფეხმალი, ფეხმარდი, მუხლადი, ჯომარდი, ჩასპანდი, ყოჩაღი, მალხაზი, კისკასი, მარჯვე, მოხერხებული, ცოცხალი, ყაჩაღანა, სანთიანი, ყასტიანი, სწრაფი, მუხლმაგარი, წვივმაგარი, მუხლი უჭრის, მუხლი ერჩის, ჩქარი, ჩაუქი, მყისი, სიცოცხლით სავსე, (ცხენი) ფთიანი, ფრთიანი. „შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა“. (შოთა) „ორთავეს გვზიდავს მუხლადი ეს ჩემი შავრა ცხენია“ (ვაჟა) „ქისტებს წაუსხამთ ცხენები ალუდაისიც ფთიანი“. (ვაჟა) „მასზე ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი“ (ილია) წყარო: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
![]() |
6 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ძ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ძაბუტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპ. ძაბუტონ-ი - იაპონიაში: იატაკზე დასაჯდომი ბრტყელი ბალიში. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.2 ძალა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცნება ძალა შეიძლება განვსაზღვროთ რესურსების, შესაძლებლობებისა და გავლენის ხარისხით საერთაშორისო ურთიერთობებში. ტრადიციულად გამოყოფენ ორი სახის ძალას: ხისტ ძალასა და რბილ ძალას. „ხისტ ძალაში“ იგულისხმება პირდაპირი ძალადობის საშუალებები, მაგალითად არმია. „რბილი ძალა“ ესაა ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური გავლენის აღმნიშვნელი სიდიდე. საბოლოოდ, მაინც არ არსებობს მკაფიო გამყოფი ხაზი ამ ორი სახის ძალას შორის. წყარო: ვიკიპედია ძალა
![]() |
6.3 ძალადობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს იხ. აგრეთვე: ოჯახური ძალადობა, სამოქალაქო განათლება წყარო: ვერულაშვილი ია. მჟავია მაია. ექიმის როლი ოჯახური ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში/ქალთა ცენტრი/[თარგმნა ეკა ვერულაშვილმა].
![]() |
6.4 ძალისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
(ქც 4: 394,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 394,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტები (ქც 2: 351,10; 489,14,18), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 56), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), XV-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 332; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 255; მცირე ქრონიკები 1968: 39; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 544; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 340; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 111), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (პტოლემაიოსი 1955: 46). მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მუხრანის ვაკეზე, მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე, ახლანდელი სოფ. ძალისას ტერიტორიაზე. 1513 წ. კახეთის მეფე ავგიორგი (1511-1513) და ბაგრატ მუხრანბატონი ძალისაში შეიბნენ. ავგიორგი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (ქც 2: 351,10, 489,14,18; ქც 4: 394,5). 1582 წ. მუხრანის ველზე, ძალისასთან დაბანაკებულ ოსმალთა 20-ათასიან ლაშქარს თავს დაესხა სვიმონ მეფე (1556-1569, 1578-1600) და სასტიკად დაამარცხა (ცხოვრება ... 1980: 56). გვიან შუა საუკუნეებში სოფ. ძალისა შედიოდა სამუხრანბატონოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 544). თბილისიდან დუშეთში მიმავალი გზა მუხრანიდან მდ. ნარეკვავის გასწვრივ ძალისა – მჭადიჯვარ – ბაზალეთზე გადიოდა (ბერძენიშვილი 1966: 60). ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში მოხსენიებულია „ძალისი“, სხვა წყაროებში იხსენიება „ძალისა“-ს ფორმით (ქც 2: 351,10, 489,14,18). ძალისასა და მის მიდამოებში 1971-1975 წწ. არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე). 1975-1985 წწ. ამ მიდამოებში გათხრებს აგრძელებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე). 1971-1976 წწ. ახლანდელი ძალისას მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი (1 კვ კმ). აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალად გამოყენებულია ალიზი აგური, რიყის ქვა, ტუფისა და ქვიშაქვის ქვათლილები, აგური, კერამიკული ფილები, ბრტყელი და ღარიანი კრამიტები. ნაგებობათა ერთი ნაწილის ინტერიერი შელესილია გაჯით ან კირხსნარით, კედლები მოხატულია. ძალისის ტაძარ-სასახლე რთული კომპლექსია. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება მოზაიკურიატაკიანი დარბაზისა და რამდენიმე სენაკისაგან. ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. ზღურბლის წინ ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9X2,75 მ). დარბაზის (48 კვმ) იატაკის მოზაიკა 12 ფერის ქვის კენჭებითაა შედგენილი. კედლების გასწვრივ, შედარებით მსხვილი კენჭებით გაკეთებული არშიის შიგნით, ცენტრალურ ნაწილში, კომპოზიციაა: ხეივნის ქვეშ მსხდომი მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღვთაება დიონისე და არიადნა თავიანთი ატრიბუტებით (პანი, ღვინის ჭურჭლები, კილიკები, ოინოხოია და სხვ.). დიონისესა და არიადნას თავზე ჯვრისმაგვარი ფიგურაა, რომლის მარცხენა კუთხეში ფრთოსანი ჭაბუკისა და ქალის გამოსახულებაა. მოზაიკის ნაწილი შევსებულია გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით. მოზაიკაზე წარმოდგენილია ბერძნული წარწერები: „არიადნე“, „დიონისე“, „აგლაია ქარიტი“ (დიონისეს მხლებელი). ბერძნული წარწერაა საკრავიან ქალთა გამოსახულებებს შორის: „მოხსენებული იქნას პრისკოსი ამის გამკეთებელი“ (ყაუხჩიშვილი 2000: 215). მოზაიკის ფართობი 90 კვმ-ია. ნაგებობა, რომელიც თარიღდება ახ. წ. II ს-ით, მიჩნეულია დიონისეს სახლად-ტაძრად. ტაძარში კიდევ ოთხი დიდი დარბაზია, რომელთა კედლები გაჯით შელესილი და მოხატულია. ყველა დარბაზს ჰქონდა სამსხვერპლო-საკურთხეველი. ტაძარ-სასახლის კომპლექსში შემავალი სასახლიდან შემორჩენილია ფასადის კოლონები და ბაზალტის ქვის ბაზისები. ტაძარ-სასახლის კომპლექსში შემავალი აბანო რომაული აბანოს ტიპისაა. გეგმით ოვალურია. შედგება 3 განყოფილებისაგან, რომლებიც ერთმანეთს კარით უკავშირდება. აბანოს ცხელი და თბილი განყოფილების იატაკი კალორიფელზეა გამართული, სადაც სიგრძეზე 9, ხოლო სიგანეზე 5 კალორიფელის სვეტი დგას. თითო სვეტი შედგება კირხსნარით შეკავშირებული 19-21 მრგვალი ან ბრტყელი, ერთმანეთზე დადებული აგურისაგან. კალორიფელის სვეტის თავზე კერამიკული ფილებია (0,58X0,05 მ), რომლებზეც 0,12-0,15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარია დასხმული და ფერადი მოზაიკით შემკული იატაკია გამართული. იატაკზე ორსტრიქონიანი ბერძნული წარწერის („ლაიდას“ და „პრისკოსი“) ნაშთებია შემორჩენილი (ყაუხჩიშვილი 2000: 215). ცივ განყოფილებაში (16 კვმ) მოთავსებულია აბაზანა. იატაკი აქაც მოზაიკურია, რომელზე გამოსახულია მცენარეული მოტივები და ზღვის ფაუნა (დელფინის თავი, ზღვის ნიჟარა, თევზები, ბადე). ცივი აბანო კარით უკავშირდება დერეფანს (22,7 კვმ), საიდანაც შეიძლება მოხვედრა გასახდელში, რომლის იატაკიც მოზაიკურია, შემკული რომბებით, ვარდულებით, წრეხაზებით და ა. შ. გასახდელი კარით უკავშირდება ტაძრის დარბაზს. აბანოს კომპლექსში შემავალი ატრიუმი (ღია ეზო) გეგმით ოთხკუთხაა (7,75X6,95 მ). იატაკი მოფენილია ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით. ატრიუმის ცენტრში 51-52 სმ სიგანის ბორდიურით შემოვლებული შადრევნის აუზია (2X1,8 მ, სიღრმე 17 სმ), რომლის კუთხეებში აღმართული ყოფილა ოთხკუთხა კოლონები. ატრიუმს დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმაში სწორკუთხა მოყვანილობის საკურთხევლიანი სატაძრო განყოფილება (9,95X2,6 მ), რომელიც 15 სმ-ით მაღლაა ატრიუმის იატაკზე და რომლის ჩრდილო ნაწილში მდგარ კვარცხლბეკზე კოლონებით დამშვენებული რომელიღაც ღვთაება ყოფილა აღმართული. ატრიუმის აღმოსავლეთით აბანოს გასახდელია მიშენებული. თვით აბანო რომაული ტიპისაა და შედგება 3 (ცივი, თბილი, ცხელი) განყოფილებისაგან. სამივე განყოფილება ერთმანეთს კარით უკავშირდება. სამხრეთით სამივე განყოფილებას აქვს ნახევარწრიული აფსიდა. აბანოს გასათბობი სისტემა-ჰიპოკაუსტი ამოყვანილია რიყის ქვით დუღაბზე. ცივი აბანოს (6,3X3,65 მ) ნახევარი აფსიდის მხარეს მდებარე აბაზანას (სიგრძე 2,75 მ) უჭირავს. იატაკში თიხის მილია დატანილი. თბილი (6,5X3,95 მ) და ცხელი (6,4X3,8 მ) აბანოს იატაკი გამართულია კალორიფელზე, რომელიც კირხსნარით შეკავშირებულ სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა და მრგვალი აგურით ნაგები სვეტების (სიგრძეზე 11, სიგანეზე 7) რიგს წარმოადგენს. სვეტების თავზე ეწყო კერამიკული ფილები, რომელზეც გადასხმული იყო 0,12-0,15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარის ფენა. აბანოს კედლებში ვერტიკალურად ჩადუღაბებულია თიხის მილები (დმ 0,15 მ), რომლებითაც ჰიპოკაუსტიდან მოედინებოდა ცხელი ჰაერი და მთელ აბანოს ათბობდა. აბანოს ცხელ განყოფილებას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს რიყის ქვით დუღაბზე ნაგები ცეცხლფარეშის სენაკი (4X2,8 მ). სენაკს გარედან მიშენებული აქვს საკვამლე მილი (დმ 2,7 მ), რომლის ჩრდილოეთით სწორკუთხა აუზია (4,4X3,3 მ). აუზს ჩრდილოეთიდან უერთდება რიყის ქვით, ტუფითა და დუღაბით ნაგები ორმაგი წყალსადენი. აბანოს თბილ და ცივ განყოფილებებს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს გაურკვეველი დანიშნულების ორი სენაკი. აბანოს გასახდელი გეგმაში ოთხკუთხაა (8,1X7,7 მ). გასახდელის ჰიპოკაუსტის კედლები ამოყვანილია რიყის ქვით დუღაბზე. იატაკი გამართულია კალორიფელზე. გასახდელს აკრავს ცეცხლფარეშის (2,8X1,9 მ), მოსაცდელი (6,5X5,2 მ) და სხვ. დანიშნულების სენაკები. აბანოს კომპლექსში შემავალი ატრიუმი და სატაძრო განყოფილება თარიღდება ახ. წ. I-II სს-ით. აბანოს კომპლექსი მიეკუთვნება ახ. წ. II-IV სს-ს. აბანო ქალაქთან ერთად ნადგურდება IV ს-ში (ბოხოჩაძე 1977: 17-24; 1981: 36-85). ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსის ქვეშ გამოვლინდა ძვ. წ. I ს-ის დასახლების ნაშთები, სადაც დადასტურდა წითელპრიალა და შავპრიალა პირმოყრილი ჯამის ნატეხები; სამი სახის აგურები; ბრტყელი და ღარისებური კრამიტები. ღარისებური კრამიტები ქიმებიანია და ყველა წითლადაა შეღებილი. კრამიტებზე გვხვდება სხვადასხვა სახის ნიშნები. ნაქალაქარზე გამოვლენილია კიდევ ერთი სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა და საცურაო აუზი. სასახლე შედგება 30-მდე სხვადასხვა სიდიდის, ფორმისა და დანიშნულების ოთახისაგან. სასახლის ცენტრში მოთავსებულია გეგმაში ოთხკუთხა მოყვანილობის ატრიუმი (8,35X8,35 მ), რომელიც ქვიშაქვისა და ტუფის ქვათლილებითაა ნაგები. ატრიუმს ჩრდილოეთით შემორჩენილი აქვს კარის ორი ზღურბლი. ცენტრში მოთავსებულია ბორდიურებით შემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი (28,5 კვმ). აუზის ცენტრში ოთხკუთხა კვარცხლბეგიდან გადმოდიოდა წყალი. აუზის იატაკის ქვეშ გამოყვანილი ყოფილა თიხის მილები (გამოვლინდა 45 მ სიგრძეზე), რომლებიც დასავლეთით მდებარე წყალგამყოფი ჭიდან მოედინებოდა. ატრიუმის დასავლეთით ქვათლილებით ნაგები სატაძრო განყოფილებაა (196 კვმ), რომლის ჩრდილო ნაწილში მრგვალ კვარცხლბეგზე აღმართული ყოფილა რომელიღაც ღვთაება. სასახლის ატრიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს სასახლის ცენტრალური გათბობა-ჰიპოკაუსტი, რომელიც გეგმაში კვადრატს (11,8X11,8 მ) წარმოადგენს. ჰიპოკაუსტში სიგრძეზე კალორიფერების 13 ძირითადი რიგია, რომლებისთვისაც გამოუყენებიათ სპეციალურად დამზადებული თიხის მილები (დმ 16-30 სმ). ჰიპოკაუსტის კედლები ამოყვანილია ოთხკუთხა აგურით, რომლის 18 რიგი ერთმანეთზე კირხსნარით არის შედუღაბებული. კედლები დამრეცია და ბოლოვდება 25 სმ დაშორებული კბილანებით. კბილანებს შორის ჩადუღაბებული ყოფილა თიხის მილები, საიდანაც ჰიპოკაუსტიდან ფილებსა და კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში მოედინებოდა ცხელი ჰაერი. კალორიფელებს თავზე დახურული ჰქონდა კერამიკული ფილები (60X60X5 სმ), რომლებზეც ზემოდან დასხმული იყო 10-15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარი და იატაკი იყო გამართული. საცეცხლე არხი ჰიპოკაუსტს ჰქონია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. სასახლის კომპლექსში შედიოდა საძინებელი ოთახები, სათათბირო დარბაზი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოთახები, ორგანყოფილებიანი საპირფარეშო კანალიზაციითა და წყალსადენით. აფსიდიანი ნაგებობა (703,7 კვმ) მიშენებულია საცურაო აუზის აფსიდაზე. აფსიდიანი ნაგებობა დაუზიანებია სასახლის ატრიუმში მიმავალ წყალსადენს. ამდენად, ნაგებობა აუზთან და სასახლესთან შედარებით მოგვიანო ხანისაა და V ს-ით უნდა დათარიღდეს. აფსიდიან ნაგებობაში ყოფილა 7 დარბაზი. ნაგებობების კედლები სხვადასხვა სისქისაა (1,2-1,7 სმ). ჩრდილოეთის კედელში დატანილია გამჭოლი თაღები. საცურაო აუზი გეგმაში წესიერი სწორკუთხედია (ფართობი 395,6 კვმ). დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ოთხივე მხარეს შუა ნაწილში აქვს აფსიდები. აუზის კედლები ამოშენებულია რიყის ქვით კირხსნარზე. კედლები მოპირკეთებულია თლილი, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი ქვიშაქვის ფილებით. ჩრდილოეთ მხარეს აფსიდაში, რომლითაც ის აბანოს კომპლექსს უკავშირდება, 9 საფეხურიანი კიბეა გამართული. კუთხეებში მოწყობილია დასასვენებელი მერხები. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, იატაკის დონეზე ტრაპია (დმ 0,2 მ). ჰიდრავლიკური ხსნარით გაკეთებული იატაკი დამრეცია. აუზი წყლით ივსებოდა აბანოს კომპლექსში დასავლეთის მხარეს შემოყვანილი ორი ორმაგი წყალსადენის საშუალებით. სასახლის აფსიდიანი ნაგებობისა და საცურაო აუზის კომპლექსი თარიღდება ახ. წ. I-III სს (ბოხოჩაძე 1987: 25-30). ქალაქმა იარსება ძვ. წ. II ს-დან ახ. წ. VIII ს-ის 30-იან წლებამდე. განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია ახ. წ. I-III სს-ში. IV ს-ში აქ ცხოვრება დროებით შეფერხდა. VI-VII სს-ში ძალისა კვლავ გამოცოცხლდა. VIII ს-ის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან-ყრუს შემოსევის შედეგად. ძალისას მიდამოებში გამოვლენილია 3 სამაროვანი. ერთი მდებარეობს მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე. დაზვერვების შედეგად გაირკვა, რომ სამაროვანზე ძირითადად გვხვდება ორმოსამარხები. იქ გამოვლენილია ხის სარკოფაგები და კრამიტსამარხები. ინვენტარის მიხედვით სამაროვანი უნდა ეკუთვნოდეს არისტოკრატულ ფენას. სოფ. ძალისას გორაზე, რომელიც ძალისას შიდაციხეს წარმოადგენდა, გამოვლინდა ალიზით ნაგები გალავანი, აგრეთვე ალიზით ნაგები და წითლად შეღებილი კრამიტით გადახურული სხვადასხვა შენობის ნაშთები. გორის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ქვათლილებით ნაშენი თაღოვანი აკლდამა (4X4,7X4 მ), რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე იყო დამხრობილი. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დრომოსის კედლები ნაგებია ქვათლილებით. იატაკი მოგებულია თლილი ქვით. აკლდამაში გამართულია მიცვალებულთა დასაკრძალავი 2 ტახტი-სარეცელი, თუმცა დაკრძალული აღმოჩნდა 3 მიცვალებული. აკლდამაში აღმოჩნდა ბრინჯაოს 3 საკინძი. ოქროს ცილინდრული ჩარჩო, თიხის ჭრაქი. მასალა თარიღდება ახ. წ. II-IV სს-ით. თვით აკლდამა IV-V სს-ით (ბოხოჩაძე 1990: 1-4). ძალისას ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და ოთ.ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის ნასტაკისის ბაზა). იხ. აგრეთვე: ქალაქი, მოზაიკა წყარო: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
![]() |
6.5 ძარღვების აშლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნერვების აშლა. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ძ
![]() |
6.6 ძედ მაროზი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. Дед Мороз თოვლის ბაბუა, თოვლის პაპა ძედმაროზი, დედ მაროზი, დედმაროზი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ძედ მაროზი (ბარბარიზმი)
![]() |
6.7 ძედუნი მაო (1893-1976) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩინეთის ლიდერი 1945 წლიდან, ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა სინჰაის რევოლუციაში (1911—1913). 1918 წ ქ. ჩანშას პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო ნაპოლეონი. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში. იხ. აგრეთვე: მაოიზმი, პერსონალია წყარო: ვიკიპედია მაო ძედუნი
![]() |
6.8 ძველი საბერძნეთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ელადა – Hellas ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს. იხ. აგრეთვე: ქალაქ-სახელმწიფო წყარო: ვიკიპედია ძველი საბერძნეთი
![]() |
7 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - წ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 წამწამზე უზის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სულ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ წ
![]() |
7.2 წიგნთსაცავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საგანგებო სათავსი ბიბლიოთეკაში, სადაც წიგნები ინახება იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
7.3 წიგნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ნებისმიერი ტექსტის შემცველი ფურცლები, ერთად აკინძული; 2. დიდი მოცულობის ლიტერატურული ან სამეცნიერო თხზულება (ცალკე დასტამბული); 3. თხზულებათა კრებული; 4. წერილი, ბარათი, ეპისტოლე, იურიდიული საბუთი (ძვ. ქართულში). სიტყვა წიგნი ქართულში შემოსულია ლათინურიდან ბერძნულის გზით (σιγνον – ნიშანი). თავდაპირველად ამ სიტყვით აღინიშნებოდა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ყოველგვარი გრაფიკული გამოსახულება, მ. შ. ასოც. თანდათანობით წიგნმა შეიძინა სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტის მნიშვნელობა. ქართული წიგნის ისტორია დაკავშირებულია ქრისტიანული ღვთისმსახურების შემოღებასთან. საეკლესიო ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების აუცილებლობამ ბიძგი მისცა ნათარგმნი და ორიგინალური წიგნების გაჩენა-გამრავლებას. ქართული წიგნის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია V-VII სს. პალიმფსესტური ფრაგმენტების სახით. ჩვენამდე სრული სახით მოღწეული თარიღიანი წიგნებიდან უძველესია 864 სინური მრავალთავი, 897 ადიშის ოთხთავი. X ს-იდან მოყოლებული, ხელნაწერი წიგნების რიცხვი გაიზარდა. უძველესი ქართული ხელნაწერი წიგნი მზადდებოდა ტყავის საწერი მასალისაგან (ეტრატი) და მას თანამედროვე წიგნის (კოდექსი) ფორმა ჰქონდა. XII–XIII სს-იდან ეტრატს მეტოქეობას უწევდა ქაღალდი, რომელიც შემოჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებიდანაც და ევროპიდანაც (იტალიიდან). გვიანდელი შუა საუკუნეების ეტრატისაგან მხოლოდ განსაკუთრებული, საზეიმო ცერემონიალებისათვის განკუთვნილი ხელნაწერები მზადდებოდა. წყარო: წიგნი
![]() |
7.4 წიგნიერება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება, წიგნის ხელოვნება, ცოდნა, უნარი, უნარ-ჩვევა, კომუნიკაცია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი წიგნიერება
![]() |
7.5 წიგნის მუზეუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "წიგნის მუზეუმი" არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი 2) „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე 3) ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით 4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით. წიგნის მუზეუმი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ტელ.: 297 16 40
![]() |
7.6 წიგნის ხელოვნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. Искусство книги მთელი იმ საკითხების ცოდნა, რომლებიც საჭიროა წიგნის ბეჭდვისათვის. საქმიანობის სფერო, წიგნის შექმნისა და გამოცემის კომპლექსური პროცესი, რომელიც შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა სახეობაზეა დაფუძნებული: მხატვრ. კონსტრუირებაზე, წიგნის გრაფიკასა და გამოცემის მხატვრ. გაფორმებაზე; ახორციელებენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები – მხატვრები, გამომცემლები, პოლიგრაფისტები. იხ. აგრეთვე: კულტურა, წიგნიერება წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.
![]() |
7.7 წინა-განზრახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
„ნება“ (ი. ა.) იხ. აგრეთვე: განზრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
7.8 წმ. გიორგი (დაახ.275-303) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია წმინდა გიორგი
![]() |
7.9 წმ. მეფე თამარი (1160-1210) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეფე თამარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების, ეკლესიის კეთილმსახურებისა და სიქველისათვის წმინდანად შერაცხა, პირველი ქალი იყო საქართველოს სამეფო ტახტზე. თამარის მამას, მეფე გიორგი III-ს, ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ მან ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში 1178 წელს თანამოსაყდრედ (თანამეფედ) თამარი დაიყენა. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და თამარი ერთპიროვნული მმართველი გახდა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმული ქვეყნისა. თამარი იყო ქვრივთა, ობოლთა და დავრდომილთა „განმკითხავი“, ანუ მათზე მზრუნველი. სამეფოს მთელი შემოსავლის 10% („ყოვლისა ნაათალი“) მისი მეფობის დროს გლახაკთათვის გაიცემოდა. როგორც კი სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფლდებოდა, მაშინვე ხელსაქმეს მიეცემოდა - რთავდა ან კერავდა და საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაკერს ხუცესებს და გლახაკებს ურიგებდა. საქართველოს ეკლესიამ მეფე თამარი წმიდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 1 (14) მაისი. იხ. აგრეთვე: პერსონალია, გიორგი IV (ლაშა) (1198-1223), დავით სოსლანი წყარო: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
![]() |
7.10 წმ. ნინო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წმ. ნინო დაიბადა კაპადოკიაში ქრისტიანთა ოჯახში. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა ნინოს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების და მისი წამების და ჯვარცმის ამბავს. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი. პატარა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და კვართის თაყვანისცემის საშუალება მისცემოდა. ღვთისმშობელმა მარიამმა შეისმინა ნინოს ვედრება, ერთხელ სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში და ექადაგა ქრისტეს სახარება. ღვთისმშობელმა ნინოს ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც აღმოაჩნდა ხელში ჯვარი, რომელიც მან თავისი თმით შეკრა. იერუსალიმიდან ნინო რომში ჩავიდა, ხოლო იქიდან მის მიერ ქრისტეს სჯულზე მოქცეულ რიფსიმესთან, გაიანესთან და სხვა ქალწულებთან ერთად სომხეთისკენ წამოვიდა, რადგან რომში ამ დროს ქრისტიანების მოძულე და მდევნელი დიოკლეტიანე მეფობდა. სომხეთში სიფსიმე და სხვა ქალწულები სომხეთის წარმართმა მეფემ არდატმა დააპატიმრა და აწამა. გადარჩა მხოლოდ ნინო, რომელიც მეგობრების შეპყრობის დროს ვარდის ბუჩქებში დაიმალა. ამის შემდეგ ნინო ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ წამოვიდა. ქართლის დედაქალაქ მცხეთაში მას დახვდა კერპები და მათი თაყვანისმცემელი მეფე, მთავრები და მთელი მოსახლეობა. წმ. ნინო სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა. დღედაღამ ლოცულობდა და შესთხოვდა უფალს ქართველთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ქადაგებდა და ასწავლიდა უფლის სახარებას, ეხმარებოდა ავადმყოფებს და დავრდომილებს. უშვილო ოჯახს წმ. ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიმადლა. ერთხელ მძიმედ დაავადდა მეფე მირიანის მეუღლე დედოფალი ნანა. მას მკურნალები ვეღარ შველოდნენ, და მაშინ დედოფლის მსახურებმა წმ. ნინოს სთხოვეს დახმარება. წმ. ნინომ დედოფალი თავისთან მოიწვია, ილოცა მისთვის, ჯვარი გადასახა და განკურნა. ამის შემდეგ დედოფალმა იწამა ღმერთი. რამდენიმე თვის შემდეგ თავად მეფე მირიანს დაუბნელდა თვალთ ნადირობის დროს და ამაოდ უხმობდა და ევედრებოდა კერპებს თვალის ახელას. მაშინ მირიანმა წმ. ნინოს ღმერთს შეავედრა თავი და მყის დაუბრუნდა თვალის სინათლე. ამის შემდეგ მირიანმაც იწამა ქრისტე და განიზრახა ქვეყნის გაქრისტიანება, რაც წმ. მოციქულთა სწორ ნინოს შეწევნითა და ქადაგებით განახორციელა კიდეც. წმ. ნინოს რჩევით მეფე მირიანმა ქრისტიანული ტაძარი ააგო იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი იყო დამარხული. წმ. ნინო ქართლის სხვა ადგილებშიც ქადაგებდა. ის დასნეულდა დაბა ბოდინში (ბოდბე) და იქვე მიაბარა თავისი სული ღმერთს. წმ. ნინო ბოდბეში დაკრძალეს და შემდგომ მის საფლავზე მეფე მირიანმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. წმ. ნინო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 14 იანვარს მოიხსენიება. იხ. აგრეთვე: კუალად, პერსონალია წყარო: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
![]() |
7.11 წყალწაღებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ვინც ან რაც წყალმა წაიღო. 2. უიმედო მდგომარეობაში მყოფი. 3. იტყვიან უნიათო, უგერგილო ადამიანზე. წყარო: ონლაინ ლექსიკონი წყალწაღებული
![]() |
7.12 წყობილება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მმართველობის წესი, წეს-წყობილება, წყობა. იხ. აგრეთვე: სისტემა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
8 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ჭადრაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1) თამაში 64 უჯრიან დაფაზე თექვსმეტ-თექვსმეტი თეთრი და შავი ფიგურით. 2) ამ თამაშისათვის საჭირო დაფა და ფიგურების კომპლექტი. იხ. აგრეთვე: კომბინაცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
8.2 ჭაპანწყვეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საქმეში მეტისმეტად გაჭირვება. „მე რა ჭაპანწყვეტაში ვარ, მომდგარ საქმეს თავს ვერ ვართმემ და ეს მამდგომია ქორწილში წამოდიო“. წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
![]() |
8.3 ჭიანური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ხალხური სიმებიან-ხემიანი საკრავი გავრცელებულია დას. საქ-ში. და აღმ. საქ. მთიან რაიონებში. რაჭული და თუშური ჭ-ების რეზონატორია ე. წ. „მუცელი“, რომელსაც ცალი მხრიდან ტყავი აქვს გადაკრული და ხის გათლილი ოთხკუთხა ტარი აქვს გაყრილი. ტარის ზემოთა ნაწილი, სიმების დასაჭიმი მოქლონებითურთ, საკრავის თავია, ქვემოთ ნაწილი, მცირე ზომის გამონაშვერით, შემსრულებლის მუხლზე საყრდენი. ჭ-ის სიმები ცხენის ძუისაგან მზადდება. საკრავს მოხრილი ხემით (მშვილდაკით) აჟღერებენ. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
8.4 ჭიაფერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Phytolacca americana მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; აქვს მოწითალო დატოტვილი ღერო; იკეთებს თეთრ წვრილ ყვავილებს. ისხამს ყურძნის მტევნის მსგავსად შეკრებილ ნაყოფს (საღებავად და მელნის გასაკეთებლად იხმარება). წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.5 ჭიბონი, ჭიმონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული (აჭარული) ხალხური ჩასაბერი საკრავი. გუდასტვირის სახესხვაობა, გავრცელებულია აგრეთვე ლაზეთში. შედგება ტყავის გუდისა და ჭ-საგან (მას გუდის ჭიბონსაც ეძახიან). აჭარაში არსებობს ერთლულიანი უგუდო ჭ.., რომელსაც ზურნასაც უწოდებენ. ჭ. ორხმიანი საკრავია, აქვს ხმის გამომცემი ორი ლულა (დედანი), ერთს მთქმელი ეწოდება, მეორეს ბანი. აჭარულ ჭ-ს ერთ ლულაზე ხუთი თვალი აქვს ამოჭრილი, მეორეზე-სამი, ლაზურს-ერთზე ხუთი, მეორეზე ერთი. გამოსცემს ძლიერ, ყივანა ხმას. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
8.6 ჭირი მოჭამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაიღუპა, მოკვდა, გაქრა, აღარ არსებობს, თქვენი ჭირი წაიღო. სინონიმი: ჭირი მოგვჭამა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ჭ
![]() |
8.7 ჭორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტყუ(ვ)ილთან (ტყვილთან Aa) ნახე ZAB. ჭორად სახელ–ვსდებთ დაუჯერებელსა (დაუჯერებელთა Cb) ჰამბავთა, გინა საცილობელთა და არასწორთა დავარდნათა, რომელიმე მართალცა იქმნების Cab. ჭორად სახელ–ვსდებთ დაუჯერებელისა ჰამბავისა, გინა საცილობელისა და არასწორისა დავარდნასა, რომელიმე მართალცა იქმნების Cq. დაუჯერებელის ჰამბავის დავარდნა საცილობელისა და არასწორისა, ვიეთი კიდეც გამართლდება D. წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
![]() |
9 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ხ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ხადავოი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. ходовая часть სავალი ნაწილი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ხადავოი (ბარბარიზმი)
![]() |
9.2 ხაზინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. სახელმწიფოს ქონება (ფულითა თუ სხვა სახით წარმოდგენილი) იხ. აგრეთვე: მოხელე ადგილობრივი საფინანსო ორგანო წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
![]() |
9.3 ხაზის გადასმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უარყოფა, დავიწყება, კავშირის გაწყვეტა (ვინმესთან, რამესთან). იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ხ
![]() |
9.4 ხალიფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორ. არაბ. chalifa – ნაცვალი, მოადგილე უმაღლესი ტიტული მუსლიმანთა ფეოდალური მმართველისა, რომელსაც ეპყრა სასულიერო და საერო ხელისუფლება; ამ ტიტულის მქონე პირი. იხ. აგრეთვე: ხალიფატი, ტიტული, შიიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.5 ხალიფატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორ. 1. ფეოდალურ მუსლიმანურ ქვეყნებში: სახელმწიფო წყობილების სისტემა, სადაც თეოკრატიული ხელისუფლება იყო. 2. არაბების დაპყრობათა შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო, რომლის სათავეშიც ხალიფა იდგა; სახალიფო. იხ. აგრეთვე: ხალიფა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.6 ხანძთელი გრიგოლ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წმ. გრიგოლ ხანძთელი - კლარჯეთის სავანის აღმაშენებელი და არქიმანდრიტი დაიბადა 759 წ. იგი დიდგვაროვანთა შვილი იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს. გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თნამოსაგრე: დედის დისწული - საბა - იშხნის განმაახლებელი, ეპისკოპოსი თეოდორე - ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე - კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცე ბული“. ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს აქაურ მოძღვარ აბბა გიორგისთან. გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას. ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს - ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა „ხელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაითა“. ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთაგორიანი იყო, ნიადაგი კლდოვანი, მათ სამუშაო იარაღებიც კი ასრ ჰქონდათ. ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით, ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისათვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვიტკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია. ამ დროს კლარჯეთში მეფობდა ქართლიდან წამოსული აშოტ კურაპალატი, რომელიც ქართლის სამეფოდან გამოექცა მომძლავრებულ არაბებს. მან ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. წმ. აშოტმა სიყვარულით მიიღო გრიგოლ ხანძთელი, რომელიც წარუდგინა გაბრიელ დაფანჩულმა. „აშოტმა შეწირნა დიდი და კარგი ადგილნი და შატბერდის ადგილი ხანძთის აგარაკად. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნასე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაიცა სახმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხუებით“ - წერს გიორგი მერჩულე. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარრეს ერის საუკეთესო შვილებმა. წმ. გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. უკანდაბრუნებულმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, გულწრფელი ცრემლებით დაიტირა საქართველოსთვის შეწირული მეფე. გრიგოლი დიდად ზრუნავდა თავისი მონასტრისათვის. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმიდის ლავრის ტიპიკონის გადმოწერა. მეგობარმა თხოვნა შეუსრულა. გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. ღირსმა გრიგოლმა იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა. ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმნათა ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღირსი გრიგოლი, რის დასამტკიცებლად ერთი ასეთი მაგალითიც კი კმარა: ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისათვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა, დადექ ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყოფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან თავისი სულის განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტერში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ამ დღეს სანთლები აენთოთ და ელოცათ მისთვის. ღირსი გრიგოლის მიცვალების დღეს მასთან მივიდნენ მეუდაბნოე მამები წმიდანისათვის პატივის მისაგებად და მისგან კურთხევის გამოსათხოვად. გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის. თბილისის საამიროს დაარსების შემდეგ ქართლმა დაკარგა ქვეყნის უმთავრესი ცენტრის მნიშვნელობა. საჭირო იყო ქართლის მონაცვლე ცენტრის შექმნა, ე.ი. იმნაირი ცენტრის შექმნა, ჩამოყალიბება, რომელიც ქართლის მაგივრობას გაწევდა. ამის განხორციელება მიზანშეწონილი იყო არაბეთიდან შორს და ბიზანტიასთტან ახლოს, თანაც მიზანშეწონილი იყო ისიც, რომ დიდი პოლიტიკური მიზანდასახულობის მოძრაობა დაწყებულიყო სამონასტრო მოძრაობის სახით. ქართლის და სრულიად საქართველოს აღდგენის ნიშნით. სწორედ აქ ჩამოყაალიბდა ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც შემდეგ მთელი საქართველოს საუკუნეობრივი გამგებელი გახდა. უფლის წინმძღოლობით მავალ წმ. გრიგოლს მისი ბიოგრაფი გიორგი მერჩულე ადარებს წმ. აბრაამს, წმ. იოანე ნათლისმცემელს და წმ. მოსეს. გრ. ხანძთელი პიროვნული მიზანმიმართულებითაც ემსგავსება აბრაამს. მერჩულეს კარგად ესმის, რომ გრიგოლი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი აღმშენებელიც უნდა იყოს ერისა, მისი უმთავრესი მისია არის ქართველი ერის წინამძღოლობა და მათი სასუფევლისაკენ წაყვანა ისევე, როგორც აბრაამი მიუძღოდა წინ ისრაელს. ღირსი გრიგოლი იოანე ნათლისმცემელივით ყრმობიდანვე მარხულობდა, უარყოფდა ღვინოსა და ხორციან საჭმელს. კაცთა შორის იოანეს ამსგავსებს გრიგოლს ხუედიოს დაყუდებულიც. იოანე ცნობილია უფლის წინამორბედად. წმ. გრიგოლის მართვა და ბაძვა იოანესათვის უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში უფლის ხელახალი დავანების წინამორბედი. მან თავის ძმობასთან ერთად უნდა გაწმინდოს ის გზა, რომელზეც უფალმა უნდა გამოიაროს. როგორც იოანე უქადაგებდა ისრაელიანებს, ისე უნდა უქადაგოს გრიგოლმა ქართველთ: „განამზადეთ გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“. ასე რომ, ღვთისა და კაცის შემაკავშირებლები არიან ორივე. მურვან ყრუსგან შეჭირვებულ ქართველთ ესაჭიროებოდა სჯულის დამცველი და სულიერი სიმღერის აუცილებლობის მქადაგებელი. ამიტომ გრიგოლი აშოტ კურაპალატის თქმით, სჯულის დასაცავად მოვლენილი წინასწარმეტყველია, როგორც მოსე ებრაელთათვის. გიორგი მერჩულე წმ. გრიგოლ ხანძთელს მოსეს ადარებს იმ უცნაური მადლის გამოც, რომელიც წმ. მამას ევლინებოდა ლოცვისას: იგი უცნაური ნათლით იმოსებოდა, შარავანდედად ჩანდა უფლის ეს ნათელი წმ. გრიგოლის თავზე და ნათდებოდა სენაკიც. მთაზე ღმერთმა საღმრთო სჯული უბოძა მოსეს. სჯული სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველი იყო ზნეობრივი სჯული, რომლის არსიც 10 მცნებაშია მოცემული, მეორე - რიტუალური ხასიათისა იყო (მსხვერპლშეწირვა და ღვთისმსახურება). მესამე ნაწილი - სამართლებრივ მხარეს დაუთმო, მასშია მოცემული დანაშაულთა საზღაური. ასევე დაუდო სჯული წმ. გრიგოლმა თავის სულიერ შვილებს. სჯულის ბოძება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც ებრაელი ერისათვის, ისე მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის ქართველებისთვისაც. გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა აშოტ კურაპალატი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ერთი ქალი და დედოფლისათვის აგებულ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა. ღირსი გრიგოლი არ შეეპუა მეფის მაღალ მდგომარერობას, იცოდა, რომ მეფის არასწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის და ეს ქალი დედათა მონასტერში აღკვეცა მონაზვნად. აშოტ კურაპალატმა უდრტვინველად მიიღო ღირსი მამის საყვედური და სასჯელი. მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს (ზარმაცს) არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. მევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა. მოსე მიიცვალა 120 წლისა, თვალთ არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია. გრ. ხანძთელი კი 102 წლისა გარდაიცვალა, მასაც თვალს არ დაკლებია და სახე არ დანაოჭებია. მისი ხსენების დღეა 5 (18) ოქტომბერი. წმ. გრიგოლ ხანძთელის ბიოგრაფიის მცირეოდენი გაცნობითაც კი ჭეშმარიტად მიგვაჩნია მერჩულეს სიტყვები, რომლითაც იწყებს წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას: „ გრიგოლ ხანძთელი იყო უდიდესი მოღვაწე ქართული ეკლესიისა, „ნეტართა შორის ბრწყინვალე, მადლით სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი, კეთილად გამგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქვეშემყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“. იხ. აგრეთვე: პერსონალია, თბილელი აბო წყარო: ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
![]() |
9.7 ხარმიდე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პლატონის ბიძა დედის მხრიდან. მისი სახელი ეწოდება დიდი ფილოსოფოსის ერთ დიალოგს. იხ. აგრეთვე: პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
9.8 ხასადარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. xāssadār - სახასო, ანუ სამეფო მიწების გამგებელი სპარს. xāssadār - სახასო, ანუ სამეფო მიწების გამგებელი სამეურნეო დარგის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. ხასადარი იყო მეფის დომენის, მისი საკუთარი მამულების (ხოდაბუნების, ვენახების, საძოვრების) ზედამხედველი, ამავე დროს საჯარო მოხელეც, რამდენადაც იგი მეფის, როგორც საჯარო პირის მოხელეს წარმოადგენდა. ისტორიულ დოკუმენტებში ხასადარი პირველად 1644 წ-ის საბუთში იხსენიება. ხასადარი ზედამხედველობას უწევდა დომენის მიწებზე მომუშავე გლეხების (მეფის ყმა-გლეხების, ზოგიერთ შემთხვევაში, ქირაზე მომუშავე გლეხების) სეზონურ მუშაობას და ბეგარის გადახდას. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი ხასადარი
![]() |
9.9 ხაფი (ღვთაება) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იგივე აპისი, (ეგვიპტ.) მემფისის ერთ-ერთი ღვთაება შავი ხარის სახით, რომელსაც შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ითვლებოდა, რომ იგი იყო ფთახის სული; ჰელიოპოლისში მას მნევისის სახელით მიაგებდნენ პატივს. ამგვარი ნიშნით გამორჩეულ ხარს მზრუნველობის გარემოცვაში ზრდიდნენ, მემფისში ფთახის ტაძრის მახლობლად მისთვის საგანგებო სამყოფში, სადაც იგი დიდ პატივში ჰყავდათ, სიკვდილის შემდეგ კი მის მუმიას აკეთებდნენ და სარკოფაგში ასვენებდნენ საგანგებო შენობაში ე.წ. სერაფეუმში. გაზაფხულზე, სამიწათმოქმედო სეზონის დაწყების წინ ხაფის გაარბენინებდნენ ყანებზე მათი განაყოფიერების მიზნით: ეგვიპტელთა რწმენით მასზე იყო დამოკიდებული ყანების სიუხვე, ქვეყნის ნაყოფიერება და კეთილდღეობა. სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა კიდეც ნახირში ამ ნიშნებით გამორჩეული ხარის დაკვლა ან, თუნდაც, მსხვერპლად შეწირვა არგოსის მითიური მეფე სინონიმი: აპისი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV წყარო: ბიბლიოვიკი ხაფი (ღვთაება)
![]() |
9.10 ხელისუფლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. government მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს სახელით მიიღება კოლექტიური გადაწყვეტილებები; ჩვეულებრივ იგულისხმება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო გადაწყვეტილებები. წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
9.11 ხელოვნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნების ფორმალური ცნება მოიცავს შემოქმედების სხვადასხვა კონკრეტულ ფორმებს: მხატვრობას, პოეზიას, პროზას, მუსიკას, თეატრალურ და კინოხელოვნებას და ა.შ. ხელოვნების ღია ცნების მიხედვით კი, შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებათა მრავალფეროვნების გამო შესაძლებელია ხელოვნების ყოველი კონკრეტული ქმნილება (შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი) ფართო ინტერპრეტაციის გამოყენებით სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობით იქნეს გაგებული და ამით მნახველს ამოუწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მიეწოდოს. იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: თავისუფლება №4(28) აპრილი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
![]() |
9.12 ხელშეკრულება ჩარტერის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. charter სატრანსპორტო საშუალების მფლობელსა და მის დამფრახტავს შორის ტრანსპორტის ან მისი ნაწილის გარკვეული ვადით იჯარაზე დადებული ხელშეკრულება (მაგალითად, რეისის განმავლობაში), ფრახტის მოქმედების პერიოდში დამქირავებელი ტრანსპორტის მესაკუთრედ ითვლება. იხ. აგრეთვე: ადენდუმი, ჩარტერი, ჩარტერული წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
9.13 ხელშემკვრელი სახელმწიფო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმების დამდები სახელმწიფო. წყარო: საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, 1996 წლის 29 ოქტომბერი, მუხლი 1
![]() |
9.14 ხერონესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თრაკიის ნახ.- კუნძული სინონიმი: ხერსონესი, ქერონესი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
9.15 ხვარასანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მჭრელი იარაღი. წარმოებულია, ალბათ, „ხორასნული ხმლის“ მსგავსად. „შენი ნამგალი ნამდვილი ხვარასანია“. წყარო: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ. ხვარაშანი ჭიის წამლად ხმარობენ: თაფლში გაქნილ ფხვნილს ბავშვებს აძლევენ ახალ მთვარეზე. სინონიმი: ხორასანი წყარო: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი: პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან: [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ.: გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
![]() |
9.16 ხონჩა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მოგრძო ტაბაკი, ხის ლანგარი ოდნავ ნაპირებშემოფარგლული, ზოგჯერ ოვალური, ზოგჯერ კუთხოვანი ნაპირებით. იხმარება სხვადასხვა პროდუქტის დასაწყობად და სუფრაზე მისატანად. ბატონების გადალოცვის დროს ხონჩაზე დააწყობენ წითელყვითელ ნაჭრებს, ტკბილეულს, ნიგოზს. წაიყვანენ ავადმყოფს და სახლიდან მოშორებით გადაულოცავენ ბატონებს. წყარო: ბიბლიოვიკი ხონჩა
![]() |
9.17 ხორასანი (ხვარასანი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. полынь цитварная ლათ. Artemisia cina Berg. დასავლური – ხვარასანი. სინონიმი: ხვარასანი, ასისთავა წყარო: მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). - 260გვ.; 27სმ.. - ტექსტი პარალ. ქართ., რუს. და ლათ. ენ.. - ბიბლიოგრ: გვ. 8. - 82კ., 10000ც.
![]() |
9.18 ხოტბა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. ხუტბა 1. შექება, ქება-დიდება, შესხმა 2. ჩანაწერი ბმული ძიების შედეგზე წყარო: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი / მთ. რედ. გ. ახვლედიანი [და სხვ.] ; არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. - თბ.. - 28 სმ.. - პარალ. თავფურ. რუს. ენ.[MFN: 60203]
![]() |
9.19 ხულიგანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. hooligan ირლანდ. გვარი houlihan საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი, ადამიანის ღირსების შემლახავი, უხამსი საქციელის ჩამდენი პირი. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
9.20 ხუნტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, ქალაქის მმართველობა, მუნიციპალური საბჭო, თვითმმართველი ადმინისტრაციული ერთეულის საოლქო ხელმძღვანელობა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ცალკეული სესია ესპანურენოვან ქვეყნებში ხშირი სამხედრო გადატრიალებების დროს, როდესაც როდესაც ხელისუფლებას შეიარაღებული ძალები იღებენ, მათი მეთაურები აყალიბებენ სამხედრო ხ-ს, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ასრულებს და ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მაკონტროლებელი ორგანოების მოვალეობებს. სამხედრო ხ. აძლიერებს პოლიტიკური კლიენტელიზმის სისტემას და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეჟიმის პერმანენტულ არასტაბილურობაზე მიუთითებს. არც თუ ისე დიდ ქვეყნებში და გარეშე ძალების დახმარებით, როგორც ეს ჩილეში იყო. სამხედრო ხ-მ შეიძლება შეიძლება შექმნას პირობები ქვეყნის კაპიტალისტური მოდერნიზაციისათვის. გასული ს-ის 80-იან წლებში ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის ზემოქმედების შედეგად სამხედრო ხ-ებმა დამარცხება განიცადეს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
9.21 ხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. presbýteros (შედარებითი ხარისხი სიტყვისა présbys „მხცოვანი“, „(უ)ხუცესი“, შემდეგ ლათ. presbyter იტალ. Presbitero (მღვდელი, პრესბიტერი) – პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. პირველ ქრისტიანულ საკრებულოებში მღვდელმსახურები ამ საკრებულოთა მართვაზე იყვნენ პასუხისმგებლები. II საუკუნის დასაწყისში მცირე აზიაში მღვდელმსახურები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ (პრესბიტერიუმი), ექვემდებარებიან ეპისკოპოსს, რომელსაც ეხმარებიან და მრჩევლობას უწევენ. ისინი ეპისკოპოსთან ერთად აღასრულებენ ევქარისტიას, მასთან ერთად მონაწილეობენ ხელდასხმის წესში (წმიდა იპოლიტე, Traditio apostolica, 8), ნათლავენ (ტერტულიანე, De Baptismo, 17), ასრულებენ სნეულთა ცხების საიდუმლოს (იაკ. 5:14), დასასრულ, ასრულებენ კატეხეტთა და მოძღვართა ფუნქციას (1 ტიმ. 5:17) იხ. აგრეთვე: მღვდელი წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
10 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ჯავაირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასი ქვა წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
10.2 ჯაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. jazz 1. შერეული შემადგენლობის ორკესტრი, რომელშიც სჭარბობს ჩასაბერი და სარტყმელი საკრავები; 2. ასეთი ორკესტრისათვის განკუთვნილი გასართობი მუსიკა (უპირატესად საცეკვაო) იხ. აგრეთვე: მუსიკა, ორკესტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.3 ჯანდაბამდის გზა ჰქონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იხალოს! (არაბულად ჯაჰან-ნამ ნიშნავს ჯოჯოხეთს, მოუსავლეთს, უბედურებას). იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ჯ
![]() |
10.4 ჯარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეიარაღებული და საბრძოლველად მომზადებული ადამიანების ერთობლიობა; ლაშქარი. იგივეა, რაც არმია. ერთად თავმოყრილი ხალხი დღეობაში ან ხატობაში დროის გასატარებლად შეგროვილი ხალხი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
10.5 ჯაფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. მძიმე შრომა. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
10.6 ჯაფარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Garrulus glandarius ჩხიკვი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს. წყარო: ვიკიპედია ჩხიკვი
![]() |
10.7 ჯენტლმენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. gentleman 1. ინგლისში: კაცი, რომელიც ზუსტად იცავს ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებსა და ნორმებს. 2. ითქმის ზრდილობიან, თავაზიან მამაკაცზე, აგრეთვე იმაზე, ვინც გამოირჩევა დახვეწილი მანერებითა და ჩაცმა-დახურვით (ზოგჯერ ირონიით). იხ. აგრეთვე: ჯენტლმენური შეთანხმება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.8 ჯენტლმენური შეთანხმება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომ. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, დაუწერლად (ზეპირად). იხ. აგრეთვე: ჯენტლმენი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.9 ჯენტრიფიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. gentrification ჯენტრიფიკაცია ან ურბანული ჯენტრიფიკაცია — ფენომენი, რომელშიც იაფი, ფიზიკურად დეგრადირებული უბნები ფიზიკურ განახლებასა და უძრავი ქონების ფასების ზრდას განიცდის, და რომელსაც თან სდევს ამ უბნებში შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლა, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე, ოჯახების გასახლებას იწვევს. წყარო: ჯენტრიფიკაცია
![]() |
10.10 ჯეფერსონი თომას (1743-1826) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Thomas Jefferson ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში და რიგით მეორე ვიცე-პრეზიდენტი 1797-1801 წლებში. ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ. I can’t live without books). ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ. A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის ტომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ტომას ჯეფერსონი
![]() |
10.11 ჯინგოიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალისტური ენთუზიაზმისა და სახალხო ზეიმის განწყობა, რომელიც პროვოცირებულია სამხედრო ექსპანსიით ან იმპერიული დაპყრობით. იხ. აგრეთვე: ენთუზიაზმი, ექსპანსია, იმპერია, ნაციონალიზმი, პროვოკაცია და პროვოცირება წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
10.12 ჯიჰადი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წარმოდგება არაბული სიტყვისგან და ნიშნავს ძალისხმევას, გაძლიერებას. ისლამში ნიშნავს გულმოდგინების გამოჩენას ალაჰის გზაზე. მუსულმანი ვალდებულია, გამოავლინოს ძალისხმევა და გულმოდგინება ისლამის გასავრცელებლად. სამხედრო ჯიჰადმა მიიღო სახელწოდება "წმინდა ბრძოლა“, რომელიც ითვალისწინებს ყველა არსებული საშუალებით რწმენის გაძლიერებას და გავრცელებას. დღესდღეობით, როგორც წესი, ჯიჰადი ასოცირდება შეიარაღებულ ბრძოლასა და ტერორიზმთან, თუმცა, მისი მნიშვნელობა უფრო მრავლისმომცველია. ჯიჰადი ნიშნავს ნებისმიერ ძალისხმევას რაიმე საქმეში, მათ შორის, სწავლასა და მუშაობაში. იხ. აგრეთვე: ალაჰი, ისლამი, მაჰმადიანი, რელიგია, ტერორიზმი წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
![]() |
11 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვნახოთ, რასაც იზამ, რასაც გახდები; ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს. იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ჰ
![]() |
11.2 ჰაბი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. hub ცენტრი ზუგდიდი ტურიზმის ცენტრად უნდა გადავაქციოთ. რეგიონული ცენტრი - კავშირი აზიასა და ევროპას შორის. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჰაბი (ბარბარიზმი)
![]() |
11.3 ჰაბიტუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. habitus – გარეგნობა ადამიანის, ცხოველის ან მცენარის გარეგნული შესახედაობა. კლინიკურ მედიცინაში აღნიშნავს ადამიანის გარეგან ნიშან-თვისებათა ჯიშ ერთობლიობას. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.4 ჰაგიოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. hagios – წმინდანი და grapho – ვწერ ქრისტიანული ლიტერატურის დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა. იხ. აგრეთვე: აგიოგრაფია, ბიბლიოთეკა, გრაფია, ლიტერატურა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.5 ჰადესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. უხილავი, შემზარავი მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი, მიცვალებულთა სულების მბრძანებელი. კრონოსისა და რეას ძე. ზევსისა და პოსეიდონის ძმა. როდესაც ზევსმა კრონოსზე გამარჯვების შემდეგ თავის ძმებთან ერთად დაინაწილა სამყარო, ჰადესს მიწისქვეშეთი ერგო. მისი სასახლე უდაბურ და მიუვალ ადგილას, მრუმე კლდეთა შორის იყო აღმართული. მას გარს ერტყა სამმაგი გალავანი, რომლის ქვეშაც მიედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე პირიფლეგეტონი. გალავნის კარიბჭე ისე მყარად ემიჯნებოდა ალმასის სვეტებს, რომ მისი გახსნა თავად ღმერთებსაც არ შეეძლოთ. რკინის კოშკის უზარმაზარ, შავ დარბაზში იდგა ოქროს ტახტი, რომელზეც იჯდა მეფე ჰადესი. მას გვერდს უმშვენებდა პერსეფონე – მისი მეუღლე. ჰადესის სახელთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი მითოსი პერსეფონეს მოტაცების ამბავს გვაუწყებს. ეს მშვენიერი ქალიშვილი დიდი ქალღმერთის, დემეტრეს ასული იყო. მის მამად კი თავად ზევსს ასახელებენ მითოგრაფოსები. ერთხელ, როდესაც პერსეფონე მინდვრად სეირნობდა, მიწამ აღმოაცენა გასაოცარი სილამაზის ყვავილი. როდესაც მისმა სურნელებამ გააბრუა ქალწული, მიწა გაიხსნა და შავმა ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაქროლეს ოქროს ეტლი, რომელზეც ამხედრებული იყო ჰადესი. მან მოიტაცა პერსეფონე. ღრუბლებით შებურულმა შავმა რაშებმა კვლავ მიწის წიაღისკენ გააქანეს დიდი ღვთაების მბრწყინავი ეტლი. ქალიშვილის გაუჩინარებით დამწუხრებული დემეტრე აღარ ზრუნავდა მოსავალზე. გაუდაბურდა დედამიწა, აღარც ბალახი იზრდებოდა, აღარც ყვავილი. ფოთლები დაჭკნა, ტყე გაშიშვლდა, ვენახი გახმა, დაცარიელდა ყანები, ჩაკვდა სიცოცხლე. იღუპებოდა სამყარო. შეშფოთდა ზევსი და ჰადესს სთხოვა, დაეთმო პერსეფონე. მიწისქვეშეთის მბრძანებელმა კი აღასრულა ზევსის სურვილი, მაგრამ მოასწრო და პერსეფონეს ბროწეულის მარცვლები (მარადიული ქორწინების სიმბოლო) გადააყლაპა. იმიერიდან დემეტრეს ასულს აღარ შეეძლო ჰადესის მიტოვება სამუდამოდ. ღმერთებმა ასე დაადგინეს: პერსეფონეს წლის ერთი მესამედი თავის მეუღლესთან უნდა გაეტარებინა მიწისქვეშეთში. დედამიწაზე დაბრუნებული პერსეფონეს მითოსი წლის დროთა ცვლას განასახიერებს: როდესაც პერსეფონე დემეტრესთან იმყოფება, მინდვრად ბალახი ბიბინებს და მწიფდება თაველი, იფურჩქნებიან ყვავილები... ბუნება ხარობს. როდესაც პერსეფონე ჰადესს უბრუნდება, მოწყენილია სამყარო და მის მოლოდინში იძინებს, კვდება, რათა ახალი ძალით კვლავ აღორძინდეს. ერთი მითოსი საოცარ ამბავს გვამცნობს: ეს პირქუში და მრისხანე ღმერთი თურმე გმირმა ჰერაკლემ დაჭრა, როდესაც ქვესკნელს ეწვია. იარამ ისე შეაწუხა ჰადესი, რომ მან მიატოვა თავისი სამეფო და ოლიმპოსზე აღზევდა, სადაც იგი ღვთაებათა მკურნალმა, პეონმა, განკურნა. ძველი საბერძნეთის ერთ-ერთმა გმირმა, სისიფოსმა, ჰადესის მოტყუებაც კი მოახერხა. იდუმალებით მოცული ღმერთი ჰადესი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა დედამიწაზე. მას უჩინმაჩინის მუზარადიც ჰქონდა, რომელიც კიკლოპებმა გამოუჭედეს. იგი არასოდეს იცილებდა თავიდან ამ მუზარადს, რადგან იცოდა, რომ მისი ხილვა შიშის ზარს გვრიდა ღმერთებსაც და ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ არ ესწრებოდა ოლიმპიურ წვეულებებსაც. ჰადესს ყოველი ბერძენი ეთაყვანებოდა, თუმცა შიშითა და დუმილით. მის სახელს არც კი ახსენებდნენ. პატივს მღვიმეში მიაგებდნენ, იქ, სადაც გოგირდის სუნი იდგა. მსხვერპლად სწირავდნენ შავბეწვიან ცხვარს, რომლის სისხლს მიწის ნაპრალში ღვრიდნენ. თავად ცხვარს კი ერთიანად წვავდნენ, ვინმეს რომ მისი ხორცი არ ეგემა და უნებლიეთ მიცვალებულთა სამეფოში არ აღმოჩენილიყო. ჰადესის ტაძარი ელისში იყო აღმართული. მას წელიწადში ერთხელ აღებდნენ და შიგ შესვლის უფლებით მხოლოდ ჰადესის ქურუმები სარგებლობდნენ. ადამიანები ამ ღვთაებისათვის არ აგებდნენ სამსხვერპლოებსა თუ სალოცავებს, საკუთარი თავი რომ არ შეეხსენებინათ. მხოლოდ ძვ.წ. V საუკუნიდან, ელევსინური მისტერიების გავლენით, ჰადესის მრისხანე სახემ კეთილი იერი შეიძინა. მას ახალი სახელიც შეარქვეს, პლუტონი, ანუ სიმდიდრის გამნაწილებელი. მალე ჰადესს მოსავლის ღვთაების ფუნქციაც დაეკისრა. ბერძენთა რწმენით, მიწაში ჩავარდნილი თესლი სწორედ ჰადესის წყალობით განაგრძობს სიცოცხლეს, ძალას იკრებს და აღმოცენდება. ასე იქცა ჰადესი დროთა განმავლობაში სიკვდილისა და აღორძინების განმასახიერებელ ღმერთად. ძველ საბერძნეთში ჰადესს წარმოსახავდნენ ძლიერ და ახოვან მამაკაცად, რომელიც სამეფო ტახტზე იჯდა კვერთხით ხელში. ხშირად მას თავს ერქვა გვირგვინი და მხარს უმშვენებდა მშვენიერი პერსეფონე. ზოგჯერ ჰადესის ფერხთით იჯდა კერბეროსი, მიწისქვეშეთის მარად ფხიზელი დარაჯი. რომში ჰადესი გააიგივეს სიკვდილისა და ქვესკნელის ძველ იტალიკურ ღვთაებებთან – ორკუსთან და დიტუსთან. ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს იხ. აგრეთვე: ალკესტიდა, ილიადა, ღმერთი, ნადიმი წყარო: ბიბლიოვიკი ჰადესი
![]() |
11.6 ჰაერში დაკიდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საფუძვლის გამოცლა, უნიადაგოდ, უსაფრძვლოდ დარჩენა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა. სინონიმი: ჰაერში ჩამოკიდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ჰ
![]() |
11.7 ჰაილაითი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. highlight მნიშვნელოვანი მომენტი გთავაზობთ ამ მატჩის მნიშვნელოვან–საინტერესო მომენტებს. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ჰაილაითი (ბარბარიზმი)
![]() |
11.8 ჰალოკლინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხვადასხვა სიმკვრივის, მარილიანობისა და ტემპერატურის წყლები ერთმანეთთან "შეხვედრა" მაგ., ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ,,შეხვედრა" შავი ზღვა დედამიწის ყველაზე დიდი ზომის მერომიქტული წყალსატევია, სადაც წყალი მუდმივად სტრატიფიცირებულია: ღრმა ფენები ზედაპირულ ფენებს არ ერევა. წყლის ზედა ფენა ჟანგბადს ატმოსფეროდან იღებს, ხოლო 130-150 მ-ის ქვემოთ წყალი მდიდარია გოგირდწყალბადით. ამის შედეგად წყლის დაახლოებით 87-90% ანოქსიურია, ანუ მოკლებულია ჟანგბადს. ჟანგბადი არის მხოლოდ წყლის ზედა ფენებში და შელფის წყლებში. შავ ზღვაში ბოსფორიდან შემოდის ხმელთაშუა ზღვის მარილიანი წყალი, რომელიც უფრო მძიმეა, ხოლო გაედინება შავი ზღვის გამტკნარებული წყალი (მდინარეების ჩადინების შედეგად). ამიტომ წარმოიქმნება სიმკვრივის მკვეთრი ზრდა: ჰალოკლინი, რომელიც იცვლება დინებების მიხედვით. როგორც წესი, გოგირდწყალბადის ზონა ჰალოკლინის ქვეშ იწყება, რომელიც ხელს უშლის ჟანგბადის მიწოდებას ზედა ფენებიდან ქვედა ფენებში. იხ. აგრეთვე: სტრატიფიკაცია წყარო: შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება/ სიტუაციის ანალიზი/გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIძ) მხარდაჭერით/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/2012
![]() |
11.9 ჰალსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰოლ. hals 1. გემის მდგომარეობა ქარის მიმართ. მარჯვენა ჰალსი - როდესაც ქარი უბერავს მარჯვენა მხრიდან. მარცხენა ჰალსი - როდესაც ქარი უბერავს მარცხენა მხრიდან. 2. გზის ისეთი მონაკვეთი, რომელზედაც გემი პერიოდულად იცვლის მიმართულებას (მაგ., თევზჭერის დროს, სიღრმის გაზომვისას და სხვ.). 3. გემსართავი, რომლითაც ანძაზე დამაგრებულია იალქნის ქვედა კუთხე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.10 ჰამარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. შეცდომა, ნაკლი განვითარების ანომალია: ანატომიურ სტრუქტურებში ქსოვილების ანომალური შეფარდება ანდა ზრდასრულ ასაკში ნორმისათვის არადამახასიათებელი ჩანასახოვანი წარმონაქმნების არსებობა. იხ. აგრეთვე: ჰიბრისი წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.11 ჰანგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ვოკალური (ზოგჯერ საკრავიერი) 1. შესრულებისათვის განკუთვნილი მელოდია. ჩვეულებრივ, ტერმინი „ჰანგი“ იხმარება ხალხური სიმღერების მელოდიების აღსანიშნავად 2. მომღერლის მიერ შესრულებული მელოდია იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
11.12 ჰანიბალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰანიბალ ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183), კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი იყო. კარგი განათლება მიიღო, ფლობდა 4 ენას. ძვ. წ. 218 წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (ძვ. წ. 218 მდ. ტიცინოსთან, ძვ. წ. 217 ტრაზიმენუსის ტბასთან, ძვ. წ. 216 კანთან), მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-თან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III-ის დამარცხების შემდეგ, რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან – ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის ევროპის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: “აქ მარხია ჰანიბალი”. ჰანიბალი ძველი დროის გამოჩენილი მხედართმთავარი იყო, მიუხედავად რომთან დამარცხებისა, სამხედრო ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ჰანიბალის სტრატეგიისათვის დამახასიათებელია მოკავშირე იტალიკური ტომების რომით უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენება, ჯარის ხანგრძლივი გადასვლების კარგი ორგანიზება, ჯარის მოძრაობის გზაზე და დაპყრობილ ტერიტორიაზე ძირითადი და დროებითი ბაზების შექმნა, რითაც იმაგრებდა ზურგს და წლების განმავლობაში. ჯარის დამოკიდებულება კართაგენზე მინიმუმამდე დაჰყავდა; კარგად მომზადებული დაზვერვა და მომავალი საომარი მოქმედების თეატრის გულდასმით შესწავლა. ჰანიბალს ჯარის ბირთვად მიაჩნდა სახმელეთო ჯარი, რომლის მთავარ დამრტყმელ ძალად გამოჰყავდა მოძრავი აფრიკის ცხენოსანთა ჯარი; საფუძვლიანად სწავლობდა მოწინააღმდეგის ტაქტიკას და ბრძოლისათვის კარგად ემზადებოდა. ჰანიბალის მხედართმთავრული ნიჭი სავსებით გამოვლინდა კანთან ბრძოლაში, რომელიც საომარი ტაქტიკის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენდა. ამ ბრძოლაში ჰანიბალმა პირველად გამოიყენა ერთდროული დარტყმა ორივე ფლანგზე. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: http://presa.ge/new/?m=society&AID=11105
![]() |
11.13 ჰარაკირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპ. სეპუკუ თვითმკვლელობის წესი იაპონიაში - მუცლის გამოფატვრა (გავრცელებულია სამურაებში). წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
11.14 ჰარმოდიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ათენელი ჭაბუკი, რომელმაც არისტოგიტონთან ერთად 514 წ. ძვ.წ.ა. მოკლა ათენის ტირანი ჰიპარხოსი. შემდეგში მათ ათენელებმა ძეგლი აუგეს წარწერით "ტირანის მკვლელნი" იხ. აგრეთვე: არისტოგიტონი, ნადიმი, პერსონალია წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.15 ჰარმონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. harmonia – თანაზომიერება 1. მთელის ნაწილების სწორი შეხამება; შეთანხმებულობა, თანაზომიერება. 2. (მუს.). ტონების კანონზომიერი შეხამება ერთდროული ბგერადობის დროს. 3. მუსიკის თეორიის ნაწილი - მოძღვრება კომპოზიციაში თანაბგერადობის სწორი აგების შესახებ. 4. ერთსულოვნება. იხ. აგრეთვე: მუსიკა, დისონანსი, კომპოზიცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ბერძნ. harmonie – სიმწყობრე, თანაზომიერება, თანახმოვანება 1. თეორიული მოძღვრება აკორდებისა და ტონალობების თანამიმდევრობათა კანონზომიერების შესახებ. 2. მუსიკალური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველი საშუალება, რომლის დროსაც ხდება ბგერების კანონზომიერი შეერთება მელოდიურ განვითარებასთან შეფარდებით. ჰ. მჭიდროდაა დაკავშირებული მელოდიასთან (მათი შეთავსების ყველაზე უბრალო მაგალითია სიმღერა აკომპანემენტით), ტონალობასთან, მის იდეურ-ემოციერ შინაარსთან. სასწავლო პრაქტიკაში ჰ. იყოფა ორ ნაწილად ე.წ. პირველი ჰ. (მოდულაციამდე) და მეორე ჰ. (მოდულაცია და მელოდიური ფიგურაცია) წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
11.16 ჰარპიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საზიზღარი ფრთოსნები, მტაცებელი გოგოჩიტები იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.17 ჰაუპტმანი გერჰარტ (1862-1946) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1912). XIX საუკუნის 80-იან წლებში ლექსებით გამოვიდა ლიტერატურის ასპარეზზე. მის პირველ მოთხრობებში უკვე შეიმჩნეოდა ნატურალისტური ტენდენციები. სახელი გაითქვა დრამით "მზის ამოსვლის წინ" (1889), რომლის თემა - ბურჟუაზიული ოჯახის რღვევა - მის არაერთ ნაწარმოებში დამკვიდრდა ("დაზავების ზეიმი", 1890; "მარტოხელანი", 1891). ჰაუპტმანი მიჩნეული იყო გერმანული ნატურალიზმის მეთავედ, თუმცა მის შემოქმედებაში თვალსაჩინოა რეალისტური ელემენტებიც, აგრეთვე პესიმისტური ინტონაცია. თემისა და სტილის მხრივ ნოვატორულად აღიარეს მისი დრამა "ფეიქრები" (1892). ჰაუპტმანმა მრავალ ჟანრში სცადა კალამი, წერდა ლექსებს, კომედიებს, დრამებს, ზღაპრებს; აღსანიშნავია ისტორიული ტრაგედია "ფლორიან გაიერი" (1896). I მსოფლიო ომის დროს პაციფისტის პოზიცია ეკავა; ამ პერიოდში ისტორიული და მითოლოგიური თემებით გატაცებასთან ერთად გადაიხარა ირაციონალიზმისკენ (დრამები "ზამთრის ბალადა", 1917; "თეთრი მხსნელი", 1920; რომანი "გიჟი ქრისტეისითა - ემანუელ კვინტი", 1910 და სხვები), ფაშიზმის წლებში დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ჩემი სიჭაბუკის თავგადასავალი" (ტ. 1-2, 1937), დრამატული ტეტრალოგია ბერძნული ლეგენდის სიუჟეტზე (1941-1944); ნაციზმისადმი მტრული განწყობილება გამოჩნდა მის პოემაში "დიდი სიზმარი" (1942-1943). სიკვდილის წინ 1945 წელს, აირჩიეს "კულტურბუნდის" საპატიო პრეზიდენტად. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია გერჰარტ ჰაუპტმანი
![]() |
11.18 ჰეგემონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს ან ადამიანთა ჯგუფის გაბატონებული მდგომარეობა. ტერმინს ხშირად იყენებდნენ ნეომარქსისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის სპეციალისტები. ასე მიაწერდა, მაგ., ა.გრამში ბურჟუაზიას ჰეგემონის მდგომარეობას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რისი უტყუარი ნიშანიც იყო ბურჟაზიული მსოფლმხედველობის გაბატონება. იხ. აგრეთვე: ჰეგემონიზმი, პელოპონესის ომი წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ. ცნება შეეხება ისეთ სიტუაციას, რომელშიც სოციალური ჯგუფების გარკვეული კავშირის შედეგად ხდება ტოტალური სოციალური ძალაუფლების განხორციელება სხვა დაქვემდებარებულ ჯგუფებზე, არა მხოლოდ იძულების ან მმართველი იდეების პირდაპირი თავსმოხვევის გზით, არამედ თანხმობის მოპოვებისა და საერთო შეხედულებების ფორმირების საშუალებით, ისე რომ დომინანტური ჯგუფების ძალაუფლებას ლეგიტიმური და ბუნებრივი სახე ეძლევა. ჰეგემონიის შენარჩუნება შეიძლება მანამდე, სანამ დომინანტი კლასები წარმატებით ახერხებენ ძირითადი მნიშვნელობების განსაზღვრას ერთი მოცემული ჩარჩოს ფარგლებში, ისე რომ დაქვემდებარებული ჯფუგები თუ არ კონტროლირდებიან, მაშინ ერთ იდეოლოგიურ სივრცეში მაინც არიან მოქცეული. ეს იდეოლოგიური სივრცე არ უნდა ჩანდეს როგორც მკვეთრად იდეოლოგიური, არამედ ჰქონდეს მუდმივობისა და ბუნებრიობის სახე, იყოს ისტორიის გარეთ და კონკრეტული ინტერესების მიღმა. ბარტის მიხედვით, მითოლოგია ასრულებს ნატურალიზაციისა და ნორმალიზაციის ვიტალურ ფუნქციას. გრამში მნიშვნელოვან დეტალს ამატებს: მისი აზრით, ჰეგემონიის ძალა, სწორედ იმიტომ რომ მას სჭირდება დაქვემდებარებული უმვრავლესობის თანხმობა არასდროს განხორციელდება ერთსა და იმავე ადამიანთა ჯგუფის მიერ. ჰეგემონია არ არის უნივერსალური და წინასწარ მოცემული კონკრეტული კლასისთვის, რომ მათ მართონ; არამედ ჰეგემონია, პირველ რიგში, მოპოვებულ უნდა იქნეს, ექვემდებარებოდეს კვლავწარმოებას და ჰეგემონიის შენარჩუნებისთვის მმართველი ჯგუფი უნდა იღვწოდეს. ჰეგემონია წარმოადგენს „მოძრავ წონასწორობას“, რომელიც მოიცავს ძალების ურთიერთქმედებას, რომლებიც ან კეთილად არიან განწყობილი ამა თუ იმ ტენდენციის მიმართ, ან არა. წყარო: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 ძალოვანი სახელმწიფოს უნარი საკუთარი სისტემის ორბიტაში მოაქციოს სხვა სახელმწიფოები და მისი გავლენა გავრცელდეს ლიდერობიდან დომინირებამდე. წყარო: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001 სისტემის ერთი ელემენტის სხვებზე მაღლა დგომა ან ბატონობა; მარქსისტებისათვის ჰეგემონია იდეოლოგიურ ბატონობას გულისხმობს. წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
11.19 ჰეგემონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ან რეგიონალურ ბატონობას, სხვა ქვეყნების დამორჩილებასა და მათთვის საკუთარი ნება-სურვილის თავს მოხვევას. ჰ. არ გულისხმობს სხვა ქვეყნის აუცილებლად ომით დამორჩილებას და ერთი რომელიმე სახელმწიფოს ჰეგემონიის მაინცდამაინც ძალის გამოყენებით დამყარებას. მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ამა თუ იმ სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოცემული ქვეყანა ჰეგემონი გახდეს - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია მას უკარნახოს საკუთარი ნება-სურვილი სხვა ქვეყნებს. იხ. აგრეთვე: ჰეგემონია წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.20 ჰედლაინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. headline სათაური, განყოფილება (ბეჭდვით გამოცემებში); მრ. უახლესი ამბების მოკლე შინაარსი (ტელე-რადიოგადაცემებში). წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.21 ჰეკატე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ჯადოქარი ქალღმერთი, აიეტის ძმის პერსეს ასული. ჰეკატე არტემიდეს მსგავსად მთვარის ქალღმერთია იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III, ჰესიოდე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.22 ჰელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ათამასისა და ნეფელეს ასული. ფრიქსოსის და. ჰელესა და ფრიქსოსის დედა, მართალია, ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე იყო, მაგრამ ბავშვები იზრდებოდნენ მამასთან, ორქომენოსის სამეფო კარზე. როდესაც ათამასმა ცოლად მოიყვანა კადმოსის ასული ინო, დედინაცვალმა შეიძულა გერები და მათი თავიდან მოცილება განიზრახა. ნეფელეს არ გამოჰპარვია ეს და ჰერმესს მიმართა დასახმარებლად. ჰერმესმა კი და-ძმას მფრინავი ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ღრუბლებში გახვეული ბავშვები კოლხეთისაკენ გააქროლა. აზიისა და ევროპის გასაყართან ჰელემ თავი ვერ შეიკავა და წყალში ჩავარდა. მას შემდეგ იმ ადგილს, სადაც ჰელე დაიხრჩო, „ჰელესპონტოსი“ (ჰელესპონტი) ანუ „ჰელეს ზღვა“ ეწოდება. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, ოქროს ვერძი, ოქროს საწმისი, ფრიქსე წყარო: ბიბლიოვიკი ჰელე
![]() |
11.23 ჰელიკეს დათვი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი დათვის თანავარსკვლავედი იგულისხმება დიდი დათვის თანავარსკვლავედი. მისი გაქრობა შუაღამეს მოასწავებს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.24 ჰელიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. მზის ღმერთი. ტიტანების, ჰიპერიონისა და თეას ვაჟი. სელენესა და ეოსის ძმა. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია სოლი, რომელსაც ხშირად აპოლონთან აიგივებდნენ. ჰელიოსი უძველესი ღვთაებაა. მისი კულტი ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე არსებობდა. ბერძენთა რწმენით, იგი სამყაროს მაცოცხლებელ ძალას ფლობდა და თვალთა ნათელს ართმევდა ბოროტმოქმედებს. იმყოფებოდა რა ზეცის თაღზე, ჰელიოსი თვალ-ყურს ადევნებდა ღმერთებისა და ადამიანების საქმეებს. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ყოვლისმხილველი“. ჰელიოსი ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, წლის დროთა ქალღმერთებით გარემოცული. მითოსურ კუნძულზე, რომელსაც თრინაკია ეწოდებოდა, ბალახობდნენ მისი თეთრად მანათობელი ხარები (ოდისევსის თანამგზავრებმა რომ დაკლეს). დღისით ცეცხლოვან ეტლზე ამხედრებული ჰელიოსი, თავს ევლებოდა დედამიწას, მიმწუხრისას კი ოკეანოსის წმინდა წყლებში ჩაეშვებოდა და ოქროს ნავით მიცურავდა თავისი ამოხდომის ადგილამდე. მზე-ღმერთს მრავალი შვილი ჰყავდა. ოკეანოსის ასულმა, პერსეისმა, მას უშვა აიეტი-კოლხთა სამეფო სკიპტრის მპყრობელი, ჯადოქარი კირკე და პასიფაე, კრეტის ლეგენდარული მეფის, მინოსის მეუღლე. ნიმფა კლიმენესგან ჰელიოსს ჰყავდა ვაჟი-ფაეთონი და ოთხი ასული. ნიმფა როდამ კი მას შვიდი ძე გაუჩინა. ჰელიოსს ხშირად აიგივებდნენ მამამისთან, ჰიპერიონთან და ამის გამო მის ვაჟიშვილებს ჰიპერიონიდებსაც უწოდებდნენ. ძვ.წ. V საუკუნიდან კი ჰელიოსისა და აპოლონის კულტების თანაგვარობაც შეინიშნება. შემოქმედნი ჰელიოსს მზით გაბრწყინებულ ეტლზე აღზევებულს წარმოსახავდნენ. იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი ჰელიოსი
![]() |
11.25 ჰემატოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. haima სისხლი, logos მოძღვრება მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შედგენილობას, თვისებებს, სისხლმბად ორგანოთა აგებულებასა და ფუნქციებს ნორმასა და პათოლოგიაში, აგრეთვე სისხლის სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.26 ჰემისფერო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. hēmisphairion 1. დედამიწის ან ცის ნახევარსფერო. 2. (ანატ.). თავის ტვინის ნახევარსფერო. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.27 ჰემოგრამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. haima სისხლი, gramma ჩანაწერი სისხლის გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ჩანაწერი, სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობისა და შემადგენლობის, აგრეთვე ჰემოგლობინის განსაზღვრის შესახებ. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.28 ჰერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ღმერთების დედოფალი. უზენაესი ღვთაების, ზევსის მეუღლე. კრონოსისა და რეას ასული. ქორწინებათა მფარველი ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია იუნო. ჰერა წინაბერძნული ღვთაებაა. მის სახელს ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში მოიხსენიებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბერძნულ პანთეონში იგი საკმაოდ ადრე დამკვიდრდა. ოლიმპიური მითოსის თანახმად, ჰერა კრონოსისა და რეას უფროსი ქალიშვილია. იგი სხვა შვილებთან ერთად გადაყლაპა მამამ, რომელსაც უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარი ნაშიერი წაართმევდა სამეფო სკიპტრას. როდესაც ფარულად აღზრდილმა ზევსმა დაამხო კრონოსი, კვლავ მზის ნათელს დაუბრუნა თავისი და-ძმანი, მათ შორის ჰერაც, რომელიც რეამ ტიტანთა ბრძოლის დაწყებამდე გადამალა თავის მშობლებთან. ქვეყნიერების დასალიერში, ჭაღარა ოკეანოსთან და ტეთისთან იზრდებოდა ჰერა სიწყნარესა და სიმშვიდეში. ერთხელ ზევსი ოკეანოსის სამფლობელოში სეირნობდა. მან თვალი მოჰკრა თუ არა მშვენიერ ჰერას, მოეწონა და ალერსი მოუწადინა. ჰერა გაექცა. მაშინ ზევსმა ხერხს მიმართა: ჭრელ გუგულად გარდაისახა და ხის ჩრდილში დასასვენებლად ჩამომჯდარ ქალწულს მიუახლოვდა. ჰერას ფრინველი მოეწონა, ხელში აიყვანა და ნაზად მიიკრა მკერდზე. არ დააყოვნა ზევსმა, უმალ მიიღო თავისი ჭეშმარიტი სახე და ქალწული დაიმორჩილა. ასე გახდა ჰერა მისი მეუღლე. ღმერთებმა ღირსეულად იზეიმეს მათი ქორწილი. ირისმა და ქარიტებმა ცისარტყელას ფერებით გასხივოსნებული მდიდრული სამოსით დაამშვენეს დედოფალი. ჰერას ზეციური გვირგვინიდან საკვირველი კულულები ეშვებოდა, მშვიდი სიდიადის სხივს აფრქვევდნენ მისი თვალები და როდესაც იგი უკვდავთა და მოკვდავთა დიდი მეუფის გვერდით დაბრძანდა ოქროს ტახტზე, ოლიმპოსის ღმერთების დასში თვალს იტაცებდა არნახული მშვენიერებით. ყოველმა ღმერთმა დიდებული საჩუქარი უბოძა ახალ მბრძანებელს. დედამიწის ქალღმერთმა გეამ ჰერას უძღვნა თავისი წიაღიდან აღმოცენებული მარადიული სიჭაბუკის მიმნიჭებელი ოქროს ვაშლებით დახუნძლული საკვირველი ხე, რომელიც ქვეყნიერების დასავლეთ სამანთან, ჰესპერიდების ბაღში ხარობდა. დიდმა ათენამ ჰერას უბოძა საკუთარი ხელით ნაქსოვი დიდებული ბიალონი, რომელსაც ჰერა მაშინ მოისხამს, როდესაც ზევსის ცდუნებას დააპირებს. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. ახლა კი ზეიმობდნენ ღმერთები. მთელი სამყარო ადიდებდა მეუფე ზევსს და მის უმშვენიერეს მეუღლეს. მას შემდეგ მეფობს მაღალ ოლიმპოსზე დიადი ჰერა. მისი ბრძანებით ფარავენ ცას მრუმე ღრუბლები, მისი ბრძანებით მრისხანებენ და მშვიდდებიან ქარტეხილები. ჰერა ისეთივე უფლებამოსილი იყო ოლიმპოსზე, როგორც ზევსი. იგიც ზევსივით განაგებდა ქარიშხლებსა და ადამიანებს უგზავნიდა წვიმას, მათთვის მოჰყავდა მოსავალი. ჰერა ქალთა მოწყალე და შემწყნარებელი ღვთაებაც იყო. ქორწინების დღეს ქალწულები მას მიმართავდნენ ლოცვითა და ვედრებით. იგი ზრუნავდა დედებზე და იფარავდა ქვრივებს. ჰერას მთავარი ფუნქცია ქორწინებათა მფარველობა იყო. ამიტომ იგი ცნობილი იყო ეპითეტით „ჰერა გამელია“. „გამელიონი“ იყო ქორწინების თვე (ანტიკური კალენდრის მეშვიდე თვე – იანვრის მეორე და თებერვლის პირველი ნახევარი). ამ დროს იმართებოდა დიდი დღესასწაული მსხვერპლთა შეწირვით. ზევსსა და ჰერას გაუჩნდათ შვილები – არესი, ჰეფესტო და ჰებე. ზოგიერთი გადმოცემით, მათი ასული იყო ილითიიაც. ჰერა მკაცრი და ეჭვიანი ქალღმერთიც იყო. იგი გამუდმებით სდევნიდა ზევსის საყვარელ ქალებს (იო, სემელე, კალისტო, ლეტო), სძულდა ჰერაკლე და ზევსის ყველა უკანონო შვილი. ტროას ომის დროს ჰერა მუდამ აქაველთა მოწყალე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ტროელმა პარისმა ოქროს ვაშლი მას არ არგუნა. და მაინც, ჰერა ბერძენთა უსაყვარლესი ქალღმერთი იყო. არგოსში, ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა მისი პატივსადები უდიდესი ზეიმი, რომელსაც ჰერაიები ეწოდებოდა. ჰერას თითქმის ყოველ ქალაქში ჰქონდა ტაძარი ან საკურთხეველი. მას წარმოსახავდნენ მაღალ და ამაყ, დიდებული სილამაზის ქალბატონად. ასე გამოაქანდაკა იგი სახელოვანმა პოლიკლეტესმა. მისი ოქროსა და სპილოს ძვლისგან ნაკეთი გამოსახულება იდგა არგოსის ტაძარში: ქალღმერთი იჯდა ოქროს ტახტზე. ცალ ხელში ეკავა ბროწეული, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხოლო მეორეში – კვერთხი, რომელზეც იჯდა მისი ფრთოსანი გუგული. ჰერას ფრინველად ითვლებოდა ფარშევანგიც. ჰერას ტაძრებს ჰერაიონებს უწოდებდნენ. შედარებით ცნობილი ჰერაიონები აღმოჩენილა ოლიმპიასა და კუნძულ სამოსზე. ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, ილითია წყარო: ბიბლიოვიკი ჰერა
![]() |
11.29 ჰერაკლე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ძველი საბერძნეთის უდიდესი გმირი. ზევსისა და ალკმენეს ძე. რომაელებმა მას ჰერკულესი უწოდეს გმირები ღმერთთა და მოკვდავ ქალთა შვილები არიან, ადამიანებზე უფრო ახოვანნი და ძალმოსილნი. ისინი გამუდმებით ეძიებენ თავგადასავლებსა და საგმირო საქმეებს აღასრულებენ. ბერძნულმა მითოლოგიამ მრავალი გმირის სახელი შემოგვინახა, მაგრამ მათ შორის აღმატებულად პოპულარული იყო ჰერაკლე. ალკმენე, რომელსაც ჰერაკლეს დედად ასახელებენ, იყო მიკენის უზენაესი მეფის, პერსევსის შვილიშვილი. ერთხელ, როდესაც მისი მეუღლე, ამფიტრიონი, საბრძოლველად იყო წასული, ზევსი ეწვია თებეს, მოიხიბლა ალკმენეს მშვენებით და მასთან სარეცელის გაზიარება მოისურვა. მიიღო ამფიტრიონის სახე და ალკმენეს თალამოსში გაატარა მთელი ღამე, რომელიც ხანგრძლივობით სამი ღამისოდენა იყო. იცოდა ზევსმა, რომ ისეთი დიდი გმირის ჩასახვა, როგორიც ჰერაკლე იყო, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომხდარიყო. ალკმენეს მშობიარობის დროს კი ღმერთების საკრებულოში განაცხადა, რომ სულ მალე დაიბადებოდა მისი ძე, რომელიც შეიქნებოდა პერსევსის სახელოვანი კარის მეუფე. მოჰკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური ეჭვიანმა ჰერამ, შეიპირა ზევსი, რომ მას, ვინც შებინდებამდე დაიბადებოდა პერსევსის სასახლეში, უზენაეს მმართველად სცნობდნენ. როგორც კი მიიღო ზევსისგან ურღვევი ფიცი, ჰერამ ისწრაფა მიკენისაკენ და დააჩქარა მეფე სთენელოსის მეუღლის, ნიკიპეს მშობიარობა. შემდეგ თებესკენ გაემართა, ალკმენეს სახლის კარიბჭესთან ჩამოჯდა და მანამარ ამშობიარა, ვიდრე არ იშვა სთენელოსის შვიდთვიანი ძე ევრისთევსი. ერთი საათის შემდეგ დაიბადა ჰერაკლე. აღმოჩნდა, რომ მას ტყუპისცალიც ჰყოლია, რომელიც ამფიტრიონისაგან ჩასახულა. მას იფიკლესი შეარქვეს. სინონიმი: ჰერკულესი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – III, ალკესტიდა, პოლიფემე, ჰილასი, ევრისთევსი წყარო: ბიბლიოვიკი ჰერაკლე
![]() |
11.30 ჰერაკლიტე ეფესელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი (მე-6-5 ს.ს. ძვ.წ.ა.). მეტსახელად "ბნელი" `~. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.31 ჰერმესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ღმერთების მაცნე; ზევსისა და მაიას ძე; ვაჭრობისა და მოგების, მოგზაურთა და ოინბაზთა მფარველი ღმერთი; მიცვალებულთა სულების გამცილებელი; რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია მერკურიუსი. ზევსმა არკადიაში, კილენეს მთაზე იხილა ატლასის ასული მაია და შეიყვარა. სწორედ ამ კილენეს მთის ტყით დაჩრდილულ მღვიმეში იშვა მათი ძე, რომელსაც ჰერმესი შეარქვეს. მარტო დარჩა თუ არა ჩვილი ჰერმესი, აკვნიდან გადმოვიდა და თავგადასავალთა საძიებლად გაემართა. გამოქვაბულთან ვეება კუ დაინახა, დაიჭირა და რკინის საჭრეთლით გაჭრა. ბაკნისგან ქნარი დაამზადა, სიმებს ჩამოჰკრა და თავის მშობლებს აღუვლინა ქება. შემდეგ პიერიის დაბურული მთებისაკენ ისწრაფა. იქ ბალახობდა აპოლონის საღმრთო ნახირი. ჰერმესმა თხუთმეტი ძროხა მოჰპარა თავის ნახევარძმას, წინ გაირეკა და კვალი ოსტატურად დაფარა. თავის მღვიმეს გამთენიისას მიადგა. შიგ უხმაუროდ შეიპარა, აკვანში ჩაწვა და თავი მოიმძინარა. დედა-მაიამ დატუქსა თავისი პირმშო, თან გააფრთხილა, რომ აპოლონისგან იგი მკაცრად დაისჯებოდა. მართლაც, აპოლონმა შეიტყო თუ არა ჯოგის გაუჩინარების ამბავი, მალე მიაგნო ქურდის სამყოფელს და მთვლემარე ძმას თავს წაადგა მოულოდნელად. ჰერმესმა იცნო აპოლონი, პატარა თითი პირში ჩაიდო და გაირინდა. „ჩემი ნახირი დამიბრუნე, თორემ ბნელ ტარტაროსში გადაგტყორცნი!“ – დაემუქრა ძმას აპოლონი. ჰერმესმა კი ასე მიუგო: „სად უნდა მენახა შენი ძროხები, ან როგორ უნდა მომეპარა, გუშინ არ გავჩნდი? ფეხიც არ შემიხია მიწისთვის. თუ გსურს, მამასაც დავიფიცებ!“ არ დაიჯერა აპოლონმა. ჩვილი აკვნიდან ამოიყვანა და ხელში აიტაცა. ახალი ოინი მოისაზრა ჰერმესმა. მუცლიდან გამოუშვა მავნე ქარები, თან მიყოლებით რამდენჯერმე დააცემინა. შეცბა აპოლონი და ხელიდან გაუვარდა პატარა ღმერთი. შემდეგ ურჩია, წინ ევლო და ქვიშიან გზას გაჰყოლოდა ოლიმპოსის მწვერვალისაკენ. მალე მიადგნენ ღმერთთა სავანეს. მათ მოსასმენად შეიკრიბნენ უკვდავები. ისევ იცრუა ჰერმესმა, ირწმუნებოდა, ნახირი არ მომიპარავსო. ბოლოს მამა-ზევსს ჩაუკრა თვალი და უჩურჩულა, შემეწიეო. ხარხარებდა შვილის მზაკვრობით მოხიბლული ზევსი. უკვირდა, ასე ოსტატურად რომ ტყუოდა პატარა ბავშვი. ბოლოს შეიკრა წარბი და ბრძანა, ძმებს ერთად ეძებნათ საღმრთო ნახირი. აპოლონი და ჰერმესი გზას დაადგნენ. ჰერმესმა თავისი ქნარი ააჟღერა. მისმა ხმამ მოხიბლა აპოლონი. ეს შეამჩნია ჰერმესმა და სახელოვან ძმას უბოძა ქნარი. სამაგიეროდ აპოლონმა მას თავისი სახრე აჩუქა, ნახირის მოვლა მიანდო და აურაცხელი საქონელი ჩააბარა. ვიდრე ხარები ბალახს ძოვდნენ, ჰერმესმა მოჭრა ლერწამი, მისგან გამოთალა სტვირი, რომელიც მწყემსთა უსაყვარლესი საკრავი გახდა. ჰერმესი თავისი მხიარული ხასიათის გამო მალე შეიყვარეს ღმერთებმა და მრავალი საქმე მიანდეს. ის ითვლებოდა ღმერთების მაცნედ. ვაჭართა, მოგზაურთა და გზათა მფარველად. ზევსმა მას უბოძა კვერთხი – კერიკეონი, აგრეთვე ფართოფარფლებიანი ქუდი წვიმებისაგან თავდასაცავად და ფრთებიანი ოქროს სანდლები, რომლებიც მას ქარის სისწრაფით დააქროლებდნენ. ღმერთებს ჰერმესმა ჯოხის ხეზე ხახუნით ცეცხლის დანთება ასწავლა. მანვე გამოიგონა კოჭის თამაში და მათზე დაკვირვებით მკითხაობა. ჰერმესის შემწეობით შეადგინეს ბედისწერის ღვთაებებმა (მოირებმა) ანბანი. ჰერმესსავე მიეწერება ასტრონომიის, მუსიკის, კრივის და ტანვარჯიშის, წონის საზომთა გამოგონება. მან ასწავლა ადამიანებს ზეთისხილის ხის მოვლაც. ჰერმესს მრავალი და ერთმანეთისაგან განსხვავებული შვილი ჰყავდა. მათ შორის არგონავტთა მაცნე ექიონი, ყაჩაღი ავტოლიკოსი (ოდისევსის პაპა), ორსქესა ჰერმაფროდიტოსი, ბუკოლიკური (მწყემსური) პოეზიის შემოქმედი დაფნისი. ჰერმესი ბედნიერების მომტან ღვთაებად მიაჩნდათ ბერძნებს. ამიტომ შეარქვეს მოულოდნელ ძღვენს ან ნაპოვნ ნივთს ჰერმაიონი, ანუ ჰერმესის საჩუქარი. ღვთაებას მუდამ თან დაჰქონდა ოქროს კვერთხი – კერიკეონი. ამის გამო უწოდეს მას ქრისორაპისი – ოქროსკვერთხოსანი. ამ კვერთხით ხელში აღასრულებდა იგი თავის უწმინდეს მოვალეობას: მიცვალებულთა სულებს მიაცილებდა ჰადესში. სახელიც შესაბამისი შეარქვეს – ფსიქოპომპოსი, ანუ სულთა გამცილებელი. ჰერმესის წმინდა ფრინველი იყო წერო. ოქროსკვერთხოსანს მსხვერპლად სწირავდნენ ღორს, თიკანს, თხასა და ცხვარს. მასვე სწირავდნენ ყოველგვარი სამსხვერპლო ცხოველის ენას, რადგანაც მჭევრმეტყველთა და მჭევრმეტყველების მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდათ იგი. ჰერმესი ბერძნული სამყაროს უსაყვარლესი ღმერთი იყო. იგი არა მხოლოდ კეთილ საქმეებს მფარველობდა, არამედ ისეთ საქმეებსაც, რომლებიც ღმერთთათვის შეუფერებელი ჩანდა. ჰერმესი ხომ ქურდებისა და ოინბაზების შემწეც იყო და ამ თვისებით გამოირჩეოდა ბერძნულ პანთეონში. ჰერმესს დიდ პატივს მიაგებდნენ ანთესტერიებზე. ეს დღესასწაული სამ დღეს გრძელდებოდა. ზეიმის ბოლო დღეს „ქოთნები“ ეწოდებოდა და იგი ჰერმეს ფსიქოპომპოსს ეძღვნებოდა. სახვით ხელოვნებაში ჰერმესი თავდაპირველად წვეროსან, ჭარმაგ მამაკაცად იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით მან ყმაწვილის იერი მიიღო. მისი ატრიბუტია: სამგზავრო ქუდი „პეტატოსი“, ფრთიანი სანდლები „პედილა“ და გველებშემოგრაგნილი ან ბაფთებით შემკული კვერთხი „კერიკეონი“. ჰერმესს, როგორც მწყემსთა და პირუტყვთა მფარველს, ზოგჯერ კრავი ჰყავს მხრებზე შემოსმული. ზოგჯერ კი ქისა უკავია ხელში და ამ შემთხვევაში ვაჭართა და ვაჭრობის მფარველ ღვთაებას განასახიერებს. მას, ვითარცა გზათა და მოგზაურთა მფარველ ღვთაებას, ხშირად უდგამდნენ ჰერმებს. ჰერმესს მრავალმა სახელოვანმა მოქანდაკემ მიუძღვნა თავისი ქმნილება. მათ შორის დღესაც საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს პრაქსიტელესის „ჰერმესი ჩვილი დიონისეთი“. ჰერმესის გამოსახულებანი გვხვდება ბანკების, სავაჭრო ფირმათა თუ ნავსაყუდართა ემბლემებზეც. ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს იგი სიზმრის ღმერთიც იყო იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ღმერთი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი - I, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV, პანი, სილენი წყარო: ბიბლიოვიკი ჰერმესი
![]() |
11.32 ჰესიოდე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ძველი ბერძენი პოეტი (დაახლ. ძვ.წ. VIII ს-ის მეორე ნახევარი და VII ს-ის პირველ ნახევარი ). ენციკლოპედიებსა თუ ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ხშირად მითითებულია, რომ ჰესიოდე ჰომეროსის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკოსთა ნაწილი საპირისპირო შეხედულებისაა. სავსებით მოსალოდნელია, ერთი პოეტის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეორის მოღვაწეობის საწყის ეტაპს დამთხვეოდა. მართლაც, თავად ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ჰომეროსი და ჰესიოდე არა მარტო თანამედროვენი იყვნენ, არამედ ერთხელ ერთმანეთს გაეჯიბრნენ კიდეც პოეტურ აგონში, რომელიც — მიუხედავად იმისა, მას ლეგენდარულად მივიჩნევთ თუ ისტორილად — პირველი ლიტერატურული კონკურსია ევროპული მხატვრული სიტყვის ისტორიაში. ჰესიოდეს ცხოვრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად მისსავე პოემებში გაბნეული ავტობიოგრაფიული ჩანართების მეშვეობით ვიქმნით. ამას მოგვიანო ხანის ცნობებიც ემატება. კერძოდ, ვიგებთ, რომ ჰესიოდეს მამა ეოლიელი ვაჭარი ყოფილა, ქალაქ კიმედან. ხელმოკლეობის გამო იგი იძულებული გახდა, ეოლია დაეტოვებინა და კონტინენტურ საბერძნეთში დაბრუნებულიყო, სადაც ბეოტიაში მდებარე პოლისის, თესპიის მახლობლად ქალაქ საკრაში დასახლდა. სავარაუდოდ სწორედ აქ, ჰელიკონის მთაზე გაშენებულ ამ პატარა ქალაქში დაიბადა პოეტი. მშობლიურ ქალაქს ჰესიოდე უარყოფითად ახასიათებს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში: „ზამთარში გაუსაძლისია აქ ყოფნა, ზაფხულში — აუტანელი, არასდროს არ არის საამო“ (ჰესიოდე, „სამუშაონი და დღენი“, 640). მამის გარდაცვალების შემდეგ ჰესიოდემ და მისმა ძმა პერსესმა დანატოვარი მემკვიდრეობა გაიყვეს. როგორც ჩანს, პერსესმა მოახერხა ქონების მეტი წილი თავად ეგდო ხელთ.ცალკე დასახლებულმა ჰესიოდემ უბრალო გლეხის, მწყემსისა და პოეტის ცხოვრებით განვლო წუთისოფელი. ჩვენამდე მოაღწია ჰესიოდეს ორმა ეპიკურმა პოემამ („თეოგონია“ და „სამუშაონი და დღენი“) და არაერთმა ფრაგმენტმა. შესაძლოა მასვე ეკუთვნოდეს პოემები „ქალთა კატალოგი“ და „ჰერაკლეს ფარი“. „თეოგონია“ მთლიანი თუ ფრაგმენტული სახით ოცდაათზე მეტმა პაპირუსმა და შუა საუკუნეებით ან რენესანსის ეპოქით დათარიღებულმა სამოცდაათიოდე ხელნაწერმა შემოგვინახა. პოემა მოგვითხრობს ძველი ბერძნული პანთეონის წევრთა სხვადასხვა მითოლოგიურ არსებათა წარმოშობის შესახებ. მრავალი მათგანი ბუნების ამა თუ იმ მოვლენის უბრალო პერსონიფიკაციაა. ამასთანავე, „თეოგონიაში“ გადმოცემულია მითიური ისტორია, თუ როგორ იქცა ძველი ბერძნული წარმოდგენით თავდაპირველად არსებული და ქაოსად წოდებული უკიდეგანო, ცარიელი სივრცე ოლიმპოსელი ზევსის მიერ გარკვეულ წესრიგსა და იერარქიას დამორჩილებულ მრავალფეროვან სამყაროდ. მითიურ ამბებს პოეტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გვიყვება. პირობითად პოემა შესაძლოა შემდეგ ეპიზოდებად დაიყოს: 1 — შესავალი: (სტრიქონები 1 — 115). შესავალში პოეტი ხოტბას ასხამს მუზებს და სთხოვს მათ, მოუთხრონ სამყაროსა და ღმერთთა დაბადების შესახებ. 2 — სამყაროსა და ზევსზე ადრე არსებულ ღმერთთა შობა (სტრიქონები 116 — 452). ამ მონაკვეთში პოეტი შედარებით მეტ ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მითზე. ესენია მითები კრონოსის მიერ ურანოსის კასტრაციის, აფროდიტეს დაბადების, სტიქსის და ჰეკატეს შესახებ. 3 — ზევსის დაბადება და უკვდავთა მეუფედ გახდომა (სტრიქონები 453 — 885). წინამდებარე მონაკვეთში თხრობის მთავარ ხაზს ავსებს ზევსისა და პრომეთეს, პანდორას, ტიტანომაქიის, ოლიმპოსელ ღმერთთა ტიფოევსის წინააღმდეგ ბრძოლის მითები და ტარტაროსის აღწერა. 4 — ზევსისა და სხვა ღმერთების გამიჯნურება ქალღმერთებთან (სტრიქონები 886 — 964). 5 — ქალღმერთთა გამიჯნურება მოკვდავ კაცებთან სტრიქონები (965 — 1020). 6 — ახალი პოემის, „ქალთა კატალოგის“ დასაწყისი (სტრიქონები 1021 — 1022). პოემა გადმოგვცემდა ღმერთთა მოკვდავ ქალებთან გამიჯნურების და მათი კავშირის შედეგად შობილი ნახევარღმერთების ისტორიას. მოთხრობა სამყაროს და ღმერთების წარმოშობის შესახებ პირველად ჰესიოდემ ჩამოაყალიბა „თეოგონიაში“. აპ. როდოსელი აქ ნაწილობრივ ჰესიოდეს იყენებს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI, პერსონალია, აკუსილეოსი, აფროდიტე, ზევსი, კრონოსი, ნადიმი, პერსევსი, პრომეთე, რენესანსი, სტიქსი, ჰეკატე, ჰომეროსი წყარო: ვიკიპედია ჰესიოდე
![]() |
11.33 ჰეტეროზისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. heteroiosis ცვლილება, გარდაქმნა ე.წ. „ჰიბრიდული ძალის“ მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ჰიბრიდული ორგანიზმის ცხოველქმედების, პროდუქტიულობის და მასის გაზრდას. ჰეტეროზისის ეფექტი ყველაზე უფრო მკვეთრად ვლინდება პირველი თაობის ჰიბრიდებში, შემდეგ კი თანდათანობით ქრება. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.34 ჰეფესტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი. ზევსისა და ჰერას ძე. აფროდიტეს მეუღლე. რომში ჰეფესტოს თანაგვარი იყო ვულკანუსი. ჰერა გაუნაწყენდა ზევსს იმის გამო, რომ უზენაესმა ღვთაებამ თავისით შვა ათენა. სამაგიეროს გადახდა ისურვა ღმერთების დედოფალმა და მეუღლის გარეშე გააჩინა შვილი, რომელსაც ჰეფესტო შეარქვა. ბავშვი ისეთი უსუსური და ხეიბარი ჩანდა, რომ ჰერამ დაბადებისთანავე მოისროლა ოლიმპოსიდან. დიდხანს მიფრინავდა ჰაერში ახალშობილი ჰეფესტო. ბოლოს ზღვის ზურმუხტისფერ ზვირთებში ჩავარდა. აქ ის აღზარდეს ოკეანოსის ქალიშვილმა ევრინომემ და ზღვის მოხუცი მისნის, ნერევსის ასულმა თეტისმა. ჰეფესტო არ იყო ღმერთებივით მშვენიერი, კიდეც კოჭლობდა, მაგრამ ჰქონდა განიერი მკერდი, მძლავრი მკლავები და კისერი. ზღვათა სიღრმეში დაეუფლა იგი მჭედლობის ხელოვნებას, აქ ააშენა მან თავისი პირველი სამჭედლო და მადლიერების ნიშნად აღმზრდელებს გამოუჭედა უძვირფასესი სამკაულები. ჰეფესტო დიდხანს ინახავდა გულში რისხვას ჰერაზე. ბოლოს გადაწყვიტა შური ეძია დედაზე იმის გამო, რომ ასე უმოწყალოდ გადმოტყორცნა ოლიმპოსიდან. მან გამოჭედა არნახული სილამაზის ოქროს სავარძელი და გაუგზავნა ჰერას საჩუქრად. მშვენიერი საბოძვრით აღფრთოვანებული ჰერა ჩაჯდა თუ არა სავარძელში, მყის მიეჯაჭვა ისე ძლიერად, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლო. დასახმარებლად ისწრაფეს ღმერთებმა, მაგრამ ამაოდ. ყველა ხვდებოდა, რომ მხოლოდ ჰეფესტოს შეეძლო უხილავი ჯაჭვების ახსნა. არც დააყოვნეს. ჰერმესი აფრინეს მჭედელ ღმერთთან, მაგრამ კოჭლი შვილის გულისწყრომა დედისადმი უზომო იყო. მაშინ ჰერმესს მშველელად ღვინის ღმერთი დიონისე მოევლინა. მან დაათრო ჰეფესტო, ვირზე შესვა და ოლიმპოსის გზას გაუყენა. შეზარხოშებული სატირებისა და მენადების თანხლებით მათ მხიარულად შეაბიჯეს ჰერას დარბაზებში. ჰეფესტომ იოლად გაათავისუფლა ცათა დედოფალი. იგი უკვე აღარ ბრაზობდა და აღარც ჰერა მრისხანებდა. მან დატოვა თავისი შვილი ოლიმპოსის ღმერთების დასში. იქაც აიშენა ხელოვანმა ღვთაებამ დიდებული სამჭედლო, სადაც ატარებდა კიდეც თავისი დროის უდიდეს ნაწილს. გასაოცარი ოსტატობით ჭედდა იგი საკვირველქმნილებებს. ხოლო როცა სამუშაოს გაასრულებდა, ფეხკელოვნებით ისწრაფოდა ზევსის სასახლისაკენ, სადაც ღმერთები ნადიმობდნენ. იქ მისი ხილვა ყველას უხაროდა. სიცილით უმზერდნენ ცისიერები, როგორ ასხამდა თასებში კოჭლი ჰეფესტო კეთილსურნელოვან ნექტარს. ისე დაუახლოვდა იგი მაღალ ღმერთებს, რომ ერთხელ ზევსთან შეპასუხებაც კი გაბედა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეხთამტყორცნელმა ჰერა ცასა და მიწას შუა დაკიდა იმის გამო, რომ ცისიერები აამხედრა მის წინააღმდეგ. ჰეფესტო დედას გამოექომაგა. განრისხდა ზევსი და კადნიერებისათვის იგი მკაცრად დასაჯა – მეორედ გადმოტყორცნა ოლიმპოსიდან. მთელი დღე ვარდებოდა ჰეფესტო. ბოლოს იგი კუნძულ ლემნოსზე დაენარცხა და ორივე ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ლემნოსელებმა რომ იპოვნეს. ზევსის რისხვა დაცხრა თუ არა, კვლავ აღზევდა ჰეფესტო ოლიმპოსზე, მაგრამ მას უკვე ოქროს ყავარჯნების გარეშე აღარ შეეძლო სიარული. ზევსმა ულამაზესი აფროდიტე მიათხოვა ჰეფესტოს ცოლად. გამორჩეულად უყვარდათ ღმერთებსა და ადამიანებს დიდი ხელოვანი, რომელიც თავისი საქმის ერთგული იყო. იგი ხომ მთელ დღეებს სამჭედლოში ატარებდა და თავისი შრომისმოყვარეობით უდიდეს სიხარულს ანიჭებდა სხვებს. ჰეფესტომ ააგო მრავალი დიდებული სასახლე, გამოჭედა ზევსის კვერთხი და ეგისი, დიონისეს თირსოსი, აქილევსის ფარი და აბჯარი. მან ააშენა ჰერას ბრწყინვალე სანთიობო, ხოლო პანდორას დაუმზადა არაჩვეულებრივი სილამაზის დიადემა. განსაკუთრებით სცემდა პატივს ცეცხლის ღვთაებას მზე – ჰელიოსი, რომლის საყოველთაოდ ცნობილი ეტლი მისი მაღალი ოსტატობის დიდებული ნიმუში იყო. ჰეფესტოს, ათენასა და პრომეთესთან ერთად, ხელოსანთა მფარველ ღვთაებადაც მიიჩნევდნენ. უძველეს ხანებში იგი ითვლებოდა ცეცხლის მბრძანებლად, ოჯახური კერიისა და მთელი ქალაქის შემწე ღვთაებად. განსაკუთრებულ პატივს ჰეფესტოს ათენში მიაგებდნენ. კუნძულ ლემნოსზე კი არსებობდა ქალაქი, რომელსაც ჰეფესტია ეწოდებოდა. ხელოვნებაში ჰეფესტოს წარმოსახავდნენ ძლიერ, კუნთმაგარ მჭედლად, რომელსაც ურო ეჭირა ხელში. ზოგჯერ მას თავზე კონუსისებრი ქუდი ეხურა და ხელოსნის ქიტონი ჰქონდა მოსხმული. ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს სინონიმი: ჰეფესტოსი იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – III, არგონავტიკა - წიგნი პირველი – XI, არენე, ლემნოსი, მირინე, სამოთრაკი წყარო: ბიბლიოვიკი ჰეფესტო
![]() |
11.35 ჰექტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროელთა მთავარი გმირი. პრიამოსისა და ჰეკაბეს უფროსი ვაჟი. ანდრომაქეს მეუღლე. ასტიანაქსის მამა. ტროას ომის დროს მეფე პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და ამიტომ მთავარსარდლობა მის უფროს ვაჟს, ჰექტორს ხვდა წილად. სწორედ მან განგმირა ბერძენი პროტესილაოსი, რომელმაც პირველმა დაადგა მტრული ფეხი ტროელთა მიწას. იგი ორგზის შეებრძოლა ბერძენთა ძლევამოსილ გმირს, აიას, ტელამონის ძეს. მისი წინამძღოლობით შეიჭრნენ ტროელები ბერძენთა ბანაკში და ცეცხლის ალს მისცეს ერთი ხომალდი. ჰექტორმა მოკლა აქილევსის მეგობარი პატროკლოსი, რითაც განარისხა ბერძენთა დიადი გმირი. მშობლებისა და საყვარელი მეუღლის სურვილის წინააღმდეგ ჩაება იგი დასამარცხებლად განწირულ ბრძოლაში. ეს ტროას ომის მეათე წელს მოხდა. იცოდა ჰექტორმა, რომ ტროა დაემხობოდა. აი, როგორ გამოეთხოვა იგი საყვარელ მეუღლეს, ანდრომაქეს, რომელსაც პატარა ასტიანაქსი, მათი შვილი, მკერდზე მიეკრა: „მე არ შემფერის, რომ ლაჩრულად გავექცე ბრძოლას. შენც კარგად იცი, მუდამ წინ მივუძღოდი ტროელთა ლაშქარს. დიდება მსურდა ჩემთვისაც და ჩემი ხალხისთვისაც. ვიცი, სულ მალე დაინგრევა ტროა, გადაშენდება პრიამოსის მოდგმაც. სწორედ ამიტომ მათი ბედი კი არ მაღელვებს, მე შენზე ვდარდობ! ტყვედ ჩაგიგდებენ ბერძნები და დაგიმონებენ. გაიძულებენ ქსოვო, ანდა წყალი ზიდო წყაროებიდან. ცრემლებმორეულს დაგინახავს ნაცნობი ვინმე და ასე იტყვის: ეს ხომ ჰექტორის ცოლიაო! იმ ჰექტორისა, რომელიც თავისი ღირსებითა და სიქველით გამოირჩეოდა ტროელთა შორის. შენ ძველი სევდა მოგერევა, გაიხსენებ ქმარს, მონობის უღელს რომ აგხსნიდა. და კიდევ კარგი, რომ იმ დროს უკვე ცოცხალთა შორის აღარ ვიქნები, რომ ვერ გავიგებ შენს სევდიან მოთქმას და ტირილს!“ ჰექტორისა და ანდრომაქეს გამოთხოვების ეპიზოდი ჰომეროსის პოეტურ ქმნილებათა შედევრად ითვლება. ჰექტორი აქილევსთან ორთაბრძოლისას დაიღუპა. ბერძენმა გმირმა სასტიკად იძია შური პატროკლოსის სიკვდილისათვის: მან ჰექტორის გვამი თავის ეტლს მიაბა, ტროას გარშემო ათრია და გარდაცვლილი პატროკლოსის ფეხებთან მიაგდო. მისი მრისხანება მხოლოდ მაშინ დაცხრა, როდესაც მოხუცი პირამუსი იხილა: ოდესღაც ძლევამოსილმა მეფემ ხელები დაუკოცნა თავისი შვილების მკვლელ აქილევსს და დიდძალი ძღვენით გამოისყიდა ჯერ კიდევ წაუბილწავი ჰექტორის გვამი, რადგანაც მას აპოლონი მფარველობდა. ტროელებმა დიდი პატივით მიაბარეს ჰექტორი მიწას. გამოუთქმელი მწუხარებით დაიტირა იგი ანდრომაქემ, რომელსაც სულ მალე საშინელი უბედურება დაატყდა თავს. ოდისევსის წინამძღოლობით ტროაში შეჭრილმა ბერძნებმა კლდიდან გადააგდეს ჰექტორისა და ანდრომაქეს მცირეწლოვანი ვაჟი ასტიანაქსი იმის შიშით, რომ ცოცხლად დარჩენილს არ ეძია შური უმოწყალოდ განადგურებული სამეფო ოჯახის გამო. მშობლებისა და მეუღლის მოყვარული, სამშობლოს დამცველი ღირსეული გმირი ჰექტორი კეთილშობილებისა და თავისი საქმის ერთგულების სიმბოლოდ იქცა ძველი საბერძნეთისა თუ გვიანი ხანის ხელოვნებაში (აღსანიშნავია შილერის „ჰექტორის გამომშვიდობება“. ჟიროდუს „ტროას ომი აღარ იქნება!“. რუბენსის, ტიეპოლოსა და სხვათა ქმნილებები). ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს შდრ.: „ჰექტორმა კი მაშინ ხელი წამოავლო კარებთან მდებარე ვეება რიყის ქვას, ქვემოდან ბრტყელ, ხოლო ზემოდან წვეტიანს. ჩვენს დროში ორ საუკეთესო მუშასაც გაუჭირდებოდა ასეთ ქვის ურემზე დადება; მაგრამ პრიამიდემ ერთბაშად აიღო და მყის მოიქნია სიპი ქვა, რომელსაც ზევსმა, ქუხილის მეუფემ, იმ დროს სიმსუბუქე მისცა საოცარი“. („ილიადა“) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – XII, ილიადა, დეიფობი, ენეიდა, ნადიმი, პრიამოსი, ჰექუბა წყარო: ბიბლიოვიკი ჰექტორი
![]() |
11.36 ჰექუბა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პრიამოსის ცოლი და ჰექტორის, პარისის და კასანდრას დედა ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, კასანდრა, პარისი, პრიამოსი, ჰექტორი წყარო: ბერძნული მითოლოგია ჰექუბა
![]() |
11.37 ჰეჯირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. რისკის შემცირება, თავის დაზღვევა დანაკარგებისაგან, რომლებიც გამოწვეულია ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული პირობების არახელსაყრელი ცვლილებებით. იხ. აგრეთვე: რისკი წყარო: ბიზნესი და კანონმდებლობა. მაისი 2010,– გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, – სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე
![]() |
11.38 ჰიბრიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. hybrid ლათ. hybrida-ორმაგი წარმოშობის) ჰეტეროზიგოტური ორგანიზმი, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა გენოტიპის მქონე მშობლიური ფორმების შეჯვარების გზით. ჰიბრიდს უწოდებენ აგრეთვე ორი სხვადასხვა გენოტიპის ან ფენოტიპის უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ სინკარიონს. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.39 ჰიბრისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ბერძენ ტრაგიკოსთაგან მოყოლებული აღნიშნავს ტიტანურ კადნიერებას, რომლითაც ადამიანი ცდილობს, ღმრთაებამდე ამაღლდეს და მასთან პაექრობს დამოუკიდებლობისა და ამბოხების უიმედო მტკიცებით. იხ. აგრეთვე: ჰამარტია წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
11.40 ჰიგიენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. hygieinos – ჯანსაღი, ჯანმრთელი. ცნობილი ბერძენი ექიმის ასკლეპიოსის ერთ-ერთი ქალიშვილის, ჰიგიას სახელის მიხედვით მედიცინის ერთ-ერთი დარგია, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, მის შრომისუნარიანობაზე და სხვა. მჭიდროდაა დაკავშირებული ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ქიმიასთან და სხვა მეცნიერებებთან. ჰიგიენის განსაკუთრებული დარგია სანიტარია. იხ. აგრეთვე: ბიოლოგია, მედიცინა, ფიზიკა, ქიმია, სანიტარია, სექსოლოგია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.41 ჰიდრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. წყლის მრავალთავიანი ურჩხული, რომელიც ექიდნამ შვა. მითები ჰიდრას ბუნაგად უძირო ლერნეს ტბას ასახელებენ. ამიტომ ეს ურჩხული ლერნეს ჰიდრად არის ცნობილი. მას ქოფაკის ვეებერთელა სხეულზე გველის ცხრა თავი ება. მათგან ერთ-ერთი უკვდავი იყო. ამ ურჩხულთან შებრძოლება მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ გაბედა. შეებრძოლა და სულიც გააფრთხობინა (ჰერაკლე, მეორე გმირობა) მეფე ევრისთევსის დავალებით ჰერაკლემ მოკლა ლერნეს ჭაობის ცხრათავიანი ჰიდრა და მის შხამიან სისხლში შორსსატყორცნი ისრები ამოავლო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII წყარო: ბიბლიოვიკი ჰიდრა
![]() |
11.42 ჰილასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ჰერაკლეს საჭურველთმტვირთველი. დრიოპთა მეფისწული. როდესაც ჰერაკლემ დრიოპები დაამარცხა, მშვენიერი მეფისწული შეიწყალა და თან გაიყოლა, შემდეგ თავისი აღსაჭურველიც ჩააბარა. ჰილასი თან ახლდა ჰერაკლეს არგონავტების ლაშქრობაში. როდესაც ხომალდმა „არგომ“ მისიის სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა, ყმაწვილი წყლის მოსატანად წავიდა. წყაროს ნიმფებმა მოჰკრეს თუ არა მას თვალი, ისე მოეწონათ, რომ მოიტაცეს (სხვა ვერსიით, ჰილასი წყაროში ჩავარდა და დაიხრჩო). დიდხანს ელოდა ჰერაკლე საყვარელ ყმაწვილს. ბოლოს დატოვა ხომალდი და მის საძებნელად გაემართა. არგონავტებმა ჰერაკლეს გარეშე განაგრძეს გზა. ჰილასის სახეს ვხვდებით ვერგილიუსის, ოვიდიუსისა და გოეთეს ქმნილებებში. იხ. აგრეთვე: პოლიფემე, ჰერაკლე წყარო: ბიბლიოვიკი ჰილასი
![]() |
11.43 ჰიმნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. hymnos ინგლ. hymn; anthem პოლონ. Hymn ლათ. hymnus სამშობლოს, ისტორიული მოვლენის, გმირების მადიდებელი პოეტურ-მუსიკალური, სადღესასწაულო ნაწარმოები. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.44 ჰინდუიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარს. hindu – მდინარე ინდის სახელი იტალ. Induismo აღნიშნავს მსოფლიოში უძველეს, ერთმანეთთან მონათესავე რელიგიათა ჯგუფს (ქრისტემდე II ათასწლეულის შუახანი), რომლებიც უმთავრესად სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი) იყო გავრცელებული. ჰინდუიზმის ათასწლოვან ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი აღინიშნება: ვედიზმი, ბრაჰმანიზმი და თვით ჰინდუიზმი (ანუ ხალხური ჰინდუიზმი). ამ უკანასკნელი რელიგიის მიმდევარია ინდოელთა უმრავლესობა. ჰინდუიზმის სახასიათო ნიშანია ტრიმურტის რწმენა: ბრაჰმა (შემოქმედი), ვიშნუ (შემნარჩუნებელი) და შივა (განმანადგურებელი), თითოეული შესატყვისი ქალღმერთის თანხლებით. გარდა ამისა, ჰინდუიზმი მოიცავს ადამიანის სიცოცხლის რეინკარნაციის რწმენას, თუკი ის „გათავისუფლებას“ ვერ მიაღწევს; წმიდა წიგნთა რწმენას (მათ შორისაა ვედა და უპანიშადები, ანუ განდობილთა ტექსტები, რომლებიც მოიცავენ ინდოელ გურუთა სწავლებას) და კასტებად დაყოფის რწმენას. ჰინდუიზმის თანახმად, არსებობს სიცოცხლის ოთხი სტადია: მოწაფეობა (გურუს ხელმძღვანელობით წმიდა ტექსტთა შესწავლა); ოჯახი და პროფესია; მანამდე მიტოვებულ საქმეებთან მიბრუნება; განდეგილობა – ოჯახისა და კასტის მიტოვება; და ოთხი ძირეული ღირებულება: კამა (სურვილი, ვნება), ართა (კეთილდღეობა, წარმატება), დრაჰმა (ვალდებულება), მოქშა (გათავისუფლება, ყოველივე მატერიალურისაგან განრიდება). წმიდა ტექსტები იყოფა გამოცხადებებად (შრუტი) და ტრადიციებად (სმრიტი). პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ვედა (ჰინდუიზმის უწინარესი წმიდა ტექსტები) და ვედას კომენტარის ტექსტები, როგორებიცაა ბრაჰმანები, არანიაკები, უპანიშადები, ანუ ვედანტა. მეორე ჯგუფი შეიცავს აფორიზმებს (სუტრა), ძველ ლეგენდებს (პურანები; მათ შორის სახელგანთქმულია „ბჰაგავატა-პურანა“) და ეპიკურ პოემებს. ჰინდუიზმის მთავარი წესია პუჯა, რომელიც სახლში ან ტაძარში სრულდება და მდგომარეობს წმიდა ხატის თაყვანისცემაში ლოცვითა და შეწირულობათა თანხლებით. არსებობს საგანგებო წესები დაბადების, ქორწინებისა და დაკრძალვის აღსანიშნავად. ფართოდაა გავრცელებული რიტუალური განბანა. დღესასწაულთა შორის მნიშვნელოვანია ჰოლი, დივალი და დაშარა. ყოველი მორწმუნე ჰინდუისტი ცდილობს საკუთარი მეობის გაცნობიერებას ბრაჰმანის მეშვეობით, ქმედებათა და მატერიალურ სიკეთეთა სურვილისაგან განდგომით. გარდა ამისა, მორწმუნე ვალდებულებას იღებს, პატივი სცეს მშობლებსა და უფროსებს, თავი შეიკავოს გრძნობათაგან, მოთმინებითა და გულმოწყალებით მოეპყრას ყველა ადამიანს, ეცადოს, აკეთოს სიკეთე და მშვიდად ელოდოს სიკვდილსა და ჯილდოს ჩადენილი კეთილი ქმედებებისათვის. იხ. აგრეთვე: ბრაჰმანიზმი, რელიგია წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
11.45 ჰიპერატვირთვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოყოფილი ობიექტი (ტექსტი ან გამოსახულება) ვებ-გვერდის, რომელიც კავშირს ამყავრებს სხვა ობიექტთან www-ს საშუალებით იხ. აგრეთვე: ბანერი წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.46 ჰიპერბოლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. huperbolē – გაზვიადება 1. მხატვრული ხერხი - მეტისმეტი გაზვიადება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით. 2. მათემატიკაში - ორტოტიანი დაუხშავი მრუდი, რომელიც მიიღება სიბრტყის საშუალებით კონუსის გადაკვეთისას. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.47 ჰიპერბორეელები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მითიური ხალხი, მცხოვრები უკიდურეს ჩრდილოეთში. ძველი ბერძნების წარმოდგენით ამ ხალხს მარადი ბედნიერება ჰქონდა მინიჭებული. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.48 ჰიპერპლაზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. hyperplasia რუს. гиперплазия ლათ. hyperplasia ბერძნ. hyper ზედმეტი, ჭარბი, plasis წარმოქმნა უჯრედთა რაოდენობის მომატება მათი ინტენსიური გამრავლების შედეგად. უჯრედების, უჯრედშიდა სტრუქტურების, უჯრედშორისი ბოჭკოვანი წარმონაქმნების რაოდენობის გაზრდა, შესაბამისი ორგანოს ფუნქციის გაძლიერების (მაგ., ქალის ძუძუ ორსულობის პერიოდში) ან ქსოვილის პათოლოგიური ზრდის ხარჯზე. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.49 ჰიპოთერმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა და thermē სითბო ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად; იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის და სხვ. დაქვეითებას; ორგანიზმს აახლოებს ცხოველთა «ზამთრის ძილის» მდგომარეობასთან; იყენებენ გულის ოპერაციებისა და ზოგი დაავადების მკურნალობის დროს. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
11.50 ჰიპოკრატე (ძვ.წ.აღ.460-371) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძველბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი იხ. აგრეთვე: რაბლე ფრანსუა (1494-1553) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.51 ჰიპოლიტეს სარტყელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ამაზონების დედოფლის ოქროს სარტყელი მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს დაავალა, მისი ასულისათვის მოეტანა ამაზონების დედოფლის ჰიპოლიტეს ოქროს სარტყელი, რომელიც დედოფალმა თავისი მამის არესისაგან მიიღო საჩუქრად. ჰერაკლემ ეს დავალება ამაზონებთან სისხლისმღვრელი ბრძოლით შეასრულა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.52 ჰიპოლიტოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სახელოვანი გმირის, ათენის მეფის თესევსისა და ამორძალთა დედოფალ ანტიოპეს (სხვა ვერსიით, ჰიპოლიტეს) ვაჟი. მითოსის გავრცელებული ვერსიის თანახმად, ათენის მეფე თესევსს ძლიერ უყვარდა ამორძალი ანტიოპე, რომელიც უდროოდ გარდაიცვალა. დიდხანს იგლოვა იგი თესევსმა, ბოლოს იქორწინა მინოსის ასულ ფედრაზე. ანტიოპესგან თესევსს დარჩა უკანონო ვაჟი, სახელად ჰიპოლიტოსი, რომელიც აღსაზრდელად მიაბარა არგოლისის ბრძენ განმგებელს, პიტთევსს. მეფემ იშვილა იგი და ტროიძენის სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარა. ჰიპოლიტოსი ისევე, როგორც მისი ამორძალი დედა ანტიოპე, განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ნადირობის ქალღმერთ არტემისს, რომელსაც ტროიძენში დიდებული ტაძარი აუგო. განაწყენდა სიყვარულის ღვთაება აფროდიტე და ჭაბუკის დასჯა განიზრახა: მისდამი მძაფრი ვნებით აღაგზნო ფედრა. არ უყვარდა დედინაცვალი ჰიპოლიტოსს და ყოველნაირად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. შეურაცხყოფილმა ფედრამ თავი ჩამოიხრჩო. სიკვდილის წინ კი წერილი გაუგზავნა თესევსს, სადაც ბრალს სდებდა ჰიპოლიტოსს, თითქოსდა იგი მის შეცდენას ლამობდა. განრისხდა მეფე, შვილი დაწყევლა და მამა-მეუფე პოსეიდონს სთხოვა მისი დასჯა. პოსეიდონმა შეისმინა მისი ვედრება: როდესაც თავის ეტლზე აღზევებული ჰიპოლიტოსი ათენიდან საოცარი სისწრაფით მიქროდა, ისთმოსის ვიწრო სრუტესთან უზარმაზარმა ზვირთმა ზათქით, გრიალით ამოაგდო ირემი თუ თეთრი ხარი, რომელიც ეტლს დაედევნა. ცხენები დაფრთხნენ. მართალია, თესევსის ძე გამოცდილი მეეტლე იყო, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, ხელი გაუშვა სადავეებს, რომლებიც ზეთისხილის რტოებში გაიხლართნენ. ეტლი დაიმსხვრა. ჰიპოლიტოსი კი თავისივე ცხენებმა გადათელეს. ამ ამბით შეძრულმა არტემისმა სიმართლე ამცნო თესევსს, რომელმაც არ დააყოვნა და საყვარელ შვილს დაედევნა, მაგრამ დააგვიანა. თუმცა მომაკვდავს მიუსწრო და შეცდომა მოინანია. მითოსის ერთი ვერსიით, ჰიპოლიტოსი მკვდრეთით აღადგინა ასკლეპიოსმა. სხვა ვერსიით, იგი მეეტლის თანავარსკვლავედად გარდასახეს ღმერთებმა. ათენში ჰიპოლიტოსს ღვთაებრივ პატივს მიაგებდნენ. მისი თავგადასავალი აისახა სოფოკლეს, ევრიპიდეს, სენეკას, რასინისა და დ. ანუნციოს ტრაგედიებში. ამ თემაზე წერდნენ ლექსებს პოეტები: მ. ცვეტაევა, ო. მანდელშტამი და სხვები. ცნობილია რამოსა და გლუკის ოპერები. კოკტოს ბალეტი და მასნეს სიმფონიური პოემა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, ფედრა წყარო: ბიბლიოვიკი ჰიპოლიტოსი
![]() |
11.53 ჰიპოქონდრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. hypochondrion სხეულის ნაწილი ნეკნების ხრტილოვანი რკალების ქვეშ. კ.გალენი ამ დაავადებას უკავშირებდა რკალქვეშა მიდამოს ტკივილს – ხანგრძლივი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ღრმა დეპრესიის სიმპტომოკომპლექსი. პაციენტი ავადმყოფურადაა კონცენტრირებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დათრგუნული მდგომარეობა. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.54 ჰისტოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. histos – ქსოვილი, logos – მოძღვრება მეცნიერება ადამიანისა და ცხოველების ქსოვილთა განვითარების, აგებულებისა და ცხოველქმედების შესახებ. აღნიშნული ტერმინი 1819 წელს შემოიტანა გერმანელმა მეიერმა. მცენარეთა ქსოვილებს შეისწავლის «მცენარეთა ანატომია». იხ. აგრეთვე: ანატომია, პრეპარატი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.55 ჰიტლერი (1889-1945) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი ადოლფ - გერმანიის ფაშისტური ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი, ფაშისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, მთავარი სამხედრო დამნაშავე. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.56 ჰიფსიპილე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კუნძულ ლემნოსის მბრძანებელი; თოასის ასული. თოასის მეფობის ჟამს ლემნოსელი ქალები სათანადო პატივს არ მიაგებდნენ აფროდიტეს. სიყვარულის ქალღმერთმა ისინი მკაცრად დასაჯა, ისეთი სიმყრალე შეჰყარა, რომ ქმრებმა შეიძულეს თავიანთი ცოლები და მათი შეცვლა თრაკიელი ქალებით განიზრახეს. შეურაცხყოფილმა ლემნოსელმა ქალებმა მოილაპარაკეს და ერთ ღამეში ამოხოცეს მამაკაცები. ამ შემზარავ ჟლეტას გადაურჩა მხოლოდ მეფე თოასი, რომელიც ჰიფსიპილემ გააპარა კუნძულიდან. მალე ქალებმა თავიანთ მბრძანებლად აირჩიეს მეფის ასული. როდესაც ლემნოსს არგონავტები ეწვივნენ, ქალები თავდაპირველად საბრძოლველად გაემზადნენ. ჰიფსიპილეს მოხუცმა ძიძამ, პოლიქსომ კი მათ ასეთი სიტყვით მიმართა: „აბა, დაფიქრდით, შევძლებთ თუ არა კაცების გარეშე არსებობას ან თავის დაცვას მომხდურთაგან. ჰოდა, დავრთოთ ბერძენ ვაჟკაცებს ჩვენს ქალაქში შემოსვლის ნება!“ ლემნოსელ ქალებს მოეწონათ ეს აზრი. მათ ზიზღის აღმძვრელი სუნი უკვე გაქრობოდათ და შეეძლოთ, თავდავიწყებით მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას. არგონავტებსაც მოეწონათ მამაკაცურ ალერსს მოკლებულ ქალებთან ყოფნა და კარგა ხანი დაჰყვეს ამ კუნძულზე. იასონს შეუყვარდა კიდეც ჰიფსიპილე, რომელმაც მას ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების წასვლის შემდეგ ლემნოსელმა ქალებმა შეიტყვეს, რომ ჰიფსიპილემ მამა დაინდო და ამის გამო მისი დასჯა განიზრახეს. დედოფალი კუნძულიდან გაიქცა. გზად მიმავალი ყაჩაღებმა შეიპყრეს და ნემეას მეფე ლიკურგოსს (სხვა ვერსიით, თებეს მეფე ლიკოსს) მიჰყიდეს. ლიკურგოსმა მას თავისი ძის აღზრდა დაავალა. ერთ დღეს, როცა ყმაწვილი ჰიფსიპილესთან სეირნობდა, გველმა დაგესლა. გარისხდა მეფე ლიკურგოსი და ჰიფსიპილეს მოკვლა განიზრახა. მაგრამ სასჯელის აღსრულების დღეს ნემეაში ჩავიდნენ ჰიფსიპილეს ვაჟიშვილები და დედა სიკვდილს გადაარჩინეს (სხვა ვერსიით, იგი ამფიარაოსმა და ადრასტოსმა იხსნეს). ჰიფსიპილე თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა ლემნოსზე და სიბერემდე იცოცხლა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – X წყარო: ბიბლიოვიკი ჰიფსიპილე
![]() |
11.57 ჰობსი თომას (1588-1679) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მალმსბერიში დაიბადა და ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ჰობსი ინგლისში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად მოგზაურობდა ევროპაში. იცნობდა თავისი დროის გამოჩენილ მოაზროვნეებს, ურთიერთობა ჰქოდა გალილეისთანაც. პარიზში ყოფნისას გაიცნო დეკარტის დიდი მეგობარი მამა მერსენი და მისი მეშვეობით ჩაება ფრანგ ფილოსოფოსთან კამათში. პარიზში გატარებულ უკანასნელი პერიოდში (1640-1651 წწ.) ჰობსმა ჩაიფიქრა სამი ნაწილისაგან შემდგარი ფილოსოფიური ტრაქტატი, რომლის ნაწილებიც შესაბამისად სხეულის, ადამიანისა და სახელმწიფოს პრობლემებს ეხებოდა. ამ შრომის მეორე და მესამე ნაწილი ხელნაწერის სახით გავრცელდა, 1642 წელს კი ჰობსმა გამოაქვეყნა მესამე, პოლიტიკური ნაწილი სახელწოდებით elementorum philosophiae sectio tertia de cive; შემდგომში ჰობსი დაუბრუნდა ამ შრომას და 1651 წელს გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ნაწარმოები, „ლევიათანი“, რომელშიც საეკლესიო და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერიას, ფორმასა და ძალაუფლებას იკვლევს. მოგვიანებით ფილოსოფოსმა elementa philosophae-ს დარჩენილი ორი ნაწილიც გამოაქვეყნა: de corpore (1655 წ.) და de homine (1658 წ.).elementa philosophae-ს სამი ნაწილი (სხეული, ადამიანი, სახელმწიფო) თვალსაჩინოდ ასახავს ინგლისელი ფილოსოფოსის მიერ არჩეულ გზას: საწყის წერტილად ჰობსი სხეულებრივ რეალობას იღებს, შემდეგ მასში ადამიანს ათავსებს, ამ კონცეფციის მეშვეობით კი სახელმწიფოს დოქტრინას აყალიბებს. ჰობსი, მართლაც, ძალიან იყო გატაცებული სახელმწიფოს პრობლემით. სხვა დანარჩენ პრობლემებს ის ამ პოლიტიკური კონცეფციის წინაპირობათა შესაქმნელად იყენებს. ჰობსისთვის მთელი რეალობა მატერიაა, სხეული, ანუ რეალობა, რომელსაც განფენილობა ახასიათებს. ეს ან ბუნებრივი სხეულია, რომელსაც ბუნების ფილოსოფია შეისწავლის, ან ხელოვნური სხეული, ანუ სახელმწიფო, პოლიტიკური ფილოსოფიის შესწავლის საგანი. სხეულს მიღმა მხოლოდ მოძრაობა არსებობს, რომელიც არსებითად სხეულებრიობასთან არის დაკავშირებული. ჰობსის მეტაფიზიკა, ანუ მთელი რეალობის მისეული კონცეფცია მკაცრი მექანიცისტური მატერიალიზმია. სული მისთვის უფაქიზესი სხეულია, რომელსაც ჩვენი გრძნობის ორგანოები ვერ შეიგრძნობს; სუბსტანცია იგივე განფენილი რეალობაა, რის გამოც სუბსტანცია, რომელიც არ არის განფენილი, წინააღმდეგობაა. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
![]() |
11.58 ჰოლოკოსტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Holocaust გერმანელი ნაცისტების და სხვა ქვეყნების კოლაბორაციონისტების მიერ ებრაელების სისტემატური დევნა და სიცოცხლის ხელყოფა ნაცისტური რასობრივი თეორიის საფუძველზე, 1933-45 წლებში. იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.59 ჰომეროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ძველბერძენი პოეტი (სავარაუდოა, რომ ცხოვრობდა ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში). ნიშნავს ნამგალს. ფეაკების ამ კუნძულს ჰომეროსი სქერიას უწოდებს .(„ოდისეა“, VI), სხვა ავტორები. მაკრისს, დრეპანეს და უფრო ხშირად კერკირას (აწინდელი კორფუ) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX, ატა, პერსონალია, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616), ჰესიოდე წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.60 ჰომოფობია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. homophobia შეიძლება განისაზღვროს როგორც სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. მსოფლიოს ბევრ ნაწილში განსხვავებული (განსხვავებული უმრავლესობისაგან) ორიენტაციის მქონე ინდივიდები არიან დისკრიმინაციის საგანი, რაც ვარირებს შეურაცყოფიდან მკვლელობამდე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ დანაშაულად ითვლება და ზოგიერთ მათგანში სიკვდილით ისჯება. თუმცა, ევროპის ფარგლებში პროგრესი მიღწეულია ცვალებად კანონმდებლობაში ბევრი ადამიანი კვლავ განიხილავს ჰომოსექსუალობას როგორც დაავადებას, ფსიქოლოგიურ დარღვევას ან არაბუნებრივ მდგომარეობას იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
11.61 ჰონორარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. honorarium – საპატიო ჯილდო ინგლ. fee, honorarium ფულადი გასამრჯელო, რომელსაც შრომის საზღაურად აძლევენ (ხელშეკრულების საფუძველზე) მწერლებს, მხატვრებს, ადვოკატებს და სხვ.; ერთჯერადი ანაზღაურების ფორმა გაწეული საქმიანობის ან დამსახურებისათვის. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.62 ჰოპლიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მძიმედ შეიარაღებული ფეხოსანი მეომარი. იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.63 ჰოსპიტალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. hospes – სტუმარი სამკურნალო დაწესებულება, საავადმყოფო უმეტესად სამხედრო პირთათვის. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.64 ჰუგენოტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. huguenots იტალ. Ugonotti ეს სახელი დაირქვეს კალვინური რეფორმირებული მოძრაობის მიმდევრებმა საფრანგეთში. ფრანგული პროტესტანტიზმი ძალზე მცირე ხანს იწოდებოდა აღმსარებლობის აღმნიშვნელი სიტყვით „ლუთერული“: ეს ტერმინი უფრო ნეიტრალურით – „ჰუგენოტთა“ მოძრაობა – შეიცვალა. ეს ფაქტიც გვიჩვენებს, რომ მონარქიისადმი მტრულად განწყობილ დიდებულთა მიმხრობამ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად აქცია, რომელიც დაუპირისპირდა კათოლიკურ პარტიას, სადაც გიზის ჰერცოგები იყვნენ გაერთიანებული. პარიზის პირველი ეროვნული რეფორმირებული კრებიდან (1559) სამი წლის შემდეგ ჰუგენოტთა პირველი ომი დაიწყო, რომელსაც 1562-1598 წლებში სხვა ომებიც მოჰყვა. საბრძოლო დაპირისპირებებს დასაბამი მისცა ვასიში გამართულმა ჟლეტამ, რომლითაც უპასუხა ფრანსუა გიზელმა ჰუგენოტებისადმი ბოძებულ სენ-ჟერმენის შემწნარებლობის ედიქტს (1562). შერიგების წამოწყებული პროცესი 1572 წელს ჩაშალა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილმა (მას „სისხლიან ქორწინებასაც“ უწოდებენ) სისხლისმღვრელმა ანგარიშსწორებამ, რომლის დროსაც ჰუგენოტთა მრავალი მეთაური იქნა მოკლული. ჰუგენოტთა ომების შედეგად უამრავი დევნილი გაჩნდა, რომლებმაც უმთავრესად ელზასის ან ქვემო რაინის რეფორმირებულ საკრებულოებს (Eglises des Refugies) მიაშურეს. ისედაც კრიტიკული ვითარება ჰუგენოტთათვის აუტანელი გახდა მას შემდეგ, რაც 1576 წელს გიზები, ესპანეთის მმართველი ოჯახი და რომის კურია „საღმრთო ლიგად“ გაერთიანდნენ რეფორმირებული პროტესტანტობის გასანადგურებლად. ვითარება გაუმჯობესდა საფრანგეთის ტახტზე ანრი IV-ის ასვლის შემდეგ (1589-1610). ნავარის ჰუგენოტი ჰერცოგების წარმომადგენელმა, ანრიმ 1593 წელს კათოლიკობა მიიღო („პარიზი წირვად ღირს“), რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეული შემწყნარებლობა (ნანტის ედიქტი, 1598; ის 1685 წელს ლუი XIV-მ გააუქმა ფონტებლოს ედიქტით). თუმცა, ამის მიუხედავად, ჰუგენოტებსა და კათოლიკე მმართველ ოჯახს შორის ურთიერთობა დაძაბული დარჩა. მით უმეტეს, მრავალრიცხოვან თავდასხმათა შემთხვევაში მონარქიის წინააღმდეგ მებრძოლნი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ხომ არ ღირდა, „ხალხის სახელით“, ტირანთა დახოცვა. XVI საუკუნის ამ დებატებმა, რომლებშიც უკვე აღარ თამაშობდა როლს აღმსარებლობის საკითხი და არ მიუღია მონაწილეობა ლუთერელობას, ნიადაგი შეუმზადა წინააღმდეგობის გაწევის უფლების იდეას. იხ. აგრეთვე: რელიგია, კალვინელობა, პროტესტანტი/პროტესტანტობა წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
11.65 ჰუმანიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. humanus - ადამიანური ფრანგ. humanism 1. მსოფლმხედველობა, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა. 2. აღორძინების ხანაში (მე-14-16 საუკუნეებში); პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის განთავისუფლება ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ბორკილებისაგან. იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.66 ჰუმანისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ჰუმანიზმით განმსჭვალული ადამიანი, კაცთმოყვარე 2. ჰუმანიზმის მიმდევარი იხ. აგრეთვე: რაბლე ფრანსუა (1494-1553) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.67 ჰუმანიტარული მეცნიერებანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. humanitaire საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია და სხვ.) – საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათაგან განსხვავებით წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.68 ჰუმბაბა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კედარის ტყის გიგანტური მცველი, სავარაუდოდ ჰქონდა ლომის სახე იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი