![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |

![]() |
1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას
„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.
გიორგი ჩიტაია
![]() |
2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.
დავით ლორთქიფანიძე
![]() |
3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წინათქმა
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
როინ მეტრეველი
Preface
Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents
Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.
Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.
Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.
Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.
Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.
Academician Roin Metreveli
Vorwort
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.
Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.
Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.
Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli
Préface
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.
Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.
Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.
Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.
Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.
Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.
Предисловие
Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.
Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.
Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.
Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.
Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.
![]() |
4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.
ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.
ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.
კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.
წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.
დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
ელდარ ნადირაძე
The project author and scientifi c director Einleitung
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.
Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?
Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.
Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.
Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?
Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.
Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.
Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.
An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen
Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze
Introduction
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?
Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).
La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.
Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.
La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.
Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.
18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.
„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.
Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze
Вступление
Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.
Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.
Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.
После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.
Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.
Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.
Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.
Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.
Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.
В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.
Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.
Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.
Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе
![]() |
5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შემოკლებანი
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
![]() |
6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - გ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 გაბა (თბ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაბა (თბ.)
ხელოსნების ერთგვარი საგარეო ტანსაცმელი, ფარჩეული.
![]() |
6.2 გაბრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრა
ცხენის საწმენდი ჯაგრისი. აკეთებდნენ ცხენის ძუისაგან.
![]() |
6.3 გავალაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავალაკი ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2000.
ერთგვარი საჩრდილობელი, რომელიც მეფე-მთავართა და დიდებულთა ტახტრევანს ან დროებით სამყოფს ებურა, ამზადებდნენ ძვირფასი ქსოვილისაგან, წარმოადგენდა როგორც ოთხკუთხა, ასევე მრგვლად მოწყობილ სახურავს. შემკული იყო სხვადასხვა სამშვენისით.
![]() |
6.4 გაია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაია ლ. ბ.
ხისგან გაკეთებული ბავშვის ჩასაყენებელი შესაწევ-გასაწევი მოწყობილობა. საჭიროების დროს შიგ ბავშვს ჩააყენებდნენ. ბავშვი თვითონ ერთობოდა, გაიას ზამთარში შინ ხმარობდნენ, ზაფხულში კი ეზოში გასატან გაიას აკეთებდნენ.
![]() |
6.5 გალა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გალა
ნივრისა და ხახვის ასხმა, რომლებიც ფოჩებითაა ერთმანეთს გადაწნული.
![]() |
6.6 გალიბანდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გალიბანდი
ყარაჩოხელთა ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული ტყავისგან გაკეთებული.
![]() |
6.7 გალია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გალია
მავთულის ბადე ფრინველთა დასამწყვდევი. დიდი მხეცებისათვის რკინის გალიებს აგებენ.
![]() |
6.8 გალიფე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გალიფე ლიტ: ქელ., 2009.
შარვლის ტიპი, რომელიც იცმევა ჩექმებთან ერთად. ძირითადად მხედართათვის. აქვს ვიწრო ტოტები და ფართო უბე. ხშირად საჯდომ ნაწილზე ტყავი აქვს ამოკერებული. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგი გენერლის გალიფეს მიხედვით, რომელიც ატარებდა ასეთი ტიპის შარვალს.
![]() |
6.9 განძი (ხევს) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განძი (ხევს)
აქ: ზოგადი სახელი სარიტუალო საგნებისა და ვერცხლის ჭურჭლეულობისა, რომელიც ხატისადმია შეწირული. ხატის განძი უდიდეს სიწმინდედ ითვლება. მას ინახავენ მხოლოდ ერთეულთათვის ცნობილ ადგილას. ხატის განძი გამოაქვთ დღესასწაულის დღეს და ასრულებენ სხვადასხვა რიტუალს.
ე. ნ.
![]() |
6.10 განჯინა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განჯინა
კედელში უძრავად ჩადგმული დიდკარიანი თახჩა. ძველი საცხოვრებელი ნაგებობის აუცილებელი ელემენტი. გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით. ზოგჯერ პურის კარადასაც ენაცვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისიდან დიდკარიანი თახჩები განჯინის - კედლის კარადის სახელწოდებითაა ცნობილი.
![]() |
6.11 გარა (ფშ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გარა (ფშ. ხევს.)
მრგვალი ხე, სიგრძით ადლნახევარი, რომელზედაც ქსოვის დროს ნართს ახვევენ. ერთი გარა მოძრავია, მეორე უძრავი.
![]() |
6.12 გარმონი//გარმონიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გარმონი//გარმონიკა
შემსრულებლიდან მარჯვნივ კორპუსის გრიფზე მიმაგრებულია ე.წ. მელოდიური სარქველი, მარცხენაზე ბანის. გარმონის უამრავ სახეობაში ძირითადად ორი ტიპი გამოიყოფა: 1) გაწელვა-შეკუმშვისას ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერებს გამოსცემს; 2) გაწელვა-შეკუმშვისას ბგერის სიმაღლე არ იცვლება. გარმონის პროტოტიპი კონსტრურებულ იქნა 1822 წელს გერმანელი ოსტატის კ.ფ. ბუშმანის მიერ ბერლინში. ვენელმა ოსტატმა კ. დემიანმა დაუმატა მზა აკორდთა რიგი აკომპანემენტისათვის, რომელთაგან თითოეული გამოიცემოდა მარცხენა ხელის თითით ერთ კლავიშზე დაჭერით (1829წ). საკრავი მალე გავრცელდა ევროპის ქვეყნებში.
გარმონი//გარმონიკა რუსეთში შემოვიდა XIX ს-ის 30-40-იანი წლებიდან და სწრაფად იწყო გავრცელება იმპერიაში შემავალ სხვა ხალხებშიც. რუსმა ოსტატებმა დაიწყეს მისი საშემსრულებლო საშუალებების გაფართოება რუსული ხალხური სიმღერის კილოებრივი და წყობის თავისებურებების გათვალისწინებით. შეიქმნა სხვადასხვა სისტემის გარმონიკები, რომელთაც სახელები ერქმეოდათ იმ ქალაქების მიხედვით, სადაც მზადდებოდა
ტულის, ლივნის, სარატოვის, ვიატკის, სმოლენსკის და სხვა. XIX ს-ში გარმონი ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიასა და დაღესტანში. იგი შემოიტანეს რუსმა ჯარისკაცებმა. ეს საკრავი კავკასიაში მალე აიტაცეს და ეროვნული მუსიკის შესაბამისად შეუცვალეს წყობა. ზოგან იმდენად დამკვიდრდა (მაგალითად, დაღესტნის ხალხებში), რომ ეროვნული საკრავის მნიშვნელობა შეიძინა. შეიქმნა ეროვნული ფოლკლორისათვის დამახასიათებელ ბგერათრიგებთან მეტ-ნაკლებად შესაბამისი ე.წ. „აზიური გარმონი“. „აზიური გარმონი“ ვიატკის ერთრიგიანი გარმონიკის მსგავსი აღნაგობისაა. მარჯვენა კლავიატურისაგან განსხვავებით, „აზიურ“ გარმონზე გაწევა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე იგივე რჩება. ბანის კლავიატურა შედგება 12 ღილაკისაგან, რომლებიც წყვილებადაა განლაგებული ორ რიგად. თითო წყვილში ერთი ღილაკი გამოსცემს ძირითად ბგერას, მეორე - მის შესაბამის სამხმოვანებას. ორივე რიგში განსხვავებული ჰარმონიული ფუნქციის მქონე აკორდებია.
საქართველოში გარმონი გავრცელდა XIX ს-ის ბოლო ოცწლეულში „ბუზიკას“ (დამახინჯებული რუსული „музыка“) სახელწოდებით. მალე შეიქმნა „აზიური“ გარმონის მსგავსად ქართული გარმონი „ბუზიკა“ // „წიკო-წიკო“ სრულიად თავისებური ხმოვანებით. XX ს-ის II ნახევრიდან გარმონის ადგილი დაიჭირა აკორდეონმა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, განსაკუთრებით თუშეთში, იგი შეუცვლელი დარჩა. აქ ჩამოყალიბდა გარმონის სიმღერებისა და სოლო დასაკრავების შესრულების თავისებური სტილი. შეიქმნა გარმონის დასაკრავები ლიტ.: Г. Благодатов, Русская гармоника, М., 1960; К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов
народов СССР, М., 1963; А Модр, Музыкальные инструменты, М. 1959
კლავიშიან-პნევმატური ინსტრუმენტი. შედგება კორპუსის, საბერველისა და კლავიშიანი მექანიზმისაგან. საბერველი მზადდება გოფრირებული მუყაოსაგან, რომელსაც ორივე მხრიდან გადაკრული აქვს თხელი, მყარი ქსოვილი. ყველაზე რთული ელემენტია სახმო ნაწილი. იგი შედგება ლითონის თხელი ფირფიტისაგან, რომელზეც დამაგრებულია ლითონის „ენები“. ერთი ჟღერს საბერველის გაწევისას, მეორე - შეკუმშვისას. ბგერის სიმაღლე დამოკიდებულია „ენის“ ზომებზე (სიგრძე, სიგანე, სისქე). რაც უფრო მოკლე, ვიწრო და თხელია „ენა“, მით მაღალია მის მიერ გამოცემული ბგერა: „ენიანი“ ფირფიტები მიმაგრებულია ხის რეზონატორზე. მის კედლებში ნახვრეტებია ჰაერის გასატარებლად, რომელსაც სარქველი აქვს დაფარებული.
პროგრამული ხალხური მუსიკის ნიმუშები („ანიკოს ტირილი“, „წოვა ქალის ტირილი“ და სხვა). გარმონზე სრულდება საცეკვაოები, მისი თანხლებით სიმღერები, მაგრამ ესენი ტრადიციული ჟანრებისაგან განსხვავებულია. გარმონი გამოყენებულია ანსამბლშიც, განსაკუთრებით დამკვიდრდა ყოფაში გარმონისა და რიტმული საკრავის დოლის დუეტი ე.წ. დოლ-გარმონი, განსაკუთრებით ცეკვების თანხლებისათვის.
მ. შ.
![]() |
6.13 გეიშა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეიშა
ქალისა და მამაკაცის ზედა სამოსელი. მასალად გამოყენებული იყო მსუბუქი და ნაზი ქსოვილები. ზოგჯერ უდებდნენ სარჩულს. ქალის გეიშა მოკლეა, წელთან მომდგარი და ქვემოთ თანდათან გაშლილი. სახელოები გამოყვანილი და ბოლოებისაკენ გაგანიერებული. საყელო ოდნავ დაფენილი. გულისპირები ერთმანეთთანაა მისული და ერთი ღილით იკვრება. თუ ქალის ზედა ტანსაცმელი ტალმა (ტოლომა) საზამთრო ჩასაცმელად იყო მიჩნეული, გეიშას გაზაფხულ-შემოდგომობით იცვამდნენ. გეიშა ქიზიყში მამაკაცის წელამდე დასულ ტყავის სამოსელსაც ერქვა, რომელსაც ზამთრობით გლეხობის ის ნაწილი იყენებდა, ვისაც გრძელი ტყავის შეკერვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
ც. ბ.
![]() |
6.14 გელა (ზ. იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გელა (ზ. იმერ.)
ლურსმნის ამოსაღები თავკაპიანი რკინა, სადაც ლურსმნის თავი ამოედება. დურგლის სამუშაო იარაღი, არის სხვადასხვა ტიპის - მძლავრი და სუსტი ლურსმნების ამოსაღებად.
![]() |
6.15 გელაზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გელაზი გელაზის გარე პირის დიამეტრი შიდაზე მეტი იყო, რის გამოც სამუშაო პირის ძგიდე ირიბად იყო აჭრილი და ქვის ფილებით მოპირკეთებული წრიული კალოს დახრილობას შეესაბამებოდა. უღელში შებმული გამწევი ძალა ურმის თვალივით ცერზე შეყენებულ ბორბლის კალოს ირგვლივ აგორებდა. გელაზის ქვით ხდებოდა სელის მარცვლის დაქუცმაცება-დაფქვა, დაგელაზება და შემდეგ ზეთის გამოხდა.
გელაზები უმეტესად დიდი ზომისაა. მათი დიამეტრი მეტრნახევრიდან დაწყებული ორ მეტრს აჭარბებდა (ს. ალასტანში გელაზის დ-2მ. 30სმ., ს. ტურცხში 2მ. 12სმ., ს. წყალთბა 2მ. 25სმ., (სამცხ.-ჯავ.).
გელაზის ზედაპირი შემკული იყო სხვადასხვა რელიეფური მოტივებით. აღსანიშნავია საქართველოს სახ. მუზეუმის ქვის ფონდში დაცული ს. გუნიაყალადან ჩამოტანილი გელაზი. იგი ყურადღებას იქცევს მხედრული წარწერის ფრაგმენტით, რომელშიც გარკვევით ამოიკითხება „გელაზი ჩვენ ავგაროზიშვილებმა“
რაც უნდა მიუთითებდეს ამ ნივთის ან ავგაროზიშვილთა კუთვნილებაზე ან მის გამომკვეთ ხელოსნებზე. ამავე გელაზზე გამოსახულია გუთნეული და მის უკან მიმყოლი კაცი. გელაზები ძირითადად გავრცელებული იყო საზეთე სელის ინტენსიურად გავრცელების არეალში (სამცხეჯავახეთი, თრიალეთი). აღმოჩენილ გელაზთა შორის ყველაზე ადრეულია მესხეთში მიკვლეული გელაზის ნაშთები.
ლიტ.: გ. ჩიტაია, გელაზი, ძმ. №20, 1970. ლ.მოლოდინი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები) 1963.
მთლიანი ბორბალი, გამოთლილი ბაზალტის ქვისგან. გელაზი ზეთსახდელის, საზეთე წისქვილის მოძრავი სამუშაო ნაწილია. გელაზი შუაში ოთხკუთხედაა ჩაჭრილი. ნახვრეტში გაყრილ ჰორიზონტალურ ღერძის ერთ ბოლოზე უღელს ამაგრებდნენ და გამწევ ძალას აბამდნენ.
ლ. მ.
![]() |
6.16 გემა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გემა ლიტ.: ს. ბარნაველი, საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, 1965. ი.გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
ძვირფასი ქვა, ზედ ამოკვეთილი გამოსახულებით ან წარწერით. გემას, რომელზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოკვეთილი ინტალიო ეწოდება. გემას, რომლის გამოსახულება რელიეფურია - კამეა. ძველად ხმარობდნენ კუთვნილების დამადასტურებელ ბეჭდად (უმთავრესად ინტალიოს), ავგაროზად ან მორთულობად. მოგვიანებით ის უმთავრესად სამკაულია როგორც ბეჭედი, საყურე, გულსაბნევი. გვიანანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ რომაული წარმოშობის ძვირფასი ქვები - ინტალიოები და კამეები. გემებზე უმთავრესად ბერძნულ-რომაული ღვთაებებია გამოსახული, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ქართველ დიდებულთა პორტრეტებსაც ვხვდებით და ამასთან, არასაყოფაცხოვრებო სიუჟეტების გამოსახვაც.
მ. ბ.
![]() |
6.17 გემი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გემი
დიდი ზომის საზღვაო ტრანსპორტი, რომელსაც გააჩნია შიდაწვის ძრავა.
![]() |
6.18 გემნა (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გემნა (ხევს.)
ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. ხმარობდნენ საგუდე, საკერავი და წვრილფეხა საქონლის ტყავის მოსაქნელად. იხმარება აგრეთვე ტყავის ქონისგან მოსაშორებლად.
![]() |
6.19 გეონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეონი
ხელშუბი.
![]() |
6.20 გეონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეონი ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I. 1991.
„ხელ-შუბა, მოწლო და სამძგიდე, ბუნი მცირედ კაცისა უმაღლესი.“ (საბა). სატყორცნსაძგერებელი იარაღი. გეონი წარმოადგენს 160-170 სმ. სიგრძის ხის ტარს (ბუნი) რომელზედაც დამაგრებულია სამწახნაგა პირი. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში ეს ტერმინი აღარ იხმარება.
მ.ქ.
![]() |
6.21 გერმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმა
ბატისა და ქათმის ნაზი ბუმბული, რომელიც ბალიშში იდება.
![]() |
6.22 გეჯა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეჯა
ე.ნ.
ერთ ხეში ამოღებული ან თავბოლო გამოყენებული მორი, რომელიც იხმარება წყლისათვის ან ცხოველთა საჭმლის ჩასაყრელად. მთიანეთში გეჯას ფუტკრის სკასაც (იხ.) უწოდებენ, რომელიც ასევე წარმოადგენს გულამოღებულ მოკლე ხის ნაჭერს.
![]() |
6.23 გვადრუცი//გუადრუცი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვადრუცი//გუადრუცი
იხ. ტაგრუცი.
![]() |
6.24 გვადუა (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვადუა (მეგრ.)
გაცეხვილი ღომის მონარჩენი ჩალა და ღერო, ბზე.
![]() |
6.25 გვარდი//გვარდა//კაბიწი (ზემო აჭარ. გურ). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვარდი//გვარდა//კაბიწი (ზემო აჭარ. გურ).
ნაძვის თხელი ყავრისგან დამზადებული მრგვალი ან ოვალური კასრი, რომელშიც რძის პროდუქტებს (ყველს, კარაქს) ინახავდნენ. იყო სასაპანლე, ოთხკუთხა ყუთი, რომელსაც ცხენს გადაჰკიდებდნენ და ასე დაჰქონდათ. ცაცხვისა და ნაძვის ხისგან დამზადებული გვარდა კარაქს შეფერილობასა და გემოს აძლევდა. ვინც ნაძვის ხისგან ასეთ ჭურჭელს ამზადებდა, მეგვარდეს ეძახდნენ.
გ.გ.
![]() |
6.26 გვარლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვარლი ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ბალახისაგან დამზადებული თოკი. ზოგან მას ულოსა და წირეხს უწოდებენ. გვიმი ჭისა - ქვის, თიხის ან ხის მრგვალი მილი, რომელიც იდგმებოდა ჭის თავზე წყლის სისუფთავის დაცვის მიზნით. ეთნოგრაფიულ ყოფაში (დას. საქ.) გვხვდება ქვის კარგად დამუშავებული გვიმები, როგორც მთლიანი - ერთ ქვაში გამოკვეთილი, ასევე ორნაწილიანი, რომელსაც თავში რკინის სალტე აქვს შემოჭერილი. ქვის გვიმს აქვს თავი და გამოწეული „ტაფა“ წყლის ჭურჭლის დასადებად. გვიმის პრაქტიკული და ესთეტიკური დანიშნულება კარგადაა შეხამებული ისეთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ობიექტთან, როგორიცაა ჭა და მისი ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა.
ე. ნ.
![]() |
6.27 გვირგვინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვირგვინი 2. გვირგვინი//იალქანი//თაჯი-აქ: რიტუალური თავდასადგამი, ქალ ვაჟთა საქორწინო თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ფერადი ძაფები (მათ შორის უპირატესობა ეძლეოდა ოქროსფერსა და ვერცხლისფერს) და ხის ნაწილები. შედგება ხის რგოლისა და თანაბარი მანძილით დაცილებული რამდენიმე გრძელი ტოტისაგან, რომლებიც შედგენილი არიან ფერადი ძაფებით შევსებული ხის პატარა ბურთულებისაგან. ტოტების ბოლოში მძივებით გაწყობილი ფოჩები კიდია. გვირგვინზე შუბლის სწორად ამავე წესით შესრულებული ჯვარია გამოსახული. როგორც წესი, ჯვარი ეკლესიაში უნდა დაეწერათ და მღვდელი იყო გვირგვინის თავზე დამდგმელი. იქ, სადაც ეკლესია არ იყო, ამ ფუნქციას ხატის მსახურები ასრულებდნენ. თუ მექორწილე წყვილს საკუთარი გვირგვინი არ ჰქონდა, მაშინ დაქირავება უწევდათ. პატარძალს გვირგვინი ქორწილის დამთავრებამდე არ უნდა მოეხადა, გვირგვინების მოხდის ცერემონიალი კი ბევრი ძველქართული წესის თანხლებით სრულდებოდა. ასე, მაგალითად, ფშავში, ქორწილის მესამე დღეს „საწაღმართოს“ გადაიხდიდნენ, დაკლავდნენ საკლავს და სუფრასაც ხელახლა გაშლიდნენ. შუადღისას ნეფიონი ადღეგრძელებდა ნეფე-დედოფალს და მეჯვარე ხანჯლის წვერით ჯერ ნეფეს მოხდიდა თავიდან გვირგვინს და მერე დედოფალს. გვირგვინმოხდილ ნეფეს გაქცევით უნდა ეშველა თავისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მაყრებისათვის ერთი ხელადა არაყი უნდა მიერთმია. გვირგვინის ახდის შემდეგ ქალის მაყრები მოითხოვდნენ სამაყროსა და სამდადოს. თუშეთში, ქორწილის დასასრულს, პატარძალს იმ ოთახში შეიყვანდნენ, სადაც მხოლოდ ქალის მაყრები იყვნენ თავმოყრილი. გვირგვინის ახდის წესის დამთავრების შემდეგ მაყრები მოითხოვდნენ საფურე ხბოს, დედალ თოხლს, ან ძროხას და შემოთავაზებულს ყურს პატარძლის სახელზე აუხევდნენ, ე.ი. პატარძლის საკუთრებად ცნობდნენ. გვირგვინის წარმოშობა დაკავშირებული ჩანს დიადემასთან, რომელიც ეტრუსკულ სამყაროშია საძებნელი. პატარძლის გვირგვინს ძველ საქართველოში „იალქანი“ ერქვა. ც. ბ. ე.ნ
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
1. ზოგადი სახელია თავის შემკულობისა, არის სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში.
![]() |
6.28 გვირგვინი//გვერგვინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვირგვინი//გვერგვინი ქართველების მზის ემბლემა მოწმდება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ე.წ. „კალპიანი ჩიჩილაკის“ სახით. კალპი მზის ისეთივე ემბლემაა, როგორც რაჭველ-ლეჩხუმელების საახალწლო გვერგვი. ამ უკანასკნელის მსგავსად, კალპიც ლერწისგან მოწნული და მცენარეულით შემკული რგოლია. ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩიჩილაკი (იხ.) ბედნიერება-კეთილდღეობისა და დოვლათის სიმბოლური გამოსახულებაა. როგორც ცნობილია, მსოფლიო ხე მრავალ ძველ კულტურულ ხალხში მზესთან იყო ასოცირებული. კალპიანი ჩიჩილაკიც ამგვარ კონცეფციას ასახავს, რამდენადაც აქ მზის სიმბოლო
კალპი მსოფლიო ხის სიმბოლურ გამოსახულებასთან - ჩიჩილაკთან არის შერწყმული და ორივე ერთად (კალპი და ჩიჩილაკი) ზამთრის მზის მობრუნებას მოასწავებს. ქართველ ხალხში მსოფლიო ხის კონცეფციის ფართოდ გარვცელებაზე მიუთითებს აგრეთვე ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ე.წ. „ბატონების ხე“ და მეგრელების „კელაპტარი“. შესაძლებელია, მზის ემბლემის საკითხში სვანური გირგედის, რაჭულ-ლეჩხუმური გვერგვ-ისა და გურული კალპი-ს გვერდით ქართული გვირგვინის ამოყენება. გურია-სამეგრელოს და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ხალხური საქორწინო გვირგვინი ლერწისგან მოწნულ რგოლს წარმოადგენდა გვერგვის მსგავსად. განსაკუთრებით საინტერესოა ქართლურ-კახური ნეფე-დედოფლის გვირგვინი, აგრეთვე რგოლის ფორმის, რომელსაც აქვს ოთხი მომცრო ტოტი და რგოლის წინა ნაწილზე გასხივოსნებული ჯვარი. გვირგვინი რძისფერი შუშის მძივებითაა შემკული და მთლიანად ოქროს ან ვერცხლისფერი სირმით არის გადაკრული. თავისი ფორმით, ტოტებით, სამკაულითა და ფერით ქართლურ-კახური ხალხური საქორწინო გვირგვინი მზის გარეგნულ გამოსახულებას, ფერსა და სხივოსნობას ასახავს. ნეფე-დედოფლის თავზე ამგვარი გვირგვინის დადგმა ოდესღაც მაგიური ზემოქმედების მიზნით ხდებოდა. ახალად დაქორწინებულებს მზის მსგავს საგანს ადგამდნენ იმისათვის, რომ მზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. ნ. გ.
აქ: საახალწლო სარიტუალო საგანი. ლეჩხუმური საახალწლო გვერგვი ლერწისგან მოწნულ რგოლს წამოადგენს. ასტრალურ კულტთან გვერგვის კავშირს განსაკუთრებული სიცხადით ამ საგნის გარეგანი გამოსახულება ამჟღავნებს: გვერგვი - წრე, მის ცენტრში მოთავსებული ჯვრით, რომლის წვრილად წათლილი ბოლოები წრის ნაპირისკენ სხივების მსგავსად ეფინება, მნათობი მზის ფორმასა და სხივოსნობას ასახავს. ამ ვითარებას ცხადყოფს აგრეთვე სვანური გირგედის (სალოცავი ხატი) თავისებური გარეგნული გამოსახულება. გირგედ-ი მრგვალი ფორმის ლითონის საგანია ირგვლივ შემოყოლებული ცხრა ცალი მომცრო რგოლით და ამ რგოლებშუა სამყურა მცენარის სახის სამკაულებით.
![]() |
6.29 გვირგვინი სამეფო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვირგვინი სამეფო სამეფო თავსაბურავი V საუკუნეში ჩნდება საბერძნეთში. მას სტეფანოზი, ანუ კორონა ერქვა და ქართულად იალქანი შეესატყვისება. სტეფანოზი ვერცხლის ან ოქროს ბრტყელი რგოლი ან რკალია, თვლებითა და მარგალიტებით შემკული. დროთა განმავლობაში მის გვერდებზე გაჩნდა ასევე ძვირფასთვლებიანი ტოტები, რკალის შუა ნაწილში კი ჯვარი. ასეთ თავსაბურავს სტემა ეწოდება. ბიზანტიის მეფეების სტემა ძირითადად ლურჯი, თეთრი, წითელი და მწვანე ფერის იყო. მართალია, იმპერატორები სტემასთან ერთად ძველ სტეფანოზსაც ხმარობდნენ, მაგრამ სტეფანოზი უკვე უბრალო თავსაბურავი იყო და არა გვირგვინი. სტემა დამკვიდრდა, როგორც დამოუკიდებელი მეფობის სიმბოლო, ხოლო სტეფანოზი და სხვა „კორონები“ იმპერატორთა ხელქვეითების კუთვნილება გახდა.
აღსანიშნავია ასევე მეფეთა კიდევ ერთი თავსაბურავი ტიარა, რომელიც მათ დღესასწაულზე და დედაქალაქში ძლევამოსილად შესვლის დროს ეხურათ. ქართული წყაროები ქართველ მეფეების თავსაბურავს მიტრასა და გვირგვინს უწოდებს. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ დიადემას, იგი ჩვენში საერთოდ არ არის ცნობილი, როგორც მეფეთა თავსაბურავი. ქართველ მეფეთა სამეფო ნიშნები გარკვეულ პერიოდში ბიზანტიიდან შემოდიოდა, მაგალითად, V-VI საუკუნეებში. ლაზიკის მეფეები ფორმალურად ექვემდებარებოდნენ ბიზანტიას და ტახტზე ასვლისას სამეფო ნიშნებს ბიზანტიის კეისრისგან ღებულობდნენ. ეს იყო „ოქროს გვირგვინი, ძვირფასი ქვებით შემკული“. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური სამოხელეო სამოსელი და თავსაბურავი საქართველოში IX-XI საუკუნეებშიც შემოდიოდა. როცა ბიზანტიის მეფე საქართველოს მთავარს ან მეფეს ამა თუ იმ პატივს მიანიჭებდა, მათ საპატიო სამოსელსა და სამკაულსაც უგზავნიდა.
ერთ-ერთი სამეფო რეგალია, მეფობის უმთავრესი ნიშანი. ძველად სამეფო გვირგვინის ნაცვლად დიადემას ხმარობდნენ. ეს იყო ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული, სხვადასხვა ფერისა და დეკორის აბრეშუმის თავსაკრავი, ანუ ხილაბანდი. მას შუბლზე იკეთებდნენ და უკან იკრავდნენ.
გ.ა.
ლიტ. ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
![]() |
6.30 გვირგვინი ფოჩებიანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვირგვინი ფოჩებიანი
ვ. ბარდაველიძე, ქართული ჩიჩილაკისა და გვერგვის (იხ) შესწავლისას, აღნიშნულ გვირგვინს გარეგნული ფორმის გამო მზის ემბლემად თვლის. ჯვრისწერის დროს კი, მისი ნეფე-დედოფლის თავზე დახურვა უნდა მომდინარეობდეს შეხებითი მაგიიდან, იმ სურვილით, რომ ასტრალური ღვთაების თვისება
შვილიერება და ნაყოფიერება, თვით ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. ზოგი აღნიშნულ გვირგვინს ვაზის კულტს უკავშირებს. მევენახეობის ძირითად რეგიონებში ქართული ფოჩებიანი გვირგვინი, თავდაპირველად ვაზის რქებისგან იყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, თუშეთი, ხევსურეთი), სადაც არ არის გავრცელებული ვაზის კულტურა, ფოჩებიანი გვირგვინი საერთოდ არ გვხვდება.
საინტერესოა ქართული ფოჩებიანი გვირგვინის ერთი დეტალი
ჯვარი, რომელიც, როგორც აღინიშნა, მხოლოდ მამაკაცის გვირგვინზე ფიქსირდება. სამეც. ლიტ-ში დადგენილია, რომ ჯვარი თავისი წარმოშობით წინ უსწრებდა ქრისტიანულ რელიგიას. ფიქრობენ, რომ „მამაკაცის გვირგვინში ჯვარი ხარის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქორწილო რიტუალში წესად იყო დასაკლავად მომზადებულ ხარის გარშემო ნეფის ცეკვა-თამაში და მის მიერ ხარზე დანის ჯვარედინად დასმა. ასევე აღნიშნული შეხედულების დამადასტურებელია ისიც, რომ ნეფისთვის ქორწილზე უნდა მიეტანათ ხარის ბეჭი“. ამდენად, თავდაპირველად ქართული გვირგვინი ვაზისა და ხარის კულტებთან იყო დაკავშირებული, მოგვიანებით კი მან უკვე მზისა და მთვარის ფუნქციები შეიძინა, რომლის გამოხატულებაცაა ოქროსფერვერცხლისფერი სირმებით გასხივოსნებული გვირგვინის ტოტები.
ქართლ-კახეთში საქორწინო ცერემონიების შესრულების დროს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. ქართული გვირგვინი დისკოსებური ფორმისაა. მასზე ჩამოკიდებულია ოთხი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ფოჩი, რომელიც შედგება ოქროსფერ-ვერცხლისფერი სირმებისაგან გაკეთებული ბურთულებისგან. გვირგვინის ტოტები დაბოლოებულია სამ-სამი მოკლე ფოჩით. მამაკაცის გვირგვინზე, ქალისგან განსხვავებით, ცენტრში ჯვარია მოთავსებული, რომელიც ასევე სირმითაა მოქარგული. მას ნეფე ნაბდის ქუდზე იხურავდა, პატარძალი კი - ჩიხტიკოპზე.
გ. ა. ლიტ: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
![]() |
6.31 გვირგვინი//დიადემა//თაჯი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვირგვინი//დიადემა//თაჯი 2. საფლავის ქვებზე ხშირად გვხვდება რელიეფურად ამოყვანილი გვირგვინები. რომელთა სიმბოლური დანიშნულება აქ განიმარტება, როგორც ჯილდო კეთილმორწმუნე ქრისტიანისა, რომელმაც დაიმსახურა იგი თავისი უმწიკვლო ცხოვრებით: „მორწმუნე იყავ შენ სიკვდილამდე და მოგეცემა სიცოცხლის გვირგვინი“ (გამოცხ 2:10). გვირგვინი ზოგადი სახელია თავის შესამკობლისა, არის სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული. გამოიყენებოდა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში. ლიტ.: ი.გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981, ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხ. იმერეთში, 2001.
აქ: 1. ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული. გვირგვინი სხვადასხვა ტიპისა იყო: დიადემა, ქუდი, შარავანდი, ფოთლებიანი თუ დაკბილული სალტე და სხვა. საქართველოში გავრცელებული გვირგვინები ნაირგვარია: ჭედური რელიეფით, გრეხილურით, გავარსით, ძვირფასი თვლებითა და ტიხრული მინანქრით შემკული. საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ოქროს გვირგვინი ძვ. წ. V ს-ით თარიღდება. იგი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ სამკაულთა ტიპებს განეკუთვნება. დიადემა//გვირგვინი წარჩინებულობის ნიშნად, ინსიგნიად ითვლებოდა.
მ.ბ.
![]() |
6.32 გვრიჭილა (რაჭა) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვრიჭილა (რაჭა) ლიტ.: ა. გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, 1977. მ. ქ.
საბრძოლო-სანადირო იარაღი. გვრიჭილა ჯოხის ბოლოზე ძუებით ან თასმებით მიმაგრებული ქვების ერთობლიობას წარმოადგენს. საბრძოლო დანიშნულების გარდა, რომლის ტრიალიც დიდ ხელოვნებას მოითხოვდა, გამოიყენებოდა სანადიროდაც, რაჭის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით პურის მკის დროს, მას მწყერზე სანადიროდ იყენებდნენ ბავშვები.
![]() |
6.33 გიდელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიდელი
წნული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ, უპირატესად ტირიფს და მის სახესხვაობებს
ძეწნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე - თხილს, შვინდს, უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯას. საქართველოში გავრცელებული წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით საყურადღებოა მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი - გიდელი. იგი მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი ჭურჭელია.
გიდელს ამზადებენ წნელისა და ტკეჩისგან. გავრცელებულია გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო იმერეთსა და სხვაგან. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ან ქორაფის ღეროა, რომელსაც ცეცხლზე ათბობენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს აცლიან. ღეროს შუაში დარჩენილ ხის გულს ჭრიან და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებენ. გურიაში მას კუშტული ჰქვია, ლეჩხუმში
მუჯურო, აჭარაში - კუნჭულო, სამეგრელოში - კურსული. გიდელის საწნავ ტკეჩს ასე ამზადებენ: საშუალო სისქის დანით ჩაჭრიან, მუხლზე მოხრიან და მარჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად შლიან. გიდელის წვნა იწყება ფსკერიდან. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნება. წვნა ხორციელდება მარჯვნიდან მარცხნივ. შუა ნაწილში გიდელი ოდნავ ფართოვდება, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს უმატებენ. გიდლის თავსაც მსხვილ ტკეჩს შემოაწნავენ. თავზე უკეთებენ თოკის სახელურს, რომელზეც ხის კავი - ღვანღვალი - არის მიმაგრებული ტოტზე გიდლის ჩამოსაკიდებლად.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
წნული ჭურჭელის სახეობა. წვნა კაცობრიობის კულტურის უძველესი მონაპოვარია, იგი წინ უსწრებდა ქსოვას, რომელიც მისგან განვითარდა. წვნასთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩნდა, რომ დაწნულ ან ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რათა ცეცხლგამძლე გაეხადათ. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში წვნის აღმნიშვნელი ტერმინია თხზვა. ეს ტერმინი დღეისათვის მხოლოდ აჭარულ დიალექტშია შემონახული.
![]() |
6.34 გინგილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გინგილა ლიტ.: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005
2004.ხ. ც.
დიაკვნის ოლარი. დიაკვნის შესამოსლის ნაწილი, გრძელი, ვიწრო ქსოვილი, რომელსაც დიაკონი მარცხენა მხარზე დამაგრებულს ატარებს, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს ლოცვისას. გინგილა სამღვდელო ხარისხის მადლს, ანგელოზთა ფრთებს, ქრისტეს მსახურების ტკბილ ტვირთს ნიშნავს. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. გინგილა შედის ასევე იპოდიაკვნის შესამოსელში, რომელსაც ის მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს.
![]() |
6.35 გირგირი (ლაზ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გირგირი (ლაზ.)
დიდი ზომის სათევზაო ბადე.
![]() |
6.36 გირგოლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გირგოლი
ხევსურული ფარის დეტალი, წარმოადგენს რკინის ბრტყელ ფირფიტას, რომელიც წრიულად შეჭედილია ფარის ზედაპირზე გირგოლების მიხედვით განასხვავებენ ფარის სახესხვაობებს - ერთგირგოლიანი, ორგირგოლიანი და სამგირგოლიანი ფარები (იხ. ფარი).
მ. ქ.
![]() |
6.37 გირკალი//გრკალი//რკალი (ქართლ. ფშ. ხევ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გირკალი//გრკალი//რკალი (ქართლ. ფშ. ხევ.)
რკალივით მოხრილი ჯოხი, რომლის ბოლოები ერთმანეთთან წნელით არის დაკავშირებული, იხმარება საქონლის დასაბმელად.
![]() |
6.38 გიტარა (ესპ. ბერძ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიტარა (ესპ. ბერძ.)
სიმებიანი ჩამოსაკრავი სამუსიკო ინსტრუმენტი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზედა დეკას შუაში სარეზონანსო ღრუ აქვს, ყელზე - ლითონის საქცევები. თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. გიტარას თავდაპირველად ჰქონდა ნაწლავებისაგან დამზადებული სიმები, შემდეგ ლითონისა და სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული.
გიტარის წარმოშობის საკითხი დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ XIII ს-ში გიტარას ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVIII ს-ში იტალიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მოგვიანებით ამერიკაში გავრცელდა ესპანური გიტარები, რომელთაც 5 ორმაგი სიმი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გიტარამ XVIII ს-ის შუა ხანებიდან. ამ დროისათვის იყო გიტარები 6 ცალფა სიმიანი კვარტულ-ტერციული წყობით, თუმცა გაუმჯობესების ცდები გრძელდებოდა. საყოველთაოდ მიღებული გახდა ექვსსიმიანი გიტარა.
საშემსრულებლო საშუალებები მდიდარი და მრავალფეროვანია. ბგერა არის ძლიერი, კარგად ეხამება ადამიანის ხმას და სხვა სიმებიან საკრავებს. ბევრ ქვეყანაში იგი ეროვნულ, ხალხურ საკრავად იქცა.
არსებობს ვერსია, რომ გიტარა საქართველოში შემოიტანეს იტალიელმა მუსიკოსებმა.
ევროპული მუსიკის საქართველოში ფართოდ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი თბილისში საოპერო თეატრის გახსნამ. არიები და სხვა მუსიკალური ნაწყვეტები, ცალკეული მოტივები მალე აიტაცა ხალხმა. ეს მელოდიები საქართველოში გასამხმიანდა, ქართული ელფერი შეიძინა. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან გიტარა ფართოდ იწყებს გავრცელებას როგორც რუსული ქალაქური რომანსის სააკომპანემენტო საკრავი. ქალაქური რომანსის ლირიკულ ხასიათს, კუპლეტურ ფორმას, მარტივ ჰარმონიულ სტრუქტურას კარგად მიესადაგა გიტარის აკომპანემენტი. ქართველ არისტოკრატთა სალონებში დიდი მოწონება ჰქონდა დღესასწაულებსა თუ სალხინო სუფრაზე. ქალაქურ და საოჯახო მუსიკალურ ყოფაში, მოგვიანებით სოფლებში, განსაკუთრებით ქუთაისში და საერთოდ, დასავლეთთ საქართველოს ბარის რეგიონებში შვიდსიმიანი გიტარა გახდა პოპულარული. გიტარამ დიდი ადგილი დაიჭირა ქართულ მუსიკალურ კულტურაში.
ამ მხრივ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი ვარინკა წერეთლის (ბარბარე სპირიდონის ასული მაჭავარიანი-წერეთლისა 1874-1948) სიმღერა „სულიკო“, რომელმაც უდიდესი აღიარება და სიყვარული მოიპოვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. „სულიკო“ აკაკი წერეთლის ლექსზე შეიქმნა XIX ს-ის 90-იან წლებში როგორც სოლო სიმღერა გიტარაზე, 1899 წ. ჩაწერეს ფირზე, ხოლო 900-იან წლებში კი ნოტებზე გადაიტანა კოტე ფოცხვერაშვილმა. სიმღერა მალე გავრცელდა და გახალხურდა.
ლიტ.: გ. თუშიშვილი, გიტარის სამყაროში, 1989; Б. Л. Вольман, Гитара в Росии, Л. 1961.
მ. შ.
![]() |
6.39 გიშერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიშერი
ერთგვარი ძვირფასი შავი ქვა, რომლისგანაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სამკაულებს. გიშერი ქვანახშირის სახესხვაობაა. ამ მინერალს უწოდებენ „გაგატსაც. ახასიათებს სირბილე, ადვილად ემორჩილება დამუშავებას. იხმარება სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დასამზადებლად. გიშრის წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეთნოგრაფიულ ყოფას იგი ბოლო დრომდე შემორჩა, რასაც განაპირობებდა იმერეთში ძიროვანის და ოკრიბის მდიდარი საბადოების არსებობა. გიშრის დამუშავება ორ საფეხურად იყოფა: 1. გიშრის ნედლეულის მოპოვება 2. გიშრისგან სხვადასხვა ნივთების „გამოქნა“. მომპოვებელს და მომჭრელს „მეძებარი“//მომჭრელი ეწოდება. გამთლელს და დამმუშავებელს - გიშრის მთლელი//„ხელოვანი“. გიშერი ჰაერზე სწრაფად კარგავს სინოტივეს, ტანში „იბწკალება“ - იშლება. ამიტომ გიშრის მჭრელი მას აყალო მიწით შემოზელავდა და ისე ამოქონდა საბადოდან. გაგოზილ „რიყე“ გიშერს ისევ მიწაში მარხავდნენ. რადგან მეორედ დამარხული გიშერი შეჩვეოდა ჰაერის ზემოქმედებას. ასეთი მდგომარეობა ამცირებს გიშრის სიფიცხეს და აადვილებს მის დამუშავებას. გიშრის დამუშავების ტექნოლოგია რამდენიმე საფეხურს მოიცავს: გიშრის ნატეხების სახსრებად დახსნა, ზომაზე დაყენება, გაფცქვნა - ცილის შემოცლა, დაკუთხვა - გიშრის კაკლებისათვის ფორმის მიცემა, გახვრეტა, ქვაზე ხეხვით გაპრიალება, ნამზადის მჩვარში გახვევა და ბნელ ადგილზე შენახვა. გიშრის ნივთებიდან აღსანიშნავია სამკაულები, სკვნილები (კრიალოსნები). გიშრის ყელსაბამით ნიშნავდნენ ქალებს. როგორც ნივთიერი, ისე წერილობითი წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ გიშრის წარმოება სამკაულისა და ამულეტის სახით საქართველოს მიწა-წყალზე თავს იჩენს ჩვ. ერამდე მე-16 საუკუნეში.
გიშრის სკვნილები ფეოდალური ხანის საქართველოში წარმოადგენდა მზითვის აუცილებელ საგანს. მონასტრებსა და ეკლესიებში იყენებდნენ ლოცვა-ვედრების სხვადასხვა კანონიკური წესის წარმოსათქმელთა დასათვლელად.
ქართული გიშერი გაჰქონდათ საზღვარგარეთაც. გიშრის წარმოებამ XIXს. I ნახევარში ფართო ხასიათი მიიღო. 1841წ. ქუთაისში გიშრის ნაწარმის ექსპორტი წელიწადში 2000 მანეთ წმინდა მოგებას იძლეოდა.
ლიტ. ნ. რეხვიაშვილი., ქართული გიშერი, ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, №24.

ლ. ბ.
![]() |
6.40 გმური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გმური
საძგერებელი იარაღი. სულხანსაბას გმური განმარტებული აქვს ცალკე და ლახვარის ქვეშაც. პირველ შემთხვევაში აღნიშნულია რომ „გმური ხელშუბა“-აო, მეორე შემთხვევაში აღწერილია - „გმური არს ლახუარი პირ-ბრტყელი და ბუნგრძელი, რომლითა მაცხოვარსა უგმირეს“. საბას არავითარი წყარო დამოწმებული არა აქვს და არც ის ჩანს თუ საითგან უნდა იყოს ეს ტერმინი ამოღებული. ქართულ საისტორიო თხზულებებში გმური არც ერთხელ არ არის ნახმარი, რაც ცხადყოფს რომ საბას ცნობა ან გარკვეულ წერილობით წყაროზე, ან და პირად ზეპირ ცოდნაზე უნდა ჰქონდეს დამყარებული.
![]()
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV 1962.
მ. ქ.
![]() |
6.41 გნდე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გნდე
„მახვილთა და მანგალთა ყუათა ნაპირსა ნიღრი, რომელიმე გნდესა უწოდენ“, (საბა); ყუა დანისა, ხმლისა და სხვ. ქართული ხმლები სწორი, ბოლოში ოდნავ გახრილია, გნდე დაუყვება მოხრის ადგილამდე საიდანაც იწყება შაშარი(იხ).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
მ. ქ.
![]() |
6.42 გობაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გობაკი
აქ: ყარაჩოღელთა ვერცხლის ქამრის ბალთაზე პირამიდულად ამოყვანილი გობაკი, იმდენად დიდი რომ ზოგიერთში ნახევარი ჩარექა ღვინო ჩავიდოდა. გობაკიანი ვერცხლის ქამარი ყარაჩოღელის ერთგვარ სიამაყეს წარმოადგენდა. შეიძლებოდა ყველაფერი გაეყიდა, მაგრამ ქამარს არ გაყიდდა. თუ გარდაცვლილი ყარაჩოღელის ოჯახს გასვენების ფული არ ჰქონდა, ქამარს გაყიდნენ და აღებული თანხით დაასაფლავებდნენ. ამიტომაცაა ნათქვამი „თავის სამარხი ზედ არტყია ვერცხლის ქამარი“.



ე. ნ.
![]() |
6.43 გობელინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გობელინი
მხატვრული ხელნაქსოვი ხალიჩა, რომელიც გამოიყენება კედლების მოსაფენად, დეკორატიული თვალსაზრისით. გობელინის საქსოვად გამოიყენებოდა მატყლი, აბრეშუმი ან აბრეშუმნარევი მატყლი. ხშირად ურევდნენ ოქროს, ვერცხლს ან სხვა ლითონის ძაფებსაც. გობელენი იქსოვებოდა ხელით, სხვადასხვა ნაწილზე ფერისა და სურათების დეტალების შესაბამისად. გობელინებზე გამოისახება ისტორიული, ალეგორიული და ყოფა-ცხოვრების სცენები. ხელით ნაქსოვი გობელინები იყოფა 2 ჯგუფად: გოტლისტური - ვერტიკალურ დაზგაზე და ბასილისური - ჰორიზონტალურ დაზგაზე. დღეს გობელინები მისი შესრულების სირთულის გამო აღარ იწარმოება და ამიტომ ხელნაქსოვი გობელინები ანტიკვარული ვაჭრობის საგანია.
თ. ნ.
![]() |
6.44 გობი//გვები(სვ.)//ხონი(ხევი,თუშ.)//გორდა(ზ. აჭარ) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გობი//გვები(სვ.)//ხონი(ხევი,თუშ.)//გორდა(ზ. აჭარ)
დიდი ზომის ამოთლილი, ან ფიცრებით შეკრული ხის ჭურჭელი, უმთავრესად იხმარება ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად, ლობიოს, მხლის დასატუკად//დასაკეპად. გობს ამზადებდნენ „უწვნო“, „სუფთა“ ხეებისგან (ცაცხვი, თელა). იყო დიდი ზომის „ლაშგვერდი გობი“ (სვანეთი), მცირე ზომის გობი - „ხელგობა“, კარაქის ამოსაღები (ზემო აჭარა) და ა.შ. გობი, როგორც საზომი ერთეული, ჩანს XVI-XVII საუკუნეებიდან ოდიშში. მასში 18 კგ. მარცვლეული ეტეოდა.
გოგა (იმერ.) -1. სახლის სახურავის მთავარი ხე, რომელზედაც მიკრულია სახურავი კოჭები. გადალარტყვის შემდეგ გოგაზე იციან მამლის დაკვლა სახლის გადახურვის აღსანიშნავად. 2. ფშავსა და ხევსურეთში საახალწლოდ გამომცხვარი დიდი სამეკვლეო პური.
![]()
გ.გ.
![]() |
6.45 გოგრიჭი (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგრიჭი (რაჭ.)
ქვის სასროლი იარაღი. წარმოადგენს მახრიღლივ გადასაკიდებელ ღვედს, რომელსაც მიბმული აქვს ძუა-ჭაპანი და ზედ ასხმულია გახვრეტილი მრგვალი ქვები, რომლებთაც გოგრიჭები ეწოდება. სასროლად მსროლელი ხმარობდა არა მარტო ბუნებაში შემთხვევით ნაპოვნ გახვრეტილ ქვებს, არამედ ხელოვნურად დამზადებულსაც, ე.ი. გაჩარხულ ქვებს. გოგრიჭები იჩარხებოდა ადვილად დასამუშავებელი ქვის ჯიშებისგან. ამზადებდნენ გამომწვარი თიხისგანაც. გამოწვამდე შუაში ჯოხს უყრიდნენ, რის გამოც ნახვრეტი რჩებოდა, გოგრიჭები მზადდებოდა სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, კვერცხისებური, წვეთურა და სხვა. სცოდნიათ აგრეთვე თიხის გოგრიჭებში კაჟის ქვების ჩაყოლებაც (გამოწვამდე), რომელსაც „ბუძგა გოგრიჭი“ ერქვა. ყველაზე უფრო კარგი მიზანში სასროლად წვეთურა ფორმის გოგრიჭი ყოფილა. უკანასკნელ ხანებში ქვის სროლის ეს მეთოდი ბავშვთა თამაშის ელემენტი გამხდარა და მას გოგრიჭობანას უწოდებდნენ. როგორც ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, გოგრიჭს ძველად სერიოზული საბრძოლო გამოყენება ქონია, ეს იარაღი გაწაფული მეშურდულის ხელში, დიდი სიზუსტით და ზედიზედ მიყოლებით, ქვის მტერზე დაშენის საშუალებას იძლეოდა, ახლო მანძილზე ცხენზე ამხედრებული მხედრისთვის გოგრიჭი უკვე მოსაქნევ-ჩასარტყმელი საშუალება ხდებოდა. ძუა-ჭაპანის ბრუნვის რადიუსი მსროლელს საშუალებას აძლევდა, შეექმნა დიდი სიხშირის მაბრუნებელი ძალა, რაც გასროლილ გოგრიჭებს მაღალ საწყის აჩქარებას აძლევდა.
ე.ნ.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“ 1997.
მ. ქ.
![]() |
6.46 გოგროხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგროხი
ღვინის საწყაო, ხელჩაფის ტიპისა.
![]() |
6.47 გოგუთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოგუთი
„თავ მრგვალი ჯოხი“ (დ. ჩუბინ.) ი. ჯავახიშვილს გოგუთი ნახსენები აქვს საბრძოლო დასარტყმელ იარაღთა შორის და განსამარტავად კვერთხი და გურზი(იხ) აქვს მითითებული. წარმოადგენს ხის ტარზე დამაგრებულ ლითონის ან ხისავე სფეროს.
ლიტ.: ივ. ჯა ვახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV 1962.
მ. ქ.
![]() |
6.48 გოდორი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოდორი
წნული ჭურჭლის სახეობაა, ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. გამოიყენებოდა როგორც მარცვლეულის შესანახად, ასევე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად. აღმოსავლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გოდორი ნაკელისა და ნაცრის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა, რომ არ დანესტიანებულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევდა და 40-80 ფუთ მარცვლეულს იტევდა. შეძლებულ ოჯახს 7-8 გოდორი მაინც ედგა.
დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო გავრცელებული. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი სათავსო, ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ასევე ითქმის სხვადასხვა სიდიდის შეულესავი გოდრების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი.
გოდრის სახეებია გუჯინა (ხევ), გოგროხა (ქართლ.), დიდი გოდორი, გოდრულა(ქსანი, ქართლ.), ყურძნის შესანახი გოდორა (აჭარ. გურ.), თევზის საჭერი გოდორი, გორიცა (გურ.), პატარა გოდორი, ზურგზე მოსაკიდი გოდრულა (კახ), და სხვ.
თ.ნ
![]() |
6.49 გოდორი შელესილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოდორი შელესილი
საქონლის პატივისა და ნაცრის ნაზავისაგან შიგნიდან შელესილი, რომელიც გამოიყენებოდა სულადის (ხორბლეულის-ქრთილეული-პური, ქერი) შესანახად.
![]() |
6.50 გოდროხა//გოგროხა//საკრეფელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოდროხა//გოგროხა//საკრეფელი
წნელის პატარა მრგვალი გოდორი, პირღია, ყური გვერდზე აქვს. რთველში მოიხმარენ დაკრეფილი ყურძნის მოსაკავებლად და მერე გადააქვთ დიდ გოდრებში.
ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
![]() |
6.51 გოდორი//პიტაფიცარა (მეგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოდორი//პიტაფიცარა (მეგრ.)
საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში, ჯარგვალის გაუმჯობესებული ტიპი. ასეთი საცხოვრისის კედლები აშენებულია მოკლე, გათლილი ფიცრებით. ესაა ერთი მოზრდილი ოთახი, რომელსაც აქვს მიწური იატაკი და გადახურულია ისლით (ან ყავრით). პიტაფიცარას არ უკეთდება ბუხარი და ფანჯარა. ჯარგვალიდან გოდორში საცხოვრებლად გადასვლა გლეხისთვის დიდ წარმატებად ითვლებოდა.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე.ნ.
![]() |
6.52 გოზაური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოზაური
დიდი ზომის საღვინე თიხის ჭურჭელი. ტერმინი გოზაური XVIII საუკუნეში გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. გოზაურის დამზადების კერად აღიარებულია კახეთი. დასაშვებია, ტერმინი „გოზაური“ უკავშირდებოდეს ჭურჭლის გოზვა-შელესვას საღებავით, ჭიქურით. გოზაური ძირითადად მრგვალპირიანია, გვხვდება ტუჩიან-პირიანიც. ხასიათდება მაღალი განიერი ყელით, ოვალური მუცლით; უმეტესად ძირსწორია, არის ქუსლიანიც, ბრტყელი, განიერი ყურით. გოზაური უმეტესად მოჭიქულია, ხატავენ მწვანე თოგალით და ავლებენ ფირუზისფერ და ნაცრისფერ ჭიქურში. გოზაურზე გამოსახავენ სხვადასხვა ფიგურებს, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს. გოზაურის სხვადასხვა ვარიანტი დაცულია არა მარტო საქართველოს მუზეუმებში, არამედ ბაზელის, სანკტ-პეტერბურგის, ბაქოს, ერევნისა და დაღესტნის მუზეუმებში. გოზაურმა, როგორც ორიგინალურმა და საინტერესო ჭურჭელმა, ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში მიიპყრო როგორც ქართველ, ასევე უცხო მეცნიერთა ყურადღება.

მ.ზ.
![]() |
6.53 გოთურმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოთურმა
ხმლის, ხანჯლის, თოფისა და მისთანათა ჩამოსაკიდი.
![]() |
6.54 გომიჯი (ლეჩხ. რაჭ. აჭარ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გომიჯი (ლეჩხ. რაჭ. აჭარ.)
მოგრძო, თხელი პური, ერთ მხარეს სქელი, თხელი პირით, სამეგრელოში ფეტვის მჭადს უწოდებენ.
გომური-საქონლის საზამთრო სადგომი (იხ. ბოსელი).
![]() |
6.55 გონიო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონიო
ქვითხუროობაში ქვის კუთხეების სისწორეში გამომყვანი რკინის ან ხის იარაღი. გონიო სამგვარი მოყვანილობისაა, ბედგონიო - ბლაგვკუთხიანი, გონიო - მართკუთხიანი (სწორკუთხიანი) და გონიო - მახვილკუთხიანი.

ე.ნ.
![]() |
6.56 გონჯა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონჯა
ერთგვარი ტიპის თოჯინა, რომელიც ავდარის გამოწვევის სარიტუალო მსვლელობისას კარდაკარ დაჰქონდათ და ღმერთს სასურველ ამინდს შესთხოვდნენ. აქედანაა ტერმინი გონჯაობა.
ე.ნ.
![]() |
6.57 გორა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორა
ღვინის საწყაო ფეოდალურ საქართველოში. ჩვეულებრივ გორა აიწყვებოდა კოკით და ერთ კოკაში რამდენიმე გორა თავსდებოდა.
![]() |
6.58 გორდა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორდა
ქართული ხმლის სახეობა, რომელზედაც გორდას დამღად ცნობილი ნიშანი იყო გამოსახული. დამღა წარმოადგენს - ორ ნახევარმთვარისებურ, ერთმანეთთან ზურგშექცეულ, დაკბილულ რკალს, შუაში ლათინური წარწერით: „GENUA“. ეს დამღა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი, თავდაპირველად ეკუთვნოდათ (XIII-XIV) გენიუს ქალაქ-სახელმწიფოს ხელოსნებს, ხოლო მოგვიანებით (XVI-XVII) მას ავსტრიელი ოსტატებიც იყენებდნენ, ისინი მიზანმიმართულად აღმოსავლეთისათვის მუშაობდნენ. საქართველოში გორდა ხმლები XIII-XIV სს-შივე იყო ცნობილი, ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ გენუელ ვაჭრებს შუა საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილი ჰქონდათ სავაჭრო ფაქტორიები და სხვადასხვა ნედლეულთან ერთად, ხმლის პირებითაც ვაჭრობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ გენუელებმა საქართველოდან წაიღეს მაღალი ღირსების გორდა ხმალი და ამ დამღამ შემდგომ საერთო ევროპული აღიარება მოიპოვა, ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს ლეგენდა, რომ საქართველოში სოფ. გორდაში ცხოვრობდა ხელოსანი, რომელმაც გამოჭედა საუკეთესო ხმალი, რომელიც შემდეგ გორდა ხმლის სახელით ახდა ცნობილი (ჩვენთან დღესაც არსებობს სოფ. გორდი, სახელი გორდა და გვარი გორდაძე).
სხვა ლეგენდით ორი ხმლის ოსტატი წაკამათებულან ერთმანეთთან, თუ ვისი ხმალი იყო საუკეთესო, პირველმა ხმლის მაღალი ღირსების დასამტკიცებლად ცხვარი ერთი მოქნევით შუაზე გაკვეთა, მაგრამ მეორემ არ აღიარა იგი. გაცეცხლებულმა პირველმა მჭედელმა დაიღრიალა გურ-და (რაც ერთ-ერთ კავკასიურ დიალექტზე ნიშნავს „შეხედე“) და შუაზე გაკვეთა თავის ხმლიანად „ურწმუნო“ ოსტატი. ამ ფაქტის შემდეგ მოკლულის ნათესავებმა ადათის მიხედვით სისხლის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ უხუცესთა კრებამ სხვა განაჩენი გამოიტანა, მათ ვერ გაიმეტეს საუკეთესო ოსტატი სასიკვდილოდ და დაავალეს, რომ ყველა მოსისხლესათვის ასეთივე ხმალი დაემზადებინა. მჭედელმა შეასრულა თავის დავალება და თავის ადრინდელ დამღაზე, რომელზედაც გამოსახული იყო ზედა და ქვედა ყბა (სქემატურად ზურგშექცეული დაკბილული რკალები, ნიშნად იმისა რომ ხმალი ისე კვეთდა რკინას, როგორც კბილები ძვალს), გარშემო დაუმატა წერტილები, სიმბოლურად სისხლის წვეთები, იმის აღსანიშნავად, რომ ხმლები სისხლის საფასურს წარმოადგენდა.
საქართველოში არ მოგვეპოვება შუა საუკუნეების გორდა ხმლის პირები. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში კი დღესაც მოიძებნება ქართული და ევროპული გორდა ხმლები. მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ფოლადის ხარისხითა და მორთულობის დეკორით შეიძლება. გორდა ხმლის პირებს საქართველოში ხშირად ვადაჯვრიან, ტარებს უგებდნენ, მაგრამ ვხვდებით შაშკა(იხ) ხმლის, ანუ „ჭოლაური“, „ლეკური“ ხმლის ტარზეც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გვიანფეოდალურ საქართველოში ქართველი ოსტატები თავიანთ გამოჭედილ ფოლადის პირზე (რომლის რეცეპტიც საიდუმლოდ ინახებოდა და თაობიდან-თაობას გადაეცემოდა), ხშირად სვამდნენ იმ დროისთვის კავკასიაში პოპულარულ გორდას დამღებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელ კავკასიაში ხმარობდნენ ამ დამღას, ქართული გორდა ხმლები მაინც გამორჩეული და თვითმყოფადია თავისი მორთულობითა და ფოლადის ხარისხით.
ლიტ.: Э. Аствацатурян, ОРУЖИЕ НАРОДОВ КАВКАЗА, москва-нальчик 1995.
მ. ქ.
![]() |
6.59 გორდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორდი
ერთ ხეში ამოღებული ჭურჭელი. ცომეულის საზელად. გამოიყენებდნენ ქართლში.
![]() |
6.60 გორსუმი (ლეჩხ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორსუმი (ლეჩხ.)
სოლისებური ლითონის იარაღი, რომლის ბოლო ოვალურადაა მოყვანილი, ამ იარაღს იყენებენ ვერცხლის ნაკეთობაზე „კაკლების“ (მრგვალი წრეების) ამოსაყვანად.
ე. ნ.
![]() |
6.61 გოჯი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოჯი
უძველესი ქართული სიგრძის საზომი. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით ის წყრთის 1/16 ან ადლის 1/32 ნაწილია. მეტრულ სისტემაში შეადგენდა 3,165 სმ. შინაარსობრივად გოჯი წარმოადგენს მანძილს ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. გოჯებით იზომებოდა სახვნელი იარაღების ნაწილები, მიწის ხნულის სიღრმე, გოჯის შესატყვისად მოგვიანებით დასტურდება ვერშოკი. რაჭა-ლეჩხუმში გოჯი უდრიდა ორი თითის სიგანეს ან ცერის პირველ სახსრის სიგრძეს, 5,5 გოჯი შეადგენს ერთ მტკაველს.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
მ.ხ.
![]() |
6.62 გრე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრე
დერციკების (იხ.) საზომი ერთეული, უდრიდა ნახევარ ვერშოკს.
![]() |
6.63 გრეხილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრეხილი
ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ხერხია. მსგავსად ფერადი თვლებით შემკობისა, ლითონის ლითონითვე შემკობაც, ინკრუსტაციის სახესხვაობას წარმოადგენს, ამასთან, გარკვეული გემოვნების გამომხატველიცაა. ის ახასიათებს მაღალი ოქრომჭედლური კულტურის ხალხებს. ლითონის ორნამენტის დამზადების ესწესი, როგორც არქეოლოგიური მასალა მოწმობს, წინათ უფრო მაღალ დონეზე მდგარა. ქართულმა ოქრომჭედლობამ დღევანდლამდე მოიტანა ნივთის შემკობის ეს ხერხი.
მ.ბ.
![]() |
6.64 გრდემლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრდემლი
რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად. არსებობს ორი ტიპისა - „ურქო“ და „რქიანი“, რომლებიც მრავალი ქვესახით არის წარმოდგენილი პირველი ტიპი უფრო ადრინდელად ითვლება და უახლოვდება უმარტივეს გრდემლს, რომელსაც ჭედური რკინის დამუშავებაში მადნის დასაფშვნელად იყენებდნენ და უკანასკნელ დრომდე შემოინახა. ურქო გრდემლი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა. ვიწრო თავით ჩამაგრებულია ხის კუნძში („ქალამანი“). მას „ქართული გრდემლიც“ ეწოდება. რქიანი გრდემლი რამდენიმე სახისაა („ორრქიანი. „ცალრქიანი“, „დუმიანი“ და სხვ.). ე.წ. სამთავა გრდემლი თავმოხრილია, წინ ქიმით გამოიყენება წვეტიანი საგნების დამზადების დროს.

ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
![]() |
6.65 გრივი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრივი
მასის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, გავრცელებული იყო მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, ძირითადად გამოიყენებოდა მარცვლეული კულტურების ასაწყველად. პირველად ეს ტერმინი გვხვდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, შემდეგ ნიკორწმინდის სიგელში, „ვაჰანის ქვაბთა განგებაში“, ზოგადი მონაცემებით გრივი ფუნქციონირებდა V-XIV საუკუნეებში. გვიანი პერიოდის ეთნოგრაფიულ ყოფაში არაა დადასტურებული.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
![]() |
6.66 გუდა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდა
ტყავის ჭურჭელი, ადრე მონადირეთა და მომთაბარე მესაქონლე ხალხების ერთ-ერთი ძირითადი ჭურჭელი იყო. ქართულ წყაროებში გუდა-ვაშკარანი ერთი მნიშვნელობითაა ნახმარი, „გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასადებლად რისამე“ (საბა).
საქართველოში გამოყენებული ტყავის ძირითადი ჭურჭელი იყო გუდა, რომელსაც ფუნქციის მიხედვით ჰქონდა სახელი შერქმეული. ბეწვს შიგნით ან გარეთ უტოვებდნენ, იმის მიხედვით, მკვრივ თუ თხიერ პროდუქტს მოათავსებდნენ გუდაში. პირველ შემთხვევაში ბეწვი შიგნიდან ჰქონდა გუდას, სითხის ჩასასხმელს ბეწვს გარეთ დაუნარჩუნებდნენ, საჭმელი პროდუქტებისათვის გამოყენებული იყო შემდეგი სახის გუდა: საჭამია გუდა, კალტის გუდა, ყველის გუდა, ერბოს გუდა. ყველის ხარისხის ჩამოყალიბებას დიდად უწყობდა ხელს ტყავ-გუდის ვარგისიანობა. გუდა კარგი გამოყვანილი უნდა იყოს, „ლეში“ არ უნდა შერჩეს, რომ ყველს სუნი არ დაუტოვოს, ან არ გაამწაროს. გუდა იხმარებოდა ყაურმის შესანახადაც.
გუდის თავისებურ ნაირსახეობას წარმოადგენდა საქონლის საშარდე ბუშტი, რომელსაც დაამუშავებდნენ და იყენებდნენ არყისა და ერბოს შესანახად. გუდა საზომადაც იხმარებოდა: გუდა ყველი, გუდა ერბო და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სიპის ღუმელის მშენებლობისას გუდით მიაქვთ წებოვანი ლურჯი თიხა-მიწა. ფშაველი ქალი მაის-ივნისში ცხვარშიაც მიდიოდა, თუ პატარა ბავშვი ჰყავდა, გუდაში ჩასვამდა და თან გაიყოლებდა.

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ს. მაკალათია, თუშეთი, 1933.
ნ.ჯ.
![]() |
6.67 გუდანური (ფშ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდანური (ფშ. ხევს.)
ტყავის საბანი. ყოფაში გავრცელებული, ზოგჯერ ქსოვილგადაკრულიც. ძველად საბნის ნაცვლად ხმარობდნენ. ასეთი ტიპის ტყავის საბნები ქართველ მეცხვარეებს ახლო წარსულამდე შემორჩათ.
![]() |
6.68 გუდასტვირი//შტვირი (რაჭ.) //თულუმი (მესხ.)//ჭიბონი (აჭარ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდასტვირი//შტვირი (რაჭ.) //თულუმი (მესხ.)//ჭიბონი (აჭარ.)
წარმოადგენს გუდისა და ქარახსით (რქით) დაბოლოებული ორი პარალელური ლერწმისაგან (ან დიდგულასაგან) შემდგარ საკრავს. რაჭული სტვირი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - გუდისა და რქისაგან. გუდა ცხვრისაა, ერთგან ატანებული აქვს ხის პატარა მილი („ხრეკო“), რომლითაც ბერავს (ჰაერით ავსებს) ინსტრუმენტს და დაკვრის დაწყებამდე საცობით („პეპელა“) ფარავს.
გუდაში ჩასმულია რქა (სტვირის ბუდე), რომელშიც ჩამაგრებულია ე.წ. დედნები // ლერწმები თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ლერწმის ან ხის მილი (მთქმელი // დამწყები და მოძახილი // მებანე). მებანეს უკეთდება სამი თვალი, დამწყებს - ექვსი. რქა (ყანწი) შემკულია ძეწკვებითა და ფერადი შუშის მძივით. გუდას ინახავენ შალითაში (ჩანთა // პერანგი). დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მარჯვენა იღლიის ქვეშ აქვს ამოდებული, ბგერას გამოსცემს გუდაზე მკლავის მოჭერით. საკრავი უჭირავს ორივე ხელით და თითების თვლებზე ცვლით გამოჰყავს მელოდია. გუდისათვის გამოყენებულია ცხვრის, თხის ან იშვიათად ხბოს ტყავი, რქად - ხარის ან ჯიხვის რქა. გუდასტვირის როგორც ჩასაბერი საკრავის პრინციპულ თავისებურებას წარმოადგენს, ერთი მხრივ, რეალური ორხმიანობის არსებობა, მეორე მხრივ, მექანიკური ჩამბერავის (გუდის) არსებობა. გუდასტვირი სათანხლებო საკრავია, გამოიყენება სოლოდაც. იგი მოხეტიაალე მუსიკოსებთან იყო ასოცირებული, რომლებიც სტვირზე ამღერებდნენ ეპიკურ, ლირიკულ თუ სახუმარო ლექსებს. მესტვირეები მონაწილეობდნენ სახალხო სანახაობა „ბერიკაობაში“.
საქართველოში ზოგან ორ ლულაზე გუდის გარეშეც უკრავდნენ. ორმაგი სალამური (ლერწმის ან ასკილის) ქართლში აქა-იქ დღესაც შეიძლება შეგვხვდეს. ამგვარი საკრავი გუდასტვირის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.
ლიტ.: ალ. მსხილაძე, ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, 1969.
მ. შ.
![]() |
6.69 გუერდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუერდი
უძველესი ქართული საწყაო. პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში, როგორც ღვინის საზომი („ღვინო შესაწირად მეოთხედი გუერდისა“). XV ს-დან მოყოლებული, ისტორიული საბუთების მიხედვით, გუერდი მოხსენიებულია როგორც ღვინის, ასევე მარცვლეულის საწყაოდ. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ძველ ქართულში ტერმინი გუერდი ნახევარს ნიშნავდა. ამ საწყაოს სიდიდედ მან კაბიწის ნახევარი მიიჩნია, რაც დაახლოებით 9 კგ მარცვლისა და ამავე რაოდენობის ლიტრი ღვინის დამტევი უნდა ყოფილიყო. გუერდმა ამგვარი სიდიდე მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
![]() |
6.70 გუთანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუთანი
საქართველოში გავრცელებული რთული სახვნელი იარაღი, რომლის ფუნქციას შეადგენს ხვნის პროცესში ღრმა და განიერი კვალის გაკეთება, ბელტის აჭრა, გადაბრუნება და დაფშვნა. გუთნის გამოყენების შედეგად ნიადაგის სტრუქტურა თხელდება, მცენარეულის ფესვები იშლება. გადაბრუნებულ ბელტზე კარგად მოქმედებს მზე და წვიმა. გუთანს ახასიათებს ასიმეტრიული აღნაგობა, იგი ცალმხრივი იარაღია, ცალფრთიანი, მართკუთხა სახნისით და არატოლფერდა თვლებით, მასში ებმის 8 და მეტი უღელი ხარ-კამეჩი. ძირითადად გამოიყენებოდა გრძელი მინდვრების (ტირიფონი, მუხნარი, ქარელი, კოდა, გარდაბანი, წითელქალაქი, მცხეთა, თრიალეთი) სახნავად. გუთნით ღრმად მოხნულ ნათესს სინესტეს უნარჩუნებს და შეძლებისდაგვარად აცილებს გვალვის საშიშროებას. გუთანთან დაკავშირებულია კოოპერატიული შრომის ფორმები (იხ. მოდგამი). გუთნის ტიპის სახვნელები გავრცელებულია ამიერკავკასიაში და წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ენის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა „გუთანი“ კავკასიური წარმოშობისაა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მისი ფონეტიკური სახეცვლილებანი საქართველოს ირგვლივ ტრიალებს და სავსებით დასაშვებია, რომ იგი საქართველოში იყოს წარმოშობილი.

ლიტ.: გ. ჩიტაია, გუთანი, შრომები, ტ.I, 1997.
ე. ნ.
![]() |
6.71 გუიზი (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუიზი (სვ.)
საკრალური ხორბლის ფქვილი. ლეწვის დროს გადაარჩევდნენ საუკეთესო პურის თავთავების კონას და აგრეთვე იმ მსხვილ თავთავებს, რომელიც ნაწვერალში ჩარჩებოდა ხოლმე. დაფქვავდნენ და ცალკე კიდობანში შეინახავდნენ სხვადასხვა დღეობებზე ლემზირების გამოსაცხობად. ამ ფქვილისა და მისგან გამომცხვარი ლემზირების ნახვა და, მით უფრო, მათი შეჭმა, არავის შეეძლო ოჯახის წევრების გარდა. ხოლო ოჯახის წევრებიდანაც არ აჩვენებდნენ იმ პირებს, რომლებიც ახალი წლის წინა ღამეს ოჯახში არ ყოფილან და წეს-ჩვეულების შესრულებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამგვარად, გუიზ-ი ასეთი სარიტუალო პურის საერთო სახელწოდება იყო და მას ემატებოდა ხოლმე იმ დღეობის ან ღვთაების სახელი, რომლისადმიც იყო განკუთვნილი. მაგ., ბარბლაში გუიზ-ი , ლამარია გუიზ-ი, ლამარია ტაბლაშ და სხვა.
ნ. გ.
![]() |
6.72 გულავშარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულავშარა
ცხენის აკაზმულობის ნაწილი, აღვირის მეორე წყვილის ტოტებით მიამაგრებდნენ სამკერდულზე, იმ მიზნით, რომ ცხენს თავის მაღლა აგდება არ დაეწყო.
![]() |
6.73 გულისპირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისპირი
აქ: ქალის ქართული კაბის ჩახსნილ ნაწილში ჩასაფენი. დასამზადებლად იყენებდნენ კაბისაგან განსხვავებულ, მაგრამ ფერითა და ხარისხით შეთანხმებულ მასალას. ხშირად იყო მოხმარებული ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილები. ფერებიდან არჩევდნენ თეთრს, შვინდისფერს, ლურჯს და შავს. XIX საუკუნის ბოლოსათვის გამოყენებული ჩანს აგრეთვე ფაბრიკული, ყვავილებით მოჩითული ქსოვილებიც. კისერთან ზონრით დაკავშირებული, ყელთან მომდგარი და წელს მიტანებული გულისპირი გაფორმებული იყო ოქრომკედის ძაფით შესრულებული მცენარეული და სახეებიანი ნაქარგით. ზოგჯერ ნაქარგს მარტო ფერადი ძაფებითა და მძივებით ასრულებდნენ.
მოქარგულ სარტყელსა და სახელოებთან ერთად, გულისპირი, საქართველოში ფართოდ ცნობილი ქალის ჩასაცმელი კომპლექტის „ქართული კაბის“ აუცილებელ ელემენტად ითვლებოდა.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I. 1974.
ც. ბ.
![]() |
6.74 გულსაფარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულსაფარა
თუში ქალის უბეზე ასაფარებელი გულისპირი. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილი - ქიშმირი, სატინა, რომელსაც წელსა და ყელზერ სამაგრად ზორტები ეკერა. ბავშვის ასაფარებელ ამგვარი ტიპის საგულეს „გულამბარი“ ერქვა, ყელთან მინაოჭებული გულსაფარას ნაწილი უბის შიგნით იყო ჩაფენილი, ბოლო კი ზემოდან გადმოიფინებოდა. გულსაფარას დანიშნულება იყო ფარაგას მონაცვლეობა, ზოგჯერ კი მის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულებისას. იგი რამდენადმე ფარავდა ფეხმძიმე ქალის ორსულობას.
ლიტ-რა: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ.
თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.

ც. ბ.
![]() |
6.75 გუმბათის ხატი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუმბათის ხატი
ხევსურული ფარის დეტალი, ოთხკუთხი ფორმის რკინის ფირფიტა, რომელიც დაკრულია ფარის ზედაპირზე (იხ.ფარი).
მ. ქ.
![]() |
6.76 გუმური (მეგრ). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუმური (მეგრ).
თიხის საცობი (ერთი მუჭის ზომის), რომელიც სათვალთვალოს, ანუ დუთქაშს (გამოსაწვავ ქურას შენების დროს კედელში დაატანდნენ რამდენიმე სათვალთვალოს), უკეთდებოდა ჭურჭლის გამოწვის პროცესში. გუმური ისე უნდა მორგებოდა სათვალთვალოს, რომ ქურას „სასუნთქი დარჩენოდა“. გუმური ეწოდებოდა აგრეთვე, მომრგვალებულ თიხის ნაჭერს, რომელიც იდება ქურაში ჩადგმულ ქვევრსა და ქურის კედელს შორის, რათა კედელმა ქვევრი არ დააზიანოს. გუმური მხოლოდ ერთჯერად გამოიყენებოდა, რადგან ჭურჭელთან ერთად გამომწვარი გუმური იმდენათ ვიწროვდებოდა, რომ მეორედ გამოყენებისათვის უვარგისი ხდებოდა.
ლიტ.: რ. თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში. მსე, ტXX. 1979.
მ. ზ.
![]() |
6.77 გურზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გურზი
დასარტყმელი იარაღი. ხის ან ლითონის ტარზე დამაგრებული ლითონისავე თავით, გურზის თავი შესაძლოა იყოს მრგვალი, ეკლებრივი ან ფრთიანი, არსებობს აგრეთვე ძროხისთავიანი გურზებიც, რომელსაც სულხან-საბა უბრალოდ „ძროხისთავიანს“ უწოდებს. გურზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე მეომრის შეიარაღების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ფრთიანი გურზები, რომელნიც უკანასკნელ დრომდე შემორჩა ეთნოგრაფიულ ყოფაში.
![]()
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
მ. ქ.
![]() |
6.78 გურჩი (თუშ. ფშ. ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გურჩი (თუშ. ფშ. ხევს.)
ქვასანაყი.
![]() |
6.79 გურჯინაი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გურჯინაი (ხევს.)
წნელისგან მრგვალად მოწნული, უპირო გოდორი, რომელიც გამოტენილია თივა-ჩალაბულათი. დღესასწაულის დროს გურჯინაის აიტანენ მაღალ ადგილას, წაუკიდებენ ცეცხლს და დააგორებენ დაბლა. ეს თამაშობა იმართება ბავშვების პატივსაცემად და გასართობად.
ე. ნ.
![]() |
6.80 გუხუ (მგრ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუხუ (მგრ.)
ჭურზე აყალო მიწის დასაგოზი, ერთ ხეში გამოთლილი თავიანი კეტი, ფორმით განსხვავებულია იმერული კვეჟოსაგან, ფუნქციით კი ერთნაირი დანიშნულებისაა.