![]() |
ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) |
შეადგინეს მ. საბაშვილმა და მ. ჭაბაშვილმა

![]() |
1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რა |
▲ზევით დაბრუნება |
რა: - რებისა - რაებისა.
![]() |
1.2 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რაკა |
▲ზევით დაბრუნება |
რაკა - “რტყმა, განწონა” (მ. ჯანაშვილი). შეიძლება ამ სიტყვას რაიმე კავშირი ჰქონდეს ოთხთავის ”რაკა”-სთან, რაც არამეულად სულელს ნიშნავს: ”რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა: რაკა, რომელ არს საძაგელ, თანმდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად”.(მათე, 5,22).
![]() |
1.3 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რამლი |
▲ზევით დაბრუნება |
რამლი ქვიშა: რამლს ჰკრვენ - ქვიშაზე მკითხაობენ (მარჩიელობენ).
![]() |
1.4 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რაჴსი |
▲ზევით დაბრუნება |
რაჴსი - შავ-მოწითალო (წაბლისფერი) ცხენი; რაში: რაჴსოსანი - ცხენოსანი.
![]() |
1.5 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რება |
▲ზევით დაბრუნება |
რება: არე წყალი - გადაავლე წყალი; ვაარებ - ვატარებ; მაარე - მატარე; გზისა უმეცარი მარო - გზის უცოდინარი მატარა; რებული - მოარული, ნასიარულევი.
![]() |
1.6 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რევა |
▲ზევით დაბრუნება |
რევა: საც ერია - სადაც (რომელიმე ბრძოლაში) ერია (გარეული იყო); მეხებრ ერია - მეხსავით სწრაფად დაერია.
![]() |
1.7 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რეცა |
▲ზევით დაბრუნება |
რეცა - ვითომ, თითქოს.
![]() |
1.8 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რთმევა |
▲ზევით დაბრუნება |
რთმევა - წართმევა: საულს მეფობა ართო - საულს მეფობა წაართვა; სიტურფე ართო - სილამაზე, სიმშვენიერე წაართვა.
![]() |
1.9 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიალი |
▲ზევით დაბრუნება |
რიალი - „ბოროტი მთქმელობა” (საბა), ბოროტი განზრახვით აურზაურის შექმნა.
![]() |
1.10 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიდე |
▲ზევით დაბრუნება |
რიდე - ქალის თავსაბურავი. შენ შუქნი ელვა-ეთერთა მზისა მწვერვალთა არიდენ - შენ, - მიმართავს ჩახრუხაძე თამარს, - ელვა-ეთერთა შუქი (ე. ი. შენი სილამაზის სხივოსნობა) მზის მწვერვალებს რიდესავით მოახვიეო.
![]() |
1.11 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რიდება |
▲ზევით დაბრუნება |
რიდება - მორიდება, არიდება (თვალის, ყურის): არიდენ.
![]() |
1.12 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რინდო |
▲ზევით დაბრუნება |
რინდო - მთვრალი.
![]() |
1.13 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რომ |
▲ზევით დაბრუნება |
რომ: - ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო... - ახალო რომო (იგულისხმება ქ. რომი), შენთვის თქვეს, რომ (ყოველ არსებულზე უფრო დიდი იყოსო). იოანე შავთელი გელათს, რომელიც თამარის დროს ერთ-ერთ ძლიერ კულტურულ კერას წარმოადგენდა, უწოდებს ”ახალ რომს”.
![]() |
1.14 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - როჭიკი |
▲ზევით დაბრუნება |
როჭიკი - დაქირავებული პირისადმი, ან სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელისათვის განკუთვნილი ულუფა, გასამრჯელო ”სამეუფოთა გამოსაზრდელო, შჯულიერი მთავრობისა ნიჭი” (საბა).
![]() |
1.15 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რუსხა |
▲ზევით დაბრუნება |
რუსხა - სინათლე.
![]() |
1.16 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რქმა |
▲ზევით დაბრუნება |
რქმა: ერქვას - ეხუროს.
![]() |
1.17 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რღვნობა |
▲ზევით დაბრუნება |
რღვნობა - წყლით დაფარვა, წყალდიდობა, „წყლით მოცვა” (საბა).
![]() |
1.18 ლექსიკონი ჩვენი საუნჯე (ტ.2) - რცხვა |
▲ზევით დაბრუნება |
რცხვა - რეცხვა, გარეცხვა: გულსა სისხლითა ვრცხიდი - გულს სისხლითა ვრეცხავდი.