![]() |
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.
![]() |
1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - დ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 დაანონსება (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაანონსება (ბარბარიზმი)
იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი დაანონსება (ბარბარიზმი)
ინგლ. to announce წინასწარ გამოცხადება, განცხადება, განცხადების გაკეთება. პრეზიდენტმა განაცხადა ახალი კამპანიის დაწყების შესახებ.
![]() |
1.2 დააფდეითება (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დააფდეითება (ბარბარიზმი) იხ.
აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი დააფდეითება(ბარბარიზმი)
ინგლ. to update განახლება ეს ინფორმაცია მოძველდა, თუ შეიძლება განაახლეთ
![]() |
1.3 დაბალი ღობე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაბალი ღობე იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ დ
სუსტი, უძლური, ადვილად დასაჩაგრავი, აბუჩად ასაგდები (ვინმე)
![]() |
1.4 დაბაღი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაბაღი წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
1. „1878 წლის 13 იანვარს ქალაქის გამგეობის სხდომაზე ქალაქის თავის დიმ. ყიფიანის თავჯდომარეობით აღიძრა საკითხი დაბაღების სხვა ადგილას გადატანის შესახებ, რადგან ტყავი-ლეში წყალს აუწმიდურებსო“ (Эзаписки техничю об-ва“, 1878 წ., ტ. X. გვ. 230) 2. ტყავის გამომყვანელი, მომქნელი
![]() |
1.5 დაბუსტვა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაბუსტვა (ბარბარიზმი)
იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი დაბუსტვა (ბარბარიზმი)
ინგლ. to boost რეკლამის გაკეთება, პოპულარობის გაზრდა. თქვენი ფეისბუქის გვერდი გაზარდეთ, თქვენი ფეისბუქის გვერდის პოპულარობა.
![]() |
1.6 დავთარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დავთარი იხ. აგრეთვე: მატიანი, მატიანე წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
სპარს. დიდი ზომის რვეული.
![]() |
1.7 დავით VII (ულუ) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით VII (ულუ) იხ.
აგრეთვე: გიორგი IV (ლაშა) (1198-1223 წწ), გვანცა დედოფალი, დემეტრე II (თავდადებული) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი.
![]() |
1.8 დავით XI (დაუთ-ხანი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით XI (დაუთ-ხანი)
იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ინგლ. ქართლის ხანი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით მეფე) 1569-78 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე.
![]() |
1.9 დავით სოსლანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით სოსლანი იხ. აგრეთვე: პერსონალია, გიორგი IV (ლაშა) (1198-1223 წწ), წმ. მეფე თამარი (1160-1210 წწ) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
თამარ მეფის მეორე ქმარი (გარდაიცვალა 1203 ან 1204 წელს).
![]() |
1.10 დაზვერვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაზვერვა
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
სახელმწიფოს მოღვაწეობის ერთ-ერთი სფერო, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის სხვა მოქმედი პირების შესაძლებლობებისა და განზრახვების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს. დ. შეიძლება იყოს ღია (მასმედიისა და დიპლომატიური წყაროების გამოყენებით) ან ფარული, სტრატეგიული ან არასტრატეგიული. დ-ს მთავარი მიზანია მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და შეფასება სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გასაადვილებლად. დ-ს უკავშირდება კონტრდაზვერვა (სხვათა მიერ ინფორმაციის შეგროვებისათვის ხელის შეშლა), გაცურება (დეზინფორმაციის გავრცელება) და ფარული ქმედებები (ძირგამომთხრელი საქმიანობა). დ-ის შემადგენელი ნაწილებია ტექნიკური დ. და ადამიანური დ. (ჯაშუშობა). დ-ის ტექნიკური საშუალებების განვითარებას ჯაშუშობის როლი არ დაუკნინებია, რადგან ბოლო ათწლეულებში პრობლემა ხდება არა იმდენად ინფორმაციის მოპოვება, რამდენადაც მისი სწორი ანალიზი. ადამიანური ფაქტორის როლი ინფორმაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯერაც შეუცვლელია.
![]() |
1.11 დაირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაირა
იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი, ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დ. ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებითაც, რკალის შიგა მხრიდან ზოგჯერ სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოჰკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღარუნებლად. დ-ის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხ. ცეკვისა და ზოგჯერ სიმღერის რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიულ ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. დ. უმეტესად ორი ხელით უჭირავთ, დ-ზე უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ მას შეათბობენ ხოლმე. დ. უძველესი საკრავია.
![]() |
1.12 დაიჯესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაიჯესტი
იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, პერიოდული, პოპულარული, ტიპი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
ინგლ. მოკლე მიმოხილვა; პერიოდული გამოცემის ტიპი რომელიც შედგება სხვადასხვა გამოცემებიდან გადმობეჭდილი მასალებისაგან წიგნი, რომელიც პოპულარული ნაწარმოებების გამარტივებულ და შემოკლებულ შინაარსს შეიცავს
![]() |
1.13 დალტონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დალტონიზმი
იხ. აგრეთვე: მედიცინა წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
მედ. მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ზოგიერთ ფერს, მეტწილად მწვანესა და წითელს. სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის ჯ. დალტონის (1776-1844) გვარის მიხედვით, რომელიც ვერ არჩევდა წითელ ფერს. მან პირველმა აღწერა მხედველობის ეს დეფექტი. დალტონიზმი სქესთან შეჭიდული დაავადებაა.
![]() |
1.14 დამამცირებელი მოპყრობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დამამცირებელი მოპყრობა
იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005, ან სასჯელი მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი. წყარო: ვანდოვა ვესელინა, კონდაკი ირენეუშ, ფერნანდესი ბეთ. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით,-[ტრეინინგის მასალათა კრებული],- ინტერაითსი,-თბ,- 2003 შეიძლება მოიცავდეს ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას ნაკლები სისასტიკით, ვიდრე წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩვეულებრივ, გამიზნულია მსხვერპლის შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის. უმთავრესი ელემენტები, რომლებსაც შეიცავს არაადამიანური მოპყრობა და არ უტოლდება წამებას. წყარო: კონორ ფოული, წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006.
იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს დამამცირებელ მოპყრობად ან სასჯელად, იგი უნდა აღწევდეს სისასტიკის განსაზღვრულ დონეს. მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად თუ: ,,მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება ხელყოფილ იქნეს პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი.”
![]() |
1.15 დამქაში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დამქაში წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
ამხანაგი, მხარის გამწევი
![]() |
1.16 დამწერლობის წარმოშობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დამწერლობის წარმოშობა
იხ. აგრეთვე: დამწერლობის წინა საფეხურები, ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა, მსოფლიოს ენები წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
წერის ხელოვნების საშუალებით ადამიანი თავის ნაფიქრ-ნააზრევს გადასცემს სხვა ადამიანს. დამწერლობის ცნება ფართოა და იგი მოიცავს არა მხოლოდ ნიშნებს, რომლებიც გამოხატავენ ენის ბგერითს ელემენტებს - მთელ სიტყვებს მარცვლებს ან ცალკეულ ბგერებს, არამედ ზოგიერთი ხალხის წერის სისტემაში გამოსახავენ ნახატებსაც, გრაფიკულ სიმბოლოებსაც. წერის გამოგონებით ადამიანმა თავისი აზრი უკვდავყო, რაკი ერთხელ ნათქვამი სამუდამოდ რჩება დაწერილის სახით და თაობიდან თაობას გადაეცემა. „რაც კალმით დაიწერება ნაჯახითაც არ ამოიშლებაო“. უთქვამს ხალხს, და ამ ანდაზით შესანიშნავად არის გამოხატული წერის განუზომელი ძალა და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში. წერა კულტურის დიდი მონაპოვარია. თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება ისე მჭიდროდაა დაკავშირებული დამწერლობასთან, რომ შეიძლება ითქვას, უდამწერლობოდ არც შეიძლება იარსებოს ცივილიზაციამ. მთელი რიგი გენიალური აღმოჩენები, გამოგონებანი წერის ხელოვნებასთანაა დაკავშირებული; წერის გარეშე არ შეიძლებოდა არსებულიყო წიგნის ბეჭდვა, ტელეგრაფი, სტენოგრაფია - ეს გენიალური გამოგონებანი, რითაც კაცობრიობა სამართლიანად ამაყობს. ძველი სიბრძნეა: “verba volant, scripta manent” – „ნათქვამი გაფრინდება დაწერილი კი რჩებაო“. ამრიგად, წერის ისტორია იმავე დროს საკაცობრიო კულტურის ისტორიაა და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იჭერს პროგრესისა და ცივილიზაციის საერთო სისტემაში. სავსებით გასაგებია, რომ რაკი წერა კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია, მეცნიერება დაინტერესებულია შეისწავლოს მისი წარმოშობისა და განვითარების საკითხები, ნათელი მოჰფინოს ცივილიზაციის ამ მძლავრი იარაღის საიდუმლოებას გამოიკვლიოს მისი მექანიზმი. დამწერლობას სწავლობს მეცნიერების ორი დარგი - პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა. დამწერლობისადმი ინტერესი ორგვარია: თეორიული და პრაქტიკული. თეორიული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩაისახა და განვითარდა წერა და რა ფორმებისაგან აღმოცენდა იგი, რა სახეობის დამწერლობა მოეპოვება სხვადასხვა ხალხს, რა ხერხებით ამოიცნობენ ამა თუ იმ ძნელად გასაგებ ანბანს, რა გზებით მიემართება ჩვენი წერის ხელოვნება და ა.შ. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს წერის ტექნიკა საერთოდ, მაგალითად, წერის შესწავლა სკოლაში თუ სკოლის გარეთ, წერის ხერხების გამარტივება და სხვ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ წერა თავისი შინაგანი ხასიათით მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველებასთან. სწორედ დამწერლობამ შემოგვინახა ძველი ენები; უამისოდ არ გვეცოდინებოდა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის ენები, ისტორიული ჟამთუკუღმართობის შედეგად გადაშენებულნი და აღმოფხვრილნი. მეტყველების ევოლუციის შესაბამისად იცვლებოდა დამწერლობაც. ზოგჯერ ზეპირი მეტყველების გავლენით იცვლება წერითი გამოხატულების ფორმაც. აქ იგულისხმება ცვლილებანი მართლწერაში. ხდება პირიქითაც: წერითი მეტყველების გავლენით ხშირად ხალხური მეტყველების ფორმებიც იცვლება. არაიშვიათად ეს ორივე პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. სწორედ ამით აიხსნება ამა თუ იმ ხალხის ცდა - გაამარტივოს თავისი მართლწერა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დამწერლობა ზოგჯერ სქემატიზებულია. ავიღოთ თანამედროვე ევროპის მაგალითი.ფრანგული, და, განსაკუთრებით, ინგლისური წერა არსებითად სქემებია ზეპირი მეტყველებისა, რამდენადაც არ წარმოგვიდგენენ ცალკეული ბგერების ზუსტ შესატყვისობას. ამ ენათა დღევანდელი ბგერები არ არის ყოველთვის გადმოცემული წერაში. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლიტერატურული ენა ისტორიულად დაშორდა ხალხურ მეტყველებას, არ გამარტივდა მართლწერა. ამიტომ ინგლისურ წერაში არის რამდენიმე ასო ერთი და იმავე ბგერის გამოსახატავად, და, პირიქით, ერთი და იგივე ასო შეიძლება წარმოითქვას სხვადასხვანაირად.
![]() |
1.17 დამწერლობის წინა საფეხურები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დამწერლობის წინა საფეხურები
იხ. აგრეთვე: დამწერლობის წარმოშობა, ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
ადამიანს წერა ერთბაშად არ შეუქმნია. ადამიანთა შორის ურთიერთობა ხორციელდებოდა მხოლოდ მეტყველების საშუალებით, საზოგადოების განვითარების იმ უძველეს საფეხურზე არც იყო საჭიროება, ადამიანს როგორმე აღებეჭდა თავის ნათქვამი, ანდა შორს ვინმესთვის შეეტყობინებინა თავისი ნაფიქრ-ნააზრევი. ცხოვრების წინსვლასთან ერთად თანდათან ჩნდება აუცილებლობა, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს გაუზიაროს თავისი აზრი არა მხოლოდ უშუალო კონტაქტის გზით, არა მხოლოდ ზეპირი მეტყველების მეშვეობით. სოციალური ურთიერთობისა და გონებრივი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ადამიანს გაუჩნდა წერა-კითხვის საჭიროება. მაგრამ ვიდრე ამ საფეხურს მიაღწევდა, კაცობრიობამ განვლო შემამზადებელი საფეხური, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. რა საშუალებებს მიმართავდა პირველყოფილი ადამიანი, რათა სხვისთვის აზრი გადაეცა არა ზეპირი მეტყველების გზით? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ასრულებდა კაცობრიობის განვითარების უძველეს საფეხურზე წერის მაგივრობას? პირველყოფილი ადამიანი მიმართავდა საგნების სიმბოლიკას. საგნების საშუალებით ხდებოდა „აზრის გადაცემა“, საგნები ანიშნებდნენ ადამიანებს იმას, რაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო ზეპირი მეტყველების გზით. ასე, მაგალითად, მონადირე თავის მიმართულებას ასე აღნიშნავდა: გზაზე ხის ტოტს დადებდა და ტოტის წვერის მიხედვით შეიძლებოდა მიხვედრა, საით წავიდა იგი. ზოგიერთმა ხალხმა, მაგალითად, ასეთი სიმბოლიკა შეიმუშავა:ქვა ნიშნავდა მაგარს, გამძლეს, ნახშირი - შავს, მწუხარებას, პილპილი მწვავეს, მოუთმენელს, ცნობისმოყვარეს. გამხმარი თავთავი - ტანჯვას, ტკივილებს, ჩვარი - ცუდ მდგომარეობას და მისთანანი. ხუთივე საგანი (ქვა, ნახშირი, პილპილი, გამხმარი თავთავი, ჩვარი) ერთ ტყვეს გაუგზავნია თავისი მეუღლისათვის და ამით უცნობებია: ჩემი სხეული გამძლეა როგორც ქვა; მომავლის იმედი ნახშირივით შავია, ე.ი. უიმედოდ ვარ, ჩემი სხეული თავთავივით გახმება მწუხარებისაგან, გარეგნულად ჩვარს დავემსგავსეო... საგნების საშუალებით პირველყოფილი ადამიანი გამოხატავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ანუ საგნობრივ ცნებებს. როგორც გამორკვეულია, განყენებული (აბსტრაქტული) ცნებების გამოხატვაც შეეძლო იმდროინდელ ადამიანს საგნებისავე მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად ირჩევდნენ ისეთ საგნებს, რომელთა ასოციაციით (ანდა ამ საგნებთან დაკავშირებულ ზნე-ჩვეულებათა და სიტუაციების მიხედვით) ცნობიერებაში იბადებოდა გარკვეული განყენებული ცნებები. მაგალითად, როცა პირველყოფილი ხალხები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ, ნიშნად ამისა, უგზავნიდნენ შუბებს, ისრებს ან სხვა საომარ იარაღს; ეს იყო მათი „წერილი“, მათი შეტყობინეომის დასაწყისისა. ზოგიერთ ხალხს ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: როცა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ყალიონს ჩამოატარებდნენ, ყალიონი გადადიოდა ხელიდან ხელში. ამრიგად, ყალიონი გამოხატავდა მშვიდობას. იყვნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, უგზავნიდნენ მარილის ნატეხს, ხოლო სიძულვილისა და მტრობის აღსანიშნავად ერთმანეთს პილპილს სთავაზობდნენ. სურვილებისა და აზრების გასაზიარებლად ცხოველებსაც იყენებდნენ. ასე, ჰეროდეტე გვიამბობს, რომ როცა ძველმა ირანელებმა სკვითებს მოსთხოვეს აღიარება და მორჩილება, სკვითებმა მათ გაუგზავნეს ფრინველი, თაგვი, ბაყაყი და ხუთი ისარი. ეს იყო თავისებური ნოტა, რომელიც ნიშნავდა: „ირანელებო, თუ თქვენ არ ძალგიძთ ფრინველივით ფრენა, მიწაში თაგვივით ძრომა და დამალვა, ჭაობებში ბაყაყივით ხტომა, მაშინ იმედი ნურაფრისა გექნებათ: დაიცხრილებით ჩვენი ისრებით, უკეთუ ფეხს შემოდგამთ სკვითთა მიწაზე“. ძალიან გავრცელებული იყო უხსოვარი დროიდანვე სხვადასხვა ხალხებში დაჭდევა, ჭდის გაკეთება ჯოხზე რისამე მისანიშნავად, უმთავრესად რიცხვის, რაოდენობის აღსანიშნავად. ეს იყო პირობითი ნიშნები, დანით ამოთლილი, დაჭდეული. უნდა აღინიშნოს, რომ დაჭდევა ბევრ ხალხს ჩვენს დრომდისაც შემორჩა. ცნობილი იყო საქართველოშიც. თედო სახოკიას ცნობით, ჭდეს თბილისში XIX საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებშიც ხმარობდნენ ვაჭრობაში. ჭდე ერთგვარი პირველყოფილი საბუღალტრო წიგნის როლს ასრულებდა. დაჭდევის საშუალებით ანგარიშს აწარმოებდნენ უმთავრესად რაჭველი მეთორნეები. იმ დროს ისინი პურს ტაბაკებით ეზიდებოდნენ სახლებში ნისიად. საჭდე ჯოხი შუაზე იყო გაპობილი. როცა უნდოდათ მუშტართან დატოვებული პურის რაოდენობა აღენიშნათ, ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს ზუსტად მიადებდნენ და დანით ჩამოთლიდნენ პურის რაოდენობის აღმნიშვნელ ჭდეს. ჯოხის ერთ ნახევარს მეპურე წაიღებდა, მეორე ნახევარი პურის მომხმარებელს დარჩებოდა, ანგარიშს თვის ბოლოს გაასწორებდნენ. ამისათვის ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს მიადებდნენ და დაითვლიდნენ, რამდენი ჭდე იყო გაკეთებული, მომხმარებელი ამ ჭდეთა რიცხვის კვალობაზე გადაუხდიდა ფულს თავის კრედიტორს. ისიც ცნობილია, რომ მეგრელი მწყემსები ცხვრისა და თხების სათვალავად პატარა, ერთ ციდა ოთხკუთხა ჯოხებზე, რომელთაც მასრებივით ატარებდნენ სამასრეებში გულზე, ჭდეებს აკეთებდნენ. ჭდის დადების ჩვეულება მოხევეებშიც არსებობდა უკანასკნელ ხანამდის. პირველყოფილი ადამიანები თავიანთი აზრის გამოსახატავად იყენებდნენ, აგრეთვე, ნასკვებიან თასმებს. ეს იყო „საგნობრივი წერის“ ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა, რომელსაც მიმართავდნენ ირანელები, ჩინელები და სხვა ხალხები; დასავლეთ აფრიკის ზოგიერთმა ხალხმა ჩვენს დრომდისაც შემოინახა ამგვარი „წერის“ ტექნიკა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვიამბობს: ირანის ერთმა მეფემ, რომელიც სკვითთა დასაპყობად გაემართა, ირანის ტირანებს დაუტოვა ღვედი, რომელსაც 60 ნასკვი ჰქონდა. ეს 60 ნასკვი ნიშნავდა 60 დღეს, - ამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო იგი ომში. ყოველდღე უნდა გაეხსნათ თითო ნასკვი. ზოგიერთმა ტომმა ჩვენს დრომდის შემოინახა გამოანგარიშების ამგვარი წესი, მაგალითად, ქმარი თუ წავა სამოგზაუროდ, თავის ცოლს უტოვებს ნასკვებიან თასმას; აქვს იმდენივე ნასკვი, რამდენ დღესაც დაჰყოფს იგი გზაში. თანდათანობით გზას იკაფავს მხატვრობა; ესაა დამწერლობის ჩანასახი. მონადირეს უკვე აღარ აკმაყოფილებს აჩვენოს, თუ რა მიმართულებით მიდის, რა მიმართულებით მისდევს ნადირს. დროთა ვითარებაში დაიბადა აუცილებლობა, აღინიშნოს, თუ, სახელდობრ, რა ნადირს დაედევნა იგი. ამის „თქმა“ შეიძლება ნახატით; ხატვის საშუალებით გაცილებით მეტის თქმა შეიძლება. ხატვა დიდი წინწადგმული ნაბიჯია წერისაკენ. მაგრამ ეს მაინც არაა წერა, ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენამდის მოღწეული უძველესი ხანის ნახატები ყველა არ შეიძლება მივიჩნიოთ წერის იმდროინდელ საშუალებად.დღეს ჩვენთის, ცივილიზებული ადამიანებისათვის, რომლებიც შორსა ვართ პრიმიტიული აზროვნებისაგან, ძნელია გავერკვეთ, ესა თუ ის უძველესი ნახატი მხოლოდ ნახატია, ინდივიდუალური ესთეტიკური ემოციის გამოსახულება თუ იმდროინდელი „წერის“ ფორმა. ნახატ „ნაწერს“ ვუწოდებთ პიქტოგრამებს, ზოგჯერ იეროგლიფებს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პიქტოგრამები - ეს მხოლოდ ნახატებია, მაშინ როდესაც იეროგლიფები შეიცავენ გეომეტრიულ და სხვა ელემენტებსაც. პიქტოგრამები ხასიათდებიან შემდეგი თავისებურებით: ისინი გვაცნობენ ერთ რომელიმე ამბავს. თითოეული ნახატი ჩვეულებრივ შეესატყვისება ერთ წინადადებს. რა შინაარსისაა ეს უძველესი პიქტოგრამები? ისინი შეიცავენ: 1. სიყვარულის ახსნას. – „პიქტოგრაფიული სატრფიალო წერილები“ – (შემოგვინახეს ჩრდილო ამერიკელმა ინდიელებმა და ჩრდილო-ციმბირელებმა); 2. მონადირეების ცნობებს; 3. მაგიურ და შელოცვის ფორმულებს; 4. საომარი შეტაკებებისა და ლაშქრობის ცნობებს; 5. პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტებს“ პეტიციებს, ხელშეკრულებებს, მოსახლეობის აღწერებს, განცხადებებს და სხვ. ზოგიერთმა ხალხმა დიდი ხნის განმავლობაში შემოინახა პიქტოგრაფიული წერა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები პიქტოგრაფიას იყენებდნენ XIX საუკუნის ბოლომდის. ნახატი წარმოადგენს პიქტოგრაფიულ წერილს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის, ინდიელებმა (XIX საუკუნის შუა წლებში) გაუგზავნეს ჩრდილოეთ ამერიკის პრეზიდენტს. ინდიელები სთხოვდნენ პრეზიდენტს,დაგვრთეთ ნება, დავსახლდეთ შორეულ ტბებზე, სადაც უკეთესი ბუნებრივი პირობებია ცხოვრებისათვისო. წერილში აღნიშნულია თხოვნის საგანი - ტბები, რომლებთანაც შეერთებულია წეროს თვალი, გამოსახულია 7 ინდიელი ტომის სიმბოლოები: თევზი, ადამიანი, წავი, 3 კენგურუ და წერო. მათი თვალები ხაზებითაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდივე ტომის საერთო გადაწყვეტილებაა, საერთო აზრია თავიანთი ადგილებიდან აყრა და შორს გადასახლება. მათი გულებიც ხაზებითაა შეერთებული, მაშასადამე ყველას ერთი გრძნობა ამოძრავებს. წინამძღოლი წერო ორი მიმართულებით იყურება: თვალიდან გამოდის ორი ხაზი, ერთი მიპყრობილია პრეზიდენტისაკენ, მეორე შეერთებულია ტბებთან სურათის ბოლოში (ერთი ტბა მათი ახლანდელი სამკვიდდროა, მეორე - სადაც მათ სურთ გადასვლა). სურათი უკიდურესად ლაკონურია და, ამასთანავე, მკაფიოდ გადმოსცემს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც გადაშენებას უქადიან ულმობელი კოლონიზატორებიო, ამრიგად, ჩვენთვის ნათელია; რომ პიქტოგრამა წერის პირველი საფეხურია. შემდგომი საფეხურია იდეოგრაფია, რომელიც ლოგიკური განვითარებაა პიქტოგრამის სისტემისა. რამდენადაც სიტყვა და ნახატი წარმოადგენენ ერთი და იმავე ობიექტის გამოხატვის ორ შესაძლებელ საშუალებას, ამდენად, ხალხი უხსოვარ დროს გარკვეულ ნახატებს აიგივებდა გარკვეულ სიტყვებთან. თუ წინათ მთელი წინადადებები ერთი ნახატით „გამოითქმოდა“, თანდათანობით ნახატი ერთი სიტყვის ეკვივალენტი ხდება, ადამიანი უკვე სიმბოლოებს მიმართავს, „წერის“ ნიშნებს პირობითი ხასიათი ენიჭება.
![]() |
1.18 დანაე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დანაე
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X წყარო: ბიბლიოვიკი დანაე
აკრისიოსის ასული, პერსევსის დედა. არგოლისის მეფე აბასს ტყუპი ვაჟი ჰყავდა – აკრისიოსი და პროიტოსი. სიკვდილის წინ მან სამეფო ორივე ვაჟს ჩააბარა და დაუბარა, მონაცვლეობით ემართათ იგი. მაგრამ ძმებს შუღლი ჰქონდათ ერთმანეთში. ეს შუღლი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა მას შემდეგ, რაც პროიტოსმა შეაცდინა აკრისიოსის ასული დანაე. განრისხდა აკრისიოსი და აიძულა ძმა არგოლისის მხარეს გასცლოდა. ლიკიაში გაქცეულმა პროიტოსმა შეირთო იქაური მეფის, იობატოსის ქალიშვილი ანტეა, შემდეგ დიდძალ ჯარს თავი მოუყარა და სამშობლოსკენ წამოუძღვა, რათა მამისეული ტახტი ჩაეგდო ხელში. სასტიკი ბრძოლა შეთანხმებით დამთავრდა: სამეფო ორად გაიყო: აკრისიოსს არგოსი და მისი შემოგარენი ერგო, პროიტოსს – ტირინსი, მიდია და არგოლისის სანაპიროები. აკრისიოსს ერთადერთი ასული ჰყავდა, დანაე, ვაჟი კი – არა. იგი მისანთან მივიდა იმის გასაგებად, ეყოლებოდა თუ არა ოდესმე მემკვიდრე. ორაკულისაგან შემზარავი პასუხი მიიღო: მხოლოდ მის ასულს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აკრისიოსმა სცადა, ბედისწერას შებრძოლებოდა. მან დანაე სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა და ორი უშველებელი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. ერთხელ, ზევსმა თვალი ჰკიდა მშვენიერ ქალწულს, მოეწონა და ოქროვან წვიმად გარდასახულმა შეაღწია კოშკში. მალე დანაეს ზევსისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც პერსევსი დაარქვეს. შეძრწუნებულმა აკრისიოსმა შვილისა და შვილიშვილის სისხლი ცოდვად რომ არ დასდებოდა, ისინი დიდ ხის სკივრში ჩასვა და ზღვას გაატანა. დიდხანს იცურა სკივრმა და ბოლოს კუნძულ სერიფოსთან იქაური მეთევზის, დიქტისის ბადეში გაიხლართა. მეთევზემ მომაკვდავი დედაშვილი თავის ძმას, მეფე პოლიდექტესს მიჰგვარა. მეფეს დანაე მოეწონა და მისი ცოლად შერთვა ისურვა. პერსევსი რომ თავიდან მოეცილებინა, გორგო – მედუზას მოკვეთილი თავის მოტანა დაავალა. როდესაც პერსევსმა დავალება აღასრულა, დანაე გამოიხსნა საძულველი მეფისაგან და მასთან ერთად დაბრუნდა არგოსში, სადაც მას შემთხვევით შემოაკვდა აკრისიოსი. დანაეს მითით განსაკუთრებით დაინტერესდნენ მხატვრები. მას ხშირად ვხვდებით ვაზურ ფერწერასა თუ პომპეის ფრესკებზე. აგრეთვე კორეჯოს, ტიციანის, ტინტორეტოს, ვან დეიკის, რემბრანტის, ტიეპოლოსა და სხვათა ტილოებზე. ამ თემაზეა დაწერილი რ. შტრაუსის ოპერაც.
![]() |
1.19 დანტე ალიგიერი(1265-1321) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დანტე ალიგიერი(1265-1321)
იხ. აგრეთვე: პერსონალია, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616) წყარო: ვიკიპედია დანტე ალიგიერი
იტალიელი მწერალი, პოეტი ფლორენციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები „კომედია“ (შემდგომში დაემატა ეპითეტი „ღვთაებრივი“), რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას „უზენაეს პოეტს“ (იტალ. il Sommo Poeta) უწოდებენ.
![]() |
1.20 დასტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დასტა იხ. აგრეთვე: მუსიკა ჯგუფი, გუნდი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
სპარს. კონა, შეკვრა მედუდუკეთა მცირე ჯგუფი
![]() |
1.21 დასტურლამალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დასტურლამალი
იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი წყარო: ბიბლიოვიკიდასტურლამალი
დასტურლამალი მეფის ვახტანგისა — ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი; შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებული, რომელიც ვახტანგ VI-მ სისტემურად დაალაგა, ბევრი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია. ვახტანგს ტექსტი კარგად დაუყვია და თითოეული მათგანისათვის საგანგებო სათაურიც შეურჩევია. ძეგლი შედეგება ორი მთავარი ნაწილისაგან - სამეფო დასტურლამალი და სადედოფლო დასტურლამალი. სადედოფლო დასტურლამალი თავდაპირველად გიორგი XI-ს შეუდგენია 1683-1689 წლებში. არ არის ცნობილი, თუ სახელდობრ რა ცვლილებები შეიტანა ვახტანგმა გიორგისეულ დასტურლამალში მისი განახლებისას. დასტურლამალი მნიშვნელოვან ხნობებს შეიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების შესახებ. იგი იმდენად ფართო შინაარსის საკანონმდებლო ძეგლი იყო, რომ თავის დროზე ანბანური წესითაც დაულაგებიათ, რათა მოხელეებს და დაინტერესებუ პირთ გაადვილებოდათ კანონებით სარგებლობა.
![]() |
1.22 დაუდ-ხანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაუდ-ხანი
იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-33 წლებში, წარმომავლობით ქართველი, ალავერდი ხანის ძე.
![]() |
1.23 დაფნისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაფნისი
იხ. აგრეთვე: ბუკოლიკა წყარო: ბიბლიოვიკი დაფნისი
ბერძნ. ბუკოლიკური (სამწყემსო) პოეზიის ლეგენდარული შემოქმედი, სიცილიელი მწყემსი (ზოგი ვერსიით, ფრიგიელი მომღერალი). დაფნისი სიცილიაში, დაფნის თვალწარმტაც ხეობაში დაიბადა. მისი მამა იყო ჰერმესი, ხოლო დედა კი მშვენიერი ნიმფა დრიოპე, რომელმაც დაბადებისთანავე მიატოვა თავისი ვაჟი. მწყემსებმა აღზარდეს იგი, ტყეთა და ჭალათა მფარველმა პანმა ასწავლა მას სტვირზე დაკვრა. ყველას ხიბლავდა მისი გარეგნობა და ნიჭი. დაფნისი თავდავიწყებით შეიყვარა ნიმფა ნომიამ, რომელმაც ტრფობის ფიცი დაადებინა ჭაბუკს. ფიცის გამტეხი სიბრმავით უნდა დასჯილიყო. ერთხელ, მთვრალი დაფნისი შეაცდინა ნიმფა ქიმერამ. ეს რომ ნომიამ გაიგო, განრისხდა და აღასრულა თავისი მუქარა. მან თვალები ამოსთხარა საყვარელ ჭაბუკს. ერთხანს დაფნისი თავს იმშვიდებდა სევდიანი სიმღერებით, მაგრამ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. ჰერმესმა იგი კლდედ გარდასახა, ხოლო სირაკუსაში ამოაფრქვია წყარო, რომელსაც დაფნისი უწოდა. დაფნისის მითოსს მრავალი პოეტისა და მწერლის შემოქმედებაში ვხვდებით (თეოკრიტოსი, ვერგილიუსი). აღსანიშნავია ჩვ.წ. II საუკუნის ბერძენი მწერლის, ლონგოსის, რომანი სახელწოდებით „დაფნისი და ქლოე“ რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპულ ლიტერატურაზე. სიყვარულისგან განაწამები დაფნისი XVII – XVIII საუკუნეების პასტორალური პოეზიის უსაყვარლესი გმირი იყო.
![]() |
1.24 დაქვემდებარება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაქვემდებარება
იხ. აგრეთვე: იმპერიალიზმი, ქარიზმა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში გლობალიზმის პარადიგმის ერთ–ერთი თეორია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ჩამორჩენის მიზეზებს განვითარებული ქვეყნების მხრიდან დომინირებაში ეძიებს. ტერმინი დ. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის კვლევის სფეროს განეკუთვნება. ამ თეორიის კვლევის მთავარ საგანს მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთს შორის ძალაუფლების ასიმეტრია წარმოადგენს. დ–ის პარადიგმამ განსაკუთრებული გავლენა ლათინური ამერიკის მკვლევრებს შორის XX ს–ის 60–იანი წლებიდან მოიპოვა, როდესაც ისინი ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოების შორის ძალაუფლებისა და დ–ის საკითხებით დაინტერესდნენ. დ–ის თეორია უარყოფდა ლიბერალიზმის ძირითად პრინციპებს და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის (NIEO – New International Economic Order) თეორიულ საფუძველს ქმნიდა XX ს–ის 70–იანი წლების განმავლობაში.
![]() |
1.25 დაქტილები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაქტილები
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XV წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. ძველი ბერძნული მითოლოგიიის თანახმად, თრაკიაში, იდას მთაზე მცხოვრები დემონები. მათ მიაწერენ რკინის აღმოჩენასა და პირველად დამუშავებას კრეტელი დაქტილები ანუ კურეტები იდის მთაგრეხილზე (ტროადა) ცხოვრობდნენ და ქალღმერთ რეას (resp. კიბელას) თანმხლებლებად იწოდებოდნენ .ქალღმერთი რეა კრონოსის მეუღლე იყო. კრონოსს გაგებული ჰქონდა, რომ ის თავისი შვილებისაგან დაიღუპებოდა. მიტომ ყოველ ბავშვს ის დაბადებისთანავე ყლაპავდა. მან გადაყლაპა რეას მიერ შობილი ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი... როდესაც რეა ზევსზე იყო ფეხმძიმედ, იგი კრონოსს დაემალა, ჩავიდა კუნძულ კრეტაზე დიქტეს მღვიმეში და იქ მოიმშობიარა. დაქტილები ანუ კურეტები რეას დამალვაში ეხმარებოდნენ და, როცა იგი მშობიარობდა, გამოქვაბულის წინ იარაღს აჟღარუნებდნენ, რათა კრონოსს რეას სამშობიარო ტკივილებით გამოწვეული კივილი არ გაეგონა. კრონოსმა მაინც გაიგო, რომ რეამ მოიმშობიარა და ჩვილი მოთხოვა. რეამ მას ჩვრებში შეხვეული ქვა მისცა. კრონოსმა ეს ქვა გადაყლაპა. ამრიგად ზევსი გადარჩა. იგი დიქტეს მღვიმეში გაიზარდა, კრონოსი ოლიმპოდან გადმოაგდო და ოლიმპოს მპყრობელი გახდა სინონიმი: კურეტები
![]() |
1.26 დაქტილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაქტილი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. daktylos სამმარცვლიანი ტერფი, რომლის პირველი მარცვალი გრძელია (ან მახვილიანი), ხოლო მომდევნო ორი - მოკლე (ან უმახვილო).
![]() |
1.27 დაღაბაში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაღაბაში წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
თავიკაცი
![]() |
1.28 დე ფაქტო დე იურე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დე ფაქტო დე იურე
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
განსხვავება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის არსებობაში ან პოლიტიკური ნორმის ფაქტობრივი და სამართლებრივი სახით რეალიზაციაში. პოლიტიკური პროცესების დინამიკური ხასიათი ხშირად წარმოშობს შეუთავსებლობას პოლიტიკური სუბიექტის რეალურ არსებობასა და მის ლეგიტიმაციას შორის. ასე მაგალითად, ყოველი რევოლუციის ან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსული ხელისუფლება ყოველთვის დე ფაქტო ხელისუფლებაა. ის ფაქტობრივად არსებობს იმისდა მიუხედავად, კანონიერია თუ არა. კიდევ ერთ (თუმცა სხვა ტიპის) მაგალითად შეიძლება დასახელდეს XX ს-ის მიწურულს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ მის დამოუკიდებლობას არ ცნობს მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო.
![]() |
1.29 დებატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დებატი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. debate,dispute ფრანგ. debats შეხვედრაზე, სხდომაზე რაიმე საკითხის გარჩევა, მოსაზრებების გაცვლა.
![]() |
1.30 დებიუტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დებიუტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] დეგენერატი ლათ. degeneratus 1. ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს. 2. საუბ. სულელი, კრეტინი, უჭკუო.
იხ. აგრეთვე: კრეტინი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. début 1. მსახიობის პირველი გამოსვლა სცენაზე; პირველი გამოსვლა რაიმე სამოღვაწეო ასპარეზზე; 2. ჭადრაკის პარტიის დასაწყისი (პირველი სვლები)
![]() |
1.31 დეგრადაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეგრადაცია
ინგლ. degradation რუს. деградация ლათ. degradatio, de – გამოყოფა, გამოცალკევება, gradus – საფეხური. რაიმე თვისების თანდათანობითი გაუარესება.
![]() |
1.32 ფსიქიკური დეგრადაცია. - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფსიქიკური დეგრადაცია. იხ. აგრეთვე: ნარკომანია წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
1.33 დედალოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დედალოსი
იხ. აგრეთვე: მინოსური კულტურა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.
ბერძნ. ლეგენდარული ხელოვანი, ხუროთმოძღვარი, მხატვარი, მოქანდაკე და გამომგონებელი. მას მიეწერება მრავალი სამუშაო იარაღის შექმნა, მათ შორის ცულისა და საჭრეთლისა. დედალოსი ათენის მეფის, ერეხთევსის ჩამომავალი იყო. მან თავისი დისწული ტალოსი აზიარა იმ ხელოვნებას, რომელსაც ფლობდა. ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა ტალოსი. დედალოსს შეეშინდა, ხელოვნებით არ მაჯობოსო და მოკლა იგი, რის გამოც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ათენი. იგი კუნძულ კრეტაზე გაიქცა და მეფე მინოსის სასახლეს შეაფარა თავი. ხელოვნების არაერთი დიდებული ნიმუში უბოძა მან მეფე მინოსს. მათ შორის იყო ლაბირინთი, რომელიც მინოტავროსის გადასამალად ააგო სახელოვანმა ხელოვანმა. ვინც მოხვდებოდა ლაბირინთში, ვეღარასოდეს იხილავდა დღის სინათლეს. მხოლოდ დედალოსმა იცოდა ლაბირინთიდან თავის დაღწევის წესი. ეს საიდუმლო მან მეფის ასულ არიადნეს გაანდო და უბოძა ძაფის გორგალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ლაბირინთიდან გამოსვლა. ეს გორგალი არიადნემ მისცა თესევსს, რომელმაც მოკლა მინოტავროსი, ხოლო მეფის ასული ათენისაკენ მიმავალმა თან გაიყოლა. განრისხებულმა მინოსმა დედალოსი და მისი ძე იკაროსი ლაბირინთში ჩაკეტა. მაშინ დედალოსმა ასეთი რამ მოიფიქრა: შეაგროვა ბუმბული, ერთმანეთს ცვილით მიამაგრა და ოთხი დიდი ფრთა დაამზადა. ამ ფრთებით იგი შვილთან ერთად ჰაერში აიჭრა და კუნძულიდან გაფრინდა. იკაროსი, მამის გაფრთხილებისდა მიუხედავად, ჰაერში ნავარდმა გაიტაცა და მზეს მეტისმეტად მიუახლოვდა. მზემ ცვილი დაადნო, ფრთები დაიშალა, იკაროსი ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო. შვილის ცხედარი მამამ დაკრძალა იქვე, კუნძულზე, რომელსაც იკარია უწოდა, ხოლო იმ ზღვას კი იკაროსის ზღვა შეარქვა. დედალოსმა გზა ფრენით განაგრძო და კუნძულ სიცილიაზე დაეშვა. იქ იგი სიხარულით მიიღო მეფე კოკალოსმა. მალე სიცილიას მეფე მინოსიც მოადგა. კოკალოსის ქალიშვილებმა, რომლებმაც შეიყვარეს დიდი ხელოვანი, მოკლეს მინოსი. დედალოსი დიდხანს ცხოვრობდა სიცილიაზე. სიცოცხლის ბოლოს კი ათენში დაბრუნდა, სადაც სათავე დაუდო დიადი მხატვრების – დედალიდების მოდგმას. ვარაუდობენ, რომ დედალოსი თავდაპირველად კრეტული ღვთაება იყო, ხელოსნობის მფარველი. უძველეს ნაგებობათა და ქანდაკებათა ავტორად ხშირად მიიჩნევდნენ დედალოსს. დედალოსის მითი ხატოვნად არის წარმოდგენილი ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“. იგი გვხვდება გოეთესთან, ბრიუსოვთან და სხვა ავტორებთან. მხატვრობაში – ტინტორეტოსთან, ჰოლბეინთან, ვან დეიკთან. აღსანიშნავია, კანოვასა და როდენის სკულპტურული გამოსახულებები ამ თემაზე.
![]() |
1.34 დედლაინი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დედლაინი (ბარბარიზმი)
როდის არის საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი დედლაინი (ბარბარიზმი)
ინგლ. deadline უკანასკნელი, ბოლო ვადა
![]() |
1.35 დევალვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დევალვაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. Devalvation ფულის რეფორმა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაუფასურებულ ფულის ნიშნებს იღებენ მიმოქცევიდან და ცვლიან სრულფასიანი საკრედიტო ბილეთებით (ე. წ. ღია დევალვაცია), ანდა ბრუნვაში მყოფი ფულის ნიშნების ოფიციალურ კურსს სწევენ დაბლა (ფარული დევალვაცია).
![]() |
1.36 დევიაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დევიაცია
იხ. აგრეთვე: დელინკვენტობა, სოციალური კონსტრუქტივიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ფრანგ. déviation იმ ქცევის აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს. რობერტ მერტონის აზრით, დევიანტური მოქმედება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული მიზნების მიღწევა ხდება სოციალურად დაუშვებელი (არანორმალური, არაინსტიტუციური), თუმცა, შესაძლოა, ტექნიკურად ეფექტური საშუალებების გამოყენებით. დ. სოციალურად კონსტრუირებული მოქმედებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ქმედება, რომელიც თავისთავად, სოციალური კონტექსტისაგან განყენებულად, არანორმალურია (ნორმიდან გადახრილია), ანუ დასაგმობია ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს. პირიქით, დ. სიტუაციური და კონტექსტუალურია. მაგალითად, ადამიანის მოკვლა დევიანტურია ჩვეულებრივ (მშვიდობიან) სიტუაციაში, მაგრამ ნორმალურია, მეტიც – მოითხოვება ომის კონტექსტში. ამდენად, ყველა სოციალური ქმედება იმართება და რეგულირდება წესების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ ერთი, თავად წესებია სხვადასხვა განსხვავებული კონტექსტისათვის და მეორეც, ისინი ცვალებადია და მუდმივად ვარირებს სოციალურ დროსა და სირცეში. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: შესაძლოა, ინდივიდის ესა თუ ის ქმედება ფორმალურად განიხილებოდეს როგორც დევიანტური, მაგრამ მას მაინც არ „მიეკეროს“ დევიანტის იარლიყი, რამდენადაც, გარემოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს ნორმის დარღვევად.
![]() |
1.37 დევკალიდები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დევკალიდები
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
დევკალიონის ნაშიერები. დევკალიონის ძე იყო ჰელენე. ჰელენეს ჰყავდა სამი ძე: ეოლოსი, დოროსი და ქსუთოსი, რომელთაგან საბერძნეთის ხალხის უმეტესი ნაწილი წარმოიშვა. ამ მითის მიხედვით ჰელენე მეფობდა ფთიოტიდაში – თესალიაში 1521 წ. ქ. წ. (იხ. „პაროსის ქრონიკა“).
![]() |
1.38 დეზინფორმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეზინფორმაცია წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ინგლ. misinformation ფრანგ. desinformation გერმ. desinformation მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცრუ, ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების, ან მისი ნაწილის მანიპულირების მიზნით.
![]() |
1.39 დეიფობი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეიფობი
ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ჰექტორი, პარისი წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა
ბერძნ. ექტორის და პარისის ძმა
![]() |
1.40 დეკადენტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკადენტობა
იხ. აგრეთვე: ინდივიდუალიზმი, ლიტერატურა, მისტიციზმი, ფორმალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. décadentisme ბურჟუაზიულ ხელოვნებისა და ლიტერატურაში (მე-19 საუკ. დასასრულსა და მე-20 საუკ. დასაწყისში): ანტირეალისტური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ინდივიდუალიზმი, მისტიციზმი, ფორმალიზმი, საზოგადოებისაგან განდგომა, აღიარება პრინციპისა "ხელოვნება ხელოვნებისათვის". სინონიმი: დეკადენტიზმი
![]() |
1.41 დეკლამაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლამაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. declamatio ლიტერატურული ნაწარმოების გამომეტყველებით კითხვა; მხატვრული კითხვა.
![]() |
1.42 დეკლარაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლარაცია
იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება, ქარტია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. declaratio 1. ოფიციალური, საზეიმო გამოცხადება რაიმე აქტისა, კანონისა, ძირითადი პრინციპებისა მთავრობის ან პარტიის სახელით; თვით დოკუმენტი, რომლითაც ასეთი აქტი, კანონი არის გადმოცემული 2. ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს განცხადება საერთაშორისო პოლიტიკის რაიმე საკითხზე 3. ფინანს. გადასახადის გადამხდელის განცხადება თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ 4. საფოსტო დოკუმენტი, რომელიც ახლავს საზღვარგარეთ გასაგზავნ ფულს ან ფასიან პაკეტს 5. საბაჟოს დოკუმენტი, რომელშიც საზღვარგარეთ მიმავალი პირი აღნიშნავს, თუ რა ძვირფასეულობა მიაქვს თან
![]() |
1.43 დეკონცენტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკონცენტრაცია
იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
ცენტრალური მთავრობის უწყებებს ადგილებზე აქვთ ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მეშვეობით განაგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
![]() |
1.44 დეკორაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკორაცია
იხ. აგრეთვე: თეატრი, სცენა, სცენოგრაფია, არქიტექტურა წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ფრანგ. décoration სცენის გაფორმებაა. სცენოგრაფიის განვითარების ისტორიაში გამოიყოფა დეკორაციების რამდენიმე ტიპი. XVIII ს-ში ფართოდ გამოიყენებოდა ფერწერული დეკორაცია, რომლებზეც გამოისახებოდა ბუნების სურათები, მთელი არქიტექტურული ანსამბლები ან ინტერიერის ელემენტები.
![]() |
1.45 დეკრეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკრეტი
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
საკანონმდებლო აქტის ნაირსახეობა, რომელიც გამოცემულია სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის მოხელის მიერ და რომელსაც არ გაუვლია განხილვა პარლამენტში. დ-ის პრაქტიკა გავრცელდა კონტინენტურ დემოკრატრიულ ქვეყნებში საფრანგეთის ზეგავლენით. მეხუთე რესპუბლიკის კონსიტუციის 47-ე მუხლის მიხედვით, თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე 70 დღის განმავლობაში, ბიუჯეტი ავტომაურად ექცევა დ-ის მოქმედების ზონაში და მასზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს პრეზიდენტმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამეტს აღარ შეუძლია დ-ის განხილვა, მაგრამ თუკი პრეზიდენტი ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, ეს პარლამენტთან უნდა იყოს შეთანხმებული.
![]() |
1.46 დეკრეშენდო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკრეშენდო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
მუს. იტალ. decrescendo ხმის თანდათანობითი შესუსტებით, სულ უფრო და უფრო ხმადაბლა ანტონიმი: კრეშენდო
![]() |
1.47 დელეგაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელეგაცია
იხ. აგრეთვე: მისია, დესპანი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. delegatio დელეგატების ჯგუფი, რომელიც წარმომადგენელია რომელიმე ორგანიზაციისა, დაწესებულებისა, სახელმწიფოსი და სხვ.
![]() |
1.48 დელეგირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელეგირება წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
გულისხმობს პოლიტიკური ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელწიფოს მიერ ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის ნდობით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვას გარკვეული სამუშაოს განსახორციელებლად. პირი, რომელსაც მეორე პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია ანიჭებს უფლებას, იმოქმედოს მისი სახელით, იწოდება დელეგატად ან უბრალოდ წარმომადგენლად. დელეგატსა და ნდობით აღმჭურველთა შორის ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: დელეგატი წარიგზავნოს შეხვედრაზე მხოლოდ როგორც დამკვირვებელი, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლების გარეშე, ან პირიქით, დელეგატს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს ასეთი უფლება. ყველა შემთხვევაში დელეგირება ყოველთვის გულისხმობს ამა თუ იმ პირის აღჭურვას უფლებამოსილებით, მის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ამომრჩეველთა წინაშე.
![]() |
1.49 დელეგირებული ძალაუფლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელეგირებული ძალაუფლება
იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
ფუნქციები და კომპეტენციები, რომლებიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა ქვედა რგოლებს
![]() |
1.50 დელინკვენტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელინკვენტობა
იხ. აგრეთვე: დევიაცია წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმდებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ–ის სოციოლოგიური ანალიზი ფოკუსირდება კრიმინალური დ–ის ხარისხზე, რომელიც უკავშირდება მამრობითი სქესის მოზარდებს 12–დან 20 წლამდე და მოიცავს მაღალი რანგის სისხლის სამართლის დანაშაულებს. დ–ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს–ის 20–იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში („სოციალური ლაბორატორია“). ფაქტობრივად ეს იყო დელინკვენტური სუბკულტურების კვლევა, როდესაც ჯგუფში ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები (სტრუქტურა) და ღირებულებები განსაზღვრავს დამნაშავედ ქცევის სოციალიზაციის პროცესს. დელინკვენტური ქცევის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა დ. მაცამ, რომელმაც შემოიტანა „დელინკვენტური დრეიფის“ ('delinquent drift') ცნება. მაცას თანახმად, ინდივიდები ჩართულები არიან არა დევიანტური სუბკულტურის საქმიანობაში, არამედ თანადათანობით ახდენენ საზოგადოების მიერ გაზიარებული მორალური მიზნებისა და ნორმების "ნეიტრალიზებას“, სუბიექტირად განსაზღვრავენ რა მათ როგორც მიუღებელსა და არაარსებითს. ამ დროს ინდივიდი თავს უფლებას აძლევს ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედებები ისე, რომ არ განიცადოს დანაშაულის ან სირცხვილის გრძობა.
![]() |
1.51 დელიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელიონი
იხ. აგრეთვე: ნადიმი, ათენა წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
ქალაქი ბეოტიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ატიკის საზღვართან. აქ 424 წ. ძვ.წ.ა. ბეოტიელებმა დაამარცხეს ათენელები.
![]() |
1.52 დელოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დელოსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, პიანი, კლაროსი, პითონი, ლიკია, ქსანთე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი
![]() |
1.53 დემარკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემარკაცია
იხ. აგრეთვე: რედემარკაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. demarcation 1. სახელმწიფო საღვრის ხაზის დადგენა ადგილზე (სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით). სადერმაკაციო ხაზი - 1) ხაზი, ზოლი, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან მეომარ მხარეთა ჯარებს დაზავების დროს. 2) დროებითი სასაზღვრო ხაზი სადავო ტერიტორიაზე; ხაზი, რომელიც ყოფს დაპყრობილი ქვეყნის ტერიტორიას საოკუპაციო ზონებად. 2. მედიც. ქსოვილის მკვდარი უბნების გამიჯვნა ჯანსაღისაგან.
![]() |
1.54 დემარში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემარში წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. დ-ის კონკრეტული შინაარსი სხვადასხვა ხასიათისა შეიძლება იყოს. მაგ.: თხოვნის, პროტესტის,წინადადების, შეთავაზებისა და სხვ. დ. ხორციელდება ნოტის, მემორანდუმის ან განცხადების ფორმით. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაურ პრაქტიკაში ტერმინმა შეიძინა მწვავე პოლიტიკური განცხადების ან აქციის მნიშვნელობა.
![]() |
1.55 დემენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემენცია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
(de გამოყოფა, გამოცალკევება, mens ჭკუა) თავის ტვინის დაავადების შედეგად განვითარებული პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ჭკუასუსტობით და მახსოვრობის დაკარგვით.
![]() |
1.56 დემეტრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემეტრა
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, პერსეფონა, ღმერთი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღმერთქალი, კრონოსისა და რეას ასული, ზევსის და, პერსეფონეს დედა. მას შეესაბამება რომაული ცერერა. სინონიმი: დემეტრიუსი
![]() |
1.57 დემეტრე II (თავდადებული) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემეტრე II (თავდადებული)
იხ. აგრეთვე: პერსონალია, გიორგი V (ბრწყინვალე), გვანცა დედოფალი, დავით VII (ულუ) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე (დაახლოებით 1259-1289 წწ).
![]() |
1.58 დემოდოკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოდოკე იხ. აგრეთვე: ოდისეა წყარო: ვიკიპედია ოდისეა
ბერძნ. ბრმა მომღერალი
![]() |
1.59 დემოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატია
იხ. აგრეთვე: არისტოფანე, დემოკრატიული მმართველობა, დემოკრატიული საზოგადოება, პარლამენტი, სამოქალაქო განათლება, საჯარო პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] მმართველობის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია არჩევნებზე, ხალხის ნებასა და მართვის განხორციელებაზე არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. არჩევნები, პოლიტიკური უფლებები და მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტებია Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
საზოგადოების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რადგანაც ხალხი იშვიათად გამოხატავს ერთნაირ იდეას, ამიტომ „დემოკრატია“ როგორც აღწერითი ტერმინი შეიძლება ჩავთვალოთ „უმრავლესობის მმართველობის“ სინონიმად. შემდგომში, XVIIIს-ში, როდესაც ტერმინი კვლავ შემოვიდა ხმარებაში, უმრავლესობა, ვინც ამ ტერმინს ხმარობდა, წინააღმდეგი იყო ეწოდებინათ დემოკრატია იმისათვის, რასაც აქამდე უწოდებდნენ. დღეს ხშირად რეჟიმები, რომლებიც არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ დემოკრატიულად, სწორედ ასე უწოდებენ თავიანთ თავს (მაგ.; ყოფილი კამპუჩის სახალხო რესპუბლიკა). ყველაზე უფრო საკამათოა შემდეგი საკითხები: ვინ ითვლება „ხალხად“ და რა არის უმრავლესობა? ძველი ათენის მმართველობა დემოკრატიულად ითვლებოდა (დაახლოებით ძვ. წ. 500-დან 330წ-მდე), რადგანაც ყველა მოქალაქეს შეეძლო მიეღო მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ „ყველა მოქალაქე“ არ გულისხმობდა „ყველა სრულწლოვანს“. ქალები, მონები და ქალაქში მცხოვრები უცხოელები (მათ შორის წარმოშობით სხვა ბერძნული ქალაქებიდან „გადმოსახლებულები“ ე.წ. მეტეკები) ასეთ უფლებას მოკლებულნი იყვნენ. ასე რომ, საბოლოოდ კენჭისყრაში სრულწლოვანი მოსახლეობის მეოთხედი იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მკვლევრები ათენს „დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ასეთივე მიდგომაა თანამედროვე სახელმწიფოების მიმართაც - ის სახელმწიფოები, სადაც მამაკაცების საკმაო რაოდენობას აქვს ხმის უფლება - დემოკრატიულად ითვლება. მაგ.; დიდ ბრიტანეთში 1918წ-მდე (ამ წელს ხმის უფლება მიიღეს ქალებმა) ხმის უფლება ჰქონდა მოსახლეობის ნახევარს, მაგრამ ეს წელი არ არის მიჩნეული ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევის თარიღად. მოსახლეობის რა მინიმალურმა ნაწილმა უნდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ რეჟიმი დემოკრატიულად ჩაითვალოს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. სიტყვა „უმრავლესობას“ უფრო ზუსტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე განუსაზღვრელ სიტყვას „ხალხი“ და ნიშნავს ნახევარზე მეტს. ორი კანდიდატურის კენჭისყრის დროს სირთულეები არ წარმოიქმნება. თუ კანდიდატურების რაოდენობის სამი ან მეტია, პრობლემა რთულდება. მის გადასაჭრლად სხვადასხვა დროს ბევრი მოაზროვნე იმტვრევდა თავს. პირველი სისტემატური ანალიზი ეკუთვნის ბორდას და კონდორსეს (XVIIIს-ის დასასრული). ხმათა (უბრალო) უმრავლესობის პრინციპმა (არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა მეტი ხმა, ვიდრე დანარჩენებმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია) შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ არჩეულ იქნას ის, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობა უღირსად თვლის. მაგრამ ქვეყნებში, სადაც საყოველთაო არჩევნები ამ პრინციპით ტარდება (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და სხვა)., მას დემოკრატიულად თვლიან. ბორდას აზრით, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა იმ კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საშუალო შეფასებით კატეგორიას მიიღებდა. კონდორსეს თანახმად, გამარჯვების ღირსია ის კანდიდატი, რომელიც დანარჩენ კანდიდატებს მოუგებს. უნდა აღინიშნოს, რომ „უმრავლესობის პრინციპის“ ამ ვარიანტის გამოყენებას არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იმავე კანდიდატის არჩევნებამდე როდი მივყავართ, ხოლო კონდორსეს ვარიანტი, რომელიც ყველა წყვილურ დაპირისპირებაში კანდიდატის გამარჯვებას გულისხმობს, ზოგჯერ საერთოდ ვერ ავლენს გამარჯვებულს. ამ შემთხვევაში, რომელმა კანდიდატმაც უნდა გაიმარჯვოს, ყოველთვის არსებობს უმრავლესობა, რომელიც სხვა კანდიდატურას ისურვებდა. ასე რომ, „უმრავლესობის პრინციპის“ მნიშვნელობა გაუგებარია. XVIIს-ში გაჩნდა გამონათქვამები დემოკრატიის დასაცავად, რომლის საფუძველსაც ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებები წარმოადგენდა. შესაძლოა აღნიშნული რამდენადმე პროტესტანტული რეფორმაციის შედეგი იყო. თომას ჰობსი და ჯონ ლოკი აღიარებდნენ მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაუკეთებია წმინდა დემოკრატიული დასკვნები. დასავლეთში საარჩევნო უფლებების მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო XIIIს-ის ბოლოს. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ეს უფლებები თავდაპირველად მიიღეს მხოლოდ მსხვილი საკუთრების მფლობელებმა, მაგრამ მოგვიანებით, 1791 წლის კონსტიტუციისა და 1793 წლის კონსტიტუციის პროექტის შესაბამისად აღნიშნული უფლებები პრაქტიკულად მოსახლეობის ყველა სრულწლოვან მანმაკაცზე გავრცელდა. ბევრ ამერიკულ კოლონიაში ჯერ კიდევ 1776 წლამდე საარჩევნო უფლებას მოსახლეობის ფართო მასები ფლობდნენ, ხოლო დემოკრატიას საფუძველი 1787 წლის კონსტიტუციამ ჩაუყარა, რომელმაც თითოეულ შტატს პალატისა და პრეზიდენტის არჩევნებისას მოსახლეობის რაოდენობის (ინდიელებისა და მონების გარდა) შესაბამისი წარმომადგენლობა დაუკანონა. XIIIს-ში, როდესაც დ. კვლავ „აღმოაჩინეს“, არც ერთი არსებული სისტემა არ წარმოადგენდა უშუალო დ.-ს. ხმის უფლების მქონე პირები ირჩევდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ შემდგომ არჩევნებამდე იყვნენ პასუხისმგებელნი. შესაბამისად, არსებობს დ-ის ორი ძირითადი სახე - პიდაპირი და წარმომადგენლობითი (რეპრეზენტატული). პირდაპირია დ., რომელშიაც გადაწყვეტილების მიღება ხდება მოქალაქეთა მასის მიერ. ამ მხრივ, დემოკრატიის ეს ფორმა მკვეთრად განსხვავდება წარმომადგენლობით დ - ებისაგან, სადაც ხალხის ინტერესები სპეციალური წარმომადგენლების, დეპუტატების მიერ გამოიხატება. საერთოდ, პირდაპირი დ. დამახასიათებელი იყო მცირე ზომის სახელმწიფოებისათვის, რომლებშიც ხმის მქონე მოქალაქეების რაოდენობა არ იყო დიდი. ამგვარი დ-ის ყველაზე ნათელი მაგალითია ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოები, თუმცა იგი არსებობდა უფრო გვიანაც - შვეიცარიაში (ჟენევაში) ან ამერიკის დასავლეთის შტატების რიგ ქალაქებში.
![]() |
1.60 დემოკრატიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
დემოკრატიის პრინციპებზე დამყარებული.
![]() |
1.61 დემოკრატიული მმართველობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული მმართველობა
იხ. აგრეთვე: დემოკრატია, ქალაქ-სახელმწიფო წყარო: ხოფერია მარიამ. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
დემოს - ხალხი, კრატია - ძალაუფლება. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას. სუვერენის ნება თვითონ სუვერენულია“. დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. „ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც საკმაო უფლება აქვთ სხვების ასარჩევად, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარი თავის არჩევა, ხალხს, რომელსაც სხვისი მმართველობის განსჯის უნარი შესწევს, არ შეუძლია თავისით მართვა“. რადგან სხვისი მმართველობის განმსჯელ ხალხს არ შეუძლია თავისით მართვა, ამიტომ მას მონარქზე მეტად სენატი ან საბჭო ესაჭიროება, რომელიც მას წარმართავს. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხი ამ უკანასკნელთ ენდობოდეს, საჭიროა თვითონ ასახელებდეს მის წევრებს და თვითონვე ირჩევდეს მათ უშუალოდ ან რაიმე ინსტიტუტის მეშვეობით. მაშასადამე, დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს. დემოკრატიაში ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ მომდინარეობს ხალხის ნებიდან. თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა განაგებდეს საკუთარ თავს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად. დემოკრატიულ მმართველობაში ხალხის მონაწილეობა უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ თავის წარმომადგენელთა არჩევით.
![]() |
1.62 დემოკრატიული საზოგადოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული საზოგადოება
იხ. აგრეთვე: დემოკრატია, სამოქალაქო განათლება წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი კანონის წინაშე თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობს. მისთვის დამახასიათებელია ხელისუფლების ფორმირებაში ხალხის რეალური მონაწილეობა, მოქალაქეთა ფართო სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, მათი განხორციელების რეალური კონსტიტუციური გარანტიების არსებობა; ასევე ფართო პოლიტიკური პლურალიზმი.
![]() |
1.63 დემონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ღმერთი, ქალღმერთი, გენია, სული. "დემონიური" ღვთაებრივი
იხ. აგრეთვე: გენია წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
ბერძნ. daimon 1. ქრისტიანულში: ავი სული, ეშმაკი; 2. ბერძნულში: კეთილი ან ავი სული ღვთაება
![]() |
1.64 დემონსტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემონსტრაცია
იხ. აგრეთვე: პროტესტი, ობსტრუქცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. demonstratio – ჩვენება, დამტკიცება 1. მასობრივი მსვლელობა, რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილების გამოსახატავად. მაგ., საპირველმაისო დემონსტრაცია. საპროტესტო დემონსტრაცია. 2. საჯარო ჩვენება რისამე. მაგ., კინოფილმის დემონსტრაცია (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე დემონსტრირება). 3. რისამე საჯარო გამოხატულება. მაგ., ერთიანობის დემონსტრაცია. 4.(სამხ.). მეორეხარისხოვან უბანზე მოქმედება, რომლის მიზანია მტრის შეცდომაში შეყვანა და მისი ყურადღების ჩამოცილება მთავარი დარტყმისაგან. 5.გამომწვევი მოქმედება, ქცევა. 6. სახელმწიფოს მოქმედება, რასაც მუქარის ხასიათი აქვს (მაგ., საზღვარზე ჯარების თავმოყრა და სხვ.).
![]() |
1.65 დემოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოსი
იხ. აგრეთვე: მირინუსი წყარო: წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. ძველ საბერძნეთში თავისუფალი მოსახლოება, არაპრივილეგირებული ფენები, ხალხი, რომელსაც სამოქალაქო უფლებები გააჩნდა.
![]() |
1.66 დემპინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემპინგი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ინგლ. dumping საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შინაგანი ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც (კონკურენტების განდევნის მიზნით); გადასაყარი ექსპორტი.
![]() |
1.67 დეო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – V წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ბერძნ. მიწათმოქმედების, მოსავლიანობის, ნაყოფიერების ქალღმერთი
![]() |
1.68 დეპარტამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეპარტამენტი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ფრანგ. departement ინგლ. department 1. სახელმწიფო დეპარტამენტი - კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას; ს.დ.-ს მეთაურობს თავმჯდომარე; 2. საფრანგეთსა და რიგ ქვეყნებში: ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; 3. რიგ ქვეყნებში: უმაღლესი ადმინისტრაციული ან სასამართლო დაწესებულების (სამინისტროს, სენატის და სხვ.) სტრუქტურული ქვედანაყოფი; ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მაგ., გაეროს აპარატში: ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება; 4. ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგ., აშშ-ში, შვეიცარიაში: უწყების, სამინისტროს სახელწოდება; სახელმწიფო დ. - შიდაპოლიტიკური უწყება აშშ-ში.
![]() |
1.69 დეპეშა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეპეშა
იხ. აგრეთვე: ტექსტი, კორესპონდენცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. dispatch, wire(less), telegram ფრანგ. depeche სასწრაფო დიპლომატიური უწყება, ტელეგრამა.
![]() |
1.70 დეპოზიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეპოზიტი
იხ. აგრეთვე: პროცენტი, კრედიტორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. depositum – შესანახად მიცემული რამე ფინანს. - თანხა ან ფასიანი ქაღალდები, შეტანილი საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში, შემნახველ სალაროში და მისთ) კრედიტორისათვის გადასაცემად (ანდა შესანახად - თუ კრედიტორი უარს ამბობს მიღებაზე).
![]() |
1.71 დეპრესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეპრესია
იხ. აგრეთვე: აპათია, მოტორული, ნარკომანია, სტაგნაცია წყარო: ნიჟარაძე ნანა, მებაღიშვილი თათია, აირჩიეთ სიყვარული!/სოლიდარობა №5’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
დაქვეითებული, დათრგუნული განწყობილება, ინტელექტუალური და მოტორული (მოძრაობითი) შეკავება, ყველაფრის მომცველი გადაულახავი სევდა, კაეშანი.
![]() |
1.72 დეპუტატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეპუტატი წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ლათ. deputatus – წარგზავნილი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც არჩეულია ან დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. დეპუტატის სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
![]() |
1.73 დესპანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესპანი
იხ. აგრეთვე: ელჩი, დიპლომატიური რანგი, მისია, დელეგაცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
დიპლომატიური წარმომადგენელი ელჩზე მცირე რანგისა. ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეში წარგზავნილი საგანგებო პირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებით.
![]() |
1.74 დესპოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესპოტი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. despot გერმ. Despot ფრანგ. despote ბერძნ. despotes – მბრძანებელი, ბატონი 1. თვითნებობაზე დამყარებული, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე უმაღლესი მმართველი; 2. თვითნება ადამიანი, რომელიც სხვას აიძულებს მხოლოდ მისი ნების შესაბამისად მოქმედებას.
![]() |
1.75 დესპოტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესპოტიზმი
იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
ავტორიტარული რეჟიმის არქაული სახე. სახელმწიფო მმართველობის ორ დამახინჯებულ ფორმას შეესაბამება: არისტოტელეს მიხედვით - ტირანიასა და ოლიგარქიას. სახელმწიფო პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, კერძო მისაკუთრების ობიექტურ ფორმად იქცევა (გამდიდრება, დესპოტის შესაძლო ფანტაზიები) მისი ან მათი მხრიდან, ვინც მართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დესპოტიზმი ძალაუფლების განხორციელების ორიდან ერთ-ერთი (ან ერთდროულად ორივე) საშუალებით გამოიხატება: ერთი ან რამდენიმე მმართველის მიერ სახელმწიფოს პატრიმონიალური ექსპლუატაციით, რომლებიც კანონს საკუთარ ან თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების ინტერესებს უქვემდებარებენ. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები (სისასტიკე სისასტიკისთვის, ახირებები და საკუთარი ვნებები...), რომლებშიც ვლინდება დესპოტის სურვილი. თანამედროვეობის დესპოტურ მმართველთა სია გრძელია: ბოკასა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დიუვალიე ჰაიტიზე, ტრუხილიო დომინიკის რესპუბლიკაში, მარკოსი ფილიპინებზე, მობუტუ ზაირში.
![]() |
1.76 დესტაბილიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესტაბილიზაცია
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
საგარეო პოლიტიკური ქმედება, რომელიც სხვა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალით ღია ჩარევის გარეშე ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საფუძვლიან ცვლილებას ითვალისწინებს. დ-ის მიღწევა სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და სოციალური მეთოდებით შეიძლება. არ არის აუცილებელი, დ-ის მიზანი იყო სამიზნე ქვეყანაში სოციალური ძვრების გამოწვევა და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების დაშლა. უმრავლეს შემთხვევაში, დ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის - მთავარი მიზანი სამიზნე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაა, რაც ხელმძღვანელობის შეცვლით მიიღწევა ხოლმე. წარმატებულმა დ-მ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება ან სამოქალაქო ომიც კი გამოიწვიოს. დ. ცივი ომის პერიოდში ზესახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ჩვეულებრივ მეთოდად განიხილებოდა.
![]() |
1.77 დესტინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესტინაცია წყარო: მახარობლიძე, თამარ ბასკური და ქართველური დესტინაციური სისტემების ტიპოლოგია / თამარ მახარობლიძე; [რედ.: ა. არაბული]; არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნ. ინ-ტი. - თბ.: ენათმეცნ. ინ-ტი, 2007. - 225გვ. ; 20სმ.. - ISBN: 978-99940-911-5-7 : [ფ.ა.][MFN: 31033]
ლათ. უნივერსალური სემანტიკური კატეგორია, რომელიც ენის იერარქიის სხვადასხვა დონეზე (ერთპლანიანი, ანუ ფონემური დონის გარდა) გულისხმობს დანიშნულებითობის შინაარსის გამოხატვას შესაბამისი საშუალებებით. ტერმინი „დესტინაცია“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა, თუმცა ინგლისურიდანაა სამეცნიერო ტერმინოლოგიაში გავრცელებული. დესტინაცია ნიშნავს დანიშნულებას, გამიზნულობას.
![]() |
1.78 დესტრუქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესტრუქცია
იხ. აგრეთვე: დესტრუქციული, ნორმალური, სტრუქტურა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. destruction ლათ. destructio რისამე ნორმალური სტრუქტურის დარღვევა, მოსპობა.
![]() |
1.79 დესტრუქციული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დესტრუქციული
იხ. აგრეთვე: დესტრუქცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
1. დესტრუქციასთან დაკავშირებული. 2. რაც ხელს უშლის შემდგომ მუშაობას, რაიმე შეთანხმების მიღწევას.
![]() |
1.80 დეტალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეტალი
იხ. აგრეთვე: შაბლონი, შტამპი, ფაბულა, სერია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. detail, part, component ფრანგ. detail 1. წვრილმანი, კერძო რამ; 2. მექანიზმის, მანქანის, მოწყობილობის ნაწილი.
![]() |
1.81 დეფისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეფისი
იხ. აგრეთვე: გრამატიკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
რუს. ორთოგრაფიული ნიშანი, ხაზი, იხმარება ორ სხვადასხვა სიტყვას შორის (წადი-მეთქი, ალექსი-მესხიშვილი), სიტყვის გადასატანად და სხვა.
![]() |
1.82 დეფიციტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეფიციტი
იხ. აგრეთვე: ბიუჯეტის დეფიციტი, ბიუჯეტის პროფიციტი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
ლათ. deficit – აკლია დანაკლისი, უკმარისობა. პროდუქტი, რომელიც საკმაო რაოდენობით არ არსებობს.
![]() |
1.83 დეფო დანიელ (1660-1731 წწ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეფო დანიელ (1660-1731 წწ.)
იხ. აგრეთვე: პერსონალია, რობინზონ კრუზო წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
დანიელ დეფო თავის თავზე ამბობოდა: „მე ცამეტჯერ გავხდი მდიდარი და კვლავ ღარიბი გავხდი“. ყოველი ხელისუფლების ცვლა მის ბედზე მოქმედებდა, მისი ცხოვრება, ხან აღმავალი გზით მიდიოდა, ხან კი დაბლა ეშვებოდა. ზოგჯერ საქმიან რისკს იგი ციხის კარამდეც მიჰყავდა. ახალგაზრდობის წლებში ეწვია მას ლიტერატურული დიდებაც. დეფოს ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, მისი გმირის – რობინზონისას წააგავს: მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, რობინზონი მეზღვაური გახდა და არა ადვოკატი, დეფომ კი ასევე, მიღებული სასულიერო განათლების შესაბამისად, მღვდლის წყნარ ცხოვრებასა და საქმიანობას მეწარმისა და ჟურნალისტის შფოთიანი ცხოვრება და საქმიანობა არჩია.
![]() |
1.84 დექლორაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დექლორაცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
ქლორის განდევნა მის შემცველ ორგანულ ნივთიერებათაგან. წყალსადენის წყლის გაწმენდა ქლორისაგან, რომელიც მასში დარჩა ქლორირების შედეგად.
![]() |
1.85 დეცენტრალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეცენტრალიზაცია
იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ცენტრალიზაცია, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც კომპეტენციები და ფუნქციები ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების დონეებზეა გადაცემული Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
![]() |
1.86 დეცენტრალიზაცია (დეცენტრალიზება) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეცენტრალიზაცია (დეცენტრალიზება)
იხ. აგრეთვე: ცენტრალიზაცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება.
![]() |
1.87 დეციმეტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დეციმეტრი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
დმ. - 10 სანტიმეტრი.
![]() |
1.88 დიაბეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიაბეტი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ბერძნ. diabaino – გავლა იგულისხმებოდა სითხის დიდი რაოდენობით გავლა თირკმლებში იგივე წყურტი. იმ დაავადებათა სახელწოდება, რომელთა დამახასიათებელი საერთო ნიშანია შარდის ჭარბად გამოყოფა. განასხვავებენ შაქრიან და უშაქრო დიაბეტებს.
![]() |
1.89 დიალექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიალექტი
იხ. აგრეთვე: ლექსიკა, სოციალური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ლინგვ. ბერძნ. dialektos ინგლ. dialect გერმ. dialekt ფრანგ. dialecte ადგილობრივი ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის კილო, კილოკავი.
![]() |
1.90 დიალოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიალოგი
იხ. აგრეთვე: გაზეთი, ინფორმაცია, კომიქსი, ლიტერატურა, მონოლოგი, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), სიგნალი, ფორმა, ჟურნალი წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე ; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ. : საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
1. ლიტერატურული ნაწარმოები ან მისი ნაწილი, რომელიც დაწერილია საუბრის ფორმით; 2. საგაზეთო-საჟურნალო ჟანრი. 3. ადამიანსა და კომპიუტერს შორის ინფორმაციის მართვის სიგნალების ურთიერთგაცვლა.
![]() |
1.91 დიაპაზონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიაპაზონი
იხ. აგრეთვე: რეგისტრ¬ი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. diapasōn - ყველა სიმისა 1.(მუს.) სხვადასხვა სიმაღლის ყველა ბგერის ერთობლიობა, რომელიც მისაწვდომია ამა თუ იმ საკრავის ან ხმისათვის; 2. გადატ. ზომა, მოცულობა (ცოდნისა, მოქმედებისა, ინტერესებისა და სხვ.).
![]() |
1.92 დიდაქტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდაქტიკა
იხ. აგრეთვე: დიდაქტიკოსი, პოემა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
ბერძნ. პეგაგოგიკის ნაწილი, მოძღვრება სწავლების შინაარსის, მეთოდებისა და ორგანიზაციული ფორმების შესახებ. სკოლაში სწავლების თეორია.
![]() |
1.93 დიდაქტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდაქტიკოსი იხ. აგრეთვე: დიდაქტიკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
დიდაქტიკის სპეციალისტი.
![]() |
1.94 დიდონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდონა
იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
ფინიკიელი ღვთაება, კართაგენის ლეგენდარული დამაარსებელი. მას სხვა სახელითაც მოიხსენიებდნენ: ელისსა. დიდონა ფინიკიის უდიდესი ქალაქის, ტიროსის მეფის ასული იყო. მისი მეუღლე აკერბასი (ან სიქეოსი) დიდძალ სიმდიდრეს ფლობდა. იგი მოკლა დიდონას ძმამ, პიგმალიონმა, რათა მისი სიმდიდრე ჩაეგდო ხელში. შეშინდა დიდონა და ტიროსიდან გაიქცა. მან აფრიკის ნაპირებთან შეარჩია ადგილი ქალაქის დასაარსებლად. იმხანად იმ ადგილთა მფლობელი იყო ბერბერთა მეფე იარბა. იგი დათანხმდა დიდონასთვის მიეყიდა იმხელა მიწა, რომელსაც დაფარავდა ერთი ხარის ტყავი. მაშინ მეფის ასულმა ბრძანა, დაეჭრათ ტყავი ვიწრო ზოლებად და შემოესაზღვრათ იმ სიგრძის მიწა, რომელიც საჭირო იქნებოდა ქალაქისათვის. დიდონას მსახურები კართაგენის კედლების ასაგებად მიწის ამოთხრას რომ იწყებდნენ, წააწყდნენ ხარისა და ცხენის თავებს. ეს მათ იმის უწყებად მიიჩნიეს, რომ ქალაქი მომავალში მდიდარ და ძლევამოსილ სამეფოდ გადაიქცეოდა. და ასეც მოხდა. შიშის ზარს სცემდა კართაგენი მეზობელ სახელმწიფოებს საუკუნეთა განმავლობაში, ვიდრე რომმა არ დაიმორჩილა. დიდონას მეფობის ხანაში კართაგენს ეწვია ტროელი გმირი ენეასი. დიდონას შეუყვარდა იგი და ღვთაებრივი ნებით მისი მეუღლე გახდა. როდესაც ენეასმა დატოვა კართაგენი, დიდონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ენეასი). ჩრდილოეთ აფრიკაში არსებობდა დიდონას კულტი. კართაგენში იგი უმნიშვნელოვანეს ღვთაებად მიაჩნდათ. მისმა მითოსმა მრავალი ხელოვანის ყურადღება მიიპყრო. დიდონას სახე ყველაზე ხატოვნად ვერგილიუსის „ენეიდაშია“ წარმოდგენილი.
![]() |
1.95 დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
იხ. აგრეთვე: ბედიის მონასტერი, სპასალარი წყარო: ვიკიპედია დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე. "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" 1938–1939 წლებში დაიწერა მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოველის გარშემო. მაგრამ ფაქტობრივად რომანი აღმოჩნდა 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე. ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით. "დიდოსტატის მარჯვენა" მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც. „დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა. კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი[3]. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო. სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010 -იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსუკიძის მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია,მაგრამ არა ისეთი მორწმუნე,როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად.. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან.მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგი აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია.. მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთი მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რომ დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას , თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს( რომელიც არ არის სპარსი) ავალებს.. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზების გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს. ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვიტავს და როცა გაიგებს არსაკიძის და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.
![]() |
1.96 დიდრო დენი (1713–1784) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდრო დენი (1713–1784)
იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია დენი დიდრო
ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ენციკლობედისტი დაიბადა ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი. მიიღო მაგისტრის წოდება. 1732 წლიდან სათავეში ჩაუდგა ორიგინალურ-ფარნაგული ენციკლოპედიის შედგენას. იყო მატერიალისტი და ათეისტი (1749 წწ ასეთი სულისკვეთებისათვის დააპატიმრეს კიდეც). დიდროს წერილებმა საფუძველი ჩაუყარა მხატვრულ კრიტიკას. თავის „სალონებში” მან განიხილა და შეაფასა 50-70-იანი წლების ხელოვნება. მისი მთავარი პიესებია „ნაბიჭვარი”, „ოჯახის მამა”, „კარგია თუ ცუდი?”, „პიესა და პროლოგი”. XVIII საუკუნის ფრანგული პროზის განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურია დიდროს ბელეტრისტიკა, რამაც შესამჩნევად დაჩრდილა მისი დრამატურგია. დიდროს მნიშვნელოვანი რომანებია: „მონაზონი”, რომელიც გამოხატავს პროტესტს რელიგიის, ფანატიზმის სამონასტრო ცხოვრების, ქალთა უუფლებობის წინააღმდეგ; „ჟაკ ფატალისტი) მოთხრობა-დიალოგი „რამოს ძმისწული” მე-18 საუკუნის სხვა ფრანგი მატერიალისტური ფილოსოფოსების მსგავსად დენი დიდრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას. „განათლება, — წერდა იგი, — ადამიანს სძენს ღირსებას, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ იგი მონობისთვის არ არის დაბადებული“. დიდრო აღზრდას უდიდეს როლს ანიჭებდა ადამიანის პიროვნების ფორმირების საქმეში. ამასთან ის მიიჩნევდა, რომ ბავშვთა განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.
![]() |
1.97 დივერსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დივერსია
იხ. აგრეთვე: ტერორისტული აქტი, ტერორიზმი, საბოტაჟი, კოლონა, მეხუთე კოლონა წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ინგლ. Sabotage ეს ტერმინი გულისხმობს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის სხვადასხვა მეთოდს. იურიდიულად დ. გულისხმობს ზიანის მიყენებას, ან ზიანის მიყენების მცდელობას ქვეყნის თავდაცვის საწინააღმდეგო მოქმედებით, თავდაცვითი და სამხედრო ქონების, შენობების და ნაგებობების, მათ შორის ადამიანების და ბუნებრივი რესურსების წინასწარგანზრახული დაზიანებით, ან განადგურებით. დ-ის ტიპოლოგია დამოკიდებულია შემსრულებელთა ტიპების ან მათი მიზნების განსხვავებაზე. არჩევენ 4 ტიპის შემსრულებლებს: მოსამსახურეები, პროფესიული აგენტები, პარტიზანები, „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები”. დ-ის ჩატარების მიზანი შეიძლება იყოს: სამხედრო საბოტაჟი, ეკონომიკური საბოტაჟი, საბოტაჟი პოლიტიკური, ან სოციალური მიზნების მისაღწევად.
![]() |
1.98 დითირამბი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დითირამბი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dithyrambos 1. ძველ საბერძნეთში: ჰიმნი, საზეიმო საგუნდო სიმღერა ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად; მოგვიანებით: სახოტბო ლირიკული ლექსი; 2. გადაჭარბებული შექება, დიდება, ხოტბა (იტყვიან: დითირამბებს უგალობსო).
![]() |
1.99 დილემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დილემა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. მსჯელობა ან დასკვნა, რომელიც შეიცავს ორ ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. ისეთი ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა.
![]() |
1.100 დიმონის მთა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიმონის მთა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
არქტონესოსის მთა, აწინდელი მურად-დაღი
![]() |
1.101 დინასტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დინასტია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dynasteia ერთი და იმავე გვარის მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთის ტახტზე ნათესაობის და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე.
![]() |
1.102 დიოკლეტიანე (244-311) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიოკლეტიანე (244-311)
იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია დიოკლეტიანე
ლათ. Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus რომის იმპერატორი 284-305 წლებში. დალმაციაში, დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ, დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა.
![]() |
1.103 დიომედესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიომედესი
ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა წყარო: ბიბლიოვიკი დიომედესი
ბერძნ. არგოსის მეფე, ტიდევსის ძე, ადრასტოსის შვილიშვილი. იგი მონაწილეობდა ტროას ომში და თავისი სიმამაცით მხოლოდ აქილევსს თუ ჩამოუვარდებოდა. მისი მფარველი იყო ათენა, რომლის ნებითაც დაჭრა არესი და აფროდიტე. ორთაბრძოლაში კინაღამ შემოაკვდა ჰექტორი, რომელიც გადაარჩინა ზევსმა, ჩააგდო რა თავის ელვა მებრძოლთა შორის. დიომედესმა ოდისევსთან ერთად შეიპყრო ტროელი მზვერავი დოლონი, რომლისგანაც შეიტყო ტროელთა მოკავშირე თრაკიის მეფის რესოსის ადგილ-სამყოფელი. მან მოკლა რესოსი და გაიტაცა მისი ჯადოსნური ცხენები. დიომედესმა და ოდისევსმა ტროადან მოიტაცეს პალადიონი – ქალაქის მფარველი ღვთაების გამოსახულება. კიდევ მრავალი საგმირო საქმეა დაკავშირებული დიომედესის სახელთან. ტროას აღების შემდეგ იგი მშვიდობით დაბრუნდა არგოსში. მის შემდგომ ბედზე სხვადასხვაგვარად მოგვითხრობენ მითოგრაფოსები. ძირითადი ვერსიის თანახმად, აფროდიტემ გაიხსენა თავისი ჭრილობა და შთააგონა დიომედესის ცოლს ქმრის არგოსიდან გაძევება. გმირი მამის სამშობლო ეტოლიაში გადაიხვეწა, სადაც თავის პაპას, ოინევსს, დაუბრუნა ნათესავების მიერ წართმეული ძალაუფლება. როდესაც დიომედესი არგოსში ბრუნდებოდა, ქარიშხალმა იტალიის ნაპირებზე გამორიყა მისი ხომალდი. იქ დიომედესმა მეფე დავნუსს ბრძოლა მოაგებინა, მისი ასული ცოლად შეირთო და მიიღო მემკვიდრეობა. დიომედესის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, გმირი დავნუსის სამეფოში გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, არგოსში ან ადრიატიკის ზღვაში. გადმოგვცემენ, რომ დიომედესმა იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე დააარსა რამდენიმე ქალაქი და ააგო საკურთხევლები. იტალიის ბერძნულ კოლონიებსა და თავად საბერძნეთის ზოგიერთ პოლისში მას თაყვანს სცემდნენ, როგორც გმირს. არგოსში, ათენასადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე დიომედესის პატივსაცემად იმართებოდა საზეიმო სვლა, რომლის მონაწილეებსაც მიჰქონდათ მისი ფარი და პალადიონი. დიომედესის კულტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ათენას კულტთან.
![]() |
1.104 დიონისე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიონისე
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, ენეიდა, მარსია, ნადიმი, ორფეოსი, სემელე, ზევსი, პანი, სილენი წყარო: ბიბლიოვიკი დიონისე
მითოლ. ბერძნ. Dionisos ღვინის, თრობისა და სულიერი შვების მომგვრელი ღვთაება. მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღმერთი. ზევსისა და სემელეს ძე. რომაულ მითოლოგიაში მას ბახუსს უწოდებენ. დიონისემ მოგვიანებით დაიმკვიდრა ადგილი ოლიმპიურ პანთეონში, თუმცა ხალხს ძლიერ უყვარდა ეს მხიარული ღვთაება. საქვეყნოდ იყო ცნობილი მისი საოცარი დაბადების მითოსი: ზევსს შეუყვარდა თებეს მეფის მშვენიერი ასული სემელე და ჰერასგან მალულად ხვდებოდა ხოლმე მას. როდესაც ცათა დედოფალმა ეს ამბავი შეიტყო, სემელეს დაღუპვა განიზრახა. მრუმე ნისლებში გახვეული თებეს მეფის სასახლეს მიადგა. კარის ზღურბლს რომ მიუახლოვდა, ღრუბელი ჩამოიშორა და სემელეს ძიძად, ეპიდავროსელ ბერიქალად გარდაისახა. სემელემ ძიძა შინ მიიწვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, ზევსიც ახსენეს. ძიძად გარდასახულმა ჰერამ ასე დაარიგა სემელე: „ღმერთის სახელით ბევრი ბღალავს უმანკო საწოლს. ის თუ ზევსია, დააფიცე სტიქსის ძალები, რომ თავისი სახით გამოგეცხადოს და ისე მოგეალერსოს, როგორც ჰერას ეალერსება“, – თქვა და წავიდა. ხოლო როდესაც სემელეს თალამოსში მობრძანდა ზევსი, შეყვარებულმა ქალმა სთხოვა, დაეფიცა სტიქსის ძალები, რომ ერთ სურვილს აღუსრულებდა. ზევსმა დაიფიცა. მაშინ სემელემ სთხოვა ღმერთს, მიეღო თავისი ჭეშმარიტი სახე და ისე მიალერსებოდა. ამოიგმინა ზევსმა და რაც შეჰფიცა, აღასრულა: ზეცად აღზევდა, შემოიკრიბა საავდრო ღრუბლები, ელვა, მეხი, ჭექა-ქუხილი და ცეცხლის ფრქვევით გამოეცხადა სასიკვდილოდ განწირულ სემელეს. მეხისტეხაში იფერფლებოდა საბრალო ქალი, რომელიც მუცლით ატარებდა უმწიფარ ნაყოფს. შეებრალა ზევსს თავისი ჩვილი, ამოიყვანა დედის საშოდან და თეძოში ჩაისვა. როდესაც დიონისეს ქვეყნად მოვლენის დრო დადგა, კვლავ დაიბადა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ორგზის შობილს“. ჰერას ბრძანებით ახალშობილი დიონისე ტიტანებმა მოიტაცეს და ასო-ასო აკუწეს. მისმა დიდედამ, რეამ, შვილიშვილის სხეული აღადგინა და სასიცოცხლო სული შთაბერა. ზევსმა პერსეფონეს სთხოვა, ყურადღება არ მოეკლო დიონისესათვის. მან კი პატარა აღსაზრდელად მიაბარა სემელეს დას, ინოს. აქაც მიაგნო ჰერამ. ახლა ზევსმა ღმერთების მაცნე ჰერმესს სთხოვა მისი მფარველობა. ჰერმესმა დიონისე დროებით ციკნად გარდასახა და ჰელიკონის ნიმფებს მიჰგვარა. ნიმფებმა სიყვარულით გამოზარდეს მომავალი ღვთაება. სწორედ აქ, ჰელიკონის ტყის დაბურულ ნისას ფერდობებზე ეზიარა დიონისე ღვინის დამზადების საიდუმლოს, რამაც მას სამუდამოდ გაუთქვა სახელი. ბოლოს და ბოლოს ჰერამ შეიწყნარა დიონისე და ოლიმპოსზე დავანების ნება დართო, ოღონდ გონება დაუბინდა. დიონისემ არ ისურვა ცისიერებთან ყოფნა, მიწაზე დარჩა და მრავალ ქალაქს ეწვია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებით მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, ხელში ჯადოსნური კვერთხი, თირსოსი, ეკავა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ღვინის სურნელით აბრუებდა ყველას. დიონისეს თან სდევდა მოხუცი სილენოსი, მენადების დასი და ველური სატირების ბრბო. მის თანმხლებთა შორის იყო პანიც. იგი ხშირად უკრავდა სტვირზე, ხოლო მის ხმაზე დიონისეს მთვრალი ამალა თავდავიწყებით ცეკვავდა და უმღეროდა თავის ღვთაებას. სინონიმი: ბაქკოსი
![]() |
1.105 დიორამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიორამა
იხ. აგრეთვე: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120. დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს. წყარო: დიორამა, სასწავლო აქტივობა
სურათი რომელიც სათანადო განათების შემთხვევაში გვეჩვენება რეალური მოცულობის მქონედ. ნახატი რომლის წინაც რეალურობის ეფექტის მისაღწევად მოთავსებულია მოცულობითი ფიგურები. პანორამისაგან განსხვავებით მოიცავს ჰორიზონტის არა წრიულ არამედ უფრო მცირე (მაგ.ნახევარწრიულ) ნაწილს
![]() |
1.106 დიოსკურები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიოსკურები
დიოსკურები – პოლიდევკე და კასტორი, ხომალდთა მფარველი გმირები იხ. აგრეთვე: კასტორი, პოლიდევკესი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII წყარო: ბიბლიოვიკი დიოსკურები
ბერძნ. ტყუპი ძმები კასტორი და პოლიდევკესი. ლედას ვაჟიშვილები. რომში მათ უწოდებდნენ კასორსა და პოლუქსს. ზოგიერთი მითოსი დიოსკურების მამად ზევსს ასახელებს, ზოგიც ტინდარეოსს. ყველაზე გავრცელებული მითის თანახმად, ტინდარეოსის მეუღლე ლედა იხილა ზევსმა და თეთრ გედად გადაქცეულმა მიუალერსა. გავიდა ხანი. ლედამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისაგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი: კლიტემნესტრა და კასტორი. ასე რომ, კასტორი და პოლიდევკესი სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ და მაინც ტყუპ ძმებად იწოდებოდნენ. ისინი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს და ასევე საოცარი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. მხოლოდ ბუნება ჰქონდათ სხვადასხვა: პოლიდევკესი იყო უკვდავი, ხოლო კასტორი – მოკვდავი. ძმებმა მთელ საბერძნეთში გაითქვეს სახელი: კასტორი იყო უბადლო მხედარი და ცხენთა დამაურვებელი, ხოლო პოლიდევკესი – უზადო მოკრივე. დიოსკურებმა მრავალი საგმირო საქმე აღასრულეს: შინ დააბრუნეს თავიანთი და, მშვენიერი ელენე, რომელიც თესევსს ჰყავდა გადამალული. მონაწილეობა მიიღეს კალიდონის ნადირობასა და არგონავტთა ლაშქრობაში, რომლის დროსაც პოლიდევკესმა დაამარცხა პოსეიდონის ძე ამიკოსი. განუყრელი ძმები ჯოგის გამო შეებრძოლნენ აფარეტიდებს, რომლის დროსაც პოლიდევკესი სასიკვდილოდ დაიჭრა. მაშინ კასტორმა ხელები ზევით აღაპყრო და მამა-ზევსს შეევედრა, რომ ძმასთან ერთად ისიც მოეკლა. ზევსმა თავის ძეს შეახსენა, რომ უკვდავი იყო და შეეძლო ოლიმპიელ ღმერთებთან ერთად ნეტარებით ეცხოვრა, ხოლო თუკი არ ისურვებდა განშორებას თავის მოკვდავ ძმასთან, მაშინ იგიც ნახევრადმოკვდავი უნდა გამხდარიყო: ერთი დღე ძმასთან ერთად ჰადესში უნდა გაეტარებინა, მეორე დღე კი, კვლავ მასთან ერთად – ოლიმპოსზე და ასე გაგრძელდებოდა სამარადისოდ. სიხარულით გაუნაწილა კასტორმა უკვდავება თავის ძმას. ძველ საბერძნეთში დიოსკურებს აიგივებდნენ ტყუპ თანავარსკვლავედთან. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ მეზღვაურებსა და მეომრებს. მოყვარულ ძმათა ლეგენდა ეხმიანება სინათლისა და სიბნელის, დღისა და ღამის, სიცოცხლისა და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობის არქაულ წარმოდგენებს. დიოსკურებს დიდ პატივს სცემდნენ მთელ საბერძნეთში. სპარტაში ისინი სახელმწიფოს მფარველ ღვთაებებად მიაჩნდათ. მათი ეგისის ქვეშ ტარდებოდა სპორტული თამაშობანიც. დიოსკურების კულტი რომშიც გავრცელდა. აქ ძვ.წ. 484 წელს მათი სახელობის ტაძარი ააგეს. კვირინალისის სასახლეს დღესაც ამშვენებს ცხენებთან მდგომი დიოსკურების ქანდაკებები.
![]() |
1.107 დიოტიმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიოტიმა
იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
პიროვნება ბურუსითაა მოცული. ზოგი მას რეალურად არსებულ პიროვნებად მიიჩნევს, ზოგის აზრით კი იგი პლატონის ფანტაზიის ნაყოფია.
![]() |
1.108 დიპლიპიტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლიპიტო
იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თისმითაა გადაკრული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, პატარა ქილის დიამეტრი 90 მმ, დიდისა 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დ-ს უკრავენ ორი პატარა ჯოხით. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათბობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დ. უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა („კავკასიური ესკიზები“, 1894), შემდეგ ოპერებში გამოიყენეს დ. არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), რ. გლიერმა („შაჰსენემი“) და სხვ.
![]() |
1.109 დიპლომატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. diplomate 1. თანამდებობის პირი, რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა, რომელსაც აკისრია უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობა. 2. საუბ., გადატ. იტყვიან ადამიანზე, რომელიც მოხერხებულად იქცევა, მოქმედებს სხვებთან ურთიერთობაში.
![]() |
1.110 დიპლომატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომატია წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ინგლ. diplomacy ბერძნ. diploma – ორად გაკეცილი წერილი, დოკუმენტი ფრანგ. diplomatie სგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიეთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. დ-ის, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის მთავარი ფუნქცია მხარეებს შორის საერთო ინტერესების მოძებნა და კონფლიქტური საკითხების გამორკვევაა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით. დიპლომატიური საქმიანობა ხორციელდება მოლაპარაკებების მეშვეობით, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენელი, ელჩი ახორციელებს. მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV-ის იტალიაში წარმოიშვა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დ-ური წარმომადგენლობების მთავარ ფუნქციებს დღემდე ინფორმაციის მოპოვება და მისი ინტერპრეტირება, წარმგზავნი სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების დაცვა და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს. დ. საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფუნქციის გარდა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის როლსაც ასრულებს. ხშირად ამ სიტყვით ზოგადად საერთაშნორისო ურთიერთობებსაც აღნიშნავენ.
![]() |
1.111 დიპლომატიური რანგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომატიური რანგი
იხ. აგრეთვე: ელჩი, დესპანი წყარო: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999, დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი.
იხ. აგრეთვე: ელჩი წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დიპლომატის პირადი რანგი, რომელსაც მას დიპლომატიური სამსახურის გავლისას, მოცემულ სახელმწიფოში არსებული კანონებისა და წესების შესაბამისად აკუთვნებენ. ეს რანგი შეუნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობა უკავია მას, და ასევე, სამსახურიდან გადადგომის შემთხვევაშიც. რანგი და დიპლომატის თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ., განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი - ეს არის რანგიც და თანამდებობაც), მაგრამ შეიძლება არ ემთხვეოდეს კიდეც.
![]() |
1.112 დირიჟორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დირიჟორი
იხ. აგრეთვე: ბალეტი, მუსიკა, ოპერა, ორკესტრი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. diriger – მართვა, წარმართვა პირი, რომელიც ხელმძღვანელობს მუსიკალური ნაწარმოების კოლექტიურ შესრულებას (ორკესტრს, გუნდს და სხვ.), საოპერო ან საბალეტო სპექტაკლს
![]() |
1.113 დისკრეცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრეცია
იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. discretion ფრანგ. discretion ლათ. discretio დაყოფა, გარჩევა საკუთარი შეხედულებისამებრ თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა.
![]() |
1.114 დისკრიმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია
იხ. აგრეთვე: ეიჯეიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია, რელიგიური დისკრიმინაცია, რომაფობია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ინგლ. Discrimination ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირების, ან ჯგუფების უფლებების შეზღუდვის, ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება. მაგალითად, უსინათლოებისათვის ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა არ ჩაითვლება. დ-დ, რადგან ასეთ აკრძალვას რაციონალური დასაბუთება აქვს, მაგრამ დისკრიმინაციული იქნება მართვის უფლების ქერათმიანებისათვის, ან ბოშებისათვის აკრძალვა. დ-ის უარყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველია. დ., ფართო გაგებით, ცალკეული პირების, ჯგუფების, ან რომელიმა ერთობისათვის თანაბარი სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობაა. საერთაშორისო ურთიერთობებში დ-ის ცნება ასევე მოიცავს რომელიმე სახელმწიფოსადმი, როგორც სხვა სახელმწიფოსთან შედარებით ნაკლებად სრულყოფილისადმი, დამოკიდებულებას. გაერო უარყოფს რასობრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, ან სხვა სახის დ-ს (მუხლი 55, 62 და 73) საერთაშორისო ურთიერთობებში. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კი კრძალავს ყველა სახის რასობრივ, ან სხვა სახის დ-ს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულია, რომ კონვენციასთან შეერთებული ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ისეთი განსხვავების გარეშე, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებები, ეროვნული, ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, მოქალაქეობა, ან სხვა სტატუსი. დ. ისეთი ქმედებაა, როდესაც ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს არ აქვს სხვა ჯგუფისათვის (რომლებიც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, უმრავლესობას შეადგენენ) შექმნილი შესაძლებლობები. დ-ის აქტები შესაძლოა ხორციელდებოდეს ღიად, ან საიდუმლოდ; სპორადულად, ან სისტემატურად. მას შეიძლება ახორციელებდნენ ცალკეული ადამიანები, ან ანონიმური ჯგუფები. დ-ს ორი ძირითადი ფორმა აქვს: „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით. „დე იურე” დ-ისაგან განსხვავებით, რომლის აღკვეთა კანონმდებლობის სრულყოფის გზითაა შესაძლებელი, „დე ფაქტო” დ. როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რადგან მკვიდრადაა ფესვგადგმული საზოგადოების, ან მისი ინსტიტუტების ტრადიციებში. ეთნიკური ჯგუფების დ. პოლიტიკური კონფლიქტების და სეცესიების (სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა) ძირითადი წყაროა.
![]() |
1.115 დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური)
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისათვის რასობრივი, ნაციონალური, სოციალური წარმოშობის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. დ. შეიძლება განხორციელდეს უხეშად და დაუფარავად, ანუ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ზოგჯერ გენოციდის სახეც მიიღოს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია რასისტული და ფაშისტური რეჟიმებისათვის, ტოტალიტარული და ავტორიტარული ქვეყნებისათვის. მაგრამ დ. შეიძლება ფარულ, არაოფიციალურ, ფაქტობრივ ხასიათსაც ატარებდეს, როდესაც კანონსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს და სრული თანასწორუფლებიანობაა გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს. დ. თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური კონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ისტორიაში დ-ის ნათელ მაგალითებად შეიძლება გამოდგეს დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ ფაშისტურ ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა აპართეიდის სისტემის პერიოდში, სულ ახლო წარსულში შავკანიანების, ინდიელებისა და ლათინოამერიკელების მდგომარეობა აშშ-ში, სტალინის რეჟიმის დროს დამოკიდებლობა რეპრესირებული ხალხებისადმი სსრკ-ში, ზოგიერთ ქვეყანაში აბორიგენული მოსახლეობის, იმიგრანტთა, ლტოლვილთა, საზღვარგარეთელ მუშათა და სხვ. მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნული აბსოლუტურად შეუთავსებელია ნამდვილი დემოკრტიისა და საერთაშორისოსამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებთან.
![]() |
1.116 დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური)
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისათვის რასობრივი, ნაციონალური, სოციალური წარმოშობის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. დ. შეიძლება განხორციელდეს უხეშად და დაუფარავად, ანუ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ზოგჯერ გენოციდის სახეც მიიღოს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია რასისტული და ფაშისტური რეჟიმებისათვის, ტოტალიტარული და ავტორიტარული ქვეყნებისათვის. მაგრამ დ. შეიძლება ფარულ, არაოფიციალურ, ფაქტობრივ ხასიათსაც ატარებდეს, როდესაც კანონსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს და სრული თანასწორუფლებიანობაა გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს. დ. თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური კონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ისტორიაში დ-ის ნათელ მაგალითებად შეიძლება გამოდგეს დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ ფაშისტურ ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა აპართეიდის სისტემის პერიოდში, სულ ახლო წარსულში შავკანიანების, ინდიელებისა და ლათინოამერიკელების მდგომარეობა აშშ-ში, სტალინის რეჟიმის დროს დამოკიდებლობა რეპრესირებული ხალხებისადმი სსრკ-ში, ზოგიერთ ქვეყანაში აბორიგენული მოსახლეობის, იმიგრანტთა, ლტოლვილთა, საზღვარგარეთელ მუშათა და სხვ. მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნული აბსოლუტურად შეუთავსებელია ნამდვილი დემოკრტიისა და საერთაშორისოსამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებთან.
![]() |
1.117 დისკუსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. discussio – კვლევა, განხილვა. რაიმე სადავო საკითხის საჯარო განხილვა; კამათი, პაექრობა.
![]() |
1.118 დისონანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისონანსი
იხ. აგრეთვე: ჰარმონია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. dissonance ფრანგ. dissonance ლათ. dissonans – გაუმართავად ჟღერადი არაჰარმონიულობა, უთანხმოება. ანტონიმი: ჰარმონია
![]() |
1.119 დისპოზიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისპოზიცია
იხ. აგრეთვე: ელემენტი, იურიდიული, ნორმა, სტრუქტურული, სუბიექტი, ფორმა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. disposition გერმ. disposition ლათ. dispositio განლაგება, სწორი განაწილება 1. ბრძოლისთვის ჯარის განლაგების გეგმა; 2. სამართლის ნორმის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც აღწერს სამართლის სუბიექტის იურიდიულად მნიშვნელოვანი ქცევის შინაარსს, ანუ ასახავს იურიდიული შედეგის უშუალოდ გამომწვევ სამართლის სუბიექტის ქცევის ფორმას. ნორმის აღნიშნული ნაწილი შეიცავს განსაზღვრულ მითითებას, აკრძალვას.
![]() |
1.120 დისტოპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისტოპია წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
ინგლ. dystopy რუს. дистория ლათ. dystopia ბერძნ. dys-მოშლა,დარღვევა, topos-ადგილი უჯრედთა კომპლექსის, ქსოვილის ან ორგანოს არასწორი მდებარეობა, გადაადგილება.
![]() |
1.121 დისციპლინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისციპლინა
იხ. აგრეთვე: ორგანიზაცია, ფაკულტეტი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ფრანგ. discipline გერმ. diziplin ინგლ. discipline ლათ. disciplina – რჩევა დარიგება, აღზრდა. 1. მეცნიერების დამოუკიდებელი სფერო; 2. განსაზღვრული ორგანიზაციის ყველა წევრის მყარად დადგენილი წესებისადმი სავალდებულო დაქვემდებარება; 3. თავშეკავება, მკაცრი წესრიგისკენ მიდრეკილება.
![]() |
1.122 დიფერენცირებული სწავლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიფერენცირებული სწავლება წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე. დიფერენცირებული სწავლება აიგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება; 2. მოსწავლეეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა; 3. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას; 4. სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი; დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას. დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან, მედიასთან და სამყაროსთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.
![]() |
1.123 დიქოტომია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიქოტომია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ბერძნ. dicha ცალკე, ცალ-ცალკე, tome გაკვეთა 1.მთლიანის თანმიმდევრული გაყოფა ორ ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილის ხელახლა ორად გაყოფა და ა.შ. 2.ორთითისმაგვარი განშტოება (მაგ., ლიკოპოდიუმის).
![]() |
1.124 დიქტატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიქტატურა
იხ. აგრეთვე: ანარქიზმი, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
ლათ. dictatura ერთი პირის შეუზღუდველი მმართველობა. ძველ რომში დიქტატორებს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ ქვეყნისათვის განსაკუთრებული საფრთხის ჟამს. ამასთან, ძველი რომის დიქტატორები თავიანთ მოქმედებებში ექვემდებარებოდნენ კანონს და ანგარიშვალდებულებისაგანაც არ იყვნენ თავისუფალნი. უფრო გვიან, ჯერ სულას და შემდეგ კი უკვე იმპერატორების მმართველობის ხანაში, დ-მ მიიღო დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც მას დღეს აქვს: მმართველობის ისეთი წესი, რომელიც არ იზღუდება არც კონსტიტუციით ან სხვა კანონებით და არც რაიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფაქტორებით. დიქტატორული მმართველობა დამახასიათებელი იყო XXს-ის თითქმის ყველა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმისათვის. შესაბამისად, თეორიულ ლიტერატურაში დიქტატორების რანგში შეიძლება მოხსენიებულნი იყვნენ მუსოლინი, სტალინი, ფრანკო, ჰიტლერი. თანამედროვე პერიოდშიდ-დ მოიხსენიება სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში ან კადაფის რეჟიმი ლიბიაში და სხვ. დ-ის აუცილებლობის თეორიულ გამართლებას ვპოულობთ მარქსთან. „გოთას პროგრამის კრიტიკაში“(1848) მარქსი პირველად ალაპარაკდა განსაკუთრებული ტიპის, პროლეტარიატის დ-ზე. ეს, მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნისტურ საზოგადოებაზე გადასვლის პერიოდი, რომლის დროსაც სახელმწიფო არსებობს პროლეტარიატის დ-ის სახით.
![]() |
1.125 დოგმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოგმა
იხ. აგრეთვე: დოგმატიკა, დოგმატიკა, დოგმატიკოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dogma დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელსაც მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის.
![]() |
1.126 დოგმატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოგმატი
იხ. აგრეთვე: დოგმა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dogma (dogmatos) 1. ღვთისმეტყველებაში: ძირითადი დებულება, რომელსაც უკრიტიკოდ, ბრმად იღებენ. 2. იგივეა, რაც დოგმა.
![]() |
1.127 დოგმატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოგმატიკა იხ. აგრეთვე: დოგმა წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
რომელიმე რელიგიური სწავლების დოგმების სისტემური გადმოცემა
![]() |
1.128 დოგმატიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოგმატიკოსი იხ. აგრეთვე: დოგმა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dogmatikos დოგმებით მოაზროვნე.
![]() |
1.129 დოკუმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოკუმენტი
იხ. აგრეთვე: სერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. documentum 1. რისამე დამამტკიცებელი საქმიანი ქაღალდი; რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. 2. ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა; საბუთი.
![]() |
1.130 დოკუმენტური კინო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოკუმენტური კინო
იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]
კინოხელოვნების სახე, რომელიც შექმნილია ნამდვილი ცხოვრებისეული ფაქტების, მოვლენების ასახვის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ თვითონ კინოხელოვნების ისტორია დაიწყო დოკუმენტური კინოთი, რამდენადაც ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული პირველი ფილმები წარმოადგენდა ქრონიკალურ რეპორტაჟებს, რომელშიც აღბეჭდილი იყო მატარებლის შემოსვლა, მუშების გამოსვლა ფაბრიკიდან და ა.შ. მთელი რიგი ცნობილი რეჟისორებისა მხატვრულ ფილმებთან ერთად, ქრონიკალურ ჟურნალებსაც იღებდნენ. კინოგადაღებისა და მონტაჟის ტექნიკის განვითარებამ ხელი შეუწყო დოკუმენტური კინოს შემდგომ განვითარებას: დოკუმენტური ჟურნალები ახლა უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ მოვლენების მექანიკურ ფიქსაციას. გაფართოვდა თემატიკა, გაღრმავდა ანალიტიკური, კვლევითი ხასიათი და მალე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის მრავალი ნიმუში კინოპუბლიცისტიკის მაღალი დონის ქმნილებად იქცა.
![]() |
1.131 დოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოლი
იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
დალაბანდი ცილინდრული ფორმის დასარტყმელი საკრავი, დ-ს ხის რკალზე ორივე მხარეს, საგანგებოდ გამოყვანილი ტყავი ან აპკი აქვს გადაკრული. უკრავენ ორი ხელით ან ორი ჯოხით. წვრილი და მომსხო ხელით მხოლოდ ზემოთა მხარეზე უკრავენ, ჯოხებით კი ორივე მხრიდან. წვრილ ჯოხს მარცხენა ხელით ქვემოდან სცემენ, მსხვილს კი მარჯვენა ხელით ზემოდან. დ. როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავია, ჟღერადობის გასაძლიერებლად დაკვრის წინ დ-ს შეათბობენ და ტყავს დაჭიმავენ.
![]() |
1.132 დოლონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოლონი იხ.
აგრეთვე: ილიადა წყარო: ბერძნული მითოლოგია დოლონი
ბერძნ. ტროელების ჯაშუში ბერძნებთან ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს
![]() |
1.133 დოლოპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოლოპი იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
თესალიელი გმირი
![]() |
1.134 დომინანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დომინანტი
იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. dominans (dominantis) – გაბატონებული 1. ძირითადი, გაბატონებული იდეა; რისამე ძირითადი ნიშანი. 2. მუს. მაჟორული ან მინორული გამის მეხუთე საფეხური. 3. ფიზიოლ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში: დროებით გაბატონებული რეფლექსი, რომელიც ცვლის ან აფერხებს სხვა რეფლექსებს.
![]() |
1.135 დომინირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დომინირება
იხ. აგრეთვე: კიბერფემინიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. dominate გერმ. doinieren ფრანგ. dominer ლათ. dominari – ბატონობა, მბრძანებლობა. 1. მბრძანებლობა, გაბატონება; 2. სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარზე გაყიდული საქონლის მოცულობის მაჩვენებლის მიხედვით ლიდერი რამდენჯერმე აღემატება უახლოეს კონკურენტს ან როცა ლიდერს კონკურენტთან შედარებით აქვს გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯები და შესაბამისად უფრო მაღალი რენტაბელობა. მსოფლიო პრაქტიკაში დომინირებად ითვლება, სიტუაცია, როცა გაყიდვების მოცულობა ოთხმაგად გადააჭარბებს უახლოესი კონკურენტის ანალოგიურ მაჩვენებელს.
![]() |
1.136 დომხალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დომხალი წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
1. დაქაშებული ვაშლი. 2. დომხალი, დოს შეჭამანდი. გაწურულ დოს (წაქს) ჩააჭრიან მწვანილეულს, ურევენ ნარგიზის ფოთოლს. საზამთროდ შენახული გაწურული დო. ყველაზე კარგი დომხალი, ნოყიერი და მკვებავი, ლეკებმა იციან. 3. იმერულად წაქი. 4. დო, ნარგიზ – ნაქნარი, ხახვი და ერბო (გახსნი). დომხალი („ელგუჯა“, სახელგ; გვ. 87). 5. „დომხალი თუ გნებავთ, აი ეს არის! ვინმე ლავროვ – ვიშნევსკის მოუწადნია რუსული სცენისმოყვარულთა დასის შედგენა, რომელშიაც ჩაირიცხებიან სომხური დასის არტისტკა ზაბელისა და ქართული დასის არტისტი კ. ყიფიანი“ (იხ. „დროება“. 1885 წ; N 67). სინონიმი: ნარეობა, ნარევი, ხარახურა
![]() |
1.137 დონ-კიხოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დონ-კიხოტი
იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
დონ-კიხოტი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. მსოფლიოში არცთუ ისე ბევრია ლიტერატურული გმირი, რომლებსაც ძეგლებს უდგამენ. მაგრამ, ამავე დროს, დონ-კიხოტი ამოუცნობი პერსონაჟია, ვინ არის ის, უცნაური ფანტაზიორი – მას აქვს საკუთარი და ტანჯული ფილოსოფია, რომელიც, რა ქმა უნდა, თვით ავტორს ეკუთვნის. სწორედ აქ იმალება ნაწარმოების მართებული ახსნა. დონ-კოხოტი ამბობს, რომ მან მიიღო რაინდობა, რათა დაიცვას ღარიბნი და დაჩაგრულნი მდიდრების უსამართლობისაგან. იგი აცხადებს: „მე ღმერთის განგებით დავიბადე ჩვენს რკინის საუკუნეში, რათა იგი ოქროს საუკუნედ ვაქციო“. პატარა ბიჭუნას დაცვა, პატიმრების გათავისუფლება და ბრძოლები ბოროტების ურიცხვ მესვეურთან არის ცდა, დაუბრუნდეს იგი დაკარგულ ოქროს ხანის იდეალებს. დონ-კიხოტი, ერთი შეხედვით, თითქოს მართლა გმირია, მაგრამ ეს ასე არ არის. რომანში 669 მოქმედი პირია. დონ-კიხოტს გარს ერტყმიან სხვა პერსონაჟებიც და, უპირველეს ყოვლისა, მათ რიცხვშია მისი ერთგული სანჩო პანსაც – ესპანელი გლეხი, რომელიც დონ-კიხოტთან ერთად ბრინჯაოს ძეგლად არის ჩამოსხმული და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ამშვენებს. სანჩო დონ-კიხოტისაგან სრულიად განსხვავებული სახეა, გლეხის ბუნებრივი პრაქტიციზმი მას შველის, თავი დაიხსნას ნებისმიერი არასასიამოვნო სიტუაციისაგან. მაგრამ ორივე გმირს აქვს საერთოც, მიუხედავად სხვადასხვა ფენის წარმომადგენლობისა. სანჩოც არ კარგავს უკეთესი მომავლის იმედს, სწამს, რომ ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნება. იგი სამართლიანი მმართველის უნარს ავლენს, როდესაც „ბედის წყალობა“ – ეს მხოლოდ მდიდარი ჰერცოგის დაცინვა და სანჩოს მასხრად აგდება იყო. მას იგი გუბერნატორის როლში თავის გასართობად ათამაშებდა. დონ-კიხოტი სატირა არ არის, იგი ტრაგიკომედიაა სერიოზული ფილოსიფიური საფუძვლით, რომელიც მომავლისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული გმირების გამონათქვამები ომის შესახებ, დამაფიქრებელია. ისინი მსჯელობენ ომით მოტანილი უბედურებისა და დამღუპველობის შესახებ და გამოაქვთ ჰუმანური დასკვნა, რომ „ომის მიზანი არის მშვიდობა“. სერვანტესს, როგორც არავის, ჰქონდა ამის უფლება. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ახალგაზრდობის დროს ომის ყველა საშინელება: მამაცი მეომარი თურქეთის ფლოტთან ბრძოლის დროს დაინვალიდდა, გამოიარა ალჟირის ტყვეობის საშინელებები. მან იცოდა, რასაც ამბობდა. სერვანტესის დონ-კიხოტის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეეცადა ცხოვრებაში გაეტარებინა რაინდული სულისკეთება მაშინ, როდესაც ამის შესახებ არავინ ფიქრობდა. მაგრამ რაინდულ ღირსებებს ზოგჯერ ჩვენს დროშიც დასცინიან და ამიტომ არის უკვდავი. სერვანტესი გარდაიცვალა 1616 წლის აპრილს, მისი საფლავი უცნობია. ასე დაამთავრა მრავალტანჯული ცხოვრება დიდმა მწერალმა. გავა ათასწლეულები და ცხოვრება დედამიწაზე აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ არ შეიცვლება ადამიანის ლტოლვა უკეთესობისაკენ. რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს და რა ბედიც უნდა ეწიოთ ჩვენს შთამომავლებს, ამ უცნაური გმირის სახე, რომელსაც ბავშვის ღიმილი დასთამაშებს, მუდამ მათთან იქნება. დონ-კიხოტი ხომ ოცნებობდა იმაზე, რომ ადამიანები გამხდარიყვნენ ცოტათი უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში არიან.
![]() |
1.138 დოპინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოპინგი წყარო: ბიბლიოვიკი დოპინგი
doping საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მძლეოსნობის სამოყვარულო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით – იმ ნივთიერებების გამოყენება ან გავრცელება, რომელთაც შეუძლიათ ხელოვნურად გააუმჯობესონ სპორტსმენის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა და, შესაბამისად, გააუმჯობესებინონ სპორტული შედეგები. ამ მიზნით გამოყენებულ ნივთიერებებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სტეროიდები, სტიმულატორები, ბეტაბლოკატორები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ოპიოიდები. ოფიციალურად სკრინინგ-ტესტი დოპინგური ნივთიერების აღმოჩენაზე პირველად ჩატარდა 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშობებზე. დღეისათვის მას ხშირად იყენებს სპორტის ბევრი პროფესიონალური თუ სამოყვარულო ფედერაცია. ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტექსტის გარეშე ტერმინი „დოპ“ ნიშნავს ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც აქვს სქელი სითხის კონსისტენცია. XIX საუკუნის ბოლოს ტერმინი „დოპინგი“ გამოიყენებოდა იმ ნივთიერების აღსანიშნავად, რომელსაც აძლევდნენ დოღის ცხენებს – შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ტერმინით „დოპი“ მოიხსენიებდნენ პირს, რომელსაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მსგავსად, დაჩლუნგებული ჰქონდა გრძნობები. სლენგზე „დოპინგს“ მიაკუთვნებენ ნებისმიერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ხოლო ჩრდილო ამერიკაში უკანასკნელ წლებში – კანაბისს.
![]() |
1.139 დოქტრინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოქტრინა იხ. აგრეთვე: დოქტრინა (პოლიტიკური), საჯარო პოლიტიკა, ფემინიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. doctrina მეცნიერული ან ფილოსოფიური თეორია, სისტემა.
![]() |
1.140 დოქტრინა (პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოქტრინა (პოლიტიკური)
იხ. აგრეთვე: დოქტრინა, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
სახელმძღვანელო თეორიული, სამეცნიერო, ფილოსოფიური ან პოლიტიკური პრინციპები. ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური დ. გამოხატავს სახელმწიფოს ოფიციალურ შეხედულებებსა და დებულებებს, რომლებშიაც ასახულია მოცემული ქვეყნის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, შერჩეულია მოკავშირეები და ამ ამოცანების გადაწყვეტის გზები შორ, საშუალო და ახლოვადიან პერსპექტივაში. სახელმწიფოს პოლიტიკური დ. ვალდებულია გაითვალისწინოს ქვეყნის მთელი პოტენციალი (ეკონომიკური, სამხედრო, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური, ეკოლოგიური და ა.შ.), რომელიც აუცილებელი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად. შემოთავაზებული გაგებით, ტერმინი „პოლიტიკური დ“ ზოგიერთ პოლიტოლოგიურ ტრადიციაში ემთხვევა ტერმინს „დიდისტრატგია“.
![]() |
1.141 დრაკონული კანონები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრაკონული კანონები
იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ამ ტერმინით აღინიშნება მკაცრი, დამთრგუნველი კანონების ერთობლიობა. პოლიტიკურ სიტყვათხმარებაში ტერმინი შემოვიდა ძვ.წ. VIIს-ის ათენელი მმართველის დრაკონის სახელთან ასოციაციით, რომელმაც 621 წელს ქალაქს ძალზე მძიმე კანონები დაუწესა. თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს მოსალოდნელი მასობრივი არეულობების ან ამბოხების საფრთხის წინაშე მდგარი მთავრობის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით შემოღებული საგანგებო კანონების აღსანიშნავად.
![]() |
1.142 დრამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრამა
იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, დრამატული, ტიპი, ტრაგედია, ეპილოგი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. drama – მოქმედება, წარმოდგენა 1. ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია დიალოგებად და განკუთვნილია სცენაზე დასადგმელად; 2. ამ ტიპის ნაწარმოები, სერიოზული, მაგრამ არა გმირული შინაარსისა (კომედიისა და ტრაგედიისაგან განსხვავებით); 3. გადატ. მძიმე შემთხვევა; უბედურება.
![]() |
1.143 დრამატული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრამატული
იხ. აგრეთვე: ფორმა, პიესა, ექსპლიკაცია, ოპერა, თეატრი, დრამა, ტრაგედია, კომედია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
1. დრამის დამახასიათებელი; 2. დრამატიზმით აღსავსე; 3. მკვეთრი ტემბრისა, ძლიერი, ლირიკულისაგან განსხვავებული (ითქმის მომღერლის ხმაზე. მაგ; დ. ტენორი. დ. სოპრანო).
![]() |
1.144 დრამატურგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრამატურგია
იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. dramaturgia 1. დრამატულ ნაწარმოებთა შექმნის ხელოვნება, თეორია; 2. რომელიმე მწერლის, ეპოქის, ქვეყნის და ა. შ. დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა.
![]() |
1.145 დრანჯობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრანჯობა წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
მრუშობა, სიძვა. (გ. ქიქოძე) იჯდა ყაენად შაჰ-თამაზ, ძე ძისა შაჰ-აბაზისა, მან შექმნა ბილწად დრანჯობა, ბევრი ღვინო სვა ვაზისა, აღარ ახსოვს სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა, და მით სამართალი დაფასების ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა. დავით გურამიშვილი („დავითიანი")
![]() |
1.146 დრაქმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრაქმა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. 1. ვერცხლის ფული ძველ საბერძნეთში. 2. ფულის ერთეული თანამედროვე საბერძნეთში ევროს შემოღებამდე, უდრიდა 100 ლეპტას. დრაქმის პირველი ფულადი ნიშნები ბრუნვაში გაუშვეს 1841 წელს. 3. ვერცხლის ფული ძველ საქართველოში (=20-25 კაპ.). 4. ძველებური სააფთიაქო წონის ერთეული (=3,73 გრ). იხმარებ-ოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.
![]() |
1.147 დუალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დუალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. dualis – ორნაირი მცდარი ფილოსოფოური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსა და იდეალურს. ანტონიმი: მონიზმი
![]() |
1.148 დუბლიონკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დუბლიონკა (ბარბარიზმი) იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი დუბლიონკა (ბარბარიზმი)
რუს. дублёнка მოთრიმლული ტყავის ქურქი ან ქურთუკი
![]() |
1.149 დუეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დუეტი
იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
მუს. იტალ. duetto 1. მუსიკალური ნაწარმოები ორი ხმისა ან ორი საკრავისათვის. 2. ორი შემსრულებლისაგან (მომღერლისა და ან დამკვრელისაგან) შემდგარი ანსამბლი.
![]() |
1.150 დუქანდარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დუქანდარი
იხ. აგრეთვე: დუქანი, ნავსი წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
მედუქნე, დუქნის პატრონ – ბატონი. სიმღერაც არის – ქალი ამბობს: „მე რომ შენ შეგიყვარო, რით უნდა შემინახო, მიყვარს კარგი ჭამა – სმა, კარგად ჩაცმა, დახურვა...“ ეხლა ვაჟი ეუბნება: „დუქანდარი ბიჭი ვარ!“ და სხვ. „კარგი იქნებოდა ხელოსნები და დუქანდარები უბრალოდ არავის მინდობოდნენ“ (ივ.“, 1889 წ; № 2). ვაჭრებმა ახალი ბილეთი უნდა აიღონ ვაჭრობისა და დუქანდარობისა“ („ივ.“,1889 წ; № 2)
![]() |
1.151 დუქანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დუქანი იხ. აგრეთვე: დუქანდარი, ნავსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
სპარს. პატარა სავაჭრო ობიექტი ან სასადილო საქართველოში ძველად