![]() |
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.
![]() |
1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - გ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 გაბრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაბრა წყარო: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
გაცვლა სინონიმი: ჩათვლა, ჩარიცხვა, ანგარიშში ჩაგდება, გაქვითვა, ქვითსა ვართ, აზამბარი (აზამბარი დაალევინეს), ბარი-ბარში, ბარი-ბარსა (ვართ), აზამბარში გამოსვლა (გამოვიდა), აზამბარში გამოყვანა (გამოიყვანეს), სმაში გათანასწორება.
![]() |
1.2 გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) იხ. აგრეთვე: იუნისეფი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი), სამოქალაქო განათლება წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ინგლ. შემ. UN; United Nations სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება; საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს. გ. თავად არ ფლობს სუვერენიტეტს. ორგანიზაციის ნებას განსაზღვრავენ წევრი-სახელმწიფოები (დღესდღეობით, 191 ქვეყანა), რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით - კონსენსუსით ან კენჭისყრის გზით. თითოეული სახელმწიფო, განურჩევლად სიდიდისა, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ერთი ხმის მფლობელია. გამონაკლისია უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას (როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამართალმემკვიდრეს) მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას შეუძლიათ ვეტოს უფლების გამოყენება. გ.-ს დამფუძნებელი აქტი - გ.-ს წესდება - მიღებული 1945 წელს, განსაზღვრავს ორგანიზაციის მანდატს, მისი წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანიზაციის სტრუქტურას და პროცედურას. წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპების კოდიფიკაციას, როგორებიცაა ერთა (ერ-სახელმწიფოთა) თანასწორობა და საერთაშორისო სისტემაში შეიარაღებულ ძალთა გამოუყენებლობა. წესდების ხელმოწერით სახელმწიფო აღიარებს საკუთარ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტით დაკისრებული უფლებების განხორციელებაზე. წესდებაზე დაყრდნობით გ. მიზნად ისახავს: დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება; ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერთა შორის; გააღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული სახის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განვითარების მიზნით; გახდეს საერთაშორისო ცენტრი ამ მიზნების შესათანხმებლად და განსახორციელებლად. დასახულიამოცანების განხორციელებისას ორგანიზაციისა და მისი თითოეული წევრისთვის ძირითადია შემდეგი პრინციპები: ორგანიზაციის წევრთა სუვერენული თანასწორობა; ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება; საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დასაცავად საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება; საშინაო საქმეებში ჩაურევლობა; საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისგან თავის შეკავება; გაეროსთვის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში დახმარება და თავის შეკავება იმ სახელმწიფოთა მხარდაჭერისგან, რომელთა წინააღმდეგაც გ., წესდებიდანვე გამომდინარე, პრევენციული ხასიათის იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს. გ. სოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური და ესპანური. მოგვიანებით დაემატა არაბული ენა, როგორც გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოსა და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ოფიციალური ენა. გ. ექვსი ძირითადი ორგანოსგან შედგება. ამასთან, იგი მოიცავს 15 სპეციალიზებულ სააგენტოს, რამდენიმე პროგრამასა და ორგანიზაციას. გ.-ს ძირითადი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, საერთაშორისო სასამართლო, სამეურვეო საბჭო და გ.-ს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. გ.-ს შტაბბინა მდებარეობს აშშ-ში, ნიუიორკში.
![]() |
1.3 გაეჩნი კლუჩი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაეჩნი კლუჩი (ბარბარიზმი) იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაეჩნი კლუჩი (ბარბარიზმი)
რუს. гаечный ключ ქანჩის გასაღები
![]() |
1.4 გავლენის აგენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავლენის აგენტი წყარო: ღირსიაშვილი ლ. გავლენის აგენტები // ახალი აზრი, №1 (7),- 2003
ტერმინი „გავლენის აგენტი“ ამერიკული განმარტებით, შემდეგს ნიშნავს: „პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უცხოელ წარმომადგენლებთან ფარული გავლენისთვის, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას, ან აქვს საშუალება კონკრეტულად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“. საბჭოთა და შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების ტერმინოლოგიაში კი მას ასეთი განმარტება აქვს. „ეს არის გადაბირებული და სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში განსწავლული აგენტი, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს და თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით შეუძლია მიზანმიმართულად უსიტყვო გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.“
![]() |
1.5 გავლენის სფეროები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავლენის სფეროები იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
რეგიონები, რომელზეც სხვა სახელმწიფოს კონტროლის პრეტენზია აქვს. გაბატონებული სახელმწიფო თავისი გავლენის რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობასა და გ.ს-ში მოქცეული ქვეყნების დამოუკიდებლობას ზღუდავს. გ.ს-ის სტატუსს ხშირად არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი არ განსაზღვრავს. XIXს-ის მიწურულისა და XXს-ის განმავლობაში გ.ს- ად დაყოფა საერთაშორისო პოლიტიკად ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. გ.ს-ს ხანდახან კონტროლის სფეროებადაც ნათლავენ, რადგან ამ ორ ცნებას შორის საზღვრის გავლება ძნელია. ხანდახან გ.ს-ს პასუხისმგებლობის სფეროს უწოდებენ. გ.ს-ს საპირისპირო პოლიტიკა „ღია კარის“ სახელწოდებითაა ცნობილი.
![]() |
1.6 გაზეთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი იხ. აგრეთვე: დიალოგი, ჟურნალი, ფორმა, პერიოდი, პოლიტიკური, კორესპონდენტი, კორესპონდენცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
იტალ. Gazzetta, gazeta – ძველებური ვენეციური მონეტა, რომლითაც ყიდულობდნენ გაზეთს ინგლ. newspaper მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი, ჩვეულებრივ ყოველდღიური, დიდი ფურცლების ფორმის პერიოდული გამოცემა.
![]() |
1.7 გაზის პლიტა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაზის პლიტა (ბარბარიზმი) იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაზის პლიტა (ბარბარიზმი)
რუს. газовая плита გაზქურა
![]() |
1.8 გაზოსვარკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაზოსვარკა (ბარბარიზმი) იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაზოსვარკა (ბარბარიზმი)
რუს. газовая сварка აირული შედუღება, ავტოგენური შედუღება
![]() |
1.9 გაიდლაინი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაიდლაინი (ბარბარიზმი)
შაქრიანი დიაბეტის მართვის სახელმძღვანელო მითითებები / რეკომენდაციები. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაიდლაინი (ბარბარიზმი)
ინგლ. guideline სახელმძღვანელო პრინციპი / მითითება, რეკომენდაცია ინსტრუქცია.
![]() |
1.10 გაიკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაიკა (ბარბარიზმი) იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაიკა (ბარბარიზმი)
რუს. гайка ქანჩი
![]() |
1.11 გალობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გალობა იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
გ ა ლ ო ბ ა არს თვისისაებრ უკვე სიტყვისა ჴმა რამე ყოვლისავე ჴმისა მიერ ჴმატკბილობით თქმული და ყოველივე ორღანოთა მუსიკებრივთა მადლობა; გ ა ლ ო ბ ა არს რაოდენი რა ხედვისა მაღლისა (+ და Cq) ღმრთის(ა) მეტყველები(თი)სა მქონებელ იყოს (ქონება Cq); გ ა ლ ო ბ ა არს ჴმა(ჲ) ავაჯიანი შეწყობით აღტევებული თვინიერ ჴმაცემისა რომლისავე ორღანოსა; გ ა ლ ო ბ ა არს მართლმადიდებლობითთა (+ შჯულთა Cq) მიერ ღმრთის მეტყველება, რომლისა თვით თავით თვისით იწვრთიდეს შეწირვასა ღმრთისასა სული(სა)სრულისა ვისიმე C. გ ა ლ ო ბ ა არს თვისისაებრ უკვე სიტყვისა ჴმა რამე ყოვლისავე ჴმისა მიერ ჴმატკბილობით თქმული და ყოვლივე ორღანოთა მუსიკებრივთა მადლობა E.
![]() |
1.12 გამოსავლის მონახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსავლის მონახვა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
მდგომარეობაში გარკვევა, მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა
![]() |
1.13 გამოსკვინჩული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსკვინჩული წყარო: შარაშიძე გიორგი. გურული ლექსიკონი : პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან : [PDF ტექსტი] / გამომცემელი და რედაქტორი ილია თავბერიძე ; გარეკანის დიზაინი ირაკლი თოიძე ; ტექნიკური რედაქტორი მაკა ცომაია. - თბ. : გურიის სიძველეთა კვლევის ცენტრი, 2014 წელი. - 86 გვ.. - ISSN 15-12-4010; ISBN 978-9941-0-6675-7
ი. ჭყონია. სიტყვის-კონა, პეტებურგი 1910. მარდი, მალხაზი, კარგად ჩაცმული ახალგაზრდა ვაჟი
![]() |
1.14 გამჭვირვალობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამჭვირვალობა იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ხელისუფლებაში მიმდინარე პრობლემებს და გაეცნოს ხელისუფლების საქმიანობის დეტალებს( Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
![]() |
1.15 განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განათლება იხ. აგრეთვე: არაფორმალური განათლება, ზოგადი განათლება, ინკლუზიური განათლება, პროფესიული განათლება, სამოქალაქო განათლება, სახელობო განათლება, სპეციალური განათლება, უმაღლესი განათლება, ფორმალური განათლება, ფორმალური პროფესიული განათლება წყარო: განათლების დონე საქართველოში სიტყვა განათლებიას განმარტება
სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის,წარმოების მოთხოვნებით.
![]() |
1.16 განზრახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განზრახვა იხ. აგრეთვე: ზრახვა, ძრახვა, ზრახული, წინა-განზრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
1. „დაკჳრვება“, გონება; გონიერება, აზრი, უბნობა; ფიქრი, მიჩნევა (ი. ა.) 2. უბნობა, ლაპარაკი 3. ფიქრი 4. მოლაპარაკება, მოთათბირება 5. გამოანგარიშება, აღრიცხვა (ი. ა.)
![]() |
1.17 განკითხვის დღის დადგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განკითხვის დღის დადგომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
შავი დღის, დანაშაულზე პასუხისმგებლობის დროის დადგომა სინონიმი: განკითხვის დღის მოსვლა, განკითხვის ჟამის მოსვლა, განკითხვის ჟამის დადგომა, დადგომა
![]() |
1.18 განმარტება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განმარტება იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, თარგმანება, კომენტარი წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
„გამოთარგმანება“; „განძარცუვა“; „მიყოფა“, „განპყრობა“, „გარდაფენა“, „ცხად-ყოფა“, ახსნა; გაცლა; გაშლა; „განმართება“; „განცხადება“. თარგმანება, კომენტარი (ილია აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები), თბ., 1973. გვ.1-577. ) ახსნა, განმარტება გაშლა, გაფენა (ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, ტ. I (V-X საუკუნეების ძეგლები), გამოსცა, ტაბულები და ლექსიკონი დაურთო ივანე იმნაიშვილმა. რედ. ა. შანიძე, თბ., 1949. გვ. 355-489. 2. საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, II, გამოსცა ივ. იმნაიშვილმა, თბ., 1966. გვ. 147-210. 3. ივ. იმნაიშვილი, სინური მრავალთავი, გამოკვლევა და ლექსიკონი, თბ., 1975. გვ. 125-272. .)
![]() |
1.19 განქიქება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განქიქება წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
გამჟღავნება, გამოჭენება, შერცხვენა
![]() |
1.20 განწყობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განწყობა წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
რუს. установка ინდივიდის მზაობა გარკვეული მოქმედებისთვის. არსებობს განწყობის განსხვავებული ცნებები: მოტორული განწყობა – გულისხმობს ადამიანის მოტორული სისტემების მზაოჯბას მოქმედებებისათვის; ფსიქიკური განწყობა – ცნობიერების მზაობას ამა თუ იმ ფსიქიკური პროცესისათვის; სოციალური განწყობა ადამიანების გარკვეულ დამოკიდებულებას სოციალურ ღირებულებათა მიმართ, რის გამოც განსხვავებულია მათი სოციალური აქტივობაც. განწყობა განპირობებლია პიროვნების გამოცდილებით და მის ქცევას აძლევს სათანადო მიმართულებას. დ. უზნაძის განწყობის ცნებაში იგულისხმება ინდივიდის „აწყობა“ ყოველგვარი აქტიურის განსახორციელებლად
![]() |
1.21 განხილვითი სტატიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განხილვითი სტატიები იხ. აგრეთვე: PR წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
ინგლ. ROUND-UP ARTICLE სტატიები, რომლებიც ახდენენ ერთეულ კომპანიათა, მათსავე დარგში გამოცდილების ინტეგრირებას. მზადდება არა ყოველთვის ჟურნალისტების მიერ, თუნდაც რომ ისინი ამ კონკრეტულ თემაზე იყვნენ სპეციალიზირებულნი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელია პრობლემების ცოდნა. ამის გამო, ძირითადად ავტორებად გვევლინებიან ექსპერტები, ან კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც აანალიზებენ განსაზღვრულ დარგს, ექსპერტულად აფასებენ მათ დინამიკას და განვითარების პერსპექტივებს, ასახელებენ შესაბამის ფაქტებსა და ციფრებს. ფაბლისიტი მცირე და შედარებით სუსტ კომპანიებზე შეიძლება გაუმჯობესდეს განხილვით სტატიაში მასალების ჩართვის საფუძველზე, დიდი და ძლიერი კონკურენტების მასალათა გვერდით.
![]() |
1.22 გასავსავება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გასავსავება წყარო: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ხელის, დიდი უარის ნიშნად, გადაქნევა, მტკიცე უარის თქმა. „მაშინაც ისრე გამისავსავა ხელი, რო მეორეთ იმასთან რაღა მიმიყვანს!“ თავის ბოროტად ტრიალი, რხევა. „გველივით გაასავსავა თავი“. „ეგ რო თავ ასავსავამს, მაგით უნდა გაიგო, რა კაციც არი“.
![]() |
1.23 გასტარბაიტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გასტარბაიტერი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
გერმ. G. სამუშაოს საშოვნელად სხვა ქვეყანაში ჩასული პიროვნება.
![]() |
1.24 გასტროენტერიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გასტროენტერიტი იხ. აგრეთვე: სალმონელოზი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ბერძნ. gaster – კუჭი, enteron – ნაწლავი, itis – ანთება კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება.
![]() |
1.25 გასტროენტეროკოლიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გასტროენტეროკოლიტი იხ. აგრეთვე: სალმონელოზი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ბერძნ. gaster – კუჭი, enteron – ნაწლავი, kolon – კოლინჯი, itis – ანთება კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ერთდროული ანთებითი დაავადება. უმთავრესად ვითარდება მწვავე ინფექციებისა და ენტეროინტოქსიკაციის შემთხვევებში.
![]() |
1.26 გაუცხოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაუცხოება წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
რუს. отчуждение სუბიექტის მიერ სხვა ინდივიდებისადმი და სოციალური ჯგუფებისადმი დამოკიდებულების ისეთი შეცვლა, როცა ისინი მისთვის მიუღებელი ხდებიან. გაუცხოება გამოვლინდება განკერძოებით, განმარტოებით, განკიცხვით. „მე“-ს დაკარგვით და ა.შ.
![]() |
1.27 გაფიცვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაფიცვა იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ორგანიზებული მასობრივი შეწყვეტა მუშაობისა, რათა აიძულონ საწარმოს მეპატრონეები (ან ხელისუფლება) დააკმაყოფილონ გაფიცულთა მოთხოვნები. გაფიცვა ან ეკონომიკურია, ან პოლიტიკური. ხშირად გაფიცვას თან ახლავს დემონსტრაციები.
![]() |
1.28 გაფრინდაშვილი ვალერიან (1889-1941) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაფრინდაშვილი ვალერიან (1889-1941) იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი ვალერიან გაფრინდაშვილი
პოეტი. დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1914 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებს" 1919—1924წწ., წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა და გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "მეგობარში". მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპიური ლექსების კრებული. 20-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო "მიწასთან დაბრუნების" ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: "ლექსებ" (1926), "ლექსები" (1937), "რჩეული" (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
![]() |
1.29 გაშეარება (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაშეარება (ბარბარიზმი)
ინგლ. to share გაზიარება
![]() |
1.30 ეს ინფორმაცია გააზიარეთ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ინფორმაცია გააზიარეთ იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი გაშეარება (ბარბარიზმი)
სინონიმი: დაშეარება
![]() |
1.31 გეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი მეორე – I I, ერეხთევსი, ნადიმი, ურანოსი, იაპეტოსი, კრონოსი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
ბერძნ. დედამიწა ღვთაება, რომელიც განასახიერებს დედამიწას. ბერძნული მითოსის თანახმად, თავდაპირველად არაფერი არ იყო. ყოველივე გაჩნდა, მათ შორის ქაოსიც-უკიდეგანო და ბნელი სივრცე. ასევე თავისთავად გაჩნდნენ: გეა – ფართომკერდიანი დედამიწა, ტარტაროსი – მიწისქვეშეთი და ეროსი – სიყვარული. გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა ურანოსი – ზეცა, რომელიც გარსშემოევლო მას და უკვდავ ღმერთთა უსაფრთხო სავანედ იქცა. შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში დასახლდებიან შემდეგ ნიმფები. გეასგან იშვა აგრეთვე პონტოსი – ვრცელი ზღვა. გეა, დედა-ღვთაება და ურანოსი, მამრი ღვთაება შეერთდნენ, რის შედეგადაც გეამ ექვსი ვაჟი (ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი) და ექვსი ქალი (თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, თეტისი) წარმოშვა. გეას შვილები არიან აგრეთვე კიკლოპები (ბრონტესი, სტეროპესი და არგესი), გოლიათები (კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი), რომელთაც მხრებზე ასი ხელი ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს. გეას შვილები ძრწოლის მომგვრელნი იყვნენ და ამიტომ ისინი მამამ შეიძულა. დაიბადებოდნენ თუ არა, კრონოსი მათ მიწის წიაღში მალავდა. დამძიმდა გეა, წუხდა ძლიერ, აღარ შეეძლო ურანოსის ამ უმსგავსო საქციელის ატანა და მისი დასჯა განიზრახა. დასახმარებლად უხმო შვილებს. მხოლოდ უმცროსი ვაჟი, კრონოსი ამოუდგა მხარში დედას. გეამ მას ადამანტისაგან (მტკიცე ლითონისაგან) დამზადებული ნამგალი მისცა და სათანადოდ დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო. როდესაც ცოლისადმი ძლიერი ვნებით ანთებული ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, კრონოსი სამალავიდან გამოვიდა, მამას ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან. ურანოსისგან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც ამის შემდეგ დაბადა ერინიები – შურისძიების ქალღმერთები, აგრეთვე ვეებერთელა გიგანტები და ნიმფები. ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს ტიტანები უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა. პოსეიდონისაგან გეამ შვა ანტეოსი. ტარტაროსისგან – ექიდნე და ტიფონი. პონტოსისაგან – ნერევსი, ფორკისი და სხვა ღმერთები. გეა ითვლებოდა ყველა უკვდავისა და მოკვდავის დიად წინაპრად, დიდ დედად. გეას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, დელფოს უძველესი ტაძარი თავდაპირველად გეას ეკუთვნოდა. მოგვიანებით გეას უკავშირებდნენ დემეტრესა და კიბელეს კულტებს. ანტიკურ ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია სიუხვის რქა. რომაულ მითოლოგიაში გეას შეესაბამებოდა ტელუსი (Terra Mater, Tellus).
![]() |
1.32 გემატრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გემატრია წყარო: გემატრია
სიტყვის ან ფრაზისათვის რიცხობრივი მნიშვნელობის მინიჭება. სინონიმი: ჰემატრია იხ.
აგრეთვე: ქალდეა
![]() |
1.33 გენდერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერი იხ. აგრეთვე: გენდერული თანასწორობა, გენდერული ტექნოლოგიები, გენდერული ძალადობა, ინვერსია, სამოქალაქო განათლება წყარო: Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
ინგლ. Gender - სქესი (უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს) ლათ. genus - გვარი სოციალური და კულტურული განსხვავება მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის, რაც საპირისპირო სქესისა, რომელიც ასახავს ბიოლოგიურ და, ამდენად, აუცილებელ განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის.
![]() |
1.34 გენდერული თანასწორობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერული თანასწორობა იხ. აგრეთვე: გენდერი, გენდერული ტექნოლოგიები, გენდერული ძალადობა, სამოქალაქო განათლება წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.
![]() |
1.35 გენდერული ტექნოლოგიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერული ტექნოლოგიები იხ. აგრეთვე: გენდერი, გენდერული თანასწორობა, გენდერული ძალადობა, ტექნოლოგია წყარო: ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
დისკურსიული მექანიზმები, რომლებიც გენდერის წარმოების ფორმებს და სტადიებს იძლევა. გენდერული ტექნოლოგია აჩვენებს, როგორ ხდება სქესი იდეოლოგიური პროდუქტი.
![]() |
1.36 გენდერული ძალადობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერული ძალადობა იხ. აგრეთვე: გენდერი, გენდერული თანასწორობა, გენდერული ტექნოლოგიები, სამოქალაქო განათლება წყარო: ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ეწოდება სქესის მიერი ხასიათის ძალადობას. გენდერულ ძალადობას, ანუ ძალადობას ქალ-ვაჟის ურთიერთობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც ქუჩაში, ასევე ნაცნობების წრეში, როგორც უცნობებს, ასევე შეყვარებულებს შორის, სკოლაში, და თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახშიც კი.
![]() |
1.37 გენეზისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენეზისი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. genesis 1.წარმოქმნა, წარმოშობა, წარმომავლობა. 2ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს განვითარებადი მოვლენის წარმოშობას.
![]() |
1.38 გენერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენერაცია იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. generatio – დაბადება 1. ცხოველების, მცენარეების, მინერალების ერთი გვარის ან სახეობის ყველა წევრი. 2. წარმოშობა, გაჩენა. მაგ., ელექტროენერგიის გ.
![]() |
1.39 გენია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენია იხ. აგრეთვე: დემონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. genius უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი.
![]() |
1.40 გენიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენიოსი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ლათ. genius ნიჭიერების, ჭკუის, ტალანტის უმაღლესი გამოვლინება. ძველ რომაულ მითოლოგიაში – მფარველი სული,რომელიც თან ახლავს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.
![]() |
1.41 გეოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოგრაფია იხ. აგრეთვე: გრაფია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ბერძნ. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირს, მის ბუნებრივ პირობებს, მოსახლეობის განაწილებას.
![]() |
1.42 გეოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოლოგია იხ. აგრეთვე: ეპოქა, ისტორია, ორგანული, ფლორა, ფაუნა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. gē და logos – დედამიწა და მოძღვრება მეცნიერება, რომელიც სწავლობს დედამიწის აგებულებასა და შედგენილობას, დედამიწის ქერქის ცვალებადობის ისტორიას, დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის ისტორიას და სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს.
![]() |
1.43 გეომეტრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეომეტრია
ბერძნ. geōmetria მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხეულების სივრცითს მიმართებებსა და ფორმებს.
![]() |
1.44 გეომეტრიული აქსიომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეომეტრიული აქსიომა იხ. აგრეთვე: ანალიზური, კონგრუენტული, აქსიომა, მათემატიკა, ფორმა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.45 გეოპოლიტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოპოლიტიკა იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ეს ტერმინი თანამედროვე ლიტერატურაში იხმარება სამი სხვადასხვა გაგებით: 1. რეაქციული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც არახელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ამართლებს და ასაბუთებს ექსპანსიურ პოლიტიკასა და ტერიტორიულ დაპყრობებს, ხელსაყრელი, ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შექმნის აუცილებლობას სხვა სუსტი და „არასრულფასოვანი“ ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე. ასეთი გ. გაიგივებულია იმ ოფიციალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პრაქტიკასთან, რასაც ახორციელებდა ნაცისტური გერმანია და რაც ამჯერად საყოველთაოდაა უარყოფილი. 2. მოძღვრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ქცევას საფუძვლად უდებს გეოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა: გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორიისა და მოსახლეობის სიდიდიდე, კლიმატი, რელიეფი, ბუნებრივი რესურსები და, ყოველივე აქედან გამომდინარე, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი. გ-ის ასეთი გაგება ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. 3. სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში. ტერმინი „გეოპოლიტიკა“ პირველად იხმარა შვედმა მეცნიერმა რუდოლფ ჩელენმა XXს-ის დასაწყისში. იგი აცხადებდა, რომ გერმანიისათვის აუცილებელია მისი შესაფერისი სასიცოცხლო სივრცის შექმნა, რაც მეზობელი პატარ-პატარა და სუსტი ერების ხარჯზე უნდა მოხდეს. ეს თეზისი დაედო საფუძვლად გერმანულ გ-ს, რომლის მამამთავარი კარლ ჰაუსჰოფერი იყო და რაც ჰიტლერული გერმანიის ოფიციალურ სახელმწიფო დოქტრინად იქცა. პარალელურად გ. განვითარდა დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც, ძირითადად ინგლისსა და აშშ-ში. ამერიკელი ადმირალის ა. მეჰენის აზრით, იმის გამო, რომ მსოფლიო ოკეანე ერთიანი და უწყვეტი სივრცეა, ხოლო ზღვის ტრანსპორტი - ყველაზე უფრო იაფი და ეფექტური, ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მსოფლიოზე ბატონობას მოასწავებდა, ოღონდ საამისოდ უნდა შექმნილიყო უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საზღვაო ბაზების ხშირი ქსელი. ამ თეზისმა დიდი გავლენა იქონია აშშ-ის პოლიტიკაზე, კერძოდ, მისი სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაზე. ინგლისელი გეოგრაფი ჰ.მაკინდერი ავტორია ე.წ. ჰარტლენდის თეორიისა, რომლის მიხედვით, ზღვაზე ბატონობა მართლაც ნიშნავდა მსოფლიოზე ბატონობას XV-XIXსს-ებში, მაგრამ XIXს-ის ბოლოს ისტორიის საყრდენი წერტილი, ანუ ჰარტლენდი, კვლავ ხდება ცენტრალური აზია (სივრცე ურალიდან თითქმის წყნარ ოკეანემდე). ამიტომ ის სახელმწიფო, რომელიც გააკონტროლებს ტერიტორიას გერმანიიდან ციმბირამდე, იქნება კიდეც მსოფლიოს ჰეგემონი. ეს იდეა მხედველობაში მიიღეს ვერსალის კონფერენციაზე (1919), სადაც გათვალისწინებული იყო ბუფერული სახელმწიფოების შექმნა გერმანიასა და რუსეთს შორის, რათა არ მომხდარიყო გერმანიისა და რუსეთის დაახლოება და მათ მიერ ჰარტლენდის კონტროლი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების გამარჯვება და საბჭოთა კავშირის გაძლიერება ფაქტობრივად ნიშნავდა ჰარტლენდზე საბჭოთა კავშირის კონტროლის დამყარებას. ამერიკული გ.-ური სკოლის მეორე წარმომადგენლის ნ. სპიკმენის თეორიით, ჰარტლენდის ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება იყო მის გარშემო არსებული რკალის - ე.წ. შიდა ნახევარმთვარის, ანუ რიმლანდის (დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია) კონტროლი აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა საბჭოთა, ანუ კომუნისტური საფრთხის ექსპანსიის შეჩერებას (შეკავების პოლიტიკა). ჰარტლენდ-რიმლანდის თეორია იყო ომის შემდგომი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზა, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელების იარაღს წარმოადგენდა ნატოს, სენტოს და სეატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების შექმნა. სწორედ რიმლანდთან დაკავშირებით იჩინა თავი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უმთავრესმა დაპირისპირებებმა (ბერლინი-კორეა-ახლო აღმოსავლეთი-ვიეტნამი). სხვა ამერიკული გ.-ური თეორიებიდან აღსანიშნავია ს. კოენის გეოსტრატეგიული არეალებისა და გ.-ური რეგიონების თეორია, ი. გალტუნგის პანრეგიონებისა და ზესახელმწიფოების თეორია, ს. ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახების თეორია და სხვ. ალტერნატიულ გ.-ურ თეორიებს მიეკუთვნება საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის გაერთიანებული ევროპის თეზისი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს მიუმხრობლობის მოძრაობის თეზისი. რუსულ გ-ურ აზროვნებაში უკანასკნელ დროს განსაკუთრებით პოპულარულია ევრაზიანიზმის თეორია. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ლიბერალიზაციას მოჰყვა მსოფლიო პოლიტიკაზე სამხედრო ფაქტორის განმსაზღვრელი როლის შედარებით შესუსტება და წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკური კეთილდღეობისა და სახელმწიფოთა კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებმა. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი დაასკვნის, რომ გ. იცვლება გეოეკონომიკითა და გეოინფორმაციით. თუმცა კომპოზიტის დასაწყისი ნაწილი „გეო“ მიგვანიშნებს, რომ გეოგრაფიულ ფაქტორს კვლავ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
![]() |
1.46 გერონტოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერონტოლოგია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
მედ. ბერძნ. geron – მოხუცი, logos – მოძღვრება ბიოლოგიისა და მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს.
![]() |
1.47 გვანცა დედოფალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვანცა დედოფალი იხ. აგრეთვე: პერსონალია, დავით VII (ულუ), დემეტრე II (თავდადებული) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
საქართველოს დედოფალი, დავით VII ულუს მეუღლე (გარდაიცვალა დაახლოებით 1262 წელს).
![]() |
1.48 გველის ხვრელში გაძრომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გველის ხვრელში გაძრომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
მიზნის (უმთავრესად სამარცხვინოს, ბოროტის) მისაღწევად ყოველი ღონის ხმარება. მაგ., რაც უნდა ძნელი საშვარი იყოს, გველის ხვრელში გაძვრება და იშოვნის. ძალადობა არაფრად არ მიაჩნია (გ.წერეთელი)
![]() |
1.49 გვერდებში გაჯდომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდებში გაჯდომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გვერდებში გაჯდომა რისამე (აზრის, გრძნობის...) შეჩვევა, შეგუება, მოწონება, გატკბობა
![]() |
1.50 გვერდის ავლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდის ავლა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
უყურადღებოდ დატოვება, ანგარიშის გაუწევლობა სინონიმი: გვერდის აქცევა, გვერდის ახვევა
![]() |
1.51 გვერდის დამშვენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდის დამშვენება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ვისიმე გვერდით ყოფნა, გვერდში დგომა
![]() |
1.52 გვერდში ამოდგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდში ამოდგომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დახმარების გაწევა, შველა, გვერდში ამოდგომა, მხარის მიცემა
![]() |
1.53 გვერდში ამოყენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გვერდში ამოყენება წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გვერდში ამოყენება (ვისიმე) მუდმივ დამხმარედ, თაბამებრძოლად გახდა (ვისიმე) იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.54 გზა-კვალის აბნევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზა-კვალის აბნევა წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დაბნევა, სწორი გზიდან აცდენა, თავგზის აბნევა სინონიმი: გზა-კვალის არევა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.55 გზაზე დადგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზაზე დადგომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გარკვეული გეზის აღება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად
![]() |
1.56 გზაზე დაყენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზაზე დაყენება წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გზაზე დაყენება (ვისიმე) გზის გაკაფვა, გეზის მიცემა, დახმარების გაწევა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.57 გზას გადაცდენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზას გადაცდენა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
სწორი გზიდან აცდენა; მოტყუება
![]() |
1.58 გზების მოჭრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზების მოჭრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
შებოჭვა, თავისუფლად მოქმედების საშუალების შეზღუდვა
![]() |
1.59 გზიდან ჩამოცილება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზიდან ჩამოცილება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გზიდან ჩამოცილება (ვისიმე) თავიდან მოცილება, ჩამოშორება (ვისიმე)
![]() |
1.60 გზირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზირი იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი გზირი
მმართველობის ადგილობრივი აპარატის ქვედა რგოლის წარმომადგენელი. ტერმინი გზირი საქართველოში ჩნდება გვიანდელ შუა საუკუნეებში. გზირის ძირითადი ფუნქცია იყო სოფლებში ხელისუფალთა ბრძანების/განკარგულების ადგილზე მიტანა, აღსრულება, ვინმეს გამოძახება. არსებობს მოსაზრება, რომ გზირის ინსტიტუტი თავდაპირველად ქართლში მხოლოდ მომთაბარე თათრებისთვის შეიქმნა, ვინაიდან „დასტურამალში“გზირი მხოლოდ იმ პარაგრაფშია ნახსენები, რომელიც ელს ეძღვნება. გზირის სასარგებლოდ დაწესებული იყო გადასახადი - საგზირო. სოციალური წარმომავლობით გზირები გლეხები იყვნენ. შემონახულია მხოლოდ XVIII ს-ის რამდენიმე გზირის სახელი გვარის გარეშე.
![]() |
1.61 გზის გაკაფვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის გაკაფვა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დაბრკოლებათა გადალახვა, წინსვლის პირობების შექმნა, გზის გაკვლევა
![]() |
1.62 გზის გამრუდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის გამრუდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
სწორი გზიდან აცდენა, ცუდ გზაზე დაყენება
![]() |
1.63 გზის განათება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის განათება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გეზის, მიმართულების მიცემა, გზის გაკვლევა
![]() |
1.64 გზის გახსნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის გახსნა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გასაქანის მიცემა, რისამე (მოქმედების, წინსვლის, განვითარების...) შესაძლებლობების შექმნა
![]() |
1.65 გზის დახლართვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის დახლართვა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გზა-კვალის არევა, დაბნევა
![]() |
1.66 გზის დახშობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის დახშობა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დაბრკოლებათა შექმნა, მოქმედების (განვითარების...) საშუალების მოსპობა სინონიმი: გზის შეკვრა
![]() |
1.67 გზის მანათობელი ვარსკვლავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გზის მანათობელი ვარსკვლავი იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დამხმარე, გზის მაჩვენებელი, გეზის მიმცემი, კეთილისმყოფელი
![]() |
1.68 გილგამეში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გილგამეში იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, რიმათ–ნინსუნი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
მოხსენიებულია შუმერულ მეფეთა სიაში. სავარაუდოდ იგი იყო ნამდვილი ხელმწიფე ძვ.წ. 26 საუკუნეში
![]() |
1.69 გილგამეშის ეპოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გილგამეშის ეპოსი იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ანუ, ანაუაკი, ანზუ, აპსუ, არურუ, ენლილი, ენქიდუ, ერეშქიგალი, ეთანა, გილგამეში, ჰუმბაბა, იგიგის ღმერთები, ირკალა, იშთარი, ლაპის ლაზული, ნინურტა, ნანარი, ნიპური, რიმათ–ნინსუნი, სიდური, სიპარი, ურუქი, უთნაფიშთიმი, შამაში, შამჰათი, შურუპაკი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
![]() |
1.70 გიმნასიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიმნასიონი იხ. აგრეთვე: არისტოტელე (ძვ. წ. 384-322), ლიკეონი წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008. გინეკეია ბერძნ. ბერძნულ სახლს ორი განყოფილება ჰქონდა: ე.წ.ანდრონი, რომელიც მამაკაცთათვის იყო განკუთვნილი და რომელშიც სიმპოსიონები იმართებოდა და გინეკეია - `"საქალებო"
იხ. აგრეთვე: წყარო:17 იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ანდრონი, ნადიმი, სიმპოსიონი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 20
ფიზიკური წვრთნისათვის განკუთვნილი ადგილი ძვ. საბერძნეთში
![]() |
1.71 გიორგი IV (ლაშა) (1198-1223 წწ) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი IV (ლაშა) (1198-1223 წწ) იხ. აგრეთვე: პერსონალია, დავით სოსლანი, წმ. მეფე თამარი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
საქართველოს მეფე 1213 წლიდან, თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.
![]() |
1.72 გიორგი V (ბრწყინვალე) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი V (ბრწყინვალე) იხ. აგრეთვე: პერსონალია, დემეტრე II თავდადებული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ლათ. საქართველოს მეფე 1314-46 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.
![]() |
1.73 გიტარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიტარა იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ესპ. guitarra სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზემო დეკას შუაში სარეზონატორო ღრუ აქვს, ყელზე-კილოებიანი გრიფი, საკრავის თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. თავდაპირველად სიმებს ნაწლავებისაგან აკეთებდნენ, მოგვიანებით ლითონისა და ნეილონისაგან. XII ს. ესპანურ გ-ს ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVII ს. იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გავრცელდა ე. წ. ესპანური გიტარები, რომლებსაც ხუთი ორმაგი სიმი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გ-მ XVIII ს. შუა წლეში, ამ დროისთვის 5 ორმაგი სიმის ნაცვლად შემოიღეს 6 ცალფა სიმი. რუსეთში ძალზე გავრცელდა შვიდსიმიანი, ტერციული წყობის ( ე. წ. რუსული). გ-ს იყენებდნენ ძირითადად სიმღერის აკომპანემენტისათვის, აგრეთვე კამერულ ანსამბლებში და სოლო საკრავზედაც. ზოგ ქვეყანაში გ. ხალხ. საკრავად იქცა. გ-ისთვის ნაწარმოებები დაწერეს: ნ. პაგანინიმ, მ. დე ფალიამ, ე. ვილა ლობოსმა და სხვ. ცნობილი გიტარისტები არიან: მ. ჯულიანი (იტალია), ფ. სორი, ფ. ტარეგა, ა. სეგოვია (ესპანეთი), მ. ლ. ანიდო (არგენტინა), ა. სიხრა, მ. ვისოცკი, მ. სოკოლევი, ა. ივანოვ-კრამსკოი, საქ-ში თ. ყვითელაშვილი და სხვ. XX ს-ში გავრცელდა გიტარის ნაირსახეობანი-ჰავაიური და ჯაზ-გიტარა.
![]() |
1.74 გლავკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გლავკოსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XVII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ბერძნ. ყოფილი მეთევზე, ზღვის ღვთაებად ქცეული
![]() |
1.75 გლეჯა მოადინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გლეჯა მოადინა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გლეჯა მოადინა (სადმე), უცებ თავი ამოყო (სადმე)
![]() |
1.76 გლობალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალიზაცია იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ადამიანთა ერთობებს შორის სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის შემცირების პროცესი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს და საზოგადოებებისა და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდას გამოხატავს. გ-ის თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ცივი ომის შემდეგ სახელმწიფოების მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად კლებულობს საერთაშორისო ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სხვა არასახელმწიფოებრივი მოქმედი პირების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხდეს ინდუსტრიის ლოკალიზება, უფრო მეტად მიიღება მთელი მსოფლიოს შესაძლებლობებთან მიმართებაში, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) კონტექსტში. თუ მანამდე საწარმოო ოპერაციები უპირატესად ხორციელდებოდა ნაციონალურ საფუძველზე, წარმოების გ.-მ გამოიწვია ქარხნების ინტეგრაცია ერთიან სისტემაში, როდესაც პროდუქცია საბოლოო სახით აიწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დამზადებული დეტალებისაგან. მსოფლიოს ფინანსური ბაზრები ერთმანეთთან დაკავშირებულია სწრაფი ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს კაპიტალისა და რესურსების უწყვეტ მიმოქცევას მსოფლიო მასშტაბით, და ეს არ არის ლიმიტირებული დროითი და სივრცული პარამეტრებით. ეკონომიკის გ.-ში ბევრი რამ უხილავია ინდივიდებისათვის, მაგრამ მისი შედეგები აშკარა და რეალურია: ინდივიდებმა შეიძლება დაკარგონ ან მიიღონ სამუშაო იმ გადაწყვეტილებების შედეგად, რომლებიც მიიღება სხვათა მიერ ათასობით კილომეტრის დაშორებით, როდესაც მანიპულაცია ხდება გლობალური პერსპექტივის საფუძველზე. წარმოების გ. ხელს უწყობს პროდუქციის გ-ს, როდესაც მომხმარებელს ურჩევნია შეიძინოს მსოფლიოში აღიარებლი პროდუქცია და არა ის, რაც შექმნილია ნაციონალური ბაზრსათვის. ამრიგად, ეკონომიკის გ-ის არსი ისაა, რომ ეროვნული სახელმწიფო (ერი-სახელმწიფო) უკვე აღარ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეული მსოფლიო ეკონომიკაში. გ. ოთხი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია (სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა), ლიბერალიზაცია (სახელწმიფოს როლის შემცირება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელება და აღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელობის კლება. გ. ერთობლივად მიმდინარეობს პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალურ და კულტურის სფეროებში. პოლიტიკაში გ. გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციების როლის ზრდით, საერთაშორისო პოლიტიკის ახალი, გლობალური პრობლემების გაჩენითა და მათი ერთობლივი გადაწყვეტით (გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება). ეკონომიკური კუთხით გ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საერთაშორისო ფინანსების განვითარება და თითოეული ქვეყნის მოქალაქეებზე საერთაშორისო კერძო კაპიტალის გავლენის ზრდაა. სოციალური კუთხით, გ. დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებების (განსაკუთრებით, ტრადიციული საზოგადოებების) ტრანსფორმაციაზე. კულტურის თვალსაზრისით, გ-ის თეორეტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიოში კულტურული ერთგვარობის ზრდას, საერთო პოპულარული მასობრივი კულტურის ჩასახვასა და განვითარებას. სკეპტიკოსების აზრით, გ-ის პროცესი მოჩვენებითია, გ-ისა და ფრაგმენტაციის ტენდენციები მსოფლიო პოლიტიკას განვითარების ყველა ეტაპზე ახასიათებდა და, ამგვარად, მას საერთაშორისო ურთიერთობებში თვისობრივი სიახლე არ შეუტანია. დღეს ხდება არა ეროვნული სახელმწიფოების (ერი-სახელმწიფოების) გაქრობა, არამედ ეკონომიკისა და კულტურის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ სახელწიფოებს შორის ინტენსიურ და მზარდ კავშირებზე, რაც მსოფლიოს იდენტურობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.
![]() |
1.77 გლობალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალური წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ფრანგ. 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული. 2. მთელი მსოფლიოს მომცველი. იხ.
აგრეთვე: ლიბერალიზმი, ლოკალური
![]() |
1.78 გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832) იხ. აგრეთვე: პერსონალია, ელენე, ფაუსტი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
გოეთე რვა წლის ასაკში რამდენიმე ძველ ენას ფლობდა. ამავე ასაკში იგი უკვე ფილოსოფიურ ნაშრომებსაც წერდა, ადრეულ ასაკში მან ზღაპრების წერასაც მიჰყო ხელი. გოთეს მამა იურისტი იყო და სურდა, რომ შვილსაც იურიდიული განათლება მიეღო. გოეთე ლაიპციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტებზე სწავლობდა, მაგრამ მას სხვა გეგმები ჰქონდა – იგი, სტრასბურგში ყოფნისას, აქტიურად ჩაება „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობაში, სადაც ლესინგთან და ჰერდერთან ერთად იბრძოდა დამოუკუდებელი ეროვნული ხელოვნების შესაქმნელად. გოეთეს პირველმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ თავიდანვე დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში და იგი მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მთელი ცხოვრების განმავლობაში გოეთემ დაწერა 1600 ლექსი, რომელთაგან მრავალი სახალხო სიმღერებად იქცა. იგი წერდა მოთხრობებს, სტატიებს, ლექსებს, მაგრამ მისი შემოქმედებით მწვერვალად „ფაუსტის“ ტრაგედია ითვლება.
![]() |
1.79 გოლგოთას შედგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოლგოთას შედგომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ტანჯვა-წამების, მძიმე ცხოვრების გზის დაწყება. (გოლგოთა არის მთა პალესტინაში, რომელზედაც, სახარების მიხედვით, ჯვარს აცვეს იესო ქრისტე)
![]() |
1.80 გონგოები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონგოები იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ადამიანის უფლებები საქართველოში = Human rights in Georgia, 2005-2006 / არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ; [შემდგ.: კაკაბაძე ნანა, ნიკოლაიშვილი გელა] - თბ., 2006 ფსევდო - არასამთავრობო ორგანიზაციები წყარო: არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის კოდექსი. სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა- თბ.: გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,- სერიის რედაქტორი დავით ლოსაბერიძე გამოცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ორგანიზაციები, რომლებსაც სახელისუფლებო მოქმედი პირები ქმნიან ან იმისთვის, რომ დამოუკიდებელ სსო-ებს დაუპირისპირდნენ ან კონკრეტულ საგრანტო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა წყარო: ნოდია გია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები: სტრატეგიის განაცხადი / გია ნოდია; მშვიდ., დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, სამოქ. ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ., 2005
ხელისუფლების მსახური არასამთავრობო ორგანიზაციები
![]() |
1.81 გონების ამღვრევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონების ამღვრევა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
აღელვება, აღშფოთება, შავ ფიაქრებში გახვევა
![]() |
1.82 გონების დაკარგვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონების დაკარგვა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დაბნევა, არევა, თავგზის აბნევა
![]() |
1.83 გონს მოგება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გონს მოგება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ჭკუაზე მოსვლა, მიხვედრა (რისამე), გამორკვევა; გრძნობაზე მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება სინონიმი: გონს მოსვლა
![]() |
1.84 გორგასალი ვახტანგ I(442-502) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორგასალი ვახტანგ I(442-502) იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ვახტანგ I გორგასალი
ქართლის მეფე Vს. II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი. სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე. ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამჯდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო. მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს. ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი. ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.
![]() |
1.85 გორგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორგია იხ. აგრეთვე: ალკიდამასი, გორგონა, პერსონალია, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
მე-5-4 საუკუნეების ცნობილი ორატორი. მისი სახელი ეწოდება პლატონის ერთერთ დიალოგს.
![]() |
1.86 გორგონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გორგონა იხ. აგრეთვე: ნადიმი, გორგია, სოკრატე (469-393 ქ.წ.) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
მითიური ურჩხული, რომლის ერთი შეხედვაც კი ქვად აქცევდა კაცს. სოკრატე თამაშობს სიტყვებით გორგონასი და გორგია
![]() |
1.87 გოშიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გოშიზმი იხ. აგრეთვე: ტროცკი ლევ (1879-1940), ტროცკიზმი, მაოიზმი, ანარქიზმი წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
ფრანგ. გოშ – მარცხენა მემარცხენეობა – ტროცკიზმის, მაოიზმის, ანარქიზმის და სხვა უკუდურესად მემარცხენე, ექსტრემისტულ იდეოლოგიათა უწესრიგო ნარევი.
![]() |
1.88 გრაალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრაალი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ლეგენდების თანახმად, იდუმალებით მოცული ჭურჭელი, რომელთან მიახლოებისათვისაც რაინდები გმირობებს იქმოდნენ. ითვლებოდა, რომ ამ ჭურჭელში ჯვარცმული ქრისტეს სისხლი იყო მოქცეული.
![]() |
1.89 გრადაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრადაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ლათ. gradatio – თანდათანობით ამაღლება; gradus საფეხური, ხარისხი ინგლ. gradation გერმ. gradation ფრანგ. gradation ერთი თვისებიდან, ნიშნიდან მეორეში თანმიმდევრობით, თანდათანობით გადასვლა.
![]() |
1.90 გრადუალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრადუალიზმი იხ. აგრეთვე: ევოლუცია, სალტაციონიზმი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ლათ. granus – ნაბიჯი, საფეხური ევოლუციურ თეორიაში: წარმოდგენა განვითარების პროცესების თანდათანობაზე.
![]() |
1.91 გრავიტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრავიტაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლათ. gravitas "სიმძიმე" მატერიის თვისება, რაც გამოიხატება სხეულთა ურთიერთმიზიდულობით; მსოფლიო მიზიდულობა.
![]() |
1.92 გრავიურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრავიურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. gravure 1. რაიმე მაგარი მასალის (ლითონის, ხის, ქვის, მინის, და სხვ.) გლუვ ზედაპირზე ამოკვეთილი ან ამოჭმული ნახატი. 2. ასეთი ნახატის ანაბეჭდი ქაღალდზე.
![]() |
1.93 გრამატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრამატიკა იხ. აგრეთვე: აფიქსი, გრაფიკა, დეფისი, მორფოლოგია, სინტაქსი, სუფიქსი, სტილისტიკა, სემასიოლოგია, პრეფიქსი, პუნქტუაცია, ეტიმოლოგია, ლინგვისტიკა, ლექსიკა, ლექსიკოლოგია, ფონოლოგია, ფონეტიკა, ფონემა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ლინგვ. ბერძნ. grammatikē ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვისა და წინადადების აგებულებას (შედგება მორფოლოგიისა და სინტაქსისაგან); მეცნიერება ამა თუ იმ ენის აგებულების შესახებ.
![]() |
1.94 გრაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფი იხ. აგრეთვე: ტიტული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
გერმ. Graf ევროპელ აზნაურთა მემკვიდრეობითი ტიტული.
![]() |
1.95 გრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფია იხ. აგრეთვე: აგიოგრაფია, ავტობიოგრაფია, ავტოგრაფია, არქეოგრაფია, ბიოგრაფია, გეოგრაფია, ფოტოგრაფია, ჰაგიოგრაფია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ბერძნ. grapho – ვწერ 1. რაიმეს გრაფიკული ასახვის ხერხის; 2. რაიმეს წერილობითი ასახვის, მეცნიერების, ასახვის მეთოდების აღმნიშვნელი რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი.
![]() |
1.96 გრაფიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფიკა იხ. აგრეთვე: გრამატიკა, გრაფიკული, კონტენტი, მულტიმედია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ბერძნ. graphikē – ხაზვა, ხატვა 1. ხაზებით, შტრიხებით (უსაღებავოდ) ხატვის ხელოვნება; ასეთი ხელოვნების ნიმუშები; 2. (ლინგვ.) ხელნაწერი ან ნაბეჭდი ნიშნების მოხაზულობა; ცოცხალი მეტყველების (ბგერათა) გამოხატვა წერითი ნიშნებით (ასოებით).
![]() |
1.97 გრაფიკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფიკული იხ. აგრეთვე: ორნამენტი, გრაფიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
გრაფიკასთან დაკავშირებული; ნახაზით წარმოდგენილი, დახაზული.
![]() |
1.98 გრინსტოუნის ბიბლიოთეკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრინსტოუნის ბიბლიოთეკა იხ. აგრეთვე: ციფრული, კოლექცია, ბიბლიოთეკა წყარო: Greenstone ოფიციალური გვერდი
საბიბლიოთეკო პროგრამული უზრუნველყოფა ციფრული ბიბლიოთეკის კოლექციების შექმნისა და გავრცელებისათვის. ბიბლიოთეკა იძლევა სრულტექსტოვანი ძიების შესაძლებლობას. პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ახალი ზელანდიის ვაიკატოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში. ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე https://www.greenstone.org/ და მისი გამოყენება შესაძლებელია General Public License პირობების დაცვით. გრინსტოუნი შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და სხვა საჯარო მომსახურების დაწესებულებებს, შექმნან საკუთარი ციფრული ბიბლიოთეკები. ასეთ შესაძლებლობას წლებია იყენებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
![]() |
1.99 გრიპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრიპი იხ. აგრეთვე: ფორმა წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
ფრანგ. gripper – დაჭერა ძლიერ გადამდები ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა. ხშირად გრიპს თან ერთვის გართულებები (ფილტვების ანთება, მენინგოენცეფალიტი და სხვ.). დაავადება ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. გრიპის ვირუსი ხშირად იცვლის თავის ანტიგენურ თვისებებს, რის გამოც სპეციფიკური იმუნიზაციის გამოყენება გართულებულია. ვირუსი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს.
![]() |
1.100 გროტესკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გროტესკი იხ. აგრეთვე: ლიტერატურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. grotesque 1. ლიტ.ხელ. მხატვრული ხერხი, რაც დამყარებულია მეტისმეტ გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტების - რეალობისა და ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის შეხამებაზე; ასეთი ხერხით შექმნილი ნაწარმოები; 2. პოლიგრ. შრიფტის ერთ-ერთი სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თანაბარი სისქის შტრიხები
![]() |
1.101 გრუნტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრუნტი იხ. აგრეთვე: ოაზისი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
გერმ. მიწა, ნიადაგი. 1. საღებავის პირველი პირი ნახატის ტილოზე. 2. ძირითადი ფონი.
![]() |
1.102 გრძელი დღე არა აქვს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრძელი დღე არა აქვს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დიდხანს ვერ იცოცხლებს, მალე მოკვდება
![]() |
1.103 გრძელი ენა აქვს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრძელი ენა აქვს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ზედმეტი ლაპარაკი იცის, ყბედია, ენატარტალაა
![]() |
1.104 გუბერნია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუბერნია იხ. აგრეთვე: ალეგორია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
რუს. ძველი რუსეთის (და საბჭოთა კავშირის 1929 წლამდე) ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
![]() |
1.105 გუდა-ნაბადის აკვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდა-ნაბადის აკვრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
აბარგება, სამყოფელი ადგილის დატოვება, სხვაგან წასვლა სინონიმი: გუდა-ნაბადის აკრეფა
![]() |
1.106 გუდას პირი მოხსნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდას პირი მოხსნა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო
![]() |
1.107 გუდასტვირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდასტვირი იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქ-ში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლური და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გ. ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის – გუდის და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან – ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან, ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჯვენა დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას – ბანი. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გ-ის სახეობაზე. მაგ. ქართლური და რაჭული გ-ის „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე 5 და 5, ფშაურ სტვირგუდაზე 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გ-ის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავდნენ.
![]() |
1.108 გუდრონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუდრონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ფრანგ. goudron 1. ფისი, რომელსაც იღებენ ბიტუმოვანი ქანების გამოხარშვით; იყენებენ უმთავრესად საგზაო მშენებლობაში. 2. ნარჩენები, მიღებული ნავთობსახდელ ქარხნებში; წარმოადგენს სპეციალური საცხები ზეთების ნედლეულს.
![]() |
1.109 გულზე არ ახატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე არ ახატია იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულზე არ ახატია (ვინმე), არ უყვარს, არ მოსწონს (ვინმე)
![]() |
1.110 გულზე გადაგდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე გადაგდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულზე გადაგდება (რისამე), დავიწყება (რისამე). მაგ., არ იქნა, ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა
![]() |
1.111 გულზე გადაყრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე გადაყრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დავიწყება (რაიმე ცუდი განცდისა), დამშვიდება, გართობა (რაიმე ცუდი განცდის შემდეგ)
![]() |
1.112 გულზე გასკდომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე გასკდომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება
![]() |
1.113 გულზე გახეთქა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე გახეთქა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულზე გახეთქა (ვისიმე), ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება, შეშინება (ვისიმე)
![]() |
1.114 გულზე გველმა უკბინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე გველმა უკბინა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გამწარდა, უცებ რისამე გამო შეშფოთდა
![]() |
1.115 გულზე დაბეჭდვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე დაბეჭდვა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულზე დაბეჭდვა (რისამე). კარგად, საფუძვლიანად დახსომება, გულში ჩაჭედვა (რისამე)
![]() |
1.116 გულზე ვარდის გადაფენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე ვარდის გადაფენა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გახარება, აღფრთოვანება, სიამოვნების განცდა. მაგ., ეთერსაც იმის დანახვაზე გულს ვარდი გადაეფინა (ვ.ბარნოვი)
![]() |
1.117 გულზე კბენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე კბენა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულის ტკენა, შეწუხება, წყენა
![]() |
1.118 გულზე ლოდის დაწოლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე ლოდის დაწოლა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დადარდიანება, დაღონება, შეწუხება, სულის შეხუთვა სინონიმი: გულზე მძიმე ლოდად დაწოლა
![]() |
1.119 გულზე მალამოს მოცხება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე მალამოს მოცხება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დამშვიდება, სიამოვნების განცდა. მაგ., ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულზე მალამო მოსცხეს მის გაფიცხებულ გულს (გ.წერეთელი)
![]() |
1.120 გულზე მოსვლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე მოსვლა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა
![]() |
1.121 გულზე მოშვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე მოშვება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
დამშვიდება, დარდის, ჯავრის გადაყრა, გულს მოფენა
![]() |
1.122 გულზე მოხვედრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე მოხვედრა წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულზე მოხვედრა (რისამე), მკვეთრად განცდა, გულთან ახლოს მიტანა (რისამე) იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.123 გულზე შემონთება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე შემონთება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
შეწუხება, აღელვება, გაბრაზება
![]() |
1.124 გულზე შემოყრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე შემოყრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გრძნობის დაკარგვა, გულის შეწუხება, გულის წასვლა
![]() |
1.125 გულზე ცეცხლის მოკიდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე ცეცხლის მოკიდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გაბრაზება, გამწარება, დატანჯვა
![]() |
1.126 გულზე ხელის დადება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე ხელის დადება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
სიმართლის თქმა, მართლის აღიარება
![]() |
1.127 გულზე ხელის დაკრეფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულზე ხელის დაკრეფა წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
უსაქმოდ ყოფნა, უმოქმედობა, სიზარმაცე სინონიმი: გულზე ხელების დაკრეფა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.128 გულთან ახლოს მიტანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულთან ახლოს მიტანა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულთან ახლოს მიტანა (რისამე), განცდა (რისამე), თანაგრძნობის გაწევა, გულთბილად მოკიდება
![]() |
1.129 გული არ აქვს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული არ აქვს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულქვაა, უგულოა; გულგატეხილია, გული აქვს აცრუებული, ხალისი არა აქვს
![]() |
1.130 გული ეთანაღრება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული ეთანაღრება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ გული ერჩის ძლიერია, გულადია, საბრძოლო განწყობილებაზეა
იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულს აკლია, უკმაყოფილოა, გულნაკლულოდაა
![]() |
1.131 გული ეუბნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული ეუბნება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გრძნობს, წინათგრძნობა უკარნახებს სინონიმი: გული უთხრობს
![]() |
1.132 გული მისდის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული მისდის იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გული უწუხს, გულზე ეყრება, გრძნობა ეკარგება
![]() |
1.133 გული მიუწევს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული მიუწევს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გული მიუწევს (ვისკენმე, საითკენმე), (ვინმესთან) ყოფნა სურს; (სადმე) წასვლა უნდა
![]() |
1.134 გული საგულეს აქვს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული საგულეს აქვს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
არ ეშინია, დამშვიდებულია, დაიმედებულია, თავი ქუდში აქვს
![]() |
1.135 გული უთქვამს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული უთქვამს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გული უთქვამს (ვისთვისმე), ეტრფის, უყვარს
![]() |
1.136 გული უკვდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული უკვდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ძლიერ სწყინს, განიცდის, აწუხებს (რამე)
![]() |
1.137 გული უტირის - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული უტირის იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
შეწუხებულია, განიცდის, გული უკვდება
![]() |
1.138 გული უცემს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული უცემს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გული უცემს (ვისთვისმე), ეტრფის, უყვარს, მოსწონს (ვინმე), გული უთქვამს (ვისთვისმე)
![]() |
1.139 გული ყელში სჩრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული ყელში სჩრია იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ნერვიულია, ფიცხია, ადვილად ბრაზდება
![]() |
1.140 გული შესტკივა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გული შესტკივა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გული შესტკივა (ვისთვისმე), ებრალება, თანაუგრძნობს, მზრუნველობას უწევს (ვისმე)
![]() |
1.141 გულიდან ამოგდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან ამოგდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
რისამე, ვისიმე, დავიწყება, გულიდან ამორეცხვა (რისამე, ვისიმე) სინონიმი: გულიდან გადაგდება
![]() |
1.142 გულიდან ამოგლეჯა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან ამოგლეჯა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
რისამე, ვისიმე, დავიწყება, შეძულება, გულიდან ამოგდება (რისამე, ვისიმე) სინონიმი: გულიდან ამორეცხვა, გულიდან ამოღება
![]() |
1.143 გულიდან ამოხდომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან ამოხდომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულიდან ამოხდომა (რისამე), გრძნობით წარმოთქმა (რისამე)
![]() |
1.144 გულიდან გადავარდნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან გადავარდნა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულიდან გადავარდნა (რისამე), გადავიწყება, დავიწყება (რისამე)
![]() |
1.145 გულიდან გადაყრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან გადაყრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულიდან გადაყრა (რისამე), დავიწყება (რისამე)
![]() |
1.146 გულიდან ლოდის აცლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულიდან ლოდის აცლა წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
რაიმე სადარდელის მოშორება, გულზე მოშვება სინონიმი: გულიდან ლოდის ახსნა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.147 გულის აგდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აგდება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულის აგდება (ვინმეზე, რამეზე), გულის აცრუება, ვისამე ან რისიმე მიმართ ინტერესის დაკარგვა, გულის გატეხა, გულის აყრა
![]() |
1.148 გულის ადუღება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ადუღება წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
სიბრალულით ავსება, გულის აჩუყება; გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.149 გულის ამოსკვნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ამოსკვნა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ბევრი ტირილი, ქვითინი
![]() |
1.150 გულის ამოჭმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ამოჭმა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გაწამება, გატანჯვა; თავის მობეზრება, შეწუხება
![]() |
1.151 გულის ამოჯდომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ამოჯდომა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
აქვითინება, ატირება, გულის ამოსკვნა
![]() |
1.152 გულის ამრევი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ამრევი იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
საზიზღარი, საძაგელი, თავის მომაბეზრებელი, ცუდი, უვარგისი
![]() |
1.153 გულის ამღერება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ამღერება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გახარება, სიამოვნების შეგრძნება
![]() |
1.154 გულის ანთება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ანთება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გაბრაზება, გულის მოსვლა
![]() |
1.155 გულის ატოკება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის ატოკება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
რაიმე (უმთავრესად სასიამოვნო) გრძნობის გამოწვევა (მოწონება, შეყვარება), გულის აჩქროლება
![]() |
1.156 გულის აფანცქალება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აფანცქალება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
აღელვება (მოუთმენლბის ან სიხარულისაგან)
![]() |
1.157 გულის აღრენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აღრენა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
აღელვება, აღშფოთება, გაბრაზება, განრისხება
![]() |
1.158 გულის აყრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აყრა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გულის აყრა (ვინმეზე, რამეზე), შეძულება (ვისიმე, რისამე), გულის აცრუება (ვინმეზე, რამეზე)
![]() |
1.159 გულის აჩუყება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აჩუყება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
გრძნობათა მორევა, ტირილის ხასიათზე მოსვლა სინონიმი: გულის აჩვილება
![]() |
1.160 გულის აჩქროლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აჩქროლება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
რაიმე გრძნობის (გახარება, წყენა..) განცდა, გულის ატოკება
![]() |
1.161 გულის აცრუება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის აცრუება წყარო: მე პატარა ქართველი ვარ გ
ვისამე ან რისიმე მიმართ ინტერესის დაკარგვა, გულის გატეხა, გულის აყრა იხ.
აგრეთვე: იდიომი
![]() |
1.162 გულმოდგინეობის ჯგუფები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულმოდგინეობის ჯგუფები წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ინგლ. Vigilante groups არაფორმალური (ხშირად პროსახელმწიფოებრივი) უკანონოდ შექმნილი ჯგუფები, ან ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ ძალადობას სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ „სტატუს კვოს“ შესანარჩუნებლად, ან წესრიგის აღსადგენად შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის გარეშე. ზოგ ქვეყანაში ასეთი ჯგუფები ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ. თეორიულად ეს ჯგუფები აკრძალულია კანონმდებლობით, ვინაიდან ისინი თვითონ ახორციელებენ კანონს, მაგრამ ფაქტიურად ხელისუფლება მათ არაოფიციალურად უჭერს მხარს.
![]() |
1.163 გურგური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გურგური წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
გიზგიზი, ცეცხლის ხმიანობა. ქალ-ვაჟთა ალერსზედაც იტყვიან: „გურგურებენ!“
![]() |
1.164 გუტაპერჩი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუტაპერჩი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ტექნ. ინგლ. guttapercha ზოგიერთი წებოვანი მცენარის გამაგრებული წვენი, ტყავის მსგავსი; იყენებენ ტექნიკაში
![]() |
1.165 გუშხამ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გუშხამ წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.
გურ. გუშინღამ, ამასწინათ (ე. ნინ., I, თ. კიკვ.; ს. ჟღ.).