The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი


სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი





თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაბობიური უნივერსიტეტი

ლამარა სარჩიმელია

სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

დამხმარე სახელმძღვანელო კორექციული პედაგოგიკის სტუდენტებისა და სმენადარღვეულ ბავშვთა მშობლებისათვის.

თბილისი

წიგნი განკუთვნილია კორექციული პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და სმენადარღვეულ ბავშვთა მშობლებისათვის.

იგი ეხება სმენადარლვეულთა შორის დაქტილური და ჟესტური მეტყველების საკითხებს.

მკითხველი ეცნობა:

დაქტილური ანბანის შექმნის ისტორიას სხვადასხვა ქგეყნებში.

ჟესტური მეტყველების სტრუქტურას და ყრუთა სასოგადოებაში მისი გამოყენების საკითხებს;

საჭიროა თუ არა სმენადარღვეულებთან მუშაობაში ზეპირ და წერით მეტყველებასთან მისი გამოყენება.

სახელმძღვანელო კარგი საჩუქარია დაინტერესებული პირებისა და სმენის ნაკლის მქონე პიროვნებებისათვის.

წიგნის შექმნა განაპირობა სტუდენტთა, სმენადარღვეულ ბავშეთა მშობლების, აღმზრდელ-მასწავლებელთა მოთხოენამ.

აეტორს ამ კეთილშობილურ საქმეში დიდად დაეხმარა სმენადარღვეულ ბავშვებთან მუშაობის ოცწლიანი, მდიდარი პედაგოგიური პრაქტიკი. წიგნის გამოცემის პირველი ცდის პირობებში ნაშრომი ხარვეზებისაგან დაზღვეული ვერ იქნება და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მკითხველის ყველა საჭირო შენიშვნას.

წიგნის „სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი“ გამოცემა უზრუნველყო საქართველოს რკინიგსის დეპარტამენტმა და მისმა თავმჯდომარემ ბატონმა აკაკი ჩხაიძემ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სმენადარღვეულ ბავშვთათვის მეურვედ დანიშნული დეპარტამენტი მრავალჯერ დაეხმარა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს. ამ წიგნის გამოცემით

კიდევ ერთი მეტად სასარგებლო საქმე გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას მოახსენებენ მათ აეტორი, სტუდენტები და მშობლები.

რედაქტორი:

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, დოქტორი, პროფესორი მამია ყოლბაია

რეცენზენტები:

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ლფსიქოლოგის კათედრის გამგე, დოცენტი თეიმურას მგალობლიშვილი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის კორექციული პედაგოგიკის სექტორის გამგე, დოქტორი, პროფესორი ნანა ცარციძე

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი ეთერ ხუფაცარია

წიგნი იბეჭდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეცნიეროსაბჭოს გადაწყვეტილებით. (ოქმი №9 10.05.02)

1 წინასიტყვაობა - სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

▲ზევით დაბრუნება


მამია შოლბაია

პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

ეთერ ხუშატარია

ფსიქოლობიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

წინასიტყვაობა

წიგნი ეხება ყრუ და სმენადაქვეითებულთა შორის ურთიერთობის საშუალებების ანალიზს ჟესტური და დაქტილური ენების გამოყენების საკითხებს.

ამ სახის შრომა ქართულ ენაზე პირველად დამუშავდა.

მისი შექმნის აუცილებლობა განპირობებულია კორექციული პედაგოგიკის სტუდენტების, მშობლებისა და აღმზსრდელ-მასწავლებელთა მოთხოვნებით.

ყველა, ვისაც ურთიერთობა აქვს სმენადარღვეულ ბავშვებთან, აუცილებლად უნდა ფლობდეს დაქტილურ ანბანს და ჟესტების ენას.

სწავლება ყრუ ბავშვთა სკოლებში პირველივე დღიდან დაქტილური ენით იწყება, ყოველი ახალი დასასწავლი სიტყვა მიეწოდება დაქტილური ანბანით და იმავდროულად წარმოითქმება კიდეც. დაქტილი ხელს უწყობს ზეპირი მეტყველების ფორმირება-განვითარებას, ბაგეებიდან ამოკითხვის ჩვევის განმტკიცებას. რაც შეეხება ჟესტურ ენას სწავლების პერიოდში ამჟამად მისი გამოყენება არ ხდება და მომავალშიც გამორიცხული იქნება მისი დანერგვა. ჟესტური ენა გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშიი როდესაც ყრუ ბავშვებთან სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ზეპირი, დაქტილური და თვალსაჩინოების დახმარებით ვერ ხერხდება.

ამ წიგნის მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან სურდოპედაგოგიკის სპეციალობას, შეასწავლოს დაქტილური და ჟესტური ენის თავისებურებები (როდის წარმოიშვა, სად და როდის უნდა გამოიყენონ იგი და ა.შ). შრომაში უმეტესად გამოყენებულია რუსი მეცნიერის, გალინა ზაიცევას /მისივეე თანხმობით/, მიერ ჩატარებული ექსსპერიმენტული კვლევით მიღებული მასალები. ანალოგიური გამოკვლევები მან 70-80-იან წლებში საქართველოშიც ჩაატარა.

შრომაში ფართოდ არის გაშუქებული ქართული ჟესტური და დაქტილური მეტყველების თავისებურებანი.

მოცემულია პედაგოგიკამი ნაკლებად ცნობილი საკითხები ქართული ენის დაქტილური ანბანის შექმნის ისტორიიდან.

ისმის კითხვა: თუ სწავლებაში არ ვიყენებთ ჟესტურ ენას, მაშინ, რატომ არის საჭირო მისი ცოდნა? ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად აუცილებელია მოსწავლეთა, ან მშობელთა კრებების დროს ჟესტური ენის (კოდნა. მშობელთა გარკვეული ნაწილი სმენადარღვეულია, უდაოა ისიც, რომ ხშირად, როცა მოსწავლეს რაიმე პრობლემა ექმნება, სიმართლის გარკვევა უმეტესად ჟესტებით ხდება. ამ შემთხევევაში ბავშვები ჟესტის ენის მცოდნეს უფრო ენდობიან და მასთან გულახდილნი არიან. სხვა უამრავი მტკიცებების მოტანა შეიძლება, მათთგან ვფიქრობთ, საკმარისია რუსეთის ტელევიზიის გადაცემა, რომელიც ჟესტით მიმდინარეობს და რომელსაც წლების მანძილზე მოითხოვენ საქართველოს სმენადარღვეულები.

2 შესავალი - სმენადარღვეულთა ურთიერთობის საშუალებანი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

სმენადარღვეულთა დაქტილური და ჟესტებით მეტყველების სპეციფიკა

ცნობილია, რომ ბგერითი ენა წარმოიშვა მრავალი ათასი წლის უკან. მას შემდეგ კომუნიკაციის სიტყვიერი, (ვერბალური) ენის სისტემა ადამიანთა საზოგადოებაში ურთიერთობების ძირითადი საშუალებაა. ასეთივე ძველია ადამიანების ურთიერთობა არავერბალური საშუალების, ჟესტების, დახმარებითაც. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩია, რომ ჟესტების ენა წინ უსწრებდა ბგერითს, ე.ი. ადამიანები ჟესტებით უფრო ადრე საუბრობდნენ, ვიდრე ისწავლიდნენ ლაპარაკს. ჩვენს დროში, როცა ზეპირი მეტყველების ფუნქციები სულ უფრო და უფრო ფართოევქდება, არავერბალური ნიშნების სფეროც საკმაოდ მნიშენელოვანი რჩება. იგი გულისხმობს, როგორც პირობითი გრაფიკული სიმბოლოების (საგზაო ნიშნები, სხვადასხვა მაჩვენებლები და ა.შ) ასევე ჟესტების გამოყენებას.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ჟესტები ძალზე ხშირად მონაწილეობენ პიროვნებათაშორის უშუალო ურთიერთობებში და მათ მნიშვნელოვან არავერბალურ კომპონენტს წარმოადგენენ. ამასთან ურთიერთობების მიზნებისა და სიტუაციის შესაბამისად ისინი სხვადასხვანაირია. მაგალითად, ოფიციალურ გარემოში ლექტორი ხშირად ხმარობს ჟესტ-მაჩვენებელს და ჟესტებს, რომლებიც ძირითადის გამოყოფის გზით ხელს უწყობენ ლოგიკური აქცენტების განლაგებას. უშუალო, არაოფიციალური ურთიერთობებისას, ზეპირმეტყველებაში ჟესტების ფუნქცია უფრო რთული და მრავალფეროვანია. ჟესტები შეიძლება დამოუკიდებელი რეპლიკების როლში გამოვიდნენ. ვთქვათ, შეკითხვაზე: შეიძლება “შემოვიდე? თანამოსაუბრე აჩვენებს თანხმობის, ნებართვის გამომხატველ ჟესტს. არაიშვიათად ჟესტები თან ახლავს სიტყვიერ (ანუ ვერბალურ) ტექსტს და ავსებენ მის ნაკლულ ინფორმაციას: „მომეცით აი, ასეთი ფანქარი – ჟესტით ანიშნებენ და სხვ.

სასაუბრო მეტყველების გამოთქმები ვერბალური და არავერბალური კომპონენტების ურთიერთმოქმედების შედეგია, მისი ცენტრალური, ვერბალური შემადგენელია. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ ჟესტებისაგან შემდგარი ინფორმაციის არსებობაც (მაგალითად, სოგჯერ ჟესტებით მიანიშნებენ “შენ აქ, ის იქ). თუმცა, სასაუბრო მეტყველების გამოთქმებში არავერბალური კომპონენტების სახით გამოყენებული ჟესტების ერთობლიობა კომუნიკაციურ სისტემაში არაა დამოუკიდებელი მნიშენელობის მატარებელი.

უესტების გამოყენების განსაკუთრებული სფეროა ხელოვნება (პატონმიმა, ოპერა, დრამა და სხვა). პანტომიმაში არავერბალური კომუნიკაცია (ჟესტი და მიმიკა, სხეულის მოძრაობის მსგავსად სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების, გრძნობების, განწყობილების პოეტური გამოხატვის საშუალებად გვევლინება. ინდური კლასიკური თეატრის ზოგიერთ სასეობაში სეპირ მონოლოგებს, სიმღერებს და ცეკვებს თან ახლავს კონკრეტული საგნების, მოქმედებების, განცდების გამომხატველი უჟესტი-სიმბოლოები. ასეთი პირობითი ჟესტების სისტემა ამ მრავალეროვანი ქვეყნის ყველა მაყურებლისათვის გასაგებია და რთული ლიტერატურული ნაწარმოებების შინაარსის გადამოცემის შესაძლებლობას იძლევა. იაპონიის კლასიკურ-დრამატულ თეატრში ჟესტები ასევე შეადგენენ გამომხატველობითი საშუალებების სისტემის თანასწორუფლებიან ნაწილს და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული მნიშვნელობა და ფორმა გააჩნიათ. როგორც ვხედავთ, ასეთ შემთხვევებში ჟესტებს განსხვავებული ფუნქციები გააჩნიათ, მაგრამ არც ერთ დასახელებულ მიმართულებებში ჟესტები არ წარმოადგენენ მსახიობების მაყურებელთან ურთიერთობის დამოუკიდებელ სისტემას. ისინი ხელოვნების ენის მხოლოდ შემადგენელი ნაწილებია.

სპორტული შეჯიბრების პროცესში მსაჯები საერთაშორისო ჟესტებს იყენებენ მათი განკარგულება გასაგები უნდა იყოს შეჯიბრებაში მონაწილე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისათვის სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ფორმით ერთნაირ ჟესტებს განსხვავეებული მნიშვნელობა გააჩნიათ. მაგალითად, ჰოკეიში ან ფეხბურთში მსაჯის თავს ზემოთ აწეული ხელები თამაშის დამთავრებას ნიშნავს, ფრენბურთში კი – რომელიმე მოთამაშის შეცდომაზე და მისი გუნდის დაჯარიმებას მიანიშნებს. მსაჯების სპორტსმენებთან ურთიერთობების გამომხატველი ჟესტების რაოდენობა აუცილებელი და საკმარისია თითოეული სისტემის მიერ თავისი კომუნიკაციური ფუნქციების შესასრულებლად.

მაშასადამე, სპორტში, ტრანსპორტზე და ა.შ. გამოყენებულია კინემატიკური სისტემები, რომელთა შედგენილობა ნორმატიულია, დაკანონებულია. ასეთი სისტემები, მიუხედავად მათი სავსებით კონკრეტული დანიშნულებისა და გამოყენების სფეროს მკაცრად შეზსღუდევისა, დამოუკიდებელია.

შედარებით ვიწრო კომუნიკაციური ფუნქციების მქონე სისტემების გვერდით არსებობენ დანიშნულებით უფრო უნივერსა დური და აგებულებით უფრო რთული სისტემები. მათ უნდა მიეკუთვჩოს ჩრდილოეთ ამერიკული ინდიელების და ავსტრალიის ზოგიერთი ტომის, აგრეთვე ბერმოჩასონთა დუმილის აღთქმის დამდები ორდენების მიერ გამოყენებული უესტების ურთიერთობების სისტემები და, რასაკვირველია, ყრუთა დაქბილური და ჟესტებით მეტყველება.

ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების და ავსტრალიელი აბორგინების ზოგიერთი ტომის (არანტის ტომი და სხვ. ჟესტების სისტემა მეცნიერებისათვის დღემდე ცნობილთა შორის, ნამდვილად უძველესია. ისიჩი იხმარებოდა ომებისა და ნადირობის დროს. უსიტყვო ურთიერთობას ავსტრალიელები ზსოგიერთი რიტუალური ცერემონიების დროსაც იყენებდნენ. ასე, მაგალითად, სხვა გამოცდასთახ ერთად, რომელსაც ახალგასრდას უფროსი მონადირეების რიგებში მიღებამდე უწყობდნენ, უჩდა გაევლო გამოცდა დუმილის დაცვის უნარში, აჩ გლოვის პერიოდში (ერთი თეიდან ერთ წლამდე). ასევე ვალდებული იყო, შეეწყვიტა ზეპკირი მეტყველება და გადასულიყო ჟესტების ენაზე. ინდიელებს შორის დღესაც მომქმედი ჟესტების სისტემა საკუთარ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებისათვის ერთიანია და სხვა ტომებთან ურთიერთობებში გამოიყენება. იხდიე თების და ავსტრალიელი აბორიგენების ჟესტების ენა არაა სიტყვიერი ენის თარგმანი. მათ „საკუთარი' გრამატიკა გააჩნიათ, რომელიც სავსებით აკმაყოფი ღებს კომუნიკაციის იმ სფეროს მოთხოვნილებებს, რომლისთვისაცაა განკუთვნილი. ყოველდღიური ურთიერთობების საშუალებად, რასაკვირველია, სიტყვიერი მეტყველება რჩება.

ბერმონაზვნების ზოგიერთ ორდენში (ტრაპისიტები, ბენედიქტიანელები) მომქმედი ჟესტების სისტემა დუმილის აღთქმამიღებული ბერმონაზვნებისათვის ასევე თავისებური ლინგვისტური სისტემაა. ჟესტების ენა წარმოადგენს პიროვნებათშორისი ურთიერთობების ძირითად საშუალებას, თუმცა ისინი, რასაკვირველია, ასევე იყენებენ სიტყვიერი ენის წერილობით ფორმასაც.

მაშასადამე, ყეელა კინეტიკური სისტემა, რომელთა შესახებაც იყო საუბარი, განსხვავდება სტრუქტურით (შედგენილობით, აგების პრინციპებით „კომუნიკაციური დამოუკიდებლობის“ დონით) და ფუნქციებით.

დავახასიათოთ ყრუთა დაქტილური და ჟესტებით მეტყველების საკითხები.

მეტყველების საკითხები. ყრუთა დაქტილური მეტყველება განსაკუთრებული კინეტიკური სისტემაა. ხელების მოძრაობა (ჟესტები) მოცემულ შემთხევევაში გამოხატავს არა ჩვენს გარშემო არსებული გარემოს მოვლენებს (როგორც ხელოვნებაში, ინდიელებთან), არამედ ნაციონალური ალფავიტის ასოებს, მაგრამ ასოები ხომ, როგორც სიტყვების ელემენტები (წერილობითი მეტყველების ერთეულები), ამ მოვლენების აღმნიშვნელებად გვევლინებიან. შესაბამისად, სტრუქტურულად დაქტილური მეტყველება – ეს არის ასოების ჟესტებით გამოსახვა სხვანაირად, რომ ვთქვათ, გამოსახვის გამოსახვა: დაქტილური, ნიშნების ერთობლიობის გამოყენებით მოლაპარაკე სარგებლობს კონკრეტული სიტყვიერი ენის გრამატიკით. ამგვარად, დაქტილური მეტყველება – სიტყვიერი მეტყველების, ვერბალური კომუნიკაციის თავისებური კინეტიკური ფორმაა. დაქტილური მეტყველების ფუნქციები საკმაოდ მრავალმხრივია: დაქტილოლოგბია გამოიყენება სმენის მქონეთა (მასწავლებლები, მშობლები და ა. მ) და ყრუთა თორის ურთიერთობებისას, ის ასევე მონაწილეობს ყრუთა შორის ურთიერთობებში, რომელიც ძირითადად, ჟესტების ეჩის დახმარებით ხორციელდება.

ყრუთა ჟესტებით ურთიერთობის სისტემას რთული, ჟესტებით მეტყველების ორი ნაირსახეობის მომცველი სტრუქტურა გააჩნია:

1). ქართული ჟესტებით მეტყველება, რომელიც წარმოადგენს ურთიერთობას და ხორციელდება ჟესტების ენის თვითმყოფადი, თავისებური ლექსიკის, გრამატიკის და სხეა ლინგვისტური სისტემის საშუალებების დახმარებით.

2. კალკირებული ჟესტებით მეტყეველება, რომელიც წარმოადგენს სიტყვიერი ენის ლინგვისტური სტრუქტურის კალკირებას. კალკირებული ჟესტებით მეტყველება მეორადი ნიშნობრივი სისტემაა, რომლის ათვისება ყრუ ბავშვის მიერ სიტყვიერი მეტყველების სწავლის საფუძველზე და პროცესში ხდება. ჟესტები აქ სიტყვების ექვივალენტებია, ხოლო მათი თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ წინადადებაში.

შრომაში ჟესტების სხვადასხვა “სისტემების თავისებურებების განხილვისას ნაჩვენებია, თუ რაში მდგომარეობს განსხვავება და მსგავსება მათ შორის. ხასი უნდა გაესვას იმას, რომ ამ სისტემების მთავარი გამაერთიანებელია ინფორმაციის გადაცემის და აღქმის წესი. აქ ძირითადი აზრობრივი ერთეული ჟესტია, კიჩეტიკური აქტი, რომელშიც, პირველ რიგში მონაწილეობენ ხელები. ჟესტის მოძრავი ბუნება და მისი ვისუალური აღქმა მის ისეთ თავისებურებებს განაპირობებენ, როგორებიცაა სიერცეში უესტის განსასღვრული სახით განლაგების შესაძლებლობა (ახლოს, მორს, მარჯვნივ, მარცხჩივ და ა.შ.) ორი უესტის ორივე ხელით ერთდროული შესრულება და ა. შ. მაგალითად, ჰოკეის მატჩის დროს მსაჯი ერთდროულად აჩვენებს ორ ჟესტს: მარჯვეჩა ხელს ორი გამოწეული თითით აღმართავს “ხემოთ (ეს ჩიმნაეს მოედნიდან ორი წუთით გაძევებას), ხოლო მარცხენა ხელს მიმართავს დამნაშავე მოთამაშისაკენ. მსგავსი გამოთქმები ფართოდაა გავრცელებელი ყრუთა ჟესტების ენაშიც. მაგალითად, ტორშერი სკამის ზემოთაა. შეტყობინებისას ყრუ მოსაუბრე მარცხენა ხელით ასრულებს ჟესტს სკამი, ხოლო მარჯვენათი – ტორშერი. ხელები ისეა განლაგებული, რომ ინფორმაციის ვის უალურად აღმქმელი თანამოსაუბრე იღებს ყველა ინფორმაციას ნივთების სივრცობრივ განლაგების შესახებ, ცხადია, რომ სიტყვიერ ენაში ასეთი ხერხი – ორი სიტყვის ეროთოდროულად წარმოთქმა საერთოდ წარმოუდგენელია.

ჟესტებით ურთიერთობების სისტემაში მოძრაობითვიზუალური სუბსტანციების ერთობა მაოში ეროთნაირი ან მსგავსი უესტების არსებობის ერთ-ერთი მისეხია (მაგალითად ისეთის, როგორიცაა სახლი, ქართველ, რუს და ამერიკელ ყრუთა ჟესტებით მეტყველებაში და ინდიელების უესტებით ურთიერთობათა სისტემაში). მისი შესრულებისას ყოველი მათგანის ხელები სივრცეში ისეა განლაგებული, თითქოს ხორციელდება მოდელირება სახლის სახურავისა, რომელიც ძალზე ხშირად თითქმის ერთხაირია.

სწორედ ამიტომ გვხვდება ყრუთა ჟესტების ნაციონალურ ენებში ერთნაირი ჟესტები. ჟესტების ნაციონალური ენების გრამატიკაში გამოვლენილია ზოგიერთი საერთო კანონზომიერებანი. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყრუთა ჟესტებით მეტყველება, საერთოდ, უნივერსალურია. ჩვენს დროში ევროპისა და ამერიკის ბევრ სამეცნიერო ცენტრში ფართოდ გაშლილმა ლინგვისტურმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ყრუთა ჟესტების ენა განსხვავებულია ლექსიკითა და გრამატიკული წყობის თავისებურებებით.

ჟესტების ნაციონალური სისტემების გარდა, არსებობს ჟესტუნოდ წოდებული ჟესტების საერთაშორისო ენა. ეს ჟესტების თავისებური ესპერანტოა (მართალია, ესპერანტოსაგან განსხვავებით, ჟესტუნოსათვის არაა შექმნილი საკუთარი გრამატიკა). ჟესტუნოს შემქმნელთა წინაშე იდგა ამოცანა, გაეადვილებინათ ყრუთა შორის ურთიერთობების პროცესი, ყრუთა მსოფლიო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე (ყრილობები, სიმპოზიუმები, ყრუ სპორტსმენთა ასპარესობები და ა.შ). წინააღმდეგ შემთხვევაშიი„ ამგეარ “შეხეედრებზე აუცილებელი იქნებოდა თარგმნის მრავალსაფეხურიანი სისტემის მოწყობა. წარმოვიდგინოთ, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მოხსენებას აკეთებს ჟესტების ნაციონალურ ენაზე, რომელიც ითარგმნება მის შესაბამის სიტყვიერ - ინგლისურ ენასე. იმისათვის, რომ მისი გამოსვლის შინაარსი გასაგები გახდეს სხვადასხვა ეროვნების დელეგაციის წევრებისათვის საჭირო გახდებოდა ინგლისურიდან ყრუთა შორის მიღებული ჟესტების ენასე თარგმნის უზრუნველყოფა. ასეთი რთული პროცედურა ურთიერთობებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა საერთაშორისო კომიტეტმა შეარჩია და გამოაქვეყნა 1500 ჟესტიანი, თემების (ხალხი, პიროვნებათაშორისი ურთიერთობა, იურისპრუდენცია, ბუნება და ა.შ.) მიხედვით დაჯგუფებული ლექსიკონი. ლექსიკის საერთაშორისო ფონდში შეტანილი ჟესტები ძირითადად აღებულია ნაციონალური ჟესტებიდან და ნაწილობრივ ხელახლა კონსტრუირებულია კომისიის წევრების მიერ. მისი არსებითი ნაკლია გრამატიკის უქონლობა. ყრუები ჟესტებს ან ნაციონალური ენის კანონების, ან ინგლისური ენის გრამატიკის შესაბამისად ალაგებენ. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვე>ვაში გაძნელებულია კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ყრუებს “შორის.

ამჟამად, ყრუთა საერთაშორისო ფორუმებზე გამოიყენება "ურთიერთობის სისტემა, რომლის სახელწოდებაა ჟესტების საერთაშორისო ენა. ამ ენაზე გამოდიან ყრუ მომხსენებლები, მათი მეშვეობით ხდება ყველა ზეპირი გამოსვლის თარგმნა. ამ ენასევე მიმდინარეობს დელეგატების არაოფიციალური საუბრებიც. გაუგებრობები, როგორც წესი, არ წარმოიშობა. რანაირად მუშაობს ჟესტების საერთაშორისო ენა? გაირკვა, რომ თანამოსაუბრეები ჟესტებს სესხულობენ ნაწილობრივ ჟესტუნოდან, ნაწილობრივ კი სახვით მოძრაობებს, ბუნებრივ ჟესტებს, პანტომიმას იყენებენ.

მიზანშეწონილია, სურდოპედაგოგებმა იცოდნენ ის ტერმინებიი რომლებიც ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ლინგვისტურ და ფსიქო-ლინგვისტურ ლიტერატურაში.

საჭიროა, წინასწარ რამდენიმე სიტყვა ითქვას ტერმინ „ჟესტებით მეტყველების“ შესახებ. სპეციალურ ლიტერატურაში ტერმინების „ჟესტებით მეტყველება“,„ჟესტების ენა გარდა კიდევ მრავალი სხვა ალღნიშვნა გეხვდება: „მიმიკურ-ჟესტობრივი მეტყველება”, „მიმიკა“ და სხვ. ასეთი ტერმინოლოგიური უწესრიგობა ძალზე არასასურველია: ეს აძნელებს სპეციალისტებს შორის ურთიერთგაგებას, სურდოპედაგოგების მომჭადებისას ართულებს სასწავლო-პედაგოგიურ პროცესს და ა.შ.

თანამედროვე მეცნიერება ცდილობს ტერმინ-სინონიმების ლიკვიდაციას, ცნებების არსებითი ნიშნების გამომხატველი, დასაბუთებული აღნიშვნების დამკვიდრებას, ცნობილია, რომ ჟესტებით ურთიერთობების არსებით ნიშანს, ძირითად ელემენტს ჟესტი წარმოადგენს. მაშ, ხშირად რატომ მიიჩნევა საკმარისად ისეთი ტიპის აღნიშენები, როგორიცაა „მიმიკა“, „მიმიკური მეტყველებ“ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ XIX საუკუნის პირეელ ნახევარში, როცა პირველად გაჩნდა ყრუთათვის განკუთვნილი წიგნები, სიტყვა „მიმიკას“ სხვა მნიშვნელობა გააჩნდა. ეს სიტყვა აღნიშნავდა აზრებისა და გრძნობების გამოხატვის მეთოდს არამარტო სახის კუნთების (როგორც ეს დღეს გვესმის), არამედ სხეულის, მათ შორის, ხელების მოძრაობის დახმარებით. ამიტომ, იმ დროის სურდოპედაგოგებისათვის ტერმინი „მიმიკური მეტყველება“, ნიშნავდა ურთიერთობას ხელებისა და სახის კუნთების მოძრაობის მეშვეობით. მაგრამ, თანდათანობით, სიტყვამ „მიმიკა შეიძინა ახალი მნიშენელობა-- სახის კუნთების მოძრაობა, ხოლო ხელების მოძრაობების აღსანიშნავად გამოიყო სიტყვა „ჟესტი“. დღეისათვის ტერმინები „მიმიკური მეტყველება“, „მიმიკო-ჟესტობრივი მეტყველება“ მოძველდა და მხოლოდ ინერციით გამოიყენება.

3 ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.1 ა - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.2 ბ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.3 გ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.4 დ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.5 ე - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.6 ვ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.7 ზ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.8 თ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.9 ი - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.10 კ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.11 ლ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.12 მ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.13 ნ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.14 ო - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.15 პ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.16 ჟ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.17 რ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.18 ს - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.19 ტ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.20 უ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.21 ფ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.22 ქ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.23 ღ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.24 ყ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.25 შ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.26 ჩ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.27 ც - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.28 ძ- ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას

3.29 წ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.30 ჭ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.31 ხ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.32 ჯ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


3.33 ჰ - ქართული დაქტილური ანბანი

▲ზევით დაბრუნება


საჭიროებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შესრულებას