The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი


უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი





საბიბლიოთეკო ჩანაწერი:

ლექსიკონის შექმნის თარიღი: 1989

კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება

ლექსიკონის აღწერა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ენათმეცნიერების ინსტიტუტი სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც.ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

რედაქტორები ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი

თბილისი.

განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ

1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინასიტყვაობა

არსებობს უცხოურ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოცემის გარკვეული ტრადიცია და მათი მართლწერა ძირითადად მყარია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერია მოსაგვარებელი. ხშირად გვაქვს ცალკეული სახელების პარალელური ფორმები. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგალითად, ერთი და იმავე გეოგრაფიული ადგილის ან პიროვნების სახელის ერთი ფორმა შემოსულია უშუალოდ იმ ენიდან, რომლის კუთვნილებაცაა იგი, მეორე - სხვა ენის (ყველაზე უფრო ხშირად რუსულის) მეშვეობით; სიტყვა ნასესხებია ან მისი დაწერილობის, ან გამოთქმის მიხედვით (ვეიმარი - ვაიმარი, კლიბერნი - კლაიბერნი, ებერდინი - აბერდინი); ზოგჯერ ესა თუ ის სახელი მცდარად იხმარება (ოგაიო - ოჰაიოს ნაცვლად, ბირმინჰემი - ბირმინგემის ნაცვლად, შტუტჰარტი - შტუტგარტის მაგივრად, ჰიბრალტარსაც კი შეხვდებით გიბრალტარის ადგილას). სხვადასხვა პირს სხვადასხვაგვარად გადმოაქვს ქართულად ზოგი სიტყვა (მიუნხენი და მიუნჰენი, ციურიხი და ციურიჰი, ბრეხტი და ბრეჰტი, კელნი და კიოლნი ან კოლნი). ეს არც არის გასაკვირი - ითარგმნება დიდძალი ლიტერატურა, საგაზეთო მასალა. მთარგმნელები ბევრ სიძნელეს აწყდებიან უცხოური საკუთარი სახელების გადმოღებისას, გვხვდება სიჭრელე მათ ქართულ დაწერილობაში. ხშირად მთარგმნელებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამა თუ იმ სახელის ქართულად გადმოცემასთან დაკავშირებით.

კარგა ხანია მომწიფებულია უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის საკითხი. უნიფიკაციის საჭიროებამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის (ქსე) შემდგენელთა წინაშე. აუცილებელი იყო ენციკლოპედიაში შესულ სახელთა გადმოცემის მოწესრიგება. შეძლებისდაგვარად ეს გაკეთდა უკვე გამოცემული „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ I კრებულისა (1970 და 1986) და ვ. თოფურიას და ივ. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ (1968) მონაცემების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ენების სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.

უცხოურ საკუთარ სახელთა უნიფიკაციის მიზნით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილების შესაბამისად შედგენილია „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1988) და წინამდებარე „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. ამ ლექსიკონებში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც კი გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა (ტტ. I-II, 1975-1987) და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში (Большая Советская Энциклопедия, III გამოც., ტტ. I-30, 1969-1978).

ლექსიკონი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ორთოგრაფიულია და ამდენად მისი ძირითადი დანიშნულებაა უჩვენოს მკითხველს, თუ როგორ იწერება ქართულად ესა თუ ის უცხოური სახელი. ამავე დროს მოცემულია ძალიან მოკლე განმარტება (ვინ არის ესა თუ ის პიროვნება) და დაბადება-გარდაცვალების თარიღები1

აინშტაინ-ი (Einstein) ალბერტ - გერმანელი ფიზიკოსი (1879-1955).

თაგორ-ი რაბინდრანათ - ინდოელი მწერალი და მოაზროვნე (1861-1941).

რუზველტ-ი (Roosevelt) ფრანკლინ დელანო - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1882-1945).

ოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მოცემულია მისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული პარალელური სახელი (სახელები).

იბ

ნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული - ავიცენა)...

ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთს აქვს მინიჭებული უპირატესობა და დეფინიცია მასთანაა მოცემული, ხოლო მეორესთან მითითებაა:

დირიხლე, იხ. დირიკლე.

ვილსონ-ი, იხ. უილსონი.

* * *

თანხმოვანფუძიან სახელებში სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი გამოყოფილია და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ვილდ-ი, შემდეგ - ვილდგანს-ი, მაგრამ თუ სიტყვის ბოლოში ი ფუძისეულია (ე.ი. უცხო ენაშივე აქვს იგი სახელს), რა თქმა უნდა, გამოყოფილი არ არის და ანბანის რიგში ჩათვლილია (პუჩინი, სკარლატი, დონიცეტი...).

არაბული გვარების არტიკლი ალ- ანბანის რიგში არ ითვლება: ალ-ბირუნი - ბ-ზე უნდა ვეძებოთ, ალ-კაზვინი - კ-ზე, ალ-მაარი - მ-ზე.

ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ.

კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.

ლექსიკონში საკუთარი სახელები შეტანილია ძირითადად იმ რედაქციით, რომლითაც ისინი შევიდა ქსე-ში.

ქსე-ში შესული საკუთარი სახელების რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს ქსე-ის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორმა კონა გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენის სპეციალისტებმა: პროფ. ნიკო ყიასაშვილმა (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ალექსი ლეკიაშვილმა და პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), აკად. სერგი ჯიქიამ და წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ცისანა აბულაძემ (თურქული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული), დოც. გრიგოლ ნახუცრიშვილმა (ინდური ენები), უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნისან ბაბალიკაშვილმა (ებრაული). კონსულტაციას გვიწევდნენ: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგოლ გიორგაძე (ძვ. აღმოსავლეთი), დოც. სტანისლავ რავიჩი (პოლონური), პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული).

ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ივანე გიგინეიშვილს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს მიხეილ ჭაბაშვილს და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ალექსანდრე კობახიძეს (1982 წლიდან).

რედაქტირებაზე იმუშავეს აგრეთვე თსუ-ის უფროსმა მასწავლებელმა არიანე ჭანტურიამ (ინგლისური), დოც. ნუნუ ქადეიშვილმა (ფრანგული), პროფ. ნოდარ კაკაბაძემ (გერმანული), პროფ. ვლადიმერ ახვლედიანმა (არაბული), პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილმა (სპარსული); კონსულტაციას გვიწევდნენ პროფ. აკაკი ურუშაძე (ახ. ბერძნული), ფილოლ. მეცნ. კანდიდატი შალვა გაბესკირია (თურქული); უცხოენოვან ბგერათა გადმოცემის წესების თაობაზე სასარგებლო შენიშვნები მოგვცა დოც. შუქია აფრიდონიძემ.

იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი.

რაც შეეხება ჩინურ, იაპონურ, კორეულ და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების (პაკისტანი, შრი-ლანკა, ნეპალი, ბირმა, ტაილანდი, ლაოსი, კამპუჩია, ვიეტნამი, ფილიპინები, ინდონეზია, მონღოლეთი), აგრეთვე აფრიკის მკვიდრთა ენებიდან შემოღწეულ სახელებს, ისინი გავმართეთ ძირითადად რუსულის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ სახელებში გვხვდებოდა ბგერა ჰ, რომელიც რუსულში არ არის, ვეყრდნობოდით უცხოური ენციკლოპედიების ჩვენებას.

ლექსიკონს საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. აწყობილი ტექსტი მთლიანად წაიკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. რედაქტორებს დიდი დახმარება გაუწიეს ქსე-ის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსმა სამეცნიერო რედაქტორებმა მზიური დუგლაძემ და მანანა მაკალათიამ. ინგლისური საკუთარი სახელების დამუშავებაში რედაქტორებს ეხმარებოდნენ ქსე-ის სამეცნიერო რედაქტორები ელადა ჯაში და რუსუდან ფოფხაძე.

* * *

ევროპული ენებიდან ნასესხები საკუთარი სახელების ქართული მართლწერა ემყარება ქვემოთ მოყვანილ წესებს.

_____________

1. ჩვენი საუკუნის ზოგი მოღვაწის გარდაცვალების წლის დადგენა ვერ მოხერხდა (ბოლო მონაცემები აღებული გვაქვს საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონიდან - Советский Энциклопедический Словарь, 1986).

2 ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერისა და ბგერათკომპლექსის გადმოცემა ქართულში*

გერმანული

aa - აა (და არა: ა): Aachen - აახენ-ი

ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.

ch - ხ (და არა: ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum - ბოხუმ-ი.

ch - კ (და არა: ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.

ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.

dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.

ee - ეე (და არა: ე): Bodensee - ბოდენზეე.

ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich - ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.

eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.

h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.

h (არ გამოითქმის):

ა) სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.

ბ) r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.

გ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt - ბერენდტ-ი.

დ) ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: Hohenzollern - ჰოენცოლერნ-ი.

ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Griesbach - გრისბახ-ი.

ö და oe - ე (და არა: იო ან ო): Köln - კელნ-ი (და არა: კიოლნ-ი ან კოლნ-ი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა: შონბერგ-ი), Röntgen - რენტგენ-ი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფ-ი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.

ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.

q - კ (და არა: ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა: ქვედენფელდტ-ი).

s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი, Saarbrücken - ზაარბრიუკენ-ი.

ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.

st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.

th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმან-ი.

tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.

u - უ: Ludwig - ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.

ü - იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.

v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel - ფოგელ-ი.

v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.

x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.

y - ი: Ryck - რიკ-ი.

z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი.

დანიური

ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი, ქრისტიან-ი).

d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild - გუნჰილ-ი.

eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.

hj - ი: Hjalf - იალფ-ი.

nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.

s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.

sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.

ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.

å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი.

ესპანური

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras - ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო, Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.

ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.

g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge - სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.

gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.

gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.

h (არ გამოითქმის): Hector - ექტორ-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი. გამონაკლისია: Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტ-ი, La Habana - ჰავანა.

j - ხ: Juan - ხუან-ი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა, Jimenes - ხიმენეს-ი.

lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.

lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca - ვალიე-დელ-კაუკა.

llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.

llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.

ña - ნია: Cataluña - კატალონია.

ño - ნიო: Marañon - მარანიონ-ი.

ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.

que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.

qui - კი: Quintana - კინტანა, Quito - კიტო.

s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.

x - ს: Extremadura - ესტრემადურა.

z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza - სარაგოსა, Cádiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი.

ინგლისური

a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი, Cardiff - კარდიფ-ი.

a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.

a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.

a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.

ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.

ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.

ai - ე: Cairns - კერნზ-ი.

au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილ-ი, Cinderford - სინდერფორდ-ი.

c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Caistor - კეისტორ-ი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.

ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchill - ჩერჩილ-ი.

ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina - კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich - ულრიკ-ი.

ck - კ (და არა: ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.

dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.

e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.

e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.

ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Deanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn - დირბორნ-ი.

ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირ-ი.

ee - ი: Green - გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსკილ-ი, Seebom - სიბომ-ი.

ei - ი: O'Neill - ო'ნილ-ი, Keith - კით-ი.

ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.

eu და ew - იუ: Matthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერი.

ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა: ენდრიუ).

ew - უი: Lewis - ლუის-ი.

ey - ი: Sidney - სიდნი.

g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog - დოლგაროგ-ი.

g (e, i, y-ს წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogers - როჯერზ-ი.

ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრუდ-ი, Gilbert - გილბერტ-ი.

gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.

h - ჰ: Hillary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისონ-ი.

i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.

i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.

i - ე: Firth - ფერთ-ი.

k - კ (და არა: ქ): Katherine - კათრინ-ი (და არა: ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი, Kevin - კევინ-ი.

o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.

o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.

oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.

oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.

ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.

ou - უ: Coupar Angus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.

ou - ა: Douglas - დაგლას-ი.

ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.

p - პ (და არა: ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.

ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.

qu - კუ (და არა: ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინს-ი.

s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.

s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.

s (ზოგჯერ არ გამოითქმის): Long Island - ლონგ-აილენდ-ი.

sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.

ss - ს: Furness - ფერნეს-ი.

t - ტ (და არა: თ): Coventry - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.

t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.

tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour-დაჩ-ჰარბორ-ი.

th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth - მაკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი, Plymouth - პლიმუთ-ი.

th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.

th - ზ: Rutherford - რეზერფორდ-ი.

th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა, Theresa - ტერეზა.

tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.

u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.

u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte - ბიუტ-ი.

u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner - სამნერ-ი.

u - ე: Churchill - ჩერჩილ-ი, Ogburn - ოგბერნ-ი, Burbank - ბერბანკ-ი.

w - უ: William - უილიამ-ი, Wellington - უელინგტონ-ი, Warren - უორენ-ი, Windsor - უინძორ-ი.

w - ვ: Washington - ვაშინგტონ-ი, Darwin - დარვინ-ი.

x - ქს: Oxford - ოქსფორდ-ი.

x - გზ: Alexander - ალეგზანდერ-ი.

y - აი: Dyson - დაისონ-ი, Argyll - არგაილ-ი, Bryce Canyon - ბრაის-კანიონ-ი.

y - ე: Byrd - ბერდ-ი, Byrne - ბერნ-ი.

z - ზ: Elizabeth - ელიზაბეთ-ი.

იტალიური

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - კ: Cadore - კადორე, Cursolo - კურსოლო, Macchi - მაკი.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cesare - ჩეზარე, Cimarosa - ჩიმაროზა.

cc - კ: Dallapiccola - დალაპიკოლა.

cc - ჩ: Boccaccio - ბოკაჩო, Vespucci - ვესპუჩი, Contucci - კონტუჩი.

ch - კ: Cherubini - კერუბინი, Michele - მიკელე, Schipa - სკიპა, Chiuro - კიურო, მაგრამ Michelangelo - მიქელანჯელო, Archangelo - არქანჯელო.

cch - კ: Zecchi - ცეკი, Verrocchio - ვეროკიო, Sacchetti - საკეტი.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Guttuso - გუტუზო, Grana - გრანა.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Agira - აჯირა, Germanetto - ჯერმანეტო.

gh - გ: Alighieri - ალიგიერი, Quarenghi - კვარენგი.

gia - ჯა, gio - ჯო: Giacomo - ჯაკომო, Giorgione - ჯორჯონე.

gna - ნია: Agnana - ანიანა.

gno - ნიო: Vignola - ვინიოლა.

gu - გუ: Guasila - გუაზილა, Guerrazi - გუერაც-ი.

gu - გვ: Guarneri - გვარნერი.

i (უმახვილო) - c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio - მაჯო, Riccioli - რიჩოლი.

qu - კვ: Quasimodo - კვაზიმოდო, Quercia - კვერჩა.

s - ს: Secchi - სეკი, Chiusdino - კიუსდინო, De Amicis - დე ამიჩის-ი.

s - ზ: Ysola - იზოლა, Cimarosa - ჩიმაროზა, Smeraldi - ზმერალდი, Della Casa - დელა კაზა.

sc (a, o, u-ს წინ) - სკ: Bosco - ბოსკო.

sc (e, i-ს წინ) - შ: Scicolone - შიკოლონე, Scisciaro - შიშარო.

z და zz - ც: Zacconi - ცაკონი, Zappa - ცაპა, Bozzole - ბოცოლე.

z და zz - ძ: Mazzini - მაძინი, Lazzari - ლაძარი (ლაცარი), Verzone - ვერძონე.

ნორვეგიული

aa - ო: Vesaas - ვესოს-ი.

au - ეუ: Aursand - ეურსან-ი, Haugesund - ჰეუგესუნ-ი.

g - გ: Sigurd - სიგურდ-ი.

g - ი: Egner - ეინერ-ი.

g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder - იერდერ-ი.

ie - ი: Grieg - გრიგ-ი.

k - კ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

ki და kj - ხი: Kielland - ხიელან-ი, Kjelstadli - ხიელსტადლი.

ld - ლ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.

nd - ნ: Øverland - ევერლან-ი.

o - ო: Oslo - ოსლო.

o - უ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი, Evensmo - ევენსმუ.

sch - სკ: Schou - სკოუ.

sj - შ: Sjøberg - შებერგ-ი.

sk - სკ: Skouen - სკოუენ-ი, Skre - სკრე.

ski, skj - შ, Skien - შიენ-ი, Skjerper - შერპერ-ი, Werenskiold - ვერენშიოლ-ი.

tj - ხ: Tjølling - ხელინგ-ი.

å - ო: Istgård - ისტგორდ-ი.

ø - ე: Bodø - ბუდე, Bømlo - ბემლო, Grønland - გრენლანდია.

პოლონური

ą - ომ: Dąbrowska - დომბროვსკა.

ą - ონ: Katski - კონტსკი.

c (ყველა შემთხვევაში): - ც: Cetner - ცეტნერ-ი, Stobiecki - სტობიეცკი, Solec - სოლეც-ი.

ch - ხ: Chamiec - ხამიეც-ი.

cz - ჩ: Czerniatowicz - ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski - ლეშჩინსკი.

drz - ჯ: Andrzej - ანჯეი.

o - უ: Jelenia Góra - ელენია-გურა.

rz - შ: Przybyszewski - ფშიბიშევსკი.

rz - ჟ: Brzeg - ბჟეგ-ი, Kazimierz - კაზიმიეჟ-ი, Bzytka - ჟიტკა, Bobrzynski - ბობჟინსკი.

sz - შ: Leszczynski - ლეშჩინსკი, Szymon - შიმონ-ი, Lukasz - ლუკაშ-ი, Szymanowski - შიმანოვსკი, Warszawa - ვარშავა.

z - ზ: Zbigniew - ზბიგნიევ-ი, Zielona Góra - ზიელონა-გურა.

z - ჟ: Zulawski - ჟულავსკი.

პორტუგალიური

ã - ან: Meã - მეან-ი.

ão - ან: Tristão - ტრისტან-ი, Garção - გარსან-ი, São Paulo - სან-პაულუ.

c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) - კ: Cabral - კაბრალ-ი, Curral - კურალ-ი.

c (e, i-ს წინ) - ს: Celso - სელსუ, Cidadela - სიდადელა.

c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია.

e - ე: Hernani - ერნანი, Peneda - პენედა.

g (a, o, u-ს წინ) - გ: Gastăo - გაშტან-ი, Gustavo - გუშტავუ.

g (e, i-ს წინ) - ჟ: Gilberto - ჟილბერტუ, Lagedo - ლაჟედუ.

h (არ იკითხება): Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Hernani - ერნანი.

j - ჟ: Baixo Alentejo - ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge - ჟორჟი.

lhe - ლიე: Guilherme - გილიერმი.

lho - ლიუ: Fialho - ფიალიუ.

m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო.

nha - ნია: Saldanha - სალდანია.

nhu - ნიუ: Garanhuns - გარანიუნშ-ი, Curralinho - კურალინიუ.

o - ო: Orlando - ორლანდუ.

o - უ: Joaquim - ჟუაკინ-ი, Soares - სუარეშ-ი, Ricardo - რიკარდუ, Amado - ამადუ.

õe - ოინ: Simões - სიმოინშ-ი.

qu - კ: Queluz - კელუშ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი.

s - ს: Sales - სალიშ-ი, Monserrate - მონსერატ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Aloisio - ალოიზიუ, Trancoso - ტრანკოზუ, Isabel - იზაბელ-ი.

s - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Cristino - კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco - ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).

s - ჟ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Caldas Novas - კალდაჟ-ნოვას-ი (ბრაზილ.: კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas - ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).

th - თ: Theo - თეუ, Ruth - რუთ-ი, Catharina - კათარინა.

x - ზ: Exalte - ეზალტი.

x - შ: Xavier - შავიერ-ი, Maximiliano - მაშიმიანუ, Porto Alexandre - პორტუ-ალეშანდრი.

z - ზ: Ezalte - ეზალტი, Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი.

z - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Luizburgo - ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ), Queluz - კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).

რუმინული

ă - ე: Bistriţa-Năsăud - ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahută - ვლაჰუცე, Bacău - ბაკეუ.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - კ: Camil - კამილ-ი, Nicoleta - ნიკოლეტა.

c (e, i-ს წინ) - ჩ: Cezar - ჩეზარ-ი, Donici - დონიჩ-ი.

ch - კ: Michaela - მიკაელა, Chira - კირა, Costache - კოსტაკე, Nichita - ნიკიტა.

cea და cia - ჩა: Suceava - სუჩავა, Marcian - მარჩან-ი.

ciu - ჩუ: Viniciu - ვინიჩუ.

g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გ: Grigore - გრიგორე.

g (e, i-ს წინ) - ჯ: Argeş - არჯეშ-ი, Virginia - ვირჯინია.

gh (e, i-ს წინ) - გ: Gheorghe - გეორგე, Harghita - ჰარგიტა.

h - ჰ: Mihai - მიჰაი.

h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane - ბეილე-ერკულანე.

ii (სიტყვის ბოლოში) - ი: Cocoreştii-Colt - კოკორეშტი-კოლც-ი, Ploeştii - პლოეშტი.

j - ჟ: Cujmir - კუჟმირ-ი, Lugoj - ლუგოჟ-ი, Dolj - დოლჟ-ი.

s - ს: Sanda - სანდა, Constantin - კონსტანტინ-ი.

ş - შ: Argeş - არჯეშ-ი, Braşov - ბრაშოვ-ი, Ploeştii - პლოეშტ-ი.

t - ტ: Timişoara - ტიმიშოარა.

ţ - ც: Bistriţa - ბისტრიცა, Constanţa - კონსტანცა, Jalomiţa - იალომიცა.

th - თ: Theodor - თეოდორ-ი.

z - ზ: Zoe - ზოე, Suzana - სუზანა.

უნგრული

c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.

ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.

ch - კ: Christiane - კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).

d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Rolland - როლან-ი, Gérard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.

e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Littré - ლიტრე.

c (ყველა შემთხვევაში) - ც: Cuca - ცუცა, Vönöck - ვენეცკ-ი.

cs - ჩ: Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba - ბეკეშჩაბი, Lukács - ლუკაჩ-ი.

eö - ე: Eötvös - ეტვეშ-ი.

gy - დი: Gyila - დიულა, Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Megyer - მედიერ-ი, Nagykörös- ნადიკერეშ-ი.

Iy - ი: Károly - კაროი, Mihaly - მიჰაი.

ö - ე: Petöfi - პეტეფ-ი, Ottömös - ეტემეშ-ი, Mezöföld - მეზეფელდ-ი.

s და ss - შ: Békés - ბეკეშ-ი, Sopron - შოპრონ-ი, Lajos - ლაიოშ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

sz - ს: Szeged - სეგედ-ი, Tisza - ტისა, Laszlo - ლასლო, Szabó - საბო.

th - ტ: Horthy - ჰორტ-ი, Horvath - ჰორვატ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.

ts - ჩ: Derkovits - დერკოვიჩ-ი.

ü - იუ: Balatonfüred - ბალატონფიურედ-ი.

z - ზ: Lázár - ლაზარ-ი, Zoltan - ზოლტან-ი.

zs - ჟ: Jozsef - იოჟეფ-ი, Zsuzsa - ჟუჟა, Nagykanizsa - ნადიკანიჟა.

ფრანგული

ai - და ay - ე: Romaine - რომენ-ი, Du Bellay - დიუბელე, La Fontaine - ლაფონტენ-ი.

au - ო: Paul - პოლ-ი, Gaulle - გოლ-ი, Daudet - დოდე, Perrault - პერო.

auld და ault - ო: La Rochefoucauld - ლაროშფუკო, Boussingault - ბუსენგო, Perrault - პერო.

ay - აი: Raymond - რაიმონ-ი.

ay - ეი: Raynal - რეინალ-ი.

c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Claude - კლოდ-ი, Pascal -

პასკალ-ი, Jeanne ďArc - ჟანა დ'არკ-ი.

eau - ო: Bordeau - ბორდო, Rousseau - რუსო, Chateaubriand - შატობრიან-ი,

Beaumarchais - ბომარშე.

ei და ey - ე: Beine - ბენ-ი, Montmirey - მონმირე.

ei და ey - ეი: Reynaud - რეინო.

em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.

en - ან, ენ: Henri - ანრი, Noulens - ნულანს-ი, Senderans - სანდერან-ი, ďEntrecasteau - დ'ანტრკასტო.

eu - ე: Eugène - ეჟენ-ი, Babeuf - ბაბეფ-ი, Pasteur - პასტერ-ი, Montesquieu - მონტესკიე, Richelieu - რიშელიე.

g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Auguste - ოგიუსტ-ი, Gaston - გასტონ-ი.

g (e,i, y-ს წინ) - ჟ: Germain - ჟერმენ-ი, Georges - ჟორჟ-ი.

g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg - შერბურ-ი.

geo - ჟო: Geoffroy - ჟოფრუა.

gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) - ნი: Avignon - ავინიონ-ი, Cognac - კონიაკ-ი, Du Vigneaud - დიუ ვინიო.

gne (სიტყვის ბოლოში) - ნ: Bretagne - ბრეტან-ი, Boulogne - ბულონ-ი, Bourgogne - ბურგონ-ი, Charlemagne - შარლემან-ი.

gh - გ: Le Burghet - ლე ბიურგე.

gu (ხმოვნების წინ) - გ: Guy - გი, Péguy - პეგი.

gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გიუ: Gustave - გიუსტავ-ი, Auguste - ოგიუსტი.

h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Hélène - ელენ-ი, Henri - ანრი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი.

iI და iII (ხმოვნის შემდეგ) - ი: Excideuil - ექსიდეი, Aureille - ორეი, Rambouillet - რამბუიე.

iII (თანხმოვნის შემდეგ) - იი: Guillaume - გიიომ-ი, მაგრამ Grandville - გრანვილ-ი.

in - ენ: Dullin - დიულენ-ი, Vincent - ვენსან-ი, Rodin - როდენ-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი.

j - ჟ: Jules - ჟიულ-ი, Anjou - ანჟუ.

la - ლა: Abelard - აბელარ-ი, Labourbe - ლაბურბ-ი.

lu - ლუ: Lully - ლულ-ი, Eluard - ელუარ-ი, Blume - ბლუმ-ი.

m - მ: Ampère - ამპერ-ი, ďAlambert - დ'ალამბერ-ი.

m - ნ: Comte - კონტ-ი, Amfreville - ანფრევილ-ი.

mb - ნ: Coulomb - კულონ-ი.

oe (œ) oeu (œu) (სიტყვის თავში და ხმოვნის შემდეგ ) - ე: Œrlicon - ერლიკონ-ი, Œutrange - ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur - საკრე-კერ-ი.

oi - უა: Antoine - ანტუან-ი, Dubois - დიუბუა, Grégoire - გრეგუარ-ი, Loire - ლუარა, Lavoisier - ლავუაზიე.

ou - უ: Decour - დეკურ-ი, Pompadour - პომპადურ-ი..

ph - ფ: Philippe - ფილიპ-ი, Joseph - ჟოზეფ-ი.

que - კ: Loire-Atlantique - ლუარ-ატლანტიკ-ი.

r - რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის, ხან - არა:) Renoir - რენუარ-ი, Victor - ვიქტორ-ი, Berger - ბერჟე, Roger - როჟე, Beranger - ბერანჟე, Granger - გრანჟე.

s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) - ს: Serge - სერჟ-ი, Justine - ჟიუსტინ-ი.

s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Josephine - ჟოზეფინ-ი.

s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas - დიუმა, Louis - ლუი, Charles - შარლ-ი, Arles - არლ-ი, Artois - არტუა, მაგრამ: Jaurès -

ჟორეს-ი, Saint-Saëns - სენ-სანს-ი.

s - ს (I, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain - ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle - რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue - ლებეგ-ი.

t - ტ: Tristan - ტრისტან-ი, Gautier - გოტიე.

t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort - ბელფორ-ი, Goncourt - გონკურ-ი, Daudet - დოდე, Bleriot - ბლერიო, Duguit - დიუგ-ი; მაგრამ: Brest - ბრესტ-ი, Marat - მარატ-ი.

th - ტ: Arthur - არტიურ-ი, Barthou - ბარტუ, Thorez - ტორეზ-ი, Thibaud - ტიბო; მაგრამ: Berthollet - ბერთოლე, Théophile - თეოფილე, Théodor - თეოდორ-ი.

tz (სიტყვის ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Beaumetz - ბომე.

tz ( სიტყვის ბოლოში ხშირად) - ს: Retz - რეს-ი, Jametz - ჟამეს-ი.

u - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა.

un - ენ: - Lebrun - ლებრენ-ი.

x - ქს: Xavier - ქსავიე, Luxembourg - ლუქსემბურგ-ი.

x - გზ: Saint-Exupéry - სენტ-ეგზიუპერი.

x - ს: Xertigny - სერტინ-ი, Auxerre - ოსერ-ი.

x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix - დელაკრუა.

z - ზ: Zola - ზოლა.

z ( ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez - ვალდონე, Odomez - ოდომე.

შვედური

an - ა: Siegbahn - სიგბან-ი, Svahnström - სვანსტრემ-ი.

ch - კ: Erich - ერიკ-ი.

dj (სიტყვის თავში) - ი: Djurberg - იურბერგ-ი.

gi - იი: Gidlung - იიდლუნგ-ი.

gä - ე: Gällivare - ელივარე, Gärdstam - ერდსტამ-ი.

gö - იე: Götherström - იეთერსტრემ-ი.

gy - იუ: Gyllensten - იულენსტენ-ი.

h - ჰ: Hylander - ჰიულანდერ-ი.

hj - ი: Hjälmaren - იელმარენ-ი, Hjorth - იორთ-ი.

ie - ი: Siegbahn - სიგბან-ი.

k - კ: Kalling - კალინგ-ი.

k - ჩ: Kjellberg - ჩელბერგ-ი.

ი - (ზოგჯერ) უ: Borås - ბუროს-ი, Orebro - ერებრუ, Lo-Johansson - ლუ-იუჰანსონ-ი.

s - ს: Siegbahn - სიგბან-ი.

sk - შ: Skjöld - შელდ-ი.

y - ი: Ylander - ილანდერ-ი.

y (თანხმოვნის შემდეგ) - იუ: Hylander - ჰიულანდერ-ი, Almeby - ელმებიუ, Byskeälv - ბიუსკეელვ-ი.

å -ო: Boras - ბუროს-ი, Västerås - ვესტეროს-ი, Skellefteå - შელეფტეო.

ä - ე: Älmeby - ელმებიუ, Borlänge - ბურლენგე, Västerås - ვესტეროს-ი.

ö - ე: (და არა: იო): Göteborg - გეტებორგ-ი, Malmö - მალმე, Ångström - ონგსტრემ-ი.

ჩეხური

c - ც: Ciprova - ციპროვა, Třeblicki - ტრშებლიცკი

č - ჩ: Kabiček - კაბიჩეკ-ი, Poláček - პოლაჩეკ-ი.

ch - ხ: Mudroch - მუდროხ-ი, Pichlik - პიხლიკ-ი.

h - ჰ: Kohout - კოჰოუტ-ი, Hašek - ჰაშეკ-ი, Mahačkova - მაჰაჩკოვა.

r - რ: Ciprova - ციპროვა, Zaruba - ზარუბა.

ř - რჟ: Řada - რჟადა, Řezáč - რჟეზაჩ-ი.

ř - რშ: Třeblicki - ტრშებლიცკი.

s - ს: Kozusky - კოზუსკი.

š - შ: Aleš - ალეშ-ი, Ambruš - ამბრუშ-ი.

z - ზ: Zaruba - ზარუბა, Zazvorka - ზაზვორკა.

ž - ჟ: Žižka - ჟიჟკა, Domažlice - დომაჟლიცე.

ჰოლანდიური

aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი.

ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი.

c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი.

c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი.

ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი.

ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი.

ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი.

ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი, Eeden - ედენ-ი.

eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკარ-ი.

eu - ეი: Euve - ეივე.

h- ჰ: Haasse - ჰასე.

ie - ი: Rogier van Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.

ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი.

oe - უ: Goes - გუს-ი.

oo-ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი

th - თ: Beth - ბეთ-ი.

tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი.

u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი.

ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი.

z - ზ: Dozy - დოზ-ი.

* * *

რიგ შემთხვევაში უცხოური საკუთარი სახელების ქართული დაწერილობა და წარმოთქმა ტრადიციითაა განპირობებული. მაგ; ფრანგ. Paris - პარიზი (და არა პარი), Hugo - ჰიუგო (და არა: იუგო), Marat - მარატი (და არა: მარა), ინგლ. Darwin - (და არა: დარუინი), Shakespeare - შექსპირი (და არა: შეიქსპირი ან შეიქსპიარი), Washington - ვაშინგტონი (და არა: უოშინგტონი) და ა.შ.

უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს, ps - ფს, ct - ქტ, (და არა: კს, კტ)**

უცხო წარმოშობის სიტყვებში ასევეა: ქშ, ფშ, ფჩ, ფც (და არა: კშ, პშ, კჩ, პჩ, პც): ინგლ. Jorkshire - იორქშირ-ი, New Hampshire - ნიუ-ჰემფშირ-ი, პოლონ. Przybyszewski - ფშიბიშევსკი, Lapczinski - ლაფჩინსკი, kszisztof - ქშიშტოფ-ი, Leipzig - ლაიფციგ-ი და ა.შ.

განმტკიცებული ტრადიციის მიხედვით დავას აღარ იწვევს ის, რომ სიტყვა (და, კერძოდ, საკუთარი სახელი), რომელშიც გაორმაგებული თანხმოვანია, ქართულში გადმოდის ერთი თანხმოვნით: ll - ლ, mm - მ, nn - ნ, rr - რ, tt - ტ და ა.შ.

ფრანგ. Apollinnaire - აპოლინერ-ი, Cézanne - სეზან-ი, Massenet - მასნე, ინგლ. Sierra-Nevada - სიერა-ნევადა, გერმ. Wassermann - ვასერმან-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი, იტალ. Dallapiccola - დალაპიკოლა და ა.შ.

_______________________

* აქ მოცემული წესების შესადგენად ვისარგებლეთ სხვადასხვა ლექსიკოგრაფიული წყაროთი და, კერძოდ, უკანასკნელ წლებში გამოსული ცნობარით: П. С. Гиляревский, Н. А. Старостин, Иностранные имена и названия в русском тексте, изд. второе, М., 1978, изд. третье, М. 1985.

გეოგრაფიული და პირთა სახელების ნიმუშები მოყვანილია ერთად, გადმოცემის წესი ყველა ტიპის სახელებისათვის ერთია.

** იხ. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. 1. თბ. 1970 და 1986.

3 ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

▲ზევით დაბრუნება


ლექსიკონში მიღებული შემოკლებანი

აღმ. - აღმოსავლეთი

აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები

ბერძნ. - ბერძნული

გ. - გარდაიცვალა

გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

გერმ. - გერმანული

გვიანდ. - გვიანდელი

გფრ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

დ. - დაიბადა

დაახლ. - დაახლოებით

დან. - დანიური

დას. - დასავლეთი

დასასრ. - დასასრული

დასაწყ. - დასაწყისი

ებრ. - ებრაული

ესპ. - ესპანური

ინგლ. - ინგლისური

იტალ. - იტალიური

იხ. - იხილე

ლათ. - ლათინური

ნამდვ. - ნამდვილი

ნახ. - ნახევარი

პოლიტ. - პოლიტიკური

პოლონ. - პოლონური

პორტუგ. - პორტუგალიური

პროვანს. - პროვანსული

რუმინ. - რუმინული

ს. - საუკუნე

საეკლ. - საეკლესიო

საზ. - საზოგადო

სამხ. - სამხედრო

სამხ. - სამხრეთი

სახელმწ. - სახელმწიფო

სს. - საუკუნეები

ფრანგ. - ფრანგული

ფსევდ. - ფსევდონიმი

ქ. - ქალაქი

შვედ. - შვედური

ჩრდ. - ჩრდილოეთი

ცენტრ. - ცენტრალური

ძვ. - ძველი

ძვ. წ. - ძველი წელთაღრიცხვა

4 ზაარ-ი (Saar) ფერდინანდ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზაარ-ი (Saar) ფერდინანდ ფონ
ავსტრიელი მწერალი (1833-1906)

5 ზაბორსკი (Záborský) იონაშ

▲ზევით დაბრუნება


ზაბორსკი (Záborský) იონაშ
სლოვაკი მწერალი და დრამატურგი (1812-1876)

6 ზაგორჩინოვ-ი (Загорчинов) სტოიან

▲ზევით დაბრუნება


ზაგორჩინოვ-ი (Загорчинов) სტოიან
ბულგარელი მწერალი (1889-1969)

7 ზაგურსკი (Zagórski) იეჟი

▲ზევით დაბრუნება


ზაგურსკი (Zagórski) იეჟი
პოლონელი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი (თარგმნა ვეფხისტყაოსანი და ქართველი პოეტების ლექსები (1907-1984)

8 ზავადსკი (Zawadzki) ალექსანდრ

▲ზევით დაბრუნება


ზავადსკი (Zawadzki) ალექსანდრ
პოლონეთის სახელმწ. მოღვაწე (1899-1964)

9 ზავადსკი (Zawadzki) სილვესტრ

▲ზევით დაბრუნება


ზავადსკი (Zawadzki) სილვესტრ
პოლონელი მეცნიერი იურისტი (დ. 1921-)

10 ზავინი (Savigny) ფრიდრიხ კარლ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზავინი (Savigny) ფრიდრიხ კარლ ფონ
გერმანელი იურისტი (1779-1861)

11 ზაზო (Zazzo) რენე

▲ზევით დაბრუნება


ზაზო (Zazzo) რენე
ფრანგი ფსიქოლოგი (დ.1909/1910 - 1996)

12 ზაია-პანდიტა (საკუთარი სახელი

▲ზევით დაბრუნება


ზაია-პანდიტა (საკუთარი სახელი
ნამხაიჯამცო) - ჯუნგარიისა და აღმ. მონღოლეთის პოლიტ. და საეკლ. მოღვაწე (1599-1662)

13 ზაიდელმან-ი (Zeydelmann) კარლ

▲ზევით დაბრუნება


ზაიდელმან-ი (Zeydelmann) კარლ
გერმანელი მსახიობი (1793-1843)

14 ზაიდლიც-ი (Seydlitz), ზაიდლიც-კურცბახი ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზაიდლიც-ი (Seydlitz), ზაიდლიც-კურცბახი ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ
პრუსიელი გენერალი (1721-1773)

15 ზაიმის-ი (Zaimēs) ალექსანდროს

▲ზევით დაბრუნება


ზაიმის-ი (Zaimēs) ალექსანდროს
საბერძნეთის სახელმწ. მოღვაწე (1855-1936)

16 ზაიმოვ-ი (Заимов) ვლადიმირ სტოიანოვ

▲ზევით დაბრუნება


ზაიმოვ-ი (Заимов) ვლადიმირ სტოიანოვ
ბულგარეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1888-1942)

17 ზაიონჩკოვსკი (Zajųczkowski) ანანიაშ

▲ზევით დაბრუნება


ზაიონჩკოვსკი (Zajųczkowski) ანანიაშ
პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე (1903-1970)

18 ზაიპელ-ი (Seipel) იგნაც

▲ზევით დაბრუნება


ზაიპელ-ი (Seipel) იგნაც
ავსტრიის პოლიტ. მოღვაწე (1876-1932)

19 ზაიც-ი (Zajc) ივან

▲ზევით დაბრუნება


ზაიც-ი (Zajc) ივან
ხორვატი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1832-1914)

20 ზალვისბერგ-ი (Salvisberg) ოტო რუდოლფ

▲ზევით დაბრუნება


ზალვისბერგ-ი (Salvisberg) ოტო რუდოლფ
შვეიცარიელი არქიტექტორი (1882-1940)

21 ზალკა (Zalka) მატე (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზალკა (Zalka) მატე (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
ბელა ფრანკლი, (Frankl) - უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოშრაობის მოღვაწე (1896-1937)

22 ზალტენ-ი (Salten) ფელიქს

▲ზევით დაბრუნება


ზალტენ-ი (Salten) ფელიქს
ავსტრიელი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი (1869-1947)

23 ზამენჰოფ-ი (Zamenhof) ლუდვიკ ლაზარ

▲ზევით დაბრუნება


ზამენჰოფ-ი (Zamenhof) ლუდვიკ ლაზარ
პოლონელი ექიმი, ესპერანტოს შემქმნელი (1859-1917)

24 ზამოისკი (Zamoyski) იან

▲ზევით დაბრუნება


ზამოისკი (Zamoyski) იან
პოლონეთის სახელმწ. მოღვაწე (1542-1605)

25 ზანდერ-ი (Sander) ბრუნო

▲ზევით დაბრუნება


ზანდერ-ი (Sander) ბრუნო
ავსტრიელი პეტროგრაფი (1884-1979)

26 ზაპოლსკა (Zapolska, ფსევდ.; ნამდვ. გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზაპოლსკა (Zapolska, ფსევდ.; ნამდვ. გვარი
კორვინ-პიოტროვსკა; პირველი ქორწინებით - სნიეჟკო, მეორით - იანოვსკა) გაბრიელა - პოლონელი მწერალი და მსახიობი ქალი (1857-1921)

27 ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ანტონინ

▲ზევით დაბრუნება


ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ანტონინ
ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე; ჩეხოსლოვაკიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე; მწერალი (1884-1957)

28 ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ლადისლავ

▲ზევით დაბრუნება


ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ლადისლავ
ჩეხიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე(1852-1916)

29 ზარა იაკობ-ი

▲ზევით დაბრუნება


ზარა იაკობ-ი
ეთიოპიის იმპერატორი (გ. 1468)

30 ზარევ-ი (Зарев) პანტელეი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზარევ-ი (Зарев) პანტელეი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
პანტელეი იორდანოვ პანტოვი) - ბულგარელი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, საზ. მოღვაწე (დ.1911-)

31 ზაუდიტუ

▲ზევით დაბრუნება


ზაუდიტუ
ეთიოპიის დედოფალი (1876-1930)

32 ზაუერბრუხ-ი (Sauerbruch) ფერდინანდ

▲ზევით დაბრუნება


ზაუერბრუხ-ი (Sauerbruch) ფერდინანდ
გერმანელი ქირურგი (1875-1951)

33 ზაქანი ობეიდ

▲ზევით დაბრუნება


ზაქანი ობეიდ
სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი, სატირიკოსი (1270-1370)

34 ზაქარია რიტორი (Zacharia Rētõr)

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია რიტორი (Zacharia Rētõr)
ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე (დაახლ. 482 - დაახლ. 560)

35 ზაქს-ი (Sachs) იულიუს

▲ზევით დაბრუნება


ზაქს-ი (Sachs) იულიუს
გერმანელი ბოტანიკოსი (1832-1897)

36 ზაქს-ი (Sachs) ნელი

▲ზევით დაბრუნება


ზაქს-ი (Sachs) ნელი
გერმანელი მწერალი ქალი (1891-1970)

37 ზაქს-ი (Sachs) ჰანს

▲ზევით დაბრუნება


ზაქს-ი (Sachs) ჰანს
გერმანელი პოეტი, მაისტერზინგერი (1494-1576)

38 ზაღლულ-ი, ზაღლულ-ფაშა, საად

▲ზევით დაბრუნება


ზაღლულ-ი, ზაღლულ-ფაშა, საად
ეგვიპტის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1857-1927)

39 ზახერ-მაზოხ-ი (Sacher-Masoch) ლეოპოლდ

▲ზევით დაბრუნება


ზახერ-მაზოხ-ი (Sacher-Masoch) ლეოპოლდ
ავსტრიელი მწერალი (1836-1895)

40 ზახვატოვიჩ-ი (Zachwatowicz) იან

▲ზევით დაბრუნება


ზახვატოვიჩ-ი (Zachwatowicz) იან
პოლონელი არქიტექტორი და არქიტექტურის ისტორიკოსი (1900-1983)

41 ზაჰავი ჯამილ სიდკი

▲ზევით დაბრუნება


ზაჰავი ჯამილ სიდკი
არაბი პოეტი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე (ერაყი) (1863-1936)

42 ზაჰირ-ი აბდულ

▲ზევით დაბრუნება


ზაჰირ-ი აბდულ
ავღანეთის სახელმწ. მოღვაწე (დ.1910 - 1981ან 1983)

43 ზაჰირ ალ-უმარ-ი

▲ზევით დაბრუნება


ზაჰირ ალ-უმარ-ი
ჩრდ.-დას. პალესტინის მმართველი (1686-1775)

44 ზაჰირ-შაჰ-ი მუჰამედ

▲ზევით დაბრუნება


ზაჰირ-შაჰ-ი მუჰამედ
ავღანეთის მეფე 1933-1973 წლებში (დ. 1914)

45 ზებუნისა

▲ზევით დაბრუნება


ზებუნისა
სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი ქალი (1639-1702)

46 ზეგადლოვიჩ-ი (Zegadłowicz) ემილ

▲ზევით დაბრუნება


ზეგადლოვიჩ-ი (Zegadłowicz) ემილ
პოლონელი მწერალი (1888-1941)

47 ზეგერს-ი (Seghers) ანა (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზეგერს-ი (Seghers) ანა (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი
ნეტი რადვანი, Radványi, ქალიშვილობის გვარი - რაილინგი, Reiling) - გერმანელი მწერალი ქალი (გდრ) 1900-1983)

48 ზეებეკ-ი (Seebeck) თომას იოჰან

▲ზევით დაბრუნება


ზეებეკ-ი (Seebeck) თომას იოჰან
გერმანელი ფიზიკოსი (1770-1831)

49 ზეეგერ-ი (Seeger) ბერნჰარდ

▲ზევით დაბრუნება


ზეეგერ-ი (Seeger) ბერნჰარდ
გერმანელი მწერალი (გდრ) (1927-1999)

50 ზეელენბინდერ-ი (Seelenbinder) ვერნერ

▲ზევით დაბრუნება


ზეელენბინდერ-ი (Seelenbinder) ვერნერ
გერმანიაში ფაშიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის მოღვაწე (1904-1944)

51 ზეელიგერ-ი (Seeliger) ჰუგო

▲ზევით დაბრუნება


ზეელიგერ-ი (Seeliger) ჰუგო
გერმანელი ასტრონომი (1849-1924)

52 ზეემან-ი (Zeeman) პიტერ

▲ზევით დაბრუნება


ზეემან-ი (Zeeman) პიტერ
ნიდერლანდელი ფიზიკოსი (1865-1943)

53 ზევაეს-ი (Zevaés) ალექსანდრ (ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზევაეს-ი (Zevaés) ალექსანდრ (ნამდვ. სახელი და გვარი
გიუსტავ ალექსანდრ ბურსონი, Bourson) - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ადვოკატი, ისტორიკოსი (1873-1953)

54 ზევგოს-ი (Zébgos, ფსევდ.; ნამდვ. გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზევგოს-ი (Zébgos, ფსევდ.; ნამდვ. გვარი
ტალაგანისი, Talaganēs) იანის - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1899-1947)

55 ზევერინგ-ი (Severing) კარლ

▲ზევით დაბრუნება


ზევერინგ-ი (Severing) კარლ
გერმანიის პოლიტ. მოღვაწე, ჟურნალისტი (1875-1952)

56 ზევქსის-ი (Zeuxis)

▲ზევით დაბრუნება


ზევქსის-ი (Zeuxis)
ძვ. ბერძენი ფერმწერი (ძვ. წ. V ს. დასასრ. - IV ს. დასაწყ.)

57 ზეთე (Sethe) კურტ

▲ზევით დაბრუნება


ზეთე (Sethe) კურტ
გერმანელი ეგვიპტოლოგი (1869-1934)

58 ზეიერ-ი (Zeyer) იულიუს

▲ზევით დაბრუნება


ზეიერ-ი (Zeyer) იულიუს
ჩეხი პოეტი (1841-1901)

59 ზელენკა (Zelenka) ლადისლავ

▲ზევით დაბრუნება


ზელენკა (Zelenka) ლადისლავ
ჩეხი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი (1881-1957)

60 ზელვეროვიჩ-ი (Zelwerowicz) ალექსანდერ

▲ზევით დაბრუნება


ზელვეროვიჩ-ი (Zelwerowicz) ალექსანდერ
პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი (1877-1955)

61 ზემან-ი (Zeman) კარელ

▲ზევით დაბრუნება


ზემან-ი (Zeman) კარელ
ჩეხოსლოვაკიელი კინორეჟისორი (1910-1989)

62 ზემბრიხ-ი (Sembrich) მარჩელა (ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზემბრიხ-ი (Sembrich) მარჩელა (ნამდვ. სახელი და გვარი
მარცელინა კოხანსკა, Kochanska) - პოლონელი მომღერალი ქალი (1858-1935)

63 ზემელვეის-ი (Semmelweis) იგნაც ფილიპ

▲ზევით დაბრუნება


ზემელვეის-ი (Semmelweis) იგნაც ფილიპ
უნგრელი მეანი (1818-1865)

64 ზემპერ-ი (Semper) გოტფრიდ

▲ზევით დაბრუნება


ზემპერ-ი (Semper) გოტფრიდ
გერმანელი არქიტექტორი და ხელოვნების თეორეტიკოსი (1803-1879)

65 ზენგერ-ი (Sänger) ოიგენ

▲ზევით დაბრუნება


ზენგერ-ი (Sänger) ოიგენ
გერმანელი ფიზიკოსი (1905-1964)

66 ზენეფელდერ-ი (Senefelder) ალოის

▲ზევით დაბრუნება


ზენეფელდერ-ი (Senefelder) ალოის
გერმანელი გამომგონებელი (1771-1834)

67 ზენოდოტე ეფესელი (Zenodotos ho Ephesios)

▲ზევით დაბრუნება


ზენოდოტე ეფესელი (Zenodotos ho Ephesios)
ძვ. ბერძენი გრამატიკოს-ფილოლოგოსი (ძვ. წ. III ს.)

68 ზენონ-ი (Zenon) ბერნარდ

▲ზევით დაბრუნება


ზენონ-ი (Zenon) ბერნარდ
ლუქსემბურგის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1942)

69 ზენონ კიტიონელი (Zēnōn ho Kitieus)

▲ზევით დაბრუნება


ზენონ კიტიონელი (Zēnōn ho Kitieus)
ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. ძვ. წ. 336-264)

70 ზერფიუს-ი (Zehrfuss) ბერნარ

▲ზევით დაბრუნება


ზერფიუს-ი (Zehrfuss) ბერნარ
ფრანგი არქიტექტორი (1911-1996)

71 ზეფკოვ-ი (Saefkow) ანტონ

▲ზევით დაბრუნება


ზეფკოვ-ი (Saefkow) ანტონ
გერმანიის კომპარტიის მოღვაწე (1903-1944)

72 ზვევო (Svevo) იტალო (ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზვევო (Svevo) იტალო (ნამდვ. სახელი და გვარი
ეტორე შმიცი, Schmitz) იტალიელი მწერალი (1861-1928)

73 ზვორიკინ-ი (Zworykin) ვლადიმერ კუზმას ძე

▲ზევით დაბრუნება


ზვორიკინ-ი (Zworykin) ვლადიმერ კუზმას ძე
ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი ელექტრონიკის დარგში; წარმოშობით რუსი (1889-1982)

74 ზია გოქალფ-ი (Ziya Gökalf; ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზია გოქალფ-ი (Ziya Gökalf; ნამდვ. სახელი და გვარი
მეჰმედ ზია) - თურქი მწერალი და საზ. მოღვაწე (1875-1924)

75 ზია ლონგ-ი, ჟია ლონგი, ნგუენ ფუკ ანი

▲ზევით დაბრუნება


ზია ლონგ-ი, ჟია ლონგი, ნგუენ ფუკ ანი
ვიეტნამის მეფე. ნგუენთა იმპერატორების დინასტიის დამაარსებელი (1762-1820)

76 ზია-ფაშა (Ziya Paşa) აბდულ-ჰამიდ ზია-ბეი

▲ზევით დაბრუნება


ზია-ფაშა (Ziya Paşa) აბდულ-ჰამიდ ზია-ბეი
თურქი პოეტი, პუბლიცისტი და საზ. მოღვაწე (1825-1881)

77 ზიბელ-ი (Sybel) ჰაინრიხ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზიბელ-ი (Sybel) ჰაინრიხ ფონ
გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1817-1895)

78 ზიბოლდ-ი (Siebold) კარლ თეოდორ ერნსტ

▲ზევით დაბრუნება


ზიბოლდ-ი (Siebold) კარლ თეოდორ ერნსტ
გერმანელი ზოოლოგი (1804-1885)

79 ზიგელ-ი (Siegel) კარლ ლუდვიგ

▲ზევით დაბრუნება


ზიგელ-ი (Siegel) კარლ ლუდვიგ
გერმანელი მათემატიკოსი (1896-1981)

80 ზიგმონდი (Zsigmondy) რიხარდ

▲ზევით დაბრუნება


ზიგმონდი (Zsigmondy) რიხარდ
ავსტრიელი ქიმიკოსი (1865-1929)

81 ზიდაროვ-ი (Зидаров) კამენ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი

▲ზევით დაბრუნება


ზიდაროვ-ი (Зидаров) კამენ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი
ტოდორ სიბევ მანოვი) - ბულგარელი მწერალი (1902 -1987)

82 ზივერს-ი (Sievers) ედუარდ

▲ზევით დაბრუნება


ზივერს-ი (Sievers) ედუარდ
გერმანელი ენათმეცნიერი (1850-1932)

83 ზივერს-ი (Sievers) ვილჰელმ

▲ზევით დაბრუნება


ზივერს-ი (Sievers) ვილჰელმ
გერმანელი გეოგრაფი (1860-1921)

84 ზიკინგენ-ი (Sickingen) ფრანც ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზიკინგენ-ი (Sickingen) ფრანც ფონ
გერმანელი საიმპერიო რაინდი (1481-1523)

85 ზიმელ-ი (Simmel) გეორგ

▲ზევით დაბრუნება


ზიმელ-ი (Simmel) გეორგ
გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი (1858-1918)

86 ზიმენს-ი (Siemens) ერნსტ ვერნერ

▲ზევით დაბრუნება


ზიმენს-ი (Siemens) ერნსტ ვერნერ
გერმანელი ელექტროტექნიკოსი და მეწარმე (1816-1892)

87 ზიმონ-ი (Simon) გიუნთერ

▲ზევით დაბრუნება


ზიმონ-ი (Simon) გიუნთერ
გერმანელი მსახიობი (1825-1972)

88 ზინგა მბანდი ნგოლა ანა

▲ზევით დაბრუნება


ზინგა მბანდი ნგოლა ანა
ნდონგოს (ანგოლა), შემდეგ მატამბის სახელმწიფოს გამგებელი ქალი (1581 ან 1582-1663)

89 ზინგერ-ი (Singer) პაულ

▲ზევით დაბრუნება


ზინგერ-ი (Singer) პაულ
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1844-1911)

90 ზიდერმან-ი (Sindermann) ჰორსტ

▲ზევით დაბრუნება


ზიდერმან-ი (Sindermann) ჰორსტ
გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (გდრ) (1915-1990)

91 ზიპერნოვსკი (Zipernovsky) კაროი

▲ზევით დაბრუნება


ზიპერნოვსკი (Zipernovsky) კაროი
უნგრელი გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1853-1942)

92 ზიტეკ-ი (Zitek) იოსეფ

▲ზევით დაბრუნება


ზიტეკ-ი (Zitek) იოსეფ
ჩეხი არქიტექტორი (1832-1909)

93 ზიუდეკუმ-ი (Südekum) ალბერტ

▲ზევით დაბრუნება


ზიუდეკუმ-ი (Südekum) ალბერტ
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი (1871-1944)

94 ზიურინგ-ი (Süring) რაინჰარდ

▲ზევით დაბრუნება


ზიურინგ-ი (Süring) რაინჰარდ
გერმანელი მეტეოროლოგი (1866-1950)

95 ზიუს-ი (Suess) ედუარდ

▲ზევით დაბრუნება


ზიუს-ი (Suess) ედუარდ
ავსტრიელი გეოლოგი (1831-1914)

96 ზიჩი (Zichy) მიხაი

▲ზევით დაბრუნება


ზიჩი (Zichy) მიხაი
უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი; 1847-იდან მოღვაწეობდა პეტერბურგში; 1881-82 ცხოვრობდა კავკასიაში. შექმნა ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები და რამდენიმე ტილო ქართულ თემაზე (1827-1906)

97 ზლატარსკი (Златарски) ვასილ ნიკოლოვ

▲ზევით დაბრუნება


ზლატარსკი (Златарски) ვასილ ნიკოლოვ
ბულგარელი ისტორიკოსი (1866-1935)

98 ზმაი (Змаj; ნამდვ. გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზმაი (Змаj; ნამდვ. გვარი
იოვანოვიჩი, Jовановиħ) იოვან - სერბი პოეტი და საზ. მოღვაწე (1833-1904)

99 ზნანიეცკი (Znaniecki) ფლორიან ვიტოლდ

▲ზევით დაბრუნება


ზნანიეცკი (Znaniecki) ფლორიან ვიტოლდ
პოლონელი ბურჟუაზიული სოციოლოგი (1882-1958)

100 ზოგოვიჩ-ი (Зоговиħ) რადოვან

▲ზევით დაბრუნება


ზოგოვიჩ-ი (Зоговиħ) რადოვან
ჩერნოგორიელი პოეტი (1907-1986)

101 ზოგრაფ-ი (Зограф) ზახარი

▲ზევით დაბრუნება


ზოგრაფ-ი (Зограф) ზახარი
ბულგარელი ფერმწერი (1810-1853)

102 ზოგუ (Zogu) ახმედ

▲ზევით დაბრუნება


ზოგუ (Zogu) ახმედ
ალბანეთის სახელმწ. მოღვაწე (1895-1961)

103 ზოიმე (Seume) იოჰან გოტფრიდ

▲ზევით დაბრუნება


ზოიმე (Seume) იოჰან გოტფრიდ
გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, განმანათლებელი (1763-1810)

104 ზოიფერ-ი (Soyfer) იურა

▲ზევით დაბრუნება


ზოიფერ-ი (Soyfer) იურა
ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი (1912-1939)

105 ზოლა (Zola) ემილ

▲ზევით დაბრუნება


ზოლა (Zola) ემილ
ფრანგი მწერალი (1840-1902)

106 ზოლგერ-ი (Solger) კარლ ვილჰელმ ფერდინანდ

▲ზევით დაბრუნება


ზოლგერ-ი (Solger) კარლ ვილჰელმ ფერდინანდ
გერმანელი ფილოსოფოსი და ესთეტიკოსი (1780-1819)

107 ზომბარტ-ი (Sombart) ვერნერ

▲ზევით დაბრუნება


ზომბარტ-ი (Sombart) ვერნერ
გერმანელი ეკონომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, კულტურის ფილოსოფოსი (1863-1941)

108 ზომერფელდ-ი (Sommerfeld) არნოლდ

▲ზევით დაბრუნება


ზომერფელდ-ი (Sommerfeld) არნოლდ
გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1868-1951)

109 ზონენთალ-ი (Sonnenthal) ადოლფ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზონენთალ-ი (Sonnenthal) ადოლფ ფონ
ავსტრიელი მსახიობი (1834-1909)

110 ზონტაგ-ი (Sontag) ჰენრიეტე (ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზონტაგ-ი (Sontag) ჰენრიეტე (ნამდვ. სახელი და გვარი
გერტრუდ ვალპურგის ზონტაგი, Sonntag; ქმრის გვარი - როსი, Rossi) - გერმანელი მომღერალი ქალი (1806-1854)

111 ზორგე (Sorge) ფრიდრიხ

▲ზევით დაბრუნება


ზორგე (Sorge) ფრიდრიხ
გერმანელი მარქსისიტი, საერთაშორისო და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1906)

112 ზოჯი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი

▲ზევით დაბრუნება


ზოჯი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი
უ ტეინ ხანი) - ბირმელი პოეტი (1908-1990)

113 ზრზავი (Zrzavý) იან

▲ზევით დაბრუნება


ზრზავი (Zrzavý) იან
ჩეხი ფერმწერი და გრაფიკოსი (1890-1977)

114 ზრინი (Zrinyi) მიკლოშ

▲ზევით დაბრუნება


ზრინი (Zrinyi) მიკლოშ
უნგრეთისა და ხორვატიის სახელმწ. მოღვაწე მხედართმთავარი (1508-1566)

115 ზრინი (Srinyi) მიკლოშ

▲ზევით დაბრუნება


ზრინი (Srinyi) მიკლოშ
უნგრელი პოეტი, სახელმწ. მოღვაწე და მხედართმთავარი (1620-1664)

116 ზუბატი (Zubatý) იოსეფ

▲ზევით დაბრუნება


ზუბატი (Zubatý) იოსეფ
ჩეხი ფილოლოგი (1855-1931)

117 ზუდერმან-ი (Sudermann) ჰერმან

▲ზევით დაბრუნება


ზუდერმან-ი (Sudermann) ჰერმან
გერმანელი მწერალი (1857-1928)

118 ზუ ლ-ნუნ-ი აიუბ

▲ზევით დაბრუნება


ზუ ლ-ნუნ-ი აიუბ
არაბი მწერალი და პუბლიცისტი (ერაყი) (დ. 1908-)

119 ზუ ლ-რუმა აბუ ლ-ჰარის ღაილიან ალადავი

▲ზევით დაბრუნება


ზუ ლ-რუმა აბუ ლ-ჰარის ღაილიან ალადავი
არაბი პოეტი (696-735)

120 ზულცერ-ი (Sulzer) იოჰან გეორგ

▲ზევით დაბრუნება


ზულცერ-ი (Sulzer) იოჰან გეორგ
გერმანელი ესთეტიკოსი და პედაგოგი (1720-1779)

121 ზუპან-ი (Supan) ალექსანდერ

▲ზევით დაბრუნება


ზუპან-ი (Supan) ალექსანდერ
გერმანელი გეოგრაფი (1847-1920)

122 ზუპე (Suppe) ფრანც ფონ (ნამდვ. სახელი და გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზუპე (Suppe) ფრანც ფონ (ნამდვ. სახელი და გვარი
ფრანჩესკო ეცეკილე ერმენეჯილდო ზუპე-დემელი) - ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1819-1897)

123 ზუტნერ-ი (Suttner) არტურ გუნდაკარ ფონ

▲ზევით დაბრუნება


ზუტნერ-ი (Suttner) არტურ გუნდაკარ ფონ
ავსტრიელი მწერალი (1850-1902)

124 ზუტნერ-ი (Suttner) ბერტა ფონ (ქალიშვილობის გვარი

▲ზევით დაბრუნება


ზუტნერ-ი (Suttner) ბერტა ფონ (ქალიშვილობის გვარი
კინსკი, Kinsky) - ავსტრიელი მწერალი ქალი (1843-1914)

125 ზეჰაირ-ი იბნ აბუ სულმა

▲ზევით დაბრუნება


ზეჰაირ-ი იბნ აბუ სულმა
არაბი პოეტი (დაახლ. 520-610)

126 ზუჰრი მუჰამად იბნ მუსლიმ

▲ზევით დაბრუნება


ზუჰრი მუჰამად იბნ მუსლიმ
არაბი ისტორიკოსი (გ. 741 ან 742)