

|
|
|
|
![]() |
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
![]() |
1 კულტუროლოგიური ტერმინოლოგია - ა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 აბორიგენები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბორიგენები
ტერმინი მიღებულია ლათინური სიტყვიდან aborigines (დასაბამიდან, თავიდან, იმთავითვე, ათადან ბაბამდე). მაშასადამე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, თავდაპირველი, ძველისძველი, ფუძებინადარნი კონკრეტული ადგილისა.
![]() |
1.2 აბრაკადაბრა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბრაკადაბრა
ლათ. სიტყვა. უაზრო სიტყვა, აბდაუბდა; ძველი ბერძნებისა და ზოგი სხვა ხალხის წარმოდგენით, ამულეტზე წარწერილ უაზრო სიტყვას მაგიური ძალა ჰქონდა და მტრისა და მოშურნის დასაბნევად კარგი საშუალება იყო.
![]() |
1.3 აბსოლუტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბსოლუტი
(ლათინური absolutus თავისთავადი; უთუო). იდეალისტური ფილოსოფიის მყარი კატეგორია – სამყაროს პირველმიზეზი, საწყისი. იგივეა, რაც ღვთაება, ზენაარი.
![]() |
1.4 აბსოლუტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბსოლუტიზმი
მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფლად ეკუთვნის ერთ პირს, კერძოდ, მონარქს; მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, შეუზღუდავი მონარქია, თვითმპყრობელობა. ამისი კარგი მაგალითია ივანე მრისხანე და მისი ხელმწიფობა რუსეთში.
![]() |
1.5 აბსტრაქტული ხელოვნება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბსტრაქტული ხელოვნება
ხელოვნების მიმართულება, როცა რეალური საგნის გამოსახვა კი არაა მთავარი, არამედ მისი წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, ფერით, ნახაზებით, ორნამენტებით. იგი ჩამოყალიბდა საგანგებო მიმართულებად XX საუკუნის დამდეგს. ამ მიმართულებას საფუძველს უყრიდნენ კანდინსკი, მალევიჩი და სხვები. კანდინსკი, მაგალითად, ცდილობდა მოეცა ე.წ. „წმინდა” ფერწერა. ასე ამკვიდრებდა იგი აბსტრაქციონიზმს; მალევიჩი ლამობდა საგნობრიობა სიბრტყეზე მიმოფანტული გეომეტრიული ელემენტების კომბინაციამდე დაეყვანა.
![]() |
1.6 აბსტრაჰირება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აბსტრაჰირება
ლათ. სიტყვა. რაიმე საგნის ან მოვლენის უმნიშვნელო, არაარსებითი ნიშნების უგულებელყოფა და არსებითი თვისებების გამოყოფა; განზოგადება, განყენებულად გააზრება, იგივე აბსტრაქცია.
![]() |
1.7 ადამიანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანი
ბიბლ. წარმოშობის სიტყვიდან ადამი. ადამ-იანი, ანუ ადამის კვალზე მოსული. იგივე „ადამ“ ძირი გამოუყენებია აზერბაიჯანულ ენასაც. ადამიანები აზერბაიჯანულად ასე გამოითქმის: ადამ-ლარ; იგივე „ჰომო საპიენსი“, ბიოლოგიურ-სოციალური არსება, კულტურის ერთადერთი სუბიექტი.
![]() |
1.8 ადაპტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ადაპტაცია
(ლათ. adaptatio შეგუება, შეწყობა, დათანხმება). ბიოლოგიაში ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან არსებობის შესანარჩუნებლად, ოღონდ კულტუროლოგიაში გამოიყენება იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ხდება ერთი ერის კულტურის შეგუება, შეწყობა მეორე ერის კულტურასთან.
![]() |
1.9 ადეკვატური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ადეკვატური
ლათ. სიტყვა. ბოლომდე შესატყვისი, შემცვლელი, სრულიად იდენტური, შესაბამისი.
![]() |
1.10 ავესტა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავესტა
სპარს. სიტყვა. ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების კრებული; ადგენდნენ ძვ.წ. აღრიცხვის IX საუკუნიდან. გავრცელდა სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში.
![]() |
1.11 ავთენტიკური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავთენტიკური
ბერძნ. სიტყვისაგან authentikos თვითმყოფი; ნამდვილი, სარწმუნო, პირველწყაროზე დაფუძნებული, სანდო, უტყუარი, დედნის შესატყვისი, ნაღდი.
![]() |
1.12 ავტარკია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტარკია
ბერძნ. სიტყვა. თვითდაკმაყოფილება, დამოუკიდებლობა; ანტიკური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს იმით დაკმაყოფილება, რაიც აქვს, და არა ლტოლვა მეტისა და უკეთესისაკენ, ასევე, სიმშვიდე მოაქვს სათნოებას.
![]() |
1.13 ავტოკეფალია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტოკეფალია
საეკლესიო დამოუკიდებლობა. ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან. საქმე ისაა, რომ კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი – რომის პაპი, ხოლო მართლმადიდებულური ეკლესიები ცენტრალიზებულად არ იმართება.
![]() |
1.14 ავტოკრატია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტოკრატია
ბერძნ. autokrateia. ქვეყნის ისე მართვა, როცა მთელი უმაღლესი ძალაუფლება ერთი პირის ხელშია მოქცეული; თვითმპყრობელობა, აბსოლუტიზმი.
![]() |
1.15 ავტონომია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტონომია
ბერძნ. სიტყვა. თვითმმართველობა; რომელიმე ქვეყნის, მხარის, ოლქის უფლება, ჰქონდეს საკუთარი მმართველობა.
![]() |
1.16 ავტორიტარიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორიტარიზმი
სახელისუფლებო ავტორიტეტზე დამყარებული უსიტყვო მორჩილების სისტემა. ამგვარი პოლიტიკური სისტემა ხელს უწყობს დიქტატორის გამოჩენას.
![]() |
1.17 ავტოქთონები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტოქთონები
ბერძნ. autochthones. ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა; იგივე აბორიგენები.
![]() |
1.18 აკადემია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აკადემია
სახელწოდება ათენთან ახლოს გაშენებული ბაღისა, სადაც ასწავლიდა ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი. დღეს აქვს ორი მნიშვნელობა: 1. უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულე- ბა; 2. ზოგიერთი საგანგებო უმაღლესი სასწავლებელი. მაგალითები: ა) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; ბ) რიტორიკული აკადემია ფაზისისა (V ს.).
![]() |
1.19 აკლდამა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აკლდამა
სისხლის სახლი. მიცვალებულთა დასაკრძალავი დახურული შენობა ან ქვითკირის სამარე.
![]() |
1.20 აკმეიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აკმეიზმი
ბერძნ. სიტყვა akme ნიშნავს მწვერვალს. ერთ–ერთი მოდერნისტულ–დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ ლიტერატურაში, უმთავრესად პოეზიაში. ქადაგებდა უმწვერვალეს ოსტატობას. ეჯიბრებოდა და მეტოქეობდა ფუტურიზმს. აღიარებდა თეზისს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. გავრცელდა XX საუკუნის დამდეგს. მისი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ახმატოვა, გუმილიოვი, მანდელშტამი. ძირითადად ლამობდნენ პირველქმნილი სამყაროს, ადამისდროინდელი ვითარების ასახვას. ამ მწერალთა ერთგვარი ზეგავლენა განიცადეს ტ. ტაბიძემ (ქალდეის ციკლის ლექსები), პ. იაშვილმა („დარიანული“).
![]() |
1.21 აკროპოლი, აკროპოლისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აკროპოლი, აკროპოლისი
ბერძნ. acropolis. ძველი საბერძნეთის ქალაქების ცენტრალური გა- მაგრებული ნაწილი, რომელიც გაშენებულია, აგებულია გორაკზე, მაღლობ ადგილზე.
![]() |
1.22 აკულტურაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აკულტურაცია
კულტურათა ურთიერთზეგავლენა, პროცესი, რომლის გამოისობითაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს და ითვისებს სხვა ხალხის კულტურას. აკულტურაცია უნდა გაგებულ იქნეს, როგორც ასიმილაციისა და ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესთა მრავალფეროვნების გამოვლინება. ტერმინი პირველად ამერიკელმა კულტუროლოგებმა მოიმარჯვეს 1930–იანი წლების ბოლოს.
![]() |
1.23 ალაჰი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ალაჰი
(არაბ. ალ–ლაჰ), ისლამური მონოთეისტური ღმერთი, რომელიც განსაზღვრავს ყოველივესა და ყველაფერს.
![]() |
1.24 ალეგორია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ალეგორია
ბერძნ. სიტყვა. არაპირდაპირი ხერხით, იგავური ფორმით აზრის გამოხატვა. ძირითადად გამოიყენება მხატვრულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში. მაგალითად, ალეგორიული ლექსია ვაჟა–ფშაველას „,არწივი“.
![]() |
1.25 ალენ დალესის დოქტრინა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ალენ დალესის დოქტრინა
ალენ უელშ დალესი (1893–1969) გახლდათ აშშ–ის სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით იურისტი, დიპლომატი, ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტო- რი; 1950–იან წლებში თავისი ქვეყნის მთავრობას შეამუშავებინა ანტისაბჭოთა კურსი. მის მიერ შემუშავებულ დოქტრინაში ყურადღებას იქცევს რეაქციული იდეების შემცველი მონაკვეთები, მაგ., ასეთი: „ჩვენ დავთესავთ ქაოსს, შეუმჩნევლად შევცვლით ზნეობრივ ფასეულობებს და ვაიძულებთ მოსახლეობას, ირწმუნოს ყალბი ფასეულობები; ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვძირკვავთ ეროვნულ–სოციალურ არსს; შემოქმედებით ინტელიგენციას დავუკარგავთ ხალისს, გამოიკვლიოს და სწორად ასახოს მასების სიღრმეში მიმდინარე პროცესები; ლიტერატურამ, თეატრმა, კინომ, პრესამ უნდა ასახონ და განადიდონ ადამიანთა ქვენა გრძნობები; ჩვენ ყოველნაირად ხელს შევუწყობთ იმ შემოქმედებით ინტელიგენციას, რომელიც ადამიანის შეგნებაში შეიტანს სექსის, ძალადობის, ღალატის, ბეზღობის კულტს“. ეს იდეები თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა მუსლიმანური ქვეყნებისა, სრულდება. ამას ხელს უწყობს გლობალიზაციის ცალკეული პროცესებიც.
![]() |
1.26 ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
წიგნთა მდიდარი საცავი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში; დააარ- სეს ძვ.წ.აღ. III საუკუნეში. დაიწვა ძვ.წ.აღ. 47 და ახ.წ.აღ. 391 წლებში.
![]() |
1.27 ამაღლებული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ამაღლებული
ესთეტიკური კატეგორია; გამოხატავს დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენების, პროცესების არსს. აღნიშნულის ამაღლებულად შეფასება აღიქმება, როგორც ყოველგვარი მდაბლისა და უფერულის საპირისპირო; იგი პიროვნებაში იწვევს საგანგებო განცდებს. ეგ განცდები კი მას აღფრთოვანებასა ჰგვრიან და თავს მაღლა მდგომად წარმოადგენინებს, უბიძგებს ჩაიდინოს კეთილი საქმენი, იბრძოლოს დიადი მიზნების განსახორციელებლად. ამაღლებული ახლოა გმირულის კატეგორიასთან. ის ხელოვნებაში ვლინდება ადამიანთა საუკეთესო ზრახვებისა და შემართებების ჩვენებით, მათი აღფრთოვანების გამოხატვით.
![]() |
1.28 ანბანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანბანი
ასოთა სახელწოდება ქართულში. მიღებულია პირველი და მეორე ასო–ბგერების სახელთა შეერთებით: ან+ბან+ი. თანამედროვე ქართულში სულ 33 ასო–ბგერაა.
![]() |
1.29 ანთროპოგენეზი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანთროპოგენეზი
ბერძნ. anthropos ადამიანი და genesis დაბადება, წარმოშობა, მოძღვრება ადამიანის წარმოშობის შესახებ.
![]() |
1.30 ანთროპოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანთროპოლოგია
შედგება ორი ნაწილისაგან: ადამიანი და მოძღვრება. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ბიოლოგიურ რაობას, მის წარმოშობა–ჩამოყალიბებას, რასებს.
![]() |
1.31 ანთროპომორფიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანთროპომორფიზმი
ბერძნ. anthropos ადამიანი და morphe სახე, ფორმა. დღეს აქვს ორი გაგება: 1. მეცნიერებამდელი წარმოდგენა, თითქოსდა ცხოველს, მცენარეს, ბუნების მოვლენებს ჰქონდეთ ადამიანური თვისებები: განცდა, აზრი; 2. ზენაარის წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ.
![]() |
1.32 ანთროპოცენტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანთროპოცენტრიზმი
სიტყვაში შეერთებულია ორი ცნება: ადამიანი და ცენტრი. ეს არის ანტიმეცნიერული, რელიგიური შეხედულება, რომ ადამიანი არის უმაღლესი არსება, ღვთის სახე და ხატი; რომ იგი წარმოადგენს სამყაროს გულისგულს, ცენტრს და საბოლოო მიზანს.
![]() |
1.33 ანიმიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანიმიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ლათინური anima (გონი, სული). მოეპოვება ორი ძირითადი მნიშვნელობა: 1. რელიგიის ერთ–ერთი პრიმიტიული ფორმა, რომელიც ეფუძნება რწმენას, რომ არსებობენ სულები; ყოველ საგანს უდგას სული; ადამიანს, ცხოველებსა თუ მცენარეებს იგი აქვთ ერთურთისაგან დამოუკიდებლად; 2. ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სულს აცხადებს სიცოცხლის პრინციპად. ანიმიზმი ახასიათებს ყველა რელიგიას.
![]() |
1.34 ანომია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანომია
ფრანგული სიტყვა anomie ნიშნავს კანონის არარსებობას, ხარვეზს კანონთა კოდექსში. აქედან მომდინარეობს ტერმინის შინაარსი: სოციალურ ნორმათა მკაფიო სისტემის არარსებობა, კულტურის ერთიანობა–მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც ადამიანთა ცხოვრებისეული გამოცდილება აღარ შეესატყვისება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ყოფის ნორმებსა და წესებს.
![]() |
1.35 ანტიკური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანტიკური
ლათ. antiguus ძველი. 1. ძველი ბერძნული და რომაული კულტურა; 2.სანიმუშო, რომელიც სილამაზითა და შნოიანობით ანტიკურ ქმნილებებს წააგავს.
![]() |
1.36 აპოკალიფსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აპოკალიფსი
ბერძნულია, ნიშნავს გამოცხადებას. ერთ–ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც თან ერთვის ახალ აღთქმას. იგი შეიცავს ქვეყნიერების აღსასრულის მისტიკურ წინასწარმეტყველებას.
![]() |
1.37 არტეფაქტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
არტეფაქტი
1. პროცესი ანდა წარმონაქმნი, რაც მისთვის ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ ობიექტს არ ახასიათებს, ოღონდ, ჩვეულებრივ, წარმოიშვება მისი გამოკვლევის დროს; 2. ხელოვნების ნაწარმოები.
![]() |
1.38 არქაიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
არქაიკა
ბერძნ. archaios ძველი. ადრინდელი, პრიმიტიული საფეხური ხელოვნების განვითარებისა; ძველი დროისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
![]() |
1.39 არქეტიპი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
არქეტიპი
წინასახე, პირველადი, თავდაპირველი ფორმა, ნიმუში, მაგალითი. ამ ტერმინს ერთობ დიდი ავალა მიეცა კ. იუნგის ნაშრომებში. ამ მკვლევრის აზრით, არქეტიპი დაბადებითვე პირობადებული ფსიქიკური სტრუქტურებია, რაც შეპირობებულია კაცობრიობის ისტორიული განვითარებით. იგი განეკუთვნება კოლექტიურ არაცნობიერს. იუნგის მიხედვით, იგი ედება ფუძედ ადამიანის პროდუქტიულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მოაზროვნე ფიქრობდა, რომ ამ მომენტს საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა მხატვრული წარმოსახვის სფეროში.
![]() |
1.40 არქივი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ლათინ. სიტყვაა. ნიშნავს დაწესებულებას, სადაც ინახება ძველი წერილობითი ძეგლები, საბუთები, ნივთები. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება.
![]() |
1.41 ასიმილაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ასიმილაცია
პროცესი, რომლის შედეგადაც ერთი ეთნიკური ჯგუფის წევრები თავიანთი თავდა- პირველი კულტურის არსებით ნიშნებს კარგავენ და ითვისებენ სხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურას, როცა ამ ეთნოსის რეალური ზეგავლენის არეალში იმყოფებიან. შეადარე: ფონეტიკური ასიმილაცია ეწოდება პროცესს, როდესაც სიტყვაში არსებული ერთი ბგერა მიიმსგავსებს, დაიმსგავსებს სხვას. ქ. სანკტ–პეტერბურგის რეგიონში ცხოვრობდა ჩუხონცების ეთნიკური ჯგუფი. მათი კულტურა და ყოფა სრულად მიიმსგავსა რუსულმა კულტურამ და ყოფამ. ამიტომაც დღეს შეუძლებელია ლაპარაკი ჩუხონცების თავისებურ და სპეციფიკურ კულტურაზე. აი, სრული კულტურული ასიმილაციის ნიმუში.
![]() |
1.42 ატაშე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ატაშე
ფრანგ. სიტყვა. დიპლომატიური წარმომადგენლობის საგანგებო სამსახურის სპეციალისტი, მაგ., სამხედრო ატაშე; დაბალი რანგის დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში.
![]() |
1.43 ატრაქსია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ატრაქსია
ბერძნ. ataraxia აღუშფოთველობა, სულის შეუძვრელობა. პიროვნების სულიერი სიმშვიდის, აუღელვებლობის მდგომარეობა, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი.
![]() |
1.44 აფროცენტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აფროცენტრიზმი
აფრიკული კულტურის უპირატესობის აღიარება, სადაც მთავარია იდეა: შევუერთდეთ ბუნებას, გავხდეთ იმის ნაწილი და თა- ნაზიარი. ეგ იდეა მკვეთრად ეწინააღმდეგება მიჩურინელთა ცნობილ დევიზს: „ჩვენ ვერ დაველოდებით ბუნების მოწყალებას. ჩვენი ვალია გამოვსტაცოთ ის მას“.
![]() |
1.45 აქსიოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აქსიოლოგია
ღირებულებათა თეორია, ფილოსოფიური მოძღვრება ღირებულებათა ბუნების შესახებ; არკვევს მათს ადგილს სოციალურ სინამდვილეში, ადგენს ღირებულებათა სამყაროს სტრუქტურას.
![]() |
1.46 აქტუალური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აქტუალური
ლათინ. სიტყვა, თანამედროვეობისთვის დიდმნიშვნელოვანი, თანამედროვე მოთხოვნათა და მოთხოვნილებათა შესატყვისი, საჭირბოროტო საკითხი ან მოვლენა.
![]() |
1.47 აქცელერაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
აქცელერაცია
ლათინ. სიტყვა. 1. დადებითი ძვრები მოსახლეობის ფიზიკურ განვითარებაში. ეგ მოვლენა ამ ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა. 2. აჩქარება. ბ
![]() |
2 ბ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ბაბილონის გოდოლი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბილონის გოდოლი
გამოთქმა–ტერმინი მოიაზრებს დიდ არეულ–დარეულობას, შფოთსა და აურზაურს, შეუთანხმებლობას. მოდის ბიბლიური გადმოცემიდან: წარღვნის შემდეგ ადამიანები ლამობდნენ ბაბილონში აეგოთ მაღალთ უმაღლესი კოშკი, ერთგვარი ცათამბჯენი, რათა მათ ვერავითარი წყალდიდობა ვერ მისწვდენოდა, თანაც ზენაართან ახლოს მისულიყვნენ, მას გასტოლებოდნენ. ამ თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა თავხედებს აურია ენები, ერთმანეთისა აღარ ესმოდათ. ისინი მალევე დაიშალნენ და მთელი დედამიწის ზურგზე მიმოიფანტნენ. აი, თუ რატომ არსებობს ამდენი ერი და ენა!
![]() |
2.2 ბაირონიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბაირონიზმი
თითქმის იგივე რომანტიზმი; მე–19 საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა. იგი ჩამოყალიბდა და გაფორმდა ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედების ზეგავლენით, რამეთუ მაშინ ევროპაში ბევრი „დაავადდა“ ამ ავადმყოფობით. მისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალიზმი, ეროვნული და სოციალური გათავისუფლების იდეა, პო- ლიტიკური პროტესტი ფეოდალიზმისა და მონარქიის წინააღმდეგ, პესიმიზმი, რაკი არ მოსწონს აწმყო და იმედი არ აქვს მომავლისა; წარსულის განდიდება.
![]() |
2.3 ბაკქანალია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბაკქანალია
ლათინ. bacchanalia მოდის სიტყვიდან Bacchus ბახუსი. დღეს აქვს ორი მნიშვნელობა: 1. ძველ საბერძნეთსა და რომში ღვინისა და ღვინის ღმერთის დღესასწაული; 2. გადატანითი მნიშვნელობით კი – დროის თავაშვებულად ტარება, ორგიის მოწყობა, უწესრიგო ღრეობა და ლოთობა.
![]() |
2.4 ბალაგანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბალაგანი
1. თათარიახნად მოწყობილი, სახელდახელო, დროებითი ნაგებობა თეატრალური ან
საცირკო წარმოდგენის გასამართავად, ამავე
დროს, თვით ეგ სანახაობა, რომელსაც აკლია
თანამიმდევრობა და რეჟისორული ლოგიკა. ასეთ ბალაგანურ წარმოდგენებს, ჩვეულებრივ, აწყობდნენ სახალხო სეირნობებზე, ბაზრობებზე;
2. გადატანითი მნიშვნელობით – უგემოვნო წარმოდგენა, სახიობა; უხამსი სანახაობა. ქართულ სინამდვილეში ასეთი იყო ბერიკაობა – წარმართობიდან მომდინარე ხალხური წარმოდგენა–თამაში. იმართებოდა ყველიერში.
![]() |
2.5 ბალადა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბალადა
ფრანგ. სიტყვა. მცირე ზომის ეპიკური
ლექსი, რომელსაც აქვს შინაარსი და კომპოზიცია. ლირიკული ლექსისაგან იმით გამოირჩევა,
რომ მისი მოყოლა შეიძლება; მოცულობა – 8-16
სტროფი. მაგ., „შემომეყარა ყივჩაღი“, „ლექსი
ვეფხვისა და მოყმისა“, „ჯარჯის ამბავი“; ოთარ
ჭელიძის „ორი მარაბდელი“.
![]() |
2.6 ბარბარიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბარბარიზმი
ბერძნ. Barbaros უცხო, უცხოური. ბევრ ლექსიკონში განმარტებულია ცალმხრივად, კერძოდ, როგორც „ცუდი“, მიუღებელი სიტყვა. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს ფართოდ: ნებისმიერი უცხოური სიტყვა. მაგალითად, ბარბარიზმებია: ლექტორი, სტუდენტი, პოლი, სპიჩკა, კომპიუტერი. ბარბარიზმი ორი სახისაა: კეთილი და ბოროტი. კეთილი ბარბარიზმია ის უცხო სიტყვა, რომლის შემცვლელიც ენას არ მოეპოვება. მაგალითად, ლექტორი, სტუდენტი, პასპორტი. ასეთი სიტყვები ენაში კიდევაც უნდა შემოვუშვათ და კიდევაც შევითვისოთ, ვისწავლოთ; ბოროტია ბარბარიზმი, რომელიც ენას არ ესაჭიროება, რაკიღა მისი სანაცვლო ეროვნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, გვაქვს ჭიქა და სულაც არ გვესაჭიროება „სტაქანი“; გვაქვს იატაკი და არადსაღირალია „პოლი“. კეთილი ბარბარიზმი ენას ამდიდრებს, ბოროტი – აფერხებს და აბნელებს.
![]() |
2.7 ბარბაროსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბარბაროსი
ბერძნ. barbaros. 1. ძველი, ისტორიული გააზრებით, უცხოელი, არაბერძენი და არარომაელი; 2. დღევანდელი გაგებით, უკულტურო, ველური ადამიანი, პიროვნება, რომელსაც დახვეწილობა აკლია.
![]() |
2.8 ბაროკო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბაროკო
იტალ. barocco. XVII-XVIII საუკუნეთა მხატვრული სტილი ევროპულ ხელოვნებაში, უფრო მეტად – არქიტექტურაში; მასში საგრძნობია დეკორატიულობა, წვრილმანი ფორმების სიჭარბე, რამდენადმე მთავარსა და მეორეხარისხოვანს შორის ზღვრის წაშლა.
![]() |
2.9 ბატალისტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბატალისტი
სამხედრო–საომარი სცენების, ანუ ბატალური სცენების, დახატვა–წარმოსახვის ოსტატი, სპეციალისტი, მხატვარი. „ბატალური სცენა“ ეწოდება საომარ მოქმედებათა ასახვას. ასეთია, მაგალითად, ტარიელის ომი ხატაეთში.
![]() |
2.10 ბელეტრისტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბელეტრისტიკა
ფრანგ. სიტყვაა, ნიშნავს სიტყვაკაზმულ მწერლობას, კერძოდ, თხრობით, ეპიკურ ნაწარმოებებს, უმთავრესად პროზაულ ტექსტებს (მოთხრობა, რომანი).
![]() |
2.11 ბესტსელერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბესტსელერი
ინგლ. სიტყვაა და აღნიშნავს ისეთ წიგნს, რომელიც იოლად იყიდება და საღდება.
![]() |
2.12 ბიბლია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიბლია
ბერძნ. სიტყვა. ებრაელთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნების კრებული. მასში შედის ძველი მითები, თქმულებები, ლოცვები, წინასწარმეტყველებები და სხვ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. აღთქმა ნიშნავს პირობას. ორივე ნაწილი გვპირდება, აღგვითქვამს სამოთხეში მოხვედრას, თუ ისე გავირჯებით, როგორც გვმოძღვრავს; პირველ ნაწილს „ძველი“ იმად ეწოდება, რომ დაწერილია ქრისტეს შობამდე. მეორე ნაწილი მოგვიანებით შეადგინეს. ამიტომაც ეწოდება „ახალი“. ძველი აღთქმის ერთ–ერთი ცენტრალური წიგნია დავით ებრაელთა მეფის „ფსალმუნნი“, ანუ ლექსად დაწერილი საგალობლები. სულ 150 შედევრია; ახალი აღთქმის ცენტრალური ნაშრომია „სახარება“, ბერძნულად – „ევანგელე“. ორივე ეს შედევრი ნახსენებია 475 წელს შეთხზულ „შუშანიკის წამებაში“. ორივე თხზულება შუშანიკს ზეპირად სცოდნია. მეორე წიგნს „სახარება“ იმადაც ჰქვია, რომ გვახარებს ქრისტეს ამბავს, მაცხოვრის ბიოგრაფიას. ბერძნული „ევანგელეც“ გახარებას ნიშნავს. იგი დაწერა ოთხმა კაცმა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე), რათა ოთხივე მხარეს (ანუ მთელ მსოფლიოში) გავრცელებულიყო.
![]() |
2.13 ბიბლიოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიბლიოგრაფია
სისტემატიზებული აღწერა და აღნუსხვა წიგნებისა და სხვა სახის გამოცემებისა; ამ დარგის ცოდნის სისტემატიზაცია; რაიმე საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის სია; ახალგამოსულ წიგნთა მიმოხილვა.
![]() |
2.14 ბილინგვა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბილინგვა
ორი ენა, ორენოვანი ტექსტი. მაგალითად, მცხეთა–არმაზის ბილინგვა, რომელშიც ულამაზესი ასულის სერაფიტას სამწუხარო აღსასრულის ამბავი მოთხრობილია ორ ენაზე – არამეულსა და ძველ ბერძნულზე.
![]() |
2.15 ბის! - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბის!
ლათ. bis ნიშნავს იმას, რასაც ქართული სიტყვა „ორჯერ“ ან სიტყვა „მეორედაც“. ეს არის მაყურებელთა წამოძახილი კონცერტზე, წარმოდგენაზე და გამოხატავს მოწოდებას, სასურველი ნომერი კიდევ ერთხელ იქნეს გამეორებული.
![]() |
2.16 ბისზე გამოვიდა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბისზე გამოვიდა
ნიშნავს, მეორედაც გამოვიდა, მეორედაც შეასრულა მოწონებული ნომერი.
![]() |
2.17 ბიჰევიორიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიჰევიორიზმი
ინგლ. behavior ქცევა. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც აღმოცენდა და ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ამერიკაში. მისი მიზანია, შეისწავლოს გარემოში ორგანიზმის ქცევა, შეპირობებული გარემო ფაქტორების ზემოქმედებით.
![]() |
2.18 ბოდი–არტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბოდი–არტი
ინგლ. body art სხეულებრივი ხელოვნება. მხატვრული მიმართულება, რომელიც „მასალად“ იყენებს სხეულს, სხეულებრიობას, პოზას, ჟესტს.
![]() |
2.19 ბომონდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბომონდი
ფრანგ. სიტყვა. უმაღლესი არისტოკრატიული და ბურჟუაზიული საზოგადოება. ის არის საფუძველი, შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს ე.წ. ელიტარული ხელოვნება, კულტურა.
![]() |
2.20 ბოჰემა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბოჰემა
ფრანგ. boheme. მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ საარსებოდ აუცილებელი მუდმივი შემოსავალი, ეწევიან უთავბოლო, უწესრიგო, ანუ ბოჰემურ, ცხოვრებას; ამგვარი წრის ყოფა.
![]() |
2.21 ბრაილის წერტილოვანი შრიფტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბრაილის წერტილოვანი შრიფტი
უსინათლოთათვის განკუთვნილი საკითხავი სისტემა, რომელიც ემყარება ექვსი ამობურცული წერტილის ნაირგვარ კომბინაციას; გამოიგონა ფრანგმა ლუი ბრაილმა მე–19 საუკუნეში.
![]() |
2.22 ბრაჰმანიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბრაჰმანიზმი
ძველი ინდური რელიგია; შეიქმნა – X-IX საუკუნეებში. იგი საფუძვლად დაედო ინდუიზმს.
![]() |
2.23 ბროკას ცენტრი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბროკას ცენტრი
თავის ტვინის ის ადგილი, რომელიც პასუხს აგებს მეტყველებაზე, აჩენს ამეტყველების უნარს; გორილას სახმო–საარტიკუ- ლაციო აპარატი სავსებით საკმარისია ბგერათა და სიტყვათა წარმოსათქმელად, ოღონდ ვერ წარმოთქვამს, რაკიღა არ აქვს ბროკას ცენტრი.
![]() |
2.24 ბუკინისტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბუკინისტი
ფრანგ. სიტყვაა და ნიშნავს ნახმარი და ძველი, ხშირად იშვიათობად ქცეული წიგნებით მოვაჭრეს.
![]() |
2.25 ბუკოლიკური პოეზია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბუკოლიკური პოეზია
ბერძნ. სიტყვა. მწყემსური პოეზია, სადაც გაიდეალებულია მარტივი სოფლური, პროვინციული ცხოვრება.
![]() |
2.26 ბულა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბულა
ლათ. სიტყვა. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი, სიგელი, განკარგულება.
![]() |
2.27 ბულვარული რომანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბულვარული რომანი
ვულგარული, უხამსი რომანი, ქუჩური გამოთქმებითა და უხეში სკაბრეზით აღსავსე. ვულგარული შეიძლება იყოს პრესა, კრიტიკა, საერთოდ ნებისმიერი ტექსტი.
![]() |
2.28 ბუნებრივი ნიშნები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნებრივი ნიშნები
სემიოტიკის სფერო. ბუნების საგნები ანდა მოვლენები, რომლებიც გამოიყენება იმ მიზნით, რათა მიიღონ ინფორმაცია მათთან მიზეზობრივად დაკავშირებულ სხვა საგნებსა და მოვლენებზე („მომასწავებელი ნიშნები“).
![]() |
2.29 ბუფონადა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბუფონადა
კომიკური, სახუმარო წარმოდგენა, კარნავალი და სხვ. კომედიური სახალხო სვლა, მოძრაობა, რომელსაც, შეიძლება, ჰყავდეს გაზ- ვიადებულად გროტესკული პერსონაჟი; ჯამბაზთა, სატირთა ყრილობა, ნიღბების თეატრი, დაახლოებით ისეთივე, როგორიცაა ქართული ყეენობა. გ
![]() |
3 გ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 გაერო, ევროკავშირი და ნატო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გაერო, ევროკავშირი და ნატო
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელშიც არაერთი ქვეყანაა გაწევრიანებული და წყვეტს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს; ევროკავშირი არის ევროპული ქვეყნების კავშირი, რომელიც იცავს ამ ქვეყანათა ყოველგვარ ინტერესებს; ნატო არის სამხედრო ბლოკი, რომლის მიზანია რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სამხედრო აგრესიის შეკავება.
![]() |
3.2 გაზეთი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გაზეთი
პერიოდიკის ნაწილი, გამოცემა, რომელშიც იბეჭდება ინფორმაციები, პროპაგანდა-აგიტაციის მასალები, რაკიღა იგი პოლიტიკური ბრძოლის საშუალებაცაა. მაგ., ლენინური „ისკრა“; გაზეთი შეიძლება იყოს ოფიციალური, სამთავრობო, მაგ., „კომუნისტი“ საბჭოთა საქართველოში ან კერძო და კორპორაციული, მაგ., კორპორაციულია „მწერლის გაზეთი“.
![]() |
3.3 გალა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გალა
ფრანგული სიტყვაა. ითქმის დიდ საზეიმო ღონისძიებაზე. მაგალითად: გალა-კონცერტი, გალა-საღამო.
![]() |
3.4 გალანტუსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გალანტუსი
ფრანგ. სიტყვა. თავაზიანი, ზრდილობიანი პიროვნება. სერვანტესის ნათქვამია: არაფერი ისე იაფი არ ჯდება, როგორც თავაზიანობა და არც არაფერი ისე ძვირად არ ფასობს, როგორც თავაზიანობა.
![]() |
3.5 გალები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გალები
კელტების რომაული სახელწოდება. ისინი ცხოვრობდნენ თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც თუ არის, რომ ძველად ფრანგებს გალებს ეძახდნენ.
![]() |
3.6 გალერეა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გალერეა
იტალ. სიტყვაა და მრავალ რასმე აღნიშნავს, ოღონდ, კულტუროლოგიური თვალსაზრისით, აღსანიშნავია მისი უმთავრესი მნიშვნელობა: საგანგებო შენობა ან მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ხელოვნების ქმნილებები. იგი შედის გამოყენებითი კულტუროლოგიის ინსტიტუტთა სფეროში: მუზეუმი, გამოფენა, გამოფენა-გაყიდვა და ა.შ. მისი სხვა მნიშვნელობა, რომელიც კულტურას ეხება, გახლავთ: შედარებით იაფფასიანი ქანდარა თეატრში, კინოშენობასა თუ ცირკში.
![]() |
3.7 გალიფე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გალიფე
ფრანგი გენერლის გალიფეს გამოგონება: სამხედრო შარვალი, მუხლებს ქვემოთ ფეხზე მჭიდროდ შემოკვალთული, რათა ჩექმებში ადვილად ჩაეტიოს და მოსახმარად იოლი გამოდგეს.
![]() |
3.8 გამოყენებითი კულტუროლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გამოყენებითი კულტუროლოგია
კულტუროლოგია შედგება ორი ნაწილისაგან. ერთია თეორიული, მეორე – პრაქტიკული, გამოყენებითი ნაწილი. გამოყენებითი კულტუროლოგიის აღწერის, ასახვის, ანალიზის ობიექტებია: მუზეუმები, მუდმივი და დროებითი გამოფენები, საგანგებო სტენდები, კინოთეატრები და თეატრები, მათი მოწყობილობა და დეკორაცია, არქივები (სახელმწიფო და პირადი), სადემონსტრაციო პავილიონები, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენები; ბიბლიოთეკების, შემოქმედებითი კავშირების (მხატვართა, მწერალთა, კომპოზიტორთა და სხვ.) მოღვაწეობა, კულტურის კლუბებისა და სასახლეების მუშაობა, ისტორიულ ძეგლთა დაცვის კომიტეტების საქმიანობა, იუნესკოს საქმიანობა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროა საზოგადოების კულტურული ცხოვრების ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის შესწავლა, კულ- ტმასობრივ ღონისძიებათა მეთოდიკის ავ-კარგის გამორკვევა; სოციალური დანიშნულების ობიექტთა კულტუროლოგიური ექსპერტიზა, კულტურული ურთიერთობების გაძლიერება და ტურიზმის განვითარება, რეკლამის ზემოქმედება საზოგადოების კულტურიზაციაზე. გამოყენებითი კულტუროლოგიის მეთოდები და ფორმები ხელს უწყობს ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრას ან შეფერხებას მაინც. ესაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, სხვა დანაშაულობანი; იგი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფლიქტების დაძლევას. მაგ., როცა ამ მიზნით ეწყობა კულტურული აქციები.
![]() |
3.9 განმანათლებლობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
განმანათლებლობა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა. მისი წარმომადგენლები ცდილობდნენ, არსებული ნაკლოვანებები აღმოეფხვრათ განათლების გავრცელებით, მეცნიერული ცოდნის მეშვეობით. მას საფუძვლად უდევს იდეალისტური წარმოდგენა საზოგადოების განვითარებაში ცნობიერების განმსაზღვრელი როლის შესახებ, აგრეთვე ოპტიმისტური შეხედულება ყოფიერების გაუმჯობესებაზე. ამ მიმდინარეობის მთავარი ნაკლი იყო ეკონომიკური პირობების როლის მიფუჩეჩება. განმანათლებლობის უძლიერესი ფრონტი ჩამოყალიბდა საფრანგეთში: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე; გერმანიაში: ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე. ისინი მატერიალიზმისაკენ იხრებოდნენ და აკრიტიკებდნენ რელიგიურ დოგმებსაც.
![]() |
3.10 გასტროლი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გასტროლი
გერმ. სიტყვაა და ნიშნავს: სხვა ქალაქიდან ან სხვათა ქვეყნიდან ჩამოსულ მსახიობთა ან ცალკე არტისტის გამოსვლას. გასტროლიორია ის, ვინც უცხო ქვეყანაში (ქვეყნებში) მართავს წარმოდგენებს.
![]() |
3.11 გაუცხოება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გაუცხოება
პროცესი და შედეგი ადამიანური საქმიანობისა და, ასევე, პიროვნების თვისება-უნართა გადაქცევისა რაღაც დამოუკიდებელ ფენომენად. გაუცხოება ნიშნავს რაიმე მოვლენისა და არსებული ურთიერთობების გარდაქმნას, გარდასახვას იმად, რადაც სინამდვილეში ისინი არ გვევლინებიან. ესე იგი, მათი ავად გარდასახვა, გაუკუღმართება, გარყვნა.
![]() |
3.12 გეიშა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გეიშა
იაპონური სიტყვაა და აღნიშნავს მსახიობ ქალს, რომლის მოვალეობაა მაყურებელთა და სტუმართა გართობა სიმღერით, ცეკვით, დეკლამაციით, მახვილსიტყვაობითა და ზოგჯერ სექსუალური მომსახურებითაც. ქართულ ენაზე იხ. გედალია ცირლიხის რომანი „მშვენიერი გეიშა“.
![]() |
3.13 გემა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გემა
ლათინ. gemma. ძვირფასი ქვა. მასზე ამოკვეთილია რაიმე მნიშვნელოვანი წარწერა ანდა გამოსახულება. შესაძლოა, ამოკვეთილი იყოს შეყვარებულთა სახელების პირველი ასოები.
![]() |
3.14 გენდერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერი
სოციოკულტურული კატეგორია. აღნიშნავს მდედრისა და მამრის თანასწორობის იდეას, ოღონდ ამ ბოლო დროს ძირითადად მდედრის მამრთან თანასწორობას გამოხატავს. გენდერული თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ XIII საუკუნის დამდეგს გამოხატა რუსთველმა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.
![]() |
3.15 გენეალოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გენეალოგია
ბერძნ. სიტყვაა. ის აღნიშნავს: 1. გვარის ან ტომის ისტორიას, საგვარტომო ნუსხას; 2. ისტორიის დამხმარე დისციპლინას, რომელიც ცალკეული გვარების ისტორიას შეისწავლის; 3. ცხოველთა ან მცენარეთა გვარების წარმოშობას.
![]() |
3.16 გენები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გენები
ბერძნ. genos გვარი. მემკვიდრეობის ქრომოსომული ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც მემკვიდრეობით გადადის ორგანიზმის ნიშან-თვისებები. ეს გახლავთ ბიოლოგიური ცნე- ბა, ოღონდ ფართო ავალა ეძლევა კულტუროლოგიაშიც.
![]() |
3.17 გენეზისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გენეზისი
ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს წარმოშობას, გაჩენას. ეგ არის განვითარებადი მოვლენის აღმოცენებისა და ჩამოყალიბების პროცესი. მითითებული სიტყვა შედის ისეთ კულტუროლოგიურ ცნებებში, როგორებიცაა: კულტუროგენეზი, სოციოგენეზი, ანთროპოსოციოგენეზი, ანთროპოგენეზი და სხვ.
![]() |
3.18 გენია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გენია
ლათ. genius. უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი; უაღრესად მნიშვნელოვანი კრეატიული ბუნების პიროვნება ხდება გენიოსი.
![]() |
3.19 გეოცენტრული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გეოცენტრული
მოძვ. შეხედულება, თითქოსდა დედამიწა წარმოადგენდეს სამყაროს უძრავ ცენტრს და მის ირგვლივ მოძრაობდნენ მზე და სხვა მნათობები. ამას უპირისპირდება სწორი თანამედროვე შეხედულება: მზეს გარს უვლიან სხვა პლანეტები. ამას კი ეწოდება ჰელიოცენტრული თეორია. „ჰელიოს“ ბერძნულად მზეა. ესე იგი, ცენტრშია მზე.
![]() |
3.20 გეშტალტფსიქოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გეშტალტფსიქოლოგია
გერმ. Gestalt. მიმართულება ფსიქოლოგიაში. შეიქმნა 1920-იანი წლების გერმანიაში, მერე გავრცელდა იტალიაში. ამ თეორიის მიხედვით, ფსიქიკურ სამყაროს მარ- თავს გეშტალტური, ანუ მთლიანობის, კანონი. ყოველი შინაგანცდა მთლიანი, ერთიანი სტრუქტურული ხასიათისაა. კერძო ფსიქოემოციური სენის განკურნება შესაძლებელია პიროვნების მთლიან ფსიქოსამყაროზე ზემოქმედებით.
![]() |
3.21 გლობალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალიზაცია
ლათ. სიტყვისაგან globus მრგვალი ბურთი, დედამიწის მაკეტი. რომელიმე მნიშვნელოვანი პროცესის გადაზრდა მსოფლიო მასშტაბისა და რეზონანსის მოვლენად, რაც ავად თუ კარგად ზემოქმედებს საყოველთაო-საკაცობრიო ვითარებაზე. თანამედროვე გლობალიზაციის ორი მკაფიო მიმართულება გამოიკვეთა: ევროპეიზაცია და ამერიკანიზაცია.
![]() |
3.22 გლობალური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გლობალური
ფრანგ. global. 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული; 2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს, საკაცობრიო. მაგ. გლობალური პოლიტიკა; გლობალური რაკეტა არის ისეთი ბალისტიკური მოწყობილობა, რომელსაც ძალუძს საბრძოლო ჩვეულებრივი ან ატომური ჭურვის მიტანა და ჩამოგდება დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
![]() |
3.23 გნომა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გნომა
ბერძნ. gnome. მოკლე ზნეობრივ-აღმზრდელობითი გამონათქვამი ლექსად ან პროზის ფორმით. ხშირად ადის აფორიზმის სიმაღლეზე.
![]() |
3.24 გნოსტიციზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გნოსტიციზმი
ბერძნ. სიტყვაა და გულისხმობს, რომ ყველაზე რთული პრობლემის – ღვთის – შემეცნება შესაძლებელია. ამ თეორიას უპირისპირდება აგნოსტიციზმი, რომელიც მიიჩნევს, რომ ზენაარის რთული ბუნების შემეცნება არ შეიძლება. ის მიუწვდომელი და ამოუცნობია.
![]() |
3.25 გოლგოთა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გოლგოთა
არამეული სიტყვაა და აღნიშნავს თავის ქალას. 1. უწინარესი გაგებით, გორაკი პალესტინაში, იერუსალიმთან, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ და სადაც, გადმოცემით, ოხრად ეყარა თავის ქალები. სახარების მიხედვით, ქრისტე სწორედ აქ აცვეს ჯვარს; 2. გადატანითი მნიშვნელობა უფრო საგულისხმოა – ტანჯვის ადგილი, სატანჯველი. არის გამოთქმა: „გოლგოთაზე ასვლა“.
![]() |
3.26 გრაფიკული ნიშანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფიკული ნიშანი
გრაფიკასთან დაკავშირებული, ანუ ნახაზად წარმოდგენილი, დახაზული; ცოცხალი მეტყველების (ბგერების) გამოსახვა დაწერილი ნიშნით, გრაფემით. მაგ., გრაფემაა ბ ან კიდევ დ.
![]() |
3.27 გრაფომანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გრაფომანი
გრაფომანიით შეპყრობილი. ავადმყოფური მისწრაფება და გიჟური წადილი წერისა, თხზვისა.
![]() |
3.28 გუნდრუკის კმევა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გუნდრუკის კმევა
იდიომური თქმა. პირფერობით ვისიმე ქება-დიდება; მომდინარეობს მღვდელმსახურებიდან, როცა მღვდელი მრევლს სურნელოვან კვამლს (გუნდრუკს) უკმევს, უკვამლებს. დ
![]() |
4 დ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 დაბალზამება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დაბალზამება
ბერძნ. „ბალზამი“ არის ზოგიერთი მცენარის სურნელოვანი წვენი; შეიცავს ისეთ ფისსა და ზეთებს, რომ სხეულს გახრწნისაგან იცავს. დაბალზამების ჯერაც ამოუცნობი ხერხები იცოდნენ ძველ ეგვიპტეში.
![]() |
4.2 დაგეროტიპი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დაგეროტიპი
ფოტოსურათის გადასაღები მოწყობილობა. გამოიგონა ფრანგმა ინჟინერმა დაგერმა. დაგეროტიპული სურათი – ფოტოგადაღების ძველებური წესი.
![]() |
4.3 დადაიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დადაიზმი
ფორმალისტურ-დეკადენტური მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის დამდეგს. მისი გადატანითი მნიშვნელობაა ბავშვის ტიტინი. ქადაგებდა უიდეობას, აპოლიტიზმს; ამზადებდნენ ალოგიკურ ნახატებს, კოლაჟს, ლექსებს.
![]() |
4.4 დაიჯესტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დაიჯესტი
მოკლე, სხარტი გადმოცემა; ვრცელი ტექსტის კონსპექტური წარმოდგენა, ადაპტირებული გადმოცემა.
![]() |
4.5 დამოკლეს მახვილი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დამოკლეს მახვილი
მუდმივი საფრთხე. საფუძვლად უდევს ძვ. ბერძნული თქმულება: ტირანმა დიონისემ ნადიმის დროს თავისი ადგილი დაუთმო მოშურნე დამოკლეს და მისი თავის ზემოთ ძუით დაკიდა მახვილი. ამით უთხრა: ნუ გშურს ჩემი, მე მუდამ საფრთხე მემუქრებაო.
![]() |
4.6 დეზინტეგრაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეზინტეგრაცია
მთელის დაშლა, დანაწევრება, დაცალკევება, შემადგენელ ნაწილებად დაქუცმაცება. ინტეგრაციის (შეერთების, შერწყმის, შეკავშირების) საწინააღმდეგო პროცესი. ბგერათკომპლექსი „დეზ“ საპირისპიროს, საწინააღმდეგოს გამოხატავს შემდეგ სხვა კულტუროლოგიურ ცნებებშიც: დეზინფორმაცია და დეზორგანიზაცია. „დეზინფორმაცია“ აღნიშნავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გაზეთის, რადიოს, ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით. ეს ხდება საგანგებოდ, წინასწარგანზრახულად, რათა მტერი (მეტოქე) შეაცდინონ, მცდარი წარმოდგენა შეუქმნან რაიმე ფაქტსა ან მოვლენაზე. „დეზორგანიზაცია“ არის საზოგადოებრივი წესრიგის, წესების, ორგანიზაციის მოშლა, დარღვევა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანოების ნორმალური საქმიანობის წინასწარგანზრახული აბნევა.
![]() |
4.7 დეკადანსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკადანსი
ფრანგ. სიტყვაა. ნიშნავს კულტურის დაცემას, დაქვეითებას.
![]() |
4.8 დეკადენტობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკადენტობა
ხელოვნებასა და ლიტერატურაში მომხდარი ძვრები XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. ეს გახლდათ ანტირეალისტური მიმდინარეობა. მისთვის დამახასიათებელია ღრმა ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმის უარყოფა, მისტიციზმი, ფორმობრივი განახლების წადილი. აქედან
![]() |
4.9 კი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კი
ფორმალიზმი. სწორედ ამ დროს მიეცა დიდი ავალა ლოზუნგს – „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, რაც ელიტარული კულტურის წინაპირობაა. ქართველი კომუნისტები დეკადენტებად მიიჩნევდნენ სიმბოლისტებს (იაშვილი, ტიციანი, გალაკტიონი...), ფუტურისტებს, იმპრესიონისტებს. ზოგჯერ მათ დაცინვით „თანამგზავრებსაც“ უწოდებდნენ.
![]() |
4.10 დეკლამატორი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლამატორი
ლათ. სიტყვაა. ნიშნავს იმას, ვინც ამა თუ იმ ტექსტს ზეპირად კითხულობს; მხატ- ვრული კითხვის ოსტატი, მსახიობი. სპარსულად მას ეწოდება ნაყალი.
![]() |
4.11 დეკლამაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლამაცია
ამა თუ იმ ტექსტის, უმთავრესად მხატვრულის, გამომეტყველებით წარმოთქმა; მხატვრულ-მსახიობური კითხვა.
![]() |
4.12 დეკონსტრუქცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკონსტრუქცია
პოსტსტრუქტურალიზმისა და პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი საკვანძო ცნება – ტერმინი. გულისხმობს: ორი ათასი წლის განმავლობაში დასავლეთის კულტურა მიიჩნევდა, რომ ერთმანეთს მეტაფიზიკურად უპირისპირდება რეალობა და ნიშანი, საგანი და სახე, ბუნება და კულტურა. ამ ოპოზიციურ შეწყვილებებს დეკონსტრუქცია აუქმებს და, თავისი აზრით, ცდილობს ამ დაპირისპირებების დაძლევას. მაშასადამე, ის ანგრევს, დეკონსტრუქციას ახდენს უკვე არსებული კონსტრუქციისა. „დე“ ნაწილაკი არის საწინააღმდეგოს, საპირისპიროს ამსახველი. კულტურა თუ პოზიციაა, დე-კულტურიზაცია საპირისპიროა, ოპოზიციაა. ასეა აქაც: კონსტრუქცია – დე+კონსტრუქცია.
![]() |
4.13 დეკორი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკორი
ფრანგ. dekor. დეკორატიული ელემენტების (სამკაულების) სისტემა, ერთობლიობა. აქედანაა ტერმინი „დეკორატიული“ – ადგილის შემამკობელი, დამამშვენებელი, გამალამაზებე- ლი. მაგ., დეკორატიული მცენარეები ამშვენებს კულტურის სახლის შესასვლელს; დეკორატიული ვაზი შემოხვევია სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს შენობის სვეტებს.
![]() |
4.14 დეკულტურიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეკულტურიზაცია
კულტურაში მიღებული, გამოცდილი და დადგენილი მხატვრულ-ესთეტიკური ნორმების, წესების მოშლა კულტურის პროგრესის დროშით. სინამდვილეში ქუჩის კულტურის დამკვიდრება.
![]() |
4.15 დემაგოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დემაგოგია
ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს მასაზე ზეგავლენის მოსახდენად ცრუ დაპირების გაცემას, ფარისევლობის გამოყენებას; პოლიტიკურად შეუგნებელ ხალხზე ზემოქმედებას არაკანონიერი გზებით. იგივეა, რაც ფაქტებისა და მოვლენების შეგნებულად დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტირება.
![]() |
4.16 დემოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დემოგრაფია
ბერძნ. demos ხალხი და grapho ვწერ, აღვწერ. სტატისტიკის უმნიშვნელოვანესი დარგი. იგი იკვლევს მოსახლეობის რაოდენობას, შემადგენლობას, მოძრაობას (სიკვდილიანობასა და შობადობას, მიგრაციას). ესე იგი, ხალხთაღწერა.
![]() |
4.17 დემოკრატია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატია
ბერძნ. სიტყვაა და აღნიშნავს: პოლიტიკურ წყობილებას, სადაც უმაღლესი ხელი- სუფლება ხალხისაა. ამ დროს ხშირად ხალხის
![]() |
4.18 ნება-სურვილს ატარებს პარლამენტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნება-სურვილს ატარებს პარლამენტი
ხალხის მიერ არჩეული ორგანო. ბერძნული სიტყვა „დემოსი“ ხალხს აღნიშნავს, ხოლო „კრატია“ არის მმართველობა. ე.ი. ხალხის მმართველობა.
![]() |
4.19 დემონოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დემონოლოგია
ბერძნ. სიტყვაა, აღნიშნავს ავი სულის ბატონობასა და მის შესახებ მოძღვრებას. ესე იგი, მოძღვრება დემონების, ავი სულების, შესახებ. ის წარმოშობილია პრიმიტიული პირველყოფილი რწმენის შედეგად, რომ არსებობენ ბოროტი სულები.
![]() |
4.20 დემონსტრაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დემონსტრაცია
ძირითადი შინაარსია რისიმე დამტკიცება, ჩვენება, გამოხატვა. 1.ადამიანთა მასობრივი მსვლელობა α პუნქტიდან δ პუნქტამდე, როცა სწადიათ რაიმე იდეის გამოხატვა. მაგ., საპროტესტო დემონსტრაცია ანდა ვისიმე მხარდასაჭერი დემონსტრაცია; 2. საგანგებო ჩვენება ძალისა. ვთქვათ, სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია, გადაადგილება ქალაქის ცენტრში; ახალი კინოფილმის დემონსტრაცია და ა.შ. არსებობს დემონსტრაციის არაერთი ქვესახეობა. მაგ., ძალის დემონსტრაცია.
![]() |
4.21 დენაციონალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დენაციონალიზაცია
სიტყვას აქვს ორგვარი მნიშვნელობა: კულტუროლოგიური და ეკონომ- იკური. 1. ეროვნული მენტალიტეტის, ეროვნულ თვისებათა (ენის, ისტორიის, კულტურის) დაკარგვა; 2. სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, როცა უკვე გასახელმწიფოებრივ ქონებას (ქარხნები, ფაბრიკები, ველ-მინდვრები) უწინდელ კერძო მესაკუთრეებს უკან უბრუნებენ. ამის საპირისპიროა ნაციონალიზაცია – კერძო მესაკუთრეებისათვის ქონების ჩამორთმევა და მის სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა.
![]() |
4.22 დენოტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დენოტაცია
სახელის საგნობრივი მნიშვნელობა და ნიშნის (სიმბოლოს) შინაარსობრივი (აზრობრივი) მხარე.
![]() |
4.23 დეტექტივი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეტექტივი
ინგ. სიტყვა. ინგლისსა და აშშ-ში სამძებრო პოლიციის აგენტი. კულტუროლოგიურად: დეტექტიურია ნაწარმოები (რომანი, მოთხრობა, კინოფილმი), რომელშიც აღწერილია სამძებრო პოლიციელის ამბავი, ცხოვრება, ავანტიურა.
![]() |
4.24 დეფინიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეფინიცია
ლათ. სიტყვაა, აღნიშნავს ამა თუ იმ საგნის განსაზღვრას, დახასიათებას მისი უარსებითესი ნიშნების მეოხებით.
![]() |
4.25 დეცენტრალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დეცენტრალიზაცია
ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქციის გადანაწილება ქვედა მმარ- თველ რგოლებზე, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებზე.
![]() |
4.26 დიალექტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიალექტი
იგივეა, რაც კილო, კილოკავი, პროვინციული მეტყველება და წერა, კუთხური გამოთქმა, რომელიც სალიტერატურო ნორმისაგან განსხვავდება და ლიტერატურულ ენაში მიუღებელია. მაგ., გურული „რაცხა“ (რაღაცა), „მეიცა“ (მოიცადე) და სხვ. მხატვრულ ლიტერატურაში იგი აუცილებელია. როცა მწერალი წარმოგვიდგენს პროვინციელს, თუ პერსონაჟი დიალექტზე არ ლაპარაკობს, მისი პროვინციელად მიღება გაძნელდება. მაგ., ილიას პერსონაჟი ლელთ ღუნია (ლელაშვილი ღუნია) მოხევეა და მოხეურად უქცევს: „ადრიდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
![]() |
4.27 დიალოგი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიალოგი
ბერძნ. სიტყვა. საუბარი ორ პირს შორის. ლიტერატურული ნაწარმოები, შეიძლება, დაწერილი იყოს მთლიანად საუბრის ფორმით, ესე იგი, დიალოგებით; შესაძლოა, დიალოგი გამოყენებული იყოს ნაწილობრივ. ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი“ დაწერილია შერეული ფორმით, ხოლო გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობები და ნოველები მხოლოდ დიალოგებს ეყრდნობა.
![]() |
4.28 დიასპორა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიასპორა
უცხო ქვეყანაში დამკვიდრებული ემიგრანტები. მაგ., სომეხთა ძლიერი დიასპორა ცხოვრობს საფრანგეთში, რუსეთში; ქართული დიასპორა დამკვიდრდა საფრანგეთში, განსაკუთრებით ლევილში.
![]() |
4.29 დიდაქტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიდაქტიკა
სკოლაში სწავლების თეორია. პედაგოგიკის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სწავლების შინაარსს, მეთოდებსა და ორგანიზაციულ ფორმებს. იგივეა, რაც დიდაქტიზმი.
![]() |
4.30 დიზაინერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიზაინერი
ინგლ. სიტყვაა და აღნიშნავს მხატვარ-კონსტრუქტორს, ტექნიკური ესთეტიკის სპეციალისტს. იგი აპროექტებს ესთეტიკური ტკბობის მომგვრელ საყოფაცხოვრებო და საწარმოო შენობებს, ავეჯს, ინტერიერს, სხვა ნივთებს, მანქანებს.
![]() |
4.31 დითირამბი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დითირამბი
ბერძნ. სიტყვა. დღეს გულისხმობს გადაჭარბებულ ხოტბას, შექებას.
![]() |
4.32 დილეტანტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დილეტანტი
ფრანგული სიტყვა. აღნიშნავს ყოვლისმცოდნე ზედაპირული გაგების პირს; ადამიანი, რომელიც მისდევს მეცნიერების ან ხელოვნების რომელიმე დარგს, ოღონდ აკლია საფუძვლიანი მომზადება, საქმის ზერელე მცოდნეა.
![]() |
4.33 დიონისე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიონისე
ბერძნული სიტყვაა, რომაულ მითოლოგიაში მას შეესატყვისება ბახუსი, ღვინისა და დროსტარება-მხიარულების ღმერთი.
![]() |
4.34 დიოფიზიტობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიოფიზიტობა
ბერძნ. სიტყვებია dyo ორი და physis ბუნება. ესე იგი, ორბუნებოვნება. დიოფიზიტები არიან ქრისტიანული რელიგიის ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს ორგვარ ბუნებას – ადამიანურსაცა და ღვთიურსაც. დიოფიზიტების მოწინააღმდეგენი არიან მონოფიზიტები. ესენი აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას – ღვთაებრივს. ქართველები დიოფიზიტები არიან, სომხები – მონოფიზიტები.
![]() |
4.35 დიპლომატია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომატია
ფრ. სიტყვა. სამთავრობო საქმიანობა საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად; ვიწრო გაგებით, იტყვიან მოქნილი, მოხერხებული ადამიანის საქციელზე, მაგ., დიდი დიპლომატი ვინმეა.
![]() |
4.36 დისკრიმინაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია
ლათ. სიტყვა, რომელიც გულისხმობს ერთი პირის ან ადამიანთა მთელი ჯგუფის უფლებების შეზღუდვას, თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის მოშლას.
![]() |
4.37 დისკურსი, დისკურსიული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დისკურსი, დისკურსიული
ლათ. სიტყვა, გულისხმობს სამეცნიერო, განსჯით მსჯელობას, როცა აზრთა მდინარება ლოგიკურად ეწყობა. დისკურსიული მსჯელობა ეწინააღმდეგება ინტუიციურ და მხატვრულ მეტყველებას. დისკურსს მიმართავს მეცნიერი, მკვლევარი; არადისკურსიულ მსჯელობას – პოეტი, მწერალი. დისკურსიული მსჯელობები გვხვდება პლატონსა და არისტოტელესთან.
![]() |
4.38 დიფუზიონიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიფუზიონიზმი
ისტორიულ-კულტურული პროცესის თეორიული მოდელი; კულტუროლოგიური, კულტურანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული გამოკვლევების მეთოდოლოგია.
![]() |
4.39 დიქტატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიქტატი
გერმანული სიტყვა. უსამართლო პირობა ან შეთანხმება, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ან პიროვნება თავს ახვევს სხვას.
![]() |
4.40 დიქტატორი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დიქტატორი
ლათ. სიტყვა. ამჟამად ნიშნავს სახელმწიფოს ერთპიროვნულ, შეუზღუდველ მმართველს. აქედან დიქტატურა, ანუ გაბატონებული კლასის შეუზღუდველი ძალაუფლება. მაგ., სოციალისტურ სახელმწიფოში პროლეტარიატის დიქტატურა; ერთი პიროვნების დიქტატურა იგივე ტირანიაა.
![]() |
4.41 დოგმა (დოგმატიკა) - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დოგმა (დოგმატიკა)
დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, თეზისი, რომელსაც ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ და ბრმად, გაუაზ- რებლად, უკრიტიკოდ მიჰყვებიან. ამგვარი დებულება-თეზისი ყველა დროისა და ეპოქისათვის მისაღებად წარმოუდგენიათ.
![]() |
4.42 დოლმენი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დოლმენი
უძველესი სამარხი, აკლდამა, აგებული დიდი ლოდებისა და ქვის ფილებისაგან.
![]() |
4.43 დუალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
დუალიზმი
ლათ. სიტყვა, გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც სამყაროს საფუძვლად წარმოისახავს ორ („დუალის“) ერთურთის საწინააღმდეგო საწყისს – მატერიალურსა და იდეალურს. საპირისპიროა მონიზმი (ერთის მიხედვით). ე
![]() |
5 ე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ეგვიპტოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგვიპტოლოგია
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, სწავლობს ძველი ეგვიპტის ენას, ისტორიას, კულტურას.
![]() |
5.2 ეგზალტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზალტაცია
ლათ. exaltatio. აღგზნებული მდგომარეობა, აღფრთოვანება, რაც აუცილებელია პოეტური ნაწარმოების (ნამეტნავად ლექსის) შესათხზველად.
![]() |
5.3 ეგზემპლარი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზემპლარი
ლათ. სიტყვაა და აღნიშნავს ნიმუშს. მაგ., წიგნების, ჟურნალების, გაზეთების ეგზემპლარები.
![]() |
5.4 ეგზისტენციალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზისტენციალიზმი
ლათ. ტერმინი, აღნიშნავს თანამედროვე ფილოსოფიურ მიმართულებას, რომლის მთავარი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში, არსებობის აზრი და არსი, რწმენა და ურწმუნოება, პესიმისტური და ოპტიმისტური შეხედულება სიცოცხლის აზრზე. მისი მთავარი კითხვაა: როგორ იცხოვროს ადამიანმა?
![]() |
5.5 ეგზოტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზოტიკა
ბერძნული ტერმინია. ყოველივე ის, რაც უჩვეულოა ევროპელთათვის (ვთქვათ, აცტეკების კულტურა, ინდიელთა ცეკვები...), რაც მათ ეჩვენებათ უცნაურად, შეუჩვევლად და მოულოდნელად.
![]() |
5.6 ეგოცენტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგოცენტრიზმი
ლათ. ego მე და centrum ცენტრი. ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის გამომჟღავნების უმწვავესი ფორმა; საკუთარი თავით ზედმეტი გატაცება, იმის წარმოდგენა, რომ ესა თუ ის პირი ქვეყნიერების გული და ცენტრია და ყველაფერმა მის ირგვლივ უნდა იტრიალოს.
![]() |
5.7 ევრაზიულობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ევრაზიულობა
1920-1930-იანი წლების რუსული სოციალ-ფილოსოფიური და კულტუროლოგიური აზროვნების მიმართულება. იგი ჩაისახა ემიგრანტული სამეცნიერო ინტელიგენციის წიაღში. ევრაზიულობის მიმდევართა თეორიული საქმიანობის პათოსი იმით გამოიხატება, რომ მიზნად აქვთ დასახული რუსეთის „კულტურული რაობის“ თავისებურებათა გამოვლენა და დეფინიცია.
![]() |
5.8 ევროპეიდული რასა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპეიდული რასა
ანთროპოლოგიური ტერმინი; მისთვის დამახასიათებელია რბილი თმა, ღია ფერის კანი, სუსტად გამოკვეთილი ღაწვი; არის ნორმალური, ზომიერი სიმაღლისა.
![]() |
5.9 ევროპოცენტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპოცენტრიზმი
კულტურფილოსოფიური და მსოფლმხედველობრივი თეზა, რომელიც დამყარებულია განსაკუთრებულობასა და სხვა კულტურებზე ევროკულტურის უპირატესობის აღიარებაზე. ამ იდეის გაძლიერებას ხელს უწყობდა კათოლიციზმი, როგორც ევროპის მამოძრავებელი ძალა.
![]() |
5.10 ევფემიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ევფემიზმი
ბერძნული ტერმინია და აღნიშნავს იმ სიტყვას ან გამოთქმას, რომელიც იხმარება უფრო ვულგარულისა და უხეშის ნაცვლად, უხერხული ან სკაბრეზული გამოთქმის მაგიერ. ამით ხდება მეტყველების გაკეთილშობილება, სამეტყველო ზნეობის დაცვა. ეს იგივე კეთილსიტყვაობაა. მაგალითად, „ფეხმძიმეს“ ამბობენ „ორსულის“ ნაცვლად;„გველის“ ნაცვლად იტყვიან „უხსენებელს“; როცა ქალს ეუბნებიან, „სექსუალური“ ხარო, იგი სიამაყით იბადრება, ოღონდ ამ სიტყვის ქართული ადეკვატი რომ ჰკადრო, თავს გაგიტეხს.
![]() |
5.11 ეზოთერული და ეგზოთერული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეზოთერული და ეგზოთერული
ეზოთერული, ანუ შინაგანი, იდეა ან თეორია, რომელიც გასაგები და მისაწვდომია მხოლოდ განდობილთათვის, საქმეს ნაზიარებთათვის, შინაგანად გაცისკროვნებულთა და არა გარეშეთათვის. მაშ, განდობილთა საიდუმლო ცოდნა, ერთგვარი საკრალური შეგნება; ამის საპირისპიროა ეგზოთერული, ანუ გარეგანი, გარეგნული, ყველასათვის მისაწვდომი, არაგანდობილთათვის გასაგები. ესა თუ ის მხატვრული ნაწარმოები, შეიძლება, ერთდროულად ეზოთერულიც იყოს და ეგზოთერულიც. მაგ., ომარ ხაიამის ლექსებში ლირიკული პერსონაჟი სვამს, ლოთობს. ეს ლექსის ეგზოთერული შინაარსია, რომელიც ყველასათვის გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მცოდნეებმა იციან, რომ ხაიამი არ სვამდა და მისი სიმთვრალე ღვინით როდია გამოწვეული. ამგვარად დანახული მისი პოეზია არის ეზოთერული სიბრძნის შემცველი; გურამიშვილის „ზუბოვკა“ ეგზოთერულად გამგებთათვის არის ლამაზი უკრაინე- ლი ქალის ხოტბა; ეზოთერულად განდობილთათვის კი ეგ გახლავთ ქრისტეს ქებათა ქება.
![]() |
5.12 ეთნარქი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნარქი
ბერძნული ტერმინია. ტომის, გვარის მამამთავარი. ქართველთა ეთნარქია ქართლოსი,
![]() |
5.13 რომაელთა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რომაელთა
ენეასი, სომეხთა – ჰაოსი.
![]() |
5.14 ეთნიკური ჯგუფი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნიკური ჯგუფი
საზოგადოების ნაწილი (უმთავრესად კონკრეტული ჩაკეტილი პროვინცია), რომელიც საკუთარ თავს ცნობს (ანდა, სხვათა აზრით, საკუთარ თავს მიიჩნევს) საერთო კულტურის მატარებლად. მაგ., გურულთა, მეგრელთა, სვანთა კულტურები, როცა ამ კულტურებს აქვს საერთოც და ისეთი რაღაცაც, რაც ერთურთისაგან განასხვავებთ.
![]() |
5.15 ეთნოგენეზი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოგენეზი
ბერძნ. ethnos ხალხი და genesis წარმოშობა. ხალხის, ტომის, ეთნიკური ერთეულის წარმოშობა.
![]() |
5.16 ეთნოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოგრაფია
ბერძნული ტერმინია, აღნიშნავს ისტორიული მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის ხალხის ნივთიერ და სულიერ კულტურას, ხალხთმცოდნეობა, იგივე ეთნოლოგია. ამ უკანასკნელს უფრო მეტად იყენებენ გერმანელი მკვლევრები.
![]() |
5.17 ეთნოლინგვისტიკა (ლინგვისტური ანთროპოლოგია) - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოლინგვისტიკა (ლინგვისტური ანთროპოლოგია)
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ენობრივი და კულტურული მოვლენების კავშირურთიერთობებს, ამ ურთიერთობების კანონზომიერებებსა და კანონებს.
![]() |
5.18 ეთნოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კულტურებს შედარების გზით; ამერიკული ტრადიციით – ეთნოლოგია იგივე ანთროპოლოგიაა,
ხოლო ევროპული ტრადიციით – სოციალური ანთროპოლოგიის ანალოგი.
![]() |
5.19 ეთნოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსი
იგივეა, რაც ეთნიკური ერთობა. ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ჯგუფი (ტომი, გვარი, ნაცია). ეთნოსის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი პირობებია: საერთო ტერიტორია და ენა. ეთნოსის წევრთა კულტურული ერთობა განაპირობებს მათი ფსიქიკური წყობის ერთიანობას.
![]() |
5.20 ეთნოცენტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოცენტრიზმი
ეთნიკური თვითშეგნების თვისება, აღიქვას და შეაფასოს სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენა და პროცესი საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ტრადიციებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. იგი გამოიხატება საკუთარი ეთნიკური კულტურის სხვათა კულტურაზე მაღლა დაყენებით.
![]() |
5.21 ეკუმენიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეკუმენიზმი
ლათინური სიტყვაა, გულისხმობს საეკლესიო მოძრაობას, რომლის მიზანია ქრისტი- ანული ეკლესიების გაერთიანება. 1948 წ. ჩამოყალიბდა პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების მსოფლიო გაერთიანება – ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.
![]() |
5.22 ელინიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ელინიზმი
ეპოქა, როდესაც ჰყვაოდა ბერძნულ-აღმოსავლური კულტურა (324 წლიდან ძვ.წ.აღ I საუკუნემდე). მეორე მხრივ, აღნიშნავს ბერძნულიდან ამა თუ იმ ენაში შესულ სიტყვა-გამოთქმას.
![]() |
5.23 ელიტა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ელიტა
ფრანგული სიტყვაა. კულტუროლოგიაში გულისხმობს საზოგადოების ზედა, კარგად განათლებულ და კულტურულად დაწინაურებულ ფენას, „რჩეულ“ საზოგადოებას. ჩვეულებრივ ესენია: მასწავლებლები, პროფესორები, სამეცნიერო და მხატვრული საზოგადოება, მხატვრები, მუსიკოსები, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური მოღვაწენი.
![]() |
5.24 ელიტკულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ელიტკულტურა
(ელიტური კულტურა) – ფრანგული „ელიტა“ ნიშნავს რჩეულს, საუკეთესოს. აქედან ელიტური კულტურა, ანუ კულტურა, რომლის ადრესატიცაა ელიტური საზოგადოება, კოლექტივის მოწინავე ნაწილი, საზოგადოების ზედა ფენა, ვთქვათ, მეცნიერები, ტექნიკოსები, ექიმები, მასწავლებლები და ა.შ. ელიტური კულტურა არაა გათვლილი უბრალო მასის გულის მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად. მას გაიგებს ხალხის განათლებული ნაწილი; ელიტკულტურა გულისხმობს სხვა რამესაც – ის იქმნება მაღალგანვითარებული, დიდად განათლებული ადამიანების მიერ. ამ მიმართულების უკიდურესი განვითარება მიდის ლოზუნგამდე „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. ძირითადად ელიტკულტურა მოდერნისტულ-ფორმალისტური შემოქმედებაა, რომლის გაგებასაც გარკვეული საამრიგო საფუძველი უნდა ჰქონდეს. უწინარეს ყოვლისა, ესაა ინტელექტუალური კულტურა. იგი საფუძვლიან ცოდნასა და წინამომზადებას მოითხოვს. მას უპირისპირდება მასკულტურა (მასობრივი კულტურა). ქართულ სინამდვილეში ელიტური და მასობრივი კულტურების შეპირისპირება და მათი ანალიზი პირველად სცადა ილია ჭავჭავაძემ. „მგზავრის წერილებში“, რომელიც 1861 წელს შეიქმნა, მკაფიოდ არის ეს პრობლემა დაყენებული. იქ ელიტკულტურას განასახიერებს, ერთი მხრივ, ამაღლებული, გაუგებარი და ხალხისაგან განყენებული მყინვარწვერი, მეორე მხრივ, მყინვარწვერივით ამაღლებული, განზე გამდგარი და ძნელად გასაგები ელიტური მწერალი გო- ეთე; სამაგიეროდ, ყველასათვის ნათელი, გასაგები და ახლობელია თერგი. ის სიმბოლოა ხალხის მასებთან ახლოს ყოფნისა, მასების გულისთქმის გამგებისა. მეორე მხრივ, თერგივით გასაგები და სახალხო მგოსანია ბაირონი, ისიც გოეთესავით გენიოსია, ოღონდ არა ელიტის, არამედ მასის ფალავანი. ილიას პოზიცია დღესავით ნათელია: იგი რეალისტია, სახალხო მწერალია. ამიტომ მისთვის ნათელი და მკაფიო, მასებისათვის საჭირო შემოქმედი უფრო მისაღებია, თუმცა ელიტურ გოეთესაც საკმაო პატივს მიაგებს. საკითხის სინათლისათვის ერთმანეთს შევუპირისპიროთ ამ ორი ტიპის შემოქმედნი. თუ ელიტური კულტურის წარმომადგენლები არიან გოეთე, თომას მანი, ჯეიმს ჯოისი, ფრანც კაფკა, თომას ვულფი, მაშინ მასობრივი კულტურის წარმომადგენლებად, შეიძლება, წარმოვისახოთ შემდეგი ოსტატები: ბალზაკი, ფლობერი, ტოლსტოი, ალ. დიუმა, ი. ჭავჭავაძე, ალ. ყაზბეგი და ყველა ხალხოსანი მწერალი. რევოლუციურ ეპოქებში წინ წამოიწეოდა ხოლმე მასკულტურა და ის ხდებოდა დომინირებული; მშვიდი და მოწესრიგებული ყოფის დროს მეტი ავალა ეძლეოდა ელიტკულტურას. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ძნელი გადასაწყვეტია. ამ კითხვაზე გადაჭრითი პასუხი არ არსებობს.
![]() |
5.25 ემანსიპაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ემანსიპაცია
ლათ. სიტყვა. ვინმეზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება; უფლებრივი გათანასწორება ქალისა და კაცისა. ვთქვათ, ქალთა ემანსიპაცია. ამგვარად გათავისუფლებულს ეწოდება ემანსიპირებული.
![]() |
5.26 ენციკლოპედია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ენციკლოპედია
ფრანგული ტერმინია. მეცნიერული ლექსიკონი, რომელშიც ყველა ან რომელიმე ცალკე დარგის ყოველმხრივი ცოდნაა წარმოდგენილი. მაგ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 11 ტომად; ბროკჰაუზისა და ეფრონის ცნობილი ენციკლოპედია; დიდი საბჭოთა ენციკლოპედია და სხვ. დიდად განათლებულ პირზე იტყვიან „ცოცხალი ენციკლოპედია“ არისო.
![]() |
5.27 ენციკლოპედისტები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ენციკლოპედისტები
ენციკლოპედიის, ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელობათა განმარტებითი ლექსიკონის (1751-1780) შემდგენლები და ავტორები. მათ ავტორებს, დიდ განმანათლებლებს, ენციკლოპედისტები ეწოდებათ. ესენი არიან: დიდრო, დალამბერი, მონტესკიე, რუსო, ვოლტერი, ჰოლბახი და სხვ. ისინი ებრძოდნენ ფეოდალიზმს, ეკლესიურ დოგმებს, დესპოტიზმს, კლასობრივ ჩაგვრას; ქადაგებდნენ განათლებისა და კულტურის საჭიროებას.
![]() |
5.28 ეპიგონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიგონი
ბერძნულია და გულისხმობს რაიმე მიმართულების ან რომელიმე მწერლის ან მეცნიერის უნიჭო მიმდევარს, რომელსაც კრეატიული ნიჭი აკლია და საკუთარს, ორიგინალურს ვერასა ქმნის. ამიტომ ხელოვნებასა, მწერლობასა თუ მეცნიერებაში იმეორებს სხვათა ნათქვამს.
![]() |
5.29 ეპიზოდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიზოდი
ბერძნულია, გულისხმობს ცალკეულ შემთხვევას. ვთქვათ, „ჩემი ცხოვრების ეპიზოდი“. კულტუროლოგიაში ნიშნავს მხატვრული ქმნილების ნაწყვეტს, ცალკე გამოყოფილ სცენას, რომელსაც ერთგვარი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.
![]() |
5.30 ეპიკური ნაწარმოები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიკური ნაწარმოები
თხრობითი ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად უდევს ამბავი; აქვს სიუჟეტი, კომპოზიცია. შეიძლება შეგვხვდეს როგორც ლექსის, ისე პროზის სახით. მაგ. ეპიკური ქმნილებებია: „ვეფხისტყაოსანი“, „ბაში-აჩუკი“, „გამზრდელი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ომი და ზავი“, „ევგენი ონეგინი“. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს პუშკინმა ასე წააწერა: „რომან ვ სტიხახ“ (რომანი ლექსადო). იგივეა, რაც ეპოსი.
![]() |
5.31 ეპოპეა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოპეა
დიდი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ყოფა–ცხოვრება მრავალმხრივ და ფართოდ არის ასახული. შევადაროთ ერთმანეთს ორი ეპიკური ქმნილება: აკაკის „გამზრდელი“ და „ვეფხისტყაოსანი“. ორივე თხრობითი ნაწარმოებია, ორივე პოემაა, ოღონდ პირველი – ჩვეულებრივი ეპიკური პოემა, ხოლო მეორე – პოემა-ეპოპეა, რომელიც „გამზრდელს“ მოცულობით ოცჯერ და მეტად აღემატება. ახლა ერთურთს შევუდაროთ ლევ ტოლსტოის „ჰაჯი მურატი“ და მისივე „ომი და ზავი“. პირველი ჩვეულებრივი მოთხრობაა, მეორე – რომანი-ეპოპეა.
![]() |
5.32 ეპოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოსი
ბერძნ. epos თხრობა, მოთხრობა, სიტყვა. ლიტერატურის თხრობითი დარგი, კერძოდ, რომანი, მოთხრობა, ეპიკური პოემა. მისი მეორეული მნიშვნელობაა ხალხური საგმირო სიმღერები, პოემები, თქმულებები. ეპოსის ერთ-ერთი ჟანრია ეპოპეა.
![]() |
5.33 ესე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ესე
ინგლ. სიტყვაა, აღნიშნავს თავისუფალი ფორმის ნარკვევს, რომელშიც ყურადღება ნაკლებად ექცევა სისტემურ მეცნიერულ წყობასა და თანამიმდევრობას და მოხმობილია ხატოვან-სახეობრივი თქმები. ამგვარ ნარკვევში მიმოხილუ- ლია ლიტერატურულ-ფილოსოფიური ან სოციალური შინაარსის თხზულებები ან საკითხები.
![]() |
5.34 ესთეტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ესთეტიკა
ბერძნ. სიტყვა, აღნიშნავს ფილოსოფიურ მოძღვრებას ხელოვნების, მხატვრული ნაწარმოების მშვენიერების შესახებ. იგი შეისწავლის მშვენიერების გამომავლინებელ ფორმებსა და ხერხებს მხატვრულ შემოქმედებაში, ცხოვრებასა და ბუნებაში. მატერიალისტური ესთეტიკის წარმომადგენლები იყვნენ დემოკრიტე, არისტოტელე, ეპიკურე.
![]() |
5.35 ესპერანტო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ესპერანტო
ხელოვნური საერთაშორისო ენა. იგი შექმნა პოლონელმა თვალის ექიმმა ზამენჰოფმა 1887 წელს ვარშავაში. ესპერანტო ეყრდნობა რომანულ, გერმანულ და სლავურ სიტყვათა ძირებს. სულ გამოყენებულია 20 წესი და იოლი შესასწავლია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას, შედგება 28 ასოსაგან. ასო იკითხება ისე, როგორც იწერება. მაგ., როგორც ქართული, რომელშიც ყოველ ასოს მხოლოდ ერთი ხმა (ბგერა) შეესატყვისება.
![]() |
5.36 ესქატოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ესქატოლოგია
ბერძნულია. შედგება ორი სიტყვისაგან „ესქატოს“ უკანასკნელი და „ლოგოს“ მოძღვრება. ეს გახლავთ მისტიკური მოძღვრება მსოფლიოსა და ადამიანის საბოლოო ბედის შე- სახებ. იგი მოუმარჯვებია მრავალ რელიგიას. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, საბოლოო ბედი კეთილია, ბოროტს სძლევს კეთილი; საბოლოოდ ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ ცხვარი და მგელი ერთად მოძოვენ ბალახს. ეს იდეა მსჭვალავს ფირდოუსის, ნიზამისა და რუსთველის ქმნილებებს. „ვეფხისტყაოსანში“ ესქატოლოგიური იდეა ორი ძირითადი აფორიზმით ასეა გამოკვეთილი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ და „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს“.
![]() |
5.37 ეტიკეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ეტიკეტი
ფრანგული სიტყვაა და ორ ძირითად მნიშვნელობას შეიცავს. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი ასეთი შინაარსი: თავის დაჭერის, საზოგადოებაში მოქცევის, თავაზიანი ურთიერთობის უნარი; მიღებული კულტურული წესების დაცვა.
![]() |
5.38 ექსპოზიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპოზიცია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს ახსნას, გადმოცემას, განმარტებას. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი ერთი უმთავრესი მნიშვნელობა, რაიც განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ეს არის ხელოვნების ნაწარმოებთა, სამუზეუმო ნივთებისა და ისტორიული ექსპონატების, სხვა სა- ინტერესო საგნების სისტემური განლაგება დასათვალიერებლად; გამოფენა.
![]() |
5.39 ექსპრესიონიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპრესიონიზმი
ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. ექსპრესიონისტები უმთავრესად გვიჩვენებენ შემოქმედის შინაგან სამყაროს, სუბიექტური განცდების განზოგადებას. ამიტომაც ახლავს მათ თხზულებებს ან ნახატებს ლირიზმი, მინორული განწყობილება. საქართველოში ცნობილი ექსპრესიონისტები იყვნენ გრ.რობაქიძე და კ. გამსახურდია.
![]() |
5.40 ექსტაზი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ექსტაზი
ბრძნული სიტყვა. აღტაცება; უკიდურესი, ავადმყოფური აღტაცება, თავდავიწყებამდე მისული აღფრთოვანება, აღტყინება. კულტუროლოგიაში, ჩვეულებრივ, გულისხმობს ხელოვნების ნაწარმოებით აღტაცებას, უკიდურეს აღფრთოვანებას.
![]() |
5.41 ექსტრავაგანტური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ექსტრავაგანტური
საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევა, ისეთი ქცევა, რომელიც შეუფერებელია არსებული სტანდარტებისათვის; არაჩვეულებრივი, ახირებული მოქმედება ან ქცევა. ვ
![]() |
6 ვ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ვანდალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვანდალიზმი
მომდინარეობს ლათ. სიტყვიდან vandali – ძველი გერმანელი ტომი, რომელიც V საუკუნეში შეესია რომის იმპერიას, გაძარცვა და გაანადგურა კულტურის ძეგლები. აქედან ტერმინი „ვანდალიზმი“, ანუ კულტურის ძეგლთა განადგურება, კულტურული ბარბაროსობა. უკანასკნელი ხანების ყველაზე დიდი ვანდალიზმი ჩაიდინეს სირიაში, როცა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გაანადგურეს უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის უნიკალური ძეგლები, ააფეთქეს და დაანგრიეს ისინი.
![]() |
6.2 ვარიეტე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვარიეტე
ფრანგული სიტყვაა. მსუბუქი ჟანრის თეატრი. აქ ერთმანეთზეა გადაბმული სანახაობა, სიმღერა, საცირკო ნომერი და წარმოსადგენი ამბავი.
![]() |
6.3 ვასალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვასალი
ფრანგული სიტყვაა. პატრონყმური წყობილების ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნება; გულისხმობს იმ მემამულეს, ფეოდალს, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა უფრო ძლიერ ფეოდალზე. ამას ეწოდება ვასალიტეტური ურთიერთობა, პატრონყმური ურთიერთობა. ამ დამოკიდებულების არსი კარგად ჩანს „ვეფხისტყაოსან- ში“. ავთანდილის პატრონი და მფარველია როსტევან მეფე. თვითონ ავთანდილს ემორჩილება თავადი შერმადინი. იმასაც თავისი ქვეშევრდომები ჰყავს. იგივე ვითარებაა თვით სახელმწიფოთა შორისაც. ინდოეთი სიუზერენული სახელმწიფოა. მას ემორჩილება ვასალური ქვეყანა ხატაეთი. ევროპაში გავრცელებული იყო ასეთი აფორიზმი: „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის“. „ვეფხისტყაოსანში“ პატრონყმური ურთიერთობა და სიყვარული სიყვარულის ყველა სახეობაზე მაღლა არის დაყენებული. ამას ასურათხატებს აფორიზმი: „სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი“. კიდევ მეტი, უპატრონოდ, მეურვისა და დამხმარის გარეშე ფეოდალი ვერ გაიხარებსო: „პატრონისა ვერ-მჭვრეტელმან ყმამან რადმცა გაიხარნა?!“
![]() |
6.4 ვატიკანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვატიკანი
ლათ. სიტყვა. კათოლიკური ეკლესიის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი; ამ ეკლესიის მეთაურის, ანუ რომის პაპის, სამყოფელი, რეზიდენცია. იგი წარმოადგენს ცალკე ქალაქ-სახელმწიფოს და მდებარეობს ქ. რომის ცენტრში.
![]() |
6.5 ვერბალური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვერბალური
ლათ. „ვერბალის“. სიტყვიერი, ხმიერი, ზეპირი. ვერბალური კავშირი – ზეპირი, სიტყვის მეშვეობითი დაკავშირება. ვერბალური ურთიერთობა – სიტყვის მეშვეობით ურთიერთობა.
![]() |
6.6 ვერლიბრი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვერლიბრი
ფრანგ. „ვერს ლიბრე“, ანუ ვერსიფიკაცია (ლექსთწყობა) და თავისუფალი (ლიბრე). მაშ, თავისუფალი წყობა, თავისუფალი ლექსი, როცა ტაეპებში სხვადასხვა რაოდენობის მარცვალია. არც რითმაა სავალდებულო. ესაა თეთრ ლექსზე შორს წასული თავისუფლება. თეთრ ლექსში მხოლოდ რითმა არ ჩანს, სხვა მხრივ არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლექსისაგან.
![]() |
6.7 ვერნისაჟი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვერნისაჟი
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. სამხატვრო გამოფენის დახურული (არასაყოველთაო) დათვალიერება. ჩვეულებრივ ეწყობა ხანგრძლივი გამოფენის გახსნის პირველ დღეს. ამ დროს მოწვეული არიან მხოლოდ სპეციალისტები და საპატიო სტუმრები, ავტორის ახლო მეგობრები.
![]() |
6.8 ვესტერნი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვესტერნი
ინგლ. სიტყვაა და ნიშნავს დასავლურს, დასავლეთისას. კინოფილმი ან თხზულება, რომელშიც ქვეყნის ან მხარის დასავლეთიდან ჩა- მოდის ცხენოსანი გმირი, ძლიერი ვაჟკაცი აღმოსავლეთში, ჩაიდენს გმირობებს, მოიხვეჭს სახელს და გამარჯვებული ისევ ბრუნდება სამშობლოში, დასავლეთში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ამერიკული ვესტერნული, ე.წ. „კოვბოური ფილმები“. ქართული ვესტერნის ნიმუშები ყველაზე ადრე შექმნეს აკაკიმ და ანტონ ფურცელაძემ. ესენია: „მაცი ხვიტია“ და „ბაში-აჩუკი“. ამ უკანასკნელში ვესტერნის ყველა აუცილებელი თვისება იკვეთება: ბაში აჩუკი კახეთში (აღმოსავლეთში) ჩადის იმერეთიდან (დასავლეთ საქართველოდან); იქ ბევრ სასახელო საქმეს ჩაიდენს და უკან (იმერეთში) სახელიანი ბრუნდება. ამ ტერმინს უკავშირდება „ვესტერნიზაცია“.
![]() |
6.9 ვესტერნიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვესტერნიზაცია
გადასავლეთურება, დასავლური, უპირატესად ევროპული, ღირებულებებისადმი პატივისცემა და მხარდაჭერა, მიყოლა; საკაცობრიო ღირებულებების აღიარება.
![]() |
6.10 ვიდეო-არტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდეო-არტი
ლათ. სიტყვა „ვიდეო“, ვხედავ. თანამედროვე მხატვრულ-შემოქმედებითი ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა. გაჩნდა 1960-იან წლებში. საფუძვლად გამოდის არა მატერიალური საგნები, არამედ ვიზუალური ანდა აუდოვიზ- უალური „არა-ობიექტები“, რომლებსაც ქმნიან სატელევიზიო ტექნიკის, ლაზერული ან კიდევ ჰოლოგრაფიული ხერხების გამოყენებით.
![]() |
6.11 ვირტუალური რეალობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვირტუალური რეალობა
საკომპიუტერო საშუალებებით ხელოვნურად შექმნილი გარემო, რომელშიც, შესაძლებელია, შეაღწიო მისი შიგნიდანვე ცვლის გზით, როცა თვალნათლივ ხედავ ტრანსფორმაციას და, ამასთანავე, გაქვს ყოველივე ამის რეალობის განცდა. ამგვარ ახალი ტიპის აუდოვიზუალურ რეალობაში რომ მოხვდები, შეიძლება, კონტაქტი დაამყარო არა მარტო სხვა ადამიანებთან, არამედ აგრეთვე ხელოვნურ პერსონაჟებთან.
![]() |
7 ზ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 ვოლტერიანელობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ვოლტერიანელობა
XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე გავრცელებული რელიგიურ-პოლიტიკური თავისუფალი აზროვნება, რაიც ეფუძნებოდა დიდი ფრანგი განმანათლებლის, ბუნტარული სულისკვეთების მოაზროვნის ვოლტერის შეხედულებებს. იგი იხრებოდა მატერიალიზმისაკენ და ეწინააღმდეგებოდა ეკლესიასა და ფეოდალურ წყობას; ეკუთვნის ცნობილი აფორიზმი: იმდენად საჭიროა, რომ არ არსებულიყო ღმერთი, იგი ჩვენ უნდა გამოგვეგონებინაო. ზ
![]() |
7.2 ზევსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ზევსი
ბერძნული მითოლოგიის უზენაესი ღმერთი; ღმერთებისა და ადამიანების მამა-მეუფე. რომაული მითოლოგიით, იუპიტერი. ზევსის შვილები დიოსკურები (ტყუპები) მონაწილეობდნენ არგონავტების მოგზაურობაში. მათ პატივსაცემად შავი ზღვის სანაპიროს ერთერთ დასახლებას, სავაჭრო ქალაქ-ემფორიონს, ეწოდა დიოსკურია.
![]() |
7.3 ზოილი, ზოილის კრიტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ზოილი, ზოილის კრიტიკა
უსამართლო, იქედნური და ღვარძლიანი კრიტიკოსი. არსებობდა ძველი ბერძენი ორატორი და ფილოსოფოსი ზოილი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე). იგი ერთობ ტენდენციურად და უსამართლოდ აკრიტიკებდა ჰომეროსის უკვდავ შემოქმედებას. ჩვენში ზოილური კრიტიკის წარმომადგენლად, შეიძლება, მივიჩნიოთ რუსთველოლოგი ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც რესთველის არაერთ გენიალურ სტროფს აძაგებდა, არად მიიჩნევდა და ამიტომ ამ სტროფებს ინტერპოლაციად აცხადებდა.
![]() |
7.4 ზოომორფიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ზოომორფიზმი
იხ. ანთროპომორფიზმი.
![]() |
7.5 ზოროასტრიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ზოროასტრიზმი
ძველი ირანული დუალისტური რელიგია, შექმნილი ზარათუშტრას მიერ. ჩამოყალიბდა ძვ.წ. აღრიცხვის VII საუკუნეში. სამყაროში ერთურთს ებრძვის ორი საწყისი. ერთია ნათელი ღვთაება აჰურამაზდა (ორმუზდი, აქედანაა ქართული არმაზდი, იგივე არმაზი), მეორეა ბოროტების ღვთაება არიმანი. ამ რელიგიაში გვხვდება ესქატოლოგიის, მიცვალებულთა აღდგომის, ქალწულის მიერ მომავლის მხსნელის შობის იდეები. ეგ იდეები შემდეგ გამოიყენეს იუდაიზმმა და ქრისტიანობამ. თ
![]() |
8 თ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 თალმუდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თალმუდი
ებრაელთა კანონების კრებული, სადაც დაცულია რელიგიური, სასამართლო და საყოფაცხოვრებო წესები. იგი შედგენილია ძველი აღთქმის ბიბლიური ტექსტების განმარტებათა საფუძველზე.
![]() |
8.2 თამადა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თამადა
სუფრის ხელმძღვანელი. ძველად ერქვა პურისმტე. თამადობა სუფრის გაძღოლის ერთგვარი კულტურაა. თამადობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია ჰქონია. ვანის გათხრების დროს აღმოაჩინეს VI საუკუნის ქანდაკება „თამადა“.
![]() |
8.3 თეზისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თეზისი
ბერძნ. სიტყვაა, ნიშნავს დებულებას, რომელიც უნდა დასაბუთდეს, დამტკიცდეს; იგივეა მოხსენების თეზისები, ანუ ის ძირითადი ზოგადი დებულებანი, რომლებიც მოხსენების მსვლელობაში დასაბუთდება.
![]() |
8.4 თეიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თეიზმი
ბერძნ. სიტყვაა, გულისხმობს რელიგიურ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ზეგარდმო ძალა – ღმერთი. მან შექმნა ცა და ქვეყნიერება და კიდევაც განაგებს მას.
![]() |
8.5 თემიდა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თემიდა
ძვ. ბერძნული მითოლოგიით, სამართლის გამგებელი, მართალი და უტყუარი მსაჯული. ქალღმერთ თემიდას ხატავდნენ თვალებახვეულს, ცალ ხელში რომ სასწორი ეჭირა, ხოლო მეორეში – მახვილი. სასწორით წონიდა ტყუილ-მართალს, ცოდვა-მადლს, ხოლო მახვილით განიკითხავდა, სჯიდა დამნაშავეთ. თემიდის მსახურს უწოდებდნენ და ახლაც უწოდებენ მოსამართლეს.
![]() |
8.6 თინეიჯერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თინეიჯერი
ყმაწვილი, თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ახალგაზრდა.
![]() |
8.7 თორა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
თორა
ბიბლიის პირველი ხუთწიგნეულის ებრაული სახელწოდება. მისი ავტორობა მიეწერება ბიბლიურ მოსეს; პერგამენტის ის გრაგნილი, რომელზეც ეგ ტექსტია დაწერილი. ებრაელთა წმინდა წიგნები. ი
![]() |
9 ი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 იდეალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იდეალიზმი
ფილოსოფიური მიმართულება, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული პირველადია, ხოლო მატერია, ყოფიერება და ბუნება არის მეორეული. ამის საპირისპიროა მატერიალიზმი. იგი პირველადად აღიარებს მატერიას, ბუნებას, ყოფიერებას, ხოლო მეორეულად – ცნობიერებას, სულს.
![]() |
9.2 იდენტურობა, იდენტობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იდენტურობა, იდენტობა
საკუთარ თავზე ფსიქოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობა, საკუთარი ინდივიდუალობის სუბიექტური შეგრძნება, პირადი მეობის ერთგვარი მთლიანი განსაზღვრა.
![]() |
9.3 იდეოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იდეოლოგია
ბერძნ. idea ცნება, იდეა და logos სიტყვა, მოძღვრება. მაშასადამე, მოძღვრება იდეათა შესახებ. ეს არის ამა თუ იმ კლასის, სახელმწიფოს, პარტიის, საზოგადოებრივი კოლექტივისა და სხვათა შეხედულებების სისტე- მა. იგი ვლინდება ცნობიერების სხვადასხვა ფორმით (ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, სამართალი).
![]() |
9.4 იდიომი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იდიომი
ბერძნ. სიტყვაა, აღნიშნავს მყარ ხატოვან, სახეობრივ გამოთქმას, რომელიც ალამაზებს მეტყველებას, ნაწერ ტექსტს. მისი ოდნავ შეცვლაც არ შეიძლება. მაგ., თვალი თვალში გაუყარა. იხატება მეტად მძაფრი სურათი, ოღონდ ამას სულაც არა ნიშნავს.
![]() |
9.5 იეზუიტური კაცთშეწირვა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იეზუიტური კაცთშეწირვა
ლათ. სიტყვა, დაფუძნებული სახელზე იესო. იეზუიტთა ორდენი შეიქმნა XVI საუკუნეში. ეს გახლდათ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე რეაქციული ფრთა. იესოს ეგ საზოგადოება მკაცრად ექცეოდა ე.წ. ერეტიკოსებს, ქრისტიანული დოგმებიდან გადამხვევებს. მისი განაჩენისამებრ ცეცხლზე დაწვეს მრავალი ადამიანი (მაგალითად, სავონაროლა, ჯორდანო ბრუნო). ნიცშე სოციალიზმს იეზუიტობის ნაირსახეობად მიიჩნევდა.
![]() |
9.6 იერარქია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იერარქია
მმართველობის ვერტიკალი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებულ სისტემას. იგი ერთიან, მთლიან სისტემად აქცევს ინსტინქტურ და ინტელექტუალურ მოქმედებას, სწრაფვას, აზროვნებას, კულტურასა და ცივილი- ზაციას; ეს არის ძალთა გადანაწილება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ჭრილში.
![]() |
9.7 იმპრესიონიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იმპრესიონიზმი
ხელოვნების მიმართულება. შეიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი სამშობლოა საფრანგეთი. ცდილობს გადმოსცეს მხატვრის სიღრმისეული ფაქიზი განცდები, წამიერი განწყობილება და ამ განცდის ცვალებადობა. ფრანგმა მხატვრებმა მანემ და მონემ მოაწყვეს გამოფენა, სადაც ყურადღება მიიქცია მანეს ნახატმა „შთაბეჭდილება“ (1874 წ.). აქედან გავრცელდა ტერმინი „იმპრესიონიზმი“. შემდეგ იგი გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც.
![]() |
9.8 ინდივიდუალური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინდივიდუალური
ლათ. სიტყვაა, გულისხმობს კონკრეტული ინდივიდის, პიროვნებისათვის დამახასიათებელ თვისებებს, რაიც ყოველ ცალკე პირს სხვათაგან გამოარჩევს.
![]() |
9.9 ინდოევროპული ენები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინდოევროპული ენები
უზარმაზარი ოჯახი მონათესავე ენებისა (ინდური, ირანული, სლავური, რომანული, გერმანული, ბერძნული და სხვ.).
![]() |
9.10 ინდუსტრიალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინდუსტრიალიზაცია
ქვეყნის სამრეწველო განვითარება, მძიმე მრეწველობის წინ წამოწევა (მანქანა-ტრაქტორები, მეტალურგია, ტექნიკუ- რი საშუალებები, ელმავლები, თვითმფრინავები და ა.შ.).
![]() |
9.11 ინდუქცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინდუქცია
აზროვნების წესი, მეთოდი, როდესაც კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან გამოჰყავთ განზოგადებული დასკვნა; ამისი საპირისპიროა დედუქცია, როცა ჯერ ჩამოყალიბდება დებულება, დასკვნა, განზოგადება და მერე მოჰყავთ კონკრეტული მაგალითები. მაშასადამე, პირველ შემთხვევაში მივდივართ კონკრეტულიდან ზოგადისაკენ, მეორეში – ზოგადიდან კერძოსაკენ. სამეცნიერო კვლევისას საჭირო ხდება ორივე მეთოდის მომარჯვება.
![]() |
9.12 ინიციაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინიციაცია
ლათ. სიტყვა. საიდუმლოთა განდობა. უძველეს დროში გავრცელებული იყო ჩვეულება, როცა ახალგაზრდას ცხოვრებაში გამოსვლის კვირაძალს აცნობდნენ სქესობრივ საიდუმლოებას, ტომის ფარულ ამბებს, მითებს, გადმოცემებს, ერთი სიტყვით, აზიარებდნენ. მაშასადამე, ინიციაცია არის ზიარება, იგივე განდობა.
![]() |
9.13 ინკვიზიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინკვიზიცია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს გამოძიებას. მოქმედებდა XIII-XIX საუკუნეებში. კათოლიკური ეკლესიის სასამართლო-საპოლიციო ორგანიზაცია, რომელიც უკიდურესი სისასტიკით უს- წორდებოდა და სჯიდა ერეტიკოსებს (ურწმუნოებს ან მკრეხელობის ნებსით თუ უნებლიეთ ჩამდენთ, ქრისტეს უარმყოფელთ).
![]() |
9.14 ინკულტურაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინკულტურაცია
ინდივიდის (ან ადამიანთა ჯგუფის) კულტურასთან ზიარება; ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელ ნორმებსა, ქცევებსა და ჩვევებთან დაახლოება, მათი შეთვისება.
![]() |
9.15 ინსტინქტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტინქტი
ლათ. სიტყვა. ალღო, დაფუძნებული არა გონებაზე, არამედ შეგრძნებასა და ფსიქიკურ შიშზე; ესაა ცხოველური არაცნობიერი მოქმედება შეცვლილი გარემოს მიმართ; შეუგნებელი, არაცნობიერი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა რაიმესაკენ.
![]() |
9.16 ინსტიტუტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტიტუტი
აქვს არაერთი მნიშვნელობა. კულტუროლოგიური თვალთახედვით, იგულისხმება: დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც ადგენს და აკონტროლებს უფლებრივ ნორმებს, რომელთა მეშვეობითაც გარკვეულ ცალკეულ სფეროში აწესრიგებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მაგ., ბატონყმობის ინსტიტუტი, ქორწინების ინსტიტუტი.
![]() |
9.17 ინტეგრალური მეცნიერება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტეგრალური მეცნიერება
ზოგად პრობლემათა ასახსნელად და კანონზომიერებათა დასადგენად სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საერთო მაკავშირებელი ცნებების მომარჯვებით ახალი სახეობის ჩამოყალიბება. ამ დროს ხან ერთი დარგი (ვთქვათ, ფილოლოგია) არის წამყვანი, ხან მეორე – (ვთქვათ, ისტორია), ხანაც – მესამე (ვთქვათ, ანთროპოლოგია). სწორედ ასეთი ინტეგრალური მეცნიერებაა კულტუროლოგია. ინტეგრალური სამეცნიერო შტუდიების საუკეთესო ნიმუშებია: შ.ნუცუბიძის „რუსთველი და აღმოსავლური რენესანსი“; მ. კვესელავას „ფაუსტური პარადიგმები“; ზ. გამსახურდიას „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. ინტეგრალურის საპირისპირო ცნებაა ჰერმეტული, ანუ ჩაკეტილი, კვლევა.
![]() |
9.18 ინტეგრაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტეგრაცია
ლათ. სიტყვა. ნაწილთა გაერთიანება ერთ მთელად; ენათა დაახლოება ურთიერთზეგავლენის შედეგად. კულტუროლოგიაში – კულტურულ პროცესთა გაერთიანება, შემჭიდროება, ერთ მთლიანობად ქცევა.
![]() |
9.19 ინტელიგენტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტელიგენტი
ლათ. სიტყვაა. პირი, რომელიც გონებრივად შრომობს (ინჟინერი, ექიმი, აგრონომი, მასწავლებელი, მწერალი და სხვ.), ინტელიგენციის წარმომადგენელი; განათლებული, შეგნებული, მაღალი კულტურის ადამიანი.
![]() |
9.20 ინტერნეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერნეტი
კომუნიკაციის საყოველთაო (გლობალური) სისტემა, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ინტერნეტის ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს რაიონებს, რეგიონებს, ქვეყნებს, კონტინენტებს. ამრიგად, მან სრულიად მოშალა სახელმწიფო საზღვრები და გააუქმა ცენზურა. ამრიგად, უკიდურესი თავისუფლება მიენიჭა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას.
![]() |
9.21 ინტიმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტიმი
ფრანგ. სიტყვა. გრძნობებსა და სულიერ სამყაროსთან დაკავშირებული, უაღრესად პირადული; შინაურული, ახლომეგობრული, გულითადი გრძნობა, განცდა.
![]() |
9.22 ინტუიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტუიცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ჭვრეტას. მიხვედრა, უშუალო ინსტინქტური, სტიქიური განცდა, რაიც ემყარება ადრინდელ გამოცდილებას. ქართული სიტყვებიდან მასთან ყველაზე ახლოა ცნება ალღო. გვაქვს გამოთქმა: ალღო აუღო. ფილოსოფიაში – ჭეშმარიტების უშუალო (ცდის გარეშე) წვდომა
![]() |
9.23 ინფორმაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია
ლათ. სიტყვა. შეტყობინება; ამბის მიტანა, რაიმე ვითარების ან შეცვლილი გარემოს შესახებ ცნობის მიწოდება. ვინც ამ საქმეს ეწევა, ის არის ინფორმატორი, ხოლო, ვინც აღ- იჭურვა ამ ცნობებით, ის არის ინფორმირებული.
![]() |
9.24 ინცესტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ინცესტი
ლათ. სიტყვა. სისხლის აღრევა. ვითარება, როდესაც ახლო ნათესავი ქორწინდება ან სქესობრივ კავშირს ამყარებს ნათესავთან.
![]() |
9.25 ისლამი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ისლამი
არაბ. სიტყვა. ალაჰისადმი თავის შეწირვა, მორჩილება; მაჰმადიანთა რელიგია, მუსლიმანობა.
![]() |
9.26 იუდაიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იუდაიზმი
იუდეველთა რელიგიური სისტემა. იუდეველები – იუდეის (ძველი პალესტინის) მცხოვრებნი. აქედან წარმოიქმნა საერთო სახელწოდება მთელი ერისა, ებრაელობისა. საერთოდ, იუდა ერქვა იუდეველთა მითიურ წინაპარს.
![]() |
9.27 იუნესკო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იუნესკო
ინგლ. სიტყვა UNESCO ნიშნავს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში. დააარსეს იგი 1946 წელს. მთავარი ოფისი მდებარეობს პარიზში. ჰპატრონობს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობას. კ
![]() |
10 კ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 კაბუკი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კაბუკი
იაპონური სიტყვა. თეატრი, რომელიც აერთიანებს დრამას, მუსიკას, დეკლამაციას, ცეკვათამაშს. იგი შეიქმნა XVII საუკუნის იაპონიაში.
![]() |
10.2 კავკასიური რასა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიური რასა
ევრაზიული, ანუ ევროპეიდული, რასის მოძველებული სახელწოდება. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ანთროპოლოგმა ი. ბლუმენბახმა. ზოგი მკვლევარი ამ ტერმინს დღესაც იყენებს.
![]() |
10.3 კათალიკოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კათალიკოსი
ბერძნული სიტყვა, ნიშნავს საყოველთაოს, მთავარს, ყოველთას; უმაღლესი სასულიერო პირის (პატრიარქის) წოდება ქართულ და სომხურ ეკლესიაში. ხშირად იყენებენ შეწყვილებული ფორმით: კათალიკოს-პატრიარქი.
![]() |
10.4 კათარსისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კათარსისი
ბერძნ. სიტყვა, განწმენდა, გასუფთავება. პირველად მოიმარჯვა არისტოტელემ „პოეტიკაში“: ამაღლებული კმაყოფილებისა და გასხივოსნების გრძნობა, რომელიც ეუფლება მაყურებელს, როდესაც იგი ტრაგედიის გმირთან ერთად გადაიტანს ტანჯვა-წამებას და ამ მაჯლაჯუნასაგან თავს დაიხსნის; მოგვიანებით ტერმინმა მიიღო ამგვარი შინაარსობრივი შეფერილობა – სულიერი განწმენდა და შინაგანი თა- ვისუფლება, რომელსაც განიცდის ადამიანი კულტურის უმაღლესი ნიმუშების გაცნობა-შეცნობის პროცესში; კათარსისი მიიჩნევა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.
![]() |
10.5 კალენდარი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კალენდარი
ლათ. სიტყვა. საცნობარო წიგნაკი ანდა ფურცელთა შეკვრა, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ჩამოთვლილია წელიწადის ყველა დღე; აღნიშნულია სადღესასწაულო და დასვენების დღეები, ღირსშესანიშნავი თარიღები, ამა თუ იმ დღესთან დაკავშირებული საგულისხმო და საზოგადოებრივად საინტერესო ცნობები და ფაქტები, ისტორიული მოვლენები.
![]() |
10.6 კალიგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კალიგრაფია
ბერძნ. სიტყვების შეერთება: „კალოს“ ლამაზი და „გრაფო“ ვწერ. მაშასადამე, ლამაზად წერა, კოხტად წერის ხელოვნება. ქართულად მას, შეიძლება, შევუნაცვლოთ ხელრთვა. მაგ., მე ლამაზი ხელრთვა მაქვს.
![]() |
10.7 კალკი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კალკი
ზუსტი ასლი. კალკირება – ზუსტი ასლის გადაღება. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი გვიანდელი გადატანითი მნიშვნელობა: სხვისი ყალიბის, წესის, ნორმის დაუფიქრებელი გადატანა ამა თუ იმ ენაში. მაგ., ჩვენში გავრცელებული თითქოსდა სრულიად უვნებელი გამოთქმა „რაშია საქმე?“ გახლავთ რუსული შეწყვილების (в чем дело?) კალკი. ასევე, საყოველთაოდ გავრცელებული შესიტყვება „პირველ რიგში“ აგებულია რუსულ ყაიდაზე – в первую очередь. ქართულად ასე უნდა ითქვას: „უწინარეს ყოვლისა“. რუსულის კალკია: „ხუთ ლარში აგიწონი“. უნდა – „ხუთ ლარად აგიწონი“. ასევე, რუსულის კალკია – „აიღეთ სესხი ლარში“. უნდა „აიღეთ სესხი ლარობით“.
![]() |
10.8 კანიბალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კანიბალიზმი
კაციჭამიობა; გადატანითი მნიშვნელობით: ბარბაროსობა, მხეცობა.
![]() |
10.9 კაპიტოლიუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კაპიტოლიუმი
ლათ. სიტყვა. რომის ერთ-ერთი გორაკი, რომელზეც აგებულია არაერთი სასახლე, მუზეუმი, კულტურული ნაგებობა. ადრე ამ ადგილზე ყელყელაობდა იუპიტერის (ზევსის), მინერვასა და იუნონას ტაძარი. მოგვიანებით სწორედ ამ ტაძარს დაერქვა მთელი გორაკის სახელი კაპიტოლიუმი.
![]() |
10.10 კარიატიდა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კარიატიდა
ბერძნ. სიტყვაა, გულისხმობს ღმერთქალ არტემიდას ქურუმს, ნიშნავს: შენობის არქიტექტურულ სამკაულს. ეს გახლავთ შენობის კოჭების საყრდენი კოლონა, რომელიც გამოსახავს ქალის ქანდაკებას; არქიტექტურული სამშვენისი.
![]() |
10.11 კატრენი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კატრენი
ფრანგული წარმოშობის ტერმინი: ოთხტაეპიანი სალექსო ფორმა, ოთხტაეპოვანი სტროფი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ქართულში, ჩვეულებრივ, სწორედ ეგ ფორმაა ყველაზე გავრცელებული. მაგ., მთელი „ვეფხისტყაოსანი“ კატრენით არის შესრულებული. არის სტროფის მეორე სახე – ორსტრიქონიანი სტროფი. სპარსულად მას „ბეითი“ ეწოდება. მთელი „შაჰ-ნამე“ ბეითით არის დაწერილი. ორტაეპოვანი სტროფი ქართულ პოეზიაში, გავრცელების თვალსაზრისით, მეორე ადგილს იკავებს. მაგ., აკაკის „აღმართ-აღმართ“; გალაკტიონის „მე და ღამე“.
![]() |
10.12 კინოფიკაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კინოფიკაცია
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. კინოთეატრებისა და კინოდანადგარების ორგანიზება-მოწყობა; კინოთეატრთა ქსელის გაშლა.
![]() |
10.13 კირილიცა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კირილიცა
ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს. ტერმინი მოდის სლავთა განმანათლებლის სახელიდან კირილე (IX ს.), რომელმაც შეადგინა სლავური ანბანი.
![]() |
10.14 კლასიკა, კლასიკოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიკა, კლასიკოსი
ლიტერატურისა და ხელოვნების კლასიკური (სანიმუშო, საუკეთესო, წარმა- ტებული) ნიმუშების ერთობლიობა. კლასიკოსი არის დიდი მწერალი, გამოჩენილი მუსიკოსი, თვალსაჩინო მხატვარი ან მეცნიერი, რომლის შემოქმედება გახდა აღიარებული, საყოველთაოდ მიღებული, პოპულარული. თანამედროვე ქართული კულტურის კლასიკოსები არიან: ბალეტის ოსტატი ნინო ანანიაშვილი; კინორეჟისორები ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია; თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა; მოქანდაკეები ამაშუკელი, მერაბიშვილი; მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, შოთა ნიშნიანიძე, რევაზ მიშველაძე.
![]() |
10.15 კლუბი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კლუბი
ინგლ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია ამა თუ იმ საწარმოში, დაწესებულებაში, კოლმეურნეობასა და სხვაგან, რომელშიც გაერთიანებული არიან, ჩვეულებრივ, ერთი სოციალური წრის ადამიანები. ისინი იქ ერთობიან, ისვენებენ, ერთურთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
![]() |
10.16 კოინე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოინე
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს საერთოს, საყოველთაოს. საერთო ბერძნული ენის სახელწოდება. დღევანდელი კულტუროლოგიური თვალთახედვით: ყოველგვარი საერთო-სახალხო ენა, რომელიც შექმნილია გაბატონებული დიალექტის საფუძველზე. ქართულ კოინეს საძირკვლად დაედო ორი ძირითადი დიალექტი. ეს გახლავთ ქართლური და კახური.
![]() |
10.17 კოლექტორი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლექტორი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს შემკრებს. კულტუროლოგიური აზრით, წარმოადგენს გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნებას, ნიშნავს დაწესებულებას, სადაც თავს უყრიან სხვადასხვა სახის წიგნებს მათი შემდგომი განაწილების მიზნით. მაგ., საბიბლიოთეკო კოლექტორი.
![]() |
10.18 კოლექცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლექცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს კრებულს. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: დასისტემებული ერთგვარი კულტურული ერთეულების კრება, კრებული. მაგ., მარინისტიკული სურათების კოლექცია; საქართველოს მინერალების კოლექცია; ავანგარდისტ მხატვართა სურათების კოლექცია.
![]() |
10.19 კოლიზეი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლიზეი
იტალ. სიტყვა, ნიშნავს უზარმაზარს, კოლოსალურს. პირველი საუკუნის რომში აგებული უდიდესი ცირკ-ამფითეატრი. დღემდე მოაღწია მისმა შთამბეჭდავმა ნანგრევებმა.
![]() |
10.20 კოლოკვიუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლოკვიუმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს გასაუბრებას. გამოცდის ერთ-ერთი სახეობა, როცა პედაგოგი გაესაუბრება სტუდენტს და გაარკვევს მისგან მიმდინარე საკითხების ათვისების სიღრმესა და მოცულობას, ხარისხს. ამისდა მიხედვით აკეთებს დასკვნებს და წერს ნიშნებს.
![]() |
10.21 კოლონიალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლონიალიზმი
ეკონომიურად სუსტი, განვითარებადი ქვეყნების ჩაგვრა ძლიერი ქვეყნების მიერ. კოლონია ეწოდება ძლიერის მიერ დაბეჩავებულსა და გაყვლეფილ სუსტ სახელმწიფოს.
![]() |
10.22 კომუნიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კომუნიზმი
კომუნიზმის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის დაბალ და მაღალ ფაზებს გამოყოფდნენ. ერთია სოციალიზმი, მეორე – კომუნიზმი. ისინი განსხვავდებიან ეკონომიკური, სოციალური და სულიერი სიმწიფის ხარისხით. ორივეს საფუძვლად მიიჩნეოდა ეკონომიკაში ექსპლოატაციისაგან თავისუფალი ადამიანების თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, რაც შეესატყვისება საწარმოო ძალთა საზოგადოებრივ ხასიათს. პირველ ეტაპზე პროდუქტი ნაწილდება წესით: შრომა – შესაძლებლობების ფარგლებში, სიკეთეთა მიღება-დამსახურებისამებრ; მეორე, კომუნისტურ, ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო დევიზი: შრომა – შესაძლებლობების მიხედვით, მოხმარება – საჭიროებისამებრ. იგულისხმებოდა, რომ მეორე ეტაპზე შრომა ჩვევად იქცეოდა, მოიხსნებოდა განსხვა- ვება ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას შორის, აქედან – განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის. ამ გზითვე იქნებოდა შესაძლებელი პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარება. როგორც ვიცით, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და კომუნისტური იდეალები უტოპიურ იდეალებად გამოცხადდა.
![]() |
10.23 კომუნიკაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კომუნიკაცია
ლათ. სიტყვა. ერთი ადგილის მეორესთან დამაკავშირებელი გზა ან კავშირგაბმულობის საშუალება; ენის მეშვეობით აზრის გადაცემა, ენობრივი ურთიერთობა.
![]() |
10.24 კონვენციური ნიშნები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონვენციური ნიშნები
ხელოვნურად შექმნილი (ე.ი. მოთათბირების, შეთანხმების საფუძველზე) ნიშნები, რომელთაც „შეთანხმებისამებრ“ მიეწერება გარკვეული მნიშვნელობა. მაგ., საგზაო ნიშნები, სადაც „შეთანხმებული ვართ“, რომ „წითელი აგური“ შესვლასა კრძალავს, ხოლო ხელბარიანი მუშა გულისხმობს: ამ მონაკვეთზე გზათა შეკეთება მიმდინარეობს და სიჩქარეს უნდა მოვუკლოთ. ეს კულტუროლოგიური ტერმინი განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს.
![]() |
10.25 კონვერგენცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონვერგენცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს დამთხვევას, ერთნაირობას. კულტუროლოგიური კონ- ვერგენცია: რაიმე ნიშან-თვისებათა დამთხვევა დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესებში. იგივეა, რაც ინტეგრაცია. ორი ან მეტი განსხვავებული კულტურის რაიმე მიზეზით (გეოგრაფიული, პოლიტიკური და ა.შ.) დაახლოება და დამსგავსება, საერთო ნიშნების ურთიერთდამთხვევა (ნებსით ან უნებლიეთ, ძალადობით).
![]() |
10.26 კონოტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონოტაცია
სემიოტიკის სფეროს ტერმინი: პირველად ენასთან მიმართებით მეორადი ენა. კონოტაცია იძლევა საშალებას კულტურისა და ხელოვნების მოვლენებში მოვინიშნოთ არა ოდენ უმთავრესი, აშკარად ხელშესახები მნიშვნელობანი, არამედ ისეთი თანამგზავრული მნიშვნელობები, რომლებიც არცთუ ისე მკაფიოდ ფიგურირებენ საზოგადოების შეგნებაში სახეებისა და ნიმუშების (სიმბოლური, ალეგორიული, მეტაფორული და სხვ.) ფორმით.
![]() |
10.27 კონტექსტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონტექსტი
ლათ. სიტყვა. სემიოტიკური ცნება. წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი. იგი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მასში შემავალი ამა თუ იმ სიტყვის ან ფრაზა-გამოთქმის ნამდვილი მნიშვნელობა. ერთი და იგივე სიტყვა ორ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა (ზოგჯერ ურთიერთსაპირისპი- რო) მნიშვნელობას იძენს. მაშასადამე, კონტექსტი ზრდის ამა თუ იმ კონკრეტული სიტყვის შინაარსობრივ ტევადობას.
![]() |
10.28 კონტრკულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონტრკულტურა
თანამედროვე კულტურის განვითარების ერთი მძლავრი მიმართულება. იგი წინააღმდეგობას უწევს თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების წიაღში არსებულ ატმოსფეროს. მოძრაობა ჩაისახა 1960-იანი წლების დასავლეთის ქვეყნების ახალგაზრდობის წრეებში.
![]() |
10.29 კონფორმიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კონფორმიზმი
ლათ. სიტყვა. კულტუროლოგიური გაგებით, ეს არის შემთანხმებლობა, ამორალურ კომპრომისზე წასვლა. ამის ნიმუშად პროფ. ს.
სიგუას მოყვანილი ჰყავს დიდებული პოეტი იოსებ გრიშაშვილი (თავდაპირველად – თავგადაკლული ნაციონალისტი, მოგვიანებით – საბჭოთა წყობილების მეხოტბე). ამგვარ პიროვნებას ეწოდება კონფორმისტი.
კონფორმიზმი
![]() |
10.30 კოსმოპოლიტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოსმოპოლიტიზმი
ბერძნ. სიტყვაა და ნიშნავს მსოფლიო მოქალაქეობის აღიარებას; იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფადობას, სუვერენიტეტს; ქადაგებს სამშობლოსა და მისი კულტურისადმი ნიჰილიზმსა და გულგრილობას; აქვს „მსოფლიო სახელმწიფო- სა“ და „მსოფლიო მოქალაქეობის“ ჩამოყალიბების გეგმა. ამ მიმართულების მიმდევარს ეწოდება კოსმოპოლიტი. კოსმოპოლიტიზმისა და ეროვნულის ურთიერთობის საკითხს ბრწყინვალე წერილი უძღვნა ვაჟა-ფშაველამ.
![]() |
10.31 კოჰაბიტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კოჰაბიტაცია
იძულებითი ერთად ყოფნა და თანამშრომლობა, როცა ორ ან მეტ მხარეს საერთო ინტერესები აღარ აქვს. ძირითადად ეს ხდება ოჯახების (ცოლ-ქმრის) გაყოფის (დაშლის) ვითარებაში, როცა დროებით იძულებული არიან ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ. პოლიტიკური კოჰაბიტაციის კარგი ნიმუშია ორი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების იძულებითი თანამშრომლობა, ანუ კოჰაბიტაცია, 2010-იან წლებში.
![]() |
10.32 კრეაციონისტული მიდგომა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კრეაციონისტული მიდგომა
კულტურასა და მის საკითხებზე თეოლოგიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც კულტურის წარმოშობა, განვითარება და ჩამოყალიბება განპირობებულია ზეგარდმო ძალის ჩარევით, ღვთის შეწევნითა და ჩაგონებით.
![]() |
10.33 კრიპტოგრამა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კრიპტოგრამა
ბერძნ. სიტყვაა, ნიშნავს ფარულ ჩანაწერს. ცნება განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს. პირობითი საიდუმლო ნიშნებით ჩანაწერი. ორ ან მეტ პირს შორის შედგება წინასწარი შეთანხმება კრიპტოგრამაში გამოყენებული ხერხების თაობაზე და ამის შემდგომ ამგვარად შედგენილ სხვათათვის გაუგებარ, საიდუმლო ტექსტებს ერთურთს გაუგზავნიან. კრიპტოგრამა ფართოდ გამოიყენება სამხედრო დაზვერვისა და ომიანობისას საიდუმლო ტექსტების გადასაცემად. კრიპტოგრამად, შეიძლება, მოვიაზროთ საქართველოში გამოყენებული ე.წ. „ქაჯური ენა“, რომლის შესახებ გამოკვლევა დაწერა გ. მიქაძემ.
![]() |
10.34 კრიტერიუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტერიუმი
ბერძნ. სიტყვა. საზომი, ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც აფასებენ რასმე, განსაზღვრავენ მას, ახდენენ კლასიფიკაციას, ადგენენ უკეთეს-უარესს.
![]() |
10.35 კრიტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკა
ბერძნ. სიტყვაა. ნიშნავს განხილვის, განჩხრეკის, გარჩევის ხელოვნებას. რისამე (ტექსტის, ნახატის, მუსიკის, ქცევის, მოვლენის...) განხილვა მასში არსებული ღირსებისა და ნაკლის წარმოსაჩენად, შესაფასებლად. ი. ჭავჭავაძე მიუთითებდა, რომ კრიტიკა არისო განჩხრეკა, გამოწვლილვით გამოძიება, დადებითისა და უარყოფითის თანაფარდობის დადგენა. ჭეშმარიტი კრიტიკა ჯერ დაეძებს დადებითს, მის მნიშვნე- ლობას, შემდეგ – ნაკლს, ხარვეზს; მიუთითებს ხარვეზების გამოსწორების საჭიროებასა და გზებზე. საამისოდ არსებობს კრიტიკოსი, ოღონდ არის კრიტიკანიც. ეგ გახლავთ პირი, რომელიც ყველაფერში ნაკლს დაეძებს. ამგვარ გაანალიზებას ზოილის ან ზოილურ კრიტიკას უწოდებენ (იხ. ზემოთ ზოილი).
![]() |
10.36 კრიტიკოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკოსი
ბერძნ. სიტყვა. პირი, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოებს, ვისიმე შემოქმედებას განიხილავს, განსჯის, არჩევს კარგსა და ცუდს. კრიტიკა მაინცდამაინც უარყოფითი აზრის გამოთქმას როდი მოასწავებს. აქ იგულისხმება ორივე თვალსაზრისი.
![]() |
10.37 კულტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტი
ლათ. სიტყვა. რელიგიური მსახურება ღვთაებისადმი; კულტის მსახური, ანუ სასულიერო პირი, სამღვდელოების წარმომადგენელი; თაყვანისცემა, ვისიმე ან რისამე გაღმერთება. მაგ., სტალინის კულტი; საკულტო ტაძარი – რელიგიური ნაგებობა.
![]() |
10.38 კულტივირება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტივირება საუკუნეთა წიაღ სიტყვათა შინაარსის ცვლა ჩვეულებრივი ამბავია. V საუკუნეში ქუეყანა აღნიშნავდა მიწას, დღეს – სახელმწიფოს; მედგარი ნიშნავდა დონდლოს, უდღეურს, ზარმაცს, დღეს – ვაჟკაცს, უშიშარს. ასე რომ, სიტყვა „კულტურამაც“ შეიცვალა გაგება და გახდა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი შინაარსის შემცველი. და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან მომგროვებლიდან და შემკრებიდან მხვნელ-მთესველად ჩამოყალიბებული ადამიანი ნამდვილად იყო ახლის მაძიებელი, შემოქმედი, კრეატიულად მოაზროვნე, რომელსაც ბუნებაში რაღაც ახალი, თანაც თავისეული, შემოქმედებითი შეჰქონდა. ასე გახდა არაშემოქმედი, არაკულტურული პერსონა კულტურშემოქმედი. ესაა „კულტურის“ ფართო თეორიული გაგება, მაგრამ არსებობს მისი ვიწრო გაგებაც. კერძოდ, როცა ვამბობთ ასეთ რასმე: წერის კულტურა, მეტყველების კულტურა, შრომის კულტურა, ვენახის მოვლის კულტურა, ღვინის დაყენების კულტურა და ა.შ. აქ უკვე იგულისხმება ამ ცალკეულ საკითხებში დახელოვნება, დაოსტატება. კულტურა გულისხმობს იმას, რაც საკუთრივ ადამიანმა შექმნა და არა ბუნებამ. ესე იგი, კულტურა არის მეორე, ხელოვნური, ბუნება, რომელიც უპირისპირდება პირვანდელს, ბუნებრივს.
ნიშნავდა დანერგვას, განვითარებას, რისამე გაუმჯობესებას. ის მოიაზრებდა შემოქმედებას, კრეატიულობას, ახლის შექმნას, არსებულის გარდაქმნას. ასე შეითვისა ამ ტერ- 88 მინმა დღევანდელი კულტურის (მცოდნე, აღზრდილი, გემოვნებიანი) შინაარსი.
![]() |
10.39 კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მოდის ძველი ბერძნულ-ლათინური სიტყვიდან cultura, რაც თავდაპირველად აღნიშნავდა მიწის დამუშავებას, გაფხვიერებას, დახვნას. ამ ბუდის ცნობილი სიტყვებია: კულტივატორი (რკინის გუთანი), კულტივაცია (დახვნადაფარცხვა, გაფხვიერება), კულტივირება (ჩანერგვა, ჩათესვა), კულტი (გაფეტიშება).
![]() |
10.40 კულტურანთროპოლოგია (კულტურული ანთროპოლოგია) - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურანთროპოლოგია (კულტურული ანთროპოლოგია)
ფილოსოფიური ანთროპოლოგიის (ადამიანის ბუნების შემსწავლელი მოძღვრების) ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. იგი ორიენტაციას იღებს იმაზე, რომ ადამიანი კულტურის სუბიექტია. კულტურული ანთროპოლოგიის ჩარჩოებში ყურადღება ექცევა იმას, რომ კულტურათა ნაირსახეობის ვითარებაში კონკრეტული ისტორიული პირობების გამო ადამიანის არსება იცვლება. ეს კი გულისხმობს ამ ძიებების დაფუძნებას არა მარტო ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის, არამედ ისტორიისა და სოციოლოგიის, თეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნე- ობისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიღწევებზე.
![]() |
10.41 კულტურის სული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურის სული
ტერმინს სული ჩაუდგა და დიდი ავალა მისცა ოსვალდ შპენგლერმა, ფილოსოფოს-იდეალისტმა. კულტურის ამ თეორეტიკოსმა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას დაუპირისპირა ფატალიზმი, რაც განვითარების პროგრესს უარყოფს. ისტორია მისთვის დამოუკიდებელი ცალ-ცალკე ჩაკეტილი ციკლური კულტურების კონგლომერატია. ეს ცალკეული კულტურები ჩაისახებიან, აყვავდებიან და დაიხოცებიან. ამ კანონს ვერც ერთი ვერ ასცდება. ასე მოელის მოწინავე ევროპულ კულტურასაც. უკვე დაწყებულია მისი აღსასრული. აი, ეს იდეა დაედო საძირკვლად გახმაურებულ წიგნს „ევროპის დაისი“. თითოეული კულტურის „მორფოლოგიურ სტრუქტურას“ საფუძვლად უდევს „კულტურის სული“, რაც ამ სტრუქტურის მამოძრავებელია. ევროპის კულტურამ გაიარა განვითარების I და II სტადია. ამჟამად შევიდა III სტადიაში, დაისის, გადაგვარების სტადიაში. გადაგვარების უტყუარი ნიშანია ის, რომ კულტურა გადაიქცა ცივილიზაციად. ძირითადად ეგ იდეა გაიზიარა ტოინბიმ.
![]() |
10.42 კულტუროგენეზი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტუროგენეზი
კულტურის ჩასახვის პროცესი.
![]() |
10.43 კულტუროლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტუროლოგია
თუ ცნება „კულტურა“ ძველია, სიტყვა „კულტუროლოგია“ ახალია. პირველად იგი იხმარა გერმანელმა ნატურფილოსოფოსმა, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდმა, რომელსაც ლენინი ეძახდა გამოჩენილ ქიმიკოსსა და მეტად აბნეულ ფილოსოფოსს. ტერმინი შემდეგ გაიმეორა ამერიკელმა ლესლი უაიტმა. კომპოზიტი შედგება ორი სიტყვისაგან „კულტურა“ და „ლოგია“. „ლოგოსი“ ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას. მაშასადამე, კულტუროლოგია არის მოძღვრება კულტურის შესახებ. იგი შეისწავლის კულტურის ჩასახვას, განვითარებას, განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს; მის მიმართებას პოლიტიკის, რელიგიის, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი. კულტუროლოგია არის ზოგადსაგანმანათლებლო საგანი, რომელიც უნდა ისწავლებოდეს ყველა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სკოლაში. სიღრმისეული თვალსაზრისით, კულტუროლოგია მოიცავს კულტურის ისტორიას, კულტუ- რის თეორიას, კულტურის ანთროპოლოგიას, კულტურის შესახებ არსებულ მოძღვრებათა ისტორიას, კულტურის ფილოსოფიასა და გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
10.44 კულტურტრეგერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურტრეგერი
გერმ. სიტყვა. ეწოდება კულტურისა და მისი კანონების დამნერგავ პიროვნებას, რომელსაც იმედი აქვს, რომ შესაძლებელია კაცობრიობის კულტურული წინსვლა და განვითარება.
![]() |
10.45 კულტურული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურული
კულტურასთან დაკავშირებული, განათლებული და ინტელექტუალურად განვითარებული. კულტურულ პიროვნებას ახასიათებს სამი უმთავრესი თვისება: 1. არის საკუთარი საქმის ღრმა სპეციალისტი, ანუ პროფესიონალი; 2. გახლავთ ჯეროვნად აღზრდილი მოწინავე პედაგოგიური იდეების საფუძველზე; 3. არის ესთეტიკურად განვითარებული და გემოვნებიანი.
![]() |
10.46 კულტურული არეალები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურული არეალები
გარკვეული ლოკალური კულტურის ტიპების გავრცელების ტერიტორიული ზონები. კულტურულმა არეალმა, შესაძლოა, მოიცვას სპეციალიზებული კულტურების ცალკეული ელემენტების გავრცელების ზონები.
![]() |
10.47 კულტურული ინტეგრაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურული ინტეგრაცია
სახელმწიფოთა, ეთნოკულტურულ ჯგუფთა და ისტორიულ-კულტურულ წარმონაქმთა შორის კულტურულ ურთიერთობათა და ზეგავლენათა პროცესის გაღრმავება.
![]() |
10.48 კულტურული მარგინალობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურული მარგინალობა
1. ცხოველმოქმედების მდგომარეობა და თავისებურებანი იმ ადამიანთა ჯგუფებისა და ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ღირებულებითი ორიენტაციები და მიზნები, აგრეთვე ქცევის მოდელები განეკუთვნება (რეალურად თუ ინტენციურად) სხვადასხვა კულტურულ სისტემებს და გამომდინარეობენ ამ სისტემათა მოთხოვნებიდან, ოღონდ არც ერთ ამ სისტემაში არ არიან ბოლომდე და მთლიანად ინტეგრირებულნი; 2. ასოციალური, ანტიკულტურული, კონტრკულტურული გამოვლინებანი.
![]() |
10.49 კულტურულ-ნაციონალური ავტონომია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურულ-ნაციონალური ავტონომია
მცირე ხალხის უფლებათა დაცვის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული საშუალება მრავალეროვნულ სახელმწიფოში. ეს ნიშნავს: ჰქონდეს საკუთარი თვითმმართველობა, ენა, სკოლა, ლიტერატურა და ხელოვნება და ა.შ., ოღონდ საზღვარი და ჯარი – არა.
![]() |
10.50 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
გამოყენებითი კულტუროლოგიის სფერო. თეატრი, კინო, კულტურის სახლები, საგამოფენო დარბაზები, არქივი, გალერეები და სხვ.
![]() |
10.51 კუპლეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
კუპლეტი
ფრანგ. სიტყვა. მოძველებული გააზრებით, ლექსის ან სიმღერის სტროფი. ამჟამად საკითხი უფრო დაკონკრეტდა: ლექსის ერთ შეკრულ მონაკვეთს ეწოდება სტროფი, ხოლო სიმღერის იმავე მონაკვეთს – კუპლეტი. მაშ, ასე: სახიობმა წაიკითხა სტროფი, მაგრამ მომღერალმა იმღერა კუპლეტ
![]() |
11 ლ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ლაიტმოტივი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლაიტმოტივი
გერმ. სიტყვა. მთავარი, ცენტრალური მოტივი (თემა), რომელიც, შეიძლება, დროდადრო გამეორდეს მუსიკალურ ნაწარმოებში, ლექსში, რომანში. მაშასადამე, ეგ არის სახელმძღვანელო, უმნიშვნელოვანესი აზრი. იგი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რეფრენს, მისამღერს, ცენტრალურ სტროფს. მაგ., ბარათაშვილის „მერნის“ ლაიტმოტივი გამოხატულია I სტროფში. იგი ხმიანდება ლექსის ბოლოსაც; ალ. ჭავჭავაძის ერთ ლექსში ყველა სტროფის ბოლოს მოდის ტაეპი: „მე იგივე ვარ მარად და მარად“, ე.ი. რა ვითარებაც უნდა იყოს, მუდამ პატრიოტად ვრჩებიო. საერთოდ, ალ. ჭავჭავაძეს მეტად ახასიათებდა სალაიტმოტივო სტროფების აქცენტირება. ამის გაუგებრობას ქართულ სინამდვილეში მოჰყვა კულტუროლოგიური კრახი. ჭავჭავაძეს აქვს ცნობილი ლექსი „ვისაც გსურთ“. პირველი სალაიტმოტივო სტროფი ამგვარია: ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს, მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა, ურვისგან გულშეპყრობილს! ამის შემდეგ მოდის რამდენიმე სხვა სტროფი. ხელნაწერებში ყოველი მომდევნო სტროფის ქვეშ წერია ამგვარი „გაუგებარი“ რამ: „ვისაც გსურთ და სხვა“. ჩვენმა მეცნიერებმა ამ ფრაზას თავი და ბოლო ვერ გაუგეს და, ერთ შემთხვევაში რომ ყოველი სტროფის ბოლოში ეს „უცნაური“ სიტყვები ბეჭდეს, სხვა შემთხვევაში ეს „ზედმეტი“ და „გაუგებარი“ ფრაზა საერთოდ ჩამოაშორეს ტექსტს. სინამდვილეში ვერ გაიგეს იმ დროის კულტუროლოგიური ვითარება: მაშინ მოდაში იყო სასიმღერო ლექსების შექმნა და სალაიტმოტივო სტროფების რეფრენად, მისამღერად ქცევა. ალ. ჭავჭავაძემ ზემომითითებული ლექსის I სტროფი სასიმღერო რეფრენად განიზრახა და ეგ ლექსი ფორტეპიანოზე მშვენივრად დამკვრელ და მომღერალ თავის გოგონებს (ნინო და ეკატერინე) მიართვა. ლექსში I სტროფი მთლიანად უნდა გამეორებულიყო ყოველი სტროფის ბოლოს, ოღონდ, ბევრი რომ არ ეწერა და ქაღალდის ეკონ- ომიაც გაეკეთებინა, ავტორმა I სტროფის ოთხივე ტაეპი ყოველი მომდევნო სტროფის შემდეგ აღარ დაწერა, ოღონდ მიუთითა: ყოველი ახალი სტროფის შემდეგ იმღერეთ და დაბეჭდეთო მთავარი სათქმელის შემცველი I სტროფი. სწორედ ამას ნიშნავს „ვისაც გსურთ და სხვა“. „და სხვა“ აღმოჩნდა ის „შიფრი“, რომელთაც მკვლევრებმა ვერაფერი გაუგეს, თორემ პოეტის მშვენიერი ქალიშვილები I სტროფს ხუთჯერ მღეროდნენ ფორტეპიანოს თანხლებით. მაშ, რა უნდა ექნათ ჩვენს გამომცემლებს? მითითებული ლექსიდან არათუ უნდა გაეძევებინათ I სტროფი, არამედ იგი ხუთჯერ უნდა დაებეჭდათ! აი, ასეთია ერთი კულტუროლოგიური კურიოზის ამბავი.
![]() |
11.2 ლაპიდარული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლაპიდარული
უმეტესად ითქმის „ლაპიდარული სტილი“. ლათ. სიტყვაა და აღნიშნავდა ქვაზე ამომჭრელს, წარწერების ქვაზე მკეთებელს. ამგვარი ტექსტი გრძელი ვერ იქნებოდა. მაშასადამე, ნიშნავს მოკლეს, სხარტს, მოქნილს. ასეთი სტილი ახასიათებს ძველი რომაული ძეგლების წარწერებს. სხვათა შორის, ლაპიდარული გამოთქმის შესანიშნავი ნიმუშია ერთ-ერთ ლაშქრობაში გამარჯვებული იულიუს კეისრის მიერ რომში გაგზავნილი შეტყობინება: „მოველ, ვნახე, ვძლიე“ („ვენი, ვიდი, ვიცი“). იგივეა, რაც ლაკონიური, ლაკონიზმი.
![]() |
11.3 ლაურეატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლაურეატი
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს დაფნის გვირგვინოსანს. ძველ რომში რაიმე დარგში გამარჯვებულებს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით. ამჟამად აღნიშნავს იმ პირს, ვისაც თვალსაჩინო დამსახურებისათვის რაიმე წოდებულება მიენიჭა. მაგ., საქართველოში ყველაზე სასახელოა რუსთაველის სახელობის პრემია. ამ პრემიის ლაურეატები არიან შემდეგი მოღვაწენი: მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პროზაიკოსი რევაზ მიშველაძე, პოეტი შოთა ნიშნიანიძე.
![]() |
11.4 ლეგიტიმაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლეგიტიმაცია
ლათ. ცნება, სიტყვასიტყვით: კანონიერი, დაკანონებული. რაიმე უფლების ან რწმუნების კანონიერად აღიარება. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, სოციალური ანდა კულტურული მოვლენის „დაკანონების“ პროცესი.
![]() |
11.5 ლესბოსური ურთიერთობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლესბოსური ურთიერთობა
სხვაგვარად – ლესბოსური სიყვარული, ქალის არაბუნებრივი სქესობრივი ლტოლვა ქალისა და არა მამაკაცისადმი. ეს ვნება უფრო მეტად გავრცელებული იყო ძველი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე. ამიტომაც შერჩა ეგ სახელი. შეადარეთ მსგავსი ამბავი: კუნძულ კვიპროსზე მეტად გავრცელებულ მცენარეს ეწოდა კვიპაროსი. რუსულად კვიპროსს ეწოდება ასე „კიპრ“. ამიტომაც ზემოხსენებულ ლამაზ ნაძვის ხეს რუსულად ეწოდება „კიპარისი“.
![]() |
11.6 ლექსიკოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსიკოგრაფია
„ლექსი“ სიტყვაა, „გრაფო“ – ვწერ. ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ლექსიკურ მარაგზე დაყრდნობით ამუშავებს ლექსიკონების (სიტყვარების) შედგენის თეორიულ საკითხებს. სალექსიკონო მუშაობის არაერთი მიმართულება გამოიყოფა. ლექსიკონ-სიტყვარი არსებობს სხვადასხვა ტიპისა: განმარტებითია ლექსიკონი, რომელშიც ერთი რომელიმე ენის სიტყვათა მნიშვნელობაა ახსნილი და გარჩეული. მაგ., ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არსებობს ერთტომიანი და მრავალტომიანი გამოცემები). განმარტებითია სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“ (ორ ტომად); ენციკლოპედიური ლექსიკონი იძლევა ყოველგვარ ცოდნას და ყოველი ფაქტის, მოვლენისა და ცნობილი პიროვნების შესახებ აუცილებელ ცნობებს, მაგ., ასეთია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 11 ტომად; ორთოგრაფიულია ლექსიკონი, რომელშიც ნაჩვენებია და ზოგჯერ ახსნილიც კი ამა თუ იმ სიტყვის დაწერილობის სისწორე და სიზუსტე. მაგ., თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (ერთტომეული); მთარგმნელობითია ორენოვანი ლექსიკონი, რომელშიც, ანბანთრიგის მიხედვით, ჩამოწერილია ერთი ენის სიტყვები და იქვე მითითებულია ამ სიტყვათა შესატყვისი ფორმები. მაგ., რუსულ-ქართული ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-თურქული სასაუბრო და ა.შ. არსებობს უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რომელშიც მოცემულია ამა თუ იმ ენაში დამკვიდრებული ე.წ. „კეთილი ბარბარიზმები“, ანუ დასაშვები და საჭირო უცხოური ფორმები, და მათი ახსნა-განმარტება. მაგ., მიხ. ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“; არის საგანგებო დარგობრივი ლექსიკონები. მაგ., ანდრო ჭილაიას „ლიტერატურათმცოდნეობის ლექსიკონი“, რომელიც ეხება პოეტიკის საკითხებს; ამ ტიპისაა ნოდარ გაფრინდაშვილის „მითოლოგიური ლექსიკონი“; წინამდებარე „კულტუროლოგიური ტერმინოლოგიაც“ აღნიშნული ყაიდის სიტყვარია, რომელშიც განმარტებულია კულტუროლოგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები.
![]() |
11.7 ლიბერალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბერალიზმი
პოლიტიკური მიმართულება, რომელიც იცავდა ბურჟუათა თავისუფლებას ფეოდალიზმის ეპოქაში. მაშინ ის იყო პროგრესული მოვლენა, ხოლო, როდესაც დამყარდა ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობა, გადაიქცა რეაქციულ მოვლენად; მეორე გაგებით, უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობა, მავნე შემწყნარებლობა.
![]() |
11.8 ლირა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლირა
ბერძნ. სიტყვა. ძველი ბერძნული სიმებიანი საკრავი; მიიჩნევენ პოეტური შემოქმედების შთაგონების სიმბოლოდ. საზოგადოდ, ძველად ლექსებს წერდნენ ლირაზე დასამღერებლად. ამიტომაც ეწოდა შინაგანი განცდების გამომხატველ წვრილ-წვრილ ლექსებს ლირიკა. როცა ძველად პოეტი თავისი ქმნილებების კრებულს აქვეყნებდა, წიგნის წინა გარეკანზე ეხატა პოეზიის სიმბოლო ლირა; ვინც ლირიკულ ქმნილებებსა თხზავს, ის ლირიკოსია. მისგან განსხვავდება ეპიკოსი, რომელიც თხრობით ტექსტებსა ქმნის. ასეთია, მაგ., ვაჟა-ფშაველას პოემები.
![]() |
11.9 ლიტერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერი
სემიოტიკის სფეროში შემავალი ცნება. ლათინურია და აღნიშნავს ასოს. პირობითი ას- ოითი ნიშანი, ნაწერის შემადგენელი უმცირესი ერთეული. ჩვეულებრივ, ქართულში ერთ ლიტერს შეესატყვისება ერთი ბგერა. ლიტერების მომარჯვებით იქმნება ლიტერატურა, ანუ ლიტერებით (ასოებით) შედგენილი ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ერის, ეპოქის ან კაცობრიობის მხატვრულ, სამეცნიერო, ფილოსოფიურ თუ სხვა სახის ნაწარმოებთა ერთობლიობას. მაშასადამე, ცალკე აღებული ცნება ლიტერატურა გულისხმობს ნებისმიერი შინაარსისა და სახის ტექსტს, ოღონდ მასში გამოიყოფა ძირითადი სახეობები: მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ლიტერატურა, საცნობარო-ინფორმაციული და სხვა ლიტერატურები.
![]() |
11.10 ლოზუნგი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლოზუნგი
გერმანულია. სხარტად გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნა, მოწოდება. მაგ., კომუნისტური საზოგადოების ცნობილი ლოზუნგი გახლდათ: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
![]() |
11.11 ლურსმული დამწერლობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლურსმული დამწერლობა
იგივე სოლისებრი დამწერლობა. საწერ მასალაზე ოთხკუთხა ჯოხით გადაჰქონდათ ნიშნები, რომლებიც სოლის ფორმას იღებდნენ. გაჩნდა შუმერში III ათასწლეულის შუა ხანებში. ეს გახლდათ სიტყვიერ- მარცვლოვანი დამწერლობის ნიმუში უკვე შუმერშივე. მ
![]() |
12 მ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 მავზოლეუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მავზოლეუმი
ბერძნულ-ლათინური სიტყვა. საფლავის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა. სახელწოდება მიიღო ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების სახელისაგან. ძვ.წ. აღრიცხვის IV საუკუნეში ჰალიკარნასში მეფე მავსოლეს მოუწყვეს გრანდიოზული ძვალთშესანახი. ამგვარი სამარხ-მავზოლეუმების აგების მოდა გავრცელდა ძველ რომსა და მთელ აღმოსავლეთში. მოგვიანებით მას დაემატა ახალი ელემენტები, ვთქვათ, ტრიბუნა, რითაც მას საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიენიჭა (ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში; გიორგი დიმიტროვისა – სოფიაში). თვით ჰალიკარნასი იყო ისტორიის მამად შერაცხული ჰეროდოტეს სამშობლო. ჰეროდოტეს მიერ შედგენილ შვიდი საოცრების ნუსხაში ჰალიკარნასის მავზოლეუმს საპატიო ადგილი მიეკუთვნა.
![]() |
12.2 მავრიტანული სტილი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მავრიტანული სტილი
არქიტექტურული მანერა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო არკადე- ბი, გუმბათები, მდიდარი გეომეტრიული ორნამენტები; გავრცელებული გახლდათ მუსლიმანურ ქვეყნებსა და მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, მაგ., ესპანეთში.
![]() |
12.3 მაიორატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მაიორატი
ლათინური „მაიორი“ უდრის უფროსს. ეს გახლდათ მემკვიდრეობითობის ისეთი ფეოდალური წესი, რომლის მიხედვითაც, სამემკვიდრეო უფლება მამიდან (მეფიდან) გადადის უფროს შვილზე (უფროს უფლისწულზე). საქართველოს მეფეთა კარზე ეს წესი იყო მიღებული და იგი ძალიან იშვიათად ირღვეოდა. ამის საპირისპირო ტერმინია მინორატი, როცა მემკვიდრეობა გადადის უმცროს შვილზე.
![]() |
12.4 მაკიაველიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მაკიაველიზმი
იტალიელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლო მაკიაველის გვარის მიხედვით შექმნილი ტერმინი. გულისხმობს რეაქციულ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, დასახული საქვეყნო მიზნის მისაღწევად გამართლებულია ნებისმიერი საშუალება: მკვლელობა, ტყუილი, ვერაგობა, გამცემლობა, მეტოქეების ერთმანეთზე წაკიდება და ა.შ. ეგ იდეა მან გაატარა არაერთ თხზულებაში, ოღონდ ყველაზე მკაფიოდ ნაშრომში „მთავარი“. წიგნი ქართულად თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. მაკიაველის „მთავარი“ თავიანთ სამაგიდო წიგნად მიაჩნდათ ვ.ი. ლენინსა და ი.ბ. სტალინს. ლენინის ცნობილი წერილი ცეკასადმი, სადაც მოუწოდებს, დახვრიტონ სამღვდელოების წარმომადგენლები და გაძარცვონ ეკლესიები, ჩაგონებულია მაკიაველის იდეოლოგიით.
![]() |
12.5 მალთუსიანელობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მალთუსიანელობა
ინგლისელი ეკონომისტ-სოციოლოგის მალთუსის გვარის მიხედვით ჩამოყალიბებული იდეოლოგია, რომლის აზრითაც, ყველა სოციალური ბედუკუღმართობის თავწყაროა მოსახლეობის რაოდენობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა და არა რომელიმე წყობილება, თუნდაც, ვთქვათ, კაპიტალიზმი. მან, ერთ-ერთმა პირველმა, დაწერა დემოგრაფიული წიგნი აღნიშნულის შესახებ. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოსდა ავტორი ქადაგებდეს ომის საჭიროებას, რათა ხალხთმოსახლეობა შემცირდეს. ასეთი იდეა მის ნაწერებში არ დასტურდება.
![]() |
12.6 მანიფესტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მანიფესტი
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს აშკარას, გამოაშკარავებას, გამოქვეყნებას, სახალხოდ გამოტანას, განცხადებას. ეგ, შეიძლება, იყოს უმაღლესი ხელისუფლების მიმართვა მოსახლეობისამი განსაკუთრებული ვითარების დროს ან პოლიტიკური პარტიის, რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა, განცხადება (მაგ. მარქსისა და ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“) ან კიდევ მავანი ლიტერატურული ჯგუფის შემოქმედებითი პრინციპების წერილობითი გადმოცემა (ვთქვათ, ცისფერყანწელების ლიტერატურული განცხადებები და მანიფესტები); ხალხთა მასის პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლამსვლელობას კი მანიფესტაცია ეწოდება, ამ მსვლელობის მონაწილეს – მანიფესტანტი.
![]() |
12.7 მართლმადიდებლობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მართლმადიდებლობა
ქრისტიანობის სახესხვაობა. ქრისტიანობის ერთი ძლიერი ფრთა არის კათოლიკობა, მეორე – მართლმადიდებლობა. იგი გავრცელებულია (უმთავრესად) აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, კავკასიაში. კერძოდ, ქართველები ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან. მისი თავისებურებაა: სულიწმინდის მხოლოდ მამაღმერთიდან გამოსვლა; ეკლესიის უცოდველობა; დოგმატების უცვლელობა; სალხინებლის უარყოფა; ხატთა თაყვანისცემა; თეთრი სამღვდელოების სავალდებულო ქორწინება; მას ერთი ცენტრი კი არ აქვს, არამედ 15, რაკიღა 15 დამოუკიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიისაგან შედგება. მისთვის დამახასიათებელია კონსერვატიზმი
![]() |
12.8 მარქსიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მარქსიზმი
კარლ მარქსის სახელის მიხედვით. ფილოსოფიურ-სოციოლოგიური მოძღვრება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. ეს გახლდათ მატერიალისტური მოძღვრება, რომელიც საზოგადოების განვითარების ძრავად მიიჩნევდა კლასთა ბრძოლას, ჩაგრულმჩაგვრელთა დაპირისპირებას. მოგვიანებით ამ მოძღვრებას „მეცნიერული კომუნიზმი“ უწოდეს, რათა იგი გაერჩიათ უტოპიური კომუნიზმისაგან. მარქსიზმის საბოლოო მიზანი იყო კომუნიზმის დამყარება. დრომ უჩვენა, რომ საბოლოოდ „მეცნიერული კომუნიზმიც“ უტოპია და მიუღწეველი ოცნება აღმოჩნდა.
![]() |
12.9 მასკარადი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მასკარადი
იტალიურია „მასკარონე“ და „მასკარადი“. პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მასკების“ (ნიღბების) პარადს, რიგს, ჩამოვლას. გასართობი საღამო, მეჯლისი, უმთავრესად კომიკურ-სამხიარულო, რადგან ამ დროს აცვიათ ცხვრის ან თხის ტყავი ფეხებიანად, რქებიანად, უკეთიათ ნიღბები, გამოიყურებიან სასაცილოდ; მღერიან უწმაწურ და სასაცილო სიმღერებს; მასხრობენ (ხუმრობენ). აღნიშნულ სიტყვაში გამოიყოფა ბგერათკომპლექსი მასკარა. იტალიაში დღესაც არსებობს გვარი მასკარა. შეადარეთ მას ქართული (დასავლური) სიტყვა მასხარა. ეჭვი არაა, ქართული „მასხარა“ მომდინარეობს იტალიური ბგერათკომპლექსიდან „მასკარა“. ისიც სათქმელია, რომ გვაქვს გვარი „მასხარაშვილი“.
![]() |
12.10 მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი
მასობრივი აუდიტორიისათვის განკუთვნილი ინფორმაციის გავრცელების საშუალებები. ეს ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს ფართო მასებისათვის და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, პროფესიულად დახვეწილი და გამართული, ამავე დროს, ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და გავრცელებას უნდა ჰქონდეს წარმოების სახე.
![]() |
12.11 მასობრივი კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მასობრივი კულტურა
ელიტარულის საწინააღმდეგო. მოხმარების ინდუსტრია და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ფართოდ გაშლილი ქსელი ამჟამად. სხვაა ადრინდელი მასკულტურა, სხვა – თანამედროვე.თუ ილია ჭავჭავაძის დროინდელი ხალხზე ზრუნვით იყო განმსჭვალული, დღევანდელი ცდილობს რეალური ცხოვრების პრობლემებიდან პიროვნების ყუ- რადღების გადართვას გასართობ მასობრივი პროდუქციის სანახაობით აღქმაზე, ემოციურ განმუხტვასა და წარმოსახვის თამაშზე. ამით ადამიანი ოცნებების, ილუზიების სამყაროში გადაჰყავთ და მას თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრაში მონაწილეობის მოჩვენებით წარმოდგენას უქმნიან, ცდილობენ, შეარიგონ იგი თანამედროვეობისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს. მართალია, ამ დროს ფართო მასები ეზიარებიან კულტურის ცალკეულ ღირებულებებს, მაგრამ ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ნამდვილ დემოკრატიას.
![]() |
12.12 მატერიალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მატერიალიზმი
ფრანგული სიტყვა. სამეცნიერო და ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც უძველესი დროიდანვე დაუპირისპირდა იდეალიზმს. წინააღმდეგ იდეალიზმისა, მას მიაჩნია, რომ ყოფიერება მთავარია, პირველადია, ცნობიერება – მეორადი; რომ მატერია, ბუნება პირველადი და უმთავრესია, ხოლო იდეა, ცნობიერება, სული – მეორეული; რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერება-აზროვნებისაგან დამოუკიდებლად; ამავე დროს, აღიარებს: სამყარო და კაცობრიობის განვითარების კანონები შეცნობადია, გნოსტიკურია. მატერიალიზმის კვლევის მეთოდია დიალექტიკური მატერიალიზმი.
![]() |
12.13 მატერიალისტური კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მატერიალისტური კულტურა
სულიერი კულტურის მეშვეობით დაგროვებული გამოცდილების, იდეებისა და მოთხოვნილებების საგანგებოდ კონსტრუირება.
![]() |
12.14 მატრიარქატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მატრიარქატი
აქ ერთმანეთთან შეჯერებულია ორი სიტყვა: „მატერ“ დედა და „არქე“ ძალაუფლება. მაშასადამე, დედათა ძალაუფლება – პირველყოფილი გვაროვნული წყობილება, სადაც გვაროვნული ერთეულები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე და ამ საზოგადოებაში ქალს გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა. იგი ყველა ხალხში არ ჩამოყალიბებულა.
![]() |
12.15 მაჰმადიანობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მაჰმადიანობა
რელიგია, რომელიც, გადმოცემების მიხედვით, დააარსა წინასწარმეტყველმა მაჰმადმა მე-7 საუკუნის არაბეთში; ისლამი, მუსლიმანობა. ხშირად შეცდომით ამბობენ ტერმინებს „მუსულმანი“, „მუსულმანობა“. ეს რუსული ყაიდის ფორმებია. ქართულია „მუსლიმი“, „მუსლიმანი“, „მუსლიმანობა“.
![]() |
12.16 მედასავლეთეობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მედასავლეთეობა
რუსული საზოგადოებრივი აზროვნების მიმართულება XIX საუკუნის შუა ხანებში. ამ მიმართულების წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ რუსული კულტურა უნდა განვითარდეს დასავლეთევროპული კულტურული განვითარების გზით. ამ იდეას იცავდნენ გერცენი, ოგარიოვი, ბელინსკი, ი.ტურგენევი, ი. პანაევი. ამის საწინააღმდეგო მოვლენა იყო სლავოფილობა.
![]() |
12.17 მედიაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მედიაცია
ლათ. სიტყვა. ორ სახელმწიფოს შორის დავაში მესამე ქვეყნის ჩარევა შუამდგომლობისა და შერიგების მიზნით; მედიატორი მოსამართლის (მომრიგებელი მოსამართლის) მიერ ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მომჩივანი მხარის სასამართლო საქმის უწარმოებლად და დროის დაუკარგავად მოგვარება მათი მორიგების გზით. სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ დუშეთის მაზრაში სწორედ მომრიგებელ მოსამართლედ განამწესეს.
![]() |
12.18 მედიტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მედიტაცია
ლათ. სიტყვა. დაფიქრება, ჭვრეტა, ფიქრით განმსჭვალვა. ლირიკულ-მედიტაციურია ტერენტი გრანელის მთელი შემოქმედება; ესენინის, ბლოკის ლექსები. ამგვარ მინორულ ქმნილებებს უპირისპირდება მაჟორული, ხმაურიანი, პუბლიცისტური ლექსები, მოქალაქეობრი- ვი პათოსის გამომხატველი საბარიკადო, სამიტინგო ქმნილებანი. ასეთია მაიაკოვსკის, ალ. მირცხულავას, ირ.ევდოშვილის ტექსტების უმრავლესობა. ისინი წერენ რევოლუციაზე, ბუნტზე, ბარიკადებზე, პასპორტსა და ქარხანაზე, დაზგასა და მანქანებზე, კომკავშირულ ბრიგადებზე და ა.შ.
![]() |
12.19 მემუარები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მემუარები
ფრანგ. სიტყვა. მოგონებანი, ტექსტი, რომელშიც მოთხრობილია ავტორის თავგადასავალი, გახსენებულია საზოგადოებრივ ყოფაში მომხდარი მოვლენები, ნაირგვარი ამბები, ცნობილი პიროვნებები და იმათი ურთიერთობები სხვა პირებთან. ვინც ამგვარ ნაწარმოებს ქმნის, ის არის მემუარისტი.
![]() |
12.20 მენტალობა, მენტალიტეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მენტალობა, მენტალიტეტი
ფრანგ. სიტყვა. მსოფლშეგრძნება, მსოფლაღქმა; კოლექტიური ანდა პიროვნული შეგნების სიღრმისეული ფსიქოლოგიური დონე. მენტალიტეტი ყალიბდება კულტურაში ტრადიციების, სოციალური ინსტიტუტების, ადამიანის ყოფიერებისა და გარემომცველი მოვლენების ზემოქმედებით. იგი წარმოადგენს პიროვნების ან სოციალური ჯგუფის ფსიქოლოგიური და ქცევითი მიზანდასახულობა-განაწესების ერთობლიობას. ის ერთმანეთ- თან აერთებს და ათანხმებს ცნობიერი და ქვეცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობების ღირებულებით ფორმებს. ამით კიდევაც განსაზღვრავს ადამიანის ანდა სოციალური ჯგუფების ყოფიერების მთელ სახეს.
![]() |
12.21 მეორეული მოდელირებადი სისტემა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მეორეული მოდელირებადი სისტემა
(„კულტურის მეორადი ენები“, „კულტურული კოდები“) – ეს გახლავთ ენები, რომლებიც დააშენდება კულტურის პირველად ნიშნად სისტემებს, და ხელს უწყობს უფრო მაღალი სემიოტიკური სისტემების ჩამოყალიბებას. ასეთებად მიიჩნევა ენები კულტურის ისეთი ფორმებისა, როგორიცაა მითოლოგია და რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება, სამართალი და პოლიტიკა, სპორტი და რეკლამა, ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი და ა.შ.
![]() |
12.22 მეცენატი, მეცენატობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მეცენატი, მეცენატობა
მეცნიერთა და ხელოვანთა მფარველი, დამფინანსებელი, შემწე და მეოხი. განზოგადებული სახელი მოდის კერძო პიროვნების გვარისაგან. რომში ქრისტემდე I საუკუნეში, კეისარ ავგუსტუსის დროს, მოღვაწეობდა მდიდარი მოქალაქე გაიუს ცილნიუს მეცენატი, რომელიც მფარველობდა და აფინანსებდა მსოფლიო მნიშვნელობის პოეტებს ვერგილი- უსს, ჰორაციუსსა და სხვებს. მეცენატის დევიზი იყო: მიიღე ჩემი ქონებიდან რამდენიც გინდა, ოღონდ შექმენი გენიალური ქმნილებაო. მისი წაქეზებით შეთხზა ვერგილიუსმა უკვდავი „ენეიდა“; თავადაც წერდა საკმაოდ მარჯვე ქმნილებებს. კერძო სახელის განზოგადება ჩვეული ამბავია: სიყვარულით გაგიჟებული კონკრეტული პირის მაჯნუნის სახელი განზოგადდა და ამიტომაც „მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“. მაშ, კერძო სახელიდან გაკეთდა ზოგადი: მაჯნუნი→მიჯნური; ფრანგმა გენერალმა გალიფემ გამოიგონა შარვალი გალიფე. არის ამისი სხვა მაგალითებიც. მეცენატი არ უნდა აგვერიოს ქველმოქმედში. ქველმოქმედი წვრილმან სიკეთეებსა სჩადის: მათხოვრებს ნახმარ ტანსაცმელს აჩუქებს, უპოვართ საჭმელს აჭმევს და ა.შ.
![]() |
12.23 მეცნიერული აზროვნება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მეცნიერული აზროვნება
ცნებებითა და კატეგორიებით აზროვნება, როდესაც დასკვნები მშრალია, დაფუძნებულია მხოლოდ ცოდნის ძიებასა, დაგროვებასა და განზოგადებაზე; სადაც ყოველგვარი ხატოვანება, ზედმეტსიტყვაობა და მანერულობა გამორიცხულია. სამეცნიერო ტექსტში ამგვარ რასმე არც მიესალმებიან; გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელია აკადემიური და საქმიანი სტილი. აღნიშნულის ნიმუშებია ივ. ჯავახიშვილისა და არნ. ჩიქობავას ნაშრომები. მეცნიერულ აზროვნებას ერთგვარად უპირისპირდება მხატვრული აზროვნება, სადაც, გარდა შინაარსობრივი მხარისა, ტექსტში მოქმედებს ხატოვანება, ცალკეული ემოციური გამოთქმები, შედარებები და ეპითეტები, სხვა საშუალებები, რომლებიც ტექსტის განხატოვნებას უწყობს ხელს. აქვე იგულისხმება ისეთი ფარული საშუალება, როგორიც გახლავთ რიტმი – პოეზიის მონარქი, რომელიც რითმასავით არსად ჩანს, რომელსაც ხელს ვერ შეავლებ და ვერც თვალით დალანდავ სადმე. მხატვრული აზროვნება აზროვნების უმაღლესი ფორმაა. ამიტომაცაა, რომ რომელიმე ერის ღირსებას, ჩვეულებრივ, არა მეცნიერი, არამედ ხელოვანი, მწერალი, კომპოზიტორი წარმოაჩენს. მაგალითად, ბერძნებისას – ჰომეროსი, იტალიელებისას – დანტე ალიგიერი, ქართველებისას – რუსთველი, სპარსელებისას – ფირ- დოუსი, ინგლისელებისას – შექსპირი, რუსებისას – პუშკინი.
![]() |
12.24 მითოსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მითოსი
ბერძნ. mythos გადმოცემა, თქმულება. ძველი ხალხური თქმულებები ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე. მაგ., ბერძნული მითოლოგია, ქართული მითოლოგია.
![]() |
12.25 მინიმალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მინიმალიზმი
არსებობს ინგლისური გამოთქმა გახლავთ მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც გულისხმობს შემოქმედებითი პროცესის დროს საჭირო მასალების მინიმალურ ტრანსფორმაციას; ამავე დროს, ის არ გაურბის უბრალოებას, ფორმათა ერთსახეობას, ხელოვანის შემოქმედებით თვითშეზღუდვას. არტეფაქტის შექმნა ხელოვნების მინიმალისტური კონცეფციით – აი, მისი საქმიანობის იმთავითვე განსაზღვრული შედეგი. მინიმალიზმმა ყველაზე დიდი ავალა მოიპოვა ფერწერის, ქანდაკების, მუსიკის, თეატრის, კინემატოგრაფიის სფეროში.
![]() |
12.26 მისტერია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მისტერია
ბერძნ. სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა საიდუმლოებებს. ანტიკურ ქვეყნებში ხდებოდა საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. ერთ-ერთი ასეთია ქრისტეს ჯვარცმის მისტე- რია. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ჰქონდა მეორე მნიშვნელობაც: შუა საუკუნეთა ევროპაში ეწოდებოდა დრამას, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური სიუჟეტი.
![]() |
12.27 მისტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მისტიკა
ბერძნ. სიტყვაა (საიდუმლო). რწმენა, თითქოსდა ადამიანს შეეძლოს ურთიერთობის დამყარება ზენაართან, ასევე საიქიოსთან. ესე იგი, ზებუნებრივი ძალებისა და ადამიანის კავშირის იმედი. მისტიკოსი ჰქვია ადამიანს, ვისაც ამ იდეისა სჯერა.
![]() |
12.28 მოდერნი, მოდერნიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მოდერნი, მოდერნიზმი
XIX-XX საუკუნეთა ევროპული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. დეკადანსის კულტურასთან ერთად მოდერნიზმი, შესაძლოა, მონოლოგური კულტურულ-ისტორიული ეპოქის უკანასკნელ ამოსუნთქვადაც მივიჩნიოთ. მას ახასიათებს მკაფიოდ გამოკვეთილი იერარქიულ-ღირებულებითი სისტემა, რაც ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში იჩენს თავს. იგი დეკადანსისა და სიმბოლიზმის პაროლით გამოდის, როგორც საგანგებო კულტურულ-ისტორიული კომპლექსი, შინაგანი სტილისტიკური და იდეოლოგიური ერთიანობისათვის რომ მიუღწევია. მოდერნიზმი არ- ის ტერმინი, რომელიც გამოხატავს და გულისხმობს XX საუკუნის I ნახევრის კულტურის ავანგარდისტულ მოვლენათა მთელ კომპლექსს. ერთობ აქტიურად იყენებდნენ მას საბჭოთა ესთეტიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. საბჭოთა სინამდვილეში მოდერნიზმი არა იმდენად სამეცნიერო ანალიზის ობიექტი გახდა, რამდენადაც საგანი ყოვლისმომცველი კრიტიკისა და, კიდევ მეტი, თავხედური ლანძღვა-გინებისა. და ეს მაშინ, როცა სოვეტოლოგთა და მათ დამქაშთა პოზიცია იყო უიმედოდ მოძველებული, კონსერვატიული, ყოველგვარი სიახლის მიმართ მტრულად განწყობილი. ამგვარი ზოგადი და დაუზოგავი კრიტიკის დროს მოდერნიზმად, შესაძლოა, იოლად გამოეცხადებინათ მხატვრული პრაქტიკის სხვადასხვა ხერხი, მეთოდი, მიმდინარეობა და მიმართულება, თუნდაც ისინი ერთურთისაგან კარდინალურად განსხვავებული ყოფილიყვნენ. ერთი სიტყვით, მოდერნიზმი იმად იყო ცუდი, რომ იყო მოდერნიზმი და არა ჰგავდა საბჭოთა რეალისტურ ლიტერატურასა და ხელოვნებას. მოდერნიზმს დიდი ენთუზიაზმით ლანძღავდნენ ტრადიციული გზების დაგდების, ანტირეალიზმის, ფორმალიზმის დროს, აგრეთვე იმად, რომ არად აგდებდა „ხელოვნებაში პარტიულ პრინციპებს“.
![]() |
12.29 მოზაიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მოზაიკა
ფრანგ. სიტყვა. სურათი, სახე ან წარწერა, შესრულებული ცემენტის დაფაზე დამაგრებული ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების ან სხვადასხვა ფერის მინის (ჭიქის), მარმარილოს, ემალისა და ამის მსგავსთა მცირე ნაჭრებისაგან. ყველაზე ძველი (V საუკუნე) ქართული წარწერა სწორედ მოზაიკურია. 1953 წ. იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, ბეთლემთან ახლოს, გათხარა მონასტრის ნანგრევები; იატაკზე აღმოაჩინა ქართული მოზაიკური წარწერა. ერთი ფრაზა ასეთია: „ამის მომსხმელსა იოსიას შეუნდოს ღმერთმა“.
![]() |
12.30 მონოგამია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონოგამია
ბერძნ. სიტყვაა, შედგება ორი ნაწილისაგან: ერთი და ქორწინება. ქორწინების ისეთი ფორმა, როცა მამაკაცს ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი, დედაკაცს – მხოლოდ ერთი ქმარი. ამის საპირისპიროა პოლიგამია. პოლი (ბევრი, მრავალი) და გამია (ქორწინება). პოლიგამია ჩვეულებრივი ამბავი იყო მაჰმადიანებში. სპარსეთის შაჰებს, მაგალითად, მოწყობილი ჰქონდათ ჰარამხანა, სადაც იმათი არაერთი მეუღლე ცხოვ- რობდა. იმამ შამილს ჰყავდა ოთხი ოფიციალური ცოლი. ამის თაობაზე კარგად წერს მადამ დრანსე თავის წიგნში „შამილის ტყვე ქალები“.
![]() |
12.31 მონოთეიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონოთეიზმი
ბერძნ. „მონო“ (ერთი) და „თეოს“ (ღმერთი). რელიგია, რომელიც აღიარებს ერთ ღმერთს, ერთღმერთიანობა. ასეთია, მაგალითად, ქრისტიანობა, მაჰმადიანობა და სხვ. ამის საპირისპიროა პოლითეიზმი („პოლი“ – მრავალი, „თეოს“ – ღმერთი). მრავალღმერთიანობა გავრცელებული იყო ძველ ხალხებში. მაგ., ბერძნებს ჰყავდათ არაერთი ღმერთი. ღმერთთა ღმერთი, ანუ მბრძანებელი, იყო ზევსი. ეს ღმერთები ოლიმპოს მთაზე მკვიდრობდნე
![]() |
12.32 მონოლოგი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონოლოგი
ბერძნ. „მონო“ (ერთი) და „ლოგოსი“ (სიტყვა). ერთის სიტყვა, ერთის მეტყველება. სიტყვა, რომლითაც რომელიმე პერსონაჟი მიმართავს საკუთარ თავს, სხვას ან მაყურებელს. ჩვეულებრივ, ეს არის „შინაგანი მეტყველების“ გამოხატვა. მსახიობი თავის (პერსონაჟის) გულისნადებს ხმამაღლა წარმოთქვამს, რათა მაყურებელმა გაიგოს მისი გულისნადები, გულისწუხილი. ამის საპირისპიროა დიალოგი (ორის მეტყველება) და პოლილოგი (მრავლის მეტყველება). ცნობილია ჰამლეტის მონოლოგი შექსპი- რის ტრაგედიაში, სადაც გმირი წარმოთქვამს საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას: „ყოფნა, არყოფნა – საკითხავი აი ეს არის!“
![]() |
12.33 მონოფიზიტები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონოფიზიტები
ბერძნ. „მონო“ (ერთი) და „ფიზიტოს“ (ბუნება). ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას (ღვთიურს). ამის საპირისპიროა დიოფიზიტები, რომლებიც აღიარებენ მაცხოვრის ორ ბუნებას: ღვთიურსა და ადამიანურს. VI საუკუნეში მოხდა დიდი განხეთქილება-გამიჯვნა სომხური და ქართული ეკლესიებისა. ამისი მიზეზი გახდა ქრისტეს ბუნების გაგების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა. სომხები გახდნენ მონოფიზიტები, ქართველები – დიოფიზიტები.
![]() |
12.34 მონუმენტური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონუმენტური
ის, რაც თავისი სიდიდით, ზომით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს; გრანდიოზული. მაგ., მონუმენტური შენობა; მონუმენტური ფერწერა, მონუმენტური გამოკვლევა. ესპანელ მწერალ ლოპე დე ვეგას, ქართველთათვის კარგად ცნობილი „ცხვრის წყაროს“ ავტორს, შეიძლება, ვუწოდოთ მონუმენტური შემოქმედების შემქმნელი, რადგან მისი ნაწერები მოიცავს 120 ტომს. ასევე მონუმენტურ შემოქმედთა შო- რის უნდა მოვიხსენიოთ ბალზაკი (80 ტომი), ვ.ი. ლენინი (100 ტომი) და სხვ. მონუმენტური სტილის ავტორია ფირდოუსი, რომლის „შაჰ-ნამე“ (რომანი ლექსად), სულ ცოტა, 10 ტომი მაინც გამოდის. ქართველ მწერალთაგან მონუმენტალიზმზე პრეტენზია ძალიან ცოტას თუ ექნება. ამ მხრივ კეთილი გამონაკლისია ნოველისტი და პროფესორი რევაზ მიშველაძე (დაახლოებით 40-50 ტომი). ქართველ მხატვარ-მოქანდაკეთა შორის მონუმენტალიზმით გამოირჩევა ზურაბ წერეთელი. მისი უზარმაზარი ფიგურები, პანოები თუ ქანდაკებანი დგას ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში, სხვაგანაც. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წამომართულია მონუმენტური ძეგლი – წმინდა გიორგი შუბით კლავს გველეშაპს.
![]() |
12.35 მორალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მორალი
წესთა და ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას, ყოფა-ქცევას, ზნეობრივ მიმართებებს, ურომლისოდაც საზოგადოებას ჯერ შეფერხება, სტაგნაცია ემუქრება, ბოლოს კი – გადაგვარება და სიკვდილი.
![]() |
12.36 მოციქული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მოციქული
იესო ქრისტეს რჩეული მოწაფე. სულ ჰყავდა 12 მოსწავლე: ანდრია, პეტრე, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მეორე იაკობი, თადეოზი, სვიმონ კანანელი, იუდა. საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.
![]() |
12.37 მსოფლიოს შვიდი საოცრება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიოს შვიდი საოცრება
ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ძვ.წ.აღ. V საუკუნე) მიხედვით, მსოფლიოს შვიდ საოცრებად მიჩნეულია ეგვიპტის პირამიდები, ალექსანდრიის შუქურა, როდოსის კოლოსი, სემირამიდას (ანუ ბაბილონის) დაკიდებული ბაღები, ზევსის ქანდაკება, ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდას ტაძარი ეფესოში. ეს უკანასკნელი სახელის დაგდების მიზნით გადაწვა ჰეროსტრატემ 356 წელს (ძვ.წ.აღ.).
![]() |
12.38 მსოფლმხედველობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლმხედველობა
შეხედულებათა, პრინციპთა და მრწამსის ერთობლიობა, რომლებიც ცალკეულ ადამიანთა, სოციალურ ჯგუფთა, კლასთა და მთლიანად საზოგადოების მოღვაწეობის მიმართულებას, ასევე სინამდვილისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს. მის ჩამოყალიბება-შემუშავებაში დიდ როლს ასრულებენ ფილოსოფიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ზნეობრივი და ესთეტიკური შეხედულებები.
![]() |
12.39 მუზა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუზა
ბერძნ. Musa. ცხრა ქალღმერთიდან ერთ-ერთი, რომელიც მიიჩნეოდა ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველად. თუ ის მოვიდოდა და შემოქმედს მხარზე შეეხებოდა, შემოქმედებითი წარმატება გარანტირებული იყო. ამრიგად, მუზა წარმოიდგინებოდა პოეტის შთაგონების წყაროდ.
![]() |
12.40 მუზეოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუზეოლოგია
მუზეუმთმოძღვრება, მუზეუმთა მოწყობის საქმე. ტერმინი განეკუთვნება პრაქტიკულ, გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
12.41 მუზეუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუზეუმი
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს მუზათა ტაძარს. დაწესებულება-ნაგებობა, რომელიც აგროვებს, ინახავს, მასების სამსჯავროზე გამოფენს ხელოვნების ქმნილებებს; ისტორიულ, სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს. ტერმინი განეკუთვნება გამოყენებით კულტუროლოგიას.
![]() |
12.42 მულაჟი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მულაჟი
ფრანგ. სიტყვა. ამა თუ იმ ხელოვნების ნაწარმოების ნატურალური ზომის მოდელი. შეიძლება იგი დამზადდეს თაბაშირის, სანთლის ან სხვა მასალისაგან. მულაჟი საჭიროა, რათა დიდმნიშვნელოვანი ძეგლი მუზეუმში გადაიტანონ დასაცავ-შესანახავად, ხოლო მის ადგილას მოაწყონ მულაჟი. მაგ., არმაზის ბილინგვის ყოფილ ადგილას დღეს დგას მულაჟი, ხოლო თვი- თონ ძეგლი გადატანილია უსაფრთხო ადგილას.
![]() |
12.43 მუმია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუმია
არაბ. სიტყვა. ადამიანის გვამი, რომელიც დაბალზამებულია გახრწნის საწინააღმდეგო საშუალებებით. მუმიფიკაცია შესაძლებელი იყო ცხოველებისაც. გვამების მუმიფიცირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სადაც დღესაც კი პოულობენ ათობით მუმიას. გურიაში შემორჩენილია საინტერესო გამოთქმა: „მომიად შემონახული“, ვთქვათ, ასეთი: „აი კაი ღვინო მომიად შემოვინახე“. ნიშნავს: ღვინო მუმიასავით შემოვინახე.
![]() |
12.44 მუსტიეს ეპოქა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუსტიეს ეპოქა
დაიწყო 100 ათასი წლის წინათ და გაგრძელდა 60 ათასი წლის განმავლობაში. ეს გახლდათ ადამიანის ცნობიერება-აზროვნების განვითარების გადამწყვეტი ხანა. ამ დროს იგი უკვე იყენებდა ცეცხლს, ამზადებდა იარაღებს, კოლექტიურად ნადირობდა, ატარებდა ტყავის ტანსაცმელს, მარხავდა მიცვალებულს, ჰქონდა არა მარტო მღვიმე, არამედ ქოხიც. დაახლოებით ამ დროის ადამიანი მხატვრულ ლიტერატურაში შთამბეჭდავად დაგვიხატა გ. გეგეშიძემ (მოთხრობა „იგი“).
![]() |
12.45 მუტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მუტაცია
საერთო ნორმიდან გადახრა, გადახვევა, ერთგვარი პათოლოგია, რაიც იწვევს სახეობის დანაწევრებას, გამრავლებას, განსხვავებას. მუტაცია, შეიძლება, იყოს პროგრესულიცა და რეგრესულიც.
![]() |
12.46 ნაივური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნაივური
ფრანგ. სიტყვა „ნაიფ“ ნიშნავს გულუბრყვილოს. ნაივური მხატვრობის წარმომადგენელია ფიროსმანი. ყოველი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება არის ნაივური ხელოვნების ნიმუში.
![]() |
12.47 ნაროდნიკები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნაროდნიკები
რუს. სიტყვა „ნაროდ“ (ხალხი). ხალხის წარმომადგენლები, რევოლუციურ-ბუნტარული სულისკვეთების ადამიანები. რუსი ხალხოსნები. „ხალხოსნები“ სწორედ ის ქართული ტერმინია, რომელიც „ნაროდნიკებს“ შეესატყვისება. ქართველ ხალხოსნებში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მწერლები: ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი („ყაყიტას ქურდის“ ავტორი), იოსებ დავითაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ.
![]() |
12.48 ნატურალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნატურალიზაცია
გაბუნებრივება. სახელმწიფოს მიერ უცხოელის მიღება ქვეშევრდომად, საკუთარ მოქალაქედ; სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.
![]() |
12.49 ნატურალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნატურალიზმი
ბენებითი, ბუნებითობა. ფაქტებისა და მოვლენების ისევე ხატვა, როგორც ამას რეალიზმი მოითხოვს, ოღონდ ამ მხრივ უფრო შორს წასვლა, მათი ზედმიწევნით ნატურალისტურად, განუზოგადებლად ასახვა, წვრილმანებისადმი გამოდევნება, მხატვრულ განზოგადებაზე უარის თქმა. ნატურალისტური მანერის კარგი მაგალითია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა; კრიტიკოსი კიტა აბაშიძე ნატურალისტად მიიჩნევდა გიორგი წერეთელს; ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ნატურალისტური პასაჟი აქვს ე. ნინოშვილს, მ. ჯავახიშვილს (მაგ., „ჯაყოს ხიზნებში“).
![]() |
12.50 ნატურმორტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნატურმორტი
ფრანგ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, „მკვდარი ნატურა“. ნახატი, სურათი, რომელზედაც გამოსახულია უსულო საგნები: ყვავილები, გაწყობილი სუფრა, ხილი, ნანადირევი.
![]() |
12.51 ნატურფილოსოფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნატურფილოსოფია
ბუნების ფილოსოფია; მოძღვრება, რომელიც ცდილობს ბუნების შესახებ ცოდნას მისცეს მწყობრი ფილოსოფიური სისტემის სახე; ბუნების მოვლენების შესწავლის მიზნით გამოიყენოს განყენებული ფილოსოფიური პრინციპები (უარყოფს ცდისეულ გამოკვლევებს). ნატურფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გერმანელი ოსტვალდი, რომელმაც პირველმა მოიმარჯვა ტერმინი „კულტუროლოგია“.
![]() |
12.52 ნაციონალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალიზაცია
ფრანგ. სიტყვა. კერძო საკუთრების (მიწის, ფაბრიკა-ქარხნების, მსხვილი სამეურნეო საშუალებების) ჩამორთმევა კერძო პირებისათვის და მათი სახალხო-სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევა. ამგვარი რამ უფრო ხშირად შეიმჩნევა იმ ქვეყნებში, სადაც მოხდა ან ხდება სახალხო რევოლუციები. სწორედ რევოლუციას მოჰყვა რუსეთის იმპერიაში კერძო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა, ანუ ნაციონალიზაცია.
![]() |
12.53 ნეანდერტალელი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეანდერტალელი
თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი; ცხოვრობდა ადრეულ და შუა პალეოლითში. მისი ჩონჩხი პირველად აღმოაჩინ- ეს გერმანიაში, დიუსელდორფის მახლობლად, ხეობა ნეანდერტალში. ამისდა მიხედვით ეწოდა ნეანდერტალელი.
![]() |
12.54 ნეგროიდები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეგროიდები
ესპ. სიტყვები: „ნეგრო“ შავი და „იდოს“ სახე. შავსახიანები. ანთროპოლოგიური ტერმინია. იგულისხმება შავკანიანთა რასის წარმომადგენლები.
![]() |
12.55 ნეოკანტიანელობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეოკანტიანელობა
გერმანული ფილოსოფიური აზროვნების წამყვანი მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. იგი ფილოსოფიის უმთავრესი საკითხების გადაწყვეტას ლამობდა იმანუელ კანტის მოძღვრების ახლებური გაგება-განმარტების გზით. ზოგი ნეოკანტიანელი კანტის ფილოსოფიის იდეალიზმს იყენებდა, ზოგი – მატერიალისტურ იდეებს.
![]() |
12.56 ნეოკოლონიალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეოკოლონიალიზმი
ძლიერი ქვეყნების დამპყრობლური კოლონიური ომების თანამედროვე ხერხებისა და მეთოდების ერთობლიობა, განმეორება ადრინდელი კოლონიური პოლიტიკისა ახლებური წესებით.
![]() |
12.57 ნეოჰეგელიანობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეოჰეგელიანობა
ფილოსოფიური მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მისთვის დამახასიათებელი იყო ერთიანი მონისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ჰეგელის ფილო- სოფიის ახლებური ინტერპრეტაციის მეშვეობით.
![]() |
12.58 ნიშანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნიშანი
მატერიალური ობიექტი (არტეფაქტი), რომელიც კომუნიკაციურ ანდა ტრანსლაციურ პროცესში ხდება სხვა ობიექტის ანალოგი და ცვლის მას. ნიშანი კულტურის ძირითადი საშუალებაა. მისი მეშვეობით ხორციელდება კულტურის ტექსტებში გამოყვანილი ადამიანისა და სამყაროს შესახებ ინდივიდუალური და საყოველთაო მნიშვნელობის ინფორმაციის ფიქსაცია და შეფასება.
![]() |
12.59 ნიშანთა სისტემა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნიშანთა სისტემა
ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც აქვს შინაგანი სტრუქტურა; ახასიათებს ცხადი (ფორმალიზებული) ანდა ფარული წესები მისი ელემენტების გაჩენის, გააზრებისა და გამოყენება-მოხმარებისა, რაც ემსახურება საკომუნიკაციო და სატრანსლაციო პროცესთა განხორციელებას.
![]() |
12.60 ნიცშეანელობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნიცშეანელობა
საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური მიმართულება. იგი ქადაგებს უკიდურეს ინდივიდუალიზმს, „ზეკაცის“ კულტს; საფუძვლად დაედო ფაშისტურ იდეოლოგიას. სახელი დაერქვა გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს გვარის მიხედვით.
![]() |
12.61 ნიჰილიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნიჰილიზმი
ლათ. „ნიჰილის“ აღნიშნავს არაფერს. – ყოველივესა და ყველაფრის ხელაღებით უარყოფა, საყოველთაოდ აღიარებული და მოწონებული ნორმების მიუღებლობა. განსაკუთრებით გაძლიერდა 1860-იანი წლების რუსეთის მაღალ წრეებში. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ივანე ტურგენევის რომანი „მამები და შვილები“. ამ რომანმა კიდევაც ასახა და კიდევაც ხელი შეუწყო რაზნოჩინცული რუსეთის წიაღში ნიჰილიზმის გაძლიერებას. რომანში ნიჰილისტის ტიპურ წარმომადგენლად გვევლინება ბაზაროვი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა სამოციანელებმაც (ილიამ, აკაკიმ) ნიჰილიზმის საკმაო დოზით გააჯერეს თავიანთი შემოქმედება და ამისი მიზეზია რუსული ნიჰილისტური იდეების ზეგავლენა. ნიჰილიზმის ბაცილა იგრძნობა ჯერ კიდევ გ. ერისთავის „გაყრაში“; შემდეგ საკმაო დოზითა ჩანს ილიას „კაკო ყაჩაღში“, „გლახის ნაამბობში“, თვით „მგზავრის წერილებშიც“ კი. კიდევ მეტი: 1879-იან წლებში ატეხილი ხმაურიანი შეტაკება „მამებისა“ და „შვილებისა“ პირდაპირი იდეური გაგრძელებაა ტურგენევის რომანში არ- სებული „მამებისა“ და „შვილების“ დაპირისპირებისა.
![]() |
12.62 ნოველა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნოველა
იტალ. სიტყვა. პატარა მოთხრობა. ახასიათებს სამი აუცილებელი თვისება: აგებულია ერთ მარტივ ამბავზე; გამოირჩევა პერსონაჟთა სიმცირით; აქვს მოულოდნელი ფინალი. ცნობილი ნოველისტები არიან: მოპასანი, ფლობერი,
![]() |
13 ო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 ო ჰენრი; საქართველოში - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ო ჰენრი; საქართველოში
შ. არაგვისპირელი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, რ. მიშველაძე.
![]() |
13.2 ნუმიზმატიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ნუმიზმატიკა
ლათ. სიტყვა, ნიშნავს ლითონის ფულს, მონეტას. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ძველ მონეტებს, ლითონის ფულსა და მედლებს. პირველი ნუმიზმატური წიგნი ქართული ფულის ნიშნებზე დაწერა და გამოსცა რუსეთის ქვეშევრდომმა ნიკოლოზ ბარათაშვილის შორეულმა ნათესავმა მიხეილ ბარათაევმა ბარათაშვილისავე დახმარებით. წიგნს ასე ეწოდება: „ქართლის სამეფოს ნუმიზმატური ფაქტები“. ნაშრომი სამენოვანია (რუსული, ფრანგული, ქართული). ო
![]() |
14 ო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 ობივატელი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ობივატელი
რუს. სიტყვა. პიროვნება, რომელსაც არ ახასიათებს საზოგადოებრივი მოვალეობის გრძნობა, მოკლებულია საზოგადოებრივ თვალთახედვას, არის მეშჩანი, ცხოვრობს წვრილმანი, პირადი ინტერესებით. ამისი კარგი მხატვრული სახეა ლუარსაბ თათქარიძე, ი. ჭავჭავაძის ცნობილი პერსონაჟი.
![]() |
14.2 ობსკურანტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ობსკურანტიზმი
განათლების, სწავლის, მეცნიერების, კულტურული წინსვლის, პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება და, ამდენად, ბნელეთის მოციქულობა. იმას, ვინც ამგვარად ირჯება, ეწოდება ობსკურანტი.
![]() |
14.3 ოდა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოდა
ბერძნ. სიტყვა. საზეიმო ლირიკული ლექსი ან ლირიკული პოემა, პანეგირიკი, რომელსაც გუნდი მღერის ან წარმოთქვამს ორატორი, მსახიობი; სახოტბო ქმნილება, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული მოვლენა (ვთქვათ, პოლტავის ომში რუსთა გამარჯვება) ან ეროვნული გმირი, ხელმწიფე. საქართველოშიც გვაქვს ამისი მაგალითები. კერძოდ, XII საუკუნეში ჩახრუხაძემ შეაქო, ხოტბა შეასხა თამარ მეფესა და მის ქმარ დავით სოს- ლანს, როცა შეთხზა ოდა-პოემა „თამარიანი“; მისი წაბაძვით XVII საუკუნეში, კერძოდ 1661 წელს, იმერეთის 14 წლის მეფე არჩილ ბაგრატიონს „ხუტაბა აღუვლინა“ იაკობ დუმბაძემ, შემოქმედის მიტროპოლიტმა. ლირიკულ ოდა-პოემას ჰქვია „ქება მეფისა არჩილისა“. კარგა ხანს მეცნიერებს მცდარად ეგონათ, რომ ეგ ტექსტი იყო XII საუკუნის მგოსნის იოანე შავთელის „აბდულმესიანი“. სინამდვილეში „აბდულმესია“ დაკარგულია. იმ ტექსტში აღწერილი უნდა იყოს ქრისტიანობისათვის თავდადებული აბდულმესიას გმირობა. მაშასადამე, იგი ლირიკული კი არა, ეპიკური ქმნილება ყოფილა.
![]() |
14.4 ოდისეა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოდისეა
ასე იტყვიან თავგადასავლებით, ხიფათებითა და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივსა და გაუთავებელ ხეტიალზე, მოგზაურობაზე. ტერმინი ჩამოყალიბდა ჰომეროსის პოემების „ილიადასა“ და „ოდისეას“ პერსონაჟის, ეშმაკი და მოხერხებული, ოღონდ უიღბლო ოდისევსის, მიხედვით. ტროას ომის მოგების შემდეგ ოდისევსი ნავით შინისაკენ გამოემგზავრა, ოღონდ გზად ათასი განსაცდელი და ფათერაკი იწვნია.
![]() |
14.5 ოიდიპოსის კომპლექსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოიდიპოსის კომპლექსი
სისხლის აღრევის (ახლო ნათესავთა სქესობრივი ურთიერთობის შემ- თხვევის, წადილის, გააზრების) მოვლენა; ადამიანის არსებაში ჩარჩენილი ატავისტური განცდა და წადილი, რომელსაც თრგუნავს საზოგადოებაში გაბატონებული წესებისა და მორალის ნორმები; იგი ზოგჯერ უნებლიეთ თავს იჩენს სიზმარში; გამოყენებულია ფსიქოანალიზით შთაგონებულ ტექსტებში გმირთა ვნებებისა და განცდების მკაფიოდ საჩვენებლად, მათი რთული ბუნების უკეთ გასახსნელად. ყველაზე კარგად ოიდიპოსის კომპლექსი ნაჩვენებია სოფოკლეს ტრაგედიაში, სადაც თებეს მეფე ოიდიპოსმა მოკლა მამა, ცოლად შეირთო დედა, რაკიღა არ იცოდა, მათი შვილი რომ იყო. როცა საქმის მთელი ვითარება შეიტყო, თვალები დაითხარა. ფსიქოანალიზის ელემენტი და ოიდიპოსის კომპლექსის მარცვლები პერსონაჟთა ხასიათის სიღრმის საჩვენებლად გამოიყენა კ. გამსახურდიამ. ამ მხრივ საგულისხმოა მისი საუკეთესო რომანი „მთვარის მოტაცება“. ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ ფაქტორსა და მხატვრულ შედეგზე ფართოდ მსჯელობს პროფ. ს. სიგუა თავის კულტუროლოგიურ გამოკვლევებში, განსაკუთრებით სიღრმისეულად – წიგნში „მარტვილი და ალამდარი“.
![]() |
14.6 ოკულტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოკულტიზმი
ლათ. სიტყვა. მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა შესაძლებელია ბუნებაში არსებულ იდუმალ ზებუნებრივ ძალებთან კავშირურთიერთობის დამყარება და ამ გზით დიდი სასწაულების მოხდენა, გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებიან ჯადოსნები, მაგიური საქმის ოსტატები, ოკულტისტები.
![]() |
14.7 ოლიმპიური თამაშობანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოლიმპიური თამაშობანი
დიდი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები, რომლებიც ეწყობა ოთხ წელიწადში ერთხელ. დაწესდა 1896 წელს ძველ ბერძნულ ოლიმპიურ თამაშობათა მიხედვით; ძველ საბერძნეთში კი იგი ეწყობოდა ღმერთთა მბრძანებლის ზევსის პატივსაცემად. იმართებოდა ოლიმპოს მთის ძირას ვრცელ მინდორზე, რაკიღა მიაჩნდათ, რომ ღმერთები ამ მთაზე ბინადრობდნენ. ძირითადი სახეობანი: სირბილი, ხტომა, შუბისა და ბადროს ტყორცნა.
![]() |
14.8 ონომასტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ონომასტიკა
ბერძნ. სიტყვა. საკუთარ სახელთა ერთობლიობა; ენათმეცნიერების ის ნაწილი, რომელიც საკუთარ სახელებს შეისწავლის.
![]() |
14.9 ოპოზიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოპოზიცია
ლათ. სიტყვა, დაპირისპირება; ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ მოქმედება; საკუთარი შეხედულებების ან პოლიტიკური კურსის დაპი- რისპირება სხვისი შეხედულებების ან პოლიტიკისათვის; საზოგადოებაში არსებული ჯგუფი, რომელიც თავის შეხედულებებს ან პოლიტიკას უპირისპირებს უმრავლესობის შეხედულებებს ან პოლიტიკას. ამ წრეში ვინც არის, იმას ეწოდება ოპოზიციონერი.
![]() |
14.10 ოპტიმისტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოპტიმისტი
ლათ. სიტყვა. ყოველსა და ყველაფერში კეთილის, კარგის, ნათელი მხარეების დამნახველი; მხნე განწყობილების მქონე ადამიანი. მისი საპირისპიროა პესიმისტი, ანუ ნაღვლიანი, ეჭვის თვალით მაცქერალი ადამიანი. ჩვეულებრივ, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელნი ოპტიმისტები არიან. ამიტომ ისინი აკრიტიკებენ ნაკლს და ცხოვრების შესწორებას, გარდაქმნა-გაუმჯობესებას ლამობენ (ილია, აკაკი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა); რომანტიკოსები და მოდერნისტები უაღრესად პესიმისტები არიან. ამიტომაც თუ არის: რომანტიკოსი კი არ იბრძვის ყოფიერების გასაუმჯობესებლად, არამედ პროტესტის ნიშნად გაურბის ნაკლოვან ცხოვრებას (ბაირონის „ჩაილ-ჰაროლდი“; ბარათაშვილის „მერანი“; ა.მიცკევიჩის „ფარისი“; ვ. ჟუკოვსკის „სვეტლანა“; გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“). ცხოვრებაზე ოპტიმისტის შეხედულება ასეთია: ამქვეყნად შესაძლებელია ბოროტზე კეთილის გამარჯვება. ამ საფუძველზე მყარად დგას რუსთველი, რომელიც აცხადებს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“; პესიმისტი დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად ბოროტი სძლევს კეთილს. ოპტიმისტები იყვნენ პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ლაიბნიცი; პესიმისტები – შოპენჰაუერი, ჰარტმანი, შექსპირი.
![]() |
14.11 ორთოგრაფია და ორთოეპია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ორთოგრაფია და ორთოეპია
კულტუროლოგიური თვალსაზრისით, შედის სემიოტიკის სფეროში. ბერძნ. სიტყვებია და აღნიშნავს მართლწერასა და მართლმეტყველებას. კულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებაა სწორი წერისა და მეტყველების უნარი. ორივე მოითხოვს მშობლიური ენა-ლიტერატურისა და ენათმეცნიერული საკითხების ცოდნას. საგულისხმოა, რომ მეტყველების უმაღლეს დონედ მიჩნეულია სწორი წერა, წერითი მეტყველება, რომელიც ზეპირმეტყველებაზე გაცილებით რთულია და ბევრად უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს.
![]() |
14.12 ოსკარი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ოსკარი
ამერიკული აკადემიის პრემია, რომელიც 1929 წლიდან ენიჭება საუკეთესო ამერიკულ (იშვიათად სხვა ქვეყნების) ფილმებს.
![]() |
15 პ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 პაგანიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პაგანიზმი
წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა.
![]() |
15.2 პაგოდა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პაგოდა
ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და სხვ.); ერთ ან მრავალსართულიანი კოშკი.
![]() |
15.3 პავილიონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პავილიონი
ფრანგ. სიტყვა. სამი ძირითადი მნიშვნელობიდან კულტუროლოგიურია შემდეგი გაგება: რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა, რომელშიც გამოფენილია ექსპონატები ან მიმდინარეობს კინო და ფოტოგადაღებები. ამრიგად, ტერმინი განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს.
![]() |
15.4 პალეოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პალეოგრაფია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ძველი („პალეო“) ხელნაწერების („გრაფო“) გარეგნულ მხარეს (ასოთა მოხაზულობას, საწერ მასალას, ერთი ასოს ხმაბგერით გამოხატულებას და ა.შ.); დამწერლობათმ- ცოდნეობა. მაგ., პალეოგრაფიული მოხაზულობის შესწავლის გზით შესაძლებელია ამა თუ იმ ძველი ხელნაწერის დათარიღება.
![]() |
15.5 პალეონტოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პალეონტოლოგია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს შეისწავლის შემონახული ნამარხების მიხედვით.
![]() |
15.6 პალიმფსესტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პალიმფსესტი
ბერძნ. სიტყვა. ეტრატი, რომელზეც ძველი, თავდაპირველი ტექსტი გადაუფხეკიათ და ახალი დაუწერიათ. ასეთი ხელნაწერი იმითაა საინტერესო, რომ მისი დათარიღება შედარებით ადვილი საქმეა და თანაც ინახავს ქვედა უძველეს ტექსტს.
![]() |
15.7 პალინდრომი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პალინდრომი
ბერძნულია. ცალკე სიტყვა, სიტყვათა ჯგუფი ან მთელი წინადადება, რომლებიც ერთნაირად იკითხება როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. ამის მაგალითია როგორ. გალაკტიონს შეუდგენია მარჯვე პალინდრომი: „აირევი ივერია“ და „აი რა მზის სიზმარია“. პირველი ქართული პალინდრომის ავტორად მკვლევარები სხვადასხვა მწერალს ასახელებენ. სინამდვილეში პირველი ცდები ეკუთვნის ე.წ. „აბდულმესიანის“, სინამდვილეში კი „არჩილ მეფის ქების“ (1661 წ.) ავტორ იაკობ შემოქმედელს, გურიის მიტროპოლიტს.
![]() |
15.8 პანეგირიკი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანეგირიკი
ბერძნ. სიტყვა. ვისიმე პატივსაცემად წარმოთქმული სახოტბო სიტყვა. მეორეული გაგება: მეტისმეტი ქება.
![]() |
15.9 პანთეონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანთეონი
ბერძნ. სიტყვა. აქვს რამდენიმე გაგება. კულტუროლოგიური აზრით, ეგ არის სასაფლაო ან აკლდამა, სადაც გამოჩენილ ადამიანებს კრძალავენ, რათა შთამომავლობას შეეძლოს მათი ერთ ადგილზე იოლად ნახვა და თაყვანისცემა; ამასთანავე, ეს არის ერის მიერ საჩინო ადამიანებისადმი მოკრძალებისა და პატივისცემის გამოხატვა.
![]() |
15.10 პანო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანო
ფრანგ. სიტყვა. კედლის (ჭერის) ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა.
![]() |
15.11 პანოპტიკუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანოპტიკუმი
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი: ისეთი მუზეუმი, სადაც გამოფენილია ნატურალური სიდიდის სანთლის ფიგურები. არსებობს მუზეუმი, რომელშიც დაცულია რეიგანის, ტეტჩერისა და სხვათა ცვილის ფიგურები.
![]() |
15.12 პანორამა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანორამა
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი; რომელიმე ვრცელი მიდა- მოს ხედი, რომელიც მკაფიოდ ჩანს და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
![]() |
15.13 პანტომიმა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პანტომიმა
ბერძნ. სიტყვა. უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა, რომლის მოქმედი პირები აზრებს, გრძნობებს, წადილს ჟესტითა და მიმიკით გამოხატავენ, მოძრაობით გვატყობინებენ. ქართული პანტომიმის ფუძემდებელია ამირან შალიკაშვილი, რომელმაც რუსთაველის მოედანზე არსებულ პანტომიმის თეატრში განახორციელა ბევრი შესანიშნავი სპექტაკლი. მაგ., რ. მიშველაძის „ტერენტი გრანელი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვ.
![]() |
15.14 პაპიროლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პაპიროლოგია
ბერძნ. სიტყვა. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პაპირუსებს. პაპირუსი ეწოდება ერთგვარი ტროპიკული ლერწმისაგან დამზადებულ საწერ „ქაღალდს“, რომელსაც ხმარობდნენ ეგვიპტელები, ქართველები და სხვა ხალხები ძველად, ქაღალდის გავრცელებამდე.
![]() |
15.15 პარადიგმა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პარადიგმა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს ნიმუშს, მაგალითს: თეორიულ და მეთოდოლოგიურ წანამძღვართა ერთობლიობა, რაიც განსაზღვრავს კონკრეტულ სამეცნიერო გამოკვლევას და რომელიც წარმოადგენს მოდელს, ნიმუშს გამოსა- ძიებელი ამოცანის დასაყენებლად და გადასაწყვეტად დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც.
![]() |
15.16 პარნასი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პარნასი
ამა თუ იმ ქვეყნის პოეტთა ერთობლიობა. სახელი მიენიჭა საბერძნეთის ცნობილი მთის პარნასის მიხედვით, სადაც, ძველთა წარმოსახვით, მუზები და მათი მბრძანებელი აპოლონი ცხოვრობდნენ. მუსიკისა და მუზათა ღმერთი აპოლონი მუსიკასა და პოეზიაში გამარჯვებულს თავისი საყვარელი მცენარის დაფნის ფოთლების გვირგვინით აჯილდოებდა.
![]() |
15.17 პაროლი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პაროლი
ფრანგ. სიტყვა. დათქმული საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც იყენებენ თავისიანთა გამოსაცნობად სამხედრო დავალების შესრულებისას ანდა კონსპირაციის საჭიროებისას.
![]() |
15.18 პარტიკულარიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პარტიკულარიზმი
ლათ. სიტყვა. განცალკევებაგამიჯვნის დაუმთავრებელი ან დასრულებული პროცესი, როცა ერთი მთლიანი სხეულის რომელიმე ნაწილი განკერძოებას ლამობს; სახელმწიფოს ზოგი ნაწილის მისწრაფება განცალკევებისაკენ მთლიანი სახელმწიფოს საზიანოდ. პარტიკულარიზმის პროცესის დასრულებული სახეა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება; მისი დაუსრულებელი სახეა ბარსელონისა და მისი რეგიონის სწრაფვა ესპანეთისაგან გამოყოფისაკენ. კულტუროლოგიაში პარტიკულარიზმი ნეგატიურ მოვლენად არის შეფასებული.
![]() |
15.19 პასაჟი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პასაჟი
ფრანგ. სიტყვა. აქვს მრავალი მნიშვნელობა. კულტუროლოგიურად: ცალკეული ადგილი წიგნის, სტატიის, სიტყვის ან მუსიკალური ნაწარმოებისა, ერთი მოკლე მონაკვეთი.
![]() |
15.20 პატრიარქატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პატრიარქატი
პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების უკანასკნელი პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია მამაკაცის („პატრე“) ბატონობა ოჯახში, საზოგადოებაში. მას წინ უძღოდა მატრიარქატი (mater – დედა) – დედის გაბატონებული მდგომარეობა ოჯახში.
![]() |
15.21 პაციფიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პაციფიზმი
მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგია ნებისმიერი შინაარსისა და ხასიათის ომისა, სულ ერთია, განმათავისუფლებელია იგი თუ დაპყრობითი. პაციფისტი არ მიდის არმიაში, უარს აცხადებს იარაღის ხელში დაჭერაზე და ა.შ.
![]() |
15.22 პეიზაჟი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პეიზაჟი
ფრანგ. სიტყვა. ბუნების სურათი; რაიმე ადგილის საერთო ხედი, პანორამა; სურათი, ნახატი, რომელზეც ბუნება არის ასახული. ვინც ამგვარ სურათებსა ქმნის, ის არის პეიზაჟისტი. ზღვაც ბუნებაა, ოღონდ მისი შემსრულებელი გახლავთ მარინისტი. ცნობილ მხატვარ აივაზოვსკის ეკუთვნის მრავალი მარინისტიკული სურათი. ერთ-ერთი ასეთია „მეცხრე ტალღა“.
![]() |
15.23 პენ-კლუბი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პენ-კლუბი
შემოკლება სამი სიტყვისა: ლექსი, ნარკვევი, რომანი. სხვადასხვა პოლიტიკურ-ესთეტიკური და მხატვრული მიმართულების მწერალთა გაერთიანება. დაარსების ინიციატორი გახლდათ ჯონ გოლსუორთი.
![]() |
15.24 პერსონალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პერსონალიზმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს პიროვნებას. ფილოსოფიურ-კულტუროლოგიური აზრის მიმდინარეობა, რომელსაც მიაჩნია: ყოფიერებისა და კულტურულ ღირებულებათა პირველსაწყისად უნდა ვაღიაროთ პიროვნება, შემოქმედებითი არსება, კრეატიული უნარით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცხოველი.
![]() |
15.25 პერსონა ნონ გრატა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პერსონა ნონ გრატა
ლათ. სიტყვა. არასასურველი პიროვნება, უარყოფითი, მიუღებელი. ჩვეულებრივ, ამა თუ იმ ადამიანს „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს სახელმწიფო. ამისი საპირისპირო მოვლენაა „პერსონა გრატა“, ანუ სასურველი პიროვნება.
![]() |
15.26 პერსონაჟი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პერსონაჟი
მხატვრული ტექსტის (პიესა, ნოველა, რომანი, პოემა, კინოფილმი და ა.შ.) მოქმედი პი- რი. პერსონაჟი შეიძლება იყოს პირველხარისხოვანი და მეორე-მესამეხარისხოვანი.
![]() |
15.27 პერფორმანსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პერფორმანსი
ინგლ. სიტყვა, ნიშნავს შესრულებას, წარმოდგენას: ხელოვნებისა და არახელოვნების პრინციპზე აგებული არტეფაქტის სახალხოდ შექმნა. ამგვარი „შემოქმედება“ არის სანახევრო შემოქმედება, უმწიფარი ხელოვნება და იგი არ მოითხოვს შემსრულებლის პროფესიულ მომზადებას. ამგვარი თათარიახნად შექმნილი არტეფაქტი დროებითია, წარმავალია. ეგ პოსტმოდერნიზმის ხელოვნების ერთ-ერთი საკვანძო ფენომენია. იგი ჩაისახა და აღმოცენდა 1970- იან წლებში. თეატრისაგან იმით განსხვავდება, რომ არ აქვს განაწილებული როლები და დრო, არც სივრცეა განსაზღვრული. მისი მიზანია ბრბოზე ზემოქმედება, საზოგადოებრივი შეგნების გაფართოება და საზოგადოებრივ საქმეებში მეშჩანთა წრის ჩათრევა ამ წრის ადამიანთა პერფორმანსში ჩართვის გზით.
![]() |
15.28 პიქტოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პიქტოგრაფია
კომპოზიტი შედგება ლათ. სიტყვებისაგან: „დახატული“ და „ვწერ“. დამწერლობის უძველესი (პირველი) სახეობა, ხატოვანი დამწერლობა.
![]() |
15.29 პლაგიატი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პლაგიატი
ლათინურია, ნიშნავს მოტაცებას. სხვის მიერ შექმნილი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოების მითვისება; საკუთარ ნაშრომში მიუთითებლად სხვათა ციტატებისა და მსჯელობის გამოყენება. ვინც ასეთ საძრახის საქმესა სჩადის, ეწოდება პლაგიატორი, პლაგიატის ჩამდენი.
![]() |
15.30 პლასტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პლასტიკა
ბერძნ. სიტყვა. ძერწვის ხელოვნება; ქანდაკება, სკულპტურა; მოცულობითი ფორმების ჰარმონიულობა, გამომსახველობა, რელიეფურობა; სხეულის მოხდენილი, რიტმული მოძრაობის ხელოვნება; მოძრაობისა და ჟესტის ჰარმონიული შეთანხმება, ვთქვათ, ცეკვაში.
![]() |
15.31 პლატონური სიყვარული - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პლატონური სიყვარული
მხოლოდ სულიერ მისწრაფებაზე დამყარებული, არახორციელი, იდეალური, შორეული გრძნობა, რომელსაც პრაქტიკული მიზანი (ვთქვათ, ოჯახის შექმნა, შვილთა ყოლა) არ აქვს მიზნად; განყენებული ტრფიალი. მაგ., ასეთია მაჯნუნის სიყვარული ლეილისადმი ნიზამი განჯევის პოემაში „ლეილი და მაჯნუნი“; ამგვარ სიყვარულზე საუბრობს ქაჯეთის ტყვე ნესტან-დარეჯანი ტარიელისადმი მიწერილ ანდერძში.
![]() |
15.32 პლურალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პლურალიზმი
ლათ. სიტყვა, ნიშნავს მრავლობითს. საგანგებო მსოფლმხედველობრივი პოზიცია, რომლის მიხედვითაც, არსებობს მრავალი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საწყისი, ფორმა და პრინციპი, რომლებიც საფუძვლად ედება შემეცნებას, თეორიებს, მეთოდებს და განაპირობებს ამ მონაცემთა და მოსაზრებათა თანასწორ უფლებას.
![]() |
15.33 პლუტოკრატია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პლუტოკრატია
სიტყვაში შეერთებულია ორი ცნება: სიმდიდრე და ძალა. პოლიტიკური წყობილება, როცა ქვეყანას მართავს მდიდარ ადამიანთა ჯგუფი, ხალხი კი სრულიად უუფლებოა და მას არავინ არას ეკითხება.
![]() |
15.34 პოდიუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოდიუმი
გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ამაღლებული და კარგად სამზერი ადგილი მოქანდაკეებისა და მხატვრების სახელოსნოებში ნატურის დასაყენებლად. აქვს არაკულტუროლოგიური მნიშვნელობებიც.
![]() |
15.35 პოეზია და პროზა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოეზია და პროზა
პოეზია გულისხმობს სიტყვათა კავშირს, რომელიც ქმნის რიტმს; რიტმი სიტყვათა გროვას ანიჭებს პოეზიის თვისებას; პროზაული ტექსტი ამგვარ რიტმს მოკლებულია. ამიტომ იგი, თითქოსდა, უფრო მდაბიურია, მიწიერია. მიუხედავად ამისა, პროზასაც აქვს თავისი რიტმი, თუმცა ნაკლები ინტენსივობით გამოხატული. შეგვიძლია, ავიღოთ ერთი და იმავე სიტყვების ჯგუფი და ვნახოთ, როგორ ასხვავებს რიტმი პროზასა და პოეზიას. გალაკტიონი ამბობს: „ალპების მთებში იღებს სათავეს ოცნება ჩემი ყველა ფრთამალი“. სიტყვათა ამგვარი თანამიმდევრობა ბადებს პოეტურ რიტმს და ჩვენ ვიღებთ პოეზიას. ახლა ამ წყობილ მარგალიტს დავურღვიოთ თანამიმდევრობა და მოვსპოთ რიტმი. მაშინ ხელთ შეგვრჩება პროზა: „ყველა ჩემი ფრთამალი ოცნება სათავეს იღებს ალპების მთებში“. მაშასადამე, პოეზიას ქმნის რიტმი. რიტმი პოეზიის მონარქია.
![]() |
15.36 პოეტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტიკა
მეცნიერება მხატვრული ტექსტის შესახებ, ანუ ლიტერატურის თეორია. პირობითად შეიძლება დავყოთ ორ ქვესახეობად: ლექსის პოეტიკა და პროზის პოეტიკა. ლიტმცოდნეობაში გამოიყოფა სამი სფერო, სამი დარგი: 1. ლიტერატურის ისტორია; 2. ლიტერატურის პოეტიკა; 3. ლიტერატურული კრიტიკა.
![]() |
15.37 პოლემიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლემიკა
ბერძნ. სიტყვა. კამათი და დაპირისპირება მეცნიერული, ლიტერატურული თუ პოლიტიკური საკითხების განხილვისას; პაექრობა, აზრთა შეჯახება. ვინც პოლემიკაში იღებს მონაწილეობას, მას ეწოდება პოლემისტი.
![]() |
15.38 პოლიგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიგრაფია
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს ცნება. ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელსაც ძალუძს დაბეჭდოს ყველა სახის ტექსტი, ნოტი თუ ნახატი. პოლიგრაფიაში მომუშავეს ეწოდება პოლიგრაფისტი.
![]() |
15.39 პოლითეიზმი და მონოთეიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლითეიზმი და მონოთეიზმი
ბერძნ. სიტყვები „პოლი“, ბევრი, და „მონოს“, ერთი; „თეოს“, ღმერთი. მაშ, მრავალღმერთიანობა და ერთღმერთიანობა. პოლითეიზმის საფუძველია ტოტემიზმი, ფეტიშიზმი, ანიმიზმი. იგი გავრცელდა პირველყოფილი თემის პერიოდში; შრომის საზოგადოებრივმა დანაწილებამ, მონათმფლობელობამ და შემდგომ მონარქიის შექმნამ თანდათან გამოიწვია ერთი ღმერთის კულტი, მიწიერი ღმერთის წინასახე. ამგვარია ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი და სხვ.
![]() |
15.40 პოლისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლისი
ბერძნ. სიტყვა. ძველ საბერძნეთში ქალაქი-სახელმწიფო. ასეთი რამ წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსანშიც“. აქ ქალაქი-სახელმწიფოა ქაჯეთი.
![]() |
15.41 პოლიტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
საზოგადოების მართვის ხელოვნება. მართვა ხორციელდება როგორც შინასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით. პოლიტიკაში შედის ბერძნული სიტყვა „პოლისი“, ანუ ქალაქი, სახელმწიფო. ამდენად, პოლიტიკა გამოდის სახელმწიფოს მართვა. პოლიტიკოსი ისაა, ვინც სახელმწიფო მართვას ახორციელებს.
![]() |
15.42 პოლიფონია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიფონია
ბერძნ. სიტყვა. მუსიკალური ტერმინია. რამდენიმე ხმის შეხამება ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებში; მრავალხმიანობა.
![]() |
15.43 „პოლი“ ნიშნავს მრავალს; „ფონე“ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
„პოლი“ ნიშნავს მრავალს; „ფონე“
ხმას. გურულ სიმღერათა უმრავლესობა პოლიფონიურია.
![]() |
15.44 პოლიცენტრისტული თეორია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიცენტრისტული თეორია
რასები ერთურთისაგან დამოუკიდებლად და ერთდროულად ჩამოყალიბდნენ, შემდეგ განსახლდნენ, დაიკავეს ახალ-ახალი ტერიტორიები. მონოცენტრისტული თეორიის მიხედვით, არსებობდა გაადამიანების ერთი ცენტრი, ადგილი. ამის მერე გადავიდნენო ისინი სხვადასხვა რეგიონში. ასეთ პრასამშობლოდ (წინარე სამშობლოდ) მიჩნეულია აფრიკა, ზოგის აზრით, მესოპოტამია; სხვათა მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი.
![]() |
15.45 პოპ-არტ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოპ-არტ
ინგლისური და ამერიკული ხელოვნების („ახალი რეალობის“) ერთ-ერთი მიმართულება. იგი ჩაისახა და განვითარდა 1950-იან წლებში. ამ მიმართულების წარმომადგენელთა მხატვრული ენა და გემოვნება სრულად შეესატყვისება მომხმარებლური საზოგადოების რეალიებსა და მითოლოგემას, აგრეთვე ფეხს უწყობს ამ ხალხში მტკიცედ დამკვიდრებულ პირადი წარმატებისა და წინსვლის კულტს. ეგ ხელოვნება გაჯერებულია ტექნოლოგიური და ურბანული სიმბოლიკით.
![]() |
15.46 პოპ-კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოპ-კულტურა
ხელოვნებაზე ავანგარდისტულ მოსაზრებათა ერთობლიობა. იგი ჩამოყალიბდა 1960-იან წლებში და უარყოფს წინა თაობათა გამოცდილებას; ცხოვრებასა და ხელოვნებაში ახალ ფორმა-საშუალებათა ძიება. მისი მეორეული გაგებაა: ხალხურობა, პოპულარობა, მასობრიობა.
![]() |
15.47 პორტრეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პორტრეტი
ფერწერისა და მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ავტორის სათქმელის გამოსახატავად. პორტრეტით იხატება პიროვნება, მისი ხასიათი, გარეგნობა. მაშ, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერ- წერული, გრაფიკული, სკულპტურული, ფოტოგრაფიული, სიტყვიერი აღწერა და დახასიათება.
![]() |
15.48 პოსტმოდერნიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოსტმოდერნიზმი
კულტუროლოგიის თვალსაზრისით, პოსტმოდერნიზმად მიჩნეულია 1970- 1990-იანი წლების ფართო კულტურული მიმდინარეობა. მის ორბიტაში ექცევა ფილოსოფია, ესთეტიკა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ყოველდღიური პრაქტიკა. ის, შეიძლება, მოდერნის სიახლეთა ერთგვარ რეაქციადაც კი მივიჩნიოთ. მხატვრული მოდერნის ახლებურ ავანგარდისტულ წანამძღვრებს პოსტმოდერნიზმი უპირისპირებს შემდეგს: ცდილობს თანამედროვე ხელოვნებაში ჩართოს მსოფლიო მხატვრული პრაქტიკის მთელი გამოცდილება, ოღონდ ამას აკეთებს ციტირების წესით. პოსტმოდერნიზმის ესთეტიკური პოზიცია უარს ამბობს კონცეპტუალურ აგებათა ჩაკეტილობასა და სიმკაცრეზე, შეგნებულად ახდენს ბინარული წინააღმდეგობის პრაქტიკის იგნორირებას, უფრო მეტად ენდობა მარგინალიზაციას, ღიაობას, ღირებულებათა სკალის გაუქმებას; უწინარეს ყოვლისა, ლამობს მოახდინოს კლასიკური კულტურულ-ღირებულებითი ორიენტაციის დესტაბილიზაცია.
![]() |
15.49 პოსტსკრიპტუმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოსტსკრიპტუმი
ორი ლათინური სიტყვის ნაზავია: „დაწერილის შემდეგ“. იგულისხმება ბარათის ბოლოს მინაწერი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ასე აღნიშნავენ ორი ლიტერით: P.S.
![]() |
15.50 პოსტსტრუქტურალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პოსტსტრუქტურალიზმი
ფილოსოფიური და სოციოჰუმანიტარული ცოდნის მიმართულება. იგი აღმოცენდა და ჩამოყალიბდა 1960-1980-იან წლებში; თავდაპირველად ჰქონდა კრიტიკის ფორმა, ლამობდა სტრუქტურალიზმის თვალშისაცემი ფორმალიზმის დაძლევას და თავის თავს მიიჩნევდა სტრუქტურალიზმის ყველა ტალღის გადამლახველად. მისი ძირითადი მახასიათებლებია: დეკონსტრუქცია, დეცენტრალიზაცია, კულტურის ენის დისკურსიული ანალიზი, კულტურის სივრცის ტექსტად და კონტექსტად ინტერპრეტაცია, მხატვრულ ფენომენთა სივრცით-დროებრივი საზღვრების წაშლა.
![]() |
15.51 პრაგმატიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პრაგმატიზმი
ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ჭეშმარიტად მიიჩნევს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა და არა ობიექტურ ჭეშმარიტებას. პრაგმატული მიდგომები განსაკუთრებით მიღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგ., სულ ახლახან საუდის არაბეთის მმართველი წრეების მითითებით მათსავე სა- ელჩოში დაჭრეს და დაჩეხეს ცნობილი ჟურნალისტი; მსოფლიო აღშფოთდა, ოღონდ დონალდ ტრამპმა საქვეყნოდ განაცხადა: საუდელებს ცუდი ამბავი დაემართათ, ოღონდ ეგ ქვეყანა ჩვენი ძლიერი სავაჭრო პარტნიორია და ამიტომ ამ ამბავს გაგებით უნდა მოვეკიდოთო. გადის თვეები და ამერიკის სახელმწიფო არაფერს აკეთებს დამნაშავეთა დასასჯელად, გასაკიცხავად.
![]() |
15.52 პრეისტორია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პრეისტორია
წინარეისტორია; ისტორიის ის ხანა, საზოგადოების განვითარების ის დრო, რომლის შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს.
![]() |
15.53 პრემიერა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პრემიერა
ფრანგ. სიტყვა. პირველი წარმოდგენა თეატრალური დადგმისა, ოპერისა, ბალეტისა, მუსიკალური კლიპისა და სხვ.
![]() |
15.54 პროზელიტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პროზელიტი
ბერძნ. სიტყვა. არის ის, ვინც სულ ახლახან მიიღო რომელიმე სარწმუნოება, ამავე დროს, თავგამოდებით იცავს მას. ასეთი პიროვნების კარგი ნიმუშია აბო თბილელი.
![]() |
15.55 პროლეტმწერალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პროლეტმწერალი
პროლეტარული მწერალი, ანუ მუშათა და გლეხთა უღარიბესი ფენებიდან გამოსული მწერალი, რომელიც მხარს უჭერს ჯერ სოციალისტურ რევოლუციასა და მის იდეებს, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებასა და სოციალ- დემოკრატიულ მოძრაობას. მწერლობის მემარცხენე ფრთა საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში; იდეურად და ტექნიკურად ღარიბი მესიტყვე, რომელსაც არა ნიჭი, არამედ პარტია და სახელმწიფო უჭერდნენ მხარს.
![]() |
15.56 პროტოენა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პროტოენა
უწინარესი ენა, საწყისი ენა, რომლის განშლა-განტოტვის შედეგად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ენა. ბევრ ენათმეცნიერს მიაჩნია, რომ პრაენა არც არასოდეს არსებულა და ენები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროსა და პირობებში წარმოიშვა. რაც შეეხება ქართველთა პროტოენას, ეს აშკარა ფაქტია. ქართველთა პროტოენა რამდენიმე ათასი წლის წინათ ნამდვილად ფუნქციონირებდა. დიალექტების ჩამოყალიბებისა და პროვინციების ტერიტორიული ჩაკეტვისა და დიფერენციაციის შედეგად მთავარი დიალექტები თანდათან დაშორდნენ ერთურთს და იქცნენ დამოუკიდებელ ენებად. ასე მივიღეთ ქართველური ენები: ქართული, მეგრული, სვანური, ჭანური და ქართველური ტომებისაგან ძალიან ადრე მოწყვეტილი, ესპანეთში გადახვეწილი ტომის ენა – ბასკური. ამჟამად საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი ძმაენა: ქართული, სვანური, მეგრული.
![]() |
15.57 პროტოტიპი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პროტოტიპი
პირველსახე, ნიმუში, დედანი; ნამდვილი პიროვნება, რომლის კვალობაზეც შექმნა ავტორმა ლიტერატურული პერსონაჟი (ტიპი ან სახე). მაგ., მიხ. ჯავახიშვილმა არსენა მარაბდელის პორტრეტი შექმნა თავისი დედის ძმის გარეგნობის თარგზე.
![]() |
15.58 პროფესიონალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პროფესიონალი
პირი, რომელმაც საკუთარი საქმე ზედმიწევნით იცის და ეგ საქმიანობა მთელი თავისი ცხოვრების მიზნად გაუხდია.
![]() |
15.59 პუბლიცისტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პუბლიცისტიკა
ლათ. წარმოშობის სიტყვა, ნიშნავს საზოგადოებრივს. მაშ, საზოგადოებრივი ხასიათის ფართო მნიშვნელობის ლიტერატურა (სტატია, წერილი, გამოკვლევა, ნარკვევი, წიგნი) აქტუალურ საკითხებზე. ლირიკული ლექსის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც პუბლიცისტიკა და აქტუალური თემატიკა წინ არის წამოწეული, სახელდებულია ამგვარად: პუბლიცისტურ-მომწოდებლური ლექსი. ასეთი პოეზია წინ წამოიწევს ხოლმე რევოლუციებისა და სახალხო მღელვარების პირობებში. ცნობილია ამ ტიპის მელექსენი: რუსი მაიაკოვ- სკი, ქართველები ირ. ევდოშვილი და ა. მირცხულავა. მაიაკოვსკიმ დაწერა ლექსები პასპორტზე, კომპარტიაზე, პარტიულ სხდომებზე; ევდოშვილმა შექმნა ლირიკული სტროფები 1905-1907 წლების რევოლუციაზე; ალიო მაშაშვილმა შედევრები უძღვნა ქარხანას, კომკავშირს, შრომას. აი. მისი ერთი მაჟორულ-პუბლიცისტური ლექსი: ჰა, გრაგანებენ კვლავ მანქანები, ყალყზე დგებიან, გრიგალდებიან; ტემპს რომ ხვდებიან მძლავრ გაქანებით, კომკავშირული ბრიგადებია! ლირიკული ლექსის ამ ქვესახეობას უპირისპირდება ინტიმურ-მედიტაციური ქმნილება, ვთქვათ, ტ. გრანელის ან გ. ტაბიძის არაერთი მინორული ნაწარმოები, მაგ., „მე და ღამე“.
![]() |
15.60 პურიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
პურიზმი
ძირითადად ასე ესმით: ბრძოლა ენის სიწმინდის შესანარჩუნებლად. პურიზმი უნდა გამოყენებულ იქნეს ზომიერად.
![]() |
16 ჟ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
16.1 ჟანრი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟანრი
ფრანგ. სიტყვა. ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოების სახეობა, რომელსაც ახასიათებს თავისებური სიუჟეტურ-სტილისტიკური ნიშნები. მაგ., პროზაში გამოიყოფა ჟანრები: მოთხრობა, ნოველა, რომანი; პოეზიაში – ლირიკული ლექსი, ბალადა, ეპიკური პოემა, ლირიკული პოემა, პოემა-ეპოპეა. ჩვეულებრივი პოემის ნიმუშია „ალუდა ქეთელაური“; პოემა-ეპოპეისა – „შაჰ-ნამე“ და „ვეფხისტყაოსანი“; ლირიკული პოემებია ილიას „აჩრდილი“, ალიო მირცხულავას „მე და ბარათაშვილი“, ოთარ ჭილაძის „თიხის ფირფიტები“.
![]() |
16.2 ჟარგონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟარგონი
ფრანგ. სიტყვა. თავისებური სიტყვები და გამოთქმები, რომლებსაც იყენებენ გარკვეულ წრეებში, პროფესიულ საზოგადოებაში, ანუ ერთგვარი პირობითი ენა, რომელიც გასაგებია ადამიანთა შეზღუდული ჯგუფისათვის. მაგ., მძღოლების წრეში გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ყველასათვის როდია გასაგები. ასეთებია: როტორი, აკუმულატორი, რადიატორი. ამის კარგი მაგალითია ცნობილი პოეტის გიორგი ლეონიძის ამბავი. იგი ერთ შემთხვევაზე სა- უბრობს, დასძენს: მანქანა გაგვიფუჭდა, აკუმულატორი გადაუხურდაო. პოეტს სპეციფიკური ჟარგონი, შოფრული ენა არა სცოდნია. საქმე ისაა, რომ აკუმულატორი არა ხურდება და, კიდევაც რომ გახურდეს, მანქანა მაინც იმოძრავებს. რა თქმა უნდა, გადახურდა რადიატორი, რომელშიც წყალი ასხია და სითხე ადუღდა. ჟარგონის არცოდნის გამო პოეტს ერთმანეთში აერია აკუმულატორი და რადიატორი.
![]() |
16.3 ჟიური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟიური
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. ეს გახლავთ სპეციალისტთა ჯგუფი, საგანგებოდ იმ მიზნით გამოყოფილი, რათა ადგილები და პრიზები მიანიჭოს კონკურსანტებს, გამოფენის მონაწილეებს, სხვა პირებს.
![]() |
16.4 ჟურნალისტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალისტი
ლიტერატურული მუშაკი, რომელიც მისდევს ჟურნალისტიკას, წერილებს, რეცენზიებსა და შენიშვნებს ბეჭდავს ჟურნალ-გაზეთებში. ბევრი დიდი მწერალი თავის მოღვაწეობას სწორედ ჟურნალისტიკით იწყებს. მაგ., თავდაპირველად გამოჩენილი ჟურნალისტები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ერნესტ ჰემინგუეი და მიხეილ შოლოხოვი; ჟურნალისტად მუშაობდა გამოჩენილი მწერალი გიორგი წერეთე- ლი, პირველი ქართული რომანის „პირველი ნაბიჯის“ ავტორი. რ
![]() |
17 რ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
17.1 რარიტეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რარიტეტი
ლათინური წარმოშობის სიტყვა. ძალიან იშვიათი წიგნი (სამუზეუმო ექსპონატი, ძველი წიგნი, ერთობ მცირეტირაჟიანი გამოცემა). ტერმინი განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს.
![]() |
17.2 რაფსოდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რაფსოდი
ბერძნ. სიტყვა. ძველ საბერძნეთში ასე ეძახდნენ მოხეტიალე მომღერალს (ლექსებისა და მუსიკის ავტორს). იგი ასევე აგროვებდა და იხსომებდა ეპიკურ სიმღერებს, საგმირო ამბებს. სპარსეთში ასეთ ადამიანს ერქვა ნაყალი, საქართველოში – მოშაირე, მოგვიანებით – მეფანტურე.
![]() |
17.3 რაციონალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რაციონალიზმი
ლათ. „რაციო“ გონება. შეხედულებათა სისტემა, რომელიც აღიარებს გონების უპირატესობას გრძნობებთან შედარებით; მიიჩნევს, რომ გონებაა საფუძველი ადამიანის შემეცნების, ქცევისა და მოტივაციისა.
![]() |
17.4 რეგიონული კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონული კულტურა
კულტურა, რომელიც მშობლიური, მისაღები და გასაგებია მთელი რეგიონის მოსახლეობისათვის. რეგიონი, შეიძლება, მოიცავდეს ქვეყანას, ქვეყნებს ან ქვეყნის ცალკეულ მხარეს. რეგიონული კონფერენცია, შეიძლება, გაიმართოს, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში; რეგიონული პაქტი, შესაძლოა, გაფორმდეს რეგიონულ სახელმწიფოთა (ვთქვათ, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შორის. ამ შემთხვევაში რეგიონი გულისხმობს გარკვეული გეოგრაფიული მხარის სახელმწიფოთა ჯგუფს.
![]() |
17.5 რედაქცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქცია
იგივეა, რაც რედაქტირება. ხელნაწერი ტექსტის გასწორება, ლიტერატურულ-სტილისტური დამუშავება და ჩასწორება, დასაბეჭდავად მომზადება. ამ დროს ტექსტი ისე უნდა ჩასწორდეს, არ დაიკარგოს ავტორის არც აზრი და, თუ აქვს, არც სპეციფიკური სტილი.
![]() |
17.6 რეკვიზიტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რეკვიზიტი
ლათ. სიტყვა. განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ნამდვილი ან ბუტაფორიული ნივთები, რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის დროს ანდა აუცილებელია დეკორაციების გასაფორმებლად (ტანსაცმელი, იარაღი, ჯამ-ჭურჭელი, ყვავილე- ბი, საჭმელ-სასმელი, ყანწები, დოქები, ქვევრკასრები).
![]() |
17.7 რეკლამა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რეკლამა
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ეს გახლავთ განცხადება, პლაკატი, რადიოგადაცემა, საგანგებო კლიპი, რომელთა მეშვეობითაც მაყურებელს მიიზიდავენ. გარდა ამისა, ამ ვითარებაში ხდება ვისიმე ან რისამე შექება, მოწონება მისთვის სახელის მოხვეჭის მიზნით.
![]() |
17.8 რელიგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგია
ლათ. სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობით „კავშირი“, „შეკავშირება“. იგულისხმება კავშირი ადამიანსა და ზენაარს შორის. არამეცნიერული, მხოლოდ რწმენასა და განცდაზე დამყარებული ზებუნებრივი ძალის არსებობის იმედი, მოლოდინი.
![]() |
17.9 რენესანსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რენესანსი
ფრანგ. სიტყვა. XIV-XVI საუკუნეების ევროპის ქვეყნებში (უპირველესად – იტალიაში) კულტურულ-იდეოლოგიური განვითარების პერიოდი. მისთვის დამახასიათებელია კაპიტალისტური ურთიერთობების მძლავრი განვითარება და ამასთან დაკავშირებით მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება, მისი აღორძინება, ადამიანობისა და ადამიანური საწყისების წინ წამოწევა; რაც მთავარია, ძველ, ანტიკურ ნიმუშებ- ზე დაყრდნობით ახალი პროგრესული იდეების აგიტაცია-პროპაგანდა. ამ გაგების რენესანსი XII საუკუნის საქართველოში არ არსებობს. იმ დროის კულტურა და ლიტერატურა აგრძელებდა ქართული ლიტერატურის ჩვეულებრივ აღმავალ ხაზს. ამავე დროს, რუსთველს არავითარი ანტიკა არ აუღია საფუძვლად. ევროპული ტიპის რენესანსი ჩვენში განხორციელდა მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში. ამ დროის მწერლობა მართლაც გამოცოცხლდა. სავაჭრო-კაპიტალისტური ურთიერთობები უკეთ აეწყო. ამ დროის მწერლებმა ქართულ ანტიკად გამოაცხადეს რუსთველის პოემა. ამ პოსტამენტზე დაყრდნობით მართლა მოახდინეს ერთგვარი რენესანსი, ანუ ქართული აღორძინება. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ვარსკვლავური სახელები: თეიმურაზ I, არჩილი, იაკობ შემოქმედელი, სულხან ორბელიანი, ვახტანგ მეექვსე, დავით გურამიშვილი.
![]() |
17.10 რეპრესია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რეპრესია
ლათ. სიტყვაა და ნიშნავს დათრგუნვას, დასჯას. სახელმწიფო ორგანოების მიერ კულტურის ურჩ მუშაკთა დასჯითი ღონისძიება (სამსახურიდან გაგდება, დაპატიმრება, სიკვდილით დასჯა, გადასახლება). ასეთი ღონისძიებები ჩვე- ულებრივი ამბავია დიქტატორულ სახელმწიფოში, მაგ., საბჭოთა კავშირში. რეპრესიების ტალღებს შეეწირნენ მიხ. ჯავახიშვილი, ტიც. ტაბიძე, რეჟისორი ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი და სხვები; რეპრესიების უნებლიე მსხვერპლი გახდა პ.იაშვილი.
![]() |
17.11 რესტავრაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რესტავრაცია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს „აღდგენას“. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ჟამთა ვითარებაში დაზიანებული არქიტექტურული ძეგლის, ხელოვნების ნაწარმოების, არქეოლოგიური ნივთისა და უძველესი ხელნაწერისა თუ წიგნის აღდგენა, პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ამ საქმის სპეციალისტს ეწოდება რესტავრატორი.
![]() |
17.12 რეცენზია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რეცენზია
ლათ. სიტყვა, ნიშნავს „განხილვას“. ლიტერატურული თუ სამეცნიერო ტექსტის, სპექტაკლის, კინოსურათის გარჩევა, განხილვა, ავ-კარგის შეფასება. ის, ვინც რეცენზიასა წერს, არის რეცენზენტი.
![]() |
17.13 რითმა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რითმა
ბერძნ. სიტყვა. ლექსის სტრიქონების ბოლოში ერთნაირი ბგერათკომპლექსების თავმოყრა წინასწარგანზრახვით. ეს ხერხი ლექსის უკეთ დახსომებას უწყობს ხელს; მეორეც, უკეთ გვამახსოვრდება ხაზგასასმელი სიტყვა; მესა- მეც, რითმა ხელს უწყობს რიტმის მდინარებას, განვითარებას. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს უბრალო ჯარისკაცი და გენერალი. რითმა ლექსის ჯარისკაცია, რიტმი – გენერალი. ურითმოდ ლექსი მაინც არსებობს, მაგ., თეთრი ლექსი. ურიტმოდ კი ლექსი კვდება და ხელთა გვრჩება პროზაული ტექსტი. ამრიგად, რიტმი სხვაა, რითმა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი.
![]() |
17.14 რიტორიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რიტორიკა
ბერძნ. სიტყვა. ორატორია, მჭევრმეტყველება, ეფექტიანი მეტყველებისა და ზეპირი გამოსვლის ხელოვნება, აღნიშნულის თეორია; მეცნიერება მჭევრმეტყველების შესახებ.
![]() |
17.15 რიტუალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რიტუალი
ლათ. სიტყვა. სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.
![]() |
17.16 როკ-კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
როკ-კულტურა
ახალგაზრდული სუბკულტურის მოვლენა. იგი წარმოიშვა 1960-იანი წლების ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვს ახალი მუსიკალური სტილი, გამოხატავს ნონკონფორმისტულ პათოსს. მისი ძირითადი ბირთვია კონტრკულტურა.
![]() |
17.17 რუბიკონის გადალახვა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რუბიკონის გადალახვა
ურყევი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. სახელწოდება მოდის მდინარე რუბიკონის სახელი- დან. იულიუს კეისარი თავისი სახელოვანი ლაშქრით ამ მდინარესთან იდგა. წყლის გადალახვა ნიშნავდა რომსა და სენატთან დაპირისპირებას, სამოქალაქო ომს. მან მიიღო რთული და ძნელი გადაწყვეტილება, გადაელახა რუბიკონი და დაპირისპირებოდა სენატს.
![]() |
17.18 რუსიფიკაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რუსიფიკაცია
იგივე რუსიფიცირება. მეფის რუსეთში არსებული ტენდენცია: ადგილობრივი (ნაცმენური) კულტურების დათრგუნვა და მათ ნაცვლად რუსული ენისა და კულტურის იძულებით დანერგვა არარუს ხალხებში.
![]() |
17.19 რუსოფილი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რუსოფილი
რუსთა და ყოველივე რუსულის მოყვარული.
![]() |
17.20 რუსოფობი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
რუსოფობი
რუსთა და ყოველივე რუსულის მოძულე.
![]() |
18 ს - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
18.1 საარტიკულაციო ბაზისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
საარტიკულაციო ბაზისი
სამეტყველო ორგანოების მოქმედების საფუძველი, რომელიც აქვს ადამიანს, ხოლო ნაწილობრივ ან სრულიად არ გააჩნია ცხოველს. ამიტომაც ცხოველი ვერ ანაწევრებს ბგერებს, ვერ წარმოთქვამს სიტყვებს.
![]() |
18.2 საინფორმაციო კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
საინფორმაციო კულტურა
1. ერთობლიობა ქცევის იმ ნორმების, წესებისა და სტერეოტიპებისა, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას; 2. ცნება, რომელიც ახასიათებს კულტურას იმ თვალსაზრისით, თუ მის ჩარჩოებში არსებულ (მოქცეულ) ინფორმაციას როგორ აგროვებს, გადაამუშავებს და გადასცემს.
![]() |
18.3 საკრალური - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
საკრალური
ლათ. სიტყვა, ნიშნავს წმინდას, აკრძალულს. უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია რელიგიურ კულტსა და რიტუალთან. კულტუროლოგიურად: უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი კატეგორია, რომელიც გულისხმობს ყოფიერების სფეროსა და შემეცნებით აღქმულის გამიჯვნას, როცა საგანს ენიჭება საკრალური სულიერი შინაარსი, უფრო ძვირფასი ხდება, ვიდრე მისი ფიზიკურ-არსობრივი ღირებულე- ბაა. მაგ., გარდაცვლილი ძვირფასი დედის ნაჩუქარი თითბრის ბეჭედი დროთა განმავლობაში საკრალურ ღირებულებასა და დანიშნულებას იძენს. დაახლოებით იგივეა ტერმინი საკრამენტული.
![]() |
18.4 სალონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სალონი
ფრანგ. სიტყვა. აქვს მრავალი მნიშვნელობა. ესე იგი, პოლისემიური ერთეულია („პოლი“ მრავალი, „სემიო“ მნიშვნელობა). კულტუროლოგიური ასპექტით, საგულისხმოა შემდეგი გაგება: მხატვრულ ნაკეთობათა, ხელოვნების ნაწარმოებთა მაღაზია, ასევე სალონური წრე, რომელშიც ერთიანდებიან მწერლები, სხვადასხვა დარგის ხელოვანნი, პოლიტიკური მოღვაწეები, სისტემატურად რომ იკრიბებიან ვისიმე სახლში. ამ მხრივ მე-19 საუკუნის საქართველოში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი სალონი: ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანისა. გადმოცემით, პოემა „ბედი ქართლისა“ ბარათაშვილს ალ. ჭავჭავაძის სალონში წაუკითხავს პირველად. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია (სტრ) – ფართო შინაარსის მქონე ცნება. ტექნიკისა და მეცნიერების მძლავრი განვითარება მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) გამოისობით, რაკიღა ომი და მსგავსი კატაკლიზმები იწვევს ტექნიკის ერთბაშად განვითარებას. მარქსიზმის კლასიკოსი ვ.ი. ლენინი საგანგებოდ მიუთითებდა: მშვიდობიანი ცხოვრების დროს რომ ტექნიკა და სამეცნიერო აზრი ვითარდება 20 წელიწადში, იმდენს ვითარდება იგი ომის პირობებში 5-6 წლის განმავლობაშიო. ტექნიკისა და მეცნიერების ამგვარი პროგრესი ავტომატურად იწვევს სოციოკულტურულ პროცესებს, კერძოდ, სოციალური და კულტურული სფეროების განვითარებას, არნახულ დაწინაურებას.
![]() |
18.5 სანსარა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სანსარა
სანსკრიტული ტერმინი-კატეგორია. ხეტიალი, ცოცხალი არსების მუდმივი მოძრაობა, წრებრუნვა, სულთა გადასახლება. ამ დროს სული წვალობს, ჯახირობს, ირჯება. აქედან ჩამოყალიბდა ქართული სიტყვა სამსალა, იგივე შხამი, საწამლავი. არსებობს გამოთქმა: სამსალა დალია, სამსალა შესვაო; არის კომპოზიტი შხამსამსალა. „ვეფხისტყაოსანშია“: „ავთანდილ იტყვის: „მომკლაო სოფლისა მე სამსალამა“.
![]() |
18.6 სელექცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სელექცია
ლათ. სიტყვა. გადარჩევა, ცხოველ-მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება ან ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევით, შეჯვარებით. ეს პროცესი გახლავთ ადამიანური გონების კრეატიულობის ფაქტი, რაც, როგორც ვიცით, პიროვნების კულტურიზაციას გულისხმობს. ამიტომ კულტუროლოგიაში სელექციას ხვნის (კულტივაცია) შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
![]() |
18.7 სემიოტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სემიოტიკა
იგივეა, რაც სემიოლოგია, ანუ „ნიშანთა მოძღვრება“. ენობრივი ნიშნებისა და ნიშანთა სისტემის თეორია. იგი შეისწავლის ნიშანთა სისტემას, როგორც ადამიანთა შორის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს საშუალებას, და ამით შეისწავლება კომუნიკაციის კულტურაც.
![]() |
18.8 სემირამიდას ბაღები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სემირამიდას ბაღები
ძველი მსოფლიოს ერთერთი შვიდ საოცრებათაგანი (ჰეროდოტეს მიხედით). ე.წ. „დაკიდული ბაღები“ ბაბილონში. მათი მოწყობა მიეწერება ასირიის (დღევანდელი სირია) ლეგენდარულ დედოფალ სემირამიდას.
![]() |
18.9 სეპარატიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სეპარატიზმი
ფრანგ. სიტყვა. განცალკევებისა და გამოყოფისაკენ სწრაფვა. ჩვეულებრივ, ატარებს უარყოფით ელფერს. თანამედროვე მსოფლიოში ამ მისწრაფებებს ამჟღავნებენ: ესპანეთში –
![]() |
18.10 ბასკები; მოლდოვაში - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ბასკები; მოლდოვაში
გაგაუზები; საქართველოში – აფხაზები; ინგლისში – ირლანდიელები.
![]() |
18.11 სილაბურ-ტონური ლექსთწყობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სილაბურ-ტონური ლექსთწყობა
ისეთი ლექსთწყობა, რომელიც დამყარებულია „სილაბის“ (მარცვლის, ხმოვნის რაოდენობასა) და „ტონის“ (მახვილის) ერთიანობაზე. სწორედ ასეთია ქართული ლექსთწყობა. სილაბურია ისეთი ლექსთწყობა, სადაც მხოლოდ მარცვალთა რაოდენობა ქმნის პოეზიას. ასეთია, მაგალითად, არაბული.
![]() |
18.12 სიმბოლო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სიმბოლო
ბერძნ. სიტყვა. ნიშანი, რომელიც არა მარტო მიუთითებს ობიექტზე, არამედ, ამასთანავე, თავის თავში ატარებს დამატებით აზრს: გამოხატავს ამ ობიექტის განმარტებასთან დაკავშირებულ საერთო იდეასა და გააზრებას. მაშასადამე, სიმბოლოს აქვს პრეტენზია უფრო მეტი გამოხატოს და თქვას, ვიდრე ის ობიექტია თავისთავად, რომელსაც აღნიშნავს და გამოხატავს. ამიტომაცაა: სიმბოლისტები სიმბოლოთა სისტემის მომარჯვებით ცდილობდნენ მოსწყვეტოდნენ უხეშ მარტივ რეალობას და ნებისმიერ ობიექტზე მეტი ეთქვათ, ვიდრე ამას რეალისტები ახერხებდნენ. საგნის სიმბოლური გააზრება ამის საშუალებას მართლაც იძლევა. ამის კარგი მაგალითია ილიასა და გალაკტიონის მიერ ნახმარ სიტყვათა შედარება. ილიასეული „მთვარე“ მხოლოდ ერთ, ყველასათვის ნაცნობ და გასაგებ შინაარსს ატარებს, ხოლო გალაკტიონისეული აუარებელ ნიუანსსა და გაგებას შეიცავს; აკაკის „მეფე“ ერთადერთ შინაარსს გულისხმობს, გალაკტიონისა სწორედ ერთადერთ გაგებას გამორიცხავს. ამიტომაცაა: რეალისტის ტაეპის შესახებ დასმულ შეკითხვას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს, სიმბოლისტური ტაეპის შესახებ დასმულ კითხვას კი იმდენი სწორი პასუხი ეძებნება, რამდენი მკითხველიცაა ამქვეყნად. ამრიგად, სიმბოლიზმი, როგორც მეთოდი, გამოხატვის ბევრად უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე – რეალიზმი.
![]() |
18.13 სიმულიაკრი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სიმულიაკრი
არარსებული სინამდვილის სახე, ვირტუალური სინამდვილე. ჰიპერრეალისტური ობიექტი, რომლის უკან არა დგას არავითარი რეალობა. ეს გახლავთ პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ერთ-ერთი საკვანძო ცნება.
![]() |
18.14 სინკრეტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სინკრეტიზმი
ბერძნ. სიტყვა. გაერთიანება, შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის ეტაპზე გვხვდება, იგივეა, რაც ეკლექტიზმი. მაგ., მაჭარს სინკრეტული სახე აქვს: იქ ერთმანეთშია არეული ჭუჭყი და სასარგებლო ნივთიერებები; მოგ- ვიანებით, დუღილის პროცესში, ჭუჭყი და სხვა არასაჭირო ელემენტები გადმოიღვრება და რჩება სუფთა ღვინო, ყველაზე წმინდა სითხე დედამიწაზე.
![]() |
18.15 სიუჟეტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სიუჟეტი
ფრანგ. სიტყვა. ერთი ან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ამბავი, რაც შეადგენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს და გამოავლენს პერსონაჟთა ხასიათს, მიზნებს. ნოველას აქვს ერთადერთი ამბავი. მაშ, მისი სიუჟეტი მარტივია, სამაგიეროდ რთულია სიუჟეტი რომანისა. ავიღოთ „ვეფხისტყაოსანი“. აქ გვხვდება რთული სიუჟეტი, რომელიც შეიცავს ერთმანეთში გადახლართულ რამდენიმე ამბავს: ინდოეთის ამბავი, არაბეთის ამბავი, ქაჯეთის ციხექალაქის ამბავი, გულანშაროს ამბავი და ა.შ.
![]() |
18.16 სკაბრეზი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სკაბრეზი
სკაბრეზული გამოთქმა, ესე იგი, უწმაწური, უზრდელური სიტყვა, სიტყვათა წყობა თუ მთელი ფრაზა ან ლექსიც კი. მაგ., „ვეფხისტყაოსანში“ არის ვითარება, როდესაც განრისხებული მამიდა დავარი ნესტანს ბოზობას, გარყვნილებას აბრალებს. დავარი უშვერი სიტყვებით მიმართავს ძმისშვილს: „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!“ მეორე შემ- თხვევა ასეთია: რამაზ ხატაელმა ერთხელ უღალატა ტარიელს. ლომგმირმა ეს აპატია დამნაშავეს; მან ფიცი დადო: მეტს აღარ გიღალატებო. მაინც უღალატა. ამის გამო განრისხებული ტარიელი მას პირით და არა ტანით ბოზს ეძახის: „პირბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან, მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან“. სკაბრეზს ფაქიზად უნდა იყენებდეს მწერალი. ის არ უნდა გახდეს ვულგარულობის ნიმუში. ასე იქცევა მწერალი ადამ ბოლდუელი, როცა რომან „კეისარში“ ახალგაზრდა ქალიშვილს მისი ქედმაღლური ქცევით გაბრაზებული ჭაბუკი პოეტი ასე მიმართავს: მაისი ისე ალმასობს, სკდება კვირტები მფეთქავი; თვრამეტი წლის ხარ, ლამაზო, დადიხარ გაუხეთქავი.
![]() |
18.17 სკეპტიციზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სკეპტიციზმი
იგივე ნიჰილიზმი; იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას; კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, ეჭვიანობა.
![]() |
18.18 სოციალიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალიზაცია
კულტუროლოგიური თვალსაზრისით: ინდივიდის მიერ სოციოკულტურული
![]() |
18.19 გამოცდილების - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
გამოცდილების
სოციალური ნორმების, ღირებულებების, ქცევის ნიმუშების, ჩვევების, ადათწესების, კულტურული ტრადიციების, კოლექტიური წარმოდგენების, რწმენისა და სხვათა შეთვისებისა და აქტიური აღწარმოების პროცესი.
![]() |
18.20 სოციალისტური რეალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალისტური რეალიზმი
იგივე კრიტიკული რეალიზმი, ოღონდ სოციალიზმის პირობებში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.
![]() |
18.21 სოციოკულტურული კომუნიკაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სოციოკულტურული კომუნიკაცია
სოციოკულტურული საქმიანობის სუბიექტებს შორის ურთიერთქმედების პროცესი იმ მიზნით, რათა გადასცენ ანდა გაცვალონ ინფორმაცია მოცემულ კულტურაში მიღებული ნიშანთა სისტემის მეშვეობით.
![]() |
18.22 სოციოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სოციოლოგია
შედგება ორი ლათ. სიტყვისაგან: „საზოგადოება“ და „მოძღვრება“. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების (სოციუმის) განვითარებას, ამ განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს.
![]() |
18.23 სტანდარტიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტანდარტიზაცია
საყოველთაო ერთიანი კულტურული სტანდარტების შემოღება-დამკვიდრების პროცესი.
![]() |
18.24 სტენდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტენდი
ინგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს ცნება. დაფა, რომელზედაც არტეფაქტული ექსპონატებია მოთავსებული სახალხო ჩვენებისათვის.
![]() |
18.25 სტიგმა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტიგმა
მყარად ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება რაიმეს ან ვისიმე მიმართ იმისი ავადმყოფობის ან ქცევის გამო. მაგ., ვიჩ-ინფექციით დაავადებულთა ან ჭლექიანთა მიმართ აუტანელი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოვლენა.
![]() |
18.26 სტილი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტილი
ბერძნ. სიტყვა. ხელოვნებაში: ამა თუ იმ კოლექტივის, ეპოქის, მიმართულების ან ცალკეული შემოქმედისათვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობა, მხატვრულ-ემოციური თავისებურებანი, რასაც განაპირობებს ერთიან, მსგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ თუ სხვა ვითარებაში ყოფნა. ეს არის სტილის ფართო გაგება. უფრო ვიწრო გაგებით, ეს არის ენობრივ-გრამატიკული საგანგებო საშუალებების გამოყენება ამა თუ იმ მწერლის მიერ. აქედან გამოთქმა: ილიას სტილი, აკაკის სტილი, კ. გამსახურდიას სტილი; რომანტიკოსთა სტილი, იმპრესიონისტული მანერა და ა.შ.
![]() |
18.27 სტილისტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტილისტი
პირი, რომელიც დახელოვნებულია ლიტერატურული ტექსტების ენობრივ დახვეწაში, კარგად ფლობს სალიტერატურო ენას, იცის გრამატიკული წესები, აქვს ენობრივი ალღო. გამოცდილი და კარგი სტილისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ენათმეცნიერი და მწერალი, რადგან სტილში ერთბაშად აერთებს ლიტერატურულ და ენათმეცნიერულ ცოდნას.
![]() |
18.28 სტრუქტურალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტრუქტურალიზმი
ლათ. სიტყვა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ლინგვისტიკა, ლიტერატურისმცოდნეობა, ისტორია, ეთნოგრაფია და სხვ.) წიაღში აღმოცენებული მიმართულება. იგი ჩაისახა 1920-იან წლებში; იყენებს სტრუქტურულ მეთოდს, ესე იგი, ცდილობს მხატვრულ ფაქტში აღმოაჩინოს სტრუქტურები, მიმართოს მოდელირებას, მოიმარჯვოს სემიოტიკის ელემენტები, გამოიყენოს ფორმალიზაცია და მათემატიზაცია; კულტურას უყურებს, როგორც ნიშანთა სისტემის ერთობლიობას. ბოლო დროის გამოკვლევებში (აკ. გაწერელია, ს. სიგუა) გამოთქმულია ეჭვი ამგვარი სტრუქტურული კვლევების ესთეტიკურ და ემოციურ სარგებლიანობაზე, რადგან სტრუქტურის ძიება და მისი ფორმა-სისტემის დადგენა სულაც არ განაპირობებს, ვთქვათ, ლირიკული ლექსის ესთეტიკურ-ემოციური რაობის შეცნობას, ვერ ზომავს მკითხველის გულსა და გონებაზე მისი ზემოქმედების ძალას. თანამედროვე ქართველი ავტორების აზრით, სტრუქტურალიზმი დარჩა მექანიკურ, მშრალ, სქემაში ჩაკეტილ კვლევით მიმართულებად, რომელიც ადამიანის (მკითხველის) სულსა და გულს არაფერს ჰპირდება. კიდევ მეტი, სტრუქტურული კვლევისას ერთნაირი შედეგი გვეძლევა, მაგ., პატრიოტულ თემაზე დაწერილი უსუსტესი და უძლიერესი ქმნილების გარჩევის დროს. სხვაგვარად: ერთნაირ თემაზე დაწერილ ერთნაირი მოცულობის უსუსტეს და უძლიერეს ლიტერატურულ ტექსტს , შეიძლება, ერთნაირი სტრუქტურა აღმოაჩნდეს. სტრუქტურალიზმს მეტი შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ენის შესწავლის დროს, როცა საქმე არ ეხება სიტყვის ემოციურ სარჩულს, კონტექსტში ცნების ესთეტიკურ შინაარსსა და მხატვრულ თავისებურებას. ლექსი და, საზოგადოდ, მხატვრული ქმნილება ემოციათა სამყაროა და აქ მშრალი სტრუქტურა და მათემატიკური გამოთვლა ამაოა. კიდევ ერთი მაგალითი: ათმარცვლიანი საზომით არის შესრულებული გალაკტიონის „მამული“ და კ. კალაძის „სამშობლო“. მათემატიკურ-სტრუქტურულად ამ ორ ლექსში ყველაფერი ზედმიწევნით ერთნაირია, ოღონდ პირველი განიალურია, მეორე – ერთობ სუსტი და უსახური.
![]() |
18.29 სტუდია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სტუდია
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. აღნიშნავს ბევრ რასმე და ყველა მათგანი კულტურას უკავშირდება: მხატვრის ან მოქანდაკის სახელოსნო; სკოლა, რომელიც ამზადებს მხატვრებს ან მსახიობებს; თეატრი, სადაც დამწყები მსახიობები თამაშობენ; კინოსტუდია ან რადიოსტუდია.
![]() |
18.30 სუბიექტივიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სუბიექტივიზმი
საგანგებო დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანის, ნებისმიერი მოვლენისადმი, როცა სუბიექტის როლი და მნიშვნელობა გადაჭარბებულად არის შეფასებული.
![]() |
18.31 სუბკულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სუბკულტურა
კულტურის საგანგებო, თავისებური ფორმა; გაბატონებული კულტურის წიაღში სუვერენული ერთიანი წარმონაქმნი, რომელიც გამოირჩევა საკუთარი ღირებულებითი განწყობით, ჩვევით, ნორმებითა და ქცევის სტანდარტებით.
![]() |
18.32 სუბლიმაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სუბლიმაცია
ლათ. „სუბლიმო“ – ვამაღლებ. კულტუროლოგიური თვალთახედვით: ადამიანის ეფექტიანი გატაცებების მიერ მოგვრილი ფსიქიკური ენერგიის სოციალურ საქმიანობასა და მხატვრულ შემოქმედებაზე გადართვის პროცესი.
![]() |
18.33 სფინქსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სფინქსი
ბერძნ. სიტყვა. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი სამი მნიშვნელობა: 1. ძველ ეგვიპტეში შექმნილი უზარმაზარი ქვის ფიგურა – ადამიანის თავიანი მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახიერება); 2. ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი არსება, რომელსაც ტანი
![]() |
18.34 ლომისა აქვს, თავი და მკერდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ლომისა აქვს, თავი და მკერდი
ქალისა. იგი ხოცავდა მგზავრებს, რომლებიც ვერ გამოიცნობდნენ მიცემულ გამოცანას; 3. საიდუმლოებით მოცული ვინმე ან რაიმე, გამოცანა, პრობლემა და ა.შ.
![]() |
18.35 სცენა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სცენა
ბერძნ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. თეატრალური წარმოდგენისთვის საჭირო ამაღლებული ადგილი; თეატრალური წარმოდგენის ერთი ნაწილი, მონაკვეთი; ლიტერატურული ნაწარმოების, ნახატის ერთი ცალკე ეპიზოდი, მონაკვეთი; საერთოდ, რაიმე ამბის მოკლე მონაკვეთი. მაგ., ეჭვიანობის სცენა, სასიყვარულო სცენა და ა.შ.
![]() |
18.36 სციენტიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სციენტიზმი
ლათ. სიტყვა, ცოდნა, მეცნიერება. მსოფლმხედველობითი პოზიცია, რაიც გულისხმობს მეცნიერების, ცოდნის როლისა და ადგილის აბსოლუტიზაციას კულტურის სფეროში, სისტემაში. გამომდინარეობს იქიდან, რომ მიაჩნია: ცოდნასა და მეცნიერებას ძალუძს ყველა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა. იგი კულტურაში შეიჭრა XIX საუკუნის ბოლოს. ტ
![]() |
19 ტ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
19.1 ტაბუ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბუ
შიშის გამოისობით გარკვეულ სახელთა აკრძალვა. ამ აკრძალვის დარღვევა, ცრურწმენის მიხედვით, იწვევს ზებუნებრივი ძალების რისხვას, სასჯელს. მაგ., უნდა წარმოთქვა ღმერთი კი არა, ზენაარი; გველი კი არა, უხსენებელი; მკვდარი კი არა, მიცვალებული; კუბო კი არა, სასახლე.
![]() |
19.2 ტაჯ-მაჰალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტაჯ-მაჰალი
XVII საუკუნის არქიტექტურის ხელთუქმნელი ძეგლი ინდოეთში, აგრაში. ის არის მავზოლეუმის ტიპის ქმნილება, რომელიც მიიჩ- ნევა შუა საუკუნეების მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად. მასში განისვენებენ სულთანი შაჰ-ჯაჰანი და მისი მეუღლე.
![]() |
19.3 ტერმინოლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტერმინოლოგია
ბერძნ. „ტერმინი“ და „მოძღვრება“. მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რომელიმე დარგში გამოყენებულ ტერმინთა ერთობლიობა.
![]() |
19.4 ტესტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტესტი
ინგლ. სიტყვა, გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდის პირს მისი გონებრივი განვითარების, ცოდნა-მიდრეკილებისა და სხვა თვისებების გამოსავლინებლად.
![]() |
19.5 ტექნოსფერო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოსფერო
სინამდვილის არეალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტექნიკის გამოყენება. ტერმინი გაჩნდა 1940-1950-იან წლებში; მიმართავენ მაშინ, როცა სწადიათ თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის დახასიათება, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია საქმიანობის ყოველ სფეროში რთული სამანქანო ტექნიკის შეღწევა.
![]() |
19.6 ტექსტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტექსტი
სემიოტიკური სფეროს ცნება. ნებისმიერი საგანი ანდა პროცესი, რომელიც, როგორც კულტურული ფენომენი, თავის თავში ატარებს რო- მელიმე ნიშანთა სისტემით კოდირებულ სოციალურ ინფორმაციას.
![]() |
19.7 ტიპი და სახე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპი და სახე
კულტუროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ტიპის ასეთი განმარტება: მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები, არაერთი თვისება. მაშ, ტიპი ზოგადი სახეა. უფრო კონკრეტული და ვიწროა სახე. სახე არაა განზოგადებული მოვლენა. ამრიგად, ტიპი ქმნის ტიპური გარემოს სურათს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თუ შეიძლება ითქვას, ტიპი კარგად დამწიფებული სახეა. მაგ., ტიპია ლუარსაბ თათქარიძე, სამაგიეროდ არა ტიპი, არამედ კონკრეტული, არაგანზოგადებული სახეა იმავე მოთხრობის პერსონაჟი მოურავი. სახე ხშირად მოიხსენიება, როგორც ხასიათი.
![]() |
19.8 ტიპიკონი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპიკონი
იგივე ტიბიკონი, ანუ საეკლესიო წესთა კრებული. IX საუკუნეში მის შესადგენად ბევრს ირჯებოდა გრ. ხანძთელი. მან იერუსალიმის ტიპიკონი სხვას ჩამოატანინა, თვითონ საბერძნეთში წავიდა, იქაური წესები წამოიღო, ორივე ერთმანეთს შეაწამა და ისე შეადგინა ქართული საეკლესიო წესდება. შემდეგ იგი ყველა ეკლესიაში გაავრცელა.
![]() |
19.9 ტიპოლოგია კულტურათა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპოლოგია კულტურათა
სამეცნიერო მეთოდი, რომლის საფუძველია კულტურის განვითარების პერიოდებად (საფეხურებად) დასისტემება, როცა მხედველობაშია მიღებული ამ განვითარების ყველაზე ზოგადი ნიშნები და თვისებები.
![]() |
19.10 ტოლერანტობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტოლერანტობა
ლათ. სიტყვა. მომთმენლობა, შემწყნარებლობა; სხვისი აზრების, რწმენის, ჩვეულებების, სხვა ეროვნებების შემწყნარებლობა და მიღება, მათთან ნორმალური ცივილური კავშირის დამყარება. ამ თვისებას, ტოლერანტობას, დღეს უდიდესი ყურადღება ექცევა. მიჩნეულია, რომ ისტორიის წიაღ ქართველი ერი სწორედ ტოლერანტობით გამოირჩეოდა. ცნობილი ქართული სიმღერაა: „კაცი იყავ კაცური და, სადაც გინდა, იქ ილოცე!“
![]() |
19.11 ტოპონიმიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტოპონიმიკა
ბერძნ. სიტყვები: ადგილი და სახელი. ადგილის სახელთა ერთობლიობა; ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებს სწავლობს.
![]() |
19.12 ტოტალიტარული კულტურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტოტალიტარული კულტურა
ტოტალიტარული (საყოველთაო დიქტატის მოქმედების ვითარება) რეჟიმების ოფიციალური კულტურა. ტოტალიტარული რეჟიმები ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა 1920-1950-იან წლებში.
![]() |
19.13 ტოტემი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტოტემი
ამერიკელ ინდიელთა ცნებაა. ნიშნავს ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში ცხოველის ან მცენარის თაყვანისცემას. ტოტემს (ან ცხოველს, ან მცენარეს) თაყვანსა სცემენ, როგორც ამ ტომის წინაპარსა და მფარველს. ტოტემი არ უნდა მოეკლათ, არ უნდა მოეჭრათ და დაეწვათ; ავსტრალიურ ტომებში 700-მდე ტოტემს ასახელებენ. მათი უდიდესი ნაწილი ცხოველები და მცენარეებია. ზოგჯერ ტოტემის სახელი ტომთა ან ადგილთა სახელად იქცეოდა. ამის მაგალითი გვაქვს საქართველოში. კერძოდ, ვარძიაში ოდესღაც ვერძის (მამალი ცხვარი) კულტი ჰქონდათ. აქედან დადგინდა ამ ადგილის სახელი ამგვარი გზით: ვერძია→ვარძია. ქართველთა შორის ამგვარი ტოტემი ბევრი რამ იყო, განსაკუთრებით კი – მუხის ხე. ამის გამო იხილეთ მსჯელობა „ჭყონდიდზე“.
![]() |
19.14 ტრაგედია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგედია
ბერძნ. სიტყვა. დრამატული სიუჟეტის მქონე ნაწარმოები, სადაც ასახულია დაუძლეველი კონფლიქტი, ძლიერ ვნებათა შეჯახება.
ტრაგედიის ერთი განმსაზღვრელი დებულება ესეცაა – ტრაგედიაში კვდება გმირი ან მეფე. მეფე კი იგივე გმირია, დიდი პიროვნებაა. ამ მხრივ
საგულისხმოა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა რაგედია უგმიროთ“. ამ სათაურის მთელი ეშხიც ისაა, რომ გვეუბნება: აქაც ტრაგედია ხდება,
ოღონდ გმირი არსადაა. აბა, რა გმირია მამა, რომელმაც ჩვილ შვილებს მჭადი შეუჭამა?!
![]() |
19.15 ტრადიცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრადიცია
ლათ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, „გადაცემა“. ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფა-ქცევის ნორმები, შეხედულებანი, კულტურული ელემენტები და სხვ.
![]() |
19.16 ტრანსავანგარდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანსავანგარდი
პოსტმოდერნისტული ფერწერული მიმდინარეობა. მისი ესთეტიკური კრედო გულისხმობს პიროვნული საწყისის დაპირისპირებას ნეოავანგარდიზმთან; ახალი ფერწერის ფიგურალურობისა და ექსპრესიულობის, ესთეტიკური ტკბობის წინ წამოწევა, წარსულის მხატვრული სტილისტიკის ცალკეულ ელემენტთა თავისუფალი ურთიერთშეთანხმება და ვარირება. უ
![]() |
20 უ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
20.1 უზუსი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
უზუსი
ლათ. usus. აღიარებული და დადგენილი ჩვეულება, წესი; განსაკუთრებით საინტერესოა სამეტყველო კულტურის უზუალური ელემენტები და მომენტები. უზუსი სამეტყველო ენას მონოტონურობისა და სიმშრალისაგან იცავს, შეაქვს ენაში სიხალისე, მოქნილობა, საამისოდ იყენებს უზუალურ საშუალებებს. ყოველ ენას თავისებური უზუალური საშუალება და ხერხი მოეპოვება. მაგალითად, ერთი რუსული ლექს-სიმღერა იწყება ასე: „а у нас во дворе...“ აქ ყველა სიტყვა და ასო-ბგერა აუცილებელი და საჭიროა, გარდა ერთისა. ეგ ერთია ხმოვანი „а“. აზრობრივად ის არაფრის მაქნისია, ოღონდ იწყებს ფრაზას და გვევლინება სასიგნალო ერთეულად, იმის მაუწყებლად, რომ უნდა გაისმას რაღაც ფრაზა, რაღაც აზრი გახმიანდეს, ეს „а“ არის უზუალური ელემენტი. იგი ძალიან ხშირად გამოიყენება. იმავე ფუნქციას ასრულებს „ну“. ჩვენ სულ უკანასკნელ ხანამდე არა ვიცოდით, თუ რატომ იწყებოდა „შუშანიკის წამება“ ბგერათკომპლექსით „და“. ფიქრობდნენ, რომ ეს იყო კავშირი. აღმოჩნდა, რომ მას კავშირისა არაფერი სცხია, რადგან იმავე ტექსტის სხვა აბზაცებსაც ხშირად იწყებს. კიდევ მეტი: ის არაერთგზის არის გამოყენებული სხვა ტექსტებშიც, ხშირად იწყებს როგორც წინადადებებს, ისე აბზაცებს. აღმოჩნდა, რომ ქართული „და“ არის უზუსის ელემენტი, სასიგნალო სემიოტიკური ნიშანი, იმის მაჩვენებელი, რომ იწყება რაღაც ახალი აზრი. ამგვარი „პოზივნოი“ ქართულ ტექსტებში არაერთგან არის გამოყენებული. ძველ ქართულ ლიტერატურაში „და“ უზუალს ხშირად ენაცვლება „არამედ“ და „ხოლო“ (იხ. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).
![]() |
20.2 უნივერსალიები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
უნივერსალიები
იგულისხმება კულტურული უნივერსალიები. ისეთი შტრიხები, რომლებიც დამახასიათებელია მსოფლიოს ყველა კულტურისათვის. ჩვეულებრივ გამოყოფენ 60 კულტურულ უნივერსალიას. მაგ., სამუშაო იარაღის დამზადება, ერთობლივი შრომა, სხეულის სამკაულებით მორთვა, სისხლის აღრევის აკრძალვა, სექსუალური შეზღუდვების დაწესება, ცეკვებისა და სპორტის წახალისება, საჩუქრის მირთმევის წესი, სტუმართმოყვარეობა, ერთიანი ენის გავრცელება, განათლებისადმი პატივისცემა და ა.შ.
![]() |
20.3 უნივერსალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
უნივერსალიზმი
ლათ. სიტყვა. მრავალმხრივი, ყოველმხრივი. მაგ., უნივერსალური პიროვნება გახლდათ ლეონარდო და ვინჩი, რამეთუ შეეძლო ეკეთებინა თითქმის ყველაფერი: ეწერა ლექსი, ეხატა, გამოეგონებინა ტექნიკური მოწყობილობები და ა.შ. მსგავსი უნივერსალიზმი, ანუ ყოვლისმცოდნეობა, ახასიათებდათ აღორძინების ხანის მოღვაწეებს.
![]() |
20.4 უნიფიკაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
უნიფიკაცია
ლათ. სიტყვა. კულტურულ პროცესთა ერთ ყალიბში მოქცევა, ერთიან სისტემად ჩამოყალიბება, ერთგვაროვნებისა და ერთიანი ფორმის მიღებისაკენ ლტოლვა.
![]() |
20.5 ურბანიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ურბანიზაცია
ფრანგ. სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობა არის საქალაქო, ქალაქური. ქვეყნების საქალაქო ცხოვრების განვითარება, როცა დასახლებების კეთილმოწყობას დიდი ყურადღება ექცევა; მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრა-განვითარება მსხვილ სამრეწველო ცენტრებში. ამ დროს, შესაძლოა, სოფელი დაზიანდეს, მოსახლებისაგან დაიცალოს, ეკონომიურად გაღატაკდეს; ხელოვნებასა და ლიტერატურაში ქალაქური ყოფის გაიდეალება, საქალა- ქო-სამრეწველო ყოფის ასახვისთვის საგანგებო ყურადღების მიქცევა; ახასიათებს მეგაპოლისების მომრავლება.
![]() |
20.6 უტილიტარიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
უტილიტარიზმი
ინგლ. სიტყვა, ნიშნავს სარგებელს, მოგებიანს. ეთიკური მიმართულება, რომელიც ზნეობრივ კრიტერიუმზე მაღლა აყენებს სარგებელსა და მოგებას. განსაკუთრებით დიდი ავალა მიეცა XVIII-XIX საუკუნეების დიდ ბრიტანეთში. ფ
![]() |
21 ფ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
21.1 ფანტაზია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფანტაზია
ბერძნ. სიტყვა, წარმოსახვა. შემოქმედებითი უნარი წარმოსახვისა. უამუნაროდ წარმოუდგენელია კომპოზიტორის, მხატვრის, მწერლის მუშაობა.
![]() |
21.2 ფანტასტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფანტასტიკა
ბერძნ. სიტყვა. სინამდვილის მოვლენათა გაზვიადებულად წარმოდგენა ან გამოხატვა; მეორეული გაგება: არარეალური, განუხორციელებელი რამ. ფანტასტიკურია ბევრი გადმოცემა, მაგ., ჯადოსნური ზღაპარი.
![]() |
21.3 ფაშიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფაშიზმი
იტალ. სიტყვა „ფაშიზმი“. რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც გამოხა- ტავს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური წრეების ინტერესებს. მისთვის დამახასიათებელია უკიდურესი შოვინიზმი, რასიზმი, დემოკრატიის მოსპობა, ომების მომზადება და გაჩაღება.
![]() |
21.4 ფედერაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფედერაცია
ფრანგ. სიტყვა. სახელმწიფო წყობილების ფორმა, როცა რამდენიმე სახელმწიფო ერთიანდება და იქმნება ერთი დიდი სახელმწიფო. მაგ., რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. შეიძლება იყოს აგრეთვე ცალკეულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა ნაკრები, ანუ ფედერაცია, ვთქვათ, საქართველოს სპორტული ფედერაცია.
![]() |
21.5 ფემინიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფემინიზმი
ფრანგ. სიტყვა. კულტუროლოგიური გაგებით: მსოფლიო საზოგადოების პროგრესული მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებრივ-მორალური გათანასწორება მამაკაცებთან. ამ მოძრაობის მიმდევარს ჰქვია ფემინისტი.
![]() |
21.6 ფენომენი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფენომენი
ბერძნ. სიტყვა, მოვლენილი, საგანგებოდ გამოჩენილი. იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, არაჩვეულებრივი ვითარება. კულტუროლოგიურად მნიშვნელოვანია ცნება „ეროვნული ფენომენი“.
![]() |
21.7 ფესტივალი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფესტივალი
ფრანგ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ხელოვნების ან ლიტერატურის სხვადასხვა სახის მიღწევათა ჩვენება, წარმოდგენა, პრეზენტაცია, რაც ეწყობა გარკვეული პერიოდულობით.
![]() |
21.8 ფეტიშიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფეტიშიზმი
ფრანგ. სიტყვა. უსულო საგნების კულტი, მათი თაყვანისცემა; ბრმად თაყვანისცემა რისამე (გადატანითი მნიშვნელობა). ვისიმე ან რისიმე გაფეტიშება.
![]() |
21.9 ფილარმონია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფილარმონია
ბერძნ. სიტყვა: „მიყვარს“ და „ჰარმონია“. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საზოგადოებრივი დაწესებულება, რომელიც პერიოდულად აწყობს კონცერტებს და ცდილობს მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზებას.
![]() |
21.10 ფოლკლორი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოლკლორი
ინგლ. სიტყვა. ზეპირსიტყვიერება, ხალხური ზეპირი, არაწერილობითი შემოქმედება: ზღაპრები, შაირები, ანდაზები, გამოცანები. ფოლკლორული შემოქმედების ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მას არა ჰყავს კონკრეტული ავტორი. მაშ, იგი ანონიმურია.
![]() |
21.11 ფრაგმენტი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფრაგმენტი
ლათ. სიტყვა. ხელოვნების ნაწარმოების ერთი ნაწილი, ტექსტის ნაწყვეტი, საგნის ნატეხი.
![]() |
21.12 ფრანკფურტის სკოლა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანკფურტის სკოლა
მიმდინარეობა კულტუროლოგიაში. განხილვის საგნად ქცეულია მასკულტურა. იდეური სულისკვეთება ასეთია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი სპობს კულტურის სულს და ამეფებს ტექნიკას, ტექნოკრატიულ აზროვნებას; მაღალი კულტურა დაბლდება, ხდება მასობრივი, საყოველთაო მოხმარების საგანი. მაშასადამე, ამ ვითარებაში, ტექნოკრატიულ საუკუნეებში, მიდის ხელოვნების დევალვაციის პროცესი.
![]() |
21.13 ფრესკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფრესკა
იტალ. სიტყვა. წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (სველ) კედელზე. ფრესკული სურათებით გამოირჩევა ქართული ეკლესიები.
![]() |
21.14 ფროიდიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფროიდიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ავსტრიელი ექიმ-ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის გვარი. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. იგი ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს ბიოლოგიურ ინსტინქტებს, არაცნობიერ სწრაფვებს, სექსუალურ წადილსა და წარმოდგენებს. ფროიდიზმის დიდი ზეგავლენა განიცადეს ქართველმა მწერლებმა: ნ.ლორთქიფანიძემ, მიხ. ჯავახიშვილმა, კ. გამსახურდიამ, ლ. ქიაჩელმა, შ.არაგვისპირელმა და სხვებმა. ფროიდის მოძღვრებამ დაბადა ახალი მეცნიერული დარგი ფსიქოანალიზი. ეს გახლავთ ფსიქოლოგიაფსიქოპათოლოგიური მიმართულება, რომელიც პიროვნების ფსიქიკური გამოვლინების ძირითად საფუძვლად მიიჩნევს სქესობრივი ინსტინქტების სიჭარბეს ან შეფერხებას.
![]() |
21.15 ფსიქოგენეზისი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფსიქოგენეზისი
ბერძნ. სიტყვა, შედგება ორი ნაწილისაგან: „სული“ და „წარმოშობა“. მოძღვრება ადამიანის სულიერი ყოფა-ცხოვრების შესახებ. იკვლევს განცდების, შეგრძნებების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების წარმოშობაგანვითარებას.
![]() |
21.16 ფუნქციური ნიშნები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფუნქციური ნიშნები
კულტუროლოგიური გაგებით: ადამიანთა მიერ რაიმე კონკრეტული მიზნით შექმნილი საგნების სოციალური ინფორმაციის შემცველ ერთეულებად წარმოდგენა.
![]() |
21.17 ფუტუროლოგია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფუტუროლოგია
შედგება ორი ნაწილისაგან: „მომავალი“ და „მოძღვრება“. სოციოლოგიის დარგი, შეისწავლის კაცობრიობის მომავალს, იგივეა, რაც სოციალური პროგნოსტიკა. ქ
![]() |
22 ქ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
22.1 ქარიზმა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ქარიზმა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს წყალობას, ღვთაებრივ მადლს, საჩუქარს. ადამიანის განსაკუთრებით გამორჩეული მომადლებულობა და უნარი, რომელსაც ირგვლივ მყოფნი ისე უყურებენ,
როგორც ზეგარდმო ძალას; მისი მიმდევრების თვალში – დიდი ავტორიტეტის მქონე, რაიც მისი პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებს ემყარება. ასეთ პირზე ზოგჯერ იმასაც იტყვიან, ქარიზმატული ტიპიაო.
![]() |
22.2 ქარტია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ქარტია
ლათ.„ქარტა“, იგივე ქაღალდი. კულტუროლოგიური გაგებით: სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
![]() |
22.3 ქორო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ქორო
ბერძნ. სიტყვა. მომღერალთა გუნდი. აქვს სიმრავლის გაგება. აქედანვეა ხორო და ხორუმი, ანუ ცეკვა, რომელშიც მრავალი იღებს მონაწილეობას. ეგ „ხორომ“ რუსულშიცაა შესული და იქაც ბევრსა ნიშნავს. სიტყვა „ქორ-წილში“, ჩვენი აზრით, ორი სიტყვა გამოიყოფა: ქორ და წი- ლი. „წილი“ ძველად საჭმელს ნიშნავდა. „ქორ” იგივე მრავალია, ხალხის სიმრავლეს ნიშნავს. მაშ, ქორწილი, ანუ საკვები მრავლისათვის. სხვათა შორის, ქორა-კანდელი ნიშნავს დიდ კანდელს; კანდელი, რომელიც ბევრს უნათებს, ბევრსა ჰყოფნის.
![]() |
22.4 ქრისტიანობა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ქრისტიანობა
მსოფლიოში სამი მსოფლიო რელიგია არსებობს: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნის რომის იმპერიაში. მან უპასუხა ჩაგრული მასების სურვილებსა და ოცნებებს. მან ბევრი რამ ისესხა უფრო ძველი რელიგიებისა და ფილოსოფიური მოძღვრებებისაგან. მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს მხსნელის (ძე ღვთისას) იდეას. იესო ქრისტე მოკვდა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა, ცად ამაღლდა. მალე მოხდება მისი მეორედ მოსვლა, რათა განსაჯოს ცოცხლებიცა და მკვდრებიც: მართალთ მიანიჭოს სამოთხეში ცხოვრება, მტყუანთ ჯოჯოხეთში ტანჯვა. ქრისტიანობა ვითარდებოდა წინააღმდეგობების დაძლევის გზით. ამ გზაზე ის ნაწევრდებოდა ცალკეულ წვრილ მიმდინარეობებად (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა); მოგვიანებით ევროპაში წარმოიქმნა მესამე სახესხვაობაც – პროტესტანტიზმი. ქრისტიანობა ამჟამად ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
![]() |
22.5 ქრონოტოპი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ქრონოტოპი
ბერძნ. სიტყვა. სივრცობრივ-დროებრივი პარამეტრების ერთიანობა. მისი მიზანია გარკვეული კულტურული ანდა მხატვრული აზრის გამოხატვა. ღ
![]() |
23 ღ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
23.1 ღაზავათი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ღაზავათი
არაბ. სიტყვა. მაჰმადიანთა „წმინდა ომი“ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამგვარ ომს აწარმოებდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი შამილი რუსეთის იმპერიის აგრესიის შესაკავებლად XIX საუკუნის I ნახევარში.
![]() |
23.2 ღირებულებითი ორიენტაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ღირებულებითი ორიენტაცია
ადამიანთა ანდა ცალკეული პირის საქმიანობის სულიერი მახასიათებლებისა და განსაზღვრებების, აგრეთვე მათი შესატყვისი სოციალ-ფსიქოლოგიური განათლებულობის მთელი კომპლექსი, როცა ყველა ეგ თვისება წარმოისახება დადებითი რაკურსით. ამგვარ დეტერმინანტად, შესაძლოა, მოგვევლინოს ადამიანების განცდები, ცოდნა-გამოცდილება, ინტერესები, მოთხოვნილებები, იდეალები, ცხოვრების მიზნები, წარმოდგენები, მოტივები, სტერეოტიპები. კონკრეტულად ღირებულებითი ორიენტაცია გამოიხატება იმით, თუ როგორ აღიქვამს პიროვნება სიკეთეს, კეთილს, ბოროტს, მახინჯს, მშვენიერს. ყ
![]() |
24 ყ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
24.1 ყურანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ყურანი
არაბ. სიტყვა. წმინდა წიგნი, რომელშიც გადმოცემულია მუსლიმანური რელიგიის დოგმები და დებულებები. მაჰმადიანთა შორის არსებობს გამოთქმა: არც ერთი წიგნი არ არის უშეცდომო, გარდა ყურანისაო. შ
![]() |
25 შ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
25.1 შარიათი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შარიათი
არაბ. სიტყვა. მუსლიმანური ფეოდალური სამართლის რელიგიურ და იურიდიულ ნორმა-კანონთა ერთობლიობა, ნუსხა.
![]() |
25.2 შაჰსეი-ვაჰსეი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შაჰსეი-ვაჰსეი
სპარს. სიტყვა. შიიტი მუსლიმანების რელიგიური ცერემონია, ერთგვარი თვითგვემა და თაყვანი. რიტუალის მონაწილენი ზურ- გზე გამეტებით ირტყამენ ლახტს ან ჯაჭვს. ამ დროს გაიძახიან: „შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!“ მით გამოხატავენ წამებული წმინდანის ჰუსეინის სიყვარულს, მისდამი თანადგომასა და მასთან თანაზიარობას.
![]() |
25.3 შედევრი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შედევრი
ფრანგ. სიტყვა. ხელოვნების ან ლიტერატურის სანიმუშო, კლასიკური ნაწარმოები, რომლის მხატვრული დონე აშკარაა და არავითარ ეჭვს არ იწვევს.
![]() |
25.4 შემოქმედება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შემოქმედება
პროცესი ადამიანური მოღვაწეობისა. სულიერთა შორის ეს პროცესი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. სწორედ შემოქმედების გამოვლენისას ხდება ახალ მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა შექმნა. სწორედ ეს არის პიროვნების კრეატიულობის ფაქტორი. კრეატიულობა კი გახლავთ საზოგადოებრივი ცხოველის გაკულტურების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. მაშასადამე, შემოქმედებითობას ჩვენ კულტურის ცნებამდე მივყავართ. ჯერ კიდევ იდეალისტები განსაზღვრავდნენ მის არსსა და ხასიათს. ასე, მაგალითად: პლატონი მას ღვთაებრივ სიშმაგეს უწოდებდა; შელინგის მიხედვით, ეს არის ცნობიერისა და არაცნობიერის სინთეზი; ე. ჰარტმანს მიაჩნდა, რომ აქ ჩვენ გვეძლეოდა არ- აცნობიერი „ცხოველმყოფელი ამოსუნთქვა“; ბერგსონის გაგებით, ეს გახლავთ მისტიკური ინტუიცია; ზ. ფროიდის თვალსაზრისით, ეგ არის ინსტინქტების გამოვლენა. შემოქმედების პროცესში მონაწილეობს ადამიანის ყველა სულიერი ძალა: წარმოსახვაფანტაზია, პრაქტიკული უნარ-ჩვევა, მოწადინება და აქტიურობისაკენ სწრაფვა. შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შთაგონებას.
![]() |
25.5 შთაგონება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შთაგონება
ადამიანისა და მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აღძრავს პირს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. პუშკინი მიიჩნევდა, რომ შთაგონება ისევე საჭიროა გეომეტრიაში, როგორც პოეზიაშიო. შთაგონებას ახასიათებს: პიროვნების მთელი გონებრივი ძალების მობილიზაცია, ემოციური აღმაფრენა, შემოქმედებითი წვა. აღნიშნულის გამოისობით შრომა ხდება ერთობ პროდუქტიული. მატერიალისტების გაგებით, შთაგონება არ არის დაკავშირებული ზებუნებრივ ძალებთან. მისი მასტიმულირებელია საზოგადოებრივი და ინდივიდუალური მიზნები, შრომის შინაგანი წადილი. იდ- ეალისტების აზრით, ეს არის „ღვთაებრივი სიშმაგე“, მისტიკური ინტუიცია და უეცარი გასხივოსნება, რაც მაშინ ხდება, როცა მხარზე ხელს დაგადებს ღმერთი (პლატონი, შელინგი, ფროიდი). ეს უკანასკნელი თვალსაზრისი ერთობ მოგებიანია და მას ემხრობა პოეტთა და შემოქმედთა უმრავლესობა (ილიას „პოეტი“, აკაკის „პოეტი“, პ. იაშვილისა და ტ.ტაბიძის შესაბამისი ლექსები).
![]() |
25.6 შოუ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
შოუ
ინგლ. სიტყვა. ერთგვარი წარმოდგენა, სპექტაკლი. თანამედროვე სატელევიზიო გადაცემების აუცილებელი ატრიბუტი. ჩ
![]() |
26 ჩ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
26.1 ჩინკვეჩენტო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჩინკვეჩენტო
იტალ. სიტყვა, სახელწოდება მე-16 საუკუნისა, ანუ იტალიური რენესანსის უდიდესი აყვავების ეპოქისა.
![]() |
26.2 ჩიჩერონე - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიჩერონე
იტალ. სიტყვა. გიდი, გამცილებელი, პირი, რომელიც განუწყვეტლივ თან ახლავს ტურისტებს და აძლევს სათანადო ახსნა-განმარტებას ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის დათვალიერ- ების დროს. განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ც
![]() |
27 ც - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
27.1 ცაიტლუპა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცაიტლუპა
გერმ. სიტყვა. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საგანგებო კინოგადამღები აპარატი. მას ხმარობენ ჩქარი გადაღების მიზნით.
![]() |
27.2 ცარიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცარიზმი
რუს. სიტყვა. მიღებული უნდა იყოს ლათინური კეისარის რუსული კალკისაგან: ცეზარ→ცარ. სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როცა უმაღლესი ხელისუფლება განუსაზღვრელად ეკუთვნის თვითმპყრობელ მეფეს, რუსეთის იმპერატორს.
![]() |
27.3 ცეზურა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცეზურა
ლათ. სიტყვა. ლექსისა და მუსიკის დიდმნიშვნელოვანი ელემენტი. ეს გახლავთ მცირე ყოვნი, ანუ პაუზა, სალექსო სტრიქონის შუაწელზე ანდა მუსიკალურ მელოდიაში. იგი არ უნდა აგვერიოს მის პარონიმში (თითქმის მსგავს სიტყვაში) ცენზურა. ცენზურა (ლათ. სიტყვა) გახლავთ ზედამხედველობითი ორგანოს მიერ დასაბეჭდავად, რადიოტელევიზიით გადასაცემად, თეატრსა და კინოში დასადგმელად გამზადებუ- ლი ტექსტისა თუ სხვა მასალის შემოწმება, გასინჯვა ამ მასალათა პოლიტიკურ-იდეოლოგიური საიმედოობის თვალსაზრისით. ამგვარი ცენზურის დაწესება ჩვეულებრივი ამბავია ტოტალიტარულ და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. პირს, რომელიც ცენზურას ახორციელებს, ეწოდება ცენზორი. აღნიშნული გაგების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ტერმინი უცენზურო, ანუ იმგვარი სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც ცენზურა, შემოწმება არ გაუვლია. უცენზურო სიტყვა ნიშნავს უწმაწურ, უზრდელურ გამოთქმას (გამოთქმებს).
![]() |
27.4 ცენტრალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცენტრალიზმი არსებობს ცნობილი გამოთქმა – დემოკრატიული ცენტრალიზმი. ის გულისხმობს დემოკრატიულ ქვეყანაში არსებულ ცენტრალიზმს.
სახელმწიფო ცხოვრების ისე ორგანიზება, რომლის დროსაც ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას. ცენტრალური ხელისუფლება კი, ჩვეულებრივ, დედაქალაქშია
განთავსებული და იქიდან მართავს ქვეყანას.
![]() |
27.5 ცივილიზაცია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცივილიზაცია
კულტუროლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება. ლათ. სიტყვა „ცივილის“ ნიშნავს „სამოქალაქოს“. საზოგადოების განვითა- რებისა და მატერიალური კულტურის წინსვლის ესა თუ ის დონე, რასაც მიაღწია ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა ფორმაციამ. ცივილიზაცია უფართოესი ცნებაა და მასში შედის სულიერი კულტურის მიღწევებიც. მცდარია მოსაზრება, როდესაც ცივილიზაციას განმარტავენ ცალმხრივად, მაგ., ასე: მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამედროვე კულტურა და განათლება. ის, ვინც ცივილიზაციას არის ნაზიარევი, იქნება ცივილიზებული, ხოლო, ვინც ცივილიზაციის შემოქმედია, ის გახლავთ ცივილიზატორი. ცივილიზაციასა და კულტურას ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ კანტი, დანილევსკი, შპენგლერი. შპენგლერი, მაგალითად, კულტურას უყურებს, როგორც ორგანულ სასიცოცხლო ელექსირს, ხოლო ცივილიზაციას, როგორც ტექნიკურ-მექანიკური ელემენტების ერთობლიობას. ამასთანავე, ცივილიზაცია წარმოდგენილია, როგორც საზოგადოების დაცემისა და დაღუპვის ფაქტორი. ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართების ერთგვარ ახსნას შეიძლება იძლეოდეს ჩვენი აფორიზმი: ხვნით იწყება კულტურა, ქალაქის შექმნით – ცივილიზაცია.
![]() |
27.6 ცინიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცინიზმი
ბერძნ. სიტყვა. აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი და სხვა ნორმებისადმი; აბუჩად აგდება საყოველთაოდ პატივსაცემი ფაქტის ან მოვლენისა, ანუ თავხედური გულახდილობა. თითქმის იგივეა, რაც ნიჰილიზმი, ოღონდ მისგან განსხვავდება შემდეგით: ნიჰილიზმი, შესაძლოა, იყოს მსოფლმხედველობა, მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიური პლატფორმა. ცინიზმს არავითარი პლატფორმა, შემუშავებული პოზიცია არ აქვს. ის, ვინც ცინიზმის გზას ადგას, არის ცინიკოსი, ხოლო ამგვარი თავხედური გულახდილობა არის ცინიკური ქმედება.
![]() |
27.7 ცირკი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცირკი
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. შენობა, რომელშიც ტარდება საცირკო წარმოდგენები: აკრობატიკა, ტანვარჯიში, კლოუნადა, გაწვრთნილი ცხოველების ჩვენება, ცხენჯომარდობა. თუ „ცირკი“ გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნებაა, საცირკო წარმოდგენების სახეობანი შედის კულტურის სფეროში.
![]() |
27.8 ციცერო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ციცერო
გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. შრიფტის სახეობა, კორპუსის შრიფტზე ოდნავ უფრო მსხვილი ასო. სახელწოდება მიიღო ცნობილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწისა და სახელოვანი ორატორის ციცერონის სახელისაგან, რამდენადაც მისი „წერილები“ პირველად სწორედ ამგვარი შრიფტით დაიბეჭდა 1467 წელს. ძ
![]() |
28 ძ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
28.1 ძალაუფლება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ძალაუფლება
საზოგადოების სოციოკულტურული ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, ავტორიტეტული ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, მართოს ადამიანთა ჯგუფები და მათი შრომა-საქმიანობა, სხვა მოქმედებანი; შეათანხმოს მათი ინტერესები (ზოგჯერ წინააღმდეგობრივიც კი), დაუმორჩილოს ისინი ერთიან ნებას დარწმუნების, იძულების გზით ან სხვა საშუალებით.
![]() |
28.2 ძიუდო - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ძიუდო
იაპონური სიტყვა. თავისუფალი სტილის იაპონური ჭიდაობა; ეფუძნება ხანგრძლივ ისტორიულ კულტურას და რამდენიმე აუცილებელ წესს. ის, ვინც ჭიდაობის ამ სახეს მისდევს, არის ძიუდოისტი. წ
![]() |
29 წ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
29.1 წარსულის გადმონაშთები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წარსულის გადმონაშთები
ძველი საზოგადოებისაგან მემკვიდრეობით მიღებული წარსული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის ნაშთები, შეხედულებები, იდეები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. ბევრი გადმონაშთი (რეაქციული) ხელს უშლის პროგრესს; ბევრი საუკეთესო ტრადიცია და მიღებული წესი, პირიქით, ხელს უწყობს უკეთესი მერმისის მოახლოებას. ქართულ სინამდვილეში: უარყოფითია გადაჭარბებული ქელეხომანია, სისხლის აღების მთაში შემორჩენილი ტრადიცია, კორუფცია და სხვ. მისაღებია ტოლერანტული სულისკვეთება, ოჯახის სიყვარული, სახელის ძიების ტრადიციული სიყვარული.
![]() |
29.2 წეს-ჩვეულებები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წეს-ჩვეულებები
ზოგიერთ ვითარებაში ადამიანთა ქცევის განმეორებადი, ჩვეულებად მიღებული წესები, დიპლომატიური და რელიგიური რიტუალები. ყოველივე ამას აყალიბებს და მასზე ზემოქმედებს ისტორიის თავისებურება, გეოგრაფიული გარემო, სოციალური ყოფა, რელიგიური შეხედულება. წეს-ჩვეულება ექვემდებარება მორალურ შეფასებას. თუ წეს-ჩვეულება მჩაგ- ვრელი კლასის ინტერესებს ემსახურება, იგი ნეგატიური მოვლენა და წარსულის გადმონაშთია. ჭ
![]() |
30 ჭ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
30.1 ჭეშმარიტება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჭეშმარიტება
გამოთქმულ (ან გამოუთქმელ) აზრში სინამდვილის სწორი, მართებული ასახვა, რომლის კრიტერიუმიც არის პრაქტიკა. ჭეშმარიტი შეიძლება მხოლოდ აზრი (მოსაზრება) და არა საგანი. ჭეშმარიტების ცალკეული ასპექტებია: ობიექტური ჭეშმარიტება; აბსოლუტური და შეფარდებითი ჭეშმარიტება; არსებობს ჭეშმარიტების კონკრეტულობა, ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ჭეშმარიტების თეორია და პრაქტიკა.
![]() |
30.2 ჭყონდიდი (დიდი ჭყონი) - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჭყონდიდი (დიდი ჭყონი)
მეგრული „ჭყონი“ მუხასა ნიშნავს. ეგ მცენარე ბევრი ხალხის კულტურაში ტოტემი და სამსხვერპლო ხე გახლდათ. ასე ყოფილა საქართველოშიც. მუხა ათას წელსა ძლებს და მას ეთაყვანებოდნენ აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც. ქალაქ მარტვილში მდგარა დიდი ჭყონი (მუხა), რომელსაც ბავშვებსა სწირავდნენ. მოგვიანებით მუხა მოუჭრიათ და მის ადგილზე აუგ- იათ ქრისტიანული ტაძარი, ოღონდ მარტვილის ეპარქიის წინამძღოლი იწოდებოდა არა მარტვილელად, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ – ჭყონდიდელად. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რა ძლიერი წარმართული ტრადიცია არსებულა, რომ მღვდელმთავარმა შეინარჩუნა ძველი ტიტულატურა. საგულისხმოა: აქაურ ეპისკოპოსს დღესაც ჭყონდიდელი ჰქვია. ამ საკულტო ხის სახელწოდებას უკავშირდება შემდეგი გვარები: ჭყონია, ჭყოიძე, მუხაშავრია, მუხაძე. ხ
![]() |
31 ხ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
31.1 ხალხი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხი
წარმოშობით არაბული სიტყვა „ხალიკი“. ადამიანთა ისტორიულად მონაცვლე ერთობლიობა. ეს ადამიანთა ის მასაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ ქვეყნის სოციალურ განვითარებაში. ხალხია ის ფენომენი, რომელიც ქმნის ისტორიას, პიროვნება კი ან ანელებს, ან აჩქარებს ამ პროცესს. სხვადასხვა დროს ხალხი სხვადასხვაგვარად ესმოდათ. კომუნისტურ ეპოქაში მჩაგვრელებს ხალხის მასიდან გამორიცხავდნენ. დღეს ხალ- ხად მიიჩნევენ ამა თუ იმ ქვეყნის მთელ მოსახლეობას, ყველა კლასსა და ფენას ერთიანად.
![]() |
31.2 ხალხური შემოქმედება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხური შემოქმედება
იგივეა, რაც ფოლკლორი (ფოლკ = ხალხი, ლორ = შემოქმედება). იხ. ფოლკლორი.
![]() |
31.3 ხატობრივი ნიშნები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხატობრივი ნიშნები
„სახე-ნიშნები“, „ხატოვანი ნიშნები“, რომელთაც აქვთ ზუსტად ის სახე, რაც იმ საგნებს, რომელთაც გამოხატავენ. მაგ., საგზაო ნიშანი, რომელზეც გამოხატულია საქონელი ანდა თვითმფრინავი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქ, სადმე ახლოს, არსებობს ფერმა ან აეროდრომი.
![]() |
31.4 ხელოვნება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნება
ცნობიერებისა და ადამიანური მოღვაწეობის საგანგებო ფორმა. იგი სინამდვილეს მხატვრული სახეებით ასახავს. ის გახლავთ სამყაროს ესთეტიკური დაუფლების უმნიშვნელოვანესი ხერხი, თომას მანის შენიშვნით, „ესთეტიკური შურისძიება ვერაგ საწუთროზე“. ზოგი ფილოსოფოსის (იდეალისტის) აზრით, ხელოვნების სიყვარულს იწვევს ზეციური, ღვთაებრივი ჩაგონება, „ღვთიური გამოცხადება“; მატერიალისტი ფილოსოფოსები ამ აზრს არ იზიარებენ და ფიქრობენ: მხატვრული მოქმედების წარმოშობის, ასევე ესთეტიკურ გრძნობათა ჩამოყალი- ბების წყარო თავად შრომაა. პირველყოფილი ხელოვნება გაჩნდა გვიანი პალეოლითის ეპოქაში, ჩვენს წ. აღრიცხვამდე 40-20 ათასი წლის წინათ და ყველაფრიდან ჩანს, უკავშირდებოდა შრომის პროცესს, ასახავდა ყოფიერების ცალკეულ მომენტებს. დღეს იგი დაკავშირებულია ტექნიკასთანაც (ესთეტიკა და ტექნიკა), პოლიტიკურ იდეოლოგიასთან (ხელოვნების პარტიულობა), მორალთან (ესთეტიკა და მორალი), სახელმწიფოსთან (სახელმწიფოს სახელოვნებო პოლიტიკა).
![]() |
31.5 ხელოვნების ნაწარმოების ფუნქციები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნების ნაწარმოების ფუნქციები
მხატვრულ ნაწარმოებს (ნახატს, მოთხრობას, პოემას) აქვს სამი ფუნქცია. 1. შემეცნებითი; 2. პედაგოგიურ-აღმზრდელობითი; 3. ესთეტიკურ-მხატვრული. პირველის მაგალითი: „შუშანიკის წამება“ გვაძლევს იმის ცოდნას, რომ V საუკუნეში თურმე საქართველო ყოფილა დაქუცმაცებული, დაშლილი ქვეყანა და ერთ-ერთი მხარის ლიდერი, პიტიახში, თავის ნებაზე დაპარპაშებს, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს; მეორის მაგალითი: გურამიშვილის მთელი „დავითიანი“ გვასწავლის ქრისტიანული მცნებების ერთგულებას, ხოლო „სწავლა მოსწავლეთა“ – ცოდნი- სა და სწავლის საჭიროებას, იმას, თუ რატომ არის აუცილებელი იგი და რა ასაკშია მისი მიღება სასურველი; მესამის მაგალითი: ალ. აბაშელი საქართველოს ოქროს თასს ადარებს და იგი თურმე სავსეა აკაკის ლექსთა ნექტარით: „დგას საქართველო ოქროს თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე“ („აკაკის“). მაშასადამე, ზუსტი შედარების მოხმობით ავტორმა დაუვიწყარი სახე შექმნა საქართველოსი და ამით ჩვენზე წარუშლელი ესთეტიკური ზეგავლენა მოახდინა.
![]() |
31.6 ხმაბაძვითი ლექსემები - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხმაბაძვითი ლექსემები
მიიჩნევენ, რომ ადამიანური ამეტყველების კვირაძალზე ბევრი სიტყვა ხმაბაძვის პრინციპით შეიქმნა. ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს. სხვადასხვა ენაში არსებობს ფრიად მეტყველი ნიმუშები. ქართული სიტყვა ყვავი შედგება სწორედ იმ ბგერათკომპლექსისაგან, რომელიც ისმის ამ ფრინველის ხმიანობისას – ყვა-ყვა; ერთი გარეული ფრინველის ძახილი ისმის ასე გუ-გუ. ამიტომაც უწოდეს მას გუგული; სხვათა შორის, დაახლოებით იგივე სახელი მისცეს მას რუსებმა: кукушка. ე.ი. რუსს ესმის არა გუ-გუ, არამედ კუ-კუ.
![]() |
31.7 ხუნტა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ხუნტა
ესპ. სიტყვა. სადღეისოდ მისი უმთავრესი გაგება ნეგატიურ შინაარსს შეიცავს: სამხედრო პირთა უკანონოდ შეკოწიწებული ხროვა, საგანგებო დაჯგუფება, რომელიც კანონიერ ხელისუფლებას ებრძვის ან ამხობს კიდეც. მაგ., საქართველოს მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საგანგებო ხუნტამ (კიტოვანი, იოსელიანი) იარაღის გამოყენებით ქვეყნიდან განდევნა და ხელისუფლებას თავად დაეუფლა. ჯ
![]() |
32 ჯ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
32.1 ჯენტლმენი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჯენტლმენი
ინგლ. სიტყვა. დახვეწილი, კულტურული ადამიანი, კაცი, რომელიც ზუსტად იცავს ქცევის წესებს, მიღებულ ნორმებს; ეძახიან ზრდილობიან, თავაზიან, დახვეწილი მანერებითა და ჩაცმა-დახურვით გამორჩეულ მამაკაცს.
![]() |
32.2 ჯენტლმენური შეთანხმება - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჯენტლმენური შეთანხმება
საერთაშორისო ან სხვა სახის ხელშეკრულება. მას დებენ ოფიციალურ ფორმალობათა დაუცველად, ზეპირად.
![]() |
33 ჰ - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
33.1 ჰაგიოგრაფია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰაგიოგრაფია
ბერძნ. „ჰაგიოს“ (წმინდანი, მოწამე) და „გრაფო“ (ვწერ, აღვწერ). ქრისტიანული ლიტერატურის ფართოდ ცნობილი და პოპულარული დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა. იგი შეიძლება გადმოიცეს პროზითაც („აბოს წამება“) და ლექსითაც („წამება ქეთევან დედოფლისა“). სანამ ქართული საერო ლიტერატურა შეიქმნებოდა, მანამ ქართველებს ჰქონდათ მძლავრი ჰაგიოგრაფია.
![]() |
33.2 ჰაკერი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰაკერი
ინგლ. სიტყვა. პირდაპირი გაგებით, გმობა, აკლება, აჩეხვა, აწიოკება. კომპიუტერის ღრმად მცოდნენი შეიჭრებიან დაცულ პროგრამებში და ყიდიან საჭირო ცნობებს. მაშასადამე, ჰაკერი არის კომპიუტერული ქურდი, ყაჩაღი.
![]() |
33.3 ჰარაკირი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰარაკირი
იაპ. სიტყვა: თვითმკვლელობის ერთგვარი წესი იაპონიაში – მუცლის გამოფატვრა. ძირითადად იყენებენ სამურაები.
![]() |
33.4 ჰარმონია - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰარმონია
ბერძნ. სიტყვა. მთელის ცალკეულ ნაწილთა სწორი შეხამება, შეთანხმებულობა, თანაზომიერება; მუსიკალური ტონების კანონზომიერი შეხამება ერთიან ჟღერადობად.
![]() |
33.5 ჰედონიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰედონიზმი
ბერძნ. სიტყვა, „სიამოვნება“. ეთიკური იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანია უდიდესი სიამოვნების მიღება, ამქვეყნიური ტკბობა. ვინც ამ იდეას იზიარებს, ის არის ჰედონისტი.
![]() |
33.6 ჰეპი-ენდი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰეპი-ენდი
ინგლ. სიტყვა. „კეთილი, ბედნიერი ბოლო“. მხატვრული ნაწარმოების (კინოფილმი, რომანი, თეატრი) კეთილი დასასრული. „ვეფხისტყაოსანი“, მაგალითად, სრულდება „ჰეპიენდით“, სამაგიეროდ, შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ სრულდება ტრაგედიით.
![]() |
33.7 ჰერმენევტიკა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰერმენევტიკა
ტრადიცია და წესები ისეთი ტექსტის ახსნა-განმარტებისა, რომელსაც რთულად ამოსაცნობი მრავალი მნიშვნელობა აქვს და მისი ერთმნიშვნელოვანი დაზუსტება ვერ ხერხდება. აღორძინების ხანაში ჰერმენევტიკა იქცა ანტიკური კულტურის ძეგლთა გადმოთარგმნის ხელოვნებად; მეორეული გაგება: ტექსტის ახსნა-განმარტების თეორია და მეთოდოლოგია; მესამე გაგება: ფილოსოფიური მიმდინარეობა.
![]() |
33.8 ჰიმნი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიმნი
ბერძნ. სიტყვა. საზეიმო სიმღერა, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა. ის სიმბოლოა სახელმწიფოს ერთიანობისა და ძლიერებისა, გამოხატუ- ლებაა პატრიოტიზმისა; წარმოშობით ის არის ღვთის სადიდებელი ლექს-სიმღერა, საგალობელი. ამ მხრივ ერთობ მდიდარია ძველი ქართული ჰიმნოგრაფია.
![]() |
33.9 ჰიპერრეალიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიპერრეალიზმი
(უმაღლესი რეალიზმი, უკიდურესი რეალიზმი) – მხატვრულ-შემოქმედებითი მიმართულება ფერწერასა და სკულპტურაში. იგი ეფუძნება სინამდვილის ფოტოგრაფიულ ასახვას და ესწრაფვის აღადგინოს მოდერნიზმის მიერ დაკარგულ-მივიწყებული მხატვრული ენის ცხოვრებისეული კონკრეტულობა და საგნობრიობა. ამას კი სჩადის ფოტოგრაფიული სახეობრიობის იმიტაციით.
![]() |
33.10 ჰიპოთეზა - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიპოთეზა
ბერძნ. სიტყვა, ნიშნავს „სავარაუდოს“. საკმაოდ სარწმუნო დებულება, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი. ის ჯერ დაუმტკიცებელია, ოღონდ ავტორი, რომელიც ჰიპოთეზას წამოაყენებს, გვპირდება მის დასაბუთებას. ჰიპოთეზას მაშინ იყენებენ, როცა ფაქტებსა და დასკვნას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ბუნდოვანია. მას დიდი ავალა ეძლევა წინასწარი თეზისების ჩამოყალიბების დროს, რაკიღა თეზისი გულისხმობს ავტორის ვალდებულებას, სათანა- დო არგუმენტებითა და მსჯელობით დაასაბუთოს იგი.
![]() |
33.11 ჰომერული სიცილი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰომერული სიცილი
თავშეუკავებელი სიცილი, ხარხარი. ეს გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების იმ სიცილთან, რომელიც აღწერა ჰომეროსმა თავის „ილიადაში“.
![]() |
33.12 ჰონორარი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰონორარი
გახლავთ მხოლოდ ის თანხა, რომელსაც „საპატიო ჯილდოდ“ აძლევენ შემოქმედ ადამიანებს: მწერლებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, მსახიობებს. არ შეიძლება ითქვას: „ბოსტანი გავთოხნე და ჰონორარი მივიღე“. სამაგიეროდ, სავსებით სწორია: „ჟურნალში ლექსი დავბეჭდე და ჰონორარი მარგუნეს“. მაშასადამე, ჰონორარს აძლევენ შემოქმედებით საქმიანობაში, კულტურის ხაზით გაწეულ გარჯაში.
![]() |
33.13 ჰუმანიზმი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰუმანიზმი
ლათ. სიტყვა „ჰუმანუს“ ნიშნავს ადამიანურს. ისეთი მსოფლმხედველობა ან იდეოლოგია, რომელიც განმსჭვალულია ადამიანის სიყვარულით; კაცთმოყვარეობა. განსაკუთრებით დიდი ავალა მიეცა აღორძინების ხანაში (XIV-XVI საუკუნეებში). ამ დროს მეტი ყურადღება დაეთმო პიროვნულ თავისუფლებას, ადამიანის გამოხსნას ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ჯაჭვ-ბორკილებისაგან. ვინც ამ გზას მიჰყვება, ის არის ჰუმანისტი. ჰუმანისტურმა მოძრაობამ ხმა აიმაღლა შუასაუკუნეობრივი რელიგიური ასკეტიზმის წინააღმდეგ, მოითხოვა, რომ პიროვნებას ჰქონოდა ტკბობისა და მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება. ამ მხრივ საგანგებო როლი შეასრულეს პეტრარკამ, დანტემ, ბოკაჩომ, რაბლემ, შექსპირმა, კოპერნიკმა, ბეკონმა.
![]() |
33.14 ჰუმანიტარული მეცნიერებანი - კულტუროლოგიური ტერმინოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰუმანიტარული მეცნიერებანი
არატექნიკური და არასაბუნებისმეტყველო საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ფილოლოგია, ისტორია და სხვ.).