![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |

![]() |
1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას
„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.
გიორგი ჩიტაია
![]() |
2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.
დავით ლორთქიფანიძე
![]() |
3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წინათქმა
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.
საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.
ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
როინ მეტრეველი
Preface
Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents
Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.
Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.
Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.
Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.
Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.
Academician Roin Metreveli
Vorwort
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.
Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.
Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.
Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli
Préface
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.
Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.
Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.
Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.
Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.
Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.
Предисловие
Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.
Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.
Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.
Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.
Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.
![]() |
4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.
ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.
ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.
კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.
წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.
დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.
„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.
ელდარ ნადირაძე
The project author and scientifi c director Einleitung
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.
Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?
Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.
Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.
Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?
Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.
Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.
Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.
An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.
Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen
Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze
Introduction
Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?
Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).
La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.
Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.
La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.
Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.
18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.
„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.
Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze
Вступление
Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.
Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.
Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.
После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.
Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.
Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.
Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.
Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.
Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.
В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.
Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.
Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.
Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе
![]() |
5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შემოკლებანი
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
![]() |
6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - დ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 დაბასტაგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..
![]() |
6.2 დაბაღი//მეპატრაკე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986. ი. ნანობაშვილი, ტყავის
![]() |
6.3 დაბახანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე.ნ..
![]() |
6.4 დაგები - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.5 დავითფერული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული „დავითფერული“ ხმალი შედგება - ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ოდნავ მოხრილი პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ერთღარიანია, ღარი მიუყვება ვადადან 15-20 სმ დაშორებით. პირის ერთ მხარეს გამოსახულია ლათინური ასოებით წარწერა „ფერარა“ და მორბენალი მგელი, ხოლო მეორე მხარეს ასევე ლათინურად „ანდრეა“ და ასევე მგელი. ტარი დამზადებულია ხისაგან და მასზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომლის ზემოდანაც გადაჭიმულია სამი ვერცხლის სალტე და ვერცხლისავე „ვაშლი“. ტარზე დაგებულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ვადაჯვარი. ქარქაში დამზადებულია ხისაგან და ტარის შესაბამისად მასზეც გადაკრულია ყვითელი ხავერდი. ქარქაშზე მოცემულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ორი სალტე და ბუნიკი. გარდა აღწერილი იარაღისა არსებობს აგრეთვე, ორ და სამღარიანი დავითფერულები, წვერისკენ შედარებით გახრილები, ასევე მორთულობის სხვანაირი დეკორით და ა.შ.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, „დავით აღმაშენებლისდროინდელი საჭურვლისათვის“, ჟურ. ჯვარი ვაზისა ¹2, 1989;
Трубников Б.Г., ПОЛНАЯ ЭНЦИКЛОРЕДИЯ: ОРУЖИЕ, ВООРУЖЕНИЕ ВСХ ВРЕМЕН И НАРОДОВ.
![]() |
6.6 დაზგა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..

![]() |
6.7 დათვა-ბოყვა (აჭარ. გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დათვა-ბოყვა (აჭარ. გურ.)
დათვა-ბოყვა (აჭარ. გურ.) - ხალხური საკეტის ტიპი. იხმარება კარების, ნალიის, ბეღლისა და სხვათა დასაკეტად. აკეთებდნენ ხისგან, შედგება ოთხი ნაწილისგან: კბილები, გასაღები, ურდული და ფიცარი, რომელზედაც დამაგრებულია მთელი ეს მოწყობილობა. დათვა-ბოყვა კარების ამყოლზეა მიჭედილი. გასაღების ამოღებით, რომელიც გაყრილია კბილების ზევითა ნაწილისა და ურდულის შუა, ბოქლომი იკეტება, რადგან კბილები დაბლა ეშვება და თავის ბუდეებში ჩადის. გაღებისას კი ისევ გასაღების საშუალებით კბილები მაღლა აიწევა. საკეტის ასეთ ტიპს ანალოგები ეძებნება მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს კულტურაში.
ლიტ.: გ. ჩიტაია, აჭარული დათვა-ბოყვა, შრომები, ტ II, 2000.
ე. ნ.
![]() |
6.8 დათხური (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჯ..
![]() |
6.9 დაირა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაირა
დასარტყამი საკრავი. გავრცელებული იყო საქართველოს ბარში, თუშეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. სხვადასხვა რეგიონში საკრავებს შორის განსხვავება არ არის.

საკრავი წარმოადგენს რკალს, რომელსაც ცალ მხარეს გადაკრული აქვს თხელი მემბრანა (ცხვრის ტყავი). რკალზე შიგნიდან დამაგრებულია საჩხარუნებლები - ეჟვნები, ლითონის რგოლები, პატარა ფირფიტები. რკალი ინკუსტრირებულია სადაფით, თეთრი ან შავი ძვლით. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უჭირავს ორივე ხელით. მემბრანას ეხებიან ცერების გარდა ყველა თითით მემბრანის ცენტრსა და ნაპირებში. ზოგჯერ მაჯასაც იშველიებენ, საკრავს დააქნევენ და აჟღარუნებენ.
დაირა ქალების საკრავად ითვლება, რადგან მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ზოგჯერ მოდაირე ერთდროულად უკრავს და ცეკვავს. შემსრულებლებს დაირა უჭირავს ორივე ხელით. დახელოვნებული შემსრულებელი ახერხებს ხელის დარტყმას, აჟღარუნებას, მაჯის რკალზე მირტყმასა და ჰაერში შეთამაშებასაც. დაირა არის როგორც სოლო საკრავი, ასევე გამოიყენებენ ანსამბლში ლარჭემთან (სამეგრ.) და ფანდურთან (კახ.) ერთად. მაგრამ აღმოსავლური ანსამბლისათვის კი (დასტა) აუცილებელი თანმხლებია. ქართულ წერილობით წყაროებში ამ საკრავს დაფი ეწოდება. დაირის ფუნქცია არის ცეკვის თანხლება, მისი რიტმის ხაზგასმა.
მ. შ.
![]() |
6.10 დალაი //დალი (ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ე. მაჭავარიანი, ბავშვის მოვლა-აღზრდის წესები მთიულეთში, სმმ XIX-A 1951.
ნ.ჯ..
![]() |
6.11 დამბაჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი (საქ. სახ. მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების

კაჟიანი დამბაჩების პერიოდში (XVI-XIX), სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებთან ერთად (ერთჩახმახიანი და ოთხლულიანი) იქმნებოდა აგრეთვე კომბინირებული დამბაჩები დანებთან და ხმლებთან ერთად.

ქართული კაჟიანი დამბაჩების ადგილობრივი წარმოება, ისევე როგორც კავკასიაში, დაიწყო XVIII ს-დან. კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის დამამზადებელ ცენტრებს ძირითადად წარმოადგენდა საქართველო, დაღესტანი და ჩერქეზეთი. ხოლო კონკრეტულად საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისური, ახალციხური და აჭარული დამბაჩა
„მაჭახელა“ სარგებლობდა. ამ დამბაჩების განმასხვავებელი ნიშნები დეტალების ფორმებში მოიძებნება, ხოლო ტიპოლოგიურად ისინი ერთ კავკასიურ ტიპსმიეკუთვნებიან.
მიხედვით), სამაგისტრო ნაშრომი, 2000 .А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998г. Э. Аствацатурян, оружие народ ов кавказа, Москва 1995.
მ. ქ..
![]() |
6.12 დამკვრელთა ამქარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზულებათ სრული კრებ. ტ. III. 1963. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ.შ..
![]() |
6.13 დამძმარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნ. ჯ..
![]() |
6.14 დანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ, I, 1991. ი. ბაქრაძე, დანა,

![]() |
6.15 დანა საორხელო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გ. გ..

![]() |
6.16 დანა სასხლავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..
![]() |
6.17 დანდაზი//ფარდები//შაბაქა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.18 დარაბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.19 დარაია (დას.საქ.)//თავთა//მერდინი (კახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ..
![]() |
6.20 დარანი//მაღარაი (სამცხ. ჯავახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: თ. ჩიქოვანი, იდუმალა, 1975.
ე. ნ..
![]() |
6.21 დარბაზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.22 დარბაზი//დარბასი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ალ. ოჩიაური., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.

ე. ნ..
![]() |
6.23 დარიჯა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.24 დარიჯი//ბაქანი//საქვე//დუქანი//ოროკო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერასები შენდებოდა მიწის გამოთხრით
-
ფერდობის გამოკაფვით, სადაც შემდეგ იგებოდა ქვის კედლები, რომლის სიმაღლეს განსაზღვრავდა ფერდობთა დახრილობა. აშენების შემდეგ ხდებოდა ფართობის გასუფთავება, გაწმენდა, მოსწორება-განოყიერება. ტერასული ნაკვეთების ექსპლუატაციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მორწყვას. თუ მას ბუნებრივად მომდინარე წყალი არ უდგებოდა მაშინ აქტიურად იყენებდნენ წყარო-ნაკადულებს, რომლებიც ერთი ტერასიდან გადიოდა დანარჩენებზე. ტერასებზე ძირითადად გაშენებული იყო ვაზი და ხეხილი.
ლიტ.: ლ. ბერიაშვილი, ნიადაგის ათვისებისა და დაცვის ტრადიციები საქართველოში, 1989.
ე.ნ..
![]() |
6.25 დასტა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

დასტა საქართველოში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა XVII ს-დან. იგი ყარაჩოხელებისა და ქართველი არისტოკრატიის დროსტარების თანმხლები იყო. დასტის რეპერტუარი თბილისში განვითარდა და გამდიდრდა. დასტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა XX ს-ის 30-იან წლებში, როდესაც მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მედუდუკეთა ტრადიციულ დუეტს მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დუდუკზე დაიწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ამგვარად „გაქართულდა“ დუდუკი.
თბილისში (და ყველგან სადაც დასტის ტრადიცია გავრცელდა) ქორწილის დაწყება, „მეფის“ მოსვლა აუცილებლად ზურნის დაკვრით უნდა აღნიშნულიყო. ღამით, ქორწილის დროს, ზურნას აღარ უკრავდნენ, მაგრამ დილით ზურნაზე „დილის საარი“ აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ზურნაზე საგანგებო ჰანგი „საქორწილო“ სრულდებოდა პატარძლის ოჯახში მზითევის გადატანის დროს.
დასტის აუცილებელი მონაწილეობა დასტურდება თბილისისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში (ცხინვალში, ლიახვის ხეობაში) ქორწილის მეორე დღეს „მეფისა“ და მისი მაყრიონის მსვლელობაში წინაპართა საფლავზე საგანგებო ჰანგის („სამგზავრო“) დაკვრით. „მეფეს“ იქ უნდა ეცეკვა, ზოგჯერ ჭიდაობაც იმართებოდა. ამ დროს საცეკვაო და საჭიდაო უნდა შესრულებულიყო. უკან დაბრუნებისასა ისევ საცეკვაო იკვრებოდა.
დასტა გამოიყენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში. თბილისში იცოდნენ პანაშვიდზე „დამკვრელების“ - დასტის (უმეტესწილად მეზურნეების) მიწვევა. ამისათვის არსებობს საგანგებო რეპერტუარი („მკვდარზე რასაც იმღერებდნენ, იმას ქეიფში არ მღეროდნენ, იმას თავისი სიმღერა აქვს“). ცხედრის მიწად მიბარების შემდეგ სრულდება საგანგებო სამგლოვიარო ჰანგი - მასრაფი. თბილისურ ქორწილში მესაკრავეთა მონაწილეობა მოწმდება ჟ. შარდენის ცნობითაც. 2. ერთად აღებული ხუთი საპირე ტყავის სახელწოდება.
მ.შ
![]() |
6.26 დასტაგი//დაგი//ლადგი (სვ.) ბიქილა (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: რ. გუჯეჯიანი, ერთი ეთნოგრაფიული ნივთის შესახებ, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ III,2007.
ე.ნ.
![]() |
6.27 დასტაკილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.28 დაფარნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაფარნა
საღმრთო ლიტურგიის დამკვიდრებისთანავე ხმარებაში პირველად პატარა დაფარნები შემოვიდა, რომლებსაც XIX საუკუნემდე ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა, რომ უფლის წმიდა სისხლი და წმიდა ხორცი დაცული ყოფილიყო. მესამე, დიდი დაფარნა (იგივე პერექელი) V საუკუნიდანაა ხმარებაში და მისი დამკვიდრება ღვთისმსახურებაში წმ. საბა განწმედელს უკავშირდება.
პირველად ტერმინი „დაფარნა“ მოხსენიებული აქვს წმ. იოანე მმარხველს (VI ს). იგი მას ქრისტეს „საფლავის საბეჭდავს“ უწოდებს. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი აღწერს რა ლიტურგიას, დაფარნის შესახებ ამბობს, რომ ისინი ისე ფარავენ ფეშხუმსა და ბარძიმში მოთავსებულ წმიდა ნაწილებს, როგორც ჰაერი დედამიწას.
ქართველები დიდ დაფარნას „ცაი“-ს უწოდებდნენ. სვიმეონ თესალონიკელი მას იმ ლოდის სიმბოლოდ მიიჩნევს, რომელიც ქრისტეს საფლავს მიაფარეს.
XVII საუკუნემდე დაფარნისა და გარდამოხსნის (იხ.) ფუნქცია გაყოფილი არ იყო და გარეგნულადაც ისინი არ განირჩეოდა ერთმანეთისაგან როგორც ზომით, ისე მათზე ამოქარგული იკონოგრაფიული სიუჟეტითაც და ერთმანეთის ფუნქციას ასრულებდნენ. ორივეზე კლასიკური ფორმის „დატირების“ კომპოზიცია დომინირებდა. XVI საუკუნიდან დაფარნა და გარდამოხსნა ნელ-ნელა ემიჯნება ერთმანეთს. გარდამოხსნაზე დარჩა დატირების კომპოზიცია, ხოლო დიდ დაფარნებზე ჯერ ჯვრები დაჩნდა, ხოლო შემდეგ მისი სახე დაიხვეწა და შემოვიდა შემდეგი სიუჟეტები: „ნუ მტირ მე დედაო“, „კუბოთდება“, „დიდისა ზრახვისა ანგელოზი“.
ლიტურგიის პირველ ნაწილში, კვეთის დროს, როცა ხდება პურისა და ღვინის საზიარებლად შემზადება, დაფარნები იმ სახვევების სიმბოლური სახეა, რომლებშიც ღვთისმშობელმა ახალშობილი მაცხოვარი შეახვია და ბაგაზე მიაწვინა, დიდი დაფარნა კი ის ქსოვილია, რომელშიც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის სხეული წაგრაგნეს.
წირვის მეორე ნაწილში, კათაკმეველთა ლიტურგიისას, დაფარნათა ხმარება შეჩერებულია.
წირვის მესამე ნაწილში (მართალთა ლიტურგია), დიდი გამოსვლის დროს, ფეშხუმის დაფარნა ნიშნავს სუდარას, რომელშიც მაცხოვარი შეახვიეს, ბარძიმის დაფარნა-არდაგს, რითაც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნილი სხეული შეგრაგნეს. დიდი დაფარნა კი ის ლოდია, რითაც მაცხოვრის საფლავი დაბეჭდეს. „მრწამსის“ გალობისას ბარძიმ-ფეშხუმის თავზე მღვდლის დიდი დაფარნის რხევა სულიწმიდის ძალისა და მადლის ფრქვევას და მაცხოვრის აღდგომას მოასწავებს.
თითოეული დაფარნის ხმარებისას ლიტურგიაზე მღვდლის მიერ განსხვავებული ლოცვები წარმო ითქმება.
საქართველოში არსებობდა უძველესი ტრადიცია დაფარნების შეწირვისა ეკლესია-მონასტრებისათვის. როგორც ამ მდიდრულად შემკული დაფარნების წარწერები გვამცნობენ: ისინი „ცოდვილი სულის საოხად“, ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისათვის“ ან „ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“ გაუკეთებიათ. ქართული დაფარნები ქარგულობის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენენ.
ხ. ც.
„სიწმიდის საფარებელი“ (საბა). საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი -პატარა. დიდი კვადრატის ან მართკუთხედის ფორმისაა, პატარები-ჯვრის ფორმის. პატარა დაფარნებით ცალ-ცალკე ბურავენ ბარძიმსა და ფეშხუმს, ხოლო დიდით - ორივეს ერთად.


![]() |
6.29 დაღი//დამღა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ..
![]() |
6.30 დაშნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба“ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.

მ. ქ..
![]() |
6.31 დაჯდა ხელადა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მ.ზ..

![]() |
6.32 დგიმი//ზინგი (სამეგრ.)//ლელჯშარ (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: მსშხი. ტ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ..
![]() |
6.33 დედაბოძი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დედაბოძი მთლიანი ხისაგან გამოთლილიდიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლისსაყრდენი, რომელსაც ეყრდნობოდა გვირგვინიანი გადახურვა.დედაბოძზე იყო გადებული სახლის განივი კოჭი, თავხე. ბოძსადა თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ.„ბუღაურას“, ანუ „დათვას“, ხის გრძელ ბალიშს, რომელიც დედაბოძთან ერთად მთლიან ელემენტს ქმნიდა. დედაბოძზე გამოსახავდნენ ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამინის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, რადიკალურად განსხივებულ მზეს, ბორჯღალს, კონცენტრულ წრეებს, ვარსკვლავებს და სხვ.

ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა,დედაბოძი და გვირგვინი ერთ კომპლექსს შეადგენდა დაოჯახის წმიდათაწმიდად იყო მიჩნეული. ყველა რიტუალი სახლში დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა.
დედაბოძის წარმოშობაზე არსებული ხალხური თქმულებები მიუთითებენ, რომ მისდამი თაყვანისცემა უკავშირდება ჩვენში ოდესღაც გავრცელებულ ხის კულტს (ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ღვთაება კერაში ამოსული, გველშემოხვეული ხის სახით გამოეცხადებოდა თავის საყმოს) და სიცოცხლის ხის მოტივს. ძველ ქვეყნებში და კერძოდ, კავკასიაში სიცოცხლის ხე წარმოდგენილი ჰქონდათ ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. სწორედ ასეთი ხის ყველაზე სრულყოფილი სიმბოლო ჩვენში დედაბოძი იყო. ხალხური წარმოდგენით, იგი ისე ებჯინებოდა გვირგვინს, როგორც სიცოცხლის ხე ცას. არქეოლოგიური მონაცემებით, საცხოვრებლის წმინდა სვეტების თაყვანისცემა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე, სამიწათმოქმედო ხანაში ყოფილა გავრცელებული.
ლიტ.: ი.სურგულაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
![]() |
6.34 დედანი (ქართლ.)//ლერწამი (რაჭა) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ნ. ჯიქია, გუდასტვირი, მმ, ტ. XXXII-B 1976.
ნ.ჯ..
![]() |
6.35 დედასპური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007, ს. ცაიშვილი, ზოგიერთი მოსაზრება დედასპურის შესახებ, ლიტ. ეტიუდები, 1984.
![]() |
6.36 დედა ხე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.37 დედოფალა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ნ. ღოღობერიძე, დედოფლების კატალოგი, 1968.
ე. ნ..
![]() |
6.38 დემური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1973.
![]() |
6.39 დენთი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დენთი
ქართული ეთნოგრაფიული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს მთიანეთში თოფისწამალი თითქმის ყველგან (ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში, დიდოეთში და სხვ) მზადდებოდა. ხოლო რაც შეეხება დიდ ქალაქებს, განსაკუთრებით თბილისს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში არსებობდა თოფისწამლის დასამზადებელი სარეწაო, რომელიც ისაია თაყუაშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას აღნიშნული ქარხანა მთლიანად განადგურდა. ერეკლე მეორემ 1796 წელს თაყუაშვილს ახალი მიწები (სოლოლაკის მიდამოებში) უბოძა დენთის წარმოებისათვის, მაგრამ ეს ინიციატივა რუსეთის ანექსიამ გააუვნებელყო.
ითქმის ყველგან (ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში, დიდოეთში და სხვ) მზადდებოდა. ხოლო რაც შეეხება დიდ ქალაქებს, განსაკუთრებით თბილისს, XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში არსებობდა თოფისწამლის დასამზადებელი სარეწაო, რომელიც ისაია თაყუაშვილს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას აღნიშნული ქარხანა მთლიანად განადგურდა. ერეკლე მეორემ 1796 წელს თაყუაშვილს ახალი მიწები (სოლოლაკის მიდამოებში) უბოძა დენთის წარმოებისათვის, მაგრამ ეს ინიციატივა რუსეთის ანექსიამ გააუვნებელყო.
ლიტ.: ალ. რობაქიძე, „თოფისწამლის დამზადება პირაქეთ ხევსურეთში“, ანალები ტ. I, 1947.
ფეთქებადი ნივთიერება. გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღისათვის. კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVIII), სანამ ტყვიის განვითარება სრულყოფილ დონეს მიაღწევდა (XIX ს-ის I ნახ. უნიტარული ვაზნა) და დაიწყებოდა მისი ქარხნული წარმოება, საქართველოშიც დენთს ადგილობრივად ამზადებდნენ. დენთის დამზადებისათვის საჭირო იყო - ყინვარი (გვარჯილა), ჩექა (გოგირდი) და ნახშირი. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ყინვარსა და ნახშირს ადგილზე ამზადებდნენ, ხოლო გოგირდი შემოჰქონდათ. საჭირო ნედლეულის მომარაგებისა და მათი შეზავების შემდეგ, იწყებოდა თოფისწამლის გატეხვა დენგში (ხის ან ქვის დენგი), რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. თოფისწამლის გატეხვის დროს ხშირად იყენებდნენ ჭაშნიკს, თუ თოფისწამალი არ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას (ძლიერი და უცაბედი აფეთქება უმნიშვნელო ფერფლით), მას უმატებდნენ გვარჯილას, რითაც წამლის სიფიცხეს ზრდიდნენ. მეტისმეტად ფიცხი წამლის შემთხვევაში კი უმატებდნენ გოგირდს, რაც დაბლა სწევდა სიფიცხეს. თოფისწამალს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აჭაშნიკებდნენ, მაგ., სვანეთში ჭაშნიკს ხელისგულზე იდებდნენ, დიდოეთში - მარცხენა ხელის ცერის ფრჩხილზე, ხოლო რაჭაში ამისთვის თეთრ ქაღალდს იყენებდნენ.
მ.ქ..
![]() |
6.40 დერგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ზომის თიხის ქილა, გამოიყენება ყველის, მარცვლეულისა და მზა პროდუქტის შესანახად. გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას „სახორბლე“ და „საფქვილე“ დერგებსაც უწოდებენ. ანალოგიური ფორმისა და დანიშნულების ქილები აღმ. საქართველოში ცნობილია „ქოცო ქილის“, „მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“ (კახეთი), „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ (ქსნის ხეობა), და „ყველის ქილის“ სახელწოდებით. დერგების მრავალფეროვანი ნიმუშები უხვად ფიქსირდება საქართველის არქეოლოგიურ ძეგლებზე რაც ამ ჭურჭლის ინტენსიურ გამოყენებაზე მიუთითებს.

![]() |
6.41 დერციკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისური ხელოსნების მნიშვნელოვან დარგს ფეიქრობა შეადგენდა. აქაურ სახელოსნოებში იქსოვებოდა როგორც ბამბის (ლაინი, ჩითი, ტილო), ისე აბრეშუმეულობა-დარაია (თავთა, ჩესუნჩა, მერდინი), ყანაოზი და სხვ. XII ს. თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, თბილისელი ხელოსნები აქტიურად ეწეოდნენ აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების იმპორტს. XVII ს. რუსი მოგზაურების დაკვირვებით, თბილისური ქსოვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ორიგინალური ფერადოვნებითა და შემკულობით.
ქართველი დერციკები ამზადებდნენ ქართულ ტანსაცმელს, ისეთ სახეობებს, როგორიცაა: ჩოხა-ახალუხი, ხონჯრიან განიერი შარვლები, ქულაჯა, ყაბალახი, ჩიხტა, თავსაფარი, ქუდები, წვივსაკრავი და სხვა.
დერციკი-ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებული და მოიცავდნენ უფრო წვრილ გაერთიანებებს, მაგ: მექუდეთა ამქარში სამი ტიპის მკერავები მუშაობდნენ. ზოგი ფაფახს კერავდა, ზოგი ნაბდის ქუდებსა და ნაწილიც შალისა და ტილოსას..
ამქარში გაერთიანებული დერციკები დაკვეთაზედაც მუშაობდნენ და ბაზრისათვისაც, ხელოსნური ნაწარმი კარგად საღდებოდა დიდ დღეობებზე.
ისე როგორც ყველა ამქარს, დერციკებისასაც თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა, რომელთა გამოსახულება ღერბსა და ემბლემასთან („ფირი“) ერთად მათ დროშას ამშვენებდა. ეს იყო ღვთისმშობელი, მაკრატელი და ნახევარადლიანი.
ქალაქელი დერციკები ხშირად იყენებდნენ ქალების შრომას. მათთან მიჰქონდათ გამოჭრილი ტანსაცმლის ელემენტები, რომელთა შეკერვა და სათანადო გაფორმება გარკვეული საფასურით შინმოხელე ქალებს უნდა შეესრულებინათ. ტანსაცმლის გაფორმებისათვის საჭირო ბაბთა-არშია-ზონრების შემოქმედნიც ქალები იყვნენ. განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო სირმებსა და ბუზმენტებზე. იქსოვებოდა ორგვარი ჩაფარიშები: უბრალო და სახიანი, რომელთაც განსხვავებული გამოყენება ჰქონდათ. უბრალო-ჩოხის შიდა ნაკერების დასამაგრებლად იხმარებოდა, სახიანი კი - ქალის საგარეო შარვლის - „შეიდიშის“ ტოტების მოსავლებად. სახლებში მოსაქმე ქალთა უდიდესი ნაწილი ქალაქებში იყო თავმოყრილი, ჩვეულებისამებრ წვრილ მოვაჭრეებს ჰქონდათ ზონრების, ყაითნის, ფოჩების, ბაფთების, თასმების, შესაკრავების, ზორტების, სირმების, ბუზმენტების, ზეზების, მოქარგული არშიების და ამგვარი საგნების საგრეხი და საქსოვი პატარა სახელოსნოები.
ქალები ეწეოდნენ ლეჩაქების დაბასმვასა და დაქარგვას, შუბლსაკრავებსა და სარტყელ-გულისპირებზე ნაქარგის ამოყვანას, რაც ერთგვარი გაჯიბრების ხასიათს ატარებდა. ოჯახური წარმოების ასეთი ფორმა ტრადიციული იყო საქართველოსათვის.
ტანსაცმლის შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულია ისეთი პროცესები, როგორიცაა თარგების დამზადების ტექნიკა, ჩაცმა-დახურვის წესები, ტანსაცმლის ტარების მანერა და სხვა. ქალაქელი დერციკების ნაწარმი აკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნილებებს..
მთიელ ქალს, საოჯახო ყოველდღიური საქმიანობის გარდა, სატანსაცმლე მასალისა და ხალიჩ-ფარდაგების ქსოვაც ევალებოდა. ფარდაგ-ხალიჩის ქსოვა საძნელო საქმე იყო და ყველას არ ეხერხებოდა, მაგრამ ქსოვილების ქსოვას თითქმის ყველა ზრდასრული ქალი ფლობდა. ამასთანავე, ჩხირებითა და ყაისნაღით იქსოვებოდა წინდა-პაიჭები, ხელთათმანები, თავშლები, ითელებოდა ნაბადი და სხვ. აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად შემოდგომაზე ქალებს ოჯახში არსებული მატყლიდან გამოეყოფოდათ წილი. მატყლთან დაკავშირებული საქმიანობა კი ხევსურეთში ასე ყოფილა განაწილებული: ოქტომბერში მატყლის გარეცხვაგაშრობა; ნოემბერ-დეკემბერში - გაჩეჩვა; იანვარში - დართვა; თებერვალში - დაძახვა ჯარაზე; მარტაპრილში შალის - „ტოლის“ ქსოვა. ასე რომ, გაზაფხულზე, მინდვრის სამუშაოთა დაწყებამდე, ქალს ამ სახის სამუშაო დასრულებული უნდა ჰქონოდა.
ჩამოთვლილ სამუშაოს მთიელი ქალები თავად ასრულებდნენ, მხოლოდ ზოგიერთი პროცესის შესასრულებლად მიმართავდნენ კოლექტიური დახმარების მარტივ ფორმებს - მუშა ქალების შეკრებას, უმეტესად მატყლის ჩეჩვის დროს. ასეთ თავყრილობას ხევსურეთში „მჩეჩლები“ ეწოდებოდა. სხვაგან მუშა ქალების დაძახება დართვის დროსაც სცოდნიათ.
გოგონებს 6 წლის ასაკიდან აჩვევდნენ მუშაობას, ჯერ მატყლის ჩეჩვა-დართვის წესს შეასწავლიდნენ, მერე ქსოვას. 8-10 წლის გოგოს უნდა სცოდნოდა წინდა-პაიჭების ქსოვა, 14-15 წლისა კი დამოუკიდებელი მოსაქმე ხდებოდა მთის პირობებში არსებული საქალო ხელობის თითქმის ყველა წესს დაუფლებული, რაც ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენდა.
ძველი წესებით ტანსაცმლის დაჭრა-შეკერვა გულისხმობს წინასწარ მომზადებული თარგის გარეშე დუქარდით (მაკრატელი) ტანისამოსის გამოჭრასა და ხელით მის შეკერვას. მასალის დაჭრისა და ზომის აღების დროს თუშ-ფშავ-ხევსურნი გამოიყენებდნენ ბუნებრივ საზომ ერთეულებს: „მხარი“, „წყრთა“, „მტკაველი“, „ხელი“, „ტაში“, „ციდა“, „ღვინჭი“, „ორ თითის სიბრტყო“, „გოჯი“. ხელით კერვის ტექნიკაც სათანადო დონეზე ყოფილა აყვანილი: „დადანდვლა“ // „ნემსის კუდით კერვა“ // „დანემსვა“, „კუდიქცეულა“, „ისკუნტალი“ // „ხელუკუღმართა“, „მხვევრაი“, „დუმბარა“ და სხვ. სამოსელი ჯერ უნდა დაებლანდათ - („დადანდვლა“), შემდგომ კი მაგრად შეეკერათ - „გვირისტი“.
შესაკერ მასალას ჯერ გადაზომავდნენ მტკავლით, მაკრატლის წვერით წააჭრიდნენ მცირედ ან ძაფით ნიშანს დაადებდნენ. დაჭრის დროს აუცილებლად დაილოცებოდნენ: „ბედნიერებაში გაცვითეო, ეს ერთი და ორი ათასი სხვაო: ტყის ფოთოლმთაც გექნება მრავალიო, მამა ყიდვაში, დედა კერვაში, შენ ხევაშიო, ან მშვიდობაშიო, და-ძმების სიცოცხლეშიო, ქმარ-შვილთან გახარებაშიო...“
თუ ქალი კარგად ფლობდა ჭრა-კერვის წესებს, იგი მოწაფეებსაც იზიდავდა. საქართველოში ასეთ ქალს „ოსტატი“ ეწოდებოდა და მას განსაკუთრებით ბევრი მოსწავლე დაბებსა და სოფლებში ჰყავდა.
ოსტატთა შორის მრავლად იყვნენ მღვდლებისა და მასწავლებელთა ცოლები, რომლებიც ჭრა-კერვასთან ერთად მოწაფეებს წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ. ზოგიერთ ოსტატს რამდენიმე მოწაფეც ყავდა. სწავლების ვადა ერთნაირი არ იყო, ზოგჯერ რამდენიმე წელს გრძელდებოდა. დახარჯული შრომის საფასურიც ცვალებადი ყოფილა - ხან ფულით, ხშირად ნატურით და ზოგჯერ შრომით გადახდის გზითაც.
ტანსაცმლის ელემენტების დამზადებასთან ერთად ოსტატი დიდ დროს ანდომებდა გაფორმებასაც. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა „ქართული კაბის“ შესამკობელი ელემენტების-სარტყელგულისპირებისა და თავსაბურავ შუბლსაკრავების ქარგულობას.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ცოდნა-გამოცდილების შედეგად, ადგილობრივი ნედლეულის ბაზის ტრადიციული ხერხების გამოყენებითა და დამუშავებით, სავსებით იკმაყოფილებდა ტანსაცმელზე არსებულ მოთხოვნილებას და საუკუნეთა განმავლობაში გამოიმუშავა ჩაცმულობის თავისებური ორიგინალური ფორმა, მისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებითა და შემკულობის განუმეორებელი სტილით, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ისტორიის მამას ჰეროდოტეს, რომლის მიხედვითაც ქართველ მთიელთა ტანსაცმელი გამოირჩევა საუკეთესო გამძლეობით, კარგი მოყვანილობითა და უაღრესად ლამაზი შემკულობით. ამ მოსაზრების საუკეთესო დადასტურებას წარმოადგენს უმაღლეს ესთეტიკურ დონეზე დამზადებული ხევსურული ტანსაცმელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ხალხთა კოსტიუმებს შორის.
ც. ბ.
ე. ნ.
![]() |
6.42 დვრიტა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.43 დიადემა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
ე. ნ..
![]() |
6.44 დიადიმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]()
ლიტ.: ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964.
ე. ნ..
![]() |
6.45 დიდი გუთანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ქართული გუთნის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: „რვილი“ (მოხრილი გრძელი ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია სახნისი, საკვეთელი, ფრთა და სხვა ნაწილები გუთნისა, ზომით დაახლოებით 320- 340 სმ.), „მანჭები“ (სახელურები), „ფრთა“ (ბელტების გადასაბრუნებელი ფიცარი), „ხმალა“ (აერთებს რვილსა და გუთნის სხვა ნაწილებს ერთმანეთთან, რითაც გუთანს სიმტკიცეს სძენს), „ქუსლი“ (ხის ნაწილი, რომელზედაც სახნისი იყო წამოცმული), რკინის „სახნის-საკვეთელი“, „ფამფალაკი“ (ღერძი, რომლის ბოლოებში გაყრილია სხვადასხვა ზომის გოგორები - „კვალის გოგორა“ და „ველის გოგორა“).
გუთნის ხის ნაწილები მაგარი ჯიშის ხისგან მზადდებოდა (მუხა, იფანი, თელა და სხვა).
დიდი ქართული გუთნისათვის ისევე, როგორც საერთოდ ქართული სახვნელებისათვის, დამახასიათებელი იყო მრუდე რვილი. გუთნის ტიპის ევროპული სახვნელი იარაღები, რომლებიც გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში, ხასიათდებოდა პირდაპირი მხრით. რვალის სიმრუდე, რომელიც ქართულ სახვნელებს ახასიათებს, ერთხელ კიდევ ადასტურებს ქართული გუთნის თვითმყოფად ხასიათს. ფრთა და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი ფამფალაკი არის ის ნაწილები დიდი გუთნისა, რომლებიც მარტივ სახვნელ იარაღებს არ გააჩნიათ. დიდი ქართული გუთნის არსებობა დასტურდება XI-XII საუკუნეებში. იგი ღრმად ხნავდა (35 სმ. სიღრმეზე), ბელტს (50-60 სმ. ზომისას) ჭრიდა, აბრუნებდა და შლიდა. სწორედ ეს იყო მისი უპირატესობა სხვა სახის სახვნელ იარაღებთან შედარებით. XIX ს-ის II ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჩნდება ქართული გუთნის გაუმჯობესებული სახეობანი. ასეთებია ე.წ. მუხრანული გუთანი და კაკაბური გუთანი. დიდი ქართული გუთანი დაკავშირებული იყო მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან (იხ. ანეული). იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთის ბარში, ნაწილობრივ ქართლის მთის წინა ზოლში. მესხეთში დიდი გუთანი მხოლოდ ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა. იშვიათად გამოიყენებოდა ზემო იმერეთის ვაკე ადგილებში მემამულურ მეურნეობებში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხის გუთნები ნიადაგის თავისებურების მიხედვით ზომით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგალითად, გარეკახეთსა და ივრის ხეობაში უფრო დიდი ზომის გუთნები იყო ხმარებაში, ვიდრე ქართლში, შიდა კახეთსა და ქიზიყში. ქართლის მთის წინა ზოლში ქართლის ბართან შედარებით უფრო პატარა ზომის გუთნები იყო.
გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირად ღირებულ სახვნელ იარაღს წარმოადგენდა. შედარებით იაფი ჯდებოდა გუთნის ხის ნაწილი, რომელსაც ხშირად გლეხები თვითონ თლიდნენ. თითქმის ყველა სოფელში იყვნენ ამ საქმის მცოდნე გლეხები. შედარებით დიდ სოფლებში იყვნენ ისეთი ხელოსნებიც, რომელთათვისაც ეს ხელობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა. ისინი, ჩვეულებრივ, რამოდენიმე სოფელს ემსახურებოდნენ.
შედარებით ძვირი ჯდებოდა გუთნის რკინის ნაწილები, სახნისისათვის საშუალოდ ერთი ფუთი რკინა იყო საჭირო, საკვეთლისათვის კი - ნახევარი.
გუთნის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა ჯამბარა (იხ.) - ტყავისაგან დაწნული ღვედი, რომლის საშუალებითაც გუთანი მიბმული იყო ფაფმფალაკზე. XIX ს-ის II ნახევარში ქართლ-კახეთის ზოგიერთ ნაწილში იგი რკინის ჯაჭვმა შეცვალა.
გუთანში გამწევი ძალის შესაბმელად გამოიყენებოდა უღელი ტაბიკებითა და აპეურებით (იხ.).
ჯამბარა-ღვედის საშუალებით უღლები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. თითო ღვედი 3-4 უღელს აკავშირებდა. ღვედის დასაწვნელად საჭირო იყო 2 კამეჩის, ან 3 ხარის ტყავი. ღვედების ოსტატებად ხევსურები ითვლებოდნენ. ქართლში ადგილობრივადაც ამზადებდნენ ღვედებს. გადმოცემით, ღვედი 25-30 წელი ძლებდა.
ღვედები ძირითადად ქართლისათვის იყო დამახასიათებელი. კახეთში ზოგჯერ ღვედების ნაცვლად იყენებდნენ საყევარ-უღლებსა (საყევარი-ძელი, რომელიც 2 უღელს აერთებდა) და ჯაჭვებს.
როგორც ჩანს, გამართული ხის გუთანი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ალბათ ამიტომ საბუთებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის მოხსენიების დროს გლეხის ოჯახში სახვნელი იარაღების ნაწილებზეა ხოლმე უმეტესად ლაპარაკი და არა გამართულ სახვნელ იარაღზე - გუთანზე. გლეხთა შორის მხოლოდ შეძლებულებს გააჩნდათ საკუთარი, ყოველმხრივ გამართული გუთანი. ქართლ-კახეთის სოფლებში გამართული გუთანი საშუალოდ კომლების 10-12%25 ჰქონდა.
დიდ გუთანში აბამდნენ 6-12 უღელ გამწევ ძალას. გამართული გუთანი და მუშა საქონელი შეადგენდა გუთნეულს. დიდი გუთნის მუშაობას სჭირდებოდა გუთნისდედა და 3-6 მეხრე.
ისეთი ოჯახები, რომლებსაც ჰქონდათ გამართული გუთანი და ჰყავდათ გამწვი ძალისა და მუშახელის საჭირო რაოდენობა, ძლიერ მცირე იყო. ამდენად, საგლეხო კომლთა უმნიშვნელო ნაწილს შეეძლო მიწის მოხვნა საკუთარი ძალებით. ეს უმთავრესად დიდი, გაუყრელი ოჯახები იყო, რომლებიც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისისათვის სპორადულად იყო შემორჩენილი. ამიტომ პატარა ოჯახები, როგორც წესი, ხვნის დროს მიმართავდნენ შრომით გაერთიანებას დიდი გუთნის გარშემო (იხ. მოდგამი).
ხვნასთან დაკავშირებული იყო გარკვეული რწმენა-წარმოდგენები და ადათ-ჩვეულებები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს.
ქართლ-კახეთის ბარში ანეულის წინ იმართებოდა „სასოფლო საღმრთო“//„გუთნის საღმრთო“. ქართლის ზოგიერთ სოფელში ამას ამაღლებას უკავშირებდნენ.
ხვნის დაწყების პირველ დღეს გარკვეული წესები სრულდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი მაგიური ხასიათისა იყო. პირველად რომ „გაიტანდნენ გუთანს“ მინდორში, ხვნის დაწყებამდე გუთნისდედას წინა ხარისათვის კვერცხი უნდა დაეკრა თავში სიტყვებით: „ასე გასკდეს იმისი თვალი, ვინც შენ ავი თავლით შემოგხედოს“-ო. ეს წესი ყველგან დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. მესხეთში ამ დღეს სახნისზე სანთელს დაანთებდნენ, საკმეველს დააკმევდნენ. მერე მეხრე აიღებდა კვერხცს, სამჯერ შემოუვლიდა გარს შებმულ გუთანს, მესამედ შემოვლისას ესროდა კვერცხს წინა ხარს სიტყვებით: „რომელმაც ავი თვალით შემოგხედოს, ასე გამოუვარდეს თვალი“-ო.
დიდ ხუთშაბათს გუთნისდედას ღამით უმძრახს ტყემლის ტოტი უნდა მოეჭრა და ტაბიკად ჩაერჭო უღელში, რომ „საქონელს თვალი არ სცემოდა“. ამავე მიზნით ხვნის პირველ დღეს ხარს კუდზე წითელ ძაფსა და ტყემლის ყლორტს აბამდნენ. პირველად გუთანს რომ შეაბამდნენ, იმ დღეს მეზობელს არაფერს მისცემდნენ, არც ათხოვებდნენ. ქართლის ზოგიერთ სოფელში ხვნის პირველ დღეს წინა უღლის შუაში პატარა ბაირაღი კეთდებოდა, აუცილებლად წითელი. ზოგჯერ ამ დღეს წინა ხარებს ზარებს აბამდნენ, ხარს თავზე, რქაზე „ფუნჯებისაგან“ (ბალახია ერთგვარი) დაწნულ გვირგვინს ჩამოაცვამდნენ. ყველა გუთნეული ცდილობდა, სხვაზე უკეთესად გამოსულიყო. ამ შეჯიბრს „განგაშს“ ეძახდნენ.
ხვნა რომ დამთავრდებოდა, იმ დღეს წინა უღელს ბაირაღს გაუკეთებდნენ და სოფელში ისე ბრუნდებოდნენ.
ლიტ.: Г. С. Читая, Земледельческие системы и пахотные орудия Грузий. Вопросы этнографии Кавказа, 1952г

გ.ჩიტაია,ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა, მიმომხილველი, 1949. ტ. I.
გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
თ. გ.
![]() |
6.46 დიდი მანდილი//ორმანდილი//ორკეცი მანდილი// გაყრილი მანდილი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.

ც. ბ..
![]() |
6.47 დიკირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: С.Е. Молотков. Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001
ხ. ც..
![]() |
6.48 დიპლიპიტო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლიპიტო
დასარტყმელი საკრავი. კონუსის ფორმის თიხის ან ხის ორი (ზოგჯერ სამი, იშვიათად ოთხი) ტყავგადაკრული ქოთანი ერთმანეთზე თასმებით გადაბმული. ქოთნების სიმაღლე თანაბარია. ქოთნები შეღებილია წითელ ან ყვითელ ფერებად და მოხატულია საღებავებით, გამოყვანილია მცენარეული ორნამენტი. დიპლიპიტოზე უკრავენ სპეციალური ჯოხებით - ჩილიკებით // „თხის ფეხუნებით“, რომლებსაც თავები მომრგვალებული აქვთ. დიპლიპიტო ცეკვების თანმხლებია. შედის აღმოსავლურ საკრავთა ანსამბლის (საზანდარი) შემადგენლობაში. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ხის დიპლიპიტოც.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა,1940.

К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов народов СССР, М., 1963.
მ. შ.
![]() |
6.49 დიში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლ. მ..
![]() |
6.50 დიშლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..

![]() |
6.51 დო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.52 დობილო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.53 დოთქუნთა//კარაბა (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები,

„ქსნის ხეობა“, 1975.
გ. გ..
![]() |
6.54 დოლაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.55 დოლბანდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIXს. და XXს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ..
![]() |
6.56 დოლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოლი
დასარტყამი ინსტრუმენტი. აქვს ცილინდრული კორპუსი, რომლის ორივე მხარეზე ტყავია გადაკრული და დამაგრებულია თასმებით. ტრაფარეტული ზომები არ გვხვდება. კორპუსის სიმაღლე ისე შეეფარდება ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. უკრავენ ხელებით ან პატარა ჯოხებით, რომლებსაც ზოგჯერ გაგანიერებული ბოლო აქვთ. დაკვრის დროს დოლი შემსრულებელს უჭირავს მარცხენა იღლიის ქვეშ. ჯოხებით დაკვრის შემთხვევაში ერთ ჯოხს საკრავის ერთ მხარეს ურტყამენ, მეორე ჯოხს - მეორე მხარეს. დაკვრის ასეთი წესი უფრო ხშირად გურიასა და აჭარაშია გავრცელებული. დოლის ძირითადი დანიშნულებაა ცეკვის თანხლება, მისი მეტრისა და რიტმის ხაზგასმა. მასთან ერთად ზოგჯერ ერთიანდება რომელიმე ერთი საკრავი - სალამური, ჭიბონი, ჩონგური. დოლის ტიპის საკრავი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში იყო დაფდაფი.
ლიტ.: გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.
ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938.
მ. შ.
![]() |
6.57 დოლის პური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოლის პური
ხორბლის სხვა ჯიშებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა დოლის პური. გამოირჩეოდა უხვმოსავლიანობით, სხვა ჯიშებზე უკეთ უძლებდა არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებს, ამინდის ცვალებადობას, ტემპერატურის მერყეობას. ახასიათებდა მარცვლის ჩაცვენისადმი მდგრადობა. თავთავი სხვა ჯიშებზე მსხვილი და მძიმე ჰქონდა. დღიურ მიწაზე მოსავალი შეადგენდა 8-10 კოდს (კოდი 10 ლიტრა
-
50კგ) მატულობდა ზელაში. ცომი ძარღვიანი, გამწევი, „ღვედიანი“ იყო. ცხვებოდა გემრიელი სურნელოვანი პური, რომელსაც სირბილეს მატებდა მის ნათესებში მინარევი ჭვავი, ამიტომ თესლშეყოლილ ჭვავს დოლის პურის ყანიდან აღარ აცლიდნენ. დოლის პურის ბზეც
საუკეთესოდ ითვლებოდა საქონლის საკვებად. ადგილობრივნი მას „მთავარ პურს“ უწოდებდნენ. მოიხსენიებდნენ „დედალი პურის“ სახელითაც.
რიტუალური დანიშნულებისთვის
-
„სანათუროდ“ (ზედაშედ) ინახავდნენ. მის მარცვალს კორკოტისა და წანდილისათვის იყენებდნენ. თიანეთის რაიონში, ისე როგორც სხვა კუთხეებში, ნათესის გვალვისგან დასაცავად გავრცელებული იყო წყლის მოხვნის ჩვეულება. ამ რიტუალს ქალები ასრულებდნენ. თეთრწყაროში ამ წესის შესრულების დროს ქალები სკაბრეზული სიტყვების წარმოთქმით ერთმანეთს ასხამდნენ წყალს სარცხვინელ ადგილებში, ლეჩხუმში ქალი ქვედა საცვალს იხდიდა და ყანაში მოაფრიალებდა სარეველას მიმართ გინებით. კახეთში საკმარისი იყო კაბის კალთის შეხება, რომ სუფთა ყანა ამოსულიყო, სარეველა გამქრალიყო. ხალხის რწმენით ეს რიტუალი ზრდიდა მოსავლის ბარაქიანობას.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულახის რაიონში, სმმ ტ. IV, 1928.
ე.ნ..
![]() |
6.58 დოლური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.59 დორა//დორიკა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, 1974.
მ. ზ..
![]() |
6.60 დოსტაქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.61 დოქი თიხისა// ხელადა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24.
ც. კ..
![]() |
6.62 დოღონაკი//ჯაფა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები, 1973.
ნ. ჯ..
![]() |
6.63 დოშაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.64 დოხანი (ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..
![]() |
6.65 დროშა//დროშაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ქართველები შორეულ ხანაში ცხოვრობდნენ წინა აზიის ხალხთა არეალში, ნაზიარებნი იყვნენ მათ კულტურულ მემკვიდრეობას და საფიქრებელია, რომ მათაც შუმერების, ასურელების, ბაბილონელებისა და სხვათა მსგავსად უნდა ჰქონოდათ თავიანთი დროშები როგორც გამარჯვების აღმნიშვნელი, ასევე რელიგიურ კულტთან დაკავშირებული. არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, რომ წინაქრისტიან ქართველთა დროშებზე გამოსახული იყო ნაყოფიერების ღვთაებები, ციური სიმბოლოები და ზოომორფული არსებანი.
პირდაპირ ცნობას ქართული დროშის შესახებ გვაწვდის VI ს. ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი: როდესაც ბიზანტიის კეისარმა წათე მეფედ დაამტკიცა, ამით გახარებული ლაზები აღმართული დროშებით მიაცილებდნენ მას. წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრების წიგნის ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით წარმოადგენს სადღესასწაულოდ გამოსული დროშებაღმართული ხალხის ჯარობას. კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, როცა ქართველი დიდებული ვისიმე მფარველობას ცნობდა, თავის სამფლობელოს ცენტრალურ ადგილას, თავის დროშასთან ერთად, მფარველის დროშასაც აღმართავდა.
აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული საქართველოს ხანაში სახელმწიფო სამეფო დროშის გარდა არსებობდა მეფის პირადი დროშებიც. სახელმწიფო დროშა იწოდებოდა სეფე დროშად. ლაშაგიორგის მემატიანის ცნობით, საქართველოს მეფის სასახლეზე დროშა იყო აღმართული. სამეფო დროშების გარდა იყო დროშა ამირსპასალარის, კარის მოხელეების, საქართველოს ცალკეული კუთხეების მმართველების, საქართველოს მეფის ჯარის, ყმადნაფიცი სახელმწიფოების და საეკლესიო დროშები. „ძეგლი ერისთავთა“-ს ცნობით (XV ს.), ერისთავებს დროშა მეფეთაგან ებოძებოდათ ხოლმე. გარდა ჩამოთვლილისა, საგანგებო დროშები იყო განკუთვნილი საზეიმო შემთხვევებისთვის (მეფის კურთხევა, გამოსვლა, აღლუმი, ასპარეზობა), როგორც ამირანდარეჯნიანშია ნათქვამი: „სცემდეს ბუკსა და დაბდაფსა, წამოაყენეს დროშანი მრავალნი და ზმა იყო დიადი“. სტეფანოზ ორბელიანის მოწმობით, საქართველოს ამირსპასალარის განკარგულებაში იყო 12 სადროშო და თითოეულის ქვეშ 1000 კაცი იდგა.
ისტორიული დროშები, დროშის დღევანდელ გაგებასთან რამდენამდე განსხვავებული აგებულებისანი იყვნენ და ძირითადად წარმოდგენილი არიან შემდეგი სახით: 1. დროშა, რომლის ალამი ქსოვილის იყო. 2. დროშა, რომელიც შედგებოდა ბუნზე დამაგრებული ლითონის დისკოსგან. 3. ცხოველის სახის დროშები. 4. ლაბარუმები
მრავაკუთხედი ფირფიტა, რომელიც დამაგრებული იყო ბუნზე და ზოგჯერ შიგ ხატი იყო ჩადგმული. 5. დროშა-ჯვრები
-
საეკლესიო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ბუნზე დამაგრებულ ჯვარს. ქრისტიანული პერიოდის დროშებზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით, იესო მაცხოვარი, წმ. გიორგი, მთავარანგელოზები, ადგილობრივი წმინდანები. სამეფო დროშის თავები ძირითადად წარმოადგენდა ჯვარს, იყო ასევე შუბის წვერის ფორმის და ხუთკუთხედი ფიგურის ფორმის დროშები. ზოგიერთი დროშა შემკული იყო ფუნჯებით. შუა საუკუნეებში ქართულ სამხედრო დროშებზე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა წმინდა გიორგის გამოხატვა. საქართველოს გაფურჩქვნის ხანიდან შემორჩენილია გიორგი III-ის დის (XIს.) რუსუდანის შეკვეთით გაკეთებული ლითონის დროშაკის თავი, რომელიც ოქროქანდაკების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. XII-XIV საუკუნეების წყაროებში იხსენიება გორგასლიან-დავითიანი ბაგრატიანური სამეფო ე.წ. სეფე-დროშები. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავით სოსლანის რაზმს სინდეთზე ლაშქრობის წინ უძღოდა „დროშაი იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს მოსპეტაკდებოდა“. ეს დროშა იყო თეთრი
-
ჩალისფერი. სომხური წყაროების მიხედვით ქართველ მეფეებს ჰქონდათ თეთრალმიანი წითელი დროშა, ხოლო ამირსპასალარებს წითელალმიანი თეთრი დროშა. ივ. ჯავახიშვილი ამ წყაროებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ საქართველოს მეფის დროშას ბუნი თეთრი ჰქონდა, ხოლო ალამი წითელი. ინტერესს იწვევს მემატიანის აღწერილი მეფის კურთხევის ცერემონიალი, სადაც აღნიშნულია „დასცეს საყუირსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთუის და დადგეს სუიანი ტახტი ვახტანგეთი... აღმართეს სკიპტრა დაფერილი, ძელი ჯუარისა და მასთანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა“. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, მის ყოველ ადმინისტრაციულ ნაწილს, გააჩნდა თავისი დროშა. ამ პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის 1711 წლით დათარიღებული დროშა, რომელიც რუსეთში ლტოლვილ მეფეს თან წაუღია. შემდგომში ეს დროშა მეფის შთამომავლის ასულისგან
-
გრაფინია ტოლსტოისგან მემკვიდრეობით რგებია თავად გოლიცინს, რომელსაც შეუწირავს მოსკოვის საგარეო საქმეთა არქივისთვის. დროშა საქართველოში დაბრუნდა 1922 წელს და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ესაა სწორკუთხა ფორმის (2მ.14სმX1მ.70სმ) სამი გრძივი ნაჭრისგან შეკერილი თხელი აბრეშუმის დროშა, რომელზედაც გამოსახულია გრძელკისერა ფრინველები, მზე, მთვარე, მცენარეული ორნამენტები, ჯვრები, მედალიონები, ანგელოზები, წმ. ნინო, დავით წინასწარმეტყველი, ლომები, კვერთხი, შურდული, ხმალი, სკიპტრა და ასომთავრულით შესრულებული სხვადასხვა ხასიათის წარწერები. მოგვიანო პერიოდის დროშებიდან აღსანიშნავია: სოლომონ I, გიორგი XII, პაპუა მოურავის (ხელოვნ.მუზ.), იულონ ბატონიშვილის (ხელოვნ.მუზ.), გერის ეკლესიის, გურიის ერისთავის (ხელოვნ.მუზ.), ნაკურალეშის, მჭადიჯვრის (ხელოვნ.მუზ.), მუხრანბატონის (დაკარგულია), მაღალაანთ ეკლესიის დროშა და სხვა. ქართული ჯვრიანი დროშების არსებობას ადასტურებს როგორც ქართული, ისევე უცხოური წყაროები, რაც ფაქტობრივად საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი დროშის შექმნისათვის. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „ბრძანა მეფემ დროშათა გაკეთება. გააკეთეს ვითარ ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვრითა მოცული“.
არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში, 1905.
ლიტ.: ს. ბარნაველი, ქართული დროშები, 1953. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1913. ე. თაყაიშვილი,
ე. ნ..
![]() |
6.66 დროშა ამქრისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ე. ნ..
![]() |
6.67 დროშა ხატისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

ლიტ. ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, 2011. ე. ნ.
![]() |
6.68 დუდუკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]()
![]() |
6.69 დუვაღი (აჭარ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
![]() |
6.70 დუმბული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.71 დურა-ტყავი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.72 დურგალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ..
![]() |
6.73 დურკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გ.გ..

![]() |
6.74 დუქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

მოგვიანებით დუქანი ეწოდა სასადილოსაც.
მექუდეების დუქანი


![]() |
6.75 დუქანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |

მეუნაგირეების დუქანი
![]() |
6.76 დუშაყი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.77 დუშლუღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.78 დღიური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ე. ნ.