The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი


ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი



ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


წინათქმა

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director Einleitung

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


შემოკლებანი

მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის

ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“

ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“

მმ - მუზეუმის „მოამბე“

სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“

სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის

ძმ - ძეგლის მეგობარი

იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

დლ - დასურათებული ლექსიკონი

ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი

ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ლ

▲ზევით დაბრუნება


6.1 ლაბარი (ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაბარი (ხევი)
სახლის გადახურვისას გამოყენებული სვილის ნამჯა, რომელზედაც აყრიან მიწას და შემდეგ ტკეპნიან.

6.2 ლაგამი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაგამი
აღვირზე რგოლებით დამაგრებული ორნაწილიანი მეტალი, რომელიც ცხენს ამოედება პირში და მისი მეშვეობით მხედარი ცხენს აჩერებს ან აძლევს მიმართულებას. ზოგჯერ ლაგამს უკეთებდნენ ხორკლებს, რათა მართვის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო. ლაგამ-აღვირი ხშირად შემკული იყო ძვირფასი თვლებითა და ვერცხლის სევადით.... „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“ (ვეფხისტყ.). საბა ლაგამს საკბილავს უწოდებს. ქართველ არქეოლოგთა ვარაუდით, ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან ჩნდება ლითონის ლაგმები; ბრინჯაოსაგან დამზადებული ეს ლაგმები დაკბილულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ლაგამასხმული ცხენი ძნელად დასამორჩილებელ-გასახედნავი უნდა ყოფილიყო.


ლიტ.: მ. ხაზარაძე, ცხენის აღკაზმულობა. კრბ. ოჩხარი, 2007.

6.3 ლაგერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაგერი
მდინარეზე ნავის სამართი გრძელი და მსხვილი კეტი.

6.4 ლაგვანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაგვანი
პირფართო სარწყული დოქი.

6.5 ლავაში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლავაში
თხელი პური. ამგვარი ფორმის პური ფართოდ იყო გავრცელებული მთელს წინა აზიაში. კავკასიაში ცნობილია ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და აისორული ლავაშები. ქართული ლავაში შედარებით სქელი, სომხური კი ძალზე თხელი და გრძელია. შესაბამისად ქართული ლავაში მზადდება საფუვრიანი ცომისგან, სომხური კი უსაფუვროსაგან. ამ ტიპის აზერბაიჯანული „ფათირი“ და ებრაული „მაცა“ რიტუალური საკვებია. შესაძლებელია ითქვას, რომ ამ სახის პურეულს ადრევე გამოეყო ქართული ლავაში და თვითმყოფადი სახე შეიძინა. ქართული ლავაში თონეში ლაფათით (ტარიანი დაფა, რომელსაც ზედ ბალიში აქვს გადაკრული) ჩაიკვრება და მისი ვარიაციული სახელწოდებებია ფაფხაჭა, უდიერი, მუცელგანიერი, მადაური, იყალთოური, გარეჯული და სხვ. ისე როგორც შოთმა (იხ.), ლავაშმაც დროთა განმავლობაში სარიტუალო დანიშნულება შეიძინა. მას აცხობდნენ მიცვალებულის სახელზე. იცოდნენ ლავაშის მკვდრის გულზე გადატეხვა და შემდეგ ღვინოში ჩამბალი ნატეხების შეჭმა, რაც აიხსნება ქრისტესთან ზიარების სიმბოლურ გარდასახვად.

6.6 ლაზგა//ლარდა (სვან) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაზგა//ლარდა (სვან)
სამყოფი. ძველი საცხოვრებელი ნაგებობები სვანეთში. ძირითადად ორნაირი სახის იყო. პირველი წარმოადგენდა რთულ კომპლექსს, ხოლო მეორე მარტივს, ერთშენობიანს. რთულ კომპლექსურ ნაგებობათა ანსამბლში შედიოდა: სახლი - „ქორ“, კოშკი-“მურყვამ,“ საგაზაფხულო სამყოფი „ლუფხვილდ“//„კეშგ“//„გუბანდ“, ბოსელი, დერეფანი. ამ ნაგებობათა გარშემო შემოყოლებული იყო ქვითკირის ზღუდე - გალავანი „ძღვილდ“. მარტივი, ერთშენობიანი საცხოვრებელი მოიცავდა ერთ სახლსა და კალოს. რთული კომპლექსური ნაგებობის სამსართულიანი სახლი - „ქორ“ გამოყენებული იყო ადამიანის საცხოვრებლად, საქონლის სადგომად და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებისთვის. ტიპურ სვანურ სახლს მიდგმული აქვს დაბალი კოშკი, რომლის პირველ სართულზე, ხის კიდობნებში ინახავდნენ ადამიანთა საკვებ პროდუქტს, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას - საქონლისთვის. ზოგჯერ ორ სვანურ სახლს შორის გასასვლელში მოწყობილი იყო სამჭედლო. სვანური სახლის მრავალნაგებობიანი კომპლექსის არსებობა გათვალისწინებული იყო დიდი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ რამდენიმე თაობის წარმომადგენელნი თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ და საერთო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ეწეოდნენ სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობას. საცხოვრებელი სახლის კომპლექსში ყველას თავისი ადგილი ჰქონდა დასაძინებლად მიჩენილი და მათი იზოლაცია შეძლებისდაგვარად იყო დაცული, ოჯახის წევრთა საერთო შესაკრებელს კი წარმოადგენდა ვრცელი დარბაზი - „მაჩვიბი“ (იხ.), სადაც დაბრძანებული იყო ოჯახის უფროსი „ქორა მახვში“ და განაგებდა სხვადასხვა საქმის გეგმაზომიერ წარმართვას.

6.7 ლათასმურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლათასმურა
ტყავის დასაჭრელებელი ხელსაწყო. იგი ადრე რქისა ყოფილა, მოგვიანებით - ხისა. ლათასმურას კბილებში მოთავსებულ ტყავს დანის პირით დაჭრიდნენ საჭირო ზომისას.

ნ. ჯ..

6.8 ლათბა (თუშ.ხევს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლათბა (თუშ.ხევს.)
ლუდის გამოხდისას სისწვენის მოსაკავებელი, გეჯისებური დიდი ზომის ჭურჭელი როგორც ხის, ასევე სპილენძისა. ლათბას შეკერავდნენ სპილენძის ფირფიტებისაგან, ისევე როგორც ლუდის ქვაბს. (იხ. ქვაბი ლუდისა). ხის ლათბას აკეთებდნენ ნავისებურად, ცაცხვის ან მურყანის ხისგან.

ე. ნ..

6.9 ლაინი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაინი
არაბ. „ლაინ“ ან „ლეინ“ ნიშნავს რბილს, ნაზს. შინაური წესით ოთხ დგიმით დამზადებული ბამბის ქსოვილი - ნარმა შეღებილი მუქლურჯად ლილაში. წმინდად დართულით იკერებოდა ახალუხი, ასევე საცვლები და პერანგები. იგი მოიხმარებოდა საბნისა და ლეიბების პირებადაც. (ქიზიყი, იმერეთი, თუშეთი, ფშავი). XVIII ს. ლაინის კაბა და ახალუხი კარგ ჩასაცმელად ითვლებოდა.

ლ. მ.

6.10 ლაკვა//ღრუდო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაკვა//ღრუდო
კლდეში ამოჭრილი დიდი ქვევრისებური წყლის რეზერვუარი. საუკეთესო ნიმუშები დადასტურებულია დავითგარეჯის უდაბნოში-ლავრაში, ნათლისმცემელში, დოდოს რქაში. აქაური ბერები პიტალო კლდის მასივზე ჭრიდნენ ღარებს, რომელთა მეშვეობითაც წყალი ჩაედინება ლაკვებში. ლაკვები დაცული იყო კარგად მორგებული სახურავებით. ისინი, რომლებიც დასალევად გამოიყენებოდა, ცალკე სენაკში იყო ამოჭრილი. სათავსს ჰქონდა კარები, რომელიც იკეტებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.

6.11 ლაკუმი (ლაზ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაკუმი (ლაზ.)
ჭოროხულ ნავზე ნიჩბების დასამაგრებელი.

6.12 ლალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლალი
გამჭვირვალე წითელი ფერის ქვა, ისტორიულ წარსულში ლალი წარმოადგენდა იმპორტულ ქვას, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ, მისი სახელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა, ხოლო ევროპულ ქვეყნებში რუბინი ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირფასი ქვა ძნელი საშოვნელი იყო, ქართული ოქრომჭედლობის არაერთი ნიმუშია შემკული ლალის თვლებით, მაგ., ბორში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ერთ ყელსაბამს 29 ცალი ლალის ქვა ამკობს. ლალის გამოყენება საქართველოში გაიზარდა შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით საეკლესიო ნივთებში. ქართულ მწერლობაში ლალი იქცა ბრწყინვალე წითელი ფერისა და სილამაზის სიმბოლოდ. ღვინოც კი, ასე სანუკვარი პროდუქტი, ქართველს ლალისათვის შეუდარებია.

6.13 ლამპარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლამპარი
ზეთიან-პატრუქიანი სანათი, სხვადასხვა სიდიდისა სხვასხვა სოციალური გარემოსთვის შეთანწყობილი.

6.14 ლამპარის კვერი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლამპარის კვერი
ბედის კვერზე (იხ.) მოზრდილი კვერი. აცხობდნენ ახალი წლის შესახვედრად. ერთი კვირა გაუტეხავს ინახავდნენ. წყალკურთხევის წინა დღეს - ლამპარის კვერს საცერში ჩადებდნენ და აჰკიდებდნენ ბიჭს, რომელიც გარეთ დანთებულ ცეცხლს სამჯერ შემოუვლიდა ყვირილით: „საფუარი მფუანი, სახლი ბარაქიანი“. ამის შემდეგ ტყისკენ გაიხედავდა და იტყოდა - „ასეთი ყანა მოგვივიდესო“. შემდეგ სახლში კოჭლობით შევიდოდა, დაიჩოქებდა და დაიძახებდა: „მომეშველენით, კეთილმა წელმა წელი მომწყვიტაო“, მოვიდოდნენ, საცერს მოხსნიდნენ, ლამპარის კვერს დაჭრიდნენ და შეჭამდნენ“.

6.15 ლამტვარალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლამტვარალი
სვანური სახლის მაჩვიბის გასანათებელი საშუალება რომელსაც კიდებდნენ კერის თავზე, „შგილზე“. შედის სვანური კერის კომპლექსში. გამოიყოფა მარტივი და რთული კონსტრუქციის ლამტვარალი. მარტივი კონსტრუქციის შედგება სამი ღერძისგან, რომლებიც აერთიანებს რკინის ორ მრგვალ დაბრტყელებულ რგოლს. ზედა რგოლი გუმბათისებური ფორმისაა. ქვედაზე კი რამდენიმე წვრილი რგოლი ისეა დარჩილული, რომ კვარი კარგად დაიდოს, ხოლო ნახშირი და ნაცარი კი ძირს ცვიოდეს. შუა ღერძზე ჯაჭვია მიბმული, რითაც ლამტვარალს შგილზე ჰკიდებდნენ.
რთული კონსტრუქციის ლამტვარალს რვა გარეთა ღერძი აქვს. ღერძები დაგრეხილია. სამი რგოლი ზევითაა და სამი ქვევით. შუა ღერძი ყველაზე გრძელია და გარეთა ღერძებამდე რკინის მრგვალი ჯოხებია გადებული. ღერძების გადაკვეთის ადგილები ზოომორფული ფიგურებითაა შემკული.


დასაკიდი ლამტვარალის გარდა სვანეთში დასადგმელი ლამტვარალიც გვხვდება, რომელსაც ძირითადად დროებით საცხოვრისში იყენებდნენ.
დასაკიდ ლამტვარალს სოფლის მჭედელი ამზადებდა: რკინას დაკვერავდნენ 70სმ-ის სიგრძის ოთხკუთხედებად („ლევთხუვე“) - 4 ან 5 ცალი სვეტებისთვის და ერთი რგოლისთვის („გირგველდ“). თანაბრად დაკვერილ რკინის ზოდს გაახურებდნენ, ერთ ბოლოს მუხრუჭით დაამაგრებდნენ, მეორეს მარწუხით დაატრიალებდნენ და დაგრეხდნენ. სვეტები უთუოდ დაგრეხილი უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მდიდრულად იყო შემკული ლამტვარალი, მით მეტად ფასდებოდა. უბრალო ლამტვარალის ფასი ერთი თხა იყო, მდიდრულად შემკულის კი - ერთი ძროხა. ლამტვარალზე დასანათებ კვარს ოქტომბერ-ნოემბერში ამზადებდნენ. შემოდგომაზე დამზადებულ კვარს ცეცხლი, რომ კარგად მოჰკიდებოდა ახმობდნენ და მომავალ წელს იყენებდნენ. კვარი მზადდებოდა ფიჭვის ძირების და მორებისგან, მაგრამ ეს უკანასკნელი დაბალი ხარისხის იყო და მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა ოჯახს ფიჭვის ძირების საკმაო მარაგი არ ჰქონდა. ფიჭვის ძირის ამოთხრა მეტად შრომატევადი საქმე იყო და ამიტომ შრომის ორგანიზაციის კოლექტიურ ფორმას მიმართავდნენ. ზოგ დიდ ოჯახში კვარის 2-3 წლის მარაგი ჰქონდათ.
ფიჭვის მორის კვარი ნაკლებ სინათლეს გამოსცემდა, ფესვის კვართან შედარებით. ამიტომ ხშირად შერეულ კვარს ანთებდნენ მაჩუბი რომ ზომიერად განათებულიყო. საუკეთესო კვარს „ცუბ“-ს უწოდებდნენ.
დასანთებად კვარის დაპობა კაცის საქმე იყო, მისი სახლში შემოტანა კი ქალების და ბავშვების. ოჯახი კვარს ფრიად მომჭირნედ ხარჯავდა, ვინაიდან მისი დამზადებისათვის ხანგრძლივი შრომა იყო საჭირო. ლამტვარალის შესამკობად გამოყენებული იყო შინაური და გარეული ცხოველების სტილიზებული გამოსახულებები, რაც ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება. ეს ქმედებები მაგიური მნიშვნელობის იყო და ხალხის რწმენით ნაყოფიერება-გამრავლებასა და ოჯახის დოვლათიანობასთან იყო დაკავშირებული.

6.16 ლამფა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლამფა
1. ჭერზე აკრული, ღარამოღებული, გაშალაშინებული ფიცარი. 2. ნავთის სასხმელი შუშიანი სანათი, რომელსაც აქვს ფითილი და მისი ასაწევ-დასაწევი ბურთულა.

6.17 ლაოდი (ლაზ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაოდი (ლაზ.)
ნავში შესული წყლის ამოსახაპი ჭურჭელი.

6.18 ლაჟვარდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაჟვარდი
ძვირფასი ცისფერი ქვა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. მისგან ამზადებდნენ ბეჭდებს, თვლებს, ყუთებს ამულეტებისთვის. გვიან შუა საუკუნეებში ლაჟვარდით ამკობდენ ავეჯს, ბუხრებს, ლარნაკებს. „ლაჟვარდი“ სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ლურჯ ცას, ხოლო მისი ქართული შესატყვისია „ცაფერი“ „ცისფერი ქვა“. ლაჟვარდით შემკული ნივთები ნაპოვნია მცხეთაში - არმაზისხევის ნეკროპოლისში. საშუალო შუა საუკუნეებში ლაჟვარდს საღებავადაც იყენებდნენ, მაგალითად, კედლის მხატვრობაში.

6.19 ლართხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლართხი
(ქართლ, კახ. ფშ.) წვრილი და გრძელი ლატანი, ურმის უბის საფარი.

გ. გ..

6.20 ლარნაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლარნაკი
წმინდანთა ნაწილების დასაცავი ურნა, ვაზა, ყუთი. ილარიონ ქართველის გარდაცვალების შემდგომ „შემსგავსებულნი გალობითი დაკრძალეს ხორცნი იგი მოღვაწისანი, ხოლო საღმრთონი იგი ნაწილნი წმიდისა ილარიონისნი, საღმრთოდ შებურნეს და პატიოსნად დაკრძალეს ლარნაკსა შინა ქვისასა და დადგეს ეგუტერს შინა საყოფელსა მისსა“. თავად ილარიონმა დავით გარეჯელის წმინდა ნაწილებისათვის „შეჰქმნა ლარნაკი მშვენიერი, რომელსა შინა აწ მდებარენი არიან პატიოსანნი ნაწილნი წმიდისა მამისა დავითისნი“, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ბასილი ამბობს: „მოვიწიე ზედა წმიდისა სამარხვოსა მისს და ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მოიღებდეს დღითი-დღე კურნებასა, ამისთვისცა ბრძანებითა უფალთაითა ხელ ვყავ შევმზადე ლარნაკი ქვისაი და აღვაღე საფლავსა მისსა და დავსხენ წმინდა ნაწილები ლარნაკსა შინა ახალსა და აღვმართეთ მას ზედა ჯვარი“. სამივე შემთხვევა ადასტურებს, რომ ლარნაკი არის მიცვალებულის წმინდა ნაწილების დასაცავი ყუთი, ურნა, ვაზა, რომელიც კეთდებოდა ქვისაგან, ხისაგან, ძვირფასი მეტალისგან, იდგმებოდა საფლავზე, ეკვდერში ეკლესიაში და არმოადგენდა მორწმუნეთა სათაყვანებელ ობიექტს. მოგვიანებით, ლუსკუმისა და ლარნაკის მიბაძვითაა წარმოშობილი საფლავის ლოდის, როგორც ლუსკუმის (იხ.) განსახიერების და მასზე აღმართული მატურის - როგორც ლარნაკის იდენტიფიკაციის წესი, რამაც მოგვცა კომბინირებული საფალვის ძეგლი.

6.21 ლარ-ჩილფი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლარ-ჩილფი
ხის მოხელე მორს ლარით დაჩილფავდა (აღნიშნავდა), რომლის მიხედვითაც უნდა გაეპო, გაეხერხა თუ გაეთალა სხვადასხვა საჭიროების ფიცრები. ლარი // რალი (რაჭ) // ჩილფი (ქართ.კახ. იმერ.) // ჩირფი (აჭარა) // ნახშირ-ბაწარი (თუშ.) წარმოადგენს რამდენიმე წვერად შეგრეხილ ძაფს, რომელსაც ამოავლებდნენ შავ „წერნაქში“. გადაჭიმავდნენ დასამუშავებელ ფიცარზე და ლარს დაბერტყავდნენ, რასაც „ლარის“ დაკვრას // „ხის დაჩილფვას“ ეძახდნენ. „ლარის დაკვრით“ აღინიშნებოდა გასახერხი ან გასათლელი ადგილი და შემდეგ იმის მიხედვით გაითლებოდა ხე.

6.22 ლარჭემი//სოინარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლარჭემი//სოინარი
ლერწმის მრავალღერიანი სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“).


საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.
ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს: „კრიმანჭული“, „მოძახილი“, „გადატანილი“, „წყება“, „საშუალო“, „ბანი“ (გურია); „მეჭიფაშე“, „მაჭყაფალი“, „მაღალი“, „მაბანე“, „მეშხუაშე“ (სამეგრელო). ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას. ღეროები ლერწმისა, ზევით ღია, სადაც შემსრულებელი ჩაბერავს, ხოლო ქვედა ბოლო წაკვეთილი, რაოდენობაა 5-6, სიგრძე - სხვადასხვა. ღეროები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი ღეროები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ასეთი განლაგება დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული და მსოფლიოს სხვა ხალხებში ცნობილმრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ ეძებნება. ლარჭემის ლერწამს ჭრიან ივლისის ბოლოს, უფრო ადრე მოჭრილი ნესტიანია და საკრავს კარგი ხმა არ ექნება. ლერწმის ერთი ღერო საკმარისია საკრავის ყველა მილის დასამზადებლად. ყოველი მილისათვის მცენარის ერთი მუხლი გამოიყენება. მილის სისქეში განსხვავება არ ასრულებს არსებით როლს, რადგან ბგერის სიმაღლე ღეროში არსებული ჰაერის სვეტის სიმაღლეზეა დამოკიდებული, რისი ცოდნაც ემპირიული გზით არის მიგნებული ხალხური შემსრულებლის მიერ. ამიტომ ბგერის სიმაღლის რეგულირება ხდება ღეროს სიგრძით. ღეროების სიგრძე რეგულირდება სმენით. ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდებოდა. უკრავდნენ საცეკვაოებსაც ქორწილსა თუ სხვა დღეობებში. სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრების წესი - „ნირზი“, რომლის დროსაც ორი მელარჭემე ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ სოფ. ჩქვალერში (წალენჯიხის რაიონი, დიდ ხუთშაბათს, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ ლარჭემის, დაირის და სპილენძის ბუკის (ოყელია) დაკვრით. ეს საკრავი სახალხო დღესასწაულებზე, სოფლის ლხინებსა და ქორწილებშიც ჟღერდა. გურიაში სოინარი სასიგნალოდაც გამოიყენებოდა. კვერნაზე სანადიროდ წამსვლელი სხვადასხვა სოფლის მონადირეები სოინარის დაკვრით აძლევდნენ ნიშანს ერთმანეთს. ხშირად ფრინველების გალობასაც ბაძავდნენ. ყოფილან სოინარის ისეთი ოსტატები, რომლებსაც დაკვრაზე ბულბულიც გამოეპასუხებოდა ხოლმე. ეს საკრავი ამჟამად ყოფიდან თითქმის გამქრალია.

6.23 ლასკარი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლასკარი (სვან.)
სადღეობო დაჯგუფება, რომელიც შედგებოდა მეზობლად მოსახლე ერთი ან რამდენიმე გვარის ოჯახებისგან.

6.24 ლასტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლასტი
1. შვინდის ან თხილის ტოტების წნული (2 ან 3 მეტრის სიგრძის და 1 მ სიგანის) მეაბრეშუმეობაში გამოყენებული იყო კოკალიდან მესამე ასაკის აბრეშუმის ჭიის გადასარიგებლად. ლასტზე დააწყობდნენ თუთის ფოთლებს და ზედ აბრეშუმის ჭიას დასვამდნენ. ლასტებს აწყობდნენ მარანში, საბძელში-ბოძებზე გადებულ ლატნებზე, სხვენზე - პირდაპირ ფიცრებზე ან ოთახში ჭერიდან ბაწრებით ჩამოაბამდნენ. 2. საწნახელში იცოდნენ ლასტების ჩაფენა, რათა ტკბილს ჭაჭა არ გაჰყოლოდა. (იხ.ტოპკირი)

ლ. მ.

6.25 ლასტი//კიშტეი (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლასტი//კიშტეი (თუშ.)
კალტის გასახმობი. ოთხკუთხედი კალათი. თუშეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი კიშტე გვხვდება ძველ ქართულ წყაროებში, როგორც პროდუქტის შესანახი - „ერთსა ჰქონდის კიშტეი სავსეი პურითა“, „მიჩუენა მე უფალმან ორი კიშტეი ლეღვ“.

6.26 ლასტიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლასტიკი
სატინის მსგავსი შავი ფერის ფართლეული. იყენებდნენ საახალუხედ.

6.27 ლაფანი (ქართლ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაფანი (ქართლ.)
ვენახის შესაკონავი, შესაყელი სახვევი. ამზადებენ ცაცხვის ქერქისაგან. ლაფანს დაალბობენ, შემდეგ წვრილ-წვრილ ძაფებად დაჩქლეთენ. კახეთში ასეთ სახვევს ხარალს, იმერეთში აკაციის ქერქისას - ქვთელოს, ხოლო რაჭაში თელის კანისას - ჭონი ჰქვია.

ე.ნ..

6.28 ლაფარა (იმერ.) // ჩოტი (რაჭ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაფარა (იმერ.) // ჩოტი (რაჭ.)
პატარა საფხეკი, გამოიყენება მუშაობისას მიწით დამძიმებული ბარისა და თოხის გასაწმენდად. აკეთებდნენ როგორც ხის, ასევე ლითონისაგან. ლაფარას ხმარობდნენ ჭურისთავის მოხდის შემდეგ, ფარფლებზე დარჩენილი აყალო მიწის მოსაფხეკად და ბადიმების გასაწმენდად.


ე. ნ..

6.29 ლაფაჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაფაჩა
დაბეწვილი ძვირფასი ტანსაცმელი. საქართველოში X ს-ში ჩნდება და მალე გამოდის ხმარებიდან. „ნიკორწმინდის სიგელში“ აღნიშნულია; „ყანაში მივეც ლაფაჩაი სტავრაისი და მელიის ტყავი შიგან ამოკერებული“. ამ შემთხვევაში ლაფაჩის ზედაპირი სტავრის ქსოვილისა ყოფილა და სარჩული მელიის ტყავისა ჰქონია.

6.30 ლაფერთხა//ჯიშხა (სვან) //სამკაპალა //კილაფერა (აჭარა) //ბორჩხა (იმერ.). - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაფერთხა//ჯიშხა (სვან) //სამკაპალა //კილაფერა (აჭარა) //ბორჩხა (იმერ.).
სამი ან ოთხტოტა ჯოხი, გამოიყენებოდა როგორც სარევად, ასევე მასის (მაგ. ლობიოს) გასაქნელად.


6.31 ლაღმი//ლაღუმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაღმი//ლაღუმი
ქვის მასივის ასაფეთქებელი ნივთიერება, შავი წამალი, ძირითადად შინნამზადი, რომელსაც სხვადასხვა მინარევებისაგან ამზადებდნენ. იყენებდნენ ქვითხურობაში. ბურის კეტით (იხ) გახვრეტის შემდეგ, ნახვრეტში ჩაყრიდნენ ლაღუმს, დაატანებდნენ წამალში შეზელილ, გამხმარი მცენარის უჯანგარის ღეროს, რომელიც ასრულებდა ფითილის მოვალეობას, დატკეპნიდნენ, წაუკიდებდნენ ცეცხლს და ააფეთქებდნენ.

6.32 ლაღრავი (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაღრავი (სვ.)
მარტივი სახვნელი იარაღი (მიწის საწერი). შედგებოდა: მხრის, საკვეთელისა და სახელურისაგან. მხარი მრგვლად ან ოთხკუთხედად გათლილი ხე იყო, დაახლოებით 250 სმ. სიგრძისა. თავში უკეთდებოდა რიკი, უღელზე მისაბმელი თოკის გამოსადებად, ხოლო ბოლოსკენ გაწყობილი იყო საკვეთლითა და სახელური ჯოხით. ლაღრავში ერთ უღელ ხარს აბამდნენ. საკვეთელის გამოყენებას მიმართავდნენ გაბალახებული ან ყამირი მიწების დამუშავებისას. ჯერ მიწის ნაკვეთს ლაღრავით დაკაწრავ-დახაზავდნენ და შემდეგ სვანური სახვნელით (ღანწუიში) მოხნავდნენ. ლაღრავი დამოუკიდებელი სახვნელის სახით არ გამოიყენებოდა, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი თავდაპირველად ამ დანიშნულებას ასრულებდა. სვანური ლაღრავის ანალოგიურია ხევსურული კავწერა, საწერა (იხ.), თუშური საკვეთელი (იხ.), მეგრული ჯაში ოხონალი, ოღარაი (იხ.), ამ ტიპის იარაღები ცნობილია დაღესტანში, გერმანიაში, შვედეთში. მათი გამოყენება ხდებოდა ხრიოკი და მწირი ნიადაგის პირობებში.

6.33 ლაჩქიმი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაჩქიმი
მარხილისებური საზიდი ტრანსპორტი, რომლის თავ-ბოლო წნელებითაა გამაგრებული. ძირითადად გამოიყენებოდა მთიდან თივის ჩამოსატანად.

გ.გ..

6.34 ლაჭუნდირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაჭუნდირი
მოჩუქურთმებული ტიხარი სვანურ სახლში, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფდა ადამიანთა საცხოვრებელსა და საქონლის სადგომს. მოჩუქურთმებული იყო მაგიურ-აპოთროპეული დანიშნულების სიუჟეტებით, რომელიც ეძღვნებოდა ბარაქიანობის, მოსავლიანობისა და გამრავლების იდეას. სვანური ლაჭუნდირები ხალხური ხითხუროობის უნიკუმებს წარმოადგენს (იხ. ლეჭუნდირი).

6.35 ლიტ.:ქელ 2009. - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიტ.:ქელ 2009.

ე.ნ..

6.36 ლახვარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლახვარი
1. ხის, ლითონის ან ძვლისტარიანი და ორპირიანი სამკუთხა დანა, რომლითაც მღვდელი აღასრულებს პროსკომედიაზე წმიდა ქმედებებს სეფისკვერების კვეთის დროს. სიმბოლურად იმ ლახვარს წარმოადგენს, რომლითაც ერთმა რომაელმა მხედართგანმა „ჯვარცმულ მაცხოვარს გვერდსა მისსა უგმირა“. „ლახვრით განწმენდა“ იმასვე გულისხმობს, რასაც წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „დასაკლავად წაიყვანეს, როგორც კრავი“ (ესაია III, 7).


2. საძგერებელი იარაღი. ლახვარი ქართულია რაც სიტყვა „ხვრეტადან“ მომდინარეობს. ლახვარი სხვადასხვა ზომისა იყო, ბოლოს თანდათან დაპატარავდა. ლახვრის ასეთი ცვლილება შესაძლოა დავუკავშიროთ მისი საბრძოლო ფუნქციის დაკარგვას. ლახვრის ქვეშ საბა აერთიანებს საძგერებელი საჭურვლის ყველანაირ, მისთვის ცნობილ სახეობას: ჰოროლს, გმურს, გეონს, სათხედს, ხელშუბას, შუბს, ხიშტს, ზუფანს და ლიბანდაკს.

6.37 ლახტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლახტი
უტარო მათრახი. გრძელი და მაგრად დაწნული. გამოიყენებოდა ბრძოლის დროს. ასეთი ტიპის უნდა ყოფილიყო წყაროებში მოხსენიებული ტაჯგანაგი.

6.38 ლახუტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლახუტი
საზედაშე პატარა ქვევრი სამეგრელოსა და ლეჩხუმში.

6.39 ლაჯშარ (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაჯშარ (სვ.)
დგიმ-სავარცხლიანი ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის ერთ-ერთი სახეობა. შალისა და კანაფის ქსოვილების საქსოვი. იქსოვებოდა სახიანი ქსოვილებიც. მისი ანალოგიური საქსოვები იყო „ქსელი“, „საფეიქრო“ (რაჭა), „საქსელი“ (იმერეთი), „საოშუალო“ (სამეგრელო), სამექსელო (აჭარა). ასეთივე საქსოვები დადასტურებულია ჩრდ. კავკასიაში ბაქსანის ხეობაში, ჩერქეზეთში. ამ ტიპის საქსოვი დაზგების გამოყენება უძველესი დროიდან ივარაუდება. საქართველოში მათი არსებობა კოლხური სელის საქსოვად დამუშავების ტრადიციებიდან უნდა მომდინარეობდეს.

ლ. მ.

6.40 ლაჰიჭვარი (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლაჰიჭვარი (სვ.)
ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. სვანეთში ცხვრის ტყავის მოსაქნელად შემდეგ ხერხს მიმართავდნენ: ფიცრის ორი ნაჭრიდან ერთს მიწაზე დადებდნენ, მეორე მასზე ვერტიკალურად იყო დამაგრებული. და ზედა მხარე დახორკლილი ჰქონდა. დარბილებისას ტყავს ხორკილიან პირზე გადადებდნენ და ორივე ხელით ჭიმავდნენ ხან ერთ და ხან მეორე მხარეს.

6.41 ლეკვერთხი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეკვერთხი
მაღალყელიან პაიჭზე შემოსაჭერი თასმისენიანი საკვრელები, იდენტურია მუხლაკრავისა და წვივსაკრავისა.

6.42 ლეკურა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეკურა
ბლაგვი, დანისებური იარაღი. როცა ყავარს ხდიან, ლეკურას, ნაღარევში ჩაურჭობენ, უროს დაარტყამენ და ავარდება ყავარი.

6.43 ლეკური - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეკური
ხმლის ტიპი. (იხ. შაშკა)

6.44 ლელწამი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლელწამი
რკინის (ან ხის) გრძელი და სწორი იარაღი, სისწორის საზომი.

6.45 ლემზირი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლემზირი (სვან.)
რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პური.

6.46 ლემი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლემი (სვან.)
სვანეთის ერთობლივი ხევის დროშა. გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. წარმოადგენს ყვითელი აბრეშუმისაგან შეკერილ ზოომორფულ (მგელი// ლომი) გამოსახულებას. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც ეწოდებოდა მელემე. დროშას გამოაბრძანებდნენ ხოლმე დღესასწაულ „ჰულიშ“//„ულიშობისას“, რომლის დროსაც იმართებოდა დოღი. მხედარი ამ დროშით ხელში წინ მიუძღვებოდა დოღს, ცხენის ჭენებისას დროშა იშლებოდა და ლომის (მგელი) თავს წარმოაჩენდა. აღსანიშნავია, რომ მგელი სვანებისთვის ტოტემურ ცხოველს წარმოადგენდა, მას მიეწერებოდა ყოველმხრივი ზებუნებრივი ძალა. სვანების წარმოდგენით მგლები მფარველობენ და ეხმარებიან ადამიანებს და მათი მოკვლა ტაბუირებული იყო. დროშა ლემი წმინდა დროშად ითვლებოდა. იგი უშუალოდ უკავშირდება ტოტემური რწმენებისა და პრაქტიკის უძველეს სამყაროს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება XIX საუკუნეში შეკერილი დროშა ლემი, რომლის ვერცხლის ბუნი XI საუკუნისა უნდა იყოს.

6.47 ლერგიმ - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლერგიმ
გრძელი, ზურგიანი სკამი სვანეთში. დასაჯდომი ავეჯის ერთ-ერთი ნიმუში. ავეჯის ასეთი სახე გავრცელებული იყო მთიულეთსა და ხევში. სვანური ლერგიმი წარმოადგენს 2-დან 4 მეტრამდე სიგრძის ზურგიან სკამს, რომელზედაც დიდი ოჯახის წევრები სხდებოდნენ, ასეთი სკამები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი შემკულობით, სადაც წმინდა ესთეტიკური დანიშნულების ჭრილის გარდა, დიდი ადგილი აქვს დათმობილი რელიგიური შინაარსის მოტივებს - განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული მნათობთა სემანტიკა, რაც სვანთა კოსმოგონიური რწმენის არსებობაზე მიუთითებს. ამ ტიპის სვანური ავეჯის ფორმები დასტურდება შუაფეოდალური ხანის ქართულ ხელნაწერთა მორთულობაში.

6.48 ლესა (ლაზ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლესა (ლაზ.)
გოდრისებრი თევზსაჭერი მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ლაზეთში იყო გავრცელებული.

6.49 ლესერ-ი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლესერ-ი (სვან.)
ხორბლის წმინდა ფქვილისგან („გვიზ“) გამომცხვარი ყველიანი პური. ამ პურის გამოცხობა მისი სიდიდის გამო ქალებს არ შეეძლოთ. კაცი მოზელდა და დააგუნდავებდა ცომს, შემდეგ გახურებულ ფიქალის ქვაზე დადებდა და ზემოდან ღველფს გადააყრიდა. ლესერ-ი ცხვებოდა ახალ წელს სალასკაროდ.

ნ. გ..

6.50 ლესკარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლესკარი
დიდი ზომის ჯვრიანი პური, რომელიც განკუთვნილია სალასკარო-სათემო
დღესასწაულისათვის.

6.51 ლეშგნი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეშგნი (სვან.)
რიტუალური პური, რომელსაც აცხობდნენ ფქვილის შესანახი კიდობნის პირველად ახდის დროს. „ლეშგნი“ დიდი ზომის პურია, რომლის ჭამის დროსაც ოჯახის წევრებს ფეხქვეშ დანა და ნახშირის ნაჭერი უნდა სდებოდათ.

ნ. გ..

6.52 ლეჩაქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეჩაქი
ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია (ჩიხტიკოპთან და ბაღდადთან ერთად). ამზადებენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, მარმაში და სხვ.). ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან გამოირჩეოდა „თელავური“ და „კახური“ არშიები. XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი - სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი), დაბასმული (ბასმით - თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვარე ქალები იხურავდნენ, დაბასმულს - ახალგაზრდები. სახელწოდება „ლეჩაქი“ კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში იყო გავრცელებული. ძველ ქართლში მის ნაცვლად გვხვდება: „კუბასტი“, „მაქნანი“, „მაკინაკი“, „ჩიქილა“. ქართულ წერილიბით ძეგლებში ლეჩაქი XVII ს-დან მოიხსენიება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII ს-ის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული (იხ. ქალის თავსაბურავი, ჩიქილა).

6.53 ლეჭუნდირი (სვან) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლეჭუნდირი (სვან)
ხის ტიხარი „მაჩვიბ“-ში. იგი ყოფს საქონლის სადგომს საცხოვრებელი ბინისგან. სვანური მაჩვიბი „ლეჭუნდირი“-ს წყალობით გაყოფილია ისეთ სადგომად, სადაც ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არიან საქონელი და ადამიანები და ამავე დროს, მჭიდროდ და ორგანულად არიან დაკავშირებულნი.


სვანური „გვალი“ (გომური) ლეჭუნდირითურთ პრაქტიკული ორიენტაციის შენობაა, რომელსაც ტიხარი და ბაგა ისე აქვს მოწყობილი, რომ საკვებს საქონელი ფეხით ვერ გათელავს და ამდენად, ოჯახს საკვების მარაგი ეკონომიურად ეხარჯება. ამ თვალსაზრისით გვალ-ი დაწინაურებული მეურნეობის მანიშნებლად მოჩანს.

6.54 ლიბანდაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიბანდაკი
საძგერებელი იარაღი. სულხან-საბას ლიბანდაკი განმარტებული აქვს ლახვრის ქვეშ „ბუნ-წყრთეული შორით სასროლი, რომელ არს ლიბანდაკი“. ამ საძგერებელი საჭურველის ნამდვილი სახელი ალებარდია, რომელიც ზემო გერმანული helmbarte-საგან არის წარმომდგარი. ის მართლაც შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღია, მაგრამ პირსამძგიდობის გარდა, მას წვეტიანი თავის ქვევით, ცულ-თოხის მაგვარი საჭრელ-საჩხვლეტიც ჰქონდა. (ივ. ჯავახიშვილი). ის ჰალებარდი, რომელიც ჯავახიშვილმა განმარტა მართლაც ცულ-თოხიანია და ბუნგრძელიც, ხოლო საბას განმარტებული ლიბანდაკი მცირე ზომისაა და სასროლი, ხოლო სასროლად ცულ-თოხიანი შუბი არცთუ საიმედოა მიზანში მოსარტყამად (მისი სროლა მხოლოდ ნაჯახივით შეიძლება ბზრიალით), რაც იმას ადასტურებს, რომ ჯავახიშვილისეული „ალებარდი“ და საბასეული „ლიბანდაკი“ სხვადასხვა იარაღია, მით უმეტეს, რომ ლიბანდაკის ქვეშ საბა კიდევ ერთ ტერმინს „ისარს“ ასახელებს, რაც ალებარდისთვის მიუღებელია.

6.55 ლილა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლილა
ინდიგო, მცენარეული წარმოშობის საღებავი, იღებდნენ ინდიგოს შემცველი მცენარის ფოთლებიდან. საქართველოში შემოჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (ინდოეთი, ირანი, თურქეთი). ლილის-ინდიგოს საღებავის გავრცელება საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან ივარაუდება. ლილა-ინდიგოს იყენებდნენ ლურჯად ღებვისათვის. საოჯახო ღებვაში ლილა განსაკუთრებით ფართოდ მოიხმარებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი), გამორჩეულად ინტენსიური მომხმარებელი იყო ხევსურეთი. ხევსურული ჩაცმულობის - მამაკაცისა და ქალის ტალავარის ბევრი ელემენტი იღებებოდა ლურჯად. ღებვის ტექნიკაც სათანადოდ იყო შემუშავებული. აყენებდნენ ლილის ხსნარს და შესაღებ მასალას შიგ ყრიდნენ, ფერჭერისათვის იშველიებდნენ ნაცრის ნაყენს და საქონლის შარდს. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღების უზრუნველსაყოფად პრაქტიკულ ღონისძიებებთან ერთად შემუშავებული იყო მაგიურ-რელიგიური ქმედებები.

ლ. მ.

6.56 ლილახანა (სპარს.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლილახანა (სპარს.)
სამღებრო სახელოსნო. ლილიხანა ცალკე ნაგებობაში იყო გამართული: მასში, ერთ მხარეს მიშენებული იყო ქურა, ქურაში ჩატანებული იყო ქვევრები, ქვევრებს შორის აგებული ცეცხლის სანთებში დანთებული ცეცხლის კვამლი ქვევრებს უვლიდა და საღებავს ათბობდა. სამღებრო ინვენტარს შეადგენდა წყლის მოსაკავებელი - ქვევრი თაღარი, საღებავისთვის თიხის ჯამები, სატყეპელა და სხვ. სახელოსნოს სიდიდე დამოკიდებული იყო ქვევრების რაოდენობაზე. ღებვა ხდებოდა ოდნავ შემთბარი საღებავის ხსნარით, ზაფხულში საერთოდ გათბობას არ საჭიროებდა. მტკიცე, მდგრადი ფერის მიღებისათვის საღებავს უმატებდნენ ფერმჭერად ხმარებულ ნახშირს და კირის ნარევს. შესაღები მასალის საღებავში დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით მიიღებოდა სხვადასხვა შეფერილობა - ტონი. მუქი ფერის მიღების შემთხვევაში გასაბაცებლად თაფლს უმატებდნენ. შესაძლებელი იყო ფერიდან ფერზე გადაყვანაც: ყვითლისა მწვანეზე, მაგარი წითლისა უფრო ბაცად. და ა,შ, ლილიხანაში ძირითადად ბამბეული და შალის ფეიქრული ნაწარმი იღებებოდა. ლილიხანები გვიანფეოდალურ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. XVIIIს. ქართლ-კახეთში 60 ლილახანა მოქმედებდა.

ლ. მ.

6.57 ლიპი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიპი
სწორი და ბრტყელთავიანი ხელკვერი, რომლითაც რკინეულს ზედაპირს უსწორებენ.

6.58 ლიტის ჭურჭელი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიტის ჭურჭელი
ღამისთევის ლოცვაზე, დიდი დღესასწაულების წინ პურის, ხორბლის, ღვინისა და ზეთის საკურთხევლად სპეციალურად განკუთვნილი ჭურჭელი, მინის ან კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული. შედგება ლანგრის, სამი პატარა თასის ან ჭიქის და სამი სასანთლისაგან. საკურთხევლად გამზადებულ პურს, ხორბალს, ღვინოს და ზეთს დებენ ლიტის მაგიდაზე შუა ეკლესიაში, ანთებენ სანთლებს, დიაკვანი სამჯერ შემოუკმევს გარშემო საცეცხლურით, მღვდელი ამბობს ლოცვას.
ცისკრის ლოცვის დასასრულს, ლიტიის დროს, ნაკურთხ ზეთს მღვდელი შუბლზე სცხებს მლოცველებს ჯვრის სახით, ხოლო ნაკურთხ ხორბალს და ღვინოში ჩამბალ პურს ურიგებენ. ეს ქმედება მოგვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას და ქრისტიანთა უძველეს ტრადიციას -ეკლესიაში პურის, ზეთის, ღვინის მიტანას, რომლითაც ლოცვის დასასრულს მლოცველები ტრაპეზობდნენ.

ხ. ც..

6.59 ლიტრა//ნიტრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიტრა//ნიტრა -1. წყლის ან ღვინის დასალევად განკუთვნილი თიხის ჭურჭელი გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ყელის სივიწროვის გამო წყალი რაკრაკით გადმოედინება, რის გამო „რაკრაკა“ ლიტრასაც უწოდებენ. ტერმინი ნიტრა გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე რაჭაშიც, სადაც ნიტრა ჭინჭილაზე მოზრდილი დოქია. 2. მასისა და სითხის საზომი ერთეული. ერთი ლიტრი უდრის 1000 გრამს.. ლიტრა საწონს გარდა საწყაოდაც გამოიყენებოდა. ლიტრით აიწყვოდა მარცვლეული და სითხე. XIX საუკუნის მონაცემებით საწყაო ლიტრა თბილისის მაზრაში 3,2კგ-ს უდრიდა, ხოლო თელავის მაზრაში
4,5-5კგ-ს.

6.60 ლიფლიფა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიფლიფა
ღამის სანათი. გამოიყენებოდა როგორც შენობების, ასევე ქუჩების გასანათებლად. ესაა მრგვლად გაკერილი და გასანთლული ნაჭერი, რომლის თავი ჩამაგრებულია სპილენძის თავსახურში, ხოლო ძირი წარმოადგენს სანთლის დასამაგრებელს. ლიფლიფა ჩვეულებრივ გარმონივითაა დაკეცილი, ანთებისას კი გაშლიან და ჩამოჰკიდებენ საკიდზე. ქუჩის ლიფლიფები იკიდებოდა ბოძებზე და მათ შეღამებულზე აანთებდნენ.

ე.ნ..

6.61 ლიფლიფანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლიფლიფანა
დაირაზე ასხმული ჯინჯილები, რომლებიც დაკვრისას ხმას გამოსცემენ.

6.62 ლოდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლოდი
აქ: საფლავის ქვის ლოდი, ყველაზე უფრო გავრცელებული მემორიალური კულტურის ძეგლი, რომელიც გამოიყენებოდა უძველესი ხანიდან და მოიცავს უამრავ
ნაირსახეობას - დაწყებული დაუმუშავებელი ქვიდან, დამთავრებული რთული სიუჟეტებითა და ბრწყინვალე ორნამენტებით შემკული ქვებით. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ლოდების ნაირსახეობანი: მაგ., ზანდუკისებური, აკვანისებური, მშვილდისებური, ჰორელიეფიანი ლოდები, ასევე - ფიქალქვა, კუბო ქვა, ტაგრუცი და სხვა. ჩვეულებრივზე ფართო ლოდები ორი მიცვალებულისათვის იყო განკუთვნილი (ძირითადად ცოლ-ქმრისათვის), რომელთა ზედაპირზე მათი ფიგურები გამოიხატებოდა ანდა გამყოფი ხაზი იყო გავლებული, რაც უფრო საცნაურს ხდის, რომ იგი ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. გვხვდება მაღალი ჰორელიეფით ამოკვეთილი ლოდები. ასევე ლოდები, რომლებთაც ბაზილიკებისა და ეკვდერების ფორმა აქვთ მიცემული, ცრუ თაღებისა და სარკმელების შემკულობითურთ. ლოდების ფორმებში ძირითადად გამოიკვეთება სამარხი კუბოსა და ეკლესიის დეტალები, ასევე ეკლექტიკური ნაზავი სხვადასხვა არქიტექტურული ფორმებისა. ლოდების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სამეურნეო, სახელოსნო და საბრძოლო იარაღებს, ციურ სხეულებს, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოებს, როგორიცაა - ცხვარი, მტრედი, ვაზი, ყურძენი, ნაყოფი, თევზი. საფლავის ლოდებში არეკლილია წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების დანაშრევებიც.


ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.

ე. ნ

6.63 ლოროსი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლოროსი
ბიზანტიელი კეისრების სამოსელი. ეს იყო ოქრონემსული, თვლებით გაწყობილი, გრძელი ქსოვილი, რომელიც წელზე შემოიხვეოდა, მერე გადაიტარებდნენ მხრებზე და მისი ერთ წვერს მარცხენა მკლავზე გადაიგდებდნენ. ბიზანტიის იმპერიის ბოლო პერიოდში ლოროსის განვითარებულ სახეობას ეწოდა დიადემა.

ე. ნ..

6.64 ლოხმა//ლომა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლოხმა//ლომა
წყალში გათქვეფილი თიხა., „თხელი ლაფი“. ჭურჭლის ჭრის დროს ოსტატები ხელებს ლოხმაში ისველებენ, რათა ჭურჭლის ამოყვანის დროს ხელი ჭურჭელზე თავისუფლად ცურავდეს. ულოხმოდ ჭურჭელზე მუშაობა შეუძლებელია. „ლოხმა“ მოთავსებულია მოზრდილი თიხის ჯამში.

6.65 ლუდი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლუდი
ნაკლებალკოჰოლური სასმელი, რომლის დამზადების ტრადიციები უძველესიდან არსებობდა საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიან ნაწილში - ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ხევში, თუშეთში, ფშავში და შიდა ქართლის მთისწინეთში. ლუდის სამშობლოდ მიჩნეულია შუამდინარეთი, რომლის დამზადების კულტურა მესამე ათასწლეულისათვის უკვე ძალზე განვითარებული ჩანს. საქართველო, როგორც წინა აზიის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქვეყანა, ადრე უნდა გასცნობოდა ლუდის დამზადების წესებს. ამ მოსაზრების დამადასტურებელი ფაქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ურარტუს არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეული თიხის ჭურჭელი, რომელშიც ლუდისათვის საჭირო, ფეტვისა და ქერის დაალაოებული მასა იყო მოთავსებული. საქართველო, როგორც ხორბლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ეპიცენტრი, ადრიდანვე იყო შემზადებული ლუდისათვის საჭირო ნედლეულის წარმოებისათვის.


ლუდის კულტურა უაღრესად გამოიკვეთა საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სალოცავი ჯვარხატების სარიტუალო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩატარებული ნებისმიერი სარიტუალო ქმედება სრულდებოდა ლუდის თანხლებით და იგი მიღებული იყო როგორც წმინდა სასმელი. საქართველოს მთაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ბოლო დრომდე შემორჩა ლუდის დამზადების ტრადიცია. ეს განსაკუთრებით ითქმის თუშეთის შესახებ, სადაც ზაფხულის დღესასწაულებზე ასულ მოსახლეობას ვალადა აქვს მორიგეობით გასწიოს შულტობა ე.ი. დაამზადოს ლუდი და მასპინძლობა გაუწიოს სტუმრებს. ასეთმა წესმა განაპირობა ის, რომ დღესასწაულმა შემოინახა ლუდი, ხოლო ლუდმა განამტკიცა დღესასწაულის სარიტუალო პრაქტიკა.

ლუდს საქართველოს მთაში ადუღებენ კერძო მოხმარებისთვის, მაგრამ მისი მასშტაბური ხასიათიი სრულყოფილად წარმოჩნდა ჯვარ-ხატებთან არსებულ სალუდეებში, სადაც ლუდის წარმოებას ფართო ხასიათი ჰქონდა. ჯვარის სალუდე წარმოადგენდა ქვის ნაგებობას, სადაც მოთავსებული იყო დაახლოებით 500-600 ლიტრის ტევადობის სალუდე ქვაბები (იხ. ქვაბი ლუდის), რომლებიც შეკერილნი იყვნენ სპილენძის ფირფიტებისგან და უძრავად იყო ჩაშენებულნი საცეცხლეს კედელში. მთიელებს სახატო მიწებზე მოჰყავდათ ქერი, აკეთებდნენ მისგან ფორს (იხ.), ხარშავდნენ, ფილტრავდნენ, კაზმავდნენ სვიით (იხ.) და აფუებდნენ საკოდეში (იხ.). ლუდის დადუღების ინვენტარში შედის სალუდე ქვაბი, ლუდის დასაყენებელი კოდი, ლუდის სისწვენის მოსაკავებელი - ლათბა//ისარნა (იხ. ლათბა), ქვაბიდან სისწვენის ამოსაღები კოში//ტარკოშა (იხ. კოში). ლუდის საწყაო ტუჩიანი და სახელურიანი ხის ჭურჭელი ჩხუტი (იხ.), ლუდის გასაფილტრი - თხის ბეწვისგან დამზადებული ხაკის ტომარა და ამ პროცესთან დაკავშირებული იარაღები კედები, პირსაკრავები, მალახა, ასევე კოჭობი და სასმისების სახეობანი.

ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან (საკანდიდატო დისერტაცია), 1953. ე. ნადირაძე ქართული ლუდი, 2011. ე.ნ.


6.66 ლულა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლულა
ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ლულა ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა. თავდაპირველად ის შიდა სივრცით გლუვი (გლუვლულიანი) იყო, შემდგომ (XVI ს.) დაწახნაგებული, მოგვიანებით კი - ხრახნიანი (შაშხანა).
თოფისა და დამბაჩის წარმოებაში ყველაზე რთული ლულის დამზადება იყო, რაც მეიარაღე-ხელოსნის დიდ ცოდნასა და დახელოვნებას საჭიროებდა.
სალულე რკინას სათანადო სიგრძით გრდემლზე გააბრტყელებდნენ და მოხაპრავდნენ (ე.ი. მილისებურ ფორმას მისცემდნენ). შემდგომ ლულას მთელ სიგრძეზე ნახევარი სანტიმეტრის სისქის გახურებული ფოლადის მავთულს შემოახვევდნენ. ამგვარად დამზადებულ ლულას სიბნელეში შეადუღებდნენ, რადგან ცხელი ლულა სიბნელეში კარგად ჩანს და ამასთან ის ნაწილიც რომელიც უნდა შედუღდეს. მომდევნო პროცესი ლულის მოხვეწა ანუ ლულის ხვრელის წმინდად გაბურღვა - გაფართოებადამისთვის ხრახნისგაკეთება იყო. ლულის გაბურღვა ხდებოდა დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ეწოდებოდა. თოფის ლულებს ხრახნილს სათანადო ყალიბის საშუალებით უკეთებდნენ. რიკები კბილების მიხედვით ოთხნაირი იყო. პატარაკბილებიანი, რომელიც ლულას ოდნავ გაღარავდა, მომდევნო მსხვილკბილებიანი ღარს გააფართოვებდა და ა.შ. ლულას უმეტეს შემთხვევაში რვაწახნაგიან ფორმას აძლევდნენ. ამის შემდეგ წყალნარევი შაბის ხსნარში „ხარშავდნენ“, რისთვისაც გამოყენებული იყო გრძელი, ცილინდრისებური ფორმის ჭურჭელი (ყუბერი, აჭარ.). ეს პროცესი ბუხრის ან ქურის ცეცხლზე სრულდებოდა და რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. გამოხარშვის შემდეგ რკინისა და ფოლადის გარდიგარდმო შემოხვეული მავთულები ლულას ბზინვარებას აძლევდა. ასეთ ლულიან თოფს აჭარაში „კაჭკაჭლი თოფი“ ერქვა და საკმაოდ ძვირად ფასობდა.
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემებით, დაახლოებით ასეთივე წესით ამზადებდნენ თოფის ლულას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. განსხვავებული წესი ყოფილა სამეგრელოში, სადაც თოფის ლულა რკინის გრეხვის წესით უმზადებიათ.

6.67 ლულაქაბაბი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლულაქაბაბი
საკუთრივ ნიშნავს შამფურის მწვადს. მერე და მერე აკეპილ დამუშავებულ ხორცს, რომელსაც წამოაცვამენ შამფურზე, შეწვავენ და ლავაშში გახვეულს ხახვითა და კოწახურით მიირთმევენ.

6.68 ლურჯი სუფრა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლურჯი სუფრა
ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, სანთლიან ქსოვილზე საჩითავი (იხ.) ყალიბებით ფიგურებს გამოსახავდნენ. ამ წესით სუფრებს სხვადასხვა წესით ღებავდნენ რუსეთსა და ევროპაში, საქართველოში კი მხოლოდ „ლურჯ სუფრებს“ „ჩითავდნენ“.


სელის ქსოვილისაგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა, მისი თეთრი ნახატები ოდნავ ბუნდოვანი, სტილით არქაული, რაც მის ძველ წარმოშობაზე მიუთითებს. შედარებით ახალია ბამბის ქსოვილისაგან ნამზადი სუფრები, რომლებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი - კაშკაშა თეთრი.
სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა „დაჩითვის“ სპეციალურ სქემას. ასე მაგალითად, აღმოსავლური „მანი“ სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე „როზეტები“ და „ვარსკვლავებია“ მოყოლებული ერთმანეთის მონაცვლეობით. ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში „მედალიონს“ გამოსახავდნენ, მის გარშემო კი ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს. ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც. საყურადღებოა სუფრაზე „დაჩითული“ ნადირობის სცენები, უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირემის „დაჩითვას“ დროშით, რომელზეც მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, მოტივებს რიტუალური დატვირთვაც გააჩნდათ, რაც ხალხის მსოფლმხედველობიდან მომდინარეობდა. „ლურჯი სუფრა“ საზოგადოების ყველა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი.

6.69 ლუსკუმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლუსკუმა
მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი. ადრექრისტიანულ ხანაში ლუსკუმას კიდობანის, ყუთის, მიცვალებულთა სამარხის მნიშვნელობა აქვს. საბასა და ჩუბინაშვილთან კი მაღლა ნაგებ საფლავადაა განმარტებული, რაც გულისხმობს საფლავის ქვას, რომელიც თავისი ფორმით წააგავსმიწისქვეშა ქვის განსასვენებელ ლუსკუმას. არსებობს ლუსკუმის სხვა ვარიანტი ე.წ. სარკოფაგი (იხ.). ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში არცთუ იშვიათად ლუსკუმა და ლარნაკი (იხ.) ერთმანეთთანაა გაიგივებული. მაგრამ მათ შორის ფუნქციური განსხვავება მაინც შეინიშნება და გაცილებით მეტი მაგალითია იმის დამადასტურებელი, რომ ლუსკუმა მოიაზრებოდა, როგორც ქვის ყუთი, რომელშიც მიცვალებული იმარხებოდა (ზოგჯერ რამდენიმე). ლუსკუმას ეხურებოდა თავი, იმარხებოდა როგორც მიწაში, ასევე იდგმებოდა ეკლესიის საძვალეებსა და სახელობით ეკვდერებში. ლუსკუმაში განისვენებდნენ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები. გვიანფეოდალურ ხანაში განსაკუთრებით გახშირდა ლუსკუმის ფორმის მსგავსი საფლავის ლოდების დადგმა სასაფლაოებზე. გ. ჩიტაიას მიაჩნდა, რომ ლუსკუმა და სარკოფაგი მიცვალებულთა სამარხავი ერთი და იმავე ტიპის განსასვენებელია.

6.70 ლღენ-ი (სვან.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ლღენ-ი (სვან.)
სპილენძის დიდი ზომის ქვაბი, სამსხვერპლო საკლავის მოსახარში. ლღენ-ის საუკეთესო ნიმუში დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. იგი სპილენძის 52 ფურცლისაგან შეკერილი უზარმაზარი ქვაბია. ფირფიტები// ფურცლები ერთმანეთზე მირჩილულია და გადაკერებულ// დამაგრებულია სპილენძის დიდი ზომის „მანჭვლებით“, იგივე „კოპებით“, ანუ „ფოლაქებით“, რომლებიც სიმეტრიულად არის განლაგებული ქვაბის ზედაპირზე. მისი ზომებია: სიმაღლე - 128 სმ; გარშემოწერილობა - 3 მეტრი; პირის დიამეტრი - 90 სმ; იწონის - 100 კგ-მდე.