The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი (IV – XVIII სს.)


ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი (IV – XVIII სს.)



ეს არის პირველი მცდელობა ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონის შედგენისა. მასში შესულია ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში (IV _ XVIII სს.) მოხსენიებული სასულიერო და საერო პირები, ბიბლიური პერსონაჟები და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და აგიოგრაფიული ტერმინები.

2023 ᲬᲔᲚᲘ

საბა მეტრეველი

რედაქტორები: როინ მეტრეველი აკადემიკოსი
ავთანდილ არაბული აკადემიკოსი

დაკაბადონება და ყდის დიზაინი კარინა ხარაზიშვილისა

გარეკანზე ხახულის მონასტრის (X ს.) შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. ფოტო გიორგი ბაგრატიონისა.

1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ა

▲ზევით დაბრუნება


1.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბას მეორე

▲ზევით დაბრუნება


აბას მეორე (1632 1666 წწ.) – შაჰ­აბას // შაჰაბაზ II // სულთან მუჰამად მირზა, ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიისა. სეფი I­ისა და ანა ხანუმის ვაჟი, აბას I­ის შვილთაშვილი; ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I­ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში (1659 წ.). აბას II­ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ­ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან­ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო­ხანი, ადამ ანდრონიკაშვილი, ტარუღას ნაიბები: ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა­ბეგ გურჯი და სხვ.

1.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბაშა

▲ზევით დაბრუნება


აბაშა
აბაშისწყალი, მდინარე საქართველოში, სამეგრე­ ლო­ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიტყვა „აბაშა“ არაბულიდან მომდინარეობს: არაბებს მდინარის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ „აბა­შა“, ე. ი. უკან დავიხიოთო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, VIII ს. მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინიელი ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა. მდ. აბაშა ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“: „ეწოდა მდინარესა მას აბაშა“.

1.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბაში

▲ზევით დაბრუნება


აბაში
ეთიოპელი; წარმოშობით აბაში მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბაშიძე ლეონ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბაშიძე ლეონ (XVII ს.)
აფხაზეთის მთავარი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

1.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბბა

▲ზევით დაბრუნება


აბბა
იხ. ამბა.

1.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბბა ამონნი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბბა ამონნი (IV ს.)
ღირსი მამა ამონი, ეგვიპტელი ანაქორეტი, ბერად აღიკვეცა და განდეგილად ცხოვრობდა ნიტრიის მთაზე. უდაბნოში გაატარა ოცდაორი წელი, ითვლება ნიტრიაში მეუდაბნოე ცხოვრების დამწყებად.

1.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბდალ მელიქი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბდალ მელიქი (VIII ს.)
მურვან ყრუს ძე, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბელ ენდრონიკაშვილი // ყორჩიბაში (XVII

▲ზევით დაბრუნება


აბელ ენდრონიკაშვილი // ყორჩიბაში (XVII
XVIII სს.) – მამა ადამ სულთნისა, კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ქიზიყის მოურავი და სარდალი.

1.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბელი

▲ზევით დაბრუნება


აბელი
ბიბლიური პერსონაჟი, ადამისა და ევას მეორე ვაჟი, მწყემსი; უფროსმა ძმამ, კაენმა, მოშურნეობით მოკლა, რადგან გამორჩეულად უყვარდა ღმერთს. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბიათარ მღვდელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბიათარ მღვდელი (IV ს.)
წმ. ნინოს თანამედროვე, ურიაყოფილი,მცხეთელიებრაელი ელიოზის (იერუსალიმიდან საქართველოში უფლის კვართის ჩამომტანი) პირდაპირი შთამომავალი. წმ. ნინოს ქართლში მოსვლის დროს იყო მცხეთელ ებრაელთა რაბინი. თავის ასულ სიდონიასა და მთელ ოჯახთან ერთად, ერთ­ერთმა პირველმა „ნათელ­იღო ჴელსა შინა ნინოჲსსა“.

1.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)
ერთ­ერთი ათცამეტი ასურელ მამათაგანი, წმ. მოწამე; ქართლში მოვიდა სირიიდან VI ს. II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა, ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ზოროასტრიზ­ მი) გავლენას. ერთხელ წმ. მღვდელმთავარმა ნახა, როგორ აიძულებდნენ მოგვები ქართველებს ცეცხლისთვის თაყვანიცემას. მან წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო, რისთვისაც შეიპყრეს და, მარზაპანის ბრძანებით, სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, ხოლო გვამი მხეცებს მიუგდეს. ჯუანშერის ცნობით, იგი დაუკრძალავთ მცხეთის საეპისკოპოსო ტაძარში „სამარხავსა ეპისკოპოსთასა“. სხვა ვერსიის მიხედვით, დიდი პატივით დაუსაფლავებიათ სამთავისის მონასტერში, ხოლო ქართლის ერისთავის, სტეფანოზის (591 – 606 წწ.) დროს წმ. მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები მცხეთის სამთავროს მონასტერში გადმოუსვენებიათ და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაუკრძალავთ.

1.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბიმელიქი

▲ზევით დაბრუნება


აბიმელიქი
ბიბლიური პერსონაჟი, იერუბაყალის ძე, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბისინია

▲ზევით დაბრუნება


აბისინია
იხ. ეთიოპია.

1.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბო თბილელი // ჰაბო ტფილელი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბო თბილელი // ჰაბო ტფილელი (VIII ს.)
ქრისტიანობისათვის წამებული არაბი (სარკინოზი), ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, ნელსაცხებელთა ოსტატი. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად (დიდმოწამედ) შერაცხა. ითვლება ქ. თბილისის მფარველად.

1.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბოცი

▲ზევით დაბრუნება


აბოცი
საქართველოს ერთ­ერთი განაპირა მხარე, რომელსაც გვიან შუასაუკუნეებში ყაიყულსაც უწოდებდნენ. დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა.

1.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბრაამ // აბრაჰამ

▲ზევით დაბრუნება


აბრაამ // აბრაჰამ
ებრაელთა მამამთავარი, რომელმაც პირველმა აღიარა ერთღმერთიანობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი დევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფ­ ლის „აღთქმულ ქვეყანაში“ – ქანაანში (პალესტინა) გადა­ სახლდა. იცოცხლა 175 წელი. ყურანში აბრაამი მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად, მაჰმადის ერთ­ერთ წინამორბედად.

1.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბულასათ (VIII

▲ზევით დაბრუნება


აბულასათ (VIII
IX სს.) – გაბრიელ დაფანჩულის ვაჟი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

1.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბუჰარბი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბუჰარბი (X ს.)
წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის ბაბუა (დედის მამა), რომელმაც თავისი პატარა შვილიშვილი მძევლად ჩაიყვანა კონსტანტინოპოლში ნიკიფორე იმპერატორის კარზე. როცა ეს შეიტყო ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანე მონაზონმა, გაეშურა შვილის სანახავად. სიძესა და სიმამრს შორის გამართული კამათის შემდეგ ეფთვიმე, მამასთან ერთად, ულუმბოს მთაზე წავიდა. ცოტა ხანში კი მამა­შვილი ათონზე გადავიდა.

1.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგათონი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


აგათონი (X ს.)
იერუსალიმის პატრიარქი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

1.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგარი

▲ზევით დაბრუნება


აგარი
ბიბლიური პერსონაჟი, აბრამის ეგვიპტელი მხევალი, რომელიც სარამ აურჩია. აგარი დაორსულდა და უშვილო სარას თავხედურად ექცეოდა, რის გამოც სახლიდან გააგდო. უდაბნოში უგზო-უკვლოდ მოხეტიალე აგარს ჩაეძინა, ჭასთან უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სარასადმი მორჩილება ურჩია. ასეც მოიქცა. მას შეეძინა ძე, ისმაელი, რომლის შთამომავლებსაც ისმაიტელებს უწოდებენ.

1.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგარიანნი

▲ზევით დაბრუნება


აგარიანნი
ისმაიტელნი // მაჰმადიანები; აგარი იყო ბიბლიური აბრამის ხარჭა. მისი ვაჟიშვილი ისმაილი ითვლება არაბთა ეთნარქად. „აგარის ძენი“ მაჰმადიანის სინონიმადაა მიჩნეული. VII ს. 20­იან წლებში არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბებული სინკრეტული რელიგიის, მუსლიმანობის, მიმდევრები. მაჰმადიანობა გააფორმა და გაავრცელა მუ­ ჰამედმა, ანუ მაჰმადმა //მახმადმა.

1.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფია (ბერძნ. άγιος

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფია (ბერძნ. άγιος
წმინდა, γράφω – აღწერა, წერა, შესწავლა; „სიწმიდეთმწერლობაჲ“) – აგიოგრაფია, როგორც სა­ მეცნიერო დისციპლინა, სწავლობს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილთა ცხოვრებას. იგი კანონიზირებულთა ღვაწლის ასახვაა საღვთისმეტყველო და ისტორიული­საეკლესიო ასპექტებით. აგიოგრაფიაში ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, არის ისტორიული პირი ან გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რწმენისთვის გმირობის მაგალითს გვიჩვენებენ. აგიოგრაფია მთლიანად ეფუძნება საღვთო წერილს – ბიბლიას, განსაკუთრებით სახარებასა და სამოციქულოს. ოთხთავი მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას აგვიწერს, აგიოგრაფია კი წმინდანის ღვაწლს ასახავს, იმ წმინდანისას, რომელიც საკუთარი ცხოვრებით იმეორებს ქრისტეს გზას, ცდილობს ემსგავსოს მას, მიჰყვეს ქრისტიანის ცხოვრების იმ ნიმუშს, რომელიც სოფლის შემოქმედმა გვიჩვენა. ყოველი წმინდანი იმეორებს ჯვარცმული მაცხოვრის ცხოვრებას (ზოგი სისხლით დაამოწმებს, ზოგიც – უსისხლოდ, თუმცა ეს უკანასკნელი არანაკლებ მარტვილობად შეირაცხება). „საქმე მოციქულთა“ კი ასახავს მთავარმოციქულების ღვაწლს და ესეც ნიმუშად და მაგალითად შეიძლება აითვისოს აგიოგრაფიამ. მთელი მისი შინაარსობრივი მხარე სახარებისა და სამოციქულოს პირდაპირი გავლენაა. აქ ვიპოვით არა თუ ლექსიკურ­ ფრაზეოლოგიურ დამთხვევებს, არამედ აღმოვაჩენთ, რომ აგიოგრაფიული მწერლობის ზოგადი სააზროვნო მოდელი ახალი აღთქმისეულია. აგიოგრაფიის, როგორც საეკლესიო მწერლობის დარგის, არსებობა განსაზღვრავს მის უმთავრეს დანიშნულებას – რელიგიურ­მისტიკურს. სხვა ასპექტები, ისტორიული, მხატვრულ­ესთეტიკური თუ სოციალური, მისთვის მეორეხარისხოვანია.

აგიოგრაფია ეფუძნება ლიტურგიულ­ეორტალოგიურ პრინციპს (ლიტურგია ბერძნ. – საერო მსახურება, საღვთო წირვა; ეორტალოგია, ანუ დღესასწაულთმცოდნეობა, დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საეკლესიო ქრისტიანულ დღესასწაულებს). აგიოგრაფი ღვთის ნების აღმასრულებელია და სულიწმიდის შთაგონებით ქმნის. აგიოგრაფიაში კანონიკური, ნორმატიული ემთხვევა სასურველს. აგიოგრაფიული ქმნილება სულიერ არსს გადმოგვცემს, აგიოგრაფი კი სულის სამყაროს სწვდება და მასზე საუბრობს სულის ენით, ე.ი. სულის შესახებ მოგვითხრობს სიტყვით. ამიტომაა ის სიტყვა სულიერობით აღსავსე, გასულიერებული. ამ გზით შემოაქვს ჩვენს ცნობიერებაში აგიოგრაფიას ლოგოსური სიტყვა. აგიოგრაფიული ლი­ ტერატურა მონოთემატიკურია, მისი ერთადერთი თემა სი­ ყვარული, საღვთო მიჯნურობა, ანუ საზეო სიყვარულია, ხოლო იდეა – თეოზისი, განღმრთობა.

შუა საუკუნეების ლიტერატურის უპირველესი ღი­ რებულება ისაა, რომ ის „ჭეშმარიტი და უტყუელია“.

1.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აბულ-კასიმ (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


აბულ-კასიმ (X ს.)
აბუ ლ-კასიმი // აბულ ყასიმ იუსუფ აბუსაჯის ძე, არაბთა ამირა; შეიპყრო და აწამა წმ. გობრონი. 914 წ. ილაშქრა თბილის­ ში, გადავიდა კახეთში და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. კახეთის შემდეგ ქართლი მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე „მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი“, რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე – ჯავახეთი, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველისციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ. აბულ კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. ამ ისტორიას ვრცლად გადმოგვცემს სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობა“. აგიოგრაფია (ქრონიკები, საერთოდ, შუა საუკუნეების ეპოსი) მოგვითხრობს მხოლოდ ჭეშმარიტ ფაქტებზე (შდრ. „წმ. აბოს წამების“ შესავალი) და, ამდენად, იგი მიიღება, როგორც სინამდვილე და არა – მხატვრული გამონაგონი, მითი თუ ლეგენდა. აგიოგრაფიული ნაწარმოები ისე განსხვავდება არააგიოგრაფიულისაგან, როგორც ხატი – პორტრეტისაგან, საგალობელი – სიმღერისაგან და ხუროთმოძღვრება – არქიტექტურისაგან.

1.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიის განსახოვნებისათვის

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიის განსახოვნებისათვის
აგიოგრაფიულ სახეებს ორი მხარე აქვს: რელიგიური, სულიერი, ამაღლებული, მისტიკური და მხატვრულ­ესთეტიკური. მისტიკური სიმ­ ბოლიკა რეგლამენტირებულია, მას განსაზღვრული კანო­ ნიკა ახლავს და იქ თავისუფალი გააზრების შემოტანა მკრეხელობადაც კი ითვლება. მხატვრულ­ესთეტიკური ყო­ ველთვის შეიცავს თავისუფალი გააზრების პოტენციალს და ამაშიც ვლინდება მისი მარადიულობა. აქ ყველაფერი გათვლილია და ემსახურება მთავარი გმირის – წმინდანის სახის სრულყოფას, რომელიც, აბსტრაქტული მონუმენტალიზმის კვალობაზე, თავის თავში მოიცავს ქრისტიანულ სათნოებებსა და ბიბლიური სახე­სიმბოლოების მეშვეობით, კონკრეტულ მნიშვნელობასთან ერთად, სულიერი შინაარსის მომცველია. აგიოგრაფიის მიზანდასახულობაა შემოინახოს სიწმინდე და მოგვცეს ნიმუში ახოვანი მხედრისა, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ. აგიოგრაფია სულის საიდუმლოს განდობაა, ქრისტეს სიყვარულისთვის თავდადებული სულის ასახვაა, ზნეობისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა, მარადიულთან, მშვენიერთან, ამაღლებულთან მიახლების გზაა.

1.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიის იკონოგრაფიული სახისმეტყველება

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიის იკონოგრაფიული სახისმეტყველება
აგი­ ოგრაფიაში უმთავრესია ეიკონური (ხატისებრი) განსა­ ხოვნება, რომელიც ამაღლებულის ესთეტიკას ეფუძნება. როცა ვსაუბრობთ აგიოგრაფიის იკონოგრაფიულ სახის­ მეტყველებაზე, მის ეიკონურ განსახოვნებაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხატისა და აგიოგრაფიული ტექსტის მსგავსებათა შესახებ:

ა) გავრცელებულია მონოსტრუქტურის ხატები, რომლებზეც მხოლოდ ერთი წმინდანია გამოსახული (მხოლოდ იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ან რომელიმე წმინდანი), ასევე გვაქვს ისეთი აგიოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებიც მხოლოდ ერთი წმინდანის ღვაწლის შესახებ მოგვითხრობენ („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. აბოს წამება“ და მისთან.).;
ბ) ცნობილია ორკარედები, ანუ ე.წ. დიპტიქონები, მაგ.: იესო ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; აგიოგრაფიაში ხშირია სათაურშივე ორი წმინდანის გამოტანა, მაგ.: „ცხოვრება წმ. იოანესა და ეფთვიმესი“, „მარტვილობაჲ დავითისი და ტირიჭანისი“ და მისთან;
გ) გავრცელებულია სამკარედები, ანუ ტრიპტიქონები. მაგ.: ცნობილი ხახულის სამკარედი ან მღვიმევის (მე­13 საუკუნის) სამკარედი, ე.წ. დეისუსი, რომელიც გულისხმობს მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოსახულებებს. სამკარედული, ტრიპტიქული სტრუქტურაა წარმოდგენილი „წმ. აბოს წამებაში“. I თავში (I კარედში – ამ გააზრებით) ჰომილიაა (ქადაგება) , II­III თავებში – აგიოგრააფიული თხრობა, IV თავში – ქება);
დ)ცნობილიაცენტრალურ­ციკლურისტრუქტურის ხატები, როცა შუაში წმინდანია გამოსახული, ხოლო ირგვლივ მედალიონებისმსგავსად ცალკეულიეპიზოდებიმისი ცხოვრებიდან, მაგ.: წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის ამ ტიპის ხატები. ამის მსგავსია ,,წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – თხზულების ცენტრში წმ. გრიგოლია, ხოლო მის ირგვლივ – სხვადასხვა ეპიზოდი არაქრონოლოგიური თანმიმდევრობით;
ე) ცნობილია ისეთი ხატები, რომლებიც მთელ ისტორიას გადმოგვცემენ, ვრცელ ამბავსგვიყვებიანწმინდანების ცხოვრებიდან.ხატებისასეთი ტიპიგანსაკუთრებით გავრცელებულია რუსეთში, ჩვენში ხატი – საქართველოს ეკლესიის დიდება. შესაბამისად გვაქვს ისეთი აგიოგრაფიული თხზულებები, რომლებშიც ერთდროულადრამდენიმე წმინდანზეა საუბარი, მაგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ აგიოგრაფიული ნაწილი.

არააგიოგრაფიული ნაწარმოები მიისწრაფვის იმისკენ, რომ გადმოგვცეს ადამიანის შინაგანი სამყარო. აგიოგრაფიული ქმნილება კი, ისე როგორც ხატი (განსხვავებით პორტრეტისაგან), სულიერ არსს გადმოგვცემს.

ხატზეც და აგიოგრაფიაშიც ხაზგასმულია სულიერი ცხოვრება, ,,სულის დინამიკა”. ხატზე ყოველ დეტალს, ჟესტსა და სხეულის მიმოხვრას თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: მაღალი შუბლი – სიბრძნე და ღრმა აზროვნება; დიდი თვალები – ღვთაებრივ საიდუმლოთა წვდომა; თხელი ტუჩები – ასკეტიზმი; გრძელი თითები – სულიერი კეთილშობილება და საქმეთა უბიწოება; თავდახრილი დგომა – ღვთის სიტყვისადმი ყურადღება; მოდრეკილი ფიგურა – ღვთის ნებისადმი მორჩილება. აგიოგრაფიის გმირი წარმოუდგენელია ამ თვისებათა გარეშე. ხატი თვალნათლივ გვიჩვენებს სულიერი ფერისცვალების პროცესს, სურათი კი – ინდივიდუალობის გამომხატველია. პორტრეტი იხედება წარსულიდან თანამედროვეობისაკენ, ხატი კი – მომავლიდან თანამედროვეობისაკენ. მართლმადიდებლური ხატი ხელს გვიწყობს, გარდავქმნათ ჩვენი ყოფიერება, განვიწმინდოთ, გავხდეთ სულიერ ფასეულობათა ერთგულნი. ხატი არის საიდუმლო, რომელიც შეიცნობა ლოცვასა და სულიერ ჭვრეტაში, ასეთსავე მოთხოვნას გვიყენებს ჩვენ აგიოგრაფიული მწერლობაც. ხატი არის ხელოვნების განსაკუთრებული დარგი, მისი განუმეორებელი იდიომა, რომელიც იქმნება მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვითი, მისტიკური გამოცდილების საფუძველზე. აგიოგრაფიული მწერლობა ღია დიალოგია მკითხველთან, რომელსაც აზიარებს ღვთაებრივ ნათელს. როგორც ხატწერა არის განსაკუთრებულ ნიშანთა სისტემა, ასევე აგიოგრაფიაც არის ეკლესიის ,,ენა”. ხატის მხატვარი სულის სამყაროს უნდა ჩასწვდეს და მასზე სულის ენით ილაპარაკოს. აგიოგრაფიაც სულის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ხატი არ არის სულიერი სამყაროს პორტრეტული ასახვა, ასევე აგიოგრაფიაც არ წარმოადგენს წმინდანის სულიერი ცხოვრების ფოტოგრაფირებას. აგიოგრაფია წმინდანის ყოფაა სიმბოლურსა და, ამავე დროს, რეალურ გამოსახულებაში და კიდევ ერთი, აგიოგრაფიული მწერლობა არ არის განწყობის ფიქსაცია, განწყობის ასახვა. იგი, ისევე როგორც ხატი, პიროვნების, წმინდანის მდგომარეობას გადმოსცემს და, აქედან გამომდინარე, აგიოგრაფიულმა მწერლობამ მკითხველს განწყობა კი არ უნდა შეუქმნას, არამედ ლოცვითს მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს იგი.

1.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიის კომპოზიცია

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიის კომპოზიცია
წმინდანთა ცხოვრება იწერება გარკვეული ლიტერატურული ნორმებისა და კანონების მიხედვით, რომლებიც იცვლება დროისა და სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით. ნებისმიერი ინტერპრეტაცია აგიოგრაფიისა მოითხოვს წინასწარ გადა­ იხედოს ის, რაც განეკუთვნება ე. წ. ლიტერატურული ეტიკეტის სფეროს – ეს კი გულისხმობს წმინდანთა ცხოვრებათა ჟან­ რების, ტიპობრივი სქემების აღნაგობის, სტრუქტურის, სტან­ დარტული მოტივებისა და გამოსახვის ხერხების შესწავლას, მაგალითად: ისეთ აგიოგრაფიულ ჟანრს, როგორიც წმინდანთა ,,ცხოვრებაა”, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ცხოვ­ რებათა ტიპს, ისე – ქადაგებათა ხასიათს, ახასიათებს საკმაოდ მკვეთრი კომპოზიციური სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და ეპილოგი. თემატური სქემა ძირითადი ნაწილისა, ზოგადად, ასეთია:

•წმინდანის წარმოშობა (მშობლები, კეთილმორწმუნე ოჯახი);
•დაბადება (დედის მუცლიდანვე ღვთივგამორჩეულობა);
•აღზრდა;
•საქმიანობა და სასწაულთქმედების ნიჭი;
•გარდაცვალება (მართალი აღსასრული);
•მისი ღვაწლის შედარება სხვა ღვთისმოსავებთან. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი, ასეთი ხასიათი აგიოგრაფიული მწერლობისა მომდინარეობს გვიან­ დელი ხანის ანტიკური ენკომიებიდან, რომელთა სხვადა­ სხვაგვარი რეალიზაცია აგიოგრაფიის განვითარების პროცესში იძლევა ხელშესახებ მასალას როგორც ისტორიულ-ლიტე­ რატურული, ისე ისტორიულ-კულტურული დასკვნების გა­ მოტანისათვის.

1.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიის ჟანრები

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიის ჟანრები
აგიოგრაფიულ მწერლობას ორი ჟანრი აქვს: სისხლიანი და უსისხლო მსხვერპლი, ანუ „წამებათა“ ჟანრი, რომელშიც წმინდანი სიცოცხლეს მსხვერპლად გაიღებს უმაღლესი იდეალებისა და პრინციპების ერთგულებისთვის, ქრისტეს სიყვარულისთვის. „ცხოვრება­მოქალაქობის“ ჟანრი კი იმ ადამიანის ღვაწლს ასახავს, რომელსაც, მართალია, სისხლი არ დაუღვრია, სიცოცხლე მსხვერპლად არ შეუწირავს, თუმცა მთელი ცხოვრება იყო თავდადება, ერთგულება, სიყვარული და მსახურება ქრისტიანული იდეალებისა. ორივე შემთხვევაში წინაპირობა მოღვაწეობის დაწყებისა – ესაა სურვილი სულის გადარჩენისა.

1.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიის სტანდარტული მოტივები

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიის სტანდარტული მოტივები
აგიოგრაფიულ მწერლობას ახასიათებს სტანდარტული მოტივები, მათ შორის:

•წმინდანის დაბადება ღვთისმოსავი მშობლებისაგან;
•გულგრილობა საბავშვო თამაშობებისადმი, სიმღერა- ლხინისადმი;
•განსაკუთრებული თავშეკავება;
•განმარტოებისაკენ მიდრეკილება და ა. შ.

მსგავსი კლიშეები გამოიყოფა სხვადასხვა ტიპისა და ეპოქის აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, მაგალითად: მოწამეთა აქტებში, მათს უძველეს ნიმუშებში, წარმოდგენილია მარტვილის ლოცვა აღსასრულის წინ და მოთხრობილია უფლის განსაკუთრებული შემწეობის შესახებ. მოწამე იმეორებს ქრისტეს გამარჯვებას სიკვდილზე, ამოწმებს ქრისტეს საკუთარი სისხლით და ხდება „მეგობარი უფლისა“.

წმინდანთა ცხოვრება არ არის მათი ბიოგრაფიის აღწერა – ეს არის წმინდანის გზა სულის ხსნისაკენ, ხარისხი წმინდანობისა, როგორ უნდა იცხოვრო, რომ გახდე ღმერთს მიმსგავსებული, მეგობარი უფლისა. ამიტომ, სტანდარტული მოტივების ნაკრები, უპირველესად, გამოხატავს არა ბიოგრაფიის ე. წ. ლიტერატურული ხერხებით აგებულებას, არამედ სულის გადარჩენის დინამიკას, გზას ზეციური სასუფევლისაკენ.

„აგიოგრაფიის განვითარების პირველ ეტაპზე არ იგრძნო­ ბოდა მკაცრად რეგლამენტირებული სტანდარტი და კომ­ პოზიციაც შედარებით უფრო მარტივი და სადა იყო. მერე ის დაექვემდებარა ბუნებრივ იდეურ-მხატვრულ განვითარებას და განიცადა ევოლუცია, კერძოდ: თავისუფალი, სიუჟეტურად და კომპოზიციურად სრულყოფილი რეალისტური პასაჟებიდან წმინდანის სულიერი გმირობის შაბლონურ აღწერამდე“ – ე. ხინთიბიძე.

1.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიულ კრებულთა ტიპები

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიულ კრებულთა ტიპები
არსებობს სამი ძირითადი ტიპი აგიოგრაფიული კრებულებისა:

•კიმენი – თვითმხილველთა მიერ მარტივად, ,,ლიტო­ ნად“ აღწერილი და „ენითა მსოფლელთაoთა შეწყო­ ბილი“;
•მეტაფრასი – X ს.-ში ბიზანტიელი აგიოგრაფის,
•„ფრიად სიტყვიერის, ძველ ცხოვრებათა ლექსითა და შეწყობითა პირად-პირადად და ხელოვნად თა­ ვისათვისისა მიერ შემამკობელისა და უკეთილ­ სათქმელად და უმჯობესად აღმწერელის“ სვიმონ ლოგოთეტის, მეტაფრასად წოდებულის, მიერ გადა­ მუშავებული, ,,გარდაკაზმული“, გავრცობილი ტექს­ ტები.
•სვინაქსარი – წმინდად ლიტურგიკული მიზანდა­ სახულობით შედგენილი ე. წ. მცირე ცხოვრებანი, ანუ ისეთი ტექსტები, რომლებშიც მხოლოდ მთავარი და არსებითი რჩებოდა თავდაპირველი აღწერილობებისა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ლიტურგიაზე (ისე, რომ ტექსტის სიდიდის გამო, ღვთისმსახურების დამაბრკოლებელი არ გამხდარიყო) მისი წაკითხვა და მრევლისთვის დღის წმინდანის გაცნობა.

1.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოგრაფიული კრებულები

▲ზევით დაბრუნება


აგიოგრაფიული კრებულები
ჯერ კიდევ მე-17 ს. გასულსა და მე-18 ს. დასაწყისში გადაუდებელ ამოცანად დადგა ქართველ წმინდანთა საკითხავი კრებულის შედგენა. ამ კუთხით მოსამზადებელი სამუშაობი ჩატარდა დავითგარეჯის მონასტერის წინამძღვრის – ონოფრე გარეჯელის // ოთარ მაჭუტაძის ხელმძღვანელობით. 1699 წ. მისი დავალებით შედგა პირველი აგიოგრაფიული კრებული. ინიციატივა უფრო ვრცელი აგიოგრაფიული კრებულის შედგენისა ეკუთვნის დომენტი კათოლიკოსს, რომელმაც სპეციალურად დაძებნა ქართველ წმინდანთა საკითხავები და შეადგინა ეროვნულ წმინდანთა ღვაწლის ამსახველი პირველი ორიგინალური აგიოგრაფიული კრებული, 21 თხზულება ქართველ მოწამეთა შესახებ. მის მიერ შედგენილი აგიოგრაფიული კრებული არის პირველი ეტაპი ქართველ წმინდანთა წამება-ცხოვრების შედგენის ისტორიაში. 1713 წ. დავითგარეჯის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის განსწავლულ ბერს, გაბრიელ საგინაშვილს, გადაუწერია დომენტის კრებული. ამის შემდეგ დაისვა საკითხი ამ კრებულის შევსებისა, რომელიც მე-18 ს. 20-იან წლებში სრულყო ბესარიონ ორბელიშვილმა. მან კრებულს დაამატა ხუთი აგიოგრაფიული თხზულება და ასე მივიღეთ აგიოგრაფიული კრებულის ახალი (მეორე) რედაქცია, რომელშიც თავი მოიყარა ჰიმნოგრაფიულმა მასალამაც. აგიოგრაფიული კრებულების მესამე რედაქცია ეკუთვნის ანტონ 1 კათალიკოსს, რომლის „მარტირიკაში“ შესული ოცივე თხზულება მარტიროლოგიური ხასიათისაა. კრებული იწერებოდა 1768 – 1769 წწ. „მარტირიკაში“ 17 ქართველი წმინდანია, 2 სომეხი, ხოლო რაც შეეხება წმ. გრიგოლ განმანათლებელს // პართეველს // პართელს, ის განცალკევებით დგას, რადგან მისი ხსენება შესულია როგორც სომხურ, ასევე – ბერძნულ, ქართულ და სლავურ საეკლესიო კალენდრებში.

1.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აგიოლოგია

▲ზევით დაბრუნება


აგიოლოგია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს სიწმინდის თეოლოგიურ და ისტორიულ­ეკლესიურ ასპექტებს; ძირითადი მასალა აგიოლოგიისათვის, ისე როგორც აგიოგრაფიისთვის, არის ლიტერატურა წმინდანთა ცხოვრებისა. თუ აგიოგრაფიას წმინდანთა ცხოვრებანი რელიგიური და ლიტერატურის ისტორიის იმ ეპოქის ძეგლებად მიაჩნია, რომელშიც ისინი შეიქმნა, აგიოლოგია უმთავრეს ყურადღებას ამახვილებს თავად წმინდანობაზე, მის ტიპსა და ამ ტიპის განვითარებაზე.

1.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადამ არეგაწოტელი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ადამ არეგაწოტელი (VII ს.)
წარჩინებული სომეხი არეგაწიდან, მოხსენიებულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

1.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადამ სულთანი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ადამ სულთანი (XVIII ს.)
კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, ქიზიყის მოურავისა და სარდლის, აბელ ანდრონიკაშვილის, შვილი.

1.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადამი

▲ზევით დაბრუნება


ადამი
ბიბლიური პერსონაჟი, ადამიანთა მოდგმის წინაპარი. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა შესაქმე დაასრულა ადამის შექმნით „ხატისაებრ თვისისა“, სიცოცხლის სული შთაჰბერა მას და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა.

1.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადარნასე (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ადარნასე (XVII ს.)
ბერი; მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

1.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადარნასე მეფე VII ს.

▲ზევით დაბრუნება


ადარნასე მეფე VII ს.
პაპა წმ. არჩილისი; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“.

1.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადარნასე მეფე (IX

▲ზევით დაბრუნება


ადარნასე მეფე (IX
X სს.) – ადარნასე II, დავით I კურაპალა­ ტის ძე, ტაო­კლარჯეთის სამეფოს გამგებელი, ტაო-კლარ­ ჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი. ააშენა და სა­ ეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანას ტაძარი.

1.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადარნასე ხელმწიფე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ადარნასე ხელმწიფე (IX ს.)
ქართლის ერისმთავარი და კურაპალატი, აშოტ დიდის ძე, რომელიც ძმებთან (ბაგრატსა და გუარამთან) ერთად დიდ დამხარებას უწვედა წმ. გრიგოლ ხანძთელს კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობაში.

1.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადრაბადაგანი

▲ზევით დაბრუნება


ადრაბადაგანი
ადარბადაგანი, ზემორე მხარე სპარსეთისა, იგივე ადრიბეჟანი, დღევანდელი აზერბაიჯანი.

1.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ადრნესე კურაპალატი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ადრნესე კურაპალატი (VIII ს.)
ადარნასე ქართლის ერის­ მთავარი და კურაპალატი, ნერსე ერისმთავრის მამა; მო­ ხსენიებულია ქართლის ერისმთავრად, რომელმაც, სავარა­ უდოდ, მოახერხა არაბებისაგან განდგომა, კავშირის დამ­ ყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტი­ ტული. იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“ ვკითხულობთ: „ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადრნესე კურაპალატისა“.

1.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ავაზგია

▲ზევით დაბრუნება


ავაზგია
აფხაზეთი, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.): „ჩუენ ზედწოდებულ ვჰყოფთ აფხაზეთად“.

1.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ავგაროსი

▲ზევით დაბრუნება


ავგაროსი
ავგაროზი, ედესის მეფე; მისი სახელი დაკავ­ შირებულია მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან: გადმოცემით, ედესის მთავარი უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ, თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა. იესომ პასუხად წერილი გაუგზავნა, რომ ვერ შეძლებდა ნახვას. ავგაროზმა კარის მხატვარს დაავალა, ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. ექვსი წელი საწოლზე მიჯაჭვული ავგაროზი ემთხვია თუ არა ხატს, განიკურნა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. კორნელი კეკელიძის აზრით, აპოკრიფი ავგაროზ მეფისა (ანუ მთავრისა) და მაცხოვრის მიწერ­მოწერის შესახებ ქართულად უნდა გადმოთარგმნილიყო X – XI საუკუნეებამდე რომელიმე აღმოსავლური ენიდან. ჩვენამდე, მოღწეულია აღნიშნული აპოკრიფის ორი განსხვავებული რედაქცია: ერთი მათგანი დაცულია XI ს. გელათის სახარებაში და თარგმნილია წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ, მეორე კი შემორჩენილია ალავერდის სახარებაში (1050 – 1054 წწ.) და წმ. ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანია. ორივე ტექსტი დასურათებულია.

1.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ავლავიოს

▲ზევით დაბრუნება


ავლავიოს
იხ. ევლავიოს კათალიკოსი.

1.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ავიდოს

▲ზევით დაბრუნება


ავიდოს
გეოგრაფიული სახელი; ნახსენებია „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „წარვიდა, ვიდრე ავიდოსამდე“.

1.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აზაილი (ძვ.წ. 842

▲ზევით დაბრუნება


აზაილი (ძვ.წ. 842
805 წწ.) – ხაზაილი, არამის მეფე; ბიბ­ ლიის მიხედვით, მას წინასწარმეტყველმა ელისემ უწინას­ წარმეტყველა გამეფება და ისრაელზე გამარჯვება.

1.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აზარია

▲ზევით დაბრუნება


აზარია
ბიბლიური პერსონაჟი, სამ ყრმათაგან ერთ­ ერთი (ანანია, აზარია და მისაელი). ერთი ცნობით, ანანია, აზარია და მისაელი ტყვეობაში გარდაიცვალნენ, კირილე ალექსანდრიელის მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის, ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

1.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აზნაური

▲ზევით დაბრუნება


აზნაური
ფეოდალური საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი; ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში „აზნაური“ და „აზნაურებაჲ“ თავისუფალსა და თავისუფლებას ნიშნავდა. იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“ „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ შესაძლებელია გავიგოთ, თავისუფალ და არათავისუფალ ქართლის მკვიდრთა მნიშვნელობითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინი „აზნაურნი დიდ­დიდნი“, თავისთავად, ჩვეულებრივი აზნაურის არსებობასაც გულისხმობს. ამრიგად, აზნაური V ს­ში უკვე წოდების აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო. IX – XIII სს. აზნაურის სტატუსმა თანდათან სახე იცვალა და სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გაბრიელ დაფანჩული, რომელიც იყო დიდებული აზნაური აშოტ კურაპალატისა, მეფის წინაშე დამსახურებითაც ყოფილა გამორჩეული აზნაურთა შორის. „დიდებული აზნაური“ დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო. მას საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად, „დიდებული აზნაური“ და „ციხოვანი“, ანუ „ციხის უფალი აზნაური“, თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა. იყვნენ აგრეთვე „უცხონი აზნაურნი“ – საშუალო და წვრილი აზნაურობა.

1.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ათანასი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ათანასი (X ს.)
ათანასი (აბრამ) ათონელი, დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, ათონის მთაზე ათანასეს ლავრის დამაარსებელი; ზოგიერთი ცნობით, მას დედა ლაზი ჰყოლია. წმ. ათანასესთან მისულა იოანე ქართველი მცირეწლოვანი ვაჟით. ათანასეს კურთხევით, იოანე ქართველმა და უკვე ბერად აღკვეცილმა იოანე – თორნიკემ (იგივე თორნიკე ერისთავი) ლავრიდან მოშორებით წმ. იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია და სენაკები ააშენეს, რომლებშიც ცხოვრობდნენ კიდეც. ქართველებს წმ. ათანასეს ლავრისთვის უამრავი თანხა შეუწირავთ. წმ. ათანასეს ქართველთა მონასტრისთვის უბოძებია სიგელი, რომლითაც მათ ხომალდის ყოლის ნება ეძლეოდათ. ათანასემ თავისი სიცოცხლის ბოლოს ლავრის მეურვეობა მიანდო ეფთვიმე მთაწმიდელს და არა – რომელიმე ბერძენს, როგორც ეს აღნიშნულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

1.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ათი მცნება

▲ზევით დაბრუნება


ათი მცნება
ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომლებიც, ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად, თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე. ეს მცნებებია:

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე;
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი­სცე მათ, არცა მსახურებდე მათ;
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა;
4. მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა­ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ;
5. პატივ­ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა;
6.არა კაც­ჰკლა;
7.არა იმრუშო;
8.არა იპარო;
9.არა ცილი­სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა;
10.არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳს მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳს მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳს, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.

1.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ათინელი

▲ზევით დაბრუნება


ათინელი
ბერძენი, მომდინარეობს „ათენიდან“, საბერძნეთის დედაქალაქი; ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ათენას პატივსაცემად დაერქვა. „ათენი“ ქართული ვარიანტია, ბერძნულ ენაზე კი „ათინა“ ეწოდება. ქალაქს სახელი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ათენას პატივსაცემად დაერქვა. ათენის დაარსების ანტიკური მითის თანახმად, ჯერ კიდევ უსახელო ქალაქის პატრონობისა და მფარველობისთვის ერთმანეთს სიბრძნის ქალღმერთი ათენა და ზღვის ღმერთი პოსეიდონი ეჯიბრებოდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ, ვინც ათენელებს უკეთეს საჩუქარს მისცემდა, ის გაიმარჯვებდა კიდეც და მსაჯულად კეკროპ I დანიშნეს. მითის თანახმად, პოსეიდონმა ქალაქელებს პირველი ცხენი აჩუქა, ხოლო ათენამ – პირველი კულტივირებული ზეთისხილის ხე. კეკროპმა სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია და ქალაქის მფარველ ქალღმერთად ათენა დანიშნა.

1.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აკეფსიმა (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


აკეფსიმა (IV ს.)
ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსი; განაგებდა სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას. სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

1.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აკვილა მტბევარი (X

▲ზევით დაბრუნება


აკვილა მტბევარი (X
XI სს.) – მწიგნობარი, რომელმაც ბაგრატ III­ის ბრძანებით ივანე მტბევარ ზაკუელთან ერთად გადაწერა აგიოგრაფიული თხზულებების კრებული, რომელიც ამჟამად ათონის ქართველთა მონასტრის წიგნსცავში ინახება.

1.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალავერდი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ალავერდი (VI ს.)
საკათედრო ტაძარი და მონასტერი, დააარსა იოსებ ალავერდელმა; „ალავერდის“ წარმომავლობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს: რადგან ის მდებარეობს სოფ. ალვანის ახლოს, შესაძლოა, მისი სახელი სწორედ აქედან წარმომდგარიყო: ალვან-გვერდი ან ალვათ-გვერდი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდს, და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი“. სხვა შეხედულებით, „ალავერდი“ მიღებულია არაბულ-თურქული გამოთქმისაგან: „ალლაჰ-ვერდი“ („ღმერთმა მოგვცა“). XI ს. დასაწყისში კახთა მეფე კვირიკემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. როცა ალექსანდრე II­ის შვილმა კონსტანტინემ, შაჰ­აბასის ბრძანებით, საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც, ქეთევან დედოფლის ბრძანებით, ალავერდის ტაძარში დაკრძალეს. ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი, თეიმურაზ I­ის ბრძანებით, ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მათ შორის: ფილიპე ალავერდელი (XVI­XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ­მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვ.

1.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალექსანდრე (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრე (XVII ს.)
წმ. ქეთევან დედოფლის შვილიშვილი, თეიმურაზის ძე.

1.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 356

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 356
ძვ. წ. 323 წწ.) – ალექსანდრე III დიდი, მაკედონიის მეფე, მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, არისტოტელეს აღზრდილი, ერთ­ ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო. მაკედონელი საქართველოში არ შემოსულა, თუმცა ლეონტი მროველი წერს, რომ იყო ქართლში. ამასვე ადასტურებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის მიხედვითაც, მაკედონელს ქართლში თან ახლდა აზო, ძე არიან ქართლის მეფისა, ციხეებში კი ისხდნენ ბუნ-თურქნი და ჰონნი, რომლებიც გაყარა, წესრიგი დაამყარა და ქართლი დაუტოვა აზოს.

1.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალექსანდრე II (1527

▲ზევით დაბრუნება


ალექსანდრე II (1527
1605 წწ.) – კახეთის მეფე, ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე; თავდაპირველად, მამის მსგავსად, ირანის ვასალად აღიარებდა თავს. 1578 წ., ჩილდირის ტბასთან ისმალთა მიერ სპარსელების დამარცხების შემდეგ, მორჩილება აღუთქვა თურქებს, ყოველწლიური ხარკი იკისრა და ქვეყანას თავიდან ააცილა მათი შემოსევა. მისი მეფობის პერიოდში საერთაშორისო სავაჭრო პუნქტებად იქცა ქალაქები გრემი და ზაგემი; გაშენდა ახალი დედაქალაქი გრემი; აშენდა ახალი სასახლეები და ტაძრები; განვითარდა ხელოსნობა, კულტურა; შეკეთდა ალავერდის ტაძარი. კახეთიდან სინასა და ათონზე მოწყალების სახით დიდძალი საქონელი იგზავნებოდა. მეფე აქტიურად იყო ჩაბმული იერუსალიმის ქართული სამონასტერო კერების შენარჩუნებისა და იქ ქართველ მღვდელ­ მონაზონთა უფლებების დაცვის საქმეში. ალექსანდრე II კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის მოციქულის, რუსინ დანილოვის, წინადადებას, მიემართა თხოვნით რუსეთის მეფისათვის კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ (1585 წ.). 1586 წ. ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ხურშიტა ჩერქეზის შემადგენლობით. საპასუხოდ რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ ელჩები და 1587 წ. გაფორმდა ხელშეკრულება „ფიცის წიგნი“ რუსეთ­საქართველოს პოლიტიკური კავშირის შესახებ. 1589 წ. კი რუსთა მეფისაგან მფარველობის ოფიციალური დადასტურება – „წყალობის სიგელი“ მიიღო. 1605 წ. ქ. ძეგამში მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა, კონსტანტინე­მირზას ბრძანებით, მოკლეს ალექსანდრე II, მასთან ერთად დახოცეს გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.

1.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალვანია

▲ზევით დაბრუნება


ალვანია
ქალაქი განძა; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალკივიადოს დიდი

▲ზევით დაბრუნება


ალკივიადოს დიდი
ალკიბიადე, ათენელი (ძველი ბერძენი) პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, სოკრატეს მოწაფე, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი // (ბერძნ. „პორტაიტისა“)

▲ზევით დაბრუნება


ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი // (ბერძნ. „პორტაიტისა“)
ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. 999 წლიდან დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის ივერთა მონასტერში. გადმოცემის თანახმად, ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრიაა (ბერძნ. გზის მაჩვენებელი). მასზე ღვთისმშობლის სახეს აჩნევია ნაიარევი. ხატის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ხატმბრძოლობის დროს (IX ს.) ნიკეის ახლოს ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ქვრივი, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. როდესაც ხატმბრძოლი იმპერატორის მხატვრებმა შეიტყვეს ამის შესახებ, მოინდომეს ხატის ხელში ჩაგდება. ამიტომ, ქვრივმა ზღვაში შეაცურა იგი. ორი საუკუნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ხატის შესახებ. ერთხელ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა დაინახეს ზღვაში ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც თავზე ადგა ღვთისმშობლის ხატს. ქართველი ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, წყლის ზედაპირზე ისე გაიარა, როგორც – ხმელეთზე და მიირქვა წმინდა ხატი. ეს მომხდარა 999 წ. ხატი დაუსვენებიათ მონასტრის ეკლესიის საკურთხეველში, მაგრამ მეორე დღეს კარიბჭის კარზე დაკიდებული ნახეს. ამიტომ ეწოდა პორტაიტისა, ანუ კარის ღვთისმშობელი. აქ ქართველებმა ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააშენეს და ხატიც მასში დააბრძანეს. ალელუაჲ // ალილუია (ძვ. ებრ. „აქებდეთ უფალს“) – იუდაიზმში უფლის სახოტბო შეძახილი, ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საზეიმო საგალობელი ან მისი მისამღერი.

სხვადასხვა ლოცვის ბოლოს დასართავი სიტყვა (ზოგ ლოცვას დაერთვის სამჯერ, ზოგს – შვიდჯერ და მეტჯერაც). როგორც სასიმღერო ტიპი, გავრცელებულია პროფესიულ (კლასიკურ და თანამედროვე) მუსიკაში.

1.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალი

▲ზევით დაბრუნება


ალი
სოფელი იმერეთში, ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“: „დაიბანაკა მახლობელად იმერეთისა სოფელსა ალსა“.

1.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალი

▲ზევით დაბრუნება


ალი
სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) : „შორის ალისა და ნაბახტევისა“.

1.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალილუია

▲ზევით დაბრუნება


ალილუია
იხ. ალელუაჲ.

1.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალონი

▲ზევით დაბრუნება


ალონი
ალვანი, სოფლების: ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდება; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.)

1.64 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალფიოს (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ალფიოს (III ს.)
წმ. მოწამენი ალფიოს, ფილადელფოს და კჳრინე, წარმოშობით იტალიიდან; მოხსენიებული არიან გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

1.65 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამალეკები

▲ზევით დაბრუნება


ამალეკები
არაბული წარმოშობის ძველი ტომი, რომელიც არაბეთის ქვიან უდაბნოსა და პალესტინის სამხრეთით მო­ სახლეობდნენ. ძველი აღთქმის მიხედვით, ესავის შვილი­ შვილისგან, ამალეკისგან, წარმოიშვნენ. ბიბლიაში აღწერილია ამალეკების სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლები ებ­ რაელებთან.

1.66 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამასპო (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ამასპო (IX ს.)
ზანავის მონასტრის პირველი მაშენებელი (ქურ­ დიასთან ერთად). მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

1.67 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამბა გიორგი ოპიზელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ამბა გიორგი ოპიზელი (IX ს.)
ოპიზის მონასტრის რიგით მესამე წინამძღვარი. მისი წინამძღვრობის დროს ქართლიდან ოპიზას მივიდა და, სამ თანამზრახველთან ერთად, დაიწყო თავისი სამონაზვნო ცხოვრება წმ. გრიგოლ სანძთელმა. გიორგი მერჩულე წერს: „და იყო წინამძღურისა მათისა (ოპიზელთა) სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამე მამათ იყო ოპიზისა, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს“.

1.68 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამბა // აბბა (არამეულ­სირიული, „მამა“)

▲ზევით დაბრუნება


ამბა // აბბა (არამეულ­სირიული, „მამა“)
მამა მონასტრისა; საქართველოში არსებული უდაბნოების მამასახლისების აღმნიშვნელი ტერმინი; გიორგი მერჩულის ცნობით, წმ. გრიგოლ ხანძთელის უფროსი თანამედროვის, ოპიზის უდაბ­ ნოს მესამე წინამძღვრის სახელი ამბა გიორგი ყოფილა: „მოვიდეს ამბა გიორგისა, ოპიზის წინამძღურისა“. XI სა­ უკუნიდან ამბა ალავერდის ეპისკოპოსების ზედწოდება იყო (რადგან ისინი მონასტრის წინამღვრებიც იყვნენ). ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ­ერთი სირიელი მამის, იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა. ამენ // ამჱნ (ებრ. „ნამდვილად“, „ჭეშმარიტად“) – ამინ, წარ­ მოთქვამენ ლოცვის, ქადაგების, საგალობლის ბოლოს, ასევე – საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადებისას.

1.69 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამირ­მუმლი

▲ზევით დაბრუნება


ამირ­მუმლი
იხ. ამირა მუმნი აბდილა.

1.70 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამირა მუმნი აბდილა // ამირ­მუმლი (754

▲ზევით დაბრუნება


ამირა მუმნი აბდილა // ამირ­მუმლი (754
775 წწ.) – იგივე მოსე ამირა მუმნი // ხალიფა ალ­მანსური // აბუ ჯაფარ აბდ ალ­ლაჰ იბნ­მუჰამად ალ­მანსური, აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქის, ბაღდადის, დამაარსებელი. გაატარა ადმინისტრაციულ­ფინანსური რეფორმები, ხელს უწყობდა ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მოხსენიებულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“: ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისმთავარი ნერსე. ის დაიბარეს ბაღდადში: „რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავარისაჲ, მოწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა“.

1.71 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამონა (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ამონა (X ს.)
ქართველი ხუროთმოძღვარი, ხანძთის ეკლესიის აღმშენებელი. გიორგი მერჩულე გვამცნობს: „აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიადმაშენებელი“.

1.72 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამონნი აბბა

▲ზევით დაბრუნება


ამონნი აბბა
იხ. აბბა ამონნი.

1.73 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამოსი

▲ზევით დაბრუნება


ამოსი
ბიბლიური პერსონაჟი, ძველ ებრაელთა ერთ­ერთი წინასწარმეტყველი.

1.74 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამპარტავნებაჲ

▲ზევით დაბრუნება


ამპარტავნებაჲ
ერთ­ერთი შვიდ მომაკვდინებელ ცოდვა­ თაგანი; მეტისმეტი სიამაყე, მედიდურობა, ქედმაღლობა, გოროზობა, ზვაობა; ცრუ გრძნობა საკუთარი თავის უპირატესობისა. წმიდა მამათა თქმით, ამპარტავნობა ძირია ყოველგვარი ვნებისა, რადგან მან არა მარტო ადამიანი დაამარცხა, არამედ – ანგელოზებიც. წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: „ამპარტავნობით იწყება ნებისმიერი ცოდვა და მასში პოულობს თავის დასაყრდენს”.

1.75 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანათემა

▲ზევით დაბრუნება


ანათემა
1. შეჩვენება, დაწყევლა; 2. საეკლესიო სასჯელი სასულიერო და საერო პირთათვის; ეკლესიიდან განდევნა.

1.76 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანაკ პართი // ანაკ სომეხი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანაკ პართი // ანაკ სომეხი (III ს.)
წმ. გრიგოლ განმანათლებლის (პართელის) მამა. ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის, თრდატ III­ის, მამა – ხოსრო.

1.77 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანაკერტი

▲ზევით დაბრუნება


ანაკერტი
დაბა, მდებარეობს მდ. ჭოროხის აღმოსავლეთ შენაკადთან – ანაკერტის ხევში, აჭარის მთის კალთაზე არსებულ დაბასთან; როგორც „დაბა დიდი და კარგი“ V საუკუნეშივე არსებულა. ანაკერტთან, ქართლის მეფე ბაკურ III ხოსროიანი თავს დაესხა ვარსქენ პიტიახშს, შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. XVI ს­ში ანაკერტი, მთელ მხარესთან (კლარჯეთსა და ტაოსთან) ერთად, ოსმალეთმა დაიპყრო. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

1.78 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანაკოფსია // ანაკოფია

▲ზევით დაბრუნება


ანაკოფსია // ანაკოფია
ფეოდალური ხანის ციხე­ქალაქი აფხაზეთში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე.

1.79 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანანია

▲ზევით დაბრუნება


ანანია
იხ. აზარია.

1.80 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანანია (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანანია (I ს.)
წმ. მოციქული ანანია, ქალაქ დამასკოს ეპისკოპოსი, სამოცდაათ მოწაფეთაგანი; სწორედ მან მონათლა ქრისტიანთა მდევნელი სავლე (პავლე მოციქული). უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას იუდეველებსა და წარმართებს შორის. დამასკოდან გადავიდა ელეფთეროპოლში. ქალაქის თავი, ლუკიანე, შეეცადა, კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ჯალათებმა, მისი ბრძანებით, სასტიკად აწამეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს.

1.81 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანაკ სომეხი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანაკ სომეხი (III ს.)
იხ. ანაკ პართი.

1.82 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანასტასიოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანასტასიოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

1.83 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანატოლე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანატოლე (IX ს.)
წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე, მერეს დედათა მონასტრის მოღვაწე, რომელმაც წინასწარი ჩვენებით იხილა ბერი მატოჲს გარდაცვალება.

1.84 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ამირა (არაბ. „მეთაური“, „მმართველი“)

▲ზევით დაბრუნება


ამირა (არაბ. „მეთაური“, „მმართველი“)
მმართველი, მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქვეყნებში; ისლამამდელ პერიოდში და, ასევე, პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს ამირები ეწოდებოდათ სარდლებსა და ლაშქრის საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც შემდგომ არაბთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მმართველები გახდნენ. ანაქორეტი (ბერძნ. „განშორებული, განდეგილი, მეუდაბნოე“) – ასკეტი მოღვაწე, რომელიც ცხოვრობს უკაცრიელ ადგილებში. ზოგიერთი ანაქორეტი მიმართავდა სასტიკ თვითგვემას: იდებდა ხუნდებსა და ბორკილებს, უარს ამბობდა ჭამასა და ტანსაცმელზე; ცხოვრობდნენ მღვიმეებში, გამოქვაბულებში, სვეტებზე და სხვ.

1.85 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანდრეა მოციქული (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანდრეა მოციქული (I ს.)
ანდრია პირველწოდებული, ქრის­ ტეს თორმეტ მოციქულთაგანი, წმ. პეტრეს ძმა. XI საუკუნიდან წმ. ანდრია მოციქული ჩვენში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ­გამავრცელებელი. ნეტარ ორიგენეს (II – III სს.) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII – IX სს. ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლადაა დასახელებული. მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (IX ს.) ეკუთვნის. ამგვარად, ინფორმაცია წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX ს. II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული. X – XI სს. სწორედ, ამ წყაროზე დაყრდნობით, წმ. გიორგი მთაწმიდელი საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს მიიჩნევს და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებს.

1.86 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანდრია (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანდრია (X ს.)
ოპიზის მაშენებელი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

1.87 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანდრიანე და ნატალია (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანდრიანე და ნატალია (IV ს.)
მოწამენი ადრიანე და მისი მეუღლე ნატალია. ცხოვრობდნენ ბითვინიის ნიკომიდიაში იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305 – 311 წწ.) დროს.

1.88 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანდრიანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანდრიანოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

1.89 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანთიმო (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანთიმო (III ს.)
წმ. ანთიმოს ნიკომიდიელ მთავარეპისკოპოსი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

1.90 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანისი

▲ზევით დაბრუნება


ანისი
უძველესი სომხური ქალაქი მდ. ახურიანის ხეობაში, მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.

1.91 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანნა

▲ზევით დაბრუნება


ანნა
ბიბლიური პერსონაჟი, წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული ასერის ტომიდან; მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, დაქვრივების შემდეგ მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“. როცა 84 წლის გახდა, ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ შჯულისა“. მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, მოხუცებულმა სვიმეონმა ღვთისმშობელს რომ მიმართა. სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო ხორცშესხმული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

1.92 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანნა (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანნა (XVII ს.)
ანა გურიელი, მამია გურიელის ასული, თეიმურაზ I­ის პირველი მეუღლე.

1.93 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტვიპატრო (ძვ. წ. 397

▲ზევით დაბრუნება


ანტვიპატრო (ძვ. წ. 397
319 წწ.) – ანტიპატრე, მაკედონელი მხედართმთავარი, ალექსანდრე დიდის ლეიტენანტი, 322 წ. კრანიეში გაიმარჯვა ამბოხებულ ათენელებზე. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.94 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტიოქია (დიდი ანტიოქია ან სირიის ანტიოქია)

▲ზევით დაბრუნება


ანტიოქია (დიდი ანტიოქია ან სირიის ანტიოქია)
უძველესი ქალაქი ძველ სირიაში, მდ. ორონტესის აღმოსავლეთ სანაპიროზე (თურქეთის მახლობლად).

1.95 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტიოხოსი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანტიოხოსი (VIII ს.)
ეპიფანოსის ძე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.), როგორც – კეთილმსახური აღმსარებელი.

1.96 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანტონი (XVIII ს.)
არქიეპისკოპოსი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკის“ (XVIII ს.) წინასიტყვაობაში.

1.97 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტონ მარტყოფელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანტონ მარტყოფელი (VI ს.)
ანტონ მარტომყოფელი // ანტონ მესვეტე, წმ. ასურელ მამათაგანი, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი; განმარტოებითი ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ვარაუდობენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდებაც. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. გადმოცემით, მას ქალაქ ედესიდან ჩამოუტანია ხელთუქმნელი საუფლო ხატის (კეცზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი) ანაბეჭდი.

1.98 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანგელოზი // ანგელოსი (ბერძნ. „მაცნე, მოციქული, შიკრიკი“)

▲ზევით დაბრუნება


ანგელოზი // ანგელოსი (ბერძნ. „მაცნე, მოციქული, შიკრიკი“)
სულიერი უსხეულო არსება, რომელიც ღმერთმა შექმნა ხილული სამყაროს შექმნამდე და, რომელიც ღვთის მოციქულადაა წარმოდგენილი. ბიბლიაში მოხსენიებულია ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფა: სერაფიმნი – ქერუბიმნი – საყდარნი; უფლებანი – ძალნი – ხელმწიფებანი; მთავრობანი (საწყისნი) – მთავარანგელოზნი – ანგელოზნი. „ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტომყოფელისაჲ“ – ცნობები წმ. ანტონ მარტყოფელის შესახებ მოცემულია წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრებანში“; მის შესახებ გვაქვს არსენ ბულმაისიმისძის (XIII ს.) საგალობელი, რომელიც ეძღვნება მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან საქართველოში ჩამოტანას და აქ პირველადაა მოცემული ცნობები წმ. ანტონ მარტყოფელის შესახებ. ანტონ I კათალიკოსმა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა სვინაქსარული ტექსტი „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტომყოფელისაჲ“, რომელიც მოგვიანებით ჩართეს „ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ ნუსხაში.

1.99 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტონ დიდი (III

▲ზევით დაბრუნება


ანტონ დიდი (III
IV სს.) – ანტონი მეგვიპტელი, ქრისტიანი განდეგილი; დაიბადა კომაში (ეგვიპტე) შეძლებული ქრისტიანი კოპტის ოჯახში. მან ქონება გლაკახებს დაურიგა, თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ოცდათხუთმეტი წლისა თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და იქ ოცი წელი გაატარა სრულ მდუმარებაში. სულ ოთხმოცდახუთი წელი დაჰყო უდაბნოში. გარდაიცვალა ას ხუთი წლის ასაკში.

1.100 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანტონ I კათალიკოსი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ანტონ I კათალიკოსი (XVIII ს.)
ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი; მან მოიძია მთელ საქართველოში გაბნეული ხელნაწერები და მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შექმნა ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 7000 ტომს აღწევდა. მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებად აქცია წმ. იოანე ნათლისმცემლისა და გარეჯის სხვა მონასტრები. ერეკლე II­ის თანადგომით მან დაიწყო საეპარქიო სკოლების გახსნა. მომხრე იყო ევროპული ორიენტაციისა. განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც სამეფო კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა. ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და მწვალებლად გამოაცხადეს. მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებამ 1755 წ. იგი კათოლიკოსობიდან გადააყენა.

ანტონ I­მა მდიდარი ფილოსოფიური, თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მის დოგმა­ ტიკურ­პოლემიკურ თხზულებაში „მზამეტყველება“, საეკ­ ლესიო საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია ფილო­ სოფიური პრობლემები. „წყობილსიტყვაობაში“ (50 – 60­ იანი წწ.) ქართული ფილოსოფიურ­თეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განხილულია რუსთაველის, პეტრიწის, სარგის თმოგველის, ჩახრუხაძის, სულხან­საბა ორბელიანის მემკვიდრეობა. მის ენციკლოპედიურ ნაშრომში „სპეკალი“ თავისებურად არის მორიგებული ეკლესია და „გარეშეთა“ (ფილოსოფოსთა) მოძღვრება. ანტონმა ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაუმაისტერის, ვოლფის, ლაიბნიცის, მხითარ სებასტიელის, სვიმონ ჯულფელისა და სხვათა ნაწარმოებებს. მისი „ღვთისმეტყველება“ შედგენილია ოთხ ტომად (დაასრულა 1779 წ.). ანტონ I­ის ორიგინალურ აგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული „მარტირიკა“ წარმოადგენს „საკითხავებს“ წმინდანთა დღესასწაულებზე. მნიშვნელოვანია ანტონის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰომილეტიკის განვითარებაში. საქართველოში სცადა სამი სტილის თეორიის დანერგვა, რომლის თანახმად, „მაღალ მატერიაზე“ „მაღალი სტილით“ უნდა ეწერათ, საისტორიო თხზულება „საშუალო სტილს“, საყოფაცხოვრებო მოვლენები კი „დაბალ სტილს“ მოითხოვდა. ანტონ I­მა შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას, აზროვნებასა და მწერლობას ღრმა კვალი დააჩნია. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: იოანე გედევანიშვი­ ლი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, გაიოზ და დავით რექტორები და სხვ. ანტონი გარდაიცვალა „ანჩისხა­ ტის“ საკათოლიკოსო სახლში. დაკრძალულია მცხეთის სვეტი­ ცხოვლის ტაძარში.

1.101 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანჩი

▲ზევით დაბრუნება


ანჩი
ისტორიული პუნქტი კლარჯეთში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

1.102 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანჩის საეპისკოპოსო (VI

▲ზევით დაბრუნება


ანჩის საეპისკოპოსო (VI
VII სს.) – საქართველოს მართლ­ მადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსო ისტორიულ კლარჯეთში. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, მთელ კლარჯეთ­შავშეთში ეს ერთი ეპარქია არსებობდა; რომ კლარჯეთის უდაბნოთა მღვდლები და დიაკვნები „ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან“. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ წმ. გრიგოლის სიკვდილის შემდეგ ზემოხსენებულ სავანეთა არქიმანდრიტობა სწორედ ანჩელ ეპისკოპოსზე გადავიდა. ანჩის საეპისკოპოსო და ანჩელები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქვეყნის შინაფეოდალურ­ პოლიტიკურ ბრძოლებში. ამ მხრივ აღსანიშნავია „წმ. გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაში აღწერილი ანჩელი ცქირის ეპიზოდი. ცქირმა ანჩის საეპისკოპოსო კათედრა არაბი ამირას დახმარებით დაიკავა და მრევლის უკმაყოფილებაც დაიმსახურა.

1.103 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანჭკორა

▲ზევით დაბრუნება


ანჭკორა
ისტორიული პუნქტი კლარჯეთში, მდინარე ანაკერტის ხეობაში.

1.104 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აპაჰუნისი

▲ზევით დაბრუნება


აპაჰუნისი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხებით დასახლებული ვანის ტბის ჩრდილო­დასავლეთით, მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

1.105 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არაბია // არავია

▲ზევით დაბრუნება


არაბია // არავია
არაბულ­მუსლიმანური სახელმწიფო, რომელსაცმართავდახალიფა(632 – 1258 წწ.) არაბთასახალიფოს საფუძველი გახდა მუჰამედის მიერ VII ს. 20­იან წლებში ქალაქ მედინაში დაარსებული მუსლიმანური თემი (უმა), სადაც გაერთიანება ხდებოდა ერთი რელიგიისადმი – ისლამისადმი კუთვნილების მიხედვით. უმა იყო თეოკრატიული ორგანიზაცია, რომელშიც მუჰამედი სასულიერო და საერო მეთაური იყო.

1.106 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არარატი

▲ზევით დაბრუნება


არარატი
ქალაქი სომხეთში, არარატის პროვინციაში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.107 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არაქელ სომეხი (1595

▲ზევით დაბრუნება


არაქელ სომეხი (1595
1669 წწ.) – თავრიზელი // არაქელ დავრიჟეცი, სომეხი ისტორიკოსი, რომლის „ისტორიათა წიგნი“ ამ პერიოდის ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავ­ ლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ­აბასის შემოსევებს ამიერკავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI ს. ბოლოსა და XVII ს. I ნახევრის ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ – სიმონ I­ზე, ალექსანდრე II­ზე, ლუარსაბ II­ზე, თეიმურაზ I­ზე, წმ. ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ.

1.108 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არგუეთი

▲ზევით დაბრუნება


არგუეთი
არგვეთი // მარგვეთი, ისტორიული მხარე და­ სავლეთ საქართველოში. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე.

1.109 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არდალანი

▲ზევით დაბრუნება


არდალანი
ერთ­ერთი პროვინცია ირანში.

1.110 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არეოპაგიტიკა

▲ზევით დაბრუნება


არეოპაგიტიკა
ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსი, რომელიც შედგება 4 ტრაქტატისა („საღმთოთა სახელთათვის“, „ზეცათა მღდელთ­მთავრობისათვის“, „საეკლესიო მღდელთ­მთავრობისათვის“, „საიდუმლოდ ღმრთის­მეტყველებისათვის“) და 10 ეპისტოლისაგან; მიიჩნევა პროკლეს ფილოსოფიის ქრისტიანულ გადამუშავებად. მისი ავტორობა მიეწერება დიონისე არეოპაგელს, რომელიც I ს. მოღვაწე და ათენის არეოპაგის (ხელისუფლების ორგანო ძველ ათენში) წევრი იყო. ქრისტიანობის მიღების შემდეგ იგი ათენის ეპისკოპისი გამხდარა. არეოპაგიტიკის ნამდვილი ავტორის ვინაობის დასადგენად მეცნიერებმა მრავალი ჰიპოთეზა წამოაყენეს, მათ შორისაა ნუცუბიძე­ჰონიგმანის კონცეფციაც, რომლის თანახმად, ეს კორპუსი ეკუთვნის ქართველ მოაზროვნე პეტრე იბერს, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ გაზიარებული არ არის.

1.111 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არვანდ გუშნასპი // არვან გუშნასპი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


არვანდ გუშნასპი // არვან გუშნასპი (VI ს.)
ერვანდ ვშნაპსი, ქართლისა და ალბანეთის მარზპანი დაახლოებით 535 – 536 წლიდან, სასანიანთა ირანის ცნობილ მიჰრან­ გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენელი. „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვლობის“ ავტორის ცნობით, არვანდ გუშნასპთან დააბეზღეს სპარსელი გვირობანდაკი, რომელსაც გაქრისტიანების შემდეგ ევსტათი უწოდეს. 542 წ. გაზაფხულზე არვანდ გუშნასპი ირანში გაიწვიეს. მის ნაცვლად მარზპანად ვეჟან ბუზმირი დაინიშნა, რომელმაც 3 წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. არვანდ გუშნასპს 545 წ. კვლავ დაუკავებია ძველი თანამდებობა და 40­იანი წლების ბოლომდე განაგებდა ქართლსა და ალბანეთს.

1.112 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არიან­ქართლი

▲ზევით დაბრუნება


არიან­ქართლი
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ გადმოცემით, ქართლის პირველი მეფის, აზოს (აზონის), მშობლიური მხარე.

1.113 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არიმათიელი

▲ზევით დაბრუნება


არიმათიელი
წარმოშობით ქალაქ არიმათიიდან; არიმათია მდებარეობდა იერუსალიმიდან გალილიისაკენ მიმავალ გზაზე.

1.114 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არიმათიელი იოსებ

▲ზევით დაბრუნება


არიმათიელი იოსებ
იესო ქრისტეს მოწაფე ფარულად, რადგან ეშინოდა იუდეველებისა. მან ჯვარცმული იესოს გვამი გამოითხოვა პილატესგან და სამარხში დაასვენა. დიდი შაბათის ტროპარი ასე განმარტავს: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა. სუნნელებითა შემურვილი ახალსა საფლავსა დაგდვა“.

1.115 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არიოზი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


არიოზი (IV ს.)
ალექსანდრიელი ხუცესი; საფუძველი ჩაუყარა ცრუ მოძღვრებას, რომლის მიხედვით, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, რომ იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში, რომელიც ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, ჭარბობს ადამიანურობა (იგი ნახევარღმერთია). არიოზის მოძღვრებამ დიდი განხეთქილება შეიტანა როგორც ქრისტიანულ წრეებში, ისე – მაშინდელ ბიზანტიურ საზოგადოებაში. 320 წ. ალექსანდრიის საეკლესიო კრებაზე არიოზობა დაგმეს, მაგრამ მას მხარი დაუჭირა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ნაწილმა. კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) ის მწვალებლად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსობა. 381 წ. კოსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიოზი, ხოლო დასავლეთის ეკლესიაში მოძღვრებას წმ. სამების შესახებ დაუმატეს დოგმატი სულიწმიდის გამომავლობისა არა მარტო მამისაგან, არამედ ძე ღვთისაგან.

1.116 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არისტაქოს (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


არისტაქოს (IV ს.)
გრიგოლ განმანათლებლის (პართელის) შვილი, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.117 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არმაზი

▲ზევით დაბრუნება


არმაზი
ძველი იბერიული პანთეონის მთავარი ღვთაება. მისი გავრცელება დაკავშირებულია მეფე ფარნავაზის სახელთან, „რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა“. კერპი მცხეთაში, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთაზე იდგა; ტანი სპილენძის ჰქონდა, ეცვა ოქროს ჯაჭვის პერანგი, თავზე ოქროსავე ჩაფხუტი ეხურა, ხელში გალესილი მახვილი ეჭირა, რომელიც თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას აფრქვევდა. მის ხელმარჯვნივ სხვა კერპი იდგა, უფრო მომცრო, ოქროსი, სახელად გაცი, ხოლო ხელმარცხნივ ვერცხლისა – სახელად გა. სახელი „არმაზი“ მომდინარეობს აჰურამაზდადან, რომელიც ძველ ირანელთა მთავარი ღმერთი იყო. ქართლში, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, არმაზი, სხვა კერპებთან ერთად, იესო ქრისტეს სახელით წმ. ნინომ შემუსრა.

1.118 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსიანი

▲ზევით დაბრუნება


არსიანი
ქედი საქართველოსა და თურქეთში. მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების, ე.ი. შავი და კასპიის ზღვების წყალგამყოფი. არსიანი უმაღლესი მწვერვალია, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

1.119 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენ I დიდი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენ I დიდი (IX ს.)
არსენ საფარელი, საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ქართლის კათოლიკოსი, სამცხის დიდი ფეოდალის, მირიანის ძე; მის შესახებ ცნობები დაცულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

6 წლის იყო, როდესაც მშობლების სურვილით დაიმოწაფეს აფხაზეთში მიმავალმა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა – თეოდორემ და ქრისტეფორემ. არსენ I­თან ერთად ხანძთის მონასტერში იზრდებოდა ეფრემიც – შემდგომში დიდი საეკლესიო მოღვაწე და აწყურის ეპისკოპოსი. დაახლოებით 886 წ., სამცხის ერისკაცთა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით, მამამ არსენ I საკათოლიკოსო ტახტზე აიყვანა, რასაც ქართველი მღვდელმთავრებისა და მათ შორის ეფრემ მაწყვერელის გულისწყრომა მოჰყვა. განაწყენებულებს მხარი დაუჭირა გუარამ მამფალმა, რომლის ბრძანებით მოიწვიეს ჯავახეთის საეკლესიო კრება. არსენის ბედი გადაწყვიტა წმ. გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც განაცხადა: „არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს“. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, არსენი 27 წე­ ლი კათოლიკოსობდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მას ეკუთვნის ისტორიულ­პოლემიკური თხზულება „გან­ ყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ეხება ქართველ­სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობებისა და განხეთქილების ისტორიას. მასვე მიაკუთვნებენ თხზულებას „ცხოვრება და მარტჳლობა წმ. აბიბოს ნეკრესელისა“, რომლის მეტაფრასულ რედაქციაში მითითებულია, რომ „ეს ცხოვრება არის თქუმული არსენ დიდისა, ქართლისა კათალიკოსისაჲ“.

1.120 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენ II (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენ II (X ს.)
საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. ქართლის კათოლიკოსი დაახლ. 955 – 980 წწ. აღუწერია წმ. ასურელ მამა­ თა (იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის)

1.121 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აპოკრიფი (ძვ. ბერძნ. „დაფარული“, „საიდუმლო“)

▲ზევით დაბრუნება


აპოკრიფი (ძვ. ბერძნ. „დაფარული“, „საიდუმლო“)
ძველი და ახალი აღთქმის ის წიგნები, რომლებსაც ეკლესია არ იწყნარებს და კრძალავს; არაკანონიკური, „დაუბეჭდველნი“ წიგნები. ტერმინი „აპოკრიფი“ პირველად გამოყენებულია რომის პაპის დეკრეტში (IV ს.). ამავე საუკუნეში შეიქმნა აპოკრიფული წიგნების პირველი სიაც. აპოკრიფული ლიტერატურა, ძი­ რითადად, იყოფა ძველი და ახალი აღთქმის აპოკრიფებად. რო­ გორც ირკვევა, არსებობდა ძველი აღთქმის 70­მდე აპოკრიფი (ამჟამად 30­მდე ითვლიან): I ეზრა (წიგნი ეზრა ზორაბაბელისა), ტობი, ივდითი, სოლომონის სიბრძნე, ისუ ზირაქის სიბრძნე, ბარუქი, იერემიას ეპისტოლე, III ეზრა (ეზრას აპოკალიფსისი), I მაკაბელთა, II მაკაბელთა, III მაკაბელთა, „ადამისა და ევას ცხოვრება“, ენოქის წიგნი, იუბილეთა წიგნი, თორმეტი პატრიარქი და სხვ. ახალი აღთქმის აპოკრიფებიდან ცნობილია აპოკრიფული სახარებები (იაკობის, თომასი, ნიკოდიმოსისა, პეტრესი და სხვ.); საქმენი მოციქულთანი (იოანესი, ანდრიასი და სხვ.); ეპისტოლენი (ბარნაბასი, კლიმენტისა, პოლიკარპესი); გამოცხადებანი (იოანესი, პეტრესი, პავლესი). ახალი აღთქმის აპოკრიფებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აპოკრიფულ აგიოგრაფიას (თომა, ფილიპე, პეტრე და პავლე მოციქულების „წამებები“; წმ. გიორგის დადიანისეული „წამება“; იოანე ურჰაელის, ბასილი კესარიელისა და სხვათა „ცხოვრებანი“; ფილექტიმონის წამება). XI ს­ის დამდეგს წმ. ექვთიმე ათო­ ნელს გიორგი ჭყონდიდელისათვის (მეორე წყაროთი თეო­ დორე საბაწმინდელისათვის) გაუგზავნია წერილი, რომელიც ეხება ეკლესიის მიერ შეუწყნარებელ წიგნთა ე.წ. ინდექსს. ის ასახელებს შემდეგ აპოკრიფულ­მწვალებლურ თხზულებებს: ორიგენეს „მრავალი წიგნი“, ევსები პამფილის „წიგნი“, ანტიოქიის მოქცევა, თომას სახარება, წიგნი „აბუკუროვა“, პავლეს მიერ ცათა მოხილვა, ადამის ცხოვრება, სიყრმე უფლისა, მათესა და ანდრიას „საქმენი“, გიორგის წამება, კვირიკეს წამება. თითოეულ მათგანს ახლავს მცირე კომენტარი. „ცხოვრებათა“ უძველესი მოკლე რედაქციები, რომელებიც მოგვიანებით, XI­XII სს., მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ.

1.122 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენ ნინოწმინდელი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენ ნინოწმინდელი (XI ს.)
ღირსი მამა არსენი, სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი, კალიგრაფი. „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათა“ – ასე მოიხსენიებს მას წმ. გიორგი მთაწმიდელი. მის შესახებ სულ რამდენიმე ცნობაა შემორჩენილი გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ და გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“, ასევე – რამდენიმე ხელნაწრის მინაწერში. მონაზვნად აღიკვეცა იერუსალიმში, შემდეგ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მაგრამ წმ. არსენმა „ღვთისათვის დაუტე­ ვა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავით კურაპალატმა ოთხთა ეკლესიაში გაგზავნა, სადაც ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დამეგობრდნენ და „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს, პონტოს (მცირე აზია) ერთ­ერთ მონასტერში გადავიდნენ. როდესაც მათი იქ ყოფნა შეიტყვეს იოვანე და ეფთვიმე ათონელებმა, ორივენი ივირონში მიიწვიეს. აქ ისინი, ძირითადად, ეფთვიმეს თარგმნილი თხზულებების გადაწერით იყვნენ დაკავებული, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე კრებული, ე.წ. სამახსოვრო წიგნები, შეადგინეს. კ. კეკელიძის აზრით, არსენ ნინოწმინდელი გარდაიცვალა 1118 წ. ახლო ხანებში. დაუკრძალავთ იოვანე გრძელისძესთან ერთად ათონის ქართველთა მონასტრის გარეთ, წმ. სვიმეონ მესვეტის ეკლესიაში. გიორგი მთაწმიდელმა, როდესაც იგი წინამძღვარი გახდა, ორივე გადაასვენა ივირონის ღვთისმშობლის მიძინების

1.123 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენ საბაწმიდელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენ საბაწმიდელი (IX ს.)
ახლო ნათესავი და მოგვარე მაკარი ლეთეთელისა და ეფრემ მაწყვერელისა. განათლება ხანძთაში მიუღია, შემდეგ გადასულა იერუსალიმში და საბაწმიდაში დამკვიდრებულა. უფრო გვიან მონაწილეობდა ქართული სავანის დაარსებაში ბითვინიის ოლიმპოში (მცირე აზია). იყო წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „უჴმა­ რის“ სახელითაა მოხსენიებული გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ის თანაავტორია (მაკართან ერთად) საბაწმინდიდან წმ. გრიგოლისათვის გამოგზავნილი წერილისა.

1.124 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენ ჰრომაელი (IV

▲ზევით დაბრუნება


არსენ ჰრომაელი (IV
V სს.) – წმ. არსენ დიდი რომაელი, ბერი, დაიბადა რომში კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში. მისი ოცნება ბერული ცხოვრება იყო. მალულად დატოვა სასახლე და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. წმ. მამამ ბერულ მოღვაწეობაში ორმოცდათხუთმეტი წელი გაატარა და ოთხმოცდათხუთმეტი წლისა აღესრულა.

1.125 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენი (X ს.)
ხანძთის მეოთხე წინამძღვარი, წარმოშობით აზნაური, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „იყო ჟამსა მას ხანცთას წინამძღურად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური. ამისითა განზრახვითა იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შუენიერისა ეკლესიისაჲ“.

1.126 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არსენი // გჳრპელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


არსენი // გჳრპელი (X ს.)
წარმოშობით სომეხი, რომელსაც ნათლობისას არსენი უწოდეს; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

1.127 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არტანუჯი(Vს.)

▲ზევით დაბრუნება


არტანუჯი(Vს.)
ციხე­ქალაქიისტორიულსამხრეთ­დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ. VIII ს. I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX ს. განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. ციხის აღდგენას აშოტ კურაპალატის მიერ ადასტურებს გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც“. არტანუჯი იქცა აშოტის მემკვიდრეთა სატახ­ტო ქალაქად და სამხრეთ­დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად. ამჟამად არტანუჯის ციხე მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯის (Ardanuç) რაიონში, დაბა არტანუჯში (Ardanuç).

1.128 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არტაონი

▲ზევით დაბრუნება


არტაონი
არტაანი, მხარე ისტორიულ სამხრეთ­დასავლეთ საქართველოში, მდ. მტკვრის ზემო წელის აუზში, ლეონტი მროველის მიხედვით, მცხეთოსის ძეს, ჯავახოსს, ციხე­ქალაქი აუშენებია (მაშინდელი ქაჯეთის ქალაქი). ამჟამად ეს ქალაქი თურქეთის ტერიტორიაზეა არდაგანის სახელითა.

1.129 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არტაქსარი (I

▲ზევით დაბრუნება


არტაქსარი (I
II სს.) – არტაშეს I // არტაქსი, სომეხთა მეფე, გამოაცხადა დიდი სომხეთის დამოუკიდებლობა, დააარსა ახალი დედაქალაქი არტაშატი.

1.130 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არტოშანი

▲ზევით დაბრუნება


არტოშანი
იხ. ატროშანი

1.131 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არქედიაკონი // არქიდიაკონი

▲ზევით დაბრუნება


არქედიაკონი // არქიდიაკონი
იხ. მთავარდიაკონი - არქიმანდრიტი (ბერძნ. „ფარეხის გამგე“; გადატ. „ქრის­ ტეს სამწყსოს გამგებელი“) – საეკლესიო წოდება. არქიმან­ დრიტის თანამდებობა შემოიღეს ბიზანტიაში (V ს.) და ეწო­ დებოდა ეპისკოპოსის მიერ ეპარქიის იღუმენთაგან არჩე­ ულ მოხელეს, რომელსაც ევალებოდა ეპარქიის მონასტრების ზედამხედველობა. მოგვიანებით არქიმანდრიტობა საპა­ ტიო ტიტულად იქცა, რომელსაც ანიჭებდნენ ეპარქიის დიდ­ მნიშვნელოვანი მონასტრების იღუმენებს. არქიმანდრიტს ევალებოდა საეპისკოპოსოში შემავალი მონასტრების ზედა­ მხდევლობა­გამგებლობა, მაგალითად: ხანძთის მონასტრის წინამძღვარი წმ. გრიგოლ ხანძთელი (759 – 861 წწ.) იყო ანჩის საეპისკოპოსოში შემავალი „კლარჯეთის უდაბნოების“ (მონასტრების) არქიმანდრიტი. დაახლ. XV საუკუნიდან არ­ ქიმანდრიტობა ჩვენში საპატიო წოდებად იქცა. XVIII ს. არქი­ მანდრიტის ტიტული ჰქონდათ ნეკრესისა და ნინოწმინდის ეპისკოპოსებს.

1.132 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არშაკ (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


არშაკ (IV ს.)
სომეხთა მეფე; მოხსენიებულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში. არშაკის მეფობის პერიოდში ეწამნენ წმ. დავითი და ტირიჭანი.

1.133 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არშაკეთი

▲ზევით დაბრუნება


არშაკეთი
სოფელი სპარსეთში, ნახსენებია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“, რომ ქართლში „მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ“.

1.134 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არშუშა პიტიახში (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


არშუშა პიტიახში (V ს.)
ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის, პიტიახში V ს. 20­50­იან წწ., ვარსქენ პიტიახშის მამა. იაკობ ხუცესის // ცურტაველის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო ეკლესიების მაშენებელი და ქრისტიანობის მფარველი. სომეხი ისტორიკოსი კორიუნი (V ს.) მას უწოდებს „პატიოსან და ღმრთისმოყვარე კაცს“, რომელიც, ამასთანავე, ქართული კულტურის თავდადებული მოღვაწე ყოფილა. ლაზარ ფარპეცის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო „ჭკვიანი და გამორჩეული“, მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე.

1.135 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არშუშა (VIII

▲ზევით დაბრუნება


არშუშა (VIII
IX სს.) – გაბრიელ დაფანჩულის ვაჟი, მოხსე­ ნიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

1.136 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არჩილ // არჩილ მეორე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


არჩილ // არჩილ მეორე (VIII ს.)
არჩილ სტეფანოზის ძე // წმ. მოწამე არჩილი, ქართლის ერისმთავარი, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ, იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII ს. 30­იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან, მირისთან, ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში არჩილს ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. მან არ უარყო ქრისტეს რჯული, არაბებისაგან დიდება და პატივი არ მიიღო, რის გამოც წამებით მოკლეს.

1.137 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიდი ეკლესიის (კათოლიკონის) საძვალეში, წმ. ეფთვიმეს გვერდით.

▲ზევით დაბრუნება


დიდი ეკლესიის (კათოლიკონის) საძვალეში, წმ. ეფთვიმეს გვერდით.
„არჩილ მეფის წამება“ // „შესხმაჲ და წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“ – თხზულება მოგვითხრობს VIII ს. ბოლოს არაბების მიერ ქართლის მეფის არჩილის წამების შესახებ. „წმ. არჩილის წამება“, რომელიც შეტანილია „ქართლის ცხოვრებაში“ და ლეონტი მროველს მიეწერება, ემყარება არჩილის თანამედროვის მონათხრობსა და ჯუანშერის თხზულებას. ორივე ეს თხზულება საფუძვლად დაედო „წმ. არჩილის წამების“ XVIII საუკუნეში შესრულებულ ორ ახალ ვერსიას: პირველი ეკუთვნის ქართლის კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილს (1730 – 1737 წწ.) „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“. მას მეტაფრასული მწერლობისათვის დამახასიათებელი ხერხებით გადაუმუშავებია პირველწყაროები. მეორე ვერსიის ავტორია ანტონ I ბაგრატიონი (ქართლის კათალიკოსი 1744 – 1786 წწ.), რომელმაც თავის „მარტირიკაში“ შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა არჩილ მეორისა, მეფისა ყოვლისა ზემოჲსა და ქუემოჲსა საქართუელოჲსა და აფხაზეთისა, ხოსროვანისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“, დაურთო ვრცე­ ლი საღვთისმეტყველიო შესავალი და გმირის სულიერი თვისებების წარმომჩენი შესხმა­ქება. მასვე ეკუთვნის წმ. არჩილისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნოგრაფიული კანონი, რომლებიც შეტანილი აქვს „თვენში“.

1.138 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - არჩილ მეფე (1647

▲ზევით დაბრუნება


არჩილ მეფე (1647
1713 წწ.) – არჩილ II, მეფე­პოეტი, ვახტანგ V­ის ძე; მისი პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. უმთავრესი ნაწარმოებია ისტორიული პოემა „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეი­ მურაზიანი“). სათავე დაუდო ეროვნულ­პატრიოტული თე­ მატიკის დამკვიდრებას, შეუპოვრად ებრძოდა სპარსულ ზეგავლენას იდეოლოგიურ სფეროში, მოითხოვდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას (კრებ. „სამიჯნურო“). შექმნა სა­ ხელმძღვანელო ტრაქტატი „საქართველოს ზნეობანი“, „დი­ დაქტიკურ­მორალისტური „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, აგ­ რეთვე – „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, პატარ­პატარა სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, გალექსა „ვისრამიანი“, რუსული­ დან თარგმნა „ალექსანდრიანი“, მსოფლიო ისტორია – „ქრონოგრაფი“ და სხვ. არჩილმა ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრა „მართლის თქმის“ პრინციპი, რომლის მიხედვითაც მწერლობამ უნდა ასახოს დროსა და სივრცეში რეალურად მომხდარი ფაქტი, კონკრეტულ­ისტორიული სინამდვილე; რაც არ ყოფილა ისტორიულად, ის მონაჭორია, ზღაპარი და „ტყუილად გასაგონარი“; ასახვა უნდა მოხდეს „მართლის თქმის პრინციპით“, ავისა და კარგის წარმოჩენით; ქება არ გულისხმობს ხოტბა­შესხმას, რიტორიკულ გადაჭარბე­ ბას; სპარსოფილობას არჩილი უპირისპირებს ეროვნულ თემატიკას. მისი მთავარი პრინციპი ისაა, რომ მწერალი უნდა ასახავდეს საქართველოს წარსულსა და აწმყოს. არჩილმა 1705 წ. დააარსა ქართული სტამბა. გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია დონის მონასტერში.

1.139 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასაილ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ასაილ (XVII ს.)
„წმ. ლუარსაბ მეფის მარტვილობის“ პერსო­ ნაჟი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.140 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასიმ

▲ზევით დაბრუნება


ასიმ
იხ. ჭიჭუმ მძლავრი.

1.141 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასკლონი

▲ზევით დაბრუნება


ასკლონი
ფატიმიანთა ეგვიპტის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხე. ასკალონის შვიდთვიანი ალყა, რომელიც შემორტყმული იყო ციხესიმაგრეს, დასრულდა ჯვაროსანთა გამარჯვებით 1098 წ. და ეს ტერიტორია იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

1.142 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასკეტიკა

▲ზევით დაბრუნება


ასკეტიკა
საეკლესიო მწერლობის ჟანრი, ვნებებთან ბრძო­ ლის ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს საერო ცხოვრები­ საგან განდგომილი ბერ­მონაზვნებისადმი მიმართულ ზნე­ ობრივ შეგონებებს; ასახავს ასკეტ­მონაზონთა იდეალებსა და მისწრაფებებს, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წესს. ას­ კეტიკა არის სამონასტრო ცხოვრების განვითარებასთან და­ კავშირებული ლიტერატურა, სულიერი სრულყოფილებისა­ კენ მისტიკური სწრაფვა და, მეორე მხრივ, ამ მისწრაფების რე­ ალიზაციის ასკეტიკური ფორმები შეადგენენ ქრისტიანული მწერლობის ერთ­ერთი უძველესი დარგის – ასკეტიკა­მისტიკის ძირითადს შინაარსს. ასკეტიკურ­მისტიკური სასულიერო მწერლობის დარგი შეიძლება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნაწილად წარმოვიდგინოთ: 1. მონაზონთა დამოძღვრა­სწავლება სულიერი და ზნეობრივი შეგონებებით, მონაზონთა ქცევისა და მოვალეობათა განსაზღვრა; 2. მოკლე, ანუ პატერიკულ „სულთმარგებელი“, თხრობანი მკითხველთა და მსმენელთა სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისა და მონაზვნური ცხოვრების უპირატესობის ჩვენებით. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ცნობილი არიან საქართველოში მოღვაწე სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი წმ. ასურელი მამები და გრიგოლ ხანძთელი.

1.143 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასურეთი // ასურნი // სირნი

▲ზევით დაბრუნება


ასურეთი // ასურნი // სირნი
ასირიელები, ასურები, სირიე­ ლები, არამეელები, ქალდეელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი); სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ასურეთი ძველი სახელმწიფოა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდ. ტიგროსისა და ევ­ ფრატის აუზში. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუა­ მდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII ს. ბოლომდე.

1.144 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასტირონ გუასპურაგნელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ასტირონ გუასპურაგნელი (IV ს.)
მთავარი, რომელსაც ქრისტიანობა უქადაგა წმ. ნინოს მიერ მოქცეულმა აბიათარ მღვდელმა.

1.145 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ასურელი მამები (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ასურელი მამები (VI ს.)
ათცამეტი ასურელი მამა; ჩვენში სირიიდან (შუამდინარეთიდან) მოსულა წმ. იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე. ძველთაგანვე არსებობს ორი სხვადასხვა ნუსხა სირიელი მამებისა. მათში მოხსენიებულ მოღვაწეთა რიცხვი ცამეტს აჭარბებს. ასურელ მამათა ჩამონათვალი სხვადასხვაგვარია წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. შიო მღვიმელის „ცხოვრებათა“ ტექსტებში. მათ შორის საერთოა რვა სახელი: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, იოსებ ალავერდელი, თათა სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ელია დიაკონი და აბიბოს ნეკრესელი, ხოლო განსხვავებულია ცხრა: თეოდოსიოსი, პიმენი, ნათანი, იოანე, სტეფანე ქიზიყელი, ზენონ იყალთოელი, ისე წილკნელი, ისიდორე სამთავნელი და მიქაელ ულუმბოელი. აქედან გამომდინარე, ასურელ მამათა რიცხვი, სულ ცოტა, ჩვიდმეტს მაინც აღწევდა.

სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტრის აღმოჩენილ ხელნაწერთა ქართულ კოლექციაში გამოვლინდა კრებული (N/SIN­50), რომელიც ასურელ მამათა შესახებ არსებულ ყვე­ ლა რედაქციაზე უფრო ძველია (X ს. I ნახევარი). ამ რედაქციის მიხედვით, ცამეტი ასურელი მამა, წმ. იოანე ზედაზნელის მეთაურობით, საქართველოში ჩამოსულა ქ. ურჰადან (ედესიდან). კრებულში იოანე ზედაზნელის მოწაფეთა შო­ რის დასახელებულნი არიან: შიო, დავით, იოსებ, ზენონ, თევდოსიოს, ეზდერიოს, სოლომოზ, თათა, პრობოზ, ვათა, პიმენ და ნათან. ამგვარად, განსხვავებულ ცხრა სახელს ეს ჩამონათვალი კიდევ ოთხს უმატებს, ესენია: ეზდერიოს // ეზეროზ, სოლომოზ // სომლოზ, პრობოზ, ვათა.

ერთი შეხედულების მიხედვით, წმ. იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები 501 წ. მოვიდნენ საქართველოში. არსე­ ბობს მეორე ვარაუდიც, რომლის თანახმად, ისინი VI ს. სხვადასხვა დროს ჩამოსულან და მხოლოდ შემდეგში გაერთიანებულან. ქართული აგიოგრაფია წმინდა ასურელი მამების ქართლში გამომგზავრების მიზნად ასკეტური, გან­ მარტოებული სულიერი ცხოვრებისაკენ სწრაფვას მიიჩნევს, თანაც საგანგებოდაა აქცენტირებული მათი სულიწმიდის წი­ ნამძღვრობით ჩამობრძანება.

როგორც ცნობილია, ასურელ მამათა აღმსარებლობაში პირველად ნ. მარი დაეჭვდა, რომელმაც შესაძლებლად მიიჩნია მათი ნესტორიანობა, მოგვიანებით ამავე პოზიციაზე დადგა პ. ინგოროყვაც. აკად. კორნელი კეკელიძემ წმიდა ასურელ მამათა გამომგზავრება დაუკავშირა იმ დევნა­შევიწროებას, რომელსაც მონოფიზიტები განიცდიდნენ VI ს. სირიაში, ამიტომ, მეცნიერის აზრით, მათი ჩამოსვლის მიზანი იყო თავის გადარჩენა მონოფიზიტთა სასტიკი დევნისაგან, რადგან ასურელი მამები თავადაც მონოფიზიტები იყვნენ და სირიაში აღარ გაეძლებოდათ. მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ასურელი მამები დიოფიზიტები უნდა ყოფილიყვნენ და სწო­ რედ ქალკედონელთა პოზიციების განსამტკიცებლად გა­ მოემგზავრნენ ქართლში. შ. ნუცუბიძე ასურელ მამებს წმ. პეტრე იბერის მიერ სირიაში დაფუძნებულ ქართულ კოლო­ ნიას უკავშირებდა. საქართველოს ეკლესიას კი ასურელი მამების მართლმადიდებლობაში ეჭვი არასდროს შეუტანია.

ფიქრობენ, რომ სირიიდან მოსული მოღვაწენი ეროვნებით ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. შ. ნუცუბიძე მათ უწო­ დებს ქართველებს სირიიდან, პეტრე იბერის მიერ სირიაში დაარსებული რელიგიურ­ფილოსოფიური სკოლის წარმო­ მადგენლებს, ზოგი მეცნიერი ქ. ედესიდან წამოსულ ქართველ მონაზვნებად მიიჩნევს და ა. შ.

წმ. ასურელ მამათა სახელთან დაკავშირებულია საქართვე­ ლოში სამონასტრო ცხოვრებისა და მისი ორგანიზაციის დამყარება­ჩამოყალიბება; ქართლის ეკლესიის გაძლიერება კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლაში; ინტენსიური მისიონერული საქმიანობა; მძლავრი კულტურული კერების შექმნა; ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება; ბერმონაზვნური ცხოვრების მადლის განფენა და განდეგილობის დამკვიდრება. მათ ქართლ­კახეთში დააფუძნეს მონასტრები: ზედაზენი, შიომღვიმე, დავითგარეჯა, ნეკრესი, მარტყოფი, ალავერდი, წილკანი, იყალთო, სამთავისი, ულუმბო, ბრეთი, ურბნისი, ხირსა, აგრეთვე, – ქაშუეთი და მამადავითი თბილისში, რომელთა დაარსებასაც ტრადიცია დავით გარეჯელს მიაწერს. ასურელ მამათა მოღვაწეობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა მონასტრული ცხოვრების სამივე სახე: მარტმყოფლური, ანაქორეტული (მაგ.: მარტყოფი, და, როგორც ჩანს, თვით ზედაზენიც); „ძმობა~, ანუ კინოვია (დავითგარეჯა); ლავრა – ანაქორეტული და კინოვიური ბერმონაზვნობის შერწყმა (მაგალითად, შიომღვიმე).

წმინდა ასურელ მამათა მოღვაწეობამ ქართული ქრისტი­ ანული კულტურის განვითარებას წარუშლელი კვალი დააჩნია. ასურეთიდან მათ შემოიტანეს ცოდნა მაცხოვრის ხელთუქმ­ ნელი ხატის შესახებ; მათს სახელთანაა დაკავშირებული `უდაბნოთა შინა ქალაქთა ყოფა~, რაც ხელს უწყობდა სა­ ქართველოს უდაბურ მხარეთა სამეურნეო ათვისებასა და მთა­ბარის ეკონომიკურ დაკავშირებას; მღვდელმსახურების ქართულ ენაზე აღსრულებასა და, შესაბამისად, ქართული სამწერლობო ენის გავრცელების არეალის გაფართოებას.

ასურელმა მამებმა პირველებმა დაუდეს სათავე ქართული ფრესკისა და საეკლესიო ხატწერის დიდ ტრადიციას.

1.146 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ატროშანი // არტოშანი

▲ზევით დაბრუნება


ატროშანი // არტოშანი
ზოროასტრიზმი // მაზდეანობა, ირა­ ნული წარმოშობის დუალისტური რელიგია, ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. მის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იც­ ნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით – ზოროასტრით. ზოროასტრიზმში უმაღლესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე აჰრიმანი. აჰურა მაზდას გვერდით დგანან კეთილი ძალები: მითრა (აჰურა მაზდას შვილი, ციდან ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო), ასევე კეთილი ანგელოზები – აზატები. აჰრიმანთან არიან ბოროტი სულები: დევები და ეშმაკები. აჰურა მაზდას სიმბოლოა ცეცხლი. დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ. სასანიდთა დინასტიის მეფობის პერიოდი (III – VI სს.) ის ხანაა, როცა ირანი უკვე ძალით ცდილობდა ზოროასტრიზმის გავრცელებასა და სახელმწიფო რელიგიად ქცევას აღმოსავლეთ საქართველოში. მას მწვავედ დაუპირისპირდა ქრისტიანობა. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობითს წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ისტორია და სხვ.). მიუხედავად ამ ბრძოლისა, ჯუანშერის ცნობით, საქართველოში ყოფილა „საგზებელი ცეცხლისაჲ“ ლოპოტის ხევსა (კახეთი) და ნიქოზში.

1.147 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აფოც ეპისკოპოსი // აფოტი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


აფოც ეპისკოპოსი // აფოტი (V ს.)
ქვემო ქართლის სასული­ ერო მოღვაწე, იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამების“ ერთ­ერ­ თი პერსონაჟი და ვარსქენ პიტიახშის კარის ეპისკოპოსი. კირი­ ონ ქართლის კათოლიკოსის ეპისტოლეში იხსენიება, როგორც წმ. შუშანიკის თანამედროვე ცურტაველი ეპისკოპოსი.

1.148 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აფროდიტე

▲ზევით დაბრუნება


აფროდიტე
სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

1.149 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აფსარი

▲ზევით დაბრუნება


აფსარი
აფსარეა, ციხე­ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მდ. ჭოროხის სამხრეთით (ძველი ციხე­ქალაქი აფსარი გაშენებული იყო თანამედროვე სარფის ზონაში).

1.150 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აფხაზეთი

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთი
საქართველოს ჩრდილო­დასავლეთი ნაწილის სახელწოდება.

1.151 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აქაბი

▲ზევით დაბრუნება


აქაბი
ბიბლიური პერსონაჟი, ყომრის ძე, ისრაელის მეფე, წარმართი, იეზაბელის ქმარი. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

1.152 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აღამემნონი

▲ზევით დაბრუნება


აღამემნონი
აგამემნონი, მიკენის მეფე, ბერძენთა წინამძღოლი ტროის ომში, ატრევსის ვაჟი, მენელაოსის ძმა. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.153 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აღდგომა // აღვსებაჲ

▲ზევით დაბრუნება


აღდგომა // აღვსებაჲ
უდიდესი ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 7­კვირიანი მძიმე მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. თავდაპირველად ზეიმობდნენ მხოლოდ ვნების დღეებს. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წ. დაადგინა აღდგომის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას.

1.154 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აღსარება // აღსაარება

▲ზევით დაბრუნება


აღსარება // აღსაარება
1. აღიარება, მიმდევრობა რაიმე მოძღვ­ რებისა, სარწმუნოებისა; 2. ერთ­ერთი შვიდ საიდუმლოთაგა­ ნი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას.

1.155 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აშოთან მუხრანბატონი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


აშოთან მუხრანბატონი (XVI ს.)
ბაგრატ მუხრანბატონის ძე, წმ. ქეთევან წამებულის მამა; მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI ს. 30­იანი წლებიდან 1561 წლამდე. დაიღუპა ფხოველებთან ბრძოლაში.

1.156 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აშორნია

▲ზევით დაბრუნება


აშორნია
ისტორიული მხარე სომხეთში, არარატის პრო­ ვინციის ერთ­ერთი თემი (გავარი). 1120 წ. დავით აღმაშენებელმა დალაშქრა აშორნია და გაანადგურა იქ მსხდომი თურქმანი ტომები.

1.157 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აშოტ კურაპალატი (VIII

▲ზევით დაბრუნება


აშოტ კურაპალატი (VIII
IX სს.) – წმ. აშოტ I დიდი, კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809 – 826 წწ; ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი, ტაო­კლარჯეთის სამთავროს ფუძემდებელი. წარმოშობით უძველესი ქართული პროვინციიდან, სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე). სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ. მან მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი, აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და შემდეგ მურვან ყრუსაგან აოხრებული არტანუჯის ციხე, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა, აქვე ააშენა წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია, მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო­კლარჯეთის ან

1.158 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აშოტ კუხი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


აშოტ კუხი (IX ს.)
ერისთავთერისთავი, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, გურგენ I კურაპალატის ძე, ტბეთის საკათედრო ტაძრის დამაარსებელი. მისი შე­ კვეთითაა დაწერილი სტეფანე მტბევარის „წმ. მიქელ­გობ­ რონის წამება“.

1.159 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აწყური

▲ზევით დაბრუნება


აწყური
აწყვერი // აწყუერი, სოფელი ახალციხის რაიონში, ვაკე ტერასაზე, მტკვრის ორივე ნაპირას, მდ. აბანოსღელის შესართავთან; ძველად სოსანგეთი ერქვა.

1.160 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აწყურის საეპისკოპოსო

▲ზევით დაბრუნება


აწყურის საეპისკოპოსო
ერთ­ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. სა­ ვარაუდოდ, შეიქმნა V საუკუნეში. აწყურის ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო მონაწილე 506 წ. დვინის საეკლესიო კრებისა, რომელსაც 24 ქართველი მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს (VIII – IX სს.) უკვე არსებობდა აწყურის საეპისკოპოსო ტაძარი. ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხა­ ტი, რომელიც წმ. ანდრია მოციქულს ჩამოუბრძანებია სა­ ქართველოში, მასვე აწყურში აუგია ტაძარი, რომელშიც ეს ხატი დაუსვენებია. ხატი აწყურის ღვთისმშობლის სა­ ხელით ამიტომაა ცნობილი. გადმოცემით, წმ. ანდრია პირ­ ველწოდებულმა აწყურში პირველი საეპისკოპოსო ეკლე­ სია დააარსა. შემდეგში იქ ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი. IX – X სს. კი ძველი ეკლესიის ადგილზე საკმაოდ დიდი ტაძარი აშენდა.

1.161 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ახალდაბა

▲ზევით დაბრუნება


ახალდაბა
სოფელი ტაშისკართან, ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატ­ რელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“: „მოიწივნენ ტა­ სისკარს და ჴიდსა ზედა ახალდაბისასა“.

1.162 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ახალი აღთქმა

▲ზევით დაბრუნება


ახალი აღთქმა
საღვთო წიგნების კრებული, „ბიბლიის“ ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მო­ ძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება წმინდა მახარებელთა მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (7), „ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი“ (14) და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსი“.

1.163 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ახილესი

▲ზევით დაბრუნება


ახილესი
აქილევსი, ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის „ილიადის“ მთავარი პერსონაჟი, ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე პელევსისა და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.164 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ახიორ

▲ზევით დაბრუნება


ახიორ
აქიორი, ბიბლიური პერსონაჟი, ბრძენი მრჩეველი, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

1.165 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ახმეტა

▲ზევით დაბრუნება


ახმეტა
ქალაქი მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს; აქ მდე­ ბარეობს VI ს. სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც იყო წმ. ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი, აქვეა დარბაზული ეკლესია. თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს

1.166 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აჰმადა (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


აჰმადა (VIII ს.)
აგიოგრაფიის პერსონაჟი, ამირა მუმნის ნათესავი; მოხსენიებულია წმ. შიო მღვიმელის მეცხრე სასწაულში.

1.167 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - აჰრონ

▲ზევით დაბრუნება


აჰრონ
არონი // აარონი, ბიბლიური პერსონაჟი, ისრაიტელი, ისრაელიანების წინამძღვარი და მღვდელი, პირველი მღვდელმთავარი, ტომით ლევიტელი, წინასწარმეტყველი და წინამძღვარი. ის იყო მოსეს უფროსი ძმა და თანამდგომი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა გამოყვანაში. ღმერთმა აარონი და მისი მამრობითი სქესის შთამომავალნი მღვდელმსახურებად აკურთხა.

2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბ

▲ზევით დაბრუნება


2.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაალი

▲ზევით დაბრუნება


ბაალი
ღვთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქა­ ნანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა. მოსეს რჯულის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ამ კულტისადმი გულგრილნი არ იყვნენ ისრაელის მცხოვრებნიც. მეფე აქაბის დროს ისრაელის სამეფოში ბაალის კულტის 450 ღმრთისმსახური ყოფილა. ამის გამო წინასწარმეტყველები ბაალს კერპთაყვანისმცემლობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბიბლიაში აღწერილია ელიას გამარჯვება ბაალის ღვთისმსახურებთან კამათში კარმელის მთაზე. ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

2.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაბგენ

▲ზევით დაბრუნება


ბაბგენ
გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. ბაბილოვნი // ბაბილონი (ბერძნ. „ღმერთის კარიბჭე“) – უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღ­ მოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ქალაქმა მრავალი მძიმე განსაცდელი გადაიტანა: დაიპყრეს ხეთებმა, მოექცა კასიტების მმართველობის ქვეშ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ებრძოდნენ ასურული და ქალდეველთა არამეული ტომები. ძვ. წ. 732 წლიდან ასურეთის შემადგენლობაში იყო. ბაბილონისთვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ასურეთის მეფის, სინახერიბის, ბრძანება, რომლის თანახმადაც ქალაქი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.

2.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრატ ერისთავთერისთავი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატ ერისთავთერისთავი (X ს.)
ქართველი მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია, როგორც ეკლესიის მაშენებელი, საღმრთო წიგნების მაძიებელი და შემკრები. მას განუახლებია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვ­ რება“, ჩაურთავს რამდენიმე სასწაული.

2.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრატ კურაპალატი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატ კურაპალატი (IX ს.)
ტაო­კლარჯეთის მთავარი (826 – 876 წწ.), ძე აშოტ I კურაპალატისა. დაახლოებით 830 წ. ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ბაგრატ I­ის დროს ტაო­კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I­ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო­სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ­ერთი ინიციატორი წმ. გრიგოლ ხანძთელი იყო. მკვლევართა ერთი ნაწილი მის სახელს უკავშირებს „სამართლის წიგნის“, ე.წ. „ბაგრატის სამართლის“ შედგენას.

2.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრატ დიდი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატ დიდი (X ს.)
ბაგრატ III ბაგრატიონი, გაერთიანებუ­ ლი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975 – 1014 წწ., ბაგრატიონი, გურგენ მეფეთ­მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. 1008 წ., გურგენის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. მან პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო „საქართველოს“. ბაგრატ III­ის სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი“. მისი მეფობის პერიოდში აიგო ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წ. დასრულდა. მის სახელთან დაკავშირებული უნდა იყოს არგვეთის მოწამეთა წმ. დავითისა და კონსტანტინეს ნაწილების განსასვენებლად „მოწამეთას“ ეკლესიის აგება.

2.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრატ შაროელი (VIII

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატ შაროელი (VIII
IX სს.) – ადარნასე კურაპალატის ცოლის, ბევრეულის, მამა; მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

2.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრატოვანი

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატოვანი
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომად­ გენელი.

2.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაგრევანდი

▲ზევით დაბრუნება


ბაგრევანდი
ხევი (მხარე, კუთხე), ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

2.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


ბაზარი
ქალაქი; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარ­ ტირიკაში“ (XVIII ს.): „შეიყარნენ ბაზარს, რომელი იყო მაშინ ქალაქი ენისელს შინა“.

2.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაკთა

▲ზევით დაბრუნება


ბაკთა
გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“: „რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა[ჲ] და „ბაკთა“ ეწოდების“.

2.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაკურ მეფე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბაკურ მეფე (VII ს.)
ბაკურ III ხოსროიანი, ფარსმან VI­ის ძე (ჯუანშერის მიხედვით), მეფე აფხაზთა და ქართველთა, რომელიც ანაკერტთან თავს დასხმია ვარსქენ პიტიახშს და სიკვდილით დაუსჯია.

2.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბალამ

▲ზევით დაბრუნება


ბალამ
ბალაამი, ბიბლიური წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა მესოპოტამიაში, ევფრატის ნაპირზე მდებარე ქალაქ ფეთორში.

2.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბალაჰვარი

▲ზევით დაბრუნება


ბალაჰვარი
იხ. „სიბრძნე ბალავარისი“.

2.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბანა (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბანა (VII ს.)
ძელი ჭეშმარიტის (ძელი ცხოველი, იგივე წმ. ჯვარი) სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში. VII ს. შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ეკლესია. ადარნასე II­ის დროს (881 – 923 წწ.) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI ს. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი კვირიკე ბანელის ხელით აუგია ადარნესე II­ს, დავით I კურაპალატის ძეს. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და განსასვენებელი იყო. X – XI სს. აქ მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ხელნაწერი შეიქმნა. საისტორიო წყაროს მიხედვით, ტაძარი ძელი ცხოველის (ძელისა ჭეშმარიტისა) სახელობის იყო. ამჟამად ძეგლი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ერზურუმის პროვინციის შენქაიას ილჩეს სოფელ პენეკში, მდ. პენეკ­ჩაის მარჯვენა ნაპირზე.

2.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბარათაშვილი შადიმან (XVI

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი შადიმან (XVI
XVII სს.) – იხ. შადიმან ბარა­ თაშვილი.

2.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბარდა სკლიაროსი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბარდა სკლიაროსი (X ს.)
ბარდა სკლეროსი, ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიკიოსი, უზურპატორი; დაწი­ ნაურდა იმპერატორ იოანე ციმისკეს დროს. პირველად მასვე უჯანყდა, მაგრამ დამარცხდა და შეიწყნარეს. 976 წ. ხელახლა აჯანყდა მცირეწლოვანი ბასილი II­ისა და კონსტანტინე VIII­ის დროს. იმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ექსორიაში მყოფი სარდალი ფოკა ბარდა და აჯანყების ჩახშობა დაავალა, მაგრამ ისიც დამარცხდა. მაშინ ბიზანტიის მთავრობამ დავით კურაპალატს მიმართა ათონის ივერთა მონასტერში მყოფი ბერის, იოანეს (თორნიკე ერისთავის), საშუალებით. თორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული ქართველი მეომრით ფოკა ბარდასთან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი (979 წ.).

2.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბარდი (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბარდი (II ს.)
იხ. სუქია.

2.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბარეთელთა (IX ს. )

▲ზევით დაბრუნება


ბარეთელთა (IX ს. )
მონასტერი ისტორიულ საქართველოს კლარჯეთის პროვინციაში ზაქარია ბარეთელთელის მიერ დაარსებული, რაც დადასტურებულია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „მოიწია მამაჲ ზაქარია, მაშენებელი ბარეთელთისაჲ“. თურქთა მფლობელობის დამყარების შემდეგ (XVI ს. II ნახევარი) მონასტერი დაუნგრევიათ. დღეს მხოლოდ მცირეოდენი ნაშთია მოღწეული. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

2.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბართლომე კათალიკოსი (VI

▲ზევით დაბრუნება


ბართლომე კათალიკოსი (VI
VII სს.) – კათოლიკოსი ქართლის ერისმთავრების გვარამისა და სტეფანოს I დროს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ბართლომე სტეფანოსის დროს მეორედ ასულა საკათოლიკოსო ტახტზე. „წმ. შიო მღვიმელის სასწაულები” აღწერს ბართლომეს საზეიმო სტუმრობას შიომღვიმის მონასტერში სტეფანოს ერისმთავრის მიწვევით.

2.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბარლაჰა (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბარლაჰა (II ს.)
მთავარი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.), კერძოდ: „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა სუქიოსისა და ვნებულთა სუკავეტელთა“.

2.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასიანი

▲ზევით დაბრუნება


ბასიანი
პროვინცია ისტორიული სამხრეთ­დასავლეთ სა­ ქართველოში, მდ. არაქსის სათავეების რაიონში. სახელწოდება უკავშირდება ძველი ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს (ძვ.წ. V – IV სს.) თხზულებაში მოხსენიებულ კოლხური ტომის, ფასიანების, სახელს.

2.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასილი დიდი // ვასილ დიდი // ვასილ კესარიელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბასილი დიდი // ვასილ დიდი // ვასილ კესარიელი (IV ს.)
წმ. ბასილი კესარიელი, საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი, გახდა კესარიის ეპისკოპოსი, ამასთანავე – კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ქა­ დაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ­ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „ევქუსთა დღეთაჲ“, რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. მისი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირესა და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.

2.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასილი ზარზმელი (IX

▲ზევით დაბრუნება


ბასილი ზარზმელი (IX
X სს.) – სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი; მან ბიძის, IX ს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის – წმ. სერაპიონ ზარზმელის, ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი აგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ­შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“. ტექსტი ცნობილია XI ს. მეტაფრასული რედაქციით, რომლის ერთადერთი ხელნაწერი XVI ს. განეკუთვნება. მასში, წმ. სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა (ზარზმა, ოპიზა, პარეხი, დიდი ზანავი და სხვ.) მშენებლობა­აღორძინების ამბები. არსებობს მოსაზრება, რომ წმ. სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი არიან არა IX – X, არამედ VI – VII საუკუნეების მოღვაწეები. „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ თანახმად, ბასილი ყოფილა შვილი სერაპიონის უფროსი ძმისა, რომელიც სერაპიონისა და იოანეს მონასტერში წასვლის შემდეგ სოფელში დარჩა და ოჯახს მოეკიდა. ბასილი ზარზმაში ბერად მოსულა, როგორც თვითონ ამბობს, სერაპიონის გადაცვალების შემდეგ, მონასტრის მეოთხე წინამძღვრის, პავლეს, დროს. მონასტერში დამკვიდრების შემდეგ ის შესდგომია წმ. სერაპიონის საფლავის გამშვენებას. იმ ხანად სერაპიონის წმ. ნაწილები დასვენებული იყო ზარზმის ძველ ეკელსიაში, რომელიც ჯერ კიდევ სერაპიონის დროს ააგეს. ბასილმა შეამზადა ახალი ქვის ლარნაკი, რომელშიც გალობითა და ლიტანიით გადაასვენეს სერაპიონის წმინდა ნაწილები და დაასვენეს ახალ ეკლესიაში, რომლის მშენებლობა მიქაელის წინამძღვრობის დროს დაიწყო და პავლეს წინამძღვრობისას დასრულდა. ლარნაკზე ბასილმა აღმართა ჯვარი და, მონასტრის კრებულის გადაწყვეტილებით, განაწესა წმ. სერაპიონის ყოველწლიური ხსენებისთვის 29 ოქტომბერი.

2.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასილი კათალიკოზი (X

▲ზევით დაბრუნება


ბასილი კათალიკოზი (X
XI სს.) – ბასილი ვაჩეს ძე, მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი. ვარაუდობენ, რომ ის იყო ეფრემ მცირის ძმა. სწავლა­განათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მიჩნეულია წმ. შიო მღვიმელის „სასწაულთა“ შემკრებად და აღმწერლად. მისი თხზულებები „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთ­შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ“ და „დასდებელი შიოჲსი“ შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.

2.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასილი მეფე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბასილი მეფე (IX ს.)
ბასილი I მაკედონელი, ბიზანტიის იმპერატორი 867 – 886 წწ., წარმოშობით უბარალო გლეხის შვილი; მოახერხა იმპერატორ მიხეილ III­ის კეთილგანწყობის მოპოვება და მის თანამმართველად დაინიშნა. ამის შემდეგ მოაკვლევინა მიხეილ III და გახდა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი; საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე. ბიზანტიაში ბასილი მაკედონელის მეფობის დროს გარდაიცვალა წმ. ილარიონ ქართველი. მეფემ შესთავაზა მის მოწაფეებს სამოღვაწეო მონასტრის არჩევა, მაგრამ მათ უარი თქვეს და უდაბნოში ახალი მონასტრის აშენება ითხოვეს. მეფე სიხარულით დასთანხმდა. თავადვე მონაწილეობდა მონასტრის აგებაში. მშენებლობა 7 თვეში დასრულდა. ეკლესიის კურთხევას ესწრებოდნენ თავად მეფე და პატრიარქი ეგნატე კონსტანტინეპოლელი. ბასილიმ მონასტერს დიდი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა, თავისთვისაც გაიმზადა მცირე სენაკი, ხოლო მონასტერს უწოდა რომანას ქართველთა მონასტერი. გარდა ამისა, წმ. ილარიონის მოწაფეებს მოჰგვარა თავისი ვაჟიშვილები, ლეონ და ალექსანდრე, და სთხოვა, ესწავლებინათ მათთვის ქართული ენა და მწიგნობრობა.

2.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასილი ხანძთელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბასილი ხანძთელი (IX ს.)
წმ. ღირსი მამა, ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი; მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ის წმ. გრიგოლის დედის მსახურის შვილი ყოფილა. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს მეჯინიბეც კი იყო: „კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა“; მოგვიანებით ხანძთის მონასტრის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქელ პარეხელის სავანეში.

2.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბასრულის ზღვა

▲ზევით დაბრუნება


ბასრულის ზღვა
ზღვა „მახლობელ სპარსეთისა“ – ასეა ნახსენები ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

2.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბაღდადი

▲ზევით დაბრუნება


ბაღდადი
არაბთა სახალიფოს დედაქალაქი, გაშენებულია მდ. ტიგროსის ნაპირებზე, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. დააარსა ხალიფა ალ­მანსურმა 762 წ. და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად. ძველ ქართულ ტექსტებში მოიხსენიება ბაბილოვნის სახელითაც.

2.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბახდიად (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბახდიად (VI ს.)
„წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ პერსონაჟი, წარმოშობით სპარსი, რომელმაც აღიარა ქრისტე, ხოლო შემდეგ მარზაპნის შიშით უარყო.

2.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბახტრიონი // ბახტრიანი

▲ზევით დაბრუნება


ბახტრიონი // ბახტრიანი
ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთში; აგებული უნდა იყოს XVII ს. 50­იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II­ის ბრძანებით. სავარაუდოდ, სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით. 1659 წ. კახეთის აჯანყების დროს მთავარი ბრძოლა ბახტრიონთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ.

2.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბებურ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბებურ (XVII ს.)
სამი კეთილცხენოსანი დავით, თამაზ და ბებურ; მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთე­ ვანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

2.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბევრეული (VIII

▲ზევით დაბრუნება


ბევრეული (VIII
IX სს.) – მონაზვნობაში ანასტასია, ბაგრატ შაროელის ასული, მონაზვნად აღკვეცამდე მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, ეხმარებოდა მონასტერს. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა ტყიდან შეშასა და გამუდმებით ლოცულობდა. ბევრეულის ფერსათის მონასტერში ლოცვის შედეგად განიკურნა ადარნასე (რომელმაც უკანონოდ მოიძულა ცოლი). მის საფლავთან განიკურნენ მისი შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი. ამან დასაბამი მისცა იმავე საფლავთან სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებასაც.

2.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბეთანიის მონასტერი (XII

▲ზევით დაბრუნება


ბეთანიის მონასტერი (XII
XIII სს.) – ქართული ხუროთ­ მოძღვრების ძეგლი, ჯვარ­გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ვერეს ხეობაში. წარმოადგენდა ორბელიანთა სა­ ძვალეს.

2.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბენეტიკტე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბენეტიკტე (VI ს.)
ღირსი ბენედიქტე ნურსიელი, დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. „ბერას ჯუარი“ – უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

2.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბერი

▲ზევით დაბრუნება


ბერი
1. მოხუცებული; მონაზონი კაცი. სულხან­საბა ორბელიანის მიხედვით, „ხან­მრავალი კაცი“; 2. საეკლესიო ან სამონასტრო კრებულის სულიერი მოძღვრის ტიტული ძველ საქართველოში. ბერი განსწავლულ სულიერ მონაზონთაგან შეირჩეოდა და იკურთხებოდა მოძღვრად. მოგვიანებით „ბერმა“ მონაზვნის სინონიმური მნიშვნელობა შეიძინა და მონასტერში (ზოგჯერ სრულიად განმარტოებით) ასკეტურად მცხოვრობს დაუკავშირდა.

2.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბერთა (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბერთა (IX ს.)
ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ საქართველოში, კლარჯეთში. დაარსდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი (X ს.) დაცულია აშშ­ში და მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს. ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი (X ს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

2.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბერთუბანი (XII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბერთუბანი (XII ს.)
დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ­ერთი გამოქვაბული მონასტერი. პირველად იხსენიება VI ს­ში დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების საქმიანობასთან დაკავშირებით. მონასტერი აოხრდა XIII ს­ში მონღოლთა შემოსევების შედეგად. ბერთუბანი ერქვა მონასტერთან მდე­ ბარე სოფელსაც.

2.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბერძენი

▲ზევით დაბრუნება


ბერძენი
ბერძენთა ეთნოსის წარმომადგენელი, საბერძნეთის მოსახლეობის ქართული სახელწოდება; ერი, დღესათვის, ძირითადად, ცხოვრობს საბერძნეთში, ასევე, – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქართულ წრილობითს წყაროებში ბიზანტიელის აღმნიშვნელად, ძირითადად, „ბერძენი“ იხმა­ რებოდა.

2.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბესარიონ მამათმთავარი

▲ზევით დაბრუნება


ბესარიონ მამათმთავარი
იხ. ორბელიშვილი ბესარიონ.

2.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბესარიონი (IV

▲ზევით დაბრუნება


ბესარიონი (IV
V სს.) – ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, ეგვიპტელი წმინდანი, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მიიცვალა ღრმა სიბერეში.

2.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბესელიელი

▲ზევით დაბრუნება


ბესელიელი
ბიბლიური პერსონაჟი, ხუროთმოძღვარი, რომელმაც, მოსეს ბრძანებით, მონაწილეობა მიიღო მოძრავი ტაძრის აგებაში.

2.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბეშქენ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბეშქენ (IX ს.)
„სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, გიორგი მთავრის დის, ლატავრის, ვაჟი.

2.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბეშქენ ბაჰლაუნდი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბეშქენ ბაჰლაუნდი (IX ს.)
„წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, იოვანეს ძე, მირიანის მამა.

2.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბიბლია

▲ზევით დაბრუნება


ბიბლია
(ბერძნ. „წიგნები“) – საღმრთო (საღვთო) წერილი, იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების წიგნთა კრებული; შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი – მხოლოდ ძველ აღთქმას. ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს. იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), რომლის შემდგენლად მოსე მიაჩნიათ და შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი (ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა: ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასი, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი); მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრისტიანებმა 27 წიგნი დაუმატეს ბიბლიას, რომელსაც ახალი აღთქმა ჰქვია. იგი ბერძნულად დაიწერა, გარდა მათეს სახარებისა (მათე მახარებელმა დაწერა არამეულად, შემდეგ კი თვითონვე თარგმნა ბერძნულად). გარდა სახარებებისა, ახალ აღთქმაში შედის: წმინდა მოციქულთა საქმეები; წმინდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლე; 7 ეპისტოლე სხვა მოციქულთაგან და აპოკალიფსი, ანუ გამოცხადება წმ. მოციქულისა იოანესი.

2.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბიზანტია

▲ზევით დაბრუნება


ბიზანტია
სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, შეიქნა IV ს. რომის იმპერიის ორ ნაწილად გა­ ყოფის შემდეგ და იარსება 1453 წ.­მდე, ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი დააარსა კონსტანტინე დიდმა 324 – 330 წწ. პატარა ქალაქ ბიზანტიონის ადგი­ ლას. აქედან მოდის სახელმწიფოს სახელწოდებაც, რომელიც ბიზანტიის დაცემის შემდეგ დაამკვიდრეს რენესანსის მოღვაწეებმა. თავად ბიზანტიელები თავიანთ ქვეყანას „რომს“ უწოდებდნენ, თავიანთ თავს კი – „რომაელებს“. ბი­ ზანტიას, ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად კერას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებისა და ქრისტიანული მწერლობის განვითარების საქმეში. ქართული საეკლესიო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ლიტერატურული წყაროები ბიზანტიას უკავშირებენ. იოანე ეპისკოპოსმა მირიან მეფის თხოვნით საბერძნეთიდან ჩამოიტანა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი „ნაწილი ძელისა ცხორებისა და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი, და სამსჭუალნი ჴელთანი“ და ჩამოიყვანა „მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი“. ბიზანტიური საეკლესიო მწერლობა იყო ის ძირითადი წყარო, რომელიც ასაზრდოებდა ქართულ სასულიერო კულტურას მრავალი საუკუნის განმავლობაში. საქართველოში ბიზანტიას საბერნეთს ეძახდნენ, ბიზანტიელებს–ბერძნებს,იონებსადაპრომებს.იოანესაბანისძე „წმ. აბოს წამებაში“ წერს: „და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოვლისასა“.

2.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბიზანტიონი // ბიზანტიუმი

▲ზევით დაბრუნება


ბიზანტიონი // ბიზანტიუმი
მეგარელთა ძველბერძნული ქალაქი­კოლონია თრაკიაში, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე. დაარსების თარიღად მიიჩნევა ძვ. წ. 667 წ.

2.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბიძინა ჩოლოყაშვილი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ჩოლოყაშვილი (XVII ს.)
წმ. ბიძინა, კახეთის 1659 წ. სახალხო აჯანყების ერთ­ერთი მეთაური. XVII ს. 30­იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I­ს შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. 1648 წ. თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების (1659 წ.) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა ის გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს. დაკრძალულია იკორთის ტაძარში. „ბიძინას, შალვასა და ელისბარის წამება“ – ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილი) XVIII ს. პირველ ნახევარში დაწერააგიოგრაფიულითხზულება„შესხმაჲწმიდათამოწამეთა ბიძინასი, შალვა და ელისბარისა და უწყებაჲ წამებისა მათისა“, რომელშიც გადმოცემულია კახეთის 1659 წ. აჯანყების გმირების შეპყრობისა და წამების ამბები: კახელებსა და მთიელებს მხარი ქართლმაც დაუჭირა. აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ბახტრიონის ციხეში შეჭრილებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდის მიმართულებით. ალვანის ველზე ისინი შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი. ამის შემდეგ მუსრი გაავლეს დანარჩენ თურქმანებსაც; ნაწილი გაანდაგურეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს. ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად კახეთი გადაურჩა განადგურება­გადაშენებას, შაჰმა უკან დაიხია და ხელი აიღო თავის მზაკვრულ გეგმაზე. სასტიკად დასაჯეს აჯანყების მოთავენი – ზაალ ერისთავი მოაკვლევინეს მისსავე ძმის­ წულებს, მისი შვილები კი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს. ირანში გამოძახებული ბიძინა, შალვა და ელიზბარი გადასცეს თურქმანთა ტომებს, რომლებმაც ქართველი გმირები სასტიკი წამებით დახოცეს. არსებობს გადმოცემა, რომ აჯანყებულთა მოკვეთილი თავები კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, ხოლო მათი ნაწილები გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს იკორთაში. არსებობს ძეგლის სვინაქსარული რედაქციაც, რომელიც შემდგომში კიდევ შეუმოკლებიათ. შალვა ქსნის ერისთავის შვილიშვილს, იესე ერისთავს, მათთვის ორი საგალობელი, ნიკოლოზ თბილელსა და ანტონ კათალიკოსს კი იამბიკოები მიუძღვნიათ. საერთო სახალხო აჯანყების გმირების შესახებ მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრებაც“; ირანელი მემატიანე მოჰამედ თაჰერი; ქართული ეთნოგრაფიული მასალები; მხატვრული ლიტერატურის ძეგლები – აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა­ფშაველას ნაწარმოებები.

2.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბობხა

▲ზევით დაბრუნება


ბობხა
ბობღა, გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

2.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბოდბე

▲ზევით დაბრუნება


ბოდბე
ისტორიული სოფელი ქიზიყში; „წმ. ნინოს ცხოვრების“ შატბერდისეული ხელნაწერის მიხედვით, დაბა ბოდი, ანუ ბოდინი, მდებარეობდა „კახეთისა ქუეყანასა“. ბოდბის მონასტრისა და ეპარქიის მთავარი წმ. გიორგის ტაძარი (IX ს.) აგებულია ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს, მიცვალებისა და განსასვენებლის ადგილზე. თავდაპირველი მცირე ეკლესია წმ. ნინოს საფლავზე აიგო წმ. მეფე მირიანის დროს, მოგვიანებით გააფართოვა და გაამშვენა წმ. მეფე ვახტანგ I­მა, გორგასალმა. სამნავიანი ბაზილიკის სახე ბოდბის ტაძარმა მიიღო IX ს. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ­საგანმანათლებლო კერას. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, უმდიდრესი წიგნსაცავი. აქვე მოღვაწეობდნენ ცნობილი სასულიერო პირები და მწიგნობრები: ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ზაქარია ანდრონიკაშვილი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს), იოანე მაყაშვილი (1743 – 1837 წწ.) და სხვ.

2.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბურზო (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბურზო (VI ს.)
ბორზო, გაქრისტიანებული სპარსელი, რო­ მელიც მცხეთაში ცხოვრობდა. მოხსენიებულია უძველეს აგიოგრაფიულ თხზულებაში „მარტვილობაჲ ევსტათი მცხეთელისაჲ“. ბორზო წმ. ევსტათისა და გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად დააპატიმრეს და მცხეთის სპარსელ ციხისთავთან წარადგინეს, მან კი ისინი თბილისში მარზპანთან გაგზავნა. ვერც დაპირებებმა და ვერც სიკვდილით მუქარამ ვერ გაჭრა: ბორზომ ქრისტიანობა არ უარყო (მხოლოდ ორი გაქრისტიანებული სპარსელი დაუბრუნდა მაზდეანობას სიკვდილის შიშით) ისევე, როგორც – წმ. ევსტათიმ და კიდევ ხუთმა პატიმარმა. მარზპანმა ისინი დილეგში ჩაყარა და მათი დასჯა მომავლისათვის გადადო. ამ დროს არვანდ გუშნასპი სპარსეთს გაიწვიეს და წასვლის წინ, ქართლის კათოლიკოსისა და ერისმთავართა თხოვნით, მან პატიმრები გაათავისუფლა. ბორზო ქრისტიანი დარჩა სიკვდილამდე.

2.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბოცო და მემნონ (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბოცო და მემნონ (XIII ს.)
სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა, ბოცოსძეთა, პირველი თაობის წარმომადგენლები; ლაშა გიორგის ლაშქრობაში განძაზე (დაახლ. 1213 – 1214 წწ.) ბოცოსძე, სხვა მესხებთან ერთად, მეთაურობდა წინამბრძოლთა გუნდს და თავი გამოიჩინა სიმამაცით. 1226 წ., ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ძმებს (ბოცოსა და მემნას // მემნონს) დაავალა თბილისის დაცვა. სპარსელთა შინაღალატის შედეგად მტერი ქალაქში შეიჭრა. თბილისის დამცველები ბოცო ბოცოსძის მეთაურობით ისანში გამაგრდნენ. მხოლოდ რუსუდანის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეწყვიტა წინააღმდეგობა ბოცომ და ჯარი სიმაგრიდან გაიყვანა.

2.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბრეთის მონასტერი (VI

▲ზევით დაბრუნება


ბრეთის მონასტერი (VI
VII სს.) – წმ. მამა პიროს ბრეთელის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სოფელ ბრეთში (ქარელის მუნიციპალიტეტი). როგორც ცნობილია, VI ს. შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ წმ. ასურელი მამები – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. მათ შორის მოიხსენიება მამა პიროს ბრეთელიც. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ­საგანმანათლებო,მწიგნობრობისადა ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას.

2.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბუბაქრი // ბუბაქარ ბარბაროსი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბუბაქრი // ბუბაქარ ბარბაროსი (VI ს.)
„წმ. დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია დიდებული, რუსთავის მკვიდრი „ბარბაროზი“, რომელმაც წმ. მამის მოსაკლავად აღმართა მახვილი, მაგრამ ხელი გაუშეშდა, ხოლო დავითის ლოცვით ისევ განიკურნა. ამის შემდეგ ირწმუნა ბუბაქარმა დავითის წმინდანობა, მისი სასწაულმოქმედება და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მიიღო ქრისტიანობა. მან საკუთარი ხარჯითა და მუშახელით „შეუქმნა ეკლესიაჲ სალოცველად ძმათა“, რომელიც შემდგომში წმ. ილარიონ ქართველს გაუფართოებია (IX ს.).

2.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბურულ (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბურულ (VII ს.)
სპასპეტი (მხედართმთავარი), არაბთა ჯარის წინამძღვარი, ნეოფიტე ურბნელის თანამებრძოლი; ქართლის კათოლიკოსსამოელის დროს, VII ს­ის II ნახევარში, როდესაც ქართლი არაბთა ხელში იყო, ქართლის დასარბევად მოსულა არაბთა მთავარსარდალი აჰმადი, თავის ლაშქართან ერთად. მის ლაშქარში რაზმის უფროსები იყვნენ უმარი (შემდგომში წმ. ნეოფიტე ურბნელი) და ბურული. მოხსენიებულია „წმ. შიოს სასწაულებსა“ და „წმ. ნეოფიტე ურბნელის ცხოვრებაში“.

2.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბურღალნი

▲ზევით დაბრუნება


ბურღალნი
ეთნოსი, მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „ბურღალთაგან ყოველნი სოფელნი ჭირსა იყვნეს“.

2.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ბუღა (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ბუღა (IX ს.)
ბუღა თურქი, არაბი სარდალი, წარმოშობით თურქი; ხალიფა მუთავაქილმა თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის, არწრუნის, ცნობით, ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ირიცხებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ, 853 წ. ზაფხულში, ბუღა საქართველოს მოადგა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობაში“ ასახული ფაქტი: 85 წლის იყო კოსტანტი კახაჲ, როცა თავის ძე თარხუჯთან ერთად დაატყვევეს და მას წარუდგინეს. ბუღა თურქი ბოლოს 854 წ. შემოესია საქართველოს.

3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გ

▲ზევით დაბრუნება


3.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაადი

▲ზევით დაბრუნება


გაადი
ბიბლიური პერსონაჟი. 1. მამათმთავარ იაკობის ერთ­ ერთი ვაჟი, რომელიც შეეძინა მას თავის ცოლის (რაქელის) დის ლიას მხევალ ზელფასგან (შესაქ. 30, 9­11); 2. წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა დავითს, წასულიყო მოაბის იუდეაში, რაჟამს იგი ემალებოდა საულს (I მეფ. 22, 1­5). მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაბაონი

▲ზევით დაბრუნება


გაბაონი
ერთ­ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც პალეს­ ტინაში მცირე ქანაანურ ტომს ეკუთვნოდა. როდესაც ებ­ რაელებმა „აღთქმულ მიწაზე“ გაილაშქრეს, ეს ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ­ ერთს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი ლევიტთა ქალაქი გახდა და რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა. გაბაონში იდგა მოსეს დროს შექმნილი უფლის მოძრავი ტაძარი.

3.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაბრიელი (VIII

▲ზევით დაბრუნება


გაბრიელი (VIII
IX სს.) – ხანძთელი ბერი; მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „ხანცთას მკჳდრი გაბრიელ მოძღუარი, ფრიადმოღუაწე ნეტარი წმიდაჲ მამაჲ“.

3.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაბრიელ დაფანჩული (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გაბრიელ დაფანჩული (VIII ს.)
კლარჯელი ფეოდალი, „აზნაური დიდებული“, „დიდებული მთავარი“, „ერისმთა­ ვარი“, „კეთილად მორწმუნე“, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა წმ. გრიგოლ ხანძთელს სამონასტრო მშენებლობაში, კერძოდ, – ხანძთის მონასტრის აშენებაში. გიორგი მერჩულე მის შესახებ წერს: „ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილადმორწმუნეობითა ქებულ იყო“.

3.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაბრიელ მთაწმიდელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გაბრიელ მთაწმიდელი (X ს.)
ღირსი გაბრიელ ხატმიმრქმელი, გაბრიელ ათონელი, ათონის ქართველთა მონასტრის ბერი, რომლის სახელთან დაკავშირებულია ათონის ივერთა მონას­ ტრის კარის ღვთისმშობლის (პორტაიტისა) ხატის მოპოვების ისტორია: ხატმბრძოლობის დროს ერთმა მორწმუნე ქვრივმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დაღუპვისაგან გადარ­ ჩენის მიზნით, ზღვას გაატანა. ორი საუკუნის შემდეგ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა დაინახეს ზღვაში ნათლის კაშკაშა სვეტი, რომელიც თავზე ადგა ღვთისმშობლის ხატს. მხცოვანი ქართველი ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, წყლის ზედაპირი ისე გაიარა, როგორც – ხმელეთზე და მიირქვა წმიდა ხატი. გადმოცემით ეს მომხდარა 999 წ.

3.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაბრიელ მცირე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გაბრიელ მცირე (XVIII ს.)
ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი, დავითგარეჯის წმ. იოანე ნათ­ ლისმცემლის მონასტერის ბერი, რომელსაც მოთარეშე ლეკებმა მოჰკვეთეს თავი; დასფლავებულია გარეჯის ნათ­ ლისმცემლის მონასტერში. მან შეადგინა რამდენიმე ლი­ ტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული: „მღვდელმთავ­ რისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოვლსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმ­ ლოებით ძალი უპყრიეს“, „მეექვსე მსოფლიო კრების სჯუ­ ლის კანონისათვის“, „სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთის­ მოყვარეთანი“, „ცხოვრება და მოღვაწება ღირსისა მამი­ სა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი“, „მოკლე მოთხრობა პროფირისათვის“. გაბრიელ მცირის ორიგინალური მემუ­ არული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში).

3.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაგიკ კარელი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გაგიკ კარელი (XI ს.)
სომეხი წარჩინებული; მოხსენიებულია გიორგი მცირის თხზულებაში „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ“.

3.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გაიოს არხიდიაკონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გაიოს არხიდიაკონი (XVIII ს.)
მთავარდიაკონი, მოხსე­ ნიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკის“ (XVIII ს.) წინასიტყვაობაში.

3.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გალიაკი

▲ზევით დაბრუნება


გალიაკი
პატარა ოთახი ცალკე სადგომად, „გალია კაცთა საჯდომი“ (სულხან­საბა ორბელიანი). იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამების“ მიხედვით, ქვემო ქართლის პიტიახშის, ვარსქენის, სასახლეში მისი მეუღლისათვის ცალკე საცხოვ­ რებელი ბინა იყო, რომელსაც „სახლი სადედოფლო“, იგივე გალიაკი ერქვა.

3.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გალილეა

▲ზევით დაბრუნება


გალილეა
ისტორიული ოლქი ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. აქ გაატარა ბავშვობა და სიყრმე იესო ქრისტემ. გალილეა არის ქრისტეს მოციქულთა უმრავლესობის სამშობლო.

3.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - განგებაჲ

▲ზევით დაბრუნება


განგებაჲ
იხ. ტიპიკონი.

3.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - განძა

▲ზევით დაბრუნება


განძა
ისტორიულად ირანის მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი; ქ. განჯის სახელწოდება ძველქართულ მატიანეებში.

3.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - განძაკი

▲ზევით დაბრუნება


განძაკი
ძველი ქალაქი ირანში, ურმიის ტბის მიდამოებში, ატროპატანას დედაქალაქი.

3.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - განცხადებაჲ

▲ზევით დაბრუნება


განცხადებაჲ
1. გამოცხადება; 2. განცხადების დღესასწაული // ნათლისღება, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, წმ. იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ამ დღეს, ასევე, ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“ (მ. 3, 17).

3.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გარბანელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გარბანელი (IX ს.)
ხუროთმოძღვარი, ზარზმის პირველი ეკლესიის მაშენებელი, „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ პერსონაჟი, „კაცი სახელოანი და კეთილი“, რომელიც თავად წმ. სერაპიონმა აკურთხა მონაზვნად.

3.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გარეჯა // გარესჯა // გარეჰსჯა

▲ზევით დაბრუნება


გარეჯა // გარესჯა // გარეჰსჯა
იხ. დავითგარეჯა.

3.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გარეჯელი მოწამენი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გარეჯელი მოწამენი (XVI ს.)
დავითგარეჯის მონასტრების მოწესენი, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში ჩამო­ სახლებულმა სპარსელებმა, მონასტრის გაძარცვის მიზნით, ამოხოცოს XVI ს. ბოლოს, ალექსანდრე II­ის მეფობის დროს. ცნობები მომხდარი ფაქტის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში არ იძებნება. „გარესჯელთა წამება“ – ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეტანილია თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ღირსთა მოწამეთა გარეს­ ჯელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვ­ ლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. მასში არ არის დასახელებული არც ერთი ისტორიული ფაქტი, არ არის მითითება რომელიმე წყაროზე, არაფერია თქმული მომხდარის ქრონოლოგიაზე. ტექსტში საუბარია სპარსელთა მიერ გარეჯელ ბერ­მონაზონთა გაჟლეტის ფაქტის შესახებ 1668 –1669 წწ., რომელიც ავტორისთვის ზეპირი გადმოცემით არის ცნობილი. ანტონის თხრობაში ძირითადი ადგილი უჭირავს გარეჯის მონასტერთა ჩვეულების აღწერას, რომლის მიხედვითაც, დიდმარხვის დამთავრებისა და აღ­ დგომის დადგომის ღამეს გარეჯის ყველა მონასტრის მონაზვნები იკრიბებოდნენ აღდგომის ეკლესიაში და ერთად დღესასწაულობდნენ. ეს ამბავი იცოდნენ ყარაიის მიდამოებში მცხოვრებმა სპარსელებმა, რომლებმაც ერთ­ერთი ასეთი დღესასწაულის დღეს, როდესაც ყველა მონასტრის ბერები ერთად იყვნენ თავშეყრილი, განიზრახეს მათი გაჟლეტა და მონასტრების გაძარცვა. მათ თავიანთი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს.

3.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გარნისი // გარნი

▲ზევით დაბრუნება


გარნისი // გარნი
ციხე და დაბა სომხეთში, კოტაიქის პრო­ ვინციაში, გეღამის მთების ძირას, მდ. აზატის ხეობაში; 1225 წ. დაბა გარნისში გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და ხვარაზმელებს შორის.

3.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გედეონი

▲ზევით დაბრუნება


გედეონი
იერობაალი, ბიბლიური პერსონაჟი, აბიყეზრელი იოაშის ვაჟი; უფლის ბრძანებითა და თანადგომით, ისრაელი იხსნა მიდიანის დაპყრობისაგან. მადლიერი ებრაელი ხალხი მეფობას სთავაზობდა, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან ამაში თეოკრატიული პრინციპების დარღვევის საშიშროებას ხედავდა. მისი მსაჯულობა ისრაელზე 40 წელიწადს გაგრძელდა. გედეონმა ბაალის კერპის მსხვერპლშესაწირის დანგრევისათვის ებრაელებისაგან „იერობაალის“ სახელი მიიღო.

3.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გელასი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გელასი (X ს.)
ოთხთა ეკლესიის ლავრის მოღვაწე: „მამაჲ ოთხთა ეკლესიისაჲ“; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

3.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გელაქუნია

▲ზევით დაბრუნება


გელაქუნია
1. ისტორიული ოლქი სომხეთში, რომელიც თამარის საქართველოს ფარგლებში შემოდიოდა; 2. სევანის ტბის სახელწოდება ქართულ წყაროებში.

3.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გეორგია

▲ზევით დაბრუნება


გეორგია
საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გერასიმე (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


გერასიმე (V ს.)
ღირსი გერასიმე იორდანელი, წმინდანი ბერი, აღკვეცის შემდეგ თებაიდის უდაბნოში განმარტოვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა და მდ. იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა. ერთხელ უდაბნოში სასწაულებრივად განუკურნა ფეხი მასთან შემწეობის მისაღებად მისულ ლომს. როცა გარდაიცვალა, ლომი მის საფლავს აღარ მოსცილებია და, ბოლოს, დარდისაგან მოკვდა. წმ. მამა გერასიმეს ცხოვრება აღწერა საბა განწმედილის ლავრის ხუცესმა კირილე ბესალიელმა.

3.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გერმანე არქიმანდრიტი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გერმანე არქიმანდრიტი (XVIII ს.)
სასულიერო პირი; მო­ ხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვ­ რებაში“. ტექსტის თანახმად, მოგვიანებით აღყვანილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.

3.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გვედია ეფროსინე (VIII

▲ზევით დაბრუნება


გვედია ეფროსინე (VIII
IX სს.) – ეფროსინე, მონაზონი ქალი; გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ იხსენიება გვედია ეფროსინეს სახელით.

3.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (IX ს.)
სასულიერო პირი, „მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“: „იყო ვინმე მღდელთაგანი კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყჳთა და საქმითა, სახელით გიორგი“, რომელიც თავად სერაპიონმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გამოარჩია წინამძღვრად.

3.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი II (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი II (X ს.)
აფხაზთა მეფე, კონსტანტინე III­ის ძე, მისი აქტიური ხელშეწყობით X ს. II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს, კერძოდ: დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.

3.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (XI ს.)
ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1019 – 29 წწ.; მან მონასტრის ძველი წესები შეცვალა, რის შედეგადაც ბერძნებმა მონასტერში შესვლის უფლება მოიპოვეს. ამით გიორგიმ თანამემამულეთა წყრომა დაიმსახურა. 1029 წ. მას ბიზანტიის საიმპერატორო კარის რისხვაც დაატყდა თავს, ვინაიდან ბრალად დაედო იმპერატორ რომანოზ III არგირუსის წინააღმდეგ თესალონიკის მმართველის, კონსტანტინე დიოგენეს, მიერ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა. გიორგი გადაასახლეს კუნძულ მონოვატზე, სადაც გარდაიცვალა.

3.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი III (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი III (XVII ს.)
იმერეთის მეფე 1604 – 1639 წწ., კონს­ ტანტინე ბატონიშვილის ძე, რომელსაც მძიმე ბრძოლა უხ­ დებოდა ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (XVI ს.)
ქართლის მეფე, მამა ლუარსაბ მეფისა; მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

3.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (XVII ს.)
სვიმონ მეფის შვილი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (XVII ს.)
დავით მეფის შვილი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი (XVII ს.)
კონსტანტინეს ძმა, ძე ალექსანდრე მეფისა; მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯუ­ ლოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

3.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი V ბრწყინვალე (XIV ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი V ბრწყინვალე (XIV ს.)
საქართველოს მეფე 1318 – 1346 წწ., დემეტრე II თავდადებულის ძე, 1299 წ. მეფედ აკურთხეს, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. 1318 წლიდან, ახალი ყაენის აბუ საიდის ტახტზე ასვლის შემდეგ, რეალური ძალაუფლებით გამეფდა. მას სამემკვიდრეოდ პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ცივის მთაზე სანადიმოდ მიიწვია და ამოხოცა კახეთ­ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები (1327 – 1329 წწ.) და ეს რეგიონები სამეფო ტახტს შემოუმტკიცა. განდევნა შიდა ქართლში (გორში) ჩამოსახლებული ოსები და აღადგინა შემცირებული ქართული მიწისმფლობელობა. 1329 წ. შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო. 1334 წ., როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა ათაბაგობა და ერთგულების ფიცი ჩამოართვა. XIV ს. 30­იან წლებში მთიელთა საქმეებიც მოაწესრიგა და ქართლის მთიანეთის მოსახლეობისათვის შეადგინა სამართლის წიგნი „ძეგლის დადება მეფეთმეფის გიორგის მიერ“. მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო მარ­ თვა გამგეობის დარღვეული წესების აღსადგენად შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლი „გარიგება ხელმწიფის კარისა“. გიორგი ბრწყინვალემ აღკვეთა მტრის თარეში, მოსპო „მრა­ ვალმეფიანობა“, აღადგინა საქართველოს მთლიანობა. 1335 წ. მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისათვის შთამომავლობამ „ბრწყინვალე“ უწოდა.

3.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი ზარზმელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ზარზმელი (IX ს.)
სასულიერო პირი, ზარზმის მონასტრის მეორე წინამძღვარი წმ. სერაპიონ ზარზმელის შემდეგ. მას წინამძღვრობა თვით წმ. სერაპიონის ბრძანებითვე მიუღია.

3.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი მაწყუერელი (IX

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მაწყუერელი (IX
X სს.) – გიორგი მაწყვერელი // შუარტყლელი, საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, აწყურის ეპისკოპოსი. მის შესახებ ცნობები შემოგვინახა გიორგი მერ­ ჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა. გიოგი მერ­ ჩულე „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენიმოელოდნენწმ.გრიგოლისცხოვრებისაღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“. სამ­ წუხაროდ, მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

3.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი მერჩული (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მერჩული (X ს.)
გიორგი მერჩულე, მწერალი, ტაო­ კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, აგიოგრაფი, 951 წ. დაწერა „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირ­ სად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნე­ ტართაჲ“, რომლისთვისაც გამოიყენა წმ. გრიგოლის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიულ­ლიტერატურული წყა­ რო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კი­ რილე სკვითოპოლელისა და სხვ. თხზულებანი). მისი შრომა განავრცო ბაგრატ ერისთავთ­ერისთავმა 958­966 წწ. ნაწარმოები ასახავს VIII – IX სს. გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ­საგანმანათლებლო საქმია­ ნობას, წმ. გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. ჩვენამდე მოღწეულია „წმინდა გროგოლ ხანძთელის ცხოვ­ რების“ XII ს. დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი. გიორგის ზედსახელი მერჩულე // მერჯულე აღნიშნავდა ღვთისმეტყველს, ქრისტიანული მოძღვრებისა და საეკლესიო სამართლის განსწავლულ მცოდნეს. მიქელ მოდრეკილის კრებულში მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი, რომელსაც აწერია: „უცხონი მერჩულიულნი“. ვარაუდობენ, რომ „მერჩულიულნი“ გიორგის ავტორობას აღნიშნავს ან, შესაძლებელია, ამ ტერმინით „მერჩულისებური“ ფორმა იგუ­ ლისხმებოდეს.

3.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი მთაწმიდელი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მთაწმიდელი (XI ს.)
გიორგი ათონელი // გიორგი ხუცესმონაზონი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი; დაიბადა თრიალეთში, ადგილობრივი დიდებულის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი – ხახულის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მისი ბიძები, გიორგი მწერალი და საბა. ერთხანს ცხოვრობდა გიორგი მწერალთან ერთად ტაოელი დიდებულის, ფერის ჯოჯიკის ძის, ოჯახში, ტვარწატაფში; ეხმარებოდა ბიძას ქრისტიანული სამღვდელმსახურო წესების აღსრულებაში. ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და ეზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 წ. გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და 25 წლისა ხახულის მონასტერში ილარიონ თუალელის მიერ ბერად აღიკვეცა. 1036 წ. სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 წ. იერუსალიმი მოილოცა, შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და, მისივე რჩევით,1040 წ. ათონს გაემგზავრა. გიორგი მღვდლად აკურთხეს 1042 წ., შემდეგ დეკანოზის ხარისხში აიყვანეს; 1044 წ. ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებითსა და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან მონასტერი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. ბაგრატ IV­მ არაერთგზის შესთავაზა საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით, წმ. გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა: უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. უკან დაბრუნებულმა ათონის მთაზე ქართველ ბერთა და მოწესეთა რიცხვის გასამრავლებლად 80 უპატრონო ბავშვი წაიყვანა მონასტერში აღსაზრდელად. მათ გაიარეს კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. მოულოდნელად წმ. გიორგიმ თავისი ობლების თვალწინ სული ღმერთს მიაბარა. მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან გადაასვენეს ათონზე წმ. ექვთიმეს სარკოფაგის ახლოს. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიასა და კულტურას. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ დებატებში 1057 წ. მან დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ნაყოფიერად იღვწოდა ქართული საეკლესიო ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. „გიორგისეული რედაქცია“. მან ხელახლა თარგმნა სახარება­ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი; სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა; მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ქართულ აგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმ. გიორგი მთაწმინდლის აგიოგრაფიულ თხზულებას „ცხორება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ“, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა ლიტურგიკის სფეროშიც და ქართულ მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე – ორიგინალური თხზულებანი („დიდი სჳნაქსარი“, „სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდო“, „პავლე გამოკრებული საწელიწდო“, „თთუენი ათორმეტნივე“ და სხვ.). გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის თქმით, „ესევითარი თარგმანი, თჳნიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა“. „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ – გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდგომ (1065 წ.), შავი მთის ქართველმა მოღვაწემ გიორგი დაყუდებულმა ორგზის მიმართა თხოვნით გიორგი მცირეს (ხუცესმონაზონს), რათა აღეწერა წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. ამასვე ითხოვდა მისგან იოანე ჭყონდიდელი, რომელიც ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლში. ასე შეიქმნა გიორგი მცირის „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“. თხზულების დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი თავისი თხზულების დაწერას შესდგომია გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წლის პირველი ნახევრიდან.

3.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი კაბ(პ)ადოკიელი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კაბ(პ)ადოკიელი (III ს.)
წმ. დიდმოწამე გიორგი, კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც აწამეს იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის: ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოსა და ქ. მოსკოვის მფარველი წმინდანია. გადმოცემის თანახმად, დაიბადა კაპადოკიაში, III ს. მეორე ნახევარში, წარჩინებულთა ოჯახში. დიოკლეტიანეს დროს იყო ტრივონთა მეთაური, მაგრამ მეფესთან შევიდა და იქადაგა ქრისტიანობა. ვერ შეძლეს მისი გადაბირება და ტანჯვა განიზრახეს. თავდაპირველად მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა იმპერატორმა, ურმის თვალზეც დააკვრევინა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის შემდეგ მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა ქრისტე. დიოკლიტიანე კიდევ უფრო გამძვინვარდა და წმ. გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდებინა, თუმცა ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. ამის შემდეგ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვეს და აიძულეს, ერბინა. ამავე დროს, სასტიკად გაშოლტეს. ბოლოს, მეფემ წმ. გიორგისა და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს. საქართველოს ეკლესია 23 ნოემბერს აღნიშნავს მის ბორბალზე წამებას, ხოლო 6 მაისს – თავისკვეთის დღეს.

3.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი მწერალი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მწერალი (XI ს.)
ხახულის მონასტრის მონაზონი. წმ. გიორგი მთაწმიდელის ბიძა (მამის ძმა). მონაზვნად შედგო­ მამდე იყო ბაგრატ კურაპალატის კარის მწერალთა მთავარი. ერთხანს მონაწილეობდა წმ. გიორგი მთაწმიდელის აღზრდის საქმეში. სულიერ მოძღვრად მიიწვიეს სამცხის დიდებულის, ფერის ჯოჯიკის ძის, კარზე, სადაც პატარა გიორგიც წაიყვანა. ფერის ჯოჯიკის ძის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი მეუღლე თავისი ამალით, რომელშიც გიორგი მწერალი და პატარა გიორგიც შედიოდნენ, კონსტანტინოპოლს წაიყვანეს. ბიძა­ ძმისწულმა იქ 12 წელი დაყო. აქ გიორგი თავისი ძმისშვილის სწავლა­განათლებაზე ზრუნავდა. როდესაც ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლე სამცხეში დაბრუნდა, თან წამოიყვანა ორივე გიორგი და ტვარწატაფში დაემკვიდრა.

3.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი პროხორე (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი პროხორე (XI ს.)
იხ. პროხორე ქართველი.

3.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი შეყენებული // გიორგი დაყუდებული // გიორგი შავმთელი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი შეყენებული // გიორგი დაყუდებული // გიორგი შავმთელი (XI ს.)
შავი მთის წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტრის ქართველი ბერი; წმ. გიორგი მთაწმიდელის მოძღვარი. გიორგიმ ზედწოდება „შეყენებული“ „ნაპრალსა შინა კლდისასა“ განცალკევებით დაყუდებული ცხოვრების გამო მიიღო. ვარაუდობენ, რომ გარდაიცვალა 1068 წ.

3.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი შუარტყლელი (IX

▲ზევით დაბრუნება


გიორგი შუარტყლელი (IX
X სს.) – იხ. გიორგი მაწყუერელი გიორგი ჩორჩანელი (VIII – IX სს.) – დიდი აზნაური სამცხეში, ჩორჩანელების საგვარეულოს წარმომადგენელი. პირველად ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ (IX ს.) იხსენიება, როგორც დიდი მთავარი. გიორგი ჩორ­ ჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ წმ. სერაპიონმა ააშენა ზარზმის მონასტერი, რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერიტორია უწყალობა.

3.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი ხუცესი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ხუცესი (XVII ს.)
მღვდელი, რომელმაც სპარსთა შიშით უარყო ქრისტიანობა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გიორგი ხუცესმონაზონი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ხუცესმონაზონი (XI ს.)
გიორგი მცირე, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე, მწიგნობარი, მწერალი, სიყრმი­ დანვე გიორგი მთაწმიდელის მოწაფე და სულიერი შვილი; 1065 წ., გიორგი ათონელის გარდაცვალების შემდეგ, შავი მთის ქართველმა მოღვაწემ გიორგი დაყუდებულმა ორ­ გზის მიმართა თხოვნით, რათა აღეწერა წმ. გიორგი მთა­ წმიდელის ცხოვრება. ამასვე ითხოვდა მისგან იოანე ჭყონ­ დიდელი, რომელიც, ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩა­ სული კონსტანტინოპოლში. გიორგი მცირის თხზულების „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი წერას შესდგომია გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წლის პირველი ნახევრიდან 1068 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა გიორგი შეყენებული. გიორგი მცირე ცნობი­ ლია, აგრეთვე, როგორც მწიგნობარი, რომელიც ზრუნავდა ქართული ხელნაწერების გამრავლებაზე. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ერთმა ხელნაწერმა, რომელიც გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი „სამოციქულოს“ ტექსტს შეიცავს და გადაწერილია 1083 წ. ამ თარიღის შემდეგ არაფერია ცნობილი მის შესახებ. გობრონი // მიქელ­გობრონი // მიხაილ გობრონი (X ს.) – მი­ ქაელ­გუგარელი, ქრისტესთვის წამებული, ქართველი აზნაური; არაბთა მმართველის, აბუ ლ­კასიმის, საქართველოში ლაშქრობის დროს ხელმძღვანელობდა ყველისციხის (სამცხე­ ში) დაცვას. ციხის თავდადებულ დამცველებთან ერთად გმირულ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ოცდარვადღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ მეციხოვნეები დანებდნენ. დატყვევებულ გობრონს აბულ­კასიმმა გამაჰმადიანება მო­ სთხოვა. მან არაბთა წინადადება უარყო, რისთვისაც 914 წ. თავი წარკვეთეს. „გობრონის მარტვილობა“ // „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყუელის ციხით“ // „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“ – თხზულებაში აღწერილია არაბთა ამირას აბუ ლ­კასიმის მიერ 914 წ. სამცხე­ჯავახეთის აოხრების, ყველისციხის ქართველ მეციხოვნეთა მეთაურის, წმ. გობრონის, ტყვედ ჩავარდნისა და სიკვდილით დასჯის ამბავი, კერძოდ: X ს. დასწყისში სომხეთსა და საქართველოს შემოესია იუსუფ აბუსაჭის ძე (აბუ ლ­კასიმი), რომელმაც ჯერ მოაოხრა სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შემდეგ გადავიდა კახეთში, განაგრძო გზა ქართლისაკენ, დალაშქრა სამცხე­ჯავახეთი და შეჩერდა ყველისციხეში. აბუ ლ­კასიმის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა მიქელ­გობრონი, რომელმაც უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და ამირას ბრძანებით სიკვდილით დაისაჯა. აბუ ლ­კასიმს ვერც სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე გადაურჩა. X ს­ის ქართველმა მწერლმა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოები ტაო­კლარჯეთის ერისთავთ­ერისთავის, აშოტ კურაპალატის, დაკვეთით დაწერა 914 – 918 წწ. აგიოგრაფი დაწვრილებით არაფერს გვეუბნება წმ. გობრონის წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ. წმინდანის შესახებ ცნობები არც სხვა ისტორიულ წყაროებში მოიპოვება. „მატიანე ქართლისაჲ“ გაკვრით მიუთითებს გობრონის პიროვნებაზე. ქართველ წმინდანთა მოსახსენებლებში მიქაელ­გობრონი გობრონის სახელით იხსენიება. ნიკოლოზ ორბელიანის (1672 – 1732 წწ.), სულხან­საბა ორბელიანის ძმის, მიერ ხუთსტრიქონიან იამბიკოებად დაწერილ ცისკრის „აქებდითსა ზედა დასდებელთ“ უკანასკნელ მუხლში სხვა მრავალ წმინდანთა შორის წმ. გობრონიცაა დასახელებული. სომხური წყაროები მიქელ­გობრონს მიქაელ­გუგარელს უწოდებენ.

3.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გოდერძი

▲ზევით დაბრუნება


გოდერძი
ნასოფლარი საქართველოში, ადიგენის მუნი­ ციპალიტეტში; მდებარეობს მდ. ქვაბლიანის მარჯვენა შე­ ნაკადის, მდინარე ძინძისწყლის, მარჯვენა ნაპირზე. გოდერძი მნიშვნელოვანი სოფელი უნდა ყოფილიყო განვითარებულ შუა საუკუნეებში. დასახლებული ადგილი გოდერძის სა­ ხელწოდებით გვხვდება ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. გოდერძიანნი — სავარაუდოდ, უნდა იყოს გვარი თუნდაც იმიტომ, რომ „წმ. არჩილის მარტვილობაში“ მრავლობითის ფორმითაა მოცემული – „გოდერძიანნი ტბელნი“: „ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, მივიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი და მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი“.

3.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გოდერძისა

▲ზევით დაბრუნება


გოდერძისა
უღელტეხილი არსიანის ქედზე, ხულოს მუნი­ ციპალიტეტში. აკავშირებს მდ. ძინძესა (ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი, მტკვრის აუზი) და აჭარისწყლის ხეობებს.

3.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გოლგოთა

▲ზევით დაბრუნება


გოლგოთა
გორაკი პალესტინაში, იერუსალიმის ახლოს, სადაც, სახარების მიხედვით, ჯვარს აცვეს ქრისტე; გადატ. სატანჯველი ადგილი; ტანჯვა („გოლგოთაზე ასვლა“).

3.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გომორი

▲ზევით დაბრუნება


გომორი
იხ. სოდომი.

3.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ აკრაკანტელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ აკრაკანტელი (VI ს.)
გრიგოლ აგრიგანტელი, ეპისკოპოსი; დაიბადა კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფ. პრეტორიაში. თავდაპირველად ელეონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის თავზე სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი, დაყუდებიდან გასულიყო. გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰ­ ყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552 – 565 წწ.), მოთხოვნით მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში.

3.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ დოდორქელი // გრიგორი ხუცესმონაზონი (XVII

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ დოდორქელი // გრიგორი ხუცესმონაზონი (XVII
XVIII სს.) – გრიგოლ ვახვახისძე // ვახვახიშვილი, გრიგორი ხუცესმონაზონი, მწერალი, დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი; დოდორქის მოღვაწე. ავტორია აგიოგრაფიული თხზულებისა „წამებაჲ ყოვლადდიდებული­ სა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“, რომელიც 1703 – 1713 წწ. უნდა დაეწერა. გრიგოლ დოდორ­ ქელს ეკუთვნის რამდენიმე საგალობელიც. ზოგ მათგანში შე­ ქებულია წმ. ქეთევან დედოფალი.

3.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ ნოსელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ ნოსელი (IV ს.)
ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნული პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის (გრიგოლ ნოსელი, მისი ძმა, ბასილი დიდი, და გრიგოლ ნაზიანზელი) წარმომადგენელი. დიდი გავლენა იქონია ქართულ კულტუ­ რაზე როგორც უშუალოდ, ისე – არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმი­ დელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ და „კაცისა შესაქმისათჳს“.

3.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ საკვირველმოქმედი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ საკვირველმოქმედი (III ს.)
ნეოკესარიელი ეპის­ კოპოსი (ნათლიღებამდე – თეოდორე), რომლის კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრუ­ ლებულ მოწამეთა მოსახსენიებლად.

3.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.)
წმ. გრიგოლ ნაზიანზელი ღვთისმეტყველი, მწერალი და მოაზროვნე. თავდაპირველად ბრწყინვალე რიტორიკული და ფილოსოფიური განათლება მიიღო ალექსანდრიაში, შემდეგ – ათენის წარმართულ აკადემიაში, სადაც დაუმეგობრდა ბასილი კესარიელს. აქვე გაიცნო მომავალი იმპერატორი იულიანე განდგომილი. იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებას, მაგრამ კრების მსვლელობის პერიოდშივე გადადგა პატრიარქობიდან, რადგან მისი საჭეთმპყრობელობის კანონიერება ზოგიერთმა საეკლესიო მოღვაწემ უმართებულოდ მიიჩნია. იგი ნაზიანზის ეპისკოპოსობას დაუბრუნდა. გრიგოლ ნაზიანზელი უმდი­ დრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის ავტორია. მისი თხზულებები აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს მრა­ ვალ ენაზეა თარგმნილი. გარკვეულია, რომ ძველ ქრის­ ტიანულ სამყაროში, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე ხშირად წმ. გრიგოლის თხზულებების ციტირება ხდებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ეს თხზულებები ქართულ ქრისტიანულ სამყაროშიც. მისი თარგმანები დღეისთვის ორასამდე ქართულ ხელნაწერშია დაცული.

3.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლ ხანცთელი (759

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლ ხანცთელი (759
861 წწ.) – წმ. გრიგოლ ხანძთელი, სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო­კლარჯეთის სამონასტრომშენებლობისორგანიზატორი; დაიბადაქართლში, წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისმთავრის, ნერსეს, კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსობა გა­ ნიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80­იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. წმ. გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო­კლარჯეთში: ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში – დედათა სავანეები; დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. მისი წაბაძვით მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვ. IX ს. 30­იან წლებში წმ. გრიგოლი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი – ანჩის ეპისკოპოსი ცქირი. მან, ასევე, დიდი როლი შეასრულა IX ს. 50­იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელზეც არსენ I­ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაირჩა. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად. წმ. გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდებაც) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კე­ რად იქცა. ის იყო თავის დაარსებულ მონასტრებში გა­ ჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ­საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიპიკონი „წესი და განგება ხანძთის სავანისა“, რომელიც, გიორგი მერჩულის დახასიათებით, ყოფილა „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული, და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასეჲ დაულევნელთა კეთილთაჲ“ (ძეგლი დაკარგულად ითვლება). გრიგოლ ხანძთელს შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოჲ იადგარი“ – ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან თავისი სულის განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტერში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს მასთან პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად მივიდნენ მეუდაბნოე მამები. გრიგოლმა აკურთხა ისინი, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეავედრა სული უფალს. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 18 ოქტომბერს. საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა X ს. ქართველმა აგიოგრაფმა გიორგი მერჩულემ 951 წ. თხზულებაში „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“. „ცხორების“ ტექსტის ბოლოს მოთავსებულია ანდერძი: „ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა – სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე“. აღნიშნული ანდერძის ტექსტზე დაყრდნობით, გამოთქმულია მოსაზრება რომ, ის უნდა ეკუთვნოდეს არა ავტორს, არამედ „ცხორების“ ტექსტის შემცველი, ჩვენთვის ცნობილი ერ­ თადერთი ნუსხის, გადამწერს, რომელსაც 951 წ., უბრალოდ, გადაუწერია თხზულება. ეს გადაწერა მომხდარა თავად გიორგი მერჩულის, აგრეთვე, ხანძთის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს, ხელშეწყობითა და დავალებით. ცნობილია, რომ გიორგი მერჩულის თხზულება გარკვეული ხნის შემდეგ განავრცეს და მასში სასწაულები ჩართეს, რაც, თხზულების ტექსტის თანახმად, მომხდარა ბაგრატ ერისთავთ-ერისთვის, დიდი ადარნერსე კურაპალატის ძის, ინიციატივით. ინტერ­ პოლატორ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავად მიიჩნეოდა ადა­ ნერსე III­ის ძე, ბაგრატ IV ერისთავთერისთავი. ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ინტერპოლატორი უნ­ და ყოფილიყო ქართველთა მეფე ბაგრატ I (937 – 945 წწ.), ქართველთა მეფის, ადარნასე II კურაპალატის (899 – 923 წწ.) ძე. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც XI – XII სს. გადაწერილი და დაცულია იერუსალიმში, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში.

3.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლი (VI ს.)
„წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, „ქართლისა მამასახლისი“.

3.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლი (VII ს.)
„წმ. დავითისა და ტირიჭანის წამებაში“ იხსენიება როგორც მღვდელი.

3.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლი (VIII

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლი (VIII
IX სს.) – გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, შატბერდის მამასახლისი, აზნაურ ლიპარიტის ძე.

3.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლი // შავი გრიგოლი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლი // შავი გრიგოლი (X ს.)
ბერი, მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

3.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგოლი // ნეტარი ბერი გრიგოლი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გრიგოლი // ნეტარი ბერი გრიგოლი (X ს.)
ბერი, მოხსენიე­ ბულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ როგორც „ახალი აბრაჰამ სტუმართმოყვარჱ“.

3.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგორი დიდი პართეველი (პართელი) (239

▲ზევით დაბრუნება


გრიგორი დიდი პართეველი (პართელი) (239
326 წწ.) – წმ. გრიგოლ განმანათლებელი, სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი; მისი ცხოვრების ძირითადი წყაროა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია“, რომელმაც ჩვენამდე სხვადასხვა ენაზე და განსხვავებული ვერსიებით მოაღწია. წმ. გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფე, თრდატ III-ის მამა, ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღიზარდა. სომხეთში დაბრუნებულმა კი ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა, თრდატ III-ის ბრძანებით სასტიკად აწამეს და ხაროში ჩააგდეს. ღვთაებრივი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და, ასევე, სასწაულის ძალით სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სომხეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და წმ. გრიგოლი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. იქიდან დაბრუნებულმა დიდ სომხეთში დაამსხვრია წარმართული კერპები, ბრძანა ეკლესიების აშენება. სიცოცხლის ბოლო წლებში ეპისკოპოსად აკურთხა თავისი ძე არისტაკესი, თვითონ კი განმარტოვდა დარანალის გავარის მანის ქვაბებში და იქვე აღესრულა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ცხედარი გადაასვენეს სოფ. თორდანში. „გრიგორი სომხითის ეპისკოპოსისა“ – წმ. გრიგორ განმანათლებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები მოცემულია აგათანგელოსის „სომხეთის ისტორიაში“. სწორედ ამის საფუძველზეა შექმნილი „ცხოვრების“ ბერძნული და არაბული ვერსიები. სვიმეონ ლოგოთეტის მიერ დაწერილი მეტაფრასული რედაქცია ქართულად ორჯერ უთარგმნიათ: პირველი მთარგმნელის ვინაობა უცნობია, ხოლო მეორე თეოფილე ხუცესმონაზონი (XI – XII სს.) ყოფილა. გარდა ამისა, ანტონ I კათალიკოსმა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა თავისივე შედგენილი „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელმოწამისა გრიგორი დიდისა, სომხითისა ეპისკოპოსისა და წმიდათა ღირსთა მოწამეთა ქალწულთა რიფსიმასი და გაიანასი და სხუათა მათთანათა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია წმ. გრიგორისადმი მიძღვნილი საგალობლები.

3.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გრიგორი ხუცესმონაზონი (XVII

▲ზევით დაბრუნება


გრიგორი ხუცესმონაზონი (XVII
XVIII სს.) – იხ. გრიგოლ დოდორქელი.

3.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გჳრპელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გჳრპელი (X ს.)
იხ. არსენი.

3.64 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გუარამ მამფალი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გუარამ მამფალი (IX ს.)
პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I დიდი კურაპალატის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ­ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. სამცხეში აუგია: ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა. 881 წ. ბერად აღიკვეცა, მომდევნო 882 წ. კი გარდაიცვალა. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს „დიდ მამფალსა“ და „დიდ ხელმწიფეს“ უწოდებს. მისივე სიტყვით, გუარამ მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

3.65 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გუარამი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გუარამი (IX ს.)
გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გაბრიელ დაფანჩულის ვაჟი.

3.66 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გულაბის ციხე

▲ზევით დაბრუნება


გულაბის ციხე
ციხესიმაგრე ირანში; 1622 წ. შაჰის ბრძანებით მეფე ლუარსაბ II გულაბის ციხეში დაამწყვდიეს და საბლით დაახრჩვეს.

3.67 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გუნათლეს ვანი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გუნათლეს ვანი (VIII ს.)
პირველი დედათა მონასტერი საქართველოში, ნახსენებია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ღირსმა გრიგოლმა „გუნათლეს ვანი“ დააარსა კლარჯელი დიდებულის, გაბრიელ დაფანჩულის, რჩევითა და მატერიალური შემწეობით. პ. ინგოროყვას ცნობით, სავანე დღემდეა შემორჩენილი „გურნათელის“ სა­ ხელწოდებით.

3.68 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გუნდრუკი

▲ზევით დაბრუნება


გუნდრუკი
იხ. საკუმეველი.

3.69 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურანდუხტ (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გურანდუხტ (VIII ს.)
ასული წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

3.70 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურგენ I (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


გურგენ I (IX ს.)
ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარ­ მომადგენელი, ადარნასე I ძე, ერისთავთერისთავი, კურა­ პალატი; ფლობდა ამიერტაოს ნაწილსა და კალმახს. ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ხანძთაში, წმ. გრიგოლ ხანძთელის საფლავის მახლობლად.

3.71 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურგენ დიდი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გურგენ დიდი (X ს.)
გურგენ დიდი IV, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე II ძე, ერის­ თავთერისთავი. აღნიშნული ტიტული მიიღო აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ. წყაროები მას მოიხსენიებენ როგორც დიდ ერისთავთერისთავს. გურგენ IV­მ დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა.

3.72 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურგენ ერისთავი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


გურგენ ერისთავი (VIII ს.)
იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობის“ მიხედვით, ქართლის ერისთავის, სტეფანოზის, მამა.

3.73 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურგენ ერისთავთერისთავი (დაახლ. X ს.)

▲ზევით დაბრუნება


გურგენ ერისთავთერისთავი (დაახლ. X ს.)
სტეფანე მტბევარის „წმ.გობრონისმარტვილობის“მიხედვით,ყველისციხის პატრონი.

3.74 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გურია

▲ზევით დაბრუნება


გურია
მხარე დასავლეთ საქართველოში, იყო ჯერ სა­ ერისთავო, შემდეგ – სამთავრო.

3.75 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გუშნაკი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


გუშნაკი (VI ს.)
სპარსეთიდან მცხეთაში ჩამოსული და გაქრისტიანებული სპარსი, რომელიც მოხსენიებულია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“. ევსტათისა და კიდევ ექვს სხვა გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, დაატყვევეს და უსტამ მცხეთის ციხისთავთან წარადგინეს, რომელმაც თბილისს გაგზავნა ქართლის მარზპანის, არვან გუშნასპის, წინაშე. ქართლის დიდებულთა თხოვნით, მარზპანმა ქართ­ ლიდან წასვლის წინ, სხვებთან ერთად, გუშნაკიც გაა­ თავისუფლა ციხიდან.

4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დ

▲ზევით დაბრუნება


4.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დაბა

▲ზევით დაბრუნება


დაბა
წმ. გიორგის ეკლესია კლარჯეთში, მდ. ბერთის მარჯვენა ნაპირას.

4.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დაბადებაჲ

▲ზევით დაბრუნება


დაბადებაჲ
(ბერძნ. „დაბადება“, „დასაბამი“) – შესაქმე, ბიბლიის პირველი წიგნი. ტერმინი ამ წიგნის პირველი სიტყვის ებრაულიდან თარგმანია. ესაა ძველი აღთქმის მოსეს ხუთწიგნეულის, თორას, დასაწყისი, რომელიც მოგვითხრობს ქვეყნისა და ადამიანის გაჩენის ბიბლიურ ისტორიას. „დაბეჭდულნი წიგნნი“ – ეკლესიის მიერ კანონიკურად აღიარებული (დაკანონებული) საეკლესიო წიგნები.

4.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით (XVII ს.)
სამი კეთილცხენოსანი დავით, თამაზ და ბებურ, მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

4.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით აღმაშენებელი (1073

▲ზევით დაბრუნება


დავით აღმაშენებელი (1073
1125 წწ.) – დავით IV ბაგრატიონი, გიორგი მეორის ძე; სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლისა. მან გაატარა სამხედრო რეფორმები – საგანგებოდ გაწვრთნა ჯარი და დაამყარა მტკიცე დისციპლინა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (სავარაუდოდ ქართლში) დაასახლა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა ორმოციათასიანი მუდმივი ჯარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ე.წ. „მონა­სპა“; მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წ. დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მალე თბილისიც შემოუერთა საქართველოს სამეფოს და ამით, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ წამოწყებული ქვეყნის გა­ ერთიანების პროცესი. თბილისი კვლავ სატახტო ქალაქად იქცა, სადაც მალე საქალაქო თვითმმართველობაც გაუქმდა. 1124 წ. აღმაშენებლმა შირვანი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. შირვანისა და ანისის სელჩუკიანი თურქებისაგან გათავისუფლება დიდგორის ბრძოლის ერთ­ერთი შედეგი იყო. ამიერკავკასიიდან სელჩუკიან თურქთა განდევნამ გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე (დერბენდამდე) და ოსეთიდან არაგაწამდე (სომხეთი). განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა. იგი უძლეველ ქვეყნად მიიჩნიეს იმდროინდელმა მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურმა სახელმწიფოებმა. დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. დააარსა ქართული კულტურის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია. მის სახელს უკავშირდება რუის­ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომლითაც საფუძველი დაუდო ქრისტიანული სარწმუნოების გაძლიერება­განმტკიცებას. მისი განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც როგორც ავტორმა ჰიმნისა, კანონისა „გალობანი სინანულისანი”. „დავით აღმაშენებლის ცხოვრება“ – დავით IV აღმაშენებელი სიცოცხლეშივე იქცა ხოტბის ობიექტად. მისი ღვაწლი აღწერილია უცნობი ისტორიკოსის თხზულებაში „ცხორებაჲ მეფეთ­მეფისა დავითისი“; მისადმი მიძღვნილი შესხმის ავტორია არსენ იყალთოელი „მეფესა დავითს მონაზონი არსენი“ (ჩართულია რუის­ურბნისის ძეგლისწერაში). დავით აღმაშენებლის სვინაქსარული ცხოვრება ერთადერთი XVIII ს. ბოლოს დაწერილი ხელნაწერითაა შემორჩენილი „კეთილმსახურისა მეფისა დავით მესამისა ყოვლისა საქართველოჲსა და [აფხაზეთისა], ზედ-წოდებულისა აღმაშენებელისა“. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს თხზულება შედგენილია გელათის მონასტერში ადგილობრივი სასულიერო პირის მიერ.

4.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავითგარეჯა // გარესჯა (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავითგარეჯა // გარესჯა (VI ს.)
უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დაარსდა ერთ­ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის მიერ (აქედანაა სახელწოდება „დავითგარეჯა“), რომელიც, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად, მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა მღვიმეში. „გარეჯა“ კომპოზიტია და ორი სიტყვისაგან შედგება: „გარე“ და „სჯა“. „გარე“ ნიშნავს „გარეთა“, „გარეშეს“, „სჯა“ კი – „განსჯას“, „მსჯელობასა“ და „დასჯას“. მაშასადამე, კომპოზიტი „გარეჯა“ ორ რამეს უნდა ნიშნავდეს: ა) ამქვეყნიური ცხოვრებიდან მოშორებით, გარეთ განსჯას, მსჯელობას, რელიგიურ მოღვაწეობას; ბ) ამქვეყნიური ცხორებიდან მოშორებით გარეთ დასჯას, რაც ასკეზას გულისხმობს (რ. თვარაძე). ცნობები მონასტრის აღმოცენებისა და განვითარების პირველი პერიოდის შესახებ წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ ძველ რედაქციას შე­ მოუნახავს. დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრებაში მნიშვ­ ნელოვანი როლი ენიჭება წმ. ილარიონ ქართველის (827 – 875 წწ.) მოღვაწეობის პერიოდს. შუა საუკუნეებში დავითგარეჯას „ათორმეტთა უდაბნოთა“ სახელით მოიხსენიებდნენ. სამონასტრო კომპლექსში 12 მონასტერს ითვლიან ქრისტეს თორმეტიმოწაფისანალოგიით.ვახუშტიბაგრატიონისცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით­გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“. პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ­სენაკები, მაღაზანა, ანუ მღვიმე, ქო­ ლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი. ვახ­ ტანგ VI­ს თავის ერთ­ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული და დოდო. დავითგარეჯის მონასტერში სხვა­ დასხვა დროს საქმიანობდნენ ცნობილი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწენი: დემეტრე I (დავით აღმაშენებლის ძე), ონოფრე გარეჯელი, ონოფრე მაჭუტაძე, სულხან­ საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ­ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გაბრიელ საგინაშვილი, გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვ.

4.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით გარესჯელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით გარესჯელი (VI ს.)
წმ. დავით გარეჯელი, ერთ­ ერთი ასურელ მამათაგანი; გადმოცემის თანახმად, გარეჯის მრავალმთის სანახებში, თავის მოწაფეებთან – ლუკიანესა და დოდოსთან ერთად, დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე, დავითის ლავრის მთავარ ტაძარში. ზეპირი გადმოცემით წმ. დავით გარეჯელის სახელი უკავშირდება თბილისის მამადავითისა და ქაშვეთის ეკლესიათა ადგილებს, სადაც მას უცხოვრია გარეჯაში წასვლამდე. მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა­განმტკიცებასა და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. მისი ინიციატივით მისივე მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ გარეჯის სანახებში დააარსეს ახალი მონასტრები. „დავით გარეჯელის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ“ – თხზულებაში მოთხრობილია ერთ­ერთი ასურელი მამის, წმ. დავით გა­ რეჯელის, ცხოვრება და მის მიერ გარეჯის მონასტრის დაარსების ისტორია. წმ. დავითის ბიოგრაფიისათვის ძი­ რითად წყაროებს წარმოადგენს მისი ცხოვრების ოთხი განსხვავებული რედაქცია: ორი ძველი რედაქცია – კიმენური და მეტაფრასული (დაწერილია ონოფრეს შეკვეთით, რომელიც, სავარაუდოდ, გარეჯის წინამძღვარი იყო). ამ რედაციათა ავტორის, შექმნის თარიღისა და ურთიერთმიმართების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კიმენურ რედაქციას სხვადასხვა მკვლევარები ათარიღებენ VII ს­ის დასასრულით (ს. კაკაბაძე), X ს­ის I ნახევრით (კ. კეკელიძე), X ს­ის II ნახევრით (ე. გაბიძაშვილი; მკვლევარი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათალიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების – წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს). მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII ს­ში შექმნილად მიიჩნევს. ივ. ჯავახიშვილი ამ რედაქციის შექმნის თარიღად XVIII საუკუნეს ვარაუდობს, ხოლო ს. კაკაბაძე – X ს­ის დასაწყისს. გადა ამისა, არსებობს 1737 – 1740 წწ. მეტაფრასული რედაქციის საფუძველზე რომანოზ მიტროპოლიტის მიერ შექმნილი ახალი მეტაფრასული ცხოვრება და გვიანდელი სვინაქსარული ცხოვრება (მოღწეულია ერთადერთი XVIII ს­ის ხელნაწერით, შედგენილი უნდა იყოს ადრეული მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე). ცნობები წმ. დავით გარეჯელის შესახებ დაცულია, აგრეთვე, წმ. იოანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის „ცხოვრებანშიც“.

4.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით ერისთავი (XVII

▲ზევით დაბრუნება


დავით ერისთავი (XVII
XVIII სს.) – დათუნა ქსნის ერის­ თავი, წმ. შალვა ერისთავის ძე; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“ და ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

4.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით და კონსტანტინე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით და კონსტანტინე (VIII ს.)
მთავრები არგვეთისა (ზემო იმერეთი, კერძოდ, დღევანდელი ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის ნაწილები) მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის, მურვან ყრუს, წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. წმ. დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს მდ. წყალწითელას ნაპირზე მდებარე მურვან ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში. ბაგრატ მეფის (1072 – 1117 წწ.) ბრძანებით აქ აშენდა მონასტერი, რომელშიც დაასვენეს წმ. დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნაწილები. მონასტერსა და მის ახლო მდებარე სოფელს, დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლის პატივსაცემად, მოწამეთა ეწოდა. „დავით და კონსტანტინეს წამება“ // „წმიდათა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი, რომელნი იწამნეს ქუეყანასა ჩრდილოჲსსა, სანახებსა არგუეთისსა“ // „წმიდათა და უძლეველთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი“ – თხზულება გადმოგვცემს 737 – 741 წწ. არაბთა წინააღმდეგ არგვეთის მთავართა, ძმების, დავითისა და კონსტანტინეს, გმირულ ბრძოლებს, მათს დატყვევებასა და სიკვდილით დასჯას მურვან ყრუს მიერ. წმ. დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობა ძველთაგანვე ყოფილა აღწერილი. როგორც ჩანს, ამ „ძველი“ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე არაუადრეს XII ს. I ნახევრისა (კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი) შეიქმნა არგვეთის მთვართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია. ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII ს. თარიღდება. გარდა ამისა, ჩვენამდე მოღწეულია ანტონ კათალიკოსის „შესხმა და მკოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდთა დიდთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი, რომელნი იყუნეს არგუეთისა მთავარნი, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. ამას­ თანავე, არსებობს ხუთი სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII – XVIII სს.). ამათგან უძველესად ითვლება XIII – XIV სს. სვინაქსარული „წამება“, რომელიც აწყურის მახლობლად მდებარე თისლის მონასტერის სვინაქსარს შემოუნახავს და დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.

4.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით კურაპალატი // დავით III დიდი კურაპალატი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით კურაპალატი // დავით III დიდი კურაპალატი (X ს.)
ადარნასე III­ის ძე, ბაგრატიონი, იმიერტაოს მმართველი, კურაპალატის ტიტულის მფლობელი 978 წლიდან; მისი მეთაურობით განხორციელდა ბაგრატ III­ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა; 979 წ. დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II­ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას სამმართველოდ გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი“, ოღონდ – არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ მისი სიცოცხლის განმავლობაში („თავისა სიცოცხლესა ჰქონდიან“). დავით III­ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან; აღდგა არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება; აიგო ოშკის, ხახულის, პარხლის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია – ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა, მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს საგანგებოდ უკვეთდა ქართულ წიგნებს. შემორჩენილია მისი დაკვეთილი ბრილის საწინამძღვრო ჯვარი.

4.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით მამფალი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით მამფალი (X ს.)
მამა სუმბატ ერისთავისა, მოხსე­ ნიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

4.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით მიძნაძორელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით მიძნაძორელი (IX ს.)
საეკლესიო მოღვაწე, მიძნა­ ძორის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და პირველი წი­ ნამძღვარი. მისი მოწაფეები იყვნენ ილარიონი (რომელიც შემდეგში „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“) და ბარეთელთის მო­ ნასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და წინამძღვარი ზაქარია. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ დავით მიძნაძორელი მოხსენიებულია, როგორც „დიდი მამაჲ და მაშენებელი მონასტერთაჲ“.

4.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით VII ულუ (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავით VII ულუ (XIII ს.)
საქართველოს მეფე 1247 – 1270 წწ., თამარ მეფის ძის, ლაშა­გიორგის, უკანონო შვილი; საქართველოს მართავდა თავის მამიდაშვილთან, დავით VI ნარინთან, ერთად. მონღოლებმა შეარქვეს „ულუ“, რომელიც „უფროსს“ ნიშნავს.

4.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავით წინაწარმეტყუელი (დაახლ. ძვ. წ. 1035

▲ზევით დაბრუნება


დავით წინაწარმეტყუელი (დაახლ. ძვ. წ. 1035
ძვ. წ. 965) – დავით მეფსალმუნე // ფსალმუნთმგალობელი, იუდეველთა და ისრაელთა გაერთიანებული სამეფოს დამაარსებელი და მისი პირველი მეფე; დავითი მწყემსი იყო. დაამარცხა ფილისტიმელთა გოლიათი და მეფე საულმა ჭაბუკობაშივე მხედართმთავრად დანიშნა, თანაც თავისი ქალიც მიათხოვა. დავითის პოპულარობას მეფე შეუშინებია და მისი მოკვლა განუზრახავს. საულის დაღუპვის შემდეგ მეფედ აირჩიეს. მან გააერთიანა იუდეა და ისრაელი. სამეფო ქალაქად იერუსალიმი აირჩია და რელიგიურ ცენტრად გამოაცხადა. აქ გადმოასვენეს „კიდობანი სჯულისა“. დავითის მიერ დაარსებულმა დინასტიამ ძვ. წ. 585 წლამდე იმეფა. მან თავის ძეს, სოლომონს, დაუტოვა სახელმწიფო, რომელიც დამასკოდან ეგვიპტემდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდ. იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მიწებამდე იყო გადაჭიმული. წმ. დავითს მიეწერება ფსალმუნის შექმნა, რომელსაც ქართული ტრადიციით „დავითი“ // „დავითნი“ ეწოდება. აღსანიშნავია, რომ ქართული სამეფო ბაგრატიონთა გვარი თავის წინაპრად დავითს მიიჩნევდა და დავითიან­ბაგრატოვანებად იწოდებოდა. „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო“ – ქართულ ლიტერატურულ და საისტორიო წყაროებში აისახა ბაგრატიონითა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა. სამეფო დინასტიას ქართული ტრადიცია უკავშირებდა ბიბლიურ მეფეებს, კერძოდ, დავითს – ცხებულ მეფესა და წინასწარმეტყველს. ბიბლიური დავითის შთამომავლად ქართველ ბაგრატიონთა პირველი აღიარებაა წმ. გრიგოლ ხანძთელის ეს მიმართვა აშოტ კურაპალატისადმი, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიისთვის საფუძვლის დამდები იყო. ქართველ მეფეთა წინაპრებად, აგრეთვე, მოიხსენიებიან იესე (დავითის მამა) და სოლომონი (დავითის ძე). „ძე დავითისი“, „შტო სოლომონისი“, „ძირი იესესი“ – ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში. ბიბლიური დავითის შტოდან იშვა მესია.

4.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავითი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავითი (VII ს.)
ეკლესიის წმინდანი, ღმრთისმსახური ცოლ­ქმრის, ვარდანისა და თაგინეს, შვილი; ქართველ მეფეთა ნათესავი; აღესრულა ბიძის, თევდოსის, ხელით. კათოლიკოსისაგან შენდობამიღებულმა თევდოსიმ ირწმუნა ქრისტე და წმ. დავითის სახელზე ეკლესია ააშენა.

4.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დავითი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დავითი (XVII ს.)
ძე მეფე ალექსანდრესი; მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“. „დავითისა და ტირიჭანის მარტვილობა“ // „წმიდათა ყრმათა ორთა ძმათა დავითისი და ტირიჭანისი საკითხავი“ – ძველი ქართული აგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც აღწერილია ტაოში VII ს. I ნახევარში (სხვა ვერსიით, IV ს.) მომხდარი ტრაგედია: წარმართი ბიძის მიერ მცირეწლოვანი ქრისტიანი დისწულების, ძმების – დავითისა და ტირიჭანის – წამების ამბავი. თხზულება მიჩნეულია IX ს. ქალკედონელი სომეხი ანონიმი ავტორის მიერ ქართულად დაწერილ ძეგლად. „წმ. დავითისა და ტირიჭანის წამება“ შემონახულია X ს. ქართულ ხელნაწერში. „დავითნი“ // „დავითი“– ფსალმუნთა წიგნის ქართული სახელწოდება მისი ავტორის, წმ. დავით მეფისა და წი­ ნასწარმეტყველის, სახელის მიხედვით.

4.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დამასკელი იოვანე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დამასკელი იოვანე (VIII ს.)
აგათანგელე დამასკელი // მანსურ იბნ სარჯუნი // ოქრო­ნექტარი, ეკლესიის მამა და მასწავლე­ ბელი, ქრისტიანული სწავლების დიდი სისტემატიზატორი. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომისა „ცოდნის წყარო“, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: ფილოსოფიური („დიალექტიკა“), მამხილებელი („მწვალებლობათა შესახებ“), და დოგმატური („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“. გარდა ამისა, იოანე დამასკელს ეკუთვნის ქადაგებები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე. მის მიერაა დაწერილი პალესტინური ტიპის განსაკუთრებული კანონები, რომლებიც IX საუკუნიდან შემოვიდა აღმოსავლეთის ეკლესიაში. მას ეკუთვნის აღდგომის, შობისა და სხვ. ქრისტიანულ დღესასწაულთა კანონები, ითვლება რვახმათას შემქმნელად. მღვდლად აკურთხა იერუსალიმის პატრიარქმა და თავის კათედრაზე მქადაგებლად დაადგინა, მაგრამ მალე ლავრაში დაბრუნდა, წერა განაგრძო და სიცოცხლის ბოლომ­ დე არ დაუტოვებია მონასტერი. 754 წ. კონსტანტინეპოლში კრებაზე ამხილა ხატმებრძოლები. იგი დააპატიმრეს. მრავალი დაითმინა ტანჯვა­წამება. გარდაიცვალა 104 წლისა 780 წ.

4.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დანიელ

▲ზევით დაბრუნება


დანიელ
ბიბლიური წინასწარმეტყველი; ნაბუქოდონოსორ II მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დანიელი ბაბილონში გადასახლებულ ტყვეთა შორის ყოფილა. ბაბილონეთის მეფის ბრძანებით იქ სხვა წარჩინებულ და ნიჭიერ ჭაბუკებთან ერთად იზრდებოდა მეფის კარზე. თავი გამოუჩენია როგორც ბრძენ წინასწარმეტყველსა და სიზმრების ამხსნელს, რის გამოც სამეფო კარზე დაუწინაურებიათ. მოგვიანებით, მოშურნეების დაბეზღებით, სპარსეთის მეფეს იგი ლომებით სავსე ხაროში ჩაუგდია („დანიილ – მღვიმესა შინა მხეცთაგან დახსნილი“), მაგრამ რაღაც სასწაულით გადარჩენილა. ბიბლიაში დანიელის სახელითაა ცნობილი სამნაწილიანი წიგნი „წინასწარმეტყველება დანიელისა“.

4.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დარიალი // დარიალანის კარი

▲ზევით დაბრუნება


დარიალი // დარიალანის კარი
დარიალის ხეობა, მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება წარმოდგება სპარსული „დარი ალანისაგან“ (ალანთა კარი). ძველ ქართულ წყაროებში იხსენიება დარიალნი, დარიელა, არაგვის კარი, იბერიის კარი, კავკასიის კარი, სარმატიის კარი, ოვსთა კარი და სხვ.

4.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დარუბანდი

▲ზევით დაბრუნება


დარუბანდი
(სპარს. „კარი“, „ზღუდე“) – დერბენდი, ჩორი, ქალაქი დაღესტანში.

4.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დატიანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


დატიანოს (II ს.)
ალვანთა მეფე, მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის თხზულებაში „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა სუქიოსისა და ვნებულთა სუკავეტელთა“. „დაუბეჭდველნი წიგნნი“ – ეკლესიის მიერ არაკანონიკურად აღიარებული, აკრძალულ წიგნებად მიჩნეული თხზულებები; აპოკრიფული, მწვალებელთა მიერ შეთხზული წიგნები.

4.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დაყუდება

▲ზევით დაბრუნება


დაყუდება
1. ერთ ადგილას გაუნძრევლად გაჩერება; 2. ბერად შედგომა, განდეგილად ყოფნა; მონაზვნობის ერთ­ერთი სახე, ბერის ერთ ადგილას მოღვაწეობა განმარტოებით, სხვაგან წაუსვლელად; განდეგილობა, ჰესიქაზმი.

4.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დებორა

▲ზევით დაბრუნება


დებორა
ბიბლიური პერსონაჟი, „დაჲ მოსესი“, წინასწარმეტყველი, ისრაელის მსაჯული, ებრაელთა მეთაური და სულისჩამდგმელი ქანაანელთა ქალაქის, ხაცორის, მეფე იაბინის წინააღმდეგ ომში. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის, ქანაანელების, წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ, რისთვისაც დებორას ხოტბა შეუსხამს ერთ­ ერთ ჰიმნში, რომელსაც „დებორას სიმღერა“ ეწოდება. „დედათა ცხოვრებანი“ // „მატერიკი“ – აგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, წმ. დედათა ცხოვრების წიგნი. ძველ აგიოგრაფიულ კრებულებში შეჰქონდათ ორივე სქესის წმინდანთა ცხოვრებისა და წამების ამსახველი ნაწარმოებები. ზოგჯერ დედათა ცხოვრების წიგნებს ცალკე ადგენდნენ, მამათა ცხოვრებისას – ცალკე. პარხლის მრავალთავისა (XI ს.) და ბოდლის წიგნსაცავის XI ს. ქართული მრავალთავის II ნაწილი „მატერიკია“, მამათა ცხოვრებანი გაერთიანებულია I ნაწილში. დეკანოზი // დეკანოსი (ბერძნ. „პროტოპრესვიტერი“) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიაში მეორე ხარისხის მღვდლის საპატიო წოდება. დეკანოზი შეიძლება იყოს საეკლესიო ოლქის ზედამხედველი და რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი. ჩვენში დეკანოზის წოდება XIX საუკუნიდან მოყოლებული ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, როგორც საპატიო ტიტული ეკლესიის ერთგული მსახურებისთვის. ქართულ მონასტრებში დეკანოზი იყო მღვდლებისა და მგალობლების უფროსი; მონასტრის წინამძღვრის შემდეგ მეორე პირი, მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამრევლო – „სადეკანოზო“ ებარა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სახელწოდება „დეკანოზი“ გავრცელდა ხატის მსახურზე, რომელიც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენება, დალოცვა, მსხვერპლშეწირვის წესი) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.

4.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დემეტრე (825

▲ზევით დაბრუნება


დემეტრე (825
861 წწ.) – დიმიტრი II, აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე, ლეონ II­ის ძე; ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40­იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასავლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წ. წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალ ბუღა თურქს. იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. დემეტრე II­ის საშინაო პოლიტიკის ერთ­ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დასავლეთ საქართველოში წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ უბისის ქართული მონასტრის დაარსება: „მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ“ – გადმოგვცემს გიორგი მერჩულე.

4.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დემურ თურქი // დემურლანგი (1336

▲ზევით დაბრუნება


დემურ თურქი // დემურლანგი (1336
1405 წწ.) – იხ. თემურ­ ლენგი.

4.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დეოკლიტიანე (244

▲ზევით დაბრუნება


დეოკლიტიანე (244
311 წწ.) –დიოკლეტიანე // დიოკლიტიანოს, რომის იმპერატორი; დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა წარმატებებს მიაღწია სამხედრო საქმეში და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს, გარდაცვალების შემდეგ იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას, მის გარდა, კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა კრიზისს. 286 წ. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ქრისტიანობის სასტიკი მტერი. 303 წ. 24 თებერვალს გამოქვეყნებული ედიქტის მიხედვით, ყველა ქრისტიანული ტაძარი და საღვთისმსახურო წიგნი უნდა განადგურებულიყო; ქრისტიანებისათვის წოდებები უნდა ჩამოერთვათ და პატივი აეყარათ. 303 წ. გაზაფხულზე სომხეთსა და სირიაში აჯანყებებმა იფეთქა. დიოკლიტიანემ ამაში ქრისტიანები დაადანაშაულა და ახალი ედიქტი გამოსცა. 303 წ., საიმპერატორო ტახტზე ასვლის მე­20 წლისთავთან დაკავშირებით, ამნისტია გამოაცხადა; ქრისტიანთა უმრავლესობა ციხეებიდან გაათავისუფლეს და დევნის ინტენსივობაც შემცირდა. 304 წ. გაზაფხულზე, მეოთხე ედიქტიც გამოიცა: ყოველი ქრისტიანი ვალდებული იყო, რომ მსხვერპლშეწირვა აღესრულებინა. ამ ედიქტის მიღების შემდეგ მთელ იმპერიაში უამრავი ქრისტიანი აწამეს. 305 წ. 1 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა და, ფაქტობრივად, შეწყდა ქრისტიანთა დევნა. დიოკლიტიანეს დევნისას ეწამნენ მოწამეები: რომის პაპი მარკელინი, დიდმოწამე ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელი, დიდმოწამე გიორგი, მოწამე ანდრია სტრატილატი, იოანე მხედარი, წმინდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, კვირიკე და ივლიტა, კვიროსი და იოანე და მათთან ერთად სხვანი, ევპოლოს არქიდიაკონი, დიდმოწამე პანტელეიმონ ნიკომიდიელი, თეოდოტე, მოკიოს ბიზანტიელი, სებასტიანე რომაელი და სხვ.

4.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დვინადაშტი

▲ზევით დაბრუნება


დვინადაშტი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში, ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

4.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დვინი // დჳნი

▲ზევით დაბრუნება


დვინი // დჳნი
ქალაქი სომხეთში; მსხვილი სავაჭრო ცენტრი, შუასაუკუნოვანი სომხეთის დედაქალაქი აშენებული სომხეთის მეფე ხოსროვ III კოტაკის მიერ 335 წ.

4.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიაკონი // დიაკვანი (ბერძნ. მსახური)

▲ზევით დაბრუნება


დიაკონი // დიაკვანი (ბერძნ. მსახური)
ქრისტიანული საეკლესიო იერარქიის პირველ, ყველაზე დაბალ სამღვდელო ხარისხში ხელდასხმული პირი; მღვდლის (მღვდელმთავრის) თანაშემწე. მისი მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლი­ ტურგიისა და სხვა საიდუმლოთა (ნათლისღება, ქორწინება, მიცვალებულთა წესის აგება) აღსრულებაში. მას აქვს სა­ კურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევლის კმევის უფლება. დიაკონთა შორის უპირატესს მთავარდიაკონი ეწოდება; სამრევლო ეკლესიაში მთავარდიაკვნის შესატყვისია პროტოდიაკონი, ხოლო მონასტერში – არქიდიაკონი და იეროდიაკონი.

4.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დივრი

▲ზევით დაბრუნება


დივრი
სოფელი, ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია. დივრის მთავარი ნახსენებია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

4.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიმიტრი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


დიმიტრი (XVII ს.)
ძე ალექსანდრე კახთა მეფისა; მოხსე­ ნიებულია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

4.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიმიტრი (III

▲ზევით დაბრუნება


დიმიტრი (III
IV სს.) – წმ. დიდმოწამე და საკვირველმოქმედი დიმიტრი თესალონიკელი, სოლუნელი. აწამეს რომის იმ­ პერატორ მაქსიმილიანეს დროს.

4.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიოგენ (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


დიოგენ (X ს.)
კონსტანტინე დიოგენე, ბიზანტიელი მხედართმთავარი, თესალონიკის დუკა; მოღვაწეობდა ბალკანეთში. 1029 წ. ბრალი დასდეს იმპერატორ რომანოზ III­ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში; დაა­ პატიმრეს, აწამეს და აიძულეს, ბერად აღკვეცილიყო. მასთან ერთად ბრალდებულთა შორის იყო ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გიორგი მაშენებელი.

4.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიონისე არეოპაგელი // დიონჳსი (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


დიონისე არეოპაგელი // დიონჳსი (I ს.)
ათენის არეოპაგის წევრი, ქრისტიანობის მიღების შემდეგ ათენის ეპისკოპოსი, აქ ადრევე იცნობდნენ მის სახელთან დაკავშირებულ თხზუ­ ლებებს, რომლებიც ქართულად თარგმნა და კომენტარები და­ ურთო ეფრემ მცირემ.

4.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიოსპოლი

▲ზევით დაბრუნება


დიოსპოლი
ქალაქი მახლობლად იერსუალიმისა, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

4.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიოფიზიტობა

▲ზევით დაბრუნება


დიოფიზიტობა
(ბერძნ. „ორი ბუნება“) – ქალკედონელობა, ქრისტოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეში თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება, – ღვთაებრივი და ადამიანური, – რომლებიც შეერთებულია „შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად“. დიოფიზიტობა, როგორც დოქტრინა, გაფორმდა 451 წ. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (აქედან დიოფიზიტობის მეორე სახელწოდებაა ქალკედონელობა), რომელზეც ნიკეის პირველი საეკლესიო კრებისა (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381 წ.) სიმბოლომ ახალი ქრისტოლოგიური განსაზღვრება მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.

4.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიმიტრიოსი (VIII

▲ზევით დაბრუნება


დიმიტრიოსი (VIII
IX სს.) – წმ. გრიგოლ ხანძთელის ერთ­ ერთი მოწაფე, დედა ფებრონიას გაზრდილი. იერუსალიმის სიწმიდეების მოსალოცად გაემგზავრა და გარდაიცვალა ჰემ­ საში.

4.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დიღუმი

▲ზევით დაბრუნება


დიღუმი
დიღომი, ერთ­ერთი უძველესი დასახლებულ ადგილთაგანი თბილისის შემოგარენში; ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა, სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“.

4.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დოგმატი

▲ზევით დაბრუნება


დოგმატი
(ბერძნ. „ფიქრი“, „ვარაუდი“) – სარწმუნოებრივი კანონი, ეკლესიის უცილობელი დებულება. ქრისტიანული დოგმატის განსაკუთრებული თვისება მისი ღვთაებრივი წარმომავლობაა, ამიტომ იგი დროზე არ არის დამოკიდებული და უცვლელ მარადიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. დოგ­ მატების აღიარება ეკლესიის ყველა წევრისთვის აუცილებელია.

4.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დოდო (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


დოდო (VI ს.)
წმ. დოდო გარეჯელი, კახეთის მკვიდრი. გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დოდოს რქა). 1881 წ., მიხეილ საბინინის თაოსნობით, ღირსი დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები, დოდოს რქის მონასტრის სავალალო მდგომარეობის გამო, გადაასვენეს წმ. დავითის ლავრაში. „დოდო გარეჯელის ცხოვრება“ – წმ. დოდო გარეჯელის ცხოვრების შესახებ ცნობები ჩართულია „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრებაში“. გარდა ამისა, არსებობს სვინაქსარული ცხოვრება „ღირსისა მამისა ჩუენისა დოდო გარესჯელისა“, რომელიც 1710 – 1726 წწ. უნდა დაეწერა რომანოზ მიტროპოლიტს.

4.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დოესი

▲ზევით დაბრუნება


დოესი
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.

4.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დოლისყანა (IX

▲ზევით დაბრუნება


დოლისყანა (IX
X სს.) – ისტორიული ძეგლი სამხრეთ სა­ ქართველოში, კლარჯეთში, მდინარე ბერთის მარჯვენა ნაპირას. რამდენჯერმე იხსენიება გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. დოლისყანის მონასტერი გაშენებულა კლარჯეთის სხვა მონასტრებზე გვიან. პუნქტი დოლისყანის სახელწოდებით მანამდეც არსებობდა. ამჟამად ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლის (Hamamli) სამხრეთ ნაწილში.

4.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დომენტიანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


დომენტიანოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

4.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დოროთე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


დოროთე (VI ს.)
ღირსი აბბა დოროთე, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

4.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დჳნი

▲ზევით დაბრუნება


დჳნი
იხ. დვინი.

4.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - დუალეთი

▲ზევით დაბრუნება


დუალეთი
დვალეთი, საქართველოს ისტორიულ­ ეთნოგრაფიული მხარე; ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის; ქართული საისტორიო ტრადიციით ქართლის (იბერიის) სამეფოს შექმნისთანავე მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. VI ს. შუა წლებიდან აქ ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. „გზაჲ დვალეთისაჲ“ ოსეთიდან ხაზარეთამდე მიმავალი გზა უნდა იყოს. დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე.

5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ე

▲ზევით დაბრუნება


5.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეგვიპტე // ეგიპტე // ეგჳპტე

▲ზევით დაბრუნება


ეგვიპტე // ეგიპტე // ეგჳპტე
სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში; უჭირავს აფრიკის კონტინენტის ჩრდილო­ აღმოსავლეთი ნაწილი და სინის ნახევარკუნძული (სამხრეთ­ დასავლეთ აზია). სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „აიგიპტოს“, რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს. ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი. ეგვიპტის მთელ სიგრძეზე მიედინება მდ. ნილოსი, რომელსაც ეგვიპტელები უწოდებენ „ხაპი­მურს“. ებრაელები კი – „შახორს“. ეგვიპტეში კავშირი ღმერთთან აბრაამით დაიწყო. იოსების გაყიდვიდან ეგვიპტეში ებრაელმა ერმა 400 წელი გაატარა.

5.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეგზეგეტიკა

▲ზევით დაბრუნება


ეგზეგეტიკა
(ბერძნ. „განმარტება“) – 1. მოძღვრება ეგზეგეზის შესახებ; 2. ქრისტიანული მწერლობის დარგი, ბიბლიურ ტექსტთა ახსნა, თარგმანება; ალექსანდრიულმა სკოლამ დანერგა თარგმნის ალეგორიული მეთოდი, ანტიოქიური სკოლა კი ბიბლიის ტექსტთა სიტყვასიტყვით განმარტებას ისახავდა მიზნად. ზოგ ეგზეგეტიკოსთა შრომებში ამ ორი მეთოდის შერწყმა ხდებოდა. ბერძნულ­ბიზანტიურმა ეგზეგეტიკამ განვითარების სამი პერიოდი განვლო: დასაწყისი (I – III სს.), კლასიკური (IV – V სს.) და დაქვეითების ხანა (VI – XV სს.). ეგზეგეტიკა ქართული საეკლესიო მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. ქართული ეგზეგეტიკის უძველეს ნიმუშად მიჩნეულია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ ჩართული სამოელ არქიდიაკვნის თარგმანება საღვთო წერილისა.

5.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეგნატე ღმერთშემოსილი (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეგნატე ღმერთშემოსილი (I ს.)
ეგნატე ანტიოქიელი, მღვდელმოწამე; დაიბადა სირიაში, იყო წმ. იოანე ღვთისმეტყველის მოსწავლე და, მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რომელიც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა.

5.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეგრისი

▲ზევით დაბრუნება


ეგრისი
ეგრი // ეგუერი, დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სა­ ხელიდან. აქვს ორი მნიშვნელობა: ა) იგივეა, რაც კოლხეთი და ლაზიკა; ბ) ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ- ერთი პროვინცია. მოიცავდა მდინარე რიონსა და ეგრისწყალს (მოგვიანებით კოდორს) შორის მოქცეულ ტერიტორიას.

5.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეგრისის საერისთავო

▲ზევით დაბრუნება


ეგრისის საერისთავო
ქართლის სამეფოს ტერიტორიულ­ ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში ფარნავაზ მეფის მიერ, რომელმაც ეგრისის პირველ ერისთავად ქუჯი დანიშნა. ვახტანგ გორგასლის დროს ერთ საერისთავოდ იყო გაერთიანებული შიდა ეგრისი და სვანეთი. უცხოური წყაროების ცნობით, ის ტერიტორია, რომელზეც ეგრისის საერისთავო მოიაზრება, თავდაპირველად პონტოს სახელმწიფოს, შემდეგ რომის იმპერიისა და, ბოლოს, ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ეგუტერი // ეკუტერი (ბერძნ. „სამლოცველო“) – 1. ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; ხატებით შემკული სამლოცველო; 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე.

5.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ედემი

▲ზევით დაბრუნება


ედემი
ბიბლიის მიხედვით, ადამიანის პირველსამყოფელი, სადაც გაძევებამდე ცხოვრობდნენ ადამი და ევა. „ედემის“ ქართული სინონიმია „სამოთხე“.

5.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ედესის სამეფო // ედესია

▲ზევით დაბრუნება


ედესის სამეფო // ედესია
ოსროენი, დაარსდა ძვ. წელთაღღიცხვით 137 წ. (ან 132 წ.). დამაარსებლის (ურგოი ბარ ხევე) შთამომავლობა ატარებდა აბგარის („უძლიერესის“) საპატიო ტიტულს. გადმოცემით, ერთ­ერთი მათგანი – აბგარ უხომო (შავი), ქართული წყაროებით – ავგაროზ შავი, მიმოწერას აწარმოებდა იესო ქრისტესთან. ავგაროზის თხოვნით, იესო ქრისტემ გამოუგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ედესის მფარველი გახდა. მარტყოფის მაცხოვრის ხატი, რომელიც საქართველოში წმ. ანტონ მარტყოფელმა ჩამოიტან, სწორედ ედესის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელ ასლადაა აღიარებული.

5.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევა

▲ზევით დაბრუნება


ევა
ბიბლიური პერსონაჟი; ადამიანთა მოდგმის წინაპრის, ადამის, ცოლი, პირველი ქალი და „ყველა სულიერის დედა“. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა ევა შექმნა ადამის ნეკნიდან და ადამთან ერთად ედემში დაასახლა. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

5.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევაგრე // ევაგრი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ევაგრე // ევაგრი (VI ს.)
საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა წმ. შიო მღვიმელის ზეგავლენითა და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები. ის, წმ. შიოსთან ერთად, გამოსახულია ამავე მონასტრის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ქვის კანკელის რელიეფზე (XI ს.). მოხსენიებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში. შემონახულია წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია: პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს (IX ან X ს.), მეორე წარმოადგენს აქედან გადაკაზმულს – მეტაფრასს, შედგენილია XII ს. ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია, აგრეთვე, ბასილი კათოლიკოსის მიერ წმ. შიოს „სასწაულთა“ შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III­ის 1170 წ. სიგელში.

5.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევანგელჱ

▲ზევით დაბრუნება


ევანგელჱ
„სახარების“ შესატყვისი ბერძნული ტერმინი, რომელიც „სახარების“ პარალელურად გვხვდება ძველ ქარ­ თულ ლიტერატურულ წყაროებში, სახელდობრ, „წმ. შუ­ შანიკის წამებაში“: „და თანა­წარიტანა ევანგელჱ თჳსი“; „წმ. კოსტანტი კახის წამებაში“: „აღიწერნეს ოთხნი ესე ევანგელენი, რომელთაგან ეხარების... მოსლვაჲ იგი უფლისაჲ“ და სხვ.

5.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევლავიოს // ავლავიოს კათალიკოსი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ევლავიოს // ავლავიოს კათალიკოსი (VI ს.)
ქართლის კათოლიკოსი; მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა ცხოვ­ რებაში, კერძოდ: საქართველოს მეფესა და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმ. მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ წმ. იოანე ზედაზნელსა და მის მოწაფეებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. სწორედ ევლავიოს კათოლიკოსის კურ­ თხევით წმ. იოანე ზედაზნელი, მოწაფეებთან ერთად, ზე­ დაზნის მთაზე დასახლდა.

5.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევლოგია

▲ზევით დაბრუნება


ევლოგია
ნაკურთხი სეფისკვერი (წყალი და მისთ.), რომლის ნაწილს აძლევენ მორწმუნეს ეკლესიაში. ხშირად იხმარება იგი ქართულ ორიგინალურ მწერლობაში, მაგალითად, „წმ. აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში“ აღნიშნულია: „ოდეს მიჰყვანდა წმიდა აბიბოს, დაემთხვა მას მოციქული ნეტარისა სვიმეონ მესუეტისა. და მისცა წიგნი, ევლოგია და კუერთხი.. სვიმეონ საკრველთ­მოქმედისაჲ და, ვითარცა მიიღო ებისკოპოსმან ევლოგიაჲ იგი. განიხარა“.

5.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევროპა

▲ზევით დაბრუნება


ევროპა
(ბერძნ. „დასავლეთი“) – ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი; მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარ­ სფეროს ჩრდილო­დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით ­ ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ­აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდ. ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა­მანიჩის ღრმულს. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.): წმ აბო „მისრული ევროპიისა სარმატიად ხაზარად“.

5.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევსევი (263

▲ზევით დაბრუნება


ევსევი (263
340 წწ.) – ევსები კესარიელი // ევსები პამფილიელი, რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება, ისტორიული შრომები, ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში „საეკლესიო ისტორიის“ პირველი ვრცელი თხზულება. ევსები კესარიელის ზოგიერთი შრომა კორნელი კეკელიძის აზრით: „თუ მთლიანი სახით არა, ფრაგმენტულად მაინც შემონახულა ძველ ქართულ მწერლობაში“.

5.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევსტათი და შვილნი მისნი (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ევსტათი და შვილნი მისნი (II ს.)
დიდმოწამე ევსტათი­ პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე; მოხსენიებული არიან გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

5.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევსტათი მცხეთელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ევსტათი მცხეთელი (VI ს.)
ქრისტიანი წმინდანი; წარმოშობით სპარსი, გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ევსტათი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა მაზდეანური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობის მხარეზე გადაიხარა. ამ გრძნობით შეპყრობილი ქართლში ჩამოვიდა და მცხეთაში დასახლდა. აქ მან შეისწავლა მეწაღეობა, დაუახლოვდა ადგილობრივებს და ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი. ამის შემდეგ უფრო შეიყვარა ქრისტიანული რჯული და მონათლა კათოლიკოსმა სამოელმა, რომელმაც ევსტათი დაარქვა. წმ. ევსტათიმ მცხეთაში მცხოვრებ სპარსელ ხელოსნებს უარი უთხრა მაზდეანთა მთავარ რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. ამის გამო, იგი დააბეზღეს მცხეთის ციხისთავ უსტამთან, რომელმაც, სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, მარზპან არვანდ გუშნასპს თბილისში გაუგზავნა დასასჯელად. ქართლის კათოლიკოსისა და მთავრების თხოვნით იმავე მარზპანმა 6 თვის შემდეგ სპარსეთში გამგზავრების წინ წმ. ევსტათი ციხიდან გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ, როცა ქართლში ახალი მარზპანი – ვეჟან ბუზმირი მოვიდა, მცხეთელმა სპარსელებმა ევსტათი ისევ დაასმინეს. მარზპანი ცდილობდა მის მამაპაპეულ სარწმუნოებაზე დაბრუნებას, მაგრამ – ამაოდ. ევსტათი საპყრობილეში გადაიყვანეს, თავი მოჰკვეთეს და ფრინველებს მიუგდეს საჯიჯგნად, გვამი კი ღამით ქალაქგარეთ გაიტანეს. ქრისტიანებმა წმ. ევსტათის ცხედარი მალულად წაასვენეს მცხეთაში. მოწამის ნეშტს წმ. სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ // „მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ“ – ერთ­ ერთი უძველესი აგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც ასახავს სპარსელი ქრისტიანი გვირობანდაკის წამების ამბავს. წმ. ევსტათი VI ს. ქ. განძაკიდან, არშაკეთიდან, მოვიდა მცხეთაში და მეჩექმეობის შესწავლას მიჰყო ხელი. ის აქვე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას. ხელობის ათვისების შემდეგ ქრისტიანი ცოლი შეირთო და ქრისტიანული წესით მოინათლა. ნათლობისას გვირობანდაკს სახელად ევსტათი დაარქვეს. სპარსელებმა მისგან ქრისტიანობის უარყოფა მოითხოვეს, თუმცა ევსტათი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და ამის გამო წამებით მოკლეს. ტექსტის უძველესი ხელნაწერი XI საუკუნისაა. თხზულება პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა („საქართველოს სამოთხე“, 1882 წ.). არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ დაწერის დროისა და ავტორის შესახებ: კ. კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს VI ს. 70­იანი წლების დასაწყისისა მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერ; ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა არის წმ. ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად ა. ჰარნაკი მიიჩნევს VI ს. უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, VI ს. დასასრულსა თუ VII ს. დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ „მარტირიკაში“ შეტანილი მეტაფრასული რედაქცია „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა ევსტათი მცხეთელისათა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“ (1768 – 69 წწ.) და ორი სვინაქსარული რედაქცია (XVIII სს.).

5.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევსტრატე (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ევსტრატე (III ს.)
წმ. მოწამე ევსტრატე, სომხეთში წამებული; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

5.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევფრატი

▲ზევით დაბრუნება


ევფრატი
ყველაზე გრძელი და ისტორიულად მნიშვნელოვანი მდინარე დასავლეთ აზიაში; ტიგროსთან ერთად ქმნის მესოპოტამიის დაბლობს.

5.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ევხაიტი

▲ზევით დაბრუნება


ევხაიტი
ქალაქი ბიზანტიაში, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეზდერიოს

▲ზევით დაბრუნება


ეზდერიოს
იხ. ისიდორე სამთავნელი.

5.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეზიკიელი

▲ზევით დაბრუნება


ეზიკიელი
ეზეკიელი, ბიბლიური წინასწარმეტყველი. „წინას­ წარმეტყველება ეზეკიელისა“ ადრევეა ქართულად ნათარგმნი, შეტანილია „ოშკის ბიბლიაში“ (978 წ.).

5.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეზრა ანჩელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეზრა ანჩელი (IX ს.)
ეპისკოპოსი; გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა: „დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“. უკანასკნელი კვლევა­ძიებით (ლ. ჯღამაია), ეზრა მიჩნეულია სინურ ხელნაწერებში დადასტურებულ ეზრა ქობულეანად. ამ თვალსაზრისის თანახმად, ის X ს. 80­იანი წლებისათვის მღვდელია და იოანე­ზოსიმეს თანამოღვაწე.

5.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეთიოპია // აბისინია

▲ზევით დაბრუნება


ეთიოპია // აბისინია
ერთ­ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. „წარმოშობით აბაში“ ეთიოპელს ნიშნავდა.

5.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეკლესია

▲ზევით დაბრუნება


ეკლესია
(ბერძნ. „ერთობლიობა“, „მოწოდებულნი“) – 1. ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელ­მორწმუნეთა სა­ ზოგადოება, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და ეროვნების ქრისტიანს. მოციქულთა ეპისტოლეებში ეკლესია ქრისტეს სხეულადაა მოხსენიებული (კოლას. I, 24). მოძღვრება ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, შესახებ ჩამოყალიბდა ადრეულ ქრისტიანულ წერილობითს წყაროებში: კათოლიკე (მსოფლიო) ქრისტიანული ეკლესია არის „ერთიანი, გა­ ნუყოფელი და განუწვალებელი“ (კვიპრიანე კართაგენელი, III ს.); 2. საეკლესიო ნაგებობა, ტაძარი ღვთისა, „სახლი უფლისა“, რომელშიც იკრიბებიან მორწმუნენი საღვთო მადლის მისაღებად. პირველი ეკლესია იერუსალიმში დაფუძნდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, როდესაც მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და მათ ქადაგების განსაკუთრებული უნარი შეიძინეს. არსებობს ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ­გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ­გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის ნაგებობა საკურთხევლით აღმოსავლეთისკენაა მიმართული. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, ზარი კი ამცნობს მორწმუნეებს ღვთისმსახურების დაწყებას.

5.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეკტორი

▲ზევით დაბრუნება


ეკტორი
ჰექტორი, ტროელთა მხედართმთავარი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ტროის ომის მამაცი, კეთილშობილი, ჭკვიანი, სამართლიანი, სამშობლოსათვის თავდადებული გმირი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელამიტელნი

▲ზევით დაბრუნება


ელამიტელნი
ძვ.წ.IV–Iათასწლეულებშისპარსეთისსამხრეთ­ დასავლეთით მოსახლე ელამიტელები. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელენე (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელენე (XVII ს.)
და ლუარსაბ მეფისა; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“.

5.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელია

▲ზევით დაბრუნება


ელია
ელია თეზბიტელი, ბიბლიური წინასწარმეტყველი; სიყრმიდანვე ღმერთს უძღვნა თავი, უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ამხილა აქაბისა და იეზაბელის ურჯულობა. იეზაბელის რისხვას გარიდებული ელია, ღვთის რჩევით, მდ. იორდანის ახლოს დამკვიდრდა, სადაც ყორნები უზიდავდნენ საკვებს. ელიას სასწაულებრივი ძალა ყველას აკვირვებდა. იეზაბელი მის დასჯას მოითხოვდა. ღვთის ნებით, ელია ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით ზეცად ცოცხლად აიტაცეს. თავისი ხალენი კი მან ელისე წინასწარმეტყველს გადმოუგდო. საეკლესიო გადმოცემით, ეს ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

5.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელია დიაკონი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელია დიაკონი (VI ს.)
ერთ­ერთი ასურელი მამა, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან, ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში.

5.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელია მემღჳმე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელია მემღჳმე (VI ს.)
ელია მემღვიმე, მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა „ცხოვრებანის“ მეტაფრასულ რედაქციაში „თხრობაჲ სასწაულთათჳს მამისა შიოჲსთაჲ“.

5.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელია პატრიარქი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელია პატრიარქი (VI ს.)
იერუსალიმის პატრიარქი; მოხსენიებულია „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრებაში“.

5.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელიაბ

▲ზევით დაბრუნება


ელიაბ
ბიბლიური პერსონაჟი, წმ. დავით წინასწარმეტყველის ძმა.

5.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII ს.)
კახეთის აჯანყების (1659 წ.) ერთ­ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ირანის შაჰმა დასასჯელად თურქმანულ ტომებს გადასცა, რომლებმაც იგი წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავი ჩამოასვენეს და იკორთაში, ერისთავების საგვარეულო მონასტერში, დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ელიზბარ ქსნის ერისთავი ისევე, როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა.

5.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელიოზ მცხეთელი (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


ელიოზ მცხეთელი (I ს.)
ქართველი ებრაელი, წარმოშობით მცხეთიდან; „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ის და ლონგინოზ კარსნელი დაიბარეს იერუსალიმში იესო ქრისტეს სასამართლოში მონაწილეობის მისაღებად. მართალია, მათ სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს, თუმცა პირადად დაესწრენ ჯვარცმას, საიდანაც ქრისტეს კვართი საქართველოში ჩამოიტანეს.

5.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ელისე

▲ზევით დაბრუნება


ელისე
ბიბლიური წინასწარმეტყველი, ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. მსახურებისათვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. როცა ელიას ზეცად აღტაცების დრო მოვიდა, წინასწარმეტყველმა დაკეცა ხალენი, ოირდანეს დაჰკრა და, როცა წყალი გაიპო, მოწაფესთან ერთად შიგ გავიდა. ზეცად აღტაცებულმა ელია წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი მოწაფეს გადაუგდო. ელისე გარდაიცვალა დაახლოებით ასი წლის ასაკში.

5.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ემბაზი

▲ზევით დაბრუნება


ემბაზი
საბანელი, განსაწმედელი, ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის დიდი თასის მსგავსი (შეიძლება ოთხკუთხა ფორმისაც იყოს) ჭურჭელი, სამი პატარა შანდლით სანთლებისათვის, რომლებსაც ნათლობის საიდუმლოს ჩატარებისას ანთებენ. „ემბაზის შვილი“ ნიშნავს მონათლულს, „ემბაზით მშობელი“ – ნათლიას.

5.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ემმანუილ

▲ზევით დაბრუნება


ემმანუილ
(ებრ. „ჩვენთან არს ღმერთი“) – ემანუელი, წინას­ წარმეტყველური სახელი მესიისა, ანუ იესო ქრისტესი.

5.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ენისელი

▲ზევით დაბრუნება


ენისელი
მდებარეობს მდ. ინწობას (მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ენისელის ტერიტორიაზე. სახელწოდება დაკავშირებულია საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის ჩრდილო­აღმოსავლეთი ნაწილის, ელისენის სახელთან.

5.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ენუქი

▲ზევით დაბრუნება


ენუქი
ბიბლიური წინასწარმეტყველი, ადამის მესამე ვაჟის, სეითის, შვილი, რომელიც წმინდა ცხოვრებისათვის ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცას.

5.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეორტალოგია // ჰეორტოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ეორტალოგია // ჰეორტოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საეკლესიო დღესასწაულებს ლიტურგიკულ პრაქტიკაში, უფრო კონკრეტულად კი – ლიტურგიკული კალენდრებისა და მარტილოგიების ისტორიასა და კრიტიკას. ეპისკოპოსი // ებისკოფოსი // ეფისკოფოსი (ბერძნ. „მეთვალყურე“, „ზედამხედველი“) – ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება რომის კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებში, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. ეპისკოპოსი მართავს საეკლესიო­ადმინისტრაციულ ერთეულს – ეპარქიას (საეპისკოპოსოს), სადაც მის პრეროგატივას შეადგენს საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება­ქადაგება, დაქვემდებარებული საყდრებისა და მონასტრების განმგებლობა, სამღვდელოების ქიროტონია (ხელდასხმა), საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნა და ა. შ. ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიაში ეპისკოპოსი იყო თემის უფროსი, განაგებდა მის ქონებას, დისციპლინურ სასამართლოს და სხვ. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორებმა ეპისკოპოსებს მიანიჭეს პოლიტიკური პრივილეგიები და ზოგიერთ სამოქალაქო საქმეთა გამგებლობა. IV საუკუნიდან დამკვიდრდა ეპის­ კოპოსთა იერარქია, რომლის უმაღლეს საფეხურზე დგანან პატრიარქები, მათ შემდეგ მიტროპოლიტები, რომელთა ნაწილსაც აქვს არქიეპისკოპოსთა (მთავარეპისკოპოსთა) ტიტული და ბოლო საფეხურზე არიან ჩვეულებრივი ეპისკოპოსები. საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV ს. შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოს იოანეს, რომელიც საბერძნეთიდან მოსულა და მცხეთაში იჯდა. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინებლობა, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს „მწყემსსაც“, „მღვდელმთავარსაც“ უწოდებდნენ.

5.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეპიფანე (VIII

▲ზევით დაბრუნება


ეპიფანე (VIII
IX სს.) – იხ. ეტჳფანე.

5.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეპიფანოსი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეპიფანოსი (VIII ს.)
ეპიფანე, ანტიოხოსის მამა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერევანი

▲ზევით დაბრუნება


ერევანი
ერებუნი // ერივანი, სომხეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. რაზდანზე, სომხეთის დედაქალაქია 1918 წლიდან; ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს ერამდე VIII საუკუნეში იღებს, როცა არგიშთი I­მა არარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე­სიმაგრე ერებუნი აღმართა. ეს მოხდა ძვ. წ. 782 წ. ერებუნი შეიქმნა როგორც „დიდებული ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, სავსებით სამეფო დედაქალაქი“.

5.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერზერუმი // თეოდოსიოპოლი // კარნუ

▲ზევით დაბრუნება


ერზერუმი // თეოდოსიოპოლი // კარნუ
არზრუმი, ქალაქი თურქეთის ჩრდილო­აღმოსავლეთში, ერზურუმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

5.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერთაწმინდა

▲ზევით დაბრუნება


ერთაწმინდა
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში; მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. თეძმის ხეობაში.

5.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერისონი

▲ზევით დაბრუნება


ერისონი
მონასტერი, მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულზე; ნახსენებია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

5.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერმანია

▲ზევით დაბრუნება


ერმანია
სომხეთი; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერმოგინე (IV ს)

▲ზევით დაბრუნება


ერმოგინე (IV ს)
წმ. მოწამენი მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. „წამებაჲ წმიდათა მინა­ ერმოგინეთი“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

5.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ერუშეთი

▲ზევით დაბრუნება


ერუშეთი
ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში; მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი უწოდეს მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. დამკვიდრებულია აზრის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი აქ აიგო (IV ს.). შემდგომ (V ს.) ვახტანგ გორგასალს საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI ს­იდან ერუშეთი, სამხრ. საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად, ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ­ ოსმალეთის (1877 – 78 წწ.) ომის შემდეგ, სან­სტეფანოს საზავო ხელშეკრულებისა (1878 წ.) და ბერლინის კონგრესის (1878 წ.) თანახმად, რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდეგ კი კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ მოიხსენიებს ერუშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მონაწილეობდა IX ს­ის შუა ხანებში გამართულ ჯავახეთის საეკლესიო კრების მუშაობაში. ამჟამად ეკლესია მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, არტაანის პროვინციაში, ჰანაკი (Hanak) რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, სოფელ ერუშეთი (ოყუზოლუ) (Oğuzyolu) ახლოს.

5.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ესაია

▲ზევით დაბრუნება


ესაია
ისაია, ბიბლიური წინასწარმეტყველი, სამეფო გვა­ რის შთამომავალი, ძველებრაელთა პოლიტიკური მო­ ღვაწე და რელიგიის რეფორმატორი; გარდაიცვალა მო­ წამებრივი სიკვდილით: მანასეს მეფობის დროს ხის ფუ­ ღუროში დამალული ხესთან ერთად შუაზე გაუხერხავთ. მის სახელს უკავშირებენ ცნობილი ბიბლიური წიგნის „წინასწარმეტყველება ესაიასი“ ებრაული ტექსტის ნაწილს. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ადრევეა თარგმნილი ქართულ ენაზე, მოიპოვება „ოშკის ბიბლიაში“. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობასა“ და გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

5.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ესებონი

▲ზევით დაბრუნება


ესებონი
ტბა, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

5.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეტჳფანე (VIII

▲ზევით დაბრუნება


ეტჳფანე (VIII
IX სს.) – ეპიფანე, ხანძთის მონასტრის მო­ ნაზონი, წმ. გრიგოლის მოწაფე, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გამორჩეული თავმდაბლობის ღვაწლით. წმ. გრიგოლის მკაცრ გამოცდას (ჟამის წირვისას უმიზეზოდ თავში კვერთხის ჩარტყმას) საღმრთო სიმდაბლით შეეგება, რასაც წმ. ბერის აღფრთოვანება მოჰყვა. ეპიფანე ქართლიდან ჩასულა ხანძთის მონასტერში და ამ მონასტრის მთავარი ეკლესიის წინამძღვარი გამხდარა. არსებობს მოსაზრება მისი ჰიმნოგრაფობის შესახებ.

5.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეტრატი

▲ზევით დაბრუნება


ეტრატი
პერგამენტი, განსაკუთრებული წესით დამუ­ შავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. მზადდება სპეციალურად მომზადებული ცხოველების დაუცველი ტყავისგან. საქარ­ თველოში X – XI სს. სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის ქაღალდი. ეტრატზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები – პალიმ­ ფსესტები V – VIII სს. თარიღდება. სულხან­საბა ორბელიანს ეტრატი განმარტებული აქვს, როგორც „ტყავის ქაღალდი, წიგნის ტყავები“.

5.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეფთვიმე (955

▲ზევით დაბრუნება


ეფთვიმე (955
1025 წ.) – ექვთიმე // ეფთიმი მთაწმიდელი // ათონელი, მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი (1005 – 1019 წწ.); მამამისი სამცხის ერთ­ერთი დიდებული, იოანე ვარაზ­ვაჩე ჩორდვანელი, თორნიკე ერისთავის ძმა, ათონზე ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს „ზემონი ქუეყანანი“ დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. 965 წ. იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და წმ. ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრობა. წერდა ორ ენაზე: ქართულად და ბერძნულად. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე ორიგინალურმა თხზულებამ. ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შე­ იტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში; არ დარჩენილა არცერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც მას განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს (აპოკრიფები, ეგზეგეტიკა, დოგმატიკა და პოლემიკა, ასკეტიკა და მისტიკა, ჰომილეტიკა, აპოკრიფულ­ აგიოგრაფიული თხზულებები, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი). ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან თარგმნა სახარება­ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული ენიდან ბერძნულ ენაზე თარგმნილი თხზულებები: „სიბრძნე ბალაჰვარისი“ (ბერძნულად „ვარლაამი და იოასა­ ფი“) და „აბუკურა“ („წმ. მიქაელ საბაწმიდელის მარ­ ტვილობა“). ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანებისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა ახალი ცნობები, საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას „ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“. გიორგი მთაწმიდელის სიტყვით, მან „აღაყუავა ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმინდათა წერილთაჲთა“. 1028 წელს ეფთვიმე ათონელი სათათბიროდ იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორის კარზე. კონსტანტინოპოლში იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, დამფრთხალმა ჯორმა გადმოაგდო. მისი ცხედარი ათონის მთის ქართველთა მონასტერში (ივირონში) გადაასვენეს და დაკრძალეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ეკლესიაში. როდესაც მონასტრის წინამძღვარი გიორგი მთაწმიდელი გახდა, წმ. ექვთიმეს გვამი ღვთისმშობლის ტაძარში გადაასვენეს.

5.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეფთჳმი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეფთჳმი (VI ს.)
ეფთვიმე წინამძღვარი, მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების“ მეტაფრასულ რედაქციაში.

5.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეფრემ ასური (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეფრემ ასური (IV ს.)
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, ასკეტურ­მისტიკური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, – საქართველოში. წმ. ეფრემს ეკუთვნის ბიბლიური ტექსტის კომენტარები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომი­ ლიები, აპოკრიფები, ჰიმნები საღვთისმეტყველო და ის­ ტორიულ თემებზე. ეფრემ ასურის თხზულებანი ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ VIII – IX სს. საქართველოში. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია არსენ რომაელთან ერთად, როგორც „კაცთაგან განშორებული და ღმრთისა მიახლებული“.

5.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეფრემ მაწყუერელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ეფრემ მაწყუერელი (IX ს.)
ეფრემ დიდი მაწყვერელი, აწყურის ეპისკოპოსი; დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში; იყო წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, ახლო ნათესავი მაკარი ლეთეთელისა. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის“ სახელით. მისი მცდელობით აფხაზეთის ეკლესიამ, იერუსალიმის პატრიარქ სერგის (843 – 859 წწ.) თანხმობით, მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა“ მცხეთაში. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, ის: „ორმეოც წელ ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა“. დასაფლავებულია აწყურის ტაძარში.

5.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეფრონი

▲ზევით დაბრუნება


ეფრონი
ქალაქი; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). ეფროსინე – იხ. გვედია ეფროსინე.

5.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ექსინო პონტოჲს ზღვა

▲ზევით დაბრუნება


ექსინო პონტოჲს ზღვა
იხ. პონტოს ზღვა.

5.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ეშმაკი

▲ზევით დაბრუნება


ეშმაკი
ბიბლიური წიგნების ქართულ თარგმანში ბოროტი სულის აღმნიშვნელი სახელწოდება; სატანა, მაცდური, ავი, მავნე სული.

5.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვალარშაპატი

▲ზევით დაბრუნება


ვალარშაპატი
ვაღარშაპატი // ეჩმიაძინი, ქალაქი სომხეთში, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის რეზიდენცია; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

5.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვაზგანი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვაზგანი (VII ს.)
„წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ მიხედვით, დაბა ვაჟგანის მკვიდრი, დავითისა და ტირიჭანის ნათესავი.

5.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვაიძორი

▲ზევით დაბრუნება


ვაიძორი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვ

▲ზევით დაბრუნება


6.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვანანადი

▲ზევით დაბრუნება


ვანანადი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

6.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვაჟგანი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვაჟგანი (VII ს.)
„წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ მიხედვით, დაბა, სადაც ცხოვრობდა ვაზგანი, დავითისა და ტირიჭანის ნათესავი.

6.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვარამშაპო (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვარამშაპო (IV ს.)
სპარსეთის მეფე. „სპარსეთს ვარამშაპოჲსა მეფობასა“ – აღნიშნულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ დასაწყისშივე. სავარაუდოა, იგულისხმებოდეს შაბურ III (383 – 388 წწ.), რომლის თანამედროვე იყო სომხეთის მეფე არშაკ III (378 – 387 წწ.).

6.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვარდან მამიკონიანი (388

▲ზევით დაბრუნება


ვარდან მამიკონიანი (388
451 წწ.) – სომეხი სარდალი, სომხეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ტარონიდან, წმ. შუშანიკის მამა; მამიკონიანები მემკვიდრეობით სპასპეტები (მხედართმთავრები) იყვნენ. სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის, ცნობით, მამიკონიანები ჭენთა (ჩინეთის სამეფო გვარი) შთამომავლები არიან. სხვა მოსაზრებით, „ჭენ“ აქ „ჭანს“ (ერთ-ერთი ქართველური ტომი) უნდა ნიშნავდეს. 432 წ. მამიკონიანი სომხეთის სპარაპეტი (ჯარის მეთაური) გახდა, გაიწვიეს ირანში და მიაღებინეს სახელმწიფო რელიგია – ზოროასტრიზმი. მაგრამ, სომხეთში დაბრუნების შემდეგ, 450 – 451 წწ., სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა მთავრობის მეთაური გახდა. დაიღუპა 451 წ. ავარაირის ბრძოლაში. მამიკონიანი, როგორც ისტორიული პირი, იხსენიება იაკობ ხუცესის // ცურტაველის „წმ. შუშანიკის წამებაში“.

6.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვარდანი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვარდანი (VII ს.)
ერისთავი, წმ. დავითისა და ტირიჭანის მამა, „წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ მიხედვით, წარჩინებული ერისთავი ბასიანის ხევში, დაბა ონკომში. „ვარლაამი და იოასაფი“ – „ვარლამი და იოსაფატი“ // ღირსი ბარლაამ და იოდასაფი, შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული აგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გადმოგვცემს ინდოეთის მეფის ვაჟის, იოასაფის, გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. XI ს. შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და ავტორობის საკითხები თანამედროვე ბიზანტინისტიკის მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია – ფალაური და არაბული. არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია წმ. იოანე დამასკელი. XI ს. ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობების მიხედვით კი ავტორი ეფთვიმე იბერი, იგივე წმ. ექვთიმე მთაწმიდელია. XXI ს. დასაწყისიდან კვლევის ახალი ეტაპი დაუკავშირდა გერმანული ბიზანტინისტიკის სკოლას, რომლის წარმო­ მადგენელთა კვლევებშიც ბერძნული თხზულების შექმნა ქართულ წყაროებსა და ეფთვიმე ათონელის სახელს დაუ­ კავშირდა.საკითხისკვლევისაღნიშნულიეტაპისმიმართულება პრინციპულად განსაზღვრა ქართველ მეცნიერთა შრომებმა (კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, ი. აბულაძე, ს. ყაუხჩიშვილი, ე. ხინთიბიძე). „ვარლაამისა და იოასაფის“ ავტორის ვინაობის კვლევის ბოლო ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აკად. ე. ხინთიბიძის მიერ მთელი რიგი საკითხების ახლებურად დასმამ, ბიზანტინისტთა და მედიევისტთა მსოფლიო კონგრესებზე ამ საკითხების წარდგენამ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებამ.

6.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვარსქენ // ვასქენ პიტიახში (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვარსქენ // ვასქენ პიტიახში (V ს.)
ფეროზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, არშუშას ძე, ქვემო ქართლის პიტიახში V ს. 60­80­იან წლებში; ის ეახლა სპარსთა მეფეს, უარყო ქრისტიანობა და მიიღო მაზდეანობა, ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო იმით, რომ ის 482 წ. მოაკვლევინა. ვარსქენ პიტიახში იყო ვარდან მამიკონიანის ასულის, წმ. შუშანიკის, მეუღლე. მათს ოჯახში დატრიალებული დრამა ასახულია უძველეს აგიოგრაფიულ თხზულებაში „წმ. შუშანიკის წამება“, რომლის ავტორია იაკობ ხუცესი // ცურტაველი.

6.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვასილ დიდი // ვასილ კესარიელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვასილ დიდი // ვასილ კესარიელი (IV ს.)
იხ. ბასილი დიდი.

6.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვასილ მაკედონელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვასილ მაკედონელი (IX ს.)
ბასილი I მაკედონელი, ბიზანტიის იმპერატორი, ლეონის მამა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

6.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვასპურაგანი

▲ზევით დაბრუნება


ვასპურაგანი
ვასპურაკანი // გუასპურაგანი, სომხეთის ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

6.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვაჩე დიდი პატრიკი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვაჩე დიდი პატრიკი (X ს.)
მამა ბასილი კათოლიკოსისა. მოხსენიებულია ბასილის დაწერილ თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთ­შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ“.

6.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვახტანგ I გორგასალი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ I გორგასალი (V ს.)
ქართლის მეფე (449 – 502 წწ.), ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი, იბრძოდა სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის; ქვეყნიდან გააძევა მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი მიქაელი და ქართლის ეკლესიას სათავეში პეტრე კათოლიკოსი ჩაუყენა; მის დროს საეპისკოპოსო ეპარქიების რიცხვი 13­მდე გაიზარდა, განაშენიანდა თბილისი და შემზადდა ნიადაგი მცხეთიდან დედაქალაქის გადმოსატანად. შვიდი წლისას გარდაეცვალა მამა. ოსებმა მოიტაცეს მისი და – მირანდუხტი, რომელიც კასპის მთავართან იზრდებოდა. 458 წ. ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში; ოსებზე გამარჯვების შემდეგ ცოლად მოიყვანა სპარსეთის მეფის ასული – ბალენდუხტი. ამით დაუმოყვრდა სპარსეთს და მასთან ერთად V ს. 50­60­იან წწ. ეომებოდა ბიზანტიელებს; მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი აჯანყება ირანის წინააღმდეგ მოხდა 482­84 წწ, მეორე აჯანყება – 502 წ. ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან ომში. დაკრძალულია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს სამეფო დროშას „დავითიან­გორგასლიანი“ ეწოდებოდა. ვახტანგ გორგასლის სპარსელი მეუღლის გამზრდელი (მამამძუძე) იყო ქართული ეკლესიის პირველმოწამე, გაქრისტიანებული სპარსელი – წმ. რაჟდენი; VIII ს. ქართველმა ისტორიკოსმა ჯუანშერმა (სხვა ვერსიით XI ს. მოღვაწე) აღწერა „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“.

6.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვახტანგ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ (XVII ს.)
ვახტანგ V // შაჰნავაზი, ქართლის მეფე 1658 – 75 წწ. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. იშვილა როსტომ მეფემ და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წ. ირანში მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი (შაჰის სუნთქვა) უწოდეს. მისი პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ­კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე­მთავრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება ქართლის ჰეგემონობით; ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა; საგარეო პოლიტიკაში ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. მან მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობითაც, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი, არჩილი, იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661 წ.). დადიანად თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული, თამარი, შერთო. გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა. საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად ეკლესიის სათავეში ჩააყენა კათალიკოსი დომენტი (1660 – 1675 წწ.), რომლის ხელმძღვანელობით „განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისა შაჰნავაზისათა“. 1675 წ. შაჰმა თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. ქართლის მეფის გარდაცვალების სხვა ვერსიას იძლევა სომეხი მემატიანე ზაქარია კანაკერცი: ისპაჰანთან მიახლოებულმა ვახტანგმა შეიტყო, რომ შაჰი მას წამებით მოკლავდა (ლომებს მიუგდებდა), ამიტომ საწამლავი მიიღო და აღესრულაო. დასაფლავებულია ირანში, ქ. ყუმში. მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“.

6.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.)
ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფის, ვახტანგ IV­ის, უკანონო შვილი. ფრანგი მოგზაურის (შარლ პეისონელი) ცნობით, დედამისი ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა, თუმცა უშუალო აღმზრდელად დეკანოზი იესე გარსევანიშვილი მიიჩნევა. 1717 – 1724 წწ. აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1721 წ., მდივანბეგ გივი თუმანიშვილთან ერთად, ჩაატარა ქვემო ქართლის მოსახლეობის სტატისტიკური აღწერა. ავტორია სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. შუა ხანებამდე. ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

6.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვეელმოანი

▲ზევით დაბრუნება


ვეელმოანი
ბიბლიური ქალაქი; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

6.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვენევენტოს დუკას ძმა (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვენევენტოს დუკას ძმა (X ს.)
მონაზონი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“, როგორც სათნოებით განთქმული მონაზონი.

6.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვეჟან ბუზმირი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვეჟან ბუზმირი (VI ს.)
ქართლის მარზპანი, მოხსენიებულია „წმ. ვესტათი მცხეთელის მარტვილობაში“. მან მცხეთელი სპარსელების დაბეზღებით შეიპყრო გაქრისტიანებული სპარსელი ევსტათი და სიკვდილით დასაჯა.

6.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვერცხლისმოყვარება

▲ზევით დაბრუნება


ვერცხლისმოყვარება
ფულის, ქონების სიყვარული. წმ. ექვთიმე მთაწმიდელისეული „მცირე სჯულისკანონი“ ასე განმარტავს: „ვეცხლისმოყუარებაჲ ძირი არს ყოველთა ბოროტთა და ეწოდების მას კერპთმსახურება“.

6.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვიკტორიოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვიკტორიოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

6.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვირკანია // ჳრკანია

▲ზევით დაბრუნება


ვირკანია // ჳრკანია
იხ. ჰირკანია.

6.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვლასი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ვლასი (III ს.)
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

6.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ვნება

▲ზევით დაბრუნება


ვნება
(ლათ. „ტანჯვა“, „ატანა“) – 1. ქრისტეს ჯვარცმა; ვნების კვირა // ვნების კვირიაკე – აღდგომის წინა კვირა; 2. გზნება, ძლიერი, თავდავიწყებითი გრძნობა, უზომო გატაცება რაიმეთი; 3. ძლიერი თავშეუკავებელი ხორციელი სწრფავა მეორე ადამიანისადმი.

7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზ

▲ზევით დაბრუნება


7.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაბულონი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაბულონი (IV ს.)
ზებულონი // ზაბილონი, წმ. ნინოს მამა; წარმოშობით კაბადოკიელი. არსებობს ვარაუდი, რომ ქართველთა ტომიდან იყო. ზაბულონი იმპერატორის არმიაში მსახურობდა და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც – უბადლო მეომარს. მისი ღვაწლით საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. ის გაემგზავრა იერუსალიმში სიწმინდეების მოსალოცად – მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა კეთილმოწესე ზაბულონს თავისი და, სუსანა // სოსანა, მიათხოვა. წმ. ზაბულონი და სოსანა კაპადოკიაში დაბრუნდნენ. აქ მათ შეეძინათ ასული ნინო – მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი.

7.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზადენი

▲ზევით დაბრუნება


ზადენი
ქართველთა წარმართული ღვთაება, ქართლის სამეფოს უზენაესი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე; არსებობს მოსაზრება, რომ იგი მცირეაზიურ­ხეთური წარმოშობისაა და უკავშირდება ლუვიელთაღვთაებასათას(სანდონს).ამმოსაზრებისთანახმად, მისი კულტი მცირე აზიიდან მოსულმა მესხებმა ქართლში დაამკვიდრეს. ზადენის კერპი მეფე ფარნაჯომმა აღმართა ძვ. წ. II ს. პირველ ნახევარში ზედაზნის (ზედა ზადენის) ძირში, ახლანდელ სოფ. წიწამურთან, სადაც იდგა ზადენის ციხე. უძველესი დროიდანვე მიაჩნდათ, რომ ზადენ ღვთაების კერპი დღევანდელი ზედაზნის მთაზე იდგა. ამგვარივე ცნობებია დაცული ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში, რომლებიც წმ. იოანე ზედაზნელისა და სხვა წმ. ასურელ მამათა ღვაწლზე მოგვითხრობს. „ზედაზენი“ ამ წყაროებში „ზედა ზადენად“ ან, უბრალოდ, „ზადენად“ იხსენიება. ვახუშტი ბაგრატიონი ამ მთაზე მიუთითებს როგორც ზადენის კერპს, ასევე – თვით ციხე­სიმაგრე ზადენსაც.

7.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზადენის მთა

▲ზევით დაბრუნება


ზადენის მთა
ზედაზნის მთა; წარმართულ ხანაში წარმოადგენდა იბერიის ერთ­ერთ მთავარს საკულტო ადგილს, სადაც აღმართული იყო ზადენის კერპი და ციხე, რომლებიც ფარნაჯომმა დადგა ძვ. წ. II საუკუნეში. მთის სახელწოდება ზადენის კერპისგან მომდინარეობს, მისი წინა სახელწოდება კი კუხეთის მთა უნდა ყოფილიყო.

7.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაზა ციციშვილი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ციციშვილი (XVII ს.)
პოლიტიკური მოღვაწე, 1664 წ. მონაწილეობდა ვახტანგისა და არჩილის ბრძოლებში ერეკლე ბატონიშვილის წინააღმდეგ. 70­იან წლებში განხეთქილება მოუხდა ვახტანგ V­სთან. მოკლეს შეპყრობის მცდელობისას.

7.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზანავის მონასტერი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზანავის მონასტერი (X ს.)
წმინდა გიორგის ეკლესია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ზანავში. აგებულია X – XV სს. ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, ამ მხარის დიდ მთავრს, გიორგი ჩორჩანელს, მამა სერაპიონისთვის უთხოვია მონასტრის („უდაბნო დიდი და მაღალი“) აშენება არა ზარზმაში, არამედ – „ადგილთა მას ზანავისათა“. წმ. სერაპიონის უარის მიუხედავად, ზანავის მიდამოებში მაინც აუგიათ მშვენიერი მონასტერი, რომლის პირველ აღმშენებლებად ბასილი ზარზმელი ასახელებს ამასპოსა და ქურდიას. გარდაცვალების შემდგომ იქვე დაუკრძალავთ გიორგი ჩორჩანელი, ხოლო მისი საფლავი მოუნახულებია და უკურთხებია სერაპიონ ზარზმელს.

7.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზარზმა (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზარზმა (IX ს.)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის მუნიციპალიტეტი). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. თავდაპირველად დაუარსებია წარმოშობით კლარჯს, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწე წმ. სერაპიონ ზარზმელს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ­შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“. წმ. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV ს. პირველ წლებში სამცხის მთავრის, ბექა მანდატურთუხუცესის, დროს. ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.

7.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზარი

▲ზევით დაბრუნება


ზარი
მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების განუყრელი ნაწილი. ზარის კურთხევის წესში ნათქვამია: „რაჲთა ყოველთა ესმოდიან რეკა მისი დღითა და ღამითა და აღიძვროდიან დიდებისმეტყველებად წმიდისა სახელისა შენისა“. საეკლესიო ზარების რეკვას რამდენიმე ფუნქცია აქვს, კერძოდ: ღვთისმსახურებაზე მოსასვლელად მოუწოდებს მორწმუნეებს; გამოხატავს ღვთისმსახურების საზეიმო გან­ წყობას; ტაძრის გარეთ მყოფებს აუწყებს ღვთისმსახურებათა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილების აღსრულების დროს. გარდა ამისა, ზარების რეკვით აუწყებდნენ რაიმე საშიშროების ანდა უბედურების შესახებ და სხვ. ზარებს კიდებენ საგანგებო კოშკში, რომელიც სამრეკლოდ იწოდება და, რომელსაც ეკლესიის შესასვლელთან ან მის სიახლოვეს აგებენ.

7.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზარმილ (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზარმილ (VI ს.)
წარმოშობით სპარსი, რომელმაც, წმ. ევსტათი მცხეთელთან ერთად, აღიარა ქრისტიანობა.

7.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზატიკი

▲ზევით დაბრუნება


ზატიკი
(სახელწოდება, კ. კეკელიძის აზრით, წარმოდგება სპარსული „აზატ“ სიტყვისაგან („თავისუფალი“), რომელიც ლიტურგიკის ენაზე ნიშნავს თავისუფალ, უქმე დღეს, დღესასწაულს) – ზოგადად, დღესასწაულის სახელწოდება, რომელიც უკავშირდება ეგვიპტისაგან ებრაელთა გათა­ ვისუფლების მოგონებას. გარდა ამისა, ზატიკში იგულისხმება: 1. აღდგომის დღესასწაული; 2. აღნიშნავს ისეთ წიგნს, რომელიც შეიცავს უდიდესი დღესასწაულების (აღდგომა­ ამაღლება­მარტვილია) საგალობლებს; 3. 50­დღიანი პერიოდი აღდგომის ორშაბათიდან მარტვილიის ორშაბათამდე (ზა­ ტიკობა) და ამ პერიოდის მასალის შემცველი წიგნი; 4. მარ­ ტვილიის კვირადღე, შაბათი; 5. აღნიშნავს შვიდეულსაც; 6. სააღდგომო საგალობელთა კრებული, გაგრძელება დიდი მარხვის საგალობლებისა – მარხვანისა.

7.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზატიკობა

▲ზევით დაბრუნება


ზატიკობა
იხ. ტოზიკობა.

7.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია
ბიბლიური წინასწარმეტყველი, რომლის წიგნშია გაცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები. გადმოცემის მიხედვით, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. წმიდანი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველი“ ეწოდება, რადგან იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავებლად „ფრინავდა ჰაერში“.

7.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია (IX ს.)
ბარეთელთას მონასტრის დამაარსებული და მისი პირველი წინამძღვარი IX საუკუნეში. ცნობები ზაქარიას შესახებ დაცულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

7.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია ანჩელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია ანჩელი (IX ს.)
ეპისკოპოსი, დავით მიძნაძორელის მოწაფე; დაახლოებული იყო წმ. გრიგოლ ხანძთელთან. გიორგი მერჩულის ცნობით, აღიზარდა ტბეთში; მისი ხელით უამრავი სასწაული აღესრულა: მან ლოცვით შეაჩერა კლდეს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ­ ვენახს შერეული ფრინველი და კალიები, შემუსრა ორი გველი, რომელთა შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშაოდ.

7.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია კათალიკოზი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია კათალიკოზი (XVII ს.)
ზაქარია ჯორჯაძე, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქი 1623 – 1632 წწ., ნეკრესის ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით 1613 – 1623 წწ., სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614 წ., კახეთში შაჰ­აბას I­ის შემოსევის დროს, კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I­ს ახლდა იმერეთში. 1624 წ. ქართლის სამეფო ხელისუფლებას განაახლებინა მცხეთის საკათოლიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII­თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლე­ სიებისათვის ინვენტარ­შესამოსელი, ბარძიმები; მფარვე­ ლობდა იტალიელ მისიონერებსა და ცდილობდა გამო­ ეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე­ჩოლოყაშვილი. მო­ ხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“: „კახეთისა კათალიკოზი ზაქარია, სწორი ანგელოზთა და შემკული ყოვლითა წესიერებითა“.

7.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია მირდატის ძე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია მირდატის ძე (X ს.)
ივირონში მოღვაწე ბერი, მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

7.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზაქარია მხარგრძელი (XII

▲ზევით დაბრუნება


ზაქარია მხარგრძელი (XII
XIII სს.) – ამირსპასალარი, სარგის მხარგრძელის ძე, თამარის კარის წარჩინებული მოხელე, ძმა ივანე მხარგრძელისა.

7.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზებედე

▲ზევით დაბრუნება


ზებედე
მეთევზე; სახარების მიხედვით, წმ. იაკობ და იოანე მოციქულების მამა, ცხოვრობდა გენისარეთის ტბის ნაპირას.

7.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზედაზენი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზედაზენი (VII ს.)
ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მცხეთის ჩრდილო­აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. 535 წ. სირიიდან იბერიაში ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა წმ. იოანე ზედაზნელმა მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად შეარჩია ზედაზნის მთა, სადაც არსებობდა გაუქმებული წარმართული საკერპო ადგილი ზადენისა. აქედან ეწოდა იოანეს ზედაზნელი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა. VIII ს. მესამე მეოთხედში კათოლიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. 1479 წლიდან ზედაზნის მონასტერი ზედგენიძე­გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. ამ ფაქტს ადასტურებს დავით გურამიშვილი, რომელიც დავითიანში წერს, რომ ზედაზენსა და შიო მღვიმეს ­ „ამ ორს მონასტერს მაქვნდა ალაგი, / სასაფლაო და ძვალთ შესალაგი“. „ზემონი ქუეყანანი“ – 979 წ. აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით III­ს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“ – გადმოგვცემს გიორგი მთაწმიდელი „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“. XI ს. სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) თავის „მსოფლიო ისტორიაში“ აზუსტებს, რომ ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტო­არიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდ. ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით (თანამედროვე არზრუმი // ერზრუმი), ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდ. არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში.

7.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზენა სოფელი

▲ზევით დაბრუნება


ზენა სოფელი
სოფელი შიდა ქართლში; მოხსენიებულია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში“: „ზენა სოფელს აღაშენა მონასტერი, რომელსა შინა დედალი ვერარაჲ შევალს“.

7.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზენონ იყალთოელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზენონ იყალთოელი (VI ს.)
იყალთოში მოღვაწე ერთ­ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი. დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე. წმ. ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია, რომ ის წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი – თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში.

7.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზენონი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზენონი (IX ს.)
ხანძთელი სასულიერო მოღვაწე, სამცხელი დიდგვაროვნის შვილი, წმ. გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე. მოიხსენიება როგორც „სათნოებათა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდე“.

7.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზესკნელი

▲ზევით დაბრუნება


ზესკნელი
ზეცა; კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება: ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი). ზესკნელი დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებითა და ფანტასტიკური არსებებით.

7.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზიარება

▲ზევით დაბრუნება


ზიარება
ევქარისტია, ქრისტიანული რელიგიის ერთ­ერთი მთავარი საიდუმლო – მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების, წირვის, დროს პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაიქცევა, მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება. ზიარების საიდუმლო იესო ქრისტეს მიერაა დაწესებული დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დროს.

7.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზოროასტრიზმი

▲ზევით დაბრუნება


ზოროასტრიზმი
იხ. ატროშანი.

7.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზოსიმე (IV)

▲ზევით დაბრუნება


ზოსიმე (IV)
წმ. მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრება­ ში“.

7.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზოსიმოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ზოსიმოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

7.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ზღუაჲ მეწამული

▲ზევით დაბრუნება


ზღუაჲ მეწამული
მწამული ზღვა // წითელი ზღვა; მდებარე­ ობს აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შუა.

8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თ

▲ზევით დაბრუნება


8.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თაბორი

▲ზევით დაბრუნება


თაბორი
მთა პალესტინაში; სახარების მიხედვით, სწორედ აქ იცვალა ფერი იესო ქრისტემ.

8.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თაგინე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თაგინე (VII ს.)
წმ. დავითისა და ტირიჭანის დედა, „წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ მიხედვით, ვარდან ერისთავის მეუღლე.

8.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თათა (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


თათა (VI ს.)
წმ. თადეოზ სტეფანწმინდელი // თათე მამებელი, ერთ­ერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში (ახლანდელი კასპის მახლობლად) დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე. მასვე მიეწერება ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება. „სტეფანწმინდელი“ ასოცირდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდასთანაც. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნო­ ბით, მყინვარის ძირში არსებობდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე აგებული მონასტერი, თ. სანიკიძე ამ ცნობას სანდოდ არ მიიჩნევდა, მაგრამ თსუ 1980 – 1982 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელ. პ. მარგველაშვილი, არქეოლოგი ბ. მჭედ­ ლიშვილი) დაადასტურა ვახუშტის, თეიმურაზ ბაგრატიონისა და ილია ჭავჭავაძის ცნობა იქ სამონასტრო კომპლექსის არსებობის შესახებ. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები X – XI სს.­ით დათარიღდა. ეს კომპლექსი, ბეთლემის გა­ მოქვაბულთან ერთად, უდაბნო უნდა ყოფილიყო, როგორც ამას ვახუშტი აღწერს. მეუდაბნოების ხანა და სტეფანე პირ­ ველწამებულის სახელზე ტაძრების მშენებლობა საქარ­ თველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ხანას უკავშირდება, ამიტომ ბეთლემი­სტეფანწმინდის უდაბნოს დაარსების თარიღი უპრიანია სირიელი მამების შემოსვლისა და მოღვაწეობის ხანას დავუკავშიროთ. ამ ვარაუდის მი­ ხედვით, ათცამეტ ასურელ მამათაგანს, თადეოზს, სწორედ სტეფანწმიდის უძველესი ეკლესიის საფუძველზე დაუარსებია მონასტერი და სახელწოდება „სტეფანწმინდელიც“ აქედან შეიძლებოდა მიეღო. თავი შეშათა // შეშის­თავ – შეშისთავი, გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

8.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თალალოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


თალალოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

8.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თალინი

▲ზევით დაბრუნება


თალინი
ქალაქი სომხეთში, არაგაწოტნის ოლქში.

8.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თამაზ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თამაზ (XVII ს.)
სამი კეთილცხენოსანი დავით, თამაზ და ბებურ, მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

8.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თამარ (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


თამარ (XVI ს.)
დედა წმ. მოწამე ლუარსაბ მეფისა; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“.

8.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თამარ მეფე (1160

▲ზევით დაბრუნება


თამარ მეფე (1160
1213 წწ.) – მეფეთ მეფე, სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მეფე გიორგი III­ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი; ტახტზე ავიდა 1184 წ. სათავეში ჩაუდგა ფართო მასშტაბის კულტურულ­ საგანმანათლებლო მოძრაობას. სამეფო კარზე შემოიკრიბა სწავლულნი, მეცნიერნი, მწიგნობარნი, პოეტები. დიდად შე­ ეწია ქართული კულტურის საზღვარგარეთულ ცენტრებ­ საც. მისი მეფობის დროს ქართულმა ჯარმა მოიპოვა უმ­ ნიშვნელოვანესი გამარჯვებები მუსლიმანურ სახელმწი­ ფოებზე შამქორთან (1195 წ.) და ბასიანის ბრძოლაში (1203 წ.). 1204 – 10 წწ. თამარის ჯარებმა ილაშქრეს მცირე აზიაში, ვანის ტბის რეგიონსა და ირანში; 1212 წ. ჩაახშვეს მთიელთა აჯანყება. საქართველოს სამეფოს საზღვარმა სამხრეთით მდი­ ნარე არაქსს მიაღწია, ხოლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ შირვან – დარუბანდი, არზრუმი, ტრაპიზონის იმპერია და ჩრდილო კავკასიის ნაწილი. 1185 წ. თამარის ქმარი გახდა რუსი უფლისწული იური (გიორგი), მაგრამ ორი წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ და იური საქართველოდან განდევნეს. მეორედ თმარი გათხოვდა დავით სოსლანზე, რომელიც გარდაცვალებამდე საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი იყო. თამარის ყმადნაფიცი ქვეყნები იყო: აღმოსავლეთით – შირვანი და რანი, ჩრდილოეთით – ქაშამათი, ოსეთი, დურძუკაი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი; მოხარკე ქვეყნები კი – ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო, კარნუქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის საამირო. XII ს. დასასრულსა და XIII ს. დასაწყისში საქართველომ თავისი პოლიტიკური და ეკონომიურ­კულ­ ტურული ძლიერების ზენიტს მიაღწია. ამ დროს საქარ­ თველოში ჩატარდა დიდი მნიშვნელობის სამშენებლო სამუშაოები (აშენდა გზები, ხიდები, სასახლეები, ციხე­კოშკები, ეკლესია­მონასტრები). თამარის დროს აიგო: ბერთუბნისა და ბეთანიის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვ. თამარი მფარველობდა და მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერებსა და ცენტრებს. თამარი იყო მეფე პოეტი. ხახულის ღვთისმშობლის ხატზე შემონახულია ზედწერილი იამბიკო, „ქალწულებრივთა“, რომელშიც ის შეჰღაღადებს მარიამს. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით, თამარ მეფემ ეს იამბიკო ლაშა-გიორგის დაბადებასთან დაკავშირებით შეთხზა და ხახულის ღვთისმშობელს სწორედ თავის ძეს ლაშას ავედრებს. მეორე იამბიკო, „ცასა ცათასა“, რომელიც, აგრეთვე, თამარს მიეწერება, ეძღვნება ქართველთა დიდებულ გამარჯვებას შამქორის ომში. მემატიანის ცნობით, თამარს ამ გამარჯვების აღსანიშნავად გელათში ხახულის ღვთისმშობლის წინაშე წარუგზავნია შამქორიდან წამოღებული დროშა ხალიფისა – ნიშანი მტრის სრული განადგურებისა.

8.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თბილისი (1936 წლამდე ტ ფ ი ლ ი ს ი)

▲ზევით დაბრუნება


თბილისი (1936 წლამდე ტ ფ ი ლ ი ს ი)
საქართველოს დედაქალაქი. მის ტერიტორიაზე ნასახლარები 6000 წლის წინა პერიოდით თარიღდება. ნუმიზმატიკური და არქეოლ. მასალის საფუძველზე ფიქრობენ, რომ ახ. წ. I – II სს­ში თბილისის ტერიტორიაზე უნდა წარმოქმნილიყო ქალაქური ტიპის და­ სახლება. IV ს­ში აქ ციხე იყო, რომელიც ამავე საუკუნის 70­ იან წლებში სასანური სპარსეთის დიდმოხელის – პიტიახშის რეზიდენციას წარმოადგენდა. V ს. შუა წლებიდან თბილისი ქართლის მეფეთა ხელშია, ხოლო V ს. ბოლოს უკვე ქალაქად იქცა. ეს მოვლენა ვახტანგ I გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული. ერთ­ერთი ლეგენდის მიხედვით, მცხეთიდან სანადიროდ გამოსული ვახტანგი ტყეში შემთხვევით წააწყდა ცხელ გოგირდოვან წყაროს, რომელშიც მისი შევარდენი ნანადირევი ხოხბითურთ ჩაიფუფქა. მეფეს მოეწონა ად­ გილმდებარეობა და ბრძანა აქ ქალაქის აშენება, რომელსაც, თბილი წყაროების გამო, „თბილისი“ უწოდა. მისმა მემკვიდრემ დაჩი უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაასრულა ზღუდე­გა­ ლავნის აგება და, მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან გადმოიტანა. ძველქართულად ქალაქს „ტფილისი“ („ტფილი“­დან) ერქვა და ამ სახელწოდებით გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში – „ტიფლის“; არაბულ­სპარსულში – „თიფლის“; სომხურში – „ტფღის“; ბერძნულში – „ტეფილის“). მაგრამ, გარდა ამ ჩვეულებრივი სახელწოდებისა, ისტორიულად დასავლელი ქართველები (მეგრელ­ჭანები, სვანები) მას „ქართის“ უწოდებდნენ, ქართლის სამეფოს უძველესი ცენტრის „ქართლის“ (არმაზის) მიხედვით.

8.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თევდორე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


თევდორე (IX ს.)
ნეძვის მონასტრის დამაარსებელი („თევდორე ნეძჳსა მაშენებელი და მამაჲ“), წმ. გრიგოლ ხანძთელის მო­ წაფე, რომელმაც, ქრისტეფორესთან ერთად, გადაწყვიტა მონასტრების დაარსება და ამ მიზნით, მოძღვრისგან დაუკითხავად, გაიპარა აფხაზეთში.

8.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თევდორე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


თევდორე (IX ს.)
ხანძთის მონასტრის ერთ­ერთი წინამძღვარი: „მამაჲ თევდორე, დისწული მცხუედაჲსაჲ“, რომლის ინიციატივითაც დაწერა გიორგი მერჩულემ „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

8.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თევდოსი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


თევდოსი (V ს.)
თეოდოსი დიდი, განდეგილი ბერი; დაი­ ბადა კაპადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მია­ ტოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მო­ სალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ანტიოქიაში გამოიარა და წმ. სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. სვიმეონმა მას სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. ჯერ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, რომელშიც იესოს თაყვანისცემის შემდგომ ბეთლემიდან გა­ მობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა ამ მღვიმეში, დღე და ღამ ლოცულობდა და მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა. მან წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე, აღესრულა 105 წლის ასაკში და პატივით დაკრძალეს თავის გამოქვაბულში.

8.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თევდოსი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თევდოსი (VII ს.)
წმ. დავითისა და ტირიჭანის წარმართი ბიძა; „წმ. დავითისა და ტირიჭანის წამების“ მიხედვით, დისწულების დახოცვის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მო­ ინათლა.

8.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეიმურაზ I (1589

▲ზევით დაბრუნება


თეიმურაზ I (1589
1663 წწ.) – თეიმურაზ ბაგრატიონი, წმ. ქეთევანდედოფლისშვილი,კახეთისმეფე1606–1648წწ,ქართლ­ კახეთის მეფე 1625 – 1632 წწ., პოეტი; ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება“ დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა დედის, წმ. ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის; ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გადმოაქართულა სპარ­ სულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კი­ ლოთი („სოფლის სამდურავი“). მის კალამს ეკუთვნის პო­ ემა „მაჯამა“, რომლითაც დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული პო­ ეზიის შემდგომ განვითარებაზე. თეიმურაზ I­მა ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი შემოიტანა და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვანა. განავითარა გაბაასების ჟანრი („გაბაასება ბაგისა და ღვინისა“), რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

8.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეკლა (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეკლა (I ს.)
წმ. თეკლა, მოციქულთასწორი, ქრისტესთვის წამებული; თვრამეტი წლისა დანიშნეს დიდგვაროვანზე, მაგრამ იმ ხანებში ქალაქში ჩასული წმ. პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა. ამის გამო, მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა. პავლე მოციქულის კურთხევით, თეკლა ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს რჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მოციქულთასწორს უწოდებს.

8.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თემანი

▲ზევით დაბრუნება


თემანი
ედომელთა დიდი ქალაქი მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ნახსენებია „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობაში“.

8.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თემესტია (VIII

▲ზევით დაბრუნება


თემესტია (VIII
IX სს.) – დეკანოზი ქალი მერეს დედათა მონასტერში, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსა­ ხურებოდა მწირველ მღვდელ წმ. მატოჲს. როგორც თემესტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასოდეს მატოჲს.

8.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თემურლენგი //დემურლანგი // დემურ თურქი (1336

▲ზევით დაბრუნება


თემურლენგი //დემურლანგი // დემურ თურქი (1336
1405 წწ.) – დემურ სამარყანდელი // ტამერლანი, შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი, გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის, თარაღაის, შვილი; ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ჩამოაყალიბა სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო სამარყანდი. ჩაატარა დაპყრობითი და მძარცველური ლაშქრობები ირანში, კავკასიაში, ვოლ­ გისპირეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და სხვ. 1362 წ. ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. მისი ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. 1386 – 1403 წწ. რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

8.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორა დედოფალი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდორა დედოფალი (IX ს.)
ბიზანტიის დედოფალი, ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828 – 842 წწ.), მეუღლე; ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შვილის, მიხეილ III­ის მცირეწლოვნობის გამო, ბიზანტიის ფაქტობრივი მმართველი იყო. დედოფალი მოხსენიებულია „წმ. კოსტანტი კახის მარ­ ტვილობაში“. თხზულების ბოლოს მოყვანილია მისი წერილი, რომელიც მას გამოუგზავნია წმ. კონსტანტი კახის შვილებისა და ნათესავებისათვის. თეოდორა ულოცავს მათ ღვთის წინაშე ასეთი მეოხის გამოჩენას და თან ურჩევს: „გულაპყრობით იყავით ჩემდა მიმართ, და უღელსა ქუეშე ჩუენსა ქრისტჱს მიერსა ქედნი თქუენნი წარუპყრენით“. ერთი ვარაუდით, „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობა“ უნდა დაწერილიყო 853 – 856 წწ. ბიზანტიაში სწორედ დედოფალ თეოდორას მმართველობის ხანაში, კოსტანტი კახის წამებიდან თეოდორა დედოფლის გარდაცვალებამდე შუალედში. თეოდორა დედოფალმა მო­ იწვია საეკლესიო კრება და აღადგენინა ხატთა თაყვანისცემა, რისთვისაც ის წმიდანადაა შერაცხილი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. გარდაიცვალა 856 წ.

8.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორე (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდორე (IV ს.)
ღირსი თეოდორე განწმენდილი, წმინდა ბერი, წარმოშობით ეგვიპტელი, იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. თოთხმეტი წლისა სახლიდან გაიპარა მონასტერში. როცა პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ განაგებდა მონასტერს, მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. წმ. თეოდორეს სასწაულმოქმედის ნიჭი მიემადლა. აღესრულა ღრმად მოხუცი.

8.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდორე (IX ს.)
ხანძთის წინამძღვარი, რომელიც დახმარებას უწევდა გიორგი მერჩულეს „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვ­ რების“ დაწერაში.

8.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორე სტრატელატი (III

▲ზევით დაბრუნება


თეოდორე სტრატელატი (III
IV სს.) – წმ. დიდმოწამე, რომელ­ მაც მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი. გამოჩენილი სიმამაცისათვის ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. ის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარებას. აწამეს რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს.

8.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორე ხუცესი (XVI

▲ზევით დაბრუნება


თეოდორე ხუცესი (XVI
XVII სს.) – თევდორე კველთელი // თევდორე მღვდელი, წმ. მოწამე; 1609 წ. ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბა­ ნაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის (კუელთა) მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორემ მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ცხირეთის ციხეს, სადაც ლუარსაბ მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვასა და წამებით მოკლეს.

8.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდორიტოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდორიტოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

8.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდოსი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდოსი (IV ს.)
თეოდოსიუს I დიდი, რომის იმპერატორი 379 – 395 წწ. მან გამოაცხადა ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად.

8.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდოსიპოლი

▲ზევით დაბრუნება


თეოდოსიპოლი
იხ. ერზერუმი.

8.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდოსი წინამძღვარი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდოსი წინამძღვარი (XVIII ს.)
სასულიერო პირი, მო­ ხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვ­ რებაში“. ტექსტის თანახმად, თეოდოსი გამორჩეულ იქნა არქიმანდრიტად გერმანეს მღვდელმთავრის ხარისხში აყვანის შემდეგ.

8.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოდოსიოს ასურელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოდოსიოს ასურელი (VI ს.)
ათცამეტ ასურელ მამათაგანი, მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების“ მე­ ტაფრასულ რედაქციაში.

8.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოლოგია

▲ზევით დაბრუნება


თეოლოგია
იხ. ღმრთისმეტყუელებაჲ.

8.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოფანე ხუცესი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოფანე ხუცესი (X ს.)
მწიგნობარი ათონის მთაზე, წმ. ეფთვი­ მე მთაწმიდელის თანამოღვაწე. სწორედ მან უწინასწარმეტყვე­ ლა წმ. ეფთვიმეს დაღუპვა კონსტანტინეპოლში მოგზაურობი­ სას.

8.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოფილაკტე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თეოფილაკტე (XVIII ს.)
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მამა; მოხსენიებულია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გა­ რესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

8.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეოფილე ხუცესმონაზონი (XI

▲ზევით დაბრუნება


თეოფილე ხუცესმონაზონი (XI
XII სს.) – საეკლესიო მოღ­ ვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ლიტერატურული მოღვაწეობა დაუწყია მეფე გიორგი II­ის დავალებით. თარგმნა მეტა­ ფრასული ხასიათის აგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკურ თხზულებათა თარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია წმ. იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღთქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზვნის კალამს ეკუთვნის მატაფრასული რედაქცია აგიოგრაფიული თხზულებისა „ცხორებაჲ და მო­ ქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“.

8.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თესალონიკე

▲ზევით დაბრუნება


თესალონიკე
სალონიკი, ქალაქი საბერძნეთში; დასახელება შედგება ორი სიტყვისგან: თესალია (რეგიონი საბერძნეთში) და „ნიკი“ (გამარჯვება), ანუ თესალიაზე გამარჯვება.

8.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თეძმისხევი

▲ზევით დაბრუნება


თეძმისხევი
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე.

8.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თიანეთი

▲ზევით დაბრუნება


თიანეთი
დაბა საქართველოში, თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე; როგორც გეოგრაფიული მხა­ რის სახელწოდება ისტორიულ წყაროებში პირველად IV ს. ჩნდება. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, წმ. ნინო წო­ ბენიდან „გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელ­სცა ერწუ­თიანელთა“. XI ს. დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა სავაჭრო გზის ერთ­ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთსა და სომხეთთან აკავშირებდა.

8.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თინათინ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


თინათინ (XVII ს.)
თეიმურაზ I­ის ასული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

8.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თორელნი

▲ზევით დაბრუნება


თორელნი
თორელები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII – XIV სს. საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან – თორი (ბორჯომთან ახლოს).

8.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თორნიკე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


თორნიკე (X ს.)
იოანე­თორნიკ // სვინგელოზი // დიდი თორ­ ნიკ // თორნიკე ერისთავთერისთავი, ათონის ქართველთა მონასტრის ერთ­ერთი მაშენებელი, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ტაოელი დიდებულის – ჩორდვანელის ძე; ერისკაცობაში კარინის (სამხრ. ტაო) მხარეს განაგებდა. მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთა­ ზე, ათანასეს დიდ ლავრაში, მოღვაწეობდა. 979 წ. თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხო­ ვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლი­ აროსის აჯანყების ჩახშობაში. თავდაპირველად თორნიკე ბერობას იმიზეზებდა და უარზე იდგა, მაგრამ შემდეგ ხე­ ლისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცი­ ლებლად დასთანხმდა. დავით კურაპალატმა თორნიკე ერის­ თავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი. სკლიაროსი დამარცხდა. ჯარმა ხელთ იგდო დიდი ნადავლი, რომელიც, ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წ. ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. მისი შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978 წ.) და კირილე I­ის თხზულების – „განძის“ 981 წ. ნუსხა.

8.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თრდატ // ტირდატ (III

▲ზევით დაბრუნება


თრდატ // ტირდატ (III
IV სს.) – თრდატ III // მითრიდატ, სომხეთის მეფე 298 – 330 წწ. გამეფდა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დახმარებით. თრდატ III­მ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის დახმარებით ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას, რასაც მოჰყვა სამეფო ხე­ ლისუფლების გაძლიერება. 301 წ. სომეხ დიდკაცობასთან ერთად ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მის სახელთანაა დაკავშირებული წმ. ნინოს სომხეთიდან ქართლში გადმოსვლა.

8.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თრიალეთი

▲ზევით დაბრუნება


თრიალეთი
საქართველოს ისტორიულ­გეოგრაფიული მხარე ქვემო ქართლში; მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს. ესაზღვრებოდა ჯავახეთს, თორს, შიდა და ქვემო ქართლს.

8.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - თუხარისი

▲ზევით დაბრუნება


თუხარისი
ციხესიმაგრე; ძველი ცენტრი კლარჯეთისა, მდებარეობდა მდ. ჭოროხის ნაპირას, კლარჯეთისა და ტაოს საზღვართან.

9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ი

▲ზევით დაბრუნება


9.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იადგარი

▲ზევით დაბრუნება


იადგარი
იხ. საწელიწდოჲ იადგარი.

9.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იაკობ მიძნაძორელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


იაკობ მიძნაძორელი (X ს.)
წმ. ბერი, „მრავალფერი მად­ ლით“ შემკული დიდი მამა, თავდაპირველად შატბერდში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიძნაძოროს ხევში დამკვიდრდა და „ბრწყინვიდა... ვითარცა მთიები შორის ვარსკვლავთა“. მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

9.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იაკობ მოციქული

▲ზევით დაბრუნება


იაკობ მოციქული
ხორციელი ძმა უფლისა, იოსებ დამ­ წინდველის უფროსი ძე, იერუსალიმის პირველი მამამთავა­ რი; ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმ. იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა და დიდი პატივით სარგებლობდა როგორცქრისტიანებს, ისე – იუდეველებს შორის. აღესრულა მოწამებრივად, ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის იერუსალიმის ტაძრის გუმბათიდან ჩამოაგდეს. ავტორია ახალი აღთქმის წიგნებში ჩართული კათოლიკე ეპისტოლესი. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა.

9.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იაკობ ხუცესი // იააკობ ხუცესი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


იაკობ ხუცესი // იააკობ ხუცესი (V ს.)
იაკობ ცურტაველი, საეკლესიო მოღვაწე, აგიოგრაფი; ავტორია ჩვენამდე მო­ ღწეული ერთ­ერთი უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“. იაკობ ხუცესის შესახებ ცნობები შემოინახა სწორედ მის­ მა თხზულებამ; ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, წმ. შუშანიკთან დაახლოებული პირი და მისი სულიერი მოძღვარი, ქვემო ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476 – 483 წწ, წმ. შუშანიკის მოწამებრივი აღსრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ხუცესი გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წ. საეკლესიო კრებას დაესწრო (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲს” უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. თხზულება ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, რომლის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს „წმ. შუშანიკის მარტვილობის“ მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940 წლისა.

9.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იაკობოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


იაკობოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსე­ ნიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იალდო

▲ზევით დაბრუნება


იალდო
სოფელი ქართლში, ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია; ნახსენებია „წმ. აბიბოს ნეკრესელის მარტვილობაში“.

9.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იამბრე და იანე

▲ზევით დაბრუნება


იამბრე და იანე
ბიბლიური პერსონაჟები, და­ძმა, ფარაონის გრძნეულები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მოსე წინა­ სწარმეტყველს. მოხსენიებული არიან ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იარალი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იარალი (XVI ს.)
ქართველი სამხედრო მოღვაწე; თავი გა­ მოიჩინა ოსმალებისა და ყირიმელი თათრების წინააღმდეგ 1609 სოფ. ნიაბთან, სხერტის ჭალაში მომხდარ ბრძოლაში. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იეზაბელი

▲ზევით დაბრუნება


იეზაბელი
ბიბლიური პერსონაჟი, ციდონელთა მეფის, ეთ­ ბაყალის, ასული; ისრაელის მეფის, აქაბის, წარმართი ცოლი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია და ათასი უსჯულოება შესძინა ქალაქს.

9.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იერემია

▲ზევით დაბრუნება


იერემია
ბიბლიური წინასწარმეტყველი, ანათოთელი მღვდლის, ექელკისიას, შვილი. თხუთმეტი წლისას გამო­ ცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წი­ ნასწარმეტყველად. ოცდასამი წელი წინასწარმეტყველებდა, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედანზე და სხვ. ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისაგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემ­ ლობისათვის. იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 586 წ.) ეგვიპტეში წაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

9.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იეროთეოსი (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


იეროთეოსი (I ს.)
მღდელმოწამე, ათენელი ეპისკოპოსი, მოძღვარი წმ. დიონისე არეოპაგელისა. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იესე

▲ზევით დაბრუნება


იესე
ბიბლიური პერსონაჟი, ისრაელის მეფე, ყობედის ვაჟი, წმ. დავით წინასწარმეტყველის მამა. ივანე მხარგრძელი // იოანე ათაბაგი, (XIII ს.) – მსახურთუხუ­ ცესი, ამირსპასალარი და ათაბაგი, სარგის მხარგრძელის ძე, ძმა ზაქარია მხარგრძელისა, თამარის კარის წარჩინებული მოხელე.

9.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ივდითი

▲ზევით დაბრუნება


ივდითი
ბიბლიური პერსონაჟი, იუდეველი გმირი ქალი; როდესაც ნაბუქოდონოსორის არმიამ ალყაში მოაქცია ქ. ბეთულია ქვრივმა ივდითმა, თავისი სილამაზისა და გამჭრიახობის წყალობით, მოახერხა მტრის ბანაკში შეღწევა და ჯარის სარდლისთვის, ოლოფერნესთვის, თავის მოკვეთა, რითაც თავისი ქალაქი დაღუპვას გადაარჩინა.

9.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ივლიანე განდგომილი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ივლიანე განდგომილი (IV ს.)
ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი, რომის იმპერატორი 361 – 363 წწ. განუდგა ქრისტიანობასა და სცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინება, რის გამოც „განდგომილი“ უწოდეს, თუმცა მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა – „ფილოსოფოსი“. IV საუკუნეში წამოიწყო ეკლესიის დევნა.

9.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ივქრიონ (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ივქრიონ (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იკონოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


იკონოგრაფია
(ბერძნ. „გამოსახულება“, „ვწერ“) – მითოლო­ გიური, ისტორიული პერსონაჟებისა და სცენების გამოსახვის ტრადიციულად დადგენილი სისტემა. ის, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, სახვითი ხელოვნების გამოსახულებათა სის­ ტემატიზაციასა და აღწერას მოიცავს; შეისწავლის წმინდა გამოსახულების როგორც გარეგან სახეს, სპეციფიკას, ისე – მის შინაარსს, სიღრმით შრეებში დაფარულ ღვთაებრივ საიდუმლოს. იკონოგრაფიას საეკლესიო ხელოვნების (ხატ­ წერის) ანბანსაც უწოდებენ.

9.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იკორთა (1172 წ.)

▲ზევით დაბრუნება


იკორთა (1172 წ.)
ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალიდან აღმოსავლეთით, სოფ. იკორთის განაპირას. აქ დაკრძალული არიან კახეთის აჯანყების (1659 წ.) ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

9.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონ იერუსალიმელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონ იერუსალიმელი (IX ს.)
უბისის მონასტრის პირველი წინამძღვარი. წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე.

9.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონ კანანახი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონ კანანახი (X ს.)
დიდებული, აღდგომისა დიაკონი – ასეა მოხსენიებული გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

9.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონ პარეხელი (IX

▲ზევით დაბრუნება


ილარიონ პარეხელი (IX
X სს.) – განდეგილი, მწიგნობარი, რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე, რომ მას წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერაც კი შეეფერებოდა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობიდან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია.

9.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონ ქართველი (822

▲ზევით დაბრუნება


ილარიონ ქართველი (822
882 წწ.) – სასულიერო მოღვაწე, ღირსი საკვირველთმოქმედი მამა, ბიზანტიაში (ბითვინიის ოლიმპოზე და კონსტანტინეპოლის მიდამოებში) ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი, საქართველოში რამდენიმე ქტიტორული ტიპის მონასტრის დამაარსებელი; დაიბადა კახეთში, ექვსი წლისა სასწავლებლად ღირსეულ და ღვთისმოყვარე ბერს მიაბარეს. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებით. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა და პატარა გამოქვაბულში დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. მისი ქტიტორული მო­ ღვაწეობა დაკავშირებულია ფერისცვალების ეკლესიასთან დავითგარეჯის ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერთან. წმ. ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუ­ სალიმი, თაბორის მთა, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რო­ მი, ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში. „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მოქალა­ ქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ ახლისაჲ“ – თხზულება მოგვითხრობს IX ს. დიდი საეკლესიო მოღვაწის, წმ. ილარიონის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებს აღმოსავლეთ საქართველოსა და საზღვარგარეთის სამონასტრო ცენტრებში, კერძოდ: იორდანეს უდაბნოში, წმ. საბას ლავრაში, ულუმბოს (ოლიმპის) მთაზე, კონსტანტინეპოლში, თესალონიკესა და რომში. შექმნილია წმ. ილარიონ ქართველის ღვაწლის ამსახველ თხზულებათა მთელი ციკლი (ცხოვრებები და საგალობლები), კერძოდ, მოღწეულია: „ცხოვრების“ ვრცელი და მოკლე რედაქციები; ვრცელი ცხოვრება შემონახულია ერთადერთი 1074 წ. ათონური ხელნაწერით; „ცხოვრების“ მოკლე რედაქცია გვხვდება ორ ხელნაწერში: XIII ს­ისა (ე. წ. თბილისური ხელნაწერი) და XI ს. ათონურ ხელნაწერში (გადაწერილია 1041 – 1042 წწ. ათონის ქართველთა მონასტრის სკრიპტორიუმში 991 წლის წმ. ეფთვიმე ათონელის ავტოგრაფული ნუხიდან). „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია შექმნილი უნდა იყოს XI ს. II ნახევარში თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ. გარდა ამისა, შემორჩენილია ორი სვინაქსარული რედაქცია – ერთი ადრეული, შედგენილი XI ს­ის ბოლოსა თუ XII­ის დასაწყისში, და მეორე გვიანდელი, შემონახული XVII – XVIII სს. ხელნაწერებში.

9.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონ წყაროსთაველი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონ წყაროსთაველი (IX ს.)
წყაროსთავის მონასტრის დამაარსებელი და წინამძღვარი, ქართლის კათოლიკოსი; თავდაპირველად მოღვაწეობდა მიძნაძორის მონასტერში, იყო დავით მიძნაძორელის მოწაფე. გიორგი მერჩულე მას წყაროსთავის მონასტრის მაშენებლად ასახელებს: „ილარიონ მამაჲ და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას“.

9.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონი (VI ს.)
გარეჯის უდაბნოში მოღვაწე წმ. მამა; ასურელ მამათა „ცხოვრების“ მიხედვით, მან განავრცო და აკურთხა ახლადმონათლული აზნაურის, ბუბაქრის, მიერ აგებული ეკლესია, რომელშიც წმ. მამა დავით გარეჯელია დაკრძალული.

9.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონი (VII ს.)
მოძღვარი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონი (IX ს.)
ქართლის კათოლიკოსი, მოღვაწეობდა მიძნაძოროს მონასტერში (ისტორიული კლარჯეთი), იყო დავით მიძნაძორელის მოწაფე, აგრეთვე – წყაროსთავის მო­ ნასტრის მაშენებელი და წინამძღვარი.

9.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონი (IX ს.)
უბისის მამასახლისი; გიორგი მერჩუ­ ლის ცნობით, დიდხანს უმოღვაწია იერუსალიმში, მო­ ხუცებულობისას ჩამოსულა ხანძთის მონასტერში. დამოუ­ კიდებელი საეკლესიო მოღვაწეობის სურვილი არც სიბერის ჟამს განელებია და ამიტომ გაჰყოლია ხანძთიდან თევდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთის სამეფოში მონასტრების სა­ შენებლად. როცა წმ. გრიგოლმა აფხაზეთის მეფის, დემეტრეს, თხოვნით ააშენა მონასტერი უბე (უბისა), მის მამასახლისად დაადგინა.

9.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ილარიონი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ილარიონი (XI ს.)
სასულიერო მოღვაწე ანტიოქიის მახლობ­ ლად, თუალის მონასტერში; თავდაპირველად მოღვაწეობდა ხახულში და იყო წმ. გიორგი მთაწმიდელის „პირველი მოძღვარი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“.

9.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იმერეთი

▲ზევით დაბრუნება


იმერეთი
დასავლეთ საქართველოს ერთ­ერთი ისტორიულ­ ეთნოგრაფიული მხარე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტერმინი „იმერეთი“ მომდინარეობს „იბერების“ სატომო სა­ ხელიდან. XV ს. II ნახევრიდან იმერეთი დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო იყო.

9.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ინდიკტიონი

▲ზევით დაბრუნება


ინდიკტიონი
წელთაღრიცხვის ერთგვარი სათვალავი ქრის­ ტიანულ ქვეყნებში. ცნობილია დიდი და მცირე ინდიქტიონი. მცირე ინდიქტიონი 15­წელიწადიანი ციკლია, რომელიც აღირიცხება 7 სექტემბრიდან, ხოლო დიდი ინდიქტიონი (იგივე მოქცევა) 532­წლიანი ციკლია. ინდიქტიონით წელთაღრიცხვა თავდაპირველად ეგვიპტეში დაიწყეს, ბიზანტიაში ის კონსტანტინე დიდმა შემოიღო. XVIII ს. ინდიქტიონით წელთ­ აღრიცხვა შეწყდა ყველა ქვეყანაში.

9.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ინდნი

▲ზევით დაბრუნება


ინდნი
ინდოელები; სამხრეთ აზიაში, კერძოდ ინდოეთში, მცხოვრებნი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტი­ რიკაში“ (XVIII ს.).

9.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოაკიმე მღვდელმონაზონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოაკიმე მღვდელმონაზონი (XVIII ს.)
გარეჯელი ბერი, 1775 წ. ლეკებმა გარეჯის მონასტერი დაარბიეს და რამენიმე ბერი გაიტაცეს, მათ შორის: მღვდელმონაზონი მაქსიმე და იოაკიმე, მონაზონი ონოფრე და კიდევ 4 კერძო დიაკონი. ამის შესახებ მოგვითხრობს გაბრიელ მცირე „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“.

9.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანათან

▲ზევით დაბრუნება


იოანათან
იონათან ხასმონელი, ბიბლიური პერსონაჟი, მატათია ხასმონელის უმცროსი ვაჟი; მამასთან და ძმებთან ერთად სელევკიდების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა იუდეის აჯანყების დასაწყისიდანვე. იუდა მაკაბელის სიკვდილის შემდეგ თავის ძმასთან, სიმონთან, ერთად სათავეში უდგა იუდეას და იბრძოდა სელევკიდების იმპერიისგან თავისა დასაღწევად.

9.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე (VI ს.)
წმინდა ბერი, მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა „ცხოვრებანში“, როგორც ნიშებშემოსილი, დიდი მნათობი მონაზონთა.

9.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე (VIII ს.)
ძე წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე ((XII

▲ზევით დაბრუნება


იოანე ((XII
XIII სს.) – ძმა შალვა ახალციხელისა (ერისთავისა); მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე (XVIII ს.)
იეროდიაკონი, წმ. ონისიფორეს უმცროსი ძე, მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისოფორეს ცხოვ­ რებაში“.

9.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე (XVIII ს.)
მეფის მოძღვარი, გაბრიელის ძე; მოხსე­ ნიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე ათაბაგი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე ათაბაგი (XIII ს.)
იხ. ივანე მხარგრძელი.

9.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე მანგლელი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოანე მანგლელი (XVIII ს.)
იოსებ სააკაძე, საეკლესიო მო­ ღვაწე, მისიონერი; გარეჯის უდაბნოში ისწავლა მონაზვნური ცხოვრება; მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. 1724 წ. დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქა­ დაგება დაიწყო; გადავიდა ასტრახანში, ააგო წმ. იოანე ღვთის­ მეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წ. რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა; ასტრახანიდან ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ააგო ეკლესია და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.

9.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე მარტჳრი

▲ზევით დაბრუნება


იოანე მარტჳრი
იოანე მარტვირი, საეკლესიო მოღვაწე, მწერალი; მოხსენიებულია წმ. შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრების“ (XII ს.) სათაურში, როგორც თხზულების ავტორი: „ესე აღწერა ღირსმან მარტჳრი, პირველ რომელსა ეწოდა იოანე“.

9.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე ნათლისმცემელი

▲ზევით დაბრუნება


იოანე ნათლისმცემელი
იხ. ნათლისმცემელი.

9.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოანე ნათლისმცემლის მონასტერი (VI

▲ზევით დაბრუნება


იოანე ნათლისმცემლის მონასტერი (VI
VII სს.) – გარეჯის წმ. ნათლისმცემლის მონასტერი წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია წმ. დავით გარეჯელის მოწაფის, ლუკიანეს, მიერ: „ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის­მცემლისასა“.

9.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იობ ეპისკოპოსი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


იობ ეპისკოპოსი (IV ს.)
ნერსე სომეხთა კათოლიკოსის დიაკონი, ეპისკოპოსი ქართლის მეფე თრდატის მეფობის დროს.

9.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იობი

▲ზევით დაბრუნება


იობი
წმ. მრავალვნებული იობი, ბიბლიური პერსონაჟი, ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში. არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის, ვაჟი იყო. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა. სამართლიანობისა და პატიოსნებისთვის წმ. იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში. ღმერთმა ბევრჯერ გამოსცადა მრავალი სატანჯველის მოვლენით, მაგრამ ყველა განსაცდელს გაუძლო და მოთმინებისათვის ხელახლა დაჯილდოვდა: სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდაიცვალა 248 წლისა. „იობის წიგნის“ ავტორის ვინაობა დადგენილი არ არის.

9.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე (VII ს.)
მღვდელი, მოხსენიებულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

9.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე (IX ს.)
კლარჯი, წმ. სერაპიონ ზარზმელის უმცროსი ძმა, რომელიც, სერაპიონთან ერთად, წავიდა სამცხეში, შეუდგა ბერულ ცხოვრებასა და ეწეოდა აღმშენებლობითს საქმიანობას. სწორედ მას აუგია სამცხეში იოვანეწმიდას ტაძარი.

9.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე (VIII

▲ზევით დაბრუნება


იოვანე (VIII
IX სს.) – ჯიბრილის ძმა, მოხსენიებულია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი“.

9.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე (X ს.)
ხანძთის მონასტრის ბერი, ხანძთის წინამძღვრის, თეოდორეს, ძმა; ისინი ერთად დახმარებიან გიორგი მერჩულეს „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დაწერის დროს.

9.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე (X

▲ზევით დაბრუნება


იოვანე (X
XI სს.) – იოვანე ათონელი // იოვანე მთაწმიდელი // იოანე ქართველი // იოანე­ვარაზვაჩე ჩორდვანელი, ქართველი საეკლესიო მოღვაწე; ათონის ქართველთა მონასტრის, ივირონის, დამაარსებელი დაპირველიწინამძღვარი; ქართველი მთარგმნელისა და მწიგნობრის, წმ. ეფთვიმე ათონელის, მამა. ერისკაცობაში სამცხის ერთ­ერთი დიდებულთაგანი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე, მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილი ეფთვიმე მთაწმიდელი. 965 წ., შვილსა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველმა ბერებმა ჯერ წმ. იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იყო. დაავადდა ნეკრესის ქარებით. უძლურების გამო, ვეღარ უძღვებოდა მონასტერს და მის ნაცვლად სამონასტრო საქმეებს წმ. ეფთვიმე განაგებდა. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დიდი ვედრებით დაითანხმა თავისი შვილი, რომ გაძღოლოდა ივირონს. ეფთვიმემ მამის ცხედარი პატივით დაკრძალა (1005 წ.) და მის სამარხზე წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.

9.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე გრძელის ძე (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე გრძელის ძე (XI ს.)
ათონის ქართველთა მონასტრის მონაზონი, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თანამოღვაწე. მოღვა­ წეობდა „ოთხთა ეკლესიათა ლავრასა შინა“ წმ. არსენ ნინოწმინდელთან ერთად. მალე ისინი პონტოს ერთ­ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ, ხოლო შემდეგ, ქართველთა თხოვნით, მივიდნენ ათონის მთაზე ჯერ კიდევ წმ. იოანე მთაწმიდელის სიცოცხლეში; მხარში ამოუდგნენ ეფთვიმეს, ეხმარებოდნენ ლიტერატურულ საქმიანობაში, გადაწე­ რეს მრავალი ხელნაწერი. მათი თხოვნით, წმ. ეფთვიმემ თავი დაანება წინამძღვრობასა და შეუდგა ინტენსიურ მთარგმნელობითს მოღვაწეობას. იოანე გრძელის ძემ და არსენმა გადაწერეს ეფთვიმეს თარგმანები. „იოვანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“ – თხზულება მოგვითხრობს ათონის მთაზე ივერთა მონასტრის დაარსების ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია მამა­შვილის, წმ. იოანესა და ეფთვიმე მთაწმიდელების, მოღვაწეობასთან. დიდ საეკლესიო მოღვაწეს, წმ. გიორგი მთაწმიდელს (ათონელი) თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისა“ დეკანოზობაში (1042 – 1044 წწ.) დაუწერია, მალევე უთარგმნიათ ბერძნულ ენაზე. ჩვენამდე მოღწეულია ორი ბერძნული თხზულება: „ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამის ჩვენისა ეფთვიმე ბერისა“ და „ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მა­ შენებელთა“.

9.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე ზედაზნელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე ზედაზნელი (VI ს.)
ათცამეტ ასურელ მამათა წინამძღოლი; სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიუღია, სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და სამოღვაწეოდ უდაბნოს მიაშურა. ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თორმეტი ბერი და ქრისტეს რჯულის განსამტკიცებლად საქართველოში წასულიყო. მართლაც, თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად, საქართველოსკენ გამოემართა. მეფესა და კათალიკოსს ანგელოზებისგან ეუწყათშუამდინარეთიდან აღმობრწყინებულ „ვარსკვლავთა“ მოსვლა. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ. წმ. მამებმა თაყვანი სცეს მირონმდინარე სვეტსა და უფლის კვართს. ცოტა ხნის შემდეგ, წმ. იოანემ მოწაფეებთან ერთად მოილოცა ყველა ადგილი, სადაც მოციქულთა სწორმა, წმ. ნინომ, იქადაგა. ქართლის კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის წარმართული კერპი იდგა. ძალიან მალე ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი შეიქმნა. ერთ ღამეს წმ. იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს დაეგზავნა საქადაგებლად. მან დაიტოვა ილია დიაკონი და ზედაზენზე ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმ. იოანეს უფლისგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. მან იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, იმ მღვიმეში დაესაფლავებინათ, რომელშიც მოღვაწეობდა. წმ. ზიარების მიღების შემდეგ ბერმა იხილა გახსნილი ცა და ზეციური უხორცო ძალნი წმიდათა თანხლებით. მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, ზედაზნის ძირს მდებარე მონასტერში წაესვენებინათ მოძღვარი, მაგრამ მოულოდნელად მიწა იძრა. ამის შემდეგ ღირსი მამა ანდერძისამებრ დაკრძალეს. X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908 – 923 წწ.) დროს, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. ღირსი მამის საფლავი მდებარეობს ტაძრის სამკვეთლოსთან. „იოვანე ზედაზნელის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ იოვანე ზედაძნელისაჲ“ – თხზულება მოგვითხრობს VI ს. სირიიდან საქართველოში ჩამოსული თორმეტი მონაზვნისა და მათი წინამძღვრის – წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებასა და მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამონასტრო ცხოვრების დაწყებას. წმ. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI – VII სს., მაგრამ თხზულება დაკარგულია. მოკლე რედაქცია მოღწეულია სამი ნუსხით, მეტაფრასული კი – მრავალი ხელნაწერით. სამივე რედაქციის სათაურში ავტორად არსენ ქართლის კათოლიკოსია დასახელებული. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქცია უნდა წარმოადგენდეს არქეტიპს, რომელიც არის ნაწილი იოანე ზედაზნელისა და მისთა მოწაფეთა ცხოვრებისა, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არსენ კათოლიკოსის მიერ (955 – 980 წწ.) X ს­ის მეორე ნახევარში. მეტაფრასული რედაქცია XII ს. თარიღდება. საყურადღებოა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული წმ. იოანე ზედაზნელის კიდევ ერთი, უცნობი „ცხოვრება“ X ს­ის I ნახევარში გადაწერილ ხელნაწერში. ვრცელი რედაქცია შემორჩენილია XV ს­ის ერთადერთი ბოლონაკლული ხელნაწერით, „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეული ნუსხით, დაწერილი ზედაზენის წინამძღვრის, მიქელის, შეკვეთით. არსებობს წმ. იოანეს ცხოვრების გვიანდელი სვინაქსარული რედაქციაც მოღწეული ერთადერთი 1726 წ. ხელნაწერით. ცნობები წმ. იოანე ზედაზნელის შესახებ შემონახულია, აგრეთვე, წმ. შიო მღვიმელისა და წმ. დავით გარეჯელის „ცხოვრებათა“ რედაქციებში.

9.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე მოწამე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე მოწამე (IX ს.)
მოხსენიებულია როგორც ახალი მოწამე გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „ახალი იგი ქრისტეს მოწამე იოვანე სანატრელი, ხანცთით იერუსალჱმდ მიწევნული და სარკინოზთა ჴელითა ბაღდადს ქრისტესთჳს მოკლული“. ის, როგორც ჩანს, თხზულების დაწერის (951 წ.) დროინდელი მოწამეა, რომელიც გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ (861 წ.) წასულა ხანძთიდან იერუსალიმში, სადაც არაბებს შეუპყრიათ და ქ. ბაღდადში უწამებიათ, სავარაუდოდ, სარწმუნოების გამო.

9.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე ოქროპირი

▲ზევით დაბრუნება


იოვანე ოქროპირი
იხ. ოქროპირი.

9.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე პეტრიწი (XI

▲ზევით დაბრუნება


იოვანე პეტრიწი (XI
XII სს.) – იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფო­ სი, ნეოპლატონიკოსი; ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპო­ ვება, მხოლოდ XVIII ს. მწიგნობარნი იუწყებიან, რომ სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. იოანე ბატონიშვილის ცნობით კი გურიიდან ყოფილა. ახალგაზრდობაში სწავლობ­ და კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში. აქტი­ ური მონაწილეობა მიუღია იდეურ მოძრაობაში, რომელ­ საც იოანე იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამარ­ თლებისა (1083 წ.) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ პეტრიწი პეტრიწონის მონასტერში გადასახლდა. თავდა­ პირველად შავ მთაზე ეფრემ მცირესთან იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზუ­ ლებით („განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად“). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: „ტოპიკა“ და „განმარტებისათვის“ („პერი­ ჰერმენეია“); ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“; პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ („თეოლოგიის ელემენტები“); ამონიოს ჰერმიას „მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა“ და „მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა“ (ზოგი მეცნიერი ამ უკანასკნელი თხზულების მთარგმნელად მიიჩნევს იოანე ტარიჭისძეს). არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის“ პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწმა, ფილოსოფიური ნაშრომების გარდა, და­ გვიტოვა მნიშვნელოვანი თარგმნილი და ორიგინალური ლიტერატურული მემკვიდრეობა: მან ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა ბიბლიური წიგნები და იოანე სინელის „კლემაქსი“ („კიბე“); ბერძნულიდანვე გადმოაქართულა მეტაფრასული აგიოგრაფიული საკითხავები – წმინდათა ცხოვრებანი და წამებანი და სხვ. იოანე პეტრიწმა დაწერა ორიგინალური ასკეტიკურ­მისტიკური პოეტური ტრაქტატი „სათნოებათა კიბე“, რომელსაც საფუძვლად დაედო „კლემაქსის“ ექვთიმე მთაწმინდლისეული ქართული თარგმანი; გალექსა „სათვეო სჳნაქსარი“, ანუ „გალობანი ყოველთა წმინდათანი“. მასვე მიაკუთვნებენ მცირე ზომის იამბიკურ ლექსებს, რომელთაგან ზოგს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე პეტრიწმა შექმნა ლი­ ტერატურულისკოლა,აღზარდამრავალიმოწაფე,გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი, რადგან ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას. პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი – ანტონ I­ის ლიტერატურულ სკოლაზე.

9.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე საბანისძე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოვანე საბანისძე (VIII ს.)
მოაზროვნე და მწერალი; მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრული ცნობები არ მოიპოვება. ავტორია თხზულებისა „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა“. ქართული აგიოგრაფიის ეს ნამდვილი შედევრი 786 – 790 წწ. დაწერილი. ტექსტის მიხედვით, მოღვაწეობდა ქართლის კათოლიკოს სამოელის (780 – 790 წწ.) პერიოდში. სწორედ, მისი თხოვ­ ნითა და ლოცვა­კურთხევით შეიქმნა ეს თხზულება. ავტორი აბოს მეგობარი და მისი წამების თვითმხილველი ყოფილა. ივანე ჯავახიშვილის თანახმად, იოანეს, ასევე, „საბანეანი“ ეწოდებოდა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იოანეს სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპისთვის დაუდგენელია, სასულიერო პირი იყო თუ – საერო.

9.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე ღმრთისმეტყველი

▲ზევით დაბრუნება


იოვანე ღმრთისმეტყველი
წმ. მოციქული იოანე მახარებელი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ქრისტეს მკერდს მიყრდნობილი, გალილეველი მეთევზე ზებედესა და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი, რომელთაც მოუწოდა, გაჰყოლოდნენ. ქრისტემ „ძე ქუხილისა“ უწოდა. მოიხსენიება, როგორც „სიყვარულის მოციქული“. ის იყო ერთადერთი მოციქული, რომელიც იდგა ჯვარცმასთან. სულთმოფენობის შემდეგ მოღვაწეობდა იერუსალიმში, ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების შემდეგ კი – სამარიასა და მცირე აზიაში. მოციქულობის საქმიანობის ცენტრად აირჩია ეფესო; გადასახლებული იყო პატმოსზე, სადაც თავის მოწაფეს, პროხორეს, უკარნახა „გამოცხადება“ (აპოკალიფსი); ავტორია მეოთხე სახარებისა. წმ. იოანე მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენს არწივი, რადგანაც აზრის სიმაღლითა და შორსმჭვრეტელური წინასწამეტყველებებით არწივს ემსგავსება.

9.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოვანე ხახულელი (X

▲ზევით დაბრუნება


იოვანე ხახულელი (X
XI სს.) – ღირსი იოანე ხახულელი, მთარგმნელი და კალიგრაფი. როგორც მჭევრმეტყველ­ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს. სამოღვაწეოდ, არსენ ნინოწმინდელთან ერთად, ათონის მთას მიაშურა და ერთგულად ამოუდგა მხარში წმ. ექვთიმე ათონელს. „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღესრულა.

9.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იონა

▲ზევით დაბრუნება


იონა
ბიბლიური 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანი, რომლის შესახებ მოგვითხრობს „წინასწარმეტყველება იონაჲსი“. მის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მოუწოდა ღმერთმა ნინევიაში, ასურიის დედაქალაქში, წასვლა და სინანულის ქადაგება. იონას დაუმორჩილებლობის ცდა დამთავრდა იმით, რომ იგი ჩანთქა ვეშაპმა. წიგნი გვამცნობს, როგორ გათავისუფლდა სამი დღე­ღამის შემდეგ. იონას სიმბოლო ახალ აღთქმაში განხილულია, როგორც ქრისტეს აღდგომის წინასწარმეტყველება.

9.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იონათან

▲ზევით დაბრუნება


იონათან
ბიბლიური პერსონაჟი, იონათან ხასმონელი // მაკაბელი, მატათია ხასმონელის უმცროსი ვაჟი; მამასა და ძმებთან ერთად სელევკიდების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა იუდეის აჯანყების დასაწყისიდანვე. იუდა მაკაბელის სიკვდილის შემდეგ თავის ძმასთან, სიმონთან, ერთად სათავეში უდგა იუდეასა და ბრძოლას აგრძელებდა სელევკიდების იმპერიისგან თავისა დასაღწევად. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იონი

▲ზევით დაბრუნება


იონი
ბერძენი; „იონთა მეფე“ გვხვდება იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“: „და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოვლისასა“.

9.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იორდანე

▲ზევით დაბრუნება


იორდანე
მდინარე ახლო აღმოსავლეთში. ითვლება მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ. ძველი აღთქმის შესაბამისად, ისუ ნავესმა ეგვიპტდან გამოსული ებრაელები გადაიყვანა სასწაულებრივად გაწეულ იორდანეს წყლებზე და ამით დასრულდა ებრაელთა 40­წლიანი ხეტიალი უდაბნოში. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით.

9.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იორდანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


იორდანოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

9.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოსებ ალავერდელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოსებ ალავერდელი (VI ს.)
ღირსი ამბა ალავერდელი, ერთ­ ერთი წმ. ასურელი მამა; მოვიდა ანტიოქიიდან წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას. „იოსებ ალავერდელის ცხოვრება“ // „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოსებ ამბა ალავერდელისა“ – წმ. იოსებ ალავერდელი იხსენიება წმ. ასურელი მამების – დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის – „ცხოვრებათა“ მეტაფრასულ რედაქციებში (XII ს.). XVIII ს­ის I ნახევარში დაიწერა სვინაქსარული ცხოვრება „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოსებ ამბა ალავერდელისა“, რომლის ავტორია ერეკლე I­ის ასული მაკრინე მონაზონი.

9.64 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოსებ ტფილელი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოსებ ტფილელი (XVII ს.)
იოსებ სააკაძე­ბაბათაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი, საეკლესიო მოღვაწე, მწერალი; აღიზარდა ქვათახევის მონასტერში და იქვე აღიკვეცა ბერად. მალე გადავიდა ნიკორწმინდაში. აქ ის ეპისკოპოსად უკურთხებიათ. რაჭაში დიდხანს არ დარჩენილა და ქარ­ თლში დაბრუნებულა. ცოტა ხანში აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დაუნიშნავთ. თბილისში დაბრუნებული თბილელის სამიტროპოლიტო კათედრას განაგებდა. მის სახელს უკავშირდება სიონის წიგნსაცავის დაარსება; მასვე უნდა გადაეწერა ზაზასეული „ვეფხისტყაოსანი“ და „ამირანდარეჯანიანი“. ავტორია საისტორიო ჟანრის პოემა „დიდმოურავიანისა“, რომელშიც რუსთველური შაირითაა გალექსილი დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის, ცხოვრება­ მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე თხზულება: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა, ახლად შაირად გარდათარგმნილი, მარგებელი მსმენელთა და მკითუცლთათვსცა თქმული საა­ კაძის იოსებ ტფილელისაგან“; „ანბანთქება ახლად თქმული ბაბათაშვილის ტფილელის იოსების მიერ თქმული“; „ქება და წამება წმიდისა მირიანისი“; „წმიდათა კრებულთათვის“; იაკობ შემოქმედელისადმი (დუმბაძე) მიწერილი გამოცანა; კ. კეკელიძის დაკვირვებით, იოსებ თბილელს გამოუთქვამს 65 სტროფი „ვეფხისტყაოსნის“ ციკლიდან.

9.65 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოსები

▲ზევით დაბრუნება


იოსები
ბიბლიური პერსონაჟი, იაკობისა და რახილის ძე, რომელიც მონად მიჰყიდეს ვაჭრებს, მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს. აქ იოსები ჯერ საპყრობილეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს ფარაონის კარზე აღზევდა, მამა და ძმები ეგვიპტეში მიიწვია. მისი სიკვდილის შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მონობისაგან თავის დასაღწევად მოსეს წინამძღოლობით ქანაანში დაბრუნდნენ.

9.66 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იოსტინიანე // იოსტინიანოსი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


იოსტინიანე // იოსტინიანოსი (VI ს.)
ბერძენთა მეფე, ებრძოდა განდგომილ ტასკუნებსა და დახმარება სთხოვა ქართველთა მეფე ფარსმანს. მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“.

9.67 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ირაკლი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი (XVII ს.)
მეფე ალექსანდრეს ძე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.68 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ირაკლი I (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ირაკლი I (XVII ს.)
ერეკლე I, ნაზარ ალი­ხანი (სხვა სახელი ნიკოლოზი), ქართლისა და კახეთის მეფე, თეიმურაზ I­ის ძის, დავითის, შვილი. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.69 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ირანი

▲ზევით დაბრუნება


ირანი
იხ. სპარსეთი.

9.70 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იროდია

▲ზევით დაბრუნება


იროდია
ჰეროდიადა, ჰეროდეს უკანონო ცოლი; ანტიპამ მიატოვა პირველი ცოლი და შეირთო თავისი ძმის, ფილიპეს, მეუღლე ჰეროდიადა. ამ უკანონო ქორწინებისათვის იოანე ნათლისმცემელი გამუდმებით ამხელდა მას, რისთვისაც შეიძულა ჰეროდიადამ და იმდენი შეძლო, რომ იოანე ნათლისმცემელი მოაკვლევინა.

9.71 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისაკ (IV

▲ზევით დაბრუნება


ისაკ (IV
V სს.) – საჰაკ (ისაკ) დიდი // სააკ პართევი // საჰაკ სომეხი, სომეხთა კათალიკოს ნერსე I დიდის ვაჟი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს­პატრიარქი 387 – 428 წწ.

9.72 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისაკი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ისაკი (VI ს.)
ღირსი ისააკ ასური; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

9.73 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისაკი და იოსები (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ისაკი და იოსები (IX ს.)
წმ. მოწამე ძმები, რომლებიც აწამეს მცირე აზიაში, ქ. კარნუშში. „ისაკისა და იოსების წამება“ – წმ. მოწამე ძმების, ისაკისა და იოსების, შესახებ „წამება“ დაიწერა სომხურ ენაზე, საიდანაც გადმოაკეთა ანტონ I კათალიკოსმა და შეიტანა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა ისაკ და იოსებისი, ვნებულთა ქალაქსა შინა თეოდოსიპოლსა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. მათ შესახებ ძველ ქართულ მწერლობაში არანაირი ცნობა არ მოიპოვება, არც სვინაქსარული ცხოვრების კვალი ჩანს ლიტურგიკულ ძეგლებში. სომხურ ენაზე არსებობს „წამება წმიდა საჰაკისა და იოსებისა“ და, სავარაუდოდ, ცნობები მათ შესახებ ანტონს ამ ტექსტის მიხედვით უნდა მოეპოვებინა.

9.74 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისე წილკნელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ისე წილკნელი (VI ს.)
ერთ­ერთი ათცამეტი ასურელ მამათაგანი; მოღვაწეობდა და მღვდელმთავრობდა ქართლში, წილკნის ეპარქიაში. იყო დიაკონი, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფე. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში. „ისე წილკნელის ცხოვრება“ // „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ისე წილკნელისა“ – ცნობები წმ. ისე წილკნელის შესახებ შემონახულია წმ. შიო მღვიმელის ცხოვრების ადრეულ რედაქციებში. ამ ცნობების საფუძველზე XVIII ს. I ნახევარში შეიქმნა კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილის ისეს ვრცელი და მოკლე სვინაქსარული „ცხოვრება“. ცნობები წმ. ისე წილკნელის შესახებ ძველი რედაქციებიდან გადასულია წმ. დავით გარეჯელის გვიანდელ სვინაქსარულ „ცხოვრებაშიც“.

9.75 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისიდორე სამთავნელი // ეზდერიოს სამთავნელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ისიდორე სამთავნელი // ეზდერიოს სამთავნელი (VI ს.)
ერთ­ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში, მდ. ლეხურის აღმოსავლეთით „ჭალაკსა სამთავისისასა“ დაემკვიდრა და იქვე დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავისის ტაძრის ტერიტორიაზე. წმ. ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა წმ. ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.

9.76 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისკარიოტელი

▲ზევით დაბრუნება


ისკარიოტელი
იხ. იუდა ისკარიოტელი.

9.77 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისმაელი

▲ზევით დაბრუნება


ისმაელი
(ძვ. ებრ. „ღმერთი გაიგონებს“) – ისმაილი, ბიბლიური აბრაამისა და აგარის ძე. ისააკის დაბადების შემდეგ აბრაამის კანონიერი ცოლის, სარას, დაჟინებით აბრაამმა ისმაილი და მისი დედა უდაბნოში განდევნა. ბიბლიის კომენტატორთა აზრით, ისმაელი არაბი ბედუინების (ისრაელების მონათესავე ტომი) წინაპარია. ყურანის მიხედვით, წინასწარმეტყველი და მაჰმადის // მუჰამედის უშუალო წინამორბედია. ამიტომ უწოდებენ მაჰმადიანებს ხან „ისმაიტელთ“, ხან – „აგარიანთ“. დასაფლავებულია მექაში, ქააბის მახლობლად.

9.78 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისმაიტელნი

▲ზევით დაბრუნება


ისმაიტელნი
იხ. აგარიანნი.

9.79 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისრაელი

▲ზევით დაბრუნება


ისრაელი
ქვეყანა სამხრეთ­დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე; ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო. ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ უწოდა ღმერთმა იაკობს მასთან ბრძოლის შემდეგ. მოგვიანებით სახელი მთელ ებრაელ ხალხზე გავრცელდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ სახელი „ისრაელი“ სამხრეთით მდებარე იუდას სამეფოსაგან განცალკევებულ ჩრდილოეთის სამეფოს აღნიშნავს. ძველ აღთქმაში აღწერილი ისრაელის ხალხის ძველი ისტორია იწყება აბრაამითა და სრულდება რომაელთა მიერ ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევით.

9.80 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისპაჰანი

▲ზევით დაბრუნება


ისპაჰანი
ისპაანი // ესფაჰანი, ქალაქი ირანში, ისპაჰანის პრო­ ვინციის დედაქალაქი.

9.81 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ისუ ნავე

▲ზევით დაბრუნება


ისუ ნავე
მართალი ისუ, ბიბლიური პერსონაჟი, ძე ნავესი, ებრაელთა ტომის ბელადი მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს რჯულის ერთგულება დაუბარა.

9.82 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იუდა ისკარიოტელი

▲ზევით დაბრუნება


იუდა ისკარიოტელი
სახარების პერსონაჟი, ერთ­ერთი ქრის­ ტეს 12 მოწაფეთაგან. 30 ვერცხლად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც, რომაელების დახმარებით, იგი ჯვარს აცვეს. ქრისტეს შე­ პყრობის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. მისი სახელი მოღალატის, გამცემის, იუდას ამბორი კი მოჩვენებითი პატივისცემის‚ თაყვანისცემის, მოღალატის მხრიდან ამბორის სინონიმებად იქცა.

9.83 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იუდა მაკაბელი

▲ზევით დაბრუნება


იუდა მაკაბელი
ბიბლიური პერსონაჟი, მატათია ხასმონეის მესამე ვაჟი, ანტიოქე IV ეპიფანეს წინააღმდეგ იუდეის აჯანყების მეთაური; მიიღო სახელი მაკაბელი, ანუ „ურო მტრის წინააღმდეგ“. იუდა თავისი ძმების დახმარებით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა სირიელებს იუდეის ელინიზაციასა და კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებაში.

9.84 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იუდეა (დაახლ. ძვ.წ. 928

▲ზევით დაბრუნება


იუდეა (დაახლ. ძვ.წ. 928
586 წწ.) – იუდეის სამეფო, ძვე­ ლი სახელმწიფო სამხრეთ პალესტინაში. წარმოიშვა გაერ­ თიანებული ისრაელ­იუდეის სამეფოს დაშლის შედეგად ორ სახელმწიფოდ: ისრაელად და იუდეად. იუდეის სამეფოს დავით მეფის დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ. დედაქალაქი იერუსალიმი იყო.

9.85 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იუდეანნი

▲ზევით დაბრუნება


იუდეანნი
იუდეველები; თავდაპირველად იუდეის (ძველი პალესტინის) მცხოვრებნი, შემდეგ ებრაელების აღმნიშვნელი ბიბლიური პატრიარქის – იუდას სახელის მიხედვით, რომელიც ითვლება იუდეველთა წინაპრად.

9.86 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იულთი

▲ზევით დაბრუნება


იულთი
გამოქვაბული, მდებარეობს კახეთში; წმ. იოანე ზე­ დაზნელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია „ქუაბი იულთისაჲ“.

9.87 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იულიოს კეისარი (ძვ. წ. 100

▲ზევით დაბრუნება


იულიოს კეისარი (ძვ. წ. 100
ძვ. წ. 44) – გაიუს იულიუს კეი­ სარი, ძველი რომის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

9.88 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - იშხანი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


იშხანი (VII ს.)
დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე; თავდაპირველი ეკლესია VII ს. 30­იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა, თუმცა დარბეულა და მიტოვებულა არაბთა შემოსევის დროს. განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ და ნათესავმა საბა იშხნელმა (IX ს.): „ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქვრივებულ იყო. აწ კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად – მოღვაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა“. X ს. იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წ., ბაგრატ IV­ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. იშხნის მონასტერში 973 წ. შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წ. ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. ამჟამად იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (იშჰან) (Işhan).

10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კ

▲ზევით დაბრუნება


10.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კაბბადუკია

▲ზევით დაბრუნება


კაბბადუკია
კაპადოკია, მცირე აზიის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი ოლქი; კაპადოკია იყოფოდა „დიდ კაპადოკიად“ და „მცირე კაპადოკიად“ – ეს უკანასკნელი მოიცავდა შავი ზღვის, ანუ პონტოს, სანაპირო ზოლს. მოგვიანებით კა­ პადოკია ეწოდებოდა მხოლოდ დიდ კაპადოკიაში შემავალ ტერიტორიას. ძვ. წ. II ათასწლეულში კაპადოკიაში ცხოვრობ­ დნენ პროტოხეთები. ეს იყო ხეთების სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია. კაპადოკიელები იყვნენ: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სამი დიდი საეკლესიო მოღვაწე: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი). კაპადოკია ცნობილია ადრინდელი ხანის კლდეში ნაკვეთი ეკლესიებისა და სამონასტრო კომპლექსების სიმრავლით.

10.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კაენი // კაინ

▲ზევით დაბრუნება


კაენი // კაინ
ბიბლიური პერსონაჟი, ძმის მკვლელი; პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, უფროსი ვაჟი, რომელმაც თავისი ძმა, აბელი, ველად გაიხმო და მოკლა. გადატანითი მნიშვნელობით, კაენი არის ადამიანი, რომელიც არ ინდობს, ღალატობს, ღუპავს ახლობელს.

10.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კათაკმეველი

▲ზევით დაბრუნება


კათაკმეველი
ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, მო­ სანათლად გამზადებული ან მოუნათლავი ადამიანი, რო­ მელსაც სურს მოინათლოს. კათაკმევლობა არის მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ნათლობას. ადამიანს, რომელიც კათაკმეველად დადგინდება, უკითხავენ ლოცვებს; მოსანათლი უარყოფს სატანას, შეუდგება ქრისტეს და აღიარებს თავის რწმენას. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხდება კათაკმეველი და აქვს უფლება, დაესწროს ყველა ღვთისმსახურებას, ლიტურგიის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც აღესრულება წმინდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო. დღევანდელ პრაქტიკაში კათაკმეველად დადგენის მსახურება უშუალოდ წმიდა ნათლობის საიდუმლოს წინ სრულდება. კათალიკოზი // კათალიკოსი (ბერძნ. „საყოველთაო“, „მსოფ­ ლიო“, „მთავარი“) – ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლე­ სიის მეთაურის უმაღლესი ტიტული. ქართული მართლ­ მადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწო­ დებოდა დაახლოებით 466 – 474 წლებიდან. ქართლის პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათალიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ სინონიმია „საქართველოს პატრიარქისა“, 1010 წლიდან გვაქვს „ქართლისა კათალიკოზი და ყოვლისა საქართველოჲსა პატრიარქი“. დასავლეთ საქართველოში ცალ­ კე საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთის კათალიკოსად“, XVI საუკუნიდან – „აფხაზეთის კათალიკოს­პატრიარქად“. ცვლილებები ქარ­ თული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკური და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდ­ გა 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღ­ დგენასთან ერთად. 2010 წ. 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის ტიტულატურას დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ­აფხაზეთის მიტროპოლიტი“. კათედრა მცხეთაშია (სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი), რეზიდენცია – თბილისში.

10.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კათოლიკობა

▲ზევით დაბრუნება


კათოლიკობა
რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმატების, საეკლესიო მმართველობის ორგანიზაციის, კანონებისა და წესების სისტემა. ქრისტიანობის წარმოშობისა და გავრცელების დროიდან XI საუკუნემდე მხოლოდ ერთი ეკლესია არსებობდა – კათოლიკე, ანუ საყოველთაო. X ს. დაიწყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიის დაპირისპირებისა და გაყოფის პროცესი, რომელიც დამთავრდა 1054 წ. ეკლესია ორად გაიყო (სქიზმა). ამ განყოფამ თანდათან გააღრმავა მათ შორის დოგმატური განსხვავებანი. კათოლიკურმა ეკლესიამ ოთხი სპეციფიკური დოგმატი გამოიმუშავა: I.ფილიოკვე, იგივე სულიწმიდის გამომავლობის საკითხი, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს მე­8 მუხლში. კათოლიციზმის გაგებით, წმ. სამების დოგმაში სულიწმინდის მოფენა, გამოსვლა, ხდება მამა ღმერთისა და ძე ღმერთისაგან. მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით, ის მხოლოდ მამისაგან გამოდის. ამდენად, ფილიოკვე არის სულიწმიდის ორმაგი გამომავალობის თეორია; II.პაპის უცდომელობა. დოგმატი პაპის უცდომელობის, ანუ შეუმცდარობის (და არა უცოდველობის), შესახებ გულისხმობს კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ ეკლესიის სახელით დოგმატისა და მორალის საკითხებზე გაკეთებული განცხადებების შეუმცდარობის რწმენას. პაპი გამოცხადებულია წუთისოფელში ქრისტეს მოსაყდრედ და, ამდენად, – ხილული ეკლესიის წინამძღვრად. ყველა სხვა ეპისკოპოსი (პატრიარქებიც) მოციქულთა მოსაყდრენი არიან, პაპი კი ქრისტეს მოსაყდრედ ითვლება. ეს თვალსაზრისი დოგმატის რანგში 1870 წ. ვატიკანის პირველ საეკესიო კრე­ ბაზე აიყვანეს. უცდომელობის დოგმატის თანახმად, პაპი ეკლესიას პიროვნულად განასახიერებს. ამდენად, იგი კრებაზე მაღლა დგას. კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის სული პაპშია დაუნჯებული. ასე რომ, პაპი დე იურეც და დე ფაქტოც ეკლესიის შეუზღუდავი მმართველია; III.ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა. ეს რწმენა დოგმატად პაპმა პიუს IX­მ 1854 წ. ჩამოაყალიბა და დღესასწაულიც დააწესა – მარიამის უმანკო ჩასახება. იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. მარიოლოგიური დოგმატით, ქრისტეს უბიწოებისათვის აუცილებელი იყო მისი უბიწო სხეულში ჩასახვა. შესაბამისად, ყოვლადწმინდა მარიამი ჩასახვისთანავე უბიწო უნდა ყოფილიყო. ამის გამო, მას პირველცოდვის დაღი არ მიჰკარებია; IV.ღვთისმშობლის ამაღლება, რომელიც დოგმატის სახით პაპმა 1950 წ. ჩამოაყალიბა.

10.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კალა

▲ზევით დაბრუნება


კალა
თბილისის გალავნით შემოსაზღვრული უძველესი ნაწილი წავკისწყლის მარცხენა ნაპირზე, ნარიყალას ქვევით. მატიანე აღნიშნავს, რომ პიტიახში მოვიდა „ტფილისად და კალა­ციხედ“. შემდგომში ეს სახელწოდება გავრცელდა თბილისის გალავნით შემოზღუდულ ძირითად ნაწილზე.

10.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კანონიზაცია

▲ზევით დაბრუნება


კანონიზაცია
ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხვა. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებში გამოიმუშავა კანონიზაციის ორი საფეხური: ნეტარად შერაცხვა (ბეატი­ ფიკაცია) და წმინდანად შერაცხვა. პირველი და მეორე კატე­ გორიის პირები სარგებლობენ განსხვავებული სტატუსით, მაგალითად: ნეტარის სახელზე შეიძლება აიგოს არა ტაძარი, არამედ – ეგვტერი (მცირე სამწირველო ტაძარი). მართლ­ მადიდებელ ეკლესიას ასეთი გამიჯვნა არ ახასიათებს, თუმცა სხვადასხვა წმინდანი შეიძლება ატარებდეს კონ­ კრეტულ წოდებას: „ნეტარი“, „ღირსი“, „მართალი“, „კეთილ­ მორწმუნე“, „დიდმოწამე“... წმინდანები იყოფიან ცხრა და­ სად: მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, აღმსარებელნი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლო მკურნალნი, კეთილმსახურნი მეფედედოფალნი. მათზე (და, აგრეთვე, ანგელოზებზე) უპატიოსნესი და უზეშთაესია ყოვლადწმიდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი. ადრეულ საუკუნეებში კანონიზაცია, ანუ წმინდანად გამოცხადება, ხდებოდა არა სინოდალური საკრებო განჩინებით, არამედ – ადგილობრივი ეპისკოპოსისა და მრევლის ერთსულოვანი ზეპირი გადაწყვეტილებით. ამის ტიპობრივი მაგალითი მოცემულია იაკობ ხუცესის თხზულებაში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ (V ს.), კერძოდ, ავტორი აღწერს წმ. შუშანიკის დაკრძალვას ორი ეპისკოპოსის მონაწილეობით და დასძენს: „და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსაცა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა“. ხუცესმონაზონი გიორგი მცირე, აღმწერი წმ. გიორგი მთაწმიდლის ცხოვრებისა, აღნიშნავს, რომ ღირსი გიორგის გარდაცვალებისთანავე მისი ხსენება ბერმა „ნეტარმან პეტრე და ძმამან მისმან იოვანე ჭყონდიდელმან ეგრეთ განაწესეს და მათ თანა სხუათაცა მამათა... და ხატიცა დაწერად სცეს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი – წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმე მარჯუენით და მამაჲ გიორგი ერთკერძო მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა“. მოგვიანებით, XIV საუკუნიდან, ბერძნულ ეკლესიაში კანონიზაციას ეძლევა სინოდალური განჩინების სახე, ანუ ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება უკვე წერილობით ადასტურებს საერთოსაეკლესიო თანხმობით წმინდანებად აღიარებული პირების კანონიზაციას. აღსა­ ნიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ეს ფორმალური მხარე პირველად მხოლოდ 1987 წ. შესრულდა წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) კანონიზაციის დროს და იგი დღემდე გრძელდება სხვა წმინდანთა კანონიზაციის შემთხვევებში.

10.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კაპოეტი

▲ზევით დაბრუნება


კაპოეტი
კავკასიონის სამხრეთ ფერდობი შავიზღვისპირა ვაკეზე; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“: „შევიდა იგი ციხესა კაპოეტისასა“.

10.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კარი

▲ზევით დაბრუნება


კარი
იხ. ჩორი.

10.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კარნუ

▲ზევით დაბრუნება


კარნუ
იხ. ერზერუმი.

10.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კარმელი

▲ზევით დაბრუნება


კარმელი
მთის მასივი ისრაელის ჩრდილო­დასავლეთ ნაწილში; ნახსენებია „წმ. ასურელ მამათა ცხოვრებანის“ მეტაფრასულ რედაქციაში.

10.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კასიანე (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


კასიანე (V ს.)
ღირსი იოანე კასიანე რომაელი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

10.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კასტელი

▲ზევით დაბრუნება


კასტელი
გეოგრაფიული პუნქტი, ნახსენებია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში“: „ადგილსა მას კასტელისასა“.

10.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კატეხიზმო

▲ზევით დაბრუნება


კატეხიზმო
(ბერძნ. „ზეპირი დარიგება“, „განცხადება“) – ეკლესიაში ახალმოსულთა სასწავლად გამიზნული წიგნი. ქრისტეს მოძღვრების გადმოცემა კითხვა­პასუხის სახით.

10.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კახეთი

▲ზევით დაბრუნება


კახეთი
აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარე, რომე­ ლიც ისტორიულ – გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთისა (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს მოიცავს. კახეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში, გავრცელებული იყო მტკვარ­არაქსის კულტურა. კახეთი იყო შუა ბრინ­ ჯაოს ხანაში თრიალეთური კულტურის გავრცელების ერთ­ერთი ძირითადი მხარე. კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეულის, დაარსებას ქართლოსის ერთ­ ერთ ძეს, კახოსს, მიაწერენ. IV საუკუნიდან კახეთის ცენტრი მეფე ასფარუგის მიერ აშენებული უჯარმა იყო. კახეთის საზღვრები კი აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა. VIII საუკუნისთვის მან კუხეთი და ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. XI საუკუნეში კი ქალაქი თელავი იქცა მხარის ცენტრად. XV საუკუნეში, საქართველოს დაშლის შემდეგ, ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. ამ დროიდან კახეთის ცენტრი გახდა გრემი. XVI–XVII სს. კახეთს ჩამოსცილდა ჩრდილო­ აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც დღეს საინგილოს სახელს ატარებს და ადმინისტრაციულად აზერბაიჯანში შედის. XVII ს. II ნახევარში კახეთის ცენტრმა ისევ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.

10.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კესარია

▲ზევით დაბრუნება


კესარია
უძველესი ქალაქი ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქს სახელი ეწოდა იუდეის მეფე ჰეროდე I დიდის მიერ, ნიშნად რომის იმპერატორ (კეისარი) ოქტავიანე ავგუსტუსის პატივისცემისა, რომელმაც მას საჩუქარად გადასცა ებრაელთა მიერ ადრე დაკარგული მიწები.

10.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კვიპრიანე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


კვიპრიანე (IX ს.)
წმ. სერაპიონ ზარზმელის მამა; მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

10.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კიმენი

▲ზევით დაბრუნება


კიმენი
1. ბიბლიურ­კანონიკური ტექსტი განმარტებებისა და კომეტარების გარეშე. 2. აგიოგრაფიის ჟანრი, წმინდანთა მოსა­ ხსენებლად თავდაპირველად აღწერილი, გადაუკეთებელი, მარტივად, „ლიტონად“ (უბრალოდ) დაწერილი ცხოვრება­ წამებანი, რომელთაც ავტორის ხელიდან გამოსვლის შემდეგ არავითარი ცვლილება არ განუცდია. ტერმინი აღებულია ეგზეგეტიკური მწერლობიდან, რომელშიც იგი ნიშნავს ძველი და ახალი აღთქმის ნებისმიერი წიგნის ისეთ ტექსტს, კომენტირების ობიექტი რომ იყო. „კიმენის“ გარშემო მიწერილ კომენტარს „თარგმანება“ ეწოდებოდა. „კეიმენა“ ქრისტიანულ მწერლობაში წარმართული ბერძნული ლიტერატურიდან შემოვიდა. „კიმენი“ უძველეს მარტიროლოგიურ თხზულებათა, ე.წ. მოწამეთა აქტების აღსანიშნავად პირველად ქართულ მწერლობაში ეფრემ მცირემ შემოიტანა: „ძუელი იგი მოწამეთაo, რომელსა „კიმენ“ უწოდიან. ესე იგი არს „მდებარე“. ტერმინი „კიმენი“ გაჩნდა ბიზანტიურ საეკლესიო მწერლობაში X ს. ბოლოს წარმოშობილი მეტაფრასულ თხზულებათაგან უძველესი ტექსტების გასამიჯნად. დასავლეთის სამეცნიერო წრეებში კიმენის // კიმენურის ნაცვლად გამოიყენება სიტყვა „მეტაფრასულამდელი“. კიმენური აგიოგრაფიის თარგმნა ჩვენში დასრულდა X ს. წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისა და მის თანამედროვეთა მოღვაწეობით.

10.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კლარჯეთი

▲ზევით დაბრუნება


კლარჯეთი
სამხრეთ­დასავლეთი საქართველოს ერთ­ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი; კლარჯეთის უძველესი ცენტრიაციხეთუხარისი.კლარჯეთსგანაგებდაქართლისმეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V ს. II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V ს.) აქ ააშენა ეკლესია­მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო. კლარჯეთი, ამავე დროს, გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII ს. აქვე დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX ს. დასაწყისში მეფე აშოტ I­მა დიდმა არაბთა ლაშქრობებითა და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა. ამავე დროს, აქ დაიწყო ფართო საეკლესიო­სამონასტრო მშენებლობა წმ. გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. მას თან ახლდა სამი თანამგზავრი, საბა, თეოდორე და ქრისტეფორე, რომლებმაც შემდგომში თავიანთი წვლილი შეიტანეს სამონასტრო მშენებლობაში. მათი თავდაპირველი თავშესაფარი ოპიზის ახლად აღგენილი მონასტერი იყო, სადაც გრიგოლმა ორი წელი დაჰყო. ორი წლის შემდეგ იგი ანაქორეტი ბერის, ხუედიოსის, ჩაგონებით აარსებს ხანძთის მონასტერს. აშოტის მმართველობის პერიოდში, აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის შემწეობით, აშენდა ქვის ახალი ეკლესია ხანძთაში და დაარსდა დედათა მონასტერი გუნათლის ვანი. ამავე ხანებში ვარაუდობენ მერეს დედათა მონასტრის დაფუძნებასაც. კლარჯეთში დაარსდა (ან განახლდა) თორმეტი დიდი მონასტერი: ოპიზა, ხანძთა, მერე, შატბერდი, მიძნაძორი, წყაროსთავი, ბარეთელთა, ბერთა, ჯმერკი, დაბა, პარეხი და დოლისყანა. ყოველ მონასტერს საკუთარი წინამძღვარი ჰყავდა. 830­იანი წლებიდან წმ. გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ არქიმანდრიტად იწოდება. XVI ს. კლარჯეთი, სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად, ოსმალეთმა მიიტაცა. 1918­1921 წწ. ეს კუთხე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1921 წლიდან ისევ თურქეთის საზღვრებში მოექცა.

10.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კლემაქსი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


კლემაქსი (VI ს.)
ღირსი იოანე კლემაქი // კიბისაღმწერელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ავტორი თხზუ­ ლებისა „კიბე“. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არა­ ნაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ 16 წლისა მივიდა სინას მონასტერში და ბერად აღიკვეცა. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ განდეგილური ცხოვრება აირჩია და უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში. რაითის მონასტრის იღუმენის (წმ. იოანეს) თხოვნით დაიწერა „კი­ ბე“ – სახელმძღვანელო მონაზვნებისთვის სულიერი სრულ­ ყოფილების მიღწევისთვის.

10.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კლემენტოზ კათალიკოზი

▲ზევით დაბრუნება


კლემენტოზ კათალიკოზი
კლემენტი კათოლიკოსი, სა­ ეკლესიო მოღვაწე, „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების“ მიხედვით, მას აუგია წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.

10.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კლემენტოს (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


კლემენტოს (I ს.)
მღვდელმოწამე კლიმენტი, რომის პაპი („ჰრომთა პაპი“); მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

10.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კლიმი ანკჳრელი (IVს.)

▲ზევით დაბრუნება


კლიმი ანკჳრელი (IVს.)
მღვდელმოწამე, ანკვირელი ეპისკოპოსი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

10.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოგოვიტი

▲ზევით დაბრუნება


კოგოვიტი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში, ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

10.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოდმანი

▲ზევით დაბრუნება


კოდმანი
იხ. მკოდომანი.

10.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოდრატოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოდრატოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

10.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოზმა და დამიანე (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოზმა და დამიანე (III ს.)
წმიდანი უვეცხლონი, ეკლესიის წმინდანები, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვ­ რობდნენ, სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებასა და ქრისტეს სახელით სნეულებს კურნავდნენ, ხოლო გაწეული სამსახურისათვის არანაირ საზღაურს არ იღებდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალები შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს.

10.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოლა

▲ზევით დაბრუნება


კოლა
ისტორიული მხარე სამხრეთ­საქართველოში. მდ. მტკვრის სათავეში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. „კოლაელ ყრმათა მარტვილობა“ // „წამებაჲ ყრმათაჲ რიცხვით ცხრათაჲ“ – ერთი შეხედულებით IX ს. ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, სხვა ვარაუდით 260­303 წწ. ახლოს შექმნილი. თხზულებაში აღწერილია, როგორ აწამეს მტკვრის სათავესთან ტაოს სოფ. კოლაში ცხრა გაქრისტიანებული ყრმა (7­9 წლისა) – ადარნასე, ბარძიმ, ბაქარ, გუარამ, დაჩი, ვაჩე, რამაზ, ფარსმან, ჯუანშერ – წარმართებმა. ძეგლის მიხედვით, მტკვრის სათავის რაიონში – ხევში, რომელსაც კოლაჲ ერქვა, ერთად ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც და წარმართებიც. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და უფლებრივი უპირატესობისა (სოფლის მთავარიც წარმართი იყო), ქრისტიანები შეუ­ ზღუდავად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას თავიანთ ეკ­ ლესიაში, მაგრამ სასტიკად ჰქონდათ აკრძალული ქადაგება და ქრისტიანობის გავრცელება წარმართთა შორის. „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ მიხედვით, უმოწყალო მშობლებმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისათვის კოლაელი ყრმები ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ „განუხეთქნეს თავნი მათნი“ და სხვა წარმართთა ხელშეწყობით ჩაქოლეს. ჩვენამდე მოღწეულია „კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ ერთადერთი ხელნაწერი (X ს.), რომელსაც მიაკვლია ნ. მარმა ათონის მონასტერში 1897 წ.

10.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოლბოფორი

▲ზევით დაბრუნება


კოლბოფორი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში, ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

10.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კონონ (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


კონონ (VI ს.)
წმინდა ბერი, „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების“ მიხედვით, ერთი მონასტრის ძმათაგანი, რომლის ვირი გადავარდა კლდიდან და მოკვდა.

10.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კონსტანტინე დიდი (272

▲ზევით დაბრუნება


კონსტანტინე დიდი (272
337 წწ.) – გაიუს ფლავიუს ვა­ ლერიუს აურელიუს კონსტანტინუსი, მოციქულთასწორი (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათო­ ლიკეთა შორის), რომის იმპერატორი 306 წლიდან. 313 წ. კონსტანტინე I­მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცი­ ნიუსმა ქ. მედიოლანუმში გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. 325 წლიდან დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. 330 წ. დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონს­ ტანტინოპოლი და იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. 325 წ. ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა არიოზელობა და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო). ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ, სასიკვდილო სარეცელზე მოინათლა. დაკრძალეს რომში, წმინდა მოციქულთა ტაძარში. მის პატივსაცემადქ. ბიზანტიონმა 330 წ. მიიღო კონსტანტინეპოლის სახელწოდება.

10.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოჟორი

▲ზევით დაბრუნება


კოჟორი
კოჯორი, დაბა და კურორტი თბილისში; ფეოდალურ ხანაში იყო ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ხოლო XIX საუკუნეში წარმოადგენდა რუსული მმართველი ელიტის სააგარაკე ადგილს. „კოჯორსა ზედა, ანუ თავსა წავკისისასა“ – ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

10.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტინე (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტინე (VIII ს.)
კონსტანტინე VI ლეონის ძე, კოსტან­ ტინეპოლის მეფე. მამამისის, ლეონ IV­ის, სიცოცხლეშივე მის თანამმართველად აკურთხეს. მიუხედავად ამისა, იმპერიას რეალურად კონსტანტინეს დედა, ირინე, მართავდა.

10.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტინე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტინე (X ს.)
კონსტანტინე III // კოსტანტი III, აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე, ბაგრატ I­ის ძე. იბრძოდა სამეფო­სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის.

10.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტინე I (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტინე I (XVI ს.)
კახეთის მეფე, თეიმურაზ I­ის ბიძა, ალექსანდრე I­ის ძე; ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც მაჰმადიანობა მიიღო. მან, შაჰ აბას I­ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით, მოკლა მამა, ალექსამდრე I, ძმა­გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა მეფედ არ მიიღო, აუჯანყდნენ და მოკლეს.

10.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტინე (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტინე (XVI ს.)
„აშოთან არის ამის ძისწული“; მოხსე­ ნიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

10.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტინეპოლი // კოსტანტინუპოლი

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტინეპოლი // კოსტანტინუპოლი
რომის (330 – 395 წწ.), ბიზანტიის (395 – 1204 წწ. და 1261 – 1453 წწ.), ლათინთა (1204 – 1261 წწ.) და ოსმალეთის იმპერიის (1453 – 1923 წწ.) დედაქალაქი; დაარსდა რომის იმპერატორ კონსტანტინე I­ის მიერ ბოსფორის სრუტის ევროპულ ნაპირზე, ანტიკური ქალაქის, ბიზანტიონის, ადგილზე, 324 წ. შემოდგომაზე, როგორც რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი (ახალი რომი). 330 წ. ქალაქი აკურთხეს, 1453 წ., ხანგრძლივი ალყის შემდეგ, თურქებმა დაიპყრეს და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამის შემდეგ მას „კონსტანტინიესს“ უწოდებდნენ, შემდეგ უწოდეს სტამბოლი.

10.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კოსტანტი კახი // კოსტანტინე კახი (768

▲ზევით დაბრუნება


კოსტანტი კახი // კოსტანტინე კახი (768
853 წწ.) – წმ. კონსტანტინე ქართველთა მთავარი, მოწამე, მდიდარი და „წარჩინებული ფრიად“ ერისთავი; 85 წლის იყო, როცა თბილისის ურჩი ამირას დასასჯელად წამოსული ბუღა თურქის მრავალრიცხოვანი ლაშქარი 853 წ. შეესია ქართლს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერა. კოსტანტი კახაჲ და მისი ძე თარხუჯი დაატყვევეს და ბუღა თურქს წარუდგინეს, შემდეგ სამარაში ხალიფა ჯაფართან გააგზავნეს. ვერც იქ შეძლეს მისი გამაჰმადიანება, რის გამოც თავი მოჰკვეთეს. „კოსტანტი კახის მარტვილობა“ // „ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტისი ქართველისაჲ, რომელი იწამა ბაბილონელთა მეფისა ჯაფარის მიერ“ – თხზულება მოგვითხრობს ბუღა თურქის მიერ 853 წ. წმ. კოსტანტი კახის შეპყრობის, სამარიაში გაგზავნისა და წამების ამბავს. უცნობი ავტორის აგიოგრაფიული თხზულებადაწერილი უნდა იყოს 853 – 856 წწ., ბიზანტიის დედოფლის, თეოდორას, მეფობის დროს. ავტორი თანამედროვეა, მაგრამ ის არ უნდა იყოს კოსტანტისთან დაახლოებული პირი ან მისი მარტვილობის თვითმხილველი. „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობის“ ხელნაწერები XVIII საუკუნიდან გვხვდება. ამ „ცხოვრების“ საფუძველზე 1768 – 1769 წწ­ში კათალიკოსმა ანტონ I­მა შეადგინა და თავის „მარტირიკაში“ შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა კოსტანტინე მთავრისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. გარდა ამისა, ცნობილია ორი სვინაქსარული რედაქცია, რომლებიც XVIII ს. შექმნილი.

10.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კრავი (VIII

▲ზევით დაბრუნება


კრავი (VIII
IX სს.) – მირეან აზნაურის მეუღლე, არსენ კათოლიკოსის დედა, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

10.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კჳრიკეთი // კჳრიკეწმიდაჲ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


კჳრიკეთი // კჳრიკეწმიდაჲ (IX ს.)
ქრისტეფორეჲს ვანი, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. დვირთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მონასტერს წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, ქრისტეფორეს, მიერ აგებულ კვირიკეწმიდასთან აიგივებენ.

10.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კჳრილე (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


კჳრილე (IV ს.)
წმ. კირილე იერუსალიმელი; განსაკუთრებით ცნობილია მისი 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“. მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

10.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კჳრილე ალექსანდრიელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


კჳრილე ალექსანდრიელი (IV ს.)
კირილე ალექსანდრიელი, საეკლესიო მოღვაწე; დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში; ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. მამა თავმჯდომარეობდა 431 წ. ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუ სწავლება. დაგვიტოვა მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულება.

10.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კჳრინე (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


კჳრინე (III ს.)
წმ. მოწამენი ალფიოს, ფილადელფოს და კჳრინე; მოხსენიებული არიან გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

10.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კჳროპოლისი

▲ზევით დაბრუნება


კჳროპოლისი
იხ. შამახია.

10.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კუართი

▲ზევით დაბრუნება


კუართი
კვართი: 1. სამღვდელო სტიქარი, მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს; 2. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი იესო ქრისტეს ზედა სამოსელი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა ჩამოიტანეს მცხეთაში ქრისტეს გოლგოთაზე ჯვარცმის შემდეგ. „კვართი უფლისა“ ითვლება სვეტიცხოვლის საპარტიარქო ტაძრისა და ქართული ეკლესიის ერთ­ერთ გამორჩეულ სიწმინდედ. გადმოცემის მიხედვით, კვართი უფლისა დაფლულია სვეტი­ ცხოვლის ქვეშ. ქრისტეს კვართს ნიკოლოზ გულაბერისძემ მიუძღვნა საგანგებო შრომა „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“ (XII ს.).

10.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კუელთა

▲ზევით დაბრუნება


კუელთა
კველთა, სოფელი მანგლისის ახლოს, საიდანაც იყო თევდორე მღვდელი, წმ. თევდორე მკველთელი.

10.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კუკული // კუნკული

▲ზევით დაბრუნება


კუკული // კუნკული
1. მონაზვნის თავსაბურავი. მიტროპოლიტები (რუსული ტრადიციით) ატარებენ თეთრი ფერის კუნკულს გამშვენებული ჯვრით, მთავარეპისკოპოსები – შავს, ასევე, გამშვენებული ჯვრით, ხოლო ეპისკოპოსები – ჯვრის გარეშე. პატრიარქის კუნკული შავი ან თეთრი ფერისაა, ზედა ნაწილში ჯვარით. მასზე გამოსახულია სერაბიმები ან ჯვარი; 2. ნათლიის მიერ მოტანილ ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც ნათლობის დროს ახვევენ ემბაზიდან ამოყვანილ ახლადმონათლულს.

10.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კურაპალატი

▲ზევით დაბრუნება


კურაპალატი
(ბერძნ. „სასახლის მცველი“) – ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული; მოგვიანებით იგი საპატიო ტიტულად იქცა, რომელსაც ბიზანტიის კეისრები უმაღლეს არისტოკრატიას ანიჭებდნენ. ამავე დროს, ამ სახელს მიაკუთვნებდნენ დაპყრობილი ქვეყნების მეფეებსაც.

10.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კურთხევა

▲ზევით დაბრუნება


კურთხევა
1. საეკლესიო წესების შესრულება; მღვდელ­ მოქმედება, რომლის მეშვეობი­ თაც გარკვეულ პირებზე ან საგნებზეგადმოდისღვთისმადლი,როგორც–გამაძლიერებელი, განმკურნებელი ან განმწმენდი ძალა. კურთხევის უფლება აქვთ მხოლოდ მღვდლებსა და მღვდელმთავრებს; 2. დალოცვა, სამღვდელო პირის მიერ ჯვრის გადასახვა; 3. ხელდასხმა; 4. ნებართვა, შენდობა.

10.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - კუხეთი

▲ზევით დაბრუნება


კუხეთი
აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხა­ რე. მოიცავდა ტერიტორიებს: მდინარეების არაგვისა (ჟინ­ ვალიდან) და მტკვრის ხეობებიდან გარეჯის უდაბნომდე. მისი ცენტრი იყო ქ. რუსთავი. ცნობილია კუხეთის სხვა ცენტრებიც: კაწარეთი, ბოდბე. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად XII ს. მოიხსენიება. XV ს. ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება.

11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლ

▲ზევით დაბრუნება


11.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლავრა

▲ზევით დაბრუნება


ლავრა
(ბერძნ. „დიდი მონასტერი“) – მამათა დიდი მონასტერი, რომელიც ტაძართა გარკვეულ რაოდენობასა და დიდ საძმოს მოიცავს; აღნიშნავდა ქალაქის ქუჩას ან კვარტალს. მოგვიანებით ლავრა ეწოდებოდა ქუჩებს ალექსანდრიაში, სადაც ეკლესია იდგა. ზოგჯერ უდაბნოებში განმარტოებული მეუდაბნოენი დიდ მონასტრებს აარსებდნენ. ლავრის წინამძღვარი ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. ქრისტიანულ სამყაროში ცნობილია მე­ 10 ს. ათონის მთაზე წმ. ათანასეს მიერ დაარსებული დიდი ლავრა, რომელიც ათანასეს ლავრის სახელითაცაა ცნობილი; საქართველოში ცნობილია დავითგარეჯისა და შიომღვიმის ლავრა (VI ს.).

11.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლაზარე

▲ზევით დაბრუნება


ლაზარე
ახალი აღთქმის პერსონაჟი, ძმა მართასი და მარიამისა, მეგობარი ქრისტესი, რომელმაც ოთხი დღის მკვდარი აღადგინა მკვდრეთით.

11.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლაკეიდემონელნი

▲ზევით დაბრუნება


ლაკეიდემონელნი
ლაკედემონელები; სპარტელები, სპარტა ძველი ბერძნული ქალაქ­სახელმწიფოა (პოლისი) საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის სამხრეთ აღმოსავლეთ ოლქში, ლაკონიკეში. გაშენებულია მდ. ევროტასის ხეობაში. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

11.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლაკლაკი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლაკლაკი (IX ს.)
გიორგი მთავრის დის, ლატავრის, ვაჟი. მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

11.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლატავრი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლატავრი (IX ს.)
მონაზვნობაში თეკლა, „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, გიორგი მთავრის და.

11.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლევანი // ლეონ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლევანი // ლეონ (XVII ს.)
ძე თეიმურაზ I­ისა, წმ. ქეთევან დედოფლის შვილიშვილი.

11.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეთეთი

▲ზევით დაბრუნება


ლეთეთი
უძველესი სოფელი ცენტრალურ ქართლში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ლეთეთურის (ძამის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში.

11.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლევიტელნი

▲ზევით დაბრუნება


ლევიტელნი
იაკობის ვაჟის, ლევის, შთამომავალნი, ისრაელის თორმეტთაგან ერთ­ერთი ტომი; ლევიტელებს ეკუთვნოდათ უმდაბლესი როლი ღვთისმსახურებაში. ზოგი მათგანი აღთქმის კიდობანსა და ტაძარს ემსახურებოდა, ზოგი მგალობელი იყო, ზოგიც – წიგნის მკითხველი და მოსამართლე. ლევიტელთა ინსტიტუტი ქრისტიანობის დამყარებამდე არსებობდა.

11.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეკები

▲ზევით დაბრუნება


ლეკები
დაღესტნელების ტრადიციული ქართული სახელ­ წოდება; ძირითადად, იგულისხმებოდნენ დაღესტნის სამხ­ რეთში (საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე) მცხოვრები ტომები: დარგუელები, ლეზგები, ლაკები, ხუნძები და სხვები.

11.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეო (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეო (IV ს.)
გლადიატორი მძვინვარე ლიუსი, რომელსაც შეებრძოლა და დაამარცხა წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი. მოხსენიებულია გრიგოლ დოდრქელის „წმ. ქეთევანის წამებაში“.

11.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეონ (XVII ს.)
იხ. ლევანი.

11.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონ დიდი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეონ დიდი (XVI ს.)
ლევანი, კახეთის მეფე, გიორგი II­ ის (ავგიორგის) ძე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

11.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონ II (VIII ს)

▲ზევით დაბრუნება


ლეონ II (VIII ს)
აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) დამაარსებელი და პირველი მეფე, ლეონ I­ის ძმისწული; VIII ს. უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის და­ სუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, „აფხაზთა სამეფოს“ სახელწოდება მიიღო. მოხსენიებულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობაში“.

11.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონ ჰრომაელი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეონ ჰრომაელი (XI ს.)
ათონზე მყოფი ბერი ლეონ დიდი რომაელი, რომელიც ქართველ მღვდელ გაბრიელთან ერთად საუბრობდა, თუმცა ერთმანეთის ენა არ ესმოდათ: „და თჳსისა ენისაგან კიდე არცა მან იცოდა, არცა მან... დასხდიან და ვიდრე ცისკრისა რეკადმდე უბნობდიან სიტყუათა საღმრთოთა“. მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

11.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეონი (VIII ს.)
კოსტანტინეპოლის მეფის, კოსტანტინეს, მამა.

11.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიბანი

▲ზევით დაბრუნება


ლიბანი
ლიბანის ნაძვი; ლიბანის კედარი, მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე.

11.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლევერტინე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლევერტინე (VI ს.)
ღირსი ლევერტინო, წმ. გრიგოლ დიდი დიოლოღოსის „დიალოღონის“ პერსონაჟი; მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“ (XVIII ს.).

11.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლეონტი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლეონტი (III ს.)
კესარიელი არხიეპისკოპოსი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

11.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიკინიოსი (307

▲ზევით დაბრუნება


ლიკინიოსი (307
324 წწ.) – იმპერატორი ლიკინიუსი // ვალერიუს ლიცინიანე ლიცინიუსი, რომის იმპერატორი; წარმოშობით გლეხი, რომელიც სამხედრო სამსახურში დაწინაურდა. იმპერატორმა გალერიუსმა თანამმართველად და ავგუსტუსად გამოაცხადა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (311 – 312 წწ.) იმპერატორ კონსტანტინე I­ის დახმარებით დაამარცხა მეტოქეები და იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის მმართველი გახდა. კონსტანტინე I იმპერიის დასავლეთ ნაწილს განაგებდა. მასთან შეთანხმებით ლიცინიუსმა 313 წ. გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა ნებადართული გახდა. მალე ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის გაჩაღდა ბრძოლა ერთპიროვნული ძალაუფლებისათვის. ლიცინიუსი დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და თესალონიკეში სიკვდილით დასაჯეს.

11.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიტანია

▲ზევით დაბრუნება


ლიტანია
საზოგადო, საყოველთაო ლოცვა. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიის გარშემო აღვლენილი სავედ­ რებელი ლოცვა ჯვრით, ხატებით, სანთლებით, საზეიმო გალობით. ლიტანია სრულდება აღდგომის ცისკრის წინ, ტაძრის დღესასწაულზე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში.

11.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიტურგია

▲ზევით დაბრუნება


ლიტურგია
(ბერძნ. „საერთო მსახურება“) – უმთავრესი ღვთისმსახურება, რომელიც იესო ქრისტეს მიერ დადგინდა დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობაზე და, ტიპიკონით განსაზღვრული იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ დილით აღესრულება. ლიტურგიაზე სრულდება საიდუმლო ევქარისტიისა, რომლის დროსაც სულიწმიდის მოქმედებით პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება და, რომლითაც მორწმუნენი ეზიარებიან. ლიტურგია სამი ნაწილისაგან შედგება: პროსკომიდია, კათაკმეველთა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია. წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ, სრულდება ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა, ხოლო დიდმარხვის კვირა დღეებში, დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს – ლიტურგია ბასილი დიდისა, რომელიც შედარებით ვრცელი სამღვდელო ლოცვებით გამოირჩევა. დიდ მარხვაში ოთხშაბათობითა და პარასკეობით კი არევლინება ლიტურგია პირველშეწირული ძღვენისა. ადრეულ პერიოდში სრულდებოდა წმ. იაკობის ლიტურგია.

11.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიტურგიკა

▲ზევით დაბრუნება


ლიტურგიკა
ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავ­ ლელი დისციპლინა, მოძღვრება მღვდელმსახურების შესახებ; იკვლევს ღვთისმსახურების თეორიულ საფუძვლებს, მის ისტორიულ პროცესებსა და ტრადიციებს, საეკლესიო დღესასწაულთა ციკლებს, ღვთისმსახურების შესრულების წესსა და რიგს და ა. შ. ლიტურგიკა, როგორც სამეცნიერო დარგი, ჩამოყალიბდა XVIII ს­ში. მისი პირველწყაროებია სასულიერო მოღვაწეთა თხზულებანი და მრავალფეროვანი ლიტურგიკული კრებულები. როგორც დისციპლინა, იყოფა ორ ნაწილად: საზოგადო და კერძო ლიტურგიკად. საზოგადო ლიტურგიკა აყალიბებს ღვთისმსახურების საფუძვლებს, განიხილავს მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, გადმოსცემს ღვთისმსახურების შემადგენელ ნაწილებს საეკ­ ლესიო საიდუმლოთა, ლოცვათა, საგალობელთა, საღმრთო წერილის საკითხავთა სახით. ასევე, იძლევა ცნობებს მღვდელ­ მსახურთა შესამოსელის, საეკლესიო ნივთების შესახებ და ა. შ. კერძო ლიტურგიკის საგანია ცალკეული ღვთისმსახურების განგება (წესი, აკოლუთია), როგორც ყოველდღიური მსა­ ხურებისა (მწუხრი, ცისკარი, ჟამნობა და სხვ.), ასევე – სამარხვო და სადღესასწაულოსი. აქვე განიხილება საეკლესიო წესები, რომლებიც მორწმუნეთა ინდივიდუალური სურვილით სრულდება.

11.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიხთიმერი

▲ზევით დაბრუნება


ლიხთიმერი
დასავლეთ საქართველოს ერთ­ერთი სახელ­ წოდება, რომელიც აღნიშნავს ლიხის იქით, ანუ დასავლეთით, მდებარე ქვეყანას; ლიხთიმერეთი საისტორიო წყროებში IX საუკუნიდან გვხვდება, მოგვიანებით ის ჩაანაცვლა „იმერეთმა“.

11.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლოგოსი

▲ზევით დაბრუნება


ლოგოსი
(ბერძნ. „სიტყვა“, „წინადადება“, „გამოთქმა“, „აზრი“, „ოცნება“, „მსჯელობა“) – ბერძნული „ლოგოსი“ ერთსა და იმავე დროს ნიშნავს როგორც აზრს, ისე – თვითონ სიტყვას. ტერმინი შემოიღო ჰერაკლიტემ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყარო, მიუხედავად დინამიკურობისა და კატასტროფულობისა, მაინც სტაბილური და ჰარმონიულია. ქრისტიანობაში ლოგოსი ღვთის ძის – იესო ქრისტეს სინონიმადაა მიჩნეული („სიტყუაჲ ღმრთისაჲ“) და დასაბამს წმ. იოანეს სახარებიდან იღებს.

11.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლორისტანი

▲ზევით დაბრუნება


ლორისტანი
ლორე, შუა საუკუნეების ციხექალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში, ქვემო ქართლის განაპირა ოლქში (ახლ. სომხეთის ტერიტორია). ლორე იყო ტაშირის დედაქალაქი. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

11.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლოტი // ლოთ

▲ზევით დაბრუნება


ლოტი // ლოთ
ბიბლიური პერსონაჟი, მართალი აბრაამ მამამთავრის ძმისწული; ბიბლიაში მოთხრობილია ორი ანგელოზის სტუმრობა ლოტთან და, მათი რჩევით, სოდომიდან წასვლა, რადგან უფალს უნდა გაენადგურებინა სოდომი და გომორი ამ ქალაქებში გამრავლებული უკეთურების გამო.

11.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლუარსაბ I (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლუარსაბ I (XVI ს.)
ქართლის მეფე, დავით X­ის ძე; ცდილობდა სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო­სამთავროთა ძალების გაერთიანებას. მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

11.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლუარსაბი (1592

▲ზევით დაბრუნება


ლუარსაბი (1592
1622 წწ.) – წმ. ლუარსაბ II, ქართლის მეფე 1606 – 1615 წწ; მისი გამეფების წინა ხანებში შაჰ­აბას I­მა თბილისი დაიკავა და ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა, თუმცა ქალაქი ქართველთა ხელთ იყო. 1610 წ. ლუარსაბ II ირანში ეახლა შაჰს, რომელმაც ამ ვიზიტის შედეგად მას დაუბრუნა თბილისის ციხე. ლუარსაბ II­ის დროს შეიკრა კახეთისა და ქართლის კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წ. დასაწყისში, შაჰის ლაშქრობისას, ლუარსაბი იძულებული გახდა, იმერეთში გახიზნულიყო. თბილისი კვლავ ირანელებმა დაიკავეს. 1614 წ. ოქტომბერში ლუარსაბ II ხელთ იგდო შაჰ­აბას I­მა, ირანში წაიყვანა და, გამაჰმადიანებაზე უარის თქმის გამო, შირაზის ციხეში საბლით დაახრჩვეს. „ლუარსაბ მეფის წამება“ // „წამებაჲ მეფისა ჩუენისა ლუარსაბისი“ // „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მეფისა ჩუენისა ლუარსაბისი“ – წმ. მოწამე ლუარსაბის ღვაწლი XVIII ს. აღწერეს ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილ­ ბარათაშვილი) „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი, რომელი იწამა შაჰ­აბაზ უსჯულოჲსა მიერ სპარსთა მეფისა“ და ანტონ I კათალიკოსმა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა ლუარსაბ მეორისა, მეფისა საქართველოჲსა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“. ორივე თხზულება მოგვითხრობს 1614 წ. სპარსელების მიერ ქართლ­კახეთის აოხრებისა და ქართლის მეფე ლუარსაბის დატყვევება­წამების შეასახებ. გარდა ამისა, არსებობს წმ. ლუარსაბ მეფის მარტვილობის სვინაქსარული საკითხავიც.

11.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლუკა იერუსალიმელი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლუკა იერუსალიმელი (XIII ს.)
ლუკა მუხაისძე, იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი 1270 – 73 წწ. ოცი წლისა წავიდა იერუსალიმში წმინდა ადგილთა მოსალოცავად და მონაზვნად აღკვეცილი დედის სანახავად. მალე ბერად აღიკვეცა და დიაკვნად ეკურთხა. შეისწავლა არაბული ენა. როდესაც ყველასათვის ცხადი გახდა მისი „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმინდე, აირჩიეს მონასტრის წინამძღვრად. მოვალეობას სამი წლის განმავლობაში ასრულებდა. ამ დროს გამოჩნდა ერთი უკეთური სპარსი, შეხ­ხიდარი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა სულთან ფუნდუხტზე. მან სულთნისაგან გამოითხოვა ჯვრის მონასტერი, ბერები კი მონასტრიდან გააძევა. ლუკა, როგორც წინამძღვარი, სულთანთან წავიდა საჩივლელად, თუმცა იცოდა, რომ შეხ­ ხიდარს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული. მართლაც, მას მოსთხოვეს ქრისტიანობის დათმობა. ლუკამ უარი თქვა, რის გამოც შეხ­ხიდარმა თავი მოჰკვეთა და გვამი ცეცხლში დაწვა. „ლუკას მარტვილობა“ – წმ. ლუკა იერუსალიმელის წამება მხოლოდ XIII­XIV სს. სვინაქსარული რედაქციითაა ცნობილი „[წამებაჲ] წმიდისა მამისა ჩუენისა ლუკაჲსი“ და აღწერს 1273 წ. ქართველებისათვის არაბთაგან ჯვრის მონასტრის წართმევასა და მისი წინამძღვრის, ლუკას, თავისკვეთით სიკვდილით დასჯის ფაქტს. XIV ს. ხელით ნაწერი თხზულების ერთადერთი ნუსხა ჩართულია გიორგი მთაწმიდელის „დიდი სვინაქსარის“ XI ს. იერუსალიმის ნუსხაში.

11.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლუკიანე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლუკიანე (VI ს.)
ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წმ. დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფეთაგანი. დავით გარეჯელის თხოვნით, მან დააარსა გარეჯის მრავალმთის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი. წმ. ლუკიანეს შესახებ ცნობები დაცულია „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების“ რედაქციებში.

11.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლუკიანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ლუკიანოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მ

▲ზევით დაბრუნება


12.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მადიამი

▲ზევით დაბრუნება


მადიამი
უდაბური ადგილი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით, არაბეთის უდაბნოში, სადაც აბრაამის ძის, მადიამის, შთამომავლები მკვიდრობდნენ.

12.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მადლი

▲ზევით დაბრუნება


მადლი
(ლათ. „კეთილგანწყობა“, „მოწყალება“) – სიკეთე, მო­ წყალება; მადლი უფლისა ადამიანებს სულიწმიდის მეშვეობით ეძლევათ (რომ. 5, 5). ის, ვინც ნაზიარებია სულიწმიდას, ნაზიარებია მადლსაც. წმ. იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით, კაცობრიობას „შჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესუჲს მიერ იყო“ (ინ. 1, 17). მადლი ეძლევა ყველა ადამიანს ამქვეყნიური ცოდვებისაგან განსაწმენდად. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მადლი სიკეთე, ქველობა, მოწყალებაა.

12.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მადლის ქვა

▲ზევით დაბრუნება


მადლის ქვა
სასწაულმოქმედი ქვა; „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების“ მიხედვით, ღირსმა მამამ წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლა, წმინდა ქალაქი იერუსალიმი გამოჩნდა. დავითმა თავი ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, თავად ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა მადლის ქედიდან სამი ქვა წამოიღო. იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმ. დავითს და ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს. მამა დავითმა, მართლაც, დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო – მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. დღეს ღირსი დავით გარეჯელის სასწაულმოქმედი ქვა სა­ ქართველოს საპატრიარქოს საგანძურში ინახება.

12.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაზანდარანი

▲ზევით დაბრუნება


მაზანდარანი
ისტორიული ოლქი და ოსტანი ირანის კას­ პიისპირა რეგიონში.

12.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკაბელი ძმები

▲ზევით დაბრუნება


მაკაბელი ძმები
ბიბლიური პერსონაჟები, შვიდი მოწამე მაკაბელი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, მათი დედა სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წ., როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. მოწამე მაკაბელების ისტორიას მოგვითხრობს ბიბლიის მაკაბელთა II წიგნი.

12.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი (IV ს.)
ღირსი მაკარი დიდი მეგვიპტელი, საეკლესიო მოღვაწე; დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ უდაბნოს მიაშურა და ანტონ დიდის საყვარელი მოწაფე გახდა, მისივე რჩევით სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა. ოცდაათი წლისას „მხცოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს. ორმოცი წლისა მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. აღესრულა ღრმად მოხუცი.

12.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი (X ს.)
ანჩის ეპისკოპოსი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი“.

12.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი მესხი // ხუცესი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი მესხი // ხუცესი (XIII ს.)
შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელი, მთარგმნელი; მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვე­ პოვება, მან სირიული ენიდან გადმოიღო „ცხორებაჲ და მო­ ქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაჲ, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაჲ“. თავად ტექსტი გვაუწყებს, რომ პეტრე ქართველის // იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღუწერია მის მოწაფე ზაქარიას, რომლის თარგმანიც განახორციელა ვინმე „მაკარ ხუცესმან მესხმან“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში) ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ტექსტი ორი რედაქციითაა მოღწეული.

12.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი ოპიზელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი ოპიზელი (IX ს.)
ოპიზის მონასტრის მაშენებელი, წმ. გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილი, რომელმაც, გიორგი მერჩულის ცნობით, საღვთო მადლით გაბრწყინებული ზენონი და გრიგოლი იხილა.

12.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი უძლური (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი უძლური (IX ს.)
მაკარი ლეთეთელი // გიორგი გრძელის ძე, საეკლესიო მოღვაწე, წარმოშობით ქართლიდან სოფ. ლეთეთიდან, უნდა ყოფილიყო, მოღვაწეობდა იერუ­ სალიმში, წმ. საბას ლავრაში. „უძლურის“ სახელითაა მო­ ხსენიებული გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. თანაავტორია (არსენთან ერთად) საბაწმინდიდან გრიგოლისათვის გამოგზავნილი წერილისა. მაკარი ლეთე­ თელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის „სინური მრავალთავის“ (864 წ.) შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ­ერთი გადამწერია. პავლე ინგოროყვას ცნობით, მას ბერძნულიდან უთარგმნია კოზმან იერუსალიმელის საგალობელნი (შეტანილია მიქელ მოდრეკილის კრებულის მეორე ნაწილში, რომელიც მოსე ტაოელის მიერ არის შე­ სრულებული).

12.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკარი ხუცესი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკარი ხუცესი (XIII ს.)
იხ. მაკარი მესხი.

12.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაკრინა (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაკრინა (XVIII ს.)
მარიამ­მაკრინა, ქართველი პოეტი, ერეკლე I­ის (ნაზარ­ალი­ხანის) ასული, ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე; 1761 წ. ეკურთხა მონაზვნად და მაკრინად იწოდა. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მალაქია კათალიკოსი (1577

▲ზევით დაბრუნება


მალაქია კათალიკოსი (1577
1639 წწ.) – მალაქია II გურიელი, კათოლიკოსი აფხაზეთისა, გურიის მთავრის გიორგი II გურიელის ძე. 1625 – 1639 წწ. იყო გურიის მთავარი. „მამათა ცხოვრებანი“ – პატერიკი, აგიოგრაფიულ თხზუ­ ლებათა კრებული, რომელიც შეიცავს მხოლოდ ღირს მამათა ცხოვრებას. ასეთ კრებულთა რიცხვს მიეკუთვნება ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერი XI ს. პირველი ნახევრისა, რომელიც შეიცავს თხზულებებს წმინდა და ნეტარ მამათა ცხოვრების შესახებ.

12.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამათმთავარი

▲ზევით დაბრუნება


მამათმთავარი
ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკ­ ლესიის მეთაური, პატრიარქი.

12.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამასახლისი

▲ზევით დაბრუნება


მამასახლისი
მონასტრის ან ეკლესიის მმართველი, წინამძღვარი (იგივე იღუმენი, წინამძღვარი).

12.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამაღმერთი

▲ზევით დაბრუნება


მამაღმერთი
წმ. სამების პირველი პირი, ყოვლისმპყრობელი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი. სულხან­საბა ორბელიანის მი­ ხედვით, „მამა არს ღმერთი დამბადებლობითა, მამა არს შემქმნელი“.

12.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამონა

▲ზევით დაბრუნება


მამონა
(არამ. „ქონება“) – ბერძნულ ენაში არამეულიდან შესული ნასესხები სიტყვაა და „სიმდიდრეს“, „ფუფუნებას“ ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ანგარებასა და ვერცხლისმოყვარეობას აღნიშნავს. ახალ აღთქმაში გამოიყენება ბოროტი სულის სიმბოლოდ.

12.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამორვანი

▲ზევით დაბრუნება


მამორვანი
ხევი (მხარე, კუთხე), ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, ნახსენებია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვი­ ლობაში“.

12.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მამფალი

▲ზევით დაბრუნება


მამფალი
ძველ ქართული ტიტული, „მბრძანებელი“, „მმარ­ თველი“; შინაარსით იდენტურია „პიტიახშისა“.

12.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მანანა

▲ზევით დაბრუნება


მანანა
ზეციური მანანა, ციური, ტკბილი და ნოყიერი საკვები, რომელსაც 40 წლის განმავლობაში ყოველდღე უგზავნიდა უფალი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში. ფსალმუნებში მოხსენიებულია ზეცის პურად (ფს. 77, 24).

12.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მანგლისი

▲ზევით დაბრუნება


მანგლისი
დაბა ქვემო ქართლში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე,მდ.ალგეთისმარცხენანაპირზე;ადრინდელანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნიშვნელოვანი დასახლება იყო. შემდგომ ხანებში მის დაწინაურებას აქ გამავალმა გზამ შეუწყო ხელი, რომელიც შიდა ქართლს სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთსა და ბიზანტიასთან აკავშირებდა. პირველი ეკლესია აქ IV ს. ააგეს. ლეონტი მროველის ცნობით, IV ს. პირველ ნა­ ხევარში მანგლისი თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისსა და რუსთავთან ერთად ქართლის ყველაზე მნიშვნელოვან ქა­ ლაქად ითვლებოდა. V საუკუნიდან იქცა საეპისკოპოსო ცენტრად.

12.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარზაპანი

▲ზევით დაბრუნება


მარზაპანი
მარზპანი, ქვეყნის, მხარის, ოლქის მმართველი სასანიანთა ირანში; უმაღლესი მოხელე, რომელიც IV – VI სს. ინიშნებოდა ირანის მიერ დაპყრობილი ქვეყნის მმართველად და შაჰის ადგილობრივ ნაცვლად. ქართლის პირველი მარზპანი იყო სომეხი ფეოდალი ვასაკ სიენიელი (დაახლოებით 439 – 442 წწ.). „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, ქართლის სათავეში მდგომ მარზპანებს, არვანდ გუშნასპსა და ვეჟან ბუზმირს, დიდი ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები ჰქონიათ. ქართლის ყოველი მცხოვრების სიკვდილ- სიცოცხლის საკითხი მათს ხელში იყო.

12.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მართა

▲ზევით დაბრუნება


მართა
ღირსი მართა, სახარებისეული ლაზარეს და; ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათს ძმას – ლაზარეს. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მართლმადიდებლობა

▲ზევით დაბრუნება


მართლმადიდებლობა
აღმსარებლობა ქრისტიანობაში, რომელიც ჩამოყალიბდა 1054 წ. ქრისტიანული ეკლესიის ორად გათიშვის შედეგად. განხეთქილების მიზეზი თეოლოგიური შეუთანხმებლობა იყო. მართლმადიდებლობის ძირითადი დოგმატებია შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 – 787 წწ.) ჩამოყალიბებული დებულებები.

12.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამ (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მარიამ (VIII ს.)
ასული წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამ მაგდალინელი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ მაგდალინელი
მარიამ მაგდალელი, წმ. მოციქულ­ თასწორი, მენელსაცხებლე უფლისა, რომელიც, სახარებისეული ტექსტის თანახმად, გახდა ქრისტეს მიმდევარი. ის, ასევე, მომს­ წრე იყო ქრისტეს ჯვარცმისა და პირველთაგანი, რომელსაც გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამ მაგდალელი საქადაგებლად რომში ჩასულა. მის სახელს უკავშირდება ჩვეულება აღდგომის დღეებში წითელი კვერცხის ჩუქებისა, კერძოდ: იტალიაში კეისარ ტიბერიუს პირველისთვის ძღვნად წითელი კვერცხი მიურთმევია და სიტყვებით „ქრისტე აღდგა!“ უხარებია მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.

12.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამ მეგვიპტელი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


მარიამ მეგვიპტელი (V ს.)
ღირსი მეუდაბნოე დედა მარიამ ეგვიპტელი; დაიბადა ეგვიპტეში, თორმეტი წლისა ალექსანდრიაში გაიქცა, სადაც უწესო ცხოვრებას ეწეოდა. სინანულში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ღვთის უხილავმა ძალამ ტაძარში შესვლისა და ჯვრის ნახვის უფლება არ მისცა. ღვთისმშობლის შემწეობით იხილა ცხოველსმყოფელი ჯვარი. სამადლობლად კვლავ ღვთისმშობლის ხატს მიაშურა. უცებ მოესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის“. გადალახა იორდანე და უდაბნოში ორმოცდაშვიდი წელი წმინდად ცხოვრობდა. სამოსელიც არ ჰქონდა. წერა- კითხვა არ შეეძლო, მაგრამ ზებუნებრივი ძალით ზეპირად იცოდა საღვთო წერილი; ისე გადადიოდა მდ. იორდანეზე, როგორც – ხმელეთზე. გარდაიცვალა უდაბნოში.

12.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამ ღმრთისმშობელი

▲ზევით დაბრუნება


მარიამ ღმრთისმშობელი
ყოვლადწმიდა ქალწული, წმ. იოაკიმესა და ანას მოხუცებულობაში ღვთისგან ბოძებული შვილი, დედა იესო ნაზარეველისა; ქრისტეს დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო, როცა სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა, აღთქმისამებრ, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მას მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება. ყოვლადწმინდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. მთავარანგელოზ გაბრიელისგან შეიტყო იესოს ჩასახვის შესახებ სულიწმიდის მეშვეობით. საეკლესიო გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან კიდევ 15 წელი იცოცხლა. როდესაც აღსასრულის დრო მოახლოვდა, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლიდან გამოსული ავიდა ელეონის მთაზე და იქ თავის ძეს შეავედრა სული. მიძინებამდე სამი დღით ადრე კი მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა გარდაცვალების დღე და გადასცა სამოთხის ბაღის ზეთისხილის რტო, რომელიც ნათელს გამოსცემდა. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც წმ. მარიამს ეხება, ცნობილია მარიოლოგიის სახელით.

12.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამი

▲ზევით დაბრუნება


მარიამი
ღირსი მარიამი, სახარებისეული ლაზარეს და; ღირ­ სი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრის­ ტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათს ძმას – ლაზარეს. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამი (VIII

▲ზევით დაბრუნება


მარიამი (VIII
IX სს.) – გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გაბრიელ დაფანჩულის „ღმრთისმოყუარჱ მეუღლჱ“.

12.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარიამი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


მარიამი (XI ს.)
საქართველოს მეფეების: გიორგი I­ის მეუღლე და ბაგრატ VI­ის დედა; მოხსენიებულია გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“.

12.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარკელაოზი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მარკელაოზი (IX ს.)
ბერი, წმ. მიქელ პარეხელის მოწაფე, მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. „მარტირიკა“ – ანტონ I კათალიკოსის ორიგინალური მარტიროლოგიური ხასიათის თხზულებათა კრებული „წიგნი მარტირიკა – შესხმა და ისტორია ქრისტესთჳს ვნებულთა მოწამეთა ქართუელთა და სხუათა“, დათარიღებულია 1769 წლით; ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილი „საკითხავები“. კრებულში თავმოყრილ თხზულებათა ნაწილი საქართველოს ეკლესიის წმინდანებისადმი მიძღვნილი ძველი თხზულებების ანტონისეული რედაქციაა, ხოლო ნაწილი თავად ანტონს ეკუთვნის. „მარტირიკაში“ სულ 20 მოწამეა, აქედან: 17 ქართველი მოწამე (წმ. ქეთევანი, ლუარსაბ II, არჩილ II, შუშანიკი, აბიბოს ნეკრესელი, ნეოფიტე ურბნელი, რაჟდენი, დავით და კონსტანტინე, ბიძინა ერისთავი, მოწამე გარეჯელნი, ევსტათი მცხეთელი, აბო თბილელი, ათთა ბევრთა მოწამეთა, კონსტანტინე მთავარი, მიხაილ­გობრონი, შალუა ახალციხელი, ქვაბთახევში ვნებულნი), 2 – სომეხი (წმ. სუქიოსისა და მის თანა ვნებულთა, წმ. ისაკ და იოსები), ხოლო რაც შეეხება წმ. გრიგოლ განმანათლებელს, ის ცალკე დგას, რადგან მისი ხსენება შესულია სომხურ, ქართულ, ბერძნულ და სლავურ კალენდრებში. „მარტირიკა“ ქართული აგიოგრაფიული კრებულების ის­ ტორიაში მესამე რედაქცია (დომენტი კათოლიკოსისა და ბესარიონ ორბელიშვილის აგიოგრაფიული კრებულების შემდეგ) და საეკლესიო მწერლობის ამ დარგის უკანასკნელი ეტაპია. ქართული აგიოგრაფიული მწერლობის ისტორია, ფაქტობრივად, „მარტირიკით“ მთავრდება.

12.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარტჳლი

▲ზევით დაბრუნება


მარტჳლი
ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული, მოწამე; „მარტჳლი“ ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა, თავდაპირველად აღნიშნავდა მოწმეს, დამმოწმებელს, შემდეგ მიენიჭა წამებულის მნიშვნელობაც. მარტვილი ქრისტეს ბა­ ძავდა, მას ემოწმებოდა, მასსავით დაითმენდა ტანჯვას, სისხლს ღვრიდა მაცხოვრის ერთგულებისათვის. რაკი სარ­ წმუნოებისთვის თავდადებული ადამიანები ემოწმებო­ დნენ მაცხოვრის ამ ტანჯვას, ამიტომ „მოწამე“ (მოწმე), ამავე დროს, წამებულიც, ტანჯულიც იყო. მარტვილობა მიიჩნეოდა „სისხლიან მსხუერპლად“, კაცობრიობისათვის ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მიბაძვად.

12.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარტჳლობაჲ

▲ზევით დაბრუნება


მარტჳლობაჲ
(ბერძნ. „წამება“) – მარტვილობა, წამება, აგი­ ოგრაფიის უძველესი ჟანრი, რომელიც ასახავს ქრისტიანო­ ბისათვის თავდადებული წმინდანის მოწამებრივ აღსასრულს. „მარტიროლოგი“ – საეკლესიო კრებული, რომელშიც გად­ მოცემულია ქრისტიანობისათვის წამებულთა ცხოვრება; ქართულად „მოწამეთა წიგნი“; იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“ მოხსენიებულია „წმიდანი იგი წიგნი მოწამეთანი“.

12.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარტიროლოგია

▲ზევით დაბრუნება


მარტიროლოგია
(ბერძნ. „ქრისტიანობისათვის წამებულთა ცხოვრების აღწერა“) – სასულიერო მწერლობის სახეობა შუა საუკუნეებში. ქრისტიანობისათვის წამებულთა ცხოვრების ამსახველი ნაწარმოებების კრებულს „მარტიროლოგი“ ეწო­ დება.

12.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მარხვა

▲ზევით დაბრუნება


მარხვა
შენახვა, დამარხვა, აკრძალვა; ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში ადამს დაუდგინა, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გუ­ ლისხმობდა. პირველი ცოდვაც მარხვის დარღვევა იყო – აკრ­ ძალული ხილის ჭამა. მარხვის მაგალითი ქრისტიანებმა აიღეს იესოს ორმოცდღიანი მარხულობიდან. არსებობს სუ­ ლიერი და ხორციელი მარხვა. სულიერი მარხვა თავშეკავება ბოროტებისა და საცდურისაგან, სიკეთის კეთება, ლოცვა და სინანულია. ხორციელი მარხვა სულიერ მარხვას ემსახურება და გულისხმობს გარკვეული დროით ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხისა და თევზის მიღებისაგან თავშე­ კავებას. მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ ოთხი მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ (მოძრავია და გრძელდება 7 კვირა); პ ე ტ რ ე პ ა ვ ლო ბ ი ს მარხვა – წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ (1 – 5 კვირა); მ ა რ ი ა მ ო ბ ი ს მარხვა – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ, 14­27 აგვისტო, (2 კვირა); შ ო ბ ი ს მარხვა – ქრისტეს შობის წინ, 28­ნოემბერი­6 იანვარი (6 კვირა). „მარხვანი“ – ქრისტიანული საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს აღდგომის მარხვისათვის (მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან დაწყებული პასექამდე) დაწესებულ საგალობლებს.

12.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მატათა მოციქული

▲ზევით დაბრუნება


მატათა მოციქული
ჯერ ქრისტეს სამოცდაათი, შემდეგ თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული; დაიბადა ბეთლემში, ბავშვობიდან დაეწაფა საღვთო რჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ, რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შემოკრება დაიწყო, მატათა მოციქულმაც მიატოვა ამქვეყნიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. სულთმოფენობის შემდეგ ქადაგება წილად ხვდა იუდეაში. გადმოცემის თანახმად, მან სახარება იქადაგა მაშინდელ პონტოსა და კოლხეთის სამეფოში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი. სხვა წყაროთა მიხედვით, იქადაგა მაკედონიაში. წმ. მოციქულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხედულება არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით, ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოჰკვეთეს. ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი წმ. მატათა ჯვარცმით აღესრულა, ისევე როგორც – სხვა მოციქულები. არსებობს წმ. ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობა იმის შესახებ, რომ მან სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში) და იქვე გარდაიცვალა. დაასაფლავეს გონიოს ციხე­სიმაგრეში. მისი წმინდა ნაწილები გადასვენებულია გერმანიაში, ქ. ტრირში. „მატერიკი“ – იხ. დედათა ცხოვრებანი.

12.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მატოჲ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მატოჲ (IX ს.)
ბერი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ეპიფანესთან ერთად, პირველი შეემატა წმ. გრიგოლის მიერ ხანძთაში შექმნილ ძმობას. მერეს ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ, ორმოც წელს წინამძღვრობდა დედათა მონასტერს.

12.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაქსიმე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაქსიმე (XVIII ს.)
წმ. ონისიფორეს მოძღვარი; მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხვრებაში“.

12.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაქსიმე აღმსარებელი (VI

▲ზევით დაბრუნება


მაქსიმე აღმსარებელი (VI
VII სს.) – საეკლესიო მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმიდა მამა; დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მრავალმხრივი განათლება მიიღო, სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი იმპერატორ ჰერაკლეს (611 – 641 წწ.) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს მიაშურა და ბერად აღიკვეცა, მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წ. ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქ სოფრონის თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც 6 წელი დაჰყო, შემდეგ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ ხუთი წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე, ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერ­ თად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატ­ რიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წ. ღირსი მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წ. ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა. მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დას­ დეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წ. თრაკიაში გა­ დაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმ. მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მიიცვალა 662 წ. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. დასაფლავებულია ქ. ცაგერში.

12.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაქსიმე მღვდელმონაზონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაქსიმე მღვდელმონაზონი (XVIII ს.)
გარეჯელი ბერი, ლეკთაგან მოკლული გარეჯის მონასტერში, მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“.

12.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაქსიმიანე (250

▲ზევით დაბრუნება


მაქსიმიანე (250
311 წწ.) – გალერიუს მაქსიმიანუსი, რომის კეისარი და იმპერატორი; იმპერატორად გახდომამდე იბრძოდა სასანიანების წინააღმდეგ, 297 – 300 წწ. კი – კარპების წინააღმდეგ. მან შეწყვიტა ქრისტიანობის დევნა, როდესაც 311 წ. გამოსცა გალერიუსის ტოლერანტობის ედიქტი. ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ მოხსენიებულია, როგორც „ყოვლად უღმრთო“.

12.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაყვლოვანი

▲ზევით დაბრუნება


მაყვლოვანი
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ, „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, „მაყვლოვნად“ წოდებულ ადგილს შეაფარა თავი. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე მირიანმა ამ ადგილს ზღუდე შემოავლო და მცირე ზომის ეკლესია ააშენა, რომელიც დღემდე დგას მცხეთის სამთავროს მონასტრის ეზოში.

12.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაცხოვარი

▲ზევით დაბრუნება


მაცხოვარი
მხსნელი, მაცოცხლებელი, გადამრჩენელი, მესია, მარადიული, ნეტარი ცხოვრების მომნიჭებელი; იესო ქრისტეს ყველაზე გავრცელებული სახელი.

12.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მახარებლები

▲ზევით დაბრუნება


მახარებლები
წმ. სახარების აღმწერნი; ქრისტეს ცხოვრება აღწერა ოთხმა მოწაფემ, რომლებსაც მახარებლები, ხოლო მათ მიერ შედგენილ წიგნებს „სახარება“ ეწოდება. სახარება ქრისტეს მრავალმა მოწაფემ დაწერა, მაგრამ ეკლესიამ კანონიკურად ცნო მხოლოდ ოთხი: წმინდა მათესი, წმინდა მარკოზისი, წმინდა ლუკასა და წმინდა იოანესი. ამათგან, მათე და იოანე არიან 12­მოციქულთაგანნი, ხოლო მარკოზი და ლუკა – 70­მოციქულთაგანნი. უძველესი დროიდან ქრისტიანი მწერლები ოთხ მახარებელს ოთხ სიმბოლოს მიაკუთვნებენ: მათე მახარებელს – ადამიანის მსგავს ანგელოზს, მარკოზ მახარებლს – ლომს, ლუკა მახარებლის – ხარსა და იოანე მახარებლს კი – არწივს.

12.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მახმედი (688

▲ზევით დაბრუნება


მახმედი (688
750 წწ.) – იხ. მურვან ყრუ.

12.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაჰდი

▲ზევით დაბრუნება


მაჰდი
(არაბ. „ჭეშმარიტი გზით წაყვანილი“) – მუსლიმანთა მესია, გადამრჩენელი, მხსნელი.

12.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაჰდი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაჰდი (VIII ს.)
მუჰამად იბნ მანსურ ალ­მაჰდი, ხალიფა მანსურის (აბდილა) ვაჟი, მესამე აბასიანი ხალიფა. ხალიფად იგი მამამ სიკვდილის წინ გამოაცხადა.

12.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მაჰმედი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მაჰმედი (VII ს.)
მუჰამედი // მოჰამედი // მოჰმედი, ისლა­ მის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლი­ ტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციისა და ყურა­ ნის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინას­ წარმეტყველი. მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII ს. დაწერა იბნ­ისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. 40 წლის მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივ ხადიჯეზე დაქორწინებამ 25 წლის მაჰმადს საშუალება მისცა, მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ­ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, რამადანის თვეში ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში იგი დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა, მომხრეებითურთ 622 წ. გადასულიყო იასრიბში (მედინაში). ამ გადასახლებას შემდგომ ,,ჰიჯრა” ეწოდა და ეს თარიღი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად იქცა. 630 – 631 წწ. მუსლიმანებმა მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა, შემდეგ კი არაბეთის სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური. დასაფლავებულია მედინაში. მისი აკლდამა არის მუსლიმთა მეორე წმინდა ადგილი ქააბის შემდეგ.

12.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მდუმარენი

▲ზევით დაბრუნება


მდუმარენი
ისიხასტები, განდეგილი ბერები, რომლებსაც დადებული ჰქონდათ მდუმარების აღთქმა. არსებობდა მდუმარეთა მონასტრებიც. „მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“ (მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი) – ასე უწოდებს წმ. შუშანიკი თავის თავს. მისი ეს სიტყვები გამოძახილია მათეს სახარების იგავისა (ვენახის პატრონმა მუშაკები დაიქირავა განთიადზე და თითო დრაჰკანი (ფულის ერთეული) აღუთქვა, დღის სხვადსხვა მონაკვეთში მან კვლავ დაიქირავა მუშაკები და მათაც იმავე ანაზღაურებას დაპირდა. სულ ბოლოს კი, ღამის 11 საათზე, დაიქირავა ვენახის მუშაკი. შუაღამისას, როცა ყველას გაუსწორდა პატრონი, მეთერთმეტე ჟამის მუშაკსაც იმდენივე გადაუხადა, რამდენიც – განთიადზე მისულთ. იგავის მორალი არის ის, რომ არასოდეს არის გვიან ღვთის სამსახურში ჩადგომა. ღვთის სამართალი თანაბრად მიეზღვება ჭეშმარიტების მსახურთ). აგიოგრაფიის გმირები ხშირად „მეთერთმეტე ჟამის მუშაკებად“ მოიხსენიებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთიური მადლი მათაც პირველმოწამეების მსგავსად მიენიჭებათ.

12.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მედავითნე

▲ზევით დაბრუნება


მედავითნე
„ფსალმუნთ მთქმელი“ (სულხან­საბა ორბელიანი), მეფსალმუნე; მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბალი რანგის საეკლესიო მსახური, საერო პირი, რომელიც მღვდელს ეხმარება ღვთისმსახურების შესრულებაში, დავითნის, იმავე ფსალმუნის, ან სხვა წიგნების კითხვაში, გალობაში.

12.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მემნონ (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მემნონ (XIII ს.)
იხ. ბოცო და მემნონ.

12.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მენელსაცხებლე

▲ზევით დაბრუნება


მენელსაცხებლე
ნელსურნელოვანი, კოსმეტიკური ნივ­ თიერებების დამამზადებელნი ძველ საქართველოში; ერთ­ ერთი უძველესი ხელობა იყო როგორც ქრისტიანთა, ასე­ ვე მუსულმანთა შორის. ძველად ამ დარგს „ხელოვნება ნელსაცხებლისა“ ეწოდებოდა. „მენოლოგიუმი“ – საეკლესიო მსახურების წიგნი, კალენდარი, რომელშიც მითითებულია წმინდანთა მოსახსენიებელი დღეები, საეკლესიო დღესასწაულები.

12.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მერრანი // მერანი

▲ზევით დაბრუნება


მერრანი // მერანი
ნახსენებია „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების“ მეტაფრასულ რედაქციაში: „ვითარცა იგი მერრანს დაატკბა წყალნი მწარენი“. აქ იგულისხმება ბიბლიური მარა. გამოსვლათა წიგნის მიხედვით, ებრაელები სამი დღე მიდიოდნენ უდაბნოში და წყალს ვერ პოულობდნენ. „და მივიდნენ მარას, და ვერ დალიეს წყალი მარაში, რადგან მწარე იყო ის“, მაშინ მოსემ შეღაღადა უფალს. „დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი“.

12.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მერეს დედათა მონასტერი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


მერეს დედათა მონასტერი (V ს.)
მონასტერი ისტორიულ სამხრეთ­დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. კარჩხალისწყლის ხეობაში, ფორთა­ხანძთის მიდამოებში; გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, აშოტ კურაპალატსა და ნეტარ გრიგოლს აღუდგენიათ ვახტანგ გორგასლის აშენებული და მურვან ყრუს დროს დანგრეული მერეს დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც იყო დედა ფებრონია. მერეს დასახლდა და აქვე აღესრულა წმ. გრიგოლის დედაც.

12.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მერჩულე

▲ზევით დაბრუნება


მერჩულე
მერჯულე, ძველ საქართველოში ღვთისმეტყველი, ქრისტიანული მოძღვრებისა და საეკლესიო სამართლის გან­ სწავლული მცოდნე; ამა თუ იმ სარწმუნოების ავტორიტეტული მქადაგებელი და მასწავლებელი. მერჩულე ერთმორწმუნეს, იმავე რჯულის (სარწმუნოების) აღმსარებელსაც ნიშნავდა. ამ სახელით იხსენიება „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი გიორგი მერჩულე.

12.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მესვეტეობა

▲ზევით დაბრუნება


მესვეტეობა
განდეგილობის ერთ­ერთი სახეობა; მესვეტეები, დადებული აღთქმის მიხედვით, ხანგრძლივი დროით სვეტზე ეყუდებოდნენ. მესვეტეობა წარმოიშვა მე­3 საუკუნის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებით ცნობილნი არიან: სვიმონ მესვეტე, ნეტარი დანიელი, ნეტარი იოანე და სხვ.

12.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მეტაფრასტიკა

▲ზევით დაბრუნება


მეტაფრასტიკა
(ბერძნ. „თარგმანება“, „გადაკეთება“, „გან­ მარტება“, „ხელახალი თხრობა“) – აგიოგრაფიული მწერ­ ლობის ჟანრი (თუმცა, არსებობს მეტაფრასული ჰომილე­ ტიკაც), ადრინდელ ვერსიასთან შედარებით გავრცობი­ ლი, გამოკრებილი თხზულება ან პერიფრაზი; X ს.­ში ბიზანტიელი ჰაგიოგრაფის, სვიმეონ ლოგოთეტის (ლო­ ღოთეტი // მეტაფრასტი), მეტაფრასად წოდებულის, მიერ გადამუშავებული, ,,გარდაკაზმული“, გავრცობილი ტექსტები. მან შეადგინა სექტემბერ­იანვრის კალენდარულ რიგზე გაწყობილ საკითხავთა კრებულები. XI ს. იოანე ქსიფილინოსმა დაასრულა სვიმეონის შრომა და დაუმატა თებერვალ­აგვისტოს მეტაფრასული საკითხავები. იოანე ქსიფილინოსის ეს ღვაწლი ცნობილი გახდა მხოლოდ ქართულ ენაზე შემონახული მასალის საფუძველზე – კ. კეკელიძის მიერ 1912 წ. მიკვლეული იოანე ქსიფილინოსის ნაშრომთა ქართული თარგმანებისა და მათზე დართული ანდერძის მეშვეობით. ქართულად სვიმეონ მეტაფრასტის თხზულებანი უთარგმნია ექვთიმე ათონელს, რომელიც ქართ. მწერლობაში მეტაფრასული რედაქციის პირველ წარმომადგენლადაა მიჩნეული. ქართ. წყაროები საშუალებას იძლევა გაირკვეს მეტაფრასული კრებულების შედგენის პრინციპები: სვიმეონ ლოგოთეტი არ ცვლიდა ისტ. ფაქტებს, მოკლე თხზულებას ავრცობდა, ვრცელი თხზულებიდან კი გამოკრებდა მისთვის საინტერესო მასალას, მწვალებელთა მიერ დამახინჯებულ ადგილებს ასწორებდა და ა. შ. ზოგიერთი ძეგლი არ საჭიროებდა ასეთ ჩარევას და ამიტომ არის, რომ მეტაფრასულ კრებულებში ზოგიერთი თხზულება უცვლელად შევიდა.

12.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მეტაფრასტიკის

▲ზევით დაბრუნება


მეტაფრასტიკის
„პირველსახე“ იყო კიმენი, წმინდანთა მო­ სახსენებლად მარტივად, „ლიტონად“ (უბრალოდ) დაწე­ რილი. მეტაფრასტიკა უკვე არის ამ ამბის „გარდაკაზმვა“, ანუ მხატვრული აზროვნება. გადამეტაფრასება ნიშნავს მხატვრულ­ესთეტიკურ გადამუშავებას, „სიტყჳთ განშუენებას“ (ყურადღება ექცევა ფორმას, ენასა და სტილს); თხზულების შინაარსში ჩარევას მცირე ინტერპოლაციებით – ეს უკანასკნელი შეიძლება, განპირობებული იყოს იდეოლოგიურ­დოგმატური ან შინაარსობრივ­ფაქტოლოგიური საჭიროების გამო. მეტაფრასტიკის სტილისტური ნიშნები შეიძლება სამ ჯგუფად წარმოვადგინოთ: „შეწყობილება სიტყვისა“ – ფრაზის მუსიკალურ­რიტმული აგება; „არა გავრცელება თქმულისა“ – თხრობის ლაკონიურობა, ლაპიდარობა; კონკრეტულისა და აბსტრაქტულის შეხამება, სიტყვისა და აზრის სიმფონია. XI ს. 20­იანი წლებიდან, სვიმეონ ლოგოთეტის გარდაცვალების შემდეგ, ჩნდება არსებითად საპირისპირო ტენდენცია. გა­ დამეტაფრასება უკვე გულისხმობს შესავლის წამძღვარებას; მიდრეკილებას სასწაულების აღწერისადმი; პარალელების მოხმობას სხვა წმინდანთა ცხოვრებიდან და ძველი თხზულების ფაქტობრივი მასალით შევსებას.

12.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მეუფე

▲ზევით დაბრუნება


მეუფე
1. უფალი, ღმერთი, უზენაესი პატრონი, განმგებე­ ლი, მბრძანებელი; 2. ასე იწოდებიან ეკლესიის უმაღლესი იერარქები: ეპისკოპოსი – ყოვლადუსამღვდელოესი მეუ­ ფე; მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი – მაღალყოვ­ ლადუსამღვდელოესი მეუფე და კათოლიკოს­პატრიარქი – უწმიდესი და უნეტარესი მეუფე.

12.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მეძვიანი

▲ზევით დაბრუნება


მეძვიანი
ადგილი აღმოსავლეთ საქართველოში; ნახსენებია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მო­ ღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა ცხოვ­ რობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარა­ იისასა“. „მზე სიმართლისაჲ“ – ამ სახელით მოიხსენიება იესო ქრისტე შობის ტროპარში. გამოთქმა მომდინარეობს წმ. მალაქიას წინასწარმეტყველებიდან (მალაქ. 4, 2).

12.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მთავარანგელოსი // მთავარანგელოზი

▲ზევით დაბრუნება


მთავარანგელოსი // მთავარანგელოზი
ზეციური უსხეულო არსება; სიტყვა წარმომავლობით ახალი აღთქმისაა. წმ. დიონისე არეოპაგელის მიხედვით, მთავარანგელოზები არიან: მიქაელი – მძლეველი მტრული ძალებისა; გაბრიელი – სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი; რაფაელი – ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი; ურიელი – აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა; იეგუდიელი – გაჭირვებულთა დამხმარე; ბარაქიელი (ვარახიელი) – მომცემი ღვთის სიკეთისა, მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა; სალათიელი – მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის; იერომიელი – ღვთის სი­ ყვარულის გამღვიძებელი; ტახნილი – დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.

12.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მთავარდიაკონი // არქედიაკონი // არქიდიაკონი

▲ზევით დაბრუნება


მთავარდიაკონი // არქედიაკონი // არქიდიაკონი
მღვდელ­ მსახურების დროს მღვდლისა და ეპისკოპოსის თანაშემწე, რომელიც წარმოთქვამს კვერექსებს, კითხულობს სახარებასა და ა.შ. მღვდელმსახურებისას მთავარდიაკვნები, ისე როგორც პროტოდიაკვნები, იმოსებიან საგანგებო გრძელი შესამოსლით – სტიქარით, მარცხენა მხარეზე კი გადაკიდებული აქვთ ოლარი.

12.64 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მთავარეპისკოპოსი // მთავარეპისკოპოზი // მთავარებისკოპოსი // მთავარებისკოპოზი // მთავარეფისკოპოსი

▲ზევით დაბრუნება


მთავარეპისკოპოსი // მთავარეპისკოპოზი // მთავარებისკოპოსი // მთავარებისკოპოზი // მთავარეფისკოპოსი
ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული, მთავარი ეპისკოპოსი, უპირატესი ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი.

12.65 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მთავარმოწამეჲ

▲ზევით დაბრუნება


მთავარმოწამეჲ
დიდმოწამე, რჯულისთვის წამებული წმინდანი; მთავარმოწამეები არიან: წმ. შუშანიკ დედოფალი, წმ. აბო თბილელი, წმ. მიქელ­გობრონი, წმ. ქეთევან დედოფალი და სხვ.

12.66 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მთაწმიდა // მთაჲ წმიდაჲ

▲ზევით დაბრუნება


მთაწმიდა // მთაჲ წმიდაჲ
წმინდა ათონი (ბერძნ. „აგიონ ოროს“, იგივე „წმინდა მთა“) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვაში. ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა, რომელზეც უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ – კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ათონის მთა, ისევე როგორც საქართველო (ივერია), ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. მერვე საუკუნის ბოლოს ქართველ ბერებს აქ მცირე სავანე დაუფუძნებიათ. პირველი დიდი მონასტერი კი, „დიდი ლავრა“, 963 წ. ააგო ათანასე დიდმა, დედით ლაზმა, რომლის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა ვატოპედისა და ივერთა მონასტრები. ათონზე ქართველთა სავანის დაარსება იოანეს სახელთანაა დაკავშირებული. აქ მოღვაწეობდნენ წმინდა ექვთიმე, იოანე, დიდი თორნიკ (თორნიკე ერისთვი) და გიორგი მთაწმიდელები.

12.67 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიდია // მიდიელები // მიდნი

▲ზევით დაბრუნება


მიდია // მიდიელები // მიდნი
ირანის ჩრდილო­დასავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიული სახელმწიფო ძვ.წ.აღ. VII – VI სს., დედაქალაქი ეკბატანა; ჰეროდოტეს ისტორიის თანახმად, მიდიელები ადრე არიელებად იწოდებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ათენიდან ესტუმრათ კოლხი მედეა, სახელი შეიცვალეს.

12.68 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიმიანოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიმიანოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსე­ ნიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

12.69 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მინა (IV ს)

▲ზევით დაბრუნება


მინა (IV ს)
წმ. მოწამენი მინა, ერმოგენი და ევგრაფი ეწამ­ ნენ IV საუკუნეში; „წამებაჲ წმიდათა მინა­ერმოგინეთი“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

12.70 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მინგრელია

▲ზევით დაბრუნება


მინგრელია
სამეგრელო, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ­გეოგრაფიული მხარე. ნახსენებია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მოღვაწება სა­ ნატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემ­ დგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“: „იყო დასავლეთის საქართველოჲთ მინგრელიით“.

12.71 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მინდორი მაკაბელისა

▲ზევით დაბრუნება


მინდორი მაკაბელისა
ალაზნისპირის მიმდებარე ტერიტო­ რია, ნახსენებია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

12.72 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირ (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მირ (VII ს.)
მირი, ქართლის ერსმთავარი, სტეფანოზ II­ ის შვილი, ძმა წმ. არჩილისა, მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“.

12.73 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირანდუხტ (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


მირანდუხტ (VIII ს.)
ასული წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

12.74 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირდატი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მირდატი (IX ს.)
ზაქარიას მამა; გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ მოხსენიებულია ზაქარია მირდატის ძე, ივირონში მოღვაწე ბერი.

12.75 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირიან მეფე (261

▲ზევით დაბრუნება


მირიან მეფე (261
342 წწ.) – წმ. მირიანი, პირველი ქართვე­ ლი ქრისტიანი მეფე; „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მირიან მეფე 24­ე მეფეა საქართველოსი. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე, ებრძოდა მეფე თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. ამ დროს საქართველოში შემოვიდა წმ. ნინო, რომლის ლოცვით დაიმსხვრა კერპები. ნანა დედოფალი ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ნინოს და მოწაფეთა მისთა“. მალე ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმ. ნინოს რჩევით მირიანმა მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს, კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. სიკვდილის წინ მირიან მეფეს დაუწერია წიგნი („წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკვდილისა მისისასა“). საქართველოს ეკლესიამ მირიან მეფე და მისი მეუღლე – დედოფალი ნანა წმინდანებად შერაცხა მოციქულთა სწორთა დასში.

12.76 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირიანი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მირიანი (IX ს.)
„წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, გიორგი ჩორჩანელის სიძე (დის ქმარი), ბეშქენ ბაჰლაუნდის ძე.

12.77 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირეან (VIII

▲ზევით დაბრუნება


მირეან (VIII
IX სს.) – კეთილმორწმუნე აზნაური, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, მთავარი სამცხისა, არსენ კათოლიკოსის მამა, რომელსაც თავისი როლი მიუძღვის შვილის გაკათოლიკოსობაში.

12.78 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მირონი

▲ზევით დაბრუნება


მირონი
იხ. მიჰრონი.

12.79 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მისაელ // მიხაილ

▲ზევით დაბრუნება


მისაელ // მიხაილ
იხ. აზარია.

12.80 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიქაელი // მიხაილ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიქაელი // მიხაილ (IX ს.)
საბერძნეთის დედოფლის, თეო­ დორას, ვაჟი. ბიზანტიის იმპერატორი 842 – 867 წწ. მამამისმა თითქმის დაბადებისთანავე გამოაცხადა თანამმართველად, ხოლო დაბადებიდან 2 წლის ასაკში გახდა ერთპიროვნული იმპერატორი. მისი მცირე ასაკის გამო ქვეყნის მმართველობა დედამისის, დედოფალ თეოდორას, ხელში იყო.

12.81 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიქაელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიქაელი (X ს.)
ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი; არსენ კათოლიკოსს სწორედ მან დაუკვეთა წმ. იოანე ზედაზნელის განახლებული „ცხოვრების“ შექმნა.

12.82 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიქელ მამაჲ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიქელ მამაჲ (IX ს.)
ბერი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ როგორც „დიდი მეუდაბნოე“ და „მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა“.

12.83 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიქელ პარეხელი

▲ზევით დაბრუნება


მიქელ პარეხელი
საეკლესიო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, პარეხის მონასტრის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი; ცნობები მის შესახებ შემონახულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვ­ რებაში“. ბასილი ზარზმელი მიქაელად, ხოლო გიორგი მერჩულე მიქელად იხსენიებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ თხზულებათა მიქელის // მიქაელის შესახებ ორი თვალ­ საზრისია გამოთქმული: მეცნიერთა ნაწილის აზრით, ორივე თხზულების მიქელი ერთი და იგივე პიროვნებაა და IX ს. ცხოვრობდა (ე. თაყაიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ლ. მენაბდე, ქ. გაფრინდაშვილი, ნ. სულავა); ზოგიერთი შე­ ხედულებით, ისინი სხვადასხვა ეპოქის მოღვაწეები არიან (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა, ა. ბოგვერაძე) და მიქაელი, როგორც წმ. შიო მღვიმელის მოწაფე, VI – VII სს. მოღვაწეა.

12.84 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიქელი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიქელი (X ს.)
მცხეთის კათოლიკოსი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

12.85 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიძინება

▲ზევით დაბრუნება


მიძინება
მარიამობა // სიონობა, ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათო­ ლიკური ეკლესიების დღესასწაული. აღინიშნება 28 აგვისტოს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.

12.86 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიძნაძორი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიძნაძორი (IX ს.)
შუა საუკუნეების ქართული მონასტერი და კულტურის ცენტრი ისტორიულ კლარჯეთში; დაარსებულია აშოტ I კურაპალატის დროს, IX ს. დასაწყისში, დავით დიდი მიძნაძორელის მიერ, რომელიც პირველი წინამძღვარიც იყო. გარდა დავითისა, მიძნაძორელ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან: იაკობ დიდი (X ს.), სინის მთის (პალესტინა) ქართული სავანის დეკანოზი კვირიკე (X ს.), წინამძღვარი ზოსიმე მიძნაძორელი­ ხანთუბისძე (XVI ს.), წინამძღვარი იოსებ ხანთუბისძე (XVI ს.). ამჟამად მიძნაძორის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში.

12.87 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიხაილ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


მიხაილ (IX ს.)
იხ. მიქაელი.

12.88 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მიჰრონი // მირონი

▲ზევით დაბრუნება


მიჰრონი // მირონი
ნაკურთხი მცენარეული სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოიყენება ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის, აგრეთვე, მეფის კურთხევისას; გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმ. მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30­ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვ.). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში – ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ­ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს, და სამ დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის შესრულების დროს.

12.89 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მკოდოვანის მონასტერი

▲ზევით დაბრუნება


მკოდოვანის მონასტერი
მონასტერი ქართლში; ნახსენებია „წმ. ნეოფიტე ურბნელის წამებაში“. ტექსტის ერთ­ერთი პერ­ სონაჟი, ქრისტოფოროსი, მკოდოვანის მონასტრის წინამძღ­ ვარი გახდა.

12.90 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მკოდომანი // კოდმანი

▲ზევით დაბრუნება


მკოდომანი // კოდმანი
სოფელი შიდა ქართლში (ქარელის მუნიციპალიტეტი); ნახსენებია „წმ. ასურელ მამათა ცხოვ­ რებანის“ მეტაფრასულ რედაქციაში.

12.91 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მნათე

▲ზევით დაბრუნება


მნათე
ქრისტიანული ეკლესიის მსახური, რომელსაც ევალება ზარების რეკვა, ზეთის კანდლების ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურისთვის, სეფისკვერის დაჭრა, მოსახსენიებლის კითხვა, სამღვდელო პირის შემოსვა და სხვა დამხმარე საქმიანობა.

12.92 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოგუი

▲ზევით დაბრუნება


მოგუი
მოგჳ // მოგვი 1. ასტროლოგი, ვარსკვლავთმრიცხველი; 2. ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახური, ცეცხლმსახურთა ქურუმი. მოგვთა მთავარი ღმერთი იყო აჰურამაზდა, იგივე ცეცხლის ღმერთი; 3. გრძნეული, მისანი.

12.93 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოვაკანი

▲ზევით დაბრუნება


მოვაკანი
გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც შუა საუკუნეების ქართული წყაროები იცნობენ, როგორც კავკასიის ალბანეთის ერთ ნაწილს, ასევე მის დედაქალაქს, რომელიც სავარაუდოდ, მდ. მტკვარსა და ალაზანს შორის იყო მოქცეული.

12.94 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოლოქის

▲ზევით დაბრუნება


მოლოქის
ფინიკიელების, კართაგენელებისა და სირიელების ღმერთი, რომელსაც საკუთარ ძეებსა და ასულებს სწირავდნენ მსხვერპლად. „კარავი მოლოქისი“ ნახსენებია ამოს წინასწარმეტყველებაში.

12.95 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მონაზონებაჲ // მონოზონებაჲ // მონოზანებაჲ

▲ზევით დაბრუნება


მონაზონებაჲ // მონოზონებაჲ // მონოზანებაჲ
მონაზვნობა, ასკეტური მოღვაწეობის სახე ქრისტიანულ რელიგიაში, რომელიც ითვალისწინებს ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფას, ქორწინებისა და ნათესაური კავშირების გაწყვეტას. მონაზვნები მთავარ ქრისტიანულ სათნოებას – სიყვარულს მარხვითა და ლოცვით, ასევე, სხვადასხვა სათნოებაში: უპოვარებაში, სიწმინდეში, სიმდაბლესა და მორჩილებაში მოღვაწეობით აღწევენ. არსებობს მონაზვნური ცხოვრების სამი ფორმა: საერთო საცხოვრებელ მონაზვნობაში კრებულის ყველა წევრი ერთად მუშაობს და ერთად ფლობს სამონასტრო ქონებას; შერეულ მონაზვნობაში ერთად ლოცულობენ, მაგრამ ტრაპეზობენ და მუშაობენ ცალ­ცალკე. ზოგჯერ ბერები დამოუკიდებლად აღასრულებენ ევქარისტიულ მსახურებებს და მხოლოდ ლიტურგიის აღსასრულებლად (ან დიდ დღესასწაულებზე) იკრიბებიან; არსებობს ანაქორეტობა (განდეგილობა), რომელიც გულისხმობს სრულ მარტოობასა და დაყუდებულობაში ცხოვრებას.

12.96 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მონაზონი // მონაზუნი // მონოზონი // მონოზანი

▲ზევით დაბრუნება


მონაზონი // მონაზუნი // მონოზონი // მონოზანი
მამაკაცი თუ ქალი, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს; „მოწესე, მგლოიარე, გინა მოსილი საგლოელითა“ (სულხან­ საბა ორბელიანი); მონაზონება წუთისოფლისაგან განდგომა, ბერული ყოფა, მოწესეობაა.

12.97 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მონასტერი

▲ზევით დაბრუნება


მონასტერი
(ბერძნ. „განდეგილის სენაკი“) – სავანე, მონაზონთა საკრებულო, ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ერთი და იმავე წესდებით მცხოვრები რელიგიური თემი; უძველესი მონასტერი წარმოიქმნა ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანაში. პირველი ქრისტიანული მონასტერი კი ჩამოყალიბდა IV ს. ტაბენისში (ეგვიპტე). არსებობს დედათა და მამთა მონასტრები. ორგანიზაციულად კათოლიკურ მონასტერს სათავეში ედგა აბატი, მართლმადიდებლურს – იღუმენი. არსებობს ერთადცხოვრებულთა (კინობიური // კინოვიური), ანაქორეტული (განდეგილთა, სკიტის), მღვიძარეთა, ისიხასტთა (მდუმარებაში მყოფთა) მონასტრები და სხვ. დიდ სამონასტრო ცენტრს კი ეწოდებოდა ლავრა.

12.98 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მონოვატი

▲ზევით დაბრუნება


მონოვატი
ადგილი საბერძნეთში, ნახსენებია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „ექსორია­იქმნა გიორგი მონოვატს და მუნ აღესრულა ექსორიობასა შინა“.

12.99 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მონოფიზიტობა

▲ზევით დაბრუნება


მონოფიზიტობა
ევტიხიელობა, მწვალებლობა ქრისტია­ ნობაში, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს ჰქონდა მხო­ ლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება და ის ამით განსხვავ­ დება დიოფიზიტების მიერ აღიარებული ქრისტეს ორ­ ბუნებიანობისაგან. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წ. ბიზანტიის იმპერიაში. მისი მამამთავარი იყო კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი ევტიქი. მათი სწავლების მიხედვით, თავიდან ცალ­ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღვთისა და კაცისა, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ – ღმერთი. 451 წ. ქალკედონის საეკლესიო კრებაზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი – „ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ“.

12.100 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მორჩილება

▲ზევით დაბრუნება


მორჩილება
სულიერი მსახურება; ესა თუ ის საქმე, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის ლოცვა­კურთხევით ასრულებს მორჩილი. ბიბლიაში მორჩილება ღვთის სიტყვისა და ნების მიღებას აღნიშნავს, სამოწესეო ცხოვრების საფუძველია. ის შეიძლება მიეცეს ადამიანს სულიერ სასჯელადაც.

12.101 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მორწმუნე

▲ზევით დაბრუნება


მორწმუნე
1. რომელიმე აღმსარებლობის მიმდევარი (მორწმუნე ქრისტიანი. მორწმუნე მაჰმადიანი); 2. ზოგადად, სარწმუნოების მიმდევარი, ღვთისმოსავი.

12.102 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოსავი

▲ზევით დაბრუნება


მოსავი
მორწმუნე, მოიმედე, დანდობილი, „იმედნეული“ (სულხან­საბა ორბელიანი).

12.103 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოსე

▲ზევით დაბრუნება


მოსე
(ძვ. ებრ. „მოშე“; არაბ. „მუსა“) – ბიბლიური პერსონაჟი, ძველ ებრაელთა რჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, იუდაიზმის ჩამოყალიბების ფუძემდებელი, სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, ისრაელის ტომების გამაერთიანებელი, ებრაელთა მხსნელი ეგვიპტის უღლისგან. მან მიიღო საღვთო შთაგონება, რომ უნდა ეხსნა ისრაელი ერის ეგვიპტის ფარაონის ტყვეობიდან და აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, დაესახლებინა. მოსემ ორ ფიცარზე დაწერილი „ათი მცნების“ სახით ღვთის რჯული გადასცა ებრაელებს. ავტორია თორასი, ანუ ხუთი სჯულდებითი წიგნისა: „შესაქმე“, „გამოსლვათა“, „ლევიტელთა“, „რიცხვთა“, „მეორე სჯული“. მოსეს წინასწარმეტყველად აღიარებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ ­ იუდეველები და მუსლიმები.

12.104 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოსე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


მოსე (X ს.)
ოთხთა ეკლესიის ლავრის მოღვაწე: „მამაჲ ოთხთა ეკლესიისაჲ“; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

12.105 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოღვაწება

▲ზევით დაბრუნება


მოღვაწება
მონაზვნობა, მონაზვნური ცხოვრება, ღვთივსათნო საქმიანობა, საღვთო მადლის მოხვეჭა. მოღვაწე ხანდახან მებრძოლსაც აღნიშნავდა.

12.106 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოციქული

▲ზევით დაბრუნება


მოციქული
1. შუამავალი, შუაკაცი; 2. სახარების მიხედვით, იესო ქრისტეს რჩეული 12 მოწაფე, რომლებიც გამოარჩია თავად იესო ქრისტემ წმინდა ეკლესიის დასაარსებლად: სიმონ­პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, მათე, ფილიპე, ნათანიელ­ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იუდა იაკობისა (თადეოსი), სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი. როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი – მატათა აირჩია. საგანგებოდ იყო გამორჩეული პავლე წარმართთა მოციქულად. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუ­ სალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი აქვე ეწამა. იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. გადატანითი მნიშვნელობით მოციქული ეწოდება რომელიმე იდეის, მოძღვრების თავგადადებულ მიმდევარს.

12.107 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოციქულთასწორი

▲ზევით დაბრუნება


მოციქულთასწორი
იმ წმინდანთა სახელწოდება, რომლებმაც მოციქულთა დარად იქადაგეს და ქრისტიანობაზე მოაქციეს წარმართები. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორს უწოდებს: მარიამ მაგდალინელს // მაგდალელს, პირველმოწამე თეკლას, წმ. მეფე კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს, ქართველთა განმანათლებელ წმ. ნინოსა და სხვ.

12.108 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოძღუარი // მოძღვარი

▲ზევით დაბრუნება


მოძღუარი // მოძღვარი
1. მაცხოვრის სახელი სახარების მიხედვით; 2. სასულიერო პირი – მღვდელი, ხუცესი; 3. სულიერი მამა, ბრძენი, მოხუცებული, ბერი, წინამძღვარი, მქადაგებელი; 4. მეცნიერი ბერი ძველ საქართველოში; მოძღვარი მასწავლებელი, დამრიგებელი, აღმზრდელი.

12.109 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოწამეჲ

▲ზევით დაბრუნება


მოწამეჲ
(ბერძნ. „მოწმე“) – მოწამე // მარტვილი. 1. პიროვნება, რომელსაც საკუთარი სარწმუნოებისათვის აწამებენ, დევნიან, ტანჯვენ. მოწამეობის ადგილს „მოწამეთაჲ“ ეწოდებოდა. ასეთ ადგილებში აშენებდდნენ ეკლესიებს (სამარტვილოჲ); 2. „მოწმე“. ის, ვინც სიცოცხლეს სწირავს ჭეშმარიტებისათვის, აღდგომის რწმენას მოწმობს, ამიტომაც ეკლესია მათ „წმიდანებს“ უწოდებს. „მოწამე“ მოციქულთა ხანაში ნიშნავდა „მოწმეს“, ვინც იხილა ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრება და ისწავლა მისგან. პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში საკუთარ თავს მოიხსენიებს „ქრისტეს ვნებათა“ მოწმედ. წმ, სტეფანე იყო ის მოწმე, რომელმაც, პირველმა ქრისტიანობის ისტორიაში, თავისი მოწმობა სისხლით დაბეჭდა. მოგვიანებით უკვე მოწამე, ანუ მოწმე ქრისტესი, არის ის, ვისაც შესაძლოა არ უნახავს მხსნელი სოფლისა იესო მაცხოვარი, მაგრამ მტკიცედ სწამს მისი ღმერთკაცობა და მზადაა მოკვდეს, ვიდრე უარყოს იგი.

12.110 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოწესეჲ

▲ზევით დაბრუნება


მოწესეჲ
1. მონაზონი, სამონაზვნე წესის შემსრულებელი; 2. ეკლესიის მსახური, რომელსაც ეკისრება ზედამხედველობა წესრიგის დასაცავად; 3. რომელიმე საეკლესიო ან სამონასტრო წესის შემსრულებელი; „სამღვდელო რიგთაგანი“ (სულხან­ საბა ორბელიანი).

12.111 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მოწყალება

▲ზევით დაბრუნება


მოწყალება
(ბერძნ. „თანაგრძნობა“, „თანალმობა“) – მოყვასისთვის სიყვარულით გაღებული მატერიალური ან სულიერი დახმარება. გვიანიუდეურ ხანაში აღნიშნავდა გულმოწყალებას თანამოძმეთა მიმართ. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მოწყალება დაფარული უნდა იყოს და არა – სააშკარაოზე გამოტანილი თავის გამოჩენის მიზნით. „მრავალთავი“ – ძველი ქართული ჰომილეტიკური კრებული, რომელშიც თავმოყრილია საუფლო, საღვთისმშობლო და წლის დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვ­ ნილი საკითხავები. მრავალთავის ბერძნული მოდელია „პანეგირიკონი“, რომელიც თითქმის ყოველთვის შეიცავს ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ჰომილიებს. მოგვიანებით ქართული მრავალთავი გამდიდრდა აგიო­ გრაფიული მასალითაც. ჩვენამდე მოღწეულია მრავალთავის ათი ხელნაწერი, მათ შორის აღსანიშნავია: უძველესი მრავალთავის ფრაგმენტები (გამოსცა ა. შანიძემ, 1927 წ.), „სინური მრავალთავი“ (გამოსცა ა. შანიძემ, 1959 წ.), „უდაბნოს მრავალთავი“ (გამოსცეს: ა. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ, 1994 წ.) და სხვ.

12.112 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მრავალმთა გარესჯას

▲ზევით დაბრუნება


მრავალმთა გარესჯას
ადგილი დავითგარეჯას, ნაკვეთი გამო­ ქვაბულები, მტკვრისა და ივრის ხეობების გამყოფი უდაბური ტერიტორია; ეს ადგილები, ე.წ. „გარეჯის მრავალმთა“, აირჩია ანტიოქიიდან მოსულმა წმ. დავით გარეჯელმა ქრისტეს რჯულის საქადაგებლად და განსამტკიცელად. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“.

12.113 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მრწამსი

▲ზევით დაბრუნება


მრწამსი
1. მსოფლმხედველობა; 2. „სარწმუნეობის სიმბო­ ლოდ“ წოდებული აღსარებითი ლოცვა, რომელშიც ჩამო­ ყალიბებულია ქრისტიანული მრწამსი. სარწმუნოების ეს სიმბოლო ჩამოყალიბდა პირველ (325 წ.) და მეორე (381 წ.) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და, ძირითადად, მიეძღვნა მოძღვრებას სულიწმიდის შესახებ.

12.114 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მრევლი

▲ზევით დაბრუნება


მრევლი
ეკლესიის კრებული, სამწყსო; ეკლესიურ ლიტურ­ გიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი; ქრისტიანები, რომელთაც არა აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ.

12.115 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მროველი ლეონტი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


მროველი ლეონტი (XI ს.)
ქართველი ისტორიკოსი, რუისის მთავარეპისკოპოსი, ძველი საქართველოს ერთ­ერთი მაღალი თანამდებობის სასულიერო იერარქი; ითვლება „ქართლის ცხოვრებაში“ შესული სამი ისტორიული თხზულების ავტორად, ესენია: „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანცა მამათა და ნათესავთა“, „წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ და „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელ იყო მეფე ქართლისა“. ზოგი მოსაზრებით, ლეონტი მროველი უფრო ადრეული ხანის ავტორია და მისი მოღვაწეობის დრო VIII ს­ით განისაზღვრება. 1957 წ. სოფ. თრეხვის (კასპის მუნიციპალიტეტი) ერთ­ერთ გამოქვაბულში აღმოჩნდა სწორკუთხად გათლილი მომწვანო ფერის ქვის მოგრძო სტელა, რომელზეც რელიეფურად გამოყვანილია ჯვარი, ხოლო ჯვრის მკლავებს შორის – 19 სტრიქონად ამოკვეთილი 1066 წ. თარიღიანი წარწერა, შესრულებული ნუსხა­ხუცურით: „მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქვაბი ხატისათვის ღმრთაებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისის საყდრისა შვილთათვის, ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისათა. ქორონიკონსა სპვ“ – ეს წარწერა და მისი თარიღი ერთ­ერთი მტკიცე საფუძველია ლეონტი მროველის მოღვაწეობის XI ს­ით დათარიღებისათვის. ლეონტი მროველი ავტორია ისტორიული კონცეფციისა, რომლის თნახმად კავ­ კასიის ხალხები ერთი საერთო წარმოშობის მოძმე ერებია და მათი მამამთავარია ბიბლიური თარგამოსი.

12.116 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მსახურება

▲ზევით დაბრუნება


მსახურება
საეკლესიო მსახურება; ვინმესთვის, რამესთვის სამსახურის გაწევა // თაყვანისცემა; რამე ფუნქციის შესრულება ან ძალაუფლების ქონა.

12.117 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მსგეფსი

▲ზევით დაბრუნება


მსგეფსი
შვიდეული, კვირა; ამჟამად მსგეფსად მხოლოდ ის პერიოდი იწოდება, როცა ოთხშაბათ­პარასკევი მარხვა არ არის. მსგეფსია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ყველიერის კვირა (ხსნილია რძის ნაწარმითა და თევზით), ბრწყინვალე შვიდეული (აღდგომის შემდგომი კვირა), სულთმოფენობის შემდგომი კვირა, პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე (7­17 იანვრის ჩათვლით); შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად.

12.118 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მსოფლიო საეკლესიო კრებები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო საეკლესიო კრებები
I კრება (ნიკეის პირველი) 325 წ. მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ალექ­ სანდრიელი პრესვიტერის, არიოზის, მწვალებლობის და­ საგმობად, რომელიც ასწავლიდა, რომ ღვთის ძე მხოლოდ უზენაესი ქმნილებაა მამისა და ძედ მხოლოდ მიშვილების ძალით იწოდება და არა – არსებითად; კრების 318 ეპისკოპოსმა დაგმო ეს სწავლება, როგორც მწვალებლობა და დაამტკიცა მამისა და ძის ერთარსობის ჭეშმარიტება, რომ ძე იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. კრებაზე შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლოს პირველი შვიდი წევრი და დაადასტურეს ოთხი უმსხვილესი მიტროპოლიის (რომის, ალექსანდრიის, ანტიიოქიისა და იერუსალიმის) ეპისკოპოსთა უპირატესობა. II კრება (381 წ.) იმპერატორმა თეოდოსი დიდმა მოიწვია არიოზის სხვადასხვა მიმდევართა დასაგმობად, მათ შორის სულიწმიდის მგმობელ მაკედონიანელთა სამხილებლად, რომლებიც უარყოფდნენ სულიწმიდის ღვთაებრიობასა და მას ძის ქმნილებად მიიჩნევდნენ. აღმოსავლეთის 150 ეპისკოპოსმა დაამტკიცა სულიწმიდის მამასა და ძესთან ერთარსობის დოგმატი, შეადგინა სარწმუნოების სიმბოლოს კიდევ ხუთი წევრი და რომის შემდეგ, კონსტანტინოპოლის, როგორც მეორე სულიერი რომის, პატივი და უპირატესობა დაადასტურა. III კრება (431 წ.) მოიწვიეს კონსტანტინოპოლელი ეპის­ კოპოსის, ნესტორის, მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ასწავლიდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მარიამმა ქრისტეს სახით შვა უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმრთეება შემდგომ ზნეობრივად შეუერთდა და მასში, როგორც ტაძარში, მადლისმიერ მკვიდრობდა. ამგვარად, ნესტორის სწავლების მიხედვით, ქრისტეს ორი ბუნება, ღვთაებრივი და კაცობრივი, განყოფილი რჩებოდა. კრების ორასმა ეპისკოპოსმა დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორივე ბუნება ერთ ღმერთკაცობრივ ჰიპოსტასშია შეერთებული. IVკრება(ქალკედონი)(451წ.)მოიწვიესკონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის, მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც უარყოფდა ნესტორიანელობას, მაგრამ მეორე უკიდურესობაში ჩავარდა და ქრისტეში ორივე ბუნების (ღვთაებრივისა და კაცობრივის) შერევას ამტკიცებდა. ამასთან, ღვთაებრივი ბუნება ნთქავდა კაცობრივს (ე. წ. მონოფიზიტობა). კრების 630 ეპისკოპოსმა დაამტკიცა ანტინომიური ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორი ბუნება შეერთებულია „შეურწყმელად და შეუცვლელად“. V კრება (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I ქალდკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად. კრებამ დაგმო სამი მოძღვარი („სამი თავი“), ასევე – ორიგენეს ცდომილებანი.

12.119 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - VI კრება (680

▲ზევით დაბრუნება


VI კრება (680
681 წწ.; 692 წ.) მოიწვიეს მონოთელიტთა მწვა­ ლებლობის დასაგმობად, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეში ორ ბუნებას, მაგრამ ერთ ღვთაებრივ ნებაში აერთიანებდნენ მათ. 170 ეპისკოპოსისგან შემდგარმა კრებამ დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ კაცს, ორი ნება გააჩნია, მაგრამ მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება ღვთიურს. VII კრება (787 წ.) მოიწვია იმპერატორმა ირინამ ე. წ. ხატმებრძოლური მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ხატთაყვანისცემას უარყოფდა როგორც – კერპთაყვანისცემას. კრებამ გამოაცხადა, რომ ხატი არის ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტი გამოხატულება.

12.120 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მტკუარი

▲ზევით დაბრუნება


მტკუარი
მტკვარი, ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე; სათავეს იღებს თურქეთში, ერთვის კასპიის ზღვას აზერ­ ბაიჯანის ტერიტორიაზე. საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ­ს უდრის.

12.121 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მურვან ყრუ // მახმედი (688

▲ზევით დაბრუნება


მურვან ყრუ // მახმედი (688
750 წწ.) – მურვან II // ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა, ომაინთა ნაცვალი ამი­ ერკავკასიაში; სიჯიუტის გამო, არაბები მეტსახელად მარვან­ ჯორს ეძახდნენ. ჰყავდა დიდძალი ლაშქარი და მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. 735 – 737 წწ., საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით შემოესია ქვეყანას, ჯერ ქართლი ააოხრა, მერე დასავლეთ საქართველოში გადავიდა, არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისმთავარი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა. ამის შემდეგ ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები ძმები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა. შემდეგ ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა“, დაიპყრო ცხუმი და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. მტერმა უკან დაიხია. სისასტიკისათვის ქართველებმა მურვან­ყრუ, ხოლო სომხებმა მურვან­ბრმა შეარქვეს.

12.122 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მუხნარი

▲ზევით დაბრუნება


მუხნარი
მუხრანი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში. სახელწოდება წარმოდაგება „მუხიდან“.

12.123 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მღდელი // მღუდელი

▲ზევით დაბრუნება


მღდელი // მღუდელი
მღვდელი, ეპისკოპოსისაგან ნაკურთხი ეკლესიის მსახური, სასულიერო ხარისხით ეპისკოპოსზე ნაკლები და დიაკონზე მეტი, იგივე ხუცესი. მას აქვს უფლება, შეასრულოს ყველა სახის ღვთისმსახურება და საეკლესიო საიდუმლო, გარდა მღვდლად კურთხევისა. მღვდელი სიმბოლურად გამოხატავს ზეციურ ძალას – სერაფიმს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლად ხელდასხმისათვის საჭიროა მამაკაცი იყოს დაქორწინებული, ამასთან, – პირველი ქორწინებით. დაქვრივებულ მღვდელს ეკრძალება მეორედ დაქორწინება. თუ მღვდლად ეკურთხება უცოლო მამაკაცი, მომავალში მას აღარ შეუძლია დაქორწინება. სულხან­ საბა ორბელიანის განმარტების მიხედვით, მღვდელი არის „გამწმენდელი, გინა მფარველი“.

12.124 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მღდელთმთავარი // მღდელმთავარი

▲ზევით დაბრუნება


მღდელთმთავარი // მღდელმთავარი
ეპისკოპოსი, არქიელი, უმაღლესი სასულიერო პირი. მღვდელმთავრის ხარისხებია: ქორეპისკოპოსი (ეპისკოპოსის მოადგილეები მცირე ქალაქებში), მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი (მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი) და პატრიარქი.

12.125 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მღდელმოწამეჲ // მღდელთმოწამეჲ

▲ზევით დაბრუნება


მღდელმოწამეჲ // მღდელთმოწამეჲ
მოწამებრივად აღსრულებული ეპისკოპოსი ან მღვდელი. ქართული ეკლესიის მიერ მღვდელმოწამეებად შერაცხილი არიან: წმ. აბიბოს ნეკრესელი (VI ს.), წმ. ნეოფიტე ურბნელი (VII ს.), წმ. ლუკა იერუსალიმელი (XIII ს.), წმ. ნიკოლზ დვალი (XIV ს.) და სხვ.

12.126 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მღვიძარება

▲ზევით დაბრუნება


მღვიძარება
ფხიზლობა, სიფხიზლე; სამონაზვნო მოღვაწე­ ობის ერთ­ერთი სახე. ქრისტიანმა არ იცის, როდის მოვა უფალი საშინელი განსჯისთვის, როდის დადგება საშინე­ ლი სამსჯავრო. სიფხიზლე და ლოცვა, იესოს თქმით, გან­ საცდელისაგან იხსნის ადამიანს.

12.127 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მცნება

▲ზევით დაბრუნება


მცნება
მოძღვრება, რჯული. იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიის მიერ აღიარებული მორალური და სოციალური ხასიათის დარიგება ბიბლიაში. ძველ აღთქმაში გვხვდება მოსე წინასწარმეტყველის მიერ მოცემული „ათი მცნება“ (დეკალოგი), ხოლო ახალ აღთმაში ქრისტიანული მცნებები ცნობლია „ცხრა ნეტარების“ სახელით.

12.128 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მცხეთა

▲ზევით დაბრუნება


მცხეთა
სატახტო ქალაქი თბილისთან ახლოს; ლეგენდის მიხედვით, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა ძვ.წ. აღ- ის I ათასწლეულში. ძვ.წ. აღ-ის IV ს. კი მეფე ფარნავაზმა დედაქალაქად გამოაცხადა. V საუკუნის ბოლომდე მცხეთა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. დედაქალაქის თბილისში გადასვლის შემდეგ კი კულტურულ და რელიგიურ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი წ. აღ-ის IV საუკუნის დასაწყისში მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ნინომ. ქალაქში მრავლადაა საეკლესიო სამონასტრო ნაგებობები: სვეტიცხოველის ხის ეკლესია (IV ს.), ქვის ბაზილიკა (V ს.), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს.), ქვის მცირე ეკლესია (VI ს), ანტიოქია (VII – VIII სს). განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში აშენდა დიდი ტაძრები: სვეტიცხოველი 1010 – 1129 წწ., სამთავროს საეკლესიო კომპლექსი XI ს. 30-იანი წლები.

12.129 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - 736

▲ზევით დაბრუნება


736
738 წწ. არაბმა სარდალმა­მურვან ყრუმ ქალაქი დაარბია და არმაზციხე დაანგრია. XV საუკუნის დასაწყისში იგი თემურლენგმა ააოხრა. თანდათან მცხეთის მნიშვნელობა დაქვეითდა და ქართლის სამეფოს რუსეთთან შეერთები შემდეგ კი იგი დუშეთის მაზრის მცირე სოფელი იყო. მცხეთა ცალკე რაიონი 1930 – 34 წწ. გახდა, დღესდღეობით მას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს.

12.130 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მცხეთის ჯვარი // ჯვრის მონასტერი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


მცხეთის ჯვარი // ჯვრის მონასტერი (VI ს.)
ჯაჭვის საყდარი, ტაძარი და მონასტერი მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე; ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს „მცირე ჯვარს“ უწოდებენ. VI ს. ბოლოსს და VII ს. დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I­მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა.

12.131 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მცხუედაჲ (VIII

▲ზევით დაბრუნება


მცხუედაჲ (VIII
IX სს.) – მცხუედა, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, კეთილ­ მორწმუნისა და ეკლესიათა მაშენებლის, არსენის, ვაჟი.

12.132 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მწვალებლობა

▲ზევით დაბრუნება


მწვალებლობა
(ბერძნ. „ერესი“) – გაბატონებულ რელიგიურ დოგმათა საწინააღმდეგო მოძღვრება; ქრისტიანულ­სარ­ წმუნოებრივი სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლ­ მადიდებელი ეკლესიის დოგმატებს. ანტიკური მწერლები „ერესს“ იყენებდნენ მოძღვრების, სკოლის მნიშვნელობით. ადრინდელი პატრისტიკის წარმომადგენლები მწვალებელს უწოდებდნენ ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც თავისუფლად, თვითნებურად განმარტავდა ქრისტიანულ დებულებებს. მოგვიანებით მწვალებლობა აღნიშნავდა ეკლესიის მიერ ოფიციალურად აღიარებული დოგმატებისაგან გადახვევას.

12.133 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მწიგნობარი

▲ზევით დაბრუნება


მწიგნობარი
მწიგნობრობაში გაწვრთნილი, საეკლესიო წიგნების გადამწერი საქმისმწარმოებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მწიგნობარი მწიგნობართუხუცესს ექვემდე­ ბარებოდა. იგი ადგენდა სხვადასხვა შინაარსის საბუთებს (სიგელებს, ბრძანებებსა და ა. შ.).

12.134 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მწუხრი

▲ზევით დაბრუნება


მწუხრი
1. საღამოს ბინდი, შეღამება, შებინდება; 2. საღამოს ლოცვა. არსებობს ორი სახის მწუხრი: დიდი და მცირე. დიდი მწუხრი სრულდება დღესასწაულებისა და კვირა დღეების წინა საღამოს, მცირე მწუხრი კი – მხოლოდ ღამისთევის (საღამოს ლოცვის) წინ. მცირე მწუხრი, ასევე, აღესრულება ყოველდღე სადაგ (ანუ არასადღესასწაულო) დღეებში და ამიტომ იგიიწოდება ყოველდღიურ მწუხრად.

12.135 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - მწყემსი

▲ზევით დაბრუნება


მწყემსი
(„მეცხვარე, ხოლო კაცთა მწყემსი – მღვდელი“ (სულხან­საბა ორბელიანი) – მწყემსს უწოდებდნენ ადამიანთა წინამძღოლებსაც. საღვთო წერილში ასე მოიხსენიებიან მეფეები და მეთაურები; უმაღლესი მწყემსი არის ღმერთი; იესო ქრისტე კეთილი მწყემსია, რომელიც სიცოცხლეს სწირავს თავისი სამწყსოსათვის. სულიერი მწყემსია მღვდელი და მღვდელმთავარი. პროტესტანტულ ეკლესიებში კი ტერმინი „პასტორი“ (მწყემსი) კულტის მსახურს აღნიშნავს.

13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნ

▲ზევით დაბრუნება


13.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაბახტევი

▲ზევით დაბრუნება


ნაბახტევი
სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ნახსენე­ ბია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“: „შორის ალისა და ნაბახტევისა“.

13.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაბულისი // ნაბული // ნაბოლი

▲ზევით დაბრუნება


ნაბულისი // ნაბული // ნაბოლი
ქალაქი, ზუსტი ადგილ­ მდებარეობა უცნობია, ნახსენებია „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრებაში“.

13.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაბუქოდონოსორ

▲ზევით დაბრუნება


ნაბუქოდონოსორ
ნაბუქოდონოსორ II, ახალი ბაბილონის მეფე; ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი, საიდანაც გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა. მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე წიგნში.

13.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაზარეთი

▲ზევით დაბრუნება


ნაზარეთი
ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში; ქრისტიანული სამყაროს ერთ­ერთი წმინდა ქალაქი, სადაც, ახალი აღთქმის თანახმად, ბავშვობა გაატარა იესო ქრისტემ. ნაზარეთი ქვეყნის უდიდესი არაბული ქალაქია და ქრისტიანთა პილიგრიმობის ერთ­ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენს.

13.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნათან (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნათან (VI ს.)
წმ. ასურელ მამათაგანი; მოხსენიებულია წმ. ასურელ მამათა „ცხოვრებაში“.

13.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნათანაელ

▲ზევით დაბრუნება


ნათანაელ
ბართლომე, თორმეტ მოციქულთაგანი. მოცი­ ქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას, მოციქულ ფილიპესთან ერთად, წილად ხვდა სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ინდოეთში გაემართა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. სომხეთში ბოროტი სულისაგან მეფის ასული განკურნა, რისთვისაც მადლიერმა მეფემ, სხვებთან ერთად, ნათელ­იღო. გაბოროტებულმა მეფის ძმამ, ასტივიაგმა, ქალაქ ალბანში (დღევადნდელი ბაქო) შეიპყრო წმ. მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. ნათანაელი კვლავ აგრძელებდა ქრისტეს ქადაგებას. ასტივიაგის ბრძანებით მას ტყავი გააძვრეს და თავი მოჰკვეთეს. მორწმუნეებმა წმინდანის ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წ. მისი წმინდა ნაწილები მესოპოტამიიდან გადაასვენეს, იქიდან კი – კონსტანტინეპოლში.

13.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნათლისმცემელი // წინამორბედი

▲ზევით დაბრუნება


ნათლისმცემელი // წინამორბედი
წმ. იოანე ნათლისმცემელი, იესო ქრისტეს წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა; ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებასა და მოუწოდებდა სინანულისკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე, – იესო ქრისტე მდ. იორდანეში. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I ს.) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I­ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას, საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

13.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნანა დედოფალი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნანა დედოფალი (IV ს.)
ქართლის (იბერია) დედოფალი, მეფე მირიან III­ის მეუღლე; ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, ნანა დედოფალმა მას შემდეგ, რაც წმ. ნინომ უკურნებელი სენისაგან იხსნა, სამეფო სახლის წევრთაგან პირველმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და ხელი შეუწყო მთელი ქართლის გაქრისტიანებას.

13.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაპატი // ნოპატი

▲ზევით დაბრუნება


ნაპატი // ნოპატი
მთა სომხეთში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

13.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნარეკუავი

▲ზევით დაბრუნება


ნარეკუავი
მდინარე ნარეკვავი მცხეთა­მთიანეთის მხარეში; ერთვის მდ. არაგვს მარჯვნიდან. „ნარეკუავის ჭალა“ ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

13.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნასდაგისი

▲ზევით დაბრუნება


ნასდაგისი
ნასტაგისი // ნასტაკისი, სოფელი მტკვრის მარცხენა ნაპირას, მდინარე ქსნის შესართავთან, რომელიც შიომღვიმის მონასტრის კუთვნილება იყო.

13.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაქულბაქევი

▲ზევით დაბრუნება


ნაქულბაქევი
ნასოფლარი მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის ტერიტორიაზე, დიღომთან ახლოს; შემორჩენილია ამ სახელწოდების მონასტერი. ბესარიონ ორბელიშვილი თავის თხზულებაში „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა, სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“ წერს: „ზოგნი დადგეს ავჭალას, ზოგნი – ნაქულბაქევს“.

13.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნაფსაჲ

▲ზევით დაბრუნება


ნაფსაჲ
ნაფსა, იგივე ნიკოფსია, ისტორიული ციხე­ქალაქი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ქ. ტუაფსეს (კრასნოდარის მხარე, რუსეთი) მახლობლად. ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ძველ წყაროებში ლაზიკის სახელწოდებითაა მოხსენიებული. XIV – XVI სს. იტალიურ რუკებზე კი იგი „სანიას“ სახელითაა აღნიშნული. კ. კეკელიძის განმარტებით, უნდა აღნიშნავდეს ნიკოფსიას ან ანაკოფიას. იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობაში“ ნახსენებია „ნაფსაჲს ნავთსადგური“.

13.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნახჭევანელნი

▲ზევით დაბრუნება


ნახჭევანელნი
ნახიჩევანის // ნახჭევანის მკვიდრნი; ნახიჩევანი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია აზერბაიჯანში. ლეგენდის თანახმად, დააარსა ბიბლიურმა ნოემ.

13.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნეკრესი

▲ზევით დაბრუნება


ნეკრესი
ისტორიული ქალაქი კახეთში, სოფ. შილდის მიდამოებში; დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II – I სს.). IV ს. იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, რომელშიც დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი (VI ს.). მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ­ საგანმანათლებლო მოღვაწეობა. აქ მოღვაწეობდნენ: ნეკრესელი მღვდელმთავრები დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ­დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვ.

13.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნეოს

▲ზევით დაბრუნება


ნეოს
კუნძული საბერძნეთში; ნახსენებია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

13.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნეოფიტე ურბნელი // უმარი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნეოფიტე ურბნელი // უმარი (VII ს.)
წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი; მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში ურბნისის ეპისკოპოსი გახდა. კათოლიკოს სამოელის დროს, VII ს­ის II ნახევარში, ქართლის დასარბევად მოსულა არაბთა მთავარსარდალი აჰმადი, თავის ლაშქართან ერთად. ამ ლაშქარში ერთ-ერთი რაზმის უფროსი იყო უმარი // ომარი (შემდგომში – ნეოფიტე). როდესაც მან შიომღვიმის ლავრის აღება მოიწადინა, წინაღმდეგობა გაუწია ანგელოზთამხედრობამ.სასწაულებრივიგამოცხადებისშემდეგ გაქრისტიანდა, ბერად აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. აქ უწოდეს ნეოფიტე. ღვთისმოსაობითა და მოღვაწებით მიაღწია სულიერი განვითარების მაღალ საფეხურს; მიენიჭა კურნებისა და არაწმინდა სულთა განდევნის ძალა. სამოელ კათოლიკოსმა იძულებით აკურთხა ურბნისის ეპისკოპოსად. საქართველოს ამ კუთხეში მცხოვრებმა არაქრისტიანებმა ღამით შეიპყრეს (ანტონ კათალიკოსის მიხედვით, შეიპყრეს თავის სენაკში მლოცველი) და ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს რჯულის აღიარებისათვის. „ნეოფიტე ურბნელის წამება“ – თხზულება მოგვითხრობს არაბი უმარის გაქრისტიანების, მის შიომღვიმის მონასტერში მოღვაწეობისა და შემდეგში ურბნისის ეპისკოპოსად ხელდახმის შესახებ. ტექსტი მთავრდება არაბთა მიერ მისი წამებით. ერთადერთი შედარებით ადრეული წყარო, რომელიც მოგვითხრობს წმ. ნეოფიტე ურბნელის შესახებ, არის წმ. შიო მღვიმელის სასწაულების შემცველი თხზულება „თხრობაo სასწაულთათვის მამისა შიოoსთაo“ შეკრებილი ბასილი კათალიკოსის (1090 – 1110 წწ.) მიერ. ამ წყაროში დაცული მოკლე ცნობების ლიტერატურული გავრცობის გზით ანტონ I კათალიკოსმა 1768 – 69 წწ­ში შექმნა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელ­მოწამისა ნეოფიტე ურბნისის ეპისკოპოსისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“, რომელიც თავის „მარტირიკაში“ შეიტანა.

13.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნერანგიოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნერანგიოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

13.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნერსე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნერსე (VII ს.)
სომეხთა კათოლიკოსი, მოხსენიებულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

13.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნერსე დიდი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნერსე დიდი (VIII ს.)
ნერსე II, ქართლის ერისმთავარი, ადარნასე კურაპალატისა და ერისმთავრის ძე; მასთან აღსა­ ზრდელად მშობლებისაგან მიბარებული იყო წმ. გრიგოლ ხანძთელი. 772 წ. ნერსე II ხალიფა მანსურმა ანტიარაბული საქმიანობისათვის ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. ხალიფა მაჰდიმ (775 – 785 წწ.) გამეფებისთანავე გაათავისუფლა და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. ხუთი წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა პატივისცემით მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა. ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ­ შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული, სტეფანოზ გურგენის ძე, დაენიშნა. ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა. მისი ცხოვრების ამ პერიოდთან არის დაკავშირებული არაბი მსახურის, წმ. აბო თბილელის, მოწამებრივი ცხოვრება, რომელიც ასახულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს მარტვილობაში“.

13.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნერსე კათალიკოსი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნერსე კათალიკოსი (VII ს.)
ნერსე III მშენებელი // ნერსე იშხნელი, წარმოშობით ტაოელი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსი 641 – 661 წწ. ნესტან­დარეჯანი (XVI ს.) – ბებია წმ. ლუარსაბ მეფისა; მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

13.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნესტორი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნესტორი (IV ს.)
წმ. მოწამე ნესტორ თესალონიკელი, ეწამა 306 წ. თესალონიკში. შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305 – 311 წწ.) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზსა და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი. გალერიუსის ბრძანებით, წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.

13.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნესტორიანობა (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნესტორიანობა (V ს.)
ქრისტოლოგიური ერესი, რომელიც ნესტორის სახელს უკავშირდება. კონსტანტინოპოლის პატ­ რიარქი ნესტორი ანტიოქიური თეოლოგიური სკოლის მიმ­ დევარი იყო, რომელიც ქრისტეში უფრო მის ადამიანურ ბუნებას ხედავდა (განსხვავებით ალექსანდრიული სკო­ ლისაგან, რომელიც ქრისტეში უმთავრესად ღვთაებრივს გამოკვეთდა). დაპირისპირებათა ამოსავალ წერტილად იქცა წოდება „ღმრთისმშობელი“ (theotókos – „ღმრთის დედა“), რომლითაც მარიამს მოიხსენიებდნენ. ნესტორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინებს „ღმრთისმიმღები“ (theodóchos – „ქალი, რომელმაც ღმერთი მიიღო“) ან „ქრისტესმშობელი“ (Chris­ totókos – „ქრისტეს დედა“), რომლითაც გულისხმობდა, რომ მარიამი მხოლოდ ქრისტეს ადამიანურობის მშობელი იყო და ამგვარად უარყოფდა ჰიპოსტატურ კავშირს. ნესტორიანელობას დაუპირისპირდა კირილე ალექსანდრიელი და 431 წ. ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო მისი მოძღვრება, ხოლო წმ. მარიამი „ღმრთისმშობლად“ (theotókos) გამოაცხადა.

13.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნეტარი

▲ზევით დაბრუნება


ნეტარი
1. ყოველი სიკეთით შემკული, სრულქმნილი, წმინდანობის ხარისხი. ნეტარია ის, ვინც იცავს ღვთის მცნებებსა და მისი მოშიშია. ქრისტიანისათვის სრულყოფილი ნეტარება დადგება მაშინ, როდესაც საბოლოოდ იქნება მოპოვებული გამარჯვება ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ ბოროტებასა და სიკვდილზე. 2. ბედნიერი, წარმატებული; 3. ნეტარად შერაცხვა კათოლიკურ ეკლესიაში, აქტი, რომლითაც პაპი ნებას რთავს, რომ „ღმრთის მსახური“ საჯაროდ იქნეს პატივდებული ნეტარის წოდებით.

13.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნეძჳ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნეძჳ (IX ს.)
ნეძვი // თევდორეoს ვანი, მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერ­ დობზე, ნეძვისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, ნეძვი აგებულია წმ. გრიგოლის მოწაფის, თეო­ დორეს, მიერ, რომელიც იყო მაშენებელი და პირველი წინამძღვარი.

13.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკიფორ (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნიკიფორ (X ს.)
ნიკიფორე II ფოკა, ბიზანტიის იმპერატორი 963 – 969 წწ., რომლის სამხედრო მიღწევებმა საფუძველი დაუდო იმპერიის გაძლიერებას. ეკლესიისა და სამშობლოსადმი გაწეული ღვაწლისთვის იმპერატორი ნიკიფორე საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

13.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკიფორე ხუცესი // საპრიკ (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნიკიფორე ხუცესი // საპრიკ (XVII ს.)
მღვდელი; წმ. დიდმო­ წამე ქეთევანს სპარსეთში ახლდა ნიკიფორე ხუცესი, რომელიც შეშინდა და უარყო ქრისტე. მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

13.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკოლაოსი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლაოსი (XVIII ს.)
სიონის პროტოპრესვიტერი, ანტონ I კათალიკოსის „მარტირკის“ გადამწერი.

13.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკოლოზ დვალი (XIII

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ დვალი (XIII
XIV სს.) – წმ. ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალი, ქრისტესთვის წამებული; თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა და ბერად აღიკვეცა, შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულების სურვილით ანთებული მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსლიმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათს ცდომილებებს. უსჯულოებმა წმ. ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით, წმ. ნიკოლოზი კვიპროსზე, ქართველთა მონასტერში, წავიდა. წმ. იოანე ნათლისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება, რომ დამასკოში უნდა წასულიყო. აქ მან ურჯულოთა წინაშე ისევ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. ამის გამო, შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა. ახლად გათავისუფლებული ნიკოლოზი კვლავ მივიდა ურჯულოთა შესაკრებელში, ისევ დაგმო მათი უგუნურება, რის გამოც სასტიკად აწამეს. წმ. მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს. ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული, შეიპყრო და ამირათ ამირას, დენგიზს, გაუგზავნა, რომელმაც მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმ. ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მას თავი მოჰკვეთეს და ცეცხლში დაწვეს 1314 წ. „ნიკოლოზ დვალის წამება“ // „წმიდისა ახლისა მოწამისა ნიკოლოზისი დვალისაo“ – წმ. ნიკოლოზ დვალის (XIII – XIV სს.) ცხოვრებისა და მოწამებრივი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს სვინაქსარული (მოკლე) „ცხოვრება“, რომელიც დაწერილია XIV ს. უცნობი ავტორის მიერ. ტექსტში გადმო­ ცემულია აღსასრული იერუსალიმელი ქართველი მონაზვნისა, რომელსაც, მაჰმადიანურ სიწმინდეთა ხელყოფისათვის, არაბი ამირას ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს. წმ. ნიკოლოზ დვალის „ცხოვრების“ ტექსტი ჩაკინძულია XI ს. წერილობითს ძეგლში, გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილ „დიდ სვინაქსარში“. სხვა წერილობითი თხზულება მის შესახებ შემორჩენილი არ არის.

13.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკოლოზ მროველი ეპისკოპოსი (1672

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ მროველი ეპისკოპოსი (1672
1735 წწ.) – ნიკოლოზ ორბელიანი, მროველი ეპისკოპოსი, ახლო ნათესავი ვახტანგ VI­ისა და უმცროსი ძმა სულხან­საბა ორბელიანისა; ბერობაში დაუწერია ქართველი წმინდანების „ტროპარნი“, „კონდაკი“ და სხვა საეკლესიო წიგნები. 1715 წ. მროველობა მიუღია, მალე თბილისის მიტროპოლიტად დაუწინაურებიათ, ვახ­ ტანგ VI­ს კი იმხანად ახლად დაარსებულ თბილისის სტამბაში მიუწვევია სამუშაოდ. პირველი წიგნი, რომელიც ნიკოლოზის რედაქტორობით დაიბეჭდა, იყო „სახარება“. სტამბაში მუშაობისას თავისი ინიციატივით შეუდგენია და წიგნებისათვის დაურთავს სამეცნიერო აპარატი – საძიებლები. მის კალამს ეკუთვნის წმ. აბო თბილელის, ევსტატი მცხეთელის, არჩილისა და ლუარსაბისადმი მიძღვნილი საგალობლები, ასევე – მოკლე იამბიკოები ქართველი წმინდანებისა.

13.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიკომიდია

▲ზევით დაბრუნება


ნიკომიდია
ნიკომედია, ბითინიის დედაქალაქი უძველეს ხანაში; მდებარეობდა მარმარილოს ზღვის აღმოსავლთ სანაპიროზე (ახლანდელი იზმითის ადგილას, თურქეთში). დააარსა ნიკომედე I­მა ძვ. წ. 264 წ. მას შემდეგ, რაც ბითინია რომის პროვინციად გამოცხადდა, ნიკომედია გახდა პროვინციის მთავარი ქალაქი. ახ. წ. IV საუკუნეში იგი იყო რომის იმპერატორთა – დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I დიდის რეზიდენცია.

13.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნინო // ნონა (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნინო // ნონა (IV ს.)
წმ. ნინო, მოციქულთასწორი // ნინო განმანათლებელი, ქრისტიანობის მქადაგებელი და გამა­ ვრცელებელი საქართველოში; დაიბადა კაპადოკიაში ქრის­ ტიანთა ოჯახში. მისი დედა სოსანა და მამა ზაბულონი, რომელიც სამხედრო პირი იყო, მონაზვნობის გზას დაადგნენ და იერუსალიმში გადასახლდნენ. 12 წლის ნინო აღსაზრდელად მიაბარეს მოხუც ქრისტიან ქალს, სარა ნიაფორს, რომელიც ხშირად უამბობდა მას მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. მისგანვე გაიგო ნინომ, თუ როგორ მოხვდა წარმართულ საქართველოში ქრისტეს კვართი. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში ქრისტიანობის საქადაგებლად. ღვთისმშობელმა ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი გადასცა. გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, აღმოაჩნდა ხელში ჯვარი, რომელიც თავისი თმით შეკრა. იერუსალიმიდან რომში ჩავიდა, ხოლო იქიდან მის მიერ ქრისტეს რჯულზე მოქცეულ რიფსიმესთან, გაიანესთან და სხვა ქალწულებთან ერთად სომხეთისკენ გაეშურა, სადაც რიფსიმე და სხვა ქალწულები სომხეთის წარმართმა მეფემ თრდატმა დააპატიმრა და აწამა. ქალწული ნინო ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა. ქართლის დედაქალაქ მცხეთაში მას დახვდა კერპთაყვანისმცემლობა. წმ. ნინო სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა. დღედაღამ ლოცულობდა, ქადაგებდა და ასწავლიდა სახარებას, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და დავრდომილებს. ერთხელ მძიმედ დაავადდა მეფე მირიანის მეუღლე, დედოფალი ნანა. მსახურებმა წმ. ნინოს სთხოვეს დახმარება. მან დედოფალი თავისთან მოიწვია, ილოცა მისთვის, ჯვარი გადასახა და განკურნა. დედოფალმა იწამა ქრისტე. რამდენიმე თვის შემდეგ თავად მეფე მირიანს დაუბნელდა თვალთ ნადირობის დროს თხოთის მთაზე. ამ დროს წმ. ნინოს ღმერთს შეავედრა თავი და დაუბრუნდა თვალის სინათლე. ამის შემდეგ მირიანმაც აღიარა ქრისტე და განიზრახა ქვეყნის გაქრისტიანება. წმ. ნინოს რჩევით, მან ქრისტიანული ტაძარი ააგო იქ, სადაც უფლის კვართი იყო დამარხული. წმ. ნინო ქართლის სხვა ადგილებშიც ქადაგებდა. ბოლოს, დასნეულდა და დაბა ბოდინში (ბოდბე) მიაბარა სული ღმერთს. იქვე დაკრძალეს. შემდგომ მის საფლავზე მეფე მირიანმა წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. „ნინოს ცხოვრება“ // „წმიდა ნინოს ცხოვრება“ – ქართლის უძველეს ქრონიკასთან ერთად, შესულია „მოქცევაo ქარ­ თლისაoში“. თხზულება გადმოგვცემს ქართველთა განმა­ ნათლებლის, წმ. ნინოს, ცხოვრებასა და IV ს. ქართლის გაქრისტიანების ამბავს. „მოქცევაo ქართლისაo“ დიდხანს ცნობილი იყო ორი რედაქციით: შატბერდულითა (X ს.) და ჭელიშურით (XIV – XV სს.). ამათ დაემატა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მიკვლეული ორი ყველაზე ძველი რედაქცია (X ს.). ცნობებს ქართლში წმ. ნინოს მოციქულებრივი მოღვაწეობის შესახებ პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს ბერძნული და სომხური წყაროები. ყველაზე ადრეულ წყაროდ მიჩნეულია გელასი კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ (IV ს. დასასრ.), რომლიდანაც უსარგებლიათ V ს. სხვა ბიზანტიელ ატორებს: რუფინუსს (ლათინურ ენაზე), თეოდორიტე კვირელს, სოკრატეს, სოზომენეს, გელასი კვიზიკელს. გელასი კესარიელის ტექსტიდან ამ ავტორებთან მეორდება რამდენიმე მოტივი, რომლებიც აახლოებს მათ ქართულ წყაროსთან. ქართველთა გაქრისტიანების ამბავი მსგავსი მოტივებით დაცულია სომეხი ავტორის, მოვსეს ხორენაცის, თხზულებაშიც. კვლევის თანამედროვე ეტაპზე წმ. ნინოს მოციქულეობრივი მოღვაწეობის შესახებ არსებული ქართული და უცხოური წყაროების შეჯერებამ თვით „წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციული რაობის, შინაარსობრივი პლასტებისა და სტრუქტურული თავისებურებების კვლევამ, საერთოდ, მოხსნა საკითხი ძეგლის IX ს. შექმნის შესახებ. მკვლევართა ნაწილი მის ზოგიერთ პლასტს მოვლენის თანადროულად (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი) მიიჩნევს, ტექსტის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესი კი VII ს. უნდა დასრულებულიყო. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში წმ. ნინოს კულტი მისი გარდაცვალებისთანავე ჩაისახა, მაგრამ, რადგან V – VI სს. ეროვნულ წმინდანთა კალენდარული სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, მათი მოხსენიება ლიტურგიკულ პრაქტიკაში არ ხდებოდა და, ამდენად, ეროვნულ წმინდანთა კულტის გავრცელების მექანიზმიც არ არსებობდა (ლ. გრიგოლაშვილი). „წმ. ნინოს ცხოვრების“ სიძველის მიმანიშნებელი უტყუარი მოწმობაა X ს. მოღვაწე იოანე­ზოსიმეს ჰიმნში „ქებაo და დიდებაo ქართულისა ენისაo“ მისი მოხსენიება და წმ. ნინოს იკონოგრაფიული გამოსახულება ოშკის ტაძრის სვეტის რე­ ლიეფზე. „წმ. ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციით არის მოღწეული: 1. შატბერდული (X ს.)­ჭელიშური (XIV ს.); 2. სინური (X ს.); 3. ლეონტი მროველისეული (XI ს.), რომელიც ჩართული საისტორიო თხზულებაში „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“). 4. XII ს. დასაწყისში არსენ ბერმა შექმნა წმინდა ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია; 5. XIII ს. ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია. უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ გულაბერიძის ორიგინალური თხზულება „საკითხავი სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოoსა და კათოლიკე ეკლესიისა“, რომელშიც აღწერილია წმ. ნინოს საგანმანათლებლო მოღვა­ წეობა და პირველად არის განხლული საკითხი, თუ რატომ მოავლინა ღმერთმა ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში ქალი განმანათლებელი.

13.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნინოსს

▲ზევით დაბრუნება


ნინოსს
სირიის მეფე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

13.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნისანი

▲ზევით დაბრუნება


ნისანი
ისანი, ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში; წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. VIII – IX სს., არაბთა ბატონობის ხანაში, აქ გამაგრებულ დასახლება სოღდებილის მედინაში საპყრობილე იყო. IX ს. იგი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად ჰისნი – ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

13.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიქოზი

▲ზევით დაბრუნება


ნიქოზი
სოფელი მდ. დიდი ლიახვის ნაპირზე; იყოფა ზემო და ქვემო ნიქოზად. ვახტანგ გორგასალს (V ს.) აქ აუშენებია ღვთაების ეკლესია, დაუსვამს ეპისკოპოსი, რომლის სამწყსო სხვა ტერიტორიებთან ერთად დვალეთსა და გლოლაღებსაც მოიცავდა. ეკლესიაში დაუკრძალავთ წმ. რაჟდენ პირველ­ მოწამის ნეშტი.

13.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნიში

▲ზევით დაბრუნება


ნიში
(ლათ. „მომცრო ტაძარი“, „პატარა კაპელა“) – სამლოცველო ნაგებობა, რომელშიც საკრალური გამოსახულება ან ქანდაკებაა მოთავსებული. უმთავრესად განთავსებულია ეკლესიათა, სახ­ ლების კედლებზე ან ქუჩათა კუთხეებში.

13.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნოე

▲ზევით დაბრუნება


ნოე
ბიბლიური პერსონაჟი, ლამექის შვილი, სემის, ქამისა და იაფეტის მამა, სახელოვანი ბიბლიური პატრიარქი, კიდობნის ლეგენდარული შემქმნელი, რომელიც გარყვნილ კაცობრიობას 120 წელი უქადაგებდა სათნოებასა და, როცა ვერაფერს გახდა, ღმერთმა კიდობნის აშენება უბრძანა, რათა თავისი მოდგმა, ცხოველთა და მცენარეთა ნიმუშებთან ერთად, გადაერჩინა მსოფლიო წარღვნაში. იცოცხლა 951 წელი. ნოეს კიდობანი ხსნის სიმბოლოა.

13.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნონა (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნონა (IV ს.)
იხ. ნინო. ნოპატი – იხ. ნაპატი.

13.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნორგიალი

▲ზევით დაბრუნება


ნორგიალი
სოფელი ისტორიულ საქართველოში, შავშეთის საზღვრებში, კერძოდ, მდინარე ანაკერტის მარჯვენა მხარეს, არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე.

13.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნოტოკრა

▲ზევით დაბრუნება


ნოტოკრა
სოფელი ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში; ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“. არაბებისგან წამებით მოკლული არჩილის გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.

13.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნოქარდინ სულტანი (XII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ნოქარდინ სულტანი (XII ს.)
იხ. რუქნადინი.

13.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნოხაპატი

▲ზევით დაბრუნება


ნოხაპატი
ციხე­ქალაქი, ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“(XVIII ს.).

13.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნუგზარ ერისთავი (XVI

▲ზევით დაბრუნება


ნუგზარ ერისთავი (XVI
XVII სს.) – არაგვის ერისთავი; 1603 წ. აუჯანყდა კახეთის მეფესა და ქართლის მეფის, გიორგი X­ის, ქვეშევრდომი გახდა. 1612 წ., გიორგი სააკაძესთან ერთად, ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში.

13.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნუსხური

▲ზევით დაბრუნება


ნუსხური
ნუსხა­ხუცური // კუთხოვანი დამწერლობა, ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხური, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის (მრგლოვანის) გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. „ნუსხური“ ნაწარმოებია სიტყვისაგან „ნუსხა“, რომელიც ჩქარად ნაწერს ნიშნავს (სულხან­საბა ორბელიანი). გარდა ამისა, ნუსხა ერქვა დედანსაც. ნუსხურ დამწერლობას ხშირად მოიხსენიებენ „ნუსხა­ხუცურის“ სახელწოდებით, როგორც ხუცურის (ასო­ მთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება) ერთ­ ერთ სახეობას. ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX ს. არსებობს. უძველესად ითვლება ატენის სიონის ერთ­ ერთი წარწერა, რომელიც 835 წ. თარიღდება. ხელნაწერებში ნუსხური დამწერლობა პირველად გვხვდება 864 წ. სინური მრავალთავის ანდერძში.

13.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ნუჴა

▲ზევით დაბრუნება


ნუჴა
ადგილი კახეთში, ალაზნისპირის მიდებარე ტერი­ ტორიაზე, ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“.

14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ო

▲ზევით დაბრუნება


14.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოვსეთი

▲ზევით დაბრუნება


ოვსეთი
ოსეთი, ჩრდილოეთ კავკასიის მიმდებარე ველებზე, მდ. ყუბანის ზემო წელსა და მდ. თერგის ხეობაში ახ.წ. I – II სს­ში შემოსული სარმატული ტომების შთამომავლების მიერ შექმნილი გაერთიანებები.

14.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოზია

▲ზევით დაბრუნება


ოზია
იუდეველთა მეფე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

14.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოზია (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


ოზია (I ს.)
„მოქცევაo ქართლისაoს“ მიხედვით, ებრაელთა მღვდლის (აბიათარი) მამა, რომელსაც მიმოწერა ჰქონდა იერუსალიმელ მღვდელ ანნასთან.

14.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოთხთავი

▲ზევით დაბრუნება


ოთხთავი
ოთხი კანონიკური სახარების: მათეს, მარკო­ ზის, ლუკასა და იოანეს სახარებების სახელწოდება. ოთხთა­ ვის ქართულენოვანი ტექსტის რამდენიმე რედაქცია არსე­ ბობს. უძველესია ე. წ. ხანმეტი რედაქცია, რომელიც V ს. პალიმფსესტებზე ფრაგმენტების სახითაა მოღწეული და ასახავს იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ქართული ენის თავისებურებას, რომელსაც ხანმეტობას უწოდებენ. უძველესია, აგრეთვე, საბაწმინდური რედაქცია, რომელიც ხანმეტური რე­ დაქციისაგან, სავარაუდოდ, მხოლოდ ფონეტიკური ნიშნით განირჩევა, კერძოდ: ხანმეტობა გარდაქმნილია ჰაემეტობად. ოთხთავის უძველესი რედაქცია მოცემულია ადიშის (897 წ.), ჯრუჭისა (936 წ.) და პარხლის (973 წ.) ხელნაწერებში. ამათგან ადიშის ოთხთავის ტექსტი განცალკევებით დგას და დამოუკიდებელ რედაქციას წარმოადგენს. X ს. ხელახლა ითარგმნა ოთხთავის ტექსტი; ეს ახალი რედაქციები ათონის მთაზე მოღვაწე ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების შექმნილია. ექვთიმეს რედაქცია, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წინაათონური წარმოშობის უნდა იყოს. იგი მოღ­ წეულია ურბნისისა და პალესტინურ ხელნაწერებში, გიორგი მთაწმიდელის ტექსტს კი ვანის, ეჩმიაძინისა და გელათის ოთხთავები შეიცავს. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ სახარების ახალი რედაქციის შექმნა სცადეს ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა, თუმცა მათ გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას მეტოქეობა ვერ გაუწიეს, რადგან ისინი ვიწრო მეცნიერული, ფილოსოფიურ­თეოლოგიური მიზნით იყო შესრულებული.

14.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოლარი

▲ზევით დაბრუნება


ოლარი
(ბერძნ. „ეპიტრაქილიონი“) – ეპიტრაქილი, მღვდელ­ მსახურის შესამოსელი; გრძელი, გულზე ჩამოსაკიდი, ორნაწილიან ფართო ლენტი, გინგილას მსგავსი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ. ოლარი ბოლოვდება ფოჩებით. ამკობენ ნაქარგი ჯვრებითა და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით; იქარგება ოქროს ან ვერცხ­ ლის ძაფებით. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარზე სულ შვიდი ჯვარი უნდა იყოს გამოსახული.

14.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოლომფორე

▲ზევით დაბრუნება


ოლომფორე
ოლოფერნე, ბიბლიური პერსონაჟი, ჯარის სარდალი. იუდეველმა გმირმა ქალმა, ქვრივმა ივდითმა მოახერხა მტრის ბანაკში შეღწევა და ჯარის სარდლისთვის, ოლოფერნესთვის, თავის მოკვეთა, რითაც თავისი ქალაქი დაღუპვას გადაარჩინა.

14.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ონისიფორე დიდსქემოსანი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ონისიფორე დიდსქემოსანი (XVIII ს.)
წმ. ონისიფორე გარეჯელი, ერისკაცობაში ოთარ ქარუმიძე, ბერი; დაიბადა მდიდარი აზნაურის ოჯახში; სიცოცხლის ნახევარზე მეტი სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაატარა. 63 წლის ასაკში დავით გარეჯელის მონასტერში ბერად აღიკვეცა. 1775 წ. მონასტერი ლეკებმა დაარბიეს და რამენიმე ბერი გაიტაცეს, მათ შორის – ბერი ონოფრე. ბევრი აწამეს ქრისტეს სარწმუნოებისთვის, მაგრამ ყველაფერს გაუძლო. მოგვიანებით ქართველებმა ბერები გამოისყიდეს. 1782 წ. ონოფრე დიდი სქემით შემოსეს და სახელად ონისიფორე უწოდეს. მან სხეულზე რკინის ჯაჭვი დაიდო, სენაკში ჩაიკეტა და მდუმარების ღვაწლი იდო თავს. „ონისიფორეს ცხოვრება“1 – გაბრიელ მცირემ 1786 – 1787 წწ. დაწერა აგიოგრაფიული თხზულება „ცხოვრება და მოქა­ ლაქეობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა სქემოსან ონისიფორესი“ (XVIII ს.), რომელიც მოგვითხრობს დავით­ 1 არსებობს, აგრეთვე, მე­19 საუკუნის საეკლესიო მოღვაწე ღირსი ონისიფორე (აღესრულა 1903 წ.), რომლის ცხოვრება აღწერა მისივე მოძღვარმა ღირსმა ალექსი შუშანიამ (1905 წ.) თხზულებაში „ცხოვრება ღირსისა მამისა სქემ- მონაზონ ონისიფორე მარტო მყოფ მეუდაბნოელისა“.

14.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - გარეჯის მონასტრის ბოლო მეოთხედის მონაზვნის ონოფრე

▲ზევით დაბრუნება


გარეჯის მონასტრის ბოლო მეოთხედის მონაზვნის ონოფრე
ონისიფორე გარეჯელის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ.

14.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ონორატე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ონორატე (VI ს.)
წმ. ონორატე, წმ. გრიგოლ დიდი დიოლოღოსის „დიალოღონის“ პერსონაჟი; მოხსენიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“ (XVIII ს.).

14.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ონკომი

▲ზევით დაბრუნება


ონკომი
ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, ნახსე­ ნებია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

14.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ონოფრი მძოვრი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ონოფრი მძოვრი (X ს.)
„ცხორებაo წმიდისა ონოფრი მძოვრი­ საo“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

14.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოპიზა (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


ოპიზა (V ს.)
მონასტერი კლარჯეთში; ჯუანშერის მიხედვით, დააარსა ვახტანგ გორგასალმა V ს. VIII ს. 30­იან წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ ააოხრა შავშეთი და კლარჯეთი. არაბთა შემოსევას დაერთო ქოლერის ეპიდემია, დააცარიელა კლარჯეთი და, სავარაუდოდ, ამის გამო იყო დანგრეული ოპიზა. 750 – 60­იან წწ. მონასტერი კვლავ აღდგა. VIII ს. 80­იანი წლების დასაწყისში აქ ქართლიდან მოვიდა მამა გრიგოლი და თავის მოწაფეებთან – საბასთან, თეოდორესა და ქრისტეფორესთან ერთად ორი წელი გაატარა. გიორგი მერჩულის ცნობის თანახმად, კლარჯეთში მოსულ წმ. გრიგოლ ხანძთელს მხოლოდ ოპიზა და ანჩა დახვდა. მისივე ცნობით, მოკლე დროში ამ მხარეში კიდევ თორმეტი მონასტერი ააშენეს. აღდგენილი ოპიზის სავანეს სათავეში ამბა გიორგი ჩაუდგა. IX ს. ოპიზა კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის მოიხსენიება. ის მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX­X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვ. აქვე შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის ცნობილი სახარება (913 წ.) და პარაკლიტონი (1093 წ.). ოპიზის სამონასტრო კომპლექსი ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, შავშეთ­იმერხევის წყლის ხეობაში, სოფელ ოპიზას (ბაყჩილარ) (Bağçılar) მახლობლად.

14.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ორბელიშვილი ბესარიონ // ბესარიონ მამათმთავარი

▲ზევით დაბრუნება


ორბელიშვილი ბესარიონ // ბესარიონ მამათმთავარი
ბესარიონ ბეჟანის ძე ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ქართლის კათოლიკოს­პატრიარქი 1724 – 1737 წწ., საეკლესიო მო­ ღვაწე, მწერალი. 1680 – 1724 წწ. დავითგარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. როგორც ცნობილია, მან გააგრძელა კათოლიკოს დომენტის მიერ დაწყებული აგიოგრაფიული კრებულის შევსება, კერძოდ: კრებულს დაუმატა სხვა ქართველ წმინდანთა ცხოვრება­ წამებანი. თავადაც გადაუწერია იოანე სინელის, გრიგოლ დიოლოგოსისა და სხვათა ნაშრომები. ყოფილა გამოჩენილი მქადაგებელიც, თუმცა მისი ჰომილიები შემორჩენილი არ არის. ბესარიონ ორბელიშვილის კალამს ეკუთვნის შემდეგი თხზულებები: „გრდემლი: სიტყვისგებაჲ ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ თუ რაჲ არს ჩუენგან მათი განყოფილება“; „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“; „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“; „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“; „დაძინებაჲ წმიდათაგანისა მამისა ჩუენისა ისე წილკანელ ეპისკოპოსისა საკვირველთმოქმედისა, რომელი იყო ერთი ათორმეტთა მამათაგანი, რომელნი შუამდინარით მოიწინეს“; „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა, სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“. ასევე, ბ. ორბელიშვილს დაუწერია ,,ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენსა გრიგოლი ჰრომისა პაპისაჲ“.

14.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოსმალეთის იმპერია

▲ზევით დაბრუნება


ოსმალეთის იმპერია
სულთნის ოსმალეთის ოფიციალური სახელწოდება (მომდინარეობს ოსმალთა დინასტიის დამაარსებლის, ოსმან I­ის, სახელიდან); შეიქმნა XV – XVI სს. ოსმალთა დაპყრობების შედეგად აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. ძლიერების მწვერვალს მიაღწია XVI საუკუნეში. XVII ს. დასასრულიდან თანდათან დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიები, ხოლო პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ (1918 წ.) საბოლოოდ დაიშალა; 1922 წ. არსებობა შეწყვიტა ოსმალთა სასულთნომაც. მის ბაზაზე შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა.

14.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოქროპირი // იოვანე ოქროპირი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ოქროპირი // იოვანე ოქროპირი (IV ს.)
წმ. იოანე ოქროპირი, ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, მწერალი, ორატორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან; ცნობილია თავისი მჭევრმეტყველობითი ქადაგებებითა და საზოგადო საუბრებით. გამოდიოდა არიანელობის წინააღმდეგ, აქტიურად ერეოდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის ბრძოლაში, ბიზანტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც ორჯერ (403 – 404 წწ.) გადააყენეს პატრიარქობიდან და გადაასახლეს კუკუსოში („მცირე არმენია“), აქედან კი 407 წ. – ბიჭვინთაში. გარდაიცვალა გზაში, კომანის (კამანი) ახლოს, სადაც დღესაც ინახება მისი სარკოფაგი.

14.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ოცდაათი ვერცხლი

▲ზევით დაბრუნება


ოცდაათი ვერცხლი
ახალ აღთქმაში, მათეს სახარების მიხედვით, ოცდაათი ვერცხლი იყო ფასი, რომლისთვისაც იუდა ისკარიოტელმა გასცა იესო. ფრაზა გამოიყენება ლიტერატურასა და ჩვეულებრივ მეტყველებაში და მიუთითებს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც „გაყიდიან“, არღვევენ ნდობას, მეგობრობას ან ლოიალობას პირადი სარგებლისთვის.

15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პ

▲ზევით დაბრუნება


15.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე (IX ს.)
მღვდელი, მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“, როგორც ვინმე ხუცესი, „კაცი წამებული (დაფასებული – ს.მ.) ყოვლისა მიერ ერისა. ვინა[ჲ] ცა ამან პავლე სრულ ყო ეკლესია[ჲ] და შეამკო ყოვლითა სამკაულითა“.

15.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე (XVIII ს.)
გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი; მოხსე­ ნიებულია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“.

15.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე აღმსარებელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე აღმსარებელი (IV ს.)
წმ. პავლე მოწამე, კონსტან­ ტინოპოლელი პატრიარქი; გადაასახლეს სომხეთის ქ. კუკუზოში, სადაც მოწამებრივად აღესრულა: როცა საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და ომოფორით მოახრჩვეს.

15.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე დეკანოზი (XV ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე დეკანოზი (XV ს.)
პეტრე იბერიელის ქართული „ცხოვრების“ რედაქტორი; როგორც ცნობილია, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოწაფე ზაქარიამ, ქართულად კი თარგმნა მაკარი ხუცესმა: „ცხორებაo და მოქალაქობაo წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაo, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაo“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში), ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ეს უკანასკნელი რედაქტირების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ დედანი, რომლიდანაც ის წერდა, აშლილი და უთავბოლო ყოფილა, საეკლესიოდ საკითხავი წიგნი კი „არა აშლილი ხამსო“.

15.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე თებელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე თებელი (IV ს.)
ღირსი პავლე თებაიდელი, საეკლესიო მოღვაწე, დაიბადა ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და ოთხმოცდაცამეტი წელი დაჰყო. მუხლმოყრილი აღესრულა ას ცამეტი წლის ასაკში. XII ს­ში, იმპერატორ მანუელის ბრძანებით, წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადა­ აბრძანეს, შემდეგ – ვენეციაში, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს თავის ნაწილი რომშია დაცული.

15.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პავლე მოციქული // სავლე (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


პავლე მოციქული // სავლე (I ს.)
იესო ქრისტეს რჩეული მოწაფე, „მოციქულთა თავი“ წმ. პეტრესთან ერთად; ქრის­ ტიანობის დაუძინებელი მტერი, მონათვლამდე იხსენიებოდა საულად, სავლედ. იერუსალიმიდან განდევნა ქრისტიანები, იმპერატორის ნებართვით დამასკოდანაც გადაწყვიტა მათი გარეკვა. ამ მიზნით მიეშურებოდა კიდეც დამასკოსაკენ. ქალაქთან მიახლოებისას უეცრად დამაბრმავებელი სიკაშკაშის სინათლის სვეტი დაეშვა მის წინ და ზეციდან ხმა მოესმა: „საულ, საულ, რაჲსათვის მდევნი მე?“. თავზარდაცემული, მხედველობაჩამქრალი საული ძირს დავარდა და ისე შეღაღადა მაცხოვარს: „რაჲ ვქნა, უფალო?“ მაცხოვარმა მი­ უგო, რომ დამასკოში გაიგებდა, რაც უნდა ეკეთებინა. იესო ქრისტემ მას გამოუგზავნა მოძღვარი ანანია, რომელმაც მხედველობა მყისიერად აღუდგინა, მონათლა და იმ დღის შემდეგ ღვთისმგმობელი სავლე ქრისტეს წმ. მოციქულ პავლედ გადაიქცა. იგი ავტორია 14 ეპისტოლისა, რომლებიც შეტანილია ახალ აღთქმაში. მოციქულებიდან პავლე ყველაზე გულმხურვალე მოღვაწეობით გამოირჩეოდა, რისთვისაც შეიპყრეს და, როგორც რომის საპატიო მოქალაქეს, თავი მოჰკვეთეს.

15.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პალეკარტი

▲ზევით დაბრუნება


პალეკარტი
სქემა, საბეჭური, „მონაზონთა სამოსელი ფართო და ნაოჭოანი“ (სულხან­საბა ორბელიანი).

15.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პალესტინა (ფილისტიმელთა მიწა)

▲ზევით დაბრუნება


პალესტინა (ფილისტიმელთა მიწა)
უფლის ქვეყანა, წმინდა მიწა, აღთქმული ქვეყანა; მოიცავს ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვიდან სირია­არაბეთის უდაბნომდე და ლიბანიდან მკვდარ ზღვამდე. უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. მის ტერიტორიაზე შეიქმნა ისრაელ­იუდეველთა სამეფო, რომელიც მოგვიანებით ორად გაიყო: ჩრდილოეთი ნაწილი ისრაელისა და სამხრეთი ნაწილი იუდეას სამეფოდ.

15.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პალიმფსესტი

▲ზევით დაბრუნება


პალიმფსესტი
(ბერძნ. „ხელახლა ვფხეკ, ვშლი“) – ეტრატ­ ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტია გადაშლილ­ გადაფხეკილი და ახალია გადაწერილი.

15.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პანაგუშნასპ (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


პანაგუშნასპ (VI ს.)
„წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მიხედვით, წარმოშობით სპარსი, რომელიც ეზიარა ქრისტიანობას, ხოლო შემდეგ უარყო.

15.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პაპი

▲ზევით დაბრუნება


პაპი
კათოლიკური ეკლესიის მეთაური; ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში პაპად იწოდებოდა ყველა მღვდელმსახური და ეპისკოპოსი. რომის ეპისკოპოსის პაპად ხსენების პირველი დოკუმენტია წმ. კალისთეს ეკლესიაში აღმოჩენილი დიაკონ სევერუსის (296 – 304 წწ.) წარწერა. IV ს. დასასრულს პაპი რომის ეპისკოპოსის სპეციფიკურ წოდებად, VIII საუკუნიდან კი – მის გამორჩეულ ტიტულად იქცა. ამავე დროს იწყებს დამკვიდრებას გამოთქმა Summus Pon­ tifex (უმაღლესი პონტიფექსი), რომელიც მანამდე მხოლოდ ქრისტესთან მიმართებით გამოიყენებოდა. მიიჩნევენ, რომ პაპი იესო ქრისტემ მთელი თავისი სამწყსოს მწყემსად დაადგინა და ეკლესიის გასაღები მიანდო; რომ მას ეკლესიაზე აქვს სრული, უზენაესი და უნივერსალური ძალაუფლება, რომლის აღსრულებაც მუდამ თავისუფლად შეუძლია.

15.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პარაკიმენონ

▲ზევით დაბრუნება


პარაკიმენონ
მესაწოლეთუხუცესი, მოხელე ბიზანტიის იმპერატორის კარზე; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „შეიყვანა იგი პარაკიმენონმან მეფეთა წინაშე“.

15.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პარაკლისი

▲ზევით დაბრუნება


პარაკლისი
(ბერძნ. „თხოვნა“, „გულმოდგინე ვედრება“, „ნუგეში“) – სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ან სხვა წმინდანებისადმი. აღესრულება საზოგადო და კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ მას იხდიან ღვთის რისხვის ასაცილებლად, სავედრებელს კი – ავადმყოფობის, გვალვის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვ.

15.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პარაკლიტონი

▲ზევით დაბრუნება


პარაკლიტონი
ოქტიოხოსი, რვა ხმათა წიგნი; რვა ხმაზე გაწყობილი სადა დღეების (ორშაბათი­შაბათი) საგალობელთა კრებული. რვა ხმაზევე იყო გაწყობილი საგალობელთა მეორე წიგნი – ოქტიოხოსი, რომელიც შეიცავდა საკვირაო მსახურებას. ეს ორი წიგნი ქართულ ვერსიაში შეერთებულია ერთ წიგნად, რომელსაც „პარაკლიტონი“ ჰქვია. მასში შესული საგალობლები ბერძნულიდან ქართულად X ს. უნდა იყოს თარგმნილი, XI ს. დასაწყისში კი ჩამოყალიბდა პარაკლიტონის კრებულებიც.

15.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პარეხი (IX

▲ზევით დაბრუნება


პარეხი (IX
X სს.) – მონასტერი შუა საუკუნეების საქარ­ თველოში, ქვეყნის სამხრეთ­დასავლეთით, ისტორიულ კლარ­ ჯეთში, მდინარე კარჩხალის ხეობის კლდოვან მასივში; მო­ ნასტრის დაარსების თარიღი დადგენილი არ არის. ეს საკითხი დაკავშირებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხორების“ დათარიღებასთან, რომელიც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კლარჯეთის იმ სავანეთა შორის, რომლებიც 830 – 40­იან წლებში მოიარეს ბაგრატ კურაპალატმა დამისმაძმებმა, პარეხიარიხსენიება. მოგვიანებითაც აქერთხანს მხოლოდ ანაქორეტი ბერები ცხოვრობდნენ (ჯერ მიქაელი, შემდეგ – ბასილი). იმ დროს პარეხი მახლობლად მდებარე ბრეთის მონასტრის ერთგვარ შტოდ განიხილება („ბრეთის პარეხნი“). დამოუკიდებელი კინობიური მონასტერი პარეხში, როგორც ჩანს, აღმოცენდა IX ს. II ნახევარში. იმ მოღვაწეთა შორის, რომელთაც ხელეწიფებოდათ წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა, გიორგი მერჩულეს დასახელებული ჰყავს „ღმერთშემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი“. IX – X სს. პარეხი გარკვეულ როლს ასრულებდა საეკლესიო­სამონასტრო და ლიტერატურულ ცხოვრებაში. პარეხელ მოღვაწეებს დაუწერიათ ამ სავანის დამაარსებლის – „წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრება“, რომლითაც ბასილი ზარზმელს (X ს.) უსარგებლია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ დაწერისას. ცნობილია, აგრეთვე, მწიგნობარი ილარიონ პარეხელი (დაახლოებით IX – X სს. მიჯნა), რომელსაც პატივით იხსენიებს გიორგი მერჩულე (X ს.). ამჟამად პარეხი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ამავე რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, ისტორიულ სოფელ პარეხიდან (დიუყანალა) (Duganla) ორ კილომეტრში, მდინარე დუგანალას (ბერთისწყლის შენაკადის) ხეობაში.

15.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პართია

▲ზევით დაბრუნება


პართია
პართიის სამეფო ძველი სახელმწიფო კასპიის ზღვის სამხრეთ­აღმოსავლეთით ირანის, ერაყისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე; პართიის სამეფო წარმოადგენდა რომაელთა მეტოქეს აღმოსავლეთში. რომის ლეგიონებს უჭირდათ ბრძოლა პართიელი მხედრების, განსაკუთრებით – ცხენოსანი მოისრეების, წინააღმდეგ ახ.წ. 224 წ. პართიის სამეფო დაამხვეს აჯანყებულმა სასანიანებმა. მისი ტერიტორია შევიდა სასანური ირანის შემადგენლობაში.

15.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პარხალი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


პარხალი (X ს.)
სამონასტრო კომპლექსი; მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის, ანუ პონტოს, მთების აღმოსავლეთ კალთაზე. პარხალი ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წლამდე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X – XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „წმ. შუშანიკის წამება“ (უძველესი ნუსხა X ს.). ამჟამად სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო – დასავლეთით 27 კმ­ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Al­ tiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად.

15.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პასექი

▲ზევით დაბრუნება


პასექი
(ებრ. ფესახ, „გვერდი აუარა“; ბერძნ. პასქა, „ვნება“, „წამება“) – ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. თავდაპირველად ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე – მწყემსთათვის, შემდეგ ეგვიპტის მონობისაგან იუდეველთა თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად იქცა. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება. 325 წ. ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ პასექი (აღდგომა) იდღესასწაულებოდეს გაზაფხულზე მთვარის აღვსების შემდგომ კვირა დღეს. „პატერიკი“ – „მამათა ცხოვრება“ // „სამოთხე“, ძველი ხელნაწერი კრებული, რომელშიც თავმოყრილია წმ. მამების, სამონასტრო მოღვაწეების, ცნობილი ასკეტების ცხოვრების ამსახველი თხზულებები. აგრეთვე, პატერიკი შეიძლება იყოს მათივე ბრძნული, აფორიზმული გამონათქვამები და სენტეციები რელიგიურ­ზნეობრივ თემებზე. ქართულად პატერიკს „მამათა ცხოვრება“ ან „სამოთხე“ ეწოდება. პატრიარქი // პატრიაქი // პატრეაქი // პატრიარხი (ბერძნ. „სა­ წყისი“, „ძალაუფლება“) – დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უზენაესი ტიტული, დადგენილი ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წ.

15.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პატრიკ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


პატრიკ (IX ს.)
გაბრიელ დაფანჩულის ვაჟი, მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

15.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეროზაკ (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


პეროზაკ (VI ს.)
„წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ მი­ ხედვით, წარმოშობით სპარსი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა.

15.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეროზი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


პეროზი (V ს.)
სასანიდური ირანის მე­18 შაჰინშაჰი, იეზდიგერდ II­ის უფროსი ვაჟი; როგორც იაკობ ხუცესის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ მოგვითხრობს, პეროზს მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც აღიარა ატროშანი და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად. პეროზის პოლიტიკას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი. 484 წ. აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ჰუნების წინააღმდეგ ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა უკან, ირანში. პეროზი მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში.

15.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეროჟავრ სივნიელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


პეროჟავრ სივნიელი (IV ს.)
ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს, უახლოესი თანაშემწე და მისი მოგონებების ჩამწერი; წმ. ნინო დაბა ბოდში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ სამეფო ოჯახის წევრები და ქართლის სამეფოს დიდებულები, რომელთა შორის იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრ სივნიელი. დედოფლებს „დამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვნისა“. წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრ სივნიელმა ჩაიწერეს წმ. ნინოს ცხოვრება.

15.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეტრე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


პეტრე (X ს.)
ოპიზის მონასტრის მაშენებელი (ამონასთან, ანდრიასა და მაკართან ერთად), მოხსენიებულია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

15.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეტრე

▲ზევით დაბრუნება


პეტრე
წმ. პეტრე მოციქული // სვიმეონი, „მოციქულთა თავი“ წმ. პავლესთან ერთად; გალილეველი მეთევზის, იონას ძე. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა, ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან. წმ. პეტრე უფლის საყვარელი მოწაფე გახდა. მოწამებრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის, ზეობისას.

15.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეტრე იბერი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


პეტრე იბერი (V ს.)
პეტრე ქართველი (მურვანი, ნაბარ­ ნუგი), თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეო­ პლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარ­ მომადგენელი; ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი), იბერიის მეფის, ბუზმარის, შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. ყველაზე ძველი წყარო, რომელშიც პეტრე იბერის ცხოვრებაა აღწერილი, არის იოანე რუფუსის ნაწარმოები, რომლის დედანმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ სირიული თარგმანი. მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წ. ბიზანტიის კეისრის, თეოდოსიუს II­ის, მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველი უფლისწულის სწავლა­აღზრდის საქმეს, მითრიდატე ლაზთან ერთად, ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე, დედოფალი ევდოკია. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია. იერუსალიმში ყოფნის დროს მას აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა სასახლიდან და პალესტინაში გადასახლდა. იერუსალიმში მურვანი და მითრიდატე აღიკვეცნენ ბერად, გამოიცვალეს სახელები (მურვანი – პეტრე, ხოლო მითრიდატე – იოანე). 445 წ. ისინი აკურთხეს მღვდლად. მათ შემოიარეს ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა, დამკვიდრდნენ მაიუმში ქ. ღაზის მახლობლად. პეტრე იბერი გახდა ერთ­ერთი უსაჩინოესი წარმომადგენელი V ს. II ნახევრის ფილოსოფიურ­თეოლოგიური აზროვნებისა. 452 წ. პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს“ უწოდებდა, იოანე რუფუსი კი – „ჩვენს პავლეს“, „მეორე მოციქულ პავლესა“ და „მეორე მოსეს“, ხოლო ზაქარია ქართველის გამოთქმით: „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა“. პეტრე იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI ს. სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ჩვენში წმ. ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით (ნუცუბიძე­ჰონიგმანის თეორია), ის ავტორია არეოპაგიტული კორპუსისა. ბოლო დროს გამოქვეყნდა ე. ჭელიძის შრომა „პეტრე იბერის თაობაზე“, რომელშიც დასაბუთებულია პეტრე იბერის მონოფიზიტობა. ავტორს მოჰყავს საამისო არგუმენტები, კერძოდ: პეტრე იბერის მღვდელმთავრად კურთხევა მოხდა იერუსალიმის მონოფიზიტი პატრიარქის, თეოდოსი პალესტინელის, მიერ; უკლებლივ ყველა ის საეკლესიო პირი, რომელთანაც ქალკედონის კრების შემდეგ პეტრე იბერი მღვდელმოქმედებითად იყო დაკავშირებული, მონოფიზიტია; პეტრე იბერის მიერ ნაკურთხი მღვდელმთავრები უკლებლივ მონოფიზიტები არიან; პეტრე იბერმა აიძულა ალექსანდრიის მონოფიზიტი პატრიარქი პეტრე III, რომ ერთმნიშვნელოვნად და აშკარად დაეგმო ქალკედონის კრება; პეტრე იბერის აღზრდილია სევეროზ ანტიოქელი, რომელმაც დაწერა ქალკედონის კრების შემაჩვენებელი ე. წ. „კათოლიკე ეპის­ ტოლე“; მონოფიზიტი იყო პეტრე იბერის უკლებლივ ყვე­ ლა მოწაფე; მხოლოდ მონოფიზიტებმა აღწერეს პეტრე იბერის „ცხოვრება“; მხოლოდ მონოფიზიტებმა შეიტანეს პეტრე იბერის (და იოანე ევნუქის ანუ იოანე ლაზის) ხსე­ ნება მონოფიზიტურ კალენდარში და მოახდინეს მისი კანონიზირება; მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არავინ ახსენებს პეტრე იბერს და არ აღწერს მის „ცხოვრებას“; მართლმადიდებლებს არასდროს შეუტანიათ პეტრე იბერის ხსენება საეკლესიო კალენდარში; პეტრე იბერის „ცხოვრება“ არ შემორჩა ბერძნულ ენაზე და შემორჩა მხოლოდ მონოფიზიტთა ძირითად ენაზე – სირიულზე. ე. ჭელიძის მოსაზრებით, პეტრე იბერი არ შეიძლება იყოს არეოპაგეტიკული კრებულის ავტორი, რადგან მის ციტირებას ახდენს III ს. საეკლესიო მოღვაწე წმ. დიონისე ალექსანდრიელი. „პეტრე ქართველის ცხოვრება“ – თხზულებაში აღწერილია V ს. მოღვაწის, იბერიის მეფე ბაკურის ძის – პეტრე იბერიელის ცხოვრება, რომელიც მოღვაწეობდა სირია­პალესტინაში. პეტრე იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღწერა მისმა მოწაფე ზაქარიამ, ქართულად კი თარგმნა მაკარი ხუცესმა: „ცხორებაo და მოქალაქობაo წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისაo, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისაo“. ძეგლის უძველეს ხელნაწერს (XV ს. გადაწერილია პეტრიწონის მონასტერში), ერთვის სამი ანდერძი ავტორის, მთარგმნელისა და რესტავრატორ პავლე დეკანოზისა. ტექსტი ორი რედაქციითაა მოღწეული. XVIII ს. შემუშავდა ამ ნაშრომის მოკლე სვინაქსარული რედაქცია „დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქის ეპისკოპოსისა“. შეიქმნა რამდენიმე საკითხავი და საგალობელი პეტრე იბერზე. ამ თხზულებებს ვხვდებით ქართულ აგიოგრაფიულ კრებულებში, „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციაში და სხვ.

15.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეტრიწონის მონასტერი

▲ზევით დაბრუნება


პეტრიწონის მონასტერი
ბაჩკოვოს მონასტერი, უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი ბიზანტიის იმპერიაში, ახლანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, სოფ. ბაჩკოვოში; ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. მონასტერი 1083 წ. დააფუძნა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე. მონასტერთან არსებობდა სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით, თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ­ ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. 1204 წ. მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს. მე­11 საუკუნიდან აქ სკოლა იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი თურქების მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის მაინც გაძარცვული და განადგურებული იქნა XV ს. მეორე ნახევარში, თუმცა მისი ხელახალი მშენებლობა XVI ს. ბოლოს დაწყებულა. რუსეთ­ თურქეთის ომის (1877 – 1878 წწ.) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით მონასტერი თურქთაგან დარბევას გადაარჩინა. დღეისათვის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსი საცხოვრებელი ნაგებობებითაა შემოსაზღვრული და გაყოფილია ორად – მის ჩრდილოეთ ეზოში აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (XVIII ს.) და წმ. მთავარანგელოზთა (XII ს.) ეკლესიები, სამხრეთ ეზოში კი – წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1834 – 36 წწ.). საცხოვრებელ ნაგებობებში, რომლებიც გალავნის მაგივრობასაც წევენ, მოთავსებულია ბერებისა და მონასტრის სხვა მკვიდრთა სენაკები, ოთახები მომლოცველებისა და სტუმრებისათვის.

15.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი

▲ზევით დაბრუნება


პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი
პეტრიწონის მონასტრის წესდება შექმნილი ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის – გრიგოლ ბაკურიანის ძის დაკვეთით ქართულ და ბერძნულ ენებზე 1083 წ.; მან ბერძნული ტექსტი ორ ცალად გააკეთებინა, რომელთაგანაც ერთი პეტრიწონის მონასტერში დარჩა, მეორე კი – კონსტანტინოპოლის წმ. პანაგიის ტაძრის წიგნსაცავში ინახებოდა. სამივე ცალს (ერთს ქართულს და ორს ბერძნულს) თვითონ გრიგოლმა მოაწერა ხელი, ხოლო ბერძნულ ცალებზე ხელი მოაწერინა იერუსალიმის პატრიარქ ეფთვიმეს, რომელიც სტუმრად იყო მასთან. ქართული ტიპიკონის დედანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ის, როგორც ირკვევა, დაზიანებული იყო ჯერ კიდევ XIII საუკუნეში. შემორჩენილია ქართული ტიპიკონის ორი ასლი: ერთი გადაწერილი დედნიდან XIII საუკუნეში და აღმოჩენილი კუნძულ ხიოსზე, ხოლო მეორე ბულგარეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში შენახული XIX საუკუნეში შექმნილი ე. წ. „სოფიის“ ხელნაწერი. ასევე, ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ბერძნულმა დედნის პირებმა. მათგან შემოგვრჩა მხოლოდ XIII ს. ასლი და 1782 წ. ამავე ასლის ახალბერძნული თარგმანი, დაცული კუნძულ ხიოსის კორაისის ბიბლიოთეკაში.

15.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პილატე

▲ზევით დაბრუნება


პილატე
პილატე პონტოელი, რომის იმპერიაში შემავალი იუდეის პროვინციის მეხუთე პრეფექტი, იმპერატორ ტიბერიუსის დროს. მას უწოდებენ პროკურორს, თუმცა არქეოლოგების მიერ კესარიაში აღმოჩენილ ფილაზე მოიხსენიება პრეფექტად. პილატე პონტოელი ისტორიაში ცნობილია, როგორც ქრისტეს მსაჯული. იესოს ჯვარცმა სწორედ მისი პრეფექტობის პერიოდს დაემთხვა. სახარების მიხედვით, მას არ სურდა იესოს სიკვდილით დასჯა და მღვდელმთავრებს განუცხადა, რომ ვერ ხედავდა დანაშაულს მის ქმედებებში. თუმცა, ხალხი მტკიცედ მოთხოვდა სინედრიონის გადაწყვეტილების შესრულებას, ქრისტეს ჯვარცმას. საბოლოოდ, ის დაჰყვა შეკრებილთა ნებას, თუმცა თვითონ აიღო თასი და წყლით ხელები დაიბანა, თან განაცხადა: უბრალო ვარ ამ მართალის სისხლისგან. მერე ბრძანა იესოს გაშოლტვა და ხალხს გადასცა ჯვარზე გასაკვრელად.

15.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პიმენ (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


პიმენ (VI ს.)
ერთ­ერთი ათცამეტი ასურელი მამა, მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“.

15.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პიროს (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


პიროს (VI ს.)
წმ. პიროს ბრეთელი, ერთ­ერთი ათცამეტი ასურელი მამა, ქართლში დააარსა ბრეთის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე.

15.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პიტიახში

▲ზევით დაბრუნება


პიტიახში
(ძვ. სპარს. „მმართველი“) – ქვეყნის გამგებელი, ერისმთავარი; ქვეყნის ერთი კუთხის მმართველი (მთავარი ქვეყნისა); უმაღლესი მოხელე ძველ ქართლში, სპარსეთსა და სომხეთში. მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია. სასანური პერიოდის სამეფო სიებში იგი დამოწმებულია არაუადრეს III ს­ის მეორე ნახევრისა და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეს აღნიშნავს. მოგვიანებით პიტიახში გვხვდება V ს­ის სომეხ ისტორკოსებთან (აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), აგრეთვე – „ქართლის ცხოვრებასა“ და ქართული აგიოგრაფიის უადრეს (V – VI სს.) ძეგლებში („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), რომლებშიც მსხვილ სამხარეო გამგებლებს აღნიშნავს. პიტიახშის მოხსენიების ყველაზე ადრინდელი დამოწმებები შემოინახა არმაზისხევის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა, რომელიც შეიცავს ქართლის ძველ პიტიახშთა რეზიდენციის კომპლექსის ნაშთებს (სასახლე, აბანო, ნეკროპოლი). არმაზისხევში პიტიახშთა საგვარეულო ნეკროპოლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ეს ადგილი წარმოადგენდა ძველი ქართლის პიტიახშთა რეზიდენციას.

15.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პოლიევკტოს (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


პოლიევკტოს (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

15.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პონტო

▲ზევით დაბრუნება


პონტო
პონტოს სამეფო, ელინისტური სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიის ჩრდილო­აღმოსავლეთ ნაწილში; ძირითადად დასახლებული იყო კაპადოკიელებით. შემდეგ თანდათან მიიერთა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართული (მეგრულ­ჭანური) ტომები (კარდუხები, ხალიბები, სკვითინიები, მაკრონები, მოსინიკები, ტაოხები, ტიბარენები). არსებობდა ძვ. წ. 302–64 წწ. დააარსა აქემენიდთა გვარის წარმომადგენელმა მითრიდატე II­მ (ხან მითრიდატე III­დ იხსენიება და ხან – მითრიდატე I­ად).

15.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პონტოს ზღვა // ექსინო პონტოჲს ზღვა

▲ზევით დაბრუნება


პონტოს ზღვა // ექსინო პონტოჲს ზღვა
შავი ზღვის ძველი სახელწოდება, შეურქმევიათ ძველ ბერძენ ზღვაოსნებს. იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“ ნახსენებია „ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ“.

15.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პორფირი მონაზონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


პორფირი მონაზონი (XVIII ს.)
წმ. პორფირი გარეჯელი დავითგარეჯისმონასტრისმოღვაწე,რომელიცათიწლისასაკში შესწირეს მონასტერს, სადაც იგი აღიზარდა და განისწავლა. 16 წლის დიაკვნად ეკურთხა, 20 წლისა – მონაზვნად და ცნობილი მწიგნობრის, გაბრიელ მცირის, სულიერი შვილი გახდა. მიიცვალა 27 წლის ასაკში უკურნებელი სენით. მისი წმინდა ნაწილები დავითგარეჯის მონასტერში დაკრძალეს. წმ. პორფირის გადაუწერია რამდენიმე ხელნაწერი, მათ შორის – საკუთარი მოძღვრის შედგენილი კრებულები. „პორფირის ცხოვრება“ // „მოკლე მოთხრობა თვით პორ­ ფირისათჳს“ – ცნობები წმ. პორფირის შესახებ შემოგვინახა მისი სულიერი მოძღვრის, გაბრიელ მცირის (XVIII ს.), აგიოგრაფიულმა თხზულებამ „მოკლე მოთხრობა თვით პორფირისათჳს“, რომლიც დაუწერია თავისი საყვარელი მოწაფის, მონაზონი პორფირის, უდროოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თხზულება მოღწეულია ოქსფორდის უნივერ­ სიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერით.

15.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პრიამოს

▲ზევით დაბრუნება


პრიამოს
პრიამე, ტროის მეექვსე და უკანასკნელი მეფე, მო­ ხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

15.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პროკოპი (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


პროკოპი (III ს.)
წმ. დიდმოწამე პროკოპი იერუსალიმელი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

15.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - პროხორე ქართველი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


პროხორე ქართველი (XI ს.)
გიორგი პროხორე, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი; ღვთისმსახურება ადრე დაიწყო. დიაკვნად აკურთხეს წყაროსთავის მონასტერში. იქ მიიპყრო ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ეფვთიმე გრძელის, ყურადღება, დაემოწაფა მას და გაჰყვა პალესტინაში, სადაც წმ. საბა პალესტინელის ლავრაში მღვდლად აკურთხეს. იერუსალიმში ცხოვრებამ საშუალება მისცა გასცნობოდა ქალაქში უკვე ძველთაგან არსებულ ქართველთა დასახლებების ცხოვრებას და განეზრახა მოეწყო ცენტრი, რომელიც გარს შემოიკრებდა ქალაქსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველებს. საამისოდ შეარჩია გზაჯვარედინი „მახლობლად იერუსალიმისა დასავლეთ კერძო“ და, სამეფო კარის დახმარებით, დააარსა ჯვრის მონასტერი. იგი ამ სავანის წინამძღვარი გახდა და რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ წავიდა არნონის უდაბნოში (პალესტინა), სადაც გარდაიცვალა. „პროხორეს ცხოვრება“ // „მიცვალებაQ ნეტარისა მამისა ჩუე­ ნისა პროხორისი“ – თხზულებაში აღწერილია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია და მისი დამაარსებლის, წმ. პროხორეს (XI ს.), ცხოვრება და ღვაწლი. ცნობები პროხორეს შესახებ გაბნეულია გიორგი მცირის თხზულებაში „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ და სხვადასხვა ხელნაწერთა ანდერძებში. მე­11 საუკუნეში, წმ. პროხორეს გარდაცვალების შემდეგ მოკლე პერიოდში (1066 – 1070 წწ.), უნდა შექმნილიყო სვინაქსარული თხზულება „მიცვალებაo ნეტარისა მამისა ჩუენისა პროხორისი“, რომელიც, ზოგიერთი მოსაზრებით, საქართველოშია დაწერილი, მეორე ვარაუდით კი – პალესტინაში, კერძოდ, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. აღსანიშნავია ისიც, რომ თხზულება შეტანლია წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილ „დიდი სვინაქსარის“ რამდენიმე ნუსხაში.

16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჟ

▲ზევით დაბრუნება


16.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჟამისწირვა

▲ზევით დაბრუნება


ჟამისწირვა
(ბერძნ. ლიტურგია, „საერთო მსახურება“) – დღისით შესასრულებელი მსახურება, ლიტურგია (ეკლესიაში შესასრულებელი მსახურებანია: ცისკარი, ჟამისწირვა და მწუხრი); უმთავრესი ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჟამისწირვაზე აღესრულება უსისხლო მსხვერპლის შეწირვა და მორწმუნეთა ზიარება ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლითა და ხორცით. „ჟამნი“ – ლიტურგიკული ძეგლი, რომელიც შეიცავს უცვლელ მასალას, დანიშნულს ყოველდღიური საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის სხვადასხვა ჟამს, ანუ საათს (აქედან არის მისი სახელწოდება). ამის მიხედვით არის ჟამნი შუაღამიანის, ცისკრის, პირველი მზის (I), მესამე (სამჟამისა, III), მეექვსე (მეექუსისა ჟამისა, VI), სადილის, ცხრა ჟამის (IX), მწუხრის, დიდი სერობის და მცირე სერობისა. I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს – ეს არის ქრისტეს პილატესთან მიყვანის დრო. ეს ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ; III ჟამნი 10, 11, 12 საათია და გვაგონებს მაცხოვრის სასამართლოს, ტანჯვას პილატესთან; VI ჟამნი 1, 2, 3 საათია, დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და ჯვარს ეცვა. III და VI ჟამნები იკითხება წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის წირვების წინ; IX ჟამნი გულისხმობს 4, 5, 6 საათს, დროს, როდესაც ჯვარცმულმა იესომ სული განუტევა. ეს ჟამნი იკითხება უბრალო დღეებში მწუხრის წინ. ჟამნს დამატების სახით ერთვის მთელი წლის წმინდანების, აგრეთვე, – დიდმარხვისა და ზატიკის, კვირისა და შვიდეულის ციკლის, ასევე, სხვა საჭირო ტროპარ­კონდაკები, მცირე სვინაქსარი და ღმრთისმშობლის პარაკლისი. ისევე როგორც სხვა ლიტურგიკული კრებულები, ჟამნიც ქართველებს ქრისტიანობის მიღებიდან უახლოეს ხანაში უნდა ეთარგმნათ.

16.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჟამობა

▲ზევით დაბრუნება


ჟამობა
1. საეკლესიო ლოცვა და გალობა, ჟამნის (ლოცვების წიგნის) წაკითხვა და ზეპირად თქმა. აღნიშნავს საკუთრივ ფსალმუნთა გალობასაც სათანადო ჟამთა, ანუ საათთა, მიხედვით და გვხვდება „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“: „ეკლესიად მივედი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა... ფრიად სულნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი“. ასევე, უაღრესად საინტერესოა „ცხრა ყმა კოლაელთა მარტვილობა“. აგიოგრაფი გადმოგვცემს: „და ვითარცა შთაჴდეს ყრმანი იგი მდინარესა მას და ნათელ­ჰსცა ხუცესმან მან სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და იტყოდა ჟამობასა ამას, – „სული წმიდაჲ გარდამოჴდა, ვითარცა ტრედი ზედა იორდანესა, რაჟამს ქრისტჱ ნათელს­იღებდა, ანგელოსნი თანა უდგეს, ამას გალობასა იტყოდეს: ალილუიაჲ, ალილუიაჲ“. „კოლაელთა მარტვილობაში“ დაფიქსირებული ნათლობის წესის ეს „ჟამობა“ ერთ­ერთ უძველეს წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ნათლისღების საიდუმლოს გალობისა (ჟამობისა), რომელიც დანერგილია ლიტურგიკულ პრაქტიკაში: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გჳღებიეს და ქრისტე შეგჳმოსიეს, ალილუია, ალილუია, ალილუია“; 2. იგივე ჟამიანობა, შავი ჭირის ეპიდემია.

17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რ

▲ზევით დაბრუნება


17.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რააბი

▲ზევით დაბრუნება


რააბი
ბიბლიური პერსონაჟი, იერიქოში მცხოვრები მეძავი დედაკაცი, რომელმაც თავისთან დამალა ისუ ნავეს ძის მიერ იერიქოს დასაზვერად გაგზავნილი ორი მონა, რომელთა დახოცვაც სურდა მეფეს.

17.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რანი

▲ზევით დაბრუნება


რანი
არანი, კავკასიის ალბანეთის ტერიტორიის აღმნიშვნელი არაბიზებული სახელწოდება; მოგვიანებით მოიცავდა მდ. მტკვრისა და მდ. არაქსის შუამდინარეების ველის რაიონს ქალაქებით: ბარდა, განჯა, ბელაქანი (ფაიტაკარანი). „არანიდან“ წარმოდგება ადგილობრივ მმართველთა დინასტიური ტიტული „არანშაჰი“.

17.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რანნი // რანთა

▲ზევით დაბრუნება


რანნი // რანთა
ჰერეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX ს. დასასრული და XI ს. დასაწყისი); IX – X სს. კახეთის სამთავროს მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის, აგრეთვე, მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“. კახეთ­ჰერეთის სამეფო ერთიანი საქართველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ­ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც მოიხსენიენებიან. ამიტომაც, „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია.

17.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რაჟდენ პირველმოწამე (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


რაჟდენ პირველმოწამე (V ს.)
ქრისტესთვის პირველი წამებული საქართველოში; ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე; გაქრისტიანებული სპარსი; გამზრდელი, მამამძუძე ვახტანგ გორგასალის მეუღლის, ბალენდუხტისა (ირანის შაჰის ასული), რომელსაც გამოჰყვა ქართლში. ირანელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასლის ომის დროს რაჟდენი ტყვედ ჩავარდა. შაჰმა მოსთხოვა ქრისტიანობის უარყოფა. მიუხედავად ტანჯვა­წამებისა, არ დაუბრუნდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. მაშინ შაჰმა გაგზავნა წრომში დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც სიკვდილით დასაჯა – ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ინიციატივით, წმ. რაჟდენის ნეშტი ნიქოზის ეკლესიაში გადმოასვენეს. გორგასალმა ეს ეკლესია საეპისკოპოზო ტაძრად აქცია. „რაჟდენის მარტვილობა“ // „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“ // „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მოწამისა რაჟდენისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“ – ყველაზე ადრეული საისტორიო წყარო, რომელშიც დაცულია ცნობები წმ. რაჟდენის შესახებ, არის ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება (ჯუანშერის მოღვაწეობის ხანად, ტრადიციულად, მიჩნეული იყო XI ს., მაგრამ უახლოესი გამოკვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული თხზულებები VIII ს. დაწერილი). ჩვენამდე მოღწეულია წმ. რაჟდენის მარტვილობის ამსახველი ორი გვიანდელი (XVIII ს.) აგიოგრაფიული ძეგლი – ბესარიონ ორბელიშვილის „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“, დაწერილი XVIII ს­ის 20­იან წლებში (გარდა „მარტვილობისა“, ბესარიონს წმ. რაჟდენისადმი მიუძღვნია სპეციალური ჰიმნოგრაფიული კანონი – „საგალობელი პირველმოწამისა რაჟდენისა“) და ანტონ კათალიკოსის „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მოწამისა რაჟდენისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“, დაწერილი 1768­1769 წწ. (გარდა ამისა, თავის „სადღესასწაულოში“ ანტონმა წმ. რაჟდენს საგალობელთა მთელი ციკლი მიუძღვნა) – ეს თხზულებები მოგვითხრობს სპარსეთიდან წმ. რაჟდენის ჩამოსვლის, გაქრისტიანებისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის ღალატისათვის სპარსელების მიერ მისი სიკვდილით დასჯის ამბებს.

17.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რაფათი

▲ზევით დაბრუნება


რაფათი
გეოგრაფიული პუნქტი, ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია. სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“ ნახსენებია „ზღუდენი რაფათისანი“.

17.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რაქელ // რაქაელ

▲ზევით დაბრუნება


რაქელ // რაქაელ
ბიბლიური პერსონაჟი, ლაბანის უმცროსი ქა­ ლიშვილი, იაკობის საყვარელი ცოლი, რომლის გამოც იაკობმა ლაბანის კარზე ოცი წელი იმუშავა. მას გვიან შეეძინა შვილები: იოსები და ბენიამინი. რაქელი ბენიამინის მშობიარობისას დაიღუპა.

17.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რელიგია

▲ზევით დაბრუნება


რელიგია
(ლათ. „მიბმა“, „დაკავშირება“) – შეხედულებათა სისტემა, რომელიც აღიარებს სამყაროს შექმნისა და ორგანიზების ღვთაებრივ ძალას; იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროსა და ადამიანის ცხოვრებაზე. რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა, რელიგია არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი. ყოველ რელიგიას აქვს უფლის სახლები, ტაძრები, ეკლესიები, სინაგოგა, მეჩეთი, დაცანი, მღვიმეები, საკურთხევლები, სალოცავები, რომლებშიც ტარდება ღვთისმსახურება, გროვდებიან მლოცველნი, ისმენენ ლოცვას, ქადაგებებს, ტარ­ დება საკულტო მსახურება. განასხვავებენ რელიგიათა სხვა­ დასხვა ტიპოლოგიას: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა და­ საბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღვთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლენა (ებრაელობა, ქრისტიანობა) ან ღვთის განსაკუთრებული სახით გამოვლენის რწმენა (ისლამი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები – მრავალ ღვთაებას. წიგნიერ რელიგიებს უწოდებენ ებრაელობას, ქრისტიანობასა (რომლებიც ბიბლიას ემყარება) და ისალმს (რომელიც დაფუძნებულია ყურანზე). რელიგია, საღვთო მცნების მიხედვით, ადამიანს შექმნისთანავე მიეცა. შეხედულება საიქო ცხოვრებასა და სულის უკვდავების შესახებ მომდინარეობს უხსოვარი დროიდან. რელიგიის ადრეულ ფორმებს მიეკუთვნება: მაგია, ტოტემიზმი, შამანიზმი, საიდუმლო კავშირები, ბელადის კულტი და სხვ. კლასობრივი საზოგადოების წარმოშობას მოჰყვა პოლითეისტური რელიგიების განვითარება. ამ პერიოდში გამოიყო ქურუმთა და კულტის მსახურთა სოციალური ფენა.

17.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რეჴი

▲ზევით დაბრუნება


რეჴი
რეხი, სოფელი შიდა ქართლში, მდ. ლეხურის ხეობაში. აქ VI ს. დაბანაკებული იყვნენ სპარსი დამპყრობლები, რომლებმაც, მარზპანის განკარგულებით, „ქვითა განტვინეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა“ წმ. მღვდელმთავარი აბიბოს ნეკრესელი.

17.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რიფსიმე და გაიანე (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


რიფსიმე და გაიანე (IV ს.)
წმინდა მოწამენი, სომეხთა მეფის, თრდატისაგან, წამებულნი; წმ. ქალწულმოწამე რიფსიმე მოხსენიებულია „წმ. ნინოს ცხოვრებაში“. როდესაც წმ. ნინომ ნახა სასწაულებრივი გამოცხადება ღვთისმშობლისა და თავისი ბიძის, იერუსალიმის პატრიარქის, ლოცვა­ კურთხევით სამოციქულო მოგზაურობას შეუდგა, დაემგზავრა ერთ წარჩინებულ დედაკაცს, რომელიც იმხანად ჩამოსული იყო იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცავად. ამ დედაკაცის სახლში წმ. ნინომ გაიცნო პატიოსანი და წარჩინებული რიფსიმე, რომელსაც სურდა, ქრისტეს სარწმუნოებას შესდგომოდა და მონათლულიყო. წმ. ნინოს ქადაგების შემდეგ რიფსიმე, თავის ორმოცდაათ ახლობელთან ერთად, მოინათლა და წაიყვანა წმ. ნინო, რომელმაც ორი წელი იცხოვრა მასთან. შემდეგ რიფსიმე იძულებული გახდა, საბერძნეთიდან გამოქცეულიყო. მან თან წამოიყვანა ნინო, თავისი გამზრდელი გაიანე, სხვა ორმოცდაათი მორწმუნე და მოადგა სომხეთის საზღვრებს. თავდაპირველად მეფე თრდატის ბაღის მახლობლად გაჩერდნენ. როდესაც სომეხმა წარმართებმა შეიტყვეს მათი გაქრისტიანების ამბავი, მეფის ბრძანებით აწამეს რიფსიმე, მისი დედამძუძე გაიანე და მათთან მყოფნი ქალწულები. „რიფსიმესა და გაიანეს წამება“ – XVIII ს. ანტონ I კათალიკოსმა სომხური და ქართული წყაროების საფუძველზე დაწერა და „მარტირიკაში“ შეიტანა თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელმოწამისა გრიგორი დიდისა, სომხითისა ეპისკოპოსისა და წმიდათა ღირსთა მოწამეთა ქალწულთა რიფსიმასი და გაიანასი და სხუათა მისთანათა“.

17.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რკონი

▲ზევით დაბრუნება


რკონი
სოფელი თეძმის ხეობის ზედა ნაწილში; „რკონის ხევი“ ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“, როგორც გზა „ძნელი, იწრო და კლდოვანი“.

17.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რომანა

▲ზევით დაბრუნება


რომანა
იხ. ჰრომანა.

17.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რომანოზ (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


რომანოზ (XI ს.)
რომანოზ მეფე; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

17.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რუსთავი

▲ზევით დაბრუნება


რუსთავი
ქალაქი და მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლში; რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის, ცოლს მიაწერს. „მთავარსა რუსთავისას“ ნახსენებია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

17.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რუსნი

▲ზევით დაბრუნება


რუსნი
რუსები, რუსეთის ფედერაციის ძირითადი მოსახლენი; ცხოვრობენ, აგრეთვე, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ლატვიაში, ყირგიზეთში, ესტონეთში, თურქმენეთში, ლიეტუვაში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, საქართველოში, სომხეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა (ძირითადად აშშ­ში) და დასავლეთ ევროპაში. მოხსენიებული არიან ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.): „სარმატნი და რუსნი“.

17.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რუსუდან პირველი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


რუსუდან პირველი (XIII ს.)
თამარ მეფის ასული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

17.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რუქნადინი // ნოქარდინ სულტანი (XII ს.)

▲ზევით დაბრუნება


რუქნადინი // ნოქარდინ სულტანი (XII ს.)
რუქნ ალ­დინ სულეიმან შაჰი // სულეიმან II, რუმის სულთანი 1196 – 1204 წწ; დაამხო საკუთარი ძმის მმართველობა და 1196 წ. რუმის სულთანი გახდა. იბრძოდა მეზობელი მმართველების წინააღმდეგ და სასულთნოს ტერიტორიებს აფართოებდა. 1201 წ. დაიპყრო ერზურუმი. შეწუხებული იყო საქართველოს სიძლიერით, ამიტომ 400 ათასი მეომარი შეკრიბა და საქართველოსკენ გამოეშურა, თამარ მეფეს კი მუქარითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით სავსე წერილი გაუგზავნა. თამარმა სასწრაფოდ შეკრიბა საქართველოს მხედრობა, ვარძიამდე მიაცილა, დალოცა და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა. ბრძოლა გაიმართა ბასიანში 1203 წ. და ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

17.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რწმენა

▲ზევით დაბრუნება


რწმენა
1. მტკიცე შეხედულება, დაჯერება, სარწმუნოდ მიჩნევა, აღიარება რაიმესი ან ვინმესი; 2. მრწამსი, მსოფლ­ მხედველობა, მოძღვრება, რელიგია, რომელსაც იზიარებს გარკვეული ჯგუფი, წოდება ან ცალკე ადამიანი რელიგიური სისტემისა (მაგ.: ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდას რწმენა). მტკიცე დამოკიდებულება მოვლენის ან საგნებისადმი, როცა ვინმეს ისინი სწამს და მიაჩნია ნამდვილად, სწორად, ჭეშმარიტად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ასეთი შეხედულება მეცნიერულად დამტკიცებული, პრაქტიკით შემოწმებული. რწმენა, როგორც წესი, განისაზღვრება კონკრეტული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად.

18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ს

▲ზევით დაბრუნება


18.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სააკაძე გიორგი // სააკაძე გიორგი სიაუშის ძე (1580

▲ზევით დაბრუნება


სააკაძე გიორგი // სააკაძე გიორგი სიაუშის ძე (1580
1629 წწ.) – მოურავი გიორგი სააკის ძე, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი; მისი მთავარი დამსახურება სამშობლოს წინაშე იყო ის, რომ ქართლ­ კახეთის მოსახლეობა იხსნა ყიზილბაშების სრული ფიზიკური განადგურებისაგან. ამავე დროს, სააკაძე იბრძოდა თავადების თვითნებობის ასალაგმად, ბატონყმური რიგის დაცვისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისთვის. ბესარიონ ორბელიშვილი აგიოგრაფიულ თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“ გვაუწყებს: „მოურავი გიორგი სააკის ძე, ქველი იგი მჴედარი და უშიში გონებითა, რომელი სიმჴხნითა და ახოვნებითა ზეშთა ჰმატებდა ყოველთა კაცთა“.

18.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბა // საბან იშხნელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


საბა // საბან იშხნელი (IX ს.)
საეკლესიო მოღვაწე, იშხნის ეპისკოპოსი და მეორედ მაშენებელი, წმ. გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და თანამოღვაწე; მასთან ერთად ცხოვრობდა ჯერ ოპიზის, შემდეგ – ხანძთა მონასტერში; წმ. გრიგოლთან ერთად იმოგზაურა კონსტანტინოპოლსა და ბიზანტიის სხვა საეკლესიო ცენტრებში იქაური სამონასტრო წესდებების გასაცნობად და საქართველოში გადმოსანერგად. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გადავიდა იშხანში, სადაც 30­იან წლებში, ბაგრატ I­ის დახმარებით, განაახლა იშხნის გაუქმებული საეპისკოპოსო საყდარი და გახდა „იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი“. გამოთქმულია ვარაუდი, რომ საბა იშხნელი ეწეოდა ლიტერატურულ­ მთარგმნელობითს მუშაობასაც.

18.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბა განწმენდელი (V

▲ზევით დაბრუნება


საბა განწმენდელი (V
VI სს.) – მეუდაბნოე მამა, განდეგილი, ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი; უფლის ანგელოზის რჩევით, დამკვიდრდა სილოანის ხევთან მდებარე გამოქვაბულში, სადაც დიდი ლავრა დააარსა და შექმნა პირველი წესგანგება, „იერუსალიმის“ სახელით ცნობილი.

18.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბაია (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


საბაია (XI ს.)
სამცხეში ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მოხსენიებულია გიორგი მცირის „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“. გიორგის უფროსი და თეკლა 7 წლის ასაკში მიუყვანიათ სწორედ ამ მონასტერში „ღირს და წმიდა“ დედა საბაიასთან. შემდეგ ამ მონასტერშივე მოსულა შვიდი წლის გიორგი მთაწმიდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმ. საბაიასთან.

18.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბაწმიდის ლავრა (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


საბაწმიდის ლავრა (V ს.)
მონასტერი პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ­აღმოსავლეთით; დააარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწე საბა განწმედილმა. აქ ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. ლავრაში დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წ. სინური მრავალთავი, ჭილ­ეტრატის იადგარი (IX ს.) და სხვ. წმ. გრიგოლ ხანძთელის დროს საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა საბაწმიდური ტიპიკონი (IX ს.), რომლის ახალი რედაქცია მთელ საქართველოში გავრცელდა.

18.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბინინი მიხეილ (1845

▲ზევით დაბრუნება


საბინინი მიხეილ (1845
1900 წწ.) – საბინაშვილი მიხეილ (მიხაილ) // ბერი გობრონი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე; სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. პეტერბურგშივე აღიკვეცა ბერად და მეორე სახელად აირჩია გობრონი. საბინინს ეკუთვნის ცნობილი ხატი „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“). 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“; 1877 წ., ასევე რუსულად – „ქართული ეკლესიის ისტორია“; 1881 წ. მისი ინიციატივით დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს წმ. დოდო გარეჯელის ნაწილები. მონასტერს შესწირა რუსეთიდან ჩამოტანილი ხის კანკელი და სხვა საეკლესიო ინვენტარი. მიხეილ საბინინმა თავდაუზოგავი შრომით დაიწყო მასალების მოძიება­შეგროვება და 1882 წ. ერთ წიგნად პეტერბურგში გამოსცა ორმოცდაათამდე ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა სათაურით: „საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა. შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივე­ რიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ“. მის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და დედათა მონასტრის დაარსება. ტაძრის სამრეკლოს დაედგა გუმბათი და მონასტერს დაუბრუნდა კუთვნილი დიდძალი ნივთები, მათ შორის ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მონასტერთან დააარსა სახელსაქმო სკოლა სიღნაღის მკვიდრი ღარიბი ყმაწვილებისათვის. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, დაკრძალულია მოსკოვის წმ. დანიელის მონასტერში.

18.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბერძნეთი

▲ზევით დაბრუნება


საბერძნეთი
(ბერძნ. „ელადა“) – ერთ­ერთი უძველესი სახელმწიფო სამხრეთ­აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა­ ზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში; უჭირავს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი და მიმდებარე კუნძულები (კრეტა, ევბეა, როდოსი, ლესბოსი). სახელწოდება მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII ს.

18.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საბეჭური

▲ზევით დაბრუნება


საბეჭური
ახლად აღკვეცილი მონაზვნის სამოსელი; ზოგჯერ მის სინონიმად გვხდება პალეკარტი. ძველად საბეჭურს იცვამდნენ ჟამისწირვის დროს, ხოლო ფილონს – ცისკარსა და მწუხრზე. „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“ მოთხრობილია, რომ სვიმეონ მესვეტის მონასტერში ახლადჩამოსულმა ერთმა ქართველმა ხუცესმა, ქართულ მონასტერში დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, ჟამისწირვა შეასრულა არა ფილონში, არამედ – საბეჭურში, რის გამოც ბერძენთა რისხვა დაიმსახურა და ამის შემდეგ ქართველებს, საერთოდ, აეკრძალათ სვიმეონის ლავრაში ჟამისწირვის ჩატარება. ეს უფლება მათ წმ. გიორგი მთაწმიდელის ამ ლავრაში მოღვაწეობის დროს დაიბრუნეს. ქართულ ეკლესიაში ათონის პერიოდამდე საბეჭური ეწოდებოდა სამღვდელო სამოსელს (იხ. „წმ. ილარიონ ქარ­ თველის ცხოვრება“).

18.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საგოდებელი

▲ზევით დაბრუნება


საგოდებელი
1. ადგილი მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე; იოანე საბანისძის თანახმად, აქ გაიტანეს წმ. აბოს გვამი: „და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისა მის გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ“; 2. გოდების ადგილი, სასაფლაო.

18.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სადიაკვნო

▲ზევით დაბრუნება


სადიაკვნო
საკურთხევლის სამხრეთი ნაწილი, რომელშიც შედიან სამხრეთის კარებიდან და დიაკვნის გამგებლობის ქვეშაა, სადიაკვნოში ინახება საეკლესიო ჭურჭელი და სამღვდელო შესამოსელი.

18.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სავაოთ

▲ზევით დაბრუნება


სავაოთ
(ებრ. „უფალი ძალთა“) – საბაოთი, იუდაიზმში ღმერთ იაჰვეს ერთ­ერთი სახელი, მიემართება ქერუბიმებზე მჯდარ (1 მეფ. 4, 4) უფალს (1 მეფ. 1, 3). მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

18.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სავლე (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


სავლე (I ს.)
იხ. პავლე მოციქული.

18.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სათაჴუე

▲ზევით დაბრუნება


სათაჴუე
სათახვე, ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში. დღეს იგი ყარაგელის სახელითაა ცნობილი.

18.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სათენეკ (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


სათენეკ (II ს.)
დედოფალი „ალვანიითგან“; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საკვირველი მთა

▲ზევით დაბრუნება


საკვირველი მთა
სვიმეონის მთა ანტიოქიაში; მასთან დაკავშირებით ბევრ სასწაულს ყვებიან, ამიტომ „საკვირველი“ უწოდეს – განმარტავს გრიგოლ ფერაძე წიგნში „იერიქონის ვარდები“.

18.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საკუმეველი // საკმეველი // გუნდრუკი

▲ზევით დაბრუნება


საკუმეველი // საკმეველი // გუნდრუკი
ტროპიკული ხის გამონაჟონი სურნელოვანი ფისი, რომელსაც ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს საცეცხლურით უკმევენ ხატებსა და მლოცველებს.

18.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საკურთხეველი

▲ზევით დაბრუნება


საკურთხეველი
ქრისტიანული ტაძრის ამაღლებული აღმო­ სავლეთი ნაწილი, რომელიც შუა ტაძრისაგან გამოყოფილია მაღალი კანკელით და დანიშნულია ღვთისმსახურების ჩასატარებლად. შუა საკურთხეველში დგას ტრაპეზი, კვადრატული ფორმის მაგიდა, რომელზეც აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ანუ ტარდება ჟამისწირვა.

18.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სალომე უჯარმელი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სალომე უჯარმელი (IV ს.)
სომხეთის მეფე თრდატის ასული და მეფე მირიანის ძის, რევის, მეუღლე, წმ. ნინოს თანამედროვე; ქართლის მოქცევის შემდეგ, წმ. ნინოს შთაგონებითა და წმ. მეფე მირიანის ბრძანებით, უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა; პეროჟავრი სივნიელთან ერთად, ჩაიწერა წმ. ნინოსაგან მონათხრობი ცხოვრება და ღვაწლი, როგორც ამას გვაუწყებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“.

18.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სალოსი

▲ზევით დაბრუნება


სალოსი
(ბერძნ. „სულელი“) – ადამიანი, ძირითადად მონაზონი, რომელიც ღვთისა და მოყვასთა სიყვარულისთვის შეუდგა ქრისტიანული ღვთისმოსაობის უჩვეულო ღვაწლის – ქრისტესთვის სალოსობას. სალოსები საკუთარი სურვილით არა მარტო უარს ამბობდნენ მიწიერი ცხოვრების ყოველგვარ სიკეთეზე, საზოგადოებრივი ცხოვრებით სარგებლობაზე, ყველაზე ახლობლებთან ურთიერთობაზე, არამედ იღებდნენ სახეს შეშლილი ადამიანისას, არ ერიდებოდნენ მწარე სიმართლს თქმას, ამხელდნენ ადამიანებს. სალოსობა დამახასიათებელი გახდა აღმოსავლური ეკლესიისათვის. მის წარმოშობას ხელი შეუწყო პავლე მოციქულის სიტყვებმა: „ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ“ (I კორინთ. 4, 10). ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილია რამდენიმე სალოსი, რომელთა ცხოვრება­მო­ ღვაწეობა აგიოგრაფიის საგანი გახდა, მაგალითად: ისი­ დორა (ნისიმა) სალოსი, სერაპიონ სინოდიტი, ბესარიონ საკვირველთმოქმედი, სვიმეონ სალოსი, ღირსი თომა, ანდრია სალოსი და სხვ. ქართულ აგიოგრაფიაში მსგავსი მოღვაწეები არ გვხვდება, მხოლოდ „ქართლის ცხოვრებაშია“ მოხსენიებული ვინმე პიმენ და ევლოგი სალოსები თამარ მეფის ეპოქაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 2012 წ. წმინდანად შერაცხა ბერი გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) და უწოდა წმ. ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი­სალოსი.

18.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამარა

▲ზევით დაბრუნება


სამარა
ქალაქი ერაყში. მდებარეობს მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

18.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამარია

▲ზევით დაბრუნება


სამარია
ქალაქი პალესტინაში; მისი სახელის მიხედვით ეწოდა პალესტინის ამ მხარეს სამარია. სამარია ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ.წ. IX – VIII სს.

18.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამარიტელი

▲ზევით დაბრუნება


სამარიტელი
სამარიის მკვიდრი, სამარიის მცხოვრები (სამარია პალესტინის ერთ­ერთი მხარე).

18.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამარტჳლეჲ // სამარტჳლოჲ

▲ზევით დაბრუნება


სამარტჳლეჲ // სამარტჳლოჲ
სამარტვილე, მარტვილთათვის, ანუ წამებულთათვის, განკუთვნილი პატარა ნაგებობა; მოწამეთა სახელობის სამლოცველო ან საყდარი.

18.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამარყანდი

▲ზევით დაბრუნება


სამარყანდი
ქალაქი უზბეკეთში; ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1924–1930 წწ. იყო უზბეკეთის დედაქალაქი.

18.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამგორი

▲ზევით დაბრუნება


სამგორი
ადგილი უჯარმასთან; „ველსა ზედა უჯარმისასა, რომელსა სამგორობით უხმობენ“ – ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი, რომელი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისათა სპარსთა მიერ ქართლს შინა, სოფელსა შინა წრომს“.

18.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამება

▲ზევით დაბრუნება


სამება
ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთია თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი, სამბუნებოვანი); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი – „სიტყვა“) და სულიწმიდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსნი არიან. ტერმინი „სამება“ ქრისტიანულ ლიტერატურაში ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილე ანტიოქიელი, ტერტულიანე), სახარებაში იგი არ გვხდება, თუმცა იგულისხმება ნათლისღების ფორმულაში. სამების დოგმატი დააგინეს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და იგი დაზუსტდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე (381 წ.).

18.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამეუფოჲ ქალაქი

▲ზევით დაბრუნება


სამეუფოჲ ქალაქი
იგულისხმება კონსტანტინეპოლი. „გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ ასეა მოხსენიებული: „სამეუფოდ აღვიდეს“; „აღვიდა სამეუფოდ“.

18.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამთავისი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამთავისი (V ს.)
შუა საუკუნეების ქართული მართლ­ მადიდებლური ჯვარ­გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში. მას კიდევ სამი ეკლესია: წილკნის, მეტეხის და რუისის ეკლესიები აუშენებია და, როცა ოთხივე ეკლესია ერთმანეთს შეადარეს, თავისი დიდებულებით ერთი მათგანი დანარჩენ სამს სჯობდა, ამიტომ უწოდეს სამთავისი. VI ს.­ის 50­იანი წლებიდან აქ ერთ­ერთი ასურელმა მამამ – წმ. ისიდორემ დაიწყო სამონასტრო და საგანმანათლებლო ცხოვრება. 1030 წ. სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაველმა (იგივე ილარიონ სამთავნელი) ააგო. ტაძრის აგების შესახებ გვიამბობს დას. ფასადზე, კარს ზემოთ, ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაც. X – XI სს. აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი კი 1030 წ. თარიღდება.

18.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელ // სამოილ

▲ზევით დაბრუნება


სამოელ // სამოილ
ბიბლიური წინასწარმეტყველი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული ლევიტელთა ტომიდან; მისი დედა, ანა, დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს, უფალმა შეისმინა თავისი მხევლის ვედრება და ძე უბოძა, რომელსაც სამოელი „გამოთხოვილი“ დაარქვეს. სამი წლის სამოელი მშობლებმა სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელის მსაჯულიც იყო. ელის გარდაცვალების შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. მან იწინასწარმეტყველა ღვთის რჩეული ერის დაცემა. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა, იყო საული. ღვთის ურჩობაში საულის მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.

18.30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელი (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოელი (V ს.)
წარმოშობით ბერძენი ეპისკოპოსი V ს. 70­80­იან წლებში; ვახტანგ გორგასლის მიერ მოწვეული ბიზანტიიდან, სხვა ეპისკოპოსებთან ერთად. ჯერ ქართლის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ – კათოლიკოსი. მოხსენიებულია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“, რომ პირადად იცნობდა დედოფალსა და თანაუგრძნობდა მას.

18.31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელ // სამოილ კათალიკოსი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოელ // სამოილ კათალიკოსი (VI ს.)
სამოელ II ქართლის კათოლიკოსი; მისი მწყემსმთავრობის დროს აწამეს წმ. ევსტათი მცხეთელი. მანვე, ქართლის სხვა მთავრებთან ერთად, სთხოვა ქართლის მარზპანს, არვანდ გუშნასპს, ქრისტიანობის მიღებისათვის დაპატიმრებული ევსტათის გათავისუფლება ციხიდან. სამოელს დაუკრძალავს წმ. ევსტათის გვამი მცხეთის საკათედრო ტაძარში.

18.32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელ VI (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოელ VI (VIII ს.)
ქართლის კათოლიკოსი ნერსეს, გურგენისა და სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში; მისი კათოლიკოსობის დროს ქართლში ჩამოვიდა, მოინათლა და ეწამა სარკინოზი (არაბი) ჭაბუკი აბო, თბილელად (ტფილელად) წოდებული. სწორედ სამოელის ლოცვა­კურთხევით დაწერა იოანე საბანისძემ, როგორც თვითმხილველმა, „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლსა კათალიკოზისაჲთა“.

18.33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელ არქიდიაკონი // სამოილ არხიდიაკონი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოელ არქიდიაკონი // სამოილ არხიდიაკონი (VI ს.)
სპარსეთში მოღვაწე ქრისტიანი არქიდიაკონი, რომელიც მოხსენიებულია „წმ. ევსტათი მცხეთელის წამებაში“. სწორედ სამოელმა გააცნო მას ქრისტიანული მოძღვრების ისტორია და არსი.

18.34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოელი (IX ს.)
ოპიზის მონასტრის პირველი წინამძღვარი, როგორც ეს აღნიშნულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

18.35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოილ

▲ზევით დაბრუნება


სამოილ
იხ. სამოელ წინასწარმეტყველი.

18.36 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოილ არხიდიაკონი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სამოილ არხიდიაკონი (VI ს.)
იხ. სამოელ არქიდიაკონი. სამოილ კათალიკოსი (VI ს.) – იხ. სამოელ კათალიკოსი.

18.37 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამოთხე

▲ზევით დაბრუნება


სამოთხე
„წალკოტი შუენიერი“ (სულხან­საბა ორბელიანი); ღვთიური ბაღი, ყვავილნარი, ედემი, სადაც შეცოდებამდე ცხოვრობდნენ ადამი და ევა; საუკუნო სასუფეველი; ადგილი, სადაც გარდაცვალების შემდეგ მართალ ადამიანთა სულები განისვენებენ. „სამოციქულო“ – იხ. „საქმე წმიდათა მოციქულთა“.

18.38 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამშვინველი

▲ზევით დაბრუნება


სამშვინველი
უტყვი სული; წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისაგან შედგება: სული, სამშვინველი და სხე­ ული. სამშვინველი სხეულისაგან სუბსტანციურად (ბუნებით) განსხვავდება, ხოლო სული და სამშვინველი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. სამშვინველის ცნებაში ადამიანის სრულიად განსხვავებული თვისებებია მოქცეული: გრძნობადი სურვილი, აღქმა, მგრძნობელობა, აზროვნება და შემეცნება.

18.39 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამრეკლო

▲ზევით დაბრუნება


სამრეკლო
ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული კოშკისებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება VIII ს., რომში (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები). უძველესი სამრეკლოები შემონახულია ვერონასა და რავენაში. XI საუკუნიდან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. საქართველოში სამრეკლოები უკვე XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წ. არის აშენებული.

18.40 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სამცხე

▲ზევით დაბრუნება


სამცხე
მესხეთი // ოძრახე, ისტორიული მხარე სამხრეთ­ დასავლეთ საქართველოში; დღეს სამცხე მოიცავს მესხეთის უდიდეს ნაწილს (ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები), უდიდესი ტერიტორია კი თურქეთის ფარგლებშია მოქცეული.

18.41 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სანატრელი

▲ზევით დაბრუნება


სანატრელი
ნეტარი; უმაღლეს სასულიერო პირთა, გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა და მოწამეთა ეპითეტი.

18.42 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სანატროგ (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


სანატროგ (I ს.)
ძე ავგაროზ ედესის მეფისა. მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.43 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საპრიკ

▲ზევით დაბრუნება


საპრიკ
იხ. ნიკიფორე ხუცესი.

18.44 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარა ნიაფორი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სარა ნიაფორი (IV ს.)
სარა ბეთლემელი, დვინელი სომეხი, რჯულის მასწავლებელი, წმ. ნინოს სწორედ მან უამბო ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

18.45 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარაკიანნი // სარაციანნი

▲ზევით დაბრუნება


სარაკიანნი // სარაციანნი
იხ. სარკინოზი.

18.46 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სართიჭალა

▲ზევით დაბრუნება


სართიჭალა
სოფელი ქვემო ქართლში; ნახსენებია სპირიდონ გძელიშვილის თხზულებაში „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

18.47 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარკინე

▲ზევით დაბრუნება


სარკინე
მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთი კალთა; „სარკინეს მთა“ ნახსენებია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“, კერძოდ: VI ს­ის მეორე ნახევარში ასურელი მამა წმ. შიო დამკვიდრებულა სარკინეს მთის ერთ­ერთ მღვიმეში („დაემკვიდრა სარკინისა მღჳმესა“).

18.48 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარკინოზი // სარაკიანნი // სარაციანნი

▲ზევით დაბრუნება


სარკინოზი // სარაკიანნი // სარაციანნი
არაბთა ერთ­ერთი ტომის სახელწოდება; ლაპარაკობენ არაბულ ენაზე, მათი უმრავლესობა სუნიტი მუსლიმანია, თუმცა გვხვდებიან შიიტები, დრუზები და სხვ. ქართულში არაბისა და, საერთოდ, მაჰმადიანის სინონიმად სარკინოზი გამოიყენება.

18.49 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარმატია // სარმატები // სარმატნი

▲ზევით დაბრუნება


სარმატია // სარმატები // სარმატნი
იმიერკავკასიაში მცხოვრები ტომები, საერთო სახელი არაირანულენოვანი ტომებისა, რომლებიც ძვ.წ.აღ. IV – III სს. ბინადრობდნენ მდინარეებს დუნაისა და ტობოლს შორის.

18.50 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარმიანე კათოლოკოზი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სარმიანე კათოლოკოზი (VIII ს.)
საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსი 767 – 779 წწ; წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს მრავალი ადამიანი შეკრებილიყო მონასტერში, მათ შორის იყო მეფე და სარმიანეც. ეგვიპტელმა იაკობიტებმა კათოლიკოსს თავიანთი ქვეყნიდან მოტანილი ძღვენი მიართვეს, მისგან კურთხევა მიიღეს და ზიარება სთხოვეს. სარმიანემაც არ გამოიკითხა მათი აღმსარებლობა და ჟამისწირვაზე თავისი ხელით აზიარა. ღამით სიზმარში გამოეცადა ორი წმინდა კაცი ­ ერთი მღდელმთავარი და ერთი მონაზონი ოქროს კვერთხით, რომელზეც ჯვარი იყო. შემოსძარცვეს სარმიანეს ზეწარი და განრისხებულმა მონაზონმა უთხრა, რომ ასე განძარცვულია ის ღვთის მადლისაგან, რადგანაც იაკობიტები აზიარა. სარმიანემ ჰკითხა მოხუცს ვინაობა და მან უპასუხა, რომ თავად არის შიო, ხოლო მღვდელთმოძღვარი – კირილე ალექსანდრიელი. შეშინებულმა კათოლიკოსმა გამოიღვიძა და მოიწვია ეპისკოპოსთა კრება. კრებამ გადაწვიტა, ქალაქის გალავნის გარეთ დაეწვათ ეგვიპტელთა ძღვენი, ეპისკოპოსებს კი მცხეთაში ელოცათ სარმიანესთვის, ხოლო მას თვითონ შიოს საფლავთან მოენანიებინა ცოდვა. ასეც მოიქცნენ. ლოცვითა და სინანულით მივიდა სარმიანე წმ. შიოს საფლავთან. მარტვილიის კვირის ღამეს დაესიზმრა, რომ მიიყვანეს გოლგოთასთან, სადაც იყო ჯვარცმული მაცხოვარი. იქვე მივიდნენ კირილე ალექსანდრიელი და შიოც, რომლებიც ევედრებოდნენ ქრისტეს სარმიანეს შენდობას, ხოლო უფალმა მათი ხათრით შეუნდო სარმიანეს. მაშინ მოვიდა ეს ორი წმ. მამა და შემოსეს მას ზეწარი. განთიადზე კი ფილიპე ეპისკოპოსმა აუწყა, რომ ხუთ სხვადასხვა ეპისკოპოსს გამოეცხადა წმ. შიო, რომელმაც მათ ახარა სარმიანესთვის ცოდვის მიტევება. კათოლიკოსმა ღმერთს მადლობა შესწირა და განაჩინა, რომ ერთი კანდელი და ერთი სანთელი დაუშრეტელად ენთოს წმ. შიოს საფლავზე.

18.51 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარუ ხოჯა (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სარუ ხოჯა (XVI ს.)
სახელგანთქმული დიდებული, შაჰ აბას I­ის მიერ „მშვიდობის ელჩად“ დანიშნული ლუარსაბ II­სთან.

18.52 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სარწები

▲ზევით დაბრუნება


სარწები
ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია); ნახსენებია „გურჯის­ ტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.). გაიგივებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ სარწებთან.

18.53 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სასაკუმევლე // საცეცხური

▲ზევით დაბრუნება


სასაკუმევლე // საცეცხური
საკმევლის დასაკმევი ჭურჭელი, იგივე სასაკმევლე; ლითონის მრგვალი ფორმის ხუფიანი ჯამი, რომელიც სამ ან ოთხ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში იყრება გაღვივებული ცეცხლი და საკმეველი. ქრისტიანობამ საცეცხლური მიიღო იუდაიზმისგან. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დაწესდა. საცეცხლური ხელში უჭირავს მღვდელმსახურს, რომელიც უკმევს ხატებსა და მლოცველებს. ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია, მლოცველთა კმევა კი გამოხატავს სურვილს, რათა მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც – საცეცხლურის კვამლი.

18.54 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სასუფეველი

▲ზევით დაბრუნება


სასუფეველი
წმინდანთა სულების სამკვიდრებელი ზეცაში, სამოთხე; „ესე არს სამყოფი ანგელოზთა, სადა აწ წმიდანი არიან წინაშე ღმრთისა“ (სულხან­საბა ორბელიანი); ცათა სასუფეველი, ზეციერი სამეფო. წმ. მამათა მიხედვით, სასუფეველი ღვთისა არის სულიერად აღმატებული სამოთხე, რომლის მოპოვებისთვის აუცილებელია ნათლისღება, ეკლესიური ცხოვრება და უფლის მცნებების განუხრელი დაცვა, სინანული, აღსარება, ზიარება, ღვთის სათნო ცხოვრება. „საქართველოს სამოთხე“ – 1882 წ. პეტერბურგში დაიბეჭდა ბერი გობრონის, იგივე მიხეილ საბინინის (საბინაშვილი) ფუნდამენტური შრომა „საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა. შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნს „უწოდე სახელად „საქართუჱელოს სამოთხე“. წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილა, არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელი და სრული, ვითარ ეს წიგნი“. მიხეილ საბინინს თითქმის შვიდი წელი უგროვებია მასალა მონასტრებში თუ კერძო პირთაგან. ძირითადი ნაწილი რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა კოლექციებიდანაც აუღია. ბევრი ხელნაწერი სწორედ „საქართველოს სამოთხემ“ დაიცვა და შემოგვინახა. მასში თავმოყრილია 43 აგიოგრაფიული ტექსტი, წიგნი 25 ილუსტრაციითაა შემკული. „საქმე წმიდათა მოციქულთა“ // სამოციქულო – ახალი აღთქმის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მის მოწაფეთა მოციქულებრივ მოღვაწეობას. წიგნის ავტორად ითვლება წმ. ლუკა მახარებელი. ეს წიგნი, კათოლიკე და პავლე მოციქულის ეპისტოლეებთან ერთად, შეადგენს კრებულს, რომელსაც „სამოციქულო“ ეწოდება.

18.55 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საცეცხური

▲ზევით დაბრუნება


საცეცხური
იხ. სასაკუმევლე. საწელიწდოჲ იადგარი // იადგარი (სპარს. „ხსოვნა“, „სახსოვა­ რი“) – მთელი წლის რჩეული საეკლესიო დღესასწაულების საგალობელთა კრებული, ქრისტიანული ღვთისმსახურების ადრეულეტაპზეჩამოყალიბებულიქართულიჰიმნოგრაფიული კრებული; მასში თავმოყრილია საეკლესიო წელიწადის სხვადასხვა პერიოდისათვის განკუთვნილი განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების საგალობლები; იადგარი არის ღვთისმსახურების იერუსალიმური წესის ამსახველი ძეგლი, რომლის ბერძნული მოდელი ჩვენამდე მოღწეული არ არის. მასში კალენდარულ დღესასწაულთა რიგი ქრისტეს შობით იწყება; მარტსა და აპრილს შორის ჩართულია დიდმარხვისა და ზატიკის მოძრავი პერიოდების საგალობლები; შეიცავს ე. წ. აღდგომის დასდებლების, ანუ ოქტოიხოსის, საგალობლების რვახმიან კომპლექტს. მის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო „ქართული (იერუსალიმური) ლექციონარი“ (V – VII სს.). ქართულმა იადგარმა განვითარების დიდი გზა განვლო მოკლე რედაქციიდან უაღრესად მდიდარი რეპერტუარით წარმოდგენილ „საწელიწდო იადგარამდე“ (X ს.). იადგარის ჩვენამდემოღწეულითითქმისყველანუსხაXს.თარიღდება.მათ შემოგვინახეს თარგმნილი და ორიგინალური საგალობლების უმდიდრესი რეპერტუარი და, ამავე დროს, უძველესი სანოტო სისტემით ჩაწერილი გალობათა მელოდიები. მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ „იადგარში“ (978 – 988 წწ.) ყველაზე სრულყოფილად არის წარმოდგენილი ქართველ ჰიმნოგრაფთა შემოქმედება. ქართულ იადგარებს მნიშვნელობა აქვს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიული თვალსაზრისით, რადგან იადგარის ბერძნული პირველსახე ჩვენამდე მოღწეული არ არის. ქართული იადგარები, „ქართულ (იერუსალიმურ) ლექციონართან“ ერთად, წარმოგვიდგენს ჰიმნოგრაფიის განვითარების თვალსაჩინო სურათს XI ს. დამდეგამდე.

18.56 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სახარება

▲ზევით დაბრუნება


სახარება
იხ. ევანგელე.

18.57 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საჰაკ ისმაელის ძე (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


საჰაკ ისმაელის ძე (IX ს.)
ისჰაკ იბნ­შუაბი, თბილისის ამირა 830 – 853 წწ. რამდენჯერმე განუდგა ხალიფას, საბოლოოდ სიკვდილით დასაჯა ბუღა თურქმა 853 წ., თბილისის აღების შემდეგ.

18.58 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - საჰაკი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


საჰაკი (VII ს.)
მღვდელი; მოხსენიებულია „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობაში“.

18.59 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სეგორი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სეგორი (VI ს.)
მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“: „ვინმე ლოთ სეგორს“.

18.60 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სემირამიდა

▲ზევით დაბრუნება


სემირამიდა
სირიის მეფე ნინოსს „ცოლი მისი“; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.61 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სენაკი

▲ზევით დაბრუნება


სენაკი
ცალკე ოთახი ბერისთვის, მონაზვნისათვის განდეგილისთვის; „მცირე სახლაკი“ (სულხან­საბა ორბელიანი).

18.62 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სერაპიონ ზარზმელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


სერაპიონ ზარზმელი (IX ს.)
სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი წინამძღვარი, „ახალი მნათობი“, „მოძღუარი“, „მასწავლებელი“ თავისი დროისა; წარმოშობით კლარჯეთიდან, ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა. წმ. სერაპიონი, მცირეწლოვან იოანესთან ერთად, ოპიზის მონასტერში მიქელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებითვე მღვდლად ეკურთხა. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მო­ ქალაქობაჲ სერაპიონისი“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ­შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“ – ნაწარმოებში ასახულია წმ. სერაპიონ ზარზმელის (IX ს.) ღვაწლი სამცხეში სამონასტრო ცხოვრების გაჩაღებასა და ზარზმის მონასტრის მშენებლობის საქმეში. თხზულების ავტორია ბასილი ზარზმელი, რომელსაც წმ. სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X ს. I ნახევარში (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვლი, ე. გაბიძაშვილი, ს. ცაიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ე. ჭელიძე). არსებობს, აგრეთვე, განსხვავებული მოსაზრება, რომ „ცხოვრებაში“ მოთხრობილია არა IX – X, არამედ VI – VII სს-ების ამბები და, შესაბამისად, წმ. სერაპიონს უნდა ეცხოვრა VI ს-ის ბოლოს ან VII ს-ის დასაწყისში, ხოლო ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს VII ს-ში (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე, ა. ბოგვერაძე, მ. ჩხარტიშვილი, პ. პეეტერსი, გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე). მ. ჯანაშვილს ბასილ ზარზმელი VIII ს-ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი. ს. ჯანაშია და გ. მელიქიშვილი მიიჩნევენ, რომ თხზულება VIII – IX სს-ების ვითარებას ასახავს. როგორც „ცხოვრების“ ტექსტიდან ირკვევა, ბასილი ზარზმაში მოსულა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ. ცნობები თავისი თხზულების დასაწერად მიუღია თვითმხილველებისა და ოჯახის წევრთა მონათხრობებიდან; საიტერესო მასალები მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს; ასევე, უსარგებლია „წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრებით“, რომლიდანაც ამოღებული უნდა იყოს ცნობები სერაპიონის ზარზმაში წარგზავნის შესახებ („წმ. მიქელ პარეხელის ცხოვრება“ ამჟამად დაკარგულია. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ „წმ. სერაპიონის ცხორება“ გვატყობინებს).

18.63 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სერგის და ბაქოს (III

▲ზევით დაბრუნება


სერგის და ბაქოს (III
IV სს.) – მოწამე რომაელები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ იმპერატორ მაქსიმიანეს (286 – 310 წწ.) კარზე. იმპერატორს არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები და ამიტომ სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს, გაუგზავნა.

18.64 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სვიმონ კანანელი

▲ზევით დაბრუნება


სვიმონ კანანელი
ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი; ცხოვრობდა გალილეის კანაში და ამიტომ ცნობილია, როგორც კანანელი. მას არ სჯეროდა ქრისტეს ღვთაებრიობა, სანამ იესომ სვიმონის ქორწილში წყალი ღვინოდ არ გადააქცია. სწორედ, ამ სასწაულით იწამა ქრისტე ღმერთად და გახდა მისი ერთ­ ერთი მოწაფეთაგანი. ქრისტეს სწავლებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, ლივიაში, კირინეასა და ბრიტანეთში. ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში და წამებით აღესრულა აფხაზეთში. დასაფლავებულია ქ. ნიკოპსიაში, ახალი ათონის მთაზე, სოხუმთან ახლოს. მე­19 საუკუნეში წმ. სვიმონ კანანელის სახელზე ახალი ათონის მთაზე ააგეს მონასტერი. დღემდე კარგადაა შემონახული გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმ. მოციქული.

18.65 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სვიმეონ ხუცესი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სვიმეონ ხუცესი (XVII ს.)
მღვდელი; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“. ტექსტის მიხედვით, ლუარსაბ მეფე ცხირეთში იდგა მცირერიცხოვანი რაზმით. ოსმალები დოესის მიდამოებში გადაეყარა უფლისციხელ სომეხ ხუცესს, რომელსაც მოსთხოვა გზის სწავლება. ხუცესმა დაიწყო მტკვარზე გადებული ხიდის დაშლა, მერე კი მდინარის იქით მყოფ ქართველებს აცნობა, „რაჲთა მყის მიისწრაფონ მეფისა მიმართ“. მტერი მიუხვდა ჩანაფიქრს და წამებით მოკლა. „სიბრძნე ბალავარისი“ – შუა საუკუნეების პოპულარული აგიოგრაფიულ­მორალური ხასიათის სასულიერო რომანის, „ბალავარიანის“, ქართული რედაქცია. თხზულება ინდური წარმოშობისაა. ქართულად იგი არაბული ენიდან უნდა იყოს გადმოკეთებული. მასში მოთხრობილია ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების ამბავი: ინდოეთის მეფის, აბენესის, ვაჟ იოდასაფს ქრისტიანობაზე მოაქცევს მეუდაბნოე ბალავარი. იოდასაფი ქრისტიანობას ინდოეთის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს. თხზულება შუა საუკუნეებში ინტერესს იწვევდა თხრობის იგავარაკული სტილით (ბალავარის ბრძნული შეგონებანი იოდასაფისადმი წარმოდგენილია იგავებად) და სიუჟეტის რომანული ელემენტით (იოდასაფს ცდუნების მიზნით მეფე ულამაზეს ასულებს მიუჩენს, ერთი მათგანი უფლისწულს შეუყვარდება).

18.66 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სიდონია (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სიდონია (IV ს.)
წმ. ნინოს თანამედროვე, ებრაელთა მღვდლის, აბიათარის, ასული; გაქრისტიანდა მამასთან ერთად, დაემოწაფა წმ. ნინოს და აღწერა მისი მოღვაწეობა, რომელიც შესულია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“.

18.67 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სივნიეთი

▲ზევით დაბრუნება


სივნიეთი
სიუნიქი, ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში.

18.68 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სიმეონ (I ს.)

▲ზევით დაბრუნება


სიმეონ (I ს.)
იუდა ისკარიოტელის ძმა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.69 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სიმეონ დიდი (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სიმეონ დიდი (XVI ს.)
სიმონ I, ქართლის მეფე, ლუარსაბ I­ის ძე; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.70 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სიმონ დიდი

▲ზევით დაბრუნება


სიმონ დიდი
იხ. სჳმეონ მესუეტე (უმცროსი).

18.71 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სინა

▲ზევით დაბრუნება


სინა
სინაის მთა, მთა სინის ნახევარკუნძულზე; ბიბლიის მიხედვით ღმერთი აქ გამოეცხადა მოსეს და ათი მცნება გადასცა. ქრისტიანები ამ მთაზე მე­3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი მე­6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე­9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ერთ­ ერთი ქართული ტაძრის აგება წმ. დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. სინას მთაზე მოღვაწეობდნენ იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვ.

18.72 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სიონის მთა

▲ზევით დაბრუნება


სიონის მთა
იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკი, რომელზედაც იდგა სოლომონის მიერ აშენებული იაჰვეს ტაძარი. ეს მთა შეადგენს იერუსალიმის უძველეს ნაწილს, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე­დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. 5). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, იმპერატორმა ადრიანემ დანგრეულ იერუსალიმში, სიონის მთაზე, ნახა პატარა ეკლესია, რომელშიც სულიწმიდის მოფენა მოხდა. ევსები კესარიელის ცნობით, აქ მან იხილა იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის – იაკობის კათედრა (ტახტი).

18.73 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სირნი

▲ზევით დაბრუნება


სირნი
იხ. ასურეთი.

18.74 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სისიკონი

▲ზევით დაბრუნება


სისიკონი
გეოგრაფიული სახელი, ნახსენებია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „აგარათა მონასტრისათა. ვითა(რ) სისიკონი არს“.

18.75 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სკვითები // სკჳითია // სკჳთნი

▲ზევით დაბრუნება


სკვითები // სკჳითია // სკჳთნი
ძველირანული ტომები, მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა სკვითების სახელმწიფო.

18.76 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სოდომი და გომორი

▲ზევით დაბრუნება


სოდომი და გომორი
ორი ბიბლიური ქალაქი, რომლებიც, ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა დასაჯა ცოდვებისათვის და ცეცხლით გაანადგურა.

18.77 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სოლომონ ბრძენი

▲ზევით დაბრუნება


სოლომონ ბრძენი
ბიბლიური პერსონაჟი, მეფისა და წინას­ წარმეტყველის, დავითის და ბერსაბეს შვილი; ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფე დაახლ. ძვ.წ. 965 – 928 წწ. მის სახელს უკავშირდება ისრაელის სამეფოს აყვავება. ბიბლიის მიხედვით, სოლომონი ავტორია წიგნებისა: „ეკლესიასტე“, „ქებათა ქება სოლომონისა“ და სხვა მრავალი ფსალმუნი და სიმღერა. მისი მეფობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ააშენა უფლის ტაძარი იერუსალიმში.

18.78 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სომეხი ხუცესი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სომეხი ხუცესი (XVII ს.)
უფლისციხელი სომეხი მღვდელი; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“.

18.79 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სომხეთი

▲ზევით დაბრუნება


სომხეთი
დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ამიერკავკასიაში; ძირითადი მოსახლეობა სომხები თავიანთ თავს „ჰაიებს“, ხოლო ქვეყანას „ჰაიასტანს“ უწოდებენ. დღე­ ვანდელი სომხები ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ხალხია.

18.80 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სომხითი

▲ზევით დაბრუნება


სომხითი
შუა საუკუნეების სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების (ისტორიული გაჩიანისა და გარდაბნის ტერიტორიები) სახელწოდება; პირველად მოიხსენიება XI ს., როდესაც საქართველოს კუთვნილ ტერიტორიას, ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილს, თანდათან დაეუფლა სომხეთის სახელმწიფო (ანისის სამეფო) და სახელწოდება “სომხითი” ამ ტერიტორიაზედაც გავრცელდა.

18.81 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სოფრონ დიდი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


სოფრონ დიდი (IX ს.)
შატბერდის მონასტრის წინამძღვარი, განმანათლებელი, წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე საეკ­ ლესიო მწერალი; გიორგი მერჩულე მას ასახელებს იმ საეკლესიო მოღვაწეთა რიცხვში, რომელთაგანაც მოსალოდნელი იყო აღწერა წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და ღვაწლისა.

18.82 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სპანია

▲ზევით დაბრუნება


სპანია
ესპანეთი; ნახსენებია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“: „ივლტოდის სპანიად“.

18.83 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სპარსეთი // ირანი // ხუარასანი

▲ზევით დაბრუნება


სპარსეთი // ირანი // ხუარასანი
ძველი სპარსეთის სა­ ხელმწიფოს სათავეში ედგა აქემენიდების დინასტია. სა­ ხელმწიფოს დამაარსებელი იყო კიროს II დიდი, რომელმაც გააერთიანა ირანი, დაიპყრო მცირე აზია, ბაბილონეთი და ცენტრალური აზიის ნაწილი. უძველესი ირანული სახელმწიფო იყო ელამი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. აქემენიდების იმპერია პირველი ირანული იმპერია იყო, მაგრამ ის მეორე იმპერიამ ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით დაიპყრო. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი იმპერია დაიშალა რამდენიმე ნაწილად, რომელთაგანც უმნიშვნელოვანესია სელევკიდების სახელმ­ წიფო. სელევკიდები დაამარცხა პართიის სამეფომ. 224 წ. დასუსტებული პართია დაამარცხა გაძლიერებულმა სასანიდებმა. სასანიდების იმპერია დაიპყრეს არაბებმა. არაბების შემდეგ ირანი ისლამურ რელიგიაზე მოექცა და დაივიწყა უკვე ძველი ირანული რელიგია ზოროასტრიზმი. 1501 წ. ირანის ტერიტორიაზე გაბატონდა აზერბაიჯანული წარმომავლობის სეფიანთა დინასტია. სეფიანთა პირველი შაჰი იყო ისმაილ I. სეფიანთა ირანი შიდაომებმა მოიცვა და 1736 წ. განადგურდა. XIX ს. ინგლისმა და რუსეთმა ირანი ნახევარკოლონიურ ქვეყანად აქციეს. 1979 წ. 1 აპრილის ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რევოლუციის ხელმძღვანელი იყო აიათოლა ჰომეინი. მოსახლეობამ მონარქია დაამხო და ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა.

18.84 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სპერი

▲ზევით დაბრუნება


სპერი
მხარე ისტორიულ სამხრეთ­დასავლეთ საქარ­ თველოში; მოიცავდა მდინარე ჭოროხის, არაქსისა და მტკვრის სათავეებს, ხოლო ჩრდილოეთიდან პონტოს მთებით იყო გარშემორტყმული. ტერმინი „სპერი“, სავარაუდოდ, ადგილობრივი სასპერების ტომის სახელიდან მომდინარეობს, რაც არაერთხელაა აღნიშნული ჰეროდოტეს მიერ. ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, სასპერები ძველ ქართულ ტომებად ითვლებიან, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი მათ წინაპრებად სკვითებსაც მოიხსენიებენ. ი. ჯავახიშვილის თეორიის თანახმად, სიტყვა „იბერია“ პროტოქართული ტომებიდან მომდინარეობს: სასპერები>სპერი>ჰბერი>იბერი. ქართული წყაროების მიხედვით, შავ ზღვას „სპერის ზღვა“, ხოლო მდინარე ჭოროხს „სპერი“ ეწოდებოდა.

18.85 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სპირიდონ გძელიშვილი (XIX ს.)

▲ზევით დაბრუნება


სპირიდონ გძელიშვილი (XIX ს.)
საეკლესიო მოღვაწე, მწერალი; ოცი წელი დავითგარეჯის უდაბნოში მორჩილებაში იმყოფებოდა, მერე, რაღაც ეშმაკის მანქანებით, დაუტოვებია მონასტერი და ერში დაბრუნებულა, შეურთავს ცოლი, ორი შვილიც ჰყოლია და დიაკვნად უკურთხებიათ. მალე სპირიდონის თავს დიდი უბერდურება დატრიალდა, დაეღუპა ცოლ­შვილი და მარტო დარჩა. ამის შემდეგ ბერად აღიკვეცა ქვაბთახევის მონასტერში, აქედან კი, მღვდელმონაზვნის სქემაში მყოფი, წმ. დავითის უდაბნოში დაბრუნებულა და იქვე გარდაცვლილა. მთავარდიაკონი სპირიდონი ყოფილა მეგობარი ნეტარი ქრისტესიასი, რომლის ცხოვრებაც აღწერა 1880 წ., წმ. ქრისტესიას (ქრისტეფორეს) გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ. თხზულების სათაურია „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

18.86 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტამბოლი

▲ზევით დაბრუნება


სტამბოლი
იხ. კონსტანტინეპოლი.

18.87 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტერეონისი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტერეონისი (IV ს.)
სავარაუდოდ, სომეხი; მოხსენიებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“, ვასპურაკანიდან, დედოფალ სოჯის // სუჯის ბრძანებით, ბოდბეში ჩამოიყვანეს და მონათლეს.

18.88 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე (IV ს.)
სტეფანე პირველმოწამე // პირველდიაკონი, ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა; მრავალი ებრაელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. იუდეველებს ადანაშაულებდა წინასწარმეტყველთა დევნასა და იესო ქრისტეს მკვლელობაში, რისთვისაც ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. წმ. სტეფანე მოწამებრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. გარდაიცვალა ოცდაათი წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები იერუსალიმში, სიონის ტაძარში, დააბრძანეს.

18.89 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე (VI ს.)
გაქრისტიანებული სპარსი; მოხსენიებულია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“.

18.90 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე (VII ს.)
„წმ. ნეოფიტე ურბნელის მარტვილობის“ პერსონაჟი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარ­ ტირიკაში“ (XVIII ს.).

18.91 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე (XI ს.)
ათონის ქართველთა მონასტრის მთავარ­ დიაკონი და შემდეგ ხუცესი წმ. გიორგი მთაწმიდელის წინამძღვრობის დროს. „კაცი პატიოსანი და მოშიში უფლისაჲ – ასე იხსენიებს გიორგი მცირე „წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“.

18.92 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე ახალი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე ახალი (VIII ს.)
ღირსმოწამე სტეფანე ახალი (დაიბადა კონსტანტინოპოლში); მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

18.93 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე მტბევარი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე მტბევარი (X ს.)
საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ტბეთის პირველი ეპისკოპოსი, აგიოგრაფი, ტაო­კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ერთ­ერთი წარმომადგენელი; ავტორია აგიოგრაფიული თხზულებისა „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“, რომელიც დაწერა ერისთავთერისთავ აშოტ კუხის თხოვნით 914 – 918 წწ.

18.94 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე მღვდელმთავარი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე მღვდელმთავარი (XVIII ს.)
ეპისკოპოსი; მოხსე­ ნიებულია გაბრიელ მცირის თხზულებაში „მოკლე მოთხრობა თვით პორფირისათჳს“.

18.95 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანე ხირსელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანე ხირსელი (VI ს.)
წმ. სტეფანე ქიზიყელი, ხირსაში (ქიზიყი) მოღვაწე ერთ­ერთი ასურელ მამათაგანი, რომელიც სირიის შავი მთის სანახებიდან ქართლში მოვიდა თავის მოძღვარ წმ. იოანე ზედაზნელთან და მის სხვა მოწაფეებთან ერთად. დააარსა ხირსის მონასტერი. გადმოცემით დასაფლავებულია იქვე.

18.96 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანოზ IV (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანოზ IV (VIII ს.)
ქართლის ერისმთავარი; იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამების“ მიხედვით, ნერსე ერისმთავრის გაქცევის შემდეგ არაბებმა ერისმთავრის ხელისუფლება მის დისწულს, სტეფანოზ გურგენის ძეს, გადასცეს.

18.97 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სტეფანოზ II მეფე (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სტეფანოზ II მეფე (VII ს.)
ქართლის ერისმთავარი; მამა წმ. არჩილ მეფისა, მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“.

18.98 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სჳმეონ (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


სჳმეონ (XI ს.)
სვიმეონი, წინამძღვარი 1041 – 42 წწ. მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

18.99 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სჳმეონ მესუეტე (უფროსი) (356

▲ზევით დაბრუნება


სჳმეონ მესუეტე (უფროსი) (356
359 წწ.) – სვიმონ მესვეტე, განდეგილობის ერთ­ერთი სახეობის, მესვეტეობის, დამაარსებელი. მასთან სამოღვაწეოდ ჩასულან ქართველი ბერებიც.

18.100 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სჳმეონ მესუეტე (უმცროსი) // სჳმიონ ანტიოქელი // სიმონ დიდი (521

▲ზევით დაბრუნება


სჳმეონ მესუეტე (უმცროსი) // სჳმიონ ანტიოქელი // სიმონ დიდი (521
597 წწ.) – წმ. სვიმეონ მესვეტე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, არქიმანდრიტი; დაიბადა ანტიოქიაში. გააგრძელა მესვეტეობის ის ასკეტური ღვაწლი, რომელსაც მისმა წინამორბედმა, ასევე სვიმეონმა, დაუდო სათავე. მისი სახელი იმდენად განითქვა, რომ მასთან შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ დასამოწაფებლად თუ კურნების მისაღებად, მათ შორის – ქართველებიც. ამის შესახებ ცნობა ეპიზოდური სახით რამდენიმე ადგილას თვით წმინდანის ცხოვრებაშიცაა ასახული. წმ. სვიმეონ მესვეტე (უმცროსი) საქართველოსთან სხვა მხრივაც არის დაკავშირებული. ქართული საეკლესიო ტრადიციით, წმ. ასურელმა მამებმა – იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა – საქართველოში გამომგზავრების წინ სწორედ, ღირსი სვიმეონისგან აიღეს ლოცვა­კურთხევა. წმინდანებს შორის სულიერი ურთიერთობა არც საქართველოში გამომგზავრების შემდეგ გაწყვეტილა. გადმოცემის მიხედვით, წმ. სვიმეონს ღვთისაგან წინასწარ ეუწყა საქართველოში მოღვაწე ერთ­ერთი ასურელი მამის – აბიბოს ნეკრესელის – მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. სოფ. იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა (ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი).

18.101 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სჳმეონ მოხუცებული

▲ზევით დაბრუნება


სჳმეონ მოხუცებული
ბიბლ. პერსონაჟი, მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი; ეგვიპტის მეფე პტოლემე II­მ ქრისტეს შობამდე სხვა სწავლულებთან ერთად მიიწვია ალექსანდრიაში წმ. წერილის წიგნების ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. მართალი სვიმეონი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმ­ ნიდა. როდესაც მივიდა ადგილამდე: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს“ (ესაია 7, 14) მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა „ქალწულის“ ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვებისა და თავად დარწმუნდები მის ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს“. ამ დღიდან მოყოლებული სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა სვიმეონს: „აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!“. მრავალ დედათა შორის მან გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყმა იესო და შეღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა (ლკ. 2, 29­32). მხოლოდ ამის შემდეგ აღესრულა ღირსი სვიმეონი. მან 360 წელი იცოცხლა. VI ს. მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში დაასვენეს. „სჳნაქსარი“ (ბერძნ. „კრებული“, აგრეთვე იწოდება პროლოგად, იგივე შესავალი, მოსამზადებელი სიტყვა, წინასწარი თხრობა) – სვინაქსარი. 1. თავდაპირველად ეწოდებოდა სახარება­ სამოციქულოზე დართულ სარჩევს, ანუ კალენდარს, რომელიც შეიცავდა წმინდანთა სახელებსა და საეკლესიო დღესასწაულებს, განაწილებულს თვის დღეებში მათი ხსენების მიხედვით. შემდგომში სვინაქსარი ტიპიკონის ერთ­ ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომელშიც მოცემულია წმინდანთა, მოწამეთა და დღესასწაულთა თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი კალენდარი, გავრცობილი მათი ბიოგრაფიული და ისტორიული ცნობებითა და ლიტურგიკული მითითებებით ტროპარებზე, კონდაკებზე, ლიტანიაზე და სხვ; 2. საეკლესიო მწერლების თხზულებათა მოკლე გადმოცემა ან საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

18.102 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუკავეტის მთა

▲ზევით დაბრუნება


სუკავეტის მთა
მთა სოფელ ბაგრევანდის (სომხეთი) პირისპირ; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“.

18.103 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სულა (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


სულა (IX ს.)
„წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, გიორგი მთავრის დის, ლატავრის, ვაჟი.

18.104 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სულიერი ქნარი

▲ზევით დაბრუნება


სულიერი ქნარი
ფსალმუნთა გალობის აღვლენა საეკლესიო გალობის წესით.

18.105 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სულიწმიდა

▲ზევით დაბრუნება


სულიწმიდა
ერთარსება და განუყოფელი სამების მესამე ჰიპოსტასი, ანუ პირი, რომელიც გამოდის მამაღმერთისაგან და ძის მიერ მიეცემა კაცთ. ქრისტიანული დოგმატის მიხედვით, სულიწმიდა მამისა და ძის ერთარსი და თანასწორია.

18.106 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუმბატ // სუმბად (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუმბატ // სუმბად (X ს.)
სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობის“ მიხედვით, სომხეთის მეფე.

18.107 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუმბატ ადარნასეს ძე // სუმბატ I კურაპალატი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუმბატ ადარნასეს ძე // სუმბატ I კურაპალატი (X ს.)
ერისთავთ ერისთავი; ძმის, აშოტ კურაპალატის, გარდაცვალების შემდეგ, 954 წ. მიიღო კურაპალატობა. მეფედ მოხსენიებულია 936 წ. შატბერდის მონასტერში შექმნილ ჯრუჭის ოთხთავში.

18.108 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუსანა (IV)

▲ზევით დაბრუნება


სუსანა (IV)
სოსანა, დედა წმინდა ნინოსი, იერუსალიმის პარტიარქ იობენალის და, როგორც აღნიშნულია „წმ. ნინოს ცხოვრებაში“.

18.109 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუსანა (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუსანა (V ს.)
იხ. შუშანიკი.

18.110 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუსანნა (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუსანნა (VIII ს.)
ასული წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

18.111 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუქია (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუქია (II ს.)
სუქიოს // ბარდი, წმ. მოწამე სუქია და მასთან ერთად: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (ანტონ I კათალიკოსის ჩამონათვალი ასეთია: ლუკიანოს, პოლიევკტოს, კოდრატოს, ივქრიონ, მიმიანოს, ფოკა, ნერანგიოს, დომენტიანოს, ანდრიანოს, ზოსიმოს, ვიკტორიოს, თალალოს, იორდანოს, ანასტასიოს, იაკობოსა და თეოდორიტოს); ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები. მსახურობდნენ ალბანეთის მთავრის კარზე და შესაბამის პატივშიც იყვნენ. სომეხთა მეფის, არტაქსარის, მეფობის დროს (88 – 123 წწ.) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში, მოხვდნენ. აქ ქადაგებდა წმ. თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს, უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და მდ. ევფრატში მონათლა. აქ, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას, მათ „ჯვარი ხარებისა“ აღმართეს. ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით განგმირეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც ის ნათესავად ეკუთვნოდა. სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაკრძალეს სიმართლისათვის ვნებულნი. ხრისოსის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაცს უბრძანა, წასულიყო სუკაკეთსა და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები. მეფის ბრძანება გადასცეს სუქიას, პასუხად კი მისგან უარი მიიღეს. ამის გამო, მათ ცეცხლი შემოუნთეს. ცეცხლმოკიდებული მოწამენი მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს. ეს მოხდა 123 წ. (სხვა გადმოცემით – 130 წ., ათონის ივერთა მონასტრის XI ს­ის პერგამენტის მიხედვით – 100 წ.). მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმ. ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV ს. ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა, წმ. სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა. „სუქიასა და მის თანა ვნებულთა წამება“ // „წამება სუქიოსისა და მის თანა ვნებულთა“ – წმ. მოწამე სუქიასა და მის თანა ვნებულთა წამება ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილ კრებულში, სახელწოდებით „მარტირიკა“ (XVIII ს.), შეტანილი აქვს ანტონ I კათალიკოსს „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა სუქიოსისა და ვნებულთა სუკავეტელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“.

18.112 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სუჯი (IV ს.)

▲ზევით დაბრუნება


სუჯი (IV ს.)
დედოფალი; მისი დახმარებით წმ. ნინომ გააქრისტიანა კუხეთი (იგივე კახეთი), სიკვდილის წინ კი წერილი გაატანა მცხეთაში მეფე მირიანთან.

18.113 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სძალი

▲ზევით დაბრუნება


სძალი
რძალი (ქალწული). 1. მარიამ ღვთისმშობლის აღმნიშვნელი; 2. ქრისტეს სძალი ეწოდებათ ქალწულებს, რომლებმაც მონაზონობა მიიღეს.

18.114 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - სჯული

▲ზევით დაბრუნება


სჯული
რჯული // რჩული // შჯული. 1. რელიგიური მოძღვრება, კულტი, სარწმუნოება, აღმსარებლობა, რჯული; 2. მცნება, წესი, ჩვეულება, კანონი, სამართალი. „სჯულის (რჩულის) კანონი“ – კანონიკური კრებული, ბი­ ზანტიურ­ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი, „ნომოკანონის“ ქართული რედაქცია, რომელსაც დამატებული ჰქონდა ქართული საეკლესიო სამართლის ნორმებიც. აღმო­ სავლეთის ქრისტიანული ეკლესიის მესვეურთა მეცადინეობით, უკვე V – VI სს. გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც იურიდიულ ნორმებს შეიცავდნენ, მაგრამ ნომოკანონების ჩამოყალიბების პროცესი VIII საუკუნამდე გაგრძელდა. ქართულად „სჯულისკანონი“ ორი რედაქციით არის ცნობილი: 1. X ს. ბოლოს ქართულ ენაზე გამოჩნდა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონის“ სახელწოდებით, რომელიც წმ. ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერ­ ლობის სხვადასხვა წყაროს რედაქციული გადამუშავებისა და შიგ ქართული მასალის შეტანის გზით. „მცირე სჯულის­ კანონი“ დიდხანს ითვლებოდა ქართული ეკლესიის სახელ­ მძღვანელოდ. 2. „დიდი სჯულისკანონი“. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი – 14­ტიტულიანი „ნომოკანონი“ არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი ბერძნულიდან ქართულ ენაზე. „დიდი სჯულისკანონი“ შეიცავს მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმიდათა კანონებს. გარდა ამისა, მას თან ერთვის ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი – რუის­ურბნისის კრების ძეგლისწერა.

19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტ

▲ზევით დაბრუნება


19.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტაო

▲ზევით დაბრუნება


ტაო
მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ჭოროხის შუა დინების აუზში; ასურულ წყაროებში იგი „დაიაენის“, ხოლო ურარტულში „დიაუხის“ სახელით იხსენიება. ბერძნული წყაროები აქაურ მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს. ტერიტორია ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

19.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტარიგი

▲ზევით დაბრუნება


ტარიგი
1. შესაწირვი ძღვენი, „კრავი უბიწო“ (სულხან­საბა ორბელიანი); ქრისტიანულ ეკლესიაში „ტარიგმა“ღვთისადმი შესაწირავი უსისხლო მსხვერპლის მნიშვნელობა შეიძინა. იესო ქრისტე მოიხსენიება ტარიგად: „ტარიგ ეწოდა, რამეთუ ჩვენთვის დაიკლა ქრისტე“ – წერს იოანე საბანისძე „წმ. აბოს წამებაში“. 2. საღვთო ჟამისწირვაზე სეფისკვერიდან ამოჭრილ ნაწილი, რომელიც განასახიერებს ქრისტეს სხეულს. მას მორწმუნეებმა იღებენ წმ. ზიარების დროს.

19.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტასკუნები

▲ზევით დაბრუნება


ტასკუნები
ტომი; მოხსენიებულია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრებაში“. ტექსტის მიხედვით, ბერძენთა მეფე იუსტინიანოსი იბრძოდა ოსეთის მხარეს, ავაზგების საზღვართან, განდგომილი ტასკუნების წინააღმდეგ. იუსტინიანოსმა ქართველთა მეფე ფარსმანს სთხოვა დახმარება. ფარსმანმა წმ. ევაგრე დატოვა თავისი სამეფოს მცველად და თვითონ კი ჯარით გაემართა საბრძოლველად, დაიმორჩილა ტასკუნები, დაატყვევა მთავრები და გააგზავნა იუსტინიანოსთან. შემდეგ კი თავის სამეფოში დაბრუნდა.

19.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტასისკარი

▲ზევით დაბრუნება


ტასისკარი
ტაშისკარი, დაბა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ტაშისკრის ტერიტორიაზე.

19.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტაშირი

▲ზევით დაბრუნება


ტაშირი
მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის განაპირა ოლქი; მოიცავდა მდ. დებედის მარცხენა შენაკადის, ტაშირისწყლის, ხეობას. შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯისა და ბამბაკის მთებით. XI ს., ლორეს ციხის აღების შემდეგ, ტაშირის ცენტრი ლორეში გადავიდა და მხარეც ხშირად ლორედ იწოდებოდა. ამჟამად სომხეთის ფარგლებშია.

19.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტაძარი

▲ზევით დაბრუნება


ტაძარი
საგანგებო შენობა ღვთისმსახურებისათვის, საერთო სამლოცველო – ეკლესია. ტაძარი არის „სახლი საუფლო“ (სულხან­საბა ორბელიანი), რომელშიც დგას საყდარი (ტახტი) სამგვამოვანი ღვთისა. ტაძარს აქვს, ძირითადად, სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ­გუმბათოვანი) და მოგრძო­ნავისებრი (ბაზილიკა).

19.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტაძრისი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ტაძრისი (IX ს.)
დედათა მონასტერი სამცხეში; სახელწოდება ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია. ტაძრისის მონასტრის ისტორია ორ სულიერ წინამძღვარს: წმ. გრიგოლ ხანძთელსა და წმ. გიორგი მთაწმიდელს უკავშირდება. მონასტერში ერთხანს ცხორობდა ღირსი მამა წმ. გიორგი მთაწმიდელი: „და წარიყვანეს სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ეწოდების ტაძრისი“ – წერს გიორგი მცირე. ამ დროს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი საბიანე ყოფილა.

19.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტბეთი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ტბეთი (X ს.)
საეპისკოპოსო ტაძარი ისტორიულ შავშეთში; მისი პირველი ეპისკოპოსი იყო „წმინდა გობრონის წამების“ ავტორი სტეფაბე მტბევარი. X ს. აქ მოღვაწეობდა ცნობილი ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი. კათედრალს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი. ცნობილია სახარება, რომელიც 995 წ. გადაიწერა „საყდარსა შინა ტბეთისასა“. აქ არსებობდა მდიდარი წიგნთსაცავიც: XII ს. ერთი ოთხთავის ანდერძის მიხედვით, „საყდარსა ტბეთისასა აქუნდა ძუელი წიგნნი მრავალნი“. ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელ ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli).

19.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტროა

▲ზევით დაბრუნება


ტროა
ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ჰომეროსის „ილიადაში“; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

19.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტფილისი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი
იხ. თბილისი. ტიპიკონი // განგებაჲ (ბერძნ. „ნიმუში“, „ფორმულა“, „დაფუძ­ ნება“) – წესი, კანონი, წეს­განგება. ღვთისმსახურების გარკვე­ ული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღვთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მთელი წლის მსგეფსი და რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. ტიპიკონი ორი ტიპისაა: სამრევლო და სამონასტრო, ე.ი. არსებობს ღვთისმსახურების შესრულების ორი წესი: სამრევლო ეკლესიის პირველი ტიპის ტიპიკონი ჩამოყალიბებულია იერუსალიმში,ქრისტესსაფლავისეკლესიისღვთისმსახურების წესის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით – კონსტანტინეპოლის აია­სოფიის დიდი ეკლესიის წესის მიხედვით. სამონასტრო ტიპიკონებიდან ყველაზე ცნობილია: პალესტინაში საბაწმიდის ლავრის ტიპიკონი, კონსტანტინეპოლში სტოდიელთა მონასტრის ტიპიკონი, ხოლო ათონის მთაზე – ათანასე მთაწმიდელის ლავრის ტიპიკონი. საქართველოს ეკლესიას, რომელიც დაარსების დღიდან პალესტინურ ლიტურგიკულ პრაქტიკას მიჰყვებოდა, სახელმძღვანელოდ იერუსალიმური ტიპიკონი უნდა ჰქონოდა. ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის – „ივირონის“ დაარსება გახდა საფუძველი აია­ სოფიის, ანუ კონსტანტინეპოლის, „დიდის ეკლესიის“ ტიპიკონის თარგმნისა, რომელსაც წმ. გიორგი მთაწმიდელის თარგმანში „დიდი სვინაქსარი“ ეწოდება, ხოლო წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანში – „მცირე სვინაქსარი“, რადგან ეფთვიმემ ძეგლი შემოკლებით გადმოიღო, ხოლო გიორგიმ – სრულად. XII ს. პირველი მეოთხედიდან საქართველოში რიგით მესამე ტიპიკონი ამოქმედდა – საბას ლავრის ტიპიკონი, რომელსაც შიომღვიმის ტიპიკონი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ საბას ლავრის სამონასტრო ტიპიკონი საქართველოში, კერძოდ, კლარჯეთის ეკლესიებში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ IX საუკუნიდან, რადგან ცნობილია, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელმა მის მიერ დაარსებულ მონასტრებს ეს ტიპიკონი დაუდგინა. მან საგანგებოდ ათარგმნინა თავის მოწაფეს, რომელიც საბას ლავრაში მოღვაწეობდა, და, რომელმაც ეს ტიპიკონი წმ. გრიგოლს გამოუგზავნა. საბოლოოდ, ჩვენში დამკვიდრდა „მთაწმიდის რედაქცია“ საბაწმიდის ტიპიკონისა, რომელიც უცვლელად მოქმედებდა XVIII საუკუნემდე, ვიდრე იგი ანტონ I­ მა კათალიკოსმა არ შეასწორა სლავური ტიპიკონის მიხედვით. სამონასტრო ტიპიკონების სახელწოდებაში გაჩნდა სიტყვა „ქტიტორული“ იმის აღსანიშნავად, რომ ზოგიერთი დიდგვაროვანი და შეძლებული მორწმუნე თავის ქონებას ახმარდა მონასტრის აშენებას, რომელსაც სამონასტრო წესს მისი დამაარსებელი – „ქტიტორი“ უწესებდა. ასეთ მოქმედებას ადგილი ჰქონდა საქართველოშიც. „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ მოთხრობილია, როგორ აუშენა მონასტერი ექვსი წლის ილარიონს მამამ. შემდეგ იერუსალიმიდან დაბრუნებულმა ილარიონმა დაქვრივებული დედისა და დისათვის „აღაშენა მონასტერი... და განუწესა წესი და კანონი“; „და კუალად აღაშენა სხუაჲ მონასტერი მამათათÂს... და განუწესა მათცა წესი და კანონი“. ქტიტორული ტიპიკონიდან მხოლოდ ცალკეული ადგილებია მოყვანილი „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ქტიტორულია წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ მთაწმინდის ქართველთა მონასტრისათვის დადგენილი წესები, რომელთა დიდი ნაწილი წარმოდგენილია „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

19.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტირდატ (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ტირდატ (III ს.)
იხ. თრდატ.

19.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტირიჭანი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ტირიჭანი (VII ს.)
წმინდა მოწამე; ღვთისმსახური ცოლ­ ქმრის, ვარდანისა და თაგინეს, ვაჟი. აღესრულა ბიძის, თევდოსის, ბრძანებით. მდევრებმა მოკლეს სოფ. დივრში. დივრის მთავარმა წაასვენა წმ. ტირიჭანის ნაწილები და მისი სახელობის ტაძარი ააშენა.

19.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტობია

▲ზევით დაბრუნება


ტობია
მართალი ტობი, ბიბლიური პერსონაჟი; ებრაელი ნეფთალიმის ტომიდან. გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით. დევნიდნენ ასირიელი ხელისუფალნი. ტობიას წიგნი არაკანონიკურ წიგნებს მიეკუთვნება, მაგრამ სასარგებლოდ მიიჩნევენ მორალურ­ეთიკური თვალსაზრისით.

19.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტოზიკობა // ზატიკობა

▲ზევით დაბრუნება


ტოზიკობა // ზატიკობა
განცხრომა, დღესასწაულობა, მსხვერპლშეწირვა („ტოზიკობა“ შეესაბამება ბაქარისეულ „ნაზორევს“); მაზდეანთა (ცეცხლთაყვანისმცემელთა) ახალი წელი, ნავროზობა. აღწერილია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“, რომლის თანახმადაც წმინდა მოწამეს უარი უთქვამს მასში მონაწილეობაზე. წმ. ევსტათის შეპყრობის წელს (547 წ.) ქრისტიანთა აღდგომა სპარსელთა ნავროზობას დაემთხვა. ნეტარმა ევსტათიმ თანამემაულეებს განუცხადა: „მე ქრისტჱს ტოზიკსა ვტოზიკობ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ“.

19.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტროპარი

▲ზევით დაბრუნება


ტროპარი
მართლმადიდებელ ეკლესიაში მოკლე ლოცვითი საგალობელი, რომელშიც გახსნილია დღესასწაულის არსი ან იდიდება ესა თუ ის წმინდანი. „ტროპარი“ შეესატყვისება ქართულ ღვთისმსახურებაში გამოყენებულ „დასდებელს“. ტერმინი „ტროპარი“, როგორც ჩანს, გვიან დამკვიდრდა რუსული საღვთისმსახურო წიგნების გავლენით. იგი ქართულში XVIII საუკუნემდე არ გვხვდება.

19.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ტჳროსი

▲ზევით დაბრუნება


ტჳროსი
ტვიროსი // ტვირე, ქამის შთამომავლობის მიერ აგებული ფინიკიური ქალაქი; აქ მზადდებოდა იერუსალიმის ტაძრის საშენებელი მასალა და იგზავნებოდა იერუსალიმში. აქვე, 1800 წ. ქრისტეს შობამდე, შეიმუშავეს შუშის დამზადების ტექნოლოგია, რომელიც იმ დროს ოქროზე მეტად ფასობდა. ტვიროსი განთქმული იყო გემთმშენებლობითა და ფაიფურის დამუშავებით. ქალაქი დაიპყრო და დაარღვია ნაბუქოდონოსორმა. მას შემდეგ ააშენეს ახალი ტვიროსი, რომელიც თავისი დიდებულებით პირველს სჯობდა. მაგრამ, იგიც დაარღვია ალექსანდრე მაკედონელმა. ტვიროსი ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

19.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უბჱ (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


უბჱ (IX ს.)
უბისა // უბე, მონასტერი დასავლეთ საქართველოში; დაუარსებია წმ. გრიგოლ ხანძთელს, აფხაზეთის მეფის, დემეტრეს, თხოვნით. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: „მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად“.

20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უ

▲ზევით დაბრუნება


20.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უდაბნონი

▲ზევით დაბრუნება


უდაბნონი
უდაბნო, დედამიწის დაუსახლებელი, უწყლო და უმცენარო ნაწილია, თუმცა ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, აღნიშნავს ცარიელ, დაუსაქმებელ, „უქმ და უღვაწ“ ადგილს, სადაც ადამიანი წააწყდებოდა „უღვაწთა მათ და უვალთა ადგილთა“ და არა – მცენარეულობას მოკლებულ, მოტიტვლებულს, მაგალითად: „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ ასეა განმარტებული: „იხილეს, რამეთუ უდაბნო იყო და შეცვულ ჴევთა და ტყეთა“. ასევეა „უდაბნოჲ კლარჯეთისაჲ ოპიზას“. „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ – დაუსახლებელ, უდაბურ ად­ გილებში მონასტრების მაშენებელი, წესრიგის, ჰარმონიის, რწმენის შემტანი; უდაბნოდ მოიაზრება უფლისგან მიტოვებული ადგილი, ეშმაკის სამყოფლო, სადაც ქაოსი, უნაყოფობა, ბოროტება სუფევს. უდაბნოს აღიქვამენ სულის შეცნობის, თვითგამორკვევის ადგილად (ბიბლიურმა მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში; წმ. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა; იესო ქრისტემ 40 დღე იმარხულა უდაბნოში). წმ. გრიგოლ ხანძთელი არის „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“. რ. სირაძის მიხედვით, „ქალაქი დღევანდელი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. საერთოდაც, ეს ტერმინი უშუალოდ აღმშენებლობით საქმიანობას არ უკავშირდება. „ქალაქი“ წესრიგის აღმნიშვნელი ცნებაა. იგი უპირისპირდება უდაბნოს, ქაოსს“.

20.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უდაბნოს მრავალთავი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


უდაბნოს მრავალთავი (IX ს.)
ქართული ხელნაწერი გადაწერილი შატბერდში; 1920 წ. ა. შანიძემ ჩამოიტანა უდაბ­ ნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში. ამჟამად 178 ფურცელს შეიცავს. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, გადაწერილია ასომთავრულით. მოღწეული ნაწი­ ლიდან ზოგიერთი ფრაგმენტი ძნელად ან, საერთოდ, არ იკითხება. უდაბნოს მრავალთავი უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელიც „წმ. აბოს წამების“ ტექსტს შეიცავს, თუმცა ეს მონაკვეთიც დაზიანებულია.

20.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ულუმბა // ულუმბო

▲ზევით დაბრუნება


ულუმბა // ულუმბო
მთა („მთაჲ ულუმბოჲსაჲ“) და მონასტერი („ულუმბადვე უკუნიქცა“); ძველი ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა მცირე აზიაში, ბითვინიაში; დაარსების თარიღი უცნობია. საფიქრებელია, რომ ქართველი მოღვაწენი ულუმბოს მონასტერში IX ს. შუა წლებამდეც ცხოვრობდნენ, მკვიდრი საფუძველი კი ქართულ კოლონიას წმ. ილარიონ ქართველმა ჩაუყარა 864 – 869 წწ. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: იოანე მთაწმიდელი, მისი ვაჟი – მცირეწლოვანი ეფთვიმე, მიქაელ­ ზეკეპე ბერთელი, საბა კუტი (ორივე X ს.), ისაკი (XI ს.) და სხვ. მომდევნო წლებში ულუმბოს მონასტერში ქართველების ყოფნის შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუწევია. ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც 1757 წ. იმოგზაურა მცირე აზიაში და ულუმბოს მონასტერიც ინახულა, არაფერს წერს აქ ქართველთა მოღვაწეობის ნაკვალევზე.

20.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უმარი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


უმარი (VII ს.)
იხ. ნეოფიტე ურბნელი.

20.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უმწა

▲ზევით დაბრუნება


უმწა
გეოგრაფიული პუნქტი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

20.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ურია // ჰურიანი

▲ზევით დაბრუნება


ურია // ჰურიანი
ძველი ბიბლიური სახელწოდება ებრაელისა.

20.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ურბნისი (V

▲ზევით დაბრუნება


ურბნისი (V
VI სს.) – 1. ძველი ქართული კულტურის კერა, სამნავიანი ბაზილიკა, ურბნისის სიონი. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: ვლასი ურბნელი (XVI ს.), ევდემონ რატიშვილი გნოლისთავის ძე (1623 – 1710 წწ.), ნიკოლოზ ხერხეულიძე (XVIII ს.) და სხვ. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უმნიშვნელოვანესია ურბნისის სახარება (X ს.); 2. სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში.

20.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ურდი

▲ზევით დაბრუნება


ურდი
გეოგრაფიული სახელი; ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, ნახსენებია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“.

20.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უსისხლო მსხვერპლი

▲ზევით დაბრუნება


უსისხლო მსხვერპლი
1. მართლმადიდებელ ეკლესიაში ევქარისტული საიდუმლოს ერთ­ერთი სახელწოდება. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი – პური და ღვინო. საგანგებოდ გამომცხვარ პურს უწოდებენ სეფისკვერს, ანუ სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს – ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი წყალს გაურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რომელიც შეესატყვისება ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ (წინადაგებას). იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე და იწყება წირვა; 2. სისხლის დაუღვრელად რწმენისთვის გაღებული მსხვერპლი: წუთისოფლის სიამეთაგან გარიდება, უდაბნოში განმარტოება, „მონაგებთა დატევება“ (ქონების დათმობა), მარხულობა და სხვ. ბერ­მონაზვნები, ისევე როგორც მარტვილები, თავიანთი ცხოვრების წესით ქრისტეს ჰბაძავდნენ, მას ემოწმებოდნენ. ოღონდ მარტვილთა ღვაწლი თუ „სისხლიანი მსხვერპლი“ იყო, ბერ­მონაზვნები „უსისხლო მსხვერპლის“ შემწირველად მიიჩნეოდნენ. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსაჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტჱსისა“.

20.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უსტამი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


უსტამი (VI ს.)
ციხისთავი მცხეთაში, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ პერსონაჟი.

20.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უტყჳსა

▲ზევით დაბრუნება


უტყჳსა
ადგილი სამხრეთ საქართველოში, მესხეთში, არსიანის ქედზე, ძინძეს ხეობაში (ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი, მტკვრის აუზი); ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“: „ვითარცა შთამოვიდეს დასასრულსა მას ჴევისასა, რომელ არს „უტყჳსა, მოვიდეს ადგილსა რასმე „ძინძედ“ სახელდებულსა.

20.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უფლისციხე

▲ზევით დაბრუნება


უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი შიდა ქართლში; ცნობები წერილობითს წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება.

20.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - უჯარმა

▲ზევით დაბრუნება


უჯარმა
სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; როგორც ქალაქი ახ. წ. III ს. I ნახევრიდან არსებობდა. IV საუკუნიდან კახეთის საერისთავოს ცენტრი და ქართლის სამეფოში, მცხეთის შემდეგ, მეორე ქალაქი იყო. ლეონტი მროველის მიხედვით, მირიან მეფემ თავის ძეს, რევსა, და მის ცოლ სალომეს საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი და დასვა ისინი უჯარმაში. ქართლში ქრისტიანობის დამკვიდრების დროს, წმ. ნინოს მითითებით, სამი ჯვრიდან ერთ­ერთი უჯარმაში აღმართეს. ვახტანგ გორგასალმა უჯარმა „ნაშენებითა უზომოთა“ გაამაგრა, ააშენა ციხე და დროებით აქ გადმოიტანა სამეფო რეზიდენცია. 502 წ. ბრძოლაში დაჭრილი მეფე აქვე გარდაიცვალა. უჯარმა ერთხანს დარჩა სამეფო რეზიდენციად, მაგრამ მალე, დაჩი ვახტანგის ძემ, მამის ანდერძის თანახმად, რეზიდენცია თბილისში გადაიტანა. ვახტანგ გორგასალმა უჯარმაში ააშენა წმ. რაჟდენის სახელობის ეკლესია.

21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფ

▲ზევით დაბრუნება


21.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფანოელი

▲ზევით დაბრუნება


ფანოელი
ბიბლიურ პერსონაჟი, ანა წინასწარმეტყველის მამა.

21.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფარსისტანი

▲ზევით დაბრუნება


ფარსისტანი
ირანის ცენტრალური ოლქი ფარსი; ამ სახელით მოისენიებენ ირანელები თავიანთ ქვეყანას.

21.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფარსმან (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფარსმან (VI ს.)
ქართველთა მეფე 535 – 537 წწ; სწორედ ფარსმან VI­ის დროს ჩამოვიდა საქართველოში ცამეტი ასურელი მამა წმ. იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით.

21.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფარსმანი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფარსმანი (XI ს.)
ჩორჩანელის ძმა; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

21.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფასო // რიონი

▲ზევით დაბრუნება


ფასო // რიონი
მდინარე რიონის სახელწოდება ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკის“ (XVIII ს.) მიხედვით.

21.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფებრონია (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფებრონია (III ს.)
ღირსმოწამე ფებრონია // თებრონია ქალწული; ქრისტესთვის ეწამა დიოკლეტიანეს მეფობაში. მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

21.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფებრონია (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფებრონია (IX ს.)
სოფ. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვარი, წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე და მეგობარი.

21.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფერისცვალებაჲ

▲ზევით დაბრუნება


ფერისცვალებაჲ
თორმეტი საუფლო დღესასწაულთაგანი, აღინიშნება 19 აგვისტოს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე 17, 2). ამ დროს იესოს გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია იდგნენ, რომლებიც იერუსალიმში მაცხოვრის მოახლოებული ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ. მოწაფეებს ნათელი ღრუბელი დაადგათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე 17, 5).

21.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფილადელფოს (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფილადელფოს (III ს.)
წმ. მოწამე; „წამებაჲ წმიდათა სამთა ყრმათა: ალფიოს, ფილადელფოს და კჳრინესი“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

21.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფილიპე

▲ზევით დაბრუნება


ფილიპე
მეფე ჰეროდეს ძმა, იროდიას // ჰეროდიადას პირველი ქმარი.

21.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფილიპე ეპისკოპოსი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფილიპე ეპისკოპოსი (VIII ს.)
მღვდელმთავარი; მოხსენიებულია „წმ. შიო მღვიმელის სასწაულებში“ სარმიანე კათოლოკოსთან ერთად.

21.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფინეზი

▲ზევით დაბრუნება


ფინეზი
მართალი ფინეზი, ბიბლიური პერსონაჟი, მღვდელი, ძველი აღთქმის მღვდელმთავარ აარონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, რომელმაც თავისი სიმხნით იხსნა ისრაელნი ბელფეგორის წარწყმედისაგან.

21.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფოკა (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ფოკა (II ს.)
წმ. სუქიასთან ერთად წამებული; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“. „ფსალმუნი“ – „დავითნი“ // „დავითი“, ბიბლიის მეცხრამეტე კანონიკურ ფსალმუნთა წიგნი; ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. ავტორად მიიჩნევა ებრაელთა მეფე დავით წინასწარმეტყველი. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და სლავურში – 151. „ფსალმუნნი“ იყოფა 20 კანონად. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში ლიტურგია, უმთავრესად, ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ფსალმუნი ერთ­ერთი ყველაზე ადრე თარგმნილი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა. ქართულად ფსალმუნი პირველად IV – V სს. უნდა იყოს ნათარგმნი.

21.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ფხოელნი

▲ზევით დაბრუნება


ფხოელნი
ფხოველები; ფხოვი // ფხოეთი ისტორიულ­ გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში. ძირითადად, მოიცავს დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ტერიტორიებს.

22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქ

▲ზევით დაბრუნება


22.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქალდია // ხალდეა

▲ზევით დაბრუნება


ქალდია // ხალდეა
ქალდეა. 1. ახალი ბაბილონის სამეფო დაარსებული ძვ. წ. აღ. VII ს. სპარსეთის ყურის სანაპიროზე. აქედან წარმოდგება ქალდეველი; 2. ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჩრდილო­აღმოსავლეთ ანატოლიის(თურქეთი)მთიანეთში;ტერმინიდაკავშირებულია ანტიკურ ხანაში არსებულ ხალხთან, რომელსაც ხალდებს (ან ხალიბებს) უწოდებდნენ. ხალდია იყო ბიზანტიის იმპერიის ერთ­ერთი თემი. 1204 წ. ქართველებმა დალაშქრეს. ეს იყო თამარ მეფის მიერ ბიზანტიის იმპერატორ ალექსი IV ანგელოსის (1203 – 1204 წწ.) წინააღმდეგ ორგანიზებული სამხედრო ექსპედიცია. დაპყრობილ ტერიტორიებზე თამარმა ცალკე სამეფო – ტრაპიზონის იმპერია – შექმნა, რომლის სათავეში თავისი ნათესავი, წარმოშობით ბერძენი უფლისწული და საქართველოში გაზრდილი ალექსი კომნენოსი დასვა.

22.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქალკედონი // ხალკიდონი

▲ზევით დაბრუნება


ქალკედონი // ხალკიდონი
ანტიკური ხანის ქალაქი ბითინიაში, მარმარილოს ზღვის სამხრეთ სანაპიროზე; დაარსებული ძველი ბერძნების (მეგარელთა) მიერ ძვ. წ. 685 წ.

22.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქანაანი

▲ზევით დაბრუნება


ქანაანი
ძველი პალესტინის, სირიისა და ფინიკიის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება; მოიცავდა ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვიდან მდინარეების ორონტესისა და იორდანეს ველებამდე, ტავრის მთიდან ღაზამდე. როგორც ვარაუდობენ, „ქანაანი“ ნიშნავდა „მეწამულს“.

22.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქართლი

▲ზევით დაბრუნება


ქართლი
საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ­ეთ­ ნოგრაფიული მხარე. სახელწოდება მომდინარეობს ქართ­ ველთა ერთ­ერთი ეთნარქის, ქართლოსის, სახელისაგან. თავდაპირველად ქართლი ერქვა ქართლოსის პირველ­ საცხოვრისის მთას, დღევანდელი მცხეთის სიახლოვეს, რომელიც შემდეგ არმაზის მთისა და არმაზის სალოცავის სახელით იყო ცნობილი. აღნიშნულ გეოგრაფიულ პუნქტზე გადიოდა საქართველოს ისტორიულ­გეოგრაფიულ მხა­ რეთა დამაკავშირებელი უმოკლესი გზები. ქართულ ისტორიოგრაფიაშიისმოსაზრებაცარსებობს(ნ.ბერძენიშვილი), რომ ქართის ტომის თავდაპირველი საცხოვრისი ქვემო ქართლი იყო. ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის ჰეგემონობით ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფო, რომლის საერთო სახელწოდება „ქართლი“ იყო (ბერძნულ­ლათინური წყაროებით – „იბე­ რია“). მოგვიანებით, დაახლოებით X საუკუნიდან, ქვეყ­ ნის აღმნიშვნელი ახალი ტერმინი – „საქართველო“ წარმოიქმნა, რადგან ერთმანეთის პარალელურად არსებობდა ეთნოგრაფიული ქართლი და ქართლის სახელმწიფო, რომელიც ეთნოგრაფიული ქართლის გარდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ქართლი მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლს არ ერქვა – ქართლი იყო მთელი სამხრეთი საქართველოც.

22.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქასრე (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქასრე (III ს.)
ირანის შაჰი, მეფე მირიანის მამა; „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით მას ქართველმა ერისთავებმა, მაეჟან ქართლის სპასპეტის თაოსნობით, მორჩილება გამოუცხადეს და სთხოვეს, უფროსი ვაჟი მირიანი (სპარსულად მიჰრანი) მოეცა ქართლის მეფედ.

22.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქაშუეთი

▲ზევით დაბრუნება


ქაშუეთი
ქაშვეთი // ქვაშვეთი, ეკლესია თბილისში; წერილობითს წყაროებში ქაშუეთი პირველად 1440 წ. შედგენილ სიგელში იხსენიება. VI ს. I ნახევარში ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად ქართლში ცამეტი ასურელი მამა შემოვიდა. წმ. ასურელ მამათა შორის ერთ­ერთმა, დავითმა, სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოდიოდა. მაზდეანებმა მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც მორიგი ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი. გადმოცემის მიხედვით, დავითმა თავისი კვერთხი შეახო ორსულის მუცელს და ხმამაღლა ჰკითხა: თქვი, ვინ არის შენი მამა? ყველასთვის მოულოდნელად ქალის მუცლიდან მოისმა ხმა – მამა მჭედელია. ცილისმწამებელ დედაკაცს ღვთის რისხვამ უწია და ბავშვის ნაცვლად ქვა შვა – აქედანაა მიღებული სახელი „ქვაშვეთი“. ა. შანიძე „ქაშუეთის წმინდა გიორგის“ უკავშირებს „ქაჯუეთის“ ხახმატის ჯვარს „ქაჯუეთი- ქაჯავეთი“. ლ. წერეთლის აზრით, „ქაშუეთის“ დაკავშირება „ქვაშვეთთან“ და იმ სასწაულთან, რომელიც ქალის მიერ ქვის შობას აღნიშნავს, ზეპირი ტრადიციის შედეგია. „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ ამგვარი თხრობა არ არის, ეს პასაჟი სიტყვასიტყვით გადმოტანილია „ეფრემ ასურის ცხოვრებიდან“, რომლის ქართული თარგმანი ცნობილი იყო. როდესაც დაიკარგა ქვაშვეთის ეტიმოლოგიის ხსოვნა, ზეპირი ტრადიციებით ეფრემ ასურის ცხოვრების ეპიზოდი მიეწერა დავით გარეჯელს. მეცნიერის დაკვირვებით, უძველესი დროიდან სვეტის სიმბოლიკას ღრმა დატვირთვა აქვს ხალხურ ტრადიციასა და ხუროთმოძღვრებაში. მესვეტეობის ტრადიციით საქართველოში ქვა-სვეტების აღმართვამ სხვა სულიერი ფუნქციაც შეიძინა. ამდენად, ქვაშვეთი უნდა იყოს ქვა-სვეტი. წმ. დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ეკლესია მე­18 საუკუნეში შეიცვალა. 1742 წ. გივი ამილახვარმა ააშენა აგურის ეკლესია. შემდგომში ის დაზიანდა და საკითხი წამოიჭრა მისი შეცვლის აუცილებლობაზე. ახალი ტაძრის მშენებლობა 1910 წ. დამთავრდა იმ დროის გამოჩენილი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილფელდის, პროექტით. მან ახალი ეკლესიის ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. ახალი ეკლესია აკურთხეს 1910 წ. 13 ოქტომბერს.

22.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქებაჲ // შესხმაჲ

▲ზევით დაბრუნება


ქებაჲ // შესხმაჲ
ძველი ქართული პოეზიის ჟანრი; ტერმინი „ქება“ დამკვიდრდა ქართულ ჰიმნოგრაფიასა და სახოტბო პოეზიაში. „ქება“ იწერებოდა პროზად, მაგალითად: იოანე საბანისძის „ქებაჲ წმიდისა მოწამისა აბოჲსი“ ან ლექსად – იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. სასულიერი პოეზიაში ქების სინონიმია „შესხმა“.

22.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქებრონი

▲ზევით დაბრუნება


ქებრონი
(ებრ. „კავშირი“, „გაერთიანება“) – ერთ­ერთი უძველესი ქალაქი იუდეაში იერუსალიმიდან სამხრეთით 30­ იოდე კილომეტრზე შემაღლებულ ადგილას.

22.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქედი მადლოვნებისაÁ // ქედი მადლობისაÁ

▲ზევით დაბრუნება


ქედი მადლოვნებისაÁ // ქედი მადლობისაÁ
გეოგრაფიული პუნქტი, ქედი იერსუალიმში.

22.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქეთევან // ქეთავან დედოფალი (1570

▲ზევით დაბრუნება


ქეთევან // ქეთავან დედოფალი (1570
1624 წწ.) – დიდმოწამე, აშოთან მუხრანბატონის ასული და დავითის, ალექსანდრე კახთა მეფის ძის, მეუღლე; 1605 წ. ხელმძღვანელობდა მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინეს წინააღმდეგ კახეთის აჯანყებას. თეიმურაზის მეფობის პირველ ხანებში განაგებდა ქვეყანას. 1614 – 1617 წწ. შაჰ­აბასმა რამდენჯერმე გაილაშქრა კახეთზე. მან თეიმურაზისგან მძევლები მოითხოვა. მეფე იძულებული იყო, ირანში თავისი შვილები: ალექსანდრე, ლევანი და დედა – ქეთევანი გაეგზავნა. ისინი ჯერ განჯას იყვნენ, შემდეგ კი – აშრაფს. 1620 წ. სამეფო ოჯახის წევრები შირაზში გადაიყვანეს. თეიმურაზი თავგანწირვით ებრძოდა შაჰ­აბასს. იგი მოკავშირეებს ხან ოსმალეთში, ხან რუსეთში ეძებდა. ამით აღშფოთებულმა შაჰმა სასტიკად იძია შური – ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის შედეგადაც უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა, უფროსი კი ჭკუიდან შეიშალა. დედოფალმა თერთმეტი წელი გაატარა სპარსეთში. ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერი მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა სპარსეთის მისიონში. ორი წლის განმავლობაში იგი შირაზში ცხოვრობდა და თვითმხილველი იყო წმ. ქეთევანის სასტიკი წამებისა. შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს მოსთხოვა დედოფლის გამაჰმადიანება, რაზედაც ქეთევანისაგან სასტიკი უარი მიიღო. ის საშინელი წამებით მოკლეს 1624 წ. დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წ.), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარში) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). „ქეთევანის წამება“ // „წამებაQ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი“ – წმ. ქეთევანის ცხოვრება თავის პოემაში „წამება ქათევან დედოფლისა“ აღწერა მისმა შვილმა თეიმურაზ პირველმა; წმ. ქეთევანის შესახებ გვიამბობენ ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, ბერი ეგნატაშვილი, კათოლიკე მისიონერები: გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი. გერმანელმა მწერალმა ანდრეას გრიფიუსმა (XVII ს.) ქეთევან დედოფლის მოწამებრივ ცხოვრებას უძღვნა თავისი ტრაგედია „ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანადშერაცხა.მისწამებასXVIIს.ბოლოსმიეძღვნაგრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილი) აგიოგრაფიული თხზულება „წამებაQ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“. ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ I კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დედოფლისა ქეთავანისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“, რომელიც შეტანილია „მარტირიკაში“ (XVIII ს.); სვინაქსარული „წამება“ კი სამი რედაქციითაა ცნობილი.

22.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქეთევან (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქეთევან (XVII ს.)
მეუღლე შალვა ერისთავისა; მოხსენიებულია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“.

22.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქვენადრისი

▲ზევით დაბრუნება


ქვენადრისი
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში; დღევანდელი სოფ. ჭყოპიანი შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.

22.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქისიყი

▲ზევით დაბრუნება


ქისიყი
ქიზიყი, ისტორიულ­გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ძველ წყაროებში მისი სახელი კამბეჩოვანის სახელითაა მოცემული. თავდაპირველად იგი ჰერეთის მხრეში შედიოდა და ერთ დროს იბერიის შემადგენლობაშიც იყო. მოგვიანებით კახეთის სამეფოში გაერთიანდა.

22.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქორთა

▲ზევით დაბრუნება


ქორთა
ისტორიული სამხრეთ საქართველო, ტაოს მიმდებარე ტერიტორია; ნახსენებია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხვრებაში“: „რამეთუ ცქირმან, რაჟამს წარავლინა ერი იგი ხანცთას, მაშინ თჳთ წარვიდა ქორთას“.

22.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქორონიკონი

▲ზევით დაბრუნება


ქორონიკონი
იხ. ქრონიკონი.

22.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტე

▲ზევით დაბრუნება


ქრისტე
(ბერძნ. „ცხებული“) – თავდაპირველად ეს იყო სამეფო პატივის გამომხატველი ზედწოდება, ძე ღვთისას მოვლენის შემდეგ გამოიყენება როგორც მისი საკუთარი სახელი.

22.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტიანობაჲ // ქრისტეანობაჲ

▲ზევით დაბრუნება


ქრისტიანობაჲ // ქრისტეანობაჲ
ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ­ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმთან და ისლამთან ერთად). ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომლებიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციას, არის რწმენა იესო ქრისტესი, როგორც ღმერთკაცისა, მსოფლიოს მხსნელისა, სამების მეორე პირის განმასახიერებლისა. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა წმინდა წიგნი – ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი – ახალი აღთქმა. ქრისტიანობა, ისლამთან და იუდაიზმთან ერთად, მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ რელიგიებს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეს დაბადებიდან. ქრისტეს მოძღვრება მთელ მსოფლიოს უქადაგეს მისმა მოწაფეებმა – წმინდა მოციქულებმა, რომლებმაც დააარსეს ერთი, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია. ქრისტიანული მოძღვრება მოიცავს სწავლებას იესო ქრისტეს, სულიწმიდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ. ქრისტიანობა ადამიანის სულის ხსნისა და უნივერსალური სიყვარულის რელიგიაა, რომელიც მტრის სიყვარულსაც კი ქადაგებს.

22.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტესია მონაზონი // ქრისტეფორე მონაზონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქრისტესია მონაზონი // ქრისტეფორე მონაზონი (XVIII ს.)
ქრისტეფორე გარეჯელი, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე. სულიერი მოძღვრის კურთხევით ნეტარმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში, დაეყუდა. წმ. მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში. მოხუცებულობის ჟამს ბერად აღიკვეცა და უწოდეს ქრისტეფორე. ოთხმოც წელს გადაცილებული წმ. ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია იქვე. „ქრისტესია მონაზვნის ცხოვრება“ – თხზულება მოგვითხრობს გარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის ბერის, წმ. ქრისტეფორეს (XVIII ს.), ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. წმ. ქრისტესია მონაზვნის ცხოვრება აღწერა მისმა თანამედროვემ სპირიდონ გძელიშვილმა 1880 წ., ქრისტეფორეს გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ: „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

22.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტეფორე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქრისტეფორე (VI ს.)
მონაზონი; მოხსენიებულია „წმ. შიო მღვიმელის სასწაულში“.

22.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტეფორე მონაზონი (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქრისტეფორე მონაზონი (XVIII ს.)
იხ. ქრისტესია მონაზონი.

22.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრისტეფორე კვირეკეწმიდელი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქრისტეფორე კვირეკეწმიდელი (IX ს.)
საეკლესიო მოღვაწე; წარმოშობით ქართლიდან, თანამედროვე და თანამოღვაწე წმ. გრიგოლ ხანძთელისა. სამოღვაწეოდ გადასულა კლარჯეთში. დაარსა კვირიკეწმიდის სავანე.

22.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქრონიკონი // ქორონიკონი

▲ზევით დაბრუნება


ქრონიკონი // ქორონიკონი
წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ, – საქართველოშიც; ქართული ქრონიკონის ციკლი, ანუ მოქცევა, შეიცავდა 532 წელს (XII მოქცევა დაიწყო 781 წ., XIII – 1313 წ.). ქართული წელთაღრიცხვა ემყარება სამყაროს შექმნიდან 5604­წლიან პერიოდსა და 532­წლიან ციკლს, რომელსაც ეწოდებოდა „დიდი ინდიქტიონი“. 532­წლიანი წრე, თავის მხრივ, ეყრდნობოდა მზისა და მთვარის ციკლებსა და ქრისტიანებს ემსახურებოდა მთავარი დღესასწაულის – აღდგომის განსაზღვრაში. ყოველი 532­წლიანი ციკლის შემდეგ ერთმანეთს ემთხვეოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლები და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები.

22.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქუაბთაჴევი

▲ზევით დაბრუნება


ქუაბთაჴევი
ქვათახევი // ქვაბთახევი, XII – XIII სს. ქართული მონასტერი ქართლში; ის ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI – XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსი­ მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვ. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

22.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქუაბთაჴევის მოწამენი (XIV ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქუაბთაჴევის მოწამენი (XIV ს.)
წამებულნი ქვათახევის მონასტერში; 1393 წ. თემურ ლენგმა გაანადგურა და ააოხრა ქვეყანა, მათ შორის – ქვათახევის მონასტერიც, სადაც თავს აფარებდნენ მონაზვნები და იქაური მცხოვრებნი. მონასტრის დარბევის შემდეგ მონღოლებმა მონაზვნები ერთად შეყარეს, ჯერ ცეკვა­თამაში მოსთხოვეს, ხოლო შემდეგ შეამწყვდიეს ღვთისმშობლის ეკლესიაში, შეუნთეს ცეცხლი და დაწვეს. მათი სისხლის ნაკვალევი დიდხანს შერჩა ტაძრის კედლებს. „ქუაბთაჴევს წამებულთა“ – თხზულებაში აღწერილია 1393 წ. მონღოლთა მიერ ქვათახევის მონასტერში ბერთა ჩაკეტვისა და დაწვის ამბავი. ქვათახევის მონასტერში წამებულთა შესახებ ანტონ I კათალიკოსმა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობების საფუძველზე დაწერა და თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა აგიოგრაფიული თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა დიდთა მოწამეთა, რომელნიცა ბრძანებითა უღმრთოჲსა დემურლანგისათა ლაშქართა მისთაგან დაიწუნეს ეკლესიასა შინა მონასტერსა დედისა ღმრთისასა ქუაბთაჴევს, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან­ბაგრატოვანისა“.

22.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქუენადრისი

▲ზევით დაბრუნება


ქუენადრისი
ქვენადრისი, სოფელი შიდა ქართლში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

22.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქუენატკოცა

▲ზევით დაბრუნება


ქუენატკოცა
ქვენატკოცა, სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში.

22.27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქუთაისი

▲ზევით დაბრუნება


ქუთაისი
აია // ქუთაია // ქუთათისი // ქუთათისიუმი, ქალაქი იმერეთში, მდ. რიონის ნაპირებზე; საქართველოს ერთ­ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV – XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIII ს.) დედაქალაქად თვლიდნენ. VI ს. ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII ს. ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. X ს. ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 1122 წ. დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე – ისტორიული თვალსაზრისით.

22.28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქურდია (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ქურდია (X ს.)
ხუროთმოძღვარი; „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, ზანავის ეკლესიის პირველი მაშენებელი (ამასპოსთან ერთად).

22.29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ქტიტორი

▲ზევით დაბრუნება


ქტიტორი
(ბერძნ. „დამფუძნებელი“, „შემქმნელი“) – პიროვნება, რომლის ხარჯითაც შენდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია. ქტიტორთა ასახვას საეკლესიო მხატვრობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღ

▲ზევით დაბრუნება


23.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღადო

▲ზევით დაბრუნება


ღადო
კლდოვანი, ციცაბო. 1. მთა მესხეთის ქედზე, (ღადოს უწოდებდნენ ლიხის მთების გაგრძელებას) ბაღდადის სანახებში; მოქცეულია მდინარეების ქვაბლიანსა და მის მარცხენა შენაკად ოცხეს შორის (მტკვრის აუზი).

23.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღადოთა მთა

▲ზევით დაბრუნება


ღადოთა მთა
მთა კლარჯეთში; ნახსენებია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხვრებაში“: „ღადოთა მთათა შინა მაღალთა“.

23.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღანუჴი

▲ზევით დაბრუნება


ღანუჴი
მდინარე იორის ერთ­ერთი სახელწოდება; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“: „ბახტრიანით ვიდრე ღანუჴამდე დაბანაკებულ სპარსთა“.

23.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღმერთშემოსილი

▲ზევით დაბრუნება


ღმერთშემოსილი
წარუვალი ნათლით შემოსილი, ანუ გან­ ღმრთობილი. მის სინონიმად ხშირად გამოიყენება „რომელმან ქრისტე შეიმოსა“.

23.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღმერთი

▲ზევით დაბრუნება


ღმერთი
უფალი // მაცხოვარი, უზენაესი ძალის მქონე ზებუნებრივი არსება, სამყაროს შემქმნელი („შემოქმედი ცისა და ქუეყანისა“) და გამგებელი; სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, „ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის, გარ­ და პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა და ზოგიერთი აღმოსავლური რელიგიისა. აბრაამისეულ რელიგიებში იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება. ქრისტიანობაში ყოვლადწმიდა სამების დოქტრინა მოიაზრებს ერთ ღმერთს სამი სხვადასხვა სახით. წმინდა სამება მოიცავს მამა ღმერთს, ძე ღმერთსა (რომელიც იესო ქრისტეა) და სულიწმიდას.

23.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღმრთისმოშიშებაჲ

▲ზევით დაბრუნება


ღმრთისმოშიშებაჲ
ეკლესიური სწავლებით, შიში ღვთი­ სა არის დასაბამი ადამიანის სულიერი ძლიერებისა, სას­ წაულთმოქმედების ნიჭისა. ამ სათნოების წყალობით წუთი­ სოფელში მარადისობას შეიგრძნობ, სულისა და ხორცის სიწმინდეს დაიმარხავ. შიში უფლისა და სიყვარული განუყოფელია ერთმანეთისგან, უფრო ზუსტად, ერთი მეორეს გულისხმობს და განაპირობებს: „თუკი ძველ აღთქმაში ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის მთავარი პრინციპია შიში, ახალ აღთქმაში იგი შეცვალა სიყვარულმა, რომელმაც მთლიანად კი არ განდევნა ღვთის მოშიშება, არამედ დაიმორჩილა“ (ა. ბიჩკოვი). „უდიდესი სიმდიდრე, უხრწნელი მემკვიდრეობა მარადიული საგანძური არის შიში ღვთისა... სადაც შიშია ღვთისა, იქ გლახაკი და არაფრის მქონეც კი ცხონდება“ (წმ. იოანე ოქროპირი).

23.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღმრთისმეტყუელებაჲ

▲ზევით დაბრუნება


ღმრთისმეტყუელებაჲ
თეოლოგია, საეკლესიო მოძღვრება, მეცნიერება ღვთისა და რწმენის შესახებ; არსებობს ღვთის­ მეტყველების ორი ძირითადი სახე: გამოცხადებითი (დამყარებული ღვთიურ გამოცხადებაზე) და ბუნებრივი. ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფუძემდებლები იყვნენ იუსტინიანე, ტერტულიანე, კლიმენტი. ორიგენე და სხვ. ყველაფერი, რაც პრინციპულად უკავშირდება რელიგიას, წარმოადგენს ღვთისმეტყველების საგანს. მისი მიზანია, მოგვცეს ცოდნა ღვთისა და რელიგიური რწმენის გასაგნებულ ჭეშმარიტებათა ირგვლივ. ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერების, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერად გააშუქოს, დააფუძნოს და გაამართლოს რწმენა ღვთისა, მისი არსებობა, თვისებები და უმთავრესი ჭეშმარიტებანი რელიგიური აღმსარებლობისა. ღვთისმეტყველების მასწავ­ ლებელთა და შემსწავლელთა ამოცანა უნდა შეიცავდეს ორ აუცილებელ პირობას: ა) მიაწოდონ ჭეშმარიტება და უწყვეტობა სამოციქულო სწავლებისა, რომელიც შენარჩუნებულია ეკლესიის მიერ ყოველგვარი ცვლილების ან დამახინჯების გარეშე; ბ) გამოხატონ ეს სწავლება ისეთნაირად, რომ გასაგები იყოს ადამიანებისათვის ე. ი. იმათთვის, ვის შორისაც ცხოვრობს და ვისი გადარჩენისთვისაც არის მოწოდებული ეკლესია. ღვთისმეტყველება სხვა არაფერია, თუ არა ჭვრეტა. იგი გულისხმობს ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან და განუყოფლადაა დაკავშირებული ლოცვასთან. როგორც ამბობენ, არ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ღვთისმსახურების გარეშე. ღვთისმეტყველების პრობლემა­ ტიკის კვლევა განსაკუთრებით ნაყოფიერად წარიმართა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში. ამას, უწინარეს ყოვლისა, ხელი შეუწყო უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ლიტერატურის ძველბერძნული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებულმა თარგმანებმა. ძველი ქართული კულტურის წამყვან კერებში (ათონის მთა, გელათისა და იყალთოს აკადემიები და ა. შ.) ქართული ღვთისმეტყველების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა „კაბადოკიის სამი მნათობის“ (ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის), იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, მაკარი მეგვიპტელის, ფსევდო­დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე აბუკურას, იოანე სინელის და სხვ. ნაშრომების ძველქართულმა თარგმანებმა. ეფრემ მცირემ (XI ს.) თარგმნა იოანე დამასკელის „დიალექტიკა“. ქართული თეოლოგიური მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არსენ იყალთოელმა (XI – XII სს.), რომელმაც გამორჩეული თეოლოგიური ნაშრომები ქართულ ენაზე თარგმნა და საღვთისმეტყველო კვლევა­ ძიებათა შემაჯამებელი კრებული „დოგმატიკონი“ შექმნა. ეფრემ მცირესა და არსენ იყალთოელის თვალსაზრისთაგან მკვეთრად განსხვავდება იოანე პეტრიწის (XII ს.) მოსაზრება თეოლოგიისა და ფილოსოფიის როლის შესახებ. პეტრიწმა ნეოპლატონიკოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისები“ თარგმნა და დაწვრილებით განმარტა ქართულ ენაზე.

23.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ღუაწლი

▲ზევით დაბრუნება


ღუაწლი
ღვაწლი. საზოგადო, საქვეყნო საქმისთვის გაწეული შრომა; „გაჭირვებასა და ომში ყოფნა“ (სულხან­საბა ორბელიანი); წმინდანის ცხოვრება ღვაწლად მიიჩნევა.

24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყ

▲ზევით დაბრუნება


24.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყიზილბაშები

▲ზევით დაბრუნება


ყიზილბაშები
(თურქ. „წითელთავიანები“) – თურქული მომთაბარე ტომების გაერთიანება მცირე აზიასა და აზერბაიჯანში; ეს სახელი დაერქვა ვრცელი სპექტრის ექსტრემისტ შიიტ მეომართა დაჯგუფებებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ირანში საფავიდთა დინასტიის დაფუძნებაში. მათი წითელი თავსაბურავი შედგებოდა 12 ნაკეცისაგან, რომელიც სიმბოლურად 12 შიიტ იმამს აღნიშნავდა. XVI ს. დასაწყისში ისმაილ I­ის მეთაურობით ყიზილბაშებმა გაანადგურეს აყ­ყოიუნლუს სახელმწიფო და 1502 წ. ისმაილ I შაჰად გამოაცხადეს. ასე შეიქმნა სეფიანთა სახელმწიფო, სადაც XVI ს. დასასრულამდე ყიზილბაშების ზედა ფენას ეჭირა გაბატონებული მდგომარეობა. შაჰ­აბას I­ის სამხედრო რეფორმის შემდეგ პოლიტიკური მნიშვნელობა და მათი ლაშქრის ძლიერება საგრძნობლად დაეცა. ყაზილ­ჰაჯილი – ქალაქი შამახიაში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

24.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყარაია

▲ზევით დაბრუნება


ყარაია
გარდაბნის ვაკის ძველი სახელწოდება.

24.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყარაბაღი

▲ზევით დაბრუნება


ყარაბაღი
დღევანდელი აღმოსავლეთ სომხეთისა და სამხრეთ­დასავლეთ აზერბაიჯანის გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მცირე კავკასიონის მაღლობიდან ვრცელდება მდ. მტკვარსა და არაქსს შორის; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

24.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყველთაჲ

▲ზევით დაბრუნება


ყველთაჲ
მცირე დაბა მანგლისის მახლობლად; ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „ღუაწლი წმიდისა და სანატრელისა, მოწამისა და მეფისა ლუარსაბისი“.

24.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყივჩაღები

▲ზევით დაბრუნება


ყივჩაღები
თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში; პირველსაცხოვრისი ვოლგის აღმოსავლეთით ჰქონდათ, XI ს. შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ. დავით IV აღმაშენებელმა 1118 წ. საქართველოში 40 ათასი ყივჩაღი გადმოასახლა და ცოლად შეირთო მათი ერთ­ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის, ასული გურანდუხტი.

24.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყირიმი

▲ზევით დაბრუნება


ყირიმი
ნახევარკუნძული უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავსა და აზოვის ზღვებს შორის; ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I ს. ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III – IV სს. შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, IV – V სს. კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. X ს. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ტმუტარაკანის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. XIII ს. თათარ­მონღოლები შეიჭრნენ და იქ ოქროს ურდოს ყირიმის ულუსი შექმნეს. ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წ., წარმოიქმნა ყირიმის სახანო.

24.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ყუელისციხე

▲ზევით დაბრუნება


ყუელისციხე
ყველისციხე, შუა საუკუნეების ციხე­სიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, არსიანის ქედის სამხრეთ ნაწილში, ჯაყისწყლის (ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი, მტკვრის აუზი) სათავეში; წყაროებში პირველად ნახსენებია 914 წ. აბულ­კასიმის ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მტერმა აიღო ყველისციხე და აწამა ციხისთავი, წარჩინებული გობრონი. ეს ამბავი აღწერა სტეფანე მტბევარმა თხზულებაში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შ

▲ზევით დაბრუნება


25.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შადიმან ბარათაშვილი (XVI

▲ზევით დაბრუნება


შადიმან ბარათაშვილი (XVI
XVII სს.) – ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიდ ფეოდალთა დაჯგუფების ერთ­ერთი ხელმძღვანელი, გიორგი სააკაძის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (1612 წ.) ორგანიზატორი. ირანელთა შემოსევის დროს (1614 წ.) შაჰ­აბას I­ის სამსახურში ჩადგა, იმერეთიდან გადმოიყვანა ლუარსაბ II და შაჰს მიჰგვარა, რასაც ლუარსაბის მოწამებრივი სიკვდილი მოჰყვა. შადიმანობა დღესაც გამოიყენება ქვეყნის ღალატის აღმნიშვნელ ტერმინად.

25.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შავი გრიგოლ (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


შავი გრიგოლ (XI ს.)
გრიგოლ მთაწმიდელი, ათონის ქართველთა მონასტრის მეოთხე წინამძღვარი. მისი წინამძღვრობის წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა ბერძენთა შემოტევები ქართველთა მონასტრის ხელში ჩასაგდებად. გრიგოლის ენერგიულმა ბრძოლამ მონასტერი დაღუპვას გადაარჩინა. მიხეილ IV პაფლაღონელის (1034 – 1041 წწ.) დახმარებით მან ბერძენთა ძალმომრეობა მოიგერია და 1034 წ. ქართველთა მონასტერს დაუბრუნა წართმეული მამულები (ლეონდარი, იერუსო, მელნძა და სხვ.). გრიგოლ მთაწმიდელი „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ მოხსენიებულია „შავი გრიგოლის“ სახელწოდებითაც.

25.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შავი მთა

▲ზევით დაბრუნება


შავი მთა
საკვირველმოქმედი მთა სირიაში, ანტიოქიის მახლობლად; ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია შავ მთაზე, ძირითადად, დაიწყო XI ს. 30­იანი წლებიდან, როდესაც იქ დამკვიდრდა ბევრი მოღვაწე შატბერდიდან, ოშკიდან... მომდევნო წლებში ქართველები მომრავლდნენ შავი მთის სავანეებში: სვიმეონის ლავრაში, რომანწმინდაში, კალიპოსში, კასტანაში, ეზრას მონასტერში და სხვ. შავ მთაზე ინტენსიური მწიგნობრულ­საგანმანათლებლო მუშაობა იწყება XI ს. 30­ იანი წლებიდან, როცა აქ დასახლდა სამხრეთ საქართველოდან წამოსული ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი და მწიგნობარი: გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, საბა თუხარელი, ანტონ ტბელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოვანე ჯიბისძე, იოვანე დვალი და სხვები.

25.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შავშეთი

▲ზევით დაბრუნება


შავშეთი
საქართველოს ისტორიულ­გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი; სახელი ეწოდა დასახლება შავშეთის მიხედვით, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX საუკუნიდან მოყოლებული აქ გაჩნდა აღმოსავლეთიდან გადმოსულ ქართველთა ახალშენები, გაჩაღდა ეკლესია­მონასტრების მშენებლობა. X ს. დაარსდა ტბეთის საეპისკოპოსო. 1547 წ. შავშეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, 1877 – 1878 წწ. ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაიკავა. 1921 წ. ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს. ამჟამად შედის თურქეთის ართვინის პროვინციაში შავშათის რაიონის სახით.

25.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შალვა ახალციხელი // შალუა ერისთავი (XII

▲ზევით დაბრუნება


შალვა ახალციხელი // შალუა ერისთავი (XII
XIII სს.) – საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თამარ მეფის თამარ მეფის ვეზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების – ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი; 1195 წ. შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმსობელს შესწირა. შალვა ახალციხელი, სარგის თმოგველთან ერთად, სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში (XIII ს. დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში (1203 წ.) შალვა და მისი ძმა, ივანე, სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველო). 1225 წ. სომხითში, გარნისის ბრძოლაში, თავის ძმასთან, ივანე ახალციხელთან, ერთად, სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. ის ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა და ჯალალედინს მიჰგვარეს. ერთი წლის შემდეგ, „ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო“, სიკვდილით დასაჯეს. გმირულ­პატრიოტული ხასიათის ქართული ხალხური სიმღერა „შავლეგო“ სწორედ მას ეძღვნება. „შალვა ახალციხელის წამება“ – თხზულება გადმოგვცემს 1223 წ. ქართველების ბრძოლას ჯალალედინის ურდოს წინააღმდეგ, გარნისთან მეწინავე რაზმის მეთაურის, შალვა ახალციხელის, დატყვევებისა და ერთი წლის შემდეგ ხვარაზმელების მიერ მისი სიკვდილით დასჯის ამბებს. წმ. შალვა ახალციხელის შესახებ პირველ ცნობებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი“ გვაძლევს, რომელსაც შემდგომში დაეყრდნო ბასილი ეზოსმოძღვარი. ძირითადი ინფორმაცია კი მაინც „ჟამთააღმწერელს“ შემოუნახავს. „ათთა ბევრთა წამებაში“ ანტონ I კათალიკოსი შეეხო წმ. შალვა ახალციხელსაც, თუმცა მან თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) ცალკე თხზულებად შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა შალუა მთავრისა ახალციხელის მანდატურთუხუცესისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავითიან­ბაგრატოვანისა“.

25.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შალვა ქსნის ერისთავი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


შალვა ქსნის ერისთავი (XVII ს.)
წმ. შალვა, ქსნის საერისთავოს ერისთავი, კახეთის აჯანყების (1659 წ.) ერთ­ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ბიძინა ჩოლოყაშვილსა და ელიზბართან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა – იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. შალვა ქსნის ერისთავი დაკრძალულია ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხში – იკორთის მონასტერში.

25.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შამახია // კჳროპოლისი

▲ზევით დაბრუნება


შამახია // კჳროპოლისი
შემახა, ქალაქი აზერბაიჯანში, შემახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი; არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ ძველი წელთაღრიცხვის V – IV სს. დასახლება გამოავლინა. პტოლემე შემახას „შემახიას“ სახელით იხსენიებს.

25.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - IX

▲ზევით დაბრუნება


IX
XVI სს. შირვანის სატახტო ქალაქი და შირვანშაჰების რეზიდენცია იყო. 1222 წ. მონღოლებმა დაარბიეს.

25.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შარო

▲ზევით დაბრუნება


შარო
გეოგრაფიულიპუნქტიაფხაზეთში(„შარო“// „შაროეთი“); ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია.

25.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შარუხი

▲ზევით დაბრუნება


შარუხი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

25.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შატბერდი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


შატბერდი (IX ს.)
„დიდებულ ლავრად“ წოდებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში; აშენდა უშუალოდ წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გიორგი მერჩულის თხზულების სათაურშივე იხსენიება, როგორც ხანძთისა და შატბერდის მაშენებელი. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე­მთავრის, ბაგრატ I კურაპალატის, შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სოფრონ შატბერდელი (IX – X სს.), გაბრიელ შატბერდელი (X ს.) მიქაელ მოდრეკილი, იოანე ბერაი, დავით და იოანე ჯიბასძენი (XI ს.), გრიგოლ ვაჩეძორელი, სტეფანე შატბერდელი და სხვ. აქვე შეიქმნა „შატბერდის კრებული“ (X ს.), გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები. შატბერდი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. შაჰ­აბას I (1571 – 1629 წწ.) – შაჰ­აბას დიდი, ირანის შაჰი; ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს. ყიზილ­ ბაშურ­თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები. შექმ­ ნა მუდმივი ჯარი, ჩაატარა სამხედრო რეფორმა, რომ­ ლის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამა­ ჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი­ხან უნდილაძემ და ინგლისელმა ძმებმა, ანტონ და რობერტ შერლებმა. ირანის ცენტრალური რაიონის აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ­ხელოსნები (1605 წ.), ქართველი და შირვანელი სოფლის მეურნენი (1616, 1618 წ.). სამხრეთ კავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიაჩნდა ქართლ­კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ­მაჰმადიანურ სახანოებად გადაქ­ ცევა. მისი სარდლობით სამჯერ (1614, 1616, 1617 წ.) აოხრდა ქართლ­კახეთი, 1625 წ. კი აჯანყებული ქართველების წი­ ნააღმდეგ ისა­ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 წ. და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ მისი გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა, საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. 1620 წ. დაასაჭურისებინა თეიმურაზ I­ის ვაჟები – ლევანი და ალექსანდრე, 1622 წ. მოაკვლევინა ლუარსაბ II, ხოლო 1624 წ. მისი ბრძანებით აწამეს კახეთის დედოფალი წმ. ქეთევანი. ქართველი აგიოგრაფები მას მოიხსენიებენ ეპითეტებით: „უსჯულო, მხეცი, უკეთური, ყოვლითა არაწმიდებითა აღსავსე, მახვილი იგი ორპირი, ჭური ყოველთა მანქანებათა ბოროტისათა, მპოვნებელი ყოველთა ცბიერთა; უღმრთო მეფე“. შაჰ­აბას II (XVII ს.) – სულთან მუჰამად მირზა, ირანის შაჰი; დედამისი, ანა ხანუმი, ქართველი იყო, ბებიაც, დილარამ ხანუმი, ქართველი ჰყავდა. მის დროს ირანის პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ­ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან­ ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო­ხანი (როსტომ­ხან სააკაძის დისშვილი), ადამ ანდრონიკაშვილი, ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა­ბეგ გურჯი და სხვ. შაჰ­თამაზი (XVIII ს.) – თამაზ I, ირანის შაჰი, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი. მასზე დიდხანს სეფიანთა იმპერია არავის უმართავს. პაპა შაჰ­აბასისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). შაჰ­ისმაილი (XVI ს.) – ისმაილ II, სეფიანთა დინასტიის მესამე შაჰი, სეფიანთა მეორე წარმომადგენლის, შაჰ­თამაზ I­ის, ვაჟი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

25.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შახუდაბანდა (XVI ს.)

▲ზევით დაბრუნება


შახუდაბანდა (XVI ს.)
შაჰ­აბას I­ის მამა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

25.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შესხმაჲ

▲ზევით დაბრუნება


შესხმაჲ
იხ. ქებაჲ. შეშის­თავ – იხ. თავი შეშათა.

25.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შვიდი საეკლესიო საიდუმლო

▲ზევით დაბრუნება


შვიდი საეკლესიო საიდუმლო
არსებობს ახალი აღთქმის შვიდი წეს­განგება, რომელთა ხილული აღსრულების მიღმა იგულისხმება საიდუმლო (ფარული, თვალით უხილავი) გარდამოსვლა სულიწმიდის მადლისა, ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული, ქორწინება, მღვდლობა და ზეთისცხება.

25.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შიო ახალი გარეჯელი (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


შიო ახალი გარეჯელი (XVII ს.)
წმ. მღვდელმოწამე შიო, გარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი; მის მიერაა გადაწერილი ორიგინალური აგიოგრაფიული კრებული, რომელიც შეასრულა ონოფრე მაჭუტაძის „ნებითა და ბრძანებით“, როგორც ამას თავად გვაუწყებს. ღირსი შიო დავით­გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს. ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო, მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა­კურთხევით. ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვისა და ტრაპეზის შემდეგ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავით მწირი, გაბრიელი და პავლე. წინამძღვარმა ონოფრემ წმ. მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმ. დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით დაკრძალა. „შიოს წამება“ // „წამებაჲ შიოჲსი“ – XVII ს­ის მიწურულში გარეჯის უდაბნოში შეიქმნა შიო გარეჯელის საგალობლებისა და მოკლე ცხოვრების შემცველი სვინაქსარული თხზულება „წმიდისა მღდელთ­მოწამისა შიოსი და მოყუასთა მისთა“. იგი წარმოადგენს წმ. შიო ახალი გარეჯელის დღესასწაულის დღის სრულ განგებას. მისი ავტორია ამბების თვითმხილველი ნიკოლოზ მაღალაშვილი. თხზულების შექმნას საფუძვლად დაედო XVII ს­ის ბოლოს (1697 – 1699 წწ.) ლეკთა მიერ წმ. შიოსა და გარეჯის მონასტრის კიდევ ხუთი მონაზვნის დახოცვის ამბავი.

25.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შიოს მარანი

▲ზევით დაბრუნება


შიოს მარანი
ულევი, უხვი საზრდო; წმ. შიო მღვიმელის სახელთან დაკავშირებული სასწაულის მიხედვით, მარანში დაკლებული ღვინო თავისით მატულობს და ივსება. „ღმერთმა ისე აგაშენოთ, როგორც შიოს მარანიო“ – დალოცვის ტექსტებსა და სადღეგრძელოებში დამკვიდრებული გამოთქმაა. თ. სახოკიას აზრით, „შიოს მარანი – სიმდიდრე ულეველი, დიდი ქონება, უხვება, სავსებაა“.

25.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შიომღვიმე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


შიომღვიმე (VI ს.)
სამონასტრო კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე; დააარსა ერთ­ერთმა ასურელმა მამამ წმ. შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, ნეტარ შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედანაა სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“).

25.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შიო მღვიმელი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


შიო მღვიმელი (VI ს.)
საეკლესიო მოღვაწე, ერთ­ერთი ასურელი მამა, შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი. VI ს. შუა წლებში, წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად, მოვიდა ქართლში. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ – ზედაზნის მთაზე. ოთხი წლის შემდეგ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობასა და სარკინეთის მთაზე დააარსა მონასტერი. მას დაემოწაფა „საჩინო მთავარი ციხედიდისაჲ“ – ევაგრე. თავდაპირველად ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX ს. ეკლესიად უქცევიათ. მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედანაა სახელწოდება „მღვიმელი“). ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. „შიოსა და ევაგრეს ცხოვრება“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ვაგრესი“ – თხზულება მოგვითხრობს VI ს. სირიიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოსული მონაზვნის, წმ. შო მღვიმელისა და მისი მოწაფის – ევაგრეს ცხოვრებასა და შიომღვიმის მონასტრის დაარსების ისტორიას. წმ. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან „წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრება“, X ს. II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.). ამ რედაქციათა ავტორთა ვინაობის, მათი შექმნის დროისა და ურთიერთმიმართების თაობაზე არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება: ს. კაკაბაძის აზრით, პირველადი არის მოკლე რედაქცია, რომლის ავტორია არსენ კათალიკოსი, დაწერილია 687 – 700 წწ. აქედან მომდინარეობს მეტაფრასული რედაქცია, რომელიც დაიწერა 905 წ. ახლო ხანს. ეს ნაწარმოები გადაბმულია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მეტაფრასულ რედაქციაზე; მეორე შეხედულება ეკუთვნის აკად. კ. კეკელიძეს, რომლის აზრით, უძველესი არის მოკლე რედაქცია, ოღონდ ეს დამოუკიდებელი ნაწარმოები კი არ არის, „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციის ორგანული ნაწილია, მისი უშუალო გაგრძელებაა და დაწერილია კათალიკოს არსენ მეორის მიერ. ვრცელი მეტაფრასული რედაქცია კი, მეცნიერის აზრით, შექმნილია მოკლე რედაქციის გადამუშავების შედეგად უცნობი ავტორის მიერ XII ს.­ის პირველ ნახევარში; ი. აბულაძის აზრით კი, მოკლე რედაქცია, მართლაც, პირველადია და ორგანული ნაწილია „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქციისა, ამიტომაც მას ვერ დაწერდა კათალიკოსი არსენ II, რადგან „წმ. იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მოკლე რედაქცია არსენ II­ს არ ეკუთვნის; ვრცელი, მეტაფრასული რედაქცია მოკლეს გადაკეთების შედეგად უნდა იყოს შექმნილი XII ს.­ის პირველ ნახევარში; ასურელ მოღვაწეთა „ცხოვრებათა” ციკლის ჩამოყალიბება დაკავშირებულია იოანე მარტვირთან, ვინაიდან მისი სახელი ფიგურირებს წმ. შიო მღვიმელის ვრცელი ცხოვრების სათაურში, როგორც „ცხოვრების” აღმწერი და, ამავდროულად, წმ. იოანეს მოწაფე. მართალია, იოანე მარტვირის შექმნილი ნაწარმოები „თხზულების გვიანდელი მოდიფიკაციაა, მაგრამ იგი მაინც უკეთ ინახავს დედანს“ – მ. ჩხარტიშვილი; X ს.-ის II ნახევრით ათარიღებს ე. გაბიძაშვილი. იგი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათოლიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების – წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს. მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII ს.-ში შექმნილ ძეგლად მიიჩნევს, გ. ფერაძე კი მის ავტორად დავით აღმაშენებლის სულიერ მოძღვარს, არსენ ბერს, მიიჩნევდა, თუმცა ეს მოსაზრებები გაზიარებული არ ყოფილა. გარდა ამისა, მოღწეულია უცნობი ავტორის მიერ XVII–XVIII სს.-ში შედგენილი წმ. შიოს მეტაფრასული „ცხოვრების“ ახალი რედაქცია (ცნობილია ერთადერთი ხელნაწერით) და ორის სვინაქსარული რედაქცია – ერთი ძველი, XIII ს.-ის ხელნაწერით მოღწეული (შექმნილია მეტაფრასტული რედაქციის საფუძველზე), ხოლო მეორე გვიანდელი (სავარაუდოდ XVII–XVIII სს., შემონახულია ერთადერთ 1726 წ. ხელნაწერში, შექმნილი უნდა იყოს მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე). ცხოვრებათა ტექსტების გარდა, მოღწეულია, აგრეთვე, „თხრობაჲ სასწაულთათვის მამისა შიოჲსთაჲ“, შეკრებილი ბასილი კათოლიკოსის (1090 – 1110 წწ.) მიერ (ცნობილია მხოლოდ XVIII ს.-ის ხელნაწერებით). ტექსტის შესავალი ნაწილის თანახმად, ავტორს შეუკრებია სხვადასხვა წყაროში გაფანტული სასწაულების აღწერა. ცალკეული ცნობები წმ. შიოს შესახებ შემონახულია, აგრეთვე, წმ. იოანე ზედაზნელისა და აბიბოს ნეკრესლის „ცხოვრებებში“.

25.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შიო საკვირველთმოქმედი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


შიო საკვირველთმოქმედი (X ს.)
წმ. მიქელ პარეხელის მოძღვარი ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით.

25.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შირაზი

▲ზევით დაბრუნება


შირაზი
ქალაქი სამხრეთ ირანში; დააარსეს არაბებმა VII საუკუნეში. სასანიანთა დროს შირაზის ადგილას იყო დასახლება.

25.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შირვანი

▲ზევით დაბრუნება


შირვანი
შარვანი, ისტორიული ქვეყანა აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე; შეადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. ირანის მიერ შირვანის კოლონიზაციისა და აქ ჩრდილოეთისგან თავდასაცავი დიდი მშენებლობების ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და, შესაბამისად, სასანიანთა მიერ დანიშნულ ადგილობრივი მმართველთა შორის – წოდება „შირვანშაჰი“.

25.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შუამდინარე

▲ზევით დაბრუნება


შუამდინარე
(ბერძნ. მესოპოტამია, ძვ. ქართ. უჟიკეთი) – შუამდინარეთი, რეგიონი ახლო აღმოსავლეთში; მოიცავს ტერიტორიას ტიგროსსა და ევფრატს შორის.

25.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შუარტყლი

▲ზევით დაბრუნება


შუარტყლი
გეოგრაფიული პუნქტი, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“, უნდა მდებარეობდეს სამცხეში. ასეთივე ტოპონიმი გვხვდება რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

25.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - შუშანიკი სუსანა (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


შუშანიკი სუსანა (V ს.)
ეკლესიის მოწამე; სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის, ასული; ქვემო ქართლის პიტიახშის, ვარსქენის, მეუღლე. სპარსეთის სამეფო კართან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთში პეროზ მეფეს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ქრისტიანობა, ცეცხლთაყვანისცემლობა მიიღო და მეფეს საკუთარი ცოლისა და შვილების მოქცევას დაჰპირდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვარსქენმა ვერ მოახერხა შუშანიკის გადმობირება, რისთვისაც ის მოწამებრივად აღესრულა. VI ს. ქართველებმა წმ. შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. `შუშანიკის წამება~ // „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფ­ ლისაჲ“ – ჩვენამდე მოღწეული უძველესი აგიოგრაფიული თხზულება მოგვითხრობს ქვემო ქართლის პიტიახშის, გამაზდეანებული ვარსქენის მიერ თავისი ქრისტიანი მეუღლის, წმ. შუშანიკის, წამების ამბავს. ავტორი იაკობ ხუცესი (ცურტაველი) თვითმხილველი და მონაწილეა იმისა, რაც ვარსქენ პიტიახშის კარზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI ს. დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა. წმ. შუშანიკის მეუღლე – ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წ. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში, ანუ 482 წლამდე, დაიწერა. შუშანიკ დედოფალი 475 წ. 17 ოქტომბერს აღესრულა. ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476 – 483 წწ. დაიწერა. თხზულების ტექსტი ცნობილია ორი ვერსიის – ვრცელი და მოკლე რედაქციების სახით. „წმ. შუშანიკის წამების“ ტექსტის შემცველი უძვე­ ლესი ხელნაწერი X ს. თარიღდება. ვრცელი და მოკლე რედაქციები არსებობს სომხურ ენაზეც. ვრცელი სომხური რე­ დაქცია თარგმნილია ვრცელი ქართული რედაქციიდან, მოკლე სომხური რედაქცია მიღებულია ვრცელი სომხური რედაქციის გადაკეთების შედგეად.

26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩ

▲ზევით დაბრუნება


26.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩიმიშკი

▲ზევით დაბრუნება


ჩიმიშკი
საერო პირი; მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

26.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩინგიზ (XII

▲ზევით დაბრუნება


ჩინგიზ (XII
XIII სს.) – ჩინგიზ ხანი // ჩინგიზ­ყაენი // თემუჩინი, ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი; 1206 წ. მონღოლთა გვაროვნული და ფეოდალური ზედაფენის ყრილობაზე აირჩიეს სრულიად მონღოლეთის ხანად და ეწოდა ჩინგიზი (დიდი ყაენი). მან დაიმორჩილა სამხრეთ ციმბირი, ჩრდილოეთ ჩინეთი, ხელთ იგდო დიდი ალაფი და ჩინური საალყო ტექნიკით გააძლიერა თავისი ლაშქარი. მისმა ჯარებმა დაანგრიეს და დაიპყრეს ხვარაზმშაჰთა სახელმწიფო შუა აზიაში, დალაშქრეს ჩრდილო ირანი, კავკასია, 1220 – 1221 წწ. სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. დაამარცხეს რუსებისა და ყივჩაყების გაერთიანებული ძალები. მონღოლთა ლაშქრობებს თან სდევდა დაპყრობილი ქვეყნების აოხრება და მათი მოსახლეობის აწიოკება­განადგურება. ჩინგიზ­ყაენის მიერ შუა აზიის დამორჩილებით დასრულდა მონღოლთა დაპყრობების I ეტაპი (მონღოლთა დაპყრობები).

26.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩინია // ჩინელნი

▲ზევით დაბრუნება


ჩინია // ჩინელნი
ჩინეთი, სახელმწიფო ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში; ჩინეთის ისტორია, უძველესი ხელნაწერების მიხედვით, დაახლოებით 3500 წ. წინ დაიწყო. ეს არის ერთ­ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას.

26.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩიჩხიტური (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჩიჩხიტური (VI ს.)
მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე; გამოკვეთილია მთის ჩრდილოეთ ფერდში. დღეს მონასტრის ტერიტორია სადავოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

26.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩორი // კარი

▲ზევით დაბრუნება


ჩორი // კარი
კასპიის კარი, ანუ დარუბანდი; ციხე­ქალაქი კასპიის ზღვის სანაპიროზე, სადაც ირანის ლაშქარი იდგა. ნახსენებია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაში“.

26.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩორჩანელნი (XI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჩორჩანელნი (XI ს.)
„ძმანი ჩოჩანელნი“ მოხსენიებულია გიორგი მთაწმიდელის „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“.

26.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჩორჩანი

▲ზევით დაბრუნება


ჩორჩანი
სოფელი ქვაბლიანის (ადიგენის მუნიციპალიტეტი, მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. შედიოდა ჩორჩანელების ფეოდალური საგვარეულოს შემადგენლობაში. ამ სახელით დღესაც გვხვდება ეს პუნქტი. ჩორჩანი იყო სამშობლო ჩორჩანელებისა, სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოსი.

27 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ც

▲ზევით დაბრუნება


27.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ციციშვილი ზაზა (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ციციშვილი ზაზა (XVII ს.)
აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სომხით­საბარათიანოს მეწინავე სადროშოს სარდალი ვახტანგ V­ის მეფობაში; 1664 წ. მონაწილეობდა ვახტანგისა და არჩილის ბრძოლებში ერეკლე ბატონიშვილის წინააღმდეგ. 70­იან წლებში განხეთქილება მოუხდა ვახტანგ V­სთან. მოკლეს შეპყრობის მცდელობისას.

27.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ციხედიდი

▲ზევით დაბრუნება


ციხედიდი
ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში; ევაგრე სპასპეტის (VI ს.) რეზიდენცია „წმ. შიოსა და ევაგრეს ცხოვრების მიხედვით“. ასევე, ნახსენებია როგორც სოფელი „წმ. შიო მღვიმელის სასწაულებში“.

27.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცოდვაჲ

▲ზევით დაბრუნება


ცოდვაჲ
განზრახ ჩადენილი ან უნებლიე დანაშაული, რომ­ ლითაც ადამიანი უპირისპირდება ღმერთს. პირველქმნილი ცოდვა უკავშირდება ამპარტავნობას, გამოიხატა დაუმორ­ ჩილებლობაში და ამის შედეგად – მარხვის დარღვევაში. მართლმადიდებლებისთვის არსებობს შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნობა, სიძვა, ნაყროვანება და შური.

27.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცურტავი // ცორტავი

▲ზევით დაბრუნება


ცურტავი // ცორტავი
ისტორიული ქალაქი ქვემო ქართლში, ბოლნისსა და რუსთავს შორის, მდინარეების მაშავერასა და ხრამის შესართავთან; არსებობს მოსაზრება, რომ იგი გაგის ციხის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში მდებარეობდა. ზოგიერთ წყაროში აღნიშნული ტოპონიმი გაჩიანის სახელწოდებითაცაა მოხსენიებული.

27.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცქირი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ცქირი (IX ს.)
თბილისის ამირა საჰაკ ისმაელის ძის მიერ აღზრდილი, უკანონო გზით გაეპისკოპოსებული; წმ. გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე, რომელიც მოციქულად გაუგზავნა კურაპალატს საჰაკ ისმაილის ძემ. ცქირმა შეიტყო ანჩის ეპისკოპოსის გარდაცვალების ამბავი და გადაწყვიტა საეპისკოპოსო ტახტის ხელში ჩაგდება. ძალით დაიპყრო ანჩი და უამრავი უსიამოვნება მოუტანა კლარჯეთის მოსახლეობას. მან წმ. გრიგოლს მკვლელიც კი მიუგზავნა, ხანძთის დანგრევაც მოისურვა, მაგრამ, უფლის ნებით, „სიკვდილმა უსწრო“.

27.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცხენისწყალი

▲ზევით დაბრუნება


ცხენისწყალი
მდინარე დასავლეთ საქართველოში; სათავეს იღებს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით და ერთვის მდ. რიონს მარჯვენა მხრიდან სოფ. საჯავახოსთან. ჰიდრონიმ „ცხენისწყლის“ წარმოშობის შესახებ „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, რომ VIII ს. მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინიელი ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა. სხვა მოსაზრების მიხედვით, მდინარე ცხენისწყალს ადრე „ცენისწყალი“ უნდა რქმეოდა, რადგან მის სათავეებთან, სვანეთში, მდებარეობს სოფელი ცანა, ანუ ცენა, შემდეგ ცენისწყალი ცხენისწყალად გადაკეთდა.

27.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცხინვალი

▲ზევით დაბრუნება


ცხინვალი
ქალაქი ისტორიულ სამაჩაბლოში, დიდი ლიახვის ხეობაში; ნახსენებია გაბრიელ მცირის „წმ. ონისიფორეს ცხოვრებაში“.

27.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცხირეთის ციხე (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ცხირეთის ციხე (X ს.)
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში; აუშენებია შიომღვიმელ მიქაელს „წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო­ვერცხლით“. ცხირეთის ციხესთან დაკვშირებულია თევდორე მღვდლის გმირული სიკვდილი. 1609 წ. თურქ­ოსმალ­ყირიმელ თათართა ქართლში შემოჭრის დროს შეიპყრეს კველთელი მღვდელი თევდორე, რომელსაც მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, სადაც გამაგრებული იყო ლუარსაბ II. თევდორე მტერმა წამებით მოკლა.

27.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცხოვნება

▲ზევით დაბრუნება


ცხოვნება
ცხონება, გარდაცვალების შემდეგ სულის სასუფეველში გადასვლა; სულის საუკუნო ნეტარება საიქიოს.

27.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ცხროჭა

▲ზევით დაბრუნება


ცხროჭა
ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, ქვაბლიანის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. „ძარღუას სოფელ“ – სოფელი, უნდა მდებარეობდეს სამცხეში; ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

28 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ძ

▲ზევით დაბრუნება


28.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ძელი ცხორებისა

▲ზევით დაბრუნება


ძელი ცხორებისა
ჯვარი ქრისტესი. ძველ ხალხებს, მათ შორის რომაელებს, წესად ჰქონდათ დამნაშავეთა დასჯა ჯვარზე გაკვრით – ეს იყო სასჯელის უსასტიკესი ფორმა. დასჯის ამ წესმა რომაელთაგან პალესტინაშიც შეაღწია. ქრისტე ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის. ჯვარი, რომელიც სამარცხვინო ძელი იყო, ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ „ცხორების“, ანუ სულიერი ხსნის, სიმბოლოდ იქცა. „ძელი ცხორებისა“ ქრისტეს ჯვარია, რომელსაც ხსნა მოაქვს ადამიანთათვის.

28.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ძინძე

▲ზევით დაბრუნება


ძინძე
1. ადგილი, ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“; 2. მდინარე სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიცილაპიტეტში, მდ. ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი.

28.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ძღუენი // ძღვენი

▲ზევით დაბრუნება


ძღუენი // ძღვენი
1. ღვთისათვის მირთმეული შესაწირავი, უსისხლო მსხვერპლი; 2. პატივისცემის ნიშნად მირთმეული რამ, უპირატესად საჭმელ­სასმელი.

29 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წ

▲ზევით დაბრუნება


29.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წავკისი

▲ზევით დაბრუნება


წავკისი
სოფელი თბილისთან; ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წ. მოიხსენიება, კერძოდ, ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში. მოგვიანებით, 1595 წ., სვიმონ მეფემ წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წ. ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V­ის შვილები) იგი სვეტიცხოველს განუახლეს და ხელახლა შესწირეს.

29.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წალკოჲტნი

▲ზევით დაბრუნება


წალკოჲტნი
ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

29.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წამებაჲ

▲ზევით დაბრუნება


წამებაჲ
სასულიერო მწერლობის ჟანრი, რომელიც ასახავს ქრისტიანობისათვის წამებულთა ღვაწლს.

29.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წამებულის მონასტერი (VI

▲ზევით დაბრუნება


წამებულის მონასტერი (VI
XIII სს.) – შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში; მდებარეობს მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მასივში, უდაბნოს მონასტრის დასავლეთით.

29.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წერტა (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


წერტა (VIII ს.)
გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ პერსონაჟი: „ჟამსა მამისა გრიგოლის მოწაფისასა ხანცთას ეტჳფანეს მამობისასა იყო ვინმე კაცი მდიდარი ანჭკორას და სახელი მისი წერტა“.

29.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წერტაჲსნი

▲ზევით დაბრუნება


წერტაჲსნი
ადგილი სამხრეთ­დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, კერძოდ, ანჭკორაში (ანაკერტის ხეობაში); სახელწოდება მიღებულია ადამიანის სახელისაგან „წერტა“.

29.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წილკანი (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


წილკანი (VI ს.)
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფ. წილკანში. აქ ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. V – VI სს. მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა. VI ს. მეორე ნახევარში აქ მოსაგრეობდა წმ. იოანე ზედაზნელის ერთ­ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი (XVIII ს.), ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე (XVIII­XIX სს.).

29.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წინამორბედი

▲ზევით დაბრუნება


წინამორბედი
იხ. ნათლისმცემელი.

29.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წინაწარმეტყუელნი // წინასწარმეტყუელნი

▲ზევით დაბრუნება


წინაწარმეტყუელნი // წინასწარმეტყუელნი
მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები; ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსაობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი (ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი) და 12 მცირე (ოსია, იოელი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია) წინასწარმეტყველი; ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი).

29.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წმიდაჲ // წმინდაჲ

▲ზევით დაბრუნება


წმიდაჲ // წმინდაჲ
ღმერთთან, სარწმუნოებასთან დაკავშირებული, ღვთაებრივი ძალის მქონე, თაყვანისცემის საგანი; ღირსი, განწმენდილი, კურთხეული, მართალი, სარწმუნოებრივი კანონებით მცხოვრები, ღვთის მსახური, მართლმორწმუნე.

29.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წმინდანი

▲ზევით დაბრუნება


წმინდანი
(ლათ. „ურღვევი“, „ხელშეუხებელი“) – ზოგადი მნიშვნელობით, წმიდანი ეწოდება ყველა იმ პირს, რომლებიც გულმოწყალებით საზრდოობენ და ღვთის მადლში ცხოვრობენ. წმინდანი არის ეკლესიის მიერ კანონიზებული ქრისტიანულ სათნოებათა გმირულად განცდისა ან რწმენისათვის სიცოცხლის გაღებისათვის. წმინდანებად იწოდებიან: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მახარებლები, მოცი­ ქულთასწორები, მოწამეები // მარტვილები, აღმსარებლები, ღირსი მამები და სხვ.

29.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წმინდანთა თაყვანისცემა

▲ზევით დაბრუნება


წმინდანთა თაყვანისცემა
წმინდანთა ნეშტი დიდი სიწმინდე და თაყვანისცემის საგანია, დაცულია ეკლესია­მონასტრებში საგანგებო ლუსკუმებში ან საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ. ეკლესია ყველა დროში მიაგებდა პატივს წმინდა ნაწილებს, მათზე აგებდა ტაძრებსა და საკურთხევლებს; ადგენდა მათი აღმოყვანებისა და გადასვენების ხსენების დღეებს; აწესებდა წმიდა საფლავების მომლოცველობასა და განამშვენებდა მათ. ამას გარდა, საკურთხევლის საძირკველში ატანდნენ წმინდა მოწამეთა ნაწილებსაც კი. ასევე, ამ სიწმინდეს აკერებდნენ ოდიკებში (ანტიმინსიონი), რომლებზედაც ლიტურგია აღესრულება. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია არაერთი სასწაული, რომლებსაც წმიდანთა ნაწილები ახდენდნენ. ცნობები ქრისტიანთაგან წმიდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ არსებობს უკვე II ს. დასაწყისიდან. მაგ., ანტიოქიის ეპისკოპოს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის აღმწერი გვაუწყებს: „მისი სხეულის ნარჩენებიდან (იგი ცირკში დააგლეჯინეს მხეცებს) მხოლოდ ყველაზე მყარი ნაწილები გადაასვენეს ანტიოქიაში და შეინახეს ტილოში, როგორც ეკლესიისთვის დატოვებული შეუფასებელი საგანძური, რომელიც მოწამეში დავანებული მადლის მატარებელია“. ასევე, ქრისტიანებმა „შეაგროვეს წმ. პოლიკარპეს (სმირნელის) ძვლები, როგორც პატიოსან ქვებზე ძვირფასი და ოქროზე უწმიდესი საუნჯე“. ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავდა წმინდანთა ნაწილების გადასვენებას. მართალთა სხეულების უხრწნელობა მიცვალებულის სიწმიდის ერთ­ერთ ღვთიურ ნიშნად ითვლება. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787 წ.) საბოლოოდ დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა. ეკლესიის დიდი მამა წმ. იოანე დამასკელი „მართლმადიდებელისარწმუნოებისზედმიწევნით გადმოცემაში“ ( თავი ოთხმოცდამერვე) საგანგებოდ საუბრობს წმინდანთა და მათი ნაწილების პატივისცემის შესახებ: „პატივი უნდა მივაგოთ წმინდანებს, როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც ღვთის შვილებსა და მემკვიდრეებს“. ქართულ სამონასტრო ტრადიციაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში საყოველთაო წესი იყო მონასტრის გარდაცვლილ წევრთა საფლავიდან აღმოყვანება და ძვლების საძვალეში (ანუ კრიპტაში) შენახვა. ასეთი კრიპტები, მოღვაწეთა ძვლებით თუ მის გარეშე, შემორჩენილია ბევრ ქართულ მონასტერში, მათ შორის ქოზიფის, ბეთანიის, ზარზმის, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსებში. ეს წესი დღემდე შენარჩუნებულია ათონისა და სინას მთის მონასტრებშიც.

29.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წრომი (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


წრომი (VII ს.)
ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი; ჯერ კიდევ IV ს. წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც 457 წ. წამებით მოუკლავთ წმ. რაჟდენ პირველმოწამე. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, 626 – 63 წწ. ერისმთავარ სტეფანოზ II­ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი.

29.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წყალწითელა

▲ზევით დაბრუნება


წყალწითელა
მდინარე დასავლეთ საქართველოში, მარჯვნიდან ერთვის მდინარე ყვირილას, ქვემო დინებაში კი ესაზღვრება ქ. ქუთაისს აღმოსავლეთიდან. არგვეთის მოწამენი წმ. დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს წყალწითელას ნაპირზე მდებარე მურვან­ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში (VIII ს.).

29.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წყაროჲს თავი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


წყაროჲს თავი (IX ს.)
წყაროსთავი, საეპისკოპოსო კათედრალი; მდებარეობს კარჩხალას ხეობაში. კლარჯეთის ერთ­ერთი უძველესი მონასტერი. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხდვით, დაუარსებია ილარიონს, რომელიც შემდგომ „კათალიკოს იქმნა მცხეთას“. ტაძარი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ წყაროსთავთან (Karostav).

30 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჭ

▲ზევით დაბრუნება


30.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჭაკატი

▲ზევით დაბრუნება


ჭაკატი
ჭაგატი, ხევი (მხარე, კუთხე) სომხეთში; ნახსენებია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“, ადგილ­ მდებარეობა უცნობია.

30.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჭიჭუმ მძლავრი // ასიმი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჭიჭუმ მძლავრი // ასიმი (VIII ს.)
ხუზაიმა იბნ ჰაზიმ ატ­ ტამიმი, კავკასიის არაბი მეფისნაცვალი. ლეონტი მროველის მონათხრობის მიხედვით, წმ. არჩილის მეფობის დასასრულს კვლავ შემოიჭრნენ არაბები, მოაოხრეს ქართლი და კახეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ. მათი შეჩერების მიზნით, მოხუცი არჩილი თავად ეახლა არაბთა სარდალ ჭიჭნაუმ­ ასიმს და სთხოვა, არ დაენგრია ქვეყანა და მოსახლეობისათვის გამაჰმადიანებაარდაეძალებინა.ასიმმასტუმარიკარგადმიიღო, საბოძვარიც აღუთქვა იმ პირობით, თუკი გამაჰმადიანდებოდა. არჩილმა მტკიცე უარი განუცხადა არაბ სარდალს. ჭიჭნაუმს მოეწონა მხნე მოხუცი და მის მიმართ პატივისცემის გრძნობა აღეძრა, ამიტომ ბრძანა დაპატიმრება იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში დაიყოლიებდა რჯულის გამოცვლაზე. ამ დროს სარდალთან მისულა არჩილის მიმართ შურიძიებით ანთებული ერთი გამაჰმადიანებული გარდაბნელი მთავარი, რომელმაც შეაგულიანა ჭიჭუმ მძლავრი, აუწყა, რომ არჩილმა იცოდა ქართლის მეფეთა საგანძურის ადგილსამყოფელი, აგრეთვე – იმ განძის ადგილი, რომელიც ვითომ ჰერაკლე კეისარს დაუფლავს ქართლში ყოფნის დროს. ასიმმა კვლავ მოსთხოვა არჩილს გამაჰმადიანება და საგანძურის ადგილის გამხელა, თუმცა პასუხად უარი მიიღო, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. ქართლის კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) „არჩილის შესხმაში“ ასე მოიხსენიებს ასიმს: „მოვიდა უსჯულოჲ ჭიჭუმ, რომელსა ეწოდა ასიმ, იგიცა ნათესავი მოჰმედისი. მანცა მოაოჴრა და შემუსრა ყოველნი სიმაგრენი ქართლისანი და ეკლესიათა იწყო ქცევად და ოჴრებად“.

30.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჭოეთი

▲ზევით დაბრუნება


ჭოეთი
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის სამხრეთ­აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, კახეთში, ხორნაბუჯის თემში.

31 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხ

▲ზევით დაბრუნება


31.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხაზარნი

▲ზევით დაბრუნება


ხაზარნი
ხაზარები, ქვემო ვოლგისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრენი; VII ს. შექმნეს დამოუკიდებელი სახანო ჩრდილოეთ კავკასიაში.

31.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხალანი

▲ზევით დაბრუნება


ხალანი
ხარანი, ძველი ქალაქი სირიის ჩრდილოეთით; ქალაქის მეორე ბიბლიური დასახელებაა პადან­არამი. ხარანი ორ მნიშვნელოვან ქალაქს, გოზანსა და ქარხემიშს, შორის მდებარეობდა. მასზე გადიოდა გზა, რომელიც მოემართებოდა მესოპოტამიიდან დასავლეთით და ჩრდილო­დასავლეთით.

31.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხალდეა

▲ზევით დაბრუნება


ხალდეა
იხ. ქალდია. ხალკიდონი – იხ. ქალკედონი.

31.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხალენი

▲ზევით დაბრუნება


ხალენი
(უნდო მაზარა; მატყლის უხეში ქსოვილი, ცხვრის ტყავის წამოსასხამი; მატყლის ქსოვილი) – მღვდელთა და მონაზონთა ზედა შესამოსელი, წამოსასხამი; „მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით“, პირველი დიდი სიწმინდე, რომლის სიახლოვესაც მცხეთაში ქრისტეს კვართი დაიკრძალა, არის წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი). მის საქართველოში მოტანას ებრაელებს უკავშირებენ. „ხალენი“ მოხსენიებულია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაშიც“: „სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო“.

31.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხანცთა

▲ზევით დაბრუნება


ხანცთა
ხანძთა, შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ­დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთ­ ში; დააარსა სასულიერო მოღვაწემ წმ. გრიგოლ ხანძთელმა. VII ს. დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის, გაბრიელ დაფანჩულის, მატე­ რიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა. გიორგი მერჩულის მიხედვით, ხანძთა ააშენეს ისეთ კლდეზე, რომელიც „უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა“. ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა და­ ასრულა გურგენ IV­მ. ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918 – 941 წწ. და თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ­ საგანმანათლებლო კერა გახდა. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან, წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა, აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი; მაკარი ლეთეთელი; გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში, 951 წ. დაწერა „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალ­ თა მამათა ნეტართაჲ“; ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე; საბა იშხნელი; თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი; ეფრემ მაწყვერელი; არსენ საბაწმინდელი; ილარიონ იერუსალიმელი და სხვ. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით. აჟამად ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის აღმოსავლეთით 40 კმ­ში, ისტორიულ სოფელ ხანძთაში (პორტა) (Porta).

31.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხარლამპი (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხარლამპი (II ს.)
წმ. მღვდელმოწამე ხარალამპისი თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთი) ეპისკოპოსი, ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი; სამსჯავროზე წარდგენილმა მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. ხატთა ბრძოლაჲ (ბერძნ. „ხატების განადგურება“) – ხატმებრძოლეობა. ტერმინი აღნიშნავს როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც გმობს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და ხატებით სარგებლობას. მოძრაობა VIII – IX სს. ბიზანტიის იმპერიაში ჩამოყალიბდა. 725 წ. ხატების თაყვანისცემის აკრძალვისა და მათი განადგურების ბრძანება გამოსცა იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა. ხატმებრძოლეობა, როგორც ერესი, ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო (787 წ.), თუმცა მრავალი დევნის მიზეზად ქცეული ამ მიმდინარეობის დაძლევა მხოლოდ უფრო გვიან მოხერხდა, რის შემდეგაც ხატების თაყვანისცემა ისევ აღდგა.

31.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხაღან

▲ზევით დაბრუნება


ხაღან
სტამბოლის ამაოხრებლადაა მოხსენიებულია გრიგოლ დოდორქელის თხზულებაში „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“.

31.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხაშმი

▲ზევით დაბრუნება


ხაშმი
კაწარეთი, სოფელი გომბორის ქედის სამხრეთ­ დასავლეთ კალთაზე, მდ. ივრის მარცხენა მხარეს; შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით.

31.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხახული (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხახული (X ს.)
შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში; დააარსა დავით კურაპალატმა. ის ძველი საქართველოს განათლების ერთ­ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X – XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვ. წმ. გიორგი მთაწმიდელს პირველდაწყებითი განათლება ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული. XVI ს. ხახული ქართლის კათოლიკოსის გამგებლობაში შედიოდა. ამავე საუკუნეშივე მონასტერი ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას მოსწყდა. ის ამჟამად მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რაიონში, ისტორიულ მხარე თორთომში, სოფელ ხახულთან (ბაყბაში) (Bağbaşı), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში.

31.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხვარაშან (XVII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხვარაშან (XVII ს.)
ხორეშან დედოფალი, გიორგი X­ის ასული, ლუარსაბ მეფის და, კახეთის მეფე თეიმურაზ I­ის მეუღლე.

31.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხოსრო (III ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხოსრო (III ს.)
მამა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III­ისა. ღალატით მოკლა წმ. გრიგოლ განმანათლებლის მამამ ანაკ პართელმა.

31.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხოსრო (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხოსრო (VI ს.)
იხ. ხუასროს.

31.13 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხოსროდუხტი (III

▲ზევით დაბრუნება


ხოსროდუხტი (III
IV სს.) – მეფე თრდატის და; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

31.14 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხორასუნის მთა

▲ზევით დაბრუნება


ხორასუნის მთა
მთა კლარჯეთში; მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

31.15 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხრისოსი (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხრისოსი (II ს.)
წმ. თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი; მის სახელთან დაკავშირებულიოა წმ. მოწამე სუქიასა და ქართველი დიდებულების წამება. ისინი დაემოწაფნენ ხრისოსს და გადაწყვიტეს, უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. მან ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და მდ. ევფრატში მონათლა. არტაქსარ მეფის გამოგზავნილმა კაცებმა ხრისოსს სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. მან უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით განგმირეს, ხრისოსის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი სუქია გახდა.

31.16 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხრისტოდოლე (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხრისტოდოლე (VI ს.)
მონაზონი; მოხსენიებულია „წმ. შიო მღვიმელის სასწაულში“.

31.17 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხრისტოდულოსი და ხრისტოფორო (VII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხრისტოდულოსი და ხრისტოფორო (VII ს.)
ნათელღებულნი წმ. ნეოფიტე ურბნელთან ერთად; მოხსენიებული არიან „წმ. ნეოფიტე ურბნელის წამებაში“.

31.18 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხსართან მღვდელი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხსართან მღვდელი (VIII ს.)
სასულიერო მოღვაწე; მოხსენიებულია იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამების“ შესავალში. ქართლის კათოლოკოს სამოელს მისთვის გაუტანებია წერილი, იოანე საბანიძესთვიოს გადასაცემად, რომელშიც ითხოვდა წმ. აბოს მარტვილობის აღწერას.

31.19 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუარასანი

▲ზევით დაბრუნება


ხუარასანი
იხ. სპარსეთი.

31.20 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუასროს // ხოსრო (VI ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხუასროს // ხოსრო (VI ს.)
ხუასრო ანუშირვანი // ხოსროვ // ხოსრო I, სპარსთა მეფე, სასანიდური ირანის 22­ე შაჰინშაჰი 531 – 579 წწ., კავად I­ის ვაჟი, პეროზ I­ის შვილიშვილი; ითვლება სასანიანთა დინასტიის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად. მისი ბრძანებით ქ. გუნდეშაბურში დაარსდა მედიცინისა და ფილოსოფიის სკოლა, ირანში ინდოეთიდან გავრცელდა ჭადრაკი. გადმოცემით, ამავე პეიოდში დაიწყეს სპარსეთში ნარდის თამაშიც. ხოსროს მეფობის დროს ქართლში მოსულა და მცხეთაში დასახლებულა ეროვნებით სპარსი, სარწმუნოებით მაზდეანი გვირობანდაკი, იგივე წმ. ევსტათი მცხეთელი.

31.21 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუედიოსი // ჴუედიოსი (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხუედიოსი // ჴუედიოსი (VIII ს.)
ხანძთაში მარტოდ მცხოვრები ბერი, „მართალი და წმიდაჲ“, რომელიც წმ. გრიგოლის ხანძთაში მისვლამდე განდეგილად მოღვაწეობდა VIII ს. I ნახევარში.

31.22 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუზთა

▲ზევით დაბრუნება


ხუზთა
უნდა იგულისხმებოდნენ ხუნძები, რომელთა სამშობლო ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანშია; ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“: „თუშთა შორის და ხუზთა და მის კერძოთა ადგილთა“.

31.23 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუნანი

▲ზევით დაბრუნება


ხუნანი
ციხე­ქალაქი ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, ხუნანის მხარისა და საერისთავოს ცენტრი.

31.24 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუნძახნი

▲ზევით დაბრუნება


ხუნძახნი
ხუნძები // ავარები, ცხოვრობენ დაღესტნის დასავლეთ ნაწილში, მდ. სულაკის აუზში. მათი ერთი ნაწილი ჭარ­ბელაქანშია ჩასახლებული. აგრეთვე, კომპაქტურად სახლობენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ხუნძთა აღმნიშვნელი ქართული ეთნონიმი „ხუნძები“ ერთ­ერთი დიდი სოფლისა და საზოგადოების სახელწოდებიდან – ხუნძახიდან მომდინარეობს.

31.25 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუფა

▲ზევით დაბრუნება


ხუფა
გეოგრაფიული პუნქტი საბერძნეთში, ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ნახსენებია „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

31.26 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ხუცესი

▲ზევით დაბრუნება


ხუცესი
(ბერძნ. „მხცოვანი“) – 1. ასე ეწოდებოდა ტომის ბელადს ისრაელში პატრიარქობის დროს; 2. პირი, რომელმაც ეპისკოპოსისაგან მიიღო ხელდასხმა და თანამშრომლობს მასთან საღმრთო მსახურებასა და მორწმუნეთა ხსნის საქმეში. იგივეა, რაც მღვდელი ან მღვდელმონაზონი. 3. ხევსურეთსა და ფშავში მთავარი მღვდელმსახურია ხატში – ხევისბერი.

32 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯ

▲ზევით დაბრუნება


32.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯავახეთი

▲ზევით დაბრუნება


ჯავახეთი
მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში, მესხეთში; მოიცავს ისტორიულ­გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. წყაროებში „ზაბახას“ სახელწოდებით პირველად ძვ. წ. 785 წ. იხსენიება ურარტუს მეფის, არგიშტ I­ის, წარწერაში. უძველეს ხანაში ქართლის სამეფოს ერთ­ერთი საერისთავო იყო. გიორგი მერჩულის ცნობით, ჯავახეთში გაიმართა საეკლესიო კრება, მოწვეული საქართველოს მთავრის, გვარამ მამფალის, მიერ, რომელზეც გადაწყდა არსენის კათოლიკოსობის საკითხი.

32.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯალალედინი (XIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯალალედინი (XIII ს.)
ჯალალ ად­დინ მანგუბერთი, ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი; 1226 წ., როდესაც ჯალალედინმა აიღო თბილისი, საკუთარი რწმენა 100 000­მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე.

32.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯაფარი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯაფარი (IX ს.)
ხალიფა, ძე აბრაჰამისი, მუტევაკკილი ბაბილონელთა მეფე, რომელმაც აწამა კოსტანტი კახი 853 წ.

32.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯვარი

▲ზევით დაბრუნება


ჯვარი
იხ. ჯუარი.

32.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯიბრილი (VIII

▲ზევით დაბრუნება


ჯიბრილი (VIII
IX სს.) – იოანეს ძმა; მოხსენიებულია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „ჯიბრილისა ძმაჲ, სანატ­ რელი იოვანე“.

32.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯმერკი (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯმერკი (IX ს.)
შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში; იხსენიება კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში ისტორიულ სოფ. ჯმერკთან (ქორდეთი, თურქ. Çımen­ li ჩიმენლი) ახლოს. გიორგი მერჩულის თანახმად, ჯმერკის სავანე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისაა.

32.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯოჯიკ (V ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯოჯიკ (V ს.)
წმ. შუშანიკის მაზლი, არშუშა პიტიახშისა და ანუშვრამ არწრუნის ვაჟი, ვარსქენის ძმა.

32.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯოჯიკი (X ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯოჯიკი (X ს.)
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ტაოელი ერისთავთერისთავი, დავით III კურაპალატის ერთ­ერთი მხედართმთავარი; 979 წ. უშუალოდ წინამძღოლობდა იმ 12 ათას ქართველ მხედარს, რომლებიც თორნიკე ერისთავის საერთო სარდლობით დავით კურაპალატმა მიაშველა ბიზანტიის სამეფო კარს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ.

32.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯოჯოხეთი

▲ზევით დაბრუნება


ჯოჯოხეთი
ადგილი საიქიოში, სადაც ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები; ძველი ბერძენი მწერლები ამ სიტყვით აღნიშნავდნენ სულთა სამყაროს (სამეფოს), მკვდართა სამყოფელს, რომელსაც განაგებდა პლუტონი; ახალი აღთქმის მიხედვით, ჯოჯოხეთი სულის სასიკვდილო მდგომარეობა, ცოდვილთა დასასჯელი ადგილია, სამოთხის საწინააღმდეგო სამყოფელი, ადამიანის მიერ ღვთის საბოლოოდ დაკარგვის მდგომარეობა, როდესაც თავისუფლების ბოროტად გამო­ ყენების შედეგად ის შეგნებულად უარყოფს ღმერთს და თავად გარიყავს საკუთარ თავს ღმერთსა და ნეტარებთან თანაზიარებიდან. ეკლესია ამტკიცებს ჯოჯოხეთის არსებობას და მის მარადიულობას, თუმცა, აგრეთვე, ასწავლის, რომ ღმერთი არავის განუსაზღვრავს წინასწარ ჯოჯოხეთში მოხვედრას: ესაა შედეგი ღმერთთან ნებაყოფლობითი მტრული დამოკიდებულებისა, რომელშიც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩება.

32.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯუანშერ (VIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჯუანშერ (VIII ს.)
ძე წმ. არჩილ მეფისა; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

32.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჯუარი // ჯვარი

▲ზევით დაბრუნება


ჯუარი // ჯვარი
ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ქრისტეს ვნებისა და მისი სიკვდილზე გამარჯვების იდეას; ძველად ქრისტიანებს „ჯვარის თაყვა­ ნისმცემლებად“ მოიხსენიებდნენ ჯვარის ერთ­ერთი სახეობაა ბორჯღალი.

33 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰ

▲ზევით დაბრუნება


33.1 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰაბო ტფილელი

▲ზევით დაბრუნება


ჰაბო ტფილელი
იხ. აბო თბილელი.

33.2 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰაერმონი

▲ზევით დაბრუნება


ჰაერმონი
ჰერმონის უმაღლესი მთა ანტილიბანის მთათა ჯაჭვში. მდებარეობს სირიის, ლიბანისა და ისრაელის სა­ ზღვარზე. ცნობილია, აგრეთვე, როგორც ბალ ალ ჰერმონ, ლიბანის მთა, ჯაბელ ა­ტალგ, არქუდ, ჰერმონის მასივები, ჰერმონ ფერდობები, ჯებელ ეშ შეიხ, სენირ, შენირ, სიონი, სირიონი.

33.3 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰემსა

▲ზევით დაბრუნება


ჰემსა
გეოგრაფიული პუნქტი, ნახსენებია „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: ნეტარი ფებრონიას აღზრდილი დიმიტრიოსი „ვითარცა მიიწია ჰემსას, მცირედ დასნეულდა... და მუნვე, ჰემსას, დაეფლა“.

33.4 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰეორტოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ჰეორტოლოგია
იხ. ეორტალოგია ჰერაკლე (IV ს.) – „წმ. დავითისა და ტირიჭანის მარტვილობის“ მიხედვით, საბერძნეთის მეფე.

33.5 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰერეთი // ჰერნი

▲ზევით დაბრუნება


ჰერეთი // ჰერნი
აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე; საისტორიო წაყროების მიხედვით, საკუთრივ ჰერეთი ეთნიკურ­ისტორიული მნიშვნელობით მოიცავდა შიგნიკახეთს, გაღმამხარის (მდ. ალაზნის ველი) და ახლანდელი საინგილოს ტერიტორიას. XV საუკუნიდან ტოპონიმი „ჰერეთი“ „კახეთით“ შეიცვალა.

33.6 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰეროდე (ძვ. წ. 73

▲ზევით დაბრუნება


ჰეროდე (ძვ. წ. 73
ძვ. წ. 4) – იროდი // ჰეროდე I დიდი იუდეველთა მეფე. წარმოშობით ედომელი. იყო გალილეის მმართველი, ძვ. წ. 40 წ. რომის სენატმა მეფედ გამოაცხადა. იმეფა 34 წელი და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ბოროტება ჩაიდინა: წყალში დაახრჩო სიძე (ცოლის ძმა), ცოლი, სიმამრი და თავისი სამი შვილი, რათა არავინ შესცილებოდა მეფობაში; წმ. მათეს სახარების თანამხმად, ჰეროდე I­ის დროს იშვა ქრისტე ბეთლემში. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, მოიხმო მოგვებიც და შეშინებულმა გადაწყვიტა ახალშობილის მოკვლა. ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამო­ იკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის­ვსცე მას”. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ. ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ამიტომ ბრძანა, ამოეწყვიტათ ორ წლამდე ყველა ყრმა ბეთლემსა და მის შემოგარენში. მას იმედი ჰქონდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ჩვილი იესოც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა­ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. მეფის ბრძანებით განგმირეს წმ. წინასწარმეტყველი ზაქარიაც, რომელიც იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ შვილის, იოანეს, ადგილსამყოფელი არ გაამხილა. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას, საამებლად წმ. იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.

33.7 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰირკანია // ვირკანია // ჳრკანია

▲ზევით დაბრუნება


ჰირკანია // ვირკანია // ჳრკანია
ისტორიული რეგიონი კასპიის ზღვის სამხრეთ­აღმოსავლეთით თანამედროვე ირანსა და თურქმენეთში; ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).

33.8 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰონები

▲ზევით დაბრუნება


ჰონები
ჰუნები, თურქულენოვანი მომთაბარე თათრული წარმოშობის ტომი.

33.9 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰრომანა (IX ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჰრომანა (IX ს.)
რომანა, ძველი ქართული სასულიერო და კულტურული კერა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლის მახლობლად; ააშენეს წმ. ილარიონ ქართველის მოწაფეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ, 876 წ., იმპერატორ ბასილის ხელშეწყობთ. ჩვენამდე მოღწეულია მონასტერში მომზა­ დებული ორი ქართული ხელნაწერი: 1066 წ. სვიმეონ დვალის მიერ გადაწერილი ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანების კრებული და XII – XIII სს. მიჯნაზე ვინმე „იოანე უღირსის“ მიერ გადაწერილი ვანის სახარება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მონასტერი 980 წლიდან ქართული აღარ ყოფილა.

33.10 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰრომი

▲ზევით დაბრუნება


ჰრომი
რომის იმპერიის მთავარი ქალაქი, დღეს – იტალიის დედაქალაქი; რომაული მითოლოგიის თანახმად, დაარსდა ძვ. წ. 753 წელს და მის დამაარსებლად ლეგენდა რომულუსს ასახელებს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც ითვლება ერთ­ერთი უძველეს ქალაქად ევროპაში, დასავლური ცივილიზაციის ერთ­ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი) და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი).

33.11 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰსკუირ (II ს.)

▲ზევით დაბრუნება


ჰსკუირ (II ს.)
მთავარი; მოხსენიებულია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.). ჰურიანი – იხ. ურია.

33.12 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ჰურიასტანი

▲ზევით დაბრუნება


ჰურიასტანი
იუდეა; პალესტინის სამხრეთი ნაწილი. იესო ქრისტეს ქადაგების, სასწაულების, ვნების, ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების ადგილი.

34 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წყაროები

▲ზევით დაბრუნება


წყაროები:

ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი, 1955;

საქართველოს სამოთხე: სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა. შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ, პეტრბურღი, 1882;

ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები 3 ტომად, ორიგინალური ტექსტები და ახალი ქართული თარგმანები, ტომი III, თბილისი, 2008;

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I – VI ტ., თბ., 1964 - 1989;

ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, VI, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, მეორე შესწორებული გამოცემა, თბილისი, 2014;

ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, VIII, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, მეორე შესწორებული გამოცემა, თბილისი, 2014;

„ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“, გამოსაცემად დაამზადა ივ. ჯავახიშვილმა; გიორგი მთაწმიდლის ენა იოანეს და ეფთვიმეს ცხოვრების მიხედვით ა. შანიძისა, ძველი ქართული ენის ძეგლები, 3, თბილისი, 1946.

35 ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა:

• ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის, თბილისი, 2013; • ბედოშვილი გურამ, ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 2002;

• ბიბლიის ლექსიკონი (შემდგენლები: ე. გიუნაშვილი, ზ.კალანდაძე), რედაქტორი ზ. სარჯველაძე, ტ. 1-2, თბილისი, 2000; • ბიბლიოვიკი, მისამართი: http://www.nplg.gov.ge/wikidict/index. php/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83% 90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E 1%83%A0%E1%83%93%E1%83%98;

• გაბიძაშვილი ენრიკო, შრომები, I, თბილისი, 2010;

• გაბიძაშვილი ენრიკო, შრომები, III, თბილისი, 2011;

• ელექტრონული ენციკლოპედია „საქართველო“, მისამართი: https://www.georgianencyclopedia.ge/?fbclid=IwAR0sO6Nr2Ixt21TcBGGArUAxsfoGMvKlJqsxcI_ Bd5iCF1oiNNyh1rz2juE;

• ვებსაიტი orthodoxy.ge, მისამართი: https://www.orthodoxy.ge/ index.htm;

• ვებსაიტი საქართველოს ძეგლები, მისამართი: https://www. dzeglebi.ge/;

• კავკასია ქართულ წყაროებში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), ავტორები: კვაჭანტირაძე ე., ნადირაძე ქ., ოთხმეზური გ., ქორიძე თ., თბილისი, 2012;

• კირთაძე დარეჯან, ანთროპონიმიის ზოგიერთი საკითხი V-X სს-ის ქართულ ორიგინალურ აგიოგრაფიულ ძეგლებსა და საისტორიო წყაროებში, თბილისი, 2012;

• კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1 - 2, თბილისი, 1980 - 1981;

• ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ორ ტომად, თბილისი, 1991 – 1993;

• საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ავტორ-შემდგენელნი: ენრიკო გაბიძაშვილი (ხელმძღვანელი), მაია მამაცაშვილი, ანა ღამბაშიძე, თბილისი, 2007;

• საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი, შემდგენელი მღვდელი აკაკი მეგრელიშვილი, თბილისი, 2003, მისამართი: http://www.ambioni.ge/saeklesio-terminta- mcireganmartebiti- leqsikoni;

• მენაბდე ლევან, ძველი ქართული მწერლობის კერები (ტომი I, I - II ნაკვეთი), თბილისი, 1962 - 1980;

• მეტრეველი როინ, საქართველოს ისტორია, ლექსიკონი. ტ. 1, ა - ვ. თბილისი, 1979;

• მეტრეველი საბა, ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები - აგიოგრაფია, თბილისი, 2020;

• მცირე საეკლესიო ენციკლოპედია, საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი, თბილისი, 2005;

• ქართველი ისტორიული მოღვაწენი (IV – XVIII სს.), ვებგვერდი, მისამართი: https://qim.ge/index.html?fbclid=IwAR1zxKasc nMTU5ReuJhJc-T2C6hygVUEfo61tbm4AeYPILlb1eP2NHBCiAA;

• ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ელექტრონული ვერსია), არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მისამართი: http://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php;

• ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, თბილისი, 1984;

• ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მისამართი: http://encyclopedia.ge/ka;

• ჩოლოყაშვილი ბიძინა, უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება, თბილისი, 2007;

• ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი, ნ. გოგუაძის, ზ. სარჯველაძისა და მ. შანიძის რედაქციით, ტ.: I – IV, თბილისი, 2005 – 2020;

• ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (IX კლასი), შეადგინეს და კომენტარები დაურთეს მანანა გიგინეიშვილმა, ლაურა გრიგოლაშვილმა, ვახტანგ როდონაიამ, თბილისი, 1999;

• წმინდანთა ცხოვრება. ტ. I – II, ავტორი და შემდგენელი პროტოდიაკონი მირიანი (სხირტლაძე), თბილისი, 2012, ელექტრონული ვერსია, მისამართი: https://www.orthodoxy.ge/tsmindanebi.htm;

• ჯავახიშვილი ივანე, თხზულებანი 12 ტომად, ტ. II: თბილისი, 1983;

• ჯავახიშვილი ივანე, თხზულებანი 12 ტომად, ტ. VIII: ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წ. 1, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბილისი, 1977;

• ჯავახიშვილი ივანე, ენციკლოპედიური ლექსიკონი (ავტორთა ჯგუფი), თბილისი, 2002;

• Живов В. М., Святость. Краткий словарь агиографических терминов, М., 1994.