![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი |
ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი
ნაკადული
თბილისი 1972
ეს ლექსიკონი გადამუშავებული და შევსებული გამოცემაა „ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონისა“, რომელიც 1966 წელს გამოვიდა. იგი მოიცავს ლიტერატურის თეორიის ყველაზე გავრცელებული ტერმინებისა და ცნებების მოკლე განმარტებებს; განკუთვნილია საშუალო სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.
ლექსიკონის მეორე გამოცემა მოამზადეს: ნ. ალანიამ, ბ დობორჯგინიძემ, მ. დუდუჩავამ, პ. შარიამ და ნ. ჭოლოკავამ, მ.დედეუეჩავას საერთო რედაქციით.
![]() |
1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აბსტრაქციონიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბსტრაქციონიზმი (ლათ. აბსტრაქტუს – დაშორებული, განყენებული) – უკიდურესი რეაქციულ-დეკადენტური, ფორმალისტური მიმდინარეობ. წარმოიშვა XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. ამჟამად უფრო მეტად გაგრცელებულია ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისისა და სხვა კაპიტალისტური ქვეყნების ხელოვნებაში.
აბსტრაქციონისტები მხატვრულ ნაწარმოებებს მიიჩნევენ შემოქმედის ქვეცნობიერი განცდების განყენებულ სიმბოლოებად. მათი შემოქმედების დამახასიათებელი ნიშნებია: ირაციონალიზმი, უკიდურესი სუბიექტივიზმი, კოსმოპოლიტიზმი, გონების” შემეცნებით შესაძლებლობათა სრული უარყოფა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალების ხელოვნებიდან განდევნა, თვითმიზნული ლაკონიურობა, პირობითობა და დეკორაციულობა; მხოლოდ იმის ძიება, რაც არ არსებობს. აბსტრაქციონიზმი არსებითად ანტიადამიანნური და ანტიესთეტიკური მიმდინარეობაა, რომელიც ანარქისტულ-ბურჟუაზიულ სულისკვეთებას, მახინჯ, ანტისაზოგადოებრივ – ავადმყოფურ განწყობილებებს გამოხატავს.
![]() |
1.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ადაპტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ადაპტაცია (ლათ ადაპტაციო – შეგუება, შეწყობა) – ნაწარმოების ტექსტის გამარტივება შემოკლება-გადაკეთება მისე წაკითხვის გასაადვილებლად. ლინგვისტიკაში ეწოდება ერთი სიტყვის ძირეული ან აფიქსური ელემენტის შეცვლას ხმოვანებით მსგავსი სიტყვის გავლენის შედეგად.
ლიტერატურული ტექსტის ადაპტაციას ხშირად მიმართავენ საბავშვო ლიტერატურაში, უმთავრესად უცხოელი ავტორების ნაწარმოებთა გამოცემისას. მაგალითად, მოსწავლეებისათვის ადაპტირებულია დიკენსის, დეფოს, კონან-დოილისა და სხვათა ნაწარმოებები.
![]() |
1.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ადგილობრივი კოლორიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი კოლორიტი (იტალ კოლორიტო, ლათინ. კოლორ – ფერი) – ქვეყნის რომელიმე ნაწილის ყოფა-ცხოვრების (ყოფითი წვრილმანების), მეტყველებისა და პეიზაჟის თავისებურებათა ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში. აღნიშნულ თავისებურებათა ტიპიური ნიშნების წარმოსახვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართალი, რეალისტური სახეების შექმნაში, ხოლო პირდაპირი, დაწვრილებითი, განურჩეველი აღწერა რაც ნატურალიზმისათვის (იხ) არის დამახასიათებელი, უარყოფით გავლენას ახდენს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებაზე.
![]() |
1.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აედი |
▲ზევით დაბრუნება |
აედი (ბერძ. აიოდოს – მომღერალი) – ეპიკური ხასიათის სიმღერების შემსრულებელი ძველ საბერძნეთში. თავდაპირველად, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა დამკვიდრებული ტექსტები, აედები უპირატესად მიმართავდნენ იმპროვიზაციას, ემსახურებოდნენ მაშინდელი თემისა თუ ქალაქების მფლობელებს. მოხეტიალე აედების ხელოვნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერძნული ეპოსის ფორმირებაში.
![]() |
1.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ავტობიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტობიოგრაფია (ბერძ. აუტოს – თვითონ, ბიოს – ცხოვრება, გრაფო – ეწერ) – საკუთარი ცხოვრების აღწერა.
მხატვრულ ლიტერატურაში იგი წარმოადგენს დოკუმენტური მხატვრული პროზის ერთ-ერთ სახეობას. ავტობიოგრაფიული ნაწარმოები მემუარებისა და ნარკვევისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მწერალი ძირითადად მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ. მაგ., ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, ვ. მაიაკოვსკის „მე თვითონ“.
ამავე დროს არსებობს ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებებიც. ასე იწოდება თხრობითი ჟანრების ის ნაწარმოებები, რომლებშიც მწერლის ცხოვრება ასახულია არაპირდაპირ, სხვა პერსონაჟის ცხოვრების სახით.
![]() |
1.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ავტოგრაფი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტოგრაფი (ბერძ. აუტოს – თვითონ, გრაფო – ვწერ) – საკუთარი ხელწერა, მწერლისეული ხელნაწერი ტექსტი. ვიწრო მნიშვნელობით ავტოგრაფად იწოდება მწერლის. მეცნიერის ან, საერთოდ, გამოჩენილი მოღვაწის ხელმოწერა. გამოჩენილ მწერალთა ავტოგრაფების შესწავლა გვეხმარება ლიტერატურისმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ამასთან მას თავისთავადი მნიშვნელობაც აქვს.
![]() |
1.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ავტორის მეტყველება |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორის მეტყველება – მეტყველება, რომლითაც მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილია ამბავი, დახასიათებულია გარემო, სიტუაციები, პერსონაჟები. მაშასადამე. იგი ნაწარმოების თხრობითი ნაწილის ენაა.
ეპიკურ ნაწარმოებებში ავტორის მეტყველებასთან ერთად მოცემულია პერსონაჟთა მეტყველება. დრამატულ ნაწარმოებებში ავტორი არ ჩანს, მხოლოდ პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები გვაქვს მოცემული, ხოლო ლირიკაში ძირითადად ავტორი მეტყველებს.
ავტორის მეტყველება ემყარება სალიტერატურო ენას(იხ).
![]() |
1.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აკადემიური ჯგუფი |
▲ზევით დაბრუნება |
აკადემიური ჯგუფი – მწერალთა გაერთიანება ჩვენი საუ კუნის 20-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, რომელშიც შედიოდნენ: პ. ინგოროყვა, კ. გამსახურდია, ა. აბაშელი, კ. მაყაშვილი, ხ. ვარდოშვილი, ვ. რუხაძე. ს. თავაძე, ი. მჭედლიშვილი და სხვ, ამ ჯგუფის წევრები სცემდნენ ჟურნალებს: „ილიონი“ (1922), „ლომისი“ (1922), „საქართველოს სამრეკლო“ (1922), „ლაშარი" (1923), ,,კავკასიონი“ (1924 – 1925) და სხვ. ისინი აიდეალებდნენ წარსულს და ე. წ. „მარადიული ხელოვნების“ თეორიის საფარით „ქადაგებდნენ უიდეობის პრინციპს.
30-იან წლებში აკადემიური ჯგუფის წევრები თანდათან განთავისუფლდნენ აღნიშნული თვალსაზრისისაგან და დადგნენ სოციალისტური რეალიზმის პოზიციაზე.
![]() |
1.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აკმეიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
აკმეიზმი (ბერძ. „აკმე“ – მწვერვალი, უმაღლესი) – ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება (იხ. მოდერნიზმი). მეოცე საუკუნის პირველი ათეული წლების რუსულ პოეზიაში. ამ მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ: ნ. გუმილიოვი. ს. გოროდეცკი, ა. ახმატოვა, ო. მანდელშტამი, მ. კუზმინი, მ. ზენკევიჩი და სხვები, რომლებიც თავდაპირველად „პოეტების საამქროს“ სახელწოდებით არსებულ წრეში გაერთიანდნენ, ხოლო 1912-13 წლებში გამოვიდნენ აკმეისტების სახელით. ეს მიმართულება, რომელიც ხშირად იწოდებოდა „ადამიზმადაც" (ბიბლიური ადამის მიხედვით), 1912 –1913 წლებში დაკავშირებული იყო ჟურნალ „აპოლონთან".
აკმეისტები ქადაგებდნენ ინდივიდუალიზმს, მისტიციზმსა და პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ (იხ.), რის გამო უარყოფდნენ ლიტერატურის ყოველგვარ კავშირს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან.
![]() |
1.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ალეგორია |
▲ზევით დაბრუნება |
ალეგორია (ბერძ. გადაკრულად თქმა) – ტროპის (იხ) სახესხვაობა, საგნის, მოვლენის ან განცდის პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატვის მეშვეობით სხვა საგნის მოვლენის წარმოსახვა. ალეგორიულია, მაგალითად, აკ. წერეთლის: „ნესტანდარეჯან ქაჯებს ჰყავს, მოელის ტურფა გამომხსნელს“ (აქ ნაგულისხმევია საქართველო ცარიზმის კოლონიური ჩაგვრის უღელქვეშ). ალეგორიისათვის დამახასიათებელია განყენებული ცნების კონკრეტული გამოხატვაც. მაგალითად, მელა მოხერხების კონკრეტულ-ალეგორიული სახეა, ლომი – ვაჟკაცობის, არწივი – შორსმჭვრეტელობის, ჯორი – ჯიუტობისა და ა. შ.
ალეგორიული წარმოსახვა იგავ-არაკის ჟანრული თავისებურების საფუძველს შეადგენს. ალეგორია ისტორიულად შენიღბვითი წარმოსახვის საშუალებასაც წარმოადგენს.
![]() |
1.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ალექსანდრიული ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრიული ლექსი – განეკუთვნება ლექსწყობის სილაბურ სისტემას (იხ). იგი შედგება ცეზურით შუა გაყოფილი თორმეტმარცვლიანი ტაეპისაგან (ექვს ტერფიანი იამბი, რომელსაც რიტმული მახვილი მე-6 და მე-12 მარცვლებზე მოუდის. წარმოიშვა საფრანგეთში ალექსანდრე მაკედონელზე დაწერილი პოემის სახელწოდებიდან (XII ს.) აქედან კი გარკვეული სახეცვლილებით გადავიდა იტალიურ და პოლონურ ლიტერატურაში. გავრცელებული იყო რუსულ პოეზიაშიც.
![]() |
1.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ალიტერაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ალიტერაცია (ლათ, ლიტერა – ასო) ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება, ლექსის ბგერწყობის ერთ-ერთი ფორმა, ზოგჯერ პროზატლ ნაწარმოებშიც ვლინდება.
მაგალითი:
კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე. - (მ რუსთაველი).
![]() |
1.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ალმანახი |
▲ზევით დაბრუნება |
ალმანახი (არაბ. კალენდარი, დრო, ზომა) – სხვადასხვა ავტორთა ლიტერატურული ნაწარმოებების კრებული. ალმანახში წარმოდგენილი ნაწარმოებები ან ავტორები გაერთიანებულნი არიან რაიმე საერთო ნიშნით.
ძველ დროში, განსაკუთრებით XIV –XV საუკუნეებში, ალმანახად იწოდებოდა კალენდრები, რომლებსაც ერთვოდა ასტრონომიული ცნობები. უფრო გვიან გასართობები, ლექსები და სხვ.
პირველი ლიტერატურული ალმანახი გამოვიდა საფრანგეთში 1764 წ. „მუზების ალმანახის“ სახელწოდებით, რუსეთში ალმანახი გაჩნდა XVIII ს. ბოლოს.
საქართველოში პირველი ალმანახი 1864 წ. გამოვიდა• ეს იყო კირილე ლორთქიფანიძის მიერ შედგენილი და პეტერბურგში დასტამბული „ჩანგური“.
ჩვენს დროში ხშირად გამოდის ლიტერატურულ-სამხატვრო ალმანახები. მაგ.: „ქართველ მწერალ ქალთა ალმანახი”, „ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებების ალმანახი“ და სხვ.
![]() |
1.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ამფიბრაქი |
▲ზევით დაბრუნება |
ამფიბრაქი (ბერძ. ორივე მხარეს მოკლე) – სამმარცვლიანი სალექსო ტერფი: მეტრულ ლექსწყობაში (იხ) პირველი და მესამე მაოცვლები მოკლეა, მეორე – გრძელი;
ტონურში (იხ.) კი პირველი და მესამე მარცვლები უმახვი ლოა, მეორე – მახვილიანი (სქემა: ).
![]() |
1.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანაგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
ანაგრამა (ბერძ.) – ასოების გადასმა სიტყვაში ან სიტყვებში. ქმნის სხვა მნიშვნელობის სიტყვას. ანაგრამით არის შედგენილი ზოგიერთი ფსევდონიმი, კერძოდ, ალკოფრიბას ნაზიერ იყო ფრანსუა რაბლეს ფსევდონიმი, რომელიც გენიალურმა მწერალმა გამოიყენა თავისი ვინაობის დასაფარავად და ამით თავიდან აიცდინა ინკვიზიციის რისხვა. სიტყვაში ასოების გადასმა მთლიანად ცვლის სიტყვის აზრსა და მნიშვნელობას.
მსოფლიო პოეზიაში მხოლოდ რამდენიმე მაგალითი შეიძლება დავასახელოთ, სადაც ანაგრამა გამოყენებულია ისე, რომ სიტყვის მნიშვნელობა და ფორმა უცვლელად რჩება, ასეთია გალაკტიონ ტაბიძის ერთსტროფიანი ლექსი, სადაც ყოველი ტაეპი ანაგრამის წესით წაკითხული იგივეა:
„აი რა მზის სიზმარია,
აირევი ივერია,
აი დროშა აშორდია,
აერების სიბერეა".
![]() |
1.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანაკრეონტული პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
ანაკრეონტული პოეზია – მსუბუქი, მხიარული ლირიკა, რომელიც უმღერის სიყვარულს, ლხინს, ღვინოს, უდარდელობას. ანაკრეონტი ძე. წ. VI – V სს. ბერძენი მგოსანია, რომლის პოეზიის მთავარი თემა არის მიწიერი სიხარული და დროსტარება. ამიტომ ეწოდა ამგვარ პოეზიას ანაკრეონტული პოეზია.
ამგვარი ლექსები უპირატესად გვხვდება ბესიკისა და ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში.
![]() |
1.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანაპესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ანაპესტი (ბერძ. ანაპაისტოს – უკუარეკვლა) – სამმარცვლიანი 'სალექსო ტერფი
მეტრულ ლექსწყობაში (იხ.) პირველი ორი მარცვალი მოკლეა, მესამე – გრძელი, ხოლო ტონურში (იხ.) – პირველი ორი მარცვალი უმახვილოა, მესამე – მახვილიანი (სქემა:
).
![]() |
1.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანაფორა |
▲ზევით დაბრუნება |
ანაფორა (ბერძ. ზემოთ გამოტანა) – პოეტური ფიგურის (იხ.) სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი მედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტ რუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების დასაწყისში. პროზაში – ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.
ბგერითი:
მშvენიერო, შენ გეტრფი,
ლექსიკური:
არ გავცვლი სალსა კლდეებსა. უკვდავებისა ხეზედა,
სინტაქსური:
საით მივყევარ ჩემს მოწყენილ გზას,
შენი მონა ერთგული,
შენით სულდგმულს, შენგანვე
შენთვის მიჭგერს ეს გელი. - (აკაკი).
არ გავცელი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთ ხეზედა. - (რ. ერისთავი).
სად ეპოვებ შეებას მიუსაფარი. - (გ. ტაბიძე).
![]() |
1.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანაქრონიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ანაქრონიზმი (ბერძ. ანა – უკან, ქრონოს – დრო) – წინასწარგანზრახვით ან უნებლიეთ ქრონოლოგიური თუ ფაქტობრივი აღრევა: მოვლენის ან ფაქტის მიკუთვნება სხვა დროისათვის, სხვა ეპოქისათვის; ქრონოლოგიური შეუსაბამობა.
ანაქრონიზმს უწოდებენ აგრეთვე ძველი შეხედულებებისა და ჩვეულებების გამოვლინებას.
ანაქრონიზმი ხშირია ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლებში, აგრეთვე ანაქრონიზმები გვხვდება „ნინოს ცხოვრების“ ერთ ნაწილში, გ. ერისთავის პოემაში „ოსური მოთხრობა“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხეში“, ა. წერეთლის „ბაში-აჩუკში“.
![]() |
1.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანბანთქება |
▲ზევით დაბრუნება |
ანბანთქება – ლექსის სახეობა აღორძინების ხანის ქართულ პოეზიაში: ტაეპები და სიტყვები ანბანის რიგზეა გაწყობილი., ლექსის მოცულობა განსაზღლვრულია ქართულ ასოთა რაოდენობით.
ანბანთქების სახეებია:
1.ანბანის რიგს სიტყვათა საწყისი ასოები ქმნის:
არს ბრძენ გნომით, დავლის ეთერს,
ვლა ზეურობს ელვა-თნობით. - (ბესიკი, „ანბანთქება“).
2. ანბანის რიგს ტაეპები ქმნის. ტაეპის ყოველი სიტყვა ერთი და იმავე ასოთი იწყება:
ათინას ასულს აქებდეთ ალვად ავნორჩად ასულსა,
ბნელ ბაიათა ბრყვილობას, ბრანგვ-ბაბაჭუად ბასრულსა. - (ბესიკი, „მზეჭაბუკ ორბელიანზედ“).
3. ანბანის რიგს მუხლები ქმნის, ხოლო ნახევარტაეპების დასაწყისში ასოთა სრულ სახელწოდებას ამ ასოთი დაწყებული სიტყვა მოსდევს:
ან, ალვა ხარ ტანადობით, ბან, ბულბულს მიგიგავს ენა,
გან, გიბრწყინავს პირისახე, დონ, დახატული ხარ შენა. - (ბესიკი, „ან, ალვა ხარ ტანადობით").
4. ანბანის რიგს სტროფები ქმნის, სტროფის ყოველი ტა ეპი და ზოგჯერ ცალკეული სიტყვაც ერთი და იმავე ასოთი იწყება:
ათინად ბრძენთა გაზრდილი, აზიად ვმგზავრობ არესა,
ამირბარს ვეყმე ავთანდილ ამოდ რა ლმობიარესა,
ალვისა მშვილდი შემშვენდა ისრადღ არყისა მხარესა,
და არწივს აფსკასა შევაგე ჰაირ მოფრინვამკმარესა.
ბაბილოანით მრებელმან ბასრა ვიხილე, მსუროდა. - (ბესიკი, „ან"-ზე სით მოხვალ“).
![]() |
1.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანდაზა |
▲ზევით დაბრუნება |
ანდაზა - ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი; ბრძნული გამოთქმა, ლაკონიურად გამოხატული ცხოერებისეული ჭეშმარიტება, უპირატესად პრაქტიკული ხასიათისა. ანდაზამი მოცემულია დამრიგებლობა, დიდაქტიკური იდეები.
მაგალითები:
ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.
გინღა მგელს შევუჰჭამივარ და გინდა – მგლისფერ ძაღლსაო.
თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.
![]() |
1.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანეკდოტი |
▲ზევით დაბრუნება |
ანეკდოტი (ბერძ. ანეკ6დოტოს – გამოუქვეყნებელი) – მოკლე ამბავი, რომელიმე დამახასიათებელი შემთხვევა ისტორიული პიროვნების ცხოვრებიდან. მე-19 ს. შუა პერიოდიდან ანეკდოტი ეწოდება სხვადასხვა შინაარსის მომცველ მცირე მოცულობის სახუმარო მოთხრობას, მოულოდნელი და მახვილგონივრული დაბოლოებით. ანეკდოტი უფრო მეტად გავრცელებულია თანამედროვე ქალაქურ ფოლკლორში.
![]() |
1.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანთოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ანთოლოგია (ბერძ. ანთოს – ყვავილი, ყვავილების კრება) – რჩეულ მხატვრულ ქმნილებათა, უპირატესად პოეტურ ნაწარმოებთა კრებული, შედგება რომელიმე ხალხის ეროენული ლიტერატურის, ეპოქის ან სხვადასხვა ხალხთა მწერლების რჩეული ნაწარმოებებისაგან (ძველად ანთოლოგიას უწოდებდნენ ანტიკური პოეზიის რჩეულ ნიმუშთა კრებულებს).
![]() |
1.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანონიმი |
▲ზევით დაბრუნება |
ანონიმი (ბერძ ანონიმოს –უსახელო) – ნაწარმოების ავტორი, რომელმაც არ გაამჟღავნა თავისი სახელი. მაგალითად, ცნობილია, რომ ა. რადიშჩევმა თავისი „მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვამდე“ ბელმოუწერლად გამოაქვეყნა. მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ანონიმურ ნაწარმოებთა ავტორების ვინაობის დადგენა. მაგალითად, ამ ბოლო დრომდე ანონიმურ ნაწარმოებად ითვლებოდა ე. წ. არეოპაგიტული კორპუსი (ოთხი ფილოსოფიური ტრაქტატი და ათი ეპისტოლე). მეცნიერებისათვის” ცნობილი იყო, რომ ავტორმა გარკვეული მიზეზის გამო ისინი მიაწერა I საუკუნის მოღვაწეს, ათენის არეოპაგის უმაღლესი სასამართლოს წევრს, შემდგომში პავლე მოციქულის მიერ მოქცეულს, ათენის ეპისკოპოს დიონისე არეოპაგელს. ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის გამოკვლევამ „ფსევდო-დიონისეს საიდუმლოება“ (1942 წ.), ხოლო შემდეგ ბელგიელი მკვლევარის ე. ჰონიგმანის ნაშრომმა „პეტრე იბერი და ფსევდო-დიონისეს თხზულებანი“ ცხადყო, რომ აღნიშნული თხზულებების ავტორია V საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე პეტრე იბერი.
ანოტაცია (ლათ, ანოტაციო – შენიშვნა) – წიგნის, სტატიის, ხელნაწერი ნაშრომის მოკლე შინაარსი, რომელიც ჩვეულებრიე ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას დაერთვის. ზოგჯერ ანოტაცია მიზნად ისახავს რომელიმე სხვა ენაზე დაწერილი ნაშრომის მოკლე შინაარსის გადმოცემას ან საერთო დახასიათებას.
![]() |
1.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ანოტაცია შეიძლება მოიცავდეს ნაშრომის შეფასებასაც.
აგრეთვე ადგილებს ამ ნაშრომზე დაწერილი რეცენზიებიდან, ცნობებს ნაწარმოების შექმნის, გამოქვეყნების ისტორიისა და ავტორის შესახებ.
![]() |
1.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანჟამბემანი |
▲ზევით დაბრუნება |
ანჟამბემანი (ფრანგ. ანჟამბმან – გადაბმა გადატანა) – იხ. გადატანა.
![]() |
1.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანტი-თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
ანტი-თეატრი (ანუ ანტი-დრამა) – ერთ-ერთი უახლესი მიმართულება თანამედროვე ბურჟუაზიულ (განსაკუთრებით: ფრანგულ) დრამატურგიაში. მისი უმთავრესი წარმომადგენლები არიან ფრანგი (წარმოშობით რუმინელი) ევგენ იონესკო (პიესები „მარტორქა“, „სკამები“) და ირლანდიელი სამუელ ბეკეტი (პიესები „გოდოს მოლოდინში“, „პარტიის დასასრული“). უარყოფს დრამატურგიის ყველა ტრადიციულ კანონებს და პრინციპებს, ცვლის მათ აბსურდული, სრულიად უაზრო ფანტაზიით; არ სცნობს დრამატურგიული ნაწარმოების არამარტო იდეურ-თემატურ, არამედ კომპოზიციურ ერთიანობასაც, რის გამო ამ მიმართულების გამომხატველ ნაწარმოებებში ეპიზოდები და სიტუაციები სრულიად დაუკავშირებელია ერთმანეთთან, ისინი ურთიერთს ცვლიან ყოველგვარი მიზეზობრივი კავშირისა და თანმიმდევრულობის გარეშე, უსისტემოდ.
![]() |
1.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანტითეზისი |
▲ზევით დაბრუნება |
ანტითეზისი (ბერძ, ანტი – საწინააღმდეგო, თეზისი – დებულება) – პოეტური ფიგურის (იხ. სახესხვაობა, რომლის ნიმანდობლივი თვისებაა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების, განცდების, მოვლენების, ან პერსონაჟთა თვისებების წარმოსახვა:
ხან უგნური ვარ, ხან -ბრძენი,
ხან არც ესა ვარ, არც ისა - (აკაკი).
ფრაზაში ურთიერთსაპირისპირო დებულებათა გაერთიანება:
შავი არაგვი თეთრ არაგეს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა. - (ტ. ტაბიძე).
ანტითეზისს უახლოვდება კონტრასტი (იხ).
![]() |
1.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანტიკური ლექსწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
ანტიკური ლექსწყობა – იხ. მეტრული ლექსწყობა.
![]() |
1.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანტირომანი |
▲ზევით დაბრუნება |
ანტირომანი – ერთ-ერთი უკიდურესი დეკადენტური მიმართულება თანამედროვე ბურჟუაზიულ მხატვრულ პროზაში, რომელიც მთლიანად უარყოფს ლიტერატურულ ტრადიციებს და მოითხოვს მწერლობის სრულ გათავისუფლებას სახეებისაგან;ი იგი არ სცნობს ნაწარმოები კომპოზიციურ მთლიანობასა და თვით გარკვეულ თემასაც. წარმოიშვა ჩვენი საუკუნის ორმოცდაათიან წლებში (ნატალია საროტი, მარგერიტ დიურასი, ალენ რობ-გრიე, კლოდ სიმონი, მიშელ ბიუტორი და სხვ.).
![]() |
1.31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აპოთეოზი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოთეოზი (ბერძ. აპოთეოზის – გაღმერთება) – უძველეს დროში აპოთეოზი ნიშნავდა წინაპრების ან გმირების გაღმერთებას. სამუალო საუკუნეებში წარმოდგენა – მისტერიებში იგი გამოხატავდა რელიგიური იდეების გამარჯვებასთან დაკავშირებულ ზეიმს.
აპოთეოზი დრამატული ნაწარმოების, სპექტაკლის ან რაიმე სადღესასწაულო პროგრამის დამამთავრებელი საზეიმო მასობრივი სცენაა რომელიც ადიდებს გმირებს, ხალხს, ან რაიმე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენას (მაგ., ჩაგვრისაგან განთავისუფლებას, მტერზე გამარჯვებას და სხვ.), აგრეთვე მაღალ მორალურ ან პატრიოტულ იდეას.
აპოთეოზით მთავრდება ი. გედევანიშვილის პიესა „სინათლე“, შ. დადიანისს „მღვიმეში“ და „როს ნადიმობდნენ“, შ. მშველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“...
![]() |
1.32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ანტრაქტი |
▲ზევით დაბრუნება |
ანტრაქტი (ფრანგ. ანტრ -შორის, აქტ – მოქმედება) – შესვენება ოეატრალური წარმოდგენის მოქმედებებს (აქტებს) შორის. გასულ საუკუნეებში ანტრაქტებს ხშირად იყენებდნენ პატარ-პატარა სცენების წარმოსადგენად.
![]() |
1.33 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აპოკრიფი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოკრიფი (ბერძ. აპოკრიფოს – იდუმალი, ყალბი) – ბიბლიაში ბევრი ამბავი ამა თუ იმ პირზე ბოლომდე არაა მოთხრობილი. ამის გამო გამოჩენილან ისეთი პირები, რომელთაც საკუთარი ფანტაზიით შეუვსიათ ეს ხარვეზი. ასე წარმოიშვა განსაკუთრებული დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელსაც აპოკრიფული ლიტერატურა ეწოდა. აპოკრიფები ორგვარია ძველი და ახალი აღთქმის შესაბამისად.
აპოკრიფული ლიტერატურა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად იკიდებს ფეხს. შესაძლოა, პირველად ის ზეპირთქმულების გზითაც კი შემოვიდა ჩვენში აღმოსავლეთიდან.
აპოკრიფების გავრცელებას ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ნაწარმოებებს მაინც ფართოდ გაუკაფავს გზა: X საუკუნემდე ქართულ ენაზე შექმნილა სხვადასხვა ენიდან თარგმნილი მდიდარი აპოკრიფული ლიტერატურა, რომელსაც თავიი ზრდა-განვითარება არ შეუწყვეტია მომდევნო საუკუნეებშიც. მისი ნიმუშებია: „საკითხავი ადამ და ევაის სამოთხით გამოსლვისაჲ“, „აღსარებაი თევდოსი მთავრისაჲ “, „მიმოსლვაჲ ანდრია მოციქულისაჲ და სხვ.
![]() |
1.34 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თმობა |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლოგია (ბერძნული – აპოლოგია –დაცვა, გამართლება) – ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა სიტყვიერ ან წერილობით დასაცავ გამოსვლას. აპოლოგიას ხშირად მიმართავდნენ რელიგიური ბრძოლების დროსაც; ცნობილია იუსტინე მოწამის, ტერტულიანეს, ორიგენის და სხვათა აპოლოგიები.
აპოლოგია ეწოდება აგრეთვე იგავ-არაკს დიდაქტიკური პოეზიის ერთ-ერთ სახესხვაობას. საერთოდ კი აპოლოგია ნიშნავს რომელიმე მოძღვრების, მიმდინარეობის მთლიანად და დაბეჯითებით დაცვას. აქედან ნაწარმოებია აპოლოგეტი – რომელიმე მოძღვრების დამცველი ან რომელიმე პიროვნების .ზომაზე მეტად შემქებელი.
![]() |
1.35 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აპოსტროფი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოსტროფი (ბერძ. აპოსტროფოს –-– მიმართული განზე,ან უკან) –– პოეტური ფიგუ რის (იხ.) სახეობა, რომელიც ხასიათდება ამაღლებული მიმართეით მოვლენებისადმი, საგნებისადმი, დამსწრე ან არადამსწრე პირებისადმი.
ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო. - (ნ ბარათაშვილი)
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა. - ლ. ასათიანი).
აპოსტროფი განსაკუთრებით გავრცელებულია ორატორულ ხელოვნებაში.
![]() |
1.36 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლამაზობა |
▲ზევით დაბრუნება |
არიფიონი (არაბ. არიფი – ამხანაგი. თანამონაწილე. თანამოაზრე) – თანამოაზრეთა კავშირი. ასე ეწოდებოდა იმ ლიტერატურულ დაჯგუფებას, რომელიც 1927 წელს შეიქმნა საქართველოში და რომელმაც იმავე წელს გამოსცა კრებული „არიფიონი“. თავის სალიტერატურო განცხადებაში ეს ჯგუფი წერდა: „არიფიოსს მიზნად აქს დასახული ხელი შეუწყოს თავის წევრთა შორის და„,ყველგან მხატვრული მეტყველებისა და აზროვნების კულტურას, ქართული სიტყვისა და თქმის. დაწმენდას და ადამიანობის კულტის განმტკიცებას“.
არიფიონელთა ჯგუფში შედიოდნეს: მ. ჯავახიშვილი, გ. ტაბიძე, ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, გ. ქიქოძე, კ. ჭიჭინაძე, კ. კაპანელი, ვ. გორგაძე და სხვები.
„არიფიონის“ ჯგუფი მალე დაიშალა, ხოლო მისი წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული საბჭოთა ლიტერატურის დიდოსტატები გახდნენ.
![]() |
1.37 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - არქაიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
არქაიზმი (ბერძ. არქაიოს – ძველი) – ძველი, .ხმარებიდან გამოსული სიტყვის ან გამოთქმის გამოყენება მხატვრულ ნაწარმოებში. არქაიზმები უპირატესად ისტორიული თემატიკის ამსახველ ნაწარმოებებში იხმარება. სკ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ მამამზე ერისთავი ასე ლოცავს მეფე გიორგის: „მრავალჟამიერ ჰყოს დამბაღებელმან ყოველთამან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობის შენისა ორგულსა, წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედვარი ტახტის შენისაი“.
არქაიზმებს მწერალი ზოგჯერ არაისტორიული ხასიათის ნაწარმოებებშიაც მიმართავს, მძაფრი, ამაღლებული სულიე“რი განწყობის გადმოსაცემად: „გარდამატარე ბედის სამძღვარი“ (ნ. ბარათაშვილი), ანდა პატივისცემის თუ დაცინვის მიზნით. ქ. ლომთათიძის მოთხრობაში „სახრჩობელას წინაშე“. არქაული იერითაა შეფერილი ჯეირან ვარდოსანიძის სიტყვა სასამართლო პროცესზე. რამდენადაც ავტორი არქაიზმების მოშველიებით აღფრთოვანებითა და მოწიწებით ლაპარაკობს მქადაგებელზე, იმდენად, იმავე საშუალებით მკაცრად დასცინის იმდროინდელი მართლმსაჯულების მსახურთ.
არქაიზმები შეიძლება იყოს როგორც ლექსიკური, ისე მორფოლოგიურ-სინტაქსური ხასიათისა.
არქაიზმების გამოყენება მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც იგი გვევლინება გარემოს, ანდა ადამიანისს სულიერე მდგომარეობის მართალი წარმოსახვის საშუალებად. იმ შემთხვევაში კი. როდესაც არქაიზმები მწერლის მხატვრულ მეტყველებაში გარკვეული სისტემის სახით არის მოცემული, საქმე გვაქვს აშკარად მცდარ თვალსაზრისთან, რომლის გამომხატველთ არქაისტებს უწოდებენ.
არქაისტები ეწინააღმდეგებიან ენის განვითარებას ხალხურობაა და ძველი ენობრივი ნორმების „გაუკვდავე1ით“ ცდილობენ მწერლობის ენა მოსწყვიტონ ხალხის ცოცხალ მეტყველებას. ასეთ თვალსაზრისს ავითარებდა გასული საუკუნის ქართულ მწერლობაში ჟურნალ „ცისკრის“ ირგვლივ შემოკრებილ მწერალთა ძირითადი ჯგუფი, ე. წ. „მამები“. რომელთა წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა „შვილების“ თაობამ ი. ჭავჭავაძის მეთაურობით.
![]() |
1.38 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ასონანსი |
▲ზევით დაბრუნება |
ასონანსი (ფრანგ. ასონანს – თანახმოვანება) – ლექსის ბგერწყობის ერთ-ერთი სახე, ერთისა და იმავე ხმოვნის გამეორება. ასონანსი ლექსის ბგერით ჟღერადობას აძლიერებს, ბგერათა ჰარმონიას უფრო კეთილხმოვანსა და შთამბევჯდავს ხდის:
ჩემო ჩანგო, ობოლ-მწირო,
ჩემის უბედობის ძირო. - (აკაკი).
![]() |
1.39 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ასონანსური რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
ასონანსური რითმა – არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები მეორდება, თანხმოვნები კი რამდენადმე ურთიერთგანსხვავებულია.
ასონანსური რითმა რამდენიმე სახისაა იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა თანხმოვანთა განსხვავებულობა:
1. შიდა თანხმოვნის (თუ თანხმოვნების) დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (უხილავი – მხიბლავი).
2. ბოლო თანხმოვნის დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (თავიდან – ავიდა).
3. გამეორებულ თანხმოვანთა გადასმ-გადმოსმა (დამათოვს-მადათოვს).
4. მონათესავე თანხმოვანთა შეხვედრა (ნამგალი-სამკალი).
5. სრულიად სხვადასხვა თანხმოვანთა შეხვედრა (ფერგადაშლილი-ყვავილი).
![]() |
1.40 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ატრიბუცია |
▲ზევით დაბრუნება |
ატრიბუცია (ლათ ატრიბუტიო – მიკუთვნება) – ხელმოუწერელ ან ინიციალებით, ფსევდონიმებითა და კრიპტონიმებით ხელმოწერილ ნაწარმოებთა ავტორის დადგენა (იხ. ანონიმი).
![]() |
1.41 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აფორიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
აფორიზმი (ბერძ. აფორიზმოს – მოკლე გამონათქვამი) – დამთავრებული აზრის ლაკონიური ჩართულია ლიტერატურულ, ფილოსოფიურ-მეცნიერულ ნაწარმოებში, ახალი დროის ევროპელ მწერალთა მორის აფორიზმს ყველაზე ხშირად იყენებდნენ ფ. ლაროშფუკო, ა. შოპენჰაუერი, ვ. გოეთე, ფ. ნიცშე რუსული ლიტერატურის კლასიკოსებიდანი: ი. კრილოვი, ა. პუშკინი, ა. გრიბოედოვი, მ. გორკი.
ქართულ ლიტერატურაში აფორიზმის უდიდესი ოსტატია შ. რუსთაველი (მაგალითები: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“). ცნობილია აგრეთვე დ. გურამიშვილის აფორიზმები და სხვ.
![]() |
1.42 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აქტი |
▲ზევით დაბრუნება |
აქტი (ლათ. აქტუს – მოქმედება) – დრამატული ნაწარმოების ანტრაქტით (იხ.) გამოყოფილი ნაწილი, მოქმედება. დრამატული ქმნილება უმთავრესად რამდენიმე მოქმედებისაგან შედგება, ხოლო უფრო იშვიათად ერთი მოქმედებისაგან.
მაგალითად, ვაჟა-ფშაველას დრამა „მოკვეთილი“ ხუთმოქმედებიანია, ხოლო რ. ერისთავის ვოდევილი „იქჭვიანი“ ერთმოქმედებიანი.
ზოგჯერ პიესის ცალკეული აქტები (მოქმედებანი) მოიცავენ რამდენიმე ნაწილს, რომელთაც სურათს უწოდებენ.
![]() |
1.43 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღორძინება |
▲ზევით დაბრუნება |
აღორძინება – საშუალო საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლის პერიოდში (XV –XVII ს.ს.) დასავლეთი და ცენტრალური ევროპის კულტურის აღორძინებისა და აყვავების ეპოქა, რომელიც ცნობილია რენესანსის სახელწოდებით, ხოლო ფრიდრიხ ენგელსმა დაახასიათა როგორც უდიდესი პროგრესული გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში.
აღორძინების ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას, ხელოსნური წარმოებიდან მანუფაქტურულ წარმოებაზე გადასვლას და ა. შ. ამ პერიოდში განვითარდა საზოგადოებრივი მეცნიერებანი, დაიმსხვრა კათოლიკური ეკლესიის სულიერი დიქტატურა და შეიქმნა უძლიერესი ხელოვნება, ლიტერატურა. ამ ახალი კულტურის უმთავრესი ნიშანი იყო ადამიანის რეალური ცხოვრების წარმოსახვა და ჰუმანიზმი. მისი უმთავრესი წარმომადგენლებია: ბოკაჩო, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი...
აღორძინების ეპოქის ფერწერამი ისტორიული, მითოლო.გიური, რელიგიური სიუჟეტებისა და კომპოზიციების გვერდით დიდი ადგილი დაიჭირა პორტრეტმა და პეიზაჟმა. ხელოვნების ყველა დარგში ახალ შინაარსთან ერთად განვითარდა ახალი ჟანრები და ფორმები, მხატვრული გამოსახვის ახალი საშუალებანი, შესუსტდა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ალეგორიზმი, ჩამოყალიბდა რეალიზმი.
ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციაში აღორძინება პირობითი მნიშვნელობით არის გამოყენებული: ეწოდება პერიოდს, რომელიც იწყება XVI საუკუნის დამდეგიდან და გრძელდება XVIII ს. ბოლომდე.
აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობისათვის ძირითადად დამახასიათებელია: ეროვნული მოტივის გაძლიერება, თემატიკის გაფართოება და გარკვეული, რეალისტური ტენდენციების გამოხატვაც.
ამ დროის ქართულ ლიტერატურაში ჩნდება ახალი ჟანრები (საისტორიო ეპოსი, იგავ-არაკი, სატირა, მოგზაურობამემუარები, გაბაასება და მორალიტე, მაჯამა და სხვ.). ამასთან, ხდება სალიტერატურო ენის ერთგვარი დემოკრატიზაცია.
აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებია: თეიმურაზ პირველი, არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ვახტანგ მეექვსე და სხვ.
![]() |
1.44 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
აღწერა – მხატერულ ნაწარმოებში საგნების, მოვლენის, გარემოს, ადამიანის გარეგნობის ცალკეული ნიშნების თანმიმდევრული ჩამოთვლა, გადმოცემა.
![]() |
2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბაიათი |
▲ზევით დაბრუნება |
ბ
ბაიათი (თურქ. შვიდეული) – სალექსო ფორმა აღმოსაელურ პოეზიაში, რომელიც ხასიათდება ოთხტაეპიანი სტროფებით და შვიდმარცვლიანი ლექსით (რითმა: aaba).
![]() |
2.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბაიათი გვხვდება XVIII -XIX საუკუნეების ქართულ პოეზიაში.
![]() |
2.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
მაგალითი:
![]() |
2.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
იადონს ის ეგარდა
და სუმბულს ის ევარდა.
თქვა მაისმა: „მე თქვენგან
დაბმელვარ, ისე ვარ-და!"
![]() |
2.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
რითმის აღნიშნული სისტემა ქართული ბაიათისათვის აუცილებელი არ არის.
![]() |
2.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბალადა (პროვანს. – ლირიკული საცეკვაო სიმღერა) – ლირიკულ-ეპიკური ხასიათის პოეტური ქმნილება. წარმოიშვა რომანული ხალხების საცეკვაო სიმღერებიდან. იგი ისეთი მცირე ფორმის სიუჟეტიანი პოეტური ნაწარმოებია, რომელშიც უშუალოდ არის წარმოსახული როგორც ეპიკური თხრობა, ისე პოეტის დამოკიდებულებაც. მისი ნიმუშებია: ი. ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა“, აკ. წერეთლის „გორის ციხე“, ხალხური „ამბავი ვეფხისა და მოყმისა“...
![]() |
2.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბარბარიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარბარიზმი (ბერძ ბარბაროს – უცხო) –უცხოური სიტყვის ან გამოთქმის ხმარება.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ გალიციზმებს – ფრანგული ენიდან აღებულ სიტყვებს,
გერმანიზმებს, რუსიციზმებს, სლავიანიზმებს, არმენიზმებს და სხვ.
მხატვრულ ენაში ბარბარიზმების ხმარება მკაცრად რეგლამენტირებულია. მათ იყენებენ
გარკვეული მხატვრული მიზნით: თავისებური სოციალურ-გეოგრაფიული გარემოს ან
პერსონაჟის წარმოსახვისათვის. გ. ტაბიძის ლექსში „საახალწლო ეფემერა“, სადაც
დახატულია მაღალარისტოკრატიული სოციალური გარემო, რამდენჯერმე მეორდება უცხოური
გამოთქმა, უცხოურივე ტრანსკრიფციით:
-->
აღტაცებების როკავდა მინა
და სიხარულის იყო ღილები.
Flor extra fina, Flor extra fina!
მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
![]() |
2.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
შერეული რუსულ-ქართული ენით მეტყველებს მ. ჯავახიშვილის „თეთრი საყელოს" პერსონაჟი ცულქია:
– რომელი უფლება აგხადეთ, ცუცქი? – ყოველგვარი, ყოეელგმარი! ესე პრავა, ესე
– მაინც?
– აი, თუნდაც სამსახურის უფლება. რას იტყვი? ნუუ, გავარი! სთქვი!
ბარბარიზმის ყველაზე მკვეთრ სახეობას წარმოადგენს მაკარონული ლექსი (იხ).
ბარბარიზმები შეიძლება იყოს, როგორც ლექსიკური, ისე მორფოლოგიურ-სინტაქსური
ხასიათისა. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია გ. ერისთავის კომედიების ვაჭარი
პერსონაჟებისათვის.
![]() |
2.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბარდი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარდი (კელტური ბარდ – პოეტი) – სახალხო მომღერლები კელტურ ტომებში, რომლებიც შუა საუკუნეებში პროფესიონალურ პოეტებად იქცნენ. ისინი იყვნენ მსხვილი ფეოდალების კარის მგოსნები. ბევრი მათგანი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა ირლანდიაში, უელსში და შოტლანდიაში.
![]() |
2.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბგერწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
ბგერწყობა – ლექსწყობის ბგერითი შედგენილობა, სისტემა: ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერის ან ბგერების კანონზომიერი გამეორება, რაც დიდმნიშვნელოვანი მხატვრულ-ასახვითი ფუნქციით ხასიათდება. იგი აძლიერებს სიტყვის, სტროფის, მთელი ლექსის, აგრეთვე პროზაული ნაწარმოებების მუსიკალობას, ემოციურობას, გამომსახველობით ძალას, მხატვრულპოეტურ ღირსებას.
![]() |
2.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბგერწყობის თვითმიზნურ ძიებას ფორმალიზმამდე მიეყავართ.
![]() |
2.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბეითი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეითი (სპარსული) – ლექსი მოსაზღვრე რითმებით და ორტაეპიანი სტროფებით აღმოსავლურ პოეზიაში.
ბეითებით წერდნენ ნიზამი განჯელი (XII ს.) და ალიშერ ნავოი (XV ს.).
![]() |
2.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბელეტრისტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ბელეტრისტიკა (ფრანგ. ბელე – მშვენიერი კაზმული; ლეტრე – ნაწერი წერილები) – პროზაულ ეპიკურ (იხ) (რომანის, მოთხრობის, ნოველის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ბელეტრისტი – მწერალი, რომელიც ასეთ ნაწარმოებებს ქმნის.
![]() |
2.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბესიკური |
▲ზევით დაბრუნება |
ბესიკური – ქართული ლექსის საზომი რომელიც დაამკვიდრა მე-18 საუკუნის ქართველმა პოეტმა ბესიკმა (ბესარეონ გაბაშვილმა): თოთხმეტმარცვლედი ორი ცეზურით, სადაც ლოგაედებს(იხ) შორის მოთავსებულია პეონი (იხ.) ან ორი ქორე (იხ)
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო... - (ბესიკი).
![]() |
2.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბილინები |
▲ზევით დაბრუნება |
ბილინები (რუს. ბილინა – სინამდვილეში მომხდარი) რუსული ხალხური ეპოსის ჟანრი, სიმღერა-თქმულებები გმირებსა და ფალავნებზე, ისტორიულ მოვლენებზე. ისინი პირველად ჩაიწერეს XVII საუკუნეში, ხოლო 1804 წელს გამოვიდა კაზაკ კირშა დანილოვის მიერ შედგენილი კრებული: „უძველესი რუსული ლექსები. ბილინებში მოთხრობილია როგორც ძველი რუსი დევგმირების საბრძოლო თაეგადასავლები, ისე ისტორიულ-ყოფითი ამბები სახალხო გმირებისა. ცნობილია ბილინები მიძღვნილი ილია მურომეცის, ალიოშა პოპოვიჩის, დობრინია ნიკიტიჩის, სვიატოგორის, სადკოსა და სხვა გმირებისადმი.
![]() |
2.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
ბილინები სიმღერით წარმოითქმება. აგებულია სამ ან უფრო იშვიათად ორ მახვილზე, რომელთაგან უკანასკნელი ჩვეულებრივ სტრიქონის ბოლოდან მესამე მარცვალზე მოდის. ისინი, ისე როგორც საერთოდ რუსული ხალხური ლექსი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ურითმოა.
![]() |
2.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიოგრაფია (ბერძ. ბიოს – ცხოვრება, გრაფო – ვწერ) – თხზულება, რომელშიც აღწერილია ამა თუ იმ პირის ცხოვრება და მოღვაწეობა. ბიოგრაფია შეიძლება იყოს მეცნიერული, მხატვრული, პოპულარული და ა. შ. მხატვრული ბიოგრაფია გვევლინება, როგორც დოკუმენტური თხრობითი ჟანრის ერთერთი სახეობა. ამავე დროს არსებობს ბიოგრაფიული რომანები, მოთხრობები, პიესები, ნოველები და პოემები.
ქართული ბიოგრაფიის უძველესი ნიმუშია ე. წ. „მოქცევაი ქართლისაჲ“, რომელშიც
აღწერილია ქართველთა განმანათლებლის ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა. XIX საუკუნის
მეორე ნახევარში ი. მეუნარგიამ შექმნა ალ. ჭავჭავაძის. გრ. ორბელიანის, ი.
ჭავჭავაძისა და სხვათა ბიოგრაფიები; ილია ჭავჭავაძემ დაწერა ვ. ორბელიანისა და ი.
დავითაშვილის მოკლე ბიოგრაფიები და ა. შ.
![]() |
2.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბოლოთქმა ანუ ბოლოსიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლოთქმა ანუ ბოლოსიტყვაობა – ნაწარმოებზე დართული სტრუქტურულად დამოუკიდებელი დამატება, რომელსაც ამ ნაწარმოების სიუჟეტურ განვითარებასთან არავითარი კავშირი არა აქვს, მაგრამ განმარტავს მასში განსახიერებულ იდეებს, სიტუაციათა ხასიათს ან სხვა საკითხებს, რომლებსაც, ავტორის აზრით, განსაკუთრებული ახსნა სჭირდება. ასეთია, მაგალითად, ბოლოთქმა კ. გამსახურდიას რომანისა „დავით აღმაშენებელი“.
![]() |
2.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბოჰემა |
▲ზევით დაბრუნება |
ბოჰემა (ფრანგ) – მხატვრული ინტელიგენციის დეკლასირებული ნაწილი. კაპიტალისტურ საზოგადოებაში ეწოდებოდა მოხეტიალე ადამიანებს რომლებიც შუა საუკუნეებში უთავბოლო ცხოვრებას ეწეოდნენ. გადატანითი მნიშვნელობით უწოდებენ ბურჟუაზიული ინტელიგენციის იმ ნაწილს (მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები), რომელსაც არა აქვს არსებობისათვის საჭირო მუდმივი შემოსავალი და უწესრიგო ცხოვრებას ეწევა. ჩვენში ბოჰემით ხასიათდებიან ძველი თბილისის ყარაჩოხელები – წვრილი ხელოსნები და მათი პოეზია. ამ უკანასკნელისათვის ნიშანდობლივია გადაჭარბებული ლხინი და პრიმიტიული ეროტიზმი, ერთგვარი დემოკრატიული განწყობილებანი და უდარდელობა. ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემისა და მისი საუკეთესო წარმომადგენლების: ჰაზირას, ბეჩარას, იეთიმ-გურჯის, გივიშვილისა და სხვათა დახასიათება მოგვცა პოეტმა-აკადემიკოსმა ი. გრიშაშვილმა ცნობილ ნარკვევში „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“.
![]() |
2.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბუკოლიკური პოეზი |
▲ზევით დაბრუნება |
ბუკოლიკური პოეზია (ბერძ. ბუკოლის – მწყემსი) – ანტიკური ბერძნული პოეზიის ერთ-ერთი სახეობა. მისი ძირითადი თემა იყო სოფლის მცხოვრებლების, უპირატესად მწყემსების ცხოვრება. ბუკოლიკური პოეზიის ძირითადი ფორმზებია: პასტორალი, იდილია და ეკლოგა (იხ.), ბუკოლიკური ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევენ თეოკრიტეს (ძვ. წ. III ს.).
ცნობილია ვირგილიუსის (ახ. წ. I ს.) ბუკოლიკური ლექსები.
![]() |
2.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბურიმე |
▲ზევით დაბრუნება |
ბურიმე (ფრანგ. ბოუ –კიდე, ბოლო; რიმ – რითმა) – წინასწარ აღებული რითმებით გალექსება ანუ გაშაირება. როგორც პოეტური შეჯიბრი, გავრცელებული იყო ძველ საფრანგეთში.
გალექსება-გაშაირება დამახასიათებელია ქართული ხალხური პოეზიისათვის.
![]() |
2.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბურლესკი |
▲ზევით დაბრუნება |
ბურლესკი (იტალ. ბურლა – ხუმრობა) – თხრობითი ხასიათის სახუმარო ნაწარმოები ხასიათდება თემისა და მისი ენობრივი წარმოსახვის მკვეთრი კონტრასტული დაპირისპირებით. მასში ტრადიციული ე. წ. ამაღლებული თემები განსახიერებულია პაროდიულად, „დაბალი“ ენით, ანდა, პირიქით, უმნიშვნელო მოვლენების შესახებ მოთხრობილია მაღალფარდოვანი სტილით. ბურლესკის ნიმუშებია XVII საუკუნის ფრანგი პოეტის სკარონის პოემები: „ტიფონი ანუ გიგანტომანია“ და „გადაცმული ვირგილიუსი“.
სკარონი, რომელიც უარყოფითად იყო განწყობილი კლასიციზმის მიმართ, თავის პოემებში ანტიკურ პერსონაჟებს –ღმერთებს, ტიტანებს, გმირებს ალაპარაკებდა vულგარული ენით და დასცინოდა მათ.
![]() |
2.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბუფონადა |
▲ზევით დაბრუნება |
ბუფონადა (ფრანგ ბუფონერიე, იტალ. ბუფონატა – მასხარაობა, სასაცილო საქციელი) – კომედიის (იხ) სახეობა, რომელიც ხასიათდება უკიდურესად გაზვიადებული კომიზმით.
ბუფონადამ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XVI საუკუნის იტალიური ნიღბების თეატრში. ვ. მაიაკოვსკიმ „მისტერია ბუფში“ სატირული მიზნისათვის გამოიყენა ბუფონადის მხატვრული გამომსახველობითი საშუალებანი.
![]() |
3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გაბაასება |
▲ზევით დაბრუნება |
გ
გაბაასება – მხატვრული ნაწარმოები აგებული დიალოგზე, კამათზე ადამიანებსა, ბუნების
მოვლენებსა ან საგნებს შორის. იგი ჩანართის სახითაც ვლინდება.
ქართულ ლიტერატურასა და ზეპირსიტყვაობაში გაბაასება უძველესი დროიდან გვხვდება.
გაბაასებამ ძველ ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა XVI –
XVIII საუკუნეებში. გაბაასების საუკეთესო ნიმუშები შექმნეს თეიმურაზ პირველმა,
თეიმურაზ მეორემ, არჩილმა, სულხან-საბა ორბელიანმა, დ. გურამიშვილმა და სხვ.
![]() |
3.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გადატანა |
▲ზევით დაბრუნება |
გადატანა – ლექსში წინადადების გაწყვეტა და მისი ერთი ნაწილის გადატანა სალექსო
მუხლიდან მუხლში, ტაეპიდან ტაეპში ან სტროფიდან სტროფში.
გადატანის დროს მეტრული პაუზა (ცეზურა) არ ემთხვევა.
გრამატიკულ ან ლოგიკურ პაუზას.
გადატანა ზღუდავს ცეზურის გამთიშველობას და სალექსო ფრაზის ინტონაციას სასაუბრო ხასიათს აძლევს.
1. გადატანა მუხლიდან მუხლში:
გაუჩნდებოდა სიტურფე /ვარდს შენთან ხანი დაეყო. - (თეიმურაზ I).
2. გადატანა ტაეპიდან ტაეპში:
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე, რაა მამული. - (გ. ტაბიძე).
3. გადატანა სტროფიდან სტროფში:
ჰეი, სამშობლოვ, სხვებისთვის დედავ,
ჩემთვის კი ავო დედინაცვალო!
ვიცი, დაიბან პილატებრ ხელსა
და იტყვ, რომ ხარ შენ დღეს უბრალო
ჩემს ტანჯვაში "და ჩემს განსაცდელში. - (აკაკი).
![]() |
3.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გაზვიადება |
▲ზევით დაბრუნება |
გაზვიადება – იხ. მხატვრული გაზვიადება.
![]() |
3.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გამეორება |
▲ზევით დაბრუნება |
გამეორება –პოეტური ფიგურის სახეობა, შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით სიტყვების, გამოთქმების გამეორება:
დროშები, დროშები, დროშები ჩქარა! - (გ. ტაბიძე).
სიტყვა თუ გამოთქმა შეიძლება მეორდებოდეს წინადადებათა ან ტაეპთა დასაწყისში (ანაფორა), ბოლოს (ეპიფორა), ან ერთმანეთთან აკავშირებდეს ერთი წინადადების ან ტაეპის დასასრულსა და მეორის დასაწყისს. ამ უკანასკნელის ნიმუშია:
სამარადისო ძეგლს აგიგებ, დარჩი ნუ მიხვალ!
დარჩი,ნუ მიხვალ! გევედრები ლოცვით, კურთხევით. - (ი. გრიშაშვილი).
გამეორება სულიერი მღელვარების გამომხატველიცაა, რაც ხშირად იჩენს თავს პერსონაჟთა მეტყველებაშიც:
– რას აპირებ მერე? რას აპირებ? - ეკითხებოდა გაფაფიცებული სოლომანი,
– ვარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე. თუ რო8..
– თუ რომ რაი? .. თუ რომ რაი?
– თუ რომ არ დამიკლო...
– თუ რომ არ დაგიკლო?! – კინღამ იყვირა სოლომანმა, თუ რომ არ დაგიკლო?! - (დ
კლდიაშვილი).
გამეორება ემოციურ-შემეცნებითი ფუნქციათა მთლიანობით ხასიათდება. ამიტომ მწერალი ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს იმეორებს, რომლებიც ფრაზის აზრობრივი და ემოციური დატვირთეის დასაყრდენ” წარმოადგენენ. გ. ტაბიძის ლექსში „ქარი ქრის, გადმოცემულია მძიმე განსაცდელის ჟამს საშინელ მარტოობაში მყოფი ადამიანის განწყობილება, რის გამო მეორდება გამოთქმები: „ქარი ქრის“ და „სადა ხარ“.
![]() |
3.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გამოცანა |
▲ზევით დაბრუნება |
გამოცანა – სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ასახსნელი სიტყვა“, ხოლო არისტოტელეს აზრით, კარგად შედგენილი მეტაფორა. ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ჟანრია, რომელიც მოიცავს მოვლენის, საგნის, საერთოდ სინამდვილის სხვადასხვა მხარეთა მოკლე არსებით დახასიათებას, თვით ამ ობიექტის (გამოსაცნობის) დაუსახელებლად. ხშირად პასუხი ამ დახასიათებაში ან კითხვამია მოცემული, მაგრამ მალულად, არაპირდაპირ. ზოგჯერ პასუხი რითმებშია ჩართული:
ერთი რამე სულიერი მიწა-მიწა მძრომელია,
ორჯერ გეტყვი მის სახელსა, აბა, მითხარ, რომელია?
![]() |
3.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გაპიროვნება |
▲ზევით დაბრუნება |
გაპიროვნება – ტროპის (იხ.) სახეობა, ფართო გაგებით მხატვრული წარმოსახვის ხერხი, რომლის ნიშანდობლივ თვისებას შეადგენს გაადამიანურება, ადამიანის თვისებების მეტყველების გრძნობის ემოციის წარმოდგენების, აზროვნების უნარის გადატანა უსულო საგანზე, ცხოველზე ან განყენებულ მოვლენაზე.
გაპიროვნება, როგორც ტრობი, მეტაფორის თავისებური სახეობაა, რადგან იგი გულისხმობს მხოლოდ ადამიანის თვისებების გადატანას, მაშინ, როდესაც მეტაფორა ხასიათდება ყოველი საგნის თვისების გადატანით სხვა საგნებზე. გაპიროვნება სისტემის სახით არის მოცემული ზღაპრებსა და იგავებში.
გაპიროვნების ხერხს ყველა მწერალი იყენებს. ზოგიერთი მწერლის შემოქმედებაში კი იგი განსაკუთრებული სიმკეეთრით ვლინდება. მაგალითად, მეტაფორული წარმოსახვის დიდოსტატი ვაჟა-ფშაველა ფართოდ იყენებს მას მოთხრობებში „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ხმელი წიფელი“, „ია“, „ქუჩი“, „მთის წყარო“, „ფესვები“ და სხვა, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, ბუნების სულიერი და უსულო მოქლენები გაადამიანურებულია, ადამიანის თვისებებით არის აღჭურვილი.
ბუნების მოვლენების გაპიროვნების მაღალპოეტურ ნიმუშს წარმოადგენს მისივე „ბახტრიონის“ დასაწყისი:
დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს.. ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
![]() |
3.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გარეგანი რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
გარეგანი რითმა – იხ. რითმა.
![]() |
3.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გაჩუმება |
▲ზევით დაბრუნება |
გაჩუმება – პოეტური ფიგურის (იხ) ერთ-ერთი სახე, ფრაზის, გამოთქმის ისეთი დაუმთავრებლობა, შეწყვეტა, რომელიც ხელს არ უშლის აზრის გაგებას.
![]() |
3.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გვარი |
▲ზევით დაბრუნება |
გვარი – იხ. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები.
![]() |
3.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გმირი |
▲ზევით დაბრუნება |
გმირი – ფართო გაგებით ეწოდება ლიტერატურული ნაწარმოების როგორც დადებით, ისე უარყოფით პერსონაჟს (იხ). მაგალითად როდესაც ვამბობთ „შექსპირი და მისი გმირები“, ჰამლეტთან და ოტელოსთან ერთად ვგულისხმობთ მაკბეტსა და იაგოსაც. ვიწრო გაგებით კი ამ ტერმინს მხოლოდ გმირული ან საერთოდ დადებითი ხასიათის აღმნიშვნელად იყენებენ.
![]() |
3.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გრადაცია |
▲ზევით დაბრუნება |
გრადაცია (ლათ. გრადაციო საფეხურებიანი ამაღლებული ადგილი) – პოეტური ფიგურის (იხ.) სახესხვაობა, მხატვრული წარმოსახვის თანდათანობით გაძლიერება, მისი მნიშვნელობის უფრო მკვეთრად, შთამბეჭდავად გაღმოცემა სინონიმური სიტყვებისა და გამოთქმების, ანდა ფართო აღწერილობის მეშვეობით. იგი დამახასიათებელია არა მარტო პოეტური, არამედ პროზაული მეტყველებისთვისაც:
ხალხი აზვირთდა, ზალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს. - (ი ჭავვავაძე).
„ღამე მოდის შიშით, თრთოლეითა და იდუმალებით, ღამე უტეხ ტყეში, შუა ზღვაში, ყრუ და
უკაცურ უდაბნოში, სადაც, გარდა ბუნაგებისა და მშიერი ნადირისა, არც საფარია, არც
მშველელი, არც სულიერი“ (მ. ჯავახიშვილი).
გრადაციის კლასიკური ნიმუშია აგრეთვე ი. ჭავჭავაძის „განდეგილის“ პროლოგი.
გრადაციის საპირისპიროა ქვედასვლა – მაღლიდან დაბლა დაშვება დიდიდან მცირეზე,
ზოგაღიდან კონკრეტულზე გადასვლა.
![]() |
3.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ბოჰემა |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი.
დაკიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი. - (გ. ტაბიძე).
![]() |
3.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გროტესკი |
▲ზევით დაბრუნება |
გროტესკი (ფრანგ. გროტესკ, იტალ. გროტა – უცნაური) სინამდვილის კომიკური წარმოსახვის უკიდურესი სახეობა, რომელიც მოელენას, საგნებსა და ადამიანებს გამოხატავს უჩვეულოდ გაზვიადებული, ძალზე პირობითი და კომიკური სახეებით.
ტერმინი გროტესკი ლიტერატურაში ნასესხებია მხატვრობიდან. ასე ერქვა რომაულ გამოქვაბულებმი, „გროტებში“, ტიტეს სარდაფებში აღმოჩენილ უძველეს კედლის მხატვრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებით, მცენარეული და გეომეტრიული ნახაზებით შედგენილი ფანტასტიკური ორნამენტები. ამ ფერწერის აღმწერი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ მის უჩვეულო კომიკურ ხასიათსა და უსახღვრო ფანტასტურობას, აქედან, გროტესკი ეწოდება კომიკურის უკიდურეს გამოვლენას.
მხატვრულ ლიტერატურაში გროტესკი გამოიყენება როგორც მხატვრული ხერხი ადამიანის ან მოვლენის უარყოფითად წარმოსახვისას.
გროტესკულ სახეებს გვიხატავს მ. სალტიკოვ-შჩედრინი, გ. წერეთელი („კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა") და სხვ.
![]() |
3.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - გრძელი მარცვალი |
▲ზევით დაბრუნება |
გრძელი მარცვალი – იხ. მარცვალი.
![]() |
4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დაბოლოება |
▲ზევით დაბრუნება |
დაბოლოება – მხატვრული ნაწარმოების დასასრული, ეპილოგი (იხ), აპოთეოზი (იხ); ლირიკული ლექსის ბოლო ტაეპი. არაკსა და იგავში – შეგონება, სწავლება.
დაბოლოების გავრცელებული ტრადიციული ფორმები ახასიათებს ხალხურ ზღაპრებს, მაგალითად:
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ანდა:
ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
მთქმელსა და გამგონებელსა, ღმერთი გწყალობღეთ ყველასა
![]() |
4.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დადაიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
დადაიზმი (ფრანგ. ნაწ. სიტყვიდან „დადა“ –- ცხენი ბავშვის ენაზე) –- მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1916 წ.) შვეიცარიაში. მისი შემქმნელნი იყვნენ გერმანელი და რუმინელი მხატვრები და პოეტები: ტრისტან ცარა, რიჰარდ გიულზენბეკი, ჰუგო ბალი, გ. არპი, მ. იანკო.. დადაიზმის ძირითად პრინციპს შეადგენს ინდივიდუუმის ანარქიული, ყოველმხრივ თავისუფალი ინიციატივა რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული ყოველდღიურობასთარ. დადაისტების აზრით, „დადას“ არა აქვს მეხსიერება, არ უყვარს და არ სჭირდება ინტელექტი. „დადაისტი არის უაღრესად თავისუფალი ადამიანი დედამიწის ზურგზე“, „ვინც არ ცხოვრობს დღევანდელი დღისთვის, იგი მარად ცხოვრობს“ (რ. გიულზენბეკი) „მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სისტემისა. ყველაზე მისაღები სისტემაა – არ მიიღო არავითარი სისტემა“ (ტ. ცარა).
დადაისტების ანარქიული ბუნტი „ყველასა და ყველაფრის“ წინააღმდეგ წარმოადგენდა წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის სოციალური დაცემულობის, ბოჰემისა და უკიდურესი უკმაყოფილების გამოხატულებას.
დადაისტი პოეტები თხზავდნენ უაზრო ნეოლოგიზმებს და ასეთივე ხასიათის თვითმიზნური ბგერწყობის შექმნით იყვნენ გატაცებულნი. დადაიზმი წარმოადგენდა დეკადენტურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას. ქართველ პოეტთა შორის რამდენიმე დადაისტური ლექსი დაწერილი აქვს ტიციან ტაბიძეს.
![]() |
4.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დადებითი გმირი |
▲ზევით დაბრუნება |
დადებითი გმირი – მწერლის საზოგადოებრივი და ესთეტიკური იდეალების გამომხატველი სახე. ლიტერატურულ ნაწარმოებთა პერსონაჟები ძირითადად ორ ჯგუფად ნაწილდებიან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების სახით. დადებით გმირებად შეიძლება წარმოსახული იყოს სხვადასხვა ხასიათის ადამიანები. მაგალითად, ი, ჭავჭავაძის მიერ შექმნილი სახეებიდან დადებითი გმირებია: კაკო, ზაქრო, გაბრიელი, პეპია, გიორგი და სხვ.
ნამდვილი დადებითი გმირი ეპოქის პროგრესული იდეალების მატარებელია. ამიტომ ყველა პერსონაჟი, რომელსაც მწერალი დადებით გმირად ხატავს, სინამდვილეში არ არის დადებითი. მაგალითად, დადებით გმირად ვერ მივიჩნევთ ლ. არდაზიანის ალექსანდრე რაინდიძეს („სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), თუმცა თვით ავტორს იგი დადებით პერსონაჟად ჰყავს წარმოსახული. ასევე, თ. დოსტოევსკის დადებით გმირებს წარმოადგენენ თავადი მიშკინი („იდიოტი“) და ალიოშა კარამაზოვი („ძმები კარამაზოვები“), რომელთა სახეების ობიექტური შინაარსი დიდად განსხვავდება შესაბამისი ეპოქის მოწინავე ადამიანების ცხოვრებისა და იდეებისაგან. საბჭოთა ლიტერატურაში დადებითი გმირის განსახიერება ჭეშმარიტ იდეურ და ესთეტიკურ საფუძვლებს ეყრდნობა. აქ დადებითი გმირები დიდ საზოგადოებრივ ღირსებათა გამომხატველ ადამიანებად გვევლინებიან.
![]() |
4.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დასთანი |
▲ზევით დაბრუნება |
დასთანი (სპარ.ე) –– ახლო და შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხალხთა ლიტერატურისა და ფოლკლორის ეპიკური ჟანრი; ჩვეულებრივ ეწოდება ლიტერატურულად გადამუშავებულ ზღაპრულ სიუჟეტებს, ლეგენდებსა და თქმულებებს. იგი შეიძლება იყოს პროზაული, ლექსად დაწერილი ან შერეული. დასთანს უწოდებენ ისეთი ხასიათის ცალკეულ პოემებსაც, როგორიცაა „ლეილმეჯნუნიანი“, „ხოსროვი და შირინი“, „ისკანდერ-ნამე“ და სხვ.
![]() |
4.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დაქტილი |
▲ზევით დაბრუნება |
დაქტილი (ბერძ. დაქტილოს –- თითი) –- სამმარცვლიანი ტერფი ანტიკურ ლექსწყობაში, რომლის პირველი მარცვალი გრძელია ,ხოლო დანარჩენი ორი – მოკლე.
ტონურ ლექსწყობაში (იხე) დაქტილი აერთიანებს ერთ მახვილიან და ორ უმახვილო მარცვალს.
ქართული ენა დაქტილური ბუნებისაა,ა ამიტომ ქართულ ლექსწყობაში დაჭტილს საპატიო ადგილი აქვს დათმობილი. რუსთველური დაბალი შაირის ექვსი ტერფიდან ოთხი დაქტილია და ორი – ქორე:
დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი.
სუფთა დაქტილური ტერფებისაგან არის შედგენილი გ. ტაბიძის „ბავშვობის დღეების“ (3/3/3) ტაეპები:
გაფრინდა ბავშვობის დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები.
![]() |
4.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დეკადენტობა |
▲ზევით დაბრუნება |
დეკადენტობა (ფრანგ. დეკადანსი – დაცემულობა) – საერთო სახელწოდება მიმდინარეობებისა იმპერიალიზმის ეპოქის ლიტერატურასა და ხელოვნებაში, მოდერნიზმის(იხ) უკიდურესი სახეობა. ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 80-იან წლებში. იგი ხასიათდება მხოლოდ თვითმიზნური ფორმის აღიარებით, მისტიკით, უკიდურესი ინდივიდუალიზმითა და შემოქმედებითი სუბიექტივიზმით, საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან ლიტერატურის სრული იზოლირების პრინფციპის თანმიმდევრული დაცვით და გვევლინება, როგორც მხატვრული შემოქმედების დაკნინება.
![]() |
4.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დეტექტური ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
დეტექტური ლიტერატურა (ლათ. დეტექციო – გახსნა) - სათავგადასავლო ლიტერატურის ერთ-ერთი სახეობა. დეტექტივი ეწოდება დანაშაულობათა და შემთხვევათა გამომძიებელს, იგივე საგამომძიებლო პოლიციის აგენტს, ინგლისსა და აშშ-ში, ხოლო ლიტერატურაში –- დანაშაულთა და გამომძიებელთა შესახებ დაწერილ რომანებს, მოთხრობებს, ნოველებს. ამგვარი ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშია ინგლისელი მწერლის კონან დოილის ნაწარმოებები შერლოკ ჰოლმსზე.
![]() |
4.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დიალექტიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
დიალექტიზმი (ბერძ. დიალექტოს – კუთხური მეტყველება) – სალიტერატურო ენისათვის შეუფერებელი პროვინციული (კუთხური) სიტყვები და გამოთქმები.
მწერლები დიალექტიზმებს უპირატესად მიმართავენ როგორც პერსონაჟთა ენობრივი დახასიათების საშუალებას. ამა თუ იმ პროვინციის წარმომადგენელი პერსონაჟი ხშირად თავისი კუთხის დიალექტხე მეტყველებს (ა. ყაზბეგის, ე. ნინოშვილის, დ. კლდიაშვილის გმირები).
დიალექტიზმის მაგალითია მოხევის მეტყველება ი. ჭაგჭავაძის „მგზავრის წერილებში“: „ადრიდა ავად თუ კარგად
ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ".
დიალექტიზმებს ზოგჯერ მწერალი იყენებს ადგილობრივი
კოლორიტის გადმოსაცემად, ამა თუ იმ კუთხის მკვიდრთა ზნეჩვეულებების დასახატავად, გეოგრაფიული გარემოს დასახასიათებლად.
სალიტერატურო ენა დიალექტიზმების ხარჯზე მდიდრდება,
მაგრამ მოჭარბებული დიალექტიზმები ამ უკანასკნელს აუბრალოებს, ამდაბლებს, საერთო-სახალხო ენის ფუნქციას უკარგავს.
მხატვრულ ნაწარმოებში დიალექტიზმებით გატაცება,
კუთხური მეტყველების ნატურალისტური გადმოცემა დაუშვებელია. იგი მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც
გაპირობებულია შინაარსობრივ-მხატვრული აუცილებლობით.
ამიტომ რეალისტი მწერალი დიალექტიზმებიდან ირჩევს მხოლოდ დამახასიათებელ, ტიპიურ სიტყვებსა და გამოთქმებს, აუ–
ცილებელს ამა თუ იმ ხასიათის, ტიპის ან მოვლენის წარმო–
სახვისათვის.
![]() |
4.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დიალოგი |
▲ზევით დაბრუნება |
დიალოგი (ბერძნ. დიალოგოს – საუბარი, კამათი) – მოსაზრებების გაზიარება ორ ან რამდენიმე პიროვნებას შორის. ლიტერატურულ ნაწარმოებებში ეწოდება პერსონაჟთა საუბარს. განსაკუთრებით დამახასიათებელია დრამატული ნაწარმოებებისათვის.
ეპიკურ ჟანრებში დიალოგს არსებითად დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ცალკეულ ნაწარმოებებში აქაც გვევლინება როგორც ძირითადი ხერხი, საშუალება (მაგ. ჩეხოვის მოთხრობების ერთ ნაწილში...) თანამედროვე ლიტერატურაში გვხვდება მთლიანად დიალოგზე აგებული ცალკე– ული მოთხრობები და ნოველები.
ლირიკაშიც ვხვდებით ასეთ ნაწარმოებებს (მაგ. ვაჟა-ფშა ველას „ბაკური“, გ. ტაბიძის „ქალავ“...). საერთოდ კი ლირიკა იშვიათად იყენებს ამ ხერხს. დიალოგი ამა თუ იმ მცირე ფორმის ჟანრთა დამოუკიდებელი კომპოზიციური ფორმის სახითაც ჩამოყალიბდა.
![]() |
4.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დიდაქტიკური პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
დიდაქტიკური პოეზია (ბერძ. დიდაქტიკოს – ჭკუის მასწავლებელი) – დამრიგებლობითი პოეზია. დიდაქტიკა პედგოგიკის ნაწილია, წარმოადგენს სწავლების თეორიას, მოძღვრებას ზნეობრივი სწავლების პრინციპების, მეთოდისა და ორგანიზაციული ფორმების შესახებ. ამის ანალოგიურად, დიდაქტიკური პოეზია დამრიგებლობითი ხასიათისაა, სადაც „ალკეული მეცნიერული დებულებები, მორალის წესები, ფილოსოფიური აზრები, პედაგოგიური შეგონებანი და ა. შ. გადმოცემულია მკითხველისათვის ადვილად ასათვისებელი ფორმით. ქართული დიდაქტიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია:
დავით გურამიშვილის „სწავლა-მოსწავლეთა“, არჩილის „საქართველოს ზნეობანი“ და სხვ.
![]() |
4.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დითირამბი |
▲ზევით დაბრუნება |
დითირამბი (ბერძ. დითირამბოს – ჰიმნი, ხოტბა, განდიდება, ქება )– ძველბერძნული საგუნდო ლირიკის ნიმუში. ღითირამბი წარმოადგენდა მძაფრი ორგიული ხასიათის ხალხურ ჰიმნს (იხ) და ეძღვნებოდა ნაყოფიერების ღმერთს დიონისეს. მას ასრულებდა გუნდი მიმიკური მოძრაობითა და მუსიკით, უმთავრესად რთველის დროს. ძვ. წ. VII საუკუნეში ბერძენმა პოეტმა არიონმა დითირამბს ჩამოყალიბებული მხატვრული და ჟანრული სახე მისცა.
ახალ ევროპულ ლიტერატურაში მხოლოდ რენესანსის ეპოქაში სცადეს დითირამბის აღდგენა. იგი ახლო დგას ჰიმნსა და ოდასთან (იხ.). დითირამბისათვი“ დამახასიათებელი იყო გაზვიადებული, ყოველგვარ საზღვარს გადასული აღფრთოვანება და ქება. ამიტომ ამბობენ გადაჭარბებით შემქებელზე „დითირამბს უმღერისო“,
![]() |
4.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დისონანსი |
▲ზევით დაბრუნება |
დისონანსი (ლათ. და ფრანგ. – არათანაჟღერადი)- ისეთი არაზუსტი რითმა რომელშიც “შმეუთანხმებელია როგორც თანხმოვან, ისე ხმოვან ბგერათა ძირითადი ნაწილი, ხოლო. შერითმულ ბგერათა გამეორებას კანონზომიერი ხასიათი არა აქვს. მაგალითად:
მოურავს თოფი რომ გამოვართვით,
ტყეში წავედით ჩვენ ორთავენი. - ი. გრიშაშვილი
![]() |
4.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დისტიქი |
▲ზევით დაბრუნება |
დისტიქი (ბერძ. დისტიხონ – ორტაეპიანი) – ორტაეპიანი სტროფი, ანტიკური ლექსთწყობისათვის (იხ) დამახასიათებელი მისი ერთ-ერთი სახეობა – ელეგიური დისტიქი – აერთიანებდა ჰეგზამეტრსა (იხ) და პენტამეტრს (იხ).
დისტიქის აღმოსავლური შესატყვისია ბეითი (იხ), ხოლო ქართული – მრჩობლედი (იხ).
![]() |
4.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დრამა |
▲ზევით დაბრუნება |
დრამა (ბერძ. – მოქმედება) – ლიტერატურულ ნაწარმოებთა ერთ-ერთი ძირითადი გვარი (იხ. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები). გარდა ამისა, მას აქვს მეორე მნიშვნელობაც: წარმოადგენს საკუთრივ დრამის, ე. ი. დრამის როგორც ერთ-ერთი დრამატული ჟანრის სახელწოდებას. დრამა ყველაზე ახალგაზრდა დრამატული ჟანრია ჩამოყალიბდა ბურჟუაზიის აღმავლობის ეპოქაში. თავდაპირველად მას „ცრემლიან კომედიას“ ან „მეშჩანურ ტრაგედიას“ უწოდებდნენ. ხასიათდება ტრაგედიისა (იხ) და კომედიის (იხ.) ნიშანდობლივ თვისებათა სინთეზით.
![]() |
4.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დრამატურგია |
▲ზევით დაბრუნება |
დრამატურგია (ბერძ დრამის შეთხზვის ხელოვნება) – დრამატულ ნაწარმოებთა საერთო (ზოგადი) სახელწოდება. მას ხმარობენ აგრეთვე ამა თუ იმ მწერლის, ეპოქის ან ხალხის დრამატულ ქმნილებათა სახელწოდებად. მაგ., „პ. კაკაბაძის დრამატურგია“.
აქედან ნაწარმოებია დრამატურგი – მწერალი, რომელიც დრამატულ ნაწარმოებს ქმნის.
![]() |
4.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობა – კლასიციზმის პრინციპი დრამატული ნაწარმოებების აღნაგობის შძესასებსი შემუშავებული ბერძნული დრამის საფუძველზე.
ანტიკური პოეტიკის მოთხოვნით, დრამაში უპირატესად ერთა დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი ამბავი უნდა ასახულიყო. არისტოტელეს თქმით, დრამატურგმა მოქმედება, „რამდენადაც ეს შესაძლებელია, მზის ერთი მოქცევის ან ოდნავ მეტ დროში უნდა მოათავსოს“, ადგილის ერთიანობა პრინციპის სახით არაა მოცემული ანტიკურ დრამასა და პოეტიკაში, მოქმედების ერთიანობის პრინციპი კი პიესაში წარმოსახული მოქმედების მკაცრ ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევას მოითხოვს. მისი შინაგანი მთლიანობა სიუჟეტის განვითარების პროცესში არ უნდა შეათერხოს შემთხვევითი, მეორეხარისხოვანი ეპიზოდების ჩვენებამ. არისტოტელეს აღნიშვნით, დრამატულ მოქმედებაში ყველა ნაწილი ისე უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ „მათი გადატანა ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ან რომელიმე მათგანის ამოღება სპობდეს მთლიანს“.
კლასიციზმმა დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობა მკაცრი ნორმატული კანონის სახით ჩამოაყალიბა.
![]() |
4.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - დღიური |
▲ზევით დაბრუნება |
დღიური – ავტორის დაკვირვებების, კვლევა-ძიების, ექსპედიციის, მოგზაურობის შედეგებისა დღა პირადი (ავტობიოგრაფიული) ხასიათის ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები
დღიურის ფორმას იყენებენ მხატვრულ ლიტერატურაშიც: მას ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი წერს, მაშასადამე, აქაც ამ გმირის ცხოვრება პირველ პირშია გადმოცემული, მაგალითად, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ ჩართულია თარაშ ემხვარის დღიურები. მხატვრულ ლიტერატურაში ზოგჯერ დღიურები მართლაც ავტობიოგრაფიულია. მაგალითად, ცნობილი ჩეხი კომუნისტის იულიუს ფუჩიკის „რეპორტაჟი სახრჩობელადან“, ფაშისტთა ტყვეობამი დაღუპული პატარა გოგონას „ანა ფრანკის დღიურები“ და სხვ.
![]() |
5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეგზეგესისი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზეგესისი (ბერძ. ახსნა-განმარტება) – გამორკვევა სხვადასხვა ენაზე არსებული ძველი სასულიერო ლიტერატურისა, რომლის მთავარი შინაარსი აღებულია ბიბლიური ლეგენდებიდან და თქმულებებიდან.
![]() |
5.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეგზისტენციალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზისტენციალიზმი (ლათ. ეგზისტენცია – არსებობა) თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიური მიმართულება, სუბიექტივიზმისა და ირაციონალიზმის ერთ-ერთი სახესხვაობა, რომელიც უარყოფს არსობას. მას ყოფიერება დაჰყავს უშუალო გრძნობადი აღქმის მონაცემამდე, „ეგზისტენციამდე“, რის გამო უარყოფს რაციონალურ შემეცნებას. ჭეშმარიტების წვდომის მხრივ მეცნიერებაზე უფრო მაღლა მხატვრულ შემოქმედებას აყენებს, ხოლო თვით ქეშმარიტებას სუბიექტურ ფენომენად მიიჩნევს ამის შესაბამისად უარყოფს მშვენიერების ობიექტურ არსს და ხელოვნებას განიხილავს არა როგორც სინამდვილის ასახვას, არამედ ხელოვანის თვითგამოხატვას. ამ უკანასკნელის აღიარებით გამორიცხავს ხელოვნების იდეურობასაც.
![]() |
5.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეგსოდი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგსოდი – (ბერძ. ეგსოდიონ – გამოსვლა) – ანტიკური ბერძნული დრამატული ნაწარმოების დამამთავრებელი (დასკვნითი) ნაწილი. რომაულ დრამაში ეწოდებოდა ტრაგედიაში ჩართულ კომიკურ ინტერმედიას, რომელიც უფრო გვიან დამოუკიდებლად იდგმებოდა, მაგრამ როგორც ტრაგედიის დამატება.
![]() |
5.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ედიტორი |
▲ზევით დაბრუნება |
ედიტორი (ლათ. გამომცემელი) – ტექსტის გამომცემელი. აქედან წარმოდგა „ედიტორული საქმიანობა" – მუშაობა ტექსტის გამოსაცემად მომზადებაზე.
![]() |
5.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ევფემიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ევფემიზმი (ბერძ. – ეუფემია – კეთილმეტყველება) – უხეში, უსიამოვნო სიტყვებისა და გამოთქმების შერბილება, მათი შეცვლა უფრო მისაღები და სასიამოვნო სიტყვებითა და გამოთქმებით. ევფემიზმი ახლოსაა, ერთი მხრივ, სინონიმთან (იხ.), ხოლო, მეორე მხრივ, მეტონიმიასთან (იხ). სინონიმის მსგავსად აქაც შინაარსით მსგავს, მაგრამ ფორმით განსხვავებულ სიტყვებთან გვაქვს საქმე, ხოლო მეტონიმიის მსგავსად აქაც საგნის გადასახელება ხდება.
ევფემიზმის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ვახტანგ VI-ის „ამირნასარიანის“ შემდეგი
ადგილი: კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,
კვლავ სხვა მოიხმო. უბრძანა იგივე განახმობარე.
ორივე პასუხი ერთისა და იმავე შინაარსის შემცველია. განსხვავება მხოლოდ გადმოცემის
ფორმაშია. პირველი ვეზირი უხეშად, პირდაპირ ეუბნება მეფეს: ვინც მოყვასი გყავს,
ყველა შენს უწინ ამოგიწყდებაო. მეორე ამავე აზრს რბილი, სასიამოვნო ფორმით
შეაპარებს: მოყვასთა შორის მეფე ყველაზე დღეგრძელიაო.
ბრძენი მოიხმო ამხსნელი, მას უბრძანებდა მწყინარი,
„შენს უწინ ამოგიწყდება –ჰკადრა –მოყვასი ვინ არი“,
არგნით გალახა, გააგდო, დაჭმუნდა გაუცინარი.
ჰკადრა: „მეფეა მოყვასთგან დღეგრძელობითა მჯობარე“.
ასი უბოძა წითელი, ბრძანებს პირველის მგმობარე,
თუმცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მბობარე.
![]() |
5.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ევფონია |
▲ზევით დაბრუნება |
ევფონია (ბერძ. ეუფონია –კეთილხმოვანება) – პოეტური ენის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი, ბგერითი სისტემის მელოდიურობა.
ევფონია ამკვეთრებს, აძლიერებს პოეტური ენის გამომხატველობასა და ემოციურობას, გვევლინება, როგორც ლექსის ბგერითი მთლიანობა, თანაჟღერადობა, ლექსის ბგერითი ორგანიზაციის სახეობათა ერთობლივი გამოხატულება.
ყოველი ჭეშმარიტი პოეტი დიდ მნიშვნელობას აძლევს ეეფონიას, რის გამო გაურბის ისეთ სიტყვებს, რომლებიც სმენისთვის ნაკლებ სასიამოვნო ბგერებს ან თანხმოვანთა შეჯგუფებას შეიცავენ.
ბგერათა კეთილხმოვანება ქართული პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი ესთეტიკური ფაქტორია. განსაკუთრებული სიძლიერით ავლენს მას რუსთაველი, აგრეთვე ბესიკი, აკ. წერეთელი, გ. ტაბიძე...
![]() |
5.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეზოპეს ენა |
▲ზევით დაბრუნება |
ეზოპეს ენა – იგავით, ნართაულად, გადაკვრით ლაპარაკი ან წერა (ტერმინი მომდინარეობს ძველი ბერძენი იგავთმწერლის ეზოპეს სახელიდან; ეზოპეს საშუალება არ ჰქონდა პირდაპირ გამოეთქვა საკუთარი აზრი). ეზოპეს ენას (იგავურ, შენიღბულ თქმას) მწერალი იყენებს მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებზე ცენზურისა თუ პოლიტიკური ვითარების გამო პირდაპირ წერა შეუძლებელია.
![]() |
5.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეკლოგა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკლოგა (ბერძ. ეკლოგე – შერჩევა) – ბუკოლიკური (იხ) პოეზიის ერთ-ერთი სახეობა რომელიც წარმოიშვა ელინისტური პერიოდის ბერძნულ ლიტერატურაში. იგი პასტორალისა (იხ) და იდილიის (იხ) მსგავსია და ზოგჯერ მოიცავს დიალოგს მწყემს ქალ-ვაჟს შორის. განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით ხასიათდება რომაელი პოეტის ვირგილიუსის ეკლოგები (70-19 წ. ძვ. წ.).
![]() |
5.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ელეგია |
▲ზევით დაბრუნება |
ელეგია (ბერძ. ელეგეია, ელეგეიონ – ჩივილი) – ლირიკული ჟანრი, რომლის ძირითად ნიშანდობლივ თვისებას წარმოადგენს მწუხარების გამოხატვა. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, სადაც უპირატესად სევდის გამომხატველ სიმღერებს ნიშნავდა. რუსი ავტორებიდან ცნობილია ვ. ჟუკოვსკის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის ელეგიები.
ამ ჟანრის ნაწარმოებია ი. ჭავჭავაძის ლექსი „ელეგია“, რომელშიც მძაფრი ეროვნული
სევდა. და წუხილია გადმოცემული.
![]() |
5.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ელინიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ელინიზმი – (ტერმინი შემოღებულია დროიზენის მიერ და დაკავშირებულია ძველი ბერძნების, ელადის მკვიდრი მოსახლეების სახელწოდებასთან ელინებთან) – ზოგადი სახელწოდება ანტიკური ცივილიზაციის გარკვეული ისტორიული ეტაპისა; აღნიშნავს ბერძნული კულტურის შერწყმას.
აღმოსავლურ კულტურასთან (ჩეეულებრივ იფარგლება (323 - 30 წლებით ჩვ. წ.). გავრცელებული იყო უმთავრესად საბერძნეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და მცირე აზიის ზღვისპირეთზე, ხოლო პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე ბერძენმა კოლონისტებმა გაავრცელეს სამხრეთ იტალიაში, სიცილიაში, ჩრდილო აფრიკაში, ესპანეთში, სამხრეთ საფრანგეთში და სხვაგან. რიტორიკის დომინანტურმა როლმა ელინურ კულტურაში უარყოფითი გავლენა მოახდინა ლიტერატურის ყველა დარგზე, – განსწავლულობამ და სიტყვათა თამაშმა დაიკავა შემოქმედებითი ფანტაზიის ადგილი, უწინარეს ყოვლისა, ეს ითქმის პოეზიის შესახებ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს გარკვეული ფორმალური მიღწევა, კერძოდ, ე. წ. „ახალი კომედიის“ სახით (მენანდრე და სხვ.); ოღონდ, ეს უკანასკნელიც ხასიათდებოდა ხელოვნურ-პირობითი სიტუაციებითა და ბანალური ხასიათების წარმოსახვით.
![]() |
5.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ენობრივი დახასიათება |
▲ზევით დაბრუნება |
ენობრივი დახასიათება – მხატვრული ნაწარმოების მოქმედ პირთა ხასიათების წარმოსახვისათვის მათი მეტყველების თავისებურების გამოყენება; პერსონაჟისათვი ნიშანდობლივი მეტყველების ჩვენება. პერსონაჟის ენობრივ დახასიათებას მწერალი აღწევს მეტყველების ლექსიკური, ინტონაციური და სინტაქსური თავისებურებების ზედმიწევნითი შერჩევის საშუალებით.
![]() |
5.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპიგონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიგონი (ბერძ. ეპიგონოს – შემდეგ დაბადებული) – გადმომღები„ მიმბაძველი რომელიც მთლიანად იმეორებს. მიმდინარეობის ან მწერლის იდეურ-თემატიკურ მოტივებსა და სტილს. ეპიგონობა უპირატესად მწერლის უნიჭობისა და მისი შემოქმედების იდეურ-მხატვრული სისუსტის გამოხატულებაა. იგი აფერხებს ლიტერატურის განვითარებას და ხშირად თავისი სოციალური არსითაც რეაქციული მოვლენაა.
![]() |
5.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპიგრამა |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიგრამა (ბერძ. წარწერა) – გამკილავი, სატირული ხასიათის მოკლე ლირიკული ლექსი„ რომელშიც მოცემულია მკაცრი დაცინვა რომელიმე პიროვნებისა.
ძველ საბერძნეთში ეპიგრამა თავდაპირველად ნიშნავდა შექებითი ხასიათის წარწერას
საფლავის ქვაზე, საოჯახო ნივთზე, შენობის კედელზე. რომში კი ეპიგრამას უწოდებდნენ
მცირე მოცულობის დამცინავ ლექსს.
ცნობილია ა. პუშკინის, ილიასა და აკაკის ეპიგრამები.
ცნობილია ა. პუშკინის, ილიასა და აკაკის ეპიგრამები.
![]() |
5.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპიგრაფი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიგრაფი (ბერძ. წარწერა) – ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები ძეგლებზე წანაწერს. შემდეგ ამ ცნებამ სხვა შინაარსი მიიღო: ეპიგრაფი ეწოდა სხვა ავტორის ნაწარმოებიდან აღებულ სტრიქონებს რომელსაც მწერალი წინ წარუმძღვარებს თავის ნაწარმოებს, ან მის ცალკეულ თავებს. ეპიგრაფის მიზანს შეადგენს მთელი ნაწარმოების ან მისი ნაწილის მთავარ აზრზე მოკლედ, ლაკონიურად მითითება. ეპიგრაფებს ხშირად იყენებდა ი. ჭავჭავაძე. მაგ. ცნობილია „კაცია-ადამიანის?!“ ეპიგრაფი: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანო“. მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის“ ყველა თავს ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული.
![]() |
5.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპიზოდი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიზოდი (ბერძ ეპიზოდიონ – ჩანართი) – მეტნაკლებად დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ცალკე შემთხვევა, ამბავი, რომელიც უპირატესად სიუჟეტის ორგანულ ნაწილს, კონფლიქტისა (იხ) და სიტუაციების (იხ. განვითარების გარკვეულ საფეხურს შეადგენს, რის გამო მისი ნაწარმოებიდან ამოღება შეუძლებელია. ამავე დროს, არსებობს ისეთი ეპიზოდიც, რომელიც ნაწარმოებში უკვე წარმოსახულის განვრცობისათვის არის ჩართული და ამდენად სიუჟეტური ქარგის ორგანული ნაწილი არაა, მოქმედების შემდგომ განვითარებას არ იწვევს; ამიტომ მისი ამოღება არ არღვევს მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ-კომპოზიციურ მთლიანობასა და თანმიმდევრობას.
![]() |
5.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპითალამა |
▲ზევით დაბრუნება |
ეპითალამა (ბერძ. ეპითალმიოს – საქორწინო) – ასე უწოდებოდა ძველ საბერძნეთსა და რომში საგანგებო სიმღერას ან ლექსს, მიძღვნილს ახლადდაქორწინებულებისადმი. ასეთი ლექსები ცნობილია ძველი ბერძენი პოეტების ანაკრეონისა და საფოსი. ეპითალამას ნიმუშები მრავლადაა ცნობილი რუსული და ქართულ პოეზიაშიც. ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გვაქვს მთელი ციკლი საქორწილო ლექსებისა, აგრეთვე მაყრულისა. ამ ხასიათის ლექსები დაწერილი აქეთ კ. გამსახურდიას („ქორწილი"), ი, გრიშაშვილს („ქორწილი ჩემ უბანში“), პაოლო იაშვილს („ქორწილი“) და სხვ.
![]() |
5.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპითეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპითეტი (ბერძ. ეპითეტონ – დანართი) – მხატვრული განსაზღვრა, საგნის ან მოვლენის გარკვეული ნიშნის, თვისების ემოციური წარმოსახვა, ხაზგასმა. ეპითეტის მეშვეობით მწერალი ახდენს საგნი–ს ან მოვლენის როგორც დადებით, ღირსსაცნობ, ისე უარყოფით, მანკიერ მხარეთა ჩვენებას.
მაგ.:
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი,
პოეტურ მეტყველებაში ყველაზე მეტად ზედსართავი სახელებისაგან წარმოებული ეპითეტებია
გავრცელებული. მაგრამ ეპითეტის საწარმოებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველი
სიტყვა, რომელიც მხატვრული განსაზღვრების როლს შეასრულებს. მაგ., არსებითი სახელი –
„რკინის გული“, „მხეცი ბატონი“, ზმნიზედა – „ნაზად მომღიმარი თვალები“, „ლაღად
გაშლილი ფრთები“; მიმღეობა – „მოღრიალე თერგი“, „მოდუდუნე მტკვარი“.
ეპითეტი შეიძლება იმავე დროს მეტაფორასაც წარმოადგენდეს,„ბაღში ვაზი ობოლი...“
(ილია) ობოლი ვაზი ეპითეტიც არის და მეტაფორული თქმაც. ასეთივეა „რკინის გული“ და
სხვა.
არსებობენ ე. წ. მუდმივი ეპითეტებიი რომლებიც უფრო ხშირად ხალხურ ეპოსში გვხვდება;
მაგ., ტრიალი მინდორი, მწვანე ბალახი, კუდა მელა და სხვა.
ჩემო სამშობლო მხარეო. - (აკაკი)
ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი. - (ილია)
![]() |
5.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპილოგი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპილოგი (ბერძ. ეპილოგოს – ბოლოსიტყვა) – მხატვრული ნაწარმოების ბოლო, დამამთავრებელი ნაწილი, ბოლოსიტყვა, ბოლოთქმა, რომელიც გადმოგვცემს ნაწარმოების პერსონაჟების თავგადასავალს კვანძის გახსნის შემდეგ. მაგ., ეპილოგით მთავრდება ლ. ქიაჩელის რომანი „ტარიელ გოლუა“, მ. ჯავახიშვილის ისტორიული რომანი „არსენა მარაბდელი“, ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“.
ძველ ბერძნულ პიესებში ეპილოგი ეწოდებოდა მაყურებლებისადმი ავტორის მიმართვას რომელიც მოიცავდა პიესის მთავარი აზრისა და ხასიათების გახსნას; თუ ასეთი მიმართვა სპექტაკლს წინ უსწრებდა, მაშინ მას პროლოგს (იხ.) უწოდებდნენ.
![]() |
5.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპისტოლური |
▲ზევით დაბრუნება |
ეპისტოლური ლიტერატურა (ბერძ. ეპისტოლე – წერილი, მიმართვა)
1. საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, მწერლების პირადი წერილები.
2. ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც აგებულია რომელიმე პირისადმი წერილობით მიმართვაზე (იხ), პირად წერილებზე – მოქმედ პირთა შორის მიწერ-მოწერაზე.
მაგალითად, გოეთეს – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, დოსტოევსკის – „საწყალი ადამიანები“.
![]() |
5.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპიტაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ეპიტაფია (ბერძ. ეპიტაფიოს –საფლავის ქვახე წარწერილი) – უმთავრესად ლირიკული ლექსი, მიცვალებულის საფლავის ქვაზე წასაწერად განკუთვნილი. მხატვრულ ლიტერატურაში ეპიტაფიის ფორმას იყენებენ სატირულ პოეზიაში.
მაგალითი: ი. ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ“, ა. წერეთლის „ეპიტაფია“ და სხვ.
![]() |
5.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპოდი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოდი (ბერძნ.) – ერთ-ერთი სახეა ანტიკური ლირიკისა, რომლის შემოღება პოეტ არქილოქეს მიეწერება და რომელშიც გრძელ ტაეპს მოსდევს მოკლე ტაეპი. მეტრით განსხვავდება ელეგიისაგან. გამოყენებული აქვს ჰორაციუსს თავისი ოდების მეხუთე წიგნში. ეპოდს უწოდებდნენ აგრეთვე მძიმე განცდის გამომხატველ ლექსს.
![]() |
5.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპოპეა |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოპეა (ბერძ. ქმნა, შექმნა) – პოემის ერთ-ერთი ისტორიული ფორმა, სახეობა („ძველი პოემა“), ანტიკურ საბერძნეთში ეწოდებოდა ხალხური სიმღერა-თქმულებების კრებულს, რომელიც გარკვეულ კომპოზიციურ მთლიანობას მოიცავდა და ფართო მასშტაბით გამოხატავდა ხალხის ცხოვრების მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, ბრძოლებს, გმირთა თავგადასავალს. ბერძნულ ლიტერატურაში ეპოპეამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“.
შუა საუკუნეების დასასრულიდან ეპოპეისათვის დამახასიათებელი ასახვის მასშტაბი და
შესაძლებლობა ნიშანდობლივი გახდა რომანისათვის. ამიტომ ჰეგელმა რომანს ბურჟუაზიული,
ე. ი. კაპიტალიზმის ეპოქის ეპოპეა უწოდა (იხ. რომანი).
![]() |
5.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეპოსი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოსი (ბერძ. სიტყვა, მოთხრობა, სიმღერა) –ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის (იხ) ნიშანდობლივია მწერლის, ლირიკული გმირის აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცეზს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.
ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა მხატვრული ნარკვევი... (იხ. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები) მაგალითები: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.
![]() |
5.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ესეი |
▲ზევით დაბრუნება |
ესეი (ფრანგ. – ესსე, ინგლ.– ესსეი)-კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი. ნებისმიერ ასპექტში განხილვა (გაშუქება, გაახრება) რომელიმე ლიტერატურული, ფილოსოფიური, ესთეტიკური, მორალური ან სოციალური პრობლემისა. იგი ხასიათდება სუბიექტური მთაბეჭდილებებისა და ზოგადი განხილვის სიჭარბით, რითაც მკვეთრად განსხვავდება საკითხის სისტემატურ-მეცნიერული ანალიზისაგან. ესეის ფუძემდებლად ითვლება მ. მონტენი. მე-18 საუკუნიდან ესეის ჟანრი დამკვიდრდა ინგლისსა და საფრანგეთში, ხოლო განსაკუთრებული გავრცელება მან ჰპოვა მეოცე საუკუნის საზღვარგარეთულ კრეტიკაში.
საქართველოში ესეისტური ნარკვევების ავტორებია კრიტაკოსი გ. ქიქოძე და მწერალი
აკადემიკოსი კ. გამსახურდია.
![]() |
5.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ესთეტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ესთეტიკა (ბერძნ. ნაწ. სიტყვიდან აისთეზის – შეგრძნება, გრძნობა, გრძნობითი, აღქმისმიერი) – მოძღვრება, მეცნიერება საერთოდ მშვენიერების, კერძოდ კი ხელოვნებისა და ესთეტიკური გემოვნების ზოგად კანონზომიერებაზე. იგი შეისჯავლის მშვენიერებას სინამდვილესა და ხელოვნებაში, ხელოვნების არსსა და განვითარების კანონებს, ესთეტიკურის, ესთეტიკური იდეალის, გემოვნებისა და განსჯის ზოგად ბუნებას.
ესთეტიკა წარმოიშვა ანტიკურ საუკუნეებში. მისი განვითატების უმაღლეს ეტაპს წარმოადგენს მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა.
ქართული ესთეტიკური აზროვნება არსებითად შ. რუსთაველით იწყება. ჩამოყალიბებულ და მთლიან სახეს კი იღებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ი. ჭავჭავაძის ნააზრევში.
![]() |
5.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ეტიუდი |
▲ზევით დაბრუნება |
ეტიუდი (ფრანგ. ეტიუღ, ლათ. შტუდიუმ - სწავლა, ვარჯიში) – უმცირესი ფორმის ეპიკური ნაწარმოები, უახლოევღება მინიატურას.
ეტიუდი ეწოდება აგრეთვე ლიტერატურულ, კრიტიკულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ ან მეცნიერულ ნარკვევს, რომელიც მოცემული საკითხის შეკუმშულ, მოკლე ანალიზს მოიცავს.
ქართულ ლიტერატურაში ცნობილია შიო არაგვისპირელისა და ნიკო ლორთქიფანიძის ეტიუდები. ლიტერატურულ-კრიტიკული და მეცნიერული ეტიუდების ნიმუშებია კიტა აბაშიძის „ეტიუდები“, აკად. კ. კეკელიძის „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ და სხვ.
ეტიუდი მხატერობაში სხვა მნიშვნელობის მქონეა.
![]() |
5.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი -ექსპრესია ( |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპრესია (ფრანგ ექსპრესიონ – გამოხატვა) – ნათელი, ღრმა და შთამბეჭდავი გამომსახველობა; მოვლენების, შეხედულებებისა და ესთეტიკური იდეალების მკვეთრი და განსაკუთრებული ემოციური სიმძაფრით გამოხატვა. ექსპრესიით შეიძლება ხასიათდებოდეს მთელი ნაწარმოები ან მისი რომელიმე ნაწილი. იგი უპირატესად გვხვდება პოეტურ ნაწარმოებებში.
ექსპრესიულობა მხატვრულ ნაწარმოებში უმთავრესად რამდენიმე სხვადასხვა ხერხის ერთობლივ გამოყენებას ემყარება.
![]() |
5.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ექსპრესიონიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპრესიონიზმი – დეკადენტური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 20-იანი წლების ევროპულ მწერლობაში. მისი შემოქმედებითი თვალსაზრისი ხასიათდება სინამდვილის თვითმიზნური დეფორმირებული გამოსახვით.
![]() |
5.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ექსრომტი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსრომტი (ლათ ექსპრომტუს –მოუმზადებელი, სწრაფი) – სწრაფად, სახელდახელოდ, ერთბაშად შეთხზული ლექსი. უმეტესად სახუმარო და სატირული ხასიათისაა ან რომელიმე პიროვნების შექებას წარმოადგენს.
ექსპრომტს უწოდებენ აგრეთვე სახელდახელოდ წარმოთქმულ მახვილგონივრულ ფრაზას, მოკლე სიტყვას.
![]() |
5.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ექსპოზიცია |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპოზიცია (ლათ. – გადმოცემა, მტკიცება) – სიუჟეტიანი მხატვრული ნაწარმოების კომპოზიციის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც დახასიათებულია ის გარემო, რომლის ფონზე იშლება სიუჟეტი, ან გადმოცემულია პერსონაჟთა თავგადასავლის ის მონაკვეთი, აგრეთვე ისეთი მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ კვანძის გასკგნას (იხ.), მაგ. გ. წერეთლის „პირველ ნაბიჯში“ ექსპოზიციას წარმოადგენს რომანის ის თავები, რომლებშიც მოთხრობილია საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების პირველი ნაბიჯები და ბახვას ბავშვობის ამბავი.
ჩვეულებრივ, ექსპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების დასაწყისშია მოცემული. ასეთ ექსპოზიციას პირდაპირს უწოდებენ. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა, მწერლის მხატვრული ჩანაფიქრის თავისებური ხასიათის გამო, ექსპოზიცია ჩართულია ნაწარმოების შუა ან ბოლო ნაწილში. ამის მიხედვით, ურთიერთისაგან განასხვავებენ შეკავებულ და უკუზექცევით ექსპოზიციებს. ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში?!“ მოცემული გვაქვს შეკავებული ექსპოზიციის ნიმუში, ლუარსაბისა და დარეჯანის ახალგაზრდობისა და შეუღლების ისტორია მოთხრობილია ნაწარმოების შუა ნაწილში. ნ. გოგოლის „მკვდარ სულებში“ ექსპოზიცია უკუშექცევადია – ჩიჩიკოვის აღზრდის შესახბ მწერალი მოგვითხრობს რომანის ბოლო ნაწილში.
![]() |
6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვაჟური რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
ვ
ვაჟური რითმა – იხ. რითმა.
![]() |
6.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვარიანტი |
▲ზევით დაბრუნება |
ვარიანტი (ლათ. ვარიანს – ცვალებადი) – მხატვრულ ლიტერატურაში ეწოდება ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ტექსტს, ანდა ნაწარმოების ცალკეული ფრაზების სტრიქონების, სტროფების, ნაწილების სხვადასხვა რედაქციას. მწერალი ნაწარმოებზე მუშაობისას ცდილობს მაღალმხატგრული, სრულყოფილი ტექსტის შექმნას, რის გამო მრავალგზის ცვლის, ხვეწავს, ამდიდრებს, აუმჯობესებს მას. ამ პროცესში იბადება ვარიანტები, რომელთა შესწავლა მოცემული ნაწარმოების შექმნის პროცესს გვიჩვენებს. მაგალითად, ი. ჭავჭავაძის ლექსის „ყვარლის მთებს“ პირველი სტროფის ასეთი რედაქციები არსებობს:
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი თავსა განებებ,
მაგრამ თქეენს ხსოენას დავიწყებას ვერ მივაყენებ:
თქვენ ჩემთან ივლით, თუმც აჩრდილად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
და:
სამშობლო მთებო! თქვენი შეილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო ბუნებითა შეუღლებული!
![]() |
6.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვერიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ვერიზმი (იტალ. ვერო-ჭეშმარიტი, ნამდვილი) – ნატურალისტური მიმდინარეობა იტალიურ მუსიკასა, ლიტერატურასა და ფერწერაში. გამოხატავდა პროტესტს მსხვილი კაპიტალის წინააღმდეგ. ვერისტები“ ლიტერატურული მანიფესტი გამოქვეყნდა 1880 წელს. მათი ნაწარმოებების ძირითად თემას შეადგენდა ქალაქისა და სოფლის წვრილი ბურჟუაზიული ფენების განადგურება მსხვილი კაპიტალის განვითარების შედეგად, ხოლო მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ძირითად ნიშანს–ბიოლოგიური სამყაროსა და საზოგადოებრივი ცხოვრების კანონზომიერებათა იგივეობის აღიარება.
![]() |
6.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვოდევილი |
▲ზევით დაბრუნება |
ვოდევილი (ფრანგ.) – მცირე ფორმის კომიკური დრამატული ნაწარმოებია. მისი წარმოშობა უკავშირდება საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქას (1792 წელს პარიზში გაიხსნა თეატრი „ვოდევილი“).
ჩვეულებრივ, ვოდევილი ერთ ან ორაქტიან პიესას წარმოადგენს. ხშირად მასში ჩართულია საცეკვაო ნომრები, ლექსები და სასიმღერო კუპლეტები. ქართულ ლიტერატურაში პირველი ვოდევილები შექმნა რ. ერისთავმა („ბიძიასთან გამოზუმრება“, „მასწავლებელი სოფლის სკოლისა", „იჭვიანი“ და სხვ.).
![]() |
6.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ვულგარიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ვულგარიზმი (ლათ. ეულგარის–საერთო, სახალხო, უბრალო) – ჟარგონის (იხ.) უკიდურესი სახეობა: უხეში, უწმაწური სიტყვები და გამოთქმები.
ლიტერატურაში იგი ვლინდება მხოლოდ პერსონაჟის მეტყველებაში, როგორც ამ უკანასკნელის უხამსობისა და უკულტურობის წარმოსახვის ერთ-ერთი საშუალება, ხერხი.
ა, შე ღორო, შენ ბალაბაკო! სტყუის, სტყუის ეს წეწკი! რა გითხრა, შე მუტრუკო, ქსენიამ, არ გაჯავრდა, არ შეგაგინა? - (ჭ. . ლომთათიძე)
![]() |
7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ზ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ზაუმი, ზაუმური ენა |
▲ზევით დაბრუნება |
ზ
ზაუმი, ზაუმური ენა (რუს.) – ნებისმიერი პოეტური ენა, უშინაარსო, თვითმიზნურ ბგერწყობაზე დამყარებული ლექსი. დამახასიათებელი იყო კუბისტი და ფუტურისტი პოეტების შემოქმედებისათვის.
მაგალითი:
ბადე ბაიდებს
ბუდე ბაიდებს
ცირა მუხლებზე გულ-ფილტვს დაიდებს
აიდა–ბაიდებს, აიდო ბაიდებს
ცირა ციბა, ცირა წაბლი,
ცირა წარბი; წარბენილი...
და სხვ.
![]() |
7.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ზეპირსიტყვიერება |
▲ზევით დაბრუნება |
ზეპირსიტყვიერება – იხ. ხალხური შემოქმედება.
![]() |
7.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ზმა |
▲ზევით დაბრუნება |
ზმა – იმპროვიზებული მეტყველების ერთ-ერთი სახე, სიტყვა, რომელიც შედგენილია პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის წინა მარცვლებისაგან; უმეტესად წარმოითქმებოდა ზეპირად. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ საქართველოში როგორც სალაღობო, სახუმარო (მოსწრებული, მახვილი) პოეტური თქმა. მას იყენებდნენ აგრეთვე საზოგადოებრივი ბრძოლის იარაღად და ცენზურის თვალის ასახვევად; მაგალითად, აკაკი წერეთელს ლექსში „გურული ნანა“ ზმით გამოყვანილი ჰყავს 1904 წლის რუსეთ-იაპონიის ომის დროს იაპონიის ჯარის მთავარსარდლის ოიამას სახელი.
ის რაც იყო, აღარ არის.
შეიცვლება დღეს თუ ხვალე,
გზა ტკეცილი დაგვიხედება
ოი, ამას ვენაცვალე!
სოლომონ რაზმაძის ლექსში „დიანას“ მეჯლისი“ ზმებით არის ჩამოთვლილი შეთქმულებაში მონაწილე თორმეტი ქალის სახელი:
რომელ მა იკო ნა
ეს ვარდის კონა.
ან:
ვინ შესო ფიალა
მას ეტრფიალა... და ა. შ.
ზმებზეა აგებული ბესიკის ლექსიც, რომელიც ეძღვნება ჭადრაკს:
„იქიში ითქმის აქაშა, მათი რიდი მაქვს წონითა“ და ა. შ.
![]() |
7.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ზღაპარი |
▲ზევით დაბრუნება |
ზღაპარი – ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ძირითადი და ფართოდ გავრცელებული
ჟანრი; ხასიათდება მხოლოდ შეთხზულის განსახიერებით. ქართული ზღაპრის დასაწყისი „იყო
და არა იყო რა...“ (ე. ი. იყო, მაგრამ არა ამ სახით) შესანიშნავად გამოხატავს ამ
ჟანრის აღნიშნულ ბუნებას.
არსებობს ავტორიანი ზღაპრებიც, რომლებიც არსებითად იმავე ასახვითი თავისებურებებით
და, ამასთან, ხალხური ზღაპრის სიუჟეტების, მოტივების გამოყენებითაც ხასიათდება.
მაგალითად: ა. პუშკინის „კუზიანი კვიცი", ა. წერეთლის „ალექსი“ და „ღამურა“,
გერმანელი მწერლების ძმები გრიმების ცნობილი ზღაპრები, ანდერსენის ზღაპრები და სხვ.
![]() |
8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თავისუფალი ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
თ
თავისუფალი ლექსი – მეტრული კანონებით შეუზღუდავი ლექსი. ტაეპებში სტროფებისა და მუხლების განლაგება,აგრეთვე მახვილიან და უმახვილო მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერია. ნებისმიერია აგრეთვე ტაეპების სტროფებად გაერთიანებაც. თავისუფალ ლექსში შენარჩუნებულია ერთიანი სინტაქსურ-ინტონაციური წყობა, რომელიც თავისებურ რიტმს ქმნის:
წითელი მოედანი,
სადაც განისვენებს
ჯონ რიდი –
პოეტი რევოლუციის,
დელეგატი
მესამე ინტერნაციონალის.
პიროვნება,
რომელთან ერთად განგიცადე
რეგოლუცია. -(გ. ტაბიძე)
თავისუფალ ლექსში ზოგჯერ რითმაც გვხვდება.
![]() |
8.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თავრითმა |
▲ზევით დაბრუნება |
თავრითმა – იხ. რითმა.
![]() |
8.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თეზისი |
▲ზევით დაბრუნება |
თეზისი (ბერძ. დებულება) – აზრი, რომელიც გაშლას,ცხადყოფას, დასაბუთებას საჭიროებს.
ანტიკურ ლექსწყობაში (იხ) თეზისს უწოდებენ ტერფის შემადგენელ გრძელ მარცვალს (ტერფის ძლიერ ნაწილს).
![]() |
8.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თეთრი ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
თეთრი ლექსი – ურითმო ლექსი. ასეთი იყო ანტიკური ლექსი. ქართულ პოეზიაში თეთრი ლექსი ცალკეული ნიმუშების სახით გვხვდება (იამბიკონი, გრ. ორბელიანის „მუშა ბოქულაძე“, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანები და სხვ.).
რას მიყურებ ეგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?
მკერდი ღია. ოფლით გასერილ, მტვრიანი.
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული, - (გრ. ორბელიანი).
![]() |
8.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თემა |
▲ზევით დაბრუნება |
თემა (ბერძ. საფუძველი, მთავარი აზრი) – ზოგადი გამოხატულება (სახელწოდება) მხატვრულ ნაწარმოებში ასახული სინამდვილის ან სინაჭდვილით აღძრული გრძნობებისა, განწყობილებებისა, სულიერი მდგომარეობისა. წარმოადგენს ნაწარმოების პირველად კომპონენტს, შემოქმედების პროცესის პირველ გამოხატულებას, რომლის კონკრეტირება (გარკვეული სიუჟეტისა და პერსონაჟების ან გრძნობების, სულიერი მდგომარეობის სახით ობიექტირება) ძირითადად განპირობებულია მწერლის შემოქმედების მეთოდისა და იდეური პოზიციის ერთობლიობით. პირველი განსაზღვრავს მხატვრული ასახვის,საკუთრივ მხატვრულ-შემოქმედებით კრედოს (იხ. შემოქმედების მეთოდი, ხოლო მეორე თვით ასახულის შეფასებას, არსის გახსნას (იხ. იდეა და ლიტერატურის არსი) ამ საფუძველზე გარკვეულ როლს თამამობს აგრეთვე მწერლის შემოქმედებითი ინდივიდუალობა.
თემა ზოგჯერ ემთხვევა იდეას, მაგ. ზოგ პატრიოტულ-ლირიკულ ნაწარმოებში თემა და იდეა არსებითად ერთი და იგივეა. დრამატულ და თხრობით ჟანრებში ნაწარმოების მთავარ (ძირითად) თემასთან ერთად მოცემული გვაქვს დაქვემდებარებული თემებიც - შინაგანი თემატური მოტივებიც, რომლებიც მთავარი თემიდან გამომდინარეობს ამა თუ იმ სახით.
მხატვრულ ნაწარმოებთა თემატიკა იცვლება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად: ყოველი ეპოქის ლიტერატურა, მიმდინარეობა თუ მწერალი ასახავს სოციალური სინამდვილის იმ მხარეს, რომლის მიმართ გამახვილებულია საერთო საზოგადოებრივი ინტერესი.
ცხადია, ამ კანონს ემორჩილება ისტორიული თემატ იკის გამოვლინებაც, ე. ი. ისიც, თუ როდის აღიძვრება ინტერესი ისტორიული წარსულის მხატვრული წარმოსახვისადმი და საკუთრივ ისტორიის რომელი მხარე იქცევა ამ ინტერესის საგნად. მაგალითად, ქართული კრიტიკული რეალიზმის
საფუძველს შეადგენდა ეროვნული და დემოკრატიული თემატიკა, რაც ნაკარნახევი იყო ჩვენი ხალხის იშდროინდელი მეტად მძიმე ეროვნულ-საზოგადოებრივი ვითარებით. ისტორიული წარსულიც აქ მხოლოდ იმდენად ვლინდება, რამდენადაც იგი ეხმაურება აღნიშნულ ეროვნულ-საზოგადოებრივ ვითარებას.
თემატიკის აღნიშნული სოციალური საფუძვლის გამო, ყოველი დროის ლიტერატურის წამყვან თემატიკას თანაჭედროვე ცხოვრება წარმოადგენს.
იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმაურებიან და გამოხატავენ თანამედროვეობის მნიშვნელოვან და არსებით საკითხებს,
აქტუალური თემები ეწოდება.
![]() |
8.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - თეჯნისი |
▲ზევით დაბრუნება |
თეჯნისი (არაბ. ჯინს – სიტყვათთ თამაში ორაზროვანი გამოთქმა) –– აღმოსავლური ლექსის სახეობა, რომელიც ემყარება ომონიმური რითმის (იხ. ომონიმი) გამოყენების სხვადასხვა ხერხს.
თეჯნისი გავრცელებული იყო ქართულ პოეზიაშიც. იგი ეწოდებოდა დაქტილური კლაუზულის (იხ.) მქონე ისეთ თერთმეტმარცვლედს (4/4/3), რომლის პირველ სტროფს ჯვარედინი რითმები აქვს, ხოლო ყველა დანარჩენს – სამჯერადი aaab, ამასსთან იმგვარად შეწყობილი, რომ პირველი სტროფის ძირითადი რითმა მომდევნო სტროფების ბოლოებში მეორდება:
ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი!
განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა!
ნათელსა სთოვს აფროდიტი ცისკარი.
ელვარებით ტოპაზის ტახტს ისმოდა!
მზედ ტურფაობს შვენებითა ის ა“ე,
მელნის ტბანი ნარგისთაგან ისა“ე;
სატრფოსათვის ზრო ტანითა ისარე,
კეკლუც-ნაზარდ ერხეოჯა, ისმოდა!
![]() |
9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იამბი |
▲ზევით დაბრუნება |
ი
იამბი (ბერძნ. იამბოს) – ორმარცვლიანი ტერფი. ანტიკურ ლექსწყობაში პირველი მარცვალი მოკლეა, ხოლო მეორე – გრძელი; ტონურ და სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში კი პირველი მარცვლი უმახვილოა მეორე – მახვილიანი,სქემა.
.
![]() |
9.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იამბიკო |
▲ზევით დაბრუნება |
იამბიკო (ბერძ) – ბერძნულ-ბიზანტიური ლექსის ერთერთი სახეობა: თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი ხუთტაეპიანი სტროფებით; ცეზურა მოდის ხუთი, იშვიათად, შვიდი მარცვლის შემდეგ.
ბერძნულ-ბიზანტიური პოეზიიდან იამბიკო გავრცელდა ქართულ სასულიერო პოეზიაში: მიჰხედენ მხსნელო, ჯუარს-ცუმულმან ხორციელად აღორძინების პერიოდში ქართული ლექსის გავლენით ურითმო იამბიკოებთან ერთად რითმიანი
იამბიკოებიც იქმნებოდა.
მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,
შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,
– ნუ მწუხ ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,
რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ. - (მიქელ მოდრეკილი).
![]() |
9.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იგავ-არაკი |
▲ზევით დაბრუნება |
იგავ-არაკი – მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, რომელიც სატირისა და იუმორის გამოყენებით ალეგორიულ (იხ.) ფორმებში განასახიერებს დიდაქტიკურ იდეას. მასში წარმოსახულია როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. ახასიათებს გაპიროვნების ხშირი გამოყენება, სახეებისა და აზრების ლაკონიური გადმოცემა, ნართაული თქმები. იგავ-არაკების ენას „ეზოპეს ენას“ უწოდებენ. მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია იგავ-არაკების მრავალი კრებული, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ეზოპეს იგავ-არაკები ინდური „პანჩატანტრა“, სპარსული „ქილილა და დამანა“, ლაფონტენის იგავ-არაკები, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, კრილოვის იგავ-არაკები და სხვ.
იგავ-არაკის ასახვითი თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ გამოგონება,
ფანტაზია უშუალოდ ემსახურება იდეის განსახიერებას.
![]() |
9.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდეა |
▲ზევით დაბრუნება |
იდეა (ბერძ. აზრი, წარმოდგენა) – ლიტერატურისმცოდხეობაში ნიშნავს მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებულ მთავარ აზრს, ტენდენციას (იხ), რომელიც ვლინდება როგორც მწერლის დამოკიდებულება ასახულ სინამდვილესთან.
მხატვრული ასახვა არასოდეს არ წარმოადგენს ნეიტრალურ პროცესს; მწერალი სინამდვილეს
ასახიერებს გარკვეული შეფასების, იდეური პოზიციის, შეხედულებების, მოვლენებისადმი
დამოკიდებულების, მათი გაგების შესაბამისად. თვით ეს პოზიცია, გაგება,
დამოკიდებულება, თავის მხრივ, საზოგადოების მხატვრულ, ფილოსოფიურ და სხვა
შეხედულებათა გამოხატულებაა. ამიტომაა, რომ მხატვრული გარდასახვის, შეთხზვის
(იხ.) ხასიათის განმაპირობებელი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ აქეს
შემოქმედს შეცნობილი, გაგებული ის, რასაც ასახიერებს (იხ. ლიტერატურა). მწერალი
ქმნის იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ადამიანთა არა მხოლოდ საკუთრივ
მხატვრულ-ესთეტიკურ მოთხოვნილება, არამედ ინტელექტუალურ-საზოგადოებრივიც და, ამავე
დროს, შეაფასოს წარმოსახული მოვლენები, ე. ი. ჭეშმარიტებასასც მისწვდეს „ბოროტის
უარყოფის გზით“ და სიმართლის, „სათნოების განმტკიცებით“. ამის შედეგია რომ
ლიტერატურა არა მარტო „გვატკბობს და გვასიამოვნებს ჭირსა და ლხინშიც“, არამედ
„ხატებაცაა ჩვენთა გრძნობათა, გულის-თქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა"... (ი.
ჭავჭავაძე). „ის სინამდვილის „ფიქსირებას“ კი არ ახდენს, არამედ განამტკიცებს ან
ცვლის, ანგრევს მას“ (მ. გორკი).
აღნიშნულის გამო იდეური არსი მხატვრული ასახვის ერთერთი ძირითადი კანონია. ლიტერატურის შემეცნებითი ბუნება ამ კანონით არის გაპირობებული.
მაგრამ ტენდენცია, იდეები ლიტერატურაში ვლინდება არა „უშუალოდ, ან ცნებების სახით, არამედ ისინი აქ მხატვრულ სახეებშია განსურათებული. ჭეშმარიტად დიდი
ლიტერატურისათვის უცხოა შიშველი ტენდენციურობა. „ტენდენცია თავის თავად უნდა გამომდინარეობდეს მდოგმარეობისა და მოქმედებიდან მასზე საგანგებო მითითების გარეშე“ (ფ. ენგელსი).
ლიტერატურულ ნაწარმოებთა იდეური შინაარსი ეპოქისე“ულია, რის გამო იგი განუწყვეტლივ
იცვლება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად. ამის შესაბამისად ისტორიულად ცვალებადია
(სხვადასხვაგვარია) მისი გამოსახვის მხატვრული ფორმაც. ამასთან, ზოგჯერ კლასიკურ
ლიტერატურაში გვხვდება მხატვრულ ნაწარმოებთა იდეური არსის განრიდება მწერლის
სუბიექტურ რწმენასთან. (იხ. შემოქმედების მეთოდი და მსოფლმხედველობა).
ლიტერატურის იდეური არსის გამოვლენის უმაღლესი სახეობა მოცემულია სოციალისტური
რეალიზმის ლიტერატურაში. აქ მწერლის იდეური კრედო სავსებით შეესაბამება როგორც
მწერლის სუბიექტურ რწმენასა და ხალხის ინტერესებს, ისე თვით საზოგადოებრივი
სინამდვილის ობიექტურ არსს (იხ სოციალისტური რეალიზმი).
![]() |
9.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდეალი |
▲ზევით დაბრუნება |
იდეალი (ფრანგ. უმაღლესი სრულყოფილება, უმაღლესი მიზანი) – ადამიანის წარმოდგენა უმაღლეს სრულყოფილებაზე, ყველაზე შესანიშნავზე რწმენა უკეთესის შესახებ; უმნიშვნელოვანესი მისწრაფება, საბოლოო მიზანი. იგი გაპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრებით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატავს გარკვეული საზოგადოებრივი ფენის, კლასის იმ მისწრაფებებს, რომლებიც ჯერ კიდევ განუხორციელებელია ან საერთოდაა განუხორციელებელი. ამიტომ იდეალი ისტორიულ-ეპოქისეული მოვლენაა, გარდუვალად იცვლება საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან ერთად.
იდეალი არსებობს საზოგადოებრივი (პოლიტიკური), ესთეტიკური და სხვ. (იხ. ესთეტიკური იდეალი).
![]() |
9.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდეალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იდეალიზაცია (ფრანგ.) – გაზვიადებული დადებითი დახასიათება-შეფასება, ანდა,
უკეთესად გამოხატვა, ვიდრე სინამდვილეშია, მხატვრულ ლიტერატურაში ნიშნავს
სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენის, ან ხასიათის ჭარბად შელამაზებულ წარმოსახვას,
შეუსაბამო დადებითი ფერებით ჩვენებას, გაიდეალებას (ნაკლოვანის სრულყოფილ მოვლენად
განსახიერებას). იგი არსებითად მწერლის მცდარი იდეური პოზიციით არის განპირობებული.
ამგვარი გაიდეალების მაგალითია ლ. არდახიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“
წარმოსახული რაინდიძე, ხოლო ამ უკანასკნელის სახით-ბატონყმური ურღოიერთობა.
იდეალიზაცია თავისებური სახით ვლინდება კლასიკურ ბერძნულ ხელოენებაში. აქ იგი
გვევლინება ადამიანის სრულყოფილი სილამაზის ძიების სახით. იდეალიზაციისაგან
არსებითად განსხვავდება სინამდვილის რომანტიკული, ამაღლებული განსახიერება (იხ.
სოციალისტური რეალიზმი).
![]() |
9.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდეურობა |
▲ზევით დაბრუნება |
იდეურობა – მოწინავე იდეებით გამსჭვალვა და აქტიური თანმიმდევრული ბრძოლა მათ დასაცავად. მხატვრულ ლიტერატურაში იდეურობა ნიშნავს სინამდვილის წარმოსახვას მოწინავე იდეების ასპექტში, ე. ი. მართალი სახეების შექმნას. მაღალი იდეურობა აძლიერებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას; მცდარი იდეური პოზიცია კი პირიქით – ამცირებს და აუფერულებს მას. ამასთან დიდი მხატვარი ყოველთვის ორგანულად არის დაკავშირებული თავისი ეპოქის მოწინავე იდეებთან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი ძირითადად აშკარად მცდარი პოლიტიკური შეხედულებებით ხასიათდება. ამიტომ შეუძლებელია მის მხატვრულ ნაწარმოებებში, უპირატესად მაინც, არ წარმოისახოს ეპოქის პროგრესული იდეები, მაშასადამე, ღრმად და მართალი ფერებით არ იყოს განსახიერებული სინამდვილე.
საბჭოთა ლიტერატურაში იდეურობა მოცემული პარტიულობის სახით (იხ.).
![]() |
9.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდილია |
▲ზევით დაბრუნება |
იდილია (ბერძ. – ეიდილიონ – პატარა ლექსი) – ანტიკური ბუკოლიკური (იხ. პოეზიის ერთ-ერთი სახეობა, მსუბუქი, უდარდელი ცხოვრების სურათების ამსახველი მცირე ლექსი. იდილია ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ლექსების კრებულს. ამ ლექსთა უმეტესობა წარმოადგენდა პატარ-პატარა სცენებს, რომელთა მოქმედი პირები იყვნენ მწყემსები, გლეხები, ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები. თეოკრიტეს მიმბაძველებმა უფრო მეტად ბუნების წარმოსახვა გააძლიერეს თავიანთ ნაწარმოებებში.
XIX საუკუნის დასაწყისში იდილია გვევლინება როგორც მცირე ფორმის პოეტური სურათი,
წარმომსახველი სოციალური კონფლიქტებისაგან თავისუფალი ელემენტარული ადამიანური
ურთიერთობისა, დადებითი მოქმედი პირებისა და რამდენადმე მაინც გაიდეალებული ყოფისა
ამასთან, სიუჟეტის მდორე განვითარება ბედნიერებით მთავრდება არსებითად ასეთი
გაგებით იხმარება იდილია დღესაც.
იდილიაში უმთავრესად ასახულია მშვიდი, უშფოთველი და უზრუნველი ყოფა, მხიარული
დროსტარება ბუნების წიაღში, სიყვარულით ნეტარება და ა. შ. იდილია არსებითად
წარმოდგენითი, ოცნებისეული, იდეალიზებული სურათების წარმოსახვით ხასიათდება.
![]() |
9.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდიომი |
▲ზევით დაბრუნება |
იდიომი (ბერძ თავისებური თვისება) – რომელიმე უნისთვის დამახასიათებელი ფიგურალურ-ხატოვანი გამოთქმა, რომლის ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აზრი არ არის გადმოცემული სიტყვების ან თვით ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად:
„ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ჯორზე შეჯდა. ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამს...
![]() |
9.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იდიოსინკრაზია |
▲ზევით დაბრუნება |
იდიოსინკრაზია – პირვანდელი მნიშვნელობით ფიზიოლოგიური ტერმინი. ეწოდება ორგანიზმის პათოლოგიურ მგრძნობელობას ზოგიერთ გარედან მიღებულ ნივთიერებათა მიმართ. ლიტერატურისმცოდნეობაში შემოიტანა უმთავრესად ეგზისტენციალისტურმა და ფროიდისტულმა ესთეტიკამ. აქ ნიშნავს ხელოვნების ქმნილებებთან აუდიტორიის (მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის) დამოკიდებულების გარკვეულ ფორმას, ნაწარმოებში საკუთარი მისწრაფებების, მიდრეკილებების, იდეების ძიებას და უშუალოდ შეტანას, იგი ეფუძნება იმ იდეალისტურ თეორიას, რომლის თვალსაზრისით მხატვრულ ფენომენს მისი ამთვისებელი ამთავრებს (მაშასადამე, ყოველი ამთვისებელი თანაშემოქმედია).
![]() |
9.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ილუსტრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ილუსტრაცია (ლათ. თვალსაჩინოდ ახსნა) – განმარტება, გაგებინება დამახასიათებელი და უფრო გასაგები მოვლენების, მაგალითების მოშველიებით ილუსტრაციას ჩვეულებრივ უწოდებენ ტექსტის თვალსაჩინოებით განმარტებას ან რომელიმე დებულების უფრო გასაგებად გადმოცემისათვის მოშველიებულ კონკრეტულ მაგალითებს.
მხატვრობაში ილუსტრაცია ეწოდება გრაფიკის ერთ-ერთ ჟანრს – ლიტერატურულ ნაწარმოებთა დასურათებას.
![]() |
9.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იმაჟინიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
იმაჟინიზმი (ფრანგ. იმაქსახე) – დეკადენტური მიმდინარეობა, წარმოიშვა ინგლისში პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში. იმაჟინიზმის ძირითად შემოქმედებით პრინციპს შეადგენდა სრულიად ახალი, არარსებული, ყოველგვარ საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და იდეურ შინაარსს მოკლებული პოეტური სახეების შექმნა. ამასთან, თვით ეს სახეები იმაჟინისტების ნაწარმოებებში იმდენად თვითმიზნურია, რომ ერთმანეთთან კავშირსაც მოკლებულნი არიან.
რუსეთში იმაჟინიზმი შემოიჭრა XX საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ მას ეპიგონური
ხასიათი ჰქონდა და ვერ ჰპოვა გავრცელება.
![]() |
9.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იმპრესიონიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
იმპრესიონიზმი (ფრანგ. იმპრესიონ – შთაბეჭდილება) – მხატვრული მიმდინარეობა; წარმოიშვა XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ევროპულ მწერლობაში. იგი მხატვრული წარმოსახვის უშუალო ობიექტად მი-ჩნევს არა სინამდეილეს, არამედ სუბიექტურ წარმოდგენას, განწყობილებას, საგნებისა და მოვლენების ზოგადი კონტურებისაგან მიღებულ შთაბეპდილებებს. ამიტომ ამ მიმდინარეობისათვის, ზოგჯერ რეალისტური ტენდენციების გამოვლენის მიუხედავად, უცხოა ეპოქის ძირითადი სოციალურ-ბოლიტიკური პრობლემები, იდეურობა(იხ), ჭეშმარიტი მხატვრული სიმართლის ძიება.
![]() |
9.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იმპროვიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
იმპროვიზაცია (ლათ. მოუმზადებლად, მოულოდნელად) ლიტერატურაში ნიშნავს ნაწარმოების სახელდახელოდ შეთხზვას სიტუაციის შესაბამის (სახელდახელოდ მოცემულ) თემაზე.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში იმპროვიზაციის მშვენიერი ნიმუშებია
კაფიები (იხ),
გაშაირება-გალექსებანი.
იმპროვიზაციის განსაკუთრებული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული: აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, პაოლო იაშვილი და სხვ.
![]() |
9.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინვერსია |
▲ზევით დაბრუნება |
ინვერსია (ლათ. გადასმა) – პოეტური ფიგურის (იხ) სახესხვაობა წინადადებაში სიტყვათა ნებისმიერი გადასმა, გადაადგილება, ჩვეულებრივი სინტაქსური წყობის დარღვევა.
ინვერსიის სახეობათაგან აღსანიშნავია:
1. შემასმენლის გადასმა: ჰკივის თათრულ სიმღერებით
2. მსაზღვრელ-საზღვრულის შებრუნებული წყობა: სული კრული, გული წყლული, 3. მსაზღვრელ-საზღვრულის გათიშვა: ბერი ტიროდა დიაცი. - (ვაჟა-ფშაველა)
ინვერსია დამახასიათებელია არა მარტო პოეტური, არამედ „ფხოური ქვითკირით შემორაგულ პატარა ეზოში დაფათურობს შავით მოსილი დიაცი, ფხოური მანდილი ახურავს შავი“. -
(კ. გამსახურდია).
მწველი ეთიმ გურჯი,
სწვეთს ღვინოში ჩაწობილი
ფიროსმანის ფუნჯი.
დგას ქალაქი... - (გ ლეონიძე).
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა. - (აკაკი)
პროზაული მეტყველებისათვისაც.
![]() |
9.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინვექტივა |
▲ზევით დაბრუნება |
ინვექტივა (ლათ. ინვექტივა ორაციო - მამხილებელი, სალანძღავი, ღვარძლიანი სიტყვა)– მკვეთრი, მამხილებელი საბრალმდებლო გამოსვლა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ. ინვექტიური შეიძლება იყოს მთელი ნაწარმოები, ნაწარმოების ერთი თავი, ან გმირის სახე და სხვ.
![]() |
9.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინსტრუმენტირებ |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტრუმენტირება (ლათ.) – ლექსის ბგერითი ორგანიზაციის (სისტემის) ერთ-ერთი სახ ერთგვაროვანი ბგერების მომცველ სიტყვათა თანმიმდევრობა.
მზე აღარ მზეობს ჩვენთან, დარი არ დარობს დარულად. - („ვეფხისტყაოსანი“).
![]() |
9.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინტერმედია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერმედია (ლათ. ინტერმედიუმ – შუალედური)- მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოები, კომედიის (იხ.) სახეობა. ჩამოყალიბდა XV საუკუნეში როდესაც მას დგამდნენ მისტერიების (იხ) ანტრაქტებში. შემდეგ კი წარმოადგენდნენ დიდი ფორმის დრამატულ ნაწარმოებთან ერთად, აგრეთვე ანტრაქტების შესავსებად.
![]() |
9.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინსცენირება |
▲ზევით დაბრუნება |
ინსცენირება –– ეპიკური ნაწარმოების გადაკეთება დრამატულ ნაწარმოებად, თვით ავტორის, ან სხვა პირის, ანდა ავტორისა და სხვა პირის მიერ. მაგალითად, ინსცენირებულია ლ.ტოლსტოის „აღდგომა“, ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“. ინსცენირებას უწოდებენ აგრეთვე:
1. რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების თეატრალიზებულ წარმოდგენას გადაუკეთებლად; 2. დრამატული ნაწარმოების შექმნას სხვა ნაწარმოებთა მოტიეების ან ფაბულის პირდაპირი გამოყენების საფუძველზე; პირველწყაროს თეატრალურ ადაპტირებას( იხ. ადაპტირებული ლიტერატურა); 3. მასობრივ სანახაობას, რომელიც წარმოსახავს რომელიმე ისტორიულ მოვლენას (მაგ.„ხამთრის სასახლის აღება“).
![]() |
9.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინტერპოლაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერპოლაცია (ლათ. ინტერპოლაციო - განახლება, შეცფლა) – ასე ეწოდება ნაწარმოების ტექსტში სიტყვების, ფრაზების, მთელი სტროფებისა და ადგილების გვიანდელ ჩამატებას ან ჩანართ-გადაკეთებას, რაც ავტორს არ ეკუთვნის. ინტერპოლაციას ხელნაწერ ტექსტში უმთავრესად მიმართავენ გადამწერები ან მკითხველები. იგი გამოწვეულია ტექსტის გაუ– გებრობით და ყალბისმქმნელობით. ორივე შემთხვევაში საქმეგვაქვს ნამდვილი ტექსტის შეგნებულ ან უნებლიე დამახინჯებასთან.
ცნობილია ინტერპოლატორთა მიერ შესრულებული მთელ რიგი ჩანართი სტროფები „ვეფხისტყაოსანში“.
![]() |
9.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინტონაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტონაცია (ლათ. ინტონარე –– ხმამაღალი წარმოთქმა) – მეტყველების ტონი, წარმოთქმის მანერა, ხასიათი. ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, წინადადებას ინტონაციის შეცვლის მეშვეობით სხვადასხვა შინაარსი ეძლევა.
წინადადების ძირითადი ინტონაციური ფორმებია: თხრობა,კითხვა და ძახილი. მეტყველების ინტონაციური ხასიათი მკვეთრად ავლენს მოსაუბრის გრძნობებს, მოსაუბრესთან დამოკიდებულებას, საერთოდ საუბრის შინაარსსა და ყველა ნიუანსს.
განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინტონაცია ლექსში, სადაც იგი, გარდა ჩვეულებრივი მეტყველებისათვის დამახასიათებელი შინაარსეული ფაქტორებისა, რიტმითაცაა განპირობებული.
პოეტური ინტონაცია სინთეზური ხასიათის მხატვრული მოვლენაა. იგი ერთობლივი გამოხატულებაა ლექსის სპეციფიკური კომპონენტებისა და შინაარსის ხასიათისა.
![]() |
9.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინტრიგა |
▲ზევით დაბრუნება |
ინტრიგა (ფრანგ მზაკვრობა, ფარული ვერაგობა) – სიუჟეტის რთული, წინააღმდეგობრივი განვითარება, რასაც თან ახლავს პერსონაჟთა დაძაბული უურთიერთბრძოლა. დიდიფორმის ეპიკურ ნაწარმოებში შეიძლება რამდენიმე ინტრიგა. იყოს.
![]() |
9.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ინტუიტივიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტუიტივიზმი (ლათ ინტუიციო – ვჭვრეტ) – თანამედროვე ბურჟუაზიული, იდეალისტური ფილოსოფიის ერთერთი სახეობა, რომლის თვალსაზრისით ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობაა ცნობიერება, ხოლო გრძნობადი ფენომენები ამ უკანასკნელის შემოქმედებითი აქტივობის შედეგებია. შემეცნება არის არა ლოგიკურ-დისკურსიული აზროვნების პროცესი, არამედ უშუალო გონებრივი ჭვრეტა ანუ „ინტუიცია“, ხელოვნებაც ინტუიციის ერთ-ერთი, სახელდობრ, გრძნობადი ფორმაა,რომელიც შემეცნების დაბალ საფეხურს წარმოადგენს. ამასთან ინტუიტივიზმი უარყოფს მშვენიერებას, როგორც ობიექტურ კატეგორიას, ესთეტიკურის მთელ სფეროს ფარგლავს უშუალო შემოქმედებითი პროცესით, ხოლო თვით ხელოვნე65 ბის ნაწარმოებს მიიჩნევს მხოლოდ ნივთიერ პროდუქტად, რომელიც მოკლებულია ესთეტიკურ ღირებულებას.
![]() |
9.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ირონია |
▲ზევით დაბრუნება |
ირონია (ბერძნ. ეირონეია – დაცინვა)
1. ფარული დაცინვა.
2 ტროპის (იხ.) სახეობა, სიტყვის გადატანით. (არაპირდაპირი) მნიშვნელობით ხმარება დაცინვის მიზნით.
ირონიაში სიტყვები და გამოთქმები, მათი საერთო დადებითი მნიშვნელობის მიუხედავად, უარყოფითი შინაარსისაა.
ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა რომ როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზე ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. - (ილია).
აქ ფაქიზი, ბრწყინვალე, ლამაზად, კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა, საპირისპირო (უარყოფითი) მნიშვნელობის მომცველია.
ასეთივე ხასიათისაა ი. ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი „ბედნიერი ერი“:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
ირონიაში განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება ავტორის დამოკიდებულება მოვლენისადმი.
ირონია შეიძლება იყოს როგორც რბილი და მსუბუქი (იხ. იუმორი), ისე ბასრი, უარმყოფელი (იხ. სარკაზმი).
![]() |
9.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ისტორიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორიზმი – მხატვრულ ნაწარმოებებში გამოხატული კონკრეტული ისტორიული მოვლენების რეალური ნიშნებით ჩვენება, სწორი განსახოვნება.
ამ ცნებას იყენებენ თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების ღრმა ცოდნისა და სწორი ასახვის აღსანიშნავადაც.
![]() |
9.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იუმორესკა |
▲ზევით დაბრუნება |
იუმორესკა (ნაწარმოებია სიტყვიდან – იუმორი) – მცირე ფორმის იუმორისტული ნაწარმოები, პროზაული ან ლექსად დაწერილი.
![]() |
9.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - იუმორი |
▲ზევით დაბრუნება |
იუმორი (ლათ. ჰუმორ-სინესტე, გადატ. – ცრემლები) – ისეთი დაცინვა, კომიკური (იხ.) წარმოსახვა, რომელიც სინანულსა და თანაგრძნობასაც მოიცავს; მეგობრული ხუმრობა, გაკილვა. იუმორისტულ ნაწარმოებში ავტორი ამხელს იმ ადამიანთა უარყოფით მხარეებს, რომელთა მიმართ იგი ძირითადად კეთილგანწყობილია.
იუმორისტული შეიძლება იყოს როგორც ეპიკური, ისე ლირიკული და დრამატული ნაწარმოებები. ქართულ ლიტერატურაში იუმორის კლასიკური ნიმუშები შექმნა დავით კლდიაშვილმა.
![]() |
10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კათარსისი |
▲ზევით დაბრუნება |
კ
კათარსისი (ბერძნ – განწმენდა) ტრაგედიის (იხ) არისტოტელესეული განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. „ტრაგედია, – წერს არისტოტელე, – არის ასახვა დიდი და დასრულებული მოქმედებისა, რომელიც შიშისა და სიბრალულის აღმძვრელი მოვლენებისაგან შედგება,... ასახვა, რომელიც შეცოდებისა და შიშის გზით ამგვარ გნებათა განწმენდას აღწევს“. ძირითადად მხოლოდ აქ ხაზგასმული სიტყვების სახით აქვს მოცემული დიდ ბერძენ ფილოსოფოსს კათარსისის თეორია. ამიტომ ამ თეორიის მრავალი, ხშირად ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული, კომენტირება არსებობს. მათ შორის უფრო საფუძელიანია ის გაგება, რომლის თანახმად ციტირებულ განსაზღვრაში ნაგულისხმევია მხატვრული ასახვის ის განსაკუთრებულობა, რომლის შედეგად შიშისა და სიბრალულის, მწუხარებისა და თანატანჯვის გამომწვევი სინამდვილის ტრაგედიაში წარმოსახვა ამ ვნებათაგან განწმენდით ხასიათდება. იგი არისტოტელეს მიაჩნია ტრაგედიის ერთ-ერთ ძირითად სპეციფიკურ ნიშნად, რადგან ცხოვრების შემზარავი მოვლენების განსახიერება ამ ჟანრში სისტემის სახით არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ტრაგედია ისევე გარდაუვლად იწვევს ესთეტიკურ ტკბობას, სიამოენებას,როგორც სხვა ჟანრები. ეს გარდაქმნა (განწმენდა) კი მარტო მხატვრული ფორმის შედეგი არ არის: ტრაგედია სინამდვილის ასახვაა და, მაშასადამე, ადამიანი მისი აღქმისას გარკვეულ ცოდნასაც იძენს, ხოლო ცოდნის შეძენა არისტოტელესათვის ესთეტიკური სიამოვნების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს შეადგენს.
![]() |
10.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კალამბური |
▲ზევით დაბრუნება |
კალამბური (ფრანგ. სიტყვის თამაში) – მსგავსი ბგერებისა და განსხვავებული შინაარსის მქონე სიტყვების თამაშზე აგებული მოსწრებული გამოთქმა. ახლოსაა ომონიმურ მეტყველებასთან,
მაგალ.,
ბანებიდან ქალები
მოჩხუბრებს ბანს აძლევენ. - (აკაკი)
![]() |
10.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კანტატა |
▲ზევით დაბრუნება |
კანტატა (იტალ. მღერა) – ოდის (იხ.) სახეობა, საზეიმო ხასიათის პოეტური ნაწარმოები, რომელშიაც შექებულია დიდმნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ან გმირი. კანტატა ხშირად იქმნება როგორც ლიტერატურული ტექსტი ამავე სახელწოდების მუსიკალური ნაწარმოებისათვის, რომელიც დიდ საზოგადოებრივ საზეიმო მოვლენას ან გამოჩენილ პირს ეძღვნება.
![]() |
10.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კანტილენა |
▲ზევით დაბრუნება |
კანტილენა (ლათ. სიმღერა, თხრობა) – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ხალხთა ლიტერატურაში დამკვიდრებული მცირე ზომის სასიმღერო ლექსი. სრულდებოდა მუსიკის თანხლებით.
![]() |
10.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კანცონა, ანუ კანცონეტა |
▲ზევით დაბრუნება |
კანცონა, ანუ კანცონეტა (იტალ. სიმღერა) – ლირიკული ნაწარმოები. გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში. მის თემას რაინდული სიყვარული შეადგენს. ჩვეულებრივ შედგება 5 ან 7 სტროფისაგან. ცნობილია დანტეს, ბოკაჩოს და პეტრარკას კანცონები.
![]() |
10.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კატახტროფა |
▲ზევით დაბრუნება |
კატახტროფა (ბერძ. გადატრიალება) –- ანტიკური ტრაგედიის სიუჟეტის განვითარების ეტაპი, რომელიც მოულოდნელად იწვევს არსებით გარდატეხას, კერძოდ, მთავარი გმირის უაღრესად მძიმე, ტრაგიკულ მდგომარეობას (უბედურებას, სიკვდილს ან მონობას და სხვ.). იგი გამოხატულებაა ბერძნული ტრაგედიის იმ პრინციპისა, რომლის მიხედვით ამ ჟანრის ქმნილებაში მოქმედება რთულად, დახლართულად უნდა ვითარდებოდეს. არისტოტელეს განსაზღვრით, „საუკეთესო ტრაგედია უნდა იყოს დახლართული და არა მარტივი“. სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“ კატასტროფას წარმოადგენს ის მომენტი, როდესაც უტყუარი მოწმობით ნათელი ხდება, რომ ოიდიპოსი არის თავისი მამის ლაიოსის მკვლელი და საკუთარი დედის იოკასტეს მეუღლე.
![]() |
10.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კატრენი |
▲ზევით დაბრუნება |
კატრენი (ფრანგ. ოთხტაეპიანობა) – ოთხტაეპიანი სტროფი. იგი სტროფის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ოთხტაეპიანი სტროფი ქართულ ხალხურ პოეზიაში დამოუკიდებელ ლექსადაც გვევლინება:
ნუ იცინი, ნუ მაცინებ, ანალოგიური მოვლენა ცალკეულ მწერალთა შემოქმედებშიც გვხვდება, უფრო მეტად აღმოსავლურ პოეზიაში (მაგალითად, ომარ ხაიამი და სხვ.).
თორემ გაგვაჭორებენო,
გაგვიგებენ სიყვარულსა,
დაგვაშორიშორებენო.
![]() |
10.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კაფია |
▲ზევით დაბრუნება |
კაფია – სახელდახელოდ, წინასწარ მოუმზადებლად თქმული ლექსი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ფშაურ ხალხურ შემოქმედებაში. არსებობს მისი ორი სახე:
1. დიალოგური, მილექსება, მთქმელთა ურთიერთთან შეჯიბრება, პოეტური გაპაექრება (იხ. ექსპრომტი) და
2. რომელიმე მოვლენის ან ადამიანის შესახებ ლექსის სწრაფად შეთხზვა. ორივე სახეობა შემღერებით სრულდება.
პირველის მაგალითია:
გიორგი:
ჩემთან გადმოდი, ფრუშკაო,
ქალს მოგცემ, მზხგავსსა ეთერის,
ფრუშკა:
მე ეთერსავით არ მინდა,
ბეჩავი მინდა ჩემთერი.
გიორგი:
არც მოგთხოვდება, ფრუშკაო,
ცუდი ყოფილხარ ბებერი,
ფრუშკა:
ხილი სჯობს დამწიფებული,
რათა ხარ შეუგნებელი?
![]() |
10.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კვანძის გასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
კვანძის გასკვნა – მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის (იხ.) ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, სახელდობრ,დასაწყისი, პირველი საფეხური, ანდა, მოქმედების, ურთიერთობის, ამბის განვითარების გამოსავალი, ზოგჯერ ის ექსპოზიციას უსწრებს წინ, უმეტესად კი მის შემდეგაა მოცემული. „ვეფხისტყაოსანში“ კვანძის გასკვნად გვევლინება უცხო მოყმის, ნახვა, ხოლო „ოთარაანთ ქვრივში“ – გიორგის გამიჯნუება.
![]() |
10.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კლასიკოსი |
▲ზევით დაბრუნება |
კვანძის გახსნა – მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის (იხ) ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულების განვითარების უმაღლეს, დამამთავრებელ საფეხურს, მოქმედების განვითარების დასასრულს, უკანასკნელ ეპიზოდს. ე. ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდში“ კვანძის გახსნად გვევლინება ტარიელ მკლავაძის მოკვლის ეპიზოდი.
![]() |
10.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კლასიკოსი |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიკოსი (ლათ. კლასიკუს – პირველხარისხოვანი) – აღიარებული შემოქმედი, დიდი მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, არქიტექტორი, ან ხელოვნების სხვა დარგის ოსტატი, აგრეთვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის გამოჩენილი მოღვაწე. კლასიკოსთა ნაწარმოებები ან ნაშრომები საუკუნეობით ინარ– ჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობასა და ღირსებას.
კლასიკოსი მწერლის ნაწარმოები, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული მხატვრული ღირსებით ხასიათდება, გამსპვალულია თავისი დროის მოწინავე იდეებით და თვალსაჩინო ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისი ხა ხის ცხოვრებისა და კულტურის განვითარებაში.
ქართველი კლასიკოსები არიან: შ. რუსთაველი, ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გ. ტაბიძე, გ. გაბაშვილი, ზ. ფალიაშვილი და სხვ.
![]() |
10.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კლასიკური ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიკური ლიტერატურა – თავდაპირველად ეწოდებოდა ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურას რომელიც აღორძინების ხანიდან ევროპაში სანიმუშოდ, უნაკლოდ ითელებოდა. შემდეგ ეს ტერმინი თანდათან უფრო ფართო შინაარსს დაუკავშირდა: ყველა ხალხისა და ეპოქის პირველხარისხოვანი ლიტერატურის, დიდ მწერალთა შემოქმედების საერთო სახელწოდებად იქცა.
![]() |
10.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კლასიციზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიციზმი – მიმდინარეობა XVII- XVIII ს.ს. ლიტერატურაში, ხასიათდება მიბაძვით ანტიკური კლასიკური პოეზიისა და ხელოვნების ქმნილებებისადმი, რომლებსაც კლასიციზმის წარმომადგენლები მხატვრული შემოქმედების იდეალურ ნიმუშებად აღიარებდნენ (აქედან წარმოდგება სახელწოდება „კლასიციზმი“). ისინი ანტიკური ხელოვნებიდან იღებდნენ თემებს, სიუჟეტებს, ხასიათებს და წარმოსახავდნენ თავიანთი დროის შესაბამისად.
კლასიციზმი წარმოიშვა ფეოდალური აბსოლუტიზმის განმტკიცების საფუძველზე XVII საუკუნის საფრანგეთში, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მისი შემოქმედე- ბითი პრინციპები ჩამოაყალიბა ფრანგმა მწერალმა ბუალომ თავის „პოეტურ ხელოვნებაში“, რომელიც კლასიციზმის თეორიულ მანიფესტს წარმოადგენს.
კლასიციზმს ახასიათებს გარკვეული რეალისტური ტენდენციები და ეპოქის ზოგი არსებითი პრობლემის წარმოსახვაც. მაგრამ ჭმხატვრული შემოქმედების საფუძვლად გონებრივი განსჯის აღიარების, ანტიკური ხელოვნებისადმი მიბაძვის, პირობითობისა და სქემატურობის, აბსტრაქტული ხასიათების შექმნისა და სხვა ანალოგიურ ნორმატიულ პრინციპთა გამო, რომლებიც დაკავშირებული იყო სასახლის არისტოკრატიის ინტერესებსა და გემოვნებებთან, კლასიციზმი ვერ გამოხატავდა ეპოქის მოწინავე სოციალურ და მხატვრულ იდეებს. ნიშანდობლივია ამ მხრივ ის ფაქტიც, რომ ეს მიმდინარეობა ლიტერატურულ ჟანრებს ორ ძირითად ჯგუფად, „მაღალ“ და „დაბალ“ ჟანრებად ყოფდა. „მაღალს“ აკუთვნებდა ტრაგედიას, ეპოპეასა და ოდას. „დაბალი“ ჟანრების ჯგუფში კი აერთიანებდა კომედიას, სატირას, ეპიგრამას, იდილიას... ყველაფერი, რაც უკავშირდებოდა სასახლის კარის, მონარქებისა და, საერთოდ, ფეოდღალური არისტოკრატიის ცხოვრებას, მიჩნეული იყო. „მაღალი“ ჟანრების ობიექტად, ხოლო „დაბალი“ ჟანრის ნაწარმოებთა თემატიკად – ქალაქის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება.
![]() |
10.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კლაუზულა |
▲ზევით დაბრუნება |
კლაუზულა (ლათ. დაბოლოება, დასკვნა) – ლექსწყობაში ტაეპების ბოლო ნაწილი, რომელიც უკანასკნელი მახვილიანი მარცვლით იწყება.
გარითმულ ტაეპებში იგი გარეგან რითმად გვევლინება.
კლაუზულა შესაძლებელია იყოს ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი (ქორეული), სამმარცვლიანი (დაქტილური) და მრავალმარცვლიანი (პჰიპერდაქტილური).
„ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფის ტაეპთა სარითმო სიტყვები: ძლიერითა-მონაბერითა-ფერითა-მიერითა კლაუხზულა იქნება: ერითა,
![]() |
10.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კობზარი |
▲ზევით დაბრუნება |
კობზარი - სახალხო მომღერალი ძველ უკრაინაში, უჭმეტესად ბრმა, რომელიც უკრაინული ხალხური საკრავის კობზის ან ბანდურის აკომპანემენტზე ასრულებდა ხალხურ სიმღერებს ისტორიულ მოქლენებსა და სახალხო გმირებზე.
დიდი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ნაწარმოებთა კრებულს „კობზარი“ ეწოდება. დიდ კობზარს უწოდებენ თვით შევჩენკოსაც.
![]() |
10.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კოდა |
▲ზევით დაბრუნება |
კოდა (იტალ. კუდი)– დანართი ტაეპი, ემატება ტაეპთა განსაზღვრული რაოდენობის მქონე ლექსს. მაგალითად, სონეტის (იხ.) მე-15 ტაეპი, წყობილის (იხ.) მე-7 ტაეპი და ა.შ.
კოდა ლექსის დასკვნით ტაეპს წარმოადგენს. შეწყობილის (იგივე წყობილის) სახელით ცნობილ ექვსტაეპიან ლექსს მამუკა ბარათაშვილი მე-7 ტაეპსაც ურთავს, რომელშიც სავალდებულოდ მიიჩნევს ავტორის სახელის ხსენებას.
![]() |
10.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კოლექტიური შემოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
კოლექტიური შემოქმედება - ეწოდება მხატერულ ნაწარმოებს, რომელიც რამდენიმე ავტორის მიერაა შექმნილი. კოლექტიური შემოქმედება ხალხური ზეპირსიტყვიერების საფუძველს წარმოადგენს, ლიტერატურაში კი იგი შედარებით იშვიათად გვხვდება.
კოლექტიური შემოქმედების მაგალითს წარმოადგენს ი. ილფისა და ე. პეტროვის ნაწარმოებები, აგრეთვე ი. ჭავჭავაძისა და ვ. მაჩაბლის თარგმანი შექსპირის „მეფე ლირისა".
![]() |
10.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კოლიზია |
▲ზევით დაბრუნება |
კოლიზია (ლათ. საპირისპირო) –– სიუჟეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი, კონფლიქტის სახეობა; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟთა გრძნობების, ინტერესებისა და მისწრაფების ან, საერთოდ, მდგომარეობათა შეჯახება-დაპირისპირების წარმოსახვა.
![]() |
10.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კომედია |
▲ზევით დაბრუნება |
კომედია (ბერძნ. კომოს – საზეიმო სვლა, ოდე – სიმღერა), - ერთ-ერთი ძირითადი დრამატული ჟანრი, რომელიც ხასიათდება ცხოვრების უარყოფითი მხარეების (უარყოფითი ხასიათების, მანკიერი და შეუსაბამო მოვლენების) სასაცილო (სიცილის აღმძვრელი) წარმოსახვით. კომედიის კომპოზიცია უპირატესად ემყარება არა მოქმედების, არამედ ხასიათების განვითარებას, კომედია, როგორც ჟანრი, წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ანტიკურ საბერძნეთში ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს სადიდებლად გამართულ მხიარულ სახალხო სადღესასწაულო წარმოდგენა-კარნავალების საფუძველზე. აქვე შეიქმნა მისი პირველი კლასიკური ნიმუშები.
ქართული კომედიის ფუძემდებელი და ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელია გიორგი ერისთავი.
ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში ყველაზე თვალსაჩინო განვითარება კომედიამ ჰპოვა. (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და „კოლმეურნის ქორწინება“, შ. დადიანის „კაკალ გულში“ და სხვ.).
![]() |
10.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი (ლათ. განმარტება) – რომელიმე ნაწარმოების, პირადი წერილებისა და მემუარების ტექსტის, მისი ცალკეული ადგილის, სტრიქონის, გამოთქმის და ა. შ. ახსნა, განმარტება, ან ვარიანტების აღნიშვნა.
კომენტარებს, ჩვეულებრივ, ურთავენ მწერალთა ნაწარმოებების აკადემიურ გამოცემებს. იგი ხშირად შენიშვნების სახით იბეჭდება და გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოიცავს ცნობებს ნაწარმოებთა შექმნისა და გამოცემის ისტორიიდან. აგრეთვე კომენტარებში შეაქვთ ცნობები ნაწარმოებში, მემუარებში, პირად წერილებში ნახსენებ ისტორიულ მოვლენებზე, ფაქტებზე, პირებზე, საკუთარ სახელებზე, გეოგრაფიულ ადგილებზე და ა. შ.
![]() |
10.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კომიკური |
▲ზევით დაბრუნება |
კომიკური (ბერძ. კომიკოს - სასაცილო) - სასაცილო მოვლენა, მოქმედება, ადამიანი. ემყარება შინაგან წინააღმდეგობას, ან მკვეთრ შეუსაბამობას, ფორმისა და შინაარსის არსებით გათიშვას და ყოველთვის უარყოფითია.
მხატვრულ ლიტერატურაში, საერთოდ, ხელოვნებაში კომიკური წარმოადგენს სინამდვილესთან ადამიანის ესთეტიკური დამოკიდებულების (სინამდვილის მხატვრული ასახვის) თავისებურ სახეობას. მისი ნიშანდობლივი თვისებაა სინამდვილის უარყოფითი მხარეების სასაცილოდ წარმოსახვა, ხოლო თვით სიცილი გვევლინება როგორც ასახული მოვლენის შეფასება, უარყოფა. კომიკური წარმოსახვა სისტემის სახით დამახასიათებელია
კომედიისათვის (იხ.), საერთოდ კი იგი ხელოვნების ყველა დარგისა და ჟანრის სფეროში ვლინდება.
შემოქმედებითი კომიკური გამომდინარეობს სინამდვილისეული კომიკურისაგან, მაგრამ ამ უკანასკნელით არ ისაზღვრება. აქ კომიკური შეიძლება იყოს ყოველი უღირსი ან უარყოფითი მოვლენის განსახოვნება. მაგალითად, „ბელკინის მოთხრობების“ შესავალში ა. პუშკინი აღნიშნავს: „1828 წელს, შემოდგომაზე, ივან პეტროვიჩ ბელკინი უქეიფოდ გახდა, გაცივდა, რაც შემდეგ ხურვებად გადაექცა და მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მორჩენას დიდად ცდილობდა ჩვენი სამაზრო მკურნალი, კაცი ფრიად დახელოვნებული ისეთი გამჯდარი სენის მორჩენაში, როგორიც არის მაზოლი“. აქ კომიკურ ეფექტს იწვევს გარკვეული შეუსაბამობის ემოციური ხაზგასმა, მინაგანი წინააღმდეგობა, კერძოდ, იმის აღნიშვნა, რომ
მთელი მაზრის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩაბარებული ჰქონდა კაცს, რომელსაც მედიცინაში არაფერი გაეგებოდა მაზოლის მკურნალობის გარდა. ეს ფაქტი მწერალს კომიკურის გარეშეც შეეძლო წარმოესახა, მაგრამ მაშინ უარ–-
ყოფა სხვა სახეს მიიღებდა და არც ასეთი მკვეთრი იქნებოდა.
![]() |
10.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კომპარატივიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კომპარატივიზმი (ლათ. კომპარატივუს – შედარებითი) – შედარებით-ისტორიული მეთოდი ლიტერატურისმცოდნეობაში. ემყარება ლიტერატურის იდეალისტურ გაგებას. წარმოიშვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
კომპარატივისტები უარყოფდნენ ეროვნული მწერლობისსპეციფიკას. ისინი ლიტერატურას მსოფლიო მოვლენად მიიჩნევდნენ, რის გამო სხვადასხვა ხალხთა ლიტერატურას განიხილავდნენ მხოლოდ ურთიერთკავშირისა და ურთიერთზე ზემოქმედების თვალსაზრისით. კომპარატივიზმის გაგებით სიუჟეტები, ხასიათები და მხატვრული ნაწარმოებების სხვა არსებითი ნიშანდობლივი მხარეები მეტნაკლებად შეცვლილი სახით მეორდება ლიტერატურისა და ხალხური შემოქმედების განვითარების პროცესში. ამიტომ მათ შედარებით ანალიზს ყოველთვის მივყავართ იმ სიუჟეტებსა და ხასიათებთან, რომლებიც წარმოიშვნენ უძველეს პერიოდში. ლიტერატურის ისტორიის საფუძველს სიუჟეტების, ხასიათების, სახეების ეს დაუსრულებელი მსოფლიო გამეორებანი შეადგენს და არა საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრების კონკრეტული პროცესი. აღნიშნული სახით ამ მიმდინარეობამ შედარებითი მეთოდი, რომელსაც მართლაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა ლიტერატურის განვითარების შესწავლისათვის, თვითმიზნად აქცია და მცდარ კოსმოპოლიტურ იდეალისტურ თეორიასთან დააკავშირა, რითაც არსებითად სავსებით გააყალბა იგი.
![]() |
10.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კომპოზიცია |
▲ზევით დაბრუნება |
კომპოზიცია (ლათ. აგება, შედგენა, კავშირი) –– მხატვრული ნაწარმოების წყობა, აგებულება, მთლიანობა; ერთ-ერთი მხატვრული ხერხი სინამდვილის წარმოსახვისა, მწერლის იდეური და მხატვრული ჩანაფიქრის განხორციელებისა. მხატვრული ფორმის ერთი ძირითადი კომპონენტთაგანი.
ზოგჯერ კომპოზიციის ნაცვლად ხმარობენ არქიტექტონიკას.
ლიტერატურული ნაწარმოების ყოველი გვარი თავისებური კომპოზიციით ხასიათდება. განსაკუთრებით მკვეთრი განსხვავება არსებობს, ერთი მხრი, ლირიკულ, ხოლო, მეორე მხრივ, ეპიკურ და დრამატულ ჟანრებს შორის. პირველის სფეროში კომპოზიციის უშუალო ძირითად საფუძველს რიტმი და წარმოსახული ემოციების დამოკიდებულების განვითარება წარმოადგენს; ეპიკურ და დრამატულ ჟანრებში კი – სიუჟეტი, თუმცა განსხვავება ამ უკანასკნელთა შორისაც არსებობს თვით. სიუჟეტის განვითარებისა და, მაშასადამე, კომპოზიციის ხასიათის მხრივაც.
![]() |
10.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კონსონანსი |
▲ზევით დაბრუნება |
კონსონანსი (ლათ. კეთილხმოვანება. შეხმატკბილება) – არაზუსტი რითმის სახეობა, ასონანსის (იხ) საპირისპირო,ხასიათდება თანხმოვანთა იგივეობით ან მსგავსებით და ხმოვანთა (ერთი ან ორი ხმოვნის) სხვაობიო:
ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას,
თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,
არც დაგვასვენეს, არც დაგვაძინეს
და ასე კიდეც შემოგვათენდა. - (გ. ტაბიძე)
![]() |
10.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კონსტრუქტივიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტრუქტივიზმი (ლათ. კონსტრუქცია –- აგება, შენება) – დეკადენტურ-ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც: 1914--1918 წლებში წარმოიშვა დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში. უარყოფს მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას, ლიტერატურისა და ხელოვნების იდეურობას, ასახვით ბუნებას, სახეობრიობას, ესთეტიკურ თავისებურებასა და ღირსებას. ემყარება „კონსტრუქციის ძებნის, ფსევდონოვატორულ ლოზუნგს, რაც გულისხმობს ტექნიკის მიღწევების მექანიკურ დაკავშირებას მხატვრულ შემოქმედებასთან. კონსტრუქტივისტების ეს ყალბი გატაცება იქამდეც კი მივიდა, რომ მათ მანქანები ხელოვნების შედევრებად გამოაცხადეს.
რუსეთში 1924 წელს ჩამოყალიბდა „კონსტრუქტივიზმის ლიტერატურული ცენტრი“, რომელმაც 1930 წლამდე იარსება.
![]() |
10.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კონტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
კონტექსტი (ლათ. კონტექსტუს - გადანასკვა, შეერთება,დაკავშირება) – ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტი, ნაწილი, რომელიც გარკვეულ დამთავრებულ აზრს გამოხატავს (ან დახასიათებას, აღწერას მოიცავს). იგი შინაგან, განუყოფელ მთლიანობას გულისხმობს, რის გამოც მისგან წინადადების, ფრაზის განცალკევებით, ანდა, როგორც ამბობენ, „ამოგლეჯით“ მოტანა, ხშირად ცვლის, ამახინჯებს მასში გამოხატულს, ამიტომ ჩვენი შეხედულების ნათელსაყოფად რომელიმე ნაწარმოებიდან ციტატის (იხ) მოტანისას ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ კონტექსტის ნამდვილი აზრი არ დავამახინჯოთ და ავტორს არ მივაწეროთ ის, რაც მას არა აქვს ნათქვამი.
![]() |
10.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კონტრასტი |
▲ზევით დაბრუნება |
კონტრასტი (ფრანგ. მკვეთრი დაპირისპირება) – ხასიათების, საგნების, მოვლენების მკვეთრად გამოხატული და ურთიერთისაგან არსებითად განსხვავებული ნიშნების ურთიერთდაპირისპირება. კონტრასტული დახასიათების გამოყენება მწერალს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად, რელიეფურად გამოავლინოს თავისი საგნის ესა თუ ის მხარე.
კონტრასტის ნიმუშია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ დღისა და ღამის, მყინვარისა და თერგის დაპირისპირება; ან კიდევ მწყემსი ქალის სიტყვები „განდეგილში“:
აქ სიკვდილია, იქ კი –– სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
![]() |
10.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კონფლიქტი |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტი (ლათ. კონფლიქტუს – დავა, უთანხმოება, შეჯახება) – სიუჟეტის განვითარების ძირითადი ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს მოქმედების შინაგან წინააღმდეგობას, მოქმედი პირების მისწრაფებების, აზრის სხვადასხვაობას, შეჯახებას, ბრძოლას. ზოგჯერ კონფლიქტი შენიღბული სახით მიმდინარეობს, ხოლო უფრო ხშირად აშკარაა და საბედისწერო ხასიათსაც იღებს.
![]() |
10.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კრიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკა (ბერძ. განსჯა, შეფასება) – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც მოიცავს ლიტერატურის როგორც თეორიის (იხ), ისე ისტორიის (იხ.) გარკვეული არსებითი ნიშნების სინთეზს. მის საგანსა და დანიშნულებას შეადგენს თანამედროვე ლიტერატურის იდეურ-მხატვრული განხილვა, შეფასება, კომენტირება, „სიმშვენიერისა და ნაკლის გახსნა“ თანამედროვეობის ესთეტიკური და საზოგადოებრივი იდეალების შესაბამისად. კრიტიკოსი არკვევს, თუ რამდენად პასუხობს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედება ან რომელიმე ცალკეული ნაწარმოები, ანდა, საერთოდ თავისი დროის მთელი ლიტერატურული ცხოვრება მოქმედ საზოგადოებრივ-ესთეტიკურ იდეალებს, ე. ი. რამდენად შეესაბამება იგი ეპოქის ჭეშმარიტ სულისკვეთებასა და თვით ლიტერატურის წინსვლის, აღორძინების ინტერესებს. ამიტომ იგი ლიტერატურის თეორიასა და ისტორიაზე დაყრდნობით საგანგებოდ მსჯელობს, თუ რა მიღწევა აქვს ან რა აკლია თანამედროვე ლიტერატურას, რა გზით უნდა ვითარდებოდეს ის, როგორი ლიტერატურაა ყველაზე სრულყოფილი და ნამდვილი.
აღნიშნულის გამო კრიტიკა ერთსა და იმავე დროს ლიტერატურის განვითარების უშუალო ნაწილსაც წარმოადგენს და დიდმნიშვნელოვან ფაქტორსაც. იგი თავის დანიშნულებას მით უფრო წარმატებით ახორციელებს და ამის შედეგად მით უფრო დიდ როლს ასრულებს თავისი დროის მხატვრული კულტურის განვითარებაში, რაც უფრო უკეთ ეფუძნება და გამოხატავს ეპოქის მოწინავე იდეებსა და ესთეტიკურ იდეალებს.
![]() |
10.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კრიტიკული რეალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკული რეალიზმი – იხ. რეალიზმი.
![]() |
10.31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კულმინაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კულმინაცია (ლათ. კულმენ, კულმინის – მწვერვალი) – სიუჟეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მოქმედების განვითარების უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი დაძაბულობის ეტაპი, რომელსაც მოსდევს კვანძის გახსნა (იხ). კულმინაცია ი. ჭავჭავაძის „განდეგილში“ ის ადგილია, როდესაც მწირი დაიხრება მწყემსი ქალის საკოცნელად. ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურში", როდესაც ალუდა ხატობაში თავს მოჰკვეთს მოზვერს. e
![]() |
10.32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კუპლეტი |
▲ზევით დაბრუნება |
კუპლეტი (ფრანგ. სტროფი სიმღერაში) – წინათ ორტაეპიანი, ხოლო ამჟამდ ოთხტაეპიანი სასიმღერო სტროფი,რითმით და ერთიანი ინტონაციით შეკრული.
კუპლეტი უმთავრესად კომიკური ან სატირული ხასიათისაა და წარმოსახავს ყოველდღიურ ცხოვრებას.
კუპლეტების ნიმუშია ქართული ხალხური შაირები.
![]() |
10.33 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - კურტუაზული მწერლობა |
▲ზევით დაბრუნება |
კურტუაზული მწერლობა (ფრანგ კურტუა – ნატიფი,თავაზიანი) – ნაკადი XII – XIII. ს.ს. დასავლეთ ევროპის მწერლობაში, რომელიც მიმართული იყო ასკეტიზმის წინააღმდეგ. მის ძირითად თემას წარმოადგენდა რაინდული სიყვარული, საერთოდ, ქალის კულტი.
![]() |
11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლაკონიურობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლაკონიურობა (ბერძნ.) – აზრის მოკლედ, სხარტად, შეკუმშულად გამოხატვა. ძველი ბერძნები ათენელი ორატორების მრავალსიტყვაობას უპირისპირებდნენ ლაკონიის (სპარტის) ორატორთა შეკუმშულ, მკაცრად დახვეწილ სიტყვებს, რაც საფუძვლად დაედო ამ ტერმინის წარმოშობას. ლაკონიურობა, ლაკონიზმი უმთავრესად ექსპრესიული მეტყველების თვისებაა, მაგრამ ფართოდ გამოიყენება რიტორიკაში, თეორიულ ნაშრომებსა და ხალხურ სიტყვიერებაშიც. ლიტერატურულ ნაწარმოებში იგი ხასიათის, სურათის წარმოსახვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თვითმიზნური ლაკონიურობა თანამედროვე დეკადენტურ მიმდინარეობათა ერთ-ერთ ნიშანდობლივ თვისებად გვევლინება.
![]() |
11.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლაპიდარული სტილი |
▲ზევით დაბრუნება |
ლაპიდარული სტილი (ლათინ. ლაპიდარიუს – დაკავშირებული ქვასთან) მოკლედ, სხარტად, მოხდენილად გამოთქმა აზრისა. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენებოდა ძველ რომაულ კომედიაში.
![]() |
11.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლეგენდა |
▲ზევით დაბრუნება |
ლეგენდა, იგივე თქმულება (ლათ – წასაკითხი, სათქმელი) მცირე ფორმის ეპიური ჟანრი
ხალხურ შემოქმედებაში, რომელიც ზოგჯერ ფანტასტიკური ზღაპრის ხასიათს ატარებს, ხოლო
საერთოდ ზღაპრისაგან განსხვავდება იმით, რომ ყოველთვის გარკვეულ კონკრეტულ მოვლენას
ან პიროვნებას შეეხება. სათავეს, ამა თუ იმ სახით, ისტორიულად მომხდარი ამბისაგან
ან რეალური გმირის მოქმედებისაგან იღებს. უძველესი ლეგენდები შესატყვისი ეპოქების
ხალხთა მსოფლმხედველობას გადმოგვცემენ.
ცნობილია თქმულება, ანუ ლეგენდა ქალაქ თბილისის დაარსებასა და სახელწოდების
წარმოშობაზე, დ. ჭონქაძის მოთხრობა „სურამის ციხე“ დაწერილია ცნობილი ლეგენდის
საფუძველზე; ე. ნინოშვილმა „პალიასტომის ტბაში“ გამოიყენა ლეგენდა აღნიშნული ტბის
წარმოშობის შესახებ.
![]() |
11.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლეიტმოტივი |
▲ზევით დაბრუნება |
ლეიტმოტივი (გერ. ძირითადი, წამყვანი მოტივი) – მხატვრული ნაწარმოების ძირითადი თემატიკურ-იდეური კრედო, მიმართულება; ნაწარმოებში განსახიერებული ავტორისეული ტენდენციისა და მხატვრული პრინციპების ძირითადი არსი, კონკრეტული შინაარსი.
![]() |
11.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსი - რიტმული მეტყველება, რომელიც მკვეთრად გამოვლენილი მეტრული კანონზომიერებით,
ბგერწერითა და ემოციურობით ხასიათდება. იგი მხატვრული მეტყველების რიტმული და
ბგერითი ორგანიზაციის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს.
ლექსი პროზისაგან განსხვავდება გრაფიკულადაც: შედგება ტაეპებისა (იხ.) და
სტროფებისაგან. (იხ.).
ლექსი პროზად - პროზის ფორმით დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც რიტმითა და
ემოციურობით სალექსო მეტყველებას უახლოვდება.
ლექსი პროზად გავრცელებულია ქართულ მწერლობაში. ვ. ბარნოვის, ი. ეკალაძის, ჭ.
ლომთათიძის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები წარმოადგენენ ლექსებს პროზად.
მაგალითი:
და დააკერა შუბის წვერით ყორჩი მიწასა. ვიწვადეთ ხმალნი. სისხლში სცურავდნენ
სპარსთა წინამძღვარნი ბრძოლის ყიჟინა, აღბორგება ცასა სწვდებოდა. - (ვ. ბარნოვი).
![]() |
11.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლექსწყობა, ან ლექსწყობის სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსწყობა, ან ლექსწყობის სისტემა – ლექსის თავისებური სახეობა, რომელსაც
განაპირობებს რიტმის კანონზომიერების გამოვლენის ტიპოლოგიური ხასიათი, ბუნება.
არსებობს ლექსწყობის ოთხი სისტემა: მეტრული იგივე ანტიკური (იხ.). სილაბური (იხ.),
ტონური (იხ.). და სილაბურტონური (იხ.).
![]() |
11.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიბრეტო |
▲ზევით დაბრუნება |
ლიბრეტო (იტალ. წიგნაკი) – თავისებური, ლაკონიური დრამატული ნაწარმოები, რომელიც
წარმოადგენს დრამატულ-მუსიკალური ნაწარმოებების ოპერის, ოპერეტისა და ბალეტის
ლიტერატურულ საფუძველს. ლიბრეტო ეწოდება აგრეთვე კინოსურათის სცენარის (იხ.) მოკლე
შინაარსს.
![]() |
11.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლირიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ლირიკა – იხ. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები..
![]() |
11.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლირიკულ-ეპიკური გვარი |
▲ზევით დაბრუნება |
ლირიკულ-ეპიკური გვარი – იხ. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები.
![]() |
11.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლირიკული გადახვევა |
▲ზევით დაბრუნება |
ლირიკული გადახვევა – ეპიური ნაწარმოების ის ადგილები, სადაც ავტორი უშუალოდ
გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას მოვლენების, ან პერსონაჟების მიმართ.
ლირიკული გადახვევის მაგალითებს ვხვდებით ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა“,
ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში?!“, ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავში“, შ. დადიანის
„გვირგვილიანების ოჯახში“ და სხვ.
![]() |
11.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლირიკული გმირი |
▲ზევით დაბრუნება |
ლირიკული გმირი – ლირიკულ ნაწარმოებში განსახიერებული განცდების, გრძნობების,
მისწრაფებების, იდეების.
საზოგადოებრივი მოვლენებით აღძრული სულიერი რეაქციის. ფიქრებისა და იდეალების
მთლიანობა; მაშასადამე, ლირიკული გმირი თვით ავტორია, პოეტის შემოქმედებითი სახეა.
ამგვარად ეს ტერმინი, რომელიც უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა, პირობითია.
ლირიკულ გმირზე სწორი წარმოდგენა გვექმნება პოეტის მთელი შემოქმედების
გათვალისწინების შედეგად. ამ თვალსაზრისით განიხილება ბაირონის, ნ. ბარათაშვილის,
ა. წერეთლის, გ. ტაბიძის ლირიკული გმირები. ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ აგრეთვე
ცალკეული პოეტური ქმნილებების ლირიკულ გმირებზე.
ლირიკული გმირი – დაახლოებით ისეთივე ხასიათისაა, როგორიცაა დადებითი გმირი ეპიკურ
და დრამატულ ჟანრებში.
![]() |
11.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა (ლათ. ლიტერა - ასო) – ფართო გაგებით ნიშნავს ყოველგვარი წერილობით და
ნაბეჭდი ნაწარმოებთა ერთობლიობას. ამ ცნებას იყენებენ დარგობრივი ლიტერატურის
აღსანიშნავადაც (ფილოსოფიური ლიტერატურა, მეცნიერული ლიტერატურა...) და აგრეთვე ამა
თუ იმ საკითხის შესახებ არსებული, ან ამა თუ იმ ნარკვევში გამოყენებული შრომების
საერთო სახელწოდებად. ვიწრო გაგებით კი ლიტერატურა ეწოდება ხელოვნების
დიდმნიშვნელოვან დარგს, საზოგადოებრივი ცნობიერების თავისებურ ფორმას – მხატვრული
ლიტერატურას.
მხატვრული ლიტერატურა, ისე როგორც საერთოდ ხელოვნება, არის სინამდვილის
განსახოვნება, მხატვრული ასახვა. მისი თავისებურება, მხატვრული შემოქმედების სხვა
დარგებთან შედარებით (მუსიკა, მხატვრობა ქანდაკება, თეატრი, კინო), იმაში
მდგომარეობს, რომ იგი სიტყვის მეშვეობით ქმნის მხატვრულ სახეებს (იხ.). ამის გამო
ლიტერატურა უფრო სრულად და ფართო მასშტაბით წარმოსახავს სინამდვილეს, ადამიანის
ცხოვრებას, მისი მთელი სულიერი და გონებრივი სამყაროს მოძრაობასა და
მრავალფეროვნებას, ვიდრე ხელოვნების სხვა დარგები.
ლიტერატურის საგანს წარმოადგენს ადამიანი, მისი ცხოვრება, განცდები, ფიქრი,
მისწრაფებანი, საერთოდ მთელი საზოგადოებრივი სინამდვილე; ამავე დროს, იგი ასახავს
ბუნების იმ სფეროსაც (მისთვის ნიშანდობლივი ასახვითი თავისებურების შესაბამისად),
რომელიც ადამიანის ცხოვრების უშუალო გარემოდ გვევლინება. ლიტერატურა თავის ამ
მრავალფეროვან საგანს ასახიერებს არა მსჯელობის, მტკიცების, „აბსტრაქციების,
ფორმულების, ცნებებისა და კანონების მეშვეობით, არამედ თვით სინამდვილის ანალოგიური
სახემოსილებით („სინამდვილის ფორმაში“). თუ ისტორიკოსი „კაცია-ადამიანში“
განსახიერებული საზოგადოებრივი სინამდვილის შესწავლისას დაემყარებოდა შესატყვისი
ფაქტების მეცნიერულ ანალიზს, შეიმუშავებდა გარკვეულ დასკვნებს, ცნებებს,
განსაზღვრებებს, რომლებშიც აღნიშნული ფაქტების არსის შემოკლებული და განყენებული
ასახვა იქნებოდა მოცემული,– ი. ჭავჭავაძემ უშუალოდ, კონკრეტულად განასურათა, დახატა
(კონკრეტულ-საგნობრივად წარმოსახა) ეს სინამდვილე. ამასთან, მწერლის მიერ დახატული
ცხოვრება და ადამიანები არ არის იმის პირდაპირი გამეორება, რასაც თვით სინამდვილე
წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი აქ გარდასახულია, ე. ი. ილიას მიერ შექმნილი,
გამოგონილი ცხოვრებისა და ადამიანების სახით არის განსახოვნებული.
ლიტერატურა, ისე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ყოველთვის გამოგონილის, მხატვრული
განზოგადების მეშვეობით ასახიერებს რეალურ სამყაროს. თვით ეს მხატვრული განზოგადება
(იხ.) კი გვევლინება როგორც მხატვრული შეთხზვაზე (იხ.) დაფუძნებული გარდასახვა.
ძირითადად შემდეგი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმ სხვაობას, რომელიც
ლიტერატურული ქმნილების საგანსა და თვით ქმნილებას შორის არსებობს:
1. მწერლის დამოკიდებულება სინამდვილესთან. აქ იგულისხმება შემოქმედების იდეური
პოზიცია, იგივე, სინამდვილის მოვლენების მწერლისეული გაგება (იხ. იდეა),
2. ლიტერატურის სპეციფიკური ფუნქციაა სინამდვილის მოვლენების არა ყოველგვარი ასახვა,
არამედ მხოლოდ მხატვრული ასახვა, მხატვრული სინამდვილის შექმნა, მაშასადამე,
ასახულის მხატვრული ღირსებით ამაღლება, მხატვრულ ქმნილებად ქცევა. ლიტერატურის
თავისებურება მხატვრული ასახვის სწორედ ამ სპეციფიკურ ხასიათსა და დანიშნულებაში
მდგომარეობს. ამის გამოა, რომ ჭეშმარიტი მხატვრული ქმნილება ყოველთვის ემოციურია და
ადამიანებში იწვევს სიამოვნებას, სულიერ ამაღლებას, სიხარულს, ესთეტიკურ ტკბობას.
მხატვრული გარდასახვის აქ აღნიშნული თავისებურება ლიტერატურისგან ვითარებ ი ს (იხ.)
ისტორიულ პროცესში სხვადასხვა სახით ვლინდება, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ,
მწერლის ესთეტიკური იდეალისა (იხ.) და შემოქმედებითი მეთოდის (იხ.) ხოლო, მეორე
მხრივ, შემოქმედებითი ინდივიდუალობისა (იხ.) და ტალანტის (იხ.) ნიშანდობლივი
თვისებებით.
ლიტერატურის თავისებურება ასახვითი მოვლენაა. ლიტერატურა მისთვის ნიშანდობლივი
ასახვის თავისებური წესის და ფუნქციი ს გამო არის ლიტერატურა. ამიტომ მხატვრული
ფორმა ლიტერატურის გარეგან სამკაულს კი არ წარმოადგენს, არამედ შინაგან ფაქტორს,
ორგანულად შერწყმულს შემოქმედების მთელს პროცესთან, ლიტერატურული ნაწარმოების ყოველ
მხარესთან, მათ შორის, ბუნებრივია, შინაარსთან, შემეცნებით არსთან, საზოგადოებრივ
ხასიათსა და დანიშნულებასთანაც. (იხ. ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულება).
ლიტერატურა თავისი ყველა აქ აღნიშნული ძირითადი ნიშნის გამო, ადამიანთა სულიერი და
იდეური ურთიერთობის ერთ-ერთი უაღრესად თავისებური და დიდმნიშვნელოვანი საშუალებაა.
იგი არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა სულიერ ცხოვრებასა და საერთო კულტურაზე.
ამიტომ ეწოდა მწერალს „ადამიანის სულის ინჟინერი“. ამიტომაა, რომ ლიტერატურა
გარკვეულად ზემოქმედებს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე.
![]() |
11.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის ეროვნულობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის ეროვნულობა - ერების თავისებურებათა შემოქმედებითი წარმოსახვა; კერძოდ,
ხალხის საზოგადოებრივი ცხოვრების, ყოფის, ენის, ისტორიულად ჩამოყალიბებული
ფსიქიკური წყობისა და კულტურის თავისებურებათა ერთობლივი გამოსახვა, მხატვრული
გამოვლენა მწერალი თემატიკის გამო კი არ ხდება ეროვნული შემოქმედი, არამედ
მხატვრული ხედვის მთელი თავისი პოზიციის გამო. ეროვნული შემოქმედი „ხედავს თავისი
ხალხის თვალებით“, „გრძნობს და მეტყველებს ისე, რომ მის თანამემამულეთ ეჩვენებათ
თითქოს გრძნობდნენ და მეტყველებდნენ თვით ისინი“ (გოგოლი). ლიტერატურა, საერთოდ,
ხელოვნება, იდეოლოგიის სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე მკვეთრად, ღრმად და სრული
სახით უკუფენს საზოგადოებრივი ცხოვრების ამ მხარეს.
მაგრამ ეროვნულობა ყოველთვის არ არის დამახასიათებელი მხატვრული მოვლენებისათვის.
მაგ., იგი არსებითად სავსებით უცხოა დეკადენტურ-ფორმალისტური მიმდინარეობებისათვის.
მათ ამ რეაქციულ–კოსმოპოლიტურ არსს განსაკუთრებული სიცხადით ავლენს აბსტრაქციონიზმი
(იხ.).
ეროვნულობა მხოლოდ ჭეშმარიტად პროგრესული ლიტერატურის აუცილებელი თვისებაა. მხოლოდ
დიდ, მოწინავე მწერლობაში ვლინდება იგი ნამდვილი სახით. ამდენად. ეროვნულობა
ლიტერატურის მაღალი ღირსების გამოხატულებას წარმოადგენს. ამავე დროს, ეროვნულობა
ისტორიული მოვლენაა: გარდა იმისა, რომ იცვლება ხალხთა ეროვნული თავისებურება.
ისტორიულად ცვალებადია ისიც, თუ რა სიმკვეთრით და სახით აისახება თვით ეს
თავისებურება ლიტერატურის განვითარების პროცესში.
ქართული კლასიკური მწერლობა მთელი თავისი არსებით ღრმად ეროვნულია. ჩვენი ხალხის
ისტორიული ბრძოლები დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ქართული მწერლობის
განვითარებას ორგანულად აკავშირებდა ეროვნულ საფუძვლებთან და გარკვეულ
მებრძოლ-პატრიოტულ ხასიათს აძლევდა მას. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ მხრივ
შ. რუსთაველის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის. ვაჟა-ფშაველას და
სხვა ქართველ კლასიკოსთა შემოქმედება.
ეროვნულობა საბჭოთა ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რადგან
საბჭოთა ლიტერატურა შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული ლიტერატურაა.
როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვე ლიტერატურაშიც, მხატვრულ ქმნილებათა ეროვნული
სიღრმე არა მარტო არ ეწინააღმდეგება ამ ქმნილებათა საკაცობრიო მნიშვნელობას, არამედ
მის ერთ-ერთ აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენს. ის, რაც ღრმად ეროვნული,
ჭეშმარიტი ქმნილებაა, საკაცობრიო მხატვრული კულტურის საგანძურსაც განეკუთვნება და
ზოგადსაკაცობრიო იდეებითაც არის გამსჭვალული.
ლიტერატურის ეროვნულობა მხოლოდ მაშინ დაკარგავს თავის დიდ მნიშვნელობასა და
ისტორიულ საფუძველს, როდესაც თვით ხალხთა შორის წაიშლება ყოველგვარი ეროვნული
სხვაობა.
![]() |
11.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერება |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერება ლიტერატურულ მოვლენათა ობიექტური, აუცილებელი,
არსებითი ურთიერთკავშირი; ანდა ლიტერატურის განვითარების პროცესის იმ არსებითი
ნიშანდობლივ თვისებათა ერთობლიობა, რომლე ბიც დამახასიათებელია ყველა ერისა და
ეპოქის ლიტერატურული ქმნილებებისათვის და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა საყოველთაო
ხასიათს. მაგ., ლიტერატურის კანონზომიერების ერთ-ერთ ძირითად მხარეს წარმოადგენს
სინამდვილის განსახოვნება, მხატვრული ასახვა. მხატვრული ნაწარმოები არ შეიძლება
არსებობდეს ამ ნიშნის გარეშე. ამავე დროს, ეს ზოგადი თვისება ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში თავისებური სახით ვლინდება არა მარტო იდეური შინაარსის, არამედ
საკუთრივ მხატვრული ფორმის ხასიათის მხრივაც (იხ. ლიტერატურის განვითარება).
ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერება ისეთ საერთო ხასიათის თვისებებთან. კანონებთან
ერთად, რომლებიც ლიტერატურას აკავშირებენ საზოგადოებრივი ცნობიერების სხვა
დარგებთან მეცნიერებასთან, ფილოსოფიასთან, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს მხოლოდ
ლიტერატურისათვის ნიშანდობლივს. ეს არის ლიტერატურის ზოგადი კანონზომი. ერების
არსებითი ნაწილი საფუძველი, რომელსაც ლიტერატურის სპეციფ კური კანოზომიერება
ეწოდება .
![]() |
11.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის თეორია |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის თეორია - ლიტერატურისმცოდნეობის(იხ.) ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომლის საგანს შეადგენს ლიტერატურის კანონზომიერება (იხ.), ზოგადი კანონები. სახელდობრ,
იგი შეისწავლის: ლიტერატურის ესთეტიკურ, ასახვით, სოციალურ და იდეურ არსს განვითარების პროცესის ხასიათსა და საფუძვლებს, მხატვრული შემოქმედების პროცესის,შემოქმედების მეთოდის, მიმდინარეობის, სტილისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის
ზოგად ბუნებას, ლიტერატურულ ნაწარმოებთა სპეციფიკურ კომპონენტებს, გვარებსა და ჟანრებს, მხატვრული ენის, ლექსისა და პროზის რაობას. ამავე დროს, ლიტერატურის თეორია გვევლინება, როგორც ლიტერატურის შემდგომი განვითარების შემოქმედებითი
პრინციპების, მხატვრული მეთოდის უშუალო თეორიული საფუძველი. ლიტერატურის თეორია თავის მხრივ ემყარება გარკვეულ ფილოსოფიურ თვალსაზრისს, უშუალოდ
კი ესთეტიკურ მოძღვრებას. ამის გამო ლიტერატურის თეორია ორგანულ კავშირში იმყოფება
არა მარტო ლიტერატურის ისტორიასა (იხ.) და კრიტიკასთან (იხ.), არამედ ფილოსოფიურ
აზროვნებასა და ესთეტიკასთანაც (იხ.).
ლიტერატურის თეორია ორ ნაწილს მოიცავს: ზოგად
მოძღვრებას ლიტერატურაზე და თეორიულ პოეტიკას (იხ. პოეტიკა ) - ზოგად მოძღვრებას
საკუთრივ ლიტერატურულ-ნაწარმოებთა შესახებ. იგი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ძირითადად ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის
მეორე ნახევარში. მანამდე კი ესთეტიკურ აზროვნებასა ან ლიტერატურისმცოდნეობის სხვა
დარგებთან (უპირატესად კრიტიკასთან) იყო შერწყმული და მათთან ერთად ვითარდებოდა. ლიტერატურის თეორიის განვითარების ისტორია იდეალისტურ და მატერიალისტურ ლიტერატურულ
თვალსაზრისთა ბრძოლის ისტორიაა. მის უმაღლეს მონაპოვარს წარმოადგენს ლიტერატურის
მარქსისტულ-ლენინური გაშუქება, რომლის ფუძემდებლური პრინციპები მოცემულია კ.
მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებებში
ლიტერატურის თეორია განიხილავს, ადგენს ლიტერატურის ნაწარმოებთა ანალიზის მეთოდს,
საერთოდ ყველა იმ მეთოდოლოგიურ პრინციპს, რომლებითაც ხელმძღვანელობს ლიტერატურის
ისტორია და კრიტიკა.
![]() |
11.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის ისტორია –– ლიტერატურისმცოდნეობის (იხ) ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის განვითარების პროცესს. იგი ახდენს ამა თუ იმ ეპოქის, ერის, ან მთელი მსოფლიოს ლიტერატური წარმოშობისა და ისტორიული სახეცვლილების თანმიმდევრულ კონკრეტულ იდეურ-მხატვრულ ანალიზსა და ახსნას. ამიტომ მისი დანიშნულებაა, ერთი მხრივ, კონკრეტულ მხატვრულ მოვლენათა არსის, ნიმანდობლივი თვისებების, მხატვრული ღირსებისა და საზოგადოებრივ-ისტორიული მნიშვნელობის განხილვა შეფასება ხოლო, მეორე მხრივ, მათი ახსნა ობიექტური და სუბიექტური საფუძვლების (განმაპირობებელი ფაქტორების) გაშუქება. ამრიგად,ლიტერატურის ისტორიის საგას შეადგენს არა ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერება, კანონები, რომლებსაც ლიტერატურის თეორია (იხ.) შეისწავლის, არამედ ამ კანონზომიერების, კანონების გამოვლენის ისტთრიული ფორმები, კონკრეტული ლიტერატურული პროცესი.
არსებობს როგორც მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ისე ეროვნულ ლიტერატურათა ისტორიები, მაგ, ქართული ლიტერატურის ისტორია, რუსული ლიტერატურის ისტორია და სხე. აგრეთვე გამოყოფენ ცალკეული ეპოქების ლიტერატურისა და მიმდინარეობების ისტორიებსაც, მაგ., საბჭოთა ლიტერატურის ისტორია, რეალიზმის ისტორია და სხვა.
ლიტერატურის ისტორიას განეკუთვნება ისტორიული პოეტიკა (იხ-) და ტექსტოლოგია (იხ.),.
ლიტერატურის ისტორია ყველა შემთხვევაში ემყარება გარკვეულ ზოგად ლიტერატურულ პრინციპები რომელთა მთლიანობას ლიტერატურის მეთოდოლოგიას უწოდებენ. ბუნებრივია, ეს უკანასკნელი თავის მხრივ ლიტერატურის თეორიის სფეროს განეკუთვნება.
![]() |
11.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის კლასობრივი ბუნება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის კლასობრივი ბუნება |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის კლასობრივი ბუნება – ლიტერატურა ამათუ იმ სახით ყოველთვის გამოხატავს ეპოქისათვის ნიშანდობლივ პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებებს. ლიტერატურის განვითარების პროცესის ეპოქისეული შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული იდეური შინაარსის კონკრეტულ ხასიათს გულისხმობს. როგორიცაა ეპოქა, საზოგადოებრივი ცხოვრება, ისეთივეალიტერატურაც. და რადგან კლასობრივ საზოგადოებაში კლასთა ბრძოლა, რომელიც „ხან მალული, ხან აშკარა“ სა–
ხით ვლინდება, არა მარტო „საზოგადოებრივ-პოლიტიკუმოვლენათა მამოძრავებელია", არამედ ადამიანთა „იდეების მსვლელობისა“ და მთელი „სულიერი ცხოვრების განვითარებისაც"“, ბუნებრივია ლიტერატურული მოვლენების ეპოქისეული კრედო (მოტივები, იდეური შინაარსი) კლასობრევია, შესატყვის კლასობრივ ურთიერთობას ასახავს. ამასთა5,
რაც უფრო აშკარა და მძაფრია კლასობრივი ბრძოლა, მით უფრო მკვეთრად ვლინდება ლიტერატურის კლასობრიობაც.
ლიტერატურის კლასობრიობის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს პარტიულობა (იხ ლიტერატურის პარტიულობა).
ლიტერატურის განვითარების პროცესის მეცნიერული შესწავლა შეუძლებელია კლასობრივი ურთიერთობის განვითარებასთან ამ პროცესის დამოკიდებულების ანალიზის გარეშე. ამავე დროს, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ
ლიტერატურაში თავისებური სახით ვლინდება კლასობრივი იდეალები და ინტერესებიი თვით ლიტერატურის საერთო თავისებურების შესაბამისად.
ამიტომაა, რომ, ერთი მხრივ, ლიტერატურული ნაწარმოების მნიშვნელობა და მოქმედება ისეთივე ხანმოკლე არ არის,როგორიცაა მასში განსახიერებული კლასობრივი ტენდენცია,ხოლო, მეორე მხრივ. ისტორიულად დიდი მწერლები ვერ
თავსდებიან გაბატონებული კლასის ინტერესთა ჩარჩოში,ხოლო ზოგჯერ მწერლის პოლიტიკურ შეხედულებებსა და მხატვრული შემოქმედების ძირითად ტენდენციებს შორის არსებითი წინააღმდეგობაც კი იბადება (იხ.
შემოქმედების მეთოდი და მსოფლმხედველობა).
![]() |
11.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურისმცოდნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურისმცოდნეობა – მეცნიერება ლიტერატურის შესახებ. მისი ძირითადი შემადგენელი დისციპლინებია ლიტერატურის თეორია (იხ), ლიტერატურის ისტორია (იხ).და კრიტიკა(იხ).
ლიტერატურისმცოდნეობა საზოგადოებრივი მეცნიერების დიდმნიშვნელოვანი დარგი,ა რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადამიანთა გონებრივ და სულიერ ცხოვრებაში. იგი სწავლობს ლიტერატურის ზოგად კანონზომიერებას.
ისტორიულ პროცესსა და აგრეთვე მიმართულებას აძლევს მის შემდგომ განვითარებას.
ლიტერატურისმცოდნეობის განვითარების უმაღლეს ეტაპს წარმოადგენს მარქსისტული ლიტერატურისმცოდნეობა. ეს უკანასკნელი არა მარტო ჭეშპარიტი ზოგადი მეცნიერული პრინციპებით, ლიტერატურის არსისა და განვითარების სწორი ანალიზით ხასიათდება, არამედ, ამავე დროს, გვევლინება
როგორც საბჭოთა ლიტერატურის» და საზღვარგარეთის ჭეშმარიტად პროგრესული ლიტერატურის შემოქმედებია მეთოდის (იხ) თეორიული საფუძველი. ახალი ადამიანის იდეურ-სულიერი აღზრდის ერთ-ერთი აქტიური ფაქტორია და სამუალება, რომელიც ეხმარება ხალზს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ლიტერატურა სრული სახით გამოიყენოს კომუნისტური საზოგადოების მშენებლობაში.
![]() |
11.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის პარტიულობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის პარტიულობა – ლიტერატურის კლასობრივი ბუნების (იხ) გამოვლენის უმაღლესი ფორმა, ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული იდეურესთეტიკური პოზიცია, რომელიც აშკარად გამოხატავს მმრომელი ხალხის თვალსაზრისსა და ინტერესებს. იგი ლიტერატურის, ხელოვნების გარდუვალი ნიშანდობლივი თვისება ხდება მაშინ, როდესაც კლასთა გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა პარტიათა ბრძოლის სახეს იღებს.
ლიტერატურის პარტიულობის პოინციპი წამოაყენა ვ. ლენინმა 1905 წელს, ცნობილ სტატიაში „პარტიული ორგანიზაცია და პარტიული ლიტერატურა". ამ სტატიაში, საკუთრივ „პარტიული ლიტერატურის პრინციპის“ განხორციელების აუცილებლობის ცხადყოფასთან ერთად, მოცემულია ხელოვნების კლასობრივი არსისა და პარტიულობის დასაბუთება, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებათა შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საფუძველზე. ვ. ი. ლენინი აქ „თავისუფალი ხელოვნების“ თეორიას უწოდებს ბურჟუაზიულ ფარისევლობას, ყალბ
აბრას, მოგონილს ბურჟუაზიასთან დაკავშირებული ხელოვნების კლასობრივი არსის შესანიღბავად. „და ჩვენ, სოციალისტები, – წერს იგი, – ვამხელთ ამ ფარისევლობაში - ვგლეჯთ ყალბ აბრებს, – არა იმიტომ, რომ ხელში შეგვრჩეს არაკლასობრივი ლიტერატურა და ხელოვნება (ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სოციალისტურ უკლასო საზოგადოებაში), არამედ იმიტომ, რომ ფარისევლურად თავისუფალ, ნამდვილად
კი ბურჟუაზიასთან დაკავშირებულ ლიტერატურას დავუპირისპიროთ ნამდვილად თავისუფალი, პროლეტარიატთან აშკარად
დაკავშირებული ლიტერატურა.
ეს იქნება თავისუფალი ლიტერატურა, თავისუფალი იმიტომ, რომ არა ანგარება და არა კარიერა, არამედ სოციალიზმის იდეა და მშრომელებისადმი თანაგრძნობა მიიზიდავს ახალ-ახალ ძალებს მის რიგებში. ეს იქნება თავისუფალი ლიტერატურა, იმიტომ, რომ იგი სამსახურს გაუწევს არა სალონების გულმოყირჭებულ „გმირ ქალს“, არა მოწყენილ და
სიმსუქნის ქონით შეწუხებულ „ზედა ფენის ათეულ ათასებს“, არამედ მილიონობით და ათეულ მილიონობით მშრომელებს, რომელნიც ქვეყნის საუკეთესო ნაწილს. მის ძალას,მის მომავალს შეადგენენ“.
ლიტერატურის პარტიულობის დასაბუთებით ვ. ი, ლენინმა დიდად გაამდიდრა ლიტერატურის თეორია და მთელი სისრულით გაამუქა ლიტერატურის უშუალო, მჭირო კავშირიცხოვრებასთან.
პარტიულობის პრინციპი საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, სოციალისტური რეალიზმის თავისებურების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, იდეური საფუძველია.
იგი ნიშნავს სინამდვილის სწორ, მართალ განსახიერებას რევოლუციური განვითარების პროცესში აშკარა, შეუნიღბავ. შეგნებულ იდეურობას, ღრმა ხალხურობას
(იხ.), საბჭოთა ხალხის ინტერესებისა და იდეალებისადმი ერთგულებას,
ერთი სიტყვით, კომუნისტურ იდეურობას. ამის გამო ლიტერატურის პარტიულობისა და ხალხურობის “ცნებები არსებითად სავსებით ემთხვევა ურთიერთს: ის, რაც პარტიულია,
ხალხურიცაა და, პირიქით, რაც ხალხურია – პარტიულიცაა.
ბურჟუაზიულ ხელოვნებაში კი საწინააღმდეგო გარემოებასთან გვაქვს საქმე: ბურჟუაზიული იდეური კრედო და ჭეშმარიტი ხალხურობა სავსებით გამორიცხავენ ურთიერთს.
![]() |
11.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურის საზოგადოებრივი მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურის საზოგადოებრივი მნიშვნელობა – ლიტერატურა უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი სპეციფიკური საზოგადოებრივი მოვლენაა. იგი ადამიანთა სულიერი ცხოვრების უმაღლეს გამოხატულებას, ხალხის ინტერესების, იდეალების, გრძნობების, ფიქრის, ბრძოლის, საერთოდ, მთელი საზოგადოებრივი სინამდვილის განსახოვნებას
წარმოადგენ (ი.ა მხატვრული ლიტერატურა).
ამავე დროს, მას, თავისი მხატვრულ-ესთეტიკური არსის მხრივაც ახასიათებს გარკვეული ზემოქმედება საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. ამიტომ ისეთი მწერლობა, რომელიც დროის მოწინავე იდეებსა და ესთეტიკურ იდეალს გამოხატავს, გვევლინება როგორც საზოგადოების განვითარებისა
და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის დიდი ფაქტორი, ხოლო ზოგჯერ (ცხადია, თავისებური ისტორიული ვითარების შედეგად), როგორც ხალხის, ერის მთელი ცხოვრების წარმმართველი, მეთაური (მაგალ., ასეთ მისიას ასრულებდნენ
თერგდალეულები ი. ჭავჭავაძი” მეთაურობით). ნამდვილი ლიტერატურა ადამიანებს აკეთილშობილებს, აფაქიზებს. ადიდბუნებოვანებს პროგრესულ იდეებსა და მისწრაფებებს უნერგავს, სიმართლისა და უკეთესი მომავლის სულისკვეთებით ზრდის. ამასთან, მას აღამიანისათვის მოაქვს სიხარული,აღტაცება, ესთეტიკური ტკბობა.
ლიტერატურა, ისე როგორც საერთოდ ხელოენება, ერთი მხრივ, ვითარდება საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების შესაბამისად და გვევლინება როგორც თვით ამ ცხოვრების განსახიერება. მეორე მხრივ კი, აქტიურ ზეგავლენას ახზდენს თავის ამ საფუძველზე – საზოგადოებრივი ცხოვრების
განვითარებაზე. „ხელოვნება იბადება და წინ მიდის ცხოვრებისაგან. მაგრამ შემდეგ გავლენას ახდენს და თავის მხრივ წინ მიჰყავს ცხოვრება“ (ი. ჭავჭავაძე).
განსაკუთრებით დიდია საბჭოთა ლიტერატურის საზოგადოებრივი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა. საბჭოთა ლიტერატურა, თავის უაღრესად ღრმა ხალხური და პარტიული არსის გამო. წარმოადგენ ახალი ადამიანის აღზრდისა და
კომუნიზმისათვის ბრძოლის დიდმნიშვნელოვან იდეურ იარაღს. ამიტომაა, რომ პარტია ყოველთვის დიდ მზრუნველობას იჩენს ლიტერატურის მიმართ და სწორი გზით წარმართავს მის განვითარებას.
![]() |
11.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურული მიმდინარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურული მიმდინარეობა – შემოქმედების მეთოდის (იხ) კონკ0რეტული გამოხატულებაა, რის გამო ამა თუ იმ მეთოდსა და მის შესატყვის მიმართულებას ერთი ღა იგივე სახელწოდება აქეთ (მაგალითად, რეალიზმი,
ნატურალიზმი...), მიმდინარეობა აერთიანებს ერთი და იმავე მემოქმედებითი პრინციპების გამომხატველ მწერლებს და გვევლინება როგორც მხატვრული ასახვის, განსახოვნების ზოგაღი კანონზომიერების (იხ ლიტერატურა) გამოვლენის ისტორიული ფორმა, ეპოქისეული სახეობა.
ერთ ეპოქაში რამდენიმე მიმდინარეობის წარმოშობა განპირობებულია კლასობრივი იდეოლოგიური ბრძოლის გამძაფრებეთ. მაგ., ჩვენი საუკუნის ოციან წლებში აღნიშნულ ნიაღაგზე ქართულ ლიტერატურაში პროგრესულ მწერლობას
დაუპირისპირდა დეკადენტური მიმდინარეობანი ფუტეურიზმი(იხ.), სიმბოლიზმი (იხ.) და სხე.
![]() |
11.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები -- მხატვრული ნაწარმოებები სხვადასხვა სახით ავლენენ სინამდვილის მხატვრულ წარმოსახვას, საერთოდ ლიტერატურის კანონზომიერებას. ამ შედარებითი ხასიათის თავისებურებათა მიხედვით ისინი იყოფიან გვარებად და ჟანრებად. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარეობითი ტიპოლოგიური კლასიფიკაციის ძირითაღ ნიშანს შეადგენს მსატვრული გამოსახვის ხერხების სხვადასხვაობა, ხოლო თვით გვარებია: ეპოსი, ლირიკა და დრამა.
ეპიკური ნაწარმოებები მთლიანად თხრობას ემუარება ამიტომ როგორც ამ გვარს, ისე მასში შემავალ ჟანრებს თხრობითს უწოდებენ.
ეპოსის თავისებურებას შეადგენს სინამდვილის( ადამიანების, მათი ცხოვრებისა და გარემოს) უშუალოდ წარმოსახვა, ჩვენება, განსურათება. ამიტო3 აქ ცხოვრების წარმოსახვის, ობიექტურის ჩვენების მეშვეობით ეეცნობით მწერლის სუბიექტურ ემოციურ შემოქმედებით სამყაროსა და მხატვრულ-იდეურ პოზიციას.
ლირიკა საწინააღმდეგო ხასიათისა. იგი უმუალოდ წარმოსახავს პოეტის განცდებს, როგორც იდეურ, ისე ესთეტიკურ დამოკიდებულებას ასახულ მოვლენებთან, ერთი სიტყვით, შემოქმედის მთელ სულიერ რეაქციას.
დრამა იქმნება თეატრისათვის, მასში არც თხრობა გვაქვს მოცემული და არც განცდილის, დამოკიდებულების, შემოქმედის სულიერი რეაქცკიისს უშუალოდ განსახიერება. აქ პერსონაჟები ყოველგვარი თხრობითი აღწერისა და დახასიათების გარეშე მოქმედებენ და თვით ავლენენ თავიანთ ხასიათს, არსს, რის გამო დრამატული ნაწარმოები მთლიანად მონოლოგებსა (იხ) და დიალოგებზეა (იხ.) აგებული, მწერალი კი უშუალოდ არ ჩანს.
ამრიგად, ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები სხვადასხვა სახემოსილებით ავლენენ
სუბიექტურისა და ობიექტურის შემოქმედებით მთლიანობას, რაც თავის მხრივ მხატვრული
ქმნილების ყველა კომპონენტმი პოულობს გამოხატულებას.
არსებობს გარდამავალი სინთეტური ხასიათის. ე. წ. ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოებებიც. მათთვის დამახასიათებელია მხატვრული ასახვის როგორც ეპიკური, ისე ლირიკული ხერხებს ერთობლივი გამოვლენ,
ლირიკული
თხრობა (ე. ი. უშუალოდ წარმოსახვა როგორც თვით სინამდვილისა, ისე მის მიმართ მწერლის დამოკიდებულებისა).
ასეთ ნაწარმოებთა ტიპიური სახეობაა ბალადა.
ეპიკური ჟახრებია: რომანი (იხ), მოთხრობა (იხ), ნოველა (იხ) პოემა (იხ), იგავ-არაკი (იხ.ე)
და
ეტიუდი (იხე. ისინი ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბისა და კომპოზიციის ტიპოლოგიურ თავისებურებათა მთლიანობით.
ეპიკურ ჟანრებს მიეკუთვნებია”ა აგრეთვე დოკუმენტური თხრობითი ჟანრებიც, რომლებიც ცალკეულ ფაქტებს, მოვლენებს ან ადამიანებს ასახიერებენ, ხოლო ამის გამო განზოგადებისას ძირითადად კერძოობითი სინამდვილით იფარგლებიან. მათი ნიშანდობლივი თვისებაა: ფაქტობრივი სიმართლე, მხატვრული დოკუმენტურობა. ეს ჟანრები:
ნარკვევი (იხ), ავტობიოგრაფია (იხ). დღიური (იხ), მემუარები (იხ),
მოგზაურობა (იხ), ბიოგრაფია (იხ) და სხვ. ისინი უპირველეს
ყოვლისა, ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-კომპოზიციური ნიშნებით.
ლირიკულ ჟანრებში შედის: საკუთრივ ლირიკა (იხ.) ელეგია (იხ), ოდა (იხ),
იდილია (იხ), ეპიგრამა (იხ) და სხვ. ეს ჟანრები ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებინ თემატიკურ-შინაარსობრგგ და კომპოზიციურ
თავისებურებათა ერთობლიობით. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე ლირიკულ ნაწარმოებთა ისეთი თავისებური კომპოზიციური ფორმები, როგორიცაა
სონეტი (იხე, მუხამბაი (იხ.) და სხვა რომლებიც ჟანრობრივად თითქმის ყოველთვის საკუთრივ ლირიკას განეკუთვნებიან.
დრამატული ჟანრებია: ტრაგედია (იხ), კომედია (იხ, საკუთრივ დრამა (იხ.), აგრეთვე ფარსი(იხ),
ინტერმედია (იხ), ვოდევილი (იხ)... მათი სხვაობა ძირითადად განპირობებულია
თემატიკისა და ასახვის ასპექტის
ტიპოლოგიურ თავისებურებათა ერთობლიობით.
![]() |
11.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლიტოტესი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტოტესი (ბერძ. უბრალოება, სიმარტივე) – ტროპის (იხ.) სახეობა. ეწოდება მოვლენის დამცირებულად გამოხატვას.
მაგალითად: „ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი“. - („ვეფხისტყაოსანი“.
ლიტოტესის ფუნქციას შეადგენს მოვლენის დამცირების გზით მისი რომელიმე დამახასიათებელი ნიშნის ემოციური ხაზგასმით წარმოსახვა. იგი ჰიპერბოლის (იხ.) საპირისპირო შინაარსის მომცველია.
![]() |
11.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ლუბოკური ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ლუბოკური ლიტერატურა – ასე უწოდებდნენ რუსეთში დასურათებულ და იაფფასიან წიგნაკებს რომლებსაც ავრცელებდნენ მოხეტიალე ავტორები (ლუბოკი – ცაცხვის ხის დაფა, რომლითაც ბეჭდავდნენ გრავიურებს, ილუსტრაციებს; ასევე ეწოდებოდა ცაცხვის ქერქისაგან გაკეთებულ ყუთს,რომლითაც დაჰქონდათ ეს ილუხტრირებული ლიტერატურა).
ლუბოკური ლიტერატურა უმეტესად წარმოადგენდა უშინხაარსო და მხატვრულად მდარე მოთხრობებს ან ასეთივე ლექსთა კრებულებს, სასიყვარულო, მისალოცი და სხვა ანალოგიური შინაარსის წერილების ნიმუშებს და ა. შ. ზოგჯერ
იცემოდა ხალხური შემოქმედების მაღალმხატვრული ნიმუზშებიც, დასურათებული უცნობი სახალხო მხატვრების მიერ.
გადატანითი მნიშვნელობით, მდარე ლიტერატურას, ლუბოკურ ლიტერატურას უწოდებენ დაცინვით.
![]() |
12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მადრიგალი |
▲ზევით დაბრუნება |
მ მადრიგალი (ფრანგ. – მცირე ფორმის ლირიკული ნაწარმოები, რომელიც ჩამოყალიბდა ძველი სატრფიალო იდილიური მწყემსური სიმღერების საფუძველზე. ახასიათებს სატრფოს
გადაჭარბებული ქება, ზოგჯერ იუმორისტული შინაარსიც.
მადრიგალი სალონურ-საალბომო
პოეზიის ძირითადი სახეობაა. მაგალ., აკ. წერეთლის ლექსი „ალბომში“:
ყმაწვილი სჯობდი მოხუეცსა,
მოხუცი სჯობხარ ყმაწვილებს...
![]() |
12.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მაკარონული ლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მაკარონული ლექსი – უცხოური სიტყვებისა და გამოთქმების მომცველი ლექსი. სახელწოდება მიიღო XV საუკუნის იტალიური კომიკური პოემისაგან „Maccaronea“.
რამდენიმეენოვან მაკარონულ ლექსებს წერდნენ საიათნოვა და მისი სკოლის პოეტები.
მაკარონულ ლექსს ხშირად იყენებენ სატირული მიზნით მისი ნიმუშები გვხვდება გ. ერისთავის კომედიებში:
ერთი ძმაც ყამს რუსეთუმე,
ტანცი მანცი, ლავ ხაღუმე,
აზე თავში არ აქვს ჭკუა,
ისიც ისევ გიჟ
ვრაცუა! - („გაყრა“).
![]() |
12.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მანერა |
▲ზევით დაბრუნება |
მანერა (ფრანგ. მოქმედების ხასიათი, მოქცევა) – მწერლის ოსტატობის თავისებურება, ფართო გაგებით, შემოქმედებითი ინდივიდუალობა (იხ).
ზოგჯერ მანერას უწოდებენ ამა თუ იმ მიმდინარეობის შემოქმედებით პრინციპებს, მხატვრულ თავისებურებას (მაგალ. „რეალისტური მანერა;, „ნატურალისტური მანერა“ და ა. შ.).
![]() |
12.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მანერულობა |
▲ზევით დაბრუნება |
მანერულობა (იხ. წინა სიტყვა) – უბრალოებასა და ბუნებრიობას მოკლებული მხატვრული
წარმოსახვა, გარეგნული ეფექტის ან ინდივიდუალობის თვითმიზნური ძიების მომცველი სტილიზაცია (იხ.), ფორმის განზრახ გართულება, ხელოვნური, ძალდატანებითი მანერა.
![]() |
12.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მანიფესტი |
▲ზევით დაბრუნება |
მანიფესტი (ლათ. მანიფესტუს – წერილობითი საზეიმო მოწოდება) – საპროგრამო სტატია ან მოწოდება, რომელშიც გადმოცემულია ლიტერატურული მიმდინარეობის
ესთეტიკურ-შემოქმედებითი პრინციპები. ასეთია მაგალითად, იტალიური „ფუტურიზმის
პირველი მანიფესტი“ (1909 წ.) და იტალიელი „ფუტურისტების ტექნიკური მანიფესტი“
(1912 წ.)...
ზოგჯერ ლიტერატურულ მანიფესტს ერთი ავტორი ჰყავს. მაგ.: პ. იაშვილის
„პირველთქმა“ (ჟურნ. „ცისფერი ყანწები“, 1916 წ. №1),
არის ისეთი შემთხვევებიც,
როცა რომელიმე მწერლის. კლასიკოსის თეორიული ან კრიტიკული სტატია ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობას იძენს, თუმცა მას არ ახასიათესს მანიფესტისათვის
ნიშანდობლივი ფორმა. მაგ., სტენდალის „რასინი და შექსპირი“, ბალზაკის „ადამიანური
კომედიის“ წინასიტყვაობა, ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეზედ“, ზოგჯერ
ასეთივე ხასიათს ატარებს მხატვრული ნაწარმოებიც. მაგ. პოლ ვერლენის „პოეტური
ხელოვნება“, არტურ რემბოს „თანხმოვანნი~ ილია ჭავჭავაძის „პოეტი“, აკაკი
წერეთლის ამავე სახელწოდების ლექსი და სხვ.
![]() |
12.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მარცვალი |
▲ზევით დაბრუნება |
მარცვალი – უმცირესი რიტმული ერთეული, ბგერა ა§ ბგერათა კომპლექსი, რომელიც ერთი ხმოვნისაგან ან ერთი ხმოვნისა და ერთი ან რამდენიმე თანხმოვნისაგან შედგება.
მარცვალი შეიძლება იყოს მახვილიანი და უმახვილო, ანდა, გრძელი და მოკლე, შესაბამისად ლექსწყობის მოცემული სისტემისა (იხ.
ლექსწყობა).
ქართულ ენასა და ლექსში მარცვლები იყოფა მახვილიანებად და უმახვილოებად თუმცა ქართული ენის ზოგიერთ მთის დიალექტში (კერძოდ. მთიულურში)
დადასტურებულია გრძელი მარცვლის (ხმოვნის) არსებობაც.
![]() |
12.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მახვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მახვილი – სიტყვაში ხმოვანი ბგერის, ხოლო წინადადებაში სიტყვის გამოყოფა ხმის ამაღლებით ან სიძლიერით.
გარდა სიტყვათა მახეილისა, არსებობს ლოგიკური, ემოციური ღა რიტმული მახვილები. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია ლექსისათვის. აქ კი მისი ფუნქცია იმდენად განსაკუთრებულია, რომ ლექსწყობის ერთ-ერთი სისტემა მთლიანად მახვილიანი მარცვლების მონაცვლეობის კანონზომიერებაზეა აგებული (იხ ტონური ლექსწყობა).
მახვილი შეიძლება იყოს მუდმივი და ცვალებადი, ძლიერი და სუსტი. მთავარი და მეორეხარისხოვანი.
ქართულ ენაში მახხილი სუსტია და მოძრავი (ცვალებადი).
![]() |
12.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მაჯამა |
▲ზევით დაბრუნება |
მაჯამა (არაბ. ყრილობა, კრება, ჯამი)
1. სპარსულ პოეზიაში ნიშნავს სხვადასხვა საგანთა. მოვლენათა. ანდა. პოეტურ ფორმათა თავმოყრას. ქართულ პოეზიაში კი –სხვადასხვა ხასიათის ლექსთა კრებულს:
გათავდა წიგნი მაჯამა, ლექსი აქა-იქ თქმულები. - (თეიმურაზ I).
2. ომონიმური რითმა (იხ. რითმა), რომლის თანაცალებად ფორმით ერთი და იგივე, ხოლო შინაარსით სხვადასხვა სიტყვები გვაქვს მოცემული:
ვიწყო წერა მაჯამით
დაშვგრეს ჩემი მაჯა მით.
- (ალ.
ჭავჭავაძე),
3. ომონიმური: რითმებით გაწყობილი ლექსი (ბესიკის „იადონს ის ევარდა“, აკაკის „აღმართ-აღმართ“ და სხვ).
![]() |
12.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მდენარი |
▲ზევით დაბრუნება |
მდენარი – ძველი ქართული ლექსის სახეობა, თექვსმეტმარცვლიანი შაირით დაწერილი და მოსახღვრე რით მებით გაწყობილი შვიდტაეპიანი ლექსიდ რომლის ბოლო ტაეპში ავტორის სახელია ჩართული:
ჩემ საყვარელო ვინაო, მიწყივ მიდგეხარ წინაო,
გონებით შემკრა სურვილმა, აროდეს მომელხინაო,
შენთა ასაკთა ჭპვრეტამან ცეცხლი უმეტეს მჰჟინაო,
ამისთვის ვიქმენ ულხენი, უფრორე მომეწყინაო,
რომე არ დავთმო, მაშ რა ექნა, თუ შენი ჭერეტა მინაო,
მზე ხარ და დამწვა ნათელმან მე შენმა ამაქშინაო.
და თქვეს: „ლექსი სწეროს მამუკამ, ხელნი არავინ ჰჭირნაო“. - (მამუკა
ბარათაშვილი).
![]() |
12.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მეთოდი |
▲ზევით დაბრუნება |
მეთოდი (ბერძნ მეთოდოს -გამოკვლევა, გამოკვლევის წესი) – იხ. შემოქმედების მეთოდი.
![]() |
12.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მელოდიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მელოდიკა (ბერძ. რაც მელოდიას მიეკუთვნება) – ლექსის მუსიკალური ორგანიზაციის უმაღლესი ფორმა, რიტმისა და ბგერწყობის ერთობლივი გამოხატულება, საერთოდ, სალექსო მეტყველების კეთილხმოვანება.
მელოდიკა მჭიდრო კავშირშია ინტონაციასთან (იხ.).
![]() |
12.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მელოდრამა |
▲ზევით დაბრუნება |
მელოდრამა (ბერძნ. მელოს – სიმღერა, დრამა მ ოქძედება) – შუა საუკუნეებში ეწოდებოდა ისეთ დრამატულ ნაწარმოებს, რომელიც სრულდებოდა სიმღერისა და მუსიკის თანხლებით. შემდეგ კი ეწოდა ისეთ პიესას, რომლის პერსონაჟები ორ ჯგუფად იყოფიან – კეთილებად და ბოროტებად. კეთილი გმირი არაერთ განსაკუთრებულ დაბრკოლებასა და ხიფათს გამოივლის და ბოლოს მაინც იმარჯვებს. მელოდრამის სიტუაციებსა და პერსონაჟებს ყოველთვის აშკარა ხელოვნურობა და სქემატურობა ახასიათებს.
ქართული მელოდრამების ნიმუშებია ვ. გუნიას „და-ძმა“, კ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევანი“.
![]() |
12.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მემუარები |
▲ზევით დაბრუნება |
მემუარები (ფრანგ. მოგონება) – იხ. მოგონებანი.
![]() |
12.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მენესტრელი |
▲ზევით დაბრუნება |
მენესტრელი (ლათ. მსახური) – მოხეტიალე სახალხო
მომღერალი-პოეტი ( მუსიკოსი პოეტი) საშუალო საუკუნეებეს საფრანგეთსა და ინგლისში.
![]() |
12.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მეტაფორა |
▲ზევით დაბრუნება |
მეტაფორა (ბერძნ გადატანა) – ტროპის (იხ) ერთერთი ძირითადი სახე, რომელიც მოვლენას წარმოსახავს მეორე, არაარსებითი ნიზნით მსგავსი მოვლენის მეშვეობით. იგი გრძნობად-კონკრეტულის ინდივიდუალიზებული განსურათების დიდმნიშვნელოვანი ენობრივი სახეა.
მეტაფორის კლასიკური მაგალითებია: „ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა. აქ წამწამების მეტაფორული სახეა მოცემული. განსხვავებული ხასიათისაა ვაქას ცნობილი მეტაფორა:
ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი.
ცხადია, მთები არ ფიქრობენ და ნისლიც ფიქრი არ არის, მაგრამ ბუნების ამ კონკრეტული მოვლენების ურთიერთთან მეტაფორული დაკავშირებით ვაჟა ბრწყინვალე მხატვრულემოციურ სახეს ქმნის.
„ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის“.
არც ობოლი, მომლხენი ან მტირალი ვაზი არ არსებობს, მაგრამ ილია ადამიანის თვისებების ვაზზე გადატანით ქმნის გაზაფხულის, ბუნების გამოცოცხლების პოეტურ სურათს.
მეტაფორა შეიძლება გარდაიქმნას შედარებად და, პირიქით. მაგ. „აღდგომის კვერცხს დაემსგავსა ჭირნახული საქართველო“ (ა. წერეთელი) – ჰიპერბოლური მეტაფორის ნიმუშია. მისი შედარებად გადაქცევის შემთხევევაში შეგვეძლო ასეც გვეთქვა: „მტერთან გაუთავებელ გმირულ ბრძოლებში ჭირნახული საქართველოს მთა და ველი აღდგომის კვერცხივით წითლად იღებებოდა“.
მეტაფორის შემეცნებითი და ესთეტიკური ღირებულები დიდია, ხოლო მისი მინაარსის სწორი ამოცნობა და მხატვრელი ღირსების აღქმა მკითხველის მხატვრული გემოვნების განვითარებასა და საერთო კულტურაზეას დამოკიდებული,
![]() |
12.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მეტონიმია |
▲ზევით დაბრუნება |
მეტონიმია (ბერძნ. გადასახელება) – ტროპის (იხ.) ისეთი სახეობა, რომელშიც მოცემული გვაქვს საგნის, მოვლენის, ცნების გადასახელება, სხვა საგნის, მოვლენის, ცნების სახელწოდებით შეცვლა, რაც ემყარება არა არარსებით მსგავსებას, როგორც ეს მეტაფორისათვის (იხ.) არის ნიშანდობლივი, არამედ რეალურ კავშირს. მეტონიმია ხასიათდება გამოთქმის შეკუმშვით, შემოკლებით, ლაკონიურობით.. მაგალითად, „რუსთაველს ვკითხულობ“, ნაცვლად „რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანს“ ვკითხულობ“. ანდა:
მე კი მოღრუბლულ დღით მოწყენილი
გადავშლი მანონს, სადაც ზონარად
მჭკნარი ალოე არის შთენილი,
უკეთეს დროთა მოსაგონარად. - (გ. ტაბიძე),
(„გადავშლი მანონს“ ნიშნავს: ა. პრევოს „მანონ ლესკოს“ გადავშლი). ან კიდევ:
„ზურნამ ახლა საჭიდაო ააქყვიტინა. დოლმა სისხლის ამფორიაქებელი ბაგუნი ატეხა. ფორი
გაინაბა და საბრძოლველი ნიშატით გაიჟღინთა“ - (მ. ჯავახიშვილი).
აქ უკანასკნელი ფრაზა გულისხმობს: ფორზე (მოედანზე) თავმოყრილი ხალხი გაინაბა და
საბრძოლველი ნიშატით გაიჟღინთა, მე კი მოღრუბლულ დღით მოწყენილი გადავშლი მანონს, სადაც
ზონარად მჭკნარი ალოე არის შთენილი, უკეთეს დროთა მოსაგონარად. (გ. ტაბიძე),
(„გადავშლი მანონს“ ნიშნავს: ა. პრევოს „მანონ ლესკოს“ გადავშლი). ან კიდევ:
„ზურნამ ახლა საჭიდაო ააქყვიტინა. დოლმა სისხლის ამფორიაქებელი ბაგუნი ატეხა. ფორი
გაინაბა და საბრძოლველი ნიშატით გაიჟღინთა“ (მ. ჯავახიშვილი). აქ უკანასკნელი
ფრაზა გულისხმობს: ფორზე (მოედანზე) თავ93 მოყრილი ხალხი გაინაბა და საბრძოლველი
ნიშატით გაიჟღინთა,
![]() |
12.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მეტრი |
▲ზევით დაბრუნება |
მეტრი (ბერძნ. მეტრონ– ზომა) – ლექსის ზომა, რომელიც ანტიკურ ლექსწყობაში (იხ. ემყარება გრძელი და მოკლე მარცვლების, ტონურ ლექსწყობაში (იხ)
– მახვილიანი და უმახვილო მარცვლების ხოლო სილაბურში მარცვლების რაოდენობრივ კანონზომიერ განლაგებას.
![]() |
12.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მეტრული ლექსწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
მეტრული ლექსწყობა — ლექსწყობის უძველესი (ანტიკური) სისტემა. წარმოიშვა საბერძნეთში მე-8 საუკუნეში ჩვენს ერამდე. გარდა ძველი ბერძნულისა და ლათინურისა, მეტრული ლექსწყობა დამახასიათებელია თანამედროვე არაბულისა და სპარსულისათვის.
მეტრული ლექსწყობა ემყარება გრძელი და მოკლე ხმოვნების განსაზღვრულ კანონზომიერ გამეორებას, რაც ლექსს მუსიკალურ ელფერს აძლევს. საერთოდ ანტიკურ ლექსს საფუძვლად სიმღერა ედო. ადრე იგი იმღერებოდა, ხოლო შემდეგ რეჩიტატივით წარმოითქმოდა.
გრძელი და მოკლე მარცვლების გარკვეული სისტემა, ერთობლიობა, ქმნის ტერფს, რომელიც ანტიკური ლექსის ძირითადი საზომი ერთეული იყო. დროის უმცირეს მონაკვეთს, რომელიც საჭირო იყო მოკლე მარცვლის წარმოსათქმელად, ეწოდებოდა მორა. ორი მოკლე ხმოვანი (ორი მორა) ერთ გრძელ ხმოვანს უდრიდა.
მეტრული ლექსწყობა ტერფის ოცდაათამდე სახეობას ითვლის. ამათგან აღსანიშნავია:
ორმარცვლიანი ტერფები:
პირიქი,
![]() ![]() |
ქორე, — |
იამბი,
|
სპონდე — — |
სამმარცვლიანი ტერფები:
დაქტილი, —
![]() ![]() |
ტრიბრაქი
![]() ![]() ![]() |
ამფიბრაქი,
![]() ![]() |
მოლოსი ანუ ტრიმაკრი, — — — |
ანაპესტი, ,
![]() ![]() |
ამფიმაკრი ანუ
კრეტიკი —
![]() |
ოთხმარცვლიანი ტერფები:
ქორიამბი —
![]() ![]() |
მესამე
პეონი
![]() ![]() ![]() |
აღმავალი იონიკი
![]() ![]() |
მეოთხე
პეონი
![]() ![]() ![]() |
დაღმავალი იონიკი — —
![]() ![]() |
დიქორე —![]() ![]() ![]() |
პირველი პეონი —
![]() ![]() ![]() |
დისპონდე — — — — |
მეორე პეონი
![]() ![]() ![]() |
დიიამბი
![]() ![]() ![]() |
მესამე
პეონი
![]() ![]() ![]() |
ხუთმარცვლიანი ტერფი:
დოხმი |
![]() ![]() |
ანტიკური ლექსი ურითმოა, საზომებიდან აღსანიშნავია ჰეგზამეტრი (იხ), პენტამეტრი, (იხ.), ელეგიური დისტირომელიც ორი საზომის შეერთებითაა მიღებული. ტაეპთა კომბინაციებიდან ყურადღებას იქცევს ალკეოსისა და საფოს სტროფები.
![]() |
12.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მთხრობელი |
▲ზევით დაბრუნება |
მთხრობელი — ეპიკური და ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოებების ისეთი პერსონაჟი, რომლის პირითაც ხდება თხრობა. ასეთი ხერხი ნაწარმოებს თავისებურ ხასიათს აძლევს, ხოლო თვით მთხრობელის სახის ანალიზი დიდად მნიშვნელოვანია არა მარტო თავისთავად, არამედ ნაწარმოების იდეური შინაარსისა და მხატვრულ სახეთა გაგებისათვის.
მთხრობელი პერსონაჟის სახეები გვაქვს მოცემული ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და „მეფე დიმიტრი თავდადებულში,“ დ. ჭონქაძის „სურამის ციხეში“ და სხვ.
![]() |
12.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მითი |
▲ზევით დაბრუნება |
მითი (ბერძნ. თქმულება, გადმოცემა) — უძველესი ხალხური თქმულებანი სამყაროს გაჩენის, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის, ღმერთებისა და ფანტასტიკური გმირების ცხოვრების შესახებ. მითების გარკვეულ მთლიანობას მითოლოგიას უწოდებენ.
მითიურ თქმულებათა წარმოშობა განაპირობა სინამდვილის შეუმეცნებელი ძალების ბატონობამ ადამიანზე. უძველეს დროში ადამიანებს არ შეეძლოთ ბუნების მოვლენების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და თვით ადამიანის სამყაროს მეცნიერული ახსნა, გაგება. ამიტომ ისინი განუსაზღვრელ ოცნებას, ფანტაზიას ეძლეოდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ არსებობს არამიწიერი, ზებუნებრივი ძალა, რომელიც მართავს მოვლენებს, მათ შორის კავშირსა და მოქმედებას. ყოველი მითოლოგია ძლევს, იმორჩილებს და აყალიბებს ბუნების ძალებს ფანტაზიაში და ფანტაზიის მეშვეობით“ (კ. მარქსი). მითოლოგია არის ბუნება და თვით საზოგადოებრივი ფორმები, უკვე გადამუშავებულნი შეუცნობელი „ხელოვნებითი წესით ხალხური ფანტაზიის მიერ" (კ. მარქსი), მითოლოგიამ განუსაზღვრელი როლი შეასრულა ბერძნული ხელოვნებისა და პოეზიის წარმოშობასა და განვითარებაში. იგი ბერძნული ხელოვნების ნიადაგსა და მასალას წარმოადგენდა.
სინამდვილისადმი ამგვარი დამოკიდებულების ეპოქა ისტორიულად ყველა ხალხმა განვლო, მაგრამ ყველა ხალხის მითოლოგიური თქმულებანი ჩვენამდე არ არის მოღწეული. მაგალითად, ქართულ მითებს პირვანდელი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ნაწილები, ცალკეული მოტივები კი შემონახულია ძველ ხალხურ თქმულებებსა, ზღაპრებსა და ლირიკულ ლექსებში,
მითოლოგია ისპობა ბუნებისა და საზოგადოების ძალებზე ადამიანის ნამდვილი ბატონობასთან ერთად. ამიტომ ყოეელგვარი ცდა ახალ პირობებში მითოლოგიის გაცოცხლებისა და აღდგენისა ეწინააღმდეგება სინამდვილისადმი ადამიანის დამოკიდებულების ისტორიულ განვითარებას და რეაქციული ხასიათისაა.
![]() |
12.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მიმართვა |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა — ფიგურის (იხ.) ერთ-ერთი სახე, მის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნაწარმოების გმირი, ბუნების მოვლენა, რომელიმე საგანი, ქვეყანა, ან მისი ნაწილი, მკითხველი, ხალხი, ადამიანი... მის ფუნქციას შეადგენს რომელიმე განცდის, განწყობილების ან აზრის მეტი სიმკვეთრით, ემოციური ხაზგასმით წარმოსახვა. მიმართვა უმეტესად ლირიკაში გვხვდება.
მაგალითები:
ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი... – (ნ. ბარათაშვილი)
სამშობლო მთებო, თქვენი შეილი განებებთ თავსა... (ი. ჭავჭავაძე)
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში... (ი. ჭავჭავაძე)
![]() |
12.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მიმი |
▲ზევით დაბრუნება |
მიმი (ბერძნ. მიბაძვა) — ანტიკური სახალხო წარმოდგენების ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ასრულებენ მოხეტიალე მსახიობებ სიმღერისა და ცეკვის თანხლებით. მიმებს უწოდებდნენ მსახიობები საც, რომლებიც სახელდახელოდ ქმნიდნენ ამ პატარ-პატარა სც ნებს ყოველდღიური ცხოვრების თემებზე. მიმების ტექსტში ფართოდ იყო ჩართული ყოფითი ხასიათის წერილმანები და ნატურალისტური დეტალები. მიმებს ქმნიდნენ მწერლებიც. კერძოდ, არისტოტელე „პოეტიკაში“ ასახელებს V საუკუნის ბერძენ მწერალ სოფრონს, რომელიც თურმე პროზით წერდა საყოფაცხოვრებო პიესებს — მიმებს.
![]() |
12.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მინეზინგერები |
▲ზევით დაბრუნება |
მინეზინგერები (გერმ.
მინეზანგ — სატრფიალო სიმღერა) — სარაინდო პოეზიის წარმო მადგენლები XII—XIII სს. გერმანიაში, რომლებიც უმღეროდნენ მშვენიერი ქალისადმი
რაინდულ სამსახურსა და ერთგულებას. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან რაინდული
კულტურის დაცემის შედეგად მინეზინგერები თანდათან ტოვებენ ასპარეზს, რადგან
სარაინდო ლირიკა საბოლოოდ კარგავს თავის მნიშვნელობას.
![]() |
12.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მინიატურა |
▲ზევით დაბრუნება |
მინიატურა (ფრანგ. პატარა) — უმცირესი ფორმის თხრობითი ჟანრი, რომელშიც მოქმედების განვითარება და თხრობა იმდენად ლაკონიური და დინამიურია, რომ კომპოზიცია და სიუჟეტი არსებითად სავსებით ემთხვევა ურთიერთს; იგი ხასიათდება აგრეთვე მოვლენის ან განწყობილების ერთ მომენტზე მინიშნებით და ნოველაზე (იხ.) უფრო მარტივი, შეზღუდული ხასიათით. როგორც საერთო აღნაგობის, ისე ცალკეული კომპონენტების მხრივ.
საინტერესო მინიატურები შექმნეს ნ. ლორთქიფანიძემ, ს. ცირეკიძემ, შ. დადიანმა და ა. შ.
არსებობს პოეტური მინიატურაც, რომელიც ქართულ მწერლობაში ჩვენს დროში დამკვიდრდა. მაგალითად, ა. მირცხულავა-მაშაშვილის მინიატურები და სხვ.
![]() |
12.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მისტერია |
▲ზევით დაბრუნება |
მისტერია (ბერძნ. საიდუმლოება) — რომელიმე ღმერთის პატივსაცემად გამართული საიდუმლო რელიგიური მსახურება. მისტერია შუა საუკუნეებში ეწოდებოდა აგრეთვე დრამას, რომელიც სრულდებოდა ლათინურ ენაზე კათოლიკური ეკლესიებში, ხოლო შემდეგ სახალხო სანახაობად იქცა და იმართებოდა საფრანგეთის, ფლანდრიის, ინგლისის დიდი ქალაქების მოედნებზე. მისტერიის შინაარსს წარმოადგენდა რომელიმე სასულიერო ლეგენდის ინსცენირება ინტერმედიებით (იხ.). ცალკეულ მოქმედებათა შორის იმართებოდა სახუმარო ყოფითი ხასიათის სცენებიც. ხალხისათვის გასაგებ, უბრალო ენაზე.
![]() |
12.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მისტიფიკაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მისტიფიკაცია (ბერძნ. მისტეს — რელიგიურ საიდუმლოებაში განდობილი და ლათ. ფაცერე — ქმნა, მოჩვენება) — განზრახ შეთსზული ტყუილი, მცდარი ცნება ან აზრი,
მხატვრულ ლიტერატურაში ნიშნავს ნაწარმოების ავტორად სხვა ან გამოგონილი არარსებული) პიროვნების აღიარებას, ანდა ნაწარმოების გამოცხადებას ხალხური შემოქმედების ნიმუშად და სხვა. მაგალითად, ლიტერატურული მისტიფიკაცია გამოიყენა ა. პუშკინმა, როდესაც თავისი მტრებისა და მეფის ცენზურის თვალის ასახვევად საკუთარი ლექსები არარსებული პოეტის პინდემონტის ლექსების თარგმანად გამოაცხადა,
![]() |
12.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მიძღვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მიძღვნა — წარწერა. მხატვრული ნაწარმოების დასაწყისში, რომელიც მიუთითებს, თუ ვის უძღვნა, ან რა მოვლენის აღსანიშნავად შექმნა მწერალმა ეს ნაწარმოები. მაგალითად, პოემა „გამზრდელი" აკაკი წერეთელმა უძღენა პედაგოგებს. ზოგჯერ მიძღენა წარმოადგენს დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწაროებს, ლირიკულ ლექსს. მაგალითად, გრ. ორბელიანის „ანტონი“ და სხვა.
![]() |
12.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოამბე (მთხრობელი) |
▲ზევით დაბრუნება |
მოამბე (მთხრობელი) — ძველი ბერძნული დრამის მთხრობელი პერსონაჟი. იგი მოუთხრობს მსმენელებს იმის შესაებ, რაც სცენაზე არ ხდება, მაგრამ უშუალო კავშირშია იქ წარმოსახულ მოქმედებასთან.
![]() |
12.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოგზაურობა |
▲ზევით დაბრუნება |
მოგზაურობა — დოკუმენტური თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც ავტორი გადმოგვცემს მოგზაურობისას ნახული და განცა დილ შთაბეჭდილებებს, დაკვირვებებს, თავგადასავალს.
მოგზაურული ჟანრის ნაწარმოები შეიძლება იყოს როგორც მეცნიერული, ისე მხატვრული ხასიათისა. ზოგჯერ მწერლობაში ამ ფორმას იყენებენ რომელიმე თხრობითი ჟანრის (იხ.) ნაწარმოების შესაქმნელადაც.
მაგალითები: სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში", გრ. ორბელიანის „მგზავრობა ჩემი..." ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები" და სხვა.
![]() |
12.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოგონებანი, ანუ მემუარები |
▲ზევით დაბრუნება |
მოგონებანი, ანუ მემუარები — დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები, რომელშიც მოთხრობილია ავტორის ცხოვრება და მოღვაწეობა, აგრეთვე დახასიათებულია გარემო, უპირატესად ისტორიული მოვლენები და ცნობილი პიროვნებანი, რომლებთანაც აეტორს ურთიერთობა ჰქონდა. მოგონებებში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი გაგონილი ამბების გადმოცემასაც.
მნიშვნელოვან შემთხვევაში ასეთი ნაწარმოები მხატვრული ხასიათისაა, ე.ი დოკუმენტურ მსატვრულ პროზას წარმოადგენს. ასეთი მოგონებების ნიმეშებია: დ. კლდიაშვილის „მემუარები“, შ. დადიანის „რაც გამახსენდა“.
![]() |
12.31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოდერნიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
მოდერნიზმი (ფრანგ. ახალი, თანამედროვე) სხვადასხვა ბურჟუაზიულ ფორმალისტურ-რეაქციულ მიმდინარეობათა საერთო სახელწოდება. მოდერნისტები უარყოფენ ლიტერატურისა და ხელოვნების შემეცნებით-ასახვით ბუნებას და საზოგადოებრივ დანიშნულებას, მათ საერთო შემოქმედებით პრინციპს შეადგენს სინამდვილისაგან ხელოვნების სრული იზოლირება, უკიდურესად სუბიექტური, თავისუფალი და თვითმიზნური წარმოსახვის აღიარება ხელოვნების არსად.
მოდერნიზმი წარმოიშვა გასული საუკუნის ბოლოს. პირველად იგი ებრძოდა დრომოჭმულ აკადემიურ სტილებს, მაგრამ შემდეგ სწრაფად წავიდა მარჯვნივ და იქცა როგორც მთელი კლასიკური მემკვიდრეობის, ისე რეალიზმის შეურიგებელ მტრად. თანამედროვე მოდერნიზმის ყველაზე უკიდურეს სახეობას აბსტრაქციონიზმი(იხ.) წარმოადგენს.
![]() |
12.32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოთხრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მოთხრობა — საშუალო ფორმის ეპიკური, თხრობითი ჟანრი, პროზაული ნაწარმოები, ნოველისაგან განსხვავებით ხასიათდება პერსონაჟის ცხოვრების არა მხოლოდ ერთი ეპიზოდის წარმოსახ ვით, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მომენტის ჩვენებით. ამიტომ მოთხრობის სიუჟეტი და კომპოზიცია უფრო რთულია და მრავალმხრივი, ვიდრე ნოველისა. მაგრამ ყველაფერი ეს და აგრეთვე პერსონაჟთა რაოდენობა მოთხრობაში გაცილებით უფრო შეზღუდული სახით გვაქვს მოცემული, ვიდრე რომანში.
მოთხრობაში, ისევე როგორც რომანში, მწერალი შეიძლება ძირითადი პერსონაჟის მთელ ცხოვრებას ეხებოდეს, მაგრამ თუ რომანში გმირის ხასიათის განვითარების ყველა ძირითადი ეპიზოდი სიუჟეტურ ქარგაში შედის, მოთხრობისათვის ეს არ არის არსებითი მაგალითად, გ. წერეთლის რომანის „გულქანის" სიუჟეტი გმირი ქალის ცხოვრების მთელ ისტორიას მოიცავს, რაც განაპირობებს მის მთლიან სახეობრივ წარმოსახვას. ამისგან განსხვავებით ე. ნინოშვილი „ჩვენი ქვეყნის რაინდში“ თუმცა თავისი პერსონაჟების (იხ.) სპირიდონ მცირიშვილის და ტარიელ მკლავაძის აღზრდის ხანასაც ეხება, მაგრამ ეს ისტორია არ შედის მოთხრობის სიუჟეტში, რომელიც იწყება სადგურზე სპირიდონისა და დესპინეს გამოჩენით.
თემატიკის მიხედვით განასხვავებენ მოთხრობის შემდეგ სახეებს: ისტორიულს, ავანტიურულს, სათაეგადასავლოს, ფანტასტიკურს, ყოფითს...
ქართული კლასიკური მოთხრობის შექმნა დაკავშირებულია ჭავჭავაძის სახელთან („კაცია ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“...).
![]() |
12.33 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მონოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
მონოგრაფია (ბერძნ. მონოს — ერთი, გრაფო — ვწერ) — შედარებით ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, ნარკვევი, რომელშიც ამომწურავადაა განხილული ერთი საკითხი, პრობლემა. მაგ., ნაშრომი გ. ტაბიძის ან. მ. ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ანდა დადებითი გმირის ტიპიურობისა და სხვა პრობლემათა შესახებ.
![]() |
12.34 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მონოლოგი |
▲ზევით დაბრუნება |
მონოლოგიი (ბერძნ. მონოს – ერთი, ლოგოს – სიტყვა) – ეპიკურ ნაწარმოებში
ფართო, გავრცობილი მიმართვა თანამოსაუბრისადმი, ხოლო, კერძოდ, დრამატულ ნაწარმოებში
– მაყურებლისადმი, პიესის პერსონაჟის სულიერი მდგომარეობის ან ფიქრისა და
მისწრაფებათა კონცენტრირებული ემოციური გამოხატვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში
მონოლოგი გვევლინება როგორც გმირის ერთგვარი აღსარება ან ხმამაღალი ფიქრი.
მონოლოგი მაყურებლის ან მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ნაწარმოების ძირითად
იდეაზე, მიუთითებს გმირის განწყობილებისა და საერთოდ მისი ხასიათის ძირითად
მომენტებზე. მონოლოგის კლასიკური ნიმუშია, მაგალითად, ჰამლეტისა და ოტელოს
მონოლოგები შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ჩაცკის მონოლოგი ა.
გრიბოედოვის კომედიაში „ვაი ჭქკუისაგან“ და სხვა.
გადატანითი მნიშვენელობით მონოლოგს უწოდებენ აგრეთვე ისეთ პიესას, რომელშიც მხოლოდ ერთი მოქმედი პირია გამოყვანილი.
![]() |
12.35 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მონორიმი |
▲ზევით დაბრუნება |
მონორიმი (ფრანგ.) – ლექსი, რომელიც მხოლოდ ერთ რითმაზეა აგებული.
მონორიმები დამახასიათებელი იყო ძველი აღმოსავლური პოეზიისათვის. რუსულ პოეზიაში მონორიმი, როგორც სალექსო ფორმა, უმთავრესად გამოიყენებოდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებში. მონორიმი ხშირად გეხვდება ზეპირსიტყვიერებაშიც.
![]() |
12.36 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მონტაჟი |
▲ზევით დაბრუნება |
მონტაჟი (ფრანგ. აწყობა, დადგმა) – ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ერთი ან რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდებისაგან არის შედგენილი. ლიტერატურული მონტაჟი
გარკვეული თემის მიხედვით იქმნება. მაგ., სწავლისა და შრომის, სოციალისტური სამშობლოს დაცვისა და სხვა თემებზე, ან კიდევ ცალკე მხატვრულ ნაწარმოებთა ძირითადი შინაარსისა და მოტივების გასაცნობად.
![]() |
12.37 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მორალიტე |
▲ზევით დაბრუნება |
მორალიტე (ფრანგ. ზნეობრიობა, კეთილი ზნეობა) – შუა საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაში გავრცელებული დრამატული ნაწარმოები, რომლის თავისებურებას შეადგენდა ზნეობრივ-დამრიგებლობითი თემატიკა და
შინაარსი, კერძოდ, განყენებული ზნეობრივი ცნებების (სამართლიანობის, მორჩილების, გონების, განსჯის, რწმენის...) ალეგორიული გამოხატულებანი.
![]() |
12.38 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოსაზღვრე რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
მოსაზღვრე რითმა – იხ. რითმა.
![]() |
12.39 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოტივი |
▲ზევით დაბრუნება |
მოტივი (ლათინ. მოტივუს – მოძრავი) – ლიტერატურელი ნაწარმოების ძირითადი თემის შემადგენელი ნაწილი ან პარალელური, არა ძირითადი თემა ამავე დროს მოტივი
ეწოდება სიუჟეტიან ნაწარმოებში თხრობის, მოქმედების განვითარების უმცირეს ნაწილს, ელემენტს. ერთმანეთისაგან არჩვენ დინამიკურ და სტატიკურ ან თავისუფალ მოტივებს. პირველი თხრობის, მოქმედების განვითარებას იწვევს, ახალ სიტუაციას ქმნის, რის გამო მისი ამოღება სიუჟეტის თანმიმდევრობას არღვევს; მეორე კი მოცემული სიტუაციის, მოქმედების დახასიათებას გამზლას, ხაზგასმას, ახალი
დეტალებით წარმოსახვას ემსახურება. ამიტომ იგი თავისუფალია, ე. ი. სიუჟეტს არ განეკუთვნება და ამ უკანასკნელის განვითარებისა და მთლიანობისათვის არა აქვს მნიშვნელობა.
![]() |
12.40 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მოტივირება |
▲ზევით დაბრუნება |
მოტივირება – ნაწარმოების მხატვრული ფორმის ყველა ელემენტის შინაარსობრივ-გამომსახველობითი ერთობლიობა (ურთიერთკავშირი), მოქმედებისა და სიტუაციების განვითარების, პერსონაჟთა ხასიათის, მეტყველებისა და ქცევის ან პოეტის განწყობის, ფიქრის, სულიერი მდგომარეობის წარმოსახვის შესაბამისობა მიზეზობრივი თანმიმდევრობა, მთლიანობა.
![]() |
12.41 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მრავალკავშირები, პოლისინდეტონი |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალკავშირები, პოლისინდეტონი (ბერძნ. პოლი –– მრავალი, სინდეტონი –– შეკავშირება) –– ერთი და იგივე ან მსგავსი კავშირების სიმრავლე მხატვრულ ნაწარმოებში. მწერალი ამ ხერხით აღწევს ინტონაციის სასურველ დინამიკას, მოცემული კონტექსტის ან მთელი ნაწარმოების გამომსახველობისა და ემოციური ჟღერადობის გაძლიერებას.
მაგალ.:
ხან უგნური ეარ, ხან ბრძენი,
ხა§ არც ისა ვარ, არც ისა! - (აკაკი).
![]() |
12.42 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მრჩობლედი |
▲ზევით დაბრუნება |
მრჩობლედი – ქართული ლექსის სახეობა, რომელიც ხასიათდება ორტაეპიანი სტროფებითა და მოსაზღვრე რითმით.
მაგალ.:
ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.
არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვსტირი. - (აკაკი).
![]() |
12.43 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მუხამბაზი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხამბაზი (არაბ. ხუთეული) – არაბულ-სპარსული ლექსის სახეობა, ხუთტაეპიანი სტროფებისაგან შედგენილი ლექსი, რომელშიც პირველი სტროფის ტაეპები ერთი გარეგანი რითმითაა შეკრული, ხოლო მასთან იმავე რითმით დაკავშირებულია მომდევნო სტროფების უკანასკნელი ტაეპები aaaaa bbb ba cccca:
მაგალ.:
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა:
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა,
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა,
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა.
როდის იქნება შემომხედო გულსა მწირებსა?
ეტლმშვენიერად მოარული გამსგავსე მთვარეს,
მენის ეშყითა მასა შევსტრფი, ღამე ვვლი გარეს,
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს.
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს?!
არ ვიცი ვისსა გასწყობიხარ რჯულსა, ფირებსა? - (ბესიკი).
ქართული მუხამბაზი ზოგჯერ არ იცავს სტროფთა ხუთტაეპიანობასა და რითმის აღნიმნულ კომბინაციასაც. ამასთან, იგი ძირითადად ორ საზომთან – ბესიკური წყობის თოთხმეტმარცვლედსა და თერთმეტმარცვლედთანაა დაკავშირებული.
![]() |
12.44 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მუხლი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი – იხ. ცეზურა.
![]() |
12.45 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული გაზვიადება |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული გაზვიადება – მხატვრული სახის (იხ) ჭარბი ფერებით წარმოსახვა, გამახვილება, ხაზგასმა
დეკადენტურ
მიმდინარეობაში (იხ. მოცემულია, როგორც თვითმიზანი. ამიტომ აქ გაზვიადება
სინამდვილის, ცხოვრების უარყოფა, მგხოლოდ გამოგონილის, სუბიექტურის განსახიერებას
და „წმინდა ფორმის“ შექმნას ემსახურება. რეალისტურ ლიტერატურაში კი მისი საშუალებით
(გამოყენებით) უფრო სრულად, ნათლად და ემოციურად წარმოისახება სინამდვილე (ეპიკურ
და დრამატულ ჟანრებში უშუალოდ, ხოლო ლირიკულ ჟანრებში მწერლის დამოკიდებულების,
სულიერ-ემოციური სამყაროს განსახოვნების მეშვეობით).
ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის აღჭურვილია „გაზვიადების უფლებით”; იგი „მეტად თუ ნაკლებდ ყოველთვის აზვიადებსს
სინამდვილეს“ (მ. გორკი). აქ ეს თვისება, უპირველეს ყოვლისა, მხატგრული სიმართლის
(იხ) შექმნის სინამდვილის სწორად განზოგადების, წარმოსახვას ერთ-ერთ აუცილებელ
საშუალებას წარმოადგენს.
პრომეთეები, დონ-კიხოტები, ფაუსტები, არის არა „ფანტაზიის
ნაყოფი“, არამედ რეალური ფაქტების მხატვრული გაზვიადება (მ. გორკი). იგივე
შეიძლება ითქვას ქართული კლასიკური მწერლობის არაერთ შესანიშნავ ქმნილებაზეც.
მაგ., ლუარსაბ თათქარიძის სახე, ისე როგორც მთელი „კაციაადამიანი?!“ მხატვრული
გახზვიადებაა, რაც სინამდვილის მართალ, რეალისტურ ასახვას, ე. ი. ტიპიურის
წარმოსახვას კი არ აფერმკრთალებს, არამედ უფრო მახვილს, მძაფრს, ნათელსა და
დამაჯერებელს ხდის; ასეთივეა ი, ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“, ა. წერეთლის „ჩემო
თავო, ბედი არ გიწერია“ და სხვ.
მხატვრულ გაზვიადებას საკუთრივ ასახვით
ფუნქციასთან ერთად, მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს: ლიტერატურული
ნაწარმოების მხატვრულ-ემოციური სიძლიერის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია, ცხადია, იმ
შემთხვევაში, თუ თვითმიზნურ, ე. ი. ცალმხრივ ხასიათს არ ატარებს.
![]() |
12.46 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული გემოვნება |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული გემოვნება – ადამიანის უნარი, შესაძლებლობა გაიგოს, შეაფასოს და განიცადოს
მხატვრული ნაწარმოები. მას არსებითად განაპირობებს:
1. ადამიანის შესატყვისი მიდრეკილება, ნიჭი, ე. წ. „მხატვრული ნატურა“. ყოველ ადამიანს არ შეუძლია
აითვისოს, სათანადო სიღრმით განიცადოს მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი ან ფერწერული
ქმნილება და ქანდაკება.
2. საერთო კულტურა, უპირატესად კი მხატვრული კულტურა. კ.
მარქსი საგანგებოდ აღნიშნავდა, ხელოვნების ნაწარმოებები „ხელოვნების შემცნობელ და
მშვენიერებით დატკბობის უნარის მქონე საზოგადოებას ქმნისო“,
3. ისე როგორც
საზოგადოების მხატვრული შეხედულებანი და ესთეტიკური იდეალი (იხ), გემოვნებაც
იცვლება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი
ეფუძნება შესატყვის ეპოქისეულ და ეროვნულ თვალსაზრისს უკეთესი ხელოვნების
შესახებ. ამიტომ, როგორიცაა საზოგადოებრივი ცხოვრება, ეროვნული ვითარება, ისეთივეა
მხატვრული ნორმები ესთეტიკური იდეალი და მხატერულე გემოვნებაც, უცვლელი. მარადიული
გემოვნება არ არსებობს,
გემოვნების უფრო ფართო სახეობას წარმოადგენს ესთეტიკური
გემოვნება. ამ უკანასკნელის საგანია არა მარტო მხატვრული ნაწარმოები, არამედ
სინამდვილის მშვენიერებაც, ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისათვის
დამახასიათებელი ესთეტიკური ღირსებაც. ესთეტიკური გემოვნება ვლინდება აგრეთვე
ადამიანთა ჩაცმულობასა და ქცევაშიც.
ნამდვილი, მაღალი ესთეტიკური გემოვნება
ყოველთვის უპირისპირდებოდა და მით უმეტეს უპირისპირდება ჩვენს დროში ყოველგვარ
მიბაძვას, უცხოური მოდური მიმდინარეობებითა და გემოვნებით გატაცებას
კოსმოპოლიტიზმს. იგი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი ხასიათის მატარებელი და ადამიანთა სულიერი ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ეპოქის პროგრესულ
იდეებს, სულისკვეთებასა და ესთეტიკურ იდეალებს ეფუძნება და გამოხატავს.
![]() |
12.47 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული თარგმანი |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული თარგმანი – ლიტერატურული ნაწარმოების სხვა ენაზე გადატანა (გარდასახვა). მისი ფუნქციაა მწერლის 'მხატვრული ჩანაფიქრის, საერთოდ, დედნის ტექსტის როგორც აზრობრივი მნიშვნელობის,-ისე მხატვრული თავისებურებების უაღრესად მსგავსი გადმოცემა. ამიტომ სიტყვასიტყვითი თარგმანი არ ჩაითვლება მხატვრულ თარგმანაღ. მხატვრული ქმნილების თარგმნა შემოქმედებითი აქტია, რომლის ღირსებას დედნის სხვა ენაზე ყოველმხრივ გადმოცემის სიღრმე შეადგენა.
მხატვრული თარგმანის, როგორც ლიტერატურული ურთიერთობის ძირითადი ფორმის, ფართოდ განვითარება დღევანდელ მსოფლიოში განაპირობა თარგმანის თეორიის აღმავლობაც. აქ ჩამოყალიბდა ლინგვისტური და ლიტერატურისმცოდნეობითი თვალსაზრისები. პირველის მიხედვით მხატვრული თარგმანი ენობრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, რამდენადაც ყოველი თარგმანი ენობრივ შესატყვისობათა ძიებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისის უმაღლესი გამოხატულებაა შეპირისპირებითი სტილისტიკის გამოცხადება როგორი, საერთოდ, თარგმანის, ისე, კერძოდ,
მხატვრული თარგმანის წანამძღვარად და საფუძვლად ლიტერატურისმცოდნეობრივი თვალსახრისით კი, თარგმანის შეპირისპირება ხდება დედანთან, როგორც მხატვრულ მთელთან, რის გამო დედნის მხატვრული გარდათქმა (ასახვა) თარგმანში, დედნის ფორმისა და შინაარსის მთლიანობის წარმოსახვაა ახალ ენაზე. ამ შემთხვევაში დედნის და თარგმანის ტექსტუალური შესატყვისობა დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია მათი მხატვრული შესატყვისობის მიმართ. ეს იმიტომ რომ მთარგმნელის ამოცანაა დედნის გადმომცემი, მსგავსი, შესაბამისი ქმედითი და ცოცხალი მხატვრული ნაწარმოების შექმნა ახალ ენაზე. ეს თვალსაზრისი გულისხმობს შეპირისპირებითი სტილისტიკის აუცილებელ ტექნოლოგიურ როლსაც მხატვრული ნაწარმოების თარგმნის პროცესში, შესაბამისად იმ როლისა, რომელიც სტილისტიკას ეკისრება ორიგინალურ შემოქმედებაში. მხატვრული თარგმანის ესთეტიკური ღირებულების საზომია ის ისტორიული როლი, რომელსაც) იგი ასრულებს საერთო ლიტერატურულ პროცესში. ამის მაგალითია ივ. მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი შექსპირის ტრაგედიები.
![]() |
12.48 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული ოსტატობა |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული ოსტატობა – მწერლის პროფესიული დახელოვნება, რაც
ღრმად იდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოების შექმნის აუცილებელ საფუძველს შეადგენს.
იგი გვევლინება როგორც განსახოვნების ისტორიულად ჩამოყალიბებული ხერხების,
კანონების, ცალკეულ კლასიკოსთა მიერ დამკვიდრებული შემოქმედებით – გამომსახველობითი
ტრადიციების გათავისებისა (ინდივიდუალიზებული ათვისებისა) და მათი ახალი
ელემენტებით, აღმოჩენებით გამდიდრების ერთობლიობა, ამიტომ ოსტატობა იმ
დიდმნიშვნელოვან შემოქმედებით ფაქტორს წარმოადგენს, რომლის შედეგად მწერლის
ჩანაფიქრი სრულყოფილ ინდივიდუალიზებულ განხორციელებას პოულობს.
მხატვრული ოსტატობა დიდი ტალანტის (იხ.) თვისებაა. მხოლოდ დიდი მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულ
შემოქმედს შეუძლია იყოს დიდი ოსტატი, მაგრამ დიდი ტალანტი გარკვეულ ისტორიულ
ვითარებაში შესაძლებელია პროფესიული ოსტატობის გარეშეც მისწვდეს მაღალ შემოქმედებით
ასპარეზს, რაც ყოველთვის ვირტუოზული მხატვრული ინტუიციის, განსაკუთრებული (დიდი
მასშტაბის) შემოქმედებითი უნარის შედეგად ხდება და მხოლოდ ერთეულ ხალხურ
(თვითნასწავლ) ხელოვანთათვის არის დამახასიათებელი. მხატვრული ოსტატობა ზოგჯერ
ხელოვნების ამა თუ იმ დარგის საკუთრივ მხატვრული ტექნიკის უზადო, სრულქმნილი
გამოვლენის გამომხატველ ცნებადაც იხმარება. ეს მხატვრული ოსტატობის ძალზე ვიწრო
გაგებაა, რადგან ტექნიკურ“ ოსტატობას არასოდეს არა აქვს დამოუკიდებელი
მნიშვნელობა: ის მხატვრული ნაწარმოების ღირსების მნიშვნელოვან ფაქტორად მხოლოდ
მაშინ გვევლინება, როდესაც მხატვრული წარმოსახვის ესთეტიკურ-ემოციურ და
იდეურ-ასახვით სრულყოფილებას ემსახურება და ავლენს: ამ ფუნქციისაგანნ დამოუკიდებელი
ტექნიკური დახელოვგნება ყოველთვის გარეგნულია და თვითმიზნურ ხასიათს ატარებს,
რის გამო ფორმალისტურ-დეკადენტური მიმდინარეობისათვის არის დამახასიათებელი.
![]() |
12.49 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული სიმართლე |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული სიმართლე – სინამდვილის სწორი მხატვრული წარმოსახვა, „ბუნების მიმართ მართალი” მაღალმხატვრული განსახოგნება; ემყარება მხატვრული განზოგადებისა და ინდივიდუალიზების შინაგან მთლიანობას (ზოგადის ინდივიდუალურში გახსნას, ინდივიდუალიზებულ განსურათებას), ეპოქის მოწინავე იდეებსა და ესთეტიკურ იდეალებს.
მხატვრული სიმართლე შეუძლებელია შეიქმნას მხატვრული შეთხზვის (იხ.), გარდასახვის (ირ. მხატვრული ლიტერატეურა) გარეშე. ამიტომ მას სინამდვილის გარეგნული ობიექტური ფორმის საწინააღმდეგო ხასიათი აქვს. მიუხედავაღ ამის», ხელოვნების ყველა დარგის ქმნილების ეს უმაღლესი თვისება უფრო ნამდვილია და სწორად წარმოსახავს სინამდვილის არსს, განვითარების ტენდენციებს, ვიდრე აღნიშნული ობიექტური ფორმა, ე. ი. თვით სინამდვილის მოვლენების ობიექტური მდგომარეობა, სახემოსილება. ამის გამო მხატვრული სიმართლე არსებითად განსხვავებულია სინამდვილის როგორც პირდაპირი, ნატურალისტური გამოხატვისაგან, რაც ნატურალიზმისათვის (იხ. იყო ნიშანდობლივი, ისე სუბიექტივისტური, ყალბი, დამახინჯებული, ნებისმიერი გამოსახვისაგან, დეკადენტური ხელოვნების შემოქმედებით პრინციპს რომ შეადგენს და ყველაზე უკიდურესი საით თანამედროვე ბურქუაზიულ ხელოვნებაში ვლინდება (ისს აბსტრაქციონიზმი, „ხელოვნება ხელოვნებისათვის").
მხატვრული სიმართლე მხატვრული ასახვის ობიექტური კანონზომიერების შეუზღუდავი გამოვლენის, დიდი ხელოვნების აუცილებელი თვისებაა. ამით აიხსნება, რომ ყოველი ნამდვილი მხატვარი „საგნებს ხედავს არა ისე, როგორც მას სურს დაინახოს, არამედ ისე, როგორიც არის ისინი“ (ლ, ტოლსტოი), ხოლო ამიტომ დიდი მწერლის შემოქმედება, ამა თუ იმ სახით, ყოველთვის ხასიათდება მხატვრული სიმართლით. უპირველეს ყოვლისა, ეს ითქმის დიდი რეალისტების შესახებ, რაც გარკვეულ შემთხვევებში, მხატვრული შემოქმედებისა და პოლიტი8. ლიტ. თეორიის ლექსიკონი 118 კური შეხედულებების ძირითად ტენდენციათა წინააღმდეგობას იწვევს (ბალზაკი, ლ. ტოლსტოი...).
მხატვრული სიმართლის სრულქმნილი წარმოსახვა სოციალისტური რეალიზმის უძირითადეს შემოქმედებით პრინციპს წარმოადგენს.
![]() |
12.50 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული ფანტაზია |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული ფანტაზიააა (ბერძნ. – წარმოდგენა) – მწერლის, ხელოვანის უნარი, შემოქმედებითი ტალანტის აუცილებელი
ნიშანდობლივი თვისება მხატვრული წარმოსახვის, შეთხზვის (იხ), განხოგადების
საფუძველი. ფანტაზია სინამდვილისაგან მიღებული შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების
გარდასახვას, ამაღლებას, ახალი სახემოსილებით გამდიდრებას, შეთხზულის, გამონაგონის
მეშვეობით გამოსახვას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია მხატვრული განზოგადება,
ტიპიური ხასიათების შექმნა, მრავალსახეობის ერთში გარდასახვა. იგი მხატვრული
სიმართლის აუცილებელი ფაქტორია.
ფანტაზიის შემეცნებით-ასახვითი მნიშვნელობა
იმდენად დიდია, რომ, ლენინის განსაზღვრით, სრულიად მარტივ განზოგადებაში,
ელემენტარულ ზოგად იდეაში( მაგ., „მაგიდა“ საერთოდ) არის გარკვეული ნაწილი
ფანტაზიისა. ამიტომ „უაზრობაა ფანტაზიის როლის უარყოფა ყველაზე ზუსტ.მეცნიერებაშიც
კი“. აბსტრაქტულ აზროვნებაში იმდენად აქტიურად მონაწილეობს ფანტაზია, რომ მის
სრულყოფილ გამოვლენაზე მრავალმხრივ არის დამოკიდებული მეცნიერული წინასწარხედვა.
მაგრამ ფანტაზიის როლი მხატვრულ შემეცნებაში გაცილებით უფრო მრავალმხრივი და
არსებითი მნიშვნელობისაა, ვიდრე მეცნიერებაში. შეიძლება ითქვას, ფანტაზია მხატვრულ
შემეცნებაში იმავე როლს ასრულებს, რასაც აბსტრაქცია და ლოგიკური განზოგადების
უნარი თეორიულ შემეცნებაში. მხატვრული ფანტაზია ფანტაზიის უმაღლეს სახეობას
წარმოადგენს. მას არა მარტო ასახვითი ფუნქცია აკისრია, არამედ
მხატვრულ-ესთეტიკურიც.
აღნიშნულთან ერთად, ფანტაზია,ა როგორც შემეცნებით-ისტორიული
მოვლენა, მოიცავს სინამდვილისაგან სრული მოწყვეტის, ფუჭი მეოცნებეობის,
მისტიკის გამოხატულებად გადაქცევის შესაძლებლობას. ამ სახით ვლინდება იგი
დეკადენტურ-ფორმალისტურ მიმდინარეობათა შემოქმედებით პრაქტიკაში.
![]() |
12.51 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრული შეთხზვა |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული შეთხზვა – შემოქმედებითი წარმოსახვის სპეციფიკური საფუძველი, მხატვრული ფანტაზიის
(იხ) ძირითადი თვისება (ნიშანი), სახის (იხ.) შექმნის საშუალება. დეკადენტურ
მიმდინარეობებში (იხ) თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, ხოლო, საერთოდ, განსაკუთრებით
კი რეალისტურ ლიტერატურაში, მოვლენების ათვისებასა და განზოგადებას ემსახურება.
იგი განსაკუთრებულ ასახეით და მხატვრულ ფუნქციას ასრულებს შემოქმედების პროცესში.
„ცოტაა დაკვირვება, შესწავლა, ცოდნა“ სინამდვილისა. „აუცილებელია აგრეთვე
გამოგონებაც, შექმნაც. შემოქმედება – ეს მრავალი წვრილმანის შეერთებაა ერთ ცოტად
თუ ბევრად მთლიან სრულყოფილ ფორმაში...
![]() |
12.52 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრულობა |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრულობა „შეთხზვის“ გარეშე შეუძლებელია, არ არსებობს“ (მ. გორკი). მხატვრული ლიტერატურის ასახვითი თავისებურება, უწინარეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ იგე შეთხზულის მეშვეობით ასახიერებს სინამდვილეს, ხოლო თვით ეს შეთხზული უფრო მართალია, „უფრო ჰგავს” სინამდვილეს, ვიდრე, რომელიმე ობიექტური ფაქტი. ამიტომ „გამოგონებაზე დამყარებული მხატვრული ნაწარმოები ყოველ ნამდვილ ამბავზე მაღლა დგას“ (ბ. ბელინსკი).
მხატვრულ ლიტერატურაში ჯარ არის არც ერთი მოთხრობილი ამბავი, რომელიც მართლა მართალი იყოს: სულ ადამიანის ფანტახიით შექმნილია და ისეთის შემოქმედებით ხორცშესხმული, სულთჩასახული, რომ კაცს – კი არ ეჯავრება, დიდათაც მოსწონს და ესურვება ტარიელი, ნესტან-დარეჯანი, ავთანდილ, ფრიდონ, თინათინ, არც თავის დღეში ყოფილან და არც არიან, არც ოდესმე უცხოვრიათ და არც ახლა სცხოვრობენ, მაგრამ აბა ახლა ნახეთ ჩვენი საკვირველი რუსთაველი როგორ სასწაულ-მოქმედობს ადამიანზე, როცა იმათს ცხოვრებას გვიამბობს, მათი ცხოვრების მაჯისცემას გვატყობინებს!“... იგი თავისი პერსონაჟების ხატვისას, „ყოველთვის უტI15 ყუარი და მართალია ბუნების წინაშე“. და „ეს საოცარი გარდაქმნა, ანუ უკეთ ვთქვათ, ქმნა არ-ყოფილისა ყოფილად, მარტო შემოქმედს შეუძლიან...“ (ი. ჭავჭავაძე). ამრიგად, მხატერული შეთხზხვის საშუალებით მწერალი შორდება სინამდვილის გარეგან გამოხატულებას, რითაც უფრო ახლო მიდის სინამდვილისავე ბუნებასთან, არსთან, ე. ი. ქმნის მის მართალ მხატვრულ სახეს.
![]() |
12.53 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - მხატვრულობა |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრულობა – ლიტერატურის, საერთოდ, ხელოვნების თავისებურება, სინამდვილის ასახვის სპეციფიკური ფორმა, ლიტერატურული ნაწარმოების შემოქმედებით სრულყოფილების, ადამიანებზე მის ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედების საფუძველი, ძირითადი ფაქტორი. იგი არსებითად არის დაკავშირებული მხატვრული ნაწარმოების შინაარსსა და საზოგადოებრივ მნიშვნელობასთან.
მხატვრულობის კონკრეტული ხასიათის, კრედოს უშუალო განმაპირობებელ საფუძველს მხატვრული მეთოდისა და ხელოვანი შემოქმედებითი ინდივიდუალობის ერთობლიობა წარმოადგენს.
![]() |
13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნარკვევი |
▲ზევით დაბრუნება |
ნარკვევი –– დოკუმენტური თხრობითი ჟანრი, პროზაული ნაწარმოები; ახასიათებს გარკვეული (კერძო) ადამიანისა და მოვლენის წარმოსახვა მხატვრული დოკუმენტურობით. ამიტომ ნარკვევისთვის არ არის ნიშანდობლივი მხატვრული შეთხზვა, გამოგონება, გარდასახვა. მ. გორკის აღნიშვნით, „ნარკვევი დგას სადღაც გამოკვლევასა და მოთხრობას შორის“. აქ მხატვრული განზოგადება მოცემული ფაქტების სფეროს არ შორდება, რის გამო იგი არსებითად ისაზღვრება სინამდვილის ისეთი ფაქტების, მოვლენების შერჩევითა და წარმოსახვით. რომლებიც ნიმუშის ხასიათს ატარებენ, ანდა ყველაზე მეტად გამოხატავენ სინამდვილის ტენდენციებს, ნიშანდობლივ მხარეებს.
ნარკვევი აქტიურ თემატიკას (იხ. თემა) ასახავს და განსაკუთრებული სიმკვეთრით ავლენს ავტორის იდეურ პოზიციას. ამ მხრივ იგი რამდენადმე პუბლიცისტური პათოსითაც ხასიათდება.
![]() |
13.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნატურალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნატურალიზმი – (ლათ. ნატურა-ბუნება) – ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნეში საფრანგეთის ივლისის რევოლუციის შემდეგ. მისი ფუძემდებელია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა, რის გამო მას „ზოლაიზმსაც“ უწოდებენ. ნატურალიზმის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია პოზიტივისტურმა ფილოსოფიამ. ეს მიმდინარეობა, რომლის ერთ-ერთ თეორიულ საფუძველს შეადგენს ლიტერატურის დაახლოვება მეცნიერ-ნატურალისტის შემოქმედებასთან, ხასიათდება პერსონაჟთა თავგადასავლისა და მოვლენების, ფაქტების დაწვრილებითი აღწერით, ცალკეული ფაქტების ყველა მონაცემის, მათ შორის არაარსებითი ნიშნების განურჩეველი განსახიერებით. ეს კი იწვევს მხატვრული განზოგადების არსებით შეზღუდულობას, რის გამო ნატურალიზმი ვერ მაღლდება ტიპიურის წარმოსახვის დონემდე: იგი ცხოვრებას განასახიერებს გარეგნული სახემოსილების გადმოცემით, ხოლო ადამიანებს – რეოგორც ინდივიდებს.
![]() |
13.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნატურალური სკოლა |
▲ზევით დაბრუნება |
„ნატურალური სკოლა“ - ეწოდებოდა გასული საუკუნის 30-40-იანი წლების მოწინავე რეალისტურ მიმდინარეობას რუსულ მწერლობაში. ეს იყო დიდი, მებრძოლი, პროგრესული მწერლობა, რომელმაც დაამკვიდრა და არა ერთი ბრწყინვალე შედევრით დაამშვენა რუსული კრიტიკული რეალიზმი (ეს უკანასკნელი ცნება მაშინ არ არსებობდა, შემდეგ წარმოიშვა).
![]() |
13.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნეოთომიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეოთომიზმი – მთოიმა აქვინელის ფილოსოფიის აღორძინება, ყველაზე უფრო აშკარა კლერიკალური ჩაკადი თანამედროვე ფიდეისტურ ფილოსოფიურ მიმართულებებში, რომელიც ყოფიერებისა და შემეცნების ყველა საწყისს ღმერთის არსობაში ეძებს; შესაბამისად ამ გამოსავალი პრინციპისა, მშვენიერებასაც მიიჩნევს ღვთაებრივის გამოვლენად გრძნობად სამყაროში, რის გამოც მისი „ობიექტივიზმი“ და „რაციონალიზმი“ მოჩვენებითი ხასიათისა, მთლიანად თეოლოგიურ პრინციპებს ექვემდებარება. იგი მხატვრულ შემოქმედებას განიხილავს, როგორც მიბაძვას ღვთაებრივი შემოქმედებისადმი. თვით ამ მიბაძვის ფუნქციად კი მიაჩნია ადამიანის მთელი გონება და გრძნობა წარმართოს ღმერთისაკენ, საიქიო სამყაროსკენ, რითაც უარყოფს მხატვრული შემოქმედების ნამდვილ მორალურ, სოციალურ ხასიათს და მთლიანად უკავშირებს მას კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს. თავისი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლის –- მარიტენის -- სახით ფროიდიზმს ენათესავება, რადგან მხატვრული შემოქმედების წყაროდ აღიარებს არაცნობიერს, ოღონდ თვით არაცნობიერს მიიჩნევს არა ბიოლოგიურ, არამედ სპირიტუალურ საწყისად.
![]() |
13.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნეოლოგიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეოლოგიზმი (ბერძნ. ნეოს – ახალი, ლოგოს – სიტყვა)- ხალხის სასაუბრო მეტყველებასა და სამწერლო ენაში ახალი სიტყვების დამკვიდრება.
ნეოლოგიზმი არქ აიზმის (იხ.) საპირისპირო მოვლენაა, იგი ჩნდება ძირითადად სოციალური წყობის შეცვლის, ახალი საწარმოო და კულტურული აღმავლობის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად.
ნეოლოგიზმებს სალიტერატურო ენაში მწერლები ან თვით ქმნიან, ან ხალხის მეტყველებიდან აღებულ სუტყვებს ამკვიდრებენ უმეტესად ახალი მნიშვნელობით ან ნიუანსებრივი განსხვავებით. იგი მწერლობის ენის გამდიდრებისა და განვითარების ერთ-ერთი გამოხატულებაა. მაგალითად, ბევრი ახალი სიტყვა დაამკვიდრეს ქართულ სალიტერატურო ენაში ი. ჭავჭავაძემ და სხვა კლასიკოსებმა.
![]() |
13.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნიჰილიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნიჰილიზმი (ლათ. ნიჰილ – არაფერი) – დამკვიდრებული, საერთოდ აღიარებული ტრადიციული შეხედულებების, პრინციპების ხელაღებითი უარყოფა, საერთოდ, უკიდურესი უარმყოფელობა.
ნიჰილიზმმა თავისებური შინაარსი შეიძინა XIX ს. 60-იანი წლების რუსეთში. ეს ცნება აქ თავადაზნაურულ-ბურჟუაზიული საზოგადოების საფუძვლების, მისი ყოფის, კულტურისა და მორალის წინააღმდეგ მებრძოლი რევოლუციურ-დემოკრატიული ინტელიგენციის სახელწოდებად იქცა. ნიჰილიზმის ცნების ამ შინაარსით დამკვიდრება უკავშირდება ი. ტურგენევის რომანს „მამები და შვილები“. მაგრამ რადგან ნიჰილიზმი ძველის ხელაღებით უარყოფისა და ახალი საზოგადოებისათვის ბრძოლის ცალმხრივი პროგრამით ხასიათდება ამიტომ ამ ტერმინს ახლა აღარ ხმარობენ აღნიშნული კონკრეტული მნიშვნელობით.
ლიტერატურული ნიჰილიზმის ტიპიურ სახეობას წარმოადგენდა ჩვენში მემარცხენეებისა (იხ ფუტურიზმი) და სხვა დეკადენტური მიმდინარეობების, აგრეთვე „პროლეტკულტელთა“ დამოკიდებულება კლასიკურ მემკვიდრეობასთან.
![]() |
13.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნოვატორობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოვატორობა (ლათ ნოვატორ--განმაახლებელი) –– სიახლე, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის მწერლობას ან ცალკეულ მწერალს შეაქვს ლიტერატურის განვითარების ისტორიაში. ჭეშმარიტი ნოვატორობა დიდ შემოქმედთათვის არის დამახასიათებელი. თავისი დროის უდიდესი ნოვატორი იყო შ. რუსთაველი. აგრეთვე განსაკუთრებული სიმკვეთრით ახასიათებს ეს შემოქმედებითი ღირსება სამოციანელებს ჭავჭავაძესა და ა. წერეთელს, რომლებმაც ახალი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში.
ჩვენს დროში ჭეშმარიტი ნოვატორული ბუნებით ხასიათდება საბჭოთა მწერლობა (იხ. სოციალისტური რეალიზმი.
![]() |
13.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ნოველა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოველა (იტალ. მოთხრობა) – მცირე ფორმის ეპიკური ჟანრი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახიერებს, ხასიათდება მარტივი სიუჟეტით, პერსონაჟთა სიმცირით, ლაკონიური თხრობით, ამბისა და სიტუაციის უაღრესად მძაფრი განვითარებით, მკვეთრი ემოციურობით, პერსონაჟების რომელიმე ერთი თვისებისა და მოვლენის ერი, ასპექტში წარმოსახვით. ისტორიულად ნოველის ერთ-ერთ სპეციფიკურ ნიშანს შეადგენდა არაჩვეულებრივი შემთხვევის ასახვაც, კერმოდ, კვანძის გახსნის მოულოდნელი ხასიათი. ასეთი დასასრული კლასიკურ ნოველაში არ ეწინააღმდეგება გმირის ხასიათისა და მოქმედების განვითარების საერთო მიმართულებას, მაგრამ მაინც გამოირჩევა ყველა მოსალოდნელ შემთხვევათა შორის. თანამედროვე ნოველაში ეს სიუჟეტური თავისებურება თანდათან კარგავს ტიპოლოგიურ მნიშვნელობას.
![]() |
14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ო |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ოდა |
▲ზევით დაბრუნება |
ოდა (ბერძნ.) –– ლირიკული ჟანრი, საზეიმო ხასიათის ლექსი. მოიცავს რომელიმე პიროვნების ან დიდმნიშვნელოვანი მოვლენის ქება-დიდებას. ახასიათებს ამაღლებული და სადღესასწაულო განწყობილების გადმოცემა, პათეტიკურობა, ჰიპერბოლური ეპითეტებისა და მეტაფორების ქარბი გამოყენება.
ამ ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ბერძენი პოეტი პინდა რი (ძვ. წ. V ს.). რომაელ პოეტთაგან ოდების წერით სახელი გა ითქვა ჰორაციუსმა (ძვ. წ. I ს.) ფრანგული კლასიციზმის ლიტერატურაში სახოტბო პოეზიას განსაკუთრებული განვითარება ხვდა წილად. რუსეთში სახოტბო პოეზიის დიდი ოსტატები
იყვნენ ლომონოსოვი და დერჟავინი.
ხოტბა ანუ შესხმა ქართულ მწერლობაში ადრიდანვე კარ გად არის ცნობილი. შესხმის ნიმუშია იოანე საბანისძის „ქება ჰაბოისი“. XII ს. ქართული სახოტბო პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ შავთელი და ჩახრუხაძე. ახალ ქარ თულ ლიტერატურაში ოდას ძალზე შეზღუდული განვითარება ხვდა წილად.
საბჭოთა ლიტერატურაში სახოტბო პოეზიამ ახალი პოლი ტიკური სიმახვილე, სოციალური მიზანდასახულობა და ცხოველმყოფელობა შეიძინა. რევოლუციური შინაარსის სახოტბო ლირიკის ნიმუშია ვ. მაიაკოვსკის „ოდა რევოლუციას“, გ. ტაბიძის „ოქტომბრის სიმფონია“, ირ. აბაშიძის „საქართველოს კომპარტიას“, ალ. მირცხულავას „ჰიმნი სამშობლოს“ და სხვ.
![]() |
14.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ოთხთავი |
▲ზევით დაბრუნება |
ოთხთავი –- იხ. სახარება.
![]() |
14.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ომონიმი |
▲ზევით დაბრუნება |
ომონიმი (ბერძნ. ჰომოს–-ერთნაირი ონომა––სახელი)
სინონიმის (იხ. საპიირისპირო მოვლენა: შინაარსით განსხვავებული, მაგრამ ბგერითი ფორმით ერთნაირი სიტყვები. მაგალ. ხელი ––- ადამიანის სხეულის ნაწილი და ხელი –– გიჟი.
ი. ჭავჭავაძე ლექსს „პასუხის პასუხი“ ასეთი ომონიმით იწყებს:
ჩვენ უჩინონი.
პირველი უჩინონი ნიშნავს გამოუჩინებელთ (აუღიარე ბელთ, უცნობთ), მეორე - ჩინის არ მქონეთ.
ომონიმებს ხშირად იყენებენ რითმებად. ამ მხრივ განსა კუთრებით მდიდარი ტრადიცია აქვს ქართულ ლექსს. ომონიმურ რითმებს ქართულ ლექსში მაჯამა (იხ.) ეწოდება.
ომონიმი, როგორც სიტყვათა თავისებური თამაში, ლექსის ბგერითი ორგანიზაციის ერთ-ერთ სახეობასა და ტროპულ ხერხს წარმოადგენს.
ჩვენ უჩინონი.
![]() |
14.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ონეგინის სტროფი |
▲ზევით დაბრუნება |
ონეგინის სტროფი – სტროფი (იხ.), რომლითაც დაწერილია ა. პუშკინის „ევგენი ონეგინი“. იგი შედგება თოთხმეტი სტრი ქონისაგან, რომელშიც სამი ოთხტაეპედია (იხ. ტაეპი), ხოლო. ბოლო ორტაეპედი დაწერილია იამბით. გარითმულია ამ გვარად: პირველი ოთხი ტაეპი ჯვარედინი რითმით (abab), მეორე –– მოსაზღვრე რითმით (ccdd), მესამე –– რკალური რითმით (elle), ხოლო ბოლო ორი სტრიქონი –- მომიჯნავე რითმით (gg).
![]() |
14.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ოქტავა |
▲ზევით დაბრუნება |
ოქტავა (ლათ, მერვე) –– რვატაეპიანი სტროფი, რომლის პირველი ექვსი ტაეპი ურთიერთდაკავშირებულია ჯვარედინი რითმით, ხოლო ბოლო ორის რითმა მოსაზღვრეა (abab abcc).
ოქტავა იტალიური წარმოშობისაა. აქედან გაგრცელდა იგი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა პოეზიაში. ოქტავებითაა დაწერილი XIV-XV საუკუნეების ფრანგი და ინგლისელი პოეტების ბალადები.
ოქტავა განსაკუთრებით გავრცელებულია პოემებში.
ოქტავის მიახლოებითი ქართული შესატყვისია რვული (იხ.), რომელიც აღორძინების ხანის პოეზიაში რვატაეპიან რითმათა თავისებური კომბინაციის მომცველ ლექსს ეწოდება.
![]() |
14.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ოქსიმორონი |
▲ზევით დაბრუნება |
ოქსიმორონი (ბერძნ. უაღრესი სიბრიყვე) –– ტროპის (იხ) ერთ-ერთი სახე; მკვეთრად კონტრასტულის შერწყმა, მოვლენის ურთიერთსაპირისპირო ნიშნებით განსაზღერა.
ზოგჯერ ოქსიმორონი, რომელიც არსებითი სახელისა და საწინააღმდეგო აზრის მომცველ ზედსართავისაგან შედგება, წარმოქმნის ფიგურას. მაგალითად: „შესანიშნავი სიკედილი“, „ახალგაზრდა ბებერი“, „მწარე სიტკბოება“...
![]() |
15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პათოსი |
▲ზევით დაბრუნება |
პათოსი (ბერძნ. გრძნობა, აღგზნება) –- აღფრთოვანების, ძლიერი განცდის გამოვლენა, ადამიანის სულიერი სამყაროს უჩვეულო და ამაღლებული ამოქმედება, ნაწარმოების პათოსი – მწერლის ძირითადი იდეა, ან ის დიდი გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია მხატვრული ნაწარმოები. ბ. ბელინსკის მიაჩნდა, რომ ნაწარმოების შესწავლისა და გარჩევის დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მისი პათოსი, ე.ი. ძირითადი, მთავარი იდეა.
პათოსი, როგორც ამაღლებული განცდების ექსპრესიული გადმოცემა, უპირატესად დამახასიათებელია როგორც ზეპირი, ორატორული მეტყველებისათვის, ისე პოეტური მეტყველებისათვისაც.
![]() |
15.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პამფლეტი |
▲ზევით დაბრუნება |
პამფლეტი (ბერძნ. ყველაფერს ვწვავ) – მამხილებელი, საბრალმდებლო, გამკიცხველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ზოგჯერ სატირული ფორმითაა დაწერილი. მასში ფართო მასებისათვის გასაგებად მხილებული და დაგმობილია საზოგადოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები, გარკვეული წრის ან ცალკეული პიროვნების უხამსი საქციელი, დანაშაულებრივი საქმიანობა და ა. შ.
პამფლეტი უმთავრესად მიმართულია პოლიტიკური წყობის ან მისი რომელიმე მხარის, საზოგადოებრივი ჯგუფის, პარტიის ან მთავრობის წინააღმდეგ. იგი შეიძლება იყოს როგორც მხატვრული, ისე პუბლიცისტურიც.
პამფლეტის ნიმუშია ირ. ევდოშვილის ალეგორიული ხასი ათის ლექსი „ვაი ჩვენს თავს“, მ. გორკის სატირული ნარკვევე ბი „ამერიკაში“ და სხვ.
![]() |
15.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პანეგირიკი |
▲ზევით დაბრუნება |
პანეგირიკი (ბერძნ. პანეგირიკოს – სადღესასწაულო, საზეიმო სიტყვა) –– გადაჭარბებული შექება. ძეელ საბერძნეთში პანეგირიკს უწოდებდნენ სამგლოვიარო სიტყვას, რომელშიც უზომოდ იყო განდიდებული და შექებული გარდაცვლილის მოქალაქეობრივი ღირსება, საქმიანობა და პატრიოტული თავდადება.
ლიტერატურაში, უპირატესად კი ორატორულ ხელოვნება ში, გამოიყენება ცალკეული პირის თუ მოვლენის აგიტაციური ხასიათის განდიდებისა და შექების სახით. ჩვენს დროში ირო ნხიულად პანეგირიკს უწოდებენ აგრეთვე მლიქვნელობის, მაა მებლობის მომცველ გადაჭარბებულ ქებას.
![]() |
15.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პარადოქსი |
▲ზევით დაბრუნება |
პარადოქსი (ბერძნ უცნაური, მოულოდნელი, უჩვეუ ლო) – სხარტად ლაკონიურად გამოხატული დებულება, მსჯელობა, რომელიც გარეგნულად თითქოს უპირისპირდება ჩვეულებრივ დამკვიდრებულ შეხედულებას ხოლო არსებითად სიმართლეს, ღრმა აზრს მოიცავს.
მაგ., ცნობილია ა. ფრანსის პარადოქსი „ქრისტიანობამ ბევრი გააკეთა სიყვარულისათვის, გამოაცხადა რა იგი შეცოდებად“. პარადოქსის ნიმუშია შ. რუსთაველის „რასაცა გასცემ – შენია, რას არა – დაკარგულია“; გრ. ორბელიანის „გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსული ნეტარებისა, მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა“.
პარადოქსების სიჭარბე რომელიმე ლიტერატურული გმირის მეტყველებაში ამ გმირის ინდივიდუალური დახასიათების ერთ-ერთ საშუალებად გვევლინება. იგი მიუთითებს პერსონაჟის გონებამახვილობასა და ფართო ინტელექტუალურ ჰორიზონტზე.
პარადოქსული შინაარსის შეიძლება იყოს ნაწარმოები, თეორიული ტრაქტატი მთლიანად. მაგ., ასეთია რუსოს ფილოსო ფიურ-ესთეტიკური ტრაქტატი: „შეუწყო თუ არა ხელი ზნეობის გაწმენდას მეცნიერებისა და მხატვრობის განვითარებამ?“ დენი დიდროს „პარადოქსი აქტიორზე“ და სხვ.
პარადოქსს ზოგჯერ დაუსაბუთებელ და დაუჯერებელ შეხედულებასაც უწოდებენ.
![]() |
15.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პარალელიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პარალელიზმი (ბერძნ. პარალელიზმოს –– თანასწორმანძილიანობა ერთმანეთს შორის) –– დამოუკიდებელი და თანაბარი მნიშვნელობის მოვლენათა შეფარდება, დაპირისპირება განსხვავების თუ მსგავსების მხრივ. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა თემატიკური პარალელიზმი, შინაარსით მსგავსი ორი მოვლენის ურთიერთთან დაპირისპირება. არსებობს აგრეთვე სინტაქსური პარალელიზმი, რომელიც წარ მოადგენს პოეტური ფრაზის ორი მოსაზღვრე პერიოდის და პირისპირებას და ა.შ. დასასრულ, გარდა პირდაპირი პარალელიზმისა, ცნობილია უარყოფითი პარალელიზმიც, რომელიც მოვლენათა მსგავსების უარყოფით ხასიათდება. პირდაპირი პარალელიზმი:
გზა სიარულმა დალია,
სიპი ქვა ––- წყლისა ჩქერამა.
(ხალხური)
უარყოფითი პარალელიზმი:
ღვინო და პური ძველი სჯობს,
სიმღერა ახალ-ახალი...
(გ ლეონიძე)
![]() |
15.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პარნასი |
▲ზევით დაბრუნება |
პარნასი (ბერძნ. პარნასოს) – მთა თესალიაში (საბერძნეთი), სადაც ძველი ბერძნების წარმოდგენით ცხოვრობდა ხელოვნებისა და მუზების ღმერთი აპოლონი. ამიტომ გამოთქმა „პარნასზე ასვლა“ ნიშნავს გამოჩენილ პოეტად აღიარებას.
![]() |
15.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პარნასიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პარნასიზმი –– დეკადენტური სკოლა XIX: საუკუნის 50-ია ნი წლების ფრანგულ მწერლობაში. ხასიათდება ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა სიუჟეტების პოეტიზირებით.
![]() |
15.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პაროდია |
▲ზევით დაბრუნება |
პაროდია (ბერძნ. პარა – წინააღმდეგ, ოდე – მღერა) – სატირულ-იუმორისტული მწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც, უმეტეს შემთხვევაში, ნაჩვენებია რომელიმე ცნობილი მწერლის შმემოქმედების ან პოპულარული ნაწარმოების ნაკლი. შეიქმნა ანტიკურ მწერლობაში. არისტოტელე „პოეტიკა ში“ იხსენიებს პოეტ ჰეგემონ თეზესელს, რომელიც ეპიკურ და დრამატულ პაროდიებს წერდა. ცნობილია ბერძნული პარო დია საგმირო ეპოსზე „ბატრახომიომახია“. ფორმის მხრივ პაროდია ხასიათდება კარიკატურული მიბაძვით მწერლის შემოქმედების ან ცალკეული ნაწარმოების მანერისადმი, ანდა რომელიმე ცნობილი ნაწარმოების ფორმის გამოყენებით ისეთი ში ნაარსის ნაწარმოების შექმნით, რომელიც ავლენს იმ მწერლის შემოქმედების ხასიათს, რომლის წინააღმდეგაც დაწერილია მოცემული პაროდია.
გადატანითი მნიშვნელობით პაროდიას უწოდებენ მოვლენის ან რომელიმე პიროვნების გადაჭარბებულად უარყოფით, ცალმხრივ მხატვრულ წარმოსახვას.
![]() |
15.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პასკვილი |
▲ზევით დაბრუნება |
პასკვილი – ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც წარ მოადგენს რომელიმე კერძო პიროვნების ან საზოგადოებრივი მოვლენის შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ დახასიათებას. თვით ტერმინი „პასკვილი“ მომდინარეობს გონებამახვილი მეწაღის პასკინოს (პასკინას) სახელიდან. ეს სახელი XVI საუკუნეში რომში ეწოდა ერთ-ერთ ანტიკურ ქანდაკებას, რომელზე დაც აწერდნენ ან ჰკიდებდნენ სატირულ ლექსებს ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.
ქართულ მწერლობაში პასკვილის ნიმუშია ჭაბუა ორბელიანის ცილისმწამებლური ლექსი ბესიკისადმი: „ჭაბუას პასუხი ბესარიონისადმი. ისევ ანბანთქება“.
გადატანითი მნიშვნელობით პასკვილი ეწოდება ყოველგვარ უსაფუძვლო უარყოფით დახასიათებას.
![]() |
15.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პასტორალი |
▲ზევით დაბრუნება |
პასტორალი (ლათ. პასტორალის – მწყემსური) –– ბუკოლიკური (იხ) პოეზიის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც ასახულია უზრუნველი და ბედნიერი მწყემსური ცხოვრება. მასში გაიდეალებულია მწყემსების ყოფა, კეთილდღეობა და ურ თიერთობა. პასტორალებს წერდნენ საშუალო საუკუნეებში იტალიაში, ხოლო XVIII საუკუნეში რუსეთშიაც გავრცელდა.
პასტორალური შეიძლება იყოს მთელი ნაწარმოები ან პოემაში, დრამაში ჩართული ეპიზოდი. პასტორალი გვხვდება ხალხურ შემოქმედებაშიც. პასტორალური შინაარსისაა დ. გურამიშვილის პოემა „მხიარული ზაფხული ანუ ქაცვია მწყემსი“.
![]() |
15.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პაუზა |
▲ზევით დაბრუნება |
პაუზა (ბერძნ. პაუზის – შეწყვეტა) – შეჩერება მეტყველებასა და მუსიკაში. მეტყველებაში ჩვეულებრივ განპირობებულია გრამატიკული აუცილებლობით.
ურთიერთისაგან განასხვავებენ თხრობით კითხვით და ძახილისმიერ პაუზებს გარდა გრამატიკული პაუზისა, არსებობს მეტრული პაუზები: ტაეპთა მიგნით მოქმედი, რომელსაც ცეზურა (იხ) ეწოდება, და აგრეთვე ტაეპების ტაეპებისაგან და სტროფების სტროფებისაგან გამომყოფი პაუზები. როცა ტაეპის ბოლოს პაუზა არ ემთხვევა გრამატიკულ ან ლოგიკურ პაუზას, მაშინ ხდება გადატანა (იხ).
ლექსში პაუზა რიტმის (იხ) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
![]() |
15.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პეგასი |
▲ზევით დაბრუნება |
პეგასი (ბერძნ.) – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ეწოდება. უზენაესი ღმერთის ზევსის ფრთოსან ცხენს. მისი ტორის დარტყმით პელიკონის მთაზე ამოხეთქა წყარომ, რომელიც შემოქმედებითს შთაგონებას ანიჭებს პოეტებს.
აქედანაა წარმოშობილი ხატოვანი თქმა „შეკაზხმე პეგასი“, ე.ი. მოუხმე შთაგონებას, მუზას. ჩვენს დროში ეს გამოთქმა. ირონიული აზრითაც იხმარება. პეიზაჟი (ფრანგ ადგილმდებარეობა) – ბუნების წარმოსახვა ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასში გადმოცემულია მწერლის ემოციურ-ესთეტიკური დამოკიდებულება ბუნებისადმი, მშობლიური ქვეყნისადმი, მისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილმდებარეობისადმი.
უფრო ხშირად პეიზაჟი მოცემული გვაქვს არა მთელი ნაწარმოების სახით, არამედ როგორც მისი (ნაწარმოების) ერთ-ერთი მოტივი, შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გარკვეული საგანგებო ფუნქცია აქვ დაკისრებული. კერძოდ, ზოგჯერ იგი გვევლინება ნაწარმოების ექსპოზიციის (დიხ), მოქმედების გაშლის ფონის სახით. მაგ. ასეთია ი. ჭავჭავაძის პოემა „კაკო ყაჩაღის“, ვაჟა-ფშაველას პოემების „ბახტრიონისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ დასაწყისი აღნიშნული პოემების შესავალში ბუნების უშესანიშნავესი მხატვრული სურათი ისეა წარმოდგენილი, რომ იგი მკითხველა ამზადებს, გარკეეულ განწყობილებას უქმნის ნაწარმოებში განვითარებული მოქმედებისა და განწყობილების აღქმისათვის, გაგებისათვის.
უმეტესად კი პეიზაჟს მწერალი პირადი ან ნაწარმოების პერსონაჟთა განწყობილების გამოსახატავად იყენებს. ასეთ შემთხვევამი ბუნების სურათი განწყობილებას შეესატყვისება, ან მის სრულ კონტრასტს წარმოადგენს. მაგ., ნ. ბარათა შვილის ლექსებში: „შემოღამება მთაწმინდაზე“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“ მთაწმინდაც და მტკვრის ნაპირებიც ისევე მოწყენილი, მწუხარე და სევდიანია, როგორც თვით პოეტი.
კონტრასტული პეიზაჟებია მოცემული ა. წერეთლის პოემაში „თორნიკე ერისთავი“. აქ მგოსანი ბუნების უმშვენიერესი სურათის ფონზე გადმოსცემს ომის საშინელებას. ასეთივე ხასიათისაა ი. ჭავჭავაძის „გაზაფხული“, სადაც გაზაფხულის მომხიბლავ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს მამულის უბედობა.
ბუნების სურათების წარმოსახვა, მათი ფუნქციისა და ხასიათის სხვადასხვაობის მიუხედავად, ყოველთვის აძლიერებს ნაწარმოების მხატვრულ-ემოციურ მხარეს. ამასთან იგი ანვითარებს ადამიანის ბუნებასთან ესთეტიკურ-ემოციურ დამოკიდებულებასა და მის უნარს მშვენიერებით დატკბობისა.
![]() |
15.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პენტამეტრი |
▲ზევით დაბრუნება |
პენტამეტრი (ბერძნ. პენტა - ხუთი, მეტრონ – საზომი) – ანტიკური ლექსის სახეობა, ხუთტერფიანი ტაეპი, რომელიც შედგება ოთხი დაქტილისა (იხ.) და ერთი სპონდესაგან (იხ.).
მესამე და ბოლო ტერფები თითო გრძელი ხმოვნითაა წარ მოდგენილი და ერთად სპონდეს ქმნიან.
პენტამეტრს ცეზურა ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს, სქემა: –
პენტამეტრი ახლოსაა ჰეგზამეტრთან (იხ.) და მის უძველეს სახეობად ითვლება.
![]() |
15.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პეონი |
▲ზევით დაბრუნება |
პეონი (ბერძ. პაიეონ – ჰიმნი, ღმერთების საგალობელი) – ოთხმარცვლიანი ტერფი ანტიკურ ლექსწყობაში, შედგენილია ერთი გრძელი და სამი მოკლე მარცვლისაგან, ხოლო. სილაბურ ტონურ ლექსწყობაში – ერთი მახვილიანი და სამი უმახვილო მარცვლისაგან.
გრძელი ან მახვილიანი მარცვლის ადგილმდებარეობის მიხედვით პეონის ოთხი სახეობა არსებობს:
პირველი პეონი - მახვილი თავკიდურ მარცვალხზე მოუდის — ქართულ ლექსწყობამი გავრცელებულია მეორე პეონი. პირველი პეონი იშვიათად გვხვდება.
პირველის მაგალითი:
მიეთოვოს, მოეოოვოს
(გ. ტაბიძე).
მეორე პეონი - მახვილიანია მეორე მარცვალი
—
მესამე პეონი მახვილი მესამე მარცვალზეა
—
და მეოთხე პეონი – მახვილი მეოთხე მარცვალს აქვს.
— ცხადია, ასევე ლაგდება გრძელი მარცვლებიც.
კედლებს ფარშავანგები.
![]() |
15.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პერიოდი |
▲ზევით დაბრუნება |
პერიოდი (ბერძნ. შემოხაზული; ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა წრიულ გზას, რომელზედაც სპორტული შეჯიბრებები იმართებოდა) –– დამთავრებული აზრის გამომხატველი რთული წინადადება, რომელიც პაუზით ორ ნაწილად არის გაყოფილი, ხოლო ეს ნაწილები სხვადასხვა ინტონაციით წარმოითქმება.
მაგალითი:
გული შეუღონდებოდა თუ არა მელქისედეკს, გაიოზ და სტეფანე ბე რები მიეჭრებოდნენ, ცივი ტილოთი დაუზელდნენ გულის არეს, მერე რო მელიმე ჩქერალთან გადააგდებდნენ ბადეს, ორიოდე ლიფსიტას დაიჭერდნენ გადააყლაპვინებდნენ ცოცხლად, ისევ მოიკრეფდა· ავაღმყოფი მხნეობას და განაგრძობდა მგზავრობას.
(კ. გამსახურდია).
პაუზის ადგილი აღნიშნულია ორი პარალელური ხაზით, რომლის შემდეგ სიტყვები ხმის დადაბლებით წარმოითქმება.
![]() |
15.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პერიოდიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
პერიოდიზაცია (ბერძნ. ჰერიოდოს – დროის გარკვეული წრე) – განვითარების პროცესის მონაკვეთებად დაყოფა. ლიტერატურის ისტორიის პერიოდებად დაყოფა იდეურ-მხატვ რულ თავისებურებათა მიხედვით ხდება. პერიოდებს გა ნარჩევენ ცალკეულ მწერალთა შემოქჭედებით ევოლუციაშიც (იხ. პერიოდი).
![]() |
15.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პერიფრაზი |
▲ზევით დაბრუნება |
პერიფრაზი (ბერძნ. პერიფრაზის – გარდათქმა, მოყოლა, აღწერილობითი გამოთქმა) –– საგნის, მოვლენის გადმოცემა დაუსახელებლად. ხასიათისა და ნიშნების აღწერილობის, წარ მომსახველი სიტყვები და ფრაზები იხმარება პირდაპირი მნიშვნელობით.
მაგ., ილია ჭავჭავაძე, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დაღამდაო“, პოემაში „კაკო ყაჩაღი“ ამბობს:
სამშობლოს ცასა ბნელად გამლილი
პერიფრაზი ეწოდება აგრეთვე სხვა მწერლის ნაწარმოების ფორმის პირდაპირი მიბაძვით გამეორებას არსებითად განსხვავებული შინაარსის (ხშირად სატირული შინაარსის) გამოსახატავად.
მწუხრის ზეწარი გადაეფარა.
![]() |
15.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პერსონაჟი |
▲ზევით დაბრუნება |
პერსონაჟი (ლათ. პერსონა – პიროვნება) – მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი. პერსონაჟი ეწოდება ლიტერატურულ ქმნილებაში განსახიერებულ ბუნების საგნებსა და მოვლენებსაც, ფრინველებსა და ცხოველებსაც, ცხადია, თუ ისიხი მოქმედ პირთა სახით გვევლინებიან. ამის მაგალითია ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები, კრილოვის იგავ-არაკები და სხვ. პერსონაჟი, ისე როგორც სიუჟეტი, დამახასიათებელია მხოლოდ ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრები სათვის.
მთავარი პერსონაჟი ეწოდება ისეთ გმირს, რომლის მოქმე დებას, ცხოვრებას ემყარება ნაწარმოების სიუჟეტის განვითარება, თხრობის ძირითადი მიმართულება.
![]() |
15.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პერსონალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პერსონალიზმი – (ლათი/პერსონა – პიროვნება) - პანთეისტური იდეალიზმის თანამედროვე სახესხვაობა, ფიდეიზმის ყველაზე აშკარა გამოხატულება, რომლის თვალსაზრისით მთელი რეალობა „პერსონათა“ სხვადასხვა ფორმებისაგან შედგება; სხვადასხვა დონის „პერსონები“ ქმნიან იერარქიას, რომელსაც აგვირგვინებს ყოვლისმომცველი პერსონა – ღმერთი. მხატვრული შემოქმედება ადამიანურ პერსონათა ყოფიერების მისტიკური მხარეა, რომელიც მიუწვდომელია რაციონალური აზროვნებისთვის, ამასთან, მხატვრული ნაწარმოები ადამიანური პერსონის აბსოლუტურად უნიკალური თვითგამოვლენაა თვითონაც ერთგვარი „პერსონაა“, ოღონდ მოკლებული დამოუკიდებელი სიცოცხლის უნარს, რასაც ის იძენს ცოცხალ პერსონებთან კონტაქტში – კითხვის, მოსმენის ან ჭვრეტის სახით.
![]() |
15.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პიესა |
▲ზევით დაბრუნება |
პიესა (ფრანგ.) – დრამატულ ნაწარმოებთა საერთო სახელწოდება.
![]() |
15.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პიიტი |
▲ზევით დაბრუნება |
პიიტი – პოეტის ძველი სლავური სახელწოდება. ჩვენს დროში იგი ირონიული მნიშვნელობით იხმარება: ამ სახელით დაცინვით მოიხსენიებენ სუსტი ლექსების ავტორს, საერთოდ უნიჭო პოეტს.
![]() |
15.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - |
▲ზევით დაბრუნება |
პირიქი (ბერძნ.) –– ორი მოკლე მარცვლისაგან შედგენილი ტერფი ანტიკურ ლექსწყობაში. ტონურ და სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში ორ უმახვილო მარცვალს ეწოდება.
სქემა:
![]() |
15.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პლაგიატი |
▲ზევით დაბრუნება |
პლაგიატი (ლათ. პლაგიატუს - მოტაცებული) ლიტერატურული ქურდობა, მხატვრულ შემოქმედებაში სხვისი ნაწარ მოების ან მისი რომელიმე ნაწილის მითვისება (საკუთარ ქმნილებად გამოცხადება).
![]() |
15.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პლეონაზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პლეონაზმი (ბერძნ. პლეონაზმოს – ჭარბსიტყვიანობა) –– ერთი და იმავე ცნების ან გრძნობის, განწყობილების გამოხატ ვისას ზედმეტი სიტყვის ხმარება, ისეთი მრავალსიტყვაობა, რომელიც არ ამდიდრებს დახასიათებას ან აზრის შმინაარსის გამოთქმას.
მაგალითად: „ბებერი მოხუცი“, „გადარეული შეშლილი“ და სხვ.
![]() |
15.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
პოეზია (ბერძნ პოეზიის – წყობილსიტყვაობა) – ფართო გაგებით. ეწოდება სიტყვიერ ხელოვნებას, მხატვრულ ლიტერატურას საერთოდ; ვიწრო გაგებით – საკუთრივ პოეტურ ნაწარმოებებს, ლექსად დაწერილ თხზულებებს (იხ. ლექსი).
გადატანითი მნიშვნელობით პოეზია ნიშნავს მიმზიდველს, ემოციურს, სათუთს, საერთოდ ყველაფერს, რაც გატაცებას, სიხარულსა და ემოციურ ამაღლებას იწვევს.
![]() |
15.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პოემა |
▲ზევით დაბრუნება |
პოემა (ბერძნ. ქმნილება) –– ეპიკური ჟანრი, ლექსად დაწერილი ეპიკური ნაწარმოები ცნობილია მისი განვითარების ორი სახეობა: ანტიკური (იგივე – ეპოპეა) და ახალი.
ანტიკური პოემა წარმოადგენ დიღი ფორმის (ვრცელ თხრობით) ნაწარმოებს, რომელიც ხასიათდება დიდი საერთო სახალხო და ეროვნული ისტორიული მოვლენების ასახვით, სიუჟეტისა და კომპოზიციის სირთულით, სიტუაციის, ეპიზოდებისა და პერსონაჟთა სიმრავლით. მისი ნიმუშებია ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ და სხვ.
ახალი პოემა გვევლინება, როგორც ლექსად დაწერილი საშუალო ფორმის ეპიკური ნაწარმოები, რომელიც ხშირად ჭარბი ლირიკული აქცენტითაც ხასიათდება. ახალი პოემის ნიმუშებია: ბაირონისა და პუშკინის პოემები, ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, ა. წერეთლის „გამზრდელი“ და სხვ.
![]() |
15.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პოეტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პოეტიკა (ბერძნ.) –– ფართო გაგებით ეწოდებოდა ლიტერა ტურისმცოდნეობი ერთ-ერთ ძირითად დარგს –- ლიტერატურის თეორიას (იხ), ვიწრო გაგებით წარმოადგენს ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის შემადგენელ ნაწილს, პირველ შემთხვევში თეორიული პოეტიკის, ხოლო მეორე შემთხვევში ისტორიული პოეტიკის სახით. ამჟამად ამ მნიშვნელობით არის დამკვიდრებული ეს ტერმინი.
თეორიული პოეტიკა შეისწავლის ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების, ჟანრების აღნაგობისა და კომპონენტების (მხატვრული ენის, თემის, ფაბულის, სიუჟეტის, კომპოზიციის...), აგრეთვე პროზისა და ლექსის ზოგად არსს, ობიექტურ კანონზომიერებას. აქ იგულისხმება იმ ნიშანდობლივ თვისებათა გამოყოფა და განსაზღვრა, რაც საერთოა ყველა ეპოქისა და ერის ლიტერატურულ ნაწარმოებთათვის. თეორიული პოეტიკა აღნიშნული საკითხების შესწავლისას ემყარება იმ პრინციპებს რომლებსაც მოიცავს ლიტერატურის თეორიის ზოგადი ნაწილი –– მოძღვრება ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერების (იხ.) შესახებ.
ისტორიული პოეტიკის შესწავლის საგანს წარ მოადგენს მხატვრულ ნაწარმოებთა სტილი (იხ), საერთოდ თეორიული პოეტიკი მიერ დადგენილ კანონზომიერებათა გამოვლენის პროცესი. სახელდობრ, იგი არკვევს არა იმას, თუ რა არის კომპოზიცია რომანი მხატვრული ენა ან რიტმი, არამედ იმას, თუ რა სახით, კონკრეტული ეპოქისეულ ინდივიდუალური სახემოსილებით? არიან წარმოდგენილი ისინი ამა თუ იმ ნაწარმოებში, ან მწერლის მთელ შემოქმედებაში, ანდა რა ისტორიული პროცესი განიცადა თითოეულმა მათ- განმა ამა თუ იმ ეპოქის, ერის და, საერთოდ, მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. აღნიშნულის გამო ისტორიული პოეტიკის დანიშნულებას კონკრეტული ლიტერატურული მოვლენების საკუთრივ მხატვრული ანალიზი შეადგენს.
თეორიული და ისტორიული პოეტიკა ისევე ორგანულად არის ურთიერთთან დაკავშირებული, როგორც საერთოდ ლიტერატურის თეორია და ისტორია.
![]() |
15.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პორტრეტი |
▲ზევით დაბრუნება |
პორტრეტი (ფრანგ.) – 1, მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების სახეობა, რომელშიც რომელიმე პიროვნებაა წარმოსახული. იგი უპირატესად მოცემულია მხატერულ მემუარებსა (იხ) და ბიოგრაფიაში (იხ.) 2. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირის გარეგნობის წარმოსახვა, რაც ტიპის (იხ), საერთოდ ხასიათის (იხ.) მხატვრული სახის (იხ.) შექმნის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. მწერალი მას ყოველთვის პერსონაჟის არსის შესაბამისად ქმნის, ხატავს.
მაგ. ი. ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძის გარეგნობას ასე აგვიწერს:
„თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებელი ძველით ქართველი, მრგვალი... როგორიც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თიქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურამაელ ვაშლსავით ხამბაშ: ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო!..
ამ სტრიქონებში აშკარად იხატება როგორც ლუარსაბის ხასიათი, ბუნება, ისე თვით მწერლის დამოკიდებულება მის (ამ ტიპის) მიმართ.
ზოგჯერ ლაპარაკობენ გმირის „შინაგანი პორტრეტის“ შესახებ, რაც გულისხმობს გმირის ხასიათის ძირითადი ნიშნების ერთობლიობას, მისი განცდების და იდეალების, მთელი სულიერი და გონებრივი სამყაროს განსახიერებას.
მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟთა პორტრეტი, უპირველეს ყოვლისა, ამ უკანასკნელთა წარმოსახვის ინდივიდუა ლიზებას გულისხმობს, საკუთრივ გარეგნული მონაცემების მეშვეობით.
![]() |
15.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პრაგმატიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პრაგმატიზმი –– ბერძნ. პრაგმა. ნათესაობით ბრუნ. პრაგ მატოს – საქმე, მოქმედება) – ერთ-ერთი ძირითადი თანამედროვე იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რო მელშიც ყველაზე აშკარა გამოხატულებას პოულობს ბურ ჟუაზიული უტილიტარიზმი, მას ცდის უშუალო შინაარსამდე დაჰყავს არა მარტო ჭეშმარიტება არამედ აზროვნებაც და თვით ობიექტური რეალობაც. პრაგმატიზმი ბიოლოგიურ პრინ ციპებზე ამყარებს როგორც შემეცნების თეორიას, ისე ეთიკასა და ესთეტიკასაცკ და ამით ობიექტურად ემსახურება იმპერიალისტური ბურჟუაზის ინტერესებს. არსებითად უარყოფს ხელოვნების თავისებურებას და მშვენიერების კატეგორიას ცვლის ეგრეთწოდებული „ესთეტიკური თვისებით“, ხოლო ამ უკანასკნელს ყოველგვარი „დასრულებული ცდის“ კუთვნილებად მიიჩნევს.
![]() |
15.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროვინციალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პროვინციალიზმი (ლათ. პროვინცია – მხარე) – იხ. დიალექტიზმი.
![]() |
15.31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროზა |
▲ზევით დაბრუნება |
პროზა (ლათ. მარტივი მეტყველება) – მეტყველების ჩვეულებრივი სასაუბრო სახეობა, მხატვრულ ლიტერატურაში – ლექსისაგან არსებითად განსხვავებული ფორმა ენობრივი მხატვრული გამომსახველობისა რომელიც არ არის დაყოფილი რიტმულ ერთეულებად.
პროზით იწერება რომანი, მოთხრობა, ნოველა, ნარკვევი, დოკუმენტური ეპიკური ნაწარმოებები და აგრეთვე, უმეტეს შემთხვევაში, დრამატული ქმნილებები.
გადატანით მნიშვნელობით პროზას უწოდებენ ყოველდღიურ უმნიშვნელო მოვლენებს.
![]() |
15.32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროზაიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პროზაიზმი – ჩვეულებრივი პრაქტიკული (სასაუბრო), ან სამეცნიერო მეტყველებისათვის დამახასიათებელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ლიტერატურულ ნაწარმოებში. ამ ცნების დამკვიდრება უკავშირდება კლასიციზმის (იხ) პოეტიკას, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა მხატვრულ ენას, შეუძლებლად, სიმახინჯედ თვლიდა ცოცხალი მეტყველების მხატვრულ ნაწარმოებში გამოყენებას.
XIX საუკუნის 60-იან წლებში „მამები“ („ცისკრის“ თანამშრომელთა ძირითადი ჯგუფი) ეწინააღმდეგებოდნენ ლიტერატურაში ხალხის მეტყველების შემოტანას ლიტერატურული ენის დემოკრატიზაციას. მაგალითად, ბ. ჯორჯაძის მოთხოვნით, მწერლობის ენა უნდა ყოფილიყო „პატიოსნური და დარბაისლური“. იგი უსაყვედურებდა ი. ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ მან მწერლობაში გამოიყენა „მდაბალი“, „უშვერი სიტყვები“. პროზაიზმის ასეთი გაგება კონსერვატიულია და დიდად აფერხებს სალიტერატურო ენის განვითარებას.
სალიტერატურო ენა მდიდრდება და ვითარდება ჩვეულებ რივი, ხალხური სასაუბრო ენის საფუძველზე. ეს კავშირი განსაკუთრებით ვლინდება საბჭოთა ლიტერატურაში, რომელშიც ფართოდ შემოდის და მკვიდრდება საერთო სახალხო ენის სიტყვები და გამოთქმები.
![]() |
15.33 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროზოსტიქი |
▲ზევით დაბრუნება |
პროზოსტიქი (ლათ. ბერძნ პროზა-ლექსი) –– იხ. ლექსი პროზად.
![]() |
15.34 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროლოგი |
▲ზევით დაბრუნება |
პროლოგი (ბერძნ. პრო – წინ ლოგოს –– სიტყვა) – ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომლის შემდეგ იწყება ძირითადი სიტუაციების გაშლა, სიუჟეტი. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ანტიკურ დრამაში. პროლოგში გადმოცემულია პერსონაჟთა მდგომარეობა მოქმედების დაწყების მომენტში, ან აგტორის ჩანაფიქრი.
პროლოგი გვხვდება ეპიკურ თხზულებებშიც. მაგალითად, ცნობილია „ვეფხისტყაოსნის“ და მთელ რიგ სხვა თხრობით ნაწარმოებთა პროლოგი.
![]() |
15.35 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პროტოტიაბი |
▲ზევით დაბრუნება |
პროტოტიაბი (ბერძნ პროტოტიპონ - პირველსახე) – ადამიანი, რომლის ცხოვრების, საქმიანობისა და ხასიათის საფუძველზე შექმნილია მხატვრული სახე, ტიპი. მაგ., ცნობილია ე. ნინოშვილის ნაწარმოებთა პერსონაჟების: მოსე მწერლის, სიმონა ძალაძის, დავით დროიძის, იასონ უქმაძის პროტოტიპები.
![]() |
15.36 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პუბლიცისტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პუბლიცისტიკა (ლათ. პუბლიკუს – საზოგადოებრივი) – ისეთი ნაწარმოები, რომელიც აშუქებს თანამედროვე პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებს. თუ მხატვრული ლიტერატურა ცხოვრებას სახეების მეშვეობით წარმოსახავს, პუბლიცისტიკა ემყარება ასახვის თეორიულ ფორმას და არკვევს სახელმწიფოს, საზოგადოების, ხალხის მიმდინარე ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრება, გარკვეული სოციალური იდეალების ასპექტში. მრავალი პუბლიცისტური სტატი ის ავტორები არიან ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ნ, ნიკოლაძე და სხვა ქართველი მწერლები და პოლიტიკური მოღვაწენი.
![]() |
16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
16.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჟამთააღმწერლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ჟამთააღმწერლობა – ეპიკური დოკუმენტური ნაწარმოები ძველ ქართულ ლიტერატურაში, მოიცავს ავტორის თანადროული ამბების, ისტორიული მოვლენების თანმიმდევრულ აღწერას. ჟამთააღმწერელი ხშირად თავის თხრობაში ურთავს ხალხურ თქმულებებსა და ლეგენდებს რომლებიც მას გაუგონია. ჟამთააღმწერლობა ერის მატიანეა, ხოლო ჟამთააღმწერელი – მემატიანე.
![]() |
16.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჟანრი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟანრი (ფრანგ. გვარი, სახე). – ზოგჯერ ხმარობენ როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების (იხ.) აღმნიშვნელ ცნებას, ხოლო უფრო ხშირად როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების ტიპოლოგიურ სახეობათა სახელწოდებას. ამ უკანასკნელი გაგებით, რაც უფრო მართებულია, ჟანრი არის არა ლირიკული, ეპიკური და დრამატული გვარი, არამედ რომანი, ტრაგედია, ოდა და ა.შ. ყოველი გვარის შემადგენელ ჟანრთა თავისებურება ძირითადად ემყარება თემატიკურ-შინაარსობრივ, ასახვით და კომპოზიციურ ნიშანთა ერთობლიობას. კერძოდ, ეპიკური ჟანრები ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბითა და სიუჟეტურ-კომპოზიციური თავისებურებებით, ლირიკული – თემა ტიკურ-შინაარსობრივი, ხოლო დრამატული – თემატიკური და ასახვითი თავისებურებებით.
![]() |
16.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჟარგონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟარგონი (ფრანგ.) – თავისებური მეტყველება, მომცველი მხოლოდ იმ სიტყვებისა და გამოთქმებისა, რომლებიც და მახასიათებელია ვიწრო სოციალური ჯგუფებისათვის (დამნაშავეთა ენა, სალონური მეტყველება...).
ჟარგონი საერთო-სახალხო ენის გარეშე დგას, გაუგებარია ფართო მასებისათვის და ხელოვნური, მახინჯი ფორმებით ანაგვიანებს ენას.
მხატვრულ ნაწარმოებში ჟარგონი ვლინდება მხოლოდ პერსონაჟთა მეტყველებაში, თვით პერსონაჟთა და მათი სოციალური წრის დასახასიათებლად. კერძოდ, ჟარგონით მეტყველებენ გ. ერისთავისა და ავქ. ცაგარელის კომედიების ცალკეული პერსონაჟები.
![]() |
16.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჟირში |
▲ზევით დაბრუნება |
ჟირში – სახალხო მთქმელი (იხ.) პოეტი-მომღერალი ყაზახეთში, რომელიც უმთავრესად ეპიკურ ხალხურ სიმღერებს ასრულებს.
![]() |
17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
17.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რაფსოდი |
▲ზევით დაბრუნება |
რაფსოდი (ბერძნ. რაპტო – ექარგავ, ოდე – სიმღერა) – მოხეტიალე მომღერალი ძველ საბერძნეთში, რომელიც ლირაზე ასრულებდა თქმულებებს ლეგენდარულ გმირებსა და ღმერთებზე. თვით სიმღერას ეწოდებოდა რაფსოდია.
![]() |
17.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რეალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
რეალიზმი (ლათ. რეალის – საგნობრივი) შემოქმედების მეთოდი (იხ), მიმდინარეობა (იხ.), რომელშიც სინამდვილის მხატვრული წარმოსახვის კანონზომიერება ყველაზე სრულ გამოვლენას პოულობს. მის ძირითად ნიშანდობლივ თვისებას ტიპიურის განსახოვნება შეადგენს. ფ. ენგელსის განსახღვრით, „რეალიზმი, გარდა დეტალების სიმართლით გამოსახვისა, გულისხმობს ტიპიური ხასიათების ტიპიურ გარემოში გადმოცემის სისწორეს“ (აქ იგულისხმება ეპიური და დრამატული ნაწარმოები. ლირიკამი კი თავისებურად არის მოცემული ტიპიურის წარმოსახვა).
ისტორიულად მხატვრული სიმართლე (იხ.), ეპოქის მთელი ცხოვრების განსახიერება, განსაკუთრებული სიღრ მითა და სისრულით კლასიკურ რეალისტურ ქმნილებებში გვაქვს მოცემული. უპირველეს ყოვლისა, ეს ითქმის ისეთი დიდი რეალისტი კლასიკოსების შემოქმედებაზე, როგორიც იყვნენ ბალზაკი, ლ. ტოლსტოი, ქართულ მწერლობაში ი. ჭავჭავაძე და სხვ.
რეალიზმის ფორმირებისა და განვითარების პროცესი ლი ტერატურის მთელს ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ქართულ მწერლობაში რეალიზმის ტენდენციები თავიდანვე ვლინდება, უფრო მკვეთრად შ. რუსთაველთან და მის შემდეგ. ჩამოყალიბებულ სახეს კი ქართული რეალიზმი გასული საუკუნის 50-იან წლებში იღებს (გ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, დ. ჭონქაძე, ლ. არდაზიანი), ხოლო 60-იან წლებში თერგდალეულები ამკვიდრებენ კრიტიკულ რეალიზმს, რომელიც რე ალიზმის უმაღლეს გამოხატულებას წარმოადგენს კლასიკურ მემკვიდრეობაში. რეალიზმის საერთო განვითარების უმაღლე სი ეტაპი კი სოციალისტური რეალიზმია (იხ. ).
რეალიზმი შესატყვისი ეპოქების ყველაზე პროგრესული სოციალური და ესთეტიკური იდეალების გამოხატულებას წარმოადგენს.
![]() |
17.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რედაქცია |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქცია (ლათ. რედაქტუს -–- მოწესრიგებული) –– 1. სხვა პირის მიერ რომელიმე ავტორის ნაწარმოების ან ნაწარმოებ თა კრებულის, ან საერთოდ ყოველგვარი წერილობითი ტექსტის თუ დოკუმენტის დასასტამბად მომზადება.
2. გარდაცვლილი მწერლის ნაწარმოებთა ტექსტის დადგენა, კრიტიკული გამოცემა.
3. ავტორის მიერ საკუთარი ტექსტის გადამუშავება, ახალი ვარიანტის შექმნა, საერთოდ ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ვარიანტი (იხ).
![]() |
17.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რედაქტორი |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქტორი - ის, ვინც ავტორის მიერ წარმოდგენილ ტექსტებს ან გარდაცვლილი მწერლის თხზულებებს გამოსა ცემად ამზადებს.
![]() |
17.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რედიფი |
▲ზევით დაბრუნება |
რედიფი (არაბ. რიგს გარეშე) –– სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მოსდევს რითმას და ყველა შემთხვევაში რეფრენივით უცვლელად მეორდება. დამახასიათებელია აღმოსავლური პოეზიისათვის.
რედიფი დამახასიათებელი იყო ქართული აშუღური პოეზიისათვისაც:
ბრინჯი ვიყავ – ქერობა რად მინდოდა,
(საიათნოვა)
მტრედი ვიყავ – მწყერობა რად მინდოდა,
ერთი მითხარ – ბერობა რად მინდოდა,
![]() |
17.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რემარკა |
▲ზევით დაბრუნება |
რემარკა (ფრანგ.) –– დრამატული ნაწარმოების ტექსტში ჩართული ავტორისეული მითითება, განმარტება, რომელიც, ჩვეულებრივ, ზოგადად მიუთითებს მოქმედების ადგილს, მისი ცვლილების, მოქმედ პირთა ასაკის, სახოგადოებრივი მდგომარეობისა და ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, აგრეთვე მათი მოქმედების ისეთ კონკრეტულ მხარეებზე, რომლებიც დიალოგებსა და მონოლოგებში არ ვლინდება (მიმიკა, პოზა, გრძნობა, ინტონაცია). ზოგ დრამატულ ნაწარმოებში რემარკები უფრო გავრცობილი სახითაც გვაქვს მოცემული. მაგალითად, ბ. შოუს პიესებში რემარკებსს პერსონაჟთა ხასიათის გახსნაც აკისრიათ, რის გამო ისინი მოცულობით პიესის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს.
![]() |
17.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რეპლიკა |
▲ზევით დაბრუნება |
რეპლიკა (ფრანგ. შეპასუხება) – ნაწარმოების მოქმედი პირის მოკლე პასუხი თანამოსაუბრის სიტყვაზე, დრამატულ ნაწარმოებებში ეწოდება ისეთ დიალოგებს, რომლებიც მოქმედ პირთა მოკლე სიტყვებისაგან (შეპასუხებათაგან) შედგება. რეპლიკას უწოდებენ აგრეთვე მცირე კრიტიკულ შენიშვენასა და პიესის პერსონაჟის იმ ბოლო სიტყვას, რომლის შემდეგ მეორე პერსონაჟი იწყებს საუბარს.
რეპლიკა, საერთოდ, ეწოდება ორატორისადმი მიცემულ მოკლე შენიშვნასაც.
![]() |
17.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რეფრენი |
▲ზევით დაბრუნება |
რეფრენი (ფრანგ.) – ლექსის ერთი ან რამდენიმე სტრიქონი, რომელიც ყოველი სტროფის ან რამდენიმე სტროფის შემდეგ მეორდება სასიმღერო ლექსში. მას მისამღერს უწოდებენ.
![]() |
17.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რეცენზია |
▲ზევით დაბრუნება |
რეცენზია (ლათ. განხილვა, გარჩევა) – მცირე ფორმის კრიტიკული ნაწარმოები, რომელშიც მხატვრული თხზულების ან თხზულებათა კრებულის, სამეცნიერო ნაშრომის, ჟურნალის, ალმანახის, საერთოდ, ყოველგვარი გამოცემის, აგ რეთვე ხელნაწერის განხილვა-შეფასებაა მოცემული.
![]() |
17.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რვული |
▲ზევით დაბრუნება |
რვული – ქართული ლექსის სახეობა დამახასიათებელი აღორძინების ხანის პოეზიისათვის. რვა ტაეპისაგან შედგენილი და რვაჯერადი მოსაზღვრე რითმით გაწყობილი ლექსი:
კოზაკმა უთხრა დედასა:
(სულხან-საბა ორბელიანი).
სიტყვასა გეტყვი უბედასა,
დია დაშრომა მედასა,
მოცდა ყავ მაგა ქედასა!
მან უთხრა: ვა შენს ბედასა,
მიმზევენ ავშრის მკედასა,
ვინ ზრუნავს ჩემს წარწყმედასა,
ტვირთი მამძიმობს გვერდასა,
![]() |
17.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
რითმა (ბერძნ. რითმოს – თანაშეზომილება, შეთანხმება) – ლექსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სა ლექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყის შიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის ბგერწყობის (იხ.), ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებსს ერთმანეთთან, ე.ი, გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. ანტიკური ლექსი ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდ მნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა. რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:
1. ბგერითი შედგენილობის მიხედვით: ზუსტი და არა ზუსტი რითმა. ზუსტი რითმა სარითმო ერთეულების სრულ იგივეობას გულისხმობს (მხარეში - სიმწუხარეში). ზუსტი რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა (იხ.). არაზუსტ რითმაში სარითმო ერთეულები მთლიანად არ ემთხვევიან ერთმანეთს. არაზუსტი რითმების სახეებია:
ა) ასონანსი (იხ),
ბ) კონსონანსი (იხ),
გ) დისონანსი (იხ),
დ) არათანაბარმარცვლიანი ან არათანა ბარმახვილიანი რითმა. როცა ერთი სარითმო ერთეული უგრძესია მეორეზე (ყურს – ფანდურს).
2. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:
ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაქური რითმა (კვლავ–მკლავ).
ბ) ორმარცვგლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური-პური).
გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა-ლპაბილისა).
დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა-დაიბერა).
3. ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
(გ. ტაბიძე).
ბ) შინაგანი რითმა –- მუხლების ან ტერფების გარითმვა:
თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ: მზე დაუვალი,
(ჩახრუხაძე).
შინაგანი რითმა განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო კლასიკური ხანის ქართული სახოტბო პოეზიისა და ბესიკის შემოქმედებისათვის.
გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე.ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.
აჰხადეო ბადეღო, თვალთა მიეც, ანდეო,
(დ. გურამიშვილი).
დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.
რბილად მითხრიან სამარეს,
(აკაკი).
თავრითმა საერთოდ იშვიათია.
4. გარითმვის ხერხების მიხედვით:
ა) ინტერვალიანი რითმა (abcb):
დამისხი, დამალევინე
(ვაჟა).
ბ) ჯვარედინი რითმა (abab):
არსაიდამ ხმა, არსით ძახზილი!
(ილია).
გ) მოსაზღვრე რითმა (aabb):
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
(გ. ტაბიძე).
დ) რკალური რითმა (abba):
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
(ა. კალანდაძე).
5. აგებულების მიხედვით:
ა) შედგენილი რითმა, როცა გარითმულია რამდენიმე სიტყვა (რაც არი - ნაცარი).
ბ) შეთავსებული რითმა, როცა რითმის ერთი თანაწევრი მთლიანად შედის მეორის შემადგენლობაში (ტივები – ნეგატივები).
6. ჯერადობის მიხედვით:
ა) ორჯერადი რითმა (aa),
ბ) სამჯერადი რითმა (aaba).
მისთვის გიდებ უბეში,
(აკაკი).
ან:
მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
(ნ. ბარათაშვილი).
გ) ოთხჯერადი, როცა გარეგანი რითმით გაწყობილია ოთხმარცვლიანი სტროფის ყველა ტაეპი („ვეფხისტყაოსანი“).
დ) მრავალჯერადი, როცა ლექსი ერთ რითმაზეა აგებული (მაგ. აკაკის „გორი“).
სიო, სარკბლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
შეუქმომფინარი!
სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო.
ტკბილა დ მიმღერენ ზარსაო.
ეს ღეინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ქვეყნის უკუღმა ტრიალი.
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამ ოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს,
ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არმახსოვს,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა.
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც მითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში.
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი,
ქამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!
![]() |
17.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რიტმი |
▲ზევით დაბრუნება |
რიტმი (ბერძნ. თანაზომიერება) – თანაზომიერი მეტყველებითი ერთეულებისა და პაუზების კანონზომიერი მონაც ვლეობა (განმეორება). იგი მხატვრული ენის ერთ-ერთ კომპონენტს, ლექსის საფუძველსა და ლირიკული ნაწარმოების შინაგანი წყობის, კომპოზიციის ერთ-ერთ სპეციფიკურ დასაყრდენს წარმოადგენს.
რიტმული ერთეულების – სიტყვის ან სიტყვათა კომპლექსის – თანაზომიერებას საფუძვლად უდევს მარცვალთა გარკვეული ერთობლიობა, რომელიც ლექსწყობის ყოველი სისტემის სფეროში თავისებური ტიპოლოგიური ნიშნებით ხასიათდება, მარცვალთა სხეადასხვა თვისებებს ემყარება (იხ. ტონური ლექსწყობა, მეტრული, ლექსწყობა, სილაბური ლექსწყობა და სილაბურ-ტონური ლექსწყობა, აგრეთვე თავისუფალი ლექსი).
რიტმი პროზასაც ახასიათებს მაგრამ აქ გამოკვეთილი სახით ვლინდება მხოლოდ ნაწარმოებთა ამა თუ იმ ნაწილში, ხოლო. ზოგჯერ მთელ ნაწარმოებში ან ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაშიც და უპირატესად თხრობის ან აღწერის მხატვრულ-ემოციურ აქცენტირებას, აგრეთვე ნიუანსების ხაზგასმას ემსახურება.
პოეტური რიტმი განსაკუთრებული ესთეტიკურ-ემოციური და გამომსახველობითი მნიშვნელობით ხასიათდება.
![]() |
17.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რიტორული შეკითხვა |
▲ზევით დაბრუნება |
რიტორული შეკითხვა –– პოეტური ფიგურის (იხ) თავისებური სახე, რომელიც შეკითხვის ფორმით გამოხატავს აზრს, განცდას, დამოკიდებულებას მოვლენასთან; ამით ლექსს მეტი ემოციური სიმძაფრე და დამაჯერებლობა ენიჭება.
მაგალითად:
ვინ მკითხულობს, ვინ დაძეძებს,
(ნ. ჩხიკვაძე).
ან:
სხვა საქართველო მაინც სად არის?
(ტ. ტაბიძე).
ვის ვუყვარვარ მე?!
რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქეეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?
![]() |
17.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რიტორიკა |
▲ზევით დაბრუნება |
რიტორიკა (ბერ. ორატორული ხელოვნება) – ძველად ასე უწოდებდნენ მოძღვრებას მჭევრმეტყველების, საორატო რო ხელოვნების წესებსა და კანონებზე, ე.ი. ორატორული მეტყველების თეორიას.
რიტორიკა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მეტყველების გარეგნულ სილამაზეს. ამიტომ ჩვენს დროში რიტორიკულს უწოდებენ გარეგნული ეფექტის მატარებელ უშინაარსო ან ნაკლებშინაარსიან სიტყვას.
![]() |
17.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რიტორული მიმართვა |
▲ზევით დაბრუნება |
რიტორული მიმართვა – პოეტური ფიგურის (იხ) სახეობა, რომელშიაც ყურადღება გადატანილია მიმართვის ობიექტზე. მიმართვის საგანი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული, ისე განყენებული საგნები და მოვლენები. მაგალითად:
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს!
(ალ. ჭავჭავაძე).
ხალხნო და ჯამაათნო!
(ალ. ყაზბეგი).
ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი..,
(ნ. ბარათაშვილი),
რიტორული მიმართვა უშუალო მოპასუხეს არ გულისხმობს.
![]() |
17.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რიტორული შეძახება |
▲ზევით დაბრუნება |
რიტორული შეძახება – პოეტური ფიგურის (იხ) სახეობა, რომელიც უშუალოდ გადმოგვცემს ავტორის დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. რიტორული შეძახება შეიძლება იყოს მოწონების აღფრთოვანების, ან აღშფოთების გამომხატველი ზოგჯერ გადმოცემულია შორისდებულითაც.
მაგალითად:
ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს
(გრ. ორბელიანი),
რიტორულ შეძახებას თავისი ფორმები აქვს: რიტორული მტკიცება და რიტორული უარყოფა. ამ უკანასკნელის ნიმუშს წარმოადგენს:
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა!
(რ. ერისთავი).
ბუნების განმაცხოველსა!
![]() |
17.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რკალური რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
რკალური რითმა – იხ. რითმა.
![]() |
17.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რობაი |
▲ზევით დაბრუნება |
რობაი – ლირიკული ლექსის სახეობა აღმოსავლურ პოეზიაში; ოთხტაეპიანი ლექსი რითმათა ასეთი წყობით:aaba ან aaaa.
რობაიში გარითმულ სიტყვას ზოგჯერ რედიფი (იხ.) მოსდევს. რობაის ტიპის ლექსწყობა მესამე გაურითმავი ტაეპით დამახასიათებელია ქართული ხალხური პოეზიისათვის:
ზღაპარ იკყრ. ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში არ კმარ იყო.
![]() |
17.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რომანი |
▲ზევით დაბრუნება |
რომანი (ფრანგ.) – დიდი ფორმის ეპიკური ჟანრი, XII-XIII საუკუნეებში ეწოდებოდა რომანულ ენებზე დაწერილ მოთხრობებს, იმ ნაწარმოებებისაგან განსხვავებით, რომლებიც ლათინურ ენებზე იწერებოდა.
რომანის ჟანრული თავისებურებების ჩამოყალიბება უკავშირდება აღორძინების ეპოქას კერძოდ, სერვანტესისა და რაბლეს სახელებს. ბ. ბელინსკის შენიშვნით, რომანის განვითარება დაემთხვა „..კაცობრიობის განვითარების იმ ეპოქას, როდესაც ყველა სამოქალაქო, საზოგადოებრივი, ოჯახური და საერთოდ ადამიანური ურთიერთობანი უსაზღვროდ რთულნი და დრამატულნი გახდნენ, როდესაც ცხოვრება გაიშალა სიღრმითაც და სიგანითაც ელემენტთა უსასრულო სიმრავლეში“.
რომანი ხასიათდება ცხოვრების განვითარების პროცესის, მრავალმხრივი მოვლენების გაშლილი ასახვით, სიტუაციებისა და ეპიზოდების სიმრავლით, სიუჟეტისა და კომპოზიციის სირთულით, შედარებით მრავალრიცხოვანი ძირითადი პერსონაჟებითა და მათი ცხოვრების სრულად წარმოსახვით. იგი ეპოქის, ადამიანების განსახიერების ყველაზე ფართო მასშტაბის მქონე ჟანრს წარმოადგენს.
ზოგჯერ მწერლის ერთი რომანის გმირები მისივე სხვა რომანის პერსონაჟებიცაა, ე.ი. მოცემული გეაქვს რომანების გარკვეული ციკლი, თანმიმდევრული გაგრძელება. ასეთ ნაწარმოებებს უწოდებენ დილოგიებს (ორ რომანს) ტრილოგიებს (სამ რომანს), ტეტრალოგიებს (ოთხ რომანს) და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რამდენი რომანია ერთ ციკლში გაერთიანებული. არის შემთხვევები, როდესაც მწერალი რომანების მთელ სერიას ქმნის ერთი იდეურ-ესთეტიკური ჩანაფიქრის საფუძველზე (ბალზაკის „ადამიანური კომედია, ზოლას „რუგონ-მაკარები“...).
არსებობს რომანის რამდენიმე სახეობა: ისტორიული რომანი, ფილოსოფიური რომანი, სათავგადასაალო რომანი და ა.შ., რომლებიც ერთმანეთისაგან ძირითადად თემატიკით განსხვავდება.
რომანის აღმავლობა დაკავშირებულია რეალიზმის განვითარებასთან.
![]() |
17.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რომანსი |
▲ზევით დაბრუნება |
რომანსი (ფრანგ.ე) – მცირე მოცულობის ვოკალური (სასიმღერო) ნაწარმოები; ეწოდება პატარა სასიმღერო ლირიკულ ლექსსაც, რომელიც გამოხატავს წუთიერ განწყობილებას, მიჯნურთა განცდებს და ა.შ.
რომანსები აქვთ შექმნილი ი. გრიშაშვილს. კ. მაყაშვილს და სხვ.
![]() |
17.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რომანტიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
რომანტიზმი –– მიმდინარეობა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურასა და ხელოვნებაში რომლის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს შეადგენს სინამდვილის ამაღლებული, ემოციური წარმოსახვა არსებულის უარყოფა და ისეთი ზოგადი ან ზოგადი კოლორიტის მქონე სახეების შექმნა, რომლებშიც განსურათებულია სასურველი (იდეალური) ადამიანების საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრება.
რომანტიზმი იმისდა მიხედვით, თუ როგორ იდეალებს ემყარება იგი, სხვადასხვაგვარია: პროგრესული, რომელიც იბრძვის ცხოვრების წინსვლისა სამართლიანობისა და პიროვნების თავისუფლებისათვის. რევოლუციური, რომლის დევიზია ცხოვრების სრული გარდაქმნა, ყოველგვარი ჩაგვრის მოსპობა, ხალხის თავისუფლება და ბედნიერება, და რეაქციული, რომელიც იცავს ძველს დრომოჭმულ სასოგადოებრივ ურთიერთობას ღა აიდეალებს მას.
ევროპულ ლიტერატურაში რომანტიზმი წარმოიშვა საფრანგეთის დიდი რევოლუციის მომდევნო პერიოდში. მისი ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები არიან: ბაირონი და შელი – ინგლისში, ჰიუგო და ჟორჟ სანდი - საფრანგეთში, ჰელდერლინი – გერმანიაში, მიცკევიჩი – პოლონეთში, ნ. ბარათაშვილი - საქართველოში. პროგრესული რომანტიზმის ნიმუშს წარმოადგენს აგრეთვე პუშკინისა და ლერმონტოვის შემოქმედების პირველი პერიოდები.
რევოლუციურმა რომანტიზმმა თავისი ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება ჰპოვა მ. გორკის შემოქმედებითი ევოლუციის ადრინდელ პერიოდში.
რეაქციული რომანტიზმი წარმომადგენლები გამოხატავდნენ საზოგადოების იმ ნაწილის იდეალებს რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი რევოლუციისადმი და არსებითად ფეოდალური წყობილების რღვევას დასტიროდნენ.
პროგრესული რომანტიზმის შეურიგებლობა საზოგადოებრივ უსამართლობასთან გამოვლინდა დადებით გმირთა ამაღლებულ, მებრძოლ სახეებში, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან არსებულ საზოგადოებას წინააღმდეგ რეაქციული რომანტიზმისა, რომელმიც დადებით გმირთა სახეები მისტიკური იდეალების გამომხატველ სქემებს წარმოადგენენ, ბაირონის და ბარათაშვილის ლირიკული გმირები ეპოქის მოწინავე იდეალებისათვის მებრძოლ სახეებად გვევლინებიან.
![]() |
17.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რუნები |
▲ზევით დაბრუნება |
რუნები (ფინ. სიმღერა) – ფინური სახალხო სიმღერები ლეგენდარული გმირების ცხოვრებასა და ბრძოლებზე.
რუნული ლექსი – თანაბარმარცვლიანი ორსტრი ქონიანი ურითმო ლექსი, რომლის მეორე სტრიქონი იმეორებს პირველი სტრიქონის აზრს მცირედი ცვლილებით. ჩვეულებრივ, რუნს ასრულებს ორი მომღერალი – მთქმელი ხალხურ ინსტრუმენტზე - კანტელაზე: როდესაც ერთი მომღერალი – მთქმელი ამთავრებს ლექსს, მეორე იმეორებს მას, რითაც პირველს შემდეგი ლექსის შეთხზვის საშუალება ეძლევა.
![]() |
17.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - რუსთველური |
▲ზევით დაბრუნება |
რუსთველური – ქართული კლასიკური ლექსის სახეობა, რომლითაც დაწერილია შ. რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“; თექვსმეტმარცვლიანი მაღალი და დაბალი შაირი ოთხ სტრიქონიანი სტროფითა და მოსაზღვრე რითმით:
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
![]() |
18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ს |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
18.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - საგა |
▲ზევით დაბრუნება |
საგა (ძვ. სკანდ. თქმულება) – ისლანდიური და ნორეეგიული ლიტერატურის ერთ-ერთი ჟანრი. წარმოადგენს ისტო რიული ან გმირული ხასიათის მოთხრობებსა და თქმულებებს, რომლებშიც ჩართულია ლექსებიც.
თავდაპირველად საგებად იწოდებოდა სკანდინავიის ხალხთა უძველესი თქმულებები ლეგენდარულ გმირებზე.
![]() |
18.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სათავგადასავლო ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
სათავგადასავლო ლიტერატურა – ეპიკური ნაწარმოებები, რომლებშიც ესა თუ ის სათავგადასავლო ამბებია მოთხრო ბილი. ასეთი ნაწარმოებები მოქმედების სწრაფი, დინამიკური განვითარებითა და რთული სიუჟეტებით ხასიათდება. მათ მიეკუთვნება შუა საუკუნეების ე.წ. ავანტიურული რომანები, დეტექტური ნაწარმოებები და ა.შ.
![]() |
18.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სარკაზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სარკაზმი (ბერძნ. სარკაზმოს – ბოროტი დაცინვა) – მწარე, ღვარძლიანი, უკიდურესად უარმყოფელი დაცინვა თავისი თავის უპირატესობის ხაზგასმით. სარკაზმი ზიზღის, გესლის გამომხატველი ირონიაა (იხ).
![]() |
18.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სასულიერო პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
სასულიერო პოეზია - რელიგიური (ქრისტიანული) ში ნაარსის ლირიკული და ეპიკური პოეტური ნაწარმოებები. ქართული სასულიერო პოეზია იწყება დაახლოებით VII – VIII საუკუნეებიდან. თავდაპირველად იგი ნათარგმნი იყო.
ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლებში მდიდრადაა წარმოდგენილი აკროსტიხი (იხ), რომელიც გვხვდება არა მარტო იამ ბიკოებში (იხ.), არამედ ისეთ ჰიმნებშიც, რომელთაც საზომი არა აქვთ.
ქართულმა ორგინალურმა სასულიერო პოეზიამ განვითარების უმაღლეს საფეხურს X – XII საუკუნეებში მიაღწია. ამ პერიოდში გამოჩნდნენ შესანიშნავი ჰიმნოგრაფები (იხ), რომლებმაც ღრმად შინაარსიანი, პოეტური ნაწარმოე ბებით გაამდიდრეს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საეკლესიო პოეზია.
ქართული სასულიერო პოეზიის მნიშვნელოვანი წარმო მადგენლები იყვნენ იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, მიქაელ მოდრეკილი, ეზრა, იოანე ქონქოზის ძე, კურდანაი, ფილიპე, სტეფანე სანანოის ძე და სხვ.
![]() |
18.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - |
▲ზევით დაბრუნება |
სატირა – მკვეთრი დაცინვა; ისეთი კომიკური ნაწარმოები, რომელშიც მკაცრადაა გაკიცკხული საზოგადოებრივი ცხოვრების ან კერძო პირის მანკიერი მხარეები. სატირული გამოსახვისას მწერალი ხაზგასმით, ჭარბი ფერებით, გაზვია დებით, ზოგჯერ გროტესკულადაც (იხ) გვიჩვენებს მოვლენებს.
ტერმინი სატირა წარმოსდგება ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, სადაც სატირი ეწოდება ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს მხლებელს. სატირული სახის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ი. ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე.
![]() |
18.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სახარება |
▲ზევით დაბრუნება |
სახარება, იგივე ევანგელეი (ბერძნ. ევანგელიონ – კეთილი ამბავი) – ოთხი მოციქულის (მათეს, მარკოხის, ლუკასა და იოანეს) წიგნი ქრისტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შე სახებ. აქედან წარმოსდგება სახარების ძველი ქართული სახელწოდება – ოთხთავი.
ქართულ ენაზე არსებობს რამდენიმე პუბლიკაცია, მათ შორის აღსანიშნავია აკად. ა. შანიძის მეცნიერული გამოცემა.
![]() |
18.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სახე |
▲ზევით დაბრუნება |
სახე – ასახვის მხატვრული ფორმა, ცხოვრების მოვლენების, მწერლის გრძნობების, სინამდვილესთან დამოკიდებულების, სულიერი მდგომარეობის განსურათება გრძნობად კონკრეტული წარმოსახვა, ხატი. იგი უშუალოდ განპირობებულია შემოქმედის იდეური პოზიციის, ესთეტიკური იდეალისა და შემოქმედებითი პრინციპების (მხატვრული მეთოდის) შესა ბამისი განზოგადებისა და ინდივიდუალიზების მთლიანობით. მწერალი მხატვრული სახის შექმნისას ეპიკურ და დრამა ტულ ნაწარმოებებში უშუალოდ ხატავს ადამიანებსა ღა საზოგადოებრივი ვითარების ამა თუ იმ მხარეს.
![]() |
18.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სენტენცია |
▲ზევით დაბრუნება |
სენტენცია (ლათ. დამრიგებლური აზრი. მსჯელობა) – მხატვრული ფორმით გადმოცემული მორალური სიბრძნე, ზნეობრივი რჩევა-დარიგება. მაგალითად:
ჯერ მწარე ჭამე, კელავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა, (გურამიშვილი), სენტენციები დამახასიათებელია იგავ-არაკებისად და დიდ აქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის სხვა ნაწარმოებებისათვის.
![]() |
18.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სენტიმენტალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სენტიმენტალიზმი (ფრანგ. მგრძნობიარობა) – მიმდინარეობა XVIII ს. მეორე ნახევრისა და XIX ს. დასაწყისის ევროპულ ლიტერატურაში (წარმოიშვა ინგლისში). მის შემოქმედებით პრინციპს შეადგენს მხატვრული ლიტერატურის ძირითად ფაქტორად გრძნობის აღიარება და ადამიანთა ფსიქოლოგიური სამყაროს, განსაკუთრებით კი მგრძნობელობის გადმოცემა გადაჭარბებული ხაზგასმით.
სენტიმენტალისტები აიდეალებდნენ ბუნებას, ყოველივე ბუნებრივს საერთოდ. მათი თვალსაზრისით, ველური, ადამიანის მიერ ხელუხლებელი რომელიმე კუთხე ბუნებისა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ადამიანის მიერ გარდაქმნილი. სენტიმენტალისტები გაიდეალებულად წარმოსახავდნენ აგრეთვე სოფელსა და მის მკვიდრთ. ყველაფერი ეს მათ შემოქმედებაში იხატებოდა ფსიქოლოგიური დეტალებისა და სუბიექტური გრძნობების სახით. სენტიმენტალისტი პოეტი „გამოხატავს იმას, რაც თვითონ უგრძვნია და არა იმას, რაც ბუნებაშია“
(ი. ჭავჭავაძე).
სენტიმენტალისტთა ძირითად ჟანრს მოგზაურობა წარმოადგენდა, რომელიც არსებითად უშუალოდ ავტორის ან დადებითი გმირის შთაბეჭდილებების გადმოცემას მოიცავდა. მათ იტაცებდა აგრეთვე ფსიქოლოგიური რომანი. მათი პერსონაჟების ძირითად ნაწილს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: მოსცილდნენ ქალაქს, დატკბნენ ბუნების ველური სილამაზით. სენტიმენტალისტთა დადებითი გმირი არ არის აქტიური მებრძოლი პიროვნება, რაც იმით აიხსნება, რომ საერთოდ ეს მიმდინარეობა საზოგადოებრივად არამყარი ფენების განწყობილებას გამოხატავდა.
სენტიმენტალიზმმა ქართულ მწერლობაშიც ჰპოვა ეპიგო ნური გამოძახილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ჟურნ. „ცისკრის“ ძირითად თანამმრომელთა პოეტური შემოქმედება და გრ. რჩე ულიშვილის „ანუკა ბატონიშვილი“. ეს იყო პირდაპირი გადმოღება უპირატესად რუსული სენტიმენტალიზმისა, რომელიც მაშინ უკვე რეაქციულ ხასიათს ატარებდა. მისი მკაცრი კრიტი კა მოგვცა ი. ჭავჭავაძემ ცნობილ კრიტიკულ წერილებში „მამების“ წინააღმდეგ.
![]() |
18.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სილაბური ლექსწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
სილაბური ლექსწყობა (ბერძნ სილაბა – მარცვალი) – ლექსწყობის ერთ-ერთი ძირითადი სისტემა, რომელიც ემყარება ტაეპებში მარცვალთა თანაბარ რაოდენობას. გავრცელებულია ისეთ ენებში, რომელთაც უძრავი მახვილი ახასიათებს (იტალიური, პოლონური). სილაბური ლექსწყობის ტიპიური ნიმუშია ალექსანდრიუელი ლექსი თორმეტმარცვლიანი ტაეპებით, შუამი ცეზურითა და ორი მახვილით (ერთი – შუაში, მეორე – ტაეპის ბოლოს).
![]() |
18.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სილაბურ-ტონური ლექსწყობა |
▲ზევით დაბრუნება |
სილაბურ-ტონური ლექსწყობა (ბერძნ. სილაბა – მარცვალი, ტონოს – მახვილი) – ლექსწყობის სინთეტური სისტემა, რომელიც ემყარება როგორც მახვილიან და უმახვილო მარცვალთა გარკვეულ კანონზომიერ მონაცვლეობას, ისე მარცვალთა რაოდენობრივ სისტემას.
მახვილიან და უმახვილო მარცვალთა განლაგება სილაბურტონურ ლექსში ისეთივეა, როგორიც გრძელი და მოკლე მარცვლების განლაგება მეტრულ (ანტიკურ) ლექსში.
მეტრულ ლექსწყობაში გავრცელებული მრავალრიცხოვანი ტერფებიდან სილაბურ-ტონურმა ლექსმა მხოლოდ რამდენიმე მიიღო. კერძოდ, რუსული ლექსწყობა ეყრდნობა მხოლოდ ხუთ ტერფს: ორმარცვლიანებიდან – იამბს და ქორეს, სამმარცვლიანებიდან – დაქტილს, ანაპესტსა და ამფიბრაქს. ქართული ლექსწყობა, უფრო გავრცელებული თვალსაზრისით, სილაბურ-ტონური ბუნებისაა. ამ გაგებით, ქართული ლექსი ემყარება მარცვალთა რაოდენობასა და მახვილიან და უმახვილო მარცვალთა გარკვეული ერთეულების კანონზომიერ. მონაცვლეობას. ამიტომ მასში სალექსო ტაეპების ტონის ცვალებადობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
![]() |
18.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სიმბოლიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სიმბოლიზმი (ბერძნ) – დეკადენტური (იხ) მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX, საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ფრანგულ ლიტერატურაში. ხასიათდება უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და მისტიკის პოეტიზირებით, მხატვრული შემოქმედების საფუძვლად ირეალური ინტუიციის აღიარებით, თეითმიზნურ სიმბოლოთა სისტემის შექმნით, ობიექტური სინამდვილის უარყოფითა და სამყაროს საფუძვლის რაღაც იმქვეყნიურ (ზებუნებრივ) ძალთა სფეროში ძიებით. სიმბოლიზმმა ბრძოლა გამოუცხადა რეალიზმს, საერთოდ სახეებით აზროვნებას, პროგრესულ ლიტერატურას. მან „თავისუფალი ფორმის“ შექმნა გამოაცხადა მხატვრული წარმოსახვის მიზნად და უარყო სიტყვის პირდაპირი მნიშვნელო ბით გამოყენება.
სიმბოლისტებმა რითმიანი ლექსის კლასიკურ ფორმებს და უპირისპირეს მუსიკალურ ნაწარმოებთა კანონების ანალოგიურად შექმნილი ჰარმონიულობა.
სიმბოლიზმი თემატიკის მხრივაც მეტად თავისებურია. მ. გორკი მიუთითებდა, რომ სიმბოლისტებმა პოეზიის მარადიულ გმირად სიკვდილი დაამკვიდრეს, აქედან გამომდინარეობს ცხოვრების უარყოფის, მწუხარების, დაღლილობის, განწირულების, საერთოდ, ყველა იმ განწყობილებათა გაპოეტურება, რასაც მისტიკისა და დაცემის ელფერი აქვს.
ქართულ მწერლობაში სიმბოლისტური მიმდინარეობის გამოხატულებას წარმოადგენდა ლიტერატურული დაჯგუფება „ცისფერყანწელები“ (იხ).
![]() |
18.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სიმბოლო |
▲ზევით დაბრუნება |
სიმბოლო (ბერძნ. სიმბოლონ – ნიშანი) – ტროპის (იხ) ერთ-ერთი სახე, რომელიმე მოვლენის, საგნის ან განცდის გადმოცემა სხვა, შორეულად მსგავსი მოვლენის ან განცდის განსახიერებით, რაც უპირატესად ღრმა განზოგადების მომცველი მხატვრული წარმოსახვის შედეგს წარმოადგენს. მაგ. მ. გორკი ქარიშხალას (ფრინეელს) იყენებს რევოლუციის სიმ ბოლოდ. ა. წერეთლისათვის სატრფო სამშობლოა; ვაჟა-ფშაველასათვის არწივი ქედუხრელობის გამოხატულებაა, ხოლო დაჭრილი არწივი – თავისუფლებაწართმეული სამშობლო.
ლიტერატურული სახე ხშირად ხდება რომელიმე მოქმედების, ქცევის საერთო სიმბოლო. ასეთია, მაგ. ლუარსაბ თათქარიძე, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყვარყვარე თუთაბერი და სხვ.
სიმბოლო მსგავსია ალეგორიისა (იხ,), მაგრამ მისგან განსხვავებით რომელიმე გარკვეული კონკრეტული მოვლენის სურათს კი არ გვაძლევს, ე.ი. კონკრეტული მოელენით კი არ არის შემოფარგლული, შეზღუდული, არამედ ყოველთვის ზოგადი ხასიათისსაა.
სიმბოლო ჰკარგავს თავის დიდ ასახვით და ესთეტიკურ მნიშვნელობას, როდესაც იგი თვითმიზნად იქცევა და მხოლოდ მხატვრული დახელოენების გამოვლენის, ან სინამდვილისაგან განრიდების ფუნქციით შემოიფარგლება (იხ. სიმბოლიზმი).
![]() |
18.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
სიმღერა – უძველესი ლირიკული ჟანრი, სასიმღერო ლექსი. ჩვეულებრივ მცირე ფორმისაა – რამდენიმე სტროფისაგან შედგება და ხშირად მოიცავს რეფრენს, მისამღერს. გან საკუთრებით გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში, სადაც
მისი რამდენიმე სახეობა არსებობს (შრომის, საწესჩვეულებო, გმირული, აკვნის და სხვ.). სიმღერის თემატიკა უაღრესად მრა ვალფეროვანია მხატვრულ ლიტერატურაშიც. ქართულ კლა სიკურ პოეზიაში ცნობილია „ნათელას სიმღერა“ აკაკი წერეთლისა, ვაჟა-ფშაველას სიმღერები და სხვ.
![]() |
18.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სინეკდოქე |
▲ზევით დაბრუნება |
სინეკდოქე (ბერძნ. ვგულისხმობ) – ტროპის (იხ), სახეობა, მთელის გამოხატვა ნაწილის მეშვეობით, მრავლობითისა – მხოლობითის საშუალებით ან პირიქით.
მაგალითად: თათარი მოგვადგა (ე.ი. თათრები მოგვადგნენ).
მთელი კახეთი ქცეულა
(ვაჟა).
ჩიქილამოხდილ ქალადა.
![]() |
18.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სინონიმი |
▲ზევით დაბრუნება |
სინონიმი (ბერძნ. თანამოსახელე) – სხვადასხვა ბგერითი შედგენილობისა და ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვები. მაგალითად, გიჟი და ხელი.
არსებობს სრული (აბსოლუტური) და შედარებითი (რელატიური) სინონიმები. აბსოლუტური სინონიმები შინააფხობ რივად სავსებით ერთი და იგივეა. მაგალ. ხანჯალ-სატევარი, შედარებით სინონიმებს კი ასეთი სრული იგივეობა არ ახასიათებს, მაგალ., გალობა – სიმღერა, ხოტბა – ქება. დუმილი – სიჩუმე.
სინონიმის მეშვეობით მწერალი აღწევს გამოსახვის მეტ სიზუსტეს, სიღრმეს, ემოციურ ხაზგასმას; ამგვარ სიტყვათა ზომიერი ხმარება მხატვრულ მეტყველებას უფრო მდიდრულსა და მრავალფეროვანს ხდის.
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე ამიკობდეს.
(შ. რუსთაველი)
რა საამური დრო არის,
<ბრ> ბრ>რა საამური წამია!
(ვაჟა).
„დღითიდღე გაღონიერებელი სიცივისაგან უფრო ღა უფრო იკრუნჩხებოდა, იკუმებოდა ყოველიფერი, სადღაც იპარებოდა და დამალვას ცდილობდა, გარეთ გამოხედვას ერიდებოდა“.
(დ. კლდიაშვილი).
![]() |
18.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სიტუაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სიტუაცია (ლათინ. სიტუს – მდგომარეობა, ადგილმდებარეობა) – მოქმედ პირთა ურთიერთდამოკიდებულება და მდგომარეობა ნაწარმოების ამა თუ იმ ეპიზოდში. იგი წარმოადგენს სიუჟეტის განვითარების არსებით მხარეს. ყოველი ახალი სიტუაცია გულისხმობს პერსონაჟთა ურთიერთობის განვითარების ახალ ეტაპს რომელიც თავის მხრივ შინაგანი აუცილებლობით განაპირობებს შემდგომი სიტუაციის წარმოშობას. მინდიას დაცოლშვილების შედეგად (პოემა „გველის მჭამელი“) ოჯახში შექმნილმა ახალმა სიტუაციამ მინდია აიძულა ხე მოეჭრა და ნადირი მოეკლა, რის გამოც სიბრძნე დაკარგა. სიბრძნის დაკარგვამ კი მინდიასა და მისი ოჯახის წევრებს შორის ახალი მძაფრი (დრამატული) სიტუაცია წარმოშვა.
სიტუაციათა სირთულე და მრავალფეროვნება ნიშანდობლივია რომანისა (იხ.) და ძველი პოემებისათვის, აგრეთვე დრამატული ჟანრებისა (დრამა, ტრაგედია, კომედია და მოთხრობისათვის.
![]() |
18.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი -სიტყვიერება |
▲ზევით დაბრუნება |
სიტყვიერება - ზეპირი და წერილობითი მხატვრული შემოქმედება (ფოლკლორი, მხატვრული ლიტერატურა). ეს ტერმინი ამჟამად იშვიათად იხმარება (განსაკუთრებით გავრცელე ბული იყო გასულ საუკუნეში).
![]() |
18.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სიუჟეტი |
▲ზევით დაბრუნება |
სიუჟეტი (ფრანგ. საგანი) – ეპიკურ და დრამატულ ნაწარმოებებში განსახიერებული მოქმედების, კონფლიქტის, სიტუაციებისა და ხასიათების თანმიმდევრობა, წყობა, შინაგანი კავშირი. იგი არსებითად გვევლინება, როგორც ფაბულის (იხ) მხატვრული გაშლა, გარდასახვა მწერლის იდეური პოზიციის, მხატვრული კონცეფციისა (მხატვრული მეთოდისა) და შემოქმედებითი ინდივიდუალობის შესაბამისად. მ. გორკის განსაზღვრით, სიუჟეტი არის... „კავშირები, წინააღმდეგობანი, ანტიპათიები, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებანი, საერ თოდ, ამა თუ იმ ხასიათის განვითარებისა და ორგანიზაციის ისტორია“.
![]() |
18.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სკეტჩი |
▲ზევით დაბრუნება |
სკეტჩი (ინგლ. მონახაზი, ჩანაწერი) – სახუმარო. ან სატირული შინაარსის მოკლე საესტრადო დრამატული ნაწარმოები, რომელიც მოულოდნელ სიტუაციაზეა აგებული. სკეტჩებს ჩვეულებრივ ასრულებენ ცირკსა და მინიატურების თეატრში.
![]() |
18.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სონეტი |
▲ზევით დაბრუნება |
სონეტი (იტალ.) –- ლირიკული ნაწარმოების კომპოზიცი ური სახეობა; თოთხმეტტაეპიანი ლექსი, რომლის პირველი ნაწილი შედგება ორი ოთხტაეპიანი სტროფისაგან, ხოლო მეორე ნაწილი – ორი სამტაეპიანი სტროფისაგან. უმთავრესად ოთხ ტაეპიან სტროფებს რკალური რითმები ახასიათებს – abba, ხოლო სამტაეპიანთა პირველი სტროფის მესამე ტაეპი ერით მება მეორე სტროფის მეორე ტაეპს – ccd,cdc.
არსებობს სონეტების გვირგვინი, რომელიცერთ მანეთთან გარკვეული წესით დაკავშირებული თხუთმეტი სონეტისაგან შედგება. მათგან უკანასკნელი, რომელსაც მაგისტრალური, ანდა მაგისტრალია ეწოდება, მოიცავს სხვა სონეტთა პირველ ტაეპებს.
სონეტი წარმოიშვა იტალიაში, სადაც იგი გავრცელებული იყო XIII – XIV საუკუნეებში. სონეტების დამკვიდრებას ქართულ პოეზიაში ცდილობდნენ „ცისფერყანწელები“.
![]() |
18.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სოციალისტური რეალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალისტური რეალიზმი – საბჭოთა ლიტერატურისა და მსოფლიოს ყველაზე პროგრესული მწერლობის შემოქმედებითი მეთოდი, რეალიზმის (იხ) განვითარების უმაღლესი ეტაპი. მის თავისებურებას შეადგენს სინამდვილის რევოლუციურ განვითარებაში წარმოსახვა, ღრმა მხატვრული სიმართლე, გაპირობებული ვ.ი. ლენინის ფუძემდებელი პრინციპით – ლიტერატურის პარტიულობის პრინციპით (იხ).
ჩვენში სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურა მთელი თავისი არსებითაა დაკავშირებული კომუნიზმის მშენებელი ადამიანების ინტერესებთან, მათ გმირულ შრომასთან და დიად მიზნებთან. იგი მოწოდებულია სწორი გზით წარმართოს ახალი ადამიანის სულიერი სამყაროს ფორმირება, ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოების წინსვლას, მისი მოწინავე ტენდენციების განმტკიცებასა და განვითარებას. ამიტომ სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკური იდეალის არსი, უპირველეს ყოვლისა, დადებითი სახეების, ჩვენი მოწინავე ადამიანების მაღალ თვისებათა განსახოვნებაში ვლინდება. ამავე დროს, საბჭოთა ლიტერატურა ხასიათდება შეურიგებლობით ჩვენი საზოგადოების პარაზიტული ელემენტებისადმი საერთოდ ძველის ყოველ გვარი გადმონაშთებისადმი.
სოციალისტური რეალიზმის ერთ-ერთ ძირითად ნიშანს წარმოადგენს რევოლუციური რომანტიზმი – მომავლის მაღალი მიზნების, „რეალური ოცნების“, ჩვენი განვითარების ხვალინდელი დღის წარმოსახვა.
სოციალისტური რეალიზმი თვისობრივად ახალი და უაღრესად ნოვატორული მხატვრული მეთოდია, რომელიც მაღალი ოსტატობისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის (იხ.) გამოვლენის განუსაზღვრელი შესაძლებლობით ხასიათდება. ამიტომაა, რომ მრავალეროვანმა საბჭოთა ლიტერატურამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია: ამ მეთოდის საფუძველზე შეიქმნა არა ერთი ისეთი კლასიკური ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო მწერლობის საგანძურს ამშვენებს.
![]() |
18.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სპონდე |
▲ზევით დაბრუნება |
სპონდე (ბერძნ.) –– ორი გრძელი მარცვლესაგან შედგენილი ტერფი ანტიკურ ლექსწყობაში. ტონურ და სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში ორი მახვილიანი მარცვლის მომცველი ტერფი.
![]() |
18.24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტანსი |
▲ზევით დაბრუნება |
სტანსი (იტალ.) – მრავალსტროფიანი (უმეტესად ოთხიდან თორმეტამდე) ლირიკული ლექსი, რომლის თითოეული სტროფი ოთხი ტაეპისაგან შედგება და კომპოზიციურად დამთავრებულია (მომდევნოსაგან დამოუკიდებელია), აქ არც ერთი და იმავე რითმის გამეორება ხდება. სტანსებს მხოლოდ საერთო თემა აკავშირებს ერთმანეთთან.
სტანსები ქართულ პოეზიაში გვხვდება გ. ტაბიძესთან.
![]() |
18.25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტილი |
▲ზევით დაბრუნება |
სტილი (ბერძნ. სტილოს – მახვილწვეტიანი ჯოხი. რომლითაც წერდნენ გასანთლულ ფირფიტებზე, მეორე – ბლაგვი ბოლოთი კი შლიდნენ ტექსტს გასწორების დროს) – ლიტერატურულ ნაწარმოებთა სპეციფიკური არსის (თავისებუ რების) ეპოქალურ-ეროვნული და ინდივიდუალური გამოვლენის, შემოქმედებითი კონკრეტულობის მთლიანობა, მხატვრული მეთოდის (იხ), მიმდინარეობისა (იხ.) და შემოქმედებითი ინდივიდუალობის (იხ) ნიშანდობლივ თვისებათა ერთობლივი შემოქმედებითი გამოხატულება. იგი ნაწარმოებთა საკუთრივ მხატვრული კრედოა, ჟანრულ-თემატიკური მონაცემებისა და სპეციფიკური კომპონენ ტების კონკრეტული გამოვლენისა. მის სისტემას, მის განვითარებას განაპირობებს მწერლის საზოგადოებრივ-ეროვნული: გარემო, ტალანტი, შემოქმედებითი ნატურა, რომელთაგან ძირითადია ეპოქა, საზოგადოებრივ-ეროვნული ვითარება.
სტილი ორ მხარეს მოიცავს - ასახვითს (ეჰოქისეულ ეროვნულს, მაშასადამე, ობიექტურს) და ინდივიდუალურს (სუბიექტურს), რაც არსებითად პირველის შემოქმედებითი. განხორციელების სახემოსილებად გვევლინება. პირველი ერ თი და იმავე მეთოდისა და მიმდინარეობის გამომხატველ მწერალთა შემოქმედების საერთო ტიპოლოგიურ მხარეს შეად გენს, მეორე კი განმასხვავებელს – მწვრლის ინდივიდუალურ შემოქმედებით განსაკუთრებულობასა და პროფესიულ დახელოვნებას გამოხატავს.
სტილის ცნებას იყენებენ ამა თუ იმ ეპოქის ლიტერატურის ან ცალკეულ მიმდინარეობათა ხასიათის, აგრეთვე ლიტერატურის ეროვნული თავისებურების გამოსახატავად და სხვა კერძო მნიშვნელობითაც (ქველი მწერლობის სტილი, რეალისტური სტილი, ეროენული სტილი და ა.შ.).
![]() |
18.26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტილიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სტილიზაცია – 1. მიბაძვა რომელიმე მწერლის მანერისადმი (იხ), ანდა – რომელიმე მწერლის ან მიმდინარეობის. სტილისადმიი(იხ). იგი ყოველთვის ხელოვნურია და ხასიათდება იდეალად მიჩნეული მანერის, სტილის გარეგნული იმიტაციით. ამიტომ მოკლებულია მხატვრულ ღირსებას, ბუნებ რიობას, მხატერულ სიმართლეს, ფორმისა და შინაარსის ორგანულ მთლიანობას. წარმოადგენს ეპიგონიზმის დ;(იხ) ერთ-ერთ სახეობას:
2. მხატვრული წარმოსახვის პერობითი, გარეგნულ-ხელოვნური, სუბიექტივისტური მანერა: სტილისტური ხერხების თვითმიზნური გამოვლენა, შემოქმედებითი ინდივიდუალობის ხელოვნური (ძალდატანებითი) ძიება. განსაკუთრებული სიმკვეთრით გამოხატული წარმოადგენს ფორმალიზმის (იხ) ერთ-ერთ ნიშანს.
![]() |
18.27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტილისტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სტილისტიკა – ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის შემადგენელი ნაწილი. პირველ შემთხვევაში სწავლობს მხატვრული ენის (იხ.) ზოგად არსს, ტიპოლოგიურ თვისებებსა და თავისებურებებს: მეორე შემთხვევაში – მწერალთა მხატვრული ენის კონკრეტულ ხასიათს.
![]() |
18.28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტროფი |
▲ზევით დაბრუნება |
სტროფი (ბერძნ. მოქცევა) – ორი ან რამდენიმე ტაეპისაგან შედგენილი რიტმული პერიოდი – ხან. სტროფისათვის დამახასიათებელია შინაარსის, ბგერწყობისა და მეტრული აღნაგობის ერთიანობა, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ტაეპთა სა კუთრივ რითმით დაკავშირებაც ურთიერთთან.
სტროფები შეიძლება იყოს ორტაეპიანი – მრჩობლედი (იხ.), სამტაეპიანი –– ტერცეტი (იხ.), ოთხტაეპიანი – კატრენი (იხ), ხუთტაეპიანი – მუხამბაზი (იხ), ექვს ტაეპიანი – სექსტინა (იხ), რვატაეპიანი – ოქტავა (იხ.), ცხრატაეპიანი –– ნონა, ათტაეპიანი – დეციმა და სხვ.
სტროფში გაერთიანებული ტაეპები შეიძლება იყოს თანაბარმარცვლიანი, თანაზომიერი (იზომეტრული სტროფი) და „არათანაბარმარცვლიანი, არათანაბარზომიერი (ჰეტერომეტრული სტროფი).
ქართული ლექსისათვის დამახასიათებელია ოთხტაეპიანი და ორტაეპიანი სტროფები, როგორც იზომეტრული, ისე ჰეტერომეტრული წყობით. ხალხურ პოეზიაში შეიმჩნევა ასტროფიაც: ლექსის სტროფული დანაწევრების არათანაბარზომიერება.
![]() |
18.29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სტროფიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სტროფიკა – ლექსმცოდნეობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეისწავლის სტროფის სპეციფიკას, მისი წარმოშობისა და განვითარების პროცესს.
![]() |
18.30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
სურათი - ლიტერატურაში 1. დრამატული ნაწარმოების მოქმედების განაყოფი, ერთი ნაწილთაგანი. მაგალითად, შექსპირის ტრაგედია „ოტელოს“ პირველი მოქმედება სამი სურათისაგან შედგება.
2. მოკლე მხატვრული აღწერა ყოფის, ცხოვრების რომელიმე ერთი მოვლენისა. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას „სოფლის სურათი“, შიო არაგვისპირელის „ეჰ!..“ და სხვ.
![]() |
18.31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სცენა |
▲ზევით დაბრუნება |
სცენა - თეატრალური წარმოდგენის (მსახიობთა მოქმედების) ადგილი თეატრში. მხატვრულ ლიტერატურაში ეწოდება ამბავს, მოქმედების ნაწილს, ეპიზოდს, დრამატული ნაწარმოების ცალკე სურათს, მოქმედების რაიმე მხრივ მნიშვნელო ვან მომენტს.
![]() |
18.32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სცენარი |
▲ზევით დაბრუნება |
სცენარი (ლათ.) – 1. დრამატული ნაწარმოების მოკლე, სქემატური შინაარსი. 2. ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის საფუძველზე იქმნება ფილმი. უკანასკნელს (კინოდრამატულ ნაწარმოებს) რამდენადმე თავისი დამოუკიდებელი ლიტერატურული მნიშვნელობაც აქვს.
![]() |
18.33 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - სხარტულა |
▲ზევით დაბრუნება |
სხარტულა – მოსწრებულად, მოკლედ, სხარტად (ლაკონიურად) თქმული ვინმეს დაცინვის, გაკილვის მიზნით. ქართულ ლიტერატურაში ტერმინი სხარტულა შემოიღო ილია ჭავჭავაძემ. ცნობილია მისივე სხარტულები: „რედაქტორი და მისი რაინდი ბაქია“, „გ. თუმანიშვილზედ“.
![]() |
19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
19.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტაეპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაეპი – ლექსის სტრიქონი დამთავრებული რიტმული ერთეული, შედგენილი სალექსო ტერფებისა და მუხლებისა გან. არსებობს ტაეპები: ოთხმარცვლიანი, ხუთმარცვლიანი და ა.შ. ოცმარცვლიანის ჩათვლით. მაგალითად, ათმარცვლიანი ტაეპის ნიმუშია:
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა.
(ილია).
![]() |
19.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტავტოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტავტოლოგია (ბერძნ. ტავტო – იგივე, ლოგოს სიტყვა) – ერთი და იმავე ცნების, აზრის ან გრძნობის გამოხატვა სხვადასხვა სიტყვებით. პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც განმეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძ ლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას. ჩვეულებრივ კი ტავტოლოგიას უწოდებენ აზრის ან სიტყვათა უადგილო, უფუნქციო გამეორებას.
ტავტოლოგიურია გლახა ჭრიაშვილის (ი. ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების სცენები“) და პავლე დიდებულიძის (გ. ერასთავის „გაყრა“) მეტყველება.
ზოგჯერ გვხვდება ისეთი რითმა (იხ.), რომელიც მოიცავს ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით გამეორებას, მას ტავტოლოგიურ რითმას უწოდებენ.
![]() |
19.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტალანტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტალანტი (ბერძნ. ტალანტონ – მაღალნიჭიერება) – ადამიანის ბუნებრივი (თანდაყოლილი) ნიჭი განსაკუთრებული უნარი, მიდრეკილება აზროვნების, მხატვრული შემოქმედების, მეცნიერების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ან პრაქტი კული მოღვაწეობის რომელიმე დარგში. შემოქმედი ტალანტი, უპირველეს ყოვლისა, ხასიათდება მხატვრული წარმოსახვის განზოგადების, ფანტაზიისა (იხ) და საერთოდ მხატვრული შეთხზვის (იხ.) განსაკუთრებული უნარით. რაც უფრო ძლიერი ტალანტით არის დაჯილდოებული მწერალი, მით უფრო. მეტს ხედავს, გრძნობს, განიცდის; მით უფრო მართალი, მიმზიდველი და ინდივიდუალურია მისი ნაწარმოებები.
მაგრამ ტალანტი თავისთავად გვევლინება როგორც მხოლოდ სუბიექტური შესაძლებლობა. მისი გამოვლენა და განვითარება დამოკიდებულია ობიექტურ საზოგადოებრივ პირობებზე. ამიტომაა, რომ კლასობრივ საზოგადოებაში მრავალი ტალანტი იღუპება უგზოუკვლოდ. ამასთან, ყველა ეპოქა არ მოიცავს სათანადო მონაცემებს დიდი ტალანტების შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. კერძოდ, გენიოს მხატვრებს დიდი ეპოქები ბადებს, დიდი გარემო აძლევს სათანადო. გამოვლენის შესაძლებლობასა და საზრდოს. საერთოდ, ეპოქა განსაზ ღვრავს მწერლის მხატვრულ მეთოდსა და იდეებს; მის ტალანტსა და პიროვნებაზე, შემოქმედებით ნატურაზე კი დამოკიდებულია ის, თუ რა სიღრმით, სრულყოფილებითა და თავისებურებით გამოხატავს იგი აღნიშნულ მეთოდსა და იდეებს. შ. რუსთაველმა რომ გენიალური პოემა შექმნა, ასე ბრწყინვალედ და თავისებურად გამოხატა თავისი დროის ცხოვრება, სულისკვეთება და იდეალები, ეს მისი ბუნებრივი თანდაყოლილი ნიჭის განსაკუთრებულობისა და ვირტუოზული ოსტატობის შედეგია. მაგრამ ის, რაც პოეტმა გამოხატა და ისიც, რომ რუსთაველს; გენიალობა ასე სრულქმნილად გამოვლინდა, ეპოქის ხასიათში პოულობს ახსნას.
ტალანტის გამოვლენასა და განვითარებას დიდად ზღუდავენ დეკადენტურ-რეაქციული შემოქმედებითი მიმდინარეობანი. პროგრესული შემოქმედებითი მიმართულებანი და იდეები კი, პირიქით, კიდევ უფრო მკვეთრს ხდიან ტალანტის ბრწყინვალებასა და მთელი სისრულით ავლენენ მას.
ტალანტს ზოგჯერ საშუალო ნიჭის ხელოვანსაც უწოდებენ.
![]() |
19.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტენდენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ტენდენცია (ლათ. ტენდრე-გაჭიმვა, გაშლა) – მწერლის იდეური პოზიცია, ანდა, დამოკიდებულება ასახულ სინამდვილესთან; მხატვრული ნაწარმოების იდეური შინაარსი (იხ. ლი ტერატურის იდეური არსი).
![]() |
19.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტერცინა |
▲ზევით დაბრუნება |
ტერცინა (იტალ.) – სამტაეპიანი სტროფები, რომელთა პირველი სტროფის პირველი ტაეპი ერითმება ამავე სტროფის მესამე ტაეპს, პირველი სტროფის მეორე ტაეპი – მეორე სტროფის პირველ ტაეპს და ა. შ. (aba bcb cdc).
ტერცინებითაა დაწერილი დანტეს „ღვთაებრივი კომედია“.
![]() |
19.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტერფი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერფი – ლექსის საზომი ერთეული, უმცირესი რიტმული ელემენტი, რომელიც რამდენიმე მარცვალს მოიცავს. არსებობს ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი, ოთხმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი ტერფები.
ანტიკური ლექსწყობა ტერფის 30-მდე სახეობას ითვლის.
ქართულ ლექსწყობაში ძირითადად გავრცელებულია ოთხი სახის ტერფი, რომლებიც შედგენილია ერთი მახვილიანი დღა ერთი ან რამდენიმე უმახვილო მარცვლისაგან. ორმარცვლიანი ტერფებიდან გვხვდება ქორე (იხ). სამმარცვლიანებიდან – დაქტილი (იხ.), ოთხმარცვლიანებიდან პეონი (იხ.), მეორე პეონი, იშვიათად პირველიც.
![]() |
19.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტექსტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტექსტი (ლათ. სიტყვათა კავშირი, ქსოვილი) – ის რაც დაწერილია; ანდა ავტორისეული დედანი, ხელნაწერი ან ნაბეჭდი.
![]() |
19.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტექსტოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტექსტოლოგია – ტექსტმცოდნეობა, ლიტერატურის ის ტორიის დამხმარე მეცნიერება, რომელიც შეისწავლის და ადგენს ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტს. იგი ემყარება მწერლის ნაწარმოების შექმნის პროცესის ამსახველი დოკუმენტების: ავტოგრაფების, ასლების, ნუსხების, ავტორიზებული გამოცემებისა და აგრეთვე მხატვრული სტილის შესწავლას.
ტერმინი „ტექსტოლოგია“ დამკვიდრებულია საბჭოთა ლიტერატურისმცოდნეობაში. საზღვარგარეთ კი იხმარება „ტექსტის კრიტიკა“ და სხვ.
შესწავლის ობიექტის შესაბამისად ერთმანეთისაგან არჩე ვენ: ანტიკური ლიტერატურის ტექსტოლოგისას, ძველი და მე დივისტური ლიტერატურის ტექსტოლოგიას, ახალი და უახ ლესი ლიტერატურის ტექსტოლოგიას.
![]() |
19.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტიპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპი (ბერძნ. ანაბეჭდი, ნიმუში) – მხატვრული სახე, რომელიც მოიცავს ერთგვარი ან ერთი წრის ადამიანების არსებითი ნიშნების, საერთო თავისებურების ინდივიდუალიზებულ წარმოსახვას. ტიპი გვევლინება როგორც მრავლის ერთში გარდასახვა, „მრავალსახეობის ერთიანობის“ ერთ პერსონაჟში განსახება. ამიტომ იგი განზოგადებისა და ინდივიდუალიზების შინაგან მთლიანობას ემყარება, რის გამოც ზოგადია და ამავე დროს „სავსებით გარკვეული პიროვნებაც, „ესი, როგორც იტყოდა მოხუცი ჰეგელი“ (ფ. ენგელსი).
ტიპი „ზოგადი სახეა ერთგვარის კაცებისა, რომელთაგანაც თვითეულად ცალკე თვალსაჩინო ნიშნებია მოგროვილი და ერთად შექსოვილი, ერთ ადამიანად ქცეული. ამიტომაც „ტიპი“ ყველასაც ჰგავს ზოგადად“, მაგრამ არც ერთსაც არ უღრის ცალკეულად (ი. ჭავჭავაძე). მწერალი რომელიმე ტიპის შექმნისას აკვირდება და სწავლობს, აზოგადებს და გარკვეულ კონკრეტულ სახეაში წარმოსახასს მრავალ ერთგვარ ადამიანს.
ზოგჯერ ტიპი არ ემყარება ამგვარ განზოგადებას, შეთხზვას; იგი რომელიმე ერთი ადამიანის მიხედვითაც იქმნება. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც შემოქმედს საქმე აქვს გარკვეული წრის ისეთ ტიპიურ წარმომად გენელთან, რომელშიც მკვეთრად არის გამოხატული, ხაზგასმული ამ წრის საერთო თვისებები.
ტიპიური სახეების შექმნა რეალიზმის (იხ.) ნიმანდობლივ შემოქმედებით პრინციპს შეადგენს. ქართულ მწერლობაში ტიპის კლასიკური ნიმუშია ლუარსაბ თათქარიძე, რომელიც ი. ჭავჭავაძემ დახატა როგორც მრავლის მსგავსი და ნიმეში, როგორც გარკვეული სოციალური წრის ადამიანთა გამოხატულება, სარკე.
ტიპი ტიპიურობის (იხ) ერთ-ერთი არსებითი, ძირითადი მხარეა. იგი მხატვრული სიმართლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. არსებითად მხოლოდ ტიპის სახით ვლინდება ხასიათების (იხ.) ყველაზე ღრმა. სწორი, მარ თალი და ბუნებრივი წარმოსახვა.
![]() |
19.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტიპიური |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპიური - იმ ნიშნების ერთობლიობა, რომლებიც გამოხატავენ ადამიანების, ცხოვრების, საერთოდ სინამდვილის არსსა და განვითარების ტენდენციებს, ტიპიურია ის, რაც სის ტემის სახით არის დამახასიათებელი მოვლენებისათვის, ადა მიანთა გარკვეული ჯგუფისათვის ან წრისათვის. ამავე დროს, ტიპიური სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურაში არ ვლინდება მხოლოდ გავრცელებულის სახით. აქ ტიპიურია ისიც, რაც ჯერ კიდევ არ გვხვდება ხშირად, მაგრამ მოცემული გვაქვს როგორც განვითარების ტენდენცია ან რეალური იდეალი, რაც ახლა იბადება და ისტორიის პროგრესს განაპირობებს. ამიტომ ტიპიურის კონკრეტული საზღვრები ცვალებადია, კონკრეტულ-ისტორიული ბუნებით ხასიათდება.
ტიპიურობა ხელოვნებაში წარმოადგენს სინამდვილისათვის ნიშანდობლივი ტიპიურის მხატვრულ წარმოსახვას, განსახოვნებას. იგი მხატვრული სიმართლისა (იხ.) და იდეურობის ყველაზე ღრმა, სრულქმნილი გამოხატულებაა. მისი ასპარეზი არ იფარგლება მხოლოდ ტიპიური ხასიათების ტიპიურ გარემოში განსახიერებით (ე.ი. ყოველთვის ტიპის შექმნით). ეს იმიტომ, რომ ტიპიურობა დამახასიათებელია ლიტერატურულ ნაწარმოებთა ყველა გვარისა და ჟანრისათვის, მაშმასადამე, კერძოდ, ლირიკული ჟანრებისთვისაც.
ტიპიურის განსახოვნების პრინციპი რეალიზმის (იხ) საფუძველს, სპეციფიკურ შემოქმედებით პრინციპს შეადგენს. მისი უმაღლესი გამოხატულება კი მოცემულია სოციალისტურ რეალიზმში. აქ ტიპიურის წარმოსახვა ჭეშმარიტ იდეურ საფუძველსა და ესთეტიკურ იდეალს ეფუძნება, ღრმა, მაღალი იდეურობითა და ხალხურობით ხასიათდება.
![]() |
19.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტიპიური გარემო |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპიური გარემო – იმ საზოგადოებრივი ვითარების სწორი სურათი, რომელშიც მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი მოქმედებს. ფ. ენგელსის განსახღვრით, რეალიზმის კლასიკოსთა ქმნილებებში წარმოსახული „ტიპიური გარემოებანი გარს არტყია ტიპიურ ხასიათებს და მათ მოქმედებაოა სტიმულებს წარმოადგენენ“.
ტიპიური გარემოს წარმოსახვა ტიპიურობისა და საერთოდ რეალიზმის ერთ-ერთ არსებით (აუცილებელ) მხარეს, ძირითად პირობას შეადგენს.
![]() |
19.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტირადა |
▲ზევით დაბრუნება |
ტირადა (ფრანგ. სროლა) –– ამაღლებული, უჩვეულო ტონით წარმოთქმული მაღალფარდოვანი ფრაზა.
![]() |
19.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტონური |
▲ზევით დაბრუნება |
ტონური (აქცენტური) ლექსწყობა (ბერძ. აქცენტუს მახვილი, ლათ. ტონოს – მახვილი) –– ლექსწყობის ერთ-ერთი ძირითადი სისტემა, ემყარება ტაეპში მახვილიანი მარცვლების მეტ-ნაკლებ თანაბრობას, გარკვეულ კანონზომიერ გამეორებას. განვითარებულია იმ ენებში, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული მახვილი აქვთ (გერმანული, ინგლისური, რუსული).
![]() |
19.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრაგედია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგედია (ბერძნ ტრაგოს - თხა, ოდე – სიმღერა) – ერთ-ერთი ძირითადი დრამატული ჟანრი, რომელიც ხასიათდება უაღრესად მძაფრი კონფლიქტებითა და სიტუაციებით, გადაულახავ წინააღმდეგობათა ატმოსფეროში მოქმედი, ხშირად დიდი მიზნის მქონე, მართალი და დიდბუნებოვანი ადამიანე ბის განსახიერებით.
ტრაგედიის სიუჟეტი არსებითად წარმოადგენს ადამიანთა ბობოქარი, მძაფრლი ცხოვრებისა დიდი ბრძოლის, შემზარავ უბედურებათა და კატასტროფათა თანმიმდევრულ თხრობას; ამასთან, იგი ემყარება მოქმედების განგითარებას და არა ხასიათებს, როგორც ეს კომედიისათვის არის ნიშანდობლივი. ტრაგედიაში ზოგჯერ ვლინდება ადამიანის სულიერი ძალების ყველაზე ამაღლებული, გმირული თავისებურებანი. იგი მეტად რთული და მაღალი დრამატული ჟანრია, რომელიც აქ აღნიშნული შინაარსობრივ-ასახვითი თავისებურების მიუხედავად მკვეთრად ავლენს მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას (იხ. კათარსისი).
ტრაგედია წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, ნაყოფიერების ღმერთის დიონისეს დღესასწაულზე გამართული სახალხო სანახაობიდან (წარმოდგენიდან) ამ დღესასწაულზე დიონისეს სწირავდნენ თხას, ხოლო თხის ტყავში გადაცმული მსახიობები ასრულებდნენ სიმღერებს და ცეკვებს (აქედან წარმოიშვა ტრაგედიის სახელწოდებაც).
ტრაგედიამ განვითარების განსაკუთრებულ დონეს მიაღწია ანტიკურ ხანაში – ესქილეს სოფოკლესა და ევრიპიდეს შემოქმედებაში. ტრაგედიის განვითარების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს გენიალური ინგლისელი დრამატურგის უ. შექსპირის შემოქმედება. საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიების: „მაკბეტი“, „რომეო და ჯულიეტა", „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „ოტელო“ და სხვათა სახით შექსპირმა შექმნა ახალი ტრაგედიის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებშიც ასახულია მაშინდელი ეპოქის შინაგანი წინააღმდეგობანი.
ქართველმა ხალხმა თავისი ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ტრაგიკული განცდა პატრიოტულ გრძნობას, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას დაუკავშირა უშუალოდ. დ. ერისთავის „სამშობლოსა" და სუმბათაშვილის „ღალატს“ ეს მოტივი უდევს საფუძვლად. საბჭოთა ტრაგედიაში, თვით საბჭოთა სინამდვილის თავისებურების გამო, მთავარი პერსონაჟები იბრძვიან საზოგადოების, ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის; გმირი დიდ საზოგადოებრივ-საკაცობრიო იდეალებს სწირავს თავს. ეს თავისებურება საბჭოთა ტრაგედიას ოპტიმისტურ ხასიათს ანიჭებს.
![]() |
19.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრაგიკული |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგიკული – მძიმე ტანჯვა, გამოუვალი მდგომარეობა, ბრძოლა, რომელიც კატასტროფით, დაღუპვით მთავრდება. მაგ., ტრაგიკული იყო გიორგი სააკაძის, დავით გურამიშვილის, ცალკეული რევოლუციონერების მოღვაწეობა, ბრძოლა, თავგადასავალი. ფ. ენგელსის განსაზღვრეთ, სოციალური ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირის ბედს ტრაგიკულს ხდის „შეუსაბამობა ისტორიულად აუცილებელ მოთ ხოვნილებასა და მისი განხორციელების პრაქტიკულ შესაძლებლობას შორის“.
ტრაგიკული განსაკუთრებული რელიეფურობით ტრაგე დიაში (იხ.) ვლინდება, მისი წარმოსახვა ამ ჟანრის აუცილებელი თვისება (ჟანრული სპეციფიკა) არის. მაგრამ ტრაგიკული კონფლიქტი შეიძლება ახასიათებდეს სხვა ჟანრის ნაწარმოებსაც. მაგ. ტრაგიკულია ბედი ლევან გოლუასი („ტარიელ გოლუა“), ახალგაზრდა გვარდიელებისა („ახალგაზრდა გვარდია“) და სხვ.
ტრაგიკული საბჭოთა ლიტერატურაში ვლინდება ძველისა და ახლის მძაფრი ბრძოლის წარმოსახვის სახით, ოღონდ აქ მოცემული გვაქვს ტრაგიკულის ახლებური გაგება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გმირის დაღუპვა ბრძოლის მხოლოდ ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომელსაც ხალხი, სხვა გმირები აგრძელებენ და საბოლოო გამარჯვებამდე მიჰყავთ. ამიტომ საბჭოთა ტრაგედია ოპტიმისტური ხასიათისაა (იხ. ტრაგედია).
![]() |
19.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრაგიკომედია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაგიკომედია – დრამატული ნაწარმოები„ რომელშიც მოცემულია ტრაგედიისა (იხ. და კომედიის (იხ.) ნი შანდობლივი თვისებების ერთობლიობა.
![]() |
19.17 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრადიცია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრადიცია (ლათ.გადაცემა) – ამა თუ იმ ეპოქის ან ეპოქების ლიტერატურის ტიპოლოგიურ იდეურ-მხატვრულ ნიშანდობლივ თვისებათა ერთობლიობა, რომელსაც შემოქმედებითად ითვისებს და ავითარებს მომდევნო პერიოდის მწერლობა. საბჭოთა ლიტერატურა ემყარება კლასიკური მწერლობის ყველაზე მაღალ და პროგრესულ ტრადიციებს, განსაკუთრებით თვალსაჩინოა მისი კავშირი კლასიკურ რეალიზმთან. ლიტერატურაში ურთიერთისაგან განასხვავებენ პროგრესულ-დემოკრატიულ და რეაქციულ ლიტერატურულ ტრადიციებს. სოციალისტურმა რეალიზმმა მ. გორკის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. ქიაჩელის, გ. ტაბიძის და სხვათა შემოქმედების სახით უკვე შექმნა მდიდარი მხატვრული ტრადიციები, რომელთაც ავითა რებენ თანამედროვე საბჭოთა მწერლები.
![]() |
19.18 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრავესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტრავესტი (იტალ. გადაცემა) – სატირულ-იუმორისტული გამოსახვის ერთ-ერთი ხერხი; გარეგნულად დადებითი აზრით, შინაარსით უარყოფითის გადმოცემა. ტრავესტი პაროდიისაგან (იხ.) განსხვავვებით სატირულს თუ იუმორისტულს გარეგნულად სერიოზული ფორმით ასახიერებს.
ტრავესტის ნიმუშია ა. წერეთლის „ღამურა“, ი. ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“ და სხვ.
![]() |
19.19 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრაფარეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტრაფარეტი (იტალ. ქარგა, – ლიტერატურაში ნიშნავს ხშირად გამოყენებული მხატვრული სახეებისა და ხერხების მექანიკურ გამეორებას, ინდივიდუალურ ხასიათს მოკლებულ შემოქმედებით წარმოსახვას, უკვე დამკვიდრებულისა და გავრცელებულის გადამღერებას.
![]() |
19.20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრილოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ტრილოგია (ბერძნ.) – ერთი ავტორის სამი დრამატული ან დიდი ფორმის ეპიკური ნაწარმოები, გაერთიანებული ერთი თემით, იდეური შინაარსით, პერსონაჟებითა და მოქმედების განვითარების ძირითადი მიმართულებით. ტრილოგიის სამივე წიგნს შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი და იგივე: ისე სხვადასხა სახელწოდება მაგალითად, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“ და სხვ.
![]() |
19.21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტრიოლეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტრიოლეტი (ფრანგ) – რვატაეპიანი ლექსი რომ ელშიც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპადაც მეორდება ხოლო მეორე ტაეპი – მერვედ. რითმული წყობა კი ამგვარია: abaaabab.
მაგალითად:
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა...
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვვრსალი.
(ვ. გაფრინდაშვილი).
![]() |
19.22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ტროპი |
▲ზევით დაბრუნება |
ტროპი (ბერძნ. შებრუნება) – არაპირდაპირი, გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა ან ფრაზა; ერთი საგნისა და მოვლენის ხასიათის, თვისების გამოყენება მეორე საგნის, მოვლენის უფრო მკვეთრად, თვალსაჩინოდ და ემოციურად წარმოსახვის მიზნით. ტროპი არსებითად ენობრივ მხატვრულ სახეს წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარების ადრინდელ საფეხურებზე ტროპი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. სიტყვასა და გამოთქმას მხოლოდ ერთი, პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა. თვისებათა გადატანითობა მხატვრული აზროვნების, კერძოდ, ფოლკლორისა და ლიტერატურის განვითარების შედეგს წარმოადგენს.
ტროპი გავრცელებულია ჩვეულებრივ სასაუბრო ენაშიც, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იგი მხატვრულ ლიტერატურაში იძენს: აქ ტროპი მოვლენის დახასიათების, შეფასების, მხატვრული გარდასახვის ძალზე ეთექტური და ემოციური საშუალებაა.
ტროპული მეტყველების ნიმუშს წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ შესავალი:
დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები,
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს... ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
ამ ნაწყვეტში საგნები და მოვლენები ტროპული წარმოსახვითაა დახასიათებული: ჩვეულებრივად დღე პირბადეს ვერ დაიხურავს, მთები თვალებს ვერ დახუჭავს და ა.შ.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ტროპის შემდეგ სახეებს: მეტონიმია, მეტაფორა, სინეკდოქე, ალეგორია, ირონია, ჰიპერბოლა, ლიტოტესი, სიმბოლო.
![]() |
19.23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი -ტრუბადური |
▲ზევით დაბრუნება |
ტრუბადური – ძველი საფრანგეთის პროვინცია პროვანსში ეწოდებოდა მოხეტიალე პოეტ-მომღერალს, რომელიც უმღეროდა რაინდულ გმირობასა და თავგადასავლებს. გადატანითი მნიშვნელობით ტრუბადურს უწოდებენ სიყვარულის მომღერალ ან რაიმე საქმით გატაცებულ ადამიანსაც.
![]() |
20 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - უ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
20.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ურბანიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ურბანიზმი (ლათ. „ურბანუს“ - ქალაქური) - დიდი სამრეწველო. ქალაქის ცხოვრების გაიდეალებული, ცალმხრივი წარმოსახვა. ნიშანდობლივი იყო XX საუკუნის ბურჟუაზიულ დეკადენტური ლიტერატურისათვის (კონსტრუქტივიზმი, ფუტურიზმი). ურბანისტების შემოქმედებაში სავსებით მიჩქმალულია ბურჟუაზიული ქალაქების მწვავე კლასობრივი ანტაგონიზმი, იქ გამეფებული კლასობრივი ექსპლოატაცია და ჩაგვრა.
![]() |
20.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - უტოპია |
▲ზევით დაბრუნება |
უტოპია (ბერძნ. უ – არა, ტოპოს – ადგილი) – ნაოცნებარი, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ინგლისელმა მწერალმა თომას მორმა უტოპია უწოდა თავის ფანტასტიკურ მოთხრობას რომელშიც არარსებულ კუნძულზე (უტოპიაზე) ადამიანთა ცხოვრების იდეალური სურათი წარ მოსახა.
საერთოდ უტოპიურს უწოდებენ ყოველგვარ აზრს, იდეას, რომელიც რეალურ საფუძველს მოკლებულია და განუხორციელებელი.
![]() |
21 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
21.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფაბულა |
▲ზევით დაბრუნება |
ფაბულა (ლათ. არაკი, ამბავი) – სიუჟეტის (იხ. უშუალო საფუძველი, მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის, მოქმედების სქემა, ძირითადი ქარგა. უპირველეს ყოვლისა, ვლინდება როგორც თემის ხორცშესხმა (გასინამდვილება), გარკვეული მოვლენებისა და ადამიანების სახით წარმოდგენა, კონკრეტულობის პირველი საფეხური, ამბის დროსა და სივრცეში მოცემული მიზეზობრივი თანმიმდევრობა. იგი არ მოიცავს არც იდღეურს და არც მხატვრულ განზოგადებას, თუმცა მისი ხასიათი ორგანულად უკავშირდება ორივე მათგანს. მისი იდეურ-მხატვრული გარდასახვის საფუძველზე იქმნება სიუჟეტი(იხ.)
![]() |
21.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფანტაზია |
▲ზევით დაბრუნება |
ფანტაზია - იხ. მხატვრული ფანტაზია.
![]() |
21.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფარსი |
▲ზევით დაბრუნება |
ფარსი (ფრანგ) – მცირე ფორმის დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ასახულია ყოფითი ამბები (ჩხუბი, ლანძღვა, დამახინჯებული ენით საუბარი და ა.შ.). იგი განსაკუთრებით გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში საფრანგეთის ქალაქის მოსახლეობაში, უმთავრესად წვრილ ვაჭრებსა და ხელოსნებს შორის. უფრო გვიან კი იგი გადაიქცა ზერელე კომიკური ეფექტის მომცველ „უხეში და უხამსი შინაარსის ვოდევილად (იხ).
![]() |
21.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფელეტონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფელეტონი (ფრანგ. ფურცელი) – მცირე ფორმის სტატია, რომელიც უფრო ხშირად მანკიერი სამეცნიერო ან ლიტერატურული ნაწარმოების, არაჯანსაღი საზოგადოებრივი მოვლენის მხილებასა და კრიტიკას მოიცავს. იგი პირველად საფრანგეთში დამკვიდრდა, თეატრალური და ლიტერატურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე მახვილგონიგრულად დაწერილი კრიტიკული საგაზეთო სტატიის სახით.
ქართული ფელეტონის დამამკვიდრებელნი არიან შესანიშნავი ფელეტოხების ავტორები ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე და სხვა სამოციანელები.
![]() |
21.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფენომენოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ფენომენოლოგია - (ბერძნი ლფეხომენ – მოვლენა, ლოგოს – მოძღვრება) – თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიური მიმართულება რომელიკ უარყოფს ყოველგვარი რეალობის არსებობას ჩვენი ცნობიერების შმინაარსის გარეშე, ხოლო თვით ამ უკანასკნელში არჩევს გრძნობად (ფენომენოლოგიურ) და იდეალურ, „ეიდეტურ“ (ჭეშმარიტად რეალურ) ელემენტებს, ფენომენოლოგიური ესთეტიკა იცავს ხელოვნების სრული ავტონომიურობის პრინციპს, ხოლო ესთეტიკურისა და არაესთეტიკურის ერთადერთ განმასხვავებელ ნიშნად აღიარებს პირველის ექსპრესიულ ბუჩებას.
![]() |
21.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფიგურა |
▲ზევით დაბრუნება |
ფიგურა (ლათ. გარეგნობა, სახე) – მხატვრული მეტყველების სინტაქსური თავისებურების ერთ-ერთი გამოხატულება, ღრმად ემოციური, მახვილი გამოთქმა, რომელსაც მწერალი მიმართავს ფრაზის გამომსახველობისა და მხატვრული მნიშენელობის, ხასიათის გასაძლიერებლად. მისი სახეებია: ინვერსია (იხ), გაჩუმება (იხ), პარალელიზმი (იხ) და სხვ.
![]() |
21.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფინალი |
▲ზევით დაბრუნება |
ფინალი (ლათ, უკანასკნელი, ბოლო) – დრამატული ნაწარმოების უკანასკნელი, საბოლოო სცენა; საერთოდ ამბის, მოქმედების დასასრული.
ფისტიკაური – ქართული ლექსის სახეობა რომელიც, გადმოცემით, დაკავშირებულია ვინმე ფისტიკას, ანუ ბისტიკას სახელთან. ხასიათდება ოთხი მუხლისაგან შედგენილი ოცმარცვლედი ოთხტაეპიანი სტროფებითა და გარეგანი რითმით aaaa:
შეკრა წითელი /ასი ათასი/ პირად მზემან და /ტანად სარომან,
სამასი თავი /სტავრა-ატლასი/ უხემან, ნიადაგ/მიუმცდარომან,
სამოცი თვალი /ლალ-იაგუნდი/ ფერად მართ ვითა/ მიუმხვდარომან,
კაცი გაგზავნა /ვაზირისასა/, ესე ყველაი/ მისთვის არო მან.
(ვეფხისტყაოსანი“).
„ვეფხისტყაოსანში“ ფისტიკაურით მხოლოდ ეს სტროფია დაწერილი.
![]() |
21.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფოლკლორი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოლკლორი (ინგ.) ––- იხ. ხალხური შემოქმედება.
![]() |
21.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
ფორმა (ლათ.) ·-– იხ. შინაარსი და ფორმა.
![]() |
21.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფორმალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფორმალიზმი (ლათ. ფორმა – გარეგანი სახე) – მიმდინარეობა ლიტერატურისმცოდნეობასა (იხ) და ეს თეტიკაში (იხ), ლიტერატურასა და საერთოდ ხელოვნების ყველა დარგში.
ფორმალიზმის თვალსაზრისით, ლიტერატურა არის მხოლოდ ფორმა. იგი არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, მთელი გარემო სამყაროსაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ლიტერატურის ისტორიას ქმნის მწერალი, სავსებით განრიდებული დროისა და სივრცისაგან, რის გამო ლიტერატურული მოევლენების ანალიზისას უნდა დავემყაროთ მხოლოდ მწერლის პიროვნებას, ნიკოლოზ ბარათაშვილი რომელი ერისა და ეპოქის შვილიც არ უნდა ყოფილიყო, ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე შემოქმედი იქნებოდა ყველა თავისი მონაცემით. ამიტომ მხატვრული შემოქმედების პროცესი არსებითად ხელოვანის ესთეტიკური თვითშემეცნების (ან თვითგამოსახვის) პროცესს წარმოადგენს. ზოგი ფორმალისტური მოძღვრება კი ლიტერატურის ისტორიიდან მთლიანად გამორიცხავს ხელოვანის როლსა და მხატვრული მოვლენების „იმანენტური“ კანონების ფეტიშირებას ახდენს.
მხატვრულ შემოქმედებაში ფორმალიზმი გვევლინება როგორც უკიდურეს დეკადენტურ მიმდინარეობათა ერთობლიობა. იგი ჩაისახა გასული საუკუნის დეკადენტურ-მოდერნისტულ მიმდინარეობებში, ხოლო სრული სახით ჩამოყალიბდა ჩვენი საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ფორმალიზმის ტიპიურ სახეობას წარმოადგენ აბსტრაქციონიზმი (იხ) და სხვა თანამედროვე ულტრაბურჟუაზიული მიმდინარეობანი.
ფორმალიზმი ობიექტურად ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნებისა და ხელოვნების დაკნინების, დაცემის გამოხატულებას წარმოადგენს.
![]() |
21.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფრთიანი სიტყვა |
▲ზევით დაბრუნება |
ფრთიანი სიტყვა – ლაკონიურად, მოსწრებულად და სადად გამოთქმული საერთო-სახალხო მნიშვნელობის აზრი. მწერლების მიერ შექმნილი ფრთიანი სიტყვა ხშირად გადადის ხალხში და იქცევა ანდაზის მსგავს გამოთქმად.
![]() |
21.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფროიდიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფროიდიზმი – ნატურალისტური იდეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ვულგარული ფორმა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ავსტრიელმა ექიმმა ფროიდმა. იგი კერძო მოვლენის – ნევროზების ბიოლოგიური მექანიზმის – უმართებულო განზოგადების საფუძველზე, ადამიანის თითქმის მთელ შინაგან სამყაროს არაცნობიერად, ბრმა ბიოლოგიური ინსტინქტების სამეფოდ მიიჩნევს, ხოლო თვით ამ სამყაროს არსებად – სექსუალურ ენერგიას („ლიბიდოს“). არაცნობიერის გამოგლენად აღიარებს ადამიანის ყოველგვარ აქტივობას, მათ შორის მხატვრულ შემოქმედებასაც. ადამიანის სულიერი სამყაროს ბიოლოგიზირებით, ფროიდიზმი, არსებითად, აუქმებს როგორც ეთიკას, ისე ესთეტიკასა და მხატერული შემოქმედების ესთეტიკურ შინაარსს. ეს იმიტომ, რომ ამ მოვლენათა ერთადერთ საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ სექსუალურ „კომპლექსებს“. თავისი ანტისოციალური პრინციპებით ფროიდიზმი საყრდენს აძლევს თითქმის ყველა თანამედროვე დეკადენტურ მიმართულებას ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
![]() |
21.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფსალმუნი |
▲ზევით დაბრუნება |
ფსალმუნი (ბერძ. ფსალმოს – საგალობელი სიმღერა) – რელიგიური შინაარსის სახოტბო საგალობელი. ასე ეწოდებოდა ებრაელთა მეფე-პოეტის დავითის საგალობელს (ძვ. წ. XII ს.). ქართულად ამ ფსალმუნთა კრებულს „დავითნი“ ჰქვია.
ფსალმუნის ფორმით წერენ პოეტებიც. მაგალითად, გრ. ორბელიანის „ფსალმუნი“, ალ. აბაშელის „მწუხრის ფსალმუნი“ და სხვ.
![]() |
21.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფსევდოკლასიციზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფსევდოკლასიციზმი (ბერძნ. ფსევდო – ცრუ) – იხ. კლასიციზმი.
![]() |
21.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფსევდონიმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფსევდონიმი (ბერძნ. მოგონილი სახელი) – მოგონილი სახელი ან გვარი, რომლითაც მწერალთა ერთი ნაწილი მოღვაწეობს სალიტერატურო ასპარეზზე, ფსევდონიმებს ატარებენ პუბლიცისტები და საზოგადო მოღვაწენიც.
ნამდვილი სახელისა და გვარის ფსევდონიმით შეცვლას ავტორი მიმართავს ვინაობის დაფარვის მიზნით, ან მისთვის უფრო სასურველი, თუ რაიმე საყურადღებო გარემოებაზე მიმანიშნებელი სახელისა და გვარის არჩევის გამო. ფსევდონიმებია: მაქსიმ გორკი (ალექსანდრე მაქსიმეს-ძე პეშკოვი), ე. ნინოშვილი (ე. ინგოროყვა), ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) და სხვ. ზოგჯერ მწერალი მხოლოდ ცალკეულ. შემთხვევებში მიმართავს ფსევდონიმს.
![]() |
21.16 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ფუტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ფუტურიზმი (ლათ. ფუტურუმ – მომავალი) – დეკადენტური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა იტალიაში ჩვენი საუკუნის 10-იან წლებში. ხელაღებით უარყოფს მხატვრულ ტრადიციებსა და ლიტერატურის ასახვით-შემეცნებით დანიშნულებას. იგი ემყარება თვითმიზნურ ფორმალურ ექსპერიმენტებსა და ალოგიკური, აბსურდული მხატვრული აზროვნების პრინციპებს.
ქართულ მწერლობაში ფუტურიზმი ოციან წლებში წარმოიშვა რუსული ფუტურიზმის გავლენით. 1924 წელს გამოვიდა ქართველი ფუტურისტების ჟურნალი „H2SO4“. 30-იანი წლების დასაწყისში ეს ჯგუფი დაიშალა, ხოლო მისი წევრები (ს. ჩიქოვანი, ბ. ჟღენტი და სხვ.) ცნობილი საბჭოთა მწერლები გახდნენ.
![]() |
22 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ქ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
22.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ქალური რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
ქალური რითმა – იხ. რითმა
![]() |
22.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ქორე |
▲ზევით დაბრუნება |
ქორე (ბერძნ. ქოროს – გუნდი) – ორმარცვლიანი ტერფი მეტრულ ლექსწყობაში (იხ), პირველი მარცვალი გრძელია, ხოლო მეორე მოკლე; ტონურსა და სილაბურ ტონურ ლექსწყობაში (იხ.) კი პირველი მარცვალი მახვილიანია, მეორე – უმახვილო.
ქორე ქართული ლექსწყობის დამახასიათებელი ტერფია.
![]() |
22.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ქორო |
▲ზევით დაბრუნება |
ქორო, ანუ გუნდი (ბურძნ. - ერთად, კოლექტიურად შესრულებული) – აქტიორთა ჯგუფი ანტიკურ ბერძნულ თეატრში; წარმოთქვამდა ლექსს ან გამოდიოდა ლირიკული შეძახილებით, ასრულებდა სიმღერას და ცეკვას.
გუნდს ხელმძღვანელობდა კორიფეი (წინამძღოლი). თავდაპირველად იგი გუნდს უსიტყვოდ ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ჰყვებოდა ამბავს გუნდის შესახებ, ხოლო ბოლოს ლექსს კითხულობდა.
![]() |
22.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ქრონიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ქრონიკა (ბერძნ ქრონოს – დრო, ჟამი) – ეპიკური ან დრამატიული ნაწარმოები, რომელიც ხასიათდება ცხოვრების მოვლენების (უპირატესად ისტორიული მოვლენების) დოკუმენტური მხატვრული წარმოსახვით. ქრონიკა შეიძლება იყოს სამეცნიერო ხასიათისაც, მაგ., თედო ჟორდანიას „ქრონიკები“.
გაზეთებსა და ჟურნალებში ქრონიკის სახელწოდებით თავსდება მოკლე ცნობები საზოგადოებრივი ცხოვრების მიმდინარე საკითხებზე. ქრონიკას უწოდებენ აგრეთვე მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.
ძველად ქრონიკებს უწოდებდნენ ქვეყნის ისტორიულ ვითარებათა თანმიმდევრულ აღწერებს.
![]() |
23 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ღ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
23.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ღაზელი |
▲ზევით დაბრუნება |
ღაზელი (არაბ.) – აღმოსავლური პოეზიის სახეობა, მოიცავს თორმეტამდე ორტაეპიან სტროფს – ბეითებს (იხ). პირველი სტროფის მოსაზღვრე რითმა 2მ მეორდება ყოველი შემდეგი სტროფის მეორე ტაეპში (ba, ca... და ა.შ.).
ჭმუნვის მახეილი გულსა მხობია, მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია!
ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო,
ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.
განვშორებულვარ შენთანა შვებას,
თუმცა გონება შენთან ხომია.
(ალ. ჭავჭავაძე).
![]() |
24 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ყ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
24.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ყარაჩოდული პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
ყარაჩოდული პოეზია – თბილისის წვრილ ხელოსანთა – ყარაჩოღელთა პოეზია, რომელიც სრულდებოდა სიმღერით. ყარაჩოღული ხალხური ლექსები უმთავრესად მუხამბაზური (იხ.) ხასიათისაა.
სახელწოდება ნაწარმოებია ყარაჩოღელიდან (ან ყარაჩოხელიდან), რაც შავჩოხიანს ნიშნავს. ასეთი ჩაცმულობა და მახასიათებელი იყო თბილისელი წვრილი ხელოსნებისათვის.
![]() |
24.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ყასიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ყასიდა - თავისებური საზეიმო ლირიკული ნაწარმოები აღმოსავლურ პოეზიაში. მისი ძირითადი თემაა ისტორიული მოვლენის ან გამოჩენილი პიროვნების შექება ოდის (იხ) მსგავსად.
ტრადიციის მიხედვით, ყასიდაში პირველი ორი ტაეპი ურთიერთთან შერითმულია, ხოლო მომდევნო ორი – ჯვარედინი რითმით უკავშირდება შემდეგ ტაეპებს.
![]() |
25 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
25.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შავთელური |
▲ზევით დაბრუნება |
შავთელური – ქართული ლექსის სახეობა, რომელიც დაამკვიდრა პოეტმა იოანე შავთელმა. ხასიათდება ოთხი მუხლის მომცველი ტაეპებით და ოთხტაეპიანი სტროფებით. თითოეულ სტროფს აქვს საკუთარი გარეგანი და შინაგანი რითმა – ყოველი ტაეპის პირველი ორი მუხლი ერთმანეთს ერითმება:
სამებთ ღმერთმან, არსებით ერთმან მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად.
(რ. შავთელი).
![]() |
25.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შაირი |
▲ზევით დაბრუნება |
შაირი (არაბ. ლექსი) – თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, ქართული ლექსის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა. შაირის სახესხვაობას წარმოადგენს რვა და ოთხმარცვლიანი ტაეპები, რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სალექსო სტრიქონის ორად ან ოთხად გაყოფის შედეგად მიიღება. ხალხური შაირი უმთავრესად რვამარცვლიანია. ლიტერატურაში შაირი XIX ს-მდე იყო გაბატონებული.
შაირი არის მაღალი და დაბალი. მაღალი შაირი ქორეულ-პეო ნური წყობისაა და შედგენილია ოთხი თანაბარი მუხლისაგან:
ნახეს უცხო /მოყმე ვინმე/ /ჯდა მტირალი/ წყლისა პირსა...
(რუსთაველი).
დაბალი შაირი ქორეულ-დაქტილური წყობისაა და შმედგე ნილია ოთხი არათანაბარი მუხლისაგან:
იყო არაბეთს/ როსტევან// მეფე ღმრთისაგან/ სვიანი.
(რუსთაველი).
![]() |
25.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შარადა |
▲ზევით დაბრუნება |
შარადა (ფრანგ.) – გამოცანა, ძირითადად ლექსად დაწერილი, რომელიც ჩვეულებრივი გამოცანისაგან განსხვავებით, ემყარება სხვადასხვა სიტყვის ნაწილთა ერთ სიტყვად გაერთიანების პრინციპს. ამიტომ შარადამი გამოსაცნობი სიტყვა დაყოფილია ცალკეულ ასოებად ან ასოთა კომპლექსებად, ხოლო ისინი გადმოცემულია სხვადასხვა, აგრეთვე გამოსაცნობ, ზოგჯერ უმუალოდ მოხსენებულ საგანთა ან სიტყვათა ნაწილების მეშვეობით.
ჟურნალ „ნაკადულის“ 1906 წლის VI ნომერში მოთავსე ბულია შარადა – გურია:
მე ვარ მთლად აოხრებული
და გადამწვარი ქვეყანა,
ორის თვის წინათ ქებული,
სახელგანთქმული ყველგანა!
თუ ჩემს პატარა სახელსა
წაართვით ასო პირველი –
ბედკრულის ერის ვიქნები
შვილი ტანჯული, დევნილი.
ორ უკანასკნელ ასოთი
შეადგენთ პაწა ყვავილსა..,
ნუთუ ვერ მიხვდით აქამდის,
ბავშვებო, თქვენ ჩემს სახელსა?
გეტყვით, მაშ, ჩემი სახელი
მთელს რუსეთში განთქმულია...
მე ვარ ოდესღაც გმირული,
აწ დაპყრობილი.....
![]() |
25.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შარჟი |
▲ზევით დაბრუნება |
შარჟი (ფრანგ.) – მოვლენის ან პიროვნების რომელიმე გარეგნული ან არსებითი თვისების ცალმხრივად, გაზვიადებულად, ნებისმიერი სასაცილო ფორმით წარმოსახვა. მომეტებულად გავრცელებულია მხატვრობაში. დამცინავი, სრული უარყოფის გამომხატველი შარჟისაგან განსხვავებით არსებობს მე გობრული შარჟიც.
მხატვრულ ლიტერატურაში შარჟს ფართოდ იყენებენ ეპიგრამასა და პამფლეტში (იხ).
![]() |
25.5 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შედარება |
▲ზევით დაბრუნება |
შედარება – მხატვრული დახასიათება, განსურათება მსგავსი მოვლენის მეშვეობით. მასი, ტროპისაგან განსხვავებით, რაც ედარება, ყოველთვის უზუალოდ არის მოცემული, ხოლო რასაც ედარება – თავისი პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, შედარებაში: „სიყმაწვილეში მეც ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი“ (გ. ტაბიძე) – პოეტს საკუთარი მდგომარეობის გადმოსაცემად გამოყენებული აქვს ფოთლის ჭკნობა, რაც ყველასათვის ცნობილია და ამდენად ადვილად წარმოსადგენი, ამით სიცოცხლის თანდათანობით გაუფერულება, ქრობა (ჭკნობა) განსურათებულია ანალოგიით, უფრო თვალნათლივ და ემოციურად.
შესაძლებელია საწინააღმდეგო ხასიათისაც იყოს შმედარების მოტივი. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე მოთხრობაში „კაცია ადამიანიმ“ ასეთ შედარებას მიმართავს: „შიგ თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული“. ამ შემთხვევაში უფრო თვალსაჩინოება კი არ განაპირობებს „ჩინოვნიკის გულის“ უწმინდურობასთან ეზოს შედარებას, არამედ თვით მოხელის გულის დახასიათების სურვილიც. ამიტომ ეს შედარება ორმაგი მნიშვნელობისაა: რაც ედარება და რასაც ედარება, თითქმის ერთნაირად გვისურათებენ ურთიერთს. განსხვავებულია გ. ტაბიძის შემდეგი სტრიქონები:
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
აქ იგულისხმება სიზმრისათვის დამახასიათებელი მოულოდნელობა და საოცრებანი, რაც გამოყენებულია ნიკორწმინდის თაღებისა და სვეტთა შეკონების განსაკუთრებული მხატვრული ღირსების გადმოსაცემაღ; ხოლო ეს ისეთი, მართლაც საოცარი პოეტური ხილვით არის მოცემულე, რომ წარ მოსახვა უაღრესად ძლიერი, ემოციური და შთამბეჭდავია.
მოტივისა და კონკრეტული შინაარსის მხრივ შედარების მრავალი სხვა სახეობაც არსებობს.
შედარება გრამატიკული წყობის მიხედვით ორგვარია: კავშირიანი და უკავშირო. მაკავშირებელი სიტყვებია: როგორც, ვითარცა, ვით (ვითა), ისე, მსგავსად, თითქოს, ვითომც და სხვა; თანდებულები: ვით, ებრ: „ცეცხლივით ჩვენი ტრიალებს ხანა“ (გ. ტაბიძე), „ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალება მზისა“ (იაკობ ცურტაველი). ზოგჯერ ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელი კავშირის მაგივრობას სწევს: „მარგალიტებად დავტეხო ზეცა“ (ი. გრიშაშვილი). უკავშირო შედარების მაგალითია:
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი წვიმის ცვარია.
(ვაჟა).
უკავშირო შედარება ისე დამკვიდრებული არ არის, როგორც კავშირიანი.
შედარება მხატვრული გამოსახვის ფართოდ გავრეელებული ხერხია, რომლის სიძლიერეს გამომგონებლობა, სიმახვილე, მოულოდნელობა, სიღრმე, შესაბამისობა (დამაჯერებლობა), ემოციური სიმძლავრე და ყველა ამ მომენტთა მთლიანობის მხატვრული ღირსება განსაზღვრავა.
![]() |
25.6 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შედგენილი რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
შედგენილი რითმა – იხ. რითმა.
![]() |
25.7 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შეთავსებული რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
შეთავსებული რითმა – იხ. რითმა.
![]() |
25.8 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შემოქმედებითი ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
შემოქმედებითი ისტორია - მხატვრული ნაწარმოების შექმნის ისტორია, მწერლის პირველი ჩანაფიქრიდან ნაწარმოების საბოლოო ვარიანტის (გამოსაქვეყნებლად გამზადებული ტექსტის) ჩამოყალიბებამდე.
ნაწარმოების შემოქმედებითი ისტორიის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის როგორც ესთეტიკური და პოლიტიკური იდეალების, ისე მხატვრული სტილის თავისებურებათა შესწავლისათვის.
![]() |
25.9 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შემოქმედებს პროცესი |
▲ზევით დაბრუნება |
შემოქმედებს პროცესი – მხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესი. იგი სინამდვილესთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოხატულებაა (ცხადია, მაშინაც კი, როდესაც თვით შემოქმედი კატეგორიულად უარყოფს ამ დამოკიდებულების არსებობას). ეს დამოკიდებულება, უწინარეს ყოვლისა, მწერლის იდეებისა და ესთეტიკური იდეალის შესაბამისად ბადებს თემას (იხ): თემასთან ერთად ყალიბდება ნაწარმოების გვარეობით ჟანრული ხასიათი, იწყება გარკვეული მასალის შერჩევა, ხოლო შემდეგ განზოგადება, ნაწარმოების შეთხზვა. ყველაფერი ეს კი გულისხმობს ხანგრძლივ ძიებას, მრავალი ვარიანტის შექმნას, ბრძოლას სიტყვასთან, მასალასთან, სახეებთან, ვიდრე ნაწარმოები საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებდეს. მხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესი მთელი თავისი არსებით ცნობიერი პროცესია მასმი მოცემულია ქვეცნობიერის ელემენტიც, მაგრამ იგი ყოველთვის გვევლინება, როგორც ცნობიერის გამოვლენის სახეობა ზოგჯერ პოეტი ერთბაშად, ძიების გარეშე ქმნის ნაწარმოებს. მაგრამ ეს შემოქმედებითი პროცესის მხოლოდ გარეგნული მხარეა. არსებითად კი ამ შემთხვევაშიც იხატება ის, რაც შემოქმედის წარ მოდგენასა და საერთოდ სულიერ სამყაროში თანდათან მზადდება, ვითარდება, ყალიბდება. მხატვრული შემოქმედების პროცესი ღრმად თავისებური მოვლენაა, სინამდვილის ასახვის საკუთარი წესით, საშუალებით, ფუნქციითა და ფორმით ხასიათდება.
![]() |
25.10 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შემოქმედების მეთოდი |
▲ზევით დაბრუნება |
შემოქმედების მეთოდი (იგივე – მხატვრული მეთოდი) შემოქმედებით პრინციპთა ერთობლიობა, სინამდვილის მხატვრული ასახვის თვალსაზრისი, რომელიც განაპირობებს როგორც თემატიკის (იხ. თემა) შერჩევას, ისე მხატვრული განზოგადებისა და განსახოვნების კრედოს, იგი უშუალოდ საზოგადოების მხატვრული შეხედულებებითა და ესთეტიკური იდეალებით (იხ.) ისაზღვრება, რის გამო ისტორიული მოვლენაა და წარმოადგენს ლიტერატურის თავისებურების ეპოქისეული გაგების გამოხატულებას. შემოქმედების მეთოდის ყოველსა ხეობას თავისი საკუთარი ზოგადი ნიშანი, არსი ახასიათებს ყველა ერისა და ეპოქის ლიტერატურაში. მაგალითად, რეალიზმის, როგორც შემოქმედების მეთოდის, არსის თავისებურების საფუძველია ტიპიურის განსახოვნება ნატურალიზმი კი ცალკე, მთლიანობას მოწყვეტილ მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს ასახიერებს. ამიტომ აქ მხატვრული განზოგადება არსებითად მხოლოდ ერთი ფაქტის, მოვლენის, ინდივიდის ნიშანდობლივი თვისებების საზღვრებს არ შორდება (იხ. რეალიზმი).
მეთოდის შემოქმედებითი განხორციელებაა ლიტერატურული მიმდინარეობა (იხ), რომელიც ყოველი ერის ლიტერატურაში გარკვეულ, თავისებურ სახეს იღებს ეროვნული სინამდვილის თავისებურების შესაბამისად. ცალკეულ მწერალთა შემოქმედება კი, როგორც შემოქმედების მეთოდის, ისე მიმდინარეობის მკვეთრი ინდივიდუალური გამოხატულებით ხასიათდება (იხ. შემოქმედებითი ინდივიდუალობა).
შემოქმედების მეთოდი მწერლის მსოფლმხედველობის ორგანული ნაწილია, მის თავისებურ მხარეს წარმოადგენს (იხ. შემოქმედების მეთოდი და მსოფლმხედველობა).
ლიტერატურის განვითარების უმაღლეს მონაპოვარს წარმოადგენს საბჭოთა ლიტერატურის შემოქმედების მეთოდი – სოციალისტური რეალიზმი (იხ), რომელიც უკვე მთელი მსოფლიოს პროგრესული ლიტერატურის მეთოდად იქცა.
![]() |
25.11 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შემოქმედების მეთოდი და მსოფლმხედველობა |
▲ზევით დაბრუნება |
შემოქმედების მეთოდი და მსოფლმხედველობა – შემოქმედების მეთოდი (იხ), რომელიც უშუალოდ ეპოქისეული ესთეტიკური იდეალის გამოხატულებას წარმოადგენს, თავისი როგორც არსის, ისე ჩამოყალიბების პროცესის მხრივ ორგანულად არის დაკავშირებული მწერლის მსოფლმხედვე ლობასთან – პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, მორალურ, რელიგიურ და სხვა შეხედულებებთან. ამასთან იგი მსოფლმხედველობის ინტერესებს ემსახურება, მის ნაწილს შეადგენს. მეთოდისა და მსოფლმხედველობის ეს შინაგანი მთლიანობა განსაკუთრებული სრულყოფილებით ვლინდება საბჭოთა ლიტერატურაში, საერთოდ, სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურაში, რადგან აქ იგი იდეურობის (იხ),პარტიულობის (იხ.) საფუძველზეა დაფუძნებული. ამიტომ რაც უფრო სრულყოფილია მწერლის იდეური კრედო, მით უფრო სრულყოფილად ვლინდება სოციალისტური რეალიზმი (იხ), როგორც მეთოდი, ხოლო რაც უფრო სრულად და მაღალმხატვრულადაა გამოხატული ეს უკანასკნელი, მით უფრო იდეური და პარტიულია მხატვრული ქმნილება. ძირითადად შინაგანი მთლიანობა ახასიათებს მათ ისტორიულადაც. მაგრამ ზოგჯერ კლასიკურ მემკვიდრეობაში მწერლის შემოქმედებისა და პოლიტიკური შეხედულებების ძირითად ტენდენციებს შორის აშკარა წინააღმდეგობაც იბადება. ეს ახასიათებს იმ დიდ რეალისტ მწერლებს, რომლებიც არ იზიარებენ თავიანთი ეპოქის პროგრესულ იდეებს, მაშასადამე, არსებითად სწორი შეხედულების არ არიან თავიანთი დროის საზოგადოებრივ ვითარებაზე. ამ შემთხვევაში მწერალი ხატავს ცხოვრების მოვლენების მართალ სურათს, რის გამოც ეთიშება თავისსავე ყალბ სუბიექტურ წარმოდგენას, შეხედულებებს იმავე მოვლენებზე. მაგალითად, ასეთი წინააღმდე გობით ხასიათდება ბალზაკი ლ. ტოლსტოი, გოგოლი და სხვა არა ერთი რეალისტი კლასიკოსი. ამავე დროს, ყოველი დიდი ხელოვანი, მიუხედავად თავისი სუბიექტური პოლიტიკური სიმპათიებისა, მხატვრულ შემოქმედებაში ამა თუ იმ სახით ყოველთვის ორგანულად არის დაკავშირებული ეპოქის მოწინავე სოციალურ ძალებთან და გვევლინება როგორც პროგრესის და ეპოქისეული სიმართლის მესიტყვე, გამომხატველი.
![]() |
25.12 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შერწყმა |
▲ზევით დაბრუნება |
შერწყმა – განმეორების (იხ) ერთ-ერთი სახეობა, წინადადების დასაწყისის ან დასასრულის იგივეობა ან ერთგვარობა, რის შედეგად მკითხველის ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება იმის მიმართ, რასაც განმეორებული სიტყვები გა მოხატავს.
ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსათში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყენანა არ მენახა ოთხი წელიწადი!“ იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია“.
(ილია).
სიცოცხლეს, სიცოცხლეს სალამი. სიცოცხლეს გაუმარჯოს!
(ჭ. ლომთათიძე).
![]() |
25.13 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შინაარსი და ფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი და ფორმა – ლიტერატურული ნაწარმოების ძირითადი კომპონენტები: წარმოსახული ღა წარმოსახვის საშუალება, ფორმა, რომელთა მთლიანობა მსატერული შეძოქმედების უმნიშვნელოვანეს კანონს წარმოადგენს.
შინაარსი არის ლიტერატურულ ნაწარმოებში განსახიერებული მოქმედებისა და ხასიათების განვითარება, განცდები, დამოკიდებულებანი, რომლებიც თავიანთი მხრივ წარმოადგენენ თემის (იხ.) კონკრეტულ სახემოსილებას. შინაარსი ორგანულად არის დაკავშირებული ტენდენციასთან (იხ), რის გამო ნაწარმოების იდეურ კრედოსაც მოიცავს. ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოებეს შინაარსი მკვეთრად განსხვავდება სინამდვილის იმ კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების თავისთავაღი ხასიათისაგან, რომელთა გამოხატულებას თვით ეს შინაარსი წარმოადგენს.
ფორმა გვევლინება როგორც მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურა, საკუთრივ შემოქმედებითი მხარე, გამოსახვის სპეციფიკურ კომპონენტთა მთლიანობა. იგი ლიტერატურის სპეციფიკური არსის, კანონზომიერების გამოხატულებაა, სინამდვილის ასახვის თავისებური ფორმაა, ნაწარმოებთა ესთე ტიკური ღირსების საფუძველია.
ამრიგად, შინაარსი არის წარმოსახულის კონკრეტული სახე, ხოლო ფორმა – თვით წარმოსახვა, კერძოდ, იმ საკუთრივ შემოქმედებით საშუალებათა (კომპონენტთა) მთლიანობა, რომლებიც ასახვის საკუთრივ მხატვრულ მხარეს შეადგენს.
მხატვრულ ნაწარმოებში ფორმა და შინაარსი ურთიერთით არიან განპირობებულნი, რის გამო არ არსებობს როგორც „შინაარსისაგან თავისუფალი“ ფორმა, ე.ი. უშინაარსო ფორმა, ისე უფორმო შინაარსი, ე.ი. მხოლოდ შინაარსის მომცველი ლიტერატურული ნაწარმოები. უფორმო შინაარსი და უშინაარსო ფორმა გამოგონილი ცნებებია. ბ. ბელინსკის სიტყვებით რომ გადმოვცეთ, „ფორმა შინაარსის გამოხატულებაა. მისი ჩამოშორება შინაარსისაგან თვით შინაარსის მოსპობას ნიშნავს, და პირიქით: შინაარსის ჩამომორება ფორმისაგან ნიშნავს ფორმის მოსპობას“.
შინაარსისა და ფორმის მთლიანობა სხვადასხვაგვარად ვლინდება სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ხელოვანთა შემოქმედებაში, რასაც ობიექტურ (ეპოქისეულ) და სუბიექტურ ფაქტორთა მთლიანობა განაპირობებს.
![]() |
25.14 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - შინაგანი რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
შინაგანი რითმა – იხ. რითმა.
![]() |
25.15 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - |
▲ზევით დაბრუნება |
შინაგან-გარეგანი რითმა – იხ. რითმა.
![]() |
26 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
26.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჩახრუხაული |
▲ზევით დაბრუნება |
ჩახრუხაული – ქართული ლექსის სახეობა დამკვიდრებული „თამარიანის“ ავტორის ჩახრუხაძის (XII ს.) მიერ. ხასიათდება ოთხი მუხლისაგან შედგენილი ოცმარცელედი ოთხტაეპიანი სტროფებით. ამასთან ყოველი ტაეპის პირველი ორი მუხლი შინაგანი რითმითაა შეკრული, ხოლო მთელ. ოდ. ერთი გარეგანი რითმით:
მოხევეს ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი,
მისი სიმეტე, ბრძენთა სირეტე, თინათინ ევაქო, ბაღი წყლიანი,
ა ეს თინათინ, ნუ ეს თინათინ არაბეთს იყო სულადიანი,
ჯერეთ ყმაწვილი, წმიდათ ნაწილი, სამოთხის ვარდი, პირად მზიანი. - („თამარიანის“ ჩანართი).
![]() |
27 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ც |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
27.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ცეზურა |
▲ზევით დაბრუნება |
ცეზურა (ლათ. გაკვეთა) – სალექსო ტაეპთა გამყოფი რიტმული პაუზა.
არსებობს მცირე ცეზურა და მთავარი ცეზურა.
მცირე ცეზურა ერთმანეთისაგან გამოყოფს სალექსო ტერფებს, ხოლო მთავარი ცეზურა მუხლებს. რაც უფრო გრძელია ტაეპი, მით უფრო თვალნათლივია მთავარი ცეზურა.
რუსთაველის ტაეპში მთავარი ცეზურა მოცემულია რვა მარცვლის შემდეგ, მცირე ცეზურები კი – ოთხი და ნაწილობრივ ორი მარცვლის შემდეგ (მაღალ შაირში). მაგ.
ნახეს /უცხო/ მოყმე /ვინმე/ ჯდა მტირალი /წყლისა/ პირსა.
მთავარი ცეზურა ყველა ლექსისთვის არ არის დამახასიათებელი.
![]() |
27.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ციკლი |
▲ზევით დაბრუნება |
ციკლი (ბერძნ. კიკლოს – ბორბალი, წრეტრიალი, წრე) – თემატიკით, სიუჟეტური რკალით ან შინაარსით ერთგვარი ნაწარმოებები. დამახასიათებელია როგორც ხალხური ზეპირსიტყვიერებისათვის, ისე მხატვრული ლიტერატურისათვის.
ციკლი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მწერლის ნაწარმოებებისაგან.
მაგალითად, ქართველი საბჭოთა პოეტების ლექსები სამშობლოზე, ან გ. ლეონიძის ლექსების ციკლი „მე ეკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“.
„ცისფერი ყანწები“ – ქართველი სიმბოლისტების (იხ. სიმბოლიზმი) ჟურნალი, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა ქუთაისში 1916 წელს.
„ცისფერყანწელები“ ქართველი სიმბოლისტების სახელწოდებაცაა. ისინი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდნენ 1916 წელს აღნიშნული ჟურნალით. ამ ჯგუფში შედიოდნენ: ვ. გაფრინდაშვილი, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, კ. ნადირაძე, შ. აფხაიძე, გ ლეონიძე, რ. გვეტაძე და სხვ.
„ცისფერი ყანწები“ წარმოადგენდა ტიპიურ ესთეტურ, შეზღუდულ მიმართულებას, – წერდა მოგვიანებით ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტიციან ტაბიძე. – იმ წლებში ჩვენ, ახალგაზრდა ქართველი პოეტები, მეტისმეტად დიდ ხარკს ვუხდიდით არაჯანსაღ, ბოჰემურ არტისტიზმს, ვქადაგებდით „ხელოვნებას ხელოვნებისათვის, მხატვრულ შემოქმედებას ვაფასებდით მცდარად, როგორც რაღაც თვითსაკმარს. ძალიან ბევრი გვქონდა წინააღმდეგობანი“.
ქართული სიმბოლიზმის ისტორიაში განირჩევა ორი პერიოდი. პირველი პერიოდი მოიცავს 1916-1921 წლებს. მეორე პერიოდი იწყება 1921 წლიდან, როდესაც ქართველი სიმბოლისტები თანდათან უკავშირდებიან სოციალისტურ სინამდვილეს. 30-იან წლებში კი ისინი საბჭოთა პოეზი-ს წარმომადგენლები გახდნენ.
![]() |
27.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ციტატი |
▲ზევით დაბრუნება |
ციტატი (ლათ. ციტარე – მითითება, დამოწმება) – სიტყვასიტყვით ამონაწერი მეცნიერული ან მხატვრული ნაწარმოებიდან. ციტირებისას იქვე ან სქოლიოში მიუთითეაენ ავტორს, ნაშრომის სახელწოდებას, გამოცემის დროს, ადგილს და ნაშრომის იმ გვერდს, რომელზედაც ციტირებული ტექსტია მოთავსებული.
![]() |
28 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - წ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
28.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - წყობილი |
▲ზევით დაბრუნება |
წყობილი -ქართული ლექსის სახეობა, ექვსტაეპიანი ლექსი მოსაზღვრე რითმებით. დამახასიათებელია აღორძინების ხანის პოეზიისათვის.
თუცა მსმენელი სწავლასა ყურს არა უპყრობს, სმენასა.
მძიმესა რათღა იტვირთაე, თავსა რად უზამ შენასა?
წესია, უთხრა, შეჯდომა ბედის ტაიჭთა რბენასა,
გზის შრომისაგან განერას, ვანად მივიდეს მენასა.
თუ არ მისმინოს, მიუშვი კლდეზედა გარდაფრენასა,
მაშინლა იცნობს მეტყობით მისსა გულსა და ენასა! - სულხან-საბა ორბელიანი).
![]() |
28.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - წყობილსიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წყობილსიტყვაობა – ლექსის, ლექსწყობის (იხ) ძველქართული სახელწოდება.
![]() |
29 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
29.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჭაშნიკი |
▲ზევით დაბრუნება |
„ჭაშნიკი“ ეწოდება მამუკა ბარათაშვილის წიგნს ქართული ლექსწყობის წესებისა და ხასიათის შესახებ.
![]() |
30 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ხ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
30.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ხალხური შემოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
ხ
ხალხური შემოქმედება – ხალხის კოლექტიური მხატვრული შემოქმედება. რომელიც ზეპირად იქმნება და გადაეცემა თაობიდან თაობას, მას უწოდებენ აგრეთე:ე ზეპირსიტყვიერებასა და ფოლკლორს (ინგლ. ფოლკ. –. ხალხი, ლორ – სიბრძნე). ხალხური შემოქმედების ყოეელი ნიმუში, როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტის სახით არსებობს.
ხალხური შემოქმედება ეროვნული მხატვრული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუნჯეს წარმოადგენ". მასში ასახულია ხალხის ცხოვრების, რწმენის, ფიქრია, ზნე-ჩეეულებებისა და იდეალების ისტორიული პროცესი, იგი ხასიათდება არაერთი ბრწყინვალე მხატვრული შედევრით.
![]() |
30.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ხალხურობა |
▲ზევით დაბრუნება |
ხალხურობა – პროგრესული ლიტერატურის, ლიტერატურული ნაწარმოების იდეურ და მხატერულ ღირსებათა ერთ-ერთი ნიშანდობლივი თვისება მის ზოგად საფუძველს შეადგენს მხატვრული წარმოსახვის სიღრმე და სიმართლე, ეპოქის მოწინავე იდეებისა და ესთეტიკური იდეალების განსახიერება. ხალხურობის ეს საერთო არსი ისტორიულად სხვადასხვა სახით ვლინდება. მაგალითად, ძველი (წინაკაპიტალისტური ეპოქის) ლიტერატურის ხალხურობა არ გულისხმობს მშრომელი ხალხის ინტერესების უშუალო გამოხატვას. აქ არც რეალიზმი გვაქვს მოცემული ჩამოყალიბებული მეთოდისა და მიმდინარეობის სახით. ამიტომ ძველ ლიტერატურაში ხალხურობა გვევლინება როგორც განსახოვნება ეპოქის საერთო მოწინავე იდეებისა და ესთეტიკური იდეალებისა, რომლებიც უფრო მეტად ზოგადსაკაცობრიო ხასიათისაა და თუმცა უშუალოდ არ ასახავს საკუთრივ მშრომელი ხალხის კლასობრივ ინტერესებსა და მისწრაფებებს, მაგრამ ამა თუ იმ სახით მაინც ყოველთვის ეხმაურებიან მათ. ახალ და თანამედროვე ლიტერატურაში კი ხალხურობა მხოლოდ აღმავალი სოციალური ძალების, მშრომელი ხალხის ინტერესებისა და იდეალების უშუალო და მაღალმხატვრულ რეალისტურ განსახიერებას ნიშნავს.
საბჭოთა ლიტერატურისათვის დამახასიათებელია ხალხურობის უმაღლესი ფორმა. ლიტერატურა ისე ღრმად და ორგანულად არასოდეს არ ყოფილა დაკავ მირებული ხალხის ცხოვრებასთან, ინტერესებთან, სულისკვეთებასა და იდეალებთან, მაშასადამე, ყველაზე ჭეშმარიტ საკაცობრიო იდეებთანაც, როგორც ეს ნიშანდობლივია საბჭოთა ლიტერატურისათვის.
![]() |
30.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ხელოვნება ხელოვნებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ხასიათი – მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟი, რომელიც მკვეთრი ინდივიდუალობით, სულიერ, ფსიქიკურ, მორალურ და გონებრივ თავისებურებათა ერთობლიობით ხასიათდება, იგი გვევლინება როგორც ამა თუ იმ წრის ადამიანთა ცხოვრების ინდივიდუალიზებული და მკვეთრად გამოხატული, ღრმად შთამბეჭდავი სურათი, მხატვრული სახე. ხასიათი ყველაზე სრულყოფილია მაშინ, როდესაც იგი ტიპს (იხ.) წარმოადგენს. ტიპი კი ყოველთვის ხასიათიცაა, მაგრამ ყოველი ხასიათი არ არის ტიპი. ამასთან, ყოველგვარ მხატვრულ წარმოსახვას არ შეუძლია შექმნას ხასიათი. მაგალითად, ხასიათი დეკადენტურ-ფორმალისტურ და მხატვრულად სუსტ ნაწარმოებებში იშვიათად გვხედება.
![]() |
30.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ხელოვნება ხელოვნებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
„ხელოვნება ხელოვნებისათვის“ – ხელოვნების ფორმალისტური თეორიის და
დეკადენტური მიმდინარეობების (იხ.) ძირითადი პრინციპი; ე. წ. „თავისუფალი შემოქმედების“, „წმინდა ხელოვნების“ ლოზუნგი. მისი განსაზღვრით, ხელოვნება თვითმიზანია, მხოლოდ საკუთარი ინტერესით – წმინდა მხატვრული ფორმის შექმნით იფარგლება და სავსებით დამოუკიდებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ამიტომ ხელოვნება არის არა საზოგადოებრივი მოევლენა, არა ცხოვრების ასახვა ან საზოგადოების ესთეტიკურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებათა განსახიერება არამედ მხოლოდ ფორმა.
ეს ლოზუნგი მთელი თავისი არსებით ანტიმეცნიერულია, არავითარ რეალურ საფუძველს არ ემყარება, რადგან სინამდვილეში ასეთი ხელოვნება არ არსებობს. თვით ის შემოქმედნიც კი, რომლებიც ამ თეორიას იზიარებენ, არსებითად, ყოველთვის გარკვეული კლასის ინტერესებს ემსახურებიან, კერძოდ, იმ კლასისას, რომელიც დაკნინებას განიცდის და თანდათან სტოვებს ისტორიის ასპარეზს. ამის გამო ობიექტურად ეს ლოზუნგი ყოეგელთვის გარკვეული რეაქციული საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატულებად გეევლინება.
ვ. ი. ლენინი თავის სტატიაში „პარტიული ორგანიზაცია და პარტიული ლიტერატურას ხელოვნებისს აბსოლუტური თავისუფლების დაცვას, რაც განსაკუთრებული სიმკვეთრით ახასიათებდათ ბურქუაზიის იდეოლოგებს რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში, „მხოლოდ ფარისევლობას" უწოდებდა. მისი განსაზღვრით, „ფულის ბატონობაზე დამყარებულ საზოგადოებაში... შეუძლებელია რეალური და ნამდვილი „თავისუფლება“... არ შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრობდე და საზოგადოებისაგან თავისუფალი იყო. ბურჟუაზიული მწერლის, მხატვრის. მსახიობი ქალის თავისუფლება – ეს არის მხოლოდ შენიღბული (ანდა ფარისევლურად ნიღაბაფარებული) დამოკიდებულება ფულის ქისისაგან, მოსყიდვისაგან, ხასობისაგან“.
დევიზი „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ პირველად განსაკუთრებულ გავრცელებას პოულობს XIX ს. დასასრულის დასავლეთ ევროპის დეკადენტური ხელოვნების თეორიასა და შემოქმედებით პრაქტიკაში. ქართულ მწერლობაში იგი ჩვენი საუკუნის 20-იანი წლების დეკადენტურ მიმდინარეობებში, უპირატესად სიმბოლიზმსა (იხ. და აგრეთვე
ფუტიერიზმში (იხ) პოულობს გამოხატულებას.
![]() |
31 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
31.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჯვარედინი რითმა |
▲ზევით დაბრუნება |
ჯ
ჯვარედინი რითმა – იხ. რითმა.
![]() |
32 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
32.1 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჰაგიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ჰ
ჰაგიოგრაფია (ბერძნ. ჰაგიოს წმინდა. გრაფო – ვწერ) – საეკლესიო მწერლობის ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ეპიკური ჟანრი, რომელიც მოიცავს ქრესტიან მოღვაწეთა ცხოვრება-მარტვილობის აღწერას, ამ ჟანრის თხზულებებს უმეტესად „მოწამის“ თანამედროვენი ან უახლოესი ხანის მოღვაწენი წერდნენ. ზოგჯერ ავტორები მოთხრობილი ამბების მონაწილენიც კი იყვნენ. ჰაგიოგრაფი მწერლები არ იფარგლებოდნენ მარტოოდენ წმინდანთა ცხოვრების აღწერით; ისინი ძალზე მდიდარსა და საინტერესო ცნობებს იძლევიან მაშინდელი კულტურული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ვითარების შესახებაც.
უმეტესი ნაწილი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა ანონიმურია, ხოლო ბევრი მათგანი –უთარიღო. არის შემთხვევები, როდესაც თხზულების პოპულარიზაციის მიზნით, ნამდვილი ავტორის ნაცვლად ესა თუ ის ცნობილი საეკლესიო პირია მოხსენებული.
ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებია: იაკობ ცურტაველის „მარტვილობაი შუშანიკისი". იოანე საბანისძის „მარტვილობაი ჰაბოისი". გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი გრიგოლ ხანძთელისაჲ“, ბესარიონ ზარზმელის „ცხოვრებაი სერაპიონ ზარზმელისაჲ" და სხვ.
![]() |
32.2 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჰეგზამეტრი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰეგზამეტრი (ბერძნ. ჰექს – ექვსი მეტრონ – საზომი) – ლექსის საზომი ანტიკურ ლექსწყობაში (იხ). ეწოდება ექვსტერფიან დაქტილურ ტაეპს; აქედან ხუთი ტერფი დაქტილურია, ხოლო მეექვსე (უკანასკნელი) – ქორე. ჰეგზამეტრის სქემა ასეთია:
ჰეგზამეტრითაა დაწერილი ჰომეროსის პოემები.
![]() |
32.3 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - ჰიმნი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰიმნი (ბერძნ. ჰიმნოს – საზეიმო სახოტბო სიმღერა)
1 საგალობელი, რომელიც ქრისტიანული ღეთისმსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჰიმნები დამკვიდრდა დაახლოებით V-VI ს-დან და ასახავდა მორწმუნე ადამიანის რელიგიურ განწყობილებას.
2. ლირიკული ნაწარმოები. ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ საზეიმო ხასიათის ლექს-სიმღერას ღმერთებზე ან ლეგენდარულ სახალხო გმირებზე. შემდეგ – ისეთ მუსიკალურ ნაწარმოებს ან ლექსს, რომელიც ხოტბას ასხამდა არა მარტო ღვთაებას ან გმირს, არამედ რაიმე ამბავს. მოვლენას, ადამიანს. ჰიმნი ითხზეებოდა სახელმწიფოს სადიდებლადაც. XIX საუკუნიდან ჰიმნს უწოდებენ საზეიჭო სიმღერას ან ლექსს, რომელიც ეძღვნება დიდ ეროვნულ, სასელმწიფოებრივ მოvლენებს ან კლასობრივ ერთობას და სხე. მაგ.. მსოფლიო ახალგაზრდობის ჰიმნი უმღერის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ახალგაზრდობის ერთობას მშვიდობის დასაცავად და ახალი ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, ყოველ სახელმწიფოს თავისი ჰიმნი აქვს.
გარდა აღნიშნულისა,პიმნი ჩვეულებრივ ხასიათდება ამაღლებულ გრძნობათა გამოხატვით და მეტაფორების, შედარებების. ეპითეტების, განსაკუთრებით ჰიპერბოლების სიჭარბით.
![]() |
32.4 ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი - პიპერბოლა |
▲ზევით დაბრუნება |
პიპერბოლა (ბერძნ. გადასვლა, გაზვიადება) – ტროპის (იხ.) სახეობა, ისეთი ხატოვანი გამოთქმა, რომელიც საგნის, მოვლენის, განცდის გაზვიადებული წარმოსახვით ხასიათდება.
ჰიპერბოლას რეალისტი მწერალი მიმართავს მხატვრული სიმართლის(იხ) სიღრმით და შმთამბევდავი სიმკვეთრით წარმოსახვის მიზნით. ხშირია ჰიპერბოლა ხალხურ შემოქმედებაში. მაგ, cნობილი ხალხური ლექსი ვახტანგ გორგასალზე:
იალბუზზე ფეხი შედგა.
განსაკუთრებით მდიდარია ჰიპერბოლებით საგმირო ეპოსი, რაინდული რომანები („ამირანდარეჯანიანი“, „როსტომიანი“).
ჰიპერბოლას იყენებენ არა მარტო გმირული, არამედ კომიკური სახის შესაქმნელადაც. ამ მხრივ აღსანიშნავია ხალხური ნაცარქექიას სახე, რომლის ნიშნებსაც უხვად შეიცავს პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ მთავარი გმირი. „ჩვენს სოფელში ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ? მიმართავს ყვარყვარე კაკუტას და ქუჩარას – გზში რომ დიდი ლოდი მოვხეთქე და მთიდან გრიალ-გრიალით დავაგორე, ის ხომ თქვენი თვალით ნახეთ“.
ჰიპერბოლას იყენებს ორატორული ხელოენებაც. მაგალითად, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ მხრივ სოლომონ ლიონიძის სიტყვა მეფე ერეკლეს გარდაცვალებაზე:
„ის ძლიერი თვალები – რომლისაც ზეით ახედვა ცებს აჰკეცდა და ღმთაების საყდარს მიედგმოდა,. რომლისაც დახედვა ქვეყანას გახსნიდა და უფსკრულში ღმთის საკვირველებას უყურებდა.. – ვაი თუ საკუდავად დაერულოს!
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.