The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი


ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი



ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

1 მიძღვნა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ეძღვნება ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხსოვნას

„მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“.

გიორგი ჩიტაია

2 ანოტაცია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი გამოცემის ტირაჟი იყო მხოლოდ 200 ეგზემპლარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ნაშრომისათვის, რომელიც ქართული სკოლის ყველა ბავშვისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს ძალიან ცოტაა. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დამოკიდებულება იყო უმთავრესი, რამაც გადააწყვეტინა (ჩემი თხოვნის გარეშე) ვაჟა უსანეთაშვილს ლექსიკონის განმეორებით გამოცემის დაფინანსება, იგი ჩემი მეგობარია, მაგრამ გადამწყვეტი აქ მეგობრობა კი არაა, არამედ მისი მყარი რწმენა ქართული ეთნოკულტურის სიდიდისა და მნიშვნელობისა. მადლობა მას ამისათვის.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის“ პროექტმა გაიმარჯვა სესფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ეს რთული საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ყველაფერი ის რაც ამ ლექსიკონშია მოცემული და განმარტებული საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ურთიერთობის სფეროში. ლექსიკონში შესული თითოეული ტერმინი ნათლადაა განმარტებული. შესაძლოა ითქვას, რომ ეს მასალები შენივთებულია აქამდე არსებული სხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე, საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენათა ასპექტები.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლექსიკონის ვიზუალური მხარე, რომელიც თვალწინ წარმოგვიდგენს იმ უაღრესად მაღალ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კულტურას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეუქმნია ქართველ ხალხს, ეს კულტურა უეჭველად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეთნოკულტურის გათვითცნობიერების დარგში დიდია ლექსიკონის დანიშნულება. ესაა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფრიად საჭირო ნაშრომი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაღრმავებისათვის.

დავით ლორთქიფანიძე

3 წინათქმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


წინათქმა

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, წარმოადგენს ხანგრძლივი შრომის შედეგს, რომლის მსგავსი ქართველოლოგიის სფეროში აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ისტორიის სისავსეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური ყოფის გამოწვლილვით შესწავლა, დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გვერდით ადამიანთა ყოფა-ცხოვრების არააშკარა მოდელების წარმოჩენა. სწორედ ეს მისია აკისრია ნაშრომს. ასეთი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, როდესაც ვიზა მისცა ს.ჯანაშიას მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლებს მასზე მუშაობისათვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

მატერიალური კულტურის სფეროს გამომზეურებას, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით, სათანადო ადგილი დაეთმო ქართულ ენციკლოპედიაში, მაგრამ მისგან განსხვავებით, ლექსიკონი გვთავაზობს არჩეული თემების უფრო სპეციფიკურ, ფართე და მრავალმხრივ გაშუქებას უხვი საილუსტრაციო მასალით, რაც ნაშრომის ვიზუალურსა და შემეცნებით დონეს განსაკუთრებულად ზრდის. ყველაფერი ის, რაც ამ ლექსიკონშია მოცემული ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი ფაქტობრივი განმსაზღვრელია ქართველი ერის ეთნოკულტურული მიღწევებისა, ამ სფეროში მისი წარმატების თუ წარუმატებლობისა, ნაშრომში თავმოყრილი მასალის გაცნობა და გაანალიზება უეჭველს ხდის, რომ ეს კულტურა არის ძალიან მრავალმხრივი, საყურადღებო და მნიშვნელოვანი. ასეთი მთლიანობით აქამდე ეს კულტურა არ ყოფილა წარმოდგენილი.

ლექსიკონის დანიშნულება ბევრად სცილდება წმინდა მეცნიერულ მიზნებს, განსაკუთრებით ფასეულია მისი ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა, ძალზე დიდია ასეთ ნაშრომებზე საზოგადოების მოთხოვნილებაც. ვისურვებდი ამ ლექსიკონის უცხოენოვანი ვარიანტების გამოცემას, რაც დიდად წაადგებოდა ქართული ეთნოკულტურის პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.

როინ მეტრეველი

Preface

Ethnographic dictionary of the Georgian material culture represents

Completeness of the Georgian history is signifi cantly stipulated by thorough study of social life, showing of non-evident models of humans' way of life along with great political events.

Just this mission is vested in the work. Such was the attitude of the Georgian Academy of Sciences to this problem when they gave visa to the employees of Ethnographic Department of S.Janashia Museum for working on it even back in the 90s of the last century.

Exposition of the sphere of material culture with consideration of real specifi cs was duly covered by the Georgian encyclopedia, though in contrast to it the dictionary off ers more specifi c, wider and comprehensive exposition of selected topics with rich illustrated materials, which especially increase both visual and informative levels of the work.

Everything which is given in this dictionary - wide range of the way of life and household life of the Georgian people - is the actual determiner of the Georgian nation's ethno-cultural achievements, their successes or failures in this sphere, studyand analysis of materials collected in the work makes it doubtless that this culture is rather versatile, attracting and signifi cant. Th is culture has never been presented in such wholeness so far.

Purpose of the dictionary much exceeds just scientifi c goals, especially valuable is its comprehensive signifi cance, and society's demands for such kind of works are rather high.

Academician Roin Metreveli

Vorwort

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur ist Ergebnis der jahrelangen Forschung, derengleich im Gebiet der Kartwelologie (Georgienkunde) noch nicht stattfand.

Die vollkommene Forschung der Geschichte von Geogien ist ohne die detaillierte Forschung des sozialen Daseins in Georgien un vorstellbar und es ist wichtig neben der politischen Ereignisse auch das alltдgliche Dasein des Volkes darzustellen. Genaudiese Aufgabe beinhaltet das vorliegende Werk.

Zwar wurde der Darstellung der materiellen Kultur von Georgien in „Der Georgischen Enzyklopedie“ ihr bestimmtes Kapitel gewidmet, aber im Unterschied zur Enzyklopedie bietet das zahlreich illustrierte ethnographische Lexikon die erweiterte, eingehende und vielfдltige Darstellung des Problems. Also, im Lexikon ist das breite Spektrum des wirtschaftlichen und alltдglichen sozialen Lebens des georgischen Volkes darstellt. Die Bekanntnahme und Analyse dieses ethnographischen Materials beweist, dass die georgische ethnographische Kultur sich als vielfдltige und wertvolle Kultur versteht. Bis heute wurde diese Kultur noch nicht mit solcher Vielfaltist und Fьlle dargestellt, wie es in diesem Lexikon vorgegeben ist.

Das Lexikon hat nicht nur das wissenschaftliche Bedeutung und ist nicht nur für Fachleute bestimmt, sondern besonders wichtig ist auch sein allgemeinbildender Wert - das Lexikon ist auch fьr den breiten Kreis der Leser geeignet. Akademiker Roin Metreweli

Préface

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle ci présenté est le résultat des longues recherches scientifi que dont le pareil n'était jamais produit jusqu'а alors dans le domaine kartvelologique.

Il est indispensable d'étudier des moeurs, des habitudes et des comportements des peuples pour mieux présenté l'histoire de Géorgie, d'а coté des mouvements importants politique il faut absolument dégager des modèles de la vie quotidienne des gens.

Cet oeuvre porte exactement cette mission. L'Académie Scientifi que de Géorgie a donné cette charge а la section ethnologique du Musée National de Géorgie de S. Djanachia dans les années 90 du siècle passée.

Dans l'Encyclopédie Géorgienne il y a assez des articles dédier а la culture matérielle mais ce dictionnaire nous propose l'étude plus ciblé, spécifi que et ample des thèmes choisis enrichis par des illustrations qui augmente son niveau cognitif et visuel.

Tout ce qui est présenté dans ce dictionnaire - le large spectre de genre de vie et d'économie du peuple géorgien - est le fait déterminant des succès ethnoculturel de la nation géorgienne. Les données présentées dans le dictionnaire, leurs analyses nous montrent évidement que cette culture est trиs intéressantes et importantes. Cette culture n'était jamais si pleinement présentée jusqu'а alors.

Le dictionnaire n'est pas envisagé seulement pour le milieu scientifi que mais aussi il a la fonction éducative et populaire. Académicien Roin Metreveli.

Предисловие

Этнографический словарь грузинской материальной культуры является результатом долголетнего труда. В сфере картвелологии подобного рода труд осуществляется впервые.

Полное представление истории Грузии во многом зависит не только от изучения значительных политическах явлений, но и от выявления не вполне явно выраженных моделей бытовых взаимоотношений людей. Именно такую цель преследует указанный труд. Подобное отношение к данной проблеме было выражено Академией наук Грузии еще в 90-ые годы прошлого столетия. Тогда же была дана виза сотрудникам этнографического отдела Музея Грузее им. С. Джанашиа заняться работой над этой проблемой.

Освещение сферы материальной культуры,с учетом существующей специфики, подобающее место заняло в Грузинской энциклопедии. Но в отличние от нее, данный словарь предлагает нам более специфическое, широкое и многостороннее освещение подобранных тем, снабженных обильным иллюстративным материалом, что способствует особенному росту визуального и познавательного уровня этого труда.

Все то, что представлено в словаре, т.е широкий спектр бытовой и хозайственной жизни грузинского народа, является фактическим доказительством его этнокультурных достижений, успехов или безуспешности в этой сфере. Ознакомление с собранным в труде материалом убеждает в том, что эта культура является многосторонней, значительной и заслуживающей особого внимания. Она до настоящего времени не била представленна столь полно и объемисто. Значение данного словаря во многом превосходит чисто научные интересы.

Особенно значительно его общеобразовательное значение. К трудам подобного рода интерес общества высок. акад. Роин Метревели.

4 შესავალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს.

ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები თავდაპირველად დაგეგმილ და შესრულებულ იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თანხმობით. პირველი ეტეპი მოიცავდა: მასალის შერჩევას, ტერმინების ნომენკლატურის განსაზღვრას, ვიზუალური მასალის მომზადებასა და ფორმატის ზოგადი ტიპის ჩამოყალიბებას, რაც წარმატებით იქნა განხორციელებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიისა და ისტორიის დეპარტამენტში, უკვე არსებული მასალების საფუძველზე, 2006 წ. მომზადდა პროექტი და შეტანილ იქნა ახლად დაარსებული „საქართველოს სამეცნიერო ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტმა გაიმარჯვა და მასზე 2006 წ. 2 ოქტომბრიდან 2008 წ. 30 სექტემბრამდე ჯერ სამეცნიერო ფონდის (6 კვარტალი), ხოლო გაყოფის შემდგომ „რუსთაველის ფონდის“ (ორი კვარტალი) მეურვეობით მიმდინარეობდა მუშაობა.

ლექსიკონის შექმნა მოტივირებული იყო რეალურად არსებული ცვლილებებით, რასაც ადგილი აქვს ქართულ მატერიალურ კულტურაში. როგორც ცნობილია, მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეთნოკულტურულ მემკვიდრეობის მიმართ პრობლემატურ დამოკიდებულებას. ქართული ეთნოკულტურა - ესაა უზარმაზარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც იქმნებოდა საუკუნეთა განმავლობაში. ხალხის ფენაში შექმნილი ეს კულტურა არის განმსაზღვრელი საქართველოს როლისა და ადგილისა მსოფლიოს ხალხთა ცივილიზაციაში. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია ითვლებოდეს დიდი კულტურული მემკვიდრეობის შემოქმედად ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრების განვლილმა გზამ, რომელიც უნდა აისახებოდეს მიწათმოქმედებაში ზოგადად და კერძოდ, ხორბლეულისა და ვაზის კულტურების სელექცია-შეჯვარებაში, ხელოსნურ წარმოებაში, საცხოვრისში, ტანსაცმელში, მუსიკალურსა და კვების კულტურაში, ხალხურ მედიცინაში და საერთოდ, საყოფაცხოვრებო ურთიერთობის თუნდაც არააშკარა მოდელების შემუშავებაში.

კვლევის თანამედროვე დონეზე, რომელსაც მიაღწია ქართულმა ეთნოლოგიურმა სკოლამ, დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ქართველი ხალხის ეთნოკულტურული მიღწევები, მაგრამ სავსებით ცხადად ჩანს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი, საფრთხეს უქმნის ტრადიციული დარგების განვითარებას. უფრო მეტიც, დღეისათვის ამ დარგთა უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და მასთან დაკავშირებული საწარმოო ჩვევები და ტერმინოლოგიური ლექსიკა უფუნქციობის გამო გაღარიბდა. დარგობრივი ლექსიკა დღეს უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეს. მიმდინარეობს ტერმინთა უნიფიკაციის პროცესი.

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ უარყოფითი მოვლენების გარკვეული კომპენსაცია მოახდინოს და ისტორიული ქმნადობის დოკუმენტირება შეძლოს, ესაა ვრცელი ტერმინოლოგიური საცნობარო ლექსიკონი. ასეთი მოტივაცია და ორიენტირი იყო უმთავრესი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა ლექსიკონის მუშაობის პროცესს. ლექსიკონში თავი მოიყარა მატერიალური კულტურის წრეში შემავალ ტერმინთა უდიდესმა უმრავლესობამ: დანიშნულების, მასალის, დამზადების წესის, გავრცელების არეალის, უტილიტალური დონისა და ნივთთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების ასპექტების განხილვით (თუკი ასეთ არსებობს). ლექსიკონში უხვად იქნა გამოყენებული ქართული ლექსიკოგრაფიული დარგის მიღწევები, ს.ს ორბელინის „სიტყვის კონიდან“ დაწყებული ცალკეული კუთხის კილო-თქმათა ლექსიკონებამდე დამთავრებული. ასევე უნიკალური ნივთიერი და საილუსტრაციო მასალა, რომელმაც მუზეუმის ფონდებში შემოსვლა დაიწყო XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან და მისი აქტიურობა არ შეწყვეტილა ვიდრე XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე. ესაა როგორც ექსპონატები, ასევე მხატვრულ-დოკუმენტური ჩანახატები, შესრულებული გერმანელი, ფრანგი, ებრაელი, რუსი და ქართველი მხატვრების მიერ.

წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს მკაცრად განსაზღვრული კლასიკური ტიპის ლექსიკონს. ჩემი, როგორც რედაქტორის მიზანი იყო, მასში შეგვეტანა ისეთი ტერმინებიც, რომლებიც შესაძლოა ცნება „მატერიალურს“ არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ეხმარებიან ამ ცნებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და საგნების უკეთ დახასიათებას. ლექსიკონში შევიტანეთ ზოგიერთი ისეთი უცხოური წარმოშობის ტერმინი და საგანი, რომელიც დროთა განმავლობაში შეითვისა ქართულმა ეთნოკულტურამ და თავის ნაწილად აქცია.

დიდი სურვილი მქონდა, ლექსიკონს დართვოდა ინგლისურ-ფრანგულ-რუსული შემოკლებული თარგმანი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა, თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ მომავლისათვის ეს პრობლემაც დადებითად გადაწყდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქართული ეთნოკულტურის პოპულარიზაციისათვის. ლექსიკონის მომზადებაზე მუშაობდა ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების 18 თანამშრომელი და ერთი მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი.

„ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“ წარმოადგენს ამ ტიპის ნაშრომის შექმნის პირველ ცდას, ეს ვითარება არამცირედია საიმისოდ, რომ მას გარკვეული ნაკლი ჰქონდეს. ავტორები დიდი გულისხმიერებით მიიღებენ ყოველ არგუმენტირებულ შენიშვნას და გაითვალისწინებენ შემდგომი მუშაობისას.

ელდარ ნადირაძე

The project author and scientifi c director Einleitung

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? beruht sich auf den jahrelang gesammelten Forschungsergebnissen der georgischen ethnologischen Schule. Im Lexikon werden auf dem modernen Forchungsniveau die ethnokulturellen Leistungen des georgischen Volkes dargestellt.

Die Vorbereitungsarbeit fьr das Lexikon wurde an der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums geplant und vollbracht. Auf der ersten Phase wurde das ganze Material gesammelt und sortiert, die terminologische Nomenklatur bestimmt und das visuelle Material vorbereitet. Ausserdem wurde die erste Fassung der Lexikonausstattung entworfen. ?

Zwischen den Jahren 2006-2008 wurde das Lexikon-Projekt von der Stiftung für Wissenschaftsförderung?von Georgien finanziell unterstützt.

Das Zusammenstellen des Lexikons wurde durch jene globalen Änderungen motiviert, die in der ganzen Welt der Fall sind: Die Prozesse der Globalisierung und globalen Integration. Diese Prozesse bilden Probleme bei der Schutz der ethnokulturellen Erbe. Das georgische Volk hat seine Ethnokultur im Laufe der vielen Jahrhunderte geschaff en. Die im Volk entstandene Ethnokultur verleiht Georgien die besondere Stellung innerhalb der Ethnokulturen und Zivilisation der anderen Völker der ganzen Welt.

Wenn das Volk und das Land den Anspruch darauf hat, sich als Schöpfer und Erbe der grossen Kultur zu fühlen und verstehen, dann soll das vor allem durch den von der Bevölkerung des Landes geschlagenen Weg ins wirtschaftliche Gebiet bewiesen werden. Dieser Weg soll in dem seit den jahrhunderten entwickelten Acker- und Weinstockanbaukultur, in der handwerklichen Herstellungskultur, in der Baukultur, Gewandkultur, Musik- und Kulinariekultur, in der Volksmedizin widergespiegelt werden. Das georgische Ethnokultur besitzt genau die jahrhunderte lange Traditionen des obengenanten. ?

Es ist aber auch klar, dass der Globalisierungsprozess der traditionellen wirtschaftlichen Zweigen mit Aussterben droht. Mehrheit dieser wirtschaftlichen Zweigen wurden schom eingestellt und die mit diesen Zweign verbundenen Herstellungsfähigkeiten und Fachbegriffe sind wegen der Funktionslosigkeit schon verlorengegangen. Es kommt der Prozess der terminologieschen Unifikation vor. Einziges, was diesen Verlust mehr oder weniger kompensieren kann, ist ein umfassendes Terminologie-Lexikon.?Genau dies war die Motivation während der Arbeit am Lexikon.?Im Lexikon wird die Terminologie aus allen wirtschaftlichen, landwirtschaftlichen Zweigen und dem alltäglichen Leben der georgischen ethnographischen Kultur zusammengesammelt.

Im Lexikon wurden auch die Leistungen der georgischen lexikographieschen Schule breit benutzt - das lexikologisches Material wurde sowohl aus dem bekannten „Georgischen Wцrterbuch“ („Sitkwis Kona“) von Sulchan-Saba Orbeliani, als auch aus den Wörterbüchern der georgischen Mundarten entnommen.

Im Lexikon wurde auch das seltsame anschauliche und sachliche Material benutzt, das ins Staatlichen Dschanaschia-Museum von XIX Jh. bis den 80-er Jahren des XX Jh.-s landeten. Das sind sowohl Exponate (40.000 Einheiten), als auch Skizzen und Zeichnungen, entworfen von den georgischen, deutschen, französischen, russischen und judischen Malern.

An der Vorbereitung des Lexikons haben 18 Mitarbeiter der ethnographischen Abteilung des Staatlichen Dschanaschia-Museums und ein eingeladener Ethnologe teilgenommen.

Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur? ist ein erstes Versuch auf diesem Gebiet und natürlich fern von jeglicher Vollkommenheit. Die Autoren werden jede argumentierte Bemerkung gern entgegennehmen und in den nächsten Lexikon-Aufl agen berücksichtigen

Autor und wissenschaftlicher Leiter des Projekts Eldar Nadiradze

Introduction

Le dictionnaire ethnologique de culture matérielle est basé essentiellement sur les résultats des recherches scientifi ques de l'école ethnologique nationale. ?

Les travaux préparatifs du dictionnaire ont été planifi és et réalisé dans la section ethnologique du musée national de Géorgie par accord du présidium de l'Académie Scientifi que de Géorgie. Première étape contenait: le chois des matériaux, la détermination des termes, la préparation des matériaux visuels et la formation du format général; tous ses travaux ont été réalisés avec succès. Après la réorganisation de l'Académie Scientifi - que de Géorgie et de Ministère d'Education, dans le département d'ethnologie et d'histoire du Musée National de Géorgie sur la base des matériaux déjа existée en 2006 le projet a été préparé et a été présenté au concours du „Fondation Scientifi que de Géorgie“, récemment fondé. Le projet a obtenu le financement et le groupe des chercheurs ont travaillé dès 2 octobre 2006 jusqu'à 30 septembre 2008 (6 trimestres) d'abord sous le patronage du Fond National et après la séparation sous le patronage du Fondation de Roustavéli (2 trimestres).

La création du dictionnaire a été motivée par des changements réels, qui ont lieu dans la culture matérielle de Géorgie. Comme il est connu, le processus de mondialisation et d'intégration actualise les problématiques du patrimoine ethnoculturel. L'ethnoculturel géorgienne c'est un processus créateur qui avait déroulé pendant des siècles. Cette culture, crée dans le milieu des peuples, est déterminante du rôle et du lieu de Géorgie dans la civilisation des peuples du monde. Si le pays a la prétention d'étre créateur du grand hèritage culturel, cela doit étre prouvé par le chemin passé de son peuple dans le domaine d'agriculture général et, en particulière, dans les sèlections et les hybridations des froments et du vigne, dans les entreprises artisanaux, dans les habitations, dans les vétements, dans les cultures musical et alimentaire, dans la médecine populaire et généralement dans l'élaboration des modéles, méme non évidents, des relations de la vie.

Au niveau des recherches modernes atteintes par l'école ethnologique géorgienne les succès ethnoculturaux sont bien présentes. Il est évident que le processus du développement mondial menace du développement du domaine traditionnel. En plus, la majeure partie de ces domaines ne fonctionne plus et des moeurs liées avec eux et la terminologie se sont appauvries sans fonctionnement. Le lexique de ces domaines ne corresponde plus aux niveaux du développement culturel et économique. Le processus d'unifi cation des terminologies a lieu. Une seule chose qui peut compenser cet événement négatif c'est le dictionnaire des terminologies. C'était la motivation majeure qui a accompagné le processus du travail sur ce dictionnaire.

La majeure partie des termes de la culture matérielle est réunie dans le dictionnaire avec l'étude des aspects liés avec des croyances, des objets, des niveaux utilitaires, des règles des préparations, des matériaux, des fonctions et des espaces des diff usions. Les données lexicographiques géorgiennes - dès le dictionnaire de S.S Orbéliani „Sitkvis kona“ jusqu'aux dictionnaires des diff érentes patois géorgiens, comme des objets et des illustrations faits par les peintres Allemands, Français, Juifs, conservés dans les fonds du musées - réunis dès deuxième moitié du XIX siècle jusqu'a des années 80 du XX siècle-sont abondement utilisées dans le dictionnaire.

Cet oeuvre n'est pas un dictionnaire au sens classique. Mon but, comme de rédacteur, était y mettre aussi les termes qui ne correspondent pas, tout а fait, а la notion „matérielle“ mais qui aident caractériser mieux des événements et des objets coïncidés avec cette notion. J'avais grand envie d'y ajouter la courte traduction franco-anglo-russe mais c'était impossible pour le moment donné; j'espère dans l'avenir résoudre ce problème aussi, car cela aura une grande importance pour la popularisation d'ethnoculture géorgienne.

18 personnes de la section ethnologique du Musé National de Géorgie et un ethnologue convié ont travaillé sur le dictionnaire. Dans le dictionnaire il y a 2086 termes.

„Le dictionnaire ethnologique de culture matérielle“ est le premier essais de créer un oeuvre de ce typelа, c'est pourquoi il est possible d'y trouver des défauts. Les auteurs seront reconnaissants de recevoir des remarques argumentés pour qu'ils les prenaient en considérations dans leurs futures travaux.

Auteur de projet et dirigeant scientifi que Eldar Nadiradze

Вступление

Этнографический словарь грузинской материальной культуры в основном опирается на итоги, достигнутые грузинской этнологической школой в течение многих лет.

Подготовительная работа над словарем первоначально была запланирована и выполнена в этнографическом отделе Музея Грузии им. С.Джанашиа, с согласия президиума Академии наук Грузии.

Первый этап работы включал: подбор материалнов, определение номенклатурных терминов, подготовку визуального материала, определение формата общего типа. Всё это успешко было выполнено.

После реорганизации Академии наук Грузии и Министерства просвещения, в Департаменте этнологии и истории Национального музея Грузии, на основе существующего материала, в 2006 году был подготовлен проект и представлен на конкурс, объявленный новооснованным „Грузинским научным фондам“.

Проект победил. Работа над ним протекала со 2 октября 2006 года по 30 сентября 2008г. Вначале (в течение шести кварталов) под патронажем „Научного фонда Грузии“, а после разъединения этой организации (в течение двух кварталов) - под патронажем „Фонда Руставели“.

Создание словаря было мотивировано реально существующими изменениями в грузинской материалньой культуре. Как известно, процесс мировой глобализации и интеграции на повестку дня ставит проблематичное отношение к этнокультурному наследию. Грузинская этнокультура, являясь результатом огромного творческого процесса, создавалась столетиями и является определителем места и роли Грузии в мировой цивилизации.

Если страна претендует на то, чтобы считаться саздателем большого культурного наследия, то прежде всего она должна это доказать историей хозяйстьвенного быта её народа. Это земледелие в общем и в частности, селекция зерновых культур и винограда, кустарное производство, жилье, одежда, музыка, культура питания, народная медицина, и вообще разработка не вполне явных моделей бытовых взаимоотношений.

Грузинской этнологической школой, на современном уровне исследования, вполне убедительно доказаны достижения этнокультуры грузинского народа. Однако, вполне ясно, что процесс развития мирового сообщества создает опасность для развития традиционных отраслей хозяйства, большинство которых в настоящее время прекратило функционирование. Вместе с тем утратили свое значение и связанные с ними, оставшиеся без функции, производственные навыки и лексика. Отраслевая лексика уже не соответствует современному уровню экономического и культурного развития. Идет процесс унификации терминов.

Единственное, что может воспрепятствовать этим отрицательным явлениям и внести определенную компенсацию в этом направлении, является обширный справочно- терминологический словарь. Подобная мотивация и ориентировка являются тем главным, что красной нитью проходила в процессе работы над указанным словарем.

В словарь вошла большая часть терминов, входящих в круг материальной культуры. это термины, обозначающие назначение предмета, материал, правила изготовления, ареал их распрстранения, уровень утилитарности, а также верования, предания, связанные с предметом (если таковое имеется). В словаре широко использованы достижения грузинской лексикографии, начиная со словаря С.С орбелиани „Ситквис кона“, кончая словарями диалектав отдельных частей Грузии. Наряду с этим использован уникальный вещественнный и иллюстративный материал, который начал поступать в фонды Музея еще с последней четверти XIX века. Активность в этом отношении не прекращалась до 80-ых годов XX века. В виде экспонатов собрано прибл.40000 единиц. Использованы также художественно-документальные зарисовки, выполненные немецкими, французскими, еврейскими, русскими и грузинскими художниками.

Над подготовкой словаря работало 18 сотрудников этнографического отдела муэея им. С. Джанашиа, а также один приглашенный этнолог. В словарь вошло 2086 терминов.

Этнографический словарь грузинской материальной культуры является первой попыткой подобного рода исследования. Не исключено, что в словаре могут быть определенные недостатки. Авторы с благодарностью примут всякое аргументированное замечание и учтут в дальнейшей работе.

Автор и научный руководитель проекта Ельдар Надирадзе

5 შემოკლებანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


შემოკლებანი

მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის

ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“

ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“

მმ - მუზეუმის „მოამბე“

სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“

სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის

ძმ - ძეგლის მეგობარი

იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი

მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის

დლ - დასურათებული ლექსიკონი

ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი

ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

6 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - ტ

▲ზევით დაბრუნება


6.1 ტაბაგი//ფიჩქი (სვ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაბაგი//ფიჩქი (სვ.)

სატრაპეზო მცირე სუფრა, რომელსაც აქვს კიდეები. „ბაგიან“// „ხარხილიან“// „ფარფლიან“ ტაბაგზე ხინკალი კარგად ეწყობოდა. ტაბაგი ძირითადად სამფეხა იყო სპეციალური ნახვრეტით, რომელიც მის სიმშრალეს უზრუნველყოფდა. ტაბაგს იყენებდნენ: ხორცის დასაჭრელად, ცხელი პურების დასაწყობად, საქორწინო შესაწევარისთვის. სამფეხა მრგვალთავიანი სუფრების საუკეთესო ტიპს ფიჩქ-ი წარმოადგენს. იგი ტაბაგის მოყვანილობისაა. სოციალური თვალსაზრისით საუფროსო-სასტუმრო დგამია. დიდია მისი როლი რიტუალებში. ფიჩქ-ი, მასზე ამოკვეთილი აპოთროპეული დანიშნულების ბორჯღალით, იხმარებოდა „ბარბოლის“ სახელზე დაწესებულ წეს-ჩვეულებებში.

ლ. ბ..

6.2 ტაბიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაბიკი

უღელში ჩასარჭობი ხე, შვინდის ან კოწახურის, გამოთლილი მტკვალნახევარი

სიგრძის, ცერის თითის სიმსხო. ტაბიკი იჯდა უღლის სატაბიკე ჭრილში // თვალში. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით//აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს. ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.


გ.გ..

6.3 ტაბლა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაბლა

1. ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. ტაბლა მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“. ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი. როგორც ჩანს, მაგიდა XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას.

სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს - „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ. ყველა ეს სუფრა დამზადებულია ხის სქელი ფიცრისაგან, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, სიგანე კი 36-40 სმ. დგას ოთხ, ხუთსანტიმეტრიანი სისქის ფეხზე, რომელთა სიმაღლე 40 სმ-ს არ აღემატება. ასეთ სუფრებს იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნადიმისა და ქორწილების დროს. სვანეთში გავრცელებულ სუფრებში მეტად საინტერესოა ხის მრგვალი სუფრა „ფიჩქ“, რომელსაც სამი ფეხი აქვს.ი გი მასიური ფიცრისაგან არის გამოთლილი, ფეხების გარეშე აჭარულ ფეშხუმს ჰგავს. ყურადღებას იქცევს ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური სუფრების, კერძოდ, ტაბლების პარალელები. მცხეთის სამთავროს სამაროვანზე აღმოჩნდა თიხის ორი ტაბლისებური მოყვანილობის ჭურჭელი. ერთი ოთხ მინაძერწ ფეხზე დგას, ხოლო მეორე - სამ ფეხზე. პირველი ჭურჭელი დათარიღებულია ძვ.წ. III-II საუკუნეებით, ხოლო მეორე სამარხს, რომელშიც მრავალგანივკვეთიანი სამფეხა ტაბლა იყო, ძვ.წ. X-IX საუკუნეებით ათარიღებენ.


აღმოსავლეთ საქართველოსა და სვანეთის ხალხური ავეჯის შესწავლისას ეთნოგრაფ ლ. ბედუკიძის ყურადღება მიიქცია ტაბლების მრგვალმა მოყვანილობამ და მან შესაძლებლად მიიჩნია მათი ციურ მნათობთა შესახებ არსებულ რელიგიურ წარმოდგენებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ ტაბლათა სიმრგვალე უძველეს რწმენა-შეხედულებებს უკავშირდება და სუფრად ხმარებული ტაბლის ფორმაც ასტრალურ მსოფლმხედველობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

2. სარიტუალო პური. 3. სართავი ჯარის ნაწილი. 4. მეჭურჭლის ჩარხის ნაწილი. 5. საჩეჩელის ნაწილი.

ე.ნ..

6.4 ტაბლაკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაბლაკი

„მცირე ნაღარა“ (საბა). ჩხირებით დასარტყამი.

6.5 ტაბლაში (სვ) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაბლაში (სვ)

კიდობანი, რომელშიც შენახულია პურის ფქვილი ან ხორბალი რელიგიური დღესასწაულისათვის.

ლიტ.: ქელ. 2009.

6.6 ტაგრუცი//გვადრუცი//გუადრუცი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაგრუცი//გვადრუცი//გუადრუცი

ყუთი, კოლოფი, საფლავის ქვა, საბას განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე“, ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, კიდობანს, სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს. ეს სიტყვა სახარებაში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., გოლგოთაზე მიკვლეულ ქრისტეს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისა და შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. გიორგი მთაწმინდელმა ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს.


ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.7 ტალავარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალავარი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში მამაკაცისა და ქალის სამოსელის მთლიანი კომპლექტი. ქართულ მეტყველებაში ჩაცმულობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა ტერმინები: „სამოსელი“, „ტან-ფეხი“, „ტანსამოსი“, „ტანსაცმელი“, „ჩასაცმელი“, „ჩასაცვამ-დასახური“, „ტანთი“ და „ტალავარი“ (მოხეურში - „ტარავალი“). ტერმინი „ტალავარი“ ლექსიკონებითა და ლიტერატურული ძეგლებით ხშირ შემთხვევაში „საძნე-ჩარდახისა“ და „საჩრდილობელი თავსაფრის“ მნიშვნელობითაა ახსნილი (სულხან-საბა, ნ. ჩუბინაშვილი). ივ. ჯავახიშვილი იმერეთში ხეივნის მნიშვნელობით ნახმარ ამ სიტყვას ნასესხებად მიიჩნევს. მ. ანდრონიკაშვილი კი მის წარმომავლობას პართულ სამყაროსთან აკავშირებს, სადაც იგი დარბაზსა და სასახლეს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი განიმარტება, როგორც ადამიანის საჩრდილობელ-საფარველი, რადგანაც სპეციალურ ლიტერატურაში სამოსელისა და არქიტექტურის საერთო საწყისებია აღიარებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქედან მომდინარეობს სამოსელის ზოგად სახელწოდებად „სხეულის სახლის“ ან „მოძრავი საცხოვრებელის“ დასახელებაც. ამ კვალის მატარებელი უნდა იყოს სვანეთში სამოსელის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი „ლერექუ“, რომელიც თავის მხრივ ქართულში არსებულ სა-რ-ქუ-ელ-თან ჩანს დაკავშირებული. საინტერესოა ტალავარის საწყისი ნაწილის „ტალას“ მნიშვნელობაც. ეს ტერმინი X ს. არაბი მოგზაურის მოსუდის მიხედვით, ჩერქეზეთში დამზადებული სელის ქსოვილის აღმნიშვნელია. აქედან ივარაუდება ტალა-ტილო-ტოლის კავშირიც. „ტალა“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ხალხის მიერ მოხმარებული მუქი ფერის ტანსაცმლის გამომხატველიც იყო.


ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
ც. ბ..

6.8 ტალავერი (იმერ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალავერი (იმერ.)

თალარი, მაღლარი ვაზი, ხის ბოძებზე დაწყობილ ლატნებზეა გადაშვებული. ხშირად ტალავერის ქვეშ ჭურები ჰქონდათ გამართული და დგამდნენ ქვის მაგიდა-სკამებს სტუმრის მისაღებად.

ე. ნ..

6.9 ტალი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალი

მაგარი ჯიშის შედგენილობის ქვა, კაჟი, რომლის კვესზე ჩამორტყმის შემდეგ აინთება აბედი (იხ.). ტალ-კვესის შეთანწყობა აისახა ხალხური მეტყველების ხატოვან თქმაში - ერთიანობის, შეთანხმებულობის მნიშვნელობით.

ე. ნ..

6.10 ტალიაქი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალიაქი

ხის ფრიალა თეფში, რომელიც იხმარებოდა რამოდენიმე ჭიქის ერთად დასალაგებლად.

6.11 ტალიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალიკი

„აბჯრის შთასადებელი, აბჯრის ბუდე“ (საბა). აბჯრის ქვეშ იგულისხმებოდა, მეომრის თითქმის მთლიანი აღკაზმულობა - „ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი“ (ვეფხ).

ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ..

6.12 ტალკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტალკი

სანახელაო ქვა. პალეოლითის ხანის საგვარჯილეს მასალებში მიკვლეულია ტალკისაგან გაკეთებული ყელსაკიდები. დომინოს ტიპის თეთრი ტალკის მძივები ნაპოვნ იქნა სამთავროში (მცხეთა). წარმოადგენს ფურცელ-ფურცელ, ანუ ქანებად შედგენილ მინერალს, რომელიც მომწვანო-მოლურჯო ფერსაც გადმოსცემს.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.

6.13 ტანტარა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტანტარა

წვრილი გადაბმული კიბე, რომელსაც ხმარობენ მხატვრები.

6.14 ტანტრიაბეჩი//ტანტრაბეჩი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტანტრიაბეჩი//ტანტრაბეჩი

ფრჩიხლების საწმენდი კოსმეტიკური დანიშნულების იარაღი, ჩვეულებრივ ტანტრიაბეჩი, ილარის (ყურის საჩიჩქნი) და აცისკანასთან (პატარა მაშა) ერთადაა წარმოდგენილი და ისინი ერთ რგოლზე არიან ასხმულნი. ეს კომპლექსური კოსმეტიკური იარაღები მზადდება ხის, ძვლისა და ლითონისგან. გ. ჩიტაიას მოსაზრებით, ამ ტიპის იარაღებს პარალელები მოეძებნებათ აღმოსავლეთის უძველეს კულტურებში, რაც ქართული ოქრომჭედლობის სიძველის კიდევ ერთი დასაბუთებაა.

ლიტ.: ნ. მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
ე. ნ..

6.15 ტარაკუა//ტარაბუა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარაკუა//ტარაბუა

შულოს ამოსახვევი ხელსაწყო. შედგება კუნძის, ხუნდის, მასში ვერტიკალურად ჩადგმული ოთხკუთხა ბოძისა და მის თავზე ჯვარედინად ჩამოცმული თბეებისაგან. თბეების ბოლოზე - ნახვრეტში ჩასმულია ორ-ორი ჩხირი (სულ რვა). თბეების ხელით დატრიალების შედეგად ხის ხოკერში მოთავსებული გორგლიდან ბაწარი ეხვეოდა თბეებზე. ტარაკუა იხმარებოდა შეღებილიფერადი შულოების ამოსახვევადაც. ტარაბუა დასაშულოებლად დასტურდება თუშეთში, გურიაში, ქიზიყში,

ავახეთში. მისი ბრუნვა//ტრიალის ფუნქციის მიხედვითაა დამკვიდრებული ქართულ მეტყველებაში „თავს ტარაბუას დასხმის“სინონიმური ფორმა.

ლიტ.: ნ. აზიკური, მატყლის ღებვის ტრადიცია, 1999.
ლ.მ..

6.16 ტარანი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარანი

1. საგანგებო სახნისებური შვერილი, რომელიც საბრძოლო ხომალდის წინა ნაწილში მაგრდებოდა და გამიზნული იყო დაჯახებისას მოწინააღმდეგის ხომალდის ფერდის შესანგრევ-გასატარნავად. ძველი ქართული სიტყვაა და დადასტურებულია ვეფხისტყაოსანშიც. 2. თევზის ჯიში, რომელსაც ამარილებენ და ახმობენ.

ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.

6.17 ტარაღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარაღი

ქვის სათლელი რკინის იარაღი. აქვს სათლელისთვის დამახასიათებელი მასიური, მძიმე შუატანი. უცბად მომთავრებული ბასრი პირი. არსებობს რამდენიმე სახეობა. ტარაღი ძირითადად გამოიყენება წმინდად თლისათვის.

ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.18 ტარი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარი

1. აქ: ქვის დასამუშავებელი იარაღის ხის ტარი, რომელიც იარაღზე იგება „ამოცმის“ წესით. ტარი უნდა იყოს შერჩეული მაგარი ჯიშის ხის, სატარე ხედ საუკეთესოა ეკალი, რცხილა, კუნელი. სატარე ხე შეირჩევა და მოიჭრება ზამთარში. შემდეგ გათლიან უხეშად. შეინახავენ მშრალ ადგილას. გახმობის შემდეგ ტარს დახვეწენ და რომელ იარაღშიც უნდა გამოიყენონ მისი ყუის რადიუსზე მეტად გაუთლიან ბოლოს. შემდეგ ამოუცვამენ ყუაში და სცემენ ქვაზე სანამ მაგრად არ გაიჭედება: ასეთნაირად დაგებული ტარი, იარაღს არ გასძვრება და დიდხანს შეინარჩუნებს თავის ფუნქციას. ქვის იარაღს, რომელიც „ნიადაგ გარეთ მუშაობს“ მზემ და წვიმამ ტარი არ უნდა მოურყიოს. ტარის ამოცმის წესი, რომელიც ხელოსნის გამოცდილებაზეა დამყარებული, ამის საუკეთესო გარანტიას იძლევა. 2. „ქალთ თითისტარი“ (საბა). თითისტარი (იხ.) არის ძაფის გამოსაგრეხი უძველესი იარაღი, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ქსოვასა და შესაბამისად მატყლის ტანისამოსის დამზადებასთან. თითისტარზე წამოსაცმელი კვირისტავების ძალზე დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც მიუთითებს როგორც მეცხვარეობის ინტენსიურ ხასიათზე, ასევე მატყლის ტანსაცმლის გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოში.

ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ..

6.19 ტარკოში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარკოში

ხის კოვზი, საწდიდან ლუდის ამოსაღები, იხმარებოდა სასმისადაც. კოშიცა და ტარკოშიც კოვზსა და სასმისს შორის შუალედურ ფორმას წარმოადგენს.


ე. ნ..

6.20 ტარსიკონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტარსიკონი

შეღებილი სამოგვე, ტყავი.

6.21 ტაფა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაფა

სპილენძისა და რკინის ცეცხლზე სახმარი სამზარეულო ჭურჭელი. ცალყურა, ორყურა, ლულოვანსახელურიანი, ბრტყელძირიანი, მრგვალხელიანი, ცალხელა, უხელო, გრძელტარიანი, მოკლეტარიანი და ა.შ. არის აგრეთვე ე.წ. „ფურნის ტაფა“. იგი დიდი ზომის სპილენძის ერთი ფირფიტისგან გამოჭედილი, ღრმა, პირგადაშლილი, ბრტყელძირა ჭურჭელია. ასეთი ტაფა ფურნეში გოჭისა და ბატკნის შესაწვავად გამოიყენებოდა. ტაფების (დიდი ზომის) ტარები - სახელურები შემკულია სხვადასხვა ორნამენტით. ნაკაწრი ირიბი ხაზებით, სამკუთხედებად განლაგებული ჩაჭდეული წერტილებით, რომბებით და ა.შ. ტაფა სამზითვო სპილენძის ჭურჭლეულის ნუსხაშიც შედიოდა. შეძლებული ოჯახები პატარძალს ატანდნენ ტაშტს (დიდსა და პატარას), თუნგს, ქვაბსა და ტაფას რამდენიმე ცალს, როგორც იტყვიან ხოლმე, „დიდპატარას“, „უნცროსს-უფროსს“, „მორჩილსა“ და ა.შ.


ლიტ.: ც. კაკაბაძე, სპილენის ქართული ჭურჭელი, ეთნოგრაფიული ძიებანი, I, 2000.
ც. კ..

6.22 ტაშტი//ტასტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაშტი//ტასტი

საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი. იჭედებოდა სპილენძის სქელი ფირფიტისაგან, შეკერილი იყო რამდენიმე ნაჭრისაგან. არის ღრმა, აქვს სწორი, ოდნავ გადაშლილი კედლები და მრგვალი პირი. სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით არის: დიდი, საშუალო და პატარა. დანიშნულების მიხედვით მოიხმარდნენ, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, თავსაბანს, სარეცხისათვის, ცომისათვის, სამურაბეს და ა.შ.

ც. კ..

6.23 ტახტი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტახტი

საწოლ-საძინებელი ავეჯის ტიპი. თუშეთში ტახტი წარმოადგენდა კედლის გასწვრივ გაკეთებულ მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელიც არყის ხის მსხვილი ჯოხებით კედელში იყო გამაგრებული და წნელით ძირგამოწნული. მიესადაგებოდა მრავალსულიანი ოჯახის პირობებს. ტახტზე ქერის ბზით გატენილი ლეიბი ეფინა. ზოგჯერ კი მხოლოდ ნაბადი. დასახურად იყენებდნენ „დურა ტყავს“ - ტყავის საბანს, კვირტისაგან ნაქსოვ საფენს. თუშეთში ტახტი ორსართულიანიც იყო. მაღლა ბავშვების, ძირს დიდების ან მაღლა საწოლი, დაბლა სახბორე. ქიზიყური ტახტი წარმოადგენდა დიდი ზომის მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელსაც ჰქონდა მოაჯირიანი გვერდები და ზურგი. თავთან ედო ბალიშიანი „ბარცკალი“ ხის თავსადები ასახდელი სახურავით, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე წვრილმანის ჩასაწყობად. საწოლი განსაზღვრული იყო დიდი ოჯახებისთვის. დღისით ტახტზე ხალიჩის, ფარდაგის ან ჯეჯიმის დაფენა აუცილებელი ყოფილა. ხევსურული ტახტი ოჯახის დასაძინებელი მაღალფეხიანი ხის საწოლია. ტერმინი „ტახტი“ პირაქეთ ხევსურეთშია გავრცელებული. პირიქითში მას ლოგინად იხსენიებენ. იყო უფროსი მამაკაცის ინდივიდუალური საწოლიც, „ქალისთმად“ წოდებული ბალახჩაფენილი, ზედ ნაბადჩადებული. ზამთარში საბნად „გუდანურს“ (ტყავის საბანი) იფარებდნენ, ზაფხულში თხელ ფარდაგს.

ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.
ლ. ბ..

6.24 ტაჯგანაგი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტაჯგანაგი

სქელი მათრახი, რომლითაც დამნაშავეს სჯიდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ამ ტიპისაა ე.წ. „დაზალტული მათრახი“, რომელსაც შიგნით ფოლადის მავთული ჰქონდა დატანებული და „ტირილის მათრახადაც“ იყო წოდებული (ფშავ.).

ე.ნ..

6.25 ტივი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტივი

საბას განმარტებით, ტივი არის „ძელნი შეწყობილნი წყალთა სავალად“ ე.ი. ერთად შეკრულ-შეკოჭილი დამორილი ძელები, რომლებსაც მდინარეზე აცურებდნენ, ჩაჰქონდათ სასურველ ადგილას, იქ შლიდნენ და ყიდდნენ, როგორც ხის მასალას. არსებობდა სატრანსპორტო და სხვადასხვა სამეურნეო ფუნქციისთვის გამოსაყენებელი ტივები. საქართველოში მეტივეობას მისდევდნენ მდინარეების - მტკვრის, ლიახვის, ცხენისწყლის, რიონის, ხეობებში. რა თქმა უნდა, გამონაკლისები იყო სხვაგანაც. ეთნოგრაფიულ ყოფას უხვად შემორჩა ტივის კულტურასთან დაკავშირებული ემპირიული მასალები: ტივის ხის ჯიშების, მათი შერჩევა-მოჭრის, შეკვრა-შეკოჭვის, ორთაყვირის დასმის, დაცურებისა და „წყლის კაცების“, ანუ ეტივეობის საქმესთან დაკავშირებით. მეტივეობა ძირითადად დაწინაურებული იყო ხე-ტყით მდიდარ რეგიონებში. მეტივეობის კლასიკურ მხარეს წარმოადგენდა ბორჯომის ხეობა, სადაც უხვად მოიპოვებოდა მშენებლობისათვის საჭირო წიწვოვანი ხეები. აქ ტყის კაცები გვარებისა და ნათესაობის მიხედვით გაერთიანებულნი იყვნენ მოდგამში (არტელში) და გაყიდულ მორებში აღებულ თანხას ინაწილებდნენ მათი შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მორების დასამზადებლად გამოიყენებდნენ „სისო ხერხსა“ და ე.წ. „მეტიურა ცულს“ (იხ.), რომლის ფორმა თითქმის იმეორებს ბრინჯაოს კოლხური ცულების ფორმას. ხის მოჭრა ხდებოდა მთებში. მორებს აცურებდნენ შუროში//სვანში (ხალახინი, იმერ.). მოაგროვებდნენ მდინარის მდოვრე ადგილას, გაუკეთებდნენ ნაცხვირს, შიგნით ამოუყრიდნენ მაგარ წნელს, გაკოჭავდნენ ერთმანეთში, მიამაგრებდნენ ორთაყვირს, რომელიც მიმართულებას აძლევდა ტივს და დააცურებდნენ წყალზე. თუ მტკვარი მოდიდებული მოდიოდა, ბორჯომელი მეტივეები ერთ დღეში ჩამოდიოდნენ თბილისში, ხოლო ჩვეულებრივ 2-3 დღეს უნდებოდნენ. შუა საუკუნეების არაერთ საბუთში ტივი მოხსენიებულია, როგორც სატრანსპორტო და სურსათის გადატანის საშუალება. XI ს. ბაგრატ IV-ს თბილისის ამირა გაექცა ტივის მეშვეობით. XIX ს. მდინარე მტკვარზე ყოველწლიურად საშუალოდ 1500-დან 1800-მდე ტივს აცურებდნენ. თბილიში ორი სატივე, ანუ „სატიო“ იყო, სადაც ძირითადად ხდებოდა მორების გაყიდვა. თბილისურმა ბოჰემამ ტივი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და ერთ დროს ტივზე ქეიფი და დროსტარება ქალაქის კოლორიტულ ნიშნად იქცა


ლიტ.: გ. გასიტაშვილი, სატივეზე ტივი შევკარ, 2004.
ე. ნ..

6.26 ტიკი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტიკი

ტყავისაგან დამზადებული სითხის მოსაკავებელი ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოიყენებოდა ღვინის გადასატანად. სატიკედ გამოიყენებდნენ თხის ტყავს. ნედლ ტყავს კარგად გაასუფთავებდნენ, გამოიყვანდნენ შაბსა და მარილში და აშრობდნენ ორი კვირის განმავლობაში. ტიკს უკანა ტანში უკეთდებოდა მრგვალი „ხარატული“, რითაც მჭიდროდ იხურებოდა ტყავის ეს ნაწილი, შემდეგ მარცხენა წინა ფეხზე უკეთდებოდა ე.წ. „მასრა“ - ღვინის ჩამოსასხმელი, დანარჩენი სამი ფეხი კი შიგნიდან მაგარი თოკით ან კანაფით შეიკვრებოდა. ტიკში ღვინო ისხმებოდა კისრის მხრიდან, რომელიც იკვრებოდა ტიკზევე დამაგრებული ტყავის მაგარი თასმით. ტიკისათვის აუცილებელს წარმოადგენდა მოკუპვრა. კუპრი იხარშებოდა თუჯის ქვაბში და ცუდი გემოს გასანეიტრალებლად ხარშვისას მასში ურევდნენ მიხაკ-დარიჩინს, ილს, ყვითელ ყვავილს, შემდეგ გადმოაბრუნებდნენ და შიგა მხარეს კარგად გაჟღინთავდნენ ცხელი კუპრით. გაშრობის შემდეგ კვლავ გადააბრუნებდნენ, გაკუპრულ მხარეს შიგნით მოაქცევდნენ, გაბერავდნენ და შეინახავდნენ. როგორც წესი ცარიელი ტიკი ყოველთვის გაბერილ მდგომარეობაში უნდა იყოს, რადგან დაკეცილ-დაფუშული ტიკი მალე ფუჭდება. გამშრალ ტიკს დასალბობად გარედან უსვამდნენ ცხვრის დუმას. ტიკი უაღრესად მოსახერხებელი ჭურჭელია ღვინისა და არყის გადატანისათვის და იმ პირობებშიც კი როცა მეტალისა და მინის ჭურჭელმა ფართოდ იწყო დამკვიდრება ყოფაში, მას თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს - განსაკუთრებით მწყემსებისათვის.


ე. ნ..

6.27 ტკეჩი//პწკალი- ზოგიერთი ხის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტკეჩი//პწკალი- ზოგიერთი ხის

თხილის, შინდის, სწორი წვრილი ტოტის სიგრძივ ანახეთქი. იხმარება გოდრის, გიდელის, ხახალის, კალათის და მისთანათა სუფთად საწნავად.

6.28 ტმოშტი (თუშ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტმოშტი (თუშ.)

ქუმელის მოსაზელი ხის მრაგვალი ხონის ტიპის ჭურჭელი (იხ. ხონი).

მესაქონლეობის რეგიონებში, სადაც ფქვილის ნაკლებობას განიცდიდნენ, მწყემსების ძირითადი საჭმელი იყო ქუმელის ფქვილისგან დამზადებული ხალი (იხ. ქუმელი). ამიტომ ეს ჭურჭელი მწყემსური ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ტმოშტის მსგავსი ხის ჭურჭელი გავრცელებული იყო საინგილოშიც. სადაც მას „კანი”ეწოდება. საყურადღებოა, რომ ტმოშტის მსგავსი ხის სამფეხა ჭურჭელი თავისი სახურავით აღმოჩენილია ბედენის II ათასწლეულით დათარიღებულ სამარხში, რაც მის უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს.

ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ..

6.29 ტოლაღი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოლაღი

ფეხის კოჭებზე შემოსახვევი გრძელი ნაჭერი, შეკერილი ორპირად. რადგან კოჭთან ფეხი უფრო წვრილია, ვიდრე ზემოთ და წინდა არ ჩერდება ფეხზე, კოჭის ირგვლივ ახვევენ ტოლაღს, რის შედეგადაც ფეხი სწორდება და ზემოდან იცვამენ წინდას. ტოლაღს ქიზიყში მკელები სამკლავეს უწოდებენ და მკის დროს მას მკლავზე წინდასავით ჩამოიცვამენ.

ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
ნ. ჯ..

6.30 ტოლი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოლი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, მთიულეთი) გავრცელებული შინ ნაქსოვი ქსოვილი. ტოლი სამგვარია - ორმაგულა, წაღმა-უკუღმა და ცალპირა. ტოლით იკერებოდა ქალის კაბა-სადიაცო, ფაფანაგი, ქოქლო, მანდილი, პერანგი, ჩოხა, შარვალი, პაჭიჭები, წვივსაკრავები (ხევსურეთი), მამაკაცის ქათიბი, ქალის ჩოხა - ჯუბა (თუშეთი). ოჯახში ტოლს იყენებდნენ საბნის, ლეიბის, ბალიშის პირებად.

ლ. მ..

6.31 ტოლომა//ტალმა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოლომა//ტალმა

ქალის წამოსასხამი. მასალად სეზონის მიხედვით არჩევდნენ, ზამთარში მუქი ფერის მაუდს, ხავერდს, მირინოსს, ზაფხულობით კი ფერად-ფერად აბრეშუმეულობას. ფორმით ორგვარი იყო: გრძელი და მოკლე. მხრებზე მორგებული და ყელთან ერთი სამაგრით დამაგრებული ეს წამოსასხამი უსახელო იყო, საყელოიანი და ნაბდისებურად მოყვანილი, ბოლოსაკენ გაგანიერებული. საზამთროს ბეწვი ჰქონდა გამოკრული, სხვა შემთხვევაში ბამბაფენილი და დალიანდაგებული სარჩულით კერავდნენ. საბას განმარტებით, დიდ ტოლომას „გალატონი“ რქმევია, ხოლო - პატარას „ქუქუნაკი“.

ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIXს. და XXს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ..

6.32 ტოლჩა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოლჩა

სანიადაგოდ სახმარი, ხელიანი წყლის ჭურჭელი. მზადდებოდა როგორც ლითონის, ასევე თიხისაგან.


6.33 ტომარა ტყავისა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტომარა ტყავისა

ვაშკარანის ერთ-ერი სახე. მას გუდასაც უწოდებენ. ტყავის ჭურჭელი მონადირეთა და მესაქონლე ხალხების ერთ-ერთ ძირითად სათავსს წარმოადგენდა. ტყავის ტომრები ეგვიპტის ძველ სამეფოში იყო ცნობილი. ეს ნივთი ხალხის ყოფას ნიადაგ სახმარად შემორჩა, როგორც მოსახერხებელი და მსუბუქი, ხმარებაში გამძლე და უმტვრევი.

ნ. ჯ..

6.34 ტომარა ხაკის - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტომარა ხაკის

თხის ბეწვისგან დამზადებული, რომელშიც ალბობენ ლუდის ფორს//ალაოს და რომელშიც წურავენ სისწვენს (იხ.). მომზადებული სისწვენი გაიწურება ტომრებში, რომლებიც ჩამოკიდებულია სალუდეს თავხეებზე, ხოლო გაფილტრული სისწვენი ჩაედინება ლათბაში (იხ.).


ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. III, 2007.
ე.ნ..

6.35 ტოპაზი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოპაზი

თეთრი ფერის მინერალი. მიუხედავად იშვიათობისა, ქართულ წერილობით ძეგლებში მას მრავალი სინონიმი მოეძებნება. ტოპაზის მძივები აღმოჩენილია სოფ. არხილოსკალოს ერთ-ერთ სამარხში. ასევე ტოპაზის გემაა აღმოჩენილი მცხეთაში, ტოპაზითვეა შემკული ხატები, მაგ., სიონის ღვთისმშობლის ხატს ამკობს რვა ცალი დიდი ზომის ტოპაზი, ასევე ტოპაზითვეა შემკული მიტრები, პანაღიები. ტოპაზი გამოირჩევა გამჭვირვალებითა და ელვარებით, რაც განაპირობებდა მის პოპულარობას.

ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე.ნ..

6.36 ტოპკირი (კახ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოპკირი (კახ.)

დაწნული ლასტი, რომელიც ყურძნის წურვისას იდებოდა საწნახელში. ყურძნის დაწურვისას მეურნე ცდილობდა რაც შეიძლება წმინდა წვენი მიეღო უჩენჩოდ და უწიპწოდ. ამისათვის საწნახელში მაგარი წნელისაგან მოწნულ ლასტს დებდნენ, ზედ ჩადუნას//ჩადის ფოთლებს აფარებდნენ და მერე ყრიდნენ ყურძენს. ყურძნის დაჭყლეტის დროს წვენი ამ ჩადუნიანი ლასტის წყალობით იფილტრებოდა. ბოლო დროს ხალხურ მეტყველებაში ღვინის დალევისას დამკვიდრდა გამოთქმა „ჩადის გემო აქვს“ - რაც გულისხმობს, ფიზიკურ პროცესს და სრულიად დავიწყებულია ადრინდელი შინაარსი ამ გამოთქმისა. კერძოდ, „ჩადის გემო აქვსო“, ძველად იტყოდნენ ისეთ ღვინოზე, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით დამზადდა და ჩადზე მომატებული ყოფნისაგან გარკვეული, სპეციფიკური გემო მიიღო.

ლიტ.: ალ. ლეკიაშვილი, მეღვინეობა კახეთში, მსმ, ტ. XI, 1960. ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974.
ე.ნ..

6.37 ტოში - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტოში

დასარტყმელი საკრავის, საჩხარუნებლის პროტოტიპი, ტაშიდან დასარტყმელ საკრავზე გარდამავალი ტიპი - ხანჯლის, დანის ან ჯოხის რიტმული ცემა ხის ფიცარზე საცეკვაოების შესრულების დროს (აღმოსავლეთ საქართველოს მთა - ხევსურეთი, ფშავი). რიტმული საკრავებისა და დასარტყამების ფუნქციას თავდაპირველად ასრულებდა ტაში, რომელიც დღემდე ქართულ საცეკვაო-სათამაშოებსა და საფერხულოებში გვხვდება. დასარტყამი საკრავების წინარე ფორმად მიჩნეულია ორი ქვის ერთმანეთზე რიტმული ცემა. ეს ფორმა საქართველოს ზოგ კუთხეში (კახეთი, თუშეთი, რაჭა) XX ს-მდე შემორჩა.

ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970. გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.
მ. შ..

6.38 ტრასკანა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტრასკანა

ბავშვების სათამაშო თოფი, რომელიც იტენება საზამთროს ქერქით.

6.39 ტრიონი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტრიონი

დაბეწვილი სამოსელი. იგი ერთ-ერთი გარედან შესამოსელი ტანისამოსია. „ტრიონი, ფართო სამოსელია ფილასოფოსთა, ბალანთაგან შეურაცხებისათვის იქმოდნენ“ (საბა). „აქუს მას ტრიონი სანატრიო სანატრიონი საწმისისაგან სამოსად გარედ“ (შავთელი).

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი. III, IV, 1962.
ნ. ჯ..

6.40 ტრიკირი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტრიკირი

სამსანთელა, ფიგურული შანდალი. სამი, შუაში ლენტით შეკრული კელაპტრით. მღვდელმთავრის მსახურების აუცილებელი ატრიბუტი. ღმრთისმსახურებისას მღვდელმთავარი ერთ ხელში ტრიკირით, მეორეში დიკირით (იხ.) მრევლს უფლის სახელით ლოცავს. ტრიკირი სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამების შეუქმნელ (დაუბადებელ) ნათელს ნიშნავს.

ლიტ.: С.Е. Молотков. Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001.
ხ. ც..

6.41 ტრიკოლო - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტრიკოლო

ტიკად ტყავის გახდისას, გატყავება ადვილი რომ ყოფილიყო, თხის ტყავს შიგნიდან ბერავდნენ თიხის მილით - ტრიკოლოთი.

6.42 ტუკვი//კობული//ურატა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტუკვი//კობული//ურატა

საწნახელში ყურძნის ჩასაბეგვი ხე, უფრო მეტის ჩატევის მიზნით.

6.43 ტყავი//საბეწვგარეთო (ხევს.)//კანძოლა (. ხევს.)//მარტყავა (სნო, ხევი) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყავი//საბეწვგარეთო (ხევს.)//კანძოლა (. ხევს.)//მარტყავა (სნო, ხევი)

ქალის მოკლე ქურქი, საზამთრო სამოსელი, ამზადებენ ჯიხვის, ცხვრისა და თხის ტყავისაგან. ტყავს აქვს: ფარაგი, წინა და უკანა კალთა, ველი, აზღოტები, ზურგნა, სახელოები და საყელო. უბრალო ჩასაცმელ ტყავს ზოგჯერ თვით მომხმარებელი კერავდა. იყვნენ კვალიფიციური მკერავები, რომელთაც „ქურუხჩები“ ეწოდებოდათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რა რაოდენობის ტყავი სჭირდებოდა ერთი ტყავის ჩასაცმელს. მოკლე ტყავის შესაკერად საჭიროა ორი ცხვრის ტყავი და მას ქალები ოჯახშივე კერავდნენ. ტყავის დასამზადებლად ჯერ ტყავის მასალას რამდენიმე ნაწილად ჭრიდნენ თარგის (შიბი) საშუალებით. მას დებდნენ ტყავზე, შემოხაზავდნენ და გამოჭრიდნენ. Pპირველ რიგში ჭრიდნენ კალთებს, შემდეგ წელს, ფერდებს, სახელოებს, დაბოლოს, საყელოს. გარდა ამისა, საჭირო იყო დამატებითი ტყავი - ჯიბის პირების, შესაკრავი ღილკილოებისა და წვრილი თასმებისათვის. დღესასწაულზე ჩასაცმელი ტყავი განსხვავდება ჩვეულებრივი

6.44 ტყავი საპირე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყავი საპირე

საფეხსაცმლე ტყავი. საპირე დაახლოებით ისევე კეთდება, როგორც საძირე (იხ.). დამზადების დრო აქაც ერთი თვეა. საპირე ტყავად ხმარობდნენ წვრილფეხა საქონელს: თხასა და ცხვარს. საძირესაგან განსხვავებით, საპირე ჯერ კირით უნდა დამუშავებულიყო; თაღარში ჩაყრიდნენ 20 სათლ კირსა და 50 სათლ წყალს და საპირე კირში ორი კვირის მანძილზე ამუშავებდნენ. თბილისელი დაბღები დამუშავებულ ტყავს დაზგაზე „ღულაბით“ (იხ.) ჭიმავდნენ. საპირე ტყავს თხის ან ძროხის მუცლის გამდნარ ქონს უსვამდნენ ხორცის მხრიდან, ხოლო ბეწვის მხრიდან ტყავი ჩვეულებრივი ქონით იჟღინთებოდა. ბოლო პროცესი ტყავის შეღებვა იყო. ტყავის ავკარგიანობა ფერითაც განისაზღვრებოდა. ყველაზე კარგ ფერად ღია ლიმონის ფერი მიიჩნეოდა. ძველად მედაბღეები ძაღლის პატივს აგროვებდნენ, აშრობდნენ და თბილ წყალში ხსნიდნენ, წურავდნენ და ნაწურს ტყავს უსვამდნენ და მას ყვითელი ფერი ეძლეოდა. საპირე ტყავი ორი სახის იყო: ქოსალა და სამოგვე. ქოსალა ცხენის, ხოლო სამოგვე თხის ტყავის კეთდებოდა. ცხვრის ტყავის მზადდებოდა მეში. მის გამოყვანას იმავე წესით ახდენდნენ, როგორც საფეხსაცმლე საპირეს, იმ განსხვავებით, რომ მეში გამოიყენებოდა საპირის სარჩულად და მას არ სჭირდებოდა გაქონვა და შეღებვა. ასეთივე წესით მზადდებოდა საძირე ტყავიც.

ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ნ. ჯ..

6.45 ტყავი საძირე - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყავი საძირე

საძირე ტყავი დაბახანაში ერთი თვის განმავლობაში მუშავდებოდა, სანამ მას დასათრიმლად თაღარში (იხ.) მოათავსებდნენ, ცემენტის აუზში დაალბობდნენ შემხმარი ნარჩენების მოსაშორებლად. ტყავს ლეშისგან დემურით (იხ.) წმენდდნენ, ერთი დღით ცივ წყალში ამყოფებდნენ. თაღრში, რაც თითოეულ დაბანახაში სულ ცოტა 100 მაინც იყო, კამეჩის 5 ტყავს ჩააგდებდნენ. ნაზავისათვის საჭირო იყო: 2 სათლი, საკიდარი ქვაბი, ქატო, სიმინდის ფქვილისა და 10 სათლი თბილი წყლის ნაზავი. ორი კვირის განმავლობაში ტყავები ორჯერ უნდა დამუშავებულიყო. ხსნარში ტყავს ყოველდღე გადააბრუნებდნენ. შემდეგ „ვარაჩოზე“ (იხ.) ბეწვს გააცლიდნენ, რასაც თუქლამიშს უწოდებდნენ. ბეწვისაგან გასუფთავებულ ტყავებს იატაკზე დააწყობდნენ დასაწურად, გამშრალს კი მარილს მოაყრიდნენ. მარილში დატოვებდნენ სამ დღეს. ამას „ნამაქოი“//„ნამაქუ“ ეწოდებოდა. შემდგომ ტყავს დანით გაწკიპავდნენ, რასაც „არუ“ ერქვა, ხოლო ორივე პროცესი ერთად „შორად“ იწოდებოდა. საძირე ტყავის დამუშავება დათრიმლვით სრულდებოდა. იღებდნენ ორ სათლ თრიმლს და 10 სათლ წყალს, 2-3 საათის შემდეგ ამოიღებდნენ ტყავებს თაღარიდან. საბოლოო შედეგის მისაღებად 5-ჯერ ზედიზედ გამეორდებოდა „ნამქუ“ და „არუ“. ყოველი „არუს“ გამეორებისას თრიმლის რაოდენობა ერთი სათლით იზრდებოდა და თაღარში ტყავის დება ერთი დღით ხანგრძლივდებოდა. თაღარიდან ამოღებულ ტყავებს ჩრდილში, ლატანებზე გადაფენდნენ გასაშრობად, გამშრალს კი წმენდდნენ, წყალი რომ არ შერჩენოდა ტყავს და არ დაობებულიყო.

ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ნ. ჯ..

6.46 ტყავ-კაბა - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყავ-კაბა

სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი. ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო. ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა.


ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ..

6.47 ტყაპუჭი//ტყავი(ჩუბ.)//ტყავფუჩი (გურ.) - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყაპუჭი//ტყავი(ჩუბ.)//ტყავფუჩი (გურ.)

ცხვრის ტყავის მოქნილი სამოსი; ტყაპუჩი ტყავის ტანსაცმელებში ყველაზე დიდი ზომის ყოფილა. მას ტყავის მოხელე კერავდა. ტყაპუჭებით მეურმეებიც იმოსებოდნენ, მეცხვარეები კი ზამთრობით ნაბდის იცვამდნენ. ხევში მეცხვარეები ცხვარში რომ არ დადიოდნენ და სახლში შინაკაცებად ისხდნენ, გარეთ გამოსვლის დროს (საერობო ადგილას ან სხვაგან) იცვამდნენ ტყაპუჩს.

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, III-IV, ტ., თბ., 1962, გვ. 122 ნ. ჯ.

6.48 ტყვია - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყვია

აქ: ცეცხლსასროლის იარაღის ტყვია. მასიურად გავრცელდა XIV საუკუნიდან. მზადდებოდა სხვადასხვა ლითონისაგან. დიდი ხნის განმავლობაში ხელის ცეცხლსასროლი იარაღი თავისი არასრულყოფილების გამო კონკურენციას ვერ უწევდა სხვა სატყორცნ იარაღს, მასით, სიზუსტითა და სწრაფსროლით ბევრად ჩამორჩებოდა მშვილდსა და არბალეტს. მხოლოდ XV ს-ის დასაწყისში გამოგონილმა „მუშკეტებმა“ შეძლეს ტყვიის ხვრეტითი ძალით გაესწროთ სასროლი იარაღებისათვის. მუშკეტის ტყვია სფეროსებრი ფორმის იყო და 50-60 გრ-ს იწონიდა, მის წინაშე ჯავშნით შეჭურვილი რაინდი უკვე უძლური იყო. მოგვიანებით კაჟიანი თოფების ეპოქაში, როდესაც დაკუთხულ ლულებს იყენებდნენ, ტყვიის ფორმაც შეიცვალა და მოგრძო სახე მიიღო. მოგრძო ტყვიის გამძლეობას ფრენის დროს განაპირობებდა ნაჭდევები, რომლებიც ხელს უწყობდა ტყვიის სწრაფ ბრუნვას, ამის შემდეგ სროლის სიზუსტე ძალიან გაიზარდა. ყალიბის მხრივ დიდი მრავალფეროვნება იყო, ერთ საჯარისო დანაყოფში შეიძლება 40-მდე სხვადასხვა ყალიბის იარაღი ყოფილიყო, რადგან ჯარისკაცი თვითონ ასხამდა ტყვიას თავისი თოფის ყალიბის შესაბამისად. ფისტონიანი თოფების პერიოდში (XIX ს) გამოიგონეს თვითგაფართოებადი ე.წ. „მენიეს ტყვიები“. მას უკანა მხრიდან კონუსური ჩაღრმავება ჰქონდა, რომელიც რკინის მსუბუქი ხუფით იყო დახურული, ტყვია ლულაში თავისუფლად იდებოდა, გასროლის დროს კი განიერდებოდა და მჭიდროდ მიჰყვებოდა ლულის კუთხვილებს. ტყვიის დიამეტრის გაზრდა ხდებოდა დენთის გაზების მიერ კონუსურ ჩაღრმავებაში რკინის ხუფის ჩაჭყლეტით. ასეთი თოფებიდან სროლა 1200 ნაბიჯიდანაც შეიძლებოდა, იმ დროს როცა გლუვლულიანი თოფები 300 ნაბიჯამდე ძლივს აღწევდა. XVIII ს. ბოლოს, როდესაც შესაძლებელი გახდა თოფის ლულის დატენვა საფალიე მხრიდან (ანუ ლულა იხსნებოდა ბოლოში), გამოიგონეს ქაღალდში ერთად გახვეული ტყვია-წამალი. დატენვისას, ქაღალდს დენთის მხრიდან კბილით გაგლეჯდნენ და ლულას დახურავდნენ, საფალიე ძუძუკს ფისტონს წამოაცმევდნენ, ჩახმახს შეაყენებდნენ და თოფი მზად იყო სროლისთვის. ტყვიის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო უნიტარული ვაზნის გამოგონება, სადაც დენთი, ტყვია და ფოსტონა ერთ მასრაში გაერთიანდა. უნიტარული ვაზნები პირველად ნემსიან შაშხანებში იქნა გამოყენებული, ხოლო შემდგომ თანდათანობით ისე დაიხვეწა, რომ დღესაც წარმატებით გამოიყენება საბრძოლო ხელოვნებაში.

ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000. А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998.
მ. ქ..

6.49 ტყლაპი - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყლაპი

1. ქალამნის ტიპი. ქალების ჩასაცმელი. ასეთ ქალამანს ძირი ტყავისა ჰქონდა, პირი კი ბაწრით მოქსოვილი. ზამთრობით ტყლაპში თომს ან სხვა მშრალ ბალახს ჩაუფენდნენ, ზაფხულში კი შიშველ ფეხზეც იცვამდნენ. 2. მოდუღებული და გაწურული ტყემლის, ქლიავის, ვაშლის ფაფა, რასაც დაასხამენ ფიცარზე ან სუფრაზე და გააშრობენ. შემდეგ ააძრობენ, გაანიავებენ, დაახვევენ და ინახავენ საზამთროდ როგორც ნუგბარს. განსხვავებით სხვათაგან, ტყემლის ტყლაპი გამოიყენება სამკურნალოდ და სანელებლად.

ე.ნ..

6.50 ტყრუშული - ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ტყრუშული

მსხვილი წნელით დაწნული ღობე.