

|
|
|
|
![]() |
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
წინამდებარე ლექსიკონში ანბანურადაა დალაგებული ტერმინები, ცნებები და პერსონალიები, რომლებიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თეა შუბითიძის მიერ და ეფუძნება მიხეილ ჭაბაშვილის, პიერო პეტროზილოს, ილია აბულაძის, აკაკი შანიძის, ივანე იმნაიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ნოდარ ნათაძის და სხვა ავტორთა ლექსიკონურ წყაროებს.
![]() |
1 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 ეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ევქსინის პონტოს უკიდურესად აღმოსავლურ პუნქტს წარმოადგენს და ზღვის პირიდან შორს მდებარეობს. უკვე VIII საუკუნის (ქ. წ.) ეპიკოსი ევმელოსი ეას (აიას) კოლხეთში არსებულ ქალაქად თვლის. ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა ამასვე ადასტურებს. ეას (აიას) სახელი მოდის ბერძნულიდან, რომლის იონური ფორმა ნიშნავს „მიწას“. უძველესი ფორმა – სი არის ჰომეროსთან დადასტურებული „ი“ („ილიადა“, VIII). რატომ ეწოდა კოლხეთის ქალაქს კუტაიას ეა (აია)? ბერძენი მეზღვაურისათვის, რომელსაც კოლხეთში მისასვლელად უნდა გაევლო საკმაოდ გრძელი გზა ზღვით (ეგეოსისა, ჰელესპონტის, პროპონტიდის და ევქსინის პონტოსი) კოლხეთი იქნებოდა სანატრელი მიწა ანუ გაია – აია – ეა. ამით აიხსნება, რომ ეას ანუ აიას სახელი მიწასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კოლხეთში მოსული იაზონი პირველ სამსხვერპლო პატივს „დედამიწას“– ქალღმერთ გეას სცემს და ისიც, რომ კოლხთა საფიცარი დედამიწაა და ზეცა. არგონავტები კოლხეთის ქალაქ ეაში ანუ ქუთაიაში მოვიდნენ სინონიმი: აია იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.2 ეაგრე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მდინარის ღმერთი და თრაკიის მითიური მეფე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, ორფეოსი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.3 ეგალიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეორია ან პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება თანასწორობის დამკვიდრების სურვილს; ეგალიტარიზმს ზოგჯერ განიხილავენ როგორც იმის რწმენას, რომ თანასწორობა უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენს. იხ. აგრეთვე: კიბერფემინიზმი, ეგალიტარული წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
1.4 ეგალიტარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Egalitaire, egalite – თანასწორობა გამათანასწორებელი. ეგალიტარული ოჯახი იხ. აგრეთვე: ეგალიტარიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.5 ეგეონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ასხელიანი გოლიათი ზევსის დამხმარე სხვა ღმერთებთან წარმოებულ ბრძოლაში („ილიადა“ I) სინონიმი: ბრიარეოსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.6 ეგეოსის ზღვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნახევრად დახშული ზღვა ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის. ფართობი 191 ათასი კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე – 2561 მეტრი. იხ. აგრეთვე: კუნძული, ლესბოსი (მიტილენე) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.7 ეგზალტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. exaltation ფრანგ. exaltation ლათ. exaltatio – დიდება, სიამაყე აღტაცებულ-აგზნებული მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ხშირად მიზანმიმართულად იწვევს საკუთარი გრძნობების დემონსტრირებისათვის. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.8 ეგზეკუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. შესრულება 1. რევოლუციამდელ რუსეთში: დამსჯელი რაზმების ჩაყენება მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში. 2. ზოგ ქვეყანაში: ფიზიკური დასჯის ან სიკვდილით დასჯის განაჩენის სისრულეში მოყვანა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.9 ეგზემპლარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. exemplar – ნიმუში ერთგვაროვანი საგნების, მაგ., წიგნების, ჟურნალების ცალკეული ნიმუში; ცხოველთა ან მცენარეთა ცალკეული წარმომადგენელი; ცალი, ცალეული. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ტირაჟი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.10 ეგზისტენციალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანული ეგზისტენციალური ფილოსოფიის წარმომადგენლის, მ. ჰაიდეგერის მიერ შემოღებული ტერმინი; აღნიშნავს ადამიანის ყოფიერების ძირითად სტრუქტურას, რითაც განსხვავდება კატეგორიისაგან. იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია, სტრუქტურა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.11 ეგზიტპოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი იმის გარკვევას კი არ ცდილობს, თუ ვისთვის აპირებს ხალხი ხმის მიცემას, არამედ იმის, თუ ვის მისცა მან უკვე ხმა. ყველა ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებები თავს იკავებენ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებისაგან საარჩევნო უბნების დახურვამდე. მიზეზი მარტივი და გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლები მხოლოდ სავარაუდო შედეგებს გვაწვდიან, მაინც არ არის სასურველი მათი შესაძლო გავლენის მოხდენა ელექტორატზე. რამდენიმე ქვეყანაში (მაგალითად, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი) ეგზიტპოლები კანონით რეგულირდება. სხვა ქვეყნებში შესაბამისი წესები ხშირად საარჩევნო კანონშია მოცემული (მაგალითად, გერმანია). იხ. აგრეთვე: ელექტორატი წყარო: ლანგი იაშა. მედია და არჩევნები : სახელმძღვანელო - თბ. : რეგთაიმი, 2004
![]() |
1.12 ეგოიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზრუნვა საკუთარ ინტერესზე ან კეთილდღეობაზე, თავკერძობა, ან რწმენა, რომ ყოველი ინდივიდი საკუთარი მორალური სამყაროს ცენტრია და, ამდენად, მოწოდებულია იმოქმედოს როგორც მორალურად ავტონომიურმა არსებამ. იხ. აგრეთვე: მორალური, ავტონომიური, ეგოისტი, ინდივიდი წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
1.13 ეგოისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელსაც ეგოიზმი ახასიათებს: მოთავისე, თავკერძა, ეჩო კაცი. იხ. აგრეთვე: ეგოიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.14 ედიქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. edict ლათ. edictum, edicere – განცხადება, ბრძანება, დანიშვნა სხვადასხვა სახელმწიფოში მონარქების მიერ გამოცემული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბრძანებულება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.15 ევაკუაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. evacuation გერმ. evakuation ლათ. evacuatio – დაცარიელება სტიქიური უბედურების, ომის დროს სახიფათო ადგილებიდან ადამიანებისა და დაწესებულებების გახიზვნა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.16 ევალუაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. evaluation შეფასება სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ევალუაცია (ბარბარიზმი)
![]() |
1.17 ევანდრე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. 1. მითოლოგიის თანახმად ჰერმესისა და თემიდას ვაჟი 2. ლაკიდეს მოწაფე იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.18 ევთანაზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Euthanasia ბერძნ. ,,eu” – კარგად და ,,tha’natos” – სიკვდილი პირველად 70-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარებას, ანუ მის მოკვდინებას, მისივე თხოვნით, გარკვეული ქმედებებით ან უმოქმედობით, მათ შორის სიცოცხლის შენარჩუნების ხელოვნური ზომების შეწყვეტით. ევთანაზიის სამ სახეს არჩევენ: 1. აქტიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, პაციენტისათვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანა ან სხვა ქმედება. 2. პასიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტა. 3. თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით (assisted suicide) – ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გადაცემა. იხ. აგრეთვე: პასიური, პაციენტი, თერაპია, პრეპარატი, ინფორმაცია წყარო: თავისუფლება № 7 (19)ივლისის, - [თავისუფლების ინსტიტუტი],- 2003 წ.
![]() |
1.19 ევიდენსი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. evidence მონაცემები, ფაქტები არსებობს ფაქტები, რომ ვაშლი ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობას იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ევიდენსი (ბარბარიზმი)
![]() |
1.20 ევმეოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მეღორე, ოდისევსის ერთგული მონა. ადრე ევმეოსი მეფისწული ყოფილა. იგი მოიტაცეს ყაჩაღებმა და ოდისევსის მამას, ლაერტესს მიჰყიდეს. ითაკაზე დაბრუნებული ოდისევსი პირველად თავის მეღორეს გაენდო. ევმეოსი მას შეეშველა სასიძოების წინააღმდეგ ბრძოლაში. იხ. აგრეთვე: იდისეა, ოდისევსი, ლაერტე წყარო: ბიბლიოვიკი ევმეოსი
![]() |
1.21 ევოლუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოვლენის (ან პროცესის) განვითარება თანდათანობითი, ერთიმეორეში გარდამავალი განუწყვეტელი ცვლილებების შედეგად, ნახტომებისა და შესვენებების გარეშე, თვისებრივი განსაზღვრულობის შენარჩუნებით (განსხვავებით რევოლუციისაგან). 2. სხვადასხვა გვარის მოძრაობა, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებასთან, გარკვეული კომპონენტების გადაწყობასთან. 3. ცვლილებების, განვითარების პროცესი. იხ. აგრეთვე: გრადუალიზმი, სალტაციონიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
![]() |
1.22 ევრიდიკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. მითოლოგიის თანახმად, ორფეოსის მეუღლე (ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით – აპოლონის ქაკიშვილი) იხ. აგრეთვე: ორფეოსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.23 ევრიკლეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ოდისევსის ძიძა იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.24 ევრიპილე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პოსეიდონის ძე, ზღვის ღვთაება ტრიტონი. იგი ლიბიის ლეგენდარულ მეფედ ითვლებოდა. მის შემდეგ ლიბიაზე მბრძანებლობდა ნიმფა კირენე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV, პოსეიდონი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
1.25 ევრისთევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მიკენის მეფის, სთენელოსისა და ნიკიპეს ძე, პერსევსის შვილიშვილი, ზევსის შვილთაშვილი. ზევსი მალავდა ჰერასგან იმას, რომ მალე ქვეყანას უნდა მოვლენოდა მისი დიადი ძე, ჰერაკლე. როდესაც დადგა გმირის დაბადების დრო, ქალღმერთმა ჰერამ გონება დაუბინდა ზევსს, ხოლო მან გათქვა თავისი საიდუმლო. ზევსმა სიამაყით განუცხადა ღმერთებს, რომ მალე ქვეყანას მოევლინებოდა მისი ძე ჰერაკლე, რომელიც შეიქნებოდა პერსევსის სახელოვანი ქვეყნის განმგებელი. არ მოეწონა ჰერას ეს ამბავი. მან შეიპირა ზევსი, რომ მას, ვინც შებინდებამდე დაიბადებოდა პერსევსის სასახლეში, მეფედ აღიარებდნენ. როგორც კი მიიღო ზევსისაგან ურღვევი ფიცი, ჰერამ მიკენისაკენ ისწრაფა და დააჩქარა მეფე სთენელოსის მეუღლის, ნიკიპეს მშობიარობა. შემდეგ თებესკენ გაემართა, ალკმენეს კარიბჭის წინ ჩამოჯდა და მანამ არ ამშობიარა, ვიდრე არ იშვა სთენელოსის შვიდთვიანი ძე ევრისთევსი. დელფოს ორაკულის მოწოდებით, ჰერაკლეს თორმეტი წელი უნდა ემსახურა მეფე ევრისთევსის კარზე, რათა უნებლიედ დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყო (მას ჰერამ სიგიჟე მოუვლინა, გონება დაუბნელა და შვილები დაახოცვინა). ამ ხნის მანძილზე ჰერაკლემ თორმეტი საგმირო საქმე აღასრულა. ევრისთევსმა ორი მათგანი (ლერნეს ჰიდრას მოკვლა და ავგიასის ბოსლების გაწმენდა) არ ჩაუთვალა. სურდა რა გმირის დაღუპვა, კიდევ ორი დავალება მისცა, რომლებიც აღასრულა ჰერაკლემ. მას შემდეგ, რაც ჰერაკლე ცად აღზევდა, ევრისთევსმა დევნა დაუწყო მის დედასა და შვილებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მიკენიდან ათენში გაქცეულიყვნენ. ევრისთევსმა ბრძოლა გამოუცხადა ათენელებს. ამ ომში დაეღუპა მას ხუთივე შვილი, თავად კი განიგმირა ჰერაკლეს ძის, ჰილოსის ხელით. ჰილოსმა ევრისთევსის მოკვეთილი თავი მიუტანა ალკმენეს, რომელმაც თვალები ამოსთხარა ამ ვერაგსა და მხდალ მეფეს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, ზევსი, ჰერაკლე წყარო: ბიბლიოვიკი ევრისთევსი
![]() |
1.26 ევროკავშირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კავშირი შეიქმნა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (მაასტრიხტის ხელშეკრულება) საფუძველზე. მის ჩამოყალიბებამდე არსებობდა სამი განსხვავებული ევროპული თანამეგობრობა: ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპული თანამეგობრობა), ევროპის ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა. ჩამოყალიბების შემდგომი წლების განმავლობაში, ეს ორგანიზაციები (განსაკუთრებით ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა) იყენებდნენ ადამიანის უფლებებს თავისი იურსიდიქციის ფარგლებში. თავდაპირველი სამი თანამეგობრობა წარმოადგენს ახალი ევროკავშირის საყრდენს. ევროპული თანამეგობრობის კანონმდებლობა, როგორც ასეთი, ეხება მხოლოდ საბჭოს ამ საფუძველს. (დანარჩენ ორ საყრდენს წარმოადგენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა სფეროებში). 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებამ შესწორება შეიტანა ამ დანაყოფებში და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვას ევროპის კავშირში. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არის ევროპის საბჭოს წევრი და ემორჩილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირობებს. აღორძინება ომისშემდგომ პერიოდში. ამ დოკუმენტებში არ მოიხსენიებოდა ადამიანის უფლებები. თანამეგობრობათა დამაარსებლები ფიქრობდნენ, რომ ეკონომიური ინტეგრირება არ მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე და, უფრო მეტიც, მის წინამორბედ ევროპის საბჭოს თავის დღის წესრიგის პირველ საკითხად დასმული ექნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც, თავისთავად, თანამეგობრობებს გაათავისუფლებდა ამ საკითხებზე ფიქრის საჭიროებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოსთან შეერთებას განიხილავდა, როგორც წინ გადაგმულ ნაბიჯს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ. 2004 წლის მაისში ევროკავშირის წევრების რაოდენობა 15-დან 25-მდე გაიზარდა – ახალი სახელმწიფოები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდანაა იხ. აგრეთვე: ევროპის სასამართლო წყარო: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“. ევროკავშირში შედის 15 წევრი სახელმწიფო: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, გარკვეულ სფეროებში გააერთიანონ თავიანთი სუვერენიტეტი და რესურსები; პოლიტიკას ამ სფეროებში ატარებენ ევროპული თანამეგობრობის ინსტიტუტები. თანამეგობრობის ძირითად პოლიტიკურ ინსტიტუტებს ეკუთვნის მინისტრთა საბჭო, გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილებით აღჭურვილი, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორგანო, ევროკომისია, მთავარი აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც აქვს, და პირდაპირი გზით არჩეული ევროპარლამენტი. ევროკავშირი სათავეს იღებს რამდენიმე ხელშეკრულებიდან, რომელთა უმთავრესი მიზანია ომისშემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის მეშევეობით წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარება წყარო: რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ?: ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა - [თბ., 2000]
![]() |
1.27 ევროპა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფენიქსის ასული. ხარად ქცეულმა ზევსმა იგი მოიტაცა და კუნძ. კრეტაზე გადაიყვანა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV, კონტინენტი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235 ისტორიკოსების ცნობით ანტიკურ საბერძნეთში ევროპად ითვლებოდა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბალკანეთის სახელითაა ცნობილი. ამჟამად ევროპა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ზუსტი საზღვრების დადგენა არც ისე ადვილია. პოლიტიკური ევროპა მოიცავს 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწის ფართობს და გადადის გეოგრაფიული აზიის ტერიტორიულ საზღვრებში. კონტინენტის კლიმატი მერყეობს სუბტროპიკულიდან (სამხრეთ რეგიონები) პოლარულამდე (ჩრდილოეთ რეგიონები). ევროპა 200-ზე მეტი ცოცხალი ენისა და კიდევ უფრო მეტ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების სამშობლოა. ის მოიცავს დაახლოებით 50 სახელმწიფოს, რომელთა მთლიანი მოსახლეობა თითქმის 800 მილიონს შეადგენს. ევროპის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს კონტინენტი ასოცირებულია როგორც დემოკრატიის დაბადებასთან, ასევე ფაშიზმისა და ტოტალიტარიზმის ყველაზე უარეს გამოვლინებებთან, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ევროპას ახსოვს ებრაელთა განადგურება, კოლონიალიზმი და მონობა, დღეს კი ევროპაში ისეთი რაოდენობის ბირთვული იარაღია თავმოყრილი, რომელიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი და დაარსდა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
1.28 ევროპარლამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეიქმნა პარიზის ხელშეკრულებასთან ერთად, თუმცა სახელი ევროპარლამენტი ეწოდა მხოლოდ 1962 წელს. 1979 წლიდან ევროპარლამენტი არის არჩევითი და მის არჩევაში მონაწილეობს ევროკავშირის ყველა მოქალაქე. არჩევნების სისტემა ყველა სახელმწიფოში განსხვავებულია, თუმცა არჩევნები დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და ყველა ქვეყანაში შედეგებიც ერთდროულად ქვეყნდება. უკანასკნელი არჩევნების შედეგად (2004 წლის 10-13 ივნისი) არჩეული იქნა 732 ევროპარლამენტარი. ძირითადად, ხმის მიცემა ხდებოდა პროპორციული წესით, დ’ონდტის მეთოდის გამოყენებით. ეს მეთოდი გამორჩეულია იმით, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მცირე პარტიების უფლებები. იტალიაში გამოიყენებოდა ღია სიები, დიდ ბრიტანეთში კი დახურული სიები (ინგლისი, უელსი და შოტლანდია) და ერთჯერადი გადატანითი ხმების (single transferrable votes) სისტემა. პარლამენტი და კანონმდებლობა: 1) მონაწილეობას იღებს კონკრეტული პოლიტიკის მიღებაში. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში მონაწილეობს კომისიასთან ერთად, ხშირად არაფორმალურად, ხშირად კი კომისია ეკითხება რჩევას; 2) პარლამენტს თავად შეუძლია იყოს კანონპროექტის ინიციატორი. ეს შესაძლებელია ორ შემთხვევაში: ა) საინიციატივო მოხსენებები. პარლამენტს შეუძლია გამოვიდეს საინიციატივო მოხსენებით, თუმცა კომისია არაა ვალდებული რეაგირება მოახდინოს მათზე. მიუხედავად ამისა, ხშირად კომისია ითვალისწინებს პარლამენტის აზრს; ბ) მაასტრიხტის ხელშეკრულების 192-ე მუხლის მიხედვით პარლამენტს შეუძლია მოთხოვოს კომისიას წარმოადგინოს მოხსენება, თუ ხმების უმრავლესობით მიიჩნევს, რომ ამგვარი წინადადება ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებელია. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, სამოქალაქო განათლება წყარო: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 მისი მიზანია მოახდინოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი და დააკისროს მათ პასუხისმგებლობა, თუმცა მისი ძალაუფლება საკმაოდ შეზღუდულია. იგი არ წარმოადგენს გაერთიანების საკანონმდებლო ორგანოს და მის სტატუსს ვერ შევადარებთ წევრ სახელმწიფოთა ეროვნული პარლამენტების სტატუსებს. ევროპარლამენტი არის ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების ასამბლეის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა სტრასბურგში, როგორც მრჩეველთა ორგანო. ევროპარლამენტის წევრების არჩევა ხდება 5 წლიანი ფიქსირებული ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2004 წელს. რომის ხელშეკრულების 138-ე მუხლის თანახმად ყოველ წევრ სახელმწიფოში უნდა მოქმედებდეს ერთიანი საარჩევნო სისტემა. 1982 და 1993 წლებში პარლამენტმა თავად წარმოადგინა ამგვარი სისტემა, მაგრამ მინისტრთა საბჭომ ვერ მიიღო ეს წინადადება უმეტესწილად იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთის მაშინდელ მთავრობას არ სურდა პროპორციული წარმომადგენლობის სასარგებლოდ მისი არსებული სისტემის დათმობა. ამრიგად, ჩატარდა ოთხი პირდაპირი არჩევნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მეშვეობით, თუმცა ყველა, გარდა ბრიტანეთისა იყენებდა პროპორციული წარმომადგენლობის ვარიანტებს. 1997 წლის მაისში ბრიტანეთში არჩეულმა ლეიბორისტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოც მიიღებდა პროპორციულ წარმომადგენლობას 1999 წლის ივნისისთვის დაგეგმილ შემდგომი ევროპარლამენტის არჩევისთვის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა 15 სხვადასხვა სისტემის მიხედვით პირველი ევროპარლამენტარები სწორედ პროპორციული წარმომადგენლობის წესით იქნენ არჩეულნი. ევროპარლამენტარები ქმნიან არა ეროვნულ დელეგაციებს, არამედ მრავალეროვნულ პოლიტიკურ ჯგუფებს. 1999 წლის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში 7 ასეთი ჯგუფია, ხოლო 27-მა პარლამენტარმა ამჯობინა არ გაერთიანებულიყო არც ერთ ჯგუფში წყარო: საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშრომლობა.– საქართველოსთან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,–თბ.,– 2005
![]() |
1.29 ევროპის საბჭო (ევროსაბჭო) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Council of Europe შეიქმნა 5.V.1949 ქ. ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდების ხელმოწერის შედეგად. 1949-70 წლებში ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთ ევროპის კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად რჩებოდა. 1989 წელს მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭების ინსტიტუტი, როთაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას. პოსტკომუნისტურ სივრცეში განვითარებულმა პროცესებმა ეს-ს წევრთა შემადგენლობაზეც იქონია გავლენა. ქ. ვენაში 8-9.X. 1993 ჩატარდა ეს-ს წევრი სახელმწიფოების სამიტი, სადაც ოფიციალურად დადასტურდა ამ ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა: მასში გაწევრიანდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის მრავალი სახელმწიფო. დღეისთვის დამფუძნებელი 10 სახელმწიფოს გარდა, საბჭოს წევრია კიდევ 36 სახელმწიფო: თურქეთი, საბერძნეთი (1949), გერმანია, ისლანდია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტაინი (1978), სან-მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1980), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი (1993), ანდორა (1994), ალბანეთი, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, უკრაინა (1995), რუსეთი, ხორვატია (1996), საქართველო (1999), აზერბაიჯანი და სომხეთი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია და მონტენეგრო (2004), მონაკო (2004), ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ეს-ს წევრი. თუ საბჭო დარწმუნდება, რომ ამ სახელმწიფოში დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ეს - არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია (იხ. საერთაშორისო ორგანიზაციები), რომლის მიზანია: ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა: ევროპული კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათის ხელშეწყობა: ევროპის თანამეგობრობის წინაშე მგდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის, ორგანიზაბული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება; პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება. ეს განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს, გარდა თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია, და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონალური დაგეგმარება. ეს-ს ორგანოებია: 1. მინისტრთა კომიტეტი - ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება ამ ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან (ან მუდმივი წარმომადგენლებისაგან) ევროპის საბჭოში. კომიტეტი იხილავს და ამტკიცებს ბიუჯეტს, გამოაქვს გადაწყვეტილება ახალი წევრების მიღების შესახებ, განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; 2. საპარლამენტი ასამბლეა - ევროპული პარლამენტების წევრთა ფორუმი, რომელიც იხილავს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხებს.ეს-ს წევრ ყველა სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეაში ჰყავს ეროვნულ პარლამენტში მყოფი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და მეგობრობათა წარმომადგენლები (ამჟამად დაახლოებით 600 დეპუტატი). ასამბლეა იკრიბება პლენარულ სხდომებზე წელიწადში ოთხჯერ; 3. ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი - იგი შედგება ეს-ს წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი ხელისუფლების პალატისა და რეგიონების პალატისაგან. იკრიბება წელიწადში ერთხელ ქ. სტრასბურგში. კონგრესის ძირითადი ამოცანაა, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტების დერგვა და განითარება ადგილებზე; 4. სამდივნო - იგი ტექნიკურ დახმარებას უწევს ეს-ს ძირითად მთავარ ორგანოს, მის მრავალ კომისიას. შედგება დაახლოებით 1300 თანამშრომლისაგან. სამდივნოს სათავეში უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა; ეს-მ შეიმუშავა მრავალი ფუძემდებლური საერთაშორისო კონვენცია, რომელთაგან ზოგიერთი წინ უსწრებდა გაეროს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ასეთია, მაგალითად, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (1950), რომელშიც მოგვიანებით შეტანილ იქნა მნიშვნლოვანი დამატებები კონვენციის 12 ოქმის სახით. ასევე აღსანიშნავია ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 1961 წელს, ხოლო 1996 წელს მიღებულ იქნა მისი გადასინჯული ტექსტი. დღეისათის ეს-ს სულ მიღებული აქვს 170-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობებს, რეგიონალურ ენებს, არჩევნების დემოკრატიზხაციას, წამების აკრძალვას და სხვ. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოს ეს-ში მიღებისას ხელშეკრულებით დაეკისრა ვალდებულებათა მთელი რიგის, შესრულება, რომლის რეალიზაციის შემოწმება მონიტორინგის მექანიზმით ხორციელდება. ეს ჯგუფი სისტემატიურად ჩამოდის საქართველოში და ადგილზე სწავლობს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას. იხ. აგრეთვე: ევროპის სოციალური ქარტია, სამოქალაქო განათლება წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.] ინგლ. Council of Europe ევროპის საბჭო სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც შემდეგი მიზნები აქვს: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა). ევროპის საბჭო არ უნდა აგვერიოს ევროკავშირთან, რომელიც თვისობრივად და ინტიტუციურად განსხვავებული ორგანიზაციაა, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრიცაა. ევროპის საბჭოში დღეს 45 წევრია გაერთიანებული. საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა 1999 წელს. ევროპის საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა კომიტეტის მიერ. კომიტეტი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან ან მათი მუდმივი წარმომადგენლებისაგან შედგება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სათათბირო ორგანოა, რომლის მუშაობაში წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წევრები მონაწილეობენ. ევროპის საბჭოში ასევე შექმნილია ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა კონგრესი, რომელიც საკონსულტაციო ორგანოა და ევროპის რეგიონებს წარმოადგენს. წყარო: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.] ევროკავშირის (ევროპის თანამეგობრობის) ერთ-ერთი მთავარი ორგანო. შეიქმნა 1949 წელს. თავდაპირველად მისი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეცია. ამჟამად ევროსაბჭო ორმოცზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრია 1999 წლის აპრილიდან. ევროსაბჭოს წესდების თანახმად, ამ ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ცნობს კანონის უზენაესობას, სადაც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. ევროსაბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტიზას და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის უნიფიცირებას. ევროსაბჭოს მთავარი ორგანოებია მინისტრთა კომიტეტი და საკონსულტაციო ასამბლეა. ევროსაბჭოსთან მოქმედებენ ადამიანის უფლებათა ევროპის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპის ტრიბუნალი. ევროსაბჭოს ძირითადი ორგანოები სტრასბურგშია (საფრანგეთი). წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.30 ევროპის სასამართლო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის ორგანო. ეს არის სასამართლო, რომლის ძირითადი მოვალეობა არის უზრუნველყოს საზოგადოებრივი კანონის ერთგვაროვანი ინტერპრეტირება და გამოყენება თითოეულ წევრ ქვეყანაში. ის ემყარება საზოგადოებრივ კანონს და არა ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივმა კანონმდებლობამ შეიძლება მოიცვას ადამიანის უფლებათა საკითხებიც. ცნობილი შემთხვევა იყო ბოსმანის საქმე, რომელიც განიხილა ევროპის სასამართლომ და ეხებოდა საფეხბურთო გუნდებს შორის ტრანსფერის წესებს. გადაწყდა, რომ ისინი არ შეესაბამებოდა რომის ხელშეკრულების შინაარსს კონკურენციის წესების და მომსახურეების თავისუფალ გადაადგილების შესახებ. იხ. აგრეთვე: ევროკავშირი, სამოქალაქო განათლება წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
1.31 ევროპის სოციალური ქარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. European Social Charter იხ. აგრეთვე: ევროპის საბჭო (ევროსაბჭო) წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
![]() |
1.32 ევროპოცენტრიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა (ისევე, როგორც ლოგოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმი და ა.შ.), რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპა თავისი კულტურით, ფასეულობებითა და ღირებულებითი იდეალებით წარმოადგენს მსოფლიოს ცენტრს, სოციალურ-კულტურული მოწყობის ნიმუშს, ჭეშმარიტ უკანასკნელ ინსტანციას. ე-ის თანამედროვე ტენდეციები აშკარად ვლინდება სხვადასხვა სახის ევროპულ გაერთიანებათა შექმნასა და გაფართოებაში (ევროკავშირი, ევროსაბჭო და სხვ.), რომლებისკენაც მიისწრაფიან სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის არაევროპულებიც. იხ. აგრეთვე: ეთნოცენტრიზმი, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.33 ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია ხელმოწერილი იქნა 2002 წლის 23 მაისს. 2004 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიკაცია. ქარტია ძალაში შევიდა 2005 წლის 1 აპრილიდან. საქართველო არ შეერთებია ქარტიის რამდენიმე მუხლს. მათ შორის აღსანიშნავია მე-5 მუხლი (თვითმმართველობის საზღვრების შეცვლისას თვითმმართველობებთან კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა), თუმცა იგივე პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. იხ. აგრეთვე: ქარტია წყარო: ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. 1991-2014. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. თბილისი, 2015
![]() |
1.34 ევსორე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თრაკიის მეფე იყო. მისი ძე აკამასი ტროას ომში ბერძნების წინააღმდეგ იბრძოდა („ილიადა“, II) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII, თრაკია წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.35 ევფემიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. euphēmismos სიტყვა ან გამოთქმა. რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი, უხერხული სიტყვა ან გამოთქმა, მაგ; "ფეხმძიმე" – "ორსულის" ნაცვლად, "საპირფარეშო"- "ფეხისადგილის" ნაცვლად; კეთილსიტყვაობა. იხ. აგრეთვე: ვულგარიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.36 ევფონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ბერძნ. euphōnia კეთილხმოვანება. იხ. აგრეთვე: , ევფონიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.37 ევფორბე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მეომარი, რომელმაც პატროკლე პირველად დაჭრა. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, პატროკლოსი წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა
![]() |
1.38 ევქსინის პონტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ანუ სტუმართმოძულე ზღვა ასე ეწოდებოდა შავ ზღვას, სანამ ბერძნები მის მდიდარ სანაპიროებს გაიცნობდნენ. შემდეგ კი დაარქვეს ევქსინის პონტო ანუ სტუმართმოყვარე ზღვა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.39 ეზეპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მც. აზიის მდინარე, რომელიც პროპონტიდას ერთვის იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII, პროპონტიდა წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.40 ეზოს ატალახება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა სინონიმი: ეზოს ატალახიანება, კარის ატალახება, კარის ატალახიანება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ე
![]() |
1.41 ეზოსმოძღვარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ე.მ. „საგანგიოთა განმგებელია“, „სხვათა ენით“ (თათართა) იგივე ნაზირია: „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხანის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქიან“. მისივე განმარტებით, „გამგე“ იგივე გამრიგებელია, ხოლო „გამგებელი“ - მოურნე. ნ. ჩუბინაშვლის მიერ ეზოსმოძღვარი განმარტებულია როგორც მნე, სახლის გამგებელი, ნაზირი, იგივე რაც „приставник, домоправитель, дворецкий“. II ს-ის არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში ამ თანამდებობის აღმნიშნელი არამეული სიტყვა ბიბლიური წიგნების უძველესი ქართული რედაქციების გათვალისწინებით გადმოიცა, როგორც „ეზოჲს მოძღვარი“ (გ. წერეთელი). ბილინგვისავე ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება ტერმინი „ეპიტროპოსი“ (იგივე იკონომისი); სომხურში მისი შესატყვისია „ჰაზარაპეტი“.როგორც ვარაუდობენ, ე.მ. ქართლის სამეფოში განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს და სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას. ეზოსმოძღვარს უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა სამხედრო საქმესთანაც და, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ ფუნქციას ასევე წარმოადგენდა სამეფო დაცვის რაზმების, ანდა სამეფო მიწებზე მსხდომი ერიდან („ტაძრეულთაგან“) გამოყვანილი ჯარის ხელმძღვანელობა (გ. მელიქიშვილი). ეზოსმოძღვარი ასევე შეესაბამება ლათინურ-ბერძნულ-ტერმინი: ცუბიცულარიუს (მეფის კარის განმგებელი, კარის წინ მორიგედ მდგომი), რომელსაც ქართულში შეესატყვისებოდა „მესაწოლე“ (მ. მაისურაძე). იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი ეზოსმოძღვარი
![]() |
1.42 ეთალიის ნავსადგური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არგოს ნავსადგური ეწოდება, აწინდელი – Porto Feraro იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.43 ეთანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქ ქიშის ხელმწიფე. ლეგენდის თანახმად იგი წარღვნას გადაურჩა იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
1.44 ეთიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ēthikē 1. ფილოსოფიური მოძღვრება მორალის, ზნეობის- როგორც საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმის- შესახებ. მაგ; ჰეგელის ეთიკა. მატერიალისტური ეთიკა; 2. რომელიმე კლასის, გარკვეული საზოგადოებრივი წრის, პროფესიის წარმომადგენელთა ყოფაქცევის ნორმები, მორალი. მაგ; ექიმის ეთიკა. მეცნიერული ეთიკა. იხ. აგრეთვე: კულტურა, მორალური, მორალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.45 ეთიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ēthikē 1. ფილოსოფიური მოძღვრება მორალის, ზნეობის- როგორც საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმის- შესახებ. მაგ; ჰეგელის ეთიკა. მატერიალისტური ეთიკა; 2. რომელიმე კლასის, გარკვეული საზოგადოებრივი წრის, პროფესიის წარმომადგენელთა ყოფაქცევის ნორმები, მორალი. მაგ; ექიმის ეთიკა. მეცნიერული ეთიკა. იხ. აგრეთვე: კულტურა, მორალური, მორალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.46 ეთიოპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეთიოპ. Itoophiyaa–ორომოს ენა ადრე ასევე ცნობილი, როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 85,2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერითრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან. ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში. ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი. ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია. ბერძნების წარმოდგენით მზე ამ მხარეში ჩადიოდა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X წყარო: ვიკიპედია ეთიოპია
![]() |
1.47 ეთნიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ამა თუ იმ ტომთან, ხალხთან დაკავშირებული. იხ. აგრეთვე: ტრაიბალიზმი, ეთნოსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.48 ეთნოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იგივეა, რაც ეთნოგრაფია, ზოგიერთი მეცნიერი ე–ს განიხილავს მეცნიერების განმაზოგადებელ ფაზად, რომელიც შეისწავლის ადამიანური კულტურის განვითარების ზოგად კანონებსა და მრავალი კულტურისთვის დამახასიათებელ ერთნაირ კანონზომიერებებს, ხოლო ეთნოგრაფიას – წმინდა აღწერით დისციპლინად; სხვა თვალსაზრისით. ე–ის საგანია კულტურათა შედარებითი შესწავლა; ამგვარად, ცოდნის ერთიანი დარგი გაყოფილია აღწერით და თეორიულ დისციპლინებად, რაც მეცნიერთა ნაწილისთვის მიუღებელია. ე. ამერიკულ ტრადიციაში კულტურული ანთროპოლოგიის შემადგენელი ნაწილი ან სინონიმია; დასავლეთევროპულში (ბრიტანულსა და ფრანგულში) სოციალური ანთროპოლოგიის ანალოგია, გერმანულენოვან ქვეყნებში დამოუკიდებელი კვლევითი მიმართულებაა. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.49 ეთნოპოლიტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკა საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსების მიმართ. ეთნიკურად სტერილური არც ერთი სახელმწიფო არ არის. ყოველ ეროვნულ სახელმწიფოში, დომინანტური ერის გარდა, როგორც წესი, არსებობენ ეთნიკური უმცირესობები. სახელმწიფოთა დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსხვავებულია ეპოქებისა და თავად სახელმწიფოების სპეციფიკის მიხედვით.არასწორად წარმართული ე. შეიძლება იქცესეთნოკონფლიქტების და, მაშასადამე, თავად სახელმწიფოსათვის არაერთი მწვავე პრობლემის წყაროდ. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.50 ეთნოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ethnos – ხალხი ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მეტ-ნაკლებად დიდი თუ მცირე ჯგუფი, შეკავშირებული თავდაპირველი ტერიტორიის, ენისა და კულტურის ერთობის საფუძველზე; პირველყოფილ-თემურ საზოგადოებაში ამ ერთობის ნიშანია აგრეთვე სისხლით ნათესაობა. იხ. აგრეთვე: ეთნიკური, სამოქალაქო განათლება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.51 ეთნოცენტრიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საკუთარი ეთნიკური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება. ტერმინი 1906 წელს შემოიტანა უ. სამნერმა. თანამედროვე მეცნიერები მას განმარტავენ, როგორც ადამიანებისთვის დამახასიათებელ თვისებას, აღიქვას და შეაფასოს ცხოვრებისეული მოვლენების საკუთარი კულტურის ტრადიციებისა და ღირებულებების თვალთახედვით. ე-ის ძირითადი მაჩვენებლებია (ბრუერი და კემპბელი, 1976): 1) საკუთარი კულტურის ელემენტების აღქმა როგორც „ბუნებრივისა“ და „სწორის“, ხოლო სხვა კულტურისა - როგორც „არაბუნებრივისა“ და „არასწორისა“; 2) საკუთარი კულტურის ადათ-წესების განხილვა უნივერსალურად; 3) საკუთარი კულტურის ნორმების, როლებისა და ღირებულებების შეფასება უდავო ჭეშმარიტებად; 4) წარმოდგენა, რომ ადამიანისთვის ბუნებრივია თავისი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება, სიამაყე მისით თანამშრომლობა თავისი ჯგუფის წევრებთან, მათი დახმარება და უნდობლობა (მტრობაც კი) სხვა ჯგუფის წევრების მიმართ. მკვლევრებს შორის ე-ის მიმართ დამოკიდებულებაში ერთსულოვნება არ არის: ზოგი მას ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს, ზოგიც - პოზიტიურად. თუმცა ე. ხშირად ქმნის დაბრკოლებას ჯგუფთა შორის ურთიერთქმედებაში, იმავდროულად იგი ჯგუფისთვის სასარგებლო ფუნქციებსაც ასრულებს: მხარს უმაგრებს ჯგუფის დადებით იდენტობას და მთლიანობა-სპეციფიკურობას. ამასთან, ე. სხვა ჯგუფებისადმი მტრობას იმთავითვე არ გულისხმობს - იგი შეიძლება ერწყმოდეს მომთმენობასაც ჯგუფთა შორის განსხვავბის მიმართ. ასეთ ე-ს, როცა არაკრიტიკული მიმართება არ განივრცობა საკუთარი ჯგუფის ყველა თვისებასა თუ სასიცოცხლო სფეროზე და ცდილობენ უცხო კულტურის გაგებასა და ობიექტურ შეფასებას, უწოდებენ კეთილგანწყობილ ან მოქნილ ე-ს. იხ. აგრეთვე: ევროპოცენტრიზმი, პარლამენტი, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.52 ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ (1890-1969) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი 1953-61 წლებში რესპუბლიკელთა პარტიიდან. იხ. აგრეთვე: პერსონალია, აიკი, ტრუმენი ჰარი (1884-1972) წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.53 ეიჯეიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. age – ასაკი ადამიანების დისკრიმინაცია ასაკის მიხედვით იხ. აგრეთვე: დისკრიმინაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.54 ეკბასიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონის ეპითეტია და ნიშნავს ხომალდიდან გადმოსულ გმირების მფარველს იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.55 ეკლესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ლათ. 1. ბერძნული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს: ძირეული, პირველადი და მეორეული, გადააზრებითი. თავდაპირველი და ჩვეულებრივი აზრით იგი ნებისმიერი რწმენისა და სოციალური ფენის წარმომადგენელთა კრებულს (საზოგადოებას) აღნიშნავს. მეორეული შინაარსით, ე.ი. ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე, ეკლესია გულისხმობს მორწმუნეთა და (და მხოლოდ მორწმუნეთა) კრებულს, საზოგადოებას, გაერთიანებას. ჩვენ სწორედ მეორე შინაარსი გვაინტერესებს. ეკლესიის წევრები არიან როგორც მართალი, ისე ცოდვილი მორწმუნეები. მაშასადამე, ეკლესია ფაქტობრივად და რეალურად შესაბამისი ქვეყნისა და საზოგადოების ყველა უბანს მოიცავს. ეკლესია ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს საზოგადოების ფართო ფენებთან და მის წიაღში მოქმედებს. ეკლესიის არსებითი ნიშანი არის ჰარმონიული ურთიერთობა სახელმწიფოს კულტურასთან და ტრადიციებთან. მნიშვნელობა არა აქვს, ოფიციალურად რა სტატუსი ექნება მას მინიჭებული. ეკლესია, როგორც წესი, ამა თუ იმ მხარის, ერისა თუ ეთნოსის ძირითადი სარწმუნოებრივი გაერთიანებაა. 2. ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,კრებულს”, ,,საზოგადოებას’’, ,,ერს” (არა ნაციის გაგებით). მაშასადამე, ყოფითი აზრით, ეკლესიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. არის მორწმუნეთა საზოგადოება და 2. სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან. თეოლოგიური თვალთახედვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი: ზეციური და ამქვეყნიური ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა. ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს. აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზემოესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას. ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია. იხ. აგრეთვე: კათოლიკური, რელიგია წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 მოწოდებულთა კრებული იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: დიუმულენი, პიერ. იოანეს სახარება; გამოცხადება; ეპისტოლეები: კომენტარი/პიერ დიუმულენი; [თარგმნა ფრანგ. რუსუდან ავალიშვილმა; რედ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი]. - თბ.: თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი, 2008. - 255გვ.; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-0288-5 : [ფ.ა.][MFN: 132319]
![]() |
1.56 ეკლოგა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. საკანონმდებლო წიგნი, რომელიც 726 წელს შეიქმნა ბიზანტიაში და რომელიც ძირითადად იმპერატორ იუსტინიანეს კოდექსის კომპილაციას წარმოადგენს. 2. ბუკოლიკის ჟანრი, დიალოგი მწყემსებს, სოფლელებს შორის. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.57 ეკონომეტრია (ეკონომეტრიკა) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ეკონომიური ობიექტების კონკრეტულ რაოდენობრივ ურთიერთდამოკიდებულებას. იხ. აგრეთვე: ობიექტი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.58 ეკონომია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. oikonomia – მეურნეობის მართვა 1. მომჭირნეობით ხარჯვა რისამე; მომჭირნეობა; ასეთი ხარჯვის შედეგად მიღებული სარგებლობა. 2. მიწათმფლობელის მსხვილი მამული კაპიტალისტური ტიპისა. პოლიტიკური ეკონომია იხ. აგრეთვე: პოლიტიკა, პოლიტიკური, ეკონომიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.59 ეკონომიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სახლი, მეურნეობა და წესი, კანონი 1. მეურნეობა, რესურსებისა და პროცესების ერთობლიობა, რომლებსაც ადამიანები შრომით საქმიანობაში იყენებენ სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო დოვლათის, პირობებისა და არსებობის საშუალებების შექმნის გზით; 2. მეცნიერება (თეორია) ეკონომიკის, ადამიანების მიერ მისი წარმართვის წესების, საქონლის წარმოებისა და გაცვლის პროცესში ადამიანებს შორის ურთიერთობების, სამეურნეო (ეკონომიკური) პროცესების მიმდინარეობის კანონზომიერებების შესახებ. იგი სწავლობს თუ როგორ იყენებენ ადამიანები მათ განკარგულებაში არსებულ შეზღუდულ რესურსებს მოთხოვნილებისა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეკონომიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომია იხ. აგრეთვე: ეკონომია, ეკონომიკური, კონსტიტუცია, ორიენტალისტიკა, სტატისტიკა წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
![]() |
1.60 ეკონომიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკასთან დაკავშირებული. იხ. აგრეთვე: ეკონომიკა, პრივატიზაცია, ეფექტი, რაბათი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.61 ეკონომიკური სანქციები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური საშუალებების (ინსტრუმენტების) ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების აქტორის ან აქტორთა ჯგუფის მიერ სხვა აქტორის ან აქტორების დასჯას მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით. ე.ს-ს მიეკუთვნება ემბარგო, ბოიკოტი, ბლოკადა, კვოტები, ტარიფები, შავი სია, წინასწარი შესყიდვა და ა.შ. ე.ს-ის მიზანია, აიძულოს სამიზნე სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და დაეორჩილოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანდა სანქციების გამტარებელ აქტორთა მოთხოვნებს. თუმცა სანქციების გატარება შესაძლებელია სამართლიანი იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, თვითონ ე.ს-ების ცნება ნეგატიური შინაარსის მქონეა, რადგან იგი არა იმდენად რეჟიმის, რამდენადაც მოსახლეობის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე მიმართული. უკანასკნელ ათწლეულებში ე.ს-ები გატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის (რასისტული და აპართეიდული პოლიტიკის გამო), აგრეთვე ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ. უფრო მცირე მასშტაბით ე.ს-ის გამოყენებას პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი აქვს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.62 ელდორადო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ესპ. მოოქროვილი, ოქროსგან გაკეთებული ლეგენდა ზღაპრულად მდიდარი ქვეყნის შესახებ (ჩიბსჩა-მუისკების სახელმწიფო) წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
![]() |
1.63 ელეგი, ელეღი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კანთარი(რაჭ.)საბეჭური(ლეჩხ.)დუშლუღი, (კახ.) უსახელო, მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა. დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. „ჟილეტის“ ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად „საზაფხულო ზუბუნსაც“ უწოდებდნენ. ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი. ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX ს. სსმმ ტ XIX-A და XIX-B, 1957. ც. ბ. წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
![]() |
1.64 ელეგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. elegeia გერმ. ლათ. 1. სევდიანი ლირიკული ლექსი; 2. სევდიანი ლირიკული მუსიკალური ნაწარმოები; 3. ანტიკურ პოეზიაში: გარკვეული ფორმის ლექსი, რომელიც დაწერილია წყვილ-წყვილ ტაეპებად. იხ. აგრეთვე: ლირიკული, მუსიკა, ანტიკური, პოეზია, ფორმა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.65 ელემენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
elementum - "პირველადი ნივთიერება"; "დაწყება", "წარმოშობა" 1. მთელის შემადგენელი ნაწილი; რაიმე ნაგებობის, მოწყობილობის, მექანიზმის დეტალი. 2. ქიმ. მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება შემადგენელ ნაწილებად და წარმოადგენს სხვა რთულ ნივთიერებათა შემადგენელ ნაწილს. 3. ქიმიური ენერგიის ხარჯზე მცირეძალიანი ელექტრული დენის მისაღები ხელსაწყო. მაგ., გალვანური ელემენტი. მშრალი ელემენტი. 4. ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში: ბუნების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა); სტიქია. 5. რაიმე საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი. მაგ., პროგრესული ელემენტი. იხ. აგრეთვე: დისპოზიცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.66 ელენე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. უმშვენიერესი მიწიერ ქალთა შორის, ზევსისა და ლედას ასული, დიოსკურებისა და კლიტემნესტრას და. ელენეს დაბადების ამბავს სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ მითოგრაფოსები. მის დედად ზოგჯერ ნემესისს, შურისძიების ქალღმერთს, ასახელებენ. უფრო გავრცელებული ვერსიის თანახმად კი იგი ლედას ასულია, რომელსაც მდინარე ევროტასის სანაპიროზე თანაეყო გედად გარდასახული ზევსი. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ლედამ დაბადა კვერცხი, საიდანაც გამოიჩეკა ელენე. ამავე გადმოცემით, მოგვიანებით ლედა ქალღმერთად აღიარეს და უწოდეს ნემესისი. მალე ელენემ შორს გაითქვა სახელი თავისი მშვენიერებით. იგი, ჯერ კიდევ ნორჩი, მოიტაცეს თესევსმა და პირითოოსმა და გადამალეს ატიკაში. მას თესევსის დედა უვლიდა. დიოსკურებმა მიაგნეს დის კვალს და იგი შინ დააბრუნეს. მის ხელს მრავალი ეძიებდა, მათ შორის იყო ოდისევსიც. ელენე ცოლად გაჰყვა მენელაოსს და გაუჩინა ქალიშვილი, სახელად ჰერმიონე. სამი ქალღმერთის (ჰერას, ათენას და აფროდიტეს) ცნობილი დავის შემდეგ ელენემ აფროდიტეს შთაგონებით ტროას მეფისწული პარისი შეიყვარა. მან მიატოვა თავისი ქმარ-შვილი, სამეფო სასახლე და ზღვით მოსულ სტუმარს გაჰყვა ტროაში. მენელაოსმა შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და მშვენიერი მეუღლის დასაბრუნებლად გაემართა. ასე დაიწყო საქვეყნოდ ცნობილი ტროას ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. პარისის დაღუპვის შემდეგ ელენე ცოლად გაჰყვა მის ძმას, დეიფობოსს, რომელიც ტროას დამხობისთანავე მენელაოსს მოაკვლევინა და მასთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ სპარტაში. მითოსის სხვა ვერსიით, პარისმა ტროაში მხოლოდ ელენეს აჩრდილი წაიყვანა, რომელიც ჰერამ (ან ზევსმა) შექმნა. ნამდვილი ელენე კი ჰერმესმა ეგვიპტეში გადამალა. ტროადან მომავალმა მენელაოსმა იპოვნა თავისი მშვენიერი მეუღლე და დააბრუნა სპარტაში. მენელაოსის გარდაცვალების შემდეგ სპარტადან გაძევებულმა ელენემ კუნძულ როდოსს შეაფარა თავი, სადაც მოკლეს კიდეც. აქ იგი ხედ გარდაისახა და დენდრიტისი ეწოდა. როდოსზე არსებობდა ელენე-დენდრიტისის კულტი. სხვა გადმოცემით, ღვთაებებმა ელენე მკვდრეთით აღადგინეს და აქილევსს გააყოლეს ცოლად. ისინი კუნძულ ლევკეზე დასახლდნენ. ელენეს კულტი დადასტურებულია ლაკონიაშიც, სადაც იგი უკავშირდებოდა მომაკვდავ და კვლავ გაცოცხლებად ბუნებას. მისი ძმების, დიოსკურების მსგავსად, ელენესაც მეზღვაურთა მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ ბერძნები. ელენეს მითოსზე მრავალი დიდებული ნაწარმოები შეიქმნა. მათ შორის აღსანიშნავია ჰომეროსის, სოფოკლესა და ევრიპიდეს უკვდავი ქმნილებები, გოეთეს „ფაუსტი“ და სხვა მრავალი. ეს მითი აისახა სხვადასხვა დროის მხატვართა (ძევქსისი, პოლიგნოტოსი, რაფაელი, კლოდ ლორენი) ტილოებზეც და კომპოზიტორთა (გლუკი, სენ-სანსი, შტრაუსი, ოფენბახი) ნაწარმოებებშიც. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ლიტერატურული პერსონაჟი, გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832), ფაუსტი წყარო: ბიბლიოვიკი ელენე
![]() |
1.67 ელექტორატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ფართო მნიშვნელობით - ყველა ის ადამიანი, რომელიც ფლობს საარჩევნო უფლებას და შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ დონისა და ტიპის არჩევნებში. 2. ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, ორგანიზაციას, მის წარმომადგენლებს ან რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს. ე-ის რაოდენობა პირველ შემთხვევაში დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რომელ არჩევნებზეა საუბარი - საერთო სახელმწიფოებრივ, ფედერაციის სუბიექტებისა თუ ადგილობრივი ორგანოების; საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ მუნიციპალურზე. მეორე შემთხვევაში მისი რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ პიროვნების ამომრჩეველთა გავლენაზე და ამომრჩევლების მზადყოფნაზე - მხარი დაუჭირონ შესაბამის კანდიდატებს. ე-ის გაზრდა დეპუტატების კანდიდატების, მათი პარტიებისა და საარჩევნო კომპანიების მთავარი მიზანია. იხ. აგრეთვე: ეგზიტპოლი, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.68 ელექტრიჩკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. электричка ელექტრომატარებელი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ელექტრიჩკა (ბარბარიზმი)
![]() |
1.69 ელექტრო პლიტა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. электрическая плита ელექტროქურა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ელექტრო პლიტა (ბარბარიზმი)
![]() |
1.70 ელექტრობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ēlektron – ქარვა 1. მატერიის ფორმა, რომელიც შედგება დამუხტული ნაწილაკებისაგან: ელექტრონებისა , პროტონებისა, პოზიტრონებისა და მისთანათაგან. 2. ენერგიის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც იყენებენ სახალხო მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში; განათება ამ ენერგიის საშუალებით. იხ. აგრეთვე: ელექტრონი, პროტონი, პოზიტრონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.71 ელექტრონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ēlektron – ქარვა 1. ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც აქვს უარყოფითი ელექტრული მუხტი; ელექტრონები შედიან ატომის შემადგენლობაში და ბრუნავენ დადებითად დამუხტული ბირთვის გარშემო. 2. სასაუბრო მეტყველებაში იხმარება ელექტრობის მნიშვნელობით. 3. მაგნიუმის შენადნობი ალუმინთან, თუთიასთან და ზოგ სხვა ლითონთან; ახასიათებს დიდი სიმტკიცე და პლასტიკურობა. იხ. აგრეთვე: ატომი, ელექტრობა, პოზიტრონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.72 ელექტრონიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ფიზიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრონულ პროცესებს ვაკუუმში, გაზებში და მაგარ სხეულებში. 2. ტექნიკის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონულ ხელსაწყოთა წარმოებასა და გამოყენებასთან. 3. ელექტრო ხელსაწყოების საწარმოო მარკა ყოფილ სსრკ-ში. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.73 ელექტროსვარკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. электросварка / электрическая сварка რუს. ელექტროშედუღება / ელექტრული შედუღება იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ელექტროსვარკა (ბარბარიზმი)
![]() |
1.74 ელიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მხარე აღმოსავლეთ პელოპონესში იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
1.75 ელიმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ასტრონ. ლათ. elimino – განვდევნი 1. წიგნ. თავიდან მოშორება, მოცილება. 2. მათემ. განტოლებათა სისტემიდან უცნობი წევრის გამორიცხვა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ლათ. elimino - გარეთ გამომაქვს 1. ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების განდევნა. 2. უჯრედების, ქრომოსომების თუ დროებითი ორგანოიდების გაქრობა. 3. გარემოს უარყოფითი ფაქტორების გავლენის გამო მცენარეთა და ცხოველთა ჯგუფების ამოწყვეტა, გაქრობა. იხ. აგრეთვე: ქრომოსომა, ფაქტორი, ორგანოიდები, ბარბარიზმი, ელიმინაცია (ბარბარიზმი) წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
1.76 ელიმინაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. elimination აღმოფხვრა C ჰეპატიტის ელიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი, ელიმინაცია წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ელიმინაცია (ბარბარიზმი)
![]() |
1.77 ელიტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. elite ფრანგ. elite, elire – არჩევა, გამორჩევა. საზოგადოების, ან მისი ნაწილის საუკეთესო წარმომადგენლები. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.78 ელჩი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი დიპლომატიური რანგი. იხ. აგრეთვე: დიპლომატიური რანგი, დესპანი წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
1.79 ემანსიპაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათინური ემანციპატიო ნიშნავს შვილის განთავისუფლებას მამის ძალაუფლებისგან ან შვილის ოფიციალურ უარს საკუთრებაზე, რაც mancipatio-ს, ანუ საკუთრების იურიდიულ გაფორმებას, გულისხმობდა. ითვლებოდა, რომ როდესაც მამა საკუთრების უფლებას გადასცემდა შვილს, ეს უკანასკნელი თავისუფალი ხდებოდა იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: სოლიდარობა №1(28),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2009
![]() |
1.80 ემბასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონის ეპითეტია და ნიშნავს ხომალდზე ამსვლელი გმირების მფარველს სინონიმი: აპოლონი, აკტიოსი, ემბასიოსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – V, ეპითეტი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.81 ემბასიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონის ეპითეტი სინონიმი: აპოლონი, ემბასი, აკტიოსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI, ეპითეტი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.82 ემერჯენსი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. emergency სასწრაფო დახმარება ავადმყოფი სასწრაფო დახმარებით მიიყვანეს საავადმყოფოში სინონიმი: სასწრაფო დახმარების მანქანა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ემერჯენსი (ბარბარიზმი)
![]() |
1.83 ემიგრანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. emigrans (emigrantis)– ვინც გადასახლდება პირი, რომელიც სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გადასახლდა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება. იხ. აგრეთვე: იმიგრანტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.84 ემიგრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. emigrare – გადასახლება სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტით -,,სამოქალაქო და პოლიციური უფლებების შესახებ“, ყველა ადამიანს აქვს თავისი თუ სხვა ქვეყნის დატოვების უფლება, რომლის შეზღუდვაც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, სხვა პირთა უფლებებისა თუ თავისუფლებების აუცილებლობით. საქართველოში ემიგრაციის სტატუსი, მისი უფლება-მოვალეობანი და ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს 1993 წლის 20 ივლისის კანონით ,,ემიგრაციის შესახებ,,. ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან; განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად წასვლის (ემიგრაციის) წესი და პირობები, აგრეთვე, მოაწესრიგოს ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობანი. იხ. აგრეთვე: იმიგრაცია წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
1.85 ემისია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. emissio–გამოშვება ფასიანი ქაღალდების, ქაღალდის ფულის გამოშვება წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005
![]() |
1.86 ემიტენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. issuer ლათ. emitere-გამოშვება 1. იურიდიული პირი: ბანკი, დაწესებულება, სახელმწიფო ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანო, რომელიც მიმოქცევაში უშვებს ფასიან ქაღალდებს და კისრულობს ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს; 2. საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს (საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, მუხლი 1, პუნქტი 16). წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.87 ემოცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის რეაქცია სიტუაციაზე, რომელიც პიროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის აღქმული. მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას. იხ. აგრეთვე: ლირიზმი, ფსიქოთერაპია, ემპათია წყარო: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
![]() |
1.88 ემპათია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. empathia – თანაგანცდა სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის თანაგანცდა, მასში წვდომის უნარი. იხ. აგრეთვე: ემოცია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
1.89 ემპირიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. empeiria – გამოცდილება ადამიანის გამოცდილებაზე დამყარებული. იხ. აგრეთვე: ობზერვაცია (ბარბარიზმი) წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
1.90 ენგელსი ფრიდრიხ (1820-1895) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იხ. აგრეთვე: პერსონალია, მარქსი კარლ (1818-1883), მარქსიზმი წყარო: უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი ; [რედ.: ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი]. - თბ. : ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედ., 1989. - 416გვ.
![]() |
1.91 ენდიმიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მითოლოგიის თანახმად, ყმაწვილი, რომელიც ზევსმა სილამაზის გამო ცაში წაიყვანა მთვარეს (სელენეს) უყვარდა ჭაბუკი ენდიმიონი. იგი ზეციდან კარიის მთაზე ლატმოსზე ჩამოდიოდა და გამოქვაბულში მძინარე ენდიმიონს ჰკოცნიდა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.92 ენეასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ბერძნულ-რომაული მითოსის გმირი, ტროას ომის მონაწილე, დარდანიელთა განმგებელი, ანქისესის და აფროდიტეს ძე. ენეასი იდას მთაზე შვა აფროდიტემ და ამავე მთის ნიმფებს უბრძანა მისი აღზრდა. თავდაპირველად ენეასი არ მონაწილეობდა ტროას ომში. მხოლოდ მას შემდეგ ჩაება იგი ბრძოლაში, როდესაც აქილევსი თავს დაესხა მის არვეს. ენეასს მფარველობდნენ აფროდიტე და აპოლონი (ტროელთა მომხრე ღმერთები). კეთილმოწყალე იყო მის მიმართ პოსეიდონიც. სწორედ მან, ბერძენთა გამარჯვების მოსურნე ღმერთმა, იხსნა ენეასი აქილევსის მძვინვარებისაგან. აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰომეროსის ჰიმნის მიხედვით, ენეასი რჩება დარბეულ ტროაში და ტროელთა სამეფო ტახტზე ადის. გვიანი ხანის თქმულებებში ენეასი ტროას დამხობის შემდეგ გადარჩენილ დარდანიელებთან ერთად ზღვის მიღმა სახლდება. ზოგი ვერსიის მიხედვით, იგი ეპიროსის ან თესალიის მკვიდრი ხდება. ძვ.წ. VI საუკუნისათვის ჩნდება მითოსი, რომლის თანახმადაც, ენეასი იტალიისკენ მიემგზავრება. რომის სახელმწიფოს აღმავლობასთან ერთად თავს იჩენს ახალი ლეგენდა, სადაც ენეასი, გადაარჩენს რა ტროელთა სიწმინდეებს, ლატიუმს ეწვევა, მისი შთამომავლები კი დააარსებენ ქალაქ რომს. იულიუსთა რომაული მოდგმა და იმპერატორთა იულიუს კეისრის მიერ დაფუძნებული დინასტია თავის წინაპრად ენეასის ვაჟს, იულუსს (ასკანიუსს) მიიჩნევდა. ენეასის მოგზაურობისა და მის მიერ ლატიუმში ქალაქთა დაარსების ამბებს რომაელი ავტორები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ. ყველაზე ვრცლად და ხატოვნად მას ვერგილიუსი წარმოგვიდგენს „ენეიდაში“. რომაული ვერსიით, ენეასმა დატოვა დარბეული ტროა და ალმოდებული ქალაქიდან მხრებზე შესმული გამოიყვანა მოხუცი და დავრდომილი მამა ანქისესი. მას თან ახლდნენ მეუღლე კრეუსა, რომელსაც მალე დაკარგავს და ვაჟიშვილი იულუსი. თავი მოუყარა რა გადარჩენილ ტროელებს, ენეასმა ოცი ხომალდით შეცურა ზღვაში. ეწვია თრაკიას, კრეტასა და სიცილიას. სიცილიაზე გარდაიცვალა ანქისესი. აქედან ენეასი გაემგზავრა ლატიუმისკენ, მაგრამ ჰერამ იგი ქარაშოტში მოახვედრა და ხომალდებით კართაგენში გადაისროლა. აქ ენეასი შეუყვარდა დედოფალ დოდონეს, კართაგენის დამაარსებელს. ჰერა და აფროდიტე ხელს უწყობდნენ მათ შეუღლებას, მაგრამ ზევსმა კართაგენის დატოვება უბრძანა გმირს. ენეასი კვლავ სიცილიის ნაპირებისაკენ გაემგზავრა, სადაც მოაწყო სამგლოვიარო თამაშები მამის საფლავზე. შემდეგ შენავდა ქალაქ კუმეში. თავისი ბედის შესაცნობად ენეასი მიწისქვეშეთში ჩადის, სადაც შეხვდება მამა-ანქისესს. იგი შვილს უწინასწარმეტყველებს, რომ ახალ ქვეყანაში მისი ჩამომავლები სახელს გაითქვამენ და დიადი სახელმწიფოს დაფუძნებას დაუდებენ დასაბამს. ენეასი მოისმენს მამის ბრძნულ რჩევებს და ისწრაფებს ლატიუმისკენ. მას გულთბილად მიიღებს აბორიგენთა მეფე ლატინუსი, რომელიც უბოძებს მიწას ქალაქის დასაარსებლად. მეფე თავისი ასულის, ლავინიას ხელს ჰპირდება ენეასს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე ასეთივე პირობა მისცა რუტულთა მეფე ტურნუსს. შეურაცხყოფილი ტურნუსი ომს უცხადებს ტროელებსა და ლატინუსს. ბრძოლაში იღუპება ტურნუსიც, ლატინუსიც. ენეასი კი გააერთიანებს აბორიგენებსა და ტროელებს და მათ ლატინებს უწოდებს. გამარჯვებული გმირი ცოლად შეირთავს ლავინიას. ოთხი წლის შემდეგ იწყება ახალი ბრძოლა რუტულებთან. ომში ენეასი უკვალოდ ქრება. მას აფროდიტე ცად აღაზევებს. მამის გარდაცვალების შემდეგ ლატიუმის მეფე გახდება ენეასის ძე პირველი ქორწინებიდან იულუსი (რომელსაც ადრე ერქვა ასკანიუსი). ხელოვნების მრავალრიცხოვან ქმნილებებში ენეასს წარმოსახავდნენ ახოვან კაცად, რომელსაც მხრებით მიჰყავს მოხუცი მამა. ვხვდებით აგრეთვე ენეასის და დოდონეს სიყვარულის ამსახველ გამოსახულებებსაც (რუბენსი, ტინტორეტო, პუსენი). ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII, ილიადა წყარო: ბიბლიოვიკი ენეასი
![]() |
1.93 ენების წარმოშობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალი ენის წარმოშობითი მიმართება სხვა ენებთან ჯერ კიდევ შეუსწავლელია (ანდა არასაკმაოდ არის შესწავლილი). ამიტომ ამჟამად შეუძლებელია გვქონდეს ისეთი გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა ენას მიუჩენდა გარკვეულ ადგილს სათანადო ენობრივ ოჯახში. აქ ჩვენ განვიხილავთ იმ ენათა ოჯახებს, რომელთა ისტორიაც უკეთ არის შესწავლილი (აგრეთვე იმ ოჯახებსაც, რომელთა შემადგენლობის საკითხიც მათი შესწავლის თანამედროვე ვითარებაშიც ნაკლებსაკამათოა). ასეთებია: 1. ინდოევროპულ ენათა ოჯახი (ანუ: ინდოევროპული ძირის ენები), 2. სემიტურ და ქამიტურ ენათა ოჯახი (ანუ: სემიტური და ქამიტური ძირის ენები), 3. უნგრულ-ფინურ ენათა ოჯახი (ანუ უნგრულ-ფინური ძირის ენები), 4. თურქულ-მონღოლურ ენათა ოჯახი (ანუ ალათაური ძირის ენები), 5. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი (ანუ იბერიულკავკასიური ძირის ენები), 6. ჩინურ-ტიბეტურ ენათა ოჯახი (ანუ ჩინურ-ტიბეტური ძირის ენები), 7. დრავიდულ ენათა ოჯახი (ანუ დრავიდული ძირის ენები), 8. ინდონეზიურ ენათა ოჯახი (ანუ ინდონეზიური ძირის ენები). იხ. აგრეთვე: ქამიტურ ენთა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი, ინდოევროპულ ენათა ოჯახი, მსოფლიოს ენები წყარო: ენათმეცნიერების შესავალი = Introduction to linguistics : [სახელმძღვ. ფილოლ. ფაკ. სტუდ.] ჩიქობავა, არნოლდ. [თბ.] : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2008]
![]() |
1.94 ენეიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვერგილიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა დიდმა საგმირო შინაარსის პოემამ „ენეიდამ“. ესაა ნაწარმოები, მიძღვნილი ენეიდასადმი. ენეი იყო ანქისისა და ვენერას შვილი. ანქისი კი ტროას მეფის პრიამეს შვილია. ჰომეროსის „ილიადაში“ ენეი მრავალჯერ გვხვდება, როგორც ტროას ომის ბელადი და ჰექტორის შემდეგ პირველი პირი. იქ იგი სარგებლობს ღმერთების კარგი განწყობით. ვერგილიუსი თავის „ენეიდაში“ ტროას დაცემის შემდეგ მოგვითხრობს რომის სახელმწიფოს დაფუძნების შესახებ. ეს მითოლოგია არ არის მოცემული მთლიანად „ენეიდაში“, რადგან რომის დაფუძნება მომავლისთვისაა განზრახული. ვერგილიუსის მიერ დაწერილი პოემა დამთავრებული ნაწარმოების სახეს არ ატარებს (მისი ზოგიერთი ლექსი არაა დამთავრებული). მთელი რიგი წინააღმდეგობებია პოემის შინაარსშიც. ვერგილიუსს არ სურდა ასეთი სახით გამოექვეყნებინა პოემა და სიკვდილის წინ მისი დაწვა და განადგურება დაიბარა. ავგუსტუსის (კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41) განკარგულებით, რომელიც ამ პოემის ინიციატორი იყო, ის მაინც დაიბეჭდა და გამოიცა ავტორის სიკვდილის შემდეგ. პოემის სიუჟეტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ექვსი სიმღერა მიძღვნილია ენეის მოგზაურობისადმი ტროადან იტალიამდე, მეორე ექვსი სიმღერა კი – ენეის ომებს ადგილობრივ ტომებთან. ვერგილიუსი ბევრ რამეში ჰბაძავდა ჰომეროსს, ისე რომ, ენეიდას პირველი ნახევარი „ოდისეას“ მიხედვითაა დაწერილი, მეორე კი – „ილიადას“ მიხედვით. პირველი სიმღერა, მოკლე შესავლის შემდეგ, გადმოგვცემს იუნონას მიერ ენეას დევნას, ზღვის ღელვას, რის შემდეგაც ის თავის თანამგზავრებთან ერთად, შედის კართაგენში, ჩრდილო აფრიკაში. ვენერა სთხოვს იუპიტერს, რომ დაეხმაროს ენეას იტალიაში დამკვიდრების საქმეში. ის დაჰპირდა დახმარებას კართაგენში. ენეას აიმედებს თვით ვენერა, რომელიც მას გამოეცხადა მონადირე ქალად. მერკური არწმუნებს არათაგენელებს, პატივისცემით მიიღონ ენეა. ენეა გამოეცხადება კართაგენის დედოფალს დიდონას, რომელმაც მოუწყო მათ სადღესასწაულო მიღება დიდი სუფრით. მეორე სიმღერა ეხება ენეას მიერ ტროას დაცემის ამბის თხრობას, როცა ბერძნებმა 10 წლის მანძილზე ვერ აიღეს ტროა და იძულებული შეიქნენ მიემართათ ეშმაკობისათვის. მათ ხის უზარმაზარი ცხენი ააგეს და მასში ჩამალულმა მეომრებმა ქალაქი აიღეს. ტროა დაწვეს ბერძენმა მხედრებმა, რომლებიც ღამით გამოვოდნენ ხის ცხენის მუცლიდან. სიმღერაში აურაცხელი დრამატული ეპიზოდია შეტანილი. მესამე სიმღერაში მოთხრობილია ტროელი ენეას მოგზაურობაზე. ის ხვდება ფრაკიაში, დელოსზე, კრიტზე, სტროფოდის კუნძულებზე, მაგრამ სხვადასხვა საშიში მოვლენის გამო, მან ვერსად ვერ მოძებნა დასაყრდენი ადგილი, მხოლოდ აქციის კონცხზე, აპოლონის პატივსაცემად მოწყობილ თამაშებზე და მხოლოდ ეპირზე იყო მიღებული დიდი პატივით ანდრომაქეს მიერ. მეოთხე სიმღერა მიძღვნილია დიდონასა და ენეას ცნობილი რომანისადმი. ენეას გმირობით აღფრთოვანებული დიდონა, ცდილობს იქორწინოს მასთან, ამაში მას ეხმარება იუნონა. ენეას იტალიაში ელოდება დიდებული მომავალი, სადაც მას აგზავნიან თვით ღმერთები და არ შეუძლია დარჩეს დიდონასთან. როცა ფლოტი მიცურავს აფრიკის ნაპირებიდან, დიდონა შევარდება ცეცხლის ალში და ხანჯლით განიგმირავს თავს. მეხუთე სიმღერაში ენეა მეორედ ჩადის სიცილიაში, სადაც მკვდარი ანსისის პატივსაცემად იმართება თამაშები, მაგრამ იუნონა არ წყვეტს დევნას და ირიდას საშუალებით აიძულებს ტროელ ქალებს დაწვან მისი ფლოტი. ენეას მიერ იუპიტერისადმი ვედრებით ხანძარი ჩაქრა. სიცილიაში, ქალაქ სეგესტრუს დაფუძნების შემდეგ ენეა მიდის იტალიაში. მეექვსე სიმღერა გვიხატავს იტალიაში ვენერას ჩასვლისა და მის შეხვედრას ნათელმხილველ სიბელასთან, კუმში, აპოლონის ტაძარში და მისგან იღებს რჩევას მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის თაობაზე. ენეიდას მეორე ნაწილში პოეტი აგვიწერს ენეის ომებს იტალიაში დამკვიდრებისა და მომავალი რომის სახელმწიფოს დაარსების მიზნით. მეშვიდე სიმღერაში ლაციუმში შესული ენეა ღებულობს ამ ქვეყნის ლათინის? თანხმობას მისი ქალიშვილის ლავინიაზე დაქორწინების შესახებ, მაგრამ იუნონა, ენეას მუდმივი მოწინააღმდეგე აამხედრებს მეორე იტალიურ ტომს – რუტულებს მათი ბელადის – ტურუნის მეთაურობით. ლათინა მიდის ხელისუფლებასთან. იუნონას ხრიკების გამო ხდება ენეებისა და ლაციუმის მცხოვრებთა შორის განხეთქილება. მერვე სიმღერაში თურნმა კავშირი დადო ბერძენთა მეფე დიომიდესთან, ენეამ კი – ევანდრესთან, არკადიელ ბერძენთან, რომელმაც დაარსა ქალაქი რომი. ევანდრეს შვილმა პალანდამ, ენეასთან ერთად, ითხოვა დახმარება ეტრუსკელებისაგან, რომლებიც აჯანყდნენ თავისი მეფის მუზენციას წინააღმდეგ. ვენერას თხოვნით მისმა მეუღლემ დაამზადა დაფარი და იარაღი. მეათე სიმღერა – ომის აღწერა, რიტუალები ტურნის ხელმძღვანელობით იჭრებიან ტროანელთა ბანაკში ხომალდების დასაწვავად, მაგრამ იუპიტერი ამ ხომალდებს ზღვის ნიმფებად აქცევს. მეათე სიმღერაში აღდგენილია ახალი დაუნდობელი ბრძოლა უკვე ენეას მონაწილეობით, რომელიც აქამდე ეტრუსკელებთან იმყოფებოდა. ბრძოლის დამთავრებას ვერ ახერხებს იუპიტერიც კი. ტურნი წინააღმდეგობას უწევს ენეას გამოსვლას ნაპირზე და კლავს პალალანტს. ტურნის იცავს მასზე მზრუნველი იუნონა, მაგრამ ენეა კლავს ეზენციას შვილთან ერთად. მეთორმეტე სიმღერაში – დახოცილ ტროლების დაკრძალვაა აღწერილი. მოცემულია თათბირი და ლათინასა და ტურნას შორის ჩხუბის ისტორია. ტურნი ამარცხებს ლათინას. მეთერთმეტე სიმღერა, ძირითადად, ეძღვნება ენეასა და ტურნის შერკინებას. იუნონა თავს ანებებს ენეას დევნას, ტურნი კი კვდება ამ უკანასკნელის ხელით. „ენეიდა“ ვერგილიუსს არ დაუმთავრებია და მასში არაა ასახული ის მოვლენები, რომლებიც მოჰყვა ტროელთა და რუტულთა ბრძოლას. ლათინიანთა შერიგება და გაერთიანება ტროელებთან, საიდანაც დაიწყო რომის ისტორია, ენეას დაქორწინება ლავინიაზე და მათი შვილის იულას დაბადებაზე, ძმების – რომულისა და რემის გაჩენაზე, რომელთაგანაც წამოვიდნენ რომის პირველი მეფეები. „ენეიდას“ შექმნის ისტორიული საფუძველი იყო რომის რესპუბლიკა და შემდეგ კი რომის იმპერიის გრანდიოზული გაფართოება, ზრდა და ჩამოყალიბება, ზრდა, რომელიც მოითხოვდა როგორც ისტორიულ, ისე იდეოლოგიურ დასაბუთებას. მაგრამ მარტო ისტორიული ფაქტები აქ საკმარისი არაა. აქ ყოველთვის დამხმარედ გვევლინება მითოლოგია, რომლის როლიც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ ისტორიას გარდაქმნიან სასწაულები. ასეთ მითოლოგიურ დასაბუთებად მთელი რომის ისტორიისა იყო ის კონცეფცია, რომელიც გამოიყენა ვერგილიუსმა თავის პოემაში, ის არ ყოფილა ამ მითის გამომგონებელი, არამედ იყო მისი ერთგვარი რეფორმატორი და, რაც მთავარია, მისი უნიჭიერესი გამომხატველი. ენეას იტალიაში მისვლის მოტივი გვხვდება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში ლირიკოს სტესიქორესთან, ასევე ბერძენ ისტორიკოს პელანიკესთან (V ს. ძვ. წ. აღ-ით.), თიმეასა (III ს. ძვ. წ. აღ-ით.) და დიონისე ჰადიკარნასელთან (I ს. ძვ. წ. აღ-ით) და ა. შ. ვერგილიუსის „ენეიდებში“ განსხვავდება სუფთა, ხაზგასმული რომაული ხასიათები, დეტალურობა. რომაული პოეზია გამოირჩევა მონუმენტური სტილით, რომელიც შეერთებულია დაკონკრეტებულ დეტალიზაციასთან და ნატურალიზმამდეა დაყვანილი, მაგრამ ეს ყველაფერი, პირველიცა და მეორეც საკმაოდ იყო წარმოდგენილი ანტიკურ ლიტერატურაში ვერგილიუსამდე. მონუმენტურობის ნიშნებს ჩვენ ვხვდებით ჰომეროსთან, ესქილესა და სოფოკლესთან, რომაელ ლუკრეციუსთან. მაგრამ რომში, განსაკუთრები ვერგილიუსთან, მხატვრული სტილის ეს სახეები მნიშვნელოვან სიმაღლეზეა აყვანილი. ბუნება ვერგილიუსთან რომის პოეზიის განსაკუთრებულად ამაღლებულ სულისკვეთებას ატარებს. იგი გრანდიოზულობასთან ერთადაა გადმოცემული ძალიან დაწვრილებით, მაგრამ საჭირო დეტალიზაციით. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ვერგილიუსი (15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19), ესქილე, ვენერა, დიდონა, დიონისე, ევანდრე, ირიდა, იუნონა, იუპიტერი, კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41), ლავინია, ლუკრეციუსი, მერკური, პრიამე, სოფოკლე, ტურნი, ჰექტორი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
1.95 ენერგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ფრანგ. 1. მატერიის ერთი ძირითად თვისებათაგანი – მუშაობის შესრულების უნარი. 2. მოქმედების უნარი, მხნეობა, ძალა, ძალ-ღონე. იხ. აგრეთვე: მატერია, ენერგიული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.96 ენერგიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ენეგიით აღსავსე; მხნე, გამრჯელი, ცხოველმოქმედი, აქტიური. 2. მტკიცე, გადამწყვეტი, რადიკალური. იხ. აგრეთვე: ენერგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.97 ენეტეიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პელოფსის ეპითეტია. ენეტები პაფლაგონიის უძველესი მკვიდრნი იყვნენ მათგან წარმოიშვნენ იტალ. Veneti იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.98 ენთუზიაზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. enthusiasmos აღფრთოვანება, გატაცება იხ. აგრეთვე: ჯინგოიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.99 ენლილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მთავარი ღმერთი. ქარის პატრონი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, არურუ წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
1.100 ენომაოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მითოლოგიის თანახმად, ელიდის მეფე, არესის ვაჟი, პლეიად სტეროპეს საყვარელი, რომლისაგანაც ჰიპოდამია შეეძინა სიპილის მეფის ტანტალეს ძეს პელოფსს მოეწონა პისის მეფის ენომაოსის ასული ჰიპოდამია და მისი შერთვა მოინდომა. ენომაოსს კი ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ის სიძის ხელით დაიღუპებოდა და გადაწყვიტა ქალი არ გაეთხოვებინა. მაგრამ რადგან სასიძოებს პირდაპირ უარს ვერ ეუბნებოდა, მან გამოაცხადა: ქალს იმას მივცემ, ვინც ეტლით შეჯიბრებაში მაჯობებსო, ხოლო თუ დამარცხდება — სიცოცხლეს უნდა გამოესალმოსო. ამრიგად ბევრი სასიძო დაიღუპა. შეყვარებულმა პელოფსმაც მოისურვა შეჯიბრებოდა ენომაოსს. პირობა ასეთი იყო: ეტლით გარბენა უნდა დაეწყოთ პისიდან და ისთმომდე მისულიყვნენ. პელოფსმა მოისყიდა ენომაოსის მეეტლე მირტილე, გაიმარჯვა და ჰიპოდამია შეირთო. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – X წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.101 ენოქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ღვინის ქიმიურ შედგენილობას. იხ. აგრეთვე: ქიმია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.102 ენქიდუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეპოსის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ანუ, არურუ წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
1.103 ეოლოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ელინთა მამამთავარი. იაზონის სიტყვიდან გამოდის, რომ ზევსი ბერძნებზე განრისხებული იყო და ეს რისხვა არ შესწყდებოდა, სანამ ოქროს საწმისი ელადას არ დაუბრუნდებოდა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.104 ეოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. განთიადის ღვთაება. ტიტანების – ჰიპერიონისა და თეას ასული. ჰელიოსის (მზის) და სელენეს (მთვარის) და. სხვა ვერსიით, ჰელიოსის და ნიქსის ასული. რომაულ მითოსში მისი სახელია ავრორა ბერძენთა ფანტაზიამ ეოსი ახალგაზრდა, მშვენიერ ქალად წარმოიდგინა, გრძელი, ტალღოვანი თმითა და ვარდისფერი სამოსით ტანშებურული. ღამის წყვდიადი ოკეანოსის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვარდისფრად რომ იფაკლებოდა, ყველამ იცოდა, მოფრინავდა განთიადის ღვთაება ეოსი. მის მშვენიერ სახეზე ვარსკვლავთა სხივები კიაფობდნენ და მიმავალი ღამის ბინდებს არღვევდნენ. ვარდისფერთითება ეოსი აღებდა ზეციურ კარიბჭეს, საიდანაც მზის ოქროს ეტლი მოფრინავდა. ეოსის სახელს მრავალი მითი დაუკავშირდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი მისი ტითონოსისადმი სიყვარულის ამბავი იყო: ტითონოსი, ტროას მეფის მშვენიერი ჭაბუკი, თავდავიწყებით შეიყვარა ეოსმა, მოიტაცა და თან წაიყვანა უკიდურესი აღმოსავლეთის ზეციურ სავანეში. მისი თხოვნით, ზევსმა უკვდავება მიანიჭა ტითონოსს. მაგრამ შეცდა ეოსი. მას დაავიწყდა ეთხოვა ღმერთთა მეუფისათვის უკვდავებასთან ერთად მისთვის მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებაც. ტითონოსი დაბერდა, დაუძლურდა და ერთ მიხრწნილ, მაგრამ უკვდავ ბერიკაცად გადაიქცა. ეოსმა იგი გადაიყვარა და გვიანი ლეგენდების თანახმად, ჭრიჭინობელად გარდასახა. განთიადის ქალღმერთი. სხვათა შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გულში მდებარე ქვეყნის სახელს – „კოლხეთს“ პირველად სწორედ ეს ევმელოსი და არა პინდარე, როგორც ეს ზოგიერთებს გონიათ იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI წყარო: ბიბლიოვიკი ეოსი
![]() |
1.105 ეპარხოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ვეზირი (საბა). იხ. აგრეთვე: ვეზირი, პიტიახში წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.106 ეპატაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. épatage სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.107 ეპატაჟური სათაურები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოქმედებს მკითხველის ემოციაზე, იწვევს ინტერესს, აინტრიგებს მას. წყარო: სემიოტიკა № 11 – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2012.
![]() |
1.108 ეპიგრამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ბერძნ. 1. მოკლე სატირული ლექსი. 2. ძველ საბერძნეთში: ძეგლზე, შენობაზე, საჩუქარზე და მისთანებზე გაკეთებული წარწერა პროზად ან ლექსად. იხ. აგრეთვე: სატირა, პროზა, ლიტერატურა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.109 ეპიგრაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. эпиграф ინგლ. epigraph ბერძნ. epigraphē ციტატა სხვა თხზულებიდან ან რაიმე გამონათქვამი, რომელიც უძღვის ლიტერატურულ ნაწარმოებს ან მის ცალკეულ თავს და გამოხატავს ნაწარმოების (თავის) ძირითად აზრს, იდეას. იხ. აგრეთვე: ციტატა, ფრაზა, იდეა, პოემა, აფორიზმი, პროზა, ტაეპი, ტექსტი, თემა, ფაქტი წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
1.110 ეპიგრაფიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. epigraphē - წარწერა ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ძველ წარწერებს; წარწერათმცოდნეობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.111 ეპიზოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა. მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე დამოკიდებული ქვეთემები. „პალიასტომის ტბის” ქვეთემებია: 1.ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა; 2.დავა ტყის შესახებ; 3.ფოთისაკენ ტივის დაცურება; 4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა; თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია, რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა, რაც იწვევს მამა–შვილის დაღუპვას. მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობა– დალაგებას შესაფერისი თანმიმდევრობით. ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით. მაგ. „ვეფხისტყაოსანი” 64 ნაწილად არის დაყოფილი. „ბედი ქართლისა” ორი კარისაგან, ე.ი. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება. მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში. ვაჟა – ფშაველას პოემა „ბახტრიონი” შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება: პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს. მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობა–ხატს შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩენილა. ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით. შემდეგ ეპიზოდში აღწერილია ფშავ– ხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად. ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება წინამძღოლობას. ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი ვეშაპის დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ. მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა და თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ. მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის ლაშარის ჯვარი. შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავ–ხევსურთა ლაშქრის შეერთება თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი. იხ. აგრეთვე: ნოველა, პოემა, სცენა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
![]() |
1.112 ეპითეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. epitheton მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგნის ან მოვლენის სახელს და გახაზავს მის დამახასიათებელ თვისებას, აძლევს მას მხატვრულ გამომსახველობას. იხ. აგრეთვე: აპოლონი, აფროდიტე, ემბასი, აკტიოსი, ემბასიოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.113 ეპიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. ეპიკურ ნაწარმოებთა ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ეპიკური წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.114 ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძველბერძენი ფილოსოფოსი, მატერიალისტი, ანტიკური ატომისტური მოძღვრების გამგრძელებელი იხ. აგრეთვე: პერსონალია, მარქსი კარლ (1818-1883), ფილოსოფოსი, ანტიკური, ატომი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.115 ეპიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. epikos 1. ეპოსთან დაკავშირებული. 2. გადატ. დინჯი, დარბაისლური. იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ეპიკა, ეპოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.116 ეპილოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. epilogue ბერძნ. Epilogos epi – შემდგომ logos – სიტყვა, ცნება, მოძღვრება 1. ძველბერძნულ დრამაში: დასკვნითი მიმართვა მაყურებლისადმი, რომელშიც გადმოცემულია ავტორის განზრახვა ან დადგმის მოკლე დახასიათება; 2. ლიტერატურული ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია მოქმედ პირთა შემდგომი ბედის შესახებ ან მოცემულია დამატებითი განმარტებები ავტორის ჩანაფიქრის თაობაზე. საპირისპ. პროლოგი; 3. ოპერის, კინოფილმის და მისთ. დასკვნითი ნაწილი; 4. დასასრული, კვანძის გახსნა. იხ. აგრეთვე: დრამა, ლიტერატურა, პროლოგი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.117 ეპისკოპოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ენტომოლ. ბერძნ. epíscopos (ზმნიდან epi-scopein „ზემოდან ცქერა“, „მეთვალყურეობა“) იტალ. Vescovo ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობის უმაღლესი იერარქი, არქიელთა საერთო სახელი, მღვდელმთავარი. იხ. აგრეთვე: არქიელი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149] მოციქულთა მემკვიდრე, რომელსაც მიენიჭა ხელდასხმის საიდუმლოს სისრულე. საეპისკოპოსო ხელდასხმის ძალით ეპისკოპოსი იღებს წმიდაყოფის, სწავლებისა და ღმრთის ხალხის (დიოცეზი) გაძღოლის მისიას. ამჟამად ეპისკოპოსთა დანიშვნის სამი გზა არსებობს: ა) არჩევა, დანიშვნა, წარდგენა საერო ხელისუფალთა მიერ: არსებული უფლებები და პრივილეგიები ძალაში რჩება თანამდებდებაზე უარის თქმამდე და მომავალში აღარ მიენიჭება (CIC, კან. 377, ნაწ. 5; CD 20ბ); ბ) ლეგიტიმური, – ანუ უნივერსალური სამართლისა და საარჩევნო კოლეგიის წესდებათა შესატყვისი, – არჩევა. ის უნდა დაადასტუროს რომის პაპმა, ვინც ანიჭებს კანონიკურ მისიას (CIC, 377, ნაწ. 1; 119, ნაწ. 1; 164-179; 164-147). ლათინურ ეკლესიაში ერთადერთი საეპისკოპოსო საარჩევნო კოლეგია საკათედრო კაპიტულუმია; არსებობს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში; გ) თავისუფალი დანიშვნა რომის პაპის მიერ (CIC, კან. 377, ნაწ. 1): ესაა ლათინურ ეკლესიაში ეპისკოპოსთა დანიშვნის ძირითადი წესი. ამ შემთხვევაში ცალკეული ეკლესიები სხვადასხვაგვარად მონაწილეობენ ეპისკოპოსთა დანიშვნაში (მაგალითად, სავარაუდო კანდიდატებს ასახელებენ). ეპისკოპოსობის კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს სარწმუნოებით, კეთილი ზნეობით, გულმოწყალებით, მონდომებით, სიბრძნით, წინდახედულობით, ადამიანური სათნოებით და სხვა თვისებებით, რომლებიც მას თანამდებობის ღირსად აქცევენ. კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, იყოს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი წლისა და მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში უნდა ეწეოდეს მღვდლობას (CIC, კან. 378). ეპისკოპოსები დაიყოფიან: ა) სადიოცეზო ეპისკოპოსებად, რომელთაც მინდობილი აქვს დიოცეზზე სამწყსო მზრუნველობა (CIC, კან. 376); თავის მხრივ, სადიოცეზო ეპისკოპოსთა შორის განასხვავებენ სუფრაგანს (თუ ისინი მიტროპოლიტს ექვემდებარებიან და საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შედიან) და თავისუფალს (თუ არ მიეკუთვნებიან საეკლესიო პროვინციას და უშუალოდ წმიდა საყდარს ექვემდებარებიან) (CIC, კან. 431, ნაწ. 2); ბ) ტიტულარულ ეპისკოპოსებად (CIC, კან. 376), რომლებიც შეიძლება იყვნენ: კოადიუტორი (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და სარგებლობენ მემკვიდრეობის უფლებით) და დამხმარე (ეხმარებიან სადიოცეზო ეპისკოპოსს და შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განსაკუთრებული უფლებამოსილებანი) (CIC, კან. 402-411); გ) ემერიტუს ეპისკოპოსებად, რომლებიც აღარ ასრულებენ მოვალეობებს ასაკობრივი ზღვრის მიღწევის ან საკუთარი სურვილის გამო და ეს სურვილი დაკმაყოფილდა შესაბამისი საეკლესიო ავტორიტეტის მიერ (CIC, კან. 185). იხ. აგრეთვე: აბატი, აბატისა, სააბატო წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
1.118 ეპიფორა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სალექსო სტრიქონთა ბოლოში ბგერათა კომპლექსების სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების განმეორება. ანაფორის საპირისპირო ხერხია. იხ. აგრეთვე: ანაფორა, კომპლექსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.119 ეპოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. epodē ანტიკურ ლექსთწყობაში; ლირიკული ლექსი, რომელშიც გრძელი ტაეპი ენაცვლება მოკლეს. იხ. აგრეთვე: ტაეპი, ლირიკული, ანტიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.120 ეპონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. eponymos–სახელი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სახელის მიცემას ნიშნავს, როდესაც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილს ამა თუ იმ გმირის ან ღვთაების სახელი დარქმევა. იხ. აგრეთვე: აკადემოსი, ერიქსი, ლავინია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149] ინგლ. eponim რუს. эпоним ლათ. eponimum ბერძნ. eponymos–სახელი დაავადებისათვის, სინდრომისათვის, ოპერაციისათვის, უჯრედებისათვის და ა. შ. აღმომჩენის ან აღმწერის სახელის მინიჭება წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
1.121 ეპოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის პოზიცია დაფარულია. მწერალი არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით ლაპარაკობს საკუთარ განწყობილებათა შესახებ: ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია მოქმედ პირთა ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ სამყაროზე; მწერლის პირადი განწყობილება, მისი იდეა, ტენდენცია, მიზანდასახულობა ფარულად, თავისთავად, თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს მის მიერ მოთხრობილისაგან. ეპოსი ბერძნულად თხრობას ნიშნავს. ეპიკურ გვარს შეიძლება ქართულად თხრობითი გვარი ვუწოდოთ. საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს ამ მხრივ ჰომეროსის პოემები „ილიადა” და „ოდისეა”. ამ ვრცელ ნაწარმოებებში ავტორი არსად არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ილიადას” ავტორს არ ჰქონდეს საკუთარი განცდები თავის გმირთა საბედისწერო ბრძოლებისა და სახიფათო მოგზაურობის აღწერის დროს. ილია ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღში” მოგვითხრობს ღამის წყვდიადში მიმავალი მეურმის ნაღვლიანი სიმღერის შესახებ: „ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა!... მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა და ნაღვლიანად მასზე მეურმე მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა”. პოეტის ეპითეტებით თუმცა უშუალოდ გამოხატულია მეურმის განწყობილება, მაგრამ იმავე დროს ისინი, როგორც ყოველგვარი პოეტური ხერხები, წარმოადგენენ მასალას თვით ავტორის განწყობილების გასაცნობად; ხაზგასმულ ეპითეტებში მოჩანს ავტორის დამოკიდებულება მოთხრობილი ფაქტისადმი (ამ შემთხვევაში ბატონყმობისადმი), მისი განაჩენი ცხოვრების ამა თუ იმ მხარის შესახებ. ეპოსის ძირითადი თვისება მწერლის პიროვნების გარეშე არსებული სამყაროს გამოსახვაა. „ყვავი, რომელსაც ეშოვა ხორცი, ერთ ხეზე ჩამოჯდა. დაინახა რა ეს მელამ და მოინდომა რა მისგან ხორცის გამორთმევა, დაიწყო მისი ქება: თუ რა ლამაზია, რა მშვენიერია იგი და რომ მას ყველაზე მეტად შეეფერებოდა ყოფილიყო ფრინველთა მეფე, რომ ეს კიდევ აუცილებლად მოხდებოდა, მას რომ ჰქონებოდა ხმა. ყვავმა, რომელმაც ხორცი გააგდო, მორთო ხმამაღალი ჩხავილი მელა კი ხორცს მივარდა და სთქვა: „ჰოი, ყვავო! შენ რომ ჭკუა გქონებოდა, მაშინ არაფერი შეუშლიდა ხელს შენს გამეფებას”– (ეზოპე) ამ ნაწარმოებში არსად არ ჩანს ავტორი და მკითხველის ყურადღება გადატანილია მხოლოდ ავტორის გარეშე არსებულ მოვლენებზე– ყვავის სიბრიყვეზე და მელას ცბიერებაზე (მათი საშუალებით ადამიანთა მსგავს ხასიათსა და ყოფაქცევაზე). ავტორის საკუთარი განწყობილება ეპოსში, ჩვეულებრივ, შენიღბული ან დაფარულია. ავტორის ტენდენცია მისი დამოკიდებულება ზევით ასახული მოვლენისადმი, უშუალოდ შეუძლია გამოუმუშავდეს მკითხველსაც თვით ეპიკური ნაწარმოების შინაარსის საფუძველზე. იხ. აგრეთვე: რომანი, ლიტერატურა, ეპიკური წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
1.122 ეპოქა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. დროის ხანგრძლივი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება ღირსშესანიშნავი მოვლენით. 2. გეოლოგიური პერიოდის ნაწილი, რომელიც იყოფა საუკუნეებად. 3. ასტრ. მომენტი, საიდანაც იწყებენ ცის სხეულის მოძრაობის ანგარიშს. იხ. აგრეთვე: ტრადიცია, გეოლოგია, მომენტი, ასტრონომია, სტილი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.123 ეჟვანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საჟღარუნო პატარა ზარაკი, რომელიც შეებმებოდა დროშებსა და ალმებს, სარიტუალო თუ სატრანსპორტო ეტლებს, საქონელს. ხმარობდნენ სხვადასხვა ტიპის ეჟვნებს, რომელთაგან გამოირჩევა მრგვალი უენო ეჟვანი, მას შიგნით რკინის ბურთულა აქვს მოთავსებული და პატარა შენძრევაზედაც კი ხმას გამოსცემს. სარიტუალო თუ საბრძოლო დროშებზე ეჟვნების შებმა და მათი ხმაური გამოკვეთდა არსებული მდგომარეობის საკრალურ ბუნებას. ეჟვანს პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენებდნენ ეტლებზე, აბამდნენ საძოვარზე გაშვებულ საქონელს, დაკარგვის შემთხვევაში, მათ ხმაურზე უფრო იოლად რომ მოეძებნათ. ბრინჯაოს ხანის მასალებში მოიპოვება დიდი რაოდენობით ეჟვნები, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ნივთს ფართო რელიგიური და პრაქტიკული დანიშნულება ჰქონია. ელდარ ნადირაძე წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
![]() |
1.124 ერეტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იგივეა, რაც მწვალებელი. წყარო: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
![]() |
1.125 ერეშქიგალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ირკალას (მიწისქვეშეთი) დედოფალი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ირკალა წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
1.126 ერეხთევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალღმერთ გეას ძე და ათენის წარჩინებულ გმირთა მამამთავარი იყო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, გეა, ათენი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.127 ერთზრახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამოაზრე; თანახმა (ი. ა.) იხ. აგრეთვე: ზრახვა, ძრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
1.128 ერიდანოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. მითოლოგიის თანახმად, მითიური მდინარე ჰიპერბორების ქვეყანაში 2. ცის სამხრეთი ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი ერიდანოსი – მდინარე პო. ბერძნებს ეგონათ, რომ მის შესართავთან იყო ქარვასავით ასხმული მრავალი კუნძული. მათ ელექტრიდებს ნიშნავს ქარვას) უწოდებდნენ სინონიმი: ერიდანუსი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.129 ერინია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შურისმაძიებელი ქალღმერთი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
1.130 ერისთავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი მმართველობის უპირველესი მოხელე ძველ საქართველოში. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი ერისთავი
![]() |
1.131 ერისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. განხეთქილება განხეთქილებისა და შუღლის ქალღმერთი. არესის და და თანამგზავრი. ნიქსის ასული. რომაულ მითოსში მისი სახელია დისკორდია. ერისთან დაკავშირებული საქვეყნოდ აღიარებული მითოსი ცნობილია სახელწოდებით: „განხეთქილების ვაშლი“. ამ ვერაგულმა ძღვენმა ტროას ომი გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა ტროას დამხობა. საბერძნეთში ერისის კულტი არ არსებობდა. ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი ერისი
![]() |
1.132 ერიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მითოლოგიის თანახმად, ამფიტრიტესა და პოსეიდონის ვაჟი. თანამოსახელე მთის და ქალაქის ეპონიმი, ამავე მთაზე აფროდიტეს ტაძრის ამშენებელი. სიცილიის მთა. აქ აფროდიტეს ტაძარი იყო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX, ეპონიმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.133 ერმიტაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. ermitage – განდეგილის სავანე, განმარტოებული ადგილი. ქალაქგარეთ მდგარი სახლი, ვილა, პარკში გამართული პავილიონი და მისთ. სახელმწიფო ე. - ლენინგრადში: სამხატვრო და კულტურულ-ისტორიული მუზეუმი. იხ. აგრეთვე: ვილა, მუზეუმი, პარკი, პავილიონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.134 ეროვნული სასწავლო გეგმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ და მაქსიმალურ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას იხ. აგრეთვე: პროფესიული განათლება წყარო: საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია : დამტკიც. საქ. მთავრ. 2005 წ. 31 აგვ. N 150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წ. 2 სექტ. 104-ე ნომერში
![]() |
1.135 ეროვნული უმცირესობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დღესდღეობით საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ტერმინის „ეროვნული უმცირესობა“ ზუსტი განმარტება, თუმცა მეცნიერთა და სპეციალისტთა უმრავლესობა თანხმდება შემდეგ განსაზღვრებაზე: ეროვნული უნცირესობა არის მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
![]() |
1.136 ეროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Έρως ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებად. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, ნადიმი, ღმერთი, ეროტიკა წყარო: ბერძნული მითოლოგია ეროსი
![]() |
1.137 ეროტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. eros – სიყვარული მომეტებული სქესობრივი აგზნებულობა, ვნებიანობა. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
1.138 ეროტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამიჯნურო კავშირნი, ურთიერთობანი, ზოგადად, ყველაფერი, რაც ეროსს უკავშირდება ან მიემართება იხ. აგრეთვე: ნადიმი, ეროსი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
1.139 ესთეტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. aisthēsis – გრძნობა, შეგრძნება. სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობის თანახმად, ნიშნავს კვალს, ანაბეჭდს ან შთაბეჭდილებას. წყარო: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993
![]() |
1.140 ესკალაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ინგლ. escalation აგრესიის განუხრელი გაფართოების, გაძლიერების სტრატეგია (სიტყვა გაჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წრეებში 1965 წელს- ვიეტნამის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით). იხ. აგრეთვე: აგრესია, სტრატეგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.141 ესკულაპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მკურნალობის ღვთაება მითი: ფებ-აპოლონს ჰყავდა შვილი ესკულაპე, რომელიც მკურნალობის ღვთაებად ითვლებოდა. ესკულაპემ გაიგო საიდუმლოება, რომლითაც მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ. ზევსმა ამისათვის ესკულაპს მეხი დასცა. განრისხებულმა აპოლონმა მეხის გამომჭედი ციკლოპები დახოცა. ზევსი გაბრაზდა და აპოლონი რამდენიმე ხნით ოლიმპოდან გადაასახლა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
1.142 ესქატოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. éschaton „უკანასკნელი“ + logos „მეცნიერება“ ესქატოლოგია ნიშნავს მოძღვრებას საბოლოო დღეზე. ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე, ფორმულირებულია „მრწამსის“ მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად. იქ ნათქვამია, რომ იესო ქრისტე კვლავ მოვა დედამიწაზე; აღდგებიან მკვდრები და შევაბიჯებთ მერმის საუკუნეში. რას ნიშნავს „მერმისი“? ღვთის წინაშე ათასი წელი ერთ დღეს უდრის (ფს. 89:9). რამდენადაც „შესაქმის“ წიგნი შვიდი დღის შესახებ გვაუწყებს, ბიბლიური შვიდი დღე შეიძლება მოვიაზროთ 7 ათას წლად. ამის ანალოგიით ქრისტიანთა შორის ფეხი მოიკიდა რწმენამ, რომ ქვეყანა შვიდათას წელს იარსებებს. მერე დადგება მისი აღსასრული და მეორედ მოვა მაცხოვარი იესო. წუთისოფლის არსებობის შვიდ ათას წელს შვიდ საუკუნეს უწოდებდნენ, ხოლო მომავალ ცხოვრებას - მერვეს. ასე წარმოიშვა სპეციფიკური ტერმინი მერვე ანუ მერმისი საუკუნე. მერვე საუკუნე არის აღთქმის იდეალი ანუ ცათა სასუფეველი, რასაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, ელტვოდა და ელტვის წუთისოფლის ყოველი ელემენტი, - სულდგმული თუ მინერალი, გონიერი თუ პირუტყვი, ხეპრეც და მეცნიერიც. ესაა სამოთხე და ედემი, სადაც ვმკვიდრობდით. იქ კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დავბრუნდებით. წყარო: ესქატოლოგია
![]() |
1.143 ესქილე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის, სალამინისა და პლატეის ბრძოლებში. ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად. 470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - "ეტნელნი", რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა. ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან. ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს "აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს". იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენეიდა, ლემნოსი, ნადიმი, შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.) წყარო: ბიბლიოვიკი ესქილე
![]() |
1.144 ეტაპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. étape 1.რაიმე გზის, დისტანციის ცალკეული მონაკვეთი, უბანი. 2.გადატ. რისამე განვითარების, რაიმე პროცესის ცალკეული მომენტი, სტადია. 3. პუნქტი ჯარების მოძრაობის გზაზე, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ხვდებათ ღამის გასათევი ადგილი, ეძლევათ სურსათი, ფურაჟი. 4. რევოლუციამდელ რუსეთში: გადასახლებაში გაგზავნილი ტუსაღების ღამის გასათევი პუნქტი გზაზე, აგრეთვე მთელი გზა გადასახლების ადგილამდე; ბადრაგით სადმე გასაგზავნ ტუსაღთა ჯგუფი, პარტია. იხ. აგრეთვე: მომენტი, პროცესი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.145 ეტატიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. état - "სახელმწიფო" პოლიტიკური აზროვნების მიმართულება, რომელიც სახელმწიფოს განიხილავს როგორც საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს შედეგსა და მიზანს. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
1.146 ეტიკეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. étiquette 1. საქონელზე, პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო ან სავაჭრო ნიშანი, რომელზედაც ნაჩვენებია სახელწოდება, ფასი და სხვ.; იარლიყი. 2. 2.1. მეფის კარზე, დიპლომატიურ წრეებში და ა. შ. თავის დაჭერის, ურთიერთობის წესების კრებული. 2.2. თავის დაჭერისა და თავაზიანი მოპყრობის წესები, რაც მიღებულია რომელიმე საზოგადოებაში. იხ. აგრეთვე: სტანდარტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.147 ეტიმოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ბერძნ. etymologia 1. ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს სიტყვის წარმომავლობას, შედგენილობასა და თავდაპირველ მნიშვნელობას. 2. მოძვ. სასკოლო გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეიცავდა მოძღვრებას სიტყვის შესახებ. იხ. აგრეთვე: გრამატიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.148 ეტიუდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. 1. სახვით ხელოვნებაში წინასწარი მონახაზი, ესკიზი კომპოზიციურად მთლიანი ნაწრმოების დეტალისა. 2. მცირე ზომის ლიტერატურული ან მეცნიერული ნარკვევი, რომელიც ეძღვნება რაიმე კერძო საკითხს. მუსიკაში. 3. სავარჯიშო პიესა დაკვრის ტექნიკის ასათვისებლად. 4. მცირე მუსიკალური პიესა ვირტოუზული ხასიათისა. 5. ჭადრაკის ფიგურების ხელოვნურად შედგენილი განლაგება, რომელშიც უნდა მოიძებნოს ერთადერთი სწორი გზა მოგების ან ყაიმის მისაღწევად. იხ. აგრეთვე: კომპოზიტორი, მუსიკა, პიესა, კომპოზიცია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.149 ეტრატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. საგანგებოდ დამუშავებული ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავი, რომელსაც ძველად საწერ მასალად ხმარობდნენ. იხ. აგრეთვე: პალიმფსესტი, პერგამენტი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.150 ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. OSCE უსაფრთხოების რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. რომლის წევრი 55 სახელმწიფო განლაგებულია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულ გეოგრაფიულ სივრცეზე. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგ, ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. ჰელსინკის თათბირის დასკვნით აქტს 5.1975 VIII. ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. ეს აქტი, თუმცა არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა ,,ცივი ომით“ გამოწვეული დაძაბულობა აღმოსავლთსა და დასავლეთს შორის. 1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი - ეუთთ). პარიზის 1990 წლის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ეუთთ ახალ კურსს დაადგა. ,,პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ის ძირითად ამოცანებად. მიჩნეულ იქნა ევროპაში მიმდინარე ისტორიული გარდაქმნის წარმართვისა და ,,ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და ეუთთ-ის მუშაობა უფრო ორგანიზებული გახდა. 1990 წლის ნოემბერში მოლაპარაკება წარმოებდა ეუთთ-ის საქმიანობის ფარგლებში შეიარაღების კონტროლის მნიშვნელლოვან შეთანხმებაზე - ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების ხელშეკრულებაზე (CFF). ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი (იგი პასუხისმგებელია ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობაზე) და ,,ღია ცის“ საკონსულტაციო კომისია (მასში წარმოდგენილია ,,ღია ცის“ შესახებ 1992 წლის ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფო), თუმცა ისინი ეუთო-ს ორგანიზაციები არ არაინ, რეგულარულად იკრიბებიან ეუთო-ს საკონფერენციო დარბაზში ჰოფსბურგების კონგრესცენტრში (ქ. ვენა). ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე აღიარეს, რომ ეუთთ უკვე აღარ იყო უბრალოდ კონფერენცია, და ამიერიდან მას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ეწოდა. ამან ორგანიზაცია ახალი პოლიტიკური იმპულსი მისცა, მით უფრო, რომ ეს იყო ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების გამოხატულება. ლისაბონის 1996 წლის სამიტზე უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცა ეუთო-ს საკვანძო როლს ყველა განზომილებით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ლისაბონის შეხვედრამ ხელი შეუწყო აგრეთვე ევროპული უსაფრთხოების ეუთო-ს ქარტიის შემუშავებაში (მიღებულ იქნა ქ. სტამბოლის 1999 წლის სამიტზე), ქარტიისა, რომელიც მიზნად ისახავს ეუთოს ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებას. სტამბოლშივე ეუთო-ს მონაწილე 30-მა სახელმწიფომ ხელი მაწერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გადასინჯულ ვარიანტს. მათ მხარი დაუჭირეს არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში ეუთო-ს უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩარევის აუცილებლობას. ეუთო-ს სტრუქტურა, პოლიტიკური კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებათა მიმღები მთავარი ორგანოა მუდმივი საბჭო. მისი წევრები არიან ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები (ელჩები) ვენაში, რომლებიც ყოველკვირეულად იკრიბებიან ეუთო-ს კომპეტენციაში შემავალი ყველა საკითხის განსახილველად და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად. მთავარ საბჭოს, რომელსაც ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური ხელმძღვანელები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, იწვევენ პერიოდული პოლიტიკური თათბირებისათვის. მთავარ საბჭოში წელიწადში ერთხელ იკრიბება ქ. პრაღაში, როგორც ეკონომიკური ფორუმი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელიწადგამოშვებით მართავენ ,,მინისტერიალს,“ ხოლო ,,მინისტერიალთა“ შორის პერიოდში სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბებიან უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ანუ სამიტზე (ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა სტამბოლში 1999 წლის ნოემბერში). ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ეკისრება პასუხისმგებლობა აღმასრულებელი საქმიანობისათის. თავმჯდომარე 6 თვეში ერთხელ იცვლება. ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შესაბამისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქმიანობაში დახმარებას უწევენ წინა და მომდევნო თავმჯდომარეები და მით იქმნება ე.წ. ,,ტროიკა“. მოქმედ თავმჯდომარეს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს პირადი წარმომადგენლები, რომლებსაც ავალებს კონკრეტულ საკითხებზე ან სიტუაციებზე მუშაობას. ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. ვენა (ავსტრია), ფუნქციებს ახორციელებს როგორც ეუთო-ს მიზნების განხორციელებისათვის იღებს. გენერალური მდივნის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ეუთო-ს სტრუქტურებისა და ოპერაციების წარმართვა. სამდივნოში (მისი ადგილსამყოფელია ქ. ვენა) შედის: გენერალური მდივნის ოფისი, კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრი, ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვის სფეროში ეუთო-ს საქმიანობის კოორდინატორი. სამდივნოს პრაღის ოფისი ახორციელებს დოკუმენტების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო ფუნქციებს. ეუთო-ში შედის აგრეთვე სხვა ინსტიტუტებიც. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რომელიც აქტიურ როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგსა და ერონული საარჩევნო და ადამიანის უფლებაღთა დამცველი ინსტიტუციების განვითარებაში, ეროვნული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებათა და არჩევნების მიმართ ეუთო-ს მონიტორინგის მომზადებაში, ჟურნალისტთა მომზადებაში. აღნიშნული სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ვარშავა (პოლონეთი). წინასწარი გაფრთხილებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი (HCNM), რომლის ადგილსამყოფელია ქ. ჰააგა (ჰოლანდია). უმაღლესი კომისარი აფასებს და ცდილობს, ადრეულ ეტაპზე მოაგვაროს სიტუაციები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს ეხება. იგი ხელს უწყობს მხარეებს არაკონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელებაში. ეუთო-ს მეთვალყურეთა მისიები ფუნქციონირებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ესტონთში, ლიტვაში, საქართველოში, მოლდოვაში ტაჯიკეთში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიზე - მაკედონიასა და კოსოვოში; ეუთო-ს აგრეთვე დამხმარე ჯგუფში ჰყავს ჩეჩნეთში (რუსეთის ფედერაცია). წარმომადგენლები - ალბანეთში, საკონსულტაციო და სამეთვალყურეო ჯგუფი - ბელორუსიაში, პროექტის კოორდინატორი - უკრაინაში, ოფისი - სომხეთში, საერთო ოფისი - ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი) და ცენტრები - ალმა-ათაში. აშხაბადსაა და ბიშკეკში; მოლაპარაკება წარმოებს ბაქოს (აზერბაიჯანი) ოფისის გახსნის შესახებ; სოხუმში შექმნილია ადამიანის უფლებათა გაერო-ეუთო-ს ერთობლივი ოფიასი; ეუთო-ს მისიები არაერთხელ დასწრებიან არჩევნებს საქართველოში. ეუთო-ს კომპეტენციაში შედის აგრეთვე ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და ნდობის მოსაპოვებლად მიმართული ზომაბის მიღება. ვენის 1994 წლის დოკუმენტი (1999 წლის შესწორებებით) ავალდებულებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ გამჭვირვალობა თავიანთ სამხედრო საქმიანობაში; ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებულია სამხედრო ქცევის კოდექსი, რომელიც ადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების როლის განმსაზღვრელ პრინციპებს. ამასთან ერთად, ეუთო-მ შექმნა დავათა მშვიდობიანი მოგვარების რამდენიმე მექანიზმი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ეუთო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს 300-ზე მეტი პარლამენტარისაგან შედგება, ატარებს ყოველწლიურ სესიას ივლისში, ხოლო მთელი წლის განმავლობაში აწყობს აგრეთვე სხვადასხვა შეხვედრასა და იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ეუთო-ს საქმიანობის შესაბამისად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგშიც. ასამბლეის სამდივნოს ადგილსამყოფელია კოპენჰაგენი (დანია). ორგანიზაციას აქვს შერიგებისა და არბიტრაჟის სასამართლო ქ. ჟენევაში. ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შერიგებისა და არბიტრაჟის კონვენციას, შეუძლიათ, სასამართლოს გადასცენ სადავო საკითხი, რომელსც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ან შერიგების კომისია გადაწყვეტს. ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ანდორა, ბელგია, ბელორუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია იუგოსლავია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდრელანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ვატიკანი. იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ.; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]
![]() |
1.151 ეუკარიოტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. eu - კარგი, karyon - ბირთვი ერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, რომელთა უჯრედები, პროკარიოტებისაგან განსხვავებით, დიფერენცირებულნი არიან ციტოპლაზმად და კარიოლემით შემოსაზღვრულ ბირთვად. იხ. აგრეთვე: პროკარიოტები წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
1.152 ეფექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. effectus – მოქმედება 1. ძლიერი შთაბეჭდილება, რასაც ვინმეზე ახდენს რამე (ან ვინმე). 2. ხერხი, საშუალება, რომლის მიზანია შთაბეჭდილების მოხდენა, რაიმე ილუზიის შექმნა. მაგ., განათების, ხმაურობის ეფექტები (თეატრში). 3. რაიმე მოქმედების, მოღვაწეობის შედეგი; რაიმე მიზეზის შედეგი. მაგ., ეკონომიკური ე.; მკურნალობის ე. იხ. აგრეთვე: ეფექტური, ილუზია, თეატრი, ეკონომიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.153 ეფექტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეფექტის მომხდენი. იხ. აგრეთვე: ეფექტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.154 ეფიალტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითიური ტიტანები, რომელთაც ოლიმპიელთა დამხობა განიზრახეს (იხ. `ილიადა~ მე-5, 385 და შმდ.). იხ. აგრეთვე: ილიადა, მითი, ნადიმი, ტიტანები, ოლიმპი, ოტოსი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
1.155 ექ¬სელ¬სი¬ო¬რი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბრილიანტი. ნა¬პოვ¬ნია 1893 წლის 30 ივ¬ნისს სამ¬ხ¬რეთ აფ¬რი¬კის იაგერ¬ს¬ფონ¬ტე¬ი¬ნის მა¬ღა¬რო¬ში უც-ნო¬ბი აფ¬რი¬კე¬ლი მუ¬შის მი¬ერ. გა¬სამ¬ს¬ჯე¬ლოდ მას 500 გირ¬ვან¬ქა სტერ¬ლინ¬გი და უნა¬გი¬რი¬ა¬ნი ცხე¬ნი უბო¬ძეს. 995.2 კა¬რა¬ტის მა¬სის ალ¬მა¬სი ლონ¬დონ¬ში, კომ¬პა¬ნი¬ის სა¬თა¬ვო ოფის¬ში გა¬და¬ი¬ტა¬ნეს, სა¬დაც 1895 წელს ის 11 ბრი¬ლი¬ან¬ტად დაჭ¬რეს. უმ¬ს¬ხ¬ვი¬ლე¬სი - 68.68 კა¬რა¬ტის მა¬სის - ბრი¬ლი¬ან¬ტი ექ-სელ¬სი¬ორ I 1996 წლის მა¬ის¬ში რო¬ბერტ მუ¬ა¬ვად¬მა 2 682 000 აშშ დო¬ლა¬რად შე¬ი¬ძი¬ნა . წყარო: ექ¬სელ¬სი¬ო¬რი
![]() |
1.156 ექაუნთი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. account მომხმარებლის ანგარიში პროგრამაში შესასვლელად ჯერ ანგარიში უნდა გახსნათ. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ექაუნთი (ბარბარიზმი)
![]() |
1.157 ექეტოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ეპირის მრისხანე და შეუბრალებელი მეფე. იგი ადამიანებს საშინელი წამებით ჰკლავდა („ოდისეა“, XVIII). მან შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს სასიძო ექმოდიკოსი და თავის ასულს თვალებიც დასთხარა და საპყრობილეშიც ჩააგდო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
1.158 ექინადის კუნძულები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს კუნძულები (აწინდელი კურტსოლარესი) აქარნანიის სამხრეთითაა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
1.159 ექსკლუზივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ლათ. excudo "გამოვრიცხავ", "ამოვშლი" ზოგ ენაში (ქართველური ენებიდან - სვანურში): ზმნისა და ნაცვალსახელის მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ფორმა, რომელიც გამორიცხავს მეორე პირს. ჩვენ = მე და ის (მე და ისინი). იხ. აგრეთვე: ინკლუზივი, სტანდარტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.160 ექსკლუზიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. excludere - გამორიცხვა განსაკუთრებული, განკერძოებული კუთვნილების შემადგენელი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).
![]() |
1.161 ექსკლუზიური უფლებამოსილებანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999). იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
1.162 ექსორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სამშობლოდან გაძევება ან გადახვეწა უცხო მხარეში წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149] ბერძნ. სხვაგან პატიმრად წარგზავნა პატიმრად სხვაგან წარგზავნა, ბერძულ B. ექსორია არს სხვაგან წარგზავნა უცხოსა ადგილსა მსგავსად პატიმართა(სა) C. ექსორია არს სხვაგან წარგზავნა მსგავსად პატიმართა, უცხოსა ადგილსა D. ექსორია არს თვისისა ადგილით სხვაგან წარგზავნონ მგზავსად პატიმართა E. წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
![]() |
1.163 ექსპანსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. expansion ფრანგ. expansion გერმ. expansion ლათ. expansio - გადაშლილობა, გადაჭიმულობა 1. სხვა ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკური დამორჩილებისაკენ, გავლენის სფეროების გაფართოებისაკენ და უცხო ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობისაკენ მიმართული პოლიტიკა; 2. რაიმე მოვლენის გავრცელება, გაფართოება თავდაპირველ საზღვრებს მიღმა. იხ. აგრეთვე: ექსპანსია (პოლიტიკური), ჯინგოიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.164 ექსპანსია (პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური ექსპანსია გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოებას, გავლენის სფეროს გავრცელებას სხვა ქვეყნებისა და ხალხების ხარჯზე. სხვადასხვა ეპოქაში პ.ე-ს განსხვავებული ფორმა ჰქონდა იმისდა მიხედით, თუ როგორი იყო ეპოქის ეკონომიკური, სამხედრო, ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონე, სახელმწიფოს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნილებები. პ.ე. ძირითადად იმპერიალისტური სახელმწიფოებისათვის არის დამახასიათებელი და ხორციელდებოდა სამხედრო კონფლიქტებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით, რაც გარკვეული პერიოდისათვის კვალიფიცირდება, როგორც კოლონიალიზმი. მაგრამ ასეთ პირობებშიც განასხვავებენ კონტინენტურ (ვთქვათ, რუსეთის ან თურქეთის) და საზღვაო იმპერიების (დიდი ბრიტანეთის) პ.ე-ს პირველ შემთხვევაში იმპერიების ეკონომიკური ინტერესები რეალიზდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების, მაშასადამე, ძირითადად, გადამხდელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, მაშინ როდესაც საზღვაო იმპერიები უმთავრესად დაინტერესებულნი იყვნენ ვაჭრობისა და მრეწველობისათვის ახალი ბაზრების, იაფი ნედლეულისა და მუშახელის მოპოვებით. თანამედროვე ეპოქაში პ.ე-ის ძველი კოლონიალური ფორმები შეცვალა სახელმწიფოების კულტურულმა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა ექსპანსიამ. ძლიერი სახელმწიფოები გავლენის სფეროების ზრდას ამჯობინებენ ახალი ტერიტორიების მოპოვებას. გლობალიზმის ეპოქამ, რასაც თან სდევს ეროვნული სახელმწიფოების დასუსტება, ექსპანსიის ძირითად სუბიექტებად ტრანსნაციონალური გაერთიანებები აქცია. იხ. აგრეთვე: ექსპანსია, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.165 ექსპატრიანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელმაც ექსპატრიაცია განიცადა. იხ. აგრეთვე: ექსპატრიაცია წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.
![]() |
1.166 ექსპატრიაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ნებაყოფლობითი ან იძულებითი გასახლება სამშობლოდან, ჩვეულებრივ მოქალაქეობის გამოცვლით. სინონიმი: ექსპატრიირება იხ. აგრეთვე: ექსპატრიანტი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.167 ექსპერიმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ცდის სახეობა, რასაც მიზანმიმართული კვლევის ხასიათი გააჩნია და ხორციელდება ხელოვნურ პირობებში წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.168 ექსპლიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. explicatio – ახსნა, გაშლა 1. პირობითი ნიშნების, სიმბოლოების ასახსნელი ტექსტი გეგმაზე, რუკასა და მისთანებზე. 2.თეატ. - დრამატული სპექტაკლის, ოპერის ან ბალეტის შემოქმედებითი გეგმა, რომელსაც ერთვის რეჟისორის მითითებანი გაფორმების, მოქმედ პირთა დახასიათებისა და მისთ. შესახებ. იხ. აგრეთვე: სიმბოლო, ტექსტი, თეატრი, დრამატული, სპექტაკლი, ოპერა, ბალეტი, რეჟისორი
![]() |
1.169 ექსპლუატაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. 1. სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება. 2. ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება. 3. შრომის იარაღების და ტრანსპორტის გამოყენება. იხ. აგრეთვე: ბურჟუაზია, სერვისი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
1.170 ექსპოზიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. exposition გერმ. exposition ლათ. expositio – აღწერა, გადმოცემა. დათვალიერების მიზნით რაიმე საგნების განლაგება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.171 ექსპონატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. exponatus 1. საჩვენებლად გამოფენილი 2. საგანი, რომელიც გამოფენილია მუზეუმში ან გამოფენაზე. იხ. აგრეთვე: კონსერვაცია, მუზეუმი, პავილიონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.172 ექსპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონ. ინგლ. export - ექსპორტი საქონლის გატანა საზღვარგარეთ გასაყიდად. საექსპორტო - ექსპორტისათვის განკუთვნილი (საქონელი). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.173 ექსპრესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. express 1. სამგზავრო მატარებელი, რომელიც დადის დიდი სისწრაფით და, ჩვეულებრივ, გაჩერებების გარეშე. 2. ითქმის აგრეთვე სამგზავრო გემზე, სარეისო ავტობუსზე, რომლებსაც აქვს ცოტა გაჩერება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
1.174 ექსპრესიონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. expressionisme მიმართულება, ბურჟუაზიულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც წარმოიქმნა მე- 20 საუკ.-ის პირველ ნახევარში; მისი მიმდევრები თავიანთ ძირითად ამოცანად თვლიდნენ მხატვრის შინაგანი სამყაროს, მისი სუბიექტური შემოქმედებითი განცდების ასახვას. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ინგლ. expressionism ფრანგ. expressionisme, expression – გამოსახვა, გამომსახველობა მიმართულება მე-20 ს-ის ევროპის ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა როგორც თანამედროვე საზოგადოების კრიზისული მდგომარეობის გამოძახილი; ე.-თვის დამახასიათებელია ფორმათა მძაფრი აქტივობა, მომეტებული ემოციურობა, მკვეთრი ფერები, გროტესკულობა, მხატვრული სახეების ინტენსიური დეფორმაცია; ე.-ის ფორმები წარმოადგენს სხვადასხვა იდეოლოგიური ტენდენციის ხორცშესხმას - დაწყებული მისტიკით და პესიმიზმით, და დამთავრებული სოციალური კრიტიკითა და რევოლუციური მოწოდებებით; ე.-ის მიმდევრები თავიანთ ძირითად ამოცანად თვლიდნენ მხატვრის შინაგანი სამყაროს, მისი სუბიექტური შემოქმედებითი განცდების ასახვას. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.175 ექსტერიერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. ფრანგ. exterieur ცხოველის გარეგნული შესახედაობა და აგებულება. ანტონიმი: იტერიერი
![]() |
1.176 ექსტრავაგანტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. eccentric, extravagant ფრანგ. extravagant უჩვეულო, საყოველთაოდ მიღებული წესებისთვის, ნორმებისთვის შეუფერებელი. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
1.177 ექსტრემიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. extremus – უკიდურესი პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ე. პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწვად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ე-ის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ე-ის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე (მისი ყველაზე ტიპიური ნიმუშია იტალიური და გერმანული „წითელი ბრიგადები“), ასევე მემარჯვენე (უწინარეს ყოვლისა, ნეოფაშისტური ორგანიზაციები) ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ე., რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე. იხ. აგრეთვე: ექსტრემისტი, პარლამენტი, პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
1.178 ექსტრემისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსტრემიზმის მომხრე, უკიდურესი შეხედულებების მქონე, უკიდურესი ზომების მომხრე. იხ. აგრეთვე: ექსტრემიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
1.179 ეშ-ი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თურქ. Turk. eș 1.ზ. აჭარ. ტოლი, კბილა, ამხანაგი, მეგობარი, კოლეგა (შ. ნიჟარ.) 2.იმერ. შეძახილი ხარების გასარეკად (ქეგლ) წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა: წ. 1/ [შემდ.: ალ. ღლონტი].- თბ.: განათლება, 1974
![]() |
1.180 ეშაფოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. échafaud ამაღლებული ფიცარნაგი, რომელზედაც სრულდებოდა სიკვდილით დასჯა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ვ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ვაგონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. wagon რელსებზე მოძრავი საზიდარი, სამგზავრო ან სატვირთო. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.2 ვაზირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. Vāzir - მრჩეველი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დიდმოხელეთა ტიტული შუა საუკუნეების საქართველოში. ტერმინი შემოსულია მუსლიმური სამყაროდან, მაგრამ თავად ვაზირის სამოხელეო ინსტიტუტი ძველისძველ ქართულ „უხუცესთა“ ინსტიტუტს უკავშირდება. ვაზირის თანამდებობის შემოღება გიორგი III-ის დროიდანაა სავარაუდებელი (ივ. ჯავახიშვილი), თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამ სამოხელეო ინსტიტუტის დამკვიდრება ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, რომლის პირველი ვაზირი იყო გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, ი. ანთელავა). სინონიმი: ვეზირი იხ. აგრეთვე: მეჭურჭლეთუხუცესი, მოხელე წყარო: ბიბლიოვიკივაზირი
![]() |
2.3 ვაკანსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. vacance ლათ. დაუკავებელი თანამდებობა (დაწესებულებაში), თავისუფალი ადგილი (სასწავლებელში). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.4 ვაკატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. სუფთა, ცარიელი გვერდი წიგნში. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
2.5 ვაკუუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. "სიცარიელე" ჰაერის,გაზის გაუხშოებული მდგომარეობა შეუღწევ ჭურჭელში ან ხელსაწყოში;თითქმის ცარიელი სივრცე,სიცარიელე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.6 ვალენტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. valens (valentis)-ძალის მქონე ატომის თვისება შეუერთდეს სხვა ატომების გარკვეულ რაოდენობას. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
2.7 ვალვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. évaluation – შეფასება უცხოეთის მონეტის ღირებულების განსაზღვრა სხვა სახელმწიფოს ფულის ერთეულით. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.8 ვალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ოლქის უფროსი, გუბერნატორი. წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
![]() |
2.9 ვალიდაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. to validate დამტკიცება, დადასტურება ლატარიაში მოგებული თანხის დადასტურება. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვალიდაცია (ბარბარიზმი)
![]() |
2.10 ვალიდურობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. validitus ინგლ. validity – დასაბუთებული რუს. валиднос სარწმუნო (მაგ., ამა თუ იმ თერაპიული თუ სადიაგნოზო მეთოდის სარწმუნოობა). იხ. აგრეთვე: რიტორიკა წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
2.11 ვალსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. valse 1. დიდად გავრცელებული წყვილთა ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის; 2. ვალსის ფორმის საკონცერტო (საორკესტრო, საფორტეპიანო და სხვ.) ნაწარმოები. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.12 ვალტორნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Waldhorn-ტყის რქა უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი, ხასიათდება რბილი ბგერით. ვ. შედის სასულე ორკესტრისა და სიმფ. ორკესტრის შემადგენლობაში. თანამედროვე ვ. ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). მის პარტიას წერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე კვინტით მაღლა. ფა წყობის ვ-ის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე. იხ. აგრეთვე: ორკესტრი, მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
2.13 ვამპუკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ოპერა-პაროდია, რომელიც საოპერო სპექტაკლების პირობითობებს და დრომოჭმულ ტრადიციებს დასცინის იხ. აგრეთვე: ოპერა, პაროდია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.14 ვანა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. ванна აბაზანა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვანა (ბარბარიზმი)
![]() |
2.15 ვარიაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. variatio – ცვლილება 1. რაიმე ნაწარმოების, ნაგებობის, გეგმის და სხვ. მეორეხარისხოვანი ელემენტების სახეცვლილება ისე, რომ ძირითადი ჩანაფიქრი, შინაარსი უცვლელი იყოს; 2. მცენარის ან ცხოველის ორგანიზმის მცირე ცვლილება, ერთგვარი გადახრა ძირითად ტიპთან შედარებით; 3. მუსიკალური თემის, მელოდიის და მისთ. სახესხვაობა; 4. ბალეტში: ტექნიკურად განვითარებული ცეკვა, რომელსაც ასრულებს სოლისტი ქალი უპარტნიოროდ. ვარიაციები - მუსიკალური ნაწარმოები, ცეკვა და სხვ., რაც წარმოადგენს ძირითადი თემის გამეორებასა და დამუშავებას სხვადასხვა სახეცვლილებით. იხ. აგრეთვე: ბალეტი, მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.16 ვარსკვლავებს ეთამაშება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლამაზია, მშვენიერია და თანაც მკვირცხლია, სიცოცხლით სავსეა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ვ
![]() |
2.17 ვარსკვლავებს ეპოტინება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მიუწვდომლისაკენ მიისწრაფვის იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ვ
![]() |
2.18 ვაუჩერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად წყარო: წიგნი პაციენტებისთვის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“ (გზამკვლევი). /ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/მომზადდა და გამოიცა „ფონდი - ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ღია საზოგადოების ინსტიტუტის „კანონის და ჯანმრთელობის“ ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. თბილისი 2011 სახელმწიფოს მიერ პროფესიული სტუდენტისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია პროფესიული სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასაფინანსებლად; იხ. აგრეთვე: პროფესიული განათლება წყარო: საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია : დამტკიც. საქ. მთავრ. 2005 წ. 31 აგვ. N 150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წ. 2 სექტ. 104-ე ნომერში
![]() |
2.19 ვაშინერს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგების; ხსენება არ შეიძლება, აკრძალულია, ტაბუ ადევს. წყარო: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
![]() |
2.20 ვედა/ვედიზმი/ვედური რელიგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Veda/ Vedismo/Religione vedica ინდოეთის ლიტერატურულად დოკუმენტირებულ რელიგიათა შორის უძველესი. მას მისდევდნენ ნახევრად მომთაბარე ხალხები, რომლებიც თავს „არია“-ს (არიელებს) უწოდებდნენ. ქრისტემდე 1700-1200 წლებში ისინი რამდენიმე ტალღად გადაბარგდნენ ინდოეთში დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. მათი რელიგია პოლითეისტური იყო, კულტის ცენტრალური ადგილი ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას ეთმობოდა. ოთხი ვედა (სანსკრიტზე ვედა „ცოდნას“ აღნიშნავს), საიდანაც რელიგიის სახელწოდება მომდინარეობს, წამოადგენს ჩვენამდე მოღწეულ რელიგიურ ნაწერთა უძველეს კორპუსს და, ამავე დროს, ინდოევროპულ ენათა ოჯახის უდიდეს პოეტურ ქმნილებას (ნაწერები სანსკრიტზე, ქრისტემდე 1500-800 წწ.). თანმხლებ რიტუალურ-ეგზეგეტიკურ ლიტერატურასთან (ბრაჰმანა), „ტყის“ „მჭვრეტელობით“ წიგნებთან (არანიაკა) და „საიდუმლო მოძღვრებასთან“ (უპანიშადა) ერთად, ვედა გამოცხადებისმიერ ნაწერებად მიიჩნევა. ვედური რელიგიის განვითარებამ რიტუალური სიწმიდის გამოკვეთის მიმართულებით, რომელიც ღმერთებთან კავშირის დასამყარებლად იყო აუცილებელი, ქრისტემდე პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში განაპირობა ბრაჰმანთა სამღვდელო სპეციალიზაცია და უდაბლესი კლასის – შუდრას წარმომადგენელთათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალებში მონაწილეობისა და ვედების შესწავლის აკრძალვა. მსხვერპლშეწირვის ცოდნა ბრაჰმანთა ხელში მსხვერპლშეწირვის ქმედებისას მოქმედი კოსმოსის ძალთა და კანონთა მეცნიერებად გარდაიქმნა. რელიგიის განვითარების ბოლო ფაზა, რომელსაც ამგვარად დაედო საფუძველი, ზოგჯერ „ბრაჰმანიზმადაც“ მოიხსენიება. მასში განვითარდა მოძღვრება ხელახლა შობის (რეინკარნაციის) შესახებ და კარმის კანონი, რომლის თანახმადაც, ამქვეყნიური კეთილი და უკეთური ქმედებები მომდევნო ცხოვრებაზე აისახება. ამიტომაც ადამიანის გათავისუფლება არა იმდენად ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვით, რამდენადაც შემეცნების მეშვეობით იყო შესაძლებელი, ამ შემეცნების მიზანი კი ერთადერთი უკვდავი სინამდვილეა, რომელიც ყოველივეს საფუძველს წარმოადგენს: ბრაჰმანი, რომელიც გაიგივებულია ატმანთან (ინდივიდუალური „თვით“). საუკუნეთა მანძილზე ბრაჰმანთა, როგორც რელიგიის ოსტატთა, მონოპოლიისა და ზოგადად კასტების სისტემის საწინააღმდეგო არაერთი მოძრაობა აღმოცენდა. იხ. აგრეთვე: ბრაჰმანიზმი, რელიგია წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
2.21 ვეზირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. სპარსთა ენაა, ქართულად განმზრახი და ეპრახოზი ჰქვიან (საბა). 2. სახელმწიფო სამსახურში მდგომი უმაღლესი ჩინის მქონე პირი, რომელიც ამა თუ იმ უწყებას ხელმძღვანელობდა მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში შუა საუკუნეებსა და ახალ დროში. იხ. აგრეთვე: ათაბაგი, ეპარხოზი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.22 ვენერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაღების ქალღმერთი, აგრეთვე სიყვარულისა და მშვენიერების ღვთაება. ენეასის დედა, რომაელთა ლეგენდარული წინაპარი. ბერძნული აფროდიტეს თანაზიარი. თავდაპირველად ვენუსი მხოლოდ ბაღების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი ერთ-ერთი სახელი იყო „ფრუტისი“, რაც „ნაყოფს“ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც რომში გავრცელდა თქმულება ენეასზე, რომაელი ხალხის მითოსურ მამამთავარზე, ვენუსი აფროდიტესთან გააიგივეს, რადგანაც სწორედ ეს ქალღმერთი იყო ენეასის დედა. იმიერიდან ვენუსმა შეიძინა არა მხოლოდ ახალი ფუნქციები, არამედ დიდი პოპულარობაც მოიპოვა, როგორც დიადი ხალხის ღვთაებრივმა დედამთავარმა. ძვ.წ. I საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება ვენუსის როლი, რადგანაც სახელოვანმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იგი თავის მფარველად აღიარეს. კერძოდ, რომში მთავარსარდალი სულა საკუთარ თავს „ეპაფროდიტუსს“ („აფროდიტეს რჩეულს“) უწოდებდა. დიდმა პომპეუსმა ტაძარი ააგო გამარჯვებული ვენუსის სახელზე. ვენუსის ჩამომავლებად მიიჩნევდნენ თავს იულიუს კეისარიც და ავგუსტუსიც, რადგანაც თვლიდნენ, რომ მათი მოდგმის მამამთავარი იყო ენეასის ძე იულუსი. აფროდიტესთან დაკავშირებულ ყველა მითოსში ვენუსის სახელი გამოჩნდება. გვიანი ხანის ევროპელი ხელოვანებიც გაიზიარებენ ამ ტრადიციას და თავიანთ ქმნილებებს ასე დაასათაურებენ: ვენუსის დაბადება (ბოტიჩელი, ტიციანი, რუბენსი), ვენუსის აღკაზმვა (ტიციანი, ველასკესი), ვენუსი და ამური (კრანახი, ვერონეზე, რემბრანტი), მიძინებული ვენუსი (ჯორჯონე, ტიციანი, გვიდო რენი, ველასკესი). პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახება აფროდიტეს ცნობილი ქანდაკება. მას „ვენუს (ვენერა) მილოსელს“ უწოდებენ, რადგანაც აღმოჩნდა კუნძულ მილოსზე (ძველად ამ კუნძულს მელოსი ეწოდებოდა). ეს მარმარილოს ქანდაკება ელინისტური ეპოქის (ძვ. წ. II საუკუნე) ორიგინალია და ითვლება ბერძნული ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშად. სინონიმი: ვენუსი იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
2.23 ვენეცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქალაქი იტალიაში, ამავე სახელის მქონე ოლქისა და პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, განლაგებულია 118 კუნძულზე (320 ათასი). 2. ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, მოიცავს ბელუნოს, ვენეციის, ვერონას, ვიჩენცას, პადუის, როვიგოს და ტრევიზოს პროვინციებს. ფართობი 18,4 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა 4,5 მილიონი. იხ. აგრეთვე: ვენეციის რესპუბლიკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.24 ვენეციის რესპუბლიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თურქ. რუს. პოლონ. იტალ. Repubblica di Venezia) შუა საუკუნეების იტალიური სახელმწიფო; არსებობდა VII-VIII საუკუნეებიდან 1797 წლამდე და ფლობდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას ხმელთა შუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკურ საკითხებში. სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ვენეციის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა საბოლოოდ კოლონიურ იმპერიაში გადაიზარდა, რომელიც ვენეციიდან ცენტრალურად იმართებოდა და ვრცელდებოდა ზემო იტალიიდან კრეტამდე და ყირიმიდან კვიპროსამდე. გარდა ამისა ვენეციის რესპუბლიკა არაერთ სავაჭრო კოლონიას ფლობდა ფლანდრიასა და მაღრიბში, ალექსანდრიასა და აკოში, კონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში, ისევე როგორც ადრიატიკის ზღვის მრავალ სახელმწიფოში. არისტოკრატიული რესპუბლიკის სიმდიდრის შედეგად მას ცენტრალური ადგილი ეკავა მთელ რეგიონში, ბიზანტიასა და საღვთო როის იმპერიას შორის და ფლობდა მნიშვნელოვან სასაქონლო მონოპოლიას. მისთვის ხელსაყრელი იყო იტალიის დაქუცმაცებულობაც. მნიშვნელოვან კომერციულ სფეროს, რომელიც შორეულ ქვეყნებში ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდებულები განაგებდნენ და სულ უფრო მეტად იმკვიდრებდნენ პოლიტიკურ ლიდერობას, სანამ არ გაუქმდა სახალხო კრება. იხ. აგრეთვე: ვენეცია წყარო: ვიკიპედია ვენეციის რესპუბლიკა
![]() |
2.25 ვენოკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. венок ყვავილების გვირგვინი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვენოკი (ბარბარიზმი)
![]() |
2.26 ვერ მიართვეს ბადრიჯანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაწბილდა, მიზანს ვერ მიაღწია სინონიმი: ვერ მიართვეს ღორის თავი, ვერ მიართვეს ხაჭაპური იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ვ
![]() |
2.27 ვერბალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. verbal ლათ. verbalis ზეპირი, სიტყვიერი. იხ. აგრეთვე: კონცეპტი, ფსიქოთერაპია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
2.28 ვერგერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
Verger (ან virger , ე.წ. შემდეგ თანამშრომლებს ოფისში) არის პირი, როგორც წესი, ერისკაცი , რომელიც ეხმარება შეკვეთით რელიგიური მომსახურება, განსაკუთრებით, ანგლიკანური ეკლესია. „ვერგერის“ ტიტული მომდინარეობს იმ საზეიმო ჯოხიდან , რომელსაც ისინი ტრადიციულად ატარებდნენ, რომელიც ცნობილია როგორც ქალწული (ლათინური virga-დან , „ტოტი, კვერთხი, ჯოხი“; იხ. virgule ). Maces სახელმწიფო გამოიყენება ლორდთა და თემთა საქართველოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მაგალითები კიდევ ერთი თანამედროვე გამოყენების შუასაუკუნეების Virgė. ძველ დროში ვერგერს შეიძლება სჭირდებოდა თავისი ქალწულის გამოყენება ცხოველების ან ზედმეტად ენთუზიაზმით აღსავსე ბრბოსგან იმ პიროვნებისგან, რომელსაც თან ახლდა, ან თუნდაც უმართავი ქორისტების დასასჯელად. ვერგერის ოფისს თავისი ფესვები აქვს ინგლისის ეკლესიის ისტორიის ადრეულ დღეებში . ორდენი აქციების გარკვეული მსგავსება ყოფილ მცირე ბრძანებები of Porter და Acolyte . ისტორიულად, ვერგერები პასუხისმგებელნი იყვნენ სალოცავი სახლის მოწესრიგებაზე და მოვლაზე, მათ შორის ეკლესიის შენობებზე, მის ავეჯზე და წმინდა ნაწილების მოვლაზე , ლიტურგიისთვის მზადებაზე, საერო პირთა ჩატარებაზე და საფლავის თხრის მოვალეობებზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საბოლოო ისტორიული გამოკვლევა ვერგერის ოფისზე, მტკიცებულებები როჩესტერის , ლინკოლნის , ექსეთერის და სოლსბერის ტაძრებიდან.მიუთითებს ვერგერების არსებობაზე მე-16 საუკუნეშიც. Koster არის ჰოლანდიური სიტყვა sexton ან verger (ექვივალენტური გერმანული სიტყვაა "Küster"), მომდინარეობს ლათინური custos (მცველი) -დან . საკათედრო ტაძრის ვერგერების გილდიის სიმბოლოა გადაკვეთილი გასაღებები . ალბათ ყველაზე ცნობილი პორტრეტი ანგლიკანური verger მხატვრული არის სომერსეტ მოემი 's მოთხრობის , "The ვერგერ". გაერთიანებული სამეფოს პოპულარულ კულტურაში, BBC-ის სიტკომმა Dad's Army გამოაქვეყნა მღელვარე კარიკატურა ვერგერის, სახელად მორის იეტმანის შესახებ, რომელსაც ედვარდ სინკლერი ასრულებს . სიტკომში The Vicar of Dibley , რომლის ტიტულის პერსონაჟი ინგლისის ეკლესიის პირველ მდედრობითი სქესის მეუფეებს შორისაა , ასევე გამოირჩეოდა ქალი ვერგერი, ბუნდოვანი, მაგრამ კეთილგანწყობილი ალისა ტინკერი ( ემა ჩემბერსი ). თავად ღვთისმსახურების დროს, ვერგერის მთავარი მოვალეობაა ცერემონიულად წინ უსწრებდეს რელიგიურ მონაწილეებს ეკლესიაში გადაადგილებისას; ის, როგორც წესი, არ იღებს მონაწილეობას თავად სამსახურში. შეიძლება ითქვას, რომ მსახურების დროს ვერგერის მთავარი სიამაყე მის შეუმჩნევლობაშია; ვერგერები ხშირად თამაშობენ ძალიან გამორჩეულ როლს "კულისებში" - ეხმარებიან სამსახურის ლოჯისტიკური დეტალების დაგეგმვასა და მისი მეშვეობით სასულიერო პირების გონივრულად მწყემსვას (ზოგიერთ ეკლესიაში ამ უკანასკნელ მოვალეობებს ასრულებს ცერემონიის ოსტატი , ხოლო ვერგერი მოქმედებს როგორც ერთგვარი მარშალის მსვლელობაში). ვერგერის ტიპიური სამოსი არის შავი კაბა, რომელიც აცვია შავ კასოზე . კაბა გარკვეულწილად ჰგავს აკადემიურ კაბას და ინგლისურ ტრადიციაში ღიაა. ჩვეულებრივია, რომ ვერგერის კაბას ეკლესიის მკლავები ატარებს, როგორც წესი, ერთ ან ორივე მკლავზე. მისი მორთვა შესაძლებელია ხავერდით, რომელიც შეიძლება იყოს სხვა ფერში (ფერი, რომელიც აშკარად ასოცირდება საკათედრო ტაძართან, მაგალითად). ფორმალურად, ჯაბოტის ტარება შეიძლება კისერზე. იხ. აგრეთვე: მუეზზინი წყარო: ვერგერი
![]() |
2.29 ვერგილიუსი (15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Publius Vergilius Maro ვერგილიუს პუბლიუს მარონი დაიბადა ჩრდილო იტალიაში, სოფელ ანესში, მანტუს მახლობლად. განათლება მიიღო კრემონის მედიოდანუმისა და რომის ისტორიულ-ფილოსოფიურ სკოლებში. 42 წლის ასაკში დაბრუნდა თავის სოფელში, რადგან ვერ იტანდა ქალაქური ცხოვრების წესებს და უყვარდა უბრალო პროვინციული ცხოვრება. ვერგილიუსს მსოფლიო აღიარება მოუტანა „ბუკოლიკებმა“ („მწყემსური ლექსები“), მერე კი „გეორგიკები“ (მიწათმოქმედური ლექსები“) გამოაქვეყნა, განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის კრებულს „ენეიდა“. ვერგილიუსი გარდაიცვალა 19 წელს (ძვ. წ. აღ-ით), საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ის მასალების შესაგროვებლად წავიდა. ვერგილიუსი იყო უაღრესად მორიდებული, თავმდაბალი ადამიანი. მან დაწერა და შეადგინა ლექსების კრებული ,,ბუკოლიკები“, ანუ „ეკოლოგი“, რომელშიც ლექსები მიუძღვნა პასტორალურ მწყემსურ თემას. „გეორგიკი“, ე. ი. ლექსები მიძღვნილი მიწათმოქმედთადმი ანუ მიწის მუშისადმი მიძღვნილი კრებულის შემდეგ, ვერგილიუსმა ლექსების მთელი ციკლი მიწათმოქმედებს უძღვნა, რაც ზუსტად შესააბამებოდა მის სულიერ განწყობილებასა და ავგუსტის პოლიტიკას, რომლითაც იგი ცდილობდა აღედგინა და განევითარებინა სამოქალაქო ომის შემდეგ დანგრეული სოფლის მეურნეობა. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენეიდა, მიგელ დე სერვანტესი(1547-1616) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
2.30 ვერლენი პოლ მარი (1844-1896) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Paul Marie Verlaine ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი. დაიბადა მეცში, საშუალო განათლება პარიზის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურში იწყებს მუშაობას. ლექსების წერას ადრეული ასაკიდან იწყებს და თავიდანვე პარნასული მოძრაობისა და მისი ლიდერის შარლ ლეკონტ დე ლილის გავლენის ქვეშ ექცევა. ვერლენის პირველმა გამოქვეყნებულმა ლექსების კრებულმა "Poèmes saturniens" (1867), მიუხედავად იმისა, რომ სენ-ბევის მიერ მკაცრად იქნა გაკრიტიკებულ, მას მაშინვე დაუმკვიდრა ნიჭიერი და ორიგინალური სტილის პოეტის სახელი. მის ადრეულ ნაშრომებში ვერლენის პირადი ცხოვრება ისახება, რაც მატილდა მოტისადმი სიყვარულით იყო გამოწვეული და რომელზეც მან მოგვიანებით იქორწინა. 1872 წელს ის მატილდას მიმართ ინტერესს ჰკარგავს და ცოლსა და ვაჟს ახალ საყვარელზე, პოეტ არტურ რემბოზე სცვლის. ვერლენი ბევრს სვამდა. ერთხელ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ეჭვიანობის მიზეზით რემბოს იარაღით დაჭრის. ამ ინციდენტის შედეგად ვერლენი დააპატიმრეს და მონსის ციხეში ჩასვეს. აქ ის რელიგიურ მოქცევას განიცდის, რაც თავის მხრივ კვლავ მის ნამუშევრებში ისახება. ამ პერიოდის პოეტური გამოვლინება იყო კრებული "Romances sans paroles" ("უსიტყვო რომანსები"). ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვერლენი ინგლისში მოგზაურობს, სადაც ის რამდენიმე წელი მასწავლებლობს და მუშაობს მომდევნო პოემათა კრებულზე "Sagesse" ("სიბრძნე"). 1877 წელს ვერლენი საფრანგეთში ბრუნდება და რეთელის სკოლაში ინგლისურის სწავლების პერიოდში თავისი მოსწავლე, ლუსიენ ლეტინუა, შეუყვარდება, რომელიც მისი შემდგომი ლექსების შთაგონება ხდება. ყმაწვილის ტიფით გარდაცვალების გამო ვერლენს მწვავე დეპრესია ეწყება. ვერლენი ბოლო წლებს ალკოჰოლიზმსა და სიღარიბეში ატარებს. თუმცა ავტორის სიცოცხლეშივე მისი შემოქმედება საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც უახლესი სიტყვა პოეზიაში. შესაძლოა ვერლენის ყველაზე ცნობილი პოემა იყოს "შემოდგომის სიმღერა" (Chanson d'automne), მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა მიერ ამ პოემის კოდურ გზავნილებში გამოყენების წყალობით. ვერლენის პოეზია ასევე პოპულარული იყო მუსიკოსებში, როგორიცაა გაბრიელ ფორე, რომელმაც მის რამდენიმე ლექსზე მუსიკა შექმნა, მათ შორის "La bonne chanson" ("ლამაზი სიმღერა"), და კლოდ დებიუსი, რომელმაც საკუთარ მუსიკაში ვერლენის კრებული, "Fêtes galant" ("გალანტური დღესასწაულები") გამოიყენა. ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე პარიზში. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია პოლ ვერლენი
![]() |
2.31 ვერსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,06 კმ-ს. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.32 ვერსიფიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. versificatio 1. ლექსთწყობა; 2. მოძღვრება ლექსთწყობის შესახებ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.33 ვესტიბულური აპარატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. vestibulum-კარიბჭე შიგნითა ყურში არსებული ორგანო, რომელიც სხეულის მოძრაობის აღქმას, აგრეთვე მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება. იგივე ლაბირინთი. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
2.34 ვეტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. veto [ვე´ტო] - ვკრძალავ, ნებას არ ვაძლევ 1. სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის ზედა პალატის უფლება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ეს უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს). შეერთებული შტატების კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტმა შეიძლება წააწეროს სიტყვა ვ. („ვკრძალავ“), რის შემდეგაც დოკუმენტი აკრძალვის სათანადო მოტივაციით საკანონმდებლო ინსტიტუტს უბრუნდება. ამის შემდეგ კონგრესს მაინც შეუძლია გაიტანოს თავისი კანონპროექტი, თუ მისი წევრები მოაგროვებენ ორივე პალატაში ხმების 2/3 -იან უმრავლესობას. თუ პრეზიდენტი კვლავ ვ-ს დაადებს კანონპროექტს, ვ. ავტომატურად ძალაში შედის ათი დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში კონგრესი არ შეწყვეტს სხდომობს. 2. საერთაშორისო ასპარეზზე ვ-ს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს). იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
2.35 ვეშოლკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. вешалка ტანსაცმლის საკიდი, საკიდარი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვეშოლკა (ბარბარიზმი)
![]() |
2.36 ვიბრაფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი, ქსილოფონის სახესხვაობა. იხ. აგრეთვე: მუსიკა, ქსილოფონი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.37 ვიზიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Vision ადამიანის წარმოსახვით, წარმოდგენით შექმნილი, არარეალური რამ; მოჩვენება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.38 ვიზიტკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. визитка. визитная карточка სავიზიტო ბარათი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვიზიტკა (ბარბარიზმი)
![]() |
2.39 ვიზიტორი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. visitor სტუმარი, მნახველი, ტურისტი ათი ქვეყანა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ვიზიტორი (ბარბარიზმი)
![]() |
2.40 ვიკარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. vicarious რუს. викарный ლათ. vicarius - შემცვლელი ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთჩამნაცვლებელი. 1. ტერმინი გამოყენებულია ზოგიერთი მიკროორგანიზმის აღსანიშნავად: მაგ., ყვითელი ცხელების და დენგეს ცხელების ვირუსები ვიკარული ანუ ურთიერთგამომრიცხავი მიკროორგანიზმებია, რაც განპირობებული უნდა იყოს გადამტანის (კოღოს) უჯრედული რეცეპტორებისადმი კონკურენციით. 2. ტერმინი გამოყენებულია ურთიერთჩამნაცვლებელი ორგანოების აღსანიშნავად. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
2.41 ვილა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. villa მდიდრული სახლი ქალაქგარეთ, მდიდრული აგარაკი. იხ. აგრეთვე: ერმიტაჟი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.42 ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანელი ფილოსოფიის წარმომადგენელი. შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუნბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (1788 -93). 1793 -1801 წწ. ჰეგელი კერძო მასწავლებლად მუშაობდა ბერლინში, შემდეგ მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიკის საკითხებით. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802 – 03 წწ. ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ ,,ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს რომელშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს შელინგის თვალსაზრისს, ხოლო 1807 წ. გამოცემულ ,,გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას. 1807– 08 ჰეგელი ,,ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808 – 16 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 წელს გამოაქვეყნა თავისი ,,ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 – II ტომი. ამავე წელს გამოდის მისი ,,ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია”. 1818 წელს მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 წ. გამოქვეყნდა ჰეგელის ,,სამართლის ფილოსოფია“. 1829 – 30 წწ. ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი. ჰეგელის თანახმად ლოგიკა ფილოსოფიური სისტემის პირევლი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროში. ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომელიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 611-612.
![]() |
2.43 ვიოლინო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. მაღალი ტემბრის მქონე ოთხსიმიანი მუსიკალური საკრავი, რომელსაც ხემით უკრავენ. იხ. აგრეთვე: მუსიკა, პულტი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.44 ვირზე შეჯდომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაჯიუტება, გაკერპება, ჯორზე შეჯდომა, სიბრიყვით შეცდომის დაშვება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ვ
![]() |
2.45 ვირტუალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რაც შეიძლება გამოვლინდეს სათანადო პირობებში, შესაძლებელი. 2. კომპიუტერულ (ინტერნეტულ) სამყაროსთან დაკავშირებული, წარმოსახვითი სინამდვილე. იხ. აგრეთვე: კიბერფემინიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.46 ვირტუოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. virtuoso 1. მსახიობი, რომელიც სრულყოფილად ფლობს შესრულების (სიმღერის, დაკვრის და სხვ.) ტექნიკას; 2. ადამიანი, რომელიც უაღრესად არის დახელოვნებული რაიმე საქმეში. იხ. აგრეთვე: ვირტუოზული, კომპოზიტორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.47 ვირტუოზული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვირტუოზის შესაფერი; უაღრესი ოსტატობით შესრულებული . იხ. აგრეთვე: ვირტუოზი, კომპოზიტორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.48 ვირუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. virus - "შხამი" ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი უწვრილესი მიკროორგანიზმი, რომელიც ძლივს ჩანს ან სულ არ ჩანს მიკროსკოპში. იხ. აგრეთვე: პენეტრაცია, უჯრედი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
2.49 ვიშის რეჟიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Régime de Vichy ვიშის საფრანგეთი ან ვიშის მთავრობა— 1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებული საფრანგეთის მთავრობა. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა, მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი. ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე. რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული. პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. წყარო: ვიკიპედია ვიშის რეჟიმი
![]() |
2.50 ვიწროში მოატანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დრო უხელთა, როცა უჭირდა, მაშინ დაატყდა თავს იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ვ
![]() |
2.51 ვოდევილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. vaudeville ერთ ან ორმოქმედებიანი მსუბუქი კომედია, რომელშიც სასიმღერო კუპლეტებია ჩართული. იხ. აგრეთვე: კომედია წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
2.52 ვოკალური მუსიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. რუს. вокальная музыка მუსიკა, რომელიც სიმღერით სრულდება, მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით ან მათ გარეშე. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ. ; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
2.53 ვოლონტიორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. voluntarius - მოხალისე პირი, რომელიც საქველმოქმედო ან სხვაგვარ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ეწევა თავისი ფიზიკური ან გონებრივი რესურსის უსასყიდლოდ გამოყენების თანხმობით იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
![]() |
2.54 ვოლტერი (1694–1778) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვოლტერის ნამდვილი სახელია მარი ფრანსუა არუე. იგი დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს პარიზში. მამა ნოტარიუსი გახლდათ და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მისი შვილი იურისტი გამოსულიყო. ვოლტერმა კი, იეზუიტის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, საქმიანობის სხვა გზა აირჩია. დამცინავ სტილში დაწერილმა მისმა ლექსებმა გაანაწყენა ძალაუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, პრინც-რეგენტ ფილიპ ორლეანელზე დაწერილი სატირისათვის ვოლტერი დააპატიმრეს და 1717 წელს ბასტილიის ციხეში ჩასვეს. მაგრამ, როგორც იტყვიან, ჭირი ხეირად ექცა: იქ მას დრო უქმად არ დაუკარგავს და შექმნა პირველი ტრაგიკული ნაწარმოები „ოიდიპოსი“, რომელიც წარმატებით იდგმებოდა პარიზის თეატრის სცენებზე. აქედან დაწყებული, ვოლტერი მთელი 60 წლის განმავლობაში იბრძოდა ფეოდალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. იგი, მალე, პარიზის არისტოკრატიული სალონების სასურველი სტუმარი შეიქნა. 1726-1729 წლებში ვოლტერი ცხოვრობდა ინგლისში. 1733 წელს გამოქვეყნდა მისი „ფილოსოფიური წერილები“, სადაც მწერალი აკრიტიკებდა საფრანგეთის სამეფო კარს ვაჭრობის უგულებელყოფისათვის. იგი სამაგალითოდ ინგლისს მიიჩნევდა, რომელიც ვაჭრობით გაძლიერდა და აყვავდა. ამის გამო ვოლტერი შევიწროებას განიცდიდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო და თავი შეეფარებინა მარკიზა დიუ-შატლეს მამულში, ლოტარინგიის საზღვარზე. იგი შეყვარებული იყო მარკიზაზე. ვოლტერმა იქ 11 წელი დაჰყო. დიუ-შატლემ ვოლტერს ხელი შეუწყო ლიტერატურული ნიჭისა და უნარის გამოვლენაში. მართლაც, ამ პერიოდში ვოლტერის მიერ შეიქმნა ისეთი ფილოსოფიური და ისტორიული ნაწარმოებები, როგორიც არის: „ლუდოვიკ XIV -ის ეპოქა“ (1751 წ.), „ფანატიზმი ანუ მუჰამედ წინასწარმეტყველი“ (1742 წ.), „მეროპი“ (1743 წ.), „ხალხის გამოცდილება და ზნე-ჩვეულებები“ (1756 წ.), „მაღალი წრის ადამიანი“ (1930 წ.), „ალზირის ტრაგედია ანუ ამერიკელები“ (1736 წ.). ამავე პერიოდში შექმნა ვოლტერმა შესანიშნავი პოემა „ორლეანელი ქალწული“ საფრანგეთის სახალხო გმირ ჟანა დარკის შესახებ. ჟანა დარკი ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ბრძოლას ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ. პოემიდან ირკვევა, რომ ჟანა დარკის მთავარი მოწინააღმდეგე მონარქია კი არ არის, არამედ ეკლესია. 1745 წლისათვის ვოლტერი თავისი მახვილი კალმით ძალზე პოპულარული ხდება და მრავალი გვირგვინოსანი მას თავის სამსახურში იწვევს; საფრანგეთის სამეფო კარიც ცდილობს მისი გულის მოგებას და საფრანგეთის მეფე, ლუდოვიკო XV-ის ფავორიტი, მადამ დე პომპადური, ვოლტერთან მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს; მეფე მას სამეფო კარის ისტორიკოსად ნიშნავს. საფრანგეთის აკადემიამ იგი თავის წევრად აირჩია, მაგრამ ვოლტერი დაუდგრომელი ადამიანი იყო და მას მოგზაურობა იზიდავდა. იგი შეეცადა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV გადაექცია „განათლებულ მონარქად“. ამისათვის იგი აუცილებლად ეკლესიის ზეგავლენისაგან უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და იგი პრუსიის მეფის მიწვევით გერმანიაში გაემგზავრა, მაგრამ აქაც იგივე განმეორდა. 1758 წელს იგი სამუდამოდ სახლდება თავის მამულში, ფერნეში (შვეიცარია) და იქიდან მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის ნაწარმოებებსა და ნაშრომებს, რომლებშიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს იმდროინდელ ეკლესიას. ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. სიკვდილის წინ მან ითხოვა, რომ ეკლესიის წესით დაესაფლავებინათ. მღვდლის ნახვა ვერ მოხერხდა, ხოლო მის გარეშე დასაფლავება არ შეიძლებოდა, მწერლის ნათესავმა – აბატმა მინნომ, გარდაცვლილი ვოლტერი ეტლში ჩასვა და 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩაიყვანა შამპანის სააბატოში, სადაც საიდუმლოდ მოხდა წესის აგება და დასაფლავება. საფრანგეთის რევოლუციის წლებში (1791-1794 წწ.), კონვენტის გადაწყვეტილებით, ვოლტერის ნეშტი პანთეონში იქნა გადასვენებული. იხ. აგრეთვე: პერსონალია, პამფლეტი, კანდიდი ანუ ოპტიმიზმი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
2.55 ვოტუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში ზოგადად კენჭისყრის აღსანიშნავად გამოიყენება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პოლიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით. უნდობლობის ვ-ის გამოტანას მთავრობის გადადგომა მოსდევს. კენჭისყრა შეიძლება განხორციელდეს ხელის აწევით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროცედურის კონკრეტული სახე დამოკიდებულია ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციასა და რეგლამენტზე. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
2.56 ვულგარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვულგარული, უხეში სიტყვა ან გამოთქმა, რომლის ხმარება სალიტერატურო ენაში გაუმართლებელია. იხ. აგრეთვე: ევფემიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
2.57 ვუნდერკინდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Wunderkind – სიტყვასიტყვით, არაჩვეულებრივი, სასწაულმოქმედი ბავშვი უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც უკვე ადრეულ ასაკში აღწევს საოცარ წარმატებებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ა.შ. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
3 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ზ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ზაბორი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. забор ღობე, მესერი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ზაბორი (ბარბარიზმი)
![]() |
3.2 ზაგარი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. загар მზეზე გარუჯვა, რუჯი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ზაგარი (ბარბარიზმი)
![]() |
3.3 ზარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებს უსიტყვო მოთქმას, სხვები ბანს აძლევენ. ზ. ყველაზე სრულად სვანებმა შემოინახეს. სვანური ზ. სამხმიანი სიმღერაა და ორ გუნდად სრულდება. ძვ. ქართ. წერილობითი წყაროებით დასტურდება ზ-ით გლოვა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანით ტირილს (კახეთი) ან ზრუნს (რაჭა) უწოდებენ (დ. გიორგაძე) იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
3.4 ზატიკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. цветная триодь აღდგომის დროს წარმოსათქმელი საგალობლების კრებული იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
3.5 ზედამხედველობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცენტრალური (და/ან რეგიონალური) ხელისუფლების უფლება, კონტროლი გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დელეგირებული კომპეტენციების (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999). იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
3.6 ზევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. უზენაესი ღვთაება. „უკვდავთა და მოკვდავთა მამა“. კრონოსისა და რეას ძე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია იუპიტერი. ცისიერთა და მიწიერთა მეუფე ზევსი ძლევამოსილი ღვთაებაა. ბერძნულ სამყაროში მას ყველაზე დიდი პატივი მიეგებოდა. თავდაპირველად, შესაძლოა, ძველაღმოსავლური მითოლოგიური წარმოდგენების გავლენით, იგი ამინდის ანუ ტაროსის ღმერთი იყო, თანდათანობით შეითვისა სხვა ფუნქციებიც და უნივერსალურ, უზენაეს ღვთაებად განსახიერდა. მისი თავგადასავალი მრავალ მითოსში აისახა. მათი თავმოყრით შესაძლებელი ხდება წარმოვიდგინოთ ღმერთთა მეუფის სახე დაბადებიდან მისი მამაკაცური ძალმოსილების იმ ასაკამდე, როგორიც დარჩა სამუდამოდ უკვდავყოფილი: როდესაც ღვთაებათა სამეფო სკიპტრას ფლობდა კრონოსი, სამყაროში ოქროს ხანა იდგა. კრონოსს მუდამ ახსოვდა ძველი მისნობა, რომ ძალაუფლებას საკუთარი შვილი წაართმევდა. ამიტომ თავის ნაშიერებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ეცოდებოდა დედა – რეას ჩვილი შვილები და როდესაც გააჩინა მეექვსე ბავშვი, მის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი მიწაზე ჩამოიყვანა, წმინდა წყაროს წყალში განბანა და სახელად ზევსი შეარქვა. შემდეგ კუნძულ კრეტაზე დაეშვა და თავისი ძის ოქროს საწოლი იდას ჩრდილოვან ხეივანში დატოვა. მთის ნიმფებმა მიაგნეს ზევსს და მისი აღზრდა ითავეს. მომავალი ღმერთის ოქროს საწოლს მთელი ბუნება თავს ევლებოდა. ოკეანოსის შორეული ნაპირებიდან მოჰქონდათ მტრედებს ზევსისთვის ამბროსია. ყოველ საღამოს მოფრინავდა მასთან არწივი და ნექტარს ასმევდა. ფუტკრები თაფლს უგროვებდნენ. რძით კი, თხა ამალთეა კვებავდა. იგი განსაკუთრებულად უყვარდა ზევსს. როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი სიცოცხლე დაასრულა, მისი ტყავით ზევსმა გაიკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტერი. ეს იყო ეგისი, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ზევსს. პატარა ღვთაებას თავს დასტრიალებდნენ რეას ქურუმები. როდესაც ჩვილი წამოიტირებდა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ შეეტყო საკუთარი ძის არსებობის ამბავი. მალე ზევსი წამოიზარდა და მამასთან ბრძოლა იმით დაიწყო, რომ ჩაყლაპული და-ძმები ამოანთხევინა პირიდან. შემდეგ მათთან ერთად გამაგრდა ოლიმპოსის ღრუბლებით დაბურულ თხემზე და წამოიწყო დიადი ბრძოლა ძველი თაობის ღმერთების, ტიტანების წინააღმდეგ. ათი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. იგი ტიტანომაქიის სახელით არის ცნობილი. ზევსმა გაიმარჯვა და დამარცხებული ტიტანები მიწის ქვეშ, ტარტაროსში ჩაამწყვდია. მხოლოდ ტიტანი ატლასი დატოვა დედამიწაზე. მას ზეცის თაღი უნდა შეედგა მხრებზე სამუდამოდ. ასეთი იყო მისი სასჯელი. გეა, რომელიც ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში, განაწყენდა ტიტანების ტარტაროსში დამწყვდევის გამო და თავისი შვილები, გიგანტები, აამხედრა ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ. სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ზეცა და მიწა ზანზარებდა მებრძოლთა ფეხქვეშ. ზევსმა კვლავ გაიმარჯვა ამ გიგანტომაქიაში, ამოჟლიტა შემზარავი ბუმბერაზები, რამაც კიდევ უფრო მეტად განარისხა გეა. სასოწარკვეთილებამ იქამდე მიიყვანა, რომ ტარტაროსისგან შვა საზარელი ურჩხული ტიფონი და ახლა ის მიუგზავნა გამარჯვებულებს. როდესაც ტიფონმა ოლიმპოსს შეუტია, ღმერთთა სავანე შეტორტმანდა. შეძრწუნებულმა უკვდავებმა მთა მიატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კინაღამ დამარცხდა ზევსი, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო. მან მოახერხა და ელვით განგმირა ცეცხლის ალთა მფრქვეველი ურჩხული, შემდეგ კი კუნძულ სიცილიაზე უზარმაზარი მთა, ეტნა, დაამხო თავზე. ზევსმა ბრწყინვალე ზეიმით აღნიშნა ღმერთთა ახალი თაობის გამარჯვება. იგი ამ ზეიმს გამოეცხადა დიდებულ ეტლზე აღზევებული, მეხით ხელში. ამის შემდეგ შეერქვა მას „მეხთამტყორცნელი“, ხოლო ეს ხატი უმაღლესი ძალაუფლების და ტრიუმფის სიმბოლოდ იქცა. კრონოსის შვილებმა სამყარო დაინაწილეს. პოსეიდონი ზღვათა მბრძანებელი გახდა, ჰადესი – მიწისქვეშეთისა, ზევსს ზეცა ერგო და უზენაესი უფლებები. ასე შეიცვალა კრონოსის ხანა ზევსის მეუფებით. სამყაროს მოევლინა ღმერთთა ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ედგა ზევსი თავის მშვენიერ მეუღლე ჰერასთან ერთად. მათ შეეძინათ შვილები: არესი, ჰებე და მითოსის ზოგიერთი ვერსიით, ჰეფესტო. გარდა ამისა სხვა ქალღმერთებისგანაც ჰყავდა ზევსს შვილები: ლეტოსაგან – აპოლონი და არტემისი, დემეტრესაგან – პერსეფონე, მაიასაგან – ჰერმესი, დიონესაგან – აფროდიტე (არის ასეთი მითოსიც), თემისისაგან – ჰორები და მოირები, ევრინომესაგან – ქარიტები. მოკვდავმა სემელემ მას დიონისე უბოძა. თავისი პირველი ცოლი, მეტისი, ზევსმა ჩაყლაპა, რათა აეცილებინა მისნობა, რომლის ძალითაც ამ ქალღმერთისაგან შობილი შვილი ძალით მასზე აღმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული და ბავშვი მის თავში გაიზარდა. ასე მოევლინა ქვეყანას დიდებული ათენა. ბერძენი წარჩინებულები ცდილობდნენ თავიანთი გვარის ისტორია ზევსის სახელთან დაეკავშირებინათ. ამის შედეგად აღმოცენდა მრავალი თქმულება ღმერთთა მეუფის სატრფიალო თავგადასავლებზე. ასე მოევლინენ ქვეყანას სახელოვან ბერძნულ მოდგმათა მითოსური მამამთავრები. ზევსისგან შვა ალკმენემ ჰერაკლე, ლედამ – ელენე და პოლიდევკესი, დანაემ – პერსევსი, ევროპემ – მინოსი და რადამანთისი. ბერძენთა ფანტაზიამ უზენაეს ღვთაებას, უპირველეს ყოვლისა, სამყაროში წესრიგისა და სამართლიანობის დამფუძნებლის ფუნქცია მიანიჭა. ზევსი იქცა საერთოელინურ (პანელინურ) ღმერთად. იგი მფარველობდა სახელმწიფოებს, იცავდა კანონებს და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ამიტომ ადამიანები მას განსაკუთრებული ეპითეტებით მიმართავდნენ: „მეუფეთა მეუფეო“, „მხსნელო“, „მშობლიურო“, „ძლევამოსილო“, „ნეტართაგან უნეტარესო“ და სხვა. ზევსს ემორჩილებოდა ყველაფერი, რაც ბუნებაში ხდებოდა და როდესაც იგი ეგისს შეარხევდა, ამოვარდებოდა ქარიშხალი, წამოვიდოდა წვიმა. ზევსი აგზავნიდა ზურგქარსაც და ნათელ დღეებსაც, განაგებდა წელიწადის დროთა ცვლასაც და ადამიანთა ბედსა თუ იღბალს, თუმცა თავად კი ემორჩილებოდა მოირებს – ბედისწერის შემოქმედ ღვთაებებს. ვითარცა უზენაეს ღმერთს, მას გააჩნდა წინასწარჭვრეტის ნიჭი, ძალუძდა მისნობა და ჰარმონიის დამყარება ბუნების ძალთა და ადამიანთა შორის. ზევსმა დაუწესა ადამიანებს კანონები და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ყოველ ქალაქს თუ დასახლებას ჰყავდა თავისი მფარველი ზევსი. იმავდროულად იგი იყო საერთო ღვთაებაც, მეტსახელად ჰელენიოსი, რომელიც აერთიანებდა ბერძენთა მრავალრიცხოვან ტომს და ირგვლივ მოსახლე ბარბაროსთაგან გამოარჩევდა. ყველა დიდ ქალაქში ზევსის ტაძარი იდგა, მისთვის განკუთვნილი წმინდა ადგილი მდებარეობდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო ელისის ოლიმპია, სადაც ოთხ წელიწადში ერთხელ ისეთი დღესასწაული იმართებოდა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში (ოლიმპიური დღესასწაულები). ზევსის ჭეშმარიტი სახე, ბერძენთა წარმოდგენით, იყო ცეცხლი. იგი არსებობდა ეთერში და დავანებული იყო ოლიმპოსზე იქ, სადაც მიწა ცას უერთდებოდა და სადაც ზეცა გადადიოდა ცეცხლოვან აირში. ზევსის ატრიბუტები იყო ეგისი, სკიპტრა და ელვა. ანტიკურ ხელოვნებაში ზევსს წარმოსახავდნენ სამეფო ტახტზე, რომელსაც მხარს უმშვენებდა ნიკე, იქვე იჯდა არწივი. ასეთი ქანდაკება ინახება ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგი). ზევსის საუკეთესო გამოსახულებად მიჩნეულია ვატიკანში დაცული ელინისტური ხანის ქანდაკება, სახელწოდებით „ზევსი ოტრიკოლიდან“. ანტიკურ სამყაროში განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობდა ფიდიასის მიერ ოქროს და სპილოს ძვლისაგან შესრულებული ზევსის ქანდაკება, რომელიც იდგა ოლიმპიაში და რომელმაც, მონეტებზე აღბეჭდილმა, მოაღწია ჩვენამდე. ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ღმერთი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, არტემიდე, დიონისე, ევრისთევსი, ილითია, კასტორი, მინოსური კულტურა, ნადიმი, პერსევსი, პოლიდევკე, სემელე, ჰესიოდე წყარო: ბიბლიოვიკი ზევსი
![]() |
3.7 ზეცას მიაჭირა თავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამედიდურდა, გაამაყდა, ამპარტავნობა დაიწყო იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.8 ზეცის კარების გაღება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის წადილის ასრულება, ძლიერ გაბედნიერება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.9 ზეწოლის ჯგუფები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერესჯგუფების ალტერნატიული ტერმინი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები სინონიმურად მოიხმარენ, ბევრ შემთხვევაში მაინც გამოიყენება ნეგატიურ კონტექსტებში კონკრეტულად ასეთი ჯგუფებისა და მათ მიერ გამოყენებული მეთოდების კრიტიკის თვალსაზრისით. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
3.10 ზმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ლექსთწყობის ტერმინი, ორი მომიჯნავე სიტყვით (სიტყვის ნაწილით) ახალი სიტყვის მიღება. შეერქვა ლექსს, რომელიც შეიცავს ზმებს. პოეტური გამოცანა. ანტონიმი: მაჯამა, ლექსთმაეგობა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
3.11 ზმეიკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. змейка ელვა-შესაკრავი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ზმეიკა (ბარბარიზმი)
![]() |
3.12 ზნეობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. moral 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; 2. ამ ნორმების შესაბამისი ქცევა და ადამიანის სულიერი თვისებები. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
3.13 ზოგადი განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს იხ. აგრეთვე: განათლება, უმაღლესი განათლება წყარო: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ / [საქ. განათლ. და მეცნ. სამინ.].საგამომცემლო ცნობები თბ., 2007.
![]() |
3.14 ზოგადსაგანმანათლებლო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი განათლების მომცემი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
3.15 ზონდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. გამოკვლევა 1.მილის ან სხვა მსგავსი ფორმის სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც შეჰყავთ სხეულის არხებსა და სიღრუეებში სადიაგნოზო ან სამკურნალო მიზნით. 2.დნმ-ზონდი, რომელიც შეყავთ ორგანიზმში ჩანასახის მემკვიდრული დაავადებების გამოსავლენად. 3.ატმოსფეროს მაღალი შრეების შემსწავლელი მცირე ზომის საჰაერო ბუშტი თვითჩამწერი ხელსაწყოთი. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200] ფრანგ. sonde 1. სამედიცინო იარაღი - წვრილი მილი ან ღარი, რომელიც შეჰყავთ სხეულის ღრუში გამოკვლევის ან მკურნალობის მიზნით. 2. ბურღი, რომლითაც იკვლევენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იღებენ მათ ნიმუშებს. 3. პატარა აეროსტატი, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ავტომატურად იწერს მეტეოროლოგიურ მონაცემებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
3.16 ზოროასტრიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგია, რომელიც ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. ამის გამო მას ხშირად ფარსიზმსაც ეძახიან. მისი დამაარსებელია ზოროასტრი ანუ ზარათუშტრა. ამ სახელისგანაა წარმომდგარი ტერმინი - ზოროასტრიზმი. ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ. VII-VI სს-ში. იგი იყო მაზდეანი ანუ ღვთაება აჰურამაზდას ერთგული მსახური. ასე რომ, ზოროასტრიზმი მაზდეანობის მემკვიდრეა. მაზდეიზმი ერთ-ერთი უძველესი დუალისტური რელიგიაა. სახელწოდება დაკავშირებულია უზენაეს და კეთილ ღვთაებასთან - აჰურამაზდასთან. იგი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს - არიელებს შორის. მის დოგმატებსა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით - „ზოროასტერ“) მისცა, რისთვისაც უკანასკნელს მოიხსენიებენ რეფორმატორად და წინასწარმეტყველად. მან დაწერა გათების ანუ საგალობლების კრებული, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში - ავესტაში (გათების კრებული ქართულად თარგმნა პროფ. გიორგი ახვლედიანმა. დაიბეჭდა 1979 წელს). „ავესტა“ დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი პირვანდელი სრული ტექსტი არ გადარჩენილა: როგორც ვარაუდობენ, ნაწილი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის დაპყრობის დროს, ნაწილი მოისპო ირანში ისლამის შემოჭრის შედეგად. გარკვეულია, რომ ეს წიგნი იქმნებოდა და ივსებოდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში (ძვ.წ. IX - ახ.წ. III). მასში წარმოდგენილია ლოცვები (იასნები) და საგალობლები (გათები); ჩამოყალიბებულია ზოროასტრიზმის არსი. უზენაესი ღვთაებაა აჰურამაზდა ანუ ორმუზდი. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება და ებრძვის არიმანი - ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე. ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის განუწყვეტელია. ეს ჭიდილი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს განვითარებისა და ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს, რადგან სიკეთე უძლეველია. აჰურამაზდას გვერდით კეთილი ძალები დგანან. ესენია: მისი შვილი მითრა, რომელიც ციდან ქვეყნად ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო. აგრეთვე კეთილი ანგელოზები, ე.წ. იაზატები. ხოლო არიმანთან ბოროტი სულები - დევები არიან, იგივე დემონები და ეშმაკები. აჰურამაზდას სიმბოლოა ცეცხლი. იგი ასახიერებს ღვთის სამართალს. ამიტომაც, ქადაგებდა ზარათუშტრა, ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს ცეცხლს, როგორც მართლმსაჯულების ამქვეყნიურ სახეს. ცეცხლი ადამიანს უნდა ახსენებდეს ზეციურ სამსჯავროს და იქ ჩაუქრობელ ალს, რომ იყოს ფხიზლად, - არ გადაიქცეს გეენიის ტყვედ. აქედან წარმოდგება ცეცხლთაყვანისმცემლობა. მაზდეანურ ტაძრებში, საკურთხევლის წინ, ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი სასოებით ემსახურებოდნენ. პიროვნების უზენაესი ვალია, გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ, თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ბოროტების შემუსრვის საქმეში. ზარატუსტრა ამბობდა: ბოროტების დაძლევის საშუალებაა „კეთილი აზრი“, „კეთილი სიტყვა“, „კეთილი საქმე“. წუთისოფელში კაცობრიობას შემწედ და ხელისამპყრობელად ეგულვება მითრა (ზოროასტრიზმის განშტოებაა მითრაიზმი). იგი, აჰურამაზდას მეორე პირი, შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის და იცავს სამყაროს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დახმარებით. მითრა გუშაგივით დგას სინათლესა და სიბნელეს - აჰურამაზდასა და არიმანს შორის და თეთრცხენებიანი ეტლით დაქრის ზღვასა და ხმელეთზე დევ-ქაჯების შესამუსრავად. მისი პირდაპირი და ძირითადი მისიაა კანონისა და წესრიგის დაცვა; მოიხსენიება ეპითეტებით: „ათასყურიანი“, „ათასთვალიანი“, „უსამართლოთა დამსჯელი“, დოვლათისა და ნახირის, ძალაუფლებისა და ნაყოფიერების მბოძებელი. ნათქვამია, რომ „ზეციურ არსებათა შორის მითრა პირველი თანამგზავრია უკვდავისა და სწრაფმავალი მზისა და თავისი მოწყალე თვალით ზეციდან უმზერს არიელთა სადგომებს, ანაყოფიერებს მათ მიწას და საქონელსაც ვრცელ საძოვრებს აძლევს“. მითრა ძლიერი მხედარია და მხედართა მფარველიც: „მითრა ვერცხლის ჩაფხუტიანი მხედარია, ტანზე აცვია ოქროს აბჯარი, ჰკიდია გამგმირავი ხანჯალი, ხელში უჭირავს გრძელი მახვილი და თეთრ ცხენზე ზის“. ზარათუშტრას მოძღვრების თანახმად, მითრას მეოხებით საბოლოოდ მაინც დაითრგუნება ბოროტება და ქვეყნის დასასრულის ჟამს ადამიანები თავ-თავიანთ სხეულთან ერთად მკვდრეთით აღდგებიან: დამყარდება ცათა სასუფეველი. წყარო: ზოროასტრიზმი
![]() |
3.17 ზრახვა, ძრახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფიქრი, ბჭობა, მოთათბირება, მოსაზრება, „განზრახვა“, უბნობა, ლაპარაკი, წარმოთქმა; შეთხზვა, მოგონება. აზრი; ზრუნვა; რჩევა, ახსნა-განმარტება (ი. ა.) სინონიმი: დაძრახვა, განქიქება, გმობა, გაკიცხვა, აუგის თქმა, ძვირის თქმა, გაკილვა, კურკურ-ჩურჩული, წყარო: იხ. აგრეთვე: განზრახვა, ერთზრახვა, თანა-ზრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
3.18 ზრახული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დალაპარაკებული (ი. ა.) იხ. აგრეთვე: განზრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
3.19 ზურგზე ბოლის ადენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დამარცხება, განადგურება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.20 ზურგის აწვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამწარება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.21 ზურგის გამაგრება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დახმარება, შველა, მხარის დაჭერა; გაძლიერება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.22 ზურგის მიცემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დახმარება, შველა, მხარის დაჭერა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.23 ზურგის შექცევა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უარყოფა, განდგომა, მიტოვება (ვისიმე, რისამე), ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.24 ზურგის ჩვენება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეშინება და გაქცევა (ბრძოლის ველიდან, მოწინააღმდეგისაგან) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.25 ზურგს უკან - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვინმესგან ფარულად, მალულად, არაპირდაპირ იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
3.26 ზღაპარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. თხრობითი, ჩვეულებრივ ხალხური, ნაწარმოები, უპირატესად ფანტასტიკური შინაარსისა 2. გადატ. მოგონილი, დაუჯერებელი ამბავი; ტყუილი 3. არს მოგონებული ტყუილი, ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით (საბა). იხ. აგრეთვე: ფანტასტიკური, ფოლკლორი წყარო: წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
3.27 ზღვაში წვეთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძალიან ცოტა (რამესთან შედარებით) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ზ
![]() |
4 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - თ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სივიწროვეა, გასანძრევი ადგილი არ არის
იხ. აგრეთვე: იდიომი
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ თ
![]() |
4.2 თავლიდარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. tahvildār–მოლარე, ხაზინადარი სპარს. tahvildār–მოლარე, ხაზინადარი იგივე გამგეთუხუცესი, მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. თავლიდარი სასახლეში ასრულებდა სამეურნეო ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციები ვიწრო სამეურნეო დანიშნულებით ამოიწურებოდა, თავლიდარის თანამდებობა აუცილებელი იყო მმართველობის ყველა სამეურნეო/საფინანსო განშტოებაში. „დასტურამალის“ მიხდვით, თავლიდარის თანამდებობა გათვალისწინებული იყო ქარხანაში, სალაროში, საღვინეში, სამზარეულოში, საჯინიბოში, საფარეშოში, საშარბათოში და ა.შ.; სალაროს თავლიდარი მოლარეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მას ებარა სალაროში დაცული ნივთები, გასცემდა მათ და აწარმოებდა ანგარიშს. სალაროს თავლიდარს საბუთებში ზოგჯერ მეფის სასახლის ხარჯების თავლიდარიც ეწოდება. როცა მეფეს სალაროდან რაიმე დასჭირდებოდა, თავლიდარი მოლარეთუხუცესის წინამძღოლობით მეფეს საჭირო ნივთს მიართმევდა. საჯინიბოს თავლიდარს ცხენების საქმე ეკითხებოდა. სალაროს თავლიდარს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მისი წლიური სარგო ოთხი თუმანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, მას წილი ეკუთვნოდა სალაროში შესული საჩუქრებიდან. თავლიდარის თანამდებობაზე დანიშნული პირები სამეფო აზნაურულ წრეს მიეკუთვნებოდნენ. XVII-XVIII სს-დან ცნობილია მხოლოდ რამდენიმე თავლიდარის სახელი: თავლიდარი და ქილიფდარი ყაიბულა; თავლიდარი მანუჩარი; თავლიდარი ქაიხოსრო ყორღანაშვილი. იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი წყარო: ბიბლიოვიკი თავლიდარი
![]() |
4.3 თავშესაფარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უცხოელისათვის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დაცვა თავის ტერიტორიაზე. იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001, თავშესაფარს ეძებენ პირები, რომელთაც არ სურთ დაბრუნება ქვეყანაში, ჩვეულებრივ, საკუთარ სამშობლოში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. თავშესაფარის მიცემა გულისხმობს, რომ პირს მიეცა მოცემულ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლება. ამგვარი უფლება შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი; წყარო: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე ; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი. წყარო: ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი დახმარებ: სახელმძღვანელო ტრენერებისთვი,– საზ გაერთ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ,– ISBN 978-9941-0-0878-8 ,–თბ.
![]() |
4.4 თალგამი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბოტ. ლათ. Brassica campestris rapifera ორწლოვანი ბოსტნეული მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა, აქვს მოყვითალო ან თეთრი გამსხვილებული ფესვი თავისებური გემოსი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
4.5 თანა-ზრახვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლაპარაკი, უბნობა, საუბრობა (ი. ა.) იხ. აგრეთვე: ზრახვა, ძრახვა წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
4.6 თანასწორობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით თანასწორობა არამც და არამც არ ნიშნავს გამთანაბრებლობას, ყველასთვის ერთნაირი მატერიალური და სოციალური პირობების არსებობას. აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ უფლებრივი თანასწორობა, ერთი წესი ყველასთვის – ღარიბი ოჯახიდან გამოსულს ისეთივე უფლება აქვს გამოთქვას თავისი შეხედულებები, შექმნას თანამოაზრეთა გაერთიანება, არჩეულ იქნას წარმომადგენლობითი მმართველობის ორგანოში, როგორც არისტოკრატს ან მილიონერს იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: თავისუფლება №2, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ. გულისხმობს ყველა მოქალაქის ხმათა თანასწორობას. ყოველ მოქალაქეს აქვს თანაბარი ხმა განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილისა წყარო: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008 პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს თანაბარი ღირებულება აქვთ, ან თანაბარი მოპყრობის ღირსნი არიან, თანასწორობის მრავალგვარი გაგება არსებობს წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
4.7 თანასწორუფლებიანობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლის შესაბამისადაც მოცემული ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლებები, კანონმდებლობასა და სხვა სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია მათი რამენაირი დისკრიმინაცია. თ. ადამიანთა პოლიტიკური თანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი დაფიქსირებულია ბევრ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტში, მათ შორის 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. თ. მეტნაკლებად თანმიმდევრბულად და გარანტირებულად არის გამყარებული ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცით. თ. არ უნდა ავურიოთ თანასწორობასთან, რამეთუ ამ უკანასკნელს უფრო ფართო გაგება აქვს. თ. ნიშნავს თანასწორობას მხოლოდ კანონზე დამყარებული სამართლის სფეროში. თვით თ. ხშირად შეიძლება ფორმალური, დეკლარაციული, ფიქტიური იყოს, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში არ ხორციელდებოდეს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
4.8 თანატოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Thanatos – სიკვდილი ბერძნულ მითოლოგიაში: სიკვდილის მომავლინებელი ღმერთი, ჰიპნოსის ძმა (ტყუპისცალი); რკინის გული ჰქონდა და ამიტომ არავინ ებრალებოდა; იგი ძალიან ეჯავრებოდათ არა მარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც. იხ. აგრეთვე: რელიგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.9 თაობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია, ნომინალური ჯგუფი. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, თ. არის ასაკობრივი ჯგუფი, დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა (მაგ., 1940 წ. დაბადებულთა თ., 1940-1945 წლებში დაბადებულთა თ და ა.შ.). თ-ად მიჩნეულია დროის შუალედი, დაახლოებით 30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თ-ს აშორებს შემდგომისაგან, ე.ი. პერიოდი, გარკვეული ასაკობრივი ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის. გენეალოგიური თვალსაზრისით თ. აღნიშნავს საერთო წინაპრისაგან წარმოშობილ კოჰორტას. მიუხედავად კონცეპტუალური სიძნელეებისა, მოცემული ცნება დიდ როლს ასრულებს სოციოლოგიაში. სოციოლოგიური მნიშვნელობით თ. ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება, ინტერესები, შეხედულებები, აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება (თვითშეგნება) აქვთ. ისინი განიხილებიან როგორც გარკვეული კოლექტიური ერთობა (მაგ., XX ს–ის ოთხმოციანელთა თ., II მსოფლიო ომის თ., ე.წ. „დაკარგული თაობა“, აფხაზეთის კონფლიქტის თ. და ა.შ.). კარლ მანჰაიმი (Karl Mannheim, The problem of generations, 1952) განასხვავებს თ–ს როგორც ლოკაციას (დაბადების კოჰორტას) და თ–ს, როგორც რეალობას, სადაც არსებობს ჯგუფისადმი თვითიდენტიფიკაია, რაც გამოწვეულია საერთო ცხოვრებისეული გამოცდილებით, გრძნობებით, შეხედულებებით, ინტერესებით (მაგ., ვიეტნამის ომის თ., სამოციანელთა თ. და ა.შ.). კ. მანჰაიმი თვლის, რომ სხვადასხვა თ–ის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს. მისი აზრით, კულტურის, ინტერესებისა და ქცევის ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავების ასახსნელად თ–ს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სოციალურ კლასს ან გენდერს. თ–ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სოციოლოგიაში. პოლიტიკური ქცევა კორელაციაშია თაობასთან ზოგჯერ თ–ის მაგივრად ტერმინი „კოჰორტა“ გამოიყენება. ის აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც დროის გარკვეულ პერიოდში საერთო გამოცდილება შეიძინა. კოჰორტა იმ ადამიანთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთდროულად, ერთ პერიოდში ერთნაირი მოვლენების მონაწილეები გახდნენ (ან ერთნაირი მოვლენები განიცადეს; მაგ., უმაღლესში შესულთა კოჰორტა, ჯარში წასულთა კოჰორტა და ა.შ.) იხ. აგრეთვე: კოჰორტა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
![]() |
4.10 თარგმანება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. толкование ძვ. ტექსტის განმარტება, კომენტირება იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, განმარტება, კომენტარი წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
4.11 თასმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წვრილი ღვედი. ბერძნები კრივის დროს ხელებზე ღვედებს შემოიკრავდნენ ხოლმე. ამ ღვედებზე ხშირად იყო დამაგრებული რკინის ბურთულები. ამიტომ დარტყმა ჩვეულებრივ სასიკვდილო იყო. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
4.12 თბილელი აბო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წმ. აბო თბილელი - საქართველოში არაბების ბატონობის ჟამს ქართლის მთავარი ნერსე, ადარნასე კურაპალატისა, ბაბილონის მფლობელმა ამირა აბდილა მუმნიმ თავისთან დაიბარა და როცა მთავარი მას ეწვია, ამირა მუმნიმ იგი დაატყვევა. საპყრობილეში ნაგვემ-ნაცემ ნერსე ერისთავს წყლულებს უამებდა და უშუშებდა ჩვიდმეტი წლის არაბი მენელსაცხებლე - აბო. მას ნერსე ერისთავი ხშირად ესაუბრებოდა ქრისტესა და ქრისტეს სჯულის შესახებ. გონიერი ახალგაზრდა არაბი გულდასმით უსმენდა ნერსეს და მალე ალაჰისადმი მოწიწება და სიყვარული ქრისტესადმი სიყვარულმა შეცვალა. სამ წელიწადს იმყოფებოდა ერისმთავარი ნერსე ბაღდადის ტყვეობაში. და როცა ამირა მოკვდა, მისმა ძემ მაჰდიმ გაათავისუფლა და ნებაც დართო, გამგზავრებულიყო სამშობლოში, რომელსაც თან წამოყვა წმიდა აბო. რამდენიმე ხნის შემდეგ სარკინოზნი ისევ აუმხედრდნენ ნერსე ერისთავს და კვლავ მოინდომეს მისი ხელში ჩაგდება ნერსემ თან სამასიოდე კაცი იახლა, მათ შორის აბოც და ჯერ ხაზარეთში, შემდეგ კი აფხაზეთს გაემართნენ, სადაც ნერსეს ცოლ-შვილი ჰყავდა დატოვებული. აფხაზეთის მთავარმა დიდი პატივით მიიღო ქართლის ერისთავი, ხოლო როცა გაიგო, რომ მას თან გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკიც ახლდა, უდიდესი სიხარულით აივსო, მისი და ეპისკოპოსის მოწოდებით მღვდელმსახურებმა მონათლეს და აკურთხეს აბო, ნუგეში სცეს და ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ იგი მთლიანად ჩაწვდომოდა ქრისტიანული რელიგიის ჭეშმარიტ არსს. რამდენიმე ხნის შემდეგ ამირამ შეიწყნარა ნერსე და ქართლში დაბრუნების ნება დართო, რადგან ამასობაში მის ნაცვლად სტეფანოზი, ნერსეს დისწული დასვა ერის მთავრად. წმიდა აბო ნერსესთან ერთად დაბრუნდა ტფილისს და განცხადებულად შეუდგა ღმრთისმსახურებას. გაიგეს თუ არა სარკინოზებმა მისი გაქრისტიანების ამბავი, ზოგნი მის ლანძღვასა და გინებას შეუდგნენ, ზოგნი ტკბილი სიტყვით შეგონებას, ზოგნი კი ამირასთან დასმენას. ერთხელ დასმენილი წმიდა აბო საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზმა, ქართლის ერისმთავარმა, ხვეწნით გამოაშვებინა. როცა ქართლში ახალი ამირა დაჯდა მსაჯულად, დამსმენელი სარკინონი ხელახლა აღსდგნენ წმ. აბოს წინააღმდეგ. ქრისტიანებმა გაიგეს თუ არა, სარკინოზნი კვლავ მოითხოვენ წმიდა აბოს დასჯასო, ხვეწნა დაუწყეს ჭაბუკს, დამალვოდა განრისხებულ ამირას. წმიდა აბომ კი ასე უპასუხა ქრისტიანებს: - მე არა მარტო ტანჯვადგამზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკვდილისთვისაცაო. არ უნდა დავივიწყოთ წმ. აბოს ეს სიტყვები, რომელიც ეხმიანება წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძს: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. როდესაც შეპყრობილი ჭაბუკი ამირას წარუდგინეს, მან მრისხანედ მოსთხოვა წმ. აბოს ძველ სარწმუნოებაზე დაბრუნება და როცა უარი მიიღო, მსაჯულის ბრძანებით წმ. აბო ხელფეხშებორკილი ჩააგდეს საპყრობილეში. ცხრა დღის შემდეგ მან მასთან ერთად შეპყრობილ ქრისტიანებს გამოუცხადა, რომ მეორე დღეს განვიდოდა სული მისი ხორცისაგან და წარუდგებოდა უფალს, იესო ქრისტეს. ამის შემდეგ წმ. აბომ ტანსაცმელი განიძარცვა და ქრისტიანებს სთხოვა გაეყიდათ იგი, საფასურით კი სანთელ-საკმეველი ეყიდათ და ქალაქის ეკლესიებისათვის გადაეცათ, რათა ელოცათ მისთვის. წმ. აბოს თხოვნით ქრისტიანებმა წმიდა საიდუმლო - ქრისტეს ხორცი და სისხლი მოჰგვარეს ეკლესიიდან, მიიღო მან იგი და თქვა: - „გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა - პატიოსანი სისხლი შენი. აწ. ვუწყი, რამეთუ არა დამიტევო მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა“. როცა ამირასთან შეიყვანეს და წმ. აბომ ისევ უარი უთხრა სარკინოზთა სარწმუნოებაზე დაბრუნებაზე, განრისხებულმა ამირამ ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა დამსჯელებმა ტაძრის ეზოში გაიყვანეს და რკინის ბორკილები შეხსნეს, ნეტარმა აბომ პირჯვარი გადაისახა, შემდეგ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და გაღიმებულმა მოუდრიკა მახვილს თავი. სამჯერ დაარტყა მსუბუქად მახვილი ჯალათმა იმ იმედით, რომ გარდაუვალი სიკვდილის შიში აიძულებდა წმ. აბოს ქრისტეს უარყოფას, მაგრამ მოტყუვდა: უდრეკ იყო ნეტარი ბოლო წუთებშიც. წმ. აბოს თავი მოჰკვეთეს 786 წ. 6 (19) იანვარს. ქრისტეს მოძულეებმა აიღეს წმიდა აბოს გვამი, მოთხარეს იქაურობა ისე, რომ სისხლის ნაკვალევიც არსად დარჩენილიყო, ჩადეს გოდორში ყველაფერი ერთად, წაიღეს მტკვრის ნაპირას კბოდეზე და იქ დიდი კოცონი გააჩაღეს. ცეცხლმა ხორცი დაწვა, ძვლები კი დარჩა. უსჯულოებმა ერთად შეკრიბეს ნეტარის ძვლები, ცხვრის ტყავში გაახვიეს, მაგრად შეკრეს და კბოდედან მდინარეში გადააგდეს. დიდი სასწაული კი უფალმა იმავე ღამეს უჩვენა, როცა იმ ადგილას, სადაც თავი მოჰკვეთეს ერთი დიდი მოკაშკაშე ვარსკვლავი გარდამოავლინა, რითაც ქრისტიანნი უზომო სიხარულით აავსო, ქრისტეს მოძულენი კი საღმრთო შიშით. მეორე ღამეს მტკვარი განათდა, ხიდქვეშ სწორედ იქ, სადაც წმინდანის ძვლები ჩაყარეს, ამობრწყინდა დიდი, ნათელი სვეტი, ნათელი როგორც ელვა და არა მარტო მდინარე არამედ კბოდეც, ქრისტიანთათვის აწ უკვე სალოცავი წმინდა ადგილიც, მთლიანად გააბრწყინა. ეს ნათელი, სულიერი ნათელი იყო, რომელმაც ზოგიერთი გადაგვარებული ქართველის და საერთოდ, მთელი ერის სულში ჩამოწოლილი წყვდიადი გაანათა, ამიტომაც ეკლესიამ წმ. აბოს თბილელი და თბილის ქალაქის მფარველი წმიდანი ეწოდა. მისი ცხოვრების აღმწერელი ხუცესი - იოანე საბანისძე გულისტკივილით წერს, რომ ამ დროს ქართველთა დიდი ნაწილი „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა - მრავალნი სცდებოდიან და მრავალთა აცდუნებდნენ.“ წმ. აბოს დანთხეულმა სისხლმა გამოაფხიზლა სულიერი უფსკრულის პირას მისული ქართველობა, რომელთაც დაანახა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ. იმ ადგილას, სადაც აწამეს წმ. აბო ქართველებმა პატარა სამარტვილე (სალოცავი) ააგეს, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. ღმერთმა ინება კვლავ გამოჩინება წმ. აბოს ნიშისა, რამეთუ „აბო“ ქართულად თურმე „ღმრთის შვილს“ ნიშნავს და სწორედ ღვთის ნებით აღმოაჩინეს 1994 წ. 23 ნოემბერს წმ. აბოს ნიში და გადაწყვიტეს იქ პატარა ეკლესიის აშენება. მოჭრეს იქ ამოსული ფიჭვი, რათა განეწმიდათ ტერიტორია მომავალი ეკლესიის საძირკვლისათვის. მოხდა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული: ფიჭვის გადანაჭერზე თვალსაჩინოდ გამოკვეთილი ჯვარი იხილა ყველამ. დღეს ამ ადგილზე წმ. აბოს სახელობის პატარა ტაძარი დგას და ფიჭვის ხის გადანაჭერი ჯვრითურთ სწორედ ამ ტაძარში ინახება. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ხანძთელი გრიგოლ წყარო: ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
![]() |
4.13 თეატრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ბერძნ. theatron 1. ხელოვნება, რომელიც მდგომარეობს დრამატული მოქმედებით ცხოვრების მხატვრულ განსახიერებაში მსახიობების მიერ. 2. დაწესებულება, სადაც სპექტაკლები იდგმება. 3. ყოველკვირეული ლიტერატურულ-თეატრალური გაზეთი, გამოდიოდა 1885-91 წლებში, თბილისში (რედაქტორ-გამომცემლები: ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე - სხვადასხვა წლებში). იხ. აგრეთვე: ბალეტი, დეკორაცია, დრამატული, ეფექტი, ექსპლიკაცია, ილუზია, ინსცენირება, კულტურა, ოპერა, ოპერეტა, რეჟისორი, სცენა, სპექტაკლი, სცენოგრაფია, ტრაგედია, ფინალი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149] ძნელი სათქმელია, თუ როდის და სად ჩაისახა პირველად თეატრის იდეა. მინოსური კულტურის მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ მცირე ამფითეატრები კრეტის უძველეს მკვიდრთა სასახლეებსაც ამშვენებდნენ. კერძოდ, ფესტოსა და კნოსოსში აღმოჩენილია ევროპის კონტინენტზე პირველი თეატრის ტიპის ნაგებობანი, სადაც 500-მდე მაყურებელი ეტეოდა. ჩანს, იქ იმართებოდა რაღაც სანახაობები, თუ რა, არავინ იცის. მაგრამ ის, რომ დრამა თავისი კლასიკური ფორმით პირველად სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა, საყოველთაოდ არის აღიარებული. ძვ.წ. VI საუკუნის მიწურულიდან ათენში ყოველწლიურად იდგმებოდა ტრაგედიებიც, კომედიებიც და სატირული დრამებიც. მსგავსი წარმოდგენები იმართებოდა საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც. მათ საფუძვლად ედოთ ის საკულტო ცერემონიალები, რომლებიც ეწყობოდა ღვთაება დიონისეს სადიდებელ ზეიმზე. დროთა განმავლობაში ეს თეატრალიზებული სანახაობები სახელმწიფოებრივ დღესასწაულთა განუყოფელ ნაწილად იქცა, თავდაპირველად ე.წ. დიდი დიონისიებისა, რომელიც იმართებოდა მარტის თვეში, ხოლო შემდეგ კი, ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევრიდან იმ ზეიმისაც, რომელსაც ლენეები ეწოდებოდა და რომელსაც იანვრის თვეში აღნიშნავდნენ. დრამა თანდათან შორდებოდა თავის ძირებს და საკულტო სანახაობიდან ესთეტიკურ სფეროში გადადიოდა. ამას ხელს უწყობდა საკულტო დღესასწაულების სანახაობით ფესტივალებად ქცევის ტენდენცია. ბერძნული კლასიკური დრამის აღმავლობის პერიოდში ათენის მოქალაქეთათვის დრამატული სანახაობების დღეები, უპირველეს ყოვლისა, თეატრალურ ფესტივალად აღიქმებოდა. თეატრალური სანახაობის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა არქონტ-ეპონიმოსი, რომელსაც მიმართავდნენ ავტორები თავიანთი საკონკურსო ქმნილებებით. თითოეულ ტრაგიკოსს უნდა წარმოედგინა სამი ტრაგედია და ერთი სატირული დრამა. მათგან არქონტი აარჩევდა მხოლოდ სამ პოეტს. კომედიოგრაფოსთაგან კი უპირატესობა ეძლეოდა ხუთ დრამატურგს. თითოეულს თითო კომედია უნდა წარმოედგინა. შემდეგ არქონტი დანიშნავდა ქორეგოსებს, რომელთაც უნდა ეზრუნათ ქოროთა მოსამზადებლად. ეს საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვდა, მაგრამ დრამატული ფესტივალის ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება დიდ პატივად ითვლებოდა: ქორეგოსი გამარჯვების ღირსეული თანამონაწილე იყო. ქოროს ანუ გუნდის როლი ტრაგედიაში ერთობ საპასუხისმგებლო ჩანს. იგი მთელი საზოგადოების აზრს გამოხატავდა სიტყვით, სიმღერითა და ცეკვით. ქოროს შემოსვლით იწყებოდა ტრაგედია, ქორო უკანასკნელი ტოვებდა სცენას. თუმცა ტრაგედიის მოქმედების ძირითადი ღერძი მაინც მსახიობი იყო. ბერძნული დრამა სამი მსახიობით შემოიფარგლა. ისინი კაცები იყვნენ. ქალები თეატრის სცენაზე არ დაიშვებოდნენ. ის რომ კაცები ასრულებდნენ ქალების როლებსაც, მიგვითითებს თეატრალური ეფექტების (ნიღაბი, კოსტიუმები, ასამაღლებელი ფეხსაცმელები-კოთურნები) გამოყენების შესაძლებლობაზეც. ძვ.წ. V საუკუნისათვის ათენი თეატრალურ ქალაქად იქცა. მოქალაქეთა დრამატულ ფესტივალებზე დასწრებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა. ღარიბებს ურიგებდნენ ე.წ. თეორიკონებს („სანახაობის ფულს“), რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თეატრალური წარმოდგენის ხილვისა. ბერძნული წყაროები გვამცნობენ, რომ თეატრის მაყურებელთა შორის კაცებთან ერთად იყვნენ ქალებიც, ბავშვებიცა და მონებიც. გამარჯვებულის გამოვლენა ევალებოდა ხალხის მიერ წინასწარ არჩეულ ათ მსაჯს. გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო სხვადასხვა პრიზი. მსაჯთა გადაწყვეტილების ოქმებს დიდასკალიები ეწოდებოდა. აქ მითითებული იყო აგონის ყველა მონაცემი – თარიღი, ავტორები, ქორეგოსები, მსახიობები, ავლოსზე დამკვრელნი, ნაწარმოებები და ბოლოს, დაკავებული ადგილები. ეს დიდასკალიები ძვ.წ. IV საუკუნეში შეაგროვა და გამოსცა ფილოსოფოსმა არისტოტელემ. ათენის უძველეს თეატრად ითვლება დიონისეს თეატრი, რომელიც მდებარეობს აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე ღია ცის ქვეშ. ეს მრავალგზის გადაკეთებული თეატრი მუდამ იყო ნიმუში ანტიკური ხანის სხვა თეატრალური ნაგებობებისათვის. იგი სამი ძირითადი არქიტექტურული ნაწილისაგან შედგებოდა: უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ორქესტრა. ეს იყო მრგვალი მოედანი, სადაც გამოდიოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, ქორო და მსახიობები. ორქესტრა მდებარეობდა თეატრის ცენტრში, მის შუაგულში კი აღმართული იყო დიონისეს საკურთხეველი. ორქესტრის ორი მესამედი გარშემორტყმული იყო მაყურებელთა დარბაზით, რომელსაც თეატრონი ეწოდებოდა. იგი შედგებოდა სკამების რკალურად განლაგებული რიგებისგან. დიდ თეატრალურ ნაგებობებს ჰქონდათ ორი ან სამი სექცია (იარუსი). ისინი ერთმანეთისგან იყოფოდნენ ჰორიზონტალური გასასვლელებით, რომელთაც დიაძომები ერქვათ. წინა რიგებში მოთავსებული იყო სავარძლები, სადაც სხდებოდნენ საპატიო პირები. ორქესტრას ებჯინებოდა სკენე (სცენა), რომელიც შედგებოდა პროსკენიონისაგან და მის უკან აღმართული სახლის ფასადის მქონე კედლისაგან. მას სამი კარი ჰქონდა, საიდანაც გამოდიოდნენ მსახიობები. სკენესა და ამფითეატრს შორის მარჯვნივ და მარცხნივ ე.წ. პაროდოსები, ანუ შემოსასვლელ-გასასვლელები იყო გუნდისა და მაყურებლებისათვის. დეკორაცია ან ფარდა ბერძნულ თეატრს არ ჰქონდა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა თეატრის არქიტექტურა. იგი უფრო და უფრო პომპეზური ხდებოდა. რომში თეატრალური სპექტაკლების გათამაშება ბერძნული ნიმუშის მიხედვით ძვ.წ. 240 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ეს იყო ტრაგედიები და კომედიები. ძვ.წ. I საუკუნიდან მათ გვერდით თამაშდებოდა მიმოსები, პანტომიმოსები და სხვა სანახაობები. ამ დროს მთელ ხარჯებს თავის თავზე იღებდა სახელმწიფო, თუმცა, საბერძნეთისგან განსხვავებით, რომში არ ეწყობოდა აგონები გამარჯვებულთა გამოსავლენად. იხ. აგრეთვე: მინოსური კულტურა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.
![]() |
4.14 თეზისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. thesis 1. ლოგიკაში: დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს. 2. ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში: განვითარების პროცესის პირველი საფეხური. 3. თეზისები - მოხსენების, ლექციის და მისთ. მოკლედ ჩამოყალიბებული ძირითადი დებულებანი. სინონიმი: თეზა იხ. აგრეთვე: ანტითეზა, ლოგიკა, ფილოსოფია, პროცესი, ლექცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.15 თეთრი ალბომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჯგუფ "ბითლზის" მეცხრე ალბომი - The Bestles, რომელიც "თეთრი ალბომის" სახელითაა ცნობილი წყარო: ჩბოსკი, ს. (სტივენ), მარტოსულობის უპირატესობანი : [რომანი] / სტივენ ჩბოსკი ; ინგლ. თარგმნა თორნიკე ჯაფარიძემ ; რედ. ნინო გოგალაძე ; დიზაინერები: თამუნა თათელაძე [და სხვ.]. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014. - 288 გვ. ; 19 სმ.. - ISBN 978-9941-23-166-7 : 10.90 ლ.[MFN: 199751], • ჯაფარიძე, თ. (თორნიკე, მთარგმნ.); გოგალაძე, ნ. (ნინო, რედ.); თათელაძე, თ. (თამუნა, დიზაინერი); ბერბერაშვილი, თ. (თინათინ, დიზაინერი); მახათაძე, ი. (ია, დიზაინერი);
![]() |
4.16 თეიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. theos – ღმერთი მოძღვრება რომლის თანახმად ღმერთმა არა მარტო შექმნა ყოველივე ხილული და არახილული, არამედ უყვარს თავისი ქმნილება, ზრუნავს მასზე და გზადაგზა ეცხადება კიდეც. თეისტური რელიგიები გამოცხადების რელიგიებია. ღმერთი სამყაროს მიმართ იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც, რის გამოც იგი ადამიანს თავისუფლებასაც ანიჭებს და, მზრუნველი მამის მსგავსად, წვრთნის და სჯის კიდეც. თეიზმის, უფრო ზუსტად, - მონოთეიზმის სრულყოფილი სახე არის ტრიადა (ერთარსება - სამების დოგმატი, ტრიადოლოგია), რაც ქრისტიანული რელიგიის განუყოფელი ნაწილია. იხ. აგრეთვე: თეისტი, რელიგია წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
![]() |
4.17 თეისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეიზმის მიმდევარი. იხ. აგრეთვე: თეიზმი, რელიგია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
4.18 თემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. subject, theme ბერძნ. thema 1. საგანი, საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა, გამოკვლევა, საუბარი და მისთ; 2. მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის ძირითადი მოტივი. იხ. აგრეთვე: ეპიგრაფი, მოტივი, თემატიკა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
4.19 თემატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. subjects გარკვეული მიზნით ან თვალსაზრისით შერჩეული თემების ერთობლიობა (მწერლის, მეცნიერის შემოქმედების, პერიოდული გამოცემის და ა.შ.). იხ. აგრეთვე: თემა, პერიოდული წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
4.20 თემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ ტერიტორიაზე განსახლებული იმგვარი ადამიანების ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999) იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004 ცნება ეფუძნება იმ ინდივიდთა სოციალური ურთიერთობას, რომელთაც აქვთ საერთო მიკუთვნების შეგრძნება. ეს უმეტეს შემთხვევაში ტერიტორიული პრინციპით გამოხატული სოლიდარობაა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგიაში ძირითადი თემა თემის დეგრადაცია იყო, რადგან ურბანიზაციის ზრდამ მოიტანა ინდივიდის დამოუკიდებლობა თემისაგან და მოამზადა კოლექტიური ცნობიერების რღვევა, რომელიც რურალური საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ თემამ ყველაზე ძლირად გაიჟღერა ფერდინანდ ტიონისის ნაშრომში GemainSchaft und Gesellschaft, სადაც მან დაუპირისპირა ერთმანეთს სოლიდარობის ტიპი და სოციალურ ურთიერთობათა სქემა ამ ორ საზოგადოებაში. ტერმინი „თემი“ ქალაქის თეორიაში იხმარება უბნის, სამეზობლოს თუ სხვა ერთობასთან მიმართებაში. ქალაქს ხშირად განიხილავენ როგორც ასეთი თემების კრებულს, რომლთა მიმართება დინამიურია ურბანულ საზოგადოებაში. დღეს საქართველოში მზარდი ურბანული და რურალური პრობელემების გადასაჭრელად ერთ-ერთ იარაღად სწორედ თემთა მობილიზაციას მიიჩნევენ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. იგი გულისხმობს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ინტერესთა მიმართვას არსებული ადამიანური, ფიზიკური და ფინანსური რესურსების გაერთიანებისაკენ რეალური პრობლემის გადასაჭრელად და ზოგადად განვითარებისაკენ. მრავალ ქვეყანაში თემთა მობილიზაცია ურბანული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
![]() |
4.21 თემიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მართლმსაჯულების ქალღმერთი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII, მეტიდა წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
4.22 თეოდიცეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. theós „ღმერთი“ + díke „სამართალი“ „ღმერთის სამართალი“. გ. ვ. ლაიბნიცის მიერ ჩამოყალიბებული თეოდიცეის ცნება აღნიშნავს სიკეთითა და ყოვლისშემძლეობით აღჭურვილი ღმრთის გამართლებას ტანჯვისა და ბოროტების ადამიანური გამოცდილების წინაშე. ბუნებასა და საზოგადოებაში არსებული ტანჯვისა და უბედურების გამოცდილებასთან ღმრთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის მისადაგების საკითხი უკავშირდება ტანჯვის განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას ისტორიულ პირობათა გათვალისწინებით, რის გამოც ტანჯვის გამოცდილება ასპარეზს უთმობს თეოლოგიურ პრობლემას. იხ. აგრეთვე: ინტერპრეტაცია, ასპარეზი, თეოლოგია წყარო: თეოდიცეა
![]() |
4.23 თეოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომოლის დროსაც ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა ან ეკლესიის მეთაურთა ხელში. თ-იული სახელმწიფოები უძველეს დროშიც არსებობდა. ასე მაგ., ძველ იუდეაში ძვ.წ. V-I საუკუნეებში მთელი ძალაუფლება უმაღლესი ქურუმის ხელში იყო თავმოყრილი. ცნობილია, აგრეთვე, XVIIს-ში პარაგვაიში იეზუიტების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო, იმამ შამილის მმართველობა ჩეჩნეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელმაც ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაუწია მეფის რუსეთი არმიას XIX საუკუნეში კავკასიის დაპყრობისას; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიერთებამდე დალაი ლამა (ლამას სასულიერო პირთა თავი) ტიბეტის საერო ხელისუფლებასაც ხელმძღვანელობდა. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური - პაპი ერთდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. თუმცა დღეს მთლიანობაში თ. ისტორიულ ანაქრონიზმად შეიძლება ჩაითვალოს, ირანის „ისლამურმა“ რევოლუციამ 70-იანი წლების ბოლოს დაგვანახა ფაქტობრივი ხელისუფლების შიიტთა სასულიერო პირთა ხელში გადასვლის მაგალითი, რომელსაც აიათოლა ხომეიინი ედგა სათავეში. თ-იულ ტენდენციებს თან ახლავს მოქალაქეთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რელიგიური რეგლამენტაცია. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
4.24 თეოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. იგივეა, რაც ღვთისმეტყველება იხ. აგრეთვე: თეოდიცეა წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
![]() |
4.25 თეორემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მათემატ. ბერძნ. theōrēma მათემატიკური დებულება, რომლის მართებულებას ადგენენ მტკიცების გზით. იხ. აგრეთვე: მათემატიკა, აქსიომა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.26 თეორეტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელიც ამუშავებს ცოდნის ამა თუ იმ დარგის თეორიის საკითხებს. იხ. აგრეთვე: თეორია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.27 თეორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას. 2. იმ განზოგადებულ დებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთი დარგს. რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საკითხები. 3. ზოგადი, განყენებული მსჯელობა, შეხედულებანი (პრაქტიკული მოქმედების საპირისპიროდ). იხ. აგრეთვე: აკადემიზმი, ლოგიკა, პრაქტიკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
4.28 თერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ბერძნ. therapeia 1. მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შინაგან სნეულებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს; შინაგან სნეულებათა მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით (წამლებით, შრატებით, სითბოთი, ელექტრობით და მისთ.). 2. რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს იმ წესით მკურნალობას, რომელზეც მიუთითებს სიტყვის პირველი ნაწილი. მაგ., ფიზიოთერაპია. რენტგენოთერაპია. ბალნეოთერაპია იხ. აგრეთვე: შოკური თერაპია, ქიმია, ფიზიოთერაპია, რენტგენოთერაპია, ბალნეოთერაპია, კლიმატოთერაპია, ევთანაზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.29 თერაპნე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ქალაქი ლაკონიკაში იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – II წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
4.30 თერმოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. thermos - თბილი, ცხელი სპეციალურად მოწყობილი ჭურჭელი, რომელიც იცავს მასში მოთავსებულ პროდუქტს გაცივებისა ან გათბობისაგან. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
4.31 თესალია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. წინაბერძნული მოსახლეობის პელაზგების ძირითადი სამშობლო იყო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII, პელასგები წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
4.32 თეტიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ზღვის ქალღმერთი, აქილევსის დედა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
4.33 თეტისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ნერეიდა, ნერევსისა და დორისის ასული, აქილევსის დედა. თეტისი ნერევსის უფროსი ქალიშვილი იყო და ამიტომ ნერეიდების გუნდის წინამძღვრობა ევალა. ტიტანომაქიაში იგი ახალი თაობის ღმერთებს ეხმარებოდა. სწორედ მან უხმო ბრიარეოსს, ასხელა ბუმბერაზს, ზევსის დასახმარებლად. მასთან იმალებოდა ჰეფესტო მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ზევსმა ოლიმპოსიდან გადმოსტყორცნა. მზრუნველობას არ აკლებდა იგი დიონისესაც. თეტისის გულის მოგებას ცდილობდნენ პოსეიდონიცა და ზევსიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ზევსს უწინასწარმეტყველეს: თუკი თეტისს მოიყვანდა ცოლად, დაიბადებოდა ვაჟი, რომელიც მამაზე აღმატებული იქნებოდა ძალმოსილებით. ეს არ მოეწონა ზევსს და თეტისი ძალით მიათხოვა უკვდავ პელევსს (სხვა ვერსიით, პელევსმა თავად დაიმორჩილა ცეცხლად, წყლად, გველად თუ ლომად გარდასახული თეტისი). საყოველთაოდ არის ცნობილი თეტისისა და პელევსის ქორწილი, რომელიც დიდი ზეიმით აღნიშნეს ღმერთებმა კეთილი კენტავრის, ქირონის, მღვიმეში. სანადიმოდ გაშლილ სუფრასთან ყველა ღვთაება ილხენდა. არსად ჩანდა მხოლოდ განხეთქილების ქალღმერთი ერისი, რომლის მიპატიჟებაც დავიწყებოდა მაცნე ირისს. განრისხებულმა ღვთაებამ შუა ქორწილში სუფრაზე გააგორა ოქროს ვაშლი, რომელიც მოგვიანებით ტროას ომის მიზეზი გახდა („განხეთქილების ვაშლი“). პელევსისაგან თეტისს შეეძინა აქილევსი, სახელოვანი გმირი (სხვა ვერსიით, თეტისმა შვა შვიდი ვაჟი. აქილევსის გარდა ყველა დაიფერფლა იმ ცეცხლში, სადაც მათ დედა აწვენდა, რათა უკვდავება მიენიჭებინა). თეტისი ღამ-ღამობით მას ცეცხლში აწრთობდა. ეს რომ პელევსმა იხილა, გამოიტაცა ბავშვი ცეცხლიდან. განრისხდა თეტისი, რადგანაც ვერ მოასწრო თავისი ვაჟის უკვდავყოფა და ზღვის სიღრმეში გაუჩინარდა. იგი მამის სახლში დაბრუნდა. სხვა მითოსი კი გვიამბობს, რომ თეტისი სტიქსის წყალში განბანდა ხოლმე აქილევსს. სწორედ ამიტომ ვერას აკლებდა მტერი ამ გმირს. მისი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, რომლითაც ეკავა ხოლმე დედას ჩვილი სტიქსის წყალში ამოვლებისას. თეტისს უყვარდა აქილევსი და მზრუნველობას არ აკლებდა. იცოდა ნერევსის ასულმა, რომ ტროას ომში დაღუპვა ეწერა მის ვაჟს, ამიტომ მისი დამალვა სცადა: ქალის სამოსით შემოსა და კუნძულ სკიროსზე გაგზავნა, რათა ვერავის გამოერჩია იქაური მეფის მრავალრიცხოვან ასულთა შორის. მხოლოდ ეშმაკმა და მოხერხებულმა ოდისევსმა გამოიცნო იგი და წაიყვანა საბრძოლველად. ყველამ იცოდა, რომ აქილევსის გარეშე ტროას ომს ვერ მოიგებდნენ. რას გააწყობდა თეტისი. იგი მხოლოდ კეთილ რჩევებს აძლევდა თავის შვილს. მანვე აღჭურვა აქილევსი ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი ბრწყინვალე აღსაკაზმავით. გამომსახველობით ხელოვნებაში ყველაზე ხშირად გვხვდება პელევსის მიერ თეტისის დამორჩილებისა და მათი ქორწინების ამსახველი სცენები. ასევე სურათები სახელწოდებით „თეტისი ჰეფესტოს სამჭედლოში“ (პომპეის ფრესკებიდან). ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი თეტისი
![]() |
4.34 თვითმმართველობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძალზე ზოგადი გაგებით გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის ან ქვეყნის ამა თუ იმ ოლქის უნარს, თავადვე მოაგვაროს საკუთარი საქმეები. უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფოებრივ დონეზე, თ-ში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ორი ფორმა: რეგიონალიზმი და ფედერალიზმი. ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელია მმართველობის დაბალ დონეებზე იმგვარი სფეროების არსებობა, რომლებიც მთლიანად დაცულია ცენტრალური ხელისუფლების ჩარევისაგან, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ადგილებზე ახდენს საკუთარი უფლებამოსილების ოქლების ხელისუფლებისადმი დელეგირებას. ასეთი თ-ის ნიმუშებად შეგვიძლია დავასახელოთ ხელისუფლებათა გამიჯვნა ფედერალური მოწყობის ქვეყნებში (გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთსა ან ჩრდილოეთ ირლანდიაში). მათგან განსხვავებით თ. როგორც რეგიონალიზმი გულისხმობს ჯერ ერთი იმას, რომ ქვეყნის რეგიონები სტატისტიკური და ადმინისტრაციული მიზნით შექმნილია ცენტრალური ხელისუფლების მიერ და მათი სახეცვლილება ან სულაც ლიკვიდაცია ისევ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა; მეორე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონალური თ-ისთვის გადაცემული უფლებამოსილებანი უმნიშვნელოა; დაბოლოს, რეგიონები არ არიან წარმოდგენილნი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფელბაში პოლიტიკური ერთეულების სახით. იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, პარლამენტი, საჯარო პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
4.35 თვინიერ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უმისოდ წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
![]() |
4.36 თიადები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიონისე ღმერთის მხლებელი ბაკხელი ქალები იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
4.37 თილისმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. რაიმე პატარა ნივთი, რომელსაც თითქოს ადამიანისათვის ბედნიერების, წარმატების, გამარჯვების მოტანა შეუძლია. იხ. აგრეთვე: ავგაროზი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
4.38 თიფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ამალა წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
4.39 თრაკია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Θρᾴκη, Thrákē ბულგ. Тракия თურქ. Trakya ლათ. Thracia ან Threcia ისტორიულ-გეოგრაფიული არეა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამჟამად ისტორიული თრაკეას რეგიონი მოიცავს სამხრეთ ბულგარეთს (ჩრდ. თრაკეა), ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთს (დასავლეთ თრაკეა), და თურქეთის ევროპულ ნაწილს (აღმ. თრაკეა). თრაკეა სამ ზღვას შუა მდებარეობდა: შავი, ეგეოსის და მარმარისის ზღვები. თურქეთში მას რუმელიასაც უწოდებენ. ძველი თრაკეა (ანუ ტერიტორია სადაც ეთნიკური თრაკიელები ცხოვრობდნენ) ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ ბულგარეთს და აღმოსავლეთ სერბეთსა და მაკედონიის ნაწილებს სინონიმი: თრაკეა იხ. აგრეთვე: ევსორე, ორფეოსი წყარო: ვიკიპედია თრაკია
![]() |
4.40 თრინაკია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიცილიის ზღაპრული კუნძული. აქ მზის ღმერთ ჰელიოსს ნახირი ჰყავდა („ოდისეა“, XII) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
4.41 თუშმალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარს. tušmāl-მეკარე სასახლის სამზარეულოს მოხელე, ქარხნის ნაზირის ქვემდებარე. სულხან-საბას განმარტებით, მზარეულთა უხუცესი. „დასტურლამალის“ მიხედვით, სასახლეში ოთხი თუშმალი იყო. თუშმალის დაქვემდებარებაში იყვნენ მზარეულები, მეხორცე, აბდარი (აბდარი - მეფის სასმელი წყლის მცველი), შეშის მზიდავი, მეთეფშე. თუშმალის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენდა სასახლის პროდუქტებით მომარაგება, დანახარჯის ზუსტი ანგარიში და ზედამხედველობა მეჯლისის დროს, სტუმრებისათვის საჭმლის მირთმევა. სამეფო კარის თუშმალები იყვნენ სამეფო აზნაურული სახლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ თანამდებობას მემკვიდრეობით ფლობდნენ. მაგ., XVII ს-ის 50-60-იან წწ-ში როსტომისა და ვახტანგ V-ის (1658-1675) კარზე თუშმალობა მესტუმრეობასთან ერთად ჰქონია დონდარა ეჯუბაშვილს. მის შემდგომ თუშმალის თანამდებობაზე ჩანან დონდარას ძმა ზურაბი და ძმისწულები: ზაალ და შავერდა. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკითუშმალი
![]() |
4.42 თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.
ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.
ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.
მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.
თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.
იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: orthodoxy.ge მღვდელი თევდორე
![]() |
5 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 იაგუნდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
წყარო: წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
![]() |
5.2 იაზონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. გმირი, არგონავტების წინამძღოლი. ქართა ღვთაება ეოლოსის ჩამომავალი, ესონის ძე. იასონი თესალიელი გმირია, იოლკოსის მეფის, ესონის ვაჟიშვილი. ესონს ჰყავდა ნახევარძმა, პოსეიდონის ძე პელიასი, რომელმაც იოლკოსის სამეფო ტახტი მზაკვრობით დაისაკუთრა. შვილი რომ გადაერჩინა, ესონმა მისი გარდაცვალების ამბავი შეთხზა, სინამდვილეში კი იგი ბრძენ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად. კეთილმა კენტავრმა ხალისით მიიღო მეფისწული და მკურნალობის ხელოვნებას აზიარა (სახელი „იასონი“ ქართულად „მკურნალს“ ნიშნავს, ისე კი იასონს დიომედესი ერქვა). ოცი წლის იასონი თანატოლთაგან გამოირჩეოდა ახოვანებით, სიძლიერითა და გამბედაობით. მან განიზრახა ესონისათვის დაებრუნებინა უკანონოდ წართმეული სამეფო სკიპტრა. იოლკოსისკენ მიმავალს მოხუცი ქალი შემოხვდა, რომელიც ამაოდ ლამობდა მდინარეზე გადასვლას. გმირმა თავისი მხრებით გადაიყვანა მეორე ნაპირზე ბერიქალი, რომელმაც ფეხი დაადგა თუ არა მიწას, თავისი ნამდვილი სახე მიიღო – ეს იყო ქალღმერთი ჰერა. მან მადლობა გადაუხადა იასონს და მფარველობას შეჰპირდა. გახარებულმა გმირმა კი, რომელმაც მდინარეში ცალი ხამლი დაკარგა, იოლკოსისკენ ისწრაფა. ქალაქის ახლოს პოსეიდონის სამსხვერპლო იყო აღმართული და სწორედ იმ დღეს ქურუმები მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. იქვე იყო მეფე პელიასიც, რომელსაც იმ დღეს ავისმომასწავებელი უწყება მიეღო დელფოდან. პითია აფრთხილებდა, მორიდებოდა კაცს, რომელიც მთებიდან დაეშვებოდა და მის წინარე წარსდგებოდა ცალხამლიანი. პელიასი ყურადღებით ათვალიერებდა მლოცველებს და უეცრად თვალი მოჰკრა უცხოელს. მის წინ იდგა წყვილი შუბით აღჭურვილი ახოვანი და მშვენიერი ჭაბუკი, რომელსაც სხეულს მაგნესიური სამოსი უმშვენებდა და მხოლოდ ცალ ფეხზე ჰქონდა ამოცმული სანდალი. პელიასმა იხმო იგი და ვინაობა გამოჰკითხა. „ესონის ძე ვარ, – პირდაპირ მიუგო იასონმა – მსურს დავიბრუნო უმართებულოდ წართმეული სამეფო ტახტი“. შემდეგ იგი მამის სახლისკენ გაემართა და ახლობლებთან ერთად ხუთი დღე ინადიმა, მეექვსე დღეს კი კვლავ პელიასის წინაშე წარსდგა. მზაკვარმა მეფემ ასეთი რამ განუცხადა: „უკვე მოვხუცდი, სკიპტრაც მამძიმებს, მე დაგიბრუნებ ტახტს, თუ ოქროს საწმისს მოიპოვებ და იოლკოსში ჩამოიტან, რითაც ღმერთების კეთილგანწყობას დაიმსახურებ“. პელიასი დარწმუნებული იყო, რომ იასონი ამ საქმეს ვერ აღასრულებდა. ოქროს საწმისი კოლხთა ქვეყნის ძლიერების სიმბოლო იყო და მას საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა მეფე აიეტი („ოქროს საწმისი“). იასონი საგმირო საქმეებისთვის აღზარდა ქირონმა და ამიტომაც ჭაბუკმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. მთელი საბერძნეთის სახელოვანი გმირები იოლკოსში შეიკრიბნენ. ლაშქრობის მონაწილეთა შორის იყვნენ ჰერაკლე, ორფევსი, ძმები დიოსკურები, მელეაგროსი, ადმეტოსი, სულ კი მათი რიცხვი ორმოცდაათს აღწევდა. სწორედ ამიტომ სახელოვანმა გმირმა არგოსმაც ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი ააგო და თავისი სახელის მიხედვით „არგო“ უწოდა. არგონავტებმა მეთაურად იასონი აირჩიეს და შორეულ გზას დაადგნენ. კუნძულ ლემნოსზე შეისვენეს, სადაც იასონმა დედოფალ ჰიფსიპილეს სარეცელი გაიზიარა. დედოფალს მოეწონა იასონი, დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ჭაბუკს წინ საგმირო საქმე ელოდა. კვლავ კოლხეთისკენ აიღო გეზი მისმა ხომალდმა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ არგონავტებმა მიაღწიეს ქალაქ კვიტაიას, სადაც ისინი თავაზიანად მიიღო ჰელიოსის ვაჟიშვილმა, მეფე აიეტმა. ჰერამ და ათენამ სთხოვეს სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს, დახმარებოდა იასონს. არ დააყოვნა ქალღმერთმაც და აიეტის ასული მედეა, რომელიც თავისი ჯადოქრობით იყო განთქმული, იასონის სიყვარულით აღაგზნო. ძვირფასი განძის დათმობა, რა თქმა უნდა, არ ისურვა აიეტმა და იასონს, მისი აზრით, აღუსრულებელი რამ შესთავაზა: გმირი მხოლოდ მაშინ მიიღებდა ოქროს საწმისს, თუ დაიმორჩილებდა სპილენძისფეხებიან და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს, უღელში შეაბამდა, არესის ველს გადახნავდა, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილებს ჩაყრიდა და იქიდან აღმოცენებულ იარაღასხმულ მეომრებს გაანადგურებდა. ხოლო შემდეგ კი შეებრძოლებოდა დრაკონს, რომელიც ამ ოქროს საწმისს იცავდა. შეყვარებულმა მედეამ იასონს ჯადო-წამალი მისცა, თან მისი ხმარების წესიც ასწავლა. ბერძენმა ჭაბუკმა ამ სალბუნით სხეული დაიზილა, რის გამოც იარაღი და ცეცხლი არ ეკარებოდა. გახარებული იყო მედეა, რადგან იასონმა პირობა მისცა, რომ თავის სამშობლოში წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. იასონმა იოლად აღასრულა აიეტის დავალება, მაგრამ მეფემ სიტყვა გატეხა, ბერძენ გმირთა დაღუპვა და „არგოს“ დაწვა განიზრახა. ისევ მედეამ იხსნა ისინი. მისი დახმარებით იასონმა ოქროს საწმისი მოიტაცა და კოლხეთიდან გაიქცა. არგონავტებთან ერთად იყო მედეაც, რომელმაც თავისი უმცროსი ძმა აფსირტოსიც თან გაიყოლა. გაქცეულებს დაედევნა მეფე აიეტი, მაგრამ მედეამ საშინელი რამ ჩაიდინა: მდევნელთა სვლა რომ შეენელებინა, ასო-ასო აკუწა საბრალო აფსირტოსი და ზვირთებში გადაუძახა. ამის მხილველმა აიეტმა მართლაც შეწყვიტა დევნა. ხოლო „არგო“ კი მშვიდად მიაპობდა ამღვრეულ ზღვას. მედეამ და იასონმა ფეაკთა კუნძულზე იქორწინეს და ბედნიერად მიაღწიეს იოლკოსს. აქ კი პელიასს, იმ იმედით, რომ იასონი აღარასოდეს დაბრუნდებოდა, მისი მამა და ძმა მოეკლა. განრისხებულმა იასონმა, ისევ მედეას მზაკვრობით, შური იძია პელიასზე: მან მოატყუა მეფის ასულები და ასო-ასო აკუწული მამა მდუღარე წყალში მოახარშვინა. თუმცა ტახტი მაინც ვერა და ვერ ჩაიგდო ხელთ. პელიასის ძე ადრასტოსმა სისხლიანი ცოლ-ქმარი ქალაქიდან გააძევა. მედეა და იასონი კორინთოს მეფე კრეონმა შეიფარა. აქ მათ ათი ბედნიერი წელი დაჰყვეს. მათ გაუჩნდათ ორი ვაჟი-მერმეროსი და ფერესი. მაგრამ იასონმა გადაიყვარა მედეა და კრეონის ასულ კრეუსაზე დაქორწინება განიზრახა. ამის გამო მედეამ იგი სასტიკად დასაჯა: ჯერ მოკლა მეფის ასული, ხოლო შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ვაჟიშვილები (მედეა). ამ საშინელ უბედურებას ვერ გაუძლო იასონმა და თავი მოიკლა. სხვა ვერსიით, იასონი მაშინ დაიღუპა, როდესაც დასასვენებლად დრო-ჟამისაგან უკვე ნახევრადდანგრეულ „არგოს“ ჩრდილში წამოწვა. ამ დროს ხომალდი სულ დაიშალა და ნამსხვრევებში მოიყოლა ბერძენი გმირი. იასონის სახემ მრავალი პოეტისა თუ დრამატურგის (ევრიპიდე, სენეკა, ოვიდიუსი, კორნელი), მხატვრისა (ვანლო, დელაკრუა, ფოიერბახი) და კომპოზიტორის (კოვალი, კერუბინი) ყურადღება მიიპყრო. სინონიმი: იასონი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, მედეა, არგონავტები წყარო: ოდისეა, ბიბლიოვიკი იასონი
![]() |
5.3 იამბი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.-წგნ. ბერძნ. iambos 1. ანტიკურ ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე - გრძელი. 2. მოგვიანო ხანის (კერძოდ რუსულ ) ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის მეორე მარცვალი მახვილიანია. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.4 იაპეტოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტიტანი, გეასა და ურანოსის ძე. იაპეტოსისა და ოკეანიდ კლიმენეს შვილები იყვნენ ძველი ბერძნული მითოსისათვის კარგად ცნობილი პრომეთე, ეპიმეთევსი, ატლასი და მენოიტოსი. ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხებული იაპეტოსი სხვა ტიტანებთან ერთად ტარტაროსშია ჩამწყვდეული. იხ. აგრეთვე: ნადიმი, გეა, კრონოსი, ურანოსი, ტიტანები წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
![]() |
5.5 იარლიყი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თურქ. yärlik – ბრძანება 1. საქონელზე დაკრული ფურცელი,რომელზეც აღნიშნულია სახელწოდება, რაოდენობა, ფასი და სხვ.; ეტიკეტი. 2. ისტ. მონღოლთა სახანოებში: ხანის წერილობითი ბრძანება; სიგელი. იხ. აგრეთვე: ბრენდი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.6 იაშვილი პაოლო (1894-1937) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაბადების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა არგვეთი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს იგი პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები". 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913წწ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა და რედაქტორობდა ყოველთვიურ ლიტერატურულ–მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ბეჭდავდა წერილებსა და თარგმანებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. ქართველ მწერალთაგან პირველია, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი პაოლო იაშვილი
![]() |
5.7 იახსარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა ღვთისშვილთა შორის გამორჩეული ყოფილა ღონით, გამბედაობით და ჭიდაობითაც. ისიც, სხვა ღვთისშვილთა მსგავსად, ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და მაცილებთან მებრძოლ ღვთაებაა. იგი იცავს, როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ასევე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა.შ.) გარდაცვლილთაგან. სხვა ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლება, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. თავის საყმოს მიმართაც განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. იახსარს უფლება ჰქონდა მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმსდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. ახსარი მორიგესგან მშვილდ-ისრით იყო დაჯილდოებული. იხ. აგრეთვე: კოპალა წყარო: http://saunje.ge/ იახსარი
![]() |
5.8 იგიგის ღმერთები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
5.9 იდეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. idea – წარმოდგენა, ცნება 1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. 2. მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი. 3. აზრი, ჩანაფიქრი; რისამე მთავარი აზრი. იდეა ფიქსი - შეცდომაა; უნდა ითქვას: "იდე ფიქსი" იხ. აგრეთვე: ბაუჰაუზი, ეპიგრაფი, კოდი, პრინციპი, ტექნოლოგია, ტრიადა, ცნება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.10 იდეალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. < idea ფრანგ. idéal – წარმოდგენა, ცნება 1. ადამიანის მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი. 2. რისამე სრულყოფის განსახიერება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.11 იდეალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს მორალურობისა და იდეალების მნიშვნელობას; ფილოსოფიური თვალსაზრისით, იდეალიზმი შეიძლება გულისხმობდეს, რომ იდეები უფრო „რეალურია“, ვიდრე მატერიალური სამყარო იხ. აგრეთვე: პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
5.12 იდეალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მხოლოდ იდეებში, შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული; განყენებული. 2. იდეალის შესაბამისი; ამაღლებული, არამიწიერი. 3. საუკეთესო, სამაგალითო, სრულყოფილი. იხ. აგრეთვე: კონცეპტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.13 იდები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რომაელები თვის შუა რიცხვებს იუპიტერს უძღვნიდნენ და მას იდებს უწოდებდნენ. ეს იყო მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის 15, ხოლო დანარჩენი თვეების – 13 რიცხვი. ამ დღეს იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარს. მარტის იდებში მოკლეს იულიუს კეისარი. იხ. აგრეთვე: იუპიტერი, კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41), მერკური, რომი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის : [3 წიგნად / ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ. რუსუდან მოსიძე].
![]() |
5.14 იდენტიფიკაცია და იდენტიფიცირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. identifico ვაიგივებ გაიგივება; გათანაბრება. იხ. აგრეთვე: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.15 იდენტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ცალკეული ადამიანების მიერ ამა თუ იმ კატეგორიასთან საკუთარი თავის გაიგივება. იხ. აგრეთვე: ინდივიდი, პიროვნება წყარო: პარტიები და თვითმმართველობა: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.
![]() |
5.16 იდენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. identicus მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი. იხ. აგრეთვე: ფემინიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.17 იდეოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. idea და logos – ცნება, იდეა და მოძღვრება გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთ. იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რაც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმაში - ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებასა და სხვ. იხ. აგრეთვე: ბურჟუაზია, იდეა, კლასი, პოლიტიკური, პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა, სისტემა, ფორმა, ფილოსოფია, ცნება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.18 იდილია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. idylle ბერძნ. eidyllion მშვიდობიანი, ბედნიერი არსებობა; იდეალიზებული, აუღელვებელი ცხოვრება ბუნების წიაღში. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.19 იდიომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტერმინი იდიომი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან idiôma, რაც „თავისებურებას“ ნიშნავს. იდიომი არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული სიტყვა, ის შეიცავს ორ კომპონენტს მაინც. იდიომი არის ამა თუ იმ ენის თავისებური, დაუშლელი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს სრულად სინონიმი: იდიომა იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, აბუჩად აგდება, ადამის ჟამიდან, ადამის ჟამის, ადამის შვილი, ადამის ხნის, ავ თვალს არ ენახვება, აზრზე არ არის, აინუნშიც არ მოსდის, აირია მონასტერი, აკვნის დარწევა, ალილო და ხვალაო, ალიყურის ჭმევა, ალმაცერად ყურება, ალმურის აკვრა, ალღოს ართმევა, ამ სოფელს აღარ არის, ამ ქვეყანას დაბრუნება, ამ ქვეყნისა აღარ არის, ამერიკის აღმოჩენა, ამინ და კირიე-ელეისონ!, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა, ანგარიშის გასწორება, ანგარიშის გაწევა, ანგელოზების დაფრთხობა, ანგელოზმა ჩამოიარა, ანდერძის აგება, ანკესზე წამოგება, არამკითხე მოამბე, არახუნებს მოშლილი წისქვილივით, არაფერ შუაშია, არც აცივა, არც აცხელა, არც მწვადი დაწვა, არც შამფური, არც ღვინო, არც წყალი, ასე გასინჯეთ!, აუტკივარი თავის ატკივება, აფრის აშვება, აქილევსის ქუსლი, აღგვა პირისაგან მიწისა, აღდგომის გათენება, აღვირის ამოდება, აღვირის აშვება, აღვირის მიშვება, ახლად დაბადება, ბაბილონის გოდლის აშენება, ბადეში გაბმა, ბადის გაბმა, ბაი-ბურად არ აგდებს, ბანის მიცემა, ბარგის აკვრა, ბდღვირის ადენა, ბედის გაღიმება, ბედის გაშავება, ბედის ვარსკვლავი, ბედის კარზე მიდგომა, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბეწვზე ჰკიდია, ბეწვის ხიდზე გავლა, ბეჭდის დასმა, ბიაბრუდ გახდა, ბიძაშვილების მოსვლა, ბნელეთის მოციქული, ბოლთის კვრა, ბოლოს მოღება, ბრმა იარაღი, ბუზანკალის შეძრომა, ბუზების თვლა ჭერში, ბუზიც არ აფრენია, ბუზსაც ვერ აუფრენს, ბურთის გატანა, ბურთისა და მოედნის დარჩენა, გამოსავლის მონახვა, განკითხვის დღის დადგომა, გველის ხვრელში გაძრომა, გვერდებში გაჯდომა, გვერდის ავლა, გვერდის დამშვენება, გვერდში ამოდგომა, გვერდში ამოყენება, გზაზე დადგომა, გზაზე დაყენება, გზა-კვალის აბნევა, გზას გადაცდენა, გზების მოჭრა, გზიდან ჩამოცილება, გზის გაკაფვა, გზის გამრუდება, გზის განათება, გზის გახსნა, გზის დახლართვა, გზის დახშობა, გზის მანათობელი ვარსკვლავი, გლეჯა მოადინა, გოლგოთას შედგომა, გონების ამღვრევა, გონების დაკარგვა, გონს მოგება, გრძელი დღე არა აქვს, გრძელი ენა აქვს, გუდა-ნაბადის აკვრა, გუდას პირი მოხსნა, გულზე არ ახატია, გულზე გადაგდება, გულზე გადაყრა, გულზე გასკდომა, გულზე გახეთქა, გულზე გველმა უკბინა, გულზე დაბეჭდვა, გულზე ვარდის გადაფენა, გულზე კბენა, გულზე ლოდის დაწოლა, გულზე მალამოს მოცხება, გულზე მოსვლა, გულზე მოშვება, გულზე მოხვედრა, გულზე შემონთება, გულზე შემოყრა, გულზე ცეცხლის მოკიდება, გულზე ხელის დაკრეფა, გულზე ხელის დადება, გულთან ახლოს მიტანა, გული არ მისდის, გული არ აქვს, გული ეთანაღრება, გული ერჩის, გული ეუბნება, გული მისდის, გული მიუწევს, გული საგულეს აქვს, გული უთქვამს, გული უკვდება, გული უტირის, გული უცემს, გული ყელში სჩრია, გული შესტკივა, გულიდან ამოგდება, გულიდან ამოგლეჯა, გულიდან ამოხდომა, გულიდან გადავარდნა, გულიდან გადაყრა, გულიდან ლოდის აცლა, გულის აგდება, გულის ადუღება, გულის ამოსკვნა, გულის ამოჭმა, გულის ამოჯდომა, გულის ამრევი, გულის ამღერება, გულის ანთება, გულის ატოკება, გულის აფანცქალება, გულის აღრენა, გულის აყრა, გულის აჩუყება, გულის აჩქროლება, გულის აცრუება, დაბალი ღობე, ეზოს ატალახება, ვარსკვლავებს ეთამაშება, ვარსკვლავებს ეპოტინება, ვერ მიართვეს ბადრიჯანი, ვირზე შეჯდომა, ვიწროში მოატანა, ზეცას მიაჭირა თავი, ზეცის კარების გაღება, ზურგზე ბოლის ადენა, ზურგის აწვა, ზურგის გამაგრება, ზურგის მიცემა, ზურგის შექცევა, ზურგის ჩვენება, ზურგს უკან, ზღვაში წვეთი, თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს, კალაპოტში ჩადგომა, ლაგამის ამოდება, ლაგამის მიშვება, ლაფში ამოსვრა, ლელოს გატანა, ლეჩაქის დახურვა, ლეჩაქის მოხდა, მაგარი ზურგი აქვს, მამა აბრამის ბატკანი, ნავსის გატეხა, ნამუსის მოწმენდა, ოთხში ამოღება, პასუხი აგო, ჟამი დარეკავს, ჟრუანტელის დავლა, რა ბედენაა?, საერთო ენის გამონახვა, ტალახში ამოსვრა, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული, ფარდებს უკან, ქადაგად დავარდნა, ღვთის ანაბარა, ყავლის გასვლა, შავ დღეზე გაჩენილი, ჩაილურის წყალი დალია, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, ძარღვების აშლა, წამწამზე უზის, ჭირი მოჭამა, ხაზის გადასმა, ჯანდაბამდის გზა ჰქონია, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ჰაერში დაკიდება, A Chip on Your Shoulder, Bite Off More Than You Can Chew, You Can’t Take It With You, Everything But the Kitchen Sink, Over My Dead Body, Tie the Knot, Don’t Judge a Book By Its Cover, When Pigs Fly, A Leopard Can’t Change His Spots, Wear Your Heart on Your Sleeve, Bite Your Tongue!, Put a Sock In It, Let Sleeping Dogs Lie, Foam at the Mouth, A Slap on the Wrist, You Are What You Eat, It’s a Piece of Cake!, It Takes Two to Tango, Head Over Heels, An Arm and a Leg წყარო: MyGeoLingua https://sites.google.com/site/mygeolingua/
![]() |
5.20 იდმონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ქალაქის მფარველი ღვთაება
აპოლონ-ფებემ ბეოტიელებს და ნისელებს უბრძანა, რომ თაყვანი ეცათ იდმონისათვის, როგორც ქალაქის მფარველი ღვთაებისათვის და მისი საფლავის გარშემო ქალაქი აეშენებინათ.
ბეოტიელებმა და ნიზელებმა ანუ მეგარელებმა აქ დააარსეს კოლონია ჰერაკლეა
სინონიმი: აგამესტორი
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-23
![]() |
5.21 იეიე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. აპოლონ-ფებეს ლამაზი ჰიმნი
აპოლონის ეპითეტია, ნიშნავს ისრის მსროლელს. იეიეს შეძახილი აპოლონის სადიდებელი სიმღერის რეფრენი იყო.
სინონიმი: იეპეანი
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.22 იეპეანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პეანი აპოლონის სადიდებელი სიმღერა იყო, რომელსაც თან ახლდა შეძახილი აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით იეპეანი ნიშნავს მხსნელს და ამიტომ აპოლონ ღმერთის ეპითეტად იხმარება იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.23 იერარქია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მთელის ნაწილების გაშლა ზომოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით იხმარება სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურის დასახასიათებლად. ელიტისტურ თეორიებში განსაკუთრებით მიხელსის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიაში, გატარებულია აზრი ნებისმიერი საზოგადოების ი-ული ორგანიზაციის შესახებ, რომ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაცია იმთავითვე გულისხმობს მის იერარქიულ მოწყობას. ი. (პოლიტიკური) რაიმე ნიშნის მიხედვით დაყოფის (სტრატიფიკაციის სისტემაა). დამახასიათებელია ყველა სოციალური სისტემისათვის. საერთაშორისო სისტემაში სტრატიფიკაცია ეფუძნება აქტორების ძალასა და სტატუსს, რომელიც სახელმწიფოებს (აგრეთვე სხვა აქტორებს) შორის არათანაბარი განაწილების გამო ი-ულ სახეს იღებს. ი-ულ სისტემაში ძალა და გავლენა თავმოყრილია ერთ ერთეულში, რომელიც უფლებამოსილია შექმნას უფრო მცირე ერთეულები, ამ უკანასკნელებმა - კიდევ უფრო მცირე და ა.შ. ცენტრალური გაბატონებული ძალა ამყარებს წესრიგს „ახალისებს“ ან „სჯის“ თავის ქვემდგომ ერთეულებს, მათი მეშვეობით (და არა უშუალოდ) - მესამე დონის ერთეუელებს და ა.შ. ასეთ სისტემაში ძალითა და სტატუსით ერთ ი-ულ დონეზე მყოფი სახელმწიფოები ერთმანეთთან კავშირს უშუალოდ ვერ ამყარებენ და მხოლოდ ი-ულად ერთი საფეხურით მაღლა მდგომი სახელმწიფოს მეშვეობით ხორციელდება ეს კავშირი. ი-ული საერთაშორისო სისტემა წმინდა სახით არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია, თუმცა მასთან მიახლოებული სახე შეინიშნებოდა ძველ ჩინეთში (ჯოუს იმპერია), არაბთა ხალიფატში, საღვთო იმპერიაში XVII ს-მდე და სხვა. მკვლევართა უმრავლესობის, (განსაკუთრებით ნეორეალისტების) აზრით, საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა თავისთავად საეჭვოს ხდის მისი ი-ულობის შესაძლებლობას. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, სტრუქტურა, სტრატიფიკაცია, კასტა, ქალაქ–სახელმწიფო წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.24 იეროგლიფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. иероглиф სურათი, პირობითი ნიშანი, რომელიც აღნიშნავს ცალკეულ ცნებას, მარცვალს ან ბგერას ძველ ეგვიპტურ, ჩინურ და რიგ სხვა დამწერლობაში გადატ. გაურკვევლად ნაწერი ასო იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
5.25 ივენთი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. event ღონისძიება, შეკრება, თავყრილობა.
ღონისძიებათა მენეჯერი. კონცერტი. ღონისძიების დაგეგმვა.
იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ივენთი (ბარბარიზმი)
![]() |
5.26 იზოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. isos და graphō – თანაბარი და ვწერ 1. ვისიმე ნაწერის, ხელნაწერის ზუსტი გადაღება; 2. მოძვ. ხატების მხატვრობა; ხატწერა. იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.27 იზოლაციონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. საგარეო–პოლიტიკური ორიენტაციის სახეობა, რომელის გამოყენებითაც სახელმწიფო ცდილობს განზე გადგეს მიმდინარე საერთაშორისო პროცესებისაგან, შეზღუდოს ან საერთოდ შეწყვიტოს საგარეო–პოლიტიკური ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მინიმუმამდე დაიყვანოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები გარე სამყაროსთან და გეზი აიღოს საკუთარი რესურსებით თვიდაკმაყოფილებაზე. ასეთ პოლიტიკას ატარებდა იაპონია XVII ს–ის დასაწყისიდან XIX ს–ის 50–იან წლებამდე და ნეპალი XIX ს–ის 40–იანი წლებიდან XX ს–ის 50–იან წლებამდე – ნახევრად ი–ისტური ქვეყნების მაგალითია ბირმა, ჩრდილოეთი კორეა, ალბანეთი (XX ს–ის 60–80–იან წლებში). 2. იზოლაციონიზმად იწოდება აგრეთვე აშშ–ის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი XIX ს–ში და XX ს–ის პირველ ნახევარში, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ დაშვებულიყო ევროპის სახელმწიფოების ჩარევა ამერიკის (როგორც აშშ–ის, ისე ლათინური ამერიკის ქვეყნების) საქმეებში, და პირიქით, აშშ–ისა – ევროპის საქმეებში. ეს პრინციპები ჩამოყალიბებული სახით წარმოდგენილია აშშ–ის პრეზიდენტის ჯეიმს მონროს წერილში კოგრესისადმი. (4.XII, 1823) და იგი ცნობილია მონროს დოქტრინის სახელით. ამ პრინციპის გატარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ევროპის სახელმწიფოებისაგან (პირველ რიგში – ინგლისისაგან) აშშ–ის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ, აშშ–ის გავლენის ზრდას ლათინურ ამერიკაში და ამ რეგიონის გადაქცევას აშშ–ის სანედლეულო დანამატად. ასეთი პოლიტიკის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობაში აშშ–ის როლი მთელი XIX ს–ის განმავლობაში მეორეხარისხოვანი და ნაკლებადშესამჩნევი იყო. ი–ის პოლიტიკიდან პირველი მნიშვნელოვანი გადახვევა იყო აშშ–ის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში 1917 წელს და პრეზიდენტ უილსონის ცნობილი 14 პუნქტი, რომლებიც ახალი მსოფლიო მართლწესრიგის დამყარებას ითვალისწინებდა. მაგრამ პარიზის 1919 წლის კონფერენციის დამთავრების შემდეგ აშშ კვლავ ი–ის პოლიტიკას დაადგა. 1941 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც იაპონია თავს დაესხა აშშ–ს, ეს უკანასკნელი მეორე მსოფლიო ომში ჩაება და ერთ–ერთი მთავარი როლი შეასრულა აგრესორი სახელმწიფოების დამარცხებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილ ახალ საერთაშორისო ვითარებაში აშშ–ს, როგორც სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ასევე მთავარი როლი დაესკისრა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური რეჟიმების ექსპანსიის შეჩერების საქმეში. ამდენად ი–ის ეს პოლიტიკა ისტორიის კუთვნილება გახდა და აშშ საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად, განმსაზღვრელ სუბიექტად აქცია. ეს როლი კიდევ უფრო გაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ, თუმცა დღეისათვის ასეთი ტენდენცია სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, განსაკუთრებით თვით დასავლეთის სამყაროში – ევროპას სურს დამოუკიდებლად განაგებდეს თავის ბედს. იხ. აგრეთვე: ცივი ომი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.28 იკმაიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ზევსის ეპითეტია, რომელიც ნიშნავს წვიმით გამაგრილებელს! იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – V წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.29 ილიადა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროას მიკუთვნებული ნიშნავს „ტროას მიკუთვნებულს“. ილიადა ევროპის ერთერთი პირველი წიგნია რომელიც ევროპაში დაიწერა და დღემდეა შემონახული. იგი ჰომეროსის დაწერილი 15.693 ჰეკზამეტრისგან შემდგარი ეპიკური პოემაა და ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი საფუძველი იყო ბერძენ გმირებზე შექმნილი მრავალრიცხოვანი მონათხრობები. ილიადას მოქმედება ხდება ტროას (ილიონის) ალყის მეათე წელს და დროის მცირე მონაკვეთს მოიცავს. მეცნიერთა აზრით დღევანდელი ტექსტი ალექსანდრიელი მეცნიერების რედაქციითაა შემორჩენილი. "ილიადა" დაიწერა ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში. მისი ორიგინალი დამწერლობა ჰომეროსული ბერძნულით და იონიკური დიალექტითაა შესრულებული და შესდგება 24 წიგნში (სიმღერაში) გაერთიანებული 15.693 სტრიქონისაგან. იგი ქრ.შ. VIII საუკუნეში დაიწერა და XVI საუკუნეში გადაითარგმნა. ბრძოლაში ერთვება ორი მხარე მეფე აგამემნონი და მეომარი აქილევსი. ილიადაში თხრობა იწყება აქიელების მეფის აგამემნონის მიერ აპოლონის ტროელი ქურუმის ქრისეს ქალიშვილის ქრისეიდას მოტაცებით. სასოწარვეთილი ქრისესი დახმარებას აპოლონს სთხოვს და ისიც სამეფო ჯარს ეპიდემიას უვლენს. ცხრადღიანი ეპიდემიის შემდეგ აქილევსი აკრიტიკებს აგამემნონს და აიძულებს ტყვე უკან დააბრუნოს. მაგრამ ის თანხმდება აქილევსის ტყვე ქრისეიდაში მხოლოდ ერთი ტყვის ბრისეიდას გაცვლას. გაბრაზებული აქილევსი ჯართან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებს. ამასობაში აქილევსი დედამის ფეტიდას ეუბნება, ზევსს სთხოვოს ბრძოლისას ბერძნების ისეთ სირთულემდე მიყვანას რომ მისი დახმარება დასჭირდეთ. ზევსი აგამემნონს სიზმარს უვლენს რომელშიც მოუწოდებს რომ ტროას თავს დაესხას. აგამემნონი სიზმარს ითვალისწინებს, თუმცა ბერძნულ არმიას ცდის და ეუბნება სახლში დაბრუნდნენ. მხოლოდ ოდისევსის ჯარი რჩება ათენას შთაგონებით. ოდისევსს ქრისეიდა მამასთან მიჰყავს და ეპიდემიაც ჩერდება. ცხრა წლიანი ალყა ლამის ჩაიშალოს, მაგრამ სიტუაციას იხსნის ოდისევსი. ოდისევსი სჯის თერსიტესს, რიგით დეზერტირ ჯარისკაცს. სადილობის შემდეგ ბერძნების ჯარი ლაგდება ქალაქ ტროას შემოგარენში. ამაზე საპასუხოდ ტროას მეფე ტრიამიც აგზავნის ჯარს. სანამ ორი არმია ერთმანეთს შეეჯახება მისი ძმისაგან ჰექტორისგან იძულებით პარისი სიტყვით გამოდის და ელენეს ქმარს მენელაუსს დუელში იწვევს. ბრძოლაში პარისი მარცხდება, თუმცა სასიკვდილო დარტყმამდე მას აფროდიტე იხსნის და ელენესთან წაიყვანს (დასაწოლად) ჰომეროსი მეორე სიმღერაში აღწერს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარის ძალებს. ტროის კედლებთან აგამემნონის წინამძღოლობით 1.186 გემმა მიაღწია 130 ათას მეომარზე მეტი შემადგენლობით. ჯარი შესდგებოდა ელადის სხვადასხვა ნაწილის მეომრებისაგან, როგორიცაა არგოსი, არკადია, ათენი, ლოკრიდა, იტაკა, ეპირი, კრეტა, ლაკედემონი, მიკენე, როდოსი, ფესალია, ფოკიდა, ევბეა, ელიდა, ეტოლია და სხვები. ხოლო ტროას მხარეს ჰეკტორის წინამძღოლობით იბრძოდნენ დარდანელების, კარიელების, ლიკიების, მეონების, მიზების, პაფლაგონელების, პელასგების, თრაკიელების და ფრიგიელების ჯარები. რადგან ტროას ომი ელენეს მოტაცებით დაიწყო მესამე სიმღერაში ბრძოლაში ერთვებიან ელენეს კანონიერი ქმარი მენელაოსი და ფაქტიური ქმარი პარისი. მენელაოსი იმარჯვებს, თუმცა დაჭრილი პარისი ქალღმერთ აფროდიტეს ბრძოლის ველიდან გაჰყავს რითაც ბრძოლა დაუსრულებელი რჩება. აქიელებს ათენა, ხოლო ტროელებს აპოლონი , არესი და აფროდიტე მფარველობს. მეხუთე სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ აყენებს ჭრილობებს აქიელი მეომარი დიომედე უკვდავ ღმერთებს არესს და აფროდიტეს. ქალღმერთი ათენას ძალისაგან შეშინებული ტროას ლიდერი ჰექტორი ტროაში ბრუნდება და ქალღმერთს დიდებულ მსხვერპლს სწირავს. მას პარისის საქციელის სრცხვენია და თავის ცოლ ანდრომაქას აიმედებს რომ მაინც გაიმარჯვებენ. მეშვიდე სიმღერაში ჰექტორი უბრუნდება ბრძოლის ველს და აქეელების ყველაზე ძლიერ მებრძოლს იწვევს ორთაბრძოლაში. გამოწვევაზე აიაქს დიდი პასუხობს. ისინი დაღამებამდე იბრძოდნენ თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ამასობაში კი ზევსი ტროელებისკენ გადაიხარა, ხოლო პოსეიდონი აქიელების ერთგული რჩება. აქიელების წარმომადგენლობა აქილევსთან მიდის, რომლის არმიაც აგამემნონთან უთანხმოების გამო უმოქმედოდ დგას. თავდასხმის საწინააღმდეგოდ ტროელებმა თითქმის გაანადგურეს აქეელების ფლოტი, თუმცა ქალღმერთმა ჰერამ მოახერხა ზევსის დაძინება და თავისი რჩეულები სიკვდილისაგან იხსნა. როდესაც აქილევსმა გადამწვარი ფლოტი დაინახა ტროელების დასასჯელად 2.500 მეომარი გააგზავნა პატროკლეს მეთაურობით. თავად აგამემნონთან უთანხმოების გამო არ გაჰყვა მეომრებს. შერკინებისას მეთაური პატროკლე დაიღუპა ევფორბეს და ჰექტორის მახვილით. მეგობრის მოკვლის გამო შურისძიების წყურვილით შებყრობილი აქილევსი ჰექტორს ყელს გამოჭრის და მოკლავს. ილიადის დასასრულს ოცდამეოთხე სიმღერაში ნახსენებია, რომ აქილევსი იწყებს დავას რომ პატროკლეს ცხედარი მამამისს პრიამოსს არ გადასცენ, თუმცა 12 დღის შემდეგ მაინც აძლევს მას. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ათენა, აგამემნონი, აგენორი, აიასი, ანდრომაქე, ანტენორი, არესი, არტემისი, აპოლონი, აფროდიტე, აქადი, აქილევსი, ბრისეიდა, დეიმოსი, დეიფობი, დიომედესი, დოლონი, ევფორბე, ელენე, ენეასი, ერისი, ეფიალტე, ზევსი, თეტისი, ირისი, კასანდრა, ლეტო, მენელაოსი, ნესტორი, ოდისევსი, ოტოსი, პატროკლოსი, პანდარუსი, პარისი, პოსეიდონი, პრიამოსი, პროტეუსი, პოლიდორუსი, პოლიდამასი, სარპედონი, სკამანდერი, ტროა, ფობოსი, ჰადესი, ჰერა, ჰერმესი, ჰექტორი, ჰეფესტო, ჰექუბა წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა
![]() |
5.30 ილითია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზევსის და ჰერას ასული, ქალღმერთი მშობიარობისა. იხ. აგრეთვე: ნადიმი, ზევსი, ჰერა წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
5.31 ილუზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. illusion, illudere – მოტყუება ინგლ. illusion ფრანგ. Illusion 1. გრძნობების მოტყუება, რაიმე მოჩვენებადი; 2. რაიმე არაჩვეულებრივი, ოცნება. იხ. აგრეთვე: ეფექტი, თეატრი, ილუზიონი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.32 ილუზიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. illusion 1. ილუზია, ცდომილება, ცრუ წარმოდგენა 2. ასე უწოდებენ კინოს, კინომატოგრაფს 20-იან წლებამდე. იხ. აგრეთვე: ილუზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.33 ილუზორული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
[illusorius] ლიტ.-წგნ. Book ლათ. "მაცდუნებელი" განუხორციელებელი, ილუზიის შედეგად გაჩენილი; მოჩვენებითი მაცდუნებელი. იხ. აგრეთვე: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.34 ილუსტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. illustration გერმ. illustration ლათ. illustratio – განმარტება სურათი, ფოტოგრაფია, რომელიც წარმოადგენს რაიმე ტექსტის დამატებას, ან თანდართულია ტექსტის განმარტების მიზნით. იხ. აგრეთვე: ტექსტი, ფოტოგრაფია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.35 იმამ შამილი (1797-1871) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიელი მუსულმანების პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერი, როდესაც XIX საუკუნეში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმოებდა. წარმოშობით დაღესტნელი შამილის მიერ დაარსებულმა მოძრაობამ - მიურადიზმმა დაღესტანი და ჩეჩნეთი რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისათვის გააერთიანა. იგი აგრეთვე თემური სისტემის შეცვლას ემხრობოდა, რომელიც გაუთავებელ შუღლს ბადებდა კავკასიურ თემებს შორის და მუსულმანური წესის – შარიათის კანონის აღდგენაც სცადა. დაღესტნელი და ჩეჩენი ხალხები მას, როგორც ზეგარდმო შთაგონებულ სულიერ წინამძღოლს, - მოწიწებით იმამს ეძახდნენ. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ჭავჭავაძეების ოჯახი
![]() |
5.36 იმანენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფილოსოფ. ლათ. immanens (immanentis) საგნის, მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე ი. ფილოსოფია - ბურჟუაზიული ფილოსოფია, სუბიექტური იდეალიზმის ნაირსახეობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოფიერება არის მხოლოდ ცნობიერების იმანენტური (შინაგანი) შინაარსი და უარყოფს ობიექტური ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი სამყაროს არსებობას იხ. აგრეთვე: კოგნიტური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.37 იმბროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კუნძული ლემნოსსა და სამოთრაკს შორის იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.38 იმიგრანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. immigrans (immigrantis) – ვინც შესახლდება უცხოელი, რომელიც სამუდამოდ დასახლდა ამა თუ იმ ქვეყანაში. იხ. აგრეთვე: ემიგრანტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.39 იმიგრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. immigrare – ვსახლდები იმიგრანტთა ქვეყანაში შესვლის პროცესი. იმიგრანტი უცხოელია, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება. იხ. აგრეთვე: ემიგრაცია წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
5.40 იმიჯი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. IMAGE პიროვნების ან ორგანიზაციის შეჯამებული პორტრეტი, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებებში და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას აცხადებს და უფრო მეტად, თუ რას აკეთებს პიროვნება ან ორგანიზაცია. იხ. აგრეთვე: PR, იმიჯმეიკინგი, ბანერი წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
![]() |
5.41 იმიჯმეიკინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. IMAGE MAKING PR მიმართულება, რომლის მიზანია, შექმნას პიროვნებისა თუ ორგანიზაციის დადებითი იერ-სახე (იმიჯი). იხ. აგრეთვე: PR, იმიჯი წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
![]() |
5.42 იმპერატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. emperor ლათ. Imperator – მბრძანებელი 1. მონარქის (მეფის) უმაღლესი ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი; 2. ისტ. რომში: მხედართმთავრის საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. იხ. აგრეთვე: იმპერია, მონარქი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.43 იმპერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. imperium – ძალაუფლება; სახელმწიფო ინგლ. empire მონარქიული სახელმწიფო, რომლის მეთაურია იმპერატორი. იმპერია, როგორც წესი, იყო დიდი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე სამეფოსა თუ სახელმწიფოს აერთიანებდა, ან ჰქონდა ფართო კოლონიური სამფლობელოები. ამჟამად ასეთი იმპერიები აღარ არსებობს. კოლონიალიზმის სისტემა დაგმობილია საერთაშორისო სამართლით. იხ. აგრეთვე: იმპერატორი, კოლონიალიზმი, მონარქია, ჯინგოიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.44 იმპერიალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჰეგემონური სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ქვეყნებთან ან ხალხებთან ურთიერთობების სისტემა. ი–ისტური პოლიტიკის მიზანი ჰეგემონი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა ძალაუფლების გავრცელება და მჭიდროდ დაკავშირებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულის შექმნაა. ი–ის ცნება ხშირად კოლონიალიზმის სინონიმადაც გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიალიზმის შემთხვევაში ჰეგემონი სახელმწიფო დაქვემდებარებულ ქვეყნებთან და ხალხებთან ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ ქმნის. ი–ის თეორიის ადრეული ავტორები არიან ჰობსონი და ლენინი, რომლებამც ეს მოვლენა კაპიტალიზმის განვითარების ახალ საფეხურად მიიჩნიეს. ლენინის თეორიამ, რომ კაპიტალიზმი ბადებს ი–ს, ხოლო ი. ომებს იწვევს, დიდი გავლენა მოახდინა XX ს–ის საერთაშორისო პოლიტიკაზე. ალტერნატიული თეორიები ი–ის კაპიტალისტური საჭიროებებით ახსნის შესახებ მეტ ყურადღებას ამახვილებს კოლონიურ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიულ მეტოქეობასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე. ნეორეალიზმის კონცეფცია ი–ის წარმოშობას საერაშორისო სისტემის ანარქიულ ხასიათს მიაწერს. ი–ის თავდაპირველი მნიშვნელობა ნეოიმპერიალისტური და სტრუქტურული დაქვემდებარების თეორიების გაჩენის შემდეგ შეიცვალა და ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკაში ერთი მოქმედი პირის მიერ მეორეზე მდგრადი ზემოქმედების აღსანიშნავად გამოიყენება. იხ. აგრეთვე: დაქვემდებარება, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ინგლ. imperialism ფრანგ. imperialisme ლათ. imperium – ძალაუფლება კაპიტალიზმის განვითარების სტადია, რომელსაც მან მიაღწია მე-19 ს-ის დასასრულსა და მე-20 ს-ის დასაწყისში. იხ. აგრეთვე: კაპიტალიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.45 იმპიჩმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. impeachment, to empeach - გაკიცხვა, ბრალდება რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი - პროცედურა. ი. გათვალისწინებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ი-ის საფრთხე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ რ. ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე. წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა. ი-ს პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.46 იმპლემენტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. implementation ლათ. implere – შესრულება, გაკეთება საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.47 იმპლიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. implication, inclusion ლათ. implicatio გადაბმა, გადახლართვა ორი გამონათქვამისგან ლოგიკური ჯაჭვის მეშვეობით წარმოქმნილი რთული გამონათქვამი, რომლის აზრი შეესაბამება კავშირს -თუ ..., მაშინ ... “. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.48 იმპორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონ. ინგლ. import საქონლის შემოტანა საზღვარგარეთიდან. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.49 იმპრესიონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. impressionnisme, impression – შთაბეჭდილება ინგლ. impressionism მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც შეიქმნა მე-19ს-ის მეორე ნახევარში, საფრანგეთში; ცდილობდა გადმოეცა მხატვრის უფაქიზესი სუბიექტური განცდები, წუთიერი შთაბეჭდილებები და განწყობილება, შეიქმნა მხატვარ კლოდ მონეს ნახატის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის გამოფენაზე, 1874 წელს. „impression” - „შთაბეჭდილება” წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.50 იმპროვიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ფრანგ. improvisation 1. ლექსის, მუსიკალური ნაწარმოებისა და მისთ. სახელდახელოდ შეთხზვა და მაშინვე შესრულება (წინასწარ მოუმზადებლად) 2. ასე, სახელდახელოდ შეთხზული და შესრულებული ნაწარმოები (ლექსი, მუსიკა და სხვ.) 3. საუბ. სახელდახელოდ, წინასწარ მოუმზადებლად მოწყობა რისამე. იხ. აგრეთვე: მუსიკა, ფანტაზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.51 იმუნიტეტი (პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფეოდალურ ევროპაში ფეოდალის უფლება, ცენტრალური ხელისუფლების დაუკითხავად გაემართა სასამართლო ან მოეკრიბა გადასახადი. მოგვიანებით ი. უწოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქის ან ორგანიზაციის უფლებას, ყოფილიყო უცხო ქვეყნის იურისდიქციისაგან თავისუფალი. ი. არის თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. იმავე ტერმინს რიგ შემთხვევებში იყენებენ წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოს, პარლამენტის წევრთა პიროვნული ხელშეუხებლობის დასაფიქსირებლად, როდესაც პარლამენტის წევრი არ შეიძლება დაკავებულ იქნას და წარსდგეს სასამართლოს წინაშე პარლამენტის თანხმობის გარეშე. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.52 ინაუგურაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Inauguration, inauguration – დასაწყისი ძველ რომში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავების საზეიმო აქტი, რიტუალური დღისთვის, განსაზღვრული დასახლებული პუნქტისათვის გარკვეული დანიშნულების მინიჭება. დღეს იგი აღნიშნავს რომელიმე თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავების საზეიმო აქტს (მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის ი. იმართება საარჩევნო წლის შემდგომი წლის იანვარში). იხ. აგრეთვე: პარლამენტი, პრეზიდენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.53 ინდექსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. index 1. რისამე ჩამოთვლა, სია 2. მათემ. რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ასოს ეწერება ჩვეულებრივ ქვევით. მაგ., x1, x2, a3, an და მისთ. 3. ეკონ. ციფრობრივი მაჩვენებელი, რომელიც პროცენტებით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას. მაგ., ფასების ინდექსი. ხელფასის ინდექსი 4. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციაში: პირობითი (ასოითი ან ციფრობრივი) აღნიშვნა, რომელიც მიკუთვნებული აქვს წიგნების ამა თუ იმ განყოფილებას საფოსტო ინდექსი - ციფრობრივი (ან ასოით-ციფრობრივი) პირობითი ნიშანი, რომელიც მიკუთვნებული აქვს ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულს (რესპუბლიკას, ქალაქს, რაიონს...). იხ. აგრეთვე: ავთრათი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.54 ინდივიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. individuum – განუყოფელი დამოუკიდებლად არსებული ორგანიზმი. ცალკე ადამიანი, პიროვნება. ცალარსი. იხ. აგრეთვე: ეგოიზმი, ინდივიდი, ინდივიდუალური, კომუნიკაცია, სეპარაცია, პიროვნება წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
5.55 ინდივიდუალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კერძომესაკუთრული იდეოლოგიის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი - ინდივიდუუმის, ცალკეული პიროვნების ინტერესების დაყენება საზოგადოების, კოლექტივის ინტერესებზე მაღლა. იხ. აგრეთვე: დეკადენტობა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.56 ინდივიდუალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. < individuus – განუყოფელი 1. გარკვეული ინდივიდუუმის დამახასიათებელი; რაც ცალკეულ პიროვნებას გამოყოფს სხვებისაგან. 2. რითაც ერთპიროვნულად სარგებლობენ; კერძო. 3. ცალკეული პირის მიერ წარმოებული, შესრულებული; არაკოლექტიური. იხ. აგრეთვე: ინდივიდი, სეპარაცია, ცნება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.57 ინდიფერენტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. indifferens (indifferentis) რაიმესადმი გულგრილი, უინტერესო, განურჩეველი. ინდიფერენტული ადამიანი. ინდიფერენტული დამოკიდებულება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.58 ინდუსტრია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. industria – საქმიანობა სამანქანო ტექნიკით აღჭურვილი საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა. მძიმე ი. - მრეწველობა, რომელიც აწარმოებს წარმოების საშუალებებსა და იარაღებს (მანქანათმშენებლობა, მეტალურგია და სხვ.); მძიმე მრეწველობა. მსუბუქი ი. - ინდუსტრია, რომელიც აწარმოებს ფართო მოხმარების საგნებს (ტანსაცმელს, ავეჯს, სურსათს და სხვ.); მსუბუქი მრეწველობა. იხ. აგრეთვე: ინდუსტრიული საზოგადოება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.59 ინდუსტრიული საზოგადოება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტერმინი გამოიყენება ეკონომიკური ორგანიზაციისა და სოციალური წესრიგის განსაკუთრებული ფორმის აღსაწერად. ი.ს-ის მახასიათებლებია: წარმოების პროცესის ავტომატიზაცია და კომერციალიზაცია; აგრარულ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის წილის სწრაფი შემცირება; შინამეურნეობის გამოყოფა წარმოებისაგან; ერთიან ბაზარსა და მონეტარულ სისტემაზე დაფუძნებული ეროვნულ-ლიბერალური სახელმწიფოების წარმოშობა; ურბანიზაცია; სტრატიფიკაციის ტრადიციული სქემების რღვევა და სწრაფი სოციალური მობილურობა; კლასობრივი კონფლიქტების ინსტიტუციონალიზაცია; მოხმარებისა და სოციალური კეთილდღეობის ზრდა; მასობრივი განათლების გავრცელება; ოჯახისა და ნათესაური კავშირების, როგორც სოციალური ორგანიზაციის საფუძვლის როლის შემცირება. ი.ს-ის დოქტრინის წარმომადგენლები (ჯ.გელბრაიტი, რ. დარენდორფი) მიიჩნევენ, რომ 1. ინდუსტრიალიზაცია თანამედროვე სოციალური წესრიგის ფორმირების უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე განსხვავება კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის; 2. კლასობრივი სეგმენტაცია შეიცვალა პროფესიული, ეთნიკური, გენდერული სეგმენტაციით; ფართოდ გავრცელდა „კორპორაციული საწარმოს“ ფორმა, რამაც გამოიწვია საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციების გაყოფა. ი.ს-ის კონცეფციის განვითარებაა „პოსტინდუსტრიული საზოგადოების“ თეორიები. ტერმინი „პოსტინდუსტრიული საზოგადოება“ გულისხმობს წარმოების უფრო მოდერნიზებულ რეჟიმზე გადასვლას, რასაც მოაქვს ცვლილებები საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში. პოსტინდუსტრიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია: საინფორმაციო ტექნოლოგიების დომინანტური როლი; მოხმარებისა და არა წარმოების პრიორიტეტი; ტრანსნაციონალური კორპორაციების სწრაფი ზრდა; ფინანსური ბაზრების გლობალიზაცია; სოციალური ფრაგმენტაცია და ახალი, მრავალგანზომილებიანი სოციალური იდენტურობების ჩამოყალიბება, ეკონომიკური კაპიტალის ჩანაცვლება ე.წ. ადამიანური კაპიტალით, ანუ ეკონომიკური ელიტების ჩანაცვლება ინტელექტუალებისა და მენეჯერების ახალი კლასით და ა.შ. იხ. აგრეთვე: ინდუსტრია წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
5.60 ინვაზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. invasio - შესევა, თავდასხმა 1. ინფექციური აგენტის (მაგ., ბაქტერიის) ორგანიზმში შეჭრის ერთ-ერთი სტადია (ადჰეზიის და კოლონიზაციის შემდეგ). 2. ორგანიზმის დასნებოვნება პარაზიტული უმარტივესებით, ჭიებით და ა.შ. 3. სიმსივნური უჯრედების შეჭრა ჯანმრთელ ქსოვილში. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
5.61 ინვერსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. inversio 1. ქართულ გრამატიკაში ზმნის პირის ნიშანთა შექცევითი ხმარება - რეალური სუბიექტი გამოხატულია ობიექტის პირის ნიშნით, ხოლო რეალური ობიექტი - სუბიექტის პირის ნიშნით (მაგ., "ვ-ა-კეთებ", მაგრამ "მ-იკეთებია"). 2. ლიტ. წინადადებაში სიტყვათა ჩვეულებრივი რიგის შეცვლა სტილისტიკური მიზნით. 3. ატმოსფეროს ჰაერის ტემპერატურის მატება (ნაცვლად კლებისა) ქვევიდან ზედა ფენებისაკენ. 4. ქიმ. რთული შაქრების დაშლა მარტივ შაქრებად მჟავებისა და ფერმენტების გავლენით. იხ. აგრეთვე: რეალური, ობიექტი, სუბიექტი, სტილისტიკა, ფერმენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.62 ინინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტ. ინგლ. inning მატჩის მონაკვეთი ბეისბოლში (შეადარე ფეხბურთში - ტაიმი) მატჩი, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ანგარიში საყაიმოა 9 ინინგი გრძელდება იხ. აგრეთვე: ტაიმი წყარო: ჩბოსკი, ს. (სტივენ), მარტოსულობის უპირატესობანი : [რომანი] / სტივენ ჩბოსკი ; ინგლ. თარგმნა თორნიკე ჯაფარიძემ ; რედ. ნინო გოგალაძე ; დიზაინერები: თამუნა თათელაძე [და სხვ.]. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014. - 288 გვ. ; 19 სმ.. - ISBN 978-9941-23-166-7 : 10.90 ლ.[MFN: 199751], • ჯაფარიძე, თ. (თორნიკე, მთარგმნ.); გოგალაძე, ნ. (ნინო, რედ.); თათელაძე, თ. (თამუნა, დიზაინერი); ბერბერაშვილი, თ. (თინათინ, დიზაინერი); მახათაძე, ი. (ია, დიზაინერი);
![]() |
5.63 ინიციატივა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. initiative ფრანგ. Initiative ლათ. initiare – დაწყება 1. თაოსნობა რაიმე საქმეში 2. საჭირო მომენტში დამოუკიდებელი აქტიური მოქმედების უნარი იხ. აგრეთვე: მენეჯერი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
5.64 ინიციაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზიარება - სამსაფეხურიანი იყო: 1. განწმენდა. 2. პირველზიარება და 3. კონტემპლაცია წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
5.65 ინკლუზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. ტერმინი ინკლუზია გადმოღებულია ინგლისურიდან, ნიშნავს ჩართვას და გულისხმობს განსხვავებული ნიშნის მქონე ბავშვების რაიმე ფორმით ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა თანატოლებთან ერთად. იხ. აგრეთვე: ინკლუზიური განათლება, ინკლუზივი წყარო: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6
![]() |
5.66 ინკლუზივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ლათ. includo "ჩავურთავ"; "შევიცავ" ზოგ ენაში (ქართველური ენებიდან - სვანურში): ზმნისა და ნაცვალსახელის მრავლობითი რიცხვის პირველი პირის ფორმა, რომელიც შეიცავს პირველსა და მეორე პირს; ჩვენ = მე და შენ (მე და თქვენ). იხ. აგრეთვე: ინკლუზია, ინკლუზიური განათლება, ექსკლუზივი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.67 ინკლუზიური განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისხმობს განათლებისადმი იმგვარ მიდგომას, როცა განათლების სისტემა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ინკლუზიური განათლების ფარგლებში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება იმ ბავშვებზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. იხ. აგრეთვე: განათლება, ინკლუზია, ინკლუზივი, პროცესი, სპეციალური წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმა: ზოგადსაგანმ. სკოლებისთვის, 2010 – 2011 სასწ. წელი / [ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; გამოცემაზე მუშაობდნენ: ნიკა გვარამია [და სხვ.]]. - [თბ.], 2010.
![]() |
5.68 ინკუნაბულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ასე მოიხსენიებდნენ გამომცემლობას ევროპაში დაწყებული პირველი წიგნის ბეჭდვიდან – 1501 წლის 1 იანვრამდე. წყარო: http://genia.ge/?p=5444
![]() |
5.69 ინოვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. innovatio – განახლება, შეცვლა ფრანგ. innovation ინგლ. innovation სიახლე, ახალშემოღებული. იხ. აგრეთვე: ამბოხი, ბიზნესი, რეტრიტიზმი, რიტუალიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.70 ინჟენიუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ფრანგ. ingénue 1. გულუბრყვილო, მიამიტი ქალის როლის შემსრულებელი მსახიობის ამპლუა; 2. ასეთი ამპლუის მქონე, ასეთი როლების შემსრულებელი მსახიობი ქალი. იხ. აგრეთვე: არტისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.71 ინსიგნიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. insignia მრ. ძველ რომში: უმაღლესი ხელისუფლების (მეფის, უმაღლესი მაგისტრატის, იმპერატორის) ნიშნები - პორფირის სამოსი, მაღალყელიანი წითელი ფეხსაცმელი, სპილოს ძვლის ტახტი, კვერთხი და სხვ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.72 ინსპირაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. nspiration შთაგონება რა შეიძლება გახდეს დიზაინერების შთაგონების წყარო? რამ შთაგაგონათ / რა გახდა შთაგონების წყარო ამ ფილმის გადასაღებად? იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ინსპირაცია (ბარბარიზმი)
![]() |
5.73 ინსტიტუტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა. იხ. აგრეთვე: ტრადიცია, პროგრამა წყარო: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"
![]() |
5.74 ინსტიტუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემოკრატიულ სისტემებში ინსტიტუცია იხმარება არა მარტო ინსტიტუტის ან ორგანიზაციის აღსანიშნავად, არამედ იმავდროულად მოიცავს ამ ინსტიტუტების ფუნქციონირების წესებსა და პროცედურებს. იხ. აგრეთვე: სისტემა, ორგანიზაცია, პროცედურა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004 დემოკრატიულ სისტემებში ინსტიტუცია იხმარება არა მარტო ინსტიტუტის ან ორგანიზაციის აღსანიშნავად, არამედ იმავდროულად მოიცავს ამ ინსტიტუტების ფუნქციონირების წესებსა და პროცედურებს. იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
5.75 ინსტრუმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ლათ. instrumentum 1. რაიმე სამუშაოს შესასრულებელი იარაღი. მაგ., ქირურგიული ინსტრუმენტი. 2. სხვადასხვა სახის საკრავი (მუსიკალური ინსტრუმენტი). 3. საუბ. ასე უწოდებენ პიანინოს და როიალს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.76 ინსცენირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. in და scena - "-ზე" " სცენა" 1. ლიტერატურული (პროზაული ან პოეტური ნაწარმოების გადაკეთება თეატრში ან კინოდ დასადგმელად; 2. სცენაზე გათამაშება რაიმე ლიტერატურული (პროზაული ან პოეტური) ნაწარმოებისა; 3.(გადატ.) მოწყობა, გათამაშება (მაგ., ჩხუბისა, თავდასხმისა, ისტერიკისა) ვისიმე მოსატყუებლად, თვალის ასახვევად. იხ. აგრეთვე: თეატრი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
5.77 ინტეგრალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მათემატ. ლათ. integerh – მთელი მთელი სიდიდე, რომელსაც განიხილავენ როგორც თავის უსასრულოდ მცირე ნაწილების ჯამს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.78 ინტეგრალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. integral ფრანგ. integral ლათ. integer – მთლიანი მთლიანი, ერთიანი. იხ. აგრეთვე: სქემა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.79 ინტეგრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. integratio – შევსება, აღდგენა; integer – მთლიანი სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ი. ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს ემყარება. მას ახასიათებს ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პოლიტიკური პროცესების არსებობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით უფრო ზეეროვნულია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი. ი-ის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა. ტრადიციული (ევროპული) სქემით ი-ის საფეხურებია საბაჟო კავშირის, საერთო ბაზრის, საერთო პოლიტიკური სტრუქტურებისა და იდენტურობის შექმნა. ი., როგორც წესი, რეგიონალიზმის საფუძველზე ვითარდება. დღევანდელ მსოფლიოში რეგიონული ი-ის ყველაზე წარმატებული მაგალითი ევროპის კავშირია. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001). იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ლეგიტიმურობა, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
5.80 ინტელექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. intelectus ადამიანის აზროვნების უნარი; გონება, ჭკუა; გონებრივი განვითარების დონე. იხ. აგრეთვე: ინტელექტუალური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.81 ინტელექტუალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტელექტთან დაკავშირებული; გონებრივი, აზროვნებითი. იხ. აგრეთვე: ინტელექტი, კოგნიტური განვითარება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.82 ინტელიგენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. intelligens (intelligentis) – მცოდნე, მოაზროვნე. ინტელიგენციის წარმომადგენელი; პირი, რომელიც გონებრივ შრომას ეწევა (მასწავლებელი, ინჟინერი, ექიმი, აგრონომი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი და სხვ.): განათლებული, შეგნებული, კულტურული ადამიანი იხ. აგრეთვე: კულტურული, ინტელიგენცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.83 ინტელიგენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. intelligentia – მიხვედრილობა სოციალური ფენა, რომელიც შედგება გონებრივი შრომის მუშაკებისაგან, იმ პირთაგან, რომელთაც აქვთ ცოდნა მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში იხ. აგრეთვე: ინტელიგენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.84 ინტენსიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. intensive ფრანგ. intensive ლათ. intensio – დაძაბულობა, გაძლიერება 1. დაძაბული, გაძლიერებული; 2. რაიმე, რაც იძლევა მწარმოებლურობის დონის ზრდის საშუალებას. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.85 ინტერაქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ორი ან მეტი ადამიანის მიერ ერთმანეთისადმი, სხვა საგნების ან მესამე პირისადმი ყურადღების მიქცევა წყარო: ინკლუზიური განათლება: შესავალი კურსი/ბერიტ ჰ. ჰონსენისა და მირიამ დ. სკორტენის საერთო რედ.; [ინგლ. თარგმნა მარიკა ჯიქიამ; ქართ. გამოც. მთ. რედ. მადონა ხარებავა. - oslo, Unipubforlag, 2001. - ISBN: 82 – 7477 – 076 – 5
![]() |
5.86 ინტერესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. interest – მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია 1. რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი. 2. მიზანი, მისწრაფება, მოთხოვნილება. იხ. აგრეთვე: ანტაგონიზმი, კომპრომისი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.87 ინტერვენცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. intervention ჩარევა ეროვნული ბანკი ჩაერევა ლარის კურსის გასამყარებლად. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ინტერვენცია (ბარბარიზმი)
![]() |
5.88 ინტერიერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. intérieur 1. შენობის შიგნითა ნაწილი, არქიტექტურულად და მხატვრულად გაფორმებული. 2. ნახატი, რომელზედაც ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი. 3. ცხოველის შინაგანი აგებულება. ანტონიმი: ექსტერიერი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.89 ინტერმეცო (ინტერმეცოსი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. intermezzo 1. მცირე მუსიკალური პიესა, რომელსაც ასრულებს ორკესტრი ოპერის აქტებს შორის. 2. ერთგვარი მინიატურული ლირიკული საფორტეპიანო პიესა. იხ. აგრეთვე: მუსიკა, ოპერა, ორკესტრი, პიესა წყარო: განმარტებითი ლექსიკონი ინტერმეცო (ინტერმეცოსი)
![]() |
5.90 ინტერნეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. internet inter (national) – საერთაშორისო + net ქსელი მსოფლიო საინფორმაციო კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალური კომპიუტერული ქსელებისა და კომპიუტერების სიმრავლის გაერთიანებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება სატელეკომუნიკაციო საშუალებებით. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ბანერი, კულტურა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.91 ინტერპელანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელსაც ინტერპელაცია შეაქვს. იხ. აგრეთვე: ინტერპელაცია წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.
![]() |
5.92 ინტერპელაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. interpellatio- სიტყვის შეწყვეტა, მოთხოვნა, სარჩელი) ზოგიერთ სახელმწიფოში დეპუტატთა ჯგუფის მიერ მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი მიმართული მოთხოვნა, მისცენ განმარტება მათ მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. იხ. აგრეთვე: ინტერპელანტი წყარო: წაქაძე ირინა. საპარლამენტო კონტროლი საქართველოში // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001., ინგლ. interpellation ფრანგ. interpellation ლათ. Interpellatio, interpellare შეწყვეტა, წინააღმდეგ გამოსვლა მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი განკუთვნილი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის სპეციალური სახეობა, რომელზეც პასუხი შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტში. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] სიტყვის შეწყვეტინება, საჩივარი სასამართლოს წინაშე შესაბამისი უფლების საფუძველზე პარლამენტის დეპუტატის ან დეპუტატთა ჯგუფის, ზოგჯერ კი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მთავრობისაგან ან ცალკეული მინისტრისაგან ოფიციალური განმარტებების მოთხოვნა სამთავრობო პოლიტიკისა და პრაქტიკის ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ი. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, არა მარტო მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია, არამედ სისტემატურად აკონტროლონ მთავრობის პოლიტიკა და პრაქტიკული საქმიანობა. ი. შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმისა. ჩვეულებისამებრ, მისი პროცედურა მკვეთრად რეგლამენტირებულია. კანონი საქართველოს დეპუტატის სტატუსის შესახებ ითვალისწინებს ი-ს და განსაზღვრავს მის წესს. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] (სადეპუტატო მოთხოვნა) კლასიკური საპარლამენტო სისტემის გამოხატულებაა ინფორმაციის მიღების პროცედურებითა და კონტროლის განხორციელებით. ინტერპელაცია მიმართულია რომელიმე სამხედრო მმართველისადმი და ითვალისწინებს იმის გარკვევას, თუ რა გააკეთა მისმა ქვემდებარე უწყებამ ან რა გაკეთდა ზოგადი პოლიტიკის სფეროში. (სამხედრო საქმე. რედ.) ინტერპელაციას ორი უმთავრესი მახასიათებელი აქვს: პირველი, განაპირობებს საერთო დებატებს და, მეორე, იწვევს პოლიტიკურ სანქციას. ინტერპელაცია ყველაზე ეფექტური პროცედურაა იმ თვალსაზრისით, რომ სამხედრო მმართველების გამოძახება ხდება პირდაპირი ანგარიშისათვის. ეს არ არის, უბრალოდ, ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც, ამასთანავე, კონტროლის პირდაპირი ფორმაა. წყარო: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
![]() |
5.93 ინტერპრეტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. interpretatio - განმარტება, თარგმნა, ახსნა ფრანგ. interpretation ინგლ. interpretation რაიმე აზრის, იდეის, მოსაზრების ახსნა-განმარტება. იხ. აგრეთვე: რეალიზმი, თეოდიცეა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.94 ინტონაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. intonazione ლათ. < intono – ხმამაღლა წარმოვთქვამ 1. მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, ხმის აწევ-დაწევა წარმოთქმისას. მაგ., კითხვითი ი. 2. წარმოთქმის მანერა, რომელიც მთქმელის გრძნობას გამოხატავს. 3. მუს. შესრულების სიზუსტე, ბგერის სიწმინდე (სიმაღლის მიხედვით). იხ. აგრეთვე: რიტმი, ტაეპი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.95 ინფორმატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფუნდამენტური მეცნიერება: ა) ინფორმაციისა და ცოდნის შესახებ; ბ) ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების საფუძველზე ინდუსტრიალიზაციის, ინფორმაციისა და ცოდნის ინდუსტრიის შესახებ. იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია წყარო: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
![]() |
5.96 ინფორმატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელიც ინფორმაციას იძლევა; ცნობების მიმწოდებელი. იხ. აგრეთვე: ინფორმაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.97 ინფორმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. informatio შეტყობინება, ცნობება ვისიმე მოღვაწეობის, რაიმე მდგომარეობის, მომხდარი ამბის და სხვ. შესახებ. იხ. აგრეთვე: ბიზნეს დაზვერვა, დიალოგი, ევთანაზია, ინფორმატორი, კოდი, კომუნიკაცია, მეთოდი, მონოლოგი, პროგრამა, ტერმინალი, ცენზურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.98 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და/ან ქსელების გამოყენების უნარი მათი დანიშნულების შესაბამისად. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) იძლევა სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შეფასების, ანალიზის, ახლის შექმნისა და გადაცემის შესაძლებლობას. ჩვენ მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვუცვლით ინფორმაციას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის საფუძვლიან ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას. ისტ-ის სწავლა ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონთა პატივისმცემელი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას; ისტ-ის სწავლება მოწყვეტილი არ არის სასწავლო დისციპლინების კონტექსტს. ისტ-ის სასწავლო გეგმა რეალიზდება ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. უფრო მეტიც, მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთთან სასწავლო დისციპლინების ეფექტური დაკავშირება. იხ. აგრეთვე: წიგნიერება წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა
![]() |
5.99 ინცესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. incestus სისხლის აღრევა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.100 ინცუხტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Inzucht ახლონათესაური შეჯვარება მემცენარეობაში. იყენებენ სელექციაში. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
5.101 იონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მცირე აზიის დასავლეთი სანაპირო იხ. აგრეთვე: ნადიმი, ანატოლია წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
5.102 ირაციონალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. irrationalis – უგუნური კანონზომიერებას მოკლებული და ამიტომ გონებისთვის მიუწვდომელი, ლოგიკის ცნებებით აუხსნელი. ირაციონალური რიცხვები - მათემ. რიცხვები, რომლებიც არ გამოიხატება ზუსტად არც მთელით, არც რაციონალური წილადით. ირაციონალური განტოლება - განტოლება, რომლის უცნობი წევრი ფესვქვეშაა. იხ. აგრეთვე: რაციონალური
![]() |
5.103 ირიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ცისარტყელას განმასახიერებელი ღვთაება, ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანიდ ელექტრას ასული, ჰარპიათა და. ძველების რწმენით, ცისარტყელა აერთებდა ზეცასა და დედამიწას. ამიტომ ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბებისთანავე ირისი შუამავლად მიიჩნეოდა ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ის განუცხადებდა ხოლმე ცისიერთა ნებას მიწიერთ. ჰერმესისაგან განსხვავებით, ირისი მხოლოდ ზევსისა და ჰერას ბრძანებებს აღასრულებდა ისე, რომ თავად საქმეში არ ერეოდა. ირისს, ჩვეულებრივ, ჰერას გვერდით წარმოსახავდნენ ფრთაშესხმული ქალბატონის სახით, რომელსაც ხელში თასი ეკავა. ამ თასით ირისს წყალი მიჰქონდა ღრუბლებისათვის. გადატანითი მნიშვნელობით ირისი მაცნეს, შიკრიკს ნიშნავს. სინონიმი: ირისი იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
5.104 ირისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ცისარტყელას განმასახიერებელი ღვთაება, ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანიდ ელექტრას ასული, ჰარპიათა და. ძველების რწმენით, ცისარტყელა აერთებდა ზეცასა და დედამიწას. ამიტომ ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბებისთანავე ირისი შუამავლად მიიჩნეოდა ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ის განუცხადებდა ხოლმე ცისიერთა ნებას მიწიერთ. ჰერმესისაგან განსხვავებით, ირისი მხოლოდ ზევსისა და ჰერას ბრძანებებს აღასრულებდა ისე, რომ თავად საქმეში არ ერეოდა. ირისს, ჩვეულებრივ, ჰერას გვერდით წარმოსახავდნენ ფრთაშესხმული ქალბატონის სახით, რომელსაც ხელში თასი ეკავა. ამ თასით ირისს წყალი მიჰქონდა ღრუბლებისათვის. გადატანითი მნიშვნელობით ირისი მაცნეს, შიკრიკს ნიშნავს. 1. ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს 2. შიკრიკი ქალღმერთი, ზეფირის მეუღლე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – III, ილიადა, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი ირისი
![]() |
5.105 ირკალა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საშინელი მიწისქვეშეთი, რომელსაც მართავდა სიკვდილის ღმერთი ნერგალი და მისი მეუღლე ერეშქიგალი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ერეშქიგალი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
5.106 ირონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. eirōneia ფარული, ოდნავ შესამჩნევი დაცინვა. იხ. აგრეთვე: სატირა, პასტიში წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.107 ისლამი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. არაბ. Islām – თავის შეწირვა ალაჰისადმი, მორჩილება მაჰმადიანთა რელიგია; მუსლიმანობა. იხ. აგრეთვე: რელიგია, სუნიზმი, ღაზავათ, შიიზმი, ჯიჰადი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.108 ისლამოფობია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ანუ ისლამის, მუსულმანების და მათთან დაკავშირებული საქმეების შიში. ისლამოფობია არ არის ახალი ფენომენი. ეს ფაქტობრივად არის პრეკონცეფციების უძველესი ფორმა, რომელიც ბოლო დროს აქტუალური თემა გახდა იმ გამანადგურებელი ეფექტის გამო რაც მას მუსულმანების ცხოვრებაზე აქვს, განსაკუთრებით იმ მუსულმანების, რომლებიც უმცირესობაში არიან საზოგადოებაში სადაც ცხოვრობენ. ამჟამინდელი სიტუაცია კვებავს ძლიერ და ღრმად ფესვგადგმულ პრეკონცეფციას უმეტეს ევროპულ საზოგადოებებში ისლამთან დაკავშირებით. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მისი როგორც რელიგიის ოფიციალური აღიარების უარყოფა, ნებართვის გაუცემლობა მეჩეთების აგებისათვის ან მუსულმანური რელიგიური ჯგუფებისათვის ან თემისათვის მხარდაჭერზე უარის თქმა. ისლამის შესახებ უცოდინრობა არის ისლამოფობიის მთავარი მიზეზი. ისლამი ხშირად არის ასოცირებული მხოლოდ ტერორიზმთან და ესქტრემიზმთან. ფაქტობრივად ისლამი არის რელიგია, რომელიც სხვა ბევრი რელიგიის მსგავსად ქადაგებს შემწყნარებლობას, სოლიდარობას და ერთმანეთის სიყვარულს. იხ. აგრეთვე: რელიგია, სამოქალაქო განათლება წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
5.109 ისლამური ფუნდამენტალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავრცელებული მოძრაობა ისლამურ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობაში სეკულარიზებული ხელისუფლებაა. გულისხმობს მმართველობის ისეთ სისტემასთან დაბრუნებას, რომელიც ემყარება ყურანს. თანამედროვე ისტორიაზე ი.ფ-ის პირველი მძლავრი ზეგავლენა 1979 წელს მოხდა, როდესაც ირანში ფუნდამენტალისტებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს დასავლეთის მიერ აღიარებული შაჰი და იგი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობით შეცვალეს, რომელშიც მუსლიმანი სასულიერო პირები დომინირებდნენ. ი.ფ-ის ტრადიციული დაპირისპირება დასავლეთთან განპირობებულია მათი რწმენით, რომ დასავლური სამყარო ანგრევს ისლამური საზოგადოებისათვის განმსაზღვრელ ღირებულებებს. ფუნდამენტალისტები, პირიქით ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრება შარიათის კანონებზე ააგონ, რაც გულისხმობს ისლამური ნორმებიდან ამოზრდილ იმგვარ პრაქტიკას, როგორიცაა სქესობრივი სეგრეგაცია სამუშაო ადგილებზე, ალკოჰოლის მიღების აკრძალვა და სხვადასხვა დანაშაულისათვის უმკაცრესი ღონისძიებები, მათ შორის კიდურების მოკვეთა. არსებობს ი.ფ-ის შიიტური და სუნიტური ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში. ამჟამად ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან ალჟირის სეკულარიზებულ მთავრობას და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მიმართავენ ეგვიპტეში. ფუნდამენტალისტური პარამილიტარისტული დაჯგუფებები „ჰამაზი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა არ დაუშვას ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის პოზიტიური განვითარება. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ინგლ. islamic fundamentalism ფართო გაგებით, ყველა ის მოძრაობა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რათა საზოგადოებრივი ცხოვრება მკაცრად იყოს განსაზღვრული ყურანითა და შარიათის (ისლამური სამართალი) ნორმებით. ხშირ შემთხვევაში ამჯობინებენ, უწოდონ ამ მოძრაობას „ისლამიზმი“, ხოლო იფ–ში გულისხმობენ ისლამიზმის ექსტრემისტულ მიმართულებას, რომელიც ცდილობს, იარაღის ძალით დაამყაროს ისლამური რეჟიმი, „წმინდა ომი“ (ჯიჰადი) გამოუცხადოს „ურწმუნოებს“ (არამუსლიმანებს) და ყოველნაირად წინ აღუდეგს დასავლური, ანუ ევროპულ–ამერიკული, კულტურისა და იდეოლოგის გავლენას ისლამურ სამყაროზე. იფ–ის საფუძველი XIX ს–ში ჩაეყარა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მან XX ს–ში მიიღო. თავდაპირველად იგი მიმართული იყო იმ რეფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში განხორციელდა და ისლამისტების მიერ აღქმულ იქნა ისლამურ საზოგადოებაში დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობად. შემდგომ ისლამიზმმა უფრო ექსტრემისტული და აგრესიული ხასიათი მიიღო ყოველივე დასავლურის მიმართ. საამისოდ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა საბჭოთა კავშირის აგრესიამ ავღანეთში და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ლიდერების ნაციონალისტურ–რელიგიურმა იდეებმა, აგრეთვე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომმა. წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.] ინგლ. islamic fundamentalism ისლამის საფუძვლებთან დაბრუნებისკენ მიმართული მოძრაობა, ყურანისა და შარიათის კანონების (ისლამური სამართლის) მკაცრი დაცვა. არსებითად, ამ ცნებაში იგულისხმება ის ზრდადი ასოციაციები, მოძრაობები და დაჯგუფებები, რომლებიც მე-19 საუკუნიდან დაწყებული დღემდე ნეგატიურად აღიქვამენ ისლამურ რეფორმისტულ მოძრაობებს, რომლებიც თითქოს მოერგნენ დასავლური ცხოვრების წესსა და მენტალიტეტს. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
5.110 ისრიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მკვახე ყურძენი, იხმარება სანელებლად სინონიმი: ნოჭი იხ. აგრეთვე: კუხი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
5.111 ისტორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. historia 1. კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება; ამა თუ იმ ქვეყნის (მხარის, ხალხის და სხვ.) წარსული ცხოვრება. 2. რისამე განვითარების პროცესი. 3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას. 4. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნების, კულტურის, ცოდნის რომელიმე დარგის თანამიმდევრულ განვითარებას. მაგ., მუსიკის ისტორია. 5. რამესთან ან ვინმესთან დაკავშირებული ამბებისა და ფაქტების ერთობლიობა; ვისიმე თავგადასავალი. ავადმყოფობის ი.- ავადმყოფის მდგომარეობის ძირითადი სამედიცინო დოკუმენტი, რომელსაც ავსებს მკურნალი ექიმი მკურნალობის დაწყებიდან დამთავრებამდე. ისტორიული პოემა იხ. აგრეთვე: გეოლოგია, პროცესი, კულტურა, მუსიკა, ფაქტი, პოემა, ორიენტალისტიკა, ორიენტალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.112 ისტროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ნაკადის ღვთაება ძველ საბერძნეთში 2. მდინარე დუნაის სახელი ანტიკურ ეპოქაში იგულისხმება ჰიპერბორეელთა მთები იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, პევკე, ისტროსის ტომები, ანგურის მთა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
5.113 ისტროსის ტომები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თრაკიელი სკვითები, სიგინები, გრავკენები და სინდები — მდ. ისტროსის სანაპიროების გასწვრივ მცხოვრები ტომები იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, ისტროსი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.114 იტონიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ქალღმერთ ათენას ეპითეტია, ვინაიდან იტონიაში (თესალია) იყო მისი ტაძარი სინონიმი: ათენა იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, არგონავტიკა - წიგნი პირველი – VIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.115 იუდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. iudea (Giuda/Giudea) იაკობისა და ლიას ძე იუდა (დაბ. 29:35) ისრაელის ყველაზე სახელგანთქმული ტომის პატრიარქი იყო. შემდეგ მისი სახელი დაერქვა პალესტინის სამხრეთ ნაწილს, რომელიც სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის სამეფოს, ანუ ისრაელისგან განცალკევებით ჩამოყალიბდა, როგორც იუდას სამეფო. ბაბილონიდან განდევნის შემდეგ ამ ტერიტორიას იუდეა დაერქვა. აქედან მომდინარეობს ტერმინები იუდაიზმი და იუდეველნი, ეკვივალენტური ტერმინებისა ებრაიზმი და ებრაელნი. იუდეოქრისტიანები (იუდეოქრისტიანობა) ებრაელობიდან პირველ მოქცეულთ ეწოდებოდათ. იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი, იუდეა, იუდეველები, იუდაიზმი წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
5.116 იუდაიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. judaismus ბერძნ. iudaismós ტერმინი აღნიშნავს ბაბილონიდან განდევნის მომდევნო პერიოდს, წინა პერიოდისაგან განსხვავებული დამახასიათებელი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ნიშნებით, როდესაც ისრაელის ტომთაგან მხოლოდ იუდას ტომიღა არსებობდა. იუდაიზმის ტიპური გამოხატულებაა სინაგოგა, როგორც ლოცვისა და ბიბლიის შესწავლის მთავარი ცენტრი. იუდაიზმის შესახებ ცნობები მოიპოვება ფილონისა და იოსებ ფლავიუსის ნაწარმოებებსა და რაბინთა სხვადასხვა წიგნებში (ნ. თარგუმი, თალმუდი და სხვ.). იხ. აგრეთვე: იუდა წყარო: ქრისტიანობის ლექსიკონი / პიერო პეტროზილო ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. მერაბ ღაღანიძე ; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბილისი : სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
![]() |
5.117 იუდეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რომის პროვინციის სახელი სამხრეთ პალესტინაში I-IV საუკუნეებში. იხ. აგრეთვე: იუდა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.
![]() |
5.118 იუდეველები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირველად: იუდეის (ძველი პალესტინა) მცხოვრებნი; შემდეგ: საერთოდ, ებრაელები (ბიბლიური პატრიარქის იუდას სახელის მიხედვით, რომელიც ითვლება იუდეველთა მითიურ წინაპრად). იხ. აგრეთვე: იუდა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ.
![]() |
5.119 იუმორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. humour 1. უწყინარი ხასიათის დამცინავი დამოკიდებულება რაიმესადმი; რაიმე ამბის, ვისიმე ან რისამე ნაკლის სასაცილო, კომიკური სახით წარმოდგენა. 2. ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებში: მხატვრული ხერხი - რისამე კომიკურად, სასაცილოდ გამოხატვა. სინონიმი: ჰუმორი იხ. აგრეთვე: იუმორისტი, კულტურა, კუპლეტი, სატირა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.120 იუმორისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. 1. იუმორისტული ნაწარმოების ავტორი. 2. ვისაც იუმორი ახასიათებს. იხ. აგრეთვე: ავტორი, იუმორი, კუპლეტი, კომიქსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.121 იუნისეფი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იუნისეფი, რომელსაც მანდატი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ აქვს მინიჭებული, ახდენს ბავშვთა უფლებების დაცვის პროპაგანდირებას, რათა დახმარება გაუწიოს მათ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და გააფართოოს მათი შესაძლებლობები პოტენციალის სრულად განსახორციელებლად. თავის საქმიანობაში იუნისეფი ბავშვის უფლებათა კონვენციით ხელმძღვანელობს. იგი იღვწის, რომ დაამკვიდროს კონვენცია როგორც უკვდავი ეთიკური პრინციპებისა და ბავშვების მიმართ ქცევის საერთაშორისო სტანდარტების კრებული. იხ. აგრეთვე: გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია), სამოქალაქო განათლება წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
![]() |
5.122 იუნონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რომაელთა ღმერთქალი, იუპიტერის ცოლი; წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების მომნიჭებელი, ქორწინების და დაბადების მფარველი ღვთაება (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ჰერა). 2. მცირე პლანეტა; აღმოაჩინა გერმანელმა კ. გარდინგმა 1804 წელს. იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
5.123 იუპიტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Jupiter 1. ცის რომაული ღვთაება, აიგივებდნენ ბერძენთა ზევსთან. იგი უპირველესად სინათლის ღმერთია და ხშირად ლეცეტიუსს (სინათლის მომცემს) უწოდებენ. 2. მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა; მზიდან დაშორების მიხედვით, რიგით მეხუთე; ახლავს ოთხი თანამგზავრი (იო, ევროპა, განიმედი და კალისტო). აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს პირველი ტელესკოპის საშუალებით. 3. ერთგვარი მძლავრი პროჟექტორი (ხელოვნური განათებისათვის კინოსურათების გადაღების დროს). იხ. აგრეთვე: ენეიდა, იდები წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
5.124 იურიდიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ალრს. ლათ. juriducus - სამოსამართლო რაც დაკავშირებულია უფლებრივ, სამართლის ნორმებთან, ამ ნორმების შესწავლა-გამოყენებასთან. იხ. აგრეთვე: დისპოზიცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.125 იურისპრუდენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. jurisprudentia 1. იურიდიულ მეცნიერებათა ერთობლიობა; სამართლისმცოდნეობა. 2. იურისტთა პროფესიული მოღვაწეობა, სასამართლო პრაქტიკა. იხ. აგრეთვე: იურისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.126 იურისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იურიდიული განათლების მქონე, იურისპრუდენციის დარგში მომუშავე პირი; სამართლისმცოდნე. იხ. აგრეთვე: იურისპრუდენცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
5.127 იქსიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ლაპითების მითიური მეფე. ჰერასადმი დანაშაულებრივი სიყვარულის გამო ზევსმა იგი ჰადესში ჩაგზავნა და მარად მბრუნავ ბორბალს მიაკრა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
5.128 იშთარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, შამაში, შამჰათი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
6 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - კ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 კაბალა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Qabbalah ებრაული სიტყვა კაბალა („ტრადიცია“) აღნიშნავს XIII საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ მჭვრეტელობით მიმდინარეობას, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ესპანეთის განათლებული ებრაელები გააერთიანა. მიმდინარეობა სამყაროს ნეოპლატონისტურ კონცეფციას დაეყრდნო და, უმთავრესად, ტრადიციის წყაროთა მეშვეობით (ბიბლია, თალმუდი, მიდრაში) შეეცადა განესაზღვრა დამოკიდებულება აბსოლუტურად ტრანსდენდენტურ ღმრთაებასა (ენ სოფ) და შესაქმეს შორის. ყოფნის ცნობილ საფეხურებს, რომლებიც არისტოტელესეულ და ნეოპლატონისტურ ტრადიციაში ღმრთაებასა და (მატერიალურ) სამყაროს შორის შუამავლობს, კაბალისტებმა ღმრთაებიდან მომდინარე ათი აქტიური ღმრთაებრივი ძალა (სეფიროთ) დაუმატეს. ამ ძალათა სახელწოდებები და აღწერილობა ბიბლიურ და რაბინულ თეზისთა ალეგორიულ-სიმბოლურ ხედვას ეფუძნება. ებრაული ბიბლია მთლიანად განიხილება სეფიროთების პროცესთა დაშიფრულ აღწერილობად, რომლის სწორად გაგება კაბალის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. პირველი სეფირა (კეტერ/გვირგვინი) ტრანსცენდენტური ღმრთაებიდან გამოსვლას წარმოადგენს (ზოგჯერ მას უტოლდება) ღმრთის „ნების“ ან „ნააზრევის“ სახით. მეორე სეფირა არის ღმრთაებრივი სიბრძნე, (ჯერაც განუსაზღვრელი) თორას იდეა, რომელიც მესამე სეფირაში (გონიერება) ნელ-ნელა ყალიბდება ებრაულ ნაწერთა იდეებში, ებრაული ენის მკაფიო ლინგვისტიკური სიმბოლიზმის მეშვეობით. უმაღლესი სეფიროთების ტრიადა თავისთავად ერთეულს წარმოადგენს. შვიდი „დაბალი“ სეფიროთიდან მეოთხე („აბრამი“) აბსოლუტურ გულმოწყალებას განასახიერებს, მეხუთე („ისააკი“) აბსოლუტურ სამართლიანობას: მათი შედეგები უნდა გაწონასწორდეს მეექვსე სეფირაში („იაკობი“, „დაწერილი თორა“). მეშვიდე და მერვე სეფიროთებს უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, მეცხრე არის „მართალი“, „(სამყაროს) ბურჯი“, მამაკაცური საწყისი; მეათე (მალკუთ, სამეფო) „ისრაელის საკრებულო“, „ზეპირი თორა“, ქალური საწყისია. ემანაციის პროცესი პირველ სეფირაში არსებული მთლიანობიდან მრავლობითისაკენ მიმდინარეობს. კაბალისტური მედიტაციისა და წესების არსი და მიზანი მდგომარეობს მრავლობითობასთან მიმართებაში ერთიანობის (იიხუდ) აღიარებაში, დამკვიდრებასა და აღდგენაში ემანაციის საფეხურებისა და სეფიროთთა გამოვლინებების მეშვეობით. თორასადმი სრული მორჩილება როგორც სეფიროთებში საწყისი ჰარმონიის, ისე ერთიანობის აღდგენას ისახავს მიზნად. იუდაურმა „მისტიკამ“ ღრმა კვალი დააჩნია ოფიციალურ რელიგიას. გვიანი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხანის კაბალისტიკაში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება მესიანური მოლოდინი, ისტორიის დასასრულის მოახლოებაში წვლილის შეტანის თანმხლები იმედით. ამას შედეგად კაბალისტიკის გაუბრალოება მოჰყვა, იდუმალი სწავლება ერთგვარ საერთო ებრაულ თეოლოგიამდე დაქვეითდა, რამაც ხშირად ცრურწმენებისა და მაგიის სახეც კი მიიღო (ე.წ. პრაქტიკული კაბალა). იხ. აგრეთვე: ქალდეა წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
6.2 კაბერნე სოვინიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია. პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა და ლაფეტს უწოდებენ კაბერნე სოვინიონი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, საფრანგეთში იგი XVI საუკუნიდანაა ცნობილი, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს საფრანგეთში (ბორდო), საქართველოში (თელავის რ-ნი) და საბჭოთა კავშირის სამხრეთ ქვეყნებში: უკრაინასა და კრასნოდარის მხარეში, ხოლო დანარჩენ რაიონებში იგი საშუალო და კარგი ხარისხის ღვინოს იძლევა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა იგი ჟირონდის დეპარტამენტის ზოგიერთ მეურნეობებში (შატო ლაფიტი, შატო მარგო, შატო ლატურ, მუტონ როტ-შილდი, გობრიონი და სხვ.). ამ ადგილების ღვინოზე მაღალხარისხოვანი ღვინო უცხოეთის ვერც ერთმა სხვა რაიონმა ვერ შექმნა და როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი სპეციალისტი პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი „მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან. კაბერნეს ღვინომ „თელიანი №48“ თელიანისა და ნაფარეულის მესამეული პერიოდის ქვიან დანალექებზე გამოამჟღავნა მაღალი ღირსება: მდიდარი შეფერვა, ნაზი ბუკეტი და გამშვენიერება ხანგრძლივი შენახვისას“. წყარო: ბიბლიოვიკი კაბერნე სოვინიონი
![]() |
6.3 კადასტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. cadastre რისამე აღწერა, სია; რისამე შესახებ არსებულ მონაცემთა კრებული. წყლის კ. - სისტემატური კრებული ამა თუ იმ ქვეყნის ყველა მდინარის რესურსების შესახებ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.4 კადმოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ბეოტიური მითოსის გმირი. თებეს ლეგენდარული დამაარსებელი. ფინიკიის მეფის, აგენორის ძე. ევროპეს, ფოინიქსისა და კილიქსის ძმა. მას შემდეგ, რაც ზევსმა მოიტაცა ევროპე, ფინიკიის სამეფო კარი საგონებელში ჩავარდა. აგენორმა ვაჟებს უბრძანა, დის საძებრად წასულიყვნენ. კადმოსმა დელფოს სამისნოს მიაშურა რჩევის საკითხავად. ორაკულმა ურჩია, შეეწყვიტა ევროპეს ამაო ძებნა, გზას დასდგომოდა, პირველივე შემხვედრი ძროხის კვალს გაჰყოლოდა და სადაც ეს ძროხა შეჩერდებოდა, იქ ქალაქი დაეარსებინა. მეფისწულს მართლაც შემოხვდა ფოკისში ძროხა, რომელმაც, კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ, ერთ აყვავებულსა და წყლით მდიდარ მინდორზე შეისვენა. ეს იყო ბეოტიის მიწა (სიტყვა „ბეოტია“ ბერძნული წარმომავლობისაა და ქართულად „ძროხათა ქვეყანას“ ნიშნავს). სწორედ აქ ააგო კადმოსმა ციხე-სიმგრე და კადმეა უწოდა. ადათისამებრ სამსხვერპლოც აღმართა და მსხვერპლშეწირვისათვის საჭირო წყლის მოსატანად წყაროზე მსახურები გაგზავნა. წყალს არესის ვაჟი დრაკონი იცავდა. მსახურები რომ არ დაბრუნდნენ, კადმოსი თავად გაეშურა წყაროსკენ და დრაკონი მოკლა. შემდეგ, ათენას ჩაგონებით, მისი კბილები მიწაში ჩაფლა. დრაკონის კბილებიდან კი აღმოცენდნენ მეომრები, რომლებიც ერთურთს შეებნენ. ყველა დაიხოცა ხუთის გარდა. ესენი იყვნენ: ექიონი (გველისმიერი), უდაიოსი (ნიადაგისმიერი), ხთონიოსი (მიწისმიერი), პელორი (გოლიათური) და ჰიპერენორი (უძლიერესი), რომელთაც „სპარტები“ ანუ „დანათესარნი“ ეწოდათ. მათ თანადგომა შესთავაზეს კადმოსს, მასთან ერთად ააშენეს ქალაქი, რომელსაც თებე უწოდეს და საფუძველი დაუდეს მის დიდგვაროვანთა მოდგმას (ერთ-ერთი სპარტოსი, ექიონი, მოგვიანებით კადმოსის ასულ აგავეზე დაქორწინდება). დრაკონი ღვთაებრივი მოდგმისა იყო და მისი მოკვლისთვის კადმოსი დაისაჯა: რვა წელი არესს ემსახურა. ბოლოს ათენამ იგი თებეს მეფედ აკურთხა და არესისა და აფროდიტეს ასულ ჰარმონიაზე დააქორწინა. ქორწილს ყველა ღმერთი დაესწრო. მათ ჰარმონიას უბოძეს მოსასხამი და ყელსაბამი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა თებესა და მთელი მისი მოდგმისათვის. კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი შეეძინათ: ავტონოე (აქტეონის დედა), ინო (მელიკერტესის დედა), სემელე (დიონისეს დედა), აგავე (პენთევსის დედა) და პოლიდოროსი. როდესაც ხანში შევიდა, კადმოსი მეუღლესთან ერთად ილირიაში გადასახლდა. იქ ისინი დრაკონებად გარდაისახნენ. გარდაცვალების შემდეგ კი დაივანეს ელისიონში. კადმოსის მითოსი თებეს დამაარსებელთა და ფინიკიის სამეფო კარის სიახლოვეზე ამახვილებდა ყურადღებას. ამის დასტურია ისიც, რომ კადმოსს მიეწერება ფინიკიური ანბანის საბერძნეთში გავრცელება. დრაკონთან მებრძოლი კადმოსის გამოსახულებას ხშირად ვხვდებით ანტიკური ხანის ლარნაკთა ფერწერაში. კადმოსი – ქ. თებეს მითიური დამაარსებელი, ფინიკიელთა მეფის აგენორის ძე, დიონისე ღმერთის პაპა (დიონისეს დედა სემელე კადმოსის ასული იყო). კადმოსი და მისი მეუღლე ჰარმონია სიბერის ჟამს თებედან ენქელებში (ილირიის ხალხია) გადასახლდნენ. მათ საფლავზე თითქოს ორი კლდე იყო და უბედურების ჟამს ერთიმეორეს ეჯახებოდნენ იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
6.5 კავალერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. cavalier 1. მამაკაცი, რომელიც ართობს ქალს საზოგადოებაში; მამაკაცი, რომელიც ცეკვავს ქალთან; ქალის მოტრფიალე, თაყვანისმცემელი მამაკაცი. 2. ორდენით (ორდენებით) დაჯილდოებული პირი. მაგ., ოთხი ორდენის კავალერი. იხ. აგრეთვე: ორდენი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.6 კათედრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kathedre – სკამი 1. ამაღლებული ადგილი აუდიტორიაში, საიდანაც იკითხება ლექციები, მოხსენებები და სხვა. 2.ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის სპეციალისტ პროფესორ-მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლების შემოქმედებითი გაერთიანება. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.7 კათოლიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. კათოლიციზმთან და კათოლიკეებთან დაკავშირებული. კ. ეკლესია (სარწმუნოება) - იგივეა, რაც კათოლიციზმი. იხ. აგრეთვე: აბატი, აბატისა, ეკლესია, კათოლიციზმი, კონკორდატი, ორდენი, რელიგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.8 კათოლიციზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. ინგლ. (Roman) Catholicism ბერძნ. katholikos – საყოველთაო, მსოფლიო რომის პაპსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს შორის 1055 წელს განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი ქრისტიანული მიმდინარეობა, რომლის მეთაურია რომის პაპი. იხ. აგრეთვე: კათოლიკური, პაპი, რელიგია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.9 კალამინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მინერალ. ლათ. calamina მინერალი თუთიის წყლიანი სილიკატების ჯგუფისა; წარმოადგენს მადანს, საიდანაც თუთიას იღებენ.
![]() |
6.10 კალაპოტში ჩადგომა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა, დალაგება, ნორმალური გზით წასვლა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ კ
![]() |
6.11 კალბასი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. колбаса ძეხვი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი კალბასი (ბარბარიზმი)
![]() |
6.12 კალგოტკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. колготки კოლგოტი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი კალგოტკა (ბარბარიზმი)
![]() |
6.13 კალეიდოსკოპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kalos, eidos და skopeō – ლამაზი, სახე და ვუყურებ 1. გავრცელებული საბავშვო სათამაშო - ოპტიკური ხელსაწყო; წარმოადგენს მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები. 2. გადატ. რისამე (მოვლენების, ამბების და მისთ.) სწრაფი და განუწყვეტელი ცვლა. იხ. აგრეთვე: ოპტიკა, სიმეტრია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.14 კალვინელობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. იტალ. Calvinismo რელიგიური მოძრაობა, რომელსაც ჟან კალვინის (ნუაიონი 1509 – ჟენევა 1564) ნააზრევი და ნაწერები დაედო საფუძვლად. კალვინელობის დამხასიათებელია ნიშანია ორმაგი განგების რწმენა (ანუ რწმენა იმისა, რომ ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ადამიანთა ერთ ნაწილს ხსნა, დანარჩენებს კი – საუკუნო დაღუპვა), ზნეობრივი და სოციალური ცხოვრების განსაკუთრებული კონცეფცია, ამავე დროს, ეკლესიის, კულტისა და პოლიტიკური სისტემის გამორჩეული ფორმა. ქრონოლოგიურად კალვინელობა ლუთერელობისა და ცვინგლელობის შემდეგ აღმოცენდა და დიალექტიკურად მათ გადალახვას ესწრაფვის. სამივე ეს სისტემა ამტკიცებს ბიბლიის, როგორც რწმენის ნორმის, ერთადერთობას. თუმცა, თუკი ლუთერელობა და ცვინგლელობა მხარს უჭერს ბიბლიის პიროვნულ ინტერპრეტაციას სული წმიდის გავლენით, კალვინელობა უფრო მკაცრია და თავისუფალ შეფასებას არ იღებს. რაკი ღმერთი ბიბლიის უშუალო შთამაგონებელია, ჭეშმარიტება იმთავითვე მასშია მოცემული, აცხადებს კალვინი ნაშრომში Institutio christianae religionis; მაშასადამე, მხოლოდ სიტყვათა მიღმა მისი აღმოჩენაა საჭირო. ჭეშმარიტების სიღრმისეული არსის წვდომას მხოლოდ რჩეულნი ახერხებენ, რაკი მათ მას ცნობიერება კარნახობს სული წმიდის მეშვეობით. კალვინელობა ეთანხმება ლუთერელობასა და ცვინგლელობას ეკლესიის მოძღვრების, პაპის უზენაესობის, ტრადიციის ღირებულების უარყოფაში, აგრეთვე, მათთან ერთად უარყოფს კათოლიკე ეკლესიის უფლებას, განმარტოს საღმრთო წერილი. კალვინელობის ძირეული პრინციპებია, ერთი მხრივ, აბსოლუტური და უზენაესი ღმრთის იდეა და, მეორე მხრივ, ადამიანის ბუნების უზომო წახდენა, რადგან ადამიანს არ ძალუძს რამე სასიკეთო ქმედების ჩადენა, თუკი ღმერთი მას თავის მადლს არ მიაშველებს. ხსნა მხოლოდ ღმრთის მიერ ხორციელდება, მთლიანად და ყოველმხრივ. ეკლესია „რჩეულთა“ საზოგადოებაა, და ეს „რჩეულნი“, ღმრთაებრივი არჩევის ძალით, სიკეთის კეთებისათვის მოხმობილებად გრძნობენ თავს. „რჩეული“, წმიდა ეკლესიის წევრი, მხოლოდ ღმერთსა და მის კანონს ექვემდებარება და არ ემორჩილება რამე გარე ძალაუფლებას. კალვინელობის თანახმად, სახელმწიფო აუცილებელია და ღმრთაებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს. ის უნდა იღწვოდეს მოქალაქეთა ამქვეყნიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, – მათი სულიერი სიკეთის შესაბამისად. კალვინური სახელმწიფო რეფორმირებული ეკლესიის საერო შტოს წარმოადგენს. ასეთმა კონცეფციამ ხელი შეუწყო ეროვნულ ეკლესიათა, ანუ სახელმწიფო-ეკლესიათა აღმოცენებას, – კათოლიკეობისათვის დამახასიათებელი ზეეროვნულობის საპირისპიროდ. ჟენევიდან კალვინელობა უმთავრესად შვეიცარიაში, შოტლანდიაში, აშშ-სა და საფრანგეთში გავრცელდა, სადაც საფუძველი დაუდო ჰუგენოტების აღმოცენებას. იხ. აგრეთვე: რელიგია, ჰუგენოტები წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
6.15 კალიასკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. коляска ეტლი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი კალიასკა (ბარბარიზმი)
![]() |
6.16 კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რომის იმპერატორი, გერმანიკუსისა და აგრიპინას ვაჟი, ნახევრად შეშლილი; სახელმწიფოს განაგებდა ტირანულად, მოკლეს მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების დროს. სინონიმი: ავგუსტუსი იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენეიდა, იდები წყარო: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
![]() |
6.17 კალიოპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Kalliopē მუზა ეპიკური პოეზიისა და მჭევრმეტყველებისა; ზოგი თქმულების მიხედვით იგი მიჩნეულია მითური პოეტის ორფევსის, აგრეთვე ჰომეროსის დედად. იხ. აგრეთვე: ორფეოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.18 კალიფსო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ნიმფა, კალიფსო ზღაპრულ ოგიგიაზე ცხოვრობდა. ეს იყო კუნძული, რომელზეც გამორიყეს ზვირთებმა ოდისევსის ნაზღვაურალი ხომალდი. კალიფსოს უყვარდა ბერძენი გმირი და დიდხანს (შვიდი წელი) ჰყავდა თავის დიდებულ სასახლეში. ჰპირდებოდა უკვდავებას, ბედნიერებას. მაგრამ ოდისევსს შინდაბრუნების სევდა აწვა. ამას ნიმფაც გრძნობდა და ამიტომაც დამორჩილდა ზევსის ბრძანებას, გაეთავისუფლებინა გმირი. ის დაეხმარა ოდისევსს ხომალდის აგებაში და საგულდაგულოდ აღჭურვა კიდეც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. ოდისევსისგან კალიფსოს ორი ძე ჰყავდა. იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, ზევსი, ნიმფა წყარო: ბიბლიოვიკი კალიფსო
![]() |
6.19 კალკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. calque 1. გამჭვირვალე ქაღალდი ნახაზების და სურათების ასლების გადასაღებად. 2. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც სრულიად შეესაბამება უცხოურ ნიმუშს სიტყვასიტყვითი, ზუსტი თარგმანის გამო (მაგ., რუსული კალკი). წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.20 კალკულაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. calculatio საქონლის თვითღირებულების ყველა ელემენტისა და გასაყიდი ფასის გამოანგარიშება. სინონიმი: კალკულირება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.21 კალონე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მშვენიერების ღვთაება იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.22 კამერული მუსიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. რუს. камерная музыка ვოკალური ან ინსტრუმენტული მუსიკა, დაწერილი შემსრულებელთა მცირერიცხოვანი შემადგენლობისათვის (სოლო, დუეტი, ტრიო, ანსამბლი) იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
6.23 კამპანია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. campagne ლაშქრობა, სამუშაო ინგლ. campaign პოლონ. Kampania მორიგი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან სამეურნეო ამოცანის შესასრულებლად გასაწევი ღონისძიება (ღონისძიებათა კომპლექსი). იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.24 კანდიდი ანუ ოპტიმიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფილოსოფიური მოთხრობა „კანდიდი ანუ ოპტიმიზმი“, ვოლტერმა ადრეულ წლებში დაწერა და მსოფლიოში გაუთქვა სახელი. იგი ანონიმურად გამოიცა და მაშინვე აიკრძალა. ჟენევის ერთ-ერთ მოედანზე წიგნი საჯაროდ დაწვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ მისი განადგურება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის 13-მა გამომცემლობამ გამოსცა. ამ წიგნში ავტორი დასცინის იმ დროის პოპულარულ გერმანელ ფილოსოფოსს – ლაიბნიცსა და მის გავრცელებულ თეორიას, თითქოს ღმერთმა შექმნა სამყარო სრულყოფილი და საუკეთესო. ეს იდეა ვოლტერმა გაატარა თავისი ნაწარმოებების გმირის, ფილოსოფოს პანგლოსის მეშვეობით, რომელიც ც დილობს, დაარწმუნოს ახალგაზრდა მეცნიერი კანდიდი იმაში, რომ მსოფლიოში ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის. კანდიდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, ხვდება მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებს, იგი ომშიც მონაწილეობს და აღწერს მის საშინელებებს. მას კვალდაკვალ დაჰყვება შეყვარებული კუნიკელი, რომელსაც თავს ატყდება მრავალი საშინელება – ნამუსახდილი, ტყვედგაყიდული, როგორც სამხედრო ნადავლი, ხელიდან ხელში გადადის; ხან ხასად ჰყავს ლისაბონელ ინკვიზიტორს, ხან მდიდარ ებრაელს, ხან თურქეთის ფაშას, ბოლოს კი, დაბერებული და გამოსულელებული კანდიდის ცოლი ხდება. ავტორის მთავარი აზრი კონცენტრირებულია ნაწარმოების ბოლოს – ორ განთქმულ დიალოგში, რომელიც მიმდინარეობს კანდიდსა და პანგლოსს შორის. ამ უკანასკნელმა უამრავი ტანჯვა-წვალება გამოიარა, დაკარგა ცხვირი, ყური და თვალი. აი, ეს დიალოგიც: „კარგი, ჩემო ძვირფასო პანგლოს, – უთხრა მას კანდიდმა, თქვენ, ვისაც გახრჩობდნენ, გჭრიდნენ, გცემდნენ უმოწყალოდ, თქვენ, რომელსაც ბორკილებით მიჯაჭვულს გამუშავებდნენ გემზე, აგრძელებთ ფიქრს იმაზე, რომ ყოველივე მსოფლიოში უკეთესობისაკენ მიდის? მე ყოველთვის ვრჩებოდი ჩემს აზრზე, – უპასუხებს პანგლოსი – იმიტომ, რომ მე ფილოსოფოსი ვარ, მე არ შემშვენის ჩემი აზრის უარყოფა და შეცვლა“. იხ. აგრეთვე: ვოლტერი (1694–1778), ლიტერატურული პერსონაჟი
![]() |
6.25 კანიფოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იხ. აგრეთვე: კოლოფონი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.26 კანონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kanōn მოვლენებს შორის არსებითი, აუცილებელი, მყარი და განმეორებადი კავშირურთიერთობების ფორმა. პოლიტიკურ ურთიერთობებში კ-ებს ნორმატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფოებისათვის უმაღლესი კ. არის კონსტიტუცია, რომელსაც მოსდევს რანგით უფრო დაბალი, კონსტიტუციით განსაზღვრული წესით უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სამუშაო რეჟიმში მიღებული ნორმატიული აქტები. ვიდრე ნორმატიული აქტი კ-ის სტატუსს მიიღებდეს, რასაც, როგორც წესი, ეძღვნება საპარლამენტო დებატების დიდი დრო, ის მხოლოდ კანონპროექტია. ყოველი კანონპროექტი ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და მისი შემუშავება ხდება შესაბამის (ვთქვათ, განათლების ან სოციალური უზრუნველყოფის) საპარლამენტო კიმიტეტში ან ქვეკომიტეტში, რის შემდეგაც ხდება მისი გატანა საპარლამენტო განხილვაზე. ქვეყნებში, სადაც უმაღლესი კ. კონსტიტუციაა, ყველა სხვა კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.27 კანონმდებლობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტები და სხვ.). საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია. იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
6.28 კანტატა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Cantata ლათ. Canto - ვმღერი დიდი ზომის ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოების სოლისტის , გუნდისა და ორკესტრისათვის. იგი შედგება რამდენიმე დასრულებული ნაწილისაგან. კ. შეიძლება იყოს საზეიმო, ლირიკული, სამგლოვიარო და თხრობითი ხასიათისა. გვხვდება საერო და სასულიერო (რელიგიური) კ-ბი. კ. შედგება საორკესტრო შესავლის, არიის, რეჩიტატივისა და გუნდისაგან. აღმოცენდა XVII ს. I ნახევარში იტალიაში. განსაკუთრებით განვითარდა ჯ. კარისიმის, ა. სტრადელას, ა. სკარლატისა და სხვ. შემოქმედებაში. იტალ. კ. საერო ხასიათისა იყო. სასულიერო კ. შეიქმნა გერმანიაში. სასულიერო და საერო კ-ის მაღალმხატვრული ნიმუშები შექმნა ი. ს. ბახმა. XIX ს. II ნახევარში მნიშვნელოვანი კ-ის ავტორები იყვნენ: პ. ჩაიკოვსკი, ს. ტანეევი, ს. რახმანინოვი. ქართული კ-ის ავტორებია: ზ. ფალიაშვილი, მ. ბალანჩივაძე, ო. თაქთაქიშვილი, რ. ლაღიძე, ნ. სვანიძე, ა. ჩიმაკაძე, („ქართლის გული“ 1952) და სხვ. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
6.29 კაპიტალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. ეფუძნება საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრებას, დემოკრატიულ მმართველობას, ძალაუფლებათა დანაწილებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების პრიმატს. კაპიტალიზმი, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან ახალგაზრდაა - მისი ჩამოყალიბება სამრეწველო რევოლუციას ემთხვევა და დაახლოებით ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის. იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, მან დაიწყო ტრანსფორმაცია აშშ-ში „დიდი დეპრესიის“ შედეგების დაძლევის პროცესში 1930-იან წლებში და მეტნაკლებად დასრულებული სახე (განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის) უკვე გასული საუკუნის ბოლოსათვის მიიღო. მიუხედავად თავისი წამყვანი პოზიციისა, მსოფლიოში კაპიტალიზმი ძირითადად მაინც დასავლურ-ევროპულ რეგიონულ პროექტად გვევლინება, რომელშიც საბოლოოდ ჩართულია დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმცირესობა იხ. აგრეთვე: ბურჟუაზია, იმპერიალიზმი, მანუფაქტურა, ფეოდალიზმი, შტრაიკბრეხერი წყარო: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
6.30 კაპოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. capote 1. სხვადასხვა მექანიზმის ასახდელი საფარი ლითონისა - მტვრის, სინესტისა და მისთანათაგან დასაცავად. 2.მოძვ. ქალის საშინაო კაბა; ხალათი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.31 კარნავალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. carnaval ღია ცის ქვეშ გამართული სახალხო დღესასწაული-მასკარადი ცეკვა-თამაშით და სხვა გართობით (ჩაისახა და განვითარდა იტალიაში). იხ. აგრეთვე: მასკარადი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.32 კარნიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Karnies 1. ჰორიზონტალური შვერილი - შენობის კედლის (ან კარის, სარკმლის) თავზე. 2. არქიტ. ანტაბლემენტის ზედა ნაწილი. იხ. აგრეთვე: ანტაბლემენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.33 კარპათოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კუნძულია კრეტის მახლობლად (აწინდელი სკარპანტო) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
6.34 კასანდრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროელი დედოფალი, პრიამოსისა და ჰეკაბეს ასული. მისნობის ნიჭი კასანდრას აპოლონმა უბოძა, ლამობდა რა თავი შეეყვარებინა მშვენიერი ქალწულისათვის. მაგრამ კასანდრამ უკუაგდო ღვთაების ტრფობა. მაშინ აპოლონი განრისხდა და დასაჯა იგი, ისე ჰქნა, რომ აღარავის სჯეროდა მისი წინასწარმეტყველების. კასანდრამ პირველმა შეიცნო პარისი, როდესაც მეფისწული ტროაში გამოცხადდა და სურდა მოეკლა, რათა ქვეყანა განადგურებისაგან ეხსნა, მაგრამ ვერ მოკლა. შემდეგ სცადა დაერწმუნებინა პარისი, არ მოეყვანა ცოლად ელენე, მაგრამ ამაოდ. სწორედ კასანდრა ევედრებოდლა ტროელებს, არ შემოეტანათ ტროაში მზაკვრული ძღვენი – ხის ცხენი, მაგრამ ისევ და ისევ არ ირწმუნეს მისი მისნობა. ტროას დაღუპვის ღამეს კასანდრა თავშესაფარს რომ ეძიებდა ათენას საკურთხეველთან, აიასმა (ოილევსის ძემ) შეურაცხყო. ხოლო როდესაც გაიმარჯვეს აქაველებმა, მეფის ასული ნადავლად ერგო აგამემნონს. მიკენის სამეფო სასახლეში აღმოჩენილი კასანდრა წინასწარ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას. და მართლაც, კლიტემნესტრამ და ეგისთოსმა იგი აგამემნონთან ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს. ძველ საბერძნეთში დასტურდება კასანდრას კულტის არსებობა, რომელიც ადგილობრივი გმირი ქალის ალექსანდრას კულტთან გაერთიანდა. მისნურ ექსტაზში შემაძრწუნებელი მომავლის მხილველი დედოფლის ტრაგიკული სახე აღიბეჭდა ესქილეს „აგამემნონსა“ და ევრიპიდეს „ტროელ ქალებში“. ხოლო ძვ.წ. III საუკუნის პოეტის, ლიკოფრონის პოემაში „ალექსანდრა“ წარმოდგენილია მითოსის გვიანი ვერსია, სადაც პრიამოსი ბრძანებს, გონებაარეული კასანდრა ჩაკეტონ დარბაზში და მიუჩინონ მცველი, რომელიც ჩაიწერს მის ნამისნევს. მოგვიანებით კასანდრას მითოსს სხვა მწერლებიც (შილერი, კუხელბეკერი, მაიკოვი) მიმართავენ. თანამედროვე სამყაროში კასანდრად მოიხსენიებენ იმ ადამიანს, რომელიც ხედავს მომავლის საშინელებას, მაგრამ მისი თავიდან აცილების ძალა არ შესწევს. ვერც სხვას არწმუნებს თავისი ხილვის სიმართლეში. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ჰებუქა წყარო: ბიბლიოვიკი კასანდრა
![]() |
6.35 კასტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალური ნორმებით, სპეციფიკური ტრადიციებით, ქცევით, ცხოვრების სტილით, ურთიერთდახმარებით, ტანსაცმლით, საკვებითა და სხვა თავისებურებებით დაკავშირებული, საერთო შთამომავლობით გაერთიანებულ ადამიანთა (ხშირად – ეთნიკური) ჯგუფი. კ–ის შემადგენლობაში შედის ენდოგამიური თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ნათესაურუ ჯგუფები, ჩამოყალიბებული წარმომავლობის, საერთო საქმიანობის და თავისი წევრების უფლებრივი მდგომარეობის საფუძველზე; კ. იერარქიულად აგებულ სისტემაში ჩართული სოციალური სტრატიფიკაციის ფორმაა, განკერძოებული და დახშული (დახურული) სტრატაა, რომლის წევრობაც დადგენილია; კონტაქტები სხვა სტრატებთან შეზღუდულია, მობილურობა კი – თეორიულად გამორიცხული. ყოველი კ–ის წევრებს მხოლოდ ერთი ტიპის საქმიანობის უფლება აქვთ, თუმცა, საბოლოოდ, კ. მაინც არაეკონომიკური კრიტერიუმებით იქმნება. კ. ძალზე მკვეთრადაა გამოხატული ინდოეთში, სადაც ჯგუფისადმი კუთვნილება მემკვიდრეობითია და შესაძლოა ადამიანმა ვერასოდეს შეიცვალოს. ფართო გაგებით, კ. გულისხმობს საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის განკერძოებულობას, დახშულობასა და ჯგუფურ პრივილეგიებს. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.36 კასტანიეტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ესპ. castanetas ლათ. castanea – წაბლი ესპანეთში, სამხრ. იტალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული დასარტყამი მუსიკალური საკრავი. შედგება ნიჟარის ფორმის ხის (ან პლასტმასის) 2 წყვილი ფირფიტისაგან. თითოეული წყვილი ზონრის მარყუჟით არის შეერთებული. კ-ის რიტმული დარტყმა ჩვეულებრივ ხალხ. სიმღერებსა და ცეკვებს ახლავს. კ. ორკესტრის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
6.37 კასტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზეესისა და ლედას ძე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, პოლიდევკე, ზევსი, დიოსკურები წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.38 კატაკლიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. cataclysm ბერძნ. kataklysmos წყალდიდობა, წარღვნა გამანადგურებელი გადატრიალება, მოვლენა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.39 კატასტროფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. katastrophe ინგლ. catastrophe ბერძნ. katastrophe - მოსახვევი, საქმისთვის გადამწყვეტი მომენტი 1. უბედური, ტრაგიკული შედეგის მქონე შემთხვევა; 2. პლანეტის ისტორიაში გლობალური შედეგის მქონე მოულოდნელი და მასშტაბური მოვლენა. იხ. აგრეთვე: ტრაიბალიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.40 კატაფატიკური ღმრთისმეტყველება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოფატიკურ შემეცნებაზე დაბლა, ღმრთის მრავალფეროვან გამოვლინებათა და ენერგიათა მიხედვით, დგას კატაფატიკური შემეცნება ღმრთისა. აპოფატიკისაგან განსხვავებით, კატაფატიკა ამტკიცებს, რომ ღმერთი არის ბრძენი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადძლიერი, წმიდა, მართალი, სიყვარული, სიკეთე და სხვ. წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვით, ღმრთის ქმნილებებსა და მსოფლიო განგებულებაში, როგორც სარკეში, ჩანს უსაზღვრო სიკეთე, სიბრძნე და ძალა ღმრთეებისა. ღმრთის ამ გამოცხადებას წვდება ჩვენი გონება და ნაწილობრივ მის საიდუმლო შინაარსსაც იგებს. შექმნილ არსებათა ყოფიერების აზრსა და საიდუმლოში შეღწევით მათი შემოქმედის ჭვრეტაც შესაძლებელი ხდება. კატაფატიკის მწვერვალზე, ზღვარზე საიდუმლო (აპოფატიკური) ღმრთისმეტყველებისა, სუფევს უდიდესი საიდუმლო წმიდა სამების ყოფიერებისა. მოღვაწეთა მიერ ეს საიდუმლო სულიერად განიცდება როგორც სამბრწყინვალე ნათლით გაცისკროვნება და როგორც „დაუვიწყარი ხილვა“, რომელიც მათ ღმრთის შემეცნებასთან უშუალოდ აახლოებს. აპოფატიკურ და კატაფატიკურ ღმრთისმეტყველებათა შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. ეს ურთიერთდაკავშირებული ორი გზაა. კატაფატიკური გზა აპოფატიკური შემეცნებისთვის საყრდენს წარმოადგენს. იხ. აგრეთვე: აპოფატიკური ღმრთისმეტყველება წყარო: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
![]() |
6.41 კატეგორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. katēgoria – აზრის გამოთქმა, მსჯელობა 1.ფილოს. ლოგიკური ცნება, რომელიც ასახავს მატერიალური სამყაროს მოვლენათა საერთო თვისებებსა და ურთიერთკავშირს. 2. ერთგვარ საგანთა, მოვლენათა, ადამიანთა ჯგუფი; თანრიგი. იხ. აგრეთვე: ფორმა, ლოგიკა, ფილოსოფია, სერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.42 კაუზატივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. causa "მიზეზი" იხ. აგრეთვე: კაუზატიური ზმნა წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
6.43 კაუზატიური ზმნა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გრამატ. ზმნა, რომლითაც გამოხატულია არა უშუალოდ ზმნის სუბიექტის მოქმედება, არამედ მოქმედება სხვა პირის მეშვეობით; შუალობითი ზმნა. კაუზატიური ზმნებია:აკეთებინებს, აწერინებს და მისთ. იხ. აგრეთვე: კაუზატივი წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
6.44 კაჭრობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გველის ჴმიანობა, გველის ყიყინი წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
![]() |
6.45 კეგლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Kegel 1. ერთგვარი თამაშობა - ხის ბურთს აგორებენ, რომ მოარტყან და წააქციონ გარკვეული წესით განლაგებული ბოთლის მოყვანილობის ხისავე ფიგურები. 2. ამ თამაშობისათვის საჭირო ხის ფიგურები. 3. პოლიგრ. იგივეა, რაც კეგელი. იხ. აგრეთვე: ბოულინგი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.46 კეინზი ჯონ მეინარდ (1883–1946) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ჯონ მეინარდ კეინზი
![]() |
6.47 კეის-ისტორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. CASE STORY ტექსტის ტიპი PR-ში, ეგრეთ წოდებული „ისტორია - შემთხვევა“. საინფორმაციო საბაბად აქ გვევლინება პოზიტიური ან ნეგატიური გამოცდილება პროდუქტის მოხმარებაზე ან კომპანიის მომსახურებაზე. მისი ფუნქციაა კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, რომელიც აქტუალურია სხვებისთვისაც. კეის-ისტორიებს სიამოვნებით ბეჭდავენ საქმიანი და სპეციალიზირებული გამოცემები, რადგან ამ მასალებს გააჩნიათ რაღაცით გამორჩეული საგანმანათლებლო ასპექტი, ხოლო გამომცემლობა კი - როგორღაც ეხმარება თავის მკითხველს, მსგავსი პრობლემებიდან და სიტუაციებიდან თავის დასაღწევად. იხ. აგრეთვე: PR წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
![]() |
6.48 კეკროპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ათენი. კეკროპსი ათენის უძველესი მეფე და აკროპოლისის დამაარსებელი იყო. სინონიმი: ათენი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.49 კენტავრები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოსური არსებები. ტყის დემონები. ნახევრად კაცნი, ნახევრად ცხენნი. საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, კენტავრები იქსიონის და ნეფელეს ჩამომავლები იყვნენ. პირველი კენტავროსი მაშინ იშვა, როდესაც იქსიონმა ჰერას ცდუნება მოისურვა, რის გამოც განრისხებულმა ზევსმა მას ზეცის დიდი ქალბატონის სახით ღრუბელი (ნეფელე) შეუგზავნა თალამოსში. თავდაპირველად კენტავრები თესალიაში ბინადრობდნენ ეტესა და პელიონის მთაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ლაპითთა მეფეს, პირითოოს, ნაწილი გაანადგურეს ლაპითებმა, დარჩენილი ნაწილი კი გააძევეს ეპიროსის სამანებისაკენ. ცხენკაცები პინდოსზე დასახლდნენ. ზოგი მათგანი დიონისეს ეახლა და მის სამსახურში ჩადგა. თესალიაში მხოლოდ ერთი ბრძენი კენტავროსი – ქირონი დარჩა, რომელსაც ყველა დიდ პატივს მიაგებდა. მან მრავალი გმირი აღზარდა. დამარცხებულმა კენტავრებმა მტრობა გულში ჩაიდეს, ბედს არ შეჰგუებიან და მცირე ხნის შემდეგ თავს დაესხნენ ლაპითებს, რომლებმაც ამჯერად ვეღარ მოახერხეს გამკლავებოდნენ მომხდურთ. კენტავრებმა მათი უმეტესობა ამოჟლიტეს. გადარჩენილებმა მთას შეაფარეს თავი, მაგრამ იქაც არ დააყენეს. ბოლოს ლაპითები მალეას კონცხზე გადაიხვეწნენ. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო აგრეთვე ამბავი ჰერაკლესა და კენტავრთა ბრძოლაზე. ყველაზე ცნობილ ცხენკაცთა შორის ასახელებენ ქირონს, ფოლოსს, ევრიტიონსა და ნესოსს. მათგან ქირონი სიბრძნეს განასხიერებდა, ფოლოსი – კეთილმოსურნეობას. ევრიტიონი და ნესოსი კი, მტრულად განწყობილი გმირები იყვნენ. მითოსი კენტავრებზე რელიგიის განვითარების ტოტემურ საფეხურს უნდა ასახავდეს. შესაძლოა, ამბები ამ ცხენკაცებზე აღმოცენდა თესალიელთა იმ ტომის გავლენით, რომლის მამაკაცებიც თურმე მუდამ ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი. ცნობებს კენტავრებზე ვხვდებით ჰომეროსთან, სოფოკლესთან, ევრიპიდესთან, ოვიდიუსთან და სხვა ავტორებთან. ანტიკური ხანის მოქანდაკენი და მხატვრები მათ ხშირად წარმოსახავდნენ. მითი: თესალიის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ ძლევამოსილი ლაპითები და ცხენკაცი კენტავრები. ლაპითების მეფეს – პირითუსს ერთხელ ქორწილი ჰქონდა. იგი ქორწინდებოდა ლამაზ ჰიპოდამიაზე. ცხენკაცი კენტავრები ევრიტიონის წინამძღოლობით მექორწინე ლაპითებს თავს დაესხნენ და ჰიპოდამიას მოტაცებას ლამობდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მამაცმა ლაპითებმა კენტავრები გაჟლიტეს და ჰიპოდამია გადაარჩინეს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, ლაპითები წყარო: ბიბლიოვიკი კენტავრები
![]() |
6.50 კენჭისყრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არჩევნების ჩატარების ამ მეთოდს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მკაფიოდ პირველად დაფიქსირებულია ჯერ ძველ საბერძნეთში და შემდეგ ძველ რომში. კ-ის ინსტიტუტის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი შუა საუკუნეების იტალიურ ქალაქ-რესპუბლიკებს უკავშირდება. არსებობდა ვენეციის დოჟის საარჩევნო კ-ის ძალზე დეტალური განაწესი. ბოლოს, არჩევნებში კ-ის წესი კონსტიტუციურად განისაზღვრა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. პოლიტიკურ მეცნიერებებში არჩევნები სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლება: ა) ხმის მიცემის პროცედურის სპეციფიკა; ბ) ამომრჩეველთა ქცევა არჩევნების პერიოდში, და ბოლოს, გ) კონკრეტული სახის არჩევნების (მაგ., არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში) სპეციფიკის შესწავლა. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.51 კეპკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. кепка კეპი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი კეპკა (ბარბარიზმი)
![]() |
6.52 კერავნიის მთები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ილირიის მთები (აწინდელი კიმარა) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
6.53 კერკირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იგივე კუნძული მაკრისი (კორფუ). აქ ფეაკები ცხოვრობდნენ იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI, მაკრისი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.54 კერძო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ცალკეული პირის კუთვნილი 2. რასაც არა აქვს სახელმწიფოებრივი ხასიათი 3. პირადი 4. ცალკეული, ცალკე აღებული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.55 კვალიფიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. qualitas და facio – თვისება და ვაკეთებ 1. საგნის ან მოვლენის განსაზღვრა მისი თვისების, თავისებურების მიხედვით; შეფასება, დახასიათება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე კვალიფიცირება). 2. რაიმე საქმიანობისათვის, პროფესიისათვის ვისიმე მომზადების ხარისხი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.56 კვალიფიციური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მაღალი კვალიფიკაციის (მნიშვ. 2) მქონე; დახელოვნებული, დაოსტატებული. 2. რაც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს; მაღალხარისხოვანი. კვალიფიკაცია იხ. აგრეთვე: პროფესორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.57 კვარტალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Quartal 1. წელიწადის მეოთხედი (სამი თვე). 2. ქალაქის ნაწილი, რომელიც მოქცეულია ოთხ ქუჩას შორის. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.58 კვარტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. quartetto 1. ოთხი მომღერლის ან ოთხი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი; 2. ოთხი საკრავის ან ოთხი მომღერლისათვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.59 კვინტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. quintetto 1. ხუთი მომღერლის ან ხუთი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი; 2. ხუთი საკრავის ან ხუთი მომღერლისათვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.60 კვორუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Quorum (preasentia sufficit) – დასწრება საკმარისია ინგლ. quorum დამსწრეთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია, რათა ამა თუ იმ ორგანოს (პარლამენტის, მთავრობის, კომიტეტის, საბჭოს სხდომა და ა.შ.) გადაწყვეტილება სამართლიანად იქნეს მიჩნეული. კვორუმის რაოდენობა განსაზღვრულია აქტით ან ორგანიზაციის წესებით. როგორც წესი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მაღალი კვორუმია დადგენილი. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.61 კვოტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. quota ლათ. quota თითოეულის წილი 1. რისამე დადგენილი წილი, მიღებული ნორმა, დასაშვები რაოდენობა; 2. გადასახადის რაოდენობა, რომელიც წესდება თითოეულ დასაბეგრ ერთეულზე. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.62 კიანეს კლდეები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითიური მოძრავი კლდეები ბოსფორის სრუტისა და ევქსინის პონტოს ყელში იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.63 კიბელა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიგიის ქალღმერთი იგულისხმება ქალღმერთი რეა ანუ კიბელა. მას ფრიგიის ქალღმერთი იმიტომ ეწოდება, რომ მც. აზიური „დიდი დედის“ (magna mater) კიბელას კულტი აირია ბერძნულ რეას კულტთან; რეა კიბელას იდენტურად ჩაითვალა სინონიმი: რეა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.64 კიბელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიგიული ღვთაება. დიადი დედა. დედა ყოველი სულდგმულისა დედამიწაზე. მომაკვდავი ბუნების გამაცოცხლებელი და ნაყოფიერების მიმნიჭებელი ქალღმერთი.
ამბობდნენ, რომ კიბელე მთათა მწვერვალებზე ბინადრობდა, ხოლო მის ეტლში ლომები და ჯიქები იყო შებმული. მითოსი გვამცნობს, რომ კიბელეს შეუყვარდა თურმე გასაოცარი სილამაზით დაჯილდოებული ფრიგიელი ჭაბუკი ატისი, ხოლო როდესაც ამ ყმაწვილმა გადაიყვარა ქალღმერთი და განიზრახა მოკვდავი შეერთო ცოლად, კიბელე თავად მოევლინა მექორწინეებს და უკლებლივ ყველა გააგიჟა, გონი წარსტაცა. გაშმაგებული ატისი მთებში გაიჭრა, თავი დაისაჭურისა და გარდაიცვალა. მის პატივსადებად კიბელემ დააწესა სამგლოვიარო რიტუალი, რომელსაც მთავარი როლი ეკისრებოდა ამ ღვთაების ორეგიასტულ მისტერიებში. კიბელეს კულტი ფართოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში და შედარებით ადრე შეერწყა ბერძნული ღვთაების, რეას კულტს. რომში კიბელეს კულტმა ნაყოფიერების ადგილობრივი ქალღმერთის ოპსის კულტი შეიერთა. ელინისტურსა და რომაულ სამყაროში კიბელეს თაყვანისცემის ცენტრი იყო ქალაქი პესინუსი, რომელიც მცირე აზიის გალატიაში მდებარეობდა. ძვ.წ. 25 წელს ეს მხარე რომის პროვინციად იქცა. ამიტომ რომში კიბელეს ქურუმებს გალებს, ხოლო უზენაეს ქურუმს – არქიგალუსს უწოდებდნენ. კიბელეს სახელზე პალატინუმის ბორცვზე აღმართული იყო ტაძარი. გაზაფხულობით კი რომაელები კიბელესა და ატისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ზეიმობდნენ. სინონიმი: კიბელა იხ. აგრეთვე: ნადიმი, კორიბანტი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის : [3 წიგნად]. [თბილისი] : ბაკმი, 2006.
![]() |
6.65 კიბერნეტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kybernētikē (technē)– მართვის ხელოვნება მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისათვის; შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა ნ. ვინერმა (Wiener, 1894-1964) 40-იანი წლების ბოლოს. იხ. აგრეთვე: კომუნიკაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.66 კიბერფემინიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურული ჟანრი, რომელიც მხატვრული (უფრო ხშირად, ფანტასტიკური) ლიტერატურის ფარგლებში თავისუფლად მსჯელობს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის პრობლემებზე, სოციალურ ეგალიტარიზმზე. კიბერფემინიზმი ვირტუალურ დონეზე ებრძვის სექსიზმს და ამყარებს ისეთ საზოგადოებრივ წყობას, სადაც იმთავითვე გამორიცხულია რომელიმე სქესზე დომინირების პრაქტიკა. იხ. აგრეთვე: ფემინიზმი, ლიტერატურა, ჟანრი, ფანტასტიკური, ვირტუალური, დომინირება, ეგალიტარიზმი წყარო: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
![]() |
6.67 კიდათენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ატიკური ფილის - პანდიონისის ერთ-ერთი დემოსი, რომელიც ათენის ფარგლებში შედიოდა და აკროპოლისის სამხრეთით მდებარეობდა. იხ. აგრეთვე: ნადიმი, აკროპოლისი, არისტოდემოსი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.68 კინემატოგრაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kinēma (kinēmatos) და graphō – მოძრაობა და ვწერ აპარატი მოძრავი ობიექტების გადასაღებად შუქმგრძნობიარე ფირზე, აგრეთვე მოძრავ გამოსახულებათა მისაღებად ეკრანზე. იხ. აგრეთვე: კინემატოგრაფია, კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.69 კინემატოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. კულტურისა და სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც ახორციელებს კინოფილმების წარმოებას და მაყურებლისათვის მათ ჩვენებას; 2. კინოხელოვნება. იხ. აგრეთვე: კინემატოგრაფი, კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.70 კინესთეზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. кинестезия ბერძნ. Kinesis-მოძრაობა, aisthēsis-შეგრძნება, გრძნობა მდგომარეობა, ახასიათებს სივრცეში სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების მდებარეობას და გადაადგილების, მოძრაობის მიმართულების და სიფართის, გარეშე საგნების წინააღმდეგობის და სიმძიმის აღქმა. ხორციელდება პროპრიოცეპტორებიდან წამოსული იმპულსების საშუალებით. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის მიერ სხვადასხვა მდებარეობაში წონასწორობის შენარჩუნებაში სინონიმი: მგრძნობელობა კუნთოვანი, მგრძნობელობა კუნთ-სახსროვანი წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4
![]() |
6.71 კინტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძველ თბილისში - ხელზე მოვაჭრე; გამოირჩეოდა თავისებური ჩაცმულობით, მოსწრებული სიტყვა - პასუხით. (გადატანით) ცუღლუტი, მასხარა, ლაზღანდარა. იხ. აგრეთვე: ყარაჩოღელი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.72 კიპსეკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. სასაჩუქრედ გათვალისწინებული მდიდრული, გრავიურებით მორთული გამოცემა XIX საუკუნის დასაწყისში. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, უვრაჟი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.73 კირბები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით კირბები მაღალი ბოძებია, სხვადასხვა წარწერების შემცველი. ლექსიკოგრაფი სვიდა (X საუკ. ქ. შ.) გადმოგვცემს: „კირბები სამწახნაგა დაფებია ქვისაგან აღმართულ სვეტებზე მიკრული. ამ დაფებზე სასულიერო და საერო კანონები იწერებოდა“. თუ საიდან აიღო ცნობა კოლხეთში კირბების არსებობის შესახებ აპ. როდოსელმა, ჯერჯერობით გაურკვეველია ცნობა კირბების შესახებ პირველად აპ. როდოსელთან გვხვდება. არგოსის სიტყვები, რომ კოლხებს მამებისაგან დანაწერი კირბები აქვთ, კოლხთა კულტურის მაუწყებლად უნდა ჩაითვალოს და ჩვენში ანტიკური ხანის დამწერლობის არსებობაზე მიუთითებს. საფიქრებელია, კოლხებს, თუ არგონავტების მითის შექმნის ხანაში არა აპ. როდოსელის დროს ჰქონიათ წერილობითი ძეგლები სამანძილო კირბების სახით, რომელთაც კარტოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდათ. კარლ რიტტერი წერს: „კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივდიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი, ბევრად უფრო ადრე, ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის“. აპ. როდოსელის ცნობიდან კირბების შესახებ ირკვევა, რომ ბერძნებს კოლხები მაღალი კულტურის მქონე ხალხად ჰყოლიათ წარმოდგენილი. ამას „არგონავტიკის“ სხვა ადგილებიც ადასტურებს (მაგ. აიეტის სამეფო კარის აღწერა) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.74 კირილიცა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. кириллица ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი (ორიდან), რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს; სლავთა განმანათლებლის კირილეს (მე-9 ს.) სახელიდან, რომელმაც შეადგინა სლავური ანბანი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.75 კირკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. circea გრძნეული ნიმფა, რომელიც კუნძულ აიაიაზე იყო დავანებული. ჰელიოსისა და პერსეს ასული. აიეტისა და პასიფაეს და. მედეას მამიდა, კოლხი. ჰომეროსის თანახმად, აიაია არის კუნძული, „სადაც აისზე შობილი ეოსის სასახლე და საფერხულო ადგილია და სადაც ჰელიოსი იწყებს აღმოსვლას“. ამ დიდებულ კუნძულზე ცხოვრობს მშვენიერი და გრძნეული კირკე. როდესაც ოდისევსი თავისი ხომალდით მიადგება ამ კუნძულს, მის დასაზვერად გაგზავნის რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კირკე ღორებად გარდასახავს. ჰერმესი, ღმერთების მაცნე, ოდისევსს ურჩევს, თუ როგორ დაიმორჩილოს კირკე. გმირი ჯადოსნური მცენარის, მოლის ძირების მეშვეობით თავს დააღწევს კირკეს გრძნეულებას, კეთილად განიწყობს ქალღმერთს და ისიც მის მეგობრებს ადამიანის სახეს დაუბრუნებს. ერთი წელი ნეტარებდა ოდისევსი აიაიაზე და როდესაც სამშობლოს სევდა შემოაწვა, კირკემ მას უკან დასაბრუნებელი გზა ასწავლა. ოდისევსსა და გრძნეულ ნიმფას დაებადებათ ვაჟიშვილი, რომელსაც ტელეგონოსს (ან ლატინუსს) შეარქმევენ. კირკეს სახე არგონავტების მითოსშიც ჩნდება. როდესაც ხომალდი „არგო“ კოლხთა დევნას თავს დააღწევს, ერთ მშვენიერ დილას მიადგება აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც აიეტის და – კირკე სახლობდა. თავად კირკე კი, საშინელი სიზმრით აღელვებული, განთიადის დადგომისთანავე სანაპიროზე გასულიყო თმის და სამოსის განსაწმენდად. მას თან ახლდა უჩვეულო ნადირთა გუნდი: ცხოველებს სხეულის ასონი აღრეულად ჰქონდათ შეერთებული. კირკემ თვალი მოჰკრა თუ არა გმირებს, ხელით ანიშნა, მას გაჰყოლოდნენ. მაგრამ იასონის ბრძანებით, ყველა ხომალდთან დარჩა. თავად კი მედეას თანხლებით დაედევნა მას. როდესაც სასახლის დარბაზში შეაბიჯეს, დედოფალმა მათ სავარძელი შესთავაზა. კირკე გრძნეული იყო და უმალ შეიცნო, რომ მის წინ მკვლელები იდგნენ (მედეამ ხომ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა აფსირტოსი, რომლის ასო-ასო აკუწული სხეული ზღვის ზვირთებს მისცა, რათა კოლხთა დევნა შეენელებინა). არგონავტებს ზევსი მფარველობდა და მისი ბრძანებით კირკემ მაინც აღასრულა მათი განწმენდის რიტუალი. შემდეგ ვინაობა გამოჰკითხა. როგორც კი მედეამ ძირს დახრილი თვალები გაუსწორა კირკეს, მან თვალთა სხივით უმალ შეიცნო ჰელიოსის ბადიში, თავისი ძმისშვილი, რომელსაც ასე მიმართა: „საზარელი რამ ჩაგიდენია და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას. მაგრამ ჩემი ახლობელი ხარ და ჩემგან ელი შეწყალებას. მე ვერ გაგწირავ, მაგრამ გამშორდი და დაედევნე ამ უცხოელს. ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“. აი, ასე შთამბეჭდავად წარმოადგინა კოლხი კირკეს სახე ბერძენთა ფანტაზიამ არგონავტებისა და ტროას მითოსში. საგულისხმოა, რომ ჰომეროსი კუნძულ აიაიას აღმოსავლეთში ათავსებს, სხვა ავტორები კი – დასავლეთში. ისინი კირკეს კუნძულს ტირსენიელების (ეტრუსკთა) მიწას უკავშირებენ, სადაც ჰელიოსმა თავისი ასული კოლხიდადან გადაიყვანა (აიაია). აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრება კოლხი კირკეს ეტრურიასთან კავშირის თაობაზე, რაც მეცნიერებს ეტრუსკულ-ქართველური ურთიერთობების კვლევის საფუძველს აძლევს. სინონიმი: ცირცე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII, ნიმფა, ცირცე წყარო: ბიბლიოვიკი კირკე
![]() |
6.76 კლავიატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Klaviatur ლათ. clavis - გასაღები მუსიკალურ საკრავებში გარკვეული თანამიმდევრობით განლაგებულ ბერკეტთა და კლავიშთა ერთობლიობა. შედგება კლავიშებისაგან. კ. პირველად XII ს-ში გამოიყენეს ორგანზე, ხელის კლავიატურის გარდა (მანუალები), ფეხის კლავიატურა-პედალიც ჰქონდა. ენაკინ-კლავიშიანი მუს. საკრავების კ-ს ღილაკები განლაგებული აქვს გრიფსა და კორპუსზე. სასულე საკრავების კ-ს ზოგჯერ კლაპანისა და ვენტილის მექანიზმსაც უწოდებენ. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
6.77 კლავიში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლონ. klawisz ლათ. clavis - გასაღები ფორტეპიანოს, აკორდეონის ფირფიტა, რომელზედაც აჭერენ თითს ხმის გამოსაცემად. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
6.78 კლაროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, პიანი, დელოსი, პითონი, ლიკია, ქსანთე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.79 კლასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციოლ. ლათ. classis – თანრიგი 1. "კლასები ეწოდება ადამიანთა დიდ ჯგუფებს, რომლებიც განსხვავდებიან მათი ადგილით საზოგადოებრივი წარმოების ისტორიულად განსაზღვრულ სისტემაში, მათი (უმეტეს ნაწილად კანონებში განმტკიცებული და გაფორმებული) დამოკიდებულებით წარმოების საშუალებებისადმი, მათი როლით შრომის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და, მაშასადამე, საზოგადოებრივი სიმდიდრის იმ წილის მიღების წესებითა და მოცულობით, რომელიც მათ განკარგულებაშია" (ლენინი). მაგ., მუშათა კ.; კლასთა ბრძოლა. 2.ლოგ. ერთგვარ საგანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვს გარკვეული თვისება, თვისებრიობა, მიმართება. 3.ბიოლ. მცენარეთა ან ცხოველთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი მსხვილი ერთეული. მაგ., ძუძუმწოვართა კ. 4. დაწყებით და საშუალო სკოლაში: იმ მოსწავლეთა ჯგუფი, რომლებიც ერთად, ერთი პროგრამით სწავლობენ; სკოლის ოთახი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს. 5. კონსერვატორიაში, სამხატვრო სასწავლებელში: მოსწავლეთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს მიმაგრებული პედაგოგი ან რომელიც სწავლობს გარკვეულ საგანს. მაგ., ფორტეპიანოს კ.; ფერწერის კ. 6. რისამე ხარისხი, დონე. მაგ., თამაშის კ. (ფეხბურთში და მისთ.). 7. მომზადების დონე; კვალიფიკაცია. მაგ., პირველი კლასის შოფერი; მაღალი კლასის ფეხბურთელი. 8. მატარებლის ვაგონის ან გემის კაიუტის ტიპი, განსხვავებული მოწყობილობისა და ფასის მიხედვით. 9. გემის ტექნიკური თანრიგი მისი კორპუსის კონსტრუქციისა და მექანიზმების, მოწყობილობის მიხედვით. 10.არითმ რიცხვის სამი მეზობელი თანრიგის ერთობლიობა. მაგ., პირველ კლასს შეადგენენ ერთეულები, ათეულები და ასეულები. 11. საბავშ. თამაშ. - მიწაზე გარკვეული წესით დახაზულ უჯრედებში ასკინკილა დახტიან და სალას აცურებენ; თვით ეს დახატული უჯრედები. იხ. აგრეთვე: კლასიფიკაცია, კლასობრივი ბრძოლა, იდეოლოგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.80 კლასიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. classicus 1. დიდი მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი, მეცნიერი, რომლის შემოქმედება საყოველთაოდ არის აღიარებული და სანიმუშოდ მიჩნეული; 2. მოძვ. ძველი ბერძნული და ლათინური ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, სპეციალისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.81 კლასიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. classic(al) 1. კლასიკოსის, კლასიკოსების მიერ შექმნილი; სრულყოფილი, სანიმუშო; 2. ვინმესთვის ან რამესთვის დამახასიათებელი, ტიპობრივი; შესანიშნავი, საუკეთესო; 3. ძველ ბერძენთა და რომაელთათვის დამახასიათებელი, ანტიკური; ძველი ბერძნული და ლათინური ენებისა და ანტიკური ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებული. იხ. აგრეთვე: ანტიკური, აკადემიზმი, ტიპობრივი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.82 კლასიკური მუსიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე. [1] მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში. ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში (1836) იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ვიკიპედია კლასიკური მუსიკა
![]() |
6.83 კლასიფიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. классификация 1. საგნების, მოვლენების, ცნებების დანაწილება კლასებად, ქვეკლასებად და მომდევნო რიგის წვრილ დანაყოფებად რაიმე ნიშნის საფუძველზე. 2. ბიბლიოთეკურ-ბიბლიოგრაფიული თვალსაზრისით – ბეჭდვითი ნაწარმოებების განკუთვნება ცოდნის ამა თუ იმ დარგის, ქვედარგისა და მომდევნო რინგის დანაყოფებისათვის. იხ. აგრეთვე: კლასი, სისტემა, ტიპოლოგია წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
6.84 კლასიციზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Klassizismus 1. მე-17 ს.-დან მე-19 ს.-ის დასაწყისამდე: მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიკური ნიმუშებისადმი მიბაძვა; 2. განათლების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული და ლათინური ენებისა და ანტიკური კულტურის შესწავლა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.85 კლასობრივი ბრძოლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტი ეკონომიკურ ჯგუფებს შორის, რომელთა ინტერესებიც განსხვავებულია. მარქსისტების აზრით, კ.ბ. არის გამოხატულება იმ ანტაგონიზმისა, რომელიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, კლასობრივი ექსპლუატაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობის არათანაბარი განვითარების შედეგად. ისინი განიხილავენ კ. ბ–ს როგორც სოციალური დინამიკის განმსაზღვრელ ფაქტორს. კლასებს შორის ბრძოლა ვლინდება სხვადასხვა დონეზე – ყოველდღიური ეკონომიკური კონფლიქტებიდან და პოლიტიკურ–იდეოლოგიური დაპირისპირებიდან დაწყებული, მღელვარე რევოლუციებითა და სოციალური რყევებით დამთავრებული. იხ. აგრეთვე: კლასი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.86 კლასტერული ანალიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეთოდიკა ობიექტთა ან ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ერთობლიობაში შეფარდებითი განსხვავება აჩვენოს. მაგ., ბაზრის კვლევის დროს კ. ა. გამოიყენება იმ ადამიანთა ჯგუფების გამოსავლენად, რომელთაც სხვაგვარი მარკეტინგული მიდგომები აქვთ. ყველაზე გავრცელებულია იერარქიული კლასტერირების მეთოდი. „აგლომერაციულ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ქვევიდან) პროცესი მრავალი კლასტერით იწყება. ისეთი მათემატიკური კრიტერიუმის გზით, როგორც ევკლიდეს მანძილია, ობიექტები ან ადამიანები თანმიმდევრობით ერთიანდებიან კლასტერებში. „ანალიტიკურ იერარქიულ კლასტერირებაში“ (ანუ ზევიდან) ერთი კლასტერი მოქმედებს, რომელიც ყველა შემთხვევას შეიცავს. შემდეგ ხდება მისი დაყოფა უფრო მცირე კლასტერებად. კ.ა–ისას მრავალი პრაქტიკული პრობლემა ჩნდება. განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ცვალებადის არჩევას, მანძილისა და კრიტერიუმების ზომებს კლასტერებში სხვადასხვა შემთხვევის გაერთიანებისათვის. შესაძლებელია ყალბი კლასტერის მიღებაც. უმჯობესია რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.87 კლაუზულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. clausula 1. (სამართ.). საგანგებო პირობა, რომელიც შეტანილია ხელშეკრულებაში, ანდერძში და მისთ. 2. რიტორიკაში: წარმოთქმული სიტყვის ბოლო ნაწილი, რომელსაც ორატორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. 3. (ლიტ.). სალექსო ტაეპის ბოლო მარცვლები, რომლებიც მოდის უკანასკნელი მახვილიანი მარცვლის შემდეგ. იხ. აგრეთვე: რიტორიკა, ლიტერატურა, ტაეპი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.88 კლიმატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. klima (klimatos) ამა თუ იმ ადგილის მეტეოროლოგიურ პირობათა ერთობლიობა, ამინდის რეჟიმი; ჰავა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.89 კლიმატოთერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ადგილის კლიმატური პირობების გამოყენება სამკურნალოდ. იხ. აგრეთვე: ფიზიოთერაპია, თერაპია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.90 კლინიცისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ექიმი, რომელიც მუშაობს კლინიკაში და მკურნალობასთან ერთად აწარმოებს მეცნიერულ დაკვირვებასა და გამოკვლევას. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
6.91 კლიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ცხრა მუზათაგანი. თავდაპირველად, როგორც ჩანს, კლიო ჰეროიკული სიმღერის მუზა უნდა ყოფილიყო. კლასიკის პერიოდში კი იგი ისტორიის მუზად შერაცხეს. მისი მუდმივი ატრიბუტია პაპირუსის ან პერგამენტის გრაგნილი. იხ. აგრეთვე: მუზა წყარო: ბიბლიოვიკი კლიო
![]() |
6.92 კოალიცია (პოლიტიკური) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთობლივი მოქმედებების გატარების მიზნით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ან მოძრაობის გაერთიანება. ასეთი გაერთიანება შეიძლება მოხდეს, მაგალითად, არჩევნების დროს, უფრო ხშირად კი მათი წარმომადგენლებისაგან ყალიბდება კოალიციური მთავრობა. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.93 კოგნიტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შემეცნებითი იხ. აგრეთვე: კოგნიტური განვითარება, ინტელექტუალური, იმანენტური წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]
![]() |
6.94 კოგნიტური განვითარება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისხმობს მოსწავლის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას. იხ. აგრეთვე: კოგნიტური, ინტელექტუალური წყარო: კოგნიტური განვითარების თეორია (http://orioniblog.blogspot.com/2011/06/blog-post_4516.html)
![]() |
6.95 კოდექსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. code, codex ლათ. codex - წიგნი განსაზღვრულ (ერთგვაროვან) საზოგადოებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული კანონი (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 9). იხ. აგრეთვე: კოდიფიკაცია და კოდიფიცირება წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.96 კოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. код ცნებათა, იდეათა, მნიშვნელობათა გამომხატველი პირობითი ნიშნების-სიმბოლოების სისტემა, გამოყენებული სხვადასხვა მიზნით (საიდუმლო ცნობის გადასაცემად, პერფობარათზე ინფორმაციის გადასატანად...). იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ცნება, იდეა, სიმბოლო, სისტემა, პერფობარათი, ინფორმაცია წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც. თაფლის ცვარი იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.97 კოდიფიკაცია და კოდიფიცირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. codification ლათ. codificatio; codex და facio - ვაკეთებ სამართლის ცალკეული დარგის კანონთა სისტემაში მოყვანა, ერთ კრებულში (კოდექსში) გაერთიანება. იხ. აგრეთვე: კოდექსი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.98 კოდროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ატიკის უკანასკნელი ლეგენდარული მეფე, რომელმაც თავი დასდო, რათა ტროელთა შემოსევისაგან ეხსნა თავისი ქვეყანა. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, ტროა წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.99 კოლაბორაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
![]() |
6.100 კოლაბორაციონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ფრანგ. collaboration – თანამშრომლობა, ერთობლივი მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში: სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა ფაშისტური ოკუპაციის დროს. იხ. აგრეთვე: კოლაბორაციონისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.101 კოლაბორაციონისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. კოლაბორაციონიზმის მომხრე; სამშობლოს მოღალატე, რომელიც თანამშრომლობდა ფაშისტ დამპყრობლებთან მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში. იხ. აგრეთვე: კოლაბორაციონიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.102 კოლაფსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. collapsus – დასუსტებული, დაცემული გერმ. Kollaps ქვეყნის ეკონომიკაში ან სოციალურ ცხოვრებაში მძიმე კრიზისი, რომელსაც ახასიათებს წარმოების დაცემა, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254] მედ. ლათ. collapsus – ვინც გონება დაკარგა. სისხლის წნევისა და გულის მოქმედების დაქვეითება ერთბაშად, რასაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. იხ. აგრეთვე: რეანიმაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.103 კოლექტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. collectivus – კრებითი, შემკრები ადამიანთა ჯგუფი, ერთობლიობა, რომლებიც ერთ ორგანიზაციაში (საწარმოში) მუშაობენ. ერთი საწარმოს მუშაკთა კოლექტივს, ზოგჯერ შრომით კოლექტივს უწოდებენ. იხ. აგრეთვე: კოლექტიური არაცნობიერი, კოლექტიური უფლებები, კოლექტიური ცნობიერება წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
![]() |
6.104 კოლექტიური არაცნობიერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Collective Unconscious კოლექტიური არაცნობიერის ცნება კარლ გუსტავ იუნგის სახელს უკავშირდება. კოლექტიური არაცნობიერი ეს არის ინდივიდის არაცნობიერი ნაწილი, რომელიც ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული, თანდაყოლილია და საერთოა ადამიანური სახეობის თითეული წარმომადგენლისთვის. იუნგისათვის კოლექტიური არაცნობიერი უნივერსალური ადამიანური მოგონებებისა და ემოციური ხატების საცავი იყო. სწორედ ამით ხსნიდა იგი ადამიანების მიერ პრიმიტული მითების, ხელოვნების ფორმებისა და სიმბოლოების ინტუიტიურ აღქმა/გაგებას და მიიჩნევდა, რომ კოლექტიური არაცნობიერი იყო ლიტერატურის, რელიგიის, ხელოვნების შემოქმედების წყარო თთოეული ადამიანის ფსიქიკაში. კოლექტიური არაცნობიერის უკეთ ასახსნელად იუნგმა არქეტიპის ცნებაც შემოიტანა. არქეტიპი არის ამა თუ იმ, კონკრეტული გამოცდილების ან/და ობიექტის პრიმიტიული სიმბოლური წარმოდგენა და რეპრეზენტაცია. თითოეული არქეტიპი მოიცავს მის შესახებ არსებული აზრებისა და განცდის ასოცირებულ, ინსტინქტურ ტენდენციას. იუნგი თვლიდა, რომ დასავლურმა კულტურამ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სწორხაზოვან მიზეზ-შედეგობრივობასა და სენსორულ ინფორმაციას, რის გამოც ამ კულტურაში მცხოვრები ადამიანები გაუცხოებულები არიან კოლექტიური არაცნობიერის სიბრძნისგან. თუმცა, სიზმრების ანალიზის, რელიგიური მითებისა და სიმბოლოებით შესაძლებელია არქეტიპული მემკვიდრეობის აღდგენა. თავად არაერთი არქეტიპი გამოყო როგორც ისტორიიდან, ასევე მითოლოგიიდან. მაგალითად: მზის, ღმერთის, დედამიწისა და სხვა უნივერსალური სიმბოლების არქეტიპები. აგრეთვე გამოკვეთა მდედრობით და მამრობითი სქესის არქეტიპები. ანიმა მდედრობითი სქესის არქეტიპია და ყველა ქალში დევს ანიმას რეპრეზენტაცია, ამა თუ იმ ხარისხით, ისევე როგორც ანიმუსი - ანუ მამრობითი არქეტიპია საერთო ყველა მამაკაცისათვის. რაც შეეხება მეს, იუნგი თვლიდა, რომ მის არქეტიპს მანდალა წარმოადგენს. მანდალა, ეს არის ჯადოსნური წრე, რომელიც ერთიანობისა და მთლიანობისკენ სწარფვის სიმბოლური რეპრეზენტაციაა. იხ. აგრეთვე: კოლექტივი, კოლექტიური ცნობიერება წყარო: ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში კოლექტიური არაცნობიერი,
![]() |
6.105 კოლექტიური უფლებები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Collective rights ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძლება საუბარი უმცირესობათა უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი (კ.უ-ის ასეთ მაგალითს წარმოადგენს ავტონომიის შექმნის უფლება). ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია სამოციან წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტში შეტანილი 1 მუხლი, რომლის მიხედვითაც „ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება”. ერების უფლებები არ გამომდინარეობს ინდივიდუალური უფლებებიდან - ეს ტიპიური კოლექტიური უფლებებია. საერთაშორისო პაქტში ეს მუხლი პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოხვდა, ადამიანის უფლებებზე საუბრისას კი იგულისხმება არა ერების, საზოგადოებრივი კლასების, ფენების და ჯგუფების, არამედ ცალკეულ პირთა უფლებები იხ. აგრეთვე: კოლექტივი წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ ინგლ. Collective rights კოლექტიური უფლებები ცნობილია, აგრეთვე, როგორც სოლიდარული უფლებები. ეს არის მესამე თაობის უფლებები (იხ. ადამიანის უფლებების კვალიფიკაცია, ადამიანის უფლებათა თაობები). მათი თავისებურება ისაა, რომ ამ უფლებით სარგებლობა ინდივიდს არ შეუძლია დამოუკიდებლად. მხოლოდ ადამიანთა ჯგუფისადმი კუთვნილება აძლევს მას უფლებას, მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ უფლებათა რეალიზებაში. კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს შორის არსებობს მყარი ურთიერთდამოკიდებულება, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიათი ბუნებით. კუ–ს განხორციელებისას არ შეიძლება შეილახოს ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები \\nკუ–ს მიეკუთვნება განვითარების უფლება, უფლება მშვიდობაზე, უფლება კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაზე. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება თვითგამორკვევის უფლება, უმცირესობათა უფლებები და სხვა ( იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ეროვნული უმცირესობანი). წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
![]() |
6.106 კოლექტიური ცნობიერება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიურკემის თანახმად, საზოგადოების სულიერი ერთობა, რომელიც არ არის ინდივიდუალური ცნობიერებათა უბრალო ჯამი; კ.ც. არსებობს ინდივიდუუმებისგან დამოუკიდებლად; სოციალური ფაქტების (ადათები, მორალი, სამართალი, ტრადიციები, ცოდნა და ა.შ.) სახით უძლიერეს გავლენას ახდენს ინდივიდის ცნობიერებაზე. კ.ც. ქმნის მაიძულებელ მორალურ–საზოგადოებრივ გარემოს ქცევისა და აზროვნების ამ საზოგადოებაში გავრცელებული წესების მისაღებად. კ.ც–ის ფორმებია კოლექტიური წარმოდგენები, კოლექტიური გრძნობები. ისინი ყალიბდება ინდივიდებისათვის საერთო გრძნობების, რწმენებისა და ღირებულებების საფუძველზე და ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური წესრიგის საფუძველია. იხ. აგრეთვე: კოლექტივი, კოლექტიური არაცნობიერი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.107 კოლექცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. collectio კრეფა, შეგროვება ერთგვაროვანი საგნების სისტემატიზირებული კრებული, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო, მხატვრული, ისტორიული მნიშვნელობა (მაგ., მინერალების, მცენარეების, ცხოველების, სურათების, მარკების და სხვ. კოლექციები). იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, გრინსტოუნის ბიბლიოთეკა, ციფრული წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.108 კოლოიდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kolla – წებო, eidos – სახე ნივთიერება (ცილა, სახამებელი და სხვ.), რომელიც არ კრისტალდება და რომლის ხსნარი არ გადის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის აპკებში. იხ. აგრეთვე: კოლოიდური, კრისტალი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.109 კოლოიდური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კოლოიდთან დაკავშირებული. მაგ., ნივთიერების კ. თვისება., კ. მდგომარეობა. კ. ხსნარი - სითხე, რომელშიც შეტივტივებულია უწვრილესი, მაგრამ მოლეკულებზე მსხვილი ნაწილაკები. კ. ქიმია - ფიზიკური ქიმიის ნაწილი, რომელიც კოლოიდების თვისებებს შეისწავლის იხ. აგრეთვე: მოლეკულა, კოლოიდი, ქიმია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.110 კოლოკვიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. colloquium – გასაუბრება 1. გამოცდის სახეობა ერთგვარი - მასწავლებლის გასაუბრება სტუდენტებთან. 2. კრება, სადაც ისმენენ და განიხილავენ სამეცნიერო მოხსენებებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.111 კოლონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. colonne 1. შენობაში: მაღალი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ჭერი, თაღი. 2. ძეგლი სვეტის სახით, რომელიც აღმართულია რაიმე ისტორიული ამბის აღსანიშნავად. 3.სამხ. ისეთი მწყობრი, რომელშიც ჯარისკაცები ან ქვეგანაყოფები დგანან ერთმანეთის უკან; კოლონაში მწყობრის სიღრმე მეტია მის სიგრძეზე ან მისი ტოლია. 4. ჯგუფი ადამიანებისა ან მანქანებისა, რომლებიც ერთმანეთის უკან დგანან ან მოძრაობენ. მაგ., დემონსტრანტების კ.; ავტომანქანების კ. მეხუთე კ. - პირთა ჯგუფი, რომელიც ეწევა ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას (ხშირად უცხოეთის დაზვერვის დავალებით) ისეთ ქვეყანაში, სადაც რევოლუციური ან სახალხო-დემოკრატიული რეჟიმია (კონტრრევოლუციური ძალების სახელწოდების მიხედვით; ეს ძალები მოქმედებდნენ რესპუბლიკურ მადრიდში და ეხმარებოდნენ ფრანკისტ მეამბოხეებს, რომლებიც მადრიდს უტევდნენ ოთხი კოლონით). იხ. აგრეთვე: ანტაბლემენტი, მეხუთე კოლონა, დემონსტრაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.112 კოლონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ეს ლათინური ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა რომის იმპერიიდან გამოსულთა მიერ დაარსებულ იმპერიის გარეთა დასახლებას. განსახლების ამგვარი პრაქტიკა რომაელთა მოგონილი არ არის. რომაელებამდე მსგავს დასახელებებს ბერძნული ქალაქ–სახელმწიფოები ქმნიდნენ, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ბერძნულ და რომაულ კ–ებს შორის, რასაც პირველად ადამ სმიტმა მიაქცია ყუადღება. ბერძნული ქალაქ–სახელმწიფოს კ. პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც რომაულ კ–ებზე რომის იურისდიქცია და, შესაბამისად, რომის სამართალი ვრცელდებოდა. ევროპელებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კ–ების დაარსება კულტივაციისათვის ვარგისი მიწების ძიების (იტალიელებმა) ან საქონლის გასაღების ახალი ბაზრების, ისევე როგორც, იაფი ნედლეულის წყაროების მოპოვების (ბრიტანელებმა, პორტუგალიელებმა და ჰოლანდიელებმა) სურვილით დაიწყეს. კ–ების დაარსების სხვა წყაროები იყო ქრისტიანული პროზელიტიზმი და სამხედრო ავანტიურიზმი. სწორედ ამგვარი მოტივები ედო საფუძვლად, მაგ., ესპანეთის კოლონიალურ იმპერიას სამხრეთ ამერიკაში, რომელიც შეიქმნა „ოქროს, ღმერთისა და დიდებისათვის“. იხ. აგრეთვე: კოლონიალიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.113 კოლონიალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იმპერიალიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს სხვა სახელმწიფოს დამორჩილებას და მისი ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენებას დამპყრობელი ქვეყნის (მეტროპოლიის) სასარგებლოდ. წმინდა იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც არ გამორიცხავს სრულ ანექსიასა და ასიმილაციას, კოლონიალიზმი გულისხმობს კოლონიის განცალკევებით არსებობას. კოლონიურ სისტემას საფუძველი ჩაეყარა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, დაახლოებით XVI საუკუნიდან, როდესაც ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტზე ახლად აღმოჩენილი მიწების ათვისება და ამ ტერიტორიებზე მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბება. მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, განსაკუთრებით კი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი, როგორც სისტემა აღარ არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის და ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის იდეების ფართოდ გავრცელების შედეგად, 120-ზე მეტმა ქვეყანამ მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა. თუმცა, ტერმინი ხანდახან მაინც გამოიყენება ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და დამორჩილების პოლიტიკის აღსანიშნავად. იხ. აგრეთვე: ტრაიბალიზმი, კოლონია, იმპერია, იმპერიალიზმი, ლიბერალიზმი, პოლიტიკა წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
![]() |
6.114 კოლონტიტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Kolumnentitel ზოგი წიგნის გვერდის თავზე მოთავსებული წარწერა - წიგნის, ნაწარმოების ან მისი ნაწილის სათაური, ავტორის გვარი და მისთ.; ლექსიკონებში: გვერდის პირველი და ბოლო სიტყვა (ან სიტყვის ნაწილი). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.115 კოლორიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. 1. ფერების შეხამება, რაც ქმნის სურათის, ორნამენტის, მოზაიკის და მისთანების გარკვეულ მთლიანობას, იერს. 2. (გადატანით) რისამე თავისებურებათა ერთობლიობა, იერი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.116 კოლოფონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მყიფე მინისებრი ნივთიერება, რომელსაც იყენებენ წიწვიანი ხეების ფისის გამოხდით. იყენებენ ლაქის, ქაღალდის, საფეიქრო და სხვა წარმოებაში, აგრეთვე ვიოლინოს ხემზე წასასმელად. იხ. აგრეთვე: კანიფოლი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149] რუს. колофон ცნობები ავტორის, მთარგმნელის, გამომცემლის, მბეჭდავის (გადამწერის), გამოცემის (გადაწერის) ადგილის, დროის შესახებ, რაც ხელნაწერებსა და ძველნაბეჭდ წიგნებში ძირითადი ტექსტის ბოლოს იყო მოთავსებული. წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
6.117 კოლხეთი (კოლხიდა) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნულ სამყაროში სახელმა ადრე მოიპოვა ზოგადი, კრებითი მნიშვნელობა და ხშირად აღნიშნავდა შავიზღვისპირაქვეყანას კავკასიონის ქედიდან დაწყებულს ვიდრე დღევანდელ ტრაპეზუნტის რაიონებამდე. საკუთრივ ქართული საისტორიო ტრადიცია ეგრისის (ასე უწოდებდნენ ძველად ადგილობრივ კოლხეთს) მთავარ ქალაქად სახავს ციხე-გოჯს. საწარმოო ძალთა განვითარება, მეურნეობის ყველა დარგის(„მიწათმოქმედება, ხელოსნობა და სხვ.) დაწინაურება, ფულადი მიმოქცევის ინტენსიურობა და სხვ., ხელს უწყობდა კოლხეთის საზოგადოების შიგნით ქონებრივი დიფერენციაციის გაღრმავებას აპ. როდოსელის სქოლიასტის მოწმობით ეთნოგრაფიული ფაქტი კოლხთა პანთეონის შესახებ ჩვენს პოეტს გადმოუღია ზემოთხსენებულ ნიმფოდორეს თხზულებიდან. აპ. როდოსელის ამ ცნობას ადასტურებენ შემდეგდროინდელი ავტორებიც – პარადოქსოგრაფი ნიკოლოზ დამასკელი და კლავდი ელიანე პრენესტელი (II - III საუკ.) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III, პანთეონი წყარო: ინტელექტუალი – თბ.,2010 – №14 – მთავარი რედ.: გიორგი მადუაშვილი
![]() |
6.118 კომბინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. combination გერმ. kombination ლათ. combinatio – შეხამება, შეერთება 1. რაიმეს ურთიერთგანლაგება, შეხამება; 2. რთული ჩანაფიქრის განსახორციელებელი საშუალებების სისტემა; 3. ხრიკი, ეშმაკობა. იხ. აგრეთვე: სისტემა, ჭადრაკი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.119 კომედია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ბერძნ. kōmōdia 1. დრამატული ნაწარმოები, რომელსაც აქვს სასაცილო (გასართობი) ან სატირული სიუჟეტი. 2. გადატ. სასაცილო ამბავი, გასართობი შემთხვევა. 3. გადატ. თვალთმაქცობა, ოინბაზობა. იხ. აგრეთვე: არისტოფანე, დრამატული, ვოდევილი, ოპერეტა, პასტიში, სატირა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.120 კომენტარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. commentarius 1. რაიმე ტექსტის ახსნა-განმარტება. 2. ჩვეულებრივ, მრ.-ში ახსნა-განმარტებითი ან კრიტიკული შენიშვნა, მსჯელობა რისამე თაობაზე. იხ. აგრეთვე: თარგმანება, განმარტება, ტექსტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.121 კომერციული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჭრობასთან დაკავშირებული; სავაჭრო კ. დირექტორი - დირექტორის მოადგილე, რომელიც განაგებს წარმოების მომარაგებას, მისი პროდუქციის გასაღებას და სხვა სამეურნეო-საფინანსო საქმეებს; კ. სიჩქარე - ტრანსპორტის საექსპლუატაციო მუშაობის მაჩვენებელი, მოძრაობის საშუალო სიჩქარე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.122 კომეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. komētēs (astēr) – კუდიანი ვარსკვლავი. ცის სხეული, რომელსაც აქვს ნათელი ზოლებისაგან შემდგარი ერთი ან რამდენიმე კუდი, მზის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული; კუდიანი ვარსკვლავი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.123 კომიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ლათ. რისამე კომიკური, სასაცილო ხასიათი. იხ. აგრეთვე: კომიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.124 კომიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ლათ. 1. კომედიის ხასიათისა. 2. კომიზმით გამსჭვალული: სასაცილო. იხ. აგრეთვე: კომიზმი, პაროდია წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
6.125 კომიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ინგლ. comics – კომიკური, სასაცილო. სახვითი გამოცემის სახე, რომელიც თხრობითი ან დიალოგის ტექსტის მქონე რაიმე თემაზე შესრულებული ნახატების (იუმორისტული, სათავგადასავლო და სხვა) სერიას წარმოადგენს. კომიქსები გამოიცემა წიგნებად ან იბეჭდება გაზეთებსა და ჟურნალებში (ხშირად გაგრძელებებით). იხ. აგრეთვე: დიალოგი, იუმორისტი, სერია, სპოილერი წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
![]() |
6.126 კომპენსაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. compensatia – ანაზღაურება. საზღაური, თანხა, რასაც უხდიან რისამე ასანაზღაურებლად. წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
6.127 კომპეტენტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. competens (competentis) – სათანადო 1. რაიმე დარგის, რაიმე საკითხის სათანადოდ მცოდნე 2. ცოდნაზე დამყარებული; საფუძვლიანი, ავტორიტეტული. მაგ., კ. აზრი 3. კომპეტენციით აღჭურვილი; სრულუფლებიანი. იხ. აგრეთვე: კომპეტენცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.128 კომპეტენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კომპეტენცია ნიშნავს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს. იგი მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას. იხ. აგრეთვე: კომპეტენტური წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118] ინგლ. competence, jurisdiction გერმ. kompetenz ფრანგ. Competence ლათ. competens (competentis)–შესაბამისი, უნარიანი 1. რომელიმე სფეროს მიკუთვნებული საკითხების ჯეროვანი ცოდნა; 2. უფლებამოსილებების, უფლებებისა და ვალდებულებების იურიდიულად განსაზღვრული წრე წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.129 კომპლექსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. complexus – კავშირი, შეხამება საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა, შეხამება. იხ. აგრეთვე: ეპიფორა, ტერმინალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.130 კომპლექტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. completus – სრული გარკვეული დანიშნულებისათვის საჭირო საგანთა სრული რიცხვი, სრული შემადგენლობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.131 კომპოზიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ლათ. compositus სიტყვა, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისაგან (მაგ., და-ძმა, სახლ-კარი, დედისერთა და სხვ.). იხ. აგრეთვე: ანდროგინონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.132 კომპოზიტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. 1. პირი, რომელიც ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებს. 2. პირი, რომელიც ადგენს საჭადრაკო (ან საშაშო) ამოცანებს და ეტიუდებს. იხ. აგრეთვე: ეტიუდი, მუსიკა, ვირტუოზი, ვირტუოზული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
6.133 კომპოზიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. compositio – შედგენა შერწყმა, შედგენა, შეერთება ცალკეული ნაწილისა ერთ მთლიანობაში რაიმე იდეის შესაბამისად. ლიტერატურაში - ნაწარმოების აგება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება, მოვლენათა გადმოცემების თანმიმდევრობა. ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხერხი, რომლის საშუალებითაც მწერალი ახასიათებს მოქმედ პირებს, ასახავს სინამდვილის მოვლენებს ისე, როგორც მას აქვს გააზრებული. სახვით ხელოვნებაში «კომპოზიციას» ხშირად უწოდებენ თავად სურათს, როგორც ორგანულად მთლიანს. იგულისხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში ნახატი, ფერი და სიუჟეტი გამთლიანებულია. ასეთ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ჟანრს მიეკუთვნება სურათი და როგორი მანერითაა შესრულებული - მას უწოდებენ «კომპოზიციას», როგორც ხელოვნების დასრულებულ ნაწარმოებს. მუსიკაში კომპოზიციად იწოდება ნაწარმოების შეთხზვა, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთდამოკიდებულება. იხ. აგრეთვე: ეტიუდი, ლიტერატურა, მუსიკა, ფორმა, ჰარმონია წყარო: მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22788]
![]() |
6.134 კომპრომისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნაწილობრივ კმაყოფილდება საკუთარი და სხვისი ინტერესები, ურთიერთდათმობა; ხდება მხარეების ინტერესების გარკვევა, გამოიყოფა სფერო, სადაც ხდება ინტერესების დამთხვევა; იხ. აგრეთვე: აქცია, ინტერესი წყარო: ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით : თრენინგის მასალები / საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი ; [შემდგ.: მ. ბაქრაძე და სხვ. ; გ. ნოზაძის საერთო რედ.] - თბ. : მერიდიანი, 2000
![]() |
6.135 კომუნიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. comunis – საერთო სიმდიდრის საერთო საკუთრების პრინციპი; კომუნიზმის ცნება ხშირად გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით იმ მოძრაობებისა და რეჟიმის აღსანიშნავად, რომლებიც მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნება. იხ. აგრეთვე: მარქსი კარლ (1818-1883) წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
6.136 კომუნიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ-ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ. კ-ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ-ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ-ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის „კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ.ლუმანის „სოციალური სისტემების თეორია“ და სხვ.). მარტივი კ-ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს: 1. კ-ის ორ მონაწილეს; 2. სიტუაციას ან სიტუაციებს, რომლის გააზრებას და რის გაგებასაც ისინი ესწრაფვიან; 3. ტექსტებს, რომლებიც სიტუაციის საზრისს გამოთქვამენ ენის ან რომელიმე მოცემული სემიოტიკური სისტემის ელემენტებში; 4. ტექსტების მიმართულების მიმცემ მოტივებსა და მიზნებს. კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ-შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ-ის სახეს, რომელშიც მოიაზრება „მე“-ს, სელფის (Self) სხვაში - მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი. კ-ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ-ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს. იხ. აგრეთვე: აქტი, ინფორმაცია, ინფორმატიკა, ინდივიდი, მეხუთე კოლონა, ორგანიზაცია, სპეციალური, სისტემა, სემიოტიკა, სოციალური, სოციოლოგია, პროგრამა, ფორმა, ფსიქოთერაპია, კულტურა, კიბერნეტიკა, ტრადიცია, ტელე-, ელემენტი, ეგზისტენციალი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928- ლათ. comunikare კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "comunikare", რაც ნიშნავს: "გავხადოთ ყველასთვის გასაგები". ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პაუზები, ხმის ინტონაცია და სიმაღლის ცვლილება, სქემა, დიაგრამა, სხვადასხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას, რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას. არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება. ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე. კომუნიკაციური უნარ-ჩვევებია: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია (სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა), სპეციალური ენის ფლობა (სხვადასხვა მეცნიერებების ენობრივი აპარატის ფლობა და სიმბოლოებით ოპერირება). იხ. აგრეთვე: წიგნიერება წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი კომუნიკაცია
![]() |
6.137 კომუნისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კომუნისტური პარტიის წევრი. იხ. აგრეთვე: ბოლშევიზმი, ლენინი, პარტია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.138 კომფორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. comfort კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობების ერთობლიობა; ბინების, საზოგადოებრივი დაწესებულებების, მიმოსვლის საშუალებების (ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი და მისთ.) კეთილმოწყობა. იხ. აგრეთვე: ბაუჰაუზი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.139 კონგენიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. con და genius – ერთად და გონი და სული. ჭკუით, ნიჭიერებით ვისიმე შესაფერი, მსგავსი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.140 კონგრესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. Congressus – შეხვედრა, კრება/ყრილობა ინგლ. congress 1. ჩვეულებრივ საერთაშორისო მნიშვნელობის ყრილობა, შეხვედრა; 2. პარლამენტის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში; 3. ზოგიერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების დასახელება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.141 კონგრუენტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. congruens (congruentis) – თანხვდენილი რაც ერთიმეორეზე დადებისას ერთმანეთს ემთხვევა (ითქმის გეომეტრიულ ფიგურებზე). იხ. აგრეთვე: გეომეტრია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.142 კონდენსაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. condensatio 1. შესქელება, გამკვრივება; დაგროვება (მაგ., ენერგიისა). 2. ორთქლის ან გაზის სითხედ გადაქცევა. სინონიმი: კონდენსირება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.143 კონდიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conditio 1. დადგენილი ნორმა, სტანდარტი, რასაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის საგანი, საქონელი. 2. ვაჭრ. ხელშეკრულების პირობა, რომელიც განსაზღვრავს საქონლის ხარისხს. იხ. აგრეთვე: ნორმა, სტანდარტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.144 კონვენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conventio – შეთანხმება, ხელშეკრულება სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე დადებული ხელშეკრულება იხ. აგრეთვე: ბავშვის უფლებათა კონვენცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.145 კონვერგენციის თეორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იდეა, რომლის მიხედვითაც განვითარებული, დაწინაურებული სახელმწიფოების ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოტენციალის ზრდა გამოიწვევს მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების დაახლოებას და შერწყმას მიუხედავად ისტორიული და იდეოლოგიური განსხვავებებისა. ამ თეორიის მიხედვით, (რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. არონი და ჯ. კ. გელბრაიტი) ეკონომიკური და ტექნოლოგიური ზრდა და მართვის სრულყოფა პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში უზრუნველყოფს კეთილდღეობას, რისი მიღწევისთვისაც ხდება ლიბერალური ეკონომიკისა და სოციალიზმის დადებითი მხარეების დაახლოება და შერწყმა (კონვერგენცია), ხოლო კეთილდღეობის დონეს ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევები განსაზღვრავს. საერთაშორისო ურთიერთობებში კ. თ. ხშირად განიხილება როგორც ტრადიციული რეალისტური მიდგომის ერთ–ერთი ვარიანტი, რომლის თანახმადაც, იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, დიდი სახელმწიფოები ერთნაირად იქცევიან ეროვნული უსაფრთხოებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.146 კონვულსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ლათ. convello – მოვგლეჯ, შევარყევ. კიდურის ან მთელი სხეულის ძლიერი კრუნჩხვა. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.147 კონკორდანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. concordance გერმ. konkordanz ლათ. concordare – შეთანხმებული, შესაბამისობაში მყოფი სიტყვებისა და ცნებების ალფაბეტური ჩამონათვალი, სადაც მიეთითება მოცემულ ტექსტში მათი განლაგება, მნიშვნელობა, აგრეთვე, აღინიშნება სიტყვებისა და ცნებების გამოყენების რაოდენობა. იხ. აგრეთვე: სიმფონია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.148 კონკორდატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. concordatum – თანახმა ვარ რომის პაპის, როგორც კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ხელშეკრულება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ სახელმწიფოში და მის მიმართებას ვატიკანთან. ეს ტერმინი სხვა კონტექსტში შეიძლება გამოყენებული იყოს ძირითადად „შეთანხმების“ აღსანიშნავად. ასეთია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული კ., რომელშიც განსაზღვრულია მათი ურთიერთდამოკიდებულების უმნიშვნელოვანესი საკითხები. კ. შეიძლება შეგვხვდეს არა ეკლესიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის აღმნიშვნელად, არამედ წმინდა პოლიტიკური მნიშვნელობითაც. ასე მაგ., მოიხსენიებენ შვიდი შვეიცარიული კანტონის კ-ს (1832), რომელსაც მიზნად ჰქონდა ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, ქვეყნის ცენტრალიზაცია და ა.შ. იხ. აგრეთვე: კათოლიკური, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.149 კონკრეტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. concrete, specific ფრანგ. concret ლათ. concretus – ხშირი, მჭიდრო, სქელი რეალურად არსებული, ზუსტი და საგნობრივად განსაზღვრული. იხ. აგრეთვე: აბსტრაქტული, რეალური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.150 კონკურენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. concurriens – მოასპარეზე პირი, ადამიანთა ჯგუფი, ფირმა, კორპორაცია, საწარმოები, რომლებიც იდენტური მიზნის მიღწევაში მეტოქეობას უწევენ ერთმანეთს. ეს მიზნებია ერთი და იმავე რესურსების, კეთილდღეობის, ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვების, ერთი და იგივე ან მსგავსი საქონლის (მომსახურების) წარმოების და გაყიდვის, სხვათა მოცულობის შემცირების ხარჯზე თავის სავაჭრო მოცულობის გაზრდისაკენ მისწრაფება. იხ. აგრეთვე: ბრენდი წყარო: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
![]() |
6.151 კონკურენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. concurrentia 1. მეტოქეობა უპირატესობის მოსაპოვებლად რაიმე ასპარეზზე. 2. კერძო მწარმოებელთა ბრძოლა საქონლის წარმოებისა და გასაღების ხელსაყრელი პირობებისათვის (სასაქონლო მეურნეობის დროს); ბრძოლა კაპიტალისტებს შორის რაც შეიძლება მეტი მოგების მისაღებად (კაპიტალიზმის დროს). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.152 კონოტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. connotatio "ერთად" და "აღვნიშნავ" დამატებითი, თანმდევი მნიშვნელობა ენობრივი ერთეულისა წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.
![]() |
6.153 კონსერვატიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. conservatisme (conservatism) ლათ. conservare – დაცვა, შენახვა 1. ყოველგვარი სიახლისადმი წინააღმდეგობა, რაიმეში (პოლიტიკაში, ყოველდღიურ ქცევაში) ტრადიციების განუხრელად, ბოლომდე დაცვა; 2. მემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამი ძირითადი პრინციპიდან - თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა, უპირატესობას თავისუფლებასა და წესრიგს, ხოლო ამ ორიდან, წესრიგს ანიჭებს. იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], 9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
![]() |
6.154 კონსერვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conservatio 1. გაფუჭებისაგან, დაშლისაგან დაცვა სპეციალური დამუშავებით, სპეციალური პირობების შექმნით. მაგ., სამუზეუმო ექსპონატების კ. 2. დაწყებული რისამე შეწყვეტა, რაიმე საქმიანობის შეჩერება გაურკვეველი ვადით. მაგ., მშენებლობის კ. იხ. აგრეთვე: ექსპონატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.155 კონსიგნაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. consignatio "წერილობითი მტკიცება", "დოკუმენტი" საქონლის საზღვარგარეთ საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც მისი პატრონი (კონსიგნანტი) უგზავნის იქ მყოფ თავის კომისიონერს (კონსიგნატორს) საქონლის პარტიებს სარეალიზაციოდ. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989.
![]() |
6.156 კონსოლიდაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. consolidation ფრანგ. consolidation ლათ. consolidatio გამაგრება 1. რაიმეს შემჭიდროება, გამაგრება, დარაზმვა; 2. მოკლევადიანი სახელმწიფო სესხის გრძელვადიან ან უვადოდ გადაქცევის ოპერაცია; 3. დიდ ბრიტანეთში კანონთა სისტემატიზაციის ერთერთი საშუალება: რიგ ძველ კანონთა გაერთიანება ახალ კანონში, რაც მათში შემავალი კანონების შინაარსის დაცვით ხორციელდება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.157 კონსონანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. consonance რამდენიმე ბგერის ჰარმონიული შეხამება; კეთილხმოვანება. ანტონიმი: დისონანსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.158 კონსტიტუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლებს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემას, პრინციპებსა და მექანიზმს, საარჩევნო სისტემის საფუძვლებსა და სხვ. კ. არის ქვეყნის მთლიანი კანონმდებლობის საფუძველი და მას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. ჩვეულებრივ, კ. შემუშავებულია პარლამენტის, ან სპეციალური ორგანოს (დამფუძნებელი კრების, საკუნსტიტუციო კომიტეტის, სათათბიროს) მიერ და მტკიცდება პარლამენტის, დამფუძნებელი კრების მიერ ან რეფერენდუმის საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში კ-ს ადგენენ მონარქები. პრეზიდენტები და ისინივე ამტკიცებენ. ასეთ კ-ებს ოქტრირებულს უწოდებენ. შეცვლის საშუალების მიხედვით განასხვავებენ რბილ და მყარ კ-ებს. მეორე, პირველისაგან განსხვავებით, ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფრო მკაცრ, განსაკუთრებულ წესებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანას საერთოდ არა აქვს კ., როგორც განსაკუთრებული დოკუმენტი (მაგ., დიდ ბრიტანეთს), თუმცა რეალური კონსტიტუციური მოწყობა გამყარებულია სხვა კანონებით. იხ. აგრეთვე: ეკონომიკა, კონსტიტუციური, პარლამენტი, პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.159 კონსტიტუციური მონარქია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო წყობილება, რომლის დროსაც მონარქის ხელისუფლება მეტ - ნაკლებად შეზღუდულია კონსტიტუციით.
იხ. აგრეთვე: კონსტიტუცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.160 კონსტრუქტივიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც უარყოფს ხელოვნების იდეურ შინაარსს და უპირატესად მიმართავს აბსტრაქციებს, გეომეტრიულ ფორმებს. იხ. აგრეთვე: აბსტრაქცია, სოციალური კონსტრუქტივიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.161 კონტამინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. contaminatio - "შერევა" 1. ორი ან რამდენიმე ამბის ერთმანეთში არევა თხრობის დროს. 2. ლინგვ. ახალი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის გაჩენა ორი ერთმანეთთან ახლო მდგომი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის შერწყმით; თვით ფორმა, ამ გზით გაჩენილი. მაგ., "გააწყალა საქმე" ("გააწყალა გული"-სა და "გააჭირა საქმე"- ს ერთმანეთში აღრევით). 3. რადიობიოლოგიაში: გარკვეულ უბანში სიცოცხლისათვის საშიში რაოდენობა რადიოაქტიური ნივთიერებისა. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
6.162 კონტაქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. contactus – შეხება 1. ორი ელექტროსადენის ერთმანეთთან შეხება; ასეთი შეხების ადგილი; მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ შეხებას. 2.გეოლ. ქანების შეხების სიბრტყე. 3. საერთოდ, შეხება; კავშირი, ურთიერთობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.163 კონტეინერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. container 1. სტანდარტული სათავსი (ჩვეულებრივ დიდი ყუთი) შეუფუთავი ტვირთის გადასაზიდად ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობით; მომარჯვებულია მექანიკური დატვირთვა - გადმოტვირთვისათვის. 2. პატარა სათავსი, რომლითაც შეიძლება წვრილ - წვრილი ნივთების გადატანა. იხ. აგრეთვე: სტანდარტული, ტერმინალი, ტრანსპორტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.164 კონტენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. content – შინაარსი სერვერის, ან საინფორმაციო კომპლექსის, ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შიგთავსი: ტექსტი, გრაფიკა, მულტიმედია, რომელთა ჩამოყალიბება ვებ გვერდების სახით, ჰიპერტექსტური მონიშვნის საშუალებით ხდება. კონტენტის არსებითი პარამეტრებია მისი მოცულობა, აქტუალობა და რელევანტობა. იხ. აგრეთვე: გრაფიკა, მულტიმედია, ტექსტი წყარო: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი http://www.medgeo.net/2009/12/23/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98/
![]() |
6.165 კონტენტ–ანალიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მედიის შინაარსის (ინფორმაციის) შესწავლასთან, როდესაც ხდება მისი კლასიფიკაცია ფორმალიზებული პრინციპით. კ.–ა–ის ობიექტი შეიძლება გახდეს გაზეთების, საჯარო გამოსვლების, ტელე და რადიოგადაცემების, ოფიციალური და პირადი დოკუმენტების, ინტერვიუების, ანკეტის ღია კითხვებზე პასუხების და ა.შ. შინაარსი. დასაწყისში მკვლევრები შეიმუშავებენ კატეგორიათა ჯგუფს (სერიას), ე.წ. „საზრისისეულ ერთეულებს“. ეს ის ერთეულებია, რომელთა არსებობა (ან არარსებობა) აინტერესებს მკვლევარს შესასწავლ საინფორმაციო მასივში (მაგალითად, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოსული გაზეთის ნომრებში). „საზრისისეული ერთეულები“ (კატეგორიები) შეიძლება იყოს: პიროვნების განსაზღვრული თვისებები, სოციალური სტატუსი, სპეციფიკური სოციალური ურთიერთობები, ინფორმაციის ავტორის პოზიცია და ა.შ. რამდენადაც ერთი და იგივე საზრისისეული ერთეული შეიძლება გამოიხატოს განსხვავებული ენობრივი ხერხებით, საჭიროა განისაზღვროს ამა თუ იმ კატეგორიის კონკრეტული ემპირიული ინდიკატორები. ბოლოს ხდება აღრიცხვის ერთეულების განსაზღვრა, რაც შეიძლება იყოს: მოხმარებული სიტყვის სიხშირე, სტრიქონების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა მოცემული საზრისისეული ერთეულის აღწერას, საგაზეთო სვეტის მოცულობა, გადაცემის ხანგრძლივობა და სხვ. ეს საშუალებას იძლევა, მიღებულ იქნეს განსაზღვრული რაოდენობრივი მონაცემები, რომლებიც დაექვემდებარება კომპიუტერულ დამუშავებასა და სტატისტიკურ ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს, რა ხასიათის, ღირებულებითი ორიენტაციის, იდეოლოგიის (მსოფლმხედველობის) საინფორმაციო მასალასთან გვაქვს საქმე. კ.–ა–ის პრობლემა ისაა, რომ რთულია როგორც საზრისისეული ერთეულების განსაზღვრა, ასევე გასაანალიზებელი მასალის „მოთავსება“ შესაბამის კატეგორიებში. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.166 კონტექსტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. contextus – შეერთება, მჭიდრო კავშირი წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მასში შემავალი ცალკეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა. იხ. აგრეთვე: ტექსტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ზოგადად: 1. კონკრეტული სიტუაციისთვის დამახასიათებელი მოვლენები და პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე; 2. სპეციფიკური გარემოებები, რომელშიც ან რომლის დროსაც ხდება მოქმედება ან მოვლენა; 3. ლინგვისტიკაში: ტექსტის ფრაგმენტი შესაბამისი ერთეულებით (სიტყვა, ფრაზა, წინადადება), რომელიც აუციელებელი და საკმარისია ტექსტის ზოგადი აზრის გასაგებად; 4. კულტურის მეცნიერებებში: კ–ად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მთლიანად კულტურა ან კულტურის რომელიმე ასპექტი. არჩევენ ვერბალურ და არავერბალურ კ–ს, კომუნიკაციის პროცესში ფონური ან კოგნიტური ინფორმაციის პრიორიტეტის მიხედვით არჩევენ ძლიერად კ–ურ (ან მაღალკონტექსტურ) და სუსტად კ–ურ (ან დაბალკონტექსტურ) კულტურებს. სუსტი კ–ურობა არის მოვლენა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ორიენტირებულია კოგნიტურ სტილზე. ასეთ კ–ში წამყვანია მეტყველების სისწრაფე, ცნებათა სიზუსტე და მოლაპარაკის ლოგიკურობა – აქ არ ენდობიან იმას, რაც ვერბალურად მკაფიოდ ფორმალირებული არაა. ამ ტიპის კ. დასავლურ კულტურებს ახასიათებს. ძლიერად კ–ურ კულტურებში არსებითი ისაა, ვისთან და რა ვითარებაში ხდება კომუნიკაცია და არა იმდენად ის, რას ამბობენ. ძლიერ კონტექსტურად მიიჩნევენ აღმოსავლურ კულტურებს, სადაც დამახასიათებელია მეტყველების ნაკლები კონკრეტულობა და არაკატეგორიული ფორმები. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ინგლ. context ფრანგ. Contexte ლათ. contextus მჭიდრო კავშირი, ხლართი, თავმოყრა ტექსტის აზრობრივად დამთავრებული ნაწილი. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.167 კონტექსტუალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. contextualism თეორიული მიდგომა თვისებრივი კვლევებისადმი, რომლის მიხედვითაც კვლევის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომლის ფარგლებშიც იგი ჩატარდა. კონტექსტუალისტურად მრავალი თეორიული მიმართულება შეიძლება მივიჩნიოთ (მათ შორის თვალსაწიერის თეორია – Standpoint Theory, ფენომენოლოგია და კრიტიკული რეალიზმი) და იგი ასოცირებულია მონაცემთა ანალიზის თვისებრივ მეთოდებთან, როგორიცაა საფუძვლის თეორია (Grounded Theory) და ინტერპრეტაციული ფენომენოლოგიური ანალიზი (Interpretative Phenomenological Analysis). თვალსაწიერის თეორია, ფენომენოლოგია, იხ. აგრეთვე: კრიტიკული რეალიზმი წყარო: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
![]() |
6.168 კონტიგენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. რაიმე კოლექტივში შემავალ ადამიანთა ერთობლიობა. გარკვეული მიზნით დადგენილი ზღვრული რაოდენობა. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
6.169 კონტინენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოგრ. ლატვ. continens (continentis) ხმელეთის დიდი ნაწილი, გარემოცული ზღვებითა და ოკეანეებით; სინონიმი: მატერიკი იხ. აგრეთვე: ევროპა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.170 კონტრასტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. contraste მკვეთრად გამოხატული სხვაობა, დაპირისპირებულობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.171 კონტრაქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმება, რომელიც ძალაში შედის ნებაყოფლობითი და ურთიერთმისაღები პირობებით. წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
6.172 კონტროლის ლოკუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
როტერის მიერ შემოტანილი ცნება, რომელიც აღწერს ადამიანის გენერალიზებულ მოლოდინს ან რწმენას იმის თაობაზე, თუ რას მიიჩნევს იგი საკუთარი წარმატება–წარუმატებლობის წყაროდ – ენდოგენურ თუ ეგზოგენურ ფაქტორებს. მისი შეფასება ხდება მახასიათებლით „ძლიერი ინტერნალობა – ძლიერი ექსტერნალობა“. ინტერნალები ის ადამიანებია, რომლებიც მართვის წყაროს თავის თავში ათავსებენ, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ საკუთარი ბედის კონტროლი შეუძლიათ, ამიტომ, თავიანთი ქცევებისა და შეხედულებების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ; ექსტერნალები არიან ისინი, რომლებიც საკუთარ თავს გარედან მართულად განიცდიან, შესაბამისად, საკუთარ წარმატება–წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ. აქ არ იზომება რეალური მართვის წყარო – არსებითია არა ის, ნამდვილად მოდის თუ არა რეალური კონტროლი ენდოგენური ან ეგზოგენური წყაროებიდან, არამედ ან წყაროთა ინდივიდისეული აღქმა. იხ. აგრეთვე: ლოკუსი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.173 კონტრრევოლუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ფრანგ. contrrévolution ექსპლუატატორული კლასების ბრძოლა მზარდი რევოლუციის ჩასახშობად, თავისი ბატონობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე გამარჯვებული რევოლუციის მონაპოვართა მოსასპობად და რევოლუციამდელი წესწყობილების აღსადგენად. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.174 კონტრფორსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
[contrefort] ხელოვნ. ფრანგ. კედლის ვერტიკალური საბჯენი, აგებული მისი გარეთა მხრიდან; გოდლედი, კედლის ბურჯი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.175 კონუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conus 1. გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება სწორკუთხა სამკუთხედის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი კათეტის გარშემო. 2. ითქმის საგანზე, რომელიც ფორმით ასეთ გეომეტრიულ სხეულს მოგვაგონებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.176 კონფერენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conferentia 1. სახელმწიფოების, პარტიულ, საზოგადოებრივ, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლების კრება, თათბირი ამა თუ იმ საკითხის განსახილველად. 2. კლინიკაში, საავადმყოფოში: ექიმების ხანმოკლე შეკრება დილით, სამუშაოს დაწყებამდე. იხ. აგრეთვე: პრაიმერი, პარტია, რეფერენდუმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.177 კონფლიქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ლათ. შეჯახება მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისათვის, პიროვნებებს შორის ურთიერთობებიდან დაწყებული საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული. კონფლიქტი არის: ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიზნების შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „conflictus” რაც ნიშნავს „შეჯახებას” და აღნიშნავს როგორც პროცესს, ასევე მდგომარეობას“. კონფლიქტი გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის ბრძოლას რაიმე ფასეულობების ან ძალაუფლებისათვის, ან დეფიციტური რესურსების გამო შეჯიბრს იხ. აგრეთვე: ტრაგედია წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
6.178 კონცენტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. concentratio 1. რისამე მოგროვება, თავმოყრა, ერთად დაჯგუფება. 2.გადატ. რამეზე გამახვილება, მიპყრობა (ყურადღებისა). 3.ქიმ. ხსნარის გაჯერების ხარისხის გაზრდა გამხსნელის რაოდენობის შემცირებით. 4.ქიმ. ხსნარის გაჯერების ხარისხი. 5. მთ.-მად. მადნეულიდან გამოყოფა მისი უფრო საჭირო ნაწილისა შემდგომი დამუშავების ან გამოყენების მიზნით; მადნეულის გამდიდრება. საკონცენტრაციო ბანაკი - კაპიტალისტურ ქვეყნებში: პატიმრობის ადგილი სამხედრო ტყვეებისათვის, მსჯავრდადებულ და ეჭვმიტანილ პირთათვის. იხ. აგრეთვე: კონცენტრირებული წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.179 კონცენტრირებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ერთად თავმოყრილი. მაგ., კ. ჯარები. 2. ძალიან შესქელებული. მაგ., კ. რძე. 3. სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობით შემცველი. მაგ. კ. საკვები (შვრიის, სიმინდის, ქერისა და მისთ.-ის მარცვალი; ქატო, კოპტონი და სხვ.). კონცენტრირებული ხსნარი - ქიმ. ძალიან მაგარი ხსნარი, რომელიც დიდი რაოდენობის გახსნილ ნივთიერებებს შეიცავს მოცულობის ერთეულში. იხ. აგრეთვე: კონცენტრაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.180 კონცეპტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აზრის ვერბალური გამოვლინება. აზრი იქმნება ნიშნებით, ჩვენ შეგვიძლია აზრს ჩავწვდეთ მხოლოდ სიტყვების მეშვეობით. კონცეპტი მიეკუთვნება ნაციონალურ ენობრივ ცნობიერებას, იგი ენისა და აზრის ერთიანობაა, რომელიც ასახავს იდეალური ან რეალური სამყაროს საგანს (მოვლენას) და ინახავს ენის ნაციონალურ მეხსიერებაში ვერბალური აღმნიშვნელის სახით. კონცეპტი – აბსტრაქტულობის მაღალი ხარისხის სემანტიკური წარმონაქმნია. იხ. აგრეთვე: ნაციონალური, იდეალური, რეალური, ვერბალური, აბსტრაქტული, სემანტიკა წყარო: სემიოტიკა № 12 – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2012.
![]() |
6.181 კონცერტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. konzert იტალ. concerto 1. მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრის თანხლებით რომელიმე სოლო საკრავისათვის. კ-ის ნაირსახეობანია: კონჩენტო გროსო, საკონცერტო სიმფონია, კ. ერთი საკრავისათვის (უორკესტროდ), კ. ხმისათვის (ხმებისთვის) ორკესტრთან ერთად, კ. გუნდისათვის, აკაპელა. კ. იწერება სონატური ფორმის პრინციპით და შედგება 3 ნაწილისაგან; გვხვდება კ-ები 2, 3 ან 4 სოლისტისათვის ორკესტრის თანხლებით და კ. ორკესტრისათვის უსოლისტოდ. კლასიკური სკოლის კ-ის თავისებურებებია პირველ ნაწილში 2 ექსპოზიციის (საორკესტრო და სოლო) არსებობა და ე. წ. კადენცია - ბრწყინვალე სოლო იმპროვიზაცია რეპრიზის ან კოდის წინ. ცნობილია კ-ები ფ-ნოსათვის (ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი, ლისტი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, სკრიაბინი, პროკოფიევი, ბალანჩივაძე, თაქთაქიშვილი და სხვ.), ვიოლინოსათვის (მოცარტი, ბეთჰოვენი, მენდელსონი, ბრამსი, პაგანინი, ჩაიკოვსკი, გლაზუნოვი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, მაჭავარიანი და სხვ.) ჩელოსათვის (ჰაიდნი, შუმანი, დვორჟაკი, სენ-სანსი, მიასკოვსკი, შოსტაკოვიჩი და სხვ.). 2. მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულება. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
6.182 კონცესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. concession გერმ. konzession ფრანგ. concession ლათ. concessio – მინიჭება, ნებართვა 1. სამრეწველო საწარმოების, მიწის სავარგულების ექსპლუატაციის, წიაღისეულის ათვისების შესახებ სახელმწიფოსა და კერძო მეწარმეს, უცხოურ ფირმას შორის დადებული ხელშეკრულება; 2. საწარმო, რომელიც მუშაობს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.183 კონცეფცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. conceptio 1. შეხედულებათა სისტემა; მოვლენის ასეთი თუ ისეთი გაგება. 2. ნაწარმოების, თხზულების ძირითადი აზრი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.184 კოორდინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. coordinatio რაიმე მოქმედების, საქმიანობის შეთანხმება, ურთიერთშეფარდება. სინონიმი: კოორდინირება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.185 კოოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ურანოსის და გეას ძე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.186 კოპალა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. იგივე წმ. გიორგი, ამ ზედწოდებით, რომელიც მის საკუთარ სახელად იქცა, იგი ფშავის (უძილაურთის) და ხევსურეთის (ლიქოკის) საყმოთა პატრონი და სალოცავია. კოპალა იყო ხორციელი, ხორციელის შვილი. ერთხელ, როცა შინ არავინ ჰყავდა, პატარა კოპალა დაიჭირეს დევებმა და თავისთან წაიყვანეს. აწვალებდნენ, ამუშავებდნენ, ისეთ საქმეს აკეთებინებდნენ, რაც არ შეეძლო. საჭმელსაც ისეთს აძლევდნენ, ადამიანისგან რომ არ იჭმეოდა. გაპარვას ვერ ახერხებდა, რადგან პატარა იყო და გზა არ იცოდა. ცოტა რომ მოიზარდა, გაიპარა და ბერებთან მივიდა. იფიქრა, ბერებთან ვილოცებ, დამბადებელს ძალას ვთხოვ და დევებს ამოვწყვეტო. ბერებმა კარგად მიიღეს. კოპალამაც ილოცა და დამბადებელმა შეუსრულა თხოვნა და იმდენი ძალა მისცა, რომ დევებს მორეოდა. იხ. აგრეთვე: იახსარი, კოპალას სკამი წყარო: ბიბლიოვიკი კოპალა
![]() |
6.187 კოპალას სკამი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. ერთხელ დევებმა მუსამ და ავთანდილმა მოილაპარაკეს, კოპალას ქვის სკამი მოვპაროთო. მუსამ უთხრა: მე მოვპარავ და მოვიტან, შენ კი სანადიროდ წადი და შეშა მოიტანეო. წავიდა მუსა და, როცა კოპალა შინ არ იყო, მოპარა ქვის სკამი, შეკრა საბელით, ზურგზე მოიკიდა და წაიღო. გაიგო კოპალამ და თავისი ლახტით დაედევნა. სადაც ახლა არის ის ქვა, იმ ადგილს კოპალას ქვას ეძახიან. იქ ჩამოეწია კოპალა დევს, ესროლა ლახტი და იქვე მოკლა. ქვას დევის ნახელარი და ნასაბლარო ახლაც ატყვია და იქვე ახლო კლდესაც ეტყობა კოპალას ნალახტარი. როცა კოპალამ მუსა დევი მოკლა და ქვა დააგდებინა, გაღმა მხრიდან გამოჩნდა ავთანდილ დევიც. ერთ მხარზე მოკლული ირემი ჩამოეკიდა, მეორეზე ძირით ამოწვდილი წიფელი შეშად. კოპალას ღვთის ბრძანება ჰქონდა, სადაც დევს ნახავდა, უნდა მოეკლა. ესროლა ლახტი და ავთანდილიც იქვე მოკლა. გამოქანდა მოკლული დევი და არაგვში ჩავარდა. ახლაც იქა ძევს ქვად ნაქცევი. წიფელი კი გადმოვარდა და ფესვით მიწაში ჩაეფლო. მერე ხატის ბრძანებით, ავთანდილის წიფელი ისევ განედლდა, ავთანდილი კი ქვად იქცა, როცა წყალში ჩავარდა. იხ. აგრეთვე: კოპალა წყარო: ბიბლიოვიკი კოპალას სკამი
![]() |
6.188 კოპიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. copia – მრავალი, უამრავი ინგლ. copy 1. რაიმე დოკუმენტის ზუსტი გამეორება; კვლავწარმოება; 2. სახვით ხელოვნებაში - რაიმე სურათის, ქანდაკებისა და მისთ. კვლავწარმოება, ასლი. იხ. აგრეთვე: პასტიში წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.189 კორესპონდენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Korrespondent ბერძნ. 1. გაზეთის, ჟურნალის, რადიოსა და მისთ. თანამშრომელი, რომელიც ადგილებიდან გზავნის ცნობებს. 2. პირი, რომელსაც ვინმესთან მიწერ-მოწერა აქვს. წევრ-კორესპონდენტი - სამეცნიერო საზოგადოების ან დაწესებულების, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომელსაც არა აქვს ნამდვილი წევრის ყველა უფლება. იხ. აგრეთვე: აკადემია, გაზეთი, კორესპონდენცია, რესპონდენტი, ჟურნალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.190 კორესპონდენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. correspondentia 1. კორესპონდენტის მიერ გაზეთის ან ჟურნალისათვის გაგზავნილი წერილი, ცნობა. 2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებათა (წერილების, დეპეშების) ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: კორესპონდენტი, რესპონდენტი, გაზეთი, ჟურნალი, ფოსტა, დეპეშა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.191 კორექტირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. 1. კორექტივის, შესწორების შეტანა რამეში. 2. სამხ. ქვემეხების დამიზნებაში შესწორებების შეტანა სათვალთვალო პუნქტიდან, თვითმფრინავიდან და სხვ. დაკვირვების შედეგების მიხედვით. იხ. აგრეთვე: კორექტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.192 კორექტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. corrector – გამსწორებელი. სტამბის ან გამომცემლობის მუშაკი, რომელიც კორექტურას აკეთებს. იხ. აგრეთვე: კორექტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.193 კორექტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. correctus - გამართული ზრდილობიანი, თავაზიანი. იხ. აგრეთვე: კორექტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.194 კორექტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. correctura – რაც უნდა გასწორდეს. 1. სტამბაში აწყობილი ტექსტის ანაბეჭდში შემჩნეული შეცდომების გასწორება. 2. თვით ანაბეჭდი, რომელშიც უნდა გასწორდეს შეცდომები. 3. საუბ. კორექტურული შეცდომა. იხ. აგრეთვე: კორექტორი, კორექტირება, კორექტული წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.195 კორიბანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიგიული ქალღმერთის - კიბელეს ქურუმი იხ. აგრეთვე: ნადიმი, კიბელე, ქურუმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.196 კორიფე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. coryphaeus, leader, leading figure ფრანგ. coryphee ბერძნ. koryphaios ბელადი, წინამძღოლი, თავი გამოჩენილი მოღვაწე რომელიმე სარბიელზე წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] ბერძნ. koryphaios 1. მეცნიერების ან ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე 2. კორდებალეტის მთავარი მსახიობი 3. ძველ ბერძნულ ტრაგედიაში: გუნდის ხელმძღვანელი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.197 კორპორაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. korporation გერმ. korporation ფრანგ. corporation – გაერთიანება, თანამეგობრობა აშშ-ს და სხვა ქვეყნების სამართლებრივ ტერმინოლოგიაში ცნება, რომელიც ჩვეულებრივ, აღნიშნავს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას. Source: იხ. აგრეთვე: ტექნოლოგია, ორგანიზაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.198 კორუფცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ქცევის სტანდარტების უარყოფა არაკანონიერი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. კორუფციული ქმედება ბევრ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. გავრცელებული მოსაზრებით, კ-ს ნაწილობრივ ხელს უწყობს მართვის ბიუროკრატიული სისტემა. ბოლო პერიოდში კ-ის პრობლემას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ კულტურის ორიენტაციის ტიპს (კოლექტივიზმს და ინდივიდუალიზმს). მეცნიერთა ერთი ჯგუფის თვალსაზრისით, კოლექტივისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ლოიალობა ოჯახისა და შიდა ჯგუფისადმი, რაც იწვევს შიდაჯგუფური ღირებულებების შეჭრას სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, ხელს უწყობს და აძლიერებს კ-ის ტენდენციას; მეცნიერთა მეორე ნაწილის თვალსაზრისით, კ-ის ხელშემწყობი არა იმდენად კულტურული ფაქტორია, რამდენადაც ცალკეულ მმართველთა სიხარბე, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები, სიღარიბე და გაუნათლებლობა, აგრეთვე ძალაუფლებრივი დისტანცია საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვალსაზრისები ურთიერთგამომრიცხავი არაა. ჩამოთვლილ ფაქტორთა გარდა, გარკვეულ კულტურებში, კულტურული ტრადიციის შესაბამისად, ჯგუფურ მორალსა და ზნეობას (უკონფლიქტობა - ელასტიკურობა ურთიერთობებში და შიდა ჯგუფის გარე ჯგუფისაგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობა) კანონის ტოლფას ღირებულებას ანიჭებენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბოლო დროს მკვლევრები კ-ის ტენდენციას ხშირად ეთიკასთან მიმართებაში განიხილავენ, შესაბამისად, ემპირიული კვლევები მიმართულია კულტურის ტიპსა და კორუფციას შორის კავშირის გამოვლენაზე და ეყრდნობა სოციალური ორიენტაციების, კერძოდ, შიდა ჯგუფის ღირებულების მნიშვნელობას. კვლევებმა გამოავლინა ინდივიდუალიზმის ძლიერი კავშირი ბიზნესში ეთიკის მაღალ დონესა და სუსტ კ-იასთან, აგრეთვე კულტურული რელატივიზმის პრობლემები - არ არ არსებობს კ-იასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა, განსხვავებული კულტურიდან შეტანილი ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ კორუმპირებული კულტურის დახმარება ნიშნავს კ-იასთან ბრძოლას კულტურული წესების გათვალისწინებით. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.199 კოსმეტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Kosmētikē (technē) – მორთვა-მოკაზმვის ხელოვნება. 1. პირისახისა და სხეულის კანის მოვლა-გალამაზება. 2. ამისათვის საჭირო ნივთიერებანი. იხ. აგრეთვე: მაკიაჟი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.200 კოსმონავტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კოსმონავტიკის სპეციალისტი; ადამიანი, რომელიც დაფრინავს საპლანეტათაშორისო სივრცეში რაკეტული ხომალდით. იხ. აგრეთვე: ასტრონავტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.201 კოსმოპოლიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კოსმოსსამყარო და პოლის - ქალაქი. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უფრო მთელი კაცობრიობის წევრად აღიქვამს, ვიდრე საკუთარი ერის. შესაბამისად „კოსმოპოლიტიზმი“ ერთგვარი პოლიტიკური ჰუმანიზმია. ეს სიტყვა პირველად ფილოსოფოსმა დიოგენე სინოპელმა გამოიყენა. სტალინურ პერიოდში - „უფესვო კოსმოპოლიტი“ ანტისემიტურ სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა. თანამედეროვე საქართველოში კი ამ სიტყვას ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების უარყოფითად დასახასიათებლად იყენებენ. იხ. აგრეთვე: კოსმოპოლიტიზმი, ლიბერალიზმი წყარო: სოლიდარობა №1,– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
![]() |
6.202 კოსმოპოლიტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია. კ. სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კ-ს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კ-ის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. კ-ს ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კ. უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას. იხ. აგრეთვე: კოსმოპოლიტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
![]() |
6.203 კოტილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სითხის საწყავი (0,2736 ლ.), პსუკტერში ჩადიოდა 0,2736×8 = 2,1888 ლ იხ. აგრეთვე: ნადიმი, პსუკტერი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
6.204 კოშმარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. cauchemar 1. მძიმე, სულის შემხუთავი სიზმარი. 2. გადატ. საზარელი, საშინელი რამ (ამბავი, შემთხვევა, სანახაობა). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.205 კოჰაბიტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. cohabitation — თანაცხოვრება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო რეალობის მომსწრენი გავხდით, რეალობის, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ. პრეზიდენტი იძულებული იყო პარლამენტის უმრავლესობისთვის სასურველი პრემიერმინისტრის კანდიდატი წარედგინა, რის შედეგადაც, პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერმინისტრის მეთაურობით წარმოადგენენ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს. აღნიშნულ მდგომარეობას კოჰაბიტაცია ჰქვია. კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობის ხასიათს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა” კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. პირველი კოჰაბიტაცია საფრანგეთში 1986 წელს, სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის დროს დამყარდა, როცა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შედეგად მემარჯვენეები მოვიდნენ უმრავლესობაში. ამის გამო, მიტერანი იძულებული გახდა თავისი პოლიტიკური კონკურენტი ჟაკ შირაკი დაენიშნა პრემიერმინისტრად, რაც სერიოზული გამოცდა იყო მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი იყო. აღნიშნული კოჰაბიტაცია თავისი არსით კონფლიქტურ თანაცხოვრებას წარმოადგენდა, თუმცა არ გამორიცხავდა კოოპერაციას ისეთ საკითხებში, რომლებშიც მხარეების აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა. შედეგად მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით ძირითადად დაკავებული იყო საშინაო პოლიტიკით, პრეზიდენტი ამ სფეროში არბიტრის როლით იფარგლებოდა, თუმცა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა საგარეო და ევროპული პოლიტიკა, თავდაცვა და ბირთვული სტრატეგია. ასეთი კოჰაბიტაციით პირველ რიგში პრეზიდენტმა მიტერანმა მიიღო სარგებელი, მისი რეიტინგი საშინაო პრობლემების მოგვარებითაც გაიზარდა, სადაც ის მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მთავრობა წამგებიან პოზიციაში იყო. შედეგად, მან ადვილად გაიმარჯვა 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მისი მოწინააღმდეგე მემარჯვენეების ლიდერი ჟაკ შირაკი იყო, რის შემდეგაც დაითხოვა პარლამენტი, ხოლო ახალი ნაციონალური ანსამბლეის არჩევნები ისევ მიტერანის სოციალისტების ბლოკმა გაიმარჯვა. ამ ფაქტით დასრულდა პირველ კოჰაბიტაცია საფრანგეთში. შემდეგი კოჰაბიტაცია 1993 წელს ისევ ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს დამყარდა, როდესაც ნაციონალური ასამბლეის არჩევნების შემდეგ მანდატების 80% მემარჯვენეებს ერგოთ. მიტერანი კვლავ იძლებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის წარმომადგენელი ედუარდ ბალადიური დაენიშნა, რადგან ამ დროისთვის ჟაკ შირაკი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. აღნიშნულმა კოჰაბიტაციამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ამის მიზეზი, პირველ რიგში, იყო ის, რომ პირველი კოჰაბიტაციისგან განსხვავებით პრეზიდენტი და პრემიერი 2 წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები არ იყვნენ, გარდა ამისა, მიტერანი დასუსტებული იყო, როგორც ფიზიკურად (ამ დროს უკვე დასმული ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი) ასევე პოლიტიკურადაც. შედეგად, მეორე კოჰაბიტაცია პრემიერმინისტრის დომინირებით გამოირჩეოდა. მესამე კოჰაბიტაცია საფრანგეთში უკვე გაპრეზიდენტებული მემარჯვენეების ლიდერის ჟაკ შირაკის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც იგი არ დაელოდა არჩევნებს და 1997 წელს დაითხოვა პარლამენტი. შედეგად, ვადამდელ არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს და შირაკი იძულებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის ლიდერი ლიონელ ჟოსპენი დაენიშნა. კოჰაბიტაციის ეს პერიოდი ყველაზე დიდ ხანს, 5 წელს გაგრძელდა და პრემიერისა და პრეზიდენტის კონფრონტაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა. შირაკი ამ პერიოდს „დამბლის“ პერიოდით მოიხსენიებდა. პრეზიდენტი განსაკუთრებით შეზღუდული იყო საშინაო პოლიტიკის სფეროში, სადაც სოციალისტმა უმრავლესობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მემარცხენე ხასიათის რეფორმის გატარება შეძლეს. მე-3 კოჰაბიტაცია დასრულდა 2002 წლის ნაციონალური ანსამბლეის არჩევნებით სადაც მემარჯვენეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის კოჰაბიტაცია შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნულ მოვლენას მოგვიანებით ასევე ადგილი ჰქონდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფინეთი, რუმინეთი, უკრაინა და სხვა. წყარო: რა არის კოჰაბიტაცია?, კოჰაბიტაცია
![]() |
6.206 კოჰორტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იხ. აგრეთვე: თაობა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
6.207 კრანიოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kranion – თავის ქალა, logos – მოძღვრება ანთროპოლოგიისა და ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ადამიანისა და ცხოველების თავის აგებულებას წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
6.208 კრახი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Krach 1. გაკოტრება. 2. სრული, მთლიანი მარცხი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.209 კრედიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. creditum – ფინანს. ვალი 1. საქონლის ან ფულის მიცემა სესხად. 2. გარკვეული ხარჯების გასაწევად გაცემული თანხა. იხ. აგრეთვე: კრედიტორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.210 კრედიტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. creditor პირი ან დაწესებულება, რომელმაც გასცა საქონელი ან ფული კრედიტად; მევალე. იხ. აგრეთვე: დეპოზიტი, კრედიტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.211 კრედო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. credo – მჯერა, მწამს. მრწამსი, რწმენა, მსოფლმხედველობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.212 კრეტა–მიკენის კულტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III-II ათასწლ.) — კულტურა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (კონტინენტური საბერძნეთი, კ. კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები). XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების (ჰომეროსი, ჰესიოდე და სხვა.) ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო. სინონიმი: ეგეოსის კულტურა იხ. აგრეთვე: ანტიკური ხანა, მინოსური კულტურა წყარო: ვიკიპედია კრეტა–მიკენის კულტურა
![]() |
6.213 კრეტინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. crétin 1. ადამიანი, რომელსაც კრეტინიზმი სჭირს. 2. საუბ. სულელი, უჭკუო; დეგენერატი. იხ. აგრეთვე: დეგენერატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.214 კრეშენდო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. crescendo ხმის თანდათანობითი გაძლიერებით, სულ უფრო და უფრო ხმამაღლა. ანტონიმი: დეკრეშენდო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.215 კრიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ფრანგ. crise სისხლძარღვების დროებითი სპაზმური შეკუმშვა, რომელიც წარმოიქმნება უეცრად. ჰიპერტონიული იხ. აგრეთვე: სპაზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.216 კრილოვი ივანე (1768-1844 წწ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ივანე ანდრიას ძე კრილოვი დაიბადა პერმში, 1768 წლის 2 თებერვალს, ღარიბი ოფიცრის ოჯახში. მას არ მიუღია ბრწყინვალე განათლება და აღზრდა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფისა და ცოდნის წყურვილის წყალობით, მაინც არ დარჩენილა გაუნათლებელი და მცირე შესაძლებლობის მიუხედავად, ბევრის გაკეთება მოახერხა. იგი ხანშიშესული დაეუფლა ბერძნულ ენას. ი. კრილოვში ადრე გაიღვიძა ლიტერატურისადმი სიყვარულმა. თხუტმეტი წლის ასაკში იგი უკვე იგავ-არაკებს წერდა. ი. კრილოვი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ეს მის შემოქმედებაშიც აისახა – ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ შეძლო დაეწერა კომიკური ოპერა – „მარჩიელი ქალი“, რომელიც ძლიერი მამხილებელი პათოსით გამოირჩეოდა. 1785 წელს ი. კრილოვი გადავიდა პეტერბურგში. ამ პერიოდიდან იწყება მისი ფართო სამწერლო მოღვაწეობა. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი რუსი მწერლები: ლომონოსოვი, სუმაროკოვი, დერჟავინი, ხერასკოვი, ლირიკოსი პეტროვი, ბოგდანოვიჩი, ფონვიზინი, კნიაჟნინი, მაიკოვი და სხვ. ი. კრილოვი არ იყო დაინტერესებული იგავარაკული ჟანრით, იგი დრამატურგიაზე ოცნებობდა და კიდეც დაწერა ტრაგედია „კლეოპატრა“ და ნაწარმოები „ფილომელა“, მაგრამ თვითონვე არ მოეწონა, და მათი გამოქვეყნება არც უცდია. კრილოვმა დაწერა ოდა და მიუძღვნა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეის ასულს, რომელმაც მშვიდობის ხელშეკრულება დადო შვედეთის სამეფოსთან. ეს ოდა დაიბეჭდა და გამოქვეყნდა. ი. კრილოვი კრიტიკულ სტატიებს პეტერბურგში თავის მიერ დაფუძნებულ ჟურნალებში „Зритель“-სა და „Почта духов“-ში აქვეყნებდა. ამ სტატიებში ის მკაცრად აკრიტიკებდა „მოდისტებს“, მოდურ მაღაზიებს, რომლებიც უცხოელებს ეკუთვნოდათ. მან მწვავედ გააკრიტიკა მაღალი ფენის რუსული საზოგადოების მიერ ფრანგული ენით გატაცებაც. ამ ჟურნალის წყალობით, რუსეთმა გაიცნო კრილოვი, როგორც ნიჭიერი შემოქმედი. მაგრამ მწერალი ამით არ დაკმაყოფილებულა, მას სრულიად სხვა ჟანრში უნდა ეცადა ბედი. და აი, კრილოვმა დაწერა იგავ-არაკი, რომელიც მწერალ დიმიტრიევს ძალიან მოეწონა. ამან კრილოვში განამტკიცა რწმენა საკუთარი ნიჭისადმი. როგორო იყო კრილოვის პირველი იგავები და სად გამოაქვეყნა ისინი – ჩვენთვის უცნობია. მკვლევართა ვარაუდით, მისი პირველი იგავები გამოქვეყნდა კარამზინის ჟურნალ „აგლაიში“, კრილოვის გვარის მოუწერლად 1794-1795 წლებში. კრილოვის იგავები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ „დრამატულ ცნობარში“, რომელიც 1808 წლიდან გამოდიოდა. იქ დაიბეჭდა კრილოვის მრავალი იგავი, მათ შორის: „მოხუცი და სამი ყმაწვილი“, „ლომი, ძაღლი“, „მელა და მგელი“, „მაიმუნები“, „მგელი და კრავი“, „არწივი და ქათმები“, „მელა და ყურძენი“, „გლეხი და სიკვდილი“ და სხვ. ყველა ეს იგავ-არაკი შევიდა კრილოვის ზღაპრების პირველ კრებულში, რომელიც 1809 წელს გამოვიდა. მალე მას, 1811 წელს, მოჰყვა მეორე, ჩასწორებული იგავების კრებული. იმავე წელს გამოიცა კრილოვის იგავების მესამე კრებული, შემდეგი კი 1815 და 1819 წლებში დაიბეჭდა. 1820 წელს წიგნის გამყიდველმა სმირდინმა კრილოვისაგან 40000 მანეთად შეისყიდა მის მიერ დაწერილი ყველა იგავ-არაკი და ათი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა. კრილოვის იგავ-არაკები ძალზე პოპულარული გახდა. მას ზეპირად სწავლობდა რუსეთის არა მარტო განათლებული საზოგადოება, არამედ უბრალო მასაც კი. ხალხმა კრილოვი მსოფლიოს პოეტად, კაცობრიობის პოეტად აღიარა. ღარიბი მოხელის შვილი, კრილოვი, რუსეთის უსაყვარლესი პოეტი გახდა. მისმა ტალანტმა მოძებნა თავისი დამფასებელი რუსეთსა და მის ფარგლებს მიღმა. 1814 წელს იმპერატორმა კრილოვს კოლეჟსკის ასესორის წოდება მიანიჭა. 1830 წელს მას დაუნუშნეს პენსია 6000 მანეთი, ამასათან, იგი მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელიც გახდა. 1836 წლის 13 თებერვალს აღინიშნა ი. კრილოვის დაბადებიდან 50 წლის იუბილე. იმპერატორმა მის პატივსაცემად დიდი სადილი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწეებმა. აქვე, სადილზე მას გადასცეს სტანისლავსკის მეორე ხარისხის ორდენი, ხოლო იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მოჭრილ იქნა კრილოვის მედალი. ი. ა. კრილოვი გარდაიცვალა 1849 წლის 3 ნოემბერს, დაბადებიდან 77 წლის ასაკში. მეფის (იმპერატორის) განკარგულებით, კრილოვს მის საყვარელ პეტერბურგში აუგეს შესანიშნავი ძეგლი, რომელიც მდიდრულადაა შემკობილი იგავ-არაკების ცნობილი სიუჟეტების მიხედვით. ი. კრილოვის იგავ-არაკების გმირები სხვადასხვა ხასიათის არიან: მათთვის დამახასიათებელია სიკეთე, გენიოსობა, ბოროტება, სიბრიყვე, ალალმართლობა. მისი ზღაპრების ენა მარტივი და გასაგებია. ლექსები აჟღერებულია ყველასათვის მისაწვდომი ენითა და ლექსიკით. მწერალი ისე გადმოგვცემს იგავების შინაარს, რომ მკითხველი არა მხოლოდ იგებს აზრს, არამედ ხედავს ნათელ, ცოცხალ სცენას. დიდმა მწერალმა გოგოლმა კრილოვის იგავ-არაკებს რუსი ხალხის სიბრძნე უწოდა. დიდი რუსი მწერლის, იგავ-არაკების მეუფის, ივანე ანდრიას ძე კრილოვის მრავალი იგავი თარგმნილია ქართულ და მრავალ სხვა ენაზე. ქართული თარგმანები შესრულებულია ჩვენი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის მიერ. მან კრილოვის 150-ზე მეტი იგავ-არაკი თარგმნა. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
6.217 კრისტალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. krystallos მყარი სხეული, რომელსაც ბუნებრივად აქვს მრავალწახნაგას ფორმა. იხ. აგრეთვე: ამორფული, კოლოიდი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.218 კრიტერიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kritērion "მსჯელობის", "გადაწყვეტის საშუალება" ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც რასმე აფასებენ, განსაზღვრავენ, რისამე კლასიფიკაციას ახდენენ; საზომი. იხ. აგრეთვე: ადვოკატირება, მონიტორინგი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.219 კრიტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kritikē – გარჩევის ხელოვნება, განსჯა 1. რისამე განხილვა ღირსებისა და ნაკლის გამოსარკვევად, შეფასების მიზნით. 2. უარყოფითი მსჯელობა რისამე შესახებ, ნაკლოვანებებზე მითითება. 3. მეცნიერული შემოწმება, გამოკვლევა რისამე უტყუარობისა; რაიმე ტექსტის ანალიზი. 4. ლიტერატურული ჟანრი, მიძღვნილი მხატვრულ-ლიტერატურული, მეცნიერული და სხვ. ნაწარმოებების გარჩევისადმი. იხ. აგრეთვე: კრიტიკოსი, ტექსტი, ანალიზი, ჟანრი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.220 კრიტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. kritikos 1. ლიტერატორი, რომელიც რაიმე ნაწარმოების, ვისიმე შემოქმედების კრიტიკას ეწევა. 2. პირი, რომელიც კრიტიკას ეწევა; ვინც განიხილავს ვისიმე მოქმედებას, საქციელს და სხვ. იხ. აგრეთვე: პლაგიატი, კრიტიკა, ლიტერატორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.221 კრიტიკული აზროვნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკული აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც მოიცავს ერთდროულად ორ ან მეტ განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს, სხვადასახვა მოსაზრების გაგებას, რაიმე შეხედულების დასაბუთებას სხვადასხვა მიდგომების საფუძველზე და იმის გაცნობიერებას, რომ სხვასაც შეიძლება საკუთარი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს. კრიტიკულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს არსებული ან წარმოდგენილი მოსაზრების "ჭეშმარიტი" ღირებულების დასადგენად. კრიტიკული აზროვნების დროს არსებითია არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოსაზრების შეცვლა ან ახალი მოსაზრების მიღება. კრიტიკულ აზროვნებას ასევე უწოდებენ "ლოგიკურ" ან "ანალიტიკურ" აზროვნებას. კრიტიკული აზროვნება ხშირად მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1. საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყისი მიმოხილვა; 2. არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის შესაქმნელად; 3. პირველადი დასკვნების გამოტანა; 4. სხვა შესაძლო მოსაზრებების განხილვა საკითხის შემდგომი დაზუსტების მიზნით; 5. შეჯამება - საბოლოო დასკვნის გაკეთება. იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი კრიტიკული აზროვნება
![]() |
6.222 კრიტიკული რეალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. critical realism კრიტიკულ ფსიქოლოგიაში არსებული ნაშრომები, რომელთა მიხედვითაც რეალობის აღქმა და ინტერპრეტირება დაფუძნებულია კულტურაზე, ენასა და პოლიტიკურ ინტერესებზე. იხ. აგრეთვე: კონტექსტუალიზმი წყარო: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
![]() |
6.223 კრონოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. უძველესი ღვთაება. ურანოსისა და გეას ძე. ტიტანთაგან უმცროსი, თუმცა ყველაზე ძლიერი ღმერთი. რომში კრონოსს აიგივებდნენ სატურნუსთან. რეა ჩვრებში გახვეულ ქვას აწვდის კრონოსს. პელიკეს ფერწერა (ძვ. წ. 460 წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი ძველ ბერძნულ მითოსში მმართველ ღმერთთა სამ თაობას გამოყოფენ: ურანოსსა და გეას. კრონოსსა და რეას. ზევსსა და ჰერას. შესაბამისად, კრონოსი ღმერთთა მეორე თაობის მამამთავრად ითვლება. როდესაც ურანოსი და გეა შეუღლდნენ, სამყაროში გაჩნდნენ მათი შვილები, ტიტანები, რომლებიც მამამ შეიძულა და რომელთაც დედამიწის წიაღში მალავდა, თანაც იმედოვნებდა, რომ ამით მათ მეტოქეობას განირიდებდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა გეა. როდესაც მისი მოთმინება მოიწურა, განიზრახა ბოლო მოეღო ამ ბოროტებისთვის: შექმნა ლითონი – ადამანტი, მისგან ნამგალი დაამზადა, შეკრიბა თავისი შვილები და მამაზე შურის საძიებლად მოუწოდა. ყველა შეშინდა, მხოლოდ კრონოსმა გაბედა და დედის სურვილი აღასრულა: მან თავის მამას ადამანტის ნამგლით მოჰკვეთა ნაყოფიერების ასო და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან. ამით დასრულდა ურანოსის მეფობის ხანა და სამყაროს მბრძანებლად კრონოსი მოევლინა. მან ცოლად თავისივე და – რეა შეირთო და მასთან ერთად დიდხანს მეუფებდა. მის დროს იშვნენ და გამრავლდნენ ქვეყნად ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად უზრუნველად ცხოვრობდნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ და ამის აღსანიშნავად მათ ოქროს ხანის ადამიანებსაც უწოდებენ. კრონოსს უწინასწარმეტყველეს, რომ ძალაუფლებას მისივე შვილი წაართმევდა და ასე რომ არ მომხდარიყო, იგი ახალშობილებს დაბადებისთანავე შთანთქავდა. ისევ დედამ შეიბრალა თავისი ნაშიერები და როდესაც გაჩნდა მეექვსე ვაჟი, მის მაგივრად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ჩვილს კი ზევსი შეარქვა და კუნძულ კრეტაზე გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა და მამასთან შებრძოლების ძალა მიეცა, გამოეცხადა კრონოსს და უკანვე ამოანთხევინა შთანთქმული ღმერთები: ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი და პოსეიდონი. მათ მადლიერების ნიშნად მხსნელ ძმას უბოძეს მეხი, ჭექა-ქუხილი და ელვა, გეას რომ ჰქონდა გადამალული. ამით მისი უზენაესობა აღიარეს, წინამძღოლად სცნეს და ტიტანებს გამოუცხადეს ომი, რომელიც ათი წელი გაგრძელდა და დასრულდა ზევსის გამარჯვებით. ამ ტიტანომაქიის შემდეგ კრონოსი და მისი მომხრენი ტარტაროსში განისვენებენ. მითოსის გვიანი ვერსიის თანახმად, ზევსი შეურიგდა კრონოსს და „ნეტართა კუნძულზე“ მეფობის უფლება მიანიჭა. ვარაუდობდნენ, რომ თავდაპირველად კრონოსი მოსავლის ღვთაება იყო. მისი კულტი გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ოლიმპიასა და ათენში, სადაც იმართებოდა ხალისიანი ზეიმი – კრონიები. იმიტომ რომ სახელწოდება „კრონოსი“ თავისი ჟღერადობით ემსგავსებოდა „ქრონოსს“, რომელიც დროს განასახიერებდა, ხშირად კრონოსს დროის ღვთაებადაც მიიჩნევდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში კრონოსს ზევსის მსგავს მოხუცად წარმოსახავდნენ, რომელსაც მოსასხამი ჰქონდა მოსხმული და ხელთ ეპყრა ნამგალი. ჰესიოდე (VIII საუკ. ქ. წ.) „თეოგონიაში“ შემდეგს გადმოგვცემს: „პირველად იყო ქაოსი; ქაოსისაგან შემდეგ წარმოიშვა მიწა („გაია“, „გეა“). გეამ წარმოშვა ცა („ურანოსი“), მთები, ზღვა... შემდეგ შეეუღლა ურანოსს და მასთან ეყოლა ოკეანე, კოოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტი... ყველაზე ბოლოს კრონოსი. გეას შვილები უსახურნი იყვნენ და მამამ, ურანოსმა, ისინი შეიზიზღა იმთავითვე. როგორც კი რომელიმე მათგანი წარმოიშვებოდა, მშობელი მალავდა მას მიწის წიაღში. იგი ამ ბოროტი საქციელით ტკბებოდა. გეა კი, დედა, ამით იტანჯებოდა. როდესაც მან შექმნა რკინის მოდგმა, გამოსჭედა ნამგალი და შვილებს მიმართა სიტყვით: ჩემი და უწმინდური მამის შვილებო თუ გამიგონებთ, შეგიძლიათ მამათქვენს გადაუხადოთ სამაგიერო მისი ბოროტი საქციელისათვის“. ყველანი სდუმდნენ. ხოლო ცბიერი კრონოსი წამოდგა და უთხრა: ძვირფასო მშობელო! მზად ვარ შევასრულო მე დავალება, ბოროტი მამისა ხვედრი არ მაწუხებს, არ მენანება: იმან ხომ პირველმა საზარელთ საქმეთ მოჰკიდა ხელი. გეას ძალიან გაუხარდა. იდუმალ ადგილას დამალა შვილი და ასწავლა ნამგლის ხმარება. ურანოსმა თან წამოიყვანა ღამე და მოვიდა გეასთან, დაწვა მასთან და როდესაც ის აღინთო ტრფიალებით, კრონოსმა ფარული ადგილიდან მოულოდნელად მარცხენა ხელი გამოჰყო, მარჯვნით მოიქნია ნამგალი და ნაყოფიერების ასო მოჭრა მამას“. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – IX, ნადიმი, გეა, იაპეტოსი, ურანოსი, ჰესიოდე წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
![]() |
6.224 კუალად - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძვ. კვლავ, ისევ. (წმიდამან ნინომ კუალად მიჰხედნა და იხილნა მთანი ჩრდილოჲსანი (ნინო) წმ. ნინო " ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა " (ჰაბო) " ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა " (გრიგოლ ხანძთელი) გრიგოლ ხანძთელი კიდევ, აგრეთვე. (კუალად იყვნეს მათვე ადგილთა მწყემსნი ცხოვართანი (ნინო) მაგრამ, მეორე მხრივ, ამას გარდა, არა და, ამასთან ერთად, " მნებავს ქებად შენდა, ყოვლად-ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ. და კუალად მეშინის მე დადუმებად " (ჰაბო) იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი, საბანისძე იოანე, წმ. ნინო, ხანძთელი გრიგოლ (759-861) წყარო: ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი / თამარ ბეროზაშვილი ; [სამეცნ. რედ. ავთანდილ არაბული] ; ენათმეცნ. ინ-ტი. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : დიოგენე, 2007
![]() |
6.225 კუბოკრული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უჯრედებიანი, ოთხკუთხედებიანი; ოთკუთხედების სახით ნაკეთები (ნახატი, ნაქსოვი, ნაქარგი...). წყარო: http://translate.voov.me/ კუბოკრული
![]() |
6.226 კულისები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. side scenes, slips, coulisses ფრანგ. coulisse. couler – სრიალი გერმ. ბერძნ. სცენის მიღმა არსებული ადგილი. კულისებში - საიდუმლოდ, ფარულად. იხ. აგრეთვე: სცენა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.227 კულმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. culmination ინგლ. culmination ლათ. culmen (cuminis) – მწვერვალი აღმავლობის, განვითარების პროცესში უმაღლესი წერტილი, მისი მიღწევის მომენტი. იხ. აგრეთვე: პროცესი, მომენტი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.228 კულტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. culture გერმ. kultur ფრანგ. culture ლათ. cultura 1. წარმოებით, სოციალურ და ინტელექტუალურ სფეროში კაცობრიობის მიღწევების ერთობლიობა; 2. ვინმესთვის დამახასიათებელი სოციალური და ინტელექტუალური განვითარების დონე; 3. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოყვანილი მცენარის ან ცხოველის კონკრეტული სახეობა. იხ. აგრეთვე: ანტიკური, არქიტექტურა, ბალეტი, დოკუმენტური კინო, დრამატურგია, ეთიკა, თეატრი, იზოგრაფია, ინტერნეტი, ისტორია, იუმორი, კინემატოგრაფი, კინემატოგრაფია, კულტურული, კომუნიკაცია, მინოსური კულტურა, ლიტერატურა, მითოლოგია, მეცნიერება, მუსიკა, მულტიმედია, მულტიპლიკაცია, პანტომიმა, პოეზია, პრესა, პროზა, რადიო, რელიგია, რწმენა, სოციალიზაცია, ტელევიზია, ფილოსოფია, ფოტოგრაფია, ქალაქ-სახელმწიფო, ქანდაკება, სკულპტურა, ქორეოგრაფია, წიგნის ხელოვნება, ხელოვნება წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
6.229 კულტურის დიფუზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების უერთიერთშეღწევა და ურთიერთგამდიდრება. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ გულისხმობს აუცილებლად მიგრაციულ პროცესებს. კულტურული დიფუზიის საშუალებებად მიიჩნევა ტურიზმი, მისიონერთა მოღვაწეობა, სავაჭრო ურთიერთობანი, ომი, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტებისა თუ სპეციალისტების გაცვლითი პროგრამები და ა. შ. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ევროპელი მისიონერები აქ არა მარტო თავიანთ რელიგიურ კოდექსს ამკვიდრებდნენ, ისინი სხვა სამყაროს „კულტურის ელჩები“ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში (მათგან აითვისეს ქართველებმა ქარის წისქვილი, ფუნთუშეულობის ცხობა და სხვა). კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და კლასებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას: 1) კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის (მაგ., პოლიციელების მიერ ქურდული სამყაროს ლექსიკის აქტიური ხმარება); 2) კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველაოდ ქცევა). წყარო: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
6.230 კულტურტრეგერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ირონიული სახელწოდება ადამიანისა ვინც გულმოდგინედ ცდილობს კულტურის დანერგვას. ეს ტერმინი ზოგჯერ უნივერსალურად განათლებულ ადამიანის მისამართითაც გამოიყენება ჩამორჩენილ ხალხებში განათლების შემტანი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
6.231 კულტურული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. კულტურასთან (მნიშვ. 1-5) დაკავშირებული; განვითარებული; განათლებული. 2. გაშენებული, მოშენებული (მცენარე); დამუშავებული (ნიადაგი). იხ. აგრეთვე: კულტურა, რეაქციონერი, ინტელიგენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.232 კუმულაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ლათ. cumulatio – დაგროვება ინგლ. cumulation რუს. кумуляция ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო პრეპარატების, ტოქსინების და დასხივების დოზების დაგროვება, შეჯამება. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
6.233 კუნქტატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ლათ. cunctator – გაუბედავი, ზოზინა ადამიანი. იტყვიან მეტისმეტად ფრთხილ და გაუბედავ ადამიანზე, მეტსახელის მიხედვით, რომელიც რომაელებმა შეარქვეს სარდალ კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს მე-2 პუნიკური ომის დროს (218-202 წწ. ძვ. წელთაღრ. მეტისმეტად ფრთხილი და გაუბედავი მოქმედების გამო ჰანიბალთან ბრძოლაში. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.234 კუნძული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხმელეთის ნაწილი, რომელიც გარშემორტყმულია წყლით იხ. აგრეთვე: ეგეოსის ზღვა, ლესბოსი (მიტილენე) წყარო: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
![]() |
6.235 კუპლეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ფრანგ. couplet 1. ლექსის, სიმღერის სტროფი. 2. კუპლეტები - სატირული ან იუმორისტული ხასიათის სიმღერა საჭირბოროტო თემებზე. იხ. აგრეთვე: სატირული, იუმორი, იუმორისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.236 კურტუაზული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. courtois – ზრდილობიანი, თავაზიანი კ. ლიტერატურა - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: ლიტერატურა, რომელშიც შექებულია რაინდული პატიოსნება, სიყვარული და მისთ. კ. სიყვარული - კურტუაზულ ლიტერატურაში აღწერილია რაინდული სიყვარული წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
6.237 კუტაი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხმელეთი – ცნობა კუტაიის // ქუთაიის შესახებ პირველად აპ. როდოსელთან გვხვდება. კოლხური ქალაქის – ეას ლოკალიზაციისათვის მას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ბერძ. - ს აპ. როდოსელი შემდეგ ფორმებში გადმოგვცემს 1)კუტაიის ხმელეთზე, 2) კუტაიელი აიეტი, 3)კუტაიელი აიეტი, 4)ეას ქალაქი კუტაიისი და 5)კუტაიის მხარე ანუ კოლხეთი. ანტიკური ხანის სხვა ავტორებიც კუტაიას//ქუთაიას კოლხეთის ქალაქად თვლიან (ლიკოფრონე, კალიმაქე). აპ. როდოსელის სქოლიასტი ქუთაიას მრავალგზის იხსენიებს, როგორც კოლხეთის ქალაქს და ეასთან აიგივებს. აპ. როდოსელი და მისი სქოლიასტი ეას ანუ ქუთაიას ფასისის (რიონის) მარცხენა ნაპირზე ათავსებენ. ანტიკური ავტორების უმრავლესობის ინდიციაც ასეთია (ჰეროდოტე, სკილაქს კარიანდელი, სტრაბონი და სხვ.) პლინიუს უფროსის და სტეფანე ბიზანტიელის ცნობა, რომ ეა მდ. კიანეოსის და ჰიპპოსის (ე. ი. ცხენის-წყლის და ტეხურის) შორის მდებარეობს, ნაკლებ სარწმუნოა. საფიქრებელია აპ. როდოსელის ეა ანუ ქუთაია ქუთაისს გადმოსცემს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
6.238 კუტურიე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიერი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
6.239 კუხი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოფლების დიდი კუხის და პატარა კუხის გავრცელებული სახელწოდება ხონის მუნიციპალიტეტში. მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, ზემოკუხის მარცხენა მდგენელი. მკვახე ყურძენი სინონიმი: ნოჭი იხ. აგრეთვე: ისრიმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
7 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ლ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 ლაბიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ლათ. labialis ბაგისმიერი (ბგერა); მაგ., ბ, პ, ფ; ო, უ. იხ. აგრეთვე: ფლეიტა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.2 ლაბილური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. labilis არამყარი- არამდგრადი, მერყევი. ამ ტერმინით ხშირად აღნიშნავენ ორგანიზმის, უჯრედის ან რომელიმე ინფექციური აგენტის არამდგრად მდგომარეობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორებისადმი და სხვადასხვა ნივთიერებებისადმი. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
7.3 ლაბირინთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. labyrinthos 1. ბერძნულ მითოლოგიაში მრავალი დახლართული შესასვლელისა და გამოსასვლელის, აუარებელი ოთახის შემცველი ძნელად გასაგნები შენობა, რომელიც დედალოსმა აუგო მეფე მინოსს კუნძულ კრეტაზე. 2. რთული, დახლართული განლაგება ქუჩებისა, შენობებისა და მისთ. 3. ბაღებში, პარკებში დახლართული, ძნელად გასაგნები გზების, ბილიკების ქსელი. 4. ანატ. ყურის შიგნითა ნაწილი, რომელიც ასრულებს სმენისა და წონასწორობის ფუნქციებს. 5. იტყვიან რთულ, დახლართულ, ძნელად თავგასართმევ მდგომარეობაზე. იხ. აგრეთვე: მინოსური კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.4 ლაბორატორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. laboratorium 1. დაწესებულება ან მისი განყოფილება, სადაც ეწევიან ექსპერიმენტულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; სადგომი, რომელიც მოწყობილია სამეცნიერო, ტექნიკური, და სხვა ცდების ჩასატარებლად. 2. საწარმოს, დაწესებულების განყოფილება, სადაც აკეთებენ რისამე ანალიზებს, ცდიან რასმე. იხ. აგრეთვე: ანალიზი, პრეპარატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.5 ლაგამის ამოდება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეზღუდვა, დამორჩიელბა, ალაგმვა, იძულებით გაჩერება; გაჩუმება, ხმის გაწყვეტა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ლ
![]() |
7.6 ლაგამის მიშვება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თავისუფლად მოქმედების უფლების მიცემა, აღვირის მიშვება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ლ
![]() |
7.7 ლაერტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ითაკის მეფე, ოდისევსის მამა, ანტიკლეას ქმარი. იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, ევმეოსი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
7.8 ლავინია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. რომ. ლატინუსის ასული. ტურნუსის საცოლე. ენეასის მეუღლე. ლავინია იყო ლატინუსის მეფის ქალიშვილი. როდესაც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ენეასი ამ ქვეყანას ეწვია, მეფე ლატინუსმა იგი გულთბილად მიიღო და შესთავაზა ხელი თავისი ასულისა, რომელიც ადრე რუტულთა მეფე ტურნუსის საცოლედ ითვლებოდა. შეურაცხყოფილმა ტურნუსმა წამოიწყო ომი ლატინთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა. იგი ენეასმა განგმირა და ჩამოიცილა რა მეტოქე, იქორწინა ლავინიაზე. მალე მეუღლის პატივსადებად დააარსა ქალაქი, რომელსაც ლავინიუმი უწოდა. ენეასის გარდაცვალების შემდეგ ლავინიამ ტყეს შეაფარა თავი, სადაც შვა ვაჟი, სილვიუსი, რომელმაც დასაბამი დაუდო სამეფო მოდგმას. 1958–1959 წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მდინარე ტიბერისის სანაპიროზე, ზუსტად იმ მიდამოებში, სადაც გადმოცემათა თანახმად, ლავინიუმი უნდა ყოფილიყო გაშენებული, აღმოჩნდა ძველი ნაქალაქარი. არქეოლოგებმა ამოიკითხეს წარწერებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქალაქი ლავინიუმი აქ მართლაც არსებობდა. იხ. აგრეთვე: ენეიდა, ეპონიმი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
7.9 ლაივი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. live პირდაპირი ეთერი ამ კონცერტს თქვენ პირდაპირ ეთერში ნახავთ. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ლაივი (ბარბარიზმი)
![]() |
7.10 ლაითი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. light მსუბუქი, იოლი ეს ჩემთვის მსუბუქი / იოლი კითხვები არ იყო. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ლაითი (ბარბარიზმი)
![]() |
7.11 ლაკონიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაც ლაკონიზმით გამოირჩევა; მოკლედ და მკაფიოდ გამოთქმული. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.12 ლალა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მონა, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა. პედაგოგი სკოლაში მიაცილებდა ბავშვს და უკანვე მოჰყავდა მერე იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
7.13 ლამენტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. lamentatio წუწუნი, ჩივილი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.14 ლანდშაფტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოგრ. გერმ. Landschaft 1. რაიმე ადგილის (სოფლის, მინდვრის, ტყის და სხვ.) საერთო ხედი; ასეთი ადგილის ამსახველი ნახატი, სურათი, პეიზაჟი. 2. დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია რელიეფის, ჰავის, ნიადაგის, მცენარეულობის, ცხოველებისა და სხვ. გარკვეული შეხამება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.15 ლანისტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გლადიატორების მწვრთნელი ძვ. რომში წყარო: ლანისტა
![]() |
7.16 ლაპაროსკოპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. laparoscope რუს. лапароскоп ლათ. laparoscopus ბერძნ. lapara – საზარდული, მუცელი, skopeo – ვუყურებ გამანათებელი მოწყობილობით აღჭურვილი ქირურგიული ინსტრუმენტი. გარდა დიაგნოსტიკური მიზნებისა, ლაპაროსკოპს იყენებენ ბიოფსიისათვის მასალის ასაღებად, კისტების ასპირაციისათვის და სხვ. ქირურგიულ პრაქტიკაში ლაპაროსკოპი გამოიყენება ქოლეცისტექტომიის, კოლექტომიის, ჰემიკოლექტომიის პროცესში, აგრეთვე ფალოპის მილების გაუვალობის აღსაკვეთად. მისი საშუალებით იღებენ კვერცხუჯრედს ხელოვნური განაყოფიერებისათვის in vitro, აგრეთვე ატარებენ სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციებს ლაზერის გამოყენებით (ლაზერული ლაპაროსკოპია - laser laparoscopy) იხ. აგრეთვე: ლაპაროსკოპია წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
7.17 ლაპაროსკოპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. laparoscopy რუს. лапароскопия ლათ. laparoscopia ბერძნ. lapara – საზარდული, მუცელი, skopeo – ვუყურებ მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერება ლაპაროსკოპით. იხ. აგრეთვე: ლაპაროსკოპი წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
7.18 ლაპითები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თესალიაში მცხოვრებ გიგანტთა ტომი. ლაპითები თავიანთ წინაპრად მდინარის ღვთაება პენეოსს მიიჩნევდნენ. ამ პენეოსს ჰყავდა მშვენიერი ქალიშვილი, რომელსაც აპოლონისგან შეეძინა ძე, ლაპითოსი, ხოლო ლაპითოსმა საფუძველი დაუდო მებრძოლი, მაგრამ ველური ზნის ხალხთა წარმოქმნას. ლაპითები ხშირად ეომებოდნენ მეზობლად მოსახლე მათსავით ველურ კენტავრებს. უკანასკნელი შეტაკება მათ შორის პირითოოსისა და ჰიპოდამეას ქორწილზე მოხდა. პირითოოსი ლაპითთა მეფის ვაჟი იყო და როდესაც ცოლად შეირთო მშვენიერი ჰიპოდამეა, დიდებული ქორწილიც გადაიხადა. ლაპითებმა ქორწილზე მეზობლად მცხოვრები კენტავრებიც მოიპატიჟეს და ოლიმპიელი ღმერთებიც. სასახლეში ტევა არ იყო და ამიტომ ზოგი სტუმარი მღვიმეში გაშლილ სუფრას შემოუსხდა. მათ შორის იყვნენ ლაპითებიც და კენტავრებიც. ამ უკანასკნელთ ღვინო არასოდეს ეგემათ და მათრობელა სასმელი ისე მოეკიდათ, რომ როცა მღვიმეში სადღეგრძელებლად შემოყვანილ პატარძალს თვალი ჰკიდეს, ხელიც წაატანეს. ეს ვერ მოითმინეს ლაპითებმა და ამის გამო დიდი ბრძოლა გაიმართა. დამარცხდნენ კენტავრები და იმ არემარედან გადაიხვეწნენ. მაგრამ მალე ძალა მოიკრიბეს, თავს დაესხნენ ლაპითებს და მათი დიდი ნაწილი ერთიანად ამოჟუჟეს. გადარჩენილებმა მთას შეაფარეს თავი, მაგრამ აქაც არ დაედგომებოდათ და ბოლოს მალეას კონცხზე გადაიხვეწნენ. ლაპითთა და კენტავრთა ბრძოლას ხშირად გამოსახავდნენ ანტიკური ხანის მოქანდაკენი და ფერმწერნი. მითი: თესალიის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ ძლევამოსილი ლაპითები და ცხენკაცი კენტავრები. ლაპითების მეფეს – პირითუსს ერთხელ ქორწილი ჰქონდა. იგი ქორწინდებოდა ლამაზ ჰიპოდამიაზე. ცხენკაცი კენტავრები ევრიტიონის წინამძღოლობით მექორწინე ლაპითებს თავს დაესხნენ და ჰიპოდამიას მოტაცებას ლამობდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მამაცმა ლაპითებმა კენტავრები გაჟლიტეს და ჰიპოდამია გადაარჩინეს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, კენტავრები წყარო: ბიბლიოვიკი ლაპითები
![]() |
7.19 ლაპის ლაზული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლილაქვა, ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
7.20 ლატკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. латка საკერებელი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ლატკა (ბარბარიზმი)
![]() |
7.21 ლაურეატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. laureatus – დაფნისგვირგვინოსანი პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საგანგებო პრემია თვალსაჩინო დამსახურებისათვის მეცნიერების, ხელოვნების, სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგში. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.22 ლაფსუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. დავარდნა; შეცდომა უნებლიე შეცდომა (ნაწერში, მეტყველებაში). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.23 ლაფში ამოსვრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეურაცხყოფა, სახელის გატეხა, შერცხვენა (ვისიმე, რისამე), თავზე ლაფის დასხმა ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ლ
![]() |
7.24 ლაქტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. lac რძე, lacto - რძით ვკვებავ სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფა, ძუძუს წოვება. ლაქტაცია იწყება მშობიარობის შემდეგ. რძე წარმოიქმნება სარძევე ჯირკვლის ალვეოლების ეპითელურ უჯრედებში. ლაქტაციის რეგულაციაში ძირითადი როლი ენიჭებათ ჰიპოთალამუსს და ჰიპოფიზს. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
7.25 ლახესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ათენელი მხედართმთავარი პელოპონესის ომის დროს, დაეცა მანტინეასთან 418 წ. ძვ.წ.ა. მისი სახელი ეწოდება პლატონის ერთ-ერთ დიალოგს. იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
7.26 ლეგალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. legal ფრანგ. legal ლათ. legalis კანონით აღიარებული, დაშვებული. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
7.27 ლეგენდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზღაპრული ხასიათის მოკლე მხატვრული გადმოცემა, რომელიმე ისტორიული პირის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სახელწოდება „ლეგენდა” რელიგიური წარმოშობისაა. „ლეგენდა” ლათინურად ნიშნავს საკითხავს ან წასაკითხს, ე.ი. იმას , რაც ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელთა მითითებით უნდა წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს. თვით ლეგენდარული გადმოცემები კი უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში. აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო ლეგენდა ბუდას შესახებ და სხვ. ეკლესია ცდილობდა ლეგენდა გამოეყენებინა რელიგიური აგიტაციის მიზნით. XIX საუკუნისა და ჩვენი დროის ლიტერატურამ კი მას ახალი დანიშნულება მისცა. ილია ჭავჭავაძემ რელიგიური წარმოშობის ლეგენდა „განდეგილის” ანტირელიგიური შინაარსის პოემის შესაქმნელად გამოიყენა. ანტიკურ საბერძნეთში ცნობილი იყო ლეგენდა ჰერკულესის შესახებ, ლეგენდა დედალოსისა და იკაროსის შესახებ და სხვ. დედალოსმა ბუმბულისა და სანთლისაგან ფრთები გააკეთა და კრეტადან თავის შვილ იკაროსთან ერთად კუნძულ სიცილიისაკენ გაფრინდა. იკაროსმა მეტისმეტად მაღლა დაიწყო ფრენა, მზეს მიუახლოვდა, მზის სხივებმა სანთელი დაადნო და იკაროსი ზღვაში დაიღუპა. ისტორიულ ეპოქაში შეიქმნა ლეგენდები სხვადასხვა ისტორიული პიროვნების შესახებ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების წარმოშობის შესახებ. მაგ. ცნობილი ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელზე. ე. ნინოშვილი „პალიასტომის ტბაში” მოგვითხრობს ლეგენდას პალიასტომის ტბის წარმოშობაზე, „სურამის ციხე” დაწერილია ცნობილი ლეგენდის საფუძველზე. ა. წერეთელმა ლეგენდის საფუძველზე შექმნა მოთხრობა ”გოგია მეჩონგურე”: „იმისთანა ბნელი ღამე იყო, რომ კაცს თვალთან მიტანილი თითის დანახვაც კი არ შეეძლო, მაგრამ მაგივრად ფეხის ხმა არ გამოეპარებოდა იმ მიწყნარებულ არემარეში. ამ დროს, თითქოს ჯადოქარს მოეტანოს, რაღაცამ გაიწკრიალა ჰაერში და თანაც მოისმა ჩონგურის საამური ხმა. ისეთნაირად ქვითინებდა სიმები, თითქოს ქვეყნის ტანჯვა უნდოდათ ნემსის კუნწში გაეძვრინათ, ისე დაედნოთო... დიდხანს, დიდხანს გულსაკლავად წკრიალებდა სიმები უცნაური ძალით და ბოლოს კი სიმღერაც მოისმა კილო იმ სიმღერისა არა ჰგავდა არც „სალხინოსა” და არც „ზარის” ხმას; ის იყო გულგახეთქილის, რაღაც გულგამხეთქი საყვედურისა და წყევლა– კრულვის ერთად შეერთებული ხმა. შეწყდა სიმღერა; მაგიერად იქვე მოისმა ერთიმეორეზე რაღაც ბუტბუტის , ამოოხვრისა და ხითხითის ხმები. მთვარე ამოვიდა და შემდეგი სანახავი გამოჩნდა: ერთი სახლის წინ იდგა ჩონგურით ხელში თავდახრილი გოგია მეჩონგურე და შესცქეროდა მოაჯირს, საიდანაც სამი ქალი იყო გადმომდგარი, ერთი მათგანი– მოხუცი– რაღაცას ბუტუნებდა, მეორე– მშვიდობიანი სახის ახალგაზრდა ქალი, ხვნეშოდა და მესამე– კოპწია ყმაწვილი ქალი კი იცინოდა. სამივესვე სხვადასხვაგვარად გულისთქმისა და სულის მოძრაობის მიზეზი იყო ერთი და იგივე. –ეგ არი რაღა, გვეთხოვები, აღარ იშლი? მიდიხარ, მაგრამ ოჯახს ვის უტოვებ? ჩემზე აღარას გეტყვი, დედა ვარ, მარა ეს და აღარ გებრალება? და ან ამ ახალგაზრდა ცოლის მოშორება როგორ არ გწყვეტს გულსა? ვის ხელში გვტოვებ და რას გვიპირებ?– უთხრა მოხუცებულმა ქალმა. –დედი, უპასუხა გოგიამ მშვიდობიანად, ვისაც თავისი ვალი არ შეუსრულებია, იმას ნება არა აქვს არც ცოლის სიყვარულისა! სირცხვილია მამაკაცისათვის დედის კალთაში ქალაჩუნობით თავის ჩადება და კისერზე მოხვევა და ცოლის გვერდით ამოჯდომა საზოგადო გაჭირვების დროს. აღარ შემიძლია მოვიცადო! მივეშურები იქით, საითკენაც ჩემი ვალი მომიწოდებს!.. სიკვდილი ან გამარჯვება! აი, ასე გადაწყვიტა ჩემმა გულმა! მივდივარ და თქვენ გიტოვებთ ამ ანდერძს: გიტოვებთ ამ ჩემ ჩონგურს, რომ გამოიღვიძოთ, სამივემ თითო– თითოჯერ დაუკარით ხოლმე ყოველდღე: თუ სიმები არ დასწყდეს, ცოცხალი მიგულვეთ, და თუ სიმები დაწყვეტილი ნახოთ, მაშინ კი შენდობა შემომითვალეთ,– ამ სიტყვების შემდეგ თვალცრემლიანი გოგია სამსავე გულში ჩაეკრა, გამოეთხოვა, გადაიწერა პირჯვარი და გზას გაეშურა. გამწარებულმა დედამ გზა დაუწყევლა სიტყვიერად, თუმცა გულში კი სულ სხვასა გრძნობდა. დას, რაც გულში ჰქონდა, ის პირადადაც უთხრა: გზა დაულოცა და ცოლი მხოლოდ გაიბუტა, თვალთ ცრემლები მოიწმინდა. იმ ღამეს დას ძილი არ გასტეხია, ცოლმაც მადიანად ამოუშვა ხვრინვა, მაგრამ მოხუცმა დედამ კი საწოლი ცრემლებით მორწყო! –რად დავწყევლე, მე უგუნურმაო?– ფიქრობდა– რომ გასჭრას ჩემმა წყევლამ? მაგრამ არა, არა! ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, რომ დედის წყევლა შვილზე არ გადისო! დედა რომ პირით იწყევლება, მაშინ ძუძუები უარს ამბობენო! ჩემმა ძუძუებმაც უარი სთქვეს!... ღმერთო, ნუ უსმენ ჩემს ცოდვილ ენას!– პირჯვარს ისახავდა. გათენდა თუ არა, დედა პირველი მიადგა თაროზე, ჩამოიღო ხელის კანკალით მაღლიდან ჩონგური და ანდერძისამებრ სიფრთხილით ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები: „რა მოგშორდი შვილო, შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს. ვაჰ, თუ გშია, ან გწყურია, ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზე, გულს გასვია მტრის ისარი და, რომ წყლული შეგიხვიოს, დედაშენი არსად არი! ვაჰ! თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი კორტნის და ყორანი; და უნაგრით უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი! ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედაშენიც ჩიტად გადაიქცეს, შენკენ ფრენდეს!” ეს რომ გაათავა, ჩონგური სიფრთხილით გადასცა თავის ქალს, გოგიას დას; იმანაც მოკრძალებით ჩამოართვა დედას ნაანდერძევი, აკოცა სიამით, წყნარად ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები: „... მე გოგია მისთვის მიყვარს, რომ ძმაა და მეგობარი; და მისთვის მსურს მისი ხილვა, მასთან ხშირი საუბარი, რომ თავიდან ფეხებამდე, ის მამულის შვილი არი, თვის მარჯვენას მისთვის ხმარობს და მისთვის ჟღერს მისი ქნარი; ღმერთო, მიეც გამარჯვება, განსაცდლისგან დაიხსენი, დაგვიბრუნე შინ მშვიდობით, გევედრები მონა შენი! და თუ მოკვდეს ბრძოლის ველზე, გაემსჭვალოს ისრით გული, მაშინ ჩიტად გადამქენი, მსურს, შევიქნე მე ბულბული; რომ მის საფლავს მარტოხელსა მე ვუსტვენდე გრძნობა–მტკბარი და იმ ხმასაც ყურს უგდებდნენ არემარე, მთა და ბარი. გაათავა თუ არა დამ უკანასკნელი სიტყვა, მივარდა გიჟივით რძალი, გოგიას ცოლი, გამოჰგლიჯა ხელიდან ჩონგური მულსა და რაც ძალ– ღონე ჰქონდა, ჩამოჰკრა სიმებს... მეტისმეტი ბარტყუნით თითები ეტკინა და სიმები მაინც არ დასწყდა. ამგვარად რამდენიმე თვეს უკრავდენენ რიგ– რიგად ქალები იმ ჩონგურს და სიმები კი მაინც ისევ მთლად იყო. ერთ დღეს, სადილად რომ სხდებოდნენ ქალები, სუფრაზე ხორცი მოიტანეს, თაროზე მწოლარ შავ კატას სუნი ეცა, გადმოხტა იქიდან, წამოედვა ჩონგურს, ძირს ჩამოაგდო და ლუკმა– ლუკმად დაამსხვრია. მოცვივდნენ ქალები და ნახეს, რომ სიმები ყველა დაწყვეტილიყო. დედა– შვილი შეშინდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდნენ: –რა ვუყოთ,– ამბობდნენ– თავისით ხომ არ დაწყვეტილა სიმები? კატამ ჩამოაგდო უნებურადო! –არა, ბატონო! ცუდი ნიშანიაო, – იწვავდა ენას კოპწია ცოლი, – წუხელი ბუ მთელ ღამეს ყვიროდა ჩვენს ეზოში და დღეს ყორანმაც დაგვძახაო!... – რაღა ამის თქმა ეჭირვებოდათ?! დედა გაყვითლდა შიშით, დას ნაცრისფერი დაედვა და ცოლმა კი თავის ოთახისკენ გასწია, ჩაიცვა ჭრელი კაბა და თავის ვარცხნას მოჰყვა, ვითომ აქ არაფერი ამბავი არისო. ამ დროს მართლა მოვიდა მთხრობელი, მოიტანა გოგიას სიკვდილის ამბავი და მისი ნიშანი. იმის დანახვაზე გაყვითლებული დედა მოლაღურად გადაიქცა, და– ბულბულად და ცოლს კი დარჩებოდა ბურთი და მოედანი, რომ რაღაც ხმას არ დაეძახა: „ სადაც ის ორი, იქ შენც მესამეო!”. ამ ხმაზეც ცოლიც ოფოფად გადაიქცა და სავარცხელიც თავზე გარჭობილი შერჩა. იმ დღიდან აქომამდე მოლაღური მაღალ ხეებზე სამი ძაფით, საცეცხლურივით ჩამოკიდებს ხოლმე თავის ბუდეს, არწივს– ვითომც თავისი შვილის აკვანი იყოს და თანაც დასძახის ხოლმე : „ შვილო გოგია, შვილო გოგია!”– ბულბული, სადაც კი ნახავს ამოსულ ვარდს, ყოველგან გოგიას საფლავი ჰგონია და ათას ხმაზე დამღერის და უგალობს ძმის სულს, – ოფოფი კი უხეიროდ დაგოგავს მინდვრებზე და ეძებს გოგიას საფლავს, და ძებნაში ხან აქ და ხან იქ ჩაჰკრავს ხოლმე ნისკარტს მიწაში”. იხ. აგრეთვე: ნოველა, საგა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
7.28 ლეგიტიმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. დაკანონება სახელმწიფოს მიერ რაიმე უფლების ან რწმუნების აღიარება. დადასტურება, დამტკიცება, კანონიერების აღიარება იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
7.29 ლეგიტიმურობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფართო აზრით, ნიშნავს სოციალური წესრიგის, მოქმედების, მოქმედი პირის, ან ხდომილების აღიარებასა და გამართლებას, უფრო ზუსტად, მათი კანონიერების რწმენას. ხშირად მას უპირისპირებენ ლეგალობას (მაგ., კ. შმიდტი), როგორც საკუთრივ კანონიერს, ანუ იმას, რაც გამოხატულია იურიდიული ნორმებით. ამ კატეგორიებს უკავშირდება აგრეთვე ლეგიტიმაციის ცნება, რომელიც სოციალური წესრიგის, ღირსებისა და ღირებულების აღიარების პროცესია. ლ. სოციოლოგიაში დაამკვიდრა მაქს ვებერმა. ვებერის თანახმად, სოციალური ურთიერთობის შინაარსს შეიძლება ეწოდოს „ლეგიტიმური წესრიგი“ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა ქცევა ორიენტირებულია მკაფიოდ განსაზღვრულ „მაქსიმებზე“, რომლებიც მნიშვნელადია ინდივიდებისათვის და მათ მიერ ჩაითვლება სავალდებულოდ და მისაბაძ ნიმუშად. სოციალური წესრიგის უზრუნველმყოფი ლეგიტიმური ნორმების მნიშვნელადობა შენარჩუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნორმებს არღვევენ, ამიტომ დამრღვევი იძულებულია დაფაროს თავისი დანაშაული. სოციალური წესრიგის ლ.შეიძლება გარანტირებულ იქნეს როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. შინაგანად იგი გარანტირებულია აფექტური, ღირებულებით-რაციონალური და რელიგიური მოტივებით. პირველი შემთხვევა არსებული წესრიგის მიმართ ემოციური ერთგულებაა, მეორე შემთხვევა - მისი უცვლელობის რწმენა, რამდენადაც წესრიგი მიიჩნევა უპირობო (აბსოლუტური) ღირებულებების გამოხატულებად, მესამე შემთხვევა - იმის რწმენაა, რომ მოცემული წესრიგის შენარჩუნებაზე დამოკიდებულია ადამიანთა უმაღლესი სიკეთე და ხსნა. ლ-ის გარეგანი მაგარანტირებელი ფაქტორებია შეთანხმებულობა და სამართალი. პირველი მათგანი ლ-ის გარანტიას ქმნის იმის რწმენით, რომ წესრიგისაგან ნებისმიერი გადახრას მოჰყვება გაკიცხვა ადამიანთა განსაზღვრული წრის შიგნით, რომელიც ამ წესრიგს მნიშვნელადად და კანონიერად თვლის. მეორე ფაქტორი გულისხმობს ადამიანთა სპეციალური ჯგუფის არსებობას, რომლის ფუნქციაა წესრიგის დაცვა ძალის გამოყენების საშუალებით. (იხ. მნიშვნელადობა). ლ. მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის უფლების საერთაშორისო აღიარებაა. ლ. ხშირად უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი. ლ-ის დოქტრინა უკავშირდება ეკვადორისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ტობარისა და უილსონის სახელებს. თავდაპირველად ლ-ის აღიარების საჭიროება დადგა იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში მთავრობა იცვლებოდა ქვეყნის კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მეთოდებით, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალება ან რევოლუცია. მოგვიანებით ვუდრო უილსონმა შემოიღო „დემოკრატიული ლეგიტიმურობის“ ცნება, რომელიც ხალხის მიერ აღიარებული რეჟიმისათვის, თუნდაც იგი არაკონსტიტუციური გზით ყოფილიყო ხელისუფლებაში მოსული, ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. საერთაშორისო ურთიერთობებში ლ. დაკავშირებულია არამარტო ცალკეულ მთავრობასთან, არამედ მთელ საერთაშორისო სისტემასთანაც, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტატუს-კვოს აღიარებს და არც ერთი მათგანი სისტემის რევოლუციური გარდაქმნის მოთხოვნით არ გამოდის. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] განსაზღვრავს ხელისუფლების (ან რეჟიმის) ძალაუფლებას და გავლენას, მისადმი დამოკიდებულებას და პატივისცემას. ლეგიტიმურობა დამოკიდებულია არა მარტო ხელისუფლების მოპოვების გზის კანონიერებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად მისაღებია ეს ხელისუფლება საზოგადოებისთვის (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001). იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, მოქალაქეთა მონაწილეობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
7.30 ლეილი და მეჯნუნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოემა „ლეილი და მეჯნუნში“ ასახულია ლეილისა და მეჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. „მეჯნუნი“ ქართულად „გიჟს“ ნიშნავს. მათ, ლეილისა და მეჯნუნს უსაზღვროდ, თავგამეტებით უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ფეოდალურ-მუსულმანური ცხოვრების წესები უფლებას არ აძლევეს თავდავიწყებამდე შეყვარებულებს ეზიარონ ბედნიერებას. ღრმა წუხილით არის გამსჭვალული გმირების ლირიკული, გულმხურვალე სიყვარული. პოეტმა გვიჩვენა უაღრესად მწუხარე ქალური უიღბლობა, იმის გამო, რომ არა აქვს საშუალება, დაძლიოს მუსულმანურ-ფეოდალური ცხოვრების ბრმა, არაადამიანური ზნე-ჩვეულებანი. ლეილი კვდება, შემდეგ კი მის საფლავზე თავს იკლავს მისი უსაზღვრო სიყვარული – მეჯნუნი. ამ პოემამ მთელ აღმოსავლეთში გამოიწვია მიმბაძველობა. აღმოსავლეთის მრავალმა უნიჭიერესმა პოეტმა მიბაძა ნიზამის ამ თემას. თვითონ ნიზამის ღრმად სწამდა პოემის სოციალური მნიშვნელობა. პოემა კარგად გადმოქვცემს პოეტის სოციალურ მრწამსს – მსოფლმხედველობას. მის აშკარა გადასვლას უბრალო პროპაგანდიდან აშკარა ბრძოლაზე მტარვალთა ბოროტების წინააღმდეგ. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ნიზამი განჯელი (1141-1203) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
7.31 ლელოს გატანა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ლ
![]() |
7.32 ლემნოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კუნძული ჩრდილოეთ ეგეოსის არქიპელაგში. აპ. როდოსელი ორგზის იხსენიებს კუნძ. ლემნოსს, როგორც სინტეიდურს. ლემნოსის ეპიზოდი, რომელიც აპ. როდოსელს ქვევით მოჰყავს, არგონავტთა თქმულების განუყრელი ეპიზოდია. ლემნოსის ამბებს არგონავტთა თქმულებასთან დაკავშირებით იცნობს ჰომეროსი და საგუნდო ლირიკის დიდი წარმიმადგენელი პინდარეც. აპ. როდოსელის პოემის სქოლიასტი იხსენიებს სხვა ავტორებსაც, რომლებიც ლემნოსის ამბავს ეხებოდნენ. ასეთი ავტორებია: ჰეროდორე ჰერაკლეელი, ესქილე, სოფოკლე, არისტოფანე და სხვ. ლემნოსის ეპიზოდი დღემდე მიჩნეული იყო არგონავტთა თქმულების რუდიმენტალურ ნაწილად და მისი მნიშვნელობის დადგენა უიმედოდ ითვლებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, შემთხვევითი არაა ის გარემოება, რომ არგონავტთა პირველი და ხანგრძლივი შეჩერება კუნძულ ლემნოსზე ხდება. არგონავტების თქმულებაში ანარეკლი ჰპოვა იმ ოდინდელმა ურთიერთობამ, რომელიც კოლხეთსა და კუნძ. ლემნოსს შორის არსებობდა. ვულკანური წარმოშობის კუნძული ლემნოსი (აწინდელი სტალიმენე) განსაკუთრებით მდიდარი იყო მადნეულობით. ლემნოსის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ სინტიები. ამ სინტიებს იხსენიებს ჯერ კიდევ ჰომეროსი და არაბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ტომად თვლის. უმცროსი ლოგოგრაფი ჰელანიკე ლესბოსელი სინტიებს ნარევ ბერძნებს უწოდებს და აღმოსავლეთიდან მოსულ ხალხად თვლის. არისტოფანე ლემნოსის მკვიდრებს ბარბაროსებს (ე.ი. არაბერძნებს) უწოდებს. ფილოქარეს მიხედვით სინტიები პელაზგები ყოფილან. ჰელანიკე ლოგოგრაფის მოწმობით სინტიების ძირითადი ხელობა მადნეულობის დამუშავება ყოფილა. იარაღის გამოჭედვა პირველად მათ დაუწყიათ და შემდეგ სხვებისათვის უსწავლებიათ. ჰელანიკე სინტიებს ხელოსნებს უწოდებს. ცეცხლი რკინის გამოსაწრთობად პირველად მათ გამოუყენებიათ. ამიტომ ყველაზე მეტ თაყვანს ისინი ცეცხლს და ცეცხლის ღვთაებას ჰეფესტოს სცემდნენ. კოლხეთი და საერთოდ კავკასია ლითონით მდიდარი ქვეყანა იყო. კოლხური მოდგმის ტომები (ხალიბები, მოსსინიკები, ტიბარენები) სინტიების მსგავსად ლითონის მომპოებელი და ხელოსანი ხალხი იყო. „ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველ განათლებულ კაცობრიობის წინაშე“. საკითხი ისმის, აღმოსავლეთიდან ლემნოსზე წასული სინტიები კოლხური მოდგმის ტომი ხომ არ ყოფილა? ამ კითხვას ისიც გვასმევინებს, რომ ლემნოსის უძველეს მკვიდრთა (სინტიების) კავშირი წინაბერძნულ მოსახლეობასთან (პელაზგებთან) მრავალგზის არის დადასტურებული ანტიკურ წყაროებში, და ისიც, რომ ეტიმოლოგია ინდოევროპულის გზით ვერ იხსნება. ამ სიტყვის ძირი „სინ“ ქართული „რკინის“ ექვივალენტთან „სინასთან“ უნდა იყოს კავშირში. აღნიშნული საკითხი ჩვენ სხვაგან გვაქვს დამუშავებული და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ვიტყოდით მხოლოდ იმას, რომ ხომალდი არგო კუნძულ ლემნოსთან მივიდა, როგორც კოლხეთის შეხების პუნქტთან. კუნძული ლემნოსი ჰეფესტოს საყვარელი ადგილია. ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების – ჰეფესტოს კულტმა პირეულად ლემნოსზე შესდგა ფეხი. ბერძნულ მითოლოგიაში ჰეფესტო და ლემნოსი განუყრელი ცნებებია. ოლიმპოდან ზევსის მიერ ჩამოგდებული ჰეფესტო სწორედ ლემნოსზე დაეცემა და ტანჯულ ღმერთს სინტიები შეიფარებენ. (იხ. „ილიადა“, I). ჰეფესტო ლემნოსის ხშირი სტუმარია. არესი მის საყვარელ აფროდიტეს ეუბნება, რომ მისი ქმარი ჰეფესტო ბარბაროს სინტიებთანაა ლემნოსზე წასული და მათ ალერსს ხელს ვერ შეუშლის (იხ. „ოდისეა“, VIII). იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX, არგონავტიკა - წიგნი პირველი – XI, ესქილე, სამოთრაკი, ჰეფესტო წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
7.33 ლენინი ვლადიმერ (1870–1924) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი. იხ. აგრეთვე: პერსონალია, კომუნისტი, ბოლშევიზმი წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია ვლადიმერ ლენინი (ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი)
![]() |
7.34 ლესბოსი (მიტილენე) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კუნძული ეგეოსის ზღვაში აზიის ნაპირების სიახლოვეს; ძველბერძნული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი. იხ. აგრეთვე: ეგეოსის ზღვა, კუნძული წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
7.35 ლეტალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეცნ. ნორვ. legatis სიკვდილის გამომწვევი, სასიკვდილო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.36 ლეტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტიტანიდა. კოიოსისა და ფოიბეს ასული. რომაულ მითოსში მისი სახელი არის ლატონა. ლეტომ ზევსისგან გააჩინა ღვთაებრივი ქალ-ვაჟი: აპოლონი, უდიადესი ღმერთთა შორის, სინათლის ღვთაება, ნათელმხილველთა, მისანთა, ხელოვანთა და მკურნალთა უფალი და არტემისი – მარადქალწული, ნადირობისა და ტყე- ველთა მფარველი ქალღმერთი. აპოლონისადმი მიძღვნილი ჰომეროსული ჰიმნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მოეწონა ზევსს მშვენიერი ტიტანიდა. მის დიდებულ მეუღლეს ჰერას რომ არ ეეჭვიანა, უზენაესი ღმერთი მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეერთო. მაგრამ ჰერას ეს ამბავი არ გამოჰპარვია. მან გეას შობილი საშინელი გველი, პითონი მიუჩინა მუცელქმნილ ტიტანიდას და დაიქადნა, რომ იგი ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისგან დევნილმა ლეტომ ძლივს მიაღწია კუნძულ ორტიგიას, სადაც შვა არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე, ზეთისხილის ხესა და ფინიკის პალმას შორის ცხრადღიანი სამშობიარო ტკივილების შემდეგ ეშვა აპოლონი. დელოსი აპოლონის მთავარი საკულტო ადგილი იყო და ლეტოს მშობიარობის მითოსი გვიხსნის იმას, თუ რითი დაიმსახურა საერთო ელინური მნიშვნელობა ამ პატარა კუნძულმა. ლეტოს სახელთან არის დაკავშირებული მითები ტიტიოსსა და ნოიბეზე. კლასიკური ხანის ბერძნულ რელიგიაში ლეტოს არ ენიჭებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მას თაყვანს სცემდნენ როგორც აპოლონისა და არტემისის ღვთაებრივ დედას. ლეტოს გამოსახავდნენ სადად, თავრიდით. ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს იხ. აგრეთვე: არტემიდე, ილიადა, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი ლეტო
![]() |
7.37 ლექსიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ბერძნ. lexikos – სიტყვისა რომელიმე ენის ან დიალექტის სიტყვათა ერთობლიობა, სიტყვების მარაგი; სიტყვები, რომლებიც გვხვდება ამა თუ იმ ავტორის თხზულებებში. იხ. აგრეთვე: გრამატიკა, დიალექტი, ლექსიკონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.38 ლექსიკოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. лексикология ენათნეცნიერების დარგი,რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ შემადგენლობას,ენაში არსებულ სიტყვათა ერთობლიობას. იხ. აგრეთვე: გრამატიკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
7.39 ლექსიკონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. დიციონარიო B. თურქ. ლოღათ ZAaBCab. სომხ. ბარგირქ ZBCab. ენათა თარგმანი, გინა სიტყვათა გამოთარგმანება (+ [ქართულად ს ი ტ ყ ვ ი ს კ ო ნ ა ჰქვიან] Aa) ZA. ესე არს ენათა თარგმანება, გინა სიტყვათა გამოძიება B. ენათ(ა) თარგმანი, გინა სიტყვათ(ა) გამოძიება C. იხ. აგრეთვე: ლექსიკა წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ. ლინგვ. ბერძნ. lexikon 1. წიგნი, რომელშიც ანბანზეა გაწყობილი ამა თუ იმ ენის სიტყვები და მოცემულია მათი განმარტება იმავე ენაზე ან თარგმანი რომელიმე სხვა ენაზე. 2. ვისიმე სიტყვების მარაგი; ლექსიკა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.40 ლექცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. lecture პოლონ. lekja ლათ. lectio – კითხვა 1. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლის მიერ საგნის ზეპირად გადმოცემით მიმდინარე მეცადინეობა; 2. რაიმე თემაზე საჯარო გამოსვლა. იხ. აგრეთვე: თეზისი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
7.41 ლეჩაქის დახურვა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შერცხვენა, თავის მოჭრა (იტყვიან მხდალობის ჩამდენ მამაკაცზე) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ლ
![]() |
7.42 ლიბერალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. liberalis - თავისუფალი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, ტრადიციებისაგან დამოუკიდებლობა და სხვ. ლ-ის იდეები აქტიურად მუშავდებოდა ჯერ კიდევ XVII-XVIII სს-ში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მიმართულება, რომელმაც ფართო გაქანება მიიღო, იგი XIX ს-ის 30-40-იან წლებში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით კი ლიბერალური პარტიის გაჩენასთან დაკავშირებით. დღეს ბევრი ასეთი პარტია მმართველია ან კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია. 1947 წელს ამ პარტიათა უმრავლესობა გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელმაც მიიღო „ლიბერალების მანიფესტი“. მათ შესამჩნევი წარმომადგენლობა აქვთ ევროპარლამენტში. ლ-სთვის დამახასიათებელია პიროვნების თვითფასეულობების აღიარება და ყველა ადამიანის საწყისი თანასწორობა, მოქალაქეთა თავისუფლების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა, ხალხის მმართველობა, კონსტიტუციონალიზმი, კანონიერება და სამართლის დაცვა, ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფოს აღქმა როგორც ორგანოსი, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოების წევრებთან საერთო კონსესუსზე, პიროვნების თავდაპირველი უფლებების დაცვასა და მის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობაზე. ლ. ცალსახოვანი არ არის. მან სერიოზული ევოლუცია განიცადა კლასიკური ლ-დან XIX-XX სს-ების ნეოლიბერალიზმამდე. თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური და სხვ. გლობალური, ძირეული ცვლილებების გავლენით იგი დღესაც განიცდის ევოლუციას. სხვადასხვა ეტაპზე სერიოზულად იცვლებოდა ლ-ის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება ერთი მხრივ, კონსერვატიზმთან და მეორე მხრივ, სოციალ-დემოკრატიზმთან. ისტორიული და თანამედროვე ლ-ის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ლოკი, მონტესკიე, კანტი, ჯეფერსონი, ა. სმიტი, დიდრო, ბენტამი, სპენსერი, ჯ.ს. მილი, ს.მ. ლიპსეტი, პოპერი, ფ.ჰაიეკი, ჰ.ალბერტი და სხვ. ეკონომიკური ლიბერალიზმი – რწმენა, რომ ბაზარი, როგორც თვითრეგულირებადი მექანიზმი, ნამდვილად ქმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ ზოგად კეთილდღეობასა და შესაძლებლობებს წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.} იხ. აგრეთვე: ჰუმანიზმი, ნეოლიბერალიზმი, კოლონიალიზმი, ტრადიცია, პარლამენტარიზმი, რეფორმატორი, გლობალური, კოსმოპოლიტი, კონსერვატიზმი, პოლიტიკა, ლიბერალური წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
![]() |
7.43 ლიბერალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1) ლიბერალიზმის მომხრე, ლიბერალიზმთან დაკავშირებული. 2) ლიბერალისა და ლიბერალიზმის დამახასიათებელი. იხ. აგრეთვე: პაციფიზმი, ლიბერალიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
7.44 ლიბერალური დემოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური კულტურის ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელის ფაქტორები, ფორმირების ეტაპები და ევოლუცია, ძირითადად, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ევოლუციის ეტაპებს ემთხვევა. უფრო მეტიც, ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემას. ლ.დ. დაკავშირებულია კაპიტალისტური განვითარების პროცესში ახალი, შუა საუკუნეებისაგან განსხვავებული მსოფლმხედველობის დაფუძნებასა და ლეგიტიმაციასთან, სადაც ინდივიდი მიჩნეულია სოციალური მოქმედების თავისუფალ, დამოუკიდებელ ერთეულად. მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს პლურალიზმი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელიცაა. აუცილებელია, აგრეთვე გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ითვალისწინებს როგორც ხელისუფლების მრავალი ცენტრის არსებობას, რომლებიც ზღუდავს როგორც სახელმწიფოს ერთმმართველობას, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური არჩევნის შესაძლებლობას, რაც თავისთავად წარმოუდგენელია არსებობის საშუალებების ალტერნატიული წყაროების გარეშე. თუ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფო დომინირებს საზოგადოებაზე, ამ შემთხვევაში პირიქით, საზოგადოება დომინირებს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
7.45 ლიბრეტო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. libretto 1. დიდი მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოების (უპირატესად ოპერის) სიტყვიერი ტექსტი; 2. ოპერის, ბალეტის და სხვ. მოკლე შინაარსი, დაბეჭდილი ბროშურად ცალკე ან თეატრალურ პროგრამასთან ერთად; 3. კინოფილმის სცენარის გაშლილი სიუჟეტური გეგმა იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.46 ლიკეონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გიმნასიონი აპოლონ ლიკეელის ტაძრის მახლობლად. შემდეგში იქ ასწავლიდა არისტოტელე. იხ. აგრეთვე: გიმნასიონი, არისტოტელე (ძვ. წ. 384-322) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
7.47 ლიკია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, პიანი, დელოსი, კლაროსი, პითონი, ქსანთე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
7.48 ლიკურგე (IX ს. ძვ.წ.ა.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი სპარტელი კანონმდებელი იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, სოლონი (დაახლ.638-559 წ. ძვ.წ.ა.) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
7.49 ლიმერიკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Limerick ირლანდ. Luimneach – ლივნიახი ქალაქი-საგრაფო ირლანდიაში, ლიმერიკისა (მანსტერის პროვინცია) და კლერის საგრაფოების საზღვარზე. დიდი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრი, მოსახლეობის რაოდენობით მესამე ირლანდიაში. მოსახლეობა — 90 757 ადამიანი (2006 წლის აღწერის მონაცემები). წყარო: ვიკიპედია ლიმერიკი
![]() |
7.50 ლინგვისტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. 1. მეცნიერება ენის შესახებ; 2. ენათმეცნიერება. იხ. აგრეთვე: გრამატიკა, ფორმა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.51 ლინკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. link ბმული ამ ვებგვერდის ბმული გამომიგზავნე. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ლინკი (ბარბარიზმი)
![]() |
7.52 ლიპარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – I წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
7.53 ლირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. lyra იტალ. lira 1. ძველი ბერძნების სიმებიანი საკრავი; ითვლება პოეტური შემოქმედების, შთაგონების სიმბოლოდ; ქნარი. 2. უკრაინასა და ბელორუსიაში ხალხური სიმებიანი ხემიანი საკრავი გიტარის მოყვანილობისა; აქვს კლავიშებიც. 3. როიალში მოწყობილობა, რომელზედაც დამაგრებულია პედალები. 4. ფულის ერთეული იტალიასა და თურქეთში. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.54 ლირიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ემოციური შეფერილობა, პოეტური აღელვებულობა, გულწრფელობა. იხ. აგრეთვე: პოემა, ემოცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.55 ლირიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. lyrikos – ლირასთან დაკავშირებული 1. ლიტერატურის სახეობა, რომელიც ლექსად გადმოსცემს ავტორის გრძნობებს, განცდებს, აზრებს; ახასიათებს მგზნებარება. 2. ამგვარ ნაწარმოებთა ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, ლირიკული წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.56 ლირიკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ლირიკის ხასიათისა; გრძნობების და განცდების გამომხატველი; ისეთი, რაშიც სუბიექტურ-ობიექტური ელემენტი ჭარბობს. ლ. გადახვევა (ლ. წიაღვსვლა) - მხატვრული ნაწარმოების ნაწილი, სადაც ავტორი წყვეტს სიუჟეტის თანამიმდევრულ განვითარებას და გადმოგვცემს თავის აზრებსა და განცდებს მოთხრობილ ამბავზე ან მოქმედ პირზე. 2. რბილი, ნაზი ტემპისა (ითქმის მომღერლის ხმაზე). მაგ., ლ. ტენორი ლ. სოპრანო. იხ. აგრეთვე: პოემა, ლირიკა, ლიტერატურა, ელეგია, ეპოდი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.57 ლიტავრა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. გვიანდ.(po)lytaurea ბერძნ. poly - ბევრი და taurea - დოლი ძველებური დასარტყამი მუსიკალური საკრავი. XVI ს-იდან ორკესტრის შემადგენელი ნაწილია. ლ-ის ქვაბის ფორმის კორპუსს (სპილენძის, თითბრის ან ალუმინის) ზევიდან გადაკრული აქვს ტყავის მემბრანა. საკრავის აწყობა ხდება მემბრანის ან პედალების მექანიზმების დაჭიმვით. ქვევით კორპუსის ცენტრში არის სარეზონატორო ნახვრეტი. ლ. 2 ჯოხის მეშვეობით გამოსცემს მჭექარე ხმას. ორკესტრში გამოიყენება სხვადასხვაგვარად აწყობილი 2-5 და მეტი ლ-ების კომპლექტი. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
7.58 ლიტერატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელიც პროფესიულად ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას; მწერალი. იხ. აგრეთვე: კრიტიკოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.59 ლიტერატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. litteratura 1. ამა თუ იმ ხალხის, ეპოქის ან მთელი კაცობრიობის მხატვრულ, სამეცნიერო ფილოსოფიურ და სხვა ნაწარმოებთა ერთობლიობა. 2. ხელოვნების სახეობა, რომლის განმასხვავებელი ნიშანია მხატვრული სახეების შექმნა სიტყვის, ენის საშუალებით; მწერლობა; ხელოვნების ამ სახეობის ნაწარმოებთა ერთობლიობა. - იგივეა, რაც ლიტერატურა (მნიშვ.) 3. რაიმე საგნის ან სპეციალური საკითხის შესახებ არსებულ ნაწარმოებთა ერთობლიობა. სინონიმი: მხატვრული ლიტერატურა იხ. აგრეთვე: ავტორი, ანაფორა, ანტიკური, ასონანსი, აგიოგრაფია, გროტესკი, დიალოგი, დრამა, დეკადენტობა, ეპოსი, ეპიკა, ეპიკური, ეპიგრამა, ეპილოგი, იდიომი, კომპოზიცია, კლაუზულა, კიბერფემინიზმი, კლასიკოსი, კულტურა, ლირიკა, ლირიკული, ორიენტალისტიკა, პარემია, პოემა, პოეზია, პროზა, პროდუქცია, პროლოგი, რითმა, რეფერატი, სატირა, სიმბოლიზმი, სტილი, სტილისტიკა, სცენა, ტავტოლოგია, ტექსტი, ტრუბადური, ტროპი, ფაბულა, ფრაზა, ფუტურიზმი, ციტატა, ჰაგიოგრაფია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.60 ლიტერატურული პერსონაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრული ნაწარმოების (პიესის, რომანის... და მისთ.) მოქმედი პირი იხ. აგრეთვე: პერსონაჟი, აივენჰო, არგონავტიკა, გილგამეშის ეპოსი, დონ-კიხოტი, ელენე, ენეიდა, ილიადა, კანდიდი ანუ ოპტიმიზმი, ლეილი და მეჯნუნი, მარგარიტა, მეფე ლირი, მეფისტოფელი, რომეო და ჯულიეტა, ნადიმი, ოდისეა, რობინზონ კრუზო, ფაუსტი, ჩაილდ ჰაროლდი, შაჰნამე წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.61 ლიტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო. 2. უბრალო, მარტივი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
7.62 ლიფჩიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. лифчик ლიფი, ბიუსტჰალტერი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ლიფჩიკი (ბარბარიზმი)
![]() |
7.63 ლობიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე ზემოქმედების პრაქტიკას, რომლის მიზანია შესაბამისი ჯგუფების ინტერესების კვალად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა (გარკვეული კანონპროექტების, სახელმწიფო შეკვეთების, სუბსიდიების მიღება, რელიგიური ან ქალთა ინტერესების დაცვა და ა.შ.). ამ მიზნით დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, არსებობს სააგენტოების განვითარებული ქსელი, რომლებიც გამოხატავს მსხვილი კომპანიების, პროფკავშირებისა თუ სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესებს. ლობისტებად, როგორც წესი, აჰყავთ პროფესიონალი შუამდგომლები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკისა და პოლიტიკური რეკომენდაციების სფეროში საკონსულტაციო ბიუროებსა და კომპანიებში. ლობისტი შეიძლება აყვანილი იყოს ხელშეკრულებით ან საკუთარი ინიციატივით წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერეს-ჯგუფს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
7.64 ლოგიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. logikē 1. მეცნიერება აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. მათემატიკური ლოგიკა - ლოგიკა, რომელიც ვითარდება მათემატიკური მეთოდების გამოყენებით. 2. მსჯელობისა და დასკვნათა თანამინდევრულობა. 3. შინაგანი კანონზომიერება. იხ. აგრეთვე: კატეგორია, ლოგიკური, ფილოსოფია, აქსიომა, თეორია, თეზისი, ცნება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.65 ლოგიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ლოგიკის კანონებზე დაფუძნებული. 2. თავისივე ხასიათით, შინაგანი კანონზომიერებით გაპირობებული; თანამიმდევრული; კანონზომიერი. ლ. მახვილი - წინადადებაში აზრობრივად მთავარი სიტყვის თავისებური წარმოთქმა მისი გამოყოფის მიზნით. იხ. აგრეთვე: ლოგიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.66 ლოგოგრაფები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორ. ბერძნ. "სიტყვა"; "პროზაული ნაწარმოები" და "ვწერ" 1. ძველი ბერძენი მწერლები -ისტორიული პროზის პირველ თხზულებათა ავტორები (მე-6 – 5 სს. ძვ. წელთაღრ.); გადმოსცემდნენ პროზის სახით ხალხურ თქმულებებსა და ეპიკურ პოემებს. 2. ათენში (ძვ. წელთაღრ. მე-5 ს.-ის ბოლოდან) მწერლები, რომლებიც მოდავე მხარეებს უდგენდნენ სიტყვებს სასამართლოში გამოსასვლელად. იხ. აგრეთვე: აკუსილეოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
7.67 ლოზუნგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Lozung მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნილება; მოწოდება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
7.68 ლოკალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. local ფრანგ. local ლათ. localis – ადგილობრივი გერმ. local ადგილობრივი, გარკვეულ საზღვრებს შორის მდებარე, მოქცეული, გავრცელებული. იხ. აგრეთვე: გლობალური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
7.69 ლოკუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. locus ადგილი ქრომოსომის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია გენი. იხ. აგრეთვე: კონტროლის ლოკუსი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
7.70 ლუკრეციუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტიტუს ლუკრეციუს კარუსი ( ძვ.წ I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. სახელი გაითქვა ფუნდაენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება). ტიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად. ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა "სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით" ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენეიდა წყარო: ვიკიპედია ლუკრეციუსი
![]() |
7.71 ლუსტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. lustration ლათ. Lustratio მსხვერპლშეწირვის მეშვეობით გაწმენდა; listratio შემოვლა, lustrare შემოვლა, დათვალიერება 1. აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში (უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, რუმინეთი) მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირთა, ასევე ამგვარ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა შემოწმება, რათა გამოვლენილ იქნეს მუშაობდნენ, თუ არა ისინი წარსულში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, ან თანამშრომლობდნენ თუ არა მათთან. შემოწმება ხდება სპეციალურად ამ მიზნისათვის მიღებული კანონის საფუძველზე. მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობის შემთხვევაში პირებს ეკრძალებათ გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, ასევე აქვთ არჩევანი: ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობა გამოვლენილი ფაქტების საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ ან მაკომპრომეტირებელი ფაქტების გამოქვეყნების შემდგომ იძულებით იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან; 2. შემოსავლების აღრიცხვის მიზნით სახელმწიფო ქონების პერიოდული აღწერა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - მ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 მაგარი ზურგი აქვს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავლენიანი მფარველი ან ძლიერი მოკავშირე ჰყავს
იხ. აგრეთვე: იდიომი
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ მ
![]() |
8.2 მაგისტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. magister – უფროსი, წინამძღვარი გერმ. magister ინგლ. holder of a master's degree ზოგიერთ ქვეყანაში, ბაკალავრის შემდგომი მეორე სამეცნიერო ხარისხი, აგრეთვე პირი, რომელსაც მიენიჭა ეს ხარისხი. იხ. აგრეთვე: ბაკალავრი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.3 მაგნატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. magnatus - დიდებული 1. ევროპის ზოგ ქვეყანაში (უპირატესად ძველ პოლონეთსა და უნგრეთში) მსხვილი მემამულე. 2. გადატანით ითქმის მსხვილ კაპიტალისტზე. მაგ., ფინანსური კაპიტალის მაგნატები. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
8.4 მაგნიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სხეული (რკინა, ფოლადი), რომელსაც აქვს ზოგი სხეულის მიზიდვის ან განზიდვის უნარი. ძველ ქართულში - ანდამატი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.5 მაზოლი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. мозоль კოჟრი, კოჟიჟი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი მაზოლი (ბარბარიზმი)
![]() |
8.6 მათემატიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. mathēmatikē მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივ თანაფარდობათა და სივრცითი ფორმების შესახებ. იხ. აგრეთვე: ანალიზური, რეალური, ნატურალური, ფორმა, ალგებრა, გეომეტრია, ბიოლოგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.7 მაიკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. майка მაისური იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი მაიკა (ბარბარიზმი)
![]() |
8.8 მაიუსკულები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. маюскулы მთავრული ასოები ძველ ლათინურსა და ბერძნულ დამწერლობაში იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
8.9 მაკედონელი ალექსანდრე (ძვ. წ. 356–323) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος ალექსანდრე დიდი, მაკედონელი , ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-ემ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ალექსანდრე მაკედონელი
![]() |
8.10 მაკვარანცხი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ყოჩაღი, მოხერხებული. წყარო: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. „დაუცხრომელთა სამყოფელი“ - გურია / თბილისი.: 2016.
![]() |
8.11 მაკიაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. maquillage კოსმეტიკის სახეობა - ფერის წასმა სახეზე. იხ. აგრეთვე: კოსმეტიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.12 მაკრისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კუნძული – აწინდელი კორფუ დიონისეს ძიძა იყო ნიმფა მაკრისი. ქალღმერთ ჰერას მიერ ჭკუიდან შეშლილმა ჰერაკლემ თავისი შვილები დახოცა. აპოლოდორე მითოლოგის მიხედვთ ჰერაკლე განწმინდა თესპიელთა მეფე თესტიოსმა. აპ. როდოსელის გადმოცემით კი იგი კუნძულ მაკრისზე მივიდა და ალკინოეს მამამ ნავსითოემ განწმინდა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI, კერკირა წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
8.13 მაკულატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. (mackle-(paper), spoilt sheet ლათ. Maculo ვსვრი გერმ. Makulatur 1. მდარე ხარისხის, უნიჭო ლიტერატურული ნაწარმოები. 2. ბეჭდვის დროს გაფუჭებული ქაღალდი, აგრეთვე, უვარგისი ქაღალდი, წიგნები, რომლებიც კვლავ ქაღალდად უნდა გადამუშავდეს. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.14 მალხაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიცოცხლით სავსე, ცქვიტი და კოხტა. ბიჭის ქართული სახელი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.15 მამა აბრამის ბატკანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვითომც უმწიკვლო, უცოდველი, მართალი ადამიანი (ითქმის ირონიულად) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ მ
![]() |
8.16 მამასახლისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე ქალაქსა და სოფლებში. მამასახლისის ინსტიტუტს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს. გვაროვნულ საზოგადოებაში მამასახლისი სახლის უხუცეს წევრს, სახლის უფროსს ეწოდებოდა, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა სახლის (თემის, გვარის) მმართველობა. მაგ., ანტიკურ ქართლში (მეფობის შემოღებამდე) მცხეთის მამასახლისს ეპყრა ქვეყნის (ქართლოსიანთა) უზენაესი გამგებლობა. ამავე დროს ამ ტერმინით აღინიშნებოდნენ დაბებისა და ცალკეული თემების გამგებლები. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მამასახლისი
![]() |
8.17 მანგა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპ. კომიქსების სტილში დაწერილი წიგნები, ჟურნალები. "მანგას" იაპონიში წარმოებული კომიქსების, რაც ძირითადში იაპონური სტილის ნახატებით გაფორმებულ ჟურნალებს გულისხმობს, მისამართ სიტყვად ხმარობენ. ხშირად, როდესაც მანგა პოპულარობით სარგებლობს, მის ანიმირებულ ვარიანტსაც უშვებენ. თვითონ იაპონიაში ამ სიტყვას ანიმირებულ ფილმებთანაც ხმარობენ ხოლმე, მაგრამ ახლა უკვე იაპონიაშიც ანიმაციისა და კომიქსების ერთმანეთისაგან გასარჩევად, შესაბამისად ტერმინებს ანიმესა და მანგას იყენებენ. იხ. აგრეთვე: ანიმე, სპოილერი წყარო: http://www.narutox.ge/ მანგა
![]() |
8.18 მანდატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. mandate ფრანგ. Mandat ლათ. mandatum. mandare – მინდობა, მიბარება. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის ამა თუ იმ უფლებამოსილებას, ან უფლებას რაიმეზე. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.19 მანდატურთუხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა საქართველოს სამეფო კარზე - სასახლეში ვაზირობისა და დარბაზობის ორგანიზატორი (ობერცერემონმაისტერი), სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსვლის უფროსი; „საპოლიციო-ზედამხედველობითი“ სამსახურის ხელმძღვანელი, სასახლისა და დომენის სამეურნეო ზედამხედველი. მანდატურთუხუცესს ექვემდებარებოდა ცენტრალური აპარატის ორი დიდი უწყება - სააჯო კარი და საგანმგეო, რომელთა საქმიანობას მანდატურთუხუცესი უძღვებოდა ამირეჯიბისა და განმგეთუხუცესის (ეზოსმოძღვრის, მეშვეობით. მანდატურთუხუცესის სამოხელეო ნიშანი იყო სამანდატურო ოქროს არგანი და „სკარამანგი“- ოქრომკედით ნაკერი ქსოვილისაგან დამზადებული ძვირფასი სამოსი. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მანდატურთუხუცესი
![]() |
8.20 მანიაკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. maniac რუს. маньияк ლათ. maniacus (ბერძნ. mania ვნება, სიგიჟე) - პიროვნება, რომელსაც რაიმესადმი, ან ვინმესადმი არანორმალური, პათოლოგიური მისწრაფება გააჩნია. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888] სომხ. მანიაკ B, მანიაკი E. (3 ეზრა 3, 6) საყელო მოთვალულ–მომარგალიტული ZAa. წყარო: ორბელიანი, სულხან-საბა (1658-1725) ლექსიკონი ქართული / მოამზადა... ილია აბულაძემ ; [რედ.: ელ. მეტრეველი, ც. ქურციკიძე] ; საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ. : მერანი, 1991. - 20სმ.
![]() |
8.21 მანიფესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. manifest გერმ. Manifest ლათ. manifestum – მოწოდება პროგრამული ხასიათის წერილობითი მიმართვა, მოწოდება. იხ. აგრეთვე: პროგრამული წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.22 მანტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მკითხაობის ხელოვნება, ღვთაებათა ნების გამოცნობის უნარი. უძველეს ხალხთა რწმენით, ბუნების ყველა მოვლენას, აგრეთვე ადამიანთა და სახელმწიფოთა ბედსაც განაგებდნენ ღმერთები. სწორედ ეს წარმოდგენები ედო საფუძვლად მანტიკას. ძველები მიიჩნევდნენ, რომ ღმერთები თავიანთი სურვილით ან ადამიანთა თხოვნით განაცხადებდნენ ხოლმე ღვთაებრივ ნებას განსაკუთრებული ნიშნებით, რომელთაც განმარტავდა მანტიკა. საბერძნეთსა და რომში არც ერთი კერძო თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე არ დაიწყებოდა ისე, რომ არ მიემართათ ორაკულისათვის, რომელიც განაცხადებდა ღმერთების ნებას. ძველ საბერძნეთში ორაკულთა და მისანთა მფარველი ღვთაება იყო აპოლონი, ხოლო ყველაზე სახელოვან წინასწარმეტყველებად ითვლებოდნენ სიბილები და ბაკისი. მათ მიაწერდნენ მრავალ ნამისნევს, რომელთაც იწერდნენ სპეციალურ კრებულებში (ასე მაგალითად, ცნობილია „სიბილას წიგნები“). ამ წიგნებს სახელმწიფო სიწმინდეებად მიიჩნევდნენ. არსებობდა კერძო კრებულებიც, რომელთა მფლობელები მსურველებს სათანადო რჩევებს აძლევდნენ. წინასწარმეტყველებისათვის მიმართავდნენ სიზმრებსაც. ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს ეგონათ, რომ სიზმარს ზევსი უგზავნიდა ადამიანებს. ხალხურ რელიგიაში მიაჩნდათ, რომ სიზმრებს განაგებდნენ დემონები. ჰესიოდე თავის „თეოგონიაში“ ამ დემონებს ნიქსის (ღამის) შვილებს უწოდებს. გვიანი ხანის პოეტთა აზრით კი ისინი ჰიპნოსის შვილები არიან. ჰომეროსის თანახმად, სიზმრები დავანებულნი არიან უკიდურეს დასავლეთში, იქ, სადაც მიწისქვეშა სამეფოს შესასვლელია. თუ ეს სიზმრები რქოვანი კარიბჭიდან გამოვლენ, ისინი წინასწარმეტყველურნი არიან. სპილოსძვლის კარიბჭიდან გამოსულებს კი დაკარგული აქვთ გრძნეულება. ბერძენთა რწმენით, ღმერთები ზმანებათა დემონებს კი არ აგზავნიდნენ მხოლოდ, არამედ თავადაც ევლინებოდნენ სიზმრად ადამიანებს, რათა საკუთარი ნება განეცხადებინათ. საბერძნეთსა და რომში სიზმართა ამხსნელი წიგნებიც კი არსებობდა. ერთ-ერთმა ასეთმა წიგნმა, რომლის შემდგენელი არტემიდოროსია (ძვ.წ. II ს.), ჩვენამდეც მოაღწია. ღვთაებათა ნების მაცნეებად მიიჩნევდნენ ჩიტებსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მტაცებელ ფრინველებს. მათ შორის გამორჩეული იყო არწივი – ზევსის ფრთოსანი. ფრინველთმისნობა (ორნიტომანტია, აუსპიციუმი) ეფუძნებოდა ჩიტების ფრენას ან გალობას. თუ დიდი ფრთოსანი ჰორიზონტის აღმოსავლეთით, მარჯვენა მხრიდან გამოჩნდებოდა, ეს კეთილუწყებას მოასწავებდა. მარცხენა მხრიდან მოვლენილი კი – უბედობას უქადდა საქმეს. მკითხაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ ზეციურ და ატმოსფერულ მოვლენებს (ჭექა-ქუხილს, ელვას, მზისა და მთვარის დაბნელებას, კომეტებისა თუ ვარსკვლავთა ცვენას). პირველყოფილ ადამიანებს ხომ სჯეროდათ, რომ ამ მოვლენებს განაგებდნენ ღმერთები. მეხის დაცემა ან გაელვება სასიკეთო ან უკეთურ ნიშნად მიიჩნეოდა მათი გამოვლინების მიხედვით. მზისა და მთვარის დაბნელება უბედობას მოასწავებდა. ვარსკვლავთმისნობა (ასტროლოგია) ძველ საბერძნეთში მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გავრცელდა, როცა ბერძნები ეზიარნენ ბაბილონურ ასტროლოგიას. ფრინველთმისნობა და ზეციურ მოვლენებზე მკითხაობა ფართოდ იყო გავრცელებული რომში, სადაც ამ საქმეს განაგებდნენ ავგურები. გარდა ამისა ძველ საბერძნეთსა და რომში მკითხაობდნენ მსხვერპლად შეწირულ ცხოველებზეც. ქურუმები აკვირდებოდნენ მსხვერპლთა ქცევას შეწირვამდე, მათი წვის სისწრაფეს სამსხვერპლოზე, შიგნეულის მდგომარეობას და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ღვიძლის ფორმებს, გულს, ფილტვებს. ხშირად მსხვერპლშეწირვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მკითხაობა, განსაკუთრებით ომიანობის ჟამს. ძველ სამყაროში გავრცელებული იყო ცრუ რწმენაც. ზოგჯერ ღვთის უწყებად მიიჩნევდნენ ცხვირის დაცემინებას, კარების ჭრიალს, დაღვრილ ზეთსა და რძეს, რომელიმე ცხოველის გამოჩენას (ასე მაგალითად, ეზოში სხვისი შავი ძაღლის შემოსვლა უბედურებას მოასწავებდა). მანტიკისადმი სკეპტიკური განწყობილება შეიმჩნეოდა უკვე უძველესი საუკუნეებიდან. საკმარისია დავასახელოთ თალეს მილეტელი (ძვ. წ. VII-VI ს.ს.), რომელიც აღნიშნავდა, რომ მზის დაბნელება სულაც არ იყო ღვთაებათა ნების გამოვლინება. იხ. აგრეთვე: ნადიმი, რომი, სემანტიკა, ორაკული წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
![]() |
8.23 მანუფაქტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. manufactura 1. კაპიტალისტური წარმოების ფორმა, რომელიც წინ უსწრებდა მსხვილ მანქანურ ინდუსტრიას; დამყარებული იყო შრომის დანაწილებასა და ხელოსნურ ტექნიკაზე. 2. საფეიქრო მრეწველობის ნაწარმი; ქსოვილები. იხ. აგრეთვე: კაპიტალიზმი, პრივატიზაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.24 მანქურთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რომანში „და დღე წუთისოფელზე გრძელია“ ერთი შუააზიური ლეგენდაა მოთხრობილი. ჟუან ჟუანების მომთაბარე ტომს ასეთი წესი ჰქონია: ომის/დარბევის შემდეგ ტყვედ წაყვანილებს თავს გადაპარსავდნენ და მჭიდროდ დაახურავდნენ ახალდაკლული აქლემის ცხელ ტყავს, მერე ხელ-ფეხს უკრავდნენ და მშიერ-მწყურვალს ტოვებდნენ თაკარა მზეზე. რამდენიმე დღეში თმა ამოსვლას იწყებდა და რაკი აქლემის ტყავს ვერ ხვრეტდა, თავის კანში ჩაიზრდებოდა. ეს პროცესი იმდენად მტანჯველი იყო, რომ ბევრი ტყვე ვერ უძლებდა და კვდებოდა, გადარჩენილები კი მეხსიერებას კარგავდნენ, ავიწყდებოდათ წარსული და საკუთარი ვინაობა და იდეალურ, საკუთარ ნებას მოკლებულ და პატრონის ერთგულ მონად იქცეოდა. ასეთ ადამიანებს მანქურთებს ეძახდნენ. ისინი ჩვეულებრივ მონებზე მეტად ფასობდნენ, რადგან, თუ მონას გული მუდამ თავისუფლებისკენ მიუწევს, მანქურთისთვის აღარც თავისუფლება არსებობს და აღარც სხვა ღირებულება. წამით წარმოიდგინეთ, რომ იღვიძებთ და აღარაფერი გახსოვთ, საყვარელ ადამიანებს ვეღარ ცნობთ. წარმოგიდგენიათ, რა მარტოსულად იგრძნობთ თავს, როგორი გაუცხოებული აღმოჩნდებით სამყაროში? წარმოგიდგენიათ, რა უბედურები იქნებიან თქვენი ახლობლები, როგორ გაუჭირდებათ მათ თქვენთან საერთო ენის გამოძებნა? ადამიანს სანამ მეხსიერება აქვს, სათანადოდ ვერ აფასებს მას, მერე კი, როცა დაკარგავს, აღარც მისი ფასი ახსოვს და ვეღარც მის საჭიროებას გრძნობს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გამიზნულად გაკარგვინებთ მეხსიერებას, რათა აღარაფერი გაკავშირებდეთ ძველ იდენტობასთან. სწორედ ამით არის ტრაგიკული მანქურთობა. აითმათოვის რომანი ერთი მანქურთისა და მისი დედის ამბავს აღწერს. ანა-ბეი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სთხოვდა, ხელი აეღო ჩანაფიქრზე, რადგან ის მაინც არ ემახსოვრებოდა ჟუან-ჟუანების შემოსევის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ შვილს, არ შეეპუა ხვედრს და შვილის საძებნელად წავიდა. მიაგნო კიდეც. „იავნანამ რა ჰქმნა?!“-ზე გაზრდილ ქართველ მკითხველს სჯერა, რომ დედის სიმღერა მეხსიერებას დაუბრუნებს ყმაწვილს, მაგრამ არა, მანქურთობა განაჩენია, მანქურთს ვეღარაფერი უშველის, მანქურთი მკვდარია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სუნთქავს, ჭამს, სვამს და მისი ყველა სასიცოცხლო პროცესი ძველებურად ფუნქციონირებს. მაგრამ ვაი ამგვარ სიცოცხლეს… მთავარი ხომ სიცოცხლეაო, შესაძლოა იფიქროს მავანმა, მაგრამ როგორც კი დაფიქრდება, აღმოაჩენს, რა მწარეა სიმართლე, რა დაუნდობელია პასუხი. ადამიანის იდენტობა ხომ მისი წარსულია, მისი მეხსიერებაა. ივიწყებ წარსულს? – გამოდის, რომ აღარც არსებობ, თუნდაც ახალს ქმნიდე. ტექსტში არიან პერსონაჟები, რომელთა შემოყვანა აადვილებს ლეგენდის დეკოდირების პროცესს. სოფლის გეოგრაფიის მასწავლებელს, რომელიც აგროვებს ფოლკლორულ ტექსტებს, მიაჩნია, რომ წარსულის შესახებ ხსოვნის დაცვა აუცილებელია ეროვნული (და არამხოლოდ) იდენტობის შესანარჩუნებლად. მასწავლებელი იღუპება, ის სტალინური ეპოქის რიგითი მსხვერპლია. რომანს სხვა პერსონაჟიც ჰყავს, ედიღეი, და ნაწარმოები მის მოგზაურობაზეცაა. ეს მოგზაურობა არა მარტო სივრცეში გადაადგილება, არამედ მკითხველისთვის რეჟიმის პირობებში მცხოვრები ადამიანის შეცნობაცაა. ედიღეი არ შეუშინდება სიძნელეებს და მეგობარს, ანდერძის თანახმად, მიასვენებს ისტორიულ სასაფლაოზე, თუმცა ამის ლოგიკურ ახსნას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვერ ხედავენ. მათთვის მამა-პაპათა სასაფლაოს სიმბოლიკა გაუგებარია. ათეიზმის ეპოქაში სულერთი ხდება, სად პოვებს განსასვენებელს მიცვალებული. რა კავშირი აქვს მანქურთს საბჭოთა ადამიანთან? საბჭოთა სისტემა მიზანმიმართულად და, სამწუხაროდ, წარმატებით ცდილობდა, წაეშალა ყველაფერი ძველი, უფრო სწორად, ძველი, რომელიც მას არ გამოადგებოდა, რომელიც მის მიერ შემოთავაზებულ ნარატივში არ ჩაჯდებოდა. ასეთი ნარატივი ახალი ადამიანის შექმნა იყო – ადამიანისა, რომელიც გაიმარჯვებდა ბუნებაზე, ადამიანისა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძველი, ფუჭი, უმაქნისი რწმენა-წარმოდგენებისგან. ასეთი ადამიანისთვის მეხსიერება გამოუსადეგარი გახდებოდა, მეხსიერების თანდათანობითი დაკარგვის შედეგად კი ახალი ადამიანი ახალ ცხოვრებაში ვეღარ გააცნობიერებდა, რომ ხელისუფლებისა და რეჟიმის მონა იყო. დააკვირდით, როგორ ადგენდნენ სახელმძღვანელოებს საბჭოთა პერიოდში: ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან გაქრა ტექსტები, რომლებიც ახალი ადამიანის შესახებ ახალ ნარატივში არ ჩაჯდა, ისტორიის სახელმძღვანელოები ფაქტებისა და თარიღების შესწავლამდე დაიყვანეს – შედეგმაც არ დააყოვნა და „ახალი ადამიანი“, რომელიც ასეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდა, უკვე აკმაყოფილებდა ახალ სტანდარტებს, რადგან მას გაუქრა მთავარი კითხვის დასმის სურვილი. კითხვა „ვინ ვარ და საიდან მოვდივარ მე?“ ჩაანაცვლა კითხვამ: „შევძლებ თუ არა ახალი, ერთი შეხედვით, დაუძლეველი ამოცანების შესრულებას?“ თითქოს ცუდი არაფერია ამ კითხვაში, მაგრამ, მანქურთის შესახებ ლეგენდის ფონზე, მას ფასი ეკარგება, რადგან გასაგები ხდება, რომ იდენტობის გამორკვევის გარეშე არავითარი ამოცანის შესრულებას არ აქვს აზრი; ის ვითომ სიკეთე, რაც ამოცანის შესრულებას უნდა მოჰყვეს, სინამდვილეში სულაც არ არის სიკეთის მომტანი იდენტობადაკარგული ადამიანისთვის და, შესაბამისად, კაცობრიობისთვისაც. დავუბრუნდეთ წერილის დასაწყისში მოხმობილ ორუელის ციტატას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ახალი, ძველი და გაცვეთილი მეტაფორები და დავსვათ ასეთი კითხვა: აითმათოვს ახალი მეტაფორა – „მანქურთი“ რომ არ შეექმნა, რომელს გამოიყენებდა? ალბათ „მარიონეტს“. როდის გაცვდა მეტაფორა “მარიონეტი”? ალბათ მას შემდეგ, რაც ჯერ იუვენალისმა მესამე სატირაში, შემდეგ შექსპირმა პასტორალურ კომედიაში „როგორც გენებოთ“, შემდეგ პუშკინმა „პიკის ქალში“ ცხოვრება თეატრს, სცენას, თამაშს შეადარეს, რომელშიც ადამიანები მათთვის განკუთვნილ ადგილს იკავებენ. ამ მწერლების შემდეგ აღნიშნული მეტაფორა იმდენად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ, როგორ გაცვდა ის. ორუელის მიერ შემოთავაზებული ძველი მეტაფორის ცნება, მეტაფორისა, რომელიც როგორც მეტაფორა თითქმის მკვდარია, ალბათ ის კონცეპტუალური ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეგამეტაფორა იქნებოდა, რომელიც პლატონმა შემოგვთავაზა მღვიმის ალეგორიაში. მას დაეფუძნა დანარჩენი მეტაფორები, გაცვეთილი თუ ახალი. როგორც ვხედავთ, ჩინგიზ აითმათოვის „მანქურთი“ სწორედ ამგვარი ახალი მეტაფორაა. ახალმა მეტაფორამ, სანამ ის ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიჭრებოდა, გაიარა გზა ძველი, კლიშედ ქცეული მეტაფორიდან გაცვეთილ მეტაფორამდე. აითმათოვის ახალი მეტაფორა, რომელიც, თუკი ვიცით, საიდან მომდინარეობს, აზროვნებას ეხმარება, ვიზუალური ხატის აღძვრის გზით, უკეთ გაიგოს და აღიქვას მოვლენები, კონკრეტულ შემთხვევაში კი რეჟიმის დროს მცხოვრები ადამიანის ტრაგიკული ხვედრი. დაბოლოს, მოდი, ვცადოთ, დავუკავშიროთ აქ თქმული საპროგრამო ლიტერატურას და როდესაც მოსწავლეებს რომელიმე მეტაფორას ავუხსნით, შევეცადოთ, ორუელის ჭრილში ვაპოვნინოთ ახალი და ძველი, კლეშეებად ქცეული და ამის გამო თითქმის მკვდარი მეტაფორები და მათ შორის გაჭედილი გაცვეთილი მეტაფორები. ჩემი აზრით, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ მეტაფორის როლი მხატვრულ ლიტერატურაში. ასევე შევეცადოთ, როდესაც ჩვენს საბჭოთა წარსულზე ვლაპარაკობთ, ხშირად გავიხსენოთ მეტაფორა „მანქურთი“, რათა მოსწავლეებს ისტორიული მოვლენების უკეთ გაანალიზების საშუალება მივცეთ. წყარო: მანქურთი
![]() |
8.25 მაოიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ჩინეთის ხელმძღვანელობის ანტიმარქსისტული შეხედულებანი და პოლიტიკა; აშკარად გამოვლინდა და ხორციელდება მე-20 ს.-ის სამოციანი წლებიდან; წარმოადგენს დიდმპყრობელური შოვინიზმისა და წვრილბურჟუაზიული ავანტიურიზმის ნარევს, მაო ძე-დუნის (1893-1976) სახელის მიხედვით. იხ. აგრეთვე: ძედუნი მაო (1893-1976), გოშიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.26 მაჟორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. majeur მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის დიდი და მცირე ტერციებისაგან შემდგარ აკორდს; დამახასიათებელია მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი. მაჟორშია - გადატანით იტყვიან, როდესაც ვინმე მხიარულ გუნებაზეა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.27 მაჟორიტარული სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო სამართალში კენჭისყრის შედეგების განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ის კანდიდატი (ან კანდიდატები), რომელმაც საარჩევნო ოლქში ხმათა უმრავლესობა მიიღო. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, საარჩევნო სისტემა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.28 მაჟორული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. 1. მაჟორთან დაკავშირებული; მაჟორის დამახასიათებელი ბგერების შეხამებაზე დამყარებული. 2. საუბ., გადატ. ხალისიანი, მხიარული (გუნება, განწყობილება). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.29 მარგარიტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეფისტოფელი იწყებს ფაუსტის ცდუნებას. იგი გააცნობს მას ულამაზეს ქალს – მარგარიტას. მეფისტოფელს იმედი აქვს, რომ ლამაზი ქალის მკლავებში ფაუსტი პოვებს შესანიშნავ წამებს და შეეცდება იგი, გაახანგრძლივოს უსასრულობამდე, მაგრამ როგორც კი ფაუსტი მიაღწევს გოგონას სიყვარულს, იგი ტოვებს მას. გრძნობათა სიამტკბილობა მას არ აკმაყოფილებს. მარგარიტა ღრმად რელიგიური ადამიანია, ამიტომ ცოდვა მას დიდ სულიერ ტრამვას აყენებს, რასაც ვერ გადაიტანს, იგი იღუპება. ფინალში, როდესაც ბნელ საკანში მეფისტოფელი აჩქარებს ფაუსტს, რომ გაიქცეს, ფაუსტი ამბობს, მარგარიტა სულ ერთია, დაღუპულია. ამ დროს ხმა ზეციდან ამცნობს, რომ იგი გადარჩენილია. მარგარიტა ფინალში უბრუნდება თავის ორგულ შეყვარებულს, როგორც უსხეულო სული. იგი ხდება ფაუსტის სულის გამცილებელი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, მეფისტოფელი, ფაუსტი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
8.30 მარგინალები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანთა ერთობა, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მ–მა არ იციან, როგორ (ან სურვილი, არა აქვთ) მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მ – ები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ–კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვემდებარება. ასეთი სიტუაცია ხშირად კონფლიქტამდე მიდის საზოგადოებაში დომინირებულ ჯგუფსა (კულტურასა) და დაქვემდებარებულ სუბჯგუფს (სუბკულტურას – მაგ., ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებსა და მათ კულტურათა) შორის, რასაც კონტრკულტურის გაჩენამდე მივყავართ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მ–ის, როგორც სუბკულტურის წარმომადგენლების ურთიერთქმედება სხვა კულტურათა წარმომადგენლებთან ხშირად ხელს უწყობს ამ კულტურათა გადააზრებასა და მათში ახლებურ ხედვათა ჩამოყალიბებას. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.31 მარგინალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. marginalis - განაპირა, margino - შემოსაზღვრა, შემოფარგვლა,margo - კიდე, საზღვარი სოციალური მოვლენა, ცნება, რომელიც ადამიანის მდგომარეობის „შემოსაზღვრას“, გარიყვას აღნიშნავს რომელიმე სოციალური ჯგუფის (ჯგუფების) მიერ. მარგინალიზაციის ცნება 1920-იან წლებში გაჩნდა, ამერიკულ სოციოლოგიაში ახალ სოციალურ პირობებთან იმიგრანტთა სუსტად ადაპტირებულობის აღსანიშნავად. ჯგუფური მარგინალიზაცია აღმოცენდება საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ცვლილებების შედეგად, ახალი ფუნქციონალური ჯგუფების გაჩენასთან დაკავშირებით, რომლებმაც მათი სოციალური მდგომარეობა შეარყიეს და მყიფე გახადეს. წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
![]() |
8.32 მარიამი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Maria ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალწული მარიამი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც „ქრისტეს დედა და ეკლესიის დედა“ (პავლე VI). როგორც ქრისტეს დედა, მარიამი სული წმიდამ შეამზადა: მართლაც „მადლით აღვსილი“ უნდა ყოფილიყო იმისი მშობელი, რომლის არსებაშიც „დამკვიდრებულია ხორციელად ღმრთაების მთელი სისავსე“ (კოლ. 2:9). მაშასადამე, მადლის წყალობით, მარიამი უცოდველად იშვა ყველაზე თავმდაბალ ქმნილებად, რომელსაც ყველაზე მეტად ძალუძდა ყოვლისშემძლე ღმრთის გამოუთქმელი ნიჭის მიღება. თუმცა მარიამმა არა მხოლოდ შობა იესო, არამედ მისი ერთ-ერთი უერთგულესი მოწაფეც იყო, რასაც ადასტურებს გოლგოთაზე მარიამის ყოფნა ქრისტეს ვნების ჟამს და მოწაფეებთან ერთად მისი ლოცვა სერობისას, სულის წმიდის გადმოსვლის მოლოდინში. მამა ღმრთის ნების, თავისი ძის მხსნელი ქმედებისა და სული წმიდის ყოველი ქროლვისადმი მთლიანად მინდობის გამო, ქალწული მარიამი ეკლესიისთვის რწმენისა და კაცთმოყვარების სიმბოლოა. „ამიტომაც ის აღიარებულია ეკლესიის უაღრესად ამაღლებულ და სრულიად გამორჩეულ წევრად“ (LG, 53) „და ეკლესიის სიმბოლოდ („typus“)“ (LG, 63). თუმცა ეკლესიასა და მთელ კაცობრიობასთან მიმართებაში მარიამის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: „იგი სრულიად განსაკუთრებულად შეეწია მაცხოვრის საქმიანობას – მორჩილებით, რწმენით, იმედითა და მგზნებარე კაცთმოყვარებით – სულთა ზებუნებრივი ცხოვრების აღსადგენად. ამიტომაცაა მარიამი ჩვენთვის დედა მადლის წიაღში“ (LG, 61). ცად აღყვანებული მარიამი კვლავაც ასხივებს დედობრივ ზრუნვას ქრისტეს სხეულის წევრებზე, რომელნიც თაყვანს სცემენ მას განსაკუთრებული კულტის მეშვეობით. ეს კულტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქრისტესადმი მიძღვნილი კულტისაგან (შდრ. LG, 66; აგრეთვე CCC, 721-726; 963-975). მარიამის თაყვანისცემა, რომელიც უმთავრესად სავარდის ლოცვითა და მარიამის სამლოცველოთა მომლოცველობით გამოიხატება, მეტად გავრცელებულია ქრისტიანთა შორის. იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი, პერსონალია, რელიგია წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტ
![]() |
8.33 მარკეტინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. marketing – ბაზარი კაპიტალისტური საწარმოს მართვის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც გულისხმობს ბაზარზე მიმდინარე პროცესების გულდასმით აღრიცხვას სამეურნეო გადაწყვეტილებათა მისაღებად, წარმოების შეგუებას მომხმარებლის საჭიროებებთან; წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 ს.-ის დასაწყისში; ყველაზე უფრო დიდი გავრცელება პოვა 50-60-იან წლებში გასაღების პრობლემის გამწვავებასთან და საკონკურენციო ბრძოლის ახალი მეთოდების (რეკლამის განვითარების, საქონლის ხარისხისა და მიწოდების გაუმჯობესების...) ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით. იხ. აგრეთვე: ბრენდი, სერვისი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.34 მარკეტინგული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. PR პროგრამათა დაგეგმარების, შესრულებისა და შეფასების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს საქონლის რეალიზაციის ზრდას და მომხმარებლის დაკმაყოფილებას სანდო ინფორმაციის გავრცელებისა და კომპანიის დადებითი იმიჯის შექმნის საფუძველზე, ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას მომხმარებლის ინტერესებთან, სურვილებთან და მოთხოვნებთან. იხ. აგრეთვე: PR, მარკეტინგი წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
![]() |
8.35 მაროჟნი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. мороженное ნაყინი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი მაროჟნი (ბარბარიზმი)
![]() |
8.36 მარსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სატირი (ტყის ღვთაება), დიონისეს მხლებელი, ფლეიტაზე დაკვრის დიდი ოსტატი, რომელიც ისე გაკადნიერდა, რომ თვით აპოლონი გამოიწვია შეჯიბრში, მაგრამ დამარცხდა და განრისხებულმა ღმერთმა ტყავი გააძრო მას. იხ. აგრეთვე: ნადიმი, აპოლონი, დიონისე, ოლიმპოსი, ფლეიტა წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
8.37 მარქსი კარლ (1818-1883) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანიის ქალაქ ტრევირში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადიპლომო შრომა ეპიკურეს თემაზე დაიცვა. მისი პირველი შრომები ფილოსოფიის ისტორიას შეეხებოდა, თუმცა მარქსმა სწრაფად აღმოაჩინა ადამიანისა და ისტორიის პრობლემათა გადახედვისა და მათი ახლებური დანახვისკენ თავისი მოწოდება. მარქსმა ჟურნალისტად იმუშავა გერმანიასა და პარიზში და ამ დროს გაიცნო მეწარმე ფრიდრიჰ ენგელსი (1820-1895 წწ.), რომელმაც მისი აზრები გაიზიარა. რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან გაძევებულმა მარქსმა ლონდონში დაიდო ბინა, სადაც, ენგელსის ფინანსური მხარდაჭერით, ხანგრძლივად იცოცხლა და იქვე გარდაიცვალა. მარქსსა და ენგელსს იმდენად მტკიცე მეგობრობა და იდეათა ისეთი თანხვედრა ჰქონდათ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები მათი ერთობლივი შრომის შედეგია. ასეთებს მიეკუთვნება „წმინდა ოჯახი, ანუ ახალგაზრდა ჰეგელელთა კრიტიკის კრიტიკა“ და 1848 წლის სახელგანთქმული „კომუნისტთა მანიფესტი“. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა შრომამ დასაბამი მისცა ფართო სოციალურ მოძრაობათა ორგანიზებას, რომლებიც მსხვილ მეწარმეთა წინააღმდეგ მუშათა ბრძოლას ისახავდა მიზნად. მარქსმა მრავალი შრომა დაწერა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილია „კაპიტალი“. ამ შრომის პირველი წიგნი 1867 წელს გამოქვეყნდა, დანარჩენები კი-ავტორის გარდაცვალების შემდეგ. მარქსი არ არის ღრმა მოაზროვნე, რომელიც მკაცრ კონტროლს უქვემდებარებს საკუთარი ნააზრევის განვითარებას. ის უფრო წინასწარმეტყველი, რევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელია. დიდი ფანტაზიით დაჯილდოებული და ღრმა ერუდიციის მქონე მარქსი ორივე ამ თავის თვისებას იყენებს ცხოვრებისა და ისტორიის შთამბეჭდავი, მაგრამ ნაჩქარევი ხედვის წარმოსადგენად. მშრომელთა კლასის ცხოვრების პირობების რადიკალური შეცვლის იდეით შეპყრობილი მარქსი ერუდიციასაც და მახვილგონიერებასაც საკუთარ იდეალს უქვემდებარებს. სოციალური გარდაქმნისკენ მისი სწრაფვიდან, რომლის სამსახურშიც ჩააყენა მარქსმა ხანგრძლივი შესწავლის შედეგად შეგროვებული მასალა, მომდინარეობს ის მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ისტორიაზე. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ენგელსი ფრიდრიხ (1820-1895), ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270), მარქსიზმი, კომუნიზმი, პროლეტარიატი წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
![]() |
8.38 მარქსიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიდრიხ ენგელსი და კარლ მარქსის იდეების საფუძველზე განვითარებული პოლიტიკური ფილოსოფია და პრაქტიკა. მარქსიზმის მრავალი ვარიაცია არსებობს, თუმცა მისი ძირითადი პრინციპი ეფუძნება მოსაზრებას, რომ კაპიტალიზმი დამყარებულია პროდუქციის წარმოების მფლობელთა მიერ მუშა ადამიანების ექსპლუატაციაზე. მარქსისტების აზრით, კაპიტალიზმი ყველანაირი ჩაგვრის საფუძველს წარმოადგენს. იხ. აგრეთვე: ენგელსი ფრიდრიხ (1820-1895), მარქსი კარლ (1818-1883) წყარო: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
![]() |
8.39 მასა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. massa 1. ამა თუ იმ საგნის შემადგენელი ნივთიერების რაოდენობა, მოცულობა. 2. თვით ნივთიერება, მატერია, რომლისგანაც შედგება საგანი. 3. უფორმო, ცომისებური ნივთიერება; რისამე სქელი ან ნახევრად თხელი ნარევი. 4. ფიზ. სიდიდე, რომლითაც იზომება ნივთიერების რაოდენობა რაიმე სხეულში; სხეულის ინერციის ზომა მასზე მოქმედი ძალის მიმართ; ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მ. გამოიხატება კილოგრამებით. 5. მასები - მშრომელი მოსახლეობის ფართო ფენები; ხალხი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.40 მასდარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები არსებითი სახელი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.41 მასკარადი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. mascarade გასართობი საღამო, მეჯლისი, რომლის მონაწილეებს უკეთიათ ნიღბები და აცვიათ განსაკუთრებული (ეთნოგრაფიული, ზღაპრული და სხვ.) ტანისამოსი. იხ. აგრეთვე: კარნავალი, ბალი, ბალ-მასკარადი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.42 მასმედიასთან ურთიერთობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. MEDIA RELATIONS ურთიერთობის აგება და განვითარება მასმედიასთან: კავშირების უზრუნველყოფა მასმედიასთან, განსხვავებული პუბლიკაციის წარმოება და განთავსება მასმედიაში, პრესის მხარდაჭერა სხვადასხვა აქციებსა და კამპანიებში, პრესტურების ორგანიზება, ინფორმაციების შექმნა მასმედიის მოზიდვის მიზნით. იხ. აგრეთვე: PR წყარო: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია = Public Relations / საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" ; [პროექტის ავტ., ხელმძღვ. და გამოც. მთ. რედ. ელგუჯა მარღია ; მოწვეული რედ.: მარიკა დარჩია, რევაზ სურგულაძე, ვანო ჭიაურელი და სხვ.]. - თბ. : ცოტნე, 2006. - 293გვ. ; 29სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 293. - ISBN 99940-41-09-6 : [ფ.ა.][MFN: 30901]
![]() |
8.43 მატერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. materia 1. ფილოს. ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს ადამიანის ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. 2. ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ბუნების ფიზიკური სხეულები. 3. ქსოვილი.
![]() |
8.44 მატერიის აგებულება. - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იხ. აგრეთვე: ენერგია, ობიექტური, რეალური, ფილოსოფია, ფიზიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.45 მატერიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რაც ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობს; ნივთიერი, ფიზიკური. მაგ., მატერიალური სამყარო. 2. საარსებო საშუალებებთან დაკავშირებული; ქონებრივი. მაგ., მატერიალური მდგომარეობა. მატერიალური ნაწილი - ტექნიკური მოწყობილობანი და საშუალებანი. იხ. აგრეთვე: ობიექტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.46 მატიანე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. летопись ინგლ. annals ზოგადი სახელწოდება საკავშირო წიგნის პალატისა და მოკავშირე რესპუბლიკათა წიგნის პალატების ორგანოებისა, რომლებიც აწარმოებენ ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსული მთელი ბეჭდური პროდუქციის ცალკეული სახეობების (წიგნების, პერიოდული გამოცემების, ჟურნალისა და გაზეთის სტატიების, ნოტების, კარტოგრაფიული გამოცემებისა და სხვ.) რეგისტრაციას. იხ. აგრეთვე: მატიანი, მატიანე წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
8.47 მატიანი, მატიანე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნი, სიგელი, ისტორია, დავთარი (ი. ა.) იხ. აგრეთვე: მატიანე, სიგელი, დავთარი წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
8.48 მატრაბაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მეტიჩარა, მატრაკვეცა, მატყუარა. სინონიმი: ოინბაზი, თაღლითი, იშკილბაზი, არამზადა, ლუპუსტაკი, ლაპუსტაკი, ტრაბუცა, თვალთმაქცი, თვალდათვალ მატყუარა, ქლესა, გაქლესილი, გაქნილი, გაქექილი, გამოქექილი, გაღლეტილი, ეშმაკი, ადიდაში გამოსული, ცხრა თოკში გამოვლილი, გაცვეთილი, დაღრეკილი, გამოქექილი, მოხერხებული, დაქოქილი, ყალთაბანდი, კვაჭი, ქვებუდანი, გამოჯანდრული, გამოჯაგული, გაიზვერა, ქვეშ-ქვეშა. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.49 მატრიცა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. ლითონის ჩაღრმავებული ფორმა შრიფტის ჩამოსასხმელად. მუყაოს ჩაღრმავებული ფორმა სტერეოტიპის ჩამოსასხმელად. გარკვეული წესით განლაგებულ მათემატიკურ სიდიდეთა ცხრილი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
8.50 მატური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მატური არის „სასაფლაოზე მცირე გალავანი ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე. ი. საგვარეულო სასაფლაო. ასეთი განმარტება იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მატური ადრეულ ხანაში გაიგებოდა, როგორც საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად. ქვითხუროობის თვალსაზრისით მატურებში გამოვლენილია ძალზე მაღალი დონე, რთული ტექნიკური სიძნელეებით დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ნიუანსი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გეომეტრიული სწორი ხაზები, ოთხკუთხოვანი ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად მათ იერში დომინირებს ეკლესიების, ეკვდერებისა და სამრეკლოს არქიტექტურული მოდელები. ზოგი მატური შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რომლებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებითა და მომთავრებულნია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მატურებზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერაეპიტაფიებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ სიმბოლოებს როგორიცაა: მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები, ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს, ბოთლს, ყანწს, შეკაზმულ ცხენს, ირემს, საკურთხს და სხვა. მატურთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად, გარდაცვალებულთა სურათები და სხვა. მატური არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რომლშიც გამოხატულია როგორც ქვითხუროობის მაღალი დონე, ასევე ქრისტიანული სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები. ლიტ: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ს. ბედუკაძე, ქვის დამუშავება მთიულეთში. იხ. აგრეთვე: სტელა წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
![]() |
8.51 მაღალი ეკლესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართულება პროტესტანტიზმში, რომელიც ცდილობს, რეფორმამდელი ღვთისმსახურების ტრადიციების შენარჩუნებას იხ. აგრეთვე: პროტესტანტი/პროტესტანტობა წყარო: საყვარელი ძვლები : [როაანი] / ელის სიბოლდი. - თბ. : პალიტრა L, 2015 - 3864 გვ. ; 16 სმ.
![]() |
8.52 მაშათი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალაქი მეშჰედი ხვარასანში თვით გეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი; გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი, ძმისწულს მისცა შესართავად, კვლავ ბოძებას აღარ ველი, და მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი. იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია, სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია, ვაჟსა უწოდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი ხარია, თეიმურაზ II. „თავგადასავალი“. წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
8.53 მაჰმადიანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. არაბ. მაჰმადიანობის მიმდევარი; მუსლიმანი. სინონიმი: მუსლიმანი და მუსულმანი იხ. აგრეთვე: რელიგია, ჯიჰადი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.54 მდივანბეგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი სპარს. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე. ირანში მდივანბეგის თანამდებობას არაიშვიათად ქართველებიც იკავებდნენ. მაგ., სრულიად ერანის მდივანბეგი შაჰყულ-ხანი (იგივე ლევან ბატონიშვილი, შაჰნავაზის ძე, ქართლის ჯანიშინი) ამ თანამდებობით მოიხსენიება 1703-1710 წწ-ში შედგენილ რამდენიმე საბუთში. 1720-იანი წწ-ის საბუთებში ასევე სრულიად ერანის გამგებლად და მდივანბეგად იხსენიება ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული). საქართველოში მდივანბეგობის შემოღების დრო ზუსტად გარკვეული არ არის. მკვლევართა ნაწილი ასეთ დროდ XV ს-ის მეორე ნახევარს მიიჩნევს, სხვები - XVI ს-ს, ზოგი მკვლევარი - სვიმონ I-ის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების წელს (1578). იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მდივანბეგი
![]() |
8.55 მდივანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. dīvān - კანცელარია უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება. სამოხელეო ტერმინი მდივანი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი და მდივანი, რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მდივანს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მდივანთა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მდივანობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მდივანს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მდივანი
![]() |
8.56 მედეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჯადოქარი, კოლხეთის მეფის, აიეტის ასული. ჰელიოსის შვილიშვილი. მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტი კოლხეთში რომ დასახლდა, თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი ნიმფა ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი აფსირტოსი. მეორე ცოლმა, ოკეანიდა იდიიამ, მას უშვა ორი ასული, ქალკიოპე და გრძნეული მედეა. ბერძნულ მითოსში მედეა მაშინ გამოჩნდება, როდესაც არგონავტები იასონის წინამძღოლობით მიადგებიან კოლხიდას და მოითხოვენ ოქროს საწმისს. განრისხდება მეფე აიეტი და მოჩვენებითი სიმშვიდით განაცხადებს თანხმობას, თუ იასონი აღასრულებს მის დავალებას. ბერძენ გმირს უკან დასახევი გზა არ ექნება (არგონავტები). არგონავტებს ღმერთები მფარველობდნენ. სასოწარკვეთილი იასონის გამხნევება მისივე მეგობარმა, არგოსმა სცადა. ასე მიმართა: „დედაჩემს ვთხოვოთ, დაიყოლიოს თავისი და, მედეა, რამე იღონოს. მას ხომ გრძნეულმა ჰეკატემ სასწაულმოქმედი წამლების შეზავება ასწავლა“. არგოსის სიტყვას ღმერთის ნიშანიც მოჰყვა: აფრენილ ქორს კლანჭებიდან დაუსხლტა მტრედი და იასონს ჩაუვარდა კალთაში. თავად ქორი კი ხომალდის კიჩოს დაასკდა. მისანმა მოფსოსმა არგონავტებს მოუწოდა, ტრფობის ქალღმერთი აფროდიტე ეხმოთ მფარველად. ასეც მოიქცნენ, ხოლო არგოსი დედა-ქალკიოპეს ეახლა და საშველად შეიპირა. აფროდიტეს ცელქმა ბიჭუნამ, ეროსმა, სიყვარული შთაუნერგა მედეას. ვნებამორეული მეფის ასული დარდმა შეიპყრო. დას გაუმხილა გულისნადები. შეთანხმდნენ, უნდა დახმარებოდნენ იასონს. ჰეკატეს ტაძრისაკენ გაემართა მედეა და დათქმულ დროს ყუთიდან ამოიღო ჯადო-წამალი, რომელსაც საოცარი თვისება ჰქონდა: ვინც კი ამ წამლით დაიზელდა სხეულს, ვერას ავნებდა იარაღის თუ ცეცხლის ძალა. ეს ჯადო-წამალი მზადდებოდა იმ ბალახით, რომელიც კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს სისხლის წვეთებიდან იყო აღმოცენებული. მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მეფის ასული ვერ იოკებდა თავის გრძნობებს. მისმა სილამაზემ და კეთილგანწყობამ იასონიც მოაჯადოვა. ბერძენმა გმირმა აღუთქვა ქალწულს, რომ ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა. მედეამ ჯადო-წამალი მისცა იასონს და სათანადოდ დაარიგა. ბერძენმა გმირმა შეუძლებელი რამ შეძლო – აღასრულა დავალება. გაოგნდა მეფე, პირი გატეხა და არგონავტების დაღუპვა განიზრახა. გრძნობდა, მედეამ უღალატა. შიშმა შეიპყრო მეფის ასული. ახლა არგონავტებს მფარველად ჰერა მოევლინა. მან აიძულა მედეა, ეუწყებინა იასონისთვის მეფის განზრახვა. არგონავტები სასწრაფოდ უნდა გასცლოდნენ კოლხეთს. ზევსის სახელით დაიფიცა იასონმა, რომ მედეას კანონიერ ცოლად წარადგენდა ელადის მიწად. კოლხმა გრძნეულმა იასონთან ერთად არესის ჭალისაკენ ისწრაფა და, ჰეკატეს ჯადო-ძალას ზიარებულმა, მიაძინა მარადფხიზელი დარაჯი, შემზარავი დრაკონი. შეთქმულებს ისღა დარჩენოდათ, ჩამოეხსნათ ოქროს საწმისი და ესწრაფათ ხომალდისაკენ. ასეც მოიქცნენ. არგონავტებმა ახსნეს ღუზა და სწრაფი სვლით ჩამოიტოვეს კოლხთა მდიდრული სანაპირო. კოლხეთის მეფემ მათ უამრავი ხომალდი დაადევნა თავისი ძის, აფსირტოსის მეთაურობით. კოლხებმა შეძლეს დაწეოდნენ არგონავტებს და გადაეჭრათ ყველა დასაბრუნებელი გზა. აქაც მედეამ იხსნა ბერძნები: დაარწმუნა იასონი, კიდევ ერთხელ ჩაედინა უღირსი საქმე. მედეამ აფსირტოსს შეუთვალა, თითქოს არგონავტებმა მოიტაცეს და კუნძულ ბრიგეისზე (სადაც თავს აფარებდნენ გაქცეულები) არტემისის ტაძარში მიაგდეს. მედეა ითხოვდა ძმასთან პირისპირ შეხვედრას. დის უწყებით მოტყუებული აფსირტოსი მარტოდმარტო გაემართა არტემისის ტაძრისაკენ, სადაც იგი ვერაგულად განგმირა იასონმა (არსებობს სხვა ვერსიაც. აფსირტოსი). უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტებმა მუსრი გაავლეს და გზა განაგრძეს. ღმერთის უწყება ასეთი იყო: გმირები უნდა ხლებოდნენ აიეტის დას, გრძნეულ კირკეს, რომელიც აიაიას კუნძულზე სახლობდა, რათა დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყვნენ. არგონავტებმა მიაღწიეს აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც კირკემ მიიღო იასონი და მედეა. მან, მართალია, შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ მავედრებელთა მფარველი ზევსის ნებით მაინც აღასრულა განწმენდის რიტუალი. ხოლო მედეას ასეთი სიტყვით მიმართა: „დიდი ცოდვა გაწევს და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას... თავიდან მომწყდი, ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“ ხანგრძლივი და ფათერაკებით სავსე გზის გავლის შემდეგ ხომალდმა „არგომ“ მიაღწია მშობლიურ ნაპირს. უფრო ადრე კი თესალიაში ხმა დარხეულა, დაიღუპნენო არგონავტები. ამ უწყებით გამხნევებულმა მეფე პელიასმა მოკლა იასონის მცირეწლოვანი ძმა, ხოლო მშობლები აიძულა, თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე. არგონავტებმა განიზრახეს შურისძიება. მაგრამ მედეამ აღუთქვა მათ, რომ პელიასს თავისი გრძნეულებით გამოასალმებდა სიცოცხლეს და აი, რა მოიმოქმედა: არტემისის ქანდაკებაში თავისი ჯადო-წამლები ჩამალა, რათა მისთვის საკვირველმოქმედი ძალა მიენიჭებინა. თავად ბერიქალად გარდაიქცა და პელიასის სასახლეში შეაბიჯა. მან დაარწმუნა მეფე და მისი ქალიშვილები, რომ არტემისს განზრახული აქვს პელიასის გაახალგაზრდავება. მეფის ასულთა ეჭვის გასაფანტად მედეა გვერდით ოთახში გავიდა და სუფთა წყლით ჩამოირეცხა ის საცხებელი, სახე რომ ასე დაუნაოჭა. ყმაწვილქალად გარდასახული მედეას ხილვით აღფრთოვანდნენ პელიადები და მის ნებას დაჰყვნენ. შეღამებისას, როდესაც პელიასმა დაიძინა, მედეამ ქალიშვილებს მოხუცი მეფის სხეულის ქვაბში მოხარშვა შესთავაზა. მათ დასარწმუნებლად ერთი ბებერი ცხვარი მოხარშა, შემდეგ კი რაღაც თვალთმაქცობით ქვაბიდან ბატკანი ამოიყვანა. ეჭვი გაუქრათ პელიადებს და მოხუცი მამა სიცოცხლეს გამოასალმეს. რა თქმა უნდა, მედეას აღარ გაუცოცხლებია პელიასი, მაგრამ იასონი ტახტზე მაინც ვერ აღზევდა. სამეფო სკიპტრა დაისაკუთრა პელიასის ძემ, ადრასტოსმა. იასონმა და მედეამ კორინთოს შეაფარეს თავი. მათ შეეძინათ სამი შვილი. ათი წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ იასონმა ფიცი გატეხა: განიზრახა ცოლად შეერთო კორინთოს მეფის ასული კრეუსა. კორინთოს მეფე კრეონს კი გრძნეული ქალის შურისგების შიში დაეუფლა და ამიტომ მისი ქალაქიდან გაძევების ბრძანება გასცა. მძვინვარებდა კოლხი მედეა, მაგრამ რისხვა გულს ჩაიმარხა და საბრძოლველად მოემზადა: იასონს უხმო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მზად იყო, დაჰყოლოდა მის ნება-სურვილს. რადგან ტოვებდა შვილებს, საჭირო იყო კრეუსას კეთილგანწყობა. სწორედ ბავშვების ხელით გაუგზავნა მედეამ მას „სამეფო ძღვენი“ – სასწაულმოქმედი შხამით გაჟღენთილი მოსასხამი. როდესაც კრეუსამ მოსასხამი მხრებზე მოისხა, უმალ აალდა. ხმაურზე ოთახში კრეონი შემოვარდა და პეპლოსის აგლეჯა სცადა, მაგრამ დამღუპველი ალი მასაც მოედო და შვილთან ერთად დაიფერფლა. მედეას შურისგება ამით არ დამთავრებულა. მან საკუთარი ხელით მოკლა შვილები და ჰელიოსის ეტლით, რომელზეც დაასვენა ცხედრები, გაეცალა კორინთოს. იასონმა თავი მოიკლა. ლტოლვილი კოლხი თებეს მიადგა, რათა ჰერაკლესათვის ეთხოვა თავშესაფარი. მაგრამ ჰერაკლე სიგიჟით შეპყრობილი დახვდა. ჰერას ნებით, გონგარდასულს ამოეხოცა ცოლშვილი. მედეამ განკურნა იგი, მაგრამ მასთან აღარ გაჩერებულა, რადგან ჰერაკლეს ცოდვათაგან განსაწმენდად წინ თორმეტი საგმირო საქმე ელოდა. შემდეგ მედეა ეწვია ათენს, რომელსაც განაგებდა მეფე ეგევსი. მეფემ მედეა ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ვაჟი, მედოსი. როდესაც ათენში ჩამოვიდა ეგევსის ძე თესევსი, მედეამ მისი თავიდან მოცილებაც განიზრახა. მაგრამ ჩაფიქრებული მზაკვრობა ვერ განახორციელა და თავის შვილთან ერთად აზიაში გადაიხვეწა. აქ შეიტყო, რომ აიეტი ძმას ჩამოეგდო ტახტიდან. მედოსმა აიეტს დაუბრუნა სამეფო სკიპტრა, შემდეგ დაიპყრო აზიის მრავალი ქვეყანა, მათ შორის ის მხარეც, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელის მიხედვით მიდია ეწოდა. გარდაცვალების შემდეგ მედეა დაავანეს „ნეტართა კუნძულებზე“, სადაც მისი აჩრდილი აქილევსის აჩრდილს შეეუღლა. ის, რომ მედეა ჰელიოსის ბადიში იყო და რომ ღვთაებრივ ძალას ფლობდა, მისი კულტის არსებობაზე მიგვითითებს. მედეას მითოსის დრამატული სიუჟეტი ყველაზე მძაფრად წარმოადგინეს ჯერ ევრიპიდემ და სენეკამ ამავე სახელწოდების ტრაგედიებში, ხოლო შემდეგ სხვა დრამატურგებმა (დოლჩე, კორნელი, ფოსი, გლოვერი, ლოგნეპიერი, კლინგერი, გრილპარცერი, ანუი, ბრაუნი და სხვა). ბუნებრივია, მისი სახე უყურადღებოდ არ დარჩენილა ქართულ მწერლობაშიც (აკაკი წერეთელი, ლევან სანიკიძე, ოთარ ჭილაძე და სხვა). იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I, აიეტი, აფსირტოსი, იაზონი წყარო: ვიკიპედია მედეა
![]() |
8.57 მედეგობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. resilience არის უნარი, შეეგუო სხვადასხვა გარემოებასა და მდგომარეობას, განსაკუთრებით – არახელსაყრელ დროს. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს პირად ზრდას და საერთო კეთილდღეობას, რადგან სირთულეებთან გამკლავების საშუალებას აძლევს ადამიანებს. გარდა ამისა, მედეგობა ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. მისი განვითარება შესაძლებელია და საამისოდ სხვადასხვა გზა არსებობს. წყარო: მოსწავლეების ფსიქოლოგიური მედეგობის ამაღლების სამი გზა COVID-19-ის დროს
![]() |
8.58 მედია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი წყარო: საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, 2004 წლის 24 ივნისი, მუხლი 1
![]() |
8.59 მედიაწიგნიერება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის, აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა. იხ. აგრეთვე: ანალიზი, აღქმა, კრიტიკული აზროვნება, მეტაკოგნიცია, ტესტი, უნარი, უნარ-ჩვევა, წიგნიერება, ცოდნა წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი მედია-წიგნიერება
![]() |
8.60 მედიცინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. medicina მედიცინა, მეცნიერება მკურნალობის შესახებ მეცნიერება ადამიანის დაავადებათა, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. შედგება სამედიცინო-ბიოლოგიური, კლინიკური, სამედიცინო-სოციალური და ჰიგიენური დისციპლინებისაგან. ტერმინი „მედიცინა“ დაკავშირებული უნდა იყოს კოლხეთის მეფის აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან. იხ. აგრეთვე: ბიოლოგია, დალტონიზმი, სოციალური, ჰიგიენა, პროფილაქტიკა, ფიზიოთერაპია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
8.61 მეთოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. methodes ამა თუ იმ საქმიანობის პრაქტიკული განხორციელების კონკრეტული ხერხი. სოციალურ კვლევაში – პირველადი ინფორმაციის შეგროვების საშუალება. იხ. აგრეთვე: პრაქტიკა, სოციალური, ინფორმაცია, სტანდარტი წყარო: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
8.62 მეითარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარს. mehtar–სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე მეფის პირადი მსახური. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკიმეითარი
![]() |
8.63 მეიფლაუერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Mayflower - მაისის ყვავილი, კუნელი განთქმული თევზსარეწი იალქნიანი ხომალდი, რომელმაც ინგლისელი სეპარატისტები, ანუ პილიგრიმები, საუთჰემპტონიდან (ინგლისი) პლიმუთში (მასაჩუსეტსი) ჩაიყვანა 1620 წელს. ხომალდმა ინგლისი 6 სექტემბერს (ძველი სტილით) დატოვა და 66-დღიანი მგზავრობის შემდეგ, ღუზა 11 ნოემბერს კეიპ-კოდის ყურეში ჩაუშვა. თავდაპირველად ხომალდმა მიმართულება მდინარე ჰუდზონზე აიღო, დღევანდელი ნიუ-იორკის მახლობლად, თუმცა მოახლოებული ზამთრის გამო ხომალდი კეიპ-კოდში გაჩერდა. 21 მარტს ყველა გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ზამთარს ხომალდზე აფარებდა თავს, პლიმუთის სანაპიროზე გადმოსხდა, ხოლო 15 მაისს მეიფლაუერი უკან ინგლისში დაბრუნდა. 1623 წელს, კაპიტანი ქრისტოფერ ჯოუნზის გარდაცვალებიდან ერთ წელიდადში, ხომალდი ჯართისთვის დაშალეს როზერჰითში, ინგლისი. მეიფლაუერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც მომავალი აშშ-ის ადრეული ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოს. მათი რელიგის ინგლისის ეკლესიისა და მთავრობის ჩაგვრის გამო, რელიგიურ სეპარატისტთა მცირე ჯგუფს, რომლებიც გემის მგზავრთა თითქმის ნახევარს შეადგენდნენ, სურდათ ამ ჩაგვრისგან განთავისუფლება. რელიგიური თავისუფლების ეს სიმბოლო აშშ-ის ისტორიას ლეიტმოტივად მოჰყვება და ნებისმიერი ამერიკული ისტორიის სახელმძღვანელოს ქვაკუთხედია. ამერიკელებს, რომელთა ფესვები ახალ ინგლისთან არის დაკავშირებული, ხშირად სჯერათ, რომ ისინი მეიფლაუერის მგზავრთა შთამომავლები არიან. მეიფლაუერის მოგზაურობისა და პლიმუთის კოლონიის დაარსების შესახებ ძირითადი ცნობები უილიამ ბრედფორდს ეკუთვნის, რომელიც ამ კოლონიის წინამძღოლი და მოგვიანებით მისი მმართველი იყო. იხ. აგრეთვე: პლიმუთი წყარო: ვიკიპედიამეიფლაუერი
![]() |
8.64 მელანიპა ბრძენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ევრიპიდეს ჩვენამდე არმოღწეული ტრაგედიია იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
8.65 მელასის უბე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგეოსის ზღვის უბე თრაკიის სანაპიროებთან იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
8.66 მელიქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. mãlik - მეფე, ხელმწიფე, მმართველი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში. კავკასიაში მელიქის ინსტიტუტმა თავდაპირველად ფეხი მოიკიდა დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სამელიქო ოლქი არსებობდა. ამ ოლქებში მელიქთა ძალაუფლება ირანის შაჰის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებებს ემყარებოდა. საქართველოში სამელიქო ოლქად იქცა ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე და დებედას ხეობა, რომელიც შაჰ-აბასმა ქართლს ჩამოაჭრა (1601), ხოლო მის მმართველად ადგილობრივი გამაჰმადიანებული აზნაურთაგანი დანიშნა, რომელთა შთამომავლებმა შემდგომში მელიქიშვილების სათავადო სახლს დაუდეს საფუძველი. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მელიქი
![]() |
8.67 მელოდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. melodia - სიმღერა, ჰანგი სხვადასხვა სიმაღლის ბგერთა მხატვრულად გააზრებული თანამიმდევრული რიგი, რომელიც ორგანიზებულია რიტმისა და კილოს მეშვეობიტ. მ. როგორც წესი, მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. უპირველეს ყოვლისა, მ-ში გამოიხატება მუსიკის მხატვრულ-ემოციური შინაარსი. ერთხმიან მუსიკაში მ. ქმნის დასრულებულ მუსიკალურ სახეს. გამოხატავს ნაწარმოების მუსიკალურ აზრს. მრავალხმიანი მუსიკა შეიცავს ერთდროულად მჟღერ რამდენიმე დამოუკიდებელ მელოდიურ ხმას (პოლიფონია) ან მელოდიებს ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). მ. ძირითადად განსაზღვრავს ნაწარმოების ჰარმონიას, ფაქტურას, ხმათა სვლას. მ-ის ხასიათი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ამა თუ იმ ჰარმონიზაციით. მ. დაკავშირებულია მეტყველებასთან, ლექსთან, სხეულის მოძრაობასთან (ცეკვა). მ-ის გამომსახველობა გარკვეულ ემოციურ ტონუსზეა დამოკიდებული; იგი მეტყველების მსგავსად ეყრდნობა ისეთ ხერხებს, როგორიცაა ბგერის სიმაღლე. რიტმი, ხმის სიმძლავრე, ტემპი, ტემბრული ნიუანსები. მაგრამ მეტყველების ინტონაციისაგან განსხვავებიტ, იყენებს გარკვეული სიმაღლის საფეხურებრივად განლაგებულ ტონებს, მუს. ინტერვალებს. მელოდიის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა ლექსის მეტრულ რიტმულ სტრუქტურას ენათესავება, ამავე დროს არსებითადაც განსხვავდება მისგან და წარმოადგენს სპეციფიკურ მუსიკალურ მოვლენას (იხ. რიტმი, მეტრი). მ-ში გაერთიანებულია ერთხმიანობისათვის დამახასიათებელი მუსიკალური გამომსახველობის ყველა საშუალება: ბგერის სიმაღლებრივი (მელოდიური ხაზი, კილო). დროული (რიტმი, მეტრი, ტემპი). აგრეთვე ფონემური (ტემბრი, დინამიკა). მ-ის მნიშვნელოვანი თვისებაა მღერადობა (იხ. კანტილენა), რაც განსაკუთრებით ვლინდება ვოკალურ მუსიკაში. მღერადობა საკრავიერი მუსიკის მ-საც ახასიათებს. მან შეითვისა ვოკალური მუსიკის მრავალი მ-ური ტიპი, ამავე, დროს სხვადასხვა საკრავის ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით მ-ის აგებისა და განვითარების დამოუკიდებელი ხერხებიც გამოიმუშავა. მ-ის ტიპი მკვეთრად განსაზღვრავს მუს. ნაწარმოების სტილსა და ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს. მ-ის უმდიდრესი საგანძურია ხალხ. მუს. შემოქმედება. მ-ის მრავალფეროვანი ფორმებია წარმოდგენილი ქართულ სასიმღერო ფოლკლორში. აქ ვხვდებით როგორც განვითარებული მ-ური ხაზის მქონე სიმღერებს („ურმული“), ისე საკრავიერი ტიპის ტეხილ მ-ურ საქცევებს („ხასანბეგურა“). იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
8.68 მელქიორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. სპილენძის შენადნობი ნიკელთან, ჰგავს ვერცხლს. იხ. აგრეთვე: ფლეიტა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
8.69 მემარცხენეობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი აღნიშნავს პოლიტიკური კურსის გამოხატვის რადიკალურ ან პროგრესულ გზას, მაგრამ თავდაპირველად მას პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა. 1789 წელს საფრანგეთში გენერალური შტატების მოწვევისას მდაბიო მოსახლეობა (მესამე ფენის - ქალაქთა კორპორაციების წარმომადგენლები) მეფისაგან მარცხნივ ისხდნენ, ხოლო თავად-აზნაურობას უფრო საპატიო მარჯვენა მხარე ეჭირა. მ-ის რეალური შინაარსი დროისა და ადგილის გავლენის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება და საკმაოდ არაერთგვაროვანია, მგრამ როგორც წესი, ითვალისწინებს თანასწორუფლებიანობას, ეგალიტარიზმისკენ სწრაფვას, მუშთა (კარგად ორგანიზებულ) კლასზე დაყრდნობას, მრეწველობის ნაციონალიზაციის მხარდაჭერას, ანტაგონიზმს იერარქიის მიმართ, ნაციონალისტური საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიუღებლობას. განსაზღვრება მ. გამოიყენება პოზიციების დასაფიქსირებლად როგორც ერთი პარტიის შიგნით, ასევე პარტიებს შორის. მემარცხენეთა ფრთას ეკუთვნიან სოციალისტები, რომელთაც უკიდურესი პოზიცია უკავიათ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ. მემარცხენე კომუნიზმად (რომელსაც ლენინმა 1920 წ. „საყმაწვილო დაავადება“ უწოდა), ცინიზმის, გარკვეული დოზით, შეიძლება მოინათლოს კომუნიზმის ყველა ის ფორმა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მყოფი კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელების მხარსაჭერით არ სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, 1920-30 წწ. ცალკეულმა მიმართულებამ მემარჯვენე ან მემარცხენე მოძრაობების დასახელება მიიღო. მ., როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელი როლის სათანადო გათვალისწინების გარეშე, ხალხის რევოლუციისაკენ წაქეზებას ნიშნავდა, ხოლო მემარჯვენეობა - „ახალი ეკონომიკური პოლიტიკისა“ (ნეპის) და ბაზრის აქტიურ მხარდაჭერას. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.70 მემარჯვენეობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინის წარმოშობა სრულიად შემთხვევით გარემოებებს, საფრანგეთის პირველ რევოლუციურ პარლამენტში (1789) დეპუტატთა მიერ დაკავებულ ადგილებს მიეწერება (იგივე ითქმის მემარცხენეობის შესახებაც). უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომელიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფება იყო. ცენტრში ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლერიკალები და როიალისტები განთავსდნენ. ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მონარქია და პრივილეგიები მაშინ, როდესაც მემარცხენეები ქვეყანაში სახალხო სუვერენიტეტის და რადიკალური გარდაქმნების მომხრეები იყვნენ. იმავე მნიშვნელობით ტერმინები მემრჯვენე, მემარცხენე დღეს, რა თქმა უნდა, აღარ გამოიყენება. ერთ-ერთი გავრცელებული კრიტერიუმი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა თუ ცალკეული მოღვაწეების პლატფორმას მეარჯვენეობა/მემარცხენეობის სპექტრზე გაანაწილებდა, არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, ინდივიდისა და ეკნომიკის მიმართ. მემარჯვენე პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ინდივიდის ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობაში ჩარევის მინიმალიზაციას. მ., როგორც წესი, ელიტისტური თუ სხვა მოსაზრებებით, ეწინააღმდეგება მოსახლეობის ფართო ფენების ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, რადიკალურ რეფორმებსა და ცდილობს არსებული პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას. ტერმინი „მემარჯვენე“ ხშირად „კონსერვატორის“ (იხ. კონსერვატიზმი) სინონიმად იხმარება. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.71 მენელაოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მიკენის მეფის, ატრევსის ძე. აგამემნონის უმცროსი ძმა. ელენეს მეუღლე, სპარტას მეფე. როდესაც ატრევსი მოკლეს, მიკენში გამეფდა თიესტესი, მკვლელის მამა. მან ქალაქიდან გააძევა მეფისწულები, რომლებმაც თავი შეაფარეს სპარტას, სადაც მეფობდა ტინდარეოსი. იქ მენელაოსმა იქორწინა მეფის ასულთაგან უმშვენიერეს ელენეზე. ტინდარეოსის სიკვდილისა და ელენეს ძმების, დიოსკურების, გაღმერთების შემდეგ იგი სპარტას სამეფო ტახტზე ავიდა. ელენესაგან მას შეეძინა ერთი ქალიშვილი, ჰერმიონე და სამი ვაჟი – ეტიოლოსი, მარათიოსი და პლისთენესი. ათი წელი ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ. როდესაც ილიონის მეფისწულმა, პარისმა, დაქორწინება განიზრახა, აფროდიტეს რჩევით სპარტას ეწვია. მენელაოსმა სტუმრის პატივსაცემად ნადიმი გამართა, რომელიც ცხრა დღე გაგრძელდა. მეფემ ელენეს სტუმრების გართობა და სამეფოს მართვა დაავალა, რადგანაც თავად კრეტაზე უნდა გამგზავრებულიყო თავისი პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად. მენელაოსის წასვლისთანავე პარისმა მოიტაცა ელენე. ეს ამბავი, ჰერას ბრძანებით, ირისმა ამცნო მეფეს. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა თავის სასახლეში და აგამემნონს სთხოვა დახმარება. ძმებმა შეკრიბეს დიდძალი ლაშქარი და ილიონის ნაპირებისაკენ დაიძრნენ. ასე დაიწყო ტროას ცნობილი და ხანგრძლივი ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი მებრძოლი შეიწირა. თავდაპირველად მენელაოსმა შესთავაზა ტროას მეფე პრიამოსს, უომრად დაებრუნებინა ელენე, მაგრამ უარი მიიღო. როდესაც ომი გაჩაღდა, იგი თავგამოდებით იბრძოდა. ორთაბრძოლისას დაამარცხა კიდეც პარისი, მაგრამ აფროდიტემ იხსნა მეფისწული დაღუპვისაგან. მენელაოსი ტროელმა პანდაროსმა დაჭრა აპოლონისგან ნაბოძები ისრით, თუმცა იარა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. მედგრად იბრძოდა იგი ბრძოლის ველზე დაცემული პატროკლოსის გვამის გამოსატანად. სხვა მეომრებთან ერთად იჯდა საბედისწერო „ხის ცხენში“ და სწორედ მან განგმირა უკანასკნელი შებრძოლების ჟამს პრიამოსის ძე დეიფობოსი, რომელსაც პარისის გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეერთო ელენე. ტროას დაცემისთანავე მენელაოსი ელენესთან ერთად გაემართა მშობლიური ნაპირებისაკენ. მიუახლოვდა თუ არა პელოპონესოსს, ქარიშხალმა კრეტასკენ გადაისროლა მისი ხომალდი. რვა წელი იხეტიალა მენელაოსმა, მოინახულა კვიპროსი, ფინიკია, ეგვიპტე და დიდძალი განძიც დააგროვა. ეგვიპტეს უკავშირდება მითოსის სხვა ვერსია, რომლის თანახმადაც, ტროაში ელენეს აჩრდილი იყო მხოლოდ, თავად კი, ზევსის ნებით (ელენე ხომ ზევსის ასული იყო), ეგვიპტეში ელოდებოდა მეუღლეს. სპარტაში დაბრუნების შემდეგ მენელაოსი ბედნიერად ცხოვრობდა საყვარელ ელენესთან ერთად. გარდაიცვალა ღრმად მოხუცი და, როგორც ზევსის სიძეს, ბედად ხვდა დავანება ელისიონში, სადაც ნეტარად განისვენებდნენ ღმერთთა რჩეული გმირები. ძველ საბერძნეთში დადასტურებულია მენელაოსის კულტის არსებობა. მისი სახე ხატოვნად აისახა ანტიკურ ლიტერატურასა (ჰომეროსი, ევრიპიდე და სხვა) და ხელოვნებაში. ქარაგმულად „მენელაოსი“ მოტყუებულ ქმარზე მიანიშნებს.
ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს
იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა
წყარო: ბიბლიოვიკი აქილევსი
![]() |
8.72 მენეჯერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. მართვის სპეციალისტი, პროფესიონალი მმართველი ბიზნესის სფეროში. იგი ბიზნესმენის მიერ დაქირავებულია და ფირმაში მართვის სხვადასხვა დონეზე ახორციელებს ადამიანთა ჯგუფების ხელმძღვანელობას იხ. აგრეთვე: ბიზნესი, მეწარმე, პროფესიონალი, სპეციალისტი, სფერო, ფირმა წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
![]() |
8.73 მენეჯმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მართვის მეცნიერება და პრაქტიკა საბაზრო ეკონომიკის პირობებში; 2. საწარმოს (ფირმის) მართვის პრინციების, ფორმებისა და მეთოდების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის (ბიზნესის) ეფექტიანობას და მოგების მიღებას. იგი გულისხმობს დასახული მიზნის (გეგმის) შესრულებას სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენებით. იხ. აგრეთვე: ბრენდი, საერთაშორისო მენეჯმენტი წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
![]() |
8.74 მენტალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. mentally ფრანგ. Mental ლათ. mens (mentis) – აზროვნების წესი, აზროვნება, სულიერი აგებულება. ადამიანის აზროვნების უნართან, გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებული. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.75 მენტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მენტორი არის სპეციალურად მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს: • მასწავლებლის მომზადებაში ჩართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასკოლო პრაქტიკის კურსების წარმართვაში; • გამოსაცდელ პერიოდში მომუშავე ინსტრუქტორებს პრაქტიკული პედაგოგიური ჩვევების ჩამოყალიბებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში წარსადგენი რეკომენდაციების მოპოვებაში; • სხვა მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში. წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118] ბერძნ. Mentor - ოდისევსის შვილის, ტელემაქეს აღმზრდელის სახელი 1. ხელმძღვანელი, აღმზრდელი; 2. დამრიგებლური (მენტორული ტონი). წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.76 მერიდიანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოგრ. ლათ. meridianus – საშუადღეო წარმოსახვითი შეკრული მრუდი ხაზი, რომელიც გადის დედამიწის სფეროს პოლუსებზე და ეკვატორს გადაკვეთს სწორი კუთხით. ციური მერიდიანი - ასტრ. წარმოსახვითი მრუდი ხაზი, რომელიც გადის სამყაროს პოლუსებზე და დაკვირვების ადგილის ზენიტზე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.77 მერიტოკრატია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების ელიტარული ნაწილი, რომლისადმი მიკუთვნილობა განისაზღვრება არა ჩამომავლობით ან სოციალური მდგომარეობით, არამედ პიროვნული უნარებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით. მ., როგორც სოციალური იერარქიის საფეხურებზე გადაადგილების პრინციპი, პირველად სახელმწიფო პოილიტიკის დონეზე სრულიად გამოიყენეს 1789 წლის რევოლუციის შემდგომ და განსაკუთრებით ნაპოლეონის ეპოქის საფრანგეთში, როგორც „ნიჭისათვის ღია გზის“ პრინციპი. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.78 მერკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჭრობის, მოგებისა და გამდიდრების რომაული ღვთაება. მისი კულტი ადრევე შეერთო ბერძენთა ღმერთის, ჰერმესის, კულტს და ამიტომაც ითვლებოდა მაიას ძედ. რომში მაისის იდებში (შუა რიცხვებში) მაიასა და მერკურიუსს მსხვერპლს სწირავდნენ. მერკურიუსი, ჰერმესის მსგავსად, ითვლებოდა მოგზაურთა, ხელოსანთა და ხელოვანთა მფარველად, გარდაცვლილთა სულების გამცილებლად, ღმერთების შიკრიკად, ასტროლოგიისა და მაგიის საიდუმლოებათა მცოდნედ. მერკურიუსს, ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ ქისით ან კერიკეონით ხელში და ხშირად აიგივებდნენ ფორტუნასთან. მისი ეპითეტი იყო „ბედნიერი“. სინონიმი: მერკურიუსი იხ. აგრეთვე: ენეიდა, იდები, რომი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
8.79 მეროფსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტროადის ქალაქის პიტიეას (ლამფსაკის) მეფე. მისი ორი ძე ტროელების რიგებში იბრძვის („ილიადა“, II) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
8.80 მერჯინგი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. merging შერწყმა თიბისი ბანკისა და რესპუბლიკა ბანკის შერწყმა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი მერჯინგი (ბარბარიზმი)
![]() |
8.81 მესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ებრ. ბერძნ. (ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“. სწორედ მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც. ,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - ,,იესუ’’, ,,იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ’’, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი. მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო. კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს. იხ. აგრეთვე: იესო ქრისტე მაცხოვარი წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
![]() |
8.82 მეტაკოგნიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საკუთარი შემეცნებითი (აზროვნების) პროცესების – აზრების, ფიქრების – გაცნობიერებას და მართვას. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი. მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება). მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებს – მართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა, გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება. როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს. იხ. აგრეთვე: მედიაწიგნიერება წყარო: ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი მეტაკოგნიცია
![]() |
8.83 მეტაფიზიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფილოსოფ. ბერძნ. 1. შემეცნების მეთოდი, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით, მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისაგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებისა და მოვლენების შინაგან წინააღმდეგობას. 2. იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ.) < ბერძ. meta ta physika - „ფიზიკის შემდეგ“ (ასე უწოდეს არისტოტელეს ფილოსოფიურ თხზულებებს, რომლებიც მოთავსებული იყო მისი ფიზიკის ტრაქტატების შემდეგ). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] არისტოტელეს ნაშრომი. „მეტა-ფიზიკა“ ბერძნულად ბუნების მიღმა მყოფ საგნებს აღნიშნავს. მეტაფიზიკა შეისწავლის ზოგადად რეალობას, როგორც არსს, ყოფიერებას და არა ამა თუ იმ კონკრეტულ საგანს. არისტოტელე ამტკიცებს საგანთა „ქმნადობას“ და აკრიტიკებს პლატონს მისი „იდეების სამყაროს“ გამო, ვინაიდან საგნებისგან განცალკევებული იდეები განცალკევებული ყოფიერებაა: არ არსებობს ყოფიერება, არამედ უამრავი არსი (არსებები). წყარო: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
![]() |
8.84 მეტაფორა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Metaphora) სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას. ჩვენ ვამბობთ–'' ბუნებამ გაიღვიძა” , რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და ადამიანს შორის და ცოცხალი ადამიანის თვისებაც– „ გაღვიძება„ ბუნებაზე გადაგვაქვს. მეტაფორის ნიმუშებია: ცა” განრისხდა”, მთაწმინდა „ ჩაფიქრებულა”, ვარსკვლავები „ფერხულს უვლიან, ღამემ „იცის” ჩემი საიდუმლო, გული „გაქვავდა” და ა. შ. როდესაც ვამბობთ „გული გაქვავდა, ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომ „გული ქვასავით გახდა”. ეს კი უკვე შედარებაა. ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება. ყოველგვარი მეტაფორა შეიძლება მხატვრულ შედარებად გადაიქცეს და მხატვრული შედარება მეტაფორად. მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, ჩვენ შეგვიძლია მეტაფორად გადავაკეთოთ–”ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”. მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი შედარება. შედარების დროს ჩვენ ვამბობთ: „აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს შედარებაა, რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან ვადარებთ, ე.ი. შედარების ორივე წევრი გვაქვს. იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ მეტაფორად. ამისათვის საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის დამაკავშირებელი სიტყვები ან ნაწილაკები(„ვით”, „ როგორც”) და ორი ცნება– აღტაცება და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ „აღტაცების მდინარემ ჩაიქროლა”. შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე. ორივე მათგანი დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა გათვალისწინებული, ისინი ორ საგანს შეადგენდნენ. მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარე” და ამ გამოთქმაში ჩვენ წარმოვიდგენთ არა ორ ცალ– ცალკე არსებულ მოვლენას(აღტაცებასა და მდინარეს), არამედ– ერთ საგანს, ერთ მოვლენას. აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი აღტაცება. ე.ი. აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით. შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი, სავსებით გარკვეული ცნების შეფარდება იპყრობს. მეტაფორაში კი სიტყვები არაპირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და მეორე საგნის თვისება უშუალოდ ერთდება მეტაფორულად განმარტებულ საგანში. ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს როგორც შემოკლებულ შედარებას. მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას განურჩევლად იმისა, თუ რა საგნიდან რა საგანზე გადაგვაქვს აღნიშნული თვისება. ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით: ა) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზე(„ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს ნაზი ია”). ბ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე(„როსტომი ღელავდა”). გ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზე(„ატირდა ხარი ნიკორა”). დ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე(„სამშობლოვ, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო!). როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია.ამიტომ იგი ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში: ''იამა გშობა შობითა, ვარდმა გაგზარდა ქებითა, ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, მას ჰგავხარ სურნელებითა”(ხალხური) ''გვადი სირცხვილში ჩავარდა”(ლ. ქიაჩელი) „მთები თავჩაჩქნიანები, ფიქრს მისცემიან მწარესა”(ვაჟა–ფშაველა). იხ. აგრეთვე: ალეგორია
![]() |
8.85 მეტიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. თემიდას ასული, `სიბრძნე იხ. აგრეთვე: პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), თემიდა, ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
8.86 მეტყველება იმპრესიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. речь импрессивная ლათ. impressio – გამოხატული შთაბეჭდილება მეტყველებითი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე – ავადმყოფისადმი მიმართული მეტყველების (ზეპირი ან წერითი) აღქმა და გაგება. ზიანდება სენსორული აფაზიის და ალექსიის დროს სინონიმი: მეტყველება სენსორული წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
![]() |
8.87 მეფე ლირი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შექსპირის არც ერთი ნაწარმოები ისე არ ეხმაურება მომავალ თაობებს, როგორც „ჰამლეტი“. 1905 წელს „ივერია“ წერდა: „ჰამლეტი ჩვენი დროის დიდებული ლიტერატურული განძია, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საზოგადოებრივ პირობებს, რომელშიაც ეს პიესა დაიბადა, ავტორის ნიჭი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება: მართლაც, დახატვა იმისი, რაც უკვე არსებობს და რამდენიმე ნიშნის მიხედვით აღდგენა მისი, რაც მომავალში უნდა იქნეს, ერთი და იგივე არ არის, მეორესთან, შედარებით პირველი სულ ადვილი საქმეა. შექსპირის თანამედროვეებმა ჰამლეტი ვერ იცნეს იმიტომ, რომ იგი შექსპირის დროს არ ყოფილა, ის XIX საუკუნის ღვიძლი შვილია. საზოგადოება კარგად იცნობს მაკბეტებს, რიჩარდებს, ჰენრიხებს, ჰოლო ჰამლეტი მას არ ენახა. შექსპირის დროს მხოლოდ იშვიათი ნიშნები იყო საზოგადოებაში ჰამლეტისა, პოეტმა კი, ამ მცირე ნიშნების წყალობით, შექმნა უკვდავი ტიპი, რომელმაც საუცხოოდ დაახასიათა ევროპის ყველა შემდეგი თაობა, დღემდე მოკიდებული“. მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტი XIX საუკუნემ მიისაკუთრა (არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და ევროპაშიაც), მასზე არანაკლები უფლება აქვს XXI საუკუნესა და ყველა თაობას ეპოქიდან დღემდე. თუ ჰამლეტი ტრაგედიაა, ძირითადად, ახალი ადამიანის ინტელექტის დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ოტელოსა და დეზდემონას ტრაგიკული თავგადასავალი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ურთიერთობის გრძნობად-ემოციურ მხარეს გამოხატავს. ოტელოს ტრაგედია დიდბუნებოვანი ადამიანის სულიერი ტანჯვის, მისი მაღალი ზნეობრივი იდეალის გაცრუების საბედისწერო შედეგია. ამ იდეალის განსახიერება ნაწარმოებში დეზდემონას სახეა, თუმცა ამით ძნელია პიესის ფინალის ახსნა. მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ დეზდემონა უდანაშაულობის მსხვერპლია, მომხდარი დრამის საფუძველი, ფაქტობრივად, ტრაგიკული ამბავი კი არ არის, არამედ შემთხვევითობაა. შექსპირის დიდი ტრაგედიებისათვის კი შემთხვევითობას მხოლოდ და მხოლოდ მოვლენათა დაჩქარების (და, ამდენად, წმინდა სიუჟეტური) ფუნქცია აქვს. დეზდემონას ღალატის დაჯერება ოტელოს მიერ, შექსპირის ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მეტად რთული მხატვრულ- ფსიქოლოგიური მომენტია. ოტელო შურს იძიებს არა მარტო როგორც მოტყუებული ქმარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, როგორც შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელსაც შეულახეს მაღალი რწმენა ადამიანური სისპეტაკისა და პატიოსნებისა. იგი ახრჩობს არა მოღალატე ცოლს, არამედ იუდას, კაცთმოღალატეს. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
8.88 მეფისტოფელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მაცდური ეშმაკი – იგი შესთავაზებს ფაუსტს შემდეგ გარიგებას: მოხუცს დაუბრუნებს ახალგაზრდობას და შეუსრულებს ყველა სურვილს, თუ ამის სანაცვლოდ იგი მისცემს სულს. ეშმაკი არ აჩქარებს მას, ფაუსტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის დადგება ვალის გადახდის დრო. მაგრამ, ფაუსტი არც ისეთი გულუბრყვილოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფაუსტმაც წაუყენა მეფისტოფელს პირობა, რომ იგი თავის სულს ეშმაკს მისცემს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი უმაღლეს კმაყოფოლებას აზიარებს. მაშინ, როდესაც ფაუსტს მეფისტოფელი დაუბრუნებს იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ფაუსტი, მარგარიტა წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
8.89 მეღვინეთუხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამეფო კარის საღვინის უწყების ხელმძღვანელი შუა საუკუნეების საქართველოში. ქართულ წყაროებში მეღვინეთუხუცესის შესახებ პირველი ცნობა XII საუკუნიდან ჩნდება, თუმცა ცხადია, რომ ეს სამოხელეო თანამდებობა საქართველოში ბევრად ადრიდან არსებობდა. მეღვინეთუხუცესის სახელის მნიშვნელობასა და ფართო გავრცელებაზე მიუთითებს ამ სამოხელეო სახელიდან ნაწარმოები გვარები: მეღვინეთუხუცესი, მეღვინეთხუცისშვილი, მემარნიშვილი. მეღვინეთუხუცესი სათავეში ედგა სასახლის ერთ-ერთ უწყებრივ სტრუქტურას „საღვინეს“, რომელშიც, XIII ს-ში, „ხელმწიფის კარიგების“ თანახმად, შედიოდნენ: მეღვინეთუხუცესი//პირის მეღვინე, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი. პურობის დროს საჭურჭლის ნაცვალი და მეღვინეთუხუცესი მეფის „პირის მწდის“, ანუ „პირის მეღვინის“ მოვალეობას ასრულებდნენ. პირის მწდეს საღამოობით მეფისათვის ოქროს მაშრაპით ღვინო უნდა მიერთმია. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მეღვინეთუხუცესი
![]() |
8.90 მეშოკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. мешок ტომარა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი მეშოკი (ბარბარიზმი)
![]() |
8.91 მეცნიერება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტიტუციონალიზებული, მრავალსაფეხურიანი, ლოგიკურად დაკავშირებული გამონათქვამების სისტემა, რომელიც ობიექტური მეთოდებით ცოდნის აკუმულირება-დაგროვებას ახდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნა ქმნის საკუთარ საზოგადოებრივ ქვესისტემას (ლუმანი). სამეცნიერო ინსტიტუტები მყარ სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სადაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევას. კვლევის შედეგები ჩვეულებრივ, ქვეყნდება, დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ინახება. მეცნიერულმა გამონათქვამმა საგანი (ობიექტი) ისე ზუსტად უნდა განსაზღვროს, რომ იგი სხვებისათვის ამოცნობადი იყოს (ინტერსუბიექტურობა), გარდა ამისა, მეცნიერული კვლევით მიღებული უნდა იქნეს ახალი მონაცემები(სიახლე), დებულებები პრაქტიკულად უნდა იქნეს დადასტურებული (პრაგმატულობა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი მეთოდური გამეორებით გადამოწმება (დასაბუთებადობა). თეორისს მეცნიერული აღიარების კრიტერიუმებია: მეცნიერული თეორიის პროგნოზის უნარი, ემპირიული გაზომვადობა და მკაფიოობა, ცოდნის სისტემატიზაცია. სოციალურ მ–ებში ხშირად საკამათო და სადისკუსიოა მ–ის ღირებულებისაგან (შეფასებითი ხასიათის მსჯელობებისაგან) თავისუფლების საკითხი (ვებერი). თანამედროვე დასავლური მ–ის ძირები ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ. არისტოტელე (ძვ.წ. 384–322), მაგ., ერთმანეთისაგან განასხვავებდა პრაქტიკულ, თეორიულ და პოეტურ მ–ს. სამყაროს მეცნიერული და სხვა (მაგ., მითოლოგიური) სახის ახსნის მკაფიო გამიჯვნა ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემატურადაა მიჩნეული (ფეირაბენდი). განსხვავებული პასუხები არსებობს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კულტურის შესახებ მ–ის (სოციალური მ–ების) და საბუნებისმეტყველო მ–ების განსხვავება ერთმანეთისაგან მათი საგნისა და მეთოდების მიხედვით. მ–ის განვითარება წარმომადგენს მ–ის ისტორიის საგანს, ზოგიერთ შემთხვევაში მისი განვითარება წარმოდგენილია როგორც ევოლუციური წინსვლა (პოპერი), ხოლო ზოგჯერ ხაზგასმულია მეცნიერული პარადიგმების რევოლუციური მონაცვლეობა (კუნი). მ–ის ანალიტიკური ფილოსოფიის (შტეგმიულერი) შესწავლის საგანია თვით მ. რადგანაც მ–ის პრაქტიკული შედეგები უფრო და უფრო მეტ კრიტიკას განიცდის, იზრდება რეფლექსია მ–ის შესახებ (ბეკი). მ–ისა და საზოგადოების ურთიერთზეგავლენა მეცნიერების სოციოლოგიის საგანია, რომელიც, ამასთან, მ–ის დამოუკიდებლობის საკითხს იკვლევს (ბურდიო). იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.92 მეწარმე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანი, რომელიც მოგების მიღების მიზნით უძღვება და მართავს ბიზნესს, რაც, როგორც წესი, დიდ რისკსა და ინიციატივებს მოითხოვს. იხ. აგრეთვე: ბიზნესი, მენეჯერი, ინიციატივა, რისკი წყარო: ქალი და ბიზნესი/საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;/რედ.: ნათია დაღელიშვილი /მე-2 გამოცემა / – 2010.
![]() |
8.93 მეჭურჭლეთუხუცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამეფო კარის მაღალი რანგის მოხელე; ათაბაგობის შემოღებამდე ეჭირა მეოთხე ადგილი დარბაზის რიგის მოხელეთა შორის; მსახურთუხუცესთან ერთად ეკუთვნოდა „ორთა ვაზირთა“ კატეგორიას. მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა სამეფო საჭურჭლეს, რომელიც ერთიან ქრთულ მონარქიაში არ იყო უწყებრივად გამოყოფილი სახელმწიფო ხაზინისაგან. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საჭურჭლეში ინახებოდა სამეფო არქივი, „არასანიადაგოდ“ მოსახმარი ძვირფასეულობა (ძვირფასი ჭურჭელი, თვალ-მარგალიტი, ფული და ზოგიერთი სამეურნეო საქონელი). საჭურჭლის ქონება არ იყო ფიზიკურად ერთად თავმოყრილი - იგი გადანაწილებული იყო სასახლის სხვადასხვა დაწესებულებაში: სალაროში (სამეფო არქივი და შეკრული განძეულობა), საღვინეში (სამეჯლისო ღვინის ჭურჭელი) და საგანმგეოში (საალყე ქონი, ზეთი). იხ. აგრეთვე: ათაბაგი, ვაზირი, მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი მეჭურჭლეთუხუცესი
![]() |
8.94 მეხუთე კოლონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეგატიური მნიშვნელობის ტერმინი. აღნიშნავს მტრის ფართო ფარულ აგენტურულ და დივერსიულ ქსელს, რომელიც დაკავებულია ზურგისა და კომუნიკაციების მოშლით ქვეყანაში. ეს ტერმინი წარმოიქმნა ესპანეთის სამოქალქაო ომის პერიოდში (1936–39). 1936 წელს, მადრიდზე ოთხი კოლონით იერიშის მიტანამდე, მომავალი დიქტატორი ფრანკო მ.კ–ს უწოდებდა მადრიდში მყოფ თავის ფარულ მომხრეებს, რომლებიც ეწეოდნენ საბოტაჟს, დივერსიებსა და სხვა სახის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ქალაქიდან ეხმარებოდნენ ფრანკისტებს. იხ. აგრეთვე: დივერსია, კოლონა, კომუნიკაცია, ნეგატიური, პარლამენტი, საბოტაჟი, ტერმინი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.95 მთავრობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხშირად მხოლოდ აღმსარებელი ხელისუფლების სინონიმად იხმარება, განსხვავებით „ხელისუფლებისაგან“ როცა გულისხმობენ ხელისუფლების სამივე შტოს. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, მ-ს აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უმეტესწილად ფორმირებულია ერთი პარტიის წარმომადგენლების მიერ. ასეთი ვითარება განსაკუთრებით ხშირია ორპარტიულ სისტემებში. უმრავლესობის, მ-ს, რომელსაც პრაქტიკულად ხელები აქვს გახსნილი საკუთარი პროგრამის გასატარებლად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ითვლება, რომ თუკი რომელიმე პარტიამ დააკომპლექტა უმრავლესობის მ., მას უნდა მიეცეს პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციის საშუალება იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა ყველაზე უფრო ადეკვატურად გამოხატავს ამომრჩევლების ინტერესებს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.96 მიგელ დე სერვანტესი(1547-1616) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მიგელ დე სერვანტეს საავედრა დაიბადა ესპანეთის ქალაქ ალკალა დე ენარესში 1547 წლის 29 სექტემბერს. მას ჰყავდა ოთხი ძმა და სამი და. მისი მამა, როდრიგო დე სერვანტესი, ექიმი იყო. იგი ღარიბ აზნაურთა წრეს განეკუთვნებოდა. მწერლის დედა, ლეონორა დე კორტინასიც, ასევე ღარიბი აზნაურის ოჯახიდან იყო. მიგელის მამამ სამუშაოს ძიებაში თითქმის მთელი ესპანეთი მოიარა, ხოლო პატარა მიგელი ამან შთაბეჭდილებებით გაამდიდრა. მიუხედავად სიღარიბისა, მამამ შეძლო შვილისათვის შესანიშნავი განათლება მიეცა. მადრიდში სწავლის პერიოდში მას უკვე ჰქონდა დაწერილი საინტერესო ელეგიები და ლექსები. 1568 წელს სერვანტესი სარეკომენდაციო წერილით იწყებს მუშაობას რომის პაპის პიუს მეხუთის ელჩთან, რომელიც ჩამოსული იყო ესპანეთის მემკვიდრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მასთან ერთად იგი მიემგზავრება იტალიაში და ჩერდება რომში. ერთ-ერთი ვერსიით, მან ესპანეთი სასწარაფოდ იმის გამო დატოვა, თითქოს დუელში მოკლა ესპანელი აზნაური. ერთი წლის შემდეგ იგი იწყებს სამსახურს ესპანეთის არმიაში, რომელიც განლაგებული იყო იტალიაში და იბრძვის თურქების წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვაში. ხუთი წლის განმავლობაში მან მოინახულა იტალიის უდიდესი ქალაქები: მილანი, ვენეცია, პალერმო, ისწავლა იტალიური ენა, გაეცნო აღორძინების პერიოდის იტალიურ ლიტერატურას, დანტეს პოეზიას, პეტრარკას, ბოკაჩოს და სხვებს. სერვანტესი კარგად იცნობდა ანტიკურ ლიტერატურას – ჰომეროსს, ვერგილიუსს, ორაციუსს და სხვ. იმ პერიოდის ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იყო. მისი სამფლობელოები იზრდებოდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში. მან 1581 წელს მიიერთა პორტუგალია, XVI საკუნე და XVII საუკუნის მეორე ნახევარი ითვლება ესპანეთის ხელოვნების ოქროს ხანად. ამ ეპოქაში უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა მიგელ დე სერვანტესს. 1571 წლის 7 ნოემბერს სერვანტესი მონაწილეობდა ლეპარტოსთან მომხდარ საზღვაო ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ესპანეთ-ვენეციის გაერთიანებული ფლოტი და თურქეთის ფლოტი.ესპანეთის ფლოტმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის ესკადრა და ბოლო მოუღო ამ სახელმწიფოს ბატონობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ბრძოლაში სერვანტესი მძიმედ დაიჭრა, რის შედეგად იგი მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობდა. ამის შემდეგ იგი უკვე ფიქრობდა სამშობლოში დაბრუნებაზე და უმცროს ძმასთან – როდრიგოსთან ერთად 1575 წლის 20 სექტემბერს ტოვებს ნეაპოლის ნაპირებს. ესპანეთში მიმავალთ თან მიაქვთ მეფე ფილიპე მეორესთან სარეკომენდაციო წერილები, რომლებშიც აღნიშნულია მათი საგმირო სა ბრძოლო საქმეების შესახებ, ხელს ამ რეკომენდაციებს აწერდნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორიც იყვნენ ხუან ავსტრიელი და ნეაპოლის ვიცე-მეფე. სწორედ ამ წერილებმა ითამაშეს საბედისწერო როლი სერვანტესისა და მისი ძმის ცხოვრებაში. ზღვაში გემი ხელთ ჩაიგდეს ყაჩაღებმა და პატიმრები ალჟირში წაიყვანეს, სადაც ალჟირის მმართველმა, ჰასან ფაშამ, სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე ჩათვალა, რომ ძმები დიდი პიროვნებები იყვნენ და მათში დიდძალი გამოსასყიდის აღება შეიძლებოდა. ისინი 500 ოქროს ესკუდოდ შეაფასეს. პატიმრებს ყელზე რკინის სალტე გაუკეთეს, ხოლო ფეხებზე ჯაჭვები, ასეთ მძიმე პირობებში სერვანტესი ხუთი წელი იტანჯებოდა. მხოლოდ 1580 წლის 19 სექტემბერს გაათავისუფლეს ტყვეები მათმა ნათესავებმა, ჰასან ფაშა დაითანხმეს სამი ათას რეალად გაეთავისუფლებინა ტყვეები. შემდგომში მწერლის ნაწარმოებებში ალჟირის თემა ხშირად ფიგურირებს. სახლში დაბრუნებულმა სერვანტესმა ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში იხილა. მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა კისერზე. იგი ყველანაირად ებრძოდა სიღარიბესა და გაჭირვებას, მაგრამ ბედი არ სწყალობდა. იგი რამდენჯერმე მოხვდა ციხეში ფინანსური მაქინაციების გამო. 1604 წელს იგი თავისი ოჯახით დასახლდა ვალიადოლიდში, იმ დროისთვის იგი 58 წლისა შესრულდა. ისმის კითხვა, როდის წერდა სერვანტესი? ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მან „დონ-კოხოტზე“ მუშაობა დაიწყო 1602 წელს სევილიის ციხეში. პირველი ნაწილი მან დაამთავრა 1604 წელს, ხოლო მეორე დაწერა ათი წლის შემდეგ, მაგრამ დიდება მას უკვე მოუტანა რომანის პირველი ნაწილის გამოქვეყნებამ. იხ. აგრეთვე: პერსონალია, დანტე ალიგიერი(1265-1321), ვერგილიუსი (15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19), ფრანჩესკო პეტრარკა (1304–1374), დონ-კიხოტი, ფილიპე II, ბოკაჩო ჯოვანი (1313-1375 წწ), ჰომეროსი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
8.97 მიზნობრივი მარკეტინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მარკეტინგი, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ხორციელდება პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია სპეციალურად ბაზრის განსაზღვრული სეგმენტისათვის, ე.ი. მარკეტინგის ეს სახე განასხვავებს ბაზრის სეგმენტებს, ამოირჩევს მათგან ერთს ან რამოდენიმეს და ამუშავებს საქონელს და მარკეტინგის კომპლექსს ყოველი არჩეული სეგმენტისათვის. თანამედროვე პირობებში კომპანიები გადადიან მასიური და საქონელ-დიფერენცირებული მარკეტინგიდან მიზნობრივი მარკეტინგის ტექნიკაზე, რომელიც გამყიდველს ეხმარება სრულად გამოავლინოს არსებული მარკეტინგული შესაძლებლობები. ყოველი ცალკეული მიზნობრივი ბაზრისათვის შესაძლებელია გამყიდველის მიერ საქონლის დამუშავება, რომელიც აუცილებელია ამ ბაზარზე. იხ. აგრეთვე: PR წყარო: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
![]() |
8.98 მითი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ამბავი, რომელიც ხდება რაღაც სივრცეში და არა აქვს დრო ე. ი. ყველა დროში. იხ. აგრეთვე: მითოლოგია, მითი და მითოსი, მითიური, ეფიალტე, ოტოსი წყარო: თევზაძე გიგი. ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლ. ბერძენიშვილი] - თბ., 1993, შემთხვევა, რომელიც ხორციელდება განსაზღვრულ სივრცეში სულ, დროის მდინარების გათვალისწინების გარეშე რამდენიმე თანასწორუფლებიანი სუბიექტის მიერ. წყარო: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
![]() |
8.99 მითი და მითოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. mythos – გადმოცემა, თქულება. 1. ძველი ხალხური თქმულება ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე. 2. გადატ. მონაჭორი, ტყუილი რამ. იხ. აგრეთვე: მითი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.100 მითიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითებთან დაკავშირებული, ლეგენდარული, გამოგონილი ამბავი იხ. აგრეთვე: მითი, ორფეოსი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
8.101 მითოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. mythologia 1. მითების ერთობლიობა. 2. მითების შემსწავლელი მეცნიერება. იხ. აგრეთვე: კულტურა, მითი, ფოლკლორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.102 მიკრობიოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. mikros – პატარა, მცირე, bios – სიცოცხლე, logos – მოძღვრება. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიკროორგანიზმების აგებულებას, ფიზიოლოგიას, სისტემატიკას, გავრცელებას და მათ როლს ნივთიერებათა მიმოქცევაში. იხ. აგრეთვე: პრეპარატი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
8.103 მიკროქიმია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. mikros – მცირე და ქიმია მეცნიერება ქიმიური ანალიზისა და სინთეზის ხერხების შესახებ, რომლებსაც მიმართავენ უმცირესი რაოდენობის ნივთიერებებზე ცდების დროს. იხ. აგრეთვე: ანალიზი, სინთეზი, ქიმია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.104 მილიტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მაქსიმალურ ზრდას, გამალებულ შეიარაღებას, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარებას სამხედრო მიზნებისათვის და სამოქალაქო ცხოვრებაზე სამხედრო კონტროლს. მ-ის დროს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ერთი მიზნისაკენ - მიაღწიოს სამხედრო უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, შექმნას მძლავრი პოტენციალი სხვა სახელმწიფოების მიმართ ექსპანსიისა და დაპყრობითი ომებისათვის. მ-ის დონეზე წარმოდგენას იძლევა სამხედრო ხარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი იყო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (ერაყი, სირია, ანგოლა და სხვა). მ-ის კლასიკური მაგალითებია პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასული ს-ის 50-70-იან წლებში, იაპონიაში 20-30-იან წლებში, იტალიასა და გერმანიაში 30-იან წლებში. XXს-ის 90-იან წლებში დაძაბულობის შენელების სასარგებლოდ მსოფლიოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შედეგად, რასაც ხელს უწყობდა და უწყობს გაეროს სისტემაში არსებული საკონტროლო მექანიზმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მ-ის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შესუსტდა. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.105 მიმბაში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ათასის თავი წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
8.106 მიმეზისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სიტყვა ‘მიმეზისი’ ძველ ბერძნულად ნიშნავს ‘იმის კეთებას, რაც სხვას გაუკეთებია’ და ერთდროულად მოიცავს როგორც ადამიანთა ქმედებების ისე ადამიანთა მეტყველების მიბაძვას (ბაუერი 2005, 17). პლატონი ამ ცნებაში გულისხმობს სწორედ მოქმედ პირთა მეტყველების, ხმების გადმოცემას და უპირისპირებს მას დიეგეზისს, ანუ ავტორისეულ თხრობას, მთხრობლის კომენტარსა და მის მიერ მოქმედების გადმოცემას. პლატონის აზრით, დრამაში გვხვდება მიმეზისი, ხოლო ეპოსში ერთდროულად მიმეზისიც და დიეგეზისიც. წყარო: მიმეზისი
![]() |
8.107 მიმიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. mimicry ფრანგ. mimique გერმ. mimik ბერძნ. mimikos – მიმბაძველი ადამიანის შინაგანი სულიერი განწყობის გამომხატველი სახის კუნთების მოძრაობა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.108 მინიადები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სიცოცხლის მომსპობი ქალღმერთები იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – X წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
8.109 მინიასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ორქომენოსის მეფე, მინიელთა მამამთავარი, პოსეიდონის ძე, მრავალი გმირის წინაპარი. არგონავტებს სხვაგვარად მინიებსაც უწოდებდნენ, რადგანაც მათი უმეტესობა მინიასის ქალთა შთამომავალი იყო. მინიასის ქალიშვილების სახელი დიონისეს მითოსს უკავშირდება: დიონისეს დღესასწაულზე ქურუმმა ორქომენოსის მოსახლეობას უხმო. ვინც არ წამოვა დაისჯებაო, უმისნა ყველას. ქურუმის სიტყვა შეისმინა ხალხმა და ზეიმში მონაწილეობის მისაღებად გაემართა. მხოლოდ მინიასის ქალიშვილებმა არ ისურვეს დიონისეს თაყვანისცემა, შინ დარჩნენ და საინტერესო ამბების თხრობით შეიქციეს თავი, თანაც ძაფს რთავდნენ. მოსაღამოვდა. მწვანე ფერი დაედო საქსოვ დაზგებს და ისინი ვაზის ნერგებს დაემსგავსნენ თანდათან. ძაფი ლერწმად იქცა. ქსელიდან ვაზის ყლორტები გადმოეშვა. ჭერი შეირხა. ირგვლივ მძვინვარე მხეცთა ღრიალი გაისმა და ყველაფერი ცეცხლში აალდა. აუტანელ სიმხურვალეს განერიდნენ მინიასის ასულები და სხვენს შეაფარეს თავი. სიბნელეში ვერც კი შენიშნეს, როგორ ეცვალათ იერი. დაპატარავდნენ და მკლავების ნაცვლად გამოსხმული სიფრიფანა ფრთებით დაეკიდნენ ჭერს. ლაპარაკიც აღარ შეეძლოთ. მხოლოდ წრიპინით გამოხატავდნენ ბედის სამდურავს და ვეღარც მზის სხივს უსწორებდნენ თვალს. ისინი შერისხა დიონისემ და ღამურებად გარდასახა. სხვა ვერსიით, დიონისემ გააგიჟა მინიადები, რომლებმაც მძვინვარების წამს დაგლიჯეს ერთ-ერთი დის შვილი. ლეგენდა მინიასის ქალიშვილებზე საბერძნეთში დიონისეს კულტის დამკვიდრების ამბებს ასახავს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV წყარო: ბიბლიოვიკი მინიასი
![]() |
8.110 მინისტრთა კაბინეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება იმ ქვეყანაში, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. იქ სადაც არსებობს საპარლამენტო მმართველობის ფორმა (მაგ., დიდ ბრიტანეთში), მინისტრები ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებენ მთელი მთავრობის სახელით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები პასუხისმგებელნი არ არიან გადაწყევტილების მიღებაზე და ითვლებიან სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის ოფიციალურ მრჩევლებად. ტერმინი „კაბინეტი“ შიძლება შეგვხვდეს ფრანგული პოლიტიკური სისტემის კონტექსტშიც, როდესაც რომელიმე მინისტრთან არსებობს პოლიტიკურ მრჩეველთა გარკვეული ჯგუფი. „კაბინეტურ სისტემაზე“ საუბრისას, ჩვეულებრივ გულისხმობენ მმართველობის ინგლისურ მოდელს, რომლისთვისაც განმსაზღვრელია ორი, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშგების პრინციპი. საყურადღებოა, რომ კაბინეტის წევრი მინისტრების რაოდენობა ყველა კაბინეტური სისტემის მქონე ქვეყანაში ერთი პრინციპით არ არის განსაზღვრული. მათი რაოდენობა მერყეობს 10-დან 40-მდე. მაგალითად, კანადაში ყველა მინისტრი ავტომატურად კაბინეტის წევრიცაა, მაშინ როდესაც ინგლისში კაბინეტის წევრი ხდება მინისტრების მხოლოდ მეხუთედი. მ.კ-ის წევრობა ბევრ შემთხვევაში დიდადაა დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე (რამდენი პორტფელი მოიპოვება არჩევნებში გამარჯვებულმა მთავრობამ ან ხომ არ არის მთავრობა კოალიციური) ან ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაზე (ფედერაციულ ქვეყნებში პრემიერ-მინისტრი ხშირად იზულებულია კაბინეტში წარმოდგენილი ჰყავდეს რომელიმე შტატის ხელისუფლება) და ა.შ. მთლიანობაში ძალზე იშვიათია, რომ მ.კ. მთლიანად წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი მმართველი პარტიით. ყველა სხვა შემთხვევა სხვადასხვაგვარად ზღუდავს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობებს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.111 მინორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. mineur მუსიკალური წყობა, რომლის ბგერები ქმნის მცირე ტერციაზე აგებულ აკორდს; დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი. მინორშია - გადატანით იტყვიან, როდესაც ვინმე მოწყენილია, ნაღვლიანადაა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.112 მინოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კრეტის ლეგენდარული მეფე. ზევსისა და ევროპეს ძე, რადამანთისისა და სარპედონის ძმა. პასიფაეს მეუღლე. არიადნეს, ფედრასა და ანდროგეოსის მამა. ფინიკიის მეფის ასული, ევროპე, ზევსს მოეწონა. თეთრ ხარად გარდასახულმა მოიტაცა ქალიშვილი და კუნძულ კრეტაზე მიატოვა (ევროპე). იქ ევროპემ შვა სამი ვაჟი: მინოსი, სარპედონი და რადამანთისი, რომლებიც იშვილა კრეტის მეფე ასტერიონმა, რადგანაც ევროპე შეირთო ცოლად. ასტერიონის გარდაცვალების შემდეგ კრეტის სამეფო ტახტზე აღზევდა მინოსი, რომელიც ბრძნულად განაგებდა ქვეყანას თავის მეუღლე პასიფაესთან ერთად. ერთხელ მინოსმა განიზრახა განსაკუთრებული თაყვანი ეცა პოსეიდონისათვის, მაგრამ მისი საკადრისი მსხვერპლი არ ეგულებოდა თავის ჯოგში. მაშინ პოსეიდონმა მას მოუვლინა გასაოცარი სილამაზის თეთრი ხარი. მინოსი ისე მოიხიბლა ხარის მშვენებით, რომ სამსხვერპლოდ ვერ გაიმეტა და დიად ღვთაებას სხვა ხარი შესწირა მსხვერპლად. განრისხდა პოსეიდონი და აფროდიტეს სთხოვა, დაესაჯა პირის გამტეხი მეფე. აფროდიტემ პასიფაე ხარისადმი სიყვარულით აღაგზნო. ამ უჩვეულო სიყვარულის შედეგად დაიბადა მინოტავროსი – ურჩხული ადამიანის სხეულითა და ხარის თავით, რომელიც მხოლოდ ადამიანთა ხორცით იკვებებოდა. გაოგნებულმა მინოსმა ლაბირინთის აგება უბრძანა ხელოვან დედალოსს, რომელიც მის სამეფო კარს აფარებდა თავს. მითები მინოსს ბრძენ და სამართლიან მეფედ აღიარებენ. თუმცა ათენურ თქმულებებში იგი ბერძენთა მტრად არის წარმოდგენილი და აი, რატომ: ათენში გამართულ ზეიმში კრეტადან ჩამოსული მეფისწული, ანდროგეოსიც იღებდა მონაწილეობას. როდესაც ათენის მეფე ეგევსმა დაინახა, რომ იგი პანათენურ ასპარეზობებზე იმარჯვებდა, მისი თავიდან მოცილება განიზრახა. სასწრაფოდ გაგზავნა კრეტის ხარზე სანადიროდ, სადაც დაიღუპა კიდეც (არსებობს სხვა ვერსიაც: მეფემ იგი დამარცხებულ მოასპარეზეებს მოაკვლევინა). განრისხებულმა მინოსმა ომი გამოუცხადა ათენს და გა მარჯვებულმა უმძიმესი ხარკი დაადო: ათენელებს ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ კუნძულ კრეტაზე უნდა გაეგზავნათ შვიდი ქალწული და შვიდი ჭაბუკი, რათა ისინი საზარელ ხარ-კაცს, მინოტავროსს, შთაენთქა. ათენელები მანამ იხდიდნენ ამ ხარკს, ვიდრე მინოტავროსი არ მოკლა თესევსმა. მინოტავროსი ხომ დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში ბინადრობდა. საქვეყნოდ განთქმულმა ხუროთმოძღვარმა მეფე მინოსი დაარწმუნა, რომ ლაბირინთიდან თავის დაღწევის საიდუმლოს ვერავინ გაიგებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ დედალოსმა ეს საიდუმლო გაანდო მეფის ასულ არიადნეს, არიადნემ კი – თესევსს, რადგანაც პირველხილვისთანავე შეიყვარა. განრისხდა მინოსი და მოსაკლავად გაიმეტა დიდი ხელოვანი. დედალოსი გაიქცა, კუნძულ სიცილიამდე მიაღწია და იქ მეფე კოკალოსის სასახლეს შეაფარა თავი. კრეტის ძლევამოსილი მეფე მინოსი მოკლეს კოკალოსის ქალიშვილებმა, რომელთაც შეჰყვარებოდათ დიდებული ოსტატი. მათ მოჩვენებითი სტუმართმოყვარეობით სასახლეში მიიწვიეს მინოსი და აბაზანის მიღება შესთავაზეს. იქ კი უმოწყალოდ დამდუღრეს. მინოსის სახელთან დაკავშირებულია აგრეთვე მეფე ნისოსის მითოსიც. გარდაცვალების შემდეგ ღმერთებმა მინოსი მიწისქვეშა სამყაროს მსაჯულად დანიშნეს. რადამანთისთან და ეაკოსთან ერთად იგი განაგებს ჰადესში მოხვედრილ აჩრდილთა ბედს. როგორც ჩანს, მინოსის მითოსში აისახა კრეტის ოდინდელი ძლევამოსილების ამბავი. ამ თემას ეხებოდა, ალბათ, ევრიპიდეს ტრაგედია „კრეტელები“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კრეტაზე აღმოჩნდა უდიდესი ცივილიზაციის ნაშთი, რომელმაც განაცვიფრა მთელი სამყარო. ამ ცივილიზაციას მეფე მინოსის სახელის მიხედვით მინოსური უწოდეს. მითი: კრეტის მეფე მინოსმა საშინელი ხარკი დაადო ათენელებს: ყოველი ცხრა წლის განმავლობაში ათენელები მეფე მინოსს უგზავნიდნენ ცხრა-ცხრა ქალ-ვაჟს, რომელთაც მინოსი ლაბირინთში ამწყვდევდა და მინოტავრს (მინოსის ხარს) აჭმევდა. ერთხელ კრეტაზე თეზევსიც გაემგზავრა (იგი ათენის მეფის ეგეოსის ვაჟი იყო). თეზევსის სილამაზით მოხიბლულმა მინოსის ასულმა არიადნემ გმირს მისცა ძაფი. როცა თეზევსი ლაბირინთში შევიდა, მან შესავალთან დაამაგრა ძაფის ბოლო. გაჰყვა ძაფს, მოკლა მინოტავრი და უკან უვნებლად გამოვიდა. თეზევსმა არიადნეც წაიყვანა ათენისაკენ, მაგრამ კუნძ. ნაქსოსზე ღმერთმა დიონისემ მოსტაცა მას საყვარელი ქალწული იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – IX, არიადნე, პასიფაე, ფედრა, მინოსური კულტურა წყარო: ბიბლიოვიკი მინოსი
![]() |
8.113 მინოსური კულტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მინოსური კულტურა – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე მინოსი, რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი დედალოსი. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას. ისტორიოგრაფოსთა ცოდნა კრეტაზე მაღალგანვითარებული კულტურის არსებობის თაობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ გადმოცემებს ეფუძნებოდა. მხოლოდ XV საუკუნიდან დაინტერესდნენ მოგზაურები ამ კუნძულით, მისი გასაოცარი ბუნებით, რომლის წიაღშიც ზევსის მღვიმე ან საიდუმლო ლაბირინთი ეგულებოდათ. XIX საუკუნის ბოლოს ტროასა და მიკენში ჰაინრიხ შლიმანის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციის შემდეგ, საბერძნეთის წარსული მეცნიერთათვის მანამდე უცნობი, ჰომეროსამდელი ეპოქის აღმოჩენით შეივსო. ეს ეპოქა მთელ ათასწლეულს მოიცავდა. 1900 წლიდან კი კუნძულ კრეტაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ინგლისელმა სწავლულმა არტურ ევანსმა. მისი თავდაუზოგავი ძალისხმევით სულ მალე მსოფლიომ დიდებული საჩუქარი მიიღო: აღმოჩნდა, რომ კრეტაზე არსებულა საოცრად მაღალი დონის კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული ხასიათით გამოირჩეოდა იმდროინდელი სამყაროს დანარჩენ კულტურათაგან. მას მინოსური კულტურა უწოდეს ლეგენდარული მეფის, მინოსის, სახელის მიხედვით. როგორც გამოკვლევებმა ცხადყვეს, თავისი განვითარების მწვერვალს ამ კულტურამ ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია, მაშინ როდესაც კრეტას თავისი საზღვაო ძლიერების აღმავლობის ხანა ედგა. სწორედ მაშინ აუშენებიათ იქ ბრწყინვალე სასახლეები, რომელთაგანაც თავისი დიდებულებით გამოირჩეოდა კნოსოსის სასახლე. იგი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრი. სწორედ იმხანად განუცდია თავისი აღმავლობა ხელოვნებას, განსაკუთრებით ფრესკულ მხატვრობასა და კერამიკას. ლარნაკთა მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებს ბადალი არ ჰყავდათ. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტის დიდი ოსტატობით შეხამებამ ხელოვნებაში ახალი სტილის დაფუძნებას დაუდო სათავე. მას კამარესის სტილი უწოდეს ამ ტიპის ქმნილების პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კრეტაზე მინოსური დამწერლობის ფაქტებიც. მათ შორის ყველაზე ადრეული ე.წ. იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობაა, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, უკვე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოიყენებოდა. მისი განვითარების შედეგად წარმოიშვა მინოსური A-ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც, მართალია, არ არის გაშიფრული, მაგრამ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, იგი კავკასიური ტიპის ენად იქნეს მიჩნეული. კუნძულ კრეტაზევე შეიქმნა პირველი ბერძნული დამწერლობა, რომელსაც B-ხაზოვანი უწოდეს და რომლის გაშიფვრაც მეცნიერების ისტორიაში მოვლენად იქცა. ამავე კუნძულზეა ნაპოვნი აგრეთვე ე.წ. ფესტოსის დისკო. ორ ქალაქში, ფესტოსსა და კნოსოსში, აღმოჩენილია ამფითეატრის ტიპის ნაგებობანი, რომლებიც ევროპის კონტინენტის პირველ თეატრებს წარმოადგენენ. ამ და სხვა მონაპოვრებთან ერთად მეცნიერები მიუთითებენ მინოსური კულტურის უმნიშვნელოვანეს თავისებურებაზე, რითაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდა ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ცივილიზაციებისაგან (მიკენის, ეგვიპტის, წინა აზიის): აქ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობის სუფევა იყო. ამასთანავე კრეტას დიდი სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი კულტურული აღმავლობისთვისაც. მინოსურ ხელოვნებაში უხვად დაიძებნება სხვა კულტურათა გავლენის კვალი, რაც სულ არ უშლიდა ხელს საკუთარი გარემომცველი სამყაროს სილამაზით შთაგონებულ კრეტელ ხელოვანთ ყოფილიყვნენ თვითმყოფადნი და განუმეორებელნი. მინოსური ცივილიზაციის გაქრობას უკავშირებენ მის თავს დატეხილ მოულოდნელ უბედობებს. უპირველეს ყოვლისა კი კუნძულ სანტორინზე (თერაზე) აბობოქრებულ ვულკანს, რომელმაც დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია. სანტორინის კატასტროფამ გაანადგურა მინოსური კულტურის მრავალი კერა ეგეოსის ზღვის აუზში. მართალია, მინოსური კრეტა მას მთლიანად არ წაულეკავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეარყია მისი ძალმოსილება. მეზობელ ხალხთა თავდასხმებმა და შინაბრძოლებმა კი ბოლო მოუღეს იმხანად უკვე დაქვეითების გზაზე დამდგარ მინოსურ ცივილიზაციას. თუმცა მისი კულტურის მონაპოვარი, გამოიარა რა საუკუნეები, ჯერ ბერძნული, ხოლო შემდეგ ევროპული ცივილიზაციის საკუთრებად იქცა. იხ. აგრეთვე: ბადალი, დედალოსი, ზევსი, თეატრი, ლაბირინთი, კრეტა-მიკენის კულტურა, კულტურა, მინოსი, ტროა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.
![]() |
8.114 მირინე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კუნძულ ლემნოსზე, როგორც აპ. როდოსელის სქოლიასტი გადმოგვცემს, იყო ორი ქალაქი: ჰეფესტო და მირინე. ამიტომ ლემნოსი ორქალაქოვანად იწოდებოდა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX, ჰეფესტო წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
8.115 მირინუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ატიკური ფილის პანდიონისის ერთ-ერთი დემოსი იხ. აგრეთვე: ნადიმი, ანტიკური, დემოსი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
8.116 მირქმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მირქმა“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მიხუტებას, მკერდზე მიკვრას. საღვთისმეტყველო გააზრებით კი მირქმა არის ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული. შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, მოსეს სჯულის თანახმად, ქრისტე მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ამ ავე დროს დედა ღვთისმშობელმა შეასრულა განწმენდისა და მსხვერპლშეწირვის წესი. ამიტომ ქრისტეშობიდან ორმოცი დღის შემდეგ (2/15 თებერვალს) ეკლესიაში ვდღესასწაულობთ უფლის მირქმას (ე.ი. შეხვედრას). ყრმა ქრისტეს შეხვედრა მოხუც სიმეონთან და წინასწარმეტყველ ანასთან (ლუკა, 2:22-38) ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენაა. სიმეონს უწყებული ჰქონდა „სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ“, და სულწმინდით შთაგონებული იგი ტაძარში მივიდა, სადაც შეხვდა ახალშობილ მესიას, აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა სიტყვები, რომელთაც ჩვენ დღემდე ვგალობთ ყოველი მწუხრის დასასრულს: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა.“ წმ. სიმეონმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იესო იდგებოდა „დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის“, და რომ დედა ღვთისა დაიტანჯება თავისი შვილის გამო. წინასწარმეტყველი ანა ესწრებოდა ამას და „მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალიმს შინა“. დღესასწაულ ის ღვთისმსახურებაში აღნიშნულია, რომ ქრისტე, ძე და სიტყვა ღვთისა, ვინც შექმნა მთელი სამყარო, ახლა, არის რა ყრმა, ხელთ უჭირავს მოხუცებულს; მან, ვინც დაადგინა სჯული, ახლა თავად აღასრულებს ამ სჯულს, როგორც ძე კაცისა. „მიიქუ მოხუცებულო, რომელმან მოსეს, პირველ ჰსჯული მომადლა მთასა სინასა, ჰსჯულისა აღსრულებად შენდა მოსრული, ესე არს რომლისათვის ჰსჯული მოასწავებდა, და წინასწარმეტყუელნი, ესე არს იგავთა და სახეთა მიერ გამოსახული, ესე არს ჩუენთვის განკაცებული, რათა გუაცხოვნეს, ამას თაყუანის-ვჰსცემდეთ და ვადიდებდეთ“ (უფალო ღაღადვჰყავსა ზედა დასდებელი). „დღეს განიხმიან ბჭენი ცათანი, რამეთუ სიტყუა ღმრთისა დაუსაბამო დაიბადა ჩუენთვის, და დასაბამი ჟამიერი კაცთა ჰხსნისათვის მიიღო, დაუქცეველად ეგო ღვთაებითა, ქალწულისაგან დედისა ჩვილებრ ორმეოცისა დღისა, ჰსჯულიერად ტაძრად მოიყვანა პირმშო დაბადებულთა და ესე წიაღთა თვისთა მიიქუა მოხუცებულმან და უღაღადებდა, განმათავისუფლე მე, რომელი მოხუედ ცხოვრებად კაცთა, სოფლად სახიერებით, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“ (უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელი). დღესასწაულის მწუხრი და ცისკარი უხვად შეიცავს ამ თემაზე შექმნილ საგალობლებს. საღმრთო ლიტურგიაში ღვთისმშობლის შესახებ საგალობლის სიტყვები ქმნის „პროკიმენს“ („წარდგომას“) ხოლო მოხუცი სიმეონის სიტყვები „ალილუიას“ საგალობლის სტრიქონებს. სახარების საკითხავი მოგვითხრობს მირქმაზე, მაშინ როცა ძველი აღთქმიდან იკითხება განწმენდის სჯული ლევიტელთა წიგნიდან, წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ტაძარში სამწმიდა უფლის ხილვასა და ეგვიპტელებისათვის რწმენის მიმადლებაზე, რომელიც, ასევე, იმავე ესაიას მიერაა ნაწინასწარმეტყველები, როცა ნათელი უფლისა იქნება „გამობრწყინვებად წარმართთა ზედა“ (ლუკა, 2:32). სულიწმინდით შთაგონებულ და ნაწინამძღვრევ მორწმუნეებს, როგორც წმინდა სიმეონ ღვთის მიმრქმელს, ასევე, შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი „მირქმა“ უფალთან და დაამოწმონ, რომ ისინიც შეიძლება „განუტევოს“ უფალმა, რადგან მათმა თვალებმაც იხილეს ხსნა უფლისაგან ქრისტეში. „გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდ საწყალობასა“ (ტროპარი). „საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ ქრისტიანენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე“ (კონდაკი). წყარო: მირქმა
![]() |
8.117 მისია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძალზე ფართო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს ვინმეს (პიროვნების, ხალხის) მოწოდებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს სუბიექტია მოვლენილი ამქვეყნად. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელსაც სათავეში უდგას სპეციალური რწმუნებული ან დესპანი. ტერმინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სხვა მნიშვნელობით. ერთი, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყანაში სპეციალური (სამხედრო, ეკონომიკური) დავალებით წარგზავნილ ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი. მეორე, როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დელეგაცია. დაბოლოს, ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ორგანიზაციის აღსანიშნავადაც, რომელიც მივლენილია რომელიმე ქვეყანაში საკუთარი კონფესიის ინტერესების შესაბამისად. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ინგლ. mission გერმ. mission ფრანგ. mission ლათ. mittere-გაგზავნა 1. საპასუხისმგებლო ამოცანა, როლი, დავალება; 2. მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც დესპანი მეთაურობს; 3. სპეციალური დანიშნულების დიპლომატიური დელეგაცია. იხ. აგრეთვე: დელეგაცია, დესპანი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.118 მისნობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მკითხაობა გაფრენილ ფრინველებზე მკითხაობა მისნობის ერთ-ერთი გავრცელებული სახე იყო. სინონიმი: ჯადოქრობა, შელოცვა, (სათამაშო) ქაღალდის გაშლა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI წყარო: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
![]() |
8.119 მისტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. ბერძნ. mystikos – საიდუმლო 1. რწმენა, რომლის მიხედვითაც ადამიანს თითქოს შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს საიქიოსთან; ზებუნებრივი ძალების რწმენა. 2. გადატ. იდუმალი რამ. იხ. აგრეთვე: მისტიციზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.120 მისტიციზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მისტიკაზე დაფუძნებული რელიგიურ-იდეალისტური მსოფლმხედველობა; მიდრეკილება მისტიკისადმი. იხ. აგრეთვე: დეკადენტობა, მისტიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.121 მიტინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. meeting მასობრივი კრება რაიმე საჭირბოროტო (უპირატესად პოლიტიკურ) საკითხებზე. იხ. აგრეთვე: პოლიტიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.122 მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ამ ტერმონში იგულისხმება იმ სახელმწიფოთა პოლიტიკა, რომლებმაც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ძირითად პრინციპად ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. გაცილებით ხშირად (განსაკუთრებით დასავლურ ლიტერატურაში) ნ. ანუ მ., გაიგივებულია მოძრაობასთან, რომელიც ჩაისახა ცივი ომის პერიოდში და აერთიანებდა განვითარებად სამყაროს (აზია, აფრიკა და ლათინური ამერიკა), აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანას (მაგ., იუგოსლავიას), რომლებმაც უარი განაცხადეს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში მონაწილეობაზე და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში ჩაურევლობას უჭერენ მხარს. ნეიტრალური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, მიუმხრობელი ქვეყნები ომს, როგორც პოლიტიკურ საშუალებას (კერძოდ, ანტიიმპერიალისტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომებს), არ უარყოფდნენ და შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობას დასაშვებად მიიჩნევდნენ. ამ ქვეყნების ძირითად მიზანს შეადგენდა ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობათა განვითარება და როგორც სსრკ-ისგან, ისე აშშ-ისაგან მაქსიმალური დახმარების მიღება ცივი ომის დამთავრების შემდეგ მ-ის მოძრაობის მიზანი და საჭიროება საკმაოდ ბუნდოვანია. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.123 მმართველი პარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პარტია, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში. საპარლამენტო სახელმწიფოებში არჩევნებში წარმატება, მით უფრო იქ, სადაც მმართველობის ორპარტიული სისტემა არსებობს, გამარჯვებულ პარტიას საშუალებას აძლევს დააკომპლექტოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც. იგივე შეიძლება მოხდეს არასაპარლამენტო, საპრეზიდენტო მმართველობის მქონე ქვეყანაშიც, თუკი პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პარტიას წარმოადგენს. შედეგად პარტია ქმნის მისთვის მისაღებ აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქცევა მ.პ-დ ანუ აკონტროლებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.124 მოგვები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეტიმ. „მაგის“ ეტიმოლოგია დაუზუსტებელია (შესაძლოა, მომდინარეობდეს სანსკრიტიდან mahhet „დიდი“, ან ფალაურიდან mog „მღვდელმსახური“) იტალ. Magi აღნიშნავს მღვდელმსახურთა კასტას მიდიელთა სამეფოში, – იმათ, ვინც სპარსთაგან დაპყრობის დროს ზარათუშტრას მოძღვრება გაიზიარა. მათეს სახარება (2:1-12) მოგვითხრობს რამდენიმე მოგვის შესახებ, რომლებიც ვარსკვლავს გაჰყვნენ და აღმოსავლეთიდან იერუსალემში ჩავიდნენ იუდეველთა მეუფისათვის თაყვანის საცემად. მოგვებმა – აღმოსავლელმა ასტროლოგებმა და ბრძენკაცებმა – იესოს ძღვნად მიართვეს ოქრო, საკმეველი და მური, შესაბამისად მეფურობის, ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის სიმბოლოები. VI საუკუნიდან ტრადიცია მიიჩნევს, რომ მოგვები სამნი იყვნენ და სახელად ერქვათ გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი. წმიდა კესარიოს არლელმა (VI ს.) მათ მეფეთა წოდება მიაკუთვნა. წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
8.125 მოდერნიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. moderne – უახლესი, თანამედროვე მიმდინარეობა ხელოვნებაში, კულტურასა და არქიტექტურაში, რომელიც აღიარებს განმანათლებლობის ეპოქის შეხედულებებს პროგრესის შესახებ და რომელიც განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ფორმის ფუნქციონალობაზე. მ. გარკვეულად ეწინააღმდეგება კულტურის პოსტმოდერნისტულ ფორმებს. მ-ისათვის დამახასიათებელი თავისებურებებია: აქტიურობა, დინამიზმი, ენთუზიაზმი, მოძრაობის წყურვილი, შეურიგებლობა (ბრძოლა ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ), მერყეობისა და დაეჭვების გარეშე ტრადიციული ბარიერების გადალახვა, საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების ათვალწუნება და იგნორირება, ახალგაზრდობისა და სიახლის კულტი, მომავლისადმი სწრაფვა. იხ. აგრეთვე: ავანგარდიზმი, ბაუჰაუზი, პოსტმოდერნიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.126 მოდული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. modulus - ზომა 1. ზუსტ მეცნიერებაში ზოგიერთი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი. 2. მათემ. რიცხვი, რომელზედაც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად. 3. არქიტ. გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისათვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილების თანაზომიერების დასაცავად. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.127 მოზაიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Mosaique გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან. მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. იხ. აგრეთვე: ძალისი წყარო: ბიბლიოვიკი მოზაიკა
![]() |
8.128 მოირა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედისწერის ქალღმერთი იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
8.129 მოირები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბედისწერის სამი ქალღმერთი; კლოთო, ლახესის, ატროპო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
8.130 მოკვარახჭინება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არსებითი სახელი (საწყისი) ნათესაობითი ბრუნვა: მოკვარახჭინების ზმნები: მოაკვარახჭინებს საუბრული საქმის მოხერხებულად მოგვარება (უმეტესად, არაკანონიერი გზით). ყველაფერი უცებ მოაკვარახჭინა. წყარო: ქართული ლექსიკონი მოკვარახჭინება
![]() |
8.131 მოლეკულა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. moles – მასა, cula – კნინობითი სუფიქსი ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მისი ქიმიური თვისებები. მოლეკულა შედგება ატომებისაგან. იხ. აგრეთვე: ატომი, კოლოიდური, ქიმია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
8.132 მომენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. momentum 1. დროის ძალიან მცირე მონაკვეთი; ერთი წამი, თვალის დახამხამება. 2. დრო, როდესაც იწყება რაიმე მოქმედება. 3. ეტაპი ცხოვრებაში, რისამე განვითარებაში. იხ. აგრეთვე: პოემა, პრაქტიკა, ეტაპი, კულმინაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.133 მონარქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ბერძნ. monarchos სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი მეფე, იმპერატორი, სულთანი იხ. აგრეთვე: იმპერატორი, მონარქია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.134 მონარქია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. monarchia – თვითმპყრობელობა მმართველობის ფორმა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში უდგას ერთი პირი - მონარქი; სახელმწიფო, რომელსაც მმართველობის ასეთი ფორმა აქვს. აბსოლუტური მონარქია იხ. აგრეთვე: აბსოლუტური, იმპერია, მონარქი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.135 მონასტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. cloister; abbey - კათოლიკური; monastery - მამაკაცების; nunnery - ქალთა ბერძნ. monasterion – განმარტოებული ადგილი ბუდიზმსა და ქრისტიანობაში ბერებისა და მონაზვნების თემი, რომელსაც მიღებული აქვს ცხოვრების ერთიანი წესი. ქრისტიანობაში მამაკაცთა და ქალთა მონასტრები, როგორც წესი, ცალ-ცალკე არსებობს. ქრისტიანული მონასტერი პირველად ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტიბენისში (ეგვიპტე). ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, საქართველოში პირველი მონასტერი დაარსებულა ვახტანგ გორგასლის დროს კლარჯეთში. VII-X საუკუნეებში დიდი სამონასტრო მშენებლობა მიმდინარეობდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით ცნობილია მარტყოფის, ზედაზნის, შიომღვიმის, ალავერდის, იყალთოს, სამთავისის და სხვა მონასტრები. იხ. აგრეთვე: აბატი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.136 მონიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. monos – ერთი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ერთ საწყისს - ან მატერიას, ან სულს. ანტონიმი: დუალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.137 მონიტორინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Monitoring მ. გულისხმობს ინფორმაციის სისტემატურ შეკრებასა და დამუშავებას რომელიმე კონკრეტულ საჭირბოროტო საკითხზე და მიღებული ცოდნის გამოყენებას არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. ადამიანის უფლებათა მ-ის ობიექტებია: ა. რომელიმე კონკრეტული უფლების დაცვა, მაგალითად, სიტყვის, ან გაერთიანების თავისუფლება რომელსამე ქვეყანაში; ბ. კომპაქტური სპეციფიკური ჯგუფის უფლებათა დაცვის შემოწმება (პატიმრები, ჯარისკაცები, პაციენტები, ეროვნული უმცირესობები), რომლებიც განსაზღვრულ რეგიონში, დაწესებულებაში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ; გ. საქმიანობის ცალკე სახეა სპეციფიკური შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, კიდნეპინგის (ბავშვების მოტაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით), ან მკვლელობების შემთხვევებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მასში ხელისუფალნი არიან ჩარეულნი, ან როდესაც სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული არიან უდანაშაულო ადამიანები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების პრინციპები ცალკე განხილვის საგანია. იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ ინგლ. monitoring ლათ. monitor – ის ვინც ახსენებს, აფრთხილებს, ზედამხედველობს რაიმე პროცესზე სისტემატური დაკვირვება, ამ პროცესის არსებულ და სავარაუდო რეზულტატს შორის შესაბამისობის (ან შეუსაბამობის) ფიქსირების მიზნით. იხ. აგრეთვე: ადვოკატირება, კრიტერიუმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] ინგლ. monitoring კონკრეტული საკითხის ან ვითარების ირგვლივ ინფორმაციის სისტემური მიღება და დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყონებული იყოს: გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად ან ხელის შესაწყობად, სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მეშვეობით (მაგალითად, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოს შორის) მ შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მ ტარდება ერთი კონკრეტული ღონისძიების შესასწავლად (მაგალითად, სახელმწიფოში არჩევნების ჩატარების დროს). მუდმივი მ–ის სახეობაა ევროპის საბჭოს მიერ სისტემური შემოწმება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მსვლელობისა და საპარლამენტო ასამბლეისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც, როგორც წესი, ამ ორგანოს რეზოლუცია მოჰყვება. წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.] სპეციფიკური ინდიკატორების (მაჩვენებლების) მიხედვით მონაცემების შეგროვების და გაანალიზების სისტემური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული სიტუაციის/ვითარების შესწავლის და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ჩარევების განხორციელებას. წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
![]() |
8.138 მონოლოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ფრანგ. monologue ინგლ. monologue ბერძნ. monologos, monos ერთი + logos სიტყვა მონოლოგი დიალოგის საპირისპირო ფორმაა. მონოლოგის არსი ის არის, რომ ერთი პიროვნება (პედაგოგი, მომხსენებელი) ხანგრძლივად საუბრობს საკითხზე, ხოლო მსმენელი (მოსწავლე) არის ინფორმაციის პასიური მიმღები. მომხსენებელი შეიძლება იყენებდეს თვალსაჩინოებას და სხვა დამატებით მასალას, მაგრამ არ ცდილობდეს მსმენელის აქტიურ ჩართვას ინფორმაციის გადაცემის პროცესში. იხ. აგრეთვე: აქტიური, ტირადა, დიალოგი, ინფორმაცია, პასიური, პროცესი, პედაგოგი, ფორმა წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
![]() |
8.139 მონომერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. monos ერთი, ერთიანი, meros ნაწილი ამა თუ იმ ნივთიერების უმარტივესი მოლეკულური ფორმა. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
8.140 მონოფიზიტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. monos – ერთი, physis – ბუნება ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას. მიმართულებაა ქრისტიანობაში, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, რაც ეწინააღმდეგება ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას – დიოფიზიტურ პოზიციას ქრისტეში ორი ბუნების შესახებ. მონოფიზიტური მიმართულება 433 წელს ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და დანარჩენ ქრისტიანობას 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ გამოეყო. ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით. მონოფიზიტების საერთო პოზიცია ასეთია: იესო ქრისტე წუთისოფელში მოვიდა ორი ბუნებით, მაგრამ განკაცების ანუ განსხეულების ჟამს საღმრთო ბუნებამ გამოუთქმელად და სასწაულებრივად შეირწყა კაცობრივი და ერთ ბუნებად გამოჩნდა; ღმრთეებამ შთანთქა კაცება და, ამდენად, ერთიანი ბუნება ჩასახლდა ქრისტეს გვამში და მოგვევლინა ერთი პიროვნებით, ერთი არსებით, ერთი ნებით. მაშასადამე, ქრისტეს სინკრეტული ბუნება აერთიანებს ღვთიურს და ადამიაურს, რომელთაგან მეორემ დაკარგა თვითმყოფადობა და მხოლოდ ლოგიკით თუ განირჩევა ღვთიურისაგან. აქედან მივდივართ დასკვნამდე, რომ მაცხოვარი, მოსული სოფლად, მხოლოდ ღმერთია. მისი ადამიანური სახე, ცხოვრება და ვნება - მოჩვენებითი, ილუზიური, არაარსებითი. წყარო: ბიბლიოვიკი მონოფიზიტობა
![]() |
8.141 მორალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ლათ. moralis – ზნეობრივი 1. იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში; ზნეობა. 2. ზნეობრივი დასკვნა, ზნეობრივი გაკვეთილი, რომელიც რაიმესაგან გამომდინარეობს. მაგ., იგავის მორალი. იხ. აგრეთვე: ამორალური, მორალური, ეთიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.142 მორალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორალთან დაკავშირებული. 2. მაღალზნეობრივი; ეთიკური. მორალური გაცვეთა მანქანისა - ეკონ. ჯერ კიდევ სრულიად გამოსადეგი მანქანის გადაქცევა მოძველებულად ახალი, ტექნიკურად სრულყოფილი ან უფრო იაფი მანქანის შექმნის შედეგად. იხ. აგრეთვე: ეთიკა, ეგოიზმი, მორალი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.143 მორატორიუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერება. მ-ის ვადა განცხადებაში ან მითითებულია, ან არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მ. უვადოდ ითვლება და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, მ. შეიძლება ვრცელდებოდეს ვალდებულებათა მთელ ბლოკზე ან შეიძლება შემოიზღუდოს მხოლოდ ერთი რომელიმე პუნქტით. მ. ცხადდება როგორც საბანკო-ეკონომიკურ (ვთქვათ, საკრედიტო დაწესებულებების დახურვის სახით), ასევე სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში (ვთქვათ, ბირთვული იარაღის გამოცდაზე) და ა.შ. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] ინგლ. moratorium გერმ. moratorium ლათ. moratorius შემაფერხებელი, შემანელებელი 1. სახელმწიფო ვალის გადახდის გადავადება გარკვეული ვადით ან შესაბამისი პირობის დადგომამდე, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური აქტით ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა (ორმხრივი ან მრავალმხრივი); 2. სავალო გადახდის შეწყვეტა ვადის დათქმის გარეშე - ფაქტობრივი მორატორიუმი, ოფიციალურად გამოუცხადებელი (ჩვეულებრივ, ცალმხრივი); 3.მოვალის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს ვალების ან მათი ნაწილის გადახდა - განზრახ ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს გადაუხდელი დავალიანების დაფარვის პირობების გადასინჯვას; 4. გარკვეული მოქმედების განხორციელების, ვალდებულების შესრულების გადავადება, შეჩერება, რომელიც ცხადდება მთავრობის მიერ გარკვეული ვადით ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენების დამთავრებამდე. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.144 მორფოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. morphē – ფორმა, logos – მოძღვრება 1. მეცნიერება ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულების შესახებ; ორგანიზმების, ორგანოების, ნიადაგების აგებულება. 2. გრამატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმებს; რომელიმე ენის სიტყვათა ფორმების სისტემა. იხ. აგრეთვე: გრამატიკა, სინტაქსი, ფორმა, სისტემა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.145 მორჭმული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გამარჯვებული, წარმატებული იხ. აგრეთვე: პოროსი წყარო: რუსთაველი, შოთა. ვეფხისტყაოსანი : [პოემა] / შოთა რუსთაველი ; [ტექსტი გამოსაც. მოამზადა, განმარტებანი, კომენტ. და ლიტ. გარჩევა დაურთო ნოდარ ნათაძემ ; რედ. ალექსი ჭინჭარაული ; გამოც. რედ. თამარ ჯავახიშვილი ; მხატვ. ლევან სილაგაძე]. - თბ. : ანბანი, 2009 ("ფავორიტი"). - 372გვ. : ილ. ; 29სმ, ISSN 1987-5215. - ISBN 978-99940-24-41-4
![]() |
8.146 მოტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. motif 1. რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი. 2. მოსაზრება, საბუთი რისამე სასარგებლოდ. 3. მუსიკალური ნაწარმოების ძირითადი ელემენტი, მელოდია; ჰანგი, კილო. იხ. აგრეთვე: თემა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.147 მოტორული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რასაც მოტორი აქვს; მოტორით მოძრავი; მოტორიანი, ძრავიანი. 2. ფსიქ., ფიზიოლ. მოძრაობითი. იხ. აგრეთვე: დეპრესია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.148 მოურავი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი ადმინისტრაციული აპარატის მთავარი მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. თავდაპირველად, მისი ფუნქციები სამეურნეო სფეროს შეეხებოდა (მამულისა და მეურნეობის გამგებლობა), გვიანფეოდალურ საქართველოში კი, ადმინისტრაციული, სამხედრო და სასამართლო ფუნქციებიც შეითავსა. მოურავის თანამდებობა საქართველოს ერთიანობის ხანის წყაროებშიც („ხელმწიფის კარის გარიგება“) მოიხსენიება, მაგრამ აქ იგი ცენტრალური აპარატის მოხელე ჩანს. მოგვიანოდ, XV ს-ში, მ., როგორც ქალაქის მმართველის აღმნიშვნელი ტერმინი, ენაცვლება ამირას და ამირათ-ამირას. აღმოსავლეთ საქართველოში მოურავის პარალელურად XVI-XVIII სს-ში იხმარება ირანის გზით შემოსული მონღოლური ტერმინი „ტარუღა“, რომელიც ირანში მოურავის შესაბამის სამოხელეო ინსტიტუტს ეწოდებოდა. მოურავის სახელო სამემკვიდრეო მფლობელობის ისეთივე წყალობის ობიექტი იყო, როგორიც მამული და ყმები. იხ. აგრეთვე: მოხელე, ქილიფთარი წყარო: ბიბლიოვიკი მოურავი
![]() |
8.149 მოქალაქე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვიწრო სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს იმ სახელმწიფოს მაცხოვრებელს, სადაც კანონი იცავს ადამიანების მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს და სადაც ადამიანებს საკუთარი მოვალეობები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. ეს მოვალეობებია ქვეყნის კანონების დაცვა, ერთიან ხარჯებში წვლილის შეტანა, ქვეყნის დაცვა მტრის თავდასხმის შემთხვევაში. მოქალაქეობა განსხვავდება ეროვნებისგან ანუ ეთნიკური იდენტურობისგან. მოქალაქეს, როგორც საზოგადოების წევრს, შეუძლია გავლენა მოახდინოს, მონაწილეობა მიიღოს მის განვითარებაში და წვლილი შეიტანოს მის კეთილდღეობაში. ამგვარად, მოქალაქე არის როგორც უფლებების და მოვალეობების „მიმღები“, ასევე „მონაწილე“, რომელიც მონაწილეობას ღებულობს იმ ჯგუფის ცხოვრებაში, რომლის ნაწილადაც თავს აღიქვამს. მოქალაქეობის ერთ-ერთი ადრეული კონცეფცია უკავშირდება ძველი საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებს, სადაც „მოქალაქეებად“ ითვლებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ სახელმწიფოს საქმეებში მონაწილეობის კანონიერი უფლება. თუმცა მოსახლეობის მხოლოდ პატარა პროცენტი ითვლებოდა მოქალაქეებად: მონებს და ქალებს უბრალო ნივთებად თვლიდნენ, ხოლო უცხოელები საერთოდ არ შედიოდნენ ამ სიაში. იმ თავისუფალი ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მოქალაქის პრივილეგირებული სტატუსი, „მოქალაქეობრივი ღირსება“ ან „კარგი მოქალაქეობა“ მნიშვნელოვანი იყო. ამ ტრადიციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც მოქალაქეობა აკისრებდა მოქალაქეებს. მოქალაქეობის ასოცირება ეროვნულ კუთვნილებასთან მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც ევროპის მთელი მასშტაბით ჩნდებოდა ეროვნული სახელმწიფოები და როცა „მოქალაქის“ სამართლებრივი სტატუსი ხშირად უკავშირდებოდა ეროვნულ სახელმწიფოს, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ეთნიკური წარმოშობის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში მოქალაქეობასა და პატრიოტიზმს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოქალაქეობის ლიბერალური გაგება, რომელიც საფრანგეთის რევოლუციასთან ერთად წარმოიშვა, ყურადღებას ამახვილებდა ყველა მოქალაქისთვის უფლებების მინიჭების მნიშვნელობაზე, კონსტიტუციის ერთგულებაზე და არა ეთნიკურ წამომავლობაზე. რაც უფრო მეტ ადამიანს ეძლეოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამართლიანობა და პოლიტიკური უფლებები უფრო მეტი ადამიანისთვის იქცეოდა რეალობად. მეოცე საუკუნეში „სოციალური მოქალაქეობის“ მხარდამჭერები უფრო შორს წავიდნენ და აღიარეს, რომ მოქალაქეებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოსგან უნდა ჰქონოდათ მინიჭებული. გასულ საუკუნეში მდიდარი სახელმწიფოების აღმავლობა მნიშვნელოვანწილად იმ მოაზროვნე ადამიანებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეების უფლებები მათ საარსებო და სამუშაო პირობებსაც უნდა გულისხმობდეს.დღეს მოქალაქეობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ურთიერდაკავშირებული და ურთიერდამოკიდებულია. „აქტიური მოქალაქეობა“ გულისხმობს მუშაობას უკეთესი საზოგადოების შექმნის მიმართულებით ეკონომიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფო სამსახურში, ნებაყოფლობით საქმიანობაში მონაწილეობის გზით და სხვა ისეთი საქმიანობით, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ევროპის საბჭო ტერმინით „მოქალაქე“ აღნიშნავს „საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად მცხოვრებ ადამიანს“. „ეროვნული სახელმწიფოს“ ნაცვლად სიტყვა „თემი“ უკეთესად მიესადაგება იმ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. იხ. აგრეთვე: სახელმწიფო წყარო: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
![]() |
8.150 მოქალაქეთა მონაწილეობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობა, შექმნას სამოქალაქო ორგანიზაციები და მონაწილეობა მიიღოს იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მას აწუხებს Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001). იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, ანგარიშვალდებულება, დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია, დელეგირებული ძალაუფლება, დემოკრატია, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, ფისკალური დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, ინსტიტუცია, ინტეგრაცია, ლეგიტიმურობა, საჯარო (სახელმწიფო) დანახარჯები, საჯარო მომსახურება, სუბსიდიარულობა, თემი, ტექნიკური დახმარება, ტრეინინგი სამუშაო ადგილზე, ზედამხედველობა წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
![]() |
8.151 მოხალისეობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თავისუფალი ნების საფუძველზე შესრულებული ფართო სპექტრის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმინაობა, რომლის განხორციელების უპირველეს მიზანს არ წარმოადგენს ფულადი ანაზღაურების მიღება. წყარო: საგანმანათლებლო პროგრამათა ტრენინგ-მოდულები. წ. 3, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმები. ორგანიზაციის მართვა და შიდა კომუნიკაცია : ტრენინგ-მოდულები და საკითხავი მასალა. თბილისი : მერიდიანი, 2016.
![]() |
8.152 მოხელე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. employee, official, officer პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 6). იხ. აგრეთვე: ათაბაგი, ამირა, ამირეჯიბი, ამირსპასალარი, აზნაური, ბაზიერთუხუცესი, გზირი, დასტურლამალი, ერისთავი, ეზოსმოძღვარი, ვაზირი, თავლიდარი, თუშმალი, მამასახლისი, მანდატურთუხუცესი, მდივანი, მდივანბეგი, მეითარი, მელიქი, მეღვინეთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მოურავი, მწიგნობარი, პიტიახში, სახლთუხუცესი, სპასალარი, სპასპეტი, ფარეში, ქილიფთარი, შურტა, ჩუხჩარეხი, ხაზინა, ხასადარი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
8.153 მრავალპარტიული სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის საშუალებით ზეგავლენას იქონიებს მთავრობისა და, შესაბამისად, პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. მ.ს-ები არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო ბატალიებში ჩვეულებრივ მხოლოდ ორი პარტია ფიგურირებს ხოლმე (მაგალითად, შეერთებულ შტატებში, კანადაში). ის ფაქტი, რომ ასეთ ქვეყნებში ხელისუფლებისათვის პრაქტიკულად ორი პარტია იბრძვის, განპირობებულია შესაბამისი ქვეყნების ტრადიციით ან საარჩევნო სისტემების სპეციფიკით. ქვეყანაში მ.ს-ის არსებობა სამართლიანად მიიჩნევა დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის გამოხატულებად, რისი მაგალითიცაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
8.154 მსოფლიოს ენები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დედამიწის ზურგზე ენათა რიცხვი 2 800 აღემატება. ეს რიცხვი უთუოდ გაიზრდება, როდესაც მსოფლიოს ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება. ასე მაგალითად, საფუძვლიანად ვიცნობთ ევროპულ ენებს, აგრეთვე - აზიისა და აფრიკის მთელ წყება ენებს, მაგრამ აზიისა და აფრიკის, ამერიკის ძირეული მოსახლეობის, ავსტრალიისა და წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ენათა უმრავლესობა ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამიტომ მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს მეცნიერება, რამდენადმე პირობითია, წინასწარი ხასიათისაა. მსოფლიოს ენებში ამჟამად უნდა გავარჩიოთ ტომობრივი ენები, ხალხოვნური ენები და ეროვნული ენები. არსებობდნენ გვაროვნული ენებიც, რომლებიც აღარ შემოუნახავს კაცობრიობას (გვაროვნული წყობილება, გვაროვნული ენები განვითარების განვლილი საფეხურია.). ტომობრივი ენებია, მაგალითად, დაღისტნის ენები - აღულური, წახურული, ანდიური, დიდოური, აფრიკის, პოლინეზიის და სხვა ენები. ხალხოვნური ენებია, მაგალითად, ავარიული, ლაკური, ყაბარდოული, უდმურტული, ციმბირის ხალხის ენები - ევენკებისა, ოდულებისა და სხვ. ეროვნული ენებია, მაგალითად, ქართული, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული, სომხური, უკრაინული და სხვ. არის ენები, რომლებიც ემსახურებიან არა რომელიმე ერს, არამედ რამდენიმე ერს. ასეთებია, მაგალითად, პორტუგალიური ენა - პორტუგალიასა და ბრაზილიაში, ფრანგული ენა - საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში, ინგლისური ენა - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანული ენა - გერმანიასა და ავსტრიაში, ესპანური ენა - ესპანეთსა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკებში (ურუგვაი, პარაგვაი, არგენტინა, ჩილე, პერუ, მექსიკა...). არის საერთაშორისო ენებიც, რომლებზედაც ქვეყნდება საერთაშორისო გაერთიანებათა (გაერთიანებული ერების, მშვიდობის დაცვის კომიტეტისა და სხვ.) დოკუმენტები. ესენია: რუსული, ინგლისური, ფრანგული, ჩინური. ეს ენები თავიანთი ერების ენებიცაა და საერთაშორისო ენებსაც წარმოადგენენ. არის მკვდარი ენებიც, მკვდარია ენა, რომლის მატარებელი კოლექტივი, ხალხი ისტორიულად გადაშენდა. მაგალითად, გადაშენებული მკვდარი ენებია შუამდინარეთისა და მცირე აზიის ენები, რომლებიც არსებობდნენ საუკუნეთა სიღრმეში: სუმერული, ელამური, ხეთური და ასურულ-ბაბილონური; მკვდარია ეგვიპტური, ლათინური და სხვ. დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია: ჩინური, ინდური, ინგლისური, რუსული, ესპანური. ევროპულ ენათაგან გავრცელებულობის მიხედვით ყველაზე წინ ინგლისური და ესპანური ენებია. როგორც ზემოთ ითქვა, ისინი, გარდა ინგლისისა და ესპანეთისა, სხვა ქვეყნებშიცაა შემოღებული. ესაა შედეგი ამ ქვეყნების კოლონიზატორული ექსპანსიისა. მსოფლიოს ენებში გამოიყოფა მსხვილი დაჯგუფებანი, რომლებშიაც შედიან ერთმანეთთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ენები, მონათესავე ენათა ოჯახები თითოეულ ოჯახში გაერთიანებულ ენებს საერთო წარმოშობა აქვთ. ტერმინი ენათა „ოჯახი“ არ უნდა გავიგოთ ბიოლოგიურად; ენა ხომ საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენაა და არა ბიოლოგიურ-ისტორიული კატეგორია. ამიტომ ცნება „ოჯახი“ ამ შემთხვევაში გადმოგვცემს არა ისეთ მიმართებას, როგორიც არსებობს „მამებსა“ და „შვილებს“ შორის, - ენათა „ოჯახი“ გულისხმობს ენათა ურთიერთობას წარმოშობისა და ისტორიული განვითარების მიხედვით, - ეს ისტორიული განვითარება კი განსაზღვრულია ენის საზოგადოებრივი ხასიათითა და ბუნებით. საიდან მომდინარეობენ მონათესავე ენები? ერთი და იმავე ენის დიალექტებისაგან; მონათესავე ენები ყოფილი დიალექტებია, ისტორიული განვითარების პროცესში დამოუკიდებელ ენებად გარდაქმნილნი. იმ ძველ ენას, რომლის დიალექტებისაგან წარმოიქმნა მონათესავე ენები, ფუძეენას უწოდებენ. მაგალითად უკრაინულს, რუსულს, ბელორუსულს ოდესღაც საერთო ფუძეენა ჰქონდათ; ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მოძმე ენების ფუძეენას ხალხური ლათინური წარმოადგენს. ენათა ნათესაობა თავს იჩენს როგორც ენის ძირითად სიტყვაობრივ მარაგში (ე.ი. სიტყვათა ძირებში), ისე გრამატიკასა და ბგერათა მიმართებაში. ასე, მაგალითად, ენაში, საერთოდ, ძველისძველია ნათესაობის ტერმინები (და, ძმა, დედა, მამა...), ძველია, აგრეთვე, რიცხვითი სახელები (ათამდის), ზოგიერთი ნაცვალსახელი, ადამიანის სხეულის ნაწილების სახელები, ზოგიერთი ცხოველის, მცენარის, იარაღების სახელები და სხვ. უმთავრესად ამგვარი სიტყვების ძირები უნდა შევადაროთ ორი ენისა ერთმანეთთან და, თუ ამას დავუმატებთ გრამატიკულ აღნაგობას და ამ გზით მსგავსება ცხადი გახდება, ნათესაობა დადასტურებული იქნება. მონათესავე ენებში არსებული საერთო ძირის სიტყვებს რომ ადარებენ ერთმანეთს, ამ შედარების გზით შესაძლოა აღდგეს ის ძველი სიტყვა, რომელიც არსებობდა ფუძეენაში. ეს აზრი შეიძლება სხვანაირად ასე ითქვას: ფუძეენაში არსებობდა ვთქვათ, რომელიმე X სიტყვა; ეს სიტყვა სათავეა მონათესავე ენებში დაცული ვარიანტული სახეობებისა. მაგალითად, რუსულში „ძმის“ აღმნიშვნელია брат, გერმანულში - Bruder, ლათინურში - frater ძველ ინდურში bhrata (r), ძველ სპარსულში bhrata (r). უეჭველია, ესენი ერთი ძირის მონათესავე სიტყვებია. მათ საერთო წყარო აქვთ: რუსული, გერმანული, ლათინური, ძველინდური, ძველსპარსული, მონათესავე ენები რომ არ იყვნენ, ეს საერთო ძირის სიტყვები არ ექნებოდათ. როგორ მივიღეთ „ძმა“ სიტყვის გადმოსაცემად ეს ვარიანტები (ბრატ, ბრუდერ და სხვ.)? ამ ენების ფუძეენაში (საიდანაც ეს ენები მომდინარეობენ) არსებობდა გარკვეული სიტყვა, რომლის ვარიანტული სახეობებიც გამომუშავებულია ზემოთჩამოთვლილ მოძმე ენებში. როგორ გამოითქმოდა ეს უძველესი სიტყვა? არ ვიცით. რადგან ის არსად არ შენახულა; ვიცით მისი ვარიაციები, არ ვიცით ამ ვარიაციების ფუძესიტყვა, მათი ძველი სახეობა. აი ამ ვარიანტების (ბრატ, ბრუდერ...) ერთმანეთთან შედარებამ (დაფუძნებულმა ენათმეცნიერულ კანონებზე) შეიძლება საშუალება მოგვცეს, აღვადგინოთ ჩვენთვის საინტერესო სიტყვის გარეგნული სახე. მაგალითად, ერთმანეთს შეუდარეს ე.წ. რომანული ენების (ფრანგულ-იტალიურ-ესპანურ და სხვა ენათა) სინამდვილეში არსებული ერთი ძირის სიტყვები, რომლებიც „მსხალს“ გამოხატავენ და აღადგინეს მათი უძველესი სახეობა pira, რომელიც ამ ენების დღეს არარსებულ ფუძეენაში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იქნებ შეცდა მეცნიერული კვლევა-ძიება, პრაქტიკულად შემოწმება მეცნიერული ძიების ამ შედეგისა ხომ არ შეიძლებოდა? არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ამ ენების ფუძეენა რეალურად არ შენახულა, ხალხური ლათინური დიდი ხნის მკვდარი ენაა; არ ვიცით მსხალს მაშინ pira ერქვა თუ არა! მაგრამ, აი, შემდეგ აღმოჩნდა უძველესი წარწერა, შესრულებული ხალხურ ლათინურზე, სადაც სწორედ pira სწერია მსხლის მნიშვნელობით... ასე გამართლდა მეცნიერული ვარაუდი, დამყარებული ფაქტების მართალ ანალიზზე. მეცნიერებამ ევროპული ენების საფუძველზე ბევრი ასეთი ძირი აღადგინა. ავგ. შლაიხერმა 1868 წელს გამოაქვეყნა რვასტრიქონიანი მოთხრობა -„ცხვარი და ცხენები“, რომელიც დაწერილია თეორიულად აღდგენილი სიტყვების საფუძველზე, ოდესღაც არსებულ ინდოევროპულ ფუძეენაზე. მთლიანად აღდგენა რომელიმე ენათა ოჯახის ფუძეენისა შეუძლებელია, მაგრამ მისი ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის ძირითადი მონაცემები შესაძლებელია აღდგენილ იქნეს. იხ. აგრეთვე: დამწერლობის წარმოშობა, ენების წარმოშობა წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
![]() |
8.155 მსოფლმხედველობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. შეხედულება, წარმოდგენათა სისტემა სამყაროს და მის კანონზომიერებებზე, ბუნებისა და საზოგადოების მოვლენებზე. იხ. აგრეთვე: რეალიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
8.156 მუეზზინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. muezzin არაბ. ʾudhun- ყური Muezzin არის პირი, რომელიც იძლევა ზარი ლოცვა ერთი მეჩეთი . [1] მუეზინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუსულმანური საზოგადოებისთვის ზუსტი ლოცვის განრიგის უზრუნველყოფაში. ინგლისური სიტყვა muezzin მომდინარეობს არაბულიდან : مُؤَذِّن , muʾadh • dhin [mu.ʔað.ðin] , გამარტივებული mu'azzin . [2] სიტყვა ნიშნავს "ერთი ყურით", რადგან სიტყვა მომდინარეობს სიტყვიდან "ყური" არაბულად არის ʾudhun ( أُذُن ). როგორც Mu'adh • dhin განათავსებს ორივე ხელში მისი ყურები უყვებიან ზარი ლოცვა. პროფესიონალი მუეცინი არჩეულია კარგი ხასიათის, ხმისა და მეჩეთში მსახურების უნარის გამო. თუმცა, მუეზინი არ განიხილება სასულიერო პირად , არამედ ისეთ თანამდებობაზეა , როგორიც ქრისტიანი ვერგერისაა . ის არის პასუხისმგებელი მეჩეთის სისუფთავეზე, ხალიჩების დატრიალებაზე , ტუალეტების გაწმენდაზე და იმ ადგილის გაწმენდაზე, სადაც ადამიანები ხელებს, სახეს და ფეხებს იბანენ Wuḍu– ს შესრულებისას ( არაბ . Wuḍū ' وُضُوء , აბლუზის "განწმენდა") ლოცვის შესრულებამდე. [ საჭიროებს წყაროს მითითებას ] დარეკვისას ლოცვის muezzin წინაშე Qiblah , მიმართულებით Ka'bah in Makkah, ადანის კითხვისას . [3] [ საეჭვო - განხილვა ] მეთოთხმეტე ისტორიიდან, თავდაპირველად მამლუქის ეგვიპტეში, მაგრამ შემდეგ გავრცელდა ისლამური სამყაროს სხვა ნაწილებში, მთავარ მეჩეთებში შეიძლება დასაქმდეს მონათესავე ოფიცერი, მუვაკიტი , რომელმაც მათემატიკური ასტრონომიის გამოყენებით ლოცვის დრო განსაზღვრა. მუეზინისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულებრივ ირჩევდნენ თავიანთ ღვთისმოსაობას და მშვენიერ ხმას, მუვაქიტის კვალიფიკაცია მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას ასტრონომიაში. [4] [5] ისტორიკოსი სონია ბრენტესი ვარაუდობს, რომ მუვაკიტი შესაძლოა წარმოიშვას სპეციალიზებული მუეზინიდან [6] და რომ შესაძლოა არ არსებობდეს მკაფიო გამიჯვნა ორ ოფისს შორის. [7] ზოგი აღნიშნავდა მუვაკიტს, მათ შორის შამს ალ-დინ ალ-ხალილს და იბნ ალ-შატირს, ცნობილი იყო, რომ ოდესღაც მუეზინები იყვნენ და ბევრმა ერთდროულად დაიკავა ორივე თანამდებობა. [8] დღეს, ელექტრონული მოწყობილობების წარმოებითა და ავტორიტეტული განრიგით, მეჩეთში მუეზინს შეუძლია მაგიდასთან ან საათთან კონსულტაციის გარეშე გადასცეს სალოცავი მოწოდება მუვაქკიტის სპეციალიზირებული უნარის გარეშე . [9] მუეზინის მოწოდება ითვლება ხელოვნების ფორმად, რომელიც აისახება მღელვარე გალობისას. In Turkey არის ყოველწლიური კონკურსის მოძიების ქვეყნის საუკეთესო muezzin. [10] ისტორიულად, მუეზინმა უნდა წაიკითხოს სალოცავი მინარეთზე , რათა მეჩეთის გარშემო მყოფებმა მოისმინონ. ახლა მეჩეთებს ხშირად აქვთ მინარეთის თავზე ხმამაღალი დინამიკები და მუეზინი გამოიყენებს მიკროფონს, ან ჩაწერილია ჩანაწერი, რომელიც საშუალებას მისცემს ლოცვას მოისმინოს დიდ დისტანციებზე მინარეთზე ასვლის გარეშე. იხ. აგრეთვე: ვერგერი წყარო: მუეზზინი
![]() |
8.157 მუზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Musa 1. ბერძნ.მითოლ. თითოეული ცხრა ქალღმერთთაგანი, რომლებიც ითვლებოდნენ ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველებად. 2. პოეტის შთაგონების წყარო. 3. პოეტის შემოქმედება მისი დამახასიათებელი თავისებურებებით. იხ. აგრეთვე: კლიო, პოლიმნია, არგონავტიკა - წიგნი პირველი - I წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.158 მუზეუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. museion – მუზების ტაძარი დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს დასათვალიერებლად ხელოვნების ნაწარმოებებს, ისტორიულ, სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო ექსპონატებს და სხვ. იხ. აგრეთვე: ერმიტაჟი, ექსპონატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.159 მულტიმედია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. multimedia, multi – ბევრი + media - medium – საშუალება (ინფორმატიკა) სხვადასხვა ინფორმაცია შემცველზე სხვადასხვაგვარ მონაცემთა ტიპების (ტექსტი, გრაფიკა, ილუსტრაცია, ვიდეო– , აუდიო– , ანიმაცია და სხვა) ინტეგრაცია – ინფორმაციის ასახვის კომპიუტერულ-ორიენტირებული მეთოდები. სხვადასხვა სახის ინფორმაციის კომპლექსები შეიძლება შეინახოს კომპაქტ-დისკზე ან განთავსდეს ინტერნეტში, ლოკალურ ქსელში. სხვადასხვა ინფორმაცია მულტიმედიის პროდუქტად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი (მაგალითად ტექსტი, ხმა, ანიმაცია) კომბინირებულია ერთ CD-ROM-ზე ან განთავსებულია ინტერნეტში, ლოკალურ ქსელში და ერთმანეთთან უთიერთკავშირში არიან. მულტიმედიის პროდუქტს წარმოადგენს ინფორმაციის ელექტრონულ და ნაბეჭდ საშუალებათა შეთავსებაც. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინფორმაციის გადაცემის ჰიბრიდულ ფორმასთან, ანუ სხვადასხვა ინფორმაციაშემცველთა კომბინაციასთან (მაგალითად წიგნი + CD-ROM, ინტერნეტი – CD-ROM, ინტერნეტი + ბეჭდვა). იხ. აგრეთვე: გრაფიკა, კონტენტი, კულტურა, ტექნოლოგია წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი/ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; [რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა]. - [მე-2 შესწ. და შევს. გამოც.]. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 301-304. - ISBN: 99928-998-1-6 : [ფ.ა.]
![]() |
8.160 მულტიპლიკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. multiplicatio – მრავლება კინოფირზე გადაღება ცალკეული ნახატებისა, რომლებითაც ასახულია მოძრაობის თანამიმდევრული ფაზები; ეკრანზე ქმნის ობიექტების მოძრაობის ილუზიას. იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.161 მუნასიბი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპრომტი ამ სასახლის ადრე მინგრეულობისათვის ერთი მუნასიბი1 ლექსი გვითხარო. მანც ეს ლექსი მოახსენა, ასე თქვა: მღვთის მეცა ყური მათხოვეთ, გრემის სასახლის ქებაო, ვისაც გენახოს ეს ასრე, რად გული დაგედებაო. ესე სოფელი ცუდია, არვის არ გასთავდებაო, და ამის ამ შენი რომ მოკვდეს, თქვენ ცეცხლი მოგელებაო“, წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
8.162 მურაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულის სურვილი; გულის საყვარელი; ნანდაური, ნაინატრი. აქედან: „ბემურაზი“ - უმურაზო. „ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი“ („ტრიოლეტები შეითანბაზარში“). „რომ შეხედავ, ერთი მურაზია“ (ასე აქებს ვაჭარი საქონელს). წადილი, სურვილი, ნანდომი „ერთმანეთს წადილს შეუსრულებენ ერთი ექნებათ გულის მურაზი“ (პ. სამსონიძე, ლექსი „კონსტიტუციაზე“, „კომ., 1936 წ., № 212, 12 სექტ.) „ესე მურაზად ჩამიდვია გულში სწავლა და შენ კი ნებას არ მაძლევ!“ (ლ. მეტრ., „პიონერი“, 1935 წ., № 13, გვ. 2). „არც მე ვაწყენ, არც ისინი მაწყენენ, მურაზები ეშხიანად მალხენენ“ („თეატრი“, 1885 წ., № 15, გვ. 147). „მე არ მოვსწრებოდი, ჩემო ნათლიდედ, - წამოიტრაბახა მელაძემ, რომელმაც ზაქათალიდამ ნიშნობის დღეს მოასწრო, - მაშინ ნახავდით ამის გულის მურაზს“ (ი. ბერიძე, „საქ. მოამბე“, 1863 წ., № IX, გვ. 25). „კოტრი კაცის მურაზი წასულა, რა ძალაა ეს ოხერი ფულია“ (ი. ევდ.). ამბობენ: „ერთ მურაზათ ღირს“., ასეთი გამოთქმა საბამაც იცის („მოგზაურობანი“, „ცისკ.“, 1852 წ., № 1-4 და ანტოლოგია, 1928 წ., II, გვ. 133). „მე გავხდები კნეინა, მაშინ ჩვენი მურაზი ავისრულოთ, ვიხილოთ“ (წიგნაკი „ითამაშე თამარა“, 1914 წ., გვ. 7). „ერთი შეხედე მათ მურაზს, იმათ იერს“ (იქვე). „გრ. ორბელიანმა განმარტა: ნიკო ბარათაშვილი შესანიშნავი ყმაწვილი კაცი იყო, უდროოდ გაფუჭდა უმურაზოდ“ (ზ. მთაწმინდ. წიგნი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, 1885 წ., გვ. 14). „მაშინვე გაუსხლტებიან ხელიდან თავიანთ ქმრებს, თავიანთ პატრონებს და რაც უნდათ, იმას იზამენ, ეწევიან თავიანთ სურვილს, თავიანთ მურაზსა“ („მოგზ.“, 1901 წ., № 2, წერ. ვინმე მესხისა, „წმინდა მოღვაწე ნინო“, გვ. 131-132). „უნდა მოსძებნოთ ოთხყურიანი ბალახი და ოქროს ბეჭდით გასჭრათ, ყოველივე გულის მურაზი შეგისრულდებათ“ (ქალაქ. ცრუმორწმუნეობა, „Кавказ“, 1889 წ., № 132). „გულში კი ჩარჩა ნახული ხარის მურაზი“ (ლ. მეტრ. „დროშა“, 1933 წ., № 23, გვ. 16). „მურაზათ ნაპოვნი ხარი ამოუყვანა თავის ტოლს“ (იქვე). „საიდუმლო ღიმილით უმზერდა მურაზათ აზვირთებულ ჭაბუკს“ (ვ. ბარნ., № 8-9, გვ. 16). „ბოჰემის“ შემდეგ გავრცელდა. „სიკვდილი არის მურაზი, შორს უჭრის იმას გონება, ვაჟკაცებში გამოარჩევს, რომელიც მოეწონება“ (ხალხ., ვ. კოტეტ., გვ. 262). თ. რაზიკაშვილიც ხმარობს ამ სიტყვას: „მურაზი - გულით სანდომი ნატვრა“ („ივ.“, 1900 წ., №133). ეს სიტყვა ჩემს ლექსშია: „ტრიოლეტები შეითან ბაზარში“, 1928 წ. [...] მერე სხვებმაც. „ისინი ეცნობიან მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის გულის მურაზს უეჭველ დაღუპვას გადაარჩენენ“ (შ. დად. თარგ., ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“, 1936 წ., გვ. 86). „რა საქმე აქვს იმ გოგოსთან... შენი გულის მურაზი ხომ არ არის“. (პუშკინი, „კაპიტნის ქალიშვილი“, შ. დად. თარგ. გვ. 137). „ბრიგადირმა ეშმაკური თვალები შეანათა კოლმეურნე ქალს, მისი გულის მურაზს, თ-ს, რომელიც გართული იყო მუშაობაში“ („კოლმეურნე“, სიღნაღი, 1938 წ., № 27). „ხმა აღიმაღლა ლაჟვარდებში გულის მურაზმა“ (ბ. კეშელავა, „სტალინელი“, 1938 წ., № 28). მურაზიანი - სვებედიანი. იხ. აგრეთვე: უმურაზოდ, ბემურაზი წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
![]() |
8.163 მურალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ესპ. mural ლათინური ამერიკის ქვეყნებში (მექსიკაში, არგენტინაში და სხვ): კედლის მხატვრობა, ფრესკა; მონუმენტური ფერწერა. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
8.164 მუსიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. musikē 1. ხელოვნება, რომელიც სინამდვილეს ასახავს ბგერითი მხატვრული სახეებით; 2. ამგვარი ხელოვნების ნაწარმოები; ასეთ ნაწარმოებთა ერთობლიობა. მუსიკის ისტორია იხ. აგრეთვე: აკომპანემენტი, აკორდი, აკუსტიკა, ალტი, ანსამბლი, არანჟირება, არია, არფა, ბალეტი, ბანი, ბანის გასაღები, ბარიტონი, ბენდი, ბოლერო, ბუკი, გალობა, გიტარა, გუდასტვირი, დაირა, დასტა, დიპლიპიტო, დირიჟორი, დოლი, დუეტი, ელეგია, ეტიუდი, ვალსი, ვალტორნა, ვარიაცია, ვიბრაფონი, ვიოლინო, ვოკალური მუსიკა, ზარი, იმპროვიზაცია, ინტერმეცო (ინტერმეცოსი), ისტორია, კამერული მუსიკა, კანტატა, კასტანიეტები, კვარტეტი, კვინტეტი, კლავიატურა, კლავიში, კლასიკური მუსიკა, კომპოზიცია, კონცერტი, კომპოზიტორი, კულტურა, ლიბრეტო, ლიტავრა, მელოდია, მუსიკალური ინსტრუმენტი, ნოტი, ნოქტიურნი, ოდა, ოპერა, ოპერეტა, ორატორია, ორგანი, ორკესტრი, პარტია, პაროდია, პარტიტურა, პაუზა, პოლიფონია, პრელუდია, პროლოგი, პულტი, რაფსოდია, რეფრენი, რიტმი, რომანსი, სალამური, საქსოფონი, საყვირი, სიმი, სიმფონია, სოლო, სოპრანო, ტემბრი, ტემპი, ტენორი, ტრიო, ტრომბონი, უვერტიურა, ფაგოტი, ფანდური, ფანტაზია, ფინალი, ფლეიტა, ფოლკლორი, ფორტეპიანო, ფრაზა, ფუგა, ქსილოფონი, ჩონგური, ცეკვა, ცეზურა, ჭიანური, ჭიბონი, ჭიმონი, ჯაზი, ჰანგი, ჰარმონია, ჰიმნი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.165 მუსიკალური ინსტრუმენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ვიკიპედია მუსიკალური ინსტრუმენტი
![]() |
8.166 მუსლინი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. mousseline აბრეშუმის ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
8.167 მუსოლინი ბენიტო (1883-1945) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Benito Amilcare Andrea Mussolini ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი — იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922-1943 წლებში, იტალიის სოციალისტური რესპუბლიკის მმართველი 1943—1945 წლებში. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ბენიტო მუსოლინი
![]() |
8.168 მუსტაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჭდის მცველი მოხელე სინონიმი: მორდალი წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
8.169 მუტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. mutatio – ცვლილება უჯრედის მემკვიდრული მასალის მკვეთრი, უეცარი ცვლილება. განასხვავებენ მუტაციის რამოდენიმე სახეს: გენურს (წერტილოვანს), ქრომოსომულსა და გენომურს. სასქესო უჯრედებში წარ მოქმნილი მუტაციები გადაეცემა შთამომავლობას, ხოლო სომატურ უჯრედებში არსებული მუტაციები – მხოლოდ ამ კონკრეტული უჯრედების შემდგომ თაობებს. მუტაციებს ადგილი აქვთ როგორც ბუნებრივ, ასევე ექსპერიმენტულ პირობებში. ტერმინი შემოიღო ჰ.დე ფრიზმა. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
8.170 მუშაითი,მოშაითი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჯამბაზი,საბელზედ მოთამაშე (საბა) (ქ. ც.) წყარო: ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : შედგენილია ილ. აბულაძის, აკ. შანიძის, ივ. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონური წყაროების მიხედვით / [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; დაიბეჭდა სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით]. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ. ; 20სმ.. - ეძღვნ. წმ. ილია მართლის დაბადების 170 წლისთავს. - ბიბლიოგრ.: გვ. 6. - ISBN 99940-852-4-7, 2000ც.
![]() |
8.171 მუშამბა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. клеенка ქსოვილი, რომლის ცალი ან ორივე პირი დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. გამოიყენება ყდის გადასაკრავად. წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
8.172 მღვდელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. sacerdos (sacer „წმიდა“ + ინდოევროპული ფესვი–dhe, რომელსაც მიეკუთვნება ფაცერე „კეთება“ იტალ. Sacerdote სხვადასხვა რელიგიაში აღნიშნავს პიროვნებას, რომლის მოვალეობაა საკულტო და რიტუალური აქტების აღსრულება რელიგიური საკრებულოს რწმუნებულისა და წარმომადგენლის სახით და, ამგვარად, ღმრთაებასა და ადამიანს შორის შუამავლის როლის შესრულება. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ასე უწოდებენ პიროვნებას, რომელმაც მიიღო ხელდასხმის საიდუმლო და აქვს საიდუმლოთა აღსრულებისა და საკულტო მსახურების უფლებამოსილება. სამოწესეო ორდენის წევრ მღვდელმსახურებს რეგულარულნი ეწოდებათ, ხოლო თუკი დიოცეზში არიან გამწესებულნი და ეპისკოპოსის იურისდიქციას ექვემდებარებიან, მაშინ – საერონი (დიოცეზისანი) იხ. აგრეთვე: მღვდლობა, მღვდელმსახურება, ნავსი, პრეტე, სამღვდელოება, ხუცესი წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
8.173 მღვდელმსახურება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Sacerdozio ლათ. sacerdotium აღნიშნავს მღვდელმსახურის ღირსებასა და მოვალეობებს. რელიგიათა ისტორიაში მღვდელმსახური ადამიანსა და ღმრთაებას შორის შუამავლის როლს ასრულებს. პრიმიტიულ რელიგიებში მღვდელმსახურება ჯგუფის უფროსის (თითქმის ყოველთვის – მეფის) პრეროგატივა იყო. მოგვიანებით ხელმწიფისა და მღვდელმსახურის ფუნქციები თანდათან გაიყო და, ბუნებრივ რელიგიებში, მღვდელმსახურებამ სამი ფუნქცია შეიძინა: წმიდა მსახურება, ეშმაკის განდევნა და მომავლის წინასწარმეტყველება. მღვდელმსახურება ხშირად მემკვიდრეობითი იყო ან გადაეცემოდა ინვესტიტურის მსგავსი ფორმით, როგორებიცაა, მაგალითად, ცხება, ხელდასხმა და სხვ. ძველ აღთქმაში მღვდელმსახურება, რომელსაც ლევიელთა თემის წარმომადგენლები, კერძოდ კი – აარონის შთამომავლები აღასრულებდნენ, მიზნად ისახავდა ღმრთის სიტყვის გამოცხადებასა და ღმერთთან ერთიანობის აღდგენას მსხვერპლშეწირვისა და ლოცვის მეშვეობით. თუმცა ამგვარი მღვდელმსახურება უძლური იყო, აღესრულებინა საბოლოო ხსნა, რისი განხორციელებაც მხოლოდ ქრისტეს ძალუძდა. მართლაც, ებრაელთა მიმართ წერილის თანახმად, სწორედ საკუთარი თავის შემწირავი ქრისტე (იოან. 17:19; ებრ. 7:25; 8:1, შმდ., 9:11.15) წარმოგვიდგება ახალ და უმაღლეს მღვდელმსახურად, მსგავსად მელქისედეკისა, ანუ მას უშუალოდ ღმრთისგან აქვს მიღებული ინვესტიტურა (შდრ. ებრ. 5:5). ნათლობის წყალობით, ქრისტეს მღვდელმსახურებას ყველა მორწმუნე ეზიარება (ეკლესია, როგორც მღვდელმსახური ხალხი). ამ მსახურების საფუძველზე და მის სამსახურში არსებობს სხვა მღვდელმსახურება, რომლის ფუნქციაა ქრისტეს სახელით და მის ნაცვლად მსახურება მორწმუნეთა საკრებულოში. ის მიენიჭება ხელდასხმის საიდუმლოს საშუალებით, რომელიც ანიჭებს სწავლების (munus docendi), საღმრთო საკულტო მსახურების აღსრულების (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) ძალაუფლებას (შდრ. CCC, 1533-1600) იხ. აგრეთვე: მღვდელი, ცერემონია, ჟამნი, პარაკლიტონი, ფსალმუნნი წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
8.174 მღვდლობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ordo – „საფეხური“, „ხარისხი“ იტალ. Ordine ერთ-ერთი იესოს მიერ დამკვიდრებულ შვიდ საიდუმლოთაგან. მისი შემწეობით გრძელდება ეკლესიაში იესოს მიერ მოციქულთათვის მინდობილი მისიის განხორციელება: საუბარია სამოციქულო მსახურების საიდუმლოზე, რომლის ფუნქციაც ქრისტეს სახელითა და პიროვნების მეშვეობით საკრებულოში მსახურებაა. ხელდასხმული მსახურები ღმრთის ხალხში მსახურებას ახორციელებენ სწავლების (munus docendi), საღმრთო კულტის (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) მეშვეობით. მღვდლობის საიდუმლო დასაბამიდანვე ენიჭება და აღსრულდება ეპისკოპოსთა, ხუცესთა და დიაკონთა სამი ხარისხის მეშვეობით. ხელდასხმით მინიჭებული მსახურება შეუცვლელია ეკლესიის ორგანული სტრუქტურიდან გამომდინარე: ეპისკოპოსის, ხუცესისა და დიაკვნის გარეშე შეუძლებელია ეკლესიაზე საუბარი. მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს ეპისკოპოსი ხელთა დასხმის მეშვეობით, რასაც მოსდევს კურთხევის საზეიმო ლოცვა, ღმრთისთვის ხელდასხმულის მსახურებისათვის აუცილებელი სული წმიდის ნიჭის სათხოვნელად (CIC, კან. 1009, პარ. 2). ხელდასხმა წარუშლელ საიდუმლოებრივ კვალს აღბეჭდავს. ეკლესია მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს მხოლოდ მონათლულ მამაკაცებს (ვირის), რომელთა მიდრეკილებაც მსახურებისკენ სათანადოდ იქნა წარმოჩენილი. მღვდლობის საიდუმლოს მიღებისაკენ მოხმობა ეკლესიის პასუხისმგებლობა და უფლებაა (CIC, კან. 1024-1025). ლათინურ ეკლესიაში მღვდლობის საიდუმლო ჩვეულებრივ ენიჭება მხოლოდ კანდიდატებს, რომლებიც თავისუფლად ირჩევენ ცელიბატს და საჯაროდ აცხადებენ საკუთარ ნებას, დაიცვან ის ღმრთის სასუფევლის სიყვარულით და ადამიანთა მსახურების მიზნით (შდრ. CCC, 1536-1600) იხ. აგრეთვე: მღვდელი წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
8.175 მწიგნობარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სამეფო სიგელებისა და სხვადასხვა შინაარსის იურიდიული აქტების შემდგენი. მწიგნობარები წარმოადგენდნენ სამეფო ოჯახის „საკუთართა“, ე. წ. ხელშინაურ მოხელეთა წრეს, უმეტეს შემთხვევაში, მიეკუთვნებოდნენ სასულიერო წოდებას. იხ. აგრეთვე: მოხელე წყარო: ბიბლიოვიკიმწიგნობარი
![]() |
8.176 მხევალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნაყიდი ან ნამზითვი ქალი, ტყვე ქალი, მოახლე, ხელზე მოსამსახურე ქალი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
9 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ნ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ნაბუქოდონოსორ II(ძვ.წ.634 — 562) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაბილონის მეფე. მეფობის წლები: ძვ. წ. 605 — ძვ. წ. 552. ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი და გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა. იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე წიგნში. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ნაბუქოდონოსორ II
![]() |
9.2 ნადიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნადიმი დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ერთხმად აღიარებული შედევრია (ვინდელბანდი მას უწოდებს `უდიადესს პლატონის მხატვრულ ქმნილებათა შორის~). `ნადიმის~ სიუჟეტური ქარგა მარტივია და ლამაზი. დიალოგს 24 საუკუნის მიღმა გადავყავართ: 416 წ. (ძვ. წ. ა.). ათენი. ახალგაზრდა ტრაგიკოსი აგათონი ნადიმს იხდის გამარჯვების აღსანიშნავად. აქ, ამ ნადიმზე, ერთმანეთს ხვდებიან და სიყვარულზე _ ეროსზე საუბრობენ ათენის ინტელექტუალური არისტოკრატიის უკეთესი წარმომადგენელნი. აქ არის მორცხვი და მოკრძალებული ფედროსი, აქ არიან სოფისტი პავსანია და ექიმი ერიქსიმახოსი, კომედიოგრაფი არისტოფანე და ტრაგიკოსი აგათონი, და ბოლოს, აქვე არიან ბრძენი სოკრატე და მომხიბლავი ჭაბუკი ალკიბიადე. თვითეული მათგანის სიტყვას მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის ბეჭედი აზის, თვითეული სიტყვა დასრულებული, დამოუკიდებელი და თავისთავადი ჰიმნია ეროსისადმი, მაგრამ პლატონის გენიალური ხელოვნება უღრმესი შინაგანი კავშირით ჰკრავს მათ, რითაც ერთიანი, მთლიანი ნაწარმოების სახეს ანიჭებს `ნადიმს~. ხოლო ამ ერთიანობის მიზანია გვიჩვენოს ეროსის გენეალოგია, მისი არსი, მისი გვარები, ეფექტები და, დასასრულ, მისი მიზანი. პლატონის კონცეფციით, სიყვარული სამყაროს ერთიანობის დიდი პრინციპია, უნივერსალური ჰარმონიის, სიკეთისა და მშვენიერების წყარო. სამყაროს მრავალფეროვნებას, საგანთა სიმრავლეს ერთიანობა უდევს საფუძვლად, ხოლო სიმრავლეში თვლემს მარადიული ტენდენცია პირველადი ერთიანობისაკენ მიქცევის და მიბრუნებისა. ამ მარადიულ ლტოლვას, ყოველი არსის, ყოველი სიცოცხლის ამ ინტიმურსა და ნათელ კანონს სიყვარული ჰქვია სახელად. ერთი მრავალია და სიყვარულის წყალობით მრავალი ერთიაო~, _ ამბობდა ემპედოკლე. სწორედ სიყვარული წარმართავს სასრულსა და წარმავალს უსასრულოსა და წარუდინებლისაკენ. `სიყვარული წყურვილია უკვდავებისა~, - ეუბნება დიოტიმა სოკრატეს. ამრიგად, სიყვარული აქ გვევლინება როგორც უზარმაზარი, კოსმიური ძალა, როგორც `სამყაროს სასიცოცხლო იმპულსი~ (ვინდელბანდი).მაგრამ სასრულისა და უსასრულოს ერთიანობა, პლატონის აზრით, სრულიადაც არ გულისხმობს სასრულისა და სიყვარულის გაქრობას. `პირიქით, ესაა ჭეშმარიტი სიცოცხლე, ესაა სიყვარული თავის უკვდავ არსში, თავის იდეაში. კაცთა კავშირი არაა ერთობა, ან, ყოველ შემთხვევაში, ესაა ერთობა, რომელიც განსხვავებას არ გამორიცხავს. ის, ვისაც უყვარს და ის, ვინც უყვართ, ორნი არიან, რადგან არ კარგავენ თავიანთ მეობას... ერთისა და მრავლის თანაარსებობის ეს მისტერია, რომლის ახსნასაც ამაოდ ცდილობს ინტელექტი, პლატონის მიხედვით, სულთა სიყვარულშია განსახიერებული~ (A. Fouillée, Histoire de la philosophie, Paris, 1893, p. 95–96.). ძველი ლეგენდა გადმოგვცემს: პლატონის მოწაფეთა შორის იყო ვინმე ასტერი, რომელსაც ფილოსოფოსი ასტრონომიას ასწავლიდაო. ეს ასტერი ფრიად მომხიბლავი ჭაბუკი ყოფილა და მისმა მშვენებამ ასეთი ლექსი ათქმევინა თურმე პლატონს: `შენ ვარსკვლავებს უმზერ, ჩემო ასტერ; ნეტა შემეძლოს ცად ქცევა, რათა მირიადი თვალით გიმზირო შენ~. კაცი ცად ვერ იქცევა, მაგრამ `ნადიმი~ გვეუბნება, რომ, როდესაც სიყვარული მოიცავს და წრფელის გზით წარმართავს კაცის ბუნებას, მას შეუძლია ამაღლდეს, გაარღვიოს დროისა და სივრცის სამანი, მისწვდეს ვარსკვლავეთს და, ამრიგად, ეზიაროს უმშვენიერესსა და უსათნოესს, უსასრულოსა და დაუსაბამოს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მკითხველს თვითონვე გააცნობს თავს ეს ბრძენი და კეთილი წიგნი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, აგათონი, ავლეტრიდა, ათენა, აიასი, აკროპოლისი, ალკესტიდა, ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.), ანდრონი, ანანკე, ანაქრონიზმი, ანდროგინონი, ანტენორი, ალკიდამასი, აპოლონი, არისტოგიტონი, არისტოდემოსი, არისტოფანე, არხელაოსი, აკუსილეოსი, ასკლეპიოსი, ატა, აქილევსი, ბეოტია, ბრასიდა, გეა, გინეკეია, გორგონა, დელიონი, დიონისე, დიოტიმა, ელიდა, ეროსი, ეროტიკა, ესქილე, ეფიალტე, ზევსი, იაპეტოსი, ილითია, იონია, კიდათენი, კალონე, კიბელე, კოდი, კოდროსი, კორიბანტი, კოტილი, კრონოსი, ლალა, ლახესი, ლიკურგე (IX ს. ძვ.წ.ა.), მანტიკა, მარსია, მელანიპა ბრძენი, მეტიდა, მოირა, მირინუსი, ნესტორი, ოლიმპოსი, ორფეოსი, ოტოსი, პანი, პელოპონესის ომი, პენია, პეონი, პერიკლე (დ. დაახლ. 494 - 429), პოლიმნია, პოროსი, პარმენიდე, პეონი, პოტიდეა, პოეტური ლიცენცია, პროდიკოსი, პსუკტერი, სილენი, სიმპოსიონი, სირინგა, სირინოზი, სოლონი (დაახლ.638-559 წ. ძვ.წ.ა.), სოკრატე (469-393 ქ.წ.), სპარტა, სტადიონი, სტელა, ტიტანები, ურანოსი, ფალერონი, ფლეიტა, ქორევტი, ქსიმბოლონი, ჰოპლიტი, ცელიბატი, ფილერასტი, ჰადესი, ჰარმოდიოსი, ჰერაკლიტე ეფესელი, ჰესიოდე, ჰექტორი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
9.3 ნადირაძე კოლაუ (1895-1990) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მწერალი, პოეტი. დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაბეჭდა 1916წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". იყო "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პირველი წიგნი გამოსცა 1920წ. ავტორია პოემებისა: "თვრამეტი წელი", "ფრონტებზე", "როალდ ამუნდსენ", "რიონი-პორტი", მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია "წიწამურიდან საგურამომდე", რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ბიოგრაფიული ლექსიკონი კოლაუ ნადირაძე
![]() |
9.4 ნავზიკაე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ფეაკელების მეფე ალკინოეს ქალიშვილი იხ. აგრეთვე: ოდისეა წყარო: ვიკიპედია ოდისეა
![]() |
9.5 ნავსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნავსიანი, ბედუკუღმართი, დანავსული. უზმოზედ შეხვდებიან ან მღვდელს, ან ისეთ უჟმურ ადამიანს და იმ დღეს თუ ცუდად და ფათერაკად წაუვა საქმე, იტყვიან: ამან და ამან დამნავსაო. ხმარობენ სხვა მნიშვნელობითაც – მედუქნეს თუ ქესეტობა აქვს, ეტყვის გამვლელ – გამომვლელს: მოდი კაცო, რამე იყიდე და ნავსი გატეხეო იხ. აგრეთვე: ბედუკუღმართი, დუქანი, დუქანდარი, მღვდელი, ნავსიანი, ნავსის გატეხა, უზმა, უჟმური, ფათერაკი, ქესატი, ქესატობა წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
![]() |
9.6 ნავსიანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ნავსიანი დღეა ეს დღე ჩვენთვის“ (ლ.მ. როსტომ., „ტფილისიდან ზნამენსკამდე“, 1933 წ., გვ. 26) იხ. აგრეთვე: ნავსი წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
![]() |
9.7 ნავსის გატეხა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირველად გაკეთება იმისა, რასაც მანამდე არ ან ვერ აკეთებდნენ იხ. აგრეთვე: იდიომი, ნავსი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ნ
![]() |
9.8 ნამიოკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. намёк მინიშნება, გადაკრული სიტყვა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ნამიოკი (ბარბარიზმი)
![]() |
9.9 ნამუსის მოწმენდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უხერხულობის დაფარვა, სათაკილო საქციელის გამართლება, მობოდიშება იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ნ
![]() |
9.10 ნანარი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მთვარის ღმერთი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, შამაში წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
9.11 ნანდაური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სასურველი, საყვარელი ადამიანი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
9.12 ნაპორი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. напор ჭავლი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ნაპორი (ბარბარიზმი)
![]() |
9.13 ნარატივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. narrative - თხზულება, თხრობა ფრანგ. narrative - თხზულება, თხრობა სამყაროს აღქმის ისტორიულ-კულტურული ინტერპრეტაცია გარკვეული პოზიციიდან, თხრობა მხატვრულ ნაწარმოებში. წყარო: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
![]() |
9.14 ნარკოზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ბერძნ. narkōsis – გაშეშება ნარკოტიკული საშუალებებით ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან ახლავს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.15 ნარკომანია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. narcomany რუს. наркомания ლათ. narcomania ბერძნ. narkao – ვშეშდები, mania – სიგიჟე. ნარკოტიკულ საშუალებათა მიმართ ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილება. მათი მიღების შეწყვეტისას ვითარდება აბსტინენცია. ნარკომანია იწვევს პიროვნების დეგრადაციას, ფსიქიკის დარღვევას, შინაგანი ორგანოების ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებებს. იხ. აგრეთვე: აბსტინენცია, დეპრესია, დეგრადაცია, ფსიქიკა წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
9.16 ნასთალიყი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ირანში გავრცელებული კალიგრაფია ერთ-ერთი სახეობა წყარო: ფირზადი, ზოია. სათაური შევეგუებით : [რომანი, მოთხრობები] / ზოია ფირზადი ; [მთარგმნ.: მზია ბურჯანაძე, თეა შურღაია].
![]() |
9.17 ნატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. natura 1.მოძვ. ბუნება. 2. ბუნებრივი, ცოცხალი ნიმუში, რომელსაც ხატავენ, იღებენ და სხვ. 3. ბუნებრივი პირობები, ადგილი (პავილიონის გარეშე), სადაც წარმოებს კინოგადაღება. 4. საქონელი, პროდუქტები და მისთ. როგორც ფულის ნაცვლად გადასახდელი საშუალება. 5. წიგნ. ადამიანის ხასიათი, ტემპერამენტი. იხ. აგრეთვე: ნატურალური, ტემპერამენტი, პავილიონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.18 ნატურალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. naturalis – ბუნებრივი სახელმწიფოს მიერ უცხოელის მიღება მოქალაქედ, ქვეშევრდომად; სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.19 ნატურალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. naturalis – ბუნებითი ბურჟუაზიულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში: ანტირეალისტური მეთოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სინამდვილის ზერელე გამოხატვა, მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა და უარის თქმა იმის სოციალურ-პოლიტიკურ, მორალურ და ესთეტიკურ შეფასებაზე, რასაც იგი გამოხატავს. იხ. აგრეთვე: ნატურალისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.20 ნატურალისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. პირი, რომელიც ბუნებას სწავლობს; ბუნებისმეტყველი. 2. ნატურალიზმის მიმდევარი. იხ. აგრეთვე: ნატურალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.21 ნატურალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ბუნებრივი. 2. რასაც ნატურით იხდიან. ნ. რიცხვები - მათემ. მთელი დადებითი რიცხვები: 1, 2, 3, 4, 5 და ა.შ. ნ. მეურნეობა - მეურნეობა, სადაც პროდუქტებს აწარმოებენ პირადი მოხმარებისათვის და არა გასაყიდად. იხ. აგრეთვე: მათემატიკა, ნატურა, შაბლონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.22 ნაუშნიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. наушники ყურსასმენი ნაუშნიკები იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ნაუშნიკი (ბარბარიზმი)
![]() |
9.23 ნაჩნიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. ночник ღამის ლამპა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ნაჩნიკი (ბარბარიზმი)
![]() |
9.24 ნაციონალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაიმე ქონების კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XX ს-ში მიწის, საწარმოების თუ სხვა ობიექტების ნაციონალიზაცია ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში სსრკ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, პრაქტიკულად მთლი კერძო სექტორი ნაციონალიზებულ იქნა. დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობდა 1945-1950 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნებში. ნაციონალიზაციის პოლიტიკა, შედარებით ნაკლები მასშტაბებით და უფრო სამართლებრივ ჩარჩოებში, აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში – ლეიბორისტების, საფრანგეთში – სოციალისტების და ა.შ.) მიერ. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყოველთვის და ყველგან სასურველ შედეგს არ იძლევა, პირიქით, იწვევს ბიუროკრატიზაციის მომძლავრებას და კონკურენტუნარიანი გარემოს გაქრობას. ამიტომაც ნაციონალიზაციას დასავლეთ ევროპაში ხშირად დენაციონალიზაციის, ანუ პრივატიზაციის პროცესი მოჰყვებოდა ხოლმე. იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
![]() |
9.25 ნაციონალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Nationalism პოლიტიკური პრინციპი, რომელიც პოლიტიკურის და ნაციონალურის ერთ მთლიანობას ამტკიცებს. ეს პოლიტიკური იდეალია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრიობა თითოეული ერის პოლიტიკური ორგანიზაციის ოპტიმალური ფორმაა. ნ. უნდა განვასხვავოთ პოლიტიკური, ან კულტურული ავტონომიის მოთხოვნისაგან. ნაციონალისტური პროგრამები ასიმილაციის (ხშირად ძალადობრივის) გზით ნაციონალურ ერთგვაროვნებისაკენ მოუწოდებენ, ზოგ შემთხვევებში კი – სხვა ეროვნების ადამიანთა დეპორტაციის, მათი მკვლელობის, ან ირიდენტიზმისაკენ. ბევრ ქვეყანაში, ეთნიკური არაერთგვაროვნების პირობებში, ნაციონალისტურ პოლიტიკას უმცირესობებისათვის მოაქვს ზიანი. იხ. აგრეთვე: ჯინგოიზმი წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
9.26 ნაციონალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული. იხ. აგრეთვე: კონცეპტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.27 ნეგატივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. უარყოფითი კინო ან ფოტო ფირზე გადაღებული საგნის უკუღმა გამოსახულება; თვით ფირი რომელზეც მიღებულია ამგვარი გამოსახულება ვინმეს ან რაიმეს უარყოფითი მხარე იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, პოზიტივი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
9.28 ნეგატიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. negative ბერძნ. negativ ფრანგ. negatif ლათ. negativus – უარყოფითი უარყოფითი. იხ. აგრეთვე: ბურჟუაზია, პოზიტიური, საჯარო პოლიტიკა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
9.29 ნეიტრალიტეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნეიტრალიზმისაგან (მიუმხრობლობისაგან) განსხვავებით სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსია, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ვალდებულებებსა და უფლებებს. ნ. გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩარევასა და სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში შესვლას. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც ომის პირობებში, ასევე მშვიდობიან დროს. ნ. შეიძლება იყოს მუდივი და ევენტუალური ანუ გარემოებითი. უკანასკნელი დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოებს შორის წარმოებულ საომარ მოქმედებებთან. სხელმწიფო, რომელსც არ სურს ომში მონაწილეობა, ოფიციალურდ ატყობინებს მეომარ მხარეს და სხვა ქვეყნებს თავის ამ სტატუსს. მუდმივი ნ. შეიძლება იყოს გარანტირებული სხვა სახელმწიფოების მიერ (მაგ., შვეიცარია) აღიარებული, მაგრამ გარანტიის გარეშე (ავსტრია), ტრადიციული, როცა ქვეყანა ტრადიციულად ატარებს ნ-ის პოლიტიკას, მაგრამ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად არა აქვს (შვედეთი, ფინეთი). იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს: ა) არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელოვან ობიექტს და გეოგრაფიულად „მარგინალურ ზონაში“ უნდა მდებარეობდეს; ბ) უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა; გ) მისთვის უცხო უნდა იყოს ყოველგვარი ექსპანსიონიზმი; დ) უნდა ახასიათებდეს შიდა შეკავშირებულობის მაღალი დონე. თუ ქვეყანაში არსებობს შიდა გათიშულობა, სხვა ქვეყნები ადრე თუ გვიან ჩაერევიან მის საქმეებში; ე) უარი უნდა თქვას ყოველგვარ იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე. საკუთარი ნ-ის სხვა ქვეყნის მიერ დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას იგი საომარი გზით, რაც შეიარაღებული ნ-ის მგალითია. ცივი ომის დამთვრების შემდეგ, როცა ინტეგრაციულმა პოცესებმა და ურთიერთდამოკიდებულებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად შინაარსად იქცა, ნ -ის იდეას მრავალი მკვლევარის აზრით, საფუძველი გამოეცალა და მომავალში ანაქრონიზმად იქცევა. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
9.30 ნეკროლოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. nekros და logos - "მკვდარი" და "სიტყვა" ვისიმე გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული წერილი, სტატია, რომელიც შეიცავს ცნობებს მიცვალებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
9.31 ნეკროპოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. nekros და polis – მკვდარი და ქალაქი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ანტიკურ სამყაროში: სასაფლაო, სამარხი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.32 ნელევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პილოსის მეფე. ეოლიელი დედოფლის, ტიროსა და პოსეიდონის ძე. ტირომ მიაგდო თავისი ტყუპები – ნელევსი და პელიასი, რომლებიც მალულად შვა და ცოლად გაჰყვა იოლკოსის მეფე კრეთევსს. ჩვილები იპოვნეს მწყემსებმა და აღზარდეს. კრეთევსის გარდაცვალების შემდეგ ძმები ერთმანეთს აეშალნენ იოლკოსის სამეფო ტახტის გამო. ნელევსი დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო მესენიაში, სადაც ცოლად შეირთო ქლორისი, რომლისგანაც 12 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. მესენიაში ნელევსმა დააარსა ქალაქი პილოსი და პილოსელ მეფეთა მამამთავარი გახდა. როდესაც ჰერაკლეს იფიტოსი შემოაკვდა, ნელევსს ეწვია და ცოდვათაგან განწმენდა სთხოვა. ნელევსმა იგი არ მიიღო. ჰერაკლემ მოგვიანებით ამოხოცა მისი ყველა ვაჟი ნესტორის გარდა. სწორედ ნესტორი დაეპატრონა ბოლოს პილოსის სამეფო ტახტს. მეფე ნელევსი თავისი მშვენიერი ასულის პეროს ხელს დაჰპირდა მას, ვინც იფიკლე მეფის ველურ ხარებს მიუყვანდა. ეს დავალება დიდი გაჭირვებით შეუსრულა მელამპუსმა თავის ძმას – ბიასს. გმირი მელამპუსი იფიკლემ ბოსელშიც კი ჩაამწყვდია, მაგრამ მელამპუსმა ტყვეობიდან თავი დაიხსნა და ხარებიც გაიტაცა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
9.33 ნეოლიბერალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩამოყალიბდა ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში. მას ხშირად განიხილავენ, როგორც ეკონომიკურ თეორიას. ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება ზომიერი მონეტარული რეგულირების ფუნქცია. ამას გარდა, სახელმწიფო წარმოადგენს საგარეო ბაზრებზე გაღწევის ინსტრუმენტს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ქვეყნები ხელს უშლიან თავისუფალ ვაჭრობას. ნეოლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოვლინებაა პრივატიზაცია, რისი ნათელი მაგალითიცაა დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის კაბინეტის მიერ გატარებული რეფორმები. იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი წყარო: საყვარელიძე ფრიდონ, ლიბერალიზმი - თავისუფლების იდეოლოგია /სოლიდარობა #4’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
![]() |
9.34 ნეოლოგიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები (ბერძნულად „ნეოს” - ახალი; „ლოგოს” – სიტყვა). ასეთი სიტყვებია „თვითმფრინავი”, „ელმავალი”, „კოსმონავტი” , „კოსმოდრომი” და ა.შ. ყოველი ახალი მოვლენა, ახალი საგანი, ცხოვრების ახალი ფორმა ახალი სიტყვების გაჩენის მიზეზია. ის იწვევს ენაში ახალი სიტყვების, ანუ ნეოლოგიზმების წარმოშობას. უფრო ხშირად ნეოლოგიზმების წარმოსაქმნელად ორი ან მეტი სიტყვის ძირია გამოყენებული – „თვითმფრინავი”, „ელმავალი”. XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა შემდეგი ნეოლოგიზმები: „სახელმძღვანელო”, „თვალსაჩინო”, „გამოფენა”, „ორთქმავალი”, „გამომცემლობა”, „მატარებელი” და სხვა. ეს ნეოლოგიზმები შედგენილი იყო უკვე ცნობილი ქართული სიტყვების ძირისაგან. მათი შემოღება აუცილებელი იყო უკვე გარკვეული ცნებების გამოსახატავად და ისინი ისე დამკვიდრდა ჩვენს სალიტერატურო ენაში, რომ დღეს ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ ეს სიტყვები ოდესღაც ნეოლოგიზმებს წარმოადგენდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენში მრავალი ნეოლოგიზმი გაჩნდა სიტყვათა შემოკლების ან სიტყვის წინა ასოების შეერთების საშუალებთ. ზოგჯერ იგონებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც უფრო უცხოა მკითხველთათვის, ვიდრე მანამდე არსებული, რომლის გაძევებასაც ცდილობენ. ჩვენში უკვე ცნობილი სიტყვებია: „ვაგონი”, „სამოვარი”, „კალოში”, „ჩაი”, „პიჯაკი”, „პალტო” და სხვ. ამ სიტყვების ნაცვლად ზოგიერთებმა მოიგონეს ასეთი ნეოლოგიზმები: „რონოდა” (ვაგონი), „თვითმადუღარი”(სამოვარი) და სხვ. აღნიშნული ნეოლოგიზმები ნაძალადევი აღმოჩნდა და არც ენაში დამკვიდრებულა. აი, ნეოლოგიზმების გამოყენების ნიმუშები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში: „გკითხულობენ და გმღერიან ლხენით გულდამერცხლებული: შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს სიკვდილი დამარცხებული... ...შენ ხმალის ღარზე ეწერა ანდერძი ოქროხმოვანი: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” (გ. ლეონიძე) ნეოლოგიზმები ენაში ხშირად ჩნდება სხვა ენის გავლენით. რუსული „ВЛИЯНИЕ” – ს მიხედვით ქართულში გაჩნდა ახალი სიტყვა „გავლენა”. ასეთივე გზით გაჩნდა ქართულში „განვითარება”(ფრანგულად – DEVELOPPEMENT, რუსულად – РАЗВИТИЕ), „გადატრიალება” (რუს. „ПЕРЕВОРОТ”), და სხვა მისთანანი. თუ ასეთი სიტყვა მკითხველისათვის გასაგებია, მაშინ ასეთი ნეოლოგიზმი ამდიდრებს სიტყვების მარაგს, აადვილებს ურთიერთობას და ენაშიც მკვიდრდება. წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9.35 ნეპოტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. nepos (nepotis) თანამდებობის პირთა მხრიდან თავიანთი ნათესავებისა და ახლობლების მფარველობა. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
9.36 ნერგალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიკვდილის ღმერთი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, ირკალა წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
9.37 ნერევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პონტოს და გეას ძე, ზღვის ღვთაება იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XVII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
9.38 ნერვული სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. nervous system რუს. нервная система ლათ. systema nervosus; nervus – ნერვი ადამიანისა და ცხოველების სპეციალიზებული წარმონაქმნების (ნეირონების და სხვა სტრუქტურების) მორფოლოგიური და ფუნქციური ერთობლიობა, რის საშუალებითაც ხდება ორგანოებისა და სისტემების გაერთიანება და მომქმედი გამღიზიანებლის აღქმა. ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური თავისებურებაა რეფლექსი, რაც დაკავშირებულია აგზნების ნერვულ რკალებზე გავრცელებასთან და შეკავების პროცესთან. მაღალორგანიზებულ ორგანიზმებში ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. იხ. აგრეთვე: ფსიქიკური წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
9.39 ნესტეელები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ილირიის ხალხი. ორიკე – მათი ქალაქი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
9.40 ნესტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პილოსის მეფე, ნელევსისა და ქლორისის ძე. მეუღლე ევრიდიკესი, რომელმაც 7 ვაჟი და 2 ასული გაუჩინა. როდესაც ჰერაკლე თავს დაესხა ნელევსს და მისი ვაჟები ამოხოცა, ნესტორი სხვაგან იყო წასული. იგი გადარჩა და პილოსის ტახტზეც აღზევდა. ნესტორი ლაპითებთან ერთად ებრძოდა კენტავრებს, მონაწილეობდა კალიდონის ნადირობასა და არგონავტების ლაშქრობაში. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და ჰომეროსის თანახმად, ტროას ომის ჟამს ადამიანთა მესამე თაობაზე მეფობდა. იგი თავის ვაჟებთან ერთად იბრძოდა ტროას კედლებთან. ბერძნები ნესტორს სახელოვან და ბრძენ გმირად აღიარებდნენ. ის გამოცდილი და მედგარი მებრძოლიც იყო, მრჩეველიცა და დიდებული მჭევრმეტყველიც. მისგან ბრძნულ რჩევებს ელოდნენ და იღებდნენ კიდეც. ტროას ომის შემდეგ ნესტორი შინ დაბრუნდა. სწორედ მას მიაკითხა ოდისევსის ვაჟმა, ტელემაქოსმა, რათა მამის ამბავი შეეტყო. ლიტერატურის ისტორიაში ნესტორმა დაიმკვიდრა ჟამთა სვლის სიბრძნეს ზიარებული მოხუცის სახე. თანამედროვე სამყაროში რჩევის მიცემის მოყვარულებს ქარაგმულად ნესტორს უწოდებდნენ. ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ნადიმი წყარო: ბიბლიოვიკინესტორი
![]() |
9.41 ნეტარი ღმერთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. თორმეტი მთავარი ღმერთი – 7 მამაღმერთი და 5 ღმერთქალი: 1) ზევსი, 2) ჰერა, 3) აპოლონი, 4) პოსეიდონი, 5) ათენა, 6) არესი, 7) აფროდიტე, 8) ეროსი, 9) არტემიდე, 10) დემეტრე, 11) პლუტონი, 12) ჰერმესი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, ღმერთი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
9.42 ნეფერტიტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეგვიპტ. უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, ლამაზმანი მოვიდა ) — ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე. მისი სახელი დაახლ. ნიშნავს „ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“. საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ალტეს მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე. წყარო: ვიკიპედია ნეფერტიტი
![]() |
9.43 ნიზამი განჯელი (1141-1203) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ილიას იბნ იუსუფ ოღლი გენიალური აზერბაიჯანელი პოეტი-მოაზროვნე. ნიზამი განჯელის მამა ოსტატი (ხელოსანი) იყო. მან დედის დიდი ზრუნვის შედეგად საუკეთესო განათლება მიიღო. მთელი ცხოვრება გაატარა და გარდაიცვალა ქალაქ განჯაში, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად ითვლებოდა. ნიზამი განჯელმა სრულყოფილად შეისწავლა ასტრონომია, მათემატიკა, მედიცინა, თეოლოგია, ანტიკური ფილოსოფია, ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეპოქაში, როცა აზერბაიჯანში გაბატონებული იყო მკაცრი ფეოდალური წყობილება, ეს იყო ველური თავხედობისა და აღვირახსნილობის, რელიგიური ფანატიზმის ძალადობის ხანა. ნიზამი დაკავშირებული იყო საიდუმლო საზოგადოება „ახისთან“, რომელიც აერთიანებდა ქალაქის ხელოსნებს, ფეოდალური თვითნებობისაგან თავიანთი ინტერესების დაცვის მიზნით. ნიზამი ლიტერატურულ ნაწარმოებებში („ყასიდებსა და მაზედებში“) გამოხატავდა უკმაყოფილებას სოციალური უსამართლობისადმი, წერდა ფეოდალური წყობილების პირობებში ადამიანის მწარე განსაცდელზე. მსოფლიო აღიარება დაიმსახურა მისმა „ხამსემ“ („ხუთეული“), რომელიც ხუთი რომანტიკული პოემისაგან შედგება და შეიცავს 30 000 ბეტისს (ორსტრიქონიანი ლექსი). ნიზამიმ მთელი თავისი შემოქმედება და პირადი ცხოვრება ხალხს დაუკავშირა. პოეტმა უარყო ხელისუფალთა წინადადება, ეცხოვრა და ემსახურა მათ სასახლეებში ფუფუნებასა და ხელგაშლილ პირობებში. მან სიღარიბე და გაჭირვება ამჯობინა და თავისი დიდი ტალანტი მიუძღვნა მშრომელ, გაჭირვებულ ხალხს. 1179 წელს ნიზამი განჯელმა დაასრულა პირველი პოემა „ საიდუმლოებათა საუნჯე“, რომელშიც ხმა აღიმაღლა ველური ჩაგვრისა და დესპოტიზმის წინააღმდეგ. ის მკაცრად ამხელდა ფეოდალებს, ძლიერებს მოუწოდებდა სამართლიანობისა და ჰუმანიზმისაკენ, მაღალ შეფასებას აძლევდა კეთილშობილურ, პატიოსან შრომას. „საიდუმლოებათა საუნჯეში“ აისახა მისი ადრეული შემოქმედებისათვის დამახასიათებელი რელიგიურ-მისტიკური განწყობა. ნიზამი თავის დარიგებებში უსამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებს ღვთის მკაცრი განკითხვით და მოითხოვს სამართლიან სამსახურს. 1180 წელს ნიზამი განჯელმა დაამთავრა მეორე პოემა „ხოსროვი და შირინი“, რომელშიც აღწერილია სახალხო გმირის ქვის ოსტატის – ფარხადის სახე, რომელიც ხელობას ჩინეთში დაეუფლა. ნიზამის ყურადრების ცენტრშია პიროვნება, ადამიანთა გრძნობები, განცდები. აქ გენიალურმა ნიზამიმ უმღერა ქალის უმანკო სიყვარულის გამარჯვებას, რომელიც მას შთააგონებს ადამიანთა ბედნიერებისათვის თავდადებას. 1188 წელს პოეტმა დაწერა გმირული პოემა „ლეილი და მეჯნუნი“, რომელშიც ასახულია ლეილისა და მეჯნუნის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ლეილი და მეჯნუნი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
9.44 ნიმფა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. საპატარძლო ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერია) ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი[3]. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი. იხ. აგრეთვე: ოდისეა, კალიფსო, სირინოზი, ცირცე, კირკე წყარო: ვიკიპედია ნიმფები
![]() |
9.45 ნინურტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მიწათმოქმედების, ხვნის ღმერთი იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
9.46 ნინძა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იაპ. საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებული ფარული აგენტი ან დაქირავებული ჯარისკაცი იაპონიაში. ნინძების ფუნქციები მოიცავდა შპიონაჟს, საბოტაჟს, ინფილტრაციას, და პოლიტიკურ მკვლელობებსა და ხელჩართულ, ღია ბრძოლებს ზოგიერთ სიტუაციაში. ნინძების ბრძოლის ხედვა შეპირისპირებული იყო სამურაების ბრძოლის მეთოდებთან, რომელთაც უმკაცრესი წესები ჰქონდათ. სინონიმი: იხ. აგრეთვე: შინობი წყარო: ვიკიპედია ნინძა
![]() |
9.47 ნიპური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უძველესი წმინდა ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 150 კმ–ს მანძილზე იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, სიპარი, ურუქი, შურუპაკი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
9.48 ნისა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინდოეთის ერთ-ერთი მთის და ქალაქის სახელი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
9.49 ნიუსი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. news ახალი ამბავი, ცნობა, ინფორმაცია. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ნიუსი (ბარბარიზმი)
![]() |
9.50 ნიუსმეიკერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. newsmaker, news – ახალი ამბები + to make – კეთება ამა თუ იმ მომენტში მაყურებელთა და მკითხველთა ინტერესის სფეროში და აქედან გამომდინარე ჟურნალისტების ყურადღების ობიექტში მოხვედრილი პირი - პოლიტიკური მოღვაწე, არტისტი, სპორტსმენი და ა.შ. იხ. აგრეთვე: PR წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
9.51 ნიჰილიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. nihil - არაფერი ყველაფრის უარყოფა, საყოველთაო ნორმების იგნორირება. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
9.52 ნობელი ალფრედ (1833–1896) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის პატივსაცემად იქნა წოდებული ნობელიუმად იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ალფრედ ნობელი
![]() |
9.53 ნოვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. novatio "განახლება", "ცვლილება" სამოქ. სამართალში მხარეების შეთანხმება მათ მიერ ნაკისრი ერთი ვალდებულების მეორით შეცვლის შესახებ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.54 ნოველა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. NOVELLA მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რაიმე განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა. ნოველის მოცულობის სიმცირე უმთავრესად იმით აიხსნება, რომ მასში მოცემულია არა მთლიანი ცხოვრება ადამიანისა, არამედ მხოლოდ ერთი რომელიმე საინტერესო ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან. ბოკაჩოს ნოველაში „აკვანში” მხოლოდ ერთი ღამით სტუმრობაა აღწერილი გამიჯნურებული მოქალაქისა და მისი მეგობრისა სატრფოსთან. ავტორი არ გვაცნობს მოქმედი პირების არც წინაამბავს და არც მათი ურთიერთობის განვითარებას ამ სტუმრობის დამთავრების შემდეგ. ნოველაში მოქმედება სწრაფად ვითარდება. ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ აქცევს მოქმედების განვითარების დეტალურად გადმოცემას ან, ყოველ შემთხვევაში, გვისურათებს მხოლოდ მთავარ მოტივებს და დაჩქარებით გვაძლევს კვანძის მოულოდნელად გახსნას. ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და და მასთან დაკავშირებული ერთი კონფლიქტი. ნოველისათვის უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები. ნოველაში დასმული პრობლემა, რომელიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანიც იყოს, არ მოითხოვს მოქმედების დეტალურად განვითარებას, პერსონაჟების სიმრავლეს. ზემოაღნიშნულ თვისებათა გამო, ნოველის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა. სიუჟეტის განვითარებით და მოცულობით ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ–არაკს.იგავ–არაკი იმით გამოირჩევა ნოველისაგან, რომ პირველი ალეგორიულია და, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მორალზე მითითებით მთავრდება. ზღაპრისაგან ნოველა იმით განსხვავდება, რომ პირველი უფრო ალეგორიული და ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები კი რეალისტურია. სიტყვა ნოველა იტალიურად ნიშნავს ახალს; თხრობის ეს სახეც ყველაზე ადრე იტალიაში განვითარდა. მხატვრული ნოველის უდიდესი ოსტატი იტალიაში ჯიოვანი ბოკაჩიო იყო(XIVს), საფრანგეთში – მოპასანი, რუსეთში – ტურგენევი და, განსაკუთრებით, ა. ჩეხოვი. ჩვენში ნოველებს წერდა უმთავერესად შიო არაგვისპირელი. ქართველი მწერლებიდან ნოველას ხშირად მიმართავენ ლ. ქიაჩელი(„მამა და შვილი”), კ. ლორთქიფანიძე(„როგორ მოკვდა მოხუცი მებადური”), ა. ბელიაშვილი(„ქორწილი სოფლად”, „მატარებელში”) და სხვ. იხ. აგრეთვე: ალეგორია, ლეგენდა, რომანი, ფაბულა, ეპიზოდი, პოემა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
9.55 ნომენკლატურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. nomenclatura 1. საბჭოთ კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში კომუნისტური პარტიის მიერ სახელმწიფო, პარტიულ და საზოგადოებრივ თანამდებობებზე ვაკანსიის დასაკავებლად შერჩეული ადამიანების სია. 2. ადამიანები, რომელთაც ეჭირათ მაღალი თანამდებობები ან კიდევ დასანიშნ სიაში იყვნენ შეყვანილნი. ზოგიერთ თანამედროვე პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ძველი პარტიული (სოციალისტური) ნომენკლატურის წარმომადგენლები კვლავ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებზე რჩებიან. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
9.56 ნომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორ. ბერძნ. 1. ძვ. ეგვიპტეში: ოლქი. 2. თანამედროვე საბერძნეთში: ადმინისტრაციული ერთეული იხ. აგრეთვე: პიერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.57 ნომინალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. nominalis – სახელობითი 1. რაც გამოხატულია ამა თუ იმ ფულადი ღირებულებით, რაც აღნიშნულია რამეზე. 2. რასაც ან ვისაც მხოლოდ სახელი ჰქვია, მაგრამ არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მოვალეობას. 1. ნომინალური ფასი; ნომინალური ხელფასი - ფულით გამოხატული ხელფასი (რეალურ ხელფასთან შეპირისპირებით). 2. ნომინალური რედაქტორი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.58 ნომიოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონის ეპითეტია და კანონთა დამცველს ნიშნავს იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
9.59 ნორმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. norma წესი, ნიმუში 1. დაკანონებული დადგენილება, რაიმე წესის, წესწყობილების სავალდებულოდ ცნობა; 2. რაიმეს დადგენილი საზომი, საშუალო სიდიდე. იხ. აგრეთვე: დისპოზიცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
9.60 ნორმალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. normalis - სწორხაზოვანი 1. ნორმის შესაბამისი; ისეთი, როგორიც უნდა იყოს; ჩვეულებრივი, ბუნებრივი. 2. ფსიქიკურად ჯანსაღი (ადამიანი). იხ. აგრეთვე: ნორმა, ფსიქიკა, დესტრუქცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.61 ნორმატიული აქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება. წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. მოიაზრება როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე აქტები. ყველა კანონი ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ამიტომაც აღარ ეხება კანონმდებლობა მის სამართლებრივ ბუნებას. განსხვავებული სიტუაციაა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (ე) ქვეპუნქტი ადგენს, რომ ,,ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.“ წყარო: თავისუფლება № 9(21)სექტემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
![]() |
9.62 ნოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. nota – ნიშანი 1. მუსიკალური ბგერის პირობითი გრაფიკული ნიშანი. ნოტები - ასეთი ნიშნებით ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი; ასეთი ტექსტების შემცველი რვეული, წიგნი 2. თვით ბგერა მუსიკაში, სიმღერაში იხ. აგრეთვე: მუსიკა, პარტიტურა, პულტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.63 ნოუ-ჰაუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. know-how თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობაში მიღებული ტერმინი; აღნიშნავს ტექნიკურ ცოდნას, რომელიც გამოხატულია პირველ ყოვლისა ტექნიკური დოკუმენტაციის, საწარმოო გამოცდილებისა და პროფესიული ჩვევების ფორმით; სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში „ნოუ-ჰაუს გაცვლაში“ იგულისხმება სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა, საწარმოო კადრების ურთიერთგაგზავნა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სხვ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
9.64 ნოქტიურნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. nocturne – სიტყვასიტყვით-ღამისა 1. XVII ს-ში მცირე ზომის პიესების ციკლი (სიუიტის სახეობა) სასულე ან სასულე და სიმებიანი საკრავების ანსამბლებისათვის. 2. XIX ს-ში მღერადი ლირიკული მუს. პიესა, უმეტესად ელეგიურ-მეოცნებე ხასიათისაა. იწერება მდოვრე ან ზომიერ ტემპში. შუა ნაწილი ზოგჯერ მღელვარე, ცოცხალი ხასიათისაა. ნ-ს როგორც ერთნაწილიანი საფ. პიესის ჟანრს, საფუძველი ჩაუყარა ჯ. ფილდმა. საფ. ნ-ის სრულყოფილი კლასიკური ნიმუში (21) შექმნა ფ. შოპენმა. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
9.65 ნუვორიში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. nouveau riche „ახალი მდიდარი“ კაპიტალისტურ ქვეყნებში: სავაჭრო სპეკულაციების შედეგად გამდიდრებული ადამიანი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ო |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ოაზისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ოაზისი ბერძნ. oasis უდაბნოში არსებული ტერიტორია, სადაც საკმარისი რაოდენობითაა წყალი (წყაროები, გრუნტის წყლები, მდინარეები) და მცენარეული საფარი. იხ. აგრეთვე: გრუნტი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
10.2 ობზერვაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. observation დაკვირვება ემპირიული დაკვირვება. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი, ემპირიული წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი ობზერვაცია (ბარბარიზმი)
![]() |
10.3 ობიექტივიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფილოსოფიური მოძღვრება, რომელსაც სათავე ქ-ნმა აინ რანდმა დაუდო და რომელიც მეტაფიზიკის, ეპისტომოლოგიის, ადამიანის ბუნების, ეთიკის, პოლიტიკისა და ესთეტიკის საკითხებს თავისებურ გააზრებას გვთავაზობს. ამ მოძღვრების მიხედვით რეალობა გონების დამოუკიდებლად არსებობს. ადამიანები რეალობასთან გრძნობითი ორგანოებით ურთიერთობენ და მის შესახებ ობიექტურ ცოდნას აღქმულის მიხედვით აყალიბებენ. როდესაც ქ-ნ რანდს სთხოვეს, რომ ორიოდე სიტყვით ჩამოეყალიბებინა ობიექტივიზმის ფილოსოფია, მან ის შემდეგნაირად განსაზღვრა: 1. მეტაფიზიკა: ობიექტური რეალობა; 2. ეპისტომოლოგია: გონება; 3. ეთიკა: პირადი ინტერესი; 4. პოლიტიკა: კაპიტალიზმი. მისივე სიტყვებით, ეს ყოველივე უბრალო ენაზე შემდეგს ნიშნავს: 1. ბუნება რომ მართო, უნდა დაემორჩილო; 2. შენ შეგიძლია მიირთვა შენი ორცხობილა და ფლობდე მას; 3. ადამიანი თავისთავად მიზანია; 4. თავისუფლება ან სიკვდილი. აინ რანდის მიხედვით სწორედ ამ მიდგომების საფუძველზე ყალიბდება „ობიექტივიზმის“ ფილოსოფია, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს ერგება და იდეალური ადამინის შესახებ ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებას წარმოადგენს. წყარო: მაქანი, ტიბორ რ. საქართველოში წაკითხული ლექციები: პრინციპები, გარდამავალი პერიოდი და განვითარება / ტიბორ რ. მაქანი ; [მთარგმნ. ირაკლი თოდრია; მთ. რედ. პაატა შეშელიძე]. - თბ., 2007. - 114გვ.; 17სმ.. - ISBN: 978-99940-69-32-3 : [ფ.ა.][MFN: 31712]
![]() |
10.4 ობიექტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რაც ჩვენი ცნობიერების გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებობს. 2. მიუდგომელი, მიუკერძოებელი. იხ. აგრეთვე: მატერია, პოემა, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), რეალური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.5 ობლიგაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. obligatio – ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შემოსავალს იძლევა მოგების ან პროცენტის სახით. იხ. აგრეთვე: სერია, პროცენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.6 ობსკურანტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი, კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება; ბნელეთისმოციქულობა. წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.
![]() |
10.7 ობსტრუქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაიმე ღონისძიების ჩაშლისაკენ მიმართული ღია სახის მოქმედებები. ო. პარლამენტში საპარლამენტო ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ოპოზიციური ძალის მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას (დარბაზის დემონსტრაციულ დატოვებას, სხდომებზე არგამოცხადებას და ა.შ), მიმართულს შემოტანილი კანონპროექტის მოსმენის საწინააღმდეგოდ და მის ჩასაგდებად. იხ. აგრეთვე: დემონსტრაცია, ოპოზიცია, ფორმა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
![]() |
10.8 ოგიგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მითოსური კუნძული, სადაც ცხოვრობდა ნიმფა კალიფსო. სწორედ მასთან მოხვდა ოდისევსი ტროას ომის დასრულების შემდეგ. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ოგიგია ზღვის შუაგულში მდებარეობდა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI წყარო: ბიბლიოვიკი ოგიგია
![]() |
10.9 ოდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ōdē 1. ძველ ბერძნებში: საზეიმო ლირიკული ლექსი, რომელსაც გუნდი ასრულებდა; 2. სახოტბო ლექსი, რომელშიც შექებულია რომელიმე ისტორიული ამბავი ან პირი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ანტიკურ პოეზიასა და მუსიკაში საზეიმო საგუნდო სიმღერა, როგორც წესი, ზეაწეული, სადიდებელი ხასიათის. ეძღვნებოდა რომელიმე ღირსშესანიშნავ მოვლენას ან პიროვნებას. გამოიყენება პროფესიულ მუსიკაშიც. ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონიის ფინალში გამოიყენა მუსიკალური თემა, შთაგონებული შილერის ოდით «სიხარულისადმი» იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]
![]() |
10.10 ოდიოზური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. odiosus – საძულველი, საძაგელი უსიამოვნო, არასასურველი ადამიანი, რომელიც იწვევს უკიდურესად უარყოფით განწყობას. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
10.11 ოდისეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. 1-ლი სიმღერა. თხრობა „ოდისეაში“ ტროას დაცემიდან 10 წლის შემდეგ იწყება. ოდისევსი იტანჯება კუნძულ ოგიგიაზე, სადაც მას ძალით აკავებს ნიმფა კალიფსო; ამ დროს ითაკაში, მის ცოლთან, პენელოპესთან, თავს იყრის მრავალი საქმრო, რომლებიც მის სახლში ნადიმობენ და მის სიმდიდრეს ფლანგავენ. ღმერთების საბჭოს გადაწყვეტილებით, ოდისევსის მფარველი ათენა ითაკაში მიემართება და ოდისევსის ახალგაზრდა ვაჟს, ტელემაქეს, მოუწოდებს გაემგზავროს პილოსსა და სპარტაში, რათა მამის ბედის შესახებ მიიღოს ცნობები. მე-2 სიმღერა. ათენას დახმარებით ტელემაქე, რომელიც ამაოდ ცდილობდა საქმროების სახლიდან გაყრას, ფარულად მიდის ითაკიდან პილოსში. მე-3 სიმღერა. პილოსის ხანდაზმული მეფე ნესტორი ამცნობს ტელემაქეს რამდენიმე აქაველი წინამძღოლის ამბავს, უფრო მეტის გასაგებად კი სპარტაში გზავნის მენელაოსთან. მე-4 სიმღერა. მენელაოსისა და ელენეს მიერ სტუმართმოყვრულად მიღებული ტელემაქე იგებს, რომ ოდისევსი კალიფსოს ჰყავს დატყვევებული. ამასობაში საქმროები, რომლებიც შეშინდნენ ტელემაქეს გამგზავრებით, მას შინ დასაბრუნებელ გზაზე მახეს უგებენ. მე-5 სიმღერა. მეხუთე სიმღერიდან იწყება თხრობის ახალი ხაზი: ღმერთები გზავნიან ჰერმესს კალიფსოსთან, რათა მან ნიმფას ოდისევსის გაშვება უბრძანოს. ოდისევსი ტივით გადის ზღვაში და სასწაულებრივად გადაურჩება ქარბუქს, რომელსაც მის მიმართ მტრულად განწყობილი პოსეიდონი წარმოქმნის. იგი გამოცურავს კუნძულ სქერიას სანაპიროზე, სადაც ცხოვრობენ მხიარული ფეაკელები — ზღაპრულად სწრაფი ხომალდების მქონე მოგზაურები. მე-6 სიმღერა. სქერიას სანაპიროზე ოდისევსის შეხვედრა ფეაკელების მეფე ალკინოეს ქალიშვილთან, ნავზიკაესთან. მე-7 სიმღერა. ალკინოე ყარიბს თავის მდიდრულ სასახლეში მიიღებს. მე-8 სიმღერა. ალკინოე ოდისევსის პატივსაცემად ნადიმსა და ასპარეზობებს აწყობს. ასპარეზობებზე ბრმა მომღერალი დემოდოკე ოდისევსის საგმირო საქმეების შესახებ მღერის. მე-9 სიმღერა. ოდისევსი, როგორც იქნა, ამხელს თავის სახელს და თავისი თავგადასავლების შესახებ იწყებს მოყოლას. ოდისევსის მონაყოლი ამბები („აპოლოგია“): ოდისევსმა ლოტოფაგების ქვეყანა მოინახულა, სადაც ლოტოსით იკვებებოდნენ და ყოველი, ვინც მას გასინჯავდა, ივიწყებდა სამშობლოს; კაციჭამია გოლიათმა, ციკლოპმა პოლიფემემ, თავის გამოქვაბულში ოდისევსის რამდენიმე ამხანაგი შეჭამა, მაგრამ ოდისევსმა ციკლოპი დაათრო და დააბრმავა, შემდეგ კი მისი ერკემალების მატყლს ამოფარებული დარჩენილ თანამგზავრებთან ერთად გაიქცა გამოქვაბულიდან; ამის გამო პოლიფემემ ოდისევსის საკუთარი მამის, პოსეიდონის, რისხვა დაატეხა თავს. მე-10 სიმღერა. ოდისევსი აგრძელებს საკუთარი თავგადასავლების მოყოლას. ეოლიის კუნძულზე მისვლა. ქარების ღმერთი ეოლოსი კეთილად განეწყო ოდისევსის მიმართ და მას ქარებით სავსე კოლოტი გადასცა, მაგრამ როცა ოდისევსი და მისი თანამგზავრები უკვე უახლოვდებოდნენ სამშობლოს, მათ გახსნეს კოლოტი და იქიდან ამოვარდნილმა ქარებმა ისინი უკან, ეოლიაზე მოისროლა. გაბრაზებული ეოლოსი ოდისევსს აგდებს თავისი კუნძულიდან. გზად კაციჭამია-ლესტრიგონები ანადგურებენ ოდისევსის ყველა ხომალდს გარდა ერთისა, რომელიც გრძნეული ცირცეს კუნძლულსაა მიმდგარი, ამ უკანასკნელს კი ოდისევსის თანამგზავრები ღორებად გადაუქცევია; ჰერმესის დახმარებით ოდისევსი დაძლევს გრძნეულის ჯადოს და ერთი წლის განმავლობაში მისი ქმარი ხდება. მე-11 სიმღერა. ოდისევსი შავეთში ჩადის, რათა იმკითხავოს წინასწარმეტყველ ტირეზიასთან. იქ იგი ესაუბრება გარდაცვლილი დედისა და მეგობრების აჩრდილებს. მე-12 სიმღერა. შემდეგ ოდისევსი გაივლის სირინოზების წყლებს, სადაც ეს უკანასკნელნი მოგზაურებს ჯადოსნური სიმღერით იტყუებენ და ღუპავენ; გაივლის ორ კლდეს შორის, რომლებზეც ბინადრობენ ურჩხულები სცილა და ქარიბდა. მზის ღმერთ ჰელიოსის კუნძულზე ოდისევსის თანამგზავრები კლავენ ჰელიოსის ძროხებს და ზევსი მათ ქარბუქს მოუვლენს, რომელიც ოდისევსის ხომალდს ძირავს ყველა თანამგზავრთან ერთად; ოდისევსი სასწაულებრივად გადარჩება და კალიფსოს კუნძულზე აღმოჩნდება. მე-13 სიმღერა. ოდისევსი ასრულებს თავის მონაყოლს. ფეაკელები ასაჩუქრებენ ოდისევსს და მას სამშობლოში აბრუნებენ. ამის გამო გაბრაზებული პოსეიდონი მათ ხომალდს ქვად აქცევს. სამშობლოში დაბრუნებულ ოდისევსს ათენა ღარიბ მოხუცად გადააქცევს, რათა იგი არავინ იცნოს. ოდისევსი თავის ერთგულ მეღორე ევმეოსთან მიდის. მე-14 სიმღერა. ევმეოსის ქოხში ყოფნა — ჟანრული იდილიური სურათი. მე-15 სიმღერა. სპარტიდან დაბრუნებული ტელემაქე უვნებლად გადაურჩება ჩასაფრებულ საქმროებს. მე-16 სიმღერა. ტელემაქე ხვდება ევმეოსსა და ოდისევსს, რომელიც შვილს ვინაობას უმხელს. მე-17 სიმღერა. ოდისევსი სახლში ბრუნდება მათხოვრის სახით. საქმროები და მსახურები მას შეურაცხმყოფელად ექცევიან. მე-18 სიმღერა. მოხუცი ოდისევსი მუშტი-კრივს მართავს ადგილობრივ ღარიბ იროსთან. დაცინვები მისი მისამართით კვლავ გრძელდება. მე-19 სიმღერა. ოდისევსი ემზადება შურისძიებისთვის. მხოლოდ გადია ევრიკლეა იცნობს ოდისევსს ფეხზე არსებული ნაიარევით. მე-20 სიმღერა. ბოროტი ნიშნები აკავებენ საქმროებს, რომლებსაც ოდისევსის მოკვლა გადაუწყვეტიათ. 21-ე სიმღერა. ოდისევსი ვინაობას გაუმხელს ევმეოსსა და მეძროხე ფილოტეოსს და მათ საქმროებზე შურის ძიებაში დახმარებას სთხოვს. პენელოპე თავის ხელს ჰპირდება მას, ვინც ოდისევსის მშვილდს მოჭიმავს და ისარს 12 ჩუგლუგში გააძვრენს. მის დავალებას მხოლოდ მათხოვრად გადაცმული ოდისევსი გაართმევს თავს. 22-ე სიმღერა. ოდისევსი ვინაობას უმხელს და კლავს საქმროებს, შემდეგ კი მოღალატე მსახურებს სჯის სიკვდილით. 23-ე სიმღერა. პენელოპე ცნობს ოდისევსს, რომელიც მას მხოლოდ მათთვის ცნობილ საიდუმლოს გაუმხელს. 24-ე სიმღერა. პოემის მიწურულს რამდენიმე მოქმედება ხდება: საქმროების სულები ჩადიან შავეთში; ოდისევსი ხვდება საკუთარ მამას, ლაერტეს; დაღუპული საქმროების ნათესავები შურის საძიებლად მოდიან, ოდისევსი კი მათთან ზავს დებს. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, ილიადა, ათენა, ალკინოე, აპოლონი, აქადი, დემოდოკე, ევმეოსი, ევრიკლეა, ელენე, ზევსი, კალიფსო, ლაერტე, მენელაოსი, ნავზიკაე, ნიმფა, ოდისევსი, პენელოპე, პოლიფემე, პოსეიდონი, სირინოზი, ტელემაქე, ტროა, ცირცე, ჰელიოსი, ჰერმესი წყარო: ვიკიპედია ოდისეა,
![]() |
10.12 ოდისევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. კუნძულ ითაკას მითოსური მეფე. ლაერტესის (ზოგი ვერსიით, სისიფოსის) და ანტიკლეას ვაჟი. ჰომეროსის პოემათა გმირი. რომაულ სამყაროში მას ულიქსესი (ულისე) უწოდეს. ოდისევსი ბერძენ გმირთაგან ჭკუითა და გონების მოქნილობით გამოირჩეოდა. მისი პაპა დედის მხრიდან, ავტოლიკოსი, ცნობილი იყო, როგორც „დიდი ფიცის გამტეხი და ქურდი“. ასე მოიხსენიებს მას ჰომეროსი. თავად ავტოლიკოსი კი ჰერმესის ძე იყო, ხოლო ამ ღმერთს მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად მზაკვრობის ნიჭიც გააჩნდა. წინაპართა ყველა თვისება შეისისხლხორცა ოდისევსმა. მზაკვრული ბუნების გამო, ღმერთები თუ ახლობლები, მასზე ხშირად ბრაზობდნენ, ჰოდა პაპამაც შესაფერისი სახელი შეურჩია: „ჩემს შვილიშვილს „რისხვის მომგვრელი“ უნდა ერქვას ანუ ოდისევსიო...“ – უბრძანებია. ძველი მითოგრაფოსებიც აღიარებენ, რომ ოდისევსი „ღმერთების განმრისხებელს“, ან „ღმერთების რისხვის დამთმენს“ აღნიშნავს. ასე იყო თუ ისე, ოდისევსმა თავისი გონება მახვილობისა და შეუპოვარი ხასიათის გამო ღმერთების რისხვაც დაიმსახურა და მრავალ საცდურსაც გაუძლო. კიდეც ამიტომ უწოდეს მას „მრავალტანჯული და ჭკუაულევი“ გმირი. ოდისევსი დიდებული გარეგნობის ჭაბუკი დადგა. იმხანად მრავალი სახელოვანი გმირი ლამობდა მშვენიერ ელენეზე დაქორწინებას. ოდისევსიც მათ შორის იყო. ტინდარეოსი, ელენეს მამა, შიშობდა, თავისი არჩევანით არ განერისხებინა დანარჩენი სასიძოები. მისი აზრით, ისინი ითაკილებდნენ უგულებელყოფას და გულში მტრობას ჩაიდებდნენ. იგი სიხარულით დაჰყვა ოდისევსის გონივრულ რჩევას: თავშეყრილ გმირებს წინდაწინ ფიცი დაადებინა, რომ მომავალში ყველა ერთად დაიცავდა ელენესა და მისი მეუღლის ღირსებას. მოგვიანებით ბერძენთა მეფეები ამ ფიცმა აიძულა დაძრულიყვნენ ილიონისკენ (ტროას ომი). ელენეს მეუღლედ დასახელდა მენელაოსი. მადლიერმა ტინდარეოსმა არ დაივიწყა ოდისევსის ბრძნული რჩევა და იგი თავის ძმისშვილზე, ულამაზეს პენელოპეზე დააქორწინა. მალე მათ ვაჟიც შეეძინათ, რომელსაც ტელემაქოსი შეარქვეს. როდესაც პარისმა ელენე მოიტაცა, მენელაოსმა ომი წამოიწყო და ბერძენ გმირებს უხმო დასახმარებლად. ოდისევსმა ორაკულისგან ავისმომასწავებელი უწყება მიიღო. თანაც არ სურდა მშვენიერი მეუღლისა და ახალშობილის მიტოვება და ომში რომ არ წასულიყო, თავი მოისულელა: იწყო თავისი მინდვრების ხვნა და მარილის თესვა. ოინს მიუხვდა ბრძენი პალამედესი და ხნულში ჩვილი ტელემაქოსი ჩაუგორა. მყის შეაჩერა გუთანი ოდისევსმა და თავიც გამოააშკარავა. რაღას იზამდა. თორმეტი ხომალდი აღკაზმა და ისე გამოცხადდა მენელაოსთან. ოდისევსი ტროას ომის ერთ–ერთი მთავარი გმირი გახდა. თავისი სიბრძნით მან განაპირობა ბერძენთა გამარჯვება. მისი შემწეობით ჩაება გმირი აქილევსი ბრძოლაში და აი, როგორ: მისანმა კალქასმა ბერძნებს ამცნო, რომ მხოლოდ აქილევსის დახმარებით შეძლებდნენ ტროას აღებას, თავად გმირი კი ამ ბრძოლას ემსხვერპლებოდა. აქილევსის დედამ, თეტისმა, თავისი შვილი გადამალა კუნძულ სკიროსზე, რადგანაც იმავე მისნობის ძალით, თუ აქილევსი ომს ასცდებოდა, ღრმა სიბერემდე იცოცხლებდა. სკიროსის მეფე ლიკომედესს ქალიშვილები ჰყავდა. აქილევსიც ქალის სამოსით შემოსეს და ამ ქალწულთა დასს შეურიეს. მალე გაცხადდა ეს ამბავი. აქილევსის ჩამოსაყვანად ოდისევსი, ფენიქსი და ნესტორი გაგზავნეს. მათ, ვაჭრებად გადაცმულებმა, სასახლეში შეაღწიეს და მეფის ასულთა თვალწინ დიდებული სამკაულები ამოალაგეს, გვერდით მიუდეს ფარი და მახვილი. მოულოდნელად საბრძოლო საყვირის ხმა გაისმა. შეშინებული ქალიშვილები დაიფანტნენ, აქილევსმა კი ხელი დასტაცა ფარსა და მახვილს და მტრის დასახვედრად შეიმართა, რითაც გათქვა თავისი თავი. როდესაც ოდისევსმა მას სიმართლე ამცნო, სიხარულით ჩაება გმირი დიდ ბრძოლაში. ტროასკენ დაძრული ბერძენთა ლაშქარი აგამემნონზე განრისხებულმა არტემისმა შეაყოვნა ავლისში. სწორედ ოდისევსმა შესთავაზა მთავარსარდალს, მოტყუებით ჩამოეყვანა იფიგენია ავლისში, რათა მსხვერპლად შეეწირა არტემისისთვის. როდესაც ბერძენთა ხომალდები ტროას ნაპირებს მიუახლოვდნენ, ვერც ერთმა გმირმა ვერ გაბედა ტროას მიწაზე გადასვლა. ყველას ახსოვდა ნამისნევი: პირველი, ვინც ტროას მიწას შეეხებოდა, უმალ უსულოდ დაეცემოდა. მაშინ ოდისევსმა ხომალდიდან გადააგდო თავისი ფარი და ამავე ფარზე დახტა ისე, რომ მიწისთვის ფეხი არ შეუხია. უშიშრად მიჰყვნენ მას გმირები იმ იმედით, რომ პირველნი არ იქნებოდნენ. არ გაუმართლა პროტესილაოსს, რომელიც პირველი შეეხო ტროელთა მიწას. ის წამისუმალ განიგმირა ჰექტორის ოროლით. ბერძნებმა ტროელებთან მოლაპარაკება სცადეს. ოდისევსი მენელაოსთან ერთად ეწვია ტროას მეფეს და ელენეს დაბრუნება სთხოვა უომრად. მაგრამ ელჩობა ჩაიშალა. ომი დაიწყო. მედგრად იბრძოდა ოდისევსი, თუმცა უფრო გონიერებით, მოხერხებით, წინდახედულებით, გამოცდილებითა და ეშმაკობით გამოირჩეოდა. მისი მფარველი იყო ათენა. მრავალი რამ გადახდა თავს ომის ჟამს ოდისევსს. მისმა სიბრძნემ მრავალგზის არგო აქაველებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც „ტროას ცხენის“ გამოგონება იყო. მის გარეშე, ალბათ, კიდევ დიდხანს გასტანდა ომი. ბოლოს და ბოლოს ბერძნებმა გაიმარჯვეს და გმირებმაც შინისკენ ისწრაფეს. ოდისევსს ბედად ეწერა მხოლოდ ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ მიეღწია მშობლიურ ნაპირამდე, მაგრამ ეს მან ჯერ არ იცოდა. მშვიდად მიაპობდნენ ზღვის ზვირთებს მისი ხომალდები, რომლებიც ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მიადგნენ კიკონთა მიწას. მეხომალდეებმა დაიპყრეს ქალაქი ისმაროსი და გააცამტვერეს, მამაკაცები ამოხოცეს, ხოლო ქალები დაიმონეს. ყურად არ იღეს ოდისევსის რჩევა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ იქაურობას. ქეიფსა და ნადიმს გადაჰყვნენ. ამასობაში ისმაროსის შემოგარენთა კიკონები შეიკრიბნენ და მძვინვარე ბრძოლა გაუმართეს მომხვდურებს. ტყეში რამდენი ფოთოლიც არის, იმდენნი იყვნენ. დიდხანს იბრძოდნენ ბერძნები, მაგრამ დამარცხდნენ და თავს უშველეს გაქცევით. წუხდნენ იმათზე, ვინც დაიღუპა, თანაც ხარობდნენ, რადგანაც საფრთხეს განერიდნენ. როგორც კი ღია ზღვაში შეცურეს, მეხთამტყორცნელმა ზევსმა მათ ჩრდილოეთის ქარი, ბორეასი, დაადევნა. ზღვა აბობოქრდა, ბნელმა ღრუბელმა ცა დააბნელა. გამძვინვარებულმა ბორეასმა ანძებს აფრები ჩამოგლიჯა. ძლივს მიაღწიეს მეზღვაურებმა ერთ უკაცრიელ კუნძულს. ორი დღე და ღამე იცადეს, ვიდრე ქარიშხალი ჩადგებოდა. მესამე დღეს კი ახსნეს აფრები და გზა განაგრძეს. მხოლოდ ათი დღის შემდეგ მიაღწიეს კუნძულს, რომელზეც ლოტოფაგები ცხოვრობდნენ. ოდისევსმა სამი თანამგზავრი გაგზავნა მიდამოს დასაზვერად. თავაზიანად მიიღეს ისინი ლოტოფაგებმა და ტკბილი ლოტოსით გაუმასპინძლდნენ. ვინც კი იგემა ეს უცხო ხილი, უმალ სამშობლო დაივიწყა. მათ აღარ სურდათ შინ დაბრუნება. ოდისევსი იძულებული გახდა ისინი ძალით აეყვანა ხომალდებზე და სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მეზღვაურები მიადგნენ კიკლოპთა კუნძულს. შორიდანვე შენიშნეს დაფნის ხეებით შებურული და უზარმაზარი ლოდებით გარემოცული მღვიმე. ოდისევსი თორმეტი ერთგული მეგობრით გადავიდა ნაპირზე, რათა ენახა, თუ ვინ ცხოვრობდა იმ მღვიმეში. იქ კი არავინ იყო, თუმცა მალე გამოჩნდა შემზარავი გარეგნობის მქონე კიკლოპი პოლიფემოსი. ეს იყო უზარმაზარი გოლიათი, რომელსაც შუბლზე მხოლოდ ერთი თვალი უბრიალებდა. მან შემოდენა გამოქვაბულში თავისი ფარა, შემოსასვლელი უზარმაზარი ლოდით ჩახერგა და თხების წველა დაიწყო. შემდეგ კოცონი დაანთო და როდესაც თვალი ჰკიდა დაუპატიჟებელ სტუმრებს, გაოცდა. ვინ ხართ, საიდან მოსულხართო? – ასე იკითხა. მოკლედ უამბო ოდისევსმა, ვინ იყო და აქ როგორ მოხვდა. სთხოვა, დაეცვა მესტუმრეობის ადათი, თან შეახსენა, თუ როგორ სჯიდა ზევსი მის დამრღვევთ. სასაცილოდაც არ ეყო კიკლოპს ზევსის ხსენება. უზარმაზარ ხელებში მოიმწყვდია ოდისევსის ორი მეგობარი, მიწაზე დაანარცხა, სული გააფრთხობინა, შემდეგ კოცონზე შედგმულ ქვაბში მოხარშა და გემრიელად მიირთვა. როცა ვახშმობა მოათავა, მიწაზე გაიშხლართა და დაიძინა. გაოგნებისაგან ხმას ვერ იღებდნენ საბრალო ადამიანები. დილით კიკლოპმა კვლავ ორი კაცი შთანთქა, შემდეგ ფარა წინ გაირეკა და გასასვლელი ამოქოლა. დიდხანს ფიქრობდა ოდისევსი, რა ეღონა. გამოქვაბულში უზარმაზარი მორი იპოვნა, ერთი ბოლო წაუმახვილა, ნაკვერჩხალზე გამოწვა და დამალა. როდესაც კიკლოპი დაბრუნდა და ისევ ორი კაცი შესანსლა, მიუახლოვდა ოდისევსი და თასით ღვინო მიაწოდა. ეამა კიკლოპს, თასის ავსება მოითხოვა, თან სახელი ჰკითხა ოდისევსს. „არავინ მქვია“, – იცრუა გმირმა. „ჰოდა ჩემო არავინ, მეც პატივს გცემ და ბოლოს შეგჭამ!“ – ამოიბუღბუღა უკვე შემთვრალმა გოლიათმა, მესამე თასიც გამოცალა, მიწად მიეგდო და დაიძინა. მაშინ ოდისევსმა აიღო მორი, ცეცხლის ალზე გაახურა და მეგობრების დახმარებით კიკლოპს ერთადერთი თვალი ამოსთხარა. საშინელი ტკივილისაგან ისეთი ღრიალი მორთო გოლიათმა, რომ მის მღვიმეში შემოცვივდნენ სხვა კიკლოპებიც. „რა დაგემართა, პოლიფემოს, ვინ გაგაბრაზა?„ ეკითხებოდნენ ისინი. „ძალით კი არა, ეშმაკობით მღუპავს არავინ“! – ხაოდა თვალდათხრილი. „თუკი არავინ გაბრაზებს, რაღას ღრიალებ! ავად ყოფილხარ. ჩანს, ასეთია ზევსის სურვილი, ბედს შეურიგდი!“ – დაამშვიდეს თანაგვარებმა და მიატოვეს. როცა გათენდა, პოლიფემოსმა მოთქმით და გმინვით გასასვლელის ლოდი გასწია, რათა თავისი ფარა საბალახოდ გაეშვა. თანაც ყოველ ცხვარსა და თხას ზურგს უსინჯავდა. ოდისევსი და მისი მეგობრები ქვემოდან ამოეკვრნენ ამ ცხვრებს და სამშვიდობოზე გავიდნენ. ხომალდებისკენ ისწრაფეს, თან პოლიფემოსის ფარაც გაიყოლეს. როდესაც აფრები ახსნეს, ოდისევსმა ხმამაღლა გასძახა კიკლოპს: „იცოდე, პოლიფემოს, თვალი დაგივსო ოდისევსმა, ითაკას მეფემ“! კიკლოპის ყურთასმენას მისწვდა ეს ხმა. მან თავის მამას, პოსეიდონს, შეჰღაღადა, დაესაჯა ოდისევსი. შემდეგ უზარმაზარი კლდე ამოგლიჯა და ზღვისკენ გასტყორცნა. აზვირთებულმა ტალღამ ხომალდები შორს მოისროლა. მალე ისინი ეოლოსის კუნძულს მიადგნენ. ბედნიერად ცხოვრობდა ქართა მეუფე ეოლოსი. მასთან მთელი თვე დაჰყვეს მეხომალდეებმა. ისინი გამუდმებით ილხენდნენ და უამბობდნენ ღვთაებას ბერძენთა გმირობის ამბებს. ბოლოს მობეზრდათ და შინ დაბრუნება ისურვეს. ეოლოსმა გამოთხოვებისას მათ აჩუქა გუდა, რომელშიც ჩამწყვდეული იყო ყველა ქარი გარდა ზეფიროსისა. მის კეთილ ქროლას მეზღვაურები ითაკამდე უნდა მიეყვანა. მაგრამ ზევსი არ სწყალობდა ოდისევსს. ზღვით ცურვის მეათე დღეს, როცა გამოჩნდა ითაკა, ღმერთებმა ღრმად ჩააძინეს გმირი. მისმა თანამგზავრებმა კი გუდას თავი მოხსნეს, რადგან იქ ოქრო და ვერცხლი ეგულებოდათ. რაღა თქმა უნდა, გუდიდან ამოქროლდნენ დამწყვდეული ქარები და ზღვა ისევ ააბობოქრეს. ხოლო ხომალდი ეოლოსის კუნძულთან დააბრუნეს. ოდისევსი სასახლეში ეახლა მეფეს დახმარების თხოვნით. მან კი, განრისხებულმა მიუგო, რომ არასოდეს თანაუგრძნობს იმ კაცს, რომელიც არ უყვართ ღმერთებს. ისევ ზვირთებში შეაცურეს ხომალდები შინ მიმავალმა მებრძოლებმა. ექვსი დღის ხეტიალის შემდეგ ისინი გოლიათი კაციჭამია ლესტრიგონების ქვეყანას მიადგნენ. იქ მეფობდა ანტიფატოსი, რომლის ბრძანებითაც გოლიათებმა ულმობლად ამოჟლიტეს ოდისევსის თანამგზავრები. თორმეტი ხომალდიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ეს იყო ოდისევსის ხომალდი, რომელსაც დიდხანს მიაცურებდნენ ზვირთები უკიდეგანო ზღვის სივრცეში. მეზღვაურების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დედამიწა გამოჩნდა. ეს იყო კუნძული აიაია, სადაც აიეტის და, გრძნეული კირკე ცხოვრობდა. ორი დღე მშვიდად გაატარეს სანაპიროზე. მესამე დღეს კი ოდისევსმა მეგობართა ერთი ჯგუფი ევრილოქოსის მეთაურობით კუნძულის გასაცნობად გაგზავნა. როდესაც ისინი კირკეს სასახლეს მიუახლოვდნენ, საოცარი რამ იხილეს: ირგვლივ მშვიდად მიმოდიოდნენ მოთვინიერებული ლომები და მგლები. სტუმრად მისულებს თვალი რომ ჰკიდეს, მიუახლოვდნენ და მიეფერნენ. მალე კირკეც გამოვიდა და უცხო ხალხი შინ მიიწვია, ღვინო შეასვა, შემდეგ თავისი კვერთხი შეახო და ღორებად გადააქცია. თუმცა გონება დაუტოვა მათ ძველებური. შემდეგ ბოსელში შერეკა და საჭმელში რკო ჩაუყარა. მხოლოდ ევრილოქოსი გადარჩა, რადგან სასახლეში არ შეჰყვა კირკეს. იგი ხომალდთან დაბრუნდა და ყველას უამბო, რაც იხილა. ოდისევსმა მეგობართა დასახმარებლად ისწრაფა. გზად მშვენიერი ჭაბუკის სახით გამოეცხადა ღმერთი ჰერმესი, რომელმაც ასწავლა, თუ როგორ ეხსნა თანამგზავრები. მანვე უბოძა სასწაულმოქმედი ბალახი, მოლი, რომელსაც შეეძლო კირკეს ხიბლის მოგერიება. კირკემ მიიღო ოდისევსი, სუფრასთან მიიწვია, ასვა, აჭამა და როცა ნახა, მასზე ჯადო არ მოქმედებდა, ოქროს კვერთხის შეხება სცადა. მაშინ განრისხდა ოდისევსი და მახვილი მოუღერა თავის მასპინძელს. გრძნეული ქალი მუხლებზე დაემხო და პატიება სთხოვა. შემდეგ ადამიანური სახე დაუბრუნა მის მეგობრებს. ხოლო თავად ისე დანაზდა, ისეთი მომხიბლავი გახდა, რომ ოდისევსმა მთელი წელი დაჰყო მის, ახლა უკვე სტუმართმოყვარე, სასახლეში. ბოლოს შინ დაბრუნების სურვილმა სძლია. განშორებაზეც დაითანხმა კირკე, რომელმაც ურჩია, ბედის საცნობად სწვეოდა ჰადესს, რათა იქ ტირესიასის აჩრდილი ეხილა. კირკემვე ასწავლა მას მიწისქვეშა სამყაროში ჩამავალი გზაც. ოდისევსმა და მისმა თანამგზავრებმა ერთ დღეში გადაკვეთეს ოკეანოსის ღრმა დინება და კიმერიელთა იდუმალ ქვეყანას მიადგნენ. იქ ოდისევსმა პერსეფონეს ჭალას მიაგნო, სადაც მიწის ქვეშ ჩამავალი გზა ეგულებოდა. მახვილით ორმო ამოთხარა და მსხვერპლშეწირვა დაიწყო: თავდაპირველად ორმოში ჩაღვარა თაფლი და რძე, შემდეგ ღვინო, ბოლოს კი ფქვილში არეული წყალი. შეარჩია რამდენიმე შავი ცხვარი, რომელთაც ყელი გამოღადრა და მათი სისხლიც შიგ ჩაასხა. სისხლის სუნმა მიიზიდა მობორიალე აჩრდილები, რომელთაც სურდათ შეესვათ ეს თბილი სითხე, წამით მაინც რომ გონს მოსულიყვნენ, რათა სიტყვები ამოეთქვათ. ახლოს არ იკარებდა მათ ოდისევსი. ის ტირესიასს ელოდებოდა. ბოლოს გამოჩნდა ოქროს კვერთხს დაყრდნობილი ბრძენი მისანი, შესვა სისხლი და ამეტყველდა, გმირს მომავალი განუცხადა, შინ დაბრუნების ბედნიერი ამბავი ამცნო. შემდეგ ეს უთხრა: „ბოლოს მოგიწევს კვლავ ზღვაში გასვლა. შორეულ ქვეყნებს მოიხილავ, მანამდე ივლი, ვიდრე ისეთ ხალხს არ შეხვდები, ზღვა რომ არასოდეს უხილავთ. აი, მაშინ კი პოსეიდონს შესწირე მსხვერპლი და შინ დაბრუნდი. იქ, შენს დიდებულ სამეფოში, ბედნიერი სიბერის ზღვართან დაელოდები საამო სიკვდილს, რომელიც ზღვიდან გეახლება“. როდესაც ტირესიასი წავიდა, სხვა სულები გამოჩნდნენ. ისინი სისხლს სვამდნენ და საუბრობდნენ. ოდისევსმა იხილა დედამისი – ანტიკლეა, აგამემნონი, აქილევსი, პატროკლოსი, ანტილოქოსი, გაბრაზებული აისი, რომელმაც ისე ჩაუარა, რომ ხმა არ გასცა. შემდეგ ქვესკნელში ღრმად ჩაიხედა. იქ თვალი მოჰკრა მიცვალებულთა მსაჯულ მინოსს სკიპტრით ხელში რომ იჯდა ტახტზე. დაინახა ორიონის, ტიტიოსის და სხვა ცოდვილთა აჩრდილები... მოდიოდნენ და მოდიოდნენ უცხო სულები. ოდისევსი შიშმა შეიპყრო. მეგობრებს ხომალდზე ასვლა უბრძანა და იქაურობას გაეცალა. კირკეს კუნძულისაკენ ისწრაფა. კეთილისმყოფელ დედოფალს ყოველივე წვრილად უამბო და სიყვარულით დაემშვიდობა. მეხომალდეებმა კვლავ ითაკასაკენ აიღეს გეზი. თავდაპირველად ჩაუარეს სირინოზების (სირენების) კუნძულს. მაცდური ხმებით გალობდნენ ეს ქალჩიტა ურჩხულები. ისინი თავიანთ კუნძულზე შეიტყუებდნენ ხოლმე მეზღვაურთ და იქ ხოცავდნენ. ადამიანთა ძვლებით იყო მოფენილი მათი საბინადრო. კირკემ ნება დართო ოდისევსს, დამტკბარიყო სირინოზების მღერით. და რომ გაეძლო, ურჩია, ანძაზე მიება თავი. გმირმა ამ საქმის აღსრულება მეგობრებს სთხოვა, თან დაამატა, თუკი ახსნას მოინდომებდა, უფრო ძლიერად შეებოჭათ. მათ კი უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ სირინოზების გალობა რომ არ მოესმინათ. ასეც მოიქცნენ. მალე გასცილდნენ მომღერალ ფრთოსნებს, მაგრამ მოულოდნელად შემზარავი გრიალი შემოესმათ. მეზღვაურთა წინ მძვინვარე ურჩხულები: სკილა და ქარიბდისი აღიმართნენ. ისინი ერთმანეთის პირისპირ ბინადრობდნენ და მათ შორის გავლა მეტისმეტად სახიფათო იყო. აჩქარდნენ მეხოფურები. შიშით უმზერდნენ, როგორ შთანთქავდა ქარიბდისი ზღვის სილურჯეს, რომლის ნაცვლადაც დაბჩენილი ხახიდან მიწაში აზელილი მდუღარე ყლარტი მოენთხეოდა. ირგვლივ ზათქითა და გრიალით თუხთუხებდა წყალი, რომლის შხეფებიც კლდის წვერს სწვდებოდა. ამ სანახაობით ზარდაცემულებმა ვერც კი შენიშნეს, თუ როგორ წაიგრძელა სკილამ თავისი ექვსი კისერი და უზარმაზარ ხახებში, წვერწამახული კბილები რომ სამ მწკრივად ეწყო, მოიქცია მეხოფურები. ასე დაკარგა ოდისევსმა ექვსი თანამგზავრი, ძლივძლივობით ჩამოიტოვა აბობოქრებული სრუტე და მიაღწია საბედისწერო თრინაკიას, სადაც ჰელიოსის ხარები ბალახობდნენ. კარგად ახსოვდა ტირესიასის მისნობა: თუ ჰელიოსის ხარებს დაკლავდნენ, ვერ დააღწევდნენ თავს განსაცდელს. ამიტომ სთხოვდა თანამგზავრებს, არ შენავებულიყვნენ კუნძულზე. არ დაუჯერეს. მაშინ ფიცი დაადებინა, არაფერი ევნოთ ხართათვის. მეზღვაურებმა მთელი დღე დაჰყვეს ამ კუნძულზე, რადგანაც ზღვაზე ზევსისგან მოვლენილი ქარები ბობოქრობდნენ. გამოელიათ სანოვაგე. ერთხელ ოდისევსი განმარტოვდა, რათა ღმერთებისათვის შემწეობა ეთხოვა. ღმერთებმა მას ძილი მოჰგვარეს. ვიდრე ეძინა, მისმა თანამგზავრებმა ჰელიოსის ჯოგიდან საუკეთესო ხარები შეარჩიეს და დაკლეს. ისე განრისხდა ჰელიოსი, რომ სამუდამო წყვდიადით დაემუქრა ღმერთებსა და ადამიანებს. მზის ღვთაების რისხვა რომ დაეცხრო, ზევსმა დამეხა ხომალდი და ამოხოცა ყველა, ვინც კი ჩაიდინა ეს მკრეხელობა. გადარჩა მხოლოდ ოდისევსი. მან ხომალდის კიდისა და ანძის ნამსხვრევები ბაგირით გადააბა, ზედ მოთავსდა და ზღვას მიენდო. ცხრა დღე და ღამე მიაქანებდნენ ზვირთები სასოწარკვეთილს, ბოლოს გარიყეს კუნძულ ოგიგიაზე, რომელიც ნიმფა კალიფსოს სამეუფო იყო. არნახული სილამაზე გადაიშალა „მრავალტანჯული“ გმირის თვალწინ: მინდორ–ველები დაეფარა მწვანე ბალახებს, რომელთა შორის საამო სურნელებას აფრქვევდნენ იები და შროშანები. მზის სხივები ელვარებდნენ ცად ასვეტილი ალვების, კიპარისების, კედრებისა თუ ჭადრების ფოთოლთა შორის. ხოლო მათ ჩრდილში წყაროები მორაკრაკებდნენ. იქვე იყო ვაზის რტოებით დაბურული გრილი მღვიმე, ნიმფას სასახლე. შვიდი ხანგრძლივი წელიწადი გაატარა იქ ოდისევსმა მშვენიერი კალიფსოს სიყვარულით განებივრებულმა, მაგრამ შინ დაბრუნების მძიმე სევდა არ ასვენებდა. ბოლოს ღმერთებმა შეიწყალეს ოდისევსი და ოლიმპოსზე შეიკრიბნენ. ათენას თხოვნით და ზევსის ნებით, პოსეიდონის მძვინვარების მიუხედავად, გადაწყვიტეს, რომ მისთვის ითაკაზე დაბრუნების ნება დაერთოთ. მეხთამტყორცნელმა ამ ამბის საუწყებლად სასწრაფოდ აფრინა ჰერმესი კალიფსოსთან. ნიმფა დაღონდა. მას ხომ უყვარდა ოდისევსი. სურდა, უკვდავი გაეხადა და სამუდამოდ გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ ზევსის ნებას წინ ვერავინ აღუდგებოდა. გახარებულმა ოდისევსმა შეკრა ტივი, ზედ აფრები ააფრიალა, მადლიერებით გამოეთხოვა კალიფსოს და ზღვაში გავიდა. თვრამეტი დღე და ღამე მშვიდად იცურა. ფეაკთა კუნძულს რომ მიუახლოვდა, მას თვალი ჰკიდა ეთიოპიიდან მომავალმა პოსეიდონმა. აუბობოქრა ისევ ზვირთი, რომელმაც კინაღამ შთანთქა გმირი. დიდხანს გასტანდა ოდისევსის ტანჯვა, შემწედ ზღვის ღვთაება ლევკოთეა რომ არ მოვლენოდა. მან საოცარი მოსასხამით შემოსა გმირი და თავად გაქრა. ამასობაში პოსეიდონმა მოასწრო მისი ტივის დაშლა. ზღვაში ღვთაებრივი მოსასხამით მოტივტივე ოდისევსი რომ დაინახა, ასე გასძახა: „საკმარისია, რაც იტანჯე! ახლა მიენდე ამ ბობოქარ ზვირთებს და მანამ იცურე, ვიდრე ვინმე არ გადაგარჩენს!“ ორი დღე დააქანებდა ოდისევსს მღელვარე ტალღა, ბოლოს ძალაგამოლეული და სასოწარკვეთილი გარიყა ნაპირზე. ფეხი დაადგა თუ არა ხმელეთს, ოდისევსმა მოიხსნა ლევკოთეას მოსასხამი და უკანმოუხედავად მოისროლა ზღვაში. თავის ღვთაებას დაუბრუნდა ეს მოსასხამი. ოდისევსმა კი იქვე გამხმარ ფოთლებს მოჰკრა თვალი, ზედ მიეგდო და მიიძინა. ქალღმერთი ათენა ძილში გამოეცხადა იქაური მეფის ასულ ნავსიკაას და ზღვის ნაპირზე გასვლა უბრძანა სარეცხის გასარეცხად. ინათა თუ არა, ნავსიკაამ უხმო მეგობრებს და სანაპიროსკენ გაემართა. თავისი საქმე რომ მოათავეს, ქალწულებმა ბურთის თამაში იწყეს. მხიარულმა შეძახილებმა გამოაფხიზლეს ოდისევსი. უცნაურად გამოიყურებოდა იგი. სხეულზე ფოთლები, ზღვის მცენარეები და ყლარტი აკრობოდა. გოგონები შეშინდნენ და დაიფანტნენ. მხოლოდ ნავსიკაამ იგრძნო, რომ მის წინ უბრალო კაცი არ იდგა. მან უბრძანა თავის მხევლებს, სუფთა სამოსით შეემოსათ უცხო სტუმარი. საქმეში ათენაც ჩაერია და დიდებულად გაასხივოსნა ისედაც ლამაზი გმირი. ხოლო როდესაც ოდისევსი ზღვის ნაპირთან ლოდზე ჩამოჯდა, ღვთაება ხომ არ არისო, გაიფიქრა მეფის ასულმა. ოდისევსი კუნძულ სქერიაზე მოხვედრილიყო, სადაც სახლობდნენ ფეაკები. სხვა ხალხთაგან განრიდებულნი ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ მართლგანგებით. იყვნენ ჩინებული მეზღვაურები, თუმცა ზღვაში მხოლოდ სულის დასაამებლად გადიოდნენ, რადგან არც სავაჭროდ ჰქონდათ საქმე და არც არავის ეომებოდნენ. მათი ხომალდები ფიქრზე უსწრაფესად დაფრინავდნენ საჭის გარეშე, რადგანაც სული ჰქონდათ ჩადგმული. ისინი მეხომალდეთა ნებისმიერ სურვილს უმალ აღასრულებდნენ. არ არსებობდა იმ ხომალდებისათვის საფრთხე, არც ქარიშხალი. მათთვის ზღვა მუდამ მშვიდი იყო. ფეაკებისათვის ცხოვრება დღესასწაულივით მიედინებოდა. მათ სულს ხიბლავდა პოეზია, მუსიკა, ცეკვა, ყოველნაირი თამაშები. ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და მდიდრულად ეცვათ. უყვარდათ ზღვაში ნებივრობა და სიმშვიდე. მეფის სასახლის კედლები ბრინჯაოსი იყო, კარები კი – ოქროსი. იქვე დიდებული ბაღი ხარობდა, სადაც ხეები გამუდმებით ისხამდნენ ნაყოფს, რადგან ფეაკთა ქვეყანაში არ ზამთრდებოდა. როდესაც ოდისევსმა მდიდრულ დარბაზში შეაბიჯა, მას გულღიად შემოეგებნენ ფეაკელი დიდებულები. ყველა ხარობდა, იცინოდა და ღვინოს სვამდა, ხოლო ამ ბედნიერ საკრებულოს მეთაურობდა მეფე ალკინოოსი თავის მშვენიერ მეუღლე არეტესთან ერთად. კეთილად მიიღო მეფე–დედოფალმა უცხო სტუმარი, მოეწონათ, დახმარება აღუთქვეს და ნადიმზეც მიიპატიჟეს. მის გასართობად ბრმა მომღერალ დემოდოკოსს უხმეს, რომელმაც კითარაზე დიდი გმირების, ოდისევსის და აქილევსის ამბები ჩამოამღერა. ოდისევსს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს რომ შენიშნა ალკინოოსმა, ყველაფერს მიხვდა. სთხოვა უცხოელს, ეთქვა ვინ იყო, ვისი მოდგმის, სად მიდიოდა. მაშინ წამოდგა ოდისევსი და ყველაფერი მოახსენა მონადიმეებს. ოდისევსის თავგადასავალმა მოხიბლა კეთილშობილი ფეაკები. მათ უხვად დაასაჩუქრეს იგი და მეორე დღეს, მიმწუხრისას, ხომალდზე ასულს გზა დაულოცეს. რბილ სარეცელზე ჩაეძინა ხეტიალით მოქანცულ ყარიბს. საოცარი სისწრაფით მიაპობდა ზვირთებს მისი ხომალდი. გამთენიისას ფეაკებმა ითაკას მიაღწიეს და მძინარე გმირი ნაპირზე გადაიყვანეს. ირგვლივ მიუწყვეს მდიდრული ნაბოძვარი და სამშობლოსაკენ ისწრაფეს. გამოფხიზლებულ ოდისევსს ქალღმერთი ათენა გამოეცხადა. ნისლი მთებს მიღმა გადაყარა და საყვარელ გმირს თვალწინ ითაკა გადაუშალა. ოდისევსი დაიხარა და მშობლიური მიწა დაკოცნა. შემდეგ, ათენას რჩევით, განძი დამალა, მათხოვარივით შეიმოსა და მეღორე ევმეოსს მიადგა, რომლისგანაც შეიტყო თავისი ოჯახის ამბები. აქვე შეახვედრა ათენამ ერთმანეთს ოდისევსი და ტელემაქოსი, რომლებმაც უმალ მოითათბირეს სასიძოთა დასჯის თაობაზე. დილით ოდისევსმა სასახლისაკენ ისწრაფა. ვერავინ იცნო ითაკას დიადი მეფე. მხოლოდ ბებერმა ძაღლმა, არგოსმა, შეარხია კუდი მის დანახვაზე. წამოიწია და ძაღლური ერთგულებით სცადა მასთან მიცოცება, მაგრამ ადგომა ვეღარ შეძლო, რადგან, საბრალო, სულს ღაფავდა. სასახლეში შემოსული მათხოვარი დაცინვით მიიღეს სასიძოებმა. პენელოპემ ოდისევსის ძიძას, ევრიკლეას, მისთვის ფეხის დაბანა დაავალა. ძიძამ ოდისევსის ფეხზე ნაიარევი შენიშნა და უმალ იცნო თავისი აღზრდილი. სურდა ეყვირა, მაგრამ მეფემ ანიშნა, ხმა არ გაეღო. ათენას ჩაგონებით, პენელოპემ ოდისევსის მშვილდი შემოიტანა და ასე მიმართა სასიძოებს: „ვინც შეძლებს მარჯვედ მშვილდის მოზიდვას და გაატარებს თორმეტ ცულში ნასროლ ისარს, ცოლადაც მას გავყვებიო“. მშვილდის დაძვრაც კი ვერ მოახერხეს აბეზარმა სასიძოებმა. მაშინ კი წამოიმართა ოდისევსი, მიუხედავად სასიძოთა აღშფოთებისა, მძლავრად მოზიდა მშვილდი და თორმეტ ცულში გაატარა ისარი უწინდებურად. შემდეგ ტელემაქოსისა და ერთგული მსახურების დახმარებით ამოჟლიტა სასიძოები. პენელოპეს ქმრის დაბრუნება ევრიკლეამ ამცნო. ათენამ ოდისევსს უწინდელი დიდებულება დაუბრუნა და ღვთაებრივი შარავანდით წარუდგინა ერთგულ მეუღლეს. არ იჯერებდა პენელოპე. ოდისევსმა მას საერთო საიდუმლო შეახსენა: წვრილად უამბო, თუ როგორ გამოთალა და შეამკო ის დიდებული სარეცელი, რომელსაც თავისი ადგილიდან ვერავინ დასძრავდა. მაშინ კი ირწმუნა პენელოპემ, რომ მის წინ ითაკას მეფე იდგა და სიყვარულით მოეხვია. მას შემდეგ ხშირად იკრიბებოდა ხოლმე მთელი ოჯახი სამეფო ბაღში და ოდისევსი დიდებული მჭევრმეტყველებით მოუთხრობდა მათ ნანახს და განცდილს. შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ ახლობლები თუ უცხოელები, რათა ეხილათ კაცი, რომელმაც მოიხილა მიწისქვეშეთი, მოისმინა სირინოზთა ხმა და იყო იდუმალ კუნძულთა ბინადარი ნიმფების საყვარელი. ხოლო როდესაც ღვთაებათა ნებისა და წინასწართქმულის აღსრულების დრომ მოაღწია, ოდისევსმა აღკაზმა ხომალდი და შორეულ გზას დაადგა. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და როდესაც ისევ სამეფო ტახტზე დაბრძანდა, იგი უკვე თმაჭაღარა მოხუცი იყო. მეფე სიკვდილს ელოდებოდა, რომელიც უნდა ხლებოდა ზღვიდან. ასე უმისნა ტირესიასმა დიდი ხნის წინ ჰადესის სამფლობელოში. მისნობა ახდა (ტელეგონოსი). ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, ევმეოსი, ევრიკლეა, ლაერტე, პენელოპე, ცირცე, ტელემაქე, ჰელიოსი წყარო: ბიბლიოვიკი ოდისევსი
![]() |
10.13 ოთხში ამოღება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ ო
![]() |
10.14 ოკუპაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. occupare – დაკავება, დაპყრობა, დაუფლება ინგლ. occupation გერმ. okkupation 1. სხვისი კუთვნილი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობა; 2. სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის ადგილი და დრო წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
10.15 ოლიმპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Olympos ღმერთების კრებული - საბერძნეთის იმ მთის სახელწოდებიდან, რომელიც მითოლოგიის მიხედვით – ღმერთების სამყოფელი იყო იხ. აგრეთვე: ეფიალტე, ოტოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.16 ოლიმპიური თამაშები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტ. ძვ. საბერძნ. ზევსის პატივსაცემი სახალხო დღესასწაული, რომლის დროსაც ეწყობოდა შეჯიბრება სირბილში, ხტომაში, ბადროს და შუბის ტყორცნაში და სხვ.; იმართებოდა ოთხ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოლიმპიის მახლობლად (პელეპონესში). სინონიმი: ოლიმპიადა დიდი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებანი, რომლებიც ეწყობა ოთხ წელიწადში ერთხელ (დააწესეს 1896 წელს ძველი ბერძნული ოლიმპიური თამაშების მიხედვით). ოლიმპიური სოფელი – სპეციალურად აშენებული რაიონი, უბანი ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა საცხოვრებლად, დასასვენებლად (იმ ქალაქში, სადაც ეს თამაშები ეწყობა). იხ. აგრეთვე: პარაოლიმპიური თამაშები წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.17 ოლიმპოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პლუტარქეს ცნობით მარსიას მოწაფე, ფრიგიელი მუსიკოსი, ვინც პირველმა გააცნო ელინებს ჰარმონიის წესები. იხ. აგრეთვე: ნადიმი, მარსია, პლუტარქე (დახ. 50-125) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
10.18 ომბუდსმენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შვედ. შვედური სიტყვაა და ,,ინტერესების დამცველს” ნიშნავს. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაა. ომბუდსმენდს საქართველოში ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. ომბუდსმენი მმართველობის აპარატის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს და ადამიანებს ადმინისტრაციის არასამართლებრივი, უკანონო მოქმედებისაგან იცავს. იგი რეგულირებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ის განიხილავს საჩივრებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და თანამდებობის პირების მიმართ და შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით. უფლება აქვს აწარმოოს გამოძიება, გასცეს რეკომენდაციები და გამოაქვეყნოს საანგარიშო მოხსენებები. საქართველოში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში. კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მისი წარდგენის ვადა კანონით დაკონკრეტებული არ არის. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე და კენჭისყრა ფარულია. ყოველ მათგანს სჭირდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღეში იგი ხელახლა ჩატარდება. ერთი და იგივე ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოში ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა 5 წელია, მაგრამ პარლამენტს უფლება აქვს ომბუდსმენი ვადამდე გადაირჩიოს, თუ ეს უკანასკნელი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; უკავია სახალხო დამცველისათვის შეუფერებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში ომბუდსმენის ინსტიტუტი 1995 წლის კონსტიტუციითა და 1996 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონით დაინერგა. იგი ჯერ სრულიად ახალგაზრდაა და ალბათ მრავალი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ ქმედით და ეფექტურ სისტემას დაემსგავსოს, როგორიც დღეს მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს. თუმცა, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მას ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია. იხ. აგრეთვე: ბავშვი, ბავშვთა ომბუდსმენი, სამოქალაქო განათლება წყარო: ბაქაქური ნინო. ომბუდცმენის ინსტიტუტი და მისი ქართული სახესხვაობა //ალმანახი №6,–[ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი (1)].–ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998.
![]() |
10.19 ომონიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ბერძნ. homōnymos სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან (მაგ., ბალი – მცენარე, ხილი; ბალი – ციფრობრივი აღნიშვნა რისამე; ბალი – საცეკვაო საღამო) იხ. აგრეთვე: სინონიმი, პოლისემია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.20 ონორე დე ბალზაკი 1799-1850 წწ.) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ონორე დე ბალზაკი დაიბადა 1799 წლის 20 მაისს ქალაქ ტურში. მისი მამა, ბერნარდ ფრანსუა ბალსა გლეხი იყო, მაგრამ მოახერხა გვარი ბალსა შეეცვალა უფრო კეთილშობილი გვარით - ბალზაკით. 51 წლის ასაკში მან ცოლად შეირთო 18 წლის ულამაზესი ლორე სალამბე, რომელიც მდიდარი ოჯახიდან იყო. მამას სურდა შვილისათვის იურიდიული განათლება მიეცა. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ბალზაკმა სამართლის სკოლაში ჩააბარა გამოცდები. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბალზაკმა უარი თქვა იურისტის კარიერაზე და გადაწყვიტა მწერლობით ერჩინა თავი. ათი წლის განმავლობაში ონორე ცდილობდა ისეთი ნაწარმოებები შეექმნა, რომლებიც მას დიდებასა და სიმდიდრეს მოუტანდა, მაგრამ პირველმა ლიტერატურულმა ცდებმა ვერც დიდება და ვერც სიმდიდრე ვერ მოუტანა. მხოლოდ 1829 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „შუანი“ საზოგადოება მასზე, როგორც მწერალზე, აალაპარაკა, მაგრამ საყოველთაო დიდება ონორე ბალზაკს მოუტანა რომანმა „შაგრენის ტყავი“. შემდგომში ბალზაკმა სწრაფად შექმნა ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებები, როგორიც არის: „გობსეკი“ (1830 წ.), „პოლკოვნიკი შაბერი“ (1832 წ.), „მამა გორიო“ (1834 წ.), „საქმე მზრუნველობის შესახებ“ (1836 წ.), „სიძველეთა მუზეუმი“ (1837 წ.), „ნუსინგენის ბანკირის სახლი“ (1837 წ.), „შავი საქმე“ (1814 წ.), „დაკარგული ილუზიები“ (1835-1843 წწ.), „კუზიანი ბეტა“ (1846 წ.), „კურტიზანი ქალების სიღარიბე და ბრწყინვალება“ (1838-1847 წწ.) და სხვა. 1841 წელს ბალზაკმა თავისი ნაწარმოებები გააერთიანა ერთ დასახელებად, რომელსაც „ადამიანური კომედია“ უწოდა. ავტორის თქმით, მან თავი მოუყარა ამ ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის სამი ათას კაცს. „ადამიანურ კომედიას“, ბალზაკისეული ჩანაფიქრით, რთული სტრუქტურა აქვს. იგი იყოფა სამ ნაწილად: „ეტიუდები ზნე-ჩვეულებებზე“, „ფილოსოფიური ეტიუდები“, „ანალიტიკური ეტიუდები“. ყველაზე დიდებული ნაწარმოებები გაერთიანებულია პირველში. აქ შედის ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორებიცაა: „გობესკი“, „მამა გორიო“, „ეჟენი გრანდე“, „დაკარგული ილუზიები“, „კურტიზანი ქალების სიღარიბე და ბრწყინვალება“. თავის მხრივ, „ეტიუდები ზნეობაზე“ იყოფა „სცენებად“: „კერძო ცხოვრების სცენები“, „სცენები პროვინციული ცხოვრებიდან,“ „სცენები პარიზული ცხოვრებიდან“, „სამხედრო ცხოვრების სცენები“, „სცენები სოფლის ცხოვრებიდან“. ბალზაკმა მოასწრო დაეწერა მხოლოდ „ქორწილის ფიზიოლოგია“. მას უნდოდა შეექმნა ნაპოლეონის ეპოქის პანორამა. მწერალმა თავის ნაწარმოებებში შექმნა განუმეორებელი პერსონაჟები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, გობესკი. გობესკი კაპიტალისტურიგენიაა - იგი სიხარბისა და მომხვეჭელობის სიმბოლოდ იქცა. მას აქვს კაპიტალის გაზრდის შესანიშნავი უნარი. ამავე დროს, ის არაფრად აგდებს ადამიანების ბედს, უმოწყალოდ ანადგურებს მათ. ამავე დროს, ის არაფრად აგდებს ადამიანების ბედს, უმოწყალოდ ანადგურებს მათ.ყველას გასაკვირად, ეს გამოფიტული მოხუცი განსახიერებაა სიმდიდრისა და ძალაუფლებისა, რომელიც გაბატონებულია საზოგადოებაში. სხვანაირადწარმოუდგენელი ხდება კაპიტალისტური საზოგადოების არსებობა. რომანის გმირს - გობსეკს იმდენად არ ანიჭებს სიამოვნებას გამდიდრების პროცესი, რამდენადაც ტრაგიკული და სულიერად განადგურებული ადამიანების სავალალო ყოფა. მან არ იცის ქალის სიყვარული, მას არ ჰყავს ცოლი და შვილები. მას ვერც კი წარმოუდგენია, რას ნიშნავს, აჩუქო ადამიანს სიხარული. მის სიახლოვეს ადამიანები უბედურები არიან, რაც მას ძალზე ახარებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე მდიდარია, ამავე დროს, ძალზე ძუნწია და მზად არის კაპიკისათვის ყელი გამოღადროს ადამიანს. მისი სიკვდილის შემდეგ მის ორსართულიან სახლში აღმოჩნდება გაფუჭებული პროდუქტი, რომელსაც იგი იღებდა ქრთამის სახით და ინახავდა ჩაკეტილ ოთახში მატლებისათვის. ბალზაკი განუმეორებული იყო, როგორც მხატვრული პერსონაჟების შესანიშნავი შემქმნელი, რის მაგალითად თვით გობსეკის დახასიათება შეიძლება გამოვიყენოთ. „თმები ჩემს მევახშეს ჰქონდა მთლად სწორი, ყოველთვის გულისყურით დავარცხნილი, რომელშიც საკმაო ჭაღარა იყო გარეული, იგი რუხ-ფერფლისფერში გადაიოდა. სახის ნაკვთები უძრავი და უსიცოცხლო ჰქონდა, როგორც ტალეირანს. ის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული გეგონებოდათ“. ეს ერთ-ერთი სურათია იმ ათასებთან ერთად, რომელსაც იგი ხატავდა თავის ნაწარმოებებში. ბალზაკის რომანებში ასახული იყო სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები თავიანთი სიმდიდრით, სიღარიბით, აქ იყვნენფინანსისტები, პოლიციელები, იუველირები, სხვადასხვა ჯურის ნაძირალები, ალბატონები, მარკიზები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მხატვრები, კარდინალები. მწერლის გენიალური კალმის საშუალებით, მათი სახეები სამუდამოდ ისადგურებენ მკითხველთა მეხსიერებაში. ბალზაკი, წერის დროს, ძალზე ბევრ ყავას სვამდა. მან მთელი სიცოცხლის მანძილზე დალია 50 ათასი ჭიქა ყავა და მუშაობდა დღე და ღამე, ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა. მწერალი 1850 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. ბალზაკმა თავისი 51 წლის ასაკში დაწერა 95 რომანი. მაგრამ მას ჰქონდა განზრახული დაეწერა 143 რომანი. ონორე და ბალზაკი იყო XIX საუკუნის დასავლეთის ლიტერატურის ყველაზე მასშტაბური და მიუწვდომელი ფიგურა. მან დაიპყრო მსოფლიო თავისი შესანიშნავი ნაწარმოებებით, მწერალს სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა ქაღალდი წარწერით: „რაც მან ვერ შეძლო დამბაჩით, მე გავაკეთებ კალმით“. და მან ეს შეძლო. წყარო: წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
10.21 ოპერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. 1. თეატრში შესასრულებლად განკუთვნილი მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ინსტრუმენტული მუსიკა შეხამებულია ვოკალურთან; 2. ასეთი ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილენი მღერიან ორკესტრის თანხლებით. 3. თეატრი, სადაც ასეთი წარმოდგენები იმართება. იხ. აგრეთვე: დირიჟორი, დრამატული, ექსპლიკაცია, ვამპუკა, თეატრი, ინტერმეცო (ინტერმეცოსი), მუსიკა, ორკესტრი, პარტია, უვერტიურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.22 ოპერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. operatio – მოქმედება 1. ქირურგიული ჩარევა ზოგი დაავადების ან ჭრილობის სამკურნალოდ. 2. საომარ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ერთი მიზნით, ერთი ამოცანით. 3. საფინანსო, სავაჭრო და მისთ. გარიგება. 4. ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული დამთავრებული ნაწილი, რომელსაც ასრულებს ერთი ან რამდენიმე მუშა ერთ სამუშაო ადგილზე. 5. რაიმე დაწესებულების ცალკეული მოქმედება, ცალკეული საქმიანობა, რომელთაგანაც შედგება მთელი მუშაობა. იხ. აგრეთვე: რეანიმაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.23 ოპერეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. operetta 1. კომედიის ხასიათის მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები, რომელშიც სიმღერები, ცეკვები და ლაპარაკი ენაცვლება ერთმანეთს; 2. ასეთი ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა. იხ. აგრეთვე: თეატრი, კომედია, მუსიკა, უვერტიურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.24 ოპოზიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. opposition გერმ. opposition ფრანგ. opposition ლათ. oppositio დაპირისპირება, შეკამათება, შედავება 1. საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც გაბატონებული უმრავლესობის პოლიტიკური და პრაქტიკული შეხედულებების საწინაარმდეგო ქმედების, დაპირისპირების, წინააღმდეგობის საკუთარ ხაზს ატარებენ. 2. ერთი საპირისპირო შეხედულებებისა და პოლიტიკის მეორისადმი დაპირისპირების პროცესი. ო.-ის არსებობა დემოკრატიული საზოგადოების და სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და მის იდეურ-პოლიტიკურ შემწყნარებლობაზე, პლურალიზმზე, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობასა და ა.შ. მეტყველებს. ეს არის საშუალება, საზოგადოება და სახელმწიფო დაზღვეული იყოს უკონტროლობისა და ცალმხრივი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ო. დაშვებული არ არის და მკაცრად ჩაიხშობა. ფორმის სახისა და ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საქმიან, დეკონსტრუქციულ, ლოიალურ, დამანგრეველ, კომპრომისისათვის მზადმყოფ, ზომიერ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, შიდაპარტიულ და სხვ. ო.-ს. უფრო ხშირად ო. სოციალურ-პოლიტიკურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული უფლებები აქვს და მისი აზრი, ასე თუ ისე, უმრავლესობის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს (მაგ., პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის აზრის გათვალისწინება). იხ. აგრეთვე: პარლამენტი, პოზიცია, ობსტრუქცია
![]() |
10.25 ოპტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. optike – მეცნიერება მხედველობაზე 1.ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სინათლის მოვლენას და თვისებებს. 2. ხელსაწყოები, რომელთა მოქმედება ეყრდნობა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონებს. იხ. აგრეთვე: კალეიდოსკოპი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
10.26 ოპტიმალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. optimus "საუკეთესო" ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე უფრო შესაფერი, საუკეთესო. ოპტიმალური პირობები; ოპტიმალური ვადა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.27 ოპუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. опус ცალკეული მუსიკალური ნაწარმოები ან რამდენიმე ნაწარმოების ერთობლიობა, რომელსაც კომპოზიტორის მიერ გარკვეული რიგითი ნომერი აქვს მიკუთვნებული. საერთოდ, ყოველგვარი თხზულება, ნაწარმოები. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
10.28 ორაკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ორაკული ეწოდებოდა როგორც თავად მისნობას, ასევე იმ ადგილს, სადაც წინასწარმეტყველებდა მისანი დელფოში ღვთაებრივ ნებას განაცხადებდა პითია, დოდონეში – წმინდა მუხის ხის ფოთოლთა შრიალი და ა.შ. ნამისნევს განმარტავდნენ ქურუმები. მოგვიანებით ორაკული ეწოდა აგრეთვე მისან ღვთაებასაც და ქურუმსაც. იხ. აგრეთვე: მანტიკა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
![]() |
10.29 ორატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. orator 1. პირი, რომელიც საჯაროდ წარმოთქვამს სიტყვას. 2. ადამიანი, რომელსაც ეხერხება საჯაროდ სიტყვების წარმოთქმა; მჭევრმეტყველი. იხ. აგრეთვე: რიტორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.30 ორატორია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. oratorio დრამატული სიუჟეტის მქონე მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაწერილია გუნდისა, სოლისტ-მომღერლებისა და ორკესტრისათვის და განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისათვის იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.31 ორგანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. organum ბერძნ. organon – იარაღი, ხელსაწყო კლავიშიანი სასულე მუს. საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხის ლითონის მილებისა და პნევმატიკური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმიყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ო-ს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32 კლავიშიანი). ზოგიერთი თანამედროვე ო-ს 2 პედალი აქვს. ო-ს რეგისტრებად დაყოფილი რამდენიმე მილი აქვს. თითოეულ რეგისტრს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან კნოპით. საორგანო მუს. იწერება 3 სანოტო დგანზე. რეგისტრის მიუთითებლად. ო-ს შეიძლება ჰქონდეს 3 სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური პნეემატიკური და ელექტრული. საუკეთესოდ ითვლება მექანიკურისა და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. გიგანტური ო. დგას მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, კიევის, თბილისის, ტალინის, ტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
10.32 ორგანიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ადამიანთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობა კოორდინირდება შეგნებულად საერთო მიზნის ან მიზნების მისაღწევად. განასხვავებენ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს. კომერციული ორგანიზაციების მიზანია მოგების მიღება. არაკომერციულ ორგანიზაციებს განეკუთვნებიან სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არ არის მოგების მიღება. იხ. აგრეთვე: ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი), ინსტიტუცია, ტექნოლოგია, კომუნიკაცია, ორდენი, დისციპლინა წყარო: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
![]() |
10.33 ორგანო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. organon – იარაღი 1. ცხოველის ან მცენარის ორგანიზმის ნაწილი, რომელიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს. 2. დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულ ამოცანებს ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ დარგში. მაგ., საფინანსო ო-ები. სახელმწიფო მართვის ო.-ები. 3. ბეჭვდითი გამოცემა, რომელიც ეკუთვნის რომელიმე პარტიას, გაერთიანებას, დაწესებულებას და ასახავს მის საქმიანობასა და შეხედულებებს. იხ. აგრეთვე: ატროფია, საჯარო პოლიტიკა, ჩარტერი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.34 ორგანოიდები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიოლ. ბერძნ. organon – ორგანო, იარაღი, eidos – სახე უჯრედის მუდმივი, სპეციალიზებული სისტემები, რომლებიც ასრულებენ განსაზღვრულ ფუნქციებს (მიტოქონდრიები, გოლჯის აპარატი, ცენტროსომა, რიბოსომები და სხვ.). ხშირად ანალოგიურ სტრუქტურებს ორგანელებს უწოდებენ. იხ. აგრეთვე: ელიმინაცია, სისტემა წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
10.35 ორგანული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ორგანიზმთან დაკავშირებული; სასიცოცხლო პროცესებით დახასიათებული; ცოცხალი. მაგ., ორგანული ბუნება. 2. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმის დაშლის შედეგად წარმოქმნილი; ასეთი დაშლის პროდუქტი. მაგ., ორგანული სასუქი. ორგანული ქიმია – ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნახშირბადის შემცველ ნაერთებს (რაც დამახასიათებელია მცენარეული და ცხოველური სამყაროსათვის). 3. ორგანოსთან დაკავშირებული; რაც ადამიანის ორგანოების შინაგან აგებულებას ეხება. მაგ., ორგანული დაავადება. 4. რაც რისამე არსს, საფუძვლებს ეხება; რამესთან განუყრელად დაკავშირებული. მაგ., ორგანული ნაკლი. ორგანული ნაწილი რისამე. იხ. აგრეთვე: ორგანიზმი, ორგანო, ქიმია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.36 ორგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. სამყაროში დიონისესადმი მიძღვნილი დღესასწაული. რომელსაც თან ახლდა საიდუმლო რიტუალები და მსხვერპლშეწირვები თავაშვებული დროსტარება, ნადიმი წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
10.37 ორდენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ordo (ordinis) – რიგი, თანრიგი, წესრიგი, წოდება ინგლ. order გერმ. orden 1. სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებისთვის ჯილდო, წარჩინების განსაკუთრებული ნიშანი; 2. ზოგიერთი საიდუმლო დაწესებულების დასახელება; 3. კათოლიკური, სამონაზვნო, რაინდული ორგანიზაცია. იხ. აგრეთვე: კავალერი, კათოლიკური, ორგანიზაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
10.38 ორიენტალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. oriens – აღმოსავლეთი ორენტალისტი არის ის, „ვინც ასწავლის, წერს ან იკვლევს აღმოსავლეთს – და ეს ეხება ყველას, იქნება ანთროპოლოგი, სოციოლოგი, ისტორიკოსი თუ ფილოლოგი – მათი კვლევების სპეციფიკურ თუ ზოგად ასპექტებს; ის არის ორიენტალისტი, და რასაც ის აკეთებს, ორიენტალიზმია იხ. აგრეთვე: ორიენტალისტი, ორიენტალისტიკა, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ისტორია, ფილოლოგია წყარო: ქართული, დასავლური და აღმოსავლური ისტორიოგრაფიული ტრადიცია / ნინო კიღურაძე, ეკა კვაჭანტირაძე, გიორგი სანიკიძე ; ნინო კიღურაძის საერთო რედ. ; ილიას სახელმწ. უნ-ტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი. - თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2014. - 202 გვ. ; 25 სმ.. - ბიბლიოგრ. თავების ბოლოს და ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN 978-9941-18-203-7[MFN: 198658]
![]() |
10.39 ორიენტალისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ორიენტალისტიკის სპეციალისტი; აღმოსავლეთმცოდნე. იხ. აგრეთვე: ორიენტალისტიკა, ორიენტალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.40 ორიენტალისტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. orientalis – აღმოსავლეთისა, აღმოსავლური იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას, ეკონომიკას, ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას და სხვ.; აღმოსავლეთმცოდნეობა. იხ. აგრეთვე: ორიენტალისტი, ორიენტალიზმი, ისტორია, ეკონომიკა, ლიტერატურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.41 ორიენტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. orientation ფრანგ. orientation ლათ. oriens (orientis) – აღმოსავლეთი 1. საკუთარი ადგილმდებარეობის განსაზღვრა; 2. გარემო პირობებში, სიტუაციაში გარკვევის უნარი; 3. რაიმე მიმართულებით მოქმედების წარმართვა. იხ. აგრეთვე: პრივატიზაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
10.42 ორკესტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. orchestre 1. კოლექტივი სხვადასხვა ინსტრუმენტის დამკვრელი მუსიკოსებისა, რომლებიც ერთად ასრულებენ მუსიკალურ ნაწარმოებებს; 2. თეატრში: ადგილი სცენის წინ, სადაც ორკესტრი თავსდება. იხ. აგრეთვე: დირიჟორი, ვალტორნა, თეატრი, ინტერმეცო (ინტერმეცოსი), მუსიკა, ოპერა, პარტიტურა, პულტი, საქსოფონი, სიმფონია, სცენა, უვერტიურა, ფლეიტა, ჯაზი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.43 ორნამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. ornamentum მხატვრული, გრაფიკული ან სკულპტურული სამკაული, რომელიც შედგება გეომეტრიული ფიგურების ანდა სტილიზებული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებათაგან; ჩუქურთმა. იხ. აგრეთვე: აპლიკაცია, გრაფიკული წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.44 ორპალატიანი სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაცია ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია შეერთებული შტატები, სადაც ორივე პალატას (სენატსა და წარმომადგენელთა პალატას) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები. ორ პალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გფრ, რუსეთი და სხვ.), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ო.ს.-ში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი, სადაც ზედა, ლორდთა პალატის წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
10.45 ორფეოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითიური მომღერალი და ავტორი მისტიური ჰიმნებისა (ე.წ. "ორფიკული ჰიმნები"), მუზა კალიოპესა და თრაკიის მეფის ეაგრეს ვაჟი, ევრიდიკეს მეუღლე. მითის მიხედვით ევრიდიკე გველმა დაგესლა და მოკლა. მეუღლეს დანატრებული ორფეოსი 100 ჰადესში ჩავიდა, რათა უკან დაებრუნებინა იგი. თავისი ჯადოსნური ჰანგებით მან გული მოულბო ერინიებს, მოაჯადოვა კერბერი და პერსეფონემდე მიაღწია. საიქიოს დედოფალი დათანხმდა, მიწაზე დაებრუნებინა ევრიდიკე, ოღონდ იმ პირობით, რომ ორფეოსი ერთხელაც არ შეავლებდა თვალს საყვარელი მეუღლის აჩრდილს, ვიდრე მზის ნათელს არ იხილავდნენ ორივენი. მაგრამ მომღერალს სულმა წასძლია, დაარღვია აღთქმა და, ამრიგად, სამუდამოდ დაჰკარგა მეუღლე. ორფეოსი დაიღუპა დიონისეს მხლებელი ქალების - მენადების ხელით. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, ნადიმი, მითიური, დიონისე, თრაკია, კალიოპე, ეაგრე, ევრიდიკე წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
10.46 ოსტატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. სპარს. 1. თავისი საქმის კარგად მცოდნე ხელოსანი. 2. წარმოების, საამქროს სპეციალური დარგის ერთი რომელიმე ვიწრო უბნის ხელმძღვანელი. 3. (გადატანით) რაიმე საქმეში დიდად გამოცდილი, დახელოვნებული ადამიანი. იხ. აგრეთვე: ოსტატობა, ოსტატური, სცენა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
10.47 ოსტატობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. სპარს. 1. ოსტატად ყოფნა; ოსტატის საქმიანობა. 2. (გადატანით) მოხერხება, ეშმაკობა. იხ. აგრეთვე: ოსტატი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
10.48 ოსტატური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ოსტატის (მნიშვნელობა 1,3) დამახასიათებელი; ძალიან კარგად, მაღალხარისხოვნად შესრულებული. 2. (გადატანით) მოხერხებული, ეშმაკური. იხ. აგრეთვე: ოსტატი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
10.49 ოტოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითიური ტიტანები, რომელთაც ოლიმპიელთა დამხობა განიზრახეს (იხ. `ილიადა~ მე-5, 385 და შმდ.). იხ. აგრეთვე: ილიადა, ნადიმი, მითი, ტიტანები, ეფიალტე, ოლიმპი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
10.50 ოფიცერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Offizier პირი, რომელიც არმიისა და ფლოტის მეთაურთა შემადგენლობას განეკუთვნება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.51 ოფიციალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. formal, official ფრანგ. officiel ლათ. officialis – სამსახურებრივი, თანამდებობრივი 1. სამთავრობო, თანამდებობრივი, სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან მიმართებით; 2. ყველა წესის, ფორმალობის დაცვით; 3. რაიმე იურიდიულად მნიშვნელოვან, უფლების მინიჭების ან ვალდებულების დაკისრების სინამდვილის დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით. იხ. აგრეთვე: ფორმალური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
10.52 ოქროს ვერძი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ვერძი რომელმაც ფრიქსე და ჰელე იხსნა, ლაპარაკის უნარი ჰქონდა. აპ. როდოსელის სქოლიასტი შემდეგს გადმოგვცემს: „ჰეკატე მილეტელი ამბობს, რომ ვერძს ლაპარაკი შეეძლო. ზოგიერთებს კი ჰგონიათ, ფრიქსე იმ ხომალდზე მიცურავდა, რომელსაც ვერძის ცხვირი ჰქონდა. დიონისე II წიგნში ამბობს, ვერძი (ფრიქსეს აღმზრდელი იყო და მასთან ერთად გადაცურდა კოლხეთში“. სქოლიასტის მიერ მოხსენიებული დიონისე არის I საუკუნის (ქ.წ.) ისტორიკოსი და მითოგრაფი დიონისე სკიტობრახიონი, რომელსაც ლექსიკოგრაფ სვიდას მოწმობით შეუთხზავს 6 წიგნისაგან შემდგარი მოთხრობა „არგონავტიკა“. დიონისეს რაციონალისტური ახსნა, რომ ვერძი ადამიანი იყო, მნიშვნელობას არ უნდა იყოს მოკლებული. პალაიფატოსის მიხედვითაც, ვერძი კრიოსი – ადამიანია. იგი ფრიქსეს მამის ათამასის ხაზინადარი ყოფილა. მან ფრიქსეს აუწყა მამის ბოროტი ზრახვები, ხომალდი განძეულობით დატვირთა და ფრიქსესთან ერთად კოლხეთში გაიქცა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, ოქროს საწმისი, ჰელე, ფრიქსე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
10.53 ოქროს საწმისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ოქროს ტყავი იმ სასწაულმოქმედი ვერძისა, რომელსაც ფრიქსოსი და ჰელე კოლხეთში უნდა ჩაეყვანა. ჰელე ევროპისა და აზიის გამყოფ სრუტესთან წყალში ჩავარდა. მას შემდეგ სრუტეს „ჰელესპონტოსი“ ანუ ჰელეს ზღვა დაერქვა. ფრიქსოსი კი ვერძმა აიეტის სამფლობელოში ჩაიყვანა. როგორც ამბობენ, ვერძი მეტყველების უნარითაც იყო დაჯილდოებული. მისი სურვილის თანახმად, ფრიქსოსმა იგი ზევსს შესწირა. ტყავი კი დაკიდეს არესის ჭალაში, მუხის ხეზე და დარაჯად მიუჩინეს მარადფხიზელი დრაკონი. ეს ოქროს საწმისი მეფე აიეტის ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. იგი არგონავტებმა მოიტაცეს და საბერძნეთში წაიღეს. თანამედროვე სამყაროში „ოქროს საწმისი“ სიუხვის, ბედნიერების, ძლევამოსილების გაგებით დამკვიდრდა. ბურგუნდიაში, ავსტრიასა და ესპანეთში არსებობდა უმაღლესი ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი. ანტონიმი: ოქროს ვერძი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი - I წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235., , ბიბლიოვიკი ოქროს საწმისი
![]() |
10.54 ოქსიმორონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. oxymōron – მახვილგონივრულ-სულელური სტილისტიკური ხერხი – ერთმანეთის საწინააღმდეგო, ერთმანეთის გამომრიცხველი სიტყვების შეხამება (მაგ., „მჭევრმეტყველური დუმილი“, „ცოცხალი ლეში“). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
10.55 ოჩოკოჩი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება. ვერა ბარდაველიძეს ოჩი ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებადაც მიაჩნდა. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს. იხ. აგრეთვე: ოჩოპინტრე, ტყაშმაფა, ქართული მითოლოგია წყარო: სასარგებლო ლექსიკონი ოჩოკოჩი
![]() |
10.56 ოჩოპინტრე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვაღვთაებას – ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) – ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას. იხ. აგრეთვე: ოჩოკოჩი, ტყაშმაფა, ქართული მითოლოგია წყარო: სასარგებლო ლექსიკონი ოჩოპინტრე
![]() |
10.57 ოჯახური ძალადობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური შეურაცხყოფა, რომელიც მოზალადის მიერ სხვაზე (მსხვერპლზე) კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 14 ათასზე მეტი ქალია მოკლული მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის მიერ, აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 4 მლნ. ქალი განიცდის ფიზიკურ შეურაცხყოფას მამაკაცების მხრიდან. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული, პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული; სექსუალური შეურაცხყოფა არის - გაუპატიურება, ქალისამი, როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა; ფსიქოლოგიური - განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა; ეკონომიკური - ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით. ოჯახური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და გენდერული ცენზურისა და თვითცენზურის გავლენის გამოხატულებაა. დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაშო არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოძალადობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოში ამგვარი კანონმდებლობა არ არსებობს, თუმცა ფუნქციონირებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და ასევე არსებობს არასამათვრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღდმეგ. იხ. აგრეთვე: ბავშვი, სამოქალაქო განათლება, ძალადობა წყარო: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
![]() |
11 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - პ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 პაგანიზაცია (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
„გაწარმართების“ განუწყვეტელი პროცესი. პაგანიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან პაგუს – „სოფელი“, პაგანუს – „სოფლური“. ამრიგად, პაგანიზმი სოფლური რელიგიაა, რომელსაც მისდევს სოფლის ხალხი. სოფლური რელიგია დაუპირისპირდა ქალაქის ქრისტიანობას და ეს ტერმინიც ამ რეალობას ასახავს. წყარო: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008
![]() |
11.2 პადაჩა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. подача მიწოდება იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პადაჩა (ბარბარიზმი)
![]() |
11.3 პადვალი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. подвал სარდაფი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პადვალი (ბარბარიზმი)
![]() |
11.4 პადზემკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. подземный переход, подземка. მიწისქვეშა გადასასვლელი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პადზემკა (ბარბარიზმი)
![]() |
11.5 პადიეზდი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. подъезд სადარბაზო იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პადიეზდი (ბარბარიზმი)
![]() |
11.6 პადოში (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. подошва ლანჩა, ფეხსაცმლის ძირი სინონიმი: პადოშვა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პადოში (ბარბარიზმი)
![]() |
11.7 პავილიონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. pavillion ინგლ. pavilion 1. მსუბუქი შენობა სავაჭროდ ან სხვა რამ მიზნებისთვის; 2. რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა, რომელშიც ექსპონატებია გამოფენილი; 3. სპეციალურად მოწყობილი სადგომი კინო- ან ფოტოგადაღებისთვის. იხ. აგრეთვე: ექსპონატი, ერმიტაჟი, ნატურა, სპეციალური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.8 პათეტიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. გრძნობადი, პათოსით აღსავსე; ამაღელვებელი, მგზნებარე იხ. აგრეთვე: პათოსი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.9 პათოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. pathos აღფრთოვანება, აღმაფრენა, მგზნებარება. იხ. აგრეთვე: პათეტიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.10 პაკლონიკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. поклонник თაყვანისმცემელი, მოტრფიალე იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პაკლონიკი (ბარბარიზმი)
![]() |
11.11 პაკრიშკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. покрышка, шина საბურავი, სალტე, პნევმატიკური სალტე. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პაკრიშკა (ბარბარიზმი)
![]() |
11.12 პალატკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. палатка კარავი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პალატკა (ბარბარიზმი)
![]() |
11.13 პალენე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მაკედონიის ნახ.-კუნძული, აწინდელი კასანდრა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.14 პალეოგრაფია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. палеография მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ძველი ხელნაწერების გარეგან მხარეს – წერის წესს, ასოების მოხაზულობას, მათს ცვალებადობას ცალკეული ეპოქებისა და ძეგლების მიხედვით, საწერ მასალას. ხელნაწერის თავისებურებანი დამწერლობისა და საწერი მასალის მხრივ. სინონიმი: დამწერლობათმცოდნეობა იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.15 პალიმფსესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. palimpsēston – ისევ, ხელახლა და ვფხეკ, ვშლი ეტრატ-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილა და ახალია დაწერილი. იხ. აგრეთვე: ეტრატი, ტექსტი, არენე წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.16 პამფლეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. pamphlet რუს. памфлет სატირული ხასიათის თხზულება, რომელშიც გაკიცხული და მხილებულია ესა თუ ის საზოგადოებრივი მოვლენა ან ცალკეული პიროვნება (პიროვნებები). იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ვოლტერი (1694–1778), სატირული წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.17 პანაცეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. panacea ბერძნ. უებარი საშუალება, რომელიც თითქოს ყველა შემთხვევაში შველის ადამიანს (პირველად - ყველა სენის სარგო წამალი, რომელიც თითქოს ალქიმიკოსებს ჰქონდათ). წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
11.18 პანდარუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ცნობილი მშვილდოსანი და ლიკაონის შვილი ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა წყარო: ბერძნული მითოლოგია პანდარუსი
![]() |
11.19 პანდუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. pente dous – დამრეცი ფერდობი სწორკუთხა ფორმის ან მრუდწრიული ფორმის დახრილი ბაქანია, რომელსაც იყენებენ კიბის ნაცვლად იმისათვის რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირს, რომელიც გადაადგილდება ეტლით, არ გაუჭირდეს მოძრაობა. იხ. აგრეთვე: ფორმა წყარო: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
![]() |
11.20 პანეგირიკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. panēgyrikos 1.ისტ. ორატორის სახოტბო სიტყვა ვისიმე პატივსაცემად. 2.გადატ. ვისიმე გადაჭარბებული ქება–დიდება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
11.21 პანთეონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. ბერძნ. pantheion – ყველა და ღმერთი 1. ძვ. საბერძ. და რომში: ყველა ღმერთის სახელზე აგებული ტაძარი 2. სასაფლაო ან აკლდამა, სადაც გამოჩენილ ადამიანებს ასაფლავებენ 3. რომელიმე პოლითეისტურ რელიგიაში: ყველა ღმერთის ერთობლიობა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III, კოლხეთი (კოლხიდა) წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.22 პანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტყეთა და ველთა არკადიული ღვთაება. ჰერმესისა და დრიოპეს ძე (სხვა წყაროები პანის მშობლებად ასახელებენ: ზევსსა და ნიმფა კალისტოს. ჰერმესსა (ან ზევსს) და პენელოპეს). პანი უცნაურ არსებად მოევლინა სამყაროს. იგი თმით იყო დაფარული, თავს რქები ება, ცხვირმოგრეხილ სახეზე წვერი ამოსვლოდა, სხეული გრძელი კუდით უბოლოვდებოდა, ხოლო ფეხების ნაცვლად ჩლიქები გამოსხმოდა. შეშინდა ნიმფა დრიოპე და მიატოვა თავისი ახალშობილი. მაგრამ მამა-ჰერმესმა შეიბრალა იგი და ოლიმპოსზე აიყვანა. გამხიარულდნენ ღმერთები მის დანახვაზე, დატოვეს თავის საბრძანებელში და პანი შეარქვეს. ბერძენთა რწმენით, პანი მხიარული ღმერთია. დაეხეტება მთებზე, ტყეებში, ცეკვავს ნიმფებთან და თავისივე გამოგონებულ სალამურზე უკრავს. ხანდახან იგი განმარტოვდება ხოლმე და სულაც არ მოსწონს, თუკი ვინმე შეაწუხებს. მისი სიმშვიდის დამრღვევს იგი პანიკურ შიშს ჰგვრის (სწორედ აქედან წარმოსდგება სიტყვა „პანიკა“). ძველებს ეგონათ, რომ პანის ყვირილზე მეომრებიც კი თავქუდმოგლეჯილნი გარბიან ბრძოლის ველიდან. ამიტომ მრავალ ქალაქში პანს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბრძოლათა შემწე ღვთაებას. ათენელები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ პანის დამსახურება იყო მათი გამარჯვებები მარათონსა და სალამისთან. პანი მეგობრობდა სელენესთან, რომელსაც ერთობ მოსწონდა მისი სალამურის ხმა. ერთხელ პანს მშვენიერი ნიმფა სირინგსი შეუყვარდა და მისი მოფერება მოიწადინა. შეშინდა ნიმფა და გაიქცა. სასოწარკვეთილმა იმდენი ირბინა, ვიდრე მდინარემ არ შეიფარა და ლერწმად არ გარდასახა. სწორედ ამ ლერწმიდან გამოთალა პანმა თავისი სტვირი, რომელიც ესოდენ საამო ჰანგს გამოსცემდა. პანს რამდენიმე ნიმფა შეუცდენია. მათ შორის ექო (რომლისგანაც ჰყავდა ქალიშვილი იინგა), მუზათა ძიძა ევფემე (რომელმაც უშვა კროტოსი, მოგვიანებით მშვილდოსნის თანავარსკვლავედად რომ გარდაისახა). თავად პანს თუ ვენდობით, ყველა მენადა მისი საყვარელი ყოფილა. პანს მისნობის ნიჭიც ჰქონია და სწორედ მისგან უსწავლია ეს ხელოვნება აპოლონს. პანის მთავარი საკურთხევლები ყოფილა არკადიასა და ტროიძენში. მის მცენარეებად ითვლებოდა მუხა და ფიჭვი. მსხვერპლად სწირავდნენ ძროხას, ციკანს, ბატკანს, თაფლს, რძესა და ყურძნის ტკბილს. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად პანი ადგილობრივი ღვთაებიდან დიონისეს თანამგზავრთა შორის აღმოჩნდა. მან თანდათან დაკარგა ინდივიდუალური თვისებები და დიონისეს ამალა მრავალი პანით შეავსო. ორფიკოსთა მოძღვრებაში ტყეთა და ველთა თხისფეხა ღვთაება სამყაროს მთლიანობის, ერთიანობის სიმბოლოდ შევიდა. ხოლო მისი სალამურის ხმა დაუკავშირდა ზეციურ სფეროთა მუსიას. პანის სახის ამდაგვარი ევოლუციის მიზეზად იქცა მისი სახელი, რომელიც ბერძნულად ნიშნავს „ყველას, საყოველთაოს“. ძველ რომში პანის კულტი შეერწყა ადგილობრივ, იტალიკურ ღვთაებათა – ფავნუსისა და სილვანუსის კულტებს. საინტერესოა ერთი ფრაზა, რომელმაც ანტიკური სამყაროდან მოაღწია ჩვენამდე: „გარდაიცვალა დიადი პანი“. მის წყაროდ პლუტარქოსს ასახელებენ: ტიბერიუსის მეფობის დროს (I საუკუნე) ხომალდის მესაჭეს, რომელიც პელოპონესოსიდან იტალიისაკენ მიცურავდა, შუა ზღვაში შემოესმა: „გარდაიცვალა დიადი პანი!“ იმპერატორის ბრძანებით ეს მოვლენა სახალხო მსჯელობის საგნად იქცა. მას სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ქრისტიანი ღვთისმსახურების აზრით, ეს ხმა წარმართობის დასრულებასა და ახალი, ქრისტიანული ერის დადგომის მომასწავებელი იყო. თანამედროვე სამყაროში გამოთქმით – „გარდაიცვალა დიადი პანი“ – მიანიშნებენ სახელოვანი ადამიანის სიკვდილსაც და მთელი ეპოქის დასრულებასაც. იხ. აგრეთვე: ნადიმი, სილენი, დიონისე, ჰერმესი წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
11.23 პანნაციონალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სხვა სახეობებისაგან განსხვავებით თავისი შინაარსით ტრანსნაციონალურია და მიზნად ისახავს ეთნიკურად, რასობრივად და რელიგიურად მონათესავე ხალხების პოლიტიკურ გაერთაინებას. პ-ის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია პანამერიკანიზმი, პანარაბიზმი, პანაფრიკანიზმი, პანთურქიზმი, პანისლამიზმი, პანგერმანიზმი, პანსლავიზმი, და სხვ. პ-ს ხშირად ადარებენ ეთნიკურ ნაციონალიზმს, რადგან ორივე მათგანი ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ თუ ეთნიკური ნაციონალიზმი ერ-სახელმწიფოა შლის, პ. ცალკეულ ერ–სახელმწიფოთა ერთ პოლიტიკურ ერთობად ჩამოყალიბებისთვის იბრძვის. ამ თვალსაზრისით პ. რეგიონული კოოპერაციისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ამავე დროს იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰეგემონური და ექსპანსიური საგარეო პოლიტიკური მიზნების გასამართლებლად (პანსლავიზმი, პანგერმანიზმი), ზოგჯერ კი ანტიკოლონიურ და განმათავისუფლებელ ბრძოლასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული (პანაფრიკანიზმი, პანარაბიზმი). წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.24 პანტომიმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. ბერძნ. pantomimos უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა, რომლის მოქმედი პირები აზრებსა და გრძნობებს ჟესტებით, მიმიკით გადმოსცემენ. იხ. აგრეთვე: კულტურა, ქორეოგრაფია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.25 პაპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. ლათ. papa ბერძნ. pappas – მამა რომის პაპი - კათოლიკური ეკლესიის მეთაური. იხ. აგრეთვე: კათოლიციზმი, რელიგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.26 პარა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. παρά - თან, ახლოს; გარეთ, გარეშე რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს რამესთან ახლოს არსებობას ან რისამე გადახრას, დარღვევას პარაბიოზი პარამაგნეტიზმი პარაქრონიზმი. იხ. აგრეთვე: პარაოლიმპიური თამაშები წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.27 პარაგრაფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. paragraphē 1. წიგნის, სტატიის, ოფიციალური დოკუმენტის ტექსტის ნაწილი, რომელსაც თავში ჩვეულებრივ ნიშანი § უზის რიგითი ნომრის წინ. 2. თვით ამ ნიშნის სახელი. იხ. აგრეთვე: პლაგიატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.28 პარადიგმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. paradeigma–მაგალითი, ნიმუში პარა - გვერდით, დეიგმა - მაგალითი, ნიმუში, ჩვენება - არის ის, რაც მოვლენის, შემთხვევის გვერდით დგას და აჩვენებს, ამტკიცებს მას, როგორც მაგალითს და ნიმუშს. ის აძლევს ფენომენს მაგალითად, ყოფნის ძალას. ძალაუფლების ასეთი მინიჭება კი ნიმუშს, მაგალითს ამრავლებს და შემთხვევების განმსაზღვრელად, ხდომილების აუცილებელ წესად აქცევს. პარადიგმა გვევლინება როგორც წესი, კანონი, რომლის მიხდვითაც ეწყობა გარემო, რომლის მიხედვითაც ჩვენს გარემოში რაღაცა ხდება. ასეთი განმარტებით - პარადიგმები არიან სამყაროს კანონები, მითები, ყველაფერი ის, რაც შემთხვევის განხორციელების წესს განსაზღვრავს. პარადიგმა - პარა - გვერდით, დეიგმა - სანახაობა, ბაზრობა, არის ის, რაც სანახაობის, ხილულის გვერდით დგას და გვიხსნის მას. ანუ, აპირობებს მის ასეთად და არა სხვაგვარად აღქმას. ამ შემთხვევაში პარადიგმა მსოფლმხედველობრივი ფენომენია, ის, რაც არის მსოფლმხედველობის, ანუ, სამყაროში შემომხვედრების გარკვეული ინტერპრეტაციის საფუძველი. წყარო: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
![]() |
11.29 პარადიგმა (პარადიგმისა) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. paradeigma ნიმუში გრამატ. რაიმე სიტყვის ფორმათა ტაბულა, ბრუნების ან უღვლილების ფორმათა სისტემა. წყარო: განმარტებითი ლექსიკონი პარადიგმა (პარადიგმისა)
![]() |
11.30 პარაკლიტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კვირის დღეებისათვის განკუთვნილი საგალობლების კრებული იხ. აგრეთვე: მღვდელმსახურება, ჟამნი, ფსალმუნნი წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
![]() |
11.31 პარალელი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. parallēlos 1.მათემ. პარალელური ხაზი. 2.გეოგრ. ეკვატორის პარალელურად გატარებული წარმოსახვითი ხაზი დედამიწის ზედაპირზე. 3. მოვლენა, რომელიც შეიძლება შეედაროს სხვა, ანალოგიურ მოვლენას; შედარება, შეპირისპირება. ისტორიული პარალელი; პარალელის გავლება. იხ. აგრეთვე: პარალელური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.32 პარალელიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მათემ. ხაზების ან სიბრტყეების ერთმანეთისაგან თანაბარი დაცილებულობა. 2. ორი მოვლენის, მოქმედების მუდმივი თანაფარდობა და თანაარსებობა. 3. ორი პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ ერთგვარი სამუშაოს შესრულება ერთმანეთთან შეუთანხმებლად; დუბლირება. იხ. აგრეთვე: ტროპი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.33 პარალელური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. მათემ. ისეთი ხაზი (ან სიბრტყე), რომელიც მთელ სიგრძეზე თანაბარი მანძილით არის დაშორებული მეორე ხაზისაგან (სიბრტყისაგან) და, რომ გაგრძელდეს, არ გადაკვეთს მას. 2. რაც რისამე გასწვრივ არის და მთელ სიგრძეზე დაახლოებით თანაბარი მანძილითაა დაშორებული. მაგ., პარალელური ქუჩა. 3. რისამე მსგავსი, შესატყვისი. 4. რამესთან ერთად, ერთდროულად მიმდინარე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.34 პარაოლიმპიური თამაშები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ათლეტური შეჯიბრი ინვალიდებისათვის, ამპუტირებული კიდურების მქონე ხალხის, მხედველობა-დარღვეული, ქვედა კიდურების დამბლის მქონე და ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანების ჩათვლით. „პარაოლიმპიური თამაშები ორგანიზებული იქნა 1948 წ. სტოკ მანდევილის საავადმყოფოში, ეილსბერში, ინგლისში (...) 1952 წ. დასაწყისში. პარაოლიმპიური თამაშების ჩატარების წლები ემთხვევა ოლიმპიურისას. ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა 1976 წ. 1992 წ. ბარსელონაში ჩატარებულ ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა 3 500 ათლეტი 82 ქვეყნიდან. პირველი ჭეშმარიტი პარალელი ოლიპმიურ თამაშებთან გაივლო 1988 წ. სეულში, სამხრეთ კორეაში, სადაც ათლეტებს ჰქონდათ პარაოლიმიური სოფელი და იყენებდნენ ოლიმპიურ სტადიონებს შეჯიბრისათვის. (..) პარაოლიმპიური თამაშები აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და იმართებოდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ.” სპორტის საშუალებით ადამიანები ვითარდებიან ფიზიკურად და ინტელექტუალურად. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ამაღლებს თვითშეფასებას; ის იძლევა თვითრელიზაციის და პატივისცემის დამსახურების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ინვალიდებს, რომლებიც მონაწილეობენ პარაოლიმპიურ (ოლიმპიური თამაშების მსგავსი, თანაბარი) თამაშებში. სინონიმი: პარაოლიმპიადა იხ. აგრეთვე: პარა, ოლიმპიური თამაშები წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
11.35 პარაფრაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ბერძნ. შინაარსის გადმოცემა 1.მუს. ვირტუოზული ხასიათის ინსტრუმენტული პიესა, რომელიც დაწერილია სხვისი მუსიკალური ნაწარმოების ან ხალხური მელოდიის თემაზე. 2.ლიტ. იგივეა, რაც პერიფრაზი. იხ. აგრეთვე: პერიფრაზი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.36 პარეზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. paralysis რუს. парез (паралич) ლათ. paresis - მოდუნება, დასუსტება რომელიმე ორგანოს მოძრაობითი ფუნქციის შესუსტება. არასრული, ნაწილობრივი დამბლა. წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.37 პარემია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. paroimia იგავი; გამონათქვამი; ანდაზა იხ. აგრეთვე: ლიტერატურა, Dura lex, sed lex, Verba docent, exempla trahunt წყარო: უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი ; [რედ.: ა. კობახიძე, მ. ჭაბაშვილი]. - თბ. : ქართ. საბჭ. ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედ., 1989. - 416გვ.
![]() |
11.38 პარისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროას მეფისწული. პრიამოსისა და ჰეკაბეს მეორე შვილი. ძველად გარდაუვალი ბედისწერის ძალის ჩვენებას მრავალი თქმულება ეძღვნებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ამბები მშობლების მიერ მიგდებულ ბავშვებზე. მათ შორის აღმატებული პოპულარობით გამოირჩეოდა პარისის მითოსი, რადგანაც მის სახელს დაუკავშირდა ტროას ომი. პარისის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე დედამისმა, ჰეკაბემ, ნახა სიზმარი, თითქოს დაბადა ჩირაღდანი, რომლის ალითაც მთელი ქალაქი დაიფერფლა. მისნებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მის მიერ შობილი ვაჟი დაღუპავდა მთელ სახელმწიფოს. ამის გამო ახალშობილი მისცეს მწყემსებს, რათა იდას მთის ხეობაში მიეგდოთ. ასეც მოიქცნენ მწყემსები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ კვებავდა ჩვილს დათვი თავისი რძით. შეწუხდა მწყემსი, ბავშვი სახლში წაიყვანა და გამოზარდა. დიდებული ჭაბუკი დადგა პარისი. მან არაფერი იცოდა თავის მეფურ წარმომავლობაზე. იგი ცხვარს მწყემსავდა და ისეთი გულმოდგინებით იცავდა მას ყაჩაღებისგან, რომ მეტსახელად ალექსანდროსი („კაცთა მომგერიებელი“) შეარქვეს. ი ერთხელ, ძროხებს რომ აძოვებდა იდას მთაზე პარისი, ჰერას, ათენას და აფროდიტეს თანხლებით ჰერმესი გამოეცხადა, ოქროს ვაშლი გადასცა და ზევსის დანაბარები აუწყა: ეს ოქროს ვაშლი იმ ქალღმერთისათვის მიენიჭებინა, ვისაც უმშვენიერესად ჩათვლიდა (განხეთქილების ვაშლი). გაოგნდა მეფისწული, მაგრამ მალე მოიკრიბა გონება და თითოეულ ღმერთქალს გულდასმით მოუსმინა. ჰერამ აღუთქვა მთელ აზიაზე ბრძანებლობა, ათენამ – საბრძოლო ძალმოსილება, ხოლო აფროდიტემ – მოკვდავთა შორის ულამაზეს ელენეს ქმრობა. არც დაფიქრებულა პარისი, ისე უბოძა ოქროს ვაშლი აფროდიტეს. იმ დღიდან სიყვარულის ღვთაება მისი მფარველი შეიქნება, ხოლო ჰერა და ათენა ისე შეიძულებენ, რომ მის სამშობლო ტროას მიწის პირისგან აღგვიან. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. მანამდე კი, ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ტროაში მოეწყო საყოველთაო ასპარეზობა, რომელშიც პარისმაც მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების გვირგვინიც დაიმსახურა. განრისხდნენ პრიამოსის ვაჟიშვილები და უცნობი მწყემსის მოკვლა განიზრახეს. მაშინ პარისის მამობილმა გათქვა სიმართლე. მეფე პრიამოსმა სიხარულით დაიბრუნა ძლევამოსილი ვაჟი სასახლეში. ეს ამბავი რომ აპოლონის ქურუმებმა გაიგეს, ძველი მისნობა შეახსენეს მეფეს. მან კი საქვეყნოდ განაცხადა: „უმჯობესია ვიხილო ტროას დამხობა, ვიდრე ჩემი დიდებული ძის სიკვდილიო“. გავიდა ხანი და აფროდიტეს შემწეობით პარისმა მოიტაცა სპარტის მეფის, მენელაოსის თანამეტახტე ელენე, რასაც მოჰყვა ტროას ომი. ჰომეროსის თანახმად, პარისს დიდად არ გამოუჩენია თავი ბრძოლისას, თუმცა ტროას ომის ბოლოს მან აპოლონის დახმარებით მოკლა აქილევსი. თავად კი დაიჭრა ფილოქტეტესის მომაკვდინებელი ისრით და მალე სიცოცხლესაც გამოესალმა. მისნობა ახდა, ტროა ცეცხლის ალში დაიფერფლა. ანტიკურ ხელოვნებაში პარისს წარმოსახავდნენ ლამაზ, უწვერო ჭაბუკად, ხშირად მას თავზე ფრიგიული ქუდი ეხურა. „პარისის სამსჯავროს“ სიუჟეტი მრავალი მხატვრის ტილოზე აისახა (რუბენსი, რენუარი, გოგენი და სხვა). ქარაგმულად პარისი „მომხიბლავის“, „მაცდუნებლის“ მნიშვნელობით იხმარება თანამედროვე მეტყველებაში. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, დეიფობი, პრიამოსი, ჰექუბა წყარო: ბიბლიოვიკი პარისი
![]() |
11.39 პარკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. park 1. დიდი ბაღი, კორომი,რომელშიც არის ხეივნები, ყვავილნარები, სათამაშო მოედნები და სხვ. ზოოლოგიური პარკი - იხ. ზოოლოგიური. 2. სარკინიგზო ან ტრამვაის ვაგონების, ავტომობილებისა და მისთ. სადგომი ადგილი, სადაც მათ უვლიან, არემონტებენ. 3. სატრანსპორტო საშუალებათა ერთობლიობა, საერთო რაოდენობა. 4. მრეწველობის რომელიმე დარგის მექანიზმთა ერთობლიობა. 5. სამხ. მოძრავი საწყობი, რომლის დანიშნულებაა ომიანობის დროს მოამარაგოს არმია საომარი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით და სხვ. იხ. აგრეთვე: ერმიტაჟი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.40 პარლამენტარიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. სისტემა სახელმწიფო მმართველობისა, რომლის სათავეში არის პარლამენტი. იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.41 პარლამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. გერმ. parliament, parlament ფრანგ. parlement. parler – ლაპარაკი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების საფუძველზე იქმნება, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ნაწილობრივ დაინიშნოს კიდეც. ისტორიულად პ. ჯერ კიდევ XIII ს–ში ინგლისში წარმოიშვა, როგორც სხვადასხვა ფენების წარმომადგენლობითი ორგანო. სხვადასხვა ქვეყანაში მან განსხვავებული სახელწდება მიიღო: აშშ–ში – კონგრესი, საფრანგეთსა და თანამედროვე რუსეთში – ფედერალირი კრება, შვეციაში – რიკსლაგი, ნორვეგიაში – სტორტინგი, საქართველოში – პარლამენტი და ა.შ. პ. შეიძლება არსებობდეს როგორც რესპუბლიკის, ისე მონარქიის პირობებში. ამასთან ერთად, იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება პარლამენტარიზმის პრინციპს ეყრდნობა, პ–ს სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. იხ. აგრეთვე: ადგილობრივი თვითმმართველობა, არჩევნები, აღმასრულებელი ხელისუფლება, ბიუროკრატია, გავლენის სფეროები, გეოპოლიტიკა, გლობალიზაცია, დაზვერვა, დეკრეტი, დემოკრატია, დესტაბილიზაცია, დე ფაქტო დე იურე, დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური), დოქტრინა (პოლიტიკური), დრაკონული კანონები, ევროპარლამენტი, ევროპოცენტრიზმი, ეთნოპოლიტიკა, ეთნოცენტრიზმი, ეკონომიკური სანქციები, ელექტორატი, ექსპანსია (პოლიტიკური), ექსტრემიზმი, ვეტო, ვოტუმი, ზეწოლის ჯგუფები, თანასწორუფლებიანობა, თეოკრატია, თვითმმართველობა, იერარქია, იმპიჩმენტი, იმუნიტეტი (პოლიტიკური), ინაუგურაცია, ინტეგრაცია, კანონი, კენჭისყრა, კოალიცია (პოლიტიკური), კონკორდატი, კონსტიტუცია, კორუფცია, ლეგიტიმურობა, ლიბერალური დემოკრატია, ლობიზმი, მაჟორიტარული სისტემა, მთავრობა, მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, მერიტოკრატია, მეხუთე კოლონა, მილიტარიზმი, მინისტრთა კაბინეტი, მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი), მმართველი პარტია, მრავალპარტიული სისტემა, ნეიტრალიტეტი, ნეპოტიზმი, ნომენკლატურა, ოპოზიცია, ორპალატიანი სისტემა, პარტია, პარტიული სისტემა, პლებისციტი, პოლიტიკა, პოპულიზმი, პოსტკომუნიზმი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პუტჩი, რეგლამენტი, რესპუბლიკა, რეფერენდუმი, საარჩევნო სისტემა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ხელშეკრულება, საკანონმდებლო ხელისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, საპარლამენტო პარტია, საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო სუვენერიტეტი, სახელმწიფოს მეთაური, სენატი, სპიკერი, ცენტრისტული პარტია, ხუნტა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.42 პარმენიდე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძენი ფილოსოფოსი,ელეატური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი,ავტორი პოემისა `ბუნებისათვის~ მისი სახელი ეწოდება პლატონის ერთ-ერთ დიალოგს. აქ ციტირებული ლექსის შესახებ დაწვრილებით იხ. H. citirebuli leqsis Sesaxeb dawvrilebiT ix. H. Diels – Die Fragmente der Vorsokratiker, Berlin, 1934, 243 gv., 1934, 243 გვ. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.43 პარნასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მთა ცენტრალურ ელადაში, შეწირული აპოლონ ღმერთისა და მუზებისადმი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.44 პაროდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. parody გერმ. parodie ფრანგ. parodie ბერძნ. parodia – უკუღმა სიმღერა. 1. ვინმეს (რაიმეს) კომიკურად ან სატირულად მიბაძვა, რაც ხორციელდება ორიგინალისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გადამეტებული სახით წარმოდგენით; 2. რაიმე წარუმატებელი, დაცინვაში გადაზრდილი, მიბაძვის ობიექტის დამახინჯება. იხ. აგრეთვე: ვამპუკა, კომიკური, სატირა, პაროდისტი, პასტიში წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.45 პაროდისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პაროდიების შემთხზველი. იხ. აგრეთვე: პაროდია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.46 პარტახი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
უპატრონოდ მიტოვებული, აოხრებული, განადგურებული. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
![]() |
11.47 პარტია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. party ფრანგ. parti ბერძნ. partei ლათ. pars (partis) – ნაწილი, ჯგუფი 1. ამა თუ იმ კლასის ყველაზე უფრო ორგანიზებული და აქტიური ნაწილი, რომელიც გამოხატავს თავისი კლასის ინტერესებს და ხელმძღვანელობს მის პოლიტიკურ ბრძოლას მტრული კლასების წინაღმდეგ 2. საერთო ინტერესებით, შეხედულებებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი; ბანაკი, დაჯგუფება 3. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავმოყრილია ან გამოყოფილია რაიმე მიზნით; რაზმი. მაგ., გეოლოგიური პარტია 4. რაიმე საქონლის, საგნების გარკვეული (ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი) რაოდენობა 5. მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც ერთი მომღერლის მიერ ან ერთი საკრავით სრულდება 6. როლი (ოპერაში, ბალეტში) 7. ერთი ხელი თამაში (ჭადრაკში, ბანქოში და სხვ.) 8. მოძვ. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: იტყოდნენ მისაღები ან რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი ქორწინების შესახებ, აგრეთვე თვით საქორწინო ან დაქორწინებული პირის შესახებ იხ.აგრეთვე: ბალეტი, კომუნისტი, კონფერენცია, მუსიკა, ოპერა, პარლამენტი, პრაიმერი, რეფერენდუმი, სოლო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.48 პარტიზანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. partisan მონაწილე შეიარაღებული ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებენ მტრის წინააღმდეგ ხალხის ფართო მასების რაზმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.49 პარტიტურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. partitura – განაწილება საორკესტრო ან საგუნდო ნაწარმოების სანოტო ჩანაწერი, რომელშიც გაერთიანებულია ცალკეული ხმების (საკრავების) პარტიები, დალაგებული გარკვეული წესით (ზევიდან ქვემოთ) იხ. აგრეთვე: მუსიკა, ნოტი, ორკესტრი წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.] მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების ყველა პარტიის ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელიც შეიცავს ასეთი ნაწარმოების ყველა პარტიის ჩანაწერს იხ. აგრეთვე: მუსიკა, ნოტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.50 პარტიული სისტემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პარტიის ერთიანობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება ისევე, როგორც ამასთან ერთად აღებული საარჩევნო სისტემა და ამომრჩეველთა მხარდაჭერის ხანგრძლივობა პ.ს-ს შეადგენს. გავრცელებულია პ.ს-ების დაყოფა ერთპარტიულ, ორპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებად, თუმცა ის ავტორები, რომლებიც ასეთი დაყოფის მიზანშეწონილობას არ ცნობენ, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ზოგადად, პ.ს-ის ფუნქცია იმდენად პარტიების დაყოფა, დანაწილება კი არ არის, რამდენადაც მოსახლეობის პოლიტიკური დანაწილება-დაპირისპირების აღმოფხვრა, რაც დამახასათებელი იყო მუშათა მოძრაობის აღმოცენებისას და მიზნად ჰქონდა მუშებისათვის სამოქალაქო უფლებების გაფართოება. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.51 პასიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. passive გერმ. passivieren ლათ. passivus არაენერგიული, უხალისო, უგულისხმიერო, გარემო ცხოვრებისადმი გულცივი. იხ. აგრეთვე: აქტიური, მონოლოგი, ევთანაზია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.52 პასიფაე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ყოვლად მბრწყინავი 1. კრეტის მეფის, მინოსის მეუღლე. ჰელიოსის ასული. კირკეს და. ანდროგეოსის, მინოტავროსის, ფედრასა და არიადნეს დედა 2. ლაკონიელი ქალღმერთი – მისანი. ატლასის ასული (იშვიათად მას კასანდრასთან აიგივებდნენ). ზოგი მითოგრაფოსი ორივე პასიფაეს ერთ პიროვნებად მიიჩნევს იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – X, არიადნე, მინოსი, ფედრა წყარო: ბიბლიოვიკი პასიფაე
![]() |
11.53 პასკვილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. გერმ. Pasquill ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ნაწარმოები. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.54 პასტა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. шариковая ручка, авторучка ბურთულიანი ავტოკალამი სინონიმი: ავტორუჩკა, რუჩკა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პასტა (ბარბარიზმი)
![]() |
11.55 პასტიში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სტილებისა და მიდგომების ირონიული კოპირება (მაგ., კომედიაში). იხ. აგრეთვე: ირონია, კომედია, კოპიო, პაროდია, სტილი წყარო: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
11.56 პასტორალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ფრანგ. pastorale ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში (მე-14 – 18 სს.): ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნების წიაღში მწყემსების ცხოვრების იდილიური ასახვა; ამ ჟანრის ნაწარმოები იხ. აგრეთვე: ბუკოლიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.57 პასუხი აგო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თავისი საქციელისა და მოქმედებისათვის პასუხი მოსთხოვეს; დანაშაულისათვის სამსჯავროზე წარსდგა, სასჯელი მიიღო იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ პ
![]() |
11.58 პატენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. patent ლათ. patens (patentis) – ღია, ნათელი 1. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე; 2. მოწმობა, რომელიც იძლევა კერძო ვაჭრობის ან რეწვის უფლებას. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.59 პატივდებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც აპოლოდორე მითოლოგი გადმოგვცემს, მეფე პელიასმა ოდესღაც შეურაცხჰყო ქალღმერთ ჰერას ტაძარი. ჰერამ თავხედი მეფე შეიზიზღა და ბოლოს დაღუპა კიდეც. ჰერას ზიზღი პელიასისადმი წითელი ზოლივითაა გატარებული „არგონავტიკაში“. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.60 პატრიარქალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. patriarchal ბერძნ. patriarches გერმ. patriarchal ბერძნ. ძველ ზნე-ჩვეულებათა ერთგული, დრომოჭმული. იხ. აგრეთვე: პატრიმონიალური, პატრიარქი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.61 პატრიარქი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. patriarchēs 1. ავტოკეფალიის მქონე მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. 2. ეთნ. გვარის ფუძემდებელი; წინაპარი, მამამთავარი. 3. გვაროვნულ საზოგადოებაში: გვარის უფროსი, მამასახლისი. 4. გადატანით იტყვიან მოღვაწეობის რაიმე დარგის უხუცეს წარმომადგენელზე, რისამე ფუძემდებელზე. იხ. აგრეთვე: პატრიარქალური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.62 პატრიმონიალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ქცევის წესები, როცა უფროსი (ოჯახის თავი, შედარებით წარმატებული ნათესავი ან მეგობარი) გარშემო იკრებს მასზე დაქვემდებარებულ ადამიანთა ჯგუფს და მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით ქმნის თავისი ძალაუფლების დასაყრდენს. იხ. აგრეთვე: პატრიარქალური, პრივილეგია წყარო: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
![]() |
11.63 პატრიოტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. patriōtēs – თანამემამულე ფრანგ. 1. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო; თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ერთგული; მამულიშვილი. 2. გადატ. იტყვიან ადამიანზე, რომელიც რისამე ერთგულია, რომელსაც რამე ძალიან უყვარს. მაგ., უნივერსიტეტის პ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.64 პატრიოტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლოს სიყვარული, თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ერთგულება; მამულიშვილობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.65 პატროკლოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროას ომის მონაწილე, აქილევსის მეგობარი. მენოიტოსის ძე. ყმაწვილ პატროკლოსს თამაშისას შემოაკვდა მისივე მეგობარი, რის გამოც მამასთან ერთად გადაიხვეწა ფთიაში. აქ გაიცნო მან აქილევსი, დაუმეგობრდა და მისი ერთგული დარჩა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე. პატროკლოსი გაჰყვა აქილევსს ტროას ომში. როდესაც აგამემნონთან შეხლის შემდეგ აქილევსმა ხელი აიღო ბრძოლაზე, პატროკლოსმაც მიატოვა ბრძოლის ველი. მაგრამ როგორც კი აქაველთა ბანაკს მტერი თავს დაესხა, პატროკლოსმა სთხოვა აქილევსს, ნება დაერთო, ტროელებს შებრძოლებოდა. იგი აქილევსის აღსაჭურველით აღიკაზმა და მტერს ეკვეთა. მედგრად იბრძოდა, უკუაქცია ტროელები და დაედევნა. პატროკლოსი ტროას კედლებთან განგმირა ჰექტორმა, რომელსაც აპოლონი ეხმარებოდა. ბერძნებმა შეძლეს მისი გვამის გამოტანა ბრძოლის ველიდან. აქილევსმა ღირსეულად დაკრძალა მეგობარი. ანტიკური ხანიდან ჩვენამდე შემორჩა პატროკლოსის რამდენიმე გამოსახულება. მათ შორის ყველაზე ცნობილია მარმარილოს ქანდაკება „მენელაოსი პატროკლოსის ცხედრით“, რომელიც ფლორენციის მუზეუმის საკუთრებაა. ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს სინონიმი: პატროკლე იხ. აგრეთვე: ილიადა, ევფორბე წყარო: ბიბლიოვიკი პატროკლოსი
![]() |
11.66 პატრული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. patrol გერმ. patrol, patrul ფრანგ. patrouille – შემოვლა წესრიგის დაცვის, გარკვეული რეჟიმის, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო ნაწილიდან, მილიციიდან, საზოგადოებრივი დაცვიდან გამოყოფილი ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ, აგრეთვე, სამხედრო ხომალდის მეშვეობით განსაზღვრულ რაიონში კონტროლის განხორციელება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.67 პაუზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. pausis – შეწყვეტა 1. ხანმოკლე შეჩერება მეტყველების დროს 2. მუს. ბგერადობის შეჩერება განსაზღვრული ხნით; ასეთი შეჩერების ნიშანი 3. საერთოდ, დროებით შეწყვეტა რისამე იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.68 პაქტოლოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიდიის გედებით განთქმული მდინარე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
![]() |
11.69 პაციენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. იხ. აგრეთვე: ევთანაზია, სისტემა, ფსიქოთერაპია წყარო: გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002
![]() |
11.70 პაციფიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. pacificus – დამწყნარებელი, დამშოშმინებელი ბურჟუაზიულ-ლიბერალური მიმდინარეობა, რომელიც ილაშქრებს ყოველგვარი ომების, მათ შორის სამართლიანი (ეროვნულ-განმათავისუფლებელი, რევოლუციური) ომების წინააღმდეგ. იხ. აგრეთვე: ბურჟუაზია, ლიბერალური, რევოლუცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.71 პეანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონის სადიდებელი სიმღერა იყო, რომელსაც თან ახლდა შეძახილი აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით იეპეანი ნიშნავს მხსნელს და ამიტომ აპოლონ ღმერთის ეპითეტად იხმარება სინონიმი: იეიე იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VII წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.72 პედაგოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. pedagogue გერმ. Pagagoge ბერძნ. pais (paidos) – ბავშვი, ბიჭი + ago მიმყავს, ვზრდი პირი, რომელიც დაკავებულია აღმზრდელობითი და სამასწავლებლო საქმიანობით. იხ. აგრეთვე: მონოლოგი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.73 პედანტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. pedante ადამიანი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქმის გარეგნულ მხარეს, წვრილმანებს, განუხრელად იცავს ფორმალურ წესებს და ამასვე მოითხოვს სხვებისაგან; ასოკირკიტა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.74 პევკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამკუთხოვანი კუნძული აწინდელი Piczina იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, ისტროსი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.75 პეიზაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. paysage 1. რაიმე ადგილის საერთო ხედი; ბუნების სურათი; 2. სურათი, ნახატი, რომელზედაც ბუნებაა ასახული. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.76 პელასგები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ძველი ტომები, ანტიკური ტრადიციით, წინაბერძნული ტომი. სახელწოდებას ხშირად კრებითი მნიშვნელობით იყენებენ მთელი იმ მოსახლეობის აღსანიშნავად, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულის და ეგეოსის ზღვის აუზში ბინადრობდა ელინთა დამკვიდრებამდე. ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებში პელასგები ისევე როგორც სხვა წინაბერძნული ტომები (კარიელები, ლელეგები), ძირითადად მცირე აზიის დასავლეთში გადმოსახლებულან, რასაც ადასტურებენ ხეთური და ბერძნული წყაროები. ჰომეროსის მიხედვით, ტროის ომში პელასგები უკვე ტროელების ანატოლიელ მოკავშირეთა შორის ყოფილან. პელასგებს მკვლევარნი უკავშირებენ ეგვიპტური წყაროების Pw-z-s-ty-ს – ზღვის ხალხთა ერთ-ერთ წარმომადგენელს, ხეთურ Parista-ს – მცირე აზიის დასავლეთში ბინადარ ტომს, სემიტურ – Pelestim-ს – ბიბლიურ ფილისტიმელებს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში პელასგები უკვე ასიმილირებულნი არიან. პელასგების ენიდან შემოგვრჩა მხოლოდ ბერძნულში შემონახული ცალკეული ტერმინები. პელასგების წარმომავლობის საკითხებზე არ არის აზრთა ერთიანობა. ზოგნი მათ მიიჩნევენ ინდოევროპულ, ზოგნი - სემიტურ ტომებად. ბოლო ხანებში უფრო არაინდოევროპულობის იდეა მძლავრობს. ამას ხელი შეუწყო არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა მცირე აზიაში და იმ რეგიონის დადგენამ, საიდანაც არაევროპულ მედიტერანულ (რომელთაც პელასგებიც ეკუთვნოდნენ) ტომთა გავრცელება უნდა დაწყებულიყო. წამოყენებულია თვალსაზრისი იბერიულ-კავკასიურ, კერძოდ კი ქართველურ ტომთა ახლო მიმართების შესახებ პელასგებთან, რასაც საფუძვლად უდევს მრავალი ენობრივი პარალელი, ანტიკურ წყაროთა მონაცემები და არქეოლოგიური მასალა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IX, თესალია წყარო: ვიკიპედია პელასგები
![]() |
11.77 პელევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. თესალიელი გმირი. ეგინას მეფის, ეაკოსის და ენდეისის ძე. ტელამონისა და ფოკისის ძმა სახელოვან ეაკოსს (რომელიც გარდაცვალების შემდეგ ჰადესის ერთ-ერთი მსაჯული იყო) პელევსი და ტელამონი ენდეისისგან ჰყავდა, უმცროსი ვაჟი ფოკისი კი – ნერეიდა ფსამატესაგან. მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ კუნძულ ეგინაზე. ფოკისი ათლეტურ ასპარეზობებზე სჯაბნიდა უფროს ძმებს, რითაც მათი რისხვა დაიმსახურა. პელევსსა და ტელამონს ისე შურდათ მისი, რომ მოკლეს კიდეც და როდესაც ეაკოსი ჩაწვდა სიმართლეს, ძმებმა თავს გაქცევით უშველეს. პელევსი ფთიის მეფე აქტორმა შეიფარა, ცოდვათაგან განწმინდა, თავისი ქალიშვილი, პოლიმელა, ცოლად შერთო და სამეფოს მესამედიც უანდერძა. როდესაც კალიდონში საქვეყნოდ ცნობილი ნადირობა მოეწყო (კალიდონის ნადირობა), პელევსს შემთხვევით შემოაკვდა თავისი ცოლისძმა და იძულებული გახდა იოლკოსში გაქცეულიყო, სადაც თავისი მეგობარი, მეფისწული აკასტოსი ეგულებოდა. აქ კვლავ ახალი უბედურება დატრიალდა: აკასტოსის ცოლს შეუყვარდა პელევსი და მისი მოხიბვლა მოიწადინა. ხოლო როდესაც ვერაფერს გახდა, პოლიმელასთან იცრუა: პელევსი გღალატობს და ჩემს ასულს ირთავს ცოლადო. სასოწარკვეთილმა პოლიმელამ თავი ჩამოიხრჩო. ვერაგმა ქალმა ახლა ქმარი დაარწმუნა იმაში, რომ თითქოს პელევსს მისი შეცდენა სურდა. განრისხდა აკასტოსი, მაგრამ თავად ვერ მოკლა სტუმრად მოსული მეგობარი. ველური კენტავრებით დასახლებულ პელიონის მთაზე გაიწვია სანადიროდ, მიძინებულს იარაღი აჰყარა და მიატოვა. კენტავრთა შორის იყო ბრძენი ქირონი, რომლის შემწეობითაც გადარჩა პელიასი. მან დაარბია იოლკოსი, ხოლო აკასტოსი და მისი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა. მითოგრაფოსები გვარწმუნებენ, რომ ეს მან დიოსკურთა და იასონის თანადგომით ჩაიდინაო. ძველ საბერძნეთში აღმატებულად მოსწონდათ მითი პელევსისა და თეტისის ქორწინებაზე (თეტისი). ამ მშვენიერ ნერეიდას, თემისის რჩევით, შერთო ზევსმა მოკვდავი პელევსი. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც აქილევსი შეარქვეს და რომელიც ეპიროსის მეფეთა მამამთავარი გახდა. მალე თეტისმა მიატოვა პელევსი, რომელმაც თავისი მცირეწლოვანი ძე ბრძენ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად. დიდხანს იცოცხლა პელევსმა. მონაწილეობა მიიღო არგონავტების ლაშქრობაში, იგი ჰერაკლესთან ერთად იბრძოდა ტროაში, ტროას ომის დასრულებასაც მოესწრო და ღრმად მოხუცი გარდაიცვალა კუნძულ კოსზე. ასე ამბობენ, პელევსი ფთიადან განდევნესო აკასტოსის ჩამომავლებმა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII წყარო: ბიბლიოვიკი პელევსი
![]() |
11.78 პელიასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თესალიელი გმირი. პოსეიდონისა და ეოლიელი მეფის ასულის, ტიროს ვაჟი. ნელევსის ტყუპისცალი. პოსეიდონისაგან მუცლადღებულმა ტირომ მალულად შვა ნელევსი და პელიასი. მიაგდო ისინი და ცოლად გაჰყვა თესალიური იოლკოსის მეფე კრეთევსს, რომლისგანაც შეეძინა ესონი, ამითაონი და ფერესი. მიგდებული ბავშვები მწყემსებმა იპოვნეს. ერთ–ერთ მათგანს ფაშატმა ჩლიქი გამოსდო. ნაიარევი ჩვილს მუქ ლაქად დაედო და ამის გამო შეარქვეს პელიასი („მუქი“). ტყუპები მწყემსებმა გამოზარდეს, არც პოსეიდონს მიუტოვებია ისინი. მისგან შეიტყვეს, რომ მათ დედას, ტიროს, დედინაცვალი მტრობდა. ვაჟებმა მის დასახმარებლად ისწრაფეს. ავი დედინაცვალი პელიასმა ჰერას ტაძარში მოკლა, რითაც ქალღმერთის რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით ძმათა შორის შუღლმა დაისადგურა. ნელევსი იძულებული გახდა გადახვეწილიყო მესენიაში, სადაც პილოსელ მეფეთა დინასტიას დაუდო დასაბამი. პელიასმა კი იოლკოსის კანონიერი მეფე ესონი ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა. როდესაც ესონის ვაჟი იასონი წამოიზარდა, პელიასს ეახლა და სამეფო ძალაუფლების დათმობა მოსთხოვა. მზაკვარი იყო პელიასი და იასონს ერთი პირობით დასთანხმდა: ჭაბუკს კოლხეთიდან ოქროს საწმისი უნდა ჩამოეტანა. მეფეს ეგონა, რომ იასონი ამ დავალებას ვერ აღასრულებდა, მაგრამ მოტყუვდა. იასონმა საბერძნეთის სახელოვან გმირებთან (არგონავტები რომ შეარქვეს) ერთად ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ იოლკოსში ჩამოიტანა ოქროს საწმისი. ამასობაში შეუბრალებელ პელიასს ერთიანად ამოეწყვიტა მისი ოჯახი, ხოლო როდესაც იასონმა პირობის აღსრულება მოსთხოვა, პირიც გატეხა. საშინლად იძია მასზე შური მედეამ, იასონის კოლხმა მეუღლემ. მან პელიასის ქალიშვილებს მოაკვლევინა მოხუცი მამა და მდუღარეში ჩააყრევინა ასო-ასო აკუწული მისი სხეული. საბოლოოდ, იოლკოსის ტახტზე ავიდა პელიასის ძე აკასტოსი, რომელმაც მედეა და იასონი ქალაქიდან გააძევა. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი - I წყარო: ბიბლიოვიკი პელიასი
![]() |
11.79 პელიკანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზოოლ. ბერძნ. pelekan ვარხვი (წყლის ფრინველი) წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.80 პელიონური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხომალდი არგო პელიონის მთაზე (თესალიაში) იქმნა აგებული, ამიტომ „პელიონური“ მისი ეპითეტია. სინონიმი: არგო იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – V წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.81 პელოპონესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. Πελοπόννησος ნახევარკუნძული და გეოგრაფიული რეგიონი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში. 1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ტექნიკურ კუნძულად იქცა. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა (ბერძნ. Μωρέας). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება ნახევარკუნძული 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის პელოპონესის პერიფერიას, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიებს იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III, არკადია წყარო: ვიკიპედია პელოპონესის ნახევარკუნძული
![]() |
11.82 პელოპონესის ომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი საბრძნეთის ისტორიაში უდიდესი ომი (ძვ.წ. 431-404 ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი (სათავეში ედგა ათენი) და პელოპონესის კავშირი (სათავეში ედგა სპარტა). პელოპონესის ომმა მოიცვა საბერძნეთის დიდი ნაწილი და სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული ქალაქები. 404 წელს ზღვიდან და ხმელეთიდან ბლოკირებულმა ათენმა კაპიტულაცია გამოაცხადა. საზავო ხელშეკრულებით დელოსის კავშირი დაიშალა, ათენმა სპარტას მთელი თავისი ფლოტი გადასცა სანაპიროს დაცვის 12 ხომალდის გარდა. საბერძნეთში სპარტის ჰეგემონია დამყარდა. იხ. აგრეთვე: ნადიმი, ბრასიდა, ჰეგემონია წყარო: ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
![]() |
11.83 პენელოპე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. სპარტელი იკარიოსისა და ნიმფა პერიბოიას ასული. ოდისევსის მეუღლე. ტელემაქოსის დედა. ბერძნები ლამობდნენ, მითოსურ პერსონაჟთა სახელებისათვის სათანადო მნიშვნელობა მიენიჭებინათ. პენელოპე „იხვს“ ნიშნავს და, ალბათ, ამიტომ შეთხზეს ასეთი ლეგენდა: როდესაც ნიმფა პერიბოიამ ასული შვა, თავდაპირველად არნეა თუ არნაკა შეარქვა. მამის ბრძანებით, იგი ზღვაში გადაუგდიათ, მაგრამ ღმერთებს არ გაუწირავთ ახალშობილი. ვარდისფერზოლებიან იხვებს გადაურჩენიათ ბავშვი და კვლავ ნაპირზე გაუყვანიათ, იქ, სადაც მისი მშობლები ეგულებოდათ. რაღას იზამდნენ იკარიოსი და პერიბოია. შეიბრალეს თავისი პირმშო და იხვების მზრუნველობით განცვიფრებულებმა მას ახალი სახელი, პენელოპე შეარქვეს. როდესაც იკარიოსის ძმამ, ტინდარეოსმა, თავისი ქალიშვილის, ელენეს ხელის მსურველები შეკრიბა, ითაკას მეფისწული ოდისევსიც მათ შორის იყო. მოხდა ისე, რომ ტინდარეოსმა ელენეს ქმრად მენელაოსი შეარჩია. მაგრამ ოდისევსიც ძლიერ მოეწონა და მისგან მიღებული ბრძნული რჩევის (ოდისევსი) სამადლობელად გმირს მშვენიერი პენელოპე მიათხოვა. დიდებულ წყვილს წლისთავზე ვაჟიც შეეძინა და უსამანო იქნებოდა მათი ბედნიერება, ტროას ომი რომ არ დაწყებულიყო. არ სურდა ოდისევსს ძვირფასი ოჯახის დატოვება, მაგრამ მოუხდა. მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა იგი მშობლიურ კერას. ამ ხნის მანძილზე პენელოპემ თავისი კეთილშობილებითა და ოჯახისადმი ერთგულებით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ითაკას სამეფო სასახლეში იკრიბებოდნენ სასიძოები, რომელნიც პენელოპეს ცოლად შერთვას ისწრაფოდნენ, მაგრამ დედოფალს არ სურდა სხვაზე დაქორწინება და ყოველნაირად ლამობდა მათ მოცილებას. თავდაპირველად მოითხოვა დრო ლაერტესის სუდარის მოსაქსოვად, რათა ბერძენთა წესისამებრ ღირსეულად დაეკრძალა მამამთილი. ლაერტესი ცოცხალი იყო, პენელოპე კი დღისით მოქსოვილს ღამე არღვევდა. ეს შეამჩნია მისმა მოახლემ, სიმართლე გათქვა და სასიძოებმაც აიძულეს დედოფალი დაესრულებინა ქსოვა. მაშინ პენელოპემ ახალი ოინი მოიგონა: გამოაცხადა, რომ მხოლოდ იმ გმირს გაჰყვება ცოლად, ვინც ოდისევსის მშვილდს მოზიდავს და თორმეტ ცულში გაატარებს გასროლილ ისარს. იცოდა პენელოპემ, რომ მშვილდის დაძვრასაც კი ვერ შეძლებდნენ უსაქმური სასიძოები. ასპარეზობისათვის დანიშნულ დღეს შემოაბიჯა ოდისევსმა მშობლიურ ჭერქვეშ და ერთიანად ამოხოცა ყველა მთხოვნელი. ეს ამბავი მოთხრობილია ჰომეროსის პოემა „ოდისეაში“. პენელოპესა და ოდისევსის შეხვედრისა და ამოცნობის სცენა ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდია ამ პოეტურ ქმნილებაში. გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ პენელოპე ცოლად გაჰყვა ტელეგონოსს, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი – იტალოსი. არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს პენელოპემ, უღალატა რა ოდისევსს, ჰერმესისგან თუ ზევსისგან შვა პანი (ვარიანტი: პანი ყველა სასიძოს ვაჟია). როდესაც ოდისევსი დაბრუნდა, სახლიდან გაისტუმრა მოღალატე პენელოპე, რომელმაც სპარტას შეაფარა თავი. ეს ვერსია იმდენად განსხვავდება ეპიკური ტრადიციისგან, რომ გაჩნდა აზრი ორი პენელოპეს არსებობის თაობაზე. პანის დედა, ადრეული ხანის მითოსში, ლაკონიელი ნიმფა პენელოპე უნდა ყოფილიყო. ჰომეროსის შემდგომდროინდელ ეპოქაში მითოგრაფოსებმა სცადეს ბერძნულ მითთა გაერთიანება. მათ მსგავსი სახელის მქონე ორი მითოსური პერსონაჟი ერთ სახედ წარმოადგინეს და შეთხზეს პენელოპეს ღალატის ლეგენდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ლეგენდას წარმატება არ მოჰყოლია. პენელოპე ბერძნულ ტრადიციაშიც და მომდევნო ეპოქებშიც ცოლ-ქმრული ერთგულებისა და კდემამოსილების სიმბოლოდ დამკვიდრდა. იხ. აგრეთვე: ოდისეა, ოდისევსი, ტელემაქე წყარო: ბიბლიოვიკი პენელოპე
![]() |
11.84 პენეტრაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. penetration რუს. пенетрация ლათ. penetratio (ლათ. penetrantis შემღწევი) - რომელიმე მიკროორგანიზმის (მაგ., ვირუსის, ბაქტერიის) შეღწევა, შეჭრა უჯრედში. იხ. აგრეთვე: ვირუსი, უჯრედი წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.85 პენია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სიღატაკისა და გაჭირვების განსახიერება იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.86 პენსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. pensio – გადახდა ფულადი დახმარება, რომელსაც რეგულარულად იღებენ მოქალაქეები კანონით დადგენილ შემთხვევაში (მოხუცებულობის, ინვალიდობის და მისთ. გამო). იხ. აგრეთვე: პროცენტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.87 პეონაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. peonage პეონების კაბალური დამოკიდებულება ვალის გადაუხდელობის გამო; ახლაც არის შემორჩენილი ზოგიერთ კოლონიურ და დამოკიდებულ ქვეყანაში (ლათინურ ამერიკაში, ეკვატორულ აფრიკაში). იხ. აგრეთვე: პეონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.88 პეონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ოლიმპიელ ნეტართა მკურნალი ღმერთი საგუნდო ჰიმნი, სამადლობელი, საზეიმო, სავედრებელი ან სხვა ხასიათისა, მეტწილად აპოლონისადმი მიძღვნილი. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV, ნადიმი, აპოლონი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235 სპარს. peon ინგლ. peony გლეხი, რომელიც მემამულეზე კაბალური დამოკიდებულების შედეგად მევალე მონად გადაიქცა იორდასალამი, ტყის ყაყაჩო (დეკორატიული მცენარე) იხ. აგრეთვე: პეონაჟი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.89 პეპერა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პაპის (ბაბუას) პაპა (ბაბუა); პაპის მამა, პაპის პაპა და ა. შ. (ა. ღლ.); ბაბუას მამა (ი. ჭყონ.; ს. ღჟ.). . „ ფარსმან ქველი ამაზასპს პაპის მამად ეკუთვნოდა და, მემატიანის სიტყვებით, ამაზასპი ჰგავდა კიდეც თურმე თავის პ ე პ ე რ ა ს“ ( ვ. ჭელიძე., ქართლის ცხოვრების ქრონიკები, I, 1973, გვ. 175); პაპის მამა (ქეგლ) წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.
![]() |
11.90 პერგამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი, განსაკუთრებული წესით დამუშავებული; იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე; ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი; ეტრატი. 2. მკვრივი ქაღალდი, რომელიც ცხიმსა და სისველეს არ ატარებს (პერგამენტის ქაღალდი) - მცირე აზიის ქალაქ პერგამონის (Pergamon) სახელიდან. იხ. აგრეთვე: ეტრატი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.91 პერენაილისტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუდმივად არსებული. წყარო: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
![]() |
11.92 პერიკლე (დ. დაახლ. 494 - 429) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ათენის პოლიტიკური მოღვაწე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი და სარდალი. ძვ. წ. 444 წელს, თუკიდიდეს დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას, ძვ. წ. 445 წელს დაიმორჩილა ევბეია, ხოლო 440 წელს — სამოსი. პერიკლემ თავის გარშემო შემოკრიბა საბერძნეთის წამყვანი კულტურის მოღვაწენი და არაერთ დიდ საქმეს დაადგეს თავი, სწორედ მისი მმართველობის ხანაში ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა). მიეკუთვნებოდა ალკმეონიდთა არისტოკრატიულ გვარს, მაგრამ იზრდებოდა დემოკრატთა გარემოცვაში. მიიღო დიდებული განათლება. თავისი ათლეტური აღნაგობის, არისტოკრატობისა და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო პერიკლეს „ოლიმპიელს“ უწოდებდნენ. იგი 15 წელი (ძვ. წ. 444-429 წწ.) უცვლელად იყო ათენის სტრატეგოსი, მართავდა პრინციპით: „ჩვენ ვქმნით დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე მონაკვეთისათვის“. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ნადიმი, ალკიბიადე(450-404 ძვ.წ.ა.) წყარო: ვიკიპედია პერიკლე
![]() |
11.93 პერიოდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. დროის მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია რაიმეთი, უპირისპირდება რასმე; ხანა. მაგ., ზაფხულის პერიოდი. ომისშემდგომი პერიოდი. 2. დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მთავრდება რაიმე განმეორებადი პროცესი. მაგ., რხევის პერიოდი. 3. დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ილექებოდა გეოლოგიური სისტემის შემადგენელი ნალექები; გეოლოგიური ერის მონაკვეთი, რომელიც თავის მხრივ ეპოქებად იყოფა. 4. მათემ. ჯგუფი ციფრებისა, რომლებიც მეორდება უსასრულო ათწილადებში. 5. გრამატ. სინტაქსური ერთეული, რომელიც აზრს ვრცლად, დაწვრილებით გადმოსცემს; ახასიათებს რიტმულად დასრულებული ინტონაცია. 6. სპორტ. ჰოკეისა და წყალბურთში: შეჯიბრების ერთი მონაკვეთის ხანგრძლივობა. იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია, ჟურნალი, გაზეთი, პერიოდული, ფაზა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.94 პერიოდული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. რაც გარკვეული პერიოდის, გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ან მეორდება. მაგ., პერიოდული წვიმები. პერიოდული გამოცემა - გაზეთი, ჟურნალი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოდის. პერიოდული ათწილადი - (მათემ.). ათწილადი, რომელშიც უსასრულოდ მეორდება რაიმე ციფრი ან ციფრების ჯგუფი. (ელემენტთა) პერიოდული სისტემა - ქიმიურ ელემენტთა კლასიფიკაცია, რომელიც შექმნა დ. მენდელეევმა (1834-1907 წწ.); ემყარება კანონს, რომლის მიხედვითაც ქიმიურ ელემენტთა თვისებები მათ რიგით ნომრებზეა დამოკიდებული. იხ. აგრეთვე: პერიოდი, დაიჯესტი, ტონი, თემა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.95 პერიფერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. periphereia – წრე 1. ქვეყნის განაპირა მხარე, ცენტრიდან დაშორებული ადგილი. 2. რისამე ცენტრიდან დაშორებული ნაწილი. იხ. აგრეთვე: ცენტრი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.96 პერიფრაზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. გამოთქმა, რომელიც აღწერით გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის აზრს "საქართველოს დედაქალაქი" - ნაცვლად "თბილისისა". "ცხოველთა მეფე" - ნაცვლად "ლომისა"). იხ. აგრეთვე: პარაფრაზი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.97 პერმანენტული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ლათ. permanens (permanentis) რაც განუწყვეტლივ გრძელდება; მუდმივი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749] ინგლ. permanent ფრანგ. permanent მუდმივი, უწყვეტი. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.98 პერორალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. peros-შიგნით წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.99 პერსევსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. არგოსულ თქმულებათა გმირი. არგოსის მეფის ასულის, დანაესა და ზევსის ძე. არგოსის მეფე აკრისიოსს ჰყავდა მშვენიერი ასული დანაე. მეფე ვერ გრძნობდა თავს ბედნიერად, რადგანაც ორაკულმა უმისნა, რომ საკუთარი შვილიშვილი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. აკრისიოსმა დანაე სპილენძის კოშკში გამოკეტა და ორი უზარმაზარი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. მაგრამ ზევსმა ოქროს წვიმის სახით შეაღწია კოშკში და მალე დანაემ შვა ვაჟი. ასე დაიბადა პერსევსი. შეძრწუნებულმა აკრისიოსმა დედა-შვილი ხის სკივრში ჩასვა და ზღვას გაატანა. ტალღამ სკივრი კუნძულ სერიფოსზე გარიყა, სადაც მათ მხსნელად მეთევზე დიქტისი მოუვლინეს ღმერთებმა. მეთევზის ძმას, სერიფოსის მეფე პოლიდექტესს, შეუყვარდა დანაე და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. პერსევსი, რომელიც გასაოცარი სისწრაფით გაიზარდა და დიდებული ჭაბუკი დადგა (იგი ხომ ზევსის შვილი იყო), ამ ქორწინებას წინ აღუდგა. შეიძულა იგი მეფემ. რას არ იგონებდა, რომ ჭაბუკი თავიდან მოეცილებინა. თან თვალთმაქცობდა, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს უყვარდა, თავის სასახლეში იწვევდა და მოუთხრობდა გმირთა საოცარ საქმეთა ამბებს. პერსევსს თანდათან ეუფლებოდა დიდებისადმი სწრაფვის სურვილი. ერთხელ პოლიდექტესმა წვეულება გამართა და თავის სტუმრებს, რომელთა შორის იყო პერსევსიც, განუცხადა, რომ მიდიოდა ელისში, რათა იქაური მეფის ასული ჰიპოდამეა შეერთო ცოლად. მიწვეულებმა, როგორც სჩვეოდათ, დაასახელეს საბოძვრები, რომლის მიძღვნასაც აპირებდნენ ქორწინების დღეს. მხოლოდ პერსევსი იჯდა ჩუმად, რადგან ისეთი ღარიბი იყო, რომ მეფისათვის საკადრისი ძღვენი შინ არ ეგულებოდა. სიამაყემ სძლია ჭაბუკს და როცა მეფის წინაშე წარსდგა – გორგო მედუზას თავს გიძღვნიო – მოულოდნელად აღმოხდა. ამას ელოდა პოლიდექტესიც. მეტისმეტად ხარობდა იგი, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ პერსევსი მედუზას მსხვერპლი შეიქნებოდა. გზას რომ გაუდგა, სულ არ იცოდა პერსევსმა, სად მოეძებნა ეს მედუზა. ათენა, რომელიც გმირთა მფარველი იყო და ვერ იტანდა გორგო მედუზას, გამოეცხადა გზად მიმავალს და ურჩია, თავდაპირველად სწვეოდა გორგოთა დებს, გრძნეულ გრაიებს. ისინი დაბადებიდან იყვნენ ბებრები და სამთავეს ერთი კბილი და ერთი თვალი ჰქონდათ, რომელსაც რიგრიგობით გადასცემდნენ ხოლმე ერთმანეთს. პერსევსმა მოჰპარა გრაიებს ეს კბილი და თვალი და მხოლოდ მაშინ დაუბრუნა, როდესაც მათ გორგოთა სამყოფელი განაცხადებინა. ათენას მოსწონდა ეს შეუპოვარი ჭაბუკი და გზად მიმავალი კეთილი სიტყვით დამოძღვრა. გააფრთხილა, რომ სახეში არ შეეხედა მედუზასათვის, თორემ იმწამსვე ქვად იქცეოდა, რადგან ასეთი ძალა ჰქონდა მის მზერას. შემდეგ ქალღმერთმა პერსევსს აჩუქა თავისი მბზინავი ფარი, რომელიც სარკესავით ირეკლავდა ირგვლივ ყველაფერს. ახლა ჰერმესმაც მოინდომა მისი დასაჩუქრება. თავისი ანდამატის ნამგალი მისცა და ასწავლა, თუ როგორ უნდა მოეკვეთა თავი გორგოსთვის. სტიქსის ნიმფებმა კი უბოძეს ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი და ჯადოსნური აბგა, რომელშიც მედუზას მოკვეთილი თავი უნდა ჩაედო. პერსევსმა გორგოებს ჰიპერბორეელთა ოკეანის სანაპიროსთან მოჰკრა თვალი. მათ ეძინათ. იცოდა ჭაბუკმა, რომ გორგოთა ხილვა შეაძრწუნებდა, მაგრამ მაინც გაოგნდა წამით: თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, რომლებიც ერთმანეთში გადახლართულიყვნენ, პირიდან კბილები კი არა, უზარმაზარი ეშვები გამოსჩროდათ, სპილენძის ხელები დაკრუნჩხვოდათ, ოქროს ფრთები კი ძირს მიეყარათ. უსაზარლესი მათ შორის იყო მედუზა. მისი მზერა რომ არ მოხვედროდა, პერსევსი ზურგით დადგა და ფარი ისე მოიმარჯვა, რომ ზედ მედუზა არეკლილიყო. შემდეგ ნამგალი მოუქნია, მოჰკვეთა თავი, ჩადო აბგაში და გაფრინდა. გორგოები გამოფხიზლდნენ და დაედევნენ, მაგრამ პერსევსი, რომელსაც უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, სივრცეში წამისუმალ გაუჩინარდა. მრავალ ქვეყანას გადაუფრინა და როდესაც დაღლა შეიგრძნო, ატლასის საუფლოში დაეშვა, რათა იქ ჰესპერიდების ბაღში დაესვენა. ბაღში ოქროს ხე იდგა, რომელიც ოქროს ვაშლებს ისხამდა. ატლასი ამ ხეს საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა, რადგან ოდესღაც ქალღმერთმა თემისმა უწინასწარმეტყველა: შენს ოქროს ვაშლებს ზევსის ერთ-ერთი ვაჟი წაიღებსო. არ ეამა ატლასს პერსევსის სტუმრობა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ ზევსის ძეც იყო, მასპინძლობაზე უარი უთხრა. იწყინა პერსევსმა, აბგიდან მედუზას თავი ამოიღო და სახეში მიაშვირა უკმეხ გოლიათს. გაოცებული უმზერდა იგი, თუ როგორ გარდაისახა ატლასი უზარმაზარ მთად, რომელიც თავისი თხემით ცას მიებჯინა. აი, ასეთია ლეგენდა იმ გოლიათზე, რომელიც დღემდე ვეებერთელა ზეცის კაბადონს შეჰყუდებია (თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ატლასი). უმალ გაშორდა იქაურობას დანაეს ვაჟი და როდესაც ეთიოპიას გადაუფრინა, სანაპიროზე თვალი მოჰკრა შიშველ ქალიშვილს. იგი კლდეს იყო მიჯაჭვული და საბრალობლად მოთქვამდა. პერსევსი რომ მიუახლოვდა, სირცხვილისაგან ენა წაერთვა, მაგრამ მალე გონება მოიკრიბა და თავისი უბედურება ამცნო: ეს იყო ანდრომედე, ეთიოპიის მეფის ასული. მის დედას, კასიოპეას, დაუქადნია, რომ ნერეიდებს ვჯობივარო მშვენიერებით. ზღვის ქალღმერთებმა პოსეიდონს სთხოვეს, დაესაჯა კადნიერი დედოფალი. მანაც არ დააყოვნა, ეთიოპია წყლით დატბორა, ზღვის სიღრმიდან კი ამოუშვა შემზარავი ურჩხული, რომელიც უმოწყალოდ აჩანაგებდა მთელ სამეფოს. წუხდა მეფეც და მისი ხალხიც. მიმართეს მისანს, რომელმაც ასეთი რამ განაცხადა: „მაშინ დაცხრება პოსეიდონი, როდესაც ურჩხულს შეეწირება მეფის ასული!“ მდაბიო ხალხმა მეფის დაუკითხავად გამოიტაცა სასახლიდან ანდრომედე და კლდეს მიაჯაჭვა. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული მომტირალ ქალწულს, რომ წამისუმალ ზღვა აბობოქრდა და მისი ტალღებიდან შემზარავი შიშინით ამოსრიალდა დრაკონი. პერსევსი მასთან შესარკინებლად შეემზადა, ამოიცვა ფრთიანი სანდლები, ჰაერში აიჭრა და ზურგში ჩასცა ოროლი. ხოლო, როდესაც დრაკონი მისკენ შებრუნდა, დაფჩენილი ხახა მახვილით გაუპოდა სული გააფრთხობინა. პერსევსმა გაათავისუფლა ანდრომედე და მეფეს მიჰგვარა სასახლეში, ხოლო ბედნიერმა მამამ მათ დიდებული ქორწილი გადაუხადა. ეთიოპიაში პერსევსი დიდხანს არ დარჩენილა. ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად იგი კუნძულ სერიფოსზე დაბრუნდა. იქ შეიტყო, რომ პოლიდექტესს მისი წასვლის შემდეგ ჰიპოდამეა არც კი გახსენებია, დანაეს შერთვა უსურვებია, მაგრამ უარი რომ მიუღია, საპყრობილეში ჩაუსვამს უთვისტომოდ დარჩენილი ქალი. რისხვამ შეიპყრო პერსევსი. შურისძიება განიზრახა. იგი სასახლეში შეიჭრა, აბგიდან მედუზას თავი ამოიღო და მისი ხილვით გაოგნებულ მეფეს მიაშვირა. ქვად იქცა მეფეც და მისი ამალაც. ისინი დიდი დარბაზის დამამშვენებელ მარმარილოს ქანდაკებებს დაემსგავსნენ. არ უყვარდა პერსევსს სერიფოსი. ამიტომ დედასა და საყვარელ მეუღლესთან ერთად არგოსისკენ ისწრაფა. როდესაც მისი ხომალდი მშობლიურ ნაპირს მიუახლოვდა, დაინახა, რომ იქვე ხალხი მოგროვილიყო და თამაშები გაემართა. დანატრებული იყო პერსევსი გმირთა ასპარეზობებს, ამიტომ დაუხანებლივ შეუერთდა მოთამაშეებს. როდესაც იგი მოემზადა ბადროს სატყორცნად, ბადრო ხელიდან დაუსხლტა და მეფე აკრისიოსს მოხვდა. ასე აღსრულდა ძველი მისნობა. აკრისიოსი დიდი პატივით დაკრძალა პერსევსმა. თავად კი არგოსის ტახტზე აღზევდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა ანდრომედესთან ერთად. ხოლო როდესაც სიკვდილის ხანი დაუდგა, მედუზას თავი უძღვნა ქალღმერთ ათენას, რომელმაც იგი თავის ეგისზე მიამაგრა. პერსევსი ბერძენთა საყვარელი გმირი იყო. ამიტომ მას თავიანთი ქალაქის, მიკენის, დამაარსებლადაც მიიჩნევდნენ. ანდრომედესგან პერსევსს ერთი ქალიშვილი, გორგოფონე (სპარტელი დიოსკურების დიდედა) და ექვსი ვაჟი ჰყავდა. მათ შორის იყო პერსესი (სპარსთა მამამთავარი). ალკეოსი (ამფიტრიონის მამა). სთენელოსი (ევრისთევსის მამა). ელექტრიონი (ჰერაკლეს პაპა). პერსევსის კულტი არსებობდა სერიფოსსა და ათენში. პერსევსის მითოსმა მრავალი მხატვარი (ტინტორეტო, ტიციანი, რუბენსი, რემბრანტი, ტიეპოლო) და მოქანდაკე (ჩელინი, კანოვა) მიიზიდა. სოფოკლესა და ევრიპიდეს შეუთხზავთ ტრაგედიები სახელწოდებით „ანდრომედე“, რომლებმაც ფრაგმენტულად მოაღწიეს ჩვენამდე. ცნობილია აგრეთვე კალდერონისა და კორნელის დრამები. ლიულისა და ჰაიდნის ოპერები. იხ. აგრეთვე: არგოსი, ზევსი, ჰესიოდე წყარო: ბიბლიოვიკი პერსევსი
![]() |
11.100 პერსეფონა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დემეტრა მოსავლის ღვთაება იყო. მას გაუჩნდა ქალიშვილი – პერსეფონა, რომელსაც ყვავილებისა და მარცვლეულის ღვთაებად თვლიდნენ. იხ. აგრეთვე: ალკესტიდა, დემეტრა წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
11.101 პერსონალია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. personalis – პიროვნება ინგლ. personalia საიუბილეო კრებულში, ენციკლოპედიაში, ანთოლოგიაში რომელიმე პირის ბიოგრაფიული მონაცემების ამსახველი სტატია, განყოფილება. იხ. აგრეთვე: აგათონი, ათათურქი მუსტაფა ქემალ (1881-1938), აიკი, აკუსილეოსი, ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.), ამატა, აპოლონიოს როდოსელი, არისტოგიტონი, არისტოტელე (ძვ. წ. 384-322), არისტოფანე, არონი რაიმონ (1904-1983), აღბუღა I ჯაყელი (13??–13??), არხელაოსი, ბაგრატიონი ნიკო (1868-1933), ბალმონტი კონსტანტინე (1867-1942), ბელი ანდრეი (1880-1934), ბლუმი ბენჯამინ (1913-1999), ბექა I ჯაყელი (1240―1306), ბლოკი ალექსანდრე (1880-1921), ბოდლერი შარლ პიერ (1821-1867), ბოკაჩო ჯოვანი (1313-1375 წწ), ბრაილი ლუი (1809-1852), ბრიუსოვი ვალერი (1873-1924), გაფრინდაშვილი ვალერიან (1889-1941), გვანცა დედოფალი, გიორგი IV (ლაშა) (1198-1223), გიორგი V (ბრწყინვალე), გოეთე იოჰან ვოლჰგან (1749-1832), გორგასალი ვახტანგ I(442-502), გორგია, დავით VII (ულუ), დავით XI (დაუთ-ხანი), დავით სოსლანი, დ’ალამბერი ჟან ლე რონ (1717–1783), დანტე ალიგიერი(1265-1321), დაუდ-ხანი, დემეტრე II (თავდადებული), დეფო დანიელ (1660-1731 წწ.), დიდრო დენი (1713–1784), დიოკლეტიანე (244-311), ეიზენჰაუერი (აიზენჰაუერი) დუაიტ დევიდ (1890-1969), ენგელსი ფრიდრიხ (1820-1895), ეპიკურე (ძვ.წ.აღ. 341 - 270), ესქილე, ვერგილიუსი (15 ოქტომბერი, ძვ. წ. 70 — გ. 21 სექტემბერი, ძვ. წ. 19), ვერლენი პოლ მარი (1844-1896), ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831), ვოლტერი (1694–1778), თბილელი აბო, იაშვილი პაოლო (1894-1937), იესო ქრისტე მაცხოვარი, იმამ შამილი (1797-1871), კალიგულა გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი (12-41), კეინზი ჯონ მეინარდ (1883–1946), კოდროსი, კრილოვი ივანე (1768-1844 წწ.), ლენინი ვლადიმერ (1870–1924), ლიკურგე (IX ს. ძვ.წ.ა.), ლუკრეციუსი, მაკედონელი ალექსანდრე (ძვ. წ. 356–323), მარიამი, მარქსი კარლ (1818-1883), მიგელ დე სერვანტესი(1547-1616), მონტესკიე შარლ ლუი დე (1689–1755), მუსოლინი ბენიტო (1883-1945), ნაბუქოდონოსორ II(ძვ.წ.634 — 562), ნადირაძე კოლაუ (1895-1990), ნიზამი განჯელი (1141-1203), ნობელი ალფრედ (1833–1896), პარმენიდე, პეტრე I დიდი (1672–1725), პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), რაბლე ფრანსუა (1494-1553), რეიგანი რონალდ უილსონ (1911–2004), რიკარდო დავიდ (1772–1823), რუზველტი თეოდორ (1858–1919), რუზველტი ფრანკლინ დელანო (1882–1945), რუსო ჟან ჟაკ, საბანისძე იოანე (7??-7??), სმითი ადამ (1723-1790), სოკრატე (469-393), სოლონი (დაახლ.638-559 წ. ძვ.წ.ა.), სტალინი იოსებ (1879–1953), ტაბიძე ტიციან (1895-1937), ტროცკი ლევ (1879-1940), ტრუმენი ჰარი (1884-1972), ფილიპე II(382-336), ფირდოუსი (934-940), ფრანჩესკო პეტრარკა(1304–1374), ფრენკ ბილინგს კელოგი(1856-1937), ყიფიანი დიმიტრი (1814-1887), შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.), ჩერჩილი უინსტონ (1874–1965), პლუტარქე დახ. 50-125), ძედუნი მაო (1893-1976), წმ. გიორგი (დაახ.275-303), წმ. მეფე თამარი (1160-1210), წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609), წმ. ნინო, ხანძთელი გრიგოლ (759-861), ხანძთელი გრიგოლ, ჰანიბალი, ჰარმოდიოსი, ჰაუპტმანი გერჰარტ (1862-1946), ჯეფერსონი თომას (1743-1826), ჰერაკლიტე ეფესელი, პერიკლე (დ. დაახლ. 494 - 429), ჰესიოდე, ჰიტლერი (1889-1945), ჰობსი თომას (1588-1679) წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.102 პერსონაჟი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. personnage მხატვრული ნაწარმოების (პიესის, რომანის, კინოფილმის და მისთ.) მოქმედი პირი. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, პიესა, რომანი, რემარკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.103 პერსონიფიკაცია და პერსონიფიცირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ლათ. persona და facio – პიროვნება და ვაკეთებ ზღაპრებში, იგავებში და სხვ.: ცხოველების, საგნების, ბუნების მოვლენათა ისე დახატვა, თითქოს მათ ადამიანური თვისებები (აზროვნება, მეტყველება, გრძნობა და მისთ.) ჰქონდეთ; გაპიროვნება. იხ. აგრეთვე: პოროსი, ანანკე წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.104 პერსპექტივა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. perspective – მზერით შეღწევა, გამჭოლად მზერა გერმ. perspektive ფრანგ. perspective ლათ. perspective ars – პერსპექტიული გამოსახულების ხელოვნება; 1. თვალით მოცული შორეული სივრცე, ხედი; 2. მომავალი, მოსალოდნელი იმედები. იხ. აგრეთვე: ავანტიურა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.105 პერფობარათი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. Перфокарта სტანდარტული ზომისა და ფორმის ბარათი (სქელი ქაღალდის, მუყაოს, პლასტმასისა), რომელზეც გადააქვთ ინფორმაცია გარკვეული სისტემის პერფორაციით (ნაჩვრეტებითა და ჭრილებით). განირჩევა პერფობარათის ორი ძირითადი სახეობა: მანქანური და ხელით სახარისხებელი. სინონიმი: პერფორირებული ბარათი იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, კოდი წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.106 პერფომანსი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. performance სპექტაკლი, წარმოდგენა, სანახაობა ქუჩის პერფორმანსი სანახაობა. ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი წარმოდგენა / სპექტაკლი / სანახაობა. წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პერფომანსი(ბარბარიზმი)
![]() |
11.107 პერცეპცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. percipio-ვითვისებ, ვსწავლობ ობიექტური სამყაროს, სინამდვილის ასახვა, აღქმა გრძნობათა ორგანოების საშუალებით. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.108 პესიმიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. pessimus – ძალიან ცუდი ყველაფერში ცუდი, ბნელი მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, უიმედობა. ანტონიმი: ოპტიმიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.109 პესოკი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. сахарный песок შაქრის ფხვნილი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პესოკი (ბარბარიზმი)
![]() |
11.110 პეტიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. petitio წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი; კოლექტიური შუამდგომლობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ.
![]() |
11.111 პეტრე I დიდი (1672–1725) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. Пётр I Великий რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში. პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ. 1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელეცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა. 17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. 1689 წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და ნოვოდევიჩის მონასტერში გამოკეტეს. ივანე V, რომელიც ამ დროისათვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე (1696) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია პეტრე I დიდი
![]() |
11.112 პიანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, დელოსი, კლაროსი, პითონი, ლიკია, ქსანთე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.113 პიანო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. piano ხმადაბლა მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შესახებ ანტონიმი: ფორტე წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.114 პიერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნომი საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის რეგიონში, . ნომის დედაქალაქია — კატერინი. პიერიაში არის მრავალი არქეოლოგიური ძეგლი: დიონი (Δίον), პიდნა (Πύδνα), პლატამონასი (Πλαταμώνας).პიერიას ნომის სამხრეთით მდებარეობს საბერძნეთში ყველაზე დიდი მწვერვალი — ოლიმპო. ნომის დასავლეთი ნაწილი მთაგორიანი. ეს რეგიონი არის პლაჟის ტურიზმისა და ეკოტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი საბერძნეთში, ასევე ალპინიზმისა და სათხილამურო სპორტის. იხ. აგრეთვე: ბისტონური პიერია, არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი, ნომი წყარო: ვიკიპედია პიერია
![]() |
11.115 პიესა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატ. მუს. ფრანგ. pièce 1. დრამატული ნაწარმოების სცენაზე წარმოსადგენად; 2. პატარა მუსიკალური ნაწარმოები. იხ. აგრეთვე: დრამატული, ეტიუდი, ინტერმეცო (ინტერმეცოსი), პერსონაჟი, რომანი, სცენა, ტექსტი, ფანტაზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.116 პიეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. pieta ნახატი, რომელზედაც გამოსახულია ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს დატირება. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.117 პითონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. შემზარავი ურჩხული, გეას ნაშობი. გავრცელებული მითოსის თანახმად, ზევსს მოეწონა მშვენიერი ლეტო და მასთან სარეცელი გაიზიარა. ეჭვიანმა ჰერამ საშინელი გველი, პითონი, მიუჩინა ფეხმძიმე ქალს. შეძრწუნებულმა ლეტომ სცადა გაქცევა, მაგრამ პითონი ყველგან თან სდევდა. როდესაც მან კუნძულ ორტიგიას მიაღწია, დაიბადა არტემისი. ისევ გაიქცა, გადალახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე შვა აპოლონი, რომელმაც სულ მალე მოკლა პითონი. რამდენადაც ეს ურჩხული დედა-ღვთაების, გეას ძე იყო, ზევსმა აპოლონს ურჩია, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისგან, ხოლო შემდეგ აეგო ტაძარი და დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. აპოლონმა აღასრულა მამის სურვილი. დაფუძნებისთანავე დელფოს სამისნო და ტაძარი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს საკულტო ადგილად იქცა. ვარაუდობენ, რომ პითონი მიწის უძველესი ღვთაება იყო, რომლის ადგილიც მზის ღმერთმა, აპოლონმა, მოგვიანებით დაიკავა. პითონის თაყვანისცემის კვალი შემორჩა აპოლონის კულტს: დელფოს ტაძარს ზოგჯერ „პითო“-საც უწოდებდნენ, აპოლონის ერთ-ერთი ეპითეტი იყო „პითიოსი“. დელფოს ქურუმ ქალს „პითიად“ უხმობდნენ. გვიანი ხანის მითოგრაფოსების თანახმად, პითონი იყო სიბნელის ღვთაება, რომელიც დაამარცხა სხივოსანმა აპოლონმა. არსებობს ამ მითოსის ეპიკური განმარტებაც, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებას გულისხმობს. პითონი, დღემდე დიდი გველის სახელად შემორჩა. წყარო: ბიბლიოვიკი პითონი აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV, პიანი, დელოსი, კლაროსი, ლიკია, ქსანთე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.118 პიმპლეიდის მთა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მთა მდებარეობდა პიერიაში (მაკედონიის სამხ. ნაწილი) და განთქმული იყო მუზებისადმი შეწირული წყაროთი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – პირველი წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.119 პიონერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. pionnier 1. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეაღწია გამოუკვლეველ ქვეყანაში და დასახლდა იქ. 2. პირი, რომელმაც მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნიკაში და სხვ. გაკაფა ახალი გზები; რისამე წამომწყები. 3. ბავშვთა ნებაყოფლობითი კომუნისტური ორგანიზაციის წევრი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.120 პიჟონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კუთხ. ფრანგ. მტრედი ახალგაზრდა, რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, ჩაცმა-დახურვას; ფრანტი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.121 პიროვნება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციოლ. ინგლ. Personality ინდივიდისთვის დამახასიათებელი ნიშანთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას. იხ. აგრეთვე: ინდივიდი, იდენტობა წყარო: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
![]() |
11.122 პიტერის პრინციპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კანადელმა პედაგოგმა ლოურენს პიტერმა თავის წიგნში „პიტერის პრინციპი” ჩამოაყალიბა დებულება, რომელმაც მას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. დებულების თანახმად, იერარქიულ სისტემაში ნებისმიერი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს. იერარქიულ ორგანიზაციებში კომპეტენტურ თანამშრომლებს აწინაურებენ. თანამშრომელი უფრო მაღალ თანამდებობას იღებს მანამ, სანამ იმ დონეს არ მიაღწევს, რომლის შესაბამისი მოვალეობის შესრულება მას აღარ შეუძლია. ანუ, ამ თანამდებობისათვის იგი უკვე არაკომპეტენტურია. სწორედ აქ, არაკომპენტენტურობის დონეზე, თანამშრომელი მანამ დარჩება, სანამ ორგანიზაციას ან თავისი ნებით არ დატოვებს, ან პენსიაზე არ გავა, ან არ მოკვდება. რაც მეტი თანამშრომელი აღწევს თავისი არაკომპეტენტურობის დონეს, მით უფრო მეტად იკლებს ორგანიზაციის საერთო კომპეტენცია, ეცემა მისი ეფექტიანობა და რეგრესი უწყვეტ პროცესად ყალიბდება. „უკანასკნელი გაჩერების სინდრომი” თვალსაჩინოდ გამოიხატება თანამშრომლის ქცევაში - სამუშაოს ფორმალიზებისაკენ სწრაფვაში, ახალი ბიუროკრატიული წესების მოგონებაში და ასე შემდეგ. საქმეს მხოლოდ ისინი აკეთებენ, ვისაც ჯერ თავისი არაკომპეტენტურობის დონისათვის არ მიუღწევია. ასეთების რაოდენობა კი სულ უფრო მცირდება! პიტერის პრინციპს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა, რომელთაც შედეგები, კანონები და პოსტულატები ჩამოაყალიბეს. აი, ზოგიერთი მათგანი: პიტერის პრინციპი შედეგი: 1. დროთა განმავლობაში, თითოეულ თანამდებობას დაიკავებს თანამშრომელი, რომელიც არაკომპეტენტური იქნება თავისი მოვალეობის შესასრულებლად. 2. საქმეს ის თანამშრომლები აკეთებენ, რომლებსაც ჯერ საკუთარი არაკომპეტენტურობის დონისათვის არ მიუღწევიათ. პიტერის ევოლუციის კანონი კომპეტენტურობა ყოველთვის შეიცავს არაკომპეტენტურობის მარცვალს. პიტერის შეცვლადობის პრინციპი მზრუნველობა ბუზებისადმი გამოავლინეთ, სპილოები საკუთარ თავს მიხედავენ. ვეილის აქსიომა ყოველ ორგანიზაციაში სამუშაო თავს იყრის იერარქიის ყველაზე დაბალ დონეზე. პიტერის პრინციპი დღესაც მართებული და აქტუალურია, თუმცა, დრო მიედინება და გარემო იცვლება. ზღვა ინფორმაცია, ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ყველასგან მოითხოვს მობილურობას, ცვლილებას და განვითარებას... და ცნობილი დებულების დაზუსტების დროც დადგა. პიტერის დაზუსტებული პრინციპი: სწრაფად ცვლად გარემოში ნებისმიერი თანამშრომელი თავისი არაკომპეტენტურობის დონეს ადგილიდან გაუნძრევლად აღწევს შედეგი: 1. დრო, რომლის განმავლობაში ყველა თანამდებობას არაკომპეტენტური თანამშრომელი დაიკავებს, კატასტროფიულად მცირდება. 2. ძალიან სწრაფად საქმის გამკეთებელი აღარავინაა. წყარო: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები № 1, [რედაქტორი: ამირან ბაბუნაშვილი], ISSN 1512-4487,- მარტი, 2007
![]() |
11.123 პიტიახში - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპარს. patixšah სომხ. bdexš - მმართველი უმაღლესი რანგის მოხელე ძველ ირანში, საიდანაც ეს სამოხელეო ტერმინი შესულა ძველ ქართლში და ასევე, სომხეთში. მისი ზუსტი ეტიმოლოგია დაუდგენელია. სასანური პერიოდის სამეფო სიებში იგი დამოწმებულია არაუადრეს III ს-ის მეორე ნახევრისა (შაბურ I-ის ტრილინგვა, 262 წ-ის ნარსეს პაიკულის წარწერა), სადაც პიტიახში იერარქიულად სამეფო გვარეულობის წევრების ჩამონათვალს მოსდევს და სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეს აღნიშნავს. უფრო გვიან პ-ის ინსტიტუტი დამოწმებულია V ს-ის სომეხ ისტორკოსებთან (აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), აგრეთვე „ქართლის ცხოვრებასა“ და ქართული აგიოგრაფიის უადრეს (V-VI სს.) ძეგლებში („შუშანიკის წამება“, ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), რომლებშიც პიტიახში მსხვილ სამხარეო გამგებლებს ეწოდება. პიტიახშის მოხსენიების ყველაზე ადრინდელი დამოწმებები შემოინახა არმაზისხევის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა, რომელიც შეიცავს ქართლის ძველ პიტიახშთა რეზიდენციის კომლექსის ნაშთებს (სასახლე, აბანო, ნეკროპოლი). სამარხებში აღმოჩენილ არამეულ და არამეულ-ბერძნულ წარწერებიან სტელებზე, აგრეთვე სხვა სამარხეულ ინვენტარზე (საბეჭდავი, თასები ბერძნული წარწერებითურთ), რამდენიმე თაობის ქართლის პიტიახშთა სახელებია შემორჩენილი. მთლიანად კომპლექსი თარიღდება I-III სს-ით, ამათგან სტელების საკმაოდ ვრცელი ტექსტები (არამეული მონოლინგვა და არამეულ-ბერძნული ბილინგვა) I და II სს-ით (გ. წერეთელი). არმაზისხევში პიტიახშთა საგვარეულო ნეკროპოლის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ეს ადგილი (ვახუშტის ნომენკლატურით ქართლისხევი) წარმოადგენდა ძველი ქართლის პიტიახშთა, სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალთა, რეზიდენციას. არმაზისხევის მონაპოვარზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ძველი ქართლის სამეფოში მეფის შემდგომ მეორე პირი, მეფეთა საგვარეულოს წევრი, მსაჯული და მთავარსარდალი, რომელსაც სტრაბონი იბერიის აღწერაში მოიხსენიებს, უნდა ყოფილიყო პიტიახში, და არა ლეონტი მროველისეული სპასპეტი, რამდენადაც საშუალო სპარსული სპასპეტის გავრცელება საქართველოში IV ს-ზე უწინარეს არ ივარაუდება (თ. გამსახურდია). იხ. აგრეთვე: ეპარხოზი, მოხელე წყარო: ბიბლიოვიკი პიტიახში
![]() |
11.124 პლაგიატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნებით თუ უნებლიედ, სხვისი იდეების საკუთარ იდეებად გამსაღებელია. ეს „იდეები“ შეიძლება იყოს ნაბეჭდი ან სიტყვიერი მასალა, დაწყებული მარტივი წინადადებებითა და დამთავრებული მთელი პარაგრაფებით; ამასთან, ეს შეიძლება იყოს სტატისტიკური მონაცემები, ლაბორატორიული შედეგები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. „სხვების“ ქვეშ მოიაზრება როგორც ნაშრომთა ავტორები, ჟურნალების კრიტიკოსები, ენციკლოპედიათა შემდგენელნი და სხვ., ისე ელექტრონული წყაროები. იხ. აგრეთვე: პარაგრაფი, სტატისტიკა, ავტორი, ჟურნალი, კრიტიკოსი წყარო: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
11.125 პლავკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. плавки საბანაო ტრუსი სინონიმი: პლავკები იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პლავკა (ბარბარიზმი)
![]() |
11.126 პლანეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ასტრონ. ბერძნ. planētēs (ზედსართ.) – ცთომილი ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს და არეკლილი მზის შუქით ანათებს; ცთომილი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.127 პლანტატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პლანტაციის პატრონი. იხ. აგრეთვე: პლანტაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.128 პლანტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. plantatio – რგვა 1. დიდი ფართობი, სადაც მოჰყავთ სპეციალური სასოფლო-სამეურნეო კულტურა (მაგ., ჩაი, თამბაქო, ბამბა, ციტრუსები), რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. 2. მსხვილი კაპიტალისტური სამიწათმოქმედო მეურნეობა, სადაც მოჰყავთ რაიმე სპეციალური კულტურა (პირველად ასე უწოდებდნენ მონათა შრომაზე დამყარებულ მეურნეობებს ამერიკასა და კოლონიებში). იხ. აგრეთვე: პლანტატორი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.129 პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოწაფე. ობიექტური იდეალიზმის ფუძემდებელი. პლატონი ბევრს ფიქრობდა სახელმწიფოს პრობლემებზე; იგი ავტორია ოცდაათზე მეტი ფილოსოფიური დიალოგისა იხ.აგრეთვე: აკადემია, გორგია, დიალოგი, მეტიდა, იდეალიზმი, ობიექტური, პერსონალია, პარმენიდე, პოროსი, სახელმწიფო, სოკრატე (469-393 ქ.წ.), ფილოსოფია, ფილოსოფოსი, ხარმიდე წყარო: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
![]() |
11.130 პლატფორმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. plate-forme 1. რკინიგზის სადგურში ლიანდაგის გასწვრივ მოწყობილი ბაქანი. 2. მატარებლის მცირე ხნით გასაჩერებელი ადგილი რკინიგზის ორ სადგურს შორის; ბაქანი. 3. ღია, უკედლებო სატვირთო ვაგონი. 4. რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის სამოქმედო პროგრამა, პოლიტიკური მოთხოვნები. იხ. აგრეთვე: პოლიტიკური, პროგრამა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.131 პლებეი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. plebeius 1. ძველ რომში: დაბალი წრეების წარმომადგენელი, პირადად თავისუფალი ადამიანი, რომელსაც პირველ ხანებში არავითარი პოლიტიკური უფლებები არა ჰქონდა. 2. ბურჟუაზიულ-თავადაზნაურული წრეების სიტყვახმარებაში: დაბალი წოდების წარმომადგენელი, მშრომელთა წრეებიდან გამოსული ადამიანი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.132 პლებისციტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო სახალხო კენჭისყრის ნაირსახეობა. ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, სადაც იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე. ახალ დროში ტერმინი კვლავ გამოიყენა ვოლტერმა, როდესაც იგი ახასიათებდა შვეიცარიაში გამართულ რეფერენდუმს. ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში პ. შეიძლება შეგვხვდეს ნეგატიური მნიშვნელობით, როგორც სახელდახელოდ მოწყობილი რეფერენდუმების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელთა საშუალებით დიქტატორები ცდილობდნენ გაემართლებინათ საკუთარი ხელისუფლება. იხ. აგრეთვე: პარლამენტი, პოლიტიკა, რეფერენდუმი, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.133 პლეიადები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ატლასის და პლეიონის შვიდი ასული, რომლებიც ვარსკვლავებად იქცნენ – შვიდი მნათობის თანავარსკვლავედი. პლეიადების ჩასვლა ზამთარს მოასწავებს, აღმოსვლა – ზაფხულს. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მესამე – III წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.134 პლეონაზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. pleonasmos-ზედმეტობა, სიჭარბე წინადადების კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს ერთნაირი მნიშვნელობის მქონე (ხშირად ლოგიკურად ზედმეტ) სიტყვებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.135 პლიმუთი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილი ამერიკაში, რომელსაც სეპარატისტებმა ანუ პილიგრამებმა მშვიდობიანად მიაღწიეს გემ "მეიფლაუერით" სინონიმი: პლიმუთ როკი იხ. აგრეთვე: მეიფლაუერი წყარო: ვიკიპედიამეიფლაუერი
![]() |
11.136 პლოტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სტროფადები (დაბრუნების სამი კუნძული) იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – III წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.137 პლუტარქე დახ. 50-125) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორიკოსი, ანტიკური სამყაროს გამოჩენილ ადამიანთა „პარალელური ბიოგრაფიების“ ავტორი. იხ. აგრეთვე: პერსონალია, ოლიმპოსი წყარო: კანონთა გონი / ფრანგ. თარგმნა დ. ლაბუჩიძემ; [შესავ. წერილი ნ. ნათაძის; რედ.: რ. ფეიქრიშვილი]. - თბ.: Cippd, 1994. - 864გვ.; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 8242]
![]() |
11.138 პლუტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Plutōn ზევსის ძმა, მიწისქვეშეთის ღმერთი, საიქიოს მბრძანებელი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – VI, ღმერთი
![]() |
11.139 პოეზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. poiēsis 1. სიტყვების საშუალებით აზრის ხატოვნად გამოსახვა; სიტყვიერი შემოქმედება, უპირატესად ლექსების სახით. 2. რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება; ლექსები (პროზისაგან განსხვავებით). 3. რომელიმე ხალხის, ეპოქის, საზოგადოებრივი ჯგუფის და ა. შ. ლექსთა ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: ანაფორა, ელეგია, კულტურა, ლიტერატურა, პოეტური, პროზა, რიტმი, სონეტი, ტანკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.140 პოემა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები ლექსად. 2. ზოგი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება. იხ.აგრეთვე: ლიტერატურა, ალეგორია, ნოველა, რომანი, მომენტი, ეპიზოდი, ეპიგრაფი, ტრადიცია, ტონი, ობიექტური, ლირიკული, ლირიზმი, ისტორია, რეალური, სოციალური, დიდაქტიკა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
11.141 პოეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. poiētēs მწერალი, რომელიც ლექსებს თხზავს. იხ. აგრეთვე: ავტობიოგრაფია, ტრუბადური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.142 პოეტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. პოეზიასთან ან პოეტთან დაკავშირებული. მაგ., პოეტური შემოქმედება. პოეტური ნიჭი. 2. რაც შემოქმედებით გაქანებას, აღმაფრენას იწვევს; მშვენიერი, მომხიბვლელი, მომაჯადოებელი. იხ. აგრეთვე: პოეზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.143 პოეტური ლიცენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ენის გრამატიკული ნორმების დარღვევა ლექსში, გამოწვეული რითმის ან რიტმის საჭიროებით იხ. აგრეთვე: ნადიმი წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.144 პოზიტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო ლათ. positivus დადებითი ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში: სურათი, რომელზედაც (ნეგატივისგან განსხვავებით) გადაღებული საგნის ნათელი და მუქი ადგილები სინამდვილეში არსებულის შესაბამისად არის გამოსული. იხ. აგრეთვე: ნეგატივი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.145 პოზიტიური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. positive ბერძნ. positiv ფრანგ. positif ლათ. positivus – დადებითი 1. ფაქტებზე, გამოცდილებაზე დაფუძნებული; 2. დადებითი. იხ. აგრეთვე: ნეგატიური წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.146 პოზიტრონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. დადებითად დამუხტული ელექტრული ნაწილაკი, რომლის მასა უდრის უარყოფითად დამუხტული ელექტრონის მასას; დადებითი ელექტრონი. იხ. აგრეთვე: ელექტრონი, ელექტრობა წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში
![]() |
11.147 პოზიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. positio 1. ვისიმე ან რისამე მდგომარეობა, განლაგება. 2.სამხ. ბრძოლის დროს ჯარების განლაგების ადგილი; სამხედრო მოქმედებათა რაიონი. 3. ჭადრაკში, შაშში: ფიგურების განლაგება თამაშის ამა თუ იმ მომენტში. 4. სპორტ. ფარიკაობაში: შეიარაღებული ხელის, იარაღის მდგომარეობა სხეულის მიმართ. 5. ცეკვაში ფეხების გარკვეული მდგომარეობა. 6. მუს. თითების ესა თუ ის მდგომარეობა სიმებიანი საკრავის დაკვრისას. 7. გადატ. დამოკიდებულება რაიმე საქმისადმი, საკითხისადმი; თვალსაზრისი. იხ. აგრეთვე: არგუმენტი, ოპოზიცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.148 პოლემიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. მწვავე კამათი, დისკუსია, განხილვა წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
11.149 პოლიდამასი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტროელი ჯარის ერთ-ერთი მეთაური. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა წყარო: ბერძნული მითოლოგია ილიადა
![]() |
11.150 პოლიდევკე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ზეესისა და ლედას ძეები არიან. იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – II, ზევსი, კასტორი, დიოსკურები წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.151 პოლიდორუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. პრიამოსის და ლაოთეს შვილი ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, პრიამოსი წყარო: ბერძნული მითოლოგია პოლიდორუსი
![]() |
11.152 პოლიმერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. polymers მრავალგვარი, poly- ბევრი და -mer ნაწილი მაღალმოლეკულური მასის ქიმიური ნაერთი, რომლის მოლეკულები შედგება განმეორებადი მრავალრიცხოვანი რგოლებისაგან. პოლიმერი შეიძლება იყოს არაორგანული, ორგანული, ამორფული ან კრისტალური ნივთიერებების სახით, რომლებიც შედგებიან „მონომერული ჯაჭვის რგოლებისგან“, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ან კოორდინაციული ბმებით და ქმნიან გრძელ მაკრომოლეკულას. მონომერული რგოლების რაოდნეობა პოლიმერში (პოლიმერიზაციის დონე) უნდა იყოს საკმარისად დიდი (წინააღდეგ შემთხვევაში ნაერთი წარმოადგენს ოლიგომერს). მოლეკულა რომ პოლიმერებს მივაკუთვნოთ, ხშირ შემთხვევაში რგოლების რაოდენობა შეიძლება საკმარისად ჩავთვალოთ, თუკი მორიგი მონომერული რგოლის დამატებისას ნივთიერების მოლეკულური თვისებები არ იცვლება. როგორც წესი, პოლიმერების მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე აღწევს. შესაბამისად, მაღალი მოლეკულური მასა იძლევა უნიკალურ ფიზიკურ თვისებებს, როგორიცაა სიბლანტე, ბლანტდრეკადობა, მინის წარმოქმნა და მიდრეკილება ნახევრდკრისტალური სტრუქტურების (და არა კრისტალების) შექმნისადმი. მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა ძვირფასი თვისებების გამო პ. დამზადებულ ნაწარმს იყენებენ მრეწველობაში, მშენებლობაში, ყოფაცხოვრების მრავალ სფეროში და სხვ. წყარო: ბიბლიოვიკი პოლიმერი
![]() |
11.153 პოლიმნია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ლირიული პოეზიისა და ჰიმნების მუზა იხ. აგრეთვე: მუზა, ნადიმი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.154 პოლისემია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. polysēmos – მრავალმნიშვნელობიანი მრავალმნიშვნელიანობა სიტყვისა (სიტყვას რომ ერთზე მეტი, რამდენიმე მნიშვნელობა აქვს). ბეჭი – სხეულის ნაწილი ბეჭი – საქსოვი იარაღი თვალი – ბორბალი თვალი – ძვირფას ქვა წყარო: ლექსიკოლოგიის შესავალი იხ. აგრეთვე: ომონიმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.155 პოლისი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. police ბერძნ. polis 1. სიცოცხლის, ქონების და სხვ. დაზღვევის მოწმობა. 2. ძველ საბერძნეთში: ქალაქ-სახელმწიფო. იხ. აგრეთვე: ქალაქ-სახელმწიფო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.156 პოლიტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. politika 1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ხელისუფლების განხორციელების ძირითადი პრინციპები, ნორმები და მიმართულება (უფრო ფართო გაგებით - მთლიანი მოღვაწეობა). 2. საზოგადოებრივი (ეკონომიკური, სოციალური და სულიერი) ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელიც დაკავშირბულია სოციალური სუბიექტების ურთიერთობებთან, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ხელისუფლების ფუნქციონირებასა და შეცვლასთან. პ.-ის გაგების წარმოშობას, ჩვეულებრივ, არისტოტელეს ნაშრომის სახელწოდებას - „პოლიტიკას“ უკავშირებენ, რომელშიც იგისახელმწიფოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციისა და მოღვაწეობის საკითხებს იხილავს. მას შემდეგ პ-ს სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ერთი რამ უდავოა, პ. ფართო, რთული, მრავალწახნაგოვანი და მრავალსაფეხურიანი მოვლენაა; რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების განხორციელებასა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება გამოვყოთ მისი შემადგენელი შემდეგი სტრუქტურული ელემენტები: ა) პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და მიზანდასახულობანი; ბ) პოლიტიკური კავშირები, მოქმედებები და ურთიერთობები; გ) საზოგადოების, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და გაერთიანებების პოლიტიკური ორგანიზაცია; დ) პოლიტიკური ცნობიერება, როგორც სუბიექტების მიერ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გათვითცნობიერება; ე) პრაქტიკული პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია შემუშავებული პოლიტიკური ხაზის რეალიზაციისა და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მოკლედ, რომ ვთქავათ საჭიროა განვასხვავოთ პ. და პოლიტიკური ცნობიერება, პ. და პოლიტიკური პრაქტიკა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც პ-ს უფრო ფართო გაგება აქვს, ერთიცა და მეორეც პ-შია გაერთიანებული. პ. თავისი მოქმედების სფეროს მიხედვით იყოფა საშინაო (შიდასახელმწიფოებრივ) და საგარეო (სახელმწიფოთაშორის, საერთაშორისო, მსოფლიო) პ-დ. რეალური პოლიტიკა იხ. აგრეთვე: ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.), ეკონომია, ექსტრემიზმი, იდეოლოგია, ინტეგრაცია, კოლონიალიზმი, კონსტიტუცია, ლიბერალიზმი, პარლამენტი, პლებისციტი, პოლიტიკური, რატიფიკაცია და რატიფიცირება, რეალური, რეაქცია, რევოლუცია, საჯარო პოლიტიკა, სუვერენიტეტი, ქალაქ–სახელმწიფო წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.157 პოლიტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. პოლიტიკური მოღვაწე. 2. საუბ. პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებული ადამიანი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.158 პოლიტიკური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. 1. პოლიტიკასთან დაკავშირებული. 2. სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო-უფლებრივი. პოლიტიკური წყობილება. პოლიტიკური უფლებები. პოლიტიკური ეკონომია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მატერიალური დოვლათის საზოგადოებრივი წარმოებისა და განაწილების კანონებს. იხ. აგრეთვე: ანოტაცია, არისტოფანე, ბოიკოტი, გაზეთი, მიტინგი, ალკიბიადე (450-404 ძვ.წ.ა.), პროგრამა, პლატფორმა, ტრაიბალიზმი, ეკონომია, იმპერიალიზმი, იდეოლოგია, რაბათი, ჟანდარმერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.159 პოლიფემე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ლარისელი ლაპითი, ელატეს (ილატის) ან პოსეიდონის და ჰიპეიას ძე, ჰერაკლეს დის ლაონომეს ქმარი, კენევსის ძმა, არგონავტი, ილატიდად წოდებული გმირი. როდესაც მიზიაში ჰერაკლემ საყვარელი მხლებელი ჰილასი დაკარგა და მის ძებნაში ტყე-ღრეს ძრავდა, პოლიფემეც მეგობარს და ცოლისძმას ახლდა, მანვე შეატყობინა ჰილასის დაკარგვა. ჭაბუკის ძებნის დროს არგონავტებმა ცურვა განაგრძეს და გმირები მიზიაში დატოვეს. პოლიფემემ დააარსა ქალაქი კიოსი და დაიღუპა ხალიბებთან შეტაკებაში. სინონიმი: ლაპითი იხ. აგრეთვე: ოდისეა, პოსეიდონი, ჰერაკლე, ჰილასი წყარო: ბიბლიოვიკი პოლიფემე (ლაპითი)
![]() |
11.160 პოლიფონია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ბერძნ. πολύς — მრავალრიცხოვანი და φωνή — ხმა პოლიფონია არის ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი, ფუნქციურად თანასწორუფლებიანი მელოდიის ერთდროული ჟღერადობა. პოლიფონიური მუსიკისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალიზმი, მხატვრულ-სახეობრივი განზოგადება, ობიექტურობა და ერთაფექტიანობა. მისთვის ტიპურია მუსიკალური მასალის უწყვეტი განვითარება, საწყისი ხასიათის ნაკლებინტენსიური გარდაქმნა. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ვიკიპედია პოლიფონია
![]() |
11.161 პოლიცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის საგანგებო ორგანოთა სისტემა. პოლიცია აწარმოებს დანაშაულის მოკვლევას, ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. იხ. აგრეთვე: ჟანდარმერია წყარო: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
![]() |
11.162 პოლუშუბკა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. полушубок მოკლე ქურქი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი პოლუშუბკა (ბარბარიზმი)
![]() |
11.163 პოპულარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. popularis – სახალხო, ხალხური 1. შინაარსით, გადმოცემით მარტივი; ბევრისათვის გასაგები, ხელმისაწვდომი. 2. ვინც ან რაც საყოველთაო პატივისცემით, მოწონებით სარგებლობს, რასაც ან ვისაც ბევრი უჭერს მხარს; ფართოდ ცნობილი, ფართოდ გავრცელებული. იხ. აგრეთვე: დაიჯესტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.164 პოპულიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. populisme ლათ. populus – ხალხი უბრალო ხალხის ინტერესების დაცვა. ტერმინს ნეგატიური შეფერილობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ამ ინტერესების დაცვის სურვილი არაგულწრფელია და მყვირალა განცხადებებით შემოიფარგლება. პოპულისტური ტერმინოლოგია მეტ-ნაკლებად ერთგვარია ყველა პოლიტიკურ სპექტრში და გულისხმობს ტრადიციული ღირებულებების, უბრალო ადამიანების ყოფის დაცვას სხვადასხვაგვარი სოციალური ცვლილებებისაგან, მთავრობისა და ბიზნესის „დამღუპველი“ პოლიტიკისაგან. პოპულისტური პოლიტიკური კამპანიის ნიმუშად მიიჩნევენ 1992 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, როს პეროს პროპაგანდას. თუმცა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პ-ს ხშირად მიმართავენ მრავალრიცხოვანი პარტიები სხვადსხვა ქვეყანაში. პ. გამოიყენება XIX-ის მეორე ნახევრის შეერთებულ შტატებში ფერმერული მოძრობის აღსანიშნავად, როცა ფერმერებმა თავი მთავრობის მიერ მოტყუებულად იგრძნეს დასავლეთ შტატებში იაფი მიწის ნაკვეთების გადაცემის მოლოდინში. პოპულისტებმა თავიანთი კანდიდატი წამოაყენეს პრეზიდენტის პოსტზე და ცდილობდნენ სხვა თავიანთი წარმომადგენლების სენატში გაყვანას. პოპულისტებმა წამყვანი პოზიციები დაიკავეს ჯერ დემოკრატიულ პარტიაში, ხოლო შემდეგ შეერწყნენ პროგრესისტების მოძრაობას. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.165 პოროსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ფონი, გზა, დინება, ხიდი. პლატონის "ნადიმში" სიუხვეს ნიშნავს და მორჭმულებისა და ღვთაების სახედაა პერსონიფიცირებული იხ. აგრეთვე: ნადიმი, პერსონიფიკაცია და პერსონიფიცირება, პლატონი (ძვ. წ. 428-348-347), მორჭმული, ფონი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.166 პორტატიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. portatif პატარა ზომისა, თან სატარებლად მარჯვე, ადვილად გადასატანი. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.167 პორტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. port ფრანგ. port ლათ. portus – ნავმისადგომი, ნავსაყუდელი გემის დგომისა და რემონტისთვის, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოებისთვის განკუთვნილი, დამცავი ნაგებობებით და სხვა აუცილებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ადგილი. იხ. აგრეთვე: ტერმინალი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.168 პორტრეტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. portrait 1. გარკვეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება; 2. პერსონაჟის გარეგნობის აღწერა ლიტერატურულ ნაწარმოებში;3.გადატ. პიროვნების დახასიათება, აღწერა. იხ. აგრეთვე: ავტოპორტრეტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.169 პოსეიდონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ზღვათა ღვთაება. კრონოსისა და რეას ძე. ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრესა და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს მეუღლე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარი იყო ნეპტუნუსი. უძველესი წარმოდგენები პოსეიდონზე დაკავშირებულია ნოტიო მიწის ნაყოფიერებასთან. შესაბამისად, მის სახელს ასე თარგმნიან: „მიწის მეუღლე“ ან „მიწის მეუფე“. კრონოსზე გამარჯვების შემდეგ ზევსმა თავის ძმებთან, ჰადესთან და პოსეიდონთან ერთად გაინაწილა სამყაროში მმართველობის უფლება. სამართლიანი რომ ყოფილიყო ეს განაწილება, მათ წილი ყარეს. პოსეიდონს ხვდა ზღვის სამეფო. არ მოეწონა, რადგან თვლიდა, რომ უფროსი იყო და წესით მას უნდა რგებოდა უმაღლესი უფლებები ღმერთების სამყაროში. თავის აღშფოთებას იგი არც მალავდა. ზევსი განრისხდა და ოლიმპოსის კარიბჭე დახურა მისთვის. ათი წელი არ გამოჩენილა პოსეიდონი ძმის ზეციურ საბრძანებელში. ბოლოს იგი ბედს შეეგუა და შეურიგდა ცათა მბრძანებელს. ეს პირქუში და ჭირვეული ღვთაება ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ზევსი, თუმცა ოდნავ კი ჩამოუვარდებოდა ძალმოსილებით. მან ზღვათა სიღრმეში აიშენა ცისფერი სასახლე, რომელიც ნიჟარებით იყო გადახურული. წყლის მოქცევისას ეს ნიჟარები იხსნებოდნენ და მათ წიაღში დაფარული მარგალიტებით ზღვა ნათდებოდა. ხოლო როდესაც ზვირთები მშვიდად ნებივრობდნენ, სასახლის ქარვის ფანჯრებიდან ძოწისფერი ყვავილივით მოჩანდა მზე. პოსეიდონმა ვეებერთელა თავლებში ოქროსფაფრიანი და სპილენძისჩლიქებიანი მერნების რემა მოათავსა. ოქროს ეტლიც ჰქონდა, რომლის ხმის გაგებისთანავე მშვიდდებოდნენ ქარიშხლები. ახლა ცოლის შერთვაც შეეძლო, მით უმეტეს, რომ მოსწონდა ზღვის ძველი ღმერთის, გრძნეული ნერევსის ასული, მშვენიერი ამფიტრიტე. მაგრამ ქალწული არ თანხმდებოდა, რადგანაც პოსეიდონი, მიუხედავად ღვთაებრივი აღნაგობისა, არც ისე ლამაზი იყო. მას მუქი ფერის კანი ჰქონდა, აბურძგნული თმა და ლამით სავსე, მუდამ, სველი წვერები. შიშის ზარს სცემდნენ სათნო ამფიტრიტეს მისი თვალები, ავის მომასწავებლად რომ ანათებდნენ ხშირი წარბებიდან. და მაინც, ზღვის მეუფემ მისი მოტაცება განიზრახა, ქალწულმა ატლასის მთებს შეაფარა თავი. დამწუხრებული დაბრუნდა პოსეიდონი თავის ცარიელ სასახლეში. ამ დროს მასთან მოცურდა დელფინი, ზღვის ბინადართა შორის უბრძენესი ქმნილება და ღმერთს დახმარება აღუთქვა. მეორე დღეს კი ამფიტრიტეს გამოეცხადა და უამბო წყალთა ყოვლისშემძლე ღვთაების უსაზღვრო სიმდიდრეზე, უსამანო სამფლობელოზე, ზღვათა საოცარ ბინადრებზე, რომლებიც მის ფერხთა ქვეშ იცურებდნენ და დიდებულ პატივს მიაგებდნენ მშვენიერ ქალბატონს. დაფიქრდა ნიმფები. დელფინის ნაამბობმა მოხიბლა, რჩევა იკითხა და რამდენიმე დღის შემდეგ ზურმუხტის ტახტზე დაბრძანდა პოსეიდონის გვერდით, ვითარცა ზღვის დედოფალი. ზღვის მლაშე წყლებში უცნაური ღვთაებები და საოცარი არსებები ბინადრობდნენ. მათ ბრძნულად განაგებდა პოსეიდონი, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც კი წყალში თუ წყლის ზედაპირზე ხდებოდა. როცა უაზროდ მოვარდებოდნენ ქარიშხლები და ზღვას ააზვირთებდნენ, პოსეიდონის ერთი მზერაც საკმარისი იყო მათ დასამშვიდებლად. თავისი სამკაპით მას შეეძლო სამშვიდობოზე გამოეტანა თავთხელზე დარჩენილი თუ კლდეთა შორის გარჩენილი ხომალდები. ნაზღვაურალ გემებს კი უგზავნიდა სწრაფ დინებებს, რათა ნაპირებზე გაერიყათ. მის განრისხებას ერიდებოდნენ ღმერთებიც და ადამიანებიც. პოსეიდონი განაგებდა კუნძულებსაც, სანაპიროებსაც და ნავსადგომებსაც. თავისი სამკაპით მას შეეძლო მიწის გაპობა, ყურეთა და სრუტეთა შექმნა. მიწისძვრა მისი მრისხანების გამოვლინებად ითვლებოდა. პოსეიდონის სახელთან მრავალი მითოსია დაკავშირებული: აპოლონთან ერთად მან ააგო ტროას გალავანი, ხოლო როდესაც ძუნწმა მეფე ლაომედონმა განარისხა, მის ქვეყანას მიუვლინა ურჩხული, რომელიც ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონმა ათენასთან დავისას დათმო ატიკაზე მეუფების უფლება. იგი დევნიდა ოდისევსს და შინ დაბრუნების ნებას არ რთავდა პოლიფემოსის დაბრმავების გამო. მითები მოგვითხრობენ აგრეთვე პოსეიდონის სატრფიალო თავგადასავლებს დემეტრესთან, მედუზასთან და ა.შ. მთელი ბერძნული სამყარო თაყვანს სცემდა ამ ღვთაებას. ზღვისპირა ქალაქებში მას უშენებდნენ მდიდრულ ტაძრებს. კუნძულებსა და კონცხებზე, აგრეთვე სანაპირო მთებზე აღმართული იყო მისი ქანდაკებები და სალოცავები. პოსეიდონს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ცხენს ან დელფინს, უძღვნიდნენ სპორტულ ასპარეზობებს, რომელთაგან უდიდესი იყო კორინთოში დაწესებული ისთმოსური დღესასწაული. ზღვათა მბრძანებელს ხელოვანნი წარმოსახავდნენ ძლიერ, განიერმხრებიან მოხუცად, სახით ზევსის მსგავსს, ოღონდ უფრო მრისხანე მზერით, ხელში სამკაპით. ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა, პოლიფემე, ღმერთი, არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი პირველი – I, არგონავტიკა - წიგნი მეორე – I, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XII, ამფიტრიტე, ევრიპილე წყარო: ბიბლიოვიკი პოსეიდონი
![]() |
11.170 პოსტკომუნიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იმ სოციალისტური ქვეყნების საზოგადოებების მდგომარეობა და მოძრაობა, რომლებიც შედარებით ახლო წარსულში განუდგნენ სახელმწიფოს საზოგადოებრივი ცხოვრების ტოტალიტარულ საფუძვლებსა და ფორმებს. ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევამ აქტუალური გახადა საზოგადოების კვაზისოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ან სხვა არაკაპიტალისტურ, მაგრამ ახალ წყობაზე გადასვლის პროცესის შესწავლა. დღეს ასეთი ტრანზიტული სახელმწიფოების პრობლემები სამამულო და საზღვარგარეთელი მეცნიერების შესწავლის საგანია. ამასთან, მთავარ სადისკუსიო საკითხად რჩება: საით, კონკრეტულად როგორი გზებით, რა საშუალებებით, რა მიმართულებით ხორციელდება გარდაქმნები სხვადასხვა ქვეყნებში. ხშირად პერსპექტივის სახით წინა პლანზე შემდეგი ალტერნატივები გამოდის: ან ევოლუცია პლურალისტური დემოკრატიისაკენ, ან ამა თუ იმ ფორმით ნაციონალისტურ საფუძველზე დამყარებული ავტორიტარული მმართველობა. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.171 პოსტმოდერნიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა არქიტექტურიდან, იგი შემოიტანა ამერიკელმა არქიტექტურის თეორეტიკოსმა ჯენქსმა 1976 წელს; მიმდინარეობა სოციოლოგიაში, ასევე სხვა მეცნიერებებში. პ-ის თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში გარკვეულობის ყველა ელემენტი დარღვეულია და საეჭვოდაა მიჩნეული, მასში ადამიანების ცხოვრების პირობები გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების ხასიათს იღებს და არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პ-ის სამი წამყვანი თემაა: 1 „მეტანარატივების“ კრიტიკა და უნივერსალური ცოდნის პრობლემურობა; 2. ობიექტური ჭეშმარიტების არარსებობა და ორი განსხვავებული სიბრტყის - რეალობის და აზროვნების თანხვედრის პრობლემურობა; 3. ცნებებისა და საგნების იდენტურობის ფიქსაციის პრობლემა. იხ. აგრეთვე: მოდერნიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.172 პოტიდეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კორინთოს კოლონია მაკედონიაში. 435 წ. ძვ.წ.ა. პოტიდეამ სცადა ათენელთა ბატონობის უღელი გადაეგდო კისრიდან. 5 წლის შემდეგ პოტიდეა დამარცხდა. იხ. აგრეთვე: ნადიმი, ათენა წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.173 პრაიმერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. წმინდა ინგლისური წარმოშობის სიტყვაა, ამერიკული ფესვებით და პირველადს ნიშნავს. მისი განმარტება ასეთია: ვადამდელი არჩევნები – ერთგვარი არჩევნები, რომელიც ტარდება პარტიის შიგნით და რომლის შედეგადაც აირჩევა ერთი კანდიდატი. პრაიმერი პირველად 1842 წ. აშშ-ში ჩატარდა. პირველი შტატი, სადაც `პრაიმერის სავალდებულო ჩატარების შესახებ” კანონი მიიღეს, იყო ვისკონსინი (1903წ). 1927 წლიდან ამ კანონმა საყოველთაო ხასიათი მიიღო და ყველა შტატი მოიცვა. პრაიმერის შედეგად ხდებოდა პარტიული კანდიდატების შიდაპარტიული გადარჩევა. რაც მანამდე თათბირებისა და პარტიული ყრილობების, ხშირ შემთხვევაში კი, კულუარული მოლაპარაკებების შედეგად ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით არასამართლიანი შედეგით სრულდებოდა. ამის მიუხედავად, რამდენიმე შტატმა საბოლოოდ მაინც უარი თქვა არჩევანის პრაიმერის გზით გაკეთებაზე. ამერიკის დაახლოებით 11 შტატი პრაიმერს აღარ ატარებს. არჩევანს კონფერენციებისა და რეფერენდუმის შედეგად აკეთებენ, რასაც ისინი `კოკუსს” უწოდებენ. იხ. აგრეთვე: რეფერენდუმი, კონფერენცია, პარტია წყარო: მოსახლეობა და პოლიტიკური პარტიები პრაიმერის შესახებ, http://www.regions.ge/print.php?printid=3235&year=2010&lang=geo
![]() |
11.174 პრაქტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. practice გერმ. Praktik ლათ. practica ბერძნ. praktike – პრაქტიკული მნიშვნელობა, უნარი 1. მატერიალურ სამყაროზე უშუალო ზეგავლენის მქონე ადამიანის საქმიანობა, რომლის შედეგად იცვლება გარემო, აგრეთვე რაიმეს ცხოვრებაში გამოყენებისკენ მიმართული საქმიანობა; 2. რაიმე სამუშაოს ჩვეულებრივი საშუალებები, ხერხები, შრომითი ჩვევა; 3. თეორიული გზით მიღებული ცოდნის გამოყენება, შემოწმება; 4. გამოცდილების, ჩვევების შესაძენად სპეციალობით მუშაობა, სწავლა; 5. ექიმის ან იურისტის სპეციალობით მუშაობა. იხ. აგრეთვე: აკადემიზმი, თეორია, მეთოდი, პრაქტიკოსი, პრაქტიკული, ტრადიცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.175 პრაქტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თავისი საქმის პრაქტიკულად მცოდნე, თავის სპეციალობაში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი. იხ. აგრეთვე: პრაქტიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.176 პრაქტიკული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. პრაქტიკასთან დაკავშირებული. 2. საყოფაცხოვრებო საკითხებში უნარიანი, საქმიანი, გამოცდილი (ადამიანი). იხ. აგრეთვე: პრაქტიკა, რეალური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.177 პრევენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. praeventio წინასწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლად. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.178 პრეზიდენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. praesidens (praesidentis) – თავში მჯდომი 1. არჩევითი ხელმძღვანელი, თავმჯდომარე რიგ საზოგადოებრივ და სამეცნიერო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო. 2. სახელმწიფოს მეთაური რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში. ე.წ. საპარლამეტო რესპუბლიკებში (იტალია, ინდოეთი, გრმანია) პ. აირჩევა პარლამენტის ან განსაკუთრებული კოლეგიის მიერ, რომელიც ძირითადად პარლამენტარებით არის დაკომპლექტებული. პ. აირჩევა პირდაპირი (მაგ. საფრანგეთი) ან არაპირდაპირი გზით (მაგ., აშშ). იხ. აგრეთვე: ინაუგურაცია, პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.179 პრელუდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ლათ. praeludo – წინასწარ ვუკრავ, შესავალს ვაკეთებ 1. მუსიკალური ნაწარმოების შესავალი; 2. დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა, უპირატესად ფორტეპიანოსათვის; 3. გადატ./em> რისამე დასაწყისი, შესავალი იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.180 პრემიერ-მინისტრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს პარლამენტური სისტემით მოწყობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტის მეათაური. ამ პოსტის მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის დამოკიდებულია ქვეყნის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, მთავრობის პარტიულ შემადგენლობაზე და კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებებზე. ქვეყნის ინსტიტუციონალურ ორგანიზაციაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ქვეყნის ტერიტორიული განაწილების შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების განაწილება. მთავრობის პარტიულ შემადგენლობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს პ.-მ.-ის ხელისუფლებაზე მაშინ, თუ მთავრობა წარმოადგენს რამდენიმე ან თუნდაც ორი პარტიის კოალიციას. ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობა, როგორც წესი, კოალიციურია ხოლმე (ამგვარი ვითარება ტიპურია ნიდერლანდებისათის), პ.-მ.-ს უწევს შიდასამთავრობო აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების მომრიგებლის ფუნქციის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ პ.-მ.-ის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ყველგან დიდადაა დამოკიდებული პარლამენტის მხარდაჭერასა და საკუთარი პარტიის კონსოლიდაციაზე. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.181 პრეპარატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. preparation რუს. препарат ლათ. praeparatum 1. ქიმიური შენაერთი, რომელიც დამზადებულია ლაბორატორიაში ან ფაბრიკაში და გამოიყენება სამკურნალო მიზნით ან სამეცნიერო კვლევებისათვის. 2. რომელიმე ორგანოს ან ქსოვილისაგან დამზადებული ობიექტი, რომელიც გამოიყენება სადიაგნოზოდ ან სამეცნიერო კვლევისათვის ჰისტოლოგიური პრეპარატი, ანატომიური პრეპარატი, მიკრობიოლოგიური პრეპარატი და ა.შ.). იხ.აგრეთვე: ევთანაზია, ჰისტოლოგია, ანატომია, მიკრობიოლოგია, ბიოლოგია, ლაბორატორია, ობიექტი წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
11.182 პრერია და (მრ.) პრერიები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გეოგრ. ფრანგ. prairie ჩრდ. ამერიკის ზომიერი კლიმატური სარტყლის ვრცელი ველები, სადაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.183 პრეროგატივა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. praerogativa სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.184 პრეს-რელიზი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნ. ფრანგ. presse ინგლ. release – გამოშვება ოფიციალური ორგანოს ან პირის მიერ პრესაში გამოსაქვეყნებლად გადაცემული განცხადება. იხ. აგრეთვე: PR წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.185 პრესა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. presse პერიოდულ გამოცემათა ერთობლიობა, ჟურნალ-გაზეთები. თანამედროვე ეპოქაში ტერმინი გამოიყენება როგორც ბეჭდვურ, ისე ელექტრონული გამოცემების აღსანიშნად. იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
![]() |
11.186 პრესკონფერენცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პრესკონფერენციის დანიშნულება, ერთის მხრივ, ჟურნალისტების მეშვეობით საჯარო პირებისათვის საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე შეკითხვების დასმაა; მეორეს მხრივ, მედიაციის ეს ფორმა საშუალებას აძლევს თავად საჯარო პირს, თქვას თავისი სათქმელი. პრესკონფერენციების ფორმას ძირითადად ახალი ამბების გაცხადების მიზნით მიმართავენ, ან მაშინ, როცა ჟურნალისტების ინტერესი ცალკეული საკითხების მიმართ იმდენად დიდია, რომ ოფიციალური პირები ცალ-ცალკე ინტერვიუების მიცემას, ერთი პრესკონფერენციის მოწყობას ამჯობინებენ. პრესკონფერენციის ჩატარების მიზანშეწონილობას პრესსამსახურებს თავად სიტუაცია კარნახობს. იხ. აგრეთვე: PR წყარო: პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
![]() |
11.187 პრეტე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. presbýteros (შედარებითი ხარისხი სიტყვისა présbys „მხცოვანი“, „(უ)ხუცესი“, შემდეგ ლათ. presbyter იტალ. Prete იტალიურად აღნიშნავს პირს, რომელმაც მღვდლობის საიდუმლოს მეორე ხარისხი მიიღო, ანუ მღვდელმსახურად ეკურთხა იხ. აგრეთვე: მღვდელი, სამღვდელოება წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
11.188 პრეფიქსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლინგვ. ლათ. praefixus – წინიდან მიმაგრებული გრამატ. სიტყვის მარტივი ფუძის (ძირის) წინ მოთავსებული აფიქსი; თავსართი. იხ. აგრეთვე: ა, აფიქსი, გრამატიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.189 პრეცედენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. praecedens (praecedentis) წინამავალი 1. შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს ნიმუშს ან გამართლებას შემდეგდროინდელი მსგავსი შემთხვევებისათვის. უპრეცედენტო - ისეთი, რომლის მსგავსი ადრე არ ყოფილა; არნახული. მაგ., უ. შემთხვევა. 2.სამართ. სასამართლოს ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიმუშად სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.190 პრიამე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. ტროას უკანასკნელი მეფე. ლაომედონის უმცროსი ვაჟი. ჰექტორის, პარისის, დეიფობოსის, ტროილოსის, კრეუსას, ლაოდიკეს, პოლიქსენეს, კასანდრას და სხვათა მამა. როდესაც შურისმაძიებელმა ჰერაკლემ ტროა დაარბია, ლაომედონიცა და მისი ვაჟებიც ერთიანად ამოხოცა. ცოცხალი დატოვა მხოლოდ დატყვევებული პოდარკესი, რომელიც მამას დადებული პირობის აღსასრულებლად მოუწოდებდა. ჰერაკლემ თავის თანამებრძოლ ტელამონს უბოძა მეფის ასული ჰესიონე, რომელსაც ნება დართო გამოესყიდა ტყვეთაგან ნებისმიერი. მან თავისი ძმა აირჩია. სწორედ მას შემდეგ შეარქვეს პოდარკესს პრიამოსი, რაც „გამოსყიდულს“ ნიშნავს. პრიამოსს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 50 ვაჟსა და კიდევ უფრო მეტ ქალიშვილს ითვლიდა. ისინი, დაქორწინებულნიცა და დაუქორწინებელნიც, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ სამეფო სასახლეში. როდესაც ტროას ომი დაიწყო, პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და ბრძოლებს ქალაქის გალავნიდან ადევნებდა თვალს. „ილიადას“ ბოლო სიმღერაში აღწერილია მისი შესვლა ბერძენთა ბანაკში აქილევსის მიერ განგმირული ჰექტორის გამოსასყიდად. აი, როგორი სიტყვით მიმართავს იგი აქილევსს: „ღვთაებათა თანაზიარო, მსურს გაგახსენო მამაშენი, ჩემებრ მხცოვანი... ის შენით ხარობს, რადგან ცოცხალი ეგულები და შენი ხილვის იმედით სუნთქავს. მე კი, უბედურს, ორმოცდაათი ვაჟკაციდან არავინ შემრჩა, ყველა იმსხვერპლა ომმა, ჰექტორიც შენ განგმირე!.. მომირთმევია დიდძალი განძი, გთხოვ, დამიბრუნო მისი ცხედარი, ღირსეულად რომ დავკრძალო. ღმერთებს მიაგე პატივი და მეც შემიბრალე, თან მამაშენიც გაიხსენე. რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელს საძულველ ხელებს!“ მხცოვანი მეფის ღრმა მწუხარებამ შეძრა აქილევსი და რისხვადამცხრალმა აღასრულა მისი წადილი. პრიამოსის გარდაცვალების ამბავს ვხვდებით ევრიპიდეს „ტროელ ქალებსა“ და ვერგილიუსის „ენეიდაში“. როდესაც ტროა იფერფლებოდა, პრიამოსმა ზევსის ტაძარს შეაფარა თავი. იქ კი იხილა თუ როგორ მოკლა ნეოპტოლემოსმა მისი ვაჟი, პოლიტოსი. პრიამოსმა შურისძიება სცადა, მაგრამ ნეოპტოლემოსმა უმოწყალოდ განგმირა მეფეც. ანტიკურ ხელოვნებაში მოხუცი პრიამოსის მრავალი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ძველ სამყაროში მისი სახელი მრავალჭირნახული კაცის სიმბოლოდ იქცა. სინონიმი: პრიამოსი იხ. აგრეთვე: ენეიდა წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
![]() |
11.191 პრიამოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. – (ბერძნ.) ტროას უკანასკნელი მეფე. ლაომედონის უმცროსი ვაჟი. ჰექტორის, პარისის, დეიფობოსის, ტროილოსის, კრეუსას, ლაოდიკეს, პოლიქსენეს, კასანდრას და სხვათა მამა. როდესაც შურისმაძიებელმა ჰერაკლემ ტროა დაარბია, ლაომედონიცა და მისი ვაჟებიც ერთიანად ამოხოცა. ცოცხალი დატოვა მხოლოდ დატყვევებული პოდარკესი, რომელიც მამას დადებული პირობის აღსასრულებლად მოუწოდებდა. ჰერაკლემ თავის თანამებრძოლ ტელამონს უბოძა მეფის ასული ჰესიონე, რომელსაც ნება დართო გამოესყიდა ტყვეთაგან ნებისმიერი. მან თავისი ძმა აირჩია. სწორედ მას შემდეგ შეარქვეს პოდარკესს პრიამოსი, რაც „გამოსყიდულს“ ნიშნავს. პრიამოსს რამდენიმე ცოლი ჰყავდა, რომელთაგან 50 ვაჟსა და კიდევ უფრო მეტ ქალიშვილს ითვლიდა. ისინი, დაქორწინებულნიცა და დაუქორწინებელნიც, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ სამეფო სასახლეში. როდესაც ტროას ომი დაიწყო, პრიამოსი უკვე ხანდაზმული იყო და ბრძოლებს ქალაქის გალავნიდან ადევნებდა თვალს. „ილიადას“ ბოლო სიმღერაში აღწერილია მისი შესვლა ბერძენთა ბანაკში აქილევსის მიერ განგმირული ჰექტორის გამოსასყიდად. აი, როგორი სიტყვით მიმართავს იგი აქილევსს: „ღვთაებათა თანაზიარო, მსურს გაგახსენო მამაშენი, ჩემებრ მხცოვანი... ის შენით ხარობს, რადგან ცოცხალი ეგულები და შენი ხილვის იმედით სუნთქავს. მე კი, უბედურს, ორმოცდაათი ვაჟკაციდან არავინ შემრჩა, ყველა იმსხვერპლა ომმა, ჰექტორიც შენ განგმირე!.. მომირთმევია დიდძალი განძი, გთხოვ, დამიბრუნო მისი ცხედარი, ღირსეულად რომ დავკრძალო. ღმერთებს მიაგე პატივი და მეც შემიბრალე, თან მამაშენიც გაიხსენე. რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელს საძულველ ხელებს!“ მხცოვანი მეფის ღრმა მწუხარებამ შეძრა აქილევსი და რისხვადამცხრალმა აღასრულა მისი წადილი. პრიამოსის გარდაცვალების ამბავს ვხვდებით ევრიპიდეს „ტროელ ქალებსა“ და ვერგილიუსის „ენეიდაში“. როდესაც ტროა იფერფლებოდა, პრიამოსმა ზევსის ტაძარს შეაფარა თავი. იქ კი იხილა თუ როგორ მოკლა ნეოპტოლემოსმა მისი ვაჟი, პოლიტოსი. პრიამოსმა შურისძიება სცადა, მაგრამ ნეოპტოლემოსმა უმოწყალოდ განგმირა მეფეც. ანტიკურ ხელოვნებაში მოხუცი პრიამოსის მრავალი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ძველ სამყაროში მისი სახელი მრავალჭირნახული კაცის სიმბოლოდ იქცა. ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს იხ. აგრეთვე: ილიადა, ანტენორი, პარისი, პოლიდორუსი, ჰექუბა, ჰექტორი წყარო: ბიბლიოვიკი პრიამოსი
![]() |
11.192 პრივატიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის გადაყვანა სახელმწიფოდან კერძო სექტორში. საწინააღმდეგო პროცესს ნაციონალიზაცია ან მუნიციპალიზაცია ჰქვია. პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურების ორიენტაციის წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა, ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას და მომსახურებას. ზოგადად, პრივატიზაციის ფართომასშტაბიანი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, თუმცა, უფრო დომინანტურ ეკონომიკურ მიმართულებად ის 1980-90-იან წლებში იქცა (განსაკუთრებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). იხ.აგრეთვე: ნაციონალიზაცია, ორიენტაცია, დომინანტი, ეკონომიკური, პროცესი, სექტორი, ტრანსფორმაცია, გენერაცია, მანუფაქტურა წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
![]() |
11.193 პრივილეგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. privilegium განსაკუთრებული უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ვისმე სხვებისაგან განსხვავებით; უპირატესობა. იხ. აგრეთვე: პატრიმონიალური, ჩარტერი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.194 პრივილეგირებული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პრივილეგირებული იგივეა, რაც პრივილეგიური. იხ. აგრეთვე: პრივილეგია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.195 პრიმიტივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. primitivus – თავდაპირველი, პირველყოფილი 1. განუვითარებელი, მარტივი მოვლენა იმავე რიგის შემდეგდროინდელ მოვლენებთან შედარებით. 2. უძველესი (მაგ., პირველყოფილი საზოგადოების) ხელოვნების ნაწარმოები, რომლის გამომხატველობითი საშუალებანი შედარებით ნაკლებადაა განვითარებული. 3. გაუბრალოებული; შესრულების ტექნიკით მარტივი, უბრალო. 4. იგივეა, რაც პრიმიტივისტი. იხ. აგრეთვე: პრიმიტივიზმი, პრიმიტივისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.196 პრიმიტივიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. სიმარტივე, უბრალოება რისამე შესრულებაში. 2. რთული მოვლენის, რთული საკითხის გაუბრალოება, ზედმეტად გამარტივება. 3. პრიმიტივისადმი მიბაძვა, შეგნებული გაუბრალოება, რაც დამახასიათებელია მე-19 – 20 სს. ბურჟუაზიული ხელოვნების ბევრი დეკადენტური მიმდინარეობისათვის. იხ. აგრეთვე: პრიმიტივი, პრიმიტივისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.197 პრიმიტივისტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პრიმიტივიზმის მიმდევარი; პრიმიტივის შემსრულებელი. იხ. აგრეთვე: პრიმიტივი, პრიმიტივიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.198 პრიმიტიული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. primitive ბერძნ. primitivus – თავდაპირველი, პირველყოფილი ლათ. 1. ადამიანთა საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებთან დაკავშირებული; პირველყოფილი; 2. მარტივი, არართული; 3. ნაკლებად განათლებული, ნაკლებად კულტურული. იხ. აგრეთვე: ტრაიბალიზმი წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.199 პრინციპი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. principium – დასაწყისი, დასაბამი 1. რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების და მისთ. ძირითადი ამოსავალი დებულება; სახელმძღვანელო იდეა. 2. მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი; რწმენა, თვალსაზრისი. 3. რაიმე მექანიზმის, ხელსაწყოს აგებულების ან მოქმედების ძირითადი თავისებურება. იხ. აგრეთვე: იდეა, სისტემა, სტანდარტი, ქალაქ-სახელმწიფო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.200 პროგრამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. program(me), scheme გერმ. programme ბერძნ. programma – საჯარო განცხადება, განკარგულება, ბრძანებულება. 1. მომავალი მუშაობის, მოქმედების გეგმა; 2. პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან ცალკეული საზოგადო მოღვაწის მიზნებისა და ამოცანების გადმოცემა; 3. სასწავლო საგნის შინაარსის მოკლე გადმოცემა; 4. კომპიუტერზე ამოცანის გადაწყვეტის მიზნით ინფორმაციის დამუშავების პროცესის განსაზღვრულ ფორმალურ ენაზე გადმოცემული ზუსტი და თანმიმდევრობითი აღწერა. იხ.აგრეთვე: პროგრამული, პოლიტიკური, პროცესი, პლატფორმა, ინფორმაცია, ინსტიტუტი, კომუნიკაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.201 პროგრამული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. გერმ. ლათ. პროგრამასთან დაკავშირებული. პ. მუსიკა - ინსტრუმენტული მუსიკა, რომელიც შექმნილია გარკვეული თემის ან სიუჟეტის მიხედვით. იხ. აგრეთვე: მანიფესტი, პროგრამა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.202 პროგრესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. progressus – წინ მოძრაობა, წარმატება ინგლ. progress გერმ. Progres თანმიმდევრობითი აღმავლობა, წინსვლა, გაუმჯობესება, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ასვლა. იხ. აგრეთვე: სოციალური, რეაქცია, რევოლუცია, რეაქციონერი, ტრადიცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.203 პროდიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოფისტი, სოკრატეს თანამედროვე, ავტორი ცნობილი ალეგორიისა „ჰერაკლე ბიწსა და სათნოებას შორის“. ქსენოფონტე, თავის „Memorabilia“, II, 1. იხ. აგრეთვე: ნადიმი, სოკრატე (469-393 ქ.წ.), ქსენოფონტი (ძვ.წ.427–ძვ.წ.355) წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.204 პროდუქტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. productus – შექმნილი 1. საგანი, ნივთიერება, რომელიც მიღებულია ადამიანის შრომის შედეგად. 2. პროდუქტები - სურსათ-სანოვაგე. 3. ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სხვა ნივთიერებისაგან ქიმიური გზით ან სხვა წესით. 4. რისამე შედეგი, ნაყოფი. იხ. აგრეთვე: ბრენდი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.205 პროდუქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. productio 1. ერთობლიობა იმ პროდუქტებისა, რომლებიც დაამზადა რომელიმე წარმოებამ, მრეწველობის რაიმე დარგმა ან მთელმა სახალხო მეურნეობამ გარკვეული დროის განმავლობაში. 2. გონებრივი შრომის (ხელოვნების, ლიტერატურის და სხვ.) ნაწარმოებთა ერთობლიობა. ბეჭდვითი პროდუქცია. მეცნიერული პროდუქცია. იხ. აგრეთვე: ცენზურა, ლიტერატურა, სერვისი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.206 პროვოკაცია და პროვოცირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. provocatio–გამოწვევა 1. ცალკეული პირის, პირთა ჯგუფების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების წაქეზება ისეთი მოქმედებისათვის, რასაც მოჰყვება მათთვის მძიმე, ზოგჯერ დამღუპველი შედეგები. 2. პოლიციის ფარული აგენტების გამცემლური მოქმედება რევოლუციურ ორგანიზაციებში, მათ მიერ ისეთი მოქმედების გამოწვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ამ ორგანიზაციების დასუსტება ან განადგურება. 3. მედიც. დაავადების რაიმე მოვლენის, რაიმე ნიშან-თვისების ხელოვნური გამოწვევა ან გაძლიერება. მაგ., მალარიის შეტევის პროვოკაცია. იხ. აგრეთვე: ჯინგოიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.207 პროზა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ლათ. prosa 1. თხრობითი, გაულექსავი ლიტერატურა (რომანები, მოთხრობები და მისთ.). 2. საუბ., გადატ. რაც ჩვეულებრივია, აუცილებელია ცხოვრებაში; ყოველდღიურობა. იხ. აგრეთვე: ბელეტრისტი, ეპიგრამა, ეპიგრაფი, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.208 პროზაიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პროზაულ ნაწარმოებთა (რომანების, მოთხრობებისა და მისთ.) შემქმნელი მწერალი. იხ. აგრეთვე: ავტორი, ბელეტრისტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.209 პროზელიტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პროზელიტი ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან („სეპტუაგინტადან“). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც არ არის მკვიდრი, ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან. ახალ აღთქმაში ნახსენები არიან პროზელიტები ანუ რჯულშეცვლილნი იუდეველთა გვერდით, მათ საპირისპიროდ (საქმე 2:10). პროზელიტად იხსენიება ბიბლიის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე აკვილა პონტოელი (IIს.ახ.წ.), რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაზე იყო მოქცეული. ძველ სამყაროში, ძველი აღთქმის პერიოდში და შემდეგაც ყოველი, ვინც რაღაც მიზეზითა თუ მიზნით შეეხიზნებოდა იუდეველთა ან სხვა აღმსარებლობის მატარებელ თემს, ჩეულებრივ იცვლიდა რჯულს ანუ ხდებოდა პროზელიტი. პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპაპეულ რჯულს და ქრისტიანობა აღიარეს. გარკვეული აზით, პროზელიტი იყო აბიათარი, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს მისი ზედწოდება, რომლითაც ის იხსენიება ისტორიაში: „ჰურიაყოფილი“ სწორედ ამ მოვლენის აღმნიშნველია, ანუ ამ სიტყვაში პროზელიტიზმის შედეგია გამოხატული. პროზელიტები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წმინდანები აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვანი. პროზელიტიზმი - საბერძნეთის კანონში პროზელიტიზმის შესახებ მოცემულია პროზელიტიზმის განმარტება პროზელიტიზმში იგულისხმება, პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნებაის ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრე საშუალებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტისა და გულუბრყვილობის გამოყენებით. პროზელიტიზმი - „პროზელიტიზმში“, კერძოდ, იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.(საბერძნეთის კონსტიტუცია) წყარო: აბაშიძე ლევან და სხვ., კიკნაძე ზურაბ, ქალდანი თამარ. რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (პროზელიტიზმი) / [ავტ.: ლევან აბაშიძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ქალდანი ; რედ.: ელგუჯა დადუნაშვილი] ; კავშირი "ჰუმან. საზოგადოებისათვის", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
![]() |
11.210 პროკარიოტები - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. . pro - წინ, ნაცვლად, karyon - ბირთვი უძველესი ორგანიზმები, რომელთაც არ გააჩნიათ კარგად გამოხატული, მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი. ასეთებია ბაქტერიები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. იხ. აგრეთვე: უჯრედი, ეუკარიოტები წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.211 პროლეტარიატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მარქსისტული ტერმინი, აღნიშნავს კლასს, რომელიც თავს ირჩენს საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვით, მკაცრად თუ მივუდგებით, პროლეტარიატი არ შეიძლება მივიჩნიოთ მუშათა კლასის (ხელის შრომის მუშაკების) ეკვივალენტად. იხ. აგრეთვე: ანარქიზმი, მარქსი კარლ (1818-1883) წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
11.212 პროლოგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. prologos რუს. пролог 1. ნაწარმოების შესავალი თავი, რომელიც თხზულებაში გაშლილი მოქმედების წინა ამბავს მოგვითხრობს, გადმოგვცემს ავტორის ჩანაფიქრს ან ისტორიულ – ლიტერატურული ხასიათის ცნობებს 2. სურათი, სცენა ან მიმართვა მაყურებლისადმი, რომელიც უძღვის თეატრალურ დადგმას (ოპერას, პიესას) და გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მსმენელს სპექტაკლის შინაარსზე. იხ. აგრეთვე: ეპილოგი, ლიტერატურა, მუსიკა წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ.: მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
11.213 პრომეთე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითოლ. ბერძნ. Promētheus ტიტანი, რომელმაც ოლიმპიდან მოიტაცა ცეცხლი და ასწავლა ხალხს მისი გამოყენება; დასასჯელად ზევსმა მიაჯაჭვა იგი კლდეზე კავკასიაში; მას ყოველდღე არწივი უძიძგნიდა ღვიძლს, რომელიც ღამით კვლავ უმთელდებოდა; გაათავისუფლა ჰერაკლემ (ქართულ ფოლკლორში მას შეესაბამება ამირანი) თუ აპოლონიოს როდოსელამდე ანტიკური ხანის ავტორები პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად სკვითების ქვეყანას გვისახელებენ (მაგ. ესქილე), აპ. როდოსელი პირველი ავტორია, რომელიც პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად კავკასიის მთებს თვლის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობაა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI, ჰესიოდე წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.214 პრომოუშენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Promotion წარმოჩენა – მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და ბრენდის წარმოჩენისათვის მიმართულ მოქმედებების ერთობლიობას აღნიშნავს. პრომოუშენი შეიძლება ახდენდეს ძველი იმიჯის გამყარებას, ახალი იმიჯის შეძენას, ახალი გაფორმების, პროგრამის, გამოცემის პრეზენტაციას, ახსენებდეს მომხმარებელს პროდუქტის ღირსებებს, უპირატესობას და ა.შ. პრომოუშენის მიზანი მაყურებლის შენარჩუნება და მოზიდვაა. პრომოუშენი მჭიდროდაა დაკავშირებული პოზიციონირებასთან, რეკლამასთან, გასაღების სტიმულირებასთან (Sales Promotion) და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობებთან (Public Relations). იხ. აგრეთვე: ბრენდი წყარო: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი : პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ.: ფონდი „ინტერნიუსი“, 2001
![]() |
11.215 პროპაგანდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. propaganda – გასავრცელებელი რაიმე იდეის, მოძღვრების, ცოდნის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების გზით; ფართო მასებზე იდეური ზემოქმედება, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს. იხ. აგრეთვე: აგიტაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.216 პროპონტიდა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მარმარილოს ზღვა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII, ეზეპე წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
11.217 პროპორცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. proportio 1. თანაფარდობა ნაწილებს შორის. 2. მათემ. ორი შეფარდების ტოლობა. იხ. აგრეთვე: სიმეტრია, პროპორციული წარმომადგენლობა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.218 პროპორციული წარმომადგენლობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Proportional representation საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვით იმ პარტიების მიერ პარლამენტში მიღებული ადგილების რაოდენობა, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი კანდიდატები წარმომადგენლობით ორგანოში, დამოკიდებულია კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს იქმნება ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო ოლქი, რომლებშიც თითოეული პარტია წარადგენს საკუთარ კანდიდატებს, ხოლო ამომრჩეველი ხმას აძლევს შესაბამის პარტიებს. არჩევნების შედეგების გამოსავლენად განისაზღვრება მინიმალური ნორმა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მოსაპოვებლად. პარტიულ სიაში მანდატები ნაწილდება, როგორც წესი, კანდიდატების მიერ სიაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პროპორციული საარჩევნო სისტემის სახესხვაობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემა „ერთადერთი გადასაცემი ხმის უფლებით”. იხ. აგრეთვე: პროპორცია, მაჟორიტარული სისტემა წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
11.219 პროტეჟე - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
protégé ვინც ვისიმე პროტექციით, მფარველობით სარგებლობს. იხ. აგრეთვე: პროტექცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.220 პროტესტანტი/პროტესტანტობა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგ. იტალ. Protestante/Protestantesimo ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან protesta (protestatio), „პროტესტი“: 1529 წლის 19 აპრილს გერმანიის მთავრებმა და ლუთერულმა ქალაქებმა შპაიერის II კრებას წარუდგინეს პროტესტი კარლოს V-ისა და „სახელმწიფოთა“ უმრავლესობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, განეხორციელებინათ 1521 წლის 8 მაისის ვორმსის ედიქტი. ეს ედიქტი ლუთერისა და მის მიმდევართა იმპერიიდან განდევნას, ხოლო სავალდებულო სახელმწიფო რელიგიად რომის კათოლიკური სარწმუნოების გამოცხადებას გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ტერმინი „პროტესტანტული“ ლუთერის რეფორმის შედეგად კათოლიკე ეკლესიის გარეთ შექმნილ ყველა ეკლესიაზე გავრცელდა. ესენია: ლუთერული, კალვინური, ცვინგლიელთა და ანაბაპტისტური ეკლესიები. ამჟამად ეს ტერმინი რეფორმისტული მოძრაობის შედეგად წარმოშობილ მოძღვრებათა და ინსტიტუციათა მემკვიდრეობის ერთობლიობას აღნიშნავს. ამასთან, საკმაოდ რთულია პროტესტანტობის არსის ერთი უკამათო ფორმულით გადმოცემა, რადგანაც ეს დანაწევრებული და მრავალფეროვანი რეალობაა. ამ დანაწევრებას და მრავალფეროვებას ადასტურებს, სწორედ პროტესტანტობის წიაღში ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფების გარდა, პრესბიტერიანელთა, მეთოდისტთა, ბაპტისტთა, კვაკერთა, ორმოცდაათიანელთა, ადვენტისტთა და სხვა ჯგუფების არსებობა. ლუთერის მოწაფის, მელანხტონის აზრით, თეოლოგიური თვალსაზრისით, პროტესტანტულ რეფორმას ორი პრინციპი უდევს საფუძვლად: საღმრთო წერილის უმაღლესი ავტორიტეტის ფორმალური პრინციპი და რწმენის მეშვეობით გამართლების მხოლოდ ღმრთის მადლით მიღების მატერიალური პრინციპი. მათი ცალმხრივი გაგება კათოლიკობასთან მკვეთრი დაპირისპირებისა და გამიჯვნის მიზეზად იქცა. იხ. აგრეთვე: რელიგია, ჰუგენოტები, მაღალი ეკლესია წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
11.221 პროტესტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. protestari – საზეიმოდ გაცხადება, დამოწმება ინგლ. protest ბერძნ. Protest იტალ. protesta 1. რაიმე მოვლენისადმი, მოსაზრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მტკიცედ გამოხატვა; 2. თამასუქის ვადაში გაუნაღდებლობის ფაქტის ოფიციალურად დადასტურება. იხ. აგრეთვე: დემონსტრაცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
11.222 პროტეუსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ტირინსის მეფე. აბასის ძე, აკრისიოსის ტყუპისცალი. პროიტიდების მამა. ტირინსი მდებარეობდა არგოლისში, რომლის მეფე აბასსაც ტყუპი ვაჟი – აკრისიოსი და პროიტოსი ჰყავდა (დანაე). როდესაც აბასი გარდაიცვალა, ძმებმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაინაწილეს სამეფო. ასე ამბობენ, ამ ომის დროს გამოიგონესო პირველად ფარი. პროიტოსს მიაწერენ აგრეთვე ქალაქის გარშემო ე.წ. „კიკლოპური გალავნის“ აგებას. შესაძლოა, აკრისიოსისა და პროიტოსის მითოსმა შემოგვინახა კრეტა-მიკენის ეპოქის მეფეთა ბრძოლის ისტორიული ამბები. ჰომეროსის პოემებში პროიტოსი ბელეროფონის მითოსთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მის ქალიშვილებს, პროიტიდებს, ისინი მელამპუსის ლეგენდის პერსონაჟებად გვევლინებიან. ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს სინონიმი: პროიტოსი იხ. აგრეთვე: ილიადა, ღმერთი წყარო: ბიბლიოვიკი პროიტოსი
![]() |
11.223 პროტექცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გავლენიან პირთა მფარველობა ვინმეს საქმეების მოგვარებისას პროტექცია გაუწია იხ. აგრეთვე: პროტეჟე წყარო: სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი /არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი ; [ავტ.-შემდგ.: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე [და სხვ.] ; მთ. რედ. თამარ ვაშაკიძე ; მხატვ. სოფო ალავიძე]. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 512გვ. ; 24სმ.. - დანართები: გვ. 481-511. - ბიბლიოგრ.: გვ. 512.
![]() |
11.224 პროტოკოლი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომ. ბერძნ. prōtokollon ხელნაწერის გრაგნილზე დაწებებული პირველი ფურცელი, რომელზედაც აღნიშნული იყო თარიღი და დამწერის სახელი დიპლომატიური პ. - ერთობლიობა წესებისა, რომლებსაც მისდევენ მთავრობები, საგარეო საქმეთა უწყებანი, დიპლომატები, სხვა ოფიციალური პირები საერთაშორისო ურთიერთობაში წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.225 პროტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. prōtos – პირველი ნივთიერების დადებითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც წარმოადგენს ატომგულის შემადგენელ ნაწილს. იხ. აგრეთვე: ელექტრობა, ატომი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.226 პროფესია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. professio ხელოვნება, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.227 პროფესიონალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე საქმიანობას, მოღვაწეობას. იხ. აგრეთვე: მენეჯერი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.228 პროფესიული განათლება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; იხ. აგრეთვე: განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელობო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული ორიენტაცია, ვაუჩერი წყარო: საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია : დამტკიც. საქ. მთავრ. 2005 წ. 31 აგვ. N 150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წ. 2 სექტ. 104-ე ნომერში
![]() |
11.229 პროფესიული ორიენტაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის შემდგომი განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობათა, სხვადასხვა სახის საქმიანობის სპეციფიკის, პროფესიათა შესახებ ინფორმაციასთან დაშვების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მას, პროფესია აირჩიოს ინდივიდუალური თავისებურებების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობათა გათვალისწინებით; იხ. აგრეთვე: პროფესიული განათლება წყარო: საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია : დამტკიც. საქ. მთავრ. 2005 წ. 31 აგვ. N 150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წ. 2 სექტ. 104-ე ნომერში
![]() |
11.230 პროფესორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. professor – მასწავლებელი სამეცნიერო წოდებულება, რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას); ამ წოდებულების მქონე პირი. იხ. აგრეთვე: კვალიფიციური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.231 პროფილაქტიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. prophylaktikos – ვიცილებ, ვუფრთხილდები 1. ღონისძიებანი, რომელთა მიზანია დაავადებათა განვითარების თავიდან აცილება. 2. ღონისძიებანი, რომელთა მიზანია რაიმეს (მაგ., ავტომანქანის) დაცვა ნაადრევი გაცვეთისაგან. იხ. აგრეთვე: მედიცინა, რეანიმაცია წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
11.232 პროფილი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. 1. სახის ან საგნის გამოსახულება, შესახედაობა გვერდიდან. 2. რაიმე საგნის, რისამე უბნის, ზედაპირის ვერტიკალური ჭრილი. 3. ნაგლინის განივი ჭრილის ფორმა. 4. პროფესიის, მეურნეობის ძირითად დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობა; საქმიანობის მიმართულება, ხასიათი. წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
11.233 პროცედურა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. procédure 1. რისამე შესასრულებლად, განსახილველად საჭირო მოქმედებათა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა. 2. ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო ღონისძიება (აბაზანა, მასაჟი და სხვ.). იხ. აგრეთვე: ინსტიტუცია, ქალაქ–სახელმწიფო წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.234 პროცენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. კრედიტებთან, დეპოზიტებთან, ანაბრებთან, ობლიგაციებთან და სხვა სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული გადასახდელი, ასევე დისკონტის სახით მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო საპენსიო ფონდიდან მიღებული პროცენტი. იხ. აგრეთვე: ობლიგაცია, კრედიტი, დეპოზიტი, პენსია წყარო: როგავა, ზვიად. გადასახადები, საგადასახადო სისტემა და საგადასახადო სამართალი / [რედ.: გივი გამსახურდია]. - თბ. : ბაკმი, 2002. - 640გვ.
![]() |
11.235 პროცესი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. processus 1. რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა. 2. დაავადების აქტიური მიმდინარეობა. 3. სასამართლო საქმის გარჩევა; კანონით დადგენილი წესი სასამართლო საქმის გარჩევისა. იხ. აგრეთვე: ანალიზი, აქტიური, ბრენდი, ეტაპი, თეზისი, ისტორია, ინკლუზიური განათლება, კულმინაცია, მონოლოგი, პრივატიზაცია, პროგრამა, რიტმი, საჯარო პოლიტიკა, სტანდარტი, სტადია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.236 პსუ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მითიური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
11.237 პსუკტერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. საღვინე ჭურჭელი (8 კოტილი) იხ. აგრეთვე: ნადიმი, კოტილი წყარო: ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. თარგმ. წინასიტყვ. და კომენ. დაურთო ბ. ბრეგვაძემ. - თბილისი : Carpe diem, 2017
![]() |
11.238 პუატიეს ბრძოლა 1356 - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. ასწლიანი ომის დროს პუატიეს მახლობლად ერთმანეთს შეებნენ ინგლისელი უფლისწულის ედუარდ უელსელისა და საფრანგეთის მეფის იოანე II კეთილის ჯარები. გაიმარჯვეს ინგლისელებმა, რომლებმაც თავდაცვის დროს კარგად გამოიყენეს მშვილდოსნები, ხოლო შეტევის მომენტში უზრუნველყვეს ქვეითებისა და მხედრების თანამოქმედება. წყარო: ბიბლიოვიკი პუატიეს ბრძოლა 1356
![]() |
11.239 პუატიეს ბრძოლა,732 - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქებს – პუატიესა და ტურს შორის გამართულ ბრძოლაში, ფრანკთა ლაშქარმა (კარლოს მარტელი), რომლის მთავარ ძალას მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი რაინდები წარმოადგენდნენ, დაამარცხა ესპანეთიდან შემოჭრილი არაბთა ჯარი (აბდ ალრაჰმანი). პუატიეს ბრძოლამ შეაჩერა არაბთა წინსვლა დასავლეთ ევროპაში. წყარო: ბიბლიოვიკი პუატიეს ბრძოლა 732
![]() |
11.240 პულტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. Pult ლათ. Pulpitum – ფიცარნაგი, ტრიბუნა დახრილი მაგიდა-სადგამი ნოტებისათვის. პულტი, რომელსაც უსხედან ორკესტრში სხვადასხვა ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები (მაგ. პირველი ვიოლინო). აღინიშნება რიგითი ნომრებით (I პულტი, II პულტი, III პულტი და ა. შ.) იხ. აგრეთვე: ვიოლინო, მუსიკა, ნოტი, ორკესტრი წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
![]() |
11.241 პუნქტუაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. გერმ. Punktuation ლათ. punctum – წერტილი გრამატ. სასვენ ნიშანთა ხმარების წესი. იხ. აგრეთვე: გრამატიკა წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.242 პურიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. purisme ლათ. purus წმინდა 1. მისწრაფება ზნეობრივი სიწმინდის დაცვისადმი (ზოგჯერ მოჩვენებითი). 2. ბრძოლა ენაში უცხოურ სიტყვათა ჭარბად შემოტანის წინააღმდეგ (ხშირად მიდის ყოველგვარი სესხების გაუმართლებელ უარყოფამდე) წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
11.243 პუტჩი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შეთქმულთა მცირე ჯგუფის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა; განხორციელებული გადატრიალება პ-ად აღიქმება მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეების მიერ, რომლებიც დროებით ან საბოლოოდ დამარცხდნენ. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
11.244 პწკალა-ი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. გურ. კიბე (ი. ჭყონ.; ს. ჟღ.; ა. ღლ., გურ.). წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.
![]() |
12 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 ჟამიდარეკავს - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.2 ჟამნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. часослов ყოველდღიურისაეკლესიომღვდელმსახურებისდროსწარმოსათქმელილოცვებისადასაგალობლებისკრებული. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, მღვდელმსახურება, პარაკლიტონი, ფსალმუნნი წყარო: საბიბლიოთეკოტერმინებისლექსიკონი/გიორგიგიორგიძე, გურამკარტოზია; საქ. სსრმეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. დაგადამუშ. გამოც. - თბ. :მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც./გიორგიგიორგიძე, გურამკარტოზია; საქ. სსრმეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. დაგადამუშ. გამოც. - თბ. :მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
12.3 ჟანად’არკი (1412–1431) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. la Pucelle d’Orléans –ორლეანელიქალწული საფრანგეთისსახალხოგმირი, რომელიცასწლიანიომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდაფრანგიხალხისეროვნულ-განმათავისუფლებელბრძოლასინგლისელთაწინააღმდეგ, დაიბადაგლეხისოჯახში. იხ. აგრეთვე: რაბლეფრანსუა (1494-1553) წყარო: ვიკიპედია ჟანად’არკი (1412–1431)
![]() |
12.4 ჟანდარმერია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. gendarmerie საფრანგეთში, ავსტრიასადაზოგსხვაქვეყანაში; სამხედროწყობისპოლიცია; მეფისრუსეთშიაგრეთვეპოლიტიკურიპოლიცია. იხ. აგრეთვე: ჟანდარმი, პოლიცია, პოლიტიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხოსიტყვათალექსიკონი / შეადგინა [დაწინასიტყვ. დაურთო] მიხეილჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. დაშევს. გამოც.. - თბ. :განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთასაძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
12.5 ჟანდარმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. gendarme ჟანდარმერიაშიმომუშავეპირი. იხ. აგრეთვე: ჟანდარმერია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხოსიტყვათალექსიკონი / შეადგინა [დაწინასიტყვ. დაურთო] მიხეილჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. დაშევს. გამოც.. - თბ. :განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთასაძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
12.6 ჟანრი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. genre 1. ხელოვნებისრაიმედარგისნაწარმოებისსახეობა, რომლისთვისაცდამახასიათებელიაესათუისსიუჟეტურიდასტილისტიკურინიშნები. მაგ., ეპიკურიჟანრი; 2. ფერწერასაყოფაცხოვრებოთემაზე. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხოსიტყვათალექსიკონი / შეადგინა [დაწინასიტყვ. დაურთო] მიხეილჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. დაშევს. გამოც.. - თბ. :განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთასაძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
12.7 ჟარგონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. jargon, slang ფრანგ. jargon საყოველთაოდგავრცელებულისალაპარაკოენიდანსპეციფიკურისიტყვებითადაგამოთქმებითგანსხვავებულისოციალურადჩაკეტილიანპროფესიულიჯგუფისსალაპარაკოენა. იხ. აგრეთვე: სპეციფიკური, სოციალური წყარო: მოხელისსამაგიდოლექსიკონი / გაეროსგანვითარებისპროგრამა; [შემდგ.: სამსონურიდიადასხვ.; რედ.: ვაჟაგურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარომოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
12.8 ჟეტონი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. jeton ლითონისპატარანიშანი, რომელსაცატარებენზოგისაზოგადოებისწევრები; აძლევენაგრეთვერისამესახსოვრადანრაიმეშეჯიბრებაშიგამარჯვებისათვის. იხ. აგრეთვე: ტაბელი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხოსიტყვათალექსიკონი / შეადგინა [დაწინასიტყვ. დაურთო] მიხეილჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. დაშევს. გამოც.. - თბ. :განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთასაძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
12.9 ჟეშტი (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. жесть, листжести თუნუქი, თუნუქისფურცელი იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმებისლექსიკონი ჟეშტი (ბარბარიზმი)
![]() |
12.10 ჟიპიტაური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შინნახადიმდარეარაყი. ჟიპიტაურისგამოხდასაწარმოებდნენძირითადადმთიელები, მათშორისსაქართველოსმთაშიმცხოვრებიოსები. წყარო: ქართულიმატერიალურიკულტურისეთნოგრაფიულილექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisceLexikon der georgischenmateriellen Kultur = Le dictionnaireethnologique de culture materielle = Этнографическийсловарьгрузинскойматриальнойкултуры / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტისავტ. დასამეცნ. ხელმძღვ. ელდარნადირაძე ;რედ. როინმეტრეველი ;ავტ.-შემდგ.: გვანცაარჩვაძე, მარინაბოკუჩავა, თამარგელაძედასხვ.]. - თბ. :მერიდიანი, 2011. - 610 გვ. :ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალიქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. დარუს. ენ.. - ეძღვნებააკად. გიორგიჩიტაიასხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
![]() |
12.11 ჟრუანტელისდავლა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაჟრჟოლება (რაიმეგანცდისგამო) იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მეპატარაქართველივარ ჟ
![]() |
12.12 ჟურნალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. journal 1. პერიოდულიგამოცემაწიგნისსახისა. 2. დავთარიანრვეულირისამეპერიოდულადჩასაწერად. იხ. აგრეთვე: დიალოგი, პერიოდი, პლაგიატი, გაზეთი, კორესპონდენტი, კორესპონდენცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხოსიტყვათალექსიკონი / შეადგინა [დაწინასიტყვ. დაურთო] მიხეილჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. დაშევს. გამოც.. - თბ. :განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთასაძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13 ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი - რ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 რა ბედენაა? - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რა განსხვავებაა? რა მნიშვნელობა აქვს? სულ ერთია! იხ. აგრეთვე: იდიომი წყარო: მე პატარა ქართველი ვარ რ
![]() |
13.2 რაბათი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორ. არაბ. rabat შუა აზიისა და სპარსეთის ქალაქებში მე- 7-8 სს.-ში: ხელოსნებითა და ვაჭრებით დასახლებული გარეუბანი; მე-9 -10 სს.-ში ხდება აღმოსავლური ფეოდალური ქალაქის ეკონომოკური და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრად. იხ. აგრეთვე: ეკონომიკური, პოლიტიკური წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.3 რაბლე ფრანსუა (1494-1553) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა დროის უდიდესი ფრანგი მწერალი ფრანსუა რაბლე დაიბადა მდიდარი გლეხის ოჯახში. ბავშვობა პატარა ქალაქ შინონში გაატარა, რომელსაც დიდი სიამოვნებით იგონებდა და პატარა ლექსებსაც უძღვნიდა. იგი ხშირად დადიოდა იქვე, პატარა მდინარის პირას აღმართულ ციხესიმაგრეში, სადაც ასწლიანი ომის დროს ფრანგთა მეფემ კარლოს VI-მ თავისთან სასაუბროდ მიიწვია ჟანა დარკი და მტრებთან საბრძოლველად დიდი რაზმი ჩააბარა. რაბლემ აზნაურის წოდება მემკვიდრეობით მიიღო დედისგან, მაგრამ იგი უმცროსი ვაჟი იყო და, არსებული წესის თანახმად, მშობლების მემკვიდრეობიდან არაფერი ერგო. რაბლე სამონასტრო სკოლაში მიაბარეს. იქ სწავლისას ბევრს კითხულობდა, სწავლობდა ე. წ. „მკვდარ ენებს“ და კითხულობდა ბერძენ-რომაულ მწერალთა ნაწარმოებებს. იგი მხიარული, ენამახვილი და ოხუნჯიც იყო, მაგრამ ბერად აღიკვეცა. ფრანსუა თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც ცოდნისაკენ ისწრაფოდნენ, ძველ ბერძნულ-რომაულ ენებთან ერთად არაბულ ენასაც ეუფლებოდა. მისი ინტერესის საგანი იყო რომის სამართალი, ბოტანიკა და ანატომია, ზოოლოგია და მედიცინა. რაბლეს ერთი უცნაური ამბავიც შეემთხვა: თურმე იმ ფულით, რომელიც მონასტერში შესაწირავად შემოდიოდა, წიგნებს იძენდა და თავისი მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა. მას ყველაფერი ჩამოართვეს და საკანში გამოკეტეს. ფრანსუა მონასტრიდან გაიქცა. მას მფარველობა გამოუცხადა რომის პაპმა კლიმენტი VII-მ და თავისთან შეიფარა. აქ მან გაორმაგებული ძალით განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. ფ. რაბლესთან სასაუბროდ მოდიოდნენ როგორც ეკლესიის მსახურნი, ასევე პოეტები, მწერლები, მეცნიერები. მან საამო საუბარი და მოსმენაც იცოდა. ფრანსუა რაბლე ძალიან იყო დაინტერესებული განასაკუთრებით ადამიანის ბიოლოგიური აგებულებით და უკვე საკმაოდ მოზრდილი 1530-1534 წლებში სწავლობდა ქ. მარსელთან ახლოს პატარა დაბაში, მაგრამ სახელგანთქმულ უნივერსიტეტში – სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ იგი ღრმად გაეცნო ძველბერძენი მკურნალის – ჰიპოკრატეს მოძღვრებას, დროზე ადრე მიატოვა სასწავლებელი და ქ. ლიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმად დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ მედიცინის დარგში მიღებული დიდი ცოდნა თავის მხატვრულ-პედაგოგიურ შეხედულებათა საფუძვლად გამოიყენა. ფ. რაბლეს მწერლური შემოქმედების ყველაზე საინტერესო ობიექტია ადამიანი, რომლის საზოგადოებრივი აღზრდის საფუძვლად იგი მიიჩნევს გონებრივი და ფიზიკური განვითარების პრინციპს, ამკვიდრებს ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის იდეალს. ფრანსუა რაბლე თავის ეპოქისა და შემდგომი ეპოქების, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსია. მან საქართველოში ყურადღება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიქცია. მის პედაგოგიურ შეხედულებებს საგანგებო წერილიც კი უძღვნა დიდმა ილიამ. იხ. აგრეთვე: პერსონალია, გარგანტუა და პანტაგრუელი, ჟანა დ’არკი (1412–1431), სქოლასტიკოსი, ჰიპოკრატე (ძვ.წ.აღ.460-371), ჰუმანისტი წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
13.4 რადიაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. radio – გამოვასხივებ რაიმე სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივება (მაგ., მზის რადიაცია). განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ რადიაციებს. წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
13.5 რადიკალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. radicalis – ძირისა, ძირითადი 1. რადიკალიზმის მომხრე. 2. უკიდურეს, გადამწყვეტ ღონისძიებათა მომხრე. 3. მათემ. ფესვის ამოღების, ამოფესვის ნიშანი (√); ფესვის ამოღების შედეგი. 4. ქიმ. ატომთა ჯგუფი, რომელიც ერთი ნაერთიდან მეორეში უცვლელად გადადის. იხ. აგრეთვე: რადიკალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.6 რადიკალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისხმობს განზრახულობათა გადამჭრელ, უკომპრომისო განხორციელებას დასახული მიზნების მისაღწევად. რ., როგორც გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, წარმოიშვა XIXს-ში და მიზნად ისახავდა ლიბერალურ ფორმებს. ამ ტიპის იდეოლოგიის საფუძველზე წარმოიქმნა კონკრეტული რადიკალური პარტიები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საარჩევნო და სამოქალაქო უფლებების გაფართოებას, ხალხის მაქსიმალურად ფართო მასების მონაწილეობას პოლიტიკაში, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გაზრდას. XXს-ში ტერმინის მნიშვნელობა რამდენადმე შეიცვალა. რადიკალურად მიიჩნიეს იმ ჯგუფების და პარტიების მიზნები, რომლებიც ან პოლიტიკური დებატების პირველადი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ („მწვანეთა მოძრაობა“), ან გამოდიოდნენ ანტიკლერიკალური მოთხოვნებით ქვეყნებში, სადაც არსებობს მჭიდრო შეხება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. რიგმა ევროპულმა პარტიებმა და სხვა სახის გაერთიანებებმა შეინარჩუნეს რადიკალურის სახელწოდება, თუმცა მათი მოთხოვნები და მიზნები თანდათანობით სულ უფრო ზომიერი გახდა, მაშინ როდესაც ტერმინის პირველადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ფესვს უკავშირდება, „რადიკალური“ აღნიშნავს იმგვარი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც სისტემის ძირფესვიან გარდაქმნას გულისხმობს. იხ. აგრეთვე: რადიკალი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.][MFN: 20254]
![]() |
13.7 რადიო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. radio – გამოვასხივებ გადაცემა და მიღება ელექტრომაგნიტური ტალღებისა, რომლებიც სივრცეში უსადენებოდ ვრცელდება; იყენებენ სიგნალების, ბგერების, გამოსახულებების შორ მანძილზე გადასაცემად. იხ. აგრეთვე: კულტურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.8 რაკოვინა (ბარბარიზმი) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რუს. раковина ნიჟარა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი წყარო: ბარბარიზმების ლექსიკონი რაკოვინა (ბარბარიზმი)
![]() |
13.9 რაკურსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. raccourcir – შემოკლება, შეკვეცა 1. მხატვრობაში: ფიგურების, საგნების გამოსახვა პერსპექტივაში, მაყურებლისაგან დაშორებული ნაწილების დაპატარავებით. 2. კინოგადაღებაში: ოპერატორული ხერხი - ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი, ისე უძრავი კამერით. იხ. აგრეთვე: ფიგურა, ობიექტი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.10 რანგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. class, grade, range, rank გერმ. rang - ჩინი ფრანგ. rang – რიგი 1. წოდება, ჩინი; 2. თანრიგი, დონე. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.11 რასიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. შეიძლება განისაზღვროს მრავალგვარად. ერთ-ერთი განმარტება განიხილავს რასიზმს როგორც გააზრებულ ან გაუაზრებელ რწმენას ერთი რასის აღმატებულობის შესახებ მეორის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ „აღმატებულ“ რასას აქვს უფლება გამოიყენოს ძალაუფლება და დომინირებადი იყოს „დაბალი“ რასაზე და მეორე, რასიზმი განაპირობებს ინდივიდების და ჯგუფების დამოკიდებულებას და ქცევას. თუმცა აქ არსებობს პრობლემა, რომ ტერმინი „რასიზმი“ გულისხმობს სხვადასხვა „რასების“ არსებობას. ბოლო წლებში დამკვიდრდა განსაზღვრება, რომ ფაქტობრივად „რასა“ არის სოციალური კონსტრუქცია და შეუძლებელია ადამიანების კლასიფიცირება რაიმე კატეგორიის მიხედვით გარდა „ადამიანისა“. ამდენად, რასიზმი არსებობს იმისდამიუხედავად რომ „რასა“ არ არსებობს. ევროპას რასიზმს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ისტორიულად „მაღალი“ და „დაბალი“ რასებზე მსჯელობა მიმდინარეობს ბიოლოგიური განსხვავებების საფუძველზე. დარვინის ევოლუციის თეორია ეხება ადამიანებს, რათა მოხდეს მათი კლასიფიცირება „რასის“ მიხედვით. კოლონიალიზმი, როდესაც ევროპული ერები ეწეოდნენ სხვა ერების ექსპლოატაციას შესაძლებელი გახდა ფართოდ გავრცელებული სოციალური დარვინიზმის და სხვა მსგავსი „რასისტული“ თეორიების მიღების შედეგად. „თეთრკანიანის“ ტვირთი გულისხმობდა კოლონიური ევროპის „მოვალეობას“ მოეხდინა სხვა ხალხების „ცივილიზება“. მონობა, რასიზმის მეორე გავრცელებული პრაქტიკა ევროპელ მწარმოებლებსა და მთავრობაში XIX საუკუნის ბოლომდე ასევე ეფუძნებოდა რწმენას რომ მონები მიეკუთვნებოდნენ „დაბალ რასას“. დღესდღეობით რასისტები აქცენტს უფრო მეტად აკეთებენ კულტურულ განსხვავებებზე, ვიდრე ბიოლოგიურ არასრულფასოვნებაზე. კულტუროლოგიური რასიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს კულტურათა იერარქიები ან ზოგიერთი კულტურების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების და ისტორიების შეუთავსებლობას. უცხოელების ან უმცირესობების იზოლაცია ან დისკრიმინაცია მართლდება „შეუთავსებელი კულტურების“, რელიგიების ან „ცივილიზაციების“ უცილობელი შენარჩუნების სახელით. ძალაუფლება და მისი არასწორად გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული რასიზმთან. რასიზმს ერთსა და იმავე დროს განსაზღვრავენ ძალაუფლების მფლობელები და ის კი განსაზღვრავს ძალაუფლებრივ ურთიერთობას მოძალადესა და მსხვერპლს შორის. რასიზმის მსვერპლნი უმწეო მდგომარეობაში არიან. პრეკონცეფციები ან უარყოფითი მსჯელობა სხვა პიროვნებებისა და ჯგუფების მიმართ (ამ პიროვნებებისა და ჯგუფების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის ან გამოცდილების გარეშე) ასევე დაკავშირებულია რასიზმთან. ამგვარად, რასიზმი შეიძლება გაგებულ იქნას როგორც პრეკონცეფციების პრაქტიკული განხორციელება რეალურ ქმედებაში ან მოპყრობის ფორმად სხვების მიმართ მათი მხრიდან, ვისაც გააჩნია შესაბამისი ძალაუფლება და აქედან გამომდინარე შესწევს უნარი განახორციელოს ეს ქმედებები. რასიზმის შედეგები როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე მაგალითების მიხედვით არის დამანგრეველი როგორც მსხვერპლისათვის ასევე საზოგადოებისათვის სადაც ამ უსამართლობას აქვს ადგილი. რასიმზი იყო მასობრივი განადგურების, გენოციდის და ჩაგვრის სათავეებთან. მან განაპირობა უმრავლესობების დამორჩილება ერთი მუჭა უმცირესობის კაპრიზებისადმი, რომლებიც ფლობდნენ სიმდიდრეს და ძალაუფლებას. თუმცა უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ამ უსამართლობების აღმოსაფხვრელად, მაგრამ იზოლაციის ფარული და ნაკლებად ფარული ფორმები დღეს კვლავ არსებობს. ისინი ვინც აღქმულია „განსხვავებულად” ან „უცხოდ” აწყდებიან? თავისუფლებისა და გადაადგილების შეზღუდვებს, აშკარა აგრესიას, შეურაცყოფას ან სოციალურ გაუცხოებას. 2. ზოგადად შედგება ქცევის, სიტყვების ან ქმდებისაგან, რომელიც ანიჭებს ან ართმევს პრივილეგიებს ადამიანებს მათი კანის ფერის, კულტურის ან ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე. მისი ფორული ფორმები ისევე საზიანოა, როგორც მისი აშკარა გამოხატულება. იხ. აგრეთვე: სამოქალაქო განათლება წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
13.12 რასობრივი დისკრიმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Racial discrimination ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური, ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, რომლის მიზანია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება. იხ. აგრეთვე: დისკრიმინაცია წყარო: წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
13.13 რატიფიკაცია და რატიფიცირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დიპლომ. ფრანგ. ratification სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ დამტკიცება საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ; რატიფიკაცია ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას. იხ. აგრეთვე: პოლიტიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.14 რაუნდი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. round 1. კრივში დროის მონაკვეთი (ჩვეულებრივ 2-3 წუთი), რომლის განმავლობაშიც იბრძვიან მოწინააღმდეგეები. 2. გადატ. ასე უწოდებენ მძიმე და ხანგრძლივი საერთაშორისო მოლაპარაკების ცალკეულ ეტაპებს. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.15 რაფლეზია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რაფლეზიასებრნი (Rafflesiaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უქლოროფილო პარაზიტებია. სახლობენ ტროპიკული ხეების ფესვსა და ღეროზე. მათი ვეგეტატიური ორგანოები ძალზე რედუცირებული, ხშირად ძაფისებრის და ღრმადაა შეწრილი მასპინძელი მცენარის ქსოვილში. გარეთ გამოაქვთ მხოლოდ მოკლე საყვავილე ყლორტები ქერცლისებრი ფოთლებითურთ. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარის 55-მდე სახეობა. უმთავრესად გავრცელებული არიან ტროპიკებში. ცნობილი გვარია რაფლეზია (Rafflesia). მისი ერთ-ერთი სახეობა — არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii) მეტწილად Cissus-ის გვარის სახეობებზე პარაზიტობს. გვხვდება კუნძულ სუმატრაზე. მისი ყვავილის დიამეტრი 1 მ აღწევს, მასა 49-6 კგ. ლეშის სუნი აქვს. მწერებით იმტვერება. საქართველოში, ბიჭვინთის ფიჭვნარში, ამ ოჯახის მხოლოდ ერთადერთი სახეობა — ქვებლანდისა გვხვდება. წყარო: ვიკიპედია რაფლეზია
![]() |
13.16 რაფსოდია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ბერძნ. rhapsōdia 1. ინსტრუმენტული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თემებზე; 2. ძველ საბერძნეთში: ეპიკური ნაწარმოების ნაწყვეტი, რომელსაც რაფსოდი ასრულებს იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.17 რაყამი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
განკარგულება, ბრძანება წყარო: ქიქოძე, გ. ერეკლე მეორე. - მე-2 გამოც.. - თბ. : სახელგამი, 1942. - 236გვ. ; 17სმ. - 9მ.60კ., ყდა 40კ., 4000ც.[MFN: 55437]
![]() |
13.18 რაყიფი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაბ. მეტოქე, მოცილე სიყვარულში წყარო: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0dictiona--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4&d=HASH018d88a8c004c2062d8d1690.4.fc
![]() |
13.19 რაციონალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რწმენა, რომ სამყაროს გაგება და ახსნა შესაძლებელია ადამიანის გონების დახმარებით, რაც ეფუძნება დაშვებას, რომ მას რაციონალური სტრუქტურა აქვს. იხ. აგრეთვე: რაციონალური, სტრუქტურა წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
![]() |
13.20 რაციონალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. rationalis გონივრული, მიზანშეწონილი რაციონალური რიცხვები - მათემ. მთელი ან წილადი (დადებითი და უარყოფითი) რიცხვები, აგრეთვე ნული. იხ. აგრეთვე: ირაციონალური, რაციონალიზმი, ბიუროკრატია (ბიუროკრატიზმი) წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.21 რეა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალღმერთი, ურანოსის და გეას ასული. კრონოსის მეუღლე, ღმერთების დედა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIV წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
![]() |
13.22 რეალიზაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. რისამე განხორციელება, ცხოვრებაში გატარება იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
![]() |
13.23 რეალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც არსებობს პირდაპირი შესაბამისობა ობიექტებსა და ჩვენს ინტერპრეტაციებს შორის; რეალიზმის მიხედვით, ჩვენ „ვიცით“ ეს ობიექტები იმდენად, რამდენადაც მის შესახებ არსებობს თავისთავადი ფაქტები, რომელთა აღქმა-გააზრება შეგვიძლია. იხ.აგრეთვე:მსოფლმხედველობა, ობიექტი, ინტერპრეტაცია, რეალისტური, ფაქტი, ფუტურიზმი წყარო: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
![]() |
13.24 რეალისტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რეალიზმით განმსჭვალული, რეალიზმის დამახასიათებელი. იხ. აგრეთვე: რეალიზმი წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
13.25 რეალური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. real ლათ. realis – ნივთიერი გერმ. real 1. ნამდვილი, სინამდვილეში არსებული; 2. განხორციელებადი, ობიექტური მოთხოვნების შესატყვისი; 3. სინამდვილის ამსახველი უტყუარი ფაქტორებიდან გამომდინარე, პრაქტიკული. იხ.აგრეთვე: მათემატიკა, მატერია, ავანტიურა, ფაქტი, პოემა, პოლიტიკა, კონკრეტული, კონცეპტი, ფაქტორი, პრაქტიკული, ობიექტური, ინვერსია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.26 რეანიმაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. resuscitation რუს. реанимация ლათ. reanimatio, re – კვლავ, animatio – გაცოცხლება. ტერმინალურ მდგომარეობათა (კოლაფსი, აგონია, კლინიკური სიკვდილი, მძიმე ოპერაციის შემდგომი პერიოდი) პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: ტერმინალური, კოლაფსი, აგონია, ოპერაცია, პროფილაქტიკა წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
13.27 რეაქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. reaction, response გერმ. reaktion ფრანგ. reaction ლათ. re - წინააღმდეგ+actio მოქმედება 1. რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება; 2. აღმავლობის, დაძაბულობის შემდგომ უცაბედი, მკვეთრი გარდაქმნა, რომელსაც ახასიათებს სისუსტე, ძალაგამოცლილობა; 3. საზოგადოებრივი პროგრესისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკა, მოძველებული, დრომოჭმული წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა. იხ. აგრეთვე: პროგრესი, პოლიტიკა, ტრადიცია წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.28 რეაქციონერი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალური და კულტურული პროგრესის მტერი. იხ. აგრეთვე: კულტურული, პროგრესი, რეაქცია, სოციალური წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 135989] წ. 1 : (ა - ე) : 22000 სიტყვა / [ენციკლოპედიის შედგენასა და რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღეს: ვახტანგ და ლევან ელერდაშვილებმა და სხვ.]. - 2004. - 240 გვ.. - დანართი: ნობელის პრემიის ლაურეატები-1901-2003 წწ.
![]() |
13.29 რეგენერაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. regeneratio–აღდგენა 1. ტექ. წარმოებაში უკვე გამოყენებული, ნამუშევარი პროდუქტებისათვის თავდაპირველ თვისებათა აღდგენა. მაგ., ნამუშევარი ზეთის რეგენერაცია 2. ტექ. ღუმელში შემავალი გაზისა და ჰაერის გათბობა უკვე გამოყენებული წვის პროდუქტებით 3. ბიოლ. დაკარგული ან დაზიანებული ნაწილების (ორგანოების, ქსოვილის, უჯრედების) აღდგენა ორგანიზმის მიერ 4. რადიომიმღების მიერ დამოუკიდებელი რადიოტალღების გამოსხივება 5. აღდგენა. მაგ., თბილისის ძველი უბნების რ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.30 რეგისტრ¬ი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. registrum 1. რისამე სია, მაჩვენებელი; ჩასაწერი დავთარი. 2. მუსიკალური საკრავის ან მომღერლის ხმის ბგერითი დიაპაზონის მონაკვეთი. მაგ., მაღალი რეგისტრი. დაბალი რეგისტრი. 3. კლავიშებიან და ენებიან სასულე მუსიკალურ საკრავებში ( ორგანში, აკორდეონში და მისთ.): ერთი და იმავე ტემბრის მქონე მილების ან ენების ჯგუფი. იხ. აგრეთვე: დიაპაზონი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.31 რეგლამენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების საქმიანობის განსაზღვრული წესების ერთობლიობა. მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხდომის, კონფერენციის ან ყრილობის სესიათა წარმართვის წესების აღმნიშვნელი. დაბოლოს, რ-ებად იწოდება ზოგიერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის დასკვნითი აქტები, როგორიც იყო, მაგ., 1815 წლის ვენის კონგრესის რეგლამენტი. იხ. აგრეთვე: პარლამენტი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
13.32 რეგულარული - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. regularis – სავალდებულო ინგლ. regular გერმ. Regular 1. რაიმე ნორმის შესაბამისად თანაბარზომიერად და სწორად მიმდინარე; 2. დროის გარკვეულ შუალედებში განმეორებადი; 3. მუდმივი ჯარი. იხ. აგრეთვე: ნორმა, ჩარტერული წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.33 რეგულაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. regulo ვაწესრიგებ რაიმე პროცესის, რეაქციის გარკვეული წესით წარმართვა, მოწესრიგება. იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
13.34 რეგულირება - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. regula – ნორმა, წესი ინგლ. control, regulation გერმ. regulieren 1. მოწესრიგება, დალაგება; 2. წესრიგში მოყვანის მიზნით რაიმე მოქმედების, რისამე განვითარების მართვა; 3. მექანიზმის და მისი ნაწილების ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ და გამართულ მუშაობას; 4. შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგის, ზედამხედველობისა (კონტროლისა) და კოორდინაციის განხორციელება. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.35 რედემარკაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ფრანგ. redémarcation სასაზღვრო ნიშნების აღდგენა სახელმწიფო საზღვარზე. იხ. აგრეთვე: დემარკაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.36 რევალვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. revaluation ფინანს. ვალუტის კურსის აწევა. იხ. აგრეთვე: დევალვაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.37 რევოლუცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. révolution 1. საზოგადოებრივ¬პოლიტიკურ ურთიერთობაში მომხდარი ძირფესვიანი გადატრიალება, საწარმოო ძალთა და წარმოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნა, ძველი, დრომოჭმული წყობილების ძალით დამხობა და ახალი, პროგრესული წყობილების დამყარება, მოწინავე საზოგადოებრივი კლასის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობა. 2. გადატ. ძირფესვიანი ცვლილება, გადატრიალება ცოდნის რაიმე დარგში, ტექნიკაში, ხელოვნებაში და სხვ. 3. ფილოს. დიალექტიკური, ნახტომისებური გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში რაოდენობრივ ცვლილებათა თანდათანობითი დაგროვების შედეგად. იხ. აგრეთვე: ექსპლუატაცია, პაციფიზმი, პოლიტიკა, პროგრესი, რეაქცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.38 რეზერვაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. reservation ფრანგ. reservation ლათ. reservare – შენახვა 1. რისამე შენახვა, მარაგისთვის დატოვება; 2. ზოგიერთ ქვეყანაში სხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულებიდან განცალკევებული საცხოვრებელი რაიონი, რომელიც გამოყოფილია მოსახლეობის რაიმე ნიშნით გამოსაცალკევებელი ნაწილის (მაგ: აშშ-ში - ინდიელების) იძულებით დასახლებისთვის. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.39 რეიგანი რონალდ უილსონ (1911–2004) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Ronald Wilson Reagan აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (1981–1989) და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია რონალდ რეიგანი,
![]() |
13.40 რეიტინგი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. rating, to rate – შეფასება, კლასის, კატეგორიის განსაზღვრა სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტების, ხმის მიცემის მეშვეობით დადგენილი პოპულარობის ხარისხი. განისაზღვრება იმ ადგილით, რომელიც უკავია ამა თუ იმ პირს კონკურენტებს შორის. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.41 რეკვიემი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Requiem ქრისტიანული ლოცვა მიცვალებულთათვის, რომელიც იწყება სიტყვებით Requiem aeternam... „მარადიული განსვენება...“. წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
13.42 რეკლამა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. réclame ვისიმე ან რისამე შესახებ ცნობების გავრცელება, შექება მისთვის სახელის მოხვეჭის, მისი პოპულარიზაციის მიზნით. იხ. აგრეთვე: PR, ბანერი, საჯარო პოლიტიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.43 რეკომენდაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. recommendatio ვისიმე მუშაობის, საქმიანობის დადებითი წერილობითი (აგრეთვე სიტყვიერი) დახასიათება სამუშაოზე ან რაიმე ორგანიზაციაში მისაღებად. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.44 რეკონსტრუქცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გერმ. rekonstruktion ინგლ. reconstruction, modernization, rehabilitation ლათ. re … რე…+ construere შენება 1. საწარმოს, კორპორაციის, ორგანიზაციისა და კაპიტალის გარდაქმნა ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესებისა და ამაღლებისთვის; 2. რისამე აღდგენა გადარჩენილი ნაშთების, შემონახული აღწერების საფუძველზე; 3. რისამე ძირფესვიანი გადაკეთება, გარდაქმნა გაუმჯობესების მიზნით. იხ. აგრეთვე: ფლეიტა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.45 რელევანტური - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. relevant – არსებითი ფრანგ. relever – ამაღლება, აწევა ლათ. relevare – აწევა 1. მნიშვნელოვანი, არსებითი; 2. საინფორმაციო მოთხოვნასა და მიღებულ ცნობას შორის აზრობრივი შესაბამისობა. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.46 რელიგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. religio - ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“ იტალ. Religione აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც ბიბლიას ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე. იხ. აგრეთვე: აბატი, აბატისა, ადეპტი, ბართლომეს ღამე, ბრაჰმანიზმი, ეკლესია, ვედა/ვედიზმი/ვედური რელიგია, თანატოსი, თეისტი, თეიზმი, იესო ქრისტე მაცხოვარი, ისლამი, ისლამოფობია, კათოლიკური, კათოლიციზმი, კალვინელობა, კულტურა, მარიამი, მაჰმადიანი, პაპი, პროტესტანტი/პროტესტანტობა, რწმენა, სააბატო, სუნიზმი, ფანატიზმი, ქალაქ–სახელმწიფო, ქორეპისკოპოსი, ღაზავათ, ყურანი, ჯიჰადი, ჰინდუიზმი, ჰუგენოტები წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
![]() |
13.47 რელიგიური დისკრიმინაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Religious discrimination რელიგიაზე, ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება. იხ. აგრეთვე: დისკრიმინაცია წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
13.48 რელიგიური ტერორიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხასიათდება რელიგიური ნიშნით, მას ახორციელებენ რელიგიური დაჯგუფებები და გამოირჩევა ფანატიზმით. ჰესბოლა, ჰამასი, ალ-ქაიდა. იხ. აგრეთვე: ტერორიზმი, სოციალური ტერორიზმი წყარო: რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7)
![]() |
13.49 რემარკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. note ფრანგ. Remarque, remarquer – შენიშვნა შენიშვნა, ტექსტის ავტორისეული განმარტება, რომელიც ეხება პერსონაჟებს, გარემოს და სხვ. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] დრამატულ ნაწარმოებში – ავტორის შენიშვნები დეკორაციის, პერსონაჟთა ჩაცმულობის, ჟესტის, ინტონაციის შესახებ. დიალოგის (ე. ი. სალაპარაკო) ტექსტისგან განსასხვავებლად, ჩვეულებრივ, იწყობა სხვა შრიფტით. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ტექსტი, ავტორი, პერსონაჟი წყარო: წყარო: საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
![]() |
13.50 რენესანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Renaissance ინგლ. the Renaissance 1. აღორძინება - მე-14- 16სს-ში ევროპის რიგ ქვეყნებში (პირველად - იტალიაში): კულტურული და იდეოლოგიური განვითარების პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავება (რენესანსის ეპოქის მეცნიერებისა და ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლებია: პეტრარკა, ბოკაჩო, კოპერნიკი, ჯორდანო ბრუნო, მიქელანჯელო, რაფაელი, ლეონარდო და ვინჩი და სხვ.); რისამე აღორძინება, აყვავება, განვითარება; 2. არქიტექტურული სტილი, რომელმაც შეცვალა გოტიკური; იყენებდა ბერძნულ-რომაული არქიტექტურის ელემენტებს. იხ. აგრეთვე: შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.), ჰესიოდე წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.51 რენტგენოთერაპია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მედ. ინგლ. roenthenotherapy რუს. рентгенотерапия ლათ. roentgenotherapia ბერძნ. therapeia – მკურნალობა (გერმანელი ფიზიკოსის ვ.რენტგენის გვარის მიხედვით), - რენტგენის სხივების გამოყენება სამკურნალო მიზნით. იხ. აგრეთვე: თერაპია წყარო: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. - თბ. : მერიდიანი, 2009. - 496გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. - ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888]
![]() |
13.52 რეპარაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Reparation საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება. მაგ., მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ გერმანიასა და მის მოკავშირეებს დააკისრა რ-ის გადახდა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. რ-ის გადახდა ხდება ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით. რ განსხვავდება კონტრიბუციისგან, რომელიც 1919 წლამდე არსებობდა. ვერსალის 1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება კონტრიბუციის ნაცვლად რ-ს ითვალისწინებს როგორც მიყენებული ზარალის აღდგენის ფორმას და მის გერმანიასა და მის მოკავშირეებს აკისრებს პირველი მსოფლიო ომში (1914-1918) მიყენებული ზიანისათვის. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რ ვრცელდება აგრესიული ომის წამომწყებ სახელმწიფოსა და მის მოკავშიორეებზე, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის მსხვერპლის ტერიტორიაზე დაბომბვაში, ქვეყნის მატერიალური და ადამიანთა რესურსების განადგურებაში. წყარო: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.] ლათ. reparatio აღდგენა, განახლება გერმ. reparation ინგლ. reparation ფრანგ. reparation ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას. წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.53 რეპატრიაცია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Repatriation იმ პირთა დაბრუნება, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რ., ჩვეულებრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება (მაგალითად, სამხედრო ტყვეთა რეპატრიაცია). ამ შემთხვევაში რეპატრიაციის შესაძლებლობა დაინტერესებული ქვეყნის, ან ქვეყნების კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
13.54 რეპლიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. replique, repliquer – პასუხის გაცემა, შეპასუხება ინგლ. replica, remark, retort, rejoinder მოსაუბრის სიტყვაზე პასუხი, შეპასუხება. იხ. აგრეთვე: ტირადა წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
![]() |
13.55 რეჟიმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Regime ფრანგ. regime ლათ. regimen – მმართველობა, სამმართველო, regere – მართვა მმართველობის ფორმების, მეთოდებისა და ხერხების სისტემა, რომლებსაც ხელისუფლების სათავეში მყოფი მოქმედი პოლიტიკოსები განსაზღვრავენ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალაუფლების (სახელმწიფო ძალაუფლების ჩათვლით) განხორციელების მიზნით. რ. საზოგადოებრივი საქმეების მართვის განსაკუთრებული პროცედურებითა და ინსტიტუტებით ხასიათდება. ეს ცნება ხელისუფლების ფუნქციური დახასიათებაა. მისი ერთიანი ტიპოლოგია არ არსებობს. კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, უფრო ხშირად, გამოყოფენ დემოკრატიულ, ლიბერალურ, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ რ-ებს. ამ რეჟიმების ხასიათი არასდროს არის პირდაპირ მითითებული კონსტიტუციებში (თუ არ ჩავთვლით მეტად გავრცელებულ მითითებებს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათზე), მაგრამ ყოველთვის აისახება მათ შინაარსზე. რ-ის ხასიათი ხუთი ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება: 1. ვინ მართავს (ერთი ადამიანი თუ ჯგუფი; აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლი ხორციელდება თუ სამხედრო კონტროლი)? 2. რა საზღვრებში და რა მოცულობით (საზოგადოებრივ ზეწოლაზე რეაგირების ხარისხი, ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება)? 3. რა მიზნების მისაღწევად (იდეოლოგიური ორიენტაცია)? 4. პირდაპირი თუ ინდივიდუალური საშუალებებით (ხელისუფლების რ-ის წყარო ხალხია თუ რ. მმართველის ნებას ემორჩილება)? 5. რა პირობებში და რა შეზღუდვებით (რამდენადაა რ-ის ფორმა განპირობებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებით)? წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
![]() |
13.56 რეჟისორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. ფრანგ. régisseur – მმართველი სპექტაკლის, კინოფილმის დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი: დამდგმელი. იხ. აგრეთვე: სპექტაკლი, თეატრი, ექსპლიკაცია წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.57 რესეფშენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. მიმღები განყოფილების თანამშრომელი წყარო: რესეფშენი
![]() |
13.58 რესპონდენტი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. respondent, to respond – პასუხის გაცემა ლათ. respondere – პასუხის გაცემა, გამოხმაურება ადამიანი, რომელიც კვლევის ჩატარების დროს ინფორმაციის უშუალო წყაროა, რომლისგანაც მკვლევრები იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას; გამოკითხული. იხ. აგრეთვე: ინფორმაცია, კორესპონდენტი, კორესპონდენცია წყარო: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
![]() |
13.59 რესპუბლიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. respublica სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მმართველობის ყველა უმაღლესი ინსტიტუტი ან არჩევითია, ან ყალიბდება საერთო სახალხო წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტების) მიერ. რ-ში გარანტირებულია მოქალაქეთა პირადი პოლიტიკური უფლებების დაცვა. ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, „რესპუბლიკა“ თავდაპირველად სახელმწიფოს სინონიმურ ტერმინად გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარად ითარგმნა ლათინურად პლატონის პოლიტიკური ტრაქტატის სახელწოდება. უფრო გვიან, XVII ს-დან რ-ს უწოდებდნენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა სამეფო ხელისუფლება. თანამედროვე მნიშვნელობა რ-მ გაცილებით გვიან მიიღო, თუმცა, აქაც მედისონი განასხვავებდა პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც ემყარება წარმომადგენლობითობას (მისი ტერმინოლოგიით, რ-ს) და სახელმწიფოს, რომელშიც ყოველი მოქალაქე პირადად მონაწილეობს მმართველობაში (დემოკრატიას). სინონიმი: საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო მართველობა იხ. აგრეთვე: პარლამენტი, საჯარო პოლიტიკა წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
13.60 რესურსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ნებისმიერი საშუალება, რომელიც მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ფიზიოლოგია, მდგომარეობა, აზრები, სტრატეგიები, განცდები, ადამიანები, მოვლენები ან მატერიალური ღირებულებები. იხ. აგრეთვე: ბიბლიოთეკა, ბანერი წყარო: ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები – 2008 №5 (14) აპრილი – რედ.: ამირან ბაბუნაშვილი
![]() |
13.61 რეტრიტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ინდივიდები უარყოფენ როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებულ (გაზიარებულ) მიზნებს, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ (ინსტიტუციურ, კანონიერ) საშუალებებს. ეს ადამიანები „ამოვარდნილები“ არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, თავს გრძნობენ „უცხოებად“, განდგომილნი არიან ადამიანებისაგან, იკეტებიან თავიანთ სამყაროში, ხდებიან მარტოსულები. ასეთ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან მაწანწალები, ლოთები, ნარკომანები... მერტონი ყურადღებას ამახვილებს რ-ის სოციალურ-სტრუქტურულ წყაროებზე - ხშირად არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან საერთოდ კეტავს ინდივიდისათვის ხელმისაწვდომი ინსტიტუციური საშუალებებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. იქმნება ორმაგი კონფლიქტი - მორალური ვალდებულება იმისა, რომ გამოყენებული იქნეს მხოლოდ კანონიერი საშუალებები, წინააღმდეგობაში მოდის გარეგან იძულებასთან - მიზნის მისაღწევად მოხდეს აკრძალული, მაგრამ ეფექტური საშუალებების გამოყენება. ამდენად, ინდივიდს ერთმევა შესაძლებლობა, გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც კანონიერიც იქნებოდა და ეფექტურიც. კონფლიქტი გადაიჭრება როგორც მიზნების, ისე საშუალებების უარყოფის გზით, ინდივიდი ხდება ტოტალურად გაუცხოებული. მარტოობაში გაქცევა არის არჩევანის შედეგი და არა დამარცხების სიმპტომი. რ. დევიაციის უფრო ინდივიდუალური ტიპია, ვიდრე კოლექტიური. იხ. აგრეთვე: ამბოხი, ინოვაცია, რიტუალიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
13.62 რეფერატი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. refero – ვაუწყებ, მოვახსენებ. 1. მოკლე წერილობითი ან ზეპირი გადმოცემა მეცნიერული ნაშრომისა და სხვ. 2. მოხსენება, რომელშიც მოცემულია რაიმე საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა. იხ. აგრეთვე: ავტორეფერატი, ლიტერატურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.63 რეფერენდუმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ცხოვრებისათვის გადამწყევტი მნიშვნელობის საკითხზე მოწყობილი საერთო სახალხო კენჭისყრა. არსებობს რ-ის სხვადასხვა ფორმა. საკანონმდებლო რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანი ხდება კანონის პროექტი. კონსტიტუციური რ-ის შემთხვევაში სახალხო განხილვის საგანია მთელი კონსტიტუცია ან ცვლილება მასში. დაბოლოს, შეიძლება არსებობდეს ე.წ. კონსულტატიური რ., რომელიც პრინციპში, საზოგადოებრივი აზრის გაგებას გულისხმობს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. რ-ებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახე და ფორმა აქვს, რაც განისაზღვრება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციით, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით. ყველა შემთხვევაში რ-ის გამართვა ასუსტებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების როლს, არსებითი ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე, თუმცა, თავად რ. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის ან საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის ინიციატივით. რ-ის მოწყობას აქვს როგორც დადებითი (პოლიტიკოსები უფრო გულისხმიერნი ხდებიან ამომრჩეველთა განწყობის მიმართ), ასევე უარყოფითი მხარეები (ხშირი რ-ით მოსახლეობის „გადაღლიდან“ დაწყებული, დასრულებული იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა პრობლემებში და შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლარულად საპირისპირო თვალსაზრისებს). იხ.აგრეთვე: პარლამენტი, პლებისციტი, პრაიმერი, პარტია, კონფერენცია, პოლიტიკა, კონსტიტუცია, სამოქალაქო განათლება წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
13.64 რეფლექსია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გულისხმობს, რომ ის, ვინც ასრულებს რეფლექსიის აქტს (ანუ რეფლექსიის სუბიექტი), რაღაცას უბრუნდება, ესე იგი, უბრუნდება უკვე გარკვეული სახით აღქმულ (ან იქნებ განცდილ) ფენომენს იმისთვის, რომ მოახდინოს მასზე ყურადღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, აქციოს ის რეფლექსიის ობიექტად (ანუ იმად, რაზედაც ან რასთან დაკავშირებითაც ხორციელდება რეფლექსიის აქტი). წყარო: წახნაგი, – 2009, – №1 - (ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, რედ. მ. ღაღანიძე) ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება. წყარო: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
![]() |
13.65 რეფორმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის, პოლიტიკურ სუბიექტთა ურთიერთობების ისეთი გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება მოცემული სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური რ. შეიძლება ინიცირებული იყოს გარკვეული ჯგუფების ან პოლიტიკური პარტიების, გნებავთ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მოთხოვნებით, მაგრამ რ. ყველა შემთხვევაში წარიმართება სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. სხვადასხვა პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ლიბერალურ-დემოკრატიული რ-ები. სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების აქტუალობა რ-ის წარმატებული განხორციელების გარანტია არ არის. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითი გვიჩვენებს, არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც რეფორმირებას არ ექვემდებარება. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ვერც იდეოლოგიურ, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რ-ებს ვერ ეგუებოდა. წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
![]() |
13.66 რეფორმატორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტ. ლათ. reformator რეფორმის გამტარებელი პირი. იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.67 რეფრენი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ფრანგ. refrain 1. ლიტ. ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება 2. მუს. კუპლეტური ფორმის ვოკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება; მისამღერი. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.68 რეჩიტატივი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მუს. იტალ. recitativo დეკლამაციური ხასიათის მელოდია, რომელიც უახლოვდება ჩვეულებრივ მეტყველებას; ფართოდ იყენებენ ოპერაში, აგრეთვე კანტატაში, ორატორიაში და სხვ. წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.69 რითმა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ბერძნ. rhythmos – რიტმი, ტაქტი, ზომა ლექსის სხვადასხვა სტრიქონში ბოლო ბგერების განმეორება. იხ. აგრეთვე: ასონანსი, ლიტერატურა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.70 რითმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. rhythmos ნებისმიერი თანაბარზომიერი მონაცვლეობა, მორიგეობა, გამოზომილი მოქმედება (მაგ., მოძრაობის რითმი, გულის მუშაობის რითმი და ა.შ.). იხ. აგრეთვე: ტაეპი წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
![]() |
13.71 რიკარდო დავიდ (1772–1823) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიკური ეკონომიის გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმოშობით ჰოლანდიელი ებრაელი იყო. იგი დაიბადა 1772 წ. დავიდის ბავშვობის დროს მისი მამა გადასახლდა ინგლისში და საბირჟო ოპერაციების შედეგად დიდი ქონება შეიძინა. ასეთივე პრაქტიკული საქმიანობისათვის უნდოდა მამას მოემზადებია თავისი შვილი. რიკარდო მხოლოდ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა სავაჭრო სკოლაში. ამით დასრულდა მისი განათლება სკოლის ფარგლებში საზოგადოდ. რიკარდო მეცნიერებას ეწაფება 25 წლის შესრულების შემდეგ. მაგრამ მეცნიერების შესწავლა მას პოლიტიკური ეკონომიით არ დაუწყია. რიკარდო გატაცებული იყო პირველ ხანებში საბუნებისმეტყველო დისციპლინებით. იგი ხარბად დაეწაფა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, გეოლოგიის და მინერალოგიის შესწავლას. 1807 წ. რიკარდო გამოდის გეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლად. პოლიტიკური ეკონომიის შესწავლას რიკარდომ მოჰკიდა ხელი შედარებით მოგვანებით. იგი ეცნობა სმიტისა და სხვა ეკონომისტების ნაშრომებს და თავისი კვლევითი მუშაობის საგნად სწორედ პოლიტიკურ ეკონომიას იხდის. 1809 წელს იბეჭდება რიკარდოს პირველი ეკონომიური ნაშრომი სათაურით „ოქროს ფასი“. იმ პოლემიკის გამო, რომელიც გაიმართა ამ ნაშრომის გარშემო, რიკარდომ მოათავსა წერილი ერთ-ერთ ინგლისურ ჟურნალში. პირველი და მეორე წერილი რიკარდოს მიერ გადამუშავებულ იქნა და გამოქვეყნებული 1810 წ. სათაურით: „ზოდების მაღალი ფასი, როგორც საბუთი ბანკნოტების ფასების დაცემისათვის“ 1811 წ. რიკარდო აქვეყნებს ნაშრომს: „პასუხი ბოზანკეტის პრაქტიკულ შენიშვნებზე“. 1815 წ. იბეჭდება მისი ახალი ნაშრომი: „პურის დაბალი ფასის ზეგავლენის შესახებ კაპიტალის მოგებაზე“ და 1816 წ. კი: „პროექტი ეკონომიური და მტკიცე ფულის მიმოქცევისა“. ყველა ეს ნაშრომები დაწერილი იყო ცალკე პრაქტიკული საკითხების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ჰქონდა არა მარტო პრაქტიკული, არამედ დიდი თეორიული მნიშვნელობაც. ძირითადი ეკონომიური ნაშრომი რიკარდოსი დაიბეჭდა 1817 წ. სახელწოდებით: „პოლიტკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები“. როგორც ეკონომისტი, რიკარდო ცნობილი იყო ამ თავისი მთავარი ნაწარმოების გამოქვეყნებამდისაც. მაგრამ აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ იგი გახდა პოლიტიკური ეკონომიის ცნობილი გენიალური წარმომადგენელი. გარდა სამეცნიერო მუშაობისა რიკარდო აწარმოებდა აგრეთვე პოლიტიკურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1819 წ. იგი არჩეულ იქნა ინგლისის პარლამენტში, სადაც არაერთხელ გამოსულა სიტყვით სხვადასხვა ეკონომიურ და პოლიტიკურ საკითხებზე. რიკარდო ოპოზიციურად იყო განწყობილი და აყენებდა პარლამენტში რადიკალურ მოთხოვნილებებს განსახორციელებლად. სიკვდილმა შესწყვიტა რიკარდოს ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი გარდაიცვალა 1823 წელს. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: რიკარდო დავიდ. პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები / თარგმნილი ინგლისურიდან ფ. გოგიჩაიშვილის მიერ; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიურ მეცნიერებათა კაბინეტი - თბ.: სახუნტის გამომცემლობა და სტ., 1937 - VIII,384გვ.: პორტრ.; 22სმ - - თავფურცელი და ტექსტი რუსულ-ინგლისურ ენებზე - ბიბლიოგრაფია: ლიტერატურა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები რიკარდოს შესახებ (გვ. 371-385). - : 9მ. ყდა 1მ., 4.000ც. [MFN: 48661]
![]() |
13.72 რიმათ–ნინსუნი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
წმინდა ქალღმერთი, გილგამეშის დედა, მეფე–ღმერთის – ლუგალბანდას – მეუღლე. იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი, გილგამეში წყარო: ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
![]() |
13.73 რისკი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. risque მოსალოდნელი საფრთხე, საშიშროება. რისკის გაწევა – ალალბედზე მოქმედება, სახიფათო მდგომარეობაში ჩადგომა. იხ. აგრეთვე: აზარტი, მეწარმე, ჰეჯირება წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.74 რიტმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. rhythmos – სიმწყობრე, თანაზომიერება ფრანგ. Rythme თანაბარზომიერი პერიოდული მონაცვლეობა რაიმე ელემენტებისა (მაგ., მოძრაობათა, ბგერათა და სხვ.). იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.75 რიტორი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნ. rhētōr მჭევრმეტყველი ადამიანი; ორატორი. იხ. აგრეთვე: ალკიდამასი, ორატორი, რიტორიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.76 რიტორიკა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. rhetoric არგუმენტაციის ფორმა; საუბრის კონკრეტული ფორმების გამოყენება მეორე ადამიანისთვის შენი აზრის ვალიდურობისა და უპირატესობის დასამტკიცებლად. იხ. აგრეთვე: არგუმენტაცია, კლაუზულა, ვალიდურობა, რიტორი, ფორმა წყარო: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
![]() |
13.77 რიტუალი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არაუტილიტარული ხასიათის პერიოდულად განმეორებადი სიმბოლური მოქმედება ან მოქმედებათა თანმიმდევრობაა, რომლის პროცესში ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი განსაკუთრებული ტიპის ობიექტთან, ეგზისტენციალთან, კომუნიკაციის არხს ქმნის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის იმ მდგომარეობის განცდა, რომელიც დაკავშირებულია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ და ეგზისტენციალურ გამოცდილებასთან. რიტუალის გარეშე არც მაგიური მოქმედება სრულდება და არც – რელიგიური კულტი. მისი მიზანია აწმყოში დააფიქსიროს, თუ შეიძლება ითქვას, სულიერად აღადგინოს მითიური ვითარება, რომელიც ხალხისა თუ ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპთან არის დაკავშირებული, და ამით თვალნათელი გახადოს მათი ერთიანობა. მაგალითად, კავკასიის ხალხებში გავრცელებული პირველი ხნულის გავლების წეს-ჩვეულება, ანუ რიტუალური ხვნა, გარკვეულწილად მხოლოდ იმისთვის სრულდება, რომ მას სწორედ ასე აკეთებდნენ მათი მამა-პაპანი: ამით ხაზგასმულია როგორც წინაპართა და შთამომავალთა შორის კავშირი და მათ მიმართ ერთგულება, ისე რიტუალის მონაწილეთა ერთიანობა. ისინი ამ საგაზაფხულო სამუშაოს განხორციელებას რიტუალის გარეშეც მოახერხებდნენ, მაგრამ ეს იქნებოდა არა გლობალური სიმბოლიზმის დატვირთული აქტი, არამედ – უბრალო ხვნა. თავისი სიმბოლური ხასიათის ძალით რიტუალი შიდაეთნიკური რეგულაციის მექანიზმის როლს თამაშობს: ინარჩუნებს ეთნიკური სტატუსების გარკვეულ იერარქიას; ეხმარება ეთნო სის წევრებს ნორმებისა და ფასეულობების ათვისებაში; ანიჭებს მათ საკრალურად განპირობებულ ერთობასა და სოლიდარობას; ეხმარება სტრესების მოხსნაში; აძლევს ღვთიური მხარდაჭერის განცდას კრიზისულ მომენტებში. გარდა აღნიშნულისა, რიტუალი ამკვიდრებს ზღვრული ნიშნით აღბეჭდილი გადასასვლელების (სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ასაკობრივ და სტატუსურ ჯგუფებს შორის) საკრალურ აზრს. გადასვლის რიტუალი (კულტურულ ანთროპოლოგიაში – rites de passage) ნებისმიერი რიტუალური აქტის უნივერსალურ შინაგან სტრუქტურას განსაზღვრავს, რამდენადაც იგი სხვადასხვა სფეროებს, პერიოდებსა და ყოფით მდგომარეობებს შორის საკრალური ბარიერის გადალახვის აღმნიშვნელია. რიტუალი ემსახურება ტრადიციის განმტკიცებას, რამდენადაც მისით აისახება, აღდგება ყველაზე არქაული (არქეტიპული) საკულტო სტრუქტურები (ანალოგიურ როლს თამაშობს წინაპართა კულტთან დაკავშირებული დაკრძალვის რიტუალიც). ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ცოდნის შენახვისა და გადაცემის დაუწერელი, სახეობრივი, ემოციურად დატვირთული საშუალებები დომინირებს, რიტუალი ქმნის და განუწყვეტლივ აახლებს სიმბოლური უნივერსუმის მთლიანობას. ამ ტიპის კულტურების სიმბოლურ უნივერსუმებში ჩართულია არამარტო ინფორმაციის მატარებელი ჩვეულებრივი, ვერბალური საშუალებები (ენა, ხალხური ზეპირსიტყვიერება, ფოლკლორი), არამედ ფიზიკური სამყაროს მოვლენები – საცხოვრებელი და მისი შიდამოწყობილობა, საკვები და პირუტყვი, ბუნება და სტიქიები და სხვ. სიმბოლური უნივერსუმის ნაირი სფეროების გამსჭვალავი კავშირები ქმნის ქვეყნიერების შეცნობისა და აღწერის ტოტალური მეტაფორულობას. განსხვავებული მასშტაბისა და ხანგრძლივობის რიტუალებისა და რიტუალური ქმედებების ანალიზი საშუალებას იძლევა, დავასკვნათ, რომ ხალხურ კულტურაში რიტუალის პრაგმატიკა მიემართება ერთდროულად ორ სამყაროს – იმქვეყნიურსა და სოციალურს, მიწიერს. რიტუალებში წარმოდგენილი სიუჟეტები ასახავენ შესაქმის, დაბადების აქტებს, მათი წინაღობების დაძლევას, აღორძინებასა და განახლებას. სოციალურ პლანში რიტუალები ადგენენ ადამიანური არსებობისათვის აუცილებელ სხვადასხვა წესებსა და ნორმებს, პირველ რიგში, ნათესაობისა და საქორწინო ურთიერთობების სისტემებს, მისაღები ქცევების სქესობრივ და ასაკობრივ საზღვრებს, ახდენენ შრომითი ცხოვრების რეგლამენტაციას. სხვადასხვა კონფესიის საკულტო პრაქტიკებში რიტუალის კოლექტიური და ინდივიდუალიზებული, ექსტატიური და აუტისტური კომპონენტების თანაფარდობა არსობრივად განსხვავებულია: თანამედროვე პროტესტანტიზმის რიგ ქვაზინაციონალურ ფორმებში რიტუალი ფაქტიურად ჯგუფური და ინდივიდუალური ლოცვებით შემოიფარგლება, მაშინ, როდესაც კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობაში კოლექტიურ რიტუალთა განვითარებული სისტემა ეკლესიის, როგორც მორწმუნეთა ინსტიტუტისა და ერთობის, ძირითადი საქმიანობაა. საჯარო და კერძო ცხოვრების სეკულარიზაციის პროცესში ჩამოყალიბებული საერო რიტუალები მნიშვნელოვანწილად ასახავენ შესაბამისი საკულტო აქტების გარეგნულ, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სტრუქტურას, რომელსაც საკრალური შინა-არსი გამოცლილი აქვს. როგორც ოფიციალურ სახელმწიფო ცერემონიებში (ინაუგურაცია, აღლუმები, შეხვედრები), ისე რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის (მაგ., სამოქალაქო მდგომარეობასთან, სტატუსთან დაკავშირებულ) სადღესასწაულო გაფორმებაში საერო რიტუალებით სოციალურ ერთობაში ინდივიდის გაწევრიანება და ინდივიდუალურიდან კოლექტიურ ფასეულობაში გადასვლის მნიშვნელობა აღინიშნება. დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ნაშრომში „რტუალი“ და „წეს-ჩვეულება“ სინონიმურ ტერმინებად არის გამოყენებული. ვფიქრობ, რიტუალი და წეს-ჩვეულება იდენტური ცნებები არაა, თუმცა ქართულ ენაში კონვენციონალურად გვევლინებიან, როგორც სინონიმები. (შდრ. რუსული обряд სიტყვის მიმართება ტერმინ რიტუალთან). ქართულ ტერმინში ორი სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვის („წესი“ და „ჩვეულება“) გაერთიანებით, თითქოს, „რიტუალი“-ს ტოლმნიშვნელოვანი ცნება მიიღება, მაგრამ არსობრივად საქმე ეხება სხვადასხვა ხარისხის ორ ფენომენს. წესი, თუ მას რუსული обряд სიტყვის შესატყვისად გავიგებთ, არის დესაკრალიზებული რიტუალი, რომელიც თან ახლავს ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს (დაკავშირებულს დაბადებასთან, ქორწინებასთან, სიკვდილთან, ინიციაციასთან, საოჯახო და კალენდარულ ღონისძიებებთან) და რომლის მეშვეობით ეთნიკური ჯგუფის წევრთა სასიცოცხლო მდგომარეობის სოციალური მნიშვნელობა მკვიდრდება. რიტუალის რელიგიური არსი, რომელიც წესს საფუძვლად უდევს, გამქრალია, იგი არსებობას განაგრძობს ტრადიციის ძალით და პრინციპით – „ასე იყო დასაბამიდან“. მაგალითად, ყველამ როდი იცის, რომ კავკასიელებში (ვაინახებში, ოსებში), მათ შორის ქართველებში (სვანებში, მეგრელებში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში), აგრეთვე ევროპის ხალხებში გავრცელებულ, საახალწლო მორთან, როგორც ძველი წლის სიმბოლოსთან, დაკავშირებულ წესებში რეკონსტრუირდება უძველესი მითოლოგემა – ჭექა-ქუხილის ღვთაების მიერ მსოფლიო ხის ქვეშ მობინადრე გველის მოკვლა. ეს აქტი, არქაული ადამიანის მსოფლმხედველობით, ქაოსის დაძლევასა და კოსმიური წესრიგის დამკვიდრების ტოლფასი იყო. საახალწლო მორთან დაკავშირებულმა წესმა, გადაინაცვლა რა კულტიდან ყოფაში, დაკარგა უწინდელი მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა, მაგრამ იგი, ზოგან, დღესაც აგრძელებს არსებობას. წესისა და რიტუალისგან განსხვავებით, ჩვეულებას არამარტო მაგიურ-რელიგიური, არამედ პრაქტიკული ფესვები აქვს. ჩვეულება, რომელიც დესაკრალიზებული რიტუალის ანუ წესის მკრთალ ემანაციას, თუ შეიძლება ითქვას, მის ნამსხვრევს წარმოადგენს, გარკვეულ საზოგადოებასა თუ სოციალურ ჯგუფში გამომუშავებული ქცევისა და მოქმედების სტერეოტიპიზებული ნორმაა, რომლის დაცვა ამ საზოგადოების (სოციალური ჯგუფის) თითოეული წევრისთვის აუცილებელია (დამრღვევის მიმართ ხორციელდება არაფორმალური სანქციები – გაკიცხვა, შერცხვენა, დაწყევლა, იზოლაცია და სხვ.). ამდენად, ჩვეულება ქცევის რეგულატორია, ცნობიერებიდან ჩვევაში გადასული, ანუ ესაა რელიგიურ და მორალურ ნორმათა ერთობლიობა, რომლებმაც თავიანთი ცნობიერი ხასიათი დაკარგეს. ჩვეულების სტაბილურობა, ცვლილებებისადმი მისი წინააღმდეგობა იმითაა განპირობებული, რომ იგი მუდამ საზოგადოებაში ფორმირდება და, წარმოადგენს რა ამ საზოგადოების ფასეულობას, კოლექტიური მოთხოვნების ძალდატანებით განისაზღვრება. იხ. აგრეთვე: საჯარო პოლიტიკა წყარო: ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017
![]() |
13.78 რიტუალიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მერტონის მიხედვით, საზოგადოებაში ინდივიდთა შეგუების ტიპი, როდესაც ხდება ინსტიტუციური ნორმების გამძაფრებული, უპირობო დაცვა კულტურაში აქცენტირებული მიზნების გათვალისწინების გარეშე. ასე იქცევა, მაგ., ორგანიზაციის წევრი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ორგანიზაციის წესებს, თითქოს ეს იყოს ერთადერთი პირობა (მიზეზი) ამ ორგანიზაციის არსებობისა და მასში მისი უსაფრთხოების შენარჩუნებისა. ესაა მოხელე, რომელიც, შეშინებული იმით, რომ შეიძლება დაითხოვონ ან ვითარება გაუუარესდეს, თავისი შრომის მწარმოებლურობას ყინავს განსაზღვრულ - არც ზრდად და არც კლებად - დონეზე. ინდივიდი უარს ამბობს ძირითად კულტურულ მიზნებზე და რუტინული წესრიგისადმი უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩევა. მოქმედებს ამ შემთხვევისათვის ტიპური ლოგიკა: „არ დაისახოთ მაღალი მიზნები - არ იქნება იმედგაცრუებაც“, ანდა, „ვცდილობ, ვითამაშო ფრთხილად და თავი არ წამოვყო.“ ამრიგად, რ. არ ითვალისწინებს სოციალურ იერარქიაში წინ და მაღლა მოძრაობას, არამედ ორიენტირდება არსებულის შენარჩუნებაზე. იხ. აგრეთვე: ამბოხი, ინოვაცია, რეტრიტიზმი წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
![]() |
13.79 რობინზონ კრუზო - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1719 წელს მზის სინათლე იხილა დეფოს შედევრმა „რობინზონ კრუზომ“. ლონდონელმა გამომცემლებმა უარი თქვეს მის დაბეჭდვაზე, რადგან არ სჯეროდათ რომანის წარმატებისა, მხოლოდ გამომცემელმა უილიამ ტეილრმა გაბედა გამოეცა იგი. რომანმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტეილრმა რომანი კიდევ სამჯერ გამოსცა და წიგნის ტირაჟი სამჯერ გაზარდა. XIX საუკუნის დასასრულს „რობინზონ კრუზოს“ 700 გამოცემა არსებობდა. ასეთი წარმატება წილად არ ხვდომია არც ერთ ნაწარმოებს. წიგნი მაშინ ძალზე ძვირად ფასობდა, იგი ღირებულებით უდრიდა მამაკაცის კოსტიუმს, ან სამ ჯიშიან ცხენს. წიგნის მოყვარულები დიდხანს აგროვებდნენ ფულს, რათა სანუკვარი წიგნი ეყიდათ. მოთხოვნილება წიგნზე იმდენად დიდი იყო, რომ ავტორმა და გამომცემელმა მისი დაბეჭვდა ჟურნალშიც დაიწყეს. დეფომ შემდგომში სხვა წიგნებიც გამოსცა: „კავალერის ჩანაწერები“ (1720 წ.), „კაპიტანი სინგლტონი“ (1720 წ.), „პოლკოვნიკ ჯეკის ამბავი“ (1720 წ.), „მოლ ფლენდერზი“ (1722 წ.), „როქსანა“ (1724 წ.), „ჭირიანი წელიწადის დღიური“ (1722 წ.), „მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში“ (1724-1727 წწ.), მაგრამ მათმა გმირებმა ვერ დაჩრდილეს „რობინზონ კრუზო“ და დღემდე მისი სახელი დეფოს უკვდავებას ანიჭებს. რობინზონისმაგვარი წიგნები ბევრი არ არის მსოფლიოში. მრავალმა სცადა მისი გავლენის დამცირება იმით, თითქოს ეს ამბავი არ შეეფერებოდა სინამდვილეს, მაგრამ უშედეგოდ, „რობინზონის“ სჯეროდათ და სწამდათ. რაში მდგომარეობს ამ საოცარი წიგნის წარმატების საიდუმლო? რატომ არის, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები ერთად არიან „რობინზონ კრუზოს“ ლიტერატურულ შედევრად აღიარებაში. ალბათ, ეს განაპირობა უსაზღვრო რწმენამ ადამიანის შესაძლებლობებში. აი, რატომ იზიდავს ადამიანებს ასეთი მაგიური ძალით ეს წიგნი. ყველას უნდა განიცადოს ის, რაც თავს გადახდა უშიშარ მეზღვაურს იორკიდან. რასაკვირველია, თითოეულ მკითხველს თავისი ინდივიდუალური ხედვა აქვს საგნებისა თუ მოვლენების მიმართ, მაგრამ საიდუმლო „რობინზონ კრუზოსი“ იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს ადამიანებს საერთო რწმენით პიროვნების ამოუწურავი შესაძლებლობებისადმი. „მე დავიბადე 1632 წელს ქალაქ იორკში, – ასე იწყება ეს შესანიშნავი წიგნი. იგი მამაც მეზღვაურზეა, რომელსაც რობინზონი ჰქვია და ბედის განგებით დაუსახლებელ კუნძულზე ხვდება. იგი წლების განმავლობაში მარტოდმარტო რჩება სტიქიასთან ჭიდილში და გამარჯვებული გამოდის, რითაც მთელ კაცობრიობას ამცნობს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. რობინზონი უკაცრიელ კუნძულზე იყო მეფეც, გუბერნატორიც, მეთევზეც, მონადირეც, მიწათმოქმედიც. იგი დაღუპულ გემზე, რომელიც ზღვის ტალღებმა ნაპირზე გამორიყეს, წააწყდება ვერცხლისა და ოქროს მონეტებს, რომლებსაც მის სამშობლოში დიდი ძალა ჰქონდათ. აი, რას ამბობს რობინზონი: „მე გამეღიმა, როდესაც ეს ფული დავინახე, უსარგებლო ნაგავი, – ჩავილაპარაკე მე. რათ მინდიხარ ახლა მე შენ? შენ იმადაც არ ღირხარ, რომ დავიხარო და იატაკიდან აგიღო“. რობინზონი ერთ მშვენიერ დღეს თავის კუნძულზე ადამიანის ფეხის კვალს წააწყდება. აი როგორ აგვიწერს დეფო ამ მბავს: „ერთხელ, დაახლოებით შუადღეს, მე მივუყვებოდი ზღვის ნაპირს და ჩემს ნავს ვუახლოვდებოდი. უცბად დავინახე ადამიანის შიშველი ფეხის კვალი, იგი ცხადად იყო გამოსახული ქვიშაზე. მე მეხდაცემულივით გავჩერდი, თითქოს მოჩვენება მენახოს. მე დავაყურადე და გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ რაიმე საეჭვო ვერც გავიგე და ვერც დავინახე. მაღლობზე ავვარდი, რათა უკეთ გადამეხედა მიდამოსათვის, ისევ ჩამოვედი, დავდიოდი წინ და უკან ნაპირზე – არსად არაფერი; მე ვერ ვიპოვე მეორე ფეხის ანაბეჭდი. კვლავ გავემართე იქით, რათა ერთხელ კიდევ შემევლო თვალი მისთვის, დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ეს იყო ადამიანის ფეხის ანაბეჭდი თუ მოჩვენება. მაგრამ არა, მე არ ვცდებოდი; ეს იყო ადამიანის ფეხის ანაბეჭდი, მე მკაფიოდ განვასხვავე ტერფი, თითები. როგორ მოხვდა ის აქ? მე ვიბნეოდი, სხვადასხვა მოსაზრებები ამერია ერთმანეთში, სრულ გაუგებრობაში ვიმყოფებოდი და, როგორც იტყვიან, ვერ ვგრძნობდი მიწას ფეხქვეშ. მე წავედი ჩემს სახლში, ჩემს ციხესიმაგრეში. მე ძალზე შეშინებული ვიყავი. ყოველ ორ-სამ ნაბიჯზე უკან ვიხედებოდი, მეშინოდა ყოველი ბუჩქის, ხის, ყოველ დანახულ ჩრდილს ადამიანად ვთვლიდი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ საშინელ ურჩხულად მეჩვენებოდა ყველა საგანი, როგორი ველური აზრები მიტრიალებდა თავში და როგორ სულელურ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით მთელი ხნის განმავლობაში“. შემდგომში მის მარტოობას ბოლო მოეღება. პარასკევ დღეს მის კუნძულზე მოსულ კაციჭამიებისაგან იგი გამოიხსნის ერთ-ერთ ველურს და მას პარასკევას დაარქმევს. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს, ველურ მდგომარეობიდან მის გამოყვანას, ადამიანად ქცევას და, საბოლოოდ, ახერხებს კიდეც ამას: ასწავლის ლაპარაკსა და ადამიანურ ქცევას. მას თავის კუნძულზე მოჰყავს ქერი, აცხობს პურს, წველის გარეულ თხებს, აკეთებს ყველსა და კარაქს. გადის დრო და მათ მყუდროებას გემით მოსული ევროპელები არღვევენ. რობინზონი ერთვება მათ შორის ბრძოლაში. უმკლავდება აბუნტებულ მეზღვაურებს და ამავე გემით ბრუნდება ინგლისში, იმ კუნძულზე კი ტოვებს ურჩ მეზღვაურებს. იგი პარასკევასთან ერთად უბრუნდება ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც მას არ ენახა 28 წლის, ორი თვისა და 19 დღის განმავლობაში. ამ წიგნის კითხვის დროს ადამიანი საკუთარ თავზე განიცდის რომანტიკულ და სახიფათო მოგზაურობას უკაცრიელ კუნძულზე, მკითხველზე იგი წარუშლელ კვალს ტოვებს უშუალო განცდებითა და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მომხდენი პასაჟებით. მას, ვისაც ეს წიგნი არ წაუკუთხავს, ჩვენი თანამედროვე უნიჭიერესი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟის არ იყოს, მოსალოცად აქვს საქმე, რადგან წინ ამ ნაწარმოების წაკითხვით გამოწვეული დიდი ბედნიერება მოელის... იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, დეფო დანიელ (1660-1731 წწ.) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
13.80 როდანოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანგ. Rhône ლათ. Rhodanus მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენი, სონა, არდეში; მარცხენა - იზერი, დიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე. 1. აქაც გეოგრაფიულ კონტამინაციასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ პოდან რონაში მოხვედრა შეუძლებელია. ამით მტკიცდება, რომ აპ. როდოსელის დროშიც კი ცუდად იცნობდნენ ევროპის გეოგრაფიას 2. აქ აპ. როდოსელს, როგორც ჩანს, ჰგონია, როდანოსს სამი ტოტი აქვს. შეიძლება მას მხედველობაში აქვს რაინი, რონა და პო, როგორც ერთი მდინარის სამი განშტოება. სინონიმი: რონა იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII წყარო: ვიკიპედია რონა
![]() |
13.81 რომანი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტ.მცოდნ. ფრანგ. roman ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც მოცემულია მწერლის მიერ გამოგონილ, აღწერილ ან გათვალისწინებულ ადამიანთა ჯგუფისა და მთელი სოციალური წრის მთლიანი ცხოვრების ვრცელი სურათი. ეს იმას ნიშნავს, რომ რომანი გამოხატავს არა ერთ ეპიზოდს მოქმედი პირის ცხოვრებიდან, როგორც ეს მოთხრობას და, განსაკუთრებით, ნოველას ახასიათებს, არამედ მასში მოცემულია გმირის ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. რომანი გვიხატავს არა რომელიმე პიროვნების ცხოვრებას, არამედ გვიხატავს მთელ საზოგადოებას, რომელშიც მხატვრული ნაწარმოების გმირი მოქმედებს. ამის გამო მოქმედ პირთა რაოდენობა რომანში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოთხრობაში და ნოველაში. რომანში მოქმედი პირები გამოხატული არიან იმ საზოგადოებრივ გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ზემოაღნიშნულის გამო, რომანში დიდი ყურადღება ექცევა იმ წრის ზნე–ჩვეულებისა და ყოფა–ცხოვრების გამოხატვას, რომელშიც გმირი მოქმედებს. რომანი, მოთხრობა და ნოველა ერთმანეთთან შეფარდებით განიხილება. მათ ბევრი მონათესავე თვისებები აერთიანებთ. განსხვავება მათ შორის უმთავრესად მოცულობაში გამოიხატება. ყველაზე მცირე მათ შორის ნოველაა. თუ ნოველას გავავრცობთ, მოთხრობას მივიღებთ. გავრცობილი მოთხრობა უკვე რომანია. ამ მსგავსების ნიადაგზე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ნაწარმოებს რომანსაც უწოდებენ და მოთხრობასაც, ან კიდევ, მოთხრობასაც უწოდებენ და ნოველასაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებს გარდამავალი ადგილი უკავია მოთხრობასა და რომანს შორის, ან ნოველასა და მოთხრობას შორის. ზევით დასახელებულ მსგავსებათა გამო რომანის, მოთხრობისა და ნოველის ზუსტი საზღვრების დაწესება მეტისმეტად ძნელდება. უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომანი და ნოველა. ეს განსხვავება გარეგნულად მათ მოცულობაში მდგომარეობს. თვით მოცულობის განსხვავება კი გამოწვეულია შინაარსის განსხვავებით. რომანი უფრო დიდი მოცულობისაა იმიტომ, რომ უფრო მეტი სიღრმით ასახავს ცხოვრების სინამდვილეს. რომანის მთავარი თემის გაშუქება თემატიკის სიმდიდრეს მოითხოვს. რომანი ვრცლად ასახავს მოქმედ პირთა თავგადასავალს და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ქართულ ლიტერატურაში რომანის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”. მასში მოცემულია ორი მთავარი გმირის ისტორია. ერთი მათგანი, ბახვა ფულავა ,გლეხური წრიდან წარმოშობილი აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენელია. მეორე – იერემია წარბა გადაგვარებული მემამულეთა კლასის წარმომადგენელია. გ. წერეთელი თავის რომანში გვაძლევს ზემოაღნიშნული ორივე გმირის მთელი ცხოვრების ისტორიას. ამ გმირებთან ერთად ავტორი ვრცლად გვიხატავს იმ საზოგადოებრივ წრეს და პიროვნებებს, რომლებშიაც მისი გმირები მოქმედებენ. ამ რომანში არამარტო მთავარი გმირები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ტიპური ადამიანები არიან. ტიპურია ვალიდა, პოლკოვნიკი ლებოვი, ესმა და სხვანი. რომანში ავტორმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წასულიყო საქართველოს ეკონომიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანის სხვადასხვა ფორმა:სოციალური, ფსიქოლოგიური,ისტორიული,ავანტურული, საყოფაცხოვრებო, რაინდული, სატირული, ფანტასტიკური. ეს კლასიფიკაცია პირობითია. იშვიათია ისეთი ნაწარმოები, რომლის განსაზღვრა შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზემოჩამოთვლილი კლასიფიკაციის ერთ–ერთი სახეობით ან ფორმით: მაგ. რაინდული რომანი იმავე დროს ავანტურული რომანიცაა და საყოფაცხოვრებოც. ზოგჯერ ასეთი რომანი ფანტასტიკურ რომანადაც ითვლება. სოციალური რომანი იმავე დროს საყოფაცხოვრებო რომანიცაა და შეიძლება ისტორიულიც იყოს. ვ. ჰიუგოს რომანი „განწირულნი” ისტორიული რომანიცაა და სოციალურიც, რადგან ამ რომანში ავტორი, გვიხატავს რა ფრანგების ცნობილ ბრძოლას ვატერლოოსთან და 1830 წლის რევოლუციას, გვაძლევს ნათელ სურათს ხალხთა სიღატაკის, პროსტიტუციისა და მუშათა კლასის აუტანელი ცხოვრებისას. ნინოშვილის „ჯანყი გურიაში” ისტორიული რომანია, მაგრამ იმავე დროს სოციალურიცაა, რადგან მასში ჩვენი ქვეყნის წარსული გამოყენებულია საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოსახატავად. ვ. ბარნოვის ისტორიული რომანები („ტრფობა წამებულისა”, „ხაზართა სასძლო”, „მიმქრალი შარავანდედი”) გვიხატავენ ჩვენი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებას წარსულში და, ამდენად, საყოფაცხოვრებოცაა. იხ.აგრეთვე: ეპოსი, პიესა, პოემა, პერსონაჟი, სოციალური, ნოველა, ლეგენდა, ავანტიურა, სატირა, ფანტასტიკა, ფანტასტიკური, ფსიქოლოგია წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
13.82 რომანსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ხელოვნ. ფრანგ. romance 1. ლექსის სიტყვებზე დაწერილი პატარა ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც მღერიან ფორტეპიანოს ან სხვა საკრავის თანხლებით; 2. მელოდიური ხასიათის პიესა ვიოლინოს, ვიოლონჩელისა და ფორტეპიანოსათვის; 3. პატარა სასიმღერო ლირიკული ლექსი. იხ. აგრეთვე: მუსიკა წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.83 რომანტიზმი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რომანტიზმი ისეთი მხატვრული მეთოდია, რომელიც სინამდვილის უშუალოდ ასხვის ნაცვლად გვიხატავს ოცნებით გამოგონილს, არსებულის ნაცვლად სასურველს. მიისწრაფვის ნათელი, ოპტიმალური სახეებით გვაჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება. იხ. აგრეთვე: რომანტიკოსი წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
![]() |
13.84 რომანტიკოსი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. რომანტიზმის მიმდევარი. 2. პირი, რომელსაც სჩვევია ადამიანისა და ცხოვრების იდეალიზაცია; მეოცნებე. იხ. აგრეთვე: რომანტიზმი წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
![]() |
13.85 რომაფობია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია და მტრობა ბოშების მიმართ იხ. აგრეთვე: დისკრიმინაცია წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
![]() |
13.86 რომეო და ჯულიეტა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ მართებულად ითვლება სიყვარულის უძლეველობის, მარადიულობის სიმბოლოდ. ახალგაზრდა მიჯნურთა ტრაგედია, თვით გმირების მიერ ღრმად გააზრებული და გაცნობიერებული სულიერი ტანჯვა არ არის. ის გარეგანი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის და ეღობება დიდ სიყვარულს, მათში არ წარმოშობენ მძიმე სულიერ მარტოობის განცდას. „რომეო და ჯულიეტა“ ითვლება შექსპირის ყველაზე უფრო „ოპტიმისტურ ტრაგედიად“. შექსპირის შემოქმედება ინგლისური რენესანსის ლიტერატურული მწვერვალია. მისი თუნდაც „ჰამლეტი“ ყველაზე სრულად, ამომწურავად გამოხატავს ჰუმანიზმს და, ამდენად, მთელი ევროპული ჰუმანიზმის გვიანდელ ფაზას. შექსპირი ჰამლეტს წარმოგვიდგენს ადამიანად, რომელიც ცხოვრების კანონზომიერებებს ეძებს და ცდილობს, ჩაწვდეს მას: „ყოფნა – არყოფნა, საკითხავი სწორედ ეს არის“. სწორედ მოვლენათა სიღრმეებში ჩახედვის ეს უნარი ბოჭავს ჰამლეტს, საშუალებას არ აძლევს მას გულისთქმას აჰყვეს და ბოროტმოქმედი დასაჯოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი აქტიური, აბსტრაქტული ნებისყოფის ადამიანია, რომელსაც მხოლოდ თავისი ეჭვების სისწორეში დარწმუნება სჭირდება, რათა მაშინვე თავი ანებოს ყოყმანს და შური იძიოს. ჰამლეტის ყოყმანი და პასიურობა მისი ხასიათის ორგანულ ნაწილად ქცეულა. მას იმდენად ღრმად ესმის ამქვეყნიური ბოროტების ჭეშმარიტი მიზეზები, რომ ლაერტივით არ გაგულისდება და დაშნის ქნევას არ დაიწყებს. ოფელია უდანაშაულო მსხვერპლია. მას გულწრფელად უყვარს ჰამლეტი, ისევე გულწრფელად, როგორც თავის ძმა – ლაერტი და მამა – პოლონიუსი. ჰამლეტსაც უყვარს ოფელია – ნაზი, მგრძნობიარე, სათნო. მაგრამ ოფელიას, ამავე დროს, აკლია ჯულიეტას მგზნებარება და არც უნარი შესწევს, ჰორაციოსავით ბოლომდე შეიგრძნოს ჰამლეტის სამყარო. მოსიყვარულე, კეთილი და გულუბრყვილო ოფელია მამამისისა და კლავდიუსის უნებლიე თანამოაზრე ხდება. მას არც როზალინდას გონებამახვილობა გააჩნია, არც პორციას („ვენეციელი ვაჭარი“) ინტელექტი და არც ორივეს გამბედაობა, რომ იგრძნოს, გამოიცნოს ჰამლეტის „სიგიჟის“ მოჩვენებითობა, მიუხვდეს უფლისწულს, იბრძოლოს საკუთარი უფლებებისათვის, სიყვარულისათვის. ჰამლეტს ხიბლავს ოფელიას კდემამოსილება, მაგრამ ზარავს მისი პასიური გათქვეფა პოლინიუსებსა და კლავდიუსებში. დედამისის საქციელით გამოწვეული უნდობლობაც, საერთოდ ქალის სუსტი, მერყევი ბუნებისადმი, მას, ბუნებრივია, ოფელიაზე გადააქვს. იხ. აგრეთვე: ლიტერატურული პერსონაჟი, შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.) წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
![]() |
13.87 რომი - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
იტალ. Roma ლათ. Rōma რომის იმპერიის მთავარი ქალაქი. დღეს – იტალიის დედაქალაქი.
რომის ისტორიის დასაბამი ქალაქ რომის დაარსებას უკავშირდება. მის დამაარსებლად ლეგენდა რომულუსს ასახელებს. ისტორიოგრაფოსები თარიღსაც გვამცნობენ: ძვ.წ. 753 წ.
არქეოლოგიური მონაცემებით, უფრო ადრე იქ, სადაც რომულუსმა „მარადიულ ქალაქს“ ჩაუყარა საფუძველი, მდინარე ტიბერისის ქვემოწელთან, შესართავიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით, ინდოევროპული წარმომავლობის იტალიკები სახლობდნენ. თავად ადგილს კი ლატიუმი ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა და მან ლატინთა და საბინთა სოფლებით მოფენილი შვიდი ბორცვი დაიკავა (ავენტინუსი, პალატიუმი, კაპიტოლიუმი, კვირინალისი, ვიმინალისი, ესკვილიები, კელიუსი). ამ ბორცვთა გაერთიანების პროცესი ძვ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება. ასე დაფუძნდა ქალაქი შვიდ ბორცვზე – septimontium, რომელმაც ჩინებულად გაითავისა ბერძენთა და ეტრუსკთა კულტურული მონაპოვარი.
ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს მეფეთა ხანას უწოდებენ ისტორიოგრაფოსები. ასახელებენ შვიდ მეფეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რომის აღორძინებაში. ესენი არიან: რომულუსი, ნუმა პომპილიუსი, ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარკიუსი, ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი), სერვიუს ტულიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი (ამაყი). მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად რომი სახელმწიფოდ იქცა. უკანასკნელი მეფეები ტარკვინიუსთა ეტრუსკული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.
ძვ.წ. 510 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბოლო მეფე და რომაელებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც მოიპოვეს. რომი არისტოკრატიული რესპუბლიკა გახდა. სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმით მან თითქმის ხუთი საუკუნე იარსება (ძვ.წ. 510 – ძვ.წ. 31 წ.წ.) და ამ პერიოდს რომის ისტორიაში რესპუბლიკის ხანა ეწოდა.
რომი ძვ. წ. VI საუკუნისათვის მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იმყოფებოდა ეტრუსკთა გავლენის ქვეშ. მან თანდათან გაიფართოვა სახელმწიფოებრივი საზღვრები. ძვ. წ. III საუკუნისათვის რომის ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ იტალიასა და სიცილიაზე, ხოლო კართაგენზე გამარჯვების შემდეგ – დასავლეთ შუაზღვისპირეთშიც. მან შეიერთა შუაზღვისპირეთის ყველა ქვეყანა, ევროპა რეინსა და დუნაიმდე, აგრეთვე ბრიტანეთი, მცირე აზია, სირია და ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელი სანაპირო. მათ რომაელები პროვინციებს უწოდებდნენ.
წარმატებული ბრძოლების გამო რომში თანდათან მრავლდებოდნენ მონები, რომელთაც ფლობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი მდიდრები. ამას მოჰყვა სოციალური უთანასწორობის გამძაფრება. ძვ.წ. I საუკუნეში იფეთქა უზარმაზარმა ამბოხებამ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა სპარტაკი. სამოქალაქო ბრძოლებმა მოიცვეს მთელი სახელმწიფო. ეს არეულობანი დასრულდა ძვ.წ. 30 წელს ერთპიროვნული საიმპერატორო ძალაუფლების დამყარებით. ამ პერიოდს (ძვ. წ. 31 წ. – ახ. წ. 476 წ.) იმპერიის ხანა ეწოდა.
ბრძოლები არ წყდებოდა. რომის უზარმაზარი იმპერია ირყეოდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის იგი ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ბიზანტიის სახელწოდებით XV საუკუნემდე იარსება. დასავლეთ იმპერიას მრავალი მტერი გამოუჩნდა. 410 წელს ქალაქი რომი აიღეს ვესტგოთებმა, ხოლო 476 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს თარიღი მიჩნეულია დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ოფიციალურ ენად ითვლებოდა ბერძნული, დასავლეთ რომის იმპერიაში კი – ლათინური, რომელზეც საუბრობდა შუა იტალიაში მდებარე ლატიუმის მოსახლეობა.
ანტიკური ხანის პოეტებმა რომს „მარადიული ქალაქი“ უწოდეს და მართლაც, მას არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მნიშვნელობა. შუასაუკუნეებში იგი პაპთა რეზიდენციად ითვლებოდა, მოგვიანებით კი – კათოლიკური სამყაროს მთავარ ქალაქად.
რომის ღირსშესანიშნაობანი მრავალგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მეფეთა ხანიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. იგივე ითქმის რესპუბლიკის ხანის ნაგებობათა შესახებაც. იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული რომში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყო. შვიდ ბორცვთაგან კაპიტოლიუმს უპირატესი სახელმწიფოებრივი და საკულტო მნიშვნელობა მიენიჭა. გადმოცემათა თანახმად, იქ მდგარა რომულუსის სახლი. იქვე ყოფილა აღმართული იუპიტერისა (Juppiter Optimus Maximus) და იუნოს (Juno Moneta) ტაძრები. ქალაქის კრემლი (arx romana) ტაბულარიუმი (არქივი). ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე რომის ფორუმი (Forum Romanum) განლაგდა. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ფორუმზე აღმართულ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული ე.წ. შავი ლოდია (Lapis niger), რომელიც რომულუსის საფლავის ქვად არის მიჩნეული. მასზე ამოტვიფრულია უძველესი ლათინური წარწერა (დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის დასასრული).
აღსანიშნავია აგრეთვე დიდი არხი (Cloaca maxima), რომელიც ტიბერისში ჩასადენი წყლებისთვის იყო განკუთვნილი. ფორუმზე აღმართულ მრავალრიცხოვან ტაძართაგან უმნიშვნელოვანესი იყო ვესტას, კასტორისა და სატურნუსის ტაძრები. ბაზილიკათაგან შედარებით დიდია იულიუსის ბაზილიკა, რომლის აგებაც დაიწყო კეისარმა და დაასრულა ავგუსტუსმა. თავისი ბრწყინვალებით გამოირჩევა მაქსენტიუსთა ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც ახ.წ. 307 წელს დაიწყო და რომელმაც დიდი გავლენა იქონია რენესანსის ეპოქის არქიტექტურაზე.
რომის ფორუმი დამშვენებული იყო მრავალრიცხოვანი ტრიუმფალური არკებით, ქანდაკებებითა და მემორიალური კოლონებით. რომის ფორუმის ჩრდილო- აღმოსავლეთით განფენილი იყო იმპერატორთა ფორუმების კომპლექსი: კეისრის ფორუმი ვენუსის ტაძრით (ძვ. წ. I ს.). ავგუსტუსის ფორუმი მარსის ტაძრით (ახ.წ. I ს.). ვესპასიანუსის ფორუმი (Forum Pacis) მშვიდობის ქალღმერთის (Pax) ტაძრით. ნერვას ფორუმი (Forum Transitorium, ახ. წ. I ს.) და ბოლოს, ტრაიანუსის დიდი ფორუმი დამშვენებული ბაზილიკით, ტაძრითა და კოლონით (ახ.წ. II ს.).
პალატიუმის ბორცვის სამხრეთით აღმართული იყო ბრწყინვალე სასახლეები. ნერონის უზარმაზარი სასახლიდან (Domus aurea) უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით კარგად მოაღწია ჩვენამდე ფლავიუსთა ამფითეატრმა, რომელიც კოლოსეუმის სახელით არის ცნობილი. ასე ეწოდა ანტიკური სამყაროს ამ უდიდეს ამფითეატრს მის მახლობლად აღმართული ნერონის ოქროს კოლოსის გამო. 48,5 მეტრის სიმაღლის ამფითეატრი გათვლილი იყო 50 ათას მაყურებელზე. იგი ახ. წ. 80 წელს აკურთხა იმპერატორმა ტიტუსმა და ამ დღის აღსანიშნავად გამართა ასდღიანი ასპარეზობები. თანდათანობით ეს ამფითეატრი მხეცთა და გლადიატორთა სისხლიან არენად იქცა. დღეს იგი რომის გარდასული დიდების აღმატებულად შთამბეჭდავი ძეგლია. იქვე, მახლობლად მდებარეობს ჩვენამდე კარგად შემონახული ნაგებობები: კონსტანტინეს არკა (ახ.წ. 315 წ.). კარაკალასა (ახ.წ. 206–217 წ.წ.) და იოკლეტიანეს (ახ.წ. 298-307 წ.წ.) აბანოები. აგრეთვე პანთეონის დიდებული, გუმბათოვანი შენობა, რომლის აგებაც იმპერატორმა ჰადრიანემ დაასრულა (ახ.წ. II ს.). ძველი რომის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია აგრეთვე დიდებული კარიბჭეები, ხიდები თუ აკვედუკები (ბელღარები), რომელთა უმრავლესობა დღესაც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება. რომაელთა კულტურამ თავისი არსებობის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ რთული გზა განვლო. მის ფორმირებაში მრავალი ხალხი მონაწილეობდა. რომის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა მისი მოსახლეობაც. მართალია, რომაულ კულტურას საფუძველი ლატინთა ტომებმა დაუდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს იმ დაპყრობილმა ხალხებმა, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ მოგვიანებით. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეტრუსკები, აგრეთვე ელინები ჯერ დიადი საბერძნეთიდან, ხოლო შემდეგ სიცილიიდან. მოყოლებული ძვ.წ. II საუკუნიდან რომაული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ უკვე ელინისტურ სახელმწიფოებს, ეგვიპტეს, ხოლო იმპერიის პერიოდიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებს.
მართალია, რომაული კულტურა მდიდრდებოდა სხვა ხალხთა მემკვიდრეობით, მაგრამ მას თავადაც შეჰქონდა წვლილი პროვინციათა ცხოვრებაში. ეს ძირითადად ეხებოდა ქალაქთ მშენებლობის, გზების გაყვანის, კეთილმოწყობის, ტექნიკისა და იურისპრუდენციის სფეროებს.
რომაული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია ვატიკანის კონსერვატორთა სასახლეში, კაპიტოლიუმისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში.
იხ. აგრეთვე: ქალაქი, იდები, მანტიკა, მერკური
წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის : [3 წიგნად / ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ. რუსუდან მოსიძე].
![]() |
13.88 რუზველტი ფრანკლინ დელანო (1882–1945) - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინგლ. Franklin Delano Roosevel აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: ვიკიპედია ფრანკლინ დელანო რუზველტი
![]() |
13.89 რურალური სოციოლოგია - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს დისციპლინა ხშირად აღიქმება როგორც შუალედური სოციოლოგისა და ანთროპოლოგიის ინტერესებს შორის. სოციალურ მეცნიერებათა ძირითადი ინტერესები ყოველთვის ქალაქთან და ურბანულ სოციალურ პროცესებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ რურალური სოციოლოგია (ანუ სოფლის სოციოლოგია) ძირითადად არაურბანიზებულ ქვეყნებშია განვითარებული. აღსანიშნავია, რომ მრავალ ქვეყანაში რურალური სოციოლოგია, როგორც მეცნიერება საერთოდ არ განვითარებულა და რურალურ პროცესებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და სხვა მომიჯნავე დისციპლინები სწავლობენ. რურალური სოციოლოგიის განვითარებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს ბრიტანეთში მიაღწია. მან არათუ მოიპოვა ცალკე დისციპლინის სტატუსი, არამედ 1930-იან წლებში ბრიტანეთის უნივერსიტეტებში რურალური სოციოლოგიის დეპარტამენტებიც კი არსებობდა. დღესდღეობით, როდესაც მეცნიერებაში უკვე სრულად არის აღქმული რურალურ-ურბანული კონტინუუმი, რურალური სოციოლოგიის საკითხებს ურბან სოციოლოგია სწავლობს და რურალურ სოციოლოგიასთან, როგორც მეცნიერებასთან მეტად სადავოა მეცნიერთა დამოკიდებულება. წყარო: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
![]() |
13.90 რუსო ჟან ჟაკ - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟან-ჟაკ რუსო მნიშვნელოვანი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც მისი წვლილის გამო პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მორალის ფსიქოლოგიაში, ასევე მისი გავლენის გამო შემდგომ მოაზროვნეებზე. რუსო, აგრეთვე, იყო კომპოზიტორი და მუსიკის თეორეტიკოსი, თანამედროვე ავტობიოგრაფიული ჟანრის პიონერი, ნოველისტი და ბოტანიკოსი. ჟან-ჟაკ რუსო დაიბადა1712 წლის 28 ივნისს, ჟენევაში. მამა მესაათე იყო, დედა კი დაბადებიდან ცხრა დღის შემდეგ გარდაიცვალა. როდესაც მამამ დატოვა ქალაქი, რათა თავი აერიდებინა პატიმრობისთვის, ჟან-ჟაკი ჯერ პასტორს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს – შეგირდად. მოგვიანებით, იგი გახდა მოხეტიალე მუსიკოსი, მუსიკის გადამწერი და მასწავლებელი. იხ. აგრეთვე: პერსონალია წყარო: სამოქალაქო განათლება ჟან ჟაკ რუსო
![]() |
13.91 რუტინა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ასახავს იმ მოქმედებების ერთობლიობას, რომლებიც ხშირად მეორდება და აქვს გარკვეული თანმიმდევრობა. წყარო: ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა ისგ: გზამკვლევი მასწავლებლებისა და სასკოლო ადმინისტრაციისათვის/[ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: ნინო გოგიჩაძე, ნატა მეთარიშვილი, თეონა ლოდია, გიორგი ბისეიშვილი; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ.: ნეკერი, 2009]. - 84გვ.; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 84. - ISBN: 978-9941-416-14-9
![]() |
13.92 რწმენა - ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ლათ. credere, ანუ cor dare – გულის მიცემა რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, მეორეული, გარედან შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ბაზისია და არა ზედნაშენი. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ანუ რწმენის უნარი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, - ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ განზომილება, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, მორალურობა, პოლიტიკურობა (მოქალაქეობრიობა). ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, ვითარებასთან ადაპტაცია ანუ იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) ორფეხა, ვერტიკალურად მავალი და მეტყველი არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება. თითოეული მახასიათებელი ყოფიერების განსაზღვრულ დარგს ქმნის: აზროვნება - მეცნიერებას (ფართო გაგებით), იარაღის მკეთებლობა ანუ, გნებავთ, თავის დაცვის იმპულსი - სტრატეგიასა და ტაქტიკას, პოლიტიკურობა - პიროვნებათა, კოლექტივთა, ერთა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ნაირფეროვნებას, მორალი - ეთიკას, ე.ი. ქცევის ნორმებს, რწმენა - რელიგიას... იხ. აგრეთვე: კულტურა, რელიგია წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2002