

![]() |
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
![]() |
1 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
გამომცემლობა „სიახლე“
თბილისი,
2012.
ენციკლოპედიური ლექსიკონი მოიცავს თანამედროვე მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, აგრეთვე ცნობილი ეკონომისტების, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების მეცნიერული მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. ყოველი ტერმინის სალექსიკონო სტატია შედგება მისი სახელწოდების, აბრევიატურის (თუკი აქვს), ინგლისური შესატყვისის, ეტიმოლოგიისა და ახსნა-განმარტებისაგან.
ლექსიკონი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისათვის. იგი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მასალა, სამსახურს გაუწევს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს, საერთოდ, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
სარედაქციო კოლეგია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები – ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ნოდარ ჭითანავა, სოლომონ პავლიაშვილი; ეკონომიკის დოქტორები იოსებ არჩვაძე, ჯემალ კახნიაშვილი.
რეცენზენტები: ლეო ჩიქავა – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
© გამომცემლობა „სიახლე“, 2012. © რ. ასათიანი, 2012;
![]() |
2 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - რეცენზიის მაგიერ |
▲ზევით დაბრუნება |
ნებისმიერი მეცნიერების განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია შესაბამისი მეცნიერული აპარატი და მისი ადეკვატური გამოყენება, რაც სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ცნობილია, რომ მეცნიერული აპარატის შემადგენელი ნაწილია ზუსტი ტერმინოლოგია, ტერმინების ზედმიწევნით სრული განმარტება. საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის და კერძოდ, ეკონომიკური მეცნიერებისათვის ეს გარემოება ორმაგად აქტუალურია, ვინაიდან ტერმინების საშუალებით ხორციელდება ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ურთიერთკავშირების კვლევა, კვლევის შედეგების შეჯამება, მეტიც, მეცნიერული ტერმინების სიზუსტისა და რაოდენობის მიხედვით მსჯელობენ ამა თუ იმ მეცნიერების განვითარების დონეზე.
ბოლო წლებში საქართველოს საცნობარო და სალექსიკონო ეკონომიკურ ლიტერატურაში საკმაოდ ბევრი ლექსიკონი თუ ცნობარი გამოვიდა ეკონომიკის ცნებებსა და კატეგორიებზე, რაც უდაოდ მისასალმებელია. განმარტებითი ლექსიკონების გამოსვლის დღევანდელი აუცილებლობა განპირობებულია ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებებით, მეურნეობრიობის თვისებრივად ახალ მოდელზე – საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი შეიძინა საბაზრო ეკონომიკის ამსახველი ეკონომიკური და საბანკო ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის საკითხმა.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის მიერ მომზადებული „თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. მასში ყურადღებას იქცევს ორი მონათესავე, მაგრამ მაინც განსხვავებული დარგის – ეკონომიკისა და ბიზნესის ტერმინების ახსნა-განმარტება. პირველ შემთხვევაში ავტორი იძლევა ეკონომიკის სხვადასხვა მხარის ახსნას, ხოლო მეორე შემთხვევაში მოცემულია ბიზნესგარემოში კონკრეტული ქმედებებისა და ქცევების ამსახველი ტერმინების განმარტება, რაც უდაოდ გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს სალექსიკონო და საცნობარო ლიტერატურაში.
ლექსიკონში მოცემულია ეკონომიკური და საბანკო ტერმინების, საერთაშორისო ეკონომიკური და საფინანსო ინსტიტუტების, ეკონომიკური კლასიფიკატორების, კონცეფციების, თეორიებისა და მოძღვრებების ახსნა-განმარტება, გადმოცემულია გამოჩენილი მეცნიერ-ეკონომისტების ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავტორი არ იფარგლება მხოლოდ ტერმინების განმარტებით, არამედ იძლევა მათ სიღრმისეულ ახსნას (მაგალითად, ეკონომიკური თეორია, ეკონომიქსი და სხვ.), რაც ასევე ლექსიკონის ღირებულ მხარესა და სიახლეს წარმოადგენს.
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თავისი ფორმითა და შინაარსით სერიოზული განაცხადია, შედგენილია იმგვარად, რომ საშუალებას აძლევს მკითხველს არა მარტო პროფესიულად დაეუფლოს ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, არამედ კარგად გაერკვეს თანამედროვე ეკონომიკის რთულ ურთიერთკავშირებში.
ლექსიკონში წარმოდგენილი ძირითადი ტერმინების განმარტებები მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ასახავს ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში.
![]() |
3 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსიკონში თავმოყრილია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, წარმოდგენილია ეკონომიკის დარგის მსოფლიოში ცნობილი ზოგიერთი უცხოელი მეცნიერისა და ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტების, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ბიოგრაფიები.
ლექსიკონს ერთვის სტატიათა ანბანური და თემატური საძიებელი, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი, დადგენილი ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) საფუძველზე, აგრეთვე ქვეყნებისა და ტერიტორიების ანბანური ჩამონათვალი ვალუტებისა და კოდების ჩვენებით.
ლექსიკონს საფუძვლად დაედო ქართული და უცხოური ეკონომიკური ლიტერატურა (ენციკლოპედიები, ლექსიკონები, მონოგრაფიები, სტატიები), მათ შორის, დევიდ უ. პირსის საერთო რედაქციით გამოცემული „მაკმილანის თანამედროვე ეკონომიქსის ლექსიკონი“ (მეოთხე გამოცემა), „ოქსფორდის განმარტებითი ბიზნეს-ლექსიკონი“, ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“, აგრეთვე ჩვენი ნაშრომები – „ეკონომიქსი“ (განმარტებითი ლექსიკონი, მესამე გადამუშავებული გამოცემა), „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, „მომსახურება და საბაზრო სისტემა“, „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება“, „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“ და ა.შ.
წიგნში უმეტესად შესულია საკუთრივ ავტორისეული განსაზღვრებები, ჩამოყალიბებული ხანგრძლივი (22 წლის მანძილზე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პროცესში. ამიტომ ზოგიერთი ტერმინი (ცნება) სხვებთან შედარებით ვრცლად არის განმარტებული.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ლექსიკონი, შეიძლება ითქვას, ორიგინალურია.
ვუძღვნი ჩემი ძვირფასი მშობლების – ქეთევან და შალვა ასათიანების ნათელ ხსოვნას მოცემული ტერმინები და ცნებები ეხება არა მხოლოდ ეკონომიკის ერთ რომელიმე სფეროს, არამედ მთელ ეკონომიკას, როგორც მიკრო-, ისე მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკას.
ენციკლოპედიური ლექსიკონი შედგენილია შემდეგი წესების დაცვით:
1. სასათაურო ტერმინები, ცნებები, გამოთქმები დალაგებულია ქართული ანბანის მიხედვით; ვფიქრობთ, განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება მკითხველს, გაერკვეს საბაზრო ურთიერთობების რთულ ლაბირინთებში, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ტერმინებისა და ცნებების გავრცელება-დამკვიდრებას.
დიდ მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიასა და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის.
მკითხველის ყველა ობიექტურ შენიშვნასა და წინადადებას ავტორი მადლიერების გრძნობით მიიღებს და გაითვალისწინებს შემდგომ გამოცემაში.
თბილისი
2. სასათაურო სიტყვა (სიტყვები) გამოყოფილია ნახევრად შავი მთავრული შრიფტით;
3. ტერმინის განმარტება მოცემულია მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტში;
4. სასათაურო სიტყვის (სიტყვების) შემდეგ ფრჩხილებში მოცემულია ინგლისური შესატყვისი;
5. თუ სასათაურო სიტყვა უცხოური წარმოშობისაა, ინგლისური შესატყვისის შემდეგ ტრანსკრიფციაში მოცემულია მისი ეტიმოლოგია;
6. ნიშანი „<“ ნიშნავს: წარმოდგება... გან;
7. ლექსიკონში ქართულ ენაზე მოცემულია თანამედროვე პირობებში დამკვიდრებული ინგლისური სიტყვებისაგან მომდინარე აბრევიატურები. მაგ., კაფ-ი (CAF - Cost and Freight– ღირებულება და ფრახტი).
აპრილი, 2012
![]() |
4 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ლექსიკონში გამოყენებული აბრევიატურები |
▲ზევით დაბრუნება |
>ბსპ – ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
გაერო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ეას - ეროვნულ ანგარიშთა სისტემა
ემფ – ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა
თეზ – თავისუფალი ეკონომიკური ზონა
მეპ – მთლიანი ეროვნული პროდუქტი
მესკ – მოხალისე ექსპერტთა საერთაშორისო კორპუსი
მტპ – მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი
მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტი
სიფ – ღირებულება, დაზღვევა, ფრახტი
სრნ – სავალდებულო რეზერვების ნორმა
სსდკ – საერთაშორისო სტანდარტული დარგობრივი კლასიფიკაცია
სსფ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ფსს – ფედერალური სარეზერვო სისტემა
შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
შსო – შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
ASPE – საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის მკვლევართა ასოციაცია
EACT – თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია
EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
EU – ევროპული გაერთიანება
EEC – ევროპული ეკონომიკური გაერთიანება
EMPI – ვალუტის ბაზარზე ზეწოლის ინდექსი
EU – ევროკავშირი
EU-GBC – ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო
GATT – ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმება
HDI - ადამიანის განვითარების ინდექსი
IBRD – რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
ISIC – ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაცია
NACE – ტრანსეროვნული (ტრანსნაციონალური) კორპორაცია
NICs – ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია
NIჩს – ახალი ინდუსტრიული ქვეყნები
OECD – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია
USAID – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
WTO – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
![]() |
5 ქართული ანბანი |
▲ზევით დაბრუნება |
ა — ან
ბ — ბან
გ — გან
დ— დონ
ე— ენ
ვ — ვინ
ზ — ზენ
თ— თან
ი — ინ
კ — კან
ლ — ლას
მ — მან
ნ — ნარ
ო — ონ
პ — პარ
ჟ — ჟან
რ — რაე
ს — სან
ტ — ტარ
უ — უნ
ფ — ფარ
ქ — ქან
ღ — ღან
ყ — ყარ
შ — შინ
ჩ — ჩინ
ც — ცან
ძ — ძილ
წ — წილ
ჭ — ჭარ
ხ — ხან
ჯ — ჯან
ჰ — ჰაე
![]() |
6 თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი - ე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ეგზოგენური მტპ (exogenous scientific-technological progress)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.2 ევრო (euro)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი ევროპული ცენტრალური ბანკი დაფუძნდა ფრანკფურტში და იგი ევროზონის მონეტარულ პოლიტიკაზე გახდა პასუხისმგებელი. ევროს სიმბოლოა € . იგი შექმნა ევროკომისიამ და საჯაროდ გამოცხადდა დუბლინში 1996 წლის დეკემბერში.
ამჟამად საქართველოში სავალუტო რეზერვი ორ ვალუტაშია განთავსებული – ამერიკულ დოლარსა და ევროში. მათი თანაფარდობა 2003 წლის მონაცემებით, შესაბამისად, შეადგენდა 70% 30%თან. 2007 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობა გახდა 60% 40%-თან. მსოფლიოში და, ბუნებრივია, საქართველოშიც, მიმდინარე პროცესების ცვლილებებიდან გამომდინარე, დოლარსა და ევროს რეზერვებს შორის თანაფარდობა შეიცვალა. 2010 წლის მონაცემებით, ეს თანაფარდობაა 75% 22-25%-თან. დანარჩენი – სხვა სრულად კონვერტირებადი ვალუტებია.
![]() |
6.3 ევროდოლარი (eurodollar)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.4 ევროკავშირი (European Union - EU)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1993 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა შეზღუდვები კაპიტალის, სამუშაო ძალის, საქონლის, მომსახურების თავისუფალ გადაადგილებაზე. 2007 წლის ბოლოსათვის მისი წევრი 27 ქვეყანა გახდა. ესენია: საფრანგეთი, ბელგია, გფრ, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი. ამჟამად 27 ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს ზოგჯერ EU27-ს უწოდებენ. ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო. ამ ქვეყნებზე მოდის EU27-ის 75%.
ევროკავშირის საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოა ევროპარლამენტი, რომლის ადგილსამყოფელია სტრასბურგი. (იხ. ევროპული ეკონომიკური გაერთიანება; ევროპული გაერთიანება).
![]() |
6.5 ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭო (EU-GBC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.6 ევროობლიგაცია (Eurobond)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.7 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (European Bank for Reconstruction and Development – EBRD)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.8 ევროპული გაერთიანება (European Community – EC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1993 წლის 1 ნოემბრიდან მაახსტრიტის ხელშეკრულების საფუძველზე ევროპულმა გაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის ოფიციალური სახელწოდება.
![]() |
6.9 ევროპული ეკონომიკური გაერთიანება (European Economic Community – EEC)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გაერთიანებამ 1962 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა სასოფლოსამეურნეო პოლიტიკა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის კოორდინირებასთან დაკავშირებით.
1972 წელს ბრიუსელის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, 1973 წელს გაერთიანების ექვს ქვეყანას დაემატა დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც თავიანთი საგარეო-სავაჭრო პოლიტიკა გაერთიანების წესების შესაბამისად დაარეგულირეს. 1982 წელს გაერთიანებაში შევიდა საბერძნეთი, ხოლო 1986 წელს – პორტუგალია და ესპანეთი.
1967 წელს გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა შეერწყა ნახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანებისა (ECSC) და ატომური ენერგიის სფეროში ევროპული გაერთიანების (EAEC) სტრუქტურებს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული გაერთიანება, ხოლო 1993 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებით, ევროგაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის სახელწოდება.
![]() |
6.10 ევროპის ცენტრალური ბანკი (European Central Bank - ECB)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.11 ევროპული კავშირის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი სამრეწველო კლასიფიკაცია (General Industrial Clasification of Economic Activities within European Communities) NACE- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
კლასიფიკაციის ობიექტებს წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეები. NACE განკუთვნილია სამართლებრივი ერთეულების (იურიდიული და ფიზიკური პირების) აღწერისათვის მათი ძირითადი საკლასიფიკაციო ნიშნის – ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. აღნიშნულ კლასიფიკაციაში დეტალიზებულია ISIC-ის კოდური პოზიციები ათნიშნა ციფრული კოდის მესამე და მეოთხე ნიშნის დონეზე.
![]() |
6.12 ეკიუ (Ecu)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.13 ეკოლოგიური ბანკი (ecological bank)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.14 ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფცია (conception of ecological economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.15 ეკოლოგიური უსაფრთხოება (environmental safety)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.16 ეკონომეტრია, ეკონომეტრიკა (econometrics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.17 ეკონომეტრიკული მოდელი (econometrical model)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.18 ეკონომიკა (economy, economics) [ბერძნ Oikonomi მეურნეობის მართვა]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, იყოფა თეორიულ და კონკრეტულ ეკონომიკურ დისციპლინებად.
კლასიკური განმარტებით, ეკონომიკა, როგორც თეორიული ცოდნის სფერო, სწავლობს ადამიანთა ქცევას შეზღუდული რესურსების სხვადასხვა წესით გამოყენებისას. დასახული მიზნის მისაღწევად ამათგან ოპტიმალური წესის შერჩევა თეორიული ეკონომიკური მეცნიერების ლაიტმოტივია. ეკონომიკა, როგორც კონკრეტული ეკონომიკური დისციპლინა, შეისწავლის ეკონომიკის სექტორებსა (აგრარული, ინდუსტრიული, მომსახურების) და დარგებს, როგორც მთელი ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების მიხედვით, აგრეთვე, წარმოების პირობებსა და ელემენტებს. თავდაპირველად ეკონომიკის შესახებ პრიმიტიული წარმოდგენები არსებობდა. მათ ძველეგვი პტურ პაპირუსებში, ქვაზე ამოკვეთილ ლურსმნულ წარწერებში, ძველინდურ ვედებში და სხვა წყაროებში ვხვდებით. შემდეგ ეკონომიკის მეცნიერულად გააზრების მცდელობა გამოჩნდა ბაბილონის მეფის ჰამურაბის კანონებში (ძვ.წ. XVIII ს.), ჩინეთში – კონფუცისა და მენძის (ძვ.წ. VI-V.), (ძვ.წ. III ს.) შეხედულებებში და ა.შ.
ეკონომიკური მეცნიერების საწყისების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეებს – ქსენოფონტს, პლატონსა და არისტოტელეს.
ქსენოფონტმა დაწერა წიგნი „ოიკონომია“ და ამით პირველმა სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა სიტყვა „ეკონომიკა“. ამრიგად, „ეკონომიკა“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი (oikonomia) სიტყვა-სიტყვით საოჯახო მეურნეობის მართვას („ოიკოს“ – სახლი, მეურნეობა და „ნომოს“ – წესი, კანონი) ნიშნავს.
არისტოტელემ „ეკონომიკისაგან“ განასხვავა „ქრემატისტიკა“, როგორც არა მეურნეობის მართვის, არამედ ფულის კეთების ხელოვნება.
როგორიც უნდა ყოფილიყო ანტიკური ეპოქის ამ ან სხვა მოღვაწეების (მაგალითად, ანტიკური რომის ცნობილი წარმომადგენლების – კატონის (234-149), ძმები ტიბერიუს (169-132) და გაიუს (153-121) გრაკქუსების, ვარონის (116-27), კოლუმელას (ახ. წ. I ს.) და სხვების, ან შემდგომი პერიოდის დიდ მოაზროვნეთა შეხედულებები ეკონომიკის შესახებ, მათ მაინც არ ჰქონდათ სისტემური ხასიათი. ეკონომიკა არ იყო მეცნიერების ცალკე, დამოუკიდებელი დარგი, ვინაიდან არ არსებობდა მეცნიერების კლასიფიკაცია. იგი მხოლოდ მეცნიერების ერთიან სისტემაში იყო ჩართული.
ასე რთულად იკაფავდა გზას ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების სისტემურად შემსწავლელი მეცნიერება და ხაზგასმით აღსანიშნავი არაფერი ყოფილა XVI-XVII საუკუნეებამდე. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი ეკონომიკური მიმდინარეობა – მერკანტილიზმი (ქვეყნის სიმდიდრის ზრდის გადამწყვეტ პირობად საგარეო ვაჭრობის განვითარებას მიიჩნევდა), რომელმაც მნიშვნელოვანი წანამძღვრები შექმნა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, ფორმირებისათვის.
![]() |
6.19 ეკონომიკის სერვიზაცია (servization of economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.20 ეკონომიკის წმინდა მოგება (net profit of economy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.21 ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (economically active population)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.22 ეკონომიკურად აქტიური სამოქალაქო მოსახლეობა (economically active civil population)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.23 ეკონომიკური ადამიანი (homo economicus)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სმითის შეხედულებით, ეკონომიკური ადამიანის უმთავრესი ნიშან-თვისებებია: 1. საქმიანობის შედეგებით პირადი დაინტერესება; 2. საქმიანობის პროცესში პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება როგორც თანამშრომლობის აუცილებელი პირობა; 3. საქმიანობისას საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.
![]() |
6.24 ეკონომიკური აზროვნების წესი (the economic way of thinking)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.25 ეკონომიკური განვითარება (economic development)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური განვითარება იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ქცევაში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, უთანასწორობის შემცირებასა და უმუშევრობის აღმოფხვრაში. მისი მეშვეობით ვითარდება ეკონომიკური სისტემა და მზადდება ცხოვრების დონის ხარისხის შემდგომი ამაღლების მატერიალური და სულიერი პირობები.
![]() |
6.26 ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია (General strategy of economic development)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, სტრუქტურული თვალსაზრისით, დიამეტრალურად განსხვავდება წინა ეპოქების ეკონომიკისაგან, როდესაც დომინირებული მდგომარეობა ეკავა ჯერ სოფლის მეურნეობას, ხოლო შემდეგ – მრეწველობას. მაგალითად, თუ 1820 წელს აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70%, ამ დარგის ინდუსტრიალიზაციის საფუძველზე, 2008 წლის მონაცემებით, აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებულია მხოლოდ 1,0%, ინდუსტრიაში – 19,2%, ხოლო მომსახურების სფეროში – 79,8%. იაპონიაში ეს თანაფარდობა, შესაბამისად, ასეთია: 4,4%, 27,9% და 66,4%; გერმანიაში – 2,4%, 29,7%, 67,8%; საფრანგეთში – 3,8%, 24,3%, 71,8%; ავსტრალიაში – 3,6%, 21,1%, 75,0%; ლუქსემბურგში – 2,2%, 17,2%, 80,6%; ევროკავშირში – 5,6%, 27,7%, 66,7% და ა.შ.
არასაკმაოდ განვითარებული (ახალინდუსტრიული ქვეყნების) ეკონომიკისათვის არსებობს სხვადასხვა მიდგომა, რომელთა შორის აღსანიშნავია: ა) სამრეწველო განვითარება და იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით; ბ) სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა და ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, საექსპორტო პროდუქციის წარმოების უპირატესი განვითარების საფუძველზე (ucxouri valutis miRebis mizniT) ექსპორტის გაზრდა; გ) ქალაქისა და სასოფლო რაიონების ბალანსირებული განვითარება და ა.შ. ახალინდუსტრიულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წონა. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში იგი შეადგენდა 20%-ს, ხოლო თურქეთში – 29,5%-ს (ინდუსტრიაში – 24,7, მომსახურების სფეროში – 45,8%-ს).
რაც შეეხება განვითარებად, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს, სადაც ინდუსტრიალიზაციის დონე დაბალია, მათთან მიმართებაში ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგიისადმი კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომაა. I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან 60-იანი წლების დასაწყისამდე ეკონომიკურ ლიტერატურაში გაბატონებული იყო შეხედულება იმის შესახებ, რომ სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაზე მისაღები სამრეწველო წარმოების უპირატესი განვითარების სტრატეგიაა. მრავალმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიზიარა ეს შეხედულება და შეიმუშავა კიდეც შესაბამისი სტრატეგია. ზოგიერთ ქვეყანაში იმედისმომცემი შედეგებიც კი იქნა მიღწეული (განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც უპირატესობას ექსპორტის განვითარებას ანიჭებდნენ, იმპორტშემცვლელი წარმოების განვითარებასთან შედარებით), მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ სავალალო შედეგები მიიღო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზებით:
1. ინვესტიციებთან დაკავშირებული სირთულეები. მრეწველობის პრიორიტეტული განვითარება საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არაჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის გამო თითქმის შეუძლებელი იყო, ადგილობრივი საინვესტიციო რესურსები კი, ჯერ ერთი, მცირე ოდენობის იყო და მეორეც, მათი გადასროლა მრეწველობაში ხდებოდა სოფლის მეურნეობის ხარჯზე და მის საზიანოდ, რაც ქვეყანაში მწვავე სასურსათო პრობლემებს წარმოშობდა;
2. ადგილობრივმა მრეწველობამ ნაკლებგანვითარებული ტექნოლოგიებისა და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის გამო, ვერ შეძლო იმპორტისადმი კონკურენციის გაწევა;
3. შიდა ბაზრის სივიწროვისა და დაბალი მოთხოვნის გამო, ეს ქვეყნები ვერ ახერხებდნენ რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობამ ვერ შეძლო საგადასახდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესება, ამასთან, იმპორტის სტრუქტურაც შეიცვალა. მზა სამომხმარებლო საქონლის ნაცვლად მასში მეტწილად სჭარბობდა მოწყობილობები, ნედლეული, დანადგარების ცალკეული ნაწილები და ა.შ. ამიტომ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო შიდა ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა. სახელდობრ, სწრაფი ტემპით იზრდებოდა სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და, შესაბამისად, უმუშევრობა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური პროცესების გამწვავება.
ამიტომ განვითარებადმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში შეცვალეს თავიანთი ეკონომიკური განვითარების კურსი და უპირატესობა სოფლის მეურნეობას მიანიჭეს. დღეს მსოფლიოში იგი აღიარებულია სუსტად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დომინირებულ სექტორად. განვითარების სტრატეგიების უმრავლესობაშიც უპირატესობა სწორედ აგრარულ სექტორს აქვს მინიჭებული. ამ ტენდენციას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ნიგერიის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70,0%, ინდუსტრიაში – 10,0%, ხოლო მომსახურების სფეროში – 20,0%; მოზამბიკში, შესაბამისად, 81,0%, 6,0%, 13,0%; ლიბერიაში – 70,0%, 8,0%, 22,0%; სუდანში 80,0%, 7,0%, 13,0% და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს, 2007 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანაფარდობა ასეთია: აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 55,6%, ინდუსტრიაში – 8,9%, ხოლო მომსახურების სფეროში – 35,5%; შედარებისთვის, სომხეთში – 46,2%, 15,6%, 38,2%; აზერბაიჯანში – 39,3%, 12,1%, 48,6%.
ასეთია დღეს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკა, განვითარების გენერალური კურსი, რაც სამყაროს კიდევ უფრო დიფერენცირებულსა და კონტრასტულს ხდის. ერთი რამ კი ცხადია: დღეს მსოფლიოში არ არსებობს წინააღმდეგობა მაღალტექნოლოგიურ მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის. წინააღმდეგობებს მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიები და ნაკლებკონკურენტუნარიანი პროდუქცია განაპირობებს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, მათი ხვედრია.
![]() |
6.27 ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი – ედი (economic discomfort index)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.28 ეკონომიკური ეფექტიანობა (economic efficiency)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.29 ეკონომიკური ზრდა (economic growth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.30 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organization for Economic Cooperation and DevelopmentOECD)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.31 ეკონომიკური თეორია (economic theory)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური თეორია საზოგადოებრივი მეცნიერებაა, ამასთან, როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ სამუელსონი აღნიშნავს, იგი საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეფეა. მართლაც, საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის მას წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან საზოგადოების ანატომიას, მის ეკონომიკურ განვითარებას სწავლობს. ეკონომიკურ თეორიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის განვითარების კანონზომიერებების აღმოჩენასა და შესწავლაში.
ეკონომიკა ნებისმიერი საზოგადოების არსებობის საფუძველია, საზოგადოებას კი უამრავი ბიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილება აქვს, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების მოხმარებას უკავშირდება. ამ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად აუცილებელია როგორც ბუნებრივი (მიწა, mineraluri simdidre და ა.შ.), ისე წარმოებრივი რესურსების (manqana-danadgarebi, instrumentebi, სამუშაო ძალა, sammarTvelo unari da sxv.) გამოყენება. საზოგადოების მოთხოვნილებების ერთობლიობა აღემატება ყველა არსებული რესურსის წარმოებრივ შესაძლებლობებს. მოთხოვნილებები წინ უსწრებს წარმოებას, ამიტომ არის, რომ აბსოლუტური მატერიალური სიუხვე განუხორციელებელი ამოცანაა. რესურსები შეზღუდულია. ყველა მწვავე პრობლემა – ინფლაცია, უმუშევრობა, ბიუჯეტის დეფიციტი, სიღარიბე, გარემოს გაჭუჭყიანება და სხვ. – ორგანულად უკავშირდება შეზღუდული რესურსების გამოყენების ეფექტიანობას. ეს უდავო ფაქტი საფუძვლად უდევს ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, განსაზღვრას.
შეზღუდული რესურსების გამოყენების პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობებისა და კანონზომიერებების შესწავლის რთული ამოცანის შესრულება ისტორიულად ეკონომიკურ თეორიას დაეკისრა.
ამრიგად, ეკონომიკური თეორია შეისწავლის საზოგადოების განუსაზღვრელი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას, სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში მატერიალური და არამატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარებისას ადამიანთა (საბაზრო სისტემაში – ბიზნესის, შინამეურნეობისა და ხელისუფლების) ეკონომიკურ ქცევას.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა იყოფა მიკრო-, მეზო-, მაკრო- და მეგაეკონომიკებად, თეორიული კვლევაც ამ ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს და ეკონომიკური თეორიაც სტრუქტურულად შემდეგი განყოფილებებისგან შედგება: მიკროეკონომიკური თეორია, მეზოეკონომიკური თეორია, მაკროეკონომიკური თეორია და მეგაეკონომიკური თეორია.
მიკროეკონომიკა შეისწავლის ცალკეული სამეურნეო ერთეულების – შინამეურნეობის, ფირმებისა და სამთავრობო დაწესებულებების ეკონომიკურ საქმიანობას; მეზოეკონომიკა იკვლევს ეკონომიკის განსაზღვრულ ქვესისტემებს სექტორული ეკონომიკის სახით; მაკროეკონომიკა ეკონომიკას განიხილავს როგორც ერთ მთლიანს და აანალიზებს ისეთ ფართომასშტაბურ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.; მეგაეკონომიკა იკვლევს საერთაშორისო მასშტაბის ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობები და ა.შ.
სტრუქტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური მეცნიერების ერთ მხარეს არის თეორიული ეკონომიკური მეცნიერება ეკონომიკური თეორიის სახით, ხოლო მეორე მხარეს – ეკონომიკური მეცნიერების ყველა სხვა სფერო, ფუნქციონალური (finansebi, fulis mimoqceva, statistika და ა.შ.) თუ დარგობრივი მეცნიერებები. ამ მეცნიერებების ფუნდამენტი და მეთოდოლოგიური საფუძველია ეკონომიკური თეორია.
ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზოგადოების სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა, ეკონომიკური მეცნიერების წანამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლეთის მოაზროვნეთა მოძღვრებებშია მოცემული (იხ. ეკონომიკა).
XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, როცა ინგლისში აღმოცენდა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობა (კლასიკური პოლიტიკური ეკონომია), მეცნიერების ერთიან სისტემას გამოეყო ეკონომიკა, ეკონომიკური თეორიის სახით, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიას, როგორც ეკონომიკური მეცნიერების საწყისსა და დედაბოძს, იმ პერიოდში პოლიტიკური ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია“ პირველად შემოიტანა სამეცნიერო ლიტერატურაში ფრანგმა მერკანტილისტმა მონკრეტიენმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1615 წელს გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი“. ამით მან ახალი ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინს – „ეკონომიკას“. სიტყვა „პოლიტიკური“ მონკრეტიენმა პლატონისგან „ისესხა“ („პოლიტიკოს“ ბერძნულია და სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფერო მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა გახდა.
კლასიკურმა პოლიტიკურმა ეკონომიამ სიღრმისეულად გააანალიზა და სისტემური მიდგომით მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში, ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში.
ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ (1776) აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რომელმაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის“ სახელი მოუტანა.
კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას („უხილავი ხელის“ თეორია) გულისხმობს. ა. სმითი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა „ Laissez faires “ის პრინციპს, ანუ ბუნებრივი თავისუფლების პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის განვითარება უკავშირდება დევიდ რიკარდოს სახელს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში.
კლასიკური პოლიტიკური ეკონომია საუკუნენახევარზე მეტ ხანს (XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ბაზაზე აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა, ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობა მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიაა, რომელმაც ფართოდ მოიკიდა ფეხი და საპროგრამო დოკუმენტად იქცა სოციალისტური საზოგადოების აშენების მსურველი ქვეყნებისათვის.
მარქსისტულ-ლენინური პოლიტიკური ეკონომია საფუძვლად ედო საბჭოთა კავშირისა და სხვა კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს 70-წლიანი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა და ადგილი დასავლურ თეორიებს დაეთმო.
მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის თავისებური გამოძახილი იყო და სავსებით ეწინააღმდეგებოდა მას ნეოკლასიკური ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს. მის სათავეებთან იდგნენ ე. მარშალი, ო. ბემ-ბავერკი, კ. მენგერი, ფ. ვიზერი, უ. ჯევონსი, ვ. პარეტო, ლ. ვალრასი, ჯ. კლარკი და ა.შ., შემდეგ იგი განავითარეს მ. ფრიდმენმა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლებმა, ხოლო თანამედროვე წარმომადგენლები არიან ჯ. ჰიკსი, ჯ. მილი, რ. სოლოუ, მ. ბრაუნი და სხვები.
ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია ძირითადად კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის კურსს აგრძელებს. მას სერიოზული დარტყმა კეინზიანური მიმდინარეობის წარმოშობამ მიაყენა. 1929-1933 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა კლასიკურ-ლიბერალური მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის“ თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთერთი ძირითადი მიმდინარეობა ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც კეინზიანელობის სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის ნააზრევი ძირითადად აისახა მის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვები. შეიქმნა ეკონომიკის ლიბერალიზაციის საპირისპირო – სახელმწიფო რეგულირების თეორია, რითაც ეკონომიკურ აზროვნებაში რევოლუციური გადატრიალება მოხდა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილებისთვის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. მისი ვარაუდით, სახელმწიფოს სოციალური ხარჯების გაზრდით, ან გადასახადების შემცირებით, ანდა ორივე ღონისძიების გატარებით შესაძლებელია მოთხოვნის ამაღლება, რითაც გამოცოცხლდება ბაზარი, გაფართოვდება წარმოება და ეკონომიკას დაუბრუნდება სრული დასაქმება.
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკასა და „ველური“ კაპიტალიზმისაგან თვისებრივად განსხვავებული ახალი, საბაზრო სისტემის ფორმირებაში. აქედან მოყოლებული, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა საკუთრების პლურალიზმზე (sakuTrebis mravalformianoba misi TiToeuli formis Tanabari uflebiT) დაფუძნებულ საბაზრო სისტემაში გადაიზარდა. სწორედ ამაში გამოიხატება „კეინზიანური რევოლუციის“ არსი. კეინზიანური მოდელი აირჩიეს მსოფლიოს წამყვანმა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა XX საუკუნის 30-იანი წლების ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და იგი 70იანი წლების მეორე ნახევრამდე წარმატებით გამოიყენებოდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.
ასეთ სიტუაციაში ეკონომიკური თეორიის წინაშე ახალი ამოცანები დადგა. სრულიად ახალი შინაარსის მატარებელი რეალური ეკონომიკის ფუნქციონირების გამოკვლევისათვის ახალი ინსტრუმენტარიუმის გამოყენების აუცილებლობა შეიქმნა. მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის. ამ პერიოდში ეკონომიკურ თეორიას გამოეყო მისი ერთ-ერთი უდიდესი განშტოება ეკონომიქსის სახით. იგი ახალი ეკონომიკური სისტემის – საბაზრო ეკონომიკის შემსწავლელი თეორია, ახალი სასწავლო დისციპლინაა, რომელიც გაჯერებულია საბაზრო ორგანიზაციაზე ორიენტირებული სამეურნეო პრაქტიკით.
1948 წელს პოლ სამუელსონმა გამოსცა „ეკონომიქსი“, ყველაზე წარმატებული სახელმძღვანელო მსოფლიოში, რომელიც უკვე მეთექვსმეტეჯერ გამოიცა და მის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.
ეკონომიკური თეორიის ერთერთი ძირითადი მიმდინარეობაა აგრეთვე ნეოკეინზიანელობა, რომელიც აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე. ნეოკეინზიანელებმა (ე. დომარი, ჯ. რობინსონი და სხვები) კეინზის თეორია გამოიყენეს მეთოდოლოგიურ საფუძვლად ახალი პროცესების ანალიზისათვის. ისინი ასაბუთებენ ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას. მათ შემოიღეს ინდიკატური დაგეგმვა, რომელსაც საორიენტაციო ფუნქცია დაეკისრა.
საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანურ თეორიასა და პოლიტიკაში პრინციპული კორექტივების შეტანამ, რომელიც ეყრდნობა როგორც კეინზიანური, ისე ნეოკლასიკური მიდგომების მნიშვნელოვანი ელემენტების გათვალისწინებას სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში, ახალი სიტყვა თქვა ეკონომიკურ თეორიაში XX საუკუნის 90იანი წლებიდან. ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება „ნეოკლასიკური სინთეზის“ სახით. იგი გულისხმობს ეკონომიკური დაცემის პირობებში კეინზიანური, ხოლო ეკონომიკური აღმავლობისას – ნეოკლასიკური მეთოდების გამოყენებას. „ნეოკლასიკური სინთეზის“ მამამთავრად აღიარებულია პოლ სამუელსონი.
XX საუკუნის 70-იანი წლების II ნახევრიდან დასავლეთის ქვეყნებში თავი იჩინა სახელმწიფოს მეტისმეტი ჩარევის უარყოფითმა შედეგებმა, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის შენელება და 1974-1975 წლების კრიზისი, ყველაზე ძლიერი 1929-1933 წლების კრიზისის შემდეგ. დაიწყო კეინზიანური თეორიის მოწინააღმდეგეთა თავისებური „რენესანსი“, ხელშემწყობი პირობები შეიქმნა ნეოკლასიკური თეორიის აღორძინებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმის შესუსტების საფუძველზე ბაზრისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებისა და ერთობლივი მიწოდების გაზრდას. ამ მიმართულებამ პრაქტიკული გამოყენება პოვა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუმცა, ვერ მოხერხდა კეინზიანური თეორიის სრული დისკრედიტაცია. ნეოკლასიკური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებამ გამოიწვია სახელმწიფოს სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და სერიოზული პრობლემები შექმნა სოციალური დაცვის სფეროში. გამოიკვეთა ახალი მიმართულების შექმნის აუცილებლობა.
ეკონომიკაში წარმოქმნილი ახალი მოვლენების გავლენით, ნეოკლასიკოსებმა ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. მათ აღიარეს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, თუმცა, იგი რეგულირების ფულადსაკრედიტო ფორმით შემოფარგლეს. ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი პოსტულატები აისახა აშშ-ის პრეზიდენტის რეიგანის პოლიტიკაში, რომელსაც „რეიგანომიკა“ ეწოდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში – ტეტჩერის მთავრობის პოლიტიკაში, რომელსაც ტეტჩერიზმი ეწოდა.
XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, განვითარებული ქვეყნების და, პირველ რიგში, აშშ-ის ეკონომიკურ პოლიტიკაში „ნეოკლასიკური სინთეზის“ ადგილი თანამედროვე მონეტარიზმმა დაიკავა.
ეკონომიკის რეგულირების კეინზიანური მოდელის წინააღმდეგ განსაკუთრებით მწვავედ გაილაშქრა ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ ყველაზე გავლენიანმა ნაირსახეობამ. მილთონ ფრიდმენისა და „ჩიკაგოს სკოლის“ სხვა წარმომადგენლების თეორიაზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებდა მაკროეკონომიკური რეგულირების შესუსტებასა და საბაზრო ძალების გაძლიერებას, სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირებას სოციალური პროგრამების შეკვეცის, ხელფასის მინიმალური განაკვეთების „გაყინვისა“ და ა.შ. გზით. მათი აზრით, სახელმწიფო ხარჯები, ერთი მხრივ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტსა და ინფლაციას, მეორე მხრივ კი, იწვევს შრომის სტიმულირებისა და, აქედან გამომდინარე, წარმოების ზრდის დაცემას. მონეტარისტებისათვის ბაზარი თვითრეგულირების სისტემაა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია ძირითადად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის საკმარისია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ფულადი პოლიტიკა და შეზღუდოს ეკონომიკაში ჩარევის ყველა ფორმა, მათ შორის, ნაკლებად გამოიყენოს საბიუჯეტო-საგადასახადო ბერკეტები.
„კეინზიანური რევოლუციის“ საპირისპირო ნეოკლასიკური მიმდინარეობის ამ მიმართულებას დასავლეთში „ფრიდმენის ანტიკეინზიანურ რევოლუციასაც“ კი უწოდებენ.
მონეტარიზმის ნაკლოვანებებმა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში მოკლე პერიოდში იჩინა თავი. 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევაში მდგომარეობს. ამასთან, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებამ, თვითდინებაზე მიშვებამ და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევამ გზა გაუხსნა ვირტუალურ ეკონომიკას, რამაც მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა. ამაში ფრიდმენის მონეტარული პოლიტიკის ფართომასშტაბიანმა და უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა. კრიზისი, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა წამოიწია.
გარდა ზემოაღნიშნული მიმდინარეობებისა, ყურადღებას იმსახურებს ეკონომიკური თეორიის ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და ჩამოყალიბდა XX საუკუნის 2030-იან წლებში. მისი წარმომადგენლები არიან ტ. ვებლენი, ვ. როშერი, გ. შმოლერი, ვ. ზომბარტი, ჯ. გელბრეითი და სხვები, რომელთა აზრით მეცნიერულტექნოლოგიურ პროგრესს ევოლუციის გზით მივყავართ უკონფლიქტო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. ამ მიმდინარეობის საფუძველზე წარმოიშვა ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიები, კონვერგენციის თეორია და ა.შ.
ნეოინსტიტუციონალიზმი, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი და სხვები, აქცენტს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს. ამ თეორიის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები მოხდა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. დღის წესრიგში დადგა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის სოციალურ-საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნა.
ამრიგად, ეკონომიკურმა თეორიამ, რომელიც ჩაისახა მერკანტილიზმის დროს, მომწიფდა ფიზიოკრატიზმის პერიოდში, ხოლო აღმოცენდა ინგლისური კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ჩამოყალიბების საფუძველზე, განვითარების მეტად რთული და საინტერესო გზა განვლო. მისი გამოყენების მასშტაბების ზრდამ ხელი შეუწყო და დააჩქარა კიდეც ინდუსტრიული საზოგადოების ტრანსფორმაცია უფრო მაღალ ისტორიულ ფაზაში – დასაბამი მისცა პოსტინდუსტრიულ ერას. ყურადღება გამახვილდა ახალი საზოგადოების ფორმირებაზე, ახალ სოციუმზე, ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავებაზე. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. ეკონომიკური თეორია კი, როგორც მეცნიერება საზოგადოების ეკონომიკური განვითარების შესახებ, ისევე ახალი ამოცანების წინაშე დადგა.
XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა – მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ სრულიად ახალი პრობლემების თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა დააყენა ეკონომიკური თეორიის წინაშე.
ეკონომიკური თეორია არ არის კოსმოპოლიტური მეცნიერება. ეკონომიკურ თეორიაში ეროვნული მოტივის, როგორც მადომინირებელი ფაქტორის, შემოტანის აუცილებლობას დღევანდელი ცხოვრებაც გვიკარნახებს. ამასთან, დღეს, როდესაც ესოდენ სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ანალიზი, მისი პერსპექტივების განჭვრეტა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ეკონომიკური თეორია აღნიშნული და სხვა ახალი პრობლემების გაანალიზებითა და გადაჭრის გზების ძიებით კვლავაც გამდიდრდება ახალი იდეებით, მიმართულებებით და იქნება საზოგადოებრივი პროგრესის დამაჩქარებელი და თანამონაწილე.
საქართველოში ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების, დამკვიდრებასა და განვითარებას საინტერესო ისტორია აქვს.
1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტ.) პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთანავე მის ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტთან, ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტით, შეიქმნა ეკონომიკური განყოფილება, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, რომლის პირველი გამგე 1923 წლის ნოემბრამდე თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პროფ. ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო. პოლიტიკური ეკონომიის კურსს, ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად, კითხულობდნენ პროფ. ნ. ქოიავა, მოსკოვიდან მოწვეული პროფ. ა. მანუილოვი, ვ. თევზაია და სხვ. ეკონომიკური თეორიის განვითარებისათვის მუშაობა ფართოდ გაიშალა 1922 წლიდან, როდესაც უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ბაზაზე დაარსდა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებებით, 1931 წელს კი ცალკე ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი.
უნივერსიტეტში, სასწავლო-პედაგოგიურთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რასაც დიდად შეუწყო ხელი 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებამ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ეკონომიის კათედრების გახსნამ. ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პ. გუგუშვილი, გ. გამყრელიძე, ბ. რამიშვილი, ი. ბაჯაძე, ი. მიქელაძე, ვ. ჩანტლაძე, ნ. იაშვილი, ა. გოკიელი, ვ. მელქაძე, ვ. ბახტაძე, გ. გველესიანი, ა. გუნია, ა. ფანცხავა, ა. ნუცუბიძე და სხვები. ამ პერიოდში ფართოდ გაიშალა მუშაობა უცხოური ეკონომიკური, მათ შორის თეორიული ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემისათვის, ეკონომიკური ტერმინოლოგიის შედგენისათვის და ა.შ. ფ. გოგიჩაიშვილმა თარგმნა დევიდ რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“, ადამ სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, კარლ მარქსის „კაპიტალის“ ყველა ტომი. პ. გუგუშვილმა გამოაქვეყნა სპეციალური გამოკვლევა „ეკონომიკური ტერმინოლოგიის და მეცნიერული თარგმანისათვის“ და პ. კუჭაიძესთან ერთად 1947 წელს გამოსცა „ეკონომიკის ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული da ქართულ-რუსული). ვ. ჩანტლაძემ 1959 წელს გამოსცა „სულხანსაბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები“, ხოლო 1979 წელს – „ფინანსების თეორიის საკითხები“.
დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის (შემდგომ – ეკონომიკური თეორიის) კათედრას საქართველოში ეკონომისტთა კადრების მომზადებაში. აწ გარდაცვლილი ქართველი მკვლევარებიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცნობილნი არიან ს. ბერაძე, გ. ჭანუყვაძე, გ. ადეიშვილი, გ. მეგრელიშვილი, ნ. ტყეშელაშვილი, ი. კოდუა, ი. ქვაჩახია, გ. ბაქრაძე, გ. მშვილდაძე, ლ. ხარაზი, თ. ჩიკვაიძე, დ. ქორიძე, გ. ბასილაია, ი. კრავცოვი, ჯ. ჩხიკვაძე და სხვები.
ეკონომიკურმა თეორიამ ახალი შინაარსი შეიძინა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან. წინა პლანზე წამოიწია საბაზრო ეკონომიკის თეორიამ. ამასთან, რევოლუციურმა ძვრებმა საქართველოში ეკონომიკურ თეორიას დიდი საზრუნავი გაუჩინა. ქართველ მეცნიერთა ძალისხმევით არსებითი ცვლილებები მოხდა სასწავლო პროგრამებსა და მეცნიერული კვლევის მეთოდებში. შეიქმნა ახალი სახელმძღვანელოები. ჯ. კახნიაშვილმა მაკროეკონომიკურ თეორიაში გამოსცა სახელმძღვანელო ორ წიგნად: „მაკროეკონომიკა“ (1996) და „მაკროეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა“ (1997); ლ. ჩიქავას ავტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო – „ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი“ (1997); თსუ ეკონომიკური თეორიის კათედრამ, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედაქციით, 1998 წელს გამოსცა „ეკონომიკური თეორია“ – სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ა.შ.
მონოგრაფიული გამოკვლევები გამოსცეს: გ. პაპავამ („საბაზრო ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის საფუძვლები“, 1991); ვლ. პაპავამ („საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის კონცეფცია“, 1991); რ. ასათიანმა („მომსახურება და საბაზრო სისტემა“, 1993); თ. ბერიძემ („სუვერენიტეტის ეკონომიკური საფუძვლები: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების ახალი ასპექტები“, რუსულ ენაზე, 1995); გ. მალაშხიამ („მეტაეკონომიკა“, 1996); ვლ. პაპავამ („საბაზრო თანასწორობის დოქტრინა“, 1999); ნ. ჭითანავამ („გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, სამ ნაწილად, 1997, 1999, 2001); 2001 წელს დაიბეჭდა თ. ბასილიას, ა. სილაგაძის, თ. ჩიკვაიძის მონოგრაფია – „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე“; 2002 წელს გამოვიდა ვლ. პაპავას მონოგრაფიული გამოკვლევა „პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა“, 2005 წელს – „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა“; 2006 წელს გამოიცა ლ. ჩიქავას მონოგრაფია – „ინოვაციური ეკონომიკა“, 2007 წელს – ე. ბარათაშვილის „რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა“, 2008 წელს – ნ. ჭითანავასა და ლ. თაკალანძის „სოციალური ეკონომიკა“, 2009 წელს – რ. ასათიანის „საქართველოს ეკონომიკა: ახალი ეპოქა“. I ნაწილი, ხოლო 2010 წელს – „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო“. 2009 წელს გამოვიდა დ. იაკობიძის „საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი“, 2010 წელს – ი. მესხიას „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“, 2010 წელს -ა. სილაგაძის „ეკონომიკური დოქტრინები“, 2011 წელს – ვლ. პაპავას „არატრადიციული ეკონომიკსი“, 2011 წელს – ა. თვალჭრელიძის, ა. სილაგაძის, გ. ქეშელაშვილისა და გ. გეგიას „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ და ა.შ. ფართო მუშაობა გაიშალა ორიგინალური ეკონომიკური ლექსიკონების გამოცემის თვალსაზრისით. ამ მხრივ აღსანიშნავია: ჯ. კახნიაშვილი. „საბაზრო ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 1992; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი“. განმარტებითი ლექსიკონი, 1996 (I გამოცემა), 2003 (II გამოცემა), 2006 (III გამოცემა); რ. ასათიანი. „თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი“, 2009; „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი“, 2010. „ეკონომიკური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით, 2001; „ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია“ (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული). ლ. ჩიქავას საერთო რედაქციით, 2001; „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ა. სილაგაძის საერთო რედაქციით, 2005 და სხვ. უცხოურიდან ითარგმნა ცნობილ ავტორთა სახელმძღვანელოები „ეკონომიქსში“, რამაც შინაარსობრივად გაამდიდრა ეკონომიკური თეორიის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში და აამაღლა თეორიული მიმართულებით ეკონომიკური პროცესების კვლევა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა ამ დარგში. ესენია: ა. სილაგაძე, ე. მექვაბიშვილი, ჯ. კახნიაშვილი. „ეკონომიკა“ (X კლასი, 2005; XI კლასი, 2005); რ. ასათიანი. „ეკონომიკა – კეთილი ჯადოქარი“ (V კლასი, 2000); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VI კლასი, 2004); რ. ასათიანი. „ეკონომიკა“ (VII კლასი, 2005) და ა.შ.
![]() |
6.32 ეკონომიკური ინფორმაცია (economic information)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.33 ეკონომიკური კიბერნეტიკა (economic cybernetics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.34 ეკონომიკური კრიზისი (economic crisis)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.35 ეკონომიკური პოლიტიკა (economic policy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათს განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩაურევლობა ქვეყნის ეკონომიკაში (laissez-faires) ან უხეში ჩარევა მასში და მისი მკაცრი მართვა (როგორც დამახასიათებელია ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისათვის), ან კიდევ, ხელისუფლების მიერ შუალედური პოზიციის დაკავება და მაკროეკონომიკური რეგულირების მკაცრად განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად სახედ: მიკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ამოცანაა რესურსების განაწილების ეფექტიანობის სრულყოფა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკად, რომლის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ისინი იყოფა უფრო მცირე ნაწილებად. მაგალითად, მიკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში შეიძლება გამოიყოს რეგიონული პოლიტიკა, კონკურენციის დაცვის პოლიტიკა და ა.შ., მაკროეკონომიკური პოლიტიკის საზღვრებში კი – ფისკალური პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ.
![]() |
6.36 ეკონომიკური საქმიანობა გაუთვალისწინებელი სტატისტიკური ორგანოების მიერ ძირითადი მონაცემების შეკრების სისტემის ნაკლოვანებათა შედეგად (economic activity unaccounted by statistical organs due to the shortcomings of the main data consolidation system)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.37 ეკონომიკური სისტემა (economic system)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.38 ეკონომიკური ტერიტორია (economic territory)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.39 ეკონომიკური ტრენინგი (economic training)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.40 ეკონომიკური უსაფრთხოება (economic security)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.41 ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები (economic security criteria)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.42 ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია (economic security strategy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.43 ეკონომიკური ციკლი (business cycle)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.44 ეკონომიკური წარმოება (economic production)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.45 ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა (economic order policy)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ბაზარი სოციალური პრობლემების მიმართ არაელასტიკური და დაუნდობელია. თუ იგი თავის ნებაზეა მიშვებული, უთუოდ განაპირობებს უსამართლობასა და სიღატაკეს ქვეყანაში, რაც, საბოლოო ანგარიშით, ბუმერანგივით უბრუნდება თვით მას (ბაზარს), იწვევს სტაგნაციას, რომლის მულტიპლიკაციური ეფექტი მაღალია. ეს აისახება უმუშევრობის ზრდაში, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაცემაში, სოციალურ აფეთქებებსა და ა.შ.
აღნიშნული ჩარჩო პირობები აღნიშნავს მოცემულ ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის განვითარების დონეს და უპასუხებს კითხვას: რეალურად არსებობს კი იგი ქვეყანაში თუ სინამდვილეში არის თვალის დახუჭვისა და მისგან გაქცევის პოლიტიკა.
![]() |
6.46 ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები economic-mathematical methods)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.47 ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები (economic-mathematical models)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.48 კონომიკურ-სტატისტიკური მეთოდები (economic-statistical methods)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული ანგარიშიანობის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ფრანგი ეკონომისტის ჟან ბატისტ სეის „წარმოების ფაქტორთა თეორიამ“. წარმოების სამი ფაქტორის (მიწა, შრომა, კაპიტალი) გარდა, სეი მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა სამეწარმეო უნარს. ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიის სრული კურსი“ (1828) იგი აყალიბებდა თავის შეხედულებებს ამის შესახებ.
![]() |
6.49 ეკონომიქსი (economics)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიქსი შეზღუდული რესურსების მართვის მექანიზმის შემსწავლელი მეცნიერებაა (გ. მენქიუ).
ეკონომიქსი, მიუხედავად იმისა, რომ იმ კანონზომიერებებს ეყრდნობა, რომლებსაც ეკონომიკური თეორია ადგენს, მისგან გარკვეულწილად განსხვავებულ ხედვასაც ემყარება, პარადიგმის შეცვლას გულისხმობს. ეკონომიქსი ეკონომიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისას მხოლოდ შეზღუდული რესურსებით იფარგლება. მისი ლაიტმოტივია ამ რესურსების საბაზრო სისტემაში ეფექტიანად გამოყენების გზების ძიება და ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. ეკონომიკური თეორიის საგანი კი გაცილებით ფართოა. იგი ყველა ფუნქციონალური და დარგობრივი ეკონომიკური მეცნიერების საფუძველთა საფუძველი და მეთოდოლოგიური ბაზაა. ეკონომიკური თეორია არ არის მოქცეული ერთი ეკონომიკური სისტემის ჩარჩოებში. იგი საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებებსა და თავისებურებებს სწავლობს, იკვლევს სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შორის, ადგენს ზოგად კანონზომიერებებს, რის საფუძველზეც იძლევა საზოგადოების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, ეკონომიკის ფუნქციონირების ობიექტურ მეცნიერულ დასაბუთებას. ეკონომიკური თეორია ყოველივე ამას ერთ სისტემაში აქცევს. ეკონომიქსის მიზანი არ არის მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური განვითარების კვლევა. იგი არ არის ერთიანი სისტემა, მხოლოდ ამ სისტემის ნაწილია, საბაზრო ეკონომიკაში ფუნქციონალური კავშირების შემსწავლელი მეცნიერებაა, ეკონომიკური თეორია კი ეკონომიკური ორგანიზმის გენეტიკურ კავშირებს სწავლობს.
ეკონომიქსი კმაყოფილდება ეკონომიკური ცხოვრების ზოგადი ანალიზით. იგი არ იკვლევს ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეულ არსს და საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის მიზეზებს, ეკონომიკური თეორია კი იკვლევს ყოველივე ამას.
ეკონომიქსში პრაგმატული მიზნები წინა პლანზეა წამოწეული, ეკონომიკურ თეორიაში კი – თეორიულ-მეთოდოლოგიური. ეკონომიქსი მეტწილად რაოდენობრივი ანალიზია, ეკონომიკური თეორია კი – თვისებრივი. ეკონომიქსი ფართოდ იყენებს ეკონომეტრიკულ ანალიზს. მაგრამ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ახსნაში მათემატიკური მოდელების გამოყენება „წმინდა“ თეორიისაგან დამოუკიდებლად ნაკლებად ასახავს რეალობას. ეკონომიკური თეორია ორიენტირებულია შემეცნებაზე, ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეული არსის გამოვლენაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაზე, მაშინ როდესაც ეკონომიქსი მთავარ მიზნად ეკონომიკის მართვისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს. „ეკონომიკური თეორია არ არის უშუალოდ სამეურნეო პოლიტიკაში გამოსაყენებელი მზა რეკომენდაციების კრებული, ის არის ინტელექტუალური ინსტრუმენტი, აზროვნების ტექნიკა. ვინც მას ფლობს, ყველას ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში“ (ჯონ მეინარდ კეინზი).
ეკონომიქსი ეკონომიკური სინამდვილის ცალკეული ფრაგმენტებისა და მათი შესაბამისი თეორიების ერთობლიობაა. იგი ფრაგმენტებიდან ქმნის ეკონომიკის მთლიან სურათს, ეკონომიკურმა თეორიამ კი, პირიქით, მთლიანობის ადეკვატური სურათის მეშვეობით უნდა ასახოს ეკონომიკური სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი.
ეკონომიქსი წარმოების განვითარების საკითხებს დანახარჯებისა და შედეგების ასპექტით, სარგებლიანობის კუთხით განიხილავს, ეკონომიკური თეორია კი საზოგადოებრივი წარმოების ისტორიული განვითარების ანალიზს მოიცავს. ეკონომიქსი გაურბის ეკონომიკური სისტემების შედარებით ანალიზს და შეისწავლის ერთი ეკონომიკური სისტემის სამეურნეო მექანიზმს. ეკონომიკური თეორიის კვლევის ერთერთი მიმართულება, მეთოდი კი ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზია (კომპარტივიზმი). ამ მიმართულების შედეგია ინსტიტუციური თეორიები (კონვერგენციის, ინდუსტრიული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების) თეორიები. ეკონომიკურ თეორიას არ აინტერესებს ადამიანთა სამეურნეო საქმიანობა მისი კონკრეტული ზედაპირული ფორმით, მისი მიზანია ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთობების კანონებში გარკვევა, ამ კანონთა მოქმედების მექანიზმის შეცნობა.
ეკონომიქსი საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანის დამოკიდებულებას ნივთისადმი. ეკონომიკური თეორია საკუთრებას განიხილავს როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებულს რესურსებისა და მისგან შექმნილი დოვლათის მითვისების გამო. ეკონომიკური თეორია ხიდია წარსულსა და მომავალს შორის. იგი არკვევს ეკონომიკური მოვლენის ისტორიულ წინაპირობებს, საიდან და რა მიზეზებით წარმოიშვა იგი და რა შედეგებისაკენ მივყავართ მის განვითარებას. იგი გვეხმარება ტენდენციების დადგენაში და გვიჩვენებს, საით და როგორ მიემართება ეკონომიკური განვითარება. ამიტომაცაა, რომ ეკონომიკური თეორიისა და ეკონომიქსის კვლევის საგნები ერთმანეთს კვეთს და ემთხვევა კიდეც, ოღონდ შესწავლის კუთხე აქვთ სხვადასხვაგვარი.
„ეკონომიქსის“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო 1948 წელს აშშ-ში გამოსცა პოლ სამუელსონმა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის, ახალი ეკონომიკური მოვლენების ახსნისათვის. „ეკონომიქსის“, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური დისციპლინის, ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას ხელი შეუწყო XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების დივერსიფიკაციამ, ინტენსივობამ და მასშტაბურობამ.
XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ელვისებურად განვითარებულმა მოვლენებმა და პროცესებმა – მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამ, კომუნისტური რეჟიმის კრახმა, მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ და განვითარების ახალ გზაზე დადგომამ ძველი და სრულიად ახალი პრობლემების ახლებური თეორიული გააზრება-გაანალიზების აუცილებლობა მოითხოვა. ამ თვისებრივად ახალი პრობლემების გადაჭრა კაცობრიობის წინა ეკონომიკური განვითარების კლასიკური სქემის ფარგლებს სცილდება.
საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობამ სავსებით კანონზომიერად „ეკონომიქსის“ სასწავლო კურსის შემოღება მოითხოვა უმაღლეს სასწავლებლებში, რასაც მოჰყვა როგორც უცხოური სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნა, ისე ქართული შესაბამისი ლიტერატურის გამოცემა. სახელდობრ, კ. ღურწკაიამ თარგმნა და გამოსცა პ. სამუელსონისა და ვ. ნორდჰაუსის „ეკონომიქსი (XV გამოცემა); მაკკონელისა და ბრიუს „ეკონომიქსი” (XI გამოცემა); ს. ფიშერის, რ. დორნბუშის, რ. შმალენზის „ეკონომიქსი” (II გამოცემა). გამოქვეყნდა მრავალი სახელმძღვანელო და სპეციალური ლიტერატურა, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ეკონომიქსი”. შემდგენელი პ. ლეიაშვილი. თბ., „მეცნიერება”, 2003; მ. გველესიანი. „ეკონომიქსი”. ლექციების მოკლე კურსი. თბ., „კომენტარი”, 2000; რ. ასათიანი. „ეკონომიქსი”. განმარტებითი ლექსიკონი. I, II, III გამოცემები, თბ., გამომცემლობა „სიახლე”, 1996, 2003, 2006; ა. სილაგაძე, ჯ. კახნიაშვილი, ე. მექვაბიშვილი. „მიკროეკონომიქსი”. თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2006; რ. ასათიანი. „ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება”. თბ., გამომცემლობა „სიახლე”, 2005 და ა.შ.
![]() |
6.50 ელასტიკური მოთხოვნა (elastic demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.51 ელასტიკურობა (elasticity)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიკურობა ახასიათებს შესასყიდი საქონლის ან მომსახურების რაოდენობის ცვალებადობის ხარისხს მისი ფასის შეცვლისას. მოთხოვნის ელასტიკურობა ნიშნავს იმას, რომ ფასის მცირეოდენი შეცვლა იწვევს იმ პროდუქციის რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელზეც არის მოთხოვნა. თუკი ფასის შეცვლა მხოლოდ ოდნავ ცვლის საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის რაოდენობას, მაშინ მოთხოვნა არაელასტიკურია.
საბაზრო ეკონომიკის თეორიაში გამოყოფენ „ერთეული ელასტიკურობის” ცნებას. იგი გამოხატავს სიტუაციას, რომლის დროსაც ფასის პროცენტული ცვლილება საქონელზე (momsaxurebaze) მოთხოვნის პროცენტული ცვლილების ტოლია. ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „სავსებით არაელასტიკური მოთხოვნა”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის ფასის ცვლილება გავლენას არ ახდენს მასზე მოთხოვნის მოცულობაზე. მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტი გამოიხატება ფორმულით:
E მოთხ. = გარკვეულ საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილება/გარკვეული საქონლის ფასის პროცენტული ცვლილება
მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ხელფასის დონის განსაზღვრისას. მაგ., ვინაიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არაელასტიკურია, მისი წარმოების გადიდება ერთდროულად ამცირებს ფასს ერთეულ პროუქციაზე და, აქედან გამომდინარე, ფერმერის შემოსავალსაც, რომლის კომპენსირებაც აუცილებელია. საკანონმდებლო გზით, წონასწორობის დონის გაუთვალისწინებლად ხელფასის მინიმუმის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მიწოდების ფასისმიერი ელასტიკურობა იმგვარად იზომება, როგორც
მოთხოვნის ელასტიკურობა, ოღონდ ელასტიკურობის კოეფიციენტის ფორმულაში გარკვეულ საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილების სიდიდის ნაცვლად ჩაისმება გასაყიდი საქონლის მიწოდების მოცულობის პროცენტული ცვლილება.
მიწოდების ელასტიკურობის ძირითადი ფაქტორია დრო, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელი სათანადო რეაგირებას ახდენს მისი პროდუქციის ფასების შემცირებასა თუ გადიდებაზე. გამოყოფენ უმოკლეს-, მოკლე- და გრძელვადიან საბაზრო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელს შეუძლია რეაგირება მოახდინოს კონიუნქტურის ცვლილებაზე.
![]() |
6.52 ელექტრონული ფული (electronic money, e-money)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.53 ემბარგო (embargo) [<ესპ. embargo-აკრძალვა]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.54 ემისია (emission) [ლათ.emissio-გამოშვება]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო სესხის ობლიგაციების, ისე კერძო კომპანიების მიერ აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება.
![]() |
6.55 ემისიური მოგება (annulmission profit)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.56 ემიტენტი (emitter) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.57 ემიტირება (issue of money (securities) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.58 ენგელის კანონი(Engel’s law)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.59 ენგელის კოეფიციენტი (Engel’s coefficient)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.60 ენდოგენური ზრდა (endogenous growth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.61 ენდოგენური მტპ (endogenous scientific technological progress) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.62 ენერგოტევადობა (energy intensity)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.63 ერთობლივი დანახარჯები (gross expenses, expenditures)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.64 ერთობლივი დასაქმებული მოსახლეობა (total employees)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.65 ერთობლივი მიწოდება (aggregate supply)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.66 ერთობლივი მიწოდების ელასტიკურობა (elasticity of aggregate supply)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.67 ერთობლივი მიწოდების მრუდი (aggregate supply curve)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.68 ერთობლივი მოთხოვნა (aggregate demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.69 ერთობლივი მოთხოვნის ელასტიკურობა (elasticity of aggregate demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.70 ერთობლივი მოთხოვნის მრუდი (aggregate demand curve)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.71 ერთობლივი შემოსავალი (aggregate, gross income)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.72 ერთობლივი (აგრეგატული) წარმოებრივი ფუნქცია (aggregate production function)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
Y=F(K, L).
ფორმულაში შეიძლება აისახოს მიწაც, დანახარჯებისა და ტექნოლოგიების სახით.
![]() |
6.73 ერთობლივი ხარჯები (aggregate expenses)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
Y = C+I+G+(X-M) .
. ერთობლივი ხარჯების მოცულობა განსაზღვრავს წარმოებისა და დასაქმების მოცულობას. იგი შეიძლება სისტემატურად მერყეობდეს ფასების საერთო დონის ცვლილებების გამო.
![]() |
6.74 ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა (ემფ) (sole proprietorship firm, one man company)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.75 ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) (System of National Accounts)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეას-ის ძირითადი პრინციპებია: მთელი ეკონომიკის ერთ მთლიანობაში წარმოდგენა; ეკონომიკის სექტორებად დაყოფა; ანგარიშებზე ორმაგი ჩაწერა; შიდა და ეროვნული ეკონომიკის გამიჯვნა; შემოსავლებისა და ხარჯების მიმდინარე და კაპიტალურად დაყოფა, მსოფლიოს ქვეყნების მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფა. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა იყოფა ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებად და საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებად. თავის მზრივ, ეროვნული ეკონომიკის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, წარმოების ანგარიში, შემოსავლების ფორმირების ანგარიში, შემოსავლების განაწილების ანგარიში, შემოსავლების გამოყენების ანგარიში, კაპიტალის ანგარიში, ფინანსური ანგარიში. საზღვარგარეთის სექტორის ანგარიშებში შედის: საქონლისა და მომსახურების ანგარიში, პირველადი შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიში, ფინანსური ანგარიში, აქტივების სხვა ცვლილებების ანგარიში, გადაფასების ანგარიში.
![]() |
6.76 ეროვნული ანგარიშები (national accounts)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.77 ეროვნული ანგარიშიანობა (national accounting)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.78 ეროვნული სიმდიდრე (national wealth)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფართო გაგებით, ეროვნული სიმდიდრე არის თაობების მიერ შრომით შექმნილი და დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე, წარმოების პროცესში ჩართული და აღრიცხული ბუნებრივი რესურსები, აგრეთვე ადამიანისეული კაპიტალი (ინტელექტუალური კაპიტალი, დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ა.შ.). გამოითვლება მიმდინარე და შესადარ ფასებში. ახასიათებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საერთაშორისო პრაქტიკაში გამოითვლება ეროვნული სიმდიდრის როგორც მთლიანი მოცულობა, ისე მისი ოდენობა ქვეყნის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით.
მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მსოფლიო ეროვნული სიმდიდრის სტრუქტურაში ბუნებრივი რესურსები შეადგენს 20,0%-ს, დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე – 16,0%-ს, ხოლო ადამიანისეული კაპიტალი – 64,0%-ს.
თანამედროვე მსოფლიოს ეროვნული სიმდიდრე (მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით), 550 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აქედან, 365 ტრილიონი მოდისადამიანისეულ კაპიტალზე, მატერიალურ კაპიტალზე – 95, ხოლო ბუნებრივ რესურსებზე – 90 ტრილიონი დოლარი.
ეროვნული სიმდიდრე არათანაბარია სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნახევარი მოდის „დიდ შვიდეულზე” – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია. დანარჩენი ნახევარი ნაწილდება შემდეგნაირად: ოპეკის ქვეყნებზე მოდის 95 ტრილიონი დოლარი, დსთ-ის ქვეყნებზე 80, დანარჩენ ქვეყნებზე – 100 ტრილიონი დოლარი.
ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუსეთია. მისი რესურსული პოტენციალი, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, 2-2,5-ჯერ აჭარბებს აშშ-ის რესურსულ პოტენციალს, 6-ჯერ გერმანიისას და 18-21-ჯერ – იაპონიისას. აშშ-ის ეროვნული სიმდიდრე, მიმდინარე ფასებით, დაახლოებით 24 ტრილიონი დოლარის ტოლია.
![]() |
6.79 ეროვნული უპირატესობის რომბი (national priority rhomb)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
1. ფაქტორული პირობები. ქვეყნის პოზიცია იმ წარმოების ფაქტორებთან (კვალიფიციური სამუშაო ძალა, ტექნოლოგიური, ადმინისტრაციული და ფიზიკური ინფრასტრუქტურა, კაპიტალის ბაზრები, მიწოდების პირობები) მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია მოცემული დარგის კონკურენტუნარიანობისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია თუ რა ტემპით და რამდენად ეფექტიანად ქმნის და განაახლებს ქვეყანა ამ ფაქტორებს კონკურენტულ დარგებში. მაგალითად, კოლეჯდამთავრებული მუშახელი არ განაპირობებს კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე პირობებში. ამისათვის იგი სპეციალიზებული უნდა იყოს დარგის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ვენჩურულ კაპიტალსა და სტაბილურ ინვესტიციებს მოითხოვს. კონკურენტული უპირატესობა უკავშირდება მსოფლიო კლასის მოდერნიზებული ინსტიტუტების შექმნასა და მათ მიერ წარმოებული ბრენდის შედეგია. მაგ., დანია მსოფლიო ლიდერია დიაბეტის კვლევასა და ინსულინის ექსპორტში, ხოლო ნიდერლანდი მსოფლიო ლიდერია ყვავილების კულტივირების,შეფუთვისა და ტრანსპორტირების სფეროში.
2. მოთხოვნის პირობები. ქვეყნის შიდა ბაზარზე მოცემული დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის რაოდენობრივი, განსაკუთრებით კი, ხარისხობრივი, თვისებრივი დეტერმინატები;
3. ქვეყანაში ერთმანეთთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი დარგებისა და დამხმარე სფეროების არსებობა;
4.კომპანიის მყარი სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენტული გარემო. ქვეყანაში არსებული პირობები, რომლებიც წარმართავენ კომპანიების შექმნას, ორგანიზებასა და მართვას, აგრეთვე მეტოქეობასა და კონკურენციის ხასიათს.. ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი, როგორც სისტემა, გავლენას ახდენს კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა: რესურსების ხელმისაწვდომობა, დასაბუთებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება, უნარ-ჩვევების აკუმულირება, რომელთა საფუძველზე კომპანიები აცნობიერებენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი ბიზნესი და მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას. პორტერის აზრით, კომპანიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლა აიძულებს მათ მიიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ ინოვაციები. მაგალითად, იაპონელთა ცნობილმა განცხადებამ „ჩვენ ვართ კუნძული-სახელმწიფო ბუნებრივი რესურსების გარეშე” – კარგი სამსახური გაუწია მათ ქვეყანას ამ ნაკლოვანებით გამოწვეული არახელსაყრელი მდგომარეობა კონკურენტული ინოვაციების განხორცილებითა და ინფორმაციის სწრაფი მოპოვების გზით ბაზრის უფრო მდგრადი სეგმენტების მოძიებაში უცხოელი მეტოქეებისათვის დასწრებით გადაეფარათ. ამრიგად, ქვეყანაში ჩამოყალიბებული კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ამაღლების გარემო დროთა განმავლობაში განამტკიცებს მათ კონკურენტულ უპირატესობას. როდესაც კომპანიები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნედლეულის სიმცირის, მიწის მაღალი ფასის, მუშახელის დეფიციტის გამო, იმისათვის რომ გაუძლონ კონკურენციას, ისინი ადეკვატურად რეაგირებენ ბაზრის მოთხოვნებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიმართავენ წარმოების მოდერნიზაციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, აფუძნებენ თანამედროვე სტრატეგიებს და ამით ქმნიან ახალ ბაზარს. ამ შემთხვევაში კონკურენტული ბრძოლის მოდელი არაფასისმიერ კონკურენციაში აისახება, რაც მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სრულყოფილი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე მიწოდებაში გამოიხატება.
![]() |
6.80 ეროვნული შემოსავალი (national income)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
არსებობს სამი მიდგომა ეროვნული შემოსავლის განსაზღვრისადმი. პირველი მიდგომის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლები იყოფა მოგებისგან შემოსავლებად და დასაქმებისგან შემოსავლებად; მეორე მიდგომა მდგომარეობს სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯების მთლიანი თანხის დაჯამებაში; მესამე მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის პროდუქციის თანხის შეკრებას. შემოსავლების, ხარჯებისა და გამოშვებული პროდუქციის მოცულობაზე დაფუძნებული ამ სამი მიდგომიდან გამომდინარეობს ეკონომიკური აგრეგატების აღწერის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც გამოიყენება ეროვნული შემოსავლის ანგარიშის შედგენისას. ამის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა ქვემოდ მოყვანილი ცხრილი (ცხრილი პირობითია).
ცხრილი
|
შემოსავლების მეთოდი |
||
|
|
დასაქმებიდან შემოსავალი |
40 |
|
პლუს |
ინდივიდუალური მეწარმეობიდან |
5 |
|
პლუს |
კომპანიის მთლიანი მოგება |
5 |
|
პლუს |
სახელმწიფო საწარმოების მთლიანი მოგება |
5 |
|
პლუს |
რენტა |
5 |
|
ტოლია |
მთლიანი შიგა შემოსავალი მარაგების გაძვირების გამოქვითამდე |
60 |
|
მინუს |
მარაგების გაძვირება |
15 |
|
ტოლია |
მთლიანი შიგა პროდუქტი |
45 |
|
პლუს |
წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან |
5 |
|
ტოლია |
მთლიანი ეროვნული პროდუქტი |
50 |
|
ხარჯების მეთოდი |
||
|
|
სამომხმარებლო ხარჯები |
35 |
|
პლუს |
საქონელსა და მომსახურებაზე სახელმწიფო ორგანოების მიმდინარე ხარჯები |
10 |
|
პლუს |
მთლიანი შიდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში |
10 |
|
პლუს |
მარაგების ფიზიკური მოცულობის გადიდების ღირებულება და დაუმთავრებელი წარმოება |
5 |
|
ტოლია |
ერთობლივი შიდა ხარჯები საბაზრო ფასებში |
60 |
|
პლუს |
ექსპორტი იმპორტი და შემოსავლები საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან |
10 |
|
მინუს |
იმპორტი და შემოსავლები საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან |
15 |
|
მინუს |
არაპირდაპირი გადასახადები |
10 |
|
პლუს |
სუბსიდიები |
5 |
|
ტოლია |
მთლიანი ეროვნული პროდუქტი |
50 |
|
წარმოების მოცულობათა მეთოდი |
||
|
|
სოფლის მეურნეობა და მრეწველობის მოპოვებითი დარგები |
5 |
|
პლუს |
მრეწველობის გადამმუშავებელი დარგები |
20 |
|
პლუს |
მომსახურება და მშენებლობა |
20 |
|
ტოლია |
მთლიანი შიგა პროდუქტი |
45 |
|
პლუს |
წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული ქონებიდან |
5 |
|
ტოლია |
მთლიანი ეროვნული პროდუქტი |
50 |
|
მინუს |
ძირითადი კაპიტალის ამორტიზაცია |
10 |
|
ტოლია |
წმინდა ეროვნული პროდუქტი |
40 |
ეროვნული შემოსავლის განსაზღვრა შემოსავლების მეთოდით არ დაიყვანება ყველა შემოსავლის მარტივ დაჯამებამდე.
ეროვნული შემოსავალი არის ქვეყნის რეზიდენტების (კორპორაციები და კერძო პირები) შემოსავლების ერთობლიობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ მიმდინარე წარმოებიდან. იგი მოიცავს წარმოების ფაქტორთა მფლობელების შემოსავლებს და გამორიცხავს ყველა იმ შემოსავალს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს გადასახადებად მიმდინარე წარმოებრივი საქმიანობისთვის. ყველა ფაქტორული შემოსავლის ჯამს წარმოადგენს მთლიანი შიდა შემოსავალი, რომელიც მარაგების გაძვირებით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს. თუ ამის შემდეგ მას დაემატება წმინდა შემოსავალი საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან, მაშინ საბოლოოდ მიიღება მთლიანი ეროვნული შემოსავალი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტი.
ხარჯების მეთოდის გამოყენებისას საბაზრო ფასებით ჯამდება სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები ერთობლივი შიდა ხარჯების მისაღებად. იკრიბება მხოლოდ საბოლოო დოვლათის ღირებულებები და გამოირიცხება ყველა ხარჯი შუალედურ დოვლათზე. ამასთან, ვინაიდან საბოლოო დოვლათზე გავლენას ახდენს გადასახადები, სუბსიდიები და ხარჯები იმპორტზე, მაგრამ არ იცვლება ექსპორტის ღირებულება, ამიტომ ამ მეთოდით მთლიანი ეროვნული პროდუქტის მისაღებად აუცილებელია შესწორებების შეტანა აღნიშნული მომენტების გათვალისწინებით.
წარმოების მოცულობათა მეთოდი აჯამებს დამატებულ ღირებულებას წარმოების ყველა სტადიაზე ქვეყნის დარგებსა და საწარმოებში. ამ დამატებულ ღირებულებათა ჯამი იძლევა მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებული საკუთრებიდან წმინდა შემოსავლის დამატებით გარდაიქმნება მთლიან ეროვნულ პროდუქტად.
ამრიგად, სამივე მეთოდით გაიანგარიშება მთლიანი ეროვნული პროდუქტი, რომელიც, ძირითადი კაპიტალის ამორტიზაციის გამოქვითვის შემდეგ, იძლევა ეროვნულ შემოსავალს, ანუ უფრო ზუსტად, წმინდა ეროვნულ პროდუქტს.
![]() |
6.81 ეროუ კენეთ ჯ. (დაბ. 1921) (Arrow Kennet J.)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ეროუს ძირითადი ნაშრომებია: „გამოკვლევა წარმოებისა და მარაგების მათემატიკურ თეორიაში" (1958), „ნარკვევები რისკის თეორიაში" (1970), „კონკურენციის ზოგადი ანალიზი" (1971) (ფრენკ ჰანთან ერთად) და ა.შ.
![]() |
6.82 ეროუ-დებრიოს მოდელი (Arrow-Debreus model)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.83 ეროუ-პრატას კოეფიციენტი (Arrow-Pratt coefficient)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.84 ეტატიზმი (etatism) [<ფრანგ. etat სახელმწიფო]- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.85 ეფექტიანი მოთხოვნა (effective demand)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.86 ეფექტიანობა (efficiency)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.87 ექსპატრიანტი (expatriante)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.88 ექსპლუატაცია (exploitation)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპლუატაციის ეს მეორე განმარტება უკავშირდება კარლ მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიას. მარქსის მიხედვით ზედმეტი ღირებულების ნორმა ექსპლუატაციის საზომია. ასეთმა ფორმულირებამ თავი იჩინა თანამედროვე ეკონომიკურ ტერმინებშიც (ჯ. რობინსონი) როგორც სხვაობამ დაქირავებულის ხელფასსა და მისი ზღვრული პროდუქტის ღირებულებას შორის.
![]() |
6.89 ექსპორტი (export)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.90 ექსტრაპოლაცია (extrapolation) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.91 ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები (exterritorial organizations and bodies) |
▲ზევით დაბრუნება |
ექსტერიტორიული ორგანიზაციები და ორგანოები გაეროს სსდკ-ში ცალკე განყოფილებად შედის.
![]() |
6.92 ექსტერიტორიულობა (exterritoriality) - თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.93 ექსტერნალიზაცია (externality)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.94 ეჯოურტი ფრენსის ისიდრო (1845-1926) (Edgeworth Fransis Ysidro)- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |