![]() |
![]() ![]() |
|
|
![]() |
ვეფხისტყაოსნის კომენტარი |
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი
ბერიძე ვუკოლ
ვეფხისტყაოსნის კომენტარი
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს სარგის ცაიშვილმა და გურამ შარაძემ
სარგის ცაიშვილის წინასიტყვაობითა და რედაქციით
გამომცემლობა „მეცნიერება“
თბილისი
1974
ცნობილი
რუსთველოლოგის, პროფესორ
ვუკოლ
ბერიძის „ვეფხისტყაოსნის
კომენტარი“ წარმოადგენს განსვენებული მეცნიერ ადგალის გარშემო.
პროფ.
ვ. ბერიძის „ვეფხისტყაოსნის კომენტარი“
კარგ სამსახურს გაუწევს
რუსთველის პოემის მეცნიერული შესწავლით დაინტერესებულ
სპეციალისტთა წრეებს.
![]() |
1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ცაიშვილი სარგის
წინასიტყვაობა
ვუკოლ ბერიძე
ღრმად განსწავლული ფილოლოგი იყო, მაღალ ნიჭიერებასთან ერთად ეს განაპირობა
სამეცნიერო სკოლამ, რომელიც ახალგაზრდობაში გაიარა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების
შემდეგ, 1908-1912 წლებში, იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტზე სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მან წარჩინებით დაამთავრა გიმნახია,
მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება უმალ ვერ შეძლო და ერთხანს სახალხო მასწავლებლობას
ეწეოდა. პეტერბურგში
ჩასული 25 წლის ვუკოლ ბერიძე გატაცებით ჩაება სწავლასა და მეცნიერულ საქმიანობაში.
ამ მხრივ ფასდაუდებელია გამოჩენილი
მეცნიერის ნიკო მარის ღვაწლი, რომელმაც შემოიკრიბა მომავალ ქართველოლოგთა საიმედო
ძალები ნიკო
მარისავე თაოსნობით და ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით
პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოამზადეს მომავალი მუშაობისათვის ისეთი
საჭირო ნაშრომი, როგორიცაა
«Грузинская библиография»
(დაიბეჭდა 1916 წელს) რომლის ერთ-ერთი ავტორი ვუკოლ ბერიძეც იყო. ერთი სიტყვით, პეტერბურგის
ქართველოლოგიის სკოლა ღონიერი ნაბიჯებით მიიწევდა წინ.
და, მართლაც, როგორც ცნობილია, აქ გამოიწრთო და კვლევის სრულიად ახალი მეთოდებით
აღიჭურვა მეცნიერთა მრავალრიცხოვანი თაობა,
რომელსაც ამშვენებენ ისეთი სახელები, როგორიცაა დიდი ივანე
ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე. სწორედ ამ თაობამ ფასდაუდებელი წვლილი
შეიტანა ეროვნული მეცნიერების აღორძინების საქმეში. ვუკოლ ბერიძე ამ ბრწყინვალე
პლეადის ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. ვუკოლ
ბერიძის, როგორც მეცნიერის, დახასიათების დროს, არ უნდა დავივიწყოთ აგრეთვე ერთი
შესაშური თვისება ძველ ქართველ მოღვაწეთა მსგავსად იგი არ
იღზუდებოდა ერთი რომელიმე დარგით და კვლევა-ძიებას
ფართო თვალთახედვით წარმართავდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დილეტანტიზმის სახიფათო
გზა მისთვის სრულიად გამორიცხული იყო. მკაცრი მეცნიერული სკოლა და შესაფერისი
ერუდიცია ამის საიმედო გარანტია იყო. ვუკოლ
ბერიძემ 80 წელი იცოცხლა (გარდაიცვალა 1963 წელს), მისი
ცხოვრება არ იყო ია-ვარდებით მოფენილი, იყო უმძიმესი წლებიც, მაგრამ იგი სულიერ მხნეობას
არასოდეს არ ჰკარგავდა, თავის ხალხის მომავალს
რწმენით შეჰყურებდა. ცხოვრების დიდ „გზაზე მას ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან
მეცნიერის კალამი, ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ფიქრი და
ზრუნვა ქართველი ხალხის კულტურული აღორძინების ნათელ პერსპექტივებზე. ახლა როდესაც
თვალს ვავლებთ მის ნაღვაწს, ეს არის მართლაც დიდი
მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც ყოველმხრივსა და დაკვირვებულ შესწავლას მოითხოვს. მაგრამ
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მრავალმხრივობისა, მეცნიერის
გატაცების განსაკუთრებული საგანი მაინც ქართული ლექსიკოლოგია და ქართული კულტურის
ყველაზე
დიდი ნიშანსვეტი შოთა
რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო. დაწყებული
1912 წლიდან ვუკოლ ბერიძემ არა ერთი საგულისხმო ნაშრომი გამოაქვეყნა ქართველური
ენების შესწავლის ხახით, დიალექტოლოგიაში და განსაკუთრებით. კი ტერმინოლოგიაში
როგორც ცნობილია, ტერმინოლოგიური დარგის შესაფერ მეცნიერულ დონეზე ამოზიდვა
აღორძინებულ ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იყო. ქართული
ტერმინოლოგიის განახლების გარეშე საერთოდ შეუძლებელიც კია რაიმე სერიოხული საუბარი
ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებაზე. მით უფრო ჩვენს საუკუნეში, რომელიც
ახალ-ახალი მეცნიერებათა წარმოქმნისა და ინფორმაციის მოზღვავების ნიშნით ვითარდება. ვუკოლ ბერიძე
ამ საშვილიშვილო საქმის ერთ-ერთი აღიარებული ფუძემდებელია ჩვენში. დაუფასებელია
მისი წვლილი ტერმინოლოგიის მოუგვარებელი საკითხების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ
გადაწყვეტაში. ახალ
ტერმინთა შექმნა-დამკვიდრების დროს მრავალი ცდუნება წამოყოფს, თავს: ერთ-ერთი
მათგანია ყოვლად მიუღებელი, შეზღუდული თვალსაზრისი, .აროცა ამა თუ იმ ენაზე ახალი
ტერმინების საგანძურად. მხოლოდ საკუთარი ენობრივი წიაღია მიჩნეული, რაც
ხელოვნურობასთან ერთად ფაქტიურად მსოფლიო ცივილიზაციისაგან იხოლაციას თუ უწყობს
ხელს. ვუკოლ ბერიძე პრინციპულად ემიჯნებოდა საკითხის ასეთ დასმას და ფართო
პროგრამას სახავდა
ამ მიმართებით: „ინტერნაციონალური ტერმინების თარგმნა
–
წერდა იგი
ჯერ კიდევ 1926 წელს
–
სასჭირო არაა, უცხოური ფუძეების შემოტანა უფრო ამდიდრებს ქართულ ენას, ვინემ მათი
თარგმნა“. რასაკვირველია, ეს სრულიად არ გამორიცხავდა
ძველ ქართულ უნიკალურ ტერმინთა აღდგენას, თუ ახალ ტერმინთა შექმნის შესაძლებლობას,
ტაქტი და ზომიერება ყველაზე საჭირო იარაღი იყო ამ დარგში წარმატებული
მუშაობისათვის. თვითონ ვუკოლ
ბერიძე ერთი პირველთაგანი იძლეოდა ასეთი მუშაობის
სამაგალითო
ნიმუშებს
და დღეს დამკვიდრებული არაერთი, უკვე საყოველთაოდ აღიარებული ტერმინი მეცნიერების
სრულიად სხვადასვხა დარგებში
სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული:
„ვუკოლ ბერიძის სტიქია
–
წერს ამის გამო შოთა ძიძიგური
–
ტეგრმინოლოგიური სიტყვათშემოქმედებაა. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში
სხვადასხვა დარგის მეცნიერული ტერმინოლოგიის
შექმნა, და, საერთოდ, ლექსიკოლოგიის დისციპლინის მკვიდრ მეცნიერულ ნიადაგზე
დამყარება ვუკოლ ბერიძეს ჰქონდა უტყუარი ენობრივი ალღო და დაჯილდოებული იყო სიტყვის
ფაქიზი, შეუმცდარი ანალიზის
იშვიათი უნარით“. ვუკოლ ბერიძე პრაქტიკულად ხელმძღვანელობდა ჩვენში ამ მუშაობას და
წლების მანძილზე იყო ამ დარგში მომუშავე კომისიისა თუ სპეციალური განყოფილების
მეთაური. იშვიათია დღეს მრავალრიცხოვან
ტერმინოლოგიურ ლექსიკონთაგან რომელიმე, რომელსაც მისი მზრუნველი ხელი არ
ეტყობოდეს. მარტო ეს ღვაწლიც დაამშვენებდა ყოველი
დიდი მამულიშვილის სახელს. ვუკოლ ბერიძე
სიყმაწვილიდანვე შეება ქართული ფილოლოგიის ისეთ
ურთულეს უბანს, როგორიც რუსთველოლოგიაა და, ყოველგვარი
გადაჭარბების
გარეშე უნდა ითქვას რომ მან ამ დარგის განვითარებამიც შეიტანა
თავისი წვლილი. 1911 წელს,
ჯერ კიდევ სტუდენტი ვუკოლ ბერიძე ქუთაისში (გაზ. „კოლხიდა“, № 111) აქვეყნებს
წერილს „ახალი ვარიანტი ვეფხისტყაოსნისა“, რომელშიც შესწავლილია მეცნიერებისათვის
მანამდე უცნობი ერთ-ერთი ნუსხა პოემის. წერილი საყურადღებოა იმით, რომ იგი არ
იფარგლება მეცნიერულ-ტექნიკური აღწერილობით და ხელნაწერის მონაცემებზე დაკვირვებით
სვამს რუსთველოლოგიური მეცნირებისათვის საინტერესო სხვა საკითხებსაც. მაგალითად,
მაშინ ახალგაზრდა მკვლევარი პრინციპულად ემიჯтება პოემის სიუჟეტის
მაძიებელთა ამაო შრომას, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოემის მე-9 სტროფის გაზვიადებულ
შეფასებაზე იყო დამყარებული. კვლევა-ძიების სიმძიმის ცენტრი, მისი აზრით, უშუალოდ
პოემის მხატვრულ-ისტორიულ თავისებურებათა შესწავლაზე უნდა იქნას გადატანილი, რაც
თავისთავად მოგვცემს გასაღებს პოემის შეფასებისას. აქვე იგი ეხება პოემის
ტექსტოლოგიის მტკივნეულ საკითხებსაც რაც ამ დროისათვის, მართლაც, სრულიად გადაუჭრელ
პრობლემად ითვლებოდა. აქ საჭიროა აღინიშნოს ისიც,. რომ ხელნაწერის აღწერისას
მკვლევარმა მიუთითა მის მიერ შესწავლილი ხელნაწერის ზოგ რედაქციულ თავისებურებაზე
რაც დაადასტურა კიდეც შემდგომმა კვლევა-ძიებამ. საკმაოდ
უცნაურ ფაქტად მოჩანს ერთი გარემოება. ვუკოლ ბერიძე, როგორც ეს მისი ბიოგრაფიიდან
ჩანს, თავიდანვე დიდად იყო დაინტერესებული ვეფხისტყაოსნით კერძოდ, ცხოველ
მონაწილეობას იღებდა ნიკო მარის რუსთველოლოგიურ სემინარებში (სხვათა შორის, როგორც
იგონებენ ნიკო მარის მომდევნო ხანის მოწააფეები, დიდ მეცნიერს არა ერთხელ
გაუხსენებია ეს ფაქტები და უთქვამს: „პეტერბურგის უნივერსიტეტის რუსთველოლოგიის
სემინარში წამოყენებული მრავალი ვუკოლისებური გონებამახვილური ინტერპრეტაცია პოემის
ძნელი ადგილებისა ჭკუაში დამჯდომია და კვლევა-ძიებაში გამომიყენებია“-ო), იგი ერთ-ერთი
კონსულტანტი ყოფილა მარჯორი უორდროპის თარგმანის 1912 წლის გამოცემის დროს და ა.შ.
მაგრამ გადიოდა წლები და
მკვლევარი თითქმის არც ერთი წერილითა თუ გამოკვლევით
აღარ გამოხმაურებია რუსთველოლოგიურ საკითხებს. ვუკოლ ბერიძე
რუსთველოლოგიურ დარგში ძალზე ინტენსიურ მუშაობას იწყებს მხოლოდ 30-იანი წლებიდან
(ამის შესახებ დაწვრილებით იხ, ი. მეგრელიძე,
რუსთველოლოგები, 1970 წ. გვ. 261) და მკვლევრის საგულისხმო ნაშრომები
რუსთველოლოგიაში სწორედ ამ ხანებშია შექმნილი. ამავე ნაშრომებიდან ისიც ცხადი
ჩანს რომ ვუკოლ ბერიძე არც წინა წლებში (ე.ი. 30-იან წლებამდე)
ჩამოშორებია საყვარელ საქმეს და იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ემზადებოდა უფრო
ნაყოფიერი მეცნიერული ნაბიჯებისათვის, რის
დადასტურებაცაა
მისივე სიცოცხლეში გამოქვეყნებული „რუსთველოლოგიური ეტიუდები“, სადაც თავმოყრილია
მკვლევრის რჩეული ნაწერები. ვუკოლ ბერიძი
რუსთველოლოგიური კვლევისათვის დამახასიათებელია ე.წ. ლიტერატურულ-ფილოლოგიური
მეთოდის მომარჯვება რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩვენში
ნიკო
მარი იყო.
ლიტერატურულ ძიებებს აქ
ორგანულად ერწყმის ფილოლოგიურ-ლინგვისტიკური შტუდიები, რის აუცილებლობა
გაპირობებულია თვით პოემის შესწავლის თავისებურებათა გამო. ვეფხისტყაოსნის
მთლიანობაში შესწავლას სხვა მონაცემებთან ერთად (ისტორიული, სოციალური, კულტურული)
საფუძვლად უნდა დაედოს ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური ღრმა და ყოველმხრივი კვლევა-ძიება. საგულისხმოა
ამ თვალსაზრისით ვუკოლ ბერიძის ისეთი წერილები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსნის ერთი
თავისებურება, „ვეფხისტყაოსნის გარშემო“, „ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი“,
„საგან-სიტყვის ეტიმოლოგიისათვის“, „ვეფხისტყაოსნის
პროლოგის ერთი სტროფის გაგებისათვის“, „შერი და მიშერი
ვეფხისტყაოსანში, „ზოგი რამ ვეფხისტყაოსნის ტექსტისათვის“ და
ა.შ. ამ წიგნმი არა ერთ მახვილ შენიშვნას იპოვის მკითხველი და სწორ
ინფორმაციას მიიღებს იმ სირთულეებზე, რაც ახლავს პოემის ტექსტისა თუ მხატვრული სახის გაგებას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ვუკოლ ბერიძის ვრცელი წერილი
ვეფხისტყაოსნის კონსტანტინე ჭიჭინაძისეულ გამოცემაზე რომელშიც
მკაცრ და სამართლიან შენიშვნებთან ერთად, პოემის
ტექსტის აღდგენის ფართო პროგრამაა მოხაზული. აღსანიშნავია, რომ
მკვლევრის ბევრი შენიშვნა პოემის ამა თუ იმ საკითხებზე დღესაც ინარჩუნებს თავის
მნიშვნელობას. ვუკოლ ბერიძე
თავის წერილებში ეხებოდა პოემის შესწავლის არა ერთ
საკითხს, როგორიცაა ვეფხისტყაოსნის შედგენილობა, მხატვრული ხერხების თავისებურებანი,
მსოფლმხედველობისა თუ პოეტიკის საკითხები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
წერილები «К
вопросу о мировоззрении Руставели», „შოთას პოეტიკისათვის,
„რუსთაველის შაირი“ და სხვა. დღეს, როცა
ახლებურად ისმის ქართული კლასიკური ლექსის თავისებურებათა საკითხები, ვუკოლ ბერიძის
დაკვირვებები საგულისხმო და ანგარიშგასაწევი ჩანს მას ეკუთვნის ვრცელი წერილი
„ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის“, რომელიც კიდევ ერთხელ
წარმოაჩენს პოემის ავტორის ღრმა კავშირებს ქართული
კულტურის უღრმეს შრეებთან. ვუკოლ
ბერიძემ არა ერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა რუსთველოლოგიის ისტორიას და
წარმოაჩინა ამ დარგის განვითარებაში წინამორბედთა დიდი ღვაწლი (მაგ. ვახტანგ VI,
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკო მარი და სხვა). ვუკოლ
ბერიძის რუსთველოლოგიური
მუშაობის შეფასებისას უნდა გავიხსენოთ მისი წვლილი პოემის ერთ-ერთი საგულისხმო
გამოცემის მომზადებაში, რომელიც სხვადასხვა სახით დაიბეჭდა 1937 წლის იუბილის
დღეებში. უკოლ ბერიძე იყო იმ
გამოცემათა სარედაქციო კომისიის ერთ-ერთი აქტიური წევრი. მაგრამ
გამოირკვა, რომ ის რაც უკვე გამოქვეყნებულია, მთლიანად არ
ასახავს შესანიშნავი რუსთველოლოგის მუშაობას ამ დარგში. განსვენებული
მეცნიერის პირად არქივში აღმოჩნდა ვრცელი ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის განმარტება“. როგორც ნაშრომის
ტექსტზე დაკვირვება ამხელს, მას ეს დიდი და
შრომატევადი მუშაობა შეუსრულებია 1937-1950 წლებში. (კერძოდ, ამას
მოწმობს წყაროთა მინიშნებანი და თვით პოემის ტექსტი, რომელიც წარმოდგენილია 1937
წლის გამოცემით). შემდეგ მას,. როგორც ჩანს, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო,
შეუწყვეტია მუშაობა და ნაშრომი დაუმთავრებელი ჩანს. ვეფხისტყაოსნის პირველ კომენტატორთა (ვახტანგი, თეიმურაზ ბაგრატიონი) მსგავსად, აქ
თანმიყოლებით განმარტებულია პოემის ტექსტი და ცალკეული სტროფების მიხედვით
წარმოდგენილია ტექსტოლოგიური თუ სხვა სახის ფილოლოგიურ-ლიტერატურული დაკვირვებანი.
„განმარტება“, რომელიც
ემყარება 1937 წლის გამოცემის ტექსტს, წყდება 1212 სტროფის კომენტარით. ჩვენ ეს
ნაშრომი ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატ გურამ შარაძესთან ერთად მოვამზადეთ
(დედნის გადმოწერაში გვეხმარებოდა ვეფხისტყაოსნის კომისიის თანამშრომელი ნანი
წაქაძე)
ამ რამდენიმე წლის წინ,
მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მხოლოდ ამჯერად ხერხდება მისი გამოქვეყნება. ვუკოლ
ბერიძის „ვეფხისტყაოსნის განმარტება“ იბეჭდება უცვლელად,
ისე როგორც მის ავტორს ჰქონდა წარმოდგენილი. რასაკვირველია, რიგ შემთხვევაში ავტორისეული
ზოგი მოსაზრება დღეს გადასინჯვას მოითხოვს,
მაგრამ ჩვენ ამგვარი კომენტარებისაგან თავი შევიკავეთ. გასწორებულია აშკარა
ლაფსუსები, ხოლო რიგ შემთხვევაში დაზუსტებული და შეესებულია წყაროთა მათითებელი. ჩვენის
ახრით, ამ სახითაც „ვეფხისტყაოსნის განმარტება“ არა მარტო
ნათლად წარმოაჩენს ვუკოლ ბერიძის დიდ ღვაწლსა და რუდუნებას უკვდავი
პოემის მიმართ, არამედ დიდ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც კი დაინტერესებულია
ვეფხისტყაოსნის ყოველმხრივი შესწავლის საშვილიშვილო საქმით.
![]() |
2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - წინასწარი შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
წინასწარი შენიშვნები
ქართული ენის განვითარების რომელ საფეხურს ასახავს ვეფხისტყაოსანი. 2. ამ ენის თავისებურებანი. 3. და კავშირი, 4. -მცა ნაწილაკი. 5. შაირი.
ვეფხისტყაოსნის ენა ახალი ქართულია, უკეთ, ძველიდან ახალზე გარდამავალი ენაა.
ვეფხისტყაოსანი უაღრესად ლიტერატურული ენითაა შექმნილი. შოთა რომელიმე კილოზე ვერ დაწერდა. იგი განათლებული კაცი იყო და მისი ენაც, უპირატესად, განათლებული წრეების ენაა. მართალია, იმ კუთხეს, სადაც პოეტი წარმოიშვა არ შეეძლო ერთგვარი ელფერი არ მიეცა ნაწარმოების ენისათვის, მაგრამ ეს წვეთია ზღვაში. ყოველ შემთხვევაში, ვეფხისტყაოსნის დიალექტიზმები იმდროინდელი ქართული ენის დიალექტიზმებია, სწორედ ისე, როგორც ჩვენს დღევანდელ სალიტერატურო ენაში მოიპოვება თითო-ოროლა დიალექტიზმი, ხალხურიდან აღებული. თავთავის ადგილას ყველა ამგვარი ხალხური ელემენტი სათანადოდ იქნება გამოვლენილი.
ვეფხისტყაოსნის ენა გარდამავალია. რას ნიშნავს ეს?
ეს იმას ნიშნავს რომ სხვა მრავალ, ახალი ქართულისათვის დამახასიათებელ თვისებათა გარდა, „ძველი ქართულისათვის ნიშანდობლივი წყობა სიტყვათა შეცვლილია ახალით და ამის გამო მძიმე კონსტრუქციები აღარ ისმის „ვეფხისტყაოსნის“ ლექსში მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი მორფოლოგიური და სინტაქსური ნორმები (...) „ვეფხისტყაოსანში“ ისევეა დაცული, როგორც ძველ ქართულში“.1
ერთ-ერთი ამ ძველ ნორმათაგან უნდა აღვნიშნოთ, რომ -მცა ნაწილაკის ხმარება იმგვარადვეა დაცული ვეფხისტყაოსანში, როგორც ძველ ქართულში გვაქვს. სახელდობრ:
ძველ ქართულში -მცა ნაწილაკის ხმარებას ის თავისებურება ახლავს, რომ იგი კავშირებით კილოს ვერ ეგუება. ყოველთვის, როცა კავშირებითი კილოს ფორმაა წინადადებაში მოსალოდნელი, იგი აუცილებლად თხრობითად უნდა გადაკეთდეს, თუ კი სადმე -მცა ნაწილაკი გაერია. ვეფხისტყაოსანშიც -მცა ნაწილაკი ყოველთვის ძველებური სინტაქსური ძალის მქონეა – მოსალოდნელ კავშირებითის ფორმას თხრობითად აქცევს ხოლმე:
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითა მ ცა ჰკადრა მტერობა! (37,4)
მაგრამ -მცა ნაწილაკი შოთას რომ არ ეხმარა, მაშინ ზმნა აუცილებლად კავშირებითში გადაჯდებოდა: „მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან აბა ვით ჰკადროს მტერობა?“2
-მცა ნაწილაკის გარკვევას უაღრესი მნიშვნელობა აქვს ქეფხისტყაოსნის ზოგი ადგილის სათანადოდ გაგებისათვის. (თავთავის ადგილას ეს ყველაფერი იქნება ნაჩვენები, ვ. ბ.).
წინასწარ გარკვეული უნდა იყოს აგრეთვე ვეფხისტყაოსნის ლექსის ბუნება:
ვეფხისტყაოსანი 16 მარცვლოვანი შაირითაა დაწერილი, შაირი ორგვარია: მაღალი, ანუ ჩქარი და დაბალი, ანუ ნელი.
როგორი შედგენილობისაა თითოეული მათგანი?
მაღალ შაირში თითოეული სალექსო სტრიქონი ოთხ თანაბარ, თანასწორ მუხლად იყოფა თითოეულ მუხლში ორ-ორ – ოთხ-ოთხ მარცვლოვანი სიტყვებია, ანდა თუ ერთი სიტყვა ერთმარცვლიანია, მეორე აუცილებლად სამმარცვლოვანი უნდა იქნეს რომ საბოლოოდ მუხლში ოთხზე მეტი მარცვალი არ მოვიდეს (მაღალ შაირში რითმისათვის საკმაო და აუცილებელია ორი მარცვალი).
დაბალ შაირში სალექსო სტრიქონი ოთხ არათანასწორ მუხლად იყოფა, ე.ი თუ ერთ მუხლში ხუთი მარცვალია, მომდევნოში აუცილებლად სამი უნდა იქნეს, დაბალ შაირში რითმისათვის საკმაო და აუცილებელია სამი მარცვალი.
ამასთანავე, დაცულია ერთი აუცილებელი პირობა: ცალკეული სტროფი ყოველთვის ერთი შაირითაა გამართული. მაღალ-დაბალი, ანუ ჩქარ-ნელი შაირი ერთსა და იმავე სტროფის ფარგლებში არ გვხვდება, მით უმეტეს, ერთისა და იმავე სტრიქონის მანძილზე ეს შეუწყნარებელია.
სალექსო სიტყვას გაკვეთა და ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა არ სჭირდება.3
სიტყვა ან სიტყვათა კომპლექსი ერთი მუხლის ფარგლებში მთლიანადაა მოცემული. მაგრამ ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა სტროფი აგრეა გაწყობილი. არის შემთხვევები, მართალია, მეტად მცირე, როდესაც პოეტი განსაზღვრული მიზნობრივი განწყობით, არღვევს ამ წესის როდესაც სინტაქსური და მეტრული დანაწევრება სალექსო სტრიქონის პირველ ნახევარს ეკუთვნის ხოლო რიტმულად მეორე ნახევარშია იგი შეჭრილი (ამგვარი შემთხვევა სათანადოდ იქნება აღნიშნული).
ჩვენ ვთქვით, რომ მაღალ შაირში სტრიქონი ოთხ თანაბარ მუხლად იყოფა-თქო. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მუხლის სიტყვების წარმოთქმა თანაბარ დროს მოითხოვს, ტაქტიც თანაბარია, ე.ი. თანაბარ-ზომიერად მოკვეთილ ოდენობას შეიცავს; ამის გამო ტემპიც ჩქარი გამოდის, ამიტომაც მაღალი შაირი ჩქარი შაირია.
სულ სხვა მდგომარეობაა დაბალ შაირში. აქ მუხლები არათანაბარზომიერია ეს იმას ნიშნავ, რომ სალექსო სტრიქონის მსვლელობა, ფიზიკურ მოძრაობაზე რომ გადავიყვანოთ, არათანაბარზომიერი მუხლებით, არათანაბარზომიერი ბიჯებით წარმოებს: ჯერ დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, შემდეგ პატარა. ანდა – პირიქით, ამის გამო მსვლელობაც ერთი სალექსო სტრიქონის მანძილზე არაერთზომიერი, არამედ გრძელ-მოკლეა, მძიმე-მსუბუქია, ამიტომაც – ნელია.
აქედან: მაღალი შაირი ცოცხალია, მსუბუქი, ჩქარი, დინამიკური.
დაბალი – მძიმე, დინჯი, ამასთანავე ღრმა, აღუშფოთებელი, ნელად მედინი.
როდის აქვს გამოყენებული შოთას მაღალი შაირი და როდის მიმართავს იგი დაბალს?
აუცილებელია, შოთა რომ ერთი შაირიდან მეორეზე გადადის, ამით მოსაწყენ მონოტონურობას თავიდან იცილებს და, მაშასადამე, ნაწარმოების წაკითხვას და ათვისებასაც არაჩვეულებრივად აადვილებს.
მაგრამ არა მარტო ამ, ასე ვთქვათ, ფორმალური მოსაზრებით ხელმძღვანელობს რუსთაველი, ამ ორ შაირს რომ ერთმანეთს უნაცვლებს:
მაღალი, ანუ ჩქარი შაირი შოთას უპირატესად გამოყენებული აქვს მაშინ, როდესაც მდგომარეობა, საქმის ვითარება დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს; ამავე შაირითვეა გადმოცემული მხიარული, სალაღობო სცენები.
დაბალი ანუ ნელი შაირი უპირატესად გამოყენებულია მაშინ, როდესაც მწუხარე, სევდის მომგვრელი სურათებია მოცემული, აგრეთვე მძიმე, სერიოზული საკითხებია გადასაწყვეტი ანდა ეპიკური თხრობაა გადმოსაცემი (კომენტარებში მაგალითებით იქნება ეს ნათელყოფილი, ვ. ბ.).
ვეფხისტყაოსნის სტროფთა მეოთხე სტრიქონი იწყება და კავშირით რაც სტრიქონს 17 მარცვლიანად ხდის. ამის გამო ზოგი შეეცადა მის მოხსნას: დეკორაციულია, ზედმეტია, რიტმს არღვევსო.
რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება და კავშირისადმი? არაა სწორი.
რას წარმოადგენს და კავშირი? მართლაც ზედმეტია, სამკაული, ნაშთიღაა იგი, თუ კონსტრუქციულია, ლექსის, ვ.ტ-ის ლექსის არსებითი ნაწილია?
თუ ვ.ტ-ის ლექსს დღეს შემუშავებული პოეტიკის ნორმების თვალსაზრისით განვიხილავთ და კავშირი მხოლოდ დეკორაციული იქნება, მაგრამ ხალხური პოეტიკის თვალსაზრისით (ხოლო ეს და კავშირი უთუოდ ხალხურიდან მომდინარეობს), იგი უაღრესად კონსტრუქციულია, ვ.ტ-ის ლექსის განუკვეთელი ნაწილია თუმცა სათვალავში ზედმეტ, მეჩვიდმეტე მარცვლად მოდის.
რა იწვევს ამ და კავშირს?
და კავშირს იწვევს ის გარემოება, რომ სტროფის სტრიქონები უკავშირობითაა გაერთიანებული.
კავშირს იწვევს უკავშირობა! როგორ? ავიღოთ დღევანდელი სასაუბრო ენა.
1. ჩვენ ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოვიჩინეთ;
2. დიდი, პატარა, როგორც ერთი ებრძოდა გააფთრებულ მტერს;
3. გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინა ზურგმაც,
და 4. საბოლოოდ, სამარადისოდ გავანადგურეთ მტერი.
აქ ოთხი თანწყობილი წინადადებაა, ე.ი. ერთმანეთზე დამოუკიდებელი, უკავშირობით გაერთიანებული წინადადებაა. ამასთანავე, მეოთხე წინადადება დასკვნითი ხასიათისაა. ბუნებრივია, რომ დასკვნა და კავშირით დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბავს დასასრული არ ექნება.4
ეს თქმა სავსებით ხალხურია. ასეა დღეს, ასე იყო წინათაც. მეტიც: წინათ უფრო, ვინემ დღეს, რადგან მაშინ საუბარი მარტივი, თანწყობილი წინადადებებით წარმოებდა, ენა შედარებით მარტივი იყო, რთული თქმა მას არ გააჩნდა.
რა როლს ასრულებს აქ და კავშირი?
სამკაულია, დეკორაცია, თუ მიუცილებელ კონსტრუქციულ ნაწილს წარმოადგენს?
აუცილებლად კონსტრუქციულია! სხვაგვარად მისი როლი ხალხურ თქმაში გაუგებარია.
ვ.ტ-ის სტროფებიც ამგვარადაა გაწყობილი თვითეული მათგანი თანწყობილ, ე.ი. თანასწორუფლებიან წინადადებათაგან შედგება, რადგან მეოთხე წინადადება დასკვნითია, აუცილებლად და კავშირით უნდა გაუერთიანდეს წინა სტრიქონის წინადადებას.
შოთაც აგრე მოიქცა. მაგრამ სად უნდა დაეწერა მას და კავშირი?
იგი კონსტრუქციულია აზრის არსებითი ნაწილია, მაშასადამე, თექვსმეტი მარცვლის ფარგლებში უნდა მოეთავსებინა. სხვაგვარად სტროფის ყოველი მეოთხე სტრიქონი შიგნითა და კავშირით უნდა დაეწყო.
ეს კი არაჩვეულებრივად შებოჭავდა პოეტს. მეტიც ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა მაშინ ლექსის გამართვა ისეთი დიდი ნაწარმოებისათვის, როგორიც ვეფხისტყაოსანია.
მართლაც, ვ. ტ-ში არც ერთი სტროფის მეოთხე სტრიქონი შიგნით და კავშირით არ იწყება. შოთამ მოხსნა შიგნითა კავშირი, იგი გარეთ გამოიტანა და სწორედ ამაში ჩანს რუსთაველის იშვიათი ხალხურობა. ხალხს, ცხადია, უყვარს ზომა, რიტმი, მეტად ეტანება მას, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ლოგიკას უფრო მაღლა აყენებს და რიტმიც ეწირება მას მსხვერპლად.
მაგრამ იმის გამო, რომ და კავშირი გარეთ გამოვიდა, იგი მაინც კონსტრუქციულია, ლექსის აუცილებელი ნაწილია და არავითარ სამკაულობაზე აქ ლაპარაკი არ შეიძლება.
ეს რომ აგრეა, ამას საუცხოოდ ადასტურებს ის ფაქტი, რომ და კავშირი ყველა სტროფის მეოთხე სტრიქონს ვერ ეწყობა. სახელდობრ, თუ მეოთხე სტრიქონი დამოუკიდებელ წინადადებას არ წარმოადგენს, არამედ დამოკიდებულია წინა სტრიქონის წინადადებაზე და, მაშასადამე დასკვნითი არასგზით არ შეიძლება იყოს, მაშინ და კავშირი მას არ შეეწყობა:
ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე
მახლაეს, დავლჯენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ
არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
ამ სტროფის ორი უკანასკნელი სტრიქონი ერთ სინტაქსურ მთელს წარმოადგენს. ე.ი. მეოთხე სტრიქონი თანწყობილი წინადადება კი არ არის, არამედ ქვეწყობილი, მესამე წინადადებას დაქვემდებარებული „რომე“ კავშირით; ამიტომაც აქ კიდევ ახალი კავშირი, სახელდობრ, და კავშირი უხერხულად გრძნობს თავს და მეოთხე სტრიქონს ვერ ეწყობა. და კავშირი აქ უადგილოა, რადგან წინა სტრიქონი რთული წინადადების აზრს ვერ ამთავრებს.
კიდევ უფრო ნათელი ხღება და კავშირის კონსტრუქციულობა შემდეგი მაგალითიდან:
აწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
სხვად
უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;
რასაცა
მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა.
თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკერა თავისა მრთელისა!
(257)
აქ თვარ კავშირი არაა მაერთიანებელი, არც მაქვემდებარებელი, არამედ მაპირისპირებელია, ხოლო და კავშირი – მაეირთიარნებიელია, მაშასადამე თვარ და და საპირისპირო კავშირებია, აქედან, მათი შეწყობა ყოვლად შეუძლებელია.
1. ვ. ტ-ში ყოველი სტროფის მეოთხე სტრიქონი დასკვნითი ხასიათისაა.
2. რადგან ვ. ტ-ის სტროფები ძირითადად უკავშირობითაა გაერთიანებული, ყოველი უკანასკნელი დასკვნითი წინადადება აუცილებლად, ბუნებრივად და კავშირით იწყება.
3, შოთამ ეს და კავშირი წმინდა ტექნიკური მოსაზრებით გარეთ გამოიტანა და მე-17 მარცვლად დააყენა.
4. იმ შემთხვევაში, თუ მეოთხე სტრიქონი მაპირისპირებელი ან მაქვემდებარებელი კავშირით იწყება, მაშასადამე, დასკვნითს წინადადებას არ წარმოადგენს, მაშინ ამ წინადადებას და კავშირი არ შეეწყობა. ე.ი და კავშირს კონსტრუქციული როლი აღარ აქვს და იგი უნდა მოიხსნას.
მაშასადამე, და კავშირის გამოყენების მხრივ შოთა ქართულ ხალხურ
პოზიციაზე დგას და არავითარ
უცხოურობაზე აქ ლაპარაკი არ შეიძლება.
-----------------
1. არნ. ჩიქობავა, დიალექტიზმების საკითხისათვის „ვეფხისტყაოსანში“, ენიმკის მოამბე,
III, ტფ., 1938, გვ. 227.
2. შდრ. ა. შანთიძე, -მცა ნაწილაკი ძველ ქართულში, „პრომეთე“, 1918, I, გვ. 79-80.
(გადაბეჭდილია კრებულში: ა. შანიძე, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის
საკითხები, I, თბ., 1957, გვ. 33-34); ა. შანიძე, ძველი ქართული ენა და ლიტერატურა,
თბ., 1935, გვ. 034; იხ. აგრეთვე: ვუკ. ბერიძე, „ეეფხისტყაოსნის” ენის თავისებურება,
ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1936, 1-2 (გადაბეჭდილია კრებულში: ვუკ. ბერიძე,
რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961, გვ. 9-10).
3. თუმცა ამის მაგალითები პოემაში აქა-იქ გვხვდება: მაგ. სტრ. 52 „მომართვი ჩემი
ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“ (რედ.).
4. დაკავშირის ამგვარად ხმარების მაგალითები ავტორს მოტანილი აქვს აგრეთვე ი.
ჭავჭავაძის მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“.
5. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „წინასწარი შენიშვნებისა“, და შემდეგშიც, თვითონ „კომენტარების“
ზოგიერთი ადგილი გამეორებაა ავტორის მიერ ადრე თუ გვიან ბეჭდურად გამოქვეყნებული
ამა თუ იმ შეხედულებისა. (ყეელა ესენი ერთად თავმოყრილია ი. მეგრელიძის მიერ
შედგენილ კრებულში: ვუკოლ ბერიძე, რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961), მაგრამ
ხელნაწერის შესაბამისი ადგილები თითქმის არასოდეს ზუსტად არ ემთხვევა დაბეჭდილს და
რიგ შემთხვევაში, ავსებს კიდეც მათ განსვენებული მკვლევრის უფრო სრული მსჯელობითა
და ახალი საბუთიანობით.
![]() |
3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1. რომელმან შექმნა სამყარო... |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
1. რომელმან შექმნა სამყარო...
სტროფში შინაარსის მხრივ თავდაპირველად გადმოცემულია ბიბლიურიცნობა ქვეყნისა და არსთა, კერძოდ, ადამიანის შექმნის შესახებ.
„შექმნა ღმერთმან სამყარო“ (შესაქ. 1,7).
„შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოველად“ (შესაქ. II, 7).
მსგავსება პროლოგის ამ სტროფის ორ სალექსო სტრიქონსა და დაბადების ამ ამონაწერს შორის უცილობელია,6 მაგრამ შოთას უშუალოდ ბიბლიიდან არ უნდა ჰქონდეს გადმოღებული ეს ცნობა. ამ შემთხვევაში პოეტი ემყარება ქართველი ჰიმნოგრაფების საგალობელთ, კერძოდ, მიქაელ მოდრეკილის ერთ ჰიმნს რომელიც მას გამოყენებული აქვს არა მარტო შინაარსის, არამედ, აგრეთვე, პოეტური ხერხების მხრივაც.7
სტროფი წარმოადგენს რთულ თანწყობილ წინადადებას. ე.ი. შედგება ოთხი თანასწორუფლებიანი წინადადებისაგან. ოთხივეში დასრულებული, დამოუკიდებელი აზრია მოცემული. სახელდობრ:
ა) რომელმან შექმნა ქვეყანა (სამყარო) ძლიერი ძალით;
ბ) [მან] ზეგარდმო არსებათ ზეციური სული ჩაბერა;
გ) [მან] ჩვენ, კაცებს, მოგვცა უთვალავი ქვეყანა მრავალფერი;
დ) მისგან არის დადგენილი ყოველი ხელმწიფე, მისგანვე გამომდინარე სახით.
ა. თავდაპირველად აღსანიშნავია სტროფის პირველი სიტყვა რომელმან. იგი შემთხვევით არ უხმარია შოთას ამ მხრივ პოეტი მთლიანად და სავსებით ემყარება ჰიმნოგრაფებს რომელნიც, თანახმად შემუშავებული ნორმისა ყოველ ჰიმნსა და ჰიმნის ყოველ სტროფს რომელმან სიტყვით იწყებდნენ.
რომელმან ჩვენებითი ნაცვალსახელია, გააზრებული როგორც სუბსტანტივი. რომელმან იგივეა, რაც, მან. იგი ღვთის სინონიმია9. მეორე და მესამე სტრიქონში ეს მან იგულისხმება ხოლო მეოთხეში კვალად მოცემულია მისგან. ამრიგად, აქ ე. წ. გამეორებასთანა გვაქვს საქმე და არც შეიძლებოდა სხვარიგად. დასახული აზრის გაძლიერება ამას უთუოდ მოითხოვდა. რადგანაც რომელმან აქ არა მიმართებითი, არამედ ჩვენებითი ნაცვალსახელია,ა მთელი სტროფი უნდა გააზრიანდეს, როგორც ოთხი თანწყობილი წინადადებისაგან შედგენილი ერთეული. თითოეული უნდა გამოიყოს სულ მცირე, წერტილ-მძიმით, და არას გზით, მძიმით.
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“ – პარალელია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნის: „რომელმან სიბრძნით დაამყარა სამყარონი ყოვლით ძალითურთი“.10
ძალითა მით – მოქმედებითი ბრუნვაა, სახელობითი – ძალა იგი; იგი აქ განსაზღვრებითი ნაწევარია, ძველი ქართულიდან მომდინარეობს. ვეფხისტყაოსანშიაც ხშირადაა იგი გამოყენებული. არის შემთხვევები, თუმცა იშვიათი, რომ ახალ ქართულსაც გადმოყვა მისი ხმარება ეს მხოლოდ მაშინ როდესაც მწერალი განსაზღვრული განწყობის გამო, არქაიზაციას მიმართავს. ამგვარია მაგ, ი. ჭავჭავაძის „განდეგილში“ შემდეგი ადგილი:
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი
ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა თოვლნი, ყინულად ქმნილნი
მზისგან აროდეს არა დნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
ილიას იგი, როგორც განმსაზღვრელი ნაწევარი პროზაშიც აქვს ნახმარი.
ბ. ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა – პარალელია ჰიმნის: „აღივსნეს ზეგარდმო საღმრთოსა სულისა სიბრძნითა“.11
არსნი სულითა ყვნა -ყვნა მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტი (არსნი) მრავლობითშია; მხოლოობითი იქნებოდა: არსი სულითა ყო..
გ. ჩვენ კაცთა, მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა –
თუ უთვალავი განმსაზღვრელია ფერისა, მაშინ უნდა ყოფილიყო უთვალავით ფერითა. ანდა, როგორც ეს შემდეგში დამკვიდრდა: უთვალავის ფერითა, აქ კი გვაქვს: უთვალავი ფერითა, რაც მხოლოდ დღევანდელი სალიტერატურო ნორმების მიხედვით შეიძლება შევიწყნაროთ, მაგრამ არასგზით ძველი ნორმებით.
უთვალავი საზღვრავს ქვეყანა სიტყვას. პროზაული წყობა რომ ყოფილიყო, გვექნებოდა ასე: ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა უთვალავი, იგი გვაქვს ჩვენ ფერითა, ან როგორც ჰიმნოგრაფი იტყოდა, „მრავალფერითა“.
დ. მისგან არს ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
სახითა მის მიერითა – ორი უკანასკნელი სიტყვა უმჯობესია დაიწეროს ერთად: მისმიერითა, იმიტომ, რომ მისმიერი ზედსართავი სახელია ერთი ცნების გამომხატველი, სწორედ ისე როგორც ეს გვაქვს მეორე ადგილას: „ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა“ (401,4) ან: „ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!“ (1354,2).
მაშასადამე, მთელი სტრიქონი ამგვარად გაიაზრება: მისგან (ღმრთისაგან) არის დადგენილი ყოველი ხელმწიფე მისგანვე გამომდინარე სახით.
ეს ლექსიც ახალი აღთქმის სათანადო ადგილს ეხმაურება, სახელდობრ:
„არა არს ხელმწიფებაჲ გარნა ღმრთისაგან და რომელნი იგი არიან ხელმწიფენი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომ. XIII, 1).
აქ ლაპარაკია სამეფო უფლების ღვთისმიერობაზე: მეფის უფლება ღვთისაგან მომდინარეობს, ყოველი მეფის უფლება ღვთისმიერია. ეს თეორიული დებულებაა და ურყევია. მაგრამ აქ საგულისხმოა სხვა რამ, სახელდობრ რამდენად დაკავშირებულია ეს გარემოება საქართველოს იმდროინდელ ვითარებასთან. სხვანაირად: არის თუ არა საქართველოს მეფის უფლება, კერძოდ. ბაგრატიონობა უფლება ღვთის მიერი?
როდის შეიძლებოდა ამის თქმა გაბედულად, უშიშრად? რასაკვირველია, არა მაშინ, როდესაც ეს უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამკვიდრებული ბაგრატიონებს როდესაც ეს უფლება ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცოდა, ვის დარჩებოდა გამარჯვება: ბაგრატიონებს თუ ორბელიანებს.
ბაგრატიონთა გამარჯვება და ორბელიანთა საბოლოო დამარცხება მოხდა დავით აღმაშენებლის დროს. სწორედ ამ დროს მიეკუთვნება დოკუმენტთა შედგენა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებს სადაც ის აზრია გატარებული, რომ ბაგრატიონთა გვარი ღვთისგან არის დადგენილი, მათი უფლება ღვთისმიერია (სწორედ ამიტომ იყო, რომ ისტორიკოსმა ბაგრატიონთა გვარი ხელოვნურად ებრაელებს დაუნათესავა: ებრაელები ღვთის ხალხია, ღმერთმა კავშირი დასდო ებრაელებთან, ღმერთმა სცხო საულს, დავითსა და სხვათ, ე.ი. მიჰმადლა თავისი ნიჭი, და თუ ბაგრატიონებს ებრაელთა მეფეთ დავუნათესავებთ, ბუნებრივია, მათი უფლება, ღვთისაგან მონიჭებული, ბაგრატიონებზედაც გადმოვა).
ვ. ტ-ში კატეგორიულადაა ნათქვამი, რომ ყოველი ხელმწიფე ღვთისგანაა დადგენილი, როგორც ხატება და მსგავსება მისი.
ამის თქმა კი განუსჯელად, უშიშრად მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როდესაც ჩვენში ბაგრატიონთა უფლება საბოლოოდ განმტკიცებული იყო, ე.ი. მე-12 ს-ის ნახევარში და არა უფრო ადრე, როდესაც მდგომარეობა ამ მხრივ მერყევი იყო. მაშასადამე, ვეფხისტყაოსნის ეს ცნობა არის პოემის დაწერის terminus ante quem non.
თუმცა თვით
ვ. ტ-ის ზუსტად დასათარიღებლად კიდევ უფრო მეტი
ცნობები მოგვეპოვება (იხ. ქვემოთ).
-----------------
6. პოემის პირველი სტროფის სტრიქონების ბიბლიის ცალკეულ ადგილებთან მსგავსება აღნუსხული აქვს აკად.კ. კეკელიძეს – ქართ. ლიტ. ისტ. 112, გვ. 200-201.
7. იხ. ამის შესახებ 1) მ. ჯანაშვილი, საუნჯე მეათე საუკუნისა, ტფილისი, 1891, 53. გვ. და მისი სხვ. ნაშრომები 2) გ. იმედაშვილი – ვეფხისტყაოსნის პარალელები მეათე საუკუნის ქართულ ჰიმნოგრაფიაში, ლიტ. ძიებანი, LI, თბ., 1944, გე. 197-217,
8. საზოგადოდ, ვეფხისტყაოსანი თანწყობილ წინადადებათაგან შემდგარ სტროფებს წარმოადგენს უპირატესად. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გვაქვს ქვეწყობილწინადადებიანი სტროფები.
9. სიმ. ყაუხჩიშვილი, ბერძნეულ-ქართული სემასიური პარალელები (4. რომელი) თსუ შრომები, XXX I. B. 1947, გვ. 421-428.
10. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართელი სასულიერო პოეზია, წიგნი.I, ტექსტები, თბ. 1913, გვ. 206.
11. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართელი სასულიერო პოეზია, წიგნი.I, ტექსტები, თბ. 1913, გვ. 251.
![]() |
3.2 2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ... |
▲ზევით დაბრუნება |
2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ...
ზოგი მკვლევარი ამ სტროფს ყალბად მიიჩნევს:
ა. პირველი სტროფის შინაარსის გამეორებას წარმოადგენს და ის კი იმ პოეტისათვი, რომლის დევიზია – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ – მეტად უხერხული იქნებოდაო.
ბ. სტროფი ენობრივად არაა გამართული, შიგ ბევრი სინტაქსური უსწორობააო;
გ. სტროფში მოცემულია ვედრება უფლისადმი იმ ცოდვათა შემსუბუქების შესახებს რომლებიც ადამიანმა იქ, საიქიოში, უნდა წაიტანოს და ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება შოთას შეხედულებას საიქიო ცხოვრებაზეო: «Грузинский поэт, писавший Витязя в барсовой коже отнюдь не исповедует церковных взглядов на будущий мир»12
არ არის სწორი მოსაზრება:
1. „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ – იმას როდი ნიშნავს – ყველაფერი ძუნწად, მშრალად წარმოადგინო, პირიქით, სადაც საჭიროა მეტი დამაჯერებლობა, ფაქტები უთუოდ გაშლილად უნდა იყოს მოცემული, ამა თუ იმ მხატვრულ სახეს ხაზი უნდა გაესვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული შემოკლდება და სიტყვაც შემცირდება და შოთას დევიზიც ხომ ის არის რომ „არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა“.
შოთას განსაკუთრებით უყვარს განმეორებანი, თავისებური პარალელიზმები, სადაც ერთი და იგივე ფაქტი რამდენიმე მხატვრული სახითაა გადმოცემული.
2. სინტაქსური უსწორობანი სტროფში მართლაც მოიპოვება, მაგრამ მათ თავისი გამართლება აქვთ პოეტურ ენაში (იხ. ქვემოთ).
3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შოთას არ სწამს საიქიო ცხოვრებაო, ამის საწინააღმდეგო მაგალითები არა ერთი მოიპოვება ვ. ტ-ში. ამგვარია, მაგ.: ავთანდილი, რომელიც ტარიელისათვის მიცემული სიტყვის გატეხის შეუძლებლობას საიქიოში ერთად (ტარიელთან) წარდგომისას შიშითა და სირცხვილით ასაბუთებს. „ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა“ (797, 3-4).
ამგვარადვე საიქიოზე მითითებაა ნესტანის ფიცში, ტარიელს რომ განუმტკიცა:
„ამას შევჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა,
გეცრუო, ღმართმან მიწა .მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა“ (413, 3-4).
„მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა“. (1306, 1) ესეც საიქიოს რწმენის გამომხატველი სიტყვებია ნესტანისა, ტარიელიმსადმი მიმართული.
ამრიგად, ეს სტროფი უნდა დარჩეს ძირითად ტექსტში. რაზეა აქ. ლაპარაკი? – თუ პირველ სტროფში ზოგადადაა ნათქვამი შემოქმედსა და მის შემოქმედებაზე, აქ პირველ სალექსო სტრიქონშივე კერძო მაგალითია ლ. · 1- ლებული: „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“, რომელიც კვალად პარალელს პოულობს ჰიმნოგრაფების შემოქმედებაში.13
ბ. დათრგუნვა – დაძლევა – მოსპობა, განადგურება: დათრგუნვად.
– რომ დავთრგუნო, დასათრგუნავად.
დათრგუნვად მე სატანისა – შესიტყვება ძველი ქართული ნორმითაა მოცემული, თუმცა ეს ნორმა ვ.ტ-ში ზოგან დარღვეულია:
„დავჯე წერად ანდერძისად – წდერად ანდერძისა-ს მაგიერ (იხ. ქვ.).
გ. სიკვდიდმდე –მდე თანდებულის წინ დ ვითარებითი ბრუნვის ნიშანია, რაიც ძველი ქართული ენის ნორმად მიიჩნევა. ახალ ქართულში ეს დ დაკარგულია – სიკვდიმდე, სიკვდილამდე. თვით ვ.ტ-შიაც ეს უმრავლეს შემთხვევაში არა გვაქვს. ასე რომ ამ მხრივ, პოემა ახალი ქართულის ნორმებს მისდევს.
სიკვდიდმდე გასატანისა – რას საზღვრავს აქ გასატანისა: მიჯნურთას თუ სურვილს?
მომეც [იმ] მიჯნურთა სურვილი, რომლებიც სიკვდილამდე გასატანია, თუ: მომეც მიჯნურთა ის სურვილი, რომელიც სიკვდილამდე უნდა გავიტანოთ.
პირველ შემთხვევაში იქნებოდა: მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანთა, მაგრამ თუ გასატანთა-ას ნაცვლად გასატანის-ა ამას რითმის ნაკარნახევად მივიჩნევთ. მეორე შემთხვევაში: მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანი: სურვილი გასატანი. მხოლოდ ასე. მაგრამ თუ მსაზღვრელი და საზღვრული არაა შეთანხმებული ბრუნვაში, ეს ერთგვარ ლიცენცია პოეტიკად უნდა მიგვეღო; ანდა მთელი სტრიქონი ხომ არ შეიძლება აგრე წაგვეკითხა:
„მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“,
ე.ი. მომეც მიჯნურთა სურვილი, რომელიც სიკვდილამდე გასატანია.
დ. სწორედ ამგვარად შეიძლება დანაწევრება მეოთხე სტრიქონის უკანასკნელი სიტყვისა:
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
ე.ი.
შემიმსუბუქე ცოდვები, რომლებიც იქ მაინც წასატანია.
-----------------
12. Н. Марр, Вступительные и заключительные строфы Витязя в барсовой коже Шоты из Рустава т., XII, СПб, 1910, ст. 45.
13. შდრ. გ. იმედაშვილის დასახელებულ ნაშრომს, გვ. 205.
![]() |
3.3 3. ვის ჰშვენის – ლომსა, – ხმარება... |
▲ზევით დაბრუნება |
3. ვის ჰშვენის – ლომსა, – ხმარება...
ა. ვის ჰშვენის ლომსა... ინვერსიული წყობაა, უნდა ვის, ლომსა, ჰშვენის. ლომი აქ მამაკაცის ეპითეტია.
შუბი – საომარი, საძგერებელი იარაღია.
შიმშერი – ხმალია; ფარ-შიმშერი – ფარხმალი, მამაკაცის (უპირატესად) საჭურველია.
ბ. ღაწვი – ლოყა., .
ბადახში – ბადახშანი – მხარეა ავღანისტანში, ცნობილი (იყო) ძვირფასი ლალით; აქედან გადატანით (მეტონომია) თვით ლალსაც ბადახში, ბალახში ეწოდა. ეს მეტონომია აქ გამოყენებულია, როგორც მეტაფორა. ღაწვ-ბადახში, ე.ი. ლოყაწითელი.
გიშერი – შავი ძვირფასი ქვა; რუსთველს გიშერი ყველგან მეტაფორულად აქვს ნახმარი, როგორც ატრიბუტი, როგორც განსაკუთრებული სიშავის აღმნიშვნელი თმა – გიშერი – აქ გიშერი თმის ატრიბუტია. თმა ისეთი შავ, როგორც გიშერი, მაგრამ ხშირად შოთა უფრო შორს მიდის და მხოლოდ ატრიბუტით აღნიშნავს საგანს.
მაგ.: „ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი
ასად აგეს,
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს“,
აქ ბროლი, ბადახში, გიშერი არა მარტო ატრიბუტებია, არამედ:
ბროლი – თეთრი კბილები.
ბადახში – ლალისფერი ბაგეები.
გიშერი – შავი თმა – ულვაში.
მზე – თამარის მუდმივი ეპითეტია
გ. შესხმა – შექება.
ხოტბა – ქება, დიდება.
შერი – რჩეული.
დ. ყანდი – შაქარ ყინული
ხამს – ჰმართებს, შეჰფერის, საჭიროა, უნდა.
მართ – მართლაც.
მიშერი (მისარი) ეგვიპტე, რომელიც ცნობილი იყო განსაკუთრებული შაქარ-ყინულით.
მიშერი აგრეთვე აღნიშნავს სკას აქედან გადატანით – თაფლთს.
მთლიანად, სტროფში ლაპარაკია თამარის ქმარზე – დავით სოსლანზე. რად დასჭირდა პოეტს დავითზე საუბარი, როდესაც პოემა მიძღვნილია თამარისადმი? სწორედ იმად, რომ პოემა ძირითადად აქებს თამარს და უხერხული იყო ორიოდე სიტყვით მაინც არ მოეხსენებინა მისი მეუღლე. ვის, ლომს, რომელსაც უხდება, შვენის შუბისა და ფარ-შიმშერის ხმარება, ლომს (ქმარს) მეფისა მზის თამარისა, რომელიც ლოყა-წითელია და შავთმა. აი, ამ ლომს (მას) არ ვიცი როგორ შევკადრო რჩეული ხოტბის შესხმა უმჯობესი მის მჭვრეტელთათვის მირთმევა მართლაც, რომ ეგვიპტურისა ყანდისა.
ვარიანტი: უმჯობესია მის მჭვრეტელთათვის მირთმევა ყანდისა, მართლაც რომ თაფლისა.
რა აზრია აქ გამოთქმული?
თამარის მეუღლე, დავით სოსლანი მეტად მშვენიერია; ეს მშვენიერება ისეთს ნდომას უღვიძებს მჭვრეტელებს, როგორიც აღეძვრება ხოლმე ადამიანს შაქარ-ყინულის ცქერისას.
ამ სტროფში საყურადღებოა აგრეთვე შემდეგი გარემოება: თამარის მეუღლე დავითი ამ სტროფის მიხედვით ცოცხალია. დავითი გარდაიცვალა 1207 წელს. მაშასადამე, ვეფხისტყაოსანი არ შეიძლება დაწერილიყო 1207 წლის შემდეგ.
ამრიგად, დადგინდა პოემის დაწერის terminus post quem non.
დასასრულ, აქ აღსანიშნავია შინზე გაწყობილი ალიტერაცია: „ვის ჰშვენის, – ლომსა – ხმარება შუბისა ფარ-შიმშერისა“, ანაფორული, ალიტერაციაა: „მას არა ვიცი, შევჰკადრო, შესხმა ხოტბისსა შერისა“.. '
მანზეა გაწყობილი:
„მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მი-შერისა“,
![]() |
3.4 4. თამარს ვაქებდეთ მეფესა... |
▲ზევით დაბრუნება |
4. თამარს ვაქებდეთ მეფესა...
ა. თამარს ვაქებდით მეფესა, თავდაპირველად აქ დასახელებულია ქების მთავარი პიროვნება, გვირგვინოსანი თამარი.
ვაქებდით უწყვეტელშია, მაშასადამე, მოქმედება ნაგულისხმევია:
წარსულში. მაგრამ არის ვ.ტ-ის ხელნაწერები და აგრეთვე, ბეჭდური გამოცემები, სადაც წერია: „თამარს ვაქებდეთ მეფესა“.
ვაქებდეთ – კავშირებითია. ე.ი. მოქმედება (ნაწარმოების დაწერა) წარმოიდგინება მომავალში. ისმის კითხვა: როდის დაიწერა წინასიტყვაობა: ნაწარმოების (ვ. ტ-ის) დაწერამდე, თუ დაწერის შემდეგ?
ამას განვიხილავთ შესავალი სტროფების გარჩევის შემდეგ.
ცრემლ-დათხეული – ცრემლ-დაღვრილი, ცრემლ-დანადენი.
ბ, ვთქვენი ქებანი – ვთქვი ქება, ვთქვენი ქებანი.
ვთქვენი წყვეტილშია. მაშასადამე, შოთას ადრე წინათაც უთქვამს თამარის ქება (საერთოდ უნდა ვთქვენ. ი – უფუნქციოა). ამას ადასტურებს მომდევნო სტროფები, სადაც ვ.ტ-ი ახალ წამოწყებადაა მიჩნეული.
არ ავად – არ ცუდად, კარგად.
გ. გიშრის ტბა – მეტაფორაა, იგულისხმება თამარის თვალები. ნა – ლერწამია.
ნა რხეული – მეტაფორაა, თამარის წერწეტი ტანია წარმოდგენილი.
დ. გულსა ხეული – გულს ჩასობილი, გულს განწონილი. ზოგს ეს ორი სიტყვა ერთად აქვს წარმოდგენილი – გულსახეული, ე.ი. ლახვარი. გულის სახის, გულის ფორმისა. არაა მართალი. აგრე რომ იყოს, მაშინ ლექსის მხატვრული ძალა სავსებით მილეული, მკრთალი იქნებოდა.
ამრიგად, სტროფი შემდეგნაირად გაიაზრება:
ვაქოთ თამარ
მეფე და თან ვღვაროთ სისხლის ცრემლი;
[თამარის]
ქება მე
[წინათ]
უკვე ვთქვი, კარგად გამორჩეული; მელნად
(წარმოდგენილი მქონდა) მისი შავი თვალები და კალმად ლერწამი სხეული. ვინც მოისმენს,
მას დაესობა ლახვარი, გულს
განწონილი.
![]() |
3.5 5. მიბრძანეს მათად საქებრად... |
▲ზევით დაბრუნება |
5. მიბრძანეს მათად საქებრად...
წინა სტროფის პირველ სტრიქონში (თამარს ვაქებდით) პოეტი ახალ წამოწყებაზე ლაპარაკობს ამიტომ აქ ერთგვარი დასაბუთებაა საჭირო. თუ რატომაა, რომ ერთხელ შექებულს ხელმეორედ აქებს? და მე-5 სტროფიდან დაწყებული ვიდრე მე-11-მდე და მე-19 სტროფში პოეტი ცდილობს დაასაბუთოს თამარის ხელმეორედ შექების საჭიროება და აუცილებლობა.
ა. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა.
აქ ერთგვრ სოციალურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. ვინ იყო მბრძანებელი? – მმართველი წრეები, ის კლასი რომლის ზრახვათა გამომხატველად შოთა გამოდიოდა.
ცნობილია რომ ჩვენში იყვნენ კარის პოეტები, მთელი ლიტერატურული დეპარტამენტი რომლშიაც შედიოდნენ იმდროინდელი საუკეთესო მწერლები და ხელფასსაც ღებულობდნენ თავისი კვალიფიკაციის მიხედვით. მწერლებიც ვალდებულნი იყვნენ ემსახურათ, ე.ი. საჭიროებისამებრ პოეტურად შეექოთ სახელმწიფოში მომხდარი რაიმე დიადი ამბები. და სწორედ აქედანაა: მიბრძანეს... შეიძლება მბრძანებლად თვით თამარი დავსახოთ. მაშინ „მიბრძანეს“ იქნება pluralis mujestatis.
გ. ბროლ-ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა – აღნიშნავს ბაგე-კბილს.
აქვე: ბადახში თუ ბალახში?
რადგან სტრიქონში ლ- ასოზე გაწყობილი ალიტერაციაა, ამ შემთხვევაში უმჯობესია „ბალახში“.
მიჯრა, მი[ჯ]არ[ვ]ა, მიმჭიდროება.
მიჯრით მიწყობილი – მჭიდროდ ჩამწკრივებული (კბილები).
დ. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ერთი საფუძველი შექებისა: მიბრძანეს, მაგრამ მარტო ბრძანებით საქმე არ გაკეთდება, დაკვეთას შედეგი არ მოჰყვება, თუ შენ პოეტი, პირადად არ ხარ სათანადოდ განწყობილი: პირადი განწყობაა აქ უპირატესი და კვალად აქედანვე: გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა. ე.ი. თუმც მე მაგარი ვარ, მტკიცე, მაგრამ ნაზმა არსებამ (თამარმა) მაინც გამტეხა – მეორე საფუძველი შექებისა.
ამგვარად: ქების საგანი დასახელებულია, ქების საფუძველიც მონახულია.
რაღა
დარჩენია პოეტს ამის შემდეგ? ენა და სათანადო ხელოვნება.
![]() |
3.6 6. აწ ენა მინდა გამოთქმად... |
▲ზევით დაბრუნება |
6. აწ ენა მინდა გამოთქმად...
თავდაპირველად აღსანიშნავია სტროფის ფორმალური მხარე. სახელდობრ, რითმა. სტროფი დაბალი შაირითაა გამართული. მაშასადამე, წესის მიხედვით რითმა უნდა იყოს სამმარცვლიანი: ანება||ონება||ენება, ერთ-ერთი ამათგანი და არა ყველა არეულად.
ნ. მარი შეეცადა ამ მხრივ საკითხის მოგვარებას და სტროფი ასე გააწყო: ხელოვნება, გონება, ხსოვნება, მონება, მაგრამ რუსთველური რითმი მაინც არ გამოვიდა. ჯერჯერობით ტრადიციული წაკითხვა უნდა დარჩეს.
ა. რაა საჭირო იმისათვის, რომ ნაწარმოები ჭეშმარიტად მხატვრული გამოვიდეს? ენა, გული და ხელოვნება. პოეტიც ამგვარ მოთხოვნას უყენებს თავის თავს.
ბ. შენგნით – შენგან.
გ. შევეწივნეთ – შევეწიოთ.
ტურფად – ლამაზად, კოხტად.
ტარიელი – უფრო ადრინდელი მისი სახეა დარიელი14. დარიელ ბიბლიის თარგმანთან ერთადაა ჩვენში შემოსული და სავსებით გაქართულებული15, იმდენად, რომ შემდეგ ტარიას სახით ვემოწმებით მას ხალხში და ხალხურ ვეფხისტყაოსანში.
ტარიელს არავითარი კავშირი არა აქვს შაჰრიართან, როგორც ამას ნ. მარი ფიქრობდა.16
ამრიგად:
აწ (ახლა) მე მინდა (მჭირდება) ენა, გული და ხელოვნება. მომეც (მიჰმართავს თამარს) ძალა და დახმარება, შენის დახმარებით შემიძლია გონება მოვიხმარო. ამით შევეწიოთ ტარიელს, რომელსაც ლამაზად, ტურფად უნდა ხსენება.
დ. სამი გმირი მნათობი (ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი) ერთმანეთისათვის მონა-მოსამსახურეები, ერთგულნი არიან.
პოეტს
უკმარად მიაჩნია თავისი საკუთარი ძალა იმისათვის, რომ სათანადოდ შეამკოს ტარიელი;
ამიტომაც ამ სტროფშიაც არის ლაპარაკი დახმარების, შეწევნის შესახებ, ხოლო მომდევნო
სტროფში უკვე გარკვევით მოუხმობს თავის თანამოკალმეთ, თქვენც მიიღეთ მონაწილეობა
ტარიელის ღირსეულად შექებაშიო.
-----------------
14. იუსტ. აბულაძე, „ეეფხიტყაოსნის ორი უმთავრესი გმირის სახელის „ტარიელ“ და „ავთანდილ“ ეტიმოლოგიისათვის, თსუ შრომები, III, 1936, გე. 182-184.
15. კ კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტ. 112, გვ. 146.
16. ნ მარი, წერილი „ვეფხის-ტყაოსნის“ გამო, თეატრი, 1890, № 12; Н. Марр, Грузинсуая поэма «Витязь в барсовой шкуре» Шоты из рустава и новая культурно-историческая проблема, ИАН, 1917, стр. 428.
![]() |
3.7 7. მო, დაესხდეთ, ტარიელისთვის... |
▲ზევით დაბრუნება |
7. მო, დაესხდეთ, ტარიელისთვის...
ა. მო- შეკვეცილი ფორმაა სიტყვისა: მოდით!
შეუშრობილი – სტროფის წამყვანი რითმა. ობილი – შობილი, სობილი, წყობილი, ამან გამოიწვია შეუშრობილი უკანასკნელად ნ. მარი შეუშრობილს კანონიერად მიიჩნევდა:
«Форма с ი (შეუშრობილი) хотя необычная, но грамматически она может быть вполне оправдана: ი есть характер страдательного залога, а в приложении к слезам здесь причастье должно быть концентрированно именно как страдательная форма».17
ბ. მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
აქ მცა-·ნაწილაკიანი წინადადებაა, ამიტომაცაა შემასმენელი დასმული თხრობით კილოში (ყოფილა) ნამდვილად კი შინაარსის მიხედვით აქ კავშირებითი კილო უნდა:
მისებრი (ტარიელისებრი) დაბადებით მართლაც ვინ წარმოიშვას, ვინ გაჩნდეს? სხვაგვარად: მისებრი ამიერიდან არავინ დაიბადებაო. (ნ. მარის დროს მცა- ნაწილაკის ფუნქცია არ იყო გამორკვეული და ამიტომაც მას ეს ადგილი მცდარად აქვს გაგებული: «Кому написана на роду судьба Тариела».18
გ. დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი.
დავჯე – მოითხოვს ქვემდებარეს სახელობით ბრუნვაში: დავჯე რუსთველი, ხოლო გავლექსე – მოთხრობითში: რუსთველმან გავლექსე.
ამის გამო, აგრეთვე, იმიტომ, რომ თუ აგრე დავტოვებთ, მაშინ გამოდის, რომ როდესაც წინასიტყვაობას წერდა შოთა, მას პოემა უკვე დაწერილი ჰქონია, რაც ეწინააღმდეგება პირველ სტრიქონში გამოთქმულ მოსაზრებას (მო, დავსხდეთ...). ნ. მარმა ეს სტრიქონი შემდეგნაირად შეასწორა:
დავსჯდე, რუსთველი ვლექსვიდე, მისთვის გულ-ლახვარსობილი.19
არაა საჭირო შესწორება! ყველაფერი რიგზეა,ა მხოლოდ უნდა გავუწიოთ ანგარიში იმ გარემოებას, რომ ლექსის გამო აქ გვაქვს ინვერსიული წყობა სიტყვებისა:
დავჯე მისთვის გულ-ლახვარ სობილი: [მე] რუსთველმან გავლექსე,
დ. აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
აქ უპირისპირდება ერთმანეთს ამბავი და წყობილი: ამბავი პროზაა, წყობილი (იგულისხმება; სიტყვა, მხატვრულად გალექსილი ნაწარმოებია.
ამბავი ის მასალა, რომელიც საჭიროა ყოველი შემოქმედისათვის. უმისოდ არაფრის შექმნა არ შეიძლება.
წყობილი კი უკვე მხატვრული შემოქმედებაა. ეს ის მხატვრული ნაწარმოებია, უპირველესად ლექსი, რომელიც შემოქმედმა მასალისაგან ააგო, ააშენა.
ამასთანავე, აღსანიშნავია შოთას შეფასება თავისი ნაწარმოებისა – იგი არაა უბრალო ნაქმნარი, არამედ მარგალიტი წყობილია.
მთელი სტროფი:
მოდით, (მოუხმობს თანამოკალმეთ) დავსხდეთ, ცრემლი გვდის შეუშრობელი.
მისებრი (ტარიელისებრი) მართლაც რომ ვინ დაიბადოს, ვინ წარმოიშვას;
დავჯე მისთვის გულ-ლახვარ-სობილი და მე
რუსთველმან გავლექსე
-----------------
17. Н. Марр, Вступ. И закл. строфы გვ. 36, прим. 3.
აქამდის მხოლოდ ამბად ნათქვამი, ამიერიდან კი
– მარგალიტი წყობილი.
18 Н. Марр, Вступ. И закл. строфы стр. გვ. 37.
19. Н. Марр, Вступ. И закл. строфы გვ. 37.
![]() |
3.8 8. მე, რუსთველი, ხელობითა... |
▲ზევით დაბრუნება |
8. მე, რუსთველი, ხელობითა...
ა, აქ თავდაპირველად გასარკვევა სიტყვა ხელობითა. ხელობა ტრადიციულად ესმოდათ როგორც სიგიჟე. მაშასადამე:
მე, რუსთველი, სიგიჟითა ვიქმ საქმესა.. მაგრამ კ. კეკელმიძემ ეჭვი შეიტანა ამ სიტყვის ამგვარად გაგებაში და იგი გაააზრიანა, როგორც საქმიანობა, მოხელეობა, თანამდებობა: „მე, რუსთველი, ხელობითა, ვიქმ საქმესა, ამადარი, ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი...“ რუსთველი ლექსისა და სიტყვის შეუდარებელი ვირტუოზი, ერთსადაიმავე ადგილას, ერთისადაიმავე მნიშვნელობის სიტყვას არ იმეორებს, ამიტომ პირველ შემთხვევაში (ხელობითა) ლაპარაკი უნდა იყოს არა „ხელობაზე“, გიჟობაზე, არამედ „ჴელობაზე“, მოხელეობა – თანამდებობაზე; მეორე შემთხვევაში კი (ვხელობ) ლაპარაკია „ხელობაზე, ან „გიჟობაზე“.20
„ამადარი“ კ. კეკელიძეს მიაჩნია ალამდარი-ს დამახინჯებად. ალამდარი ესე იგი მედროშე.
ამრიგად, კ. კეკელიძის ინტერპრეტაციით მთელი სტრიქონი ამგვარად უნდა. წავიკითხოთ:
მე, რუსთველი ჴელობითა ვიქმ საქმესა ალამდარი,
რაც ასე გაიაზრება:
მე, რუსთველი, თანამდებობით ალამდარი ვიქმ საქმესა...
განვიხილოთ პატივცემული მკვლევარის მოსაზრებანი: რუსთველი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვას ერთსა და იმავე სტროფში არ იმეორებსო. გააჩნია მიზანსა და განწყობას.
თუ ფაქტი კონდენსირებულად უნდა გადმოიცეს, თუ ფაქტს ხაზი უნდა გაესვას, რუსთაველი ერთ სიტყვას ორჯერ და სამჯერაც იხმარს ერთსა და იმავე სტროფში.
რაც შეეხება ერთი ფაქტის სუბსტანტივითაც და ზმნითაც გადმოცემას ე.წ. პარანომაზიას ამგვარი მაგალითი შოთას ბევრი მოეპოვება:
მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად (320.4)
აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა (970, 3)
ბროლი ბროლდა, სათი სათდა (867, 3)5 და სხვ.
პარანომაზიით ცნობილია ყველა ბიბლია, მათ შორის ქართულიც. პარანომაზია უყვარს ხალხს: სიკვდილით მოვკვდი, სიხარულით გავიხარე და სხვა. და თუ შოთა მიმართავს მას, ამით იგი კვალად ხალხურობას ამტკიცებს. ასე, რომ აქაც სიგიჟეზე, ხელობაზე მისგან დაუძლურებაზე, უკურნელობაზეა ლაპარაკი და რაც შეიძლება ეს ხელობა, მეტის ძლიერებით უნდა იქნეს წარმოდგენილი: „მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამადარი,.. მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი“.
მაშასადამე, ის გარემოება რომ ერთი ფაქტის გადმოსაცემად ერთი და იგივე სიტყვა ორჯერაა ნახმარი (ერთხელ სუბსტანტივი, მეორედ – ზმნა) არ გამოდგება იმის საბუთად, რომ პირველ შემთხვევაში თანამდებობაზეა ლაპარაკი ხოლო მეორე შემთხვევაში – სიგიჟეზე.
არის კიდევ მეორე გარემოება, რაც ალამდარს აქ საეჭველად ხდის:
მე რუსთველი ჴელობითა ვიქმ საქმესა ალამდარი.
თუ ასეთ წყობას დავტოვებთ, მაშინ ჩვენ გვექნება ე.წ. ტმესი, ან გაკვეთა. როდესაც მსაზღვრელი და საზღვრული გაყოფილია ერთმანეთისაგან.
ამგვარი შემთხვევები შოთას მოეპოვება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას იწვევს რიტმის საჭიროება.
მაგ.: „ჩემმან ხელ-მქმნელმან დამართოს ლაღმან და ლამაზმან ნები“ (9,4),
აგრე უნდოდა: ჩემმა ხელმქმნელმან ლაღმან და ლამაზმან დამართოს ნები.
შოთას აგრე რომ გაეწყო, რიტმი დაირღვეოდა და ლექსიც წელში გატყდებოდა; ამიტომაც გაკვეთა მან ლექსი, და შემასმენელი, პროზაული წყობის თვალსაზრისით, უცხო ადგილას ჩასვა.
ჰქონდა თუ არა პოეტს ამგვარი გაჭირვება საანალიზო სტროფის შეთხზვისას? არა!
მას თუ იგი ალამდარს იგულისხმებდა, თავისუფლად შეეძლო დაეცვა სიტყვათა წესიერი დალაგება წინადადებაში:
მე, რუსთველი, ვიქმ საქმესა, ხელობითა ალამდარი. აზრიც სწორი გამოვიდოდა. და ლექსიც გამართული.
მაშასადამე, ჯერჯერობით ალამდარის საკითხი თუ არ უნდა მოთიხსნას, კითხვის ქვეშ მაინც უნდა დარჩეს.
ამრიგად, ამა დარის საკითხი ცალკე დაიწერება იგი, თუ ერთად, ვერ არის მოგვარებული:
თუ იგი განსახღვრავს საქმესა – სიტყვას, მაშინ შეთანხმებულიც უნდა იყოს მასთან: ვიქმ საქმესა ამა დარსა. ეს კი რითმის დარღვევაა.
რუსთველს ამგვარი დარღვევანი, უსწორობანი საკმაოდ ბევრი აქვს და იგინი ჩვენ უჩვეულოდ არ გვეჩვენება.
მაშასადამე, შესაძლებელი (საცილობელი) ვარიანტი სტროფის გააზრებისა ასეთია:
მე, რუსთველი სიგიჟით ვიქმ
საქმესა ამისთანას
ვის ჰმორჩილობს
ჯარი სპათა, მისთვის ვგიჟობ, მისთვის
მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ
მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
სამარი შეიძლება წარმოვიდგინოთ სუბსტანტივად, სამარეს ნაცვლად. მაშინ „მიწა, მე სამარი“, მძიმით უნდა გამოიყოს ერთმანეთისაგან, როგორც სინონიმები მაგრამ სამარი შეიძლება ვიგულოთ, როგორც თავისებური ფორმა ზსედსართავისა: „დასასამარებელი, „მაშინ სამარი იქნება მიწა სიტყვის განსაზღვრება და მათ შორის მძიმე აღარაა საჭირო.
ამრიგად: ქების საგანი, ქების საფუძველი, ამგვარ შემთხვევაში საჭირო და აუცილებელი ენა და ხელოვნება და სათანადო განწყობა.
მაგრამ ყველაფერი რომ რიგზე შესრულდეს, ერთგვარი მასალაც ხომ საჭიროა, რომელსაც უნდა დაემყაროს პოეტი, თავისი წამოწყება რომ ღირსეულად დააგვირგვინოს!
აქედან
ცნობილი მითითება ფსევდო წყაროზე:
-----------------
20 კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტ., 112, გვ. 124.
![]() |
3.9 9. „ესე ამბავი სპარსული,...“ |
▲ზევით დაბრუნება |
9. „ესე ამბავი სპარსული,...“
თუ სადმე უნდა ჰქონდეს ამ სტროფს ადგილი, სწორედ აქ, რადგან ლოგიკური თანამიმდევრობა მას სწორედ აქ მოითხოვს.
ა. ნათარგმანები – გადმოღებული, ნათქვამი.
ბ. მარგალიტი ობოლი – მეტად ძვირფასი, იშვიათი.
ხელის-ხელ საგოგმანები – ხელიდან ხელში სათამაშებელი, მოსავლელი.
გ. საჭოჭმანები: ჭოჭმანი, ყოყმანი, როდის ყოყმანობს ადამიანი როდესაც დიდი, ძნელად გადასაჭრელი ამოცანის წინაშე დგას.
საქმე ვქმენ საჭოჭმანები – დიდი, ძნელად გადასაჭრელი საქმე გავაკეთე.
დ. ხელმქმნელი – გამაგიჟებელი.
დამართოს – დამრთოს.
ნები – თავდაპირველად ხელისგულია. ხელი – ბევრ რასმე დაედვა საფუძვლად, ხელი ბევრის რისიმე აღმნიშვნელია. უწინარეს ყოვლისა, ძალის, უფლების (რა ხელი აქვს ჩემზე და მისთანანი).
ამგვარადვეა ნებიც. განვიხილოთ მის მნიშვნელობათა განვითარების მხოლოდ ერთი ხაზი.
ნები – ხელისგულია. რას ნიშნავს: „დამ(ა)რთოს ნები“?
როდესაც ორ ადამიანს შორის რაიმე საქმე იყო გასარიგებელი, საქმე წყდებოდა, დასტურდებოდა ხელის ჩამორთმევით როდესაც ერთი ხელის ნები დაერთვის მეორე ხელის ნებს. აქედან; ნების დართვა. ანდა: ნებად რთვა, უკანასკნელ: ნებართვა.
დამართოს ნები – დამრთოს, მომცეს ნება.
სტროფი მთლიანად:
ესე სპარსული
ამბავი, ქართულად ნაამბობი, როგორც იშვიათი მარგალიტი, ხელის-ხელ სათამაშებელი,
ვიპოვე და ლექსად გარდავთქვი, მეტად ძნელი საქმე შევასრულე;
ჩემმა გამაგიჟებელმა (თამარმა) დამიდასტუროს ეს
ჩემი წამოწყება, დამრთოს საამისოდ ნება (მომიწონოს).
![]() |
3.10 10. „თვალთა მისგან უნათლოთა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
10. „თვალთა მისგან უნათლოთა...“
მაშასადამე, ჩვენ გვაქვს ქების საგანი, საფუძველი, ენა და ხელოვნება. წყარო, საიდანაც უნდა აიღოს პოეტმა მასალა თავისი ნაწარმოებისათვის, უკანასკნელ, – სათანადო ნებართვაც.
მაგრამ პოეტი მაინც საჭიროდ ცნობს, მას აუცილებლად მიაჩნია, ერთხელ კიდევ განმარტოს, თუ სახელდობრ, რა აიძულებს მას უკვე ხოტბა შესხმულის კვალად შექებას? რა? (ამის შესახებაა ლაპარაკი მე-10 სტროფში).
ა. ენატრამცა ახლად ჩენა – მცა ნაწილაკია, ნიშნავს; მოენატროს ახლად გახელა.
ბ. მიჰხდომია ველთა რბენა – დასჩემებია ველად გაჭრა: ველად გაჭრა მიჯნურის მიუცილებელი თვისება იყო.
გ. მიაჯეთ ვინ – შემახვეწეთ მას ჩემი სახელით, შემახვეწეთ მას!
დ. ლამის – (ვლამი, ჰლამი, ლამის) სურს, უნდა.
მისგან (თამარისაგან) დამწვარ, დაბნელებულ თვალებს ხელმეორედ მოენატრა, მოესურვა თვალების გახელა; შემახვეწეთ მას, ხორცის დაწვა მაკმაროს, მისცეს სულს ლხენა სამი ფერის (გმირის) შესაქებ ლექსებს მოუწადინებია, სურს გამოვლენა (ე.ი. პოეტურმა შთაგონებამ, აღმაფრენამ საზღვარს მიაღწია!).
პოეტი
მომდევნო სტროფშიაც ცდილობს დაასაბუთოს თავისი ნაბიჯი, თამარის ხელმეორედ შექება,
ახალი ნაწარმოების წამოწყება.
![]() |
3.11 11. რაცა ვის რა ბედმან მისცეს,... |
▲ზევით დაბრუნება |
11. რაცა ვის რა ბედმან მისცეს,...
ა. ვისაც რა საქმე, რა სპეციალობა აუღია, მას უნდა დასჯერდეს, მასზე უნდა სიტყვობდეს (მას უბნობდეს!), მის განკარგებას უნდა ცდილობდეს.
ეს საერთო დებულებაა. ამას მოსდევს კერძო, კონკრეტული მაგალითები.
ბ. თუ შენ მუშა ხარ, მიწყივ, ე.ი. მარად უნდა მუშაობდე. მარად შენს ხელობას უნდა მისდევდე.
მეომარი ხარ, მარად უნდა გულოვნობდე. ყველაფერი ეს ერთგვარი პრელუდიაა, სიტყვის მასალაა იმისათვის რომ გამართლდეს მესამე, მთავარი, ძირითადი დებულება:
გ. თუ ადამიანს მიჯნურობა აუღია ხელობად, არასოდეს არ უნდა უღალატოს მას, არამედ:
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას
აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, – მისთვის ენა მუსიკობდეს! (18, 2-4)
მოკლედ: თითოეული უნდა ხელოვნობდეს თავის დარგში.
ზოგ მკვლევარს ეს სტროფი სხვაგვარად ესმის:
«Существование различных ступней социальной лестницы считается незыблемым устоем общественной жизни, так что автор, не обинуясь, провозглашает: «что судьба нам присудила, нам должно быть это мыло», или, выражаясь прозаически – «пусть каждый доволен тем, что дает ему судьба, и пусть речь каждого будет о своей доле; пусть раб (sic. ვ. ბ.) непрестанно работает, воин проявляет свою храбрость, а влюблённый пусть лелеет безумную любовь».21
ჯერ ერთი, „მუშა“ არასოდეს ყოფილა «раб»22 მეორეც: აქ რომ სოციალური კატეგორიების გარდაუვალობაზე, უცვალებლობაზე ამბობდეს შოთა, მაშინ, თუ პირველ რიგში მუშა მოიხსენია, ხოლო მეორე რიგში – მეომარი , მესამედ იგი მიჯნურსა და მიჯნურობას კი არ შეაქებდა, არამედ, ვთქვათ, ვაჭარს და სხვა.
მიჯნურობა სოციალური კატეგორია (მოვლენა) არაა და არც მიჯნურია სოციალური, საზოგადოებრივი დაჯგუფების წარმომადგენელი.
ზოგიც ამ სიტყვებში შემდეგს აზრს აქსოვს თითქოს, ეს ფორმულა გვეუბნება: ფეხი არ წადგა წინ, რაც უნდა ცუდ ყოფაში იყო, რაც უნდა იჩაგრებოდე, შენ ასე თქვი: ღმერთს ეს ურგუნებია ჩემთვის, მეც უნდა დავჯერდე. თქვი და ადგილიდანაც არ დაიძრა შენი ყოფის გასაუმჯობესებლადო.
არავითარი უმოქმედობა, არავითარი გულზე ხელის დაკრეფა აქ არაა, პირიქით აქ უდიდესი საქმიანობა, არაჩვეულებრივი აქტიურობაა მოცემული. საბუთი? საბუთი თვით ძეგლია. როდის იწყებს შოთა მის აგებას? სწორედ ამ სიტყვების შემდეგ.
შოთას რომ ზემოაღნიშნულად გაეგო თავისი სიტყვები, იგი გულზე ხელს დაიკრეფდა და მართლაც, რაც ერთხელ ბედმა არგუნა მას დასჯერდებოდა. მაგრამ შოთა არაა გულზე ხელების დაკრეფის მომხრე და მქადაგებელი. იგი მარად მაძიებელია, წინამსრბოლია, მარად იმის ცდაშია, რომ ახალი რამ დაიწყოს და სათანადოდ დაასაბუთოს ეს ახალი საქმე. და ამგვარ დასაბუთებად მან ზემოთ მოყვანილი სიტყვები მოიმარჯვა.
ეს სიტყვები მისთვის სტიმულია, სათანადო ბიძგია იმისათვის, რომ ერთხელ კიდევ აამეტყველოს თავისი ენა და იგი კიდევაც აამეტყველა ისე, როგორც არავის სხვას არსად და არასოდეს!
-----------------
21. К. Кекелидзе, Конспективный курс Истории древне-грузнской литературы, Тб., 1939, стр. 66, შდრ. აგრეთვე, ქართ. ლიტ. ისტ. 112, გვ. 181.
22. აკად. კ. კეკელიძეს раб არც უწერია. „მუშა“ მას ნათარგმნი აქვს, როგორც рабочий. შდრ. ამავე სტროფის ნ. მარისეულ თარგმანს: «Пусть каждый доволен тем, что даёт ему судьба, и пусть речь каждого будет о своей доле. Пусть пахарь непрестанно пашет, воин проивляет свою храбрость, а влюблённый пусть лелеет безумную любовь…» (Вступ. и закл. строфы, გვ. 8)
![]() |
3.12 10. „თვალთა მისგან უნათლოთა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
12 (19). ჩემი აწ ცანით ყოველმან,...
ეს სტროფი როგორც ხელნაწერებში, ისე სხვადასხვა გამოცემაში სხვადასხვა ადგილზეა მოთავსებული. საიუბილეო გამოცემამი იგი მე-19 ადგილზეა, სახელდობრ შაირობის შესახები სტროფების შემდეგაა დასმული.
მაგრამ ამ სტროფს უშუალო კავშირი აქვს წინათ განხილული სტროფების შინაარსთან ამიტომ მისი ადგილი სწორედ აქ არის.
ვ. ტ-ის წინასიტყვაობა თეორიულ საკითხებს ეხება იგი უპირატესად მსჯელობას წარმოადგენ, და ცნობილია, მსჯელობა ორგვარად შეიძლება წარმოებდეს ზოგადიდან კერძოს მიმართ და პირუკუ: კერძოდან ზოგადისაკენ. ორივე გზა სწორია, შედეგიც ორსავე შემთხვევაში ერთი და იგივეა, მაგრამ წყობა წინადადებათა ორგანვე ერთი და იგივე არაა.
იმ გარემოების გამო რომ წინასიტყვაობის სტროფებს თხრობის ძაფი არ აერთიანებს, შესაძლებელი შეიქნა გადამწერების ხელში ისინი არეულიყო და თავდაპირველად ერთგვარად გაწყობილი, დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად დალაგდა, ზოგჯერ სრულიად აიშალა და დღეს ხელნაწერებს რომ მივმართოთ, მეტისმეტად ჭრელ სურათს დავინახავთ.
რედაქტორ-გამომცემლებიც ცდილობდნენ წინასიტყვაობის სტროფების სათანადოდ დალაგებას, ზოგი რამ ამ მხრივ მოგვარდა მაგრამ საბოლოოდ მოწესრიგებულად იგი ჯერჯერობით მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს.
მე-4 სტროფში პოეტმა პირველად დაასახელა ქების საგანი: თამარს ვაქებდით მეფესა.
შემდეგ სტროფებში, როგორც დავინახავთ, პოეტი მარად იმის ცდაშია, რომ როგორმე დაასაბუთოს ამ ქების აუცილებლობა, სათანადო საფუძველი მოუნახო მას და ამისდა მიხედვით ყოველ შემდეგ, მომდევნო სტროფში თანდათან აძლიერებს საამისო საბუთებს უკანასკნელ იგი აღწევს პირველ ზღვარს მე-11 სტროფში.
მეტად ძნელია უბრალო მოკვდავისათვის გვირგვინოსანის შექების დასაბუთებაა სწორედ ამიტომ მიმართავს იგი გრადაციას. საზოგადოდ რომელიმე აზრის გასაძლიერებლად შოთას ხშირად აქვს გამოყენებული გრადაცია, ე.ი. სიტყვისა და მთელი მასალის თანდათანი გაშლა ისე, რომ თვითეულ სიტყვას თანდათან ემატებოდეს ესა თუ ის თვისება (მაგ, 209, 528, 555 სტროფებში) ამ სტროფებში მეტი დამაჯერებლობისათვის სიტყვები განლაგებულია თანდათან მზარდი ძლიერებით.
მაგრამ გრადაცია შეიძლება არა მარტო სტრიქონებს, არამედ რიგ სტროფებსაც წვდებოდეს.
აქ გრადაციას უჭირავს მთელი ცხრა სტროფი:
პირველი წევრია- თამარს ვაქებდეთ მეფესა.
უკანასკნელი – ჩემ ი აწ ცანით ყოველმან.
ამ მწკრივში პირველი წევრი შედარებით სუსტია აქ მოცემულია საგნის ვითარება ზოგადად მეორე უფრო ძლიერია და ასე ბოლომდე. ერთი სიტყვით გვაქვს მზარდი მწკრივი.
შინაარსობრივი ზრდა განმტკიცებულია აზრის გამოთქმის გარეგნული გამოხატულებებით.
განსაკუთრებით საგულისხმოა სიტყვათი შედგენილობით გრადაციის უკანასკნელი წევრი (ჩემი აწ ცანით ყოველმან).
აქ პოეტმა ერთხელ კიდევ უნდა დაასაბუთოს ქების აუცილებლობა. ამასთანავე ეს თქმა საბოლოოდ დამაჯერებელი უნდა იქნეს.
ცხადია, პოეტი აქ ვერ გაიმეორებს სიტყვების იმ წყებასა და კომპლექსს, რომელიც მან წინათ იხმარა. აზრი უკანასკნელია და სიტყვებიც საბოლოო ხასიათისა უნდა იყოს ამიტომ პოეტი ამ სიტყვის მასალას აუნჯებს ასეთი ხარისხისა და ასეთის შეწყობით, რომ მკითხველს თუ მსმენელს უკვე აღარ რჩება არაფერი საეჭვო და იგი წამოყენებულ დებულებაში საბოლოოდ რწმუნდება.
ამიტომაა პირველ წევრში გვაქვს დამშვიდებული, თხრობითი კილო და სიტყვებიც შესაფერისად შერჩეული თამარს ვაქებდეთ მეფესა – უკანასკნელში კი – აღტაცებული ტონი: ჩემი აწ ცანით ყოველმან.
მდგომარეობას აძლიერებს, განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის სიტყვები: ჩემი აწ ცანით ყოველმან. შეიძლებოდა თუ არა ამ სიტყვების ხმარება მეოთხე სტროფში სადაც პოეტმა პირველად დაასახელა თამარი? არ შეიძლებოდა.
„ჩემი აწ ცანით“... დასაწყისი, ბუნებრივი ტონის სიტყვები არაა. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოვიხმოთ, როდესაც ერთსა და იმავე ფაქტზე რამდენჯერმე განმეორებითაა ლაპარაკი იგი მხოლოდ მაშინ გამოდგება, როცა თხრობა უმაღლეს საფეხურზე ავიდა, უკანასკნელ ზღვარს მიაღწია.
ამითვე აიხსნება ის გარემოება რომ რაკი წინა სტროფებში ქების საგანზეა ლაპარაკი, აქ, ამ სტროფში უკვე აღტკინებული ტონი მოითხოვს, რომ ქება სიტყვა,ა რაც შეიძლება მძლავრად იქნეს წარმოდგენილი.
ამიტომაც, პოეტმა აქ უნდა მიმართოს ე.წ. ტავტოლოგიურ რითმას მეტი დამაჯერებლობისათვის, მეტის ემოციურობისათვის.
ამიტომაც, ცხადია, მცდარნი არიან ის მკვლევარნი რომელთაც ამ სტროფის ორი მიქია, სხვადასხვაგვარად ესმით, მხოლოდ იმ მოსაზრებით რომ შოთა პრინციპულად უარყოფს იდენტური სიტყვების გარითმვასო.
აქ ორივე მიქია ქება სიტყვასთან არის დაკავშირებული და არავითარი გაკვეთა და ხელოვნური, არარსებული სიტყვების წამოყენება არაა საჭირო.
შოთას, რომ მიქია ორჯერვე ქება სიტყვისაგნ არ ეწარმოებინა, ეს გარემოება მას უთუოდ ნაკლად ჩაეთვლებოდა: აქ შექება, ქება რაც შეიძლება კონდენსირებულად, დაუნჯებულად უნდა წარმოდგეს და ამას კი ვაღწევთ ქება ბაიტყვის რამდენიმე ვარიანტით.
ბ. განქიქება: აქამდე გაგებული იყო, როგორც შერცხვენა, გაწბილება.
თავი არ გამიქიქია – თავი არ შემირცხვენი, თავი არ გამიწბილებია.
პროფ. ილ. აბულაძემ უტყუვრად დაამტკიცა, რომ განქიქება ძირითადად უდრის გაცხადებას, გამჟღავნება-გამოაშკარავებას. თავისი მნიშვნელობით იგი უპირისპირდება დაფარვას ხოლო მთელი სტრიქონის აზრი პროფ. ი. აბულაძის მიხედვით შემდეგი შინაარსის ხდება: „ეს მიჩანს (მიმაჩნია) დიდად (ფრიად) სასახელოდ, რომ თავი (ჩემი მე) არ გამიცხადებია ან არ გამიმჟღავნებია“.23
პროფ. ილ. აბულაძის მიერ მიგნებული, ძირითადი, პირველადი მნიშვნელობა განქიქება სიტყვისა უდავოა, უთუოდ სწორია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მისი მნიშვნელობა საბოლოოდ მაინც ტრადიციულს უახლოვდება, ე.ი. მაინც შერცხვენა-გაწბილების მნიშვნელობას ღებულობს, ხოლო თავდაპირველი მნიშვნელობა ამ სიტყვისა არის გაცხადება, გამოაშკარავება – შემდეგ: სააშკარაოზე გამოყვანა, საჯაროდ მხილება, გამოჭენება, შერცხვენა. რომ ეს ასეა, ამას, სხვათაშორის, ადასტურებს ქვემო იმერულში დარჩენილი ამ სიტყვასთან დაკავშირებული ქიაქი, გაქიაქება – სიტყვის მნიშვნელობა.
გაქიაქება გალანძღვას, გათრევას, გაწბილებას ნიშნავს: (ისე გალანძღა და გააქიაქა, რომ რიონი ვერ გაბანსო).
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ტრადიციული განმარტებით გამოდის, თითქოს შოთა დიდი წარმოდგენისაა თავის თავზე, რომ სასახელო ნაწარმოები დავწერე, თავი არ შემირცხვენია, თითქოს ეს არ შეეფერებოდეს ძველი ავტორების ბუნებას და ხასიათს, ესეც საცილობელი დებულებაა. შოთა არ დაარღვესს ძველ წესს და არ მიჰყოფდა ხელს კვეხნასო.
მე არ ვიცი კვეხნაა თუ არა საანალიზო სტრიქონში გადმოცემული ამბავი, ის კი ცხადია, რომ შოთა ამ შემთხვევაში მიმართავს თავისთვის ჩვეულებრივ, მხატვრულ ხერხს, სახელდობრ: ერთი და იგივე ფაქტი შოთას ხშირად გადმოცემული აქვს ორი გზით, ორი მხატვრული საშუალებით ერთსა და იმავე სტრიქონის ფარგლებში, ამასთანავე, ხშირად სტრიქონის ერთ ნახევარში ფაქტს გადმოგვცემს დადებითი კონსტრუქციით ხოლო მეორეში – უარყოფითი კონსტრუქციით. ამგვარი პარალელიზმის მაგალითი ვ. ტ-ში უამრავია:
თავისწინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა (27,2)
თავისწინა – მარტოობას ნიშნავს, ხალვაც იგივეა.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ 'დაჯრილი (101,3)
პარალელიზმია: პირველი ნახევრის ყველაკაის შეესატყვისება მეორე ნახევრის ჯალაბი, ხოლო გაიყარა-ს – არ დაჯრილი.
105, 112, 155, 240, 279, 307 სტროფებშიც ყველგან ერთი ფაქტი, ერთი აზრი (იდეა) ორი მხატვრული სახითაა გადმოცემული.
საანალიზო სტროფშიაც სწორედ ამგვარი მდგომარეობა გვაქვს.
შოთას თავისი ნაწარმოები ფრიად დიდ საქმედ მიაჩნია (საქმე ვქმენ საჭოჭმანები, აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი)
აქაც: ესე მიჩნს დიდად სახელად, – პირვეელ ნახევარში, ხოლო მეორე ნახევარში ამ დებულებას განამტკიცებს იმავე შინაარსით, მაგრამ უარყოფითი კონსტრუქციით – თავი არ გამიქიქია! ე.ი. ფრიად დიდი სასახელო საქმე ჩავიდინე, თავი არ შემირცხვენია.
ილ. აბულაძის მიხედვით კი, შოთამ სასახელო საქმე იმით ჩაიდინა, რომ თავი დაიფარა, არ გამოაცხადა.
რა არის სასახელო იმაში, რომ თავი დამალა. რა მაინცდამაინც დიდი გმირობა უნდა იყოს ეს?
არავითარი!
დ. ჯიქი – ტომი იყო აწინდელ ჩრდილო-კავკასიაში კაცნი ფიცხელნი შეუპოვარნი და დაუნდობელნი.24 მტერზე შემმართებელი და პირდაპირ მიმხვედრნი. ქართულში დღემდე დარჩენილია ჯიქურ მისვლა – პირდაპირ, მტკიცედ, ურყევად მისვლა.
უწყალო ვითა
ჯიქია.
–
შეუბრალებელი,
როგორც ჯიქი.
-----------------
23. ილ. აბულაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკიდან II, გა[ნ]ქიქება, თსუ, შრომები, XXXB, 1947, გვ. 295-301.
![]() |
3.13 13 (12). შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი. |
▲ზევით დაბრუნება |
13 (12). შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი.
პოეზიის საკითხს ვ. ტ-ის წინასიტყვაობაში შვიდი სტროფი აქვს დათმობილი სტროფები ერთ მთელს წარმოადგენენ. თანამიმდევრობაც სტროფებისა საუკეთესო ხელნაწერებში და გამოცემებში ერთგვარადაა დაცული. გადასმა-გადმოსმა ან რომელისამე მათგანის ამოღება არ შეიძლება, არაა საჭირო.
ამასთანავე, მას ორგანული კავშირი, უკეთ, ლოგიკური კავშირი წინასიტყვაობის დანარჩენ ნაწილთან თითქოს არა აქვს, ამიტომ მისი მოთავსება, განსაკუთრებით განხილვა, შეიძლებოდა წინასიტყვაობის ბოლო ნაწილშიც.
აქ, ამ ნაწილში, შოთა განიხილავს:
ა) პოეზიის დანიშნულებას.
ბ) პოეზიის რაობას.
გ) პოეტური შემოქმედების პროცესს.
ყველა ეს საკითხი პოეზიის თეორიას ეხება და პოეტი იმრიგად ერკვევა მათში, რომ გადაჭრით შეიძლება ითქვა, რუსთაველი უდიდეს პოეტობასთან ერთად პოეზიის იშვიათი იდეოლოგიცაა წინასიტყვაობის დეკლარაცია პოეზიის შესახებ იშვიათად თუ ვისმე გაუნაღდებია ისე, როგორც ეს გაშალა და ხორცშესხმულად მოგვცა შოთამ თავის ვ. ტ-ში.
ა. შაირობა – მელექსეობა, პოეზია.
პირველადვე – იმ თავითვე, ძველთაგანვე, უწინარეს ყოვლისა.
ბ. მარგი – მარგებელი, სასარგებლო.
გ. კვლა – აგრეთვე.
ეამების – აბსოლუტური ფორმის ვნებითია: სასიამოვნო იქნება, სასიამოვნოა.
ვარგისი – ვარგისი.
ა) შაირობა სიბრძნის ერთი დარგია, ე.ი. პოეზია, უწინარეს ყოვლისა, სიბრძნის ფილოსოფიის დარგია. ცნობილია რომ ფილოსოფია იმთავითვე მიჩნეული იყო ცოდნის იმ დარგად, რომელიც მიზნად ისახავდა ჭეშმარიტების დადგენას და რომელსაც ადამიანისათვის სარგებლობა უნდა მოეტანა.
ბ) შოთას აზრითაც პოეზია სიბრძნის დარგია ამიტომაც დიდი მარგი, ე.ი. სასარგებლო. აქ აშკარა უტილიტარული შეხედულებაა პოეზიაზე გამოთქმული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოეზია ცხოვრებას უნდა ემსახურებოდეს გაკიდეგანებული არ უნდა იყოს.
გ) მაგრამ მარტო სარგებლიანობით არ შეიძლება შემოიზღუდოს პოეზიის დანიშნულება პოეზია მარტო სარგებლიანობით ვერ ამოწურავს თავის დანიშნულებას მას, გარდა ამისა აქვს ისეთი მხარე, რომელსაც მწერლობის სხვა მხრე მოკლებულია. ეს არის მისი ფორმა, მისი მხატვრულობა, რომელიც უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ჰგვრის მკითხველს, და სწორედ ამ თავისი ფორმით იგი, პოეზია, სასარგებლო რასმე უფრო საგრძნობლად, მაშასადამე, უფრო მისაღებად უფრო აღსაქმელად ხდის შოთას პოეზიის არც ეს მხარე გამოპარვია როდესაც მოკლედ მოკვეთა: კვლა აქაცა იამების, ე.ი. პოეზიას თვისებაა, სასარგებლო რამ სასიამოვნო მხატვრული სახეებით გადმოსცეს.
მაგრამ არც ამით ამოიწურება პოეზიის თავისებურებები. აქვე, ამ სტროფში, რუსთაველი ეხება პოეზიის რაობასაც თავისთავად, დამოუკიდებლად მისი დანიშნულებისა.
დ) რა არის პოეზია. რა ასხვავებს მას პროზისაგან? ჰარმონია, რიტმი, რითმა, მელოდია, მუსიკალობა, რომელსაც პროზა ჩვეულებრივ მოკლებულია. გარდა ამისა ერთი ძირითადი განსხვავებათაგანი იმაშე მდგომარეობს (ამბობდნენ შოთას დროს აღმოსავლეთში) რომ პოეტურ ნაწარმოებისას სიტყვაში დღა მაშასადამე, აზროვნებაში ეკონომიაა დაცული.
ამ ეკონომიას თავდაპირველად ქმნის ის გარემოება რომ ცხოვრების მოვლენათა მრავალგვარობის გამოხატვა წარმოებს შედარებით მცირერიცხოვანი სიმბოლური ფორმებით.
ამას გარდა, პოეზია ხომ რიტმია და ყოველი რიტმი, ე.ი. თანაბარზომიერად მოკვეთილი და წარმოებული ოდენობა, სულერთია სიტყვა იქნება იგი თუ ფიზიკური მოქმედება, ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და სიჩქარე კი იძლევა ეკონომიას. ამრიგად, რიტმულობაა ერთი მთავარი განმასხვავებელი თვისებათაგანი პოეზიისა პროზისაგან. და, ბუნებრივია, აქედან შემდეგი დავასკვნათ: მხატვრული შემოქმედებისას აზრის დიდი გასაქანი ვიწრო სიტყვიერ ჩარჩოშია მოთავსებული. ანდა, შოთასებურად რომ ვთქვათ,. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
„გრძელი სიტყვა“ აქ დიდი შინაარსის, დიდი აზრის შემცველი ნაწარმოებია. „მოკლედ ითქმის“ ნიშნავს იმას რომ აზრის სიტყვიერი სამოსელი რაც შეიძლება შემჭიდროებულად უნდა იყოს გადმოცემული.
ხაზგასასმელია აქ ის გარემოება რომ შოთა არ არის მარტოოდენ თეორიული დებულების დამდგენი არამედ თვითვეა ამ დებულების საუკეთესო და დღემდე მიუწვდომელი განმასახიერებელი.
ვ. ტ-ი გრძელი
სიტყვაა, დიდი ნაწარმოებია მოკლედ, დაყურსულად, დაუნჯებულად ჩამოსხმული. ამ მხრივ
იგი მკაფიოდ გამოირჩევა როგორც თავის თანამედროვე, ისე მომდევნო პოეტთაგან.
-----------------
24. ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის გამ., თბ., 1955, გვ. 43.
![]() |
3.14 14, 15 (13, 14) ვითა ცხენსა შარა გრძელი... მაშინღა ნახეთ მელექსე... |
▲ზევით დაბრუნება |
14, 15 (13, 14)
ვითა ცხენსა შარა გრძელი...
მაშინღა ნახეთ მელექსე...
ეს ორი სტროფი ერთს სინტაქსურ გარდამავლობით დაკავშირებულ მთელს წარმოადგენენ და განცალკევებულად მათი გულისხმება არასგზით არ შეიძლება უერთურთოდ თითოეული მათგანი გაუგებარია, წარმოუდგენელია.
13. ა. ვითა – როგორც.
ბ მართლად – შეუმცდარად.
გ. მართ აგრეთვე – სწორედ ისე.
ხევა – უკანდახევა შედგომა, შეჩერება.
დ. მისჭირდეს – გაჭირდეს, გაძნელდეს.
ლევა – კნინება, მცირება, კლება.
მიხვდეს – მისწვდეს.
14. ბ. ქართული – აქ: სიტყვა ქართულის შესახბ გამოთქმულია მოსაზრება (კ. კეკელიძე), რომ სიტყვის მნიშვნელობით იგი გვიანდელი მოვლენაა. მე-12-13 სს-ში ამ სიტყვას ამგვარი გაგება არ ჰქონდაო.25 მოსაზრება სადავოა. ჯერ ერთი: ჩვენ ცნობაში არ მოგვიყვანია ყველა ქართული წერილობითი ძეგლი. არ გაგვიხილავს სათანადოდ თითოეული მათგანი რომ გადაჭრით შეიძლებოდეს თქმა რომელმა სიტყვამ როდის, რა მნიშვნელობა მიიღო. მეორეც:
ქართული – სიტყვის მნიშვნელობით შოთას დროს უთუოდ იქნებოდა. სხვათა შორის, ამას ამტკიცებს ის გარემოება, რომ თამარის, მაშასადამე, რუსთაველის, თანამედროვე მხითარ გოში სიტყვის მნიშვნელობით ხმაროს ჰაიერენ – სიტყვას. და თუ ჰაიერენ – სიტყვას ნიშნავდა, ქართულიც ამ დროს სიტყვის აღმნიშვნელი იქნებოდა.
ძვირობა – იშვიათობა, კლება.
გ არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვამცირობა.
იშვიათი პარალელიზმია: არ შეამოკლოს ქართული, ე.ი. არ შეამოკლოს სიტყვა. სწორედ ეგევეა სტრიქონის მეორე ნახევარში სხვაგვარი მხატვრული სახით: არა ქმნას სიტყვა-მცირობა.
დ. ჩოგანი – თავფართი ჯოხია, ბურთის საცემელი. გადატანით მწერლის კალამი.
ამასთან დაკავშირებით, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ წარმოებდა ძველად ჩოგანბურთის თამაში მოთამაშენი ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი და თითოეულს ხელში ჩოგანი ეჭირა. მობურთალმა გაისროლა ბურთი, მოწინააღმდეგე მხარის მობურთალი ვალდებულია გამოსროლილ ბურთს არ ააცდინოს ჩოგანი, პირდაპირ შეახვედროს იგი, მაგრამ არ კმარა მარტოდენ ჩოგანის შეხვედრება საჭიროა ისე მტკიცედ მოუქნიო ჩოგანი, რომ ბურთი უკან დაბრუნდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთი ჩოგანს მხოლოდ მოხვდება და ძირს დაეცემა და დამარცხებულად სწორედ ის მხარე ითვლება სადაც ბურთი ჩამოვარდა.
აქედან გასაგებია გამოთქმა: მობურთალს გამოსცდის მართლად ცემა (არ ააცდინოს) და მარჯვედ ქნევა.
მთლიანად ორივე სტროფი:
როგორც ცხენს (კარგია, თუ ავი) გამოცდის გრძელი გზა და დიდი გადარბენა (პატარა მანძილზე ჯაგლაგაც ათოხარიკდება), როგორც მობურთალს (გამოცდის) ჩოგნის უმცდარად ცემა და მტკიცედ მოქნევა, სწორედ ისე ნამდვილ პოეტს გამოცდის დიდი ნაწარმოების დაწერა.
რა გაუჭირდეს,
გაუძნელდეს საუბარი და ლექსმან დაუწყოს კნინება, სწორედ მაშინ უნდა ნახოთ პოეტი და
მისი შემოქმედება როდესაც საჭირო სიტყვებს ვერ მისწვდება და ლექსი დაუწყებს
ძვირობა:, სწორედ ამ დროს, თუ ის ნამდვილი პოეტია, არ უნდა შეამოკლოს სიტყვა, არ
უნდა ქნას სიტყვამცირობა, ხელმარჯვედ ხმარობდეს თავის კალამს და გამოიჩინოს დიდი
გმირობა.
-----------------
25. თსუ შრომები, 1936, III, გვ. 132.
![]() |
3.15 16 (15) მოშაირე არა ჰქვიან,... |
▲ზევით დაბრუნება |
16 (15) მოშაირე არა ჰქვიან,...
ბ. ყოლა – ყოვლად, სრულიად.
გ. განაღა – ბარემც.
მოშაირე, პოეტი
არ ეწოდება იმას, ვინც ერთს, ორს იტყვის, თავი სრულიად ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა
სწორი. ბარემ თქვას ერთი, ორი უმგვანო და ერთმანეთს მიუკარებელი, მაგრამ ამბობს
ჩემი სჯობსო, ჯიუტობს, როგორც ჯორი.
![]() |
3.16 17 (16) მეორე ლექსი ცოტაი... |
▲ზევით დაბრუნება |
17 (16) მეორე ლექსი ცოტაი...
ა. ცოტაი – მცირე.
ნაწილი – ხვედრი.
ბ. არ ძალ-უც – არ შეუძლიათ.
გულისა გასაგმირეთა – რითმისთვისა. უნდა: გულისა გასაგმირთა.
გ. ბედითი – უხეირო, ცუდი, საწყალი, საბრალობელი.
დ. ხელად აქვთ – მათი ხელობაა.
არის მეორე მცირე ლექსი [იმ] მოშაირეთა ხვედრი [რომელთაც] არ შეუძლიან შექმნან სიტყვა გულისგამგმირავი.
ამგვარ
მოშაირობას მე მივამსგავსე საწყალი, საბრალობელი მშვილდი
ახალგაზრდა, გამოუცდელი მონადირეებისა.
დიდ ნადირს ვერ მოკლვენ, მათი ხელობაა პატარ-პატარა მხეცუკების კვლა გადატ.:
დიდ ნაწარმოებს,
რომელიც
გულს ხვდება, ვერ დაწერენ, მათი საქმეა პატარ-პატარა ლექსების წერა.
![]() |
3.17 18 (17) მესამე ლექსი კარგია... |
▲ზევით დაბრუნება |
18 (17) მესამე ლექსი კარგია...
ა. როგორც ხელნაწერებში, ისე ყველა გამოცემაზი პირველი სალექსო სტრიქონი ამგვარადაა, ე.ი. პირველი ნახევარი გაწყობილია დაბალი შაირით, ხოლო მეორე – მაღალით. მთელი სტროფი მაღალი შაირია მაშასადამე, უნდა: „მესამეა ლექსი კარგი სანადიმოდ, სამღერელად“.
მესამე ჯგუფის ლექსს შოთა არ იწუნებს, იმგვარ ლექსს პოეტი კარგად მიიჩნევს იგი დანიშნულია სანადიმოდ, სააშიკოდ, სალაღობოდ. აქ უცებ ტყდება სახე და „ამხანაგთა სათრეველადო“ ამბობს პოეტი.
ნიშნავს თუ არა „ამხანაგთა სათრეველად“, ამხანაგთა გასალანძღად, გასაკიცხად? რამდენად სწორი იქნება ასეთი კვალიფიკაცია მას შემდეგ, რაც პოეტმა ამგვარი ლექსის ეს კატეგორია დანიშნა სანადიმოდ, სალაღობოდ და საერთოდ სასიამოვნოდ? თუ მივიღებთ მხედველობაში შოთას ლექსის ბუნებას, რომ მას უყვარს ერთი და იმავე იდეის სინონიმებით გადმოცემა და ამის გამო ხშირად მიმართავს ე.წ. პარალელიზმს, უნდა ვიგულოთ, რომ აქ უთუოდ სხვა მხატვრული სახით იგივე დახასიათებაა ლექსისა გადმოცემული და არა საწინააღმდეგო. ამხანაგთა სათრეველად – კი უთუოდ საპირისპირო დანიშნულებისაა, ვინემ სანადიმო, სამღერელი, სააშიკო, სალაღობო.26
მაშ რა უნდა იყოს „ამხანაგთა სათრეველად“-ის მაგიერ? უნდა იყოს: „სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სართეველად, ე.ი. გასართველად.
ხაზი სწორი,ა არაა გატეხილი.
თუ აზრი ნათლადაა
გამოთქმული, შესაწყნარებელია ეს ლექსები, მაგრამ
ჭეშმარიტი
პოეტი, მოშაირე მხოლოდ ის არის, ვინც დიდ რასმე იტყვის, დიდ
რასმე
მხატვრულს ააგებს. – ასე აფასებს შოთა ამგვარ ლექსებს.
-----------------
26. გასათრევი ლექსი დღევანდელი გაგებით პამფლეტს ეწოდება. რატომ მაინც და მაინც ამხანაგთა მიმართ უნდა იწერებოდეს პამფლეტი? (ამ საკითხზე ვ. ბერიძეს მოეპოვება სპეციალური ხასიათის წერილები: „ეეფზხისტყაოსნის“ პროლოგის ერთი სტროფის გაგებისათვის, ლიტ. ძიებანი, ტ, VI, 1950:; „ამხანაგთა სათრეველად“, რუსთველოლოგიური ეტიუდები, თბ., 1961; შდრ., აგრეთვე გ. შატბერაშვილის წერილს: „სათრეველი თუ სართეველი?“ ლიტ. და ხელოვნება, 1951. №3
![]() |
3.18 19 (18) ხამს, მელექსე ნაჭირვებსა... |
▲ზევით დაბრუნება |
19 (18) ხამს, მელექსე ნაჭირვებსა...
სტროფში შოთა განიხილავს მხატვრული შემოქმედების პროცესს.
როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ზოგი ვინმე ფიქრობს, რომ პოეტური შემოქმედება ადვილი საქმეა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც „ზეგარდმო ნიჭით“ ცხებულიაო.
მცდარი აზრია.
ყოველი ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოები დიდი შრომის, დიდი ტანჯვის, დიდი ჭირის შედეგია. ყოველი ჭეშმარიტი მხატვარი თავის ნაწარმოებს დიდხანს ატარებს თავის არსებაში, შემდეგ წარმოქმნის და ამ წარმოქმნილზე დიდხანს მუშაობს, მრავალჯერ შეზომავს, მრავალჯერ შეასწორებს და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვებს, როდესაც დარწმუნდება, რომ ნაწარმოები სრულყოფილია, მწიფეა არა უდღეურია, დროზე დაბადებული და მაშასადამე, იხეირებს. ·
შოთაც სწორედ
ამგვარ მოთხოვნილებათ უყენებს ნამდვილ პოეტებს.
პოეტური
ნაწარმოები ჭირის შედეგიაო. პოეტური ნაწარმოები ნაჭირვებიაო.
და როგორც
ასეთს, პოეტი ცუდად, ტყუილაუბრალოდ არ უნდა აბნევდეს,
არ უნდა
ფანტავდეს, არამედ თავისი კალმის საგნად ერთი უნდა ჰყავდეს.
და მას
გარდა ენას არავისთვის არ უნდა ამუსიკებდეს.
![]() |
3.19 20 (19). ვთქვა მიჯნურობა პირველი... |
▲ზევით დაბრუნება |
20 (19). ვთქვა მიჯნურობა პირველი...
ა. ვთქვა – კავშირებითშია, დღევანდელი ენით ნიშნავს – ვიტყვი.
მიჯნურობა – უცხო სიტყვა; ქართულად – სიყვარული, ტრფიალება.
პირველი – ზოგ ვისმე ჰგონია, რომ პირველი აქ დროის მიხედვითი საფეხურია, პირველდაწყებითის სინონიმიაო მიჯნურობა პირველი, ე.ი. ახლად დაწყებული მიჯნურობა. არაა მართალი! პირველი – აქ ხარისხის მაჩვენებელია. მიჯნურობა პირველი, ე. ი. საუკეთესო, უმაღლესი სიყვარული.
ტომი გვართა ზენათა – აქ მაღალი გვარის ცნება „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“ – ვიტყვი , სიტყვას ჩამოვაგდებ საუკეთესო სიყვარულზე, რომელიც არის მაღალი გვარის მცნება.
ბ. გამოსაგები – გამოსარქმელი. ვ. ტ-ში კიდევ გვხვდება ეგ სიტყვა ამ სახით. „შორით ვუხმე (ტარიელი ლაპარაკობს ასმათის შესახებ) რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა? მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა“ (569,2-3) ე.ი. ძლივს სიტყვები წარმოსთქვა, ძლივს ენა ამოიღო.
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა – სალექსო სტრიქონი ორადაა გაყოფილი, ორსავე ნაწილში ერთი და იგივე აზრია გამოთქმული სხვადასხვა მხატვრული ხერხით ძნელად სათქმელი იგივე, რაც საჭირო გამოსაგები, ე.ი. გაჭირვებით, გაძნელებით გამოსათქმელი.
გ. საზეო – საზენაო, უზენაესი: უმაღლესი.
აღმაფრენა – ზეშთაგონება.
დ. ვინცა ეცდების – ვინც შეეცდება (დაეწაფოს მას, ე.ი. მიჯნურობას).
თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა მცა ნაწილაკიანი კონსტრუქცია, ამიტომაც შემასმენელი წყვეტილშია, ნამდვილად კი, აზრის მიხედვით, კავშირებითში უნდა იყოს თმობაღა ჰქონდეს მრავალთა წყენათა. ხოლო მთელი სალექსო სტრიქონი ამგვარად გაახრიანდება:
ვინც შეეცდება დაეწაფოს მიჯნურობას მას დასჭირდება მრავალ საწყენთა დათმობა, მოთმენა.
მთელი სტროფი:
ვიტყვი პირველი მიჯნურობის შესახებ, რომელიც მაღალი გვარის ცნებაა. იგია ძნელად სათქმელი, ენით გაჭირვებით ამოსაღები, იგია ზენა საქმე, რომელიც ადამიანს აღმაფრენას აძლევს, აღაფრენს; ვინც შეეცდება მას დაეწაფოს, მან მრავალი საწყენი უნდა მოითმინოს.
ამ სტროფთან
პირდაპირ, უშუალო ბუნებრივ კავშირშია 24-ე სტროფი.
![]() |
3.20 21 (24) მივგნურობა არის ტურფა... |
▲ზევით დაბრუნება |
21 (24) მივგნურობა არის ტურფა...
მიჯნურობა ძნელად გასარკვევი ცნება, მაგრამ მაინც უნდა განიმარტოს. ამ მიზნით პოეტმა მიმართა ე.წ. განმარტების არაპირდაპირს, ირიბ ხერხს:
ამოსავალად სიძვა – ცნება აიღო და იგი იგულისხმა, როგორც ყველასათვის ცნობილი, ყველასათვის გაგებული. ამასთანავე, ირიბი განმარტება რომ უფრო დამაჯერებელი იქნეს ერთგვარი სიტყვების მობილიზაციითა და თავმოყრით ნათელყო მიჯნურობის ბუნება და ხასიათი.
მიჯნურობა
სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი
სხვაა, სიძვა სხვაა შუა უზის დიდი მზღვარი.
აქ სიტყვათა განმეორება მკაფიოდ გამოჰყოფს შესადარებელ ერთეულებს და ამით მიჯნურობის ცნებაც უფრო ნათლად გვევლინება.
ამავე მიზნით შოთამ იშვიათი, პოეტური ხერხი მოიხმო. მიჯნურობა სიძვს რომ არ შეიძლება შეედაროს, უარყოფითი ნაწილაკი არ დასადარის წინ კი არ დასვა, არამედ სიძვის წინ:
არ სიძვისა დასადარი. ამით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებულად სიძვა სიტყვას მიაპყრო: მიჯნურობა სწორედ სიძვას უპირისპირდება მიჯნურობა სწორედ არაა სიძვა. შუა უზის დიდი მზღვარი – ეს თქმა ახლაც ცოცხალია, იხმარება მაშინ როდესაც უნდათ გამოხატონ ძირითადი სხვაობა ორ მოვლენას შორის, როდესაც საერთო საზომი მათ შორის არ შეიძლება მოინახოს.
ვისია ეგ თქმა:
შოთასია და
შემდეგ ხალხში გადავიდა, თუ ხალხის იყო
და შოთამ
აიღო მისგან? ორსავე შემთხვევაში დიდი თქმაა და ვ. ტ-ის უთუოდ
ხალხურობის
დამამტკიცებელია.
![]() |
3.21 22 (23). მიჯნურსა თვალად სიტურფე... |
▲ზევით დაბრუნება |
22 (23). მიჯნურსა თვალად სიტურფე...
ა. თვალად – გარეგნულად, შესახედავად.
მართებს – შეჰფერის, შეშვენის.
ბ. სიყმე – ყმის ბუნება, მისი თვისებაა რა არის ყმა? თავდაპირველი მისი სახეა ყრმა რაც ნიშნავს ბავშვს, ახალგაზრდას, აღსაზრდელს. ამ მნიშვნელობით იგი კომპოზიტის პირველი წევრია; ყმაწვილი. ამავე მნიშვნელობით ყმას შოთასთანც ვემოწმებით. „ვერ ნახეს შენი მნახველი, ვერცა ყმა, ვერცა ბერია“ (289,3). ყმა აქ ახალგაზრდაა.
მაგრამ ვ.ტ-ში ყმა უპირატესად აღნიშნავს დამოკიდებულს, ვასალს (არა მონას) რაინდს. აქედან – სიყმე – რაინდის თვისება, მისი ბუნება.
ამ სტროფს ეხება კ. კეკელიძე და ამბობს, რომ „.. პროლოგი ყოველთვის და ყველაფერში პოემის შინაარსით არ მართლდება.
... ჯერ საკითხავი: სავალდებულოა თუ არა ყველაფერი ეს მიჯნურისათვის თუგინდ მაღალი ფეოდალური წრიდან გამოსულისათვის როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, – განა ფეოდალურ წრეში ყველა მიჯნური ბრძენი, გმირი, ლამაზი და ერთნაირად მდიდარი იყო? დავანებოთ ამას თავი და ვიკითხოთ: აქვს თუ არა ყველა ასეთი „ზნეობა“ პოემის მთავარ გმირს ტარიელს? არა!“27
კ· კეკელიძის ეს დებულება სადავოა ჯერ ერთი: მართებს ერთია და არის და იყო – მეორე! მართებს იდეალს გამოხატავს, ე.ი. თუ როგორი უნდა იყოს ვინმე (ნატვრითი, სასურველი, საწადისი კილო – ეწოდებოდა ძველად), არის და იყო კი ფაქტს აღნიშნავს, ე.ი. როგორია არსებითად ვინმე ან რამე:
„ამ სტროფში შოთა თეორიულ საკითხს იხილავს, მიჯნურის იდეალს გვიხატავს ხოლო თვით ნაწარმოებში ხორცშეხსმულ ტიპებს გადმოგვეემს, პრაქტიკულად მოქმედთ გვითვალისწინებს და არსად, არასოდეს არ ყოფილა, რომ იდეალური და პრაქტიკულად მოქმედი მთლიანდ შეესატყვისებოდეს ერთმანეთს.
ამას გარდა, განა სავალდებულოა, რომ ყველა მოქმედი პირი ერთ თარგზე იყოს აჭრილი, ერთ სქემაში თავსდებოდეს?
მაშინ ტიპთა სხვაობაც არ იქნებოდა, ინტერესთა წინააღმდეგობასაც ვერ დავემოწმებოდით, მაშინ ბრძოლასაც დასაბამი არ მიეცემოდა, მაშინ ნაწარმოებიც არ დაიწერებოდა.
რაც შეეხება კერძოდ იმ გარემოებას, თითქოს ტარიელის საქციელი არ ამართლებდეს პროლოგში გამოთქმულ და წამოყენებულ დებულებათ, თითქოს დიდი გარღვევა არსებობდეს მათ შორის, არც ეს შეეფერება სინამდვილეს, რაც შესანიშნავად ნათელყო ალ. ბარამიძემ თავის გამოკვლევაში, რომელსაც „ტარიელი“ ეწოდება.28
-----------------
27. კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, 112, გვ. 110.
28. ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართელი ლიტერატურის ისტორიიდან, 12, თბ., 1945, გვ. 181-203.
![]() |
3.22 23 (25). ხამს მიჯნური ხანიერი... |
▲ზევით დაბრუნება |
23 (25). ხამს მიჯნური ხანიერი...
ა. ხამს – საჭიროა, უნდა, ხანიერი – ხანგრძლივი, დიდხანს გამტანი, მუდმივი, მტკიცე.
მეძავი – სქესობრივად დაუდგრომელი, აშვებული.
მეძავი, ბილწი, მრუში, – სინონიმებია, აზრის გასაძლიერებლადაა მოხმობილი.
არ უარყოფითი ნაწილაკი სამსავე სიტყვას ეკუთვნის: არ მეძავი, არ ბილწიდ არ მრუში.
ბ. რა – თუ, როდესაც! მოყვარე – საყვარელი; სულთქმა, უში – სინონიმებია –– ოხვრა, კვნესა.
გ. კუშტი, ქუში – მწყრალი. მრისხანე, სახემოღუშული.
მიხვდეს – შეხვდეს, წილად ხვდეს.
დ. მტლაშა-მტლუში – ხშირ, უთავბოლო, ვულგარული კოცნა. სტრიქონი ორი ნახევრისაგან შედგება. ორივეში ერთი და იგივეა გამოთქმული უგულო სიყვარული იგივეა, რაც ხვევნა-კოცნა; მტლაშა-მტლუში.
მთლად სტროფი:
საჭიროა რომ მიჯნური იყოს მტკიცე, ერთგული თავისი სატრფოსი; არ უნდა იყოს მეძავი და მრუში; თუ ვინიცობაა მოშორდა თავის საყვარელს, უნდა ოხრავდეს, იმწუხროს; თავისი გული მხოლოდ ერთს დააჯეროს, როგორიც უნდა იყოს იგი (საყვარელი);
დასკვნა: მძულს
უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში.
![]() |
3.23 24 (26) ამა საქმესა მიჯნურნი... |
▲ზევით დაბრუნება |
24 (26) ამა საქმესა მიჯნურნი...
ა. ნუ უხმობთ – ნუ უწოდებთ.
ბ. სთმობდეს გაყრისა თმობასა – გაყრა ერთგვარი თმობაა ჭირია და ვინც მას თმობს, ე.ი. ადვილად იტანს, იგი არაა ნამდვილი მიჯნური (შდრ. წინა სტროფის: „რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა, უში“).
გ. მღერა – თამაში.
ბედითი – აქ: ცუდი, ამაო, ფუჭი.
ყმაწვილობა – ყმაწვილის თვისება, ყმაწვილის საქციელი.
დ. იქმს თმობასა – არა ქართული კონსტრუქცია: ქართულად ზმნურად გადმოიცემა. და სრული მისი შესატყვისი იქნება – სთმობს. ვინ იქმს სოფლისა თმობასა – ვინც სოფელს, ქვეყანას, ქვეყნის მოთხოვნილებათ სთმობს, ითმენს.
მთლიანად სტროფი:
ამ საქმეს ნუ
უწოდებთ სიყვარულს: დღეს ერთი უნდეს, ხვალ სხვა, ადვილად იტანდეს გაყრისაგან,
განშორებისაგან გამოწვეულ ჭირს; ეს ცუდ თამაშს, ბავშვურ საქციელს ჰგავს.
ნამდვილი
მიჯნური იგია, ვინც სოფელს, ამ
ქვეყნის
მოთხოვნილებას თმობს.
![]() |
3.24 25 (27) არს პირველი მიჯნურობა... |
▲ზევით დაბრუნება |
25 (27) არს
პირველი მიჯნურობა...
![]() |
3.25 26 (28) ხამს თავისსა ხვაშიადსა... |
▲ზევით დაბრუნება |
26 (28) ხამს თავისსა ხვაშიადსა...
ა. არ დაჩენა ჭირთა მალვა – არდაჩენა და მალვა – ორივე ერთსა და იმასვე აღნიშნავს, მხოლოდ ერთი – არ დაჩენა – უარყოფითი კონსტრუქციითაა გადმოცემული; მეორე – მალვა – დადებითი, გვაქვს მაშასადამე, ჰენდიადისი.
ბ. თავის წინა – მარტოდ-მარტო.
ნიადაგმცა – ნიადაგ, მარად.
ხალვა – მარტოობა და მარტოობისაგან გამოწვეული წუხილი.
ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა – მცა ნაწილაკიანი . კონსტრუქციაა ნიადაგ, მარად ჰქონდეს ხალვა, წუხილი.
გ. ბნედა – გულის წასვლა.
დაგვა – წვა.
ალვა – წვა,
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა – ანაფორული ალიტერაციაა – დებულების გასაძლიერებელი.
დ. შიში, კრძალვა – სინონიმებია – რიდი.
მთლიანად სტროფი:
საუკეთესო მიჯნურობა ისაა, როდესაც მიჯნურობისაგნ გამოწვეულ ჭირს არ დაიჩენ, დამალავ: მარტოდ-მარტოდ (მყოფი) უნდა იგონებდე (სატრფოს) და მარად გქონდეს წუხილი; შორით უნდა ბნდებოდე, შორით უნდა კვდებოდე, შორით უნდა იდაგებოდე, შორით უნდა იწვოდე; უნდა დათმო წყრომა სატრფოსაგან, მისი გქონდეს შიში, კრძალვა.
ამ სტროფს უთუო
კავშირი აქვს 23 (25) სტროფთან – „რა მოშორდეს
მოყვარესა
გაამრავლოს, სულთქმა, უში“.
![]() |
3.26 26 (28) ხამს თავისსა ხვაშიადსა... |
▲ზევით დაბრუნება |
26 (28) ხამს თავისსა ხვაშიადსა...
ა. ხამს – საჭიროა, უნდა.
ხვაშიადი – გულისნადები, საიდუმლო.
ბ. ბედითი – საბრალო, საწყალი.
არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს – საწყლად, საბრალოდ „ჰაი-ჰაის“-ს არ ზმიდეს, არ იზამდეს, არ შვრებოდეს, არ ოხრავდეს.
აყივნებდეს – არცხვენდეს.
გ. არსით უჩნდეს მიჯნურობა – არსაიდან (გა)უჩნდეს მას მიჯნურობა.
არასადა იფერებდეს – არსად სხვაგან შეიფეროს (მიჯნურობა).
ამ სტროფთან უშუალო კავშირი აქვს მომდევნო სტროფებს. აქ ლაპარაკია მიჯნურობის არ დაჩენაზე, მიჯნურობის არ გამჟღავნებაზე.
რას ნიშნავს არ გამჟღავნება, მიჯნურობის არ გაცხადება?
მიჯნურობის არ გამჟღავნება იმას ნიშნავ, რომ არ უნდა დაგაჩნდეს, არ უნდა შეგამჩნიოს ვინმემ, რომ მიჯნურობის გამო შეწუხებულხარ და არა იმას, თითქოს არავის უთხრა, რომ შენ შეყვარებული ხარ.
ეს რომ აგრეა ამას საუცხოოდ ადასტურებს ვ.ტ-ის შემდეგი ადგილები. ავთანდილი შეწუხებულია, მეორედ წასვლის წინ რა უნდა მოშორდეს სატრფოს:
725. „წევს, იტყვის: „გულსა სალხინო...“
726. „ამას მოსთქმიდის ტირილით...“
727. „კვლა იტყვის...“
728. „რა გათენდა...“
ე.ი. „არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა, მალვა“.
ამ მხრივ წინასიტყვაობასა და ტექსტის სათანადო ადგილებს შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არის: როგორც წინასიტყვაობა, ისე ტექსტი ერთსა და იმასვე იმეორებს, სახელდობრ: მიჯნურობა არ უნდა დაგაჩნდეს, არ უნდღა გამოამჟღავნო, უნდა დამალო.
სწორედ ამაზეა ლაპარაკი აღნიშნულ სტროფებში.
საჭიროა, რომ მიჯნური
თავის გულისნადებს არავისთან ამჟღავნებდეს.
საწყლად,
საბრალოდ არ უნდა ოხრავდეს და ამით სატრფოს არცხვენდეს;
არსაიდან
გაუჩნდეს მას მიჯნურობა არსად შეიფეროს მან სხვა
მიჯნური,
არამედ: „მისთვის
ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს“.
![]() |
3.27 27 (29) „მას უშმაგო ვით მიენდოს... |
▲ზევით დაბრუნება |
27 (29) „მას უშმაგო ვით მიენდოს...
ა. უშმაგო – არშმაგი, ჭკუიანი.
ბ. ამის მეტი რამცა ირგო – ამის მეტი რაღა ირგოს.
გ. რათამცაღა ასახელა – რითღა ასახელოს.
რა სიტყვითა მოაყივნოს – თუ სიტყვით შეარცხვენს.
დ. რა ჰგავა – რა იქნება.
მას, თუ არ გიჟი,
ე.ი. ჭკუიანი
როგორ მიენდობა, ვინც სატრფოს გაამჟღავნებს; ამის მეტი რაღა ირგოს, სატრფოს ავნოს
და თვითვე ივნოს; აბა,
რითღა ასახელოს
თუ სიტყვით შეარცხვინოს: რა იქნება
[ნუთუ ასე ძნელია],
რომ კაცმა
სატრფოს გული არ ატკინოს.
![]() |
3.28 28 (30) მიკვირს კაცი რად იფერებს... |
▲ზევით დაბრუნება |
28 (30) მიკვირს კაცი რად იფერებს...
ა. იფერებს – შესაფერად მიიჩნევს, [შე[იფერებს, შეიშნობს.
ბ. აყივნებს – არცხვენს.
წყლული – დაჭრილი, დაკოდილი.
მიკვირს კაცი რად
შეიშნობს, საყვარლის სიყვარულს;
[თუ
შეიშნობს
და]
უყვარს, რატომ
არცხვენს, მისთვის დაჭრილს, მისთვის მკვდარს
[სატრფოს];
თუ არ უყვარს, რატომ არ სძულს და რატომ არცხვენს რაც სძულს
[მაშინ
ანებოს თავი];
მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ კაცი ავია და: „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია
სულსა, გულსა“.
![]() |
3.29 29 (31) თუ მოყვარე მოყვრისათვის... |
▲ზევით დაბრუნება |
29 (31) თუ მოყვარე მოყვრისათვის...
ა. ემართლების – (მემართლება, გემართლება),) ამ სიტყვის დღევანდელი გაგება შემდეგია: რას ერჩის, რა უნდა მისგან, რას უჩივის, რა სარჩელი აქვს [ტირილი მისთვის უპრიანია].
თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების – მას მართებს იტიროს მოყვრისათვის, იგი ვალდებულია იტიროს მოყვრისათვის, მას ტირილი ევალება მოყვრისათვის ანუ: იგი ტირილს ევალება მოყვარეს.
ბ. გაჭრა – ძველისძველი მოვლენა. ლიტერატურის ხაზით მისი სათავე უნდა ვეძებოთ ძველს სასულიერო მწერლობაშიც.
წმინდანის სამსახური ღმრთისადმი აქ შეცვლილია სატრფოსადმი მიჯნურობით, ხოლო წმინდანის უდაბნოში წასვლა იგივეა, რაც მიჯნურის გაჭრა ველად, სადაც იგი შორით კვდება შორით ბნდება.
გ. მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების – მის გარდა სხვისთვის არ უნდა მოიცალოს (შდრ. „მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა“), თუ საყვარელი საყვარლისათვის ტირის, იგი ვალდებულიცაა იტიროს მისთვის. სიარული, მარტოობა შვენის უხდება იგი მას გაჭრად ჩაეთვლება საყვარელი თავის სატრფოს მარად უნდა იგონებდეს, მას გარდა სხვისთვის არ უნდა მოიცალოს. მიჯნურს მიჯნურობა არ უნდა დააჩნდეს, თუ იგი მას ეწვევა.
დავუბრუნდეთ ახლა წინასიტყვაობის დაწერის თარიღს. როდისაა იგი დაწერილი: პოემის დასრულების შემდეგ, თუ მანამდე?
ეს საკითხი წამოაყენა კ. კეკელიძემ: „ვთქვენი ქებანი ვისნიმე“... სტროფის ინტერპრეტაცია ვერ არის სწორი: „ავტორი აქ, შესავალში, ლაპარაკობს იმავე ვეფხისტყაოსანზე, მას ის გულისხმობს უკვე დაწერილად, ნათქვამად“.29
მართლაც, წინასიტყვაობის სტროფთა უმრავლესობა ჩვენს აზროვნებას იქითკენ მიმართავს, რომ პოემა შესავალზე ადრე დაწერილად უნდა ვიგულოთ.
ამგვარია, უწინარეს ყოვლისა, ის სტროფი, სადაც ქების საგანი პირველადაა დასახელებული.
„თამარს ვაქებდით მეფესა“... (4) – ვაქებდით და არა – ვაქებდეთ.
ამგვარივეა: „მიბრძანეს მათად საქებრად“... (5). მაგრამ შემდეგი სტროფი ამის საწინააღმდეგოა. „აწ ენა მინდა გამოთქმად“... (6) მაშასადამე, ჯერ, გამოთქმული არაფერი აქვს. გამოთქმა მომავალში იგულისხმება. შემდეგ სტროფში: „მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის“... (7) პოემა უთუოდ დაწერილადაა წარმოდგენილი. „მე, რუსთველი, ხელობითა“, (8) ესეც შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ნაწარმოები უკვე დაწერილია. აგრეთვე: „ესე ამბავი სპარსული“... (9). მაგრამ. „თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა“ (10) ზემოთქმულს უთუოდ ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, რომ სტროფი შემდეგი სიტყვებით თავდება. „სამთა ფერთა საქებლათა ლამის ლექსთა უნდა ვლენა“.
ეს ნიშნავს, „იმ ლექსთ, რომელთაც უნდა შეაქონ სამი ფერი, ლამისთ – სურთ გამოვლენა.
მოქმედება უთუოდ მომავალშია მოსალოდნელი. რაც შეეხება: „რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს“ (11) – აქ მოქმედება შეიძლება მივაკუთვნოთ, როგორც წარსულს, ისე მომავალს – (კვლა).
ბოლოს
„ჩემი აწ ცანით, ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია“ (19) –
მოქმედებას წარსულში გულისხმობს
-----------------
29. კ კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტორია, 112, გვ. 125-126.
![]() |
4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 32. „იყო არაბეთს როსტევან,...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი პირველი
32. „იყო არაბეთს როსტევან,...“
ა. არაბეთს – მიცემით ბრუნვაში; ახლა ვიტყვით „არაბეთში“. თუმცა დღესაც იხმარება ამგვარი ფორმა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მიმართულება აღინიშნება გავემგზავრე ქუთაისს, მაგრამ: ვცხოვრობ ქუთაისში.
სვიანი – წარმოებულია სიტყვისაგან სვე – ბედი; სვიანი – ბედნიერი.
ბ. მაღალი – ზოგს ვისმე ფიზიკური სიმაღლე ჰგონია, არა ტანადობით, არა მოსულობით მაღალი, არამედ გონებრივად, მორალურად მაღალი.
უხვი – ხელგაშლილი.
მდაბალი – ახლა ამ სიტყვის მნიშვნელობის დაყოფა მოხდა: დაბალი – ფიზიკურად დაბალი, მომცრო ტანისა მდაბალი – ზნეობრივად დაბალი, ცუდი აქ მდაბალი – თავმდაბალს აღნიშნავს.
ლაშქარ-მრავალი – დიდძალი ლაშქრის პატრონი.
ყმიანი – ყმათა, დამოკიდებულთა პატრონი.
გ. მოსამართლე – ახლა ეს სიტყვა გარკვეულ თანამდებობას აღნიშნავს, მსაჯულს ეთანაბრება აქ: სამართლის დამდგენი, განმაჯელი.
მოწყალე – მწყალობელი. ·
მორჭმული – ეს სიტყვა ვ. ტ-ში რამდენჯერმე გვხვდება.
რას მაქნევდით,
რა გინდოდათ, ერთმანერთსა
რითა ეჰგვანდიო!
თქვენ
მორჭმულნი თამაშობდით, ჩეენ მტირალნი ღაწეთა ებანდით.
(293, 1-2)
უამბობს ტარიელი ავთანდილს თავის თავგადასავალს.
მორჭმული უპირისპირდება მტირალს: მორჭმული, მაშასადამე, მხიარული, ბედნიერი.
მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი
დგა მუნ აგებული.
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული,
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული
(676, 1-3)
ლაპარაკის ავთანდილის დაბრუნებაზე, ტარიელი რომ პირველად ნახა. აქაც „მორჭმული – ლაღს, ბედნიერს, შვებულს აღნიშნავს.
„როსტევან – მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი“ (681,1).
აქ: სინონიმები კიდევ უფრო აძლიერებენ მორჭმულის მნიშვნელობა: მაგარი, მტკიცე, ურყევი, განდიდებული.
„მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი“ (694,1)
აქ მორჭმულის მნიშვნელობა გადმოცემულია თავისებური ჰენდიადისით მორჭმული, ე.ი. არ დევნილი, არ ჩაგრული.
მაშასადამე, ისევ ბედნიერი, ისევ ლაღი. მაშასადამე, საბოლოოდ მორჭმული – ლაღი, უკადრი, საკრძალავი, ვერვისგან ვნებული, შვებული, ბედნიერი.
განგებიანი – განგება სიტყვისაგან მოდის, განგება ბევრის რისამე აღმნიშვნელია აქ: გამგებლობის მნიშვნელობა აქვს, მაგ. „ჴელთ-იდვა რაი განგებაი სამცხისაჲ, დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“. ე.ი. როგორც კი ხელი მოჰკიდა სამცხის გამგებლობას კალაპოტში ჩააყენა, დააწყნარა თავისი საბრძანებელი (ლაპარაკია მღვდელთ მოძღვარ გიორგი შუარტყლელზე).30
განგებიანი – კარგი განმგებელი, ქვეყნის მართვა-გამგეობის მცოდნე.
დ. უებრო – უებარი, შეუდარებელი.
მოუბარი წყლიანი – მჭერმეტყველი, კარგი ორატორი მთლიანად სტროფი:
არაბეთში იყო მეფე როსტევან, ღვთისაგან გაბედნიერებული. ზნეობრივად მაღალი, ხელგაშლილი, თავმდაბალი, ბევრი ლამქრისა და ყმების მფლობელი; სამართლიანი, მოწყალე, ლაღი, ყოველმხრივ განდიდებული და ქვეყნის ჩინებული განმგებელი “შეუდარებელი მეომარი და იშვიათი მოლაპარაკე,. მჭერ-მეტყველი.
აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:
გადმოცემულია ამბავი როსტევან მეფისა, ამბავი – თხრობაა, იგი დინჯად, „დამშვიდებით უნდა მიმდენარეობდეს. არავითარი აღტკინება, აბორგება მას არ უნდა ახასიათებდეს; ამიტომაცაა იგი დაბალი შაირით გადმოცემული, ხოლო დაბალ შაირს, როგორც ვიცით, ნელი ტემპი ახასიათებს. ეს სინელე, ეს სიდინჯე რომ უფრო გაძლიერდეს, შოთა აქ მიმართავს ალიტერაციას, რომელიც გაწყობილია ლ, რ ბგერებზე. ლ, რ – მტკბარი ნარნარა ბგერებია და ცნობილია ეს ბგერები (ყველგან, ყველა ენაში) ნელი ტემპის გადმოსაცემადაა ხშირად გამოყენებული.
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი,
ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე. მორკმული, განგებიანი,
და განჯაკუთრებით სტროფის დასკვნითი სტრიქონი:
![]() |
4.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 33. სხვა ძე არ ესვა მეფესა,... |
▲ზევით დაბრუნება |
33. სხვა ძე არ ესვა მეფესა,...
ა. ესვა – ჰყავდა; არ ესვა – არ ჰყავდა. ზმნის საწყისია სმა. იგივეა, რაც ყოლა ვისიმე, ქონა რისამე; ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვემდებარე მხოლოობითშია, ხოლო როდესაც იგი მრავლობითშია, მაშინ მას სხმა ფუძე ენაცვლება. პირველ სერიაში კი სულ სხვა ფუძე აქვს:
მივის, გივის, უვის.
ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა, მზისა დარსა, (318,1)
არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად (635,1)
ყმა არ მოგვცა, (ღმერთმან) ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია (508, 3-4)
თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს (185,2)
ფატმან შექმნა თავსა ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; (1102,2)
ბ. მნათი – მანათობელი.
მზისაცა დასთა დასული – მზის დასის (კრებულის) წევრი (დასელი).
გ. წაუღის – ხოლმეობითი. ხოლმეს გაგებას შეიცავს. წაუღებდა ხოლმე, ე.ი. წაართმევდა ხოლმე.
ეს სიტყვა რამდენჯერმე გვხვდება ვ. ტ-ში:
„მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანა ქალისა; გამოვუხვენ და წავედით“.. (342,1-2).
მეფემან ახმა, ე.ი. აღება მითხრა დურაჯთა.
გამოვუხვენ, ე.ი. გამოვუღე, გამავართვი და წავედით.
„ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად“ (1376,1). ე.ი. ჯოგი წავართვათ. ·
როცა ობიექტი მრავლობითშია, მაშინ მას „წახმა“ ფუძე ენაცვლება. ასე:
„ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს“ (76,1)
„ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სახლად აქვს დევთა სახლები“ (690,1)
ე. ი. დევთათვის წაურთმევია ქვაბი (გამოქვაბული) და ახლა სახლად დევთა სახლი აქვსო.
„მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები“ (1364,3)
ე.ი. როდესაც მე დევებს ქვაბი წავართვი...
დ. ბრძენი – ახლა ფილოსოფოსს აღნიშნავს მისი მნიშვნელობა ახლა დავიწროებულია. ძველად პოეტსაც აღნიშნავდა, მაგრამ არა ყოველ პოეტს არამედ დიღსა და ამავე დროს, გამოჩენილს.
ხამს – უნდა, საჭიროა: მიხმს – მინდა, მჭირდება; II. პ. გიხმს, III. პ. უხმს – უნდა, სჭირდება.
ბრძენი ხამს მისად მაქებრად – ბრძენი საჭირო მის მაქებრად.
ენა ბევრად ასული – ენა ბევრად ასეული; ბევრი –– ათიათასს აღნიშნავდა; ბევრად ასეული, ე.ი. მილიონი. ჰიპერბოლაა: როსტევანის ასული ისეთია, რომ მის ღირსეულად შესაქებელად მილიონი ენა, მილიონი პოეტია საჭირო.
მთელი სტროფი:
მეფეს სხვა შვილი არა ჰყავდა,
მარტოოდენ ქალი (შვილი); იგი სოფლის
მანათობელი მნათობი იყო; მზის კრებულის წევრიც. მან მის მჭვრეტელთ
წაართვა გული, გონება და სული (ე.ი. მთელი არსება. ერთი კაცის ქება
მისთვის უკმარია; მის შესაქებლად საჭიროა
ბრძენი და მრავლის უმრავლესი პოეტი.
-----------------
30. ცხორებაჲ სერაპიონ ზარზმელისაჲ, ძვ, ქართ, აგიოგრაფიელი ლიტერატურის ძეგლები, I, ი. აბულაძის რედ, თბ., 1963, გვ. 340.
![]() |
4.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 34. მისი სახელი – თინათინ,... |
▲ზევით დაბრუნება |
34. მისი სახელი – თინათინ,...
თავდაპირველად მორითმავე,
სიტყვების შესახებ, საცოდნარია
– საწუნარია
შეიძლება ყოფილიყო საცოდნელია
– საწუნელია; მაგრამ ორი
უკანასკნელი სტრიქონის მორითმავე სიტყვებმა: წყნარია
– საუბ(ნ)-არია
– გადაწყვიტა საკითხი სხვაგვარი ვარიანტი ამ სიტყვებისა ქართულმა არ იცის,
მაშასადამე, პოეტი იძულებულია სწორედ ამ
სიტყვებს შეუფარდოს ორი პირველი სიტყვა და იხმაროს, კანონიერის ნაცვლად,
ხელოვნური, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად გავრცელებული.
ა. თინათინ
– ქართული სახელია. ბ. გაიზარდა, გაივსო
–
სინონიმებია; ასაკში მოვიდა, დასრულდა,
დაქალდა. გ.
იხმნა ვაზირნი
– ვაზირნი
მრავლობითშია (ნ) „და ეს სიმრავლე ზმნაში
აღინიშნებოდა: იხმნა. ახლა ვიტყვით – მეფემ იხმო ვაზირნი. დ. დაისხნა
–
აქაც ობიექტი მრავლობითშია; მხოლოობითში
რომ იყოს, მაშინ დაისხა არ
იქნებოდა, არამედ დაისვა. ამო
–
ტკბილი, სასიამოვნო. საუბნარია
– საუბარია.
![]() |
4.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 35. უბრძანა: „გკითხავ საქმესა,...“ |
▲ზევით დაბრუნება |
35. უბრძანა: „გკითხავ საქმესა,...“
ა. გკითხავ საქმესა – ახლა ვიტყვით გკითხავთ საქმესა წინათ, მიცემითი ბრუნვის მრავლობითობა არ აღინიშნებოდა: გკითხავ თქვენ, ვაზირთ.
ერთგან სასაუბნაროსა – ისეთს, რომელიც მოითხოვს ერთ ადგილას შეკრებას და გადაწყვეტას; კოლექტიურად მოსალაპარაკებელს.
სტროფი დაწერილია დაბალი შაირით, მაშასადამე, სტრიქონი აგრე უნდა დანაწილდეს: უბრძანა (3) გკითხავ საქმესა (5) ერთგან სასაბუნაროსა (2+6).
რიტმი დარღვეულია. ეს განგებაა.
ბ. მისი ყვავილი – ახლა ვიტყვით: თავისი ყვავილი. და ყველგან ვ. ტ-ში ძველი ენის ნორმაა გადმოცემული. თუმცა შოთას დღევანდელი ენობრივი ვითარებაც აქვს:
თვით ორნივე
ბიძა-ძენი მისნი
ხრმლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად დაეკყეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოიყვანნა
მხარ-დაკრულნი,
ერთიან ორნი არ დაყარნა,
მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.(617)
(ლაპარაკია იმ ამბავზე, როდესაც ტარიელმა უშველა ფრიდონს ბიძაშვილებთან დავაში). :
აქ მათნი – დღევანდელი მნიშვნელობითაა ნახმარი.
გაახმოს, დაამჭნაროსა – პლეონასტური თქმაა, აზრის გასაძლიერებლად მოხმობილი. გაახმოს, დაამჭკნაროს სინონიმებია.
ამასთანავე აღსანიშნავი: მრავალფეროვნებისათვს ერთი ზმნა გათავსართითაა გადმოცემული, მეორე და – თავსართით.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სტროფის უკანასკნელი სტრიქონი:
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა უმთენაროსა.
აქ ერთი და იგივე ფაქტი სამი სხვადასხვა მხატვრული ხერხით (სახით) აქვს გადმოცემული: მზის ჩასვენება იგივე, რაც ბნელი და ორივე კი – ღამე. ამასთანავე, აღსანიშნავია, უკანასკნელი სტრიქონის მორითმავე სიტყვა. წინათ და საიუბილეო გამოცემაში გვაქს უმთვაროსა, რაც რითმას არღვევს. აქ რითმა სამმარცვლიანი უნდა იყოს. ამ მხრივ უმთვაროსა იცავს წესს, მაგრამ სყრდენი თანხმოვნის მხრივ (ამ შემთხვევაში – ნ). წესი დარღვეულია, ამიტომ ჩვენ „უმთვაროსა“ შევცვალეთ „უმთენაროსა“ სიტყვით როგორც ეს ხელნაწერშიცაა და ერთ გამოცემაში (ი. აბულაძე)31: სასაუბნაროსა||დაამჭნაროსა||საბაღნაროსა||უმთენაროსა.
![]() |
4.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 36. „მე გარდასრულვარ, სიბერე“... |
▲ზევით დაბრუნება |
36. „მე გარდასრულვარ, სიბერე“...
ვ. ტ-ის სალექსო სტრიქონი ორ მთავარ ცეზურად იყოფა. თითოეული ორ ცალკეულ დამოუკიდებელ სინტაქსურ მთელს წარმოადგენს, სხვაგვარად: სტრიქონის თითოეულ ნახევარში სინტაქსური და მეტრული (რიტმული) დანაწევრება სიტყვებისა ერთმანეთს ემთხვევა არაა გარღვევა მეტრსა და აზრს შორის:
იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი (32,1)
მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სინტაქსური და მეტრული დანაწევრება სტრიქონის სიტყვებისა არ ემთხვევა ერთმანეთს:
სიტყვა სინტაქსურად სტრიქონის პირველ ნახევარს ეკუთვნის, ხოლო რიტმულად შეჭრილია სტრიქონის მეორე ნახევარში სწორედ ასეთი მაგალითი გვაქვს აქ:
მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია.
რიტმულად ეს სტრიქონი ორ თანაბარტომიერ ოდენობად იყოფა:
ა. მე გარდასრულვარ, სიბერე
ბ. მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია.
მაგრამ აზრობრივად აგრე გაკვეთა არ შეიძლება, არამედ:
ა. მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს,
ბ. ჭირთა უფრო ძნელია.
მაგრამ დაირღვა რიტმი.
პოეტი აქ განგებ, შეგნებულად არღვევს ლექსის ჩვეულებრივ წყობას, რომ მოულოდნელი გარდატეხა მოახდინოს მკითხველისა და მსმენელის ყურადღებაში გაამახვილოს მისი სმენა და ყურადღება განსაკუთრებული ფაქტის მიმართ მკვეთრად გამოარჩიოს ეს ფაქტი – სიბერე და სწორედ განსაკუთრებული მახვილი სიბერე სიტყვაზე უნდა მოვიდეს მთელი სტროფის აზრის მიხედვით. მე გარდასრულვარ – აქ სიბერე ზმნურადაა გადმოცემული. ეს იგივეა, რაც – მე დავბერებულვარ. ეს პოეტმა უნდა გააძლიეროს სუბსტანტივით – სიბერე სიტყვით.
მაგრამ ცალკეულად აღებული სიბერე, შემასმენელის გარეშე, ვერავითარ აზრს, მაშასადამე, ვერავითარ ლოგიკურ მახვილს ვერ შექმნის. შემასმენელი კი, რიტმული ერთეულების მეორე ნახევარშია. აზრობრივად იგი პოეტმა პირველ ნახევარს დაუკავშირა, ამით ჩვეულებრივი რიტმი ვ. ტ-ის ლექსისა დაარღვია და მკითხველმაც (მსმენელმაც) იგრძნო არაჩვეულებრივი რამ და მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია: ლექსიც უფრო ემოციური, უფრო შთამბეჭდავი შეიქნა.
მთლიანად, ორ სტროფში მოცემულია როსტევანის, მაშასადამე, შოთას შეხედულება სიცოცხლე-ცხოვრებისა და საერთოდ, ქვეყნის განვითარების შესახებ.
ამ ქვეყნად არ არსებობს რაიმე ერთხელ და სამარადისოდ დადგენილი. ყველაფერი მოძრაობს, იცვლება, კვდება, ცოცხლდება.
სხვაგვარად: ეს ქვეყანა, კერძოდ სიცოცხლე-ცხოვრება მარად-მედინი და ცვალებადია:
რა ვარდმან მისი
ყვავილი გაახმოს
დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა (35, 2-3).
აქ ვარდი სიცოცხლეა, ხოლო მისი გახმობა, დაჭნობა – სიბერე და ბოლოს – სიკვდილი.
აქ გადმოცემულია აგრეთვე აზრი, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი ერთია, განუკვეთელია, სიკვდილი სიცოცხლის არსებითი მომენტია, ამდენად სიკვდილი ყველასთვის გარდუვალია:
„დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია.
აქვე: ძე ორისავე სქესის შვილს აღნიშნავს, როგორც ვაჟს, ისე ქალს. სიტყვა დაკავშირებულია შეძენა სიტყვასთან ახლაც ამბობენ: რა შეგეძინა? ე.ი. რა გეყოლა, ვაჟი თუ ქალი, განურჩევლად სქესისა. შემდეგში ძე უფრო ვაჟის აღმნიშვნელი შეიქნა თუმცა გვარებში ძე ახლაც ორივე სქესის აღმნიშვნელია.
-----------------
31. იუსტ. აბულაძე (1926) „უთენაროს“ კითხულობს (სხვათაშორის, ასეა უკან.სკნელ (1966) ვ. ტ-ს კომისიის გამოცემაშიც – გ. წერეთლის, ს. ცაიშვალისა და გ. კარტოზიას მიერ მომზადებულ ტექსტში). „უთენაროს“ წაკითხვა აქამდე პ. ინგოროყეას (1953 წ. გამ.) ეკუთვნოდა (ამავე წაკითხვას ემხრობა ა. შანიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით გამოცემული (1966 წ) ტექსტიც).
![]() |
4.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 37. ვაზირთა ჰკადრეს „მეფეო,... |
▲ზევით დაბრუნება |
37. ვაზირთა ჰკადრეს „მეფეო,...“
ა. რად ბრძანე თქვენი ბერობა – თქვენი
pluralis majestatis-ია, მაგრამ არსებითად ერთზეა ლაპარაკი და ამიტომაც გვაქვს ბრძანე და არა – ბრძანეთ.
ბ. ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა – თუ ვინიცობაა ვარდი გახმა, მაინც მას უნდა დავჯერდეთ, მაინც იგი უპირატესია.
გ. სული – სუნი.
ტურფა ფერობა – სილამაზე.
დ. მთვარესა მცხრალსა – მთვარეს გალეულს.
ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა – აქ კავშირებითი ვითარებაა გადმოცემული, მაგრამ, რადგან მცა ნაწილაკია მოხმობილი, შემასმენელი ნამყო წყვეტილშია უ-მცა-ნაწილაკოდ ასე იქნება:
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა აბა ვით ჰკადროს მტერობა, ე.ი. რაც უნდა გალეული იყოს მთვარე, ვარსკვლავი მას მტერობას, მეტოქეობას ვერ გაუბედავს.
მთვარე ხომ თითქმის ყველა პლანეტაზე უმცირეა, და ამასთანავე, თავისი საკუთარი შუქით არ ანათებს, არამედ შუქი მისი თინათინია მზისა. ამავე დროს ცნობილია, რომ ვარსკვლავი (ბევრი მათგანი) მთვარის უდიდესია და ამასთანავე ,მეტად კაშკაშა.
საქმე ის არის რომ აქ ყველაფერი ივარაუდება ადამიანს პოზიციიდან, ამ ქვეყანაზე მყოფი ადამიანის თვალსაზრისიდან. და ამ ქვეყნიდან მთვარე (თუმცაღა თავისი საკუთარი შუქით არა), მაინც ყოველ ვარსკვლავზე უფრო მანათობლად ჩანს და სწორედ აქედანაა ეს შედარება რაც უნდა გალეული იყოს მთვარე, ვარსკვლავი მასს მეტოქეობას ვერ გაუბედავსო,
![]() |
4.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 38. „მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო,...“ |
▲ზევით დაბრუნება |
38. „მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო,...“
ეს სტროფი იმასვე გადმოგვცემს, რაც წინა სტროფშია მოცემული, მხოლოდ სხვაგვარი მხატვრული სახით, სახელდობრ: რაც წინა სტროფში ბუნების შესახებაა ნათქვამი, აქ იგი ადამიანზეა გადმოტანილი.
ა. წინა სტროფი: ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ბრძანე თქვენი ბერობა!
აქ: მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია
ბ. წინა სტროფი: ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა
აქ: თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
გ. ხამს განაღამცა საქმნელად – საჭირო იყო ბარემ გეთქვა;
რაცა თქვენ გულსა გლმობია – რაც თქვენ გულში გტკეია.
დ. ვისგან მზე შენაფლობია – ვინც მზეს დაუფლებია, ვისაც მზე დაუპყრია, ვინც მზეს სჯობნის, მზეს აღემატება.
![]() |
4.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 39. „თუცა ქალია, ხელმწიფედ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
39. „თუცა ქალია, ხელმწიფედ...“
ა. თუმცა ქალია, მაგრამ ის წინდაწინ ხელმწიფედაა დაბადებული. აქ ლაპარაკია მეფის უფლების ღვთისმიერობაზე: მეფის უფლება ღვთისგან მომდინარეობს, ყოველი მეფე ღვთისაგანაა დადგენილი; ყოველი მეფე თავის უფლებას ღვთისაგან იღებს.
ბ. მაგრამ ერთია ღეთისაგან მონიჭებული უფლება მეორეა –სამაეფო მართვა-გამგეობის ნიჭი მაშასადამე; მარტო ღვთისაგან დადგენა უკმარია; პირადი ნიჭით, პირადი ღირსებებით უნდა იყოს შემკული. და აი, მეორე სტრიქონიც ამას გადმოგვცემს პირში არ გეფერებით, იცის მეფობა, უთქვენოდაც, ზურგს უკან, დიაღაც არაერთხელ გვითქვამს, არ გათნევთ – პირში არ გეფერებით.
დია – დიაღ.
გ. მესამე სტრიქონი განმარტავს მეორე სტრიქონის აზრს უკვე დეტალურად; მისი ბრწყინვალებისებრ მისი საქმეც მზესავით ცხადი და ნათელია.
დ. იმიტომ, რომ შენ მეფე ხარ ლომი, და მეფის შვი–ლ- ვიაჟ ი იქნება, თუ ქალი, თანასწწორი უფლებითაა აღჭურვილი.
ზოგს ვისმე ეს სტრიქონი ისე ესმის, თითქოს აქ ქალთა თანასწორობაზე იყოს ლაპარაკი საერთოდ, არაა მთლად სწორი. აქ, თუ ვინმეა შექებული, ისევ მეფეა და არც შეიძლება მაშინ XII ს-ში საერთოდ, საყოველთაოდ ქალთა თანასწორობის საკითხის დასმა.
რაც შეეხება მაღალ წრეებს, იქ ცხადია, ქალი არამცთუ გათანასწორებული იყო მამაკაცთან, არამედ, ზოგჯერ ქალი კიდევაც ჰმეტობდა ვაჟს უფლებებით.
ამის საუკეთესო მაგალითია თვით თამარი, რომელიც ისეთი დიადი იყო, რომ დაჩრდილა ყველა წინამორბედი და მის შემდეგ მოვლინებული ქვეყნის მმართველნიც.
ცალკე აღებულიც „ლეკვი ლომისა...“ რასაკვირველია, გამოდგება როგორც აფორიზმი ქალთა თანასწრობისათვის, მაგრამ, როცა ვ. ტ-ს ვეხებით არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი განსაზღვრულ ეპოქაშია წარმოშობილი, განსაზღვრული კონკრეტული გარემოცვის ღვიძლი შვილია და მის ზრახვათა და სულისკვეთებათა გამომხატველი.
![]() |
4.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 40. ავთანდილ იყო სპასპეტი... |
▲ზევით დაბრუნება |
40. ავთანდილ იყო სპასპეტი...
ა. სპასპეტი – ჯარის უფროსი.
სპასალარი – მთავარსარდალი.
ბ. სარო – კვიპაროსის ხე. სარო იხმარება როგორც ეპითეტი, ტანის ნაკვთიერობის, სიწერწეტის აღსანიშნავად.
მზე და მთვარე – აქ ესენი მაგგვარსავე როლს ასრულებენ; ორივე გარდამეტებული სილამაზის აღმნიშვნელია.
გ. სადარო ბროლ-მინა საცნობარისა – რომელსც შეიძლება შეადარო მხოლოდ გამოჩენილ საუკეთესო ბროლსა და მინანქარს.
დ. მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა – მას თინათინი უყვარდა, აღსანიშნავია წყობა ამ სტრიქონისა. აქ გვაქვს ე.წ. ტმესი, ე.ი. გაკვეთა. ჩვეულებრივი პროზაული წყობა წინადადებისა ამგვარი იქნება. მას კვლევდის თინათინის წამწამთა ჯარისა შვენება სიტყვათა რაოდენობაც იმდენივე, როგორც ლექსში მაგრამ ლექსი არ გამოვიდა ამიტომ პოეტმა გაკვეთა წინადადება, დააშორა ერთმანეთს მსაზღვრელი და საზღვრული: თინათინის წამწამთა – და მათ შორი ჩასვა – შვენება ჰკლევდის, რაც პოეტურად ძალზე ეფექტური გამოვიდა.
![]() |
4.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 41. გულსა მისსა მიჯნურობა... |
▲ზევით დაბრუნება |
41. გულსა მისსა მიჯნურობა...
ა. აქ პირველი სტრიქონი იმეორებს
წინა სტროფის უკანასკნელი სტრიქონის შინაარსს „მას თინათინის შვენება ჰკლევდის
წამწამთა ჯარისა“, იგივეა, რაც
„გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად“,
მხოლოდ აღსანიშნავია, რომ წინასიტყვაობაში წამოყენებული დებულება სიყვარულის
ხასიათის შესახებ აქ უკვე გამართლებულია,
ხაზგასმულია: არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა
ჭირთა მალვა (27,1). აქაც: „გულსა მისსა მიჯნურობა
მისი ჰქონდა დამალულად“ (ე.ი. გულსა
თვისსა). ბ-გ-დ. აღსანიშნავია აქ ზმნების
ის ფორმა, რომლითაც გადმოცემულია სტროფის შინაარსი შინაარსი ეხება სიყვარულსა,
სიყვარულს მუდმივს, უწყვეტელს, და პოეტმაც სწორედ ამიტომ გადმოსცა
იგი შესაფერი გრამატიკული ფორმით: მოჰშორდის, შექმნის, ნახის,
გაუახლდის, გახდის. ყველა ეს
ზმნა, ამ ფორმით მოხმობილი, ერთ მიზანს ემსახურება: რაც შეიძლება ხაზი გაესვას იმ
გარემოებას რომ ავთანდილის სიყვარული გაუნელებელია, მუდმივია; ამასთანავე, მწვავე,
გულის მომკვლელი. ამიტომაცაა: „საბრალოა სიყვარული, კაცსა
შეიქმს გულ-მოკლულად!“
![]() |
4.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 42. რა მეფედ დასმა მეფემან... |
▲ზევით დაბრუნება |
42. რა მეფედ დასმა მეფემან...
ა. მისისა ქალისა – თავისა ქალისა.
ბ. მიჰხვდა – შეხვდა, მოუხდა, ერგო.
ვსება სჭირს მას აქ ალისა – სიყვარულის ალი ევსება, უქრება ცნობილია სტრიქონის ამ ნახევრის შესწავლის ისტორია.32 უკანასკნელ მიღებულია: ვსება სჭირს მას აქ ალისა.
მე ვასწორებ: ვსება სჭირს მის აქ ალისა რადგან „მის“ აქ განმსაზღვრელი ნაწევარია, რომელიც სახელს უთანხმდება ბრუნვაში: მის ალისა. ამას გარდა, რითმაც უფრო გამართული გამოდის: მისისა ქალისა – მის აქ ალიჩა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ხელნაწერში არის:
ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მისვე ალისა.
ავთანდილს მიჰხვდა სიამე||ვსება სჭირს მის აქ ალისა; სტრიქონი ორადაა გაყოფილი: თითოეულ ნახევარში ერთი და იგივე აზრია გამოთქმული, მაგრამ სხვადასხვა მხატვრული საშუალებით, ჩვეულებრივი ხერხი შოთა რუსთაველისა. „სიამის მიჰხვდომა“ იგივეა,ა რაც „ალის დავსება“, „ალის დამრეტა“.
გ. მომხვდების – შემხვდების, მომხვდების.
ნახვა მის ბროლ-ფიქალისა – ნახვა თინათინისა, ბროლსა (სახე) და ფიქალს (თმის მეტაფორაა) რომ ჰგავს.
დ. ნუთუ – ეგების, იქნება შეიძლება, რომ...
მთელი სტროფი:
როდესაც მეფემ თავისი ქალის მეფედ დასმა ბრძანა, ამ გარემოებამ სიამოვნება მოჰგვარა ავთანდილს, მას დაუშრტდა სიყვარულის ცეცხლი; თქვა: ამიერიდან (სამსახურის გამო) ხშირ-ხშირად მომიხდება მისი ნახვა, იქნება ამით მაინც ვპოვო ჩემი ფერ-გამქრალის წამალი.
-----------------
32. მას თავის დროზე ეხებოდნენ დ. კარიჭაშვილი, შ. დავითაშვილი, ილ. აბულაძე, მ. ჯანაშვილი, სილ. ხუნდაძე, ნ. მარი და სხვ.
![]() |
4.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 44. მოვიდეს სრულნი არაბნი... |
▲ზევით დაბრუნება |
44. მოვიდეს სრულნი არაბნი...
დ. საჯდომი – ტახტი.
რომე – სრული ფორმაა – რომელ. სამუალო – რომე – მოკლე – რომ. უმოკლესი – რო. რომე და რო დღეს დასავლურ კილოებშია შენარჩუნებული.
![]() |
4.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 45. თინათინ მიჰყავს მამასა... |
▲ზევით დაბრუნება |
45. თინათინ მიჰყავს მამასა...
თინათინის ტახტზე აყვანისა და საერთოდ, კურთხევის წესი სავსებით იგივეა, რაც ამ დროს მიღებული იყო საქართველოს მეფის კურთხევისას.
იგივე საჯდომის დამზადება, გვირგვინის თავზე დადგმა, სკიპტრის მიცემა, დალოცვა, თაყვანისცემა, მოსალოცის მიტანა სამეფო ხელისუფლების ნიშნები (პორფირი, ბისონი) და სხვა და სხვა. განსხვავებაა მხოლოდ იმაში, რომ წელზე ხმალი არ შემოურტყამთ და ეს იმიტომ, რომ მემკვიდრე ქალი იყო. არც თამარ მეფისთვის შემოურტყამთ ხმალი, რადგან მას, ვითარცა ქალს, ხმალი არ შეშვენოდა. ე.ი. ტერმინები მთლიანად ქართულია; კურთხევა ორ მომენტს შეიცავდა საეკლესიოსა და საეროს, მეფემ დასდვა გვირგვინი იმიტომ, რომ ამით უნდა აღინიშნოს თვით მეფემ (მამამ) გადასცა მას უფლება და არა სხვა ვინმემ.
![]() |
4.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 50. „მეფეთა შიგან სიუხვე“... |
▲ზევით დაბრუნება |
50. „მეფეთა შიგან სიუხვე“...
ა. მეფეთა შორის სიუხვე, ხელგაშლილობა ისეა, როგორც ედემს ალვა რგულიო.
ალვა – სხვაგვარად, ედემის ხე. ბიბლიის გადმოცემით, სამოთხე შემორგული, სავსე იყო ამ ხით. ეს ხე მეტად ლამაზია და არაჩვეულებრივად სურნელოვანი. ამ სურნელებას იგი აფრქვევს მიდამოთ განუწყვეტლივ, უშურველად. ამიტომაა, განსაკუთრებული სიუხვის აღსანიშნავად, ალვა მოჰყავთ.
გ. სმა-ჭამა, – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
დაგმობილია სიძუნწე, გარდამეტებული ხელმოჭერილობა, რასაც ადასტურებს უკანასკნელი სტრიქონი.
დ. რასაცა გასცემ – შენია, რას არა – დაკარგულია. – გასცემ მოითხოვს მიცემით ბრუნვას და სტრიქონის პირველ ნახევარში ასეცაა – რასაცა გასცემ... მეორე ნახევარმი აგრე უნდა იყოს. – რასაც არა – დაკარგულია, მაგრმ რასაც ქმნის ზედმეტ მარცვალს. ამიტომ ნ. მარმა ეს სტრიქონი ასე შეასწორა: რასაცა გასცემ შენია რა[ს]ც არა – დაკარგულია,33 ხოლო 1937 წ. საიუბილეო კომისიამ ასე რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია.
არა საჭირო შესწორებაა! რა არის: რაც არა – დაკარგულია – რასაც არ გასცემ, ის. ამგვარი თქმა დღესაც დამახასიათებელია. ხალხური ენისათვის: რასაა(ა) რომ ჰკითხულობ? ე.ი რა არის ის, რასაც ჰკითხულობ. ან თვით ვ. ტ-ში „რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები“ – რა არის ის სამსახური, რომელსა სამსახურს, მტყუანი ვიყო, თუ მოვერიდო.
სიტყვის ეკონომია ამაზე მეტი შეუძლებელია ხალხური ხერხია, მაშასადამე, კვალად ვიმეორებ, შესწორება მას არ სჭირდება და უნდა დარჩეს ასე:
რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია!
![]() |
4.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 51. ამა მამისა სწავლასა... |
▲ზევით დაბრუნება |
51. ამა მამისა სწავლასა...
ა ამა მამისა სწავლასა – მამის ამ სწავლასა.
ბრძნად მოისმინებდა – ბრძნულად მოისმენდა (ისმენდა).
ბ. მეორე სტრიქონში ეს ფაქტი კიდევ უფრო გაძლიერებულია, განსაკუთრებული ყურადღების აღსანიშნავად სამი სხვადასხვა მხატვრული სახითაა გადმოცემული:
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა.
გ. მეფე სმასა, და მღერასა იქმს – აქ ფაქტი გადმოცემულია სახელებითა და ზმნით, სმას იქმს, მღერას იქმს.
რამდენად ქართულია ეს კონსტრუქცია? იგი ჩვენ ვ. ტ-მდე გაცილებით ადრე გვხვდება. იგი უთუოდ ქართულია. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ასეთი ფორმა დღესაც არის დაცული კითხვითს წინადადებაში, სხვაგვარად არ ვამბობთ თუ არ – რასა იქმს? რას შვრება?
მაგრამ პასუხად დღეს არავინ იტყვის ჭამას ვიქმ, სმას ვიქმ.·ერთი სიტყვით, სუბსტანტივითა და ზმნით. ეს აზრის გადმოცემა ქართულია, მაგრამ ამ დროისათვის ის მილევაზე უნდა ყოფილიყო და გზას ზმნურობას უთმობდა შოთა ხომ ზმნურობით გადმოცემის იშვიათი ოსტატია. ეს ხერხი მას სჭირდება სხვათა შორის იმისათვის რომ გრძელი სიტყვა მოკლედ თქვას და ცდილობს, რაც შეიძლება, თავი დააღწიოს სუბსტანტივებს და გადაერთოს ზმნას. აქაც ასეა: „მეფე სმასა და მღერასა იქმს“, თქვა ეს და იქვე ეგევე აზრი ზმნურად გადმოგვცა: „მეტად მოილხინებდა“. საზოგადოდ, როგორც აღვნიშნეთ, შოთას, ამა თუ იმ ფაქტის გაძლიერებისათვის, უყვარს თავისებური პარალელიზმები.
მღერა – შეიძლება, აქ თამაშიც იყოს და სიმღერაც, მაგრამ უფრო საგულვებელია, რომ სიმღერა იყოს.·
დ. თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა:
თინათინ არაფრად მიიჩნევდა მზესა, მაგრამ მზე, ცდილობდა, გამხდარიყო თინათინად. თინათინის გარდამეტებული სილამაზის აღსანიშნავადაა ეს დაპირისპირება მოცემული.
-----------------
33.
ТР, XII,
стр. XLIX.
![]() |
4.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 52. მოიხმო მისი გამზრდელი,... |
▲ზევით დაბრუნება |
52. მოიხმო მისი გამზრდელი,...
„ა-ბ-გ. მოხმო მისი გამზრდელი – მოიზმო თავისი გამზრდელი.
დაიბადებოდა თუ არა მემკვიდრე, მას იმთავითვე მიუჩენდნენ სარჩოდ, საბადებლად სახელმწიფოს რომელსამე კუთხეს რომელიც ამიერიდან უფლისწულის, მეფის შვილის ქონებად იწოდებოდა. მეფის წულს ჰყავდა გამზრდელი (აღმოსავლეთში მას ათაბაგი ეწოდებოდა), რომელიც პასუხისმგებელი იყო უფლისწულის ქონებისა და მთელი შემოსავლისათვის. გამზრდელი აღრიცხავდა ქონებას მის ხელში იყო ბეჭედი, უმისოდ არავის შეეძლო საჭურჭლის გახსნა და ქონების გადმოღება თუმცა ქონება მეფის წულის იყო, წულის სრულს საკუთრებას შეადგენდა ქონება მეფის წულის იყო, მაგრამ მისი განმკარგველობა განსახღვრულ დრომდე, ე.ი. მეფისწულის სრულწლოვანობამდე გამზრდელს ეკუთვნოდა.
გ. ნაუფლისწულევი – უფლისწულობის დროს შეძენილი.
აქ ის გარემოება, რომ გამზრდელია განმკარგულებელი, ისაა ბეჭდის დამსმელი, პოეტმა იმით აღნიშნა, რომ სტროფის ჩვეულებრივი რიტმი დაარღვია: უკანასკნელი მუხლი, ნაცვლად ხუთისა, ·ექვსმარცვლიანი მოგვცა. ამიტომაც ლოგიკურმა მახვილმა გადმოინაცვლა შენგან სიტყვაზე და საბოლოოდ მივიღეთ შემდეგი წაკითხვა და გაგება: „უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი“ და არა: უბრძანა: ჩემი საჭურჭლე შენგანა ნაბეჭდულევი, რაც შოთას სრულიად დაუბრკოლებლივ შეეძლო, რომ არა გამზრდელის უფლების აღნიშვნა არაჩვეულებრივი მახვილით... რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქონება მეფისწულის სრულ საკუთრებას შეადგენს, ეს ანაფორული ალიტერაციით არის მიღწეული: „უბრძანი: „ჩემი საჭურჭლე... ჩემი ყველა, ჩემი ნაუფლისწულევი“.
დ. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი – სიტყვები კიბური წესითაა გაწყობილი გრადაციაა, მაგრამ აღმავალი.
უზომო ისეთი, რაც არ გაიზომება, მაგრამ უანგარიშოში მეტია ეს უზომობა, შეიძლება გაიზომოს, მაგრამ ვერ მოახერხო მისი ანგარიში. გაზომვა, ანგარიში ადამიანზეა დამოკიდებული. ულევი კი დამოუკიდებლად ადამიანის საქმიანობისა, დამოუკიდებლად ადამიანის ანგარიშისა, თავისთავადა ულევი.
![]() |
4.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 53. მას დღე გასცემს ყველაკასა... |
▲ზევით დაბრუნება |
53. მას დღე გასცემს ყველაკასა...
ა. სივაჟისა მოგებულსა – არის თუ არა ეს სრული შესატყვისი, სინონიმი ნაუფლოისწულევისა?
არა!
ნაუფლისწულევი მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ბოძებული ქონებაა, ხოლო სივაჟის მოგებული – პირადად შეძენილი ვაჟობის, სივაჟის დროს, ე.ი. ტახტზე ასვლამდე.
ბ. ამოაგებს – ამოავსებს, სიმდიდრით აავსებს.
გ. მცირესა და დიდებულსა: ყველას დიდებისა და მდგომარეობის განურჩევლად.
დ. საჭურჭლესა დაღებუ – საგნძარში: შენახულს.
![]() |
4.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 54. უბრძანა „წადით გასსენით...“ |
▲ზევით დაბრუნება |
54. უბრძანა „წადით გასსენით...“
ბ.
ამილახორი
–
მეჯინიბეთუხუცესი, მეცხენეთუხუცესი. რემა
– ჯოგი
– სინონიმებია დ. ლარი –
განძი ძვირფასეულისა. მეკობრე –
ზღვის ყაჩაღი, ქონებას, სიმდიდრეს იტაცებდნენ ლაშქარნი, როგორც მეკობრენი.
![]() |
4.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 55. ალაფობდეს საჭურჭლესა... |
▲ზევით დაბრუნება |
55. ალაფობდეს საჭურჭლესა...
ა. ალაფობდეს: საჭურრჭლესა მისსა – იტაცებდნენ ქონებასა მისსა.
ვითა ნათურქალსა – როგორც ნათურქალს ე.ი. თურქებისათვის წართმეულს. მტერთაგან წართმეული, რაც უნდა ძვირფასი იყოს, მაინც შედარებით მდარედ ფასდება. მაშასადამე, ადვილად მისატაცებელია: ვითა ნათურქალსა – ე.ი. ოხრად დარჩენილს, უპატრონოს, განმეორებულია წინა სტროფის ფაქტი.
ბ. ტაიჭი – არაბული ცხენი.
ქვე – ნაბამსა, ნასუქალსა – სინონიმებია: საგანგებოდ, გასასუქებლად დაბმული, ნასუქი.
დ. არ ყმასა და არცა ქალსა – არ ვაჟსა და არცა ქალსა.
![]() |
4.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 56. დღე ერთ გარდახდა; პურობა... |
▲ზევით დაბრუნება |
56. დღე ერთ გარდახდა; პურობა...
ა. დღე ერთ გარდახნდა – გათავდა, მიიწურა ერთი დღე.
პურობა, სმა-ჭამა – სინონიმებია.
ხილობა – აღსანიშნავია, სმა-ჭამის შემდეგ ხილი, როგორც იყო ჩვენში წესი წინათ და ახლა.
ბ. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა – პარალელიზმია: ორივე ნახევარი ერთსა და იმასვე აღნიშნავს – მოწყენილობას.
აღსანიშნავია დაღრეჯილობა. ახლა, „დაღმეჭას, სახის დაკრეჭას, დაჯღანვას ნიშნავს. – აქ მოწყენილობას. მოწყენილობა უნდა იყოს უწინარესი რომელ დროს ადამიანს სახე ეღმიჭება რაც თანაარსია მოწყენილობისა.
დ. ნეტარ – ნეტავი.
რა უმძიმს, რა სჭირსო – სინონიმებია.
შექმნეს ამისა ცილობა – დაიწყეს ამის შესახებ ლაპარაკი: ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას!
![]() |
4.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 57. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ... |
▲ზევით დაბრუნება |
57. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ...
ა. თავსა ზის პირმზე ავთანდილ – შეიძლება სუფრის ხელმძღვანელს ნიშნავდეს.
ბ. სპათა სპასპეტი – ჯარების უფროსი.
ჩაუქი – ცქვიტი, ყოჩაღი.
გ. ვაზირი ბერი – ვაზირი მოხუცი, შეიძლება აქ უხუცეს ვაზირს ნიშნავდეს, მით უმეტეს რომ მას ავთანდილის გვერდით უჭირავს ადგილი.
დ. რა უმძიმს·მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია? –რა ·მოუვიდა მეფეს, რად შეეცვალა ფერი?
![]() |
4.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 58. თქვეს თუ: „მეფე ცუდსა რასმე...“ |
▲ზევით დაბრუნება |
58. თქვეს თუ: „მეფე ცუდსა რასმე...“
ა. პირველი სტრიქონი იმეორებს წინა სტროფის უკანასკნელი სტრიქონის შინაარსს. შოთა ამგვარ ხერხს ხშირად მიმართავს, სახელდობრ, მაშინ, როცა წინა სტროფმა ვერ ამოსწურა გადმოსაცემი ფაქტის შინაარსი.
თქვეს თუ: მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, იგივეა რაც: თქვეს თუ: რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?
ბ. თვარა აქა სამძიმარი მისი ყოლა არა ქმნილა – თორემ აქა მისი საწყენი რამ სრულიად არ ქმნილა, სრულიად არ მომხდარა.
აღსანიშნავია თვარა ფორმა: იგი ვ.ტ-ზე უფრო ადრეა დადასტურებული ქართულ ძეგლებში. ხოლო დღეს შენახულია დასავლურ კილოებში.
გ. ვჰკითხოთ, გვითხრას – რაცა შეგვეცილა? – ვჰკითხოთ, გვითხრას, რა ნახა საწინააღმდეგო.
დ. ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა – რამე სამხიარულო რამ ვუთხრათ, არა მგონია, რომ „გაგვაწბილოს.
![]() |
4.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ... |
▲ზევით დაბრუნება |
59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ...
ა. ადგნენ სოგრატ და ავთანდილ ტან წერწეტნი.
ბ. აივსეს ჭიქები და წყნარად წავიდნენ მეფისაკენ აღსანიშნავია „თვითო აივსეს ჭიქები“. ეს წესი დღესაც ცოცხალია ჩვენში. ამ წესს განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც პატივსაცემი პიროვნებაა სადღეგრძელებელი: ადგომა და შორიდან დღეგრძელობა უკმარად მიაჩნიათ. საჭიროდ მიიჩნევენ სავსე ჭიქებით ეახლონ სადღეგრძელებელ პიროვნებას.
გ. მიუსხდნენ მუხლმოყრით, გაღიმებულნი.
დ. ვაზირმა დაიწყო მჭერმეტყველური ლაპარაკი.
![]() |
4.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 60. „დაგიღრეჯია მეფეო...“ |
▲ზევით დაბრუნება |
60. „დაგიღრეჯია მეფეო...“
ა. დაგიღრეჯია მეფეო, იგივეა რაც „აღარ გიცინის პირიო“.
ბ. წახდა საჭურჭლე თქვენი –დაიღუპა, მოისპო ქონება, სიმდიდრე თქვენი.
მძიმე – აქ: არამსუბუქი, გადატ. ბევრი, დიდი, ძვირი – ძვირფასი,იშვიათი.
გ. საბოძვარ-ხშირი – ხელგაშლილი, უხვად გამცემი.
დ. ყოლამცა მეფედ ნუ დასვი – სრულიადაც მეფედ რომ არ დაგესვა.
![]() |
4.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 61. რა მეფემან მოისმინა... |
▲ზევით დაბრუნება |
61. რა მეფემან მოისმინა...
ა. გაცინებით შემოხედნა – წესით უნდა ყოფილიყო – გაცინებით შემოხედა, რადგან შემოსახედი ობიექტი ერთია; აბა, რატომაა შემოხედნა? შესაძლებელია, აქ სხვა ობიექტი იგულისხმება, რომელიც თავის დროს იყო, ახლა დაკარგულა სახელდობრ, თვალნი. შემოხედნა თვალნი. თქმა იმისა, რომ შოთამ ეს რითმისათვის ჩაიდინაო, ამ შემთხვევაში არ შეიძლება რადგან ამგვარი მოვლენები გვაქვს იქაც, სადაც რითპის საქიროება სრულებით არაა (იხ. სტრ. 64).
დ. ამგვარივე მდგომარეობა გვაქვს „დაიყბედნა“ სიტყვაში. აქაც არ ჩანს ობიექტი და ისიც მრავლობითში. თუ დაკარგულ სუბიექტს არ ვიგულისხმებთ, მაშინ უნდა შევურიგდეთ იმ გარემოებას, რომ რითმის საჭიროებამ გამოიწვია „ნ“ ბგერის ჩართვა.
ახლა წარმოვიდგინოთ წინა სტროფებსა და ამ სტროფში წარმოდგენილი სურათი: საერთო ნადიმობისა და მხიარულობის დროს მეფემ უცებ მოიწყინა. ამ გარემოებამ ყველა შეაშფოთა შეიქმნა მითქმა-მოთქმა, ჩურჩული, რა მოუვიდა მეფეს, ვაი, თუ ჩვენგან, ჩვენი საქციელის გამო ეწყინაო. ავთანდილმა და სოგრატმა გადაწყვიტეს ალბათ იმიტომ მოიწყინა, რომ მისმა ქალმა, თინათინმა მთელი ქონება დაარიგაო. ნეტავი მეფედ არ დაგესვა მთელ თქვენს ქონებას გაანიავებსო, მოისმინა მეფემ ეს და იქვე მყოფს (მდგომს) თინათინს სიცილით, სიყვარულით შეხედა. ამათ ლაპარაკს ყურს ნუ უგდებ. შენი საქციელი მე მომწონს, მადლობელი ვარო (წყალობა უიმედნა), შემცდარი ბრძანდება ყველა ის, ვინც დაიყბედებს, რომ მე ძუნწი ვარო; „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა“.
![]() |
4.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 62. „ეგე არ მიმძიმს, ვაზირო...“ |
▲ზევით დაბრუნება |
62. „ეგე არ მიმძიმს, ვაზირო...“
ბ. სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია – პარალელიზმი: სიბერე მახლავს იგივე, რაც დავლიე სიყმაწვილისა დღენია, ე.ი. დავასრულე სიყმაწვილის დღენია.
![]() |
4.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 63. „ერთაი მიზის ასული“... |
▲ზევით დაბრუნება |
63. „ერთაი მიზის ასული“...
ა. ერთაი – სავსებით კანონიერი ფორმაა, თანაც აქ სტრიქონის სათანადო მარცვლით შევსების მიზნითაა მოხმობილი.
ბ. ყმა-შვილი – ვაჟი-შვილი.
ვარ საწუთროსა თმობითა – ვითმენ ამ ქვეყნიდან, დასჯილი ვარ.
გ. ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად – რომ მგავდეს მშვილდოსნად.
დ. ცოტასა შემწევს ავთანდილ – ცოტასა შემგავს ავთანდილ, ცოტათი მემსგავსება ავთანდილ.
ჩემგანვე განაზრდობითა – ისიც იმიტომ რომ ჩემი გაზრდილია.
![]() |
4.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 64. ყმა მეფისა ბრძანებასა... |
▲ზევით დაბრუნება |
64. ყმა მეფისა ბრძანებასა...
ა. ლაღი – თამამი.
ბ. თავმოდრეკით გაიღიმნა – გაიღიმა (იხ. 61 სტრ).
გ. თეთრთა კბილთა გამომკრთალთა შუქთა ველთა მოაფენდა – ჰიპერბოლაა: კბილები ისეთი თეთრი ჰქონდა, რომ მისგან გამოსხივებული შუქი ველს განანათლებდა.
![]() |
4.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 65. კვლა უბრძანა: თავსა ჩემსა... |
▲ზევით დაბრუნება |
65. კვლა უბრძანა: თავსა ჩემსა...
ბ. მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო – მოგახსენებ და წყალობა მოიღე.
გ-დ. შემდეგ ორს უკანასკნელ სტრიქონში მოხმობილია სინონიმური სიტყვები, რომელთა მიზანია, რაც შეიძლება მეტად მოარბილოს მეფე, რაც შეიძლება მეტად დაამშვიდოს იგი; ამასთანავე, ეს სიტყვები გრადაციული, კიბური წესითაა გაწყობილი, რომ მეტი სიმკვეთრე, მეტი დამაჯერებლობა ექნეს. თანვე აზრის გასაძლიერებლად ეს სიტყვები გადაბმულია ანაფორული ალიტერაციით „არ“.
![]() |
4.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 66. უბრძანა: „რადმცა ვიწყინე...“ |
▲ზევით დაბრუნება |
66. უბრძანა: „რადმცა ვიწყინე...“
ა. ავთანდილის სიტყვებმა იქონია გავლენა მეფეზე, ამიტომ იგი მოლბა, კილოც მისი უკვე სხვაგვარია; რატომ უნდა ვიწყინო შენგან სიტყვები საწყინარი?
დ. ავთანდილ დამშვიდდა და თანვე გათამამდა. აქედან მისი პასუხის კილო: ნუ მოჰკვეხ მშეილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
ჩვეულებრივ ამგვარი კილო (ნუ მოჰკვეხ) მეფის მიმართ გაუგებარია, ერთგვარი უზრდელობაცაა, მაგრამ განხილულ სიტუაციაში სავსებით გასაგებია და გამართლებული.
![]() |
4.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 67. „მიწაცა თქვენი ავთანდილ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
67. „მიწაცა თქვენი ავთანდილ...“
ა. მიწაცა თქვენი ავთანდილ – თავმდაბლობის აღმნიშვნელი თქმაა: მე, ავთანდილ, თქვენ წინ მხოლოდ მიწა ვარ, უბრალო მოკვდავი თქვენ წინა – ხელნაწერებში და გამოცემებშია თქვენს წინა. თქვენს არაა სწორ. თქვენს მიცემითი ბრუნვაა სიტყვისა: თქვენი (კუთვნილებითი ნაცვალსახელი).
აქ კი გვაქვს არა კუთვნილებითი ნაცვალსახელი, (არც შეიძლება აქ იყოს კუთვნილებითი), არამედ მხოლოდ პიროვნული: მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ...
რომელ ბრუნვაშია თქვენ?
თქვენ წინა – სინტაგმაში თქვენ ნათესაობითშია საამისოდ საკმაოა ჩანაცვლების სისტემას მივმართოთ: კაცის წინა.
მაგრამ წინა შეიძლება მოითხოვდეს მიცემით ბრუნვას, როგორც ეს ძველ ქართულში იყო, შეიძლება, მაგრამ მიცემითშიაც მხოლოდ თქვენ იქნება და არა თქვენს. თქვენს მიცემითია თქვენი სიტყვისა და არა თქვენ სიტყვისა.
ბ. ნაძლევი დავდვათ – დავნაძლევდეთ!
მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია!
მოვიყვანოთ მოწმეებად თქვენივე ყმები.
გ. მოასპარეზედ ვინ მგავსო – მოკლედაა ნათქვამი: თქვენ რომ ბრძანეთ მოასპარეზედ, ასპარეზზე მოთამაშედ, მოვარჯიშედ, ვინ მჯობსო...
ცუდნიღა უკუთქმანია – ტყუილუბრალოდ უარყოფ!
თქმა და უკუთქმა – ითქმა და საწინააღმდეგოს თქმა, რისამე თქმულის უარყოფა, წინააღმდეგობა.
დ. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია – ამ თქმას უეჭველად კავშირი აქვს ცნობილ ხალხურ თქმასთან: ჰა ბურთი და ჰა მოედანი! როდის იხმარება ეს თქმა როცა უნდათ. ვისიმე სიტყვიერი (თეორიული) განცხადება შეამოწმონ პრაქტიკაზე. როდესაც უნდათ წაქეზება რაიმე საქმეში, შეჯიბრებაში, ასპარეზობასა და ბურთაობაში. ეგ თქმა ჩვენში ალბათ ძველადვე იყო ცნობილი, გაცილებით ადრე ვ.ტ-მდე. აქედან იგი გადავიდა ხალხში და შოთამაც ხალხისაგან აიღო ეს ხალხური თქმა.
![]() |
4.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 68. „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
68. „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა...“
ა. დაცილება – გაჯიბრება, მეტოქეობა.
მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა – მე არ შეგარჩენ, არ გაპატიებ შენ მაგ გაჯიბრებას, მაგ მეტოქეობას.
ბ. ბრძანე ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა – ბრძანე და მერმე არ დაიწყო უკანდახევა, მერყეობა.
დ. მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა... – მერმე გამოჩნდეს მოედანს თუ ვის, თუ რომელს ჩვენგანს დაუწყებენ ქებას, ე.ი. რომელი ჩვენგანი გაიმარჯვებსო.
ვისძი – თუ ვის.
![]() |
4.33 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა,... |
▲ზევით დაბრუნება |
69. ავთანდილცა დაჰმორჩილდა,...
ა. საუბარი გარდაწყვიდეს – საუბარი დაასრულეს.
ბ. რაკი შესიტყვება კარგად დამთავრდა, რაკი ატმოსფერო, ასე ვთქვათ, განიტვირთა, მძიმე მდგომარეობა სიხარულით შეიცვალა და ეს ფაქტი გადმოცემულია სამი ზმნური გამოთქმით. იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს.
კარგად ზმიდეს – კარგად იქცეოდეს.
დ. თავშიშველი სამ დღე ვლიდეს – გადატ. ღირსება ახდილი, შერცხვენილი სამ დღეს ვლიდეს.
ქუდი ვაჟკაცობის, კაცობის ნიშანი იყო. ქუდი ვაჟკაცის დამაგვირგვინებელია.
თავდადგმული, თავდახურული – სრული.
დღესაც დარჩენილია ჩვენში თქმა: ქუდი არ გხურავს, ე.ი. კაცი არა ხარ, მოკლებული ხარ ყოველგვარ კაცურ ღირსებას, პატიოსნებას.
აქედან სასჯელი: თავშიშველა გატარება – შერცხვენა.
![]() |
4.34 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 70 (...) კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი...“ |
▲ზევით დაბრუნება |
70 (...) კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი...“
ა. მარებლად – მოსიარულედ.
ბ. თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად – ჩვენად თუ ჩემად? – საბოლოოდ ხომ აგრე გადაწყდა: თორმეტი როსტევანის დამხმარე იყო, ხოლო ერთი – შერმადინ ავთანდილისა ასედაცაა ნათქვამი: ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად – მაშასადამე უნდა: თორმეტი ჩემად ისრისა... თუ არა, მაშინ ჩვენად უნდა მივიღოთ როგორც plur. majest.
დ. უტყუვრად, მიუმცდარებლად – პლეონაზმია – სინონიმებით გადმოცემული.
![]() |
4.35 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 71 (70). „მონადირეთა უბრძანა:...“ |
▲ზევით დაბრუნება |
71 (70). „მონადირეთა უბრძანა:...“
ბ. დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით – მორეკეთ ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არონინეთ.
გ. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს – ლაშქარნი სამზერად, საყურებლად მოიწვიეს.
მოდით და მოიჯარენით – სინონიმებია.
დ. გაყარეს სმა და ნადიმი – შეწყვიტეს, გაათავეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით – იქ ვისიამოვნეთ, გავიხარეთ.
![]() |
5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეორე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 72 (71). „დილასა ადრე მოვიდა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
72 (71). „დილასა ადრე მოვიდა...“
ა. სოსანი – სწორღეროიანი ყვავილია; ნაზარდი სოსანი – სწორად გაზრდილი სოსანი – ავთანდილი.
ბ. ძოწეულითა მოსილი – წითელი მოსასხამით.
ბადახში – საუკეთესო ლალი ბადახშისა (ავღანისტანში).
პირად ბროლ-ბადახშოსანი – თეთრ ლალისფერიანი.
გ. პირ-ოქრო რიდე ეხვია – ოქროთი მოპირკეთებული რიდე, ოქროსფერი რიდე ეხვია.
ჰშვენოდა ქარქაშოსანი – უხდებოდა ხმალი.
დ. მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი – მოდგა, მოადგა კარს თეთრ-ცხენიანი.
![]() |
5.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 73 (72). შეეკაზმა მეფე, შეჯდა... |
▲ზევით დაბრუნება |
73 (72). შეეკაზმა მეფე, შეჯდა...
ა. შეეკაზმა – მოემზადა.
ნადირობას გამოვიდეს – შემასმენელი მრავლობითშია. (გამოვიდეს – გამოვიდნენ). რატომ? თუ მეფე იგულისხმება, მაშინ plur. majest. თუ არა და მაშინ სპანი უნდა ვივარაუდოთ.
ბ. მგრგვლივ – ირგვლივ.
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს – პარალელიზმია.
გ. ზეიმი და ზარი იყო – სინონიმებია, დიდი მხიარულება.
დ. ისროდეს და ერთგან სრვიდეს – ისროდნენ და ნასრევს, დახოცილთ ერთ ადგილას ჰყრიდნენ.
![]() |
5.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 74 (73). უბრძანეს: „მონა თორმეტი...“ |
▲ზევით დაბრუნება |
74 (73). უბრძანეს: „მონა თორმეტი...“
ბ. მშვილდსა ფიცხელსა – სწრაფ მშვილდსა – სწრაფად გამავალ მშვილდსა.
ფიცხელი – ბევრის რისამე აღმნიშვნელია ვ.ტ-ში, მათ შორის სწრაფვის სინონიმიცაა:
547,4 მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ, არფიცხელი.
231,2 ფიცხლა გაიქცა, ...
403,1 'ფიცხლა მოვიდეს...
გ. ყოველთა მინდორთა კიდითა – ყოველი მხრიდან.
![]() |
5.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 75 (74). მოვიდა ჯოგი ნადირთა. |
▲ზევით დაბრუნება |
75 (74). მოვიდა ჯოგი ნადირთა.
ბ. კანჯარი – გარეული ვირი.
ქურციკი – ჯეირანი.
გ. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს – აქ: მას პატრონ-ყმანი დაედევნენ, პატრონმა და ყმამ შეუტიეს.
ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი – ვერ გაარჩევდი რომელი რომელს სჯობდეს.
დ. აჰა – შეძახებაა, ნიშნავს აბა ახლა გამოჩნდეს აჰა, მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი. – აბა, ახლა გამოჩნდეს, ვის აქვს (უკეთესი) მშვილდი და ისარი (ვისაც შეუძლია უკეთესად სროლა) და მკლავი დაუღალავი.
დაუშრომელი – დაუღალავი:
![]() |
5.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 76 (75). ცხენთა მათთა ნატერფალნი... |
▲ზევით დაბრუნება |
76 (75). ცხენთა მათთა ნატერფალნი...
ა. ნატერფალი – ნაკვალევი, მტვერი.
ცხენთა მათთა ნატერფალნი – ცხნეთაგან დაყენებული მტვერი.
მზესა შუქსა წაუხმიდეს – მზესა შუქსა წაართმევდეს, მზეს დააბნელებდეს.
ბ. ნადირობენ ცხენებზე ამხედრებულნი, მაშასადამე, მოქმედება მოძრაობაში წარმოებს და ეს მოძრაობა რომ უფრო ცოცხლად იქნეს წარმოდგენილი ზმნური გამოთქმაა, ანაფორული ალიტერაციაა მოხმობილი:
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს.
გ. მოქმედების ხანდაუზმელობა რომ გამოხატოს უწყვეტლის ხოლმეობითია ნახმარი: რა ისარი დაელივის – რა ისარი დაილეოდა ხოლმე.
მონანიყე მოართმიდეს – ყე ნაწილაკი ობიექტის მრავლობითობის მაჩვენებელია; მონანი მათ მიართმევდნენ ხოლმე.
დ. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს – მათგან დაჭრილი მხეცი ყველა ეცემოდა, ყველა კვდებოდა.
![]() |
5.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 77 (76). იგი ველი გაირბინეს,... |
▲ზევით დაბრუნება |
77 (76). იგი ველი გაირბინეს,...
ა. ჯოგი წინა შემოისიეს – ჯოგი წინა შემოირეკეს.
ბ. დახოცეს და ამოწყვიტეს – სინონიმებია.
გ. ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისლი ისხეს – პარალელიზმია.
დ. ავთანდილის შემხედველთა... აქ სათქმელი რომ უფრო მოკლე და მახვილი იქნეს, გამოტოვებულია სიტყვა: თქვეს. ე.ი. ავთანდილის შემხედველნი ამბობდნენ: იგი ჰგავს ალვას, ედემის ხეს.
![]() |
5.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 78 (77). იგი მინდორი დალივეს,... |
▲ზევით დაბრუნება |
78 (77). იგი მინდორი დალივეს,...
ა. იგი მინდორი დალივეს – მინდორი გაირბინეს, იგივეა, რაც მართ მათგან განარბენია.
ბ. ნადირნი ტყესა შეესწრნეს – ნადირთ ტყეში შეასწრეს, ნადირმა ტყეს შეაფარა თავი.
სადა ვერა რბის ცხენია – სად ცხენოსანი ვერ გაატანდა, ვერ შეატანდა.
გ. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია – ორივე მაშვრალი სასტიკად დაიქანცა ორივე დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ მხნენი იყვნენ.
![]() |
5.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 79 (78). ერთმანერთსა,: თუ: „მე გვგობო...“ |
▲ზევით დაბრუნება |
79 (78). ერთმანერთსა,: თუ: „მე გვგობო...“
ბ. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს – ამხანაგობდნენ, ხუმრობდნენ და ეს ამხანაგობა და ხუმრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ თითოეული მათგანი ხან ერთ მხარეს ამოუდგებოდა ამხანაგს, ხან – მეორეს. სურათი დღესაც ცოცხალია: ორი ცხენოსანი გზად მიდის, გაცხარებულ ლაპარაკში არიან, სიცილ-ხარხარი აქვთ და ამავე დროს ერთმანეთს ადგილს ენაცვლებიან.
დ. ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს – ჩვენ თქვენგან არ გვეპირფერებოდეს, პირფერობით არაფერი გვითხრათ.
![]() |
5.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 80 (74). მონათა ჰკადრეს: „მართალსა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
80 (74). მონათა ჰკადრეს: „მართალსა...“
ა. მონათა ჰკადრეს: „მართალსა...“ ერთი რიტმული ერთეულია, „...გკადრებთ და ნუ გემცთარებით“ – მეორე რიტმული ერთეულია.
მაგრამ თუ სინტაქსურად დავყოფთ, მაშინ სხვა ერთეულებს მივიღებთ:
1. მონათა ჰკადრეს: მართალსა გკადრებთ...
2. და ნუ გემცთარებით.
რატომ დაანაწევრა პოეტმა ასე ეს ერთეულები? აქ სიმართლეზეა ლაპარაკი მაშასადამე, მახვვილიც, მართალსა სიტყვაზე უნდა მოვიდეს. ჩვეულებრივი წყობით ეს არ ხერხდება პოეტმა სტრიქონის მეორე ნახევრის სიტყვა მოიხმო და სინტაქსური ერთეული მკვეთრად გამოჰყო.
„ნუ გემცთარებით“ – იშვიათი ნიმუშია გრძელი სიტყვის მოკლედ თქმისა: ნუ იფიქრებთ თქვენ რომ ჩვენ თქვენ მიმართ მცდარი ვიქნებით, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ თქვენ სიცრუეს გეტყვით.
ბ. მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით – მეფეო, სრულიად ვერ ვიტყვით, რომ შენ მაგას, ავთანდილს შეედარები და ეს შეუდარებლობა გაძლიერებულია მესამე სტრიქონის ალიტერაციულად გაწყობილი სიტყვებით:
გ. აწვეცა დაგვხოც ვერა ჰგავ, – ვერად ვერ მოგეხმარებით.
დ. ზოგ ხელნაწერში და დაბეჭდილში: ვისგან ნაკრავნი გვინახავნ; მე ვამჯობინებ: მისგან ნაკრავნი გვინახავნ.
რატომ?
იმიტომ, რომ აქ შედარებულია ორი კონკრეტული პიროვნება – მეფე და ავთანდილი; „..ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით“ – და სწორედ ამ კონკრეტულობის, განმსაზღვრელობის მაჩვენებელია მისგან, ხოლო ვისგან უთუოდ განუსაზღვრელია.
მისგან ნაკრავნი გვინახავნ მხეცნი ვერ წაღმა წარებით – მისგან (ავთანდილისაგან) ნაკრავი მხეცი გვინახავს ხოლმე, რომ წაღმან ვერ დადიოდა, ე.ი. კვდებოდა. შემდეგ ეს ფაქტი უფრო გაშლილადაა მოთხრობილი მომდევნო სტროფში.
![]() |
5.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 81 (80). ორთავე ერთგან მოკლული,... |
▲ზევით დაბრუნება |
81 (80). ორთავე ერთგან მოკლული,...
ბ. უფროსი დაუხოცია – უფრო მეტი დაუხოცია.
გ. რაც ოდენ შეუტყორცია – რაც ოდენ გაუსვრია.
დ. მიწითა დასრვილი დაგვიხოცია – მიწითა დასვრილი გაგვიწმენდია.
![]() |
5.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 82 (81). მეფესა ესე ამბავი... |
▲ზევით დაბრუნება |
82 (81). მეფესა ესე ამბავი...
ა. მეფეს ეს ამბავი მიაჩნია, როგორც ნარდის თამაში,
ბ. უხარია თავისი გახრდილის ასეთი სიკეთე.
გ. აქვს მისი სიყვარული, როგორც ვარდს ბულბულისა.
დ. სიცილით მხიარულობს, გულიდან დარდი ამოიყარა.
![]() |
5.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 83 (82). იგი ორნივე საგრილად,... |
▲ზევით დაბრუნება |
83 (82). იგი ორნივე საგრილად,...
ა. იგი ორნივე საგრილობლად გარდახდენ ხის ძირში.
ბ. ლაშქარმა დაიწყო მოსვლა, მოვიდა ბზეზე მეტი.
გ. ახლოს უდგას თორმეტი მონა, ყოვლის მამაცის უმამაცესი.
დ. თამაშობდნენ და უჭვრეტდნენ წყალსა და ტყის პირს.
![]() |
6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მესამე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 84 (83). ნახეს უცხო მოყმე ვინმე,...“ |
▲ზევით დაბრუნება |
84 (83). ნახეს უცხო მოყმე ვინმე,...
ა. უცხო – უცნობი.
მოყმე – რაინდი.
ბ. ჰყვა – ჰყავდა.
დ. ესხა (ითქმის „მრავალზე) – ჰქონდა, ეწყო, ელაგა.
დ. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა – სჩვეულებრივ გამოცემებში დაეთრთვილა-ს შემდეგ მძიმეა დასმული. თუ აგრე დავტოვეთ, მაშინ სტრიქონის მეორე ნახევარი გაუგებარი იქნება. არ უნდა მძიმე მაშინ მთელი სტრიქონის აზრი ნათელია:
ცრემლს გულში მდუღრად ანატირს ვარდი, ე.ი. ლოყები დაეთრთვილა, დაესველებინა და მოეყინა.
დაეთრთვილა – II თურმეობითია, III სერიაში.
![]() |
6.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 85 (84). მას ტანსა კაბა ემოსა... |
▲ზევით დაბრუნება |
85 (84). მას ტანსა კაბა ემოსა...
ა. მას ტანსა – მას ნაწევარია, ტანის განმსაზღვრელი, თუ ნაცვალსახელია? თუ ნაცვალსახელია, მაშინ მას ტანსა ასე გაიაზრება: უცხო ყმას ტანზე ემოსა.
კაბა – ზემოთ ჩასაცმელი, გარე ჩასაცმელი. „მას ტანსა კაბა ემოსა გარე – თმა ვეფხის ტყავისა“ – რამდენ სამოსზეა აქ ლაპარაკი? ერთზე თუ ორზე? სხვაგვარად: კაბა ერთი სამოსია და ვეფხის ტყავი მეორე? არა! აქ ერთი სამოსია – კაბა; ხოლო სტრიქონის მეორე ნახევარში მოცემულია განმარტება, რომ კაბა ვეფხის ტყავის იყო, ამას ადასტურებს მეორე სტრიქონიც სადაც ქუდზეა ლაპარაკი: „ვეფხს ტყავისა ქუდივე“ – ვე დასკვნითი სათქმელის ფორმაა.
ბ. სარქმელი – სახურავი.
გ. უსხოსი მკლავისა – პოეტური ფორმაა მათრახის სისხოთი დახატოს მოყმის გოლიათობა:
დ. ნახვა მოუნდა – მოუნდა შეთანხმებულია ობიექტთან. „ნახეს და ნახვა მოუნდა“ – დაინახეს და ნახვა მოუნდათ. აღსანიშნავია ნახვის ასწრაფებული სურვილის გადმოცემა.
ნახვა – სამი კომბინაციითაა მოცემული
![]() |
6.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 86 (85). წავიდა მონა საუბრად... |
▲ზევით დაბრუნება |
86 (85). წავიდა მონა საუბრად...
ა-ბ-გ. მოლიზღარი – მოცინარი.
ჰგია – არის.
გიშრისა ღარი – აქ: თვალები, თვალების სიღრმე.
„საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, არ ჭვრეტით მოლიზღარისად“ – შესიტყვების ძველი ნორმა დარღვეულია. უნდა: „საუბრად... გულმდუღარისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისა“, სწორედ ისე, როგორც „თავჩამოგდებით მტირლისა“. დარღვევა გამოიწვია მესამე სტრიქონის მორითმავე სიტყვამ: „ჰგია გიშრისა ღარი სად“, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ საშუალო ქართულში რითმის მიუხედავად ძველი ნორმა ისედაც დარღვეულია.
„თავჩამოგდებით მტირლისა“ იგივა რაც „არ ჭვრეტით მოლიზღარისად“. მეორე ავსებს პირველს, ხოლო მესამე სტრიქონი მხატვრულად გადმოგვცემს პირველი ორი სტრიქონის ტირილის სურათს:
გ. შავი თვალებიდან თეთრი ცრემლი მოდიოდა არაჩვეულებრივი მეტაფორებითა და მეტაფორული ეპითეტებით არის გადმოცემული.
დ. მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად – სიტყვის თქმისთვის ვერ მოიცალა, სიტყვის თქმა ვერ შესძლო.
![]() |
6.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 87 (86). ვერა ჰკადრა საუბარი... |
▲ზევით დაბრუნება |
87 (86). ვერა ჰკადრა საუბარი...
ა. მონა მეტად შეუზარდა – მონა მეტად შეუშინდა.
ბ. უმაგარდა – რითმისთვისაა. უნდა იყოს – უმაგრდა.
გ. მოახსენა „გიბრძანებსო“ – მხოლოდ ერთი სიტყვითაა გადმოცემული დავალება მეფისა. არაჩვეულებრივადაა დახატული შეშინებულის მდგომარეობა მხოლოდ ერთი სიტყვით.
ახლოს მიდგა, დაუწყნარდა – ახლოს მივიდა, დაუშოშმინდა.
დ. მისგან გაუუმეცარდა – მისთვის, მონისთვის უცნობი შეიქნა.
![]() |
6.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 88 (87). მის მონისა არა ესმა... |
▲ზევით დაბრუნება |
88 (87). მის მონისა არა ესმა...
ა. სიტყვა, ნაუბარი – სინონიმებია.
ბ. ერთობ – სავსებით.
გ. უცხოდ – საგანგებოდ, განსაკუთრებით.
![]() |
6.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 89 (88). სხვაგან ქრის მისი გონება... |
▲ზევით დაბრუნება |
89 (88). სხვაგან ქრის მისი გონება...
ა. მისმან თავისა წონამან – ვფიცავ მის თავის წონას. რატომ თავის წონას? – იმიტომ, რომ გონება თავშია მოთავსებული და იგი გონებით, ე.ი. თავით, მთელი თავისი არსებით აღარაა ამქვეყნად, სხვაგანაა გადაბარგებული.
დ. არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან – პირი არ გააღო, დუმდა.
ეს ორი წინა სტროფი ერთსა და იმასვე გადმოგვცემს, სახელდობრ; უცნობ ყმას მძიმე რამე აწუხებდა, გარეშე ხალხის ხმაურზე იყო ერთობ უგრძნობარი. ამ აზრს პოეტი თანდათან აძლიერებს და უკანასკნელ სტროფში ეს მდგომარეობა კულმინაციამდე აჰყავს სათანადო მხატვრულ საშუალებათა მოხმობით. სახელდობრ, ალიტერაციული ანაფორებით:
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან.
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
ე.ი. უცხო ყმამ მონას პასუხი არ გასცა – და მონამაც შედეგი უნდა აცნობოს მეფეს.
![]() |
6.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 90 (89). რა პასუხი არა გასცა |
▲ზევით დაბრუნება |
90 (89). რა პასუხი არა გასცა,...
ბ. შემიტყვია – გამიგია, როგორც მე ვატყობ.
გ. თვალნი მზეებრ გამირეტდეს – თვლები გამირეტდა ისე, როგორც მზე არეტებს; სტრიქონის მეორე ნახევარი ავსებს სურათს.
დ. მით დავყოვნე ხანი მუნ, და – უკანასკნელი და დავყოვნე-ზმნის პირველი მარცვალია, ზმნისწინია დავყოვნე ზმნის გასაძლიერებლად მოხმობილი: ამიტომ დამაგვიანდა, ამიტომ დავრჩი იქ დიდხანს.
![]() |
6.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 91 (90). მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა |
▲ზევით დაბრუნება |
91 (90). მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა,...
ა. გა-ცა-წყრა – აქ ზმნისწინი გა გამოყოფილია ფუძეს და მათ შორის ჩასმულია ცა ნაწილაკი;
მეფე გაკვირდა გა-ცა-წყრა – მეფე გაკვირდა და გაწყრა კიდეც მონის პასუხის პირველი რეაქცია გაკვირდა; გაკვირდაში – ცოტაა შემფოთება; შემდეგ იგი წყრომაში გადაიზარდა; რომ უფრო მეტად გამოჩნდეს ეს წყრომა სტრიქონის მეორე ნახევარში ერთხელ კიდევ გამეორებულია წყრომა ფუძე და გადმოცემულია იგი მიმღეობით.
„მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე“.
უც – უძს, უძევს, აქვს.
ბ. გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე – მე ვამჯობინებ მძიმეს მის-ს შემდეგ: გაგზავნა მონა თორმეტი მისი, წინაშე მდგომარე, – ე.ი. გაგზავნა თავისი თორმეტი მონა რომლებიც წინამე იდგნენ.
გ. საომარე – რითმის გამოა შეცვლილი საომარი.
დ. იქი – იქ.
![]() |
6.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 92 (91). მონანი მიდგეს, მივიდეს |
▲ზევით დაბრუნება |
92 (91). მონანი მიდგეს, მივიდეს,...
ა. მონანი მიდგეს, მივიდეს – ახლოს მივიდნენ. მონანი მიუახლოვდნენ, მივიდნენ, შეიქმნა იარაღის ჩხრიალი.
ბ. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ყმა, რომელიც გულმოდგინედ ტიროდა.
გ. თვალნი მოარნა – მიიხედ-მოიხედა, თვალები მიმოავლო, დაინახა ბევრი, დიდძალი ლაშქარი.
დ. მხოლოდ ერთი ამოიოხრა „ვაი მე“, სხვა არაფერი უთქვამს.
![]() |
6.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 93 (92) თვალთა ხელი უკუივლო,... |
▲ზევით დაბრუნება |
93 (92) თვალთა ხელი უკუივლო,...
ა. თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა – პარალელიზმია.
ბ. ხმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა – ესეც პარალელიზმი: მოემზადა საბრძოლოდ.
გ. ცხენსა შეჯდა, – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! – ცხენს შეჯდა, აბა მონების საუბარს რად დაუწყებდა მოსმენას.
დ. სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა – ერთგვარე ირონიაა: მონებს ერთგვარი ჭირი ჰქონდათ, ყმა უნდა დაეჭირათ, ყმა კი ხელიდან გაუსხლტა და მონების ჭირი არ განკურნა.
![]() |
6.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 94 (93) მონათა ხელი გამართეს |
▲ზევით დაბრუნება |
94 (93) მონათა ხელი გამართეს...
ა. მონებმა ხელი გამოიღეს ყმის შესაპყრობლად.
ბ. მან კი, საბრალონი ისე გახადა, რომ მტერსაც კი შეებრალებოდა: ჰკრა ერთმანეთს, დაუზოგავად დახოცა.
ხელაპყრობა – მფარველობა. ხელ-აუპყრობელად – დაუფარავად, ვერ მოასწრეს თავის დაფარვაო.
დ. ზოგს კი მათრახით მკერდი გაუპო.
![]() |
6.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 95 (94) მეფე გაწყრა, გაგულისდა |
▲ზევით დაბრუნება |
95 (94) მეფე გაწყრა, გაგულისდა...
ა. ლაშქარნიცა შეუზახნა – ნაცვლად მიცემითისა – ლაშქარნიცა სახელობითშია ისე როგორც ეს დაცულია ზოგ თქმაში: მაგ., ქართულში: პეტრე დამიძახე –-ე.ი. პეტრეს დამიძახე, ე.ი. პეტრეს ჩემთვის დაუძახე. აღსანიშნავია, რომ ერთ ხელნაწერში მიცემითია ნახმარი: ლაშქარსაცა შეუზახნა.
დ. როსტან ამად ივაგლახნა – ნამდვილად უნდა ივაგლახა, ივაგლახნა-ში ნ რითმის გამოა ანდა ოდესღაც არსებული ობიექტის სიმრავლის აღმნიშვნელია.
![]() |
6.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 96 (95) შესხდეს მეფე და ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
96 (95) შესხდეს მეფე და ავთანდილ...
ბ. ლაღი და უკადრი – სინონიმებია.
მივა – ახალი ფორმა: მივალს.
გ. ტაიჭი მიუქს მერანსა – ტაიჭი მიუგავს მერანს. შეიძლება უკეთესი იყოს მეორე ვარიანტი, რომელიც ერთ ხელნაწერშია დაცული: ტაიჭი მიქრის, მერანი...
მით უმეტეს რომ მას ეთანაბრება სტრიქონის მეორე ნახევარი: „მიეფინების მზე ველად“. ორსავე ნახევარში სხვადასხვა მხატვრული სახით ერთი და იგივე ფაქტია გადმოცემული.
მიქრის||მიეფინების – შოთას ჩვეულებრივი პოეტური ხერხია.
დ. შეიგნა – შეიტყო, გაიგო.
![]() |
6.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 97 (96) რა ცნა, მეფე მოვიდაო |
▲ზევით დაბრუნება |
97 (96) რა ცნა, მეფე მოვიდაო...
ა. მეფე უკანა მდევნელია და ამ გარემოებამ მდგომარეობა უნდა გამოცვალოს. მეფე-ყმის ურთიერთობა, სულ ერთია, ვისიც არ უნდა იყოს მეფე – შენი თუ სხვისი – ურყევადაა რაინდული კოდექსით განსაზღვრული.
ყმას, მეფესთან პირდაპირ შეხვედრისას, განუსახღვრელი პატივისცემა უნდა ჰქონდეს უკანასკნელისა თავი უნდა მოარიდოს მას, ხელმწიფობით მოერიდოს.
როგორ უნდა წარმოებდეს ეს მორიდება, როგორი ტემპით უნდა მოხდეს იგი? რაც შეიძლება ჩქარა, პირდაპირ ელვის სისწრაფით.
ეს გარემოება შოთას განსაკუთრებული სიზუსტით აქვს გადმოცემული.
სიმეტრიული თანამიმდევრობით გაწყობილი სიტყვები აქ ორ-ორ, ოთხ-ოთხ მარცვლოვანია, რაიც თანაბარზომიერად მოკვეთილ ოდენობათ იძლევა და ეს კი ჰქმნის უდიდეს სიჩქარეს ვერავითარი სხვა ზომით, ამ შემთხვევაში, დაბალი შაირით, ცხადია, ამ სწრაფვისა დღა სულმოუთქმელობის გადმოცემა ვერ მოხერხდებოდა.
![]() |
6.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 98 (97) კვალი ძებნეს და უკვირდათ |
▲ზევით დაბრუნება |
98 (97) კვალი ძებნეს და უკვირდათ...
ა. პირველი სტრიქონი იმეორებს წინა სტროფის უკანასკნელი სტრიქონის შინაარსს უნდა იქნეს აღნიშნული, რომ დიდხანს ძებნიდნენ წარხდომილს.
ბ. აგრე კვალ წმიდად წარხდომა კაცისა – აგრე უჩინრად დაკარგვა კაცისა მეორე ნახევარი – ვითა დევისა – ამტკიცებს, ადასტურებს პირველი ნახევრის შინაარსს: ადამიანის წარმოდგენით დევს. შეუძლია უჩინრად გაქრობა.
გ. ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა – ლაშქარი მკვდრებს სტიროდა, დაჭრილებს სასწრაფოდ უხვევდნენ ჭრილობას.
![]() |
6.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 99 (98) ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა |
▲ზევით დაბრუნება |
99 (98) ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა...“
ა. აქაც პირველ სტრიქონში იგივეა მოცემული, რაც წინა სტროფის უკანასკნელ სტრიქონში დიდღი მწუხარებაა აღნიშნული.
ბ.-გ. ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება – ამით სიამე სიმწარით დამანაღვლა, სიამე ჩამამწარა, ე. ი. სიკვდილამდის. დამაწყლულა, არვის შეუძლია შველა,
ძალ-უც – შეუძლია.
დ. მასვე მადლი! – მიმართვაა უზენაესისადმი, შემდეგდროინდელი თქმის შესატყვისი: მადლი ღმერთს.
წადილი და მისი ნება – სინონიმებია.
![]() |
6.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 100 (99) ესე თქვა და შემობრუნდა |
▲ზევით დაბრუნება |
100 (99) ესე თქვა და შემობრუნდა,...
ა. დაღრეჯილი – მოწყენილი.
ბ. არცაღა ჰკრა ასპარეზსა – საასპარეზოდ, მოედანზე სათამაშოდ არ გავიდა.
ვამი ვამსა მოურთვიდა – ჭირი ჭირს ემატებოდა.
გ. ყველაკაი მოიშალა – ყველაფერი მოიშალა.
დ. ზოგთა თქვეს, თუ: „მართალია“, „ზოგი „ღმერთო!“ უზრახვიდა – ზოგი ამართლებდა, ზოგი კი ზრახავდა, ამტყუნებდა.
![]() |
6.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 101 (100) მეფე საწოლს შემოვიდა |
▲ზევით დაბრუნება |
101 (100) მეფე საწოლს შემოვიდა...
ა. საწოლი – დასასვენებელი ოთახი, საძილე; აგრეთვე მისაღები ოთახი.
ბ. მისგან კიდე – მის გარდა; კიდე – სიტყვასთან ნაცვალსახელი ყოველთვის თანდებულიანი იხმარება: მის-გან კიდე, შენ-გან კიდე და მისთ.
გ. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი – იშვიათი ჰენდიადისია, ე.ი. ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ფაქტი ორი სხვადასხვა მხატვრული სახითაა მოცემული. პირველი ნახევრის ყველა-კაი-ს უდრის მეორე ნახევრის – ჯალაბი, ხოლო პირველი ნახევრის გაიყარა-ს – არ დაჯრილი. ყველანი, ე.ი. შეკრებილობა დაიშალა, ოჯახის წევრები, ე.ი. შეკრებილობა არაა თავმოყრილი, დაშლილია.
დ. გაბედითდა სიხარული – გაცუდდა, წახდა სიხარული, ე.ი. შედგა ჩაღანასა და ჩანგზე დაკვრა და ტკბილი მღერა:
![]() |
6.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 102 (101) თინათინს ესმა მამისა |
▲ზევით დაბრუნება |
102 (101) თინათინს ესმა მამისა...
გ. მოლარე – ლარის, ქონების გამგე. ვ.ტ-ში – მოლარე მეკარეთ-უხუცესია თინათინი მოლარეს ეკითხება მამის ამბავს: ძინავს თუ ღვიძავსო.
დ. მან მოახსენა „დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა“ – მოლარემ უნდა დაუდასტუროს თინათინს, რომ მამა მოწყენილია, დაღრეჯილი. სიტყვა – დაღრეჯით – კი ცეზურას ამთავრებ: მან მოახსენა დაღრეჯით – გამოდის რომ მოლარეა დაღრეჯილი და არა მეფე. მაშასადამე, დამოუკიდებლად, ზმნის უმისოდ, სათანადო აზრს ვერ ჰქმნის. ეს ზმნა კი სტრიქონის მეორე ნახევარმია და თუ მას პირველ ნახევარში გადმოვიტანთ, ვ.ტ.-ის ჩვეულებრივი რიტმი დაირღვევა, მახვილი გადმოადგილდება, მაგრამ აზრი, სამაგიეროდ, მკაფიოდ გამოიყოფა:
მან მოახსენა დაღრეჯით ზის – რასაც აძლიერებს მეორე ნახევარშივე სხვაგვარი მხატვრული სახით მოცემული იგივე დაღრეჯა: სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
![]() |
6.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 103 (102) ერთიღა ახლავს ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
103 (102) ერთიღა ახლავს ავთანდილ,...
ა. წინაშე უზის სკამითა – სკამი ვ.ტში რამდენჯერმეა ნახმარი ერთ-ერთმა მკვლევარმა სიტყვა სკამი ჩვენში მე-14 ს-ში შემოვიდაო და დაასკვნა: ნაწარმოებიც ამის უადრეს არ შეიძლებოდა დაწერილიყოო. არაა მართალი! – ჯერ ერთი: მხოლოდ ერთი სიტყვის მიხედვით არაფრის დადგენა, არაფრის დათარიღება არ შეიძლება; მეორეც სიტყვა სკამი გაცილებით უფრო ადრეა ქართულში შემოსული. სახელდობრ მე-11 საუკუნეში. „სკამები საშოვალ (ეკლესიასა) დადგიან და, ოდეს ჯერ-არნ.. დასხდიან“.34
ბ. ასრე დაღრეჯით ამით-ა – ასე მოწყენილია ამიტომ.
გ. აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა – ქუთაისის ხელნაწერში აგრეა აწ წავალ შესლვა არა ხამს ჟამითა – ახლა, ამჟამად, არ არის დრო, რომ მე შევიდე და ვინახულოო.
![]() |
6.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 104 (103) ხანი გამოხდა, იკითხა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხანი გამოხდა – ხანი გავიდა.
ბ. ჯავარი – დაკავშირებულია სიტყვასთან გვარი, ჯილაგი, ჯიმი. ჯავარიანი – ჯიშიერი, კარგი, გვარიანი (ძველი მნიშვნელობით), კოხტა, ეშხიანი, მოხდენილი.·
ჩემი ლხინი და ჯავარი – ჩემი ლხინი და სიკეთე, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყველაფერი. სტრიქონის მეორე ნახევარი პირველის შინაარსს ავსებს: ლხინი და ჯავარი – იგივე, რაც სოფლისა წყალი, ე.ი. სოფლის, ქვეყნის სიკეთე.
გ. მოვიდა აწე-ღა – აი ახლა, ეს-ეს არის მოვიდა.
დ. მიბრუნდა წინაშე მომავალიო – მიბრუნდა წინ მომავალი, თქვენკენ მომავალი უკან გაბრუნდა.
![]() |
6.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 105 (104) უბრძანა, თუ: „წადი, უხმე |
▲ზევით დაბრუნება |
105 (104) უბრძანა, თუ: „წადი, უხმე...“
ა. წადი, უხმე – წადი, დაუძახე!
ბ. ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო – ერთი და, იგივეა.
დ. გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო – გითხრა იმის მიზეზი, თუ რატომ ვათავებ ლხინს, რატომ აღარ ვლხინობ. წაი
![]() |
6.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 106. (105) თინათინ ადგა, მივიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ვანება – მოვანება – მთვარის სისავსე. სავსე მთვარის ბრწყინვალება.
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა – უგავს პირისა სინათლე მთვარის ბრწყინვალებას.
გ. აკოცა ნება-ნებასა – ხელის გულები დაუკოცნა (და არა ნელ-ნელა, როგორც ზოგი განმარტავს).
დ. მახლავ რად არა, რად·მელი მოყვანებასა? – რად არ მოხვალ, რად ელოდები, რომ მე მოგიყვანო (რად მელი).
![]() |
6.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 107 (106) ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო |
▲ზევით დაბრუნება |
107 (106) ქალმან ჰკადრა: „ხელმწიფეო...“
ა. დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს – ვინც გაიგებს შენს მოწყენას.
ბ. ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს – ვინ გაგიბედოს კადნიერება, ვინ შეგხედოს თამამად, რაგინდ ამაყი იყოს, ე.ი. ვინც შენს მოწყენას გაიგებს, რა გინდ ამაყი იყოს, მაინც ვერ გაგიბედავს კადნიერებას. რატომ? იმიტომ რომ:
გ. თქვენნი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს – ე.ი. თქვენი ასეთი მოწყენილობა მნათობსაც კი დააბნელებს, მოსპობს, ამიტომ: ·
დ. კაცმან საქმე მოიგკაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს, ე.ი. კაცმა საქმე რომ მოიწყოს, მოიგვაროს, ვფიქრობ მწუხარებას ეს სჯობია.
![]() |
6.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 108 (107) უბრძანა: „შვილო, რაზომცა...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია – რაც უნდა საუბედურო საქმე მჭირდეს.
ბ. შენი ჭვრეტა და სიახლე – შენი ჭვრეტა და სიახლოვე.
გ. მუფარახი – სევდის, ნაღველის გამქარვებელი.
მომაქარვები სევდისა – იგივა, რაც მართ ვითა მუფარახია.
დ. ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმადა ახია – ვფიქრობ, რა სცნა ჩემი ოხვრა, შენცა გამართლო.
სულთქმა – იგივე, რაც ახი-ოხვრა.
![]() |
6.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 109 (108) უცხოსა და საკვირველსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უცხოსა და საკვირველსა – სინონიმებია.
ბ. სამყარო და ხმელთაკიდე – კვალად სინონიმებია.
![]() |
6.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 110 (109) მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა |
▲ზევით დაბრუნება |
110 (109) მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა...
ბ. შესაპყრობლად შეუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა.
ასეა ყველა გამოცემაში (მძიმეა დაწერილი „შეუზახენ“ სიტყვის შემდეგ), შესაპყრობლად შეუზახენ. ვის? თუ უცხო ყმას, მაშინ უნდა „შესაპყრობლად შეუზახე. მაგრამ უცხო ყმის შეძახებაზე არ უნდა იყოს აქ ლაპარაკი რადგან შესაპყრობლად ყმას ვერ შეუძახებდა, არამედ მხოლოდ თავის ხალხს, თავის სპას. სწორედ ისე როგორც ეს 95-ე სტროფშია:
მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა.
ჩვენ ზემოთ განვმარტეთ, რომ ძველ ქართულში „შეუზახნა“ სახელს სახელობითში ითანხმებდა (95). სწორედ ამგვარივე მდგომარეობა გვაქვს 110-ე სტროფშიც: შეძახება ლაშქრისადმია მიმართული, ამიტომ უნდა დაიწეროს მხოლოდ ასე:
შესაპყრობლად შეუზახენ სპანი, სრულად დამიხოცნა.
გ. ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა – როგორც ეშმაკი დამეკარგა.
რა არის „არ კაცურად გარდამკოცნა“, ან დღევანდლურად „კაცურად არ გარდამკოცნა“ – ე.ი. – ისე, როგორც კაცს, ადამიანს შეეფერება, სალამი არ მომცა, არ დამიახლოვდა.
ამასთან, დაკავშირებით, საჭიროა გავიხსენოთ ერთმანეთთან შეხვედრის, მისალმების ცერემონიალი: ორი უცნობი პიროვნება ხვდება ერთმანეთს. შორიდან დაინახეს ერთმანეთი. ნიშნად იმისა, რომ ერთმანეთისადმი მტრულად არ არიან განწყობილი, ხელები უნდა ასწიონ და ხელისგულები უნდა უჩვენონ: არავითარი იარაღი ხელთ არ გვაქვსო. ეს არის პირველი მისალმება. შემდეგ შემხვედრნი უახლოვდებიან ერთმანეთს, თავსაბურავს იხდიან ნიშნად იმისა რომ აქაც არაფერი საწინააღმდეგო იარაღი გვაქვსო. მეორე მისალმება – მეტი დაახლოვების მაუწყებელი. ამის შემდეგ ერთმანეთთან მიდიან, ხელის გულებს, ხელებს ართმევენ ერთმანეთს. მესამე მისალმება – ხელის ჩამორთმევა, კიდევ მეტი სიახლოვის, უკვე მეგობრობის მანიშნებელი, მისალმების მეოთხე საფეხური – ისეთი დაახლოვება, როდესაც უკვე ერთმანეთს კოცნიან ნათესავად, მეგობრად თვლიან ერთმანეთს.
ოთხივე ეს საფეხური მისალმებისა დღესაც მეტ-ნაკლებად დაცულია.
1. ხელებით მისალმება (განსაკუთრებით განმტკიცდა ცხელ ქვეყნებში, სადაც კლიმატური პირობების გამო ხელების ჩამორთმევით არ ესალმებიან).
2. ქუდის მოხდა,
3. ხელის ჩამორთმევა,
4. გადაკოცნა.
ნიკო მარს უამბნია ჩემთვის, რომ სინას მთაზე ყოფნისას არაერთხელ ვყოფილვარ მოწამე ამგვარი მისალმების ცერემონიალისა ბედუინებს შორისო.
მაშ, რა არი: არ კაცურად გარდამკოცნა? – კაცად არ ჩამაგდო, არ დამიახლოვდა, მოყვრად, ნათესავად არ მიმიღო, ახლოსაც არ გამიკარა.
დ. ცხადი იყო, თუ მეოცა – ცხადი იყო, თუ სიზმარი
![]() |
6.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 111 (110) აწ ესე მიკვირს, რა იყო, |
▲ზევით დაბრუნება |
ა. აწ ესე მიკვირს – გაკვირვებული ვარ. გაკვირვების უაღრესობისათვის, მის გასაძლიერებლად მოცემულია ანაფორული ალიტერაცია: რა იყო, ანუ რა ვნახე და რული (რული, – რაული – ადიექტივა რა რიტყვისა).
გ. კაცად ხორცისად – ხორციელ კაცად.
![]() |
6.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 112 (111) ტკბილნი მისნი წყალობანი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტკბილნი მისნი (ღვთისა) წყალობანი ბოლოს აგრე ჩამმწარდა.
ბ. დამავიწყდა, რაც მხიარული დღეები გამიტარებია...
გ. ამიერიდან ყველამ შემიბრალოს და ვეღარავინ შემომნატროს.
დ. სანამდი ცოცხალი ვარ ვერაფერმა·გამახაროს.
![]() |
6.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 113 (112) ქალმან ჰკადრა: „მოგასსენებ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
113 (112) ქალმან ჰკადრა: „მოგასსენებ...“
გ-დ. ორ უკანასკნელ სტრიქონში ერთი და იგივე აზრია გამოთქმული, სახელდობრ; შემოქმედი კეთილია, იგი უპირისპირდება წუთისოფელს, უხანოსა და გაუტანელს. თუ ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, შემოქმედი მზრდელია ყოვლისა დანერგულ-დათესულისა.
ეს ახრი თავიდან ბოლომდის გაჰყვება „ვეფხისტყაოსანს“.
![]() |
6.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 114 (113) მე ამას ვარჩევ, მეფე ხარ |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ბრძანება-მიუთხრობელი – ბრძაება მიუწვდომელი, ე.ი. თქვენი სამფლობელო ვრცელია, დიდია.
დ. შობილი თუ უშობელი – დაბადებული, თუ დაუბადებელი, ე.ი. ადამიანი თუ ეშმაკი.
![]() |
6.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 115 (114) მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა – წადით, ტანჯვა-წვალებას თავი არ მოარიდოთ, თავს ნუ დაზოგავთ.
დ. მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწგდეთ, ვერ მიხვიდეთა – ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ვიცოდეთ, რომ ჩვენში (და საერთოდ აღმოსავლეთში) საფოსტო ორგანიზაცია უკვე კარგა ხნის წინათაც მოწყობილი იყო.
![]() |
6.33 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 116 (115) კაცნი წავიდეს, იარეს |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. იკითხეს კვლა და კვლა დია – ისევ და ისევ, ე.ი. დიდხანს ჰკითხულობდნენ.
დ. ცუდად მაშვრალნი მოვიდეს – ტყუილუბრალოდ გარჯილნი, ხელცარიელნი (ცუდად) მოვიდნენ.
მათსავე გულსა ზადია – მათსავე გულსა ნაკლია გულნაკლულნი.
![]() |
6.34 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 117 (116) მონათა ჰკადრეს: „მეფეო |
▲ზევით დაბრუნება |
117 (116) მონათა ჰკადრეს: „მეფეო...“
ა. ჩვენ ხმელნი მოვიარენით – ჩვენ ხმელეთი მოვიარეთ.
ბ. საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით – საქმე სხვა რიგად მოაწყვეთ, მოაგვარეთ.
![]() |
6.35 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 118 (117) მეფე ბრძანებს: „მართალ იყო |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. სიბილწე – არაწმინდება, საზიზღრობა.
გ. ჩემად მტერად წამოსრული – ჩემ მტრად წამოსული.
დ. შეჭირვება – მწუხარება.
გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო – დამიგდია, მიმიტოვებია მწუხარება (ამიერიდან) სრულიად არ ვინაღვლი.
არა მგამა – არ მენაღვლება.
![]() |
6.36 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 119 (118) ესე თქვა და სიხარულით |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მგოსანი და მოშაითი – მომღერალი და მოთამაშე (ჯამბაზი).
გ. ყველა დარბაზს შემოხადა – ყველა ღარბახს შემოიხმო, 'შემოიპატიჟა.
დ. ღმერთმან სხვამცა რა დაბადა – ღმერთმა სხვაცა როგორ დაბადოს.
![]() |
6.37 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 120 (119) ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მართ ოდენ – მხოლოდ.
ბ. ჩანგი – სიმებიანი საკრავი.
დ. ტანი ალვა, პირი მანგი – თინათინის ეპითეტებია, ტანსარო, პირ-მთვარე.
![]() |
6.38 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 121 (120) ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა |
▲ზევით დაბრუნება |
121 (120) ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა...
ბ. კაბა – ზემოთ ჩასაცმელია.
ჭრელი – აქ; ფერად-ფერადი, საუკეთესო, საპარადო, საგარეო.
გ. უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა – უხარია შეხვედრა ვარდისა (თინათინის, რომელსაც არაერთხელ შეხვედრია.
დ. სიახლე საყვარელისა – სიახლოვე საყვარელისა.
![]() |
6.39 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 122 (121) ავთანდილ ლაღი, უკადრი |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ვისთა ვამთაგან – ვისი ჭირისაგან.
გ. იგი უებრო ქუშად ჯდა – იგი შეუდარებელი მწყრალად იჯდა.
დ. მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა – მთვარე მისი შუქისაგან დაბნელებულიყო.
![]() |
6.40 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 123 (122) გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი – გახდილ, ტიტველ ტანზე ეცვა ყარყუმის ბეწვი (ყარყუმი ბეწვიანი „ცხოველია; ამ ბეწვის ქურქსაც ყარყუმი ეწოდება), რომელსაც საპირე, ე.ი. ქსოვილი არ ჰქონდა.
ბ. ეხვია მოშლით მოსახურავი, რომლის ფასის თქმა გაგიჭირდებოდა.
გ. ჰშვენოდა, უხდებოდა შავი წამწამები, გულის გამგმირავი.
დ. თეთრ ყელზე მოხვეული ჰქონდა გრძელი, ხშირი თმა.
აღსანიშნავია „არ უხშირონი“ სიტყვის წყობა, აგებულება, სტროფის რითმა სამმარცვლიანია: ირონი. მეოთხე სტრიქონში კი, თუ სარითმავ სიტყვას ჩვეულებრივი ფორმით იხმარდა, რითმას ვერ შექმნიდა.
რითმის გარდა, მარცვალთა რაოდენობის მხრიკაც ნაკლული გამოვიდოდა სტრიქონი.
„მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი ხშირნი“:
როგორ დააღწია თავი ამ გასაჭირს პოეტმა? მას უნდა მოეცა ირონი რითმა, რაც მიიღო სიტყვა ხშირნის უარყოფით.
მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი უხშირონი.
რითმის მხრივ საქმე მოგვარდა, მაგრამ აზრი დაზიანდა: აზრის მიხედვით თმანი ხშირნი უნდა იყოს და აქ კი გამოვიდა უხშირონი. ამას გარდა მარცვალთა რაოდენობის მხრივაც ვერაა სათანადოდ საქმე: ერთი აკლია მაშინ პოეტმა უარყოფის უარყოფა მოგვცა – არ უხშირონი და საქმეც ყოველმხრივ მოგვარდა.
![]() |
6.41 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 124 (123) დაღრეჯით იყო მჯდომარე |
▲ზევით დაბრუნება |
124 (123) დაღრეჯით იყო მჯდომარე
ა. მოწყენით იჯდა წითელ გარესამოსიანი.
ბ. წყნარად, ცნობითა მშვიდითა – სინონიმებია.
გ. სელნი – რატომ სელნი? ხომ ერთი სკამი იყო? დაჯდა კრძალვით და რიდითა – კრძალვით იგივეა, რაც რიდითა.
დ. პირის-პირ პირსა უჭვრეტდა – პირისპირ, პირდაპირ სახეს უყურებდა.
![]() |
6.42 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 125 (124) ქალმან უბრძანა: „ზარი მდევს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა – მეშინია მე ამისი თხრობა.
ბ. მინდოდა ართქმა იმისა, რის ღონეც არ მაქვს, რომ დავთმო.
გ. იცია – ა კითხვითი ნაწილაკი ჩვეულებრივ იხმარებოდა მაშინ, როცა წინადადებაში კითხვითი სიტყვა (რა, როგორ და მისთანანი) არ მოიპოვებოდა:
მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა. – ახლა ვიტყვით „მაგრამ იცი თუ არა, რატომ მოგიხმე აქ?
დ. რად ვზი ქუშად და დაღრეჯით – ასრე მიხდილი ცნობისა?
რად ვზი მწყრალად და მოწყენით, აგრე ცნობა მიხდილი ან ცნობას მიხდილი?
![]() |
6.43 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 126 (125) ყმამან ჰკადრა: „საზაროსა |
▲ზევით დაბრუნება |
126 (125) ყმამან ჰკადრა: „საზაროსა...“
ა. ყმამან, ჰკადრა: ცუდის რისამე თქმა ჩემგან არ იქნება. რატომ?
ბ. იმიტომ, რომ მზეს (თინათინს) მთვარე (ავთანდილ) შეეყაროს, უკანასკნელი დაილევა და დაჭკნება კიდეც.
გ. აზრად ვერ მოვსულვარ, თავი ჩემი საგონებელშია.
დ. თქვენ თვითონ ბრძანეთ, რაც გიჭირსთდთ და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა.
![]() |
6.44 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 127 (126) ქალმან უთხრა საუბარი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად – ერთი და იგივე ფაქტი ორი გზითაა გადმოცემული: კეკლუცი იგივე, რაც – არ დუხჭრი; აზრის გასამახვილებელი, გასაძლიერებელი საშუალებაა.
ბ. აქანამდის – დღეს დასავლურ კილოშია შენახული. თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად – თუმც აქამდღის ჩემგან შორს გეჭირა თავი.
მეორე სტრიქონი ზოგან წერტილ-მძიმითაა გამოყოფილი მესამისაგან. არ შეიძლება თუ აგრე დავტოვეთ, მაშინ აზრი გაუგებარი გამოვა. უნდა იყოს მძიმე მაშინ II-III და IV სტრიქონის შინაარსი ასეთი იქნება:
ბ. თუმცა აქამდის ჩემგან შორს გეჭირა თავი,
გ. გიკვირს, რად მოგხვდა ასე ერთბაშად, რად დაგატყდა თავს საეჭველი საქმე.
დ. მაგრამ გეტყვი ბარემ (პირველ ხვალმე) თუ რა სენი მჭირს მე ახლა.
![]() |
6.45 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 128 (127) გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს |
▲ზევით დაბრუნება |
128 (127) გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს...
ა. გახსოვს, როცა შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცათ.
ბ. ყმა გენახათ უცხო ვინმე, რომელიც ტიროდა (ცრემლი მოეხოცა).
გ. მას შემდეგ მის შესახებ ფიქრმა აგრე შემიპყრო.
დ. ამიტომ შენ გეხვეწები მის მონახვას, მთელი სამყაროს მოლახვაც, მოვლაც რომ დაგჭირდეს.
![]() |
6.46 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 129 (128) აქანამდის ნაუბარსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დღემდე სიტყვა შენთვის თუმცა არ მითქვამს,
ბ. მაგრამ შორიდან მაინც ვიცი, რომ გიყვარვარ;
გ. ვიცი, რომ განუწყვეტლად, მარად თვალებიდან ცრემლი გიფრქვევია;
დ. შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვევებია.
![]() |
6.47 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 130 (129) ასრე გითხრა, სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
„ყმა“ და „მოყმე“ ვ. ტ-ში წინათაც შეგვხვდა საჭიროდ ვცანით მაინც შევეხოთ მათ: მე-12-13 ს-თა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობისათვის დამახასიათებელია პატრონ-ყმობა ყველაზე უდიდესი პატრონია მეფე. მას ჰყავს თავისი დამოკიდებული, თავისი ვასალი, ყმა რომელიც თავისი მხრივ მასზე ქვემოთ მდგომისათვის არის იგივე პატრონი. ამრიგად, საზოგადოებრივი წყობა კიბურია პატრო--ნ ყიმა მაგრამ ეგევე ყმა უკვე პატრონია თავისი ყმისათვის და აგრე ბოლომდის.
ყმა თავისი პატრონის უერთგულესია და ყოველგვარი ბრძანების თავდავიწყებამდის შემსრულებელი. ვ. ტ-ის ამბავიც გაშლილია ამ ქართული პატრონ-ყმური ურთიერთობის საფუძველზე (დაწვრილებით იხილეთ ამის შესახებ ნაშრომები ნ. მარისა, კ. კეკელიძისა და ა. ბარამიძისა).35
როსტევანი მეფეა, ყველაზე დიდი პატრონია, პატრონია ავთანდილისაც, მაგრამ ავთანდილის პატრონია აგრეთვე თინათინი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკანასკნელი გამეფდა. მაშასადამე, ავთანდილი თინათინის ყმაა. სწორედ ეს გარემოებაა აღნიშნული ამ სტროფში ავთანდილი, უწინარეს ყოვლისა ყმაა და სწორედ ამიტომ, უნდა შეასრულოს თინათინის დავალება. მაგრამ ამ ყმობას, მის მოვალეობას აძლიერებს ის, რომ ავთანდილი ამავე დროს, მიჯნურია თინათინის და ამიტომაც უნდა მონახოს უცხო მოყმე – „ახლოს იყოს თუნდა შორად“.
გ. დასტურია, არ ნაჭორად – ჰენდიადისია: ერთი ფაქტი ორი საშუალებით.
![]() |
6.48 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 131 (130) „შენგან ჩემი სიყვარული |
▲ზევით დაბრუნება |
131 (130) „შენგან ჩემი სიყვარული...“
ა. შენი ჩემდამი სიყვარული ამით უფრო განამტკიცე,
ბ. რომ დამხსნა, მომაშორო გაჭირვება და ბილწი, ბინძური ეშმაკი მოსპო, გაანადგურო.
გ. მესამე სტრიქონი ამასვე იმეორებს.
![]() |
6.49 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 132 (131) სამსა ძებნე წელიწადსა |
▲ზევით დაბრუნება |
დ. კოკობი და დაუფრჭვნელი – სინონიმებია =გლაუშილელი.
![]() |
6.50 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 133 (132) „ფიცით გითხრობ: შენგან კიდე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შენგან კიდე, თუ შევირთო რაცა ქმარი – შენ გარდა თუ შევირთო ვინმე ქმარი.
ბ. მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი. – მზემაც რომ ხორცი შეისხას და ჩემთვის კაცად გარდაიქცეს, შეიქმნას.
გ. სრულად მოვშორდე სამოთხეს, ქვესკნელს (ჯოჯოხეთს) ვიყო დასანთქმელი.
დ. ასაქმარი – ერთგზისი მოქმედებაა. მაშასადამე უნდა ასაქმარე, აქ ასაქმარი რითმისთვისაა. სწორია წაკითხვა: მკლევდეს – ნამყო უწყვეტელშია, აწმყო დროის საწარმოებელი ავ სუფიქსი შეცვლილია ევ სუფიქსით. ეს წესი სავსებით დაცულია ვეფხისტყაოსანში.
![]() |
6.51 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 134 (133) მოახსენა ყმამან „მზეო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვინ გიშერი აწამწამე – ორმაგი მეტაფორაა. ვინც გიშერი გაიხადე წამწამებ,დ და ვისაც ისეთი წამწამები გაქვს, როგორც გიშერი, ე.ი. გიშერმა დაიჭირა აქ რეალური საგნის – წამწამის ადგილი და სწორედ ეს იძლევა სიტყვას კონდესირებულს, დაუნჯებულს: ორისა და მეტი სიტყვის შინაარსი ერთმა დაიჭირა, ერთმა აითვისს და სწორედ ეს არის გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა. სიმოკლე მიღწეულია მეტაფორითა და ზმნურობით.
ბ. სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე – სხვაგვარი პასუხი აბა როგორ გკადრო, როგორ მივიღო ჩემ თავზე?
გ. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე – ჩვეულებრივ, ამ ადგილს აგრე განმარტავენ: მე სიკვდილს მოველოდი, შენ კი ერთი წამის სიცოცხლე მომეციო!
არ უხდა იყოს მართალი.
აქ ორი ფაქტის დაპირისპირება: სიცოცხლისა და სიკვდილის. მაშასადამე, ორივე ერთი ოდენობის უნდა იყოს. ტრადიციული განმარტების მიხედვით კი, სიკვდილს ერთი წამის სიცოცხლე უპირისპირდება. ეს ორი კი თანაბარი ოდენობის 'ფაქტები არაა, შოთას კი, უეჭველად, სწადიან სიკვდილს სიცოცხლე დაუპირისპიროს მთლიანად და, არას გზით, ნაწილობრივ. და ეს რომ აგრეა ამას საუცხოოდ ადასტურებს სათანადო სტრიქონის გარეგნული გაფორმება სტრიქონი ორ ნაწილად იყოფა; თითოეულ ნაწილში, არც მეტი, არც ნაკლები, სამ-სამი სიტყვაა და პირველი ნახევრის თითოეულ სიტყვას ზუსტად უპირისპირდება მეორე ნახევრის თითოეული სიტყვა.
მე სიკვდილსა მოველოდი||შენ სიცოცხლე გამიწამე. ე.ი.
მე||შენ; სიკვდილსა||სიცოცხლე; მოველოდი||გამიწამე.
არაჩვეულებრივი დაპირისპირებაა, იშვიათი კონსტრასტია.
შინაარსი კი ასეთი იქნება. მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე დამიწამე, ე.ი. დამიმოწმე.
დ. ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა, მე – როგორც მონა სამსახურად ბარემ წავიდე, წავიდე, მე!
მონა –აქ დამოკიდებულს, ყმას, ვასალს ნიშხავს წავე, წა, მე – მეორე წა ზმნისწინია წავე-სი, აზრის გასაძლიერებლადაა მოხმობილი. ამგვარი თქმა უთუოდ ვ.ტ-ის ხალხურობის დამამტკიცებელია. ახლაცაა ეს შემორჩენილი წავიდეთ, წა!
![]() |
6.52 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 135 (134) კვლაცა ჰკადრა: „აჰა მზეო |
▲ზევით დაბრუნება |
135 (134) კვლაცა ჰკადრა: „აჰა მზეო...“
გ. მედიადა – გამიდიდდა, გამიმრავლდა.
დ. ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა – ვარდი ჩემი არ დაჭნება, ე.ი. მე ცოცხალი ვიქნები, სანამ შენს შუქს უხვად მაფენ.
![]() |
6.53 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 136 (135) კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დააპირეს ესე პირი – პირობა დადვეს.
ბ. გასალდეს – გამაგრდნენ. გამტკიცდნენ.
გაამრავლეს საუბარი – იგივეა, რაც სიტყვა-ხშირი.
გ. გარდეხადა – გარდეხადათ. წინათ: თუ ქვემდებარე მიცემით ბრუნვაში იყო, მას შემასმენელი არ უთანხმდებოდა.
დ. კბილთათ – გამოსვლითს, დაწყებით ბრუნვაშია –– კბილებიდან.
ჭვირი – გამჭვირვალე რამ საგანი.
თეთრი კბილებიდან გამოჰკრთება თეთრი ელვა, როგორც გამჭვირვალე რისგანმე.
სტრიქონში აღსანიშნავია ლ, რ ბგერებით გაწყობილი ალიტერაცია, სტროფი მაღალი შაირითაა გაწყობილი. მაშასადამე, ტემპი ჩქარია პოეტს კი უნღა რომ კბილების სიელვარე რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს და სწორედ ამიტომ მოიმარჯვა მან რ, ლ ბგერების შემცველი სიტყვები. ცნობილია, რომ ესენი მტკბარი, ნარნარი ბგერებია და მათი გამოთქმაც ნელი ტემპით წარმოებს:
თეთრთა კბილთათ გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.
![]() |
6.54 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 137 (136) ერთგან დასხდეს, ილაღობეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ერთად დასხდნენ ილაღობეს, საუბარი ასად გაამრავლეს.
ბ. ბროლ-ბადახში – ე.ი, ბაგე კბილები.
შეხვეული – უმოძრაო, მოკუმული.
გიშერი – ულვაშები.
ასადაგეს – სადაგად, მარტივად გახადეს.
ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს – აქამდის რომ ბროლ-ბადახში – პირი მოკუმული ჰქონდათ, ახლა გიშერი – ულვაში აამოძრავეს, ე.ი. დაუწყეს ერთმანეთს კოცნა და ამით ბაგე-კბილნი და ულვაში გაამარტივეს, გააიაფეს, გაასადაგეს.
გ. ყმა ეტყვის თუ: შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასად აგეს! – ყმა (ავთანდილი) ეტყვის: შენთა მჭვრეტელთ – მეტოქეთ, თავი, ხელი, გიჟი, აჰა, სად წააგეს, სად დამარცხდნენ.
დ. ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს – ცეცხლმა მაქედან, ე.ი. შენგან მოდებულმა ჩემი გული დაწვა.
![]() |
6.55 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 138 (137) ყმა წავიდა, სიშორესა |
▲ზევით დაბრუნება |
138 (137) ყმა წავიდა, სიშორესა...
ა. სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა – მის სიშორეს ვერ უძლებდა.
ბ. უკუღმავე იხედვიდა – უკან იხედებოდა.
თვალთა რეტად აყოლებდა – თვალებს გარეტიანებული მიმოავლებდა.
გ. ბროლსა სეტყვს – ტიროდა.
ტანსა მჭევრსა – ტანსა წერწეტს.
დ. გული ჰქონდა გულისათვის – თავისი გული ჰქონდა განკუთვნილი მისი გულისათვის.
სიყვარულსა ავალებდა – სიყვარულს აკისრებდა, სიყვარულს განამტკიცებდა.
![]() |
6.56 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 139 (138) თქვა: „მზეო, ვარდსა, სიშორე |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ბროლი და ლალი გასრულვარ – ბროლი და ლალი შექმნილვარ.
ქარვისა უყვითლესადრე – ქარვაზე უფრო ყვითლად, უფრო ყვითელი სახისა.
ბ. უგრძესადრე – უფრო გრძლად, უფრო ხანგრძლივად.
დ. ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ასე მე დამიც წესადრე – საჭიროა მოყვრისათვის, საყვარლისათვის სიკვდილი, ეს მე დამიდგენია წესად.
![]() |
6.57 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 140 (139) საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ცრემლი ძნელად ეხოცების – ცრემლი ძნელად უშრება, ე.ი. ბევრს ტირის.
ბ. რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების – როგორც კი მილულავდა, იმწამსვე საყვარელი ახლოს ეჩვენებოდა, ელანდებოდა.
დ. შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების – შეკრთებოდა ხოლმე, წამოიყვირებდა და ამით ტანჯვა-წვალება ოცად უხდებოდა, ოცკეცდებოდა.
საგულისხმოა, აქ, უწყვეტლის ხოლმეობითი: ეხოცების, ირხევის, იკეცების, მიჰლულნის, ეოცების, შეკრთის, და იზახის და კვალად – ეოცების. – მუდმივ, უწყვეტ ტანჯვათ გამოსავლინებლადაა ნახმარი.
141 (140) მოშორვება საყვარლისა...
ა. საყვარლის მოშორება მას შეჰქმნოდა, მას გადაქცეოდა მისადმი შურად, არაჩვეულებრივ სწრაფვად.
ბ. ჰყრის ვარდისა დასანაზოდ – აქ. ღაწვების დასანაზებლად, დასაამებლად.
დ. დარბაზს მივა სადარბაზოდ – სასახლეში მიდის სადარბაზოდ.
![]() |
6.58 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 142 (141) დარბაზს ევჯგიბი შეგზავნა |
▲ზევით დაბრუნება |
142 (141) დარბაზს ევჯგიბი შეგზავნა...
ა. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია – ეჯიბი არ იყო უბრალო მეკარე და არც ამირეჯები უბრალო მეკარეთუხუცესი. XII ს-ის საქართველოში ეს დიდი თანამდებობა იყო. ეჯიბი, ამირეჯიბი შუამავალი იყო მეფესა და მთხოვნელს შორის, სულერთია, ვინ იყო ეს მთხოვნელი, კერძო თუ თანამდებობის პირი. ეს გარემოება ნათლად გარკვეულია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“. ეჯიბი (ამირეჯიბი) იყო მეფესთან შუამავალი მაშინაც როდესაც მეფე ახლად გამოსული იყო საწოლიდან, ჯერ უკაზმავი და მაშინაც როცა მეფე შეიკაზმოდა და საწოლიდან გამოვიდოდა. „რა შეეკაზმოს და გამოვიდეს მეფე საწოლითგან, ყოველი საურავი საქმე ამირეჯიბის პირით მოხსენდეს“36, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფე გაიგებდა საქმის ვითარებას, იგი მიიღებდა უშუალოდ მთხოვნელს, სწორედ ეს ვითარებაა აქ გადმოცემული:
დარბაზს მეკარე (მომხსენებელი) შეგზავნა, მისგან არა ერთხელ შეგზავნილი (შენარონია).
ბ. მე ესე გამიგონია – მე ასე გამიგია.
დ. ესე ამბავი ცნან, რაცა გარემონია – ეს ამბავი გაიგონ გარემყოფთა ე.ი. მოსაზღვრეთ.
![]() |
6.59 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 143 (142) მე წავიდე, მოვიარო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო – სინონიმური პარალელებია: მე წავიდე იგივეა რაც, მოვიარო; ხოლო ვილაშქრო იგივეა, რაც ვინაპირო.
დ. ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა – განმტკიცებულია თქმით არ სალამი დავაძვირო, ე.ი. ხშირად მოგიკითხო.
![]() |
6.60 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 144 (143) მეფესა ეთქვა ამისი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მადრიელობა – რითმისთვისაა= მადლიერობა.
ბ. არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა – შენ ბევჯერ გადაგიხდია ომი.
გ. მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა – შენს აზრს ემსგავსება შენი სიმხნევე.
დ. წა მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა – წადი, მაგრამ მაშინ რაღა ექნა, თუ შენი მოშორება თავს დამატყდეს, დიდხანს გაგრძელდეს.
![]() |
6.61 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 145 (144) ყმა შევიდა, თაყვანი სცა |
▲ზევით დაბრუნება |
გ. აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა –
ნუთუმცა – ეგების, იქნება.
იქნება ისევ ნახით ღმერთმა ბნელი გამითენოს.
დ. პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კვლა მიჩვენა – პირი თქვენი მხიარული, მე მხიარულს ისევ მიჩვენოს.
![]() |
6.62 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 147 (146) გამოემართა ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
147 (146) გამოემართა ავთანდილ,...
ბ. დღეზედა – ძველ და საშუალო ქართულში შეუძლებელი ფორმაა. უნდა იყოს დღეს ზედა.
გ. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი – სინონიმური პარალელებია: „იგია ლხინი სოფლისა“ იგივეა რაც „იგია ნივთი და ვალი“. თავის მხრივ ნივთი და ვალი კვალად სინონიმებია: ავთანდილი ძვირფასია, ქვეყნის შვენებაა.
დ. არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი – არ შორდება მას თავისი თინათინ, ვისგანაც ის დამწვარია.
![]() |
6.63 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 148 (147) რა მოვიდა, სიხარული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სიხარული შიგან გახდა სამეფოსა – ზემოთ აღნიშნული იყო, რომ ავთანდილ სმა, ვასალი იყო პატრონის როსტევანისა, მაგრამ თავის მხრივ, ავთანდილი პატრონია: მასაც აქვს საბრძანებელი, სამეფო მაშასადამე: სიხარული შიგან გახდა სამეფოსა – შეიქნა მის სამეფოში სიხარული.
ბ. იეფოსა – რითმისთვისაა, უნდა: იეფსა, ე.ი. უხვსა.
გ. არ მოსცთების სიარულსასასწრაფოსა, – არ ცდება სწრაფ სიარულს.
დ. მიჰხვდეს მყოფი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა – შეხვდათ მის წინაშე მყოფთ საზეიმო, სადღესასწაულო სიხარული, ე.ი. მის წინაშე მყოფთ იზეიმეს, იდღესასწაულეს.
მას წინაშე – ახლა: მის წინაშე.
სადაფო – დაფის დაკვრა რომ შეშვენის ისეთი, საზეიმო, სადღესასწაულო.
![]() |
6.64 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 149 (148) ქალაქი ჰქონდა მაგარი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საზაროდ სანაპიროსა – მოსაზღვრე სახელმწიფოთა შესაშიხებლად.
ბ. გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა.
გიამბობ – ჩართული სიტყვაა, დღევანდელი ესე იგი-ს შესატყვისი.
კლდე და ზღუდე უქვიტკირო ერთსა და იმასვე აღნიშნავს, სინონიმებია. ზღუდე უქვიტკირო – ბუნებრივი ზღუდე.
გარე კლდე იყო, ე.ი. ზღუდე ბუნებრივი.
დ. შერმადინ – არაბულიდან მომდინარეობს – შერმ ად დინ – შიში, სირცხვილი, ნამუსი სარწმუნოებისა შოთას უთუოდ ესმოდა მისი შედგენილობა. რაც კიდევაც მტკიცდება ერთგან: „მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად“ (827; 3).
![]() |
6.65 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 151 (...) ესეა მონა შერმადინ |
▲ზევით დაბრუნება |
151 (...) ესეა მონა შერმადინ...
151 (149) უბრძანა: „აჰა, შერმადინ...
ა. შერმადინ – სირცხვილია, ნამუსი, აქედან: „ამად მე შენგან მრცხვენიან“.
ბ. გცოდნიან, გაგივლენიან – გცოდნია, გაგიტარებია, ხელი შეგიწყვია, ყურადღებით მოპყრობიხარ.
დ. მე ვისგან მქონდეს პატიჟნი – მე ვისგან ვიტანჯებოდი.
![]() |
6.66 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 152 (150) „მოუკლავარ თინათინის |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ნარგიზი – სურნელოვანი ყვავილია; აქ: თვალები, თვალების სიღრმე.
გ. ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა – თვალთაგან მონადენი ცხელი ცრემლი ასოვლებდა ხოლმე ლოყებს დაზრულს, გაყინულს.
![]() |
6.67 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 153 (151) „მიბრძანა: „მიცან ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
გ. მომხვდეს ხისაცა რგულისა – იგულისხმება სამოთხის ხე, სწორი.
ქმარი არ მირნდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა – ქმარი არ მინდა შენ გარდა, ტანწერწეტიც რომ შემხვდეს.
ქუთაისის ხელნაწერში ამგვარადაა ეს ადგილი გააზრიანებული: მე ქმრად არ ძინდა უშენოდ, რომ ხასი მომხვდეს გულისა – ე.ი. რჩეულიც რომ შემხვდეს, მაინც არ ვინდომებო.
![]() |
6.68 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 154 (152) „პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა-ბ-გ. გამეორებულია 130-ე სტროფის მოტივი:
უწინარეს ყოვლისა, რაინდი ვარ, ვასალი და ამიტომ, უნდა წავიდე პატრონის, მეფის სამსახურად რადგან ყმათათვის წესი,ა რომ მეფის ერთგული იყოს; მეორედ, მან (თინათინმა) სიყვარული დამიმტკიცა და მისი ცეცხლით არ ვიწვი.
დ. აღსანიშნავია მეოთხე სტრიქონის წყობა: ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად – აქ სინტაქსური და რიტმული დანაწევრება სტრიქონის სიტყვებისა არ ემთხვევა ერთმანეთს: ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ვჭირს – ერთი სინტაქსური ერთეულია, მისი უკანასკნელი წევრი – ჭირს , შეჭრილია მეორე ნახევარში. ამით ვ. ტ-ის სტროფთა ჩვეულებრივი რიტმი დაირღვა, სამაგიეროდ ყურადღება გამახვილდა სუფევაზე:
ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.
![]() |
6.69 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 155 (153) „ვართ უმოყვრესნი მე და შენ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უმოყვრესი – უფროობითი ხარისხია მოყვარე სიტყვისაგან.
ყოველთა პატრონ-ყმათასა – ყოველი პატრონისა და ყმისა.
ბ. ამისთვის გნუკევ სმენასა შენამა ჩემთა ხმათასა – ამიტომ გეხვეწები მოისმინო შენ ჩემი ხმა, ე.ი. ჩემი სიტყვა.
გ. ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად – ჩემ მაგიერ დაგტოვებ პატრონად.
თავადად ჩემთა სპათასა – ჩემი ჯარების უფროსად.
დ. ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა – სხვას ვერ გავენდობი.
ავთანდილის არყოფნისას შერმადინი სრულუფლებიანი პატრონია, იგი ავთანდილის მაგიერია და რაც ავთანდილს ევალებოდა, მასაც იგივე ვალი და მასთან, უფლება აქვს.
![]() |
6.70 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 156 (154) ლაშქართა და დიდებულთა |
▲ზევით დაბრუნება |
156 (154) ლაშქართა და დიდებულთა...
ბ. დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი – დარბაზს (მეფესთან) კაცს გზავნიდე ხოლმე და მათს ამბავს გაიგებდე ხოლმე.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია პროფ. ალ. ბარამიძის თქმა: „საგულისხმოა, რომ შერმადინი, როგორც მოყმე და მოადგილე ავთანდილისა, ცნობს მხოლოდ ამ უკანასკნელი უფლებას და სახელმწიფო დარბაზთან კავშირს ამყარებს მარტოოდენ ინფორმაციის წესით“.37
აქ თითქოს შიში გამოჭვირს, თითქოს ავთანდილის უფლების შეუვალობის ხელყოფა იყოს: „ავთანდილი, როგორც მემამულე, თავიაი სამფლობელოს შეუვალი და განუკითხავი მეპატრონეა“.38
არც წინა სტროფი, არც ეს და არც მომდევნო, სადაც შერმადინის საქმიანობა-მოვალეობასა და უფლებაზეა ლაპარაკი, არ იძლევა მასალას ამგვარი კითხვის დასმისათვის.
უბრალო ამბავი: დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათხა სცნობდი – სცნობდი უწყვეტლის ხოლმეობითია, სწორედ ისე,ე როგორც „ალაშქრებდი ჰპატრონობდი!" – საქმიანობის უწყვეტლობას მუდმივობას აღნიშნავს.
![]() |
6.71 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 157 (155) ლაშქრობა და ნადირობა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ნადირობა შენი ჩემსა დაასახე – ნადირობა შენი ჩემსას დაამგვანე, დაამსგავსე.
ბ. აქათ სამ წელ მომიცადე – აქედან , ამ დროიდან სამ წელ მომიცადე.
ხვაშიადი შემინახე – საიდუმლო შემინახე.
გ. მე ნუთუმცა შემოვბრუნდი – უ-მცა-ნაწილაკოდ იქნება (როგორმე) შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე – ალვა, ხე ჩემი არ დაჭკნეს, ე.ი. არ მოვკვდე.
ამ სტრიქონის ბოლოს აუცილებლად უნდა მრავალწერტილი (...), რადგან შემდეგ იწყება საპირისპირო მდგომარეობა.
დ. არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე – უკანასკნელი სამი სიტყვა სინონიმებია – განსაკუთრებული ტირილისა და გლოვის აღმნიშვნელია.
![]() |
6.72 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 158 (156) მაშინღა ჰკადრე მეფესა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სასურვალია – რითმისთვისაა, უნდა: სასურველია.
გ. მიჰხვდა – შეხვდს მოუვიდა, დაემართა.
გარდუვალი – რასაც ვერ გადახდები, ვერ გადალახავ, აუცილებელი.
მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია – ვ.ტ-ი საგმირო პოემაა. თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს ბრძოლას. წესიერად წარმოებული ბრძოლა უთუოდ მსხვერპლს გულისხმობს, მსხვერპლის ერთი სახეთაგანია თავდადება დასახული მიზნისათვის სიკვდილი ძიების საგნისათვის ჭეშმარიტი მებრძოლი უთუოდ მსხვერპლის გამღებია და აქედან: მსხვერპლის გამღებს მარად სიკვდილთან აქვს საქმე, და ბუნებრივია, გმირი მებრძოლი იმთავითვე უხდა არკვევდეს თავის პოზიციას სიკვდილის მიმართ. და თვით ნაწარმოებიც, რომელიც გმირთა ბრძოლას გადმოგვცემს, უნდა ეხებოდეს სიკვდილის საკითხს და შესაფერ პასუხსაც იძლეოდეს მის შესახებ.
ვ. ტ-ში სიკვდილის საკითხს უთუოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი და სათანადო შეხედულებაცაა მოცემული ამ საკითხზე, როგორც ავტორისა, ისე ცალკეული გმირისა მებრძოლისა.
მაგრამ რა არის სიკვდილი? სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთია, განუკვეთელია, სიკვდილი არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს სიცოცხლე, თუ არის სიცოცხლე, მაშასადამე, სიკვდილიცაა.
სიკვდილი მხოლოდ ერთ-ერთი მომენტთაგანია სიცოცხლისა. დაიბადა სიცოცხლე, მასთან ერთად გაჩნდა სიკვდილი. თუ გინდა სიცოცხლე, სიკვდილსაც უნდა შეურიგდე. არ არსებობს სიკვდილი სიცოცხლის გარეშე და პირუკუ, სიკვდილი აუცილებელია: იგი გარდუვალია ყველასათვის, იგი ყოვლადია და ადამიანმაც უნდა შეიგნოს სიკვდილის ეს გარდუვალობა, ყოვლადობა და მაშინ ისიც სავსებით განიშორებს სიკვდილის შიშს.
მაგრამ ეს შეგნება თავისთავად არ მოდის, გარდა პირადი განწყობისა, მას სათანადო პირობები ეჭირვება, და მაშინ პირადი განწყობაც ზოგადად გახდება და შესაფერისად განმტკიცდება.
იძლევა თუ არა შოთასდროინდელი საქართველო საამისო პირობებს: XII-XIII ს-თა ქართველი ლაღი და მორჭმულია, საამისოდ მას ცხოვრება ყველაფერს აძლევს ამდროინდელი ქართველი ცხოვრებას ეტანება მთელი თავის არსებით და დაუცხრომლად ტკბება მით. ამდროინდელი ქართველი გარდამეტებულად ამ ქვეყნის მეტრფე და მეხალისეა, რომელიც არასდროს, არავითარ პირობებში არ დასთმობს სიცოცხლეს, იბრძოლებს მისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
„შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა“.
ჩვენ არ ვიცით, ვის ეკუთვნის ეს თქმა: შოთას თუ ხალხს? თუ შოთას, ეს მხოლოდ მთელი პოემის დედააზრის დამადასტურებელი იქნება, რადგან ნაწარმოების გმირთა საქმიანობა სწორედ გმირთა უ'შმიშრობაზეა დამყარებული და საბოლოოდ გვაქვს ბრძოლის ოპტიმისტური გაკვანძვა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთაველის გმირთ სიკვდილის არ ეშინიათ.
მაგრამ შეიძლება ეგ თქმა ხალხს ეკუთვნოდეს? კიდევ უკეთესი, რადგან, ჯერ ერთი: ეს იქნება კუთვნილება იმ ხალხისა, რომელმაც შოთა წარმოშვა. და შოთა და ხალხი ამ შემთხვევაში მთლიანია, ერთია, განუშორებელი. მეორეც: იგი, ეგ თქმა, მთლიანად და სავსებით ადასტურებს XII. ს-ის. ქართველის განწყობას ცხოვრებისა და სიკვდილის მიმართ. შეუძლებელია ცხოვრებისადმი ამ განწყობას თავისი გამოძახილი არ ეპოვა მხატვრულ. ნაწარმოებში: შეუძლებელია ცხოვრება „ლაღი და მორჭმული“ იყოს და ლიტერატურა, მისი ამსახველი და ორგანიზატორი, ამ ქვეყნის ამაოებაზე ლაპარაკობდეს და ხალხს სოფლის მიღმეთისაკენ მოუწოდებდეს. არა. ვ. ტ.-ი ამქვეყნიური ცხოვრების შესხმა-მოთხრობაა ულამაზესი და ვერც ვნახავთ ჩვენ სხვა რომელსამე ნაწარმოებს, მისი გმირნი რომ აგრე მტკიცე და ურყევნი იყვნენ მიწიერ სიყვარულში და სიკვდილის მიმართ აგრე უარყოფითად განწყობილი, როგორც ეს ვ. ტ-შია.
როგორ წარმოუდგენიათ სიკვდილ-სიცოცხლის რაობა ვეფხისტყაოსნის გმირთ?
ჩვენ უკვე შევეხეთ როსტევანის შეხედულებას ამ საკითხში როსტევანისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთია, სიკვდილი სიცოცხლის არსებითი მომენტია, სიკვდილი გარდუვალია.
მაგრამ განსაკუთრებით გამოკვეთილი და განმტკიცებულია ამ მხრივ ავთანდილი. ავთანდილს მეტად მძიმე ტვირთი დააკისრა ავტორმა. იგი იმთავითვე ორმხრივაა განწყობილი: ერთსა და იმავე დროს უდიდესი მეტრფეცაა და არაჩვეულებრივად მტკიცე და ურყევი მეგობარი ამ მხრივ ავთანდილის მდგომარეობა მართლაც რომ მძიმეა, მაგრამ გმირი მაინც გამარჯვებულად გამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ სავსებით სწორად აქვს წარმოდგენილი სიკვდილის რაობა და გარკვეულად უარყოფითადაა მის მიმართ განწყობილი.
სწორედ აქ, ამ სტროფში პირველად ვეცნობით ავთანდილის შეხედულებას ამ საკითხხე „აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია; მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია“.
მაშასადამე, ავთანდილისათვის სიკვდილი საყოველთაო მოვლენაა, ამასთანავე, იგი გარდუვალია.
დ. საჭურჭლე – საგანძური, ქონება.
გლახაკთა მიეც საჭურჭლე – ამის შემდეგ აუცილებლად ორწერტილი უნდა დაისვას, რადგან შემდეგ მოდის: ოქრო, ვერცხლი და რვალია, ე.ი. ის რაც ამ საჭურჭლეშია მოთავსებული.
რვალი – სპილენძი.
![]() |
6.73 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 159 (157) მაშინ უფრო მომეხმარე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უფრო მხნედრე – უფრო მხნე სახით, უფრო მამაცად. ახლა ვიტყვით – ამაზე უფრო მხნედ ან ამის უფრო მხნედ ზმნისართი სახელს ითანხმებდა გან თანდებულიან ნათესაობითში, ახლა უთანდებულოდ ან ნათესაობითში ანდა ზე თანდებულიან მიცემითში.
ბ. ნუთუ ადრე დამივიწყო – უკუთქმა ბრძანებითი – ვაითუ ადრე დამივიწყო – ე.ი. არ დამივიწყო, რასაც სტრიქონის მეორე ნახევარი ადასტურებს: ადრე არ დამივიწყო||მახსენებდე ზედა-ზედრე.
გ. მეტად კარგად დამიურვე||სული ჩემი შეივედრე – ორივე ნაწილი ერთსა და იმავე აზრს გადმოგვცემს. სახელდობრ: იზრუნე ჩემი სულისათვის.
დ. გული შენი მოიმდედრე – გული შენი ააჩვილე, ე.ი. იტირე.
წინა და ამ სტროფთან დაკავშირებით: წინა სტროფში ავთანდილი არიგებს შერმადინს: ჩემი სიკვდილის შემდეგ:
„გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო, ვერცხლი და რვალია“.
ეს ჩვეულება ძველისძველია, ხალხურია, ქართულია, უკანასკნელ დრომდე ცოცხლობდა საქართველოში. სახელდობრ: როდესაც ვინმე (შეძლებულთაგან) გარდაიცვლებოდა, განსაკუთრებით უშვილო, მისი ქონების .ნაწილს (ფულს, ტანისამოსს) ღარიბებს დაურიგებდნენ, შენდობა უთხარითო.
ამგვარივე ქართული ხალხური ჩვეულებაა დაურვება, რული (დაურვება, ე.ი. ზრუნვა მიცვალებულის სულის ცხონებისათვის).
ვინაა ამ შემთხვევაში მიცვალებული სულის მოურავი ან უკეთ: სულის მეურვე? მიცვალებულის ცოცხალი ნათესავები. რას შვრებიან (რას შვრებოდნენ) ისინი მიცვალებულის სულის დასაურვებლად? მიჰქონდათ, მიაქვთ საურავი ფულის სახით, ანდა პირუტყვის სახით და მსხვერპლად სწირავენ რათა მიცვალებულს იქ, საიქიოში, წაადგეს რადმე, სული მისი დაიურვოს.
ვ. ტ-ში ორივე ეს მომენტი ქართულია, ხალხურია და ხალხისაგანაა შესული ნაწარმოებში.
![]() |
6.74 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 160 (158) რა მონამან მოისმინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაუკვირდა, შეეზარა – გაუკვირდა, შეეშინდა, შეძრწუნდა.
გ. გულმან რამცა გაიხარა – კავშირებითი ვითარება იყო გადმოსაცემი – გულმან როგორ გაიხაროს, მაგრამ გაიხაროს დაარღვევდა რითმას პოეტმა მცა ნაწილაკი მოიმარჯვა. რითმაც გაიმართა – გულმან რამცა გაიხარა, – და აზრიც სათანადოა.
დ. ამად – ამიტომ.
![]() |
6.75 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 161 (159) „ჩემად ნაცვლად დაგაგდებო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო – ჩემ ნაცვლად დაგტოვებ.
ბ. რამც გიფერე, რამც გიგვანე? – როგორ გიფერო, როგორ გიმგვანო, ე.ი. როგორ შევიქნე შენი შესაფერისს როგორ შევიქნე შენი მსგავსი, შენი მგვანი.
![]() |
6.76 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 162 (160) ყმამან უთხრა: „მომისმინე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჭრელი – არა სადა, არა სწორი, ტყუილი.
მართლად გითხრობ, არა ჭრელად – ჰენდიადისია, ანდა ქართულად რომ ვთქვათ, ერთიორითაა, ამასთანავე ერთიორითას პირველი წევრი დადებითი კონსტრუქციისაა – მართლად – ხოლო მეორე – უარყოფითისა – არა ჭრელად. საბოლოოდ, მართლად და არა-ჭრელად ერთი და იგივეა.
ბ. რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად – წინასიტყვაობაში წამოყენებული დებულების პრაქტიკული განხორციელებაა:
თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა, ჰშვენის გაჭრად დაეთვლების. (31, 1-2).
გ. მარგალიტი – ძვირფასი ქვაა. აქ: თინათინი.
![]() |
6.77 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 163 (161) „ვისმცა უთხარ ხვაშიადი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვისმცა უთხარ ხვაშიადი – ვისღა ვუთხრა გულისნადები, საიდუმლოება! უთხარ მე მას, მაშასადამე უნდა, იყოს ვუთხარ, მაგრამ პირველი სუბიექტური პირის ნიშანი უნის წინ არ გამოითქმოდა და არც იწერებოდა, ეს წესი საშუალ ქართულშიაცაა დაცული. ასევეა ვეფხისტყაოსანშიც.
გ. სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა – სანაპირო, საზღვრები გაამაგრე, რომ მტერმან ახლოს ვერ იბარგოს, რომ მტერი ახლოს ვერ გაგეკაროს.
დ. კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არტ დამკარგა – იქნება როგორმე ისევ დავბრუნდე და ღმერთმა სრულად, სავსებით არ დამკარგოს·.
![]() |
6.78 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 164 (162) „ფათერაკი სწორად მოჰკლავს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ფათერაკი – ჭირი, უბედურება.
ბ. ცისა ძალთა დასი – ...
გ. აქათ – ამ დროიდან.
ფლასი – სამგლოვიარო სამოსელი, ძაძა; აქ: გლოვის სინონიმია.
დ. გმორჩილობდენ – კავშირებითი; რომ გმორჩილებდნენ.
ხასი – რჩეული, დაახლოვებული, აქ: ქვეშევრდომი.
![]() |
7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 165 (163) დაწერა თუ: „ჩემნო ყმანო |
▲ზევით დაბრუნება |
165 (163) დაწერა თუ: „ჩემნო ყმანო,...“
ა. დაწერა, რომ ჩემო ყმანო, ზოგნო ჩემო გამზრდელნო და ზოგნო ჩემო გამოზრდილნო.
ბ. ერთგულნო და მისანდონო, ამ საქმეში განმტკიცებულნო,
გ. თქვენ ჩემი სურვილის მომდევარნო, ახლოს მყოფნო ისე როგორც ადამიანის ჩრდილი ვით მისგან,
დ. ჩემი წიგნი, განკარგულება მოისმინეთ ყველამ ერთად შეკრებილმან.
![]() |
7.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 166 (164) „მიწაცა თქვენი ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ვარჩევ (ვარჩი(ვ)ე) – აწმყოს ფუძის საწარმოებელი სუფიქსია, დღესაც დარჩენილია აღმოსავლურ კილოებში ზოგან.
სმასა დამღერასა – ქეიფს, დროს ტარებას.
დ. ცერასა – რითმისთვისაა: ცერსა.
![]() |
7.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 167 (165) „საქმე რამე მიც თავისა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მარტოდ და ღარიბად – სინონიმებია; უცხოობაში ყოფნა, გარდახვეწილი.
წლეული წელი – წლევანდელი წელი.
ბ. გემუდარები ამისთვის – ახლა ვიტყვით: გემუდარებით.
გემუდარებით ამისთვის – იგივე, რაც – ვარ თქვენი შემომხვეწელი.
საქმე რამე მიძს, მაქვს, რაც მოითხოვს ჩემგან გადახვეწას; უნდა დავყო მარტოდ და ღარიბად წლევანდელი წელი; გემუდარებით, გეხვეწებით, რომ სახელმწიფო მთელი, დაულეწელი დამახვედროთ.
![]() |
7.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 168 (166) „მე შერმადინ დამიგდია |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ყოვლთა მზეებრ მოგეფინოსა – მეორე ნახევარი ავსებს პირველ ნახევარს: ვარდს არ ზვრიდეს, არ აჭკნობდეს, ე. ი. თქვენ კარგად გივლიდესთ თქვენს სიცოცხლეს ზოგავდეს.
მე შერმადინს ვტოვებ, რომ ჩემს მაგიერ პატრონობდეს, სანამ მე ცოცხალი ვარ, ყველას მზესავით მოგეფინოსთ, კარგად გივლიდესთ, მაგრამ თუ ვინიცობაა ვინმემ შესცოდა, დააშავა რამე, მას, როგორც სანთელს დაადნობდეს, ე.ი სასტიკად მოეპყრას.
![]() |
7.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 169 (167) „თქვენცა იცით გამიზრდია |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ჰმორჩილობდით – ხოლმეობითია.
გ. ბუკის კვრა – რაიმე საქმის წამოწყება, განგაში საშიშროების დროს.
ბუკსა იკრას – თუ ვინიცობაა რაიმე ბუკის საკრელი საქმე შეიქნეს.
დ. გლოვა, არ სიცილი – ერთიორითაა.
![]() |
7.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 170 (168) ესე წიგნი გაასრულა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ნაზმა – ახალი ნორმითაა წარმოდგენილი რითმისათვის; უნდა ყოფილიყო ნაზმან.
ბ. წელზე ხმალი შემოირტყა, სამგზავროდ შეეკაზმა.
დ. მასვე·წამსა წამოვიდა – იგივეა, რაც შინა ხანი არა დაზმა – შინ არ გაჩერდა.
![]() |
7.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 171 (169) ბრძანა: „წადით ყველაკაი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მინა – მინდა.
ბ. თავი გაითავისწინა – თავი გაიმარტოხელა.
გ. შამბი – დიდი გაუკაფავი ბალახი.
დ. მიწყივ – მარად.
![]() |
7.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 172 (170) იგი ველი გაირბინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაეკიდა – გაშორდა.
ბ. გაეკიდა – დაედევნა.
გ. გაეკიდა – ?
ა-ბ-გ-დ – ველი „გაირბინა ლაშქარს გაშორდა, აბა ვინ გაბედავდა მას დადევნებოდა, ვისაც მახვილი ვერას ავნებს, იგი (მისი) მკლავი გამარტოვდა და მას თინათინის ფიქრი ტვირთად, ბარგად გაჰყვა.
დ. მეოთხე სტრიქონი უთუოდ აგრე უნდა წავიკითხოთ: მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად, ბარგად აეკიდა.
ტვირთად||ბარგად – სინონიმური პარალელებია, ჩვეულებრივი წესი შოთას წერისა.
![]() |
7.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 173 (171) რა ლაშქართა ინადირეს |
▲ზევით დაბრუნება |
დ. უცხენმალეს – ცხენმალი .
ა-ბ-გ-დ. რა ლაშქარმა გაათავა ნადირობა და პატრონი მოიკითხა, ვერ ნახეს და (ამის გამო) თავისი პირი იფერმკრთალეს. ე.ი. შეშინდნენ, გაფითრდნენ წინანდელი სიხარული მწუხარებით შეცვალეს; ყველგან დარბოდნენ საძებრად, განსაკუთრებით კი ის, ვისაც უფრო მალი, სწრაფი ცხენი ჰყავდა·
![]() |
7.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 174 (172) „ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ლომო, ღმერთი შენს ნაცვლად ვის დაგვიდგენს.
ბ. დარბოდნენ და სხვადასხვა ადგილიდან მოამბენი (ავთანდილის ამბის მცოდნენი) მოჰყავდათ.
გ. ვეღარ გაიგეს მისი ამბავი, წავიდა, გაჰქრა.
დ. გულმოკლული ჯარი მწარედ ტიროდა.
175 (173) შერმადინ ერთგან შეყარნა...
ა. ხასნი და დიდებულები – ახლობელნი, დიდებულნი.
ბ. უსტარი – წიგნი, წერილი.
დ. ულები – დაულურჯებელი, უცემო.
![]() |
7.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 176 (174) ყოვლთა ჰკადრეს: „თუცა ყოფა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ყველამ ჰკადრა, თუმცა უმისოდა ჩვენი დარჩენა არამია,
ბ. თუ არ შენთვის, აბა, ვისთვის უნდა მოეცა ტახტი?
გ. ბარემ გმორჩილებდეთ, რასაც გვიბრძანებთ, შემსრულებელი ვართ!
დ. შერმადინი პატრონად დასვეს და ყველამ თაყვანი სცა.
![]() |
8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეექვსე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 177 (175) ამ საქმესა მემოწმების |
▲ზევით დაბრუნება |
177 (175) ამ საქმესა მემოწმების...
ა. დიონოსი, დიონისი – ფსევდონიმია პეტრე იბერიელისა. პეტრე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა V საუკუნეში მაიუმში. ბიზანტიის აზროვნების განვითარებაში პეტრე იბერიელს არაჩვეულებრივი ადგილი უჭირავს.
პეტრე იბერიელისა და დიონისის იგივეობა დაამტკიცა პროფ. შ. ნუცუბიძემ, რაც გაიზიარა მსოფლიო მეცნიერებამ.
ეზრა, ეზროს – წინასწარმეტყველ ეზრას აქვს ასტროლოგიური თხზულება, სადაც ამინდსა და მოსავალზეა ლაპარაკი ქართულად მას ეწოდება „კალანდაჲ თქმული ეზრა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“.
რას წარმოადგენს სტროფი? იგი ერთგვარი პრელუდიაა, შესავალია თავისა; აქ მოკლედ, დაწურულად მოცემულია ის, რაც შემდეგ თვით თავშია გაშლილად წარმოდგენილი. შესავალი წინასწარ იძლევა იმ განწყობას, რომელიც ახასიათებს მოქმედ პირს, ამ შემთხვევაში, ავთანდილს.
ბ. როგორაა მოცემული ეს წინასწარი განწყობა? შედარება-პარალელიზმის სახით, სახელდობრ; ბუნების მოქმედება-მდგომარეობა ედარება ადამიანისას. ავიღოთ, მაგ., შემდეგი სტროფები:
ზამთარი ვარდთა გაახმობს,
ფურცელნი ჩამოსევიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან,
მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან,
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს. წყლული ორჯერვე სტკივიან.
აგრეთვე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,
ჭირსა და ლხინსა, ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია.
მიწყივ წყლულდების, საწუთრო, მისი არ ოდეს მრთელია,
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია“ (1347-1346)
სწორედ ამგვარივე შედარება-პარალელიზმი გვაქვს აქ, სახელდობრ:
საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს;
დაზრობა, დათრთვილვა გადმოტანილია ადამიანზე;
გ. ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს – ე.ი. ვის ბადახში (ღაწვი) არ ფერობდეს (გვანი – ფერია), ლერწამი ტანად გაეხადოს (ზრო – ღეროა. შდრ. ვარდი დაეთრთვილოს, დაეზროს)
დ. იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს – ე.ი. იგი სადმე წავიდეს, სამყოფს, ბინას გაშორდეს (სინონიმური პარალელიზმი).
სწორედ ეს შინაარსის გადმოცემული შემდეგ მთელ თავში.
![]() |
8.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 178 (176) ავთანდილ იგი მინდორი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ოთხ-ახმით – ოთხამოღებით, ჭენებით.
ბ. დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა – დატოვა, გასცილდა არაბთა საზღვრებს და სხვა ქვეყნის ადგილებზე გადავიდა.
გ. სიცოცხლე გაუზიარა – სიცოცხლე გაუყო.
დ. თუ მე მასმცა ვეახელ –თუ, მე მას (თინათინს) ვეახლე, დავუბრუნდე.
![]() |
8.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 179 (177) ახალმან ფიფქმან დათოვა |
▲ზევით დაბრუნება |
ავთანდილის უაღრესი ბორგვაა გადმოცემული. ის-ის იყო თავი შეიკავა „აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არაო“, რომ ახალმა ჭირმა შეიპყრო:
ა. ახალმან ფიფქმან დათოვა, ხელახლა დაიწყო ტირილი, ვარდი დათრთვილა, წაახდინა (დანასა);
ბ. ამის გამო თავის მოკვლაც კი განიზრახა;
გ. თქვა ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათად ან ასად (იგულისხმება) გახადა.
დ. მოვშორდი ლხინსა ყველასა სახელდობრ: ჩანგსა, ბარბითსა და ნასა.
ჩანგი, ბარბითი და ნა – საკრავებია.
![]() |
8.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 181 (179) მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ქვეყანა – მიწა.
უჩნდის ქვეყანა ტახტად – მიწაზე წვებოდა.
182 (180) ყოვლი პირი ქვეყანისა...
ბ. არ იარა – უნდა იყოს: არ ეარა.
გ. მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა – მსმენელსაც ვერ შეხვედრია.
![]() |
8.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 183 (181) მიჰხვდა რასმე ქვეყანასა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უგემურსა, მეტად მქისსა – უგემური და მქისი სინონიმებია. ·
გ. იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა – ვისი და რამინი მთავარი გმირები არიან „ვისრამიანისა“. ცხნობილია მათი ჭირი უსაზომო, ერთმანეთის სიყვარულისათვის გადატანილი.
![]() |
8.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 185 (183) ზედ წაადგა, შეექცევის |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დროთა დღეთა – მძიმით გამოყოფა არ უნდა.
![]() |
8.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 186 (184) საგონებელი შეექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 187 (185) თუ არ დავბრუნდე, საძებრად |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 188 (186) უამბოს ჩემ ისიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს სამი სტროფი შინაარსის მხრივ განსაკუთრებულ განმარტებას არ საჭიროებს, მაგრამ გრამატიკული ანალიზი მათი კი უცილობელია, რადგან სტროფები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო უკანასკნელი – გრამატიკულადაც, ამავე დროს, ნიშნები მათ შორის არ არის ისეთი, როგორიც უნღა იყოს და ამიტომ, აზრი ბუნდოვანდება.
მეორე სტროფი იწყება „თუ არ დავბრუნდე“-თი. „თუ არ დავბრუნდე“-თი დამოუკიდებელი აზრის დაწყება არ შეიძლება. ცხადია, მას წინ უსწრებს რაღაცა თქმა და ეს თქმა არის პირველი სტროფი: „საგონებელი შეექმნა“.
შემდეგ: ორი მომდევნო სტროფი, გარდა უკანასკნელის ბოლო სტრიქონისა, წარმოადგენს პერიოდს, ერთ რთულ წინადადებას, შედგება იგი ხუთი მარტივი და შერწყმული წინადადებისაგან.
1. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი.
პირობითი დამოკიდებული წინადადებაა: კავშირია თუ: შემასმენელის კილო პირობითია – ტიპიური კონსტრუქცია პირობითი წინადადებისა. ამასთანავე, იგი შერწყმულიცაა, რადგან მეორდება ერთი და იგივე წევრები: არ დავბრუნდე, დავყვნე.
2. რომელსა ვეძებ – განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადებაა.
3. დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი! უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; ესაა მთავარი წინადადება პირველისა და მეორის მიმართ ამასთანავე იგი შერწყმულიცაა: გარდაუწყდეს, შეჰრჩეს, მივიდეს, ჰკადრნეს, უამბოს.
4. მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული – ამას და მესამეს შორის თანწყობაა.
5. მერმე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული – ესეც თანწყობილია მეოთხის მიმართ.
სტროფები ერთის ხაზით, კავშირებითის ხაზით მიმდინარეობს, სამსავე სტროფში თავიდან ბოლომდე მტკიცედ დაცულია კავშირებითი კილო, რაც ხმის დამამტკიცებელია რომ სტროფებს შორის უეჭველი კავშირია.
ერთი სიტყვით ორი უკანასკნელი სტროფი ერთი მთლიანი წინადადებაა (რთული) სინტაქსურად შეკრული და ერთმანეთთან შეპირობებული და რადგან 188-ე სტროფის პირველი სტრიქონი –„უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული“ – წინა სტროფის წინადადებასთანაა კონსტრუქციულად დაკავშირებული, ე.ი. შერწყმული წინადადების კომპლექსის (მივიდეს, ჰკადრნეს) კომპონენტია (უამბოს), ამიტომ, იგი უნდა გამოიყოს წინა სტროფიდან მძიმით და არა წერტილით.
![]() |
8.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 189 (187) იტყვის: „ღმერთო, სამართალნი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მე ეზომი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ – მე ამდენი სიარული კიდევ, ვაი, ტყუილუბრალოდ ჩამიტარე.
დ. ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ – ცრემლი ჩემი ვერაოდეს შევაჩერე.
![]() |
8.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 190 (188) კვლაცა იტყვის: „დათმობა სეგობს |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები – დროზე ადრე ნუ მოჰკვდებე, ნუ მოიკლავ თავს.
დ. განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების – ამისა და ნაწარმოების ამგვარივე შინაარსის ადგილების მიხედვით ზოგი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ვეფხისტყაოსანში პირწავარდნილი ფატალიზმია, რომ ნაწარმოების გმირები ბედისწერით არიან შებოჭილნიო.
რა არის. ფატალიზმი?
ფატალიზმი ადამიანის ნების აბსოლუტური უთავისუფლობაა. ფატალიზმით შეპყრობილი მთლიანად და სავსებით შებოჭილია თავის მოქმედებაში. მისი საქმიანობა წინდაწინვე განსაზღვრულია შეზღუდული, უხილავის, ადამიანისათვის მიუწვდომელი, შეუცნობელი (რაც მთავარი, არ არსებული) ძალის მიერ.
განა ცხადი არაა რომ მე-12 საუკუნის ქართველი ამგვარ მოძღვრებას ვერ გაიხდიდა თავის სამუშაო, სამოქმედო გეგმად. განა შესაძლოა, რომ ვ.ტ-ი თავის ეპოქის ზრახვათა და სულისკვეთებათა ამსახველი და არა მარტო ამსახველი, არამედ თვით ორგანიზატორი იმ ცხოვრებისა რომელიც გამარჯვებათა სისტემას წარმოადგენდა მაშინდელ საქართველოში თავის მოქმედ პირს ფატალიზმით შებოჭავდა და გულზე ხელდაკრეფას იქადაგებდა?
ცხადია, არა და არც არის ვ. ტ-ში ფატალიზმი.
აქ არის განგება.
ქრისტიანიზმმა უარყო ფატალიზმი მის ნაცვლად წამოაყენა მოძღვრება განგებაზე. როგორ უნდა გამოეყენებინა მას ეს განგება როგორც მარტოოდენ ბრძოლის ხერხი, როგორც სააგიტაციო საშუალება, თუ არსებითად თავისი მომავალი შემოქმედების პროგრამადაც უნდა დაესახა მას ეს განგება?
ქრისტიანიზმი კლასობრივი უთანასწორობის დამცველი მოძღერებაა. მაშასადამე, თუ პირველ ხანებში წარმართობასთან ბრძოლის წარმატებით საწარმოებლად, საჭირო იყო ფატალიზმის უარყოფა და თავისუფალი, სავსებით სუვერენული პიროვნების ლოზუნგის წამოყენება, შემდგომ, როდესაც ქრისტიანობა განმტკიცდა და საჭემპყრობელი შეიქნა და საკუთარი გაბატონებული კლასები გაიჩინა, ბუნებრივია, მას უნდა შეემუშავებინა ისეთი დებულება, რომელიც გაბატონებულის მდგომარეობას კიდევ უფრო განამტკიცებდა დაბალი კლასის, მარჩენალი კლასის ხარჯზე.
სწორედ ამ დებულებად გამოდგა განგება, ღვთის განგება.
აქ მარტოოდენ სახელის ცვლასთან არა გვაქვს საქმე. შეუძლებელია, არსად არ მომხდარა ძველის აღდგენა მთლიანად, სავსებით, თუნდაც სახეიცვლილად: სახელის ცვლასთან ერთად მას სახეც უნდა გამოეცვალოს და რაც მთავარია, მიზანდასახულობა სხვაგვარი უნდა მიეცეს.
ამ მხრივ, ყოვლად შეუძლებელია განგება ბედისწერის განმეორებად ჩაითვალოს,
მართალია, დრო და გარემოება მას სხვადასხვა გადახრას აძლევდა, მეტ-ნაკლებობით შიგ თავისებურად გაგებულ ნების უთავისუფლობას აქსოვგდა, (შდრ. რომ. 9, იერემ. 10, 23), მაგრამ საერთოდ, განგება უპირისპირდება ნების აბსოლუტურ უთავისუფლობას და ცდილობს, რათა ადამიანი იყოს თვისთა საქმეთა უფალი.
სწორედ ვ.ტ-ის ეპოქაში გადმოთარგმნილ ერთ წიგნში39, სადაც ლაპარაკია ადამიანისა და მსოფლიოს შესახებ, სათანადო ადგილას ვკითხულობთ:
უნებლიეს უპირისპირდება წინააღრჩევა. წინააღრჩევას ადგილი აქვს იქ, სადაც მოქმედებს ნებელობა. ამასთან დაკავშირებულია საკითხი: თავისუფალია თუ არა ჩვენი ნებელობა, სხვაგვარად: ვართ თუ არა ჩვენ თვით ხელმწიფე?
თვით ის გარემოება რომ ადამიანს აქვს უნარი იმსჯელოს თავისი საქციელის საფუძვლებსა და მიზნებზე აგრეთვე მიზნის მისაღწევ საშუალებათა და ღონისძიებათა შესახებს ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის ნება თავისუფალია (თ. 39).
შემდეგ თავებში გარკვევით უარყოფილია ნება, ფატუმი და ადამიანის საქმიანობის ქვაკუთხედად განგება და მხოლოდ განგებაა დასახული.
ვ.ტ-შიც ფატალიზმი როგორც ადამიანის ნების შემბოჭველი, ნების მომსპობი, უარყოფილია და მის ნაცვლად წამოყენებულია განგება და იგი გამოყენებულია როგორც ადამიანის გამამხნევებელი სასოწარკვეთილებასა და რყევის ჟამს, სწორედ ამგვარადაა განგება მომარჯვებული ხსენებულ სტროფში:
კვლაცა იტყვისა: „დათმობა სჯობს“ და თავსავე ეუბნების:
„დღეთა მეტად ნუ მოძკვდები, გული ჩები ნუ დადნების“,
ამის შემდეგ თავის გამაგრება და განმტკიცება:
უღმრთოდ ეერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.40
![]() |
8.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 192 (189) „ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი |
▲ზევით დაბრუნება |
გ. უღონიოდ – უთუოდ, აუცილებლად.
დ. ცუდად – ტყუილ-უბრალოდ.
![]() |
8.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 193 (190) მთით ჩამოვიდა ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მინდორს აცორვებს ტაიჭსა – სუბუქად, ტივტივით მოაქანებს ტაიჭსა.
შეჟღრენით მონაწყენია – ნჟღრევით მონაწყენია.
გ. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია – გაწბილებოდნენ მკლავნი და თავისი სიამაყე, ძლიერება.
დ. ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია – ბროლის ველს, ე.ი. ლოყებს უმშვენებდა გიშრის, ე.ი. შავი, წვერები.
კ. კეკელიძეს სპარსულ საყი სიტყვის მრავლობითად მიაჩნია „საყენი“:
„საყე“ resp. „საყი“ ნიშნავს საზეიმო მაგიდასთან მდგომს, საროს მსგავსს, პირ-მზე, პირ-მხიარულს, ლამაზსა და მოხდენილს ღვინის მწდეს ან მიმრთმევს... აზრი მეტაფორული თქმისა ასეთია: როგორც „საყენი“ ან ღვინის მწდენი აშვენებდნენ ხოლმე საზეიმო სუფრას რომლის გარშემო ისინი იდგნენ, ისე ამართული შავი (გიშრის) წამწამი და ულვაშები ამკობდა, ამშვენებდა ავთანდილის „ბროლის ველს“, ან ლოყას.
სიტყვა „საყე“ ჩვენს მწერლობაში ხმარებაში შემოდის აღორძინების ხანაში ის გვხვდება „ბარამ-გურიანში“ და „შაჰ-ნავაზიანში“, (ქართ. ლიტ. ისტ. II2, გვ. 104).
სპარსულში მართლაც არსებობს საყი, საყე სიტყვა მაგრამ მას არავითარი კავშირი არა აქვს ხსენებული სტროფის საყენ სიტყვასთან. აქ საყენი მრავლობითია ქართული საყე სიტყვისა და საყე კი, არც მეტი, არც ნაკლები არის სარი. მაშასადამე, რა არის გიშრის საყენი? მხოლოდ და მხოლოდ გიშრის სარები, რაც შოთას კიდევაც აქვს გამოყენებული როგორც მეტაფორა შავი წარბებისა ან წვერ-ულვაშისა:
სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა.
მას მოვგეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა (889, 1-2)
ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა,
მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;
ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,
კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიმრისა სარებსა. (1228)
გიშრის სარები იგივეა, რაც გიშრის საყენი.
აქვე აღვნიშნა, რომ მეტაფორის გახსნა ისე, როგორც ეს კ. კეკელიძეს აქვს ამ შემთხვევაში არ შეიძლება.
როგორც საყენი ამშვენებს ხოლმე სურას, ისე შავი (გიშრის) წამწამი და ულვაშები ამკობდა ლოყას – შეძლება მხოლოდ მაშინ, როცა შედარება-მეტაფორა გვაქვს, აქ კი, პირდაპირი მეტაფორაა.
გიშრის საყენი – ერთი ცნებაა და მათი დაშორება არ შეიძლება. აქ კი საყენი შედარების პირველ ნახევარშია, ხოლო გიშერი – მეორეში.
![]() |
8.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 194 (191) მობრუნება დააპირა |
▲ზევით დაბრუნება |
194 (191) მობრუნება დააპირა,...
ა. სულთქნა, ივაგლახა – სინონიმებია.
დ. მაგრა არა შეუზახა – მაგრამ არ შეუტია.
![]() |
8.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 195 (192) თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გულ-ამოსკვნით – იგივეა, რაც – კვნესით.
ბ. ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა – მიუხედავად ამისა, ჭამა მოუნდა, როგორც ადამიანს.
გ. როსტომი – „როსტომიანის“ მთავარი გმირია.
![]() |
8.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 196 (193) ცხენსა მისცა საძოვარი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვირე – ვიდრე.
![]() |
8.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 197 (194) ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. შეებნიდა სისხლსა გული – სისხლის დენას გული შეეწუხებინა.
დ. ცოტა ედგა მას, გლახ, სული – სული ძლივს ედგა, სულს ძლივს ითქვამდა.
![]() |
8.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 198 (195) უყივლა თუ: „ძმანო ვინ ხართ? |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. დაგვიწყნარდი – დაგვიმშვიდდი.
გვიშველე რა – იგივე, რაც – ცეცხლნი ავსენ.
გ. მოგვიმტკივნე – სამძიმარი გვითხარი, თანაგრძნობა გამოგვიცხადე.
ჭირნი ჭირსა მოგვისავსენ – ჭირი ჭირს მოგვიმატე.
დ. სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ – სინონიმებია.
![]() |
8.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 199 (196) ავთანდილ მიდგა, ეუბნა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მიდგა – მიუახლოვდა.
ბ. მოუბარეთა – მოუბართა-ს ნაცვლადაა ლექსისათვის.
დ. ხატაეთი – ჩინეთი.
![]() |
8.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 201 (198) ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მესროლნი დავაწბილენით – მესროლნი შევარცხვინეთ, მესროლთ ვაჯობეთ.
ბ. ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავაცილენით – ჩვენ სამნივე ერთმანეთს შევეცილეთ, სამნივე ერთმანეთს შევეჯიბრეთ.
გ. სიტყვანი ვავაქილენით – სიტყვებით ერთმანეთს ვესარჩლებით, სიტყვებით ერთმანეთს გავეპაექრეთ.
დ. ვითაკილენით – ვიწყინეთ.
![]() |
8.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 202 (199) დღეს ავყარენით ლაშქარნი |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა – ვინ ვსჯობთ თავისი საკუთარი მკლავით, სხვის დაუხმარებლივ.
დ. დამნახავი – იგივეა, რაც – მარეკი; ნუ ვესვრით მარეკის საშუალებით.
203 (200) ჩვენ ვიახლენით სამთავე...
ა. მეაბჯრე – აქ: ისრის მომრთმევი.
![]() |
8.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 204 (201) ანაზდად მოყმე გამოჩნდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ანაზდად – მოულოდნელად, უცებ.
კუშტი, პირ-გამქუშავია – მწყრალი, წარბ-შეკრული,პირ-მოღუშული.
![]() |
8.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 205 (202) ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით – მის ბრწყინვას ძლივს გავუმაგრეთ თვალი.
ბ. მზეაო ქვეყანად, ნუ ვეუბნებით ცად ენით – მზეა ქვეყნად, დედამიწაზე და ამიერიდან, ნუ ვიტყვით, რომ იგი ცაზეა.
![]() |
8.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 206 (203) მე უხუცესმან უმცროსთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დავსთხოვე ქენებით – დავსთხოვე ხვეწნით.
ბ. ჩემმან შემდეგმან – ჩემმა მომდევნომ.
გ. მან – ამ შემთხვევაში: უმცროსმა.
მართ ოდენ – მარტოოდენ.
ვუალეთ ჩვენებით – ნება დავრთეთ (თითის) ჩვენებით: აბა ჰა, მიდი!
დ. მივჰმართეთ ... (მრავალწერტილი უნდა).
![]() |
8.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 207 (204) ბროლმან, ლალსა გარეულმან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მონადენმა სისხლმა ლოყები დაამშვენა – ირონიულადაა ნათქვამი.
ბ. იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა – ტკბილი გონება ჩვენთვის მეტად გაამწარა.
გ. არ აგვიხვნა, არცა დაგვხსნა, ყოლა არად ამოგვეკრიფნა – არც აგვიღო, ე.ი. არც შეგვიპყრა არც დაგვაყენა, სრულად არაფრად არ ჩაგვაგდო.
დ. მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა –ეს თქმა ხალხის, კერძოდ, ბავშვთა საქმიანობის საფუძველზეა აღმოცენებული. ბავშვებმა იცინ განსაკუთრებით სულწასულები ნაყოფს დამწიფებას არ აცლიან მკვახეს დაბეჟავენ, ხელოვნურად ცოტათი შეამწიფებენ და ისე ჭამენ.
შოთაც ხალხის შვილია, იცოდა ხალხის ეს ჩვეულება აღსანიშნავია შემწიფება სიტყვა კი არ დაამწიფა, არამედ შეამწიფა.
მართლაც, მკვახე ხილის ამ წესით მხოლოდ შემწიფება შეიძლება და არა დამწიფება.
შოთამ ამ პროცესის დეტალებიც კი იცის და იშვიათის მხატვრულობითა და თან ირონიის დართვით გადმოგვცემს საქმის ვითარებას.
![]() |
8.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 208 (205) უმცროსსა ძმასა მივეცით |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უმცროსსა ძმასა დავუთმეთ, უფროსი, გავაჩერეთ;
ბ. ხელი მოჰკიდა, დადეგო! ეს კი გაუბედა ენით;
გ. მან ხრმალსა ხელი არ მოჰკიდა, ამიტომ ჩვენ მოვერიდეთ,
დ. თავსა გადაჰკრა მათრახი, დავინახეთ – სისხლი დადინდა.
![]() |
8.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 209 (206) მით ერთითა მათრახითა |
▲ზევით დაბრუნება |
სტროფი საყურადღებოა თავისი რიტმულობითა და ბგერათჟღერით. სამი გალახული ძმა მოუთხრობს ავთანდილს, თუ როგორ გაამათრახა ისინი ტარიელმა, განსაკუთრებით, უმცროსი რომელიც სიკვდილის პირამდე მიიყვანა. მართალია, ძმები წარსულ ამბავს მოუთხრობენ, მაგრამ თხრობა ისე მიმდინარეობს, რომ ცოცხლად გადმოსცემს ამბავს: როგორ ჩატარდებოდა ფაქტიურად გამათრახების სცენა?
უეჭველად ელვის სისწრაფით, გამეტებულად. შეტევისას ტარიელმა სხვაგვარი ხასიათი საქმიანობისა არ იცის მაშასადამე, თვით სტროფიც, ამბის გადმომცემი მალი, მაღალი შაირით უნდა იქნას გადმოცემული.
სიმეტრიული თანამიმდევრობით გაწყობილი სიტყვები აქ ორ-ორ – ოთხ-ოთხ მარცვლიანია, რაც თანაბარზომიერად მოკვეთილ ოდენობათ იძლევა და ეს ქმნის უღიდეს სიჩქარეს, ვერავითარი სხვა ზომით, ამ შემთხვევაში დაბალი შაირით, ამ სულმოუთქმელობის გადმოცემა ვერ მოხერხდებოდა.
მაგრამ სტროფი საყურადღებოა არა მარტო თავისი ტემპით: იგი გასაოცარია თვით ბგერათჟღერითაც, რომელიც სავსებით შეეფერება მოქმედების ხასიათს.
ხევა და ფრეწა ყოველ შემთხვევაში, ყოველ ბგერაში ისმის.
ყველაფერს ამას კი იძლევა თანაბრად და სათანადოდ განრიგებული ხ და წ ბგერები.
![]() |
8.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 210 (207) „აღარ დაბრუნდა, წავიდა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ტარიელმა გალახა ხატაელთა უმცროსი ძმა და განაგრძობს გზას როგორი უნდა იყოს მისი სიარულის ტემპი? ისეთი, რომ ოდნავადაც არ შეიბღალოს რაინდის გმირობა, იგი ისე უნდა წავიდეს თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ვიღაც ციდამტკაველას შეხვდა, გააწკიპარტა და დინჯად და აღუშფოთველად მიდის და „მიეფინების მზე ველად“.
ამიტომაცაა უს ამბავი გადმოცემული ნელი ტემპით, დაბალი შაირით. ჩქარი ტემპი და გაქცევა, სილაჩრე, შიში იქნებოდა.
სტროფს ეჭირვება სხვა მხრივ კორექტივი.
ყველგან ხელნაწერებსა და დაბეჭდილებში წერია:
გ. აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრდა მთვარებლად. მე ვასწორებ: ეგერა მივა. იმიტომ, რომ აგერა მიუთითებს ახლო საგანზე, ხოლო ეგერა – შორს.
აქ კი აუცილებლად უნდა შორს იყოს. მართლაც, მესამე სტრიქონი გადმოგვცემს:
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად.
ამასვე ადასტურებს მეოთხე სტრიქონის დასაწყისი: ოდენ ჩნდა – რომელიც მხოლოდ შორისთვის ითქმის.
![]() |
8.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 211 (208) აჰა მიჰხვდა ავთანდილსა |
▲ზევით დაბრუნება |
უარყოფითი კონსტრუქციით დადებითი ფაქტია გადმოცემული: ავთანდილმა შეწყვიტა ტირილი, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, გაუხარდა რადგან ტყუილ-უბრალოდ არ ჩაუარა მას ამდენმა გარეთ ყოფნამ; კაცს აუსრულდეს საწადელი და რასაც ეძებდეს ის იპოვოს, მაშინ მან არ უნდა დაიხსომოს გარდასრული, წარსული ჭირი.
![]() |
8.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 212 (209) უთხრა თუ: „ძმანო, ვარ ვინმე...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უთხრა ძმანო, ვარ ვინმე უცხო ამ უცხო, უცნობ ადგილას,
ბ. იმ ყმის საძებრად მე მოვშორდი ჩემს სამშობლოს,
გ. ახლა თქვენგან შევიტყე სრულიად არა საადვილო საქმე,
დ. ღმერთი შეგეწიოსთ, ნურაფერს თქვენს საწყენს ნუ დაგმართებსთ.
![]() |
8.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 213 (210) ვითა მე მივჰხვდი წადილსა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სტროფის ორი სტრიქონი წინა სტროფის უკანასკნელი სტრიქონის განმეორებაა.
გ. მიდითო ნება-ნებასა – ნელ-ნელა, ხელიხელჩაკიდებელი მიდით.
![]() |
8.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 214 (211) ესე უთსრა და წავიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა – ხეზი ბაწარია, რომლითაც გასაწვრთნელ ქორს აბამენ ზამთარშიაც ქორი ხეზითაა დაბმული. გაზაფხულზე ქორს გაუშვებენ, რომ ფრთები გაიმართოს. დიდი ხნის გაუშვებელი ქორი არაჩვეულებრივი სისწრაფით დანავარდობს ჰაერში. შედარებაც შოთას აქედან აქვს აღებული.
გ. მთვარე, მზისა შემყრელი – მთვარე რომ მზეს შეეყრება, გაქრება, გაუჩინარდება აქაც, ავთანდილის სისწრაფით გაქროლაზეა ლაპარაკი გაფრინდა როგორც დიდი ხნის გაუშვებელი ქორი და გაქრა, როგორც მთვარე.
ზეზი – პორფირი, ბრწყინვალე რამ, მზე სინათლითა ზეზითა – მზე (ავთანდილ) სინათლით მოსილი.
![]() |
8.33 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 215 (212) მიეწურა, იგონებდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მიუახლოვდა, ფიქრობდა, როგორ მოაგვაროს ახლოს შეყრა:
ბ. ვაი, თუ, უდროოდ ნათთქვამმა სიტყვამ შმაგი უფრო გააშმაგოს!
გ. ამიტომ საჭიროა, რომ გონიერმა კაცმა ბნელი საქმე აგრე მოაწყოს:
დ. არ სიწყნარე, ე.ი. სიჩქარე და მოუფიქრებლობა რაც შეიძლება მოიძულოს, უკუაგდოს.
![]() |
8.34 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 215 (212) მიეწურა, იგონებდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მიუახლოვდა, ფიქრობდა, როგორ მოაგვაროს ახლოს შეყრა:
ბ. ვაი, თუ, უდროოდ ნათთქვამმა სიტყვამ შმაგი უფრო გააშმაგოს!
გ. ამიტომ საჭიროა, რომ გონიერმა კაცმა ბნელი საქმე აგრე მოაწყოს:
დ. არ სიწყნარე, ე.ი. სიჩქარე და მოუფიქრებლობა რაც შეიძლება მოიძულოს, უკუაგდოს.
![]() |
8.35 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 216 (213) რათგან ისი არის სადმე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ისი – იგი.
უცნობო და რეტად – სინონიმებია.
დ. იმალვის – იმალება.
![]() |
8.36 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 217 (214) ავთანდილ იტყვის: „ეზომნი... |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი – ამდენი ჭირი, ამდენი უბედურება (რაც მე გამოვიარე), როგორ გავაცუდო, როგორ ჩავატარო ტყუილუბრალოდ.
ბ. რაღაცა არის – ვიღაცა არის რატომ რაღაცა და არა ვიღაცა? თუ უცნობის მიმართაა, თუ პიროვნება გაურკვეველია, მაში რაღაცა იხმარება, ხოლო, როდესაც ეს უცნობი პიროვნება გაირკვევა, ნაცნობი შეიქნება, მაშინ – ვიღაცა.
თუმცა არ ედგნეს ბუდენი – რომ არ ჰქონდეს ბუდე, რომ არ ჰქონდეს ბინა.
გ. რაზომც მოვლიდეს ზღუდენი – რამდენიც არ უნდა იაროს.
დ. მუნითგან ვძებნე ღონენი ჩემნი, არ დასამრუდენი – იქიდან ვძებნე საშუალება ჩემი სწორი, უტყუარი.
![]() |
8.37 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 218 (215) წინა-უკანა იარეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წინა-უკანა იარეს – ერთი წინ მიდის, მეორე უკან მისდევს.
გ. წამენი – წამნი.
დ. მინდორთა მოსალამენი – მინდორთა დასასველებელი: ახლა ლიტერატურულია – ნამვა, ლამვა, დალამვა დასავლურ კილოებშია დარჩენილი.
![]() |
8.38 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 219 (216) დღისით ვლეს და საღამო-ჟამ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქვაბნი – გამოქვაბულნი.
ბ. რასდენი – რამდენი.
![]() |
8.39 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 222 (219) ყმამან უთხრა: „დაო-ასმათ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს – (გადატ.) დიდი უბედურება დაგვატყდა თავს.
ბ. ვეღარ მივხვდით ჟამიერად – დროზე ვერ მივსწვდით.
![]() |
8.40 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 223 (220) იგი ტევრი გაეხშირა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა – იგი ტევრი, ე.ი. თმა გაეეშვიათებინა, გაეთხელებინა დანაგლეჯსა, ე.ი. თმა იმდენი დაიგლიჯეს, რომ გაითხელეს·
გახშირვა, გამოხშირვა – გათხელება, გაიშვიათება. ეს. სიტყვა ახლაც ცნობილია: სიმინდის გამოხშირვა.
ბ. ერთმანერთსა ეხვეოდეს – ყმა ქალსა და ქალი ყმასა – ლექსი საგულისხმოა თავისი წყობით, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი: ყმა ქალსა, ქალი ყმასა
ჯვარედინადაა გაწყობილი, ბერძნული X-ის მსგავსად.
ამგვარი ხერხი ძველთაგანვეა ცნობილი. მას ხიაზმი ეწოდება. (ბერძნული X-ის მიხედვით).
ამ ხერხს მიმართავენ. მაშინ, როდესაც უნდათ განსაჯუთრებით ცოცხლად წარმოიდგინონ მოქმედება.
ასმათი და ტარიელი ისე შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის უნ5ახავი და აქედან არაჩვეულებრივი სისწრაფე შეხვედრისას, ერთმანეთზე გადახვევა, რომელიც თავისთავად X-ის მსგავს ფიგურას ქმნის.
დ. ქცევა-ზმა – -სინონიმებია. ქცევა იგივეა რაც მოქმედება. ზმაც – მოქმედებაა.
![]() |
8.41 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 224 (221) სული დაიღო მან ქალმან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სული დაიღო მან ქალმან – გაჩუმდა ქალი.
დ. მას დღესა გარდახდა გამოსრულობა – იმ დღეს გათავდა გარეთ გამოსვლა, მეტი უკვე აღარ გამოსულან გარეთ.
![]() |
8.42 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 225 (222) ავთანდილს უკვირს: „ამბავი...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უკვირს – საგონებელშია.
დ. წყნარად, არ რამე ჩხერითა – ერთიორითაა.
![]() |
8.43 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 226 (223) მის მოყმისა წესი იყო, |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა – ასეა დაბეჭდილი საიუბილეო გამოცემაში.
ყოვლად შეუძლებელია „მეტსა თურე არ ასრე ჯდა“. იგი უდრის – მეტსა თურმე არ აგრე ჯდა. უნდა იყოს: მეტსა თურე არას ეჯდა, ე.ი. აქ ჯდომა სიტყვა და მისგან ნაწარმოები ჯდა კი არ არის, არამედ ეჯი სიტყვა ეჯი არის გზა, სავალი, დისტანცია, სადგური ე.ი. მეტსა თურე არას ეჯდა – მეტს თურმე არ სადგურობდა, არ ეჯობდა, არ ჩერდებოდა. ეჯი გვხვდება ვ. ტ-ში სხვაგანაც:
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; (477, 23)
ერთე აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით (950, 2)
![]() |
8.44 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 227 (224) ავთანდილ ახლოს კელა ნასა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ულვაშ-აშლილი – ულვაშაკოკრებული.
წვერგამო – ეს სიტყვა სხვადასხვაგვარად ესმოდათ: ზოგი უწვერულად მარტავდა, ზოგიც კი პირიქით წვერიანად მიიჩნევდა ჩუბინაშვილი უწვერულად რაცხდა, მასზე დამყარებით იუსტ. აბულაძეც აგრე განმარტავს: უწვერული, პირტიტველა.
მართალია ის, ვინც წვერგამოს უწვერულად მიიჩნევს, მართლაც: ულვაში უფრო ადრე ამოსდის ადამიანს, ვიდრე წვერი და თუ უცხო ყმა, ე.ი. ტარიელი, ულვაშაშლილი იყო, ე.ი. ის-ის იყო ულვაში ამოსდიოდა, ყოვლად შეუძლებელია რომ იგი წვერიანი ყოფილიყო. მაშასადამე, წვერგამო არის უწვერული. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ერთი ადგილი „მამათა ცხოვრებიდან“ (საქ. მუზ. ხელნაწ. № 4332. A 1105): „...შთამოვიდეს ორნი ჭაბუკნი უცხონი მუნ და ერთსა მას ესხნეს წუჱრნი, ხოლო მეორე – იგი იყო წუჱრ გამოჲიოდენ“.
ამას მხარს უჭერს სომხური ტექსტიც, სადაც სათანადო ადგილას წერია: „თვინიერ წვერებისა“, ე.ი. წვერების გარეშე, უწვერული. სხვაგვარად წვერგამო (ამონაწერი მომაწოდა პროფ. ი. აბულაძემ).41
გამო უნდა იყოს ოდესღაც მთელი სიტყვის, დამოუკიდებელი სიტყვის ნაშთი ხომ არაა ეს სიტყვა გამოკლებით, წვერგამოკლებით, წვერის უმისოდ.
![]() |
8.45 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 228 (225) მასვე გზასა წამოვიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა – აქ მოცემულია ანაფორული ალიტერაცია, შეერთებული ასონანსთან: გავლო, გაეშორა, გა – გარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ უცხო ყმა არაჩვეულებრივი სისწრაფით გაშორდა იქაურობას.
![]() |
8.46 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 229 (226) აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან. |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ღმრთისაგან – უდრის დღევანდელ სტანდარტულ გამოთქმას – ღვთის მადლით.
გ. მრთალი გავაბრჭობინო – კაუზატივია ბრჭობა ზმნისა მართალი განვასჯევინო, მართალი დავადგენინო (ასმათს).
![]() |
9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეშვიდე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 230 (227) ჩამოვიდა, ცხენი ახსნა |
▲ზევით დაბრუნება |
230 (227) ჩამოვიდა, ცხენი ახსნა,...
გ. ქვაბი დახვდა კარ-განხმული – გამოქვბული დახვდა კარგაღებული: განხმა იმავე ძირისა, რაც გაღება; იხმარება, როდესაც ობიექტი მრავლობითშია, მაშასადამე იგულისხმება კარნ-გახმული.
დ. პირი-ვარდი ბროლ-ბაკმული – მუდმივი, სტერეოტიპული ეპითეტია ამ შემთხვევაში, ტარიელისა სახე ვარდივით, ბროლივით მოელვარე.
ბაკმი – სინათლის რკალი, მოელვარე.
![]() |
9.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 231 (228) ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა |
▲ზევით დაბრუნება |
დ. ზახილსა მუნ ერთსახესა – ზახილი ერთი სახე – გაბმული, ერთი სახის, ერთი ტონის ხმა, ძახილი.
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა – გაბმულ, გამკივან ქალის ძახილს კლდენი ეხმაურებოდნენ.
![]() |
9.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 232 (229) მას ყმასა თავი არ მისცა |
▲ზევით დაბრუნება |
232 (229) მას ყმასა თავი არ მისცა,...
ა. მას ყმასა თავი არ მისცა – ყმას არ დაჰნებდა ჭვრეტადცა ებილწებოდა – შესახედავადაც ეზარებოდა.
ბ.-გ. მეორე და მესამე სტრიქონში სინტაქსური დანაწევრება სიტყვებისა არ ემთხვევა მეტრულ დანაწევრებას:
ვითა კაკაბი არწივსა || ქვეშე მი და მო ძრწებოდა
ტარიელს ვისმე უზახდა || მწედ, თუცა არ ემწებოდა.
ქვეშე და მწედ – სინტაქსურად პირველ ნახევარს ეკუთვნის, ხოლო მეტრულად – მეორე ნახევარს. ეს იმიტომ, რომ ყურადღება გამახვილდეს არწივსა და უზახდა სიტყვებზე არწივსა ქვეშე, უზახდა მწედ.
დ. ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა – როდის და როგორ წარმოებს თითით ხვეწნა თითით ხვეწნას მაშინ მიმართავენ, როდესაც სახვეწნელი პიროვნება განსაკუთრებით მოსალბობია და როდესაც სახვეწარი დიდ რასმე, ძნელად შესასრულებელს შეიცავს. ამიტომაც, მარტო სიტყვიერი ხვეწნა უკმარია და მახვეწარი სიტყვასთან ერთად თითს იშველიებს, უკეთ: ცერსა და სალოკს და მათის ყელზე მიდებით, ხშირად მუხლმოყრილი, განაგრძობს ხვეწნას.
ამგვარად ხვეწნა ჩვენში დღესაც ცოცხალია, მას დღესაც გასავალი აქვს ჩვენში ხალხურია, მაშასადამე, შოთამ ხალხისაგან აიღო ეს ჩვეულება:
![]() |
9.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 233 (230) ეტყოდა: „სულე! რამც გიყავ? |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ეტყოდა, გაჩუმდი, რა უნდა გიყო, რა უნდა გიქნა, კაცი ვარ, ადამიანი.
სულე! – ბრძანებითი კილოა სულვა ზმნისა;
სულვა – სულის მოთქმა, სულის დათქმა, გაჩუმება, დაწყნარება.
სულე – გაჩუმდი ეს სიტყვა დღესაც ცოცხალია საქართველოს ზოგიერთ კუთხეში. ბავშვის გასაჩუმებლად სხვა არა იხმარება თუ არ სულე, ხოლო მისგან შემოკლებული სახე სუ ჩვეულებრივია მთელ საქართველოში.
გ. ტან-სარო, პირ-ბაკმიანი – კვალად მუდმივი ეპითეტებია ტარიელისა.
![]() |
9.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 234 (232) ქალი ეტყოდა ტირილით |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქალი ეტყოდა ტირილით, ჩივილი მისი ჰგავდა ბჭობას, მსჯელობას; მიუხედავად იმისა, რომ ტირის, მაინც კარგად მსჯელობს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სტროფის სიტყვები ისეთია მოხმობილი, რომ ცხადად ჩანს, მსჯელობა მწვავე ხასიათს მიიღებს.
ბ. თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ – მოდი ცნობასა – კატეგორიულადაა საკითხი დასმული. მომდევნო სტროფში ეს კატეგორიულობა უფრო მწვავედაა წარმოდგენილი.
![]() |
9.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 235 (232) კვლა ეტყვის: „ყმაო, რა გინდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა – სინონიმური პარალელიზმია.
გ. შენ ერთხელ მეტყვი მითხარო; მე ასჯერ გეტყვი ვერასა – შებმა-შეტაკებამ რომ მწვავე ხასითი მიიღო, განსაკუთრებით ამ სტრიქონში ჩანს. აქ სტრიქონი ორადაა გაყოფილი. თითოეულ ნახევარში ოთხ-ოთხი სიტყვაა, ამასთანავე პირველი ნახევრის თითოეული სიტყვა ზუსტად უპირისპირდება მეორე ნახევრის სათანადო სიტყვას:
შენ-მე: ერთხელ-ასჯერ; მეტყვი-გეტყვი; მითხარო – ვერასა.
ნამდვილი ხელჩართული ომია როგორც იქ, ხელჩართული ომის დროს, უკვე შორს მოქმედი იარაღით ბრძოლას ვერ აწარმოებ, ასე აქ პირისპირ შეხვედრისას, მწვავე შეტაკების დროს გრძელი სიტყვა, შორი სიტყვა უადგილოა, ამიტომაცაა მოკლედ მოჭრილი. პარალელიზმი-დაპირისპირება უთუოდ ხალხური უტყუარი ხერხია და დაკავშირებულია ხალხურ პოეტურ ზომასთან, სახელდობრ, 16 მარცვლიან შაირთან. სწორედ იმის გამო, რომ შაირი 16 მარცვლოვანია, ე.ი. ლუწმარცვლოვანი, სტრიქონი ორ თანაბარზომიერ ნაკვეთად იყოფა და ეს ჰქმნის იშვიათ პარალელიზმს – დაპირისპირებას: დაპირისპირება გულისხმობს ორ მხარეს, რომელთაგან თითოეულმა თანაბარზომიერად უნდა უპასუხოს და ეს შეიძლება მხოლოდ 16 მარცვლისას – რვა-რვა თითოეულ ნახევარში.
დ. ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა – როგორც სიცილი უმჯობესია ტირილისა, ისე ვაგლახი, მოთქმა მიჯობს სიმღერას (მღერა – აქ სიმღერაა). რასაკვირველია, ამგვარი შედარება შესაძლებელია, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა ამგვარი ვარიანტიც:
ვითა ტირილი სიცილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა.
![]() |
9.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 236 (233) ქალო, არ იცი, სით მოვალ |
▲ზევით დაბრუნება |
236 (233) ქალო, არ იცი, სით მოვალ...
ბ. ოდითგან – რა დროიდან.
გ. სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან – რამდენიც არ უნდა გეწყინოს ჩემი სიტყვა...
![]() |
9.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 237 (234) ქალმან უთხრა: „რას შეგესწარ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? – რას გადამაკიდე, ვინ მე, ვინ შენ? ე.ი. ჩვენ სხვადასხვა ვართ, ერთმანეთისთვის უცხონი ვართ.
ბ. მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო – თრთვილი და მზე შეუწყობელია, ამოვა თუ არა მზე თრთვილი იმ წამსვე გაქრება. ატყობ, რომ მზე (ტარიელ) არ არის ჩემთან და ამიტომაც შენ, თრთვილო, მზერავ, მაწუხებ.
![]() |
9.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 238 (235) კვლაცა ჰკითხა ზენარობით |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. მაგრა ვერა ვერ დაჰყარა – მაგრამ ვერასგზით ვერ დაიყოლია.
გ. პირსა ზედა გაგულისდა – მრისხანე სახე მიიღო.
თვალთა სისხლი მოედინა – სინონმური პარალელია სტრიქონის პირველი ნახევრისა, იგივე, რაც – პირსა ზედა გაგულისდა.
![]() |
9.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 239 (236) ეგრე უთხრა: „მე ეზომი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? – მე ამდენე წყენა როგორ შეგარჩინო?
ბ. რაგვარა თუ ამატირო – როგორ თუ ამატირო.
ხოლო მეორე ნახევარი – ცრემლი ცუდად დამადინო, პირველი ნახევრის აზრს სხვაგვარი მხატვრული სახით იმეორებს.
დ. თვარა – დარჩენილია დასავლურ კილოებში ახლა ლიტერატურელია – თორემ.
![]() |
9.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 240 (237) ქალმან უთხრა: „ეგე ღონე |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი – ოთხჯერაა ერთი და იგივე აზრი სხვადასხვაა მხატვრული სახით გადმოცემული.
242 (239) ჩემი სიკვდილი შენ ჩემად...
გ. ჩალად მიჩნს – ხალხურია.
![]() |
9.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 246 (243) უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგხარ |
▲ზევით დაბრუნება |
დ. ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად – პოეტური გადმოცემაა სახარების სიტყვებისა. „და თუ შვიდ გზის დღესა შინა შეგცოდოს შენ და შვიდ გზისვე მოიქცეს შენდა და თქვას: ვინანი, მიუტევე მას“ (ლ. 17,4).
![]() |
9.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 246 (243) უთხრა: „ვიცი, აღარ ვარგხარ |
▲ზევით დაბრუნება |
დ. ამად რომე შეცოდება შვიდ გზის თქმულა შესანდობლად – პოეტური გადმოცემაა სახარების სიტყვებისა. „და თუ შვიდ გზის დღესა შინა შეგცოდოს შენ და შვიდ გზისვე მოიქცეს შენდა და თქვას: ვინანი, მიუტევე მას“ (ლ. 17,4).
![]() |
9.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 257 (254) აწ, დაო, შენთა ხელთაა |
▲ზევით დაბრუნება |
დ. თვარ ვისმცა ექმნა (შესწორებულია – ექმნას) გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა.
![]() |
9.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ისი – იგი.
არონინებს – ატარებს.
ტანსა მტერსა (საიუბილეოში: მჭევრსა) მემაჯანსა – ტანს მტრების დამაძაბუნებელს, გამანადგურებელს (შდრ. 1603 სტროფში „იგი ხელმწიფე უკადრი, მებრძოლთა მემაჯანია“),
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მემაჯანსა – ასეა საიუბილეო გამოცემაში, ამასთანავე სიტყვები მძიმითაა გამოყოფილი, თითქოს ისინი თავისებური სინონიმები იყვნენ. რაკი მემაჯანი არის დამაძაბუნებელი, გამანადგურებელი, უცილობელია, რომ პირველი სიტყვა უნდა იყოს არა მჭევრსა, არამედ მტერთა, როგორც ეს ზოგიერთ ხელნაწერშია და ბეჭდურ გამოცემებშიაც (იუსტ. აბულაძე). თუ ასე მივიღებთ, მაშინ ლექსი ამგვარად გააზრიანდება: იგი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა მემაჯანსა, ე.ი. იგი მინდორს ატარებს ტანს მტერთა დამაძაბუნებელს, მტერთა მომსპობს.
დ. აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა – დაჰყოვნის წყვეტილის ხოლმეობითია; არ ვიცი ახლავე მოვა, თუ დიდხანს დაიყოვნებს, დააყოვნდება ხოლმე.
ამის მეტს ვერაფერს გეტყვი, იგი მინდორს ატარებს თავის ტანა, მტერთა დამაძაბუნებელს (იგი მტერთა დამაძაბუნებელია). მე კი საბრალო, ვსჭამ მისგან მოტანილ ნადირის ხორცს: არ ვიცი, ახლავე მოვა თუ დიდხანს დააყოვნებს.
![]() |
9.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 262 (259) ამას გვედრებ მოიცადო |
▲ზევით დაბრუნება |
262 (259) ამას გვედრებ მოიცადო,...
ა. არო – არონინო.
ამას გვედრებ მოიცადო – იგივეა, რაც – თავი შენი არსად არო – ერთი ფაქტი ორი მხატვრული სახითაა გადმოცემული.
ამას გეხვეწები, არსად წახვიდე.·
ბ. როცა მოვა შევეხვეწები, იქნებ რამე მოვაგვარო:
გ. ერთმანეთი გაგაცნოთ, შენი თავი შევაყვარო და
დ. თვით გიამბოს თავისი საქმე და ამით მიზანს მიღწეული შენი საყვარელი (თინათინი) გაახარო.
![]() |
9.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 263 (260) ქალსა ყმამან მოუსმინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება – სინონიმებია დაღმავალი გრადაციის წესით გაწყობილი.
ბ. ამა ზედა – ამასობაში.
მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება – სუბიექტი მრავლობითშია, მაშასადამე, მოსალოდნელი იყო ხევით ესმათ, მაგრამ ძველსა და საშუალ ქართულში მიცემითში დასმული ლოგიკური სუბიექტის მრავლობითობა ზმნაში არ აღინიშნებოდა.
ჩხაპუნება – წყალში გასვლის ფეხის ხმა ჩხაპუნი, ჭყაპუნი.
გ. მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს შუქთა მოფინება – მთვარე და შუქთა მოფინება ტარიელის ეპითეტებია:
მთვარე წყალსა გამოსრული|ნახეს... ნახეს სინტაქსურად ეკუთვნის ლექსის პირველ ნახევარს, მაგრამ მეტრულად მეორე ნახევრისაა.
დ. უკურიდეს – უკან გამობრუნდნენ, უკან დაიხიეს უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება – აქაც ერთი ფაქტი ორი სხვადასხვა მხატვრული სახითაა გადმოცემული, ჩვეულებრივი პარალელიზმია „ვეფხისტყაოსნისა“.
ავთანდილმა მოუსმინა ასმათს, დაემორჩილა; ამასობაში, გაიხედეს და მოესმათ წყალში ცხენის ფეხის ჩხაპუნი; დაინახეს, წყალს გამოსულა ტარიელი, თავი მოარიდეს, უკან გამობრუნდნენ.
![]() |
9.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 264 (261) ქალმან უთხრა: „ყმაო, მოგცა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჟამად – დროზე.
გინა – აწმყოა; გინდა – ნამყო უწყვეტელია. ახლა იხმარება აწმყოს მნიშვნელობით.
ბ. მაგრა თავი უჩინო ქმენ, იგივეა, რაც: დამალული იყავ შინა.
გ. მეუნებლე – მოწინააღმდეგე, ურჩი.
ხორციელი – ხორცშესხმული, ადამიანი.
არავინა – არავინ არის.
დ. ნუთუ ვით რა – ეგების, როგორმე „რამე.
ქალმა უთხრა: ღმერთმა დროზე მოგცა, რაც გინდოდა; მაგრამ ჯერჯერობით დაიმალე; რადგან მისი (ტარიელის) ნების უარმყოფელი, მოწინააღმდეგე, ხორციელი, სულიერი, არავინ არის, ეგების როგორმე რამე მოვაგგარო, რომ შენი ნახვა არ ეწყინოს.
![]() |
9.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 265 (262) ავთანდილ ქალმან დამალა |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა – ცრემლითა, რომელთაც ზღვა შეირთავს და ზღვას შეერთვის, რომელიც ზღვაში დაიმალება ავტორს ამით იმის თქმა უნდა, რომ დიდძალი ცრემლი ღვარეს. როგორ? საქმე ის არის რომ ზღვას უშუალოდ ყველა მდინარე ვერ ერთვის, არამედ მხოლოდ დიდი. მცირე მდინარე ჩვეულებრივ, უფრო მოდიდოს ერთვის, მოდიდო – უფრო დიდს. აქ კი ცრემლი ზღვათაც შესართავად გამოდგებოდა, მაშასადამე, იგი დიდძალი იყო, დიდხანს ტიროდნენ, რაც კიდევაც მოცემულია მომდევნო სტროფში: დიდხანს იტირეს...
![]() |
9.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 266 (263) ამარტის ფერად შეცვალა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ამარტი – ქარვა.
ბროლი – აქ: თეთრი პირის სახე.
ვარდი – ლოყა ღაწვი.
ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან – ქარვის ფერად შეცვალა თეთრი პირის სახე ლოყების ცრემლით ჩამორეცხვამ, გააყვითლა, დაამწუხრა.
ბ. ქალმან შაოსანამან – შავით მოსილმა ქალმა.
გ. აბჯარი, – რკინის სამოსელი სხეულისა.
შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან – ლექსი საგულისხმოა ანაფორული ალიტერაციით: შეხსნა, შეიღო, შეიყვანა. ხაზი ესმის შიგ შესვლას:
დ. შავმან გიშრისა დანამან – შავმა წამწამებმა. წამწამები დანად იგულისხმება.
დადუმდეს... ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან – დადუმდნენ, ცრემლი შეაჩერეს შავმა წამწამებმა.
![]() |
9.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 267 (264) ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სარკმელი – სანათური.
ნააზატები – აზატქმნილი, განთავისუფლებული.
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატები – ავთანდილი ხომ დამალული იყო, უჩინო (მაგრა თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა). ახლა ისარგებლა ტარიელის მოსვლით და დაიწყო სარკმლიდან ჭვრეტა ტყვემ რომელიც დამალულიდან განთავისუფლდა (საკნით ნაახატები).
ბ. ნატი – ქვეშსაგები ტყავი.
გ. სულთქვამს – ოხრავს.
დ. გაეწნა – გაეყო; სატე – სარდილობელი, გიშრის სატები – წამწამები.
ავთანდილი, სამალავიდან განთავისუფლებული, სარკმელიდან უჭვრეტდა; ქალმა (ასმათმა) ყმას (ტარიელს) დაუგო ფეხქვეშ ვეფხის ტყავი; ტარიელი ზედ დაჯდა და ოხრავს გიშრის საჩრდილობელი, წამწამები, სისხლის ცრემლებს შუაზე გაეყო (დიდხანს ტარილის დროს წამწამები სველდება და რამდენიმე ბეწვი ერთდება და ამით მთელი წამწამი რამდენიმე ნაწილად იყოფა).
![]() |
9.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 268 (265) მან ქალმან ხელყო კვესითა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხელყო –– დაიწყო.
გზება – ანთება.
ნელი – არაძლიერი.
ქალმა დაიწყო ნელი ცეცხლის გზება.
ბ. შეუქნელი – აუქნელი, მთლიანი.
ფიქრობდა, ეგებ შეჭამოს მთლიანად შემწვარი ხორცი.
გ. მიუპყრა – მიაწოდა.
მიაწოდა; მან კი ერთი ახლიჩა და ისიც გაუძნელდა.
დ. ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა – ძალა არ ჰქონდა და უცოხნელი გამოყარა.
![]() |
9.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 269 (266) ცოტად მიწვა, მიიძინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. პირველი სტრიქონი რომ გასაგები იყოს, ასე უნდა დალაგდეს: თუცა ცოტა მიწვა, მიიძინა, მაგრამ სრულად არა მეტი.
გ. იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი – იზახდის დღ იკრის – ხოლმეობითია, მრავალგზისია, მაშასადამე, გამუდმებით, გაუნელებლივ ბღაოდა და გულში ლოდს და თავში კეტს იცემდა, ე.ი. მეტად შეწუხებული იყო.
დ. ცალკერძ – ცალკე, მოშორებით.
თუმცა ცოტა მიწვა და მიიძინა მაგრამ სრულიად მეტი ვერა; შეკრთა, დიდი დაიყვირა და წამოიჭრა როგორც გარეტიანებული; გაუნელებლივ ყვიროდა და გულში ქვასს და თავში კეტს იცემდა (ცალკე, მოშორებით იჯდა და პირისახეს იხოკავდა ქალი მისი შემხედვარე.
![]() |
9.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 270 (267) „რად დაბრუნდი?“ მოახსენა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოახსენა – მოწიწებისაა, ნიშნავს: შეეკითხა.
ბ. უბრძანა – უფროსობისაა, ნიშნავს: უპასუხა.
მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა – ვინ არის ეს მეფე: როსტევანი თუ სხვა ვინმე? ვინაიდან მეტად დიდი დრო გავიდა როსტევანთან პირველ შეხვედრასა და ამ ამბავს შორის, უნდა ვიგულოთ, რომ ეს სხვა მეფეა.
დ. დაეფანჩვა მარეკი და – ნადირის მრეკელი ხალხი დაეფანტა, ნადირის მარეკთ მთელი მიდამო მოეცვა.
და – დაეფანჩვა – ზმნის წინსართის განმეორებაა. აზრის გასამკვეთრებლად ნახმარი.
რად დაბრუნდი? შეეკითხა, მითხარ, რაც მოგივიდა. მან უპასუხა: ერთი ვინმე მონადირე გადამეკიდა ჰყავდა აუარებელი ლაშქარი, რომელიც მძიმედ იყო დატვირთული. მეფე მინდორში ნადირობდა, ნადირის მრეკელთ მთელი მინდორი დაეფარა.
![]() |
9.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 271 (268) სევდად მეცა კაცთა ნახვა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. კაცთა დანახვამ შემაწუხა ცეცხლი (მწველი) უფრო მოვიმატე;
ბ. ახლოს არ მიუვედი, თავი ჩემი შევიბრალე, დავზოგე.
გ. მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე აცახცახებული გამოვბრუნდი და ტყეში დავიმალე.
დ. ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე“
ნუთუმცა – იქნება როგორმე.
ვთქვი: ეგების გამშორდეს და როგორც კი გათენდება, ხვალ წავალ.
![]() |
9.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 272 (269) ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასნაკეცი – ასჯერ გამრავლებული, ბევრი.
ბევრის-ბევრი – ათიათასჯერ ათიათასი, ბევრი; ასნაკეცი, ბევრის-ბევრი – მრავლის უმრავლესი.
ბ. იარები – დადიხარ.
ტევრად – ტყვედ, ტყეში. სახ. ტევრი.
გ. საუბრად და შემაქცევრად – რომ გესაუბროს და გაგართოს.
დ. მას მაგითა ვერას არგებ –მას (ნესტანსა) მაგისთანა საქციელით ვერ უშველი.
დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად? –– შენს სიცოცხლეს ტყუილ-უბრალოდ რატომ სპობ?
![]() |
9.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 273 (270) ყოვლი პირი ქვეყანისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ყოვლი პირი ქვეყანისა – მთელი ქვეყანა მთელი ქვეყანა მოგივლია და ერთი კაცი გამრთობი როგორ გაგიწყდა, როგორ დაგელია. რომ გეახლოს არ გაშმაგდე, არ გაგიჟდე, თუმცა ჭირი არ გაკლია.
დ. წახდეს – დაიკარგოს, მოისპოს მოკვდეს.
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს – ერთი ფაქტი ორი სხვადასხვა მხატვრული სახითაა მოცემული. შენ მოკვდე და იგი (ნესტანი) დაიღუპოს, ეს შენთვის რა მადლია, რა სიკეთეა.
![]() |
9.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 274 (271) უბრძანა: „დაო, ეგეა |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ძალაქვს – იგივე,ა რაც ძალუც, შეუძლია.
დ. ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა – ლექსი ორადაა გაყოფილი, პირველ ნახევარში გადმოცემული ფაქტი მეორე ნახევარში მხატვრულადაა დამოწმებული. სიკვდილი იგივეა, რაც გაყრა ხორცისა და სულისა, თავისებური პარალელიზმია.
უპასუხა: ჩემო დაო, შენი სიტყვები შენივე კეთილი გულის მსგავსია, შესაფერია; მაგრამ ამ ქვეყნად არ მოიპოვება წამალი, რომ ჩემი გულის წყლული განკურნოს; ვის შეუძლია იპოვოს კაცი, რომელიც ჯერ ამ ქვეყნად არ დაბადებულა; (ამიტომ) ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცისა და სულისა.
![]() |
9.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 275 (272) ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა |
▲ზევით დაბრუნება |
აქ კავშირებითი ვითარებაა გადმოცემული, მაგრამ რადგან მცა ნაწილაკია ნახმარი, ეს ვითარება წყვეტილშია მოცემული. გადავიტანოთ კავშირებითში:
ა.
ღმერთმა სხვა ვინმე ჩემი ბედის კაცი რად უნდა დაბადოს,
ღმერთს ჩემი ბედის კაცი რად «უნდა დაებადა,
ბ. რომ მისი სიახლე და საუბარი მეწადოს, მომეწადინებინოს.
გ. ვინ გაუძლოს ჩემს ჭირს, ან ვინ შეეცადოს გაძლებას?
დ. შენს გარდა, ჩემო დაო, მე სხვა ხორციელი არსად არავინ მყავს.
![]() |
9.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 276 (273) ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვიაჯ დია – ვიხვეწები დიდად.
ქალმან ჰკადრა: „არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია“ – ქალმა უპასუხა: არ გამიწყრე ვშიშობ და ვიხვეწები.
ბ. ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია – ვაზირობა შენი ჩემზე დაუწესებია, დაუდგენია.
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია – რადგან ღმერთს ჩემთვის მოუცია რომ ვიყო შენი მრჩეველი, (ვაზირი),
გ. რაცა საქმე გამიცდია – რაც საქმე მინახავს რაც საქმე გამირჩევია.
ვერ დავმალავ უკეთესსა რაცა საქმე გამიცდია – ვერ დავმალავ უკეთეს საქმეს რაც მე მიხილავს.
დ. თავი ზომსა გარდგიხდია – ზომას, საზღვარს გადასულხარ.
არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია – ასე იცოდე არაფერი არ ვარგა უსაზომო, შენ კი ზომას გადასულხარ.
277 (274) ყმამან უთხრა: „რას მენუკვი,...“
ა. ყმამ უპასუხა, არ ვიცი რას მთხოვ, რა გინდა?
ბ. კაცი ჩემი მოსამსახურე, ამხანაგი უღვთოთ როგორ დავბადო?
გ. ღმერთს ჩემი უბედობა, უბედურება უნდა და მე რაღას ვეცადო (რასმე)
დ. ბარემ გავნადირდე, გავველურდე და თავი ასე გავიხადო.
![]() |
9.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 278 (275) ქალმან კვლა ჰკადრა: „გაგსაჯე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შეგონება – დარიგება, რჩევა.
ქალმა ისევ შეჰკადრა: გაგსაჯე ამდენი შეგონებითა და რჩევა-დარიგებით.
ბ. მაგრამ თუ მე მოგგვარო შენ იმისთანა კაციი რომელიც მოგყვება თავისი ნებით.
გ. შემეცნება – გაცნობა.
რომელიც „გეახლება და შენ ილხენდე მისი გაცნობით,
დ. დაიფიცე, რომ არ მოკლავ, დაიფიცე რომ არ სავნებელს (ავთანდილს) ვნებას არ მოუტან (არ მიაყენებ).
![]() |
9.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 279 (276) ყმამან უთხრა: „თუ მიჩვენებ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ყმამ უპასუხა: თუ მიჩვენებ მაგისთანა კაცს, ვნახავ და დიდად გავიხარებ.
ბ. ვფიცავ იმის სიყვარულს, ვისთვისაც მე გახელებული, გაგიჟებული ველად ვარ გაჭრილი.
სიყვარულმან მისმან – ფიცია, ვფიცავ მის სიყვარულს.
გ. არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ –არაფერს უგემურს არ ვუზამ, ოდნავადაც არ გავამწარებ.
ტარიელის პასუხი კატეგორიული უნდა იყოს და სწორედ ამ კატეგორიულობის მაუწყებელია ორმაგი მხატვრული თქმა, ანაფორული ალიტერაციით გადმოცემული: არას ვუზამ უგემურს. არა ოდეს გავამწარებ – უგემური და მწარე – ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა ამასვე ემსახურება სტროფის უკანასკნელი ლექსიც.
დ. რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ – რაც ჩემგან ესიამოვნება, ყველაფერში ვასიამოვნებ და შევიყვარებ.
![]() |
10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მერვე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 280 (277) ქალი ადგა და წავიდა |
▲ზევით დაბრუნება |
280 (277) ქალი ადგა და წავიდა...
ა. ქალი ადგა და წავიდა ყმის გამოსაყვანად;
ბ. უთხრა: არ ეწყინაო, გაამხნევა;
გ. მოჰკიდა ხელი 'და მოჰყავს, როგორც მთვარე გამოსაბრწყენი;
დ. როგორც კი დაინახა იგი ტარიელმა, თქვა, მზის მსგავსიაო.
![]() |
10.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 281 (278) გამოეგება ტარიელ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტარიელი გამოეგება, ორივეს შეშვენის, რომ ედარებოდნენ მზეს;
ბ. ან უღრუბლო მთვარეს, რომელიც შუქს აფენს ქვე ბარს;
გ. მათთან შედარებით ალვის ხეც უკვე აღარაფერი იყო;
დ. ორთავე ჰგავდა შვიდ მნათობს, აბა, სხვას რას შევადარებდი.
შვიდი მნათობია: მზე, მთვარე და ხუთი პლანეტა, სახელდობრ: ზუალ (სატურნ), მუშთარ (იუპიტერ), მარიხ (მარს), ასპიროზ (ვენერა), ოტარიდ (მერკური) (ამათ შესახებ შემდეგ გვექნება სიტყვა).
აქ ამ სტროფში, შვიდი მნათობი განსაკუთრებული სხივოსნობის, არაჩვეულებრივი ბრწყინვალების აღსანიშნავადაა მოხმობილი.
სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად – ჩვეულებრივი გაძლიერებაა აზრისა ერთი და იმავე კატეგორიის სიტყვის (რისად, რად) სხვადასხვა ფორმით განმეორებაა.
![]() |
10.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 282 (279) მათ აკოცეს ერთმანერთსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მათ აკოცეს ერთმანეთს, იმის გამო, რომ უცნობები იყვნენ, არ მოჰრიდებიან ერთმანეთს.
ბ. პირს აღებდნენ და ბაგეთაგან თეთრი კბილები ანათებდნენ.
გ. ერთმანეთს ყელი-ყელს გადაეხვივნენ, ატირდნენ.
დ. ქარვის ფერად აქციეს თავისი პირისახე თუმცა ლალად ფასობდა.
![]() |
10.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 283 (280) მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოსულიერდნენ; ტარიელმა ხელი დაუჭირა ავთანდილს.
ბ. ერთად დასხდნენ და დიდხანს იტირეს ცხარე ცრემლით.
გ. სულსა უღებდა – აჩუმებდა.
ასმათი მათ აჩუმებდა:
დ. თავს ნუ მოიკლავთ თქვენი სიკვდილით მზეს ნუ დააბნელებთ.
ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა – თქვენი სიკვდილით მზეს ნუ დააბნელებთ. ხალხური წარმოდგენა გადმოცემული მზისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, უეჭველად წარმართული. ამ წარმოდგენით ადამიანის სული მზის ნაწილია ადამიანს სიკვდილით მისი წილი მზისა ბნელდება. ეს წარმოდგენა უკანასკნელ დრომდე ცოცხლობდა ხალხში. ამის ანარეკლია ხალხში დარჩენილი „დღეს მზე დაბნელდა ჩემია“, ე.ი. მე მოვკვდი, ან ჩემიანი ვინმე მოკვდა.
![]() |
10.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 284 (281) ტარიელის ვარდი იყო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დათრთვილული, არ დაზრული – ერთიორითაა.
გ. ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული? –
კითხვა გარკვეულადაა დასმული და გარკვეულობა თავისებური ტავტოლოგიური ანაფორული ალიტერაციითაა აღნიშნული: ერთი და იგივე ამბავი ზმნით და სახელითაა გადმოცემული და ანაფორული ალიტერაციით გაძლიერებული.
![]() |
10.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 285 (282) ავთანდილ გასცა პასუსი |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. ვის თავი გინაზებია – ვინც ნახად ქცეულხარ.
წინა სტროფში ტარიელი გარკვეულად შეეკითხა ავთანდილს ვინაობას. ავთანდილის პასუხიც გარკვეული უნდა იყოს რომ მთლიანად ამოიწუროს საკითხი; ამიტომ ის გარკვეულობაც კვალად ანაფორული ალიტერაციითაა გადმოცემული: – „მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია“.
აღსანიშნავია ბგერა „რ“, რომელიც ხუთჯერაა მოხმობილი ამ ლექსში. „რ“ ბგერა ჩვეულებრივ ტემპს ანელებს და თქმასაც მეტ დამაჯერებლობას და სიმტკიცეს ანიჭებს. ეს ასედაც უნდა იყოს რადგან ამ საკითხს შემდეგში აღარ დაუბრუნდებიან.
იქვე მოკლედ გამოაცხადა მიჯნური ვარო, რაც მომდევნო სტროფში მხოლოდ ერთ სალექსო სტრიქონშია განმეორებული; „მესწრაფების, მითხარ შენი დაფარულიო“ და ეს „დაფარული“ თავდაპირველად სხვა რამეა, ტარიელის ამბის გაგებაა და არა პირადი სიყვარული ავთანდილისა.
![]() |
10.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 286 (283) მე პატრონისა ჩემისა |
▲ზევით დაბრუნება |
გ. თავი ვით გიაზრებია – როგორ გგონია, თუ გახსოვს.
დ. გახსოვსცა – ხომ გახსოვს? „ა“ – კითხვის გამომხატველია.
საპყარი – ვინც ხელთ უნდა იპყრა და ისე წაიყვანო, დავარდნილი. არ-საპყრები – მაგრები, მტკიცენი.
![]() |
10.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 286 (283) მე პატრონისა ჩემისა |
▲ზევით დაბრუნება |
გ. თავი ვით გიაზრებია – როგორ გგონია, თუ გახსოვს.
დ. გახსოვსცა – ხომ გახსოვს? „ა“ – კითხვის გამომხატველია.
საპყარი – ვინც ხელთ უნდა იპყრა და ისე წაიყვანო, დავარდნილი. არ-საპყრები – მაგრები, მტკიცენი.
![]() |
10.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 287 (284) შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი და ჩვენ სწორედ მაშინ შეგხვდით, შეგეჩეხეთ.
ბ. ჩემი პატრონი გაგიწყრა, ჩვენ მკვახედ, რისხვით წაგეჩხუბეთ.
გ. გიხმეთ, მოგიწოდეთ, შენ არ მოხველ, ამიტომ ლაშქარი უკან დაგადევნეთ.
დ. შენ ჩვენი ლაშქრის სისხლი დაათხიე და ველი მთლიანად სისხლით შეღებე.
![]() |
10.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 288 (285) ყველაკასა მათრასითა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გარდაჰკვეთეთ – უნდა: გარდაჰკვეთე, როგორც მეორე სტრიქონში – დაგვეკარგე, მესამეში – დაგვემალე მრავლობითი რიცხვი რითმამ გამოიწვია.
ყველას მათრახით თავი უხმლოდ გადაკვეთე.
ბ. მეფე შეჯდა ცხენს, შენ კი დაიკარგე ისე, რომ გზა ვერ გადაგიჭერით.
კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ – გზა ვერ შეგიკარით.
გ. როგორც ქაჯი, უსულო დაგვემალე და მონებიც დავაფეთეთ, დავაშინეთ.
დ. ყველაფერმა ამან ისე გაგვაშმაგა, რომ თავი სრულად გავიგიჟეთ.
![]() |
10.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 289 (286) ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ნებიერი –განებივრებული, ჭირვეული:
ბ. მოგნახეს, გძებნეს – გაძლიერებული ძებნა სინონიმური წყვილითაა გადმოცემული. ახლა ვიტყვით: გეძებეს, გეძებეს...
გ. ამგვარადვე, ფუსფუსი და ჭაპანწყვეტა, რომელიც ტარიელის ძებნისას გამოიარეს, გადნოცემულია ალიტერაციით, კერძოდ, ანაფორული ალიტერაციით: ვერ ნახეს შენი მნახავი, ვერცა ყმა, ვერცა ბერია.
![]() |
10.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 290 (287) მიბრძანა: „მიცან ამბავი....“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წარხდომილი – დაკარგული:
მიბრძანა: გამიგე ამბავი დაკარგული ყმისა;
– ბ. მაშინ აგისრულებ შენგან მონდობილ საქმეს განვახორციელებ შენთან სიყვარულს;
გ. ცრემლთა მილისა – ცრემლთა ნაკადისა.
სამი წელი ვადა დამიდვა: უმისოდ ცრემლი უნდა ვღვარო;
დ. არ გიკვირს, რომ ამდენხანს გავუძელ მე მისი ღიმილის ვერ ჭვრეტას.
![]() |
10.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 291 (288) აქანამდის მნახავიცა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. აქანამდის – ახლა არალიტერატურულად მიიჩნევა იგი დაცულია მხოლოდ დასავლურ კილოებში.
აქამდის შენი მნახავი კაცი არ მინახავს.
ბ. თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა – თქვენთვის მკვახე სიტყვა გაებედათ.
ქურდნი ვნახე, რომელთაც თქვენთვის მკვახე სიტყვა გაებედათ.
გ. ერთი მათგანი გამოგიგდია მათრახით, მკვდრისათვის დაგიმსგავსებია.
დ. სწორედ მათ მასწავლეს, რომელთა ერთი ძმა ამჟამად, ახლა სულთმობრძავია.
![]() |
10.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 292 (289) ტარიელსცა გაესსენა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაეხსენა – ენიანი ვნებითია – გაახსენდა;
ტარიელსაც გაახსენდა მაშინდელი მათი ომი;
ბ. იტყვის – დღეს მყოფადად გაიაზრება – იტყვის მომავალში; ძველ ქართულში და საშუალოში აწმყოა: იტყვის – ამბობს ; შეიძლება გადმოვიღოთ „თქვა“ სიტყვითაც.
თქვა, რომ მახსოვს ეს საქმე, თუმცა კაი ხნის ამბავი კი არის.
გ. გნახენ – იგულისხმება ობიექტი მრავლობით ში – თქვენ ერთად გნახეთ ნადირობის დროს შენ და შენი გამზრდელი.
დ. წარმწყმედელი – მომსპობი, გამანადგურებელი.
იმიტომ ვტიროდი, რომ მომაგონდა მე, საწყალს, ჩემი მომსპობი, ჩემი გამანადგურებელი (ნესტანი).
![]() |
10.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 293 (290) რას მაქნევდით, რა გინდოდათ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რას მაქნევდით – წარმოებს ქმნევა, ქნევა სიტყვისაგან. რას მაქნევთ – რას მაქმნევინებთ, ე.ი. რა გესაქმებათ ჩემთან, რა გინდათ ჩემგან მაშასადამე რას მაქნევდით, რა გინდოდათ – სინონიმური თქმა, უდრის დღევანდელს: რა გინდოდათ, რას ჩამაცივდით.
რა გინდოდათ ჩემგან, ერთმანეთს რით ვგავდით.
ბ. თქვენ მხიარული თამაშობდით, მე კი მტირალ ლოყებს ვასველებდი.
გ. თქვენ გაგულოვნდით და მონანი დამაწიეთ შესაპყრობლად.
დ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ ნაცვლად ჩემ მაგიერ მკვდრებს მიიტანდით შინ – მეტად მხატვრული ირონიული თქმაა: ცოცხალი გინდოდათ შეგეპყარით, ამის ნაცვლად კი, მკვდრები მიიტანეთ შინ.
![]() |
10.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 294 (291) მოვიხედე, მომეწია |
▲ზევით დაბრუნება |
ა.
სიტყვათა ასეთი დალაგება რიტმმა, ზომამ გამოიწვია აგრე უნდა:
მოვიხედე რა პატრონი შენი ვნახე, [ის ის იყო] მომეწია.
ბ. ხელმწიფობით შემებრალნეს – შემებრალნეს და არა შემებრალა – ზრდილობის, დიდებულების მრავლობითია.
შემებრალა, როგორც ხელმწიფე და ამიტომ ხელი არ შევახე.
გ. ზრახვა – (თავდაპირველად) ლაპარაკი; არა შევუზრახე – არ გამოველაპარაკე, არ გამოვეხმაურე, ხმა არ გავეცი.
თვალწინ გამოვექეც, სიტყვაც არ დამიძრავს.
დ. უჩინო – დაუნახავი, უხილავი, სწრაფი.
სხვასამცა რას დავასახე – აბა სხვა რას დავასახო.
ჩემი ცხენი უჩინოა, აბა სხვას რას უნდა დავამსგავსო, შევადარო.
![]() |
10.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 295 (292) კაცმან ვერ ასწრას თვალისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დაფახვა დაწამწამება – სინონიმები: დახამხამება განსაკუთრებული სისწრაფის აღმნიშვნელია.
ბ. მიღმა – მიმართ, წინააღმდეგ; მათ ქურდთა მიღმა – მათ ქურდთა წინააღმდეგ.
გამეგო – მეორე თურმეობითია (დამიგია). საწყისი – გაგება (განგება) – მართვა, გამგებლობა, გაკეთება, განზრახვა, დადგენა რისამე.
ქურდთა წინააღმდეგ (მიღმა) მე არაფერი ცუდი არ განმიზრახავს, არ დამიდგენია.
დ. ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება – ცუდად შეერგოთ მათ ჩემი მორევის განზრახვა და კადნიერება.
![]() |
10.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 296 (293) აწ ვაშად მოხევე, მეამა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვაშად მოხვე – გამარჯვებით, კეთილად მოხვედი.
დ. ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა –ძნელია პოვნა კაცის, რომ იგი განწირული იყოს ზეციური ღვთისაგან – ძირითადი ხაზია, რომელიც გაჰყვება მთელ ნაწარმოებს, სახელდობრ: სოფელი უხანოა, გაუტანელი, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, მფარველი (შდრ. 951 სტროფს: „ვა, სოფელო...“).
![]() |
10.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 297 (294) ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ავთანდილ უთხრა: როგორ მაქებ თავად საქები ბრძენთა მიერ.
ბ. მაგის სამაგიეროდ როგორ ვიყო თქვენი ქების ღირსი?
გ. შენ ხარ სახე ზეცით მანათობელი მზისა,
დ. რადგან ვერ შეგცვლის ამდენი ცრემლთა დენის ტანჯვა.
![]() |
10.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 298 (295) ამა დღემან დამავიწყა |
▲ზევით დაბრუნება |
ავთანდილმა მოისმინა ტარიელის ამბის ჯერ მხოლოდ დასაწყისი, გაიგო მისი ჭირი და, მიუხედავად იმისა რომ მთელი თავისი არსებით უყვარს თინათინი, ჩრდილავს ამ სიყვარულს.
იაგუნდი აქ ახალი ძალაა, ეს ძალა ძმადნაფიცობა, მეგობრობა, გამტანობას მარადიული. მასთან შედარებით სიყვარული ამ ეტაპზე მინადაა დასახული. მინა რომ ათასჯერ მინად გადაიქცეს, ათასჯერ რომ გამინდეს, ათასჯერ რომ შეიმატოს თავისი სიკეთე, იგი მაინც ვერ შეედრება იაგუნდს, ე.ი. ძმადნაფიცს, მეგობრობას, მის წინაშე ქედს იხრის სიყვარული, იგი განზე დგება, გზას უთმობს მეგობრობას.
ეს განუსაზღვრელი გამტანობა და ერთგულება მეგობრისა ახასიათებს მთელ ნაწარმოებს, მაგრამ აქ მეგობრობა სწორედ ქალისადმი დაუცხრომელი და ამაღელვებელი სიყვარულითაა გამოწვეული. ავთანდილი რომ ტარიელისათვის ასე გადაეგო, მას რომ გარდამეტებული გრძნობა მეგობრობისა ჩაესახა ტარიელისადმი ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავადაა ავთანდილი შეპყრობილი სიყვარულით და მეორეც, და უპირატესად, იმიტომ, რომ ტარიელი მიჯნურია გაშმაგებამდე: „მაგრა წესია, მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების“.
საბოლოოდ სიყვარულია მთავარი ძალა რომელიც მეგობრობას, ძმადნაფიცობას ასაზრდოვებს.
![]() |
10.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 299 (296) ტარიელ უთხრა: მე შენი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტარიელმა უთხრა. შენი გულე ახლა (თუ ამიერიდან) მხურვალედაა ჩემდამი განწყობილი.
ბ. არ ვიცი მაგის სანაცვლოდ მე რით უნდა გევალო შენ.
გ. წესია, მიჯნური მიჯნურს უთუოდ შეებრალება,
დ. მაგრამ სიყვარულსა მოგაშორო, ეს რა სანაცვლო იქნება (შენი თავდადებისა).
![]() |
10.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 300 (297) წამოსრულხარ ჩემად ძებნად |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წამოსულხარ ჩემს საძებნელად პატრონის დავალებით.
ბ. ღმერთმა ქმნა და მიპოვე, შენც მამაცურად ცდილხარ.. ·
გ. მაგრამ ჩემს ამბავს ვინ 'გიამბობს, თუ აგრე რატომ ვარ გამოჭრილი.
დ. მე თუ გიამბობ, დამწვავს ცეცხლი ცხელი, გადამაქცევს ალბათ, მურად.
სტრიქონის სინტაქსური დანაწევრება არ ემთხვევა მეტრულ დანაწევრებას. ასე: მე თუ გეტყვი დამწვავს ცეცხლი – ხოლო მეორე ნახევარი – ცხელი, შემიქს ალად, მურად უაზრობა იქნება. ამ შემთხვევაში რიტმი უჩვეულოა და მკითხველის ყურადღება გამახვილებულია ცეცხლ-ზე რადგან რიტმის დარღვევამ მახვილი ცეცხლ-ზე გადმოანაცვლა.
მური თავდაპირველად ალი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ჭვარტლიანი ალი, დასასრულ – ჭვარტლი. ეს რომ აგრეა, ამას ადასტურებს დღეს დარჩენილი თქმა: ალმური მომეკიდა, ე.ი. ცეცხლი, ალი მომეკიდა. მაშასადამე, ალად, მურად სინონიმებად შეიძლება ჩავთვალოთ.
![]() |
10.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 301 (298) ასმათ უთხრა: ცრემლით, ლომო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათმა უთხრა: ცრემლით, ლომო, მაგ საქმე არ მოგვარდება.
ბ. მე როგორ გამოგიწვიო სალაპარაკოდ, ეს შეუძლებელია.
ეგების – ნაწარმოებია გება სიტყვისაგან, არ ეგების – არ შეიძლება.·
გ. მე ვხედავ, რომ ეს მოყმე ვინმე შენთვის ცდილობს, შენთვის საქმიანობს.
წაეგების – (ძვ. წარეგების) იხარჯება, გადატანით; საქმიანობას ცდილობს. შენთვის წაეგების – შენთვის ცდილობს, შენთვის მოსაქმეობს.
დ. ბარემ გაიგოს შენი წყლულის მიზეზი და საშუალებაც გამოძებნოს მის წინააღმდეგ.
![]() |
10.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 302 (299) მეხვეწებოდა, ლამოდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. (ავთანდილი) მეხვეწებოდა ლამობდა ჩემგან რისამე გაგონებას.
ბ. ნუ თუ – იქნება, ეგების.
ნუ თუ ყოს ღმერთმა გაძლება – იქნება ღმერთმან შეაძლებინოს.
ვფიქრობდი ეგების ღმერთმა მისცეს გაძლება, სიმტკიცე შენს მოსვლამდის, მე აბა როგორ უნდა მეამბნა.
მემცა ვით მივეც ენასა – მე როგორ მივცე ენას, ე.ი. მე როგორ დამეწყო ლაპარაკი.
გ. თუ რას გაიგებს თქვენგან, ვფიქრობ სასიამოვნოდ დაურჩება.
დ. და ყველაფერზე უკეთესია, მოხდეს ისე როგორც სწადს განგებას, ზენას.
![]() |
10.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 302 (299) მეხვეწებოდა, ლამოდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. (ავთანდილი) მეხვეწებოდა ლამობდა ჩემგან რისამე გაგონებას.
ბ. ნუ თუ – იქნება, ეგების.
ნუ თუ ყოს ღმერთმა გაძლება – იქნება ღმერთმან შეაძლებინოს.
ვფიქრობდი ეგების ღმერთმა მისცეს გაძლება, სიმტკიცე შენს მოსვლამდის, მე აბა როგორ უნდა მეამბნა.
მემცა ვით მივეც ენასა – მე როგორ მივცე ენას, ე.ი. მე როგორ დამეწყო ლაპარაკი.
გ. თუ რას გაიგებს თქვენგან, ვფიქრობ სასიამოვნოდ დაურჩება.
დ. და ყველაფერზე უკეთესია, მოხდეს ისე როგორც სწადს განგებას, ზენას.
![]() |
10.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 303 (300) ამას დაყმუნდა ტარიელ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ამაზე გაჩუმდა ტარიელი, დამწვარ-დადაგული.
ბ. ასმათს უთხრა: მას შემდეგ, რაც შენ მარად ჩემთან ხარ.
გ. ლები – ცემისგან დალურჯებული ხორცი; ლები, ლებული – სატკივარი.
რატომ არ იცი, რომ ჩემი სატკივარი უკურნებელია.
დ. ამასთანავე მწვავს ეს ყმაწვილიც (ავთანდილი) მტირალი, რომელსაც (თინათინმა) ცრემლით შეჰვედრა, ცრემლით დაავალა ჩემი მონახვა.
სტროფი აღნიშნავს არაჩვეულებრივ დეპრესიას, სულიერ დაცემულობას, რაც სათანადო ტემპითაა გადმოცემული და რასაც აძლიერებს რ, ლ ბგერები და ალიტერაციულად გაწყობილი სტრიქონები.
![]() |
10.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 304 (...) კაცმან ვით ჰპოოს, ღმრთისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დანაბადია – დაბადებული.
კაცმა როგორ ჰპოოს (კაცი ვერ პოვებს) რაც ღვთისაგან არაა გაჩენილი – ყოველი არსება ღვთისაგანაა გაჩენილი.
ბ. დანაბა (დანაბვა) – შეაშფოთა, შეაძრწუნა.
ამიტომ გული ჩემი სახმილმა (ცეცხლმა) აგრე შეაშფოთა, შეაძრწუნა დიდად.
გ. მიკრავს – შემიკრას, მიჭერს (დამიჭერს),
მითქს – მიდგას, მეღობება წინ.
მე ისევ და ისევ გზას მიბორკავს, გზაზე მეღობება ბადე დანაბადი, ბადე დაქსელილი.
დანაბადი – დაქსელილი.
უაღრესი დაბრკოლებანიე ბრძოლის გზაზე ანაფორული ალიტერაციითაა გადმოცემული: მიკრავს, მიჭირავს, მითქს.
დ. ამიტომაც ამიერიდან ამქვეყნიური ლხინის ნაცვლად ჩალა და ნაბადი მაქვს.
![]() |
10.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 305 (...) მაგრა ღმერთმან მოწყალემან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ერთი მზე – ერთი დღეა, ე.ი. მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. აგრეა ახსნილი ეს სიტყვა ვ. ტ-ის ყარაბაღულ ვარიანტში, მაგრამ აქ გასარკვევია ჯერ კიდევ სხვა რამ:
ერთი მზითა ასეთი შესიტყვება უჩვეულოა ძველი და საშუალო ქართულისათვის თუნდა ერთით მზითა, ან უკიდურეს შემთხვევაში ერთის მზითა. ერთი მზითა დღევანდელი ნორმაა. ხომ არ ვიგულოთ სიტყვა ერთად გამოსათქმელად, ერთად დასაწერად როგორც მაგ., შუადღე, შუაღამე და მისთ. ასევე, ერთიმზე.
ერთი დღის. განმავლობაში მოწყალე ღმერთმა ერთბაშად, მოულოდნელად ორი მისი მოწყალება ამგვარად მომცა: თავდაპირველად ორ მოყვარულს – თინათინს და ავთანდილს შეყრის ერთმანეთს ჩემის წყალობით, მეორედ: ეგებ მეც არ დამწვას ღმერთმა ცხელი ცეცხლით, ეგებ მეც მეშველოს რამე.
![]() |
10.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 306 (301) ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ყმას (ავთანდილს) უთხრა თუ კაცმა ვინმე ძმად და დად გაიხადოს,
ბ. საჭიროა: მისთვის სიკვდილს და ჭირს თავი არ მოარიდოს,
გ. რადგან არ არსებობს სიცოცხლე გარეშე კვდომისა
დ. რაც უნდა დაგემართოს, მე გიამბობ და შენ მოისმინე.
ეს თქმა იმითაა საგულისხმო რომ აქ მჟღავნდება ტარიელის განწყობა სიკვდილ-სიცოცხლისადმი ტარიელს სავსებით სწორად აქვს წარმოდგენილი სიკვდილ-სიცოცხლის ურთიერთობა მისთვის სიკვდილის პროცესი სიცოცხლის პროცესთანაა დაკავშირებული, უერთურთოდ წარმოუდგენელია, მთლიანია, განუკვეთელია. ტარელის ეს შეხედულება მთელი მკაფიობით თავდაპირველად ამ სტროფში გამოსჭვირს, სწორედ აქ, როდესაც მან გადაწყვიტა მოეთხრო თავისი თავგადასავალი ავთანდილისათვის. ამბის თხრობისას წინდაწინვე გვამცნო თავისი მრწამსი, თავისი გაგება სიკვდილ-სიცოცხლისა, მიგვითითა იმ ხაზებზე, რომლითაც იგი აწარმოებდა ბრძოლებს და კვალად აწარმოებს ნესტანის დასახსნელად.
ცხონება აქ სიცოცხლეა. წაწყმედა – სიკვდილი მაშასადამე, სიცოცხლე და სიკვდილი დაპირისპირებულთა ერთს მთელს წარმოადგენენ, ანუ, როგორც იოანე პეტრიწი ამბობს, სიცოცხლე და სიკვდილი წინაგამწყონი არიანო ამგვარი შეხედულება ახალი აღთქმიდან მომდინარეობს: „შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოუკდის“ (1 კორ. XV,36). ეგევე აქვთ პროკლესა და ნემესიოს ემესიეი-ს.
![]() |
10.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 307 (302) ასმათს უთხრა: „მოდი, მოჯე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათს უთხრა მოდი, მომიჯედ და თან წყალი მომიტანე.
ბ. დაბნედილსა მაპკურებდი – მაპკურებდი ხოლმეობითია, მრავალგზისია რადგან მოსალოდნელია, რომ ტარიელი არაერთხელ დაიბნიდება,
თუ დაბნედილი მნახო, დამაპკურე და გული მით გარდამბანე.
გ. თუ მოვკვდე, მიტირე და ოხვრა გააძლიერე.
დ. აქვე სამარე გამითხარე, აქვე მიწა აკვნად გამიხადე.
![]() |
10.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ღილჩახსნილი დაჯდა საამბობლად, მხრები ამოჰყარა.
ბ.-გ. როგორც მოღრუბლული მზე იჯდა და დიდხანს დუმდა.
დ. მერე ამოიოხრა და დაიწყო ტირილი.
მოცემულია სურათი ტარიელის სულიერი მდგომარეობისა, კერძოდ, ავთანდილისათვის ამბის თხრობის დაწყებამდე იშვიათი ჰენდიადისის საშუალებით:
მზე... მოღრუბლებით – იგივეა, რაც შუქნი არ ადარნა.
ვერ გაახვნა – იგივე, რაც გაამყარნა.
სურათს აძლიერებს უკანასკნელი სტრიქონს სინონიმური წყვილი: სულთქნა, დაიზახნა.
![]() |
11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეცხრე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 310 (305) ისმენდი, მოეც გონება |
▲ზევით დაბრუნება |
310 (305) ისმენდი, მოეც გონება...
ბ. ვათქმევ – კაუზატ. თქმა ზმნისა. იგივეა, რაც ვათქმევინებ.
დ. შევუცავ – ახლა: წშევუცავარ.
![]() |
11.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 312 (307) მამა ჩემი ჯდა მეშვიდე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მზარავი – შემაშინებელი, შიშის მომგვრელი,
გ. საწუთრო-გაუმწარავი – სიცოცხლე გაუმწარავი, შვებული, ბედნიერი.
![]() |
11.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 313 (308) ხალვა მოსძულდა, შეექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხალვა – მარტოობა.
შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები – დარდი გაუმრავლდა.
გ. ყოვლგნით გამისხმან – ყოვლგნით გამიდევნია (მტერი).
311, 312, 313 სტროფები ერთად უნდა განიმარტოს, აქ დახატულია საქართველოს ფეოდალური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ვასალიტეტი, დამოკიდებულება სუზერენს და ხელდებულს შორის, პატრონსა და ყმადნაფიცს შორის, პატრონსა და შეწყნარებულს შორის.
შეწყნარება საქართველოს ფეოდალური საზოგადოების საპატრონყმო ურთიერთობის დამახასიათებელი ინსტიტუტია შეწყნარება იგივეა, რაც ყმადნაფიცად აყვანა. შეწყნარება გულისხმობს შემწყნარებელსა და შეწყნარებულს. შემწყნარებელია ფარსადანი (მეფეთა ზედა მფლობელი), ხოლო შეწყნარებული – სარიდანი.
შეწყნარებულის მოვალეობა იყო შემწყნარებლის ერთგული სამსახური. მაგრამ ამით, სარიდანი მეფის ღირსებას არ კარგავდა.ა ფარსადანი მეფეთ-მეფეა, ხელმწიფეა, სარიდანი – მეფე.
სარიდან –მეფის, როგორც შეწყნარებულის, უფლებრივ მდგომარეობას არკვევს ფარსადანის სიტყვები:
„აწ მოდი, ასრე პატივგცე, ვითა ძმამან და მშობელმან“ (315,4).
ძმად ფეოდალურ დიპლომატიურ ურთიერთობაში უფლებით თანასწორი იწოდებოდა.
თურქ-სელჯუკიანთა სულტნის თოღრულ-ბეგის ორქიმიანი გვირგვინი იმის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომ იგი ერთდროულად აღმოსავლეთის და დასავლეთის მფლობელი იყო. ფარსადანის შესახებ კი ნათქვამია:
სხვად პატრონია, მართოდენ არა აქვს კეისარობა (316,4).
ე.ი. მხოლოდ აღმოსავლეთის მფლობელი იყო, დასავლეთზე მისი უფლება არ ვრცელდებოდა.
![]() |
11.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 316 (311) ერთი სამეფო, საკარგყმო |
▲ზევით დაბრუნება |
გ. მიუმცდარობა – უმცდარობა. მცდარობის საწინააღმდეგო ცნებაა: სიკეთე, სიმარჯვე.
„არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა – არ აკლია ხელის სიმარჯვე, სიმტკიცე, ე.ი. მტკიცედ, ურყევად, ხელისუფლება მაგრად უჭირავს, საჭემპყრობელია.
ფარსადანმა სარიდანს უბოძა ერთი სამეფო, რომელიც ამიერიდან სარიდანს საკარგყმოს შეადგენდა. რა არის საკარგყმო? საქართველოს ფეოდალური ურთიერთობის ტერმინია. იგი სამფლობელოა, რომელსაც მეფე უბოძებდა თავის ვასალს, თავის შეწყნარებულს.
საქართველოში მე-11-12 სს-ში შეწყნარებული იყო შირვანშაჰი აღსართანი. მაშასადამე, როდესაც შოთა შეწყნარებასა და საკარგყმოზე ლაპარაკობს, უეჭველია, გულისხმობს საქართველოს თავისდროინდელ ვითარებას.
![]() |
11.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 318. (311) ძე არ ესვა მეფესა და |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა – კრულ იყოს ის დღე, როდესაც მე დავებადე, გავუჩნდი ამირბარს.
![]() |
11.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 319 (314) მეფემან და დედოფალმან |
▲ზევით დაბრუნება |
ბ. საპტრონოდ გაზრდა – სახელმწიფო დ გაზრდა, მემკვიდრედ მომზადება.
გ. ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად – უფლისწულს, განსაკუთრებით, მემკვიდრეს, საგანგებოდ ზრდიდნენ. მეფეს (ანუ სამეფოდ განმზადებულს) უნდა სცოდნოდა კარგი მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, მოასპარეზობა რაინდობა, მეფური ზრდილობა და მწერლობა. ცხადია, სამხედრო საგნები სჭარბობდნენ (სამამაცონი ზნენია), მაგრამ წიგნს სათანადოდ ეტანებოდნენ, განსაკუთრებით მემკვიდრენი, რომელთაც გულდასმით უნდა შეესწავლათ „მართებანი და განსაგებელნი, რომელნი ეთხოვებიან მეფობასა“; უნდა სცოდნოდა საჴელოთა და საბჭოთა საქმეების წარმოება, საჭურჭლეთა შემოსავალ-გასავლის წეს-რიგი, მოსახღვრე სახელმწიფოების მოციქულთა მიღება-დარბაზობის წესი და სხვ და სხვ.
![]() |
11.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 320 (...) ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათ, მეტყოდი ხოლმე, თუ რამ გაიგონო ჩემთან საცილობელი.
ბ. ხუთი წლის უკვე ვიყავი მსგავსი ვარდისა შლილისა.
გ. არ მიჭირდა ლომის მოკვლა, როგორც ჩიტისა.
დ. არაფრად ენაღვლებოდა ფარსადანს რომ შვილი არ ყავდა
სმა (ძვ. სუმა) – ყოლა (მამისა, დედისა, შვილისა)
![]() |
11.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 321 (315) ასმათ, შენცა ხარ მოწამე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათ, შენც მოწამე ხარ ფერი რომ წამივიდა;
ბ. მზესა მე ვსჯობდი შვენებით, როგორც ბინდს (სჯობია) დილა;
გ. ჩემნი მნახავნი იტყოდნენ ედემს ზრდილს ჰგავსო;
დ. ახლა კი მაშინდელთან შედარებით მხოლოდ ჩრდილიღა ვარ.
![]() |
11.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 324 (317) ქება არ ითქმის ენითა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩემგან ნაუბარით, ჩემი ენით არ შეიძლება მისი სილამაზის აწერა;
ბ. ფარსადანმა განსაკუთრებული ზეიმითა და დღესასწაულით ყველას ახარა ქალის შობა.
გ. ყოველი მხრიდან მოვიდნენ მეფენი მრავალგვარი საჩუქრით.
ნიჭი თავდაპირველად ქონებრივ სიმდიდრეს ნიშნავდა, დღეს გონებრივი სიმდიდრის აღმნიშვნელია. სახელმწიფოში მომხდარი რაიმე დიდი ამბის გამო (როგორიცაა მეფის შვილის დაბადება, მეფის კურთხევა და მისთ.) დიდი ზეიმი იმართებოდა. მეფის საბრძანებლის ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ წარმომადგენლები დიდძალი საჩუქრით – ნიჭით და ულოცავდნენ მეფეს ბედნიერ დღეს.
![]() |
11.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 325 (318) საშობელი გაიყარა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საშობელი გაიყარა – ძეობა გათავდა.
გათავდა, მორჩა ძეობა, დაგვიწყეს ზრდა მე და ქალს;
ბ. ...ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა –ჰგავდა გასამმაგებულ მზის შუქს.
იგი იმთავითვე მართლაც მზის შუქს ჰგავდა გასამმაგებულს;
გ. მეფესა და დედოფალს ვუყვარდით და თანაბრად მივაჩნდით.
დ. ახლა ვახსენებ მას, ვისგანაც ჩემი გული ალითაა დამწვარი.
![]() |
11.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 326 (319) ყმა დაბნდა, რა სახელისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ყმას გული წაუვიდა, როგორც კი მისი სახელი ახსენა.
ბ. აეტირა – ატირდა. ჰმურა – ალ-მური.
ავთანდილიც ატირდა, გულს ცეცხლი მოეკიდა.
გ. ქალმა მოასულიერა, მკერდს წყალი მოაპკურა.
დ. ტარიელმა თქვა: მოისმინე, მაგრამ, ასე იცოდე, რომ ჩემი სიკვდილის დღე ნამდვილია.
![]() |
11.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 327 (320) მას ქალსა ნესტან-დარეჯან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქალს სახელად ერქვა ნესტან-დარეჯანი;
ბ. შვიდი წლისა შეიქმნა (უკვე) წყნარი და გონიერი;
გ. მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ შეფრობილი – მთვარის მსგავსი, შვენებით მზისგან ვერ დაშრეტილე, (შდრ. 384. – ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა). ფრობა-დაშრეტა, დაქრობა, დამფრალი – დამქრალი, დაშრეტილი.
მთვარის მსგავსი, ისეთი მშვენიერი, რომ მზეც ვერ აფრობდა, ვერ აბნელებდა.
დ. როგორ შეიძლება გაუძლოს მის გაყრას, განშორებას გულმა ალმასმა წთობილმა?
![]() |
11.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 328 (321) იგი ასრე მოიწიფა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. როდესაც იგი მომწიფდა, მე უკვე შემეძლო ომში შესვლა, ე.ი. მეც მოვწიფდი;
ბ. რაკი მეფე ხედავდა, რომ ქალი უკვე მოწადინებულია მეფობას,
გ. მე მამასთან დამაბრუნეს, მამისავე მიმცეს ხელსა,
დ. ვბურთაობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
![]() |
11.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 329 (322) მეფემან სახლი ააგო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქალისათვის მეფემ ააგო სასახლე ძვირფასი ქვისაგან,
ბ. ფაზარი – ცხოველური ქვა, იპოვება ცხოველთა ღვიძლში. მოიპოვება აგრეთვე მინერალური ფაზარიც. რაკი სასახლე ფაზარისაგან იყო აგებული, საფიქრებელია რომ იგი მინერალური იქნებოდა.
ქვად ფაზარისხდა – ფაზარი მხოლოობითშია, მაშასადამე, უნდა – ფაზარი ჯდა, მაგრმ ფაზარი აქ იგულისხმება, როგორც შემკრებელობითი (=ფაზარის ქვები), ამიტომაც შუეუმასმენელს უთანხმდება არა ფორმის მხრივ, არამედ აზრობრივად.
სასახლე მეტად კარგად იყო მოწყობილი, ტახტრევანი იაგუნდისა და ლალისა იყო.
გ. კარზედა – უმჯობესი – კარს ზედა.
სარაჯი – მილი წყალსადინელი.
იქვე ბაღჩა და ღარიდან გამომდიზარე საბანელი ვარდისწყალი.
დ. სახმილი – გადატ. ცეცხლი.
იგიც იქ იყო, ვისგანაც მე მედება (მედებოდა) ცეცხლის ალი.
![]() |
11.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 330 (323) დღე და ღამე მუჯამრითა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მუჯამარი – საცეცხლური.
დღე და ღამე საცეცხლურით იკმეოდა სურნელოვანი ალვა;
ბ. ზოგჯერ კოშკს იჯდა ხოლმე, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდოდა, როდესაც იქ ჩრდილი იყო.
გ. მეფეს ჰყავდა ქვრივი და, ქაჯეთს განათხოვი,
დ. მას სიბრძნის სასწავლად მეფემ მისცა თავისი ქალი (ნესტანი) (შდრ. 319 სტრფ.).
![]() |
11.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 331 (324) სრა ედგა მოფარდაგული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სრა – სასახლე.
მოფარდაგული – ფარდაგებით შემოფენილი, მოფარდაგებული.
ოქსინო – ოქროქსოვილი, ხავერდი.
შარდი – ძვირფასი ქსოვილი, შადი, შარდი რითმისთვისაა.
ბ. ვერვინ ვხედევდით – აწმყოს ფუძის საწარმოებელი ავ უწყვეტელში შეცვლილია ევ სუფიქსით. ეს წესია ვ. ტ-ში.
![]() |
11.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 334 (327) მამა მომიკვდა, მოვიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სტრიქონი ორი ნახევრისაგან შედგება; პირველი ნახევრის – მამა მომიკვდა გადმოცემულია თავისებური პარანომაზიით მეორე ნახევარში – მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა – შოთას ჩვეულებრივი ხერხია აზრის გაძლიერებულად გადმოცემისა.
ბ. ნიშატი და ნიში – სინონიმური წყვილია; მხიარულება. ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა – ფარსადანს წაუხდა, გაუუქმდა მხიარულება.
გ. მათ გაეხარნეს – მათ გაუხარდათ.
...ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა – ვისა ცშიშის ზარი ჰქონდა ფარსადანისა.
დ. ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა-ხსენება „იშისა“ – ერთგულნი შეწუხდნენ, ხოლო მტერთ – გაუხარდათ.
![]() |
11.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 335 (328) მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მე ერთ წელიწადს ბნელს ვიჯექ ქვეყანა გაწბილებული, ე.ი. სინათლეზე არ გამოვდიოდი;
ბ. დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან გაჩუმებული;
გ. გასაყვანად მეფის ხალხი (მისი რჩეული) მოვიდა და გადმომცეს მეფის ბრძანება:
დ. შვილო ტარიელ, ამიერიდან ნუ ხარ შავებში ჩამცული.
![]() |
11.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 336 (329) ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩვენ უფრო გვტკივა, უფრო გვაწუხებს ის, რომ თავის სწორი დაგვაკლდა.
ბ. დიდძალი ქონება ებოძებინა (ჩემთვის) და ებრძანებინა შავის ახდა,
გ. საკარგავი – ის რაც უნდა განკარგო, რაც უნდა განაგო, გასაკარგმველო, გასაკარგავი, განსაგებელი.
აგრეთვე მისეულის ე.ი. მამაჩემის სრული განსაგებელის, სრული მმართველობის ბოძება;
დ. საურავი – საზრუნავი.
ამიერიდან შენ იყავ ამირბარად, შენ განაგე მთელი მისი საბრძანებელი, შენ იყავ ამირბარის საქმეთა მზრუნავი.
![]() |
11.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 337 (330) ავენთი დამწვეს მამისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ავენთე, დამწვა მამის ცეცხლმა დაუშრეტელმა.
ბ. სიბნელიდან გამომიყვანეს დიდებულებმა.
გ. ამის გამო ინდოეთის მფლობელთ შექმნეს ზეიმი.
დ. შორს მომეგებნენ, პატივით მაკოცეს, როგორც მშობლებმა. სტროფში აღსანიშნავია რითმა: I, III, IV – ობელთა. ხოლო II – ომელთა. მაშასადამე, მ და ბ მორითმავე ბგერებია.
334, 335, 336, 337 სტრფ. მიცვალებულის გლოვა ერთ წლამდე გრძელდებოდა. ეს წესი საქართველოს ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. ზოგან დღესაცაა დარჩენილი, საგულისხმო ცნობა ამის შესახებ მოეპოვება თ. სახოკია, აგრეთვე, სტ. მენთეშაშვილს.42
![]() |
11.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 338 (331) მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. თავის საჯდომის ახლოს დამსვეს და პატივი მცეს შვილის მსგავსად;
ბ. ხელის საურავი – თანამდებობა.
მამაჩემის განსაგებელი (თანამდებობა) შემომაძლიეს.
გ. მე წინააღმდე: წავედი, რადგან მათებრ ქცევა მეზარებოდა.
დ. არ მომეშვნენ, დავმორჩილდი, მივიღე ამირბარის თანამდებობა.
![]() |
11.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 339 (332) აღარა ვიცი, დამვიწყდეს. |
▲ზევით დაბრუნება |
ა. აღარ მახსოვს, დამავიწყდა, თუმცა (კაცმა რომ თქვას) დიდმა ხანმა კი განვლო მას შემდეგ;
გ. გეტყვი ჩემს ამბავს, თუმცა ძნელი კია;
გ. ცრუ და გაუტანელი ეს ქვეყანა (სოფელი) მარად სიავის მქმნელია.
დ. დამეცა, მომხვდა მისგან გამოკვესილი ხანგრძლივად მწველი ნაპერწკალი.
![]() |
12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეათე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 340 (333) კვლა დაიწყო თქმა ამბისა |
▲ზევით დაბრუნება |
340 (333) კვლა დაიწყო თქმა ამბისა...
ა. ისევ დააწყო ამბის თხრობა. რა იტირა.
ბ. გვენადირა – II თურმეობითი.
ერთ დღეს მე და მეფე ვბრუნდებოდით ნადირობიდან (ნანადირევი).
გ. მიბრძანა, ვნახოთ ქალი (ნესტანი), ხელი ხელში გამიყარა.
დ. გიკვირა-ა კითხვის გამომხატველია – ნუთუ არ გიკვირს? ნუთუ არ გიკვირს, რომ მე სულდგმული (ცოცხალი ვარ) იმ დროის მომგონე, იმ დროის გამხსენებელი.
![]() |
12.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 341 (335) ბაღჩა ვნახე უტურფესი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სალხინო – მოსალხენი, დროს გასატარებელი ადგილი.
ვნახე ბაღჩა ყოველგვარ მოსალხენ ადგილზე ულამაზესი.
ბ. სირინო – სირინოზი (ზღაპ.) ზღვის ტურფა ქალი, ტკბილად მომღერალი.
ფრინველნი სირინოზის უამესად გალობდნენ.
გ. სარაჯი –-შადრევანი.
ბაღჩაში მრავლად იყო ვარდის წყლის აბანოს შადრევნები.
დ. ოქსინო – ფერადი ხავერდი.
კარები მოფარდაგებული იყო ფერადი ხავერდით.
![]() |
12.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 342 (334) მეფემან ახმა დურაჯთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ახმა – აღება.
დურაჯი – ხოხობი,
მეფემ მითხრა დურაჯები გამოართვი, რომ ქალს (ნესტანს) მივუტანოთო.
ბ. გამოვუხვენ – გამოვუღე, გამოვართვი. (ობ. მრავლ.).
მეც გამოვართვი და წავედით ჩემდა ცეცხლის მოსაკიდებლად.
გ. სწორედ მაშინ დავიწყე მე ქვეყნის ვალის გარდახდა, სწორედ აქედან დამატყდა მე ქვეყნის უბედურება.
დ. ლახვრად – დასალახვრავად.
საჭიროა ალმასის ლახვარი, სალის, მაგარი გულის დასალახვრავად.
![]() |
12.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 342 (334) მეფემან ახმა დურაჯთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ახმა – აღება.
დურაჯი – ხოხობი,
მეფემ მითხრა დურაჯები გამოართვი, რომ ქალს (ნესტანს) მივუტანოთო.
ბ. გამოვუხვენ – გამოვუღე, გამოვართვი. (ობ. მრავლ.).
მეც გამოვართვი და წავედით ჩემდა ცეცხლის მოსაკიდებლად.
გ. სწორედ მაშინ დავიწყე მე ქვეყნის ვალის გარდახდა, სწორედ აქედან დამატყდა მე ქვეყნის უბედურება.
დ. ლახვრად – დასალახვრავად.
საჭიროა ალმასის ლახვარი, სალის, მაგარი გულის დასალახვრავად.
![]() |
12.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 343 (336) ვიცოდი, სწადდა არვისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვიცოდი, რომ არ უნდოდა ვისმე ენახა მისი ქალი,
ბ. [ამიტომ] მე გარე დავდეგ, ხოლო მეფემ შევლო კარი;
გ. ვხედევდი – აწმყოს საწარმოებელი სუფიქსი ავ – ევ სუფიქსითაა შეცვლილი.
ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ საუბრის ხმა მესმოდა;
დ. გამოხმა დურაჯთა ამირბარისა – მართვა-შეთანხმება დარღვეულია. ძველი ნორმით უნდოდა: დურაჯთ ამირბარისათა, ან დურაჯთა ამირბარისთა, დურაჯთა ამირბარისა – რითმითაა გამოწვეული.
მეფემ უბრძანა ასმათს, ამირბარს ხოხბები გამოართვიო.
![]() |
12.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 344 (337) ასმათ ფარდაგსა აზიდნა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათ ფარდაგსა აზიდნა – რატომ აზიდნა? ფარდაგი ხომ მხოლობითშია.
მაგრამ იგულისხმება ფარდაგის წყვილი, ორი კალთა.
ახლა ვიტყვით: ასმათმა ფარდაგი აზიდა.
გარე ვდეგ მოფარდაგულსა – ახლა: მოფარდაგულის გარე ვდეგ·
ასმათმა აზიდა ფარდაგი, მე მოფარდაგულის გარე ვიდექი;
ბ, ქალს შევხედე და ლახვარი დამეცა ცნობასა და გულსა.
გ. მოვიდა და მთხოვა ცეცხლით დაგულა, რომ დურაჯნი მიმეცა.
დ. ვაიმე, მას აქეთ დავუწვივარ მარადიულ ცეცხლს.
![]() |
12.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 345 (338) აწ წარხდეს იგი ნათელნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წარხდეს, წარხდა – დაიღუპა.
მოწუნარენი – მოწუნარნი უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოობითი მოწუნარი;
ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი – უკვე მუდმივი ეპითეტებია ნესტანისა.
აწ, ახლა უკვე დაღუპულია იგი ნათელი (ნესტანი), რომელიც მზესაც კი იწუნებდა.
ბ. ტარიელმა ვერ გაუძლო მის ხსენებას, დაბნდა და მწარედ იოხრა.
გ. ავთანდილი და ასმათიც ატირდნენ, მათ ტირილს ეხმაურებოდა არე-მარე.
დ. მწუხარებითა თქვეს ვაი როგორ წამხდარა, მოსპობილა მკლავი, ოდესღაც გმირთა რისხვის მიმცემი·
![]() |
12.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 346 (339) ასმათმან წყალი დაასხა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტარია – ქართული ხალხური ფორმაა ტარიელისა.
ასმათმა წყალი დაასხა ტარიელს და იგი ცნობას მოვიდა,
ბ. დიდხანს ვერაფერი თქვა, სევდამ გული შეუპყრა, მოერია.
გ. დაჯდა და მწარედ იოხრა, ცრემლი მიწას გაურია.
დ. თქვა: ჩემგან მისი ხსენება, ვაი რა დიდი საშინელებაა.
![]() |
12.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 347 (340) მიმნდონი საწუთროსანი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მიმნდონი – მიმდობნი, ის ვინც მიენდობა ვისმე, რასმე. ვინც საწუთროს მიენდობა, ის მის სიმდიდრეთაგან საზრდოობს;
ბ. იშვებს, ილხენს, მაგრამ საბოლოოდ მისი (საწუთროს) ვერაგობისაგან მაინც ვერ გადარჩება.
გ. (ამიტომ) მე ვაქებ იმ ბრძენთ, რომელნიც ეურჩებიან, წინააღმდეგობას უწევენ საწუთროს, საწუთროს მდინარებას ბრმად არ მისდევენ, არ მიჰყვებიან.
დ. ისმინე ჩემი ამბავი, თუ სული (სიცოცხლე) შემრჩა, თუ ცოცხალი დავრჩი ამის თხრობისას.
სტროფი საგულისხმოა იმით რომ არკვევს ტარიელის შეხედულებას ქვეყნისა (საწუთროს) და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. ზოგი მკვლევარი იმ აზრის იყო, რომ ტარიელი უაღრესად პასიური არსებაა, არავითარ აქტიურობას არ იჩენს, ცხოვრების მიმდინარეობას მიჰყოლია, გულზე ხელებდაკრეფილია. სტროფი სულ წინააღმდეგს ამბობს: ვინც საწუთროს მიენდობა, ის მცირე ხანს მხოლოდ ილხენს, საბოლოოდ საწუთრო მაინც უღალატებს. ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა მოიქცეს ბრძენთა წესისამებრ. საწუთროს უნდა შეებრძოლოს, მისი მდინარების წინააღმდეგ უნდა წავიდეს.
![]() |
12.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 348 (341) დურაჯნი მივსცენ, გავიღე |
▲ზევით დაბრუნება |
ა, დურაჯები მივეც, მეტი გზა, მეტი საწზუალება არ იყო.
ბ. დავეცი: გული წამივიდა, წამერთვა ძალა მხარსა და მკლავში.
გ. როდესაც მოვსულიერდი, გონს მოვედ, გავიგონე ტირილისა და ვაის ხმა.
დ. მთელი შეკრებილობა, მთელი ჯალაბი ირგვლივ შემომრტყმოდა, თითქოს ნავში აპირებდნენ ჩაჯდომას.
![]() |
12.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 349 (342) შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საგებელი – ლოგინი.
დიდ დარბაზში ვიწევ, ტურფა, ლამაზ ლოგინში.
ბ. მეფე-დედოფალი დამტიროდნენ ცრემლითა უშრობელითა,
გ. პირსა და ლოყას იხოკდნენ, იკაწრავდნენ.
დ. მუყრი – მოლა; მთქვეს – თქვეს ჩემს შესახებ.
გამაბელზებელი – ეშმაკეული.
მოიყვანეს მოლები, რომელთაც თქვეს, რომ მე ეშმაკეული სენით ვარ შეპყრობილიო.
![]() |
12.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 350 (343) მე რა მნახა თვალ-ახმული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. თვალ-ახმული – თვალებგაღებული.
მეფემ თვალგახელილი დამინახა და ყელს მომეხვია.
ბ. ატირებულმა მითხრა; შვილო, ცოხცალი ხარ? ხმა ამოიღე, სიტყვა თქვი.
გ. მე პასუხი ვერ გავეც და დიდად შევკრთი;
დ. ისევ გულწასული დავეც და გულსა სისხლი გარდმეთხია.
![]() |
12.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 351 (344) სრულნი მუყრნი და მულიმნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მულიმი – სჯულის მოძღვარი.
გარე შემომცვიდიან – გარს შემომხვეოდნენ, გარს მეხვეოდნენ.
ყველა მუყრი და მულიმი მე გარს შემომხვეოდა.
ბ. მუსაფი – სჯულის წიგნი.
მათ ხელთ ჰქონდათ მუსაფი, ყველანი კითხულობდნენ.
გ. მტერ-დაცემული – ავი სულით შეპყრობილი.
(შდრ. სენითა მთქვეს გამაბელზებელითა).
მტერდაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდნენ.
დ. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, უშრეტი ცეცხლი მწვავდა.
შემომცვიდიან, იკითხვიდიან, ჩმახვიდიან, მწვიდიან – ყველა უწყვეტლის ხოლმეობითშია დასმული, გამუდმებული მოქმედების აღმნიშვნელია.
![]() |
12.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 352 (345) აქიმნიცა იკვირვებდეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ექიმებიც იკვირვებდნენ: როგორია ეს სენი?
ბ. სამკურნალო არაფერი სჭირს, უთუოდ რაღაც სევდა შეჰყრია;
გ. ზოგჯერ გაშმაგებულად წამოვიჭრებოდი ხოლმე, არეულად ვლაპარაკობდი.
დ. რაც შეეხება დედოფალს, ზღვას შექმნის ის ცრემლი, მას რომ დაუღვრია! დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია – ასეა ყველა გამოცემაში. არ ვარგა. უნდა იყოს – დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია. „დედოფალი“ ერთგვარი რიტორიული შეძახებაა, განსაკუთრებული გაკვირვების გამოსათქმელად.
![]() |
12.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 353 (346) სამსა დღესა დარბაზს ვიყავ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სამ დღეს დარბაზს ვიყავი, არც ცოცხალი, არცა მკვდარი,
ბ. მიუმხვდარი – რომელსაც მიხვედრა არა აქვს, უგონო.
მივხვდი რასმე მიუმხვდარი – უგონოდ მყოფი გონს მოვედი.
მერმე ცნობა მომივიდა უგონოდ მყოფი, გონს მოვედი;
გ. რაშიგან ვარ – რა მდგომარეობაში ვარ.
ვთქვი: აი რა მდგომარეობაში ვარ მე, უკანასკნელ დღეში მყოფი;
სიცოცხლე-გარდამხდარი – ვისაც სიცოცხლე გარდამხდა, ვინც სიცოცხლე გამოვიარე, ვინც ბევრი ვიტანჯე, უიმედო.
დ. ღმერთს ვსთხოვე მუდარებით: მომეცი ძალა, რომ დავთმო ეს ჭირიო.
![]() |
12.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 354 (347) ვთქვი, თუ: „ღმერთო ნუ გამწირავ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვთქვი, რომ ღმერთო, ნუ გამწირავ, ვედრება ჩემი შეისმინე,
ბ. მომეც დათმობის ძალა, ცოტათი აღმადგინე,
გ. რომ ჩემს სახლში შემეძლოს დაწოლა, თორემ აქ ყოფნა გამამჟლავნებს.
დ. ისმინა ღმერთმა ჩემი ხვეწნა, ცოტათი მოვჯობინდი და დაკოდილი გული გავიმაგრე.
![]() |
12.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 355 (348) მე წამოვჯე, მეფისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მე წამოვჯექ, მეფისაგან დიდძალი ხალხი მოდიოდა ამბის შესატყობად.
ბ. ახარებდნენ: მომჯობინდა, წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა.
გ. მეფეც თავშიშველი მორბოდა.
დ. იგი (მეფე) ღმერთს ადიდებდა, ყველა დანარჩენი გაჩუმებული იყო.
ტარიელის მომჯობინება უთუოდ უდიდეს სიხარულს გამოიწვევდა. ეს გარემოება უჩვეულო ფუსფუსში უნდა გამოიხატოს და შოთაც იშვიათი მხატვრულობით გადმოგვცემს ამ ასწრაფებას: ამბავი გადმოცემულია მაღალი შაირით რაც თავისთავად გულიხსმობს სისწრაფეს აღსანიშნავია უკავშირება, რომელიც აძლიერებს ამ სისწრაფეს, დასასრულ, სიტყვებიც ისეა შერჩეული, რომ ხელს უწყობს ამ სიმალეს: მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა.
![]() |
12.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 356 (349) იქით და აქათ მომისხდეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ირგვლივ შემომისხდნენ, მახვრიპეს სახვრეპელი.
ბ. მე მოვახსენე მეფევ, ჩემი გული ახლა უფრო მრთელია.
გ. მინდა ცხენზე შეჯდომა, რომ ვნახო წყალი და ველი.
დ. მომიყვანეს ცხენი და კიდევაც შევჯექ; მეფე ჩემთან წამოვიდა.
![]() |
12.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 357 (350) გამოვედით, მოვიარეთ |
▲ზევით დაბრუნება |
ა, გამოვედით, მოვიარეთ მინდორი და წყლის პირი.
ბ. მეფე მომყვა სახლამდის, მერე უკან დავაბრუნე.
გ. შინ რომ მიველ, უარესად გავხდი; ჭირს სხვა ჭირი დამერთო.
დ. შეწუხებულმა ვთქვი: ბარემ მოვკვდე, ჩემი ბედი ამის მეტის ღირსი არ არის.
![]() |
12.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 358 (351) ზაფრანის ფერად შეცვალა. |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ბროლი – აქ ლოყები,
ცრემლის დენამ გააყვითლა ჩემი ლოყები.
ბ. გული უფრო მეტად დამიჭრა, დამისერა ათი-ათასმა დანამ.
გ. საწოლი – თავდაპირველად მეფის დასაწოლი და დასაძინებელი ოთახია. შემდეგ მისაღებ ოთახსაც აღნიშნავს, სანამ მეფე უკაზმავი იყო, საქმეებისათვის მთხოვნელთ საწოლში მიიღებდა, მაგრამ არა უშუალოდ, არამედ მოლარის საშუალებით.
მეკარე – კარის მცველი საქართველოს სამეფო კარის თანამდებობა იყო.
მოლარე – ლარის, ქონების მეთვალყურე. იგივე მოახსენებდა მეფეს სხვადასხვა საქმეს და მეფეც მისი საშუალებით გასცემდა განკარგულებას. საწოლს შემოვიდა მეკარე და გაიყვანა მოლარე.
დ. გუნებაში. ვთქვი: ნეტავი, რა ამბავია, რის შესახებ ლაპარაკობენ.
![]() |
12.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 359 (352) მონააო ასმათისი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მითხრა: ასმათის მონაა! აბა ჰკითხე, რა ამბავი იცის-მეთქი,
ბ. შემოვიდა, წერილი გადმომცა, წავიკითხე, სააშიკო იყო,
გ. გამიკვირდა მე, აბა სხვად მიმართ, სხვა ვისთვისმე როგორ ვქმნა, როგორ გავიმეტო გულის მწველი სითხე, ნექტარი!
დ. მისგან (ასმათისაგან) აზრად, ფიქრადაც არ მომდიოდა (რომ მე მას ვუყვარდი) და ამიტომ (მით) გულს ეს სევდად დამაწვა, როგორც ხე.
აქაც აღსანიშნავია ეს ექსპრესიულობა, რომლითაც გამართულია მთელი სტროფი. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ყოველი ამბავი, ნესტანისაგან მომდინარე, სასწრაფოა და სტროფიც, მისი ამსახველი სწრაფი ტემპით უნდა იყოს გადმოცემული.
სხვა მდგომარეობაა მომდევნო სტროფში ტარიელმა უნდა აწონ-დაწონოს მდგომარეობა, ამიტომაც სტროფი ბუნებრივად დაბალი, ნელი შაირითაა გადმოცემული.
![]() |
12.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 360 (353) მე გამიკვირდა, სით ვუყვარ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვუყვარ – ვუყვარვარ.
მე გამიკვირდა, საიდან ვუყვარვარ და როგორ მიბედავს ამის თქმას?
ბ. მიუყოლობა – არ მიყოლა, არ დათანხმება.
მაგრამ რომ არ მივყვე, არ ვარგა, უზრდელობაში ჩამომართმევს.
გ. ჩემი იმედი დაეკარგება, მერმე დამიწყებს გმობას.
დ. ამიტომ დავწერე პასუხად, რაც შეეფერებოდა აშიკობას.
![]() |
12.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 361 (354) დღენი გამოხდეს, და გული |
▲ზევით დაბრუნება |
361 (354) დღენი გამოხდეს, და გული...
ა. გავიდნენ დღეები და გული ალმა უფრო დამწვა.
ბ. ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქარს მინდორს თამაშად გასულს;
გ. დარბაზსაც ვერ ვესტუმრე, ამიტომ მკურნალებმა ჩემთან დაიწყეს მოსვლა.
დ. სწორედ მაშინ (აქედან), დაიწყო ჩემ თავზე პირისა და ლხინის გარდასვლა.
![]() |
12.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 362 (355) მათ ვერა მარგეს, მე გულსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ბინდი დამეცა ბნელისა – გადატ „გული შემიწუხდა, მათ (მკურნალთ) ვერაფერი მარგეს ამიტომ ბნელმა მოიცვა ჩემი გული.
ბ. სხვა ვინმემ ვერავინ შემატყო, თუ რა ცეცხლი მედო.
გ სისხლი დამწამეს – სისხლის მოჭარბებულობა თუ აქვსო. ალბათ სისხლის ბრალი თუ არისო და მეფემ ბრძანა ხელის გახსნა (ე.ი. სისხლის გაღება).
დ. მეც გავიღე სისხლი, რომ დამეფარა პატიჟი, ტანჯვა, რომ არავის ეჭვი არ შეჰპარვოდა საქმის ვითარებაში.
![]() |
12.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 363 (356) ხელ-გახსნილი, სევდიანი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხელ-გახსნილი – სისხლ-გაღებული.
ხელ-გახსნილი, სისხლგაღებული საწოლს ვიყავ მარტოდმარტო:
ბ. მინა – ნამდვილი აწმყო სწორედ მინაა, დღეს ამის ნაცვლად იხმარება მინდა, არსებითად ნამყოა, რაც აშკარად მჟღავნდება მომინდა სიტყვაში.
გ. შემოვიდა მონა და მომახსენა რომ ასმათის მონააო, მე ვუბრძანე შინ შემოყვანა,
დ. თუმც გულში კი ვიფიქრე რას გადამეკიდა ეს ქალი, რა უნდა ჩემგან?
![]() |
12.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 364 (357) მონამან წიგნი მომართვა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ნება –აქ: ხელის გული.
მონამან წერილი მომართვა; ხელისგულზე დავიდევ და წავიკითხე;
ბ. ლამოდა – სურდა.
შევატყე, რომ ისწრაფოდა ჩემთან მოსვლას,
გ. პასუხად ვწერდი: მართალი ხართ, დროა, რომ გაკვირვებული იყო.
დ. მოვალ, თუ მიხმობ, ნუ იფიქრებ, რომ მე მოსვლა დამეზარება.
![]() |
12.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 365 (358) გულსა ვარქვი თუ: „ლახვარნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გულს ვუთხარი: [გამაგრდი!] ლახვარი ასე როგორ შეგაწუხებს.
ბ. ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ.
გ. ეჭვს აიღებენ (რომ მე ვეტრფი ასმათს), საქმეს ათასჯერ აწონ-დაწონიან.
დ. თუ დარწმუნდნენ (საქმის სიმართლეში), გამაძევებენ.
აქ ლახვარი გადატანითაა ნახმარი. ლახვრის დაცემა აქ ის მდგომარეობაა, რომელშიც ტარიელი ჩავარდა ასმათის წერილის გამო. ტარიელი ხომ ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ასმათმა გამომიცხადა სიყვარულიო. იმას კი ორი დაბრკოლება ეღობება ჯერ ერთი: ტარიელს უყვარს ნესტანი, მაშასადამე ასმათს ვერ შეიყვარებს მეორეც: კიდევაც თავისუფალი რომ იყოს ტარიელი, იგი ასმათს მაინც „ვერ ექმარება“, რადგან ტარიელი ამირბარია ხელმწიფე, სრულად ინდონი ჰმონებენ და ასმათი კი დაბალი წოდების წარმომადგენელია, უბრალო მონაა. წესის თანახმად, წოდებათა აღრევა არ შეიძლება ამგვარი რისამე ჩამდენი მაღალი წოდების წარმომადგენელი შეიძლებოდა კიდევაც გაეძევებინათ სახელმწიფოდან. სწორედ ეს ვითარებაა გადმოცემული ამ სტროფში.
![]() |
12.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 366 (359) კაცი მოვიდა მეფისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოვიდა მეფის გამოგზავნილი კაცი.
ბ. ებრძანა – ებრძანებინ ა (II თურმეობითი).
ებრძანებინა: გავიღე თუ არა სისხლი?
გ. მე მოვახსენე – სისხლი გავიღე და მომჯობინება დამიწყო.
დ. მე თავად ვეახლები (მეფეს) – ამისთვის მე მმართებს დიდი ლხინი.
![]() |
12.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 367 (360) დარბაზს მივე, მეფე ბრძანებს |
▲ზევით დაბრუნება |
სტროფში აწერილია ნადირობა. ძველად ორგვარი ნადირობა იცოდნენ: ქორ-შევარდნითა და ისრით პირველგვარი ნადირობა იმით იყო საგულისხმო, რომ აქ იარაღის, ამ შემთხვევაში მშვილდ-ისრის ხმარებას ადგილი არ ჰქონდა; სტროფში სწორედ ამგვარ ნადირობაზეა ლაპარაკი: „ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა, შეჯდა, ქორნი მოუტივნა“...
„გასაგანნა“ – მიზანში სროლა დააწყებინაო – ამბობს დ. ჩუბინაშვილი. ქორ-შევარდენებით ნადირობისას მონადირეს სროლასთან არა აქვს საქმე. ამიტომ განმარტება უნდა მოიხსნას. სამიზნოდ დარაზმაო – გადმოგვცემს პროფ. იუსტ. აბულაძე, რომელიც აწარმოებს ამ სეტყვას გასაგანება სახელისაგან. სადავო სიტყვა რომ გასაგანება-საგან იყოს ნაწარმოები მაშინ ნამყო ძირითადში გვექნებოდა არა გასაგანნა, არამედ განასაგნა, ან გაასაგნა, ე.ი. საგნად (სამიზნედ) აქცია. რაც დიდი შეუსაბამობა და უაზრობა გამოვა: თითქოს მეფემ მშვილდოსნები სასროლ მიზნებად ჩაამწკრივა მაშინ, როდესაც ისინი, მშვილდოსნები, მეფეს ქება-დიდებას ასხამდნენ და იტყოდიან შაბა, შაბა, ე.ი. ვაშა, ვაშაო.
გასაგანნა – მხოლოდ გასაგანვა – გასაგნვა სიტყვისგან შეიძლება იწარმოოს. ეს იქნება საგნით, საგნის საშუალებით რაიმე მოქმედების ჩადენა, სწორედ ისე, როგორც მაგ., ჯოხით-გაჯოხვა, ისრით-გაისრვა, ხანჯლით – გამოხანჯლვა, თოკით – გათოკვა, ჩარხით – გაჩარხვა და სხვ.
საგანი აქ ისარს აღნიშნავს.
![]() |
12.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 368 (361) შინა დავსხედით ნადიმად |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მინდორს·ნასიარულევი დავბრუნდით და დავსხედით ნადიმად;
ბ. მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნენ გაჩუმებულნი;
გ. მეფემ გასცა მრავალი ძვირფასი თვალმარგალიტი;
დ. ასე, რომ დაუსაჩუქრებელი არავინ არ დარჩენილა.
![]() |
12.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 369 (362) ვეცდებოდი, არა მცალდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვეცდებოდი – ვცდილობდი:
ვცდილობდი, [მაგრამ[ ვერ მოვიცალე თავი სევდისაგან დამღწია,
ბ. მედებოდა გულსა ალვად – გულს ალივით მედებოდა, ვიგონებდი (ნესტანს), ცეცხლი უფრო მედებოდა გულში ალივით.
გ. მთქვიან ალვად – ალვის ხეაო – იტყოდნენ ჩემ შესახებ.
ჩემი ამხანაგები ჩავიყვანე და ჩემსა დავჯექ; ისინი მე მიწოდებდნენ ალვად (ალვის ხედ).
დ. დავიწყე სმა და ნადიმობა, რომ დამეფარა პატიჟი და ჭირი.
![]() |
12.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 370 (363) მოლარემან შინაურმან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩემმა მოლარემ ჩუმად მითხრა,
ბ. ვიღაც ქალი ჰკითხულობს, თუ შეიძლება ამირბარის ნახვაო?
გ. თავისი ლამაზი ბრძენთა საქებარი პირისახე ზეწარით აქვს მობურული.
დ. მე ვუთხარი: შეიყვანე საწოლს, ჩემ მიერ არის ნახმობი.
![]() |
12.33 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 371 (364) ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ავდეგ, იმ წამსვე სტუმრებიც მოემზადნენ ასადგომად.
ბ. მე ვუთხარ: დაბრძანდით, შარდზე მივდივარ და ახლავე დავბრუნდებიო.
გ. გავედი და შეველ საწოლს, მონა დავაყენე კარის მცველად.
დ. გული მივეცი – გული დავარიგე, რომ სასირცხო რამე არ ჩაედინა.
ამ სტროფში საგულისხმოა შადი. დ. ჩუბინაშვილი ამ სიტყვას ასე განმარტავს: შადი ნაქსოვსა ჰქვიან. ვუთხარი, ნაქსოვი მოიტანეს, გავალ, ვნახავ და ისევ მალე მოვალო. არაა სწორი იუსტ. აბულაძის განმარტებაც არაა მართებული: შადი – მხიარულობა, მასპინძლის სიმღერა, სტუმრების გასართობად. სალექსო სტრიქონში ეს განმარტება რომ ჩავსვათ „შადი“. სიტყვის მაგიერ, ვერავითარ აზრს ვერ მივიღებთ. როგორ მოვიქცეთ? საქმე ის არის, რომ ზოგ ხელნაწერში შადი-ს ნაცვლად წერია შარდი.
გავითვალისწინოთ მთელი სურათი:
ნადიმად სხედან ამ დროს შემოვიდა კაცი და მასპინძელს მოახსენა, რომ ვინმე ქალი გიკითხავსო.
მასპინძელი ადგა. სტუმრებიც მოემზადნენ ასადგომად, ნადიმი უკვე გათავდაო ბუნებრივია, მასპინძელმა უთხრას: დაბრძანდით, შარდზე მივდივრ და ამ წამს დავბრუნდებიო.
ზოგს ვისმე ეგონა შოთა სიტყვა – შარდს არ იხმარდაო. და იგი შად-ად გადააკეთა. უმართებულოა! შოთასთან სხვაც ბევრია ამისთანა „საჩოთირო“ სიტყვა.
![]() |
12.34 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 372 (365) კარსა შევდეგ, ქალი წინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. კარებთან შევდეგ, ქალი წინ მომეგება და თაყვანი მცა.
ბ. ვინცა ღირსმცა – ვინც ღირსი გამხადა.
მითხრა: კურთხეულ იყოს ის, ვინც მე მაღირსა თქვენს წინაშე მოსვლა.
გ. მიჯნურსა თაყვანება ექმნა ვისმცა,
მიჯნურის თაყვანება ვისღა ექმნას, ვის უქნია.
მე გამიკვირდა: ვის გაუგონია, რომ ქალს თაყვანი ეცა მიჯნურისათვის (კაცისათვის)?
დ. თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა – რომ სცოდნოდა, წყნარად იჯდებოდა.
ვიფიქრე: ალბათ არ იცის აშიკობა, რომ სცოდნოდა, წყნარად იჯდებოდა.
![]() |
12.35 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 373 (366) შევე, დავჯე ტასტსა ზედა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შევედი, დავჯექ ტახტზე, ქალი მოადგა ნოხის პირს;
ბ. ჩემს ახლოს დასაჯდომად თავი ღირსად არ ჩათვალა;
გ. ვუთხარი: თუ ჩემი სიყვარული გაქვს მანდ რას ზიხარ-მეთქი.
დ. ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა – არაფერს არ ამბობდა, გაჩუმდა.
მან პასუხი არ გამცა მეტად სიტყვა-ძვირი იყო ჩემთვის.
![]() |
12.36 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 374 (367) მითხრა: „დღე ეგე სირცხვილად |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მითხრა: ეს დღეა სირცხვილად მედება გულს ალი:
ბ. შენ გგონია, რომ მე მოსული ვარ აშიკობისათვის?
გ. მაგრამ ახლა მე იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ შენ ცდილობ, რაც შეიძლება მალე გაიგო ნამდვილი ამბავი.
დ. და თუ ეს აგრეა, ვერ ვიტყვი, რომ მაკლია ღვთის წყალობა.
![]() |
12.37 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 375 (368) ადგა მითხრა: „თქვენს კრძალვასა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. თქვენს კრძალვასა – იგულისხმება ნესტანი.
უბნევია – გადმოუცია.
ადგა, მითხრა რომ თქვენს საკრძალველ (ნესტანს) ჩემი საშუალებით ეს ცნობა ამბავი გადმოუცია (უბნევია).
ბ. უთქმევია – უთქმევინებია.
ნუ დაეჭვდებით ჩემ მომართ, რაც პატრონის ბრძანებას უთქმევინებია, ვასრულებ.
გ. შემართება – სითამამე, გაბედულება.
ეგზომ დიდი სითამამე მის გულს მოუწონებია, მიუსურვებია.
დ. ჩემთვის რაცა უთქმევია – რაც ჩემთვის უთქმევია, რაც მე არ მეთქმის, რაც ჩემგან არ ითქმის.
ის, რაც მე არ მეთქმის, ის ამ წერილმა მოგახსენოს.
![]() |
13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეთერთმეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 376 (369) წიგნი ვნახე, მისი იყო |
▲ზევით დაბრუნება |
376 (369) წიგნი ვნახე, მისი იყო...
ა. ვნახე წერილი, იმისი იყო, ვისიც ალი ჩემ გულს დაგავს.
ბ. მოიწერა, ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა, ნუ იდარდებ.
გ. მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრამ იცოდე, ტყუილა-უბრალოდ ბნედა, წუხილი მძულს.
დ. ყველაფერს, ჩემგან თქმულს, მოგახსენებს ასმათი.
![]() |
13.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 377 (370) ბედითი ბნედა, სიკვდილი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტყუილ-უბრალო, უაზრო ბნედა, მწუხარება რა მიჯნურობა გგონია?
ბ. მაგას ისა სჯობს, რომ საყვარელს უჩვენო საგმირო საქმე;
გ. ხატაელნი ყველანი ჩვენს სახარაჯოს შეადგენენ. ·
დ. [ამჟამად გადგნენ[, ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ, მათზე ჯავრი უნდა ამოვიყაროთ.
სახარაჯო – ჯერ, რა არს ხარაჯა? ხარაჯა – ბეგარაა, ერთგვარი ხარკი, რომელსაც გაბატონებული სახელმწიფო ადებდა ხოლმე დამორჩილებულს. ის მიწა-წყალი, რომელსაც ხარაჯა ედვა –სახარაჯო იყო.
XI-XII ს-ში საქართველოს მოსაზღვრე მუსულმანური ქვეყნები, არზრუმის მხარე, შირვანი, მისი სახარაჯო იყო. ასე, რომ როდესაც რუსთაველი ლაპარაკობს „ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია“, ბუნებრივია, საქართველოს ისტორიული ვითარებაა მხედველობაში და არა უცხო მხარე.
აღსანიშნავია, რომ დამორჩილებული ქვეყნების ანალოგიით თვით საქართველოშიც დაწესდა სახარაჯო, მაგრამ აქ სახარაჯო სხვა ბუნებისა და სხვა ხასიათის იყო. აქ მას უფრო შეწყალების ხასიათი ჰქონდა, სახელდობრ: რაიმე დიდი დამსახურების გამო მეფე დიდ მოხელეს მისცემდა სარჩოდ ანუ სახარაჯოდ თავისი ქვეყნის რომელიმე მხარეს ან მთლიანად, ან სანახევროდ. მაგ, მსახურთუხუცესად დანიშნული ივანე მხარგრძელი თამარმა შეიწყალა: „გელაქუნით და სხგთა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა“ (ისტ. და აზმ.)“43
![]() |
13.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 378 (371) შენგან ჩემისა ქმრობისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წინასაც – წინათაც.
შენ რომ ჩემ ქმრად გამხდარიყავი ამის წინადაც ვიყავ მსურველი.
ბ. მაგრამ დღემდის ამის შესახებ საუბარი არ მომხდომია.
გ. ძოღან – ამას წინათ.
კუბოსა შიგან მჯდომია – ტახტრევანზე მჯდომი.
ამას წინათ ტახტრევანზე მჯდომი, გიჭვრეტდი გაგიჟებულს, დაბნედილს;
დ. მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ გარდაგხდა.
![]() |
13.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 379 (372) მართლად გითხრობ, მომისმინე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მართალს გეუბნები, მომისმინე, რაც გითხრა:
ბ. წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად მიჩვენე;
გ. სჯობია შენთვის, ტყუილ-უბრალოდ ნუ სტირი, ღაწვები არ დაანესტიანო.
დ. მეტი რა გიყო მზემ, ხომ აგისრულე სურვილი, ხომ გაგითენე ბნელი.
ზემოთ იყო აღნიშნული, რომ ადამიანის სული მზის ნაწილია: ადამიანი კი სულით ცოცხლობს, მაშასადამე, მზე სიცოცხლის მომნიჭებელია, იგი თვით სიცოცხლეა. მოკვდება ადამიანი სათანადოდ მზეც უნდა დაბნელდეს. ამის მიხედვით, მე-4 სტრიქონი ფიგურალური გამოთქმაა და ნიშნავს მე, მზემ, ე.ი. ნესტანმა, შენ ტარიელს, ბნელი გაგითენე, სიკედილი მოგაშორე და სიცოცხლე მოგანიჭე.
![]() |
13.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 380 (373) ასმათი მეუბნებოდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათი მეუბნებოდა უშიმრად, არ მერიდებოდა.
ბ. დამეთვალოდა – დამეთვლებოდა.
ჩემი რა გითხრა, როგორ ვიყავ, ლხინი (იმდენი იყო) არ დამეთვლებოდა.
გ. მიარდა, კრთებოდა და მელალოდა – სინონიმებია. მიმორბოდა.
გული ჩემი სიხარულის გამო მიდამო კრთებოდა და მიმორბოდა.
დ. გამელალოდა – ლალად მექცეოდა.
პირი ჩემი გაბროლდა და ლოყა გალალდა.
![]() |
14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეთორმეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 381 (374) თვალთა დავიდევ უსტარი |
▲ზევით დაბრუნება |
381 (374) თვალთა დავიდევ უსტარი...
ა. წავიკითხე მე უსტარი (წერილი) მისგან მონაწერი.
ბ. პასუხად ვწერდი როგორ შეიძლება შენ მზე მოგერიოს?
გ. მე ღმერთმა იგი ნუ მომცეს, რაც შენ არ შეგეფერება.
დ. ყველაფერი ეს სიზმარი მგონია დარჩენა ჩემი (ამ ქვეყნად) ვერ დამიჯერებია.
![]() |
14.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 382 (375) ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მივჰხვდები – მივსწვდები, მოვისაზრებ, მოვახერხებ.
ასმათს ვუთხარ: მე ამის მეტს პასუხს ვერ მივსწვდები, ვერ მოვისაზრებ.
ბ. ასე მოახსენე: რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდი.
გ. მე მკვდარი უკვე გამაცოცხლე, ამიერიდან აღარ ვწუხვარ აღარ ვბნდები.
დ. რაცაღაა სამსახურსა – გრძელი ახრის მოკლედ თქმის იშვიათი მაგალითია: რაღაცა არის ის სამსახური, (ამიტომ. რა უნდა იყოს ის სამსახური, რომელსაც მართლაც, ცრუ [და მოღალატე] ვიყო, თუ მოვერიდო.
![]() |
14.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 383 (376) ასმათ მითხრა: „მე მ”,ბრძანა |
▲ზევით დაბრუნება |
383 (376) ასმათ მითხრა: „მე მ”,ბრძანა...“
ა, ასმათმა მითხრა: მე მიბრძანა (ნესტანმა აგრე მოვიქცეთ, აგრე აჯობებს.
ბ. ვინც გნახოს, ჩემმიერ მისადმი |ტარიელისადმი) საუბარს ვერ სცნობდეს.
გ. ვინც ჩემ სანახავად მოვიდოდეს, ვითომც შენ (ე. ი. ასმათს) გეაშიკებოდეს.
დ. დამვედრა კიდეც, ამირბარს (ტარიელს) უთხარი ი რომ აგრე შეინახოს ნამუსი აგრე ნამუსობდეს.
![]() |
14.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 384 (377) მეკეთა ესე თათბირი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მომეწონა ეს თათბირი, მისი გულის სიბრძნე;
ბ. მისი, ვის ნახვას მზეც კი ერიდებოდა;
გ. მისგან მოვისმინე არა მქისი საუბარი,
დ. ვისთა შუქთაგან ბნელსა ჰგავდა სინათლე მზისა.
მქისი – უგემური, ცუდი.
უკუნი – ბნელი.
![]() |
14.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 385 (378) ასმათს მივართვი რჩეული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათს მივართვი რჩეული თვალი (ძვირფასი ქვები) ოქროს ჯამით;
ბ. მან მითხრა: არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა;
გ. მხოლოდ ერთი ბეჭედი აიღო, მეტად ძვირფასი;
დრამა – წონის მცირე ერთეულია, დრამით იწონება ძვირფასი რამ, ე.ი. ის რაც იშვიათია, მცირე რაოდენობით მოიპოვება; მაშასადამე, მართ აწონილი დრამითა – მეტად ძვირფასი იშვიათი.
დ. ნიშნად ესეც კმარა, სხვა მხრივ, მდიდარი ვარ, არ მაკლია ხელის შესაბამი.
![]() |
14.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 386 (379) ქალი ადგა, წამოვიდა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქალი ადგა „და წავიდა, მე ლახვარი ამერიდა, მომშორდა.
ბ. ლხინმა ბნელი გამინათლა, ცეცხლი მწველი დაშრტდა.
გ. დავბრუნდი და დავჯექ
ნადიმადვე, სადაც ჩემი ამხანაგები სვამდნენ;
დ. გამხიარულებულმა საბოძვარი გავეც და (მათაც) ზეიმი გაადიდეს.
![]() |
15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეცამეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 387 (380) გავგზავნე კაცი ხატაეთს |
▲ზევით დაბრუნება |
387 (380) გავგზავნე კაცი ხატაეთს...
ა. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი,
ბ. მივწერე: ინდოთ მეფე იყოს ღვთისგან ძლიერი;
გ. ვინც მისი ერთგულია, რაც უნდა მშიერი იყოს, გაძღება.
დ. ვინც ურჩი იქნება მაინც და მაინც თავის მადლიერი ვერ დარჩება (ე.ი. თავის თავს დააბრალოს, რაც მოუვა).
![]() |
15.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 388 (381) ჩვენო ძმაო და პატრონო |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩვენო ძმაო და პატრონო – ძმაო და პატრონო მხ. რიცხვშის, რადგან მეფეს მიმართავენ და არა მთელ ქვეყანას მთელ ხატაეთს.
ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან ნუ გავმწარდებით.
ბ. წაიკითხავთ თუ არა ამ ბრძანებას, მობრძანდით ჩეენთან.
გ. თქვენ თუ არ მოხვალთ, მაშინ ჩვენ მოვალთ, ქურდულად არ მოგეპარებით.
დ. რომე გვნახე – II კავშირებითია – რომ გვნახოთ.
თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით – ეზიარებით, ზიარება სიტყვისაგანაა ნაწარმოები ზიარება კი სპეციალური ქრისტიანული ტერმინია, ერთ-ერთი შვიდი საიდუმლოების აღმნიშვნელი. პოეტმა იცის ეს საიდუმლოება და მისი შესრულების ტექნიკაც (კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტ. II2, გვ. 200), სჯობს, რომ გვნახოთ, თავის სისხლს ნუ ეზიარებით, ე.ი. სისხლს ტყუილაუბრალოდ ნუ დაღვრით, საკუთარ სისხლს ნუ იგემებთ.
![]() |
15.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 389 (382) კაცნი გავგზავნენ, მე გულსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ლხინები – მრავლობითი. ლხინის ნაცვლადაა ნახმარი, გამოწვეული რითმის საჭიროებით.
კაცები გავგზავნე, მე გულს მომეცა ლხინი.
ბ. სასახლეში ვმხიარულობდი, მოუთმეზელი ცეცხლი რომ მწვავდა, დამევსო.
გ. საწუთრო – აქ: სიცოცხლე.
მაშინ სოფელმა სიცოცხლე უხვად მომცა, რასაც ვინებებდი.
დ. და ახლა კი ისე ხელმქმნა, რომ მხეცთათვი საწყენი იქნება ჩემი მიახლოვება.
![]() |
15.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 390 (383) პირველ გაჭრისა პირება |
▲ზევით დაბრუნება |
ა. პირველ გაჭრისა პირება – აკლია მეშველი ზმნა – პირველ გაჭრის პირება ვქმენ ან ვყავ, ე.ი. პირველად გაჭრა დავაპირე.
პირველად დავაპირე გაჭრა, შემდეგ ცნობა დამიწყნარდა.
ბ. იყვნიან – ვნებითის ხოლმ. იყოფობოდა ხოლმე – იმართებოდა ხოლმე.
ჩემ სწორთა (ამხანაგთა) მიერ ჩემ წინ იმართებოდა ხოლმე ნადიმობა.
გ. მაგრამ ჩემი სურვილის დიადობა მე მაშორებდა ამ ნადიმსა და ლხინს.
დ. შემცვიან – ხოლმ. შემიცავდა ხოლმე.
ვთქვი – უნდა: ვთქვენი ხოლმ. – ვიტყოდი ხოლმე.
ზოგჯერ სევდა შემიცავდა ხოლმე და საწუთროს გმობას ვამბობდი.
![]() |
16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეთოთხმეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
16.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 391 (384) დღესა ერთსა საწოლს მოვე |
▲ზევით დაბრუნება |
391 (384) დღესა ერთსა საწოლს მოვე...
ა. ერთ დღეს საწოლს მოვედი მეფის სასახლიდან წამოსული;
ბ. ვიჯექ და მასვე (ნესტანს) ვიგონებდი, თვალს ძილი არ ეკარებოდა;
გ. წერილი საიმედო მქონდა და ამიტომ ვიყავი მხიარული;
დ. [ჩემმა] კარის მცველმა მონას დაუძახა და რაღაც დაფარული უთხრა.
![]() |
16.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 392 (385) „მონააო ასმათისი |
▲ზევით დაბრუნება |
392 (385) „მონააო ასმათისი...“
ა. [მეკარემ თქვა]: ასმათის მონააო, ვუთხარ, საწოლს შემოიყვანე-მეთქი.
ბ. [ასმათს] მოეწერა: გიბრძანებსო, ვისიც გესვა დანა გულსა, ე.ი. ნესტანი.
გ. აფოლხვება – შემსუბუქება.
მანა – პალო, ლურსმანი.
ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა – შემიმსუბუქა ჯაჭვის პალო, ლურსმნებით შეკრული ჯაჭვი მომიშვა. გადატ.: გულს მომეშვა.
ლხინმა ბნელი განმინათლა, 'შემიმსუბუქა ჯაჭვის პალო, ე.ი. გულს მომეშვა.
დ. წავედი, მონა თან წავიყვანე, აბა სხვა რა უნდა მეთქვა.
![]() |
16.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 393 (386) „ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა |
▲ზევით დაბრუნება |
393 (386) „ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა...“
ა. ბაღჩა შევიარე, კაცი მოლაპარაკე არ შემხვედრია;
ბ. წინ ქალი მომეგება, მხიარული, მოცინარი (ასმათი);
გ. ვაშად ამოგიღე – მისალმება: კეთილად, ბედნიერად გხედავ.
მითხრა: ბედნიერად, კეთილად გხედავ, არ გასვია გულსა ეკალი.
დ. უფრჭვნელი – გაუშლელი კოკობი.
მოდი, ნახე ვარდი შენი (ნესტანი) უფრჭვნელი და დაუმჭნარი კოკობი.
![]() |
16.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 394 (387) ამიგდო ქალმან ფარდაგი |
▲ზევით დაბრუნება |
394 (387) ამიგდო ქალმან ფარდაგი...
ა. ქალმა აზიდა მძიმე ფარდაგი;
ბ. იგი იდგა ტახტრევანი ლალით შემკული;
გ. ტახტრევანზე იჯდა ნესტანი, მზეებრ მოელვარე;
დ. მე შემომხვდა თვისი შავის თვალებით.
![]() |
16.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 395 (388) დიდხანს ვდეგ და არა მითხრა |
▲ზევით დაბრუნება |
395 (388) დიდხანს ვდეგ და არა მითხრა...
ა. დიდხანს ვიდექ და არ მითხრა მის მოსურვებულს სიტყვა;
ბ. მხოლოდ (ოდნავ) ტკბილად შემომხედა, როგორიც შინაურს;
გ. დაუძახა ასმათს, მოილაპარაკეს; ასმათი მომიახლოვდა და ყურში მითხრა:
დ. ახლა წადი, რადგან ვერას გეტყვისო. მე კვლავ მწუხარებამ შემიპყრო.
![]() |
16.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 396 (389) ასმათ გამომყვა, წამოვე |
▲ზევით დაბრუნება |
396 (389) ასმათ გამომყვა, წამოვე...
ა. ასმათი გამომყვა, წამოვედი, კარები გამოვიარე,
ბ. დარმანი – წამალი.
დარმანთა მიარე – დარმანება, წამლებს მიმაახლოვე, წამლებს მაახლე, წამლები მაახლე.
გ. მოგეცა – II თურმეობითია, მოგიცია.
ლხინი რად გამიზიარე – ლხინი რად გამიყავი.
მაშინ იმედი მომეცი, [ახლა] ლხინი რად გამიყავ?
დ. რე – უფრო.
კვლა უფრო დამიტია-რე – უფრო და უფრო დამიტოვა, უფრო და უფრო დამაჩინა.
გულმა გაყრის სიძნელე კვლავ უფრო და უფრო დამიტოვა.
სტროფში დაპირისპირებულია ტარიელის სულისკვეთება შეყრისას და გაყრისას. შეყრისას იმედიანად იყო, საწუთრომ გულს უმკურნალა და იმედი მისცა, ახლა გაყრისას, საწუთრომ ლხინი შუაზე გაუყო, გაუზიარა და ამიტომ გულმა ეს გაყრის სიძნელე უფრო მეტად დაიჩნია გაყრისას უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვინემ შეყრამდის (შდრ. 952 სტრფ.)
![]() |
16.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 397 (390) ასმათ ლხინსა მიქადებდა |
▲ზევით დაბრუნება |
397 (390) ასმათ ლხინსა მიქადებდა...
ა. ასმათი ლხინს მპირდებოდა, ჩავიარე ბაღი.
ბ. მითხრა: აგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი.
გ. სიმძიმილი – მწუხარება. დახაშ – დახშე, დახურე. აღი – გააღე ხოლმე.
მწუხარების ერდო დახშე, სიხარულის კარი გააღე.
დ. ნესტანს საუბრის რცხვენია ამას გარდა უკადრია, ერთგვარი რიდი აქვს.
![]() |
16.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 398 (391) მე ვუთხარ: „დაო, შენგან, ვეჭვ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
398 (391) მე ვუთხარ: „დაო, შენგან, ვეჭვ...“
ა. ვეჭვ – ვფიქრობ.
მე ვუთხარ: შენგან ვფიქრობ, მოველი ჩემი გულის წამალს.
ბ. ზენაარი – ფიცი. ზენაარ – მიმართვა – ღაღადისია; გაფიცებ.
გაფიცებ, სულთა ნუ გამყრი, ნუ მომკლავ, მოწოდებული ამბით შრეტდე ხოლმე ჩემს ალს.
დ. ხშირ-ხშირად მომწერე წერილი.
დ. თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არდანამალსა – რას გაიგებ ჩემთვის (ჩემ შესახებ), არ ვფიქრობ, არა, რომ დამალავ.
![]() |
16.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 399 (392) შევჯე, წამოვე, მდიოდა |
▲ზევით დაბრუნება |
399 (392) შევჯე, წამოვე, მდიოდა...
ა. შევჯექ, წამოველ, ცრემლად ვიღვრებოდი;
ბ. საწოლს შემოველ, გაგიჟებულს ძილის თავი არ მქონდა;
გ. ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა.
დ. ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა – ჰენდიადისია.
![]() |
17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეთხუთმეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
17.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 400 (393) ხატაეთს მყოფნი მოვიდეს |
▲ზევით დაბრუნება |
400 (393) ხატაეთს მყოფნი მოვიდეს...
ა. ხატაეთს მყოფნი (წასულნი) მოვიდნენ, დროც იყო რომ მოსულიყვნენ;
ბ. პასუხი შემოეთვალათ მეტად მკვახე და უკადრისი:
გ. ჯაბანი – მხდალი, |
უმაგრო – მაგარის უარყოფაა არამაგარი; მაგრამ უარყოფითი ფორმა კვალად უარყოფილია არ უმაგრო, რაც დადებით მნიშვნელობას იძლევა – მაგარი.
არც ჩვენ (ხატაელნი) გახლავართ მხდალნი და არც ციხეები გვაქვს სუსტი.
დ. ვინაა თქვენი ხელმწიფე და რა უფლება აქვს ჩვენზე.
![]() |
17.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 401 (394) მოეწერა: „რამაზ მეფე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ტარიერი –ძვ. ფორმაა აღდგენილი რითმის გამო.
მოეწერა: მეფე რამაზ გწერ შენ, ტარიელს;
ბ. გამიკვირდა რა ეწერა შენს წერილში.
გ. როგორ თუ მანდ მიხმობ მე, რომელიც ვპატრონობ ბევრს ერს,
დ. არ ვნახო ამიერიდან, რომ ასეთი წიგნი მოგეწეროს.
![]() |
17.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 402 (395) ვუბრძანე წვევა ლაშქართა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზპანები,
ბ. ინდოთ ჯარი მოვიდა ვარსკვლავთ ურიცხვი.
გ. მონასხპანი – მრავლობითია, მხ. იქნებ მონასხაპი – მიმღეობა მოსხაპვა ზმნისა.
სხაპვა – ცეკვა, ხტომა, სირბილი, ჩქარი სიარული.
მონასხაპი – ცეკვით, ხტუნვით მოსული, ასწრაფებული, დაჩქარებული.
ჩემკენ მონასხპანია – ჩემკენ ცეკვით სწრაფად მომავალი.
შორი და ახლო ადგილებიდან ყველა ჩემკენ გამოშურებული.
დ. ჯარით აივსო ერთობ მინდორი, კლდე და ვიწრობები.
ვუბრძანე წვევა ლაშქართა – ლაშქრს წვევა სხვადასხვა შემთხვევაში იცოდნენ: ომის დროს, ნადირობისას. პირველ შემთხვევაში ომს დარბაზი დაასკვნიდა მეფე გამოსცემდა ლაშქართა წვევის ბრძანებას, შემდეგ დაიგზავნებოდა წვევის წიგნები და სათანადო მსახურნი წარივლინებოდნენ. ბრძანების გაცემის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ან მეფის მინდობილობით სპასალარს.
![]() |
17.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 403 (396) ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ხანდაზმულობა – დაყოვნება, დახანება.
სწრაფად მოვიდნენ, ისე რომ შინ არ დაუყოვნებიათ;
ბ. აღლუმი – ჯარის დათვალიერება, გასინჯვა.
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა – გალაშქრების წინ მეფე დაათვალიერებდა ჯარს, გაუსინჯავდა იარაღსა და ცხენკეთილობას, სხვაგვარად. შეამოწმებდა ჯარის მზაობას (შდრ. ისტ. და აზმ. 132).
ჯარი დავათვალიერე, მომეწონა მისი მოკაზმულობა,
გ. სიმარდე და ლამახად დარაზმულობა,
დ. მათის ცხენების სიმალე, იარაღისა და საზოგადოდ მოკაზმულობის სიკეთე.
![]() |
17.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 404 (397) ავმართე დროშა მეფისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დროშა – სახელმწიფო ხელისუფლების ნიშანი. დროშის ნაწილებიც: თავი ანუ ტარი, ალამი და ზორტი, რომლითაც ალამი მიმაგრებულია ტარზე.
საქართველოში დროშა სხვადასხვაგვარი იყო: მეფის, მთავარსარდლისა, ერისთავთ-ერისთავის და მისთ. სხვადასხვა დროს დროშმა სხვადასხვა ფერისა იყო. XII-XIII ს. მეფის დროშას ალამი წითელ-შავი ჰქონია.45
გალაშქრების წინ მეფე გამოიტანდა დროშას, დალოცავდა და გადასცემდა ამირსპასალარს. (შდრ. ისტ. და აზმ.).
ა. ავმართე მეფის დრომა წითელ-შავი ალმით.
ბ. გავეცი ბრძანება ჯარისადმი დილით ადრე გამახულიყვნენ.
გ. თავად ვტიროდი, მწარედ ბედს ვიწყევლიდი.
დ. მზე (ნესტანი) რომ არ ვნახო როგორ, რანაირად ვიარო.
![]() |
17.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 405 (398) შინა მივე, დაღრეჯილსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სევდა მიიეფდა – სევდა გამიმრავლდა,
შინ მივედი, მოწყენილს გულში სევდა გამიმრავლდა.
ბ. თვალთათ – მოქმ. ბრუნვაა დაწყებითის მნიშვნელობით. თვალებიდან როგორც საგუბარიდან, ცხელი ცრემლი გადმომდიოდა.
გ. ჩემი უბედური ბედი, როგორც ჩანს, ჯერ ვერ განმტკიცდა.
დ. გიჟმან ვარდი რად დავიჭირე ხელში, თუ ვერ მოვკრეფდი.
![]() |
18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - თავი მეთექვსმეტე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
18.1 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 406 (399) მონა შემოდგა, მივეცი |
▲ზევით დაბრუნება |
406 (399) მონა შემოდგა, მივეცი...
ა. მონა შემოდგა (კარებზე) მეტად გამიკვირდა.
ბ. მომართვა ასმათის წერილი მე მეტად დაღონებულს.
გ. წერილში ეწერა: გიხმობს ნესტანი შენ, მისთვის მოსურვებულს.
დ. ვებული – ვაებული.
მოდი, მანდ ტირილსა და ვაებას ეს სჯობს.
![]() |
18.2 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 407 (400) ვითა მმართებდა, ეგზომი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. როგორც მმართებდა, იმდენი როგორ გავიხარო!
ბ. შეღამდა, წავედი, ბაღის კარი შევიარე;
გ. სადაც ასმათი პირველად მენახა, იქვე იდგა,
დ. სიცილით მითხრა: წამო, მოგელის ლომსა (ტარიელს) მთვარე (ნესტანი).
![]() |
18.3 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 408 (401) შემავლო სახლი, ნაგები |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ბანის-ბანი – ბანზე აგებული საწოლი ოთახი.
1112 სტროფში კიდევაა მოხსენებული ბანის-ბანი, სადაც, იწვა ფატმანის სატრფო, რომელიც ავთანდილმა მოჰკლა და თანაც თითი მოჰკვეთა 1116 სტროფში კი ვკითხულობთ: „ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა (მოკვეთილი თითი), ზღვასა ქვიშათა დარია...“
ბანის-ბანს თუ სარკმელი ჰქონდა, ცხადია, იგი ოთახია. საწოლი ოთახი.
შემიყვანა კეკლუცად, ლამაზად ნაგებ სახლში;
ბ. იქ გამოჩნდა მთვარე სრული სისავსით (ნესტანი).
გ. მოფარდაგულის შიგნით იჯდა მწვანე სამოსელით,
დ. მეტად სარიდი (საკრძალავი) და ძვირფასი პირად და ტანად საუცხოვო.
![]() |
18.4 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 409 (402) შევე, წავდეგ ნოხთა პირსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შეველ, ნოხის პირს წავდეგ, მეტად გამიხარდა, ცეცხლმა დამიწყო შრეტა,
ბ. გულს ბნელი გამინათდა და ლხინი სვეტად დამადგა.
გ. მას (ნესტანს) ბალიში შემოეგდო, მეტად მიმზიდველი და წარმტაცი იყო,
დ. ჩემგან პირსა (პირისახეს) იმალავდა, აიხედვდა ხოლმე წამ-წამ!
სურათი დაახლოვებით ასეთია: ნესტანს სახეზე პატარა ბალიში ან რიდე ჰქონდა მიდებული. ხან ჩამოსწევდა რიდეს და გამოიხედავდა, ხან კი ასწევდა და თვალებს დაფარავდა ამიტომაცაა მოხმობილი ზმნური ფორმები. იფარვიდა, აიხედის. ისიც – წამის ჭვრეტად, ე.ი. მხოლოდ წამიერად.
![]() |
18.5 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 410 (403) უბრძანა თუ: „მოახსენე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ასმათს უბრძანა: მოახსენე ამირბარს რომ დაჯდეს!
ბ. დამართებით – პირდაპირ.
ასმათმა ბალიში (საჯდომი) ნესტანის პირდაპირ დადვა.
გ. დავჯექ, გულს, საწუთროს დამგმობარს, მივეც ლხინი;
დ. მიკვირს, როგორ მიდგას, როგორ შემრჩენია სული მე, მისგან ნაუბარის მთქმელს.
![]() |
18.6 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 411 (404) მიბრძანა: „ძოღან გეწყინა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უუბარი – ხმაგაუცემელი.
მიბრძანა: გეწყინა რომ ამას წინეთ უუბარი გაგიშვი,
ბ. დაგაჭკნე გაშორებით, როგორც ბარის ყვავილი:
გ დაგრჯიდა – შეგაწუხებდა.
ვიცი შეგაწუხებდა ცრემლის დენა, თვალთაგანი ნაგუბარი.
დ. მაგრამ საჭიროა, რომ მე სირცხვილი და რიდი მქონდეს შენი (ამირბარისა).
![]() |
18.7 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 412 (405) თუცა მართებს დედაკაცსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. თუმცა მართებს დედაკაცს რომ იგი მორიდებული იყოს მამაკაცის.
ბ. მაგრამ უფრო უარესია ჭირის არ თქმა და დამალვა:
გ. ზეპირ – გარეგნულად.
ქვე-ქვე – აქ: ჩემს გულში.
იდუმალ – საიდუმლოდ.
მე თუ გარეგნულად მიცინია, გულში ბევრჯერ მნითქვამს „ვაი“;
დ. ძოღან – ახლახან.
ახლახან ქალი გამოვგზავნე და სიმართლე შემოგითვალე.
ვქმენ მართლისა შემოთვალვა – ზმნურად გადმოცემული აგრე იქნება. მართალი შემოგითვალე. ქართულისათვის უცხო კონსტრუქცია – ვქმენ მართლისა შენოთვალვა –სტრიქონის მეტრითა და რიტმითაა გამოწვეული.
![]() |
18.8 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 413 (406) ერთმანერთისა, მას აქათ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მას აქეთ, რაც ჩვენ ერთმანეთის ორივემ ვიცით,
ბ. ახლა მიგულე შენად (საშენოდ) მტკიცედ და ურყევად;
გ. ამას დავაჯერე მე ჩემი თავი და დიდი ფიცით,
დ. და თუ გეცრუო, მაშინ ღმერთმა მე მომკლა, და ნურც მეცხრე ცაზე ვიჯდე.
შენიშვნა მე-4 სტრიქონზე:
თავდაპირველად შვიდ ცას ანგარიშობდნენ: I იყო მთვარისა, II – ოტარიდისა, III – ასპიროზისა, IV – მზისა, V – მარიხისა, VI – მუშთარისა, VII – ზუალ-სატურნისა.
თითოეულ ცას თავისი სფერო, თავისი საფეხური ჰქონდა და ამის მიხედვით, ამა თუ იმ ცაზე ყოფნა სიკვდილის შემდეგ სათანადო ნეტარების აღმნიშვნელი იყო. ამის შემდეგ გამოგონილი იქნა ვარსკვლავთა ცა და კიდევ უვარსკვლავო, სფეროებისა და მნათობების მამოძრავებელი ცა. ეს ცა ყველაზე უმაღლესია. იქ მყოფი უაღრეს ნეტარებაშია. მეშვიდე ცასთან ერთად ქართულში მეტად იხმარება მეცხრე ცა.
ასე რომ როცა ნესტანი ლაპარაკობს: ნუმცა ცხრითავე ვზიცითა – ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ გეცრუო, მაშინ მე უბედური ნეტარების ღირსი ნუმც ვყოფილვარო.
![]() |
18.9 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 414 (407) წა, შეები ხატაელთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. წადი, შეები ხატაელებს, ილაშქრე და იბრძოლე;
ბ. ღმერთმა ქნას და გამარჯვებული, მხიარული ჩემკენ დაბრუნდე.
მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე – მორჭმულმა ჩემკენ იარო.
გ. მომხვდებოდეს – მეღირსებოდეს.
ვირე – სანამ.
მაგრამ მე რა ვქმნა, სანამ შენი ნახვა არ მეღირსებოდეს,
დ. შენი გული მომეც განუყრელად, ხოლო ჩემი შენ წაიღე.
![]() |
18.10 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 415 (408) მოვახსენე: „არ მეწყალვის |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოვახსენე: არ მებრალება ჩემი თავი შენთვის დასაწველად,
ბ. მაგრამ რადგან დამარჩინე და არ მომკალი,
გ. ჩემს თვალებს უჩნდე მზეებრ სინათლედ,
დ. აწ შევებმები ხატაელებს, რომ გამოვჩნდე ლომი ქველად.
![]() |
18.11 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 416 (409) აწ რასაცა მე მაღირსებ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ახლა, რასაც მე მაღირსებ, სხვა ხორციელი არაა ღირსი;
ბ. იჩქითი – მოულოდნელი.
მოწყალება ღვთისა მოულოდნელია, ამიტომ იგი არ მიკვირს;
გ. მჭვირსა – სინათლეს მატან.
შენ შუქს შემომადგამ, შემომანათებ, რომელიც ბნელს გულს მჭვირავს.
დ. შენი ვიყო, სადამდის მიწა დამეყრებოდეს. ვიდრე მოვკვდებოდე.
![]() |
18.12 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 417 (410) ზედა წიგნსა საფიცარსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საფიცრის წიგნი ქართული სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ურთიერთობის ტერმინი. წერილობითი პირობა რომელშიაც ფიცი და აღთქმა იყო დაღებული, საფიცრის წიგნად იწოდებოდა. „ეს მტკიცე და შეუცვალებელი საფიცრის წიგნი გიბოძეთ ჩვენ და სხვა“; ხშირია ამგვარი გამოთქმები ქართულ სიგელებში. მაგრამ საფიცრის წიგნი პირადი ურთიერთობისას კერძოდ ტრფიალთა შორისაც იდებოდა. ეს ფიცი ზეპირი იყო, წერილობითად არ იკვრებოდა. საგულისხმოა ის მხატვრული ხერხი რომლითაც შოთა გადმოგვცემს ფიცის სიმტკიცეს. ფიცი სიტყვის სხვადასხვაგვარი ვარიანტით:
ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა – საფიცრის წიგნზე შევფიცე და შემომფიცა;
ბ. ამით ჩემი სიყვარული მისადმი უფრო დაამტკიცა.
გ. თუ შენ გარდა სხვა ვინმე მოვიწონო (თუ სხვისი მოწონება გულში მიძს).
დ. მაშინ ღმერთმა მომკლას, ამიერიდან ამას ვეტყვი ჩემს თავს, ამგვარად ვსწვრთნი ჩემს თავს.
![]() |
18.13 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 418 (411) დავყავ ხანი მას წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დავყა დრო მის წინაშე (მასთან), ტკბილი სიტყვები ვთქვით,
ბ. ვჭამეთ ხილი სასიამოვნო, ერთმანეთს ველაპარაკეთ,
გ. მერმე ავდეგ წამოსასვლელად ტირილითა და ცრემლის დენით,
დ. მისი შუქის შვენებანი გულს ნათლად მეფინებოდნენ.
![]() |
18.14 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 419 (412) მეძნელებოდა სიშორე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მეძნელებოდა სიშორე ნესტანისა, არ მინდოდა მოვშორებოდე ნესტანს,
ბ. მე განმიახლდა სიცოცხლე, მომემატა ლხინი;
გ. რადგან ჩემად ჩნდა იგი, ეთერით მზედ გამოსხივებული.
![]() |
18.15 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 420 (413) დილასა შევჯე, ვუბრძანე |
▲ზევით დაბრუნება |
420 (413) დილასა შევჯე, ვუბრძანე...
ა. დილას ავმხედრდი, ვუბრძანე, აბა, ჰკარით ბუკსა და ნობასა.
ბ. ვერ გეტყვი რომ მთელი ჯარი შესასხდომლად არ ყოფილიყო მზად.
(უარყოფითი კონსტრუქციით დადებითი ფუნქციაა გადმოცემული. აღსანიშნავია ჯარის სახეობა: ცხენოსანი).
გ. ლომმა მივმართე ხატაეთს, ვერვინ იტყოდა, რომ მხდალი ვარ.
დ. ლაშქარი გაჭრილი გზით არ მიდიოდა, გზას ამოკლებდა.
![]() |
18.16 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 421 (414) დავაგდე მზღვარი ინდოთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. პაშტა – საკმაოდ ბევრი.
დავტოვე ინდოეთის საზღვარი, კაი ხანი მევლო.
ბ. მემთხვია – შემომხვდა.
ხატაეთის ხანისის რამაზის კაცი შემომხვდა,
გ. მან გადმომცა გულის მოსაფხანი ამბავი:
დ. ჩვენთა ხატაელთა, მგლებს, თქვენი, ინდოელთა, თხანი დასჭამენო.
![]() |
18.17 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 422 (415) მე შემომძღვნეს რამაზისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საშინელი – აქ: მეტისმეტი, დიდი. ამგვარი გაგება ამ სიტყვისა ხალხურია (საშინლად მიყვარს, საშინლად მშია და მისთ.) მე შემომძღვნეს რამაზისგან დიდი განძი;
ბ. თან მითხრეს რომ ნუ ამოგვწყვეტთო, შენ ეს არ შეგეფერება,
გ. ზენაარი გამოგვიღე – მიიღე ჩვენგან ფიცი.
მით გვაბია ყელსა წნელი – დამარცხებული ან თავად შეიბამდა ნიშნად მორჩილებისა ყელზე წნელს, საბელს, ან ჩამოიკიდებდა ყელზე ხმალს, ანდა; გამარჯვებული შეაბამდა დამარცხებულს და ისე წამოიყვანდა.
მიეღე ჩვენგან ფიცი რომ ჩვენ თქვენი მორჩილი ვართ,
დ. მოურბევლად მოგართმევთ ჩვენს თავს, შვილთა და საქონელს.
![]() |
18.18 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 423 (416) რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რაც შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენ უკვე შევინანეთ;
ბ. თუ შეგვიწყალებ როგორც ღმერთი, აქ ნუ მოვლენ თქვენი ჯარები;
გ. რომ ჩვენი ქვეყანა არ გაწყდეს, რისხვით ცა არ დაგვატყდეს.
დ. ჩვენ თვითონ ჩაგაბარებთ ციხე-ქალაქს და რაც შეიძლება მცირე ჯარი მოგყვეთ.
![]() |
18.19 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 424 (416) გვერდსა დავისხენ ვაზირნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. დავისხენ – რაკი ობიექტი მრავლობითშია.
გავიზრახენით – ერთმანეთს გამოველაპარაკეთ ერთმანეთს აზრი გავუზიარეთ.
გვერდს დავისვი ვეზირები, ვილაპარაკეთ, ვითათბირეთ;
ბ. ყმაწვილი – აქა: გამოუცდელი.
მითხრეს; ცოტა არ იყოს ყმაწვილი ხარ, გამოუცდელი, ამიტომაც ბრძენნი მოგახსენებთ ჩვენი საწყალი ენით:
გ. მუხთალი – მოღალატე.
ხატაელნი მეტად მუხთალნი არიან, ერთხელ კიდევაც გავიგეთ, კიდევაც გამოვცადეთ;
დ. აქ კავშირებითი ვითარებაა მაგრამ რადგანაც მცა ნაწილაკიანი კონსტრუქციითაა გადმოცემული, ამიტომ ზმნა წყვეტილშია, უ-მცა ნაწილაკოდ იქნებოდა: არ მოგკლან ღალატით, არ ვივაგლახოთ.
ამით გარდა, აღსანიშნავია: ვაზირთა დებულებას , რომ მეტი ძალა და დამაჯერებლობა ექნეს სტროფის ეს უკანასკნელი დასკვნითი ლექსი ხაზგასმით ანაფორული ალიტერაციითაა გადმოცემული: არამცა მოგკლეს ღალატად, პრამცა ვივაგლახენით – ვაი თუ მოგკლან ღალატით, ვაი თუ ვივაგლახოთ.
![]() |
18.20 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 425 (418) ჩვენ ამას ვარჩევთ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩვენ ამას ვარჩევთ, რომ წახვიდე, მართლაც, კარგი მამაცი კაცებით,
ბ. ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ – ლაშქარი ახლოს გეკიდოს, მოგყვებოდეს.
სცნობდენ ამბავსა კაცითა – აქ მეკავშირეა ნაგულისხმევი მეწინავე და უკანა ჯარს შორის ამბის მომტანი.
თვით ლაშქარი ახლოს გახლდეს, რომ სცნობდეს ამბავს მეკავშირის საშუალებით;
გ. თუ გულ-მართლად იყვნენ, მაშინ მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
დ. და თუ არ დაგმორჩილდნენ, შერისხე რისხვითა და კვალად რისხვითა.
![]() |
18.21 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 426 (419) მეკეთა ესე თათბირი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მეკეთა – მომეწონა.
ვაზირთა ნავაზირები – ვაზირთა ნარჩევი.
მომეწონა, ჭკუაში·დამიჯდა თათბირი ვაზირთა ნარჩევი.
ბ. შევსთვალე: რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები.
გ. სიკვდილს სიცოცხლე მირჩევნია რადგან ციხე-სიმაგრე ვერ დაგვიდგამს: უნდა ყოფილიყო დაგიდგამს (შენ), მაგრამ არის დაგვიდგამს ჩვენ, ე.ი. ტარიელსა და რამაზს. მაგრამ ტარიელს არავითარი ქვითკირი არ დაუდგამს ხატაეთში, პირიქით, თუ დაუნგრევია. აბა რატომაა დაგვიდგამს?
აქ გამოხატულია დაცინვა და არაჩვეულებრივი ირონია ხატაელთა საქმიანობისა და კერძოდ მათ სიმაგრეთა შესახებ ეს ირონია იმით იხატება, რომ შემტევი მხარე თითქოს თავისთავსაც მონაწილედ თვლის მოწინააღმდეგის საქმიანობაში. ეს აგრეა დღესაც. ვთქვათ, ვინმე დამნაშავეს ამხელენ რაშიმე, ეკითხებიან: აბა როგორაა ჩვენი საქმე? (ჩვენი და შენი), რაღაცა წაგვიხდენია მგონია, ჰა?
დ. ლაშქარს დავტოვებ, ცოტა ჯარით წამოვალ, შენკენ ვივლი.
![]() |
18.22 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 427 (420) მათ ლაშქართაგან სამასი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ქველანი – ნაცვლად ქველნისა რითმისთვისაა.
ჩემი ლაშქრიდან სამასი კარგი, ქველი მოყმე თან წამომყვა,
ბ. წაცავე – კიდევაც წავედ, უკვე წავედი.
წავედი, დანარჩენი ჯარი დავტოვე,
გ. ველანი – ველნი.
მაგრამ შევეხვეწე, რა გზითაც მე ვივლი, იმ გზით იარეთ,
დ.მომდევდით, მიშვეელდით – უწყვეტლის ხოლმეობითია, მეფისა და მეწინავე რაზმთა და უკანა ჯარს შორის უწყვეტი კავშირის აღსანიშნავად.
ახლოს მომყევით და თუ შველა დამჭირდა, მოგიხმობთ და მაშინ მიშველეთ.
![]() |
18.23 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 428 (421) სამ დღე ვიარე, მემთხვია |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სამი დღე ვიარე, შემომხვდა იმავე ხანის სხვა კაცი.
ბ. კიდევ გამოეგზავნა მრავალი ძვირფასი ტანისამოსი,
გ. მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა – მწადსო სიახლე შენის ჯანისა. შენ – აქ: კუთვნილებითი ნაცვალსახელია.
შემოეთვალა: მწადს შენი, ლაღისა და მძლავრის ნახვა,
დ. როდესაც შეგეყრები, მაშინ გაიგებ, თუ მაგისთანა ძღვენს რამდენს მოგართმევ.
![]() |
18.24 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 429 (422) კვლაცა ეთქვა „მართალია |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მონახსენი – მონახსენები. ·
კვალად ეთქვა: მართალია, რაც მე მოგახსენეთ.
ბ. მოგეგებვი – მოგეგებები-
მე თვით წინა მოგეგებები, მეჩქარება შენი ნახვა.
დია ღმერთო – აქედან შემდეგ მიღებულია შემოკლებული დიაღ.
გ. მე შევუთვალე: დიაღ, მეც შევასრულებ თქვენს ბრძანებას,
დ. ტკბილად ვნახოთ ერთმანეთი და ვიყოთ, როგორც მამა-შვილიო.
![]() |
18.25 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 430 (423) მუნით წასული ჩამოვჰხე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მუნით – იქიდან.
იქიდან წასული მე ჩამოვხტი რომელიღაც ტყის კიდეს;
ბ. კიდევ მოვიდნენ მოციქულნი, მომესალმნენ;
გ. ლამაზი ცხენები მომიძღვნეს, ,
დ. და თქვეს: შენს ნახვას ჩვენი მეფე, მართლაც, ინატრისო.
მეფენი – სტრიქონის მარცვალთა სინაკლემ გამოიწვია.
![]() |
18.26 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 431 (424) მითხრეს: „მეფე მოგახსენებს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მითხრეს: მეფე მოგახსენებს რომ მეც თქვენკენ მოვდივარო,
ბ. ჩემი სახლიდან წამოსული ხვალ ადრე შეგეყრები.
გ. ხარგა – ძვირფასი ქსოვილის ტალავარი მაზრა (მაზრები) – უხეში ნაბდის კარავი.
მოციქულები დავასვენე: ხარგა დავუდგი და არა მაზრები,
დ. მეტად ვუალერსე; ერთად დაწვნენ, როგორც მაყრები.
![]() |
18.27 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 432 (425) კარგი საქმე კაცსა ზედა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. აზომ – ამ ზომად, ასე.
კაცს რომ კარგ საქმეს გაუკეთებ, ის თურმე არ დაიკარგება,
ბ. უკმორესწყდა – ცოტათი უკან მოსწყდა, ცოტათი უკან ჩამორჩა.
მოციქულთაგან ერთი კაცი ცოტათი უკან ჩამორჩა, მოდგა და ჩუმად მეუბნება:
მაც – მაძს, მაძევს.
თქვენი დიდი ვალი მაძევს მე, რომელიც ჩემგან ძნელი გადასახდელია,
თქვენი გაწირვა დავიწყება არასოდეს არ იქნება.
![]() |
18.28 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 433 (426) მე მამისა თქვენისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ცოტა – აქ: პატარა.
მე მამათქვენისგან პატარა ვარ განაზარდი, მე მამათქვენმა პატარაობიდამ გამზარდა.
ბ. გავიგე, რომ თქვენ ღალატს გიპირებენ და საცნობლად გამოვიჭერი;
გ. მიმძიმ – მიმძიმხარ, სამძიმოა ჩემთვის.
ტანი მჭევრი, პირი ვარდი – მუდმივი ეპითეტებია ტარიელისა.
მკვდარი რომ გნახო, მეტად სამძიმო იქნება ჩემთვის,
დ. ყველაფერს მოგახსენებ, გამიგონე, დამშვიდდი, დაწყნარდი.
![]() |
18.29 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 434 (427) რომე ცუდად არ მოღორდე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. არ მოღორდე – არ მოტყუვდე.
„ტყუილ-უბრალოდ რომ არ მოტყუვდე, იცოდე, რომ ის კაცები (ხატაელები) შენ გღალატობენ,
ბ. ერთგან – ერთ ადგილს.
ერთ ადგილას შენ წინააღმდეგ დამალულია ასი ათასი ჯარი;
გ. გითქს – გიდგას, ჩასაფრებულია შენთვის.
სამი ბევრი – სამჯერ ათი ათასი – 30000 .
სხვაგან კიდევ სამჯერ ათი ათასი და სწორედ ამიტომაა რომ გიხმობენ, გეხვეწებიან შეხვედრას,
დ. ფათერაკი – ჭირი, უბედურება, ხიფათი.
შესწრება, შესწორება – რისამე შემთხვევა, დამართება.
და თუ თავს არ ეწევი, თავს თუ არ გაუფრთხილდები ფათერაკს, ხიფათს რასმე შეგამთხვევენ.
![]() |
18.30 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 435 (428) მეფე ცოტათ მოგეგებვის |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვერ გელევიან – ვერ გიმეტებენ.
მეფე ცოტა ჯარით შემოგეგება შენ, ვისაც მჭვრეტელნი ვერ გელევიან ვერ გიმეტებენ;
ბ. მით გეთნევიან – მით სათნო, მოსაწონნი იქნებიან შენთვის. მალვით ჩაიცმენ აბჯარს, რომ მიენდო, ამიტომ ისინი პირში საამოს გეუბნებიან;
გ. ყოველგნით – ყოველი მხრიდან, ირგვლივ.
ლაშქარი კვამლს შექმნის, ყოველმხრივ მოგეხვევიან.
დ. ერთსა გცემენ ათასნი, უთუოდ მოგერევიან.
![]() |
18.31 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 436 (429) მას კაცსა ამოდ ვეუბენ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ამოდ – ტკბილად.
ამ კაცს, ტკბილად ველაპარაკე და მადლი გადავუხადე:
ბ. შემოგზღო – სამაგიერო გადაგიხადო.
თუ არ მოვკვდი, ისეთს პატივს გცემ რომ სანატრელი იყოს.
გ. აბაა ახლა ამხანაგებმა რომ არ გაგიგონ, წადი და მათთან იარე,
დ. მემცა ვარ განაკიდია – კავშირებითი ვითარებაა მცა ნაწილაკით გადმოცემული: მეც ვიყო განაკიდი, ე.ი. მეც ვიყო განზე გამდგარი, გაკიდეგანებული, შეჩვენებული.
თუ დაგივიწყო, უთუოდ მეც ვიყო გარეწარი, შეჩვენებული.
![]() |
18.32 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 437 (430) არვის გავენდევ სულდგმულსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. არვის გავენდევ სულდგმულსა – არვის გავენდე სულიერს (უაღრესი საიდუმლოების აღმნიშვნელია).
არვის გავენდე სულდგმულს (სულიერს), დავმალე, როგორც ჭორი (როგორც არანამდვილი).
ბ. რაც იქნება იქნეს, ყოველგვარი აზრი – რჩევა თანაბარია.
გ. მაგრამ ჯარებისკენ გავგზავნე კაცი: თუმცა შორ გზაზე,
დ. მოგრაგნეთ – გრაგნა – შეახვიეთ, შეამოკლეთ, გადმოჭერით.
შევთვალე: სწრაფად წამოდით, გადმოჭერით მთა და გორია.
![]() |
18.33 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 438 (431) მე დილასა მოციქულთა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მე მოციქულებს ტკბილი სიტყვა შევუთვალე;
ბ. მოახსენეთ რამაზს, რომ მობრძანდეს, მეც ჩქარა შევეგებები.
გ. ნახევარი დღე კიდევ ვიარე, ჭირს თავი არ მოვარიდე.
დ. ქვემცა სადა – აბა, სადღა.
ყველაფერი განგებაზეა დამოკიდებული, თუ მოსაკლავი ვარ, დღესვე მომკლავს, აბა, სადღა უნდა დავიმალო.
![]() |
18.34 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 439 (432) ქედსა რასმე გარდავადეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რომელიღაც ქედს გარდავადეგ და მინდორში მტვერი დავინახე.
ბ. ვთქვი, ეს რამაზ მეფეა, თუმცა მას ჩემთვის მახე დაუდგამს.
შუბი ახე – ცალკე თქმაა. ბრძანების გამომხატველი შეძახილია.
გ. მაგრამ ჩემი ბასრი ხმალი გაჰკვეთს მათს ხორცს.
დ. სახე დიდი დავუსახე – დიდი გეგმა დავუსახე-
მხოლოდ მაშინ ვუთხარ ჩემს ჯარს ყველაფერი, გეგმა დიდი დავუსახე.
![]() |
18.35 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 440 (433) ვთქვი, თუ: „ძმანო, ისი კაცნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩვენ ღალატსა გვიდგებიან – ღალატით მოდიან ჩვენთან, ღალატით გვიდგებიან, ღალატით შეგვეხებიან, ღალატს გვიპირებენ.
ვუთხარი: ძმებო, ის კაცები ჩვენ ღალატს გვიპირებენ.
ბ. სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან – სიმტკიცე ამიტომ რატომ უნდა დალბეს, რად უნდა მოდუნდეს.
ამიტომ თქვენი მკლავების სიმტკიცე რად უნდა დალბეს, რად უნდა მოდუნდეს (არ უნდა მოდუნდეს)!
გ-დ. ვინც მოკვდეს მეფისათვის, იგი ცხონდება, ახლა კი შევებათ ხატაელთ,. ტყუილუბრალოდ ხმალი აბა რად გვკიდია.
შევებნეთ – შევებათ – II კავშ.
![]() |
18.36 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 441 (434) ვუბრძანე ჩაცმა აბჯგრისა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ვუბრძანე აბჯრის ჩაცმა მქუხარე სიტყვით;
ბ. დავეკაზმენით – ენიანი ვნებითის წყვეტილია, დავეკაზმეთ – საჭურველი ავისხით.
დავიკაზმეთ საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
გ. დიდითა სწრაფითა – დიდითა სისწრაფითა.
სი წინსართის მოკვეთა სტრიქონის მარცვალთა სიმეტემ გამოიწვია.
რაზმი·დავაწყე, მივმართე, დიდი სისწრაფით წავედი,
დ. ჩემი მოწინააღმდეგე ჩემმა ხრმალმა დაფლითა.
![]() |
18.37 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 442 (435) მივეახლენით, შეგვატყეს. |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მივეახლენით – დინამიკური ვნებითის წყვეტილია, მივეახლეთ – მოვუახლოვდით.
მივუახლოვდით... შეგვატყვეს, რომ აბჯარი გვეცვა;
ბ. ისევ რამაზის მოციქული მოვიდა;
გ. ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა – არ უარყოფითი ნაწილაკია ჟამად სიტყვისა მაგრამ მეტრისთვის გადასმულია.
რამაზს შემოეთვალა: არ დროულად, არ ჟამისად მიგვაჩნია ჩვენ თქვენი ორგულობა,
დ. შეიარაღებულთ გხედავთ, ამის გამო გულნაკლულნი ვართ.
![]() |
18.38 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 443 (436) შევსთვალე, თუ: „მეცა ვიცი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გაგიგია – რაც განგიზრახავს, რაც დაგიდგენია, რაც გადაგიწყვეკია (გაგება-განგება, განზრახვა).
მე შევუთვალე: მე ვიცი, რაც ჩემთვის დაგიდგენია, რაც ჩემთვის განგიზხრახავს;
ბ. რასაც თქვენ სთათბირობდით, ის არ იქნება, ის არ მოხდება;
ტარიელის შეთვლა-პასუხს მეტი გადაწყვეტილება, მეტი კატეგორიულობა უნდა ჰქონდეს ამიტომაცაა, იგი გადმოცემული ანაფორული ალიტერაციით. არ იქნების, არ იგია.
გ. ბრძანეთ, შეგვებით, როგორც წესი და რიგია.
დ. ხელი ხრმალსა დამიგია – ხელი ხრმალს დამიდვია, ხელი ხმალზე მომიკიდია ხელში ხრმალი ამიღია.
მეც თქვენს დასახოცად ხელი ხმალს დამიგია, დამიმაგრებია.
![]() |
18.39 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 444 (437) რა მივიდა მოციქული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რა მივიდა მოციქული (ამგვარი პასუხით), კიდევ რადღა გამოაგზავნიდნენ!
ბ. კვამლი აუშვეს ლაშქართათვის, დაფარული გაამჟღავნეს;
გ. რა სამალავიდან გამოვიდნენ, ორი მხრიდან გამოემართნენ.
დ. შექმნეს რაზმი მრავალკეცი – რაზმი ჯარის ტაქტიკური ერთეული იყო. იგი რამდენიმე კაცის ანუ მწკრივისაგან შედგებოდა. წყება ორი ხაზით წარმოებდა, ერთმანეთის გვერდით, და რაც მთავარია, სიღრმეში. – აქედან, – რაზმი მრავალკეცი:·
![]() |
18.40 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 445 (438) შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შუბი – საძგერებელი იარაღი.
მუზარადი – ლითონის თავის დასახური ომის დროს.
შუბი გამოვართვი (მეაბჯრეს) თავს მუზარადი დავიხურე;
ბ. საომრად ვიყავ ატეხილი, რომ გამეტეხა მტერი;
გ. უტევანი – სიგრძის ზომა.
ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად – არაჩვეულებრივი ექსპრესიულობითაა გადმოცემული ტარიელის შეტევაზე გადასვლა რაც გარეგნულად გამოიხატება ანაფორული ალიტერაციით: წავსწვდი, წავგრძელდი, წავე.
ერთი უტევანი გადავირბინე ჩქარი ჭენებით;
დ. მოწინააღმდეგეს ურიცხვი რაზმი ჰყავდა წყნარად აუშლელად მდგომი.
![]() |
18.41 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 446 (439) ახლოს მივე, შემომხედეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ახლოს მიველ, შემომხედეს გიჟი უნდა იყოს, ვიღაცააო – თქვეს.
ბ. სად უფროსი ჯარი დგესა – უფროსი ჯარი, ჯარს ყველაზე უფრო რჩეული, ყველაზე უფრო მტკიცე ნაწილი. ეს ის საწილია, რომელმაც მოწინააღმდეგის ყველაზე მეტი იერიში უნდა მიიღოს უნდა მოიგერიოს, ეს ნაწილი ყველაზე უფრო მტკიცეა.
იქითკენ მივმართე, სადაც უფროსი ჯარი იდგა.
გ. კაცს შუბი ვჰკარ – ბრძოლა იწყებოდა და შუბით რომ მოწინააღმდეგეთა რიგებში უეცარი არევ-დარევა შეეტანათ, ბრძოლა შუბით გრძელდებოდა, სანამ შესაძლებელი იყო მისი მოხმარა, შემდეგ ხმალდახმალ ეკვეთებოდნენ ერთმანეთს.
მართ ორნივე მიჰხდეს მზესა – ორივე შეუერთდა მზეს, ორივე გამოეთხოვა წუთისოფელს.
მოწინააღმდეგეს შუბი ვკარ, ცხენიც მოვკალი, ორივე მოკვდა.
დ. შუბი გამიტყდა და ხმალზე გადავედი.
![]() |
18.42 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 447 (440) შიგან ასრე გავერივე |
▲ზევით დაბრუნება |
ა. შიგ ისე გავერიე, როგორც გნოლის ჯოგმი ქორი გაერევა.
ბ. კაცი კაცს შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცის მთა დავდგი.
გ. ტანა-ჯორი – ორ რასმე ნიშნავს. 1. ჯორის ერთგვარი ჯიშია, ბუნებით პატარა ტანისა მაგრამ არაჩვეულებრივად წვივმაგარი; ძველად გამოიყენებოდა ხორბლის საფქვავად, წისქვილის ქვას გამოაბამდნენ და ირგვლივ ატარებდნენ. ქვა ბრუნავდა და ხორბალი იფქვებოდა. 2. ტანაჯორი ეწოდება აგრეთვე მწერს, რომელიც წყლის პირს იცის და მარად ბზრიალასებრ ბრუნავს. დასავლეთში მას გველწყერია ეწოდება.
თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჯორის ბრუნვა ერთობ ზანტია, ხოლო მწერის კი იშვიათად სწრაფი სწორედ მეორეს უნდა მივცეთ უპირატესობა რადგან ამ სტროფში შოთას დიდი ექსპრესია აქვს მოცემული:
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანა-ჯორი.
დ. სრულად ამოვწყვიდე ორი წყება წინა რაზმი.
![]() |
18.43 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 448 (441) ერთობილნი მომეხვივნეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ერთობილნი – ერთობ ყველანი.
ერთობ ყველანი (მოწინააღმდეგენი) მომეხვივნეს, შეიქმნა დიდი ომი.
ბ. რასაც კი ვჰკრავდი, წინააღმდეგობას ვერ მიწევდა, სისხლს მჩქეფარ ედ ვღვორიდი;
გ. მანდიკურად – მანდიკის მსგავსად – მანდიკა ხურჯინია.
კაცსა, ორად გაკვეთილს, ხურჯინივით გადავკიდებდი ხოლმე ცხენზე.·
დ. სადაც კი გავჩნდებოდი, იმ წამსვე გაიქცეოდნენ, ისეთი შიში ჰქონდათ ჩემი.
![]() |
18.44 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 449 (442) საღამო ჟამ დაიზასა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. საღამო ჟამ – ბრძოლის კრიზისი ჩვეულებრივ საღამოს ჟამს დგებოდა ამ მომენტისათვის საგანგებო რაზმი იყო ჩასაფრებული. ეს რაზმი რისხვით მოევლინებოდა მოწინააღმდეგეს და გადაწყვეტდა ბრძოლის ბედს, ამ მომენტს „რისხვის საღამო“ ეწოდებოდა ცნობილია ქართველთა ომების პრაქტიკიდან რამდენიმე ამისთანას „საღამოს რისხვა“.
დარაჯა – მცველები, დარაჯები.
საღამოს მათმან მცველებმა მაღლობიდან დაიძახეს;
ბ. ნუღარ დგახარ, აბა, წადით, ისევე ცა რისხვით მოგვევლინა:
გ. საშინელი – ბევრი.
მოვა (მოდის) მტვერი ბევრის-ბევრი, ამან მეტად შეგვაშინა.
დ. იქნება სრულიად გაგვწყვიტოს უთვალავმა ბევრმა ჯარმა,
![]() |
18.45 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 450 (443) ჩემნი ლაშქარნი, რომელნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ჩემი ლაშქარი, რომელიც მე თან არ წამომიყვანია...
ბ. როგორიც კი გაეგოთ ეს ამბავი, საჩქაროდ წამოსულიყვნენ. დღეზე ღამე დაერთოთ და ისე ეარათ.
გ. იმდენი იყო, რომ ვერ დაიტევდა მინდორი და მთები, რომ არეებად გადაქცეულიყო.
დ. გამოჩნდნენ, სცემდნენ ტაბლასა, ბუკმა ხმა გაადიდა.
რა ეცნა – ახლა ვიტყვით რა ეცნათ (მათ ლაშქართ). მაგრამ ძველ და საშუალ ქართულში მიცემით ბრუნვაში დასმული III პირის ობიექტი მრავლობით რიცხვში არ გამოიხატებოდა, ამიტომაც თ სუფიქსს არ დაირთავდა.
![]() |
18.46 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 451 (444) იგი ნახეს, გასაქცევლად |
▲ზევით დაბრუნება |
ა. როგორც კი დაინახა მტერმა ჩემი ჯარი, გაიქცა, ჩვენ შევკივლეთ;
ბ. ბრძოლით მივდევდით.
გ. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანეთს გავეხრმლეთ,
დ. მოწინააღმდეგის ჯარი დავიპყრეთ, არ მოვკალით.
![]() |
18.47 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 452 (445) უკანანიცა ლაშქარნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. უკანა ლაშქარიც (რეზერვში მყოფი) დაეწია გაქცეულთ.
ბ. დაიწყო შეპყრობა შეშინებულების და ძლეულებასა.·
გ. ძილის სამაგიერო შეხვდა ძილ-მკრთალთ, ღამეულთ.
ბრძოლის დროს ჯარი ძილ-მკრთალია, ღამეთეულია. მათთვის ძილი ყველაზე უფრო სანატრელია და პოეტიც მწარე ირონიის დართვით გადმოგვცემს: ძილი უნდოდათ და კიდევაც დაიძინეს, მაგრამ უკვე სამარადისოდ, ე.ი. დაიხოცნენ.
დ. ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა... მაგრამ ვინც მთელი დარჩა, (ტყვეები) ისიც კვნესოდა როგორც სნეული.
![]() |
18.48 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 453 (446) მას ადგილსა ნაომარსა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ნაომარ ადგილს ჩამოვხტით მოსასვენებლად.
ბ. დავეკოდე – თურმეობითია.
წყლულად მაჩნდა, არ ნაღებად – ჭრილობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: ბასრი იარაღით გასერილ-გაკვეთილი და ჩლუნგი იარაღით ამოგლეჯილი აქ ერთმანეთს უპირისპირდება წყლული ჭრილობა და ნაღები ჭრილობა.
ხრმალს ხელში დავეკოდე, წყლულად, დასერილად გაჩნდა, ამოგლეჯილი არ იყო.
გ. მოვიდიან –- უწყვეტლის ხოლმეობითია: მოდიოდნენ ხოლმე.
ჩემი ჯარები მოდიოდნენ საჭვრეტლად და საქებად,
დ. ვერ იტყვიან – აწმყოა – ვერ ამბობენ.
ვერ მიმხვდარან, ვერ მოუხერხებიათ.
(ისე ეყვნენ), რომ ქების თქმას ვერ ახერხებდნენ ე.ი. სიტყვები არ ყოფნიდათ ქების სათქმელად, რაც ხაზგასმულია ანაფორული ალიტერაციით.
![]() |
18.49 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 454 (447) ერთსა კაცსა ეყოფოდეს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ერთი კაცისათვის საკმაო იყო, რაც მე დიდება მჭირდა;
ბ. ზოგი შორიდან მლოცავდა, ზოგი პირზე მაკოცებდა;
შორით დალოცვას კოცნა უპირისპირდება წესით დადგენილი ურთიერთობრივი გრადაცია უთუოდ დაცულია. მეფესთან, ან მეფის ტოლ კაცთან ყველას არ შეეძლო მისვლა მისალმება, რომ კოცნით გამოეხატა. ცნობილია მისალმების რამდენიმე საფეხური: ა. შორით თავის დაკვრა, ბ. ხელის ჩამორთმევა, გ. კოცნა.
უკანასკნელი იმის მაუწყებელია, რომ მიმსალმებელნი ახლოს არიან ერთმანეთთან ე.ი. ზოგნი უფრო დაბალი თანამდებობის პირნი, შორიდან სალამს მაძლევდნენ, ზოგნიც, უფრო ახლობელნი, დიდი თანამდებობის პირნი მკოცნიდნენ. კოცნად გამიპირდეს – ორგვარად შეიძლება გავიგოთ: ა. კოცნას მიპირებდნენ, ბ. პირზე მკოცნიდნენ. მე მეორე ვარიანტი მიმაჩნია უფრო სწორად რატომ? იმიტომ, რომ მართალია, გამიპირდეს უწყვეტელშია, მაგრამ მოქმედება მაინც ნამყოში წარმოებს და მიპირებდნენ ე.ი. მოხლოდ სურვილს ნიშნავს. თუ ეს აგრე მივიღეთ, მაშინ I ნახევართან არ იქნება შეთანხმება: დამლოციან.
გ. დიდებულნი, რომელთაც გავეზარდე, ტიროდნენ.
დ. ჩემ მიერ ხრმლით განაკვეთი ნახეს და მეტად გაუკვირდათ.
![]() |
18.50 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 455 (448) გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი |
▲ზევით დაბრუნება |
ა. გავგზავნე ყველგან ჯარი და ალაფი ავაღებინე.
ბ. ვალაღებინე –ალაღება. დ. ჩუბინაშვილი –კადნიერად გახდენა; კარიჭაშვილი – ლაღად გახდენა; ი. აბულაძე – ამაყება, აწევინება თავისა. უკმარია. ცალკე ვალაღებინე სიტყვის განმარტება არაფერს მოგვცემს. ერთობ სავსენი მოვიდეს – ლაპარაკია ლაშქარზე. ლაშქარი დატვირთული მოვიდა ლაშქარმა მოზიდა ალაფი რომელიც სახელმწიფოს უნდა ჩაბარდეს, II ნახევარი კი ეხება თვით ლაშქართათვის მიცემულ ქონებას: თავიცა ვალაღებინე, ე.ი. ლაშქარსაც უფლება მივეცი რომ თავისთვისაც აეღო რამე. როგორც ჩანს ეს წესად ყოფილა დადგენილი (შდრ. ისტ. და აზმ. 65).
ერთობ სავსენი, დატვირთულნი მოვიდნენ, თავადაც მივეცი საშუალება, რომ აეღოთ.
გ. მებრძოლი – მოწინააღმდეგე.
ჩემ მოწინააღმდეგეთა სისხლით მინდორი შევაღებინე,
დ. არ ვებრძოლე, ქალაქების კარი უომრად გავაღებინე.
![]() |
18.51 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 456 (449) რამაზს ვარქვი: „შემიგნია |
▲ზევით დაბრუნება |
ა. სამუხთალე – სამუხთლე.
რამაზს ვუთხარი: გამიგია შენი სიმუხთლე,
ბ. გამოიმართლე – გაიმართლე,
შეპყრობილმა თავი გაიმართლე.
გ. მომათვალე – ანგარიშით ჩამაბარე.
სიმაგრეებს ნუ ამაგრებ, ყველა მე ჩამაბარე.
დ. მემცა ზედა რად წავსთვალე – რად უნდა დავთვალო, რად უნდა ჩავთვალო, არაფრად არ ჩავთვლი.
თორემ შენს შეცოდებას არად მივიჩნევ.
![]() |
18.52 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 457 (450) რამაზ მითხრა: „აღარ არის |
▲ზევით დაბრუნება |
ა. რამაზმა მითხრა: მეტი ღონე აღარ არის.
ბ. გ. დიდებული მომეც რომ ციხოვანთ გავუგზავნო.
დედებული – დიდება სიტყვისაგან წარმოებული მიმღეობაა, შემდეგ გასუბსტანტივებული.
დიდება თავდაპირველად მაღალ თანამდებობას, პატივს, ხარისხს აღნიშნავდა. ასე: ლიპარიტ ორბელიანი მეფე დავითს ღალატობდა. მეფემაც „პყრობილ ყო იგი ჟამსა რაოდენსამე, შემდეგ განუტევა მითვე დიდებითა“. (ქ.ც. – მარ. გვ. 283). დიდებით მოსილი –დიდებული. მეფის შემდგომ დიდებულთ პირველი ადგილი ეჭირათ. ისინი თავადთა და აზნაურებზე უფრო მაღლა იდგნენ. დიდებულნი სახელმწიფო საქმეებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ. მაგრამ განსაკუთრებით პირველობდნენ ლაშქრობაში. „ქართლის ცხოვრებაში“ ეს ორი ერთეული ერთად იხსენიება: ლაშქარნი და დიდებულნი, ისე, როგორც ვ.ტ-ში (156).
განაღამცა შენ გაქონე – ბარემ შენ მაქონო, ბარემ შენი საკუთრება გავხადო.
დ. ყველაფერს შენ მოგცემ, ბარემ შენი იყოს.
![]() |
18.53 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 458 (451) მივეც ერთი დიდებული |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მივეც ერთი დიდებული და თან ყმანი გავატანე,
ბ. ყველა ციხოვანი ჩემ წინაშე მოვაყვანინე,
გ. ჩამაბარეს ყველა სიმაგრე, აგრე შევანანე მათ ომი,
დ. საჭურჭლე იმდენი იყო, არ ვიცი, რას უნდა დავაგვანო სიმრავლით.
![]() |
18.54 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 459 (452) მაშინღა შევე ხატაეთს |
▲ზევით დაბრუნება |
ა. მოვლად და მოსათვალავად – რომ მომევლო და მომეთვალა, რომ მომევლო და ჩამებარებინა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეველ ხატაეთს, რომ მომევლო, რომ ჩამებარებინა და მომეთვალა;
ბ. საჭურჭლის კლიტენი დაუმალავად მომართვეს;
გ. ქვეყანა ჩავსხი – ჩასვი, როცა ობ. მხოლობითშია, ხოლო როდესაც ობ. მრავლობითშია, მას ენაცვლება სხმა ფუძე. ქვეყანა –იგულისხმება მცხოვრებნი (მრავლ), ამიტომაცაა ქვეყანა ჩავსხი, ე. ი.
ჩავსვი კალაპოტში, დავაწყნარე.
ქვეყანა ჩავსხი, ჩავაყენე კალაპოტში, მივეც ბრძანება იყავით თქვენ უშიშრად,
დ. მზემ არ დაგწვათ, გეალვამ არ შეგაწუხოსთ.
![]() |
18.55 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 460 (453) საჭურჭლენი გარდავნასენ |
▲ზევით დაბრუნება |
ა თავის-თავის, კიდის-კიდე-– თავ-თავის ადგილას, ცალ-ცალკე.
ქონება, განძი გადავინახე თავ-თავის ადგილას, ცალ-ცალკე (დახარისხებულად).
ბ. ძვირფასი (სხვადასხვა) ·.ფერის განძეულობას ვერ დავთვლი, დავიქანცები რომ დავთვალო;
გ. ყაბაჩა--მოკლე კაბა,
რიდე-–პირბადე.
ერთ აღგილს ვნახე საკვირველი ყაბაჩა და რიდე,
დ. რომ ნახო, უთუოდ მისი სახელის ცოდნას ინატრებ.
![]() |
18.56 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 461 (454) ვერა შევიგენ რა იყო |
▲ზევით დაბრუნება |
ა რაულად–-როგორ, წარმოებულია რა ·ნაცვალსახელისგან. ვერ გავიგე, რა იყო, ან როგორ „გაკეთებული.
ბ. ვისსც ვუჩვენებდი ხოლმე, ყველას უკვირდა, ღვთის სასწაული თუ არისო;
გ. ჰგებოდა–-–გება-–– არსებობა ყოფა, ეგო–იყო პგებოდა
მას ქსელი––ჰქონდა მას ქსელი, აჩნდა მას ქსელი. ისეთი ნაქსოვი იყო, რომ მას არ აჩნდა არც ლარი და არც ორხაო, სხვაგვარად: ნაქსოვს არც
სიგრძივი, არც განივი ძაფები არ აჩნდა.
არც სიგრძივ აჩნდა მას ნაქსოვი და არც განივ.
დ. სიმტკიცით ნაჭედს ჰგავდა, ცეცხლში რომ შეგერთო, არ დაიწვებოდა.
![]() |
18.57 ვეფხისტყაოსნის კომენტარი - 462 (455) იგი საძღვნოდ მისად დავდევ |
▲ზევით დაბრუნება |
ა ვისი შუქი მანათობდა--იგულისხმება ნესტანი.
იგი საძღვნოდ შევინახე ნესტანისათვის.
ბ. საარმაღნოდ-––-ძღვნად, საჩუქრად.
მეფისათვის საჩუქრად გადავარჩიე საუკეთესო რამეები.
გ. ჯორაქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა – ყველაკაი –- ყველანი,
ყველაკაი წვივ-მაგრობდა-- ყველანი წვივმაგრები იყვნენ.
დიდი დატვირთულობის აღმნიშვნელია.
დ. დატვირთული გავუგხავნე, ამბავსაც კარგს შეიტყობდა.