The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - ჸ


ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - ჸ



"ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა" წარმოადგენს ქართული დიალექტოლოგიური ლექსიკონის შედგენის პირველ ცდას და ძირითადად საცნობარო ხასიათისაა. იგი ეყრდნობა მცირე ლექსიკონებს, სიტყვის მოყვარულთა კოლექციებს, ლიტერატურულ ძეგლებს და პირადად შემდგენლის მიერ წლების განმავლობაში ადგილებზე შეკრებილ მასალებს, თუმცა სისრულის პრეტენზია არ აქვს. წინამდებარე ლექსიკონი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. წ. 1, 2. ღლონტი, ალექსანდრე. - თბილისი : განათლება, 1974.

1 ჸა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸა
კუთხ. ჸა (გურ., აჭარ.) არ (დიალექტ. 662; ა. ღლ.) .

2 ჸაბაბახ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸაბაბახ-ი
ჸაბაბახ-ი (ფერეიდნ.) იერიშზე მიმავალთა ყიჟინა (ა. ჩიქ.) .

3 ჸად! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸად!
ჸად! (გურ.) შორისდებული დამუქრებისა (ა. ღლ.) . ="ჸ ა დ, შე ეშმაკო!"; "ჸ ა დ, ხელი არ წამაკარო!"

4 ჸაჸგრ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸაჸგრ
ჸაჸგრ (თუშ.) აგრე (თ. უთურგ.) .

5 ჸაჸიქ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸაჸიქ
ჸაჸიქ (თუშ.) იქ, აი იქ (თ. უთურგ.) .

6 ჸეგი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸეგი
ჸეგი (თუშ.) ეგ (პ. ხუბ.) .

7 ჸეი! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸეი!
ჸეი! (გურ.) შორისდებული მოხედვისა : ეი (ა. ღლ.) . ="ჸ ე ი, მიშველეთ, მომკლეს!"

8 ჸეჸგენ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸეჸგენ-ი
ჸეჸგენ-ი (თუშ.) ეგენი (თ. უთურგ.) .

9 ჸეჸესრ-ი - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸეჸესრ-ი
ჸეჸესრ-ი (თუშ.) ასეთი (პ. ხუბ.) .

10 ჸეჸხლ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸეჸხლ
ჸეჸხლ (თუშ.) ახლა (თ. უთურგ.) .

11 ჸიფო, იფო - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸიფო, იფო
კუთხ. ჸიფო, იფო (ფერეიდნ.) უფრო (შ. ძიძ., ქრესტ.) .

12 ჸიჸსრ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸიჸსრ
ჸიჸსრ (თუშ.) ისე (თ. უთურგ.) .

13 ჸიჸქაჸებს - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸიჸქაჸებს
ჸიჸქაჸებს (თუშ.) იმ ადგილებში (თ. უთურგ.) .

14 ჸო! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸო!
ჸო! (გურ.) შორისდებული გაკვირვებისა (ა. ღლ.) . ="ჸ ო, რა მითხარი, კაცო!"; "ჸ ო, რაფერ გამიხარდა შენი ნახვა!"

15 ჸუი! - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა

▲ზევით დაბრუნება


ჸუი!
ჸუი! (გურ.) შორისდებული მწუხარებისა : უი (ა. ღლ.) . ="ჸ უ ი, აი რა შევიტყვე!"; "ჸ უ ი მ ე, რა მეშველება აწი!"

16 ჸუჸუნა - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა - ჸ

▲ზევით დაბრუნება


ჸუჸუნა
ჸუჸუნა (ხევსურ.) მარცვალი ბავშვის ენაზე (ა. ჭინჭარ., 208) .