![]() |
ქალი მამულის ერთ-გული |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
მურრეი გრენვილ ქალი მამულის ერთ-გული
შემთხვევა საფრანგეთ-გერმანიის ომიანობის დროს
(მოთხრობა გრენვილ მურრეისა)
წყარო: ივერია
N1 (იანვარი) 1879., 1879, გვ. 33-77
ქალი მამულის ერთ-გული
შემთხვევა საფრანგეთ-გერმანიის ომიანობის დროს
(მოთხრობა გრენვილ მურრეისა)
ერთხელ დილით, ოკტომბრის თვეში, წელსა 1870-ს, ერთს ძველს, წარჩინებულს და
გამოჩენილს საფრანგეთის ქალაქს ო-ნს ასეთი საზარელი და საშინლად სათაკილო საქმე
გარდახდა: გამარჯვებული მტრის ლაშქარი შეესია და დიდის ამბით და დიდებით ეს უცხო
ქვეყნის ჯარი ჯამაათი, ამ ქალაქ ო-ის ქუჩებში გაბმით და ნადიმად მიდიოდა. ეს
სამწუხარო ამბავი ერთის თვის წინათაც შესაძლო იყო, რომ მომხდარიყო, მაგრამ ეს
ქალაქი ისეთის მამულის მოყვარეობით, ისეთის მამაცობით და სახელ-გათქმულის საქმეებით
იყო ძველათვე გამოჩენილი, რომ იმის მშვიდობის-მყოფელნი მცხოვრებნი მოქალაქენი,
რომელთაც სამხედრო საქმისა და სწავლისა არა გაეგებოდათ რა, უკანასკნელ დღემდის
ეჭვობდნენ და არა სჯეროდათ, რომ მტრის ჯარი ქალაქ ო-ში შემოვიდოდა და იმედოვნებდნენ
რომ, რომელიმე სასწაული ამისთანა სამარცხვინო და სათაკილო თავ-გარდასავალიდამ
დაიხსნიდა. ხოლო, ყოველმა სამხედრო პირმა კი იცოდა, რომ ეს ქალაქი მტრის ჯარს
სრულებითაც წინ ვერ დაუდგებოდა და თავს ვერ გაიმაგრებდა, ქალაქის ციხე და
სიმაგრენი, რითაცა ამ ოთხ საუკუნის წინად ქალაქმა ო-მა გამოიარა ისტორიაში დიდად
ღირს–შესანიშნავი ზედ–მოსევა მის ალყას გაუძლო და მტერს არ დანებდა, დიდი ხანი იყო
რაც დაენგრიათ და ქვა- ქვაზედაც აღარ გაეშვათ. იმ სიმაგრეების ნაცვლად არავითარი
ახალი სიმაგრენი აღარა აუშენებიათ რა. ამიტომაც, და უფრო იმ აზრით, რათა მოქალაქენი
გადარჩენილიყვნენ სრულიად ცუდ-უბრალოდ ყუმბარების სროლას და ქალაქს დიდი ზიანი არ
მოსვლოდა, ამ ქალაქის მეციხოვნე ჯარი ქალაქიდამ გავიდა და მოეცალა, რადგანაც ერთის
ომის შემდეგ იმედი დაკარგა, რომ აურიცხველს მტერს ომს გაუსწორებდა.
ესრედ, პრუსიელების ჯარი, გაბრჭყინვალებული თოფებისა და ჩაჩქნების ბრჭყინვით,
მძიმედ, ნელ-ნელა და გამბით იძროდა ამ პატივ-ცემულ ძველ ქალაქის ვიწრო ქუჩებში.
მოღრუბლული, ჯანღიანი და უგემური დილა იყო; მუქი ფერის მუნდირები, დაქანცულნი პირის
სახენი გამარჯვებულთა, ხმა გაკმენდილი სიჩუმე ხალხის, რომელიც ქუჩებში ორ–პირად,
მჭიდროდ და ჯგუფად მოგროვილიევნენ საყურებლად და სობოროს ზარის რეკის მწუხარე ხმა
(რადგანაც ვიღასაც ასაფლავებდნენ), — ეს სანახავი საერთოდ უფრო მცხედრის გასვენების
სურათს მიემსგავსებოდა ვიდრე გამარჯვებულის ჯარის დიდებით სვლასა. და მართლადაც კი
პრუსიელები სწორედ გამარჯვებულნი იყვნენ და იმათ სახის მეტყველებას დიდებულება,
თავ-მოწონების ამნარტავნება, და ზვიადობა ეწერა. იმათს მძიმეს და გაბედვით სვლას,
იმათს უშვერს ბღვერას და იარაღის წკარუნ-ჩხარუნსა, აშკარად ეტეობოდა, რომ აი, ეს-ეს
არი მზათ არიან ყოველ-წამს ხელ-ახლად ომი და სისხლის ღვრა ასტეხონო. ეს ისე ნათლად
ეტყობოდათ, რომ თამაშათ გამოსულს ხალხს, მათს მაყურებელს, ამაზედ ეჭვი არ ჰქონდა.
მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ უპირველესი გრძნობა, რომელიც იმ დროს ქუჩებში ხალხს
საერთოდ ემცნეოდა, იყო. მარტოდ ცქერის და თამაშის ნახვის წადილი და არა გაბოროტება
და ჯავრი. იმის წინა დღით, ამ ქალაქის მერმა იფიქრა, ვაითუ დამარცხებულმა ჩვენმა
ხალხმა გამარჯვებულ მტრის ჯარი შეურაცხცჰყოსო, ან რაიმე უპატიურება მიაყენოსო და
ამის გამო მტრის ჯარმა ეს ჩვენი ხალხი ულმობელად დასაჯოსო, — ამ აზრით შეშინებულმა
მერმა ადრევე ყველა ქუჩებში, კედლებზე გააკვრევინა განცხადება და პროკლამაციები.
რომლითაც ქალაქის მცხოვრებლებსბოდა, რომ ისინი დინჯათ, უშფოთველად დახვედროდნენ
მტერს და არასფრით არ გამოეჩინათ თავიანთი ჯავრი და გაბოროტება პრუსიელებზედ.
მაგრამ მერის ამ გვარი სიფრთხილე მეტი იყო. უამისოთაც ხალხი ისე გულ–გრილად
უყურებდა თითქო არ ესმისო, თუ მართლა რა სამარცხვინო იყო იმისთვის ეს ამბავი.
იქნება პირველს წამში, როცა მოწინავენი ჯარისა, ულანები, მუზიკით Wacht am Rhein-ის
ხმაზედ, მიდიოდნენ, მაშინ კი ზოგიერთს მცხოვრებს სახეზედ ფერმა გადაკრა და ამ
ხალხში ცოტათი ჩოჩქოლი ჩამოვარდა, მაგრამ ამავე ხალხმა ისევ მალე თვალი შეაჩვია
პირ¬და¬პირ მტრის ჯარის ყურებას და ყოველი სიბოროტე და ჯავრი მალე გაიქრო გულში.
ჯარის ერთი გუნდი მეორეზედ ერთგვარად მოდიოდა, და ამ ერთ ნაირად ჯვარის სვლამ ერთს
საათს შემდეგ ხალხი ცქერით ისე მოაბეზრა, რომ თამაშის ნახვის სურვილი გაუწყალდათ და
ეს ხალხი იმისთანა ჩვეულებრივს გუნებაზედ მოკიდა, როგორც ბევრწილ ხალხს სჭირს, როცა
ერთი უბრალო სასაცილო მიზეზიღა უნდა, რომ იმავ წამს დაიწყოს კასკასი, ხარხარი და
ოხუნჯობა. ამ გვარი მიზეზიც მალე გამოუტყვრათ. ერთს ჯარის-კაცს ფეხი წაუსხლტა,
წაიქცა და შუა ქუჩაში ღრმად ჩათხრილ ღრანტეში ჩავარდა, ამას ზედ მიჰყვა
ტყაპა-ტყუბით მეორე და მესამეც, რომელთაც წაქცევის უმალვე თოფები ხელიდამ
გასცვივდათ და მთელ რაზმში არეულობა ჩამოაგდეს. მთელ ხალხს წასქდა გულიანი კასკასი.
ერთმა ვიღაცამ, უფრო გამბედაკმა კაცმა მოსწრებით წამოიძახა, რომ გამარჯვებულნი
ტალახში გორაობენო; ხალხმა ამაზედ უფრო დაიწყო სიცილი და ხარხარი. ამის შემდეგ
ხალხის ხუმრობას, დაცინვას და თავ–საცილს სხვა და სხვა საგანზედ მტრის შესახებ ბოლო
აღარა ჰქონდა. ამ საფრანგეთის ხალხს თითქო აღარ ეუცხოვებოდა და არ აბოროტებდა ის
აზრი, რომ მათი ქალაქი მტრის ხელში ჩავარდა და გულ-დაჯერებული იყო, რომ მძიმე ხარჯს
დაადებენ მტერნი მარტო იმ მიზეზით, რომ სამმა ჯარის კაცმა თავი სასაცილო გაიხადა.
ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც თავის მამულის უბედურების დღეს, ამისთანა
ცუდუბრალო, წარა-მარა რამე მიზეზი ანუგეშებდეს. სხვაფრივ კი პრუსსიელების შესვლამ
ქალაქ ო-ში კარგა ჩაიარა. მაყურებელი ხალხი თუმცა ჩუმად და ჩურჩულით მაინც კიცხავდა
და დასცინოდა მათ მუნდირებს, ჯარის გამართულობას და უფრო მეტადრე – იმათ უთავბოლო
და წარ-მარა სამხედრო წესსებსა.
ხოლო ამ ხალხში მარტოდ ერთად-ერთი სულდგმულიღა იყო და მარტო იგი არა თანაუგრძნობდა
ხალხის საერთო მიდრეკილებასა. ეს იყო ახალ-გაზდა, ოცის-წლის გასათხოვარი ქალი.—იმ
დილით ორის საათით წინ, მანამ პრუსულების ჯარი შემოვიდოდა, ერთი საუცხოვოდ
მოხდენილი ეტლი შემოვიდა ქალაქ ო-ში. ჯერ პირველად აფთიაქ-ხანის წინ დადგა, მერე
არტახების მკეთებელის წინ და ბოლოს, ეს ეტლი სამკურნალო ნივთების დეპოსთან გაჩერდა.
ამ ეტლში მსხდომნი: მოხუცი კაცი და ახალ–გაზდა გასათხოვარი ქალი, როგორც ეტყობოდა,
ყველასაგან პატივ-ცემულნი იყვნენ. რასაკვირველია, რომ ამის მიზეზი ერთის მხრით იყო
ჰერცოგის ნიშანი, ეტლის კარებზედ გამოხატული, მაგრამ ამასთანვე ესეც უნდა
ვაღვიაროთ, რომ ეს ახალ–გაზდა ქალი ისეთი ტურფა და მშვენიერი რამ იყო, რომ იმის
წინაშე ყველა მუხლს მოიდრეკდა, თუნდაც ჰერცოგის ქალიც არ ყოფილიყო. ზოგიერთი ისეთი
პირის-სახეა, რომ ყველა კაცს თავისკენ მიიზიდავს და ამ საერთოდ თაყვანის-ცემის
უფლებას ვერავინ უარს ვერ ჰყოფს. ამ ქალის სახე ერთი ამ გვარი სახე იყო. ამ სახის
მნახველი — ლაჩარი კაცი დევათ გადაიქცეოდა და მხნე, ვაჟ-კაცი უფრო უდიდეს
ღვაწლისათვის და გამარჯვებისთვის თავს გაიმეტებდა. მაგრამ, მეორეს მხრით კი,
ღმერთმა ნუ ქნას, კაცმა ამისთანა სახის ქალი შეიყვაროს, თუ თვითონ ქალიც არ
შეიყვარებს! ამისთანა კაცს სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაექცევა, რადგანაც ვეღარ
დაივიწყებს ამ მშვენიერს და საუცხო სახესა თავის დღეში. დიაღ, თავის დღეში, თავის
დღეში ვეღარ დაივიწყებს....
ჰერცოგი, პირ-ხმელი, გამხდარ–გამხდარი მოხუცი კაცი იყო სამოც-და-ათი წლისა, ერთი
ფეხით კოჭლობდა და მომსხო ჯოხზედ დაბჯენილი დადიოდა. ეს იყო ნამდვილი საფრანგეთის
ლეგიტიმისტი*
ეს თუმცა პირ-დაღვრემილი და მიუკარებელი კაცი არ იყო, მაგრამ ახალ
აზრებს და იდეიებს არა თანა–უგრძნობდა და ერიდებოდა საზოგადოებას, რომლისაც არც არა
ესმოდა რა და არც პატივსა ჰსცემდა, ამაყად ეჭირა შორს თავი და არასფერში არ ერეოდა.
თავის ხასიათი, აზრები და სჯა იმას სახეზედვე ეწერა და სახიდამ ისე ამოიკითხავდით,
როგორც გაშლილ წიგნიდამ. საერთოდ ყველასთან ერთნაირად პირ-დაღვრემილი და
თავ-დაჭრილი იყო; ყველას ერთ-ნაირად ცივად მოექცეოდა ხოლმე. თუმცა პატივის-მცემი და
ძალიან თავაზიანიც იყო, ლაპარაკი ფხიანი იცოდა და ქვეშ-ქვეშობით დაიცინებოდა კიდეც
ხოლმე, თითქო წინადვე დარწმუნებული იყო, რომ მასთან მემუსაიფე ერთს რასმეს
სიბრიყვეს წამოროხავდა. მეტი იქნება ვსთჰქვათ, რომ თუმცა ოკტომბრის თვეში წ.
1870-საფრანგეთი რესპუბლიკა დაარსებული იყო, მაგრამ ვერავინ ვერა ბედავდა ჰერცოგი
ჰერცოგობით არ ეხსენიებია.
კოროლისა და იმპერატორების ტახტიდამ გადმოგდება შეიძლებოდა, შეიძლებოდა თვით
ტახტების გაუქმებაც და სახელმწიფო წყობის გამოცვლაცა, მაგრამ ჰერცოგი ბრესსაკი კი
ყოველთვის ღერცოგ ბრესსაკათ რჩებოდა.
— ყოველფერს, თქვენს ციხე-დარბაზში მე გაახლებთ, ბატონო ჰერცოგო, მოახსენა
სამკურნალო ნივთების დეპოს პატრონმა, მდაბლად თავის დაკვრით და ეტლამდის გააცილა
თავისი სახელოვანი მუშტარი.
— იმედი მაქვს, უფ. გალიუშო, უპასუხა ღერცოგმა და თავის ლამაზად მოპრაჭულ ხელზედ —
მოსამსახურის შემწეობით ჩაბძანდა ეტლში.
— და რაც შეიძლებოდეს მალე კი გამოგზავნეთ, უფ. გალიუშო, დაუმატა ახალ–გაზდა ქალმა.
— მაშინვე, როცა გზა გაიხსნება ისე, რომ ქუჩებში სიარული შეიძლებოდეს, მდაბლად
თავის დაკვრით მოახსენა ვაჭარმა: ეხლა შუადღეა და ნახევარ საათის შემდეგ ქალაქში
ჯარია შემოსასვლელი. იმავ საათს ნივთების გამოგზავნა, მგონია საფათერაკო იქნება. —
მე მეგონა, რომ არის შემოსვლა დანიშნული იყო ორ საათზე, გაოცებითა სთქვა ღერცოგმა:
— მე განგებ ისე გავიანგარიშე,რომ თავის დროზე შინ დავბრუნდები და ჩემის თვალით
არაფერს არ დავინახავ-მეთქი.
— წუხელ ღამე მიიღეს ბატონო, ჰერცოგო, ახალი ბძანება, რომ ჯარის დასახვედრად
ჩვენები დღეს თორმეტ საათისათვის მომზადდნენ. გალიუშს მიზეზი არ ქონდა ომიანობა
შესძულებიყო, რადგანაც იმ ომიანობამ საკმაოდ განუვრცელა ვაჭრობა, კარგი სარგებლობაც
მოუტანა და გალიუშის აზრით, რასაკვირველია, ვაჭრობა იყო უპირველესი საგანი
კაცისათვის. მაგრამ, რადგანაც ღერცოგი ბრესსაკი იქა ბძანდებოდა, და სრულობით
ვაჭრობის აზრით არ უყურებდა მტრის ჯარის შემოსვლას, გალიუში თავის ვალათ რაცხდა
ეჩვენებინა, რომ ქალაქ ოს მცხოვრებლებს ძველად განთქმული მამულის ერთ-გულობა და
სიყვარული ჯერ არ გაქრობიათ, და ამიტომაც ნაღვლიანის სახით ზედ დაატანა:
— დღევანდელი დღე ქალაქ ო-სათვის საზარელი, შავი დღეა, ბატონო ჰერცოგო.
სხვათა-შორის მეც უნდა დავიყენო ჩემს სახლში ექვსი ავაზაკი. მე დღეს დილით მივიღე
სია, თუ ვის სახლში რავდენ კაცს აყენებენ. აბა იფიქრეთ, მთელი ექვსი ავაზაკი
პრუსიული.
გალიუში თავის-თავს ძალას ატანდა და ფარისევლობით უნდოდა, რომ მწარეთ ამოეოხრა,
მაგრამ როგორღაც ვერ მოუვიდა.
— ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჰკითხა ღერცოგმა თავის ქალსა: — მეტი გზა არ არის,
მთელი ნახევარი დღე აქ უნდა მოვემწყვდიოთ. ვეღარსად წავალთ.
— თუ ბატონი ღერცოგი ინებებს და მიკადრეს, დიდი ბედნიერება და პატივი იქნება
ჩემთვის, სთქვა მარდად გალიუმმა ჩემი სასტუმრო ოთახი ამ დუქნის ზევიდამ არის და
ფანჯრები იმ ქუჩას ზედ დასცქერიან, რომელზედაც ჯარი გამოივლის. ფანჯრიდამ კაი
გადასახედია და უცხო სანახავიც იქნება.
— ღმერთმა გვაშოროს! წამოიძახა ღერცოგმა ტუჩების კბენით და იმის პირი-სახეს მწვავის
ტკივილის ფერმა გადაჰკრა მაშინ, როდესაც ამის ქალს კი თვალებმა მრისხანებით ბრიალი
დაუწყო.
– მე... მე იმის თქმა არ მინდოდა, რომ საჭიროა მტრის ჯარის ნახვა და ცქერა, ეს
მეტის-მეტი გულ–საკლავი სანახა ვი იქნებოდა... წარმოსთქვა მედუქნემ და ცდილობდა
თავის შეცდომის ჩაფუჩეჩებას.
— მე მარტოდ მსურდა თქვენთვის მეთხოვნა, რომ პატივი გეცათ ჩემთვის,
მობძანებულიყავით ჩემს ქოხში, გაგებედნიერებინეთ და მიგერთვათ რაც ღმერთს უბოძებია
ჩემ საწყალ... გალიუშს. უეცრად ენა დაება და სიტყვა ვეღარ დაასრულა. ამ დროს ქუჩის
ბოლოში ძალზე საყვირის ხმა მოისმა. გალიუშმა იმავ წამსვე მოახსენა, ეს იმის
ნიშანია, რომ გზიდამ და ქუჩებიდამ ყოველი ეტლი და ცხენოსნები ჩამოეცალნონო და ჯარს
გზა მისცენო და მართლად, ორ წამს შემდეგ ულანების ერთმა დასმა გვერდთ ჩამოურბინათ.
ერთმა ჯარისკაცმა, ჰერცოგის ეტლზეღ მჯდომთ მოსამსახურეებს უბძანა, ეტლი იქით
გვერდზე, ვიწრო ქუჩისაკენ მიაყენეთო, ცხენების გამრეკმა — ინგლიზელმა ხმა-კრინტი არ
ამოიღო, დამორჩილდა და ეტლი იქით მიაყნა, ხოლო ღერცოგის ხელზედ–მოსამსახურემ კი —
ძველმა საფრანგეთელმა, ვეღარ მოითმინა, დაიწყევლა და მრისხანე სიტყვები მიაყარა.
ამას ულანებმა ყურიც არ ათხოვეს. ამ სახით ღერცოგის ეტლი პატარა ვიწრო ქუჩისაკენ
მიდგა და აი ამ მიზეზით ჰერცოგი და იმისი ქალი თავიანთ უნებურად შეიქმნენ
მაყურებლად იმ სამწუხარო სანახავისა, რომელიც გულს უკლავს, როგორც მამულის ერთ-გულს
შვილს, ისეც ნამდვილ ვაჟ-კაცსა.
ჰერცოგი ხმა-ამოუღებლივ ეტლის ზურგს წყნარად მიეყუდა და ყველაფერს თვალი მოარიდა,
არა დავინახო რაო, ქალმა ჯერ პირველად მამას მიბაძა, და არ ინდომა აქედ-იქით
ყურება, მაგრამ უცებ რაღაც უჩინარმა და მიმზიდველმა ძალამ შეაგულიანა, ეტლის
ფანჯრიდამ გადაახედა და დააწყებინა ყურება. უყურებდა ყველაფერს პრუსიელების ჯარსაც
და ხალხსაც, მაგრამ მწვავის ტკივილით კი. ხვითქ- ხვითქათ მდუღარე ცრემლი
გადმოზდიოდა ლოყებზე და მთელი ტანი ისე უთრთოდა, თითქო აცივ–აცხელებსო.
არავინ, ვისაც კი ეს საშინელი დღე არ გამოუვლია, ვერ წარმოიდგენს რას გრძნობს
მამულის მოყვარე ადამიანი, როცა ხედავს რომ გამარჯვებული მტერი მამულს ფეხ-ქვეშ
უთელავს! პრუსსიელების დიდის ყოფით შემოსვლის მნახველმა ღერცოგის ქალმა გულში
გაიფიქრა, რომ ამ თავ-ლაფის დასხმას თავის დღეში არ დავივიწყებო და ამ ძირამდე
დალეულმა ფიალამ სირცხვილისამ სამუდამოდ დაშხამა ჩემი სიცოცხლეო. სხვა არა რაიმე
საკუთარის თავის უბედურება ასე თავს–ზარს არ დასცემდა. დედა მოუკვდა და ისე არ
შეწუხებულა და თვით მამის სიკვდილიც კი, ეგონა, არ მოუტანდა ამისთანა მწვავს და
დაუსრულებელს ტანჯვასა, როგორსაც გრძნობდა ეხლა. ჯარის ფეხის-ხმა, ზარბაზნების
გრიალი მოკირწყლულს ქუჩაზედ, ცხენების ერთ–გვარი თქაფა-თქუივი, — თვითვეული ეს ხმა
ახალ–გაზდა ქალის გულს ისარსავითა ხვდებოდა და ნამდვილად ხორციელს ტკივილს
აგრძნობინებდა. ბოლოს, ამ ქალმა ვეღარ გაუძლო ამ საშინელს ტანჯვას და უკუიქცა ეტლის
ფანჯარიდამ, ძარღვების თრთოლითა და კანკალითა სწორედ ამ დროს უნებურად თავი მაღლა
აიღო, და მისი თვალი პრუსსიელ აფიცრის თვალებს შეხვდა. ეს პრუსსიელი მთელი ნახევარ
საათი თურმე ამ ქალს უყურებდა გაშტერებით და თვალი ვერ მოეშორებინა, თითქო რაღაც
უცნაურმა ქალმა დალურსმაო. ეს იყო ახალ–გაზდა ყმაწვილი-კაცი, ოც-და-ექვსის წლისა,
მეტის-მეტად ლამაზის სახისა მშვიდობიანის და გონიერის თვალების პატრონი. მოხდენილი
ლაჟვარდი მუნდერი იმის წამოსადეგ და ძლიერს მოყვანილობას საუცხოვოდ აჩენდა. ლამაზად
და მოხდენით იჯდა მშვენიერს ჯიშიანს ცხენზედა. თუმცა ღერცოგის ქალმა მარტო ეხლა
დაინახა ეს ყმაწვილი-კაცი, მაგრამ იგი კარგა ხანი იყო რაც ექვსის ცხენოსანით იქვე
ორ ქუჩის შესაყარში იდგა. უსათუოდ, ეს ყმაწვილი კაცის ლაშქრის მებანაკის
თანამდებობის ამსრულებელი იყო და ეხლა ჩაებარებინათ ამისთვის ქუჩებში ხალვათობა
იყოსო, რომ ხალხმა ჯარის სვლას არ დაუშალოსო. რასაკვირველია, პირველად ამ ჭაბუკმა
ისე დაუწეო ცქერა მშვენიერს უცნობს ქალსა, ეტლში მჯდომარესა, როგორც ყოველთვის
ყველა კაცი ლამაზ ქალს შეხედავს ხოლმე, მაგრამ წინ-დაუხედავი ღიმილი მალე მოეშალა,
თვალ-გაშტერებით დააკვირდა ახალ–გაზდა ქალის მშვენიერს, ნამტირალევს და ტანჯულ
სახესა და მის თვალში გამოიხატა გულითადი სინანული და კეთილ-შობილური თანა-გრძნობა.
ამ ყმაწვილ-კაცს უნდოდა გამოეყვანა ჰერცოგის ეტლი იმ ვიწრო ქუჩიდამ, საცა იდგა, და
ამით გადაერჩინა ახალგაზდა ქალი ამ სამწუხარო სანახავისაგან, მაგრამ ვიწრო ქუჩის
ბოლოში გასავალი არსადა ჰქონდა და თავში კი ჯარისაგან იყო შეკრული. ამის გამო
ყმაწვილი კაცი იძულებული იქმნა თავის ადგილას დგომილიყო და როგორც ამას წინად, ისეც
ეხლა ისევ აღტაცებით ეცქირა უცნობის ქალის საოცარ სახიხათვის. მაშინ, როცა ქალმა
თავი უცებ მოარიდა ეტლის ფანჯარას და ამასობაში უნებურად შემოხედა, მაშინ ყმაწვილი
კაცი თითქო ძილიდამ გამოფხიზლდაო და მეამიტად მარჯვენა ხელი მაღლა აიღო, შუბლზედ
მიიდო, და თავი დაუკრა ისე თითქო დედოფალს მისცა წესიერი პატივიო,.
ახალ–გაზრდა ქალმა მაგიური არ გადუხადა. ყმაწვილ-კაცის თავის დაკვრა იმ დროს და იმ
გვარ გარემოებაში უპატიურობად და საწყენად მიიღო. ქალს პირი-სახეზე ალ-მული აუვიდა.
ახალგაზდა აფიცერმა ეს შეამცნია და რაკი იმ წამოწითლების დაფარულ აზრს მიხვდა,
ფერმა გადაჰკრა და გაიფითრდა. პატარა ხანს შემდეგ ეს დიდის ამბით და დიდებით ჯარის
სვლა გათავდა და ჰერცოგ ბრესსაკის ეტლიც იმ ალაგიდამ დაიძრა და წავიდა. პრუსსიელი
აფიცერი ადევნებდა თვალს მანამ ეტლი ქუჩის ბოლოს კუთხეში შეუხვევდა და თვალს
მიეფარებოდა. მას მერედ ყმაწვილმა კაცმა თავის კაცებით გასწია ნელ–ნელა ლაშქრის
მებანაკის მოსაძებნელად, რომ შეეტყო ამისთვის სადგომი სახლი სად დაენიშნათ. —
მაგრამ ამ ერთ საათში, ამ ცოტა ხანში, ამ კაცში საშინელი დიდი ცვლილება მოხდა. ეს
სულ სხვა ადამიანი შეიქნა და თუმცა დილით ძალიან თვალი ეჭირა საფრანგეთის ქალებზედ,
მაგრამ ეხლაკი ისიც აღარ ესმოდა, რომ მისი მნახველი ქალები თითით აჩვენებდნენ და
იძახოდნენ: ეს ურიგო არ არის. პრუსიელებისთვის ამისთანა ლამაზი კაცი მეტიც არისო.
ლაშქართ მებანაკე აფიცერი რატუშის წინ იდგა, ხელში სია ეჭირა და გარეშემო მთელი
ხროვა აფიცრები თავს ეხვია. როცა ჩვენი ახალგაზდა აფიცერი მოვიდა, მებანავე აფიცერი
მოუბრუნდა თავაზით როგორც მის კაპიტნის ხარისხს ეკადრებოდა და უთხრა: — ბატონო.
კაპიტანო, თქვენი სადგომი სახლი ჩინებულია. თქვენ, სხვა ოც აფიცართა-შორის
დაბინავდებით ჰერცოგის ციხე-დარბაზში. მშვენიერი სახლია, და ჩინებული მარანიცა
აქვს. თქვენო ბრწყინვალებავ, გრაფო, დაუმატა ლაშქართ-მებანაკემ და წასჩურჩულა:
ჰერცოგი ამ მხარეს პირველი, გამოჩენილი, მდიდარი და შემძლებელი კაცია, და მის ქალი,
ასე ამბობენ... სიტყვა მალე შესწევიტა, რადგანაც ახლათ მოსულნი სხვა აფიცრები თავს
წაადგნენ; კაპიტანმა ცხენი მიატრიალა და მოეცალა იმ ხალხს და თავის გზაზედ წავიდა.
ერთი ხელოსანი კაცი ნახა, წინ მიმავალი; დაეწია და ბრესსაკის ციხე-დარბაზის გზა
ჰკითხა.
— ბრესსაკის ციხე-დარბაზი აქედამ იქნება ერთი მილის მანძილი, უპასუხა ხელოსანმა —
ასე სწორედ დიდ–გზაზედ მიბძანდით და თქვენ უთუოდ ჰერცოგის ეტლსაც მიეწევით. აი
ეს-ეს არის, თვალწინ წამივიდა. ჩინებული და კარგი ეტლია; ასეთი ბალიშები აქვს,
თითქო ყურითუკის დოშაკიაო. დიაღ, ვერაფერი ამბავი გახლავთ, ძალიან დიდი სირცხვილიც
არის, რომ ეხლა რესპუბლიკის დროს, დიდ–კაცობა ამისთანა ეტლებით დააჭენებენ და
პატიოსანნი ხელოსნები კი, აი როგორც მაგალითად თითონ მე, ქვეითად დავეხეტებით.
— წყვილი ქურანი ცხენი ება და ერთი ახალ–გაზდა ქალიც შიგ იჯდა განა? კითხა
პრუსიელმა.
— დიაღ ... დიაღ წევილი ქურანი ცხენი გახლდათ. ნეტა იმ ცხენებს! იმათ უფრო უკეთესად
აჭმევენ და ინახვენ ვინემცა ნამდვილ რესპუბლიკანელებს. და შიგ რომ ქალი იჯდა ის —
ღერცოგის ქალია, ლილია ქვიან.
ჭაბუკმა აფიცარმა ჯიბეს იკრა ხელი და ხელოსანს ერთი ოქრო გადაუგდო —
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
II.
ლიდია ანუ ლილი, როგორც შინ, ოჯახობაში, ეძახოდნენ, მარტოდ ერთად-ერთი, მამის-ერთა
ქალი იყო ჰერცოგი ბრესსაკისა ამას ყოლია ძმაცა; მაგრამ პატარობაშივე მოკდომოდა და
ძმის სიკვდილის შემდეგ მარტო ლილიღა იყო მამის საყვარელი, მამის სიქადული და
პატიოსნება. ერთის სიტევით მზე და მთვარე ზედ ამოსდიოდა. მამას ისე უყვარდა, რომ
სხვა ყმაწვილი ამის ალაგას მყოფი გაჟინიანდებოდა, განებივრდებოდა, ხასიათს
წაიხდენდა, ხოლო ლილიაზე კი მამის უზომო სიყვარულს არაფრისთანა ცუდი ზედ-მოქმედება
არა ჰქონია, თუმცა ლილია უსამზღვროდ უფლებდა ბრეს საკს და მისი უმცირესი სურვილიც
კი ყველასთვის კანონად იყო. მაგრამ ამ გვარს უფლებას ზომიერად და გონიერად ხმარობდა
და ახლო-მახლო იმათ არე-მარეში ცუდი ლილიაზე არსად არავის არაფრისთანა არა გაგონილა
რა. მეზობლები ამას კი ამბობდნენ: ძალიან გულკეთილია, მაგრამ ამაყი კიაო. ამ გვარი
სჯა ლილის ხასიათზედ მართალი იქმნებოდა, თუ ამაყობათ ჩავთლით ჯერ იმ ზიზღს.
რომელსაც ადამიანი გრძნობს საძაგლობის და სულდაბლობის დანახვაზედ და მერე იმ
მხურვალე რწმენას კაცის იდეალისას, რომელსაც აჰყავს ადამიანი ყველა სულდგმულზედ
იმოდენად მაღლა, რამოდენადაც ცა დედამიწაზედ მაღალია. ვინ იცის, იქნება ეს რწმენა
შეექმნეს ახალ- გაზდა ქალს იმ ქვა კლდეთ, რომელზედაც უნდა შეიმუსროს მისი
მძვიდობიანობა, რადგანაც იდეალები საშიშარნი არიან ცხოვრების ზღვაში მცურავთა თვის.
ამ ქალმა ჯერ არიცოდა, რომ რაცუნდა წმინდა კაცი იყოს, არ შიძლება ცოტარამ მანკიც
არა ჰქონდეს. საკვირველიც არის: უფრო ბევრი დრო თავის ყმაწვილობისა მარტო რაინდების
ამბების და ისტორიის კითხვაში გაეტარებინა, — ამ გვარის წიგნებით გაჭედილი იყო
ბრუსოსაკის ციხე-დარბაზის ბიბლიოთეკა. ამასთან თავისის მამის პატიოსნება და
კეთილშობილება, თითქმის წრიდამ გადასული, თუკი შესაძლოა, — ყოველთვის თვალწინ
მაგალითად ჰქონდა და ყოველ ამის მიხედვით უნდოდა, რომ ყოველი კაცი სრული ყოფილიყო.
ვაყვაცობით, დიდ-სულოვნობით და უანგარობით შველაზედ ცუდი ეს იყო, რომ ყოველი უცნობი
ამ გვარ ღირსებით შემკული ეგონა და მურუ კი როცა ნახავდა, რომ არავის ეგ სიკეთენი
არა აქვს, გული თუთქებოდა. აი სწორედ უს იყო მიზეზი, რომ ღერცოგის ოცის წლის ქალი
ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო. ბევრნი შეტრფოდნენ, ბევრი სდევდა უკან და ბევრიც
თხოულობდა, მაგრამ ზოგს იმის თვალში ვაჟ-კაცობა აკლდა, ზოგს მეტად უყვარდა ფული,
ზოგს ქცევა და ზდილობა არ უვარგოდა და ზოგი კი თუმცა ვაჟ-კაციც და უანგაროც იყო,
მაგრამ ბევრი კვეხნა იცოდა და სხვა ამგვარი. ესეც კი სიმართლით უნდა აღვიაროთ, რომ
ლილია როცა საქრმოს უარს ეტეოდა ხოლმე, არას დროს და არას ფრით არ აწყენინებდა და
ისე ეტყოდა, რომ არც კი შეამჩნევინებდა რომ უარის თქმის მიზეზი იმთივე
ნაკლულევანება იყო ლილია არამც თუ მარტო ძალიან კარგათ იყო გაზდილი, არამედ ძალიან
გულ-კეთილიც იყო, და იმიტომ არავისთვი ს ცუდ–უბრალო მცირედი წყენაც კი ანუ ვნება
თავის სიცოცხლეში არ მიუყენებია. თუ ვინიცობა იყო რომელიმე იმის თავანის მცემელი
ლილიას იდიალს არ ეთანხმებოდა. თვითონვე შეატყობდა რომ ჩემი საქმე წინ არ მიდისო და
ყოველივე ღვაწლი უქმიაო.
როდესაც ლილია ქალაქ ო–დამ ბრესსკაში დაბრენდა, ისე ძარღვებ მოშლილი და
ავ-გუნებაზედ იყო, რომ ამ მდგომარეობაში მამას თავის დღეში არ ენახა. ყველაზედ
მეტად იმით სტკიოდა გული, რომ ხალხი უგრე გულგრილად დახვდა მტერსა და მწუხარების
ნაცვლად ოხუნჯობდა და იცინოდა.
საფიქრებელადაც საზიზღარია, იძახოდა იმედ-გადაწყვეტილი ლილია ტკივილით და ხელების
მტვრევით: —საზიზღარია მეთქი რომ იქ ოცისა და ოცდა ათის წლის ყმაწვილ-კაცნი იყვნენ,
ურცხვად თამაშად გამოსულიყვნენ, უყურებდნენ მტერს, დაიცინებოდნენ და ერთ მათგანს
იმოდენა ვაყვაცობა არ ჰქონდა, რომ მტერს საომრად შეჰსჯახებიყო. ვაი ლაჩრობავ, ვაი
ადამიანის გულ-ფლიდობავ, რა ჰყოფილხარ! რა იქნა, სად გაქრა საფრანგეთის ვაყვაცური
ქველობა? ამისთანა უბედურს დღეს ყოველი სახლი სიმაგრეთ ურდა გადაქცეულიყო, ყოველი
სოფელი ციხეთ ან რა საჭირო იქნებოდა ჩვენთვის სიმაგრენი რომ ჩვენი მამა-კაცნი ისეთი
გულადნი ყოფილიყვნენ, ისეთი სიკვდილის შეუპოვარნი, როგორც დედა-კაცნი და ბავშვები
სარაგოსისა, როცა ჩვენ გვეომებოდნენ. ჩვენ მარტოდ დამარცხებული კიარა,
გაუპატიურებულებიცა ვართ. არც ერთი დედაკაცი საფრანგეთისა ამას იქით აღარ შეხედავს
თავ–მოწონებით საფრანგეთის მამა-კაცს. ჩვენ ეხლა ისე პირქვე დავემხენით, რომ
ორმოცდა ათის წლის შემდეგ ჩვენი შვილები იკითხამენ, ჩვენი მამები რა ნაირ ცომისაგან
იყვნენ შეზელილნიო, რომ ისეთი მოთმინებით ამისთანა სირცხვილი შეჭამესო!
ცრემლი და ტირილი თითქმის ახრჩომდა ქალს და მამა ამაოდ ცდილობა ნუგეშის-ცემას.
ნუგეშის ცემა მით უფრო გაუძნელდა, რომ თვითონ ჰერცოგი ზიზღით უყურებდა ეხლანდელს
საფრანგეთს, რომელშიც მამულის სიყვარული გაქრობოდა და ამის გამო ვერა მოეხერხებინა
რა, რომ თავისი თანა–მემამულენი, როგორმე გაემართლებინა. სამარცხვინო ტყვეთ მიცემა
ასი ათასის დაიარაღებულის კაცისა, გულ-გრილად ჩაბარება დიდროვან ქალაქებისა,
სულდაბლობით მუხლის დრეკა მტრის წინაშე და უფრო პირ-მოხეული ტრაბახობა
ჟურნალ-გაზეთებისა და ორატორებისა — თმას ყალზედ უყნებდა ღერცოგსა. ამ გვარად
შერცხვენის მიზეზს იგი ხედავდა მარტო იმაში, რომ მთელი საფრანგეთი ჭკუიდგან შეიშალა
და გასულელდაო.
თუმცა ღერცოგი ამ აზრისა იყო, მაგრამ დიდი შესაწირავი შესწირა ახალის ჯარის
მოგროვებაზედ, თუმცა გამარჯვების იმედი გადაწყვეტილი ჰქონდა, თვითონაც კი შევიდოდა
ჯარში, მაგრამ ფეხი დაშავებული ჰქონდა, რადგანაც ამ ოცის წლის წინად დუელში
დაეჭრათ. მაინც და მაინც კი აპირებდა თავის ციხე დარბაზში გამაგრებულიყო, მაგრამ
მარტო თვითონ და თავის ქალი თუ თორემ სულ ყველამ, ვინცკი ახლდა შინ, შორს დაიჭირა
ეს ამბავი, როცა ღერცოგის განზრახვა შეიტეს, სულელობააო, ამბობდნენ, ტუუილ უბრალოდ
თავები დავიხოცოთო. მარტო ერთმა ინგლისელმა მეჯინიბემ გულ-დადინჯებით მოახსენა, მეც
თქვენთან მზათა ვარო და ზედ დაატანა: წინადვე კი ვიციო, რომ არა გამოვა რაო.
ლილია ბრესსაკი როცა შინ დაბრუნდა, იმის ბედზედ სახლში ბევრი საქმე დახვდა და ამაში
ცოტაოდნად გაერთო და შეიმცირა მწვავი წუხილი გულისა. ჰერცოგს ბრესსაკს არა ჰსჯეროდა
საერთოდ ხალხში გავრცელებული ხმა, რომ ვითომ პრუსსიელები რასაც მაახელებენ
ყველაფერს იტაცებენო და მძლავრობენო, ამიტომაც დააპირა მივიღებო. ჩემს სახლში ყველა
პრუსსიელ აფიცარს, ვისაც კი აქ ბინას დაუნიშვნენო და ისეთის პატივით დავხვდებიო,
როგორც ეკადრება ვაჟ-კაცობაში გამოჩენილს მტერსაო. ამიტომაც ლილიამ წინადვე დაიარა,
რომ ენახა მომზადებულია თუ არა საუკეთესო ოთახები სტუმრების მისაღებად, მაშინ
როდესაც ღერცოგმა თავისთვის და თავის ქალისათვის ორიოდე უბრალო ოთახი დაიგდო.
მოშორებით, ციხე — დარბაზის კუთხეში, სადღაც მივარდნილი. რაკი ლილიამ სასტუმრო
ოთახები დაალაგებინა და მოაწყო, ტილოს თეთრი არდანი ჩამოიფარა წინ და წავიდა
ციხედარბაზზედ მოშენებულს პატარა სახლში, საცა სამკურნალო გაემართათ დაჭრილთათვის
და საცა ამ ჟამად იწვვენ ექვსიოდ აფიცერი და ჯარისკაცი. იქავ ო-ის ქალაქის ახლოდ
ომში დაჭრილები. სხვათა ჯარში ნებით გასულებს შორის იმყოფებოდა ბიძაშვილიც ლილიასი
მარკიზი კრიტკო.
ეს ფერ-მკრთალი მარკიზი ძალიან მდიდარი რამ იყო, და იქნებოდა ოცდა რვა წლისა. ამ
ყმაწვილ-კაცს მინამ მეორე იმპერია ბედნიერობდა, ცხენების და დოღის მეტი სხვა
საფიქრებელი დარდი არა ჰქონიარა. რა დროც უნდა ყოფილივო, ამის ნახვა ყოველთვის
შეიძლებოდა შანტილში ანუ ნიუმარკეთში ცალთვალა სათვალით მარცხენა თვალზედ, მხარზე
გადაგდებულ მსუბუქის პალტოთი და პატარა წიგნით უბის ჯიბეში, რომელშიაც სანაძლეოს
დანიშნავდა ხოლმე. უამის ცხენებით არც ერთი დოღი არ იქნებოდა ხოლმე, მაგრამ ათასში
ერთხელ კი ძლივს მოხდებოდა, რომ ამის ცხენს დოღში გაემარჯვნა და ჯილდო მიეღო, და
ამითი როგორც ეტყობოდა, მაინც არ აკლდებოდა სანაძლევოს ხურუში. ასე და ამაში
აღამებდა თავის სიცოცხლეს, ამ საზარელ ომიანობის ზაფხულამდინ და როცა სტუმრად
მოვიდა ბრუსაკის ციხე-დარბაზში თავის მამიდა-შვილის, ლილიას სილამაზემ ისეთი
თავ-ბრუ დაახვია, ისე გააოცა, რომ მთელი საჯინიბო და ცხენებიც საჩქაროდ
გაყიდ-გამოყიდა, ცალ თვალა სათვალე შორს გადააგდო, სანაძლეოების ჩასაწერი პატარა
წიგნი ცეცხლში დაწვა და ნების დართვა სთხოვა ღერცოგ ბრესსაკსა, რომ მე თქვენი ქალის
შერთვა მსურსო. ამ ცხარე სიყვარულის და ლილიას უკან დევნის დროს საფრანგეთი და
გერმანიის შუა ატყდა ომიანობა. თავდაპირველად ამ მარკიზს ეგონა, რომ საფრანგეთის
ჯარი უამისოთაც პრუსიელებს ადვილად მოერეოდა და იმიტომ თავის ადგილიდამაც არ
დაიძრა, მაგრამ ვიორტის ომის შემდეგ კი, როცა საფრანგეთის მთავრობამ ხალხის
შემწეობას მიმართა და ყველა, დიდი- და-პატარა საფრანგეთის შვილი საომრად მოიწოდა,
ლილია ბრესსაკმა ეს თავის ბიძა-შვილი შეაგულიანა, გაამხნევა, რომ ჯარში ვოლონტერათ
შესულიო. ამაზედ ხმა ამოუღებლივ დაემორჩილა, რადგანაც ყოველთვის მზად იყო ოღონდ
ლილიას კი ებნანებინა და მარტო მივიდოდა თუნდა ზარბაზანზედაც. ეს სუდანის ომში
დაესწრო, ტყვედ დაიჭირეს და გამოექცათ. შემდეგ შევიდა იმ ჯარში, რომელიც ახლად
მოკრიფეს და შეაგროვეს საფრანგეთის მაზრებში ამ მარკიზმა იმოდენად და იქნობამდის
დაამტკიცა თავის ვაჟ-კაცობა და მხნეობა, რომ გამბეტტამ აძლია პოლკოვნიკობის ხარისხი
და ჯვარი, პირველზედ მარკიზმა უარი სთქვა და ჯვარი კი გამოართვა. ო–ის მახლობლად
ომში შტუცერის ტყვიამ ერთი მხრის ძვალი დაუმსხვრია და ამ დაჭრილობამ დროებით
გაუუქმა სამხედრო ასპარეზი.
თუ რომ ეს ჭაბუკი—კოლონტერი სხვა რომელსამე სამკურნალოში ყოფილიყო, იქნება მაშინ
ძალიან სანანური და სანაღვლელი გახდენოდა ეს დაჭრილობის უბედური შემთხვევა, მაგრამ
ეხლა ამ მდგომარეობაში ბევრს არა სწუხდა. ამის დაჭრილობა მძიმე არ იყო და
მოსარჩენად მარტო მეუდროება და მოსვენებაღა იყო საჭირო. ამიტომაც ეს მთელი დღე
ტახტზე იწვა გაშოტილი, ხელ-ჩამობმული, განუწყვეტლივ თამბაქოს ეწეოდა და, როცა იმის
ბიძა, ან მამა- დას შვილი, ლილია, მასთან არ იყვნენ, სულ ყოველთვის რომანების
კითხვაში იყო ხოლმე. ეს მარკიზი სწორედ იმ დროს კითხულობდა წიგნს, როცა ლილია
შევიდა იმის ოთახში, და წამალი შეიტანა, რომელსაც დაჭრილი მარკიზი სიამოვნებით
მიიღებდა ხოლმე, სრულიად დარწმუნებული, რომ უებარი წამალია, რადგანც ლილიას
მომზადებული და გაკეთებული იყო. შავ—შალის კაბაში, თეთრ, სუფთად გახამებულ საყელოთი
და მაჯებითა და ბამბის პატარა თავ-სახურავით, რომელიც ფარავდა მის მშვენიერს წაბლის
ფერს თმებსა წარმოადგენდა უკეთესს იდეალს გულ–შემატკივარ დისას. ხმა–ამოუღებლივ
ფეხ–აკრებით შევიდა, გაიარა ოთახი, მივიდა ავათ-მყოფის გვერდთ, დასდგა სინითა
წამალი და ისეთის ნაზის ხმით დაელაპარაკა, რომ უცებ მარკიზს გულმა კანკალი დაუწყო.
– დღეს, თქვენ თავს როგორა გრძნობთ?
რა კი ლილია დაინახა, მარკიზმა მაშინვე პაპიროსი და საკითხავი წიგნი ხელიდამ
გააგდო.
— მე ყოველთვის უკეთა ვარ ხოლმე მაშინ, როცა თქვენა გხედავთ და როცა არა, უარესობა
მომდის, უპასუხა მარკიზმა ხუმრობითაც და მართლის გულითაც:— ერთი ეს მიბძანეთ,
თვალები რათა გაქვსთ დაწითლებული, გიტირნიათ?
— დიაღ, ლალიმ ჩუმად წარმოსთქვა, მძიმედ ამოიოხრა, წამა ლი დაუსხა და სთქვა: —
დალიეთ; ცოტათი მწარე წამალია, მაგრამ მკურნალი ასე ამბობს, რომ ძილს მოგგვრისთ და
კარგად დაგეძინებათო.
მარკიზმა ასე გულიანად და სიამოვნებით დალია ეს მწარე წამალი, თითქო უკვდაების
ნეკტარიაო, ტუჩები მოიწმინდა და უპასუხა:
— ეს ბურგონიის ღვინოზე უფრო სასიამოვნოდ მეჩვენა. მანამდის მარკიზ წამალს
მიაღებდა. ქალმა უნებურად აიღო ხელში ის წიგნი, რომელსაც მარკიზი კითხულობდა. ეს
წიგნი იყო ერთი სახელ–განთქმულ თხზულებათაგანი თეოფილე გოტიესი. რა კი წიგნის
სათაური ამოიკითხა, წიგნი ისევ თავის ალაგას დასდო და ავათ–მყოფს შეწუხებულის სახით
და უგემურის თვალით გადახედა. ზღაპრებია! წამოიძახა ბოლოს ლელიამ. — მე არ მეგონა,
რომ თქვენ ეხლა, ამისთანა დროს ზღაპრების კითხვას მოუნდბოდით!
მარკიზი ვერ მიხვდა რაზედაც ეუბნებოდა და ამანაც თავის მხრით გაოცებით შეხედა.
ეს წიგნი გოტიეს თხზულებაა, ჩემო ბატონო, წყნარად სთქვა მარკიზმა.
— განა გოტიეს ზღაპრების კითხვის დროა ეხლა? კაცმა ეხლა ეგ უნდა იკითხოს, როცა
პრუსიელებმა თავიანთი ბაირაღი ამართეს ჩვენს სამშობლო ო–ის ქალაქში?! როცა ისინი
კადნიერად ჩვენს ციხე-დარბაზში მოდიან?! წამოიძახა ლილია ბრესაკმა! — მე ვხედავ,
როშ ეხლანდელს უგვანობას ძალიან ღრმად გაუდგამს ფეხი ამ ჩვენს საწყალ ქვეყანაში, თუ
მაგისთანა კაცი როგორც თქვენ, აგრე მსუბუქის თვალით უყურებს თავის სამშობლო მამულის
და მიწა-წყლის პირ–ქვე დამხობას! მარკიზი წამოწითლდა, და ცოტათი შეკრთომით უპასუხა:
— ეგრე უწყალოდ ნუ მსჯით, ჩემო დედიდა-შვილო! როცა თქვენ აქ არა ხართ, დრო ისე
უგემურად გვიან გადის, რომ იძულებულვარ რითიმე გავატარო და გავერთო. საიმისოდ
ბევრიც არა წამიკითხავს რა, აი ნახეთ, მარტო მესამე გვერდზედ ვდგევარ ვკითხულობ,
მართალია, მაგრამ ყოველთვის გონება და გულის-ყური სულ სხვაზედა მაქვს.
— თქვენ ყოველთვის მარტო ერთ საგანზედ უნდა ფიქრობდეთ, და ნაღვლობდეთ, უპასუხა
მკვახედ ლილიამ: — სახელდობრ მასზედ თუ როგორ მოვემზადნეთ იმ დღისთვის, რომ ჩვენ
ეხლანდელი სირცხვილი ჩამოვირეცხოთ და მტერს მაგიერი გადვუხადოთ. როცა თქვენ
გაძლევდნენ პოლკოვნიკის ხარისხსა, არ მიიღეთ, უარი ყავით და სთქვით, რომ თქვენ იმის
ღირსი არა ხართ. თუ მართლად ნამდვილად ამაში დარწმუნებული იყავით, მაშ
კეთილ-შობილურად და პატიოსნად მოქცეულხართ. ხოლო რატომ არ უნდა ეცადოთ, ღირსი
ოდესმე მაინც შეიქნათ? მე რომ კაცი ვყოფილვიყავ, ერთს წუთსაც არ მოვისვენებდი ვიდრე
სალაშქრო საქმე არ მეცოდინებოდა და ჩვენის მტრის ენას არ ვისწავლიდი კარგად, რომ
მით მზათ ვყო- ფილვიყავი იმ ღირს სანატრელ დღისთვის, როცა ჩვენ მტრის- ჯავრს
ამოვიყრიდით, იმათ ქვეყანას და მიწა-წყალს დავიმონავებდით. —
დუმილი ჩამოვარდა. ახალ–გაზრდა მხედარმა დაიარავებულს ხელს უიმედოდ დახედა, დაღონდა
და მწუხარებით შუბლზედ ხელი გადისო.
— ვშიშობ, რომ მე ცუდსა და უღირს თაობას ვეკუთვნი, წარმოჰსთქვა მარკიზმა რამდენიმე
წამის შემდეგ ხმადაბლა — ჩემი ხელმძღვანელი თქვენ უნდა იყვნეთ. მე შემიძლიან ყოველი
თქვენი ბძანება ავასრულო. ამას იქით მე არასოდეს, არც ზღაპრების, არც რომანების
წიგნს ხელში აღარ ავიღებ, ვიდრე მე პრუსიელების ენას და იმათს სამხედრო წესსა არ
ვისწავლი.
— ყველა საფრანგეთის-შვილი რომ აგრე მოიქცეს, ჩვენ ხუთის წლის შემდეგ პრუსიელების
ჯავრს ამოვიყრიდიო და მაგიერს გადუხდიდით, წამოიძახა ლილია ბრესსაკმა გულინად და
მხურვალედ. იქნება ჩვენები ეგრე მოქცეულიყვნენ, თუ რომ დამრიგებელად თქვენ
ყოლებოდით, უპასუხა მარკიზმა ღიმილით, მივარდა ლილიას ხელს, რომელიც სტოლზედ
ესვენა, მიიტანა ტუჩებთან და ზედ დააკვდა.
სწორედ ამავე დროს, კარები დაურახუნეს. ლიდია ბრესეაკმა ხელი გამოიტაცა და მოაშორა,
ოთახში მოსამსახურე შევიდა, სწორედ ის, რომელიც იმავე დილით ჰერცოგის ეტლზედ იჯდა.
ეს იყო ერთძველებურ მოსამსახურეთაგანი, რომელთაც ტანასამოსი თავის დღეში რიგიანად
არ ადგათ ხოლმე და მებატონეებს ისეთის მფარველობის სახით ექცევიან თითქო
თავისიანიაო და რიმელისაც ყოველთვის გეშინიან აი სტუმრებს საჭმელს ჩამოურიგეცს თუ
არაო, თითონაც სუფრაზე და გვერდით გამოიჭიმებაო. ეს დიდიხნის მოსამსახურე ჰერცოგისა
და სახელად ჟანბატის ბარბკრიუში ერქვა. ბატონთან ისე იყო, რომ საცა არ გინდოდა
ბატონების ლაპარაკში გაერევოდა ხოლმე. ომამდე ყველას გმირად მიაჩნდა და ყველას
ეგონა რომ გაჭირების დროს თავს გამოიჩენსო. როცა მართლა გაჭირება მოვიდა და
ჰერცოგმა ბძანა ციხე-დარბაზი ნემენცებისაგან გავიმაგროთო, ცხადად გამოჩნდა, რომ
თუმცა ბარბკრიუშს უყვარდა ჰერცოგი, ამაზედ მეტად ვიღაც სხვა უყვარდა, სახელდობრ,
თავისი საკუთარი თავი. ჯერ არ გაეგო, რომ თავ-მოყვარეობამ მისმა აზრი გამოუცვალა
ყველას და ისეთის ნდობით აღარ უეურებდნენ და ამის გამო აღარ უღალატა თავის
ჩვეულებას, რომ ყოველი ბძანება ბატონების ბოლოსდაბოლოს დაიწუნოს თუ მოიწონოს და
თავ-მოწონებით და მძიმედ მოახსენა ლილიას:
— ბატონი ჰერცოგი გთხოვთ, ქალბატონო, ქევით ჩამობრძანდეთ პრუსსიელების დასახვედრად.
გაგონილა! ბატონს ნებავს ის საძაგლები დიდის ამბით და პატივით მიიღოს! ეგ, სწორედ
მოგახსენოთ, მე გულს მიკლავს. მე მოვახსენე ჰერცოგს: ბატონო, მეთქი, ოღონდ
პრუსსიელებს კი ნუ დამანახვებთ და საკუჭნაოში თავს დავიმწყვდევ და მთელი ექვსი
კვირა იქიდამ ფეხს არ დავიძვრი მეთქი. — ეს კიდევ არაფერი: ჰერცოგს ნებას
გასაღებები იმათ ჩააბაროს და სთხოვს ნება მომეცითო ჩემის ოთახებიდათ არ გამოვიდეო,
ვიდრე თქვენ აქ იქნებითო. ეგღა გვაკლდა! ნება მომეცითო, თითქო აქ ისინი იყვნენ
ბატონები და არა ჩვენ. მე კი მოვახსენე ჰერცოგს ბატონო ჰერცოგო, მეთქი, სჩანს
ძალიან ცუდი დღე დაგვდგომია, რომ მე თქვენ ძველს მოსამსახურს მაგას მიბძანებთ
მეთქი. ჰერცოგმა მიბძანა, საცა შენი საქმე არ იყოს, ნუ გამოერევი და ამასთანვე
ხელმეორედ მიბძანა, თქვენ, ქალ–ბატონო, გთხოვოთ მალე წამობძანდეთ. მე ფანჯრიდამ
მოვკარ თვალი: რაღაც ბრიყვებს და კაცი მჭამლებსა ჰგვანან. გაგონილა! ისინი ჩვენის
ღვინით უნდა თვრებოდნენ, ისინი, ის არამზადები. ის კაცის მჭამლები...
— კმარა! დაიძახა ლილია ბრესსაკმა და შეხედა მძულვრის თვალითა: — თქვენ, ჟან
ბატისთო, მაშინ შეგეძლოთ მაგათი ცუდად ხსენება თუ იმოდენა ვაჟ-კაცობა გქონიყოთ, რომ
მაგათ შებმოდით. ეხლა კი ეს თქვენთვის გონებაში ჩასანერგი მწარე მაგალითია, მით რომ
მხდალნი და ლაჩარნი, რომელთაც გულ-და-გულის ომისა ეშინიანთ, გამარჯვებულებს ისე
უნდა ემსახურებოდნენ, როგორც ყურ-მოჭრილი ყმანი. რა ხანიც პრუსიელები ამ სასახლეში
დარჩებიან, თქვენ უნდა ემსახუროთ იმათ და... რაც კი შეიძლებოდეს— მართებულად და
პატივისცემით და თუ თქვენა გსურთ მართლა საკუჭნაოში თავი ჩაიკეტოთ მაგის ნებასაც
გაძლევთ, ხოლო საკუჭნაო კი სხვაგან მონახეთ და არა ბრესსაკის ციხე-დარბაზში. სახრე
რო გაეწნათ, ისე არ გაშრებოდა ეს უბედური ჟან-ბატისთი, როგორც ამ ქალის
სიტყვებისაგან გაშრა. მაგრამ პირი დააღო თუ არა, რომ პასუხი მიეცა, ახალგაზდა ქალის
ისეთის შეუწყალებელის სახით შეხედა, რომ ჭკუა და კეთილ-გონიერება მოიხმარა და
დაჩუმება ამჯობინა. მარტო მაშინ, როცა ლილია ოთახიდამ გავიდა, ამ ნამაგდარ მსახურმა
ავათ–მყოფს მარკიზს თვალი უყო, ხელები გაშალა და მაღლის ხმით დაიძახა:
— ეგ ავაზაკნი — პრუსიელები, ეგა! სულ მაგათი ბრალია. ნეტავი ჩვენს ჯარს ისე ეომნა,
როგორც რიგია და ეკუთნოდა! მაგრამ რა? ჩვენი ეხლანდელი ჯარის-კაცი დაშინებულია,
გალაჩრებულია! ჩემ დროს, ეგ ეგრე არ იყო! დიაღ, მაშინ სულ სხვა იყო! დაუმატა
ბარბკრიუშმა და ის კი დაავიწყდა, რომ იმ ოთახში დაჭრილი ახალ-გაზდა ჯარისკაცი იწვა,
და დაცინვით ყურს უგდებდა.
ნახევარი საათის შემდეგ, ბრესსაკის ციხე-დარბაზის დიდს სადღესასწაულო და სასტუმრო
ოთახში ისეთი რამ ამბავი მოხდა, რაც არ ენახათ არას დროს იმის ძველ კედლებს და ზედ
ჩამოკიდებულ, ჯავშნით მოსილ დახატულ რაინდებს, რომელნიც თავიანთ ოქროს ჩარჩოებიდამ
გაოცებით გადმოსცქეროდნენ ამ უნახავს, ახალ ამბავს: ჰერცოგი ბრესსაკი, სულ შავებში,
როგორც მგლოვიარე და მისი ქალი იდგნენ პატარა სტოლის წინ, რომელზედაც რამდენიმე
დიდრონი გასაღებები ეწყო. მათ უკან ჩამომწკრიებულნი იყვნენ მოსამსახურეები და წინ
იდგა მჭიდრო გუნდი პრუსსიელის აფიცრების, რომელთ ხმლებს ჩახა–ჩუხი გაჰქონდათ
ჩუქურთმიანს ფილაქანზედ. როცა ეს აფიცრები ციხე-დარბაზს მიახლოვდნენ, მაშინ როდი
იყნენ ასე მშვიდობიანად და გულ–დინჯად. ამათ არ იცოდნენ, რა მოელოდათ იქ და როგორ
დახვდებოდნენ. თუმცა გამზადებულნი იყვნენ ყოველ-გვარ განსაცდელისათვის, მაგრამ
მაინც რასაკვირველია, იმას ამჯობინებდნენ, რომ უსიამოვნება არა შემთხვევოდათ რა
ამასთა კაცთან, როგორც ჰერცოგ ბრეკასსაკი იყო. მშვიდობიანობა– ზედ მალე დააჯერეს
გული ღერცოგმა ამათ მართებულად დაუკრა თავი, ამაზედ, როგორც პრუსსიელ აფიცრებშია
ჩვეულება, სამაგიერო სალამი გადუხადეს და სამხედრო პატივი მისცეს.
— მოწყალნო ხელმწიფენო უთხრაჰ საკმაოდ რიხიანის ხმით ჰსთქვა, საფრანგეთის ენაზე:
—ომიანობის ბედმა ბატონებათ მოგიყვანათ თქვენ ამ სახლში. მე, სხვა გარემოებაში,
დიდათ მოხარული და მოწადინე ვიქნებოდი მემასპინძლა აქ და მიმეღეთ თქვენ, როგორც
სტუმრები. მე ჩემს აქ ყოფნით თქვენ არ შეგაწუხებთ, რა ხანიც თქვენ აქ იქნებით; მე
და ჩემი ქალი გთხოვთ ნება მოგვცეთ, რომ ჩვენ სადგომ ოთახებიდამ არ გამოვდიოდეთ
თქვენს სანახავად, დანარჩენი ეს სასახლე თქვენ განკარგულების ხელ-ქვეით იყოს. მე
ჩემ სასახლის ნაზირ-მოურავისთვის მიბძანებია, რომ ყოვლი თქვენი ნება და წადილი
აღასრულოს ხოლმე; იგივე ყველა გისაღებს გადმოგცმსთ. მაგრამ აი ეს გაღები, ზედ
დაატანა და ჯიბიდამ მომცრო გასაღები ამოიღო:— ეს, გასაღები იმ სანიშნისაა, საცა
საოჯახო, ძველადგანვე ჩვენი გვარეულობის მამა-ჰაპური სხვა და სხვა ძვირფასი ნივთები
აწყვია. ნება მიბოძეთ, ღენერალო, ის გასაღები საკუთრად თქვეს ჩაგაბაროთ და ჰერცოგი
ერთი ნაბიჯით წინ წადგა, პრუსსიულების უფროსს გასაღები მიაწოდა: იმანაც ჩამოართო,
ხელში ატრიალა, წამოწითლდა, მაგრამ მაინც ჯიბეში ჩაიდო და შეინახა.
ამ ამბის დროს იქ ისეთი სიჩუმე სუფევდა, რომ ფილაქანზე ქინძის-თავიც რომ
დაცემულიყო, ადამიანი იმის ხმასაც შეიტყობდა. მერე ჰერცოგმა თავის ქალს ხელი მისცა
და ოთახიდამ გავიდა. პრუსსის აფიცრები იმათ წინ ორ-პირად ჩამომწკრივდნენ და
მარჯვენა ხელი ყველამ, ჩაჩქნებზე მიიდეს და ასე სამხედრო პატივი მისცეს. როცა
ჰერცოგი თავისის ქალით ოთახის კარებში გადიოდნენ, მაშინ ერთი იმ აფიცრებთაგანი
გამოქანდა, სტოლიდამ ხელთ-თათმანი აიღო, მიართვა ლილია ბრესსკას და საფრანეთის
ენაზე უთხრა:
— თქვენ დაგრჩათ, თქვენი ხელ-თათმანია. ლილიამ მადლობის ნიშნად ჩუმად და წყნარად
თავი მოუხარა და იცნო რომ ეს აფიცარი, ის იყო, რომელიც იმ დილით ნახა სახის
მეტყველება წინანდელივე ჰქონდა და ლილიას მაშინ არ მოეწონა. ეხლა კი საზიზღრად არ
ეჩვენა იმტომ, რომ, როცა იმას თავის ხელ-თათმანი, გამოართო, მაშინ შეატეო, რომ ამ
აფცარს ხელი აუკანკალდა და თვალებში ცრემლი მოეგუბა.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
III
— მე ვერ გამიგია, ლეონეიზენს რა დაემართა, ჰსთქვა ექვსის კვირის შემდეგ, სადილზე,
ციხე დარბაზის სასუფრო ოთახში, სქელ– სქელმა კაპიტანმა, მაქსიმილიანე კოხმა.
საოცარია, დაუმატა მეორე ღიპიანმა კაპიტანმა ფერდინანდო ფონ–შვეიპკმა და თან მსუქან
ყვერულს დაუწყო თლა:— ის აღარაფერსა სჭამს.
— და არცარაფერსა სვამს, წამოიყრანტალა მესამე კაპიტანმა, ერთმა უშნო აწოწვილმა
თურაშაულ ვაშლსავით თეთრ-წითურმა, და ჰერცოგი ბრესსაკის წითელი ღვინო ერთი მთელი
ჭიქა გადააბძანა.
— საქმე იმაში მდგომარეობს, სიცილით წარმოსთქვა პატარა პარუჩიკმა ფონ-ვესპემ: რომ
ლეონეიზენი შეყვარებულია, მე ეს ნამდვილად და ზედ-მიწევნით ვიცი.
— შეყვარებული ერთი–ორად უნდა სჭამდეს და სვამდეს, რადგანაც სიყვარული კაცს აშრობს
და გახდის ხოლმე, სთქვა გამძღარმა, ჩასუქებულმა პოლკოვნიკმა, გრაფმა ვურსტპატენმა
და რადგანაც ეს იმ სუფრაზე მსხდომ აფიცრებში ხარისხით ყველაზე უფროსი იყო,
ამიტომაც, როცა ამან გაიცინა, ყველა დანარჩენ აფიცრებმაც სიცილი მოაყოლეს.
პრუსსიელების ჯარში ერთი წესია: როცა პოლკოვნიკი გაიცინებს ხოლმე, ყველა აფიცრებმაც
უთუოდ უნდა გაიცინონ. უამისოდ სამხედრო წესს და დისციპლინას აზრი არა აქვსო.
— ვის ეტრფის, ვინ უყვარს? იკითხა კაპიტანმა კოხმა და პირი თვისი ნადირის ხორცით
გაიმსო.
— მართლა, მართლა, რა ჰქვიან იმის სიყვარულის საგანს? გაიმეორა კაპიტანმა
ფონ-შვეიპემ და ყვერულის ნაჭრები ჩაილაგა პირში.
ეგ იმის საიდუმლოა, უპასუხა პირხმელმა, ჩმომხმარმა პრორუჩიკმა.
— სიყვარულის საიდუმლო, საიდუმლო არ არის, წამოიძახა უშნო აყლა-ყუდა კაპიტანმა და
კიდევ ერთი ჭიქა ღვინო გადაშუშა და სთქვა: — მაგისთანა საქმე არ დაიმალება და
ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე,
— მაგას მგონი თვით მიჯნურნიც არ თაკილობენ და არცა სწუხან, შენიშნა ისევ მსუქანმა
პოლკოვნიკმა, და ხელახლად სიცილი მოაყოლა.
ამის სიცილზე კიდევ ჩაიხარხარა ყველამ ერთხმად, თითქო მარტო ერთმა კაცმა გაიცინაო.
— თუ პოლკოვნიკი მაგისთანა აზრისაა, სთქვა პუტრიკა, ნო- რუჩიკმა — მაშ მე ამასაც
დაკუმატებ, რომ გამოსაცნობად ძნელი არ არის,რომელმა ლამაზმაც გააბა მახეში, ჩვენი,
მეგობარი.
— მე თითქმის, გამოვიცანი კიდეც, ღიმილით წარმოსთქვა კაპიტანმა ოტტონე დელაუგენმა,
პირ-რგვალის სახისამ და სათვალიანმა: ეგ არი...
— სსუ!... ყველა აფიცრებმა საერთოთ წამოსთქვეს, რადგანაც იმ დროსვე ოთახში შევიდა.
ჟან-ბატისტ ბარბკრიუში და ორ ნაირი ტკბილი საჭმელი შეიტანა.
ამ ექვსის კვირის განმავალობაში ბარბრიუშმა პრუსიელებზე თავისი აზრი გამოიცვალა. ამ
პატიოსან მოსამსახურეს დიდხან არ უყოყმანია: მამულის ერთგულება რას მიქვიანო, ისევ
სჯობია ეს ძველი ადგილი არ დავკარგოო, ჯიბეში ჩადის რამე მაინცაო, თორემ პანჩურს,
ამომკვრენო და წადი და მერე ირიკვავეო. ერთის სიტყვით, ეს კაცი ერთის, ნაპირიდამ
მეორეზედ ადვილად გადახტა და ეხლი ლაზათიანად მოეწყო იმ ბრიუკ კაცის-მჭამლებთანა,
რომელთაც დანახვაც კი უწინ, ეთაკილებოდა ვითომ მის საფრანგეთის მოყვარულს სულსა და
გულსა. ეხლა ძალიან ზრილობიანად ექცევოდა და დაუშინაურდა კიდეც და ახალს ბატონებს
თითქმის ისეთის მოწყალების თვალითვე უყურებდა, როგორც უწინდელებს.
— შარლოტს ინებებთ რუსულად გაკეთებულს თუ პუდინგს, რომითა, ბატონო, გრაფო? იკითხა
მან პოლკოვნიკსა, როცა საჭმელი მიართვა: ნება მიბოძეთ გირჩიოთ პუდინგის მირთმევა,
ჩვენმა მზვარეულმა მაგის გაკეთებაში თავისი თავს გადააჭარბა.
— უფალო ჟან-ბატისტო, ჩვენი კაპიტანი ლეონეიზენი ხომ არ გინახავთ, იკითხა
სათვალებიანმა კაპიტანმა: დღეს ჩვენთან არ მოვიდა სადილად.
— მომიტევეთ, ბატონო კაპიტანო, გრაფი ლეონეიზენი მე ვნახე; ის თითქმის მთელი დღე
ბაღში იჯდა და რაღასაც ხატავდა. მართალია, როცა დაბინდდა, მაშინ თვალიდამ მიმეფარა
და არ ვიცი რა იქნა. უთუოდ ქალაქს წავიდა.
— შესაძლოა, განიმეორა კაპიტანმა ნედლაუგენმა.
— როცა ჟან-ბატისტმა ტკბილი საჭმელი ყველას მიართვა, რამდენიმე პომარის, შამბერტის
და შატო-ლაფიტის ღვინის ბოთლები კიდევ გაუსხნა ამათ და მას მერმე სასადილო ოთახიდამ
რომ გავიდა, ისევ იმ სათვალებიანმა კაპიტანმა წამოიძახა:
— ბაღში ვნახეო! ეს მე, სულ რომ ცოტა ვსთქვა, მეოცეჯერ მესმის და თვალითაც ხედავ,
რომ კაპიტანი ლეონეიზენი ბაღშია! ეს ბაღი უნდა იცოდეთ, ზედ აკრავს მეორე ხეხილის
ბაღს, რომელიც ყოველთვის დაკეტილია და სადაც თოვლივით თეთრი ჰერცოგის ქალი
ყოველთვის დასეირნობს ხოლმე. იმ ბაღშია აგრეთვე პატარა ბილიკი გზა, რომელიც სოფელ
ბრესსაკში მიდის და საცა ჰერცოგი ბრესსაკის ქალი ავათ-მყოფების სანახავად დაიარება
ხოლმე.
– ხა, ხა, ხა! ასტყდა ერთი ხარხარი.
— ხი, ხი, ხა! პოლკოვნიკმა ჩაისისინა და სთქვა: — ნედელაგენი იმნაირად ლაპარაკობს,
თითქო და მართლა მტრის ციხე მოეჩხრიკოს და ენახოს, რომ ციხე სხვას ჩავარდნია ხელში.
ამ ხუმრობამ, როგორც ყოველთვის, საერთო სიცილი, და კასასი ატეხა.
ჩასუქებულმა პოლკოვნიკმა სტაქანზე ღვინო დაისხა და კიდევ დაუმატა —თუ ერთ-ერთმა
ჩვენებურმა აფიცარმა ბრესსაკის ქალი გერმანიაში წაიყვანა, როგორც გვირგვინოსანი
მეუღლე, მაშინ ამის წამევანი ისეთს ქვეშევრდომს შესძენს მისს იმპერატორების
დიდებულებას, რომლის უმშვენიერესიც დედა-მიწის ზურგზედ არ იპოება. ეგ იქნება მეორე
მეცის ციხის აღება. ღმერთმა ადღეგრძელოს, ის ვანც გაიმარჯვებს! და ჩასუქებულმა
პოლკოვნიკმა, გრაფმა ფონ–ვურსტპაცენმა სავსე ჭიქა ღვინო ერთიანათ გადაყლუჭა და ენა
ჩაიწკლაპუნა.
რაღა თქმა უნდა, რომ ყველა ამის მაგალითს მიეცა. როცა პოლკოვნიკი სვამს-ყველამ უნდა
დალიოს. სამხედრო წესი და დისციპლინა ამას მოითხოვს.
ყველამ, ხმა მაღლა დაიძახეს: ღმერთმა ადღეგრძლოს ის, ვინც გაიმარჯვებს! ამის შემდეგ
სათვალებიანი კაპიტანი პოლკოვნიკს მიუბრუნდა და უთხრა:
თქვენი ნაბძანევი სადღეგრძელო მე გიახელით, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს მშვენირი
ქალი ჩვენგანმა ვინმემ აქედამ წაიყვანოს. დაჭრილი მარკიზი, ჩვენი ტყვე, პირობით
განთავისუფლებული, პატიოსანის სიტყვით დაფიცებული, უფალი ფონ-კრიტკო, მგონია, დღე
და ღამე მაგ ქალის ოცნებაშია. ეგენი ნათესავებიც არიან და სულ ერთად დაიარებიან,
როგორც და და ძმა.
— ამ წინა დღეებში ვნახე, ისინი ბაღში დასეირნობდნენ, შენიშნა აყლაყუდა კაპიტანმა,
რომელიც ღვინისაგან იყო წამოწითლებული:
— ერთი ხელი ჩამობმული ჰქონდა, და მეორე ხელზედა ქერცოგის ქალი იყო დაყრდობილი.
მასზე თუ როგორ არის ქალი კაცის ხელზედ დაურდომილი ადვილად შეემცნევა უყვარს ქალს
კაცი, თუ არა. მე თვალი ვადევნე და გაბედვით ვიტყვი, რომ ჰერცოგის ქალს მარკიზი არ
უყვარს.
— მარკიზიო ჩვენს ენას და სამხედრო წყობილებას თურმე სწავლობს, სთქვა პატარა
პარუჩიკმა ვისაც კი შეხვდება თურმე, ჩვენებულად ელაპარაკება და მოსამსახურენი
ამბობენ, რომ ამით ცდილობსო ჰერცოგის ქალს ასიამოვნოსო და ჩვენის ჯავრის ამოყრის
დღისათვის მომზადდესო.
ამ პუტრიკა აფიცერს ეგონა ძალიან ფხიანი სიტყვა ვჰსთქვიო და სახე დაიპრანჭა, ვითომ
გამოჯავრება უნდოდა ფრანციელისა, რომელსაც ზღვევინების დღე ელანდება.
— ხა, ხა, ხა, ჩაიკასკასეს ყველამ.
— მაშ მოვესწრობით იმ დღეს, რომ საფრანგეთის მარშალი კრიტკო რეინს გამოვა და ალყას
შემოარტყამს მაინცსა...
— ვესტფალის ლორის და პურობად, შენიშნა პოლკოვნიკმა და ეს ოხუჯობა იქამდის
სასაცილოდ ეჩვენათ, რომ ხარხარი დიდხანს აღარ შეწევეტილა.
ბოლოს აფიცრები სუფრიდამ წარმოდგნენ, მაინც კიდევ იცინოდნენ მარშალ კრიტკოზედ და
მის ღორზედ, გამოვიდნენ სხვა ოთახში მოსაწევათ და ყავის დასალევათ.
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
IV.
ისინი კი, ვისზედაც ასე მხიარულად მუსაიფობდნენ პრუსსიას აფიცრები, თავ-თავის
საქმეში იყვნენ გართულნი და, ისე ბედნიერნი არ იყვნენ, როგორც მათი გამკიცხელნი
გრაფ ლეონეიზენიდამ დავიწყოთ. ზურგით მიყუდებული ხეზედ, რომელის კენწეროს ცივი
დეკემბრის ქარი დაჰზუზუნებდა. იდგა ეს ყმაწვილი კაცი რომლის გუდისათვისაც წინად და
იქნება ეხლაც არა ერთსა და ორს ქალს უცემდა გული ბერლინში, თუ კელნში. იდგა და
დაჟინებით გაიყურებოდა ბნელაში დიდის-გზის გაყოლებაზედ, რომლის ბოლოშიაც სოფელ
ბრესსაკის ცეცხლები მოჩანდნენ. ყოველს საღამოს გრაფი ლეონეიზენი მოდიოდა ამ ხესთან
და იმ გზას შესცქეროდა, რადგაანაც ლილია ბრესსაკი მოახლეს გაიყოლებდა ხოლმე და
წავიდოდა სოფელში დაჭრილთა დასახედავათ და ხშირად ბინდამდის იქ მოუხდებოდა ხოლმე
დარჩომა და მერე დაბრუნდებოდა, ამის გამო ახალ-აზდა ოფიცერი შინელში შეხვეული
მოდიოდა აქ და იმის გამოვლას ელოდდა ხოლმე. ძალიან საამურად ჰქონდა გულში, რომ
შორიდამ მაინც ჰნატრონობს საყვარელს ქალს, რომ ძლიერი მკლავი და ვაჟ-კაცური გული
მზადა აქვს ყოველის განსაცდელისაგან, თუ შეურაცხყოფისაგან დაიხხნას იგი, თუნდა
თავის სიცოცხლის ფასათაც. ჯერ ლილიასთვის აქნობამდე ხმა არ გაეცა, არც-კი ცდილა რომ
როგორმე გამოელაპარაკოს. იცოდა გული რომ მისი სიყვარული უიმედოა.
ჯერ ხმა არ გაეცა მეთქი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თუნდაც ძალიან ყვარებოდა
ლიდია ამას თავის დღეში ქრმათ არ ინდომებდა სამი თვის წინად გრაფი ლეონეიზენი
წამოვიდა საომრად და ფიქრობდა მარტო თავის გამოჩენაზედ და ჯილდოების მიღებაზედ
ეხლაკი რა იყო ამისათვის ან ჯილდო, ან სახელის მოპოვება? ვინიცის რას არ მისცემდა,
რომ საფრანგეთის და გერმანიის შორის ომი არ ყოფილიყო და ლილი ბრესსაკი ცოლად
შეერთო! ყველა ეს ნატვრა ამაო იყო ამ ჟამად. მარტო ესია დარჩა უმაღლეს ბედნიერებად,
რომ ყოველს საღამოს მოსულიყო ხესთან და უჩინარად თვალი ედეკნა საყვარელის
ქალისათვის. ამ სახით ხუთიოდ წუთს მაინც ინახულებდა ხოლმე მთელს ოცდა ოთხს საათში
და ამითაც კმაყოფილი იყო.
ხოლო იყო იმისთანა დღეებიც რომ ამ ერთად-ერთს ბედნიერებასაც ბედი ულმობელად
მოუწამლამდა ხოლმე; სწორედ. იმ საღამოს როცა ამის ამხანაგები აფიცრები ამაზედ
ოხუნჯობდნენ სადილობის დროს, გრაფი იდგა ხიშ ქვეშ და შური და იჭვი გულს უბზარავდა.
იგი შეეჩვივა იმ ფიქრს, რომ ლილია იმას არ შეირთავდა, მაგრამ რომ ლილიას სხვა
დაეპატრონება — ამას ვერას გზით ვერ მიეჩვივა, და როგორც თოფის წამალი აფეთქებოდა
ხოლმე — და გაფითრდებოდა. ამ დღეს მეოთხედ თუ მეხუთეთ ნახა, რომ ლილიას მუახლე კი
არ მიყვებოდა სოფელში, არამედ მოჯობდა, რომ შეძლო მცირე, მანძილზე ესეირნა.
ახალ–გაზდა გერმანიელს, სილამაზით და ღონით შემკულს, ვერას გზით ვერ წარმოედგინა,
თუ ლილია ბრესსაკმა როგორ უნდა შეიყვაროს იმისთანა უფერული, წარა-მარა კაცი,
როგორიც პატარა მარკიზი იყო, მაგრამ ვინ იცის? ვისაც გაუგია საფრანგეთის ცოლქრმობის
მაგალითები, ის ადვილად დაიჯერებს, რომ თითქმის შესაძლოა ამისთანა შეუძლებელის
ცოლ–ქრმობის მოხდენაცა. უნუგეში ფიქრებით გარემოცულმა, ისე რიგად მაგრად დაიკუმშა
მუშტები, რომ ფჩხილი ხორცში გაეყარა; ქარი უფრო ცივად და ძლიერად მოეჩვენა, და
გარეშემო არე-მარე კიდევ ურო უკაცურად და ბნელად, ვიდრე წინა დღეებში.
თუმცა გრაფი ლეონეი ხენი იმედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არც მისი საფრანგეთელი
მეტოქე იყო უკთეს დღეში. პირიქით მარკიზ კრიტკოს ბედი უფრო და უფრო ბინდდებოდა.
ახალ–გაზდა ნემენცს იმით მაინც შეეძლო ენუგეშნა, რომ ჩემის ტრფიალების უიმედობის
მიზეზი მე თვითონ კი არა ვარო, გარემოება არისო, მარკიზი კი, ხედავდა რა რომ
ვერაფრით მოინადირა ლილიას გული, ამას კრ იტყოდა: იმას უნდა ეფიქრნა, რომ საკუთრად
მე ის ღირსება არ მაქვსო, რომლის ძალითაც ქალი კაცს შეიყვარის ხოლმეო. ლილია
ბრესსაკი ყოველთვის გულ–კეთილად ექცევოდა მარკიზს. ისე ექცეოდა როგორც და. თვითონ
მარკიზი დარწმუნებული იყო, რე ხელი თხოვნა, ლილი ამას შეირთავდა ჯილდოდ იმ
ბრმა-მორჩილებისათვის, რომლის ძალითაც სიცოცხლეც კი გაიმეტა ლიდიას გულისთვის, ხოლო
ეს თავის–გაწირვა იქმნებოდა ლილისათვის და მარკიზი იმოდენად პატიოსანი იყო რომ
ამისთანა თავგაწირვას არ მოსთხოვდა. მარკიზს უნდოდა ლილიას სიყვარული და რა კი ნახა
რომ ეგ შეუძლებელი იყო, იმოდენა ღონე და პატიოსნება იქონია, რომ თავის უბედურებას
დაემორჩილა. ეს კი ძალიან უნდოდა შეეტყო, ლილიას ეგ ამბავი გულ-გრილობით მოსდიოდა,
თუ უყვარდა ვინმე სხვა და იმის გამო. ამ ბოლოს დროს შეამცნივა, რომ ლილია ძალიან
გამოიცვალა. იგი უხლა უწინდელზედ უფრო ჩაფიქრებული და გულ-დახურული იყო ხოლმე.
ზოგჯერ სულ–საქმით ხელში ისე ჩაფიქრდებოდა ხოლმე, რომ რამდენსამე ხანას
განმავალობაში, ნემსი ხელში გაუშეშდებოდა და თვალები უმიზეზოდ გაშტერებულნი,
გამომეტყეველებდნენ ტკივილს სასო–წარკვეთილებისას მერე, როცა რაიმე ხმაურობა
გამოაფხიზლებდა, ხელახლად დაიწყებდა ხელთ-საქმობას. ლობებ-წამოწითლებული.
ყველა ამ ნიშნებს მარტო მიჯნურის თვალი თუ დაინახავს! სხვების თვალში კი ახალ–გაზდა
ქალი ისევ ის იყო, რაც უწინ, არც მეტი, არც ნაკლები. ხოლო უცხო და უფრო გამჭრიახი
კაციც კი შეამცნევდა, რომ ლილი ამ ომიანობაზედ ისე გულ-მხურვალედ აღარ ლაპარაკობდა,
როგორც ამ ერთისთვის წინად. თუმცა უწინდელებრ მაინც ფითრდებოდა ხოლმე, როცა
შეიტყობდა დამარცხების ამბავსა, სტიროდა, როცა აუწყებდნენ ხოლმე იმ საშინელებას,
რომელსაც მიაყენებდა აოხრებულ და ცეცხლით დაბუგულ სოფლების მცხოვრებთა, მაგრამ როცა
მარკიზს ჩამოუგდებდა ხოლმე საფრანგეთის ბედზედ ლაპარაკს, აღარ ეუბნებოდა საჭიროაო
მომზადება ზღვევინების დღისათვის და მტრის ქვეყნების დაპყრობისათვისაო. ამის
მიზეზად იმასაც კი ამბობდნენ, რომ ფთხილობსო, რადგანაც ბისმარკს ყველგან აუარებელი
მოსყიდული ენის-მზიდველი კაცები ჰყვანდაგაფანტული.
იმ დღეს მარკიზმა გააცილა თავის დეიდა-შვილი ლილია სოფლამდე, ლილიასვე თხოვნით.
იმედი ქონდა, რომ გასერნება არგებდა მარკიზს და ამიტომაც სთხოვა ერთად წავიდეთო.
უკანასკნელს ჟამს მარკიზი ერიდებოდა მეტიჩრობათ თავი არ მოვიწყისოო, ეხლა კი როცა
თვითონ ლილიამ სთხოვა და სამჯერ, ოთხჯერ განუმეორა, მეტად იამა.
მინამლილია შეხვევდა წყლულს მხარ-ბეჭიანს ახალგაზდა გლეხს, რომელიც ყუმბარის
ნატეხით მძიმედ დაჭრილი იყო, ლუი კრიტკო მიუჯდა ბუხარს, საცა ცეცხლი ენთო, და
ყოველს მოძრაობას ქალისას თვალს აყოლებდა, თვალს აყოლებდა ისე, როგორც ჭეშმარიტმა
მიჯნურმა იცის ხოლმე და გული ემზადებოდა და ჰსტეხდა, როცა მოაგონდებოდა, რომ ეს
სრულება მადლი'სა, სიტურფისა და სიკეკლუცისა თავის დღეში ცოლად არ ეღირსება.
ქოხი, რომელშიაც ლილია და მარკიზი იყვნენ, წარმოადგენდა ჩვეულებრივს უსიხარულო
სადგურს გლეხისას შუა დასავლეთის საფრანგეთისას. მარტო ერთი ოთახი იყო და კუთხეში
ბაკი ჰქონდა ფურისათვის. მარკიზას თვალში კი ეს მიყრუებული ქოხი ყოველს
სრა-სასახლის დარბაზზედ უფრო ბრწყინვალე იყო. რადგანაც ლილია აქ იმყოფებოდა.
ლილია იდგა დაჭრილის ქვეშაგებთან. უხვევდა წყლულს დედა-კაცობრივის სიფთხილით,
სათუთობით და გულ-მოდგინებით და ესრედ წრფელის გულით სიკეთისათვის თავგადადებული,
ლილია უფრო შვენოდა ვიდრე აბრეშუმში და თვალ-მარგალიტში. მართლადაც, რომელი
მარგალიტი იქნება იმისთანა, რომ დააბნელოს თვალთა შვენება კეთილის დედა-კაცის,
ტანჯულთათვის მოღვაწის და თავ-გაწირულის! ლილიას მაყურებული უბედური მარკიზი მწარედ
ნანობდა გულში, რომ მისმა ცხოვრებამ წარამარად ჩაიარა ფართი-ფურთობაში და ერთი
იმისთანა ღირსება არ გაუზარდა, რომ ამ პატიოსან ქალის გულში სიყვარულის ნაპერწკალი
მაინც ჩაეგდო.
ბოლოს წყლულის შეხვევა დასრულდა და სნეულმა მადლობის ხმით წარმოსთქვა, თუმცა ცოტად
ტლანქად კი მოუვიდა:
— ბატონის შვილო, თქვენ არ იცით, რამოდენა მადლს მიშვრებით მე.
— ღვთის-მშობელმა დედამ გაკურთხოთ თქვენ, ჩემო კეთილო მშვენიერო, ქალ-ბატონო,
დაუმატა გლეხის ცოლმა: მე ზოგჯერ ფიქრად მიმდის რომ თქვენ თვითონ ბძანდებით
ყველაწმინდა ქალწული, მოვლენილი ციდამ, რომ ნუგეში ვცეთ ჩვენ, საწყლებსა.
ლუი კრიტკო წამოდგა და მიართვა წამოსასხამი ლილიას.
— რაც საჭიროა ხომ ყველა გაქვთ, მარშელ? ჰკითხა ლილიამ, როცა იცვავდა წამოსასხამს,
რომელიც თავიდამ ფეხამდე ჰფარავდა თითქო მონაზონის ანაფორა არისო.
— ყველაფერი, ყველაფერი, ბატონო, ღვთისა და თქვენის წყალობათა; გალიუშომ,
სამკურნალო ნივთების ვაჭარმა, საცვალი ტანისამოსი ხელახლად გამოგვიგზავნა და
ჟან-ბატისტმა კიდევ - თქვენის სახლიდამ ღვინო მოგვიტანა, თამბაქო კი....
დედა-კაცი ჩაჩუმდა, ენაზედ იკბინა, თითქო სულელობა წამოსცდაო და ნანობსო.
-
— რას ამბობდით, თამბაქოო? კითხა ლილიამ — მარშელი უნდა უწინდელებ ჩიბუხსა
ჰსწევდეს. აი თამბაქოს ფული, დაუმატა ლილიამ და ქისა ამოიღო: ოღონდ ძალიან ბევრს კი
ნუ მოსწევთ, გაწყენთ!
ხის ჯამი იდგა იქით თაროზედ და ლილია წავიდა რომ ფული იმაში ჩააგდოს. ახადა ჯამს
სარქველი და ნახა, რომ ჯამი პირთამდე ახალის თამბაქოთია სავსე და ზედ ლამაზად
ნაკეთი ჩიბუხია.
გლეხის დედა-კაცმა პირი აიფარა და ქმარმა კიდევ მოუსვენრად დაიწყო ქვეშაგუიში
ტრიალი.
რა ლამაზი ჩიბუხია! დაიძახა ლილიამ: მშენიერი ხელოვნებაა, მაგრამ ჩვენებური კი არ
არის, დაიცათ, სად მინახავს მე ამის ანა ჩიბუხები?.. ჰო, მართლა, გურმანიაში
მინახავს, გარცის მთებში.
— გლეხის დედაკაცი სულ წამოწითლდა, წამოხტა და სირცხვილ მორეულმა სთქვა:
გვაპატიეთ, ქალბატონო! ჩვენ ვიცით რომ ავად მოვიქეცით, ამას იქით იმაგთან აღარა
ფერს არ ავიღებთ.
— საპატიებელი აქ რა არის? ჰკითხა გაოცებით ლილიამ.
— თქვენ, ბატონის შვილო, ამ ორის თვის წინად, როცა პრუსსიელებს მოველოდით, სიტყვა
ჩამოგვართვით, რომ იმათგან არა მივიღოთ რა და საჭირო იქნება თქვენის სასახლიდამ
მოვიკითხოთ. ღმერთს გეფიცებით, ბატონის შვილო, ჩვენ თავის დღეში იმათს არა ფერს
მივეკარებოდით, თუნდა შიმშილით გამწყდარვიყავით... მაგრამ ის პრუსსიელს არა ჰგავს,
ღმერთმანი არა ჰგავს.
— სწორედ, ის სხვებს არა ჰგავს, ჩამოერია დაჭრილიცა.
— ვისზედ ამბობთ მაგას? ჰკითხა ლილიამ და ჩიბუხი თავის ადგილას დადო, მარკიზს
მოეჩვენა ვითომ ლილიას ხმა ცოტად აუკანკალდა.
– ჩვენ სახელი არ ვიცით, განაგრძო დედა-კაცმა საბრალოს ხმითა: ლურჯი მუნდირი აცვია,
ძალიან ლამაზია და ასეთი კეთილი, მადლიანი თვალები აქვს, რომ სწორედ პრუსსიული არ
უნდა იყოს. ამას წინად კუზიანი მიშელი აი ჩვენის მეზობლის შვილი ორმოში
ჩავარდნილიყო სადღაც სოფლის გარედ, დედა კინაღამ ჭკუიდამ არ შესცდა, რომ ღამე იყო
და შვილი არ მოუვიდა. როგორ გგონიათ? თერთმეტი საათი იყო ღამისა რომ მთელი სოფელი
ფეხზედ წამოდგა და დაუწყეს ძებნა; ვხედავთ, ის პრუსიელი მოდის და ხელში უჭირავს,
როგორც ძუძუთა, ჩვენი კუზიანი მიშელი. მარტო ფეხი ეღრძო, მაგრამ იმ უბედურის შვილს
შიმშილით სული ამოსძვრებოდა ორმოში პრუსსიელს რომ იმისი კივილი არ გაეგონა, არ
ჩასულიყო. ორმოში და საწყალის ბიჭი არ ამოეჟვანა. ამის მერმედ ყოველ დღე მოდის
გიბოსთან და მიშელის ამბავს კითხულობს. ჩვენი ამბავიც იმათგან შეეტყო. ქალბატონო,
მოგახსენებთ, ანგელოზია მეთქი ავაზაკის ტყავში. ნაზია როგორც ქალი და ღონიერია
როგორც ლომი და როცა მარშელს ელაპარაკება სულ ყოველთვის ამხნევებს ხოლმე. ამასთან
რის მცოდნე არ ყოფილა! ჩვენ გვასწავლა რომელი ადგილია ბაღში უფრო კარგი მწვანილის
მოსაყვანათ, ისაო, საცა უფრო ხვდება მზეო; ბუხარი გვიბოლავდა და გაგვიკეთა; ბოლოს
თითონ მიადგა კიბე, ავიდა ბანზედ და ფიცარი გააკრა, საიდამაც ჰსწვეთდა. ხომ ეგეთია,
მაგრამ ისეთი იერისაა, რომ არ შეიძლება კაცმა ბატონათ არ იხსენიოს. აი ნეტავი
მარშელსაც და ამის ამხანაგებს იმისთანა აფიცრები ყოლოდა და დიდიხანია ბერლინი
აღებული გვექნებოდა.
ლილია ბრესსაკმა არ უპასუხარა მარკიზმა კი შეამცნია, რომ თითები ოდნავ აუთრთოლდა,
როცა უკანასკნელს ღილს იკრავდა წამოსასხმელზედ.
დედა-კაცი პასუხს მოელოდდა და რადგანაც ვერ მიუხვდა ხმა ამოუღებლობის ნამდვილს
მიზეზს, დაიძახა ხმა-მაღლივ:
— მითამ რა საჭიროა ჩვენთვის ის პრუსსიელი, თუ იმისი ყოფნა ჩვენს სახლში სათაკილოა!
ოღონდ ერთი მიბძანეთ კი, და ცეცხლს მივსცემ თამბაქოსაც, ჩიბუხსაც და თვითონ იმას
ჩვენს დირეზედ ფესსაც აღარ დავაკარებინებ თავის დღეში.
მივარდა დედა-კაცი თაროს და სტაცა ხელი ჯამს. ლილიამ მაშინვე შეაყენა.
— არა, უთხრა ლილიამ; შეინახეთ ეგენი და ნუ დაუშლით იმ აფიცერს აქ სიარულს.
დაგვიგვიანდა კი, ჩემო ბიძაშვილო, დაუმატა მან აჩქარებით, გამოეთხოვა გამოვიდა
ქოხიდამ და ხელდანდობილი მარკიზის მკლავზე, შინ წამოვიდა.
გარედ სულ მთლად ბნელოდა. ცა შავად მოეფინათ ღრუბლებს, არც ვარსკვლავი სჩანდა და
არც მთვარე. თოვლის მოსვლის ნიშნები იყო. მიწა ყინვისაგან ისე გამხმარიყო, რომ
ფეხის ხმა ისე ისმოდა თითქო ფილაქანზედ დადიანო. რამდენსამე ხანს ლილია და ლუი
კრიტკო ხმა ამოუღებლივ მიდიოდნენ. მარკიზი რატომ არ იღებდა ხმას — თითონაც არ
იცოდა, მაგრამ შხირად თვითონ გული გვეტყვის ხოლმე სად უნდა თქმა და სად არა.
ახალგაზდა ქალი კი გრძნობდა, რომ ბევრიც სდომებოდა, ხმის ამოღების ილაჯი არა
ჰქონდა. ბოლოს კრიტკო უეცრად შედგა, თითქო რაღაც გაახსენდაო.
— დეიდა-შვილო, უთხრა ლილიას: ჩვენ უნდა ოთხგან შევსულვიყავით და მარტო სამგან კი
ვიყავით.
ღმერთო ჩემო! მარსიე აკი დაგვავიწყდა! წამოიძახა ლილიამ თითქო ეხლა გამოფხიზლდაო:
მე დაპირებული ვიყავ, ასს ფრანკს მოგიტანთ მეთქი ქოხის გასაახლებლად და ვინ იცის
მელოდებიან. ისინი, მგონია, აქედამ შორს არიან.
დიაღ, და თქვენც დაღალული ხართ. განა ვერ მოიცდიან?
იმედს გადიწყვეტენ საწყლები და მგონი ჯავრით ამაღამ ძილიც არ მოყვიდეთ, სთქვა
ლილიამ და უკმაყოფილოდ თავი გაიქნივა.
— მაშ მე წავალ, ფულს წავუღებ და თქვენ აქ მარშელთან მომიცადეთ. ნახევარს საათს
უკან მოვალ კიდეც.
— შვიდი საათია, გასინჯა საათი და უპასუხა ლილიამ: მამა ჩემი სადილზედ მიგველოდება
და ტუუილ–უბრალოდ შეწუხდება ჩვენის დაგვიანების გამო.
ერთს წუთს ჩაფიქრდა და დაუმატა.
— იცით რა? მოდით თქვენ ფული წაუღეთ და მე მარტო წავალ შინისაკენ. აქ შორი არ არის
და არაფრის შიშია ჩვენს გზებზედ. ხელს არავინ მახლებს.
— თქვენ? სთქვა მარკიზმა თითქო თავის-თავს ეუბნებაო: ვინ რას შემოგბედავთ! მარტო
ღვთისაგან შეჩვენებული თუ დაგაწეფთ თითსა, თორემ სხვა არავინ.
თუმცა მარკიზი დარწმუნებული იყო, რომ ლილიას გზაზედ არაფერი შეემთხვევა, მაგრამ არ
უნდოდა მარტო გაეშვა მერე იმისთანა ბნელა ღამეში და ამის გამო სურდა მოეხერხებინა
იმისთანა რამ, რომ ლილიაც გაეცილებინა და არც მარსიესთვის გული ეტკინინებინა.
მაგრამ ვერა მოაგვარა რა და უნდოდა დამორჩილებოდა ლილიას სიტყვას, თითონ მარსიესთან
წასულიყო და ლილია მარტო დეეგდო, მით უფრო რომ ქალი არწმუნებდა არაფრისა მეშინიანო,
ბნელა ღამეში საცა მინდა წავალო. ჩვენს ადგილებშიო, რადგანაც აქაურ მცხოვრებთა
პატიოსნებისა დიდი იმედი მაქვსო.
სხვა გზა არ იყო, გამოართო ლილიას ფული და უკანვე წავიდა სოფელში, ლილია გაემგზავრა
შინისაკენ მარტოდ.
მაგრამ მარტო კი არ იყო. რად იყო ისე რომ ამ გზაზედ უფრო არაფრისა ეფიქრებოდა,
ვიდრე სხვა რომელსამე გზაზედა? როგორ მოხდა, რომ არც ერთხელ ლეონეიზენი ხის ქვეშ
მდგარი არ ენახა და გულით კი გრძნობდა იმის აქ ყოფნასა? მათ-შორის არც სიტყვით, არც
წერილით არაფერი ლაპარაკი არ მომხდარა. სიყვარული ლეონეიზონისა იყო იდუმალი,
უტყველი და მორიდებული. ნუ თუ მის იდუმალს ფიქრებს თანა-ზიარ ექმნა ლილიას გული?
ლილია ბრესსაკი მიდიოდა აჩქარებულის ფეხით და თვალით სულ დედა-მიწას და უყურებდა.
იგი გრძნობდა ახლოდ ყოფნას კაცისასას, რომელიც ეტრფოდა და ჰფარველობდა. ლოყები
ეწოდნენ, გული უძგერდა, მაგრამ ცდილობდა არაფრით არ გამოემჟღავნებინა რაც იცოდა და
რასაც გრძნობდა; არ უნდოდა არავისთვის ენიშნებინა რა ძლიერმა და მხურვალე
სიყვარულმა ჩასჭიდა თავისი ყოვლად–შემძლებელი ხელი მთელს მის არსებასა.
ცოტა რომ გაიარა და მივიდა იქამდი, საცა გზა შეუხვევდა. აქ გზა უფრო ვიწრო იყო და
უფრო ძნელიცა. მაგრამ თამამად მიდიოდა და სულაც გუნებაშიაც არ გაატარა, როცა ორი
კაცი დაინახა პირში ჩიბუხებით და ზურგზე გუდებითა გაუსწორდნენ ესენი ქალს თუარა,
გზა მისცეს, თავი დაუკრეს და ღამე მშვიდობისა უთხრეს. მერე შედგნენ, თითქოს უკვირთო
ეს ამისთანა ლამაზად მორთული ქალი ასე გვიან აქ რას დაიარებაო, ჩიბუხები გამოიღეს
პირიდამ და ერთმანეთში რჩევას მოჰყვნენ.
ცხადი იყო, რომ კარგს საქმეზედ არა ჰქონდათ რჩევა; საკმაო იყო კაცს დაენახა ისინი,
რომ ამაში გული დაეჯერებინა. მუდამმა დამარცხებამ საფრანგეთის ჯარისამ აავსო
ქვეყანა იმისთანა კაცებით, რომელნიც უბინაოდ და ულუკმაპუროდ დარჩენილნი და
დამარცხებით გულ წამხდარნი, გამოჰსცვივდნენ ჯარიდამ და ავაზაკობას მიჰყვეს ხელი. ამ
ჯურის ხალხს ეკუთვნოდენ ის ორნიც, რომელნიც ლილიას შემოეყარნენ. დიდ ხანს არ
ჰქონიათ რჩევა: ჯიბეში დამალეს ჩიბუხები და ფეხ-აკრეფით დაედევნენ ყმაწვილ-ქალს.
ხოლო ლეონეიზენი აქ იყო და მიუხვდა ავაზაკთა განზრახვას.
ერთი ავაზაკი მალე წამოეწია, დაუძახა ქალს და მთხოვარის ხმით უთხრა:
ქალბატონო, ღვთის გულისათვის, შეწიეთ ორს დაჭრილს ჯარის კაცს, რომელთაც არა აქვთ რა
რომ შინამდინ მიახწიონ.
— ჩვენ ამ ომებში ყოველგან ცეცხლში ვყოფილვართ, გვიომნია, ქალბატონო! დაუმატა
მეორემ.
ლილია სრულებითაც არ შეშინდა, მობრუნდა, ამოიღო ქისა და როცა დააპირა ფულის
ამოღება, ერთი იმ არამზათაგანი წასწვდა და წაართო ქისა, მეორემ კი მიიზიდა, რომ
დაკრას რამე. სწორედ ამ დროს ფრიდრიხ ლეონეიზენი გამოვარდა თავის საფარიდამ და
ასეთნაირად დაკრა ხლმის ტარი, რომ ის უბედური მიწაზედ გაიშხლართა. მეორეს კიდევ
წასწვდა ყელში და ასე მოუჭირა, რომ თვალთ დაუბნელა და ენა გამოაყოფინა. თვალის
დახამხამების უმალ ესეც დაჰსცა დედმმიწაზედ იქავ ამხანაგთან ახლო. ამასობაში სულ
ნახევარ წუთსაც არ გაუვლია და პრუსიელმა ერთბამად დაიმშვიდა გაბოროტებული გული,
თავაზით მოიხადა ქუდი და მიართვა ლილიას ქისა.
— აი თქვენი ქისა, უთხრა ქალს; ხომ არ შეგშინებიათ?
— მადლობელი ვარ, უპასუხა ლილიამ ხმა დაბლა და ხელი კი არ გაუწოდა.
— ნება მომეცით ხელი მოგართვათ და შინამდინ გიახლოთ? დაუმატა ყმაწვილ-კაცმა ოდნივ
ხმა კრთომით და გულმა ღელვა დაუწყო. ქალმა თანხმობის ნიშნად ოდნავ მოუხარა თავი.
მაშინ გრაფი ლეონეიზენი მიუბრუნდა მიწაზედ გაშოტვილს ავაზაკებს და გასინჯა, ხომ
ძალიან არ არიან ნავნებნიო.
— სამძიმო არა სჭირთ რა, სთქვა, გასინჯვის შემდეგ ყმაწვილმა კაცმა.
მაინც კიდევ ამოიღო ჯიბიდამ ხელცახოცი და ერთს მათგანს თავი შეუხვია. მერე გაიქცა,
თავის საფარიდამ შინელი მოიტანა და ქვეშ დაუგო. ორივეს ერთად. ბოლოს როცა რაც
შეეძლო იმოქმედა, რომ საწყლებს ტკივილი შეუმსუბუქოს, წამოდგა, ბოდიში მოსთხოვა ქალს
დაგვიანებისათვის და მკლავი მიართვა ხელის გასაყრელად. ქალს ხელი უნდოდა გაეყარა და
მის მკლავზედ დაბჯენილიყო, მაგრამ შედგა, შეხედა პირდაპირ თვალებში, გაუწოდა თავისი
პატარა ხელი და ლიტონად უთხრა:
— თქვენ კეთილშობილი გული გქონიათ.
ბნელაში არა ჩანდა, გაფითრდა, თუ გაწითლდა ამაზედ ლეონეიზენი, მაგრამ მუხლზედ კი
წამოიჩოქა და ტუჩებზედ მიიკრა, გამოწვდიდი ხელი ქალისა. როცა წამოდგა, თვალები
გამოუბრწყინდნენ, სახეზე გაუთამაშა, მართებულმა, მაგრამ თავ-მოწონების ღიმილმა,
რომელიც უგულა მადლობის თქმაზედ უკეთესი იყო.
— დიაღ, განაგრძო ქალმა გულ-წრფელად: ვითომ რატომ არ უნდა მეთქვა ის, რასაც
ვგრძნობ. ჩვენი სამშობლო ქვეყნები ერმანეთს ებრძვიან და მე და თქვენ დიდ ხანს
ვიქნებით მტრები. ხოლო როცა შინ დაბრუნდებით სიამოვნებით მაინც გაიხსენეთ, რომ
თქვენს შემდეგ აქ დარჩა არა მარტო წევა და კრულვა.
— განა მტრები სულ მუდამ მტრებათ უნდა იყვნენ, უპასუხა ყმაწვილმა-კაცმა დაღონებით;
განა აღარ მოვა დრო, რომ დავიწყებას მისცეს ეს სამწუხარო საქმენი ამ სამწუხარო
წელიწადისა?
ამ დროს გაუსწორდნენ ერთს ქოხს, რომელიც დანგრეული იყო, ბან-ახდილი და კედლები
დარღვეული ყუმბარებისაგან. ლილია ბრესსაკმა ხმა ამოუღებლივ დაანახვა ეს საცოდავი
სანახავი პრუსიელს. პრუსსიელმა მძიმედ ამოიოხრა.
— მე მამიგია რომ ამ სამოცი წლის წინად მამიჩემის სახლთან ახლო სოფლისათვის
ამისთანავე დღე დაუყენებიათ, სთქვა ლეონეიზენმა ცოტა ხანს უკან და იგრძნო რომ ამ
სიტყვებზედ ჟრჟოლა მოუვიდა ქალს: დედა ჩემს ხშირად უამბია, რომ სულ პატარა ვიყავო,
როცა იმ სახლს, საცა მამაჩემი და დედა ჩემი აკუწესო, ცეცხლი წაუკიდესო და მე ძლივს
გადამარჩინესო. ეს ამბავი ნაპოლეონის შესევის დროს ყოფილა. ივნისის ომის მერედ,
პაპა ჩემს და სხვა პრუსსიის დიდ-კაცებს პირობა შეეკრათ ხალხი შევაგულიანოთო
საომრად, რომ ჩვენი ქვეყანა მტრებმა არ გაინაწილონო. ეს შეთქმა გამომჟღავნდა, პაპა
ჩემი დაატყვევეს, მისცეს საფრანგეთის სამხედრო სამართალს და თოფით დახვრიტეს,
იმისთვის-რომ მამულის ერთგული იყო.
ლილიას ხელი უკანკალებდა, თითქო გააციაო, და ძლივსღა იბრუნებდა სულს.
— მე უნდა მოგახსენოთ კიდევ, განაგრძო გულდინჯად საუბარი ლეონეიზენმა რომ ერთი
ფრანციელი ლამოდა პაპის ჩემის დასხნას. ჩვენი მამა-პაპეული ციხე-დარბაზი სავსე ივო
სარანგეთის აფიცრებით და ერთი მათგანი სამხედრო სამართლის მწევრი იყო. ამან
გამართლების აზრი მისცა და თვითონვე წავიდა პირდაპირ იმპერატორთან და სთხოვა
აპატივეო. ნაპოლეონმა უარი უთხრა და რომ შეანანიოს იმ აიფიცარს ამისთანა
კადნიერება, უბრძანა შენ თვითონ უნდა გაუძღვე და შენი სიტყვითვე უნდა დაახვრეტინოო
თოფით, მაშინ იმ აფიცერმა გადატეხა თავისი ხმალი და სამსახურიდამ გადადგომის ნება
ითხოვა. ამაზედ მეტიცა ჰქმნა: ნება არ მიჰსცეს, ჩამოართვეს ყოველივე ხარისხი და
ღირსება, გაასალდათეს და მთელს იმ ომებში უბრალო ჯარის კაცად ემსახურა. ის აფიცერი
გახლდათ...
— თქვენი სახელი? წამოიძახა ქალმა და მივარდა ყმაწვილი–კაცის ხელს.
— უფრო უკეთესი იქნება მოგახსენოთ იმ პატიოსანის აფირის სახელი, უპასუხა პრუსსიელმა
ის გახლდათ ჰერცოგი ბრესსაკი,თქვენი პაპა.
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
V
ორმა კვირამ გაიარა და იმ ადგილების ბედი, საცა hერცოგ ბრესსაკის ციხე–დარბაზი იყო,
სრულიად გამოიცვალა. ყოველ მხრივ მოაწვა დიდ-ძალი ჯარი საფრანგეთისა პრუსსიელებს,
მეტად კარგად აწარმოებდა ჯარს ერთი ჭკუიანი ღენერალი საფრანგეთისა. მთელ ამ ომებში
ერთმა ამან გამოიჩინა თავი და დიდი ფიქრი მისცა გერმანიის ჯარს, ქალაქს ო–ში
დაბანაკებულს, რომელთ ან უნდა დაეცალათ ქალაქი, კიდევ ტყვეთ უნდა დარჩენოდნენ
მოპირდაპირეებს. დააპირეს ქალაქის დაცლა. ქალაქის ო-ის სიხარულს საზღვარი აღარ
ქონდა, ყველას იმედი მოეცა, რომ ბედი ისევ დაუბრუნდება უბედურს საფრანგეთსაო და
მუდამი მარცხი გამარჯვებათ შეიცვლებაო. მაგრამ რაკი დარწმუნდნენ, რომ ნემენცები ისე
არ წავლენ, რომ ჯავრი არ ამოიყარონ ქალაქზედ მაინც, ქალაქი ო-ი მოემზადა საომრად.
ვერ წარმოიდგენს კაცი რა რიგად იამა ეს ამბავი ჰერცოგს ბრესსაკს. საფრანგეთის
ღენერალმა უთხრა, რომ მისი ციხე კარგს სიმაგრობას იზამს განზრახულს ომისათვის და
უბძანა, ათასმა კაცმა ჰერცოგის ხევნარი დაიჭირეთო, იქ გამაგრდითო. სანგლები
დააკეთეთო, რაც მოგხვდებათ იმით, თუნდ სახლები დაანგრიეთ და ბაღშიც ხეხილები და
ხეები გადასჭერითო. ჰერცოგი ყოველთვის ქადულობდა თავისის დიდროვანის ხეებით და
ბაღითა, მაგრამ ეხლა მხიარულის სახით დადიოდა ჯარის კაცებ შორის, თუმცა ცოტა
კოჭლობით კი, და უბძანებდა სანგლების გასაკეთებლად ნურას ფერს ნუ დაზოგავთო. ჯარის
კაცნი გაოცებით უყურებდნენ ჰერცოგს და თვით ღენერალი აღტაცებაში მოვიდა.
— რომ იცოდეთ, ჰერცოგო, სთქვა ღენერალმა; , რამდენი ჩიჩინი და შრომა მომინდა, რომ
აი ის ახლო-მახლო ქოხები დამენგრია, რომელნიც თქვენს სრა-სასახლეს სამზვარეულოთაც
არ ეკადრება! ჰსთქვა და შეეცოდა ეს მშვენიერი, მედიდური ძველი შენობა.
— ჩემი გვარეულობა ოთხასი წელიწადია რაც ამ სადგურსა ფლობს, ამიტომაც თქვენ
შეგიძლიანთ იგი მოიხმაროთ შეუნანებლად, როგორც კი საჭიროა, უთხრა ღიმილით ჰერცოგმა.
იმავე საღამოს ინჟინერის აფიცერმა დაინახა საჭიროდ, რომ ძვირიასი პავილიონი უნდა
დაიქცეს, რადგანაც უშლიდა სხვა სიმაგრრეების გაკეთებას და რა კი ნახა, რომ ამისთანა
მშვენიერი რამ უნდა დაიშალოს, შეენანა, შედგა და არ იცოდა რა ექნა. ჰერცოგმა ეს
ამბავი შეიტყო, წამოავლო ხელი ცულს და პირველმა თვითონ დაჰვრა ცული.
ლილია ბრესსაკიც უკან არ ჩამორჩომია მამასა. ყველგან, საცა კი ქალის ხმას და ქალის
ყოფნას შეეძლო გაემხნევებინა საფრანგეთას ჯარის–კაცი, ლილია გამოცხადდებოდა ხოლმე
გულ–დამშვიდებული, მშვენიერი და გამარჯვების იმედით აღსავსე. ჯარის კაცებმა
გაიხენეს უწინდელი სახელი, რომელიც დაერქმიათ დიდ ომების დროს მონპანსიეს
ქალისათვის, და ლილიას ეძახდნენ „La grande De- moiselle.“ ისეთს აღტაცებაში
მოჰყვანდა ლილიას ხალხი, რომ ამაოთ-მორწმუნე ბრენეტონელნი ხელის გულს შეახებდნენ
ხოლმე მის კალთებს, ანუ იმას, მართლად დარწმუნებულნი რომ ტყვია აღარ მიეკარებათ.
როცა, ლილიამ გამოაცხადა, რომ რაც უნდა მოუვიდეს ომის ატესის დროს აქედამ ფეხს არ
მოიცვლის, მაშინ თავანის-ცემა მისი ხალხისა მიერ სწორედ ღვთაებრივს თაყვანებამდე
ავიდა. თვით ფრთხილი ჟან-ბატისტიც კი გამხნევდა.
— ერთი გამიგონეთ, ბატონო მარკიზო, და, — ეუბნებოდა იგი ლუი კრიტკოს: ერთს იმ
ავაზაკთაგანს წასვლის დროს უნდოდა ჩემთვის ასი ფრანკი ეჩუქებინა! აი სულელი
ლეონეიზენი რომ იყო, ის გახლდათ! განა არ გახსომთ, აი ჩვენს ბაღში რომ დაეხეტებოდა
ხოლმე გამოშტერებული. მაგრამ მე ვუთხარი: მე რომ ახალ–გაზდობა მომდევდეს და ესე
ბებერი არ ვიყო, მე გიჩვენებდით რა არის საფრანგეთის კაცის დაგქრთამება–მეთქი! შე
მუნდირის პალოკ მეთქი! წადით, თვალიდამ დამეკარგეთ-მეთქი! და პირში მივაყარე ფული
იმ პირშავსა.
— როცა წავიდა, მერე მითომ არ აკრიფეთ ის ფულები და ჯიბეს არ იკარით? დაჰსცინა
მარკიზმა.
თუმცა მარკიზი თავის დღეში არას უჯერებდა ჟან-ბატისტსა, მაგრამ ჟან-ბატისტს
ყოველთვის მზად ჰყვანდა თავისი ამქარი, შინა-მოსამსახურებში და ჯარის–კაცებში
ყოველთვის გაუდიოდა ტყუილი.
ახირებულმა ფაცა-ფუცმა, რომელიც პრუსსიელებს შეუდგათ ქალაქის ო-ს დაცლის დროს როცა
შეიტყეს დასაცემათ საფრანგეთის ჯარი მოდისო, იმათმა სწრაფად აყრამ და ქალაქიდამ
გასვლამ ძალიან გაამხნევა ეხლანდელნი მეციხოვნენი ბრესსაკის ციხისანი და სანგლების
კეთების საქმე საშინელის სისწრაფით წავიდა წინ. თუმცა ღენერალმა კარგად იცოდა, რომ
ლილიას აქ ყოფნა დიდს შემწეობას მისცემდა თითონ ღენერალს, მაგრამ მაინც კი ბევრს
ურჩევდა თქვენს თავს გაუფთხილდითო და უბედურობას გაეცალეთო. ხოლო ლილიასათვის
ყოველი ამ გვარი რჩევა უქმი და ამაო იყო.
— ჩეში ადგილი აქ არის, ღენერალო, უპასუხა ღენერალს გა-აწყვეტით და გამოცდილმა
მეომარმა იგრძნო, რომ ტუულიღაა ლაპარაკი.
მარტო ერთს ლუი კრიტკოს ესმოდა რამოდენა ჭეშმარიტი გულ-გრილობა იყო ამ ახალ-გაზდა
ქალში და რა უღირდა მას ეგეთი თავ-გამომეტება. კრიტკომ იცოდა, თუ ვარაუდით
მიხვედრილიყო, რომ ლილია ბრესსაკის გული ეხლა მთლად არ ეკუთვნის საფრანგეთის ჯარსა,
როგორც ამ რამდენიმე კვირის წინად. ლილიას მოკლედ და ბუნდად ეამბნა იმისათვის, რომ
პრუსსიის აფიცერმა გადაარჩინა ავაზაკებს იმ ღამეს, როცა მარტოდ მოდიოდა შინ
სოფლიდამ, თუმცა ლილიამ განგებ დაწვრილებით არ უამბორა, მაგრამ შეყვარებულმა
ჭაბუკმა მალე შეამსო დანაკლისი და ეხლა გაიხსენა რა ზოგიერთი ნიშნები, რომელსაც
უწინ ყურს არ ათხოვებდა, დარწმუნდა რომ მეტოქე ჰყავს და იცოდა კიდეც ვინ იყო
სახელდობრ. რაღა თქმა უნდა, რომ ლილიას არაფერი არა შეამცნევინა რა.
ომის დღემდე ასე მიახწია დრომ.
----------------------------
ბოლოს ომის დღეც მოვიდა და ისე დასრულდა საფრანგეთისათვის, როგორც სხვა დღეები იმ
უბედურის წელიწადისანი. ცუდად ჩაცმული, ცუდად დაიარაღებული, ცუდად გაწურთვნილი სულ
ახლად მოგროვილი ჯარი ერთის მხრით, სწავლა, ხელოვნება და გამოჩენილი სარდლები
მეორის მხრით — კარგს არას უქადიდა საფრანგეთს. ოთხის საათის ომის შემდეგ
საფრანგეთის ჯარი დამარცხდა. ომი წაგებული იყო და მარტო ერთს ადგილასღა
გამარჯვებულებს მედგარი წინაღმდეგობა დახვდათ — ეგ ადგილი ჰერცოგ ბრესსაკის
ციხე-დარბაზი იყო.
ომის დროს ამ ციხეზედ ძლიერი იერიში ვერ მოიტანეს, რადგანაც ცოტა მოშორებით იყო იმ
ადგილიდამ, საცა გახურებული სისხლის ღვრა იყო. ბოლოს კი, როცა მტერმა ყველა
ადგილები დაიპყრო, ნახეს რომ ბრესსაკის ციხედამ საშინელი ზარბაზნის ცეცხლი
გამოდიოდა; პრუსსიელებმა კაცი გაუგზავნეს და აცნობეს, ტუუილიღაო. ამაოდ სისხლის
ღვრა, დაგვნებდითო.
ციხეში მყოფთა უარი შემოუთვალეს.
ჰერცოგმა უთხრა იქ მდგომს უფროსს აფიცერს:
— ნუ დავნებდებით, ვიდრე ერთი სროლა წამალი მაინც კიდევ ხელში გვექნება.
აფიცერმა, რომელიც ჰერცოგს ჰრაცხავდა ნამდვილ მეუფროსეთ, ეს პასუხი გადასცა
მიგზავნილს პრუსსიელსა.
ერთს საათს აღარ გაუვლია, რომ ციხის ზარბაზნები უკუ აქციეს, ერთი მთელი მხარე
მოანგრიეს ციხესა და პირველი სანგალი აიღეს.
ნახევარმა საათმაც გაიარა და მეორე სანგალიც დაუთმეს მტერს, მერე მეორე, მერე
მესამე და მეოთხე.
ჯარის–კაცნი თავ-გამომეტებით ისროდნენ, ისროდნენ გააფთრებულნი. აღარც წინ რასმეს
ხედავდნენ, აღარც უკან. ციხისა და ბაღის თავზედ ბოლი იდგა თითქო ჯანღიაო, კვნესა
დაჭრილთა და ყუმბარების გრიალი კაცს დააყრუებდა.
ბოლოს ბაღიდამაც უკან უნდა დაეწივნათ, გამაგრება აღარ შეიძლებოდა უკან დაწევის ხმა
მისცეს და უკანასკნელი სანგალიც დაცარიელდა.
— კიდევ იმედია, რომ ციხეში ფეხს მოვიკიდებთ, სთქვა ჰერცოგმა თოფის წამლით და
სისხლით მოტხუპნულმა.
ჰერცოგი სანგალში მჯდარიგო უბრალო ჯარისკაცებთან და აქიდამ თოფს ისროდა.
—ციხეში, ციხეში! გასცა ბძანება აფიცერმა, რომელიც ბრმად ემორჩილებოდა ჰერცოგს; და
ხმალს თავ ზემოდამ იქნევდა.
ამის ქვეშ ცხენი მოეკლათ და დაქვეითებული ომობდა.
რამდენსამე წუთს უკან მთელი ბაღი და ხევნარი აივსო. პრუსსიელებით. ზარბაზნების
სროლა დადგა. ისე მარტო გულ და გულ ომითღა შეიძლებოდა გაემაგრებინათ. მისნი მცველნი
ფანჯრებიდამ ისროდნენ, იერიშით მოსულნი დაახლიდნენ ხოლმე თოფებს და ხელდახელ
ეტანებოდნენ რომ გულდაგულ დაეპყრაო.
საშინელი სისხლის ღვრა და ჟლეტა იყო. თერთმეტი იერიში ერთი ერთმანათზედ უკუ-აქციეს.
მარმარილოს კიბე და დერეფანი მოფენილი იყო მკვდრებითა და დაჭრილებითა; სისხლი
ნაკადულებათ მიდიოდა კაბის თეთრს საფეხურებზედ, ყოველს წუთს ისმოდა ტეხისა და
ფანჯრების მტვრევის ხმა ტყვიისაგან. სახლში აღარ გადარჩა რა უზიანოდ. ორმა თუ სამმა
ტევიამ დანასავით გასჭრა ჯაჭვი და უშველებელი ბროლის ხომლი დაეცა ძირს სასტუმრო
ოთახში და მოიფინა ფილაქანი თითქო ალმასის წვიმააო, მაგრამ მაინც კიდევ ფიქრად
არავის მოსვლია დავნებდეთო. ბოლოს მოისმა ძახილი: ტყვის წამალი შემოგვავლდაო.
— ეხ, ნეტავი ერთი ეს ამათი უფროსიკი მომაკვლევინა და! დაიძახა ერთმა ზორბა
ჯარისკაცმა, რომელსაც გაეძრო მუნდირი და პერანგა ხელებ დამკლავებული დაუღალავად
ისროდა: ერთი ეგ კი მომაკვლევინა და მაშინ ნახავდით მაგათ თამაშას, სულ აირევოდნენ.
მარკიზი და ლილია ბრესსაკი აქვე ამასთან იდგნენ, ახალგაზდა ქალი თოფს უტენდა
ჯარის–კაცებს და აწვდიდა; კრიტკო გვერდთ ედგა. განგებისე დგებოდა ხოლმე, რომ ტევია
თუ წამოვიდოდა ჯერ თვითონ მოხვედროდა. ჯარის–კაცმა დაანახვა უფროსი აფიცერი პრუს-
სიელებისა. კრიტკომ და ლილიამ გადიხედეს. ის აფიცერი ფრიდრის ლეონეიზენი იყო.
ჯარის კაცმა ნიშანში ამოიღო. ძალიან კარგი და გათქმული მსროლელი იყო, მაგრამ რა
წამსაც დააპირა თოფის დაცემინება, მარკიზმა ხელი აუკრა თოფი გასცდა ნიშანსა ლილიამ
სული შეიხუთა და კედელს მიეკრა. გადმოხედა კრიტკოს. თვალი თვალს შეახვედრეს.
ჯარის-კაცმა ხელახლად გატენა თოფი. ხელახლად ამოიღო ნიშანში. ეხლა კი მარკიზს აღარ
მოუნდა ხელის აკვრა; ვერც კი მოასწრო რიკისათვის ხელი გამოეკრა, თოფი ხელიდამ
გავარდა; პირაღმა გადმოტრიალდა და დაეცა შუბლში ტევია მოხვედრილი.
ყოველ მხრივ ყვიროდნენ:
— აფფიცერს, აფიცერს ესროლეთ! თითქო ჯადო ნაქნარიაო, ტყვია არ ეკარება!
— აბა ერთი შიგ შუბლში მაგას!
ტევიას გარშმო ზუზუნი გაჰქონდა.
ხოლო პრუსსიელი მაინც თავისას არ იშლიდა და წინ მოუძღოდა თავის ხალხს. ტყვია
სეტყვასავით სრიალებდა მის გარეშემო, წინადამ, ზევიდამ, ქვევიდამ, მაგრამ იმას
მაინც არას აკლებდა.
— თუ ეს არ მოკვდა, ციხეს ერთს წამსვე აიღებენ! დაიძახა ფრანციელმა აფიცერმა და
ერთი ერთმანეთზედ დაახალა რევოლვერი. ამავე დროს ჰერცოგი, რომელიც ერთს მუხლზედ
დაჩოქილი ფანჯარიდამ ისროდა თოფს, წამოხტა, თავზედ ხელი წაავლო, დაეცა თავის ქალის
ფეხთა წინაშე და იქავ სული დალია. რევოლვერი ხელიდამ გავარდა და ლილიმ აიღო.
— აფიცერს! აფიცერს! იძახოდნენ ხახა გამშრალნი მეომარნი ყოველ მხრიდამ.
ფერმიხდილი და ტუჩების კვნეტით ლილია მივიდა ფანჯარასთან. ცოტა ხანს შაყოყმანდა,
მერე კი გაიწოდა რევოლვერი და ნიშანს გახედა. ფრიდრის ლეონეიზენი ოც-და-ათს
ნაბიჯზედ იყო. ლილიას სახე ამღვრეული ჰქონდა და ამასთანავე მწუხარეც და დიდებულიც.
ლილიამ რევოლვერი დააცემინა.
ლეონეიზენი წაბარბაცდა, აიხედა მაღლა, დაინახა თავისი მკვლელი და დაეცა
დედა-მიწაზედ.
იმავ წამს, ვიდრე კრიტკო მიუხვდებოდა განზრახვას, ლილია ბრესსაკი ავარდა
ფანჯარაზედ, ერთს მუხლზედ წამოიჩოქა, ამოგლიჯა ჩარჩოდამ ტუგიისაგან დაფლუთილი
ბაირაღი სარანგეთისა, ამაყად გააფარფარა და იმ სეტევასავით ტყვიის დენაში, დაიძახა:
— გაუმარჯოს სააფრანგეთს! მტერი უკუიქცა!
პრუსსიელებმა უკან დაწევის ბუკი დაჰკრეს. ყმაწვილმა–ქალმა გაიგონა ეს და დაეცა
კიდეც უსულოდ თავის თანა მემამულეთა გახარებულ ყვირილში და კიჟინაში:
— გამარჯვება ჩვენია, ჩვენი!