The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა


რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა



რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

ევგენი ბარათაშვილი

ზურაბ ნასარაია

ჯანდრი ზარანდია

ანზორ აბრალავა

რუსუდან ქუთათელაძე

თეიმურაზ გოდერძიშვილი

ლეილა მამულაშვილი

გულნაზ ერქომაიშვილი

თამარ ლაგვილავა

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

(სახელმძღვანელო ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს)

გამომცემლობა „უნივერსალი“

თბილისი

2022

ნაშრომი ეძღვნება ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის, პროფესორის ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილის ნათელ ხსოვნას.

ნაშრომში განხილულია რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის და საერთოდ, რეგიონალიზმის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა რეგიონული ეკონომიკური განვითარების თეორიების გენეზისი, საზოგადოების ტერიტორიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის კონცეფცია, ინვესტიციების მოზიდვის რეგიონული ასპექტები, რეგიონული კონკურენტუნარიანობის კომპლექსური შეფასება, პოლიტიკური რეგიონალისტიკა, რეგიონული საფინანსო ბაზრების თანამედროვე ტენდენციები, „ცენტრი-რეგიონი“-ს ურთიერთობები, რეგიონული დიაგნოსტიკა, რეგიონული პოლიტიკის მაკროეკონომიკური პროგნოზი და სხვა.

ნაშრომი განკუთვნილია მაგისტრების, დოქტორანტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

სამეცნიერო-რედაქტორები:

თეიმურაზ ბაბუნაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ჩიხლაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

რეცენზენტები:

ბადრი გეჩბაია - ეკონომიკის დოქტორი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ნაირა გალახვარიძე - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნოდარ გრძელიშვილი - ეკონომიკის დოქტორი, ახალი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი

© ე. ბარათაშვილი, ზ. ნასარაია, ჯ. ზარანდია, ა. ა ბრალავა, რ. ქუთათელაძე, თ. გოდერძიშვილი, ლ. მამულაშვილი გ. ერქომაიშვილი, თ. ლაგვილავა 2022

© გამომცემლობა „უნივერსალი“, 2022

თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას #4, (: 5(99) 17 22 30; 5(99) 33 52 02

E-mail: universal505@ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com

ISBN 978-9941-33-229-6

1 სარჩევი

▲back to top


შესავალი.....9

REGIONAL ECONOMIC POLICY..... 11

თავი 1. რეგიონული ეკონომიკის მეცნიერული კვლევის როლი ეკონომიკურ მეცნიერებაში და მისი კომპლექსური შესწავლის მეთოდოლოგია..... 12

1.1 რეგიონის ძირითადი ცნებები და განმარტებები.....12

1.2 რეგიონის კომპლექსური განვითარება ......17

თავი 2. რეგიონული ეკონომიკური განვითარების თეორიების გენეზისი ..... 36

თავი 3. საზოგადოების ტერიტორიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის კონცეფცია .....50

3.1 საზოგადოების ტერიტორიულ-პოლიტიკური ორგანიზაციის ადგილის კონცეფცია და

მსოფლიო სისტემების თეორია..... 50

3.2 ეკონომიკის სივრცობრივი ორგანიზაციის მეთოდოლოგიური მიდგომები .....54

თავი 4. რეგიონული ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების კონცეფცია ..... 62

41. ეკონომიკური განვითარების ეტაპები და სამი სექტორის თეორია .....62

4.1.1 საბაზრო სექტორი .....65

4.1.2.პირველადი დარგების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორი .....65

4.1.3.პოტენციური კონკურენტუნარიანი სექტორი ......66

4.1.4 დეპრესიული სექტორი ......68

4.1.5 მცირე ბიზნესის სექტორი ......68

თავი 5. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა და ტერიტორიულ-სამეურნეო წყობა .....73

5.1 რეგიონის ტერიტორიულ-საწარმოო ძალები .....73

5.2 ტერიტორიულ-სამეურნეო წარმონაქმნები სოციოკულტურულ ძვრათა კონტექსტში ......76

5.2.1 რეგიონული პოლიტიკა სოციოკულტურული პრობლემატიკის შუქზე .....77

5.2.2. საქართველოს ტერიტორიული განვითარების ნეგატიური ტენდენციები და მათი დაძლევის ამოცანები .....78

5.3. საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესები და გლობალიზაციის

პირობებში ეკონომიკური სივრცის ევოლუცია ......81

5.4. თანამედროვე ეკონომიკური დარაიონების საფუძვლები და საქართველოს ეროვნული

მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმები.....82

თავი 6. ეკონომიკური ზრდა- რეგიონული განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი ..... 104

6.1 ეკონომიკური ზრდის არსი და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლები ......104

6.2 ეკონომიკური ზრდის ციკლური რყევები ......107

6.3 რეგიონი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა და მართვის ობიექტი ......116

6.4 რეგიონის ეკონომიკური და ფინანსური პოტენციალი, როგორც მისი მდგრადი

განვითარების უზრუნველყოფის საფუძველი .....123

6.5 გლობალიზაციის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონული სოციალურეკონომიკური სისტემების მდგრად განვითარებაზე .....127

6.6 რეგიონული განვითარების ინსტიტუტების გამოყენების საშინაო და საგარეო გამოცდილება ......136

6.7 რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბება მდგრადი ტერიტორიული

განვითარების პრინციპების განხორციელების უზრუნველსაყოფად.....139

6.8 რეგიონების მდგრადი განვითარების მართვის პროგრამულ-მიზნობრივი მექანიზმი ......145

6.9 რეგიონის მდგრადი განვითარების შეფასებისადმი მეთოდური მიდგომები .....148

თავი 7. რეგიონი, როგორც კონკურენტული ურთიერთობების სუბიექტი .....154

7.1 კონკურენციული პროცესები და რეგიონული განვითარების პარადიგმის ცვლილება .....154

7.2 რეგიონების კონკურენტული პოზიციების დიფერენციაცია .....161

თავი 8. საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობა .....166

8.1 საქართველოს ბუნებრივ– რესურსული პოტენციალის რეგიონული თავისებურებები (მოკლე მიმოხილვა) ......166

8.2 საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე ტენდენციები .....171

8.3 საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება .....178

თავი 9. რეგიონის კონკურენტუნარიანობა და ფინანსური ინფრასტრუქტურა .....187

9.1 ფინანსური ინსტიტუტების როლი რეგიონის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ......187

9.2 საბანკო სისტემის როლი რეგიონის საინვესტიციო გარემოს ფორმირებაში .....192

თავი 10. რეგიონის ინოვაციური საქმიანობა და კონკურენტუნარიანობა .....196

10.1 ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბება და რეგიონის ინოვაციური სტრატეგიები ......196

10.2 კონკურენტული ანალიზის მეთოდოლოგია .....200

10.3 კლასტერების როლი რეგიონების ინოვაციურ განვითარებაში .....203

10.4 ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა .....207

თავი 11. რეგიონის ფირმათა კონკურენტუნარიანობის ამაღლების თანამედროვე კონცეფციები...215

11.1 ინტეგრაცია, როგორც რეგიონის საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალება ......215

11.2 ფირმათა კონკურენტუნარიანობის თავისებურებები .....219

11.3 არამატერიალური აქტივების მართვა, როგორც პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში ფირმის კონკურენტუნარიანობის საფუძველი .....221

11.4 კორპორაციული კულტურა, როგორც ფირმის კონკურენტუნარიანობის ფაქტორი .....226

11.5 ექსპორტის სტიმულირება რეგიონულ დონეზე, როგორც ეროვნული და რეგიონული კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულება ......227

11.6 მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის რეგულირების პრიორიტეტები რეგიონის კონკურენტუნარიანობაში .....233

თავი 12. კლასტერების როლი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში .....240

12.1 კლასტერების მნიშვნელობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ......240

12.2 დამატებული ღირებულების ჯაჭვის და კლასტერის ურთიერთქმედების კონცეფცია ......243

12.3 განვითარებული ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორები .....246

12.4 ტერიტორიული საწარმოო კომპლექსების და კლასტერების შედარება ......248

12.5 წარმოების ორგანიზაციის ტერიტორიული ფორმების კლასიფიკაცია .....248

12.6 მცირე და საშუალო საწარმოების როლი ეკონომიკაში და მათი სივრცობრივი კონცენტრაცია .....250

12.7 მცირე ქვეყნებში კლასტერების ფუნქციონირების თავისებურებანი და კლასტერული პოლიტიკა .....253

12.8 სამრეწველო კლასტერების განთავსების თავისებურებები პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში ....257

თავი 13. ინვესტიციების მოზიდვის რეგიონული ასპექტები და საგადასახადო პოტენციალის ზეგავლენა საინვესტიციო რესურსების ფორმირებაზე .....262

13.1 ეკონომიკურ თეორიაში არსებული ინვესტიციური მოდელები .....262

13.2 რეგიონული საინვესტიციო პროგრამები (რსპ) ......267

თავი 14. რეგიონული პოლიტიკის მაკროეკონომიკური პროგნოზი .....270

14.1 რეგიონული მაკროეკონომიკური პროგნოზირების ასპექტები .....270

14.2 რეგიონული განვითარების სოციალურ-ეკონომიკური დონის კომპლექსური შეფასების კომპონენტები .....282

თავი 15. საქართველო და ევროკავშირი (თანამშრომლობის 10 წელი) ......285

15.1 საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია...285

15.1.1 ევროპული ინტეგრაციის პროცესი: მიღწევები, ხარვეზები და გამოწვევები

საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში ......287

15.1.2 სახელმწიფოების დამოკიდებულება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ ......288

15.1.3 სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებული მიღწევები .....289

15.2 ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან და საქართველოს მცირე მეწარმოების განვითარება .....294

15.3 ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან და საქართველოს სატრანსპორტო ენერგეტიკული დერეფანი .....299

15.4 საქართველოსა და ევროპის (ევროკავშირის) ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები..307

15.4.1 საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია: ესტონეთის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საქართველო ......308

15.4.2 საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია: დანიისა და საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი .....312

15.4.3 საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია: ხორვატიისა და საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი ......317

15.4.4 საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია: სლოვაკეთის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საქართველო ......322

15.4.5 შვეიცარიის კონფედერაციის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საქართველო .....324

თავი 16. მსოფლიო გლობალიზაცია, ინტეგრაცია და საქართველო .....330

16.1 მსოფლიო გლობალიზაციისა, და ინტეგრაციული პროცესების ზოგადი მიმოხილვა.....330

16.2 საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასება და მისი მონაწილეობა მსოფლიო მეურნეობაში ......332

16.3 საქართველო ევროაზიურ სივრცეში, ენერგეტიკული დერეფანი და ეროვნული ეკონომიკა ინტეგრაციულ პროცესებში ......334

16.4 საქართველო თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციის და ინტეგრაციის კონტექსტში....338

თავი 17. რეგიონული ეკონომიკის სისტემური დიაგნოსტიკის შინაარსი, პრობლემები და ამოცანები .....344

17.1 სისტემური კვლევის არსი და დიაგნოსტიკის გაგება .....344

17.2 რეგიონული ეკონომიკის დიაგნოსტიკის თავისებურებები, ამოცანები და ინფორმაციული ბაზა ......347

17.2.1 რეგიონული ეკონომიკის დიაგნოსტიკის თავისებურებანი .....347

17.2.2 რეგიონის ეკონომიკური დიაგნოსტირებისათვის სტატისტიკურ მონაცემთა ძირითადი ჯგუფები .....349

17.2.3 ინფორმაციულ ბაზაში „თეთრი ლაქები“ ......350

17.2.4 ტიპიური პრობლემები ინდიკატორთა გაანგარიშებაში .....352

17.3 რეგიონული დიაგნოსტიკის კვლევის ამოცანები .....355

თავი 18. რეგიონულ ეკონომიკაში მრეწველობის დიაგნოსტირებისა და განვითარების სპეციფიკა ....357

18.1 სამრეწველო პოლიტიკის ძირითადი მიზნები .....357

18.2 მრეწველობის ძირითადი სექტორები და მათი სტრუქტურული რეგულირება .....358

18.3 სამრეწველო საწარმოთა რესტრუქტურიზაცია ......364

18.4 მრეწველობაში პროდუქციის მოცულობისა და დამატებული ღირებულების მაჩვენებლის გამოყენება ......364

18.5 სამრეწველო წარმოების დინამიკისა და დარგობრივი სტრუქტურის ანალიზი ......367

18.6 მრეწველობის დივერსიფიკაციის ხარისხი ......369

18.7 ერგონომიკური გამოკვლევების სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობა .....373

თავი 19. სოფლის მეურნეობის დიაგნოსტიკის თავისებურებანი ......381

19.1 საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ზოგიერთი თავისებურებანი ......381

19.2 საქართველოს შავი ზღვისპირეთის სოფლის მეურნეობის განვითარების თავისებურებანი....384

19.3 აგრარულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის დიაგნოსტიკის სპეციფიკა .....385

19.4. სოფლის მეურნეობის პროდუქციის სტატისტიკის თავისებურებანი ......390

თავი 20. მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის ანალიზი .....392

20.1 მშენებლობა, როგორც მატერიალური წარმოების დარგი და მისი დამახასიათებელი თავისებურებები ......392

20.2 სამშენებლო სექტორის პრობლემები ......394

20.3 საცხოვრებელი ბინებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დახასიათება .....398

თავი 21. მომსახურების სფეროს დიაგნოსტიკა ..... 402

21.1 მომსახურების წარმოების დარგობრივი სტრუქტურის ანალიზივ .....402

21.2 სხვა დარგების შესწავლის სპეციფიკა საბაზრო მომსახურების წარმოებისას .....404

21.3 არასაბაზრო მომსახურების ძირითადი ნაწილის მწარმოებელი დარგები .....408

თავი 22. „ცენტრი-რეგიონი“-ს ურთიერთობები ფედერალიზმის პირობებში ......411

22.1 ფედერალიზმის ძირითადი პრინციპები, ცნებები და განმარტებები .....411

22.2 ფედერაციის ძირითადი ტიპები .....416

თავი 23. რეგიონული მიზნობრივი პროგრამები ......418

23.1 პროგრამულ-მიზნობრივი მეთოდები ......418

23.2 პროგრამის პროექტის შემადგენლობა ......423

23.3 პროგრამები და ადგილობრივი ხელმძღვანელობა ......424

თავი 24. რეგიონული პროპორციები, როგორც მათი საწარმოო - ეკონომიკური განვითარების

აუცილებელი ფაქტორი .....432

24.1 რეგიონის სოციალურ- ეკონომიკურ სისტემაში პროპორციების ხასიათი .....432

24.2 რეგიონის წარმოებისა და მოხმარების პროპორციულობის დონის გამოკვლევა ......443

თავი 25. რეგიონული მოხმარების სტიმულირება .....446

25.1 რეგიონული ბაზრები ......446

25.2 რეგიონული ბაზრების მნიშვნელობა რეგიონის ეკონომიკაში ......448

თავი 26. რეგიონული სოციალური სივრცე. რეგიონული სოციალური და ეკონომიკური სტრატიფიკაცია ......457

26.1 რეგიონული სოციალური და ეკონომიკური სტრატიფიკაცია ......457

26.2 ელიტის სოციოლოგია- მისი ფუნქციები და ადგილი საზოგადოებაში .....467

თავი 27. რეგიონული საფინანსო ბაზრების თანამედროვე ტენდენციები და გლობალიზაციის პრობლემები ......471

27.1 რეგიონული საფინანსო ბაზრების ფორმირების პრობლემები .....471

27.2 საქართველოში არსებული ბაზრები .....473

თავი 28. პოლიტიკური რეგიონალისტიკა .....475

28.1 პოლიტიკური რეგიონალისტიკის არსი .....475

28.2 მომავალი მსოფლიოს კონტურები ......482

გამოყენებული ლიტერატურა ......496 

2 შესავალი

▲back to top


შესავალი

სახელმწიფოებმა საუკუნეების განმავლობაში მოახდინეს მათი შემადგენელი ტერიტორიების ინტეგრირება, ეროვნული თვითშეგნებისა და კულტურის განსხვავებული ტიპების ერთ მთლიანობაში გაერთიანებით. ამ საფუძველზე ჩამოყალიბდნენ საკუთარი ეკონომიკური და მმართველობითი სისტემების ჩანასახები. საერთო ეროვნულმა თვითშეგნებამ ნდობასა და მაშასადამე, ლიბერალურ დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი. ერთიანი სახელმწიფოებრიობა უზრუნველყოფდა სოციალურ სოლიდარობას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა თანამედროვე სახელმწიფოების განვითარებას. მკაფიო საზღვრები ამკვიდრებდნენ შრომასა და კაპიტალს ერთ ტერიტორიაზე და ხელს უწყობდნენ სოციალურ კომპრომისს. ამგვარი მიდგომის აპოგეად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქცნენ საყოველთაო კეთილდღეობის კეინსიანური სახელმწიფოები. ეროვნულმა სახელმწიფომ დაიცვა ლიბერალური დემოკრატია და სოციალური სოლიდარობა, მაგრამ მის განვითარებას სირთულეებიც თან ახლდა. ეროვნული პლურალიზმი და გახსნილობა, რომლებიც ახასიათებდა ევროპული ცივილიზაციის უფრო ადრეულ პერიოდებს, რიგ შემთხვევაში დაკარგულ იქნა. ეროვნულობის აღმავლობამ და თვითშეგნების ზრდამ უფრო ფართო მასშტაბისა და ინტენსივობის კონფლიქტები გამოიწვიეს- შიდა და სახელმწიფოთაშორისო.

ომებმა ზოგიერთი სახელმწიფოს კრახი გამოიწვია, მაგრამ არა სახელმწიფოებრივი მშენებლობის საზოგადოდ მიღებული მოდელის უარყოფა. გაცილებით უფრო ძლიერ ეროვნული სახელმწიფოს პოზიციებზე ზეგავლენა მოახდინა გლობალიზაციამ. ამ ცნებაში ჩადებული ფართო მნიშვნელობის გამო, იგი ხშირად არამართებულად გამოიყენება. თუმცა არავინ არ უარყოფს იმას, რომ გლობალიზაციამ შეცვალა ეროვნული სახელმწიფოს როლი. საზღვრები არ მოიშალა, მაგრამ უფრო გაიოლდა მათი გადალახვა. კაპიტალი, საქონელი, მომსახურება და- ნაკლები ხარისხით- ადამიანები უფრო მობილურები გახდნენ, შეუძლებელია მათი გაჩერება ერთი სახელმწიფოს ფარგლებში. ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დარღვეულ იქნას წარმოების, მათ შორის მეცნიერებატევადი დარგების კავშირი გარკვეულ ტერიტორიასთან. „ზოგადსაკაცობრიო კულტურის“ გავრცელება სულ უფრო ამცირებს შანსებს ლოკალური კულტურისა და ეროვნული ენის რეალურ დაცვაზე.

მთავრობებმა უმეტესწილად უარი თქვეს ტერიტორიების დაბალანსებულ განვითარებაზე რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, ვინაიდან კაპიტალი ირჩევს ინვესტიციებს მსოფლიო კონიუნქტურიდან გამომდინარე. ევროპაში ამ პროცესის დაჩქარება მიმდინარეობს შიდა ბაზრისა და სავალუტო კავშირის გამყარების, ახალი ზეეროვნული პოლიტიკის ფორმირების კვალობაზე.

თუმცა, ტერიტორიული საზღვრების ურღვევობაზე უარის თქმა- პრობლემის მხოლოდ ერთი ასპექტია. Kკულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება „ჩვეულ რიტმს“ უბრუნდება, მაგრამ ეს პროცესი ორ დონეზე მიმდინარეობს. ერთსაც და მეორესაც უწოდებენ „რეგიონულს“. კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმება სახელმწიფოთაშორისო (ზოგადევროპული თვალსაზრისით) და შიდასახელმწიფოებრივი.

ვისკონსინის უნივერსიტეტის გამომცემლობაში რამდენიმე წლის უკან გამოსული ორტომეულის «Regionalism in the Age of Globalism» ავტორები (სტივენ ჰელშერი, კორნელია ჰანნი და სხვ.) გამოყოფენ თანამედროვე რეგიონალიზმის სამ ნიშანს. ჯერ-ერთი, ეს არის „გლოკალიზაცია“, ტერმინ-ნეოლოგიზმი, რომელიც შემოიღო ბრიტანელმა სოციოლოგმა როლანდ რობერტსონმა და რომელმაც უკვე გამოდევნა მოწინავე აკადემიურ სფეროში ცალსახა „გლობალიზაცია“. რობერტსონმა ბრწყინვალედ დაამტკიცა, რომ გლობალური ინტერესები და ლოკალური იდენტურობები არა თუ არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ პირიქით- დიალექტიკურ ერთიანობაში არიან. გლობალური კომპანიები იძულებულნი არიან ყოველთვის შეუქმნან თავიანთ პროდუქციას ლოკალური იმიჯი, ამასთანავე, მეორე მხრივ, ლოკალური სუბიექტები აგრეთვე ცდილობენ თავიანთი რეგიონების ბრენდები გლობალურად ცნობადი გახადონ. ამრიგად, რეგიონალიზმს გლობალიზმის ეპოქაში არაფერი საერთო არა აქვს რაღაც იზოლაციონიზმთან, არამედ პირიქით- გამოდის როგორც ღია ეკონომიკურკულტურული სტრატეგია, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგჯერ „ეროვნული დახურულობის“ პოლიტიკას.

რეგიონალიზმის მეორე ნიშანია „ეთნოსკეიპი“, როგორც მას უწოდებს ინდოელი კულტუროლოგი არჯუნ აპადურაი. ესაა სხვადასხვა ეთნიკური დაჯგუფებების დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს რეგიონის ცვალებად იერს. მაგალითად, აფხაზეთისათვის ამ პროცესების გამოკვლევა მეტად აქტუალურად გვესახება. ომისშემდგომი მიგრაციები არსებით ზემოქმედებას ახდენენ ამ რეგიონის ეთნი- 10 კურ სახეზე. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ეს პროცესები კი მომავალში კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის.

და ბოლოს, მესამე ნიშანს, ან უფრო სწორედ, თანამედროვე რეგიონალიზმის პრინციპს წარმოადგენს „განსხვავება, რომელიც მოიცავს“ (inclusive distinction) რეგიონალიზმის ადრეული ფორმებისათვის და უმეტეს ეროვნულ სახელმწიფოთათვის დამახასიათებელი „გამომრიცხავი განსხვავება“ (exclusive distinction), რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს სხვადასხვა დაჯგუფებებს („ან-ან“), „განსხვავება, რომელიც მოიცავს“ პრინციპი განიხილავს რეგიონის ყველა მოსახლეს, როგორც თანასწორ მოქალაქეებს („ისევე, როგორც“). მაგრამ ამასთან, არ ცდილობს მათ ხელოვნურ შერევას- განსხვავება (distinction), რასაკვირველია, რჩება, და სწორედ რომ ქმნის რეგიონის კულტურულ სიმდიდრეს. მოსახლეობისათვის საერთო მსოფლმხედველობითი საძირკველი ხდება თვით რეგიონი, მისი სპეციფიური იდენტურობა, მათ შორის მრავალი ხელოვნური საზღვრების მოშლით. და ამ საძირკველზე საბოლოოდ ბუნებრივად წარმოიქმნება რეგიონული სამოქალაქო თვითმმართველობა.

ამრიგად, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანობაში ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებებთან ერთად შეიმჩნევა სხვადასხვა ქვეყნის გარკვეული ტიპის რეგიონებს შორის ასევე მნიშვნელოვანი მსგავსება. ამასთანაა დაკავშირებული უამრავი საერთო ნიშან-თვისება სხვადასხვა ქვეყნის მიდგომაში თავიანთი შიდა რეგიონული პრობლემების მიმართ. აქედან გამომდინარე, საქართველოში რეგიონული განვითარების პრობლემის გამოკვლევა და რეგულირება შესაძლებელია და უნდა გატარდეს უმდიდრესი უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით.

დაკარგული ტერიტორიები, რეგიონებს შორის მზარდი სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებები, უამრავი პრობლემური, მათ შორის კრიზისული ურთიერთობები ქვეყანაში, ეკონომიკური სივრცის დეზინტეგრაცია- ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე საქართველოს სახეს.

აღნიშნულ სახელმძღვანელოში თავი. 9 რეგიონის კონკურენტუნარიანობა და ფინანსური ინფრასტრუქტურა და თავი. 27 რეგიონული საფინანსო ბაზრების თანამედროვე ტენდენციები და გლობალიზაციის პრობლემები დაწერილია ეკონომიკის დოქტორ რუსუდან ნიკურაძესთან ერთად, ხოლო თავი. 11 რეგიონის ფირმათა კონკურენტუნარიანობის ამაღლების თანამედროვე კონცეფციები და თავი 26. რეგიონული სოციალური სივრცე. რეგიონული სოციალური და ეკონომიკური სტრატიფიკაცია დაწერილია ეკონომიკის დოქტორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელისო გველესიანთან ერთად. წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი მცდელობაა მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქართული რეგიონალისტიკის და საერთოდ, რეგიონალიზმის, შესწავლის საქმეში. ავტორები დიდი მადლიერებით მიიღებენ ნაშრომის მიმართ გამოთქმულ ყველა საქმიან შენიშვნას და წინადადებას და გაითვალისწინებენ მათ შემდგომ მუშაობაში.

3 ლიტერატურა

▲back to top


ლიტერატურა:

1. იხ. ჯ. ზარანდია, საქართველოს რეგიონული ეკონომიკის განვითარების აქტუალური საკითხები, თბ., 2002, გვ. 124-126.
2. დ. მოურავიძე, მთლიანი რეგიონული პროდუქტი: არსი და გაანგარიშების მეთოდოლოგია, `სოციალური ეკონომიკა~, 2003, #6, გვ. 17-27; მისივე, საქართველოს მთლიანი რეგიონული პროდუქტის გაზომვის/გაანგარიშების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მეთოდიკა, სეპსკი-ს ფონდი, ხელნაწერი, 2003, გვ. 83.
3. დ. მოურავიძე – რეგიონული განვითარების აქტუალური საკითხები. ესპსკი-ის შრომების კრებული ტომი I გვ. 514-532.
4. დ. მოურავიძე – რეგიონების ცნებისა და რეგიონული სტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოში. ესპკსი-ის შრომების კრებული ტომი IV გვ.
5. დ. მოურავიძე – რეგიონების ცნების შესახებ. ჯურნალი `სოციალური ეკონომიკა~ #3, 2004, გვ. 170-181
6. ნ. ჭითანავა – გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები III ნაწ. თბილისი, 2002, გვ. 164-184.
7. ნ. ჭითანავა – სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკის ფორმირების თავისებურებები ჟურნალი `ბიზნესი და კანონმდებლობა~ #2(14), 2005.
8. ეკონომიკური ლექსიკონი ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით, თბ.: თსუ-ს გამომცემლობა, 2001წ.
9. ჭითანავა ნ., საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებები და ტენდენციები ეკონომიკური გლობალიზაციის კონტექსტში, საქართველოს რეგიონების სოციალურეკონომიკური განვითარების მიმართულებები გარდამავალ პერიოდში, შრომების კრებული, თბილისი – ბათუმი, 2001 წ. გვ. 14-15
10. მოურავიძე დ., საქართველოს რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები, საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები გარდამავალ პერიოდში, შრომების კრებული, ბათუმი-თბილისი, 2001.
11. აბრალავა ა. გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ. თბილისი, 2001.
12. ბარათაშვილი ე., ციმინტია კ., ზარანდია ჯ. ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2007, #5-6.
13. ბარათაშვილი ე., ციმინტია კ., ზარანდია ჯ. საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე ტენდენციები. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2007, #7-9.
14. ბარათაშვილი ე., ძიძიკაშვილი ნ., ნადარეიშვილი ნ., ზარანდია ჯ., ციმინტია კ. კლასტერიზაციის თეორიული საფუძვლები და მათი დანერგვის წინაპირობები საქართველოში. `საქართველოს ეკონომიკა~, 2008, #9. #10.
15. ბარათაშვილი ე., დანელია თ., ზარანდია ჯ. რეგიონის რესურსული პოტენციალი და მისი გამოყენების ეფექტიანობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. თბილისი, 2000.
16. ქარქაშაძე ნ., თოდუა ნ., მუშკუდიანი ა. „რეგიონის კონკურენტუნარიანობის შეფასების საკითხი“. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2006, #4.
17. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი. 1998, #9.
18. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2002 წლის ინდიკატური გეგმა.
19. ციმინტია კ., ხარჩილავა მ. ეკონომიკური ზრდის რესურსები და ფაქტორები საქართველოს რეგიონების აგრარულ სექტორში. თბილისი, 2005.
20. ჭითანავა ნ. გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. III ნაწილი. თბილისი, 2001.
21. ხადური ნ. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის მაკროეკონომიკური დეტერმინანტები. `საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები~, კვარტალური მიმოხილვა. დეკემბერი, 2005.
22. მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკატორი თბ., 2003.
23. ვ. ჯაოშვილი – საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია.
24. ჟურნალი აუდიტი – აღრიცხვა – ფინანსები.
25. ვეშაპიძე შ.,ლეკაშვილი ე.,გრიშიკაშვილი ა.,ასლამაზაშვილი ნ., მსოფლიო ეკონომიკა. თბ., 2008.
26. სტიგლიცი ჯ, “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება~ თბ., 2012.
27. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., აბრალავა ა., რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა.
28. აბრალავა ა., ბულია ლ., `რეგიონი და რეგიონული მაკროპროცესები გლობალიზაციის პირობებში~. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2009, #2.
29. ბარათაშვილი ე., კეკელია გ., რეგიონების სამეურნეო სპეციალიზაცია, როგორც მათი საწარმოოეკონომიკური პოტენციალის ამაღლების საფუძველი, ჟურნალი `ეკონომიკა~ #9, 2004.
30. ბარათაშვილი ე., ალავიძე ზ., საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის ობიექტური მიზეზები და მათი გამოთანაბრების პრიორიტეტები, ჟურნალი `ეკონომიკა~ #12, 2004.
31. აბრალავა ა., `გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ~ (მონოგრაფია). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001.
32. აბრალავა ა., `გლობალიზაციის არსის გაგებისათვის~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2002,#6.
33. აბრალავა ა., `გლობალური ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2002, #6.
34. აბრალავა ა., კვანტალიანი მ., `თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური ერთიანობა და წინააღმდეგობები~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა, 2003, #1.
35. აბრალავა ა., `ეკონომიკური გლობალიზაციის ზოგიერთი პოლიტიკური ასპექტები~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2003, #2.
36. აბრალავა ა., `გლობალიზაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები არალიდერი ქვეყნებისათვის~. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2003, #3-4.
37. აბრალავა ა., `რეგიონთაშორისი ეკონომიკური კავშირები და ინტეგრაციული პროცესები~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2003.
38. აბრალავა ა., `ეკონომიკის ეროვნული საზღვრების პრობლემა~. ჟურნალი `მაცნე~, 2003, ტ. XI, #3. 39. აბრალავა ა., `ეროვნული ეკონომიკა~ (მონოგრაფია). თბ., `ინოვაცია~, 2005.
40. აბრალავა ა., `ახალი ინდუსტრიული ქვეყნების სტრატეგია~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2006, #6.
41. აბრალავა ა., აბრალავა ნ., `მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრირებისათვის~. ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, 2007, #5.
42. აბრალავა ა., ბულია ლ., `რეგიონი და რეგიონული მაკროპროცესები გლობალიზაციის პირობებში~. ჟურნალი `ეკონომიკა~, 2009, #2.
43. ბარათაშვილი ე., დანელია თ., ზარანდია ჯ., რეგიონის რესურსული პოტენციალი და მისი გამოყენების ეფექტიანობა საბაზრო პირობებში. თბ., 2000;
44. ბარათაშვილი ე., ნარსია ლ., ანჯაფარიძე ზ., საქართველოს გეოპოლიტიკური გარემო – შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ინტეგრირების განმსაზღვრელი ფაქტორი. თბ., 1999;
45. ბარათაშვილი ე., ნაკაიძე გ., ჯანელიძე ნ., საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციები – მსოფლიო მეურნეობის ლიდერები. თბ., 2000;
46. ბარათაშვილი ნ., გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები და ახალი მსოფლიო წესრიგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.: 2004;
47. ბარათაშვილი ე., ნაკაიძე გ., ჯანელიძე ნ., ეკონომიკური განვითარების თანამედროვე თეორიები, გამომცემლობა `რუბიკონი~, 2000;
48. ბარათაშვილი ე., ბარათაშვილი თ., რეგიონის რესურსული პოტენციალის შეფასების საკითხისათვის,ჟურნალი `ეკონომიკა~, 2000;
49. ბარათაშვილი ე., ნაკაიძე გ., ვეშაპიძე შ., განვითარების ეკონომიკა და ტექნოლოგიური პროგრესი, თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი, 2001;
50. ბარათაშვილი ე., ქოქოსაძე ნ., „საინოვაციო საქმიანობის რეგიონული ასპექტები“, ჟურნალი `ინოვაცია~, 2003;
51. ბარათაშვილი ე., „საქართველოს რეგიონული განვითარების რეტროსპექტივა და პერსპექტივა“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელ. ეკონ. ინსტიტუტი, შრომების კრებული III ტომი, 2003;
52. ბარათაშვილი ე., სოლოღაშვილი დ., რეგიონული ლობიზმი და ინტერესთა სისტემა, ჟურნალი `ეკონომიკა~, #6, 2004;
53. ბარათაშვილი ე., კეკელია გ., რეგიონების სამეურნეო სპეციალიზაცია, როგორც მათი საწარმოოეკონომიკური პოტენციალის ამაღლების საფუძველი, ჟურნალი `ეკონომიკა~ #9, 2004;
54. ბარათაშვილი ე., ალავიძე ზ., საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის ობიექტური მიზეზები და მათი გამოთანაბრების პრიორიტეტები, ჟურნალი `ეკონომიკა~ #12, 2004;
55. ბარათაშვილი ე., როინიშვილი გ., რეგიონული განვითარება: კონკურენტუნარიანობა და მარკეტინგი (ორგანიზაციული ასპექტი), ჟურნალი `ეკონომიკა~ #3, 2004;
56. ბარათაშვილი ე., რეგიონული განვითარების სახელმწიფოებრივი რეგულირება, ჟურნალი `ეკონომიკა~ #3, 2004;
57. ბარათაშვილი ე., რეგიონის ცნების და მისი მეცნიერული კვლევის საგნის საკითხისათვის, ფინანსების სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტი, შრომების კრებული, ტომი VIII, 2005;
58. ბარათაშვილი ე., მინდორაშვილი ლ., ჩუხრიკიძე თ., განათლება – რეგიონის კონკურენტუნარიანობის სისტემაში, ჟურნალი `ეკონომიკა~ #9, 2006;
59. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., რეგიონული სოციალური და ეკონომიკური სტრატიფიკაცია, თბ.: ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა~, #2, 2005;
60. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., რეგიონული მენეჯმენტისა და მარკეტინგის არსის შესახებ, თბ.: ჟურნალი `ეკონომიკა~ #1, 2006;
61. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., რეგიონული ეკონომიკური განვითარების შედარებითი ანალიზი საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკების მაგალითზე, თბ.: ჟურნალი `საქართველოს ეკონომიკა~, #1, 2007;
62. ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., `საქართველოს რეგიონული განვითარების ეკონომიკა~. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 2007.
63. ზარანდია ჯ., საქართველოს რეგიონული ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხები (მონოგრაფია), თბ., 2002;
64. ზარანდია ჯ., ბარათაშვილი ე., ინვესტიციური პოლიტიკა რეგიონულ დონეთა ჭრილში, თბ.: ჟურნალი `ეკონომიკა~, #9-12, 2000;
65. ზარანდია ჯ., საინვესტიციო მოთხოვნილება, როგორც რეგიონული განვითარების ფაქტორი, თბ.: ჟურნალი `სოც. ეკონომიკა~, #6, 2001;
66. ზარანდია ჯ., სახელმწიფო რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებები, პოსტსოციალისტური ტრანსპორმაციის პირობებში, თბ.: ჟურნალი `სოც. ეკონომიკა~, #2, 2003;
67. ზარანდია ჯ., რეგიონული ეკონომიკური განვითარების თეორიების გენეზისი, თბ.: ჟურნალი `სოც. ეკონომიკა~, #4, 2003;
68. ზარანდია ჯ., საბიუჯეტო ფედერალიზმის სრულყოფის გზები საქართველოში, თბ.: ჟურნალი `მაცნე~, #4, ტომი – XI, `მეცნიერება, 2003;
69. ზარანდია ჯ., საქართველოს რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების წინაპირობები, თბ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის `მოამბე~, #3, 2003;
70. ზარანდია ჯ., საქართველოს რეგიონული განვითარების თანამედროვე ტენდენციები, მოსკოვი. ჟურნალი `მუნიციპალური ეკონომიკა~, #4, 2003;
71. ზარანდია ჯ., საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის რეგიონული პრობლემები, მონოგრაფია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004;
72. ზარანდია ჯ., სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალიზმის საკითხისათვის, თბ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის `მოამბე~, #2, 2004;
73. ზარანდია ჯ., ბობოხიძე ზ., რეგიონული კონკურენტუნარიანობა, თბ.: ჟურნალი `სოციალური ეკონომიკა, #5-6, 2005;
74. მალაშხია გ., საქართველოს ეკონომიკა – საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ.; 2002;
75. მესხია ი., ნიკოლეიშვილი ო., გადასახადები და დაბეგვრა, თბ.: ფსკი-ს გამომცემლობა, 2002;
76. მესხია ი. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული. III ტ. 2003;
77. მოურავიძე დ., რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეგულირების მეცნიერული საფუძვლების შესახებ: გამოცდილება, ამოცანები, მიმართულებები, თბ.: ესპსკი-ს შრომების კრებული, ტ. V, 2000;
78. პაპავა ვლ., საგადასახადო ფედერალიზმი: თანხმობა თუ სეპარატიზმი?, თბ., 2000;
79. პაპავა ვლ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ.: `პდპ~, 2002;
80. `საქართველოს რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებები გარდამავალ პერიოდში~, შრომების კრებული, ბათუმი-თბილისი, 2001;
81. ჩიხლაძე ნ., ქაჯაია ვ., ბიუჯეტების ჰარმონიზაციის პრობლემები სახელმწიფოს რეგიონულ პოლიტიკაში, ქუთაისი: `ქუთაისინფორმი~, 2001;
82. ჩუბინიძე გ. `რეგიონული ეკონომიკა და მართვა~, ქუთაისი, შს `ქუთაისინფორმი~, 2000;
83. ციმინტია კ. ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრული ინდიკატორები და მისი უზრუნველყოფის პარამეტრები საქართველოში. ჟურ. `სოციალური ეკონომიკა~, #4, 2004;
84. ციმინტია კ. წარმოების ზრდის რეზერვები საქართველოს რეგიონების აგრარულ სექტორში. `ესპსკი~ შრომების კრებული. ტ. VI. 2002;
85. ჭითანავა ნ., `გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები~ (ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება~), ნაწილი II, თბ.: გამომც. `ესპსკი~, 1999;
86. ყუფუნია გ. `საქართველოს ეკონომიკა~. თბ.: `ცოდნა~, 2006;
87. ს. იაკობიძე. `მოსახლეობის საარსებო მინიმუმი და რეალური მოხმარების დინამიკა საქართველოში~. ჟურნ. `მიკრო-მაკრო ეკონომიკა~, #3, 2003, გვ. 36.
88. ი. კაკულია. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში,თბილისი,2001 წ.
89. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემთა ბაზა. 

90. Hamilton F. E. I., Linge G. J. R (eds) Spatial Analysis, Industry and the Industrial Enviroitment. – Chichester, 1983. – Vol. 3.
91. Бутов В. И., Игнатов В. Г., Кетова Н. П., Основы региональной экономики, М.: Экономика и Управление, 2000.
92. Ростиашвили К. Д., Политическая теория либерализма в ракурсе етатизма и антиетатизма, ж. США и Канада, 2000, №10, ст. 77.
93. Гранберг А. Г. `Основы региональной экономики” Высшая Школа Экономики, 2001;
94. Нестеров П.М., Нестеров А.П. региональная экономика М.: ЮНИТИ-ДАНА, 2002.
95. Шиф ф М., Уинтерс Л. Регионалная интеграция и развитие. 2005.
96. Абралава А., `Глобальное технологическое пространство и национальная экономика~. Журнал `Обшество и экономика~. 2004, №3.
97. Абралава А., `Развиваюшиеся страны в условиях глобализации: стратегия и последствия~. RELIGIAGOSPADARKA. Tom 11. Сб. статей. Lublin 2005. `WydawnictwoKUL~
98. Алиев В. Г. и др. Региональные проблемы переходной экономики – вопросы теории и практики, М.: Экономика, 2002;
99. Amstrong M., Teylor J. Regional Economic and Policy. Third Edition. Blacwell Publishers, Great Britain: MPG Books, Bodmin, Cormwoll, 2000.
100. Augusto Lopez-Claros, Laure Altinger, Jennifer Blanke, Margareta Drzeniek, Irena Mia. The Global competitiveness Indexs: Identifying the Key Elements of Sostainable Growth. The World Competitiveness Report 2006-2007.
101. Christensen G. The past end fiuture of competitive advantage. Oslo, 2001.
102. Hart A. Jeffrey. Rival Capitalist: International Competitiveness in the United State, Japan and Western Europe. L. Cornell University Press, 1992.
103. Sachs J.D., Warner A. M. The World Competitiveness Report. Davos, 2000.
104. Schwab K., Porter M.E., Sachs J.D. The Global Competitiveness Report 2001-2002. Executive Summary. N.Y. Oxsford University Press for the World Economic Forum, 2001.
105. Bantley J. H., ahp Forum-Gross-Cultural interacgtion and Periodization in World History // American Historian Review, 1996, #10.
106. Handbook of International trade and development statistics. Supplement, New-York: United Nations, 1996;
107. Henderson D., International Economic Integration: Progress, prospects, Implications // International Affairs, 1992, #4.
108. Isard W., Locarion and space economy. N.Y. 1972
109. http://www.geplac.org/
110. www.statistics.ge
111. http://www.mof.ge/
112. http://www.economy.ge/
113. http://www.railway.ge/?web=0&action=page&p– id=289&lang=geo
114. http://www.economy.ge/ge/media/news/stambolis-ministerialze-baqo-tbilisi-yarsis-rkinigzis-mseneblobisdroulad-dasrulebaze-setanxmdnen
115. www.statistics.ge
116. http://chalaepec.wordpress.com/2013/04/18/saqarTvelo-da-msoflio/
117. http://chalaepec.wordpress.com/2013/04/18/saqarTvelo-da-msoflio