![]() |
ქართველთ ცხოვრება |
ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონები დაურთო შ. ბურჯანაძემ
რედაქტორი ილია აბულაძე
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა
თბილისი - 1962
![]() |
1 შინაარსი |
▲back to top |
შინაარსი
1 წინასიტყვაობა .....5
2 "ნიკო დადიანის ცხოვრება და მოღვაწეობა..... 7
3 „ქართველთ ცხოვრების ხელნაწერები .....21
4 „ქართველთ ცხოვრების“ შინაარსი, შედგენილობა და პუბლიკაციები.....32
5 ნ, დადიანის ქართველთ ცხოვრების“ ადგილი და მნიშვნელობა ქართულ ისტორიულ მეცნიერებაში .....35
6. ტექსტისათვის.....59
7. ტექსტი:
წიგნი 1.....63
წიგნი II. .....125
წიგნი III .....182
8. კომენტარები .....214
9, ლექსიკონი..... 247
10, საძიებლები:
ა) პირთა..... 249
ბ) გეოგრაფიული და ტომობრივი სახელების ...270
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲back to top |
შ. ბურჯანაძე
წინასიტევაობა XVIII საუკუნის მეორე ნახევრისათვის ლიხთ-იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა
შეიმჩნევა უკეთესისაკენ. იმერეთის მეფისა და ეკლესიის ხელისუფლება შედარებით
გაძლიერდა და წამოიწია ეროვნული ერთობის მოძრაობამაც: ერთი მხრივ, აილაგმნენ
გამთიშველი თავადები, ხოლო, მეორე მხრივ, გახშირდა სამხედრო და პოლიტიკური
თანამშრომლობა იმერეთის მეფეებისა ქართლ-კახეთის მეფეებთან. ცნობილია ამ მხრივ.
მაგალითად, არა ერთი სამხედრო კაეშირი და თანაბრძოლა (1758, 1769, 1773, 177, 1790,
1794, 1795 წლებისა და სხვ.), ისევე როგორც 1790 წლის ეროვნულ-პოლიტიკური ერთობის
ტრაქტატი. ამ პოლიტიკური ძვრების მთავარი მიზეზი იყო, ერთი მხრივ, რუსეთის ამოძრავება
სამხრეთისაკენ და მის მიერ ამიერკავკასიაში თურქეთის ბატონობის დასუსტება, ხოლო,
მეორე მხრივ, ქართული პოლიტიკისაგან ოსმალეთის ჩამოშორება. (ლიხთ-იმერეთის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არც ერთი
თხრობითი ისტორიული წყარო არ მოგვეპოვება. როგორც ცნობილია, ვახუშტის „საქართველოს
ცხოვრება“ მოგვითხრობს პოლიტიკური წარსულის ამბებს 1740-იან წლებამდე. შემდეგი
დროის თავგადასავალი ლიხთ-იმერეთის პოლიტიკური ცხოვრებისა აღარავის დაუწერია, გარდა
ნიკო დადიანისა, რომელმაც თავისი „ქართველთ ცხოვრების“ სახით ერთი მხრივ, შეამოკლა
ვახუშტის „საქართველოს ცხოვრება“ და, მეორე მხრივ, დაგვიტოვა გაგრძელება
ლიხთ-იმერეთის პოლიტიკური თავგადასავალისა 1740-იანი წლებიდან 1820-იან წლებამდე.
ნ. დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ დღემდე არ გამხდარა სპეციალური შესწავლის საგანი
და მის შესახებაც არ არის გამოთქმული სრული თვალსაზრისი, დაფუძნებული მისივე
შინაარსის ანალიზზე. „ქართველთ ცხოვრების“ შესწავლა მიზნად დაისახა და თავის
სამუშაო გეგმაში შეიტანა საქართველოს მეცნ. აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის
ისტორიული დოკუმენტებისა და არქივების განყოფილებამ. ამ უკანასკნელმა მისი შესწავლა
გადაწყვიტა თხზულების ტექსტის გამოსაცემად მომზადებით. მხოლოდ ამის შემდეგ იყო
შესაძლებელი ამ თხზულების შინაარსის შესწავლა მთელი მისი მოცულობით.
თხზულების შინაარსის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ „ქართველთ ცხოვრება“
წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს საქართველოს ისტორიაში და იგი თავის ძირითად
ნაწილში შედგენილია მრავალი ქართული ისტორიული წყაროს, განსაკუთრებით ვახუშტის
„საქართველოს ცხოვრების“ შემოკლებით. ნ. დადიანი აქ უმეტეს წილად არ იჩენს თავის
წყაროსთან, კრიტიკულ-მეცნიერულ დამოკიდებულებას; იგი ბრმად იმეორებს მათ შეცდომებს,
რაც, როგორც არადადიანისეული, ჩვენი სპეციალურ, კომენტარი ბის გარეშე დარჩა. მაგრამ
იქ, სადაც ნ. დადიანი თავის წყაროებთან დამოკიდებულებაში იძლევა სხვაობას, ჩვენ
სპეციალურად განვმარტავთ. ასე რომ, კომენტარები ჩვენგან შედგენილია მხოლოდ ნ.
დადიანის ტექსტისათვის. ამნაირად ვიქცევით ჩვენ იმიტომ, რომ კომენტირება ვახუშტისა თუ სხვა
ავტორების შეცდომებისა ნ. დადიანის შემოკლებული ტექსტის გა“ მოცემაში უადგილოდ
მივიჩნიეთ. კომენტარების ერთი ნაწილი ჩვენ შევადგინეთ ჩვენივე გამოკვლევის მიხედვით: „იმერეთის
სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის XVIII საუკუნეში“, უადგილობის გამო რომ ვერ
მოხვდა ამ გამოცემაში. მაგრამ ჩვენ სათანადო ადგილებში მაინც მივუთითებთ მასზე,
რომელიც ხელნაწერის სახით ჩვენთან ინახება. " 27. 11. 1961, თბილისი
![]() |
3 ნიკო დადიანის ცხოვრება და მოღვაწეობა |
▲back to top |
ნიკო დადიანის ცხოვრება და მოღვაწეობა |
||
„ჯეროვანი არს, რომელი ყოველთვის წინ უნდა უსწროს საზოგადომან კეთილობამან კერძოობით სარიგებლობას“ ნიკო დადიანი |
||
I
ნიკო
დადიანი იყო გიორგი დადიანის ძის ვაჟი*. მის დედას ერქვა მარიამი, იგი იყო
აბაშიძის ასული. მღვდელ როსტომ ჩიქვანისათვის ნაბოძებ ერი წყალობის წიგნში
წერია: „დადიანის ძემ ბატონის შვილმან გიორგიმ, თანამეცხედრემან ჩემმან
აბაშიძის ასულმან მარიამ და ძემან ჩვენმან ნიკოლოზ“ გიბოძეთო და სხვ**. ეს
დოკუმენტი 1792 წლისაა. უფრო ადრინდელი თარიღიანი საბუთი, რომელშიც ნიკო
მოხსენებული იყოს, ჩეენ არ მოგვეპოქება. ამის მიხედვით კი ცხადია, რომ იგი
1792 წელს უკვე დაბადებული ყოფილა. მაგრამ მისი დაბადება, რა თქმა უნდა,
ამაზე ადრე უნდა მომხდარიყო, იგი, მაგალითად, თავის დისშვილს, გრიგოლ
ზურაბის ძე წერეთელს 1829 წელს პირად წერილში სწერდა, რომ „...რაღა დროსი
არის აწ ჩეენი მეგობრობის დაწუნება; დავბერდითო“***. მართალია, აქ ნათქვამი
სიტყვა „დავბერდით“ არ უნდა გამოხატავდეს რეალურ სინამდვილეს, მაგრამ ის კი
არა დია, რომ აღნიშნული წერილის დაწერის დროს ნ. დადიანს ხანში შესულად
უგრძვნია თავი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ 1929 წელს იგი შუახნის ქალი
მაინც იქნებოდა და 1792 წელზე ადრე უნდა დაბადებულიყო. მაგრამ ნ. დადიანი 1780 წლის საბუთში არ არის მოხსენებული თავის
დედ-მაშასთან ერთად****. თუ ეს შემთხვევითი არაა, მაშინ უნდა მივიჩნიოთ,
რომ ნ. დადიანი ჯერ კიდევ არ ყოფილა დაბადებული 1700 წელს, რომლის შემდეგაც
იგი პირველად იხსენიება უკვე ცნობილ დოკუმენტში, 1792 წელს. |
* გიორგი დადიანის
ძეს ჰყავდა მეორე შვილი – ასული ნინა, რომელიც როგორც კორცხლის ეკლესიაში
მისი საფლავის ქვის წარწერა შეტყველებს, მეუღლესთან 17 წლის ნაცხოვრები
გარდაიცვალა 1815 წ. ნოემბერში (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი
სამეგრელოში, წონში: ძველი საქართველო, III, 221). აქვე უნდა ვთქეათ,რომ ე.
თაყაიშვილისგან დაბეჭდილ ტექსტში ნინას გარდაცვალების თარიღად წერია „ჩფჲე“
მაგრამ უნდა იყოს ჩყიე. ვინაიდან ეპიტაფიაში წერებულა, რომ ქვა დაუდვია
ნიკო დადიანს 1815 წელს (იქვე). |
|
აქედან სარწმუნოა, რომ ნიკო დადიანი დაბადებული უნდა იყოს 1780—1792 წლებს შორის. |
||
ამ ვარაუდის საფუძველზე სწორი უნდა იყოს ის ტრადიცია, რომლის მიხედითაც ი. მეუნარგია აღნიშნავს, რომ 1834 წელს ნ. დადიანი „შუა ხნის კაცი გარდაიცვალაო“*. |
*ჟურნალი „მომბე“. 1896, № 4, გვ. 45 | |
ნიკო დადიანის მამა გიორგი დასნეულდა დღნორისს და გარდაიცვალა ზოგიშს 1799 წლის 15 დეკემბერს*. |
* ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება. წიგნში: ე. თაყაიშვილი Описание рукописей [1. გვ. 23-24] | |
ამის მემდეგ ოჯახის საქმეებს გაძღოლია მარიამ აბაშიძის ასული თავის შვილ ნიკოსთან ერთად. მღვდელი გიორგი ბერიძისადში 1016. VII. 5 წყალობის წიგნში ისინი ამნაირად იხსენიებიან: „აბაშიძის ასულმან მარიამმა და პირმშომან ძემან ჩემან... ნიკოლაი დადიანოვიმ“ გიბოძეთო და სხვ.* |
* ხელნაწერთა ინსტიტუტი. Ad=1074. | |
ნიკო დადიანის მამის ოჯახი დაახლოებული იყო ოდიშის მთავრებთან - ჯერ გრიგოლთან, შემდეგ ლევან V-სთან, მისი მამა გიორგი ისტორიულ საბუთებში კაციასა და ნიკოს შემდეგ და მათთან ერთად ოტია დადიანის ძედ იწოდება*. აქედან: კაცია დადიანი და ჩვენი ისტორიკოსის მამა ძმები ყოფილან, ხოლო მათი შვილები გრიგოლ დადიანი და ჩვენი ისტორიკოსი - ბიძაშვილები**; ამასთანავე, გრიგოლ დადიანის ძეს, ლევან V დადიანს ბიძად ერგებოდა „ქართველთ ცხოვრების“ ავტორი. |
* ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. II, 191, გვ.
10; ხელნაწერთა ინსტიტუტი, Qs–1074. იქვე, As–1099 ** შდრ. Акты, II. გვ. 505. |
|
ამ ნათესაობის გამო თავისუფლად შეიძლებოდა ნიკოს მამა მთავრებთან დაახლოებული და გავლენიანი პირი ყოფილიყო. |
||
ნიკო დადიანის თავის ისტორიულ თხზულებაში მამამისს, ბიძას გრიგოლ დადიანისას, უწოდებს მთავრის „საქმის გამგებელს“*, გრიგოლ დადიანისათვის იმდენად სანდო ყოფილა ნიკოს მამა გიორგი, რომ იმ უკინისკნელისითვის მას თავისი ძე ლევანიც მიუცია აღსაზრდელად. ჩვენი ისტორიკოსი ამის შესახებ წერს: სოლომონ მეორემ რომ ბრძოლა დაიწყო გრიგოლ და“ დიაწის წინააღმდეს დასავლეთ საქართველოს გასაცრთიანებლიდა, იმ პერიოდი ში „ერთგულებდა ბიძა თვისი გიორგი გრიგოლ დადიანს, ვინაიდგან ზრდიდა შვილსა მისსა ლეონს ბიძა თვისი გიორგი“**. ამიტომაც იყო, რომ გრიგოლ დადიანი ძალიან შეაწუხა ბიძამისის გიორგის გარდაცვალებამ და ზოგიშიდან, სადაც იგი მოკვდა, ცხედარი „წარშოიღო დიდი პატივით, - წერს ნ. დადიანი, – და მოასეენა სამარხოსა მამაპაპათა თვისთა და დამირხა მარტვილის შესაფერითა პატივითა“* |
• „ქართველთ ცხოვრება“, წიგნში: ე. თაყაიშვილი, Описание рукописей I, გვ.
24; შდრ; Акты, II., გვ. 5-7. ** Описание рукописей გვ. 21, *** იქვე, გვ.24 |
|
ქმართან ერთად ლევან V-ის აღზრდაში მონაწილეობა მიუღია, ცოლს, მარიამ აბაშიძის ასულსაც. ასე, მაგალითად. ნ. დადიანი თავის იურიდიულ თხზულებაში „დასტურლამაში“ – მთავარ ლევან V-ს უწოდებს თავისი „მოხუცებული დედის აღზრდილს“*“* | *ჟურნ. „მოამბე“, 1896, N 5, გვ. 8. | |
ნ. დადიანს თავის სიცოცხლეში ორი ცოლი ჰყავდა. მისი პირველი ცოლი იყო გურიის ერისთავის ასული მარიაში, რომლისგანაც უნდა შესძენოდა ძე გიორგი, ერთიც და მეორეც იხსენიებიან 1992 წლის 7 ივნისისა და ერთ სხვა უთარიღო დოკუმენტში.* |
* ხელნაწერთა ინსტიტუტი, Qd=8331, 7973. |
|
ერისთავის ასული გარდაცვლილა და ნ. დადიანს მეორე ცოლად შეურთავს თავად მარშანიას ასული ეკატერინე. 1829 წ. 19 მაისის დოკუმენტში ნ. დადიანის თანამეცხედრე ეკატერინესთან ერთად მოხსენებული არიან მისი ძენიც: გიორგი, ბესარიონ, ალექსანდრე, პეტრე და პავლე.* |
* ხელნაწერთა ინსტიტუტი, Qd—6821. |
|
ამას გარდა, ნ. დადიანს ჰყოლია, როგორც ი. მეუნარგია გადმოგვცეს ნ. დადიანის შთამომავლობის კარგი მცოდნის მალაქია ჩაჩიბაიას ნათქვამის მიხედვით, კიდევ ორი ასული: ბათუ და კესარია*. უკანასკნელი, წერს რა თვეთთონ ნ. დადიანი თავის ისტორიულ თხზულებაში, ცოლი გახდა ალიბეგ (ალექსანდრე) შარვაშიძისა, რომელიც მფლობელი იყო შუა სოფლისა აფხაზეთში**“. ბათე ანუ ეკატერინე დედა იყო ცნობილი ჰოეტის მამია გურიელისა***.
ნ. დადიანის ეპიტაფიაში მის ძეებად მოხსენებული არიან გიორგი, ბესარიონ, პეტრე და პავლე****. ამასვე იმეორებს ი. მეუნარგიაც ჩაჩიბაიას ნათქუიმის მიხედვით*****. მაგრამ 1829 წ. 19 მაისის დოკუმენტში, როგორც ახლახან ვნახეთ, დამატებით მოხსენებულია, მეხუთე ძე, ალექსანდრე. თუ ეპიტაფიაში არ გამორჩენიათ ამ ვაჟის სახელი. მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ადრევე გარდაცვლილა. |
* ჟურნ. „მოამბე“, 1896. № 4, გვ. 46. *** მამია გურიელი, ლექსები, 1897, ქუთაისი, ი. მეუნარგიას წინასიტყვაობა, გვ. VII. **** ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი სამეგრელოში, წიგნში: ძველი საქართველო, Ill, გვ. 128. ***** ჟურნ. „მოამბე“ 1896, № 4. გვ. 46. |
|
ნიკო დადიანი გარდაიცვალა 1834 წლის 25 თებერვალს და დაიმარხა მარტვილის მონასტერში. ეს თარიღი აღნიშნულია მისი საფლავის ქვის წარწერაზე მარტვილის მონასტრის სამხრეთ ეკვდერში*. | * ე. თაყაიშვილი, არხეოლოგ. მოგზ. სამეგრ., წიგნში: ძველი საქართველო, III, გვ. 18. ნ. დადიანის სიკვდილის თარიღად ასახელებენ აგრეთვე 24 თებერვალს (ქართულ ხელნაწერთა A კოლექციის აღწერილობა, IV, 267; AKI, VIII, 436). მაგრამ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ეპიტაფიის ცნობას, რომელიც ნ. დადიანის ვაჟებისგანაა დატოვებული. |
|
ნ. დადიანის გარდაცვალებასთან დაკაეშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: სამეგრელოს მაშინდელმა მიტროპოლიტმა დავით ზურაბის ძე წერეთელმა, რომელიც დისწული იყო ნიკო დადიანისა და, მაშასადამე, მამიდაშვილი მისი მემკვიდრეებისა*, შეაჩერებინა და მარხვა ნ. დადიანის ცხედრისა, ისე რომ უკანასკნელი დაუმარხავი იყო 14 მარტსაც. ამისი მიზეზი ის იყო, რომ დავით მიტროპოლიტს რაღაც უსიამოენება შეხვედრია თავისი ბიძაშვილებისაგან**. ბარონ როზენმა რომ ამისათვის საყვედური და მუქარა შეუთვალა დავით მიტროპოლიტს, ამ უკანასკნელმა შემდეგ იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსს აკურთხებინა და დაამარხვინა ნ. დადიანის ცხედარი***. |
* შდრ. ქართ. ხელნაწ. H კოლექციის აღწერილობა, IV, **. Акты, Vlll, 6-ამ ცნობაზე მიგვითითა ნათელა რამიშვილმა. *** იქვე. 437 |
|
როგორც ამ მიმოხილვიდან ირკვევა, ნიკო დადიანს, დაბადებულს 1789 —1792 წლებს შორის, უნდა ეცხოვრა 43–44 წელიწადი. | ||
ნიკო დადიანის განიოლოგიისათვის
|
||
II | ||
ნ. დადიანი იყო თავისი დროისათვის განათლებული პირი. იგი ავტორია არა ერთი ორიგინალური თხზულებისა, მკითხველი, მოყვარული და მფლობელი მრავალი წიგნისა. თავის დისწულსა და მეგობარს გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელს 1829 წ. 15 თებერვალს იგი სწერდა: „.მჭირდება კეინტოს კურციუსის წიგნი ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება ან თელემაქი და ან ტროადის აღების ისტორია... ამ ჩეის ბესარიონის ხელით გამამიგზ[ა]ვნე... მაგრამ უფრო გთხოვ ალექსანდრეს ცხოვრება მათხოვო“*. აქ „თელემაქესთან დაკავშირებით ლაპარაკია ფრანგი ავტორის ფენელონის ტელემახიადაზე“, რომლის რუსულად გადაკეთებული ვარიანტი, შესრულებული ტრეტიკოვისაგან, გადმოთარგმნილი იყო ქართულად**. კეინტოს კურციუსის წიგნიც „საქმეთათჳს ალექსანდრე დიდისა შენისა მაკედონელისა“ - რუსულიდან იყო თარგმნილი ანტონ პირველის მიერ.*** |
* ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sd-1447. ავტოგრაფი. ** ცნობა მომაწოდა ქრისტინე შარაშიძემ. *** ეს ენობა მომაწოდა აპოლონ როგავემ |