![]() |
ბიზნესი და ერგონომიკა |
ბარათაშვილი ევგენი ნაშრომი ეძღვნება ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის, პროფესორის
ნინო მახარაშვილი–ბარათაშვილის,
სოფლის მეურნეობის დოქტორის, პროფესორისს
ელდარ კუკავას ნათელ ხსოვნას.
გამომცემლობა "უნივერსალი"
რედაქტორი:
გალახვარიძე ნაირა
ნასარაია
ზურაბ
მამულაშვილი
ლეილა
თბილისი 2022
გუგული ყურაშვილი ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
რეცენზენტები:
გურამ ჯოლია ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორი
ლაშა ბულია ეკონომიკის დოქტორი
© ე. ბარათაშვილი, ნ. გალახვარიძე, ზ. ნასარაია, ლ. მამულაშვილი 2022
© გამომცემლობა `უნივერსალი~, 2022
თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას №4, (: 5(99) 17 22 30; 5(99) 33 52 02
E-mail: universal505 @ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com
ISBN 978-9941-33-300-2
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
თავი II. ერგონომიკამეცნიერული და დამპროექტებელი დისციპლინა. ერგონომიკის
შექმნის ობიექტური
მიზეზები 28
2.1. ერგონომიკა მეცნიერული ტიპის დისციპლინა 28
2.2. ერგონომიკა დამპროექტებელი დისციპლინა 42
2.3. ერგონომისტის პროფესიული მოღვაწეობის ეთიკა 51
თავი III. სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესი და განვითარების პროცესში
ტექნოლოგიურ ინოვაციათა
როლი 55
3.1. ტექნოლოგიურ ინოვაციათა ერგონომიკულობა 55
3.2. ტექნოლოგიურ ინოვაციათა ეროგონმიკულობის განვითარების სახელმწიფოებრივი
რეგულირება
(კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ) 60
3.3. კანონი „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ 74
3.4. სახელმწიფოს როლი შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ერგონომიკური
გარემოს შექმნაში 91
თავი IV. საერთაშორისო ერგონომიკური მოძრაობის ორგანიზაციული ფორმები 96
4.1. ფ. ტეილორის შრომისა და წარმოების სისტემა 96
4.2. წარმოებაზე ახალი შეხედულებები XX საუკუნის
დასაწყისში 106
4.3. ადამიანისეული ფაქტორის კვლევათა ფორმირება აშშ-ის ტექნიკაში 120
4.4. ერგონომიკური მოძრაობის ორგანიზაციული ფორმების ჩამოყალიბება ევროპისა და
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 123
თავი V. საინჟინრო-ეკონომიკური ფსიქოლოგიის და ერგონომიკის როგორც მეცნიერების
საგანი და
ამოცანები 130
5.1. საინჟინრო ფსიქოლოგიის და ერგონომიკის ძირითადი განსაზღვრებანი 130
5.2. საინჟინრო ფსიქოლოგიისა და ერგონომიკის საგანი 137
5.3. ეკონომიკური ფსიქოლოგიის არსი და ამოცანები ერგონომიკაში 143
5.4. „ადამიანი-მანქანა“ სისტემის ინფორმაციული და კონცეპტუალური მოდელები 148
5.5. “ ადამიანი-მანქანა“ სისტემის ტიპები 153
5.6. “ადამიანი-მანქანა“ სისტემის შემუშავების ერგონომიკური უზრუნველყოფის
პრინციპები 157
თავი VI. ერგონომიკის მეთოდები და ტექნიკური საშუალებანი 160
6.1. ერგონომიკური გამოკვლევების ზოგადი დახასიათება და კლასიფიკაცია 160
6.2. ინფორმაციის მიღების მეთოდები საქმიანობის აღწერისათვის 163
6.3. ადამიანსა და მანქანას შორის ფუნქციების განაწილების მეთოდები 171
6.4. მოდელირება ერგონომიკაში. "ადამიანი მანქანა"
სისტემის მოდელირება 174
6.5. ერგონომიკაში მათემატიკური მოდელების ზოგადი დახასიათება 178
6.6. მათემატიკური მოდელების ზოგადი დახასიათება ერგონომიკაში 183
6.7. ერგონომიკური დაპროექტების ავტომატიზირებული სისტემები 185
6.8. ვირტუალური რეალობის მოდელირების გამოყენების პერსპექტივები ერგონომიკურ
დაპროექტებაში 190
თავი VII. შრომისა და სხვა საქმიანობის სახეობის ერგონომიკური ანალიზის პრინციპები
194
7.1. საქმიანობა როგორც ერგონომიკის გამაერთიანებელი საწყისი 194
7.2. ფუნქციური ორგანო, როგორც ინდივიდთა საქმიანობის საკუთარი საშუალება 203
თავი VIII. ოპერატორული საქმიანობის ფსიქოფიზიოლოგიური საფუძველი 207
8.1 ოპერატორის მიერ ინფორმაციის მიღება და პირველადი დამუშავება 207
8.2. ანალიზატორები 213
8.3. ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების და შეცნობის პროცესში ინფორმაციის
შენახვა და გადამუშავება 223
8.4. სიტყვიერი ურთიერთობა ოპერატიულ საქმიანობაში 232
8.5. ადამიანის საქმიანობის რეგულირების მექანიზმები 234
თავი IX. ადამიანი როგორც შემსრულებელი სისტემა 250
9.1. ანთროპომეტრული და ბიომექანიკური მახასიათებლები 250
9.2. ოპერატორის სამუშაო მოძრაობები, სენსომოტორული რეგულირება 251
თავი X. ადამიანი – ოპერატორის საქმიანობა 256
10.1. საქმიანობის ფსიქოლოგიური ანალიზი 256
10.2. ცნებები “სამუშაო ადგილი~ და “სამუშაო გარემო,~ ოპერატორულ საქმიანობაზე
მოქმედი ფაქტორები 259
10.3. ოპერატორების შეცდომები 262
10.4. ოპერატორული საქმიანობის სახეები 265
თავი XI. "ადამიანი-მანქანა" ინტერფეისის და სამუშაო გარემოს საინჟინრო
ფსიქოლოგიური და ერგონომიკური
დაპროექტება 268
11.1. სისტემური მიდგომის გამოყენების თავისებურებები ინფორმაციული მოდელების და
გარემოს
დაპროექტებისას 268
11.2. “ადამიანი-მანქანა“ სისტემის დაგეგმარების ეტაპები, ეკონომიკური შეფასება 271
11.3. გამომსახველობითი ინფორმაციული საშუალებები, დაპროექტება 276
11.4. მართვის ორგანოების დაპროექტება 280
11.5. გამოყენებადი ინტერფეისის დაპროექტება 283
11.6. ვირტუალური რეალობის სისტემები 285
11.7. იუზაბილიტი 291
თავი XII. ერგოტექნიკური გარემოს დამუშავებისა და ექსპლოატაციის ერგონომიკური
უზრუნველყოფის სისტემა 298
12.1 “ადამიანი–მანქანა~ სისტემის დამუშავების და ექსპლოატაციის უზრუნველყოფის
ერგონომიკური
სისტემის თავისებურებები 298
12.2. ერგონომიკური უზრუნველყოფის თანმიმდევრობა
და ეტაპები 299
12.3. ერგონომიკური ექსპერტიზა 301
თავი XIII. “ადამიანი-მანქანა~ სისტემის ეფექტიანობა, მისი ამაღლების გზები 305
13.1. “ადამიანი – მანქანა~ სისტემა და ოპერატორის საიმედოობა. რესურსული მიდგომა 305
13.2. ოპერატორების პროფესიული შერჩევა და სწავლება 307
13.3. ოპერატორების ჯგუფური საქმიანობა 313
13.4. “ადამიანი-მანქანა~ სისტემების ექსპლუატაციის ფსიქოლოგიური ასპექტები 314
თავი XIV. ერგონომიკა მრეწველობაში 317
14.1. ერგონომიკის ძირითადი მიმართულებები მრეწველობაში . 317
14.2. მრეწველობის მეცნიერულ-ტექნოლოგიური ინტენსიფიკაცია ერგონომიკურ
დაპროექტებაში და ეკონომიკური ეფექტიანობა 326
14.3. ესთეტიკურ მოვლენათა ადგილი საწარმოო გარემოს კულტურაში 329
14.4. ფერის როლი ერგონომიკურ დაპროექტებაში 339
14.5. მრეწველობის ნაკეთობებისა და საპროექტო გადაწყვეტილებების ერგონომიკური
შეფასების მეთოდები 348
14.6. ერგონომიკური გამოკვლევების სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობა 351
14.7. მომხმარებლის მიერ ტექნიკურად რთული ნაკეთობის ერგონომიკური შეფასება 366
თავი XV. ერგონომიკა სოფლის მეურნეობაში 370
15.1. ადამიანის ფაქტორის როლი სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში 370
15.2. ერგატიკული სისტემების ფორმირების საფუძვლები სასოფლო– სამეურნეო წარმოებაში
377
15.3. ერგონომიკური პროცესების თავისებურებანი სოფლის მეურნეობაში 391
15.4. სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის სახმარი ღირებულების ფორმირების ეტაპები 402
15.5. პროდუქტის ხარისხის ერგონომიკური შეფასების პროცედურის სტანდარტიზაცია 404
თავი XVI. ბიზნესის ერგონომიკურობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები 416
16.1. თანამედროვე ბიზნესი და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტები 416
16.2. საზოგადოებრივი განვითარების ეკოლოგიზაცია
ბიზნესში 420
16.3 საწარმოების ზეგავლენა გარემოზე ეკოლოგიური პასპორტი 427
უცხო სიტყვების განმარტება 435
გამოყენებული ფიზიკური სიდიდეების ერთეულები 441
გამოყენებული ლიტერატრა 442
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ბარათაშვილი
ევგენი
გალახვარიძე ნაირა
ნასარაიაზურაბ
მამულაშვილი
ლეილა
ბიზნესი და
ერგონომიკა წინასიტყვაობა
BUSINESS AND ERGONOMICS PREFACE
თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა ის პრობლემატიკა,
რომელიც დღეს დგას ბიზნესისა და ერგონომიკის წინაშე. ის ვლინდება მნიშვნელოვანი
ცვილებებით შრომის ხასიათში, ავარიულობასა და ტრავმატიზმში, ნერვულ
ფსიქოლოგიურობასა და მასთან დაკავშირებული სომატური დავადებების ზრდაში, ახალი
ტექნოლოგიური სისტემების არასაკმარის ეფექტიანობაში. სწორედ ამ პრობლემატიკამ
განაპირობა ერგონომიკის მთავარი მიზანი ეფქტიანობისა და შრომის ჰუმანურობის
ამაღლება, ე.ი. მისი მწარმოებლურობის ზრდა, ხარისხი და უსაფრთხოება. დასაქმებული
ადამიანის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა.
თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის პერსპექტიული ინტენსიფიკაციით
განისაზღვრება თანამედროვე ბიზნესის მიზნის საერთო თეორიული და პრაქტიკული
ამოცანები.
წიგნში განხილულია ბიზნესის, მეწარმეობის კონცეფციები, ეთიკა, პასუხისმგებლობა
ერგონომიკის კუთხით. სახელმძღვანელო მომზადდა საინჟინრო ეკონომიკურ
ფსიქოლოგიასა და ერგონომიკაში არსებული თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენების საფუძველზე. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,
რომლებსაც დიდი პრაქტიკული ღირებულება გააჩნია რთული ტექნიკური სისტემების
შემმუშავებელ და მომსახურე ინჟინერ-ეკონომისტებისათვის. წიგნში განხილულია "ადამიანი-მანქანა" სისტემისა და ოპერატორის საქმიანობის ანალიზის პრინციპები.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ბიზნესით, საინჟინრო-ეკონომიკური ფსიქოლოგიითა და
ერგონომიკით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკითხველთა ფართო წრეს.
Modern scientific and technological progress caused problems facing business and
ergonomics today. It is manifested by significant changes in the nature of work,
accident and in traumatism, neuropsychology and related somatic in the increase
of diseases, lack of technological system’s sufficiency and effectiveness. It is
the problem that led to the main focus of ergonomics purpose Increasing
efficiency and human aspects of work, i.e. Productivity growth, quality and
safety. Ensuring personal development of an employed person.
Prospects of modern scientific and technological progress intensification
defines the overall purpose of modern business theoretical and practical tasks.
The book discusses the concepts of business, entrepreneurship, ethics,
responsibility in terms of ergonomics. The manual was prepared on the basis of
modern scientific literature in economic psychology and ergonomics. It discusses
Important issues that have great practical value for engineers and economists
developing service of complex technical systems. The book discusses the
"man-machine" system and principles of operator activity analysis.
The book will be of great help in business, engineering and economics for
students and readers of wider circles interested in psychology and ergonomics.
![]() |
3 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა თავისუფალი მეწარმეობის ეკონომიკაა. აქედან
გამომდინარე ქვეყნის განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ადამიანთა
ბიზნესში მაქსიმალურ ჩაბმას და მათ მიერ საქმის კეთების საფუძვლიან ცოდნას
მოითხოვს.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში დიდია ბიზნესის როლი და მნიშვნელობა.
დღეს ჯანსაღი ბიზნესის განვითარების პირობები განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის
ეკონომიკის განვითარების დონეს. ბიზნესი რთული და საინტერესო საქმიანობაა.
თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევისათვის მნიშვნელოვანია იცოდე, რომ
განვითარება არის არამხოლოდ მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალებაც. ამიტომ,
პირადი კონკურენტული უპირატესობისათვის, ანუ პროფესიული, ფიზიკური, სოციალური და
ფინანსური განვითარებისათვის საჭიროა დღენიადაგ ზრუნვა, საჭიროა განსხვავებული
ახალი სამომხმარებლო ფასეულობების შექმნა რომელიც ძალუძს მხოლოდ იმას ვინც აკეთებს არა ისე როგორც ყველა. საჭიროა მომავალი ჩამოყალიბდეს დღეს და წარმატება მოვა
ხვალ.
თანამედროვე რესურსების შეზღუდულობის პირობებში ეკონომიკური აზროვნებისათვის
დამახასიათებელია ყურადღების გამახვილება ბიზნესის რაციონალურ გაძღოლაზე. საქმე
ის არის რომ, საჭირო ხდება ბიზნესის განვითარების ინტენსიფიკაცია მეცნიერულ ტექნოლოგიური პროგრესის უახლესი მიღწევების ფართო გამოყენებით და მაღალი საბოლოო
შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯებით. ყოველივე ეს ფირმებისაგან მოითხოვს
ახალ საბაზრო პირობებთან ადაპტირებას
საზოგადოებრივი წარმოების ინტენსიფიკაცია, ეფექტიანობის ამაღლება წარმოადგენს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად გზას.
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, რომელიც წარმოების ყველა დარგის ღრმა გარდაქმნას
ახდენს, ზემოქმედებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.
თანამედროვე პირობებში მიმიდინარეობს ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიური
პროცესების გართულება.
თვით მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია საწარმოების პროდუქტის ფუნქციონალური
დანიშნულების თვალსაზრისით განისაზღვრება როგორც გადასვლა ტექნიკური
ნაკეთობებიდან, ტექნიკურ სისტემაზე. ასეთი გადასვლა არსებითად ცვლის შრომის პირობებს, ხასიათს და შინაარს. ადამიანი სულ უფრო თავისუფლდება შრომატევადი
ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა ფიზიკური დაძაბულობის ფუნქციისაგან. მისთვის
უფრო ძირითადი ხდება მანქანის მუშაობაზე, პროგრამირებაზე და მართვაზე კონტროლის
ფუნქცია. წარმოების ავტომატიზაციაზე გადასვლისას თანმიმდევრულად იზრდება ადამიანის,
როგორც შრომისა და მართვის სუბიექტის როლი. ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა მთელი ტექნიკური სისტემის ეფექტიან მუშაობაზე და ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიერ
დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება მიგიყვანოს მძიმე შედეგებამდე.
ტექნიკურმა პროგრესმა მთელი სიმწვავით დააყენა `ადამიანი-მანქანა~ სისტემის
წარმოქმნისა და მანქანის კონსტრუქციის სამუშაო მახასიათებლებთან ადამიანების
მახასიათებლების შესაბამისობის პრობლემა.
ნათელი გახდა, რომ რთული შრომითი საქმიანობის ოპტიმიზაციის პირობებისათვის აღარ
არის საკმარისი გამოყენებულ იქნას შრომის ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ჰიგიენის კერძო
რეკომენდაციები, აუცილებელია აგრეთვე ეს რეკომენდაციები ურთიერთშეთანხმებულ
იქნეს და განხორციელდეს შრომითი საქმიანობისა და მისი მიმდინარე პირობების
მოთხოვნების ერთ სისტემად გაერთიანება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა კერძო,
ცალკეული აღქმის ფუნქციური შესაძლებლობანი, მომუშავე ადამიანის აზროვნება და
მოქმედება, არამედ მთლიანად მისი მოღვაწეობა. ამდენად, აუცილებელია
გათვალისწინებულ იქნეს მისი ყველა მდგომარეობა, რაზეც დამოკიდებულია ადამიანის
შრომის წარმატებები.
წარმოების ავტომატიზაცია წარმოადგენს რა შრომის პირობების შემსუბუქების
მნიშვნელოვან ფაქტორს, თავისთავად მან შეიძლება არა თუ გააუმჯობესოს შრომის
პირობები, არამედ პირიქით საწინააღმდეგო შედეგებიც მოგვცეს და გამოიწვიოს რთული
ფიზიოლოგიური დაძაბულობა.
საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ ტექნიკის განვითარება, შრომის საერთო პირობების
გაუმჯობესება, რიგ შემთხვევაში, გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის
ორგანიზმზე არა სასურველი ფაქტორების კუთხით, (მონოტონურობა, ხმაური, ვიბრაცია,
ჰაერის დაბინძურება და სხვა). ამიტომ შრომითი მოღვაწეობის პირობების ოპტიმიზაცია
შეიძლება მხოლოდ სისტემის „ადამიანი შრომის საშუალება შრომის საგანი -საწარმოო
გარემო~ -ს კომპლექსური პროექტირებით.
ადამიანისა და მისი შრომითი საქმიანობის შემსწავლელი ტექ-
ნიკური დისციპლინებისა და მეცნიერების წანამძღვრების გაერთიანების აუცილებლობა
განაპირობებს ახალი საკვლევი ამოცანების წარმოქმნას. უპირველესად კი ეს ამოცანები
დაკავშირებულია ადამიანის, როგორც ავტომატიზირებული სისტემის კომპონენტის
აღწერასთან. საუბარია ინფორმაციის აღქმის პროცესებზე, მოტივაციის პრობლემებზე,
სტრესზე, ოპერატორების კოლექტიურ საქმიანობაზე.
ადამიანის ეფექტიან მოღვაწეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ერთი მხრივ,
მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა გაძღოლა, ოპერაციების
მონოტონურობა, პერცეპტული და ინტელექტუალური დატვირთვა, მუშაობის პირობები,
გარემომცველი გარემოს ფიზიკური ფაქტორები; მეორე მხრივ, საქმიანობის ახალი
საშუალებების პროექტირების ამოცანები განეკუთვნება ადამიანისა და მანქანების
ურთიერთზემოქმედების უზრუნველყოფას; მესამე მხრივ, ეს ამოცანები სისტემური
ხასიათისაა და დაკავშირებულია ოპერატორებსა და მანქანებს შორის ფუნქციების
განაწილებაზე, სამუშაო პროცესების ორგანიზაციასთან, ვარჯიშსა და შეჩვევის (შეგუების)
ამოცანებთან.
ჩამოთვლილი ამოცანები ამა თუ იმ ხარისხით ადრეც განიხილებოდა, ზოგიერთი მათგანი
გამოკვლეულ იქნა ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და შრომითი ჰიგიენის ფარგლებში.
მითითებული პრობლემისადმი კომპლექსური, სისტემური მიდგომა გახდა ერგონომიკის
მთავარი მეთოდოლოგიური საფუძველი.
ერგონომიკის საქმიანობა მიმართულია იქეთკენ, რომ შრომითი საქმიანობის კომპლექსური
შესწავლითა და პროექტირებით მოახდინოს შრომის საშუალებების, პირობებისა და
პროცესების ოპტიმიზაცია, ასევე მუშაკთა პროფესიური დახელოვნება. მისი კვლევის
საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობა, ხოლო კვლევის ობიექტს სისტემები „ადამიანიშრომის საშუალება შრომის საგანი საწარმოო გარემო“ ასეთი სისტემის
აღნიშვნისათვის ლიტერატურაში ხშირად იყენებენ შემოკლებულ ტერმინს (ს.ა.მ.) "სისტემა
ადამიანი-მანქანა“.
დასახელებული სისტემების ოპტიმიზაცია განიხილება როგორც საუკეთესო გზა, ყველა
შესაძლებელი განსაზღვრული პირობებისა და საშუალებისა სისტემის ფუნქციონირებისა,
რომელთა ეფექტიანობაც ფასდება არა მარტო ტექნიკურ-ეკონომიკური, არამედ მომუშავე
ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ყოველმხრივი განვითარების, ასევე (გარემოს
დაბინძურების და წარმოებული პროდუქტის სახმარ ღირებულებაზე ზემოქმედების
თვალსაზრისით).
შრომითი საქმიანობის ოპტიმიზაცია და მისი პირობების განხორციელება ქმნის
აუცილებელ წინაპირობებს მშრომელის პიროვნული განვითარებისა და ჯანმრთელობის
შენარჩუნებისათვის.
ეს საერთო კანონზომიერების ის კონკრეტული გამოვლინებაა, რომლის თანახმად
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია პირველად აყენებს საკითხს ადამიანზე, არა როგორც
უბრალო მომუშავეზე, ე.ი. განსაზღვრული სახის შრომის შემსრულებელზე, არამედ როგორც
პიროვნებაზე რომელთა ყოველმხრივი განვითარება მწარმოებლური ძალებისა და მთლიანად
საზოგადოების განვითარების პირობა ხდება.
ადამიანის ტექნიკასთან ურთიერთობის პრობლემა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წარმოიშვა, XX
საუკუნის დასასრულს კი მან ფუნდამენტური მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა
მიიღო. საზოგადოების წარმოების გარდასახვის ძალა თავისი მასშტაბებით უტოლდება
ბუნებრივ პროცესებს. ტექნიკური გარემოს უსაფრთხოება არის თანამედროვეობის გლობალური
პრობლრმა. კატასტროფები, ავარიები, უბედური შემთხვევები იწვევს ადამიანების
მსხვერპლს, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, განუკურნებელ დაავადებებს,
დამანგრევლად მოქმედებს ხალხის გენოფონდზე, ზიანს აყენებს ბუნებას, იწვევს
სოციალური წონასწორობის დარღვევას.
გასაოცრად მსგავსია ერთმანეთთან გასული საუკუნის სამი უდიდესი ავარიის მიზეზები ამერიკულ ატომურ სადგურზე “ სამი მილის კუნძული (1979 წ), ინდოეთის ქალაქ
ბხოპალეს ქიმიურ ქარხანაში (1984 წ) და ჩერნობილის აეს-ში ( 1986 წ.). ისინი განაპირობა, კომბინაციის უკმარისობამ დაპროექტებისას. ორგანიზაციული და ადმინისტრაციული
გამოთვლებისას დაშვებულია შეცდომები, რომელთა მიზეზს აქვს შემოქმედებითი ხასიათი,
ანუ თვითონ ხალხმა შექმნა ასეთი ავარიების წინაპირობები.. მათ ზოგჯერ უწოდებენ
უბედურებას, რომელიც გამოწვეულია ადამიანის შეცდომითი მოქმედებით. ჩერნობილის
ევაკუაციის სურათები ხალხს აგონებდა აპოკალიფსს. ატომური ენერგია გახდა მთლიანად
მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სიმბოლო.
ჩერნობილის ავარიის გამომწვევი მიზეზების განხილვამ აისბერგის მხოლოდ ზედაპირული
მხარე გამოაჩინა, მაგრამ სიღრმეში დაფიქსირებულია საშიში პრაქტიკა, კერძოდ,
ტექნიკური სისტემების დაპროექტებისას ადამიანების იგნორირება.
ყველაზე საშინელი კატასტროფა, რომელიც ტექნოგენიის საფუძველში დევს ეს არის
ანთროპოლოგიური კატასტროფა, რომელზეც პირველად საუბარი მ. მამარდაშვილმა დაიწყო.
ეს არის იმ ადამიანის დეგრადაცია, რომელსაც ახასიათებს ინდივიდუალური აზროვნება,
რომლის დროსაც “ადამიანს სისტემატურად აჩვევენ, რომ წარმოქმნილ სიტუაციაში ის
მხოლოდ საშუალებაა”.
ტექნიკური პროფილის სპეციალისტების მომზადების, შინაარსისა და აღზრდის
ორგანიზაცია, შემდეგ მათი პროფესიული მოღვაწეობა, ორიენტირებულია რაციონალურ
მოძრაობაზე ქვედა საფეხურიდან ზედა საფეხურამდე.დომინირებს დისკუსიური, ფორმალურ-ლოგიკური, ანალიტიკური მიდგომები და ერთდროულად ხდება ინტუიციურის,
არალოგიკურის სინთეტიკურის შეზღუდვა. ყალიბდება სპეციალისტი, რომელსაც არა აქვს
სუბიექტურობა.
თანამედროვე ცივილიზაციაში, რომელსაც ინდუსტრიალურს, ანუ მანქანურს უწოდებენ,
არსებითად არაფერი არ იცვლება, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ
მეცნიერებმა თეორიულ დონეზე გამოყვეს ცივილიზაციის ორი ტიპი: ტექნოლოგიური და
ფსიქოლოგიური. ისინი ცდილობდნენ, ეს თეორიული დებულებები კონკრეტულად
საზოგადოების შესწავლაზე გადაეტანათ.
ადამიანმა შექმნა ტექნიკა, ის არის მისი გენიის, ჭკუის, გამომგონებლობის პროდუქტი,
ის არის ადამიანის სულის ბავშვი. “ტექნიკას აქ უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, აღნიშნავს ლ. ბერდიაევი, ვიდრე მასზე ფიქრობენ. მას აქვს კოსმოგენური მნიშვნელობა, ის სრულიად ახალ სინამდვილეს ქმნის. შეცდომაა ვიფიქროთ, რომ რეალობა,
რომელიც შექმნა ტექნიკამ, არის ფიზიკური გარემოს ძველი სინამდვილე, რომელსაც
შეისწავლის მექანიკა, ფიზიკა და ქიმია.ეს არის ის რეალობა, რომელიც ადამიანთა გამოგონებებამდე მსოფლიოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ რომის კლუბის (საერთაშორისო არასამთავრობო არაკომერციული
ასოციაცია) პირველი მოხსენება, რომელმაც მისცა საფრთხის სიგნალი კაცობრიობას და
რომელიც შეეცადა გამოეფხიზლებინა ადამიანები, გაეთავისუფლებინა ილუზიებისაგან,
ბრმა რწმენისაგან მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისადმი, უარყოფითად იქნა მიღებული.
სპეციალისტების ორი კატეგორიის ტრადიციული ეკონომისტებისა და ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლების მიერ. აანალიზებს რა მეცნიერების და ტექნიკის როლს და
ადგილს თანამედროვე მსოფლიოში ჯ.ხოლტონი მიდის დასკვნამდე, რომ: ის ხალხი,
რომლებმაც გაიაზრეს კაცობრიობის გლობალური მოქცევის ახალი Eტიპის აუცილებლობა,
ხვდებიან სიტუაციას, როდესაც მათ აზრს იზიარებს აკადემიური მეცნიერების და ახალი
ტექნოლოგიების წარმომადგენლების შედარებით ნაკლები რაოდენობა და სულ იშვიათია
მათი მომხრეები ინდუსტრიალური წარმოების სფეროში.
ტექნიკის, ტექნოლოგიების პროგრამული პროდუქტების, საერთოდ წარმოება, მათი ჩართვა
ადამიანისა და მეცნიერების მოღვაწეობის პროცესში, დაკავშირებულია ცვლილებებთან,
თვითონ დაპროექტებაში და დამპროექტებლების შეგნებაში . “ადამიანი რომ გახდეს უფრო
ყურადღებიანი ტექნიკისადმი, ტექნიკასა და ადამიანებს შორის, რომ დამყარდეს
არაზედაპირული ურთიერთობა, ამისათვის ადამიანი ჯერ უნდა გამოფხიზლდეს, თავიდან
შეიგრძნოს თავისი არსის სივრცის სიფართოვე, სხვანაირად ის ახალი ისტორიული
ყოფისათვის., რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის მზად არ იქნება.
მოცემული სასწავლო დისციპლინის შინაარსს პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის
არსებობასთან, რომელიც დღეს შეუძლებელია გავიაზროთ. ახალი სინამდვილის შესწავლის
გარეშე, რომელსაც ქმნის თანამედროვე ტექნიკა და მეცნიერება. იგი მოწოდებულია
ჩაერთოს ტექნოგენური კატასტროფებისა და ავარიების არიდების საქმეში, ხალხის
ჯანმრთელობის დაცვასა და ცივილიზაციისაკენ მობრუნებაში, ნორმალური ცხოვრებისეული
პირობების შექმნაში. კონკრეტულად, ეს შესაძლებელი გახდება ადამიანის ტექნიკასთან
ურთიერთქმედების გამოკვლევებზე დაყრდნობით. თანამედროვე მანქანების დაპროექტებისას
ინჟინერ-ტექნიკოსების მხრივ ამგვარი ცოდნა არის თავისებური კატალიზატორი, რომ
ტექნოსფეროს განვითარებისას გამოირიცხოს ადამიანებისადმი, მხოლოდ
ტექნიკურ-ფუნქციონური მიდგომა, არ უნდა მოხდეს მათი ცხოვრების დაქვემდებარება
ტექნიკისადმი, რომელმაც თავისთავში შექმნა განსწავლული, ადამიან-ავტომატის სახე
და რომელიც არ არსებობს და ვერც ვერასოდეს იარსებებს.
ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების შექმნა წარმოადგენს არა მარტო საინჟინრო, არამედ
ზნეობრივ პრობლემასაც. მანქანების, დანადგარების, საწარმოო პროცესების, სისტემების,
პროგრამული უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო საქონლის საშუალებით, მათი
დამპროექტებლები პირდაპირ გადიან ხალხზე, ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობების
პირებზე, მოხუცებზე. ისინი ქმნიან ტექნიკას სხვა ადამიანებისთვის და ამიტომ
ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ის იყოს უვნებელი, მოხერხებელი, კომფორტული და ლამაზი. ის სწორად უნდა იყოს გათვლილი რეალურ ადამიანზე და არა აბსტრაქტულ, არარსებულ
ადამიანზე, რომელსაც არ ააქვს სქესი, ასაკი, ფიზიკური შესაძლებლობები.
არასწორია, ტექნიკის გარემოში იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ორიენტაცია გაართულებს
ამოცანას, რომელიც მისმა შემქმნელებმა უნდა გადაწყვიტონ. ეს არის შედეგი,
ადამიანის სომატურფსიქოფიზიკურ, ემოციურ-სულიერ და სოციალურ-ისტორიული
განზომილების ერთიანობისა და ამასთან, თანამედროვე გარემოს შრომითი შემოქმედების
განსაკუთრებული სიძნელისაც. ტექნიკის დაპროექტება უნდა გამოირჩეოდეს მაღალი
კულტურით, რომლის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს ფუნდამენტური ცოდნა ადამიანზე და
ადამიანის მოღვაწეობაზე.
“ადამიანი-მანქანის~ დაპროექტების სისტემის თანამედროვე ტენდენციები. თუმცა ნელა,
მაგრამ მაინც მდიდრდება და ღრმავდება. სწორედ ამიტომ ადამიანის, პიროვნების
უნიკალურობა განსაზღვრავს მის როლს რთულ სიტუაციებში, განსაკუთრებით ავარიულ და
ექსტრემალურ სიტუაციებში.
სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს კოევოლუციის იდეა, ანუ სისტემებისა და მთელის
ნაწილის ურთიერთობა. ტერმინი “კოევოლუცია~ შემოთავაზებული იყო 1964 წელს
ეკოლოგების მიერ, რომლებისთვისაც კოევოლუცია – სახეების ურთიერთდახმარებაა.
კოევოლუციის პროცესებს შეისწავლიან ეკოლოგები, ეთოლოგები, პოპულაციური გენეტიკა და
ბიოლოგიის სხვა დარგები.
ცნება “კოევოლუცია ფართო მასშტაბით~ ხაზს უსვამს ბუნებრივისა და სოციალურის
ურთიერთობას.
კოევოლუციური სტრატეგია განიხილება როგორც XXI საუკუნის. პარადიგმა, რომელიც
გავლენას ახდენს შემეცნებითი და ფასეულობითი ორიენტაციის შეცვლაზე, რაც საშუალებას
გვაძლევს გავიაზროთ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული ცოდნის ერთიანობა.
კოევოლუციის კონცეფცია შეიძლება შეიქმნეს მხოლოდ ადამიანის კონცეფციის საფუძველზე.
ბუნებრივია, კითხვებს – რა, როგორ, რატომ? უნდა დაემატოს კითხვები – რისთვის და
ვისთვის?
კოევოლუციაში ადამიანური აზრის, ჰუმანიტარული პრობლემების განხილვა პირველ
ადგილზე დგას და განსაზღვრავს კვლევის მიზანს. ადამიანი ჭეშმარიტად წარმოადგენს
კოევოლუციის იმ მთლიანობას, რომელიც არა მარტო დინამიურია, არამედ განუმეორებელი
და უნიკალურიცაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კოევოლუციის იდეის მეთოდოლოგიური როლი,
მის უნივერსალურ შინაარსში.
საერთოდ, რთული შესაფასებელია ის გავლენა, რომელიც ერგონომიკის თეორიისა და
პრაქტიკის განვითარებაში ექმნება მეცნიერების სინთეზის ტენდენციას, რომელიც
განპირობებულია ადამიანისა და ბუნების კოევოლუციით, ბიოლოგიური და კულტურული
სისტემით. ასევე აუცილებელია, კოევოლუციის სხვადასხვა დონის შეფასება, კოევოლუციურ
პროცესებზე სხვადასხვა შეხედულებები, რაც გამოხატულია, არამარტო მეცნიერთა
შეფასებებში, არამედ ტექნიკის პროექტირებაში, მხატვრულ შემოქმედებაში, რელიგიაში,
მითოლოგიასა და სხვ.
აუცილებელია, ერგონომიკისადმი კოევოლუციური მიდგომა, ამიტომ მისი კონცეპტუალური
პოტენციალის ათვისებას და შემოქმედებით განვითარებას ერგეკონომიკის მიმართ აქვს
ფუნდამენტური მნიშვნელობა. ამისათვის განსაკუთრებულ პოლიგონად შეიძლება გახდეს
ერგონომიკის ეკოლოგიური განვითარება, რომელიც პროგნოზის მიხედვით წამყვანი
მიმართულებაა. ამ განვითარებას ხელს უწყობს ერგონომიკის კავშირი სინენერგეტიკასთან, რომლის დისციპლინათაშორის მეთოდს XXI საუკუნის ახალი მეცნიერების სირთულეების
მომასწავებლად თვლიან.
იცვლება რა ჩვენი წარმოდგენა მსოფლიოს მეცნიერებასა და პროექტირებაზე, სინერგეტიკა
ხელს უწყობს ტექნიკური სფეროს ახალი მეთოდების ფორმირებას, დამუშავებას.
სინერგეტიკის მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს ახლებურად დავინახოთ ერგონომიკის,
დიზაინის, ეკოლოგიის, ინჟინერიის და ეკონომიკის პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ
თვითონ სინერგეტიკა ხდება არა უბრალოდ აღმოჩენის, არამედ რეალობის შექმნის
საშუალება.