The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ანოტაცია/Abstract


ანოტაცია/Abstract



ეთნოეკონომიკა

ევგენი ბარათაშვილი

ნაირა გალახვარიძე

ზურაბ ნასარაია

ეთნომენეჯმენტი

 

 

გამომცემლობა `უნივერსალი~

თბილისი 2023

ნაშრომი ეძღვნება ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის, პროფესორის ნინო მახარაშვილი–ბარათაშვილის,
სოფლის მეურნეობის დოქტორის, პროფესორისს ელდარ კუკავას ნათელ ხსოვნას.

სამეცნიერო რედაქტორები:

1. ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: ლარისა თაკალანძე

2. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ბადრი ცხადაძე

რეცენზენტები:

1. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ბიზნესის შევნიერებათა აკადემის პრეზიდენტი თეიმურაზ ბაბუნაშვილი

2. ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთა- ველის თეატრისა და კინოს სახელმნიფო უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი: დოდო ქუმბურიძე
3. ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი, საქართველოს შოთა რუს- თაველის თეატრისა და კინოს სახელნიფო უნივერსიტეტის სოცი ალურ მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; გიორგი ფხაკაძე

წიგნის ავტორები მადლობას უხდიან დახმარებისათვის საქართველოს ეროენული მუზეუმის მეცნიერს მამუკა ქაფიანიძეს და ახალგაზრდა მკვლევარს, ნიკოლოზ გუგავას.

© . ბარათაშვილი, ნ, გალახვარიძე, ზ. ნასარაია, 2022 გამომცემლობა „უნივერსალი“, 2022
© გამომცემლობა „უნივერსალი“, 2022
თბილისი, 0186, ა. პოლიტკოვსკაიას 4, (: 5(99) 17 22 30; 5(99) 33 52 02
E-mail: universal505 @ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com

ISBN 978-9941-33-435-1

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომში განხილულია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე ეთნოსებს შორის თანაცხოვრებისა და საქმიანობის საუკუნოვანი გამოცდილების კვლევაძიება მენეჯმენტის კუთხით, რაც საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციის სწორად წარმართვის მყარი საფუძველია.

ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია იმ ღირებულებებისა და კულტურის შენარჩუნებაგანვითარებისათვის, რომლებსაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები იზიარებენ. თავის მხრივ ეს გავლენას ახდენს სოლიდარული და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

ნაშრომში განხილულია როგორ ზემოქმედებს გლობალიზაცია ქვეყნებისა და ხალხის კულტურულ განვითარებაზე,ამასთან ერთად ნაშრომში მოცემულია ისიც, რომ გლობალიზაცია ეთნიკურ ჯგუფებს აძლევს ახალ რესურსებს უნიფიკაციისა და ასიმილაციის პროცესების წინააღმდეგობების გასაწევად.

ნაშრომი განკუთნილია მაგისტრების, დოქტორანტებისა და მეცნიერ-მკვლევრებისათვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

Abstract

The present work discusses the research of centuries-old experience of coexistence and activities between ethnic groups on the example of Georgia and other countries from the point of view of management, which is a solid basis for the proper management of civil integration of the society.

Protecting the rights of ethnic minorities is important for the development of the values and culture that the representatives of this group share. In turn, this affects the formation of a solidary and peaceful society.

The paper discusses how globalization affects the cultural development of countries and peoples, and also shows that globalization provides ethnic groups with new resources to resist the processes of unification and assimilation.

The work is intended for masters, doctoral students and researchers. It will also be interesting for a wide circle of readers interested in the mentioned issues.

1 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


შინაარსი

შესავალი................................................................................. 10

თავი I. თანამედროვე მენეჯმენტი და მისი როლი საბაზრო ეკონომიკაში ................................................................. 17

1.1. მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა .............................. 17

1.2. მენეჯმენტის როლი საბაზრო ეკონომიკაში ................... 21

1.3. მენეჯმენტის ძირითადი სკოლები .................................. 30

1.4. კროსკულტურული მენეჯმენტი ..................................... 40

1.5. ეთნომენეჯმენტის არსი ................................................. 47

თავი II. შედარებითი მენეჯმენტის ზოგადი თეორიის აქტუალური საკითხები ..................................................................53

2.1. შედარებითი, ანუ კროსკულტურული მენეჯმენტი, როგორც მენეჯმენტის ზოგადი თეორიის მიმართულება................................................................. 53

2.2. კულტურების სტერეოტიპიზაცია გლობალიზაციის პირობებში ..................................................................... 67

2.3. კულტურის თეორიები.................................................... 93

2.4. საქმიანი კულტურების კლასიფიკაცია მენეჯმენტში

და გ. ჰოფსტედეს თეორიები ....................................... 106

თავი III. გლობალიზაცია _ სამეურნეო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის სივრცობრივი მახასიათებლები ............................................................................. 121

3.1. გლობალიზაციის არსი და მისი განვითარების ეტაპები.... 121

3.2. გლობალიზაციის მეთოდოლოგია და მისი შეხამება ეროვნულ ინტერესებთან ............................................. 126

3.3. საქართველო მსოფლიო გლობალურ პროცესებში, გლობალიზაცია და ნაციონალიზაცია ......................... 130

3.4. საზოგადოებრივი მოთხოვნილებები და ეროვნული ინტერესების არსი........................................................ 135

3.5. ეკონომიკის გლობალიზაცია და კულტურათაშორისი სხვაობები..................................................................... 144

თავი IV. საქართველოს საქმიანი კულტურის თავისებურებები და მათი გავლენა მართვის ეროვნული სტილის ჩამოყალიბებაზე, ქართული ეთნოლოგიის მიმართულებები.............................................................................. 151

4.1. ეთნომენეჯმენტის, შედარებითი მენეჯმენტის, კროსკულტურული მენეჯმენტის, ინსტრუმენტების გამოყენება მართვის ქართული სტილის ჩამოყალიბებაზე........................................................... 151

4.2. ეთნოკულტურული პროცესები საქართველოში ........... 167

4.3. მიხაკო წერეთელი ეთნოსსა და ერის თეორიებზე........ 196

თავი V. ეთნიკურ საკითხებზე საქართველოს საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებების ზოგადი მიმოხილვა ...... 204

5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შესახებ ................................ 204

5.2. ჩარჩო კონვენცია, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ......................................................................... 205

5.3. ეთნიკური უმცირესობების განმარტება და სპეციალური უფლებები, რომლებიც ამ ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი .............. 212

5.4. ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის ანგარიში საქართველოზე ............................................................ 222

5.5. ევროპის ქარტია, რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ............................................................. 234

5.6. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ .................................................. 237

5.7. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭო..................................... 239

თავი VI. ეთნიკური აღორძინება, ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ............................................................................................. 245

6.1. თანამედროვეობის ეთნიკური პარადოქსი.................... 245

6.2. თანამედროვეობაში ეთნიკური იდენტობის ზრდის ფსიქოლოგიური მიზეზები 6.3. ეთნიკური იდენტობა სოციალური არასტაბილურობის სიტუაციებში............ 248

6.5. ეთნოფსიქოლოგიის გაგება ......................................... 253

6.4. ეთნოსი, როგორც ფსიქოლოგიური ერთობა................ 255

6.5. ეთნოფსიქოლოგიის გაგება .......................................... 263

6.6. ეთნიკური ფსიქოლოგიის ფუნქციები და მახასიათებლები ........................................................... 265

6.7. ეთნოფსიქოლოგიური სუბიექტები და მახასიათებლები... 267

6.8. ეთნოფსიქოლოგიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან.............292

6.9. ეთნიკური და შიგაეთნიკური კვლევის მეთოდები ...............295

თავი VII. ეთნიკურობისა და ეთნოპოლიტიკის თეორიები ......... 301

7.1 ეთნიკური თემი და ეთნიკურობა ................................. 302

7.2. პრიმოდიალიზმი, როგორც მეცნიერული მიმართულება.. 312

7.3. ფუნქციონალიზმი ეთნიკურობის ბუნებაზე ................. 317

7.4. კონსტრუქტივიზმი ეთნოლოგიაში ............................... 320

7.5 ეთნოლოგიაში ინსტრუმენტალური მიდგომის არსი..... 324

თავი VIII. ეთნიკურობა და დემოკრატია .......................................... 329

8.1. დემოკრატიის მოდელები ............................................. 331

8.2. დემოკრატიის მოდელების კრიტიკა ............................. 340

8.3. დემოკრატიისა და უმცირესობების საკითხები............. 341

8.4. ადგილობრივი თვითმართველობის არსი და ადგილობრივი თვითმართველობის სისტემა საქართველოში............................................................. 353

თავი IX. კონფლიქტების ცვილებებისა და სტრესის მართვა ეთნომენეჯმენტში ......................................................................... 374

9.1 კონფლიქტის ბუნება და ტიპები .................................. 375

9.2 ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის არსი......................... 384

9.3 ეთნოპოლიტილური კონფლიქტების ტიპები ................ 390

9.4 კონფლიქტების მართვის პრობლემები......................... 397

9.5. ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გადაჭრაში სიძულვილისა და ტოლერანტობის როლი .................... 409

9.6. ეთნიკურობის ნიადაგზე წარმოქნილი დანაშაულობები .. 413

თავი X. სოციოკულტურული სფეროს მენეჯმენტი ..................... 423

10.1 სოციალურ-კულტურული სფერო, როგორც მართვის ობიექტი. არასაწარმო სფეროს არსი და სტრუქტურა.... 423

10.2 სოციალურ კულტურული სფეროს არსი და დახასიათება................................................................. 431

10.3 კულტურა, სოციალურ-კულტურული სფეროს შემადგენლობაში კულტურის არსი, სტრუქტურა და მართველობის თავისებურებანი.............................. 435

10.4 სოციალურ კულტურული საქმიანობის პროდუქტების (შედეგების) არსი ......................................................... 447

10.5 სოციალურ კულტურული საქმიანობის შედეგების ობიექტური შეფასება................................................... 459

10.6 კულტურის პროდუქტების მოხმარება, როგორც ეკონომიკური ანალიზის საგანი ................................... 465

10.7 სოციალურ-კულტურული სფეროს ფინანსები და თავისებურებანი ..................................................... 474

თავი XI. სოციალური ქცევის რეგულატორების კულტურული ვარიაციულობა .............................................................................. 491

11.1 კულტურის რეგულაციური (მარეგულირებელი) ფუნქცია....................................................................... 491

11.2 ინდივივიდუალიზმი და კოლექტივიზმი ........................ 491

11.3 დანაშაული და სირცხვილი, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმები............................................. 507

თავი XII. ახალ კულტურულ გარემოსთან ადაპტაცია ............... 516

12.1 ადაპტაცია, აკულტურაცია, შეგუება ........................... 516

12.2 ახალ კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის პროცესზე ზეგავლენის ძირითადი ფაქტორები ............................. 525

12.3 ჯგუფებისა და ინდივიდებისათვის კულტურათაშორისი კონტაქტების შედეგები................................................ 534

თავი XIII. ეთნოპედაგოგიკა და ადამიანის ხალხური იდეალი . 542

13.1 ხალხი, როგორც პედაგოგიური კულტურის შემოქმედი.................................................................... 542

13.2 რელიგია, როგორც პიროვნების სულიერების ფორმირების მთავარი ფაქტორი.................................. 548

13.3 ხალხური პედაგოგიკის თანამედროვე ფუნქციონირება ... 554

13.4 მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება ................................................................... 559

13.5 იუნესკო კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ......................................................................... 567

თავი XIV. გლობალიზაცია და ეთნიკურობა.................................... 573

14.1 გლობალიზაციის პროცესის არსი და ისტორიული ეტაპები ........................................................................ 573

14.2 გლობალიზაცია და ეთნიკურობის დაცვა-შენარჩუნების პრობლემა .................................................................... 575

14.3 გლობალიზაცია და ეთნიკური საზოგადოებების პოლიტიკური კოოპერაცია........................................... 577

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე სიღრმისეული პროცესები: გლობალიზაცია, ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია, ეკონომიკური სისტემების დაახლოება, მართვაში ადამიანური როლის ზრდა, არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მართვის მეცნიერებისადმი ინტერესი განსაკუთრებით იმატებს მსოფლიო საქმიან თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრირების გაფართოებისა და ბაზრის განვითარებასთან ერთად.

ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასთან ერთად ფორმებითა და ხასიათით სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება თანამშრომლობა ქართველ და უცხოურ კომპანიებს შორის იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს უცხოურ ფირმებთან ღირსეული კონკურენცია, ან თუნდაც თანამშრომლობა. აუცილებელია მათი სპეციფიკის კარგი ცოდნა. გაჩნდა ეფექტიანობის განსაზღვრის აუცილებლობაც.

დღეს, მსოფლიოში არსებობს საზოგადოების კულტურული და ნაციონალური დიფერენციაცია, რომელიც თავს იჩენს ცივილიზაციათა, კონფესიათა და ეთნიკურ დაჯგუფებათა შორის წარმოქმნილ კონფლიქტებში. ამასთან ერთად ცხადი ხდება, რომ კულტურულ-ინსტიტუციური სხვაობები და მენეჯმენტში გათვალისწინება, იმ გლობალურ კონკურენციაში წარმატების წინაპირობაა, რომელშიც ჩართული არიან ფირმები, ქვეყნები, კულტურები, ცივილიზაციები.

ამდენად, ეკონომიკის გლობალიზაციის საერთო ტენდეციები, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება, კულტურის ფაქტორის როლის ზრდა, ქვეყნებისა და ფირმების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში აქტუალურს ხდის ეთნომენეჯმენტის თანამედროვე მოდელების ანალიზსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

ცივილიზებული აზროვნებითა და გაგებით საქართველო წარმოადგენს ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ევროსაბჭოს წევრია და ესწრაფვის ევროპულ სტრუქტურაში სრულფასოვან გაერთიანებას. მიუხედავად ამისა ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული ეკონომიკური და პოლიტიკური არსი, ჯერ კიდევ რჩება საქართველოს კონკრეტული საშინაო სოციალურეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფარგლებს მიღმა.

ამასთან ერთად ცხოვრებაც უფრო დაჟინებით მოითხოვს ევროპული აზრის გათვალისწინებას. საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს დასავლური კურსი ცნობილია, მაგრამ ქვეყნისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ინტერესები მოითხოვს საქართველოსა და აზიის რეგიონის ურთიერთობის სტრატეგიის დამუშავებას. ამოსავალ საყრდენად ამ შემთხვევაში მიჩნეული უნდა იქნას მიდგომები, რომლებიც გულისხმობს, რომ ინტერესების შეხამების მექანიზმები არ უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული.

მათ უნდა ჰქონდეთ სივრცე მანევრირებისა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესაბამისად. საქართველოს სტრატეგიული მიზანია აზიის რეგიონთან ურთიერთობაში საქართველო გადაიქცეს ეკონომიკური, საფინანსო, კომუნიკაციური, კულტრული, ცივილიზებული მიმართულებით ევროპული და აზიური რეგიონის დამაკავშირებელ რგოლად.

დღეს, მთავარია კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გლობალიზაციის მეთოდოლოგიის შეხამება ეროვნულ ინტერესებთან.

ეროვნული ინტერესების ფორმირება დამოკიდებულია მოთხოვნილებათა სტრუქტურაზე, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარულ მოთხოვნინებებზე, ამ მოთხოვნილებათა სტრუქტურის ცვლილების საშუალებითა და ფორმირების მეშვეობით გლობალიზაციის მეთოდოლოგიაში შეიძლება შეიცვალოს ეროვნული ინტერესების ფორმურილებაც.

თანამედროვე პირობებში ცივილიზაცია, განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის ურთიერთობათა ინტენსიფიკაციის პირობებში ვითარდება. საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ისტორიული პროცესი დღითიდღე მეტ ძალას იკრეფს და აყალიბებს გლობალიზაციიის ობიექტურ წანამძღვრებს. გლობალიზაციის პროცესში წარმოიქმნება სოციალური კავშირებისა და ურთიერთობების, ქცევის ნორმების ახალი სტანდარტები. შესაბამისად გლობალიზაცია, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზმის საუკუნეების განმალობაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების რიტმს უქვემდებარებს, მოცემული ეთნოსისათვის ხშირად მიუღებელ და არასასურველ ტრანსნაციონალურ სტანდარტებს. გლობალიზაციის პროცესში განსაკუთრებით ილახება განვითარებადი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, ვინაიდან გაბატონებულ მდგომარეობას იკავებს ტრანსნაციონალური კაპიტალი. ამდენად, ამის გათვალისწინებით მეტად აქტუალურია ეთნომენეჯმენტის კუთხით საკითხების განხილვა და გაანალიზება, მით უმეტეს საქართველო გამოირჩევა ეთნომრავალფეროვნებით. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. საქართველოში, საუკუნეების განმალობაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვიდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას, რითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ.

საქართველოს მაგალითზე ეთნოსებს შორის თანაცხოვრებისა და საქმიანობის საუკუნოვანი გამოცდილების კვლევაძიება მენეჯმენტის კუთხით, საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციის სწორად წარმართვის მყარი საფუძველია.

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა ასეთია: ქართველები — 86,8 %,აზერბაიჯანელები — 6,3 %, სომხები — 4,5 %, რუსები — 0,7 %, ოსები — 0,4 %, იეზიდები — 0,3 %, უკრაინელები — 0,2 %, ქისტები — 0,2 %, ბერძნები — 0,1 %, ასირიელები — 0,1 %, სხვა 0,4 %;

რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84,00 %, მაჰმადიანები — 9,9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3,9 %, კათოლიკეები — 0,8 %, იეზიდები – 0,4 %, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0,1 % და სხვები *.

ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის თითქმის ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტში ვხვდებით. გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში არსებული ინსტრუმენტები სხვადასხვა დოზით აღიარებს და ხაზს უსვამს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობას და ამით ასევე განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო თანასწორი, ინკლუზიური და პლურალური საზოგადოების მნიშვნელობას. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია იმ ღირებულებებისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისთვის, რომლებსაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები იზიარებენ. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სოლიდარული და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში არსებული ინსტრუმენტები სხვადასხვა დოზით აღიარებს და ხაზს უსვამს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობას და ამით ასევე განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო თანასწორი, ინკლუზიური და პლურალური საზოგადოების მნიშვნელობას. ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია იმ ღირებულებებისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისთვის, რომლებსაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები იზიარებენ. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სოლიდარული და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

  • ეთნიკური უმცირესობების იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვა და ხელშეწყობა. აღნიშნული უპირველესად მნიშვნელოვანია დომინანტ სოციალურ ჯგუფთან მათი იძულებითი ასიმილაციის, კულტურის, რელიგიისა და ენის დაკარგვის პრევენციისთვის;

  • სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით თანასწორი სარგებლობა;

  • სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით თანასწორი სარგებლობა;

თითოეულ მიმართულებას აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი უმცირესობების უფლებების ეფექტიანად დაცვაში. სამივე მიმართულებით თანაბარმნიშვნელოვანი მუშაობის გარეშე, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება ფორმალისტური და უშედეგო. ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ფაქტორებზე – მათი იდენტობის დაცვასა და უფლებების დაცვისთვის პოზიტიური გარანტიების შექმნაზე. ეს გარანტიები მოიცავს ინტეგრირებას ეროვნულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში, დაცვას დისკრიმინაციისაგან, რაც მოითხოვს სახელმწიფოსგან პოზიტიური ვალდებულებების შესრულებასა და მათი თანასწორობის დაცვას, როგორც უმრავლესობასთან, ასევე სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზების საკითხი,მათი ინტეგრაციისა და პოლიტიკურ - სოციალური ინკლუზიის გზით კვლავ მნიშვნელოვანია. ავტორთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელო „ეთნომენეჯმენტი“ პირველი მოკრძალებული მცდელობაა ამ კუთხით მენეჯმენტის აქტუალური საკითხების განხილვა გაანალიზებისა. ნაშრომზე მუშაობისას დავინახეთ, რომ ამ კუთხით საკითხების გაანალიზება სირთულეებთან არის დაკავშირებუილი, რადგან ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიისა და ტრადიციის წარმოჩენის დროს თითოეული განხილული საკითხი, განსაკუთრებულ სიფრთხილით მოპრყობას მოითხოვს.

- ეთნომენეჯმენტის, კროსმენეჯმენტისა და შედარებითი მენეჯმენტის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები;
- გლობალიზაცია და ეთნიკურობა;
- ქართული ეთნოლოგიის მიმართლებები;
- ეთნოკულტურული პროცესები საქართველოში;
- ეთნიკურობის თეორიები;
- ეთნიკური წარმომავლობა და სახელმწიფო;
- ასიმილაცია;
- მულტიკულტურალიზმი და ექსტრემიზმი;
- ეთნიკური თვითშეგნება და ქცევა;
- ეთნოკონფლიქტებზე მუშაობის სტრატეგია;
- კომუნიკაციის უნივერსალური და კულტურული ასპექტები;
- ეთნიკური იდენტობის განვითარება;
- კულტურული ცვალებადობა სოციალური ქცევის რეგულირებაში;

1991 წლის შემდეგ,ქვეყანაში რადიკალურ სოციალურეკონომიკური ცვლილებებთან დაკავშირებით, მენეჯმენტის საზღვარგარეთული თეორიებისა და მართველობითი ტექნოლოგიების, საქართველოში დანერგვისა და გამოყენების აუცილებლობა შეიქმნა, რისთვისაც აუცილებლია;

  • ან მენეჯმენტის უცხოური თეორიების ხელუხლებელი გადმოღება, კოპირება, დასავლური მართვის თეორიების პრაქტიკაში დანერგვა;

  • ან მენეჯმენტის დასავლური თეორიების თანამედროვე ქართულ რეალობაზე მორგება, ადაპტაცია.

სპეციალისტები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ დასავლური და აღმოსავლური გამოცდილების, არც პირდაპირი კოპირებაა შესაძლებელი, არც დასავლური და აღმოსავლური მენეჯმენტის სკოლების მიღწევების სრული უგულებელყოფაა მიზანშეწონილი. საჭიროა, რომ ქართულ მენეჯმენტს ქონდეს თავისი სპეციფიკური შინაარსი, მართვის ისეთი ფორმები და მეთოდები, რომლებიც შეესაბამება ქართული მენტალიტეტის სპეციფიკას.

მენეჯმენტის ეროვნული მოდელების შედარებითი კვლევა საშუალებას გვაძლევს თავი დავახწიოთ სხვის შეცდომებს. გავმიჯნოთ ორგანიზაციის უნივერსალური თვისებები და მისი ინსტიტუციურ-კულტურული სპეციფიკა. ასეთი კვლევები საინტერესო და აუცილებელია, როგორც ქართული კომპანიებისათვის, რომლებიც ითვისებენ დასავლურ გამოცდილებას,ისე უცხოურ ფირმებისათვის, რომლებიც ხსნიან თავის ფილიალებსა და წარმომადგენლობებს საქართველოში.