![]() |
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა |
![]() |
||
ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა 1877 |
საქართველოს ერი, ენისა და ლაპარაკის მიხედვით, განიყოფება ორად: პირველსა შეადგენენ: ქართველნი, ე. ი. მცხოვრებნი: ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა, სამცხე-საათაბაგოსი, და მეორესა: მეგრელნი და ჭანელნი - მოსახლენი სამეგრელოსი და ჭანეთისა ან ძველის კაპადოკიისა. |
||
ძველი კაპადოკია მდებარეობდა მცირის აზიის შუაგულში და იყო მოსამზღვრე ჩრდილოეთით შავიზღვისა ლიხის მდინარის შესართავიდამ, ვიდრე ქალაქადმდე. რიზა; სამხრეთით კილიკიის მთებისა (აწ ბულღარ და ალადაღი); აღმოსავლეთით კოლხიდისა (აწ ოსმალეთის საქართველო), ამის შემდგომ ადგილებისა და ხალხთა, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ არცა საქართველოს ნათესავთა, არცა სომეხთა,* და ამათ უკან ეფრატის მდინარისა და მცირე სომხითისა; დასავლეთით ჰალიზის ან პლაზონის მდინარისა, რომელიც განჰყოფდა კაპადოკიასა მხარეთაგან პაფლაგონიისა, გალატისა, ფრიგისა და ლიკონისა.** |
* სტრაბონი, წიგნი 12. §. 1. ეს ადგილი არის
ბაზიანი და არზრუმის მხარენი.
** სტრაბონი წიგნი XII, § 1; ჰლინი წიგნი VI, თავი 19. |
|
დროსა სპარსთა ფლობისა, ე. ი. ხუთის საუკუნის წინათ ქრისტეს შობისა კაპაკადოკია შეადგენდა ორს საერისთოსა ან სატრაპიასა *. პირველი საერისთო იყო კაპადოკია ხმელეთისა, მეორე კაპადოკია შავის ზღვის ნაპირისა; ორივე საერისთონი განისაზღვრებოდნენ სციდიის მთებითა (აწ ჭანეთის მთები). საზოგადოდ სივრცე - კაპადოკიისა ფრიგიიდამ, ვიდრე ეფრატის მდინარედმდე იყო 1800 სტადიონი ** და სიგანე შავის ზღვიდამ ვიდრე კილიკის მთებადმდე 3,000.*** |
* ვ. ღეროდოტ. წიგნი III, § 90, 94. ** სტადიონი 569 ფუტია, ფუტი არის ერთის საჟენის მეშვიდედი ნაწილი. *** სტრაბ. წ. 12, § 4. |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |