![]() |
მემუარები |
ლასხიშვილი გიორგი
მემუარები
(1885-1915
![]() |
1 წინასიტყავობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასიტყვაობა
ამ მოგონებათა პირველი თორმეტი თავი უკვე დაიბეჭდა «სახალხო ფურცელში» 1913 წელს, როცა მე მეორედ ვიყავ გაძევებული საქართველოდან და ხარკოვში ვცხოვრობდი. მაშინ, შესავალში, სხვათა შორის, ვწერდი:
«შეიძლება ზოგმა სთქვას, რა მნიშვნელობა აქვს ჩემსა და, საზოგადოდ კერძო ადამიანის თავგადასავალს, რა ინტერესი აქვს ამის საქვეყნოდ გამოტანას, მით უმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, სადაც განსაზღვრულ დროის ერთი ინტელიგენტის ცხოვრება თითქმის არ განსხვავდება მეორის ცხოვრებისაგან. ეს შენიშვნა, შეიძლება, ერთის მხრით მართალიც იყოს, მაგრამ მე მაინც განზრახვას არ ვტოვებ, რადგან ჯერ ერთი, ჩემი თავგადასავალი განსაზღვრულ ხნის ქართველ ინტელიგენციის თაობისაა, იმის დროის აღწერაა, იმის ძიებამუშაობის, ლხინისა და ჭირის, ფიქრისა და განზრახვის, შეცდომისა და გამარჯვების აღნუსხვაა. ეს კი ერთგვარი საზოგადოებრივი დოკუმენტია, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა მაინც ექნება და ინტერესს მოკლებული მასალა არ იქნება ჩვენი საზოგადოებრივობის მომავალ ისტორიკოსისათვის.»
ამავე მოსაზრებით მე ამ ჟამად განვაგრძე ჩემი მოგონებანი. უნდა ვთქვა, რომ იმ თავითვე მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნდა მემუარები, ამიტომ მქონდა შენახული სხვა და სხვა ამონაწერები, თარიღები, შეხვედრები, საუბრები; მაგრამ, სამწუხაროდ, თვითმპყრობელობის შავბნელ დროში დაუსრულებელ ჩხრეკისა და დაპატიმრებათა დროს ყველა ეს მასალა წამართვეს და დამეკარგა. ახლა ვწერ თითქმის ზეპირად და ამიტომ, შესაძლებელია, ბევრი რამ გამომრჩეს, დამავიწყდეს.
მოგონებანი შეიცავს ოც და ათ წელიწადს. განზრახვა მაქვს მოკლე ხანში განვაგრძო ჩემი მოგონებანი და ავწერო უკანასკნელი ეტაპი ჩემი საზოგადოებრივი მუშაობისა 1915 წლიდან 1920 წლამდე ეს დიდი საერთაშორისო ომისა და დიდი რევოლუციების შესანიშნავი ხანა.
1928 წ. აპრილი. |
![]() |
2 I. ქუთაისის გიმნაზიაში. ორგვარი გავლენა: რევოლუციონური მოძრაობისა და ეროვნული |
▲ზევით დაბრუნება |
I. ქუთაისის გიმნაზიაში. ორგვარი გავლენა: რევოლუციონური მოძრაობისა და ეროვნული გიმნაზიის კურსი დავასრულე ქუთაისში 1885 წელს და იმავ წელს შემოდგომაზე გავემგზავრე ოდესაში, უნივერსიტეტში შესასვლელად. ცნობილი კომპოზიტორი გრიგი სწერს ერთ-ერთ თავის ავტობიოგრაფიულ ნაწყვეტში: როცა მშობლებმა ლეიპციგს გამგზავნეს სასწავლებლადაო, ოცნებებით გატენილ ტომარას წარმოვადგენდიო. უნივერსიტეტში მიმავალ ბევრ ახალგაზრდასაც შეუძლია იგივე სთქვას თავის თავზე. რა და რა ოცნება არ მიცხელებდა მაშინ თავს და არ მაღელვებდა?! ხან პროფესორად წარმოვიდგენდი ჩემს თავს, ხან სამშობლოს და რუსეთს ვანთავისუფლებდი, ან კიდევ ცნობილ მწერლის სახელის მოხვეჭაზე ვფიქრობდი.
ასეთი სხვადასხვაობა ოცნებათა, უკვე ამტკიცებდა, რომ გარკვეული რამ ჩემს მომავალზე არაფერი მქონდა და მხოლოდ მკრთალ და ბუნდოვან ფიქრებით ვღელავდი. ის კი უნდა ვსთქვა, რომ უმთავრესად პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ვოცნებობდი, თუმცა დაახლოებითაც არ მქონდა წარმოდგენილი, თუ სახელდობრ როგორი უნდა ყოფილიყო ეს მოღვაწეობა, რასაკვირველია, როგორც საკუთარ სამშობლოსი, ისე მთელის რუსეთის საკეთილდღეოდ.
იმ დროს, როცა უფროს კლასებში ვიყავ, ქუთაისსა და ქუთაისის ინტელიგენციის ცხოვრებაში ახალმა სიომ დაჰბერა. ქართველ ქალთა ჟურნალ «კრებული»-ს შემდეგ ქუთაისში პირველად გაჩნდა გაზეთი «შრომა». ტფილისის მუდმივ დრამატიულმა დასმა პირველად გააჩაღა სისტემატიური გასტროლები ქუთაისში და დ. ერისთავის «სამშობლო» თავბრუს გვახვევდა; აქა-იქ გაჩნდა წრეები ქართულ ისტორიის და ლიტერატურის შესასწავლად. ეს სიო ჩვენც მოგვხდა გიმნაზიაში და აგვაღელვა. დავიწყეთ ხელნაწერ ჟურნალების გამოცემა, ქართულ გაზეთებისა და წიგნების კითხვა. პატრიოტული ლექსები აკაკისა, ილიასი, რ. ერისთავისა და სხვათა, ზეპირად ვიცოდით და აღტაცებით ვმღეროდით ხშირად, ჩვენ მიერ მოგონილ მოტივებზე...
ჩვენ ჟურნალებიდან დავასახელებ ჩემ მიერ დაარსებულ «სტვირს». მე თვითონ ვპუბლიცისტობდი: ტყავს ვაძრობდი ლ. ტოლსტოის (მაშინდელ ძლევამოსილ მინისტრს), კატკოვსა და ბისმარკს; ჩემი დაუვიწყარი ამხანაგი, ფრიად ნიჭიერი მიშა ხელთუფლიშვილი, რომელიც უდროოდ გამოასალმა წუთისოფელს უწყალო სენმა (ჭლექმა), შინაურ გიმნაზიურ ცხოვრების სიდუხჭირეს უწევდა ანგარიშს. ჟურნალს საკუთარი პოეტებიც ჰყავდა: განსვენებული გრ. აბაშიძე, მაშინ მეხუთე კლასის შეგირდი, აგრეთვე გარდაცვალებული ნიჭიერი ახალგაზრდა ჭანტურია და სხვანი. ეხლა ცნობილმა აკადემიკოსმა ნიკო მარმა, მაშინ მეშვიდე კლასის შეგირდმაც მოათავსა «სტვირში» რამოდენიმე ლექსი. სხვათა შორის, მან სთარგმნა რუსული ლექსი «Нелюдимо наше море». ეს ლექსი რუსულად მუსიკაზეა გადაღებული (მშვენიერი ტრიო); მარმა ისე გადმოთარგმნა, რომ მარცვლების თანასწორობა დაიცვა რუსულ ლექსთან, ასე რომ ამ ლექსის სიმღერა ქართულადაც შეიძლებოდა და ამ ხნიდან სულ მარის ქართულ თარგმანს ვმღეროდით. ახლაც მახსოვს რამდენიმე ტაეპი იმ თარგმანისა:
«უდაბურია ჩვენი ზღვა,
რასაკვირველია, «ედემი, წყნარი, ლურჯი ცა მარად» ჩვენთვის მომავალი აყვავებული სამშობლო იყო: «იქ მისვლისათვის» რწმენა იყო საჭირო და ზვირთებთან ბრძოლა. რწმენაც დიდი გვქონდა მაშინ, ყოველგვარ ბრძოლისათვისაც მზად ვიყავით...
ერთი სიტყვით, პატრიოტული გატაცება და აღფრთოვანება ჩვენს შორის დიდი იყო. ეს ტფილისიდან და ქუთაისიდან მოდიოდა. მეორე მხრით, თუმცა სუსტად, მაგრამ მაინც გვიბერავდა სხვა სიოც. ეს უკვე რუსეთიდან მოდიოდა.
მაშინ რუსეთში უკვე იწყებოდა შავბნელი რეაქცია იმპერატორი ალექსანდრე მესამის, მაგრამ ახლად დასრულებულ საშინელ ბრძოლის უკანასკნელი გრგვინვა კიდევ ისმოდა, თავგანწირული ბრძოლა რუსეთის ახალგაზრდობისა ფანტასტიურ სიდიადეს ღებულობდა ჩვენს ოცნებებში და გვხიბლავდა. სადღაც ვშოულობდით «ნაროდნაია ვოლიასაც», იმდროინდელ არალეგალურ ბროშურებსაც. «პოლიტიკური» პატარა წრეც კი არსებობდა, რომელიც გულმოდგინედ კითხულობდა მაშინდელ სარევოლუციო ლიტერატურას და მხურვალედ კამათობდა შესაფერ თემებზე. ამ წრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო შემდეგში გამოჩენილი ნაროდოვოლეცი მანუჩაროვი,რომელიც, ვგონებ, ტფილისიდან გადმოვიდა და ჩვენი გიმნაზიის მერვე კლასში შემოვიდა. მე მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი და მანუჩაროვს და მის წრეს არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ტრადიციები დარჩა გიმნაზიაში და შემდეგში ჩვენზედაც იქონია გავლენა...
სწორედ იმ ხანებში იწყებოდა ჩვენშიაც ის რეაქცია, რომელსაც რუსეთი ჰყავდა შებორკილი თითქმის ოცი წლის განმავლობაში. მაშინ, მე-80 წლების პირველ ნახევარში, ჩვენს ქვეყანას პირველი შავი ტალღები მოაწვა. მეფის ნაცვლის დიდი მთავრის
მიხეილ ნიკოლოზის ძის გადაყვანა და
დონდუკოვ-კორსაკოვის დანიშვნა მთავარმართებლად დასაწყისი იყო რუსეთის ბიუროკრატიის ახალ პოლიტიკისა გამარუსებელ პოლიტიკის გაძლიერებისა ჩვენში. ტფილისიდან ჩვენს ყურამდე მოაღწია ამბებმა ქართველობის დევნის შესახებ. სხვათა შორის,
დიმ. ყიფიანის გადასახლების ისტორიამ დიდად აგვაღელვა. ამავე დროს ჩვენ უფრო ახლოც ვიგრძენით რაღაც ახალი სუსხი. ეს გვაგრძნობინა შემდეგმა, პირველის შეხედვით მცირე, მაგრამ სიმპტომატურმა ამბავმა; ქუთაისში
დონდუკოვ-კორსაკოვი პირველად გვესტუმრა 1884 წელს, როცა მე მერვე კლასში ვიყავი, ლათინური გაკვეთილი გვქონდა; გაიღო კარი და შემოვიდა მრავალი გენერლობა ჩვენი დირექტორის
ა. ი. სტოიანოვი თანხლებით. ფეხზე წამოვდექით.
ყველაზე წინ მდგომმა გენერალმა დონდუკოვ-კორსაკოვმა თავი დაგვიკრა. შემდეგ მიუბრუნდა დირექტორს და ჰკითხა: «რუსი რამდენია მერვე კლასში»?
დირექტორი დაიბნა, არ იცოდა. და თავის მხრით ლათინურ ენის მასწავლებელს ნ. ნ. პაპოვს მიმართა ამ კითხვით. არც მან იცოდა. არც ჩვენ ვიცოდით ზეპირად და ამიტომ აქვე შევუდექით თვლას. 30 შეგირდში აღმოჩნდა, სულ 5-6 რუსი.
Мало, очень мало! -
უკმაყოფილოდ სთქვა
დონდუკოვ-კორსაკოვნადა კლასიდან გავიდა.
ამის მეტი არა უთქვამს რა, მაგრამ ჩვენზე ამანაც შთაბეჭდილება მოახდინა. არასოდეს იმ დრომდე ყურადღება არ მიგვიქცევია, თუ რამდენია ჩვენს შორის რუსი. ალბად სრულებით ბუნებრივად გვეჩვენებოდა ის გარემოება, რომ ქუთაისში, საქართველოს ქალაქის გიმნაზიაში ქართველები ბევრნი ვიყავით, რუსები კი ცოტანი. ეგევე, ალბად, სრულებით ბუნებრივად მიაჩნდათ რუსებსაც, რომელნიც იმ დრომდე არ დაინტერესებულან საკითხით
ბევრნი არიან თუ ცოტანი ქუთაისის გიმნაზიაში. ალბად არც სტროიანოვს მიაჩნდა ეს საკითხი მაინცა და მაინც თვალსაჩინოდ, თორემ წინდაწინ მზად ექნებოდა პასუხი და არ დაიბნეოდა... გიმნაზიაში
ხმა გავარდა: ნახევარი პანსიონი, სადაც იმ დრომდე იზრდებოდა იმერეთის ღარიბ-ღატაკი თავად-აზნაურობის მრავალი შვილი, რუს მოხელეთა ოფიცრებისა და სალდათების შვილებს უნდა დაუთმონო. იმ დროიდან ჩვენსა და რუსებს შორის თითქო რაღაც უხერხულობა ჩამოვარდა, რაც წინად არასოდეს არ გვიგრძვნია...
ყველა ამაზე — გიმნაზიაში ცხოვრებაზე
გაკვრით ვლაპარაკობ, მხოლოდ იმიტომ, რომ აღმენიშნა ის გავლენანი და ზოგი მომენტები, რომელთაც ხელი შეუწყვეს ჩვენი თაობისა და ჩემის, ერთის მხრით, პატრიოტულს და მეორე მხრით, პოლიტიკურ რადიკალურ მიდრეკილება-განწყობილებას. |
![]() |
3 II. ოდესის უნივერსიტეტში. 1884 წლის წესდება. მაშინდელი პროფესორები. სტუდენტთა არეულობა. კარცერი |
▲ზევით დაბრუნება |
II. ოდესის უნივერსიტეტში. 1884 წლის წესდება.
მაშინდელი პროფესორები. სტუდენტთა არეულობა. კარცერი
უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი ავირჩიე. რატომ? ამის გამო მაგონდება ერთი
შეხვედრა. გიმნაზია რომ დავასრულე, შემთხვევა მომეცა ტფილისში ჩავსულიყავ. აქ ერთ
ჩემ ნათესავთან ვალ. გუნია გავიცანი (არ ვიცი, არტისტი იყო მაშინ, თუ არა; ეს
კი მახსოვს არტისტულად იყო გამოწყობილი). როცა გაიგო რომ იურიდიულ ფაკულტეტს
ვირჩევდი, დაცინვის კილოთი მითხრა:
მოხელეს კარიერისათვის ემზადებით, ყმაწვილო?
მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, როგორი შეურაცყოფა ვიგრძენი: მე რუსეთის
გადატრიალებას და სამშობლოს განთავისუფლებაზე ვოცნებობდი, ის კი მოხელეს
კარიერისათვის ზრუნვას მწამებდა! მაგრამ ახალ ნაცნობებთან საშინელი მორცხვი ვიყავი
და ამიტომ პასუხად წავიბუტბუტე რაღაც საზოგადო განათლებაზე. და მართლაც, იურიდიული
ფაკულტეტი მაშინ მიმაჩნდა მეცნიერების იმ ტაძრად, სადაც შეიძლებოდა ზოგადი
განათლების მიღება. პოლიტიკური ეკონომია, სტატისტიკა, საფინანსო სამართალი,
საერთაშორისო და სახელმწიფო სამართალი უსაჭიროეს მეცნიერებად მიმაჩნდა იმ მომავალ
მოღვაწეობისათვის, რომელსაც ჩემს გუნებაში ვწირავდი თავს...
საუბედუროდ, უნივერსიტეტმა და უმეტესად იურიდიულმა ფაკულტეტმა ჩემი მოლოდინი ვერ
გაამართლეს, ბევრი ილუზია მალე დამემსხვრა...
რას წარმოადგენდა მაშინ უნივერსიტეტი? ის იყო ახალი წესდება შემოეღოთ (1884 წ.)
უნივერსიტეტში დაგვხვდა სრული პოლიციური ორგანიზაცია: ინსპექტორი თანაშემწეებით,
პედელები; ამ ორგანიზაციას, რასაკვირველია, არავითარი კავშირი არა ჰქონდა
მეცნიერებასთან, მისი მოვალეობა იყო ახალგაზრდობის ყოფა-ქცევისათვის ყურისგდება.
ჩაგვაცვეს ფორმა, დაგვირიგეს მატრიკულები, შემოიღეს მრავალი ფორმალისტური
შევიწროება; ყოველგვარი კავშირი, ზნეობრივი ურთიერთობა პროფესორსა და სტუდენტებს
შორის მოსპობილიყო. კორპორაციული, ამხანაგური ურთიერთობა თვით სტუდენტთა შორისაც
თანდათან დამხობილ იქმნა. მეცნიერების ტაძარში გამეფდა უსულო ბიუროკრატიული
ფორმალიზმი. ბევრი კარგი პროფესორი ვერ შერიგებოდა ახალ რეჟიმს და უნივერსიტეტებს
სრულებით შორდებოდა. ოდესის უნივერსიტეტში მაშინ მხოლოდ ერთი მუჭა კარგი პროფესორი
დარჩა. ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე
რეინგარდტი, რეპიახოვი, პეტრიაშვილი და მელიქიშვილი; სამათემატიკოზე კლასოვსკი, უმოვი და იაროშენკო;
ისტ. ფილოლოგიურზე კირპიჩნიკოვი, უსპენსკი, კიპერტი, ტრაჩევსკი ხოლო
იურიდიულზე ერთადერთი მოხუცი ლეონტოვიჩი თუ არის მოსახსენებელი, როგორც
ცნობილი მეცნიერი (რუსეთის სამართლის ისტორიისა), დანარჩენები კი არც ლექტორებად
ვარგოდენ. საეჭვო ხარისხის მეცნიერნიც იყვნენ. პოლიტიკურ ეკონომიას გვიკითხავდა
დამბლად დაცემული უხელფეხო ფედოროვიჩი, რომელსაც არც ენა ემორჩილებოდა,
რის გამო იმისი ლექციის სმენა ტანჯვა იყო. ეს მეცნიერი მრავალს წელს კითხულობდა
უცვლელად ერთსა და იმავე კურსს თავის ოთხ რვეულს; ახალი არაფერი სწამდა; მაგალითად,
კარლ მარქსზე მეოთხე რვეულის ბოლო ფურცლებზე სწერდა: იმის შრომას მხოლოდ სააგიტაციო
ხასიათი ჰქონდაო და მეცნიერებისათვის არავითარი ფასი აქვსო. საძაგლობა ის იყო, რომ
მას ნამდვილად სხვა აზრი ჰქონდა ამ მეცნიერზე და საზოგადოდ პოლიტიკურ ეკონომიის
ახალ მიმართულებაზე, რასაც ამტკიცებს მისი შრომა
ღირებულების თეორიაზე და გამოკვლევა პეტერბურგის მუშათა ბინების შესახებ; ხოლო თუ
ჩვენ დამახინჯებულ კურსს გვიკითხავდა, ეს აიხსნება იმდროინდელ ოფიციალურ პროგრამის
მოთხოვნითა და რეაქციონური მიმართულებით, რომელსაც მსგავსი «მეცნიერები» ადვილად
ემორჩილებოდენ...
ადვილად წარმოსადგენია, როგორ დაგვაკმაყოფილებდა ასეთი პროფესორი საოცნებო საგნისა,
როგორიც იყო ჩვენთვის პოლიტიკური ეკონომია!
მეორე პროფესორი ჩიჟოვი (სამართლის ენციკლოპედია და ფილოსოფია) ხომ საარაკო ვინმე
იყო. მან მხოლოდ ერთი სამეცნიერო გამოკვლევის დაწერა მოახერხა და ფაკულტეტს
წარუდგინა შემდეგის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ეს «შრომა» ხელში ჩაუვარდა
ოდესაში ცნობილ ნაფიც ვექილს გუსაკოვს. მან მაშინდელ ცნობილ «იურიდ.
ვესტ.»-ის (მურომცევის რედაქციით გამოდიოდა მოსკოვში) ფურცლებზე გაარჩია ეს შრომა
და აღმოჩნდა, რომ ჩიჟოვს რაღაც უმნიშვნელო გერმანული წიგნი გადაეთარგმნა და
მიეთვისებინა. ჟურნალში პარალელურად იყო მოყვანილი ტექსტები. სკანდალი გამოვიდა
თვალსაჩინო და ფაკულტეტმა უკანვე დაუბრუნა ჩიჟოვს მისი სადისერტაციო შრომა. ჩვენც
მზად ვიყავით და დისერტაცია რომ დაეცვა, საშინელ სკანდალს ავუტეხავდით «მეცნიერს».
ამ პროფესორის გამო მაინც მოხდა შემდეგ ერთი «სტუდენტური ისტორია», რომლის
მსხვერპლი მე გავხდი და კინაღამ სრულებითაც მოვშორდი უნივერსიტეტს.
საქმე ასე იყო: მაშინდელი ახალი წესების ძალით, სახელმწიფო გამოცდები იყო
შემოღებული, ხოლო კურსებზე დაწესებული იყო ეგრეთწოდებული რეპეტიციები
ზერელა გამოცდა, რომლის დაჭერის შემდეგ «ჩაგეთვლებოდათ» საგანი, ე. ი. პროფესორი
აღნიშნავდა, რომ სტუდენტმა საგანი მოისმინა და ღირსია ფაკულტეტის გათავების შემდეგ
სახელმწიფო გამოცდებზე დაშვებისა.
ასეთ რეპეტიციებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია და სხვა პროფესორები ნაკლებ
ყურადღებას აქცევდენ. ჩიჟოვმა კი ტანჯვად გადააქცია რეპეტიციები. საქმე ისაა, რომ
ზეპირად, სიტყვა-სიტყვით უნდა გვეპასუხნა მისი კურსი; რადგან ზოგი ადგილი იმის
ულაზათო ფრაზებისა, გაუგებარი იყო, ბევრი ემზადებოდა უფრო კარგ სახელმძღვანელოთი
(პროფ. რენენკამფისა). ზოგი თავის სიტყვებით უამბობდა მისსავე კურსს. მაგრამ ჩიჟოვი
ამით არ კმაყოფილდებოდა: უეჭველად სიტყვა-სიტყვით თხოულობდა პასუხს. პირველ დღესვე
40-მდე სტუდენტი დაითხოვა
მეორედ მობრძანდითო. მთელი კურსი (1-ლ კურსზე 200-მდე ვიყავით, თუ არ დამავიწყდა)
აღელდა. მეორე დღეს «კურილკაში» შევიკრიბენით და გადავწყვიტეთ ჩიჟოვის რეპეტიციებზე
არ წავიდეთ, თუ დეკანი არ დაგვესწრება თქო. დეკანმა (მალინინი) უარი სთქვა: არცა
მცალია, არც ნება მაქვს პროფესორის საკურსო გამოცდას დავესწროო.
ჩვენ აუდიტორიაში არ შევსულვართ. შემობრძანდა მარტო ჩიჟოვი და როცა ცარიელი
აუდიტორია დახვდა, ინსპექციას მიმართა. «კურილკაში» მაშინვე გაჩნდენ ინსპექტორის
თანაშემწეები და პედელები; დაგვიწყეს თხოვნა
წადით აუდიტორიაშიო. როცა თხოვნამ არ გასჭრა, მუქარით დაგვიწყეს ლაპარაკი. ჩვენ
ავტეხეთ ხმაურობა, სტვენა, ყიჟინი: «Вон полиция, вон шпиони » და სხვა.
ხმაურობამ სხვა კურსებისა და ფაკულტეტის სტუდენტებიც მოიზიდა «კურილკაში» და პატარა
შემთხვევა «სკანდალად» გადაიქცა. მოვიდა თვით ინსპექტორი ბალდინი. იმის
დანახვაზე ახალგაზრდობა უარესად აღელდა და ასტეხა საშინელი ყვირილი, რამაც სამ
საათამდე გასტანა. შემდეგ დავიშალეთ: გამოცდა აღარ შესდგა. მეორე დღეს გავიგეთ, რომ
მთელი კურსი უნდა წარმდგარიყო საუნივერსიტეტო სასამართლოს წინაშე... მოვიდა
გასამართლების დღეც. როცა ჩემი რიგი დადგა, შევედი სასამართლო ოთახში. მაშინ ბევრს
არ ვიცნობდი პროფესორთაგანს და ამიტომ ვიცანი მოსულთა შორის მხოლოდ ჩვენი დეკანი მალინინი და რექტორი
იაროშენკო. ინსპექტორი ბალდინიც იქ ბრძანდებოდა.
რექტორი მეკითხება:
თქვენ მიიღეთ მონაწილეობა არეულობაში?
მივიღე.
ესე იგი არ დაემორჩილეთ ინსპექციის კანონიერ მოთხოვნას, უყვიროდით და ბოლოს ძალით
განდევნეთ ინსპექციის აგენტები დარბაზიდან?!
ინსპექციის მოთხოვნა კანონიერი არ იყო,
ვუპასუხე მე.
ჩვენსა და პროფ.
ჩიჟოვს შორის უთანხმოება მოხდა. ჩვენ მასთან მოვრიგდებოდით, მაგრამ ინსპექცია
ჩამოგვერია და თავის უტაქტობით უბრალო საქმე სკანდალად აქცია.
დასწერეთ ეგ თქვენი ჩვენება,
მითხრა რექტორმა და ერთი ფურცელი ქაღალდი მომაწოდა.
უნდა აღვნიშნო აქ, რომ იმ დროს სერიოზულ რუსულ ჟურნალებში ბლომად დაიბეჭდა წერილები
ახალ საუნივერსიტეტო წესდების წინააღმდეგ. ერთხმად იწუნებდენ, სხვათა შორის,
ინსპექციის ინსტიტუტს და წინასწარმეტყველებდენ, ინსპექცია სულ არევ-დარევს
სააკადემიო ცხოვრებასაო. ეს წერილები წაკითხული მქონდა და ზემოხსენებულ ჩვენებას
კიდევ დავურთე სხვადასხვა მოტივები ინსპექციის გასამტყუნებლად...
რასაკვირველია, ამ გულუბრყვილო აღსარებით დიდი საბუთი მივეცი ხელში სასამართლოს
ჩემს წინააღმდეგ. მერე გავიგე, ჩემი დათხოვნაც კი უნდოდათ თურმე მაშინ
უნივერსიტეტიდან და მხოლოდ ჩვენი ძვირფასი მფარველის, დაუვიწყარ ვ. მ. პეტრიაშვილის მარჯვე მეცადინეობის წყალობით გადავრჩი. საერთოდ «საქმე» მსუბუქად
გათავდა; ასამდე სტუდენტს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, ექვს კაცს კი ორი დღით
კარცერში დაპატიმრება და გაფრთხილება, რომ კიდევ ერთი ამისთანა ისტორია და
უნივერსიტეტს თავი უნდა დაუკრათო. ამ ექვს სტუდენტთა შორის მეც ვიყავი. ამრიგად, მე
მხვდა ბედნიერება «მეკურთხებინა» ეს ახალი დაწესებულება რუსეთის უნივერსიტეტისა.
«კარცერი» წარმოადგენდა მშვენიერ, სუფთა, ნათელ ოთახებს რკინის კრაოტებით და წმინდა
ლოგინებით და სხვა საჭირო ავეჯითაც. დილას და საღამოს ჩაის გვასმევდენ და მცირე
საუზმეს გვაძლევდენ, შემდეგ ორი თავი სადილი, ამისთანა ოთახი, მოვლა, საჭმელი,
გარეთაც არა ჰქონია სტუდენტების უმრავლესობას...
ერთი შემთხვევაც, რომ მოვრჩე ამ «ისტორიას». თითო ოთახში ორ-ორი უნდა
მოვთავსებულიყავით, რადგან «კარცერისათვის» სამი ოთახი იყო მხოლოდ, კანცელარიაში
მომვარდა ერთი სტუდენტი (დასჯილთაგანი) და მკითხა,
გიორგი თქვენა გქვიათო; როცა დასტურით ვუპასუხე, დამეღრიჯა: გთხოვთ მე და თქვენ
ერთად ჩავსხდეთო. ჩემს პასუხს არც კი დაუცადა, მივარდა ინსპექტორს და სთხოვა: ჩვენ
(თითი ჩემკენ მოიშვირა) ერთად დაგვამწყვდიეთო. როცა დაგვამწყვდიეს, სტუდენტმა
ამოიოხრა და «Слава Богу» დასძახა. ბოლოს ასე ამიხსნა თავისი საკვირველი საქციელი:
როცა კარცერში დასაპატიმრებლად სტუდენტთა სია წავიკითხე, გული გამისკდა. ჩემს მეტი
ყველა ურია იყო! არაფრისთვის არ ჩავჯდებოდი ურიებთან.. უნივერსიტეტიდან დათხოვნას
ვირჩევდი... როცა სია ხელმეორედ გადავიკითხე, თქვენმა სახელმა «გიორგიმ» მიიქცია
ჩემი ყურადღება და მაშინ გვარზედაც ვიფიქრე
ეს კავკასიელი უნდა იყოს მეთქი და ცოტათი გული დავიმშვიდე.
ეს პირველი იუდოფობი იყო, მე რომ გავიცანი; მანამდე ამ ჯურის ხალხს არ
შევხვედრივარ. ორი დღის განმავლობაში სული შემიწუხა «ჟიდ»-ების გინებითა და
წყევლით. მისი გვარი გოფმანი იყო და შემდეგ ხანებში, უეჭველია, «ჭეშმარიტ რუსთა
კავშირის» წევრი იქნება, თუმცა შთამომავლობით გერმანელი იყო...
ჩიჟოვისა და ფედოროვიჩის შემდეგ მაგონდება სახელმწიფო სამართლის პროფ. სოკოლოვსკი. სახელმწიფო სამართალი მაშინ აკრძალული მეცნიერება იყო. ცნობილია, რომ
იურიდიული ფაკულტეტის პროგრამის საფუძველი 1884 წლის წესდების მიხედვით შედგენილი
იყო კატკოვის მიერ. ამ პროგრამის ძალით, სახელმწიფო სამართალი საკონსტიტუციო
ქვეყნებისა გამორიცხული უნდა ყოფილიყო კურსიდან; რჩებოდა მხოლოდ სახელმწოფო
სამართალი რუსეთის სახელმწიფოსი. მთელი ყურადღება იმაზე უნდა ყოფილიყო მიქცეული,
რომ «მეცნიერებას» დაემტკიცებინა აბსოლუტიზმის აუცილებლობა რუსეთისათვის და
ამასთანავე ჩაენერგა მსმენელთათვის დესპოტიზმის და აბსოლუტიზმის არსებითი
სხვადასხვაობა. პროფ. გრადოვსკის ცნობილი კურსი «სახელმწიფო სამართალი
ევროპის უმთავრეს ქვეყნებისა» იმ დროს თითქმის აკრძალული წიგნი იყო...
პროფ. სოკოლოვსკი გულმოდგინე ამსრულებელი იყო ამ დირექტივებისა და ისეთ
დამახინჯებულ რასმე გვიკითხავდა, რომ ფალსიფიკაცია ჩვენთვისაც ცხადი იყო...
საფინანსო და საპოლიტიკო სამართალს გვიკითხავდენ ჯერ სულ ახალგაზრდა და გამოუცდელი
პრივატდოცენტები: ილოვაისკი და შეიმინი. პროფ. აზარევიჩი ცნობილი იყო, როგორც კარგი რომანისტი და ლექტორიც არ იყო ურიგო, მაგრამ მალე
ვარშავაში გადაიყვანეს, უფროს კურსებზედაც იყვნენ უკეთესი პროფესორები, გარდა
ბოროვიკოვსკისა, ცნობილი მცოდნენი სამოქალაქო პროცესისა და სამართლისა...
ასეთი პროფესორები, რასაკვირველია ვერ წაგვახალისებდენ, ვერ გაგვიტაცებდენ. პირიქით
მეცნიერებისადმი იმ ხალისსაც გვიკარგავდენ, გიმნაზიიდან რომ ჩამოგყვა...
საზოგადოდ, რუსეთის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე იმ დროში სუფევდა უსულო
დოგმა ცხოველმყოფელ მეცნიერების მაგიერ; ოდესაში კი განსაკუთრებით... ამრიგად მეც
მალე ამიცრუვდა გული ამ მეცნიერებაზე და ჩემი საოცნებო საგნები, პოლიტიკური
ეკონომია, სტატისტიკა, ფინანსები, სახელმწიფო სამართალი და სხვ... ოფიციალურ
განმარტებაში სიყალბედ მომეჩვენა. აუდიტორიიდან გავრბოდით და ხშირად ლექციებზე
მორიგეობით ათათი კაცი იჯდა ხოლმე ფორმისათვის, რათა ცარიელი არ დახვედროდათ
პროფესორებს დარბაზი და ლექცია შემდგარიყო. მე პირადად ხშირად დავიარებოდი
ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტის ზოგიერთ ლექციაზე (უსპენსკი, ტრაჩევსკი,
კირპიჩნიკოვი და სხვა). ხოლო იურიდიულ მეცნიერებისადმი ცნობისმოყვარეობას
ვაკმაყოფილებდით, ვისაც გვსურდა, უნივერსიტეტის გარეშე. ჩვენი პროფესორების
«კურსებს» ძალაუნებურად გავიხსენებდით ხოლმე მხოლოდ რეპეტიცია-გამოცდების წინ და
რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვიზეპირებდით. |
![]() |
4 III ქართველი სტუდენტობა. ქართველ და კავკასიელ სტუდენტთა წრეები. ჩვენი იერიშები მათი გადახალისებისათვის. ძველ და ახალ თაობის ბრძოლა |
▲ზევით დაბრუნება |
III
ქართველი სტუდენტობა. ქართველ და კავკასიელ სტუდენტთა წრეები. ჩვენი იერიშები მათი გადახალისებისათვის. ძველ და ახალ თაობის ბრძოლა
სამაგიეროდ პირველ წლებში მაინც ცხოვრება სტუდენტთა წრეებში სდუღდა.
ახლად ჩამოსულებმა პირველად, რასაკვირველია, ქართველ სტუდენტობას მივაქციეთ ყურადღება. ჩემთან ერთად ქუთაისიდან ჩამოვიდენ:
იოსებ ლორთქიფანიძე (იოს. ბეჟ.-ძე, ამჟამად გადასახადთა ინსპექტორი ტფილისში), კოტე მესხი (კონსტ. დავ.-ძე, ერთ დროს დამზღვევ საზ. ინსპექტ. კავკასიაში), გ. მაჭავარიანი
და გრ. ბარათაშვილი (ნაფიცი ვექილნი), იაგორ ლორთქიფანიძე (იყო ჭიათურის შავი ქვის ბანკის გამგეობის თავმ.-რე).
ვ. ახვლედიანი (აქციზის მოხელე) და სხვანი. ოდესაში დაგვხვდენ ჩვენზე ერთი წლით უფრო ადრე ჩასულნი
ვასილ წერეთელი (ექიმი),ვანიჩ. ელიაშვილი (ივ. სპ. ძე ექიმი) და ი. სალაყაია ნიჭიერი და მეტად სიმპატიური ყმაწვილი, რომელიც ჭლექმა მოგვტაცა სტუდენტობაშივე. უფროს კურსებზე ქუთაისელებიდან დაგვხდენ
გრ. ანჯაფარიძე, ვალოდია აბულაძე, სერგო ბახტაძე, პ. მოსიძე და სხვანი. ერთი წლის შემდეგ მოგვემატნენ:
დიმ. ხოშტარია (დუტუ მეგრელი), კიზირია (ამჟამად ნოტარიუსი ტფილისში),
მ. სანაძე, რომელიც აგრეთვე ჭლექმა იმსხვერპლა და სხვა, სულ ქართველ სტუდენტთა რიცხვი, თუ არ ვცდები სამოცამდე იყო იმ ხანში საკმაოდ დიდი რაოდენობა ქუთათელები ვიყავით, ქართლ-კახელნი ძალიან ცოტა იყო, უკანასკნელთ დიდი სიამოვნებით გავეცანით და ინტერესით ვაკვირდებოდით. ესენი იყვნენ
საშა ჭავჭავაძე (ალ. ნიკ.-ძე, შემდეგში სასამართლოს წევრი ტფილისში), ი ვ. გ. ბარათაშვილი, ივ. დ. აბხაზი, ჩაჩიკაშვილი და კიდევ ორიოდე. იქამდე ქართლ-კახელ ახალგაზრდობიდან მხოლოდ ერთს ვიცნობდით,
ვანო რატიშვილს (ივ. გიორგ.-ძე, შემდეგში პედაგოგი). ის ტფილისიდან ქუთაისში გადმოვიდა და გიმნაზია იქ გაათავა. მან ჩვენზე უფრო კარგად იცოდა ქართული ლიტერატურა და ისტორია. მხურვალე პატრიოტი იყო და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე...
აქ ერთი სასაცილო ამბავი მომაგონდა. უფროს კლასების რამდენიმე უფრო დაახლოვებულმა ამხანაგმა გადავწყვიტეთ ახალწლის ერთად შეხვედრა. შევედით იმერლის ერთ ჩვენებურ რესტორანში და გავაჩაღეთ ქართული ქეიფი აღტაცებული სიტყვებით და სიმღერით. ქეიფის დროს ჩვენს კაბინეტში შემოვიდა რესტორანის პატრონი. რატიშვილმა იმის სადღეგრძელოც დალია და მხურვალე პატრიოტული სიტყვით მიმართა. ბოლოს ღვინო მიაწოდა და უთხრა,
დაგვლოცე სამშობლოს მომავალ სამსახურისთვისო. რესტორატორმაც ჭიქა ჩამოართვა და დაგვლოცა:
ღმერთსა ვსთხოვ თქვენს აფიცრობას მალე მომასწროს!..
წადი შენც და შენი აფიცრობაცაო მიაძახა გაბრაზებულმა ვანომ, ამ სიტყვებით ძალზე გაკვირვებულ რესტორატორს...
ივ. რატიშვილის მიხედვით ჩვენს ახალ ნაცნობებშიაც ვეძებდით «ჩვენი მიმართულების» ადამიანთ, მით უმეტეს, რომ ორი მათგანი ატარებდა ჩვენთვის დიდათ მიმზიდველ გვარებს ჭავჭავაძისას და ბარათაშვილისას; მაგრამ მოლოდინი გაგვიცრუვდა: აღმოსავლეთ საქართველოს შვილნი აღმოჩნდენ ფრიად სიმპატიური ამხანაგები, ხოლო ჩვენი გატაცებისა არა ეცხოთ რა; ზოგმა მათგანმა ქართული ლაპარაკიც არ იცოდა. დასავლეთლებშიაც, რასაკვირველია ყველა ერთნაირი არ ყოფილა. უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, პასიურ ელემენტს წარმოადგენდა იდეურის თვალსაზრისით, მაგრამ ბანქოსა და ქეიფის თაყვანისმცემელი სრულებით არ იყო, მეცადინეობდა და საკმაო ინტერესს იჩენდა საზოგადოებრივ ცხოვრებისადმი. უმცირესობა, როგორც აღვნიშნე, მეტად აღფრთოვანებული იყო და სამსხვერპლოდაც გამზადებულიყო. ამაშიაც ასე ვსთქვათ, სხვადასხვა ტემპერამენტის ხალხი იყო. მაგალითად მოგიყვანთ
იოსებ ლორთქიფანიძეს; სკეპტიციზმით იყო აღსავსე; მე და ვასილ წერეთელს ხშირად გადაგვასხამდა ხოლმე ცივ წყალს გახურებულ თავზე...
ვასილ წერეთელi ხომ განსაკუთრებით არ იყო «ამა ქვეყნისა». როცა ჩავედი ოდესაში, ის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის მეორე კურსზე იყო, მაგრამ რადგანაც მომავალ «პო-
ლიტიკურ მოღვაწეობისათვის» საზოგადო განათლებაა საჭირო, დაჰკრა ფეხი და იურიდიულ ფაკულტეტის პირველ კურსზე გადმოვიდა. ერთი წლის შემდეგ, როცა ჩვენი «მეცნიერების» ხასიათი გაიცნო და შეადარა თავის საყვარელ ბუნებისმეტყველებას, ისევ დაუბრუნდა ძველ ფაკულტეტს. ასე ექსპანსიური იყო ყველაფერში, რაც ასე თუ ისე იდეურ სფეროს ეკუთვნოდა.
ვასილი იმხანად დიდი პროპაგანდისტი იყო და სულ პროზელიტებს ეძებდა, დაიჭერდა რომელსამე სტუდენტს და საშველს არ მისცემდა, სანამ არ მოარჯულებდა. ხშირად ვხედავდით ამნაირ სურათს: «კურილკას» (ვებერთელა დარბაზის) ერთ თავში ვასილი დაიჭერდა ვისმეს, წაავლებდა ტუჟურკის ფოლაქში ხელს და ცხარედ უქადაგებდა, თან სულ წინ მიიწევდა: სტუდენტი უკან უკან იწევდა და ბოლოს ორივენი დარბაზის მეორე კედელს მიაწვებოდენ; გასაქანი არსად იყო და სტუდენტიც ნებდებოდა, ოღონდ თავი დაეღწია ულმობელი პროპაგანდისტისაგან. ხანდახან საქმე სხვარიგადაც თავდებოდა.
ერთხელ ვასილმა ხელში ჩაიგდო ერთი მათემატიკოსი ქართველი, რომელიც ძალიან და ძალიან შორს იდგა ყოველგვარ პოლიტიკისაგან. მათემატიკოსი დარბაზის შუამდე დაჰყვა ვასილს, აქ კი შეჩერდა, გაწითლდა, გაჯავრდა და ხმა მაღლა შესძახა: «პასლუში, ჩტო ტი ხოჩიშ! ნე ხოჩუ რესპუბლიკიო.
ვასილმა ჩვენთან მოირბინა და შემოგვფიცა, ღმერთი რჯული, რესპუბლიკა არც კი მიხსენებიაო.
ქართველ სტუდენტებს საკუთარი «წრე» გვქონდა (ეხლანდებურად სათვისტომო) დამხმარე კასითა და პატარა ბიბლიოთეკით. პირველ ხანებში, სანამ კიდევ შეიძლებოდა თავისუფლად თავის მოყრა, ხშირად ვიკრიბებოდით, ვკითხულობდით რეფერატებს, ვკამათობდით და სხვა. წრეში მალე პატარა ჯგუფი შესდგა, რომელმაც განიზრახა რეფორმა და წრის ხასიათის შეცვლა. ამ ჯგუფის წევრთ ვერ გვაკმაყოფილებდა წრის კულტურულ ქველმოქმედებითი ხასიათი და გადავწყვიტეთ პოლიტიკურ წრედ გადაგვექცია. რაში უნდა გამოხატულიყო ეს მისი «პოლიტიკურობა», დანამდვილებით ვერ გეტყოდით, მაგრამ ჩვენი მაშინდელი გრძნობით და ფიქრით დიადი ბრძოლის დღე მოახლოებული იყო და ჩვენც მზად უნდა ვყოფილიყავით... ახალი წესდებაც შევადგინეთ, გეგმაც, მზადებისა და მოქმედებისათვის და მივიტანეთ იერიში წრეზე. აქ ძველ სტუდენტებში მაგარი ოპოზიცია დაგვხდა. ოპოზიციას ბელადობდა
გრ. ანჯაფარიძე, კარგად მოლაპარაკე და საკმაოდ განვითარებული სტუდენტი. ის გვიმტკიცებდა: ხალხს ვერ იცნობთ; არც რუსეთსა და არც საქართველოში ჯერ ნიადაგი არაა აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლისთვის, თქვენ გინდოდათ ისტორიის კანონები გადაგელახათო და სხვა. ჩვენც არ ვუთმობდით და გაცხარებით ვუპასუხებდით მოწინააღმდეგეთ, რომ მთელ რუსეთში მუშა-ხალხი მძიმე უღელქვეშ დრტვინავს, მოთმინება დაუკარგავს, მზადაა გმირებს გაჰყვეს თავისუფლების მოპოებისათვის და ჩვენი მოვალეობაა ეს გმირები დავუმზადოთ ქვეყანას.
ჩვენ-ჩვენი პოზიციების დასაცავად ორივე მხარე რეფერატებსაც ვწერდით სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიურ თემებზე. მაგალითად, მე წარვადგინე მოხსენება ირლანდიელთა ბრძოლაზე ჰომრულისათვის, სადაც ის აზრი გამყავდა, რომ ირლანდიელების ბრძოლა მაშინ გაცხოველდა, როცა პოლიტიკურ ეროვნულ ბრძოლას საფუძვლად ხალხის ეკონომიური ინტერესების დაცვა დაედო, სახელდობრ, როცა წამოყენებულ იქნა აგრარული მოთხოვნა და ჩვენც ამის მაგალითს უნდა მივყვეთ მეთქი...
ჩვენმა ბრძოლამ რამდენსამე თვეს გასტანა. ბოლოს ახალგაზრდებმა ვსძლიეთ და წრე დავიყოლიეთ. მაგრამ, სანამ «საქმეს» შევუდგებოდით, გადავწყვიტეთ «კავკასიელთა წრის» გადაკეთებაც.
ასეთი წრეც იყო მაშინ ოდესაში და აერთებდა ქართველ, სომეხ და მაჰმადიან სტუდენტობას (მაჰმადიანი იმ დროს ერთი იყო მხოლოდ, გვარი აღარ მახსოვს). ეს წრე უფრო ქაღალდზე
არსებობდა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ჩვენს წინადადებას იქაც ძლიერის ოპოზიციით დაუხვდა უმრავლესობა. იქ ჩვენს მოწინააღმდეგეთა ლიდერად გამოვიდა მე-4 კურსის სტუდენტი მელიქ ადამოვი (შემდგომ ნაფიცი ვექილი ტფილისში), ხოლო მხურვალე თანამგრძნობლად ახალგაზრდა სტუდენტი იურისტი მნაცაკანოვი (შემდეგ ნაფიცი ვექილი ერევანში). მელიქ-ადამოვი მრისხანე ორატორი გამოდგა და ულმობელის დაცინვით ამსხვრევდა «უაზრო ილუზიებს». კავკასიელთა წრეში საქმე უფრო გაგვიძნელდა, რადგან სომხების უმრავლესობა აღმაფრენის ხასიათს ეგრერიგად ვერ იჩენდა... ჩვენი პირველი იერიშები უკუგდებულ იქმნა. მაშინ დავიწყეთ უმრავლესობის პატარ-პატარა ჯგუფების მორჯულება: ვმართავდით «კერძო კამათს», ვეწეოდით პროპაგანდას და ვმუშაობდით კომისიაშიც, რომელსაც დასაბუთებული მოხსენება უნდა წარედგინა წრისთვის.
ერთხელ ამ კომისიაში ასეთი ამბავი მოხდა: თვითმართველობის საჭიროების ბაასის დროს ლაპარაკი ჩამოვარდა ეროვნულ ტერიტორიაზე. ბორჩალო, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რასაკვირველია, ჩვენ ქართველებმა, შემოვიფარგლეთ. საკითხს მშვიდობიანად მოვრჩით, როცა უეცრად ერთმა ჩვენი ჯგუფიდან, კარგად არ მახსოვს ვინ, ვგონებ კი
ვასილ წერეთელმა, განჯის გუბერნიის ერთ ნაწილზე, თუ თვით ქალაქ განჯაზე გამოაცხადა პრეტენზია. მნაცაკანოვი აენთო, გაჯავრდა და გამოაცხადა, მოლაპარაკებას შევწყვეტ, თუ ეგეთი მოთხოვნა უკან არ იქნა წაღებულიო. ისეთნაირად გაჯავრდა, თითქო ჩვენ ის იყო ჯარს ვგზავნიდით განჯის ანექსიისათვის...
ცხარე კამათის შემდეგ, საქმე კენჭზე მივაგდეთ და ხმის უმრავლესობით დიპლომატიური მოლაპარაკება-ურთიერობა განსაცდელისაგან ვიხსენით...
დადგა კავკასიელთა წრის საზოგადო კრების დღეც; ჩვენი მოხსენების შემდეგ წამოდგა მელიქ ადამოვი და ჩვეულებრივის დაცინვის კილოთი ნაწილ-ნაწილ დაიწყო ჩვენი დასაბუთებულ მოხსენებისა და პროგრამის დამსხვრევა. მე საშინლად გამაჯავრა იმისმა კილომ, ვერ მოვითმინე, სიტყვა შევაწყვეტინე და განვაცხადე: «მელიქ-ადამოვს აქ სასამართლო ჰგონია და თავის თავი ბრალდებული. ვინც მჭევრმეტყველობაში სავარჯიშოდ მოსულა ამ წმინდა ადგილს, ის უნდა გავაძეოთ!».
«მე თვითონ წავალ გიჟების კრებიდანო» —
მომიჭრა სიტყვა მელიქ-ადამოვმა და გავიდა. მას ბევრი სხვაც გაჰყვა. შეიქნა
აურ-ზაური, აირია მონასტერი და კრება ჩაიშალა. ბრძოლამ კიდევ დიდხანს გასტანა,
მეორე წელიწადშიაც გადავედით და «საქმე» კიდევ დაუსრულებელი დარჩა.
ახლა, როცა ეს ბრძოლა, მთელი ეს ამბავი და მრავალი წვრილმანი მაგონდება, მეცინება. თუ მკითხველი მყავს, ალბად, ისიც იცინის, მაგრამ... მაგრამ მაინც დაილოცოს ის ბედნიერი დრო სასაცილო გატაცებისა, ის ბედნიერი წუთები ღრმა რწმენისა და საოცნებო აღფრთოვანებისა. მთელის ჩემი არსებითა ვგრძნობ და მწამს, რომ ვისაც ახალგაზრდობაში ასეთი «სასაცილო» წამები არ განუცდია, არ იცის, რა არის ახალგაზრდობა, არ უგრძვნია ნეტარება... |
![]() |
5 IV. დაახლოვება ქართველ და რუს მოღვაწეებთან: რომანოზ ფანცხავა, ვასილ პეტრიაშვილი, ექიმი ბარდახი. პროფ. უსპენსკი და სხვანი.. ბარდახის მოგზაურობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
IV
დაახლოვება ქართველ და რუს მოღვაწეებთან: რომანოზ ფანცხავა, ვასილ პეტრიაშვილი, ექიმი ბარდახი. პროფ. უსპენსკი და სხვანი.
ბარდახის მოგზაურობა საქართველოში
თანდათან, რაც უფრო წინ მიდიოდა ჩემი გონებრივი განვითარება, იზრდებოდა ჩემი უკმაყოფილებაც ქართულ და კავკასიელთა წრეებისადმი. მე ვიგრძენი, რომ პრაქტიკული შედეგი ჩვენს ბრძოლას ვერ მოჰყვებოდა, უმრავლესობა არ გამოგვყვებოდა, თუნდაც სამოქმედო ასპარეზი მოგვეძებნა. ამასთანავე მალე თვით წრეების ცხოვრებაშიაც კრიზისი დადგა...
ქართულ წრის ერთ კრებაზე ორს ამხანაგს პირადი შეტაკება მოუვიდათ. წრე ჩაერია ამ საქმეში და უთანხმოება იმდენად გაიზარდა, რომ ბოლოს ქართველი სტუდენტობა ორ ბანაკად გაიყო; ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ წრის ცხოვრება კარგა ხნით გაიყინა.
რაკი ქართული წრე დროებით დაიშალა, რაღა თქმა უნდა, კავკასიელთა წრესაც ვეღარ შეეძლო ცხოველმყოფელი ძალა გამოეჩინა.
ეს იყო ჩემი სტუდენტობის მეორე წლის ბოლოს. ამ ხანშივე მოხდა ჩვენი ჯგუფის დაახლოება რუს სტუდენტ-რადიკალებთან და ამიერიდან იწყება მეორე ხანა სტუდენტური ცხოვრებისა... ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ჯერ გიმნაზიაშივე მოგვხდა სიო რუსის ახალგაზრდობის მაშინდელ მოძრაობისა. თუმცა ზოგი არალეგალური წიგნაკიც გვქონდა წაკითხული, მაგრამ ოდესაში რომ ჩამოვედით, ამ მოძრაობის ნამდვილი წარმოდგენა არ გვქონია და არც ვიყავით, ასე ვსთქვათ პოლიტიკურად საკმაო განვითარებულნი. რადიკალური ტრადიციების გამგრძობად პირველ ხანებში, სანამ რუს სტუდენტობას დაუახლოვდებოდით, მოგვევლინა
რომანოზ ფანცხავა (ქართულ ლიტერატურაში ხომლელის ფსევდონიმით ცნობილი). ოდესაში ჯორჯაძის ღვინის ფირმის განყოფილების მმართველად იყო; ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და სტუდენტებთან ცხოვრობდა.
რომანოზი ტფილისის სემინარიელად ნამყოფი და ტფილისის მაშინდელ ახალგაზრდობის წრეებში მომუშავე, ბევრად უფრო ნაკითხი და განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ. ცოცხალი, ნიჭიერი და განვითარებული ახალგაზრდა, თანაც წლოვანებით ჩვენზე უფროსი, რასაკვირველია, გავლენას მოიპოვებდა ჩვენზე და მართლაც პირველ წელს დიდი სამსახური გაუწია ჩვენი განვითარების საქმეს. 60-იან და 70-იან წლების რუსეთის მწერლებს ჩვენ მაშინ თითქმის სულ არ ვიცნობდით, უფრო სახელები გვქონდა გაგონილი... რომანოზმა გაგვაცნო და შეგვაყვარა რუსეთის რადიკალიზმის მამამთავარნი
დობროლიუბოვი, პისარევი, ჩერნიშევსკი; შემდეგ ერთად ვკითხულობდით მიხაილოვსკისაც; ვბაასობდით, ვკამათობდით ისტორიაზე, სოციოლოგიაზე, პოლიტიკურ მოძრაობაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ამასთანავე რომანოზ ქართველი პატრიოტიც იყო. იცოდა ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი წარსული და ჩვენთან ერთად ოცნებობდა სამშობლოს უკეთეს მომავალზე.
სანამ ჩვენი რადიკალების ამბავს განვაგრძობდე, აქ აღვნიშნავ, რომ ამავე დროს მოხდა ჩვენი, ასე ვთქვათ, «საზოგადოებაში გამოსვლა». ამ მხრით დაუფასებელი იყო ჩვენი ამხანაგი, მეტად ცოცხალი და სიმპატიური ახალგაზრდა
ვანიჩკა ელიაშვილი. როგორ და როდის ახერხებდა ამდენი ხალხის გაცნობას, ჩვენთვის გაუგებარი იყო. იცნობდა პროფესორებს, ექიმებს, ადგილობრივ მწერლებს და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებსაც, მამაკაცებს და ქალებს. გაცნობისთანავე ისე დაუახლოვდებოდა ყველა ამ სიმპატიურ ადამიანს, თითქოს ბავშობიდანვე მათი მეგობარი ყოფილიყო. მისი შემწეობით ჩვენც გავიცანით ოდესის ინტელიგენციის ზოგი კარგი წარმომადგენელი, რაც დიდად სასარგებლო იყო ჩვენისთანა «ბურსაკებისათვის», რომელთაც საზოგადოება, განათლებული და ინტელიგენტის ოჯახი არც კი გვენახა.
ამ და სხვა მრავალ მხრითაც დაუფასებელი იყო ჩვენთვის მარად სახსოვარ პროფ. ვასილ პეტრიაშვილის და მის ღირსეულ მეუღლის ეკატერინე ყარამანის ასულის გაცნობა და მათთან კეთილი ურთიერთობა. მათ ოჯახში, მათთან ტკბილ საუბარში გაგვიტარებია ბევრი, სამუდამოდ დასამახსოვრებელი წუთები. ვასილ პეტრიაშვილი იშვიათი ადამიანი იყო. საკვირველი თავმდაბალი, მეტად პატიოსანი, განუზომელი სიყვარულით გამსჭვალული ახალგაზრდობისადმი, მეცნიერებისა და თავის სამშობლოსადმი. დიდად უყვარდა ყველა სტუდენტს განურჩევლად ეროვნებისა. ამასთანავე დამოუკიდებელი ხასიათის პატრონი იყო და მას დიდის მოწიწებით ეპყრობოდა ყველა პროფესორი.
მაგონდება შემდეგი: ახალ საუნივერსიტეტო წესდების ძალით, რაღაც შევიწროება იყო შემოღებული საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; მგონი, ვინც წინდაწინ არ ჩაეწერებოდა და ხვედრ ფულს არ გადაიხდიდა, იმ სტუდენტებს ლაბორატორიაში სამუშაოდ არ უშვებდენ. პედელები მუდამ დაძრწოდენ ლაბორატორიებში სიებით ხელში და «კათაკმეველთ» ერეკებოდენ. პეტრიაშვილი არ დაემორჩილა ამ ახალ წესებს და ერთი პედელი არ გააჭაჭანა თავის ლაბორატორიაში. ინსპექცია გაბრაზებული იყო, მაგრამ ვერაფერი გაუბედა ყველასაგან პატივცემულ და დამსახურებულ პროფესორს. საზოგადო ამხანაგს და მეგობარს სტუდენტთა, პეტრიაშვილს მეტად დამოუკიდებლად ეჭირა თავი სააკადემიო მთავრობის წინაშე, რისთვისაც მთელ სტუდენტობას უყვარდა; ეს კი იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. ამას ისიც დაუმატეთ, რომ პეტრიაშვილი კარგი სპეციალისტი პროფესორი იყო და კარგი ხელმძღვანელი მასწავლებელიც.
მეორე ჩვენი თანამემამულე პროფ. მელიქიშვილიც კარგი სპეციალისტი, მეცნიერი და კარგივე ხელმძღვანელი მასწავლებელი იყო, მაგრამ ისეთი სიყვარული და პატივისცემა არა ჰქონია დამსახურებული, როგორც პეტრიაშვილს. მელიქიშვილი სხვა ხასიათის კაცი იყო: განდეგილივით ცხოვრობდა, სტუდენტებთან ურთიერთობას ერიდებოდა. სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ჩვენთან: ერთად შევხვდით ახალ წელიწადს, მთელი ქართველი სტუდენტობა, მელიქიშვილი, პეტრიაშვილი და ორიოდე გარეშე სტუმარი
რუსი.
ჩვენ ნაცნობ ოდესელ ინტელიგენტ საზოგადოებიდან დავასახელებ გამოჩენილ ბაქტერიოლოგს და ექიმს
ბარდახს. ბარდახი იმ დროს დიდად პოპულარული მოღვაწე იყო ოდესაში. თავგანწირული ექიმი მუშებისა და ღარიბ ხალხისა, დილიდან საღამომდე დადიოდა განაპირა უღარიბეს უბნებში და მუქთად სწამლობდა ხალხს. ფულიანი პრაქტიკა ცოტა ჰქონდა, მაგრამ არას ნაღვლობდა. ამასთანავე დროს შოულობდა და ოდესის პასტერის ინსტიტუტში ეხმარებოდა გამოჩენილ მეცნიერს
მეჩნიკოვს. შემდეგში, როცა მეჩნიკოვი პარიზში გაიწვიეს, ოდესის ინსტიტუტის გამგედ ბარდახი დანიშნეს.
ბარდახი ძალიან დაგვიმეგობრდა ქართველ სტუდენტებს. დადიოდა ჩვენთან, გვიწვევდა თავის ოჯახში. ერთხელ გამოგვიცხადა, კავკასია მინდა ვნახო და ზაფხულში თქვენთან ერთად წამოვალო. მართლაც შემდეგ გაზაფხულს ერთად წამოვედით.
ჩვენმა ამხანაგმა, ზაქ. მაჭავარიანმა ბარდახი დაჰპატიჟა თავის სოფ. ილემში (ზემო იმერეთშია). ზოგი ჩვენგანიც (ჩემს გარდა იყვნენ, თუ არა ვსცდები, ი. ლორთქიფანიძე და ივ. ელიაშვილი) გაჰყვა მათ. ზესტაფონიდან ცხენებით უნდა წავსულიყავით. ბარდახს ეს გარემოება ბავშვივით ახარებდა, რადგან ცხენზე არასოდეს მჯდარიყო. ჩავედით თუ არა ზესტაფონში, მოგვგვარეს ცხენები. ბარდახი მივარდა მისთვის არჩეულ საუკეთესო ცხენს, შედგა უზანგში ფეხი, შეახტა მარდად და ცხენს კუდისკენ მოექცა. ჩვენ სიცილი აგვიტყდა, ახლო მდგომ ქუჩის ხალხმა ყიჟინა ასტეხა. ბარდახი გაკვირვებული იყო და გვეუბნებოდა. არ მესმის, როგორ მოხდა ესაო: თანაც
დამსწრეთა სიცილ-ყიჟინამ ძალიან გაამხიარულა. რა ექსპანსიურია სამხრეთის ხალხიო...
სოფელში ჩავედით, საღამო ახლოვდებოდა. მასპინძელი, ზემო იმერეთში იმ დროს განთქმული ტოლუმბაში კონსტანტინე მაჭავარიანი, თავის მეზობლებით უკვე გვიცდიდა ეზოში გაშლილ სუფრასთან. დაიწყო ჩვენებური ქეიფი სიმღერით, სიტყვებით, ღვინის დაძალებით. პატარა ხანს ბარდახი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალყურს უნახავ სურათს. მაგრამ მალე წამოხტა, მასპინძელს მადლობა უთხრა და სთხოვა ცხენი მომგვარონ, სეირნობა მირჩევნიაო.
თქვენ ნუ მომიკვდებით, უზრდელები ყოფილან თქვენი მეცნიერებიო, ჩუმად შემოგვჩივლა ერთმა სტუმარმა აზნაურთაგანმა. შემდეგ ბარდახი ქუთაისში ჩავიყვანეთ, ვაჩვენეთ გელათი და მოწამეთა-მონასტერი. აქედან ტფილისს წავიდა. ტფილისიდან კი საქართველოს
სამხედრო გზით ოდესისაკენ უნდა გამგზავრებულიყო. მესამე დღეს, გავიხედეთ, ბარდახი ისევ ქუთაისში ჩამოცუნცულდა.
რა ამბავია, რა მოგივიდათ?
—
შევძახეთ ჩვენ. რა ამბავი და,
—
გვიპასუხა ბარდახმა,
შევდგი თუ არა ფეხი საეთნოგრაფიო მუზეუმში, მაშინვე ყაჩაღებმა გამძარცვეს.
როგორ თუ საეთნოგრაფიო მუზეუმში... ყაჩაღებმა?!.. ტფილისის რკინის გზის სადგური ნამდვილი საეთნოგრაფიო მუზეუმია,
—
განაგრძო მან.
მთელი აღმოსავლეთის ხალხი იქ ირევა... მე არასოდეს არ მინახავს ასეთი ეკზოტიური სანახაობა. გაშტერებული ვიდექ... მოვარდა ვიღაცა და სერთუკის ჯიბიდან, რაც ფული მქონდა ამომაცალა... ტფილისამდე გზაში კიდევ, თითქმის ამპარტავნობით დაუმატა ბარდახმა, ყაჩაღები თავს დაეცნენ მატარებლის ერთ ვაგონს, ვიღაც ქალს რამდენიმე ათასი მანეთი წაართვეს, გაქანებულ მატარებლიდან გადახტნენ და ტყეს შეაფარეს თავიო.
ვუშოვეთ ფული და გავისტუმრეთ ჩვენი სტუმარი, აღტაცებული ჩვენი ქვეყნის ბუნებით და ყველაფრით, რაც ენახა. ორი თვის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებანი მოათავსა «ოდესსკი ლისტოკში». მისი აღტაცება ყოველ სტრიქონში იხატებოდა, მაგრამ როგორღაც ხაზგასმული იყო, კავკასია ავაზაკების ბუდეაო. გაზვიადებულად იყო აწერილი ორიოდე შემთხვევა. ეს ცუდი განზრახვით არ მოსვლია ბარდახს, არც ეგონა, თუ ცუდად მივიღებდით; პირიქით «ეკზოტიზმი» და «ავაზაკური რომანტიზმი» სასახელოდ მიაჩნდა კავკასიისათვის. ჩვენ მაინც გვეწყინა და ზაქ. მაჭავარიანმა პირველად და მგონი უკანასკნელადაც აიღო ხელში კალამი და საპასუხო ფელეტონი გამოჭიმა იმავ «ოდესსკი ლისტოკში».
ოდესის სხვა ჩვენ ნაცნობებში დავასახელებ პროფ. უსპენსკის (შემდეგში კონსტანტინეპოლის საარქეოლოგიო ინსტიტუტის დირექტორს), ჟურნალისტ ჰერცო-ვინოგრადსკის (ბარონ იკს), ნაფიც ვექილს გუსაკოვს და სხვათა. ყველა ეს ჩვენი ნაცნობნი, განათლებული და ინტელიგენტი ხალხი იყო, ვისთან ურთიერთობაც სასარგებლო იყო ჩვენთვის. |
![]() |
6 ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
V
დაახლოება რუს სტუდენტებთან. რადიკალთა წრეები. მაშინდელი სარევოლუციო
იდეოლოგია. ჩემი შესვლა სტუდენტთა სარევოლუციო კომიტეტში. ფილიპოპოლის
გადატრიალება. ნადსონის სიკვდილი.
იმავ ხანებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაიწყო ჩემი დაახლოება რუს
სტუდენტ-რადიკალებთან. მაშინდელი რუსის სტუდენტობის დიდი უმრავლესობა იდეის მხრით
არავითარ ინტერესს არ წარმოადგენდა; ესენი მხოლოდ მეცადინეობდენ და მეცადინეობდენ
იმდენად, რამდენადაც საჭირო იყო მომავალ კარიერისათვის; სულ ცოტა მეცადინეობდა უფრო
სერიოზულად და სამეცნიერო მოღვაწეობაზე ფიქრობდა. ხოლო ასამდე სტუდენტი, რადიკალთა
ჯგუფებად იყო დაყოფილი და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ოცნებობდა. სურათის სისრულისათვის
უნდა აღვნიშნო, რომ «ჭეშმარიტი რუსები» მაშინაც იყვნენ: არსებობდა პატარა ჯგუფი
იუდოფობ სტუდენტებისა. ამ ჯგუფის ბელადზე, მეოთხე კურსის სტუდენტ პეტრიკოვეცზე,
მახსოვს «ნაროდნაია ვოლიას» ერთ-ერთ ¹-ში დაბეჭდილი იყო ცნობა, ჯაშუშიაო და იმის
დაბეზღებით ესა და ეს სტუდენტები იყვნენ დაპატიმრებულნიო. როგორც ხედავთ, მაშინდელი
«ჭეშმარიტი რუსებიც» არ თაკილობდენ «ოხრანკის» თანამშრომლობას... სტუდენტების «რადიკალობა»
და მთელი მათი «რევოლუციონერობა» გამოიხატებოდა თეორიულ მეცადინეობასა და სტუდენტთა
შორის პროპაგანდის გაწევაში, იშვიათად თუ გასცილდებოდა ამ ფარგალს და უნივერსიტეტის
გარეთ წარმოებულ ბრძოლაში მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას. თეორიული ჯგუფობრივი
მეცადინეობა ერთხელვე დაწესებულ გეგმით სწარმოებდა. კითხულობდენ და არჩევდენ
ლავროვის ცნობილ თხზულებას: «ისტორიჩესკია პისმა», ტკაჩოვისა და ტიხომიროვის
საპროგრამო-სარევოლუციო წიგნებს, სწავლობდენ მილის პოლიტიკურ ეკონომიას,
ჩერნიშევსკის შენიშვნებით, შემდეგ მარქსის პირველ ტომს, ლასალის სასამართლოში
წარმოთქმულ და სააგიტაციო სიტყვებს და მრავალ არალეგალურ ბროშურას ნაროდნიკების, «ჩერნო-პერედელცების»,
«ნაროდოვოლცების» სარევოლუციო ბიბლიოთეკისას. მაშინდელი სარევოლუციო მოძრაობა
ნაროდოვოლცების იყო და იდეოლოგიაც ჯერ მათი ბატონობდა, თუმცა უკანასკნელ წუთებს
განიცდიდა.
ზოგი რამ საკვირველი იყო სარევოლუციო «სიბრძნეში». პირველად ყოვლისა აღსანიშნავია
ის ერთობ გაპრიმიტივებული ისტორიული კონცეპცია, რომელზედაც აშენებდენ თავის
მოძღვრებას იმ იდეოლოგიის საფუძველის დამდებელნი ტკაჩოვი და უმთავრესად ტიხომიროვი. მათი სწავლით, რუსეთში არსებობდა მხოლოდ ორი აქტიური საზოგადოებრივი ელემენტი: მთავრობა და ინტელიგენცია. თავად-აზნაურობა მხოლოდ სამსახურის წოდება იყო (служилое сословие), რომელიც მთავრობის ყმა იყო და არისო; გლეხობა შეუგნებელი, უძრავი, პასიური მასაა, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში ანგარიშგასაწევი არ არისო; ბურჟუაზიული კლასი და მასთან მუშათა კლასი მხოლოდ ეხლა იჩეკებაო და ჯერ ანგარიშში ჩასაგდები არ არისო. ამნაირად რჩება მთავრობა და რევოლუციონური ინტელიგენცია, რომელთაგან უკანასკნელი აღჭურვილია ზნეობრივის ძალით (ცოდნით, ფანატიკური მისწრაფებით თავისუფლებისადმი და ხალხის, თუმცა პასიურის, მაგრამ მაინც არა უმნიშვნელო თანაგრძნობითაო). ამ პირობებში ინტელიგენციის გამარჯვება აუცილებელია. სახელმწიფოებრივ უფლებას ძალით ხელში ჩავიგდებთო და რუსეთის წესწყობილებას გარდავქმნითო.
ასე მარტივად და ადვილად სწყდებოდა საქმე ამ თავისებურ ბლანკისტების აზრით...
ეს პოლიტიკური რევოლუცია იყო. რაც შეეხება რუსეთის სოციალისტურ გარდაქმნას,
იგიც ადვილად, მგონი უფრო ადვილადაც სწყდებოდა. «რა უნდა გავაკეთოთ რევოლუციის
მეორე დღესაო» კითხულობდა ტიხომიროვი და უპასუხებდა: რუსეთის მთავარ ეკონომიურ
ძარღვს გლეხობა შეადგენს; კაპიტალიზმი არ არსებობს; გლეხობის მიწათმფლობელობის
წესი სათემოა; რუსის ხალხი არტელის, თემის ხალხია. მაშასადამე ახალ
რევოლუციონურ მთავრობას დეკრეტებით შეეძლება სოციალისტური წესწყობილების
დამყარებაო; ჩვენი პრიმიტიული კომუნიზმის (თემის და არტელის) ხალხი ადვილად
შეიძლებს გადავიდეს იმავ ტიპის, მაგრამ უფრო მაღალის ხარისხის სოციალურ
წესწყობილებაზეო
აღსანიშნავია, რომ ასეთი რწმენა რუსის ხალხის პოტენციალურ სოციალისტობისა მარტო
ნაროდოვოლცების მოძღვრებას როდი ახასიათებდა. ძველი სლავიანოფილები და «ზაპადნიკები»,
ლიბერალები, ნაროდნიკები, ყველანი ხაზგასმით ღაღადებდენ რუსის ხალხის იმ
განსაკუთრებულ თვისებებზე, რომელთა წყალობით იგი უფრო ადვილად განაახლებს სოციალურ
წესწყობილებას, ვიდრე დასავლეთ ევროპის ერებიო... სხვათა შორის მახსოვს, როგორ
გამაკვირვა მარქსის შენიშვნამ: გერცენი სლავიანოფილიაო. გერცენის თხზულებათა შოვნა
მაშინ არ შეიძლებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ გერცენი მედგარი რევოლუციონერი,
სოციალისტი და ინტერნაციონალისტი იყო; ამიტომ მარქსის შენიშვნა მისთვის ჩვეულებრივ
საპოლემიკო რიხიანობას მივაწერე. მხოლოდ ეხლა, რევოლუციის შემდეგ, როცა გერცენის
თხზულებანი გადავიკითხე, დავრწმუნდი, რომ მარქსი მართალი იყო: საუკეთესო
პუბლიცისტური ნაწარმოებები გერცენისა, როგორც მაგალითად წერილები «С того берега »,
სლოვიანოფილურ ტენდენციითა გაჟღენთილი. გერცენს აღარ სწამს ევროპის დემოკრატიის
ძალა სოციალურ ბრძოლაში და დარწმუნებულია, რომ რუსის ხალხის განსაკუთრებული
ეკონომიური ინსტიტუტი (თემი) და რუსის ხალხის სხვაგვარი სულიერი განწყობილება (ანტი-ინდივიდუალიზმი)
სასწაულს მოახდენენ.
ეკონომიური ნაწილი ნაროდოვოლცების მოძღვრებისა, როგორც მახსოვს, ბევრს ვერ
აკმაყოფილებდა მაშინაც. სხვადასხვა გზით მიდიოდენ სოციალიზმის სამეფოში: ზოგი ძველ
ნაროდნიკების, ან ტიხომიროვის გზით, ზოგი ლავროვის და მიხაილოვსკის თეორიებით («ისტორიული
წერილები», «პროგრესის ფორმულა», «ბრძოლა ინდივიდუალობისთვის» და სხვა), უკვე
იყვნენ ისეთებიც, რომელნიც მარქსის კონცენტრაცია-პროლეტარიზაციით და ბოლოს
ცუზამენბრუხით მიემგზავრებოდენ, მაგრამ პოლიტიკური მხარე ნაროდოვოლცების პროგრამისა
იდეურ ახალგაზრდობის დიდ უმრავლესობას ბეჯითად სწამდა.
სტუდენტთა რადიკალური ჯგუფები, როგორცა ვთქვი, გულმოდგინედ მეცადინეობდენ:
კითხულობდენ ერთად, მართავდენ კრებებს სხვადასხვა საკითხებზე და სხვა.
სხვათა შორის, მე ხშირად ჩამოვაგდებდი ხოლმე ბაასს განაპირა ქვეყნების სვე-ბედზე.
რასაკვირველია, არავის წარმოდგენა არა ჰქონდა საქართველოსი: კავკასია კი მათთვის
იყო პირველყოფილ ადამიანთა რაღაც უცნაური ბუდე... მიუხედავად ამისა, ისინი
ყველასათვის სრულ «თვითგამორკვევის» უფლებას აღიარებდენ. გულმოდგინედ ვარკვევდით
საკითხს, თუ როგორ უნდა მოეწყოს თავისუფალი რუსეთი თავის განაპირა ქვეყნებით...
რა სანეტარო იყო ხშირად ეს კრებები! რა იმედი იყო მომავლისა, რა აღფრთოვანება!.
მე სავსებით შევტოპე ამ წრეებში და ხარბად დავეწაფე ჩემთვის ახალ ლიტერატურას. სხვა
ქართველი ამხანაგები მალე ჩამომშორდენ. მეცადინეობის მეტს, როგორც აღვნიშნე,
რადიკალური ჯგუფები და მათი «ცენტრალური კომიტეტები» არაფერს აკეთებდენ; ის იყო
კიდევ, რომ თეორიულ პროპაგანდას ეწეოდენ სტუდენტებშივე. ხანდახან ფულს აგროვებდენ
პოლიტიკურ პატიმართა დასახმარებლად და არალეგალური ლიტერატურის გამოსაწერად. მაგრამ
ასეთი მოღვაწეობაც საკმარისი იყო მაშინდელ მთავრობისათვის და იგი უმოწყალოდ
სდევნიდა ახალგაზრდობას. იმ წლებში მაგალითად, რაც რადიკალური სტუდენტობა იყო
ოდესაში, ყველა დაისაჯა დაპატიმრებითა და გადასახლებით. მათ შორის მეც მხვდა წილად
დატუსაღება და მთელი ხუთი წლით ციმბირში გადასახლება, მაგრამ ამაზე ქვემოთ...
ჩვენ კრებებზე ხანდახან გარეშენიც (არა სტუდენტებიც) დადიოდენ და იღებდენ
მონაწილეობას კამათსა და ან ისე, უბრალო დროს გატარებაში. ამათში სხვათა შორის
ვასახელებ რუსის ორ მწერალს, რომელნიც იმხანად ოდესაში სცხოვრობდენ; გრ. მაჩტეტს და
ივ. სვედენცოვს (ივანოვიჩს). გამოჩენილი ბელეტრისტი მაჩტეტი მშვენიერი მობაასე იყო
და ხშირად გვიამბობდა ხოლმე ცნობილ ლიტერატორთა და მწერალთა ამბებს, პოლიტიკურ
ანეკდოტებს, ისტორიებს 70-იანი და 80-იანი წლების რეოლუციონერებისას. ჩვენს
ჯგუფებში, რასაკვირველია, ქალებიც იყვნენ. მაჩტეტს, კარგად მახსოვს, უფრო მათ
საზოგადოებაში უყვარდა ყოფნა. როცა ჩვენ რამე კამათს დავიწყებდით, ქალები
განცალკევდებოდენ, შემოუსხდებოდენ ირგვლივ მაჩტეტს და ისიც აღფრთოვანებით უამბობდა
თავის დაუსრულებელ საინტერესო ისტორიებს, მოგონებებს...
სვედენცოვი სხვა ხასიათისა იყო. სევდით და მწუხარებით მოცული, იშვიათად ლაპარაკობდა
და უფრო სერიოზულ კამათს ეტანებოდა. მებრძოლი ხასიათის კაცი იყო, პირდაპირი, მტერი
ყოველგვარი კომპრომისისა, იგი მტკიცედ იდგა ერთხელვე არჩეულ ეკლიანს გზაზე და
ამიტომ ბევრი ტანჯვა-ვაება იგემა. ახალგაზრდობას ძალიან უყვარდა, როგორც
რევოლუციონური მოღვაწე, როგორც ბელეტრისტი. სვედენცოვი
მეცადინეობის და პროპაგანდის გარდა, უნდა შევნიშნო კიდევ, რადიკალურ ჯგუფების საქმე
იყო «საზოგადო სტუდენტურ ისტორიების» ხელმძღვანელობა, თუ რამ შეტაკება მოხდე-
ბოდა უნივერსიტეტის, ან საზოგადოდ ადმინისტრაციასთან თუ სხვა ამგვარი შემთხვევა
იქნებოდა, რადიკალი ჯგუფი თავის მოვალეობად სთვლიდა ჩარეულიყო და «სასურველი
მსვლელობა» ე. ი. დემონსტრაციის სახე მიეცა საქმისათვის. იმ წლებში ასეთი შემთხვევა
ბევრი არ ყოფილა. რაც იყო, ისიც უმნიშვნელო. მაგალითისათვის გავიხსენებ უფრო
საინტერესო ისტორიას.
1886 წელს მოხდა ეგრეთწოდებული «ფილიპოპოლის რევოლუცია»; ბულგარეთის პატრიოტებმა
ფილიპოპოლში დაატუსაღეს ოსმალეთის გენერალ-გუბერნატორი აღმოსავლეთ რუმელიისა და
ტირნოვში მყოფ სტამბულოვს დეპეშა გაუგზავნეს: აღსრულდა აღმოსავლეთი, რუმელია
შეუერთდა ბულგარეთსაო. ამ შეერთებას, ბულგარეთის პატრიოტ-რევოლუციონერები დიდი ხანი
ამზადებდენ და მთავრობაც ხელს უწყობდა ჩუმად. ეს ყველა სახელმწიფომ იცოდა, მაგრამ
როცა ფაქტი მოხდა, ერთი აურზაური ასტყდა. ოსმალეთი მრისხანე მუქარას უთვლიდა
ბულგარეთს. სერბიამ კი მაშინვე ომი გამოუცხადა. ბულგარეთის მაშინდელი მთავარი
ალექსანდრე ბატენბერგელი არ შეუშინდა ამ აურზაურს, გაუძღვა თავის ჯარს და ერთ თვეში
სრულებით დაამსხვრია სერბიის მხედრობა. ახლა ბულგარეთს რუსეთის მთავრობა გადაეკიდა:
მთავარი ალექსანდრე ბულგარეთიდან გააძევა და ბულგარეთის დამოუკიდებლობა საშიშ
კრიზისში ჩააყენა.
რუსეთის მთავრობის ასეთმა ძალმომრეობამ ძალიან ააღელვა რუსის მოწინავე საზოგადოება,
სტუდენტობა ხომ, რაღა თქმა უნდა, ოდესის რადიკალ-სტუდენტებმა მაშინვე მოიწვიეს
სტუდენტთა საზოგადო კრება, რომელზედაც გადასწყდა ალექსანდრე ბატენბერგელისთვის
ადრესის გაგზავნა. პერგამენტზე დაწერილი და რამდენიმე ას სტუდენტის ხელმოწერილი
ადრესი შეიცავდა პროტესტს რუსის მთავრობის წინააღმდეგ და თანაგრძნობას ბულგარეთის
თავისუფლებისათვის მებრძოლთა მიმართ...
ადმინისტრაციამ როგორღაც გვიან გაიგო ეს ამბავი: ადრესი უკვე გაგზავნილი იყო და
დამნაშავე არსად სჩანდა; რამდენიმე «შენიშნული» სტუდენტი დაატუსაღეს, მაგრამ ისევ
გაათავისუფლეს და ეს ისტორია მშვიდობიანად გათავდა.
მეორე «ამბავი» ნადსონის სიკვდილმა გამოიწვია. ნადსონი გარდაიცვალა იალტაში 1887
წელს, იანვარში. მოვიდა დეპეშით ცნობა, ამა და ამ დღეს ნადსონის ცხედარს ოდესაში
მოასვენებენ და იქიდან პეტროგრადში წაასვენებენო.
ნადსონი მაშინ ახალგაზრდობის სათაყვანებელი პოეტი იყო. გარდა ამისა ყველანი დიდათ
აღელვებულნი ვიყავით იმ უსვინდისო და შემაძრწუნებელი დევნით, რომლითაც «ნოვ. ვრემ»,
და მისმა კრიტიკოსმა ბურენინმა უკანასკნელი დღეები მოუწამლეს ერთობ მგრძნობიარე და
ავადმყოფ პოეტს. მაშინვე შესდგა სტუდენტთა კრება, რომელმაც გადასწყვიტა: გვირგვინით
კუბოს შემკობა, ნავთსადგურიდან სადგურამდე ცხედრის საერთოდ გაცილება და
გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა. დანიშნულ დღეს დილა ადრიანად დიდძალმა
სტუდენტობამ მოვიყარეთ თავი ნავთსადგურზე. რამდენად დაშინებული იყო იმ ხანებში
რუსის ლიბერალური საზოგადოება, იქიდანაც სჩანს, რომ სტუდენტებს გარდა, ნავთსადგურზე
ათიოდე გარეშე თუ დაესწრო.
მოვიდა გემი; სტუდენტები ავიდენ ზედ, ჩამოასვენეს დიდი კუბო (პოეტის გვამი ორ
კუბოში იყო ჩასვენებული) და მოათავსეს ჩვენს მიერვე დაბარებულ სამგლოვიარო ეტლზე.
ზედა კუბოს ორსავე მხარეს დააწერეს დიდი ასოებით ნადსონი და პროცესია გაემართა
სადგურისკენ, ეტლს ჯერ მისდევდენ მიცვალებულის მახლობელნი, მწერლის ნადსონის მეუღლე
და ორიოდე მეგობარი (ესენი იალტიდან მოჰყოლოდენ). შემდეგ ჩვენ მრავალი სტუდენტობა
რიგ-რიგად, ოთხ-ოთხი კაცი; გვერდზე და უკან პოლიციის ძლიერი რაზმები. მთელი ეს
პროცესია სრული სიჩუმით მისდევდა სამგლოვიარო ეტლს. ქუჩებში პანელებზე დიდძალი
ხალხი იდგა, ქუდმოხდილნი და ისიც
სდუმდა. ბევრს უნდოდა შემოერთებოდა პროცესიას, მაგრამ პოლიცია არ უშვებდა.
ამნაირად მივედით რკინის გზის სადგურზე. აქ ორმა სტუდენტმა სიტყვები წარმოსთქვეს:
ბრძოლაზე, მსხვერპლზე და იმაზე, რომ «დადგება დრო და გმირთა ძვლებიდან აღსდგება
მრისხანე შურისმძიებელი, რომელიც ჩვენზე უფრო ძლიერი იქნება და შემუსრავს მტერს,
ხალხის შემავიწროებელს და ჩვენს მდევნელს». სიტყვების შემდეგ ერთმა სტუდენტთაგანმა
პოეტის კუბო შეამკო ჩვენი გვირგვინით და დაიჩოქა. მაშინვე ყველამ მუხლი მოვიყარეთ.
იმავე ღამეს ორივე ორატორი სტუდენტი დააპატიმრეს და შემდეგ სადღაც გაგზავნეს. სხვა
მსხვერპლი ამ ისტორიას არ მოჰყოლია... სამაგიეროდ, ამავე წლის დამლევს მოხდა დიდი
ისტორია, რომელმაც უკვე სამოცამდე კაცი იმსხვერპლა.
მთელი რადიკალთა წრე, და მეც სამუდამოდ გამომათხოვეს უნივერსიტეტს. მაგრამ სანამ ამ
«ისტორიაზე» გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო რომ სწორედ ამ დროსვე, 1887 წლის დასასრულს,
მე ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ ჩემ სარევოლუციო მოღვაწეობაში.
იმხანად, როგორცა ვთქვი, ნაროდოვოლცების მოძრაობა იყო. ალექსანდრე მეორის მოკვლის
შემდეგ თითქმის მთელი პარტია განადგურებული იქნა, იმ დროს აღმასრულებელი კომიტეტის
მოღვაწე არავინ დარჩა და პარტიის მოქმედება შესწყდა. მხოლოდ 1885-6 წლებიდან
განახლდა მუშაობა. აღორძინდა ეგრეთწოდებული «ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლია», რომელიც
ორ დიდ ჯგუფად იყოფოდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის; ჩრდილოეთის ჯგუფს სხვებთან ერთად
ვ. ი. ლენინის
ძმა ულიანოვი ხელმძღვანელობდა, სამხრეთისას კოგანბერნშტეინი. ამ
სამხრეთის ჯგუფს ეკუთვნოდა ოდესის კომიტეტი. 1887 წლის განმავლობაში «ოხრანკამ»
ზედიზედ გაანადგურა ოდესის ორი კომიტეტი, ასე, რომ კომიტეტის შესადგენად ბოლოს
მოგვმართეს ჩვენ, სტუდენტების ცენტრალურ კომიტეტს და ეს ცენტ. კომიტეტი
სტუდენტ-ნაროდოვოლცებისა გადაიქცა ოდესის კომიტეტად, რომელსაც ხელმძღვანელობა უნდა
გაეწია სარევოლ. მუშაობისათვის როგორც ქალაქში, ისე მთელ მაზრაში. კომიტეტში
შევედით გრ. მარმარშტეინი, დროზდოვი, პილევი, გინზბურგი,
კობერმანი, კოტე მესხი და მე.
ნოემბერში დავიწყეთ მუშაობა: პროპაგანდა მუშებისა და ახალგაზრდებს შორის,
არალეგალური ლიტერატურის გავრცელება, პროკლამაციების ბეჭდვა და სხვა, მაგრამ ჩვენი
კომიტეტის არსებობაც ხანმოკლე შეიქნა: მოგვისწრო დიდმა საუნივერსიტეტო ისტორიამ,
რომელმაც, როგორც ზემოთა ვსთქვი, სრულიად სხვანაირად დაატრიალა ჩემი ცხოვრების
ჩარხი. |
![]() |
7 VI.1887 წლის სტუდენტთა დიდი არეულობა. ჩემი პირველი დაპატიმრება |
▲ზევით დაბრუნება |
VI.
1887 წლის სტუდენტთა დიდი არეულობა. ჩემი პირველი დაპატიმრება 1884 წლის საუნივერსიტეტო წესდება იმდენად რეაქციონური იყო და იმდენად ამახინჯებდა
სააკადემიო ცხოვრებას, რომ თვით ძველმა სახელმწიფო საბჭომაც კი დაიწუნა. საბჭოს
უმრავლესობამ უარჰყო წესდება, მაგრამ კატკოვ-ლეონტიევის ქმნილება სასარგებლოდ
მიაჩნდა მთავრობას და იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ საბჭოს
უმცირესობის აზრი დაამტკიცა: წესდება 3 წლით იქმნა მოხდენაო; საჭიროა მთავრობას გავაგებინოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ წესდებისაო..,
ეს იყო ნოემბრის დამლევს. მე უკვე მეოთხე კურსზე ვიყავი. ლაპარაკი-ლაპარაკად რჩებოდა, რადგან ჯერ-ერთი, იმედი არავისა ჰქონდა, რომ
ადგილობრივ სტუდენტობაში მღელვარების გამოწვევა შეიძლებოდა, მეორეც ის, რომ სხვა
უნივერსიტეტებიდან არაფერი ისმოდა... მაგრამ ამ დროს მოსკოვიდან რამდენიმე წერილი
მოვიდა, რომლებიდან გავიგეთ, მოსკოვში უკვე ერთი კვირაა, რაც სტუდენტების არეულობა
დაიწყო, უნივერსიტეტი დაიხურა, ქუჩებში შეტაკებაც მოუხდათ პოლიციასთან და ჯართანაო. მეორე თუ მესამე დღეს ამგვარივე ცნობები მოვიდა პეტერბურგის და ხარკოვის
უნივერსიტეტიდან. ეს ამბავი უცბად გავრცელდა სტუდენტებში და დაიწყო ცხარე ლაპარაკი.
რევოლუციონერები რასაკვირველია, მაშინვე ჩაერიენ და გააჩაღეს პროპაგანდა. ორი დღის
შემდეგ ნიადაგი უკვე მზად იყო; სტუდენტები ღელავდენ; დაინიშნა კრება, რომელსაც
დიდძალი სტუდენტობა დაესწრო. ინსპექცია დაფაცურდა, უნდოდა კრების ჩაშლა, მაგრამ
სტუდენტებმა ღონე იღონეს და
«კურილკაში» ინსპექციის მოხელე შემოუშვეს. კრებაზე წაკითხულ იქნა მოსული წერილები,
რომელთაგან ყოველი თავდებოდა მხურვალე მოწოდებით ამხანაგთადმი მხარი დაგვიჭირეთო.
ერთმა-ორმა სიტყვაც წარმოთქვა, გამოუძახეს დემონსტრაციის მოხდენის მოწინააღმდეგეთ.
მაგრამ ასეთი არავინ აღმოჩენილა. ამიტომ გადაწყდა მეორე დღეს ლექციების შეწყვეტა და
მოთხოვნის წარდგენა. უმრავლესობა იმ აზრისა იყო, რომ არეულობა მიმართული უნდა
ყოფილიყო მხოლოდ წესდების წინააღმდეგ და სხვა რამ პოლიტიკური ხასიათი დემონსტრაციას
არ მიეღო. მეორე დღეს დილა ადრიანად მივედი უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის წინ ქუჩასა და ეზოში
უკვე ჯარი და პოლიცია იდგა, მაგრამ უნივერსიტეტში სტუდენტებს თავისუფლად უშვებდენ.
10 საათისათვის უკვე მრავალი სტუდენტობა შეგროვილიყო. ზოგგან ლექციები დაეწყოთ
კიდეც. სტუდენტებმა ჯგუფ-ჯგუფად ჩამოუარეს აუდიტორიებს, გამორეკეს სტუდენტები,
დაითხოვეს პროფესორები; შემდეგ წაართვეს მსახურთ გასაღებები და ყველა აუდიტორია
დაჰკეტეს. გამოცხადდა, კრება სააქტო დარბაზში მოხდებაო და მოთხოვნა იქ წარედგინება
რექტორსაო. მივაწყდით სააქტო დარბაზს, კარები დაკეტილი დაგვხვდა; პატარა ხანს უკან
კარები ძალით შეამტვრიეს წინმდგომმა სტუდენტებმა და პირველი რიგი უკვე დარბაზში
შევარდა. მივიხედ-მოვიხედეთ, სტუდენტები ცოტანი აღმოჩნდენ დარბაზში; უმეტესობა
გარეთ კიბეებსა და დერეფნებში იდგა და როგორღაც ყოყმანობდა. მაგრამ ერთი-ორი ცხარე
სიტყვა და დარბაზი მაშინვე გაიჭედა ახალგაზრდობით; მოვიწვიეთ რექტორი; ინსპექტორი,
რომელიც ჯერ წინააღმდეგი იყო და უარს გვეუბნებოდა, მალე დარწმუნდა, რომ ურექტოროდ
ვერას გახდებოდა, და იგი მოიწვია. დარბაზში შემოვიდა და კათედრაზე ავიდა რექტორი
იაროშენკო. იმას მეტ სახელად იანუსს ვეძახდით; დიდი დიპლომატი იყო; მთავრობასთანაც
კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, სტუდენტობაშიაც ახერხებდა კარგი სახელის მოხვეჭას.
გადასცეს ჩვენი მოთხოვნა 1884 წლის წესდების გაუქმებისა და ისევ 1863 წლის წესდების
შემოღების შესახებ. გვერდში მდგომმა ამხანაგმა მითხრა: ვერა ჰხედავ, თორემ დარწმუნდებოდი, რომ ნამდვილი ორსახიანი იანუსია: ცალი პირი,
რომელიც კარებიდან სჩანს (კარებში ინსპექტორი იდგა თავის ამალით) მრისხანედ
მოღუშულია; მეორე პირი კი, ჩვენკენ, იღიმება. რექტორმა გამოართვა თუ არა სტუდენტს ჩვენი მოთხოვნა, მაშინვე დახია და ცალი ყბით
მრისხანედ სთქვა: მე არც ნება მაქვს, არც მინდა თქვენი მოთხოვნა მივიღოო... მეორე მხრით
თანაგრძნობის კილოთი გვითხრა: ვიცი, რაც სწერია თქვენს მოთხოვნაში და პირადად გადავცემ სამოსწავლო ოლქის
მზრუნველს; თანაც ვთხოვ, თქვენი აზრი ახალ წესდებაზე, საერთო განათლების მინისტრს
შეატყობინოს... ახლა კი გთხოვთ დამშვიდდეთ და სწავლა განაგრძოთ... ჩვენ მივაძახეთ, სწავლას არ დავიწყებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება
დაკმაყოფილებული-თქო. თან მოვითხოვეთ, რომ ოლქის მზრუნველი მოეწვიათ. შეიქნა
ყვირილი: ოლქის მზრუნველი დაიბარეთ ახლავე, ოლქის მზრუნველი, ყვიროდენ დარბაზში,
ყვიროდენ კიბეებზე, დერეფნებში. რექტორი გაიქცა. ერთი საათის განმავლობაში არ
შეწყვეტილა საშინელი აურ-ზაური. ბოლოს, როგორც იქნა დავაწყნარეთ სტუდენტობა და
წინადადება მივეცით მზრუნველთან დეპუტაციის გაგზავნისა. სტუდენტებმა იყვირეს:
ყველანი წავიდეთ ერთად მზრუნველთანაო! მაგრამ ეს უეჭველად გამოიწვევდა ქუჩაში მდგომ
პოლიციასთან და ჯართან შეტაკებას: ატყდა ისევ საშინელი ყვირილი. მღელვარება
თანდათან მატულობდა. ვინ იცის, რით გათავდებოდა ეს ამბავი, რომ უეცრად ინსპექტორის
თანაშემწე არ გამოჩენილიყო, რომელმაც შემდეგი განცხადება მოიტანა: მზრუნველის
განკარგულებით უნივერსიტეტიც დახურულიაო. ურაა! გაისმა ყვირილი, ჩვენც ეს გვინდოდა!, სანამ წესდებას არ გამოსცვლით, ამ
უნივერსიტეტის კარებს არ გაგაღებინებთ... იქვე გადავწყვიტეთ; რაკი ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და უნივერსიტეტი დავაკეტინეთ
(sic!), პოლიციას ნუღარ მივცემთ ჩვენის დარბევის საბაბს და მშვიდობიანად,
პატარ-პატარა ჯგუფად დავიშალოთ-თქო. ეს გონიერი გადაწყვეტილება სისრულეში
მოვიყვანეთ და გადავრჩით ცემა-ტყეპასა და იქნება უარესსაც, რასაც იმ დღეებში ადგილი
ჰქონდა მოსკოვსა და პეტერბურგს. ოდესის პოლიტიკურთა ციხე განთქმული იყო თავის მიზანშესაფერის მოწყობითა და სასტიკი
რეჟიმით. სავსებით შეიძლებოდა სრული იზოლაცია პატიმრისა გარეშე ქვეყნისაგან.
თვითეული კამერა ნამდვილი კუბო იყო, სადაც არავითარი ხმა არსაიდან არ მოდიოდა და
საიდანაც ვერავის დაინახავდი, გარდა ზედამხედველი-ჟანდარმისა. კამერა საკმაოდ დიდი
იყო და სუფთა; პატარა ფანჯარა ზემოთ ჰქონდა და პატიმრისათვის სრულიად მიუწდომი იყო.
კარში პატარა რგვალი ფანჯარა, გარედან (დერეფნიდან) იკეტებოდა ხის ფიცრითა,
დერეფანში ქეჩა იყო დაფენილი. ასე რომ იქ მოსიარულე ჟანდარმების ფეხის ხმა არ
ისმოდა; უცებ ასწევდა ფიცარს და მოგაშტერებდა ერთ თვალს. კამერაში რკინის კრაოტი
იდგა, რომელიც დილიდან საღამომდე კედლებზე იყო მიჯაჭული და მხოლოდ ღამით
ჩამოუშვებდენ. გარდა ამისა, იდგა რკინისავე მაგიდა და სკამი, რომელიც აგრეთვე მიჭედილი იყო იატაკზე, იქვე კუთხეში აუცილებელი «პარაშა», რომელიც
გერმეტიულად იხურებოდა და რომელსაც დღეში ერთხელ გამოსცვლიდა მსახური... ორ კვირას
ვიჯექ ამ ციხეში; არც სეირნობა, არც წიგნი მქონია, არსაიდან ხმა, არსად ადამიანის
სახე, გარდა ზედამხედველ მუდამ დამუნჯებულის ჟანდარმისა. ასეთ პირობებში დამწყვდევა
დიდი ხნით ადამიანს გააგიჟებდა და მართლაც, ოდესის ამ ციხიდან ჩემს ხსოვნაში არავინ
გასულა ისე, რომ ნერვები ძალზე არ ჰქონოდა მოშლილი... საჭმელი წარმოუდგენელი იყო;
სალდათის შავი პური, რომლის მარტო ზედა ქერქის ჭამა შევძელი და რაღაც უგემური
ბრინჯის ფაფა, რომელშიაც გირვანქის მეოთხედი ხორცი იყო ჩაჭრილი... ერთი კვირა გავიდა და უეცრად ჩემი კამერის კარი გაიღო. შემოვიდა ციხის უფროსის
თანაშემწე და კანცელარიაში გამიწვია. პირველი გამოსვლა იყო ჩემი გარეთ და სიხარულით
გავედი ეზოში, ვინმეს ვნახავ მეთქი, ვფიქრობდი; მაგრამ მთელი ეზო ისე გავიარე,
არავინ შემხვედრია. აი, როგორ მზეთუნახავებივით უფრთხილდებოდენ იმ დროს პოლიტიკურ
ტუსაღებს! თავადი თქვენს სანახავად მობრძანდა, მაგრამ ნება არ გვაქვს და ვერ განახვეთ.
მოკითხვა გადმოგცათ და ფული დაგიტოვათ... თქვენ მგონი, ჩვენ საჭმელს ვერ შეეგუეთ.
შეგიძლიათ თეთრი პური მოითხოვოთ და სადილიც გაიუმჯობესოთ. შემდეგში ამხანაგ-სტუდენტებმა გადმომცეს დაწვრილებით ეს შემთხვევა. იმ ხანებში
ტელემაკ გურიელი ოდესაში ცხოვრობდა და სტუდენტებს მისთვის ეთხოვათ ციხეში მოსულიყო
ჩვენთან (ჩემთან ერთად დაპატიმრებული იყო კიდევ ორი ქართველი): ტელემაკი «კარეტაში»,
კოზლაზე ახოვანის მსახურით რომ მოსულიყო ციხის ალაყაფის კარებთან და თავისი
სადარბაზო ბარათი გადმოეცა, ციხის მთელი ადმინისტრაცია ფეხზე დამდგარიყო. მაშინვე
კარები გაეღოთ და თავადი დიდის ამბით მიეღოთ... შეაგროვეთ თქვენი ბარგი, ჩაიცვით და გამომყევით... სად უნდა წამიყვანოთ? შევეკითხე მე. ეს ჩემი საქმე არ არის! ცივად მომიგო ჟანდარმმა და თან მომაძახა: ჩქარა, ჩქარაო. მე იმავ წუთს ვიყავ ჩაცმული და «ბარგით» ხელში სიამოვნებით გავყევ ჟანდარმს, რადგან
ეს «ბარგი» რაღაც ცვლილებას მოასწავებდა... კანცელარიაში, ციხის უფროსის სავარძელში ჟანდარმის ოფიცერი იჯდა, რომელმაც
გამომიცხადა: ოდესის გენ.-გუბერნატორის განკარგულებით თქვენ სამშობლოში იგზავნებით
პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაო... ჟანდარმმა ისევ წამიყვანა და გრძელი და ბნელი
დერეფნით მიმიყვანა ერთ დიდ ოთახში, სადაც უკვე ირეოდა 30-მდე სტუდენტი, კამერის
საშინელ სიჩუმის შემდეგ ძალიან მეუცხოვა ყვირილი და სიცილი, რომელიც აქ დამხვდა,
მაგრამ ამხანაგთა პირველ მისალმებისთანავე, მეც ძალიან მხიარულად ვიგრძენი თავი. სხვა ამხანაგთა შორის აქვე
აღმოჩნდენ ვასილ წერეთელი და კოტე მესხი. გავიგე ამბებიც: სამოცამდე სტუდენტი
ყოფილიყო დატუსაღებული; ყველანი უნივერსიტეტიდან გამოერიცხათ; ორმოცამდე კაცი
თავ-თავიანთ სამშობლოში იგზავნება, ხოლო ოცამდე ციხეში რჩება, და მათ შესახებ
გამოძიება სწარმოებს... |
![]() |
8 VII. ეტაპით მოგზაურობა საქართველოსაკენ. ციხეები. ყაბარდოელთან საინტერესო შეხვედრა |
▲ზევით დაბრუნება |
VII.
ეტაპით მოგზაურობა საქართველოსაკენ. ციხეები. ყაბარდოელთან საინტერესო შეხვედრა ეტაპით მოგზაურობა ამ 40 წლის წინად ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ოდესიდან დეკემბრის შუა რიცხვებში გამოგვისტუმრეს და ქუთაისში მხოლოდ იანვრის ოც რიცხვებში ჩავედით, ისიც ასე «მალე» იმიტომ, რომ გზის უკანასკნელი ნაწილი ჩვენის ხარჯით წამოვედით, ეტაპისაგან უკვე თავისუფალნი. ზამთარი მეტად სუსხიანი იყო. ჩვენ, სტუდენტის თხელ პალტოს მეტი არა გვქონდა რა; საპატიმრო ვაგონს არ ათბობდენ და სიცივისაგან ვკანკალებდით. ფული რაც გვქონდა, ოდესიდან ქუთაისში გაგზავნეს იქ პოლიციაში გადმოგცემენო; გზაში კი «სახელმწიფო ხარჯზე» ვიყავით: თითოს გვეძლეოდა დღეში სამი შაური, მაგრამ ეს ფული «უნტერის» განკარგულებაში იყო და ხარჯავდა, როგორც მოისურვებდა, ასე, რომ მთელი გზა
პურზე და ჩაიზე ვიყავით... მაგრამ, სიცივესა და შიმშილს, რასაკვირველია არაფრად
ჩავაგდებდით ახალგაზრდები ჯოჯოხეთი იყო ჩვენი ზნეობრივი წვალება. სალდათების
ხელში ვიყავით, რომლებიც ცემა-ტყეპას ვერ გვიბედავდენ, თორემ ისე გინებით,
ყვირილით და მუქარით სიცოცხლეს გვიმწარებდენ, თუმცა საბუთს არ ვაძლევდით სერიოზულს. ნამეტანი ცუდი იყო საეტაპო კომანდების შეცვლა გზაში; ძველები პატარას შეგვეჩვეოდენ
თუ არა, მათი გამოცვლის რიგიც მოვიდოდა. ახლები ჯერ ჩხრეკას შეუდგებოდენ, თითქმის
გაგვაშიშვლებდენ, ისე ბეჯითად ასრულებდენ ამ მოვალეობას; მერე თავის წესებს
ამყარებდენ გინებითა და ვაი-ვაგლახით. წარმოუდგენელია, როგორი ბარბაროსობით
ეპყრობოდენ უბრალო ტუსაღებს. ამის ცქერა ხანდახან პირდაპირ შეუძლებელი იყო; ეტაპში
სხვათა შორის ერთი მოხუცებული გლეხი იყო: საცოდავს წვივზე ღრმა იარა ჰქონდა, რაღაც
მალამო ედო ზედ და შეხვეული ჰქონდა. ჩხრეკის დროს ნელ-ნელა დაუწყებდა შეხვეულ
ჭრილობას გახსნას: სალდათი აღარ აცლიდა, მივარდებოდა და ააგლეჯდა ჩვრებს. საცოდავი
გლეხი გამწარებული საშინელის ტკივილით ყვიროდა, მაგრამ შემბრალებელი სად იყო;
პირიქით, მივარდებოდენ და უწყალოდ სცემდენ, სანამ გული არ წაუვიდოდა... პოლტავის გუბერნიის ერთ-ერთ სადგურზე მეორე მატარებელში უნდა გადავსულიყავით,
რომელიც ხუთი-ექვსი საათის შემდეგ მოვიდოდა. ეს საათები,
საეტაპო წესების ძალით ჩვენ სადმე ახლო ციხეში უნდა გაგვეტარებინა. ახლო ციხე იყო
რაღაც დაღუპულ «ქალაქ» ბალტაში, სადგურიდან ოთხი-ხუთი ვერსის მანძილზე და ჩვენც იქ
წაგვიყვანეს. ტუსაღები ორ-ორი ერთმანეთს გადააბეს ხელის ბორკილებით, ჩვენ კი
მარხილზე დაგვსვეს და «პარტია» ჩქარის ნაბიჯით გაუდგა გზას. დიდი თოვლი იყო უკვე: ძალზე ციოდა: ქარბუქი იდგა. საცოდავი ტუსაღები თოვლში
იფლობოდენ, ხოლო ვინც ჩამორჩებოდა, ვაი იმის ბრალი: მიიჭრებოდა სალდათი და თოფის
კონდახის ცემით გაიგდებდა წინ. პატარა ხნის შემდეგ ჩვენ ძალიან შეგვცივდა, უძრავად
მარხილზე ჯდომის გამო. ისევ ფეხით სიარული სჯობდა და ვთხოვეთ სალდათებს მარხილიდან
ჩამოსვლის ნება მოეცათ. შენც არ მომიკვდე: თქვენ აზნაურები ხართ და კანონი ნებას არ
გვაძლევს ფეხით გატაროთო! გვიპასუხა «უნტერმა». ესეც თავისებური რუსული «Noblesse oblige»-ი. გამოდგა და ჩვენც უნდა
დავმორჩილებოდით... სიცივისაგან გამწარებულზე შთაგონებასავით რაღაცამ მომიარა,
წამოვდექ მარხილზე, ხელები გავიშვირე, ცხვირ-პირში ქარ-ბუქი მცემს და ტრაღიკულის
ხმით შევძახე: «მირბის, მიმაფრენს, უგზო-უკლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის
თვალბედითი შავი ყორანი. გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი და ნიავს
მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი». მომცვივდენ სალდათები «чего орешь, дьявол», მკრეს ხელი და ჩამაგდეს მარხილში.
ამხანაგებმა მიამბეს შემდეგ, რომ ჩემმა მგრძნობიერმა დეკლამაციამ და ტრაღიკულმა
გამომეტყველებამ მართლა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. კოგანმა მითხრა: «თუმცა ერთი
სიტყვა არ გამიგია, მაგრამ კინაღამ ტირილი დავიწყეო, ისეთი ტრაღიკული იყო თქვენი
დეკლამაცია ამ ჯოჯოხეთურს სცენაზეო»... ტრაბახობად არ ჩამომართვათ: ჩემ სიცოცხლეში
ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი «ნიჭიერი ტრაღიკული გამოსვლა». ორი დღის შემდეგ ხარკოვს მივედით. იქ ერთი კვირა მოგვაცდევინეს ციხეში.
ახალწელიწადს როსტოვის ციხისკენ გაგვამგზავრეს და წესისამებრ ფეხით (აზნაურობას
ქალაქში ძალა აღარ ჰქონდა) წაგვიყვანეს რკინის გზის სადგურიდან. ქუჩაში ხალხი
დაგვედევნა და უნივერსიტეტში მომხდარ ამბების გამოკითხვა დაგვიწყეს; მაგრამ
სალდათებმა და პოლიციამ მალე გაჰფანტეს ცნობისმოყვარეები... აქ ერთი გარემოება მაგონდება. ვასილ წერეთელი იმ დროს პოლიტიკური ეკონომიით იყო
გატაცებული, ხოლო ამისთანა გატაცება მას ყოველთვის როგორღაც აშორებდა ამა ქვეყანას,
ახლაც მთელ საეტაპო მოგზაურობის დროს ის თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა,
რაც მის გარშემო ხდებოდა და ფილოსოფოსივით ჩაფიქრებული იყო ხოლმე ხანდახან თეორიულ
მუსაიფსაც დაგვიწყებდა. როსტოვში იმ დღეს ძალიან ციოდა. სალდათებს გაჩქარებულნი
მივყავდით და წამდაუწამ «ჩქარა» «ჩქარას» გვეძახოდენ. უცბად ვასილი მოგვიახლოვდა მე
და კოტე მესხს და დაგვიწყო. ძალიან საინტერესოა ადამ სმიტის გამოკვლევა საშუალო საუკუნეებში ქალაქების ზრდის
შესახებ... თუ ღმერთი გწამს, თავი დაგვანებე, ვასილ, შეევედრა კოტე მესხი, რა
მეადამსმიტება, სული კბილით ძლივს გვიჭირავს. როსტოვს რომ გამოვცილდით, ერთ-ერთ სადგურზე კავკავიდან მომავალი მატარებელი დაგვხდა.
უეცრად საპატიმრო ვაგონის კარი გაიღო და შემოვიდა
ვიღაც ოფიცერი, მოვიდა ჩემთან და თანაგრძნობით ამბავი და ვინაობა გამომკითხა.
აღმოჩნდა, რომ კავკავიდან მოსულ მატარებლით, კავკასიის მთავარმართებელი თავ.
დონდუკოვი მიდიოდა პეტერბურგს და ეს ოფიცერი მისი ადიუტანტი იყო. ჩვენ მაშინვე
გამოვუცხადეთ ოფიცერს, რაც იმ დროს ძალიან გვაფიქრებდა და გვაშინებდა, სახელდობრ,
საქართველოს სამხედრო გზის ეტაპით გავლა. მაშინ კავკავიდან ბაქოზე რკინის გზა არ
იყო და ტუსაღები ფეხით დაჰყავდათ საქართველოს სამხედრო გზაზე. ამ ორასი ვერსის
გავლას საძაგელ საეტაპო საპატიმროებში ღამისთევით და დასვენებით, ათ დღეს უნდებოდენ;
გაგონილიც გვქონდა, რომ ამ გზით ეტაპით მოგზაურობა ნამეტურ ზამთარში, აუტანელია.
ამიტომ ვთხოვეთ ადიუტანტს, ეშუამდგომლა მთავარმმართებლის წინაშე, რომ ჩვენთვის ნება
მიეცათ საქართველოს სამხედრო გზა ჩვენის ხარჯით გაგვევლო და არა ეტაპით. ადუიტანტი
წავიდა და მალე შემდეგი პასუხი მოგვიტანა: მე არ შემიძლია, ეთქვა დონდუკოვ-კორსაკოვს, ოდესის გენერალგუბერნატორის
განკარგულება გავაუქმო. სტუდენტებმა თვითონ სთხოვონ კავკავიდან დეპეშით როოპს (ოდესის
მაშინდელ გენ-გუბერნატორი) და ჩემი მხრით მეც ვთხოვ დეპეშითაო. ასეთმა პასუხმა ძალიან დაგვაიმედა და ნაკლებ შეწუხებულებმა გავწიეთ წინ, მით უმეტეს,
რომ აქედან სალდათებიც სხვანაირად გვექცეოდენ, რაკი ნახეს, თუ როგორ თავაზიანად და
თანაგრძნობით მოგვეპყრა პოლკოვნიკი და მთავარმართებლის ადიუტანტი... ორიოდე სადგურის შემდეგ საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი, ერთმა
მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება: მაღალი მშვენიერი ტანადი, ჩვენებურად
გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ, სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს.
აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი
ჩრდილოკავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად
ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არც თუ მაინც და მაინც უსწავლელი იყო... მე
გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე... როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა
ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის
სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა: როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე ვიფიქრე შამილს გულისხმობს მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე. არა, ყმაწვილო; მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლია... მასთან
საუბრის საღერღელი აგვეშალა, მაგრამ მეტი ხმა აღარ გაუცია ჩვენთვის. კავკავის ციხეში მისვლისთანავე დეპეშა გავუგზავნეთ ოდესის გენ. გუბერნატორს და,
ჩვენდა საბედნიეროდ ორი თუ სამი დღის შემდეგ, დეპეშითვე განკარგულება გამოგზავნა
ჩვენი განთავისუფლების შესახებ ეტაპისგან. ჩვენის ხარჯით, ორი პოლიციელის თანხლებით
(ესენიც ჩვენს ხარჯზე) უნდა წავსულიყავით ტფილისს. ახლა ფული გაგვიხდა სადარდელი.
კოტე მესხმა ერთერთ ნათესავს დეპეშა გაუგზავნა ქუთაისს და რამდენსამე დღის შემდეგ
დეპეშითვე მივიღეთ ფული, ორი დღის შემდეგ ტფილისში ვიყავით და გუბერნატორს თავ.
შარვაშიძეს გამოვეცხადეთ. ამან მეტად თავაზიანად მიგვიღო, და სრულებით უყოყმანოდ
გააუქმა ოდესის გენ.გუბერნატორის განკარგულება. პოლიციელები მოგვაშორა და გვითხრა ხვალ ქუთაისს გაემგზავრეთო. |
![]() |
9 VIII.ქუთაისში ჩასვლა. გიორგი ზდანოვიჩის ოჯახში. ჩემი გაჩხრეკა და მეორედ დაპატიმრება. გამოძიება და სტუდენტ გინცბურგის გამცემლობის ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
VIII.
ქუთაისში ჩასვლა. გიორგი ზდანოვიჩის ოჯახში. ჩემი გაჩხრეკა და მეორედ დაპატიმრება.
გამოძიება და სტუდენტ გინცბურგის გამცემლობის ამბავი. ამრიგად, 1888 წლის იანვრის ოც რიცხვში ისევ ქუთაისს მომიხდა ჩასვლა. პირველი ჩემი
განზრახვა იყო მაშინვე გამეგზავნა თხოვნა კიევის, ან ხარკოვის უნივერსიტეტში.
საქმე ისაა, რომ ოდესის უნივერსიტეტის მართველობამ ყველა გამორიცხულთ ერთნაირი
მოწმობა არ მოგვცა. ზოგს მოწმობაში აღნიშნული ჰქონდა გამორიცხულია და ნება აღარ
აქვს სხვა უმაღლეს სასწავლებელში შესვლისაო. მე ეს არ მეწერა ჩემს მოწმობაში და
ამიტომ სრული იმედი მქონდა, რომ სხვა უნივერსიტეტში უთუოდ მიმიღებდენ, მაგრამ მალე
ამ განზრახვის ასრულება დროებით გადავდე: ერთის მხრით სანამ მე თხოვნას გავგზავნიდი
და პასუხს მივიღებდი, სამოსწავლო წელიწადიც გათავდებოდა; მეორე მხრით, არც
საშუალება მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე გაკვეთილები, ან რამე ადგილი მეძებნა, ცოტა
ფული შემეგროვებინა და უნივერსიტეტისაკენ მომავალ შემოდგომაზე გავმგზავრებულიყავი.
მაგრამ ამ დროს მოხდა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ამბავი, რომელმაც ყველა
განზრახვა-პლანი სრულებით დამიწეწა და სულ სხვარიგად დაატრიალა ჩემი ცხოვრების
ჩარხი. ქუთაისში მე დავბინავდი ჩემი ნათესავის
მარიამ ქორქაშვილის ქვრივის სახლში. იმერეთში რასაკვირველია დღესაც ბევრს ახსოვს აწ
განსვენებული მარიამი ანუ, როგორც ყველანი ეძახდენ, მაია მიქელაძის
ქალი-ქორქაშვილისა. ის თავის დროზე განთქმული იყო სილამაზით, დარბაისლობით და
ჭკუით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპიული განათლება არ ჰქონდა მიღებული, შედარებით
განვითარებული ადამიანი იყო და ესმოდა ახალი დროის მისწრაფება-მოთხოვნანი. ამ მხრით
მასზე დიდი გავლენა მოახდინა უსაყვარლეს შვილის
გიორგი ზდანოვიჩის (მაიას პირველი ქმარი სამხედრო ექიმი ზდანოვიჩი
იყო) დატუსაღებამ, გასამართლებამ და ბოლოს კატორღაში გაგზავნამ. გიორგი 17 წლის არც
კი იყო, ქუთაისის გიმნაზია რომ გაათავა და პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც
ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შევიდა. მალე ის ჩაერია მაშინდელ რევოლუციურ მოძრაობაში და
თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა მოწინავე მებრძოლ ახალგაზრდობაში, როგორც დიდი ენერგიის,
ნიჭის, ღრმა რწმენის და მეტად კეთილშობილურ გულის ადამიანმა. 1876 წ. იგი დაატუსაღეს, რამდენისამე წლის შემდეგ გაასამართლეს (ეგრეთწოდებული
ორმოცდაათის პროცესი) და 6 წლის კატორღა მიუსაჯეს. ბევრი ტანჯვა-ვაება გამოიარა
ახალგაზრდამ, დატუსაღებიდან დაწყებული ვიდრე სამშობლოში დაბრუნებამდე (1889 წელს).
ადვილად წარმოსადგენია, როგორ იტანჯებოდა დედამისი, რომლისთვის გიორგი ჯერ კიდევ
ბავშვი იყო და რომელსაც სიზმარშიაც კი არ მოელანდებოდა, თუ მის საყვარელ ბავშვს
ასეთი მწარე ბედი ხვდებოდა!. მოხუცებული ქალი ორჯერ წავიდა ქუთაისიდან რუსეთს ერთხელ პეტერბურგს, მეორედ
ხარკოვს, თავისი შვილის საშველად და სანახავად. შვილს რაღას უშველიდა, ხოლო ნახვა
კი მოახერხა. ზდანოვიჩი იმ დროს ბელგოროდის ცენტრალურ სატუსაღოში იჯდა, საიდანაც
ციმბირს (კატორღაში) უნდა გაეგზავნათ. ხარკოვის გენ-გუბერნატორად მაშინ იყო მ. ტ.
ლორის-მელიქოვი, რომელიც პირადად იცნობდა მარიამ მათეს ასულს და ნება მისცა შვილის
ნახვის მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ. ახალგაზრდა შვილის პირველმა ნახვამ პატიმარის მაზრაში და ბორკილებში საზარელი
შთაბეჭდილება მოახდინა მოხუცზე, რომელსაც ღრმად ჩაებეჭდა გულში ყველაფერი და აღივსო
მძულვარებით მტარვალებისადმი. რამდენჯერ
უამბნია ჩემთვის ტირილითა და ოხვრით ეს შეხვედრა და მთლად გიორგის თავგადასავალი.
შემდეგში, როცა მე უკვე გიმნაზიაში უფროს კლასებში ვიყავი, რასაკვირველია ჩემზე ეს
ამბები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა... აღვნიშნავ აქვე, რომ უბედურ დედას უკვე ღრმად მოხუცებულს და სიკვდილის პირას მდგომს,
ბედმა გაუღიმა: 15 წლის განმავლობაში დაკარგულ შვილის დაბრუნებას მოესწრო და მხოლოდ
შემდეგ გარდაიცვალა. აი, ამ მოხუცებულ მანდილოსანს, რომელიც დედასავით მიყვარდა, ვებაასებოდი 1888 წლის
2 თებერვალს, როცა ზემოაღნიშნული ამბავი მოხდა, რომელმაც სრულებით სხვა მსვლელობა
მისცა ჩემს ცხოვრებას. ის იყო ჩამოვიდა სოფლიდან და პირველ მისალმების შემდეგ
ტკბილად, დედისამებრ მისაყვედურა: შვილო, რად იღუპავ თავს, შენც გიორგის მწარე
გზაზე დგები?!.. მე ვუპასუხე, რომ საიმისო არა მომხდარა რა, სტუდენტების უბრალო არეულობა იყო,
დროებით გამომრიცხეს და ისევ შევალ უნივერსიტეტში, ასე რომ საციმბირო და საშიში არა
არის რა-მეთქი. ჯერ გათავებული არ მქონდა ეს საპასუხო ფრაზა, როცა ოთახში აჩქარებით შემოვიდა
მოხუცებული მსახური და აკანკალებულის ხმით გვაუწყა: ეზოში აუარებელი პოლიცია
შემოვიდა და აქეთკენ მოდიანო. გადავიხედეთ ფანჯარაში, მართლაც პოლიციელები და
ჟანდარმები ალყას არტყამდენ სახლს, ბევრი კი მაღლა მოდიოდა, მეორე სართულში. მე კარებში მივეგებე. აღმოჩნდა რომ ჩემთან მოდიოდენ: ჟანდარმის ოფიცერმა
გამომიცხადა, ოდესის ჟანდარმთა მართველობის განკარგულებით უნდა გაგჩხრიკოთ და
დაგაპატიმროთო. შევიყვანე ჩემს ოთახში. იქაურობა აიკლესააქოთეს, მაგრამ ვერაფერი
იპოვნეს. სხვათა შორის ამ გაჩხრეკიდან ერთი ეპიზოდი დამახსოვდა, რომელიც კარგად
ახასიათებს, თუ სადამდე მიდიოდა «მათი» უაზრო ეჭვიანობა. ჩხრეკის დროს ჟანდარმის
უფროსი ოფიცერი მომიბრუნდა და მკითხა: ხშირად დადიხართ ხოლმე სოფელში? სრულებით ვერ გავიგე, რას მეკითხება, როდინდელ
ამბავს და პასუხი არ გავეცი. მე თქვენ გკითხავთ, სოფლებში ხშირად მოგზაურობთ? მეორედ დამეკითხა ჟანდარმი. მე ვუპასუხე, რომ ათი დღეა, რაც ჩამოვედი ოდესიდან და ჯერ ქუთაისიდან ფეხი არ
გამიდგამს მეთქი. მაშ ეს რა არის, რათ გინდათ? მიმითითა მან უნაგირზე, რომელიც დერეფანში, ჩემ
ოთახის კარებთან იდგა. ეს უნაგირი ჩემი არ არის, ჩემი სახლის პატრონების არის მეთქი,
ვუპასუხე. გამოჰკითხეს მსახურს და ძლივს დამშვიდდენ. ჟანდარმებმა იფიქრეს, ალბათ
სოფლად ხშირად დაიარება და პროპაგანდას ეწევაო. გათავდა ჩხრეკა; ნება მომცეს
შინაურებს გამოვთხოვებოდი და მეც შევედი ჟანდარმების თანხლებით ჩემი ძვირფასი
ნათესავის ოთახში. მოხუცებული ქალი თვალცრემლიანი მომეგება და დამლოცა.
გამოთხოვებისას მითხრა: ღმერთმა გიხსნას, შვილო, მაგ მტარვალთა ხელიდანაო!.. ჩამსვეს ეტლში; გვერდით მომიჯდა ჟანდარმის ოფიცერი, წინა სკამზე ორი ჟანდარმი.
ორივე მხარეს ეტლს მისდევდა ორი ცხენოსანი კაზაკი, უკან მეორე ეტლი პოლიციელებით და
ასე გავემართეთ ჟანდარმთა მართველობისაკენ, რომელიც მაშინ სამოქალაქო, ბაღის («ბულვარის»
როგორც ქუთაისში ეძახიან) გვერდით იმყოფებოდა. შუადღე იყო. თბილი დღე და ქუჩებში ბევრი ხალხი მიდი-მოდიოდა. ქუთაისში ასეთი
უცნაური კორტეჟი არა ჩვეულებრივი რამ იყო და ხალხში დიდი სენსაცია
გამოიწვია «სტუდენტი, (სტუდენტის სერთუქი მეცვა) სტუდენტი დაუჭერიათო!» მესმოდა
თანაგრძნობის ხმა სხვადასხვა ადგილას შეჯგუფულ დამსწრეთაგან... მივედით ჟანდარმთა
მართველობაში, სადაც მალე წარვდეგ «სამსჯავროს» წინაშე. პატარა ოთახში დიდ მაგიდას
ერთ მხრიდან შემოსხდომია სამი კაცი: პროკურორის ამხანაგი ნეპოკოინიცკი, ჟანდარმთა
სამართველოს უფროსი პოლკოვნიკი ნესტერევი და მისი ადიუტანტი ფედოროვი. ჩვეულებრივ
ფორმალურ კითხვების შემდეგ ნესტერევი დიდის რიხით შემეკითხა: აღიარებთ თუ არა, რომ თქვენ ეკუთვნით ბოროტმოქმედთა კავშირს, რომელიც თავის თავს
«ნაროდნაია ვოლიას» პარტიას უწოდებს?! მე რასაკვირველია უარი ვუთხარი. შემდეგ დამიწყეს გამოკითხვა: იცნობ ამას თუ იმას, იყავით ამა თუ იმ კრებაზე, იყავით
თუ არა სტუდენტთა ცენტრალურ სარევოლუციო ორგანიზაციაშიო და სხვა. საკითხები
ოდესიდან იყო გამოგზავნილი და ზოგიერთი ისე მენიშნა, რომ ძალიან გავკვირდი და
შევშფოთდი. საქმე ისაა, რომ ორიოდე სხდომა მეტად საიდუმლო გვქონდა გამართული. შვიდი
კაცის მეტი არ დასწრებია და სხვა ამხანაგებმა ამ სხდომისა არაფერი იცოდენ.
წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება, როცა ამ ორ სხდომის და იქ ნალაპარაკევის გამოც
შემეკითხნენ ჟანდარმები. ცხადი იყო, ვიღაცას ამ შვიდ კაცისაგან გაუცივართ, ყველა გაუცივართ, ყველა და
ყველაფერი, მაგრამ ვის?! სული შემეხუთა, თმა ყალყზე დამიდგა, როცა შვიდივე
ამხანაგის სახემ სათითაოდ გაიელვა თავში; არა, არც ერთზე შეჩერება არ შემიძლია. მაშ
როგორ ავხსნა ეს ჯადოსნური გამჭრიახობა ჟანდარმებისა?!.. დაკითხვა გათავდა, ციხეში წამიყვანეს და ისევ თავბრუდასხმულივით ვიყავი: ისეთი
საზარელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ გარემოებამ, რომ ამხანაგებზე ეჭვი უნდა
შემეტანა. ამაზედ ფიქრმა დამტანჯა, სანამ ციხეში ვიჯექ; მინდოდა გამეგო რამე,
მაგრამ საიდან! მხოლოდ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ზაფხულში ოდესიდან ჩამოსულ
ამხანაგებისგან გავიგე ცოტათი საიდუმლო, თუმცა ბევრი რამ დღესაც გამოურკვეველია
ჩემთვის. აი თურმე რა მოხდა. როგორც ზემოთ ვსწერდი, ზოგი დაპატიმრებული სტუდენტი ოდესის
ციხეში დასტოვეს და მათ შესახებ გამოძიება სწარმოებდა. მათ შორის იყო ერთი ებრაელი
გვარად გინცბურგი. მეტად ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც მეტად საიმედო
ამხანაგად მიგვაჩნდა ყველას. ოთხი თუ ხუთი თვის შემდეგ გინცბურგი ციხიდან
გადაეყვანათ ფსიქიატრიულ სამკურნალოში, როგორც ძალზე ნერვებაშლილი და ცოტა ჭკუაზე
შერყეული. მის სანახავად მისულ სტუდენტებისთვის გინცბურგს მთელი ისტორია უამბია:
საშინლად მაწვალეს ციხეში, ბევრჯერ მცემეს, თითქმის სულ კარცერში ვეგდეო, ბოლოს
ჰიპნოტიზმს მიმართეს და რაც ვიცოდი სტუდენტების წრეზე, ყველაფერი მათქმევინეს
ჰიპნოზური ძილის დროსო... ამ ისტორიაში ბევრი რამ არის გაუგებარი. ოდესის პოლიტიკურ ციხეში მეტად სასტიკი
რეჟიმი სუფევდა, მაგრამ ცემა-ტყეპაზე არაფერი არ გაგვიგონია. მერე, ეს ჰიპნოტიზმი
რაღაა! მეორე მხრივ ესეც საკვირველია: გინცბურგი ფიზიკურადაც ძლიერი იყო და სრულიად
ჯანსაღი, სულითაც მეტად მაგარი ადამიანი, და ოთხ თვეში რა მოუვიდა, რომ ფიზიკურადაც
ინვალიდი გახდა და ფსიქიატრების პაციენტიც შეიქნა?! ასე თუ ისე, იმის წყალობით
ბევრი სასტიკად დაისაჯა, თვითონ კი მალე სამკურნალოდანაც გამოვიდა და ოდესაში დარჩა.
შემდეგში ეს გინცბურგი სიონიზმის
მხურვალე ადეპტი გახდა, საზღვარგარეთ წავიდა და ავსტრიის ქალაქ ლვოვში რუსულ ენაზე
სიონისტურ გაზეთს სცემდა. |
![]() |
10 IX.ქუთაისის ციხეში. ტუსაღები. განთავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
IX.
ქუთაისის ციხეში. ტუსაღები. განთავისუფლება
ეს სრულებით მეტია, ჩემის აზრითაო, უთხრა მან უფროსს და მაშინვე მომაშორეს
სალდათები, რომელნიც დღე და ღამ თავზე მადგნენ და თვალს არ მაშორებდენ. ჟანდარმთა
ოფიცერი ფეოდორივის ძალიან მადლიერი ვიყავ: არ იყო ურიგო ადამიანი, დროგამოშვებით
მოდიოდა ციხეში და ყოველთვის რაიმე შეღავათს მაძლევდა. თანდათან წიგნებიც მომცეს,
წერის ნებაც, სეირნობაც. (მარტოს) ასე, რომ ერთი თვის შემდეგ რეჟიმი სულ შემეცვალა...
ქუთაისის საგუბერნიო ციხე მაშინ საძაგლობა რამ იყო. საშინელი უსუფთაობა, სივიწროე,
ზამთარში აუტანელი სიცივე, ზაფხულში გადამეტებული სიცხე. თითო კამერაში («სეკრეტში),
რომელშიაც ორი კაცის ალაგია, ექვსი-რვა კაცი იყო მოთავსებული. საზოგადო კამერები მე
არ მინახავს; არც «ნარები», არც კრაოტები არ იყო და ტუსაღები იატაკზე ეყარნენ.
სიბინძურე სუფევდა აუწერელი და შმორის სუნი დღედაღამ იდგა დერეფნებს და კამერებში.
ბაღლინჯოების ამბავს ნუღარ იკითხავთ!..
რაც შეეხება იქაურ წესრიგს, პატიმრები მაინცდამაინც შევიწროებაში არ იყვნენ.
კამერები თითქმის სულ გაღებული ჰქონდათ, გადიოდენ დერეფნებში ერთმანეთის
შესახვედრად. დღეში ორჯერ ეზოში გაჰყავდათ სასეირნოდ. რეჟიმი იცვლებოდა მხოლოდ
საგანგებო რამ შემთხვევის შემდეგ, ისიც დროებით. ერთი ასეთი «საგანგებო შემთხვევა»
ჩემსობასაც მოხდა.
ერთ საღამოს «პროვერკის» დროს, დარაჯთა შორის ხმაურობა ასტყდა, აქეთ-იქით სირბილი,
ალიაქოთი; უცბად კამერებშიაც პატიმრებმა ასტეხეს ყვირილი: «მუხუზლამ უქუსლა,
მუხუზლამ უქუსლა»! თურმე გაქცეულიყო ტუსაღი, გვარად მუხუზლა, რასაც მოჰყვა დროებით
სისასტიკის გამეფება...
ჩემი დერეფნის ტუსაღები მალე გავიცან: კარის სარკმელთან მოვიდოდენ ხოლმე და
მებაასებოდენ. საინტერესო ტუსაღი არავინ იყო, რთული რამ ფსიხოლოგიური მოტივები მათ
დანაშაულებაში არ იყო რა. როგორც ჩვეულება აქვთ ამგვარ ტუსაღთ, თავის თავს
დამნაშავედ თითქმის არავინ არ აღიარებდა. ერთნი გაუბედურების მიზეზად მეზობლების
მტრობას და შურს სახავდენ, მეორენი «უბედურ შემთხვევას» და მესამენი და უმრავლესნი
სულ უარს ამბობდენ არავითარი ავკაცობა არ ჩაგვიდენიაო. ერთმა ორმა გულახდილად
მიამბო თავისი თავგადასავალი. დამამახსოვდა ერთი მეტად მახინჯი, ნახშირივით შავი,
დაბალი ტანის რაჭველი გლეხი.
ორმოცი წლის კაცი ვარ აგერ, მუშაობა შემიძლია, არც ისე ღარიბი ვიყავი, რომ ცოლის
შენახვა არ შემძლებოდა და ცოლი კი ვერ შევირთე. არავინ გამომყვა, არც ჩვენი სოფლისა,
არც შორეული... მთელი სოფელი დამცინოდა... გოგოებიც ამიტყდენ აი, შე ნაგაზო, აი,
შე ჯუჯა, ქალს ვინ მოგცემსო! ერთი გოგოს ჯავრი ჩამყვა, მეზობლის გოგოსი; სულ
მუხლებს ვუკოცნიდი მის დედ-მამას, მაგრამ გოგო უარზე იყო თავს მოვიკლავ და ე მაგ
ნაგაზს არ წავყვებიო. გულში დარდი ჩამწვდა და გადავწყვიტე, გოგო ხელში ჩამეგდო...
ერთხელ საღამო ხანზე, შორს სოფლიდან წყაროზე ჩავიგდე ხელში; მარტოკა იყო; ისევ
გამაჯავრა და დამცინა, ვეღარ მოვითმინე, შენი ჭირიმე, სისხლი აქ მომაწვა, ვეცი და
ნამუსი ავხადე...
ვიფიქრე ნამუსახდილ გოგოს ჩემს მეტი ვერავინ წაიყვანს მეთქი, ცოლიც მეყოლება და
მეზობლების დაცინვასაც გადავურჩები მეთქი. მარა იმ უნამუსოებმა არ დამაცალეს.
მომვარდენ მამამისი და ქალები, კეტებითა და ნაჯახებით. რა მექნა, მე ხანჯლით
დავუხვდი, მუცელში ვკარ მეზობელსა. მეც დამჭრეს თავში... იმ ღამესვე მამამისი
მოკვდა, მე კი შემკრეს და აი ამ უბედურებაში ჩავ-ვარდი...
მახსოვს კიდევ ერთი ტუსაღის, სამურზაყანოელი თუ მეგრელი თავადი ფარნა გოშუა,
წარმოსადეგი ვაჟკაცი, რომელსაც რამდენიმე მკვლელობა ბრალდებოდა და უკვე კატორღა
ჰქონდა გადაწყვეტილი. ამას პოლიტიკაზე უყვარდა ლაპარაკი და ხშირად მკითხავდა ხოლმე:
მიბრძანეთ გიორგი, სოციალისტები რომ გაიმარჯვებენ, ჩვენ არაფერი გვეშველება მაშინ?
მახლობელ კამერაში იჯდა მაშინ სახელგანთქმული გიორგი მიქელაძე, ეს იმდროინდელი
ზელიმ-ხანი დასავლეთ საქართველოში. გიორგი მიქელაძე ახალგაზრდობაში «კონვოიში» იყო
პეტერბურგს. ლამაზი, წარმოსადეგი ვაჟკაცი, უდარდელად სცხოვრობდა სატახტო ქალაქში;
ქეიფობდა, არშიყობდა და რასაკვირველია, ფუფუნებაში თანდათან ირყვნებოდა. როცა «კონვოი»
გააუქმეს, გიორგი სამშობლოში დაბრუნდა. რა კი პეტერბურგული ცხოვრების გასაგრძობად
ფული იყო საჭირო, ადვილად მიეკედლა ვიღაც ავაზაკებს, რომელთაც ებრაელები გაძარცვეს.
გიორგი «ყაჩაღად გადავარდა» და მრისხანე სახელი მოიხვეჭა. მთელი ჯარი, პოლიცია
ფეხზე დააყენეს მის დასაჭერად, მაგრამ ამაოდ: სასწაულებრივ უქრებოდა ხელიდან
მდევნელთ. რამდენჯერმე ციხიდანაც გაიქცა. ქუთაისის ციხეში ჩემი ყოფნის დროს იგი
უკვე მოხუცებული და დავრდომილი იყო. ავადმყოფობის გამო კატორღაშიაც არ გზავნიდენ,
რომელიც კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა მას. ყველა ტუსაღები დიდ პატივსა სცემდენ
ამ ოდესღაც ლეგენდარულ ვაჟკაცს და აღტაცებით მომითხრობდენ იმის ამბებს.
თითქმის ექვსი თვე ვიჯექ ქუთაისის ციხეში. ზამთარში, როცა პატარა დღე იყო, დრო მალე
მირბოდა, ვკითხულობდი, ფრანგულს ვსწავლობდი, ტუსაღებს თხოვნებს ვუწერდი და სხვა.
აპრილიდან დაწყებული კი ძალიან გამიჭირდა კარჩაკეტილში ჯდომა. ჩემ ფანჯრიდან
ვხედავდი, რომ ბუნება აყვავდა, მზე დიდებულად ანათებდა, ხალხიც ახმაურდა.
კვირადღეობით ვხედავდი, რომ დიდძალი ხალხი სადღესასწაულოდ ფერად-ფერადად
გამოწყობილი, მხიარულად მიეშურებოდა ახლადამწვანებულ მინდვრებში სასეირნოდ. გული
მწუხარებით მიცემდა. მინდოდა მეც ბუნების დღესასწაულს დავწაფებოდი, მწყუროდა
თავისუფლება. ამის მაგიერ მესმოდა ბორკილების ჩხარუნი, დარაჯთა გინება და ციხის
სხვა ხმები რაღაც სასოწარკვეთილების და ტანჯვის ხმები...
ივლისის დამლევს მესტუმრა ჟანდარმთა ოფიცერი ფეოდოროვი და მახარა: თქვენი საქმის
გამოძიება (რომელიც ოდესაში სწარმოებდა), გათავდაო და მომავალ კვირას თქვენი დის
ნახვის ნებას მოგცემთო...
ვინც ციხეში არ მჯდარა, ის ვერ გაიგებს, რა დიდი სიხარულია დამწყვდეულისათვის
ახლობელის ნახვა, ისიც ხუთი-ექვსი თვის შემდეგ. ის ერთი კვირა გიჟივით ვიყავ, არ
მეძინა,
მაცადინეობამ მაინც ერთ თვეზე მეტს გასტანა და როგორც იქნა, ივლისში გამოვედი
ციხიდან «საქმის დასრულებამდე», როგორც ამიხსნა პოლ. ნესტერევმა.
როგორ უნდა გათავდეს ჩემი საქმე? შევეკითხე პოლკოვნიკს.
არაფერი ვიცით... მგონია კი, რომ სულ უბრალოდ გადარჩებით ამხანად... ჟანდარმის ამ
პასუხმა დიდ შეცდომაში შემიყვანა: სრულიად დავმშვიდდი და
დავივიწყე, რომ საქმე გათავებული არ იყო. ხოლო როცა ჩემი ოდესელი ამხანაგები ვნახე
საზაფხულოდ ჩამოსულები, არხეინად გავერთე და ყველაფერი დამავიწყდა
ეტაპიც, ციხეც, ისიც კი, პოლიტიკურ დანაშაულობისათვის სენატის განსაკუთრებულ
კომისიას რომ უნდა გავესამართლებინე. |
![]() |
11 X. ალექსანდრე III-ის ჩამოსვლა კავკასიაში და «საეჭვო პირების» გაგზავნა ფოთში. პროვოკატორი მერკულოვი. |
▲ზევით დაბრუნება |
X.
ალექსანდრე III-ის ჩამოსვლა კავკასიაში და
«საეჭვო პირების» გაგზავნა ფოთში.პროვოკატორი მერკულოვი.
ერთ თვეს განცხრომაში ვიყავ: დავტრიალობდი სოფლად თუ ქუთაისში; ვისვენებდი ეტაპისა
და ციხეების შემდეგ. შემოდგომის დაწყებისას კი შევუდექ სამუშაოს ძებნას, მაგრამ
ახლაც თურმე ჩემი ბედი, თუ უბედობა, სხვას მიმზადებდა.
ენკენისთვის ერთ მშვენიერ დილას გამომეცხადა უბნის ზედამხედველი და პოლიციაში
მიმიწვია. კარგს არას მოასწავებდა ეს უდროო დროს დაბარება, მაგრამ რაში იყო საქმე,
ვერ მივხვდი. დანიშნულ დროს მივედი და ვნახე, რომ ჩემს გარდა კიდევ 20-ზე მეტი
ახალგაზრდა, ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, ყოფილიყო დაბარებული. შევედით
პოლიცმეისტერის კაბინეთში და იქ გამოგვიცხადეს: უმაღლეს მთავრობის განკარგულებით
ხვალვე ფოთში უნდა წახვიდეთ, სადაც ერთ თვეს დაჰყოფთ პოლიციის ზედამხედველობის
ქვეშო. მიზეზი უმაღლეს სტუმართა მობრძანება ა/კავკასიაში, რის გამო ნაბრძანებია,
ყველა პოლიტიკურად არასაიმედო ქუთაისის გუბერნიიდან ფოთში იქნეს გადაგზავნილიო.
მეორე დღეს დანიშნულ საათზე ყველანი შევიკრიფეთ სადგურზე და პოლიციის ბოქაულის
თანხლებით გავემგზავრეთ ფოთისაკენ. ფოთში საღამოს ჩავედით. იქ უკვე გაეგოთ ჩვენი
ჩასვლის ამბავი და სადგური გაჭედილი იყო ცნობისმოყვარე საზოგადოებით. წინ მოგვეგება
პოლიცმეისტერი ობიევსკი, რომელსაც ბოქაულმა ჩააბარა ჩვენი თავი და სათანადო
ქაღალდები. ობიევსკიმ გამოგვიცხადა, აკრძალული გაქვთ ქალაქიდან გასვლა, ხოლო
ქალაქში შეგიძლიათ ცხოვრება; ბინა «სახაზინო» გექნებათ საერთოდ და
საჭმელ-სასმელისთვის დღეში თითო მანეთი მოგეცემათო... წავედით «სახაზინო ბინაზე».
ეს იყო რაღაც ძველი შენობა, რომელშიაც წინად კლუბი ყოფილიყო მოთავსებული. იქ უკვე
დაგვხვდა ოცამდე ამხანაგი, ბათომიდან და რკინის გზის სხვადასხვა სადგურიდან
გამოგზავნილი. უმეტესობა რუსები იყვნენ, ახალგაზრდობა თუ «ნაციმბირალი» ძველი
რადიკალები, რომელნიც უმთავრესად რკინის გზაზე მსახურობდენ. სახაზინო ბინა კარგა მოზრდილი აღმოჩნდა და შესდგებოდა ერთის დარბაზისა და
რამოდენიმე ოთახისაგან. უმეტესობა აქ მოვთავსდით, ზოგს კერძო ბინაზე ცხოვრების ნება
მისცეს. გვემსახურებოდენ პოლიციელნი; თითო მანეთი დღეში, იმ ხანებში, კარგად
გვყოფნიდა... პირველ საღამოსვე საინტერესო ინცინდენტი მოხდა. დარბაზში დიდ მაგიდას
მოვუსხედით და ჩაის შევექეცით; ერთმანეთს ვეცნობოდით, ვებაასებოდით. უცბად კარი
გაიღო და გამოჩნდა პოლიციელი ჩემოდნით ხელში.
იი, კიდევ ერთი ამხანაგი მოგემატათ! სთქვა მან, ჩემოდანი კუთხეში დადგა და
გავიდა. დარბაზში შემოვიდა მაღალი ტანის, ძალიან გამხდარი შაგვრემანი, შუახნის კაცი.
თავი დაგვიკრა საერთოდ და გამოგვიცხადა თავისი ვინაობა.
ალექსანდროვ!...
ამის შემდეგ მაგიდაზე თავისუფალი სკამი დაიჭირა.
სხვებს შორის ბათომიდან იყო გამოგზავნილი ვინმე გურსკი (იმ დროს სტამბის პატრონი),
ოდესღაც რადიკალი და დასჯილი (შემდეგში კი, თუ არა ვცდები, ის ცნობილ შავრაზმელის
პალმის ამხანაგი და მეგობარი გახდა) აი, ეს გურსკი უცბად ადგილიდან წამოხტა,
მიუახლოვდა ახლადმოსულს, ჩააჩერდა და მოულოდნელად შესძახა:
თქვენ მერკულოვი ხართ და არა ალექსანდროვი!’
მერკულოვის ხსენებაზე ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა ტანში: ყველამ კარგად ვიცოდით,
რომ ოდესღაც გამოჩენილი რევოლუციონერი მერკულოვი შემდეგ არა ნაკლებ გამოჩენილი
პროვოკატორი შეიქნა. მან გასცა ვერა ფიგნერი და მთელი მისი წრე... ყველა ფეხზე
წამოდგა. ადგა ახლადმოსულიც და რაღაც წაიბუტბუტა.
გაეთრიეთ აქედან, თქვენ მერკულოვი ხართ! ყვიროდა გურსკი... ვითომ ალექსანდროვმა
ჩაღუნა თავი და მოჰკურცხლა.
პატარა ხანს შემდეგ შემოვიდა იგივე პოლიციელი და მისი ჩემოდანი წაიღო....
ამ საღამოს შემდეგ მერკულოვ-ალექსანდროვი აღარ გვინახავს ფოთში და ჩვენთვის
საიდუმლო დარჩა, განგებ იყო გამოგზავნილი თვალყურის სადევნებლად, თუ მართველობამ
ისიც საეჭვოდ მიიჩნია, მიუხედავად დამსახურებისა და ჩვენთან გამოგზავნა, როგორც
არაკეთილსაიმედო...
საზოგადოდ უნდა აღვნიშნო, რომ ის ერთი თვე ფოთში სრულიად თავისუფლად ვიყავით,
თვალყურსაც არ გვადევნებდენ მაინცდამაინც, ასე, რომ ვინმეს სდომებოდა, ადვილად
გაიპარებოდა. რასაკვირველია, მთელი ეს გამოგზავნა უბრალო ფორმა იყო, ჩვეულებრივი
უაზრობა «ოხრანკისა», რომელსაც ნამდვილი დაცვა ვერასოდეს ვერ აუსრულებია რიგიანად
და ტყუილაუბრალო აწიოკება კი ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული.
ერთი რამ უნდა აღვნიშნო კიდევ ფოთის ამ, ეპიზოდიდან. ადგილობრივმა საზოგადოებამ ვერ
გამოიჩინა მაინცდამაინც მოქალაქეობრივი გამბედაობა. ისე ეშინოდათ ჩვენი, რომ ახლოს
არავინ გვეკარებოდა. ზოგს ძველი ნაცნობები ჰყავდა, ისინიც შორიდან გვერდს გვივლიდენ. |
![]() |
12 XI. ქუთაისის საადგილმამულო ბანკში. ჩემი არჩევა დამფასებლად და მოულოდნელი «ოპოზიცია». მამია გურიელი. კოტე მესხი. ისევ დაპატიმრება და ციმბირში გამგზავრება |
▲ზევით დაბრუნება |
XI. ქუთაისის საადგილმამულო ბანკში. ჩემი არჩევა დამფასებლად და მოულოდნელი «ოპოზიცია».
მამია გურიელი. კოტე მესხი. ისევ დაპატიმრება და ციმბირში გამგზავრება. მალე აღმოაჩინეს, რომ არც მე, არც მამაჩემი ბანკის დამფუძნებელთა სიაში არ ვეწერეთ.
შეაგროვეს ხმები და ზედამხედველ კომიტეტს მოსთხოვეს საგანგებო კრების მოწვევა «უკანონო
არჩევნების» გასაბათილებლად. ადვილად წარმოიდგენთ, როგორ მომიწამვლავდა გულსა და
სულს ეს განგაში მე, გუშინდელ სტუდენტს, რომელიც შორს და ძალიან შორს იდგა
ცხოვრების ყოველ ამგვარ დუხჭირ პროზისაგან! მაშინვე გადავწყვიტე უარის თქმა ადგილზე,
მაგრამ ზედამხედველ კომიტეტის წევრებმა ამის გაგონებაც არ მოისურვეს: საქმე ჩვენ
შეგვეხება და არა თქვენაო. როგორ, უაზრო მოთხოვნას დავუთმოთო. ამით თქვენ
გარყვნილობის გამეფებას შეუწყობთ ხელს საზოგადო საქმეებშიო და სხვა. მეტი ღონე არ
იყო უნდა დავმორჩილებოდი: Il vin est tire, il faut boire. განკარგულება მოახდინეს
საგუბერნიო სამმართველოს არქივში შეეძინათ საბუთი, რომ მამაჩემს გლეხები ჰყავდა
და, რომ ამიტომ ისიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ბანკის დამფუძნებელთაგანიო. დიდის
ძებნის შემდეგ გამოჩხრიკეს ქაღალდი, საიდანაც სჩანდა, რომ მამაჩემს და მის უფროს
ძმას ერთი გლეხი ჰყოლიათ!.. დადგა საგანგებო კრების დღე. ბანკის საკმაოდ დიდი დარბაზი გაჭედილი იყო ხალხით:
წინანდელი დამფასებლის მოსარჩლედ მრავალი მეგრელი თავად-აზნაურობა ჩამოეყვანათ (მაშინ
ჩვენ ბანკებში წარმომადგენელთა ინსტიტუტი არ იყო ჯერ). რასაკვირველია, გუბერნიის
სხვა ადგილებიდან ამისთანა მცირე შემთხვევისათვის არავინ ჩამოვიდოდა და ამიტომ მეგრელების მეტი თითქმის არავინ იყო. აქ სჩანდა მხოლოდ ათიოდ-ოციოდე ქუთაისელი ინტელიგენტი, რომელნიც ზედამხედველ კომიტეტზე მიტანილ უსაბუთო იერიშისაგან დასაცავად
მოსულიყვნენ. წაიკითხეს საჩივარი: ზედამხ. კომიტეტის მიერ არჩეული პირი დამფუძნებელთა სიაში არ არის და ამიტომ არჩევნები უკანონოაო. წამოდგა ცნობილი ენერგიული საზოგადო მოღვაწე განსვენებული ლუკა ნიკ-ძე ასათიანი
(ქალაქის მოურავი და ზედამხ. კომიტეტის წევრი) და ჩვეულებრივ მჭერმეტყველური და
საბუთიანი სიტყვით მიჰმართა კრებას: დამფუძნებელთა სიაში ბევრი ჩვენგანიც არაა
შეტანილი, ან ჩვენი მამებია, ან მათი უფროსი ძმებია, მაგრამ აქამდის ეჭვი
არავის გამოუცხადებია ჩვენი ბანკის წევრობაზეო: ლასხიშვილის მამის უფროსი ძმა
შეტანილი უნდა იყოს სიაში, რო- გორც გლეხის მეპატრონე, რადგან ძმები გაუყოფელნი იყვნენ. ამიტომ ყველა მათი
მემკვიდრეებიც ბანკის წევრები იყვნენო და სხვა. წაიკითხეს საგუბერნიო მართველობის ზემოხსენებული საბუთიც ერთი გლეხის შესახებ.
ბრწყინვალე კრება სიცილით მიეგება ერთი გლეხის ამბავს, ხოლო ერთმა წარჩინებულმა თავადმა წამოიძახა: ერთი გლეხი ჩემ მზარეულსაც კი ჰყავდაო. წამოვარდა გაცხარებული დავით არჩ. ლორთქიფანიძე და მწარე და მწარე
სიტყვებით უსაყვედურა კრებას უაზრობა და უსაბუთობა მისი მოთხოვნისა, მაგრამ
სიტყვები აღარავის ესმოდა: დარბაზში ატყდა ყვირილი: კენჭი, კენჭი, რა საჭიროა აქ
ლაპარაკიო. ჩემზე საზარელი შთაბეჭდილება მოახდინა ამ, პირად მოტივებით გამოწვეულმა ვნებათა
ღელვამ. რამდენჯერმე დავაპირე უარის თქმა, დავიწყე კიდეც ლაპარაკი, მაგრამ
ხმაურობაში არაფერი ისმოდა. მომვარდა განსვენებული ანტონ ნიკ-ძე ლორთქიფანიძე (ისიც
წევრი იყო ზედამხედველ კომიტეტის) წამავლო ხელი და შემათრია გამგეობის თავმჯდომარის
კაბინეთში. დარბაზში საშინელი აურ-ზაური იყო: «კენჭი, კენჭი»-ის ყვირილით
აიკლეს იქაურობა. - ლუკა ასათიანი მედგრად ებრძოდა კრებას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდენ ყუთი დაედგათ და ხმები მოეკრიბათ საკითხისთვის: კანონიერად მოიქცა თუ არა შეერთებული
სხდომა გამგეობისა და ზედამხედველ კომიტეტისა? სანამ იქ კენჭის ყრა იყო, ანტონ
ლორთქიფანიძე, რომელმაც აუარებელი ისტორიები და ანეკდოტები იცოდა, კაბინეთში
მოგროვილთ მამაჩემზე ერთი ანეკდოტი უამბო, რომელიც წინადაც მქონდა სხვებისაგან
გაგონილი: ხომ გაიგონეთ მზარეული, რომ მოუყვანეს გიორგის მაგალითად? მზარეულობა საზოგადოდ
დაებედა ამათ გვარს... მამამისი მიხეილი, ოფიცერი იყო და თან დიდი ლიბერალი. გლეხების განთავისუფლების წინად კრებები იყო ქუთაისში თავად-აზნაურობისა და მიხეილი
დიდ მონაწილეობას იღებდა ამ კრებებში, თავგამოდებით ესარჩლებოდა გლეხთა განთავისუფლების საქმეს... ერთ სხდომაზე, რომელსაც დაესწრო იმერეთში ცნობილი მსხვილი მემამულე თავ. ნიკო ჩიჯავაძე დიდ ნიკოდ წოდებული, მიხეილმა კვლავ წარმოსთქვა მხურვალე სიტყვა. ამ დროს «დიდმა ნიკომ» წამოიძახა: მაგას რა ენაღვლება, გლეხები არა
ჰყავს და თვითონაც ჩემ სამზარეულოში არის გამოზრდილიო: თქვენ სამზარეულოში, რომ გამოვიზარდე, სწორედ იმიტომ ვარ გასუქებულიცო, მოუჭრა სიტყვა მიხეილმა და მთელი დარბაზი სიცილით დაიხოცა, რადგან მიხეილი იმერელ
გლახა ჩურჩხელასავით ჩამომხმარი იყო... გათავდა კენჭის ყრა, რასაკვირველია, დიდის ხმის უმეტესობით, უკანონოდ სცნეს ბანკის
მართველ ორგანოთა მოქმედება... მეორე დღეს შემატანიეს 25 მანეთი ბანკის სალაროში და
მე კანონიერად გავხდი ბანკის დამფუძნებელ წევრად, როგორც ქუთაისის გუბ. აზნაური.
დანიშნეს ხელახლა არჩევნები და დამფასებლად ისევ მე ამირჩიეს... აქ უნდა აღვნიშნო
რომ ჩემი არჩევის წინააღმდეგნი, გარდა მეგრელ თავად-აზნაურობისა რამდენიმე
ქუთათური ინტელიგენტიც იყო, გარიყული დამფასებლის კარგი ნაცნობი და მეგობარი...
მათ შორის, ჩემდა სამწუხაროდ, მამია გურიელიც ერია. კრებაზე ისიც
ამხედრდა ზედამხ. კომიტ. წინააღმდეგ და დაჟინებით მოითხოვდა კენჭის ყრას. კრება რომ
გათავდა, საღამოს მე და განსვენებული გრიშა აბაშიძე, რომელღაც სასტუმროს
რესტორანში შევედით, იქ დაგვხდა, თუ არა ვცდები, კოტე ბაქრაძე და ცოტა ხნის შემდეგ
მამიაც შემოვიდა. მე მამიას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ქუთაისის გიმნაზიელებს
ის ხშირად გვყავდა, რასაკვირველია, ნანახი და ძალიანაც გვიყვარდა; მისი ზოგი
პატრიოტული ლექსი ზეპირად ვიცოდით: განსაკუთრებულად აღტაცებაში მოვყავდით მის
სცენიდან დეკლამაციას. ახლაც თვალწინ მიდგას მამია სცენაზე: პენსნე ქვეით
ჩამოწეული, მამია ზევიდან გამოიყურება და თავისებურის ხელების ქნევით, მომხიბლავი
კილოთი წარმოსთქვამს: «ყმაწვილებო ჯერ ვუსურვოთ ჩვენ სამშობლოს დღეგრძელობა»... და ბოლოს: «ასე ვუთხრათ: საქართველო აღსდეგ, გახდი კვლავ თავხედი, არა რა არს უსაშველო, ყმაწვილებო ალავერდი»! ამ «ყმაწვილებო ალავერდის» ისეთი გრძნობითა და აღტაცებით იტყოდა ხოლმე, რომ მთელი
თეატრი ერთხმად და აღტაცებით შესძახოდა: «იახშიოლ». გრიშამ მამიას სთხოვა ჩვენთან მოსულიყო და ჩემთან ესაუბრა. მამია მოვიდა, გამეცნო
და მითხრა: ყმაწვილო, არ გეგონოთ, რომ პირადად თქვენი საწინააღმდეგო მქონდეს რამე.
მე მეწყინა, რომ კომიტ. უმიზეზოდ გამორიცხა ძველი, მოხუცებული მსახური. ჩვენი
ბანკი, ყმაწვილებო, ამგვარ მოხუცებულებისთვის არის გაჩენილი, ის არის ინვალიდების
კომანდა და ახალგაზრდობას რა გინდათ იქ, ვნებას მოგიტანთ იქ ყოფნაო!.. ასეთის არგუმენტაციით გაათავა მამიამ თავისი იმდღევანდელი ოპოზიციის განმარტება და
მეტი ხმა აღარ ამოუღია ბანკის საქმეებზე. თუმცა კოტემ და გრიშამ იერიში მიიტანეს
მასზე და მხურვალედ უმტკიცებდენ, ბანკი არც არის და არც უნდა იყოს «ინვალიდების
კამანდაო». მალე ყველანი გავერთეთ ასე მამიასთან მეტად ტკბილ საუბარში პოეზიაზე და
ჩვენი ქვეყნის ძველსა და ახალზე და ბანკიც, იმ დღის საზარელი კრებაც, სრულებით
გადაგვავიწყდა... ქუთაისის ბანკის გამგეობის თავჯდომარედ იყო დასავლეთ საქართველოს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გაზეთ «შრომის» დამაარსებელი და რედაქტორი თავ. დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი განათლებული, შრომისმოყვარე და პატიოსანი კაცი იყო,
მაგრამ რამდენადაც მე მაშინ შემეძლო დაკვირვება და როგორც სხვებისაგან გამიგონია,
საფინანსო ფართო მხედველობისა და გამჭრიახობის ფხა არ ჰქონდა, რომ ბანკის
საქმეები ენერგიულად წაეყვანა განვითარების გზაზე. მისი უახლესი თანამშრომლები,
ბანკის დირექტორები თავ. ნესტორ ერისთავი და ი. პ. ჯაიანი მხოლოდ მიმდინარე
საქმეებს აწარმოებდენ, ასე ვსთქვათ ბანკის «სტატიკა» იცოდენ; ამრიგად ბანკი «დინამიკას»
ხელმძღვანელი არ ჰყავდა და ამიტომ ეს დაწესებულება თითქმის არ იზრდებოდა... ჩემს განყოფილებას დამფასებელ კომისიას თავჯდომარეობდა თავ. სამსონ წულუკიძე, რომელიც გამოცდილ და ფრთხილ დამფასებლად ითვლებოდა ყველასაგან. დამფასებლად იყო მაშინ აგრეთვე ჩვენი გამოჩენილი არტისტი კოტე მესხიც. იგი უკვე
გამოსული იყო სასცენო ასპარეზზე, მაგრამ მონაწილეობას იღებდა უფრო როგორც სცენის
მოყვარე და არა როგორც პროფესიონალი-არტისტი. ნიჭიერი არტისტი რომ იყო, ამას
ბანკშიაც ყველა მისი ამხანაგი ჰხედავდა. არ შემიძლია აქ მაგალითისთვის არ გავიხსენო, როგორი ინტერესით ვუცქერდით კოტე მესხს,
როცა ის თავის ურიცხვ კრედიტორებს «უსწორდებოდა». მისი კრედიტორები სულ ქუთათური
ებრაელები იყვნენ. ყოველ ოც რიცხვს, ჯამაგირების მიღების დღეს, სათითაოდ გამოცხადდებოდენ ხოლმე ვალის მისაღებად. დამფასებლების ოთახი აივანზე გადიოდა ფანჯრებითა და კარით, ისე რომ წინდაწინვე ვხედავდით, ვინც ჩვენკენ მოდიოდა. კოტე,
რომელმაც მშვენივრად იცოდა ყოველ თავის კრედიტორის ხასიათი, ბეჯითად ადევნებდა
თვალყურს, რომელი მათგანი მოდიოდა და იმის ხასიათის შესაფერ შეხვედრასაც
უმზადებდა. ზოგს მრისხანედ დახვდებოდა და მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდენ.
შეშინებული კრედიტორი იმწამსვე გარბოდა; ზოგს მხიარულის სახით უხვდებოდა და
ხუმრობით გაისტუმრებდა. ზოგს კი მეტად დაღვრემილი და მოწყენილი დახვდებოდა ხოლმე:
ესენი ხშირად თვითონვე აძლევდენ ფულს სესხად და თან ანუგეშებდენ: არა ღირს ასე
შეწუხებაო!.. ისე სწრაფად იცვლიდა ხოლმე კოტე სახის გამომეტყველებას, ლაპარაკის კილოს, მანერას,
ისე ბუნებრივი იყო ყოველი ეს ცვლილება, რომ პირდაპირ ესთეტიურ სიამოვნებას გრძნობდენ გარეშე მაყურებლები ამ სასაცილო სცენებისა... მუშაობა უნდა დამეწყო, როცა ჩემმა თითქმის მივიწყებულმა «პოლიტიკურმა საქმემ»
უმოწყალოდ და სასტიკად გამახსენა თავი და დამატოვებინა არა თუ ბანკი, არამედ მთლად
ჩემი სამშობლოც. მე იმედი მქონდა «საქმე» უბრალოდ გათავდებოდა და ისევ უნივერსიტეტს
დავუბრუნდებოდი. ამიტომ ბანკიც, ქუთაისში მაშინდელი ცხოვრებაც დროებით ეტაპად მიმაჩნდა, რომლის შემდეგ ისევ უნდა გამეგრძო ჩემი მზადება სამერმისო მოღვაწეობისათვის.
და მართლაც ბანკიც, ქუთაისში მაშინდელი ჩემი ცხოვრებაც, მოკლე ეტაპი აღმოჩნდა,
მაგრამ არა უნივერსიტეტის წინა ეტაპი, არამედ სულ სხვა ცხოვრების და სხვა გზისა. როგორ უკვე მოვიხსენიე ზემოთ, ამ წლის (1889) მაისში ციმბირიდან დაბრუნდა გიორგი ზდანოვიჩი. არ გაუვლია ამის შემდეგ ერთ თვეს, რომ ახლა მე უნდა
გავმგზავრებულიყავ იქით. აგვისტოს ერთ დღეს, იმავ ქორქაშვილების სახლის ეზოში
გიორგი და მე ვისხედით და ახლად მიღებულ «რუსკ. ვედომ.»-ს ვკითხულობდით. ამ დროს
ალაყაფის კარები გაიღო და დიდ ეზოს თავში გამოჩნდა ეტლი პოლიციელებით. ეტლიდან
ჩამოვიდა ბოქაული და გამომიცხადა, რომ გუბერნატორის განკარგულებით უნდა
დამატუსაღოს, რადგან «თქვენი საქმე გათავდა და უმაღლესის ბრძანებით დასავლეთ
ციმბირში უნდა გაიგზავნოთ ხუთი წლის ვადითაო. ჩამსვეს ეტლში და წამიყვანეს ჯერ
პოლიციაში. იქიდან ისევ ციხეში უნდა გავეგზავნეთ, მაგრამ შეატყობინეს ჩემს
თავდებს დ. ა. ლორთქიფანიძეს, რომლის მეცადინეობით მეორე დღეს
გამანთავისუფლეს. პირველი, რაც მაფიქრებდა და მაწუხებდა მაშინ, ეს იყო ეტაპით
გამგზავრება ციმბირში. რომ გამახსენდებოდა ოდესიდან კავკავამდე გავლილი ეტაპი,
ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ხოლო რა იყო ეს ეტაპი იმასთან შედარებით, რომელიც ქუთაისიდან ომსკამდე მომელოდა! შევუდექი შუამდგომლობას ჩემი ხარჯით გამგზავრების ნებართვის შესახებ. დ. ა. ლორთქიფანიძემ 120 სიტყვიანი დეპეშა გაუგზავნა შინაგან
მინისტრს. ქუთაისის გუბერნიის მაშინდელმა მმართველმა, ვიცე-გუბერნატორმა ფონდერ-ბრიუგენმაც შეგვიწყო ხელი და, როგორც იქნა, გადავრჩი ეტაპს: მინისტრმა
ნება დამრთო და რამოდენიმე დღის შემდეგ უნდა წავსულიყავი ჩემის ხარჯით. მომცეს «გასასვლელი
მოწმობა» (проходное свидетельство), რომელშიაც აღნიშნეს მარშრუტიც: ბაქო,
ასტრახანი, სამარა, ორენბურგი შემდეგ ფოსტის გზაზე ცხენებით ომსკამდე. ბოლოს,
აგვისტოს შუა რიცხვებში, გამოვეთხოვე ჩვენიანებს, მეგობრებს და ამხანაგებს, ჩემ
ძვირფას ქუთაისს და შორი გზისაკენ გავემართე. იმ გზისაკენ, რომელსაც ათასობით
ჩემამდე და ჩემ შემდეგ უნახავს მაშინდელ რუსეთის მთავრობის ბარბაროსობის
მსხვერპლი... აქამდე როგორღაც ბურუსში ვიყავ, აჟიტაციაში: მეცადინეობა, სამგზავროდ
მზადება, სირბილი აქეთ-იქით მართობდა და დროს არ მაძლევდა დაფიქრებისათვის. ხოლო
როცა ვაგონში მარტო დავრჩი და ჩემი მდგომარეობა გავითვალისწინე, თვალები ცრემლით
ამევსო, გულმა მწუხარებით ტოკვას უმატა, ასე ადრე და ასე უაზროდ თავდებოდა ჩემი
ახალგაზრდობა, ბოლო ეღებოდა ჩემს გეგმებსა და მისწრაფებას, ხუთი წელიწადი საუკეთესო
ხანისა უნდა წაერთმიათ ჩემთვის... და მერე რისთვის?.. ტფილისში ერთ დღეს გავჩერდი, მინდოდა მენახა კოტე მესხი, რომელსაც აგრეთვე ხუთი
წლით დასავლეთ ციმბირში გადასახლება გადაუწყვიტეს, რადგანაც მასაც მისცეს ნება
თავისი ხარჯით წასვლისა, ამიტომ ერთად წასვლა გვიჯობდა; მაგრამ ის ტფილისში აღარ
დამხვდა: რამდენისამე დღით თავის სოფელში (იმერეთში) წასულიყო; გავუგზავნე დეპეშა,
ორენბურგში მოგიცდი მეთქი, მაგრამ დეპეშაც ასცდენოდა და სხვა მარშრუტით წასულიყო. ტფილისიდან ორენბურგამდე გზა მეტად საინტერესო იყო: ვნახე დიდი ქალაქები ბაქო,
ასტრახანი, ცარიცინი, სარატოვი, სამარა; ვნახე რუსეთის დიდებული მდინარე ვოლგა
თავის მშვენიერი და მჭიდრო დასახლებულის ნაპირებით; ვნახე დიდი, გაძლიერებული
სავაჭრო მოღვაწეობა და მოძრაობა კასპიის ზღვასა და ვოლგაზე. მაგრამ, სამაგიეროდ,
ორენბურგიდან დაწყებული ომსკამდე გზა არც არაფერს საინტერესოს წარმოადგენდა და მისი
გადაბიჯებაც ნამდვილი წვალება იყო... ადვილი სათქმელია: თითქმის 1500 ვერსი უნდა
გამეარნა ცხენებით სრულიად უვარგის საფოსტო გზებზე, საძაგელ ურესორო ეტლებში (ჩვენში «ტროიკას» რომ
უძახიან). ორი კვირა მოვუნდი ამ გზას ომსკამდე და ძალზე გალახული, დატანჯული მივაღწიე.
ორენბურგიდან დაწყებული ქალაქ ომსკამდე და შემდეგ ქალაქ ვერხნეურალსკამდე კიდევ იყო
ცოტა მაინც საინტერესო გზა: ურალის მთების კალთები, ხევები, მდინარეები და აქა იქ
მოსახლეობა; მერე კი გზა ნამდვილ უდაბნოს წარმოადგენდა, გახრიოკებულს, გადამწვარს,
სადაც თვალის შესაჩერებლად არც ხე, არც გორაკი, არც მდინარე იყო. გაივლი 60-80
ვერსს ისე, რომ ერთი სოფელიც არ გხვდება, მხოლოდ სახაზინო «სადგური» თავის ორიოდე
საცოდავ შენობით! გული შემიწუხა დილიდან საღამომდე ჩემი «ტროიკის» ზარების რაწკუნმა! ეს «ძინ-ძინძინ» დიდხანს მესმოდა ყურებში შემდეგაც, როცა დანიშნულ ადგილას ვცხოვრობდი უკვე...
მგზავრიც ბევრი არ მინახავს: ორი კვირის განმავლობაში ათიოდე კაციც არ შემხვედრია;
მხოლოდ ფოსტა გამასწრებდა, ან წინ შემეჩრებოდა (მაშინ ციმბირის რკინის გზა არ იყო
ჯერ გახსნილი და ფოსტას ცხენებით ზიდავდენ); ასე რომ ცხენები მუდამ იყო
სადგურებზე და დიდხანს არ მაგვიანებდენ. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მიპირებდენ კარგა
ხნით გაჩერებას: «სტაროსტა» გამომიცხადებდა, რაც ცხენები იყო, ფოსტას მოუნდა, ორი
სამი ცხენი დაგვრჩა მხოლოდ და ისინიც ყოველთვის მოხელებისათვის უნდა გავაჩეროთ,
რომელნიც «по казенной надобности» დადიანო. იმ შემთხვევებში დიდ დახმარებას
მიწევდა «პროხოდნოე» მოწმობა. ის ასე იწყებოდა: 14 ივნისს 1889 წლის უ მ ა ღ ლ ე ს
ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ი თ, თანახმად სენატის განსაკუთრებულ კომისიის დადგენილებისა,
ქუთაისის გუბერნიის აზნაური, ესა და ეს, 23 წლისა, იგზავნება «სტეპნოი
გენ.-გუბერნატორის განკარგულებაში»... და სხვ. «სტაროსტები» ამ «უმაღლეს ბრძანებას», რომ წაიკითხავდენ, ხელები აუკანკალდებოდათ ხოლმე, მოწიწებით
გადმომცემდენ ქაღალდს და ცხენები ორ წუთში მზად იყო, არც ერთს არ წაუკითხავს ქაღალდი ბოლომდე და არც გაუგია, რომ მე პოლიტიკური დამნაშავე ვიყავი. ერთი კურიოზიც: ყოველ სადგურზე მწერალი ჩამომართმევდა წინა სადგურის ქვითარს,
გამომართმევდა ცხენების ქირას და სწერდა ახალ ქვითარს, რომელშიც აღნიშნული იყო; წოდება, გვარი და სახელი, მოთხოვნილ ცხენების რაოდენობა და სხვა. ჩემი გვარი
უჭირვებდათ საქმეს და ათასნაირად ამახინჯებდენ; მე ჯერ ვუსწორებდი ხოლმე. მაგრამ
მალე მომბეზრდა და თავი დავანებე. ხანდახან ჩავიხედავდი ქვითარში და ვკითხულობდი;
აზნაური, ლასიტვილ, აზნაური, გიორგი ლასვილ, ბოლოს ომსკის წინ ჩავიხედე და
ამოვიკითხე «მეშჩანინ ეგორ ლოსვენ». გიორგი ლასხიშვილიდან, რომ ეგორ ლოსვენად
გადამაქციეს, ეს არ არის გასაკვირალი, «დვორიანინიდან» მეშჩანინი როგორ გავხდი,
ეს ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა. 29 აგვისტოს ღამით ჩავაწიე ომსკს და სასტუმროში გავჩერდი. მეორე დღეს დილა ადრიანად გამომეცხადა თვით ადგილობრივი პოლიცმეისტერი, გადმომცა ისევ «პროხოდნოე» და
მითხრა: ეხლავ უნდა განაგრძოთ გზა სემიპალატინსკშიო (ჩემი მოსვლის შესახებ ცნობაც
თურმე აქ უკვე მიეღოთ და მოწმობა დაემზადებინათ კიდეც). გზის გაგრძელება რომ
გავიგონე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და გამოვუცხადე პოლიცმეისტერს:
გენ-გუბერნატორს წარვუდგები და ვსთხოვ, რომ ომსკში ცხოვრების ნება მომცეს მეთქი. არ შეიძლება, მიპასუხა მან. ტყუილად შეიწუხებთ თავს. არაფრისთვის არ მოგცემთ
ნებას აქ დარჩენისა, ომსკში მხოლოდ ერთი პოლიტიკურია ზარუდნი, ცნობილი სენატორის
შვილი და იმასაც დიდის პროტექციით დართეს ნება. დანარჩენები, ვინც იყო, ახალმა
გენ.-გუბერნატორმა (ბარონი ტაუბე) სულ აქეთ-იქით დაგზავნა, სჯობია წახვიდეთ
ბარემ... სემიპალატინსკში ყოფნა კიდეც სჯობია; იქ ყველაფრით უფრო კმაყოფილი
იქნებით, ვიდრე ომსკშიო. მეტი რა გზა იყო, უნდა წავსულიყავ და ისედაც საშინლად დაქანცული გრძელი გზით, ისევ
ჩავჯექი ეტლში და გავუდექ გზას. სემიპალატინსკამდე კიდევ 700 ვერსის გავლა დამჭირ- და. იმის იმედი მამხნევებდა მხოლოდ, რომ გზა უკანასკნელია და სემიპალატინსკში
დავისვენებ მეთქი. მაგრამ მწარედ შევცდი, დამავიწყდა, რომ რუსეთის სამფლობელო
დაუსრულებელია: სემიპალატინსკში ისევ ახალი «პროხოდნოე» მომაჩეჩეს და მიბრძანეს, ქალაქ უსტკამენოგორსკში წაბრძანდითო. მე გამოუცხადე, რომ დავიტანჯე და აღარ ძალმიძს თრევა; ძლივძლივობით მომცეს ნება 24 საათის დასვენებისა. სემიპალატინსკში პირველად ვნახე
პოლიტიკური გადმოსახლებულები 30 კაცამდე სტუდენტები, ოფიცრები (რასაკვირველია
ყოფილები), ორი ექიმი, რამდენიმე მუშა და სხვა. მეორე დღეს პოლიტიკურებმა სადილი გამართეს ჩემდა პატივსაცემელად. სუფრას ამშვენებდა აუარებელი რიცხვი არაყით და ლუდით სავსე ბოთლებისა. პირველად ჩემი სადღეგრძელო დალიეს
«მშვენიერ საქართველოს შვილისა». ამ დროსვე ჩემდა განსაცვიფრებლად
და თან სასიხარულოთ მძლავრად დასძახეს ქართულად ჩვენი ჩვეულებრივი «მრავალ-ჟამიერ». სემიპალატინსკში «მრავალ-ჟამიერ»! აღმოჩნდა, რომ აქ იყო ათამდე პეტერბურგელი
სტუდენტი, რომელთაც ქართველ სტუდენტებისაგან ესწავლათ ეს ხმა და სიტყვები.
ქართველ სტუდენტებს შორის, მახსოვს, დამისახელეს ილია ნაკაშიძე.
გამოვიდა, რომ ჩვენი ძვირფასი ილიკო, ერთად-ერთი ქართველი ტოლსტოისტი და
დაუძინებელი მტერი სპირტიან სასმელებისა ოდესღაც გამავრცელებელი იყო ქართულ
«საქეიფო კულტურისა» რუსებს შორის. არ დავიჯერე, რადგან კარგად ვიცოდი, რომ ილია
არც სტუდენტობის დროს იყო ღვინისა და ქეიფის მოსიყვარულე. საღამოს გამოცხადდა პოლიციის ბოქაული და გამახსენა წასვლის დრო. მთვრალმა კამპანიამ სიმღერით მიმაცილა საფოსტო სადგურამდე. გავიარე კიდევ 230 ვერსი და ბოლოს
მივედი ქალაქ უსტკამენოგორსკში, სადაც მთელი 5 წელიწადი «უნდა დამესვენა». |
![]() |
13 XII. უსტკამენოგორსკი. ძველი და ახალი პოლიტიკური გადასახლებულნი. გადასახლებულთა ყოფა-ცხოვრება. მათი და ჩემი მაშინდელი სარევოლუციო იდეოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
XII. უსტკამენოგორსკი. ძველი და ახალი პოლიტიკური გადასახლებულნი. გადასახლებულთა
ყოფა-ცხოვრება. მათი და ჩემი მაშინდელი სარევოლუციო იდეოლოგია ვისაც
კენანის ცნობილი თხზულება ციმბირის შესახებ წაუკითხავს, მას ახსოვს
ალბად ეს ღვთისა და კაცისაგან მივიწყებული გადაყრუებული ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ
საზღვრებისაკენ მიგდებული ქალაქი: ახლაც, როცა ციმბირში რკინის გზა მუშაობს, იგი
დაშორებულია უახლოეს რკინის გზის სადგურს ომსკიდან თითქმის 1000 (970) ვერსით.
მაშინ კი უსტკამენოგორსკი მოწყვეტილი იყო, არა თუ რუსეთს, ციმბირის მთავარ
ქალაქებსაც. პეტერბურგის და მოსკოვის ფოსტა 18-19 დღეზე ადრე ვერ მოგვდიოდა:
ტფილისიდან გაზეთებს 24 დღის შემდეგ ვღებულობდით! ეს ზაფხულსა და ზამთარში, ხოლო
გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა გზები ფუჭდება, ხშირად თვეობით ვისხედით უფოსტოდ.
ტომსკის გაზეთები კი 8-9 დღეზე ადრე ვერ მოგვდიოდა. თვით ქალაქში, რასაკვირველია,
არავითარი ნიშანწყალი საზოგადოებრივ და უბრალო კულტურულ ცხოვრებისა არ იყო. სულ
ქალაქში ითვლებოდა მაშინ 6 ათასი მცხოვრები ნაკაზაკარი მოქალაქენი, წვრილი
ვაჭარ-ხელოსანნი. «ინტელიგენციას» შეადგენდა: ერთი მომრიგებელი მოსამართლე, ორი
სამხედრო და ერთი კერძო ექიმი, ერთი ვეტერინარი, ორი-სამი მასწავლებელი ადგილობრივ
დაბალ სამეურნეო სკოლისა, ერთი აქციზის მოხელე, ყაზახთა რამდენიმე ოფიცერი და
რამდენიმე მღვდელი, სულ ერთად 1516 კაცი. ამათგან დიდ უმეტესობას ადამიანობის
აღარაფერი შერჩენოდა: სამსახურის საქმეების საცოდავად ასრულების შემდეგ, მთელ დროს
განუწყვეტლივ ლოთობაში ატარებდენ; არავითარი ინტერესები სულიერ ცხოვრებისადმი
ამათ აღარ ჰქონდათ. ყველაფერი ადამიანური და კულტურული დაეკარგათ ამ მიყრუებულ ადგილას დიდი ხნით ცხოვრებაში. მხოლოდ სამს
შერჩენოდა კიდევ ძველებური და ესენი განდგომილ ბერებივით ცხოვრობდენ კარჩაკეტილნი.
ერთი მათგანი იყო აქციზის მოხელე, მიხაელისი. ეს ის მიხაელისია, რომელსაც სპასოვიჩი იხსენიებს თავის მოგონებებში და რომელზედაც ამბობს: ფრიად ნიჭიერი
სტუდენტი მიხაელისი იყო შემაერთებელი ხიდი მაშინ (მე-60 წლების დასაწყისში)
უნივერსიტეტისა და პეტერბურგის მოწინავე ინტელეგენციას შორისაო; იმის მაჯისცემაზე
ვტყობილობდით ჩვენ ახალგაზრდობის სულიერ მისწრაფების მდგომარეობასო. მიხაელისი
მაშინ გადაასახლეს ციმბირში, იქ სამსახურში შევიდა და იქვე დარჩა სამუდამოდ. ძველ
დროიდან მას შერჩენოდა სამაგალითო სიყვარული მეცნიერებისადმი (ბუნებისმეტყველება);
მოსდიოდა უცხოეთური და რუსული სამეცნიერო ჟურნალები, იწერდა ყველა ახალ წიგნებს და
დღე და ღამე კითხვაში ატარებდა. მეორე იყო ექიმი
პიტკევიჩი, პოლონელი, რომელიც 1863 წლის აჯანყებაში
მონაწილეობის მიღების გამო იყო აქეთ გამოგზავნილი. ესეც სულ კითხულობდა,
განვითარებული კაცი იყო, მაგრამ კარჩაკეტილი ცხოვრობდა და როგორღაც ცხოვრების
ეშინოდა. ბოლოს მოვიხსენიებ ყაზახთა ოფიცერს
ბარანოვს, რომელსაც კენანიც ასახელებს,
როგორც თავის ჩიჩერონეს პოლიტიკურთა კოლონიაში. ეს ოფიცერი ძალიან განვითარებული
და მოწინავე იდეების კაცი იყო; სულ პოლიტიკურებთან ცხოვრობდა, რისთვისაც, როგორც
შემდეგში გავიგე, დაისაჯა კიდეც: სამსახურიდან დაითხოვეს და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. პირველ ხანებში ყველა ამ «გარეშეებთან» გვქონდა ჩვენ, პოლიტიკურებს ურთიერთობა;
მაგრამ შემდეგში ორიოდე-სამიოდეს გარდა ყველას დავშორდით, რადგან საერთო არა გვქონდა რა მათთან. პოლიტიკურები იმ ხანებში უსტკამენოგორსკს ვიყავით ხუთმეტამდე კაცი: ერთი საშუალო
სასწავლებელში მასწავლებლად ნამყოფი, ერთი ფარმაცევტი, ორი მუშა პოლონელი (ცნობილ
პროცესის «პროლეტარიატის» მონაწილენი), ერთი რუსი მუშა (მჭედელი ოდესიდან), დანარჩენი სტუდენტები. ამათში უმთავრესად ორმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი იყო
პეტერბურგელი სტუდენტი ვატსონი, შვილი 60-ან წლებში ცნობილ რუსის მწერლის «სოვრემენნიკის» მთავარ თანამშრომლის ვატსონისა. როგორც შემდეგში გავიგეთ ამ სტუდენტის დიდი
იმედი ჰქონდათ პეტერბურგში: ჰფიქრობდენ, რომ გამოჩენილი მეცნიერი და ლიტერატორი
დადგებოდა: ბევრს მეცადინეობდა, ბეჯითად ემზადებოდა სამეცნიერო მოღვაწეობისათვის.
მართლაც, ძალიან განვითარებული ახალგაზრდა იყო და ამასთან ყველა ევროპული ენები
მშვენივრად იცოდა. ის რომ გავიცანი უსტკამენოგორსკში, მაშინ თარგმნიდა ინგლისურიდან
ჰენრი ჯორჯის თხზულებას, რაიც პეტერბურგიდან ერთმა გამომცემელმა ფირმამ შეუკვეთა.
თან მეტად ცოცხალი და სიმპატიური ადამიანი იყო, მაგრამ, დახეთ, რა ბედი ეწვია
უბედურს! მალე ის გადაიყვანეს პოსად ზაიასანსში, ჩინეთის საზღვარზე, სადაც სრულებით
მარტო იყო ველურ ყაზახებსა და ყირგიზებში. საშინლად იტანჯებოდა მარტოობაში და
მიისწრაფოდა რუსეთში. პეტერბურგში ბევრს ეცადენ მის გადაყვანას სადმე რუსეთში,
მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ერთი წლის შემდეგ საცოდავს ჭლექი აღმოაჩნდა და
სასოწარკვეთილებისაგან მიჰყო ხელი არყის სმას, რამდენიმე თვის შემდეგ ეს უბედური
იპოვეს ქუჩაში გაყინული... ასე უდროოდ და უცბად გამოესალმა წუთისოფელს ახალგაზრდა,
რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა. რამდენი ასეთი მსხვერპლი შეიწირა რუსეთის
ბედუკუღმართმა ისტორიამ!... მეორე იყო კიეველი სტუდენტი, უფროს კურსის იურისტი პოლონელი ხრისტიან დომბროვსკი. პირველი წლები უსტკამენოგორსკში ცხოვრებისა იყო თითქმის გაგრძელება სტუდენტობის
დროისა: ვმეცადინეობდით, ხშირად ვიკრიბებოდით, სიმღერა თითქმის ყველამ ვიცოდით და კარგი გუნდიც შევადგინეთ. ჩვენი ლოტბარი იყო იაროსლავლის
იურიდიული ლიცეის ყოფილი სტუდენტი ვასილ ალექსანდრეს ძე გ ე დ ე ო ნ ო ვ ს კ ი. შემდეგში ცნობილი სოც.-რევ., ამჟამად პოლიტკატორღელთა საზოგადოების პრეზიდიუმის
წევრი. ვმღეროდით რევოლუციონურსა და ხალხურ სიმღერებს, რუსულსა და უკრაინულს. ზოგი
სიმღერა ისე გვიყვარდა, რომ აუცილებლად ყოველთვის, როცა-კი სიმღერა გვექნებოდა,
ვიმეორებდით, ეს იყო პლეშჩეევის «Друзья, дадим друг-другу руки
И смело дминемся вперед» შემდეგ რევოლუციონური სიმღერა «Замучен тяжелой неволей, ты славною смертью погиб».
განსაკუთრებით გვიყვარდა ცნობილ ძველ რევოლუციონერი ვ ა ლ ე რ ი ა ნ ო ს ი ნ ს კ ი
ს სიკვდილით დასჯაზე გამოთქმული სიმღერა. ოსინსკი ოდესაში საჯაროდ ჩამოახრჩვეს.
დიდძალი ხალხი დაესწრო თურმე ამ საშინელებას; სხვათა შორის დედაც მოსულიყო. როცა
შვილი დაუნახავს ეშაფოტზე, უკივლია: «ვალერიან, ვალერანო», გული გახეთქია და იქვე
უსულოდ დაცემულიყო. ეს მეტად სევდიანი ჰანგის სიმღერა ასე თავდებოდა:
«Палач кудри поднял თითოეულს ჩვენგანს ჰქონდა პატარ-პატარა საკუთარი ბიბლიოთეკა სამეცნიერო წიგნებისა,
სახელმძღვანელოებისა. ზოგი იწერდა ახალ წიგნებს, ზოგს ჟურნალები მოსდიოდა.
ქალაქში, რასაკვირველია, არც ბიბლიოთეკა და არც წიგნის მაღაზია არ მოიძებნებოდა.
ასეთ მიყრუებულ ადგილს და იმ მცირე საშუალებით, რომელიც ჩვენ გვქონდა,
სისტემატიურ განათლება-განვითარებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, მაგრამ ორ წელიწადს,
როგორც ვთქვი, ნაყოფიერად ვმუშაობდით. მე დავეწაფე ისტორიას, პოლიტიკურ ეკონომიას,
სოციოლოგიას. ხანდახან რეფერატებსაც ვწერდით და ვკამათობდით. სხვათა შორის ჩვენამდე მოაღწია პლეხანოვის ცნობილმა წიგნმა «ჩვენი უთანხმოებანი»,
რომელმაც ჩვენს წრეშიაც დიდი ალიაქოთი მოახდინა. იყო დაუსრულებელი კამათი
კაპიტალიზმზე, თემის მნიშვნელობაზე და სხვა. მე პირადად წინადაც არ მწამდა
ნაროდოვოლცებისა და ნაროდნიკების მოძღვრება თემის მნიშვნელობაზე და რუსეთის
ბურჟუაზიულ ხანის აცილების შესაძლებლობაზე. ამიტომ პლეხანოვის ბროშურის შემდეგ
შევუდექ ისევ მარქსის კითხვასა და საზოგადოდ პოლიტიკურ ეკონომიის უფრო ბეჯითად
შესწავლას. ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ რუსეთიც უნდა დამორჩილებულიყო იმ ევოლუციას,
რომელსაც განიცდიდა დასავლეთ ევროპა ფეოდალურ წესწყობილების დარღვევის შემდეგ,
რომ იმანაც უნდა განვლოს კაპიტალისტური ხანა, სანამ მიაღწევდეს სამართლიან
სოციალურ წესწყობილების სანეტარო ჟამს. მაგრამ ამავე დროს, მე ვერ ვურიგდებოდი იმ
მოძღვრებას, რომელიც რუსეთის მუდამ მშიერსა და ღატაკ გლეხობას წვრილბურჟუა- ზიად აღიარებდა და მათ სათვალავში არ იღებდა როგორც მომქმედ ელემენტს ახალ
წესწყობილების მომზადებისა და შექმნის საქმეში. მე ვერ ვურიგდებოდი იმ აზრს, თითქო
რუსეთი და სხვა ჩამორჩენილ, ჯერ კიდევ მიწათმომქმედ ქვეყნებისათვის უთუოდ საჭირო
ყოფილიყოს გლეხობის ფაბრიკის ქვაბში გამოხარშვა და მხოლოდ ამ მეტად გრძელ და სასტიკ
ევოლუციის შემდეგ განხორციელდებოდეს სოციალური გარდაქმნა. ამ ამოცანის ასახსნელად მივმართე ჰენრი ჯორჯის თხზულებებს (ხელთნაწერები გვქონდა
რუსული თარგმნები ზემოხსენებულ ვატსონისა და მეორე პოლიტიკურ გადმოსახლებულის
კონშინისა). მაგრამ ამათ ვერ დამაკმაყოფილეს... ამიტომ, იმ ხანებში მე ჩემთვის
შევქმენ ასეთი «კონცეპცია»: ჩამორჩენილი ქვეყნები თავისთავად ვერ მიაღწევენ
სოციალურ თანასწორობის ხანას; ისინი მზად უნდა იყვნენ კულტურულად იმ დროისთვის,
როცა მომავალი წესწყობილება დასავლეთ ევროპაში დამყარდება, მაშინ ასიმილიაციის
გზით ეს ქვეყნები შეითვისებენ ახალს წესწყობილებას. ხოლო კულტურულ მომზადებისა და
ბურჟუაზიული ხანის მარჯვედ განვლისათვის საჭიროდ მიმაჩნდა პოლიტიკური თავისუფლება
რუსეთისა და ამიტომ პოლიტიკურ პრობლემას უმთავრეს ადგილს ვაკუთვნებდი... ჩემმა
ასეთმა მაშინდელმა «მსოფლმხედველობამ» სულიერად დამაშორა უსტკამენოგორსკელ რუს
ამხანაგებს, რომელნიც მტკიცედ იდგნენ ნაროდნიკების ეკონომიურს პროგრამაზე და
რომელთაც შეურყევლად სწამდათ, რომ თემი და არტელი სასწაულს მოახდენენ და რუსეთს
მაშინდელ ხანიდან პირდაპირ სანატრელ სამეფოში გადაასკუპებდენ. მაგრამ ამ მიზეზის გარდა იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც უფრო მაშორებდა რუს
ამხანაგებს. ეს იყო ეროვნული საკითხი რუსეთში და მათი გულგრილობა ამ ჩემთვის
მწვავე სფეროსადმი... როგორც მოწინავე იდეალების ადამიანთ, მათ, რასაკვირველია,
პირზე ეკერათ «თვითგამორკვევის უფლება». როგორღაც მეტად განყენებულად და
ბუნდოვანად ესმოდათ, ხორცი არ ჰქონდა შესხმული ამ ცნებას და მკვდარ ფრაზად რჩებოდა.
ეს ცნება რაღაც დოგმა იყო, მეტაფიზიკურ ბუნებრივ სამართლისა, ხოლო როცა იმის რეალურ
მნიშვნელობისა და შინაარსის გამორკვევას შევუდგებოდი და შევეცდებოდი, ჩემს რუს
ამხანაგთ, როგორღაც უეცრად უქრებოდათ ინტერესი საკითხისადმი, ან და ჩემის
შეხედულებით დიდ შოვინიზმს იჩენდენ. პოლონელთა და ფინლანდელთა შესახებ კი ისინი
კიდევ იჩენდენ მოწყალებას და სრულ პოლიტიკურ თავისუფლების ღირსად სთვლიდენ, მაგრამ
სხვა ერების შესახებ დიდი ყოყმანი ეტყობოდათ. საზოგადოდ კავკასიაზე და კერძოდ
საქართველოზე რომ ჩამოვუგდებდი ლაპარაკს, უმეტეს შემთხვევაში ცდილობდენ სიტყვა
ხუმრობის ბანზე აეგდოთ... დიდი შეტაკება მომდიოდა მათთან ყირგიზების გამო... როცა მთავრობა ციმბირის რკინის გზის გაყვანას შეუდგა, დაკანონებულ იქმნა, რომ
რკინის გზის ლიანდაგის გაყოლებაზე ორივე მხარეს, ასი ვერსის მანძილზე, მიწა უნდა
განეთავისუფლებინათ «ინოროდცების» მოსახლეობის მიერ სარგებლობისგან და რუს
გლეხობის დასასახლებლად დაემზადებინათ. ამ განკარგულებამ დიდ განსაცდელში ჩააგდო
აკმოლინსკის ოლქის ყირგიზები. ამასთანავე იმ ხანებში დიდძალი რუსი გლეხი მიდიოდა
შიდა გუბერნიებიდან აკმოლინსკის და სემიპალატინსკის ოლქებში და ყირგიზები
იძულებულნი ხდებოდენ საუკეთესო საძოვარი ადგილები დაეტოვებინათ და ხრიოკ
მთებისაკენ დაწეულიყვნენ. ასეთი განსაცდელი ყირგიზებისა მე დიდად მაღელვებდა.
ჩემი რუსი ამხანაგები-კი სრულე- ბით გულგრილად იყვნენ, ხოლო ზოგი მათგანი ამართლებდა კიდევაც ამ სასტიკ მოვლენას:
სულ ერთია, ციმბირის «ინოროდცები» ისედაც გადაგვარებისა და მოსპობის გზას ადგიანო
და სხვა ამგვარი. ეს და წინანდელი ურთიერთობა საუკეთესო რუს ახალგაზრდობასთან, სხვა დაჩაგრულ ერთა
ისტორიის გაცნობა, ის ამბები, რომელიც ყრუდ მომდიოდა სამშობლოდან, თანდათან უფრო
და უფრო მაგრძნობინებდენ იმ გარემოებას, რომ მე გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებდი
რუსთა მოძრაობაზე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ჩემთვის ცხადი ხდებოდა ის,
რომ უმთავრესი მნიშვნელობა ერის თვითმოქმედებას აქვს, რომ თვით დაჩაგრულმა ერმა
უნდა შექმნას და განავითაროს თავისი შინაური ძალა, რათა უფლება მოიპოვოს, რომ
საჭიროა თავისი, საკუთარი ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც ამასთანავე, რასაკვირველია,
ბევრი რამ ექნება საერთო რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობა-ბრძოლასთან. ეს ამჟამად
თითქმის ტრუიზმი გახდა, მაგრამ იმ ხანებში საუკეთესო ქართველ ახალგაზრდობისათვის
ჯერ კიდევ თავსამტვრევი საკითხი იყო. გაუგებრობის ასაცილებლად უნდა ვთქვა, რომ არც
მე და არც საზოგადოდ ჩემი დროის ახალგაზრდობას ეროვნული საკითხი არასოდეს არ
უარუყვია. მაგრამ ბევრი ჩვენგანი ამ საკითხს უქვემდებარებდა რუსეთის საერთო
პოლიტიკურ საკითხს, რომლის გადაწყვეტაში ვხედავდით ჩვენი ეროვნულ მისწრაფების
მიღწევის თითქმის ერთად-ერთ საშუალებას. ასეთ ყოფაში იყო მაშინ ჩემი სოციალ-პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამორკვევის
საქმე. |
![]() |
14 XIII. საგაზეთო დებიუტი. სამეტერეოლოგიო სადგური. ვერნერის ნაამბობი. პეტრეპავლოვსკში გადასვლა. განთავისუფლება. |
▲ზევით დაბრუნება |
XIII.
საგაზეთო დებიუტი. სამეტერეოლოგიო სადგური. ვერნერის ნაამბობი.
პეტრეპავლოვსკში გადასვლა. განთავისუფლება. დადგა მესამე ზამთარი ჩემი უსტკამენოგორსკში ცხოვრებისა და დაიწყო ჩემი ტანჯვაც. გა
დასახლებულთა მჭიდრო კოლონია დაიქსაქსა; ყველა როგორღაც თავის ქერქში შეძვრა, ერ
თმანეთს ვეღარ ვეგუებით. საერთო იდეური ინტერესებით ცხოვრების ადგილი დაიჭირა
წვრილმანმა საპირადო ინტერესებმა, გაჩნდა წვრილმანი ინტერესები, შუღლი და ისედაც
მწარე ცხოვრება კიდევ უფრო გამწარდა. სწავლის და მეცადინეობის ხალისიც აღარავის
ჰქონდა. ყველას გულს მოაწვა სევდა, ყველას ნერვები აეშალა. მიყრუებულ ადგილს
გადაკარგული ახალგაზრდობა, დაშორებული ყოველგვარ საზოგადოებრივ მუშაობას, უსაქმო და
ხელ-ფეხ შებორკილი, კარგავდა სულიერ თანასწორობას. ზოგმა ლოთობას მიჰყო ხელი, ზოგიც
კარტის თამაშობაში ატარებდა დღესა და ღამეს. მე არაყის მოყვარული არას-დროს არ
ვყოფილვარ და ვერც ბანქოს თამაშს შევეჩვიე მაინცა და მაინც. ამიტომ ვიყავ
კარჩაკეტილი ჩემ ოთახში და ვითვლიდი თვეებსა და დღეებს, როდის დამიდგებოდა ბედნიერი
წამი, რომ ჩემს საკუთარ სამშობლოში დავბრუნებულიყავი. ჩემი უბედურება ის იყო კიდევ,
რომ იმ ხანებში თვალის ტკივილმა გამიხშირა და მეცადინეობაც უნდა შემემცირებინა.
გასართობად განვიზრახე ციმბირის გაზეთებში კორესპონდენციების და წერილების
გაგზავნა. პირველი წერილი გავგზავნე ირკუტსკში, სადაც გამოდიოდა პროგრესიული გაზეთი,
თუ არა ვცდები «სიბირსკაია გაზეტა». პატარა ხნის შემდეგ მოვიდა გაზეთის ნომერი,
რომლის პირველი გვერდი, დიდის, რუსული ეროვნული დროშით იყო შემკობილი, რადგან ეს
ნომერი გამოვიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ირკუტსკში ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზი
ჩასულიყო. ის მაშინ შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობდა. ჩემი პირველი წერილიც სწორედ
ამ ნომერში იყო მოთავსებული. ვბეჭდავდი კორესპოდენციებს ომსკის გაზეთშიაც «სტეპნოი კრაი». აქ ჩემმა წერილებმა უს
ტკამენოგორსკის საქალაქო საქმეებზე დიდი ალიაქოთი გამოიწვია: გუბერნატორმა
გამგეობის რევიზია დანიშნა, ხოლო შეურაცყოფილმა გამგეობის მდივანმა დიფამაციისათვის
რედაქციას უჩივლა. რედაქტორმა სირომიატნიკოვმა მომთხოვა ბრალდებათა დამამტკიცებელი
საბუთები, მაგრამ ასეთი საბუთების მოპოება შეუძლებელი იყო და სასამართლომ
რედაქტორი დააჯარიმა. გარდა ამისა, განვიზრახე მეტერეოლოგიურ სადგურის დაარსება (საქმე ვიცოდი, რადგან
გიმნაზიაში რამდენიმე წელს სხვა ამხანაგებთან ერთად და მათემატიკის მასწავლებლის ელ
ჩუკოვის ხელმძღვანელობით, განვაგებდი გიმნაზიაში არსებულ სამეტერეოლოგიო სადგურს).
მთელ სემიპალატინსკის ოლქში, რომელიც სივრცით აღემატება პრუსიის ტერიტორიას,
ასეთი სადგური არ არსებობდა. გავუგზავნე სათანადო მოხსენება პეტერბურგის მთავარ
ფიზიკურ ობსერვატორიას; ამან დახმარება სთხოვა ომსკის გენ-გუბერნატორს.
გენ.-გუბერნატორი თანაგრძნობით მიეგება საქმეს და გადასდო 500 მანეთი. მალე
პეტერბურგიდან მომივიდა მეორე ხარისხის სამეტერეოლოგიო სადგურების ყველა
ინსტრუმენტი და იარაღები (1-ლი ხარისხის სადგურები რუსეთის 8-10 დიდ ქალაქებში იყო
მხოლოდ). შევუდექ სადგურის გამართვას; ჩემი ბინის ეზოში დაიდგა «ბუდკა»,
ტერმომეტრები, წვიმისა და თოვლის საზომი და სხვა. აგრეთვე აიმართა დიდი, რამდენიმე
საჟენიანი ბოძი ფლიუგერისთვის. ამ მზადებამ და აგებამ დიდი სენსაცია გამოიწვია იმ
მიყრუებულ კუთხეში. მთელი ქალაქი მიდიოდა საყურებლად. სოფლებიდან საგანგებოდ
მიდიოდენ ცხენოსანი ყირგიზები, მთელი საათობით იდგნენ ღობესთან და შესცქეროდენ
ფლიუგერის მოძრაობას. ზაფხულში უსტკამენოგორსკს მოვიდა საქმეებისათვის
გენ-გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი საგანგებო მინდობილებათა მოხელე, შტაბის
ოფიცერი ვ ე რ ნ ე რ ი. (ძმა გამოჩენილი საერობო სტატისტიკოსის და ცნობილ
მწერლისა). სხვათა შორის ამას დავალებული ჰქონდა ჩემი სადგურის დათვალიერება. ერთი
კვირა დაჰყო ჩვენს ქალაქში ვერნერმა, ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან და ახლო გავიცანი.
ის ერთ დროს თვითონ დაისაჯა პოლიტიკურ რწმენისათვის და ევროპის ჩრდილოეთ რუსეთის
ერთ-ერთ გუბერნიაში იყო გაგზავნილი. სხვათა შორის ქართველებს იცნობდა და ზოგიერთი
თავისი მოგონება მათ შესახებ გამიზიარა. მოგითხრობთ ორიოდეს, რომელიც დამახსოვდა. იცნობდა გიორგი ზდანოვიჩს და ძალიან აქებდა: დიდი ნიჭის და რკინის ენერგიის ახალგაზრდა იყოო. იმის დაჭერაზე
ვერნერმა შემდეგი ამბავი მიამბო: გიორგი დიდ მონაწილეობას იღებდა სამოცდაათიან
წლების რევოლუციონურ მოძრაობაში. პოლიცია დიდი გულმოდგინებით დაეძებდა «რიჟის» (ზდანოვიჩის
რევოლუციონური ფსევდონიმი), ბოლოს დაიჭირეს ერთი რევოლუციონერი, რომელზედაც ეჭვი
შეიტანეს, ზდანოვიჩი არისო. მაგრამ ის გარემოება აფიქრებდათ ჟანდარმებს, რომ დაჭე
რილი სრულიად ბრუნეტი იყო და არა ქერა. გიორგის ციხეში საღებავი წამალი აღარ ჰქონდა,
თმამ თანდათან ბუნებრივი ფერი მიიღო. ერთხელ კამერაში შემოვიდა ჟანდარმის ოფიცერი
და მიესალმა;L გაუმარჯოს ბატონ «რიჟასაო». გიორგი იძულებული გახდა ვინაობა გამოემ
ჟღავნებინაო. როცა რუს-ოსმალთა ომი დაიწყო, ვერნერი გადასახლებული ყოფილა და სამხედრო მი
ნისტრისათვის უთხოვნია: მომქმედ ჯარში გამაგზავნეთო. სამხედრო მინისტრი დასთანხმე
ბია და ვერნერი კავკასიის სამხედრო ველზე გაუგზავნია ყარსის რაიონში. იქ ჩამრიცხენ, განაგრძო ვერნერმა, ქართველ თავად ჯანდიერის პოლკში. საოცარი
იყო ამ ჯანდიერის გულადობა, სიმამაცე. ბევრჯერ საშინელ გაჭირვებულ მდგომარეობაში
მინახავს და ერთხელაც არ დაუკარგავს სულის სიმშვიდე: დინჯად, აუჩქარებლად იქცეოდა,
თითქო თავის კაბინეთში ზისო. ეს რაღაც სხვანაირი მამაცობა იყო, აღმოსავლურ
ფატალიზმის შედეგი უნდა იყოს ასეთი მამაცობა. ერთხელ მთის ძირში ვიდექით. მთის
გადაღმა ოსმალთა ძლიერი ბანაკი იყო. ჯანდიერმა გამოიწვია მსურველები მტრის ბანაკის დასაზვერავად;
მაგრამ იმათი ცნობებით არ დაკმაყოფილდა, შეჯდა ცხენზე და ორიოდ ყაზახის თანხლებით
პირდაპირ მთის აღმართს შეუდგა. მთის წვერს რომ მიუახლოვდა, ყაზახები დასტოვა და
მარტო ავიდა. ოსმალებმა დაინახეს და საშინელი სროლა ასტეხეს. ჯანდიერი
დამშვიდებით იდგა და დურბინდით ათვალიერებდა მტრის ბანაკს. რამდენიმე წუთის შემდეგ
აუჩქარებლად მობრუნდა და ჩვენსკენ დაეშვა. მახსოვს კიდევ სასაცილო შემთხვევა: ერთ საღამოს ჩვენი პოლკი, პოზიციის გამოცვლის
დროს მოულოდნელად შეეხეჩა თავისზე ბევრად უფრო დიდრიცხოვანს ოსმალთა რაზმს. მცირე
შებრძოლების შემდეგ ჩვენი ჯარი დაიქსაქსა და უკუგდებულ იქნა. ზოგ ოფიცრების
დაბნევისა და სიმხდალის გამო ჩვენი პოლკის უკანდახევა დიდის არევ-დარევით და უწესოე
ბით მოხდა. მეორე დღეს ჯანდიერმა ყველა ოფიცრები დაიბარა და თავის კარავთან დაამ
წკრივა. ერთხელ აუარა ამ ფრონტს, შემდეგ შუა ალაგას გაჩერდა და დაიღრიალა «გრცხვენო
დესთ, გრცხვენოდესთო». შემდეგ ენერგიულად გადააფურთხა და ხმის ამოუღებლივ თავის
კარავში შევიდა. ოფიცრობა მეტად გააჯავრა ასეთ ფორმით გამოთქმულმა საყვედურმა, მაგ
რამ ხმის ამოღება ვერ გაბედეს და დაიშალნენ. 1893 წლის გაზაფხულში ბევრ ამხანაგს ვადა გაუთავდა და რუსეთში წავიდა. დავრჩით
ოთხნი, რომელთაგან ორი კიდევ წავიდოდა შემოდგომაზე. ასე რომ მთელი წელიწადი მარტო
ორნი უნდა დავრჩენილიყავით უსტკამენოგორსკში. ცალკე მოსალოდნელმა მარტოობამ, ცალკე
იმან, რომ მეტად მომბეზრდა ამ ქალაქში ცხოვრება, მაფიქრებინეს სხვაგან სადმე გადას
ვლა; ამ ხანაში წარმოუდგენელად მწყუროდა სამშობლოში დაბრუნება. ვინც იძულებით არ
მოჰშორებია სამშობლოს, იმან არ იცის, რა არის ეს ფიქრი სამშობლოზე, ეს მწარე სევდა.
ქართულად ვინმესთან დალაპარაკება იმ დროს ჩემთვის საოცნებო რამ იყო. ქართულ
წიგნებსა და «ივერიას», რომელიც მომდიოდა მაშინ, ისეთის გულმოდგინეობით და სიყვარულით ვკით
ხულობდი, როგორც არასდროს მქონია წინად; გაზეთში განცხადებასაც კი არ ვტოვებდი წაუ
კითხავად. ერთხელ შემთხვევით გავიგე, რომ უსტკამენოგორსკის ცენტრალურ საკატორღო ციხეში ორი
ქართველი ტუსაღი ყოფილა. წავიყვანე ნაცნობი ყაზახის ოფიცერი და მივედი კატორღის
უფროსთან. ბევრი ვეხვეწე მოეცა ჩემთვის ნება იმათი ნახვისა, მაგრამ არაფერი
გამივიდა: რომ გამიგონ პოლიტიკური გადმოსახლებული ციხეში შევუშვი, სამსახურიდან გამაგ
დებენო. მეორედ ერთმა ამხანაგმა შემოირბინა ჩემთან და მითხრა: დღეს დილით ქალაქში ერთი
ახალი პირი გაჩნდა, ჩერქესკაშია გამოწყობილი და ნაბადი ხურავს, თქვენი «ზემლიაკი»
უნდა იყოსო; მაშინვე გავექანე იმის საძებნად. მივედი; გავეცანი; აღმოჩნდა
სამსახურისაგან გადამდგარი თერგის ოლქის ყაზახი ოფიცერი. ასეთ სანტიმენტალურ
გუნებაზედაც კი მომიყვანა მაშინდელმა გადასახლებამ. ბოლოს განვიზრახე მეხუთე
წელიწადი სხვაგან გამეტარებინა და გავგზავნე შინ. საქმეთა სამინისტროში თხოვნა
აკმოლინსკის ოლქის ქალაქ პეტროპავლოვსკში გადაყვანის შესახებ. პასუხი მხოლოდ
შემოდგომაზე მომივიდა; ნება მომცეს და მიუხედავად იმისა, რომ ვადის დასრულებამდე
7-8 თვე მაკლდა, მაინც ვარჩიე წასვლა. გადავეცი სამეტერეოლოგიო სადგური ერთ
ადგილობრივ მცხოვრებს და ჩრდილოეთისაკენ გავწიე; პეტროპავლოვსკში პოლიტიკური
სამი-ოთხი დამხვდა. ახალ ალაგს და ახალ ამხანაგებში ცოტა არ იყოს გავერთე და 3 თვემ
შეუმჩნევლად გაირბინა. ბოლოს დადგა სანატრელი, საოცნებო დღე 1894 წლის 14 ივნისი.
სწორედ იმავ დღეს გამოვეთხოვე პეტროპავლოვსკს და მომავლის იმედებით სავსე
სამშობლოში გამოვემგზავრე. |
![]() |
15 XIV. ტფილისში ჩამოსვლა და დაბინავება. ხანმოკლე «სახელმწიფო» სამსახური, - პირველი ვიზიტი ილია ჭავჭავაძესთან და `ივერიის» რედაქციაში მუშაობის დაწყება. |
▲ზევით დაბრუნება |
XIV. ტფილისში ჩამოსვლა და დაბინავება. ხანმოკლე «სახელმწიფო» სამსახური, - პირველი ვიზიტი ილია ჭავჭავაძესთან და `ივერიის» რედაქციაში მუშაობის დაწყება. ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვედი ტფილისს და გადავწყვიტე აქ დარჩენა საცხოვრებ-
ლად, რადგან ჩემი უეჭველი განზრახვა იყო ქართულ პრესაში მიმეღო მონაწილეობა. იმთა-
ვითვე ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ გავბედე: მინდოდა ჯერ ქართველ საზოგადოე-
ბას, მწერლებს და მოღვაწეებს გავცნობოდი, მინდოდა ადგილობრივი ცხოვრება, ჩვენი
ჟამთა სიავე, ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესები და საქმეები უკეთ გამეცნო. მინდოდა
აგრეთვე წ. კ. საზოგადოების ბიბლიოთეკის შემწეობით შემევსო ის საკმაოდ დიდი ნაკლი,
რომელსაც ვგრძნობდი ქართულ ისტორიისა და ლიტერატურის ცოდნაში ამიტომ დავაპირე რაიმე
ადგი- ლის მოძებნა, რომელიც არ დამიშლიდა არც მეცადინეობას, არც შემდეგში
მწერლობაში მონა- წილეობის მიღებას და თან საჭირო საღსარს მომცემდა ცხოვრებისათვის,
მით უფრო, რომ უკ- ვე ოჯახის პატრონი ვიყავი. ადგილი მალე მოვძებნე რკინის გზის სამმართველოს სამეურნეო განყოფილებაში. ჩემი
სამსახური ხანგრძლივი არ ყოფილა. დუხჭირმა ძალამ, რომელმაც ჯერ უნივერსიტეტს დამა-
შორა და მერე ცხრა მთას იქით გადამისროლა, კიდევ ჩამკრა წიხლი (ვაი, რომ ახლაც არა
უკა- ნასკნელად). ერთ დილას მე დამიბარა თვით რკინის გზის უფროსმა (თუარა ვცდები
პუშეჩნი- კოვმა). ჩემს განყოფილებაში ყველას გაუკვირდა, რადგან მართლა გაუგებარი
იყო, რა საქმე ჰქონდა შედარებით პატარა მოხელესთან რკინის გზების უფროსს. მივედი და
მისაღებ ოთახში კოტე მესხი დამხვდა, რომელმაც აგრეთვე რკინის გზის სამმართველოში,
საკომერციო განყო- ფილებაში იშოვა ადგილი. როცა გავიგე, ისიც დაბარებულია, გულმა
მიგრძნო, რომ აქ რაღაც «პოლიტიკური მიზეზი» უნდა იყოს მეთქი. პატარა ხნის შემდეგ უფროსმა მიგვიწვია თავის
კა- ბინეთში და კონფიდენციალურად გამოგვიცხადა: პეტერბურგიდან გზათა სამინისტროს
გან- კარგულება მივიღეთ, რომ თქვენ გამორიცხულნი ხართ სამსახურიდანაო. რატომ, რა
დავაშა- ვეთ? შევეკითხეთ ჩვენ, მაგრამ უფროსმა გვითხრა, არაფერი ვიციო და გადაკვრით
გაგვაგებინა, რომ აქ რკინის გზა არაფერ შუაშია: სხვა უწყების საქმე იქნებაო... ცხადი იყო, რომელი უწყება გვისწორდებოდა, მაგრამ გასინჯეთ, დააფასეთ იმ გაბოროტე-
ბულ «უწყების» სიმკაცრე, რომელსაც არ ეყო არც უნივერსიტეტიდან ჩვენი გაძევება, არც
ციხე- ში დიდი ხნით დამწყვდევა, არც ციმბირში ხუთი წლით გადაკარგვა და ეს წიხლიც
კიდევ მოგვაყოლა. ასეთ დამარცხების შემდეგ მე თავი დავანებე ახალ ცდას სამსახურის
ძებნისათვის და საბოლოოდ გადავწყვიტე «სამწერლო ასპარეზისათვის» მიმემართნა იმ
ვადამდე, რომე- ლიც წინად დავიდე. ნიკო ნიკოლაძის ოჯახში გაცნობილი მყავდა დავით გურამიშვილი და იმასა ვთხოვე ილია ჭავჭავაძესთან წავეყვანე. 1895 წლის იანვრის შუა რიცხვებში,
კვირა დღეს წავე- დით ილიასთან, რომელიც მაშინ იდგა თავის დის სახლში, ავჭალის
ქუჩის ბოლოს; იქვე იყო «ივერიის» რედაქცია, სადაც ვაპირებდი მუშაობის დაწყებას. გულის ფანცქალით მივსდევდი
კიბეზე დავით გურამიშვილს. ფიქრი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ პირისპირ უნდა მენახა
ის, ვისაც ცხოვრების რიჟრაჟზე შორიდან თაყვანს ვსცემდი, მახარებდა და მაღელვებდა
საშინ- ლად. მადამ სიუვარი მოგვითხრობს თავის მემუარებში, როგორის გრძნობით მივიდა
ფერნეი- ში ვოლტერის სანახავად. «წმ. ტერეზას ღვთისმშობლისადმი გიჟურს
აღფრთოვანებას გადაა- ჭარბა ჩემმა გრძნობამ და აღელვებამ, როცა დიდებულ ვოლტერის
კაბინეთში შევედიო». გი- ჟურ აღფრთოვანების რა მოგახსენოთ, აქამდე არ მივსულვარ, და
ვერც მოვიდოდი, რადგან ილიას, როგორც პუბლიცისტს, მაშინაც კრიტიკულად ვუცქერდი,
მაგრამ დიდად აღელვებუ- ლი რომ ვიყავი, ეს ცხადია. პატარა ოთახში, რომელშიაც ჩვენ შევედით, წიგნების მეტი ვერაფერი დავინახე: წიგნები
შკაფზე, წიგნები დიდ თაროზე, დიდი მაგიდა, წიგნებით დატვირთული. ილია ხალათში, გა-
მოწყობილი, მაგიდას უჯდა და რაღაცას სწერდა. წამოდგა და მეტად სიმპატიურის ღიმილით
მოგვესალმა. დ. ა. გურამიშვილმა წარმადგინა, გადასცა ჩემი განზრახვა და თხოვნა...
ილიამ რა- ღაცები მითხრა, მაგრამ მე იმდენად დავიბენი, რომ არაფერი მესმოდა და
გაჩუმებული ვიჯექი. პატარა ხნის შემდეგ ილია მომიბრუნდა და მითხრა: - ვიცი თქვენი თავგადასავალი და ახლანდელი განზრახვაც: გუშინ უკვე გადმომცა დათი-
კომ (დავით გურამიშვილს გულისხმობდა), მაგრამ წარმოდგენილი გაქვთ რა ეკლის გზაზე
დგებით, ქართული მწერლობა ვერაფერს მოგიტანთ, ტანჯვის მეტს. მე ვუპასუხე, რომ აქამდე თუ სხვისთვის ვიტანჯებოდი, ამიერიდან უფრო დიდი საქმის
გამო მაინც შემხვდება ტანჯვა, რაც სრულებით არ მაშინებს-მეთქი. - კარგი, - განაგრძო ილიამ, - დაიწყეთ მუშაობა რედაქციაში. სასყიდელს ამთავითვე
დიდს ვერ მოგცემთ. მერე ვნახოთ! ამ დროს კაბინეთში სხვები შემოვიდენ და ამით გათავდა ჩემი პირველი, იმხანად მოკლე
აუდიენცია ილიასთან. მეორე დღეს მე უკვე «ივერიის» რედაქციაში ვიყავი და მუშაობას
შევუ- დექი. |
![]() |
16 XV. 90-იანი წლების რეაქცია. Бессмысленные мечтания. ორი ბანაკი: «კვალი» და დასელები, «ივერია» და ძველი თაობა. უპარტიო დემოკრატები ამ ბანაკებს გარეშე. ჩემი პოზიცია, პოზიციის გაურკვევლობის მიზეზები: საცენზურო პირობები და სხვა. რაფიელ ერისთავი. ეროვნული და აგრარული პრობლემები. ურთიერთობა დასელებთან. კ. ჩხეიძე., ფ. მახარაძე, მიხა ჩოდრიშვილი და სხვები. |
▲ზევით დაბრუნება |
XV.
ამგვარად, ჩემი გამოსვლა ქართულ სალიტერატურო და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოხ-
და ოთხმოცდაათიან წლებში. შავბნელი დრო იყო ის დრო რუსეთში და, მაშასადამე, ჩვენშიაც. ის იყო რუსეთის
ტახტზე ავიდა ახალი თვითმპყრობელი ნიკოლოზ მეორე. როცა ეს უკანასკნელი
წარმომადგენელი რომანოვების სამეფო გვარისა მემკვიდრედ იყო, რუსთა ლიბერალურ
საზოგადოებაში დაჟი- ნებით იმეორებდენ, არავინ იცის რაზე დამყარებულ ლეგენდას,
«ცესარევიჩი ნიკოლოზი» ლი- ბერალი არისო და პაპამისის ალექსანდრე მეორის
ლიბერალურ რეფორმების განგრძობის მომხრეაო. ტახტზე ასვლისთანავე ახალმა თვითმპყრობელმა უმოწყალოდ დაამსხვრია ეს ლეგენდა.
1895 წელს მას წარუდგნენ ერობისა და ქალაქების წარმომადგენლები ცნობილ მოღვაწის
ს. ტრუბეცკოის მეთაურობით, მიულოცეს ტახტზე ასვლა და გადაკვრით მოახსენეს ის
იმედი, რომელიც ლიბერალურ საზოგადოებაში ღვიოდა. ნიკოლოზმა ამის საპასუხოდ
წაიკითხა წი- ნადვე დამზადებული მოკლე სიტყვა, რომელშიაც გარკვევით იყო
აღნიშნული, რომ ის განაგ- რძობს მამის, ალექსანდრე მესამის პოლიტიკას და «ყოველგვარი
«უაზრო ოცნება» უკუგდე- ბულ უნდა იქნასო. მაშინ დაჟინებით ამბობდენ:
პობედონოსცევის მიერ შედგენილ სიტყვაში ეწერა «безпочвенные мечтания» (უნიადაგო
ოცნება), ნიკოლოზმა-კი პობედონოსცევის რეაქცი- ონერობასაც გადააჭარბა და ერის
წარმომადგენლებს «бессмысленные мечтания» (უაზრო ოც- ნება) მიახალაო. მართლაც ახალი მეფობა გამოდგა უფრო დაბალი ხარისხისა და დამახინჯებული კოპიო
ძველის რეაქციონური პოლიტიკისა. ნიკოლოზ მეორე ისე, როგორც მამამისი, ცდილობდა
ფე- ოდალურ პოლიტიკურ რეჟიმის გამაგრებას, სასტიკად სდევნიდა და ანადგურებდა
ლიბერა- ლიზმის ყოველგვარ ნასახს. რუსეთის, ლიბერალური საზოგადოება
სასოწარკვეთილებას მიე- ცა და გაჩუმდა. ის ვერ ამჩნევდა, ვერ ხედავდა, რომ
ყოველივე ეს ზედაპირი იყო მხოლოდ და რომ იქ, ცხოვრების სიღრმეში, შეუმჩნევლად
და მედგრად ვითარდებოდა ახალი ხანა, ცხოვ- რების ახალი საფუძვლები; ვერ ხედავდა
ნათლად, რომ ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ რუსეთი გაევროპიელების გზას დაადგა,
რომ ფეოდალურ-პოლიციური წესწყობილება თან- დათან ირღვევა და მის ნაცვლად ფეხს
იკიდებს კაპიტალისტური წყობილება და ბურჟუაზიუ- ლი ხანა. ამ ახალი ვითარების
შეჩერება და ისტორიის ბორბლების უკუღმა დატრიალება არ შეეძლო არც ალექსანდრე
მესამის და არც ნიკოლოზ მეორის ცდას, რეპრესიებსა და ჯალათო- ბას. თუ ამას ვერ
ხედავდა რუსთა ლიბერალური საზოგადოება და სასოწარკვეთილი გაჩუმ- და. სამაგიეროდ
ამას კარგად ხედავდენ რუსეთის რევოლუციონური ძალები და ამათ გააცხო- ველეს
თავისი მუშაობა. მათთვის ცხადი იყო, რომ ძველი რეჟიმის აღსასრული მოახლოვებუ-
ლია და იმ დღიდან ნიკოლოზ მეორე სარევოლიუციო პრესაში მონათლულია «ნიკოლოზ მე-
ორედ და უკანასკნელად». ამის მთავარი თავდები ის იყო, რომ ინტელიგენციის
ნაცვლად პო- ლიტიკურ ბრძოლის ასპარეზზე იმ ხანებში თვით ხალხმა დაიწყო გამოსვლა. რა თქმა უნდა, როცა რუსეთში გაძლიერდა რეაქცია, ჩვენს ქვეყანას უარესი დღე
დაადგა. მართლაც დაახლოებით იმ დროიდან დაიწყო საერთოდ განაპირა ქვეყნებში და
კერძოდ სა- ქართველოში გაშმაგებული რეაქცია. თუ რუსეთში ამ რეაქციამ მიზანში
ინტელიგენცია და მშრომელი ხალხი ამოიღო, ჩვენში დევნა და განადგურება მთელს ერს
არგუნეს, მეფის მოად- გილეების - დონდუკოვ-კორსაკოვის, შერემეტიევის, გოლიცინის
და სხვათა მიზანი გახდა ძი- რიან-ფესვიანად აღმოეფხვრათ ეროვნული კულტურა და
გაეძლიერებინათ გამარუსებელი პოლიტიკა. სწორედ ამ ხანას ეკუთვნის
შიდა-რუსეთიდან ჩვენში გადმოსახლების პოლიტი- კის გაძლიერება, ტირიფონის ველისა
და მის გარშემო სოფლების გაუქმებისა და იქ სამხედრო პლაცდარმის გაშენების
პროექტი, ჩვენი ჯარისკაცების გადაყვანა ჩრდილოეთში, ჩვენი ახალ- გაზრდობისათვის
სახელმწიფო სამსახურის კარების დაკეტვა საქართველოში, ქართული პირველდაწყებითი
სკოლის გაუქმებაც-კი, ყველა იმ რეფორმების გადადება შორი დროის- თვის, რომელიც
დღის წესრიგში მაინც იყო წინად (ერობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, უმაღლესი
სასწავლებლის დაარსება) და სხვა. აი ამ შავბნელ დროში მოხდა ჩემი გამოსვლა ქართულ სალიტერატურო და საზოგადოებ-
რივ სარბიელზე. სალიტერატურო ასპარეზზე ჩემ თვალწინ იდგა ორი ბანაკი. ერთის
მხრით ძველი, ეროვნული, უმთავრესად თავად-აზნაურული ინტელიგენცია, მეორის მხრით,
ახალი დემოკრატიული ნაკადული - ეგრეთწოდებული «მესამე დასი». პირველი ბანაკის
ორგანო იყო ილია ჭავჭავაძის «ივერია», ხოლო მეორის გიორგი წერეთლის «კვალი». ამ ორ ბა- ნაკს შუა იდგა განცალკევებული პატარა ჯგუფი
ქართველ ინტელიგენციისა, რომელიც სავსე- ბით ვერ მიემხრებოდა ვერც პირველს და
ვერც მეორე ბანაკს. აქ იყვნენ: გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), ალექსანდრე ნანეიშვილი(ა. ნ-ლი, ნ ა-ლ ი), სტეფანე ჭრელაშვილი (სანო), რომანოზ ფანცხავა (ხომლელი), იაკობ ფანცხავა (ფ ხ ა), დიმ. მაჩხანელი და სხვანი;
შემდეგ ამავ ჯგუფს მიემატნენ ვასილ წერეთელი, (ვ. წ.), კიტა
აბაშიძე, ილია ნაკაშიძე და სხვანი. ამ ჯგუფიდან ზოგი შეეხიზნა «ივერია-მოამ-
ბეს» (მაიაშვილი, ნანეიშვილი, ვასილ წერეთელი, კიტა აბაშიძე), ზოგი «კვალს» (რომანოზ
და იაკობ ფანცხავები). როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე «ივერია» ავირჩიე და დროებით
იქ შევაფარე თავი. ამის მიხედვით რომ ვიანგარიშოთ, ჩემი სიმპატიები უფრო «კვალისკენ» უნდა
ყოფილიყო მიმართული, ვიდრე «ივერიისკენ». მაგრამ იყო ერთი გარემოება, რომელმაც
სამუდამოდ დამა- შორა ქართველ მარქსისტებს, და, ბოლოს, საკუთარ ნავთსაყუდელში
მიმიყვანა, სოციალიზმ- ფედერალიზმის ნავთსაყუდელში. ეს იყო ეროვნული საკითხი.
ჩემთვის ეს საკითხი ყოველ- თვის იყო განსაკუთრებულის ღირებულებისა, ამავე დროს
საკუთარი თვითკმარი ღირსებუ- ლებისა, რომელსაც ვერ დაფარავდა და ვერც
დაჩრდილავდა ვერც ერთი სოციალისტური მსოფლმხედველობა. ჩემი ღრმა რწმენა იყო,
რომ თანამედროვე სოციალურ წესწყობილებაში- ვე უნდა მოხდეს და შეიძლება მოხდეს
დამონავებული ერის განთავისუფლება ამა თუ იმ სა- ხით. ეროვნულ პრობლემას,
ამგვარად, უპირველეს მნიშვნელობას ვაძლევდი და ამიტომ პო- ლიტიკურ ბრძოლას
პირველ ადგილს ვაკუთვნებდი. პირველ ჩემ წერილებში, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდი, პოლიტიკურ ბრძოლას და
თვითმპყრობელობის დამხობასთან ერთად, ვგულისხმობდი ეროვნულ საკითხის რეალუ- რად
დაყენებას. ამიტომ ადვილად წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე ის პოზიცია,
რო- მელზედაც იდგა ამ საკითხში მესამე დასი. მათთვის ეროვნული საკითხი სრულებით
არ არსე- ბობდა, მუშას სამშობლო არ აქვსო, ერი განთავისუფლდება, როცა
სოციალიზმი განხორციელ- დებაო, მანამდის კი ყოველი ამგვარი ცდა მესამე
დასელებმა მონათლეს ფეოდალურ, ან წვრილ-ბურჟუაზიულ მისწრაფებად, თავის კლასიურ
ან წოდებრივ ბატონობის გამაგრები- სათვის... რა თქმა უნდა, მე ვერას გზით ვერ შევურიგდებოდი ასეთ თვალსაზრისს. ახლა რომ გადავათვალიერე ჩემი იმ დროის ნაწერები ამ საგანზე, მესამე დასელების
პოლე- მიკა, გამაკვირვა ამ პოლემიკის და წერილების სიმკრთალემ. კარგად მახსოვს,
როგორ ვიყავი გატაცებული ეროვნულის იდეით ერთის მხრით და სოციალისტურის
მისწრაფებით მეორე მხრით. მაგრამ ჩემს წერილებს არაფერი აცხია ამ გატაცების,
კიდევ მეტი - საკითხები არცკი არის საკმაოდ გაშუქებული. ეს გარემოება ერთის
მხრით, რასაკვირველია, აიხსნება ჩემი სამ- წერლო ნიჭისა და ტალანტის სისუსტით,
მეორე მხრით, რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სა- ზოგადოებრივობის ისტორიისათვის,
იმ პირობებით, რომელშიაც მომიხდა მუშაობა. ვგუ- ლისხმობ მაშინდელ საცენზურო
პირობებს. მაშინ შეუძლებელი იყო ეროვნული საკითხის დაყენება, მისი რეალურ
შინაარსის გარკვევა. ვერ იქნა და ვერ მოვახერხე მთელი წლის განმავ- ლობაში,
სიტყვა «ადგილობრივი ეროვნული თვითმართველობა» ვერსად გავაპარე. 1895 წელს
გარდაიცვალა ციმბირის ცნობილი პატრიოტი იადრინცევი. განვიზრახე ამ
გარემოებით მესარგებლა და, რადგან იადრინცევი გადამეტებული ავტონომისტი,
თითქმის სეპარატისტი იყო, აღმეძრა საკითხი დეცენტრალიზაციის, ფართო ადგილობრივ
თვითმართველობის შესა- ხებ. დავწერე ვეებერთელა წერილი, სამი ფელეტონი გამოვიდა. მაგრამ, ცენზორი
მიმიხვდა ეშმაკობას, შემიმოკლა და შემიტრუსა წერილი იმნაირად, რომ ძლივს ერთი
მკრთალი ფელე- ტონი დაიბეჭდა («ივერია» 1895). იმ დროში «მესამე დასელებს» უფრო
თავისუფლად შეეძ- ლოთ წერა, ვიდრე ჩვენ. რუსეთში, რუსულ პრესაში იმხანად უკვე
დამკვიდრდა ლეგალური მარქსიზმი, რომელიც ცოტად თუ ბევრად თავისუფლად მსჯელობდა
ბევრ საჭირბოროტო და სახიფათო პოლიტიკურ და ეკონომიურ საკითხზე. მარქსისტების
მიერ რუსულ ლიტერა- ტურაში დაპყრობილ პოზიციებზე ჩვენს მესამე დასელებსაც
გაუადვილდათ დაყრდნობა. ჩვენც მათის წყალობით ვსწერდით კაპიტალიზმზე,
კოლექტივიზმზე, «ზედნაშენის» მოსპო- ბაზე. მაგრამ ეროვნულ საკითხზე, ცოტა თუ
ბევრად ფართოდ და რეალურად ლაპარაკი შე- უძლებელი იყო. ჩვენს ცენზორად იმხანად იყო ქართველთა საყვარელი მგოსანი
რაფიელ ერისთავი. რასაკვირველია, ის ჯალათი არ იყო ჩვენი ლიტერატურისა, პირიქით ჩვენზე
უფრო პატ- რიოტი და მოსურნე ქართულ ლიტერატურის განვითარებისა, მაგრამ, საერთო
პირობები და სისტემა ისეთი იყო, რომ რაფიელი ყოველ მხრით შეზღუდული იყო. საცენზურო საქმეებს ასრულებდა კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ იყო გ ა კ კ ე ლ
ი, მის უფროს თანაშემწედ ქიშმიშევი, რუსულ ენის ცენზორად - ნ ო ფ ა ლ
ი, სომხურისა, თუ არა ვცდები, კარახანოვი. ქართველ, სომეხ და რუს
ცენზორებს ყოველივე პრინციპიალუ- რი და მნიშვნელოვანი წერილი უნდა მოეხსენებიათ
კომიტეტისათვის, რომელიც ამგვარად ასრულებდა მთავარ ზედამხედველისა და ჯალათის
როლს. ქართველ ცენზორებად შემდეგ- შიაც იყვნენ ჩვენი ლიტერატურისათვის ბევრად
თუ ცოტად თავგამოდებულნი და კეთილის მსურველი ადამიანები: ცნობილი საზოგადო
მოღვაწე გიორგი ჟურული, ცნობილი ჟურ- ნალისტი და მოღვაწე პართენ
გოთუა და ბოლოს აგრეთვე ცნობილი მთარგმნელი ი ვ. პოლუმორდვინოვი. ყველას ამათ იმ ხანებში ჩვენ ვერიდებოდით და ვლანძღავდით, მაგრამ სი-
მართლისათვის უნდა ითქვას, რომ არც ერთი მათგანი ჯალათი არ ყოფილა. მხოლოდ
იმგვარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული, რომ ან უნდა წასულიყვნენ სამსახურიდან, ან
უნდა დამორჩი- ლებოდენ სასტიკ წესდებას. კიდევაც იმიტომ იყო, რომ დიდხანს არც
ერთს არ შერჩა ეს უსია- მოვნო თანამდებობა. მე პირადად ბევრჯერ მქონია უსიამოვნო შეტაკება ცენზორებთან, მაგრამ ბოლოს დავ-
წყნარდი და დავემორჩილე სასტიკ რეჟიმს იმდენად, რომ თვით შევიქენი ჩემთვის და
სხვა თა- ნამშრომლებისათვის «მრისხანე» ცენზორი. სხვადასხვა პრინციპიალურ
წერილების გამო შე- ტაკებაზე აღარაფერს ვიტყვი, აღვნიშნავ მხოლოდ რამდენსამე
დამახასიათებელ წვრილმან კურიოზებს. ერთხელ ერთ წერილში მქონდა სახარებიდან ამოღებული ციტატა იმის შესახებ, რომ ხში-
რად ადამიანი სხვის თვალში ხედავს ბეწვს, მაშინ როდესაც თავის თვალში დვირეს
ვერ ამ- ჩნევს. ეს ადგილი რაფიელმა სრულიად ამოიღო. ამ გარემოებამ იმდენად
გამაკვირვა, რომ არ დავიზარე და გავწიე მგოსანთან სალაპარაკოდ. რაფიელმა
ჩვეულებრივის თავაზიანობით მი- მიღო და ღიმილით მითხრა: - კაცო, დაანებე თავი სახარებას, მღვდლებს, ჩვენს სასულიერო წოდებას, სახიფათო
ხალ- ხია. ვინ იცის, რა შარი მოგდონ. მაშინ ამგვარმა ახირებულმა განმარტებამ არ დამაკმაყოფილა, მაგრამ შემდეგში,
როცა «ივე- რია» დახურა მთავრობამ, დავაფასე რაფიელის სიტყვა და გაფრთხილება. მეორე ცენზორს სახელდობრ ნოფალს - ძალიან არ უყვარდა სიტყვა «რესპუბლიკა». «საფ-
რანგეთის რესპუბლიკას» აუცილებლად გადააკეთებდა საფრანგეთად, მესამე
რესპუბლიკის მთავრობას, საფრანგეთის მთავრობად. როცა შევეკითხე ასეთ უცნაურ
საქციელზე და მივუ- თითე, რომ სიტყვა რესპუბლიკა ოფიციალურად იხმარება რუსეთში.
დაღრეჭით მიპასუხა: - А знаете, лучше избегать таких опасных слов. Я вас прошу. ყველაზე უდიდესი კურიოზი და თანაც სავალალო კურიოზი ის იყო, რომ ჩვენ ცენზო-
რებს იმ ხანებში მეტად ეშინოდათ სიტყვა «საქართველოსი». იშვიათად თუ გაუშვებდენ
ამ სიტყვას, თორემ უმეტეს შემთხვევაში წაშლიდენ და ზედ წააწერდენ «ჩვენი
ქვეყანა». აი ამ პირობებს ჩვენი მაშინდელი ჟურნალისტიკისას ხშირად ივიწყებენ ჩვენი
წარსულის მკვლევარნი. ჩემს წინ დევს სიმონ ხუნდაძის ახლად გამოსული
წიგნი «სოციალიზ- მის ისტორიისათვის საქართველოში» ტომი II. სხვათა შორის
მკვლევარი სწერს... «პოლიტი- კურ პროგრამასთან მჭიდროდ არის შეწონილი
წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის ეროვნული პროგრამაც. რა მოგვცა ამ მხრივ ახალი
90-ანი წლების ინტელიგენციამ? თითქმის არაფერი. ისინი მტკიცედ იდგნენ სამოციანი
წლების მოღვაწეთა ეროვნულ პროგრამის ნია- დაგზე: ქართული ენის დაცვა».. და სხვ.
(გვ. 189). ეს არის ისტორიულ პერსპექტივის სრული მივიწყება. როგორ შეიძლებოდა ახალ პოლი-
ტიკურ ეროვნულ პრობლემების წამოყენება იქ, სადაც სიტყვა საქართველოც-კი
აკრძალული იყო. თითქმის ორი წელიწადი «ივერიაში» და სამი წელიწადიც «ცნობის
ფურცელში» მე და ჩე- მი უახლოესი მაშინდელი თანამშრომლები უნაყოფოდ ვცდილობდით
ეროვნულ საკითხის გაშუქებას. და სწორედ ამ გარემოებამ გვაფიქრებინა ბრძოლის
გადატანა საზღვარგარეთ, მაგ- რამ ამაზე შემდეგ. მეორე გარემოება, რომელმაც დამაშორა მესამე დასელებს, იყო საკითხი გლეხის,
სოფლის შესახებ. მესამე დასელების რწმენით ჩვენში ამ დროს სწრაფად იზრდებოდა
კაპიტალიზმი, რომელიც მალე გააპროლეტარებდა სოფელს და გამოხარშავდა გლეხს
ფაბრიკის ქვაბში. გლეხი წვრილ ბურჟუად ჰყავდათ აღიარებული და სათვალავში არ აგდებდენ მას, რო-
გორც ელემენტს ახალ ცხოვრების აშენებისათვის. მე ასეთ თვალსაზრისს ვერ
ვიზიარებდი. მე არ მწამდა კაპიტალიზმის სწრაფი განვითარების შესაძლებლობა
თანამედროვე პირობებში და ამიტომ ვფიქრობდი, რომ საჭიროა გლეხთა ცხოვრების
გაუმჯობესება სხვა და სხვა რეფორმე- ბით: მისი მიწათმფლობელობის გაფართოება,
დახმარება იაფ-ფასიან წვრილის კრედიტით, კოოპერატივების მოწყობა და სხვა.
მოკლედ რომ ვთქვათ და შემდეგი დროის ტერმინოლოგია ვიხმაროთ, მე საჭიროდ
მიმაჩნდა აგრარული პროგრამა, მესამე დასელებმა კი ამ პროგრამაზე ძალიან
დაგვიანებით დაიწყეს ლაპარაკი. ჩემმა პირველმა წერილებმა ამ საგნის შესახებ «ივერიაში» ცოტა გაუგებრობა
გამოიწვია. როგორც ახლა ვხედავ, ამ გაუგებრობის მიზეზი უმთავრესად მე თვითონ
ვიყავი. საქმე ის არის, რომ პოლემიკამ გამიტაცა და აქა-იქ უკიდურესობაში
გადამაგდო, წინააღმდეგ ჩემი მა- შინდელი რწმენისა. მე სრულიადაც არ უარვყოფდი
კაპიტალიზმის ხანის დაწყებასა და საჭი- როებას. ამ მხრით მე არ ვეთანხმებოდი
არც ნალს (ა ლ. ნანეიშვილს),
არც ვ. წ. (ვ. წერეთელს),
რომელნიც თითქმის უბედურებად სთვლიდენ ჩვენის ქვეყნისათვის კაპიტალიზმს (ვ.
წ.), ან უარყოფდენ ამ ხანის დაწყებას საქართველოში (ა. ნა-ლი). მაგრამ
მიუხედავად ჩემის რწმენისა, ზოგიერთი ადგილი ჩემი ნაწერებიდან, ვიმეორებ,
საბუთს აძლევდა მკითხველს ეფიქრა, თითქო მეც ვიზიარებდე ზემოხსენებულ მწერალთა
აზრს. მაგალითისათვის დავასა- ხელებ «კვალის» მაშინდელს მთავარ თანამშრომელს სილ. ჯიბლაძე ს, რომელიც სწერდა: «ლალის წერილებმა ბურუსში გამახვია: ვერ გაგვიგია, უარყოფს თუ არა იგი
ნაროდნიკობა- საო». შემდეგ მიხ. საღარაძე თავის წიგნში «ახალი თაობა»
პირდაპირ მიკიჟინებს წინააღ- მდეგობაში ჩავარდნას. ჩემ მიერ უკვე დასახელებულ
სიმონ ხუნდაძის ახლად გამოსულ წიგნში ავტორი მახვევს თავს ვ. წ.-ის
აზრს კაპიტალიზმის მავნებლობის შესახებ. საგაზეთო პოლემიკის გარდა, მესამე დასელებთან ჩემმა მაშინდელმა პირადმა
დამოკიდე- ბულებამ, შეხვედრამ, ურთიერთობამ დამარწმუნეს, რომ ჩვენს შორის ღრმა
უფსკრული იყო გათხრილი. თითქმის პირველ წერილების დაბეჭდვისთანავე ჩემთან მოვიდენ აწ განსვენებული
კარლო ჩხეიძე და პეტრე გელეიშვილი. დავიწყეთ საუბარი «მწვავე
საკითხებზე». კარ- ლოსა და პეტრეს უფრო აინტერესებდათ ჩემი აზრი-შეხედულება იმ
პოლემიკაზე, რომელიც მაშინ იყო მარქსისტებსა და ნაროდნიკებს შორის: უნდოდათ
გამოერკვიათ, საბოლოოდ დავ- შორდი თუ არა ნაროდნიკებსა და ნაროდოვოლცებს. მე-კი
უფრო მაინტერესებდა მათი აზრი ეროვნულ საკითხის შესახებ, მინდოდა გამომერკვია -
მართლა ისეთი ნიჰილისტები არიან ამ საკითხში, როგორც სწერენ, თუ არა. საუბარმა
ვერც ერთი მხარე ვერ დაგვაკმაყოფილა და ერ- თმანეთს ცივად დავშორდით. ამის
შემდეგ პ. გელეიშვილი და ერთი რუსი მარქსისტი - ლუზინი ხშირად დადიოდენ
ჩემთან და გვქონდა გაცხარებული დავა კაპიტალიზმზე. ეროვნულ იდეალზე,
სოციალიზმზე. ბოლოს, ჩვენი კარგი განწყობილება ურთიერთობა დაირღვა: შოვი-
ნისტად მომნათლეს და დამშორდენ. იმავ ხანებში გავიცანი «კვალის» მთავარი თანამშრომელი ახალგაზრდა მესამე დასელი
ფილიპე მახარაძე. «წერა-კითხვის საზოგადოების» სასარგებლოდ
გამართულ სეირნობაზე შევხვდით ერთმანეთს და გაგვაცნეს. არ მახსოვს - ვინ და
რატომ ჩამოაგდო ლაპარაკი შამილ- ზე. მალე საუბარში ფილიპე ჩაერია და სრულიად
საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა. რის ეროვ- ნული გმირი, რას ლაპარაკობთ: შამილი
თავის ბატონობას იცავდაო, ეშინოდა რუსებს არ შე- ერყიათ მთიელთა პატრიალქალური
ბატონყმური ურთიერთობაო. მე ყმაწვილობიდანვე თაყვანს ვსცემდი შამილს, როგორც
გმირს და თავის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლს, ამიტომ ძალიან
მეუცხოვა ფილიპე მახარაძის სიტყვები და შევები. კამათმა დამარ- წმუნა, რომ
ფილიპეც ისეთისავე უარყოფით ეკიდება ეროვნულ საკითხს, როგორც მისი თანა-
მოკალმენი «კვალში». შემდეგ გავიცანი
სილ. ჯიბლაძე, უფრო გვიან ნოე ჟორდანია და
მათთან ურთიერთობაში თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენ შორის დიდი უფსკრული იყო:
მე რო- მანტიკოსი-იდეალისტი ვიყავი, ისინი შეუდრეკელი მატერიალისტები, კლასთა
ბრძოლის თვალსაზრისზე მტკიცედ მდგარნი. მაგრამ მაშინ კიდევ არ ვფიქრობდი, რომ
მალე ჩვენს შო- რის დიდი ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდებოდა ეროვნულ საკითხის
გარშემო. ბოლოს უნდა გავიხსენო ისიც, რომ მესამე დასელთა ბანაკშიაც იყვნენ ისეთები,
რომელ- თაც აგრეთვე აღფრთოვანებდა ეროვნული იდეალი და ჯერ არ შეეტოპათ
ნიჰილიზმის მო- რევში ამ საკითხის მხრივ. აღვნიშნავ რამოდენიმე მაგალითს.
მახსოვს, ჩემთან მოვიდა ორი ახალგაზრდა; დიდი თანაგრძნობა გამომიცხადეს.
საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ ისინიც ჩემსავით ფიქრობდენ ეროვნულისა და
სოციალიზმის იდეალების შეთანხმება-შეკავშირებას. ერთი მათგანი - მიმკაშა კლიმიაშვილი მალე კიდეც დაუახლოვდა ჩვენ ჯგუფს და გვეხმარებოდა, როცა
გაზეთის გამოცემა განვიზრახეთ საზღვარგარეთ და როცა შევუდექით
სოც.-ფედერალისტთა პარტიის შექმნის საქმეს. შემდეგში, როცა მიწის სოციალიზაცია
გადმო- ვიღეთ სოც.-რევოლუციონერების პროგრამიდან, მიშა კლიმიაშვილმა თავი
დაგვიკრა და მოგ- ვშორდა: ჩვენს გლეხებში მიწის სოციალიზაციას მე ვერ
ვიქადაგებო. მახსოვს აგრეთვე პეტრე სურგულაძე. მარქსისტი იყო, მესამე
დასელებთან იყო სუ- ლით და გულით, მაგრამ ეროვნულ საკითხში ჩვენ
თანაგვიგრძნობდა. დიდხანს კარგ განწყო- ბილებაში იყო ჩვენთან. შემდეგში ის სულ
ჩამოშორდა მესამე დასელებს, მაგრამ სამუშაოდ ჩვენთანაც არ მოსულა. მახსოვს ერთხელ რედაქციაში, ის იყო ჩვენმა «ცნობის ფურცელმა» იწყო გამოსვლა, -
მოვი- და ახალგაზრდა - ალ. ლომთათიძე და ადგილი გვთხოვა. მივიღეთ
თანამშრომლად და ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა: თარგმნიდა, კორექტურას ასწორებდა და სხვა. მალე გა- მოირკვა, რომ ახალგაზრდა სტუდენტი მესამე დასელია,
მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ეროვნულ ნიჰილიზმით შეპყრობილი და ბევრ
რამეში თანაგვიგრძნობდა. - მშვენიერი აზრია. დროა, კაცო, მოაშოროთ ჩარჩები მუშა-ხელოსანს და
მომხმარებელსაც. მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს თქვენ წესდებაში: აქ სულ ხელოსანთა
უფლებაზეა ლაპარაკი, მოვალეობაზე კი არაფერია. სადაც უფლებაა, იქ მოვალეობაც
უნდა იყოსო. სათანადო შესწო- რება იქვე შევიტანეთ წესდებაში და, რამდენიმე
საათის შემდეგ, ნასიამოვნები ილიას კარგი მი- ღებითა და საინტერესო ბაასით,
ტფილისში დავბრუნდით. ჩოდრიშვილმა ბოლოს საზოგა- დოება დაარსა, მაგრამ მერე რა
ბედი ეწია მას, მე აღარ ვიცი. ჩვენ მალე დავშორდით ერთმა- ნეთს: მიხა ჩაება
მუშათა მოძრაობაში, მე საგაზეთო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მხო- ლოდ ათი
წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს ნაძალადევის ფარულ კრებებზე და შევხვდით როგორც
მოწინააღმდეგენი: მიხა ს.-დემოკრატთა პროგრამით ხელში, მე ს.-ფედ. დროშით. |
![]() |
17 |
▲ზევით დაბრუნება |