ლორთქიფანიძე ნიკო
დაგვიანებული ყვავილები (იაკობ გოგებაშვილისგარდაცვალებაზე)
მზე ჩადის. ფრინველები იბუდრებენ. ვერძები რქებგადაყრილი უსაქმოდ დადიან. ნეზვებს
თავი დაუხრიათ, აღარ სძოვენ – დანაყრდნენ. კრავებიც კი უფრო ეალერსებიან ძუძუს,
ვიდრე სწოვენ.
ყველა კმაყოფილია... და მწყემსიც.
მალე დაისვენებს მწყემსი. მერე რა ტკბილად, უდარდელად დაისვენებს! ვითომ ნადირის
შეეშინდება? არა! ფხიზელია ერთგული ძაღლი. ერთმანეთის დახმარების გრძნობით არიან
გამსჭვალული მწყემსები... და ერთი ვისიმე ძახილი ყველა ამ უთვალავ კორტოხებიდან აქ
მოყრის მთელ ჯარს.
უყურებს საღი, ძლიერი, ჯანმრთელი მწყემსი ჩამავალ მზეს; ისმენს ჟღურტულს ჩიტებისას;
შეჰხარის გამაძღარ, დასვენებულ ფარას და ნელ-ნელა ემზადება გაიშხლართოს ღრმა,
მშვიდი ძილისთვის.
გაზაფხულია. ჯერ კიდევ სველია მიწა. ნაზი ჯეჯილი ამოდის. მხვნელს გუთანი
გამოუტანია. ყვირის მეხრე. ბელტი ბელტს ედება – ჩნდება დედამიწა.
დახნავს, დაფარცხავს, დათესს, გამარგლავს და გაამოროდებს... ცა ისე არ შეიკრავს
პირს, რომ ჭირნახული სრუ- ლიად გადაუხმოს.
არა, ოქროსფერი სიმინდის კაკალი დაიწყებს ჩხრიალს ხულაში!
როცა ოფლში გაწურული, მუხლამდი მიწით გამურული მოვა შინ, დერეფანში ცოლი დახვდება,
გაუბანს ფეხს, ახლადგარეცხილ, თუმც განაცრისფერებულ პერანგს მიაწოდებს...
მივარდნილი კუთხე; დავიწყებული სოფელი. საუკეთესო ხუროთმოძღვრების ნიმუში ხის
ჩამონგრეული ეკლესიაა. ზარის რეკვა უნაზეს ხმად არის მიჩნეული, მოხუცი მნათეს
ჩიფჩიფი – უმწვერვალეს ჭეშმარიტებად. დროს პრისტავის მოსვლით ზომვენ; სივრცეს –
ქცევით; ნიჭს ცოდნა და სარბიელი არ აქვს; ცოდნას ნდობა და სიყვარული ვერ შეუძენია.
შრომას ნაყოფი არ მოაქვს.
- შკოლა დავაარსოთ, – იხვეწება ამ ქვეყნის ახალგაზრდა შვილი, – აქ არის მხოლოდ
ხსნა. თქვენს სიღარიბეს იგი უწამლებს, ღმერთს იგი შეგაგნებინებთ.
– გაჭირდა ცხოვრება. ისეც სული კბილით გვიჭირავს და მუცელი ორივე ხელით.
დაგვეხსენი.
ზუზუნებს ქარი. პაწია ბავშვები სიცივისაგან მოკრუნჩხული თითებით დაფაზე მაინც
წერენ:
„არ გავცვლი სალსა კლდეებსა
ბავშვებს რაღაც ახალი აზრი ებადება; მასწავლებელს მათი გამომეტყველება ავიწყებს,
რომ აქ ცივა, რომ მოწყვეტილია მეგობრებს, წიგნებს, საყვარელ გასართობებს...
სოფელმა, ბავშვებმა შეიგნეს მასწავლებლის ამაგი. ერთ დღეს მოვიდნენ: ყვავილები,
მტრედები და კრავები მოჰყავდათ ძვირფას მასწავლებელთან.
მასწავლებელი იწვა.
სახეზე სიმშვიდე გადაჰფენოდა. ბავშვთა ალერსით ვერ დატკბა, ყვავილთა სურნელება ვერ
იგრძნო. მტრედების ღუღუნი ვერ გაიგონა. ხუჭუჭი კრავები ვერ დაინახა. ხალხი კი ახლა
უხდიდა მადლობას და უცხადებდა აღტაცებასა და სიყვარულს.
[1912]
მწვანით მოსილი მთა-გორაკები. ფერდობში, ბალახის ძირებში მიძვრება რუ. ნაპრალში
შხუის, ჩქეფს და ხტის მდინარე. მწყემსი დაყრდნობია კომბალს. დაღლილია. დილის
რიჟრაჟმა ზე წამოაგდო. მერე ტყე-ტყე უნდა ეძოვებია და სიფრთხილე საჭირო იყო.
ყმაწვილის მუდმივმა ქადაგობამ, ჩიჩინმა, ცდამ ეკლესიის გალავანში მაინც ააგო ისლით
დახურული უჭერო და უიატაკო ქოხი – შკოლა.
უკვდავებისა ხეზედა...
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“.