The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მღვდელმონაზონ ტარასის ჩვენება (X, 1789)
ბ. რედაქტორო!

მღვდელმონაზონ ტარასის ჩვენება (X, 1789)

წყარო:  გ. გოზალიშვილი 1832 წლის შეთქმულება. ტ. 2. თბ., 1970, გვ. 413 414.
 

მაქვს პატივი რათა უმდაბლესად მოვახსენო კომისიას სამის პუნქტის პასუხი ესე.

1. რასაცა მკითხავთ პლემენნიკისათვის, იგი თქვენსგან კითხული პლემენნიკი იოსებ, არ არის პლემენნიკი ჩემი, ამისთვის რომ პეტვრბურღშიც არის მისი დედა მართა იმაზედ უკანონოდ დაორსულებული, და როდესაც მართა აქ გადმოვიდა რუსეთიდამ, მაშინ შეირთო ჩემმა ძმამ ხსენებული მართა, ჭეშმარიტი არ ვიცი ორსულზე დაიწერა ჯვარი ჩემმა ძმამ, თუ შედ შობისა, რომელსაც ეყოლა სხვათა და სხვათა სჯულიერთა შვილებთა თანა სჯულიერი შვილი გრიგოლცა, რომელიც დღესა ჰყავს ცოცხალი და სხვანი კი დახოციან. და იგი ზემო ხსენებული უკანონო შვილი მართასი იოსებ, რომელიც წიგნსა ჰწერს მართას მინახავს პეტერბურღში, როდესაც მოვიდოდი ხოლმე ათასში ერთხელ იოანე ცარევიჩთან იქ მინახავს: გარწმუნებთ ჭეშმარიტებით არ მახსოვს რომ მე იმისთვის ან ალერსით ხმა გამეცეს ან მომეკითხოს ან მელაპარაკოს როდესმე იმასთან, ან ავად და ან კარგად. და რასაც იმის წიგნისას მკითხავთ, რომელიც თქვენ მაჩვენეთ, შეუძლებელი არ რომ იმ წიგნით ეჭვი არა მოიტანოთ რა ჩემზედ, ვინაიდან თვით მეც ვიჭვნეულობ ჩემს თავზედ იმის მიხედვით იმ გვარად იწერება, რომლისათვისცა ვფიქრობ და ვერა მომიფიქრებია-რა, მაგრამ მრავალი არა სწამთ, რომ ეშმაკი მოქმედებს კაცთა ზედა განსაცდელსა: აჰა ცხადი და ახალი განსაცდელი და მანე ეშმაკისა მიერ შეთხზული წარსაწყმედელათ ჩე მდა. თორემ წმინდის სინდისით და ფიცით დაგარწმუნებთ რომ, არა თუ ეგ წიგნი მინახავს და მცოდნია არცაღა პიკი იმან ქართული წერა იცოდა თუ არა, და ვერც ვიცნობ იმის ხელსა, არცა მცო დნია მიწერ-მოწერა ჰქონდა ჩემს რძალს მართასთან თუ არა, და არც უჩვენებია მართას ეგ წიგნი ჩემთვის და არც არა პირად უთქვამს, და არც ვიცი რის ფულსა ჰსთხოვს და რა ანგარიში აქვს: ერთმანეთში, არცარა დამიშლია ამაზედ მართასთვის და არცარა ვიცირა, და ამის მეტად არც მცოდნია სად ცხოვრობდა იმ წიგნის მომწერი, ეს ამბავი ახალი სმენაა ჩემის ყურისაგან, და რასაც იმ წიგნში საშინელად მექადის მაზედ მე სინდისი ჩემი არას შემწამებს და არცარა ვიცირა რას მექადის ღვთის სახელით გარწმუნებთ.

2. ქ. მე როდესაც რუსეთიდამ გადმოველ 1830 წ. მაშინ ავედ ამ ჩემს რძალს მართასთან და რაც ჩემის ძმის დარჩომილი წიგნები იყო სამოქალაქო თუ საეკლესიო, სულ ერთიან აუწერე და ნუმრები დავასხი იმ წიგნებს და ნუსხა მე წამოვიღე, და უთხარ ხვეწნით ღვთის გულისათვის ნუ დაუფანტავ ამ წიგნებს შენს შვილსა და ნუც დაუყიდი მეთქი გამოსადეგი და ღირებული წიგნები არს შრომა არის გაწეული ამ წიგნების წერაზედ და უბრალოდ ნუ დაჰფანტავ მეთქი ავდეგ და წამოველ, მეორედ კიდევ აველ დილით ჩემი ძმისწულის გრიგოლის სკოლაში გასაგდებათ რადგან აღარ დაღიოდა, მას აქეთ არც გამივლია იმის სახლში, არცარა ვიცირა როგორ ცხოვრებს და რით ცხოვრებს და არცარას ვიკითხავდი იმის ამბავს შარშან ამოვიდა აქ მონასტერში და მოიყვანა ჩემი ძმისწული გროგოლ, ჯარში განვაწესე, ვისტუმრებ და დალოცეო, მეც დავლოცუ ჩემი ძმისწული დავარიგე და უთხარ, რადგან შკოლიდამ გამოვარდო და არ შეისრულე სწავლა და გსურს ჯარში სამსახური იქ მაინც ეცადე რომ ისწავლო რამე სამსახური და მორჩილება რომ კაცალ გამოხვიდე ხელმწიფეს ემსახურო და პური იშოვნო მეთქი, ორი ოქრო ვაჩუქე და წავიდნენ დედა შვილნი, ჭეშმარიტად არ ვიცი რომელს ჯარში განაწესა, ვისის შემწეობით, და რას სწავლისა სამსახურსა და წარმატებაში ჰყვანდა, და ან ახლა სადა ჰყავს არ ვიცირა. და არცარას ვკითხავდი და არც მივლია იმის სახლში და არც მიამებოდა მისვლა მისთვის რომ თავქარიანი დედაკაცია და თავის ნება, და ამისთვის არას დავდევდი სულ არა ვიცია იმის ცხოვრებისა, და არც ვიცი რა თანაშეკრულება ჰქონდა თარხანოვებთან, ე. კი ვიცი რომ მეზობელია, და სხვა არა ვიცირა.

3. არცარა თარხანოვებისა ვიცი, არცა გამივლია იმათ სახლჩემს დღეში არცარა მილაპარაკნია მათთან, არცარა იმათ ჩემთან არცარა გამიგონიარა შორიდამ თავის დაკვრის მეტი მე იმათთან ცნობა არა მაქვს რა, არცარა სხვათა თავადთა თან: არც სამეგობრო და არც სალაპარაკოდ, ჭეშმარიტებით გარწმუნებთ რომ არც ვეწყობი აქა იქ უბრალოდ სიარულს და ამბების გამოქუებას და შეტყობის და არც ჩემი საქმეა რომელსაც ცოდვათა გვიწერს კანონი, და ნუცა გგონია რომ მე ან ვიყო რამ საზოგადოებაში, ან ხმა მქონდეს რამე, და მიცნობდეს საზოგადო ება მახლობლად, ან მეგობრობა მქონდეს ვისთანმე და თანშეკრელება ჩემი კელიის გარეშე და მონასტრის კრებულს გარდა. ზე მიწევნით დაგარწმუნებთ ესოდენ კაცი ვარ რომ, მაგ ეჭვებათ ვღირვარ, რაც ეჭვები გაქვსთ ჩემზედა, და ვერც იკადრებს ჩემი გონება მაგების გამოხატვას.

მღვდელმონოზონი ტარასი