The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


„სანკტ-პეტერბურგის უწყებანი“ ერეკლე II შესახებ

 

შველიძე დიმიტრი  

„სანკტ-პეტერბურგის უწყებანი“ ერეკლე II შესახებ

რედაქციის დავალებით მავლევარმა დიმიტრი შველიძემ მოგვაწოდა XVIII საუკუნის რუსულ პრესაში გაბნეული უცნობი საინტერესო მასალები ერეკლე II შესახებ.

1. კონსტანტინეპოლიდან 10 იანვარს

...სპარსეთიდან ახლახანს მიღებული წერილების თანახმად, ქართველი პრინცი ერეკლე კვლავ ბედნიერად განაგრძობს თავის წარმატებებს, სხვათა შორის, პორტა (ოსმალეთი — დ. შ.) არავითარ ხალისს არ იჩენს და არ ეხმარება მას დაპყრობებში, რადგან ჯერჯერობით საამისო პირობები არ შექმნილა. ამბობენ, რომ ერეკლე პირდაპირ ისპაჰანისკენ წავიდა და რომ თავისი არმიით აქ ჩაკეტილი შაჰ დაუდი, პრინცის მიახლოების შემთხვევაში, ხსენებული სატახტო ქალაქის დაწვას აპირებს. ასე, რომ აბას დიდის (აბას I. (1571-1629) — სპარსეთის შაჰი — დ. შ.), მიერ იშვიათად გამშვენიერებული სპარსელი შაჰების ეს სახელოვანი სატახტო, რომელიც, მას შემდეგ, რაც სპარსეთი არეულობის საშინელ შედეგებს განიცდის. რამდენჯერმე იქნა დარბეული, მალე შეიძლება სულ განადგურდეს.

„სანკტ-პეტერბურგის უწყებანი“, 1752 წლის 3 მარტი.

2, კონსტანტინეპოლიდან 2 თებერვალს

სპარსეთიდან მიღებული წერილებიდან იტყობინებიან, რომ ამჟამად, აქ არსებობს თექვსმეტზე მეტი სახანო, რომელთა მმართველები სამეფოს უზომოდ აოხრებენ. თითქმის ყველა პროვინციას საკუთარი შაჰი ჰყავს. ქართველმა პრინცმა ერეკლემ, ხსენებული შფოთიანობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ისე რომ კარით თითქმის მთლიანად შემოარტყა ალყა ისპაჰანს და დიდი იმედიც აქვს, რომ საცაა სპარსეთის ტახტს დაეუფლა,

 „უწყებანი“, 17 52.20, III.

3. ვენეციიდან 22 მარტს

კონსტანტინეპოლიდან მოსული წერილების თანახმად, სპარსეთიდან აქ ჩამოვიდა შიკრიკი ცნობებით, რომ პრინც ერეკლეს არმიის მიახლოების გამო, შაჰ დაუდმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს ისპაჰანი და ერევანისაკენ უკუიქცეს. მასთანაა წინანდელი შაჰების მიერ შეგროვებული განძეული, აგრეთვე თაჰმას ყული — ხანის (იგულისხმება ნადირ შაჰი — დ. შ.) მიერ დიდი მოწოლიდან წამოღებული სიმდიდრეც, რომელთა შორისაა მთლიანად ოქროსაგან გაკეთებული ტახტი. იგივე წერილებიდა; იუწყებიან, რომ არმიის წარჩინებული ოფიცრები შაჰ დაუდს ურჩევენ დაწვას ქალაქი ისპაჰანი. ამგვარად, ეს უბედური ქალაქი, ჯარისკაცთა ხელშია საძარცვავად დატოვებული. იგივე წერილები ირწმუნებიან, რომ პრინც ერეკლეს წარმატებები პორტას არც ისე სიამოვნებს და გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს სპარსეთის ტახტის ამ ახალი კანდიდატის მოქმედებას.

„უწყებანი“, 17 59. 10. IV. ხუთშაბათი.

4. ნაწყვეტები სმირნადან მოსული წერილებიდან 16 მარტს.

ცნობილი ქართველი პრინცის ერეკლეს სამხედრო მოქმედება სპარსეთში, არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ამის შესახებ ევროპაშია ხმა გავარდნილი, ნამდვილი ვითარება შემდეგ“ ში მდგომარეობს. ზოგიერთმა სახანოებმა, რომლებადაც უბედური სპარსელები არიან დაყოფილი, გაუხსნეს მას (ერეკლეს — დ. შ.) გზა თავისი ქვეყნისაკენ. ამის შედეგად იგი მიუახლოვდა თავისი მეზობლების საზღვრებს, თუმცა სპარსეთის შიდა პროვინციებისაგან ჯერ კიდევ შორს იმყოფება. მას დიდი დრო დასჭირდება სანამ ისპაჰანს მიაღწევდეს, საბაბის გარეშეც ვერ გაბედავს იგი იქით წასვლას. ისიც საეჭვოა, რომ 20 თუ 10 000 კაცით, რომელიც მთელ მის არმიას შეადგენს, შეძლებს ყველა დაბრკოლების გადალახვას, რომლებიც მას გზაზე შეიძლე" ბა გადაეღობოს, ასეთი მცირე არ მით, რა თქმა უნდა მას იმედი არ უნდა ჰქონდეს ვრცელი პროვინციების დაუფლებისა. სპარსელები კი. — რავალრიცხონების წყალობით მალე დაამარცხებდნენ მას. ამგვარად უნდა მივუდგეთ ხსეწებული პრინცის ღონისძიებებს და წარმატებებს. ჩვენი გაწაფული პოლიტიკოსები ასე ფიქრობენ: პორტა, ამბობენ ისინი, საიდუმლოდ უჭერს მხარს მას და იმდენად ესმარება, რაც საჭიროა ერთმანეთში მოქიშპე სპარსელების დასასუსტებლად, მაგრამ ხსენებული დახმარება სრულიადაც არაა საკმარისი იმისათვის, რომ მან შესძლოს მთელი სახელმწიფოს (სპარსეთის – დ შ.) დაუფლება.

შესაძლოა, თურქები ამგვარ პოლიტიკას ატარებდნენ. მათი სულთანი მშვიდობისმოყვარეა და ოჩა მხარს არ უჭერს, თუმცა, საკუთარი სიმშვიდისათვის, არც იმის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ სხვათა საშუალებით თავისი მეზობლები რაც შეიძლება დაასუსტოს. ასე რომ სახელოვანი პრინცი ერეკლე, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერაფერს შესძლებდა, პორტას დახმარებისა და ნებადართვის წყალობით იღებს საკუთარი მეომრული ჟინის დაკმაყოფილების საშუალებას, მაგრამ იგი იღწვის აგრეთვ. სახელისათვისაც. და ეს განა ცოტაა იმისათვის, რომ ამდენი სარგებლობა მოუტანო საკუთარ თავს. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სამართლიანია ამგვარი მსჯელობა.

„უწყებანი“, 17 52, 1.3. პარასკევი.

5. კონსტანტინეპოლიდან 4 ივლისს

ამ დღეებში დიდი დივანის სხდომაზე წაიკითნეს ზოგიერთი წერილი, რომლებიც იუწყებიან, რომ სპარსეთში არეულობა გრძელდება და რომ რინცი ერეკლე ნაწილობრივ კვლავ ავრცელებს თავის დაპყრობებს. როგორც ჩანს, პორტა ჯერ კიდევ არ აპირებს მასში (ე. ი. სპარსეთის ამბებში — დ. შ.) ჩარევას. ამბობენ, რომ დიდი მოგოლი მძულვარე თვალებით შესცქერის ხსენებული ქრისტიანი ხელმწიფის წარმატებებს. მან შაჰ-დაუდთან დასდო ტრაქტატი და დაჰპირდა გაუგზავნოს დამხმარე მებრძოლთა პრავალრიცხოვანი კორპუსი, რისთვისაც უკვე გაუგზავნა მას ფულის გარ კვეული რაოდენობა.

„უწყებანი 1753. 5.I.  სამშაბათი.


6. ვენეციიდან 6 დეკემბერს (1752 წლის)

ჩვენმა წარჩინებულმა ვაჭრებმა სმირნადან გამოგზავნილი წერილებიდან მიიღეს ცნობა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს 1 რიცხვში, პრინცმა ერეკლემ შაჰ დაუდის არმიაზე გამარჯვება მოოპოვა. შაჰმა ჯარის მესამედი დაკარგა და აუწერელი ზარალი განიცადა, ხოლო თვითონ სახიფათოდ დაიჭრა თავში, მცირერიცხოვანი თავისიანებით, თავის საშველად იგი დიდი მოგოლის საზღვრებისაკენ გაიქცა, რათა ხსენებული პრინცის, ერეკლეს, მსუბუქი ცხენოსნები არ დაეწივნენ და ტყვედ არ ჩაიგდონ, აღნიშნულ წერილებში აგრეთვე ნათქვამია, რომ პრინცის არმია თითქმის 35 000 კაცისაგან შედგება, ისე რომ, იგი ამჟამად სპარსეთის ტახტის ყველა პრეტენდენტზე ძლიერია, ხოლო მისი ძალები ყოველდღიურად მრავლდება ახალი მებრძოლებით და ფულით სხვადასხვა პროვინციებიდან,

„უწყებანი“ 17 » , 5, I. სამშაბათი,

7. ვენეციიდან. 28 იანვარს.

რამდენიმე ხანია სპარსეთის საზღვრებიდან არავითარი ზუსტი ცნობა არ მიგვიღია. იქაური არეულობა იმდენად დიდია, რომ ძალიან ძნე" ლია მიღებული ცნობებიდან ჭეშმარიტების დადგენა, სხვათა შორის, ერთში კი თანხმობაა, რომ შაჰ ღაუდი დამარცხდა და ისპაჰანიდან წავიდა, ხოლო ერეკლემ გაიმარჯვა და დედაქალაქის ხელმწიფე გახდა აგრეთვე რომელიღაც სხვა მთავარმა, შემოიკრიბა რა თანამოაზრენი, თავს ძველი შაჰების - სეფიებია (სპარსეთის შაჰების დინასტია დ. შ.), შთამომავლად სცნა" დებს, ამბობენ, რომ შაჰ დაუდმა თავშესაფარი სთხოვა დიდ მოგოლს, მაგრამ ამ ხელმწიფემ უარი განუცხადა მას, იმის შიშით, რომ ერეკლემ, რომელიც სულ უფ რ უ ს ა მიში ხდება. შური არ იძიოს მასზე, ისე როგორც ერთ დროს განსვენებულმა თაჰმას ყულიხანმა,

უწყებანი“, 1753. 23. II,

8. კონსტანტინეპოლიდან 2 იანვარს

ორი კვირის წინ, დიდი სულთანის თანდასწრებით შეიკრიბა დივანი, რომელზეც განიხილეს სახელმწიფო საქმეთა მდგომარეობა და იენიჩერთა საკითხის მოგვარების აუცილებელი საჭიროება. პრინც ერეკლეს წარმატებების მიმართ ჰორტა ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს. ამბობენ, რომ ყოველი შემთხვევისათვის, სპარსეთის საზღვრებზე თავი მოუყარეს 60 000 კაცს, ხოლო კორპუსის მეთაურობა დაავალეს ერზრუმის ფაშას.

„უწყებანი". 17 5 8. 24, 11, სამშაბათი.

9. ვენიდან 7 მარტს.

ახლახანს, თურქეთის მიწიდან მიიღეს ცნობა რომ აქ მიმდინარეობს დიდი სამხედრო მზადება, თუმცა იგი არ მიმდინარეობს რომელიმე ქრისტიანულ სახელმწიფოზე თავდასხმის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ სპარსეთის გაჭიანუ რებულ არეულობაში. ოტომანის პორ ტამ რაიმე სარგებელი მიიღოს, ადგილობრივი სასახლის ჯარს თურქეთის სამხედრო მზადება არ აშფი. თებს, რადგან ამჟამად, ჩვენი სამხედრო ძლიერება ისეთ მდგომარეობაშია, რომ საჭირო შემთხვევაში, მოკლე დროში შესაძლებელია უნგრეთში მრავალრიცხოვანი არმიის შეკრება,

„უწყებანი“, 1753, 23 III. სამშაბათი

10. კონსტანტინეპოლიდან 20 იანვარს

სულთანის თანდასწრებით შემდგარმა დივანმა დაადგინა სპარსეთის საზღვრებზე მნიშვნელოვანი არმიის შეკრება და მის მეთაურად ერზრუმის ფაშის დანიშვნა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზია, იენიჩერთა მღელვარების უვნებელყოფის აუცილებელი საჭიროება, აგრეთვე უწესრიგობა, რომელიც პორტას მიაყენა პრინც ერეკლეს მოულოდნელმა წინსვლამ. პორტა შეეცდება, რათა მისი (ერეკლეს — დ. შ.) ძლევამოსილი არმია საბოლოოდ გამარჯვებული არ აღმოჩნდეს და რათა მორჩილებაში მოიყვანოს ისინი, რომელნიც მირვეისისა (სპარსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებული ავღანელი ტომების ბელადი — დ. შ.) და ყულიხანის კვალს მიჰყვებიან.

 

ცნობები სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობას შესაგებ, შეთხზული შვედე ოფიცრის გუსტავ ფერდინანდ გილენრამის მიერ, რომელიც 1753 წლის 28 იანვარს სპარსეთიდან კონსტანტინეპოლში ჩამოვიდა

სრულიადაც არ შეეფერება სიმართლეს, თითქოს ნადირ შაჰი მოეკლას მის ძმისშვილს და მემკვიდრეს ადილ შაჰს. მას არ შეეძლო მკვლელობაში მონაწილეობის მიღება, რადგან იმჟამად შაჰის კარზე არ იმყოფებოდა. ამ მკვლელობის მოთავე იყო შაჰის გვარდიის 3 მეთაურიდან ყველაზე წარჩინებული მაჰომედ ხან ყაჯარ ამარი. ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ მაჰომედ ხანმა თავისი ხელმწიფის სიმდიდრე, მათ შორის გვირგვინი, სკიპტრა და ხმალი, გაიტაცა თავის მამულში, ერევნის მახლობლად, სადაც თავი მოუყარა ლაშქარს და სხვა დანარჩენი ხანების მსგავსად დამოუკიდებელი გახდა. ერიგლერ-ხან- მა, რომელსაც გაზეთებში ირაკლის უწოდებენ, დაამარცხა იგი და წაართვა შაჰის რეგალიები, რომელნიც ახლაც მასთან ინახება ტფილისში. იმ საშინელი რბევის გამო, რაც სპარსეთმა ტახტის მაძიებელი სხვადასხვა სანების მმართველობის ხანაში განიცადა, ახლა დანაშებით იგონებენ შაჰ ნადირის მფლობელობას, როგორც ადრინდელ რელაციებში. იყო ნათქვა| მი, შაჰის ტახტზე ადილის ასვლის შემდეგ, იგი მალე ჩამოაგდო საკუთარმა ძმამ იბრაჰიმ შაჰმა, რომელიც, ამის შემდეგ, თვით აღმოჩნდა შაჰ ნადირის შვილიშვილის, შაჰ შარის ხელში, უკანასკნელმა კი ორივე სიკვდილით დასაჯა.

უწყებანი“ 1753. 4. VI. პარასკევი

14. რელაციის გაგრძელება სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.

შაჰ შარის უბედურების მიზეზი იმდენად ნადირ-შაჰისეული სიმდიდრის ხორასნიდან გატაცების შიში არ იყო, რამდენადაც ხსენებული სიმდიდრის განიავება. მას ჰყავდა ქართველი ფავორიტი რეზულ ბეგი. შაჰ შარი თავისი ევწუხებიდან მხოლოდ მას ენდობოდა ყველაფერ - ში და იმდენად განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა, რომ მალე ამან სხვა ქვეშევდრომით უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით გამაღიზიანებლად ხანებზე მოქმედებდა და სწორედ ამან უბიძგა მათ ბოროტმოქმედებისაკენ, ის უკიდურესი თავისუფლება, რომლითაც რეზულ | ბეგი თავისი მბრძანებელის სერ ალში შედიოდა.

ხორასანში ორი მამაცი ხალხი ცხოვრობს, კერძოდ, არაბები და ქურთები. პირველებში ყვე“ ლაზე წარჩინებული იყო ემირ ალემ ხანი, ხოლო უკანასკნელთა შორის ღიაფერ ხანი, თავის ძმასთან ნალი ხანთან ერთად. ხსენებული მთავარი მეთაურები გაერთიანდნენ და თავიანთი თანამოაზრენი შეაიარაღეს. მათ შაჰ შარს წარმოუდგინეს ცუდი შედეგები სახელმწიფოსათვის, რაც რეზულ-ბეგისადმი მის მიდრეკილებას შეიძლება მოჰყოლოდა, მაგრამ იმის მაგიერ, რომ გაფრთხილება შეესმინა, როგორც ამბობენ, მაჰმა თავიდან შემოიძარცვა ღირსების ნიშნები და მიწაზე დაამარცხა სიტყვებით, რომ მას მეგობრად ეყოლება ის ვისაც თვითონ მოისურვებს, და რომ რეზულ ბეგს დაიცავს, თუნდაც ამის - თვის უკიდურესი ზომების მიღება დასჭირდეს. (ამის შემდეგ) შეთქმულებმა აშკარად მოუწოდეს (დანარჩენ) ხანებს აღმდგარიყვნენ შაჰის წინააღმდეგ. იერიშით აიღეს რა მეჩემად წოდებული სასახლე, მათ მოკლეს რეზულ ბეგი, ერთ ყველასათვის საძულველ ევნუხთან ერთად, ხოლო ნალი ხანმა საკუთარი ხელებით დასთხარა თვალები შაჰს; ამბოხებულმა მეთაურებმა თავიანთ ქვეშევრდომებთან ერთად გაძარცვეს სასახლე და დაეპატრონენ განძეულს. ამის შემდეგ, შეუდგნენ ახალი შაჰის შერჩევას. მეშხედის იმამი რიზის მეჩეთში, მათ მოძებნეს სასულიერო პირი, ერთ-ერთი თორმეტი სპარსელიწმინდანიდან, რომელიც იწოდებოდა სეიდ მამუდად და დედის მხრიდან შაჰ სოლეიმანის შვილიშვილი იყო. იგი უკვე აღარ იყო ახალგაზრდა და შაჰობის იმედიც აღარ ჰქონდა. წამოიყვანეს, შაჰად აირჩიეს და გვირგვინზე უფლებისა და გვაროვნობის ნიშნად სოლეიმან შაჰი უწოდეს. მაგრამ მისი მფლობელობა მხოლოდ ექვს კვირას გაგრძელდა. იმის გამო, რომ მან სიკვდილით დასაჯა ერთი ხანი, მორიგი ამბოხების დროს, სოლეიმანი ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი გვარეულობა კი დააბრმავეს. ამის შემდეგ, კვლავ მოძებნეს შაჰ შარი და თუმცა იგი ბრმა იყო, მაგრამ გამოაცხადეს, ერთი თვალით ხედავსო და ხელახლა ტახტზე დასვეს. ხსენებული ხელმწიფე, რამდენადაც ადრე მდიდარი იყო, იმდენად ღატაკია ამჟამად, რადგან არავითარი შემოსავალი არ გააჩნია. ქვეშევრდომები მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ უხდიან მას კონტრიბუციას.

„უწყებანი“. 1753, 16. VII, ხუთშაბათი.

15. ცნობების გაგრძელება სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ

ხსენებული პარტიებიდან არც ერთს არ ემხრობა ქართველი მთავარი ერიგლერ-ხანი, შვილი თეიმურაზ ხანისა, რომელმაც მას თავისი ტახტი დაუთმო. მან დაიპყრო სპარსეთის ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის მდებარე პროვინციების მნიშვნელოვანი ნაწილი; მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია იქამდე, რომ მისი წარმატებები, ან კიდევ მიზნები იმდენად დიდი იყოს, როგორც ამას გაზეთებში აცხადებენ. სულ არაა გასაკვირი, რომ ამგვარ სასაზღვრო ადგილებში მიმდინარე მოვლენები, გადაჭარბებულად აღიქმება მეზობლებში და ნაირ-ნაირ მითქმა-მოთქმას იწვევს, რადგან ეს ხმები მოგზაურთა და ვაჭართა მეოხებით, ყველგან ადვილად ვრცელყოს დება. ხსენებული ცნობები სპარსეთის საშინაო — ფარგლებს არ სცილდება. რადგან სამი შაჰის: ადილის, იბრაჰიმისა და მარის ურთიერთბრძოლის დროს, პროვინციებში უკიდურესი არეულობა იყო, ამან ქართველ მთავარს შესაძლებლობა მისცა გაძლიერებულიყო, მაგრამ არა იმდენად სხვათა მიწების დასაპყრობად, რამდენადაც საკუთარის დასაცავად. უფრო მეტად იგი ებრძოდა ავღანელებს, რომელნიც ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ თავრიზის პროვინციაში ცხოვრობდნენ და დაღესტნის მცხოვრებ — ლეკებს, ერთი რამ ცხადია, აქ მომხდარი მოვლენები, ხსენებული შაჰების წინააღმდეგ არ იყო მიმართული. დასახელებული ხალხები (ე. ი. ლეკები და ავღანელები — დ. შ.) გარდა ვინმეს დატყვევებისა და ნადავლის ხელში ჩაგდებისა, არაფერს დაეძებენ ისიც იქ, სადაც დიდ წინააღმდეგობას არ ხვდებიან. ავღანელები ამჟამად ერიგლერ ხანთან ანუ მთავარ ერეკლესთან კავშირში არიან. მათი ძალაუფლების ქვეშაა თავრიზი, აკულისი, ერდებილი და მთელი ნახიჩევანის პროვინცია, რომლებიც არეულობის დროს დაიპყრეს. აქედან იღებენ ისინი შემოსავალს, ხოლო თვით არავის ხელისუფლებას არ ემორჩილებიან.
 

„უწყებანი“. 1753, 20. VII, სამშაბათი.

16. ცნოგების გაგრძელება სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ

ერევნისა და განჯის ხანები ქართველ პრინცს იმ დროიდან ემორჩილებიან, რაც მან ამ სახანოებიდან ლეკები განდევნა. მისი მფლობელობის ქვეშაა შირვანის პროვინცია, მხოლოდ, როგორც მოკავშირე, რომელიც არაფერს არ აძლევს მას, გარდა მებრძოლებისა, ესენი კი ემსახურებიან მას არა ჯამაგირისათვის, არამედ მხოლოდ ნადავლისათვის. ლეკები ორ პარტიად არიან გაყოფილნი: ერთნი მშვიდობით და მეგობრობით არიან დაკავშირებულნი ქართველ პრინცთან, ხოლო მეორე პარტიას, რომელსაც აჯი ჩელები მეთაურობს, იგი ყოველთვის ებრძოდა მეტ-ნაკლები წარმატებით. დამარცხება, რომელიც გასული წლის გაზეთების მიხედვით, თითქოს მან განიცადა ლეკებისაგან, სხვა არა იყო თუ არა ის, რომ იგი იძულებული გაზდა უკან დაეხია. ამისი მიზეზი იყო (პრინც ერეკლეს) წინააღმდეგ სომეხი მებრძოლების ამ| ბოხი და მართალია მისი სამფლობელოს ნაწილი მაშინ რამდენადმე აოხრებულ იქნა, ხოლო ქალაქი განჯა კი აღებული, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ მან ხელახლა იძია შური ლეკებზე და სრული გამარჯვება მოიპოვა მათზე. ასე რომ, აჯი ჩელების შვილმა, რომელიც მაშინ ლეკებს მეთაურობდა, ვერ შესძლო სწრაფად მთებში გაბრუნება და მებრძოლების, ტყვეებისა და ბარგის ნარჩენებით თურქეთის მიწაზე გაიქცა.
 

„უწყებანი“. 1753, 27. VII, სამშაბათი.

17. ცნოგების დასასრული

სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ... დასავლეთის ავღანელები, რომელნიც თავრიზსა და მის გარშემო მდებარე მიწებს დაეუფლნენ, ასევე დანებებას არ აპირებენ და საჭირო იქნება მათი იარაღით დამორჩილება. ერიგლერ ხანი ანუ პრინცი ერეკლე, იმავე მდგომარეობაში აპირებს დარჩენას, რომელშიც ეხლა იმყოფება და იმ მიწების შერჩენას, რომლებსაც | იგი დაეუფლა, მანამდე, სანამ რომელიმე პრეტენდენტი ტახტზე არ მომაგრდება, შემდეგ კი დაემორჩილება მას, ვისაც მთელი სახელმწიფო ცნობს შაჰად... ერიგლერ ხანს ანუ პრინც ერეკლეს, როგორც ჩანს შაჰ ისმაილთან, არავითარი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს; სამაგიეროდ მეგობრობა აქვს შაჰ შართან, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ისინი სიჭაბუკეში იცნობდნენ ერთმანეთს, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ამჟამად ერთმანეთისაგან არაფერს ითხოვენ.

„უწყებანი“. 1758. 30. VII. პარასკევი.

18. ალეპოდან 16 აგვისტოს.

სპარსეთის ტახტის მაძიებელთა შორის ბრძოლა კვლავ გრძელდება, უსინათლო შავრუხ ხანის მომხრები სასტიკად დამარცხდნენ, ხოლო პრინც ერეკლეს პარტია იმდენად გაძლიერდა, რომ შეუძლია დანარჩენ სამივე პარტიას დაუპირისპირდეს. ამ პარტიათა მეთაურები არიან: კარინი ხანი, რომელიც ამჟამად ისპაჰანს ფლობს, მეორე, იახი ხანი, რომელსაც 80 000 კაცი ჰყავს, ხოლო მესამეა შაჰ მოჰამედი, რომელიც 40 000 კაცით მიემართება ისპაჰანისაკენ, რათა კარინი ხანი იქიდან განდევნოს და თავად დაჯდეს ტახტზე.

უწყებანი: 1753. 6. VIII, პარასკევი.


1748 წლიდან ქართლისა და კახეთის სამეფოებმა ფაქტიურად დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მომდევნო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში პირველობისათვის წარ. მოებული განუწყვეტელი ომების შედეგად. ქართლ-კახეთმა უპირატესობას მიაღწია და რამდენიმე მეზობელი სახანო დაიმორჩილა. აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოების სამხედროპოლიტიკურ გამარჯვებათა უშუალო შემოქმედის — მეფე ერეკლე მეორის სახელი თურქულირანულ სამყაროს მოედო და ევროპას მისწვდა.

ახალგაზრდა ქართველი მეფის წარმატებებს რუსეთი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ ყურადღების დადასტურებაა რუსული პრესის უპირველეს ორგანოში, გაზეთ „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში გამოქვეყნებული ცნობების ერეკლე მეორის მოღვაწეობის შესახებ.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრის მანძილზე „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ გამოქვეყნებული ცნობები საქართველოს, ქართველების, კერძოდ კი მეფე ერეკლე მეორის შესახებ, თავიანთი წარმომავლობის მიხედვით, შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველ და ძირითად ჯგუფში შედის ცნობები, რომლებიც რუსული ან ქართულ-კავკასიური საინფორმაციო წყაროებიდან მომდინარეობდა. ამ ცნობათა მნიშვნელოვანი ნაწილი პ, ბუტკოვმა გამოაქვეყნა კრებულში: «Материалы для новой истории Кавказа, с. 1722 по 1803 год», ч. III, СПБ, 1869 г.

მეორე ჯგუფში შეიძლება გავაერთიანოთ ცნო. ბები, რომლებიც „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ უცხოეთის, ევროპის პრესიდან იყო გადმობეჭდილი. უცხოური წარმომავლობის ცნობები, გარდა ორიოდე გამონაკლისისა, პ. ბუტკოვს თავის კრებულში არ შეუტანია.

რუსულ პრესაში, კერძოდ „მოსკოვისა“ და „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ გამოქვეყნებულ უცხოურ ცნობებს საქართველოს შესახებ, ქართველ საბჭოთა მკვლევართაგან, პირველმა ყურადღება მიაქცია ი. ლორთქიფანიძემ. მან ამ გაზეთებიდან ამოკრიბა გარკვეული პერიოდის, კერძოდ, 1762-1787 წლებში დაბეჭდილი ცნობები საქართველოს შესახებ და 1940 წელს გა. მოაქვეყნა.
ი. ლორთქიფანიძის მიერ გამოქვეყნებული 94 ევროპული ცნობიდან უმრავლესობა ეხებოდა ქართველთა მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლას, ხოლო უშუალოდ ერეკლე მეფის შესახებაა ცნობა: ორ - ორი კონსტანტინეპოლიდან, ლივორნოდან და ვენეციიდან, ეს ცნობები, რომლებშიც „მამაცი მთავარი ირაკლი“ მეორე ალექსანდრე მაკედონელად იყო გამოცხადებული, სპეციალისტებისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით.

1982 წლის ივნის-ივლისში, მოსკოვის ვ. ი. ლენინის სახ. სახელმწიფო ბიბლიოთეკაში სამეცნიერო მივლინების დროს, ჩვენ გადავათვა. ლიერეთ 175 (0.—1781 წლების პერიოდის „სანკტპეტერბურგის უწყებათა“ ნომრები. აღმოჩნდა ორ ათეულამდე უცხოური ცნობა, რომლებიც, უშუალოდ ერეკლე მეორეს ეხება. ცნობათა უმ. რავლესობა 17 5 2—1758 წლებშია გამოქვეყნებული, „უწყებებში“ ინტენსიურად ქვეყნდება რუსული და კავკასიური საინფორმაციო წყაროების მონაცემები ერეკლე II შესახებ. მართებულად შენიშნავს მკვლევარი გ. მაჭარაძე, რომ „რუსეთის პრესა 1758 წელს (და მომდევნო წლებშიც), როგორც ჩანს, ევროპაში გავრცელებული ხმების (რომ თითქოს ერეკლე მალე მთელ ირანს დაიპყრობდა), საპასუხოდ საგანგებო ადგილს უთმობდა კავკასიაში მიმდინარე ამბებს“.

„უწყებებში“ გამოქვეყნებულ ცნობებში ასახულია ისტორიული მოვლენები, ნაწილობრივ 1747 წლიდან, უმთავრესად კი 1751 წლის მეორე ნახევრიდან 1753 წლის მიწურულამდე.

რა შეიძლება ითქვას ეკლე II-ის შესახებ „სანკტ-პეტერბურგის უწყებათა“ ფურცლებზე გამოქვეყნებული უცხოური ცნობების საერთო ხასიათზე? ჩვენს მიერ გამომზეურებული ცნო. ბების მეცნიერული ობიექტურობით შეფასება აღნიშნული პერიოდის მკვლევარ-სპეციალისტ- თა საქმეა. საერთოდ, გაზეთი დაუფარავი სიმ. პათიით იყო განწყობილი ერეკლე მეფის კოლორიტული პიროვნების მიმართ, ასეთივე განწყობილებით იყო გაჟღენთილი უცხოეთიდან მომდინარე ინფორმაციაც, რომელსაც „უწყებები“ აქვეყნებდა. 1762 წლის 2 თებერვალს კონსტანტინეპოლიდან მოსული ცნობა იტყობინებოდა, რომ ამჟამად, სპარსეთში 16 პრეტენდენტი ეცილებოდა ტახტს ერთმანეთს. „თითქმის ყველა პროვინციას საკუთარი შაჰი ჰყავს. ქართველი პრინცი ერეკლე თავის სასრგებლოდ იყენებს ამ არეულობას... და დიდი იმედი აქვს, რომ საცაა სპარსეთის ტახტსაც დაეუფლება“ („სანკტ„პეტერბურგის უწყებანი“, 1762, 20 მარტი). უფრო გვიანდელი ცნობა ალეპოდან იუწყებოდა, რომ 1758 წლისათვის სპარსეთში ყველაზე ძლიერი მმართველები იყვნენ: ქერიმ ხან ზენდი, აზატ ხან ავღანელი და მოჰამედ ხან ყაჯარი, მაგრამ „პრინც ერეკლეს პარტია იმდენად გაძლიერდა, რომ შეუძლია, სამივე პარტიას ერთად აღებულს, დაუპირისპირდეს“ („უწყებანი“, 1768. 5. XI).

1752 წლის 10 იანვრიდან 1758 წლის 28 იანვრამდე განვლილ პერიოდში, კონსტანტინეპოლიდან და ვენეციიდან მოსული ცნობები იუწყებიან „პრინც ერეკლეს“ მიერ ვინმე შაჰ-დაუდის დევნის, დამარცხებისა და ისპაჰანის აღების შესახებ. ცნობები, ცხადია, სპარსეთის შაჰობის რომელიღაც მეტნაკლებად ძლიერ პრეტენდენტს გულისხმობენ, ამ სახელით კი სპარსეთის ისტო. რიაში არც ერთი ტახტის სერიოზული მაძიებელი არაა ცნობილი. ცხადია, შაჰ დაუდი რომელიღაც პრეტენდენტის შეცვლილი სახელია. საერთოდ, „უწყებებში“ არა ერთი ისტორიული პირის სახელია დამახინჯებული სახით მოხსენიებული. მაგ: მაჰ შარი — შაჰ ოჰის_მაგიერ, კარინი ხანი — ქერიმ ხანის მაგიერ, ერიგლერ ხანი — ერეკლეს მაგიერ. იას. ლორთქიფანიძის მიერ „უწყებებიდან“ ამოკრებილ ცნობებშიც არა ერთი სახელია დამახინჯებული, მაგ: ქერიმ ხანი მოხსენიებულია-ცაუხ ხანად, ქიარიმ ხანად და ა.შ.

შესაძლოა, შაჰ დაუდში „უწყებების“ უცხოელი ინფორმატორები გულისხმობდნენ აზატ ხანს, რადგან სპარსეთის ტახტის ერთ-ერთი უძლიერესი პრეტენდენტი, რომელთანაც ამ პერიოდში ერეკლეს უშუალო მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, თავრიზის მფლობელი აზატ ხან ავღანელი იყო. ბუნებრივია, ამგვარ მოწინაღმდეგესთან გამარჯვებამ ერეკლე მეორეს ფართი თო საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, მით უფრო, რომ სპარსეთის შინაომს ევროპის დიდი სახელმწიფოები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალ-ყურს.

ცნობათა მეორე ნაწილი შედარებით ზომიერი ხასიათისაა. ასე მაგალითად, სმირნადან მოული ინფორმაცია თითქოს ცდილობდა ერეკლე მეფის პიროვნებით გატაცებული, მეტწილად, ევროპული კორესპონდენციების აღფრთოვანებული მეტოქის დაცხრომას. „ცნობილი ქართველი პრინცის ერეკლეს სამხედრო მოქმედება, — ვკითნულობთ ცნობაში, – არც ისე დიდმნიშვნელოვანია, როგორც ამას ევროპაში მიიჩნევენ“. ერეკლეს სულ 20 თუ 10 000 მებრძოლი ჰყავს, ამ ძალებით კი, ქართველი პრინცი მხოლოდ სპარსეთის საზღვრებს თუ მიუახლოვდება, შაჰის ტახტისა და ისპაჰანისათვის კი, რა თქმა უნდა, ვერ იბრძოლებსო.

„სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ გამოქვეყნებულ ცნობათა უმრავლესობა ერეკლე მეორის შესახებ კონსტანტინეპოლიდან იყო მოსული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და სპარსეთში მიმდინარე მოვლენებით ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული ქვეყანა ოსმალეთი იყო, მეფე ერეკლეს მოღვაწეობის შესახებაც ევროპელთათვის ინფორმა. ციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ, კონსტანტინეპოლი რჩებოდა.

„სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ XVIII ს-ის 50-იან წლებში, ევროპიდან მომდინარე, ინფორმაციიდან ერეკლე მეფის მიერ წარმოებული ომების შესახებ, გამოირჩეოდა შვედი ოფიცრის, ვინმე გილლერ ამის მიერ შეკრებილი ცნობები.

1753 წლის 16 ივლიძის „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ დაიბეჭდა „ცნობები სპარსეთის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, შეთხზული შვედი ოფიცრის გუსტავ ფერდინანდ გილლეგრამის მიერ, რომელიც 1758 წლის 28 იან. ვარს ჩამოვიდა კონსტანტინეპოლში სპარსეთი. დან“, გილლენრამი ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი ავტორია. მისი ვრცელი რელაცია სპარსეთში მიმდინარე შინაომების შესახებ, გაგრძელებებით „უწყებების“ ექვს ნომერში დაიბეჭდა.

გილლენრამმა უცხოელ ავტორთაგან, ალბათ, ერთ-ერთმა პირველმა მიუთითა ევროპელებს, რომ „ქართველი მთავარი“ (თავადი) ერეკლე, „შვილი თეიმურა% ხანისა, რომელმაც მას თავისი ტახტი დაუთმო“, იბრძოდა „იმდენად არა უცხო მიწების დასაპყრობად, რამდენადაც სა. კუთარი ქვეყნის დასაცავად“. გილლერამი– კარგად იცნობს ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო-პოლიტიკურ ვითარებას. მან იცის, რომ ერევნისა და განჯის სახანოები ერეკლეს ემორჩილებიან, ლეკები ორ პარტიად არიან გაყოფილი. ერთნი ერეკლესთან მეგობრულ განწყობილებაში არიან და მოკავშირეობენ მას, ხოლო მეორე პარტია, რომლსაც აჯი ჩელები მეთაურობს, ებრძვის „ქართველ პრინცს“.

მეფე ერეკლეს შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის შვედი ოფიცერი. მოვიყვანთ ამონაწერს მისი რელაციის დასაწყისიდან, რომელიც, როგორც ავღნიშნეთ, 1758 წლის 10 ივლისს დაიბეჭდა „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“. „სავსებით არ შეეფერება სიმართლეს, თითქოს ნადირ-შაჰი მოეკლას მის ძმისწულს და მემკვიდრეს ადილ-შაჰს. მას არ შეეძლო მკვლელობაში მონაწილეობის მიღება, რადგან იმჟამად შაჰის კარზე არ იმყოფებოდა. ამ მკვლელობის მოთავე იყო შაჰის გვარდიის 3 მეთაურიდან ყველაზე წარჩინებული მაჰომედხან ყაჯარ ამარი. ამ ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ, მაჰომედ-ხანმა გაიტაცა თავისი ხელმწიფის სიმდიდრე, მათ შორის გვირგვინი, სკიპტრა და ხმალი და წაიღო თავის მამულში, ერევნის მახლობლად, სადაც თავი მოუყარა ლაშქარს და გახდა დამოუკიდებელი, როგორც სხვა დანარჩენი ხანები. ერიგლერ-ხანმა, რომელსაც გაზეთებში უწოდებენ ირაკლის, დაამარცხა იგი, და წაართვა შაჰის რეგალიები, რომელნიც ახლაც ტფილისში ინახება“. აქ გილენრამს მხედველობაში ჰყავს ალბათ, ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი მაჰმად-ხანი, რომელიც 1749 წლის შემოდგომაზე, მუღანის ველზე მომთაბარე თარაქამას თურქმანული ტომებით, ერევნის ასაღებად შემოიჭრა. ერევნის ხანმა დახმარება ქართლ-კახეთის სამეფოს სთხოვა. ერეკლემ დაამარცხა მაჰმად-ხანი, რომელიც ყარაბაღისაკენ უკუიქცა და „ხარ-გვირაბის“ ციხეში გამაგრდა. „მიჰყვა ირაკლი მეფე და გარს მოადგა, გადმოგვცემს ომან ხერხეულიძე. აღიღო ციხეცა და ცოლ-შვილიცა მაჰმად-ხანისა გამოიყვანა და რაცა აქვნდა სიმდიდრე ხაზინისა ყოველივე მეფემან ირაკლი წამოიღო და მობრძანდა ერევანს“ (ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა თეიმურაზის ძისა, საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც. თხზ. 1918 გვ. 251-252). ქართველი მემატიანისა და გილენრამის ცნობები, ერეკლეს მიერ მაჰმად-ხანის ნაძარცვი სიმდიდრის წართმევის შესახებ ერთმანეთს ეთანხმება. ადვილი შესაძლებელია, გილლენრამის ცნობა ისტორიულ ჭეშმარიტებას ასახავდეს, მით უფრო, ცნობილია, რომ ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ მისმა სარდლებმა დაიკა ტაცეს თავიანთი ყოფილი ხელმწიფის აურაცხელი ქონება.

თანამედროვე ირანელი ისტორიკოსის მეჰდი როუშან ზამირის აზრით, ერეკლეს დამარცხებული ჰყავდა მოჰამედ ჰასან ხან ყაჯარი — მრისხანე აღა მაჰმად ხანის მამა, იმხანად ასთრაბადის მმართველი და სპარსეთის ტახტის ერთერთი უძლიერესი პრეტენდენტი. ზამირი 1974 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში წერს: „იმ ხანებში (საუბარია ნადირის მკვლელობიდან 1750 წ-მდე განვლილ პერიოდზე — დ. შ.), მოჰამედ ჰასან ხან ყაჯარმა, რომელმაც ასთრაბადში და შემდეგ მაზანდარანში მოიპოვა დიდი ძლიერება, გაილაშქრა ერევანზე. ამ დროს გაერთიანდნენ მთელი რიგი მმართველები მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ, როგორც კი მიუახლოვდა მოჰამედ ჰასან ხანი ერევანს, თეიმურაზი, ერევნის მმართველის მოკავშირე — თა. ვის შვილთან ერეკლესთან ერთად, ერევნის დასაცავად გაემართა და სასტიკად დაამარცხა ირა. ნელი მმართველი“ (მეჰდი როუშან ზამირი, საქართველოს ისტორიის ერთი მხარე, ჟურნ. „ბარრასიჰაიე თარიხი“, No 6, 1974, უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ. რეფერატების კრებული. ცნობები თარგმნა ზ. შარაშენიძემ, თბ., 1975, გვ. 4). გილლენრამის ზემოთ მოყვანილი ცნობა ადასტურებს ერეკლეს მიერ მოჰამედ ჰასან ხან ყაჯარის დამარცხების ფაქტს. ჩანს, გილლენრამისეული – მოჰამედ ხან ყაჯარ ამარი, ქართული წყაროების — მაჰმად ხანი და ცნობილი მოჰამედ ჰასან ხან ყაჯარი ერთი და იგივე პიროვნებააა. ასეა თუ ისე, გუტავ ფერდინანდ გილლენრამი კიდევ ერთ საინტერესო ეპი ზოდს გვაწვდის ერეკლე მეფის ბრწყინვალე სამხედრო ბიოგრაფიიდან.

და ბოლოს, „სანკტ-პეტერბურგის უწყებებში“ გამოქვეყნებული უცხოური ცნობები შეუძლებელია მხოლოდ იმ ღირებულებით შევაფასოთ, თუ რამდენად ობიექტურად ასახავენ ისინი ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტს, სინამდვილეს. ამ ცნობებში ყველაზე ფასეულია, მათში გამოხატული დიდი თანაგრძნობა და სიმპათია, რომელსაც მაშინდელი რუსეთისა და ევროპის საზოგადოება იჩენდა ქართველი ხალხის სახელოვანი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის ერეკლე მეორის მიმართ. ცნობები კიდევ ერთხელ მჭევრმეტყველურად ადასტურებენ ქართველი მეფის უპრეცენდენტო პოპულარობას, „პრინც ერეკლეს“ დიდ მხედართმთავრულ ავტორიტეტს უცხოეთში.