მესხიევი ივანე
განსვენებულის მამისჩემისაგან მე სშირად გამიგონია, რომ ჩვენს საგვარეულოში მრავალი ხელთ-ნაწერი ძველი წიგნები იპოებოდა. მე თვითონ ჩემის თვალით მინახავს განსვენებულის ბიძიჩემის ტარასის სადგომში (წმინდა დარიას) ერთი დიდი თახჩა სავსე წიგნებით, სულ, რასაკვირველია, ხელთ-ნაწერით. სად ჩაინთქა ამოდენა სიმდიდრე წიგნებისა, როგორათაც ტარასისა, აგრეთვე მთლად ჩვენის საგვარეულოსი, უწყის ღმერთმან და იციან მათ, ვისაც იგინი დაუტაცნიათ. მართალია, არც მამის-ჩემის ორი განჯინა და ერთი სანდუკი, გავსილი ძველებურის წიგნებით, ჩამოურჩებოდენ უგან ტარასის წიგნებს, მაგრამ მათაც ის სნება დაემართათ, რაც სხვებს ემართებოდათ, ესე იგი ჩვეულებისამებრ თხოვნა დროებით წიგნებისა და მათი გაქრობა.— ამ წელს, ივნისში მომიხდა მე თელავში წასვლა. პირველი მოკითხვა ჩემი იყო წიგნების თაობაზედ; აღმოჩნდა, რომ იმ აუარებელ წიგნებში იპოება მხოლოდ 55 წიგნი. სხვებისა კი მიამბეს, რომ რომელიც უფრო საუკეთესო იყო, ადრევე წაეღო ერთს ბერს დროებით (გკარს არ ვაცხადებს და ის დროება გადაძაბულიყო საბოლოოთ და წიგნები, რასაკვირველია, უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ. აგრეთვე აღარსად სჩანს „კიბე ცხოვრებისა“ დავით რექტორისა. „კიბე ცხოვრებისა“ იყო ნახატი თითქმის ათს თაბასზედ, ჩამოსაკიდი კედელზედ. მხატვრობა, როგორათაც მე მახსოვს, წარმოადგენდა ორ-გკარ კიბეს 80 საფეხურით; პირველს საფეხურზედ, რომელიც ადიოდა ზევით, იდგა ერთის წლის ბაშვი, მეორეზედ მეორის წლისა, მესამეზედ მესამისა, ტანიც წლოვანებას შეეფერებოდა. ამ გვარად ადიოდა საფეხური ვიდრე შუადმდე, სადაც იყო გამოხატული ახოვანი შუა წვერიანი კაცი, აბჯარ მოსილი, გადაჯვარედინებულ ფეხებით, მარცხენა ხელში ეჭირა მას დაბჯენილი შუბი და მარჯვენა ხელში სასწორი. შემდეგ ამისა, საფეხური შვებოდა ძირს ვიდრე 80 წლამდინ, აქაც, იყო გამოსახული მოხუცი კაცი მოდრეკილი წელში, თეთრის თმით და გრძელის თეთრისავე წვერით, დაბჯენილი ორსავე მხრივ ყავარჯენზედ. სურათები წლოვანობის გამო ცვლილებით იყვნენ გამოსახულნი. კიბეს ირგვლივ ევლო ვარაყიანი და სხვა-და-სხვა ფეროვნობით შემკული, ერთი ერთმანეთზედ გადაგრეხილი კაზის ფოთლები და მუხისა, თუ დაფნისა, აღარ მახსოვს. კიბის ძირს იყო შენიშვნა, სადაც იხსნებოდა კაცის თვისება და მიდრეკილება წლოვანობის გამო, ასე რომ წელიწადის მომატება, ანუ კიბეზედ ასვლა და აგრეთვე ჩამოშვება, რას უმატებდა კაცს ან აკლებდა, ხსნიდა ის შენიშვნა. მხატვრობა იყო მართლად კარგი სანახავი და თითქმის უწუნარი, რომ კიდევ არ შევეხოთ იმ ძველებურს ძვირფასობას. მომეტებული ნაწილი დაკარგულის წიგნებისა იყო თხზულება დავით რექტორისა და ამ 55 წიგნშიაც უფრო მისივეა. სხვათა შორის, მაქვს მე ამ ჟამად მშვენიერი სპილოს ძვლის ჯანდრაგი გამოქანდაკებული, ოქროს საათი და პატარა დურბინდი ნაბოძები, ვგონებ, მეფე გიორგისაგან დავით რექტორისათვის. ამ ზემოხსენებულ წიგნებს ვუძღვნი მე საზოგადოებას, რომელიც ავრცელებს ქართულს ენას. უმორჩილესათა გთხოვთ, ბატონო. რედაქტორო, თუ შესაძლებელი იქმნება, მისცეთ თქვენს გაზეთში ამ ჩემს შენიშვნას ადგილი. აი სია წიგნებისა:
1) ზედ დადგინება მეტაფიზიკისა. 2) პანტეონ. 3) თეატრონ პოლიტიკა. 4) განჩხრეკა საზოგადოდ კაცთა სახისა (ღოღრაფია). 5) ტროადის დარღვევა. 6) იოანე დამასკელის გატეღორია. 7) მონტესკუ I და II ნაწილი. 8) აღწერა საცხოვრებელთა ადგილთა, ზნეთა, ჩვეულებათა, სვულთა, და სხვ. აფრიკელთა არაბთასა, რომელნიც იწოდებიან ბედუინად. 9) სუ | ლიერი სასარგებლო სწავლა. 10) ფრიდოლინი. 11) შემოკლებული მოთხრო-- ბა ცხოვრებისა და მოქმედებათა, მუსულმანთაგან წინასწარმეტყველად აღსაარებულის მახმედისა, სიძისა მისისა ალიასა და შვილთა ამა ალიასათა და უსეინისა. 12) ანდაზები ბალაკირეკისა. 13) აღწერა დღეთა კვიმეტთა, რომელ არს პეტიკონი საეტლოთა და სამთვაროთა. 14) მოკლე მწყემსებრივი სწავლა აცრისათვის. 15) სიკვდილი დიდ მოურავისა სააკაძისა. 16) ანტონისა მიერ არხიეისკოპოსისა თაკვთიანისა კატეღორიათა არისტოტელითად შეყვანილება. 17) ტაძარი წმინდისა სოფიასი კონსტანტი. ნეპოლში. 18) აღწერა ქალაქისა ღვთისა იერუსალიმისა, 19) ძნელად საპიკართთა ნივთთა სახსოვარი. 20) ძლევისათვის მტერთა ზედა ქრისტესა მოსასელისა მხედრობისათა. 21) ელეონისა კასტილიური. 22) შესხმანი სხვა-და-სხვათა დღესასწაულთა ზედა, გალექსილნი, 23) სახსოვარი იშვიათ საპოვართა ქმნულებათა. 24) აღწერა აია სოჭიას დიდებულისა ტაძრისა. 25) რომელნიმე სულისა სასარგებლონი მოთხრობანი. 26) სხვა-და-სხვა მოთხრობა, 27) ღილიმარა კურსი. 28) აღწერა სამხედროთა მოქმედებათა სლექსანდრე დიდისა მეფისა მაკედონელისა. 29) ქართლის ცხოვრება. 30) განყოფილება ღვთისმეტყველებისა. 31) იოანე ჯანბაკურიან | ორბელიანისა ქართველთა მსაჯულისა მიერ სიტუკაება (კავშირი). 32) საზოგადო რეგლამენტი. 33) აღწერა წამებისა წ. ქეთევან დედოფლისა. 34) ძუწმი ისტორია ეგიპტელთა, კართაგენელთა, ასირიელთა, ბაბილონელთა და სხვათა ტომთა. 35) ცხოვრება ესოპესი. 36) მარნუსი ანდერძი მშრომელისა. 37) მოხსენების წიგნი. 38) ცხოვრება საქართველოს მეფისა ირაკლისა II-ს, 39) აღწერა ვნებათა დარგვისის არხიმანდრიტის პაფნოტისა. 40) ისტორიული გამოხატულება საქართველოსი. 41) მოოხრება ქალაქის თბილისისა სპარსეთის უაენის ვაჭარის აღამაჰმად-ხანისაგან. 42) აღსნა პორფირისა შეევნილებისადმი. 43) ცხოვრება და მოქალაქობა ნეტარისა ანდრიასი, რომელი იქმნა სალოს ქრისტესათვის. 44) ინსტრუქცია ჩვენდა მო-- მართთა მახლობელთა ადგილებთა. 45) უწყება მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების. 46) ჩარდავრიშიანი. 47) რეტორიკა სევასტიანისა. 48) დაუჯდომელი. 49) წინასიტყვაობა ფილოსოფოსისათვის და ნახულთა მისთა. 50) აღსარების წიგნი. 51) ეპისტოლი ავგაროს მთავრისა, 52) მოკლე აზრი ყოველთათვის სწავლათა საკმარად ერმათა საქართველოისათა. 53) სინიდისის წიგნი. 54) ვინ იყვნენ ეპისკოპოზნი, ანუ საიდამ იწყებიან საქართველოსა შინა. 55) უსახელო ნარევი წიგნი.