The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დასტურ-ლამა


დასტურ-ლამა



ქართველთა ამხანაგობის გამოცემა № 41.

დასტურ-ლამა

თხზულება ნიკოლოზ დადიანისა

ტფილისი 1897 წ.

 სტამბა წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობისა.

1 ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი

▲back to top


მეუნარგია იონა

ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი

ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი იყო სარდალ-მსაჯულთ-უხუცესი სამეგრელოს მთავრის ლევან გრიგოლის ძის დადიანისა († 1846). ჩამომავლობით შვილის-შვილი სამეგრელოს მთავრის ოტია ბეჟანის ძის დადიანისა († 1710).

თავის დროს ეს იყო პირველი კაცი ოდიშ-ლეჩხუმისა, რომელსაც ხალხი უწოდდა „დიდ-ნიკოდ“, განსასხვავებლად მეორე ნიკო დადიანისგან, შხეფელისგან, რომელიც იყო აბხაზეთის მთავრის მიხაილ შარვაშიძის სიმამრი და შემდეგ დიდი-ნიკოს გარდაცვალებისა მსაჯულთ-უხუცესივე სამეგრელოს სამთავროსი.

როგორც შვილის-შვილი მთავრისა, ნიკო დადიანი, ჯერ ისევ ჭაბუკი, დანიშნულ იქმნა წევრად სამთავრო საქმეთა უმაღლესის გამგეობისა სამეგრელოში. ეს იყო 1805 წელს, შემდეგ სამეგრელოს შეერთებისა რუსეთთან და გარდაცვალებისა მთავრის გრიგოლ დადიანისა. ამ წელს, ხელმწიფე იმპერატორის ალექსანდრე პავლეს ძის ბრძანებით, სამეგრელოს ტახტის მემკვიდრის ლევან დადიანის მცირე-წლოვნებისა გამო, სამეგრელოს მმართველად და მზრუნველად მემკვიდრისა დანიშნულ იქმნა ქვრივი განსვენებულის მთავრისა დედოფალი ნინო, საქართველოს მეფის გიორგი მეXIII-ს ასული, და ამას მიეცა შემწედ რჩევა, შემდგარი ოთხის წევრისაგან. ნიკო დადიანი იყო ერთი ამ ოთხთაგანი. დანარჩენს სამს შეადგენდნენ: ძმა განსვენებულის მთავრისა ჭყონდიდელი ბესარიონ, სახლთ-უხუცესი თ. გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის სარდალ-მოურავი თავ. ბერი გელოვანი*.

 

*.ამ საგანზე იხილე „Исторiя войны“ დუბროვინისა, ტ. IV, გვ. 408.

რჩევას ჯერ გემო არ გაეღო ქვეყნის მართვისა, რომ ნიკო დადიანს შეხვდა წასვლა პეტერბურგს სამეგრელოს საქმეთა გამო. დედოფალმა ნინომ გაგზავნა ის ხელმწიფე-იმპერატორთან და მასთან ერთად ბეჟან დადიანი და დეკანოზი იოანე იოსელიანი. ამ სამთა დეპუტაციას უნდა დაეცვა წინაშე ტახტისა უფლება სამეგრელოს მთავართა ლეჩხუმზე, რომელსაც ართმევდა დედოფალს იმერეთის მეფე სოლომონ, და ეთხოვა დაებრუნებიათ სამეგრელოსთვის ანაკლია, რომელიც წაერთმია იმ დროს აბხაზეთის მთავარს ქელიშ-ბეგს. ამასთან დეპუტაციას უნდა ეთხოვა: ებრძანებინათ რუსის ჯარისთვის სამეგრელოს მმართველობის შემწეობა წინააღმდეგ ურჩთა და კაცის სულის სამზღვარ გარეთ გამყიდველთა; მოეტანინებიათ ყირიმიდან სამეგრელოში ფართალი და სხვა სავაჭრო საგნები; გამოეგზავნათ სამთავროში მცოდნე კაცები აღმოსაჩენად მადნეულობისა და სხვა-და-სხვა. დეპუტაცია პეტერბურგში დიდის პატივით იქნა მიღებული. ვისაც უნდა ჰკითხო დღეს სამეგრელოში ამ დეპუტაციის ამბავი, ყველას პირზე აკერია დეკანოზის იოანე იოსელიანის სიტყვები, მიმართული ხელმწიფისადმი. როდესაც დეპუტაცია წარსდგა ხელმწიფესთან და იოსელიანმა მიართვა მისს დიდებულებას სასწაულთმოქმედი ხატი ვლანქერის ღვთისმშობლისა, ამან მოახსენა ხელმწიფეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: წყალობასა და სამართალსა გაქებდენ შენ, უფალო.

ხელმწიფემ უხვად დააჯილდოვა დეპუტაციის წევრნი, უბოძა დადიანს (ნიკოს) გარდა ნივთიერის საჩუქრისა, ჩინი პოლკოვნიკისა და ბრძანა აღესრულებინათ ყოველი სურვილი სამეგრელოს დედოფლისა და მმართველობისა.

პეტერბურგიდან რომ დაბრუნდა, ნიკო დადიანი ჩადგა სამეგრელოს მმართველობაში, მაგრამ მალე იმასა და დედოფალს შორის ატყდა უკმაყოფილება. დადიანი და მასთან ერთად უმაღლესი საზოგადოება სამეგრელოსი უიმისოდაც არ იყო კმაყოფილი დედოფლისა, რომელსაც სწამებდნენ გრიგოლ დადიანის მოწამლვას (ამბობენ, ქათამი შეუწვევინა და შხამი შეატანაო) და როცა ამან დაიახლოვა ყმაწვილკაცობა და იმათი რჩევით იწყო მოქმედება, უმაღლესი სამეგრელოს საზოგადოება განზე გაუდგა დედოფალს. თავის მხრით დედოფალიც ემდუროდა ნიკო დადიანს იმ ზომამდის, რომ 1808 წელში, როდესაც ნიკო დადიანის მონაწილეობით და ბრძანებით დაიჭირეს დედოფლის ჶავორიტი გუგუშვილი და ციხეში ჩასვეს, დედოფალმა მთავრობასთან უჩივლა დადიანს. 16 ოქტ. 1808 წელს გენერალი რიკგოჶი სწერდა გუდოვიჩს: ნინო დედოფალი აცხადებსო, რომ პოლკოვნიკი ნიკო დადიანი, ტარიელ დადიანი, პეტრე მხეიძე, ხახუ ჩიჩუა, ხიტუ და ბეჟან და სხვანი ფაღავები წინააღმდეგნი არიან ჩემნიო, ჩემი ერთგული აზნაური გუგუშვილი დაიჭირეს და ციხეში ჩასვესო *).

 

* Акты Кавк. Арх. Ком. ტ. II, გვ. 516.

მაგრამ ნინო დედოფლის მთავრობაც მალე გათავდა. 1812 წ. ლევან დადიანს შეუსრულდა 20 წელი და თანახმად ხელმწიფის ბრძანებისა ის შეიქმნა სამეგრელოს მთავრად სრულის უფლებით. აქამდის მტერ-მოყვარე სამეგრელოს მმართველისა, ნიკო დადიანი ამას იქით შეიქმნა ერთგული მოსამსახურე მთავრისა, მისი მთავარ-ვეზირი.

ნიკო დადიანმა, რამდენიც შეიძლო, ჯერ მოძღვრა სიტყვიერად თვისი ახალ-გაზდა მბრძანებელი და ბოლოს თვისი მოძღვრება შესახებ ქვეყნის და სამთავრო ოჯახის მართვისა გამოუსახა მის წესდებულებაში, რომელსაც დაარქვა სახელად დასტურ-ლამა. გარდა სამსახურის მოვალეობისა სხვა გარემოებაც აწვევდა ნიკო დადიანს შეედგინა ახალ-გაზდა მთავრისთვის „სამთავრო წესდებულება და განკარგვა მფლობელობათა“. ლევან დადიანი იყო გაზრდილი ნიკო დადიანის დედის მარიამ აბაშიძის ასულის და მაშასადამე „დიდი-ნიკო“ იყო მისი კვიდრო ბიძაშვილი, რომელსაც ამგვარად ორკეცი მოვალეობა ჰქონდა და სურვილი, რომ მისს მთავარს და გაზრდილს კარგად წარემართა სამთავროს საქმენი.

როგორც ვახტანგ სჯულის მდებელს, არც ამ დასტურ-ლამის დამწერს ჰქონდა იმედი, რომ მისგან შედგენილ კანონდებას შეასრულებდა მისი გაზრდილი მთავარი. „ესე შვიდი წელი და სამი თვე არის – სწერდა დადიანი მთავარს – რომელ თუმცა მეცნიერი ესრეთ გაწუხებთ მრავლის ესე ვითარის მოხსენებით, ხელმწიფევ ჩემო, და უმდაბლესად მოგახსენებ ყოველთვის ოდეს ჟამს ვიხილავ, რომელ წესდებულება მიეც თავსა შენსა და სამფლობელოსა შენსა-თქო, რომელს ზედა მემოწმებიან ყოველნი მახლობელ თქვენსა თან-გამზრახნი, გარნა ეს შვიდის წლისა და სამის თვისა მრავალნი და ზედა-ზედა მოხსენებანი ჩემნი ყოვლითურთ უნაყოფოდ იხედებიან. აწ უკანასკნელად ამას ამა ჩემსა მოხსენებასა მოგართმევ უმდაბლესად, რომელიცა ვრცელი გონება და კეთილნი დიდ-სულობანი შთამონასირთა თქვენთანი იმედს მცემს რათა ინებებთ და განაშვენებთ თავსა შენსა და სამფლობელოსა შენსა, და უკეთუ არა დასძლო უბედობამან ჩემმან კეთილსა, მაშინ მე არა ძალმიძს ყოფნა მშობელსა მამულსა ჩემსა სამთავროსა შინა თქვენსა და ცრემლით განგიბან ხელთა და ფერხთა აღზრდილსა მოხუცებულისა დედისა ჩემისასა და წარვალ შორესა, სადა არა მესმოდეს კვალად სამწუხარონი ჩემთვის ხმანი“.*

 

* დასტურ-ლამა ნიკ. დადიანისა, დასკვნა.

მაგრამ ვერც დაწერილმა კანონმა იმოქმედა მთავარზე და ვერც მუქარამ. ლევან დადიანი დარჩა სიკვდილის დღემდე ისევ იმ კაცად, მთავრად-მონადირედ, რაც ის იყო მთავრობის დასაწყისში.

და ვერც ვეზირმა შეასრულა თვისი მუქარა. უფლება ტკბილია: ნიკო დადიანი დარჩა სიკვდილის დღემდის პირველ კაცად სამეგრელოში და იმას ფიქრადაც არ მოსვლია სამშობლო ქვეყნიდან ექსორია ექმნა თავის თავისთვის.

როცა 1828-ს წელს ატყდა თათრის ომი და სამეგრელოს ჯარმა გამოიჩინა თავი ფოთს და მუხა-ესტატეს, ამ ჯარის უფროსს სარდალთ-უხუცესს ნიკო დადიანს, ამ დროებში უკვე გენერალს, მოუვიდა დიდი მადლობა მთავრობისა.

ნიკო დადიანი სამსახურით მარტო არ იყო პირველი კაცი სამეგრელოში. ის იყო პირველი სწავლითაცა. უეჭველია თავის დროისთვის ის არის ერთი საუკეთესოთა სწავლულთა და მწერალთაგანი მთელს საქართველოში. გარდა „დასტურ-ლამისა“ მისგან ნაწერთა შორის შესანიშნავი არის: ისტორია სამეგრელოსი, რომელიც იყო დაბეჭდილი ჟურნალს „ივერიაში“ 1880 წლებში.

როგორი აზრის კაცი იყო ნიკო დადიანი, რაგვარ იცოდა იმან საეკლესიო წიგნები, ფილოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, რა კარგის და თან დამოუკიდებელის ენით სწერდა და ლაპარაკობდა ის იმ დროს, როცა ჩვენში ჯერ ისევ ანტონ კათალიკოზის ენა მეფობდა, რა რიგ მწყურვალე იყო იგი სამეგრელოს განათლებისა და მოსურნე მისი სამოქალაქო აღორძინებისა – ამას ცოტა-ოდნად ამ „დასტურ-ლამიდამაც“ დაინახავს მკითხველი.

ამასთან დადიანი იყო კაცი ღვთის-მოშიში, რომელმაც ბევრი სარგებლობა მოუტანა ეკკლესიას. სხვათა შორის იმან განაახლა კორცხელის ეკკლესია, ზუგდიდს ახლო. ამ ეკკლესიაში ერთს სვეტზე ვკითხულობთ შემდეგს წარწერას: „ყოვლად შეუმკობელისა და დარღვეულისა ეკკლესიისა ამის განმაახლებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი ნიკოლაი დადიანოვი გუჱდრებ აღმკითხველთა შეწყალება ჩემი ღვთისა მიმართ ითხოვოთ რათა თქვენცა შეგიწყალოს ქნ. ჩყიე წელს, ივნისის იბ“. ეკკლესიის კანკელზედაც არის მოხსენებული, რომ ეს ეკკლესია არის განახლებული ნიკო გიორგის ძის დადიანოვისაგან, სადიდებლად მთავრის ლევან დადიანისა, სადღეგრძელოდ მისის (ნიკოლოზის) მეუღლის მარიამ ერისთვის ასულისა და მოსახსენებლად მამისა მისისა გიორგის და დედისა მარიამ აბაშიძის ასულისა.*

 

*.ნახე ბროსეს არხ. მოგზ. Rapports IX, გვ. 7 და 8

დასტურ-ლამის დამწერის პიროვნების დასახასიათებლად შემდეგი ამბავი უამბნიათ ჩემთვის.

ნიკო დადიანის დროს ერთმა შეძლებულმა გლეხ-კაცმა, გვარად გუგუჩიამ, სამრევლო ეკკლესიას დიდი ზარა შემოსწირა. დადიანმა მოისურვა შემომწირველის ნახვა და როცა შეხვდა ერთხელ მორთულ-მოკაზმულს, მოიხმო და უთხრა:

- ღმერთმა აგაშენოს, ჩემო ძმაო; კარგი კაცი ყოფილხარ, სამაგალითო საქმე გიქნია, ეკლესიისათვის ზარა შემოგიწირავს. მაგრამ ერთს გეტყვი...

- მიბრძანე, შენი ჭირიმე.

- იმ ზარაზე შენი სახელი და გვარი დააწერინე.

- არა, ბატონო, მაგას ნუ მიბრძანებ. მე ის ზარა ისეთს ვისმე შევსწირე, რომ იმან ჩემზედ უკთესი წერა იცის, თითონ მოგეხსენებაო, – უპასუხა გლეხ-კაცმა.

„მაჯობა, შენ ნუ მომიკვდე, ამ ყაზახმაო“, სთქვა თურმე ამის გამგონე დადიანმა.*

 

* ნახე „Закавказскiя воспоминанiя“ ბოროზდინისა.

ნიკო დადიანი გარდაიცვალა შუა ხნის კაცი. დავით დადიანის მოძღვარს დავით ჩიხლაძეს, რომელსაც ლურჯ ქაღალდზე უწერია ქორონიკონი დიდთა შემთხვევათა წარსულისა და ამა მდგომარის საუკუნეთა*, რიცხვთა შორის დაბადებულთა და მიცვალებულთა მთავართა და მეფეთა, მიტროპოლიტთა და მთავარ ეპისკოპოსთა, ორის საერო კაცისთვის უცია პატივი ხსენებისა. ეს კაცნი არიან იმერეთში გრიგოლ წერეთელი და სამეგრელოში ნიკო დადიანი. ამ უკანასკნელის შესახებ ისა სწერს:

 

*დეკ. მიხაილ მეუნარგიასგან გაგონილი.

 „ღენერალი ნიკო დადიანოვი გარდაიცვალა 1834 წელს, თებერვლის 25-ს“.

იმ დროს, როცა ნიკო დადიანი გარდაიცვალა, მთავარი ლევან დადიანი ტფილისს იყო და როგორც მიიღო ამბავი იმის გარდაცვალებისა, მაშინვე ჩამობრძანდა სამეგრელოში და დაესწრო მის დასაფლავებას, მარტვილს.

გრიგოლ დადიანისგან გამიგონია:

დიდი-ნიკო რომ გარდაიცვალა, პატარა ნიკოს მიუწერია თავ. ვასილ ბებუთოვისთვის, რომელსაც დიდი მეგობრობა ჰქონდა დადიანის ოჯახთან:

- სამეგრელო დაიღუპა, ნიკო დადიანი გარდაიცვალაო.

ნიკო დადიანს დიდ-ძალი ჩამომავლობა დარჩა. მალაქია ჩაჩიბაიამ, რომელმაც კარგად იცის მისი ოჯახის თავ-გადასავალი, ასზე მეტი სული ჩამომითვალა, მისგან შთამონასირი, დღეს ზე-ზე მდგომი. ნიკოს ჰყავდა ოთხი ვაჟი: გიორგი, ბესარიონ, პეტრე და პავლე და ორი ქალი: ბათუ და კესარია. სამნი პირველნი იყვნენ შესანიშნავნი კაცნი, რომელთაც განაგრძეს განმავალობა მამის სახელისა სამეგრელოში მთელი ნახევარი საუკუნე. დავით დადიანი იმათ ეძახდა „тpи мушкатера“-ს*. გიორგის განმავალობა უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც იმან მიათხოვა ერთი თვისი ქალი აბხაზეთის მთავარს მიხაილ შარვაშიძეს და მეორე სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის შვილს კონსტანტინეს. პეტრე ახლდა დედოფალს ეკატერინეს, როცა ის წაბრძანდა რუსეთს განსვენებულის ალექსანდრე მეორის დაგვირგვინებაზე და იყო ყოველს საზოგადო კრებაზედ სამეგრელო-იმერეთში თავი მოლაპარაკე კაცი.

 

* ეს ქორონიკონი ინახება უგანათ. თავ. გრიგოლ დადიანის წიგნთ-საცავშიდეკ. მიხაილ მეუნარგიასგან გაგონილი.

დიდი-ნიკოს ჩამამავლობიდან საზოგადო ასპარეზზე არიან შესანიშნავნი, გარდა ხსენებულთა სამთა მუშკეტერთა: მამია გურიელი (პოეტი), გიორგი შარვაშიძე (დრამის მწერალი და მოლექსე), დავით დადიანი (მწიგნობარი და მოლექსე), კოწია და ლევან დადიანნი (ლექსთა მთხზველნი)) ნიკო დადიანი (ზუგდ. თავად-აზნ. წინამძღოლი) და გრიგოლ შარვაშიძე (გენერალი).

2 დასტურ-ლამა

▲back to top


დასტურ-ლამა

მისს უგანათლებულესობას,

უფალს ღენერალ-მაიორს და კავალერს, სრულიად სამენღრელოისა და ავხაზეთისა მთავარს

ლევან გრიგორის ძე დადიანს.

თუმცაღა კმა სამყოფელად შიში შემიპყრობს მე ესე ვითარად კადნიერად მოხსენებისათვის გარნა მრავალნი მიზეზნი მაიძულებენ მე გარეგანგდებად შიშისა და თქმად უმჯობესისა, და უმეტეს არცაღა სულნი ერთგულებისანი დამაყენებენ მე, რათა არა ვსთქვა იგი რაი უმჯობეს არს. ხოლო ერთგულებისა სულსა ეხარისხებიან თანამდებობანიცა მშობელთა მამულთა ჩემთანი, რათა ვსწადნოოდე ბედნიერებასა და უმჯობესსა წესდებულებასა, რათა უმჯობესისა წესდებულებითა შემოვალს მშობელთა მამულთა ჩემთა, სამფლობელოსა თქვენსა, ბედნიერება, და მშობელთა მამულთა ჩემთა, სამფლობელოთა თქვენთა, ბედნიერებითა იქნებით თქვენ ბედნიერ და ბედნიერებითა თქვენითა მეცა უმეტეს ბედნიერ ვიქნები. მაშასადამე ჯერ არს ჩემდა თქმად უმჯობესისა და განგდებად შიშისა; ხოლო უმჯობესისა თქმა თუმცა შეუძლო არს ჩემგან, გარნა მას ვსასოებ, რომელი იტყვის: მე მოგცე პირი და სიბრძნეო, და მას უზადოსა ნათელსა შევსთხოვ და ვიტყვი. სულო ყოვლად წმინდაო, ღმერთ-მთავარო, შემეწიე თქმად უმჯობესისა.

თუმცაღა გონიერება თქვენი და ხარაკტირნი სულისა თქვენისანი არიან ვრცელ, მაღალ და შესაშვენ, გარნა ჩვეულება ძველნი აზიურთა ქცეულებათანი კეთილთა წესდებულებათა დამაბრკოლებელ ექმნებიან და განრყვნილად იხედებიან ყოველნი წესნი გონიერებათანი, რომლისათვის თუმცაღა გონიერი ესრეთ შეწუხებულ-არს სული ჩემი.

გვიბრძანებს საზოგადოდ ყოველთა სჯული ბუნებითი: „ჰქმენ იგი რაივეცა სრულ გყოფს შენ, და მდგმოობასა შენსა“ (ბაუმეისტ. ფილოსოფოსი, ითიკა § 36, დადება 3); ამა ბრძანებასა შინა ავრცელ-მღელვარე გნომი გონიერებისა შენისა, და იგი ჰქმენ, რაიცა სრულ გყოფს შენ და მდგმოობასა შენსა; სრულგყოფს შენ ბედნიერება სამფლობელოისა შენისა, მაშასადამე ჯერ არს შენდა მეცადინეობა ბედნიერებისათვის სამფლობელოისა შენისა, რათა სრულ-გყოს შენ და მდგმოობა შენი, და შენთანა ყოველნი შვილნი სახლისა შენისანი.

საზღვარნი სამფლობელოისა შენისანი შემოზღუდავს თვის შორის მრავალსა განმამდიდრებელსა ნივთსა, და ნივთნი იგი არიან უხმარ, ხოლო ხალხნი გლახაკობასა შინა; არიან სამფლობელოსა შინა შენსა: ზღვა, მომცემი და მოქმედება მას ზედა არა რაი; ხენი მრავალნი და აღშენება არა რაისა; მიწა ვრცელ მომცემნი და შრომის უყვარულობითა ხალხნი მშიერნი; ყრმანი კეთილშობილთანნი შვენიერნი, მარჯვე ჭაბუკნი, ბუნებითად გონიერნი, გარნა სასწავლებელი არა სადა, და უსწავლელობითა მიეცემიან უბედურებასა; სავაჭრონი მრავალნი სხვადა-სხვა ნივთნნი, გარნა გამვაჭრებელი არა სადა, და დაკლებითა ესე ვითარისა მოქმედებისათა არა არს ჯერეთ შემოსრული ბედნიერება სამფლობელოსა შენსა.

მრავალნი ძველნი ჩვეულებანი არიან შემოტანილნი სახლსა შინა თქვენსა, დამაბრკოლებელ კეთილისა ყოფა-ქცევისა, გარნა უმეტეს მიმოსვლა სოფლითი სოფლად და სიარული უგანათლებულესისა ჶამილიისა თქვენისა, რომლისათვის გმართებსთ გულ-ხმება ამისი, რათა კეთილათ განაწესოთ და წესდებულება მისცეთ ვითარცა სხვანი განათლებულნი მთავარნი. ამათთვის და ამა ვითართათვის განიღვიძე, იმეცადინე, ადიდე სახელი შენი და დასწერე წარუბღალველსა ძეგლსა ზედა და გულთა ყოველთა სამფლობელოისა შენისათა განათლება მათი და ბედნიერება; ხოლო მე, რაოდენ გლახაკ გონებათაგან შესაძლო არს, მოგართმევ შემდგომ ამისა წესდებულებასა ნამხარკსა ჩემსა სამფლობელოისა თქვენისათვის, ხოლო შენ მეცნიერმან მცირე მიიღე დიდათ, რომელი ყოვლადვე უცნობელსა ჩვენსა სცნობ, და ნაკლულებასა ჩემსა აღავსებ.

___

პირველ ყოველთასა ხამს მართლისა სარწმუნებისა პყრობა მართლითა სულითა და გულითა და დაცვა სჯულთა საღმრთოთა, ბრძანებისა მებრ პირველისა სჯულისა; წმინდათა ლოცვათა აღვლენა ყოვლად ძლიერისა ღვთისადმი, განწესებისამებრ წმიდათა მამათა; მოწყალება, მრთელ მცნობობა, სიწმინდე მსგავსი ანგელოზებრივი და სათნო ღვთისა, სიმართლე, სიწრფოება, შეწყალება, სიყვარული ძმათა, სამართალი შეყვარებული ღვთისა და საძიებო მისი, დაცვა გონებისა, და აღვირსხმა ყოველთა ვნებათა ხორცთასა, რომელიცა არა სათნო არიან ღვთისა და შემაიწროებელ სიმრთელისა; გარნა სწავებანი ესე საღმრთოთა სჯულთანი არა ჩემნი არიან, არამედ მამისა სულიერისანი, რომლისა სახიერება იმედს მცემს, რომ იგი არა დაუტევებს ვალისა მებრ მისისა ვრცლად მოუხსენებელად, და მე არა უმეტეს ამისა მაწვევდა თანამდებობა, და ამისთვის აქა დაიყენების ჩემგან წერისა ორღანონი.

მეორედ ამისა და შემდგომ ამისა პირველ ყოველთასა ერთ-სულობით ერთგულება მისის იმპერატორებითის დიდებულების ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისა ალექსანდრე პავლეს ძისა, რომლისაცა ღირს არს რათა ანგელოზებრსა ტერფსა მისსა დაუგოთ გულნი ჩვენ ქვეშევრდომთა მისთა. და თანაგაცსთ ეგრეთვე მორჩილება მთავრობის ბრძანებისა ვითარ დღეს ხარ ანუ მიხილავხარ ერთგულებისა მისისათვის მსხვერპლად შეწირვა თავისა შენისა წვეთისა სისხლისა შენისა; ამისთვის აწმყოსა ვსჭვრეტ და ჶანტაზიათათვის მოვიხსენებ, და ამისთვის არა საჭიროდ შევრაცხე განვრცელება ამისი, უგანათლებულესო, ვინადგან ვხედავ შენ შორის უმხურვალესსა ერთგულებასა როსიის ტახტისასა, და ეგრეთვე კმად მორჩილსა მთავრობისასა, ამისთვის არღა გავავრცელე წერა და აღვირს ვასხამ წერისა ორღანოსა. ხოლო იდეასა ჩემსა განვაგრძობ სამთავროისა თქვენისა წესდებულებათათვის, და სახლისა თქვენისა სისტემათათვის.

წესდებულება სახლთათვის სამთავროთა

წესდებულება სახლისა და საქებელი სისტემაჲ კაცსა სრულ ჰყოფს და მდგომოობასა მისსა, ხოლო სახლი უწესო უკანასკნელსა უბედურებასა ცხოვრებასა შინა შთაიყვანებს კაცსა, დავეჭ თქვენცა ემოწმებით ამა ჩემსა ნანდვილსა აქსიომთა.

გააკეთეთ ორნი სასახლენი, ერთი ზუგდიდს მახლობელ ავხაზეთის საზღვრისა საზამთროთ, და მეორე სადაცა აღირჩიოთ მახლობელ იმერეთის საზღვრისა საზაფხულოთ: იქმნებოდეს ყოფნა თქვენი ამა ორთა სასახლესა შინა სრულიად წელიწადსა შინა; ებრძანოს სახლთ უხუცესსა და შეკრიბოს საზრდო ექვსის თვის კმა საყოფელი ზუგდიდს. და ექვსი თვის სადაცა იქმნეს მეორე სასახლე საზაფხულო, ესე ყოველი ანგარიშითა და აღ რიცხვითა რომელ საკმაო იქმნებოდეს ექვსსა თვესა და არა დააკლდეს საზრდო ამა აღრიცხულთა ჟამთა.

პირველს ნოემბრიდან აპრილის დასასრულამდის იქმნებოდეთ ზუგდიდს, და პირველის მაისიდან ოქტომბრის დასასრულამდე იქმნებოდეთ საზაფხულოსა სასახლესა შინა; იქონიეთ სახლსა შინა თქვენსა სხვათა სახმართა სახლთა გარეშე, ორნი სახლნი, ერთი უფროსი კანცელარიად (ესე იგი სამწერლო), და მეორე უმცირესი სახლი თქვენი სასასაიდუმლო (ესე იგი კაბინეთი).

სასახლისა სვიტათათვის

იყოლიეთ კანცელარიასა შინა ორნი კარგნი ჭკუიანი და მცოდნენი მწერალნი, და ერთი მართლად გამოცდილი და ცოდნასა შინა დახელოვნებული კანცელარიისა მართებელი, ამათ ყავდეს კანცელარიასა შინა ორნი ბიჭნი მოსამსახურენი კანცელარიისანი. ესე კანცელარიისა მართებელნი და ორნი იგი მწერალნი და ორნი მსახურნი კანცელარიისანი თქვენის საკუთრის ულუფით გამოიზრდებოდეს, კანცელარიისა მართებელნი და ორნი მწერალი თქვენსა საკუთარსა სტოლსა ზედა დასხდებოდენ, და ორთა კანცელარიისა მსახურთა მიეცემოდეს თქვენის ულუფიდამა.

გამოიძიოს და აღრიცხოს კანცელარიისა მართებელმან წელიწადსა შინა რამდენისა ფასისა იკმაოდეს ქაღალდი, მელანი და ლაქი, და მიეცემოდეს ხაზინისაგან სასყიდელი ფული საკმავო წლისა, ქაღალდისა, მელნისა და ლაქისა და კანცელარიისა მართებელი იყიდდეს ამათ საჭიროთა ნივთთა საკმავოსა წლისასა, რათა არა მოაკლდეს წელიწადსა შინა.

გააკეთოს კანცელარიასა შინა მართებელმან კანცელარიისამან ჟურნალი და შთასწერდეს მას შინა ყოველსა მიწე რილსა წიგნსა ანუ ბრძანებასა ანუ გარდაწყვეტილსა ყოველსა საქმესა მას ჟურნალსა შინა, იმა რიცხვითა და იმა ნომერითა, რომელსა ჟამსა და წელსა და თვესა, და ანუ რაოდენსა ნომერსა შინა იქმნა საქმე ესე მოსაგონებელად და სამეყსიეროდ მომავალთა დროთათვის.

ადუტანტთათვის

გყავდესთ ორნი კეთილშობილთაგანი კარგნი და ჭკუიანნი ყმაწვილი ადუტანტად და აღასრულებინეთ სამსახური ადუტანტთანი, რომელი ესე საჭირო არს თქვენთვის, და რაჲ თუ არს თანამდებობა ადუტანტთა არღა აღვწერე, ვინაიდგან იცით თქვენ ესე უმჯობეს.

მოლარეთა და ფარეშთათვის

იყოს თქვენთვის ორი მოლარეთ უხუცესი, ორი მოლარე უფროსი და ორი მოლარე უმცროსი და თორმეტი ფარეში: ერთი მოლარეთ უხუცესი, ერთი მოლარე უფროსი, ერთი მოლარე უმცროსი და ექვსი ფარეში გახლდეს ექვს თვეს და ეგრეთვე ერთი მოლარეთ უხუცესი და ორი მოლარე უმცროს უფროსი და ექვსი ფარეში მეორეს ექვს თვეს გემსახუროსთ, დაესრეთ რიგის გამოცვლით შეასრულებდენ მომქცევსა წლისასა. მიებაროს მოლარეთ უხუცესსა და მისს ხელ-ქვეშეთთა ყოველნი ტანისამოსნი და სახლისა მოსართავნი და შესამკობელ ნი, დასწმენდდენ ამათ და აკეთებდენ და დაძველებულსა მოგახსენებდენ და ხაზინის თეთრიდამ გამოსცვლიდენ და ნაკლულევანსა იყიდდენ და ყოველსა ვალისამებრ ანგარიშითა და რიგითა შეინახდენ და თავიანთ დროს მოახმარდენ. მიებაროსთ ამათ ჩაი, ყავე და შაქარი და ამგვარი სხვანი და ჩაისა და ყავისა იარაღნი, და მოლარეთ უხუცესი აიღებ დეს ანგარიშს თუ წელიწადში რაოდენი საკმავო არის თეთრი ჩაისა, ყავისა და შაქრისათვის და იმ ნაანგარიშევს თეთრს აღიღებდეს ხაზინადარისაგან, იყიდდეს ამა ნივთებსა და მოახმარდეს სასახლესა შინა და წლისა გამოცვლაზედ მისცემდეს ანგარიშსა ხაზინადარსა და ოდეს გამოვიდეს სრულის ანგარიშიდან, მაშინ კიდევ მისცემდეს წლისა საყოფსა თეთრსა ხაზინადარი მოლარეთ უხუცესსა ჩაისა, შაქრისა და ყავესათვის.

იყოს ორსავე სასახლესა შინა საკუთრად ამა საქმისათვის თითო მოჯალაბე და მოუბარს ორორი უღელი ხარი და ოდეს იყოს საჭირო, მაშინ წარგზავნიდეს მოლარეთ უხუცესი ფარეშსა, და ფარეში წარიყვანდეს მოჯალაბესა და იმა ორთა უღელთა ხართა და მოიტანდეს შეშასა, და მათ-მათ წილსა მისცემდეს, და განყოფდეს მოახლეთა სადგომთადმი, კანცელარიასა და ადუტანტთადმი და ეგრეთვე სამღდელოთადმი და თვით სახლთა თქვენთა თვისცა იმათგანი იქმნებოდეს, და აწ ბრძანეთ საქებელად და სადიდებელად თქვენდა რათა კაცის მხრით შეშა ნუღარ მოიტანების, რადგანაც ცოდვაც არის და სასირცხოც.

ესე მოლარენი მოლარეთ-უხუცესნი და ფარეში გამოიზრდებოდეს საკუთართა თქვენთა ულუფათაგან და მისცემდენ საზრდოსა თქვენისა საკუთრისა სამზარეულოდამა.

ყულუხჩთათვის

იყოს სახლსა შინა თქვენსა ყულუხჩთ-უხუცესი ერთი და ყულუხჩი ოთხი, და ესრეთ გამოეცვლებოდენ დროთი და თვეობით როგორც ზემოდ დავსწერე მოლარეთ-უხუცესისა და მოლარეთა და ფარეშთათვის ესენიც ისრე დროზედ გამოეცვლებოდენ და მუდმად გახლდეს ერთი ყულუხჩთ-უხუცესი და ოთხი ყულუხჩი.

ამათ მიებარებოდესთ ყოველნი სუფრისა და ჯამისა იარაღნი ვერცხლისა თუ ჭიქა-საინისა, სუფრა ხისა თუ ფარჩა ჩითისა, დანა-ჩანგალი და კოვზნი, სამარილე და საღვინე და

ყოველნი სახმარნი ჭამისანი, ესენი სწმედდენ, აკეთებდენ, შეინახდნენ და სუფრისა და ჭამისა იარაღის ანგარიში ჰქონდეს ხაზინადარსა, და თუ უბრალოდ დაიკარგოს ანუ გატყდეს ყულუხჩთ-უხუცესმან და ყულუხჩთ გარდაიხადონ და ესრედ შეინახონ და მათ დროზედ ფაქიზათ და რიგზედ ახმარდენ. ესე ყულუხჩთ-უხუცესი და ოთხი ყულუხჩი თქვენის ულუფიდამ გამოიზრდებოდეს და ულუფა თქვენის ქარხნიდან მიეცემოდეს.

მზინდართა და მეჯინიბეთათვის

იყოლიეთ ერთი თავადთაგანი მზინდართ-უხუცესი და სამი მზინდარი და მეჯინიბე რამდენიცა სახმარ იყოს.

ერთი მზინდარი უყურებდეს ყოველს თქვენს დაბმულს ცხენებს, მეორე მზინდარი უყურებდეს ჯოგის ცხენებს და მესამე მზის-დარი გახლდეს თქვენ მოუცილებლათ გარეთ თუ შინ და ამათნი მეტნი მზინდარნი ვინც არიან დაითხოვეთ, რადგან მზინდრის სიმრავლისაგან სოფელი და ხალხი დიდათ შეწუხებული არს. მზინდართ-უხუცესი გამოართმიდეს თეთრსა ხაზინადარსა და, რომელიც ცხენი ღირს იყოს დახურავდეს ჩულითა და საძაგრავითა და მისის მოწყობილებითა.

მზინდართ-უხუცეს და მზინდარს მიებარებოდეს რახტი, ასალი და ყოველივე ცხენთ მორთულობანი, და ისინი შეინახდენ რიგიანათ, სწმენდდენ, აკეთებდენ და მათ დროზედ მოგახმარდენ, ძველს გამოცვლიდენ, ნაკლულევანს მოგახსენებდეს და ესრედ სიმარჯვით იქცეოდეს.

მზინდართ-უხუცესი წარგზავნიდეს დროზედ კაცსა სარწმუნოსა და ყოველს სასახლეშიდ საკმაოდ შეანახვინებდეს ცხენებისათვის თივასა და სადაც თივა არ იყოს მრავალსა ჩალასა შეანახვინებდეს საზამთროდ, და სადაცა მიჩენილი არის ზამთარ დადგენა ჯოგისა, იმ ადგილზედ მზინდართ-უხუცესი წარგზავნიდეს მზინდარს და შეანახვინებდეს მრავალს ცხენის საზრდოს რაც იყოს, და თუმც იქმნას დიდი ზამთარი მათ შენახულთა საზრდოთაგან გამოაკვებოს ცხენები ჯოგისა რათა არა გაწყდეს ზამთრისაგან და შეიქმნეს დასაკლებელი თქვენთვის

თქვენი ცხენები დაბმული რაოდენიც იყოს, ყოველთვის გახლდეს თქვენს სასახლეშიდ, წელიწადსა შინა ექვს თვეს ზუგდიდს ებას და ექვს თვეს საზაფხულო სასახლესა შინა, ამისთვის ბრძანეთ კარგისა ახორისა გაკეთება, სადა დაიბმოდეს თქვენი ცხენები. მზინდართ-უხუცესი თანამდებ-არს, რომ ზამთრისათვის მოიმზადოს დაბმულთათვის საკმავოდ საზრდო რაც

იშოვებოდეს იმა ქვეყანასა და სადიდამაცა რიგი იყოს მოატანიებდეს ქერსა და სიმინდსა და შეინახდეს და როგორც რიგი იყოს ისე გამოკვებდეს ცხენებს, და რიგიანობა ეს არის, რომ ყოველთვის ცხენი რაოდენიც გყავდესთ, სულ თქვენს სასახლეში უნდა გებასთ და კიდეც ასრე და ამ წესით დაადგინეთ.

მზინდართა და მეჯინიბეთაგან დიდათ შეწუხებულ არს ხალხი საზრდოს თხოვნისათვის და ამისთვის ასე ინებეთ:

თქვენს სამფლობელოში მართებსო გარდასახადი, რომელსა უწოდებენ სამეჯინიბოს გარდასახადად; მზინდართ-უხუცესი წარგზავნიდეს მზინდარსა და მოაკრეფინებდეს იმ დებულს სამეჯინიბო გარდასახადსა ხორცსა, ღომსა და ღვინოსა და ნახევარსა შეინახდეს ზუგდიდს და ნახევარსა სადაცა იქმნეს საზაფხუ ლო სასახლეშიდ, და იმით გამოიზრდებოდეს მზინდარი და მეჯინიბე და მზინდართ-უხუცესს მიეცემოდეს ულუფა განწესე ბით ყოვლის იჯრისა თქვენის სამზარეულოდამ და იმ სოფლის საბოჭისაგან დარჩებოდეს მზინდარი და მეჯინებე, ჯოგისაცა და დაბმულ ცხენისაცა და სხვებ ნურათი შეაწუხებენ სოფელს მზინდარი და მეჯინებე, და თუ არ ეყოთ წელიწად შიდ საზრდოთ ის სამეჯინიბოს გარდასახადი, მერმეთ მიეცემოდეს ერთიანათ საკმავო თქვენი ბეღელ-მარნიდან და ესრეთ დამტკიცდეს და ესრეთ განეგოს მზინდართ მეჯინებეთ საქმე.

მეაბჯრეთათვის

გახლდესთ მეაბჯრეთ-უხუცესი და მეაბჯრე, და მიებარე ბოდეს ყოველი სამხედრო იარაღნი: თოფი, ფიშტო, რხმალი, სატევარი, ჯაჭვი, ჩაჩქანი, ბეკთარი, ქარქაშზიღთა, ფარი და

შუბი და ყოველნი სახმარნი სამამაცონი, დასწმენდდეს, აკეთებდეს, ფერვიდეს და მათ-მათ ჟამზედ მოგახმარდეს, და ესე მეაბჯრეთ-უხუცესი და მეაბჯრე გამოიზრდებოდეს თქვენის ქარხნის ულუფითა, განწესებული იჯრისა მიეცემოდეს, და ესენი იყვნენ ოთხი, ორნი მეაბჯრეთ-უხუცესი და ორნი მეაბჯრე, და ესენი ერთმანეთს რიგით გამოეცვლებოდენ.

კურმუალთათვის

დაადგინეთ ერთი კურძუალთ-უხუცესი და კურძუალნი, რამოდენიც საჭირო იყოს. გააკეთეთ სასახლისა რაოდენმე მოშორვებ სახლი მეძებართა და ნაგაზთათვის და იყოს იმა სახლსა შინა პატივითა კარგითა.

კურძუალთაგან დიდათ შეწუხებულ არიან ხალხნი სამ ფლობელოისა თქვენისანი რბევითა და ტაცებითა და ამისთვის ბრძანეთ აწ ნუ იქმნების, და საზრდო მეძებართა, მწევართა და ნაგაზთათვის ესრედ განწესდეს.

მიეცით ბრძანება ყოველთა სამფლობელოისა თქვენისა მოურავთა, რომელ მათ-მათ სამოურავოშიდ მოიწიონ სიმინდი, რომელმანმე ასი ქილა, რომელმანმე ოთხმოცი და რომელმანმე სამოცი და ორმოც და ათს დაბლა კი ნურავინ მოიწევს და იმ მოწეულს სიმიდს კურძუალთ-უხუცესი შეკრებდეს ანგარიშით, ექვსის თვის საკმავს შეკრებდეს საზამთრო სასახლეშიდ და ექვსი თვის საკმავს საზაფხულო სასახლეში და ამით გამოიზრდებოდეს ზამთარ და ზაფხულ მეძებარნი, მწევარნი და ნაგაზნი და ნუ შეიწუხება კურძუალთაგან ხალხი, რომელნიცა ერთხმად ღაღადებენ კურძუალთაგან დიდსა მწუხარებასა, და ესე არა არს შესამატ სამფლობელოს მართებელობისა თქვენისა, და ესრედ განაწესეთ ვითარ აღვწერე. კურძუალთ-უხუცესსა და კურძუალთ მიეცემოდეს საკმავო ულუფა განწესე ბით ყოვლის იჯრისა თქვენთა ბეღელ-მარანთაგან და სამზარეულოთგან და კურძუალი თავის სახლში დაამზადებდეს და ესრეთ გამოიზრდებოდენ.

ბაზიერთათვის

დაადგინეთ ერთი ბაზიერთ-უხუცესი და რამდენიც ქორი გეყოლოსთ, იმდენი ბაზიერი, და ამათგანცა დიდი შეწუხება არის სოფელსა და ყოველნი დაკლებანი სოფლისანი და შეწუხებანი მრჩობლადვე მოსაკლებელ არის თქვენის უგანათლებულესობისა, და ამისთვის ესრეთ ბრძანეთ: მეძებარნი, რომელნიცა ეყოლებათ ბაზიერთა, ისინი უწინარეს ამისა, რომელიც დავსწერეთ საზრდოდ მეძებართათვის, იქიდან გამოიზარდოს, რომლითაც სხვანი მეძებრები გამოიზრდებიან; და ქორი გამოიზრდებოდეს, რომელიც თქვენსა შინა დაიკვლიან საკვლელნი მისის ნაკუთალ გულითა, როგორც აქამომდე იყო განწესება, და სოფელსა და ხალხს ქათმის წართმევით ნუ შეაწუხებენ. ბაზიერთ-უხუცესსა და ბაზიერს მიეცეს ულუფა ბეღელ-მარნიდამ და სამზარეულოდამ და იგინი მათ სახლში გააკეთებდენ და ამით იცხოვრებდენ და სოფელსა ნუ შეაწუხებენ

გვამის მცველთათვის

რიგი არის უნდა გახლდეს გვამის მცველად სამხედროთაგანი მარჯვე მამაცნი, რამოდენიმე კეთილ-შობილთაგანი თუ მცა გახლავლარან მრავალნი, რომელსა უწოდებთ შინა ყმად, მაგრა გახლავს ერთობ მრავალნი და უწესოდ და აწუხებენ სოფელთა მესადგომობითა და ცხენის ჩაბმითა, თუ სხვა-დასხვა მოქმედებითა და ყოველნი სოფლისა დაკლებანი და შეწუხებანი მოაკლდებიან თქვენის უგანათლებულესობის დიდებასა და სახელსა და ამისთვის ესთა ინებეთ: გამოირჩიეთ ოც და ოთხნი კეთილ-შობილთაგანი კარგნი მარჯვენი კაცნი და მიეცით თავად ორნი თავადის შვილნი, ისიცა კარ გი მარჯვე ჭაბუკი. ერთი თავადის შვილი და თორმეტი აზნაურნი გახლდეს ექვს თვეს, და ერთი თავადისშვილი და თორმეტი აზნაურნი მეორესა ექვსსა თვესა და ესრეთ შეასრულებდენ მომქცევსა წელიწადისასა. იყონ იგინი ტანითა და

შესამოსითა სხვათა შორის განსხვავებულ და ეგრეთვე კარგითა იარაღებითა და კარგის ცხენებითა. მათი ცხენები შეინახებო დეს სადაცა უწინარეს ვსთქვით სასახლესა შინა თქვენსა, ახორსა დაიბმოდენ იმა საზრდოთი, რომელიცა ამის წინარე დავსწე რეთ. ესენი გახლდეს მოუცილებელადა ყოველს ჟამს, დაბრძანდე, მახლობელ თქვენსა დასდგენ, იარებოდეთ და შორი-ახლო მოგვყვებოდენ და ოდეს დაიძინებდეთ, ექვსი ერთსა კარსა და ექვსი ერთსა კარსა დასდგებოდენ მცველად თქვენდა და უბრძანაებლად სახლსა შინა თქვენსა არავის შეუშობდენ თვინიერ ფარეშთა და მათთა უხუცესთა. ესენი ნუ გაიგზავნება ნურცა ბოქაულად, ნურცა წიგნის წამღებად და ნურცა ნურას

საქმესა ზედა, ყოველთვის მოუცილებელად გახლდენ, ჰქონდესთ ამათ თქვენთა სასახლესა შინა სახლი ერთი მახლობელ სახლისა თქვენისა და იყოფოდენ მას შინა. ესენი გამოიზრდებოდენ

ესრეთ: ამათი უფროსი თავადი, რომელიცა იქმნება იმ თვეების დეჟურნად იგი დაჯდებოდეს თქვენსა სუფრასა ზედა და იმა აზნაურთა ყავდესთ ერთი ბიჭი მზარეული მიჩენილი თქვენსა სამზარეულოსა შინა საკუთრად ამათდა ღა თვისად გაუკეთებდეს მისსა კმაყოფილსა განწესებულსა ულუფასა და მათ მიჩენილსა სახლსა შინა დასხდებოდენ და იქ მიიღებდენ, და ესრეთ იქმნას განწესება ამათი.

მესტუმრეთა და მზარეულთათვის

დაადგინეთ მესტუმრე ორნი და მზარეულნი ორნი უფროსი და ორნი უმცროსნი. ამასთან ორნი გასაზრდელნი მზარეულნი კიდევ უმცირესი და ამასთან ორნი ღომის გამკეთებელნი მეღომირცხილე და ორნი ხაბაზნი; ერთი მესტუმრე, ერთი პირველი მზარეული, ერთი მის ქვეით მზარაული, ერთი სასწავ ლებელი მზარეული, ერთი მეღომირცხილე და ერთი ხაბაზი, ესენი ერთსა ექვსა თვესა იმსახურებდენ და ეგრეთვე ამ რიცხვით მესტუმრე, მზარაული და სხვანი გამოეცვლებოდენ და მეორესა ექვსსა თვესა იმსახურებდენ და ესრეთ შეასრულებდენ მომქცევსა წელიწადისასა.

ახლა განწესება არის, რომ ყოვლის სასახლიდან გამოიყვანებენ მოჯალაბეს და ისინი ზიდვენ შეშას სამზარეულოსა შინა,

რომელიც საჭირო არის და ესე დიდი მწუხარება არის მოჯალაბისა. აკლდება სასახლისა მუშაობასა შესაძენსა და ვერცა საკმავოდ მოიტანებენ შეშასა და ესე ბრძანეთ, რომ აღარ იქმნას ესე ძველნი განწესებანი და ამისთვის ასე ბრძანეთ და ასე იქმნას.

რომელსაცა სასახლესა შინა დაბრძანდეთ, იქაურს მოჯალაბეს მიეცეს და მოუბარის ერთი კარგი უღელი ხარი ანუ ორი და ის ხარი ნურაფერზედ სხვად ნუ მოიხმარება, თვინიერ შეშის მოტანისა და ისი მოჯალაბე იმ ხარით მოიტანდეს შეშასა სამზარეულოსა შინა და იმითი იქმნებოდეს მზადება საჭმლისა და ესრეთ განწესდეს შეშისათვის და სხვათა მოჯალაბეთა მიეცეს თავისუფლება და იმუშავონ თქვენთვის სასახლესა შინა. ქონდესთ ყოველნი კმაყოფილებით იარაღნი და ჭურჭელნი სამზარეულოსანი სპილენძის თუ სხვისანი და გაუფრთხილდენ, რომ ცუდათ არ დაამტვრიონ და როდესაც დაძველ დეს და ანუ დაიწვას და დატყდეს, მაშინ ანგარიშით ხაზინიდან გამოიცვლებოდეს და ნაკლულევანი შესრულდებოდეს:

ხორცისათვის, რომელიცა მიაქვსთ ძველისა წესისაებრ

საწესოსა რომ უძახიან, ესე დიდათ აბრკოლებს თქვენს სუფრას და ხარჯსა და ამისთვის ბრძანეთ, რომ საწესოს ნურვინ აღიღებს და რაც დაიკლას ყოველს კაცს მიეცეს მათ-მათი წილი უფროსად და უმცროსად და საწესო ნუღარ აიღების, რომლითაც დიდი სიუხვე მიეცემის ხორცსა საზოგადოდ საწილოსა და ამა საწესოს აღებითა სახლსა თქვენსა მრავალნი არიან მშიერ და მრავალნი კმაყოფილ, რომელი ესე არ არის კანონიერ და ვითარ დავსწერე, ესრეთ ინებოს უგანათლებულესობამან თქვენმან.

რაიცა ტყავიანი რაიმე დაიკლოდეს სახლსა შინა თქვენსა, ყოვლისა ტყავი მიბარდეს ხაზინადარსა და მით შეკრიბოს სასარგებლო რაიმე სახლისა და კვირის ტყავი და თორმეტის საუფლო დღესასწაულისა და არა სხვისა გაუჩინეთ მზარეულთა და მოხელეთა ვისდამიც ჯერ იყოს და ესეცა მათი შრომისათვის.

დიდი უწესოება არის ესე, რომ გამოიტანებენ დასარი გებელს ხორცს ჩელტითა და არის იმაზედ ერთი ვაება და ერ თი ხმიანობა და შეკრებულება და სხვა-და-სხვა შუღლი და ამბოხი და უწესოება; ამისთვის ბრძანეთ, რომ ნუღარ იქნების ესე სასაცილო უწესოება და ამისი ასე ინებეთ: რაც რომ დასარიგებელი იქმნებოდეს ხორცი, მისცემდენ სამზარეულო დამ მათ-მათ ულუფას, რომელსამე მოხარშულსა და რომელსამე ნედლად, მაგრა ხრიალითა და უწესოდ ნურცა იქ მისდგებიან და ეგრეთვე იქნებოდეს პურისათვისცა და სხვათა დასარიგებელთა საზოგადოთ ულუფათათვის.

მესტუმრე, მზარეულნი და ხაბაზი გამოიზრდებოდეს თქვენისა ქარხნისა ულუფითა და ესრეთ დასდგეს მზარეულო წესი.

ღვინისა მოხელეთათვის

დაადგინეთ ერთი მეღვინეთ-უხუცესი, და სამი მეღვინე, ექვს თვეს სამი და მეორე ექვს თვეს კიდევ სამი და ესრეთ შეასრულონ წელნი სრულნი. ამათ მიებარებოდესთ ყოველნი ღვინონი და სცვიდენ სამეღვინოსა შინა რიგიანად და რიგიანადცა ხარჯევდეს.

მეღვინეთ-უხუცესი შემოკრებდეს დროსა მაჭრობისასა ღვინოს ყოველს სოფლიდამ რიგიანის ანგარიშით და ექვსის თვის საყოფს შეინახვიდეს ზუგდიდს და ექვსის თვისას მეორე სასახლესა შინა.

ოდეს იქნებოდეს მოსთვლება ღვინისა, მაშინ, სადაცა იყოს სამკვიდრო მამული თქვენი, იქ წარგზავნიდესთ სარწმუნოსა კაცსა და რიგიან და უკლებლად მოაკრეფინებდეს და რიგიან შეანახვინებდეს და განარჩევდეს თეთრსა და შავსა და ცალცალკე შეინახვიდეს.

უბრძანებდეს მეღვინეთ-უხუცესი და ჭურს კარგად გაარეცხინებდეს, რომ ღვინო არ წახდეს, თორემ ან ჭურმა წა ახდინოს ღვინო ან ისე მოიქცეს, რაც ღვინო მოუვლელობით წახდეს: სულ მეღვინეთ-უხუცესმან გარდაიხადოს. მეღვინეთუხუცესი უბრძანებდეს სადაც ბატონის მამული არის და ვისდამიცა ჯერ იყოს დააშენინებიებდეს, აწმენდიებდეს და ამუშავებიებდეს, რათა უმეტეს ნაყოფიერ იქნას და გამრავლდეს მოსავალი ღვინისა.

მეღვინეთ უხუცესი ეძებდეს გასასყიდელსა მამულსა და იყიდდეს ხაზინიდამა. მეღვინეთ-უხუცესი ყოველს ოთხ თვეზედ მისცემდეს ანგარიშს სახლთ-უხუცესსა და სახლთუხუცესი იმ ანგარიშს თქვენს უგანათლებულესობას მოართმიდეს ოთხ თვეზედ.

მეღვინეთ-უხუცესი და მეღვინე გამოიზრდებოდეს თქვენის ქარხნის ულუფიდამ და ესრეთ დასდგეს მეღვინეთ წესი და გა რიგება.

სტუმართ გამგეთათვის

დააყენეთ სახლსა შინა თქვენსა ერთი კეთილ-შობილთაგანი მარჯვე გამოცდილი კაცი სტუმართ-გამგე და ახლდეს მას ერთი უმცირეს მისსა აზნაურიშვილი და სამი ბიჭი მოსამსახურე.

მიებარებოდეს მათ სტუმართათვის სახლი ორი უკეთესი და უდარესი, ჰქონდესთ სტუმართათვის ყოველნი სუფრის იარაღნი: ორი თასი, ერთი აზარფაშა და ორმოცი საინი, სუფრა ჩითისა და ხისა, და შეინახდენ რიგიანათ არამც ურიგოთ არა გატყდეს ან არ დაიკარგოს და თუ ურიგოთ გატყდეს და ან დაიკარგოს სტუმართ-გამგე გარდიხდიდეს და თუ დაძველდეს ის კი ხაზინიდან გამოცვალოს და ნაკლულევანი აღავსოს.

მიებაროსთ სტუმართათვის ორი კარგი ნოხი და ერთი ქეჩა სტუმართათვის სხვანი ქვეშაგებელნი.

კვალად მიებაროს ტაშთი, თუნგი და ყოველი სამზარეულოს იარაღი და მისი მზარაული.

ოდეს მოვიდეს სტუმარი, ნუ დასჭირდების ბრძანება, მსწრაფლ მიეგებოს, სახლში ჩამოახდინოს, ცხენები მეჯინიბეს მიუბაროს და მოგახსენოს თქვენ, თუ ვინ არის და ვითარი კაცი არის. შემდგომ ამისა გამოართვას სარდო სახლთ-უხუცესსა და მიჩენილსა მზარაულსა გააკეთებინოს და დროზედ მიართვას და ვითარიც კაცი იყოს მათ-მათი ხარისხად პატივს-სცემდეს და უზრუნველ ამყოფებდეს, რათა არა იქმნას ზრახი სახლისა და ესე ესთა გარიგდეს და ოდეს დაიდგინება სტუმართ-გამგე და ესე მცირე ჩემ მიერ წინადადებანი განიკარგვიან, მაშინ

მრავალნი უნათლესნი განგებანი და წესნი მიეცემიან, რომელიცა დიდი საქებელ იქმნების თქვენი და სახლისა თქვენისა ესე ვითარითა წესდებულებითა.

ოდეს არ იყოს სტუმარი, მაშინ სტუმართ გამგები და ხელქვეშეთნი მისნი გამოიზრდებოდეს თქვენითა ულუფითა, მიეცემოდეს დაუმზადებელი ბეღელ-სამზარეულოდამ და ისინი მათს ჩენილ მზარეულს გააკეთებინებდენ და ესეთ გამოიზრდებოდეს სტუმართ-გამგე და ხელქვეშეთნი მისნი.

სახლთ-უხუცისათვის

იმყოფებოდეს სახლსა შინა თქვენსა სახლით-უხუცესი. სახლთუხუცესი ამისთვის ეწოდების, ყოველსა სახლსა უნდა უყურე ბდეს, სახლის გაწყობილებასა, სასმელსა და საჭმელსა კანონიე რად დახარჯვასა, სტუმრისა პატივისცემასა და ყოველსა სახლისა თქვენისა კეთილ-განწყობილებასა და საქებელსა საქმესა და ემკაცროდეს ყოველსა სახლისა თქვენისა სასირცხოსა და უკადრსა საქმესა.

სახლთ-უხუცესა თანა აძს, რომელ შემოკრებდეს ყოველსა საჭიროსა საჭმელსა და სასმელსა ექვსის თვის საყოფს ერთ სასახლესა შინა და ექვსი თვისას მეორე სასახლესა შინა და ანგარიშით შეკრებდეს, არამც დაკლებულ არ იქნას ის ექვსი თვისა მიჩენილი საზრდო და დახარჯოს ყოველივე ანგარიშითა სტუმარსა თუ მაინძელსა ზედა და ყოველსა მეოთხეს თვესა ანგარიშსა მოგართმევდეს დახარჯულისა და დაშთომილისასა.

როდისაც ახლის შემოსვლა იქმნეს ღვინისა და ღომისა,

მას ჟამსა წარავლინოს სახლთ-უხუცესმან კაცი სარწმუნო სოფლითი-სოფლად და მობოჭოს ყოველი დებულნი გარდასახადი და შემოკრიბონ სასახლესა შინა მის-მისი მხრის მის-მისსა სასახლესა შინა და ქონდეს კარგი ბეღელ-მარანი და შეინახებოდეს მათ შინა ანგარიშითა და წყვითა და თვინიერ ამა დე ბულთა გარდასახადისა ნურა გარდახდების ხალხსა ამისათვის, რომელ ხალხის სიღარიბე დიდად დააღარიბებს სახლსა თქვენსა, მერწმუნენით. და უბრძანოს სახლთ-უხუცესმან იმა ჩენილთა გარდამხდელთა ბოქაულთა, რომელ არა რაიმე სხვა იუსამართლოვოს სოფელსა შინა და თუ იკადნიეროს და შეაწუხოს ხალხი, მაშინ რისხვით მოიკითხოს სახლთ-უხუცესმან.

სახლთ-უხუცესი ან თვითონ წავიდოდეს ანუ მაგიერ კაცს წარგზავნიდეს ყოველსა სოფლითი-სოფლად და ანახვინებდეს ყანასა, სადაცა არს მუშაობა სამთავრო და საკმაოსა ყანასა დაადებინებდეს და საკმაოსა მოაწევინებდეს და ეგრეთვე მოსთვლებისა დროსა დაასწრებდეს სარწმუნოსა კაცსა და ოდეს შეკრიბონ მომავალისათვის სამუშავოსა საჭმელ-სასმელსა საკმაოსა დაუტევებდეს და სხვას წყვითა და ანგარიშითა მოატა ნინებდეს სადაცა დანიშნულ არს სასახლე და იქ შეინახდეს სახლთ-უხუცისა ვალი ყოველთა უფრო ეს არის, რათა

შეიტყოს ანგარიშით თუ რამოდენი იკმავებენ სასმელ-საჭმელი წელიწადსა შინა და იმ ანგარიშითა და იმა წყვითა შემოკრე ბდეს და დახარჯვიდეს, თორემ უანგარიშო ხარჯი სახლთ-უხუცისა დიდი სირცხვილი არის და უგონებობა და ყოველნი ხარჯნი გაფუჭებულ იქმნების და სახლიცა მშიერ იქმნების და ესე სარცხვინელი არს სახლთ-უხუცისა.

სახლთ-უხუცესს ახლდეს ერთი აზნაური გამოცდილი კა ცი მისდა ნაცვლად ზედა-მხედველი ყოვლისა საქმისა და ორნი მოსამსახურენი და ესე სახლთ-უხუცესი და მხლე მისი გა მოიტანდეს მისსა საკმაოსა ულუფასა და გააკეთებდეს და ამითი გამოიზრდებოდეს და ესრეთ დასდგეს სახლთ-უხუცისა საქმენი.

ესე საკმავო არს ჩემგან მოსახსენებელად სასახლისა სვიტათათვის, რომელსაცა ამის ნაკლულევანსა თქვენ აღავსებთ და გაუსწერებელსა განმართავთ და კეთილ წესიერებითა განკარგავთ.

ამასთანავე მწადოდა რათა უგანათლებულესისა მეუღლისა თქვენისა დედოფლისა მოსამსახურეთა თვისცა აღმეწერა, გარნა არღა შევრაცხე საჭიროდ. ოდეს განიხილავს ამა ჩემსა მოხსენებასა თვით, საქებელითა გონიერებითა თვისითა მისწვდების და განსჯის თუ რომელი და რაოდენნი საჭირო არიან მათთვის მსახურნი და მოხელენი და თვით იგი დაადგინებს

და განაგებს ვითარ ჯერ არს და მე ესე ვითარისა იმედეულმა დაუტევე აქა აღწერაჲ.

სასახლისა სამღვდელოთა სვიტათათვის

იყოს სახლსა შინა თქვენსა მოძღვარი თქვენი და ახლდეს მას ერთი არხიდიაკონი და ერთი დიაკონი და ორი ფარეში და ერთი მზარაული.

მიეცემოდეს წელიწადსა შინა მოძღვარსა თქვენსა შესაფერი ხალათი მას და აგრევე მისსა არხიდიაკონსა.

ყოველნი დიდნი საუფლონი დღენი და დღენი ცერემო ნიათანი გარდაიხდებოდეს მოძღვართა თქვენთაგან უკეთუ არა იყოს არხიერი და ქონდეს მოძღვარსა თქვენსა ნება მიცემულ, რომელ სასახლისა ეკკლესიასა შინა გაუვიდოდეს ყოველნი

ბრძანებანი სხვათა სამღვდელოთა კარისა თქვენისათა. დაიდგინეთ სახლსა შინა თქვენსა დეკანოსი ერთი პირ ველი ენქეროსანი და მეორე მღვდელი უმცირეს მისსა და ერთი სასახლისა არხიდიაკონი და ორნი დიაჩოქი და სამნი მგალობელნი სასახლისანი.

ამათ მიეცემოდეს წელიწადსა შინა თქვენგან მათ-მათი შესაფერი ხალათი, ესენი გამოიზრდებოდეს თქვენისა ულუფითა, მოძღვარსა თქვენსა მიეცემოდეს ბეღელ-სამზარეულოიდამ დაუმზადებელი ულუფა საკმავო და მისი მზარეული დაამზადებ დეს და ამით იქმნებოდეს გამოზრდა მოძღვრისა და მისთა მხლეთა; ხოლო დეკანოსნი, დიაკონნი და მგალობელნი ესენი თქვენთა ულუფათაგან. და ოდეს მიზეზითა რაიმეთი არა დასხდენ სტოლსა თქვენსა ზედა, მაშინ მესტუმრემან თქვენმან პატივით

მიართვას ყოველნი დამზადებულნი სანოვაგენი ვითარ ჯერ არს და ესრეთ გამოიზარდონ.

იყოს სასახლისა ეკკლესიასა შინა ყოველნი სახმარნი საღმრთო ჭურჭელთანი ყოველნი სირმისა და ოქროისანი და ამასთან ორნი სირმისა სურანი, ერთი ღვინისა და მეორე წყლისათვის, სხვათა თანა საღმრთოთა ჭურჭელთა ესეცა უეჭველად უნდა იყოს.

შემდეგ ამისა წიგნი საეკკლესიონი უკლები, შესამოსელ ნი სამღვდელონი ორნი მღვდლისა, ორნი დიაკვნისა და ორნი დიაჩოქისანი. ერთი მღვდლისა, ერთი დიაკვნისა და ერთი დიაჩოქისა იყოს უმძიმეს მეორისა სადღესასწაულოდ და მეორე უდარეს პირველისა საყოველთაო დღეთა სახმარი.

ვინადგან სამღრთო და სამღვდელო წესდებულება გვი ბრძანებს ლიტურღიასა შინა უსისხლოდ მსხვერპლად მხოლოდ ლიტონსა ხორბალსა და ფერ შვენიერსა, უზადოსა ღვინოსა, ამისთვის ებრძანოს სახლთ-უხუცესსა, რომე საგანგებოდ ამისა შეინახებოდეს ყოვლითურთ წმინდა პური და ღვინო საყოფნელი სრულისა წლისა, რომელ თვინიერ იმისა არა დაიხარჯო დეს და იყოს დამარხულ ამა სამღრთოთა მსახურებისათვის. გამოიანგარიშეთ წელიწადსა შინა რაოდენი საკმავო იქნებოდეს სანთელი და საკმეველი და იყიდებოდეს ხაზინიდამ და

ოთხ-ოთხისა თვისა გინა ნახევარ წლისა საკმავო მიებარებოდეს დეკანოსსა და დახარჯვიდეს წესიერად და დახარჯვისა შემდგომად კვალად მიებარებოდეს რიგიანის ანგარიშითა.

ყოველნი სამკაულნი საეკკლესიონი წინათ ამისა აღწერილი მიებარებოდეს ანგარიშითა პირველსა დეკანოსსა და იგი გაუფრთხილდეს, წმენდდეს, აკეთებდეს და დაძველებულსა მოხსენებით გამოცვლიდეს და ესრეთ იქმნეს წესდებულება სასახლისა სამღვდელოთა სვიტათათვის, ხოლო რაიცა მაკლს მე ამას შინა, გონიერება თქვენი აღავსებს და კეთილად განკარ გავს.

საზოგადოდ მამულისა მსახურთა და მოხელეთათვის გამოირჩიეთ სამფლობელოსა შინა თქვენსა ოთხნი კე თილნი გვამნი გამოცდილნი, მცოდნენი და უქრთამონი და დაადგინეთ მრჩეველად, რომელსა ევროპიელნი უწოდებენ კამიტეტი. ახლდესთ ამა ოთხთა მრჩეველთა ორნი უცხო მწე რალნი და ესენიცა დაცულნი გვამნი.

ახლდეს ამა ოთხთა მრჩეველთა თითო ან ორ-ორნი მოსამსახურენი და ერთი მზარაული.

მიეცემოდესთ ამათ ულუფა დაუმზადებელი და ამათი მიჩენილი მზარაული დაამზადებდეს და მიიღებდენ და ამით გამოიზრდებოდენ.

ჰქონდესთ ამათ სამყოფი სახლნი ერთად ანუ ცალ-ცალკე მათთვის და მათთა მსახურთათვის.

იყოს ერთი სახლი სამრჩევლო, რომ თვინიერ რჩევისა ნურვინ შევალს და იყოს სახლსა მას შინა სტოლნი და საწერელნი და სამწერლონი და ქაღალდი და სხვანი სახმარნი.

არჩევდენ ესე მრჩეველნი, ფიქრობდენ, მიურულებელად აძლევდენ თავსა მათსა დიდსა გამოძიებასა შინა საზოგადოდ სამფლობელოისა თქვენისათვის თუ რა უმჯობეს არს, ანუ რა გაამდიდრებს სამფლობელოსა თქვენსა, საიდამ შემოვა ბედნიერება და გამდიდრება ხალხისა ამათ მიურულებელად ფიქრობდენ და არჩევდენ.

არჩევდენ მეზობელთა გარემოთათვის თუ რა უმჯობეს არს.

რომელიცა საქმენი გამოსაძიებელნი შეხვდეს თქვენსა უგანათლებულესობასა, იმა საქმესა მისცემდეთ მათ მრჩეველთა გამოსარჩევლად და გამოარჩევდენ თუ რომელი უმჯობეს არს და გამორჩეულსა მათსა დასწერდენ და მოაწერდენ ოთხნივე ხელსა და თავის დროსა წარმოუდგენდენ თქვენსა უგანათლე ბულესობასა და თქვენ მხილველი მისი, რომელიცა ჯერ არს დაამტკიცებ და რომლიცა არა ჯერ არს უარყოფთ. ხოლო მას დამტკიცებულსა თქვენსა გარდასწერენ კანცელარიასა შინა თქვენსა და კოპიასა დაიტევებენ მრჩევლობისა ჟურნალსა შინა და თვით ასლსა თქვენ მოაწერთ ხელსა და ანუ კომიტეტი დასამტკიცებელად, და უბრძანებენ საქმესა მას შესასრულებელად ვისდამიცა ჯერ არს და ესრეთ შესრულდება საქმენი კომიტეტთანი, ესე იგი მრჩეველთანი.

მოწყალეო ხელმწიფეო, გონიერებით იგრძნეთ ესე რომელ დიდი განსვენება არს თქვენი და სასარგებლო მამულისა გარნა მათ კომიტეტთა დიდი საზოგადო ტვირთი კიდავნ რათა არა წარუწყმდესთ ერთი რომელიმე საქმენი საკუთრად თქვენი და ანუ საზოგადოს მამულისა განუნახველად ვინადგან ყოველნი საქმენი სამთავრონი და ანუ მამულთა თქვენთანი ყოველნივე მათდამი დამოკიდებულ არს, და აპა იფიქრეთ თუ რაი ღვწანი და მიურულებელნი მეცადინოებანი მართებსთ მათ კომიტეტთა ესე იგი მრჩეველთა, და თუ ესთა არა ფრთხილ იქმნენ მაშინ სიტყვა უნდა მისცენ ღმერთსა და მთავრობასაცა.

სასამართლოთათვის

დაადგინეთ კაცნი გულისხმიერნი და მოშიში ღვთისა და უქრთამო, გარნა სადაცაა შიში ღვთისა მუნ არცა ქრთამი იქ ნება. ასე ვითარნი ორნი მოსამართლენი მოუცლელად თქვენს კარზედ იმყოფებოდენ.

ყავდესთ ამათ ორნი გამოცდილნი მწერალნი, ახლდესთ თითო ან ორ-ორნი მსახურნი და ერთი მზარაული, და მიეცემოდესთ ამათ ულუფა დაუმზადებელი განწესებული ყოვლის იჯრისა და გააკეთებდეს მათი მზარაული და მით გამოიზრდებოდენ.

ქონდესთ სახლი სამყოფი თავისათვის და მსახურთა მათთათვის.

იყოს ერთი სახლი სასამართლო, და იმა სახლში თვინიერ სამართლისა მისსა დროსა ნურვინ შევალს.

იდგეს სახლსა მას შინა სტოლნი, და საწერელნი სამწერლონი და ქაღალდი დაიწერებოდეს მას შინა ყოველნი გაჩენილნი და განსჯილნი სამართალნი და იგი გარდაწყვეტილნი საქმენი შთაიწერებოდეს ჟურნალსა შინა; ერთი მიეცემოდეს მოდავეთა და ერთი შთაიწერებოდეს ჟურნალსა შინა და შეინახებოდეს სასამართლოსა შინა.

ოდეს გარდასწყდეს სამართალში, ექმნეს ბრძანება ბოქაულთ-უხუცესსა და ბოქაულთა და აგრევე მოურავთა და მოხელეთა, რომელ ოდეს მისწერდეს მდივანბეგნი უსმენდენ და მდივანბეგი მისწერდეს ამათ ხსენებულთა ვისდამიცა ჯერ

იყოს და იმა გარდაწყვეტილსა საქმესა შეასრულებდენ მდივანბეგისა მოწერითა, და იმ მდივანბეგისა მიწერილსა წიგნსა შეი ნახვიდენ და შემდგომად, რომელსამე დროსა წარმოგიდგენდენ. რომელიცა სამართალი გაჩნდეს მოსამართლეთაგან ნურ ვინ ვიკადნიერებს გარდახდომასა, წინააღმდეგობასა და დარღვევასა მისსა ნურცა თქვენ, მოწყალევ ხელმწიფევ, და ნურცა სხვანი ნურა რომლითამე მიხედვითა.

იქმნების მოსამართლესა ჰქონდეს სამართალთა შინა შეცდენა, მაშინც ესთა ნუ დაირღვევის, მოაღებინეთ იგი განჩინებისა წერილი, განიხილეთ და თუ მოსამართლეთ ექმნას გან დრეკილება, მაშინ მოსამართლეთა მოეკითხოს დიდის რისხვითა და გარდახდევინებითა, და თვინიერ ამისა განჩენილნი სამართალი მოსამართლეთანი ნუ დაირღვევის ნურა საქმითა ნურცა დიდთაგან და ნურცა მცირეთაგან, მიხედეთ ბრძენი რასა

იტყვის: „ყოველი სამართალი წარწყმდების, საქმე რა წადილისა მიმართ წარვალს“.

სრულიად სამფლობელო თქვენი განყავით ოთხ ოკრუგად, ესე იგი ოთხ სასამართლოდ: ერთად ავხაზეთი ზედ-წოდებით სამურზაყანო; ორად ოდიში, ერთად ხობის წყალს გაღმართი და მეორეთ ხობის წყალს გამოღმართი, ესე სამი, და მეოთხედ  ლეჩხომი სვანეთიანად.

დაადგინეთ ერთი მოსამართლე სამურზაყანოს, და ყავდეს ერთი მწერალი თანაშემწედ მისსა, და იმყოფებოდეს სამურზაყანოს ბოქაულათ ოთხნი მარჯვენი კაცნი და არიგებდენ საქმესა ვითარ ჯეროვანი არს.

ავხაზეთისა მოსამართლესა ქონდეს ნება მიცემული რომ ორას ყურუშამდე სამართალსა თვით გარდასწყვეტდეს, და ორასის ყურუშის უმეტეს რაც იქმნეს, კარის მოსამართლესთან გამოგზავნიდეს და კარზედ გარიგდებოდეს, და როდესაც კარის მოსამართლე გარდასწყვეტს, მაშინ კარის მოსამართლე უბრძანებს ავხაზეთისა ბოქაულსა და გაარიგებს ბრძანებითა კარის მოსამართლისათა თუ ვითარ გარდასწყდა.

ერთი მოსამართლე და ერთი მწერალი და ორი ბოქაული იყოს ხობის-წყალს გაღმართ, და ამის მზგავსად გამოღმა და ეგრეთვე ლეჩხომს.

ამათ ჰქონდეს ნება ასის ყურუშისასა თვით ისინი გაასამართლებდეს და გარდაწყვეტდეს და მიაცემინებდეს, და ასის ყურუშის უმეტესი რაც დარჩეს სასამართლოთ, მაშინ კარის მდივანბეგებთან წარგზავნიდენ და კარის სასამართლოდამ გარდაწყდეს მათი საქმე, და ვისდამიცა ჯერ არს კარის მოსამართლე მისწერს და გაარიგებინებს იმა საქმესა.

ისი ოკრუგის მდივანბეგი და ბოქაული უყურებდეს მათდამი რწმუნებულთა სოფელთა, ანუ ერთმანეთს არ ემტერონ ან ერთმანეთს არ მძლავრონ ისე რიგით მოუარონ სოფელსა და ქვეყანასა, და ესრეთ იქმნას სასამართლოისა საქმისა განკარგვა.

ხაზინადართათვის

დაადგინეთ ერთი გონიერი და არეხმეტიკისა მცოდნე კაცი ხაზინადრათ, რომელსაცა მიებარებოდეს ყოველნი გამოსავალი სამთავროისა თქვენისანი თვინიერ სასმელ-საჭმელთა.

მიებაროს ბაჟი, იჯარა, საური, საბოქაულო ჩამოსარჩენი და ყოველნი სამთავრო გამოსავალნი თქვენნი.

ყავდეს ხაზინადარსა ერთი კარგი მწერალი თანაშემწედ. ახლდეს ხაზინადარსა ერთი თუ ორი მოსამსახურე და მზარაული.

მიეცემოდეს ხაზინადარსა ულუფა დაუმზადებელი სახლთუხუცისაგან გაჩენილი ყოვლის იჯრისა და განწესებული და გააკეთებდეს მზარაული ხაზინადრისა და იმით გამოიზრდებოდეს ხაზინადარი და მხლენი მისნი. ჰქონდეს სახლი სამყოფი ხაზინადარსა და მხლესა მისსა.

გააკეთეთ ერთი სახლი კარგი და მაგარი სახაზინო და შესანახავი ნივთთა სახაზინოთა და ებარებოდეს ხაზინადარს, რათა მას შინა შეინახოს ყოველნი ნივთნი ხაზინათანი.

ხაზინადარს თანა აძს, რათა საქებულისა და რიგიანის ანგარიშით ხარჯევდეს ხაზინასა, და ეცდებოდეს წლის გამოსავლისაგან მოარჩინოს რამოდენიმე და ის მორჩენილი ეცადოს, რომ გაამრავლოს და ამთავნოს.

ხაზინადარსა თანა აძს, რომელ ეძიებდეს გამოსავალსა სამთავროსა და მამულისაგან გამოსავალსა. და უმეტეს ერთა ფიცხლად ეძიებდეს თუ საიდამ გამრავლდება ხაზინა ანუ საიდამ შეემატება.

იცი თუ მთავარსა და უფრორე სახლსა თქვენსა რამოდენი გაუდის საჩუქრად ცხენი, თოფი, თუ სხვა ნივთები; ამისათვის განღვიძებით იყოს ხაზინადარი და ეძებდეს თოფსა, ცხენსა და სხვათა ნივთთა, რათა იეფად იყიდდეს თოფს, მეაბ ჯრეთ მიაბარებდეს და გააკეთებდეს, რანიცა ნაკლულევან არს, და ცხენს მზინდართ-უხუცესსა და გაუსუქებდეს, და ესენი დროზედ ყიდულის ფასის უმეტეს მოიხმარებდეს და ამით სარგებლობა იქმნეს.

ხაზინადარს თანა აძს, რათა ეძიებდეს სადაცა შეიტყოს გასასყიდი მამული, და ანუ ადგილი, ანუ გლეხი თუ კაცის სული, იყიდოს, შემატოს მამულსა სამთავროსა, რათა მით სარგებლობა იქმნეს.

ეცადოს ხაზინადარმა, რომ წლის მოსავლისაგან რამოდენიმე გარდასდვას და იგი წარგზავნოს სტამბოლად ანუ რუსეთად, სადაც უმჯობეს განიხილოს, და იქიდამ იეფის ფასით მოატანინოს თქვენთვის და თქვენის ჶამილიისათვის ტანისამოსნი თუ სხვანი საპორო ნივთნი. აქ სამათ იძლევებიან აქაურნი გამვაჭრებელნი და იქიდამ მოვიდეს იეფის ფასით და იქმნას სარგებლობა კმად საყოფელი.

კვალად განმეორებით ვეტყვი ხაზინადარსა, რათა გულს მოდგინედ ეცადოს, რომ რამოდენიმე წლის მოსავალზედ მოარჩინოს და ისი მორჩენილი თეთრი ასარგებლოს, და რადგანაც ერთხელვე დაიდება ხაზინაშიდ თეთრი და ძირი დაე ბმის არღა აღმოიხოცების ხაზინა და ამის მეცადინოება ჰყოს ხაზინადარმა საქებულად თავისა თვისისა.

კვალად ამისთვის ვაიძულებ ხაზინადარსა და განვაკრძალებ, რომელ მოურულებელად მეცადინეობდეს და ეძიებდეს გამოსავალსა სამთავროსასა, და შესაძინელსა და განსამრავლებელსა ხაზინისასა.

ხაზინადარსა თანა აძს, რომელ ყოველნივე გონიერების ანგარიშით დახარჯოს და რაცა შევიდოდეს ხაზინაშიდ და ან რაც გამოვიდოდეს, დაიხარჯოდეს, ყოველს ოთხის თვის თავზედ ანგარიშსა მოართმიდეს ხაზინადარი თქვენს უგანათლებულესობას; ხოლო რაიცა აკლს ამას, თქვენი გონიერება და ცდანი ხაზინადრისანი შემატებენ და შეასრულებენ.

ბოქაულთ-უხუცესთა და ბოქაულთათვის

იყოს სახლსა შინა თქვენსა მოუცილებლად ბოქაულთუხუცესი და ყავდეს ერთი კარგი მწერალი და ახლდეს ორი თუ სამი მოსამსახურე, და ამასთან ოთხი ბოქაული კეთილ შობილთაგანი მუდმათ ახლდეს, და ესე ბოქაულნი სამ-სამ თვეზედ ოთხ-ოთხნი ერთმანეთს გამოეცვლებოდეს, ესრეთ დასდვან წესი და განკარგულება.

ჰქონდეს სახლი სამყოფი ბოქაულთ-უხუცესსა და ბოქაულსა.

მიეცემოდეს საჭმელი და სასმელი ერთხელვე განჩენილი სახლთ-ხუცისაგან საკმავო, და ბოქაულთ-უხუცესისა მზარაული დაამზადებდეს და ბოქაულთ-უხუცესი და ბოქაული ამით გამოირზრდებოდეს.

ოდეს გარდასწყდება საქმე, მაშინ ებრძანების ბოქაულთუხუცესსა თვით თქვენის უგანათლებულესობისაგან, ანუ რჩევათა, და ანუ მოსამართლეთაგან, და იგი ბრძანებულსა საქმესა ზედა წარგზავნოს ბოქაული და გაარიგებინოს იგი საქმე ვისგან ვითარ ბრძანებიეს, და რაიცა იმა ბოქაულობიდამ გამოსავალი იქმნეს სამთავრო, ისი ბოქაულთ-უხუცესმა ანგარიშით ხაზინადარსა მიაბაროს და წიგნი გამოსთხოვოს ბოქაულთ-უხუცესმა ხაზინადარსა, რომელ ესე და ესე ამოდენი მომბარდათქო, და ისა წიგნი თქვენს უგანათლებულესობას უნდა წარმოუდგინოს ბოქაულთ-უხუცესმა.

რადგანაც მესმის და ნამდვილადცა უწყი, რომელ ბოქაულისაგან დიდი შეწუხება არის ხალხის და დიდი რბევა, დიდი წართმევა და ავოხრება, და საბოქაულოსიცა დიდი გარდახდევინება, ამისათვის ვალი გაქვსთ, მოწყალევ ხელმწიფევ, რათა ბრძანოთ და არღა იქნეს ესე საქმენი, და ბოქაულთ-უხუცესსაცა თანა აძს ესე, რომელ განეკრძალოს და ბოქაულთაცა აღუკრძალოს, რომ ნუ იქმნენ ესე ვითარსა დაკლებასა მამულისასა.

ოდეს წარგზავნიდეს ბოქაულსა, ვისზედაცა წარიგზავნოს ბოქაული, ნუ დააოხრებს და ნუ მოსთხრის და ნურცა რას წაართმევს თვინიერ იმისა რაც გარდასახადი არ დასდებიეს იმაკაცსა, და ის მხოლოდ გარდაახდევიოს რაც მოსამართლეთაგან დასდებიეს და გასჩენიეს გარდასახადი და სხვას ნურას ავნებს, და ეგრეთვე საბოქაულოს ნუ აიღებს უფროს ამისა, რამდენი ათი მარჩილი იქმნეს გარდასახადი ათ მარჩილზედ მარჩილს აიღებდეს, და იმას გარდაახდევიებდეს საბოქაულოს ვისაც გარდასახადს მისცემდეს, და გარდამხდელს ნურას თხოვენ. ორივე კერძოთ გარდახთა არ შეიძლება.

იციან ბოქაულთ, რომ ერთხელ რომ გაგზავნიან საბოქაულოდ, არღა მიიქცევიან კვალად სასახლედ, დავლიან სოფლითისოფლად და აწუხებენ სოფელსა და ესეცა აღეკრძალოს.

ოდეს წარგზავნიდენ ბოქაულსა და ვისთანაცა წარგზავ ნიდენ და იმა საქმეს გადასწყვიდდეს, მერმეთ ისევ სასახლედ და მოიქცეოდენ და სოფლითი-სოფლად სიარულს დაეთხოვონ, ესრეთ იქნას ბოქაულო-უხუცესთა და ბოქაულთა საქმენი და წესნი; ხოლო ნაკლულევანსა აღავსებს კეთილ-გონიერება თქვენი.

ქეშიკთ-უხუცესთა და ქეშიკთათვის

იმყოფებოდეს სახლსა შინა თქვენსა ერთი ქეშიკთ-უხუცესი და ახლდეს ხუთნი ქეშიკნი სვანისანი, და იგი ქეშიკნი რიგით სამ-სამნი გამოიცვლებოდენ მესამ-მესამე თვეზედ.

ახლდეს ქეშიკთ-უხუცესსა ერთი ან ორნი მოსამსახურენი. ჰქონდეს სახლი სამყოფი ქეშიკთ-უხუცესსა და ქეშიკთა. მიეცეს ულუფა ბეღელ-მარნიდამ დაუმზადებელი სახლთ უხუცისაგან ერთხელვე განწესებული საკმაო მათი და გააკეთებდეს ქეშიკი ანუ ყავდეს ქეშიკთ-უხუცესსა ერთი მზარაული და იგი გააკეთებდეს და ამით გამოიზრდებოდეს ქეშიკთუხუცესი და ქეშიკი.

იყოს თანამდებობა ქეშიკთ-უხუცესისა და ქეშიკისა ესე, რომელ იქმნება შესწყრეთ ვისმე და ბრძანოთ დაჭირვა და ყარაულს ქვეშ ყოფნა, მიებარებოდეს მათ და ქონდესთ სახლი საგამგებლდ გაკეთებული დასაცველი პყრობილთა და სცვიდენ მას შინა, ბრძანებისაებრ თქვენისა.

იქმნების სოფლიდამ მოვიდეს ტყვე ვინმე განსაკითხველი სასამართლოსა შინა, მაშინ საქმის გარდაწყვეტამდის მიებარებისთ მათ და დაიცვენ ესე ვითართა განსაპატივებელთა კაცთა და ესე ვითართა კაცთა დაცვა და შენახვა მათი თანადებობა არს; და იქმნების სხვებრცა მბრავალთა საჭიროთა საქმეთა შინა მოიხმაროთ და იმსახუროთ.

გზათ-გამგეთათვის

დაადგინეთ ერთი მარჯვე კაცი, რომელმან არ იცოდეს სოფლისა შეწუხება და მისა ხელქვეშეთად ორნი კეთილ-შობილნი სხვანი გზის მკეთებლად, რომელ ყოველს შენს სამ ფლობელოშიდ გააკეთოს გზა, განსწმინდოს, გააფართავოს, ყოველს სოფლითი-სოფლამდე გზა გასჭრას და გააკეთოს ეგრეთვე ბოგირები საჭირო ადგილებზედ, გააგოს და გააკეთოს მაგარი და კარგი და არა ცბიერი.

ეგრეთვე ბრძანეთ და მიეცით შეწევნა და გზის გამკეთე ბელმა დასძებნოს კარგი ადგილები და ყოველს წყალზედ, როგორც შეიძლებოდეს ხიდი გააგოს, ესრეთ ეცადოს და ესრეთ განეკრძალოს და ყოველს სოფლითი-სოფლად გზა გააკეთოს და ესრეთ იმოქმედოს ვითარ აღვწერეთ.

თანა აძს გზათ გამგესა, რათა ეძებდეს უმახლობელესსა გზასა და უსწორესსა იმას ზედა გააკეთებდეს გზასა.

ამისაცა თანამდებ არს გამგე გზისა რათა ყოველს მეო თხე-მეოთხე თვეზედ დაივლიდეს ყოველს გზას, და სადაცა ნაკლულევანებას ნახავდეს ისევ განაახლდებდეს და გააკეთებდეს, და რომლისა სოფლის იყოს მას გააკეთებინებდეს და ამაზედ დიდი განკრძალული იყოს გზის მკეთებელი, რომ გზა ანუ ხელმწიფეო ჩემო, ერწმუნენით ამა ჩემსა მოხსენებასა, რომელ დიდი საქებელი იქმნება და სასარგებლო თქვენთვის და სამფლობელოისა თქვენისათვის და ესეთ დაამტკიცეთ და ესეთ ბრძანეთ.

მწადდა რათა მხედრობათა თქვენთათვის და მოხელეთა მხედრობისა თვისცა დამედვა აქა რამოდენიმე წესდებულებანი, გარნა უმჯობეს აღმიჩნდა ვინადგან უსაჭიროეს არს სხვათ ამისთვის განვიზრახე გან-თვისებით გაკეთება წერილისა სამხე დროთა წესდებულებათათვის, რომელსაცა შემდგომ ვიმხარკებ და წარმოუდგენ უგანათლებულესობასა თქვენსა.

სასულიეროთა წესდებულებათათვის

თუმცა ესე არა ჩემნი არიან და არცა-ღა დიდათ საჭირო სთქმა ამისი ჩემგან, ვინაიდან ვხედავ მე სამფლობელოსა თქვენსა ყოვლად სამღვდელოთა და სხვათა სამღვდელოთა გონიერებით მდიდარ ქმნილსა, და რომელთამე სიბრძნის მოყვარებითა გავითარებულსა, რომელიცა მათ არა დაუშთებისთ ესე ვითარი საღმრთო საქმე და წარმართება; გარნა მაშინცა მცირესა რაიმესა დავსდებ აზრსა ჩემსა.

დასდვან ესე წესი ყოვლად სამღვდელოთა, რომელ ყოველს წელიწადს ორჯერ შეკრბებოდენ მწყემსთ-მთავარნი სამფლობელოისა თქვენისანი გამოსაძიებლად სჯულთა სამღვთოთა და დანიშნონ ადგილი ერთი სადაცა აღმოირჩიონ და იქ შეკრბებოდენ.

ესე კრება დაიდვის ამა რიცხვსა: ერთი შეკრბენ პირველს მაისს, ხოლო მეორე პირველს ოკტონბერს მათით კრებულით ვისაცა ძალედვას თხრობისა რაიმესა, და გამოეძიებდენ თუ რად რაი უწესოება არს, სად რა ღვთის საწყენი საქმე არის და დახსნიდენ ესე ვითარსა უწესოსა საქმესა შეწევნითა თქვენითა.

გამოეძიებდეს სხვათა და სხვათა მრავალთა და უმჯობესსა და უმჯობესსა, დასდებდენ სჯულთა სამღრთოთა და კეთილ-წესიერებასა სამღრთოთა და ესე ჭეშმარიტად ვალი არს მათი.

სამფლობელოსა თქვენსა ვიცი მრავალნი ადგილნი, რომ ეკკლესია არა აქვსთ და არცა არს მათშიდ მღვდელ-მოქმედება ლიტურღიისა, ამისთვის ესრეთ ინებონ მწყემსთ-მთავართა:

ყოველთა მათთა სამწყსოსა შინა ბრძანონ და ორმოც და ათ კომლზედ თითო ეკკლესია აღაშენებინონ, სადაც ძალ ედვას ქვისა და სადა ხისა და ორმოც და ათ კომლს თითო მღვდელი მიუჩინოს, უმეტეს ამისა ნუ იქნების და ნურცა უმცირეს.

ბრძანონ კვალად მწყემსთ-მთავართა რომელ ყოველი ეკკლესია ფიცრით, ქვით და აგურით და ესე ვითარითა გარდიხუროს, თორემ ფიცხელის ბრძანებით აღეკრძალოს მღვდელთა, ჩალის შეხურვილის ეკლესიაში საღმრთო ლიტურღია ნუ აღესრულების.

ინებოს მწყემსთ-მთავართა, უკეთუ სამწყსო არა ქონდეს, ისე მღვდელს ნუ აკურთხებენ და ან თუ ადგილი არა ქონდეს განსასვენებელი, ისე ბერს ნუ აკურთხევენ.

ესენი მტკიცედ და შეუმრღვეველად დაიცვან და ბრძანონ. ესე მცირე განსაღვიძებელი ჩემგან, ხოლო უვრცელესნი მათ უმჯობეს იციან.

___

აწ დასასრულ ამათ ყოველთასა, მოხსენებანი რაოდენ რიცხვი მუხლებად დადგენილნი საკუთართა ჩემთა რჩევათაგანი.

ხელმწიფეო ჩემო, თუმცაღა ჩებსა მოხსენებულს ითმენთ და ინებებთ რათა ოთხნი მრჩეველნი დაადგინოთ ვითარ მო გახსენეთ ესე ვითარი, მაშინ მათ არა დაურჩების განურჩეველნი და უპოვნელნი და მოუხსენებელნი სასარგებლო თქვენთვის და მამულისათვის, გარნა მეცა არა მცირესა მოხსენებასა დავსდებ:

1) მეცადინეობა თქვენის უგანათლებულესობისა იყოს რომ თქვენს სამფლობელოშიდ მართ-მადიდებელი სარწმუნოება მტკიცედ ეპყრან და ურჯულოება აღმოხოცოთ, მრჩობლადვე თქვენდა წარსამართებელად;

2) დიდათ გაუფრთხილდით უსამართლობას თქვენცა და თქვენთა ყოველთა ხელქვეშეთთა, თორემ ღმერთს უსამართლობასავით არა შეაწუხებს; ერთი მცირე უსამართლობა ოჯახს აღმოფხრის და ღვთის საძულველი უსამართლობისთანა არა არის-რა;

3) ყოველი სიცრუე თქვენგან შორს იყავნ, რომელიც ყოველსა თქვენთა კეთილთა გარემოებათა წარსწყმედს.

4) დიდი კაცი ხარ, თვით გაჩვენებსთ სამფლობელო თქვენი და უგანათლებულესი მკერდი თქვენი, განშვენებული ორდენებითა და ვგონებ თვით იგრძნობთ, რომ სიმჩალტე არ დაგშვენდებათ, და ეცადეთ ყოველს ქცევაშიდ მძიმე იყოთ და შესაშვენ ხარისხისა თქვენისა,

5) სულ-გრძელ იყავ და მოთმინე და არა მსწრაფლი მრისხანე, ვინადგან ვალი არს დიდთა კაცთა სულ-გრძელება;

6) მიურულებელნი მეცადინეობანი ისმიენ თქვენის სამ ფლობელოს ხალხის გამდიდრებისათვის, ირწმუნეთ, ხელმწიფევ ჩემო, სანამ შენი ხალხი არ გამდიდრდება, შეუძლებელი არის ისე შენ გამდიდრდე, და ან წესიერი მდგომარეოსა გექმნესთ;

7) იმეცადინეთ ყოვლის ღონისძიებით, რომ სამფლობელოსა თქვენსა იქმნეს ვაჭრობა და აღებ-მიცემა ხმელით თუ ზღვით, რათა ბედნიერ და მდიდარ იქმნეს ხალხნი სამფლობელოისა შენისანი, და ესე ვითარითა საქმითა თქვენცა ბედნიერ იქმნე;

8) შეუდექ აღრჩეულსა შენსა და ნუ მოუძლურდები და აღაშენე ქალაქი სადაცა გნებავდეს და უმჯობეს აღგიჩნდეს, რადგანაც უქალაქოდ ცხოვრება ტანჯვა არის, და ყოველნი მფლობელნი ქალაქით სცხოვრებენ და მით არიან ბედნიერ;

9) იპოების სამფლობელოსა შენსა მადანნი და მოსძებნე და მიეც იგი აღთქმისაებრ მამისა შენისა მისის იმპერატორე ბითის დიდებულებას ყოვლად მოწყალესა ხელმწიფესა ჩვენსა, რომელიცა იქმნების მისდამი დიდი ძღვენი და სასარგებლო თქვენი და გასამდიდრებელი სამფლობელოისა თქვენისა და ნუ დააგდებთ ამას;

10) მე ვხედავ და ვიცნი გამოსავალნი ადგილნი რომელ შეგიძლიანთ რომ გააკეთოთ ხოლმანდი და მას შინა მსახურნი მატროსებნი, და ამოქმედე იგი დიდათ და კვალათ დიდათ სხვად და სხვად სასარგებლოდ თქვენდა და მამულისა თქვენისათვის;

11) უმჯობეს ამათდა და უპირველეს ამათსა, სახსოვრად შენისა ვინაობისა და კეთილობისათვის, და ეგრეთვე საზოგადოდ მზრუნველობისათვის შვილთა მამულთა შენთასა მოიყვანეთ ერთი სხოლასტიკოსი (ესე იგი მასწავლებელი), რომელმან იცოდეს ქართული და რუსული სამეცნიერო წერილი და დაადგინეთ სადაცა ჯერ გიჩნდეს სამფლობელოსა თქვენსა თვი სისა სახლითა და სახმარებელითა, რათა განანათლოს ძენი შენნი და შვილნი მამულთა შენთანი და იქმნეს ყოვლითურთ ბედნიე რება სამფლობელოსა შინა შენსა და შენ დაუვიწყებლად გადიდებდენ და სახელი შენი დაიწეროს აღუხოცელსა ძეგლსა ზედა, და იქმნე შენ მამა ძველისა კოლხიდაჲსა, ვითარცა რუსეთისა პირველი პეტრე ალექსის ძე, და გეწოდოს ლეონ განმანათლებელი და განმაახლებელი კოლხიდაჲსა (ესე იგი მენღრელიისა);

12) დასდევ ესე კანონი სრულიად სამფლობელოსა თქვენსა რომელ საზღვარს გარეთ ნურავის გაყიდის კაცსა, რომელიც დიდად დამაბრკოლებელ ექმნა მამულსა და სამფლობელოსა თქვენსა. თუმცა-ღა ესე ორჯელ ბრძანეთ ერთი 1812 და ერთი 1816 წელსა და აღთქმა დასდევით არავინ გაყიდოს კაცის სული საზღვართ გარეთ, გარნა არა აღსრულდა აღთქმა იგი და დარღვეულ იქმნა და ყიდიან ისევ კაცსა საზღვარს გარეთ, ხელმწიფევ ჩემო, აღთქმასა და ბრძანებასა შინა იყავ მტკიცე და შეურყეველ; დიდი ბრძენი ისო ზირაქისძე გვი ბრძანებს თვისთა სიბრძნეთა შინა: „უმჯობეს არს არა აღთქმა, ვიდრე აღთქმა და არა აღსრულება“. და ეგრეთვე ძველისა ტომისა ჶილოსოჶოსი აქსენტირონ სხვათა მოძღვრებათა შორის დაგვიწერს თვით ზნედ წავლათა შინა ორთა ამათ კანონთა:

1) აღთქმა თვინიერ აღსრულებისა არს შვენიერი ხე თვინიერ ნაყოფისა; 2) იყავ ძვირ აღთქმასა შინა, ხოლო აღსრულებასა აღთქმულთასა ფრიად უხვი. და ესრეთ ამა აზრთათვის დავაცხრობ წერასა რომელიცა კმაარს ვრცელ გონებათათვის.

___

ჩემო ხელმწიფევ დადიანო, თუმცა-ღა ვიცი და ვგრძნო ბცა რომელ ეს დაწყობილნი წესდებულება და თქვენდა მორთმეულნი არა საკმავო არიან უგანათლებულესობისა თქვენისათვის და სამფლობელოთა თქვენთათვის, გარნა მოიხსენე სოლომონ დავითის ძისა მეფისა რასა იტყვის თვისთა სიბრძნეთა შინა: „ეც ბრძენსა და უბრძნეს იქმნასო“; ეგრეთვე ვრცელ გო ნიერება თქვენი ამოქმედე და ამათგანი მეტნი მოსპენ და ნაკლულევანი აღავსე.

თუმცაღა ძალ მედვა უმჯობესთა და უნათლესთა წესდე ბულებათა დადება თით-ითქმის და მეძლო რათა დაუკლებელად ბრწყინვალენი წესნი ევროპიეთნი დაიმედვნეს, რომელიცა დღესა ამას აწ-მყოს ბრწყინავს ვრცელსა სფერასა ქვეყნისასა, გარნა ჯერეთ ესე კმა არს უჩვეველთა და უხილველთათვის, და ოდეს ესე მცირე განიკარგვიან, მაშინ თვით ბუნება მისი უნათლეს გაჩვენებსთ და განგაღვიძებსთ და მიგზიდავსთ უმჯობესისადმი.

რაჲ ვყო, ხელმწიფევ ჩემო, მრავალნი საქმენნი მაიძულე ბელ ჩემდა არიან, გარნა უმეტეს სამნი საქმენი: 1, ერთგულებითი სული, 2, შვილება მამულისა, 3, ბედნიერება ჩემი და უბედობა შენდამი დამოკიდებულ არს, ვითარცა ყოველთა ცხოველთა ცხოველობა მისს ერთისა და უზადოსა ურომელოისადმი დამოკიდებულ არს; და ესე სამნი საქმენი იძულების საბლითა მიმათრევენ თქმად ამისა; ხელმწიფევ ჩემო! განიღვიძე, თორემ არ ვარგა ასე, წესდებულება მიეც თავსაცა შენსა და სამფლობელოსაცა თქვენსა, თორემ მერწმუნეთ მრჩობლადვე შეინანებთ.

მე ოდეს ვნახავ სახლთა თქვენთა უწესოებასა და უკადრსა მოქმედებასა, მაშინ სული ჩემი უკანასკნელითა მწუხარებითა იწერტებიან და ვიტყვი ნეტამც საგრძნობელნი ჩემნი არა გრძნობდენ ესე ვითარსა საქმესა თქო; რასათვის ხელ მწიფევ! არა არს მიზეზი რომ არ ინებოთ ყოველნი კეთილნი და კეთილ დაწყობილებანი, არა გყავს წინა-აღმდეგი, არა გყავს ურჩი ვინმე, არა არს მიზეზი რაჲმე დამაბრკოლებელ კეთი ლისა და რაი უმჯობეს არს, რაისათვის არა იქთ?

განიღვიძე ხელმწიფევ და განიფრთხე, აღდეგ, ადიდე სახელი შენი, მოიძიე პატიოსნება, შეიმოსე სიბრძნის მოყვარება, გამოდი სიყრმისა ნებისაგან და ჰქმენ იგი რაიცა სრულ გყოფს შენ და მდგმობასა შენსა.

ესე შვიდი წელი და სამი თვე არს რომელ თუმცა მეცნიერი ესრეთ გაწუხებთ მრავლის ესე ვითარის მოხსენებით, ხელმწიფევ ჩემო, და უმდაბლესად მოგახსენებ ყოველთვის ოდეს ჟამს ვიხი ლავ, რომელ წესდებულება მიეც თავსა შენსა და სამფლობელოსა შენსა თქო, რომელსა ზედა მემოწმებიან ყოველნი მახლობელ თქვენსა თან-გამზრახნი, გარნა ეს შვიდის წლისა და სამი თვისა მრავალნი და ზედა-ზედა მოხსენებანი ჩემნი ყოვლითურთ უნაყოფოთ იხედებიან. აწ უკანასკნელად ამასა ამა ჩემსა მოხსენე ბასა მოგართმევთ უმდაბლესად, რომელიცა ვრცელი გონება და კეთილნი დიდ-სულობანი შთამონასირთა თქვენთანი იმედს მცემს, რათა ინებებთ და განაშვენებთ თავსა შენსა და სამფლობელოსაცა შენსა, და უკეთუ არა დასძლო უბედობამან ჩემმან კეთილსა, მაშინ მე არა ძალ მიძს ყოფნა მშობელსა მამულსა ჩემსა სამთავროსა შინა თქვენსა და ცრემლით განგიბან ხელთა და ფერხთა აღზრდილსა მოხუცებულისა დედისა ჩემისას და წარვალ შორესა, სადა არა მესმოდეს კვალად სამწუხარონი ჩემთვის ხმანი, და შენ შვიდობით ყოვლად სასურველო ხელმწიფეო ჩემო, და ვითარ განაგებს ღმერთი საკვირველებათა მოქმედი დიდება და კურთხევა მისდამი უკუნისამდე.