![]() |
განკარგულება №57 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის „ღია მმართველობა საქართველოს 2018- 2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ე“ პუნქტის, 29-ე მუხლის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილებით დამტკიცებული გეგმის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 34-ე მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
![]() |
1 თარიღი |
▲back to top |
7 აგვისტო 2019 წელი
![]() |
2 გადაწყვეტილება |
▲back to top |
გადაწყვიტეს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
აროშიძე ტარიელ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე.
დარჩია დავით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
დოლიძე ბახვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე.
თოიძე გიორგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე.
მგელაძე ლევან - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“ თავმჯდომარე.
ორაგველიძე ნანული - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ოზურგეთის მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისათვის“ წევრი.
ქათამაძე ბესიკი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ღურჯუმელიძე გიორგი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ჩავლეშვილი გენო - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე.
ჭაკნელიძე დავით - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებად, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულნი იქნან „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით:
თავდუმაძე ნანა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი („ღია მმართველობა საქართველოს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან კოორდინატორი)
კილაძე გიორგი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი;
მჟავანაძე ლევან - არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის სახლის წარმომადგენელი
სალუქვაძე მინდია - არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის სახლის წარმომადგენელი
ღლონტი თამარ - არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის წარმომადგენელი
ხინთიბიძე ლევან - არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
![]() |
3 დაევალება |
▲back to top |
![]() |
4 დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა |
▲back to top |
4. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 2019 წლის 7 ნოემბრამდე.
![]() |
5 გასაჩივრება |
▲back to top |
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ.№14).
![]() |
6 ამოქმედება |
▲back to top |
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
![]() |
7 ხელმოწერა |
▲back to top |
დავით დარჩია
საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
![]() |
8 ბმული |
▲back to top |